![]() |
ტაბულა №49 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, ავალიანი დიმიტრი, თანდაშვილი მანანა, ბურჭულაძე ზაზა, ელერდაშვილი ვახო, კოკიჩაიშვილი თეონა, სუთიძე ლევან, მეგრელიშვილი ვახტანგ, ხორგუაშვილი ზვიად, ტურაშვილი თეონა, ქორიძე ავთო, მიქავა მარიამ, სმიტი დევიდ ჯ, ბაძაღუა ივანე, კვანჭილაშვილი ელენე, ყიფიანი ქეთი, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, ლორთქიფანიძე მერაბ, კეკელიძე გიორგი, კიკნაველიძე თამარ, კევლიშვილი მაკა, ბურდული ლადო, ესებუა ნიკა, კრიხელი დალი, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|28 მარტი - 3 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
საფოსტო ყუთი|ონლაინ გამოხმაურება
სტატია: მიწისძვრის ღმერთი
gio101193 21 მარტი 2011 17:17
არ შეიძლება რელიგიაზე ასე ხელაღებით წერა. ალბათ სტატიის ავტორი განათლებული პიროვნებაა, ბევრი წიგნიც წაუკითხავს და იმედი მაქვს, სიახლეებსაც ეცნობა ხოლმე. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რა მოხდა მუჰამედის კარიკატურის გამო. არ შეიძლება ასე უხეშად შეხება რელიგიურ თემებზე. არსებობს თემები და საკითხები, რომლებზეც ქილიკს არავინ მოგიწონებთ.
LiaT 22 მარტი 2011 10:34
დიდი მადლობა! ეს წერილი ძალიან დროული იყო. ეს არგახლავთ „რელიგიაზე ხელაღებით წერა“ (წინა კომენტარს ვეხმაურები...), არამედ იმ ჭეშმარიტი მართლმადიდებლების აზრსაც გამოხატავს (იმედი მაქვს!), ვისაც არაფრით არ შეუძლია სხვების გასაჭირით „ქეციანი გულის ფხანა“ (წმინდა ილია მართალი მახსენდება).
ნამდვილი ქრისტიანობა სიყვარულია და თავისუფალი ნებაა იმისთვის, რომ უფრო ზნეკეთილად ვიცხოვროთ ვიდრე გუშინ ვახერხებდით ამას. მიიხედ-მოიხედეთ თავად ჩვენში რა ხდება... ასეთი ქადაგებით მხოლოდ იმათ დააპურებ, ვისაც თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია და ამპარტავნებაში იხრჩვება.
ჩემი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა (და არა კირილე, მადლობა ღმერთს!). ჩემმა პატრიარქმა სწორედ გასულ კვირას კიდევ ერთხელ დამოძღვრა ერი - ნუ განიკითხავთ...
შოთა ვაშაკიძე - Facebook
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა თუ ღმერთის მიერ მოვლენილია, ღმერთი ტერორისტი ყოფილა.
სტატია: გამჭვირვალობის „ფუჭი ბერკეტი“
ლიკა ბასილაია - Facebook
სტატია წავიკითხე და პრინციპში უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მიკერძოებული, თუმცა ეს სათაური მთლიანად ნეგატივზეა მიმართული. რატომ არის გამჭვირვალობა „ფუჭი ბერკეტი“? სტატიიდან ასე რომ არ ჩანს??:))).
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„დაუშვებელია ისეთი გამოთქმების გამოყენება, რომლებიც თავისი შინაარსით ცივილიზაციათა დაპირისპირებას იწვევს. ისეთების, როგორიცაა „ჯვაროსნული ლაშქრობები“ და ასე შემდეგ. ეს მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე გაცილებით ცუდად დასრულდება, ვიდრე ახლაა. ეს ყველას უნდა ახსოვდეს“.
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა. პუტინმა გაეროს მიერ ლიბიის შესახებ მიღებული რეზოლუცია „შუასაუკუნეობრივი ჯვაროსნული ლასქრობისკენ მოწოდებად“ შეაფასა/ 21 მარტი
„თურქეთი არასოდეს დაუმიზნებს თავის იარაღს ლიბიელ ხალხს“.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანაპარტიელებს მიმართა და გაეროს ლიბიაში ჰუმანიტარულიოპერაციის გადახედვისკენ მოუწოდა. 22 მარტი
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გასაკვირი არ იქნებოდა თუ გავიგებდით, რომ ოდესღაც მარსზე ცივილიზაცია არსებობდა. თუმცა, სავარაუდოდ, იქ კაპიტალიზმი გაჩნდა, იმპერიალიზმი მივიდა და ეს პლანეტა გაანადურა“.
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი. 23 მარტი
„იმედი მაქვს, ქალები, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებენ, ამ სამ დღეს კარგი არჩევანის გასაკეთებლად გამოიყენებენ“.
დენის დაუგარდა, სამხრეთ დაკოტის გუბერნატორმა, ხელი მოაწერა კანონი, რომლის მიხედვითაც ქალები, რომელთაც აბორტის გაკეთების სურვილი ექნებათ, ვალდებულები იქნებიან ოპერაციის ჩატარებამდე 72 საათი მოიცადონ. 23 მარტი
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
19 მარტი
ღაზას სექტორში გამაგრებულმა პალესტინელმა მეამბოხეებმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტელეკომპანია BBC-ს ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე 50-მდე ჭურვი აფეთქდა. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმის შედეგად ისრაელის 2 მოქალაქე დაიჭრა. განხორციელებულ თავდასხმაზე ორგანიზაცის ჰამასმა პასუხისმგებლობა უკვე აიღო.
20 მარტი
გაეროში იემენის ელჩმა აბდულა საიდმა საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის გამო თანამდებობა დატოვა. საიდთან ერთად გადადგნენ ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე, ტურიზმის მინისტრი, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი და ლიბანში იემენის ელჩი. თვითმხილველთა განცხადებით, 18 მარტს უსაფრთხოების ძლების წარმომადგენლებმა ქვეყნის დედაქალაქ სანაში, უნივერსიტეტის წინ მდებარე მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაცხრილეს.მათივე თქმით, სნაიპერები ხალხს ესროდნენ, პოლიციელები კი მათ მოედნის დატოვების საშუალება არ აძლევდნენ.
21 მარტი
ფლორიდის შტატის ერთ-ერთი ეკლესიის პასტორმა, უენ საპმა ყურანის ერთი ეგზემპლარი საჯაროდ დაწვა. საპი თავისი კოლეგის, ტერი ჯონსის მითითებით მოქმედებდა. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის მუსლიმების წმინდა წიგნის საჯაროდ დაწვის იდეა. ჯონსმა განმარტა, რომ 20 მარტს მან და მისმა თანამოაზრეებმა ყურანის იმპროვიზირებული სასამართლო პროცესი გამარტეს. მისი თქმით, „ნაფიცმა მსაჯულებმა“ წიგნს „მრავლობით დანასაულში“ დასდეს ბრალი და „სასიკვდილო განაჩენი“ გამოუტანეს.
„ისლამის გმობის“ ბრალდებით პაკისტანში 17 წლის მოსწავლეს ასამართლებენ. სეიდ სამიულას ფიზიკისა და ისლამური სწავლებების დისციპლინებში წერითი გამოცდების პასუხების ფურცლებზე „ღვთის გმობის“ შემცველი წარწერების გაკეთებაში ადანაშაულებენ. მსაჯულები ახლა ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რათა გაარკვიონ აქვს თუ არა ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები. თინეიჯერის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია. ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, მედიკოსთა დასკვნამ, შესაძლოა, 17 წლის მოზარდი სასიკვდილო განაჩენს გადაარჩინოს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა გაეროს რეზოლუციას, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის საწინაარმდეგოდ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დაწყების უფლებას იძლევა, „საზიანო, გაუგებარი და არასრულყოფილი“ უწოდა. „რეზოლუცია ყველაფრის უფლებას იძლევა და თავისი არსით შუა საუკუნეების ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდებას ჰგავს“, აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს, თუმცა აქვე დასძინა, რომ „შექმნილი ვითარების გამო სამხედრო პოტენციალის გაზრდა აუცილებელია“.
22 მარტი
ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს, მოშე კაცავს თელ ავივის საოლქო სასამართლომ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კაცავს სამი თანამშრომელი ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. სამართალდამცველების მტკიცებით, პირველი შემთხვევა 1990-იან წლებში მოხდა, როცა ის ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. დანარჩენი შემთხვევები კი 2000-2007 წლებში, როცა კაცავს ისრაელის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მას ასევე ბრალს სდებენ გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში. 65 წლის კაცავი ყველა ბრალდებას უარყოფს. კაცავის ადვოკატების თქმით, მათ 30 დღე აქვთ იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
გვატემალის პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა და მისმა მეუღლემ, სანდრა ტორესმა სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანეს. საქმე ისაა, რომ ტორესი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. გვატემალის კონსტიტუციის მიხედვით კი, პრეზიდენტის ახლო ნათესავებს მის შემდეგ ამ პოსტის დაკავება ეკრძალებათ. კოლომისა და ტორესის ნაბიჯი ქვეყნის ოპოზიციამ სასტიკად გააკრიტიკა. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ოტო პერეს მოლინა წყვილს „სისტემის გაყალბებაში“ ადანაშაულებს. მისი თქმით, განქორწინება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვას გვერდი აუარონ. მისი თქმით, ეს საკითხი გვატემალის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარი ტერაქტი აეროპორტის მფლობელების წინააღმდეგ კონკურენტების მიერ მოწყობილი აქცია იყო. გაზეთ Ведомости-ს ცნობით, ტერაქტის მიზანი კომპანია დომოდედოვოს დისკრედიტაცია და მისი მფლობელებისთვის ქონების წართმევა იყო. გაზეთმა გამოაქვეყნა რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის, ზიგმუნდ ლოჟისის მიერ რუსეთის შს ეკონომიკური დეპარტამენტისადმი გაგზავნილი წერილი. „აუცილებელია გადამოწმდეს ინფორმაცია მომხდარი ტერაქტის, როგორც დომოდედოვოს კომერციული საქმიანობის და აეროპორტში მოქმედი სხვა კომერციული სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი აქტის შესახებ“, ნათქვამია წერილში.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ (ვატო) ყიფიანი დააკავეს. ინფორმაცია ყიფიანის დაკავების შესახებ სააგენტო Росбалт-მა გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მოსკოვის მილიციამ ყიფიანი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე დააკავა, რომლის მტკიცებითაც ვატო ყიფიანმა მისი მეგობარი თანხის გამოძალვის მიზნით მოიტაცა. რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, ყიფიანმა მოტაცებული პიროვნება Marriott Grand Hotel-ის ნომერში დაამწყვდია და დანის მუქარით 750 ათასი დოლარის ვალის დაბრუნებას სთხოვდა. მილიციამ 35 წლის მძევალი გაათავისუფლა, ყიფიანი კი დააკავა.
23 მარტი
აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა კომპანია Google-ს და გამომცემლობებს შორის დადებული შეთანხმება წიგნების სკანირებისა და ინტერნეტში განთავსების შესახებ. Google-მა უკვე დაამზადა 15 მილიონი წიგნის ელექტრონული ვარიანტი. მომხმარებლებს მათი წაკითხვა კომპანიის სპეციალური პლატფორმის, eBook-ის გამოყენებით შეუძლიათ. კომპანია Google-სა და ამერიკელი გამომცემლების ასოციაციას, ასევე ავტორთა გილდიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, Google-ს უფლება აქვს გადამოწმწიგნების ციფრული ვერსიები გაყიდოს. ამის სანაცვლოდ კი, კომპანიამ ამ წიგნებზე საავტორო უფლების მქონე პირებს ჰონორარები უნდა გადაუხადოს, რაც წელიწადში დაახლოებით 125 მილიონი დოლარია. თუმცა, საავტორო უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები Google-ის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული წიგნებზე. მოსამართლე დენი ჩინის თქმით, ეს ფაქტი Google-ს თავის კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს.
ლოს ანჯელესში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ პერიოდში მას ხშირად აწუხებდა გული. ტეილორი ორგზის ოსკაროსანია და 45-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა „კლეოპატრა“, „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“, „ჭირვეულის მორჯულება“ და სხვა.
24 მარტი
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ხოსე სოკრატესი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური გეგმა არ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო პორტუგალიაში, მაისში ან ივნისში არჩევნები დაინიშნება.
![]() |
4 ლიბია − შეუსრულებელი მისია |
▲back to top |
არენა
თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: REUTERS ©
რა არის კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის მისია? - ეს შეკითხვა, ლიბიის კამპანიაზე მსჯელობისას, ყველაზე ხშირად ისმის. მისიამ უნდა განსაზღვროს კოალიცია და არა კოალიციამ - მისია, - ამტკიცებს ამერიკის პრეზიდენტების, ჯერალდ ფორდისა და ბუში უმცროსის, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი.
ჩვენი მიზანი ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვაა, - ამბობენ კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერები და კადაფის რეჟიმს საჰაერო დარტყმებით ავიწროებენ.
„მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვის იდეა ძალიანაც მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობას სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეებიც აწყდებიან და მათ დასაცავად ხელსაც არ ვანძრევთ. ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობას იარაღი აქვს ასხმული. შესაბამისად, გამოდის, რომ სამოქალაქო ომის მხარედ ვიქეცით. ეს ასეა! ამიტომ უფრო მეტი უნდა მითხრათ ჩვენი ახალი მოკავშირეების შესახებ. მსურს ვიცოდე, რა მოსწონთ მათ, ან რა არ მოსწონთ, ეგებ ჩვენ არ მოვდივართ თვალში? დამიზუსტეთ რად წარმოუდგენიათ ამბოხებულებს ამერიკა - ზე-სატანად თუ რიგით ეშმაკად?“ - ქილიკობს ამერიკელი კომიკოსი, ჯონ სტიუარტი. Daily Show-ს წამყვანი ობამასადმი სიმპათიებს არასოდეს მალავდა, ახლა - უკმაყოფილებას ვერ ფარავს და პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის ურთიერთობას ერთმანეთისგან დაღლილი ცოლ-ქმრის კომუნიკაციას ადარებს.
მისიის ბუნდოვანება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც აშფოთებს. 19 მარტს Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა ტონი ბლერის წერილი, სადაც პოლიტიკოსი ისტორიულ პარალელს საბჭოთა კავშირთან ავლებს. ის აღნიშნავს, რომ ცივი ომის დროს საკითხი უფრო მარტივად იდგა, რადგან სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში საზოგადოება შეთანხმებული იყო იმაზე, თუ რისი მიღწევა სურდა ტოტალიტარული სისტემის შეცვლის შედეგად - „მათ კედლის დასავლეთით გადმოიხედეს, რაც დაინახეს, ის მოისურვეს და მიიღეს კიდეც”.
ახლო აღმოსავლეთში სულ სხვა მდგომარეობაა. მომავალზე კონსენსუსი არ არსებობს, აქ დემოკრატიის მსურველებსაც იპოვით, მაგრამ ექსტრემისტი ისლამისტებიც უხვად არიან.
„ჩვენი პოლიტიკა ძალზე ცხადი უნდა იყოს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ არა მარტო რეჟიმის შეცვლას, არამედ მოდერნიზაციას და დემოკრატიზაციას ვუჭერთ მხარს... ეს კი, არა მხოლოდ ხმის უფლებას, არამედ კანონის უზენაესობას და სიტყვის, რელიგიის და ეკონომიკის თავისუფლებას ნიშნავს“, - წერს ბლერი.
ობამას მოქმედებებმა უკმაყოფილება გამოიწვია როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის კრიტიკა პარტიული ნიშნით არ განისაზღვრება.
ორივე პარტიის რიგებში ნახავთ: ა) იზოლაციონისტებს, რომლებიც ამერიკის მიერ მსოფლიოს პოლიციელის ფუნქციის აღებას ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედება მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ ქვეყანა მყისიერი საფრთხის წინაშე დგას - ლიბიის შემთხვევაში მსგავსი საფრთხე არ მდგარა; ბ) ინტერვენციონისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ამერიკა მტერს მანჰეტენპოზიციზე კი არ უნდა დაელოდოს, არამედ იქ დაამარცხოს, სადაც გაჩნდება, ხოლო პრევენციის მიზნით დემოკრატიის ექსპორტს მიჰყოს ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიული ქვეყნები, როგორც წესი, ერთმანეთთან არ ომობენ. ობამას ლიბიური პოლიტიკა არც ამ მოთხოვნას პასუხობს.
„გასაგებია, რომ ადმინისტრაციამ ბენღაზიში დაძაბული სიტუაციის გამო იჩქარა და კონგრესის დასტურს არ დაელოდა, მაგრამ გაუგებარია რატომ გაურბის პრეზიდენტი ხალხთან საუბარს“, - ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჩარლზ კრაუტჰამერი და პრეზიდენტ კლინტონს იხსენებს, რომელსაც ტანზანიასა და კენიაში ამერიკის საელჩოებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების პასუხად, სამხედრო მოქმედება მოუწია. „მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის იერიში ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც დღეს ხდება, პრეზიდენტი ხალხის წინაშე წარდგა და თავისი მოქმედება განმარტა“.
პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია. ობამამ განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმმა ხალხის ნდობა დაკარგა და ამიტომ უნდა წავიდეს, თითქოს ლიბიელი დიქტატორის 42-წლიან მმართველობას აქამდე სახალხო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს - მაგრამ მთავარი ეს არ არის. ოპონენტებს პირველ რიგში აინტერესებთ, თუ რა არის აშშ-ის მთავრობის სტრატეგია და როგორ მოხერხდება კადაფის დამხობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში, რომელიც რეჟიმის გამოცვლას სულაც არ გულისხმობს.
ყველა ფოტო: REUTERS ©
გაეროს უშიშროების საბჭოს 17 მარტის რეზოლუცია, ორგანიზაციის წევრებს ნებას რთავს მშვიდობიანი მოსახლეობა კადაფის რეჟიმის ძალადობისგან დაიცვან. სწორედ ამ მიზნით გამოცხადდა ლიბიის ცა არასაფრენ ზონად, რისი უზრუნველყოფაც თავდაპირველად კოალიციის წევრებმა, უფრო კონკრეტულად - შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, კანადამ და იტალიამ იკისრეს.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ თუ კადაფი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ის კვლავინდებურად ტერორიზმს მიჰყოფს ხელს, რომლისგანაც ბოლო ხანებში თავს ან გარიგებების იმედით ანდაც დასავლეთის რისხვის შიშით იკავებდა. ამას გარდა, კადაფის დარჩენა ამერიკას სუსტად წარმოაჩენს, რადგან პრეზიდენტის სიტყვები ლიბიის ლიდერის გადადგომასთან დაკავშირებით, ჰაერში გამოკიდებული დარჩება.
მდგომარეობას არც დიქტატორის წასვლა გამოასწორებს - ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კადაფის შემდგომი ლიბია, აფრიკის ლუქსემბურგი კი არა, მეორე სომალი გახდება - დისფუნქციური სახელმწიფო, სადაც ფეხს მაფია და ტერორიზმი მოიკიდებს. მით უფრო, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი მხარე - რეგიონი, სადაც ოპოზიცია განსაკუთრებით ძლიერია, ბოლო დროს ალყაიდას წევრების რეკრუტირების თვალსაზრისით ლიდერობს. საყურადღებოა ისიც, რომ კადაფის ოპონენტ ლიბიელთა ნაწილი, ერაყსა და ავღანეთში ამერიკის წინააღმდეგ იბრძოდა.
„მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველა ლაურეატი რომ შეკრიბო, იმდენი ბომბი არ უსვრიათ, რაც ობამამ სულ რამდენიმე დღეში გაისროლა“, - აღნიშნავენ კრიტიკოსები. მათი ირონია გასაგებია - ამერიკის პრეზიდენტმა ერაყისა და ავღანეთის ომის დასრულების დაპირებაში ნობელის პრემია აიღო და პირობის შესრულებამდე, მესამე ომი წამოიწყო.
ობამა თავის დაძვრენის რეჟიმშია. ის ცდილობს, ლიბიის ოპერაციას ომის კვალიფიკაცია არ მიეცეს, ხოლო ამერიკა კადაფის სისასტიკით აღშფოთებული ევროპელების დამხმარედ წარმოაჩინოს და არა დიქტატორის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ლიდერად.
კრაუტჰამერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს დამოკიდებულება იდეოლოგიურია და დასტურად ობამას ცნობილ გამოსვლებს იხსენებს ეგვიპტესა და თურქეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის პოლიტიკის გამო ფაქტობრივად ბოდიში მოიხადა. „ეს ადამიანი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ყოველთვის კოლონიზატორივით იქცეოდა და ამიტომ ნებისმიერ ჩარევას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება… მისი პასიურობის საუკეთესო მაგალითად 2009 წლის ირანის ამბოხი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც პრეზიდენტმა არაფერი გააკეთა ამერიკის სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. პირიქით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ირანის სასტიკი რეჟიმის ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი“.
ამ იდეოლოგიური ხაზის გაგრძელებაა ისიც, რომ ვაშინგტონმა ყველა ღონე იხმარა, რათა ამერიკის როლის შემცირების მიზნით პასუხისმგებლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გადაებარებინა. გასულ ხუთშაბათს, ალიანსის წევრებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს - ლიბიის ცაზე არასაფრენი ზონის უზრუნველყოფა NATO-მ იკისრა. ობამა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს.
შეთანხმების პროცესი გააჭიანურა გერმანიის პოზიციამ - მერკელი, გრძელვადიან ომში ჩათრევის შიშით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილეობის მინიმიზაციას ცდილობს; ცალკე საკითხია თურქეთი პოზიცია, რომელიც ღელავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად წამოწყებულმა ოპერაციამ, შესაძლოა, ლიბიის ოკუპაციის სახე მიიღოს. NATO-ს როლის გაზრდის წინააღმდეგი იყო საფრანგეთიც, რომელიც თავის პოზიციას იმით ასაბუთებდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ლიბიის ოპერაციაზე კონტროლის აღება, კადაფის მოწინააღმდეგე არაბულ ქვეყნებს მოქმედების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.
გაეროს უშიშროების საბჭო
მუდმივი წევრები |
არამუდმივი წევრები: |
აშშ |
ბოსნია და ჰერცოგოვინა, |
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა ხმათა განაწილება ლიბიაში მიმდინარე პროცესების შესახებ რეზოლუციაზე. 17 მარტი, 2011
ხმა მისცა: |
თავი შეიკავა: |
საფრანგეთი |
ბრაზილია |
კრიტიკოსები ირწმუნებიან რომ სინამდვილეში საფრანგეთის პრეზიდენტი 2012 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მკვეთრად დაცემული რეიტინგის ფონზე, წყალივით ესაჭიროება თავის გამოჩენა - ეს კი უკეთ მოხერხდებოდა თუ ლიბიის კამპანიას არა NATO, არამედ საფრანგეთ-ბრიტანეთის ალიანსი უხელმძღვანელებდა.
სარკოზის გმირად წარმოჩენას ემსახურებოდა აგრეთვე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დაუფიქრებელი განცხადება, რომ მისი პრეზიდენტი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას უდგას სათავეში“. ამ სიტყვების რელიგიურმა დატვირთვამ თურქეთი გააბრაზა და პირველი პირების ხმამაღალმა განცხადებებმაც არ დააყოვნა - პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა, საფრანგეთის განზრახვის გულწრფელობა დააყენა ეჭვქვეშ და ფრანგების მოტივაცია ლიბიის ნავთობის, ოქროს საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების წყურვილით ახსნა. მოგვიანებით იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა, აბდულა გიულიმ - „საჰაერო კამპანიის მიზეზი არა ლიბიელი ხალხის გათავისუფლება, არამედ ფარული ინტერესებია“, - განაცხადა მან.
ამ ინციდენტმა გაართულა საფრანგეთისა და თურქეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა, რასაც საფუძვლად ანკარის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ამბიციები და ამ საკითხზე, პრეზიდენტ სარკოზის პოზიცია უდევს. ეს უკანასკნელი, გერმანიასთან ერთად, თურქეთის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგია, მაგრამ გერმანელი კოლეგისგან განსხვავებით, თავის აზრს ბევრად უფრო სწორხაზოვნად გამოთქვამს. სარკოზი ღიად ამბობს, რომ თურქეთს ევროპაში არაფერი ესაქმება და მისი ადგილი ახლო აღმოსავლეთშია.
მუამარ კადაფის მხარდამჭერები. ტრიპოლი
ფოტო: REUTERS ©
საყურადღებოა არაბული ლიგის პოზიციაც - სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც, სარკოზის არ იყოს, ელექტორატი აფიქრებს. ამრ მუსამ ლიბიის ცაზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, მაგრამ სამხედრო მოქმედებები მკაცრად გააკრიტიკა - ის ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატია და ამომრჩევლის გულის მოგებას ლამობს.
რუსეთი სეირს უყურებს. ჩრდილოელმა მეზობელმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო, მაგრამ არც დაეთანხმა. პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი პუტინი კვლავინდებურად კარგი და ცუდი პოლიციელების როლებში არიან შეჭრილნი. რობინი მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვას იწონებს, ბეტმენი კი ჩვეულებისამებრ დასავლეთის მოქმედებებს გმობს.
ცხადი ისაა, რომ ლიბიის კამპანიასთან კოორდინაციას და სწორ კომუნიკაციას ახლოსაც არ ჩაუვლია. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა, მოკავშირეებს შორის უთანხმოება მოიმატებს. იმისთვის რომ ლიბიის კამპანია წარმატებით დასრულდეს, საჭიროა ლიდერი. ამ ფუნქციის საკუთარ თავზე აღება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, მაგრამ ამ ქვეყნის მეთაურს ლიდერობა არ სურს.
![]() |
5 რუსული ულტიმატუმი: ანექსია „დემარკაციის“ ნიღბით |
▲back to top |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
მოსკოვი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს. რუსეთს, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასთან „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე 160 კვადრატული კილომეტრის საკუთარ საზღვრებში მოქცევა სურს.
სოხუმის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ საზღვრის დემარკაციის თაობაზე რუსული პოზიციის ამსახველი დოკუმენტი მიიღეს. თუმცა, მისი შინაარსის გამხელისგან თავს იკავებენ რუსულ-აფხაზური კომისიის სხდომამდე, რომელიც 28 მარტს არის დანიშნული.
ამ ინფორმაციამ ოფიციალური სტრუქტურებიდან მაინც „გაჟონა“. აფხაზმა ჟურნალისტმა, გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ტაბულასთან საუბრისას დაადასტურა, რომ კრემლის წარმოდგენილი დოკუმენტი, მართლაც შეიცავს მოთხოვნას გაგრის რაიონში 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე. ხაშიგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ მოთხოვნას კომისიის მომავალ სხდომაზე პრინციპულად დააყენებს, აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდებიან პრობლემის შესახებ უკვე საჯაროდ განაცხადონ.
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ე.წ. მოლაპარაკებები „ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე უკანონოა. მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს სამართლებრივი შედეგები არ ექნება. უწყების განცხადებით, ერთადერთი მხარე, რომელთანაც რუსეთი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა.
რუსეთ-საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუს გასწვრივ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგინდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ამ მონაკვეთზე ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. 1994-დან 2006 წლამდე საერთო საზღვრის მხოლოდ ერთი მესამედის შეთანხმება მოხერხდა. 2006 წლიდან, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების შედეგად, მოლაპარაკებები შეწყდა.
2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შემდეგ, მოსკოვმა საზღვრის დასადგენად „მოლაპარაკებები“ უკვე მათთან დაიწყო. 2009 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი - საგანგებო დავალებათა ელჩი ალექსანდრ გოლოვინი დანიშნა.
პირველი „რუსულ-აფხაზური კონსულტაციები“ საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით გასული წლის ნოემბერში გაიმართა. შეხვედრა დახურული იყო, მხარეები სამომავლოდ საკუთარი წინადადებების მომზადებაზე შეთანხმდნენ. აფხაზური კომისიის თავმჯდომარემ, ვალერი კვარჩიამ მაშინ აღნიშნა, რომ ერთობლივ მუშაობაში „განსაკუთრებულ პრობლემებს“ არ ელოდება.
თუმცა, რუსული მხარის პოზიცია აფხაზური რეჟიმისათვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. როგორც ტაბულას ინალ ხაშიგმა განუცხადა, რუსეთისათვის რაიმე ტერიტორიის შესაძლო დათმობაზე აფხაზური საზოგადოების რეაქცია ძალზე უარყოფითია. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხაშიგი ბაღაფშს „სწრაფ გადადგომას“ უწინასწარმეტყველებს.
„ძნელი სათქმელია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი რუსეთისათვის და წავა თუ არა ის აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ სოხუმი მის წინადადებას არ დათანხმდა. მაგრამ, ნამდვილად შეიძლება ითქვას - თუ ბაღაფში ამას დათანხმდება, აფხაზეთში აფეთქება მოხდება“, - აღნიშნა ინალ ხაშიგმა ტაბულასთან საუბრისას.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხი სოხუმის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ოპოზიციის მკვეთრი დაპირისპირების საგანი აქამდეც არაერთხელ გამხდარა. კრიტიკა გამოიწვია აფხაზური ხელისუფლების მიერ მოსკოვთან გაფორმებულმა შეთანხმებებმა აფხაზეთის რკინიგზის გასხვისების, მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების, ასევე რუსი სამხედროების სტატუსის შესახებ, რომლებზეც ადგილობრივი კანონმდებლობა არ ვრცელდება.
გასული წლის ბოლოს დიდი ხმაური სამი ობიექტის - ბიჭვინთაში, მიუსერასა და გაგრაში მდებარე ყოფილი საბჭოთა სამთავრობო აგარაკების - რუსეთისათვის გადაცემის საკითხმა გამოიწვია. ხელშეკრულების პროექტის მომზადება მთავრობას რუსეთის პრემიერმა, პუტინმა დაავალა და ობიექტების იჯარის თანხაც თავად განსაზღვრა - წელიწადში ერთი რუსული რუბლის ოდენობით. პუტინის ბრძანებულებაში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ამ ობიექტებზე რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გატარდეს, რის გამოც იქ მომუშავე პერსონალი ადგილობრივ კანონმდებლობას არ უნდა დაექვემდებაროს.
რეჟიმის ოპონენტებმა სოხუმში ამ მოთხოვნას ულტიმატუმი უწოდეს, ობიექტების გასხვისების გეგმები კი ტერიტორიის მითვისების მცდელობად შეაფასეს. „ეს პირობები უფრო დამამცირებელია, ვიდრე ის, რაც აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ იაპონიას წაუყენა“, - განაცხადა ამის შესახებ აფხაზმა პოლიტიკოსმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა 2004 წლის არჩევნებზე ანატოლი ოტირბამ.
თუმცა, სერგეი ბაღაფშმა ოპონენტთა არგუმენტები არ გაიზიარა და განაცხადა, რომ აფხაზებმა რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადასცენ ის ობიექტები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში „ისედაც რუსეთს ეკუთვნოდა“. „ოპოზიციას მივმართავ: გინდათ რუსული პასპორტები? დიახ. რუსული პენსიები? დიახ. 11 მილიარდი რუბლის დახმარება სამ წელიწადში? დიახ... (აფხაზეთში) 1600 რუსი მესაზღვრე და რუსული სამხედრო ბაზა დგას.
„გვაქვს უსაფრთხოება, თქვენ კი არაფრის გაცემა გინდათ? ასე არ გამოვა“, - განაცხადა სოხუმის რეჟიმის ლიდერმა გასულ თვეში სააგენტო რია-ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში. მან ისიც აღნიშნა, რომ დასასვენებლად რუსეთის ხელმძღვანელების ჩამოსვლა აფხაზეთისთვის ინვესტიციებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს. „რუსეთი მეგობარი სახელმწიფოა. თქვენ ვინმე სხვა გყავთ, ვისაც დაეყრდნობით?“ - მიმართა ბაღაფშმა ოპონენტებს.
ამგვარი რიტორიკა საკუთარი გადაწყვეტილების დასაცავად ბაღაფშს შესაძლოა, აგარაკების საკითხში გამოადგეს - თუმცა, შეთანხმებამ მათი გასხვისების თაობაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში რატიფიცირება უნდა გაიაროს. მაგრამ, საზოგადოების დარწმუნება რუსეთისათვის გაგრის რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემის საჭიროებაში ბაღაფშს გაუჭირდება.
ინალ ხაშიგი აფხაზური ხელისუფლების მოსკოვისადმი ერთგულების კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას - აფხაზეთის ბიუჯეტი 60-70%25-ით რუსული დოტაციებით ივსება, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების ხარჯვის შემოწმებისას კი რუსეთის საანგარიშო პალატამ გასული წლის ბოლოს 347 მილიონი რუბლის (11,5 მილიონი დოლარი) არამიზნობრივი ხარჯვა გამოავლინა. ხაშიგი ამას „აფხაზ მოხელეებში დაბანდებულ ინვესტიციას“ უწოდებს, რაც მოსკოვის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისათვის მყარი „არგუმენტი“ უნდა გახდეს.
სოხუმში მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მოთხოვნა ბაღაფშის ხელისუფლებისათვის სერიოზული შიდაპოლიტიკური გამოცდა გახდება. უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რამდენად პრინციპულად დასვამს მოსკოვი ტერიტორიის საკითხს სოხუმის წინაშე და მეორე მხრივ, რამდენად მორჩილი აღმოჩნდება მოქმედი აფხაზური ხელისუფლება. აფხაზური საზოგადოების ლოიალობას მოსკოვისათვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან არა ოკუპანტის, არამედ „მშვიდობისმყოფელის“ იმიჯის შექმნით არის დაინტერესებული. ამავე დროს, კრემლი უხვი დოტაციებით მოსყიდული აფხაზური ელიტისაგან სრულ მორჩილებას უნდა ელოდოს, როგორც ამას ჩრდილოკავკასიის რეგიონებშია მიჩვეული.
იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვმა სოხუმთან „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ მისთვის სასურველი ვარიანტი გააფორმა, ეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უშუალო და დაუფარავი ანექსიის მაგალითი გახდება.
![]() |
6 ანთოლოგიის შესახებ |
▲back to top |
საზოგადოება
„თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ 6 ქართველი მწერლის 7 ნაწარმოებს აერთიანებს. ეს წიგნი პოსტსაბჭოთა საზოგადოების ტრანსფორმაციისა და საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენების ლიტერატურული დამუშავებაა და 2010 წელს გერმანიაში, რაიხერტის გამომცემლობამ დაბეჭდა. ეს ქართული პროზის პირველი ბილინგვალური გამოცემაა, წიგნი, რომელიც მიზნად ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების განახლებისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების ხელშეწყობას ისახავდა. გამოცემა, თავისი მნიშვნელობის გამო, 2010 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „ფორუმ-დიალოგის“ ფარგლებში ერთსაათიანი პოდიუმ-დისკუსიით წარმოადგინეს.
წიგნის გამოცემას გერმანიის მხრიდან ფრანკფურტის მერია აფინანსებდა, ხოლო საქართველოს მხრიდან კულტურის სამინისტრო. ეს ორივე ქვეყნის მხრიდან კულტურული დიალოგის სურვილისა და საქართველოს ევროპულ სივრცეში ლიტერატურულ დონეზე ინტეგრაციის მნიშვნელობის დამადასტურებელი ფაქტია. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, საქართველო ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე შეიძლება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მოგვევლინოს. ეს ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისა და ევროპაში მისი გამოცემის სერიოზულ სტიმულად შეიძლება იქცეს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი ანთოლოგიის გამოცემა ამ პროცესის, როგორც სისტემატური მოვლენის, დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ.
ანთოლოგია, გერმანელ კავკასიოლოგთან იოსტ გიპერტთან ერთად, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის პროგრამის ფარგლებში გამოვეცი. ლიტერატურული სალონის დაარსების იდეა 2008 წელს გამიჩნდა, როდესაც ფრანკფურტში წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ჩამოსულ ქართველ მწერლებს: დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, ბასა ჯანიკაშვილსა და რატი ამაღლობელს შევხვდი. სალონის დაარსების მიზანი გერმანულენოვან სამყაროში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და გერმანიაში მთარგმნელობითი პოტენციალის გააქტიურება გახლდათ. უკვე ორი წელია, ეს სალონი ფრანკფურტში ფუნქციონირებს და ყოველთვიურ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოებს აწყობს ფრანკფურტის ერთ-ერთ ლიტერატურულ სახლში „რომანის ფაბრიკა”. სალონი იწვევს ქართველ ავტორებს, თარგმნის ქართულ ლიტერატურას. პირველივე პროექტი, რომელიც სალონმა განახორციელა, გახლდათ 2009 წელს გამართული ლიტერატურული საღამოების სერია თემატიკით „პოსტსაბჭოთა შპაგატი“, რომელიც „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიად“ გამოიცა 2010 წელს. მიმდინარე წელს ლიტერატურული საღამოების თემატიკა გახლავთ „მიგრაცია, ინტეგრაცია, იდენტობა“, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოს კიდევ ერთი გერმანულენოვანი წიგნის გამოცემით დასრულდება.
ანთოლოგიის ქართული პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში, შოთა რუსთაველის სახ. თეატრში გაიმართა. გერმანული პრეზენტაცია კი - გერმანიის საელჩოს ინიციატივით სულ ახლახან, 16 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში, თბილისში.
ქუთაისის ლიტერატურული საზოგადოება ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დაგვიკავშირდა და ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მე პირადად ვთვლი, რომ ქვეყნის კულტურულმა ცხოვრებამ თავი მარტო დედაქალაქში არ უნდა მოიყაროს - კულტურული ინტეგრაციის პროცესში მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული, განსაკუთრებით ისტორიულად ისეთი ლიტერატურული პოტენციალის მქონე ქალაქი, როგორიც ქუთაისია. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მოწვევა ქუთაისის მერიისაგან, გერმანულენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია ქუთაისშიც გაგვემართა. ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპერის თეატრში ერთი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს გამართვით. იგი იმერეთის რეგიონის კულტურული ინტეგრაციის პროცესში შესაძლო ჩართვას და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების მოსინჯვას ისახავდა მიზნად, მათ შორის, მთარგმნელობით საქმიანობაში ქუთაისის უნივერსიტეტის გერმანული ენის დეპარტამენტის ჩაბმას. მედიების მიერ 5 დღის დაგვიანებით ატეხილმა სკანდალმა და ლიტერატურულ საღამოზე დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილის ფოკუსირებამ ერთ კონკრეტულ გამონათქვამზე, სამწუხაროდ, გადაფარა ქუთაისში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოს მნიშვნელობა. ერთი რეპლიკის ინტერპრეტაციის ფონზე დაიკარგა 18 მარტის საღამოს მთავარი ჩანაფიქრი - ქუთაისის ლიტერატურული საზოგადოებისა და ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის შესაძლო თანამშრომლობა, საქართველოს ევროპასთან ლიტერატურული ინტეგრაციის პროცესში.
მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის „ევტერპეს“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
![]() |
7 სანავარდო |
▲back to top |
საზოგადოება
ზაზა ბურჭულაძე
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ოპერაში ჩემს გამონათქვამთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა. უფრო ზუსტად, იმ ვნებათაღელვის გამო, რაც ჩემს გამონათქვამს მოყვა. ამ დღეების განმავლობაში ეს თემა ყოველმხრივ იმდენად დაიღეჭა და გადაიღეჭა, რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ.
მაშ ასე, იმ დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში საღამოს 500 კაცი ესწრებოდა. ჩემი გამოსვლის შემდეგ ოციოდემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 480 კაცს კი სრულიად ბუნებრივი რეაქცია ქონდა. ტაშის გარდა, მათ გულიანად იცინეს და იხარხარეს. თვალი და ყური თუ არ მატყუებს, მგონი, ასე იყო. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია მაქვს: 1. დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილმა (დავაზუტებ, ოციოდე კაცმა) ჩემი იუმორი ვერ გაიგო. 2. იმავე ოციოდე კაცმა ჩემი იუმორი ძალიანაც კარგად გაიგო და თავისებური იუმორით მიპასუხა, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე მე ვეღარ გავიგე მათი იუმორი. ანუ ჩვენ (ისინი და თქვენი მონა-მორჩილი) სხვადასხვა ქრონოტოპოსში აღმოვჩნდით. 3. შეიძლება საქმე კიდევ უფრო მარტივადაა, ვიდრე მე მგონია. კერძოდ, შეიძლება შეურაცხყოფილი ოციოდე კაცი ის „წითელი ინტელიგენცია“ იყო, რომლისთვისაც არცთუ შორეულ წარსულში ქურდი უზენაესი ავტორიტეტი იყო, ბოზობა კი - ჩვეულებრივი ამბავი, და „სარკეში ჩახედვა“ არ ესიამოვნა. ისე, ამდენ ჭინთვას და პრანჭიობას მათ ადგილზე მე ასე ვუპასუხებდი (საკუთარ თავს): „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!“
ჩემი ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის გამოსვლა მე აღვიქვი უმცირესობისთვის გზავნილად. ჩემი მოკლე ჭკუით, მან თქვა, რომ იგი ყველას პრეზიდენტია, უმცირესობისაც კი, კერძოდ - შეურაცხყოფილი ოციოდე კაცისაც. ანუ მათიც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ თვითონვე „ჩარეცხა“. რასაკვირველია, პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო ადეკვატური. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს არტისტის ცხოვრებაში და, მით უფრო - შემოქმედებაში. ვერაა მისასალმებელი საქმე, ყველა შემოქმედის პერფორმანსი პრეზიდენტმა განსჯის საგნად აქციოს და საგანგებოდ განიხილოს, და მთლად უარესი, მიუთითოს, ვინ სად რა უნდა თქვას, რაზე წეროს, რა ხატოს, როგორ იმღეროს, და ა.შ. მგონი, სწორედ მსგავს მენტალიტეტს ებრძოდა სააკაშვილი, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიოდა. არ ვიცი, რამდენად გააზრებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, იყო იმპულსური და კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი. მისი სიტყვებიდან, პირადად მე, ცოტა არ იყოს, საბჭოური სუნი მეცა. ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ვერსია მაქვს. 1. პრეზიდენტის ან მრჩეველებმა ვერ ივარგეს. 2. ან ივარგეს, მაგრამ მათი რჩევა არ გაითვალისწინა. პირადად ჩემი რჩევა კი პრეზიდენტის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ხელები შორს არტისტებისგან!“.
![]() |
8 უკაცრავად, თქვენი 15 წუთი ამოიწურა! |
▲back to top |
საზოგადოება
მაგდა გურული
„მომავალში ნებისმიერს შეეძლება გახდეს მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით“
ენდი უორჰოლი
„Жизнь ворам, смерть сукам“ /„ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი“/ საბჭოთა კრიმინალური სუბკულტურიდან ურბანულ სივრცეში გადმოსული ეს მისალმება-სლოგანი და მისი აბრევიატურა ЖВСС თავის დროზე ასეც იშიფრებოდა: „Жизнь Воинам Советского Союза“. მისი ორმაგი მნიშვნელობა მავანისთვის ქურდული სამყაროს ვითომ გასაიდუმლოებულ კოდექსს უსვამდა ხაზს და ქურდული „იდეოლოგიისთვის“ დამახასიათებელი სოციალური გამიჯვნის დატვირთვასაც ატარებდა. ეს მაშინ, და სერიოზულად... დღეს ეს ფრაზა ღიმილს იწვევს და ქართველი თანამედროვე მწერლის, ზაზა ბურჭულაძის ქუთაისურ ეპატაჟამდე, ვერც კი წარმომედგინა რა კონტექსტში შეიძლებოდა მისი გაცოცხლება, გააქტიურება და მით უმეტეს, გამოყენება. თუმცა, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის ფანტაზია ამოუწურავია და შესაძლებლობები უსაზღვრო, მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში, სადაც „წყალქვეშა ქვები“ თითქმის მთლიანად გამქრალია და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს თუ დაჯგუფებებს შორის უკვე ცნობილი მარშრუტების გამოყენებით გვიწევს „ცურვა“, როცა ნებისმიერი საეჭვო და სწორხაზოვანი დეკლამაცია ადვილად პოულობს ადრესატს, მთავარია მონდომება. ყველამ კარგად ვიცით ვინ როგორ „ავაგდოთ“ და ვის რამდენი ჩონჩხი აქვს „კლოზეტში“ გადამალული. წარმატებისთვის კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ „სწორი დროის“, „სწორი ადგილის“ და “სწორი ადამიანების“ შერჩევაა საჭირო...
ქუთაისის ოპერის თეატრში თბილისიდან ჩასულ მწერლებთან შეხვედრაზე მისული ქუთაისელი მაყურებელი აშკარად არ იყო მზად ბურჭულაძესთან შესახვედრად და არც საკუთარ დამსახურებაზე ჰქონდა რაიმე წარმოდგენა მწერლის მიერ დაგეგმილი თუ დაუგეგმავი დიდების 15 წუთში.
აღშფოთებული ქუთაისელების გაგება ადვილია. არ ვიცი რა ღირდა საღამოზე დასასწრები ბილეთი და ღირდა თუ არა საერთოდ რამე, მაგრამ ამ ხალხის მიზანი, ეჭვი მაქვს, საღამოს საინტერესოდ და მშვიდობიანად გატარება იყო. ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდანაც თუ რაიმე იგეგმებოდა, ამას ვეღარასოდეს გავიგებთ. არსებულ სიტუაციაში კი უფროსი თაობის „ინწილიგენციად“ წოდებული წარმომადგენლების ინტერესი ახალგაზრდა თანამედროვე მწერლების მიმართ, ბურჭულაძის „ფამილარობამდე“ მაინც, გამორჩეულ სოციალურ-კულტურულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პატარა ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ნებისმიერი ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო განსხვავებული აზრის მქონე თაობებს შორის რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგის საწარმოებლად. „ინწილიგენციის“ ასეთი დასწრება ბურჭულაძეზე და მის კოლეგებზე მათ აშკარად გადაჭარბებულ წარმოდგენაშიც შეიძლება ვეძებოთ. ფაქტია, რომ ინტერესი დიდი იყო.
მომხდარიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომლებიც ძირითადად ბურჭულაძის აწ გამჟღავნებულ პრობლემატიკას ეხმაურება. პირველი ალბათ მწერლის განსხვავებული იუმორის გრძნობაა, რომლის მიზანი გარკვეული სოციალური ჯგუფის აგრესიაში ჩაგდებაა, რაც, უნდა ვაღიარო, დღევანდელ საქართველოში რთული არ არის. ასევე კამათის საგანია ბურჭულაძის თავისებური წარმოდგენა ხელოვანის ადგილზე თანამედროვე სოციუმში, მის პოზიციაზე და როლზე, მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე პოსტტოტალიტარულ სივრცეში და მის დამოკიდებულებაზე სოციალურ პრობლემებთან. სამწუხაროა, რომ რთულ დიალოგს სხვა დროსა და სიტუაციაში ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან ბურჭულაძემ ადვილი ეპატაჟის გზა არჩია. გაცილებით საინტერესო იქნებოდა, დარბაზთან მწერლის შემოქმედებით, მისი იდეებით პროვოცირებული ურთიერთგაცვლის თუნდაც ზედაპირული მცდელობა და არა ქალაქის პრობლემური წარსულის უადგილო წამოძახებით გამოწვეული მყისიერი კონფრონტაცია.
ადამიანებისთვის შანსის მიცემა და არა საეჭვო წარმოშობის სლოგანებით საკუთარი „უპირატესობის“ და უკომპლექსობის ჩვენება. ყველაფერი ზემოთქმული შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მომხდარს თუ ცოტა ღრმად გავიაზრებთ, ერთი დასკვნა აშკარად იკვეთება: მიუხედავად ყველაფრისა, ზაზა ბურჭულაძე საქართველოში არსებული იმ შავ/თეთრი და ურთიერთდაპირისპირებული გარემოს ლოგიკური პროდუქტია, სადაც ეპატაჟი და აგრესია უფრო ადვილი და დაფასებულია, ვიდრე განსხვავებული შეხედულების, რელიგიური მრწამსის თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანთან დიალოგის თუნდაც მცდელობა. ამ დასკვნის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ საზოგადოების ნაწილი აღაფრთოვანა ბურჭულაძის „გაბედულმა“ საქციელმა და თავისუფალი თვითგამოხატვის აქამდე მიუღწეველმა სიმაღლეებმა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი განაცხადისთვის დარბაზში სულ ცოტა ერთი ქურდი და ერთი ბოზი მაინც უნდა მჯდარიყო და ეს ამბავი ბურჭულაძეს ზუსტად უნდა სცოდნოდა. სხვანაირად, დარბაზში მსხდომი მოქალაქეების მიმართ ნასროლი რეპლიკა, ბურჭულაძის სტილი რომ გამოვიყენო, „ნახალკის“ დადება იყო, რასაც ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური, სოციალური, ასაკობრივი, რელიგიური თუ გეოგრაფიული კუთვნილებისა, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ლიტერატურული საღამოს, შეიძლება პოლემიკურ, მაგრამ წესით მშვიდობიან და შემოქმედებით გარემოში. საბოლოო ჯამში, აღშფოთებულთა რაოდენობა სულ რაღაც 20 ადამიანით შემოიფარგლა. 20 განრისხებული „ინწილიგენტი“ აბა რა ყურადღების ღირსია. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ მასების აზრია, რომელიც ერთნაირად ფიქრობს, ან ნაკლებ განაწყენებულია, ან სულაც დარბაზიდან გასვლა ეზარება.
ასეა თუ ისე, ზაზა ბურჭულაძის „15 წუთი“ მალე ამოიწურა, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურების შემდეგ. ქუთაისის სენიორ სიტიზენებს (უფროსი თაობის მოქალაქეებს) კი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ოპერის სცენის შუქით დაბრმავებული მწერლის გზასაცდენილი ხუმრობა.
![]() |
9 ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია |
▲back to top |
ვახო ელერდაშვილი|სვეტი
ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი
უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში მობილური ტელეფონების შეღწევადობა 75%25-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ მილიონ ადამიანზე მეტი სარგებლობს მობილური ტელეფონით. მათ შორის ყველაზე დაკვირვებული და (ცრუ)მორწმუნე ნაწილი კი ერთი გარემოებითაა შეშფოთებული: აბონენტის საიდენტიფიკაციო მოდულზე, ე.წ. SIM-ბარათზე მათ ანტიქრისტეს ბეჭედი, სამი ექვსიანი შენიშნეს და ახალ მითქმა-მოთქმას დაუდეს დასაბამი. შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ: ამოიღეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან SIM-ბარათი და დახედეთ. ექვსიანებს თუ ვერ ხედავთ, წაღმა-უკუღმა ატრიალეთ და მხეცის რიცხვს აუცილებლად დაინახავთ! კი მაგრამ, რა არის ამის მიზეზი? ამ თემით შეშფოთებული მორწმუნენი გვიპასუხებენ, რომ საქართველო დაისაჯა ბოლო ჟამს არაეკლესიური და არაქრისტესმიერი ცხოვრების გამო, თუმცა ეს სწორი პასუხი არ გახლავთ. საქმე უბრალო დამთხვევასთან გვაქვს და ამაში მასონები, სიონისტი ბერები და მისთანანი კავშირში არ არიან.
ყოველ SIM-ბარათს გააჩნია ოცნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, ე.წ. ICCID, რომელსაც მობილურ ტექნოლოგიებში ფართო გამოყენება აქვს. პირველი ორი ციფრი ზემოხსენებული ოცნიშნა ნომრიდან ინდუსტრიაზე მიუთითებს, რომელშიც SIM-ბარათი გამოიყენება, შემდეგი სამი კი - ქვეყანაზე, რომლის მცხოვრებლებზეც გაიცემა ის. ინდუსტრიის აღმნიშვნელი ორი ციფრი ჯერჯერობით ყველა SIM-ბარათისთვის „89“ არის (ტელეკომუნიკაციის სფერო), შემდეგი სამი ციფრი კი საქართველოს შემთხვევაში არის „995“, ანუ ქვეყნის საერთაშორისო კოდი. ამ ორის შეერთებით კი მიიღება „89995“ და შესაბამისად, საქართველოში გაყიდული ყველა სიმბარათი ამ ხუთნიშნა კომბინაციით იწყება. თუკი მას ამოვატრიალებთ, იმ ავადსახსენებელ სამ ექვსიანს დავინახავთ, რომელმაც იმდენად შეაშფოთა ჭეშმარიტი მორწმუნენი, რომ მათ საძულველი სამი ექვსიანი საკუთარ SIM-ბარათებზე წაშალეს.
საქართველოში სამი ექვსიანის მიმართ განწყობა ერთმნიშვნელოვანია, მორწმუნე მრევლს არაცნობიერად სძაგს ის. ძალიან საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება იყო ამასთან დაკავშირებით საქართველოში მე-18 საუკუნემდე, სანამ არაბული ციფრები ჩვენში მასობრივად გაიდგამდა ფეხს, ანუ მაშინ როცა რიცხვებს ასოების საშუალებით ვწერდით?! მაგალითისთვის ექვსას სამოცდაექვსი ძველ ქართულში გამოიხატებოდა როგორც „ქჲვ“ და ეს ტრიადა ყოველგვარი ნუმეროლოგიური ქვეტექსტისგან თავისუფალი იყო. იგივე ითქმის „აპოკალიფსის“ ძვ. ბერძნულ ორიგინალზე, სადაც მხეცის რიცხვი სამი ბერძნული ასოს, χξζ საშუალებითაა ჩაწერილი. აკი მიგვითითებს კიდეც იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში: „ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვიო“, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ საუკუნეში ათასის ფარგლებში ანგარიშის და ამ სამი ბერძნული ასოს გაშიფვრის მცოდნე მას ბევრი არ ეგულებოდა.
სამი ექვსიანის გარშემო ატეხილმა ისტერიკამ ყოფა-ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ასე მაგალითად, საქართველოში არ იყიდება მობილური ტელეფონის ნომრები, რომელშიც „666“ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის სამ ერთნაირ ციფრს შეიცავს და ასეთი კომბინაცია, როგორც წესი, „კარგ“ ნომრად ითვლება. სამ ექვსიანს ასევე არ სწყალობენ ქართველი მძღოლები. მას დევნიან საკრედიტო ბარათებზე, საბანკო ანგარიშებში და ქუჩის ნუმერაციებში. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამხელა ქუჩები ჩვენთან სად არისო, თუმცა მე მაინც მეგულება ერთი ასეთი გრძელი ქუჩა. კარგად მახსოვს თუ როგორი გულმოდგინებით ვეძებდი ერთ ზაფხულს ქობულეთში აღმაშენებლის 666 ნომერ კარიბჭეს, მაგრამ ასეთი ვერ აღმოვაჩინე, არადა სახლების ნუმერაცია რვაასს სცდება. ერთი სიტყვით, ქართველთა უმრავლესობას უწყინარი დაავადება ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია აქვს შეყრილი, რაც სამი ექვსიანის არაცნობიერ ფობიას აღნიშნავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ისინი, ვინც ასე გაურბიან მხეცის რიცხვს, სინამდვილეში გაურბიან სამ ექვსიანს და არა იმას, რასაც ის მიუთითებს. ადამიანთა დიდ ნაწილს ციფრებსა და რიცხვებს შორის განსხვავების გაკეთება უჭირს. აბსტრაქტული რაობა, რიცხვი, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი წერდა „χξζ არის მხეცის რიცხვი, იგივე ექვსასსამოცდაექვსიო“ და სამი ექვსიანით ჩაწერილი კომბინაცია „666“ მრავალთა წარმოდგენაში ერთმანეთის იდენტურია. არადა, „666“ ისევე მიუთითებს მხეცის რიცხვზე, როგორც ძვ. რომაული DCLXVI, ბინარული „1010011010“ და ჰექსადეციმალური - „29A“. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეში 666 ერთ-ერთი უნიკალური რიცხვია, თავისი გამორჩეული თვისებებით: ის პირველი შვიდი მარტივი რიცხვის კვადრატების ჯამს უდრის (4+9+25+49+121+169+289=666). ასევე პირველი 36 წევრის ჯამიც 666-ია (1 + 2 + 3 + ... + 34 + 35 + 36 = 666), რაც ოსტატურად გამოიყენეს კაზინოს და სათამაშო ბიზნესის მოქიშპე მორალისტებმა ე.წ. რულეტკისთვის შავი პიარის ასაგორებლად. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ცალკე აღებულ სამ ექვსიანს არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ვინაიდან საკრედიტო ბარათზე, SIM-ბარათსა თუ ქუჩის ფირნიშზე მოთავსებული სამი ექვსიანი მხოლოდ და მხოლოდ ნუმერაციის საშუალებაა და ის არანაირ რიცხვს არ გამოხატავს!
![]() |
10 ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია |
▲back to top |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია გაიხსნა. მიზანი ადამიანებსა და ცხოველებში განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენა, პათოგენებზე მეცნიერული კვლევების ჩატარება და ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა.
კვლევით ცენტრზე, რომელიც ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ნაწილია, ასი მილიონი დოლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის ლაბორატორია კავკასიის რეგიონში ერთადერთია, მსოფლიოში კი - მეექვსე.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, ლაბორატორია საშუალებას მოგვცემს, გავაკონტროლოთ ეპიდემიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს ლაბორატორიის გახსნაზე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერმა უპასუხა. მან განაცხადა, რომ ეს რუსეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან პათოგენები პოლიტიკურ საზღვრებს არ ცნობენ. ამის მაგალითად ვებერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან გავრცელებული H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) მოიყვანა.
კვლევითი ცენტრი 8 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აქედან 2 551 კვადრატული მეტრი უშუალოდ ლაბორატორიებს ეთმობა. ცენტრში ქართველები და ამერიკელები ერთად იმუშავებენ. ისინი მკვლევართა მომავალ თაობასაც მოამზადებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ახალდაარსებული ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა კვლევით ლაბორატორიებთანაც - მათ შორის, ბანგკოკისა (ტაილანდი) და ნაირობის (კენია) ლაბორატორიებთან - ითანამშრომლებს.
რა კვლევები უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში, ამას მმართველი საბჭო გადაწყვეტს, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ლაბორატორიას ანა ჟვანია უხელმძღვანელებს. ის საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა - მათ შორის დაზვერვის სამსახურის უფროსად
![]() |
11 ორ - სული |
▲back to top |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
9 მარტს, ორგანიზაციამ „სიცოცხლისთვის“ საქართველოს პარლამენტის წინ აბორტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო, რომელიც 17 აპრილს დასრულდება. ღონისძიება საერთაშორისო ქრისტიანული კამპანიის - 40 დღე სიცოცხლისთვის - ნაწილია და მსოფლიოს 240 ქალაქში ტარდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, ქალებს საკუთარი, ჯერ არდაბადებული შვილების დანდობისკენ მოუწოდებენ.
აბორტის საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 46 მილიონს შეადგენს. პრობლემა მწვავედ საქართველოშიც დგას: ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 20-დან 30 ათასამდე აბორტი კეთდება. რეალური რიცხვი - აღურიცხავი აბორტების გამო - გაცილებით დიდია.
არის თუ არა ნაყოფი განაყოფიერების მომენტიდან სრულუფლებიანი ადამიანი? ეს კითხვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მორალურ და სამართლებრივ დილემას წარმოადგენს. ამას ხშირად პოზიციების რადიკალურ დაპირისპირებამდე მივყავართ.
დასავლური ცივილიზაცია ადამიანის სიცოცხლის აბსოლუტურ ღირებულებაზე დგას. „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციაში. თუ მივიჩნევთ, რომ ჩვენი სიცოცხლე განაყოფიერებული უჯრედიდან აითვლება, აბორტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ აზრით, ლოგიკური იქნება, სახელმწიფოს მუცლად მყოფის უფლებების აღიარება და სიცოცხლის ჩასახვის მომენტიდან მისი დაცვა მოვთხოვოთ. ეს იმ ქალების არჩევანის თავისუფლების პროპორციულ შეზღუდვამდე მიგვიყვანს, რომლებმაც აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს. საპირისპიროდ - თუ ჩანასახს სიცოცხლედ არ ვაღიარებთ, მაშინ აბორტის კრიმინალიზება, ქალის პირადი ცხოვრებისა და რეპროდუქციული უფლების უხეშ ხელყოფად უნდა განვიხილოთ.
ამ ორი პოლარიზებული პოზიციის შერიგება შეუძლებელია: თუ ვიღაცისთვის დედა და ჩანასახი ორი სხვადასხვა ადამიანია, სხვებისთვის - ის უბრალოდ დედა და „უჯრედების გროვაა“. ქრისტიანული თეოლოგიის პოზიცია აქ ერთმნიშვნელოვანია. ეკლესიები მიიჩნევენ, რომ ადამიანს სული ჩასახვის წუთიდანვე ეძლევა. თუმცა რელიგია არ არის ერთადერთი ამოსავალი წერტილი, რომელიც წინააღმდეგობას განსაზღვრავს - აქ მნიშვნელოვანი მეცნიერული მიდგომაა.
ადამიანური სიცოცხლის საწყისი წერტილი განაყოფიერებაა. სწორედ ამ დროს ხდება დედის 23 და მამის 23 ქრომოსომის კომბინირება. ამ მომენტიდან განისაზღვრება ინდივიდის გენეტიკა. ზიგოტა განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, რომელშიც თავიდანვე განსაზღვრულია თუ რა სქესი, სისხლის ჯგუფი, კანის, თმისა და თვალის ფერი ექნება ადამიანს. განვითარების კვალდაკვალ ზიგოტა დაყოფასა და გამრავლებას იწყებს. განაყოფიერებიდან დაახლოებით 6 დღის შემდეგ ის საშვილოსნოს კედელს მიემაგრება.
აბორტის მომხრეთა ნაწილი თვლის, რომ ზიგოტას იქამდე ვერ მივიჩნევთ ინდივიდად, სანამ მას გაყოფის პოტენცია აქვს. საქმე ისაა, რომ უჯრედები განვითარების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა გაიყონ და იდენტური ტყუპები მივიღოთ. ასეთ დროს მათ ქრომოსომებიც ერთნაირი აქვთ. ზოგჯერ, ტყუპებმა შეიძლება პლაცენტის გარკვეული ნაწილები გაიზიარონ, მაგრამ ისინი განსხვავებულ ინდივიდებად რჩებიან. ამ არგუმენტის სუსტი მხარეები ადვილი შესამჩნევია, მაგალითად, სიამის ტყუპებიც ერთ სხეულს იყოფენ, მაგრამ სინამდვილეში ორ სხვადასხვა ინდივიდთან გვაქვს საქმე.
ზოგიერთი ზიგოტას, ადამიანთან გაიგივების საპირისპიროდ, სპერმას ადარებს და აბორტის მოწინააღმდეგეებს ირონიულად მასტურბაციის აკრძალვისკენ მოუწოდებს. თუმცა სპერმასა და ზიგოტას შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. ცალკე აღებული სპერმა ან კვერცხუჯრედი სიცოცხლე არაა, მაშინ როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უკვე მოქმედებს „პროგრამის“ მიხედვით, რის შედეგსაც ყოველი ჩვენგანი წარმოვადგენთ. ზიგოტა აღარ არის არც დედისა და არც მამის ცალკეული ნაწილი, ის სრულებით ახალი, განვითარების უნარის მქონე უჯრედია, რომელიც ჩვენი სიცოცხლის პირველ სტადიად უნდა განვიხილოთ.
ყველა ფოტო: ლენარტ ნილსონი
ზოგი, სიცოცხლის საწყისად, ზიგოტის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების მომენტს მიიჩნევს, სხვები - ჩანასახის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას ან გულისცემის დაწყებას, ხოლო ყველაზე რადიკალურებისთვის ეს ზღვარი ჭიპლარის გადაჭრაზე გადის. აბორტის მომხრეებს ვერ წარმოუდგენიათ ადამიანად ის, ვინც ვერ მეტყველებს, ვერ ფიქრობს, ვერ დადის და არ აქვს ჩვენნაირი ანატომიური აგებულება. თუმცა ამ „მაღალ“ სტანდარტებს, ასევე ვერ პასუხობენ ახალშობილები, უნარშეზღუდული ან ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. სინამდვილეში, ემბრიონსა და ახალშობილს შორის არსებითი სხვაობა არ არის: ორივე ზრდისა და განვითარების პროცესშია, არც ერთს აქვს აზროვნების უნარი, არც ერთია დამოუკიდებელი, მაგრამ რატომღაც, ისინი თანაბარი უფლებებით არ სარგებლობენ. მნიშვნელობა არც იმას აქვს, გრძნობს თუ არა ტკივილს აბორტის პროცესში ჩანასახი - სავსებით შესაძლებელია, ადამიანი უმტკივნეულოდ მოკლან, მაგრამ ამით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
ადამიანთა რჩეული კატეგორიის სიცოცხლის პატივისცემა და დანარჩენთა გაწირვა, ძველ სპარტასა და არცთუ შორეული პერიოდის გერმანიაში გაბატონებულ წარმოდგენებს მოგვაგონებს, როცა ადამიანი მისი „სიძლიერის“, უნარების ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით, მსხვერპლი ხდებოდა. მიდგომა აბორტის შემთხვევაშიც მსგავსია. თუ ადამიანი, მხოლოდ მისი არსებობის ფაქტის გამო, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე არ იქნება დაცული, არასახარბიელო შედეგებს მივიღებთ: დღეს ნაყოფს ჩამოვართმევთ პიროვნების ღირსებას, ხვალ ახალშობილს, ზეგ მოხუცებსა და ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. თუმცა, რატომ მომავალში? მსოფლიომ ეს უკვე გამოსცადა. კაცობრიობის ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანის განსაზღვრებაში ყველა პრაგმატული კრიტერიუმის დაწესება, შემზარავ შედეგებამდე მიდის და საბოლოოდ სამყაროს ცენტრში ინდივიდის მაგივრად, რასას, ეთნოსსა და ფიზიკურ ძლიერებას აყენებს.
საქართველოს კანონმდებლობით აბორტის დასაშვებ ბოლო ვადად, ორსულობის მეთორმეტე-მეთოთხმეტე კვირაა მიჩნეული. ამ დროის შემდეგ, გარკვეულ გამონაკლისებში, აკრძალვა არ მოქმედებს; ერთ-ერთი ასეთია ორსულობა, როცა მისი ხელოვნური შეწყვეტის გარეშე, დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ბუნებრივია, დედას აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს - თავდაცვის შემთხვევის მსგავსად - ერთი სიცოცხლის მეორე სიცოცხლისთვის შეწირვა დასაშვებია.
მეორე გამონაკლისი ის შემთხვევაა, როცა ქალს ბავშვის რჩენა არ შეუძლია. თუმცა ასეთ შემთხვევაში დედის უფლება, შვილის სიცოცხლის უფლებას ვერ გადასწონის. იგივე შეიძლება ითქვას გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად ჩასახულ ნაყოფზე. მამის დანაშაულის გამო შვილის სიცოცხლის შეწყვეტის დაშვება, სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მსგავსი შემთხვევები აბორტის საერთო მაჩვენებლის მცირე წილს შეადგენს - მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 1%25-ია. „განსაკუთრებული შემთხვევების“ ლოგიკა გაუგებარია - თუ ჩავთვლით, რომ თორმეტი კვირის შემდეგ ბავშვს სიცოცხლის უფლება აქვს და ზღვარსაც აქ გავალებთ, მაშინ ქალის მძიმე მდგომარეობა, შვილის სიცოცხლის ღირებულებას ვერ გადასწონის. თუ ჩანასახი ინდივიდია, ქალის განცდებისგან დამოუკიდებლად უნდა დავიცვათ. სტრესი და მორალური ზიანი, არა მხოლოდ არასასურველი ბავშვის გაჩენას, არამედ აბორტსაც სდევს თან. მეორე მხრივ, თუ ჩანასახს თორმეტი კვირის შემდეგაც არ მივიჩნევთ ადამიანად, რატომ არ ვუშვებთ აბორტს ყველა შემთხვევაში?
ყველა ფოტო: ლენარტ ნილსონი
მკვლელობის კვალიფიკაციას საერთოდ არ აძლევს. უკანონოდ მუცლის მოშლა დანაშაულად მიიჩნევა - მაგრამ ჩვილის მოკვლასთან შედარებით, სასჯელი მსუბუქია. ანუ, საქმე გვაქვს „რაღაცასთან“, რომლის განადგურებაც დანაშაულია, მაგრამ ეს ადამიანის მკვლელობის ტოლფასი არ არის. გაუგებრობას აღრმავებს ის ფაქტი, რომ ამ „რაღაცას“, სახელმწიფო, ჩასახვის მომენტში მემკვიდრედ ყოფნის უფლებას ანიჭებს.
აბორტის მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ აკრძალვა არალეგალური აბორტების მომრავლებას იწვევს. ეს ქალის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მათ სიკვდილიანობას ზრდის. ამ მოსაზრების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა ძალადობისგან სიცოცხლის დაცვაა. როცა ადამიანური სიცოცხლის ფაქტი ანუ ემბრიონი არსებობს - მას დედაზე ნაკლები უფლებები არ აქვს. მისი სიკვდილი ნაკლებ ტრაგიკული როდია. მით უმეტეს, ქალს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას, გააჩინოს და თუ თავად ვერ გაზრდის - უშვილო წყვილი გააბედნიეროს. როცა მშობლები რისკზე მიდიან, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას უდანაშაულო, მუცლადმყოფი ადამიანის დაცვაზე. ერთი შეხედვით, საპატიო მიზეზებით ჩადენილი დანაშაული, მისი ლეგალიზებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის. სხვა დანაშაულიც შესაძლოა მრავალი რამით იყოს განპირობებული. ეს საერთო წესს არ აუქმებს. არც მკვლელობის, თაღლითობისა და ქურდობის აკრძალვას აღმოუფხვრია დანაშაული, მაგრამ ჩვენ კვლავ საჭიროდ მივიჩნევთ, მკვლელები, თაღლითები და ქურდები დავსაჯოთ. სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია დამნაშავე დაისაჯოს, რადგან დაზარალებული ყოველთვის არსებობს. არ შეიძლება სახელმწიფო განსაზღვრავდეს იმას, რაც ბუნებით არის დაწესებული.
![]() |
12 ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია |
▲back to top |
ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი
ფინანსთა სამინისტრომ მედიას საქართველოში ჩასატარებელი სოციალური რეფორმის შესახებ საკუთარი შეხედულება გაუზიარა. რეფორმის აღწერას 40 გვერდი დაეთმო. გთავაზობთ ძირითად დებულებებს და შემდეგ რეფორმის შინაარსში გავერკვეთ.
ყველაზე საინტერესოა, კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს რეფორმა და უახლოეს მომავალში ვინ იგრძნობს ცვლილებას.
1. საპენსიო პაკეტის ზომა გაჭირვების დონესთან კორელირებული იქნება. ყველაზე ღარიბი მოხუცები საუკეთესო საპენსიო პაკეტს მიიღებენ;
2. 2014 წლიდან საპენსიო პაკეტი დაუკავშირდება საარსებო მინიმუმს და გაჭირვების მიხედვით იქნება საარსებო მინიმუმის 80%25-დან 130%25-მდე;
3. ვინც 2013 წლისათვის იქნება 45 წლის ან მეტის, მიიღებს პენსიაზე გასვლის დროისათვის საარსებო მინიმუმის 80%25-ს, რასაც დაემატება მის მიერ დაგროვილი ფულის ნაწილი;
4. ვინც 2013 წლისათვის 45 წელზე ახალგაზრდა იქნება, მისი პენსია დასაქმების პერიოდში გაკეთებული დანაზოგის შესაბამისი უნდა იყოს, თუ 2033 წლისათვის გაჭირვებული აღმოჩნდება.
პირველი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად სამართლიანია და არ შევცდები თუ ვივარაუდებ, რომ ასეთ მიდგომას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიესალმება.
მეორე პუნქტი ერთი შეხედვით ლოგიკურია, რომ არა საარსებო მინიმუმის დათვლის პრობლემა. საარსებო მინიმუმი სტატისტიკური მონაცემია. საარსებო მინიმუმის ზომა დამოკიდებულია დათვლის მეთოდოლოგიაზე და ის აუცილებლად გახდება პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა. ნებისმიერი ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმის გამო ბრალს დასდებს ყველა მომავალ მთავრობას ამ მონაცემით მანიპულირებაში.
მესამე პუნქტის შესაბამისად, თუ 2012 წელს ხელფასი გვექნება 800 ლარი და სამინისტროს გეგმის თანახმად, 5%25-ს სახლში ვეღარ წავიღებთ, 20 წლის მანძილზე შევძლებთ შევაგროვოთ იმდენი ფული, რომ დღევანდელი ფასებით 35 ლარის დანამატი მივიღოთ. 35 ლარს დაემატება საარსებო მინიმუმის 80%25 და ჯამში პენსია გვექნება თითქმის საარსებო მინიმუმის ტოლი.
რაც შეეხება დღევანდელი ახალგაზრდობის პენსიონერობას. 21 წლის წინ საბჭოთა კავშირს მიხაილ გორბაჩოვი ხელმძღვანელობდა და ფინანსთა მინისტრად ვინმე ვლადიმირ ორლოვი ჰყავდა. შესაძლებელია ისინიც ჰპირდებოდნენ საბჭოთა ახალგაზრდობას ღირსეულ სიბერეს. დღეს Wikipedia-ს გარეშე ამ ხალხის არსებობის შესახებ ამბის გაგებაც რთული იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ მათ დაპირებებზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ვის შეეწერა გაზრდილი საპენსიო პაკეტისათვის ფასის გადახდა. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ხალხის მცირე მაგრამ ყველაზე ეფექტიან ნაწილს. ფორმალურ სექტორში დასაქმებულ დაახლოებით 600 ათას ადამიანს და მათ დამსაქმებლებს. თან ასე ეტაპობრივად - 2012 წელს 10%25 დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანაბრად განაწილებული, მერე 11%25, 13%25 და 2020 წლისათვის 15%25, როდესაც დამსაქმებლის გადასახდელი 10%25-ს მიაღწევს. რაც შეეხება დასაქმებულს, თუ მთავრობამ მაღალშემოსავლიანების კატეგორიად მიგვიჩნია, გადასახადი კიდევ 5%25-ით გაგვეზრდება და დასაქმებულისათვისაც 10%25 გახდება.
რა შედეგს მივიღებთ ფინანსთა სამინისტროს რეფორმის განხორციელების შემთხვევაში? არც ამის გამოცნობაა რთული. დამატებით რესურსების მობილიზაციის ძირითადი ტვირთი დაახლოებით 600 ათას დაქირავებით დასაქმებულზე თუ გადავა, ყველა სხვა პირობის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ შრომაზე ფასის გაზრდა გამოიწვევს თანამშრომლების რაოდენობის და მათი ხელფასების შემცირებას.
რეფორმის ამ გეგმაში საყურადღებოა ადმინისტრაციული ნაწილი. სახელმწიფო საპენსიო ფონდმა უნდა შეაგროვოს, წლების მანძილზე მოუაროს და დაარიგოს პენსიები. გეგმით მიხედვით ისე ჩანს, თითქოს რომ არა სახელმწიფო საპენსიო ფონდი, საქმის გაკეთება არ გამოვიდოდა. მსგავსი ფონდიც და კანონმდებლობაც, რომელიც ე.წ. სადაზღვევო პენსიების შემოტანას ითვალისწინებდა, საქართველოში სულ რაღაც 6 წლის წინ გაუქმდა. გაუქმების მიზეზი, გადახდილი გადასახადის სანაცვლოდ არაადეკვატურად მცირე პენსიის მიღებასთან ერთად, ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები იყო, როგორიცაა შრომის ფასის ზრდა, დასაქმების შემცირება, ფორმალურ სექტორში გადასახადების დამალვისა და არაფორმალური დასაქმების ხელშეწყობა.
სოციალური დაზღვევის კანონმდებლობის და იმ პერიოდში უკვე არსებული სოციალური დაზღვევის ფონდის გაუქმებას დიდი ძალისხმევა და 3 წელი დასჭირდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის პარალელურად საგრძნობლად გაიზარდა სოციალური ხარჯები და თუ 2003 წელს საპენსიო შემოსავალი საშუალო შემოსავლის 8.5%25 იყო, 2010 წელს საშუალო შემოსავლის 25%25-ს მიაღწია. მხოლოდ პენსიის საშუალო წლიური ზრდა ბოლო 7 წლის მანძილზე 30%25-ს აღწევდა. ასეთი შედეგების მიღწევაზე, წარმოდგენილი სოციალური რეფორმის გეგმა პრეტენზიასაც კი არ აცხადებს.
100$ ეკვივალენტი საპენსიო პაკეტის თაობაზე პოლიტიკური დაპირება რუსეთ-საქართველოს ომამდე და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე გაიცა. დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია იმავე შედეგის მიღწევა გადასახადების ზრდის და, მით უმეტეს, გაუგებარი შინაარსის სახელმწიფო ფონდის გარეშე. 2003-2010 წლებში სოციალური ხარჯების გაზრდა, ჩვენ ზუსტად გადასახადების შემცირების და სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმების ფონზე მოვახერხეთ და არა პირიქით.
გაჭირვებული მოხუცებისათვის საპენსიო პაკეტის 100$ ნიშნულამდე გაზრდა მარტივად შეიძლება არსებული საბიუჯეტო რესურსებით. მაგალითად, სხვა სახელმწიფო ხარჯების შემცირების ან 2011 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდისაგან ბიუჯეტის მიერ მიღებული დამატებითი შემოსავლების ხარჯზე.
მოხუცებულობის პერიოდზე ზრუნვა ახალგაზრდობიდან იწყება. ახალგაზრდა ოჯახებში იბადებიან ბავშვები, რომლებშიც თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე მშობლების მიერ ინვესტიცია იდება. ამასთან ერთად, ყველაზე პროდუქტიულ წლებში დიდი თუ პატარა ინვესტიციები ქონებაში და ბიზნესებში (სხვადასხვა ფორმით) კეთდება. შედეგად, ასაკის გამო შრომისუუნარობის დროს მოხუცებულებზე ზრუნვა რაიმე ექსტრაორდინარულ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული. მათი ხარჯების დაფარვა ძირითადად მათივე დანაზოგებით ხდება. შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ ან უხეშადაც მოეჩვენოს, მაგრამ შვილები არა მარტო 20-წლიანი ინვესტიციის სანაცვლოდ აბრუნებენ ნებაყოფლობით დივიდენდებს, არამედ მემკვიდრეობის სანაცვლოდაც საკუთარ თავზე იღებენ მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვას.
სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში გატარებული ახალგაზრდობის გამო ბიზნესში და ქონებაში ინვესტიციის კეთების შესაძლებლობა დღევანდელი ქართველი მოხუცებისათვის მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. ინვესტიციას, რომელიც მათ მოახერხეს გაეკეთებინათ, ფართო გაგებით „შვილები“ ერქვა. ამ ინვესტიციის ეფექტიანობა დადასტურდა 90-იან წლებში, როდესაც თვეობით დაგვიანებული პენსიით სამიოდე კვერცხის ყიდვა იყო შესაძლებელი. მხოლოდ არაფორმალურმა სექტორმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა გადაარჩინეს ნამდვილად შრომისუუნარო მოხუცები.
ჩემი წარმოდგენით, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს და იზრუნოს საკუთარ სიბერეზე. ხოლო ვინც ამას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხებს, ასეთი მოხუცების მოვლის რესურსი შეძლებულ საზოგადოებას უნდა დარჩეს. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანებს საკუთარი თავის მიხედვის შესაძლებლობა მივცეთ. გადასახადების ზრდას ბუნებრივად მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და მომავალში უფრო ნაკლები გასანაწილებელი ფული დაგვრჩება.
ზოგად მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, სოციალური რეფორმის ეს გეგმა გვთავაზობს:
1. 600 ათას დაქირავებულზე გადავიტანოთ ტვირთი, რომელსაც დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ერთნაირად ვინაწილებთ;
2. დღევანდელ დაქირავებულებს საკუთარ სიბერეზე ზრუნვა გაურთულდეთ;
3. დანარჩენ მოსახლეობას საგადასახადო ტვირთი შეუნარჩუნდეს;
4. სახელმწიფო საპენსიო ფონდს ვანდოთ წლების მანძილზე ნაშრომი და წინასწარვე ვიცოდეთ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ფონდი 20 წლის შემდეგ დაგვიბრუნებს ჩვენ მიერ მიცემული ფულის რეალური ღირებულების ნახევარს;
5. არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს გამოცდილება, 21-ე საუკუნეში ავირჩიოთ მოდელი, რომლის გამოყენებაც დასავლურმა ქვეყნებმა წინა საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყეს და რომელიც დღეს ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზია.
იმედს ვიტოვებ, რომ გვაქვს იმდენი საღი აზრი, თაროზე შემოვდოთ სოციალური რეფორმის მკვდრეთით აღმდგარი გეგმა, რომლის კიდევ ერთხელ გაუქმების პოლიტიკური ნება და უნარი, მხოლოდ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს.
![]() |
13 ჩინეთ - ამერიკა: 132 წლიანი ეკონომიკური ნაპრალი |
▲back to top |
ეკონომიკა
ზვიად ხორგუაშვილი
ჩინეთის, ღარიბი ქვეყნიდან, ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ ძალად ტრანსფორმაციას, ბოლო 31 წლის განმავლობაში, ანალიტიკოსები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ მიღწევად აფასებენ. 1979 წლიდან (მას შემდეგ, რაც ძირითადი ეკონომიკური რეფორმები პირველად განხორციელდა) 2006 წლამდე ჩინეთის რეალური შიდა პროდუქტი წელიწადში საშუალოდ 9.7%25-ით იზრდებოდა, ამავე პერიოდში ეკონომიკა 11-ჯერ, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8-ჯერ გაიზარდა. ჩინეთი უკვე არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ.
ბოლო წლებში სულ უფრო იმატა იმ საფრთხეზე საუბარმა, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია ჩინეთი ზესახელმწიფოდ მოგვევლინოს. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მსოფლიო რესურსების დიდ ნაწილს დაეპატრონოს და ამით ამერიკა და დანარჩენი ქვეყნებიც უკან ჩამოიტოვოს.
ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.75 ტრილიონი აშშ დოლარია. მის წარმატებას 1.3-მილიარდიანი მოსახლეობაც განაპირობებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 20%25-ს შეადგენს. აქედან სამუშაო ძალა 775 მილიონი ადამიანია. 2009 წლის მონაცემებით, უმუშევრობა მხოლოდ 4.3%25 იყო. 2005 წლის დოლარებით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობამ შარშან ჩინეთში 2,800 აშშ დოლარი შეადგინა.
მშპ ერთ სულზე აშშ 1800-1880 vs ჩინეთი 1969-2010
იგივე მაჩვენებელი აშშ-ს 1878 წელს ჰქონდა. 2010 წლის მონაცემებით, ამერიკის მშპ 14.66 ტრილიონი დოლარია და ერთ სულ მოსახლეზე 47,132 დოლარს შეადგენს. 308 მილიონიდან სამუშაო ძალა 155 მილიონი ადამიანია, უმუშევრობის დონე კი 2009 წელს 9.5%25 იყო.
ჩინეთის ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკაზე 2.55-ჯერ ნაკლებია, ხოლო საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე - 11-ჯერ ნაკლები. გრაფიკში მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩინეთისთვის ბოლო 31 წლის განმავლობაში და აშშ-სთვის 1800-1880 წლებში:
გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის საშუალო ადამიანის ეკონომიკური შესაძლებლობა, სულ მცირე, 132 წლით ჩამორჩება აშშ-ში საშუალო მოქალაქის შესაძლებლობას.
აშშ-სგან განსხვავებით, რომლის ეკონომიკამაც 2009 წელს 2.6%25-ით დაიკლო, ჩინეთი გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ნაკლებად დააზარალა. მისმა ეკონომიკამ ზრდის მაღალი ტემპი - 9.1%25 - აჩვენა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება მოახდინეს. განსხვავება მხოლოდ ვადებშია. ჩინეთმა შედარებით ადრე, 2008 წელს 586 მილიარდი დოლარის ეკვივალენტური თანხა გამოყო ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ამით შეძლო კრიზისის გადავადება, ხოლო აშშ-მ მსგავსი ნაბიჯი 2009 წელს გადადგა და ეკონომიკა 787 მილიარდი დოლარით წაახალისა. თუმცა ამერიკის შემთხვევაში სტიმულირებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ძირითადი განსხვავება ამ ორ ქვეყანას შორის ის იყო, რომ აშშ-ში ინვესტიციებმა იკლო. კერძო ინვესტიციები 2007-2010 წლებში 409 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო ჩინეთში კიდევ უფრო გაიზარდა და იმავე წლებში 808 მილიარდი დოლარი შეადგინა. რა განაპირობებს ჩინეთში ინვესტიციების ამგვარ ზრდას? პირველ რიგში ის ფაქტი, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ჩინეთი ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკაა, რომელიც ინვესტორებს მომგებიანად შეიძლება მოეჩვენოთ. არჩევანი განპირობებულია ნაკლები დანახარჯების გაღების შესაძლებლობებით, რაც იაფ მუშახელში, მთავრობის მხრიდან ექსპორტის მხარდაჭერასა და უამრავ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ ფაქტორში გამოიხატება.
ექსპორტის მხრივ, ჩინეთი 1.5 ტრილიონ დოლარიანი მაჩვენებლით, მსოფლიოს ლიდერია. მას აშშ მცირედით ჩამოუვარდება და გერმანიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. ხშირად ისმის ჩინეთის ხელისუფლებისკენ მიმართული კრიტიკა, რომ ისინი, ექსპორტის წასახალისებლად, იენს ხელოვნურად აუფასურებენ, რაც ვნებს ამერიკის ეკონომიკას.
როდესაც იენი უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მომხმარებელი ნაკლები თანხით მეტ ჩინურ პროდუქციას იყიდის. გრძელვადიანად ვალუტით მანიპულირება ისევ და ისევ ჩინეთის ეკონომიკას შეიძლება დაემუქროს. ჩინეთის მთავრობა თვითონვე აზარალებს ქვეყანას, როდესაც გაცვლითი კურსის მანიპულირებით ეკონომიკის წახალისებას ცდილობს. ადამ სმითს თუ დავუჯერებთ, როცა ქვეყანას იმპორტზე მეტი ექსპორტი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას ქვეყნის გარეთ მეტი საქონელი და მომსახურება გააქვს, ვიდრე შემოაქვს. დროთა განმავლობაში რესურსების სიმწირემ და ამის გამო გაძვირებულმა ფასებმა შეიძლება თავი იჩინოს. თუ ქვეყანა მხოლოდ ექსპორტს ეწევა, საბოლოოდ იგი რესურსების გარეშე აღმოჩნდება და მხოლოდ ფული დარჩება, ქაღალდის რაოდენობით კი სიმდიდრე ნაკლებად იზომება.
![]() |
14 ახალი წარმართობა უკან მომავლისაკენ |
▲back to top |
ტაბულა|ფოკუსი
ფოტო: REUTERS ©
ბექა მინდიაშვილი
„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ.“ — მეორე მცნება. ბიბლია. გამ. 20. 4-5
ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჩემთვის სინონიმებია, თუმცა შეიძლება თუ არა ასე მოვიხსენიოთ ის, რასაც დღეს საქართველოში მართლმადიდებელი იერარქების ნაწილი ქადაგებს? დოგმატურად თითქოს ყველაფერი რიგზეა, რიტუალურადაც, მაგრამ მრევლის მამობილიზებელი იდეა იესო ქრისტესა და ადამიანის შეხვედრა კი არა, ლინგვისტური სიმულაციაა, რომელსაც პატრიარქი „ზეციური საქართველოს“ მეტაფორით გამოხატავს ხოლმე. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესია ირაციონალური, მითოპოეტური ქრონოტოპის - პარალელური სივრცის ფორმირებითაა დაკავებული, რომლის მეშვეობით მრევლს მთავარი პოსტულატი მიეწოდება - წმინდა სამეფოს აღდგენის უტოპიური იდეა. მართლმადიდებლური მონარქიის განახლება კი, თავის მხრივ, ბიბლიური „ათასწლიანი სამეფოს“ პოლიტიკური კალკია, რადგან მის დანიშნულებას წუთისოფელში ანტიქრისტეს შეკავება წარმოადგენს. ქართული აპოკალიპტური ნარატივის მიხედვით, ივერია ბოლო ჟამს გაბრწყინდება და აქ ვერ გაბატონდება „მხეცი იგი“, ოღონდ ამას წინ უნდა უძღოდეს ბაგრატიონთა მეფობის აღდგენა.
წმინდა მიწის სივრცე
ქართული სამეფოს იდეა ზეციური საქართველოს მიწიერი ეკვივალენტია. ქრისტეს რელიგიისგან განსხვავებით იგი წარსულზეა ორიენტირებული. ამავდროულად, ქრისტიანობასავით გლობალური და უნივერსალური კი არ არის, არამედ კონკრეტული ადგილითა და ეთნიკური გარემოთი შემოიფარგლება. მისი სამყარო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული „ძირძველი“ ქართული მიწაა, რომელიც იდეაში ათონის მთასაც მოიცავს. სამეფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არც აღმოსავლეთშია და არც დასავლეთში, არამედ ერთიანი ევრაზიული სივრცის ცენტრშია მოქცეული. ივერია ევრაზიის რელიგიური საზრისია, მაგრამ მის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს, თავისი სიდიდის, სიძლიერისა და ერთმორწმუნეობის გამო, წმინდა რუსეთი წარმოადგენს. რუსეთის ფუნქცია იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის აღკვეთა აქვს ღვთის მიერ დავალებული.
ამ მეტაპერსპექტივაში ისტორია აპოკალიპტური დრამის სახით თამაშდება. იგი კონკრეტულ სივრცეში მიმდინარეობს, რომელიც ერთგვაროვანი კი არა, დანაწევრებულია, დაყოფილია საკრალურ და პროფანულ ტერიტორიებად. პროფანული დასავლეთი აღქმულია როგორც მორალური და რელიგიური დეგრადაციის ადგილი, ქაოსი, ღმერთის სადამსჯელო ოპერაციების პოლიგონი. ეს უსაზრისო და უწმინდური სამყარო მეორედ მოსვლის წინ საბოლოო ომს უცხადებს ივერიის წმინდა სამეფოს და მისი გარყვნა სურს, რათა ამით ღმერთს ჩაუშალოს მართლმადიდებლობის გადარჩენის გეგმა. ამ ომში კეთილი და ბოროტი ეჭიდებიან ერთიმეორეს. შეთქმულები და ბოროტები არიან ანტიქრისტეს აგენტები, მასონები, სექტანტები და ლიბერალები. ისინი წმინდა სამეფოს მშენებლობას თავისუფალი სექსის ქადაგებით უთხრიან ძირს, ქალიშვილობის ინსტიტუტს სპობენ, კაცებს „აპიდარასტებენ“, ქალებს აბოზებენ, ხელს კრავენ ტრადიციულ სუფრას და მამაპაპურ ადათებს ბღალავენ - სულიერ ოკუპაციას ახორციელებენ.
ფოტო: REUTERS ©
პროფანული დასავლეთი დეჰუმანიზებული ადგილია; უდაბნოა, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება წმინდა ჰყო ქართული ეპარქიების გავრცელების მეშვეობით. იგი უცხო, ამორფული გრძლიობაა, ჩამოყალიბებული რელიგიური სტრუქტურისა და მორალური ორიენტირების გარეშე. ამ უდაბნოში გასული ადამიანი ჰკარგავს თავის ონტოლოგიურ სუბსტანციას, ქართველობას, მორალურ იერსახეს და ქაოსშია გაზავებული. ამიტომაა, რომ მშობლიური მიწის მიტოვება სულიერი სიკვდილის ტოლფასია. სწორედ აქედან გამომდინარეობს აკრძალვა სამუშაოდ ან სასწავლებლად საქართველოდან უცხოეთში წასვლაზეც. პროფანულისგან განსხვავებით საკრალურ სივრცეში არა მარტო ჭეშმარიტი რელიგიური, მორალური, იდეოლოგიური და სქესობრივი ორიენტაციებია თავმოყრილი, არამედ არსებობს მკაფიო ორიენტირიც - სამყაროს ცენტრი. axis mundi, ჩვენს შემთხვევაში, პატრიარქის მითოლოგიზებული მონუმენტური ფიგურაა.
წმინდა მიწის სულიერი და ხორციელი ორიენტირები
პატრიარქი სამყაროს მასაკრალიზებელი, წმინდამყოფელი ძალაა, სამყაროს ჭიპია. მისი გავლენა უნაპიროა. მის წინაშე იშლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრები და ენა ყოველი მისსა ხმობს აღსარებასა. იგი მთელ სამყაროს მოიცავს თავისი ეპარქიების ქსელით, რომლებიც უდაბნოში სულიერების ოაზისებს წარმოადგენენ. პატრიარქი ყოველი ქართველის მამა და ყოველი მესამე ან მეოთხე შვილის ნათლიაა. იგი გამოთქვამს კარგისა და კარგზე უკეთესის, ცუდისა და ცუდზე უარესის რაობას. მას აქვს შავი წიგნი, რომელშიც ერისა და ეკლესიის მოღალატეების სახელებს იწერს. იგი დინჯია და მომთმენი, მისი მტრები კი მდინარეს ჩამოაქვს.
ის ლომი უფროა ვიდრე ადამიანი. მზის მიმოსვლასავითაა მისი მოძრაობა და მზერა მისი დროის მიღმა გატყორცნილი სხივია, გული მისი მოწყალეა და განსჯა - სამართლიანი; მისი ხმა სიბრძნეა, წინაპართა გულებთან ნასაუბრალი, ხოლო პირი მისი წარმოთქვამს სასჯელს და ნება პატიობს ცოდვებს. ის სამშობლოსთვის ჯვარს ეკვრის და განსაზღვრავს წმინდა ერის გზებსა და მისიას. დღეცა და ღამეც მღვიძარებს იგი და ქართველობის ხსნაზე წერილებს გზავნის ზეციურ საქართველოში და იტალიაში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. კონფლიქტების გადაჭრა, მუსიკისა და ლექსების წერა, ხატვა და წმინდა დეფილეების მოწყობაც კი ხელეწიფება მას. დღეგრძელია მისი სახელი და კურთხეულია მისი საგვარეულო შტო.
პატრიარქი ბერმუხასავით დგას და აკავშირებს მიწიერ სამეფოს ზეციურთან, ცოცხლებს კი გარდაცვლილთა სულებთან ალაპარაკებს. იგი ერის სულიერი ცხოვრების ხატია და მშვიდობის გარანტია მსოფლიო მასშტაბით. მისი პატრიარქობა, თვითშეფასების თანახმად, მზიანი ღამეა. და რადგან ამ სიმბოლოთი მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე შეიძლება გამოიხატებოდეს, პატრიარქი თავად გამოდის მიწიერი ღმერთი, მწყემსი კეთილი, რომელიც ცხვრის ფარას ზეციური საქართველოსკენ მიერეკება შეძახილით: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ერთი სიტყვით, იგი უწმინდესია და უნეტარესია.
უწმინდესი და უნეტარესი, ცხადია, პოლიტიკურ და სოციალურ ბიწიერებაზე ამაღლებულია, მაგრამ წმინდა ივერიაში სწორედ ის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი წყობის მშობელი. მის წინაშე მოდრეკილია ყველა ქედი და ყველა მუხლი მონარქისა და ქვეშევრდომისა, აზნაურისა და უაზნოსი, მდიდრისა და ღატაკისა. აქ, მეფე თუ ბიზნესმენი, გლეხი თუ პედაგოგი, ჟურნალისტი თუ პოპ-ვარსკვლავი სულიერად პატრიარქში იშვებიან, მის მიერ არიან ცხებულნი და დალოცვილნი. იგი მათ საერო უფლებამოსილებებს უწესებს და პროფესიული ქცევის ნორმებსაც უდგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქი მარტოდმარტო მიწიერი ძალაუფლების წყაროა და არა თავად ეს ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, ქართული უტოპიის პოლიტიკური მოწყობა ჰიბრიდულია - წმინდა ივერია საპატრიარქო მონარქიაა, რომელიც, ბიბლიის თანახმად, წარმართული ანუ რეალურად მამა-პაპური წყობილებიდან იღებს სათავეს. პატრიარქთან მეფეს საპატრიარქო ტახტის დაცვისა და ეროვნული აპოკალიპსის - ანტიქრისტეს შეკავების მისია აერთიანებს. მაგრამ პატრიარქისგან განსხვავებით, წმინდა მეფე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ხორციელი ცხოვრების ხატია, რადგან მას ამქვეყნიური წყურვილები შეიძლება მოეძალოს ხოლმე და გაშმაგდეს.
წმინდა მიწის საზოგადოება
წმინდა მიწის საზოგადოების მთავარი ფუნქცია იზოლაციის უზრუნველყოფა, უწმინდური დასავლეთისგან თავისა და მამულის დაცვაა. ამ კოლექტივის ეროვნული საგანძური - ქალიშვილობის ინსტიტუტია, რომელიც ერს საღვთო სასჯელებს - მიწისძვრებსა და ცუნამებს არიდებს, ამიტომ მას, ქალწულებაში დარჩენილი რაინდები, გრაალივით, დღედაღამ დარაჯობენ. ამ მიწის შვილებს აქვთ ერთი, ყველასგან გამორჩეული გენეტიკური კოდი - სიყვარულისა და მართლმადიდებლობის ნიჭი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს კიდეც იმას, რომ მეორედ მოსვლის წინ მხოლოდ ივერიის ტერიტორიაზე ვერ შემოაბიჯებს ანტიქრისტე.
ივერიის იდეალური მოქალაქე დედითა და მამით ქართველი და მართლმადიდებელი ჩოხოსანი კაცია. ხოლო ქალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, დედაკაცი - კრძალვით პირმომცინარი, მანდილით თავდაბურული და იდეალური ჩოხოსნის მორჩილი არსებაა. სამეფოს სკოლებში ბავშვებს ცუდ ნიშნებს არ უწერენ და რჯულს, ადათ-წესებს, ხრიდოლსა და ქართული ნაციონალური ბალეტის ილეთებს ასწავლიან. საფეხბურთო გუნდები მატჩის წინ აქ ცოდვებს ინანიებენ და მარხულობენ, ხოლო ეროვნული ტელევიზიით, ბოლო ჟამის ქრონიკის გარდა, უმანკო საბჭოთა ფილმები და ნანა ჩაჩუას ფსიქოანალიტიკური სეანსებიც გადაიცემა.
აქაური პოლიციელები ქურდებს კი არ დასდევენ, არამედ ცოდვილებსა და სექტანტებს თავპირისმტვრევით ამხელენ და ნათლავენ ხოლმე. ციხეები ივერიაში დანგრეულია, მათ მაგივრად კი ტაძრებია აშენებული. ზრდასრული ივერიელები მართვის გამოცდის ნაცვლად სადღეგრძელოების თანმიმდევრობას აბარებენ, ხოლო შეზარხოშებულები ქუჩა-ქუჩა დადიან და ხალხურ სიმღერებს მღერიან. სამეფოს დედაქალაქი უსჯულოთა შემოსევისაგან საიმედოდაა დაცული, რადგან მის გარშემო საღორე მეურნეობებია გაშენებული. აქ ყველა დასაქმებულია, მაგრამ დაუსაქმებლები და სხვებიც, თოჯინებს თლიან და ჭერში აწყობენ.
მოქალაქეებს (მეფის გარდა) ვნებები შეკავებული აქვთ, რადგან თითოეული მათგანის ცხოვრებას პატარა მამაოების მეშვეობით დიდი მამა - უწმინდესი და უნეტარესი აკონტროლებს. ივერიაში ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის სამართლებრივი და სქესობრივი აქტებიც, რომლის დროსაც მხარეები ლოცვას აღავლენენ და გამჩენისგან პატიებას ითხოვენ. ამ მადლიანი მიწის ყოველი გოჯი, ყოველი სულდგმული და მოსახლეობის მთელი ავლადიდება ჯვარდასმულია და საპატრიარქოს განკარგულებაშია გადასული. ამიტომ აქაური მდიდარი ღარიბია და აქაური ღარიბი - მდიდარი
და რაც მთავარია, ივერიის სამეფო ყველაზე იზოლირებული ადგილია დედამიწაზე, რადგან პატრიარქიც და მეფეც, ერიც და ბერიც ყოველცისმარე ერთსა და იმავე წმინდა რიტუალს ასრულებენ: მზის ამოსვლამდე პირს ჩრდილოეთისკენ მიაქცევენ ხოლმე და ასე ღაღადებენ: „ღმერთმა ქნას ჩვენი იზოლაცია იყოს ყოველთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ იზოლირებული დიდი კედლით, რაც შეიძლება დიდი იზოლაცია გვქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი კედლები იყოს ჩვენს გარშემო აგებული, ეს იზოლაცია დიდ შედეგს მოგვცემს, ღმერთმა სამოთხემდე მიგვიყვანოს ამ იზოლაციით!”.
წმინდა მიწის დრო
საპატრიარქოს ქონგურებიანი გალავნის კარიბჭეს მსხვილი ასომთავრული წარწერა ამშვენებს. პატრიარქმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების აბრებზე სამივე ქართული ანბანით: მხედრულით, ხუცურით და ასომთავრულით უნდა იყოს შესრულებული წარწერები. საპატრიარქო სივრცეში ძველი საეკლესიო კალენდარი, ძველქართული ენა და არქაული დამწერლობა დავით გარეჯის მონასტრის რემონტთან და ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან ერთად, იმაზე მიგვანიშნებს, რომ დრო აქ უკუღმა - აწმყოდან წარსულისკენ - მიედინება. აქაურობისთვის თანამედროვე საერო კალენდარი, ენა, ანბანი და არქიტექტურა ისტორიის ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. წარსული, უნდა მობრუნდეს და მყოფადად გადაიქცეს.
წმინდა წარსული რამდენიმე შრისგან შედგება. პირველი და უახლოესი ფაზა ვარდების რევოლუციამდელი პერიოდია, რომელშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ქართული გაგება, მუშაობდა ჯიგრობის, ვაჟკაცობისა და ნათესაობის ინსტიტუტები, ხოლო კანონიერი ქურდები და ჩინოვნიკები მაყუთს აკეთებდნენ და ნაწილს ტაძრებისა და საეპისკოპოსო რეზიდენციების მშენებლობაში დებდნენ. ამ ხანის შემდეგ დიდი შეცდომილი ძის - სტალინის ეპოქა მოდის, რომელიც ფარულად დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და საქართველოს საპატრიარქო განადგურებისგან, ხოლო მთელი ეს უზარმაზარი ევრაზიული სივრცე დასავლეთის სულიერი ექსპანსიისგან დაიცვა. წმინდა დროის მომდევნო ეტაპია რევოლუციამდელი მართლმადიდებელი რუსეთი, რადგან მასში ღვთივცხებული იმპერატორი წმ. ნიკოლოზ მეორე ზეობდა, ქვაზე იდგა და ლოცულობდა სერაფიმ საროველი, ხოლო ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი იყო. ამ მიჯნის მიღმა ბოლო კარი იღება და უშუალოდ ოქროს ხანა - წმინდა მეფეების, დედოფლების, ბერებისა და მოწამეების ჟამი დგება. ოქროს შუა საუკუნეები ქართული მართლმადიდებლური სამეფოს აბსოლუტური რელიგიური და პოლიტიკური არქეტიპია, რომელსაც პატრიარქის, მეფისა და მრევლის ძალისხმევით მომავალში ხელმეორედ უნდა შეესხას ხორცი.
წარსულის ამ დიდ შემობრუნებამდე კი ივერიის კურთხეულ მიწაზე ადამიანები და დინოზავრები ერთად ცხოვრობენ, მღვდლები საკრალურ გზებზე ტოიოტასა და ლექსუსის ჯიპებით მიმოქრიან, ხოლო მრევლს ეს ავტომანქანები ვირები და ჯორები ჰგონია. აქ ყველაფერი კარგადაა, მით უმეტეს, რომ უფალი ჩვენგან სადღაც შორს მრისხანებს და იმ ქვეყნის იავარქმნითაა დაკავებული, რომელშიც ქალიშვილობის ინსტიტუტი ბოლომდე ყოფილა გაუქმებული.
წარმართული და ქრისტიანული დრო-სივრცე
პაულ ტილიჰი წერდა, რომ წარმართული სამყარო შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული სივრცის ზღვრული ფასეულობა, რომელიც საკრალური შინაარსითაა დატვირთული. პოლითეიზმი ტომის, ეთნოსის, რასის რელიგიაა თავისი ლოკალური ღვთაებებით, რადგან მათი სამოქმედო არეალი ამა თუ იმ ტერიტორიით მკაცრადაა შემოსაზღვრული. მაგალითად, ზევსი ოლიმპოს მთის მკვიდრია, ხოლო ოკეანეში პოსეიდონი ბატონობს. ამიტომ წარმართული სივრცე დაყოფილია წმინდა და არაწმინდა, პროფანულ და საკრალურ ტოპოსებად. დრო წარსულისკენაა შეტრიალებული და წრეზე ბრუნავს. მისთვის უცხოა უნიკალურობა და ისტორიზმი, რადგან ოქროს ხანა წარსულშია, რომელსაც ბედისწერა და რიტუალი ისევ დააბრუნებს.
ფოტო: REUTERS ©
ქრისტიანობა პირიქით, დროზე, ისტორიულ განუმეორებლობასა და უნივერსუმზეა ორიენტირებული. იგი აცხადებს, რომ მის ღმერთს არც რაიმე ადგილი აქვს დაკავებული და არც რომელიმე ეთნოსი ჰყავს ამოჩემებული. მისი დრო წარსულიდან აწმყოს გავლით მომავლისკენ მიემართება, რომელიც საბოლოოდ სამოთხეს, ოქროს ხანას კი არ აღადგენს, არამედ სრულიად ახალ სინამდვილეს, ახალ ცასა და ახალ მიწას ქმნის - სასუფეველს. როცა ქრისტეს ეკითხებიან, სადაა სასუფეველი, ის პასუხობს, რომ ეს განზომილება სადმე კი არა, ადამიანთა შორისაა. ამიტომ ქრისტიანობის ღმერთი დროსა და სივრცეს უკეთესად და უარესად არ ყოფს, არამედ ნებისმიერ დროსა და ადგილას კონკრეტული ადამიანების ისტორიაში, მათ ურთიერთობაში, თანაზიარებაში მონაწილეობს.
აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობა, ნამყო დროსა და სივრცეზე ორიენტაციის გამო, ალბათ უფრო ორთოპაგანიზმად უნდა მოვიხსენიოთ. როგორც ჩანს, მისთვის კონკრეტული ადამიანი კი არა, ერი, მიწა და დიადი წარსულია საკრალურობის მატარებელი ფენომენები. ამით აიხსნება, რომ პატრიარქი სამების ტაძარს ქართველთა ავტოპორტრეტს უწოდებს; რელიგიური მნიშვნელობით ტვირთავს ივერიის მიწაწყალს, არქაულ ანბანს, ენასა და კალენდარს; რწმენის საკითხებად კი ისეთ წარმოსახვით მოცემულობებს გვაწვდის, როგორიცაა ქართული ღირებულებები და ბაგრატიონთა მონარქია. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეროვნული მესიანიზმის ანტურაჟებიცაა, რომლის რადიკალური ვარიანტი ისევ კონკრეტულ სივრცესაა ჩაჭიდებული - ამ მესიანისტური წარმოდგენის თანახმად, მაშინ, როცა მეორედ მოსვლა დაიწყება, ავლაბარში, ელიას მთაზე, სამების ტაძარში იესო ქრისტე დაჯდება, რათა ცოდვილი კაცობრიობა ქართულ ენაზე გაასამართლოს.
![]() |
15 ფოტოესე |
▲back to top |
ლიბიელი ოპოზიციონერი მებრძოლი.
ბენღაზი
![]() |
16 რეფერენდუმი ეგვიპტეში |
▲back to top |
მსოფლიო
ნაბიჯი დემოკრატიისგან
თეონა ტურაშვილი
ეგვიპტის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით მხარი დაუჭირა 1971 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ცხრა ცვლილების შეტანას. ფაქტი ქვეყნისთვის „ისტორიულად“ მიიჩნიეს, რადგან ეს პირველი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებია. პროცესის გამჭვირვალობის მიუხედავად, დასაფიქრებელია მისი სამომავლო შედეგები - ეს გააძლიერებს მუსლიმური საძმოსა და ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციებს და ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური ბლოკების განვითარების პერსპექტივებს შეზღუდავს.
რეფერენდუმზე გამოცხადებული 18,5 მილიონი (41%25 ხმის მიცემის უფლების მქონე 45 მილიონიდან) ეგვიპტელიდან 77,2%25-მა გამოტანილი საკითხები დადებითად შეაფასა. ცვლილებათა პაკეტი პრეზიდენტის უფლებებს გარკვეულწილად ზღუდავს: მმართველობის პერიოდი ორ ოთხწლიან ვადამდე დავიდა, შემცირდა მისი ძალაუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით (ახლა საჭიროებს პარლამენტის თანხმობას), სავალდებულო გახდა ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა, სასამართლოს არჩევნების კონტროლის უფლება დაუბრუნდა, ექვსი თვის განმავლობაში ჩატარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა, პრეზიდენტის ძალაუფლება სხვა სახელისუფლებო შტოებთან საბოლოოდ არ არის დაბალანსებული. ამ საკითხს ახალი პარლამენტი განსაზღვრავს. აღნიშნული ინიციატივები მუბარაქის გადადგომის შემდეგ სამხედროების მიერ შექმნილმა 8-კაციანმა კომიტეტმა ჩამოაყალიბა. როგორც ცნობილია, რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო მართავს.
რეფერენდუმის გზით ცვლილებების მიღებას მხარს უჭერდა დღეისათვის ყველაზე ძლიერი ორი პოლიტიკური პარტია: მუსლიმური საძმო, ერთ დროს არალეგალური ისლამისტური ჯგუფი და ყოფილი მმართველი ეროვნულ დემოკრატიული პარტიისგან (NDP) შემორჩენილი ფრაქცია. მათი მტკიცებით, ცვლილებების მიღება ქვეყნის სტაბილურობას წაადგება. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციის დაწერა დროს მოითხოვს, რაც ტრანზიციის პროცესსა და სამხედროთა მიერ ხელისუფლებაზე კონტროლს გაახანგრძლივებდა.
ცვლილებებს რეფორმისტი, ლიბერალი ეგვიპტელები და ახალგაზრდა აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ნობელის მშვიდობის პრიზის ლაურეატი და საერთაშორისო ატომური ენერგოსააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მოჰამედ ალ-ბარადეი, ძველი კონსტიტუციის შეცვლის ნაცვლად მის თავიდან დაწერას ითხოვდა. სამხედროებს, მუსლიმურ საძმოსა და მუბარაქის ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ის პროცესის განზრახ დაჩქარებაში ადანაშაულებდა. მართლაც, 10 დღეში შექმნილ ცვლილებათა პაკეტზე, საჯარო დისკუსიები 3 კვირა გრძელდებოდა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მონაწილეობა ვერ მიიღო. მუბარაქის ერთპარტიული მმართველობის დამხობის შემდეგ ახალი პარტიები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან. ისინი გამოცდილებით, ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობითა და რესურსების ფლობით მუსლიმურ საძმოსა და მუბარაქის NDP-ის მემკვიდრეებს მკვეთრად ჩამორჩებიან. რეფორმისტებს შემოთავაზებული ცვლილებები პრეზიდენტის ფართო ძალაუფლების შეზღუდვისთვის საკმარისად არ მიაჩნიათ. ამ პოზიციას იზიარებს არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი, ეგვიპტელი დიპლომატი და კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ამრ მუსა.
მიღებული ცვლილებების მიხედვით, ივნისში საპარლამენტო, აგვისტოში კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს მათი მრავალფეროვანი წევრების გამო (სეკულარულები, ისლამისტები, ბიზნესმენები, საზოგადო ლიდერები) გაერთიანება გაუჭირდებათ. პარტიული კულტურის არარსებობის გამო ისინი ძირითადად პიროვნებების გარშემო იკრიბებიან. პრეზიდენტის უფლებებს სწორედ მათ მიერ დაკომპლექტებული პარლამენტის პირობებში უნდა გადახედონ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მუსლიმური საძმოსა და ძველი მმართველი პარტიის არჩევანი იქნება: გააგრძელებს მოდერნიზაციის გზას თუ წარმოქმნილ უპირატესობას პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. რეფორმისტები ამ გაერთიანებებს მათი არადემოკრატიული წარსულის გამო ნაკლებად ენდობიან
ფოტო: REUTERS ©
![]() |
17 ბირთვულ წისქვილებთან ბრძოლა |
▲back to top |
მსოფლიო
ავთო ქორიძე
დღეს მსოფლიოში ორი ცხელი წერტილია: ერთი ახლო აღმოსავლეთში, სადაც რევოლუციათა ტალღის შემდეგ შექმნილი არეულობა ჯერაც არ ჩამცხრალა. მეორე კი იაპონიაა - იქ მეცნიერები ორი კვირაა ცუნამით დაზიანებულ ფუკუშიმას რეაქტორზე წარმოქმნილ პრობლემებს ებრძვიან.
ფუკუშიმას რეაქტორზე მომხდარი მოვლენები გასულ წელს, მექსიკის ყურეში BP-ის მიერ ნავთობის დაღვრას გვახსენებს. თუ ეს უკანასკნელი მეტწილად რეგიონალურ პრობლემად დარჩა, ფუკუშიმაში მიმდინარე პროცესებზე მედიისა და ეკოლოგისტების რეაქციაც ბირთვული აღმოჩნდა. ეჭვქვეშ დადგა ბირთვული ენერგიის მომავალი - დასავლეთში უკვე რეაქტორების დახურვასა და ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობენ.
ფუკუშიმას ინციდენტმა იაპონიის ენერგეტიკაზე გავლენა უკვე იქონია. გასულ კვირამდე ეს ქვეყანა ენერგიის 30%25-ს ურანიდან იღებდა, დაახლოებით 25%25-ს ქვანახშირიდან და გაზიდან, 10%25-ს კი ნავთობიდან. ახლა ქვეყანას ნავთობის იმპორტის 30%25-ით გაზრდა უწევს, რაც ხარჯებს 50 მილიარდი დოლარით გაზრდის. მსოფლიო ბაზარზე ეს დამატებით დღეში 1.5 მილიონი ბარელის მოთხოვნას გააჩენს, ენერგიის ფასს კი იაპონიაში მკვეთრად გაზრდის.
აშშ-ში რეაქტორების ბედის შესახებ დებატები დაიწყო. ქვეყანაში ენერგიის უმთავრესი წყარო - 104 რეაქტორია. ფუკუშიმას ინციდენტის შემდეგ აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისიამ განაცხადა, რომ ყველა რეაქტორზე უსაფრთხოების ზომებს შეამოწმებს. ახალი რეაქტორების მშენებლობის მხარდაჭერა მოსახლეობაში 43%25-მდე დაეცა.
ავსტრია, ევროკავშირის სხვა ხუთ ქვეყანასთან ერთად, ყველას მოუწოდებს, დახუროს ან გადააკეთოს რეაქტორები, რომლებიც 30 ან მეტი წლის წინ ააგეს. გერმანიამ უკვე უარი თქვა რამდენიმე რეაქტორის მუშაობის ვადის გახანგრძლივებაზე. მათი მშენებლობა ეკოლოგიისადმი გულგრილად განწყობილმა ჩინეთმაც კი შეაჩერა.
ფოტო: REUTERS ©
საფრანგეთი ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს. ქვეყანა ენერგიის 80%25-ს სწორედ ბირთვული რეაქტორებიდან იღებს და სწორედ ამიტომ, დანარჩენ ევროკავშირთან შედარებით, იქ ენერგიის ფასი 40%25-ით ნაკლებია. ენერგეტიკის მინისტრმა ერიკ ბესონმა განაცხადა, რომ ბირთვული ენერგია ევროპაში დარჩება და მსოფლიოს ენერგეტიკის უმთავრეს ნაწილად გადაიქცევა. მისი აზრით, რისკები კარგადაა შესასწავლი და მათ შემცირებაზე ინჟინრები უკვე მუშაობენ.
ფუკუშიმას ინციდენტის გავლენა ბირთვული ენერგეტიკის მომავალზე ორმაგია: ძველ რეაქტორებს აჩერებენ, ახლების აშენებაზე კი უარს ამბობენ. ეს უარყოფითად აისახება ენერგიის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. დღეს ბირთვული წყაროები 30%25-ით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე საუდის არაბეთის ყველა ნავთობჭაბურღილი ერთად. 2035 წლისათვის კი ბირთვული რეაქტორების მიერ გამომუშავებული ენერგია საუდის არაბეთის მოპოვებულზე დაახლოებით ორჯერ დიდი იქნება. თუმცა ბირთვული ენერგიის რენესანსს უკვე ნაადრევ დასასრულს უწინასწარმეტყველებენ და მის ალტერნატივებზე ფიქრობენ.
არჩევანი კი დიდი არ არის: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი ან ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგია. განახლებადი ენერგიის შესახებ საუბარი ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა, თუმცა ახლო მომავალში მისით მთელი ენერგოსექტორის ჩანაცვლება ფიზიკურად შეუძლებელია. განახლებადი ენერგიის წყაროების, მაგალითად ქარის წისქვილების გამოყენება არც ისე უსაფრთხოა, როგორც ამას ეკოლოგისტები ხატავენ. მათ მიერ წარმოქმნილი ვიბრაცია დაბალმაგნიტუდიანი მიწისძვრის ძალის ტოლია, ინტენსივობა კი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. იმისთვის, რომ სრულად გადავიდეს ქარის ენერგიაზე, მხოლოდ აშშ-ს 90 ათასი წისქვილი დასჭირდება, რომელთა ზომა სტანდარტულზე დაახლოებით სამჯერ დიდი უნდა იყოს. რაც შეეხება მზის ენერგიას, ირონიულია, მაგრამ ასეთი ენერგიის მისაღებად საჭირო ფილების წარმოება სწორედაც რომ გარემოს აბინძურებს.
ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირს არ შეუძლია მომავალში მზარდი ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ რესურსებზე გადასვლა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობას შეამცირებს - დასავლეთი რუსეთსა და არაბულ ქვეყნებზე მიჯაჭვული იქნება. ეს ქვეყნები კი სტაბილურობით არ გამოირჩევიან. ამას ემატება რესურსების გადატანის მოუხერხებლობა, მაღალი ხარჯები და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტები. აღსანიშნავია ამ ნივთიერებათა წვით გამოწვეული დაბინძურებაც - პრობლემა, რომელსაც მწვანეები უკვე დიდი ხანია ებრძვიან, თუმცა დღეს უკანა პლანზეა გადასული.
მთავარი საზრუნავი ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებით - მათი უსაფრთხოებაა. თუმცა იაპონიაში ბირთვული რეაქტორისთვის საფრთხის შესაქმნელად აპოკალიპტური ძალის მიწისძვრა და ცუნამი გახდა საჭირო. ამასთანავე, პრობლემა არა თავად რეაქტორს, არამედ გაგრილების სისტემას შეექმნა. ამ უკანასკნელის უფრო უსაფრთხოდ ქცევა შესაძლებელია. ფინეთში უკვე დაიწყეს ახალი თაობის ბირთვული რეაქტორების მშენებლობა, სადაც ყველა სახის უსაფრთხოების ზომაა გათვალისწინებული, მათ შორის 9/11-ის მსგავსი ტერორისტული თავდასხმაც. ერთადერთი პრობლემა ფასია - ის დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი ღირს. თუმცა ინჟინერიის განვითარებასთან ერთად გაცილებით უფრო იაფი გახდება.
ფოტო: REUTERS ©
ბირთვული ენერგიის შიში ადამიანს მისი აღმოჩენის დღიდანვე თან სდევს, მისი „მოთვინიერება“ კი აკრძალული ხილის შეჭმის ცოდვას უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული კატასტროფები თითზე ჩამოსათვლელია, ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ მათი ეშინიათ. ასეთი შედეგი Decision Research-ის მიერ აშშ-სა და კანადაში 1992 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა.
შიშის მიზეზი მედიაში წარმოქმნილი პანიკაა. მაგალითისთვის ჩერნობილის შემთხვევაც გამოდგება. ამ ტრაგედიას ადგილზე 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკანასკნელი მონაცემებით, კატასტროფის შედეგად გაჩენილი დაავადებებისაგან, 800 ათასი მუშიდან (ე.წ. ლიკვიდატორები) 4 ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იყო, თუმცა მედიამ მათ გაზვიდებას შეუწყო ხელი.
ფუკუშიმას რეაქტორის ავარიას ხშირად ზედაპირულად ადარებენ ჩერნობილისას. თუკი ამ უკანასკნელში რადიოაქტიური საწვავის გამოტყორცნა მოხდა, ფუკუშიმადან მხოლოდ რადიოაქტიურმა ორთქლმა გამოჟონა. ბუნებრივია, ასეთი ორთქლიც საფრთხის შემქმნელია, მაგრამ მისი ჩერნობილთან გაიგივება, ბუზის სპილოდ ქცევას ჰგავს. ჩერნობილის ავარია ადამიანის შეცდომამ გამოიწვია. თანამედროვე რეაქტორებში მსგავსი რამ შეუძლებელია.
ბირთვული კატასტროფების ფონზე, მედია ნაკლებ ყურადღებას აქცევს ენერგიის სხვა წყაროებთან დაკავშირებულ კატასტროფებს. მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფამდე 2 წლით ადრე ინდოეთში პესტიციდების მომპოვებელ ველზე 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქიმიკატის აკრძალვის მოთხოვნით არავინ გამოსულა. 1969 წლიდან 2000 წლამდე, ნავთობის მოპოვებას 20 ათასამდე, ქვანახშირისას კი 15 ათასი ადამიანი შეეწირა. სანთელიც კი რისკთან და კატასტროფებთან არის დაკავშირებული. 1871 წელს ჩიკაგოს ხანძარი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში სანთლიდან გაჩენილი ცეცხლით დაიწყო. შედეგად, ქალაქი თითქმის დაიწვა, 300 ადამიანი დაიღუპა, 100 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. თუმცა ამის გამო ცეცხლი კი არ აკრძალულა, არამედ სახანძრო სამსახური და უსაფრთხო მშენებლობა განვითარდა.
ბირთვული ენერგიის აღმოჩენა ცეცხლის აღმოჩენას ჰგავს, ის მთლიანად კაცობრიობის ცხოვრების შეცვლის შანსს იძლევა. ადამიანები ტრაგედიისგან გაკვეთილებს სწავლობენ, მაგრამ პროგრესზე უარს არ ამბობენ.
![]() |
18 ლე პენის საარჩევნო წარმატება |
▲back to top |
მსოფლიო
საფრანგეთი
მარიამ მიქავა
საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობა, 25%25, სოციალისტურმა პარტიამ მიიღო, მმართველმა სახალხო მოძრაობისთვის კავშირმა (UMP) 16%25, ნაციონალურმა ფრონტმა - 14%25. სხვა მცირე მემარცხენე პარტიებმა და მწვანეებმა კი ხმათა 8-10%25 დააგროვეს. ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 50%25-ზე ნაკლები იყო.
ახლანდელი ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა ექნება. მიმდინარე შედეგებისა და საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგი 29%25-მდე დაეცა. ნიკოლა სარკოზის ინიციატივები ქვეყანაში ნეგატიურად აღიქმება. ანალიტიკოსების აზრით, UMP-ის პოპულარობის აღდგენას, მისი ლიდერი ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებით ცდილობს. ამასთანავე საიფ კადაფიმ განაცხადა, რომ სარკოზის პარტიას აფინანსებდა. საფრანგეთში პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება დანაშაულად ითვლება. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს დამფინანსებლის ავტორიტარული ხასიათი. ამას ემატება საპენსიო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებული უკმაყოფილებაც. მნიშვნელოვან როლს თამაშობს უმუშევრობის დონე, რომელმაც მეოთხე კვარტალში უკვე 9,2%25-ს მიაღწია. UMP-ის ლიდერები მათთვის სასურველი შედეგების არარსებობას, ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას აბრალებენ.
ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი
მიუხედავად იმისა, რომ ხმათა უმრავლესობა სოციალისტურმა პარტიამ მიიღო, ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. პარტიის ამჟამინდელი ლიდერი დამფუძნებლის, ჟან მარი ლე პენის ქალიშვილია. ჟან მარი ლე პენმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ფრანგულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, როდესაც 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაკ შირაკს სერიოზული ოპონირება გაუწია. 2008 წლის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, სადაც ნაციონალურმა ფრონტმა ხმათა მხოლოდ 5%25 მიიღო, წელს პარტიამ დიდ პროგრესს მიაღწია. „პირველი ნაბიჯია უდიდესი აღორძინების, რომლისკენაც ფრანგი ხალხი ილტვის, განაცხადა ქალბატონმა ლე პენმა. ეს ადგილობრივ არჩევნებში პარტიის საუკეთესო შედეგი იყო. ულტრამემარჯვენეების ლიდერის მოადგილე, ლუისა ალიოტა აღნიშნავს, რომ არსებული ტენდენციის მიხედვით, მალე საფრანგეთის სათავეში UMP-ის ნაცვლად ნაციონალური ფრონტი იქნება.
სახალხო მოძრაობისთვის კავშირის ლიდერი ჟან ფრანსუა კოპე
ყველა ფოტო: REUTERS ©
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული Harris Institute-ის გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ ჩატარებულიყო, პირველ ადგილს მარინ ლე პენი დაიკავებდა და სარკოზისა და მემარცხენე კანდიდატებს უკან ჩამოიტოვებდა. გამოკითხვის მიხედვით, 42 წლის მარინ ლე პენი არჩევნების პირველივე ტურში 23%25-ს მიიღებდა, სარკოზი და სოციალისტური პარტიის დღევანდელი ლიდერი მარტინ ობრიც თანაბრად, 21-21%25-ს დასჯერდებოდნენ. გამოკითხვაში არ იყო შეტანილი დომინიკ შტრაუს-კანის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სოციალისტების სავარაუდო კანდიდატის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ფიიონმა, პირველად აღნიშნა, რომ შესაძლოა, UMP-მა ვერ გადალახოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ნიკოლა სარკოზის ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის აპირებს ბრძოლას. მარინ ლე პენმა კი უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მის მთავარ მოწინააღმდეგედ სოციალისტური პარტიის კანდიდატი რჩება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით გაურკვეველია.
![]() |
19 ევო მორალესის ვარსკვლავი ქრება |
▲back to top |
მსოფლიო
ბოლივია
მარიამ მიქავა
გასულ წლამდე, ბოლივიელი ევო მორალესი, ლათინური ამერიკის რადიკალ მემარცხენე პრეზიდენტებს შორის ყველაზე წარმატებულად მიიჩნეოდა. ეთნიკურად პირველ ინდიელ პრეზიდენტს, პოპულარობა სიმდიდრის გადანაწილების პოლიტიკამ მოუტანა. მისი ინიციატივით მაღალი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით მთავრობა ნავთობისა და გაზის ფასების სუბსიდირებას ახდენდა.
მორალესის პოპულარობამ უკუსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა საწვავის სუბსიდირების შეწყვეტა და მისი ფასის 70%25-ით გაზრდა გადაწყვიტა. საწვავის სუბსიდირება ბოლივიას გასულ წელს 380 მილიონი დოლარი დაუჯდა. ვიცე-პრეზიდენტის, ალვარო გარსია ლინერას განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი წელს 660 მილიონს მიაღწევს. სუბსიდირების შეწყვეტა ეკონომიკურად რაციონალური გადაწყვეტილებაა, თუმცა პოლიტიკურად წამგებიანი აღმოჩნდა. მოსახლეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტებით შეხვდა.
მორალესმა დემონსტრაციების შესაჩერებლად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 20%25-ით გაზრდა გადაწყვიტა, თუმცა ეს ხალხისთვის შემამსუბუქებელი ნაბიჯი არ აღმოჩნდა. ბოლივიაში დასაქმებულთა 70%25 არალეგალურ ეკონომიკაშია ჩართული. განსაკუთრებული დარტყმა ეკონომიკისთვის პურის მცხობელთა გაფიცვა აღმოჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში პურს სამხედრო ნაწილები აცხობდნენ და არიგებდნენ. საბოლოოდ მორალესს რეფორმების გაუქმება და ნავთობზე ფასის დაწევა მოუწია.
ევო მორალესმა 2006 წელს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ჭაბურღილების ნაციონალიზაცია მოახდინა. მას შემდეგ ფასები ბენზინზე გაყინულია და ერთი ლიტრი 53 ამერიკული ცენტი ღირს. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეს დაახლოებით 2-3 ჯერ უფრო დაბალია. მთავრობის მიერ ფასების ხელოვნურად შემცირებამ ხელი შეუწყო მეზობელ ქვეყნებში ნავთობის არალეგალურად გატანას. შედეგად, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ნავთობი სხვა ქვეყნებში აღმოჩნდა.
სუბსიდირების პოლიტიკამ ნავთობის და ბუნებრივი აირის გამომუშავება ორჯერ შეამცირა. სახელმწიფო კომპანიები დაინტერესებულნი არ არიან ნავთობის მოპოვების გაზრდით, რადგან სუბსიდიებს ისედაც იღებენ. მიუხედავად რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიისა, მორალესს არ აუკრძალავს ბოლივიაში ტრანსნაციონალური კომპანიების მუშაობა. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს აქ ბარელში 27 დოლარს, რეალური ფასის ერთ მესამედს, უხდიან. შედეგად, მათაც მოტივაცია არ გააჩნიათ ნავთობის მოპოვება გაზარდონ.
ნავთობის სუბსიდირება ბოლივიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, შემოსავალი ქვეყანას ძალიან მცირე აქვს, ხარჯები კი ყოველწლიურად იზრდება. სახელმწიფოს პროგნოზით, წელს ფისკალური დეფიციტი დაახლოებით $870 მილიონია (მშპ-ს 4.2%25). ამ ყველაფერს ემატება ინფლაცია, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 8.4%25-ს მიაღწია. ბოლივიას პრობლემები აქვს ნარკოვაჭრობასთან ბრძოლაშიც. გასულ თვეს პანამაში ბოლივიის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხში, კოკაინის გადატანის ბრალდებით დააკავეს. გაეროს მონაცემებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ბოლივიაში კოკაინის წარმოება ორჯერ გაიზარდა. თუმცა ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის, ერთი წლის წინ მორალესმა გაეროს მოსთხოვა კოკას ფოთლები ნარკოტიკების სიიდან ამოეღო, რადგან ამ ფოთლების ღეჭვა ბოლივიური კულტურული იდენტობის ნაწილი იყო.
ეკონომიკასთან ერთად ბოლივიას არც საგარეო პოლიტიკაში აქვს დიდი მიღწევები. ქვეყნის მთავარი პარტნიორები დღეს კუბა, ვენესუელა და ეკვადორი ნავთოარიან, თავად პრეზიდენტი კი კადაფის ახლო მეგობარია. მორალესი კადაფის ადამიანთა უფლებების დაცვის პრიზის ლაურეატიც კი არის. მან რამდენიმე დღის წინ გაეროს მიერ კადაფის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა და ობამასთვის ნობელის პრემიის წართმევაც კი მოითხოვა.
პრეზიდენტის ინიციატივა ნავთობზე სუბსიდირების შეწყვეტის შესახებ წარუმატებლად დასრულდა, მან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მორალესის პოპულარობას. თებერვალში, ბოლივიის დიდ ქალაქებში Ipsos-Apoyo-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პრეზიდენტის რეიტინგი 32%25-ია.
![]() |
20 შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო |
▲back to top |
დევიდ ჯ. სმიტი|სვეტი
11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო რიხტერის შკალით 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რასაც 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა. ეს, 869 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ამ რეგიონში, მსოფლიოში რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის კი მეოთხე. ეს ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოზე, უძლიერესი ფიზიკური დარტყმა გახლდათ. იაპონური ანდაზის მიხედვით, „შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექიო“ - იაპონია ფეხზე წამოდგება. თუმცა ეს პროცესი, ახალი სიტუაციის წარმოსაქმნელად, შეიძლება გეოპოლიტიკური ტექტონიკური ფილების ღრჭიალს დაემთხვეს.
დღეს მთელი ყურადღება ადამიანის ტრაგედიაზეა მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა. ამ წუთში, როცა ეს ჟურნალი იბეჭდება, იაპონიაში 18 ათასი ადამიანია დაღუპული, 13 ათასი დაკარგული და ნახევარ მილიონს სახლ-კარი აღარ აქვს. როცა ჟურნალი დახლებზე გამოჩნდება, ბევრი დაკარგული გარდაცვლილად გამოცხადდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებად ქცეული ინფრასტრუქტურა ფუკუშიმას, აივატისა და მიიაგის პრეფექტურებში. ეს, თავის მხრივ, სამაშველო ოპერაციებს აფერხებს. როგორც მსოფლიო ბანკი ანგარიშობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს 235 მილიარდი და ხუთი წელი დასჭირდება.
ამას გარდა, სერიოზულად დაზიანდა ფუკუშიმას დაი-იჩის ატომური სადგური. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ექვსი რეაქტორიდან ორი სახიფათო მდგომარეობაშია - ერთ-ერთ მათგანში წნევის დასარეგულირებლად დაბინძურებული ორთქლის გარეთ გამოშვება გახდა საჭირო, ხოლო რადიაციის მომატების გამო 20კმ-იანი ზონა აკრძალულად გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციები ამანაც შეაფერხა, თანაც წყალი და საკვები დაბინძურდა. სამხედრო მფრინავებსაც კი, რომლებიც ვერტმფრენებიდან ასხამენ წყალს გადახურებულ რეაქტორებს, მათ თავზე გაჩერება დიდხანს არ სურთ.
მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრისგან ყველაზე მეტად იაპონიის მთლიანი წარმოების 7%25 დაზარალდა, მისმა განადგურებამ, სულ რამდენიმე წამში, ქვეყნის სამხრეთში ინდუსტრიულ ცენტრზეც იმოქმედა. თანამედროვე მრეწველობაში საქონლის დროული მიწოდება, თუნდაც ზომიერი რყევებისადმი მიწოდების ჯაჭვში, ძალზე მგრძნობიარეა. დაიხურა ტოიოტა, რადგან მანქანის გარკვეული ნაწილები, მაგალითად, უსაფრთხოების ღვედი, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მზადდებოდა. ღვედი უმნიშვნელო დეტალი კი არის, მაგრამ მის გარეშე მანქანა საწარმოო კონვეიერიდან ვერ გადმოგორდება.
თავის მხრივ, საწარმოო წყვეტებს მსოფლიოს რიგით მესამე უდიდეს ეკონომიკაში გლობალური ზეგავლენა აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდული ტოიოტასა და ლექსუსის ავტომანქანეავტომანქანების 70%25 კანადასა და აშშ-ში მზადდება. ტოიოტა აცხადებს, რომ საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური მარაგები აქვს, მაგრამ იმპორტირებული 30%25 უკვე ბევრია და, შესაბამისად, დეფიციტიც გარდაუვალია.
კიდევ ერთი მაგალითისთვის თქვენს კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს დახედეთ. ლითიუმის იონის ბატარეებისთვის საჭირო ეპოქსიდური ფისის 90%25 იაპონიიდანაა.
მრეწველობაში ჩავარდნები გამოსწორდება, მაგრამ ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია საკმაოდ ძვირი დაჯდება და იაპონიის სახელმწიფო ვალს დაემატება, რაც ამჟამად ისედაც საოცარ ციფრს - მშპ-ის 200%25-ს - აღწევს. ამასთან, იაპონიის ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაცია, გლობალური ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ახლახან დაწყებულ პროცესს გააჯანჯლებს. ეს პროცესი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ნავთობზე ფასების ავარდნით ისედაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
სინამდვილეში კი ის გეოპოლიტიკური შედეგები - რაც შესაძლებელია მიწისძვრას მოჰყვეს - იმით იქნება განპირობებული, თუ როგორ ზეგავლენას იქონიებს იაპონიის ბირთვული საწვავის დნობა მსოფლიოს ენერგეტიკულ მარაგებზე.
ამ წუთისთვის მსოფლიოში ბუნებრივი აირი უხვადაა, რეცესიის შედეგად იპონიაში ელექტროენერგია ჭარბად იწარმოება და მიწისძვრის გამო, იაპონურ ენერგიაზე მოთხოვნა დროებით შემცირებულია. და მაინც, ეკონომიკის აღორძინების პროცესი მოწოდება-მოთხოვნის მოდუნებულ კავშირებს დაჭიმავს, მაშინ, როცა ატომური ენერგიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
იაპონიის 50 ატომური რეაქტორიდან 11 არ მუშაობს; ფუკუშიმაში 6 რეაქტორი სამუდამოდ გამოვიდა მწყობრიდან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ექვსი რეაქტორის მიერ გამომუშავებული ენერგიის საკომპენსაციოდ ქვეყანამ 6-7 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი უნდა შემოიტანოს. სავარაუდოდ, ატომურ სადგურებზე უსაფრთხოების პრობლემების გაანალიზების შემდეგ, კიდევ მეტი რეაქტორი დაიხურება. იმ პირობებში, როცა იაპონიას ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის უფრო მეტი რაოდენობა ექნება მოსაძიებელი, მისი მოქმედების თავისუფლება საერთაშორისო დონეზე შეიზღუდება.
ფოტო: REUTERS ©
მაგრამ ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ იაპონიით ხომ არ შემოიფარგლება. ჩინეთმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ატომური სადგურების მშენებლობაში 40%25-ით მონაწილეობდა, ახლად დამტკიცებული პროექტები გადაავადა. ევროკავშირმა მითითება გასცა, რომ სტრესულ ვითარებაში ნებისმიერი ატომური სადგური შემოწმებულიყო. გერმანიის ხელისუფლებამ წარმოების ერთი მესამედი შეაჩერა, სანამ ქვეყანაში არსებული ყველა რეაქტორის მდგომარეობა არ გამოიკვლევა. იტალიაში ივნისის რეფერენდუმის შედეგებით შეიძლებოდა ატომური ენერგიის გამოყენებაზე მორატორიუმი გაუქმებულიყო, მაგრამ დღეს ამ რეფერენდუმს მომავალი აღარ უწერია. ამერიკული გაზეთები კი, ატომური ენერგიის წინააღმდეგ ცეცხლსა და რისხვას აფრქვევენ.
ეს საყოველთაო შეშლილობა მალე მინელდება და ნელ-ნელა პრაქტიკული მოსაზრებები წამოიწევს ისევ წინ. და მაინც, დღეს ლოგიკურად ჩანს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ატომურ ელექტროენერგიაზე მოთხოვნები იმაზე უფრო შემცირდება, ვიდრე ეს შეიძლებოდა იაპონიის მიწისძვრის გარეშე მომხდარიყო.
გერმანიის დოიჩე ბანკის თქმით, მსოფლიოს ატომური ელექტროენერგიის წარმოების 10%25-ის შესაძლებლობათა დახურვა უსაფრთხოების მოსაზრებებით იმის ტოლფასია, რომ 200 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ყოველდღიურად მოვიხმაროთ, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 2.3%25-ით მეტია. ეს შემდეგ კონტექსტში თავსდება - მსოფლიოში, ამ საუკუნის დასაწყისიდან 2035 წლამდე, ენერგიის მოხმარების დაახლოებით 50%25-იანი მკვეთრი მომატებაა ნავარაუდევი. შესაძლოა, ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში განუწყვეტელ არეულობას დაემთხვეს.
დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც მღელვარებაა ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით, რუსეთი გეგმავს, რომ დაახლოებით გაასამმაგოს ატომური ელექტროენერგიის წარმოება 2030 წლისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა თქვა 14 მარტს, ისინი არ შეცვლიან თავიანთ გეგმებს.
ამასობაში, ხშირად შეუმჩნეველი რუსი ოფიციალური პირები და ენერგეტიკის სექტორის აღმასრულებლები ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის ფაციფუცით დარბიან. ისინი ცდილობენ, რუსეთი ამ სივრცეში ბუნებრივი თუ ადამიანის ხელით შექმნილი პრობლემების მომგვარებლად ჩააკვეხონ. გაზპრომი იტალიას დამატებით 15 მილიონ კუბურ მეტრ აირს აწვდის დღეში. ეს მას შემდეგ, რაც ლიბიიდან გამოყვანილი „მწვანე ნაკადის“ მილსადენი დაიცალა. ეს კომპანია მზად იყო იაპონიისთვისაც მიეწოდებინა თხევადი ბუნებრივი აირი სახალინ II-ის პროექტიდან. მერე, პუტინი გამოვიდა სცენაზე, როგორც ტრანსკონტინენტური, ვითომდა კეთილი ნების ბროკერი და 20 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი გაზრდიდა ევროპისთვის აირის მიწოდებას მილსადენით, მაგრამ თხევადი აირის ტანკერები გეზს შეიცვლიან და ევროპის ნაცვლად იაპონიისკენ დაიძვრებიანო.
ეს მოსკოვის ბოლო სვლებია, რომ ევროპა და ახლა იაპონიაც, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულები გახადოს. კრემლი ყურადღებით აკვირდება ამერიკის ლიდერობით შექმნილ ალიანსებს შორის გაჩენილ ბზარებს, რუსეთი ნელ-ნელა ცვლის ევრაზიის ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობას. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში, უდავო გეოგრაფიულ ღერძად იქცევა. ამ სტრატეგიის შედეგებია ატომური ენერგიის საშინაო ზრდა, ცენტრალური აზიის ენერგორესურსების თითქმის ექსკლუზიური წვდომა და სამხრეთ კავკასიის დასავლეთ-აღმოსავლეთ დერეფანზე მახრჩობელა ხელის შენარჩუნება.
შვიდჯერ დაეცი, მაგრამ ყურადღება მიაქციე, ვინ ადგება მერვეჯერ.
![]() |
21 გოლფის რევოლუციის მოლოდინში |
▲back to top |
ბიზნესი
კუბა
ივანე ბაძაღუა
ბოლო პერიოდში კომუნისტურ კუბაზე ბურჟუაზიული სპორტის, გოლფის „დაბრუნების“ აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კუნძულის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, „უკვე დამტკიცდა 16 პროექტი ქვეყანაში გოლფის განვითარებისათვის“, შესაბამისად, უახლოეს 5-6 წელიწადში, მზად გოლფის 16 ახალი მოედანი იქნება.
„მშრომელების“ ყურადღება „ბურჟუაზიული გასართობისკენ“ ეკონომიკურმა გამოწვევებმა მიმართა. კუბას, იმპორტირებული საქონლის საფასურის გადასახდელად, ფული სჭირდება. მაშინ როცა უკვე „მოძმე კომუნისტური“ სახელმწიფოები ან აღარ არსებობენ ან საკუთარი პრობლემები აქვთ, ფულის გამომუშავების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ტურიზმი იქვა. კუბის გოლფისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების რაოდენობის გაზრდას. ამასთანავე კუნძულზე ჩასული ტურისტები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, რაც კუბის შემოსავალს გაზრდის.
კუნძულზე სპორტის ეს სახეობა ადრე არაპოპულარული ერთი ძირითადი მიზეზის გამო იყო. 1962 წელს ფიდელ კასტრომ გოლფის მოედნების უმრავლესობა სამხედრო ბანაკებად, ნაწილი კი ხელოვნების სკოლებად აქცია. მხოლოდ ორი მოედანი გადაურჩა „რეპრესიებს“. აღსანიშნავია, რომ კასტროს ამ გადაწყვეტილებას საინტერესო ისტორია უძღოდა წინ - არშემდგარი გოლფის დიპლომატია. 1962 წელს ამერიკასთან გართულებული ურთიერთობების ფონზე ფიდელ კასტრომ თავისი მეგობარი, რევოლუციონერი ჩე გევარა გოლფის სათამაშოდ მიიწვია. როგორც შემდეგ მისმა პირადმა რეპორტიორმა, ლორენცო ფუენტესმა Wall Street Journal-ს განუცხადა, კასტრომ მას სთხოვა მომდევნო დღეს გამოექვეყნებინა სტატია სათაურით „პრეზიდენტი კასტრო პრეზიდენტ კენედის გოლფის მეგობრულად სათამაშოდ იწვევს“.
კასტროს გეგმა ჩავარდა: კენედიმ, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა გოლფს, მიწვევა არ მიიღო. მეტიც, მან კიდევ უფრო გაამკაცრა ბლოკადა, რომელშიც კუბა იმავე წელს საყოველთაოდ ცნობილი „სარაკეტო კრიზისის“ გამო აღმოჩნდა.
სწორედ ამის შემდეგ მიიღო ფიდელ კასტრომ გოლფის მოედნების ბანაკებად და სკოლებად გადაკეთების გადაწყვეტილება. მშრომელთა სახელმწიფოში ბურჟუაზიული გადმონაშთების ადგილი აღარ იყო.
მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა. დღეს რაულ კასტროს რეჟიმის შერბილების პირობებში „იდეოლოგიური შეუთავსებლობის“ ნიველირების შესაძლებლობა გაჩნდა. გოლფის განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა. ცხადია, ქვეყანაში, სადაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო მოახდენს ინვესტორის ქონების ნაციონალიზებას - ფულს არავინ ჩადებს. ამიტომ „მნიშვნელოვნად შეიცვალა და ინვესტორთათთვის უფრო მიმზიდველი გახდა საკუთრების შესახებ კანონი“, - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში ენდრიუ მაკდონალდმა, Esencia Hotels and Resorts-ის ხელმძღვანელმა. Esencia Hotels and Resorts-ი უკვე ფლობს Carbonera Country Club-ს ვარადეროში და მიმდინარე წელს იქ ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. მაკდონალდი დარწმუნებულია, რომ „ამ წელს გოლფი კუბაში რეალობა გახდება“. მის განწყობას რამდენიმე ესპანური და კანადური კომპანია იზიარებს.
კუბაში ვარაუდობენ, რომ ამერიკა, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კუბას სტუმრობენ,შეზღუდვებს შეასუსტებს. რამდენად რეალურია გოლფის რევოლუციის შესაძლებლობა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. საინტერესოა, სად აქვს ზღვარი ამ რევოლუციას და შეძლებს თუ არა გოლფი, პინგ-პონგის მსგავსად, საერთაშორისო დიპლომატიაში თავისი სიტყვა თქვას. ცხადია, ასეთ მომავალზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში მუდმივი მტრები არ არსებობენ.
![]() |
22 ამერიკელი მილიონერები |
▲back to top |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
კერძო საინვესტიციო კომპანიამ Fidelity Investments-მა - 2006 წლიდან უკვე მეოთხედ - მდიდარი ამერიკელები და მათი ეკონომიკური შეხედულებები და პროგნოზები გამოიკვლია. კვლევა ელექტრონული კითხვარით ჩატარდა. კომპანიამ ათასი მდიდარი ოჯახი გამოჰკითხა. რესპონდენტები ორი ძირითადი ნიშნის მიხედვით შეირჩა: სულ მცირე, მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და გადაწყვეტილების მიმღების სტატუსი. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელ მილიონერებს ყველაზე მეტად ორი რამის - პენსიაზე გასვლამდე გაღარიბების და მაღალი გადასახადების - ეშინიათ
ეკონომიკური კრიზისის ყველაზე საშიშ გვერდით ეფექტად, რესპონდენტთა ¾ გადასახადების ზრდას მიიჩნევს. 63%25-ს გადასახადების ზრდასთან დაკავშირებული რისკების შეფასება უკვე დაწყებული აქვს. 36%25 ინვესტიციების გააქტიურებას იმ სფეროებში აპირებს, რომლებიც გადასახადებისგან გათავისუფლდება. 25%25 უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავს. საგადასახადო ლიბერალიზაციის მომხრეა 22%25.
ამერიკელი მილიონერების 42%25 თვლის, რომ ჯერ სათანადოდ მდიდარი არ არის. კვლევის მიხედვით, მილიონერი ოჯახების ქონება (ინვესტირებისთვის გამოსადეგი აქტივები) საშუალოდ 3.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 მილიონერიდან ოთხი არ თვლის, რომ მდიდარია მაშინ, როცა ამ აქტივებთან ერთად, მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 379 ათასი დოლარია. 40%25-ის შეფასებით, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი - 7.5 მილიონი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ თავი ნამდვილ მდიდრად იგრძნონ.
ამერიკელი მილიონერების განმარტებით, გამდიდრებაში ხელს მათ ფინანსური კრიზისის შემდეგ შემცირებული ეკონომიკა უშლის. თუმცა იმედი აქვთ, რომ ეკონომიკა უახლოეს მომავალში გაჯანსაღდება. ეკონომიკურ სტაგნაციასთან დაკავშირებული მთავარი შიში ისაა, რომ საკუთარი აქტივების გახარჯვას პენსიაზე გასვლამდე მოასწრებენ. თუმცა 69%25-ს უკვე მოფიქრებული აქვს ფინანსური გეგმა, 81%25 კი ხელმომჭირნედ ხარჯავს.
რესპონდენტთა მესამედი ამბობს, რომ სრულად დაიბრუნა ის თანხა, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაკარგა. 68%25-ს არ ჰგონია, რომ მერყევი ბაზარი ეკონომიკის ახალი ნორმა გახდება. 43%25 აღიარებს, რომ 2008-2009 წლის კრიზისმა ინვესტირების კუთხით ბევრი რამ ასწავლა. ფინანსურმა კრიზისმა მხოლოდ 17%25-ს გაუქრო ინვესტირების სურვილი.
ამერიკელი მილიონერების აზრით, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესისა და მომხმარებლების მხრიდან გააქტიურებული ხარჯვა იქნება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2011 წლის ბოლომდე, მათი აზრით, უძრავი ქონების სექტორი დარჩება.
2009 წელს გლობალური სიმდიდრე 11.5%25-ით, 111.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) რეიტინგში მილიონერი ოჯახების რაოდენობით - 4.7 მილიონი - პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე - 1.2 მილიონი - იაპონია, მესამეზე კი - 670 ათასი - ჩინეთი მოხვდა. სინგაპურში, სადაც სულ 5.1 მილიონი მოსახლეა, მილიონერი ოჯახების ყველაზე დიდი კონცენტრაცია - ქვეყნის მოსახლეობის 11.4%25 - გამოვლინდა. BCG-ის დასკვნით, გლობალური სიმდიდრე, 2014 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად, 6%25-ით გაიზრდება და ეს, ძირითადად, აზიური ქვეყნების ხარჯზე მოხდება.
![]() |
23 ქალები ინტერნეტში დომინირებენ |
▲back to top |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
ქალები თანამედროვე ინტერნეტის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება იმ სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც ციფრული შესყიდვების ექსპერტმა, აილინ ლიმ ხანგრძლივი კვლევის შედეგად მოიპოვა. ასევე კვლევითი კომპანიების Comscore, Nielsen და MediaMatrix სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სწორად ქალები შეადგენენ ინტერნეტის გულის, სოციალური მედიის ქვაკუთხედს.
მრავალი პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლების 70%25 ქალები არიან. მაგალითად, Facebook-ში დღიური აქტიურობის პროცენტული გადანაწილება 70/30-ზეა ქალების სასარგებლოდ. სტატისტიკოსებმა ისიც იციან, რომ ქალებს 8%25-ით მეტი მეგობარი ჰყავთ, ვიდრე მამაკაცებს და ისინი ინტერნეტში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე - „ძლიერი სქესის” წარმომადგენლები.
Twitter-იც კი, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით ტექნოპროდუქტი იყო, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო „ქალური“ საიტი ხდება. მშვენიერი ქალბატონები დღის განმავლობაში საშუალოდ უფრო მეტ ტვიტებს წერენ და უფრო მეტი ფოლოუერები (მიმდევრები) ჰყავთ, ვიდრე მამაკაცებს.
ელექტრონული კომერციის განვითარებაშიც უფრო მეტად მდედრები აქტიურობენ. მაგალითად, პოპულარული სერვისის, Groupon-ის მოპოვებული ფასდაკლებების 77%25 მათზე მოდის. საინტერესოა ისიც, რომ ქალებმა მამაკაცებს ონლაინსათამაშო პორტალებშიც გადაასწრეს. მაგალითად, ისინი პოპულარული რესურსის Zynga-ს მომხმარებლების 60%25-ს შეადგენენ.
ამ ყველაფრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ტექნომანმა მამრებმა შექმნეს ტექნიკური საშუალებები და მიატოვეს ისინი. მიტოვებულ ტექნიკურ საშუალებებს და საიტებს კი ქალები დაეპატრონნენ და გაბატონდნენ.
![]() |
24 LinkedIn-ში 100 მილიონი მომხმარებელია |
▲back to top |
ტექნოლოგია
დასაქმების პოპულარული სოციალური ქსელის, LinkedIn-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, როგორც იქნა, კომპანიამ მიაღწია დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს: მათ მონაცემთა ბაზაში 100 მილიონი მომხმარებლის პროფილია!
2002 წელს დაარსებულმა კომპანიამ პოპულარობა და რენტაბელურობა დროის მოკლე პერიოდში მოიპოვა. მათი სოციალური ქსელი განსხვავდებოდა ანალოგებისგან ინფორმაციის გამჭვირვალობით და ახლებური ხედვით, რამაც ექვს წელიწადში 50 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა. ბოლო წელიწად-ნახევარში კი ეს რიცხვი გაორმაგდა.
მიუხედავად სწრაფად მზარდი პოპულარობისა, LinkedIn-ის მომხმარებლების ნახევარს კვლავაც აშშ-ის მცხოვრებლები შეადგენენ. თუმცა ეს მონაცემები სავარაუდოდ მალე შეიცვლება, ვინაიდან ბრაზილიის, მექსიკის, ინდოეთის და საფრანგეთის მოქალაქეების აქტივობა ამის წინაპირობას ქმნის.
LinkedIn-ის მომხმარებლების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა უპირველესად იმის შედეგია, რომ დიდმა კომპანიებმა რახანია დაიწყეს კადრების შერჩევა LinkedIn-ის პროფილების ანალიზის გზით. კომპანიის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ყოველი დამსაქმებელი და საქმე ბულს LinkedIn-ის საშუალებით იპოვის და შესაბამისად, კადრების მოზიდვის პროცესი უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდება.
ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ასეთი დაინტერესებისა, საქართველოში ეს სოციალური ქსელი კვლავაც ეგზოტიკური ხილია და მისი სერიოზული აღქმა არც დამსაქმებლებს დაუწყიათ და არც დასაქმებულებს
![]() |
25 სოციალური შოუ |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
ქეთი ყიფიანი
სატელევიზიო ზღაპრის მორიგი სერიის თხრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ კეთილმა ფერიამ ტელევიზიის არაადაპტირებული შენობის ასეთივე არაადაპტირებული სტუდიიდან დაიწყო. სტუდიაში პანდუსის არარსებობა იმით გაამართლა, რომ მაყურებელი ასე უფრო კარგად იგრძნობდა, თუ რა სირთულეებს აწყდება ყოველ დღე ეტლში მჯდომი ადამიანი. თუმცა, მგონი, არც მანამდე შეუნიშნავს ვინმეს პანდუსი ამ სტუდიაში. გადაცემის შინაარსი, მიზანი და ფინალი დასაწყისშივე ნათელია. შინაარსი - ადამიანები „ტრაგიკული“ ისტორიებით, პრობლემებით. მიზანი - კიდევ უფრო შეგვეცოდონ საბრალო ინვალიდები, გადაცემის მსვლელობის დროს ორიოდე ცრემლიც გადმოვაგდოთ და, რაც მთავარია, წამყვანმა უფრო მყარად მოირგოს დედა ტერეზას როლი. ფინალიც ისეთი უნდა იყოს, როგორც ამ გადაცემას და მექსიკურ სერიალს ეკადრება - პრობლემა გადაიჭრას და ყველაფერი კარგად დამთავრდეს.
გადაცემა ჩვეულ სტილში მიდის. უყურებ. საუბრობენ. მუსიკა სევდიანია (ანუ შესაფერისი), სტუმართა გამომეტყველება - სიბრალულით სავსე (სხვანაირად აბა როგორ შეიძლება იყოს?!). ყველა ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ „ამ ადამიანებს უნდა დაეხმარონ, გვერდით დაუდგნენ, „გულის კარები გაუღონ, ტკივილი შეუმსუბუქონ და ცხოვრება გაუადვილონ“, მაგალითად, ორი საათი ეტლში ჩასხდნენ მათთან ერთად ან საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარონ, თანაც მხოლოდ მათთვის.
საინტერესოა, რას დაარქმევდნენ ამას ფსიქოლოგები - სიკეთის ქმნას თუ საკუთარი ეგოსთვის კოვზით თაფლის ჭმევას?..
სინამდვილეში არაადაპტირებული ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობაზე დიდი პრობლემა ადამიანების სიბრალულით სავსე თვალებია, რადგან პანდუსიც და ხმოვანი შუქნიშანიც გაკეთებას ექვემდებარება, მაგრამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი იძულება, იყვნენ ადეკვატურები ამ საკითხთან დაკავშირებით, თითქმის შეუძლებელია. მათ არ აქვთ გაცნობიერებული ერთი რამ, რომ ეს ამ ადამიანების უფლებაა, ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების, განათლების მიღების, დასაქმების, ხმის მიცემის უფლება და ამისთვის ისინი ნანუკა ჟორჟოლიანს მადლობას არ უნდა უხდიდნენ. მართლაც უცნაურია, მადლობას უხდიდე პრეზიდენტს, ქალაქის მერს ან სხვა „კეთილ ადამიანებს“ იმის გამო, რომ მოწყალება გაიღეს და მგზავრობის, აფთიაქში შესვლის ან ქუჩის გადაჭრის საშუალება მოგცეს. თანაც იმ მერს უხდიდე მადლობას, რომელიც გამუდმებით იმეორებს ფრაზას: „უნარშეზღუდული ადამიანი პატარა ნაკლით.“
სიტყვები - კანონი და ვალდებულება ერთხელაც არ გაჟღერებულა გადაცემის მანძილზე. ყველა საქმე, რაც ამ სფეროში კეთდება, რატომღაც მოწყალებად და ქველმოქმედებად ითვლება და არა სახელმწიფოს ვალდებულებად, და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ იუსტიციის შენობა (თან მთელი შენობა) და ფილარმონია „მთლიანად ადაპტირებულია. ეს იგივეა, მადლობა გადავუხადო, მაგალითად, ჩემი უნივერსიტეტის რექტორს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში კიბით შევდივარ დააუდიტორიაში თოკით აძრომა არ მიწევს.“
საინტერესოა, უნდათ თუ არა ამ ადამიანებს ისეთი მერის მიერ გაკეთებული პანდუსი ან თუნდაც შორეული სკანდინავიის მსგავსად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ უნარშეზღუდულებს უწოდებს, ან სურთ თუ არა წავიდნენ სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტზე. ესეც ხომ დისკრიმინაციაა?! ეს ადამიანები თანასწორობისთვის იბრძვი ან და არა განსაკუთრებულობისათვის. მათ არ უნდათ მხოლოდ მათთვის ჩატარებული კონცერტი, სპექტაკლი, მხოლოდ მათთვის მოწყობილი საქველმოქმედო საღამო, მხოლოდ მათთვის აგებული შენობა. მათ სხვებთან ერთად სურთ ეს ყველაფერი.
პრობლემა ცნობიერებაში და აღქმებშია და რა გასაკვირია, რომ ეს პრობლემა ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანსაც კი არ აქვს გადალახული და მთელი გადაცემის მან ძილზე სიბრალულით აღსავსე თვალებით უყურებს ეტლში მსხდომ ადამიანებს. მგონი საკუთარი თავი, ეტლში მჯდომი, ყველაზე მეტად ეცოდებოდა და დარწმუნებული ვარ, იმ ღამით კოშმარულ სიზმარს ნახავდა საკუთარი ინვალიდობის შესახებ.
გადაცემის ბოლოს წამყვანი ამბობს, რომ მას არ უნდა მაყურებელს მისი სტუმრები ეცოდებოდნენ, თუმცა მანამდე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაყურებელს რაც შეიძლება მეტი ცრემლი აღვრევინოს (პანდუსიც ხომ ამ მიზნით არ დაამონტაჟა სტუდიაში). ამაზე იტყვი ან სწორედ, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“.
ცალკე თემაა (თუმცა მე უფრო პრობლემას დავარქმევდი) ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმი. მთელი გადაცემის მანძილზე არასწორი აქცენტები იყო დასმული როგორც წამყვანის, ისე სტუმრების მიერ. გადაცემის მსვლელობის დროს გამოყენებული მუსიკა, სიტყვები, ფრაზები („უნარშეზღუდული ადამიანი“, „პატარა ნაკლი“, „დიდი მადლი“, „დახმარება“...), დაყენებული ხმის ტემბრი და სევდიანი გამომეტყველება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ჟურნალისტი არ იცნობს ამ საკითხს, უბრალოდ, არაკომპეტენტურია, ოღონდ ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ მთელი მისი გადაცემა, მსუბუქად რომ ვთქვათ, პოზიტიური დისკრიმინაციის კლასიკური ნიმუში იყო. თუმცა, საზოგადოების ხარჯზე საკუთარი გადაცემების რეიტინგის აწევა და სოციალური საკითხებით მანიპულირება ქართულ ტელესივრცეში ხომ „მოსული“ რამეა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 20102012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მოხდეს ჟურნალისტების დატრენინგება შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე და წლის მანძილზე 40-მა ჟურნალისტმა მაინც გაიაროს ტრენინგი ამ საკითხზე ინფორმირებულობის მიზნით. იმედი ვიქონიოთ, რომ კონკრეტული გადაცემის წამყვანი 2012 წლამდე გაკადნიერდება და ერთ ტრენინგს მაინც დაესწრება.
P.S. ინვალიდობა არის ხედვაში, გარემოში და არა ადამიანში. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურდო, მაგრამ არ შეიძლება თვითონ იყოს სურდო. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ინვალიდობა ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულების გამო და არ შეიძლება თვითონ იყოს ინვალიდი.
თუმცა, როგორც ჩანს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, შოუ შედგეს და გადაცემის წამყვანიც, საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული, რომ კიდევ ერთი პრობლემა მოაგვარა, ტკბილად დაიძინებს. იმედია.
![]() |
26 საქართველო ევროშესარჩევებში |
▲back to top |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
ჩვენი ეროვნული ნაკრები მეხუთედ მონაწილეობს კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში. ამ წერილში წინა შესარჩევ ციკლებს გავიხსენებთ.
ევრო 1996
1993 წლის მიწურულს უეფამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დაუშვა, 1994 წლის დასაწყისში კი, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა შედგა და მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ბულგარეთი, უელსი, ალბანეთი და მოლდოვა გვერგო.
7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვასთან მატჩში ყველა 3 ქულას ველოდით, 4-5 ბურთით გამარჯვებისაც გვჯეროდა, მაგრამ 3 ქულა კი არა, ერთიც ვერ მოვიპოვეთ: მე-40 წუთზე მოლდოველთა ნახევარმცველმა ოპრიამ შორიდან გაუტანა ირაკლი ზოიძეს და პირველ ოფიციალურ მატჩში გამარჯვება ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა კი არა, ჩვენსავით დებიუტანტმა მოლდოვამ იზეიმა.
საქართველო - მოლდოვა 0:1
მოლდოვამ იმ შესარჩევში კიდევ ერთხელ დაგვამარცხა: უკანასკნელ მატჩში, როცა ბულგარეთთან საშინაო მოგებით გულმოცემულებს მათთვის სამაგიეროს გადახდა გვეწადა, კიშინიოვში 2:3 წავაგეთ!
ამ ორ სირცხვილს შორის კი საქართველოს ნაკრებმა 5 გამარჯვება იზეიმა: შედეგი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის, სამწუხაროდ, კვლავაც რეკორდად რჩება.
ტკბილად მოსაგონარია უელსელების ორჯერ ძლევა: თბილისში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა 5:0 გაანადგურა მეტოქე, კარდიფში კი გიო ქინქლაძემ ერთადერთი და ულამაზესი გოლი გაუტანა მასპინძლებს. იმ თამაშში სკანდალებით ცნობილმა ვინი ჯონზმა, ვინც წლების შემდეგ ჰოლივუდში წავიდა და მსახიობად მოგვევლინა, მიხეილ ყაველაშვილი ჩაწიხლა...
თბილისში ბერტი ფოგთსის გერმანიასთან მატჩს ოფიციალურად 110 ათასი გულშემატკივარი დაესწრო - ეს მთლიანი შესარჩევის რეკორდი იყო. ნიურნბერგში ჩივაძის გუნდი 1:4 განადგურდა, გაზეთმა სარბიელმა კი ამ თამაშისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: „ნიურნბერგის პროცესი - განაჩენი გამოტანილია“.
და კიდევ, ის 10 წუთი, როცა ჩვენი გუნდი სტუმრად უგებდა გერმანიას, უბედნიერესი იყო ქართველი ქომაგისათვის: 28-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ოლივერ კანს გაუტანა.
საბოლოო შედეგი: 15 ქულა და მესამე ადგილი
ევრო 2000
ნორვეგია, სლოვენია, საბერძნეთი, ლატვია და ალბანეთი - მეტოქეებად ეს გუნდები გვერგო და მთელმა ქვეყანამ ბელგია-ჰოლანდიაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობის ირწმუნა.
მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ნაკრებმა ერთადერთი თამაში მოიგო - პირველივე, შინ ალბანეთთან, მერე კი ყველასთან წააგო, ვისაც ჩვენი დამარცხება არ დაეზარა.
ირლანდია - საქართველო 2:0
საქართველო - შვეიცარია 0:0
28 აპრილს, შინ, ნორვეგიასთან 1:4 განადგურების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი გადადგა და გუნდიც შესარჩევის ბოლომდე ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა ჩაიბარა - ნაკრების ისტორიაში პირველმა უცხოელმა.
გუნდმა ვერც მის ხელში მოიგო - 5 მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა, ისიც შინ ლატვიასთან. ბოსკამპმა სხვა რამით დაგვამახსოვრა თავი: ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებით და ფრთიანი ფრაზით: „ჯორჯიან მენტალიტეტ - დებილ!“. ჰოლანდიელის გულისწყრომა კი (გვერწმუნეთ, რბილად ნათქვამია) ნაკრების ფორვარდის, ზაზა ჯანაშიას საქციელს მოჰყვა, რომელიც გუნდის შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავის ნაცვლად ახალი მანქანით გამოემგზავრა.
საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ მყვირალა ჰოლანდიელმა, რა გასაკვირია და, საქართველო დატოვა. სხვათა შორის, ნაკრების პარალელურად მან თბილისის დინამოშიც მოასწრო მუშაობა, თუმცა სასწაული არც კლუბში მოუხდენია.
საბოლოო შედეგი: 5 ქულა და ბოლო, მეექვსე ადგილი
ევრო 2004
შვეიცარია, ირლანდია, რუსეთი და კიდევ ერთხელ ალბანეთი. ამჯერად ჩვენი მეტოქეები ეს გუნდები იყვნენ.
ნაკრებმა, რომლის სათავეშიც ისევ ალექსანდრე ჩივაძე იდგა, მორიგი ევროშესარჩევი კვლავ მარცხით დაიწყო: 1:4 შვეიცარიაში.
12 ოქტომბერს შესანიშნავ ფორმაში მყოფ რუსეთს ვმასპინძლობდით ვაკეში და ჩვენდა ბედად, შესვენებისას სტადიონზე შუქი ჩაქრა. თამაში ჩაიშალა, გადათამაშება კი 30 აპრილისთვის დაინიშნა. იქამდე საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან წაგება და შვეიცარიასთან ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა საწყენი ისაა, რომ კუნძულელებთან მატჩში ქომაგმა ერთ-ერთ ირლანდიელს დანა გაარტყა და უეფამაც რუსეთთან თამაშის ცარიელ სტადიონზე ჩატარება ბრძანა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი თავკაცი მერაბ ჟორდანია რამდენჯერმე შეხვდა ევროფეხბურთის მმართველებს და საბოლოოდ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, 11 ათასი ბილეთის გაყიდვის უფლებაც მიიღო. რუსეთის საფეხბურთო კავშირი, თავის მხრივ, მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვას ითხოვდა...
ნაკრებიდან წასული ჩივაძის თანამდებობა დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს ეკავა და საქართველომაც ისტორიაში ყველაზე პრინციპული თამაში უცხოელის ხელმძღვანელობით მოიგო: მალხაზ ასათიანმა თავურით ერთადერთი გოლი გაუტანა გიორგი იარცევის გუნდს.
აი, შემოდგომით რა მოხდა, ეს დღემდე გამოცანად რჩება: ეროვნული გუნდი სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჩაიბარა და საკვალიფიკაციოს ბოლო სამ მატჩში მან უხელმძღვანელა ნაკრებს.
შედეგი? შინ ალბანელებთან გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი მარცხი ტირანასა და მოსკოვში, ამავდროულად კი სამარცხვინო ცემა-ტყეპა პრეზიდენტ-მწვრთნელსა და ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, გოგა გახოკიძეს შორის. ეს კადრები ალბანეთიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟისას გულშემატკივარმაც იხილა.
საბოლოო შედეგი: 7 ქულა და ბოლო, მეხუთე ადგილი
ევრო 2008
შოტლანდია - საქართველო 2:1
საქართველო - უკრაინა 1:1
მთელი საქართველო დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ევროშესარჩევის დასაწყისს და საამისო მიზეზები ნამდვილად იყო: ჯერ იყო და, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრები გერმანელ კლაუს ტოპმიოლერს ჩააბარა - ჩვენი გუნდის უცხოელ მწვრთნელთაგან ყველაზე გამოცდილს და სახელიანს; ივნისში, გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ნაკრების ფან-კლუბი გაიხსნა -- ხალხი გაერთიანდა; აგვისტოში ტოპმიოლერის ბიჭებმა ბრწყინვალედ დაიწყეს საკვალიფიკაციო ტურნირი - სტუმრად ფარერის კუნძულებზე 6:0 გაიმარჯვეს...
კაცმა რომ თქვას, შემოდგომაზეც ვერ იტყვი აუგს: არც მანამდე და არც მას შემდეგ ჩვენს გუნდს ასეთ სახელიან მეტოქეებთან ზედიზედ არასდროს უთამაშია - ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და მეოთხედფინალისტი უკრაინა, მერე მესამეადგილოსანი გერმანია და მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, შემდეგ ამხანაგურები ურუგვაისთან და თურქეთთან...
საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენმა გუნდმა შესარჩევ მატჩებში ვერ ივარგა და ავსტრია-შვეიცარიაში მოხვედრის შანსი, კიდევ ერთხელ, ნაადრევად დაკარგა.
2007 წლის 24 მარტს, გლაზგოს ჰემპდენ პარკზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შოტლანდიასთან 1:2 წააგო და ტოპისაც დიდხანს აღარ უთმინეს: ფარერებთან თბილისში ძლივს მოგებული მატჩის შემდეგ გერმანელი მწვრთნელის კრიტიკა გახშირდა და მიუხედავად იმისა, რომ სფფ ტოპმიოლერის შენარჩუნებას ცდილობდა, ერთი წლის შემდეგ გერმანელმა საქართველო დატოვა.
ჩვენმა გუნდმა მართალია ბოლო ადგილს თავი დააღწია - შვიდ გუნდში მეექვსე იყო, მაგრამ ეს პროგრესში ნამდვილად ვერ ჩაითვლება: მაჩანჩალა ფარერის კუნძულების ნაკრებმა, ვისაც მთელი 10 ქულით ვაჯობეთ, იმ შესარჩევში ყველასთან ყველაფერი დათმო.
საბოლოო შედეგი: 10 ქულა და მეექვსე ადგილი
![]() |
27 ბუტიედან აგასიმდე |
▲back to top |
სპორტი|ჩოგბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ჩვენი თანამედროვე ჩოგბურთი გამოქვაბულია, მაგრამ ეს უფრო გასაშლელი და სხვა ნიუანსებით სავსე თემაა. დღეს შედარებით სასიამოვნოზე გავისაუბრებთ და დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე კარგი, ერთადერთი რეალურად წარმატებული ვაჟი ჩოგბურთელის, ირაკლი ლაბაძის გაუგებარი, მომენტებში ეფექტური კარიერიდან ყველაზე წონად მოგებებს გავიხსენებთ. ირაკლისთან ერთად გავიხსენებთ.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
2002. როლან გარო. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS ჟულიენ ბუტიე
7:6 (4), 5:7, 6:7 (6), 6:3, 9:
ირაკლის პირველი მშვიდი, ბედნიერი მისვლა ბადესთან მატჩის შემდეგ, დიდი სლემის ტურნირზე. ლაბაძის ოპონენტი იყო ჯიუტი ბუტიე, რეიტინგში 46-ე, პოპულარული ტიპი, ღამის კლუბებში დებოშების და სკანდალების მონაწილე. ლაბაძეს ფრანგი საფრანგეთში შეხვდა.
„ძალიან მაწვალა, მესამე სეტში სამი სეტ-პოინტი გადავარჩინე, მაგრამ ის სეტი მაინც წავაგე. მერე მეოთხე მოვიგე და დაიწყო სასწაული დისაიდერი. უბრეიქო, მძიმე ჩოგბურთი. გამიმართლა და ამას ვიმსახურებდი კიდეც, ჩემი მოსაგები უფრო იყო“. ლაბაძეს ბუტიეზე ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა და ირაკლიმ მოსიე ხულიგანზე ერთი ბრეიქით მეტით მოიგო. მეორე წრეში ლაბაძე წააგებს გასტონ გაუდიოსთან (1:6, 2:6, 7:6, 4:6), რომელიც ამ სიაში ცოტა მერე შეგვხვდება.
2002. უიმბლდონი. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS იუნეს ელ აინაუი
4:6, 7:6 (4), 6:3, 7:6 (2)
როლან გაროს შემდეგ, ლაბაძე და მთელი პრო ტური ბალახზე გადადიან. დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ტურნირების სერია ირაკლისთვის უშედეგოა. ლაბაძე აგებს ოზ სკოტ დრეიპერთან 3:6, 6:3, 3:6. ჩადის პრესტიჟულ ქუინზის ტურნირზე და იქ სამხრეთაფრიკელ ვეტერანთან, უეინ ფერეირასთან ვარდება (4:6, 2:6). ნოტინგემში ლაბაძეს რუსმა ანდრეი სტოლიაროვმა 6:3, 3:6, 6:2 აჯობა. იწყება უიმბლდონი.
„პირველ წრეში რეიტინგის მე-18 ნომერი, მაროკოელი იუნეს ელ აინაუი მერგო. მოვიგე და ეს უიმბლდონზე ჩემი პირველი, დაუვიწყარი წარმატება იყო. ელ აინაუი აწვდიდა ეისებს და მე ჩემს ჩოგბურთს ვთამაშობდი. გადამწყვეტ მომენტებში ძალიან მობილიზებული ვიყავი და კორტიდან მაროკოელი გაიტანეს. მეორე წრეში მიხელ კრატოხვილთან წავაგე. არადა თავისუფლად შემეძლო მოგება. როგორც ჩანს, აინაუისთან ბრძოლამ გამომფიტა“.
2006. უიმბლდონი. II წრე
ირაკლი ლაბაძე VS გასტონ გაუდიო
6:4, 6:2, 6:3
ირაკლის ბოლო კარგი სეზონი. ბოლო კარგი ტურნირი. ბოლო ვიზიტი იმ კლუბში, სადაც მხოლოდ დიდი ბიჭები თამაშობდნენ. უიმბლდონზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ჩოგბურთელმა მშვენიერი 8 დღე მოიწყო.
ლაბაძე იწყებს ავსტრიელ ალექსანდრ პეიასთან ხუთსეტიანი გასაუბრებით (6:4, 4:6, 5:7, 6:3, 6:1) და მეორე წრეში გადის ცანცარა არგენტინელ გასტონ გაუდიოზე. რეიტინგის მეთორმეტე ნომერი ბალახზე არ იყო სამპრასი ან ფედერერი, მაგრამ მაინც მეთორმეტე იყო და ლაბაძე იმ მომენტში მასზე 154 ადგილით უკან იჯდა. ირაკლის მოწოდებაზე გაუდიომ თითქმის ვერაფერი აიღო და ლაბაძემ ხუთჯერ დააბრეიქა ბუენოს აირესის შოუმენი. გაუდიო ბრიფინგზე იტყვის, არ მეგონა, პირველი ასეულის მიღმა მყოფებიც თუ ასე კარგად თამაშობდნენო. მალე გასტონი თვითონ გავარდება ასეულიდან.
ლაბაძისთვის უიმბლდონი კიდევ ერთ-ნახევარი VS-ით გაგრძელდა. მესამე წრეში, ირაკლი ამერიკელ მარდი ფიშს 3:2 უგებდა და კიტ რიჩარდსის ფანმა მეთევზემ ტრავმა მიიღო. ლაბაძე მეოთხე წრეში გადის, სადაც პატარა პიტბულს, რაფაელ ნადალს ხვდება. ესპანელი მაშინ მხოლოდ ნელი საფარის კოპოლა იყო და უნივერსალი რამდენიმე სეზონში გახდა. ლაბაძესთან ნადალს პრობლემები მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა. ტაი ბრეიქი და სხვა ყველაფერიც ესპანელმა მოიგო (6:3, 7:6, 6:3). „მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი და დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. სეზონის ბოლომდე დევისის თასზე ოთხჯერ ვითამაშე ერთეულებში, სამჯერ მოვიგე და პოლონელების ახალგაზრდა ლიდერი, ლუკაშ კუბოტიც დავამარცხე“.
2004. ინდიან უელსი. II წრე
ირაკლი ლაბაძე VS კარლოს მოია
2:6, 6:1, 6:3
ელეგანტური, სექსუალური, ქარიზმატული. ეს სულ მოიაა. ცოტა ხნით რეიტინგში პირველი კაცი იყო, ცოტა ხნით სერხი ბრუგერა შეცვალა და ცოტა ხნით, პრო ტურზე ყველაზე პოპულარული გახდა. მოია იყო ტურის შარმი და ლაბაძემ სეზონის პირველ მასტერსზე, პირველი სეტის წაგების შემდეგ, ესპანელს ორსეტიანი თერაპია ჩაუტარა. ინდიან უელსამდე ირაკლიმ ხუთჯერ პირველი წრე ვერ გაიარა და სან ხოსეში აგასისთან 6:7 (4), 4:6 იომა.
ირაკლისთან VS-მდე კარლოსს სეზონის სტარტზე 18 მოგება და 3 წაგება ჰქონდა. მოიამ ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა, მოიგო ჩენაის და აკაპულკოს ტურნირები და კიდევ ორ ივენთზე (სიდნეი, ბუენოს აირესი) ფინალში შეისეირნა. „პირველ წრეში ფრანგი ტიერი აშიონე იოლად გავიარე. შემდეგ ესპანელის ჯერი დადგა. ბოლო ორ სეტში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგბურთელი ხუთჯერ დავაბრეიქე. ამის შემდეგ კიდევ სამი წრე და ჰიშამ არაზი, აგუსტინ კალერი, ჯეიმს ბლეიქი გავიარე. ნახევარფინალში ტიმ ჰენმანმა გამაჩერა. არადა ძალიან ახლოს ვიყავი ტიტულთან. სულ ორ ნაბიჯში“. იმ ტურნირის შემდეგ, ირაკლი რეიტინგში 35 ადგილით აიწევს (90 - 55) და მის საბანკო ანგარიშზე 106 240 დოლარი დაჯდება.
2001. შანხაი. I წრე
ირაკლი ლაბაძე VS ანდრე აგასი
7:6 (4), 7:5
მაშინ აგასი ჩოგბურთი იყო. ანდრე იგებდა ჰარდზე, ნელ საფარზე, კარგი იყო ბალახზე და თან, იყო აგასი. ხოტორა ტერორისტმა სეზონი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით გახსნა და ინერციით მოიგო ინდიან უელსის და მაიამის მასტერსები. აგასი შანხაიში პირველ ნომრად განთესეს და ორგანიზატორებისგან დაახლოებით ის თანხა მიიღო, რაც ტურნირის ყველა მონაწილეზე იყო გადანაწილებული.
„უკანა ხაზიდან შეცდომებს არ ვუშვებდი და აგასის თავიდანვე დისკომფორტი შევუქმენი ბადესთან გასვლებით. ჯერ ტაი ბრეიქით დავწინაურდი, ბოლოში კი (მაშინ) მსოფლიოს მეორე ჩოგბურთელს მოწოდება წავართვი. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი დღე იყო. საოცარი გრძნობაა, როცა გენიოსს უგებ”. ლაბაძემ ამ ლამაზი და მოულოდნელი მოგებით სეზონის ბოლო კარგი ტურნირი ჩაატარა. შემდეგ იყო ზედიზედ ხუთი წაგება პირველ წრეში. აგასისთან ტრიუმფის შემდეგ, ირაკლიმ გააგდო კიდევ ერთი ამერიკელი, ჯასტინ გიმელსტობი (6:7, 7:6, 6:2) და რვა საუკეთესოში გასული, გავარდა დანიელ კენეტ კარლსენთან 6:3, 3:6, 3:6.
ლაბაძემ მოიგო კარიერის ყველაზე დიდი, ეპიკური VS. ალბათ, უფრო მეტი წონადი მოგებით უნდა დაეხურა კარიერა, მაგრამ საკუთარი ნიჭი ვერ გამოიყენა. ამასაც ნიჭი უნდა. ანდრესთან კი ლაბაძე თვითონ იყო აგასი.
ლაბაძე იოლად უგებდა რობინ სოდერლინგს, ივო კარლოვიჩს. ახალგაზრდა ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა, ნიკოლაი დავიდენკოს შეუსრულა. მანამდე იყო იუნიორების დონეზე წაგებული ფინალი ფედერერთან.
ირაკლიმ კარიერა პრო ტურზე 50 მოგებით დახურა. გაცილებით მეტით უნდა დაეხურა.
![]() |
28 ლიგა გუშინ და ხვალ |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა ეტაპმა დაადასტურა დღევანდელ ევროპულ ფეხბურთში შესამჩნევი ტენდენციები.
კონტინენტის უძლიერესმა ლიგებმა თავიანთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაგვანახეს. ინგლისური კვარტეტიდან სამმა გადალახა ბარიერი, ესპანური ტრიოდან - ორმა.
ჩელსის რეალური შესაძლებლობების საზომად კოპენჰაგენი არ გამოდგება, საგნობრივი მსჯელობისთვის უმჯობესია მანჩესტერ იუნაიტედთან მის მეოთხედფინალურ ჯახს დაველოდოთ. თავის მხრივ, ალექს ფერგიუსონის გუნდმა არად ჩააგდო შიდა პირველობაზე (იმავე ჩელსისთან და ლივერპულთან) მიჯრით განცდილი მტკივნეული მარცხი და უპრობლემოდ დაძლია მარსელის წინააღმდეგობა. შეცდომაში ნუ შეგიყვანთ საერთო ანგარიში 3:2 - საბოლოო შედეგი ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.
ახლა ბევრს საუბრობენ ბარსელონასა და არსენალის საპასუხო თამაშის მსაჯზე და საწყალ მასიმო ბუსაკას ლამის კაცობრიობის წინაშე დამნაშავედ აცხადებენ. ნება მომეცით, კატეგორიულად არ დავეთანხმო ამ „კუდიანებზე ნადირობას“. რატომღაც, ადამიანებს საოცარი გულმავიწყობა გვახასიათებს. ჯერ ერთი, ბარსელონას ლონდონშიც დიდი ანგარიშით უნდა მოეგო! მარტო ლეო მესის უნდა გაეტანა სამჯერ, მაგრამ მანაც და მისმა პარტნიორებმაც მომენტები უხვად ფლანგეს. მერე ხოსეპ გვარდიოლამ მოხსნა თამაშიდან დავიდ ვილია და არსენ ვენგერის გუნდს ამოასუნთქა. სწორედ მაშინ შეძლო არსენალმა 2 ნახევარმომენტის ამდენივე გოლად ქცევა და დაიწყო ბარსას არაკეთილმოსურნეთა აღლუმი! არიქა, დასრულდა ბარსას ჰეგემონია, ეგენი ნოუ კამპზეც ვერას გახდებიანო. ბოლოს კი ვან პერსის გაძევებაზე გადაირივნენ...
მე, ბავშვობიდან რეალის ქომაგი ვარ და კატალონიელთა წარმატებები სულაც არ მახარებს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა - ბარსელონა ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ბავშვური განვითარების დონეზე დარჩენილი, სრულიად უნიათო და უთავმოყვარეო ლონდონური გუნდი. ერთი მითხარით, როგორ უნდა მოიგოს გუნდმა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე კარში ვერ არტყამს, ბურთის ფლობის 20%25-საც კი ვერ აღწევს და ვერც ერთ შეჯიბრებაში ვერ ახერხებს გადამწყვეტი მატჩისთვის სათანადოდ განწყობას?!
მოკლედ, აღარ მინდა ბარსელონას ამდენი დაცვა, ისევე როგორც ჩემთვის საყვარელი რეალის შესახებ საუბარი. ლიონს ახლაც რომ მოეგო სამეფო კლუბისთვის და არ გაეშვა მეოთხედფინალში, ალბათ ჩემპიონთა ლიგას საერთოდ აღარ შევხედავდი! ახლა კი, თუ ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, ნახევარფინალში კიდევ ორი სუპერკლასიკო გველის და გამოდის, რომ აპრილში ესპანური ფეხბურთის გრანდები ლამის კვირაში ორჯერ ითამაშებენ.
იტალიელთა გამოსვლამ კი გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. ერთი მხრივ, რომას სრულიად სამარცხვინო განადგურება მეშახტეთა მხარის ბრაზილიურ კრებულთან მთლიანად ჯდება კლუბის მიერ წარმოებული უაზრო მენეჯმენტის ლოგიკაში. პირადად მე, არც მილანის მარცხი გამკვირვებია, რადგან მასიმილიანო ალეგრი არ მიმაჩნია ამ დონის გუნდისთვის შესაფერის მწვრთნელად და არც პატო-რობინოს დუეტის ტრფიალი გახლავართ. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, მილანს იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაც გაუჭირდება და რომ არა რაფა ბენიტესის სულელური სტრატეგია, ინტერს იქაც დიდი ხნის გარკვეული ექნებოდა ყველაფერი.
ამდენად, იტალიური ფეხბურთის პრესტიჟს ევროპაში ისევ თასის მფლობელი დაიცავს. თუ მიუნხენის ბაიერნთან ნანახით ვიმსჯელებთ, ლეონარდოს საკმაოდ კარგი პერსპექტივები გაუჩნდა. ხუმრობა საქმეა, განახევრებული შემადგენლობით ალიანს არენაზე გავეშებული მასპინძლების შეჩერება და შინ გაცემული ჰანდიკაპის ამოქაჩვა?!
თავად ბაიერნი ცალკე საუბრის თემაა. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტის კრახი მთლიანად ლუის ვან გაალის ყეყეჩობის შედეგია. ჯერ კიდევ ბარსელონადან მოყოლებული, ამ კაცს აწყობილი საქმის გაფუჭებისა და წამყვან ფეხბურთელებთან კონფლიქტში შესვლის გასაოცარი უნარი გამოარჩევს. შედეგად, რეკორდმაისტერი გავარდა და ესტაფეტა სამსახურიდან გაგდებული ფელიქს მაგათისა და პერმანენტულად ტრავმირებული ლევან ყენიას შალკეს გადასცა.
ჯერი მეოთხედფინალებზეა. აპრილი ბევრ დაუვიწყარ მატჩს გვპირდება და სასაუბროც უთუოდ მეტი გვექნება
![]() |
29 ქეპჩერი რენოს დიზაინის ახალი ენა |
▲back to top |
ავტო
მერაბ ლორთქიფანიძე
რენო თავისი ავტომობილების კორპორატიულ სტილს ცვლის და ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს ხელმძღვანელობს კომპანიის მთავარი დიზაინერი, ჰოლანდიელი ლორენს ფან დენ აკერი, რომელიც ადრე იაპონურ მაზდაში მუშაობდა და იქაც კომპანიის ახალ სტილს ამუშავებდა.
მისი ხელმძღვანელობით, ახალ სტილში შესრულებული პირველი კონცეპტუალური ავტომობილი - კუპე დეზირი შარშან ვიხილეთ. ახლა კი იმავე სტილში, ფრანგებმა სუბკომპაქტური ქროსოვერი ქეპჩერი შეიმუშავეს, რომელიც რენოს იაპონელი პარტნიორის, ნისანის ანალოგიური კლასის ჯუკის ბაზაზე შეიქმნა და რომლის პირველი ჩვენებაც ჟენევის ავტოშოუზე გაიმართა.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.223 მეტრი, სიგანე 1.950 მეტრი, სიმაღლე 1.586 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.624 მეტრი, კლირენსი - 0.261 მეტრი. კონცეპტუალური ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, სახურავი მოსახსნელია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი კაბრიოლეტად გადაკეთდეს.
ქეპჩერს მხოლოდ ორი კარი აქვს, ოღონდ ორივე ძალიან გრძელია, რაც უკანა სავარძლებზე ადვილად მოხვედრის საშუალებას იძლევა. ამასთან, კარები ქვევიდან ზევით, ლამბორგინის სტილში იღება. ავტომობილი საკმაოდ მსუბუქია - მხოლოდ 1 300 კილოგრამს იწონის, რაც კარბონის დეტალების დამსახურებაა. რაც შეეხება აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტს, ის ქროსოვერისთვის ძალიან მცირე - მხოლოდ 0.31-ია.
კონცეპტუალური ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი. ამასთან, მას წყვილი ტურბინა ემსახურება, რაც მცირელიტრაჟიანი ძრავებისთვის იშვიათი შემთხვევაა. ძრავა 160 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს (1 750 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. წყვილდისკოიანი ქუროს მეშვეობით, მასთან რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია (EDC) დაკავშირებული.
რენოს მონაცემებით, ამ აგრეგატების დახმარებით, სპორტულ ქროსოვერს ადგილიდან ასის აკრეფა 8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს აღწევს. ფრანგული კომპანია ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ გვარწმუნებს, რომ ყოველი კილომეტრის გავლისას, ქეპჩერი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
![]() |
30 ტატა ევროპელებს ნანოს ნაცვლად პიქსელს შესთავაზებს |
▲back to top |
ავტო
მაშინვე, როგორც კი მსოფლიოს თავისი სუპერ იაფი ავტომობილი - ჯუჯა ჰეჩბეკი ნანო გააცნო, ინდურმა საავტომობილო კომპანია ტატამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ ვერსიას ევროპის ქვეყნებშიც შეიტანდა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ჟენევის ავტოშოუზე, ნანოს ევროპული ვერსიის ნაცვლად, ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე დამზადებული კონცეპტუალური ჰეჩბეკი პიქსელი ვიხილეთ.
კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა რატან ტატამ განაცხადა, რომ პიქსელის სერიული ვერსია ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კონცეპტუალურ ავტომობილს ლამბოს ტიპის კარებებს ჩვეულებრივით შეუცვლიან. ასევე მანქანას ზოგიერთ ისეთ კონცეპტუალურ ფუტურისტულ ინსტრუმენტს მოაცილებენ, რომლებიც მის სერიულ ვერსიას არ დასჭირდება. ასეთი ინსტრუმენტია მოწყობილობა, რომელიც ავტომობილს პრაქტიკულად ადგილზე მობრუნების საშუალებას აძლევს. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოხვევისას, გარე რადიუსზე მყოფი ბორბალი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა რადიუსისა კი - საპირისპირო მიმართულებით.
მოკლედ, პიქსელი მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის (ნანოს) კიდევ უფრო პატარა, ორკარიანი ვერსიაა. რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ვერსია სერიულის პლატფორმაზეა დაფუძნებული. თუმცა, გარეგნობით ისინი ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. ჟენევაში წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გაცილებით კოხტაა.
პიქსელი აღჭურვილია დიზელის 1.2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავით, რომელიც მხოლოდ 60 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავა ავტომობილის უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული, მასთან კი 5-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. დახვეწილი აეროდინამიკის, მცირე წინაღობის მქონე საბურავების და სისტემა სტოპ-სტარტის დახმარებით, ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 89 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
გარდა ამისა, რატან ტატა გვპირდება, რომ ევროპაში ოთხკარიან პიქსელსაც შეიტანს, რომელსაც გარეგნობა კონცეპტუალური მოდელის მსგავსი ექნება. არაა გამორიცხული, რომ მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ავტომობილს ისევ ნანო უწოდონ. ამასთან, რატან ტატა უარყოფს ხმებს, რომ ნანოს წარმოებას პრობლემები შეექმნა, თუმცა აღიარებს, რომ ამ ავტომობილის რეალიზაცია, მიუხედავად მისი დაბალი ფასისა (დაახლოებით 2 500 დოლარი), პრობლემურია.
რატან ტატა იმედოვნებს, რომ საქალაქო მინი-ავტომობილს, რომელიც მანევრულობით გამოირჩევა და გარეგნულად ძლიერ ჰგავს პინინფარინას კონცეპტუალურ ნიდოს (თუმცა, ამ ორი კომპანიის თანამშრომლობაზე ჟენევაში არაფერი თქმულა), ევროპული ბაზარი კარგად მიიღებს.
![]() |
31 ანტიტყაოსანზე უპირატესობა |
▲back to top |
კულტურა
გიორგი კეკელიძე
მე მართლა მომწონს იმ პოემის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც პაატა საზოგადოებამ გაიცნო... როგორც გურამ შარაძის მკვლელი. ახალი არაფერი მითქვამს, ჩვენთან ხალხი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალ ავტორებს უცნაური ფორმით იმჩნევს - ზეპარტიულ გაზეთ ასავალ-დასავალის ყდაზე კი დაახლოებით ასე ეწერა - „ანტიტყაოსნის“ გამოჩენას მეცნიერის მკვლელობა მოჰყვა. ხოლო „მართლა მომწონს“-მეთქი, იმიტომაც ვთქვი, რომ მე და პაატა ვთანხმდებით, რომ ნაწარმოებს რაღაც-რაღაც აკლია - თუმცა ავტორის ნიჭიერება, განსაკუთრებით პროსოდიულ პასაჟებში, ადვილად საცნობია.
პაატამ კი ახალი პოემით წინამორბედზე უპირატესობის მოპოვება შეძლო - ამ ტექსტს და საერთოდ წიგნსაც ასე ჰქვია - „უპირატესობა“ (გამომცემლობა დიოგენე) . მასში პოეტის რამდენიმე ლექსიცაა შესული და გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია.
პირველი, რაც ამოვიკითხე - პაატა ინარჩუნებს ერთგვარ პროვოკაციულობას, მაგრამ იგრძნო და ისწავლა, თუ როგორ აცდეს ზედაპირულ ეპატაჟს და ბეწვის ხიდზე დადის. ის, რომ ავტორი ხშირად „ეხება“ ბიბლიას, ღმერთს, სულაც არ ნიშნავს, რომ რამე იაფ სკანდალს დაეძებს - როგორც თვითონ აღნიშნავს, წმინდა წერილის მისეული გადაწერაა, ახლის აღმოჩენის და სხვათათვის გადადების სურვილი.
გრძელი ჩამონათვალი და საკუთარი სახელების მონაცვლეობა პაატას საფირმო ნიშანთაგანია, ეს ამძაფრებს მისეულ ნარატივს, ლექსს „აჩქარებს“ - თითქოს პოეტური სვინგია - თანაც ირონიული. სწორედ ეს უკანასკნელი, გარდა სათქმელისა, განასხვავებს შამუგიას მსგავს ტექსტებს მუხრან მაჭავარიანის მეთოდებისგან (ვთქვათ, მუხრანის „ანდუყაფარო, ლიპარიტო“, „ვითარცა მტკვარი“ და პაატას „კონიუნქტურული „დედაენა“ უცხოელი ტურისტებისათვის“, „ეგზისტენციური ეგზეგეზა“).
პაატა ტროპებს დიდად არ ეტანება, თუმცა ხანდახან მეტაფორას, რიტმისგან დაღლილი, როგორც ბალიშს „თავს მიადებს“ - თითქოს ისვენებს - ეს მაშინ, „როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ/ და მთვარეები აყვავდებიან გუბეებში/და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ“ (სანიშნე) და „ხეებსა და ხეებს შორის/გაკიდულია შაშვების სტვენა“(დილის დოლი).
თვითონ პოემა - „უპირატესობა“ - ათი ლექსი-ნოველაა, პოსტსაბჭოთა სტრესის სუბლიმაცია - უფრო ადამიანური ენით რომ ვთქვათ; პაატა საკუთარ ისტორიას გვიყვება (ერთგან მობილური ტელეფონის ნომერსაც კი მიუთითებს) უპირატესობებზე და პირიქით - მარცხებზე. საბოლოოდ, ეს მაინც იმედგაცრუების ეპოქაა, ამობრუნებული ანდაზების დრო - „უნდა გვესმოდეს, რომ/ვინც მადლი ქნა და ქვაზე დადო/გამოიარა და წინ დახვდა... ქვა“, ანაც ერთი საშინელი თვისება აქვს, სულ უკან გვეძახის, ნაბიჯებს გვიშლის. აი, როგორ ასრულებს პაატა - „პოემა აქ მთავრდება, წარსული კი, რასაკვირველია, გრძელდება“. ნაწარმოებიც გრძელია და, ბუნებრივია, აქვს სუსტი წერტილებიც - მაგალითად, ზოგან ნეოლოგიზმების ხელოვნური სიჭარბე, პროზაული ეპიზოდები ხან ამოვარდნილივით მეჩვენა, მაგრამ როგორც ჩვენი წანაპრები იტყოდნენ, ტექსტში დაშვებული ლაფსუსები მის ზოგად დონეს ვერაფერს აკლებს.
ასეა თუ ისე, პაატას ეს წიგნი, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ პოეტს ეკუთვნის. მას შეუძლია, მოვიდეს და დედა-ენა თავიდან გასწავლოს:
„აი ქალწულობის შემნახველი სალარო
აი ეროვნული სული
აი ცივილიზაცია
აი ჩვენ!“
![]() |
32 ნახატებით თხრობის ხელოვნება |
▲back to top |
კულტურა|გამოფენა
თამარ კიკნაველიძე
გოეთეს ინსტიტუტში მოწყობილი ექსპოზიციის გახსნამდე 10 დღით ადრე, კომიქსების სამყაროში დიდი გარიგება შედგა. Comic Connect-ის ინტერნეტ-აუქციონის საშუალებით, 1,1 მილიონ დოლარად, კომიქსების კრებულის Amazing Fantasy-ს 1962 წლის აგვისტოს ნომერი გაიყიდა. ჟურნალი, რომლის გვერდებზე ადამიანი-ობობას სუპერგმირი პირველად გამოჩნდა, გამოსვლისას თითქმის ათ მილიონჯერ ნაკლები, სულ რაღაც 12 ცენტი ღირდა.
თხრობის ამგვარი ტრადიცია სათავეს XVI-XVII საუკუნეებიდან იღებს, როდესაც ვალენსიასა და ბარსელონაში რელიგიური თემატიკის ნახატების გაყიდვა დაიწყო. ვრცელდებოდა „ალილუიები“ - წმინდანების ცხოვრების ამსახველი სერიები ფერად ქაღალდზე შესრულებული მცირე ზომის გრავიურებით. მაგალითად, კლასიკური ესპანური „ალილუია“ 48 ნახატს აერთიანებდა. ასეთი უჩვეულო ფორმით მოყოლილი ისტორიებით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ და კომიქსების შექმნის ხელოვნებაც თანდათან განვითარდა.
პირველი ამერიკული კომიქსი „დათვის ბელები და ვეფხვი“ 1892 წელს ჟურნალ The San Francisco Examiner-ში დაიბეჭდა. მასკულტურის ერთ-ერთი პოპულარული ჟანრი გრაფიკული და ვიზუალური კომუნიკაციის გზებს დიდხანს ეძებდა და ოქროს ხანას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია. 1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენი, რომელიც კომიქსების მკითხველთა საყვარელი პერსონაჟი გახდა.
ნახატებით თხრობის კულტურა საქართველოში არ განვითარებულა და დღეს სულ რამდენიმე ნიმუშის გახსენება თუ შეგვიძლია: „ბოცოსა და გვანცას თავგადასავლები“ ანაც „ბოლოკა და ყვანჩალა“.
გერმანიის შემთხვევაში კი, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამის დამადასტურებელია ის გამოფენა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა. ექსპოზიციის სახელწოდებაა Comics, Manga & Co - Die neue deutsche Comic - Kultur. მის დათვალიერებას მსურველები 28 მარტამდე შეძლებენ.
გამოფენის კურატორია მათიას შნაიდერი - მან საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გერმანული კომიქსების მხატვართა ორი თაობის ნამუშევრები ჩამოიტანა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ექსპონირებული კომიქსების ავტორთა ერთი ნაწილი ავანგარდისტია და გერმანიაში კომიქსების ჟანრის განვითარებაც მათი დამსახურებაა, თანამედროვე ტენდენციების შესახებ კი ახალი თაობის მხატვრები გვიყვებიან. მათი ხელწერა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. საინტერესოა, როგორც თხრობის ფორმები, ასევე კომიქსების შესრულების ტექნიკა. გამოფენაზე ექსპონირებულია ავტობიოგრაფიულ-სიურრეალისტური, ისტორიული და ფანტასტიკის ჟანრში მოწოდებული ნიმუშები. განსაკუთრებით საინტერესოა კომიქსების სახით გადმოცემული რეპორტაჟები. მათი ავტორები იყენებენ როგორც კომპიუტერულ გრაფიკას, ასევე შაბლონს, ფანქარს, ტუშს, ნახშირს და სხვა საშუალებებს.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორ ვერნერ ვიოლის თქმით, გერმანიაში კომიქსებით დაინტერესება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ამერიკელებისთვის საყვარელი კომიქსების პერსონაჟები გერმანიაშიც გამოჩნდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გერმანელებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს. მათი ავტორები არიან: არნე ბესტროფი, ანკე ფიონშტენბერგერი, მარტინ ტომ დიეკი, ფლექსი, რიანჰარდ კლაისტი, იზაბელ კრაიცი, მავილი, ქრისტინა პლაკა, ჰენინგ ვაგენბრეტი, იენს ჰარდერი, საშა ჰომერი, ლინე ჰოვენი და ულფ. კ.
ექსპოზიციის პარალელურად, დამთვალიერებელს ორგანიზატორებმა კომიქსების კატალოგიც შესთავაზეს. მასში შესულია ჟურნალისტ ანრეას პლატჰაუზის ესე, სახელწოდებით „გერმანული კომიქსები დაგვიბრუნდა“, სადაც ავტორი ქვეყანაში კომიქსების შექმნის ხელოვნების წარმოქმნის პირობებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს.
პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი ავტორი, საშა ჰომერი. მან, 22, 23 და 24 მარტს, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კომიქსების შექმნის ხელოვნებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის ვორქშოფი ჩაატარა.
![]() |
33 გიგიშა პაჭკორიას „თიხიანი ხელები“ |
▲back to top |
გამოფენა|კულტურა
მაკა კევლიშვილი
ჯერ კარიერი უნდა მოთხარო, თიხა გამოაცალკევო, გაასუფთაო, გადაცრა და თაბაშირის ფორმაში ჩამოასხა. ამის შემდეგ იწყება თიხის მოზელის, გამოყვანის, გამოშრობისა და გამოწვის ხანგრძლივი პროცესი; პიგმენტებისა და ჟანგის შერევა, ბოლოს ფერის მიღება და ნივთი საექსპონატოდ უკვე მზად არის.
ვინ მოთვლის რამდენჯერ გაიარა ეს გზა გიგიშა პაჭკორიამ. აი ახლაც, გამოფენისთვის გულდასმით მოემზადა. 24 მარტს ხელოვანის (თუ ხელოსნის) ცხოვრებაში მეხუთე პერსონალური გამოფენა გაიმართა, ბაია გალერეამ კერამიკოსის 32 ექსპონატს უმასპინძლა.
გამოფენაზე, ჩაიდნის სერიის „1001 ჩაიდანი, როგორც 1001 შეჰერეზადას ღამე“ გარდა, ღვინის ჭურჭელიც წარმოადგინეს. როგორც გიგიშა ამბობს, ეს არ არის ჩვეულებრივი დოქები, ყანწები და არც ფიალები - არამედ იმპროვიზებული ნივთებია, პრაქტიკული, თუმცა ორიგინალური.
რაც შეეხება ჩაიდნებს. ეს თემა მის შემოქმედებაში 1980 წლიდან იკიდებს ფეხს. ხელოვანი სამი წელი ცდილობდა სამხატვრო აკადემიაში მოხვედრას, და ბოლოს სწორედ ჩაიდნისა და ჩაის ჭურჭლის კარგად გამოყვანისთვის მიიღეს. როგორც თავად ამბობს, ეს ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაკეთებელია - „პირველი კერამიკული ნივთი, რომელიც აკადემიაში გავაკეთე, სწორედ ჩაიდანი იყო. მას შემდეგ დაიბადა 1001 უძილო ღამისა და 1001 სხვადასხვა ჩაიდნის იდეაც, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებ. და ამასობაში, უკვე 900-ზე მეტი გავაკეთე“.
სტუდენტობის შემდეგ იყო გამოცდილების მიღების ხანგრძლივი პროცესი, რის გამოც, დაღესტანში, სოფელ ბალხარშიც იმოგზაურა, სადაც კერამიკა უძველესი მეთოდით გამოჰყავთ. ახლა კი ყველაფერს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და კერძო სახელოსნოს - თიხიანი ხელები - მოსწავლეებს უზიარებს.
გიგიშა პაჭკორიას ნამუშევრები საქართველოს, რუსეთის, ავსტრიის, გერმანიის, ირლანდიის, საფრანგეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში ინახება.
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
![]() |
34 10 კითხვა ლადო ბურდულს |
▲back to top |
კულტურა
მომღერალი
ლადო ბურდული ოციოდე წლის წინ და დღეს. მთავარი განსხვავება?
თმის ფერის ცვლა და აგრესიის მომატება გოიმების & ქაჯების ეპოქის დაუსრულებლობის გამო.
რომ არა როკ-ენ-როლი...
და არც არის როკ-ენ-როლი... დამიძახეთ უბრალოდ ლადო!!!
ვისთან ერთად არ გამოხვიდოდით არასდროს სცენაზე?
ჯერ მითხარი, ვისთან გამოვიდოდი და მერე მე გეტყვი ვისთან არ გამოვიდოდი... ჰაჰაჰა, მაგრამ პრინციპში ეგ კომპლექსები მე არასდროს არ მქონია, როგორც თანამედროვე დასავლური მუსიკის/ფასეულობების მისიონერს ამ ქვეყანაში.
(ახალი ქართველების საყურადღებოდ: პატარებო, დასავლეთში დასავლეთ საქართველოს არ ვგულისხმობ)
რომელი ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულში ყოფნას ისურვებდით ერთი დღით?
ეგეთი პრობლემები ჯერ არ მქონია...
ლადო ბურდული ახლახან დაბრუნდა ლონდონიდან, სადაც...
ალბათ... ფეხზე 3-ჯერ ამდგარმა ხალხმა ბისზე რომ გამომიძახა სცენაზე?!?)
რა აკლია თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენას ყველაზე მეტად?
ყველაფერი ის, რაც არის და რაც ეხება თანამედროვე მუსიკას
ჩემი მშვენიერი ლედი არის...
ყველა ქალი, ვისაც მე ვუყვარვარ!!!
ახალგაზრდობის შემდეგ უკანასკნელად როდის გქონდათ პრობლემები სამართალდამცავებთან?
გაზაფხულზე, როცა მძღოლს გამოვესარჩლე, ხოლო პატრულს გავუტეხე, რადგანაც 1. უცხოელი არ აღმოვჩნდი & 2. ნარკომანის მაგივრად - უბრალოდ ნასვამი.
დაგითვლიათ, რამდენი ჟურნალის ყდაზე იყავით?
კი, ყოველთვის დიდი რესპექტი მქონდა თამამი ჟურნალების მიმართ
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
დაუჯერებელია ასეთი ხალხი ასეთი პატარა სოფლის გულისთვის?
(ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“, კალვერას ლეგენდარული ფრაზა სიკვდილის წინ).
![]() |
35 Show Methe Money |
▲back to top |
კულტურა
ნიკა ესებუა
რაც უნდა მაღალი მხატვრული ღირებულებების ფილმი გადაიღოს რეჟისორმა, როგორ წარმატებასაც უნდა მიაღწიოს სურათმა კრიტიკოსების წრეში - პროდიუსერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის შემოსავალია, რომელსაც ფილმი კინოგაქირავებიდან მოიტანს. ჰოლივუდში არაკომერციული რეჟისორები არ უყვართ. მსხვილი კინოკომპანიები დიდ თანხას, როგორც წესი, იმ ხელოვანებს აძლევს, ვისაც კომერციულად და მხატვრულად თანაბრად წარმატებული ფილმის გადაღება შეუძლია.
10.ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები I
952 მილიონი დოლარი (2010)
ჯოანა როულინგის წიგნების სერია კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ფრენჩაიზად იქცა. ჰარი პოტერის თავგადასავლებზე გადაღებულმა შვიდმა ფილმმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა.
წარმატების მიზეზები - პოტერის სერიებში მეშვიდე ფილმი მხატვრული ღირებულებებით ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო წინამორბედების წარმატების გამეორება და ეს, პირველ რიგში, ბილეთების გაძვირებით იყო გამოწვეული.
9.კარიბის ზღვის მეკობრეები 3: სამყაროს დასალიერს
961 მილიონი დოლარი (2007)
კინოკომპანია Buena Vista, ყველასათვის მეორე სახელით - უოლტ დისნეიდ არის ცნობილი. აქ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა გადაიღონ კომერციულად წარმატებული ფილმები.
წარმატების მიზეზები - გორ ვერბინსკის ტრილოგიის დამაგვირგვინებელ სურათს, ზურგს ორი წარმატებული პროექტი უმაგრებდა. ჯონი დეპის პერსონაჟი, ჯეკ ბეღურა, ნებისმიერი ასაკის მაყურებლის საყვარელ პერსონაჟად და საკულტო გმირად იყო ქცეული. ეპიკურმა ტრეილერმა და მეკობრული საგის დასკვნითი ნაწილის ხილვის სურვილმა შედეგი გამოიღო - ფილმმა არანორმალური კომერციული მოგება ნახა.
8. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
975 მილიონი დოლარი (2001)
კინოკომპანია Warner Bros.-მა სათვალიანი ბიჭუნას ისტორიაზე უფლებების ყიდვა ყველას დაასწრო. მერე პროექტი კრის კოლამბუსს („მარტო სახლში” 1,2) ჩააბარა და 125 მილიონი დოლარი მისცა.
წარმატების მიზეზები - ფილმი ნოემბრის ბოლო კვირას გამოვიდა და ზუსტად ერთი თვის განმავლობაში, კინოგაქირავებაში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. დეკემბრის ბოლოს „ბეჭდების მბრძანებლის” პირველი სერია მოგვევლინა, რომელმაც პოტერის ჰეგემონია დაამხო. თუმცა, იმ დროისთვის, ჰარის და მეგობრებს უკვე 800 მილიონი გალეონი ჰქონდათ გრინგოტსში შენახული.
7.ბნელი რაინდი
1 მილიარდი დოლარი (2008)
კრისტოფერ ნოლანმა კინოსამყაროს ფაქტობრივად ახალი სუპერგმირი აჩუქა. რეალისტური, ბნელი ატმოსფეროთი და ბრწყინვალე ანტაგონისტებით, ფილმი, რომელიც ზუსტად PG-13 (მოზარდებისა და უფროსი ასაკის მაყურებლისათვის) და R (არასაბავშვო ფილმი) რეიტინგების ზღვარზეა. „ბეტმენის დასაწყისის“ შემდეგ „ბნელი რაინდი“ წარმატებისთვის განწირული იყო, მაგრამ მილიარდიან შემოსავალს ნაკლებად ელოდა
წარმატების მიზეზები - ჰიტ ლეჯერის გარდაცვალებამ სურათს არნახული პიარი გაუკეთა. ამას დაუმატეთ ფაქტი, რომ მსახიობმა კარიერის საუკეთესო როლი ითამაშა. ამან კინოთეატრში ისეთი მაყურებელიც მიიზიდა, რომლებსაც სუპერგმირებზე ფილმები არ აინტერესებთ. ამ ყველაფერს კრიტიკოსების დადებითი რევიუები და IMAX კამერებით გადაღებული სცენები დაემატა.
6.ალისა საოცრებათა სამყაროში
1 მილიარდ 24 მილიონი დოლარი (2010)
„ალისა საოცრებათა სამყაროში“ ნამდვილად არ ყოფილა საოცარი ფილმი. მეტიც, ძალიან ცუდი კინოეკრანიზაცია იყო, რომელიც თავის წარმატებას ჯონი დეპის სახელს, მსხვილ ბიუჯეტსა და 3D ფილმების ბილეთების ფასს უნდა უმადლოდეს.
წარმატების მიზეზები - რეჟისორი - ტიმ ბარტონი. ჯონი დეპი - მთავარ როლში. ფილმის ბიუჯეტი - 200 მილიონი დოლარი. 3D ეფექტები და რეკლამაში დახარჯული უამრავი ფული.
5. სათამაშოების ამბავი 3
1 მილიარდ 63 მილიონი დოლარი (2010)
პიქსარის პროდუქცია კრიტიკოსების წრეებშიც და კინოგაქირავებაშიც მუდამ წარმატებულია.
წარმატების მიზეზები - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პიქსარის მულტფილმი 3D ფორმატით გამოდიოდა და შესაბამისად, აშშ-ში, ბილეთები 15-17 დოლარი ღირდა. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რამაც დიდ ეკრანზე მისი ნახვის სურვილი მაყურებელს კიდევ უფრო გაუღვივა.
4.კარიბის ზღვის მეკობრეები 2 მკვდარი კაცის სკივრი
1 მილიარდ 66 მილიონი დოლარი (2006)
პირველმა „კარიბის ზღვის მეკობრეებმა” არნახული პოპულარობა მოიპოვა. ფილმმა 654 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯონი დეპმა კი ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსის ჯილდო
წარმატების მიზეზები - კინობაზარზე ფილმი უკონკურენტო იყო. სათავგადასავლო ფენტეზის ჟანრში ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხშირად გამოდის. ამას დაემატა ჯონი დეპის პერფორმანსი, ძალიან სასაცილო სცენარი და ღირსეული სიქველი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა.
პირველმა „კარიბის ზღვის მეკობრეებმა“ არნახული პოპულარობა მოიპოვა. ფილმმა 654 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯონი დეპმა კი ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსის ჯილდო.
წარმატების მიზეზები - კინობაზარზე ფილმი უკონკურენტო იყო. სათავგადასავლო ფენტეზის ჟანრში ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხშირად გამოდის. ამას დაემატა ჯონი დეპის პერფორმანსი, ძალიან სასაცილო სცენარი და ღირსეული სიქველი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა.
3.ბეჭდების მბრძანებელი 3: მეფის დაბრუნება
1 მილიარდ 120 მილიონი (2003)
ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. პიტერ ჯექსონმა კი საოცრება შეძლო, როდესაც მწერლის ფენტეზი სამყარო კინოეკრანებზე თითქმის უნაკლოდ გააცოცხლა.
წარმატების მიზეზები - წინა ორი ნაწილის უდიდესი პოპულარობა. ოსკარის 11 ნომინაციიდან 11 ჯილდოს მოპოვება - აღფრთოვანებული კრიტიკოსები და ტოლკიენისტები.
ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. პიტერ ჯექსონმა კი საოცრება შეძლო, როდესაც მწერლის ფენტეზი სამყარო კინოეკრანებზე თითქმის უნაკლოდ გააცოცხლა.
წარმატების მიზეზები - წინა ორი ნაწილის უდიდესი პოპულარობა. ოსკარის 11 ნომინაციიდან 11 ჯილდოს მოპოვება - აღფრთოვანებული კრიტიკოსები და ტოლკიენისტები.
2,ტიტანიკი
1მილიარდ 843 მილიონი დოლარი (1997)
კინოგაქირავების ღმერთი ჯეიმს ქემერონია. პირველ ორ ადგილზე სწორედ ამ რეჟისორის ფილმებია. ისინი დანარჩენ ნამუშევრებს ძალიან დიდი სხვაობით უგებს. 1996 წელს ქემერონმა კინოკომპანია Paramount-ისგან 150 მილიონი დოლარი ითხოვა. „ტერმინატორების“ წარმატების შემდეგ მას არ გასჭირვებია ამ თანხის მიღება, არც დამატებით 50 მილიონის მოპოვება, რომელიც ფილმის დასამთავრებლად დასჭირდა
წარმატების მიზეზები - იმ დროისთვის არნახული, 200-მილიონიანი, ბიუჯეტი. უნაკლო სპეცეფექტები და სიუჟეტი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საინტერესოა.
1.ავატარი
2 მილიარდ 782 მილიონი (2009)
ჯეიმს ქემერონი წლების განმავლობაში ამზადებდა ამ პროექტს. ელოდებოდა, კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარების იმ დონეს როდის მიაღწევდა, როდესაც მას შეეძლებოდა გამოგონილ პლანეტაზე უნაკლო ფილმის გადაღება. პანდორაზე განვითარებული სიუჟეტი 2009 წლის ატომური ბომბია, რომელიც უნიჭიერესმა რეჟისორმა კინოთეატრებში ჩამოაგდო.
წარმატების მიზეზები - ავატარი იყო პირველი ფილმი, რომელიც ულტრათანამედროვე, 3D ტექნოლოგიებით გააკეთეს. ძლიერმა რეკლამამ შეძლო ის, რომ ყველამ იცოდა - ავატარი კინოს განვითარების ახალი საფეხური იქნებოდა. ქემერონის ფილმი არც რიმეიკია და არც ლიტერატურული ნამუშევრის კინოეკრანიზაცია. ამიტომაც, მისი შედეგი ორმაგად დასაფასებელია. მხოლოდ ქემერონს შეუძლია არარეალური რეალურად აქციოს.
![]() |
36 ქართული სამზარეულო |
▲back to top |
გურმანი
90 ქართული კერძის რეცეპტი
დალი კრიხელი
ახლახან, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სქელტანიანი კულინარიული წიგნი ალბომი „ქართული სამზარეულო“ გამოსცა. ალბომში თავმოყრილია 90-მდე ქრესტომათიული რეცეპტი, სათითაოდ დასურათებული, ვარიანტებით, რჩევებითა და პიქტოგრამებით (მომზადების დრო, ულუფების რაოდენობა). ეს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემა ნამდვილად ყურადღების ღირსია, მითუმეტეს, რომ საქართველოში კულინარიული ლიტერატურით განებივრებული არ ვართ. არა და უცნაურია, ქართველი უმადობას არც დღეს და სავარაუდოდ არც წარსულში უჩიოდა და მაინც ცოტა ვიცით ჩვენი კულინარიული წარსულის შესახებ. კულინარიული კრებული ეპოქის სარკეა, სადაც ისევე ნათლად ჩანს დროის სულისკვეთება, როგორც, თუნდაც მხატვრულ ნაწარმოებში. გავიხსენოთ 1836 წელს გამოცემული ბარბარე ჯორჯაძის „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“, რომელიც სავსეა უნიკალური მარგალიტებით: „ქათამი მოხარშეთ ისე, რომ სული არ ამოქრეს“, „ერთი მუშტის ტოლი ხაში” ან „ბლამანჟე“, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულის ტფილისში ნელ-ნელა მკვიდრდება.
გულდასაწყვეტია, რომ 1990-იანების კულინარიული გამოცდილება კრებულად და ეპოქის მოწმობად ვერ ჩამოყალიბდა: ბრინჯის სალათი, პურის ხარჩო, მარილწყალის აჩმა თუ სიგუას ნამცხვარი ეპოქის ღრუბლებთან ერთად ჩაესვენა სამუდამო დავიწყებაში. (შარშან ზაფხულში გამოჩნდა დიანა ამფიმიადის ძალიან საინტერესო სტატია: „იურული პერი ოდის სამზარეულო, რეცეპტები და სხვა“, რომელიც 90-იანების კულინარიას მიეძღვნა. სტატია იხილეთ:www.vinoge.com).
90 რეცეპტის რეპერტუარი კლასიკური ქართული კერძებით შემოიფარგლება, ფხალეულით დაწყებული ჩურჩხელებით დამთავრებული. ჩვენი დრო და ეპოქა ტრადიციების ერთგულებასთან ერთად ცვლილებასაც ითხოვს, ამიტომ, კარგი იქნებოდა კლასიკურებთან ერთად, რამდენიმე ახალი ქართული სამზარეულოს რეცეპტიც გვეხილა, რომელიც ბოლო დროს იქმნება (ამ რეცეპტებს დრო გამოშვებით ტაბულა გურმანის გვერდებზე გთავაზობთ). მიუხედავად ამისა, კრებული თავისუფლად შეიძლება გახდეს გურმანების სამაგიდო თუ სამზარეულო წიგნი, რადგან აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი რეცეპტურა მარტივად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული. იშვიათ შემთხვევებში, ძალიან მარტივადაც: აჭარული ხაჭაპურის ან თუნდაც ხინკლის მომზადება არც ისე ადვილია, როგორც წიგნში ჩანს. უმჯობესი იქნებოდა მკითხველისთვის უფრო დეტალური რჩევები მიგვეწოდებინა.
უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კერძების კლასიფიკაციასაც: ჩემთვის მაგალითად, ყველაზე „საფირმო“ ქართული hors d'oeuvre - ნიგვზიანი ბადრიჯანი სალათების კატეგორიაში ვერანაირად მოიაზრება.
ალბომის დასკვნით ნაწილში სულ რამდენიმე დესერტია წარმოდგენილი: ჩურჩხელა, თათარა, გოზინაყი და ჩირეული. თამამად შეიძლებოდა ამ ნაწილში ისეთი დესერტებიც გაგვეერთიანებინა, როგორიცაა ნაპოლეონი (ფრანგული mille feuille-ს ქართული ვერსია) ან ერთი ორი ბარაქიანი ტორტი, რომელიც მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, უკვე ქართული სამზარეულოს კუთვნილებაა. თუ თათარა ქართულია, რატომ არაა ქართული ბლომანჟე?
![]() |
37 პასტა კრევეტით და ლაიმის წვენით |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
2 წითელი ბულგარული წიწაკა
1 მწვანე წიწაკა
1 კონა მწვანე ხახვი
1 კონა პიტნა
1 კონა ტარხუნა
1 ლაიმი
250 გრ. კრევეტი
ნახევარი შეკვრა პასტა
100 გრ. ზეითუნის ზეთი
150 გრ. თეთრი ღვინო
მარილი
პილპილი
ჯამში 20 ლარი
მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით მწვანე წიწაკა, მწვანე ხახვი და ბულგარული წიწაკა.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, ჩააწურეთ ნახევარი ლაიმი, მოაყარეთ გამზადებული ბოსტნეული და კრევეტი, კარგად გადაურიეთ, მოასხით 100 გრ. თეთრი ღვინო და წამოადუღეთ.
ამასობაში ტარხუნა და პიტნა გააცალკევეთ ღეროებისგან.
მოხარშეთ სპატეგი, გადაწურეთ და შეურიეთ ტაფაზე ბოსტნეულს, გადაურიეთ და გადმოგდით ცეცხლიდან.
გამზადებულ პასტას შეურიეთ პიტნა და ტარხუნა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).