![]() |
სოლიდარობა №11-12 (20-21)'07 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუბარი სოზარ, ჰაველი ვაცლავ, სალდაძე მალხაზ, ფიჩხაძე შალვა, ანთაძე ია, აფრასიძე დავით, კუბლაშვილი კოტე, ბენეტონო ფილიპ, ჯუღელი ზაალ, პაპუაშვილი ნუგზარ, ზიზიულასი იოანე, ჩიხლაძე ირაკლი, ცხადაძე ირაკლი, მებაღიშვილი თათია, ნიჟარაძე ნანა, მშვენიერაძე ნინო, რჩეულიშვილი ნინო |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 ადამიანის უფლებები - მიზანიც და საშუალებაც |
▲back to top |
მიმართვა
საქართველოს სახალხო დამცველთან
არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა
ადამიანის უფლებების საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით
2007 წლის 10 დეკემბერი
ოდითგანვე კაცობრიობის რელიგიური ცნობიერება ადამიანისა და საზოგადოების სიძლიერეს ფიზიკურ ან მატერიალურ ძალაში კი არა, მორალურ და სულიერ შესაძლებლობებში ხედავს, რომელთა წყარო ადამიანური სამყაროს მიღმა იღებს სათავეს. ეს შესაძლებლობები არ ემორჩილება დროის დინებას. მათ არ აქვთ სივრცისმიერი საზღვრები. ისინი ზოგადსაკაცობრიო და წარუვალი ღირებულებებია. აქედან გამომდინარე, სწორედ ის, რაც მატერიალისტური და ზედმეტად რაციონალური პოლიტიკური ხედვით უძლურებად შეიძლება გვეჩვენებოდეს, ქმნის თითოეული ადამიანის არსებობის გაგრძელების საძირკველს: სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე, არაძალადობა, მიმტევებლობა, მორალური პასუხისმგებლობის განცდა, სამართლიანობა და შინაგანი თავისუფლება, სოლიდარობისა და ტოლერანტობის უნარი, იმათ გვერდით დადგომის სიმტკიცე, ვინც იგნორირებული, გაკიცხული და მივიწყებულია საზოგადოების წევრთა უმრავლესობის მიერ. სწორედ ამ, მეტწილად რელიგიური ეთიკიდან არის აღმოცენებული ადამიანის უფლებების კონცეფცია.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობაა, რომელზეც მსოფლიოს ცივილიზებული და მშვიდობიანი ნაწილის წინსვლა და განვითარებაა დაფუძნებული, რადგან პიროვნების თავისუფლების, ბედნიერების, დაცულობისა და ღირსების ყველაზე ამაღლებულ შეგრძნებებთანაა გადაჯაჭვული.
სიცოცხლის პატივისცემა, სამართლიანი სასამრთლოს უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და კიდევ მრავალი სხვა უფლება და თავისუფლება საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლო პრინციპებია. ადამიანის უფლებების დაცვა იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ სხვადასხვა ევროპულ თუ საერთაშორისო სტრუქტურაში მოახერხოს გაწევრიანება, არამედ იმიტომ, რომ ის ისევეა აუცილებელი თითოეული ჩვენგანის ღირსეული ცხოვრებისთვის, როგორც სუფთა ჰაერი და საკვებია აუცილებელი ჩვენი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად.
რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ საეტაპო დროს ადამიანის უფლებების პატივისცემა, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გახდება ის ქვაკუთხედი, რომელიც ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას თითოეული მოქალაქის სამართლიანი ინტერესისა და უფლებების დამცველი სახელმწიფოს მშენებლობაში შეუწყობს ხელს.
ამისთვის კი, ახლა, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ კარს მომდგარი არჩევნები დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მშვიდობიან ატმოსფეროში გაიმართოს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებსა და მთელ საზოგადობას შორის კონკრეტული ადამიანისა და მისი თავისუფლების დაცვის ყველაზე მთავარი ღირებულების გარშემო ჩამოყალიბდეს კონსესუსი.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა ჩვენი საშუალებაც უნდა გახდეს და მიზანიც!
![]() |
2 დანაშაულით ვერ მოსპობ დანაშაულს |
▲back to top |
ინტერვიუ
სოლიდარობის 2007 წლის ბოლო ნომერში გთავაზობთ შემაჯამებელ ინტერვიუს საქართველოს სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან
ბატონო სოზარ, მოდით, ჯერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. რა იყო ამ კუთხით მთავარი პრობლემები, რით იყო ეს სირთულეები გამოწვეული ვარდების რევოლუციამდე და რა შეიცვალა რევოლუციის შემდეგ?
ეს არის ერთ-ერთი რთული კითხვა, რაზეც მიწევს ხოლმე პასუხის გაცემა. რთულია, რადგან, თუ ცალკეული სფეროების მიხედვით ვიმსჯელებთ, ზოგან პროგრესს შევნიშნავთ, ზოგან - რეგრესს. ზოგადი შეფასება და ადრინდელი მდგომარეობის ახლანდელთან შედარებაც კი ძნელია, იმდენად რადიკალურად განსხვავდება ეს ორი პერიოდი ერთმანეთისგან.
ვარდების რევოლუციამდე მთლიანად მოშლილი იყო ცენტრალიზებული მართვა. მდგომარეობა ანარქიამდე იყო მისული. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი ცენტრიდან არაფერი იმართებოდა. ყველაფერი თავის ნებაზე იყო მიშვებული, რაც, თავისთავად, ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა.
ხშირი იყო პოლიციაში წამების ფაქტები, ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით თითქოს ჩვეულებრივ ამბად იქცა, ამგვარი საქმეების კი არც გამოძიება ხდებოდა და არც არავინ ისჯებოდა ამის გამო. რელიგიური ექსტრემიზმი თითქოს საქართველოს სახედ იქცა. ძალადობა უმცირესობათა წინააღმდეგ ყველას თვალწინ აშკარად ხდებოდა და ამას რეაგირება არ მოსდევდა. შეიძლება კიდევ არაერთი მსგავსი თემა ჩამოვთვალოთ...
ვარდების რევოლუციიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება: ანარქია შეცვალა ძალიან მკაცრმა პოლიტიკამ, რომელსაც სხვადასხვა სფეროში ატარებს ხელისუფლება. დაიწყო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარება, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს - ოთხ წელიწადში სამნახევარჯერ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა - 6000-იდან 20 000-მდე. პატიმრების პროცენტული რაოდენობით მსოფლიოში ლიდერთა სათავეში მოვექეცით.
თანაც, ამ პოლიტიკის გატარებას თან ახლდა ერთგვარი შოუ. ადამიანების დაკავება ხდებოდა ტელეკამერების თანხლებით. ნიღბიან სპეცრაზმელებს უშუალოდ გენერალური პროკურორი მეთაურობდა. ამ ხალხის დაჭერას არავითარი სპეცრაზმი და ნიღბები არ სჭირდებოდა, მაგრამ მიზანი იყო დამაშინებელი ეფექტის მოხდენა, მესიჯი - ხელისუფლება არსებობს და კანონის გეშინოდეთ.
ასეთი აქციები ნამდვილად იყო პიროვნების ღირსების შემლახავი, თანაც არა მხოლოდ იმ პირის, ვისაც აკავებდნენ, არამედ მთელი საზოგადოების, მაგრამ მაშინ საზოგადოება ამას შემწყნარებლურად უყურებდა. ვარდების რევოლუციის წინ არსებულმა ანარქიამ თითქოს თავისთავად მოიტანა მკაცრი პოლიტიკის მოთხოვნილება. თუმცა, შედეგად მივიღეთ არა კანონისადმი, არამედ ხელისუფლებისადმი შიშის გაჩენა.
როცა საზოგადოების მოთხოვნაზე ვლაპარაკობ, ამის დასტურად ერთ კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ. ჯერ კიდევ 2004 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ორიოდე კვირის შემდეგ, ჩავატარეთ პრესკონფერენცია, სადაც ძალიან მკაცრად გავაკრიტიკეთ ხელისუფლება იმის გამო, რომ სასტიკად დაარბიეს მიტინგები რუსთავსა და თერჯოლაში. იმ საღამოს რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერში ვიყავი სტუმრად მიწვეული. მსმენელებისგან ძალიან ბევრი ზარი იყო და ყველა ერთხმად ითხოვდა, გვეცლია ხელისუფლებისთვის მუშაობა და შეგვეწყვიტა კრიტიკა. სწორედ მაშინ, თერჯოლაში მიტინგში მონაწილეობისთვის, 7 პირი მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი იყო.
მაშინ საზოგადოებამ ეს აპატია ხელისუფლებას. მეტიც, საზოგადოებამ ეს გაამართლა და სწორედ ამიტომ მივიღეთ 2007 წლის 7 ნოემბერი.
მაგრამ შეიძლება გვითხრან: მოყვანილი მაგალითები, დაკავშირებული ადამიანის ღირსების შელახვასთან, ძირითადად იმისკენაა მიმართული, რომ ადამიანს ეშინოდეს კანონის დარღვევის, დანაშაულის ჩადენის, და რომ აქ ეს არის მთავარი. ოპონენტებს შეუძლიათ ისიც შეგვახსენონ, რომ გამოითქმის მძაფრად კრიტიკული აზრები მედიაში და ამის გამო არავინ ისჯება. არადა, ეს შიში რეალურად არსებობს, ხშირად ადამიანები ერიდებიან იმის თქმასაც კი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს არჩევნებში.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდის, უარყოფით შედეგს იძლევა, რა კეთილშობილურ მიზანსაც არ უნდა ისახავდეს იგი. შედეგი, ვიმეორებ, ის არის, რომ გაჩნდა არა კანონისადმი, არამედ ხელისუფლებისადმი, გარკვეული უწყებებისადმი შიში. ვამჩნევ, რომ საზოგადოებაში დაბრუნდა ლამის საბჭოთაკავშირისდროინდელი შიში, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ვერ უზიარებენ, როცა ადამიანები ვერ ბედავენ ხმამაღლა თქვან, ვის აძლევენ არჩევნებში ხმას. გაჩნდა პანიკური შიში, რომ უსმენენ ყველას, უსმენენ გამორთულ ტელეფონსაც კი. ადამიანები, როცა პოლიტიკურ თემებზე საუბრობენ, მობილურ ტელეფონებს შლიან და დაშლილ ნაწილებს სხვადასხვა ოთახებში ინახავენ... ცხადია, ეს შიში გაზვიადებულია, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ შიში გაჩნდა. სიმპტომატური იყო წლევანდელი შემოდგომის აქციების მთავარი ლოზუნგიც - „არ მეშინია“. ეს იყო რეაქცია იმ შიშზე, რომელსაც ნერგავდა ხელისუფლება.
პირველი, ვინც ამ შიშზე ხმამაღლა ალაპარაკდა, იყო რეჟისორი რობერტ სტურუა, და გვახსოვს, როგორ გაკიცხეს იგი ამისათვის.
შიშის დანერგვის მცდელობის ერთ მაგალითს გავიხსენებ. რამდენიმე თვის წინ ქუთაისში დააკავეს მერიის თანამშრომლები და მათთან დაკავშირებული პირები. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ჟურნალისტების თანხლებით შევარდნენ მერიის სხდომაზე და დააკავეს 24 პირი, რომელთაც სახეზე ღიმილი ეფინათ. ამ ღიმილის მიზეზი ნათელი გახდა, როდესაც მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს ადამიანები გაცილებით ადრე დააკავეს და მერიის შენობაში, უბრალოდ, შოუ მოაწყვეს. არადა, დაკავებულ პირთა მეორედ დაკავება დანაშაულია, მაგრამ ამის გამო დღემდე არავინ დასჯილა.
თუკი ჩვენ ვნერგავთ კანონის წინაშე შიშს, მაშინ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. რაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაიდინა ქუთაისში, რისი ლეგალიზებაც შემდეგ მოახდინა პროკურატურამ და სასამართლომ, ეს გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რაც იმ ოცდაოთხმა ადამიანმა სავარაუდოდ მოიმოქმედა. დანაშაულით დანაშაულს ვერ მოსპობ. იქმნება ადამიანების ორი კასტა: ერთ მხარეს - ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც პასუხი არაფრისთვის მოეკითხება, ხოლო მეორე მხარეს - დანარჩენი საზოგადოება, რომელსაც უნდა ეშინოდეს. დაშინებული ადამიანი აღარ არის პიროვნება, ის ბრბოს ნაწილად იქცევა. ეს არ არის განვითარების დემოკრატიული გზა.
როგორ ფიქრობთ, რატომ განვითარდა პროცესები ამ მიმართულებით, რა როლი ითამაშა ყოველივე ამაში მედიამ და მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ?
მედიაზე დაწესდა ხელისუფლების კონტროლი, მაგრამ რევოლუციის შემდგომ პირველ ეტაპზე ამის მისაღწევად ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებია. ხელისუფლებას სურდა ეკონტროლებინა თავისუფალი სიტყვა და ამაში მას ხელს უწყობდნენ მედიასაშუალებათა მფლობელები - ვგულისხმობ ტელევიზიებს და არა ბეჭდვით მედიას.
მაშინ უცხოელი ექსპერტები შექმნილ ვითარებას თვითცენზურად ნათლავენ. პარლამენტში ჩემს პირველ მოხსენებაში ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი ტერმინი, რადგან არსებობდა ცენზურა, რომელიც გარედან არ ჩანდა, რადგან ხელისუფლება მედიის მფლობელებთან შეთანხმებით მოქმედებდა. თუმცა იყო თვითცენზურაც. ამირან რობაქიძის მკვლელობა 2004 წლის ნოემბრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ვერცერთ არხზე ვერ გავიდა - ჟურნალისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ პატრულის იმიჯის შელახვას ერიდებოდნენ. გაჩნდა ფსევდოსახელმწიფოებრივი პოზიცია - თითქოს სიმართლის თქმა სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. ანტისახელმწიფოებრივად ითვლებოდა, მაგალითად, თუკი რომელიმე გადაცემა პატრულის იმიჯს შელახავდა. ეს იყო სერიოზული შეცდომა.
თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება ძალიან უხეშად ცდილობდა სიტყვის თავისუფლებისთვის ლაგამის ამოდებას. ამის მაგალითი იყო 2004 წელს ფინანსური პოლიციის შევარდნა გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“, გაზეთში, რომლის ღირებულებათა სისტემას
მე ძალიან კრიტიკულად ვეკიდებოდი და ვეკიდები, მაგრამ „ჯორჯიან თაიმსს“ ჰქონდა უფლება, გამოეხატა თავისი პოზიცია. ხოლო რედაქციაში ფინანსური პოლიციის შესვლას მაშინ ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - გაზეთმა პროკურატურის ერთ მაღალჩინოსანზე კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა. სერიოზული დარღვევა იყო, როდესაც 2004 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „იბერიას“ შენობაში შეიჭრა სპეცრაზმი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. იმავე პერიოდში მოხდა „კავკასიის“ მაუწყებლობის გათიშვა, რასაც მაშინ ძალიან მკაცრი შეფასება მივეცით „თავისუფლების ინსტიტუტში“.
საერთოდ, პრესის მიმართ დამოკიდებულება იყო დისკრიმინაციული. თუ რომელიმე ჟურნალისტი კრიტიკულ მასალას მოამზადებდა, მას აღარ ეძახდნენ შეხვედრებზე. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილის დროს არ უშვებდნენ რადიო „თავისუფლებას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებული ჰქონდა სერიოზული შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის: მისი პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე საჯარო ინფორმაციას უბრალოდ არ გასცემდა. ჟურნალისტი პრესცენტრის მიერ გავრცელებული მასალებით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ჟურნალისტებიც თანდათან შეეგუენ ამ პირობებში მუშაობას. ჟურნალისტური გამოძიებები პრაქტიკულად გაქრა. შეუძლებელი გახდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება ან სხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის სახელმწიფო სტრუქტურებში გადამოწმება. ილახება ინფორმაციის თავისუფლების აქტით გარანტირებული უფლებები. ამ აქტის მიღება სწორედ იმ ადამიანების დამსახურება იყო, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. პირადად მიხეილ სააკაშვილის, ასევე გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიღებულია ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც მაშინ იყო ნახტომი მომავალში. როცა მაშინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ გაიგო, რა დოკუმენტი მიიღო პარლამენტმა, მას მკვდრადშობილი უწოდა და მისი შეცვლა მოითხოვა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ეს დოკუმენტი მაშინ მოკვდა, როდესაც ხელისუფლებაში მისი შემქმნელები მოვიდნენ.
არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ პრეზიდენტის განცხადება დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ არ შეხებია „პრივილეგირებულ“ ნაწილს. ამის ნათელი მაგალითია ამირან რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის საქმე ან სოდის ხელმძღვანელის ირაკლი კოდუას მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მის მეგობარს ღამის სამ საათზე დაურეკა.
არსებობს კასტა ადამიანებისა, რომლებიც ხელშეუხებელნი არიან. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება იძულებული გახდა სამსახურიდან დაეთხოვა მაღალი თანამდებობის პირი დათა ახალაია, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს ღრმა რწმენა და გარკვეული წყაროებიც ადასტურებენ, რომ არაფორმალურად მაინც დათა ახალაია მართავს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ მისი პერიოდული გამოჩენა საჯაროდ პრეზიდენტის ან შინაგან საქმეთა მინისტრის გვერდით.
გახსოვთ, ალბათ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი იმის გამო, რომ საგადასახადო დეპარტამენტში ვიღაცამ დიდი რაოდენობით ქრთამი აიღო. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, მინისტრმა თავისი თანამშრომლები უნდა აკონტროლოსო. მაგრამ როდესაც შს სამინისტროს ყველაზე გავლენიანი სტრუქტურის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალმა თანამდებობის პირებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, მსგავსი რეაგირება არ მოხდა არათუ შს მინისტრის, არამედ თვით დეპარტამენტის უფროსის მიმართაც კი და ეს უკანასკნელი მხოლოდ საზოგადოების პროტესტის შემდეგ ჩამოშორდა დაკავებულ თანამდებობას.
არადა, ეს დანაშაული - ადამიანის წამებით მკვლელობა, თანაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - გაცილებით მძიმეა, ვიდრე ქრთამის აღება. როდესაც სახელმწიფოში ასეთი ორმაგი სტანდარტი არსებობს, ეს ანგრევს მართლმსაჯულებას, ხელისუფლებისა და კანონის მიმართ ნდობას უკარგავს ადამიანებს.
თუმცა ბოლო წლებში გატარდა მრავლაპლანიანი რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში, რომლებსაც საერთაშორისო წრეებში დადებითად აფასებენ.
თითქოს, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში შედის დადებითი ცვლილებები - მაგალითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. მაგრამ რომელი კანონი ითვალისწინებს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას, მაუწყებლობის გათიშვას, ტელეკომპანიის დარბევას, მისი ქონების განადგურებას, ჟურნალისტების წამებას და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებას?
ან რომელი კანონი ითვალისწინებს რადიო „იმედის“, ტელეკომპანია „კავკასიისა“ თუ ბათუმში „25-ე არხის“ სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელ დახურვას და ამ კომპანიებში სპეცრაზმების შეჭრას? მაშ რა აზრი აქვს ლიბერალური კანონის მიღებას?
ცინიზმი ზოგჯერ ყველანაირ საზღვარს სცილდება. მაგალითად, 15 ნოემბერს გამოჩნდა კომუნიკაციების დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის 7 და 8 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებები ტელეკომპანია იმედის ჯერ გაფრთხილებისა და დაჯარიმების, შემდეგ კი მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ. 672/18 გადაწყვეტილებაში ნახსენებია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება, რომლის აქტითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია შპს „ტელეიმედის“ მიერ გადაიცა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართვა“. ჩვენ ხელთ გვაქვს ამ შემოწმების ოქმის ასლიც. შემოწმების ჩატარების დროდ მითითებულია 2007 წლის 7 ნოემბერი, 17.40 საათი. ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N66 რიგგარეშე საგანგებო სხდომის ოქმის შედგენის დრო 2007 წლის 7 ნოემბრის 18.00 საათია.
ორივე დოკუმეტში მითითებულია, რომ ერთადერთი გარემოება, რომელმაც „ტელეიმედისთვის“ სანქციის დაკისრება გამოიწვია, არის არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის განცხადების გავრცელება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პატარკაციშვილის განცხადება „იმედის“ ეთერში პირველად 18.28 საათზე გაისმა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელთა მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეჭვი გვეპარება, რომ მათი გამჭრიახობა მომავლის ხედვის საშუალებას იძლეოდეს. ყოველგვარი ზებუნებრივი ვერსიების გამორიცხვის შემთხვევაში კი მივდივართ შეუწყნარებელ დასკვნამდე - როგორც შემოწმების აქტი, ასევე საგანგებო სხდომის ოქმი გაყალბებულია.
არსებობს ფასადი, რომელიც თითქოს დემოკრატიულია, მაგრამ ფასადს მიღმა სულ სხვა ცხოვრებაა. ყველაფერს მართავს არა კანონი, არამედ პოლიტიკური ნება, რაც ანგრევს კანონის უზენაესობას და, საბოლოო ჯამში, ანგრევს სახელმწიფოს. ნებისმიერ რაიონში - იქნება ეს ჩხოროწყუ, ფოთი, თეთრიწყარო თუ სხვა, ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხების განკარგვას ვერ გაბედავს ვერცერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამას წყვეტს ადგილობრივი პროკურორი გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმებით. ეს ცენტრალიზების წარმოუდგენელი დონეა. ამას პირად საუბრებში ადასტურებს ადგილობრივი საკრებულოების ყველა წევრი.
თქვენ ინსტიტუციური აღრევის თემას შეეხეთ, თქვენი შეფასებით დღეს როგორია ამ კუთხით დემოკრატიის ხარისხი?
დემოკრატია გულისხმობს ბალანსს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. ადგილობრივ ხელისუფლებას თითქმის აღარაფრის უფლება არა აქვს; სასამართლო მთლიანად ემორჩილება აღმასრულებელ ხელისუფლებას; პარლამენტის უფლებამოსილება შეიკვეცა საკონსტიტუციო ცვლილებებით. მივიღეთ ძალიან ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დარღვეულია ბალანსი, ეს კი არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს.
ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ სასამართლო რჩება და ამას ხელისუფლებაც აღიარებს, მაგრამ ამ სფეროში არის გარკვეული წინსვლაც...
სასამართლოებში არის დადებითი ცვლილებები - გაიზარდა ხელფასი, შემცირდა კორუფცია, გარემონტდა სასამართლოები, დამყარდა წესრიგი სასამართლო დარბაზებში... ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანია. მთავარია სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. რადგან კორუფცია ნაკლებია, დღეს მეტი შანსია, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, როცა არ არსებობს პოლიტიკური ინტერესი. მაგრამ როგორც კი საქმეში პოლიტიკური ნება ჩნდება, მოსამართლე სამართლის გამჩენიდან მაშინვე იქცევა პოლიტიკური ნების აღმასრულებელ პირად. პოლიტიკურ ნებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესს, ნებისმიერი პროკურორის პოზიცია დღეს სწორედ პოლიტიკურ ნებასთან არის გაიგივებული.
ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ერთს დავჯერდები. ქართულ მართლმსაჯულებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვანი სიახლეა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიზანი მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად აღსრულებაა. ამ სიახლის არსი შემდეგია: სახელმწიფოსა და დამნაშავეს შორის ხდება შეთანხმება - ადამიანი აღიარებს დანაშაულს, სამაგიეროდ მას ნაკლებს უსჯიან. ამგვარად, ნაკლები დრო იკარგება გამოძიებაზე, სასამართლო ხარჯებიც მცირდება. ასევე, საპროცესო შეთანხმება აქტიურად გამოიყენება სხვა, უფრო მაღალი დონის დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად - გარკვეული შეღავათი ინფორმაციის სანაცვლოდ. ამდენად, თითქოს ნათელია საზოგადოებრივი ინტერესი, არსებობდეს ეს ინსტიტუტი.
თუმცა, საპროცესო შეთანხმებას მრავლად ჰყავს კრიტიკოსები იმ ქვეყნებშიც, სადაც ის აქტიურად გამოიყენება. საქართველოში კი, თუ ვიტყვი, რომ საპროცესო შეთანხმებამ სერიოზულად დააზარალა მართლმსაჯულება, ეს ძალიან რბილი ნათქვამი გამომივა.
ერთ მაგალითს მოვიყვან: პოლიციამ ორიოდე თვის წინ თელავში რამდენიმე ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, დანარჩენები - მკვლელობის დაფარვაში. უფრო გამყარებული რომ ყოფილიყო მტკიცებულებები და მათი აღიარებაც მიეღოთ, პოლიციამ დანაშაულის დაფარვაში ეჭვმიტანილებს ნარკოტიკები და იარაღიც „ჩაუდო“. აღიარებების მიღებისთვის აქტიურად იქნა გამოყენებული წამებაც. ის უბრალო შეუსაბამობა, რომ გვამი არსად ჩანდა, გამოძიებამ მარტივად გადალახა - გვამი, აღიარებითი ჩვენებების თანახმად, წყალში გადააგდეს. „დეტალისთვის“ - რომ კოჭებამდე გუბე გვამს ვერ წაიღებდა - მართლმსაჯულებას ყურადღება არ მიუქცევია და სასამართლომ „მკვლელს“ 6 წელი მიუსაჯა.
მაგრამ „მკვდარი“ მალე გამოჩნდა - იგი ცხვარში ყოფილა წასული და რატომღაც დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო გამოძიება ადამიანთა წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურის მიერ დანიშნულმა ადვოკატებმა დაკავებულები დაარწმუნეს, თავისუფლების სანაცვლოდ კიდევ ერთხელ ეღიარებინათ „დანაშაული“. მათაც კიდევ ერთხელ „აღიარეს“, რომ ადგილი ჰქონდა არა მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას ა სასამართლომ ისინი საპროცესო შეთანხმებით გაუშვა.
ეს არის უკანონობა, მართლმსაჯულების ფალსიფიკაცია, მართლმსაჯულების მკვლელობა და არა მხოლოდ რეგიონულ დონეზე. ამ საქმეში ჩართული იყო გენერალური პროკურატურა. ეს არის მკაფიო მაგალითი, თუ როგორი მართლმსაჯულება გვაქვს. სანამ ქვეყანაში არ იქნება მართლმსაჯულება, მანამდე ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი შეუძლებელია.
შეიძლება გვითხრან, რომ ეს ერთეული შემთხვევაა და გამონაკლისს წარმოადგენს.
გამონაკლისი იქნებოდა, აქ რომ გენერალური პროკურატურა არ ყოფილიყო ჩართული. რა გამოდის, რეგიონულ დონეზე ამ წარმოუდგენელი სიყალბის შესახებ იცის ყველამ - პოლიციამ, პროკურატურამ, სასამართლომ, იცის გენერალურმა პროკურატურამაც. ყველა ეს რგოლი ჩართულია ამ ფაბრიკაციაში. როგორ შეიძლება ეს იყოს გამონაკლისი?
ან როგორ შეიძლება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას საქმე იყო გამონაკლისი? საქმე, როდესაც ერეკლე კოდუას მეგობარ გოგონასთან ღამით განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო პოლიციამ დააკავა სამი პირი, „ჩაუდო“ მათ ნარკოტიკები, ყუმბარები და საქმე ისე „შეკერეს“, რომ ამ პირებს 17-დან 25 წლამდე ციხე ემუქრებოდათ. მეტიც, შეიქმნა ყალბი დოკუმენტი, თითქოს ისინი კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. დაკავებიდან ორ დღეში კი ორი დაკავებული პირობითი სასჯელებით გაუშვეს, რადგან გაირკვა, რომ ისინი საერთოდ არ იცნობდნენ მესამეს - ტელეფონის მფლობელს. და ამის შესახებ იცის ყველამ - პოლიციამ, პროკურატურამ, სასამართლომ, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ეს არის გამონაკლისი?
სასამართლო როგორ რეაგირებს თქვენს შეფასებებზე?
ხშირად ვისმენ, რომ თითქოს ჩვენ სასამართლოს დისკრედიტაციას ვახდენთ. სასამართლოს დისკრედიტაციას ვერავინ მოახდენს იმ მოსამართლის გარდა, რომელიც კანონს არღვევს. როდესაც მოსამართლეები არასრულწლოვანებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან, როცა კანონი ამას პირდაპირ კრძალავს, ეს არის სასამართლოს დისკრედიტაციაა. დისკრედიტაციის შემდეგი დონეა ამ მოსამართლეთა დაუსჯელობა, ხოლო სასამართლოს დისკრედიტაციის ბოლო დონე ამ მოსამართლეთა დაწინაურებაა. ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა აღარ არსებობს.
როდესაც მკვლელობაში ბრალდებული მილიონერის შვილს გარეთ უშვებენ 30 ათას ლარიანი გირაოთი, ხოლო იაფფასიანი მოპარული მობილურის მყიდველ უღარიბეს ადამიანს გირაოს სახით 170 ათასი ლარის გადახდას უფარდებენ, ეს არის სასამართლოს დისკრედიტაცია.
ხოლო ასეთი საქმეების მხილება სასამართლოს დისკრედიტაცია კი არა, პირიქით - მდგომარეობის გამოსწორების მცდელობაა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო ამბობს, რომ მოსამართლე არ არის ნაზი ყვავილი, რომელიც შეიძლება დაჭკნეს მწვავე და ცხარე კრიტიკისგან.
რა ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში? თუკი ექვსი თვის წინანდელ სტატისტიკურ მონაცემებს დღევანდელს შევადარებთ, სასჯელაღსრულებით სისტემაში თითქოს კანონდარღვევის ფაქტები შემცირდა და შენელდა ამ სისტემის მძაფრი კრიტიკა.
ჯერ კიდევ ჩემს პირველ მოხსენებაში ვსაუბრობდი, რა მძიმე ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ ორი წლის განმავლობაშიც, როცა ამ სისტემას ფაქტობრივად კრიმინალური ავტორიტეტები განაგებდნენ. ისინი ყოველთვიურად აგროვებდნენ ე.წ. „საერთოს“ - „ობშიაკს“, რომელსაც ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ანაწილებდნენ. როდესაც ეს საკითხი დავაყენე პარლამენტში და დეპარტამენტის თავმჯდომარის გათავისუფლება მოვითხოვე, პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა თქვა, ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან სხვაგვარად ამ სისტემის მართვა შეუძლებელიაო.
აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და ამ სისტემაში წესრიგის დასამყარებლად საჭირო იყო მხოლოდ პოლიტიკური ნება, მაგრამ ეს ნება არ უნდა გულისხმობდეს ადამიანების წამებას, მათი ღირსების შელახვას, კანონის დარღვევას. არადა, ეს ყველაფერი ხდებოდა და დღემდე გრძელდება. ცხადია, დარღვევის ფაქტებმა იკლო, მაგრამ უფლებების დარღვევა, ჯალათობა ჯერ კიდევ რჩება წესად და არა გამონაკლისად.
პატიმრები ჯერ კიდევ კვდებიან იმის გამო, რომ მათ ხშირად ან არ მკურნალობენ, ან არასწორად მკურნალობენ. ჯანდაცვის სამინისტრო კი უარს ამბობს, გააკონტროლოს სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულება იმ მოტივით, თითქოს არაეთიკურია ერთი სახელმწიფო დაწესებულება მეორე სახელმწიფო უწყებას აკონტროლებდეს!
ადამიანის სიცოცხლის უფლება ილახება, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ციხეში ხვდება, იქ კი ტუბერკულოზით ან რაიმე სხვა დაავადებით ავადდება და არაეფექტური მკურნალობის გამო კვდება.
ყოფილა თუ არა შემთხვევა, ადეკვატურად ეპასუხათ თქვენს რეკომენდაციებზე, რამე თუ გაუმჯებესებულა ამ რეკომენდაციების შედეგად?
ცხადია, ადეკვატური რეაგირება ხშირად ხდება. არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ჩვენი ჩარევის შედეგად, ვთქვათ, როდესაც პატიმრებს არ მკურნალობდნენ და ჩვენი რეკომენდაციების შედეგად ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს; ან როცა დევნილების გამოსახლებები შეჩერდა, როცა დამნაშავეები დაისაჯნენ, როცა ადამიანებმა მიიღეს გაყინული ხელფასები. შეგვიძლია ვთქვათ, როცა ჩვენი საქმიანობის შედეგად მთელ რიგ სფეროებში გამოსწორდა მდგომარეობა - მაგალითად, მკვეთრად იკლო დაკავებულ პირთა ცემისა და წამების ფაქტებმა.
თუმცა ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როცა ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდება მაშინაც კი, როდესაც აშკარა კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ჩვენს მიერ შესწავლილი საკუთრების უფლების შელახვის ძალიან ბევრი და ძალიან აშკარა ფაქტი რეაგირების გარეშე რჩება. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ბუნებრივიც - ეს დარღვევები იყო არა კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკა. ასეთ დროს არც უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები დამნაშავეთა დასჯისა და მიყენებული ზარალის კომპენსირების შესახებ შესრულდება, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენი აქტიური პოზიციის დამსახურებაც არის, რომ თავად ეს პოლიტიკა შენელდა.
ხელისუფლებას ეტყობა სწრაფვა იმისკენ, რომ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად ლამის ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა თავის დროზე, კონკრეტული მოქალაქის ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს სახელმწიფო ინტერესი. რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა?
უკანონობით კანონს ვერ დაიცავ. შესაძლოა მოგეჩვენოს, თითქოს კანონდარღვევით რაღაცას მიაღწიე, მაგრამ ეს ილუზია მალევე ქრება. მიზნად დავისახეთ სახელმწიფოს სწრაფად აშენება, ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრირება. მიზნის სწრაფად მისაღწევად მოხდა პროცედურების იგნორირება, რეფორმების სწრაფად გატარებას მსხვერპლად შეეწირა ადამიანის უფლებები, თავად ადამიანები. გამართლება თითქოს ის იყო, რომ რეფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი! ამგვარმა მიდგომამ კი სწორედ იმ მიზანს დაგვაშორა, რომლის სახელითაც ეს დარღვევები ხდებოდა.
როგორღაც ისე მოხდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა გახდა უმთავრესი პრიორიტეტი, ადამიანი კი, როგორც უმთავრესი ღირებულება, ჩრდილში მოექცა - იგი თითქოს ამ მშენებლობის საშენ მასალად იქცა. ერთი ქართული მულტფილმის არ იყოს - აგური, ტალახი!.. ეს პირამიდა უნდა შებრუნდეს, ვინაიდან ადამიანი ყველაზე მთავარია. ყოველივე დანარჩენი - იქნება ეს არმია, პოლიცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სხვა - ის არის, რაც ადამიანს ადამიანური ცხოვრებისთვის ესაჭიროება. ადამიანი არც აგურია და არც ტალახი, ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება და სახელმწიფოც სწორედ ამ ღირებულების პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.
კარგია, თუკი სიღნაღი გალამაზდება, მაგრამ ამას სიღნაღელთა უფლებები და მათი საკუთრება არ უნდა შეეწიროს.
როცა გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორი უნდა იყოს სიღნაღი ან ქუთაისი, მოქალაქეებს არაფერს ეკითხებიან, არადა ამას ითხოვს დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი. საზოგადოებასთან ურთიერთობა არ უნდა ატარებდეს მონოლოგის სახეს, დიალოგი სჭირდება ნებისმიერ ხელისუფლებას, თუნდაც მან ამომრჩეველთა ხმების 103 პროცენტი მიიღოს.
ბოლო მოვლენებზე გადავიდეთ. ძალიან ბევრს საუბრობს ხელისუფლება იმის შესახებ, რომ მის მიერ გატარებული ზომები უკიდურესი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. დემონსტრაციის დარბევამ უკანონო ხასიათი მიიღო. თუ შეიძლება შევაფასოთ დემონსტრაციის მიმდინარეობა, რა მოხდა, რამ განაპირობა ის, რომ პოლიციის მიმართ იყო ძალადობა და შემდეგ უკვე ასეთი ფორმით და ასეთი ძალით დაარბიეს დემონსტრანტები.
შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება ერთ-ერთი ის უფლებაა, რომელსაც განსაკუთრებით ალმაცერად უყურებს ხელისუფლება ვარდების რევოლუციის შემდეგ. იგივე ზემოთ ხსენებული მიტინგების სასტიკი დარბევები თერჯოლაში, რუსთავსა თუ თბილისში 2004 წელს.
2006 წელს თექვსმეტი პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მარნეულის რაიონში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ აქცია მოაწყვეს და გზა გადაკეტეს. არაერთხელ დააკვეს და ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა შეუფარდეს თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს. მათ მიმართ ყოველთვის მაქსიმალურად მკაცრი ზომები იქნა მიღებული. თანასწორობის ინსტიტუტის აქციაონცერტი, რომელიც თბილისის მერიასთან შეთანხმებული იყო, პოლიციამ შეწყვიტა იმ მოტივით, რომ თითქოს მოსახლეობა წუხდებოდა. მსგავსი ფაქტები ბევრია აღწერილი ჩვენს მოხსენებებში და მეტს აღარ ჩამოვთვლი.
თბილისში ორ ნოემბრის მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე, ოქტომბრის ბოლოს, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სასტიკად ცემეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატეი და აქციის რიგითი მონაწილეები, დახიეს მანიფესტანტების დროშები. ეს იყო მკაფიოდ გამოხატული დევნა პოლიტიკური ნიშნით, მართლმსაჯულებამ კი დამნაშავეებს მინიმალური ადმინისტრაციული სახდელები აკმარა. რეალურად, ეს იყო მომავალი დარბევების წაქეზება, რაც შემდეგში მართლაც მოხდა.
2 ნოემბრის მიტინგის შემდეგ გახშირდა აქციის მონაწილეთა ცემა, მათი მანქანების დაზიანება. ეს იყო პოლიტიკური ოპონენტების ორგანიზებული დევნა, რაც პოლიციელების თვალწინ ხდებოდა.
რა მოხდა შვიდ ნოემბერს? - დილის 8 საათზე პოლიციამ რუსთაველის პროსპექტი გაწმინდა მომიტინგეებისგან, რათა აღედგინა ტრანსპორტის მოძრაობა. მე მიმაჩნია, რომ ეს კანონიერი ქმედება იყო, რადგან აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმ დროისთვის მკვეთრად შემცირდა.
ამავე დროს, მომიტინგეები აპირებდნენ პარლამენტის წინ კარვების გაშლას და შესაბამისი კონსტრუქციების აგება ჰქონდათ დაწყებული. მე მიმაჩნია, რომ ამგვარი ქმედება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება ეს მოსაზრება საკამათო იყოს. თუმცა, პოლიციამ ნამდვილად გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც პარლამენტის კიბეებზე მსხდომი მოშიმშილეები სცემა და ჟურნალისტებს კამერები წაართვა.
ღიმილისმომგვრელია შსს ადმინისტრაციის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის განცხადება, თითქოს მან თავის ავტომანქანაში შემთხვევით აღმოაჩინა ტელეკომპანია „იმედის“ კუთვნილი კამერა, რომელზეც დარბევის კადრები შერჩევით იყო წაშლილი.
ამავე პერიოდში მოხდა წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება რესპუბლიკის მოედანზე და სხვა ადგილებში. მოგვიანებით, როცა ხალხი ისევ შეეცადა გზის გადაკეტვას, მათ წინააღმდეგ სრულიად არაადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. იმდენი გაზის ყუმბარა ააფეთქეს, რომ რუსთაველის პროსპექტზე და მიმდებარე ქუჩებზეც კი მთელი დღე ჯანღი იყო ჩამოწოლილი. პოლიციელები გაქცეულ მანიფასტანტებს დასდევდნენ რუსთაველის პროსპექტის პარალელურ ქუჩებზე, სცემდნენ მათ რესტორნებში, აფთიაქებში, სახლებში. თანაც პოლიციელები ამ დროს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და მანიფესტანტებს უწოდებდნენ ქვეყნის მტრებს, რუსეთის აგენტებს. ჩემ თვალწინ ცემეს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, რომელსაც „ბადრის ძალოო!“ ეძახდნენ. ეს იყო არა წესრიგის დამყარება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული ლაშქრობა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ.
როდესაც დარბევა დაიწყო, მოქალაქეთა მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. მოგვიანებით მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყო სპონტანური წინააღმდეგობის გაწევა. ნებისმიერი ფაქტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა, ბუნებრივია, დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასევე უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც ძალა გადაჭარბებით გამოიყენა. ამის ძალიან ბევრი ფაქტია დაფიქსირებული და შეკრებილი ჩვენი ოფისის მიერ.
და ბოლოს: პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, რაც საერთოდ არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით. პოლიციის შესახებ კანონი ამომწურავად ჩამოთვლის იმ სპეციალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენების უფლებაც პოლიციას აქვს. ამ ჩამონათვალში არ არის რეზინის ტყვიები, შესაბამისად მისი გამოყენება დანაშაულია. ამაზე კი უპირველესად პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ უშუალოდ ბრძანების გამცემს და გადაწყვეტილების მიმღებს, ისე ბრძანების ნებისმიერ შემსრულებელს.
თუმცა, კანონმდებლობა კიდეც რომ უშვებდეს რეზინის ტყვიების გამოყენებას, ძალის გადაჭარბება მაინც აშკარაა. მაგალითად, პირდაპირი დამიზნებით არაერთი ტყვია მოხვდათ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ისინი სპეცრაზმის მიერ დაპყრობილი ტელეკომპანიის შენობიდან გამოუშვეს. ბუნებრივია, ამის გამართლება შეუძლებელია. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციას რეზინის ტყვიის გამოყენების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც მანიფესტანტები შეიარაღებულნი არიან და იყენებენ ისეთი კანონსაწინააღმდეგო საგნებს, როგორიც, ვთქვათ, ე.წ. „მოლოტოვის კოკტეილია“.
რაც შეეხება რიყის აქციის დარბევას, ხელისუფლებამ განაცხადა, თითქოს ამ დარბევის მიზეზი ის კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები იყო, რაც იმ აქციაზე გაისმა. მსგავსი შინაარსის მოწოდება მე დღემდე ვერ მოვისმინე. მკაცრი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება, თუნდაც ისეთის, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა, ყველას აქვს.
ბატონო სოზარ, როგორ აღმოჩნდით დემონსტრანტთა შორის და რატომ გახდით ძალადობის მსხვერპლი?
მე იქ უნდა ვყოფილიყავი, სადაც ადამიანთა უფლებები ირღვეოდა, სხვაგვარად არც შემეძლო. მანამდეც ჩვენი ოფისის თანამშრომლები ყოველდღე მორიგეობდნენ აქციებზე და აფიქსირებდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ყველა ფაქტს.
ამბობენ, თითქოს არსებობდა რაღაც რუსული შეთქმულება და ამით ამართლებენ ამ სასტიკ დარბევას. დავუშვათ არსებობდა კიდეც, მაგრამ ის მტკიცებულებები, რასაც საამისოდ მოიხმობენ, სრულიად არადამაჯერებელია. თუნდაც ყოფილიყო, მიტინგებზე მისულ მოსახლეობას ამასთან რა კავშირი ჰქონდა? ხელისუფლებას შეეძლო შეთქმულებაში ეჭვმიტანილი პირები, სათანადო დოკუმენტები წინასწარ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რის შემდეგაც ადამიანები გადაწყვეტდნენ წასულიყვნენ თუ არა მიტინგზე, რომელი პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინათ და რომლისთვის - არა, რა ფორმით წაეყენებინათ ხელისუფლებისთვის მათი მოთხოვნები...
რა იყო ასეთი სასტიკი დარბევის მიზანი, ძნელი სათქმელია. მე ერთადერთი ახსნა მაქვს: მოსახლეობაში გაჩნდა შიში - ყველას უსმენენ, ყველას იჭერენ! ხალხმა სცადა ეს შიში დაეძლია, - ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ გამოვედით ჩვენი ღირსების დასაცავად - აცხადებდნენ მომიტინგეები. ხელისუფლებამ კი სცადა ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ ნაადრევია შიშის დაძლევაზე ლაპარაკი. უნდა გეშინოდეთ! ეს იყო ამ საზარელი დარბევის მიზანი და ეს მიზანი ნაწილობრივ მიღწეული იქნა კიდეც.
დღესაც გრძელდება ამ შიშის დანერგვა - ადამიანებს აკავებენ და აჯარიმებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მიტინგებში მონაწილეობდნენ, ამის დამადასტურებელი ბევრი მასალა გვაქვს. ერთმა დაჯარიმებულმა ისიც კი გვითხრა - პოლიციამ გამაფრთხილა, 5 იანვარს საარჩევნო კაბინაში ფარული ვიდეოთვალი იქნება დამონტაჟებული და გავაკონტროლებთ, ვის მისცემ ხმას, დღეიდან თვალთვალზე გვყავხარ აყვანილიო. ცხადია, ეს ვერ მოხდება, კაბინებში ვიდეოთვალი ვერ იქნება დამონტაჟებული, მაგრამ შემაშფოთებელია, როცა პოლიციელები ასე ცდილობენ მოქალაქეთა დაშინებას და არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას.
მიტინგის დარბევა ძალიან მკაფიოდ და მკაცრად არ შეუფასებია არცერთ საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაგრამ ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები იყო მედიის დახურვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სიტყვის თავისუფლება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. დღეს ხშირად გავიგონებთ, რომ „ტელეიმედი“ არ აკმაყოფილებდა ჟურნალისტურ სტანდარტს, რომ ის ტენდენციური იყო. მე ნამდვილად არ მგონია, რომ სხვა ტელევიზიები უფრო მეტად აკმაყოფილებდნენ ჟურნალისტურ სტანდარტს, უბრალოდ, ისინი სხვა მიმართულებით - ხელისუფლების სასარგებლოდ იყვნენ (და არიან დღესაც) ტენდენციურები.
„იმედის“ არსებობას ამ ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული თუნდაც მხოლოდ ერთი სიუჟეტი - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება ამართლებს. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, გირგვლიანის საქმე დამოუკიდებელ ჟურნალისტს რომ გამოეძიებია და მასალები რომელიმე სხვა ტელეკომპანიაში მიეტანა? ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იმ მასალას არცერთი სხვა ტელეკომპანია არ გაუშვებდა.
ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა ქართულ მედიაში დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს არ იძლევა მედიასაშუალებების მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელების უფლებას. რაც მოხდა „იმედის“ წინააღმდეგ, ეს იყო სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი.
თუნდაც „იმედი“ ყოფილიყო ტენდენციური, ეს ტენდენციურობა საზოგადოებას აძლევდა საშუალებას, მიეღო განსხვავებული ინფორმაცია, ოფიციალურისგან განსხვავებული ხედვა. დღეს ისეთი ვითარებაა, როცა საქართველოში სიტყვის თავისუფლება, საქართველოში დემოკრატიის არსებობა წარმოუდგენელია „იმედის“ გარეშე, წარმოუდგენელია ამ ერთი ტელეკომპანიის გარეშე.
ბატონო სოზარ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ აღწერთ, როგორ გესახებათ უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის როლი და ძირითადი ორიენტირი, და, საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ადამიანის უფლებებს დაცვას?
ჩვენი როლი ამ რეალობაში არის ყველაფრის აღნუსხვა და შესწავლა, ყველაფრისთვის კანონისმიერი შეფასების მიცემა. რამდენად არის შესაძლებელი მივაღწიოთ შედეგს კონკრეტულ საქმეებში, როდესაც დაძაბულია ურთიერთობა ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებთან ან მთლიანად ხელისუფლებასთან? რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ საკითხს შეიძლება სხვა კუთხიდან შევხედოთ: როდის შეუძლია სახალხო დამცველს ეფექტურად იმუშაოს, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, მაგალითად, ისინი, ვინც სხვის ქონებას ანგრევენ და ანადგურებენ?
როდესაც კანონის დამრღვევი თვითნებობს და სახალხო დამცველი ამას გამოავლენს, დამრღვევი შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ როდესაც ეს დარღვევები პოლიტიკის ნაწილია, როდესაც, ვთქვათ, კერძო საკუთრების განადგურება სახელმწიფოს პოლიტიკაა და არა ვინმეს თვითნებობა, ცხადია, რომ ამის გამო არავინ დაისჯება. ამ დროს სახალხო დამცველს ერთადერთი რამ შეუძლია - შეაფასოს მოვლენები, დაანახოს საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რა ხდება და ამგვარი შემოვლითი გზით, საზოგადოებრივი აზრის შექმნით სცადოს, შეცვალოს დანაშაულებრივი პოლიტიკა.
იქ, სადაც დარღვევა გამონაკლისია, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ხდება და ხშირად ძალიან ეფექტურადაც, მაგრამ როდესაც გარკვეულ სფეროებში ადამიანის უფლებების დარღვევა არაფორმალურად არის დაკანონებული, მაშინ ერთადერთი რამ რჩება - ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რათა ოდესმე მაინც შეიცვალოს ეს პოლიტიკა. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის დაყენება არ გამოიღებს ნაყოფს, რადგან ეს პირი ბრძანების შემსრულებელია და, ბუნებრივია, მას არავინ დასჯის, ყოველ შემთხვევაში - დღეს.
თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ სახალხო დამცველი მეტისმეტად აქტიურად იყენებს მედიას, პოლიტიზებულია, ოპოზიციის გავლენის ქვეშაა მოქცეული...
მე მგონი, ოპოზიციის გავლენაზე საუბარი უკვე წარსულში დარჩა. უფრო ადრე იყო სხვა შეფასებები - თითქოს ხელისუფლების ერთი ჯგუფის შეკვეთას ვასრულებდით მეორის წინააღმდეგ. ამანაც ჩაიარა, ყველამ ნახა, რომ ეს ასე არ არის. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ზოგჯერ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ - ჩემი პოზიცააა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როცა მივიჩნიე, რომ 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაახიეს კონსტიტუცია და მათი უფლებები, სწორედ ამ სიტყვებით გამოვთქვი სათქმელი. თუ ამას პოლიტიკურ განცხადებად ჩამითვლიან, იყოს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
რაც შეეხება მედიის გამოყენებას, სახალხო დამცველი ერთადერთი თანამდებობაა, ვისაც კანონი პირდაპირ ავალებს მედიასთან აქტიურ ურთიერთობას და მეც ვემორჩილები კანონს. თანაც, ბოლოს და ბოლოს, ყოფილი ჟურნალისტი ვარ. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომას უკეთესი შედეგი მოაქვს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისთვის. თანაც, კანონი სამოქალაქო განათლებასაც გვავალდბულებს და მედიასთან აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო განათლების ნაწილიც არის. ხალხმა ის ხომ მაინც გაიგო, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართონ.
![]() |
3 ძალაუფლება ჭეშმარიტებასთან არ უნდა გაიგივდეს |
▲back to top |
rex et rectum
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სიტყვა „ვაცლავ ჰაველის სახელობის სამოქალაქო საზოგადოების სიმპოზიუმზე“
ქალბატონებო და ბატონებო,
თუ კომუნისტური ტიპის ტოტალიტარული სისტემის თანაარსებობა შესაძლებელია კერძო საკუთრებასა და, ზოგ შემთხვევაში, კერძო წარმოებასთანაც კი, გამორიცხულია ამგვარი სისტემის არსებობა განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება - ნამდვილი დემოკრატიის საფუძველი - ვერასოდეს შეეთვისება ტოტალიტარულ მმართველობას. სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ კომუნისტური რეჟიმის დამყარებას თან მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებაზე ყველაზე ძლიერი და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო იერიში.
სიტყვის თავისუფლება, რაც უმალ ჩაიხშო კომუნისტური სისტემის დამყარებისთანავე, ორმოცდაერთი წლის შემდეგ ასევე ერთ დღეში აღდგა. შესაძლებელი გახდა კომუნისტური პარტიის მმართველი როლის შესახებ კონსტიტუციაში არსებული დებულებების მყისიერად გაუქმება, სხვა პარტიების დაარსება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ საკმაოდ მოკლე დროში შევძელით ნაციონალიზებული ეკონომიკის დიდი ნაწილი კონკრეტული მფლობელებისათვის გადაგვეცა.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, აქ საქმე ბევრად უფრო რთულად გვაქვს. მის აღდგენას წლები დასჭირდება. მიზეზი ნათელია: სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურა საკმაოდ რთული, ძალიან სათუთი და ხანდახან ამოუცნობი ორგანიზმია, რომლის ჩამოყალიბებას ათწლეულები, ზოგჯერ კი საუკუნეები სჭირდება. ის იზრდება ბუნებრივი განვითარების შედეგად და ასახავს ადამიანის აზროვნებისა და ზნეობის ევოლუციას, საზოგადოების თვითშემეცნებისა და ცოდნის დონეს და სამოქალაქო ცნობიერებასა და თვითშეგნებას. წლების განმავლობაში არარსებული სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე შეუძლებელია. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთადერთი გზა მისთვის ხელსაყრელი გარემოს მოთმინებით შენება და საზოგადოების სულისკვეთების იმ მახასიათებლების გაძლიერებაა, რაც ხელს უწყობს მის წინსვლას.
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, თუ რას ვფიქრობ პოსტკომუნისტური გამოცდილების ფონზე სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ელემენტებსა და მის მნიშვნელობაზე.
უპირველეს ყოვლისა, რა არის სამოქალაქო საზოგადოება?
ზოგადად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის, როგორც საზოგადოება, სადაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი - მრავალი პარალელური, ურთიერთშემავსებელი გზით - საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მატერიალური დოვლათის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. მონაწილეობის ხარისხი, ხასიათი და ინსტიტუციური ფორმა ძირითადად დამოკიდებულია თავად მონაწილეებზე, მათ ინიციატივასა და წარმოსახვის უნარზე, თუმცა ეს, ბუნებრივია, გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს ემყარება. ამრიგად, ეს არის საზოგადოება, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდს და ჯგუფს აძლევს შემოქმედებით თავისუფლებას, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ უშუალოდ ამ შემოქმედებით უნარს ეფუძნება. ასეთ საზოგადოებაში სახელმწიფოსა და სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციები შემოიფარგლება იმით, რასაც სხვა ვერავინ გააკეთებს - ეს არის კანონმდებლობის შემუშავება, ეროვნული თავდაცვა და უშიშროება, მართლმსაჯულების აღსრულება და ა.შ.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება სამ ძირითად ბურჯს ეყრდნობა.
პირველი ბურჯია გაერთიანება, ამ სიტყვის ფართო გაგებით - ადამიანების თავისუფალი გაერთიანება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში: კლუბებში, სათემო ჯგუფებში, სამოქალაქო ინიციატივებში, ფონდებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ეკლესიებსა და პოლიტიკურ პარტიებში. ადამიანები ერთიანდებიან ამ ორგანიზაციებში ისეთი მიზნებით, რომელთა მიღწევა ჯგუფურად უფრო იოლია, ვიდრე ინდივიდუალურად. ორი არსებითი საკითხია, რომელთა გამოც ამ სახის გაერთიანებისთვის - რომელსაც საზოგადოების თვითსტრუქტურიზაციამდე მივყავართ - ამოსავალი წერტილია უშუალოდ ბიზნესთან ან მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული ინტერესებისგან განსხვავებული ინტერესები; და სახელმწიფო, როგორც მთელი საზოგადოების წარმომადგენელი, მხარს უჭერს ამგვარ გაერთიანებებს და გვთავაზობს მათი მოქმედებისთვის ხელსაყრელ პირობებს. სახელმწიფო ამას აკეთებს ორი მიზეზის გამო: პირველი - საზოგადოების სტაბილურობა, ჰარმონია და წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, აქვთ თუ არა მოქალაქეებსა და მათ დაჯგუფებებს სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესის (ისეთი ინტერესის, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული) დაკმაყოფილების საკმარისი საშუალება, და მეორე - იმიტომ, რომ ამ არასარფიანი საქმიანობის უმეტესი ნაწილი ემსახურება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათში მონაწილეობს, არამედ მოაქვს უფრო ფართო სარგებელი, რომლითაც ამა თუ იმ სახით ყველას შეუძლია ისარგებლოს.
სამოქალაქო საზოგადოების მეორე ბურჯია სახელმწიფო მართვის სისტემაში არსებული ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები ირჩევენ არა მხოლოდ ცენტრალური წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, არამედ თავიანთ წარმომადგენლებსაც მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ადგილობრივ თვითმმართველობაში, და რომ ეს - უფრო დაბალი დონის - წარმომადგენლობითი ორგანოები სათანადო უფლებამოსილებასა და საკუთარ ფინანსურ სახსრებს ფლობენ. ყველაფერი ის, რაც არ არის აუცილებელი გადაწყდეს ცენტრალური ხელისუფლების ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოების მიერ, უნდა გადაწყდეს ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების მიერ უფრო დაბალ დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი - და, ამავდროულად, მისი განვითარების ფორმა ან წინაპირობა - არის დეცენტრალიზებული სახელმწიფო.
რასაკვირველია, სახელმწიფოს კანონით განსაზღვრული სოციალური მოვალეობები აკისრია - შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვალეობები სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. ეს მოვალეობები მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ამ მოვალეობების შესრულებისა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ერთადერთი უნდა იყოს, ვინც მათ განახორციელებს.
სახელმწიფო, ჩვეულებრივ, არც კარგი ექიმია და არც კარგი მასწავლებელი. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების მესამე ბურჯს უნდა წარმოადგენდეს სხვა ორგანიზაციებისათვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ზოგიერთი ფუნქციის გადაცემის მოქნილი სისტემა, რასაც თან უნდა ახლდეს ამ ორგანიზაციების კონტროლისა და მხარდაჭერის ასეთივე მოქნილი სისტემა. სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები და მსგავსი დაწესებულებები - თუკი ისინი კომერციული კომპანიების სახით არ მოქმედებენ - არ უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფოს ისეთ ნაწილს, როგორიც ჯარი და პოლიციაა. მათ უნდა ჰქონდეთ სტატუსი არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს, უბრალოდ, გარკვეული უფლებები აქვს და, ასევე, გარკვეული მოვალეობები აკისრია.
სამოქალაქო საზოგადოების სამივე ბურჯი - ადამიანების გაერთიანება სხვადასხვა ორგანიზაციებში, სახელმწიფოს დეცენტრალიზაცია და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის საკუთარი ფუნქციებიდან ზოგიერთის გადაცემა - არის ის სამი ძირითადი მიზანი, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის პროცესში.
ძვირფასო მეგობრებო,
ყოველივე ეს თქვენთვის ალბათ ისედაც ცხადია, შეიძლება გიკვირთ კიდეც, რატომ ვლაპარაკობ ამდენს ასეთ ბანალურ თემებზე.
დიახ, მე ვიცი, რომ ამერიკაში - ქვეყანაში, სადაც ალბათ მსოფლიოში ყველაზე უფრო განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა - შეიძლება გასაკვირი იყოს, თუ რა საჭიროა ლაპარაკი იმაზე, რაც თავისთავად ცხადია.
აქ და ამ მომენტში ამ თემებზე მსჯელობა ერთ მიზანს ემსახურება: მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამერიკა მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული როლის შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ სხვა ერების პრობლემებს გაიგებს. ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, ისევე, როგორც სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ მიზნის მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.
აღარ გავიმეორებ, რომ ეს ძალიან რთული პროცესია - არა მარტო ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც უკვე აღვნიშნე, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან გულგრილია სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის იდეის მიმართ, ან ეწინააღმდეგება კიდეც მას. როგორც კი იგდებენ ხელში ძალაუფლებას, მაშინვე ითავისებენ სახელმწიფოს ზოგად სურვილს, არაფერი დათმოს იქიდან, რაც მოუპოვებია. პარადოქსია, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი დემოკრატი თუ ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი იცავს სახელმწიფოს გადამეტებულ ძალაუფლებას, რაც კომუნისტური ეპოქის გადმონაშთია.
სწორედ ამიტომ არის, რომ ჩემს ქვეყანაში ბევრი სკოლა, საავადმყოფო, კულტურული დაწესებულება და სხვა ორგანიზაციები ჯერ კიდევ იმართება ცენტრალიზებული მმართველობის მოძველებული, ხშირად აბსურდული და ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანი წესებით, თუმცა მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ გამხდარიყვნენ თანამედროვე არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფო ან შორიდან ადევნებდა თვალს, ან გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით მხარს დაუჭერდა.
სწორედ ამიტომ არის, რომ დებატები სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის შესახებ უკვე ცხრა წელია უშედეგოდ მიმდინარეობს; არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ სურს გადასცეს უფლებამოსილება რეგიონებს ან მუნიციპალიტეტებს. ამის გამოა, რომ - გარდამავალი ეკონომიკის საჭიროებებიდან გამომდინარე - ჩემს ქვეყანაში გადასახადები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია: სახელმწიფოს რეალურად უწევს ათასი ისეთი ხარჯის გაწევა, რაც არ დასჭირდებოდა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობის პირობებში, რადგან მოქალაქეები თავად გადაიხდიდნენ ამ ხარჯებს.
კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო იდეოლოგიასთან. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს იდეოლოგიური გამართლება უპოვოს საკუთარ სურვილს, არ დაუშვას სახელმწიფო ძალაუფლების შემცირება, ისინი, ჩვეულებრივ, ასეთ რამეს ამბობენ: „ხალხმა ჩვენ აგვირჩია; მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ გვემართა სახელმწიფო. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი იერიშია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე. რესურსების სოციალური გადანაწილება სახელმწიფოს მოვალეობაა და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკისროს სხვებს. პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბების და მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა, რაც პოლიტიკურად ცენტრიდან არ კონტროლდება, საპარლამენტო დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია.“ სამოქალაქო საზოგადოებისადმი რწმენა ჩეხეთში ბევრი ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ითვლება მემარცხენეობად, ანარქიად; ზოგი მას ფაშიზმის წინამორბედადაც მოიხსენიებს.
რა თქმა უნდა, ეს უაზრობაა: სამოქალაქო საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნე, სინამდვილეში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ერთადერთი მყარი საფუძველია. პოლიტიკური პარტიები და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტები სრულყოფილად მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ, როცა განვითარებულ და პლურალისტურ სამოქალაქო გარემოში ეძებენ ძალასა და შთაგონებას და მზად არიან მიიღონ ჯანსაღი კრიტიკა ამავე გარემოდან. ეს არ ისახავს მიზნად პარლამენტის, მთავრობის ან პოლიტიკური პარტიების გარიყვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ან მათ შეცდენას. პირიქით: ძირითადი მიზანია ამ ინსტიტუტებს ხელი შეეწყოთ ისე მუშაობაში, რომ გაამართლონ თავიანთი არსებობა, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის კულმინაციას. ცოცხალი, მრავალფეროვანი სტრუქტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების გარეშე სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური პარტიები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტები კვდებიან, აკლიათ ახალი სისხლი, კარგავენ მამოძრავებელ და შემოქმედებით ძალას და გადაიქცევიან პოლიტიკური პროფესიონალების დახურულ უუნარო ჯგუფებად, რომლებიც ძირითადად არავითარ საზრდოს არ ღებულობენ გარედან.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მტკიცება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება არის შეტევა არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ არ სურთ გაუნაწილონ ძალაუფლება სხვებს. ეს იგივეა, რომ პარტიებმა გვითხრან: „ქვეყნის მართვა ჩვენი საქმეა, თქვენი კი - ჩვენს შორის არჩევანის გაკეთება და სხვა არაფერი.“
ღირს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების აღდგენისათვის ბრძოლა, მიუხედავად მის მიმართ მტრული დამოკიდებულებისა? რა არის მისი უპირატესობა და რა არის ის, რაც მის უმთავრეს აზრს წარმოადგენს?
ნება მომეცით, განვიხილო რამდენიმე ძირითადი ფაქტი.
პირველი: სამოქალაქო საზოგადოება წარმოშობს ჭეშმარიტ პლურალიზმს, ხოლო პლურალიზმი, ბადებს რა კონკურენციას, ქმნის ხარისხს. ამ მხრივ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკას შორის მსგავსებაა. რაც უფრო მრავალფეროვანი და დამოუკიდებელია ფართო მასებიდან წამოსული, ყველა სფეროში მოქმედი ინიციატივები, მით უფრო დიდია შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს ამ ინიციატივებს შორის საუკეთესო. მინდობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა თუ ცენტრალური პოლიტიკური ორგანოების უნარზე, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უკეთესი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ნიშნავს, რომ ძალაუფლება და ჭეშმარიტება გააიგივო ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა შედეგი მოჰყვება მსგავს დამოკიდებულებას. ეს რეგრესია. ვინც ანი თქვა, აუცილებლად უნდა თქვას ბანიც. თუ თავისუფლება გვინდა, არსებობის უფლება უნდა მივცეთ იმასაც, რაც მისი ბუნებრივი პროდუქტია, მისი გამოხატულება და მისი რეალური ხორცშესხმაა - ანუ არსებობის უფლება უნდა მივცეთ სამოქალაქო საზოგადოებას.
მეორე აშკარა ფაქტი, დაკავშირებული პირველთან, არის ის, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი და წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარია შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ეს გასაგებიც არის. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ძალაუფლების შიგნით მომხდარი ცვლილებების ზემოქმედებისგან.
შედარებით დაბალ დონეებზე ის ისრუტავს ასეთი ცვლილებების შედეგებს, გადაამუშავებს მათ და აწესრიგებს კიდეც. ამ გზით ის ამსუბუქებს პოლიტიკურ ცვლილებებს ან იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები არ იყოს საბედისწერო. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არ უნდა აღიქმებოდეს ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს მიწასთან ასწორებს. მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, პოლიტიკურ ცენტრში აღმოცენებული ყველა პრობლემა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები აღწევს ხელისუფლებამდე და ამიტომ მას (ხელისუფლებას) ისეთი საკითხების გადაწყვეტა უხდება, რომელთა მოგვარება სხვა შემთხვევაში არ მოუწევდა - და ეს იმ პრობლემების მოგვარების ხარჯზე ხდება, რომლებიც სწორედ რომ ხელისუფლების გადასაჭრელია, ვინაიდან ის არის მათზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება არა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, არამედ ავტორიტარული ძალების აღზევებისგანაც გვაზღვევს - ეს ძალები ყოველთვის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც საზოგადოებაში რაიმე ძვრები ხდება ან საზოგადოება თავს დაუცველად გრძნობს. რაც უფრო მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მით უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნება ასეთ ძალებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარონ. კომუნისტებმა შესანიშნავად იცოდნენ, თუ რატომ უნდა ეკონტროლებინათ მეფუტკრეთა თითოეული ასოციაცია და რატომ უნდა მოეხდინათ მისით მანიპულირება.
მესამე: არა მგონია, ადამიანი მაინცდამაინც კარგი ეკონომისტი ან მათემატიკოსი უნდა იყოს, რომ მიხვდეს, რამდენს იხდის სამოქალაქო საზოგადოება. როდესაც ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, მეტი თანხა უნდა შეგროვდეს გადასახადებიდან; მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ თანხისა იკარგება ზემოთ და ქვემოთ მოძრაობისას - იგი გადარიცხვებზე იხარჯება. სისტემაში, რომელიც საგადასახადო შეღავათებს უშვებს, საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები უკეთ ფინანსდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში დაფინანსდებოდნენ, ეს თანხები გადასახადების სახით რომ გროვდებოდეს. გარდა ამისა, მოკლე და პირდაპირი კავშირი ფულის გადამხდელსა და იმ მიზანს შორის, რომელსაც ის აფინანსებს, საშუალებას აძლევს დამფინანსებელს უკეთესად გაიგოს როგორ იხარჯება ფული; ეს ცუდი მენეჯმენტის რისკის შემცირების კარგი საშუალებაა. აღარაფერს ვამბობ პლურალიზმის ფასდაუდებელ ეკონომიკურ ღირებულებაზე, რაც ძლიერდება გადანაწილების სისტემის დეცენტრალიზაციით. კიდევ იმას დავამატებდი, რომ კონკრეტული დონორი უკეთ ერკვევა საზოგადოების საჭიროებებში, რომლებიც დონორის ინტერესთა სფეროშია, ვიდრე საუკეთესო საჯარო მოხელე ნებისმიერ სამინისტროში.
მეოთხე: და მაინც, სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ასპექტი სხვა რამეა; ეს ის ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოახდინოს საკუთარი თავის - ანუ სახეობისა, რომელსაც zoon politicon, ანუ სოციალური ცხოველი, ეწოდება - ნამდვილი და სრული რეალიზაცია. ადამიანები არ არიან მხოლოდ მწარმოებლები, მოგების მომხვეჭელნი ან მომხმარებლები. ისინი ასევე არიან (და ეს, შესაძლოა, მათი ყველაზე სიღრმისეული მახასიათებელია) არსებები, რომელთაც სხვებთან ყოფნის სურვილი აქვთ, ეძებენ თანაარსებობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას, სურთ მონაწილეობა მიიღონ ცალკეული ჯგუფისა თუ საზოგადოების ცხოვრებაში და ზემოქმედება მოახდინონ იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება. თავისი არსიდან გამომდინარე ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ არ იყოს გულგრილი სხვებისა და საზოგადოების მიმართ. ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ მათი საქმიანობა ფასდებოდეს. კაცობრიობა სინდისის, სხვებისადმი სიყვარულის მორალურ კოდექსს წარმოადგენს. სამოქალაქო საზოგადოება არის ერთ-ერთი ფორმა, რომელშიც მთლიანად უნდა გამოვლინდეს ჩვენი ადამიანური ბუნება, მისი ყველაზე სათუთი ელემენტები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამოქალაქო საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არის მსოფლიოსადმი ადამიანის პასუხისმგებლობის განხორციელების შესაძლებლობებიდან ერთ-ერთი.
არა მგონია, აუცილებელი იყოს იმის აღნიშვნა, თუ რამდენად საჭიროა დღევანდელ მსოფლიოში, რომელსაც ესოდენ ბევრი საფრთხე ემუქრება, ამგვარი შესაძლებლობის გაფრთხილება და ხელშეწყობა.
საბოლოოდ ამას მივყავარ საკითხამდე, რომელიც ალბათ თანაბრად ეხება როგორც ჩემს თანამოქალაქეებს, ისე თქვენ. დღევანდელ მსოფლიოში - თავისი გლობალური, მატერიალისტური და საკუთარი თავისთვის საფრთხის მატარებელი ცივილიზაციით - ერთ-ერთი საშუალება სულ უფრო მზარდ საშიშროებასთან საბრძოლველად არის უნივერსალური სამოქალაქო საზოგადოების მეთოდური შენება. ჩემი აზრით, მომავალი საუკუნის სახელმწიფომ - სწრაფად მზარდი კაცობრიობის არსებითი ინტერებიდან გამომდინარე - ეროვნული ამბიციების მისტიკური განსახიერებიდან და კერპიდან საკუთარი თავი სამოქალაქო მართვის ერთეულად უნდა გარდაქმნას; მან უნდა აღიაროს, რომ აუცილებელია ძალაუფლების საკმაოდ დიდი ნაწილის გადაცემა ან ქვედა დონეებისათვის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზმებისათვის, ან მასზე მაღალი დონეებისთვის - ანუ ტრანსნაციონალური თუ გლობალური - და, შესაბამისად, ნამდვილად სამოქალაქო - გაერთიანებებისა და ორგანიზაციებისათვის.
მე ნამდვილად არა ვარ პატრიოტიზმის წინააღმდეგი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც ჩვენი ოჯახი, სოფელი თუ ქალაქი, ჩვენი პროფესია, პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ და რომელზეც ჩვენი სამშობლოა. მე მხოლოდ ნაციონალიზმის - ნაციონალური კუთვნილების ყველაფერზე ზემოთ ბრმად დაყენების - წინააღმდეგი ვარ.
მე არც რომელიმე რელიგიის, კულტურის ან ცივილიზიციის ცალკეული ტრადიციების წინააღმდეგი ვარ. ჩემთვის მიუღებელია ყველა სახის ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი, რომელიც, ისევ და ისევ, გარკვეულ ადამიანებს სხვებზე მაღლა აყენებს.
ვფიქრობ, რომ ყველაზე თავისუფალი წყობა - ანუ ის, რომელიც საუკეთესო საშუალებას აძლევს ადამიანის ყველა სახის თვითგამოხატვას განვითარდნენ ერთმანეთის გვერდით - არის წყობა, რომელიც ემყარება სამოქალაქო პრინციპს, წყობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა მოქალაქეობისა და ურთიერთპატივისცემისა.
ასეთი სამოქალაქო წყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება არის ის, რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებთ.
წარმატებას გისურვებთ ამ თემაზე დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიუკერძოებლად ფიქრობს ამ საკითხზე, გზას გვიკაფავს უკეთესი მომავლისაკენ.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
![]() |
4 საქართველოს პოლიტიკური განვითარების შესაძლო მომავალი |
▲back to top |
მრგვალი მაგიდა
დღევანდელი შეხვედრა ტოლერანტობის ცენტრის „მრგვალი მაგიდების“ ტრადიციული სერიის ნაწილია და მიძღვნილია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისადმი. რა მიზეზებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მოხდა და რა პერსპექტივები თუ საფრთხეები იშლება ქვეყნის წინაშე? ძირითადი კითხვა, რომლის დასმაც გვსურს, ესაა: საით წავა საქართველოს პოლიტიკური განვითარების გზა? დისკუსიაში მონაწილეობენ პოლიტოლოგები: მალხაზ სალდაძე, შალვა ფიჩხაძე, დავით აფრასიძე და ჟურნალისტი ია ანთაძე.
მალხაზ სალდაძე: ნოემბრის ეს პირველი ათეული დღე ყოველი ჩვენგანისთვის მძიმე და ემოციურად საკმაოდ დატვირთული იყო. ჩემთვის პირადად რთულია ობიექტურად მსჯელობა. შესაძლოა ზედმეტად კრიტიკულიც ვიყო ზოგიერთ საკითხთან მიმართებით. ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის და შემდეგ უკვე როგორც ექსპერტის, მომხდარის მიმართ ალბათ ვერ იქნება დაბალანსებული, ვინაიდან ნოემბერში განვითარებული მოვლენები ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. ჩემი რწმენა, რომ საქართველო მიდის მყარი დემოკრატიული განვითარების გზით, შეირყა. უპრიანი იქნება მსჯელობა დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოვედით ამ სიტუაციამდე. რა მოხდა საზოგადოებაში, რა გზით მიდიოდა სახელმწიფოს განვითარება, რომ შესაძლებელი გახდა ასეთი ღრმა კრიზისის ასე უეცრად, მგონი, ყველა ექსპერტისთვის მოულოდნელად, ჩამოყალიბება?
შალვა ფიჩხაძე: ჩემთვის საქმის ასე განვითარება სრულიადაც არ იყო მოულოდნელი, ვფიქრობ, არც ბევრი სხვა ექსპერტისთვის. ჩემი აზრით, სახელისუფლებო წრეებში არსებობს კონცეფცია, თუ შეიძლება ამას კონცეფცია ეწოდოს, როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო და როგორ უნდა მიაღწიო მის ფორმირებას. წინაპირობა იმისა, რომ კრიზისი შეიქმნებოდა, უკვე არსებობდა. შესაძლოა უხეშად და პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ვხედავდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არსებობდა „რომანტიკული“ იდეები ახალი საქართველოს აშენების, ახალი ქართველის შექმნისა; ის, რაც აქამდე იყო, მათი რწმენით, არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ამ იდეების მქონე ადამიანებმა მიიღეს ხალხის ნდობის მანდატი, უზომო მხარდაჭერა, და ჩათვალეს, რომ მათ აქვთ უფლება, ხორცი შეასხან საქართველოს მათეულ იდეალს. აქედან მომდინარეობს მუდმივი შედარებები დავით აღმაშენებელთან. ამ დიადი მიზნებით მართლდებოდა უამრავი დარღვევა, გადახვევა ხელისუფლებაში მოსვლამდე დეკლარირებული პრინციპებიდან, რომლებიც, ყველას კარგად გვახსოვს, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს ეფუძნებოდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში ბევრი ფიქრობს, რომ ხალხი ჭკუამოკლე და უმეხსიერებო მასაა და არ ახსოვს ის, რასაც მას დაჰპირდნენ, და რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერს გადაყლაპავს. ამით მართლდებოდა ასევე ის ავტორიტარული თუ ავტორიტარულს მიმსგავსებული მეთოდები, რომლითაც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა, ხორციელდებოდა, სამწუხაროდ, იმის იმედით, რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური რესურსი გვაქვს, იმდენად საჭირო ვართ, შეგვიძლია დასავლეთის დუმილის ფონზე ყველაფერი გავაკეთოთ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით ბოლო დღეებში ვხედავ ტენდენციას, სამწუხარო ტენდენციას, დასავლეთის მხრიდან, ტენდენციას კითხვის ნიშნის დასმისას არა ჩვენი ხელისუფლების, არამედ საერთოდ ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე ვკითხულობ ძალიან გავლენიან გაზეთებში „ნიუ იორკ ტაიმსში“, „ინტერნეშენელ ჰერალდ ტრიბიუნში“ თუ „უოშინგტონ პოსტში“ სტატიებს, სადაც სვამენ კითხვას: ღირს კი ეს ქვეყანა იმდენად, რომ მასში ამოდენა ფინანსური, პოლიტიკური და მორალური კაპიტალი ჩაიდოს? ასე რომ, ჩემი აზრით, ეს მოულოდნელი არ იყო, და არც ის იყო მოულოდნელი, თუ რა მეთოდებით განიმუხტა ეს კრიზისი, იმიტომ, რომ „რომანტიკული“ იდეებით შეიარაღებული ადამიანები მზად არიან თავის იდეებს ანაცვალონ ყველაფერი, საკუთარი თავის ჩათვლით, სხვათა შორის.
მალხაზ სალდაძე
დავით აფრასიძე: ბატონ შალვას დავეთანხმები ზოგად შეფასებებში, რომ მართლაც ასეა. მეოცე საუკუნემ გვაჩვენა, რომ „რომანტიკული“ იდეების მქონე პოლიტიკოსები მეტ საფრთხეს ქმნიან, ვიდრე პრაგმატული იდეების მქონენი. ბისმარკმა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ მეოცე საუკუნეში იდეების გამო მრავალი მილიონი დაიღუპა. ვეთანხმები იმაშიც, რომ, ცხადია, არსებობს გარკვეული ხედვები და წარმოდგენები, რომლებიც დაშორებულია დღევანდელ რეალობას. თუმცა ამავდროულად არ მგონია ვინმე ეწინააღმდეგებოდეს იმ აზრს, რომ ბევრი რამ არსებულ რეალობაში და მათ შორის ჩვენს საზოგადოებაშიც შესაცვლელია. ლოგიკურია, რომ იმ წარსულიდან, საიდანაც მოვდივართ, ვერ გადმოგვყებოდა ის საზოგადოებრივი სტრუქტურა, პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკა, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური ერთობისთვის, რომელსაც სურს იყოს თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ვფიქრობ, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკურ ელიტას ქვეყნის თავისებური, თუნდაც რომანტიკული იდეალი აქვს, არამედ ის, რომ რეფორმების ტემპი (ეს რეფორმები აუცილებლად გასატარებელი იყო და ნებისმიერ ხელისუფლებას მოუწევდა მათი განხორციელება) ძალიან სწრაფია. სწორედ ამ სისწრაფის შედეგია ის, რომ ხელისუფლება ყოველთვის ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი რეალობის გათვალისწინებას, და ამის შედეგია მთელი ის ხარვეზები, რომლებიც პროცედურულ და სამართლებრივ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამიტომ ბატონ შალვას ვერ დავეთანხმები იმაში, რომ საკითხი, მარტივად რომ ვთქვათ, შორეულ იდეალებთან ლაციცში გამოიხატება, ხელისუფლებას საკმაოდ პრაგმატული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. სამწუხაროდ, მოხდა იმ აზრთან შეგუება, რომ სისწრაფეში შეიძლება პატარ-პატარა ხარვეზები დავუშვათ და ეს ხარვეზები აღმოჩნდა ძალიან ბევრი, და ხანდახან აღმოჩნდა ადამიანის სიცოცხლესთანაც დაკავშირებული. თუ ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება ეს კრიზისი გარკვეულწილად პროგნოზირებადიც ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ კრიზისი, რომელშიც ახლა აღმოვჩნდით არის ერთი დღის შეცდომების შედეგი, ესაა შვიდი ნოემბრის მოვლენების გაგრძელება. ხელისუფლება მიზანშეწონილად აცხადებს იმ ზომებს, რომლებსაც მიმართა, და იმედი მაქვს ამ დისკუსიის გამოქვეყნების მომენტისთვის ხელისუფლება მეტ არგუმენტს წარმოგვიდგენს და მეტ სინათლეს შეიტანს თავის ქმედებათა მართებულობის დასაბუთებაში, სხვაგვარად, მალხაზს დავეთანხმები, რთულია ობიექტურად იმსჯელო, ვინაიდან ჩვენს შეფასებებში დღეისთვის ემოცია ჭარბობს. ბატონ შალვას ვეთანხმები, რომ შვიდი ნოემბრის შედეგად მართლაც კითხვის ნიშანია დასმული ქვეყნის მიმართ, ამიტომ ის იმედები, რაც ხუთი იანვრის არჩევნებს უკავშირდება, მაქსიმალურად უნდა გავამართლოთ. მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის ზოგადად. თუ შვიდი ნოემბრის თემას დავუბრუნდებით, მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ თავის შეცდომებზე პასუხი უკვე აგო არჩევნების გადმოწევით. შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ ტაქტიკური სვლა იყო ეს თუ სხვა რამ, მაგრამ ერთი ცხადია: ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მით უმეტეს ნათელია ხელისუფლების სურვილი - არ დაკარგოს დასავლეთის მხარდაჭერა. რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთის როლი დემოკრატიული განვითარების შენარჩუნებისთვის, შორს რომ არ წავიდეთ, ალბანეთის არცთუ დიდი ხნის წინანდელი მოვლენებიდან ჩანს. ალბანეთის ლიდერი საიდ ბერიშა გამალებით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ტანკები და არმია დაუპირისპირა თავის საზოგადოებას და სამოქალაქო ომის პირას მიიყვანა ქვეყანა, მაგრამ ბოლოს, ევროკავშირის ჩარევის შემდეგ, იძულებული გახდა 1998 წლის თებერვალში დაენიშნა არჩევნები და წააგო იგი. გვიან, მაგრამ მაინც დროულად, ალბანეთის მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი შეცდომები გამოასწორა, და მისთვის ეს არ იყო ყველაფრის დათმობა - დღეისთვის ეს ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. ამით ალბანეთმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური პოზიციის დათმობა არ ნიშნავს მარცხს და დამთმობი გუნდის პოლიტიკიდან წასვლას. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც შვიდი ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ გადადგა, მიუთითებს არა იმდენად ყრუ იდეალიზმზე, არამედ პრაგმატიზმზე, და წარმოაჩენს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს თავის პოლიტიკურ შეცდომებზე. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, იმედი მაქვს, ისიც ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას თავის ნაბიჯებზე. დღეს, მაგალითად, გავეცანი ეროვნული საბჭოს განცხადებას, სადაც საბჭოს წევრები არანაირ პასუხისმგებლობას ამ პროცესებზე არ კისრულობენ, ასეთი მოტივით: „აბა ჩვენ რა დავაშავეთ?!“. პასუხისმგებლობის აღება, ცხადია, არ ნიშნავს იმის გარკვევას, ვინ რა დოზითაა დამნაშავე, პასუხისმგებლობა ნიშნავს საღად შეაფასო რა შედეგები გამოიღო მიმდინარე მოვლენებმა, რომლებშიც ორივე მხარე მონაწილეობდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სრული პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის ნიშნები იჩენს თავს. მაგალითად, სხვა ოპოზიციური პარტიები, მემარჯვენეები თუ მრეწველები, მართალია აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მაგრამ პარტიული პოზიციის მიღმა თავისი მყარი პოზიცია გააჩნიათ ქვეყნის საერთო ინტერესებთან მიმართებაში.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროცესებში გარკვეულ დადებით მხარეებსაც, შანსებსაც ვხედავ. ცხადია, როდესაც კრიზისული ვითარებაა, იქ საფრთხეების გარდა რაღაც პერსპექტივებიც იკვეთება.
ია ანთაძე: შევეცდები ჩემი თვალსაზრისი მოგაწოდოთ, თუ როგორ და რატომ აღმოვჩნდით ამ კრიზისის წინაშე, და ასევე შევეცდები იმ შესაძლებლობების წარმოჩენას, რომლებიც, ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური განვითარების გზაზე დღევანდელი თვალსაწიერიდან იკვეთება.
პოლიტიკური პროცესები, ვფიქრობ, 2003 წლის შემდეგ ასე განვითარდა: მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო სახალხო ნდობა მიიღო. მათ ჰქონდათ ორი პერსპექტივა, რომელთაგან ერთი უნდა აერჩიათ. მოდით, ამ ორ ალტერნატივას პირობითად დავარქვათ ცენტრისკენული პოლიტიკა და ცენტრიდანული პოლიტიკა. ერთ შემთხვევაში მათ უნდა ეთქვათ: „მოდით დავიწყოთ ქვეყნის გარდაქმნა და მისი ნამდვილ დემოკრატიულ კალაპოტში ჩაყენება იმით, რომ შევქმნათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები: წარმომადგენლობითი პარლამენტი, ძლიერი სასამართლო, ძლიერი თვითმმართველობა, მედიისთვის თანაბარი პირობები უზრუნველვყოთ და ა.შ.“, ხოლო ის ძალაუფლება, რაც იყო ცენტრში, უნდა გადანაწილებულიყო სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტზე. შესაძლოა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ყოფილიყო უფრო ნელი, მაგრამ აშკარად გვექნებოდა მეტი დიალოგი და კონსენსუსთან მიახლოებული დემოკრატია. მეორე გზა იყო ცენტრისკენული პოლიტიკის გზა, როდესაც ხელისუფლებას შეეძლო ეთქვა: „სასწრაფოდ გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამისთვის საჭიროა ძალაუფლების კონცენტრაცია აღმასრულებელ ვერტიკალზე, რაც უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგვცემს, და მხოლოდ ამ მიზნების მიღწევის შემდეგ დავიწყოთ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე ზრუნვა“. არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდა და შესაძლოა ამიტომაც იყო, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ ლექსიკონში აქცენტი კეთდებოდა იდეებზე და ყველაზე ხშირად იხმარებოდა სიტყვები, რომლებიც ამ ცენტრისკენული გზის მობილიზაციურ მუხტს აძლიერებდა. აი, მაგალითად, პრეზიდენტი ხშირად ამბობდა: „ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება“, „ჩვენ გავათავისუფლეთ აჭარა“, „ჩვენ თავისუფლების მოედანზე დავდგით თავისუფლების ქანდაკება“ და ა.შ. ეს ყოველთვის იყო აქცენტირებული, და სწორედ აი ამ ჩვენთვის ყველასთვის სასურველი თავისუფლების მოსაპოვებლად ხელისუფლებამ არჩია ეს მეორე ალტერნატივა, ცენტრისკენული პოლიტიკის გზა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დასუსტდა; თანაც ეს მოწოდებული იყო როგორც სახელმწიფოს გაძლიერების ნიშანი. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია სწორედ იმას, რომ ის, რისთვისაც უნდა შევგუებოდით ძალაუფლების თავმოყრას ცენტრში და დემოკრატიის დასუსტებას, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დარჩა მიუღწეველ მიზნად. ამიტომ, თუ ასე გავყვებით, შესაძლებელია ჩვენ კრიზისამდე მიგვიყვანა იმანაც, რომ საზოგადოება აცნობიერებდა, რომ ის, რისთვისაც ამართლებდნენ ამ რეფორმებს, მართვის ამგვარი სტილს, მიუღწეველი დარჩა, ამ გზაზე არ იყო არანაირი შედეგი. და ცხადია, როდესაც ბევრისთვის დისკომფორტულია ეს გზა და როდესაც შედეგიც არ ჩანს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მსგავსი სისტემის მისაღებლობა. თუმცა, მე ვეთანხმები დათოს, რომ ვხედავ ახალ შანსებს დღევანდელ მდგომარეობაში, და ვხედავ ახალ საფრთხეებსაც.
დავით აფრასიძე: თუ შეიძლება, დავაკონკრეტებ რა შანსები და რა საფრთხეები მქონდა მხედველობაში. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არის. რეალურად ქვეყნის იმიჯი შერყეულია, ნატოში ინტეგრაციის საკითხი, ცხადია, არ იყო ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი, მაგრამ ბუქარესტის სამიტი იმედს გვისახავდა. დღეს ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და თუ არჩევნები მართლაც დემოკრატიულ ვითარებაში არ ჩატარდა, თუ მონაცემები გაყალბდა, მაშინ დასავლეთი, ცხადია, ჩათვლის, რომ დასტურდება თეორია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია დემოკრატიის განვითარება მხოლოდ გარედან დახმარების საფუძველზე, თუ საზოგადოების შიგნით არ არსებობს შესაბამისი პირობები და რესურსები. გაიხსენეთ ლათინური ამერიკა, აფრიკის თუ აზიის ქვეყნები. ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა იტყვის: „შეეშვით ამ ქვეყანას, ოდესმე ის თავისით მომწიფდება“. ეს არის ცუდი პერსპექტივა.
შანსებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ კრიზისი, რომელიც იმის გამო შეიქმნა, რომ ამ პოლიტიკურმა სისტემამ ვერ გადაჭრა რაღაც პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შესაძლებელია დაძლეულ იქნას. გია ნოდიამ თქვა და ვეთანხმები ამ აზრს, სისტემას, როგორც კომპიუტერს საშუალება მიეცა „გადაიტვირთოს“, ხელახლა შეუდგეს იმ ოპერაციების შესრულებას, რაზეც მას რესურსი ან შესაძლებლობები არ ეყო. არჩევნები იძლევა მსგავსი „გადატვირთვის“ საშუალებას, ოღონდ არჩევნები მართლა ისეთ პირობებში ჩატარებული, რომლებიც წარმოაჩენს ხელისუფლების და საზოგადოების მზაობას დემოკრატიისთვის. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას შეეძლება დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცოს, რომ მოახერხა დემოკრატიული განვითარების გზაზე დარჩენა.
შალვა ფიჩხაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება მზადაა დემოკრატიისთვის. შეიძლება ტრაგედია იყოს, თუკი დასავლეთი, უხეშად რომ ვთქვათ, თავს მიანებებს და ბედის ანაბარა, ან უფრო სწორად - რუსეთის პირისპირ დატოვებს ამ ქვეყანას. შეიძლება ვუხვევ იმ ხაზს, რისი განვითარებაც თქვენ გნებავდათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ იმაში, რაც მოხდა სერიოზული წვლილი მიუძღვის იმავე დასავლეთს. როდესაც 2003 წლის ნოემბრის შემდეგ იყო შანსი, რომ ამ ქვეყანაში მართლაც დასავლეთის დახმარებით თუ მისი პოზიტიური ჩარევით ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიული მმართველობის სისტემა, სრულიად სხვა რამ მოხდა, - დასავლეთმა დაიწყო გუნდის გაძლიერება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის გაძლიერების ნაცვლად. და ამის შედეგს ვიმკით დღეს. აქედან მომდინარეობს კონტროლის მექანიზმების არარსებობა, ხელისუფლების ერთი შტოს პრევალირება დანარჩენებზე და უამრავი სხვა სტრუქტურული პრობლემა. ჩემი აზრით, იმავე დასავლეთის მხრიდან არ იქნებდა პატიოსანი მიდგომა, თუ ის თავისი შეცდომებით გამოწვეულ კრიზისს გადააბრალებდა საზოგადოებას და ხელს აიღებდა საქართველოზე. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ შემთხვევაში ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს და უპატიოსნოდ მომექცნენ. ახლა მაინცაა შანსი იმისა, რომ მიდგომა შეიცვალოს. შვიდი ნოემბერი დასავლეთისთვისაც უნდა გახდეს ცივი შხაპის ეფექტის მქონე, და მან უნდა დაიწყოს ზრუნვა იმ დემოკრატიული რესურსის რეალიზებისთვის, რაც საზოგადოებაში არსებობს. დასავლელმა პარტნიორებმა ამას ხელი უნდა შეუწყონ, ჩაურევლობა არ იქნება დახმარება, პირიქით - უნდა ჩაერიონ და ამ რესურსს გასაქანი მისცენ. დასავლური მხარდაჭერით ადგილობრივი რესურსის საფუძველზე საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.
ია ანთაძე: ერთ რამეში ვერ დავეთანხმები ბატონ შალვას. ვიდრე სხვის ღალატზე ვიტყოდე რამეს, მანამდე მე, როგორც მოქალაქემ, ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩემს თავზე და მერე ვიმსჯელო სხვას რა „დანაშაული“ მიუძღვის ჩემს უბედურებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შვიდი ნოემბრის შემდეგ თუ ხელისუფლებამ თავის თავზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღო და არჩევნები დანიშნა 2008 წლის ხუთ იანვარს, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიული დასავლეთიდან აკვირდებიან. ვერ შევძლებ ერთმანეთისგან გავმიჯნო, როგორაა წარმოდგენილი ამაში ქვეყნის პრეზიდენტის და მისი გუნდის თუ დასავლელი პარტნიორების წილი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დასავლეთს აქვს ზემოქმედების ბერკეტები და იგი მათ იყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზემოქმედებას რჩევების სახე ჰქონდა.
გამოდის, რომ დასავლეთი ამბობს: „დიახ, თქვენ შეცდომები დაუშვით, მაგრამ ახლა გეძლევათ შანსი ყველას დაანახოთ, რომ შეგიძლიათ ამ კრიტიკული სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ“. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად, თუმცა აქვე დაისმის კითხვა: ვინ უზრუნველყოფს ამას? თუ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ვერ შევძელით ამის უზრუნველყოფა, ჩვენი წარუმატებლობის გადაბრალება კიდევ ვიღაცისთვის არ იქნება სწორი. ჯერჯერობით პროცესები იქით მიდის, რომ პარლამენტი მზადაა მიიღოს ის ცვლილებები, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ჩვენ, როგორც საზოგადოება, მოვალენი ვართ ბოლოს და ბოლოს ვთქვათ: ერთი მხრივ, ეს არის ახალგაზრდა, ენერგიული ხელისუფლება, რომელმაც, მართალია, დაუშვა შეცდომები, მაგრამ გაატარა საჭირო რეფორმები, და მას ჩვენ კიდევ ვაძლევთ შანსს დაწყებული საქმე რაღაც ეტაპამდე მიიყვანოს; და, მეორე მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დიახ, ეს არის ახალგაზრდა ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო საჭირო ცვლილებები, მაგრამ დაუშვა ისეთი პრინციპული შეცდომები, რომ აღარ ვენდობით მას და საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის ზრუნვა სხვა ძალას მივანდოთ. აი, ეს არის ის ორი რეალური არჩევანი, რაც საზოგადოებას გარეშე ძალებისგან დამოუკიდებლად უდგას. უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, და ამ ორი შესაძლებლობიდან რას ვირჩევთ. ამ არჩევნების მიერ მოცემული შანსი, ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ და არ გადავაბრალოთ ჩვენი შეცდომები იმათ, ვინც გარედან აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს და შესაძლოა გულიც კი შესტკივათ ჩვენზე.
შალვა ფიჩხაძე: ვეთანხმები იას ყველაფერში, მაგრამ ერთი ძველი ამბავი მახსენდება სპარტელებისა და ფილიპე მაკედონელის შესახებ, როდესაც ფილიპემ სპარტელებს შეუთვალა, „თქვენამდე თუ მოვედი მიწასთან გაგასწორებთო“, იმათ კი უპასუხეს: „თუ“.
შალვა ფიჩხაძე
დავით აფრასიძე: რეალურად ჩვენი მსჯელობა, რა თქმა უნდა, „თუ“-ს ფარგლებში ხდება. ზუსტი პროგნოზი ნორმალურ და დალაგებულ სისტემაშია რთული გასაკეთებელი და ჩვენს შემთხვევაში, სადაც ბევრი გაუთვლელი სუბიექტური ფაქტორია, ეს თითქმის შეუძლებელია. იას ნათქვამს ერთს დავამატებდი, რომ თუ ისევ ამ ხელისუფლებას ავირჩევთ, არ ნიშნავს, რომ დასავლეთის პოზიცია ისევ მიმნდობი იქნება. თავად ხელისუფლებაც აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს და, ცხადია, პოლიტიკური განვითარების კურსის თვალსაზრისით რაღაც კორექტივები აუცილებლად გაკეთდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავირჩევთ ამა თუ იმ ხელისუფლებას, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამა თუ იმ გუნდის პოლიტიკური მარცხი პირობითი იქნება, რადგან მას იმდენად მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ეყოლება, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუჩნდება იმის ცდუნება აპელირება მოახდინოს 95%25-იან მხარდაჭერაზე და არ აკონტროლებდეს გადადგმულ ნაბიჯებს. შესაბამისად, თუ ეს ხელისუფლება წააგებს არჩევნებს, იგი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერ ოპოზიციად და გააცნობიეროს, რომ ეს არ ნიშნავს ზოგადად პოლიტიკური არენიდან წასვლას. და პირიქით, თუ დარჩება ეს ხელისუფლება, ის აღარ იქნება ხალხის მანდატის მქონე ერთადერთი ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე.
შალვა ფიჩხაძე: დავამატებდი, რომ ამ შემთხვევაში არჩევნები უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ძალიან სამართლიანი, რათა არავის, არცერთ დამარცხებულს და მის მხარდამჭერ საზოგადოებრი ჯგუფებს არ გაუჩნდეს უსამართლობის შეგრძნება. სამართლიანობის განცდა შესაძლებლობას მისცემს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებასაც მიიღოს არჩევნების შედეგები, რითაც ამოიწურება დაძაბულობის და კონფრონტაციის ემოციური რესურსი. აქამდე პოლიტიკურ აქტორებს ყოველთვის უჭირდათ დამარცხებასთან შეგუება თუ შერიგება, და ახლა გვაქვს შანსი ბოლო მოეღოს მსგავს დამოკიდებულებებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს არჩევნები იყოს სუპერგამჭვირვალე, სუპერსამართლიანი და სუპერთავისუფალი.
ია ანთაძე: იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები მისაღები იყოს ყველა მხარისათვის, მთავარია არჩევნები იყოს სამართლიანი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. როდესაც რიგითი მოქალაქე წავა და ხმას მისცემს რომელიმე კანდიდატს, ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, თუ რა არჩევანს აკეთებს. ეს უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანმა იცის, რომ აძლევს ხმას არამარტო კანდიდატს და იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან შეკრებილნი, არამედ ხმას აძლევს მართვის გარკვეულ სტილს და მეთოდებს. ამის გარეშე შესაძლოა არჩევნები სამართლიანი იყოს, მაგრამ გაუაზრებელი არჩევანის შედეგად საზოგადოება შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელი რისკების წინაშე. ამიტომ ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყოველი ინდივიდუალური არჩევანი ღრმად ინფორმირებული არჩევანი იყოს.
შალვა ფიჩხაძე: რაც შეეხება არჩევანის დაფუძნებას მართვის სტილისა და მეთოდების მისაღებლობა-მიუღებლობაზე, ასეთი არჩევანის გაკეთება ქართველ ამომრჩეველს გაუჭირდება იმიტომ, რომ ხელისუფლების ოპონენტების მმართველობის სტილის ცოდნა საზოგადოებაში არ არსებობს, მათ ჯერ არ უმართავთ. მათ შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რა გზა გაიარეს, სანამ საარჩევნო პროცესში ჩაებმებოდნენ.
ია ანთაძე: როდესაც კომპლექსურ გადაწყვეტილებაზე და არჩევანის ინფორმირებულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებას გააზრებული ჰქონდეს ის ღირებულებები და პრინციპების ერთობლიობა, რის დეკლარირებასაც პოლიტიკოსები ახდენენ. ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას, და მე, როგორც ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და როგორც მოქალაქე, მზად ვარ ჩავება ამ პროცესში და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არჩევანს ვაკეთებთ.
დავით აფრასიძე: ერთ რამეს დავამატებდი, რომ მართვის სტილთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი დუალიზმიც გამოიკვეთოს: ერთია მოგწონდეს პროცესის ეფექტიანობა და ოპერატიული გადაწყვეტილებები, და მეორეა მოგწონდეს გაჭიანურებული, მაგრამ სტაბილური პოლიტიკური პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. მე ერთი შეკითხვა მიჩნდება საზოგადოების მიმართ. ჩვენ კი ვსაუბრობდით ამ საზოგადოების დემოკრატიულ სიმწიფეზე, მაგრამ რეალობაა, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში ხდება საზოგადოების სრული პოლარიზაცია და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები ვერ ამჩნევენ პოლიტიკური სპექტრის ზომიერ და გაწონასწორებულ მონაწილეებს. მაგალითად, ახალი მემარჯვენეები. ამ პარტიას ჰქონდა სრულიად თანმიმდევრული და ჩამოყალიბებული კრიტიკული პოზიცია 2003 წელსაც და დღესაც. მაგრამ საზოგადოება მას ვერ ამჩნევს, ან არ ამჩნევს სწორედ იმის გამო, რომ ეს პარტია ემოციურ ტალღაზე აგებული მეთოდებით არ ხელმძღვანელობს.
შალვა ფიჩხაძე: ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც დათომ სრულიად მართებულად ბრძანა, არის ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჯერ არ ჰქონია იმის საშუალება, რომ გონებით აერჩია. ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის ირჩევს გულით. ამომრჩეველს ყოველთვის აიძულებენ - ან ვითარება აიძულებს, ან გარე ფაქტორები, ან რომელიღაც პოლიტიკოსი ისე წარმართავს პროცესს, რომ მუდმივად ფორსმაჟორია. ამის შედეგი ისაა, რომ გამსახურდია იღებს ხმების 92%25-ს, წელიწადნახევარში შევარდნაძე - 87%25-ს, და 2004 წელს მისი გადამგდები სააკაშვილი - 97%25 ს. ეს იმიტომ, რომ გულით ხდება არჩევა და არა გონებით. ჯერჯერობით ამომრჩეველს არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ განესაჯა ვის ირჩევს, და ესაა იმის ნაკლებობა, რის აუცილებლობაზეც ია საუბრობდა. ამომრჩეველს არ აქვს დრო და მშვიდი გარემო საღი განსჯისთვის, არჩევნების წინ ვითარება ყოველთვის დეტერმინიზებულია. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე შედეგი ყოველთვის წინასწარაა განსაზღვრული. მართალია, შვიდი ნოემბერი კვლავ გვიბიძგებს იქით, რომ არჩევანი ისევ გულით გავაკეთოთ, მაგრამ ახლა მაინც სხვა ვითარებაა, უკეთესი ვითარებაა იმისთვის, რომ გონების კომპონენტი მეტად იყოს ჩართული არჩევანში.
მალხაზ სალდაძე: მართლაც, როდესაც ვაკვირდებით საქართველოს ბოლო თხუთმეტი წლის ისტორიას, ქართული პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი გახდა ექსტრემიზმი. ექსტრემიზმი ჩემთვის არაა მხოლოდ რაღაცის საწინააღმდეგოდ მიმართული ქცევის რადიკალური ფორმა, იგი შეიძლება რაღაცის მხარდაჭერის დროსაც გამოვლინდეს. მარტო არჩევნებზე საქართველოს ლიდერების მხარდაჭერის სტატისტიკური მაჩვენებელი კმარა ამის დასტურად. ამომრჩეველთა მხადაჭერის მზარდი დინამიკაა მოცემული გამსახურდიადან დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული. მართლაც საინტერესო მაჩვენებელია, და ლოგიკურად ისმის კითხვა: რატომ ხდება ასე? რატომ უჭერს საზოგადოება ასე ტოტალურად მხარს პოლიტიკურ ლიდერებს და რატომ ხდება ასევე ამ მასობრივი მხარდაჭერის გადაზრდა მასშტაბურ პროტესტში და პიროვნულად ამ ლიდერების მიუღებლობაში? ჩემი აზრით, აქ მთავარი მომენტი სწორედ კრიზისულობის განცდაში მდგომარეობს. საზოგადოება ვერ ხედავს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. ჩემი აზრით, კრიზისულობის განცდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მონაწილეობითი კულტურის დაბალი დონე. ეს უკანასკნელი თავისთავადი მოვლენა არაა და ხშირად იმითაა განპირობებული, რომ სისტემა არ აძლევს მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალებას. აქ არ იგულისხმება მხოლოდ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, სადაც საზოგადოება არჩევანს აკეთებს ან თანხმობას აძლევს ამა თუ იმ პოლიტიკურ პროგრამებს. მონაწილეობაში იგულისხმება სისტემატური მონაწილეობა ინტერესთა ჯგუფების, სხვადასხვა თვითმმართველი ორგანიზაციების დონეზე, რითაც საშუალება ეძლევათ მოქალაქეებს თავისი ინტერესები ადეკვატურად წარმოაჩინონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულ ინსტიტუციურ ქსელებში თუ თვითმმართველობების დონეზე. თუ ამის საშუალებას სისტემა არ იძლევა, დაგროვილი პროტესტი ფართო მასშტაბიანი სპონტანური აქციების თუ დემონსტრაციების სახით გადმოიღვრება. მართვაში თანამონაწლეობის შეზღუდვა რაციონალური არჩევანის შესაძლებლობასაც ამცირებს და როდესაც ადამიანები მოკლებულნი არიან თავიანთი ინტერესების საკუთარი ძალებით დაცვის საშუალებას, მაშინ დღის წესრიგში დგება მხსნელის მოძიება, რომელიც, თითქოს რაღაც ავბედითი კანონზომიერების თანახმად, არ დაახანებს და კრიზისულ ვითარებაში აუცილებლად გამოიკვეთება. მადლობა ღმერთს, საქართველოში პროტესტის გამოხატვას უფრო ექსტრემალური ფორმები არ მიუღია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებსაც იგივე გზა აქვთ განვლილი.
შვიდმა ნოემბერმა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა და აღმოვაჩინეთ, რომ ვართ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებამ, რომელმაც სრული ნდობა გამოუცხადა ამ პოლიტიკურ ელიტას და ხელისუფლებას 2003-2004 წლებში, დღეს მათი ალტერნატივის ძიება დაიწყო. აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი ნდობის მანდატი გამოყენებულ იქნა არა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განმტკიცებისთვის, რაც ნამდვილად იყო 2003 წლის ნოემბრის საზოგადოებრივი დაკვეთა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ირგვლივ ძალაუფლების კონცენტრაციისა და რეჟიმის გაძლიერებისთვის.
ვფიქრობ, ამ ფონზე პრობლემა სწორედ იმან შექმნა, რომ ასე მჭიდროდ კონსოლიდირებულმა პოლიტიკურმა გუნდმა კავშირი დაკარგა საზოგადოებასთან. მე პირადად ამ საფრთხეს აქამდე ვერ ვხედავდი, მეგონა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მის ელიტას კარგად ჰქონდათ აწყობილი საზოგადოებასთან ურთიერთობების მექანიზმები. აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პარტიის უნარს - ჩაერთო საზოგადოებრივი სპექტრის დიდი ნაწილი პოლიტიკურ პროცესში და სისტემისთვის გადაეცა საზოგადოებრივი ინტერესები, და არა მის უნარს - ეწარმოებინა საინფორმაციო კამპანიები. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრობლემები გროვდებოდა საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში, შესაძლოა არც ჰქონდა მთავრობას.
ია ანთაძე
ჩემი აზრით, ეს შეიძლება იმის შედეგიც იყოს, რომ ზედმეტად კონსოლიდირებულიც კი აღმოჩნდა ეს გუნდი. მასში მეტი შიდა კონკურენცია რომ ყოფილიყო, ინფორმაციის და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების გადაცემის პრობლემა ალბათ არ წარმოიქმნებოდა. ამას ისიც ემატება, რომ გუნდში ძლიერი იყო ის იდეოლოგიური მუხტი, რაზედაც ბატონმა შალვამ დასაწყისში ილაპარაკა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, თუ არა ეს კონსოლიდირებულობა და აღნიშნულ იდეალებზე დაფუძნებული შემართება, რთული იქნებოდა ასე სწრაფად რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელი იყო ქვეყნისთვის.
სწორედ ამ ფაქტორების შედეგია ის, რომ ელიტა შეეგუა აზრს - როდესაც ტყე იჭრება ნაფოტები ცვივა, და რომ საზოგადოებამ რეფორმების დადებითი შედეგები რეფორმირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებთან, შეცდომებთან თუ გადაცდომებთან ერთად უნდა მიიღოს. მაგრამ, როგორც ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენეს, საზოგადოება ამას არ ეგუება, რაც, ჩემი აზრით, იმის მანიშნებელიც არის, რომ სამოქალაქო კულტურა საქართველოში რაღაც დონეზე მაინც განვითარდა. თუნდაც ის ლოზუნგები, რომლებიც ისმოდა აქციებზე, და პრობლემები, რომლებმაც პროტესტის ასეთი მასშტაბებით აგორება შეძლეს, და რომლებიც სოციალური მოთხოვნების გარდა ძირითადად მაინც კანონის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნას ემყარებოდნენ, ამის მანიშნებელია.
შალვა ფიჩხაძე: ვეთანხმები იმ აზრს, რომ მოთხოვნები, რომლებიც საგურამოს მანიფესტშიც აისახა, სავსებით სამართლიანი და რაციონალური იყო. მაგრამ ირაციონალური იყო მისი გადაცემის ფორმა - ხელისუფლებას ამ მოთხოვნების გააზრებისა და მიღებისთვის მიეცა მხოლოდ ერთი ღამე. შესაძლოა ოპოზიციის მხრიდან ეს ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რათა შეენარჩუნებინა პროტესტის ის მუხტი, რაც იმ მომენტში იყო დაგროვილი, მაგრამ ამავდროულად ეს იყო იმის გაცხადება, რომ ქვეყანა რევოლუციურ რეჟიმში გადადიოდა.
დავით აფრასიძე: ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს დავუბრუნდები. ამ საკითხთან დაკავშირებით ველი ოპოზიციის, კონკრეტულად ეროვნული საბჭოს პარტიების, შეფასებას, რამდენად იყო გააზრებული მათი ნაბიჯი სტრატეგიულად? რამდენად პრაგმატული იყო ხალხის ასეთი მობილიზება? ერთიანი დისკურსიც კი ვერ იქნა უზრუნველყოფილი, ხან სოციალური თემატიკა ჟღერდებოდა, ხან სამართლებრივ-პოლიტიკური. არ იგრძნობოდა საერთო ტაქტიკაც, ხან პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნა გაისმოდა, ხანაც პირადად მისი შეურაცხმყოფელი ლოზუნგები.
შალვა ფიჩხაძე: ერთს დავამატებდი. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნამ დიალოგისთვის ვიწრო სივრცე დატოვა, მოხდა ხელისუფლების ჩიხში ჩაყენება. ამით იმის შესაძლებლობა დაიკარგა, რომ დანარჩენ მოთხოვნებზე წარმართულიყო მსჯელობა. ამ ბოლო მოთხოვნის მიღებით ხელისუფლებას მოუწევდა ეღიარებინა, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები. ამაზე ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ წავიდოდა. არ უნდა აიძულო მეორე მხარე მუხლებზე დაიჩოქოს, მოლაპარაკებების სპეციფიკა სწორედ ისაა, რომ სივრცე შექმნა დიალოგისთვის.
დავით აფრასიძე: მიუხედავად ამისა ხელისუფლება დათმობებზე წავიდა. იმის მიხედვით, რა ინფორმაციაც მაქვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ ოპოზიციამ ახალი მოთხოვნები დააყენა, რითაც დიალოგი ისევ ფერხდება. ეს ისევ აჩენს იმის საფრთხეს, რომ ხელისუფლება ნაკლებად დამთმობი გახდეს.
ია ანთაძე: ყურადღებას მივაქცევდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ხდებოდა მისი პოზიციის რადიკალიზაცია, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ სხვაგვარად მას გაუჭირდებოდა პროტესტის ამ მუხტის შენარჩუნება. რადიკალიზაციას ისიც უწყობდა ხელს, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იძლეოდნენ ნიშანს, წავიდოდნენ თუ არა დათმობაზე. ოპოზიციამ სცადა ხალხის მასის მობილიზებით გავლენა მოეხდინა ხელისუფლებაზე, დამთმობი გაეხადა იგი. მე მგონი, ხელისუფლებას რომ მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ნებისყოფა გამოეჩინა, შვიდ ნოემბერს არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა.
შალვა ფიჩხაძე: ჩემი აზრით, ხელისუფლება მართლა უგუნურად მოიქცა, მან გადაიმტერა ყველა, ვისი გადამტერებაც კი შეეძლო და შემდეგ წავიდა დათმობებზე. თავიდანვე რომ დათმობების გზით წასულიყო, ხელისუფლებას შანსი ჰქონდა შემოემტკიცებინა მხარდამჭერთა რიგები და მიემხრო მერყევები, მაგრამ იმის გამო, რა ნაბიჯებიც გადადგა, ვინც მერყეობდა, თავის წინააღმდეგ განაწყო და მომხრეებსაც კი ეჭვი გაუღვივა.
უგუნურება იყო ის, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობებზე არ აპირებდა წასვლას. მას მოუწია ამ დათმობებზე წასვლა დასავლეთის ზეწოლის შემდეგ. ის, რაც შვიდ ნოემბერს მოხდა, სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ ხელისუფლება ღრმად დაჯერებული იყო თავის გამარჯვებაში, მან სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები, სამაგალითოდ დასაჯა ოპოზიციური აზრის მატარებელი ორი ტელეარხი, ერთ-ერთი მათგანი - სანიმუშოდ და საჩვენებლად, მაგრამ მაინც მოუწია დათმობებზე წასვლა. მან ეს ვერ გათვალა.
დავით აფრასიძე: ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ მართლა დაუშვა შეცდომა: მას არ მოუწევდა დათმობებზე წასვლა, პროტესტანტებისთვის მიტინგის გაგრძელების საშუალება რომ მიეცა. პროტესტის მუხტი ნელდებოდა და მთელი ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდებოდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ მოინდომა, ყოველ შემთხვევაში შვიდი ნოემბრის დღის პირველ ნახევარში, ყველასთვის ეჩვენებინა სახელმწიფო მანქანის ძალა, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა. ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა. დღის მეორე ნახევარში კი აშკარა გახდა ამ გაუთვლელი ნაბიჯების შედეგი: საზოგადოებრივი აღშფოთების ძალისმიერი დაცხრობის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. რეალურად ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საშუალებით და არა ძალის გამოყენებით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთთან თათბირის შედეგი იყო, მაგრამ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთს ბევრი რჩევა მიუცია ჩვენი რეგიონის ლიდერებისთვის, მაგრამ ყველა მათგანი როდი ყოფილა გაზიარებული, მაინც მგონია, რომ ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.
შალვა ფიჩხაძე: მეც ასე მგონია, რომ შვიდ ნოემბერს ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სურვილს სახელმწიფო მანქანის ეფექტური მუშაობის დამონსტრირება მოეხდინათ. მაგრამ შედეგი ვნახოთ როგორია, რა კონტექსტთან გვაქვს საქმე? თუ საქმე გვაქვს ავტორიტარულ კონტექსტთან და მასთან დაკავშირებულ ქმედებებთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ღონისძიებები არცთუ ეფექტური იყო, ვინაიდან ავტორიტარული რეჟიმები საერთოდ არ უშვებენ ანტისამთავრობო დემონსტრაციის შესაძლებლობას, ჩანასახშივე სპობენ მას. თუ დემოკრატიული სისტემის კონტექსტში ვსაუბრობთ, არც მაშინ გამოდის ეფექტური. თუ ხელისუფლება მზად იყო დათმობებისთვის, ეფექტური ის იქნებოდა, რომ საქმე აქამდე არ მიეყვანა, და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალის გამოყენებამდე წასულიყო დიალოგზე. დღეს სიტუაცია ისეთია, რომ საზოგადოების პოლარიზაცია შენარჩუნებულია, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია არა ხელისუფლების სასარგებლოდ.
დავით აფრასიძე: მე შემიძლია დავასახელო ორი გარემოება იმის ასახსნელად, თუ რატომ არ წავიდა ხელისუფლება დათმობებზე შვიდ ნოემბრამდე. ერთი ისაა, რომ ხელისუფლება ვერ გრძნობდა ორი ნოემბრის ზეწოლას და არ თვლიდა საჭიროდ ოპოზიციის მოთხოვნები შეესრულებინა. მეორეც, - და ხელისუფლება ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა, - დათმობა დემონსტრაციების ფონზე ოპოზიციის მხრიდან აღქმული იქნებოდა, როგორც გამარჯვება, და ამის შედეგად მივიღებდით სიტუაციას, რომელიც რევოლუციური ეიფორიიის წარმოქმნას შეუწყობდა ხელს. ამის დაშვება არ სურდა ხელისუფლებას.
მალხაზ სალდაძე: მგონი, უპრიანი იქნება, თუკი დისკუსიიდან იმაზე, რა და როგორ მოხდა შვიდ ნოემბერს, მომავალი შესაძლო განვითარების შესახებ მსჯელობაზე გადავალთ. ჩემი აზრით, სახელისუფლებო გუნდმა დაგვანახა, რომ ის არის მობილიზებული, კონსოლიდირებული და, რომ ველოდი ნოემბრის აქციებს შედეგად მისი რღვევა ან, სულ მცირე, ორად გახლეჩა მაინც მოჰყვებოდა (რის ნიშნებსაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგი წარმომადგენლის განცხადებებში ვხედავდი), ეს არ მოხდა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო დასავლეთთან სახელისუფლებო გუნდის ურთიერთობა. ვადამდელი არჩევნები, ჩემი აზრით, ეს იყო დათმობა დასავლეთის მიმართ, დასავლეთის პოზიციის და არა ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება. ეს დათმობა დიდი მიღწევაა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ვინაიდან ის საშუალებას იძლევა საზოგადოების პროტესტის ტალღამ ქუჩიდან ინსტიტუციურ არხებში გადაინაცვლოს. დასავლეთის მიმართ დათმობას გარკვეულწილად ველოდი, მაგრამ ზემოაღნიშნული გუნდის კონსოლიდირებულობის ხარისხის გათვალისწინებით, მაინც მეეჭვებოდა, რომ ამ საკითხში ხელისუფლება დათმობაზე წავიდოდა, - ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რა ხარისხით და რა დოზით შეიძლება ხელისუფლებამ თავისი პოზიციები დათმოს. პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის აფასებს დასავლელი მეგობრების რჩევებს, მაგრამ მათ ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩარევს. საკითხავი ის არის, რამდენად დამყოლი იქნება საქართველოს პოლიტიკური ელიტა დასავლეთის მხრიდან ზეწოლის თუ კეთილი რჩევების მიმართ, და რა გავლენა ექნება ამას არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის განმტკიცებისათვის.
დავით აფრასიძე: აქ მთავარია პრიორიტეტი პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას მიენიჭოს და არა ამ პროცესის შედეგს, ანუ იმას, თუ ვის აირჩევენ. იმიტომ, რომ თვით პროცესის უგულებელყოფამ სადამდეც მიგვიყვანა, უკვე ვნახეთ. ეს მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ აღდგეს წარმატებული ქვეყნის იმიჯი, რათა დასავლელმა პარტნიორებმა ბედის ანაბარა არ მიგვატოვონ. ამის გათვალისწინებით საჭიროა გვახსოვდეს, რომ დასავლეთშიც არ იყო და არ არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ; საჭიროა პარტნიორების შენარჩუნება და მათი რიგების გაზრდა. ვფიქრობ, თვითონ დასავლეთი არ იქნება მხოლოდ ერთი გუნდის მხარდაჭერაზე ორიენტირებული, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არცერთ გუნდს აღარ ექნება სახალხო ნდობის ისეთი მანდატი, როგორის მომსწრეც აქამდე ვიყავით.
დავით აფრასიძე
იას დავეთანხმები იმაში, რომ ერთია დასავლეთი, მაგრამ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე ისევ ჩვენ გვაკისრია, ჩვენს სამოქალაქო შეგნებაზე უფრო მეტია დამოკიდებული. ამიტომ უნდა ვცადოთ, რომ ეს არჩევნები იყოს მართლა სამაგალითო და ყველაზე დემოკრატიული.
იმედი მაქვს, რომ ხუთი იანვრის არჩევნები განვითარების ახალ საფეხურზე აგვიყვანს. ერთის მხრივ, პრეზიდენტს არ ექნება იმის განცდა, რომ მთელი საზოგადოება მხარს უჭერს, მეორეს მხრივ, საპარლამენტო არჩევნები, რაც საპრეზიდენტოს ლოგიკური გაგრძელება იქნება, აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ ძალთა განლაგების შეცვლას და მთავრობის მუშაობის გასაკონტროლებლად მეტი მექანიზმი გაჩნდება, ანუ დემოკრატიის პროცესი გაღრმავდება და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მეტი ფაქტორი წარმოიქმნება. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ არჩევნების შედეგებმა უნდობლობა არ გამოიწვიოს, თორემ შეიძლება ისევ ნოემბრის მდგომარეობას დავუბრუნდეთ.
შალვა ფიჩხაძე: როგორც მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი, ასევე ჩვენი მეგობრები ევროპასა და ამერიკაში ხაზგასმით აღნიშნავენ: არჩევნები რომ სამართლიანად ჩაითვალოს, უნდა არსებობდეს კონკურენტული გარემო. მედია უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილისთვის. ამჯერად საუბარი მაქვს „ტელეიმედზე“. ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რა მოწოდებებიც არ უნდა მოვისმინოთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებებისგან, ხელისუფლება ამ საკითხში დათმობაზე არ წავა. ეს ალბათ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას ეშინია კონკურენტული გარემოსი და ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება „იმედის“ აღდგენას, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მისი გამარჯვების შანსებს. ჩემი აზრით (ეს უფრო ჩემი ვარაუდია), ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხისადმი ასეთი იქნება: თუ „იმედს“ აღვადგენ, ჩემი საქმე წასულია; თუ არ აღვადგენ, შეიძლება რამე გამოვიდეს და გადავრჩე. მგონია, რომ ხელისუფლება ამ მეორე გზას მიჰყვება, ის არ აპირებს იმედის აღდგენას და არ სურს წინასაარჩევნოდ კონკურენტული გარემოს შექმნა. შესაბამისად, ოპოზიციის გამარჯვება გაჭირდება, მაგრამ თუნდაც ამ არათანაბარ პირობებში მაინც შესაძლებელია ხელისუფლების დამარცხება. ხელისუფლებას რომ არ სურს დამარცხდეს, ეს ბუნებრივია, მაგრამ არჩევნების ჩაუტარებლობა კიდევ უფრო უარესია ქვეყნისთვის.
ია ანთაძე: მეც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ამ კონტექსტში. ახლახან საშუალება მქონდა მესაუბრა მის თაობაზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელი შეადგენდა მთლიანი ტელეაუდიტორიის 74%25-ს ჯერ კიდევ ადრეგაზაფხულზე, არა მგონია მას შემდეგ ამ მაჩვენებელს დაეკლო. საქმე ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ იმედს, ენდობოდნენ იმ ინფორმაციას, რასაც მისგან იღებდნენ, და დღეს ეს ადამიანები რჩებიან მათთვის სანდო ტელეკომუნიკაციის საშუალების გარეშე. თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებლად აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები ამ ტელეკომპანიისგან იღებდნენ, იყო ცალმხრივი. იმ ფონზე, როდესაც „ტელეიმედი“ აღარ იმაუწყებლებს, და ეს დიდი დანაკლისია ინფორმაციის გაცვლის და გავრცელების თვალსაზრისით, ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელი იქნება, თუკი ყველა ტელეკომპანია ეცდება ადეკვატურად ასახოს მიმდინარე მოვლენები და დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს.
თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი მაინც სხვა რამ არის. მართალია ხელისუფლება დადებს სხვადასხვა დოკუმენტებს, რომ გაამართლოს „იმედის“ დახურვა და მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ტელეიმედის“ გარეშე პოლიტიკური პროცესები თავისთავად გადადის უარყოფით ველში, უნდობლობას გამოიწვევს სხვა ტელეარხებთან მიმართებაში მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ინფორმაცია მაინც გავრცელდება, და ამას თან დაერთვება ის განცდა, რომ „ტელეიმედი“ აღარ იქნა აღდგენილი. ჩემი აზრით, ეს არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებას.
არჩევნებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ, მგონი, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველადაა, რომ საზოგადოება დგას რეალური არჩევანის წინაშე, როდესაც არჩევნების შედეგები წინასწარ არაა ცნობილი.
მალხაზ სალდაძე: არჩევნებთან მიმართებაში აქცენტები უფრო გაკეთდა მედიის საკითხებზე, მაგრამ საარჩევნო გარემოს მარტო მედია და პარტიები არ ქმნიან. რა მდგომარეობაში იქნებიან, თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ და რა როლს შეასრულებენ ისინი?
შალვა ფიჩხაძე: არჩევნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას. განსაკუთრებით გაჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მხრიდან მონიტორინგი რეგიონებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა დროის ფაქტორი აქაც გასათვალისწინებელია: მათ ნამდვილად არ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ დამკვირვებლების მობილიზება და აქ ქსელის გაშლა მოასწრონ.
დავით აფრასიძე: დიახ, არჩევნებამდე მცირე დრო დარჩა. ამ შემთხვევაში იმედად მართლაც ის თუ გვექნება, რომ ეგებ საერთაშორისო თანამეგობრობამ მოახერხოს თავისი ძალების მობილიზება ამ მისიისთვის. თუ იქნა საკმარისი სამოქალაქო ინიციატივა, ადგილობრივი რესურსების მობილიზებით შეიძლება მოხერხდეს საარჩევნო პროცესის მონიტორინგი.
ია ანთაძე: მეც მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი არჩევნები, ეს არის ჩვენი ქვეყანა, და ამჯერად მაინც, ვაცნობიერებთ რა ამ არჩევნების მნიშვნელობას, ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ ამ პროცესის ღიაობის უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა შევძლოთ იმპულსური არჩევანის გააზრებული და ინფორმირებული არჩევანით ჩანაცვლება და, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს იქნება ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ ყველამ ვაღიაროთ ამ არჩევნების შედეგები და განვმუხტოთ ამჟამად არსებული დაძაბული სიტუაცია.
მალხაზ სალდაძე: უღრმესი მადლობა დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ვიტყოდი, რომ მართლაც რთულია ამ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება, რთულია განსაზღვრო რა იქნება ამ უახლოეს მომავალში. ერთი რამ, რაზეც, მგონი, ყველანი ვთანხმდებით, ისაა, რომ ხუთი იანვრის არჩევნები იმედის მომცემია და საშუალებას მისცემს ქვეყანას სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდეს.
![]() |
5 შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება |
▲back to top |
ადამიანის უფლებები
კონსტანტინე კუბლაშვილი
წიგნიდან „ძირითადი უფლებები“; გამომცემლობა „ჯისიაი“, თბილისი 2003
შესავალი
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. ეს ძირითადი უფლება მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება:
1. „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება და მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“.
ცნება და დაცული სფერო
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ე.წ. საკომუნიკაციო უფლებაა და კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულ გაერთიანებების ძირითად უფლებასთან ერთად იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. გაბატონებული სამართლებრივი შეხედულების თანახმად, ეს ძირითადი უფლება საფუძველს იღებს ბუნებითი სამართლიდან და წარმოადგენს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, შეხვდეს და ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ადამიანებთან. გარდა ამისა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ძირითადი უფლება უზრუნველყოფს ადამიანთა თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადი უფლებები, რომლებიც ყოველ ინდივიდს ცალ-ცალკე აქვს, ამ ინდივიდებმა ერთად გამოიყენონ. აქ შეიძლება დავასახელოთ აზრისა და ინფორმაციის, აგრეთვე რწმენისა და სინდისის თავისუფლებები.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შეკრებების თავისუფლება გაცილებით ფართო და ყოვლისმომცველი უფლებაა, ხოლო მანიფესტაციების თავისუფლება, ანუ უფლება საკუთარი მოსაზრებების ერთობლივ საჯარო გაცხადებაზე, წარმოადგენს შეკრებების თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებას. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში „შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების“ ნაცვლად ხშირად გამოყენებული იქნება „შეკრებების თავისუფლება“ და „შეკრებების ძირითადი უფლება“.
აზრისა და ინფორმაციის თავისუფლებათა მსგავსად, შეკრებების თავისუფლებაც ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება.
პირველი ნიშანი არის კავშირი კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიის პრინციპთან: დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, მოუსმინონ სხვა მოქალაქეთა მოსაზრებებს და მანიფესტაციების საშუალებით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. აზრის თავისუფლების მსგავსად, შეკრებების თავისუფლებაც თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების არსებითი შემადგენელი ელემენტია.
მეორე ნიშანი მდგომარეობს ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემასა და აღიარებაში: ადამიანის ელემენტარული მოთხოვნილებაა არა სხვა ადამიანებისაგან იზოლირება, არამედ მათთან ურთიერთობა, საუბარი და დისკუსია. სწორედ ამ ნიშნის გამოა, რომ შეკრებების ძირითადი უფლებით დაცულია როგორც საჯარო, ისე კერძო, როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური შეკრებები.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით ყველასათვის უზრუნველყოფილია უფლება, თავად გადაწყვიტონ შეკრების ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის საკითხები. დაუშვებელია, სახელმწიფომ აიძულოს ადამინები, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ შეკრებაში ან არ მიუახლოვდნენ და არ მოუსმინონ შეკრების მონაწილეებს.
თავად „შეკრების“ ცნებში იგულისხმება არანაკლებ ორი (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, არანაკლებ სამი) ადამინის შეკრება. დაცულია ყველა საჯარო შეკრება, რომელში მონაწილეობის უფლებაც ყველას აქვს, აგრეთვე კერძო შეკრებებიც, რომლებშიც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ადამიანები (მაგალითად, პერსონალური მიწვევის საფუძველზე) მონაწილობენ.
შეკრებების თავისუფლებაში იგულისხმება შეკრებები როგორც ჭერქვეშ, ისე „გარეთ“, ანუ „ღია ცისქვეშ“. ასეთი შეკრება გულისხმობს შეკრებას, რომელიც იმართება ისეთ ადგილზე, სადაც სხვა ადამიანებს უშუალო კონტაქტი აქვთ შეკრებაში მონაწილე ადამიანებთან, ანუ შეკრების ადგილი არ არის შემოსაზღვრული რაიმე ნაგებობით (ღობით, კედლებით და ა.შ.; მაგალითად, შიდა ეზო ან სახურავის არმქონე სპორტული ნაგებობა - სტადიონი).
შეკრება შეიძლება წინასწარ იყოს მომზადებული და ორგანიზებული, თუმცა შესაძლოა იგი სპონტანურად წარმოიშვას რაიმე მოვლენის გამო. ორივე სახის შეკრება დაცულია შეკრებების ძირითადი უფლებით. აქ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის, რომ შეკრებების ძირითადი უფლებით არ არის დაცული ადამიანთა მოულოდნელი შეჯგუფება რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, მაგალითად, ავტოავარიის სანახავად ან ქუჩაში სროლის შედეგად მოკლული პირის გვამთან. ასეთი შეჯგუფება უნდა განვასხვავოთ სპონტანური შეკრებისაგან, რომლის, ისევე როგორც წინასწარ ორგანიზებული შეკრების, ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ერთობლივი, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მიზნის საფუძველზე ადამიანთა წინასწარი შეთანხმება და შეხვედრა და არა მათი უბრალო თავშეყრა თუ ერთმანეთის გვერდით დგომა.
საერთო მიზანი, რომელიც შეკრების ძირითადი მახასიათებელია, პოლიტიკური ხასიათისაა ხშირად და არა ყოველთვის. არაპოლიტიკური საკითხების გასარკვევად და გადასაწყვეტად ადამიანთა შეკრება ითვლება შეკრებების ძირითადი უფლებით დაცულ არაპოლიტიკურ შეკრებად.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის საფუძველზე 1997 წლის 12 ივნისს მიღებული იქნა კანონი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით „შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით“, ხოლო „მანიფესტაცია არის მოქალქეთა დემონსტრცაია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშულებების გამოყენებით“. აღნიშნული ფორმულირებების მიხედვით, ერთი შეხედვით მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებსა და მანიფესტაციებზეა საუბარი, თუმცა „მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ და „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვა“ არაპოლიტიკური ხასიათისაც შეიძლება იყოს, მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში ხშირად ისმის კითხვა: წარმოადგენს თუ არა მხოლოდ გასართობი და კომერციული, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, როგორებიცაა თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, სადღესასწაულო ზეიმები და კარნავალები ქუჩებსა და მოედნებზე (მაგალითად, თბილისობის დღესასწაული) კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ „შეკრებებს“? მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ადამიანთა ასეთი შეხვედრები და ურთიერთობა უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციით გათვალისწინებული და ძირითადი უფლებით დაცულ „შეკრებებად“, რადგან ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც კონსტიტუცია შეკრებების მიმართ აყენებს, არის „უიარაღოდ“ შეკრება. კონსტიტუცია არ მიუთითებს შეკრების მიზნის რაიმე კონკრეტულ შინაარსზე (პოლიტიკურზე, კულტურულზე, გასართობზე, სპორტულზე და ა.შ.). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეკრებების თავისუფლება აბრკოლებს ადამიანთა იზოლირებას და ხელს უწყობს ინდივიდთა ურთიერთობასა და კონტაქტს, ცხადი გახდება, რომ კულტურული და სპორტული ღონისძიებების სანახავად ადამიანთა შეკრება ისევე უნდა იყოს დაცული შეკრებების თავისუფლებით როგორც ნებისმიერი პოლიტიკუ-რი ხასიათის შეხვედრა, დისკუსია და დემოსნტრაცია.
კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეკრებების თავისუფლების ძირითადი უფლებით სარგებლობენ ფიზიკური პირები, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა. პირველ პუნქტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ყველას (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს) აქვს შეკრების უფლება. გამონაკლისი არიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში მსახურობენ. გარდა ამისა, იგივე უფლება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენონ კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმაც, რომლებიც ძალიან ხშირად არიან შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორები. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების დაზუსტება მოხდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი არ შეიძლება იყოს 18 წლამდე ასაკის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ზემოთ ციტირებული მე-3 მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც „ყველას“ აქვს შეკრების უფლება, კანონის მე-3 მუხლი კი შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებად მხოლოდ „მოქალაქეებს“ მოიაზრებს. აქ საკმარისი არ არის კონსტიტუციის 27-ე მუხლზე მითითება, რომლის მიხედვითაც ... სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა“. როგორც ზემოთ აღინიშნა, კონსტიტუცია იცავს როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და ა.შ. შეკრებებსა და მანიფესტაციებს, რომლებშიც მონაწილეობის უფლება აქვთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. ამდენად კანონის მე-3 მუხლით დადგენილი შეზღუდვა გაუმართლებლად არღვევს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ძირითად უფლებას შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობაზე.
შეზღუდვები და დაცულ სფეროში ჩართვა
შეკრება ან მანიფესტაცია შეიძლება ჩატარდეს ხელისუფლების ორგანოების ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და მათი ნებართვის გარეშე. კონსტიტუცია გარკვევით მიუთითებს, რომ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა უნდა დაწესდეს კანონით; თანაც ასეთი გაფრთხილება აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში როცა: „შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება“. (მ.25, პ.2).
კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებიდან, ერთ მხრივ, ცხადი ხდება, რომ ჭერქვეშ შეკრებისათვის ხელისუფლების ორგანოების არავითარი წინასწარი გაფრთხილება (მითუმეტეს ნებართვა) არ არის საჭირო, მეორე მხრივ კი, ასევე ნათელია, რომ ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილება მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, როცა შეკრება ან მანიფესტაცია ხელს შეუშლის ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობას. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა სპონტანურად წარმოშობილ დემონსტრაციაზე ვერ გავრცელდება, იგი მხოლოდ წინასწარ ორგანიზებულ აქციებს ეხება. აქ მნიშვნელოვანია სიტყვები „წინასწარი გაფრთხილება“, რომელთა მიხედვითაც ნათელია, რომ ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ აქციის ორგანიზატორებისგან ეს გაფრთხილება და ასევე გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ქუჩებსა თუ მოედნებზე ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობის დროებით შესაცვლელად. აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი სრულიად უსაფუძვლოდ ზღუდავდა ორგანიზატორთა ამ უფლებას და კონსტიტუციით გათვალისწინებულ „წინასწარ გაფრთხილებას“ ფაქტობრივად „ნებართვად“ აქცევდა. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების ორგანოს შეეძლო „არ მიეღო გაფრთხილება“ სხვადასხვა მიზეზით. ეს აშკარად არაკონსტიტუციური ნორმა გააუქმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ1.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებების თავისუფლება არ იცავს ისეთ დემონსტრაციებს, რომელთა მიზანი მხოლოდ ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტა და ამით ქალაქში ხალხის მოძრაობის შეფერხებაა, ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ და შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება. დემონსტრაციების თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს იმით, რომ შეკრებები და მანიფესტაციები დაშვებულ იქნეს მხოლოდ ხალხის მოძრაობის ადგილებიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიაზე და ამით შეკრებასა და მანიფესტაციას ფაქტობრივად გამოეცალოს საზოგადოებაზე, მოსახლეობაზე ზემოქმედების ძალა. საერთო ჯამში, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს იმას, რომ თუკი ადამიანთა მიერ თავიანთი ძირითადი უფლებების გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული სირთულეები (თუნდაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების სახით), დაუშვებელია აღნიშნულის აღსაკვეთად წინასწარ რაიმე ნორმების დადგენა ან მის საწინააღმდეგოდ რაიმე ზომების მიღება.
ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი
სახელმწიფოს მიერ შეკრებების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით რაიმე ზომების მიღება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც აუცილებელია იმ სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად, რომლებსაც შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების მსგავსი ღირებულება აქვთ. ამ თვალსაზრისით უკიდურეს ღონისძიებას წარმოადგენს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა. ბუნებრივია, ასეთი ჩარევის გამართლებისათვის აუცილებელია კონსტიტუციური საფუძველი და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა.
ხელისუფლების ორგანოების მხრიდან აღნიშნული ზომების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი ზომების მიღებით ვერ იქნება მიღწეული შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან მომდინარე (პოტენციური) საფრთხის - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, კონსტიტუციური წყობილების შერყევის - თავიდან აცილება. საქართველოს კონსტიტუციით ასეთი ზომების მიღებას, ანუ ხელისუფლების მიერ „შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას“ უშვებს „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად „კანონსაწინააღმდეგო ხასიათს“ შეკრება ან მანიფესტაცია მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ორგანიზებისას ან ჩატარებისას იქნება „მოწოდება კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“ (მ. 4), ან თუკი მის მონაწილეებს ექნებათ „იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები“ (მ. 11, პ. 3). ასეთ შემთხვევებში ხელისუფლების მიერ შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა წარმოადგენს ჩარევას შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში, მაგრამ ეს ჩარევა გამართლებულია კონსტიტუციურ-სამართლებრივად, ეყრდნობა კანონის ნორმებს და აუცილებელია შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლების მსგავსი ღირებულების მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისათვის კანონით დადგენილი ფორმალური და საორგანიზაციო ხასიათის მოთხოვნების დარღვევა არ ნიშნავს შეკრებისა თუ მანიფესტაციის „კანონსაწინააღმდეგო ხასიათს“.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულია ჩარევის კიდევ ერთი უკიდურესი შემთხვევა - შეკრების ან მანიფესტაციის აკრძალვა, ანუ მისი ჩატარების არდაშვება. საფუძველი ისევ მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის დაცვაა: ხელისუფლება უფლებამოსილია „არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“. ეს არის კიდევ ერთი შეუსაბამობა კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს შეკრების და მანიფესტაციის მხოლოდ შეწყვეტას (პ. 3; „შეწყვეტა“ ნიშნავს შეკრების ან მანიფესტაციის დაწყების შემდეგ სახელმწიფოს მიერ მის აღკვეთას) და არა მისი ჩატარების წინასწარ არდაშვებას. საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ეს საკითხი და აღნიშნული ნორმა არ ჩათვალა ანტიკონსტიტუციურად. სავარაუდოა, რომ სასამართლომ გაითვალისწინა იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, რომლებიც იცნობენ ასეთ მექანიზმს და იქ შესაბამის ორგანოებს მათ ხელთ არსებული შემოწმებული მონაცემების საფუძველზე შეუძლიათ არ დაუშვან შეკრება და მანიფესტაცია. ამ მექანიზმის საფუძველი მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის დებულება უნდა გაეთვალისწინებინა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს შეკრებისა და მანიფესტაციის მხოლოდ შეწყვეტას და არა წინასწარ აკრძალვას. კონსტიტუციის 25-ე მუხლის დებულების ასეთი ფართო (სასამართლოსეული) ინტერპრეტაცია კი, რომლითაც უსაფუძვლოდ იზღუდება ძირითადი უფლების შინაარსი, სრულიად დაუშვებელია.
_________________
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხ. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 19. 11. 2002.
![]() |
6 იდეოლოგია, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები |
▲back to top |
პოლიტიკა და იდეოლოგია
ფილიპ ბენეტონო
თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმები ასეც შეიძლება დახასიათდეს: ისინი თანასწორობის სამყაროს განეკუთვნებიან და მათი წარმოქმნა თანამედროვე პოლიტიკურმა ფილოსოფიამ განაპირობა, იმდენად, რამდენადაც მან ადამიანთა შორის დასაბამიერი თანასწორობის ძირითადი პრინციპი შემოიტანა. წინამორბედებისგან განსხვავებით თანამედროვე რეჟიმები ემხრობიან იდეას, რომლის თანახმად არავის აქვს თავისი უპირატესობის ან დაბადების წყალობით სხვისი ბუნებრივად მართვის უფლება. თანამედროვე ლეგიტიმურობა სამართლებრივ თანასწორობაზეა დაფუძნებული. ის დემოკრატიულია. მაგრამ თუ ყველა თანამედროვე რეჟიმი თავის თავს დემოკრატიულს უწოდებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეთები და ერთნაირად დემოკრატიულები არიან. არადემოკრატიული რეჟიმები ზუსტად ამგვარადვე, სხვადასხვა ხარისხით, მოკლებული არიან დემოკრატიულობას. რომელი განსხვავებებია ყველაზე არსებითი? რომელია მთავარი სხვაობა?
დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმი დასავლურ დემოკრატიას დემოკრატიის ეგრეთწოდებულ სხვაგვარ ვერსიას - „სოციალისტურს“, „სახალხოს“ თუ „რეალურს“ უპირისპირებდა. ის ცდილობდა უალტერნატოვოდ, ლეგიტიმურობის ერთპიროვნულ მფლობელად დამკვიდრებულიყო. დასავლეთში ბევრი მას სერიოზულადაც კი განიხილავდა, მაგრამ „სოციალისტური დემოკრატიის მითი“ თავად რეჟიმთან ერთად დაემხო. პირობითი ენა ჩეხოსლოვაკიას, უნგრეთს ან რუმინეთს… „აღმოსავლეთის სახალხო დემოკრატიებს“ უწოდებდა, თუმცა, მილან კუნდერას თქმით, ეს სამი სიტყვა სამ ცრუ დებულებას შეიცავდა: რეჟიმები არ იყო დემოკრატიული და სახალხო, ქვეყნები კი აღმოსავლეთს არ მიეკუთვნებოდა.
თქმა არ უნდა, რომ, ერთი მხრივ, არსებობს დემოკრატიები ნამდვილი და ლიბერალური, მეორე მხარეს კი დემოკრატიული ფასადის მქონე ტოტალიტარული რეჟიმებია. შესაბამისად, თუ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც ლიბერალურ დემოკრატიულ რეჟიმთანაა დაკავშირებული, პირველი შეკითხვა ასე შეიძლება დაისვას: რა უნდა ვიგულისხმოთ ტოტალიტარიზმსა და იდეოლოგიაში? და მეორე შეკითხვაც: როგორ შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე სხვა რეჟიმები, რომლებიც არც ლებერალურ დემოკრატიას წარმოადგენენ და არც ტოტალიტარულ რეჟიმს? სწორედ აქ ჩნდება ავტორიტარული რეჟიმების პრობლემა.
„იდეოლოგია“
რა უნდა ვიგულისხმოთ „იდეოლოგიაში“? სამეტყველო ენა ამ ცნებას მკაფიო კონტურებით არ შემოსაზღვრავს, ვინაიდან ის მეტისმეტად ბევრ რამეს მოიცავს ხოლმე: პოლიტიკურ დოქტრინებს, რელიგიას, ფილოსოფიას. ზღვრამდე დაყვანილი ყოველგვარი მტკიცებულებაც, რომელიც არ ეყრდნობა წმინდა ფაქტობრივ მონაცემებს, შეიძლება იდეოლოგიად იყოს მიჩნეული. ეს ტერმინი თავის თავში სხვადასხვა დებულებას აერთიანებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ, ვთქვათ, გაუაზრებელ შეხედულებას ან, საპირისპიროდ, ფილოსოფიური კვლევის დასკვნას. იგი შლის არსებით განსხვავებებს რელიგიასა და პოლიტიკურ თეორიას შორის. ეს იმ ზედმეტად ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინთაგანია, რომლებსაც, ტოკვილის თანახმად, იოლად დაჰყვება ხოლმე „დემოკრატიული“ ენა, „საზღვრებს რომ აფართოებს და აზრს კი ფარავს“.
ტოტალიტარიზმის ფენომენის ანალიზის თვალსაზრისიდან გამომდინარე, არსებითი განსხვავება, როგორც ეს ჩვენ გვესახება, შემდეგი უნდა იყოს: იდეოლოგიები პოლიტიკური დოქტრინების ერთობლიობის ჩარჩოში ქვეკლასს ქმნიან. რა განაპირობებს ამას? ზოგიერთი თეორია გამოცალკევებას მხოლოდ იმიტომ იმსახურებს, რომ განსაკუთრებული და დრამატული შედეგის მატარებლად გვევლინება. გარკვეული თეორიები არამარტო მომაკვდინებელი ძალადობის, არამედ ასევე „ნორმალური“ ადამიანური რეალობის სრული შეცვლის შესაძლებლობას და ზღვარგადასული ძალადობის ან იძულების საფრთხეს შეიცავს, რაც საბოლოოდ თავად ადამიანური არსის წინააღმდეგაა მიმართული.
როგორია ამ შემთხვევაში ის იდეები, რომლებიც შეიძლება იდეოლოგიად მოვნათლოთ? შემოთავაზებული განსაზღვრება, რომელიც ძირითადად ფრანგული რევოლუციური და კომუნისტური გამოცდილების გათვალისწინებით არის ფორმულირებული, შემდეგია: იდეოლოგია ხსნის დაპირება და ბრძოლის დოქტრინაა. ის უცდომელად და ეჭვშეუვალად არის მიჩნეული და გადარჩენას ამ ქვეყნად გვპირდება, გადარჩენას, რომელიც რევოლუციის მეშვეობით მიმდინარე ისტორიაში უნდა მოვიპოვოთ. ამგვარად განსაზღვრული იდეოლოგია, უპირველეს ყოვლისა, წარმოგვიდგება სეკულარიზებულ მილენარიზმად, თავს ცოდნად წარმოაჩენს და კანონიერ მოსაზრებაზე მონოპოლიას აწესებს (ყოველგვარი საწინააღმდეგო აზრი ისჯება). მაგრამ ის თავის თავში განსხვავებულ არსებით შემადგენელსაც შეიცავს - რევოლუციურ ვოლუნტარიზმს, რითაც შეიარაღდა იდეოლოგიები, რომლებიც ჭეშმარიტი ნების გამოხატვაზე აცხადებენ პრეტენზიას. შესაბამისად, რევოლუცია ორად ყოფს ისტორიას და იმავდროულად ყველა ადამიანსაც ორ შეურიგებელ ბანაკად ანაწილებს. სამყაროს შესახებ იდეოლოგიური წარმოდგენა მანიქეველური ხასიათისაა: სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა ყოვლისგანმმარტებელი საყოველთაო პრინციპი ხდება. მსოფლიო ესაა მხოლოდ ორი ნების - კეთილისა და ბოროტის - დაპირისპირება (ცვალებადი შინაარსებით). იდეოლოგია საზღვრავს ნებისმიერი ქმედების ჩარჩოს და არიგებს როლებს ან თავიდან უხდება მათი გადანაწილება, თუკი ამგვარი აუცილებლობა წარმოიშვა.
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმის ცნებამ განვითარების რთული გზა განვლო. ომის შემდგომ პერიოდში მისი გავლენა მეტწილად სპეციალისტებისა და ინტელექტუალების მიერ საბჭოთა კავშირის ხატის აღქმისდა მიხედვით იცვლებოდა: ერთხანს ის გარკვეულწილად ხრუშჩოვისდროინდელი „განმუხტვის“ მსხვერპლი გახდა, შემდეგ, სოლჟენიცინისა და დისიდენტების ინტელექტუალური „გარღვევის“ შედეგად, კვლავ მოიპოვა ნდობა, განსაკუთრებით საფრანგეთში. 60-70-იან წლებში ეს ცნება ასევე პოზიტივისტური სოციალური მეცნიერებების მომხიბვლელობის გამოც დაზარალდა: სოვეტოლოგები იქითკენ იხრებოდნენ, რომ უარი ეთქვათ ამ ტერმინზე, ვინაიდან მას ღირებულებითი შეფერილობა ჰქონდა და არსობრივ სხვაობას მიანიშნებდა საბჭოურსა და სხვა დანარჩენ რეჟიმებს შორის. ამის გამო სამეცნიერო ანალიზისთვის გამოუსადეგარ ტერმინად იყო მიჩნეული.
„ტოტალიტარიზმი“ შეკუმშულ და ფართო განსაზღვრებებს შორის მერყეობს: ჰანნა არენდტის მიხედვით, მისი მეშვეობით მხოლოდ III რაიხის ბოლო პერიოდი და სტალინური რუსეთი შეიძლება იყოს დახასიათებული. მაგრამ ე. კარრის განსაზღვრება ტოტალიტარიზმს სამყაროსავით უხსოვარდროინდელ გამოცდილებად აქცევს. ჰანნა არენდტი „ტოტალიტარიზმის წარმომავლობაში“ მას უპრეცედენტო მოვლენის ინტერპრეტაციას აძლევს, რომელიც ძირითადად იდეოლოგიითა და ტერორით არის გაპირობებული. აქ ყურადღების ცენტრში საკონცენტრაციო ბანაკები, სასამართლო პროცესები, წმენდები, საზოგადოების მიმართ წრეგადასული ძალადობა ექცევა. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი და ტერორი ხელიხელჩავლებულნი მოდიან და ჰანნა არენდტმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ შეუძლებელია პოსტსტალინური საბჭოეთი ან მაოს ჩინეთი აღიწეროს ცნებით -„ტოტალიტარული“.
მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია გახუნებულია. მასობრივ ტერორსა და ტოტალიტარიზმს შორის განუყოფელი ურთიერთკავშირის დადგენა, როგორც მეჩვენება, იმას ნიშნავს, რომ არსებითად მივიჩნიოთ ის, რაც ტოტალიტარული დინამიკის მხოლოდ და მხოლოდ ელემენტს წარმოადგენს. სტალინის მიმდევრებმა ზღვარი დაუდეს „ადამიანურობის განადგურების კამპანიას“ (ვასილი გროსმანი), მაგრამ ამ რეჟიმს თავისი ბუნება არ შეუცვლია. შესაძლოა მაოისტურ ჩინეთში ტერორს არ მიუღია უკიდურესი ხასიათი, მაგრამ ამის მიუხედავად ჩინეთის კომუნისტური ძალაუფლება ბატონობის ისეთსავე მეთოდებს მიმართავდა, როგორსაც სტალინის რეჟიმი ახვევდა თავს მოსახლეობას და ამავდროულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მანამდე ისტორიისთვის იყო ცნობილი.
რა არის ტოტალიტარიზმის თავისებურება, რომელიც სინამდვილეში სავსებით თანამედროვე რეჟიმია? ანტიკურ ავტოკრატიაში სახელმწიფოებრიობის ტელოსი (საბოლოო მიზანი) ტრადიციაში ღრმად იყო ფესვგადგმული, ტოტალიტარული ბატონობა კი, საპირისპიროდ, ტრადიციასთან, საყოველთაოდ დამკვიდრებულ რწმენა-წარმოდგენებთან კავშირს წყვეტს. იდეოლოგიის სახელით ტოტალიტარიზმი იმ საზოგადოებას, რომელიც აფეთქებულია იდეოლოგიური რევოლუციით, მაგრამ ამავდროულად უარს აცხადებს იდეოლოგიით დადგენილი ფორმის საზღვრებში განვითარდეს, აიძულებს აღიაროს იგი. ამდენად, ტოტალიტარული ბატონობა წარმოდგება უსასრულოდ უფრო ღრმა ფორმად, ვიდრე ბატონობის ყველა წინამორბედი სახე: ის გამსჭვალულია კაცობრიობის ახალი ტიპის შექმნის იდეოლოგიური პრეტენზიით, მაგრამ ეჯახება დაუმორჩილებელ რეალობას. შესაბამისად ტოტალიტარიზმი ცდილობს დააჩლუნგოს და დაანგრიოს ადამიანში რეალობის აღქმის უნარი. ტოტალიტარიზმი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც პოლიტიკური რეჟიმი, სადაც ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს ადამიანის ბუნება ან მისი დეჰუმანიზება მოახდინოს. ის ადამიანს აიძულებს იდეოლოგიური „ზესინამდვილე“ (ა. ბეზანსონი) რეალობად მიიჩნიოს, მიილტვის ჩამოართვას მას სააზროვნო ხელსაწყო, მიმართულია იქითკენ, რომ „უტვინო“ არსებად, „ბორბლის ჭანჭიკად“ (მ. გელერი) აქციოს პიროვნება. საბოლოოდ, როგორც ეს შესანიშნავად იწინასწარმეტყველა ორუელმა, ტოტალიტარიზმი აპირებს დამყოლ საგნად აქციოს ადამიანი. მანამდე ვერც ერთმა ძველმა ავტორმა ვერ შეძლო ორუელის სამყაროს აღწერა. „ეს სრულიად ახალი მხეცია“ (ა. ბეზანსონი).
რა თქმა უნდა, დასრულებული ტოტალიტარიზმი ერთგვარ მიუღწეველ „ნიმუშად“ რჩება. სისრულეს მხოლოდ ორუელის მიერ „1984“-ში აღწერილმა რეჟიმმა მიაღწია, რომლის მსგავსს ისტორია არ იცნობს. მაგრამ ტოტალიტარიზმის ცნება (იმ გაგებით, რომლითაც ჩვენ მას ვიყენებთ) ამის გამო არ კარგავს თავის მნიშვნელობას. მსხვილმასშტაბიანი სოციალური მოვლენების აღწერისას გამოყენებული ცნებების უმრავლესობას - სავსებით სამართლიანად წერს კოლაკოვსკი - სრული ემპირიული ანალოგები არ გააჩნია. კაპიტალისტურ საზოგადოებას თავისი წმინდა სახით არასდროს უარსებია, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ გვიშლის განვასხვაოთ კაპიტალისტური და კაპიტალიზმამდელი ეკონომიკა. ის ფაქტი, რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, არ გვიღობავს გზას თავისუფალ და არათავისუფალ რეჟიმებს შორის სხვაობა გავხადოთ ყველასთვის გასაგები და ქმედითი. სინამდვილეში, ტოტალიტარული საზოგადოების საუკეთესო ნიმუშები გაცილებით უფრო მეტად შეესაბამება თავიანთ კონცეპტუალურ იდეალს, ვიდრე კაპიტალისტური საზოგადოების ნებისმიერი ფორმა თავის აბსტრაქტულ სახეს.
ავტორიტარული რეჟიმების პრობლემა
ყველა თანამედროვე რეჟიმი არ თავსდება ლიბერალური დემოკრატიის ან ტოტალიტარული მმართველობის კატეგორიებში. ეს განსხვავებული რეჟიმები ძირითადად ავტორიტარიზმის რუბრიკის ქვეშ შეიძლება დაჯგუფდეს. რა გამოიხატება ამ ცნებით? ავტორიტარული რეჟიმის დეფინიცია არსებითად ნეგატიური ხასიათისაა. ის არ პასუხობს ლიბერალური დემოკრატიის კანონებს, თუმცა ამის მიუხედავად ტოტალიტარულ რეჟიმსაც არ მიეკუთვნება. ნაპოლეონის მმართველობა ერთ-ერთ პირველ თანამედროვე ავტორიტარულ რეჟიმად მიიჩნევა; ის რევოლუციის ნაშიერია და 1789 წლის პრინციპებს ემყარებოდა, აძლიერებდა იურიდიულ წესრიგს, რომელიც რევოლუციის ფუნდამენტად გვევლინება. საპირისპიროდ, ფრანკოს დიქტატურა, ავტორიტარიზმის სხვა ტიპი, კონტრრევოლუციად წარმოაჩენდა თავს და პატრიარქალური წარმოდგენების შენარჩუნებასა და გაძლიერებას ცდილობდა. მეორე მხრივ, ფრანკისტული დიქტატურა სალაზარის დიქტატურისგან (პორტუგალია) განსხვავებით ხელს უწყობდა ესპანეთის ეკონომიკურ მოდერნიზაციას.
ისლამური „მონარქიებიც“ ავტორიტარულ რეჟიმებად მიიჩნევა, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ნაციონალისტური რეჟიმი, რომელთა ლეგიტიმაციის პრინციპები მეტწილად განსხვავებულია. არგენტინის პერონისტური რეჟიმი მასების მხარდაჭერის კულტივაციას ახდენდა, მაშინ როცა სხვა ავტორიტარული რეჟიმები ყველა საშუალებას მიმართავენ ხალხის მორჩილებისა და პასიურობის შესანარჩუნებლად. ავტორიტარული რეჟიმების მრავალფეროვნება გამოწვევას წარმოადგენს მათი კლასიფიკატორებისთვის; დღემდე სპეციალურმა კვლევებმა ვერ მოახერხა ამ კუთხით რაიმე კანონზომიერებისა და წესრიგის გამოვლენა. უფრო ზუსტი კლასიფიცირების მოლოდინით შევეცდებით მთავარ კითხვებზე პასუხების ზოგიერთი ელემენტი წარმოგიდგინოთ: როგორია ავტორიტარიზმის გამოვლენის კრიტერიუმები? როგორია ავტორიტარული მმართველობის სხვადასხვა ტიპი?
ავტორიტარული რეჟიმების გამოვლენის კრიტერიუმები
არ არის რთული ავტორიტარულსა და დემოკრატიულ რეჟიმებს შორის მთავარი სხვაობის პოვნა: პირველი დემოკრატიულ თამაშს უარყოფს, არად აგდებს თავისუფალ საარჩევნო კონკურენციას, რისკს, რომ მთავრობა შეიძლება შეცვალოს ამომრჩეველმა; ავტორიტარიზმი ან სრულებით უარყოფს არჩევნებს, ან ყალბ, წინასწარგანსაზღვრული შედეგის მომტან არჩევნებს უწევს ორგანიზებას. ავტორიტარული რეჟიმისთვის ალტერნატივის დაშვება მხოლოდ მისი ბუნების შეცვლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
სანაცვლოდ, ავტორიტარულობასა და ტოტალიტარიზმს შორის განსხვავების დადგენა გაცილებით რთულია და კამათის საგანს წარმოადგენს. როგორც ჩვენ გვგონია, მთავარი განმასხვავებელი აქ შემდეგია: ადამიანებზე ბატონობის ძალა ორივე შემთხვევაში სხვადასხვაა.
მაგრამ სად გაივლება სადემარკაციო ხაზი? ვეცდებით იმ ნიშნების წარმოჩენას, რომლებიც ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის განსხვავებას ყველაზე მკაფიოდ დაასაბუთებენ.
ავტორიტარული რეჟიმი პოლიტიკური თავისუფლების შემლახველია, მაგრამ მაინც ტოვებს გარკვეულ (განსხვავებულ შემთხვევებში განსხვავებულ) სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიისთვის. ავტორიტარიზმი შეიძლება კონსერვატიული ან რეფორმისტული ხასიათის მქონე იყოს. პირველ შემთხვევაში რეჟიმი ინარჩუნებს არსებულ წესრიგს, რომელიც საკუთარი კანონებით ფუნქციონირებს და საკუთარი ელიტები (რელიგიური, ეკონომიკური, სოციალური) ჰყავს. ამ კატეგორიას განეკუთვნება თანამედროვე ლათინურამერიკული დიქტატურების უმრავლესობა. უფრო მკაცრი რეჟიმებს, როგორიც იყო, მაგალითად, ჩილეში გენერალ პინოჩეტის ხუნტა, ეკონომიკური საქმიანობის მართვის პრეტენზია არ აქვთ; საზოგადოებაზე ზრუნვაც მათი ინტერესის მიღმაა. რეფორმატორული ავტორიტარიზმის შემთხვევაში (მაგალითად, ქემალისტური რეჟიმი თურქეთში ან რეჟიმები ირანში), საზოგადოებრივი ძალაუფლება უფრო ფართოა. სახელმწიფო ახორციელებს რეფორმას, რომელიც ცვლის ტრადიციულ წესრიგს. მართალია, ის მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აქცევს ქვეშევრდომებს, მაგრამ ამასთანავე ტოტალიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით ხისტად არ საზღვრავს საზოგადოებას, არ აწესებს კონტროლს შეხედულებებზე. სახელმწიფო არ ცდილობს შთანთქას ანდა რადიკალურად ააფეთქოს სამოქალაქო საზოგადოება, აქციოს ადამიანები სახელმწიფო პარტიის „ჭანჭიკებად“.
მაგრამ სწორედ ეს ამოძრავებს ტოტალიტარულ რეჟიმს. „ნათელი მომავლის“ იდეოლოგიის სახელით ტოტალიტარული ხელისუფლება ცდილობს ყოველგვარი ადამიანური ავტონომიურობა მოსპოს. იძულება ორივე ტიპის რეჟიმისას მსგავსია, თუმცა ზემოხსენებული მიზეზების გამო ადამიანების უმრავლესობა სხვადასხვაგვარად აღიქვამს ცხოვრებას. პირველ შემთხვევაში სრულად უნდა მოექცე აკრძალვების წნეხქვეშ, მეორეში - დაემორჩილო მრავალ ვალდებულებას. ავტორიტარიზმი გიბრძანებს არ გამოხატო ზოგიერთი მოსაზრება, ტოტალიტარიზმი ყველას ერთ აზრს ახვევს თავს; პირველი იყენებს ცენზურას, მეორე ჭეშმარიტების „ჩატენვის“ პრაქტიკას მიმართავს. ავტორიტარული მმართველობა ითხოვს მორჩილებას, ტოტალიტარული კი სრულ თანხმობას ყველაფერში. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია ამოეფარო დუმილის კედელს, მაგრამ ეს შეუძლებელია მეორე შემთხვევაში. ავტორიტარული რეჟიმი დაუნდობელია ოპოზიციის მიმართ, ის აუტანელია მათთვის, ვინც ზრუნავს პოლიტიკურ უფლებებსა და ინტელექტუალურ თავისუფლებაზე; ტოტალიტარული რეჟიმი კი მოითხოვს ყველაფერს ერთად, მთლიანად ხალხს, მის მიმდინარე ცხოვრებასა და მის ბუნებრივ ცნობიერებას.
რა თქმა უნდა, მოცემული შეპირისპირება სქემატურია, კერძოდ, ის არ ითვალისწინებს განსხვავებებს უშუალოდ ავტორიტარულ რეჟიმებს შორის, მაგრამ აქ მთავარია აქცენტირებული: ავტორიტარიზმი ადამიანებს თავს ახვევს ნაწილობრივ კაპიტულაციას, ტოტალიტარიზმი კი - სრულს.
ავტორიტარული მმართველობის ფორმები
უმთავრესად რა უნდა გავითვალისწინოთ ავტორიტარული რეჟიმების მრავალფეროვნების წარმოჩენისას? მათი ლეგიტიმაციის პრინციპები არაერთგვაროვანია, განსხვავებულია თვითნებობის ხარისხი, ძალადობის მასშტაბიც ცვალებადია და მიზნებიც საპირისპიროა თავიანთი ბუნებით... ეს რეჟიმები ერთობ განსხვავდებიან მათი „გაფუჭებულობის“ საზომითაც.
მთლიანობაში შეიძლება გამოვყოთ ავტორიტარული მმართველობის სამი ფორმა: დესპოტიზმი, დიქტატურა და რევოლუციური ტირანია (უკიდურესი ვარიანტი).
1) დესპოტიზმი რეჟიმის არქაულ სახეს წარმოადგენს. ის სახელმწიფო მმართველობის ორ დამახინჯებულ ფორმას შეესაბამება: არისტოტელეს მიხედვით - ტირანიასა და ოლიგარქიას. სახელმწიფო პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, კერძო მისაკუთრების ობიექტურ ფორმად იქცევა (გამდიდრება, დესპოტის შესაძლო ფანტაზიები) მისი ან მათი მხრიდან, ვინც მართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დესპოტიზმი ძალაუფლების განხორციელების ორიდან ერთ-ერთი (ან ერთდროულად ორივე) საშუალებით გამოიხატება: ერთი ან რამდენიმე მმართველის მიერ სახელმწიფოს პატრიმონიალური ექსპლუატაციით, რომლებიც კანონს საკუთარ ან თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების ინტერესებს უქვემდებარებენ. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები (სისასტიკე სისასტიკისთვის, ახირებები და საკუთარი ვნებები...), რომლებშიც ვლინდება დესპოტის სურვილი. თანამედროვეობის დესპოტურ მმართველთა სია გრძელია: ბოკასა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დიუვალიე ჰაიტიზე, ტრუხილიო დომინიკის რესპუბლიკაში, მარკოსი ფილიპინებზე, მობუტუ ზაირში...
2) დიქტატურა ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც მმართველის ან მმართველთა პირადი ინტერესების საზღვრებიდან გადის და მთლიანად საზოგადოებასთან არის დაკავშირებული: ნაციონალური კონსოლიდაციის პროექტი, მორალური ან სოციალური გადარჩენის გეგმა, განვითარების ან მოდერნიზაციის პროცესი. სუფთა სახით დიქტატურა თავს ასეთად მიიჩნევს და აღიარებს, რომ ის გარდამავალი ფორმაა. ხშირად განასხვავებენ კონსერვატულ და რეფორმატორულ დიქტატურებს. განსხვავება ზოგჯერ ძნელად შესამჩნევია: ფრანკო მრავალი ასპექტით კონსერვატორი იყო, მაგრამ მან ესპანეთი ეკონომიკური განვითარების გზაზე დააყენა. იშვიათი არ არის დესპოტიზმსა და დიქტატურას შორის შუალედური ფორმების არსებობა. ასეთ ფორმებს 1950-60-იან წლებში და მოგვიანებითაც ადგილი ჰქონდა ლათინურ ამერიკაში „კონვულსიური იმობილიზმის“ პერიოდში (ფრანსუა ბურიკო). ეს იყო დიქტატურების მთელი წყება, რომლებიც მიწათმფლობელთა მხრიდან პოლიტიკური ზეწოლისა და ასევე პოლიტიკური რეპრესიების სისხლიანი თავნებობების გამო ხშირად დესპოტიზმისკენ იხრებოდა.
3) რევოლუციური ტირანია ავტორიტარული რეჟიმების საზღვრული ფორმაა. ის დიქტატურისგან რევოლუციური განახლების იდეოლოგიური პროექტით განსხვავდება. ხალხის სახელით, რომელიც მოწოდებულია გაერთიანდეს ხელისუფლების გარშემო, ასევე ახალი წყობის აშენების მიზნიდან გამომდინარე, სახელმწიფო პარტია საყოველთაო თანხმობის ნიშანს მოითხოვს და საკუთარი ქვეშევრდომების ტრეტირებას ახდენს. რევოლუციური ტირანია ძირითადად ორი ფორმით არსებობდა: ფაშისტური რეჟიმი (იტალიური და ასიმილირებული) და მარქსისტულ-ლენინური რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში. ეს რეჟიმები ახლო დგანან ტოტალიტარულთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ისინი მაინც „სხვა ნაპირზე“ რჩებიან: მათ არ ყოფნით ფერმენტი, რომელიც თავის განუმეორებელ სპეციფიკას სძენს ტოტალიტარიზმს.
რევოლუციური ტირანიის გამოკლებით, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის იდეოლოგიური მიმართულება გახლავთ, ყველა ეს რეჟიმი არქაული განვითარების მემკვიდრეობას წარმოადგენს ანდა გარდამავალ რეჟიმს განეკუთვნება. ზოგიერთი მათგანი თავის თავს ანტიმოდერნულს უწოდებს (ფრანკო, სალაზარი), სხვები კი თავიანთ გამართლებას გარდამავალი პერიოდის მოთხოვნილებებში პოულობენ (მუსტაფა ქემალი), მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ნიღბავს თავის არსს იმდენად, რამდენადაც ლეგიტიმურობის იმ პრინციპს ეყრდნობა (მოდერნისტულს ან დემოკრატიულს), რომელსაც არ იცავს; ისინი მაშინაც ინიღბებიან, როცა გარეგნულად ლეგიტიმურობის ტრადიციულ ფორმებს ირგებენ (კერძოდ აფრიკაში). თანამდროვე პოლიტიკის არსი კი უმთავრესად ორი რეჟიმით გამოიხატება: ლიბერალური დემოკრატიით ან ტოტალიტარიზმით.
თარგმნა ზაალ ჯუღელმა
![]() |
7 ხუთი ტოლერანტული რეჟიმი |
▲back to top |
პოლიტიკა და იდეოლოგია
მოამზადა ზაალ ჯუღელმა
დასავლური სამყაროსთვის ისტორიულად ცნობილია ტოლერანტული პოლიტიკური მოწყობის, ტოლერანტული საზოგადოების ხუთი მოდელი. როგორც ჩანს, შერეული ტიპის რეჟიმების არსებობაც შესაძლებელია, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ ამ ხუთ რეჟიმს განვიხილავთ ისტორიულ- ტიპოლოგიური კუთხით.
ტოლერანტობის ცნება, გაგებული როგორც მაორგანიზებელი განწყობა და მისწრაფება, მრავალპლანიანია. თავის სათავეს ის XVI-XVIII საუკუნეების რელიგიური შემწყნარებლობის პრაქტიკიდან იღებს, როცა მისი მეშვეობით მშვიდობა ნარჩუნდებოდა და ის კონფესიებს შორის მხოლოდ განყენებულ, დამთმენ, ამტან დამოკიდებულებას გულისხმობდა. მაგრამ ოდითგანვე არსებობს განსხვავებათა მიღების კიდევ უფრო ღრმა და არსებითი ფორმები. დათმენის, ატანის შემდეგ მეორე შესაძლო პოზიცია პასიურობა, განსხვავებულისადმი კეთილგანწყობილი განურჩევლობაა: „დაე, აყვავდეს ყველა ყვავილი“. მესამე მიმართება ერთგვარად მორალური სტოიციზმიდან გამომდინარეობს და პრინციპულად აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები მაშინაც კი, როცა მათ მიერ ამ უფლებების გამოყენების ფორმა აღშფოთებას იწვევს. ტოლერანტობის გამოვლენის შემდეგი ვარიანტი განსხვავებულის მიმართ ღიაობას, დაინტერესებას, პატივისცემას, სხვისგან სწავლისა და მისი ყურისგდების სურვილს უკავშირდება. და ბოლოს, სხვაგვარის მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება, მისი ესთეტიკური აღიარება, რომლითაც განსხვავებები სამყაროს კულტურულ ხატად არის აღქმული, ტოლერანტობის ყველაზე განვითარებულ სახეს წარმოადგენს. უფრო პრაგმატულად კი ეს მულტიკულტურალიზმის, როგორც კაცობრიობის განვითარების ერთერთი მთავარი პირობის, ფუნქციონალური აღიარებაა. ამგვარი ხედვით ყველას ენიჭება არჩევანის თავისუფლება, მთელი თავისი სისავსით, რადგან არჩევანის თავისუფლება პიროვნების ავტონომიურობის არსს წარმოადგენს.
წარმატებული ტოლერანტული რეჟიმებიც კი ტოლერანტობის ზემოთ ჩამოთვლილ გამოვლინებებს, რა თქმა უნდა, სრულად ვერ ითვისებენ. ცხადია, რომ ერთი რეჟიმის პირობებში შემწყნარებლობა უფრო ნეიტრალური შინაარსით გაიგება, მეორე რეჟიმისაში კი, კეთილგანწყობისა და ურთიერთპატივისცემის აზრით, მაგრამ ამაში, როგორც წესი, უჭირთ რაიმე კანონზომიერების დანახვა.
ქვემოთ განვიხილავთ ისეთ სოციალურ და პოლიტიკურ რეჟიმებს, რომელთა მეშვეობით ტოლერანტობის სიკეთეს ინსტიტუციონალიზებული ფორმა აქვს მინიჭებული და საზოგადოებაში მისი მეტად ან ნაკლებად კულტივირება ხდება.
იმპერიული რეჟიმი
ჩვენთვის საინტერესო ყველა რეჟიმიდან უძველესი მრავალნაციონალურ იმპერიებში: სპარსეთში, პტოლომეოსის ეგვიპტესა და რომში იყო დამყარებული. აქ შეზღუდული ან ფართო ავტონომიით განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფები სარგებლობდნენ, რომლებსაც მშვიდობიანი თანაარსებობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდათ, რადგან მათ ურთიერთმიმართებას იმპერიის ბიუროკრატები იმპერიული კანონმდებლობის მიხედვით უწევდნენ კონტროლს. ჩვეულებრივ, მანამდე, სანამ გადასახადები არ იგვიანებდა და მშვიდობა ნარჩუნდებოდა, ბიუროკრატები ავტონომიური წარმონაქმნების საქმეებში არ ერეოდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას: ისინი იწყნარებდნენ ცხოვრების განსხვავებულ წესსა და ყაიდას, იმპერიული მმართველობა კი ამ კუთხით, ტოლერანტულ რეჟიმს წარმოადგენდა.
მაგრამ იმპერიის გზა არც ლიბერალური იყო და არც დემოკრატიული. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ავტონომია, მისი მაკონტროლებელი რეჟიმი მუდამ ავტოკრატიის ფორმით არსებობდა და ყოველთვის მზად იყო სამფლობელოების შესანარჩუნებლად სასტიკი რეპრესიები წამოეწყო. ამას ბაბილონური, ებრაული, რომაული, ესპანური, აცტეკების, რუსებისა და თურქ-სელჩუკების წყაროები ადასტურებენ. მყარი იმპერიული მმართველობა ტოლერანტულობით ხასიათდებოდა, თუმცა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ პირწმინდად ავტოკრატიული იყო და რომელიმე დაპყრობილი ჯგუფის ინტერესს არ უკავშირდებოდა. ისიც სათქმელია, რომ ეგვიპტის რომაელი პროკონსულები ან ინდოეთის ბრიტანელი გენერალ გუბერნატორები, უამრავი მანკიერების მიუხედავად, უფრო გონივრულად განაგებდნენ ვიდრე მათ ნაცვლად ადგილობრივი პრინცი თუ ტირანი მოახერხებდა ამას.
მეორე მხრივ, იმპერიის საზღვრებში არსებული ავტონომია ადამიანს მისივე თემში ამწყვდევდა და, შესაბამისად, მას ერთმნიშვნელოვან ეთნიკურ-რელიგიურ იდენტობას ანიჭებდა. იმპერია ტოლერანტობას იჩენდა ჯგუფების, სათემო სტრუქტურების, ტრადიციების, მაგრამ არა ინდივიდების მიმართ (გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე კოსმოპოლიტური ცენტრი და დედაქალაქი იყო). ისტორიულად არც ავტონომიებში განვითარებულა ლიბერალური ღირებულებები. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთები (მაგალითად ახალმოქცეულები ან რჯულშეცვლილნი) ხშირად სერავდნენ იმპერიის სამანებს, იმპერიაში არსებული თემები მეტწილად კარდახშულად ცხოვრობდნენ. თემი საოცარ გამძლეობას იჩენდა მანამდე, სანამ სასტიკი დევნისგან იყო დაცული და გარკვეული თვითმართველობით სარგებლობდა, თუმცა სხვაგვარად მოაზროვნეებს უკიდურესი სისასტიკით ეპყრობოდა, რადგან მათში საკუთარი ერთიანობის, ზოგჯერ კი, არსებობის საფრთხესაც ხედავდა.
შედეგად სხვაგვარად მოაზროვნეები, „ერეტიკოსები“ (ჩამოყალიბებული კულტურული იდენტობის არმქონე კოსმოპოლიტები), ასევე შერეული ოჯახები იმპერიის დედაქალაქში გადასახლებას ცდილობდნენ, რომელიც მიგრაციამ საკმაოდ ტოლერანტულ და ლიბერალურ გარემოდ ჩამოაყალიბა (რომი, ბაღდადი ან იმპერიული ვენა და ბუდაპეშტი). მის სოციალურ სხეულს ჯგუფები კი არა, უკვე ინდივიდები ქმნიდნენ. დანარჩენი მოსახლეობა ჰომოგენურ ადგილებსა და რეგიონებში განაგრძობდა ცხოვრებას, სადაც ჯგუფში გაბატონებულ წესებს ყველა ემორჩილებოდა. აქ ადამიანი შეწყნარებული იყო როგორც კოლექტივის წევრი, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას ელემენტარული უსაფრთხოების გარანტიის მიღებაც კი არ შეეძლო.
თემები უკონფლიქტოდ მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაგალითად, ბაზარში ან იმპერიულ ციხესა და სასამართლოში ეთქვიფებოდნენ ერთმანეთს. ამასთანავე ისინი არსებულ კულტურულ და გეოგრაფიულ საზღვრებში გვერდიგვერდ, ჩვეულებრივ, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. ამგვარი იმპერიული მულტიკულტურალიზმის საუკეთესო ნიმუში ალექსანდრია იყო, რომლის მოსახლეობას თითქმის თანაბრად წარმოადგენდნენ ბერძნები, ებრაელები და ეგვიპტელები. პტოლომეოსის მმართველობისას ეს სამი თემი ერთმანეთზე მშვიდობიან კულტურულ ზეგავლენას ახდენდა.
იმპერიული ტოლერანტული რეჟიმის უფრო განვითარებულ ფორმად ოსმალეთში მილეთების (ამ სიტყვით რელიგიური თემი აღინიშნებოდა) სისტემა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოსმალები რელიგიური ნეიტრალიტეტით არ გამოირჩეოდნენ. თვითმმართველობის მქონე თემებს კი წმინდა რელიგიური ხასიათი ჰქონდათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისლამი იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, სამი სხვა რელიგიური თემი - ბერძენი მართლმადიდებლები, სომეხთა სამოციქულო ეკლესია და ებრაელები - ავტონომიურად არსებობდნენ.
რაოდენობრივად ეს ჯგუფები განსხვავდებოდნენ, მაგრამ უფლებრივად თანასწორნი იყვნენ. ამასთანავე მათი წარმომადგენლებიცა და მუსლიმებიც თანაბრად იზღუდებოდნენ, მაგალითად, გარკვეული ჩაცმულობის, სხვა რწმენის აღიარებისა და შერეული ქორწინების მხრივ. მილეთები რაკიღა ეთნიკური, რეგიონალური და ენობრივი ნიშნებით განირჩეოდნენ, არსებული სისტემა კულტმსახურების მრავლფეროვნებასაც უშვებდა. ნებისმიერი ადამიანი რომელიმე თემის წევრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ თემში მის წევრებს არ ჰქონდათ სინდისისა და გაერთიანების თავისულება. იმპერია მზად იყო შემწყნარებლობით მოკიდებოდა ჯგუფებს, მაგრამ არა ინდივიდებს, თუმცა ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თემი ლიბერალურობისკენ არ იყო მიდრეკილი (ისე როგორც ეს პროტესტანტულ მილეთთან დაკავშირებით მოხდა).
ბოლო იმპერიის, საბჭოთა კავშირის მიწურულს ავტონომიის მინიჭების პრაქტიკა ნულს გაუტოლდა. ავტონომიის უფლებამოსილების სფერო მკვეთრად შეავიწროვა სუვერენიტეტის თანამედროვე იდეამ და ასევე, ტოტალიტარული, განსხვავებულთან შეუთავსებელი იდეოლოგიის წარმოშობამ. რა თქმა უნდა, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებები არ წაშლილა. ყველგან, სადაც მათი არსებობა კომპაქტურად მოსახლე თემს უკავშირდებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მეტ-ნაკლებად რეპრეზენტატიული იყო. მას შეუნარჩუნდა გარკვეული ფუნქციები და სიმბოლური ძალაუფლება. იმპერიების დაშლისთანავე ისინი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად იქცნენ, რომლებიც მოძრაობაში მოყავდა ნაციონალისტურ იდეოლოგიას და სუვერენული ძალაუფლების მოპოვებისკენ მიმართავდა მას. მაგრამ მათ სწრაფვას იმპერიის ბოლო საყრდენად ქცეული ადგილობრივი უმცირესობები ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე. სუვერენიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში შესვლის უფლებას იძლეოდა, თუმცა ეს ბოლო დრომდე იოლი სულაც არ იყო.
საერთაშორისო თანამეგობრობა
საერთაშორისო თანამეგობრობა ერთგვარი ანომალიაა, რამდენადაც შიდა რეჟიმს არ წარმოადგენს. ზოგიერთს ის რეჟიმად კი არა, გარკვეულ ანარქიულ სივრცედ მიაჩნია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მართალია, ის სუსტი, მაგრამ, მისი წევრი ამა თუ იმ სახელმწიფოს აგრესიულობის მიუხედავად, ტოლერანტული რეჟიმია. თანამეგობრობა ტოლერანტულია ყველა წევრი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციისადმი. ტოლერანტულობა სუვერენიტეტის განუყოფელ მახასიათებელსა და მისკენ სწრაფვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს, ხოლო სუვერენიტეტი გარანტია, რომ საზღვრის ერთი მხრიდან ვერავინ შეიჭრება საზღვრის მეორე მხარეს.
საზღვრის იქეთა მხარის დამოკიდებულება აქეთა მხარისადმი შეიძლება მიკერძოებული, ნეიტრალური, სტოიკური იყოს, გამოხატავდეს მეგობრულ ან კრიტიკულ დაინტერესებას, მაგრამ ამავდროულად, როგორც წესი, საზღვარი დაცულია. ქვეყნებს შეუძლიათ სუვერენიტეტის პატივისცემის ლოგიკა აითვისონ: ჩვენ არ ჩავერევით თქვენ საქმეში თუ თქვენ არ ჩაყოფთ ცხვირს ჩვენსაში. იცხოვრე და სხვაც აცხოვრე - ამ დევიზს ძალდაუტანებლად მისდევენ მკაფიო საზღვრების მქონე ქვეყნები. სხვა შემთხვევაში ერთმანეთისადმი აქტიურად მტრული პოზიცია წარმოიშვება ხოლმე. შესაძლოა, ერთი მხარე მეზობლის კულტურასა და ტრადიციას ვერ იტანდეს, მაგრამ ამასთანავე მასთან პირდაპირ კონფლიქტს ყველანაირად ირიდებდეს. ყოველი პირდაპირი ჩარევა ქვეყანას ზედმეტად დიდ ფასად უჯდება: სამხედრო მობილიზაცია, საზღვრის დარღვევა და ადამიანთა მსხვერპლი.
მეორე გზას ჩვეულებრივ სახელმწიფო მოღვაწეები და დიპლომატები მიმართავენ. მათთვის სუვერენიტეტის პატივისცემის ლოგიკა მისაღებია, მაგრამ ამავდროულად თვალსაც ვერ ხუჭავენ იმ ლიდერებსა და მოვლენებზე, რომლებთანაც შეგუება შეუძლებლად მიაჩნიათ. მკვლელებთან და ტირანებთან მოლაპარაკების წარმოება მათი ვალდებულებაა, რადგან საკუთარი ქვეყნის ინტერესის იმ ქვეყნის ინტერესთან შეთანხმება უხდებათ ხოლმე, რომლის კულტურასა და რელიგიაში ვთქვათ, სისასტიკე, ჩაგვრა, ქალთა დისკრიმინაცია, რასიზმი, მონობა ჭარბობს. ტირანს ხელს რომ ართმევს და მასთან პურს ტეხს, დიპლომატი „ხელთათმანებს“ არ იძრობს; ასეთი კონტაქტი ზნეორივ მნიშვნელობას მოკლებულია. სხვა საქმეა ორმხრივი ხელშეკრულება: მისი მორალი სწორედ ტოლერანტულობიდან ამოდის. როდესაც ამა თუ იმ „საეჭვო ღირებულებების“ მქონე ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობაში იღებენ, უპირველეს ყოვლისა, ამას მშვიდობის დამყარებით ამართლებენ. ასეთ დროს ხელმძღვანელობენ რწმენით, რომ კულტურულ-რელიგიური რეფორმა ქვეყნის საშინაო საქმეა.
მაგრამ სუვერენიტეტს ჰუმანიტარული ჩარევის სამართლებრივი დოქტრინით შემოწერილი საზღვრებიც აქვს. დოქტრინა შეუწყნარებლად ე.წ არაადამიანურ ქმედებას მიიჩნევს. პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები ბარბაროსობის თავშესაფრად არ უნდა იქცეს. რამდენადაც საერთაშორისო თანამეგობრობა სუსტია, ეს დებულება მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალა შეუძლია გამოიყენოს მაშინ, როცა იქ ანტისაკაცობრიო დანაშაულს სჩადიან. ამავდროულად ძალისმიერი ჩარევა ვალდებულებას არ წარმოადგენს; ამგვარი სირთულის მოსაგვარებლად თანამეგობრობის რეჟიმს არ შეუქმნია ძალისმიერი მექანიზმი. მაშინაც კი როცა მასშტაბურ და აშკარა სისასტიკეს ვაწყდებით, ჰუმანიტარული ჩარევა ამა თუ იმ ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილების სფეროს განეკუთვნება. აქვე ისიც სათქმელია, რომ ხშირად ჰუმანიტარულ შეუწყნარებლობას ინტერვენციასთან დაკავშირებული საფრთხეების გადასაწონად ძალა არ ყოფნის.
არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომელთა მეშვეობით სუვერენიტეტს შეუძლია შეზღუდოს ტოლერანტობა. ასეა თუ ისე, ზოგიერთი სუვერენული ქვეყნის ქცევის შეუწყნარებელი ფორმები შეიძლება საერთშორისო თანამეგობრობის ერთი ან მრავალი წევრის მხრიდან ეკონომიკური სანქციის მიზეზი გახდეს. შეუწყნარებლობისადმი შეუწყნარებლობის მიზანს ასევე კოლექტიური გაკიცხვა, კულტურული ურთიერთობის გაწყვეტა და საწინააღმდეგო პროპაგანდა ემსახურება, მაგრამ ამგვარი ზომები ნაკლებად ქმედითია. ასე რომ, შეიძლება ასეც ითქვას: საერთაშორისო თანამეგობრობა პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე შეუწყნარებელი ხდება ხოლმე და ასეც: თანამეგობრობა ტოლერანტულია საკუთარი პრინციპების საწინააღმდგოდაც, ვინაიდან როგორც რეჟიმი სუსტია.
კონსოციატიური მოწყობა1
ნაციონალური სახელმწიფოს განხილვამდე, იმპრიასთან უფრო ახლო მდგომ - ორი ან სამი სახელმწიფოს გაერთიანებაზე შევჩერდეთ. ბელგიის, შვეიცარიის, კვიპროსის, ლიბანის ან ბოსნიის მაგალითები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მოდელი როგორც პოზიტიურ, ასევე, ნეგატიურ შესაძლებლობებს შეიცავს.
გაუშუალებელი, მარტივი, ორი ან სამი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გაერთიანების იდეა საკმაოდ მიმზიდველია. მხარეები (პრაქტიკულად კი ლიდერები ან ელიტები) თავისუფალი შეთანხმებით გარკვეული კონსტიტუციური წყობის დამყარებასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებას თანხმდებიან; ამის შემდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობა, რომლის მიზანს მხარეთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს - ცხადია, ისინი ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. წესისამებრ, გაერთიანებას საფუძვლად უდევს მხარეთა თანაარსებობის თუ მეზობლობის მრავალწლიანი ან საუკუნოვანი გამოცდილება.
კონსოციატიური რეჟიმის რაობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მოდელს ირჩევენ გასაერთიანებლად: რომელიმე მხარის კონსტიტუციურად შეზღუდულ უპირატესობას თუ მხარეთა თანასწორ შეფარდებას. ამისდა მიხედვით ნაწილდება თანამდებობები, სახელწიფო უწყებებში წესდება კვოტები და ხდება საზოგადოებრივი ფონდების განკარგვა. თუ მოცემული პრინციპების გარშემო თანხმობა მყარია, ყველა სოციალური ჯგუფი შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ თვითმყოფადობას და შესაძლოა, საკუთარ კანონებსაც; შინ, საჯაროდ და სახელმწიფო უწყებებშიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ. ცხოვრების ნირიც უცვლელი რჩება.
კონსოციატიურ წყობას საძირკველი სწორედ თვითმყოფობის წაშლის შიშმა შეიძლება გამოაცალოს. შემწყნარებლობა კეთილგანწყობაზე მეტად, ინსტიტუციონალურ გარანტიებს ეყრდნობა, რომლის მიზანი სხვისი ბოროტი ნების ზეგავლენისგან დაცვაა. ნებისმიერმა სოციალურმა ან დემოგრაფიულმა ცვლილებამ შეიძლება დაარღვიოს ძალთა თანაფარდობა, საფრთხე შეუქმნას დომინირებისა და თანასწორობის არსებულ სტერეოტიპსა და ურთიერთობის ნორმებს. ამ დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, ინსტიტუციონალური გარანტიები ქრება. შედეგად, გაჩენილი დაუცველობის განცდა შეუძლებელს ხდის ურთიერთატანას. თუკი იმასთან ვცხოვრობ, ვინც საფრთხეს მიქმნის, მე ტოლერანტული ვეღარ ვიქნები. ასე ჩნდება შიში, რომ კონსოციატიური წყობა ჩვეულებრივ ნაციონალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნება, უმცირესობისა და უმრავლესობის დისპოზიციით. უმრავლესობა ყოფილი მოკავშირეების სახით, უმცირესობას უბრალოდ აიტანს, ხოლო უმცირესობის ტოლერანტულობა აღარავის დაჭირდება. კონსოციატიური მოწყობის საბედისწერო ფინალის ნიმუშია ლიბანი, რომელმაც სწორედ ზემოთ აღწერილი გზა გაიარა. ნაციონალურ-რელიგიურმა ვნებებმა, ერთმანეთის მიმართ განუყრელმა შიშმა და უნდობლობამ ქვეყნის გარდაქმნის პროცესი ხანგრძლივი სამოქალაქო ომით დაასამარა.
ნაციონალიზმი და რელიგია არ გამორიცხავენ ტოლერანტობას, რომლის რეალიზების საუკეთესო ფორმა, ასეთ შემთხვევაში, მორალური თვალსაზრისით, ალბათ, კონსოციატიური წყობა უნდა იყოს. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დღესდღეობით ტოლერანტული რეჟიმებიდან ყველაზე მეტად ნაციონალური სახელმწიფო ამართლებს.
ნაციონალური სახელმწიფო
საერთაშორისო თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა ნაციონალური სახელმწიფოა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოსახლეობა ეთნიკურად ან რელიგიურად ჰომოგენურია. ამ კუთხით, თანამედროვე მსოფლიოში ჰომოგენურობა იშვიათად გვხვდება. „ნაციონალური სახელმწოფო“ ერთი დომინანტური ჯგუფის მიერ თავისი ისტორიისა და კულტურის შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზებას გულისხმობს. ეს საჯარო განათლების ხასიათსა და სიმბოლიკაზე, სახელმწიფოს მიერ შემოღებულ უქმეებსა და დღესასწაულებზე აისახება. კონკრეტული ისტორიისა და კულტურის მიმართ ნაციონალური სახელმწიფო ნეიტრალური არ არის; მისი პოლიტიკური აპარატი ნაციის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ნაციონალური ჯგუფები სწორედ ამ თვითმდგენ მექანიზმებზე კონტროლის დასაწესებლად ისწრაფვიან სახელმწიფოებრიობისკენ. ამასთანავე ზოგჯერ ჯგუფის ცალკეულ ლიდერს უფრო მეტის მიღწევის სურვილი ამოძრავებს; ასეთ შემთხვევაში მისი ამბიცია მიზნების მთელ სპექტრს შლის: პოლიტიკურ ექსპანსიასა და ბატონობას, ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის აყვავებას.
ამის მიუხედავად ნაციონალური სახელმწიფო შეიძლება ტოლერანტული იყოს უმცირესობის მიმართ, ისე როგორც ეს ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. შემწყნარებლობა აქ სხვადასხვა ფორმას იძენს, თუმცა იშვიათად მიდის უმცირესობებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებამდე. განსაკუთრებით რთულია რეგიონალური ავტონომიის განხორციელება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყნის უმრავლესობა რეგიონში უმცირესობის ძალაუფლების ქვეშ ექცევა. ხშირი არ არის კორპორატიული მოწყობაც. ნაციონალური სახელმწიფო თავად ერთგვარი კორპორაციაა და ამ სტატუსით ის საკუთარ სოციალურ არეალში მონოპოლიის პრეტენზიას აცხადებს.
სახელმწიფო უმცირესობებს სტანდარტულ პირობებს უქმნის. მათ უფლება აქვთ დააფუძნონ გაერთიანებები, კერძო სკოლები, კულტურული საზოგადოებები, გამომცემლობები და ა.შ. ჯგუფის შიგნით მათ არ შეუძლიათ შემოიღონ დამოუკიდებელი კანონმდებლობა. უმცირესობის რელიგია, კულტურა და ისტორია თემის წევრთა პირადი ცხოვრების სფეროა. უმცირესობის კულტურის ელემენტების საზოგადოებრივ და ნაციონალურ სივრცეში გადატანა, წესისამებრ, უმრავლესობის შეშფოთებას იწვევს. (ამით აიხსნება მაგალითად საფრანგეთის საჯარო სკოლებში მუსლიმი გოგონებისთვის თავსაფრით სიარულის აკრძალვა). XIX საუკუნეში გერმანიაში ებრაელები ამბობდნენ, რომ ისინი ებრაელები შინ, ხოლო გარეთ, გერმანელები არიან. მათ ასე სურდათ ეჩვენებინათ, რომ ნაციონალური სახელმწიფოს ნორმას იცავენ, რაც შემდეგს გულისხმობს: უმცირესობისადმი კუთვნილება პირადი საქმეა. სწორედ ეს არის ნაციონალური სახელმწიფოს ტოლერანტულობის პირობა.
ძირითადი სფერო, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ამ ნორმის თავს მოხვევაც და მის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაც, ნაციონალურ ენასთან დაკავშირებული პოლიტიკაა. მრავალი ნაციისთვის საერთო ენა ერთიანობის გასაღებს წარმოადგენს. თავად ამ ნაციების ფორმირება გარკვეულწილად ლინგვისტური სტანდარტიზაციის პროცესის შედეგი იყო, რომლის განმავლობაში რეგიონალური დიალექტები ადგილს ცენტრის დიალექტს უთმობდნენ. თუმცა ერთი ან ორი დიალექტი გადარჩენას ახერხებდა და ალტერნატიული - „სუბსტანციონალური“ თუ „პროტონაციონალური“ წინააღმდგეგობის წყაროს ქმნიდა. ისტორია მოწმობს, რომ, დომინანტური ნაცია ყოველთვის აქტიურად მიუღებელ დამოკიდებულებას ავლენდა სხვა ენების მიმართ და მათ მხოლოდ და მხოლოდ საშინაო ან საკულტო ენის ფუნქციას უტოვებდა. ამასთან არის დაკავშირებული დომინანტი ნაციის ჩვეულებრივი მოთხოვნა, უმცირესობებისთვის უმრავლესობის ენის დაუფლებისა და საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში (არჩევნებისას, სასამართლოში, ხელშეკრულებების გაფორმებისას, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში) მისი გამოყენების შესახებ.
თავის მხრივ, უმცირესობები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად არიან დასახლებული, მშობლიური ენით სარგებლობის უფლების (საჯარო სკოლაში, სამართლებრივ დოკუმენტებში, და ნებასურვილის საჯაროდ გამოხატვისას) მოპოვებას ესწრაფვიან. ზოგჯერ რომელიმე უმცირესობის ენის მეორე სახელმწიფო ან რეგიონალური ენის სტატუსით აღიარება ხდება. მაგრამ უფრო ხშირად უმცირესობები თავიანთ ენაზე ოჯახში, ეკლესიებში ან კერძო სკოლებში საუბრობენ. ამავდროულად უმცირესობები თანდათანობით უმრავლესობის ენის ტრანსფორმირებასაც ახერხებენ. ლინგვისტური აკადემიები „ილაშქრებენ“ ხოლმე ენის „სიწმინდის“ დასაცავად, მაგრამ უმრავლესობა საკმაოდ სწრაფად და მსუბუქად ითვისებს უმცირესობათა „ბარბარიზმებს“ და სამეტყველო სიახლეებს. სხვა ენის მიმართ ღიაობა ან დახშულობა ტოლერანტობის ერთერთი ტესტია.
ნაციონალური სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, მასში შემავალი სხვადასხვა ჯგუფის კი არა, ინდივიდის მიმართ არის ტოლერანტული, რომელსაც ის ჯერ მოქალაქედ აღიქვამს და მხოლოდ ამის შემდეგ ამა თუ იმ უმცირესობად. უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქე უფლებრივად სხვა მოქალაქეების თანასწორია. მისგან უმრავლესობის პოლიტიკურ კულტურაში პოზიტიურ მონაწილეობას მოელიან. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური სახელმწიფო ნაკლებად ტოლერანტულია უმცირესობის, როგორც ჯგუფის მიმართ, იგი უმრავლესობას იძულებულს ხდის უფრო ტოლერანტულად მოეპყრას მოქალაქეს, რომელიც ამავდროულად შეიძლება რომელიმე უმცეროსობის ჯგუფის ნაწილი იყოს. ზემოქმედების ეს ტიპი შეიძლება თემის ასოციაციად ტრანსფორმაციის შედეგსაც წარმოადგენდეს: შიდა კონტროლის შესუსტებისდა მიხედვით უმცირესობებს წევრთა შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დოქტრინის დამაჯერებლობის, კულტურის მომხიბვლელობის, მათ გაერთიანებაში ყოფნასთან დაკავშირებული სიკეთეების, თავისუფლებისა და ტოლერანტული სულისკვეთების მეშვეობით შეუძლიათ.
იმიგრანტული საზოგადოება
მეხუთე მოდელი, რომლის საზღვრებში შესაძლებელია ტოლერანტობის კულტივირება, იმიგრანტული საზოგადოებაა. მის ფორმირებაში ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთი სამშობლო დატოვეს. ამგვარ გარემოში თვითმყოფადობის შენარჩუნების მოსურნე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები თავისუფალი ასოციაციების სახით არსებობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წევრების გულგრილობა ასეთი გაერთიანების მიმართ, საზოგადოების შეუწყნარებლობაზე დიდი საფრთხეა.
იმიგრანტული სახელმწიფო, მაგალითად აშშ, პირველი მიგრანტების ზეგავლენისგან განთავისუფლდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ნაციონალურ სახელმწიფოს უყრიდნენ საფუძველს, სადაც სწორედ მათი ნაცია იქნებოდა გაბატონებული. საბოლოოდ იმიგრანტულმა სახელმწიფომ მასში შემავალი ყველა ჯგუფის მიმართ მიუკერძოებლობა გამოიჩინა. მართალია, მან შეინარჩუნა იმიგრაციის პირველი ტალღის ენა და ნაწილობრივ, მისი პოლიტიკური კულტურაც, მაგრამ თუ ვინმეს მიმართ უპირატესობის მინიჭებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ყველა არსებულ ჯგუფთან მიმართებით სახელმწიფომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.
იმიგრანტული სახელმწიფო ყველას მიმართ ტოლერანტულია და, ამავე დროს, ავტონომიურია თავისი მიზნების შერჩევისას. იგი განსაკუთრებულ უფლებას ინარჩუნებს, ყველა მოქალაქე განიხილოს როგორც ინდივიდი და არა როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წევრი. ამიტომ ტოლერანტობის ობიექტს, მკაცრად რომ ვთქვათ, ინდივიდუალური ქმედებები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს, როგორიცაა: ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჯგუფთან ერთად რიტუალში მონაწილეობა, კულტურული განსხვავების დემონსტრირება და ა.შ. ამის წყალობით ჯგუფში ყალიბდება თვითშეგნება, რომ პიროვნებები, რომლებიც მზად არიან სხვა წევრები შეიწყნარონ, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს უნდა შეურიგდნენ. ეს ყოველი ჯგუფის შიგნით ერთი და იგივე კულტურის მრავალ სახესახვაობასა და გარკვეული კულტურის მიმართ ერთგულების სხვადასხვა ხარისხს წარმოშობს. ამგვარად ტოლერანტობა სრულიად დეცენტრალიზებული ხდება: ყველა იწყნარებს ყველას. იმიგრანტული საზოგადოების არცერთ ჯგუფს არა აქვს უფლება გააკონტროლოს საზოგადობრივი ცხოვრების ესა თუ ის მხარე და საზოგადოებრივ რესურსებზე მონოპოლია დააწესოს. გამოირიცხება კორპორატივიზმის ნებისმიერი ფორმაც. საშუალო სკოლებში სამოქალაქო კულტურის სწავლებისას ამოსავალი წერტილია სახელმწიფოს შესახებ ისეთი ცნობიერების ფორმირება, რომლის თანახმად ის ერთგვარი ზენაციონალური გაერთიანებაა და მას პოლიტიკური თვითშეგნების ერთიანობა უდევს საფუძვლად.
ანალოგიურად მიიჩნეულია, რომ სახელმწიფო მიუკერძოებლად უნდა მოეკიდოს ცალკეული ჯგუფების კულტურასაც, ყველა მათგანს გაუწიოს თანაბარი მხარდაჭერა. მაგალითად, თუკი იგი ემხრობა, ვთქვათ, საერთო რელიგიურობას, ამას შემდეგნაირად აკეთებს: აშშ-ში 1950-იან წლებში მატარებლებსა და ავტობუსებზე გაკრული იყო მოწოდებები: „იმ ეკლესიაში იარე, რომელსაც თავად აირჩევ“. ამასთანავე რეალობა ისაა, რომ რომელიმე ჯგუფს ან ჯგუფებს ყოველთვის ენიჭებათ უპირატესობა. აშშ-ს შემთხვევაში უპირატესობით ის ჯგუფები სარგებლობენ, რომელთა ეკლესიები მეტნაკლებად ადრეული პროტესტანტი იმიგრანტების თემს გვაგონებენ; თუმცა სხვებთან მიმართებითაც დამოკიდებულება საკმარისად ტოლერანტულია.
ამავდროულად იმიგრანტი თავის თავს ძირითადად ძირძველ მოსახლეობასთან კი არა, ორმაგი იდენტობის მქონე ადამიანთან აიგივებს. ეს იდენტობა კულტურული და პოლიტიკური ასპექტითაც არაერთმნიშვნელოვანია. ასეთი მიკუთვნებისა და არჩევანის შესაძლებლობა ერთგვარი სიმბოლოა, რომ მთლიანობაში, მაგალითად „ამერიკის მოსახლეობის იტალიური ნაწილი“, ცნებაში „ამერიკელი“ არსობრივად პოლიტიკურ შინაარსს დებს და ის არც ერთ კონკრეტულ კულტურასთან პრაკქტიკულად არ არის დაკავშირებული. ამ კონტექსტში „იტალიელი“ ყოველგვარ პოლიტიკურ მნიშვნელობას კარგავს და მარტო კულტურულ საზრისს ინარჩუნებს.
მხოლოდ და მხოლოდ ამ სახით შეიძლება იყოს შეწყნარებული „იტალიური შემადგენელი“. რაც იმას ნიშნავს, რომ იტალო-ამერიკელს, მისი სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი კულტურა, მაგრამ მხოლოდ „კერძო“ სახით - ამ კულტურის ერთგული ადამიანების მოხალისეობრივი ძალისხმევითა და შენაწირით. იგივე შეიძლება ითქვას არა მარტო უმცირესობების შესახებ, არამედ ნებისმიერ სხვა რელიგიურ და კულტურულ ჯგუფზეც, მით უფრო, რომ იმიგრანტულ საზოგადოებაში მუდმივი უმრავლესობა არ არსებობს.
ეს მოდელი არსებულთაგან მაქსიმალური (ან მაქსიმალურად შესაძლებელი) ტოლერანტობის რეჟიმია, რომელიც იწყნარებს პიროვნულ არჩევანს და კულტურისა და რელიგიის პერსონიფიცირებულ ვერსიებს. ამასთანავე სრულებით გაურკვეველია ამგვარი მაქსიმალიზმის საბოლოო შედეგი ჯგუფების გაძლიერება იქნება თუ მათი დასუსტება.
_____________________
1. მ. უოლცერი ამ ტერმინს ლეიპჰარტს დაესესხა. კონსოციატიურია სახელმწიფო მოწყობა, რომელშიც დიდი და მცირე კარგად ინტეგრირებული ეთნიკური ან კონფესიური ჯგუფები შედიან.
![]() |
8 ისლამი და საქართველო |
▲back to top |
რელიგიები საქართველოში
ნუგზარ პაპუაშვილი
ალაჰის მოციქული
ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე VII ს-ის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე უპირატესად არაბებით იყო დასახლებული. ისინი მომთაბარე მეჯოგეობას მისდევდნენ; წარმართები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ყველაზე მეტად ყურუიშელთა ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალაჰი ერქვა. ამ ტომის წარმომადგენელი გახლდათ ვაჭარი მუჰამადი (მუჰამედი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა.
მუჰამადი 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ღარიბი ვაჭრის აბდალაჰის ოჯახში დაიბადა; ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ აბუ ტალიბმა იკისრა; ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ - ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი), მერე მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. ხადიჯა ვაჭრის შვილი იყო და, ორი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც ვაჭრობას მიჰყო ხელი. მუჰამადი, როდესაც დაქორწინდა, ოცდახუთი წლის იყო; შეეძინა შვილები, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში დაიხოცნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა.
მექა და მისი შემოგარენი დიდ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. უფრო მეტად იქ იმ აღმსარებლობის ქრისტიანები იყვნენ, რომლებსაც ბიზანტიაში ერეტიკოსებად (მწვალებლებად) იცნობდნენ და რომლებსაც ხელისუფლება სამშობლოდან აძევებდა. მექაში ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა. იქ, როგორც იტყვიან, რელიგიური პლურალიზმი (მრავალფეროვნება) სუფევდა. მექაში ყურადღებას, პირველ რიგში, ტაძარი ქააბა იპყრობდა. იქ ესვენა შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ალაჰმა (ღმერთმა) ადამს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ წყალობის ნიშნად გარდამოუვლინა. ადამის შვილმა შისმა (სეთიმ) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბ. „კუბი“) ააგო. წარღვნის დროს ეს ტაძარი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ კი დაინგრა და „ალაჰის მეგობრებმა“ - იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა განაახლეს. ამის შემდეგ დიდი პილიგრიმობა დაიწყო - სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები მექაში ქააბას მოსალოცად ჩადიოდნენ.
მუჰამადი ქააბას მომლოცველთა გვერდით იდგა, მაგრამ მას ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც ნახავდით. იგი ხშირად უდაბნოში ბერონაზვნების მსგავსად განმარტოვდებოდა და გონებას ზეცად აღაპყრობდა. 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამადი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გაბრიელი (არაბ. ჯიბაილი) გამოეცხადა და სულის მარგებელი სიბრძნე აუწყა. პირველ გამოცხადებას მეორე მოყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი ღვთის ნებას დაჰყვა და ამიერიდან იგი ერთი ღმერთის - ალაჰის - მოციქული გახდა.
მუსლიმთა პირველი თემი
მუჰამადის ქადაგებები თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა, ირწმუნეს. მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამადმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნისა და თანამებრძოლის აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო, - 9 წლის აიშა.
წარმართებმა მუჰამადის მოკვლა განიზრახეს. ამიტომ მან 622 წლის 24 სექტემბერს მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად, - ჰიჯრას, მუსლიმთა ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის ჩამოყალიბება მოჰყვა; აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამ ფაქტს - ჰიჯრას -მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.
ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა.
630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და იქ ზარ-ზეიმით შევიდნენ. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამადი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.
მუჰამადი 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, მექაში გარდაიცვალა. იქ იგი პილიგრიმად (მომლოცველად) შევიდა, რის გამოც ამ პილიგრიმობას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.
ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და პოლიტიკური სადავეები ერთი და იმავე პიროვნების ხელში აღმოჩნდა. მმართველობის ამ ფორმას თეოკრატია ჰქვია. პირველი ისლამური სახელმწიფოს მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამადმა იკისრა. მისი საქმე მისმა ხალიფებმა, ე.ი. მოადგილეებმა, გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი, რომლებმაც მუჰამადის ოცნებას - არაბი ტომების ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას - ხორცი შეასხეს. მეტიც: მათ არაბეთის საზღვრები გააფართოეს და VII-VIII სს-ის მიჯნაზე დიდი ისლამური იმპერია შექმნეს. ისლამური ღვთისმსახურებისა და კულტურის ენად არაბული იქცა.
ისტორია
მუსლიმთა ერთიანი ეკლესია (კრებული) დამფუძნებლის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ გაიყო. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ე.ი. ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი - შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყრდედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფას არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ თავისი გაიტანა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქ. ნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია.
661 წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: სუნა გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, შია - პარტიას, ამხანაგობას, უფრო ზუსტად - მეგობართა პარტიას. პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან (დაახ. 12%25).
ისლამში სხვა მიმდინარეობები და რელიგიურ-ფილოსოფიური თეორიებიცაა ცნობილი. ესენია (ძირითადად): ხარიჯიტები (არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“ ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ), ისმაილიტ-მულიდები ანუ ალმუთელები, რომლებიც სამხედრო საქმისა და საბრძოლო ხელოვნების იშვიათი ცოდნით გამოირჩეოდნენ, სუფიები (მისტიკოსები), ვაჰაბიტები (ვრცლად იხ. ქვემოთ) და სხვანი.
პირველწყარო - ქითაბი
ისლამური რჯულმოძღვრებისა და ღვთისმსახურების პირველწყაროა ყურანი. სახელწოდება მომდინარეობს სირიული ზმნისაგან „კერიანა“, რაც „საღვთო წერილის კითხვას“, „დარიგებას“ ნიშნავს. მუსლიმთა რწმენით, ყურანი არის ზეცაში დაწერილი წიგნი, რომელიც ალაჰმა თავის მოციქულს მექასა და მედინაში გამოუცხადა. მოციქულმა ზეპირად დაისწავლა ტექსტი და თანამოძმეებსაც უამბო, მათ კი ინდისხურმის ფოთლებზე, ტყავის ნაჭრებსა და აქლემების ბეჭებზე ჩაიწერეს იგი. ამ წიგნის საბოლოო რედაქცია ხალიფა ოსმანმა ჩამოაყალიბა.
ყურანი 114 სურის (რიგის, თავის) და 6226 აიათისაგან (მუხლისაგან) შედგება. ესაა მუსლიმთა ბიბლია. მის გვერდით დგას, მაგრამ მას ვერ უთანაბრდება, სუნა, რომელიც გადმოცემას ნიშნავს და ყურანის ამა თუ იმ ადგილის დაზუსტებას და განმარტებას წარმოადგენს. თავიდან იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ IX ს-ში მას წიგნის სახე მისცეს. ასევე დიდი ავტორიტეტია შარიათი („პირდაპირი, სწორი გზა“, არაბ.). ესაა მუსლიმთა რჯულის კანონი, რომელშიც მოცემულია მორწმუნეთა ცხოვრების ნორმები და იურიდიული კოდექსი.
რჯული
ისლამი მკაცრად მონოთეისტური რელიგიაა: ქადაგებს ერთ ერთსახოვან, ერთგვამოვან ანუ ერთჰიპოსტასოვან ღმერთს.
ისლამი დაფუძნებულია რწმენის ხუთ თეზისზე: 1. ერთი ღმერთის რწმენა 2. ანგელოზების რწმენა 3. საღვთო წერილის რწმენა 4. საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა და 5. ბედისწერის რწმენა. ცნობილია აგრეთვე რწმენისა და რწმენისმიერი ცხოვრების „ხუთი ბურჯი“, მუსლიმთა ხუთი მცნება, უთი ძირითადი მოვალეობა (რუქნ): 1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება - შაჰადა 2. დღეში ხუთგზის ლოცვა - სალათი 3. მოწყალება - ზაქათი 4. სავალდებულო მარხვა - საუმი 5. მომლოცველობა - ჰაჯი.
ისლამური ღვთისმსახურება და ღვთისმოსაობა კონცენტრირებულია რწმენის ფორმულაში შაჰადა ანუ მოწმობა. იგი ასე ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულულლაჰ“ (არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მისი მოციქული მუჰამადია). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან მასში ისლამის ორი ძირითადი დოგმატია გაცხადებული: 1) ერთი ღმერთის აღიარება და 2) მის მოციქულად მუჰამადის გამოცხადება. მუჰამადი, მუსლიმთა რწმენით, არის უკანასკნელი და უდიდესი მოციქული - „წინასწარმეტყველების კარები“ და „მოციქულთა ბეჭედი“. მის გვერდით ისა, ქრისტიანთა იესო ქრისტე, დგას. ისას მთავარი ეპითეტებია: ალაჰის სიტყვა, მოციქული და წინასწარმეტყველი. ყურანის თანახმად, ისამ აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამადის, მოსვლა იწინასწარმეტყველა. ისა არ მომკვდარა, ის ალაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამადის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, რომელიც გამზადებულია ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ, როდესაც გარდაიცვლება.
ისლამური კანონი (შარიათი) მორწმუნეთა პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა მხარეს აწესრიგებს. აუცილებელია წინადაცვეთა, ძირითადი ლოცვების არაბულ ენაზე თქმა, ლოცვის დროს მექის მიმართულებით დგომა, მიცვალებულის თავის მექისკენ მიბრუნება, ღორის ხორცსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, პარასკევის უქმობა, მოწყალების გაღება (ზაქათი), პილიგრიმობა მექასა და მედინაში (ჰაჯი), დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და ღამით (დაწოლის წინ), ლოცვის წინ განბანვა და ა.შ. საზოგადო მსახურება სრულდება სახლში, რომელსაც მეჩეთი, მასჯითი, მიზგითი ეწოდება (სიტყვა არამეულია და „ღვთის თაყვანისცემის ადგილს“ ნიშნავს). პიროვნება, რომელიც მუსლიმთა ეკლესიებს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს და რიტუალებსაც ასრულებს, ცნობილია სახელებით: მოლა, ხოჯა, იმამი, მუფტი და სხვა. შარიათს ანუ სასამართლოს ყადი განაგებს.
მუსლიმები მთვარის კალენდრით სარგებლობენ. მათი მთავარი მარხვა (არაბ. სავმი) და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში (მთვარის კალენდრის მე-9 თვე) სრულდება: იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს და სექსუალურ კავშირში არ შედიან, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და, ვიდრე გათენდება, საუზმობენ. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზა-ბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალ-ფიტრი, ან ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი). დღესასწაულს ზოგადად არაბულ ენაზე უწოდებან „ყიდუნ“, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამადს ყურანი გარდამოუვლინა.
სხვა დღესასწაულებია: 1) ყურბანბაირამი (ურაზა-ბაირამიდან 70 დღის შემდეგ). ესა, მექაში მოსალოცად მგზავრობის აღსანიშნი დღე - დუ ლჰიჯჯა, რომელიც მსხვერპლშეწირვით მთავრდება. ამის გამო მას „ცხვრის დღესასწაულსაც“ უწოდებენ. ამით მუსლიმები იბრაჰიმის მიერ შვილის ნაცვლად ცხვრის დაკვლას მოიხსენიებენ; 2) მავლიდი (მავლუდი) - მუჰამადის დაბადების და გარდაცვალების დღე; 3) მიჰრაჯი - მუჰამადის ზეცად ამაღლების დღე; 4) აშურა ანუ შაჰ-სეი, ვაჰ-სეი და სხვა. აშუურა შიიტების სამგლოვიარო დღეა. ამით ისინი მესამე (მუჰამადის შემდეგ) იმამის ალის ვაჟის - ჰუსეინის - მოწამებრივ ღვაწლს იხსენიებენ. იგი ჰიჯრიდან 61-ე წელს, 10 ოქტომბერს, თავის ძმასთან, აბასთან, და 70 თანამებრძოლთან ერთად ერაყში დაიღუპა. ესაა სამგლოვიარო მისტერია, რომელიც ათ დღეს გრძელდება. მორწმუნეები მართავენ რიტუალს, რომელსაც თვითგვემა ახლავს. ისმის შეძახილები: „შაჰსეი, ვაჰ-სეი!“ ანუ: შაჰიდ (მოწამე) ჰუსეინ, ვაჰ (ვაი) ჰუსეინ!
დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს.
ისლამი საქართველოში
საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან (VII-IX სს-დან) დაიწყო. როგორც იოანე საბანისძე გვაუწყებს, ჩვენი თანამემამულეების ნაწილი მუსლიმი ანუ სარკინოზი, ისმაიტელი გახდა.
სამხრეთ საქართველოს (აჭარის, ტაო-კლარჯეთისა და მესხეთ-ჯავახეთის) ისლამიზაციას ადგილი XVI-XVII სს-ში ჰქონდა. ქართველი მუსლიმების რიცხვს ის კახელებიც შეემატნენ, რომლებიც შაჰ-აბასმა ირანში გადაასახლა და მათი შთამომავალნი დღესაც იქ ცხოვრობენ (ფერეიდნელი ქართველები), შემონახულია ქართველთა გამუსლიმების ოსმალური წესის ტექსტი (იხ. სახელმძღვანელო „რელიგიის კარიბჭე“, გვ. 336-337).
ისლამმა კვალი ქართული კულტურის ისტორიასა და ეთნოგრაფიულ ყოფაშიც დატოვა. „ოქროს ხანას“ და აღორძინების პერიოდში (XI-XIII და XVI-XVIII სს.) ქართულ ენაზე ისლამური სიტყვაკაზმული მწერლობის თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ძეგლი ითარგმნა. უეჭველია, რომ გამუსლიმებული ქართველებიდან შემოქმედებითი უნარით არა ერთი და ორი პიროვნება გამოირჩეოდა. მათგან ზოგი მშობლიურ ენაზე აგრძელებდა მოღვაწეობას (მაგალითად, XVII ს-ის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე), უმრავლესობა კი არაბულ, სპარსულ და თურქულენოვან გარემოს შეესისხლხორცა. მათი სახელების გამოვლენა და წარმოჩენა ჩვენი აღმოსავლეთმცოდნეების კვლევა-ძიების საგანია.
გამუსლიმებული ქართველები, შუასაუკუნეობრივი ეროვნულ-პოლიტიკური ხედვისა და მენტალიტეტის თანახმად, ქართველებად აღარ ითვლებოდნენ. ამ გაუგებრობისაგან ჩვენი ხალხი მთლიანად გათავისუფლებული დღესაც არაა, რაც ეროვნული ერთიანობის იდეას აზიანებს. თუ გვინდა, რომ ამ იდეას გავუფრთხილდეთ, პატივი უნდა ვცეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის სინდისსა და სარწმუნოებას. გავითვალისწინოთ, რომ კეთილმორწმუნე მეფემ, დავით აღმაშენებელმა, მუსლიმთა უბნებში ღორების მოშენება აკრძალა. იგი ისლამურ პოეზიას დიდად აფასებდა; შედიოდა მეჩეთში (მუსლიმ თანამოქალაქეთა პატივისცემის ნიშნად) და ისლამური ღვთისმეტყველების საკითხებშიც კარგად ერკვეოდა. ცნობილია დისკუსია, რომელიც მას განჯის ყადთან ჰქონია ყურანის შეუქმნელობისა და მარადიულობის საკითხზე.
საქართველოში დღეს ისლამს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აღიარებს.
აჭარელი და აფხაზი მუსლიმები მეტწილად სუნიტები არიან. ამჟამად აჭარელი მუსლიმების წინამძღვარია ბ-ნი ბექირ ბოლქვაძე ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკების მოსახლეობაც (ოსეთის გარდა) მეტწილად სუნიტი მუსლიმია. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანელთა შორის, შიიზმია გავრცელებული. თბილისის მეჩეთი აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა ცენტრია. იქ საქართველოს ახუნდი (ზედამხედველი) ბ-ნი ალი ალიევი მსახურობს. თბილისის მეჩეთში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, რაც იშვიათობაა.
მუსლიმთა კომპაქტური დასახლებები ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის რაიონებშიც გვხვდება. ისინი დაღესტნელები (ლეკები) და ქისტები არიან. მათი სარწმუნოება სუნიტურია, რადგან ისლამი კავკასიაში თურქეთიდან, სუნიტების ქვეყნიდან, შევიდა. ამასთანავე: დაღესტნურ-ჩეჩნურ-ინგუშურ სუნიზმს ასკეტურ-მისტიკური მიმდინარეობის - სუფიზმის - გავლენა ახასიათებს. სუფიები მისტიკურ-პოეტური ხასიათის მუსლიმები არიან, რომლებსაც ცხოვრების მარტივი სტილი აქვთ. ხსენებული მთიელების სულიერ ცხოვრებაში სუნიტურსუფიური პრაქტიკა მთის ადათწესებს უმტკივნეულოდ შეერწყა, რის შედეგადაც ერთობ ორიგინალური რელიგიური სინამდვილე წარმოიქმნა.
თანამედროვე საზოგადოების მძაფრ ინტერესს პანკისის ხეობის (ახმეტის რაიონის) ქისტები იწვევენ. ეთნიკურად და ენობრივად ისინი ჩეჩნების მონათესავე ტომია და XIX ს-ის შუა წლებამდე ახლანდელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
ჩეჩენ-ქისტები უფრო მეტად სოფლურ (პაგანიზებულ) ქრისტიანობას მისდევდნენ, თუმცა, ჩანს, რომ ადრე იქ ეკლესიურ-კანონიკური ქრისტიანობაც საკმაოდ ფესვგადგმული ყოფილა. როდესაც ჩრდილო კავკასიას რუსეთის ჯარები მოადგნენ, ადგილობრივმა ტომებმა ყურადღება ისლამის მიმართ გაამახვილეს, რადგან მისი დროშის ქვეშ ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებას და რუსებისაგან თავის მოზღუდვას ცდილობდნენ. 1785 წლის გაზაფხულზე შეიხი მანსური, ადრინდელი, მწყემსობისდროინდელი სახელით, - უშურმა, გამოჩნდა. რუსების წინააღმდეგ მან ჰაზავათი (საღვთო ომი) გამოაცხადა და მხარის ისლამიზაციის პროცესი გაააქტიურა. ქისტები, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX ს-ის 20-30-იან წლებში ჯგუფ-ჯგუფად ჩამოსახლდნენ, მეტწილად ქრისტიანები იყვნენ. გაშენდა სამი სოფელი, რომელთაგან ერთში, დუისში, მუსლიმანები ცხოვრობდნენ, ორში, ჯოყოლოსა და ომალოში - ქრისტიანები. უცნაურია, რომ ისინი, თითქმის მასობრივად, XX ს-ის შუა წლებში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, გამუსლიმდნენ. მათ შორის ისლამის, უფრო ზუსტად, - სუნიზმის ის სახეობა დაინერგა, რომელიც XIX ს-ის 60-იან წლებში ჩეჩენთა რელიგიურმა ლიდერმა შეიხმა ქუნთ-ჰაჯიმ ჩამოაყალიბა. მას ზიკრულლახი ანუ, მეორენაირად, ზიქრიზმი ეწოდება. „ზიქრ“ არაბული სიტყვაა და „ხსენებას“ ნიშნავს. იგულისხმება უფლის მოუკლებელად გახსენება და მისი სახელის „ალლაჰის“ მუდმივი განმეორება.
ზიკრულლახი, იგივე ზიქრიზმი, რომელსაც ბუნთ-ჰაჯის მიმდევრობასაც უწოდებენ, სინკრეტული კონფესიაა, - სუნიზმისა და აღმოსავლური მისტიციზმის კონგლომერატი. იგი შეხამებულია ადგილობრივ კოლორიტთან და ტრადიციებთან და მთის ქრისტიანული წეს-ჩვეულებების მიმართაც (საკლავის დაკვლა, სანთლის დანთება, ჯვარ-ხატებში სიარული) ლოიალობით გამოირჩევა. მას ექსტაზური რიტუალები და ლოცვები ახასიათებს, რაც მამაკაცთა რიტუალურ წრებრუნვებში, მძაფრ მედიტაციებში გამოიხატება. განსაკუთრებით საინტერესოა ნაწმები (გალობანი), რომლებსაც ქალები მისტიური შთაგონებით ასრულებენ.
ქისტების უმრავლესობა, 4000-მდე, ბუნთ-ჰაჯის მიმდევარია. მათ სულიერ ლიდერს იმამი ეწოდება. არიან სხვა წესის მუსლიმანებიც. მათგან ყველაზე მეტად ვაჰაბიტები აქტიურობენ.
ვაჰაბიზმი ისლამური პროტესტანტიზმია. იგი XVIII ს-ის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. სახელწოდება დამაარსებლის მუჰამად იბნ აბდ ალ-ვაჰაბის გამო შეიძინა. ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას „სუფთა ისლამს“ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არაა. კერძოდ, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოაყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს.
ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი ჯიჰადს უჭირავს. სიტყვა არაბულია და „გულმოდგინებას“ ე.ი. რწმენაში სიმტკიცეს ნიშნავს, მაგრამ იგი ხშირად გააზრებულია ომად ურწმუნოებისა და ურწმუნოთა წინააღმდეგ. ვაჰაბისტები ქმნიან თანამოაზრეთა თემებს - ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება ისლამურ, მაგრამ ღია საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ, - მათი სპორტი საომარი ხელოვნების დაუფლებაა. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმი არაბული ქვეყნებიდან შემოსულმა მუჯაჰედებმა (ისლამისათვის მეომრებმა) შემოიტანეს. მათგან ყველაზე ცნობილი იორდანელი არაბი ხატაბი იყო, რომელმაც „სუფთა ისლამი“ ჩეჩენ მეომრებს შორის წარმატებით გაავრცელა. იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მათი მეშვეობით კი იგი პანკისის ხეობაში გადმოინერგა.
ძმის რჯული
ისლამისადმი კეთილგანწყობის მაგალითად საქართველოს დამფუძნებელი კრების ოფიციალური განცხადება გამოგვადგება, რომელიც 1920 წელს გაკეთდა:
„...ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიან და მაჰმადიან ქართველების ერთობას. რჯული რჯულია, მაგრამ სისხლი და ეროვნება კიდევ სხვაა. ჩვენ მაჰმადიან ძმებს რჯული აერთებს სხვა მაჰმადიანებთან, მაგრამ ენით, სისხლით, იერით ქრისტიან ქართველებთან არიან...
ქრისტიანი ქართველები არ ვიცნობთ მაჰმადის სარწმუნოებას და ბევრს ჰგონია, რომ იგი საერთოდ განათლებისა და დაწინაურების წინაააღმდეგია. ეს მართალი არაა. არაბები და სპარსელები მაჰმადიანები არიან, მაგრამ ერთ დროს თავის განათლებით ევროპის ყველა ერზე მაღლა იდგნენ. თვითონ მოციქული მაჰმადი ქრისტიანების სახარებას დიდად აფასებდა და ამბობდა - სახარება ღვთისგან მოვლენილი წიგნიაო. მაჰმადის ყურანში ბევრია ქადაგება სიყვარულისა და კეთილი საქმეების და ყოველი ქრისტიანი ქართველი ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს მაჰმადის რჯულს, რომლის აღმსარებელია მრავალი მილიონი სხვადასხვა ხალხი და რომელსაც მისდევს ჩვენი ღვიძლი ძმებიც. მაჰმადის რჯული ჩვენი ძმების რჯულია და მუდამ განსაკუთრებულია ყურადღებით უნდა ვეპყრობოდეთ მას. პატივს უნდა ვსცემდეთ ყოველი ადამიანის რჯულს, მით უფრო ძმისას.
უნდა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: რჯული სხვადასხვა გვაქვს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ორივენი ერთი საქართველოს შვილები ვართ. ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ხასიათი გვაქვს. ჩვენი ძალა შეერთებაშია. ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს.
არავინ უნდა დაივიწყოს ეს. ამისათვის უნდა ვმუშაობდეთ ყველა“ („მაჰმადიანი ქართველები“, ტფ. 1920, გვ. 15-16).
![]() |
9 „იეჰოვას მოწმეები“ მსოფლიოში და საქართველოში |
▲back to top |
რელიგიები საქართველოში
ნუგზარ პაპუაშვილი
სახელი
ვინ არის „იეჰოვა“ და ვინ არიან მისი „მოწმეები“?
გამოსვლათა წიგნის მე-3 თავში გადმოცემულია გამოცხადება, რომელიც ისრაელის დიდმა წინამძღოლმა და წინასწარმეტყველმა იხილა, როდესაც იგი ლტოლვილობასა და უცხოობაში იმყოფებოდა:
„მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.
დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა უფალმა შუაგულ მაყვლოვნიდან. მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძვრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისაგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე... ახლა გაგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები...
უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ...“
საღვთისმეტყველო (უშუალოდ საღვთისმეტყველო) თვალსაზრისით ეს ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ღმერთი წუთისოფელს, - წუთისოფლის კაცს, არა მარტო გამოეცხადა, არამედ სახელიც გააგებინა თავისი. სახელი, და ისიც ღვთის სახელი, არაა უბრალო ნიშანი და მარკირი, ერთი საგნის მეორისაგან მექანიკურად განმასხვავებელი. ღვთის სახელში ღვთის არსებაა არეკლილი.
შესიტყვება „მე ვარ, რომელიც ვარ“ არის თარგმანი ებრაული შესიტყვებისა: „ეჰიე აშეთ ეჰიე“. ამ სიტყვების შეკუმშული ფორმაა ტეტრაგრამატონი (ოთხასოედი) „იჰვა“, რომელიც ასე გამოითქმის: იაჰვე. თუკი ღრმად დავაკვირდებით სიტყვებს: „მე ვარ, რომელიც ვარ“, მივალთ დასკვნამდე, რომ „იაჰვე“ გამოხატავს ცნებებს: არსებული, მყოფი, ჭეშმარიტი. ამდენად, „იაჰვე“ არის ატრიბუტი, - განსაზღვრება და ეპითეტი, რომელიც ღვთის თვისებას და არსებას ყველაზე ზუსტად და ადეკვატურად გადმოსცემს: ღმერთი არის თვითარსებობა, თავისთავადი ნება, აბსოლუტური და დაუსაზღვრელი თავისუფლება, ერთი სიტყვით, - ჭეშმარიტება თავისთავად. ამასთანავე: იაჰვე არა მარტო ღვთის ყველაზე სრულყოფილი და აღმატებული ეპითეტია, არამედ - სუბსტანტივი და საკუთარი სახელი. აი, რა უთხრა უფალმა მოსეს: „ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე“ (გამ. 3:15).
ის ადამიანები, რომელთა სარწმუნოებისა და პრაქტიკის შესახებ ახლა ვსაუბრობთ, ღვთის სახელის განსაზღვრას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ ეს აქტი - სახელდება - არსებითი ეტაპია ღვთის სიტყვის სწორად გაგებისა და აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე.
ეს სახელია იაჰვე ანუ იეჰოვა (იეღოვა არასწორი ფორმაა).
ხალხი, რომელიც შემოქმედ ღმერთს იეჰოვად მოიხსენიებს და ამას წესად ამკვიდრებს, საკუთარ თავს მოწამეს ანუ, ახალი ქართულით, მოწმეს უწოდებს.
„მოწმე“ ამ შემთხვევაში არის საღვთო მოწოდება, გნებავთ - წოდება, ხარისხი, რანგი იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ თავს იეჰოვას მორჩილად და მოწაფედ მოიაზრებენ. იმისათვის, რომ პიროვნება რჩეულთა შორის აღმოჩნდეს, იგი იაჰოვას (ღვთის) მოწამე უნდა გახდეს. აი, რას შთააგონებს ღმერთი ისრაელს - ახალი აღთქმის ეკლესიის პირველსახეს - წინასწარმეტყველის, ესაიას, კალმის მეშვეობით:
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი;
მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს... თქვენ ხართ ჩემი მოწმენი და მე ღმერთი ვარ“
(ესაია 43:10-12)
ადამიანებს, რომლებიც ღვთის სიტყვის მორჩილნი, მცოდნენი და მორწმუნენი არიან, ახალი აღთქმის მოციქულმა „მოწმეთა ღრუბელი“ („სიმრავლე წმიდათა მოწამეთაი“) უწოდა და ებრაელებს, ძველ აღთქმაში დარჩენილებს, ურჩია: „ამიტომ ჩვენც, რაკიღა გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე და ხელებ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი“ (ებრ. 12:1).
ღვთის სახელი და ამ სახელით ღვთის მოხმობის ბიბლიური შეგონება - „იაჰვე“ და „მოწმე“ - ახალ ეპოქაში ახალი რელიგიური ტალღის ამოქმედების საფუძველი გახდა.
ისტორია
ეს მიმდინარეობა ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, XIX ს-ის შუა წლებში ჩაისახა. იმ დროს იქ „ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება“ მოქმედებდა, რომლის ხელმძღვანელი ჩარლზ ტეის რასელი გახლდათ. მან 1870 წელს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ დააარსა და ამ ჟურნალმა ხსენებული საზოგადოების წევრთა აქტიურობას ერთობ დიდი სტიმული მისცა. ეს „საზოგადოება“ 1884 წელს რეგისტრირებულ იქნა, ხოლო მის წევრებს 1931 წელს „იეჰოვას მოწმეები“ ეწოდათ.
1916 წელს ჩარლზ რასელი გარდაიცვალა და მისი საქმე ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდმა განაგრძო. ამის გამო „იეჰოვას მოწმეებს“ ზოგჯერ რასელისტებად, ზოგჯერ რუტერფორდელებად მოიხსენიებენ.
„იეჰოვას მოწმეების“ მისია XX ს-ის 30-იან წლებში მსოფლიო მასშტაბით განივრცო. „საგუშაგო კოშკს“ მეორე ჟურნალი მოჰყვა - „გამოიღვიძეთ!“ დაიწყო მათი სხვადასხვა ენაზე თარგმნა და სოლიდურად ტირაჟირება; ეგზემპლარები ნაცისტურ და სოციალისტურ ქვეყნებშიც - გერმანიასა და საბჭოთა კავშირშიც - აღწევდა. იქ, სპეცსამსახურთა მხრიდან დევნის, შანტაჟისა და აქტივისტების დაპატიმრების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეთა ფილიალები არსდებოდა და მათი მოძღვრება მეტ-ნაკლები წარმატებით დედამიწის ყველა რეგიონში ვრცელდებოდა.
დღეისათვის, 2007 წელს, იეჰოვას მოწმეთა საერთო რიცხვი 7 მილიონს აღწევს. ზოგ სახელმწიფოში ისინი ღიად და ოფიციალურად საქმიანობენ, ზოგან კი - შეზღუდულად, ანდა კონსპირაციულად. მათ სულიერ ცხოვრებას და მოღვაწეობას კოორდინაციას უწევს ცენტრი, რომელიც ნიუ-იორკის გარეუბანში, ბრუნკლინში, მდებარეობს. იქაა უზარმაზარი შტაბბინა, რომელსაც, ასევე, საგუშაგო კოშკს უწოდებენ. იქვეა პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტისა, რომელიც ამ მოძღვრების რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებისა და ფილიალების (ეკლესიების) მისიონერული პრაქტიკის წახალისებისათვის ზრუნავს. ეს ზრუნვა გამოიხატება როგორც ცოდნის გაზიარებაში, ისე მატერიალურ დახმარებაში; ხელის შეწყობაში ბიბლიის ტექსტის დაზუსტების, დადგენისა და გამოცემათა ხარისხის გაუმჯობესებისათვის, სარწმუნოებრივი შინაარსის სხვა ლიტერატურის მომზადების და გავრცელებისათვის, დიდი მასშტაბის კონფერენციებისა და კონგრესების მოწვევისათვის.
მოძღვრება და მსახურება
„იეჰოვას მოწმეები“ თავიანთი სარწმუნოების, რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების ერთადერთ ავტორიტეტად საღვთო წერილს (ბიბლიას) ასახელებენ. ისინი თვლიან, რომ მათი ყველა დებულება, რაც დღემდე შეუმუშავებიათ (ანდა შეიმუშავებენ) უსათუოდ ბიბლიას, და მხოლოდ ბიბლიას, უნდა ემყარებოდეს. ამასთანავე (რაც არსებითია) აღიარებენ, რომ შესაძლებელია, ამ დებულებათა ცალკეული საკითხები დროდადრო, ბიბლიის გულმოდგინე კვლევისა და წინასსწარმეტყველებათა აღსრულების კვალდაკვალ, შეიცვალოს, ანდა დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს. ამ შემთხვევაში მათ მხედველობაში მეფე სოლომონის სიბრძნე აქვთ: „მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე“ (იგავ. 4:18).
„იეჰოვას მოწმეთა“ მოძღვრების სპეციფიკური ნიშანი, რითაც ისინი ქრისტიანთა დანარჩენ ნაწილს (თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას) უპირისპირდებიან, იესო ქრისტეს პიროვნების მათეული განსაზღვრება გახლავთ. მათაც, ისე როგორც ყველა ქრისტიანს, სწამთ, რომ იესო ღვთის მხოლოდშობილი ძეა, - შობილი (დაბადებული) მამისაგან ხილული და არახილული (ე.ი. ანგელოზური) სამყაროს გაჩენამდე. იგი სრულყოფილი და ცოდვისაგან თავისუფალია. მამამ (ღმერთმა, იაჰვემ) შვილი წუთისოფელში კაცთა მოდგმის წუთისოფლისაგან გამოხსნისათვის, გამოსყიდვისათვის მოავლინა. მან პირნათლად მოიხადა ვალი და მისია აღასრულა: ივნო, ძელს ეცვა, მოკვდა და დაიმარხა; ყველას ნაცვლედ გაიღო მსხვერპლი და ამ მსხვერპლმა ადამის ტომი ღმერთს შეარიგა. იგი მკვდრეთით აღდგა, ამაღლდა და მამის მარჯვნივ ზის. ამდენად, იესო არის მაცხოვარი, რომელმაც კაცი ღმერთს შეარიგა; იგი ქრისტიანთა საკრებულოს (ეკლესიის) თავია და ამ საკრებულოდ „იეჰოვას მოწმეები“ თავიანთ თავს მოიაზრებენ.
„იეჰოვას მოწმეებს“ ასევე სწამთ, რომ არსებობს სულიწმინდა, რომელიც არის ღვთის ყოვლისშემძლე მოქმედი ძალა; ღმერთი სიკეთეს ამ ძალის მეშვეობით იქმს.
ამდენად, „იეჰოვას მოწმეები“ აღიარებენ ღვთის ძესაც და მის წმიდა სულსაც, მაგრამ არც ერთს (არც ძეს და არც სულს) ბუნებით, ე.ი. ჭეშმარიტად, ღმერთად, არ აღიარებენ. უფრო რომ დავაზუსტოთ, - არც ერთს და არც მეორეს ისინი მამის (ე.ი. ჭეშმაერიტი, ბუნებითი ღმერთის) თანაარსად არ მიიჩნევენ. ამდენად, „იეჰოვას მოწმეები“ ზოგადქრისტიანულ დოგმატს ღვთის ერთარსება-სამებობის შესახებ არ ცნობენ. იესო ქრისტეს ისინი ქმნილებად (პირველქმნილებად, მაგრამ მაინც ქმნილებად) რაცხენ. ასევე დარწმუნებული არიან, რომ იგი (იესო) ბოძზე გააკრეს და არა ჯვარზე. მაშასადამე, მათთვის ბერძნული სიტყვა „სტავროს“ მხოლოდ და მხოლოდ ძელს (ბოძს) ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში ორ ერთმანეთზე გადაჭდობილ ძელს ანუ ჯვარს.
„იეჰოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ ადამიანს არა აქვს უკვდავი სული (ბიბლიაში ეს არ ჩანსო); ადამიანი თვითონაა სული. ამიტომ საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დროს ღვთის სამეფოში მხოლოდ მართალთა სულები შევლენ. ცოდვილთა სულები მათ სხეულთან ერთად გაქრება. თუ ასეა, ცხადია, სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს. სამოთხე იგივე იაჰვეს სამეფოა, რომელიც ქვეყნიერების განკითხვის შემდეგ დამყარდება. იქ კი, როგორც ამას იოანე ღვთისმეტყველი გვაუწყებს (გამოცხ. 14:1-3), 144.000 ადამიანი დამკვიდრდება და უკვდავებას ეზიარება. მათ ეახლებათ უამრავი ქვეშევრდომი ანუ ისინი, რომლებმაც სრულყოფილად ვერ შეიმეცნეს ჭეშმარიტება (თუმცა კეთილშობილები იყვნენ). ისინიც უკვდავნი იქნებიან, როგორც ამას იგივე ღვთისმეტყველი ამბობს (იოანე 11:26), მაგრამ - ქვეშევრდომნი.
„იეჰოვას მოწმეთა“ მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრძოლას ქრისტესა და ლუციფერს შორის. უკანასკნელი კეთილი ანგელოზი იყო, მაგრამ ამპარტავნების სენი შეეყარა და ზეციურ მამასთან გათანაბრება მოისურვა. მან აცდუნა ადამი და ევა და, რადგან ღვთის უძლურების ილუზია შექმნა, ყოვლისშემოქმედს ომი გამოუცხადა. მისი მიზანი ყველა სატანისეული სახელმწიფოს დამსხვრევაა, რის შედეგადაც მოისპობა ბოროტება და შეიქმნება ერთიანი, თეოკრატიული, „იეჰოვას მოწმეთა“ ღვთაებრივი სახელმწიფო; შეიმუსრება ლუციფერი და მისი არმია.
მაგრამ სანამ არმაგედონი დამთავრდება, მანამდე მთელი წუთი-სოფელი და, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ცოდვის ტყვედ რჩება. „იეჰოვას მოწმეები“, რადგან თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად რაცხენ, თვლიან, რომ ისინი, ისე როგორც ქრისტე, სულით და გონებით ამაქვეყნის ნაწილი არ არიან. ესაა მიზეზი, რომ იეჰოვას მოწმეები არც პოლიტიკურ ბრძოლებსა და არც სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებში არ მონაწილეობენ; არ მონაწილეობენ აგრეთვე კონფესიათაშორის ურთიერთობებში (ინტერკონფესიურ მოძრაობაში) და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებიც არ არიან.
„იეჰოვას მოწმეთა“ ღვთისმსახურება პროტესტანტული ეკლესიების ღვთისმსახურებისაგან არსებითად არ განსხვავდება. მათ კრებებზე ცენტრალური ადგილი ბიბლიის კითხვა-შტუდირებას, ე.ი. კითხვა-კომენტირებას უჭირავს. დღესასწაულების რიცხვი მცირეა. მათ კალენდარში განსაკუთრებული ყურადღება ქრისტეს ვნებას და დასაფლავებას ეთმობა. ამ დღეს (ვნების პარასკევს) მორწმუნეები ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემენ უფუარ პურსა და ღვინიან თასს როგორც ქრისტეს სიმბოლურ ხორცსა და სისხლს. სახლი, სადაც ეს და მსგავსი პროცესები იმართება, „სამეფო დარბაზად“ იწოდება.
„იეჰოვას მოწმეთა“ სარწმუნოებრივი პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია ინტენსიური მისიოლოგია ანუ სარწმუნოების მიღმა მყოფ ხალხთან ინდივიდუალური მუშაობა; ოჯახებში მისვლა და რელიგიურ-საგანმანათლებლო საუბრების მშვიდ ვითარებაში წარმართვა. ცნობილია ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები ზნეობრივი კოდექსისა და ოჯახის სიწმინდის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. ცდილობენ, იყვნენ კანონმორჩილნი, შრომისმოყვარენი და გადასახადების კეთილსინდისიერად გადამხდელნი; ეწევიან ქველმოქმედებას.
„იეჰოვას ქართველი მოწმეები“
საქართველოში ამ მიმდინარეობის ისტორია 1953 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რეგიონში ქადაგებდნენ: ვალენტინა მიმინოშვილი, რომელსაც „იეჰოვას მოწმეები“ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გაუცვნია, ძმები გუდაძეები (ციმბირიდან 1962 წელს დაბრუნებულები), ვლადიმერ გლადიუკი (რომელიც სამუშაოდ რუსეთიდან აფხაზეთში ჩამოვიდა და გალის რაიონში მისიონერულ ქადაგებას შეუდგა). იყვნენ სხვებიც.
1970 წელს ენგურჰესზე თორმეტი პროზელიტი (ახლადმოქცეული) მოინათლა, რაც უშიშროების სამსახურს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მქადაგებელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა. ამის მიუხედავად მქადაგებელთა რიცხვი არ შემცირებულა. საქართველოში „იეჰოვას მოწმეთა“ პირველი თავყრილობა 1973 წლის 19 აგვისტოს მოეწყო. ამ დღეს სოხუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 130 „მოწმე“ ჩავიდა; შედგა კონგრესი და 45 კაცი მოინათლა (სხვადასხვა ეროვნებისა).
„იეჰოვას მოწმეთა“ თემი 1976 წელს თბილისშიც ჩამოყალიბდა. დედაქალაქი მალე ქართველი იეჰოვას მოწმეების ცენტრად იქცა.
„საქართველოს იეჰოვას მოწმეთა კავშირი“ (ეს მათი ოფიციალური სახელწოდებაა) დღეს 17.000 მონათლულ წევრს აერთიანებს. თუკი ამ საზოგადოებაში გაწევრიანებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობასაც მივიღებთ მხედველობაში, ეს ციფრი 33000-მდე გაიზრდება.
საქართველოში ამჟამად „იეჰოვას მოწმეთა“ 150 გაერთიანება და ერთი ცენტრალური ორგანიზაცია არსებობს - „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალი“ (რეგისტრირებულია 1998) წლიდან.
იმის მიუხედავად, რომ განხილული მიმდინარეობის ისტორია საქართველოში ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს ითვლის, არამართლმადიდებელ აღმსარებლობებს შორის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტი მის შესახებ მოუსმენია. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურია ინფორმაცია, რომელიც მათ ყურამდე აღწევს, მაგრამ, რაც ვთქვით, ეს ფაქტია. ამას კი ორი მიზეზი განაპირობებს. პირველი ამ ორგანიზაციის წევრთა განსაკუთრებული ენთუზიაზმია. მეორე (ვფიქრობთ, უფრო სერიოზული) მიზეზი მათ მიმართ, განსაკუთრებით ქართველ იეჰოვას მოწმეთა მიმართ, განხორციელებული რეპრესიებია. ეს რეპრესიები კი, როგორც აღვნიშნეთ, კომუნისტური რეჟიმის დროიდან დაიწყო. პირველი პატიმარი სოხუმელი ნათელა ჩარგეიშვილი გახლდათ. მან თბილისის ციხეში ორი წელი დაჰყო. ეს პატიმრობა იმდენად სასტიკი იყო, რომ მას თოთხმეტი წლის ვაჟიშვილთან შეხვედრა ეკრძალებოდა.
დევნის ახალი ფაზა „პერესტროიკის“ წლებიდან დაიწყო. ამიერიდან მდევნელის როლში არა სახელმწიფო, არამედ მართლმადიდებლური ნაციონალიზმით პოლიტიზებული ჯგუფები გამოდიან. დევნას წინ აგრესია უძღვის, აგრესიას კი ლოზუნგი - „საქართველო და მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივეა!“, რაც ნიშნავს: ქართველი, რომელიც მართლმადიდებელი არ არის, ნამდვილი ქართველი არ არის! წარმოიშვა ისტერია, რომელმაც „იეჰოვას მოწმეთა“ არა ერთი და ორი კრების რბევა-აწიოკება განაპირობა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სადამსჯელო რაზმები (ყველაზე მეტ სისასტიკეს პროტოპრესვიტერ ბასილ მკალავიშვილის დაჯგუფება იჩენდა) ხელისუფლების წაქეზებით მოქმედებდნენ. ადგილი ჰქონდა კრებებზე თავდასხმებს, სახლებში შევარდნებს, კეძო საკუთრების ხელყოფას, ავეჯისა და ნივთების მსხვრევას, წიგნების და სახლების დაწვას, ათობით მოწმის ცემას, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. სასამართლოები მეტწილად ტენდენციური ექსტრემისტების მაამებლური გადაწყვეტილებებით მთავრდებოდა. ადამიანის უფლებათა დამცველების პროტესტს, როგორც წესი, შედეგი არ მოჰქონდა. 2001 წლის 13 თებერვალს „იეჰოვას მიწმეებმა“ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს პეტიციით მიმართეს. პეტიციას 133 000-მა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი და ბრბოსაგან რელიგიური უმცირესობის დაცვა მოითხოვა. მიმდინარე პროცესებით საეთაშორისო საზოგადოებრიობაც დაინტერესდა, რის გამოც სასამართლომ მკალავიშვილსა და მის მსგავს ექსტრემისტებს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ მათ სათანადო ორგანოები ან არ იჭერდნენ, ან ვერ იჭერდნენ. ისინი პოლიციამ მხოლოდ 2004 წლის მარტში დააკავა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „იეჰოვას მოწმეების“ დევნა შესამჩნევად შემცირდა.
2007 წლის 3 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ შემდეგი შინაარსის დასკვნა გამოიტანა: საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები, მაშინ როდესაც მათ ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე რბევა ხდებოდა, დანაშაულებრივ უმოქმედობასა და ტენდენციურობას იჩენდა. ამის გამო საქართველო ვალდებულია, დაზარალებულ მხარეს (მის მოქალაქეებს) მორალური და მატერიალური ზიანი, 56 ათასი აშშ დოლარი აუნაზღაუროს.
![]() |
10 მართლმადიდებელი ეკლესია და მესამე ათასწლეული |
▲back to top |
Tolerance
მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი
1999 წლის 4 დეკემბერს ბალამინდის მონასტერში წარმოთქმული სიტყვა
ქრისტიანობის ისტორია: სიხარულისა და განხიბლვის მიზეზი
ორიათასწლიან ქრისტიანულ ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, სიხარული და იმედგაცრუება ერთდროულად დაგვეუფლება. რა გვანიჭებს სიხარულსა და რა იწვევს კმაყოფილებას?
უპირველეს ყოვლისა, თავისთავად ცხად და კანონზომიერ მოვლენად არ უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ეკლესია დღემდე არსებობს. ეკლესია მტრულ გარემოში იშვა და მარტო ადრეულ საუკუნეებში კი არა, ჩვენს დროშიაც უმძიმეს დევნას განიცდიდა. ამის მიუხედავად იგი დღესაც მყოფობს. „ჩვენ ვკვდებით და აი, კვლავ ვცოცხლობთ“, - პავლე მოციქულის ამ სიტყვებით ეკლესიის ისტორიაც შეიძლება დახასიათდეს, უკიდურეს შემთხვევაში ამ დრომდე მაინც. როგორ არის ეს შესაძლებელი? რაციონალისტი, ბედნიერი შემთხვევითობით ან ხელსაყრელი ისტორიული გარემოებით ახსნიდა ამ ფაქტს. ჩვენ, მორწმუნენი, კი პასუხს მაცხოვრის სიტყვებში ვპოულობთ: ეკლესიას „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“. ასეა თუ ისე, საუკუნეთა განმავლობაში ეკლესიის მფარველობისათვის უფლისადმი მხოლოდ მადლობა გვეთქმის.
ასევე უდიდესი სასწაულია, რომ არაერთი კულტურული გარემოს გავლენის მიუხედავად შემოგვრჩა ეკლესიის ძირითადი ტრადიციები და სტრუქტურები. ეკლესია მსოფ-ლიოში მყოფობს, მაგრამ „არა ამა სოფლისაგანია“. მათ შორის საზღრის გავლება ძნელია. ეკლესიისთვის მუდამ უმნიშვნელოვანესი პრობლემა იქნება თავისთავადობის შენარჩუნება ისე, რომ მსოფლიოს არ გაერიყოს, გეტოდ არ იქცეს. მით უფრო, რომ ყველგან, სადაც ეკლესია დამკვიდრდა, ზეგავლენა მოახდინა კულტურაზეც. მარტოოდენ ბიზანტიასა და შუა საუკუნეების დასავლეთს, ანუ ქრისტიანული კულტურის კერებს, არ ვგულისხმობ. ნათქვამი ახალ დროსაც ეხება, როდესაც დასავლეთში, ჰუმანისტური კულტურის შექმნის პროცესში, ეკლესიის, როგორც უცხო და ზედმეტი ფაქტორის, ღიად და ხაზგასმულად იგნორირება მოახდინეს. თანამედროვე საზოგადოების მორალურ და ჰუმანისტურ ფასეულობათა მნიშვნელოვანი ნაწილი არსობრივად სხვა არაფერია, თუ არა ზნეობრივი ქცევის ქრისტიანული პრინციპები. ეკლესია საზოგადოებრივი ცხოვრებისგან არასოდეს გაუცხოებულა ისე, როგორც ზოგიერთს სურდა.
მართლმადიდებელი ეკლესია ღმერთის მადლიერი ბევრი რამის გამო უნდა იყოს. ბიზანტიასა და რამდენიმე თანამედროვე სახელმწიფოს თუ არ ჩავთვლით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ჩვენ პოლიტიკური ძალაუფლება არსად გვქონდა. მაგრამ ხსენებულ შემთხვევებშიც შეგნებულად ვავითარებდით მონაზვნობის ინსტიტუტს, რათა საკუთარი თავისთვის შეგვეხსენებინა, რომ ეკლესია „არა ამა სოფლისაგანია“. საერთოდ კი, მართლმადიდებლობის ისტორიაში ტანჯვა და დამცირება გაცილებით ხანგრძლივი იყო, ვიდრე დიდებისა და საერო ძალაუფლების პყრობის ჟამი. ეკლესიას შეუძლია იამაყოს, მაგრამ ეს განცდა საერო ძალმოსილების კი არა, მონაზვნებისა და სულიერი მოსაგრეების გამო უნდა დაგვეუფლოს. ამისთვის მადლობა უნდა შევსწიროთ ღმერთს, რადგან, მოციქულის თქმით, ღვთის ძალა უძლურებაში ვლინდება.
ინკულტურაციის ნიმუშები - კორეული შობა
მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნემაც განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღავსოს უფლისადმი, რადგან ღვთისმეტყველებამ თავიდან აღმოაჩინა თავისი, წმიდა მამებისეული ფესვები, ხელახლა გააცნობიერა lex orandi-სა (ლოცვის კანონისა) და წმინდა ევქარისტიის მნიშვნელობა. ამასთანავე, სამონაზვნო ტრადიციის შთამბეჭდავი აღორძინების წყალობით, მეუდაბნოე მამათა სულისკვეთება გააცოცხლა. და ყველაფერი ეს მრავალთა მონაპოვრად იქცა ეკუმენური მოძრაობის კონტექსტში, სადაც თვით მართლმადიდებელთა ერთობ სუსტი მონაწილეობის მიუხედავად, მართლმადიდებლობის მოწმობა ძალზე მძლავრი იყო.
წარუმატებლობასა და იმედგაცრუებასთან დაკავშირებით კი, ვფიქრობ, ბევრი რამ გვაძლევს წუხილისა და სინანულის მიზეზს.
ვერ განხორციელდა მსოფლიოს ჭეშმარიტი და ღრმა გაქრისტიანება. ქრისტიანული მისია ან მრავალმხრივი არ იყო, - ეს, პირველ რიგში, მართლმადიდებლებს გვეხება, - ანდა თავისი არსით არაქრისტიანული გახლდათ, რაც არაერთი დასავლური მისიონერული ძალისხმევისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ სახარება გარკვეულ ნაციონალურსა და კულტურულ ღირებულებებს მივაჯაჭვეთ და, ამდენად, ეკლესიის ნამდვილი ინკულტურიზება ვეღარ შევძელით. ხშირად მისიონერობის ნაცვლად, კულტურასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, ადამიანებს თავს ახვევდნენ ქრისტიანობას. უფალს ადამიანი უყვარს, ქრისტიანობა კი სხვაგვარად ეპყრობოდა ხოლმე მას. და ჩვენ ეს უნდა შევინანოთ.
ამას გარდა, თავად ქრისტიანობაში მოხდა ტრაგიკული განხეთქილება. მეორე ათასწლეულში, ქრისტიანთა შორის მანამდე არნახულმა სიძულვილმა და დაპირისპირებამ იჩინა თავი. დამნაშავის ძიება არ ღირს. მეუდაბნოე მამები სხვათა ცოდვებისთვის მუდამ საკუთარი თავის გაკიცხვას გვასწავლიან. დღეს მართლმადიდებლებში განყოფის ცოდვის გამო დასავლეთის პასუხისმგებლობის ხაზგასმის ტენდენცია არსებობს. დასავლელ ძმებს ძველი მტრობისთვის თითქოს ანგარიშს სთხოვენ. ისტორია, რა თქმა უნდა, ცხადად მოწმობს აგრესიაზე, მართლმადიდებლებთან ურთიერთობაში რომ გამოავლინა დასავლეთმა, მაგრამ სქიზმის ტრაგიკული რეალობა სიღრმისეულად მართლმადიდებელთა უნიათობასთანაცაა დაკავშირებული, რადგან წინააღმდეგობის სული ვერ დავძლიეთ და პატიებითა და სიყვარულით ვერ ავმაღლდით მასზე. კონფესიური მოშურნეობა უფრო ძლიერი გამოდგა. ამდენად, მეორე ათასწლეული საეკლესიო ისტორიის არცთუ ბედნიერი ხანაა.
ჩვენს კიდევ ერთ ნაკლად იმას ვთვლი, რომ სახარება ეგზისტენციალური კატეგორიებით არ იქნა განმარტებული. ფუნდამენტალიზმმა, კონფესიონალიზმმა და კონსერვატულობამ ბიბლია და დოგმატები მოაკვდინა, მოამწყვდია თეორიებში, რომლებსაც თითქოს უფრო უნდა ვინარჩუნებდეთ, ვიდრე გამოცდილებისეულად ვიმეცნებდეთ. გაიმიჯნა დოგმატიკა და ეთიკა, lex orandi (ლოცვის კანონი) და lex credendi (რწმენის კანონი). ურთიერთგანსხვავებულ სფეროებად იქცა ღვთისმეტყველება და ღვთისმოშიშება. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ღვთისმოშიში პიროვნება ნაკლებად უნდა იყოს ღვთისმეტყველი. მსგავსი დიქოტომიები დოგმატიკისა და კანონიკური სამართლის, ეკლესიოლოგიისა და საეკლესიო მართვის ურთიერთმიმართებაშიც წარმოიქმნება. ეპისკოპოსები ადმინისტრატორებად იქცნენ და თუკი აღმოჩნდა, რომ იმავდროულად თეოლოგებიც არიან, ამას „სამსახურებრივ შეუთავსებლობად“ უთვლიან. ამ მიზეზების გამო ღვთისმეტყველება არა მარტო ცხოვრების, არამედ ეკლესიური ყოფის მიმართაც მარგინალური გახდა.
ეკლესიაში, განსაკუთრებით ჩვენთან, მართლმადიდებლებში, ნაციონალიზმმა და ეთნოფილეტიზმმა შემოაღწია. ავტოკეფალიის იდეა ავტოკეფალიზმში, ანუ სახელმწიფო და ნაციონალური ინტერესების მომსახურებისათვის ეკლესიის გამოყენებაში გადაიზარდა.
XX საუკუნეში მართლმადიდებლური დიასპორის მდგომარეობა ეკლესიოლოგიის პრინციპების ღია და პირდაპირი დარღვევაა. ეჭვგარეშეა, ასეთი ვითარებით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ოფიციალურ დონეზეა „ნაკურთხი“.
ეს არის, რაც მემკვიდრეობით გადმოგვცა წარსულმა, ეკლესიის ორიათასწლიანმა ისტორიამ. იგი, ერთი მხრივ, მადლიერების გრძნობას გვიღვიძებს, მეორე მხრივ კი, სინანულის მიზეზს გვაძლევს. ახალი ათასწლეულის მიჯნაზე განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ამ ორმხრივი მემკვიდრეობის გაცნობიერება. პრობლემები, რომლებსაც ახალ ისტორიულ პერიოდში წავაწყდებით, ჩვენი წარსულის ხელახალ გააზრებას მოითხოვს.
ახალი ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი საკითხები
დღეს ყველამ კარგად იცის თანამედროვე ამერიკელი კონფლიქტოლოგის გახმაურებული თეორია, რომელიც ახალ ათასწლეულს „ცივილიზაციათა შეჯახების“ პერიოდად ახასიათებს. იმის მიუხედავად, იგი მართებულია თუ არა, ეკლესიისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იქნება (და, ვფიქრობ, მუდამ იყო კიდეც) ინკულტურაცია. რა უნდა იღონოს ეკლესიამ?
იმ დროს, როდესაც სახარება ბერძნებს ეუწყებოდა, იგი სემიტურისგან უბრალოდ განსხვავებულ კი არა, მასთან ღრმად დაპირისპირებულ კულტურას წააწყდა. ისტორიკოსები იმაზე კამათობენ, იესო ქრისტეს დროინდელ იუდაიზმში რამდენად შეაღწია ელინიზმმა. მაგრამ პატრისტიკული პერიოდის შესახებ არსებული გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ანტიკურ - ბერძნულ-რომაულ - სამყაროში სახარების ინკულტურაცია ერთობ რთული ამოცანა გახლდათ.
პრობლემა პოლითეიზმის მონოთეიზმით შეცვლა როდი იყო მხოლოდ. სირთულეს უფრო სიღრმისეული მოვლენები, ბერძნული კულტურისთვის ნიშანდობლივი მსოფლხედვა და მსოფლგანცდა, ეთოსი და მენტალიტეტი ქმნიდა. I საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსთა - ბოეციუსისა და ნეოპლატონი-კოსების - რეაქციებით თუ განვსჯით, ღვთის განკაცებისა და მკვდართა აღდგომის მომცველი ქრისტიანული ისტორიზმის აღქმა ბერძნულ გონს არ შეეძლო. კიდევ უფრო სიღრმისეულ შრეზე, პატრისტიკულ ხანაში, ქრისტიანობის ინკულტურაცია ბერძნულ მსოფლხედველობას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ეს უკანასკნელი პრიორიტეტს „მრავალის“ ანუ ცალკეულის, კონკრეტულის დაკნინების წილ, „ერთს“, სამყაროს ერთიანობას, მის ციკლურ, მოწესრიგებულ მოძრაობას ანიჭებდა, თანაც იმდენად, რომ მრავლობითობა დაცემასა და ბოროტებასთან იყო გაიგივებული. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახარება, რომელსაც ისტორიისადმი პატივისცემა და მისი დასასრულის ესქატოლოგიური ხედვა მოჰქონდა, იმ კულტურის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ისტორიას რომ არ ენდობოდა და დასაბამს დასასრულზე - „ესქატონზე“ - უპირატესად მიიჩნევდა.
ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაშინ ინკულტურაცია მაინც განხორციელდა. მის წარმატებასთან დაკავშირებით მეცნიერთა შეხედულება იყოფა: ნამდვილად შენარჩუნდა სახარების ერთგულება თუ, როგორც ჰარნაკი ფიქრობს, „ხისტ ელინიზებას“ ჰქონდა ადგილი? მართლმადიდებლური თვალსაზრისით, პატრისტიკულ ეპოქაში ინკულტურაცია სწორედ წარმატებული გახლდათ, რადგან სახარების სიწმინდე არ შებღალულა.
სადღეისოდ ის, რაც პატრისტიკულ ხანაში მოხდა, ასლის გადასაღებ მოდელად თუ არა, ნიმუშად მაინც უნდა წაგვადგეს, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს. კერძოდ რა?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნოთ: იმდროინდელი ეკლესია აცნობიერებდა ბერძნული კულტურის სისუსტეს, მისი შესაძლებლობების ამოწურვის ფაქტს. ამან ეკლესიის მამებს, ბერძნებსა და ლათინებს, სახარებიდან გამომდინარე, ანტიკური კულტურისადმი კრიტიკული პოზიციის დაკავებისა და ალტერნატივის შეთავაზების უფლება მისცა. მდგომარეობა, ახლა რომ ვიმყოფებით, იმჟამინდელისგან ამ მხრივ არ განსხვავდება, ოღონდ ეკლესია ვერ დაუპირისპირდება კულტურას, რაკიღა გარკვეულწილად მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ყოველი შემთხვევისთვის ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ განმანათლებლობის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიული კულტურის დასასრულს ვესწრებით. სახარება კი გასამიჯნია მისგან და წარსადგენი, როგორც ამ კულტურის ალტერნატივა.
თუკი ეს ვერ შევძელით, ჩვენი, გარდამავალი, დროის ადამიანს კითხვებზე სხვები უპასუხებენ. ჩემი აზრით, ჩანაცვლება უკვე დაწყებულია. პატრისტიკულ პერიოდში ეკლესია შინაარსობრივ დიალოგში ჩაება არსებულ კულტურასთან, რითაც სხვებს აღარ მისცა მასში მონაწილეობის საშუალება. აქედან შემდეგი დასკვნაა გამოსატანი: დღეს მარგინალიზების თავიდან ასარიდებლად ეკლესიამ დომინანტურ კულტურასთან დიალოგში და, რამდენადაც შესაძლებელია, სიღრმისეული წვდომით, წამყვანი ადგილი უნდა მოიპოვოს.
ზემონათქვამთან ერთად მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ეკლესიის მამებმა ელინისტური კულტურისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიცია კი არ გამოხატეს, არამედ მასში ღრმად შეაღწიეს და შემოქმედებითად აითვისეს მისი წანამძღვრები. „ათვისება“ სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებით განხორციელდა. მაგალითად, ღვთისმსახურების სფეროში ტრადიციული დღესასწაულები და არაერთი რიტუალი იქნა ქრისტიანიზებული. ფილოსოფიაში ლეგიტიმურად ცნეს ბერძნების მიერ დასმული ყველა საკითხი, პირველ რიგში, ონტოლოგიური პრობლემა, ფაქტობრივად უცხო რომ იყო ბიბლიისა და სემიტური კულტურისთვის. ღვთისმეტყველებამ ყოველგვარი მერყეობის გარეშე გამოიყენა ფილოსოფიური ტერმინოლოგია. ბერძნული ენა იქ მიიღეს, სადაც ის გავრცელებული არ იყო. იმავდროულად, ლათინური დასავლეთში საეკლესიო ერთობის დამაბრკოლებელი არასოდეს გამხდარა.
და რაც მთავარია, ამ პროცესის ფონზე არ დამცრობილა სახარება. აღდგომის ცენტრალურმა მნიშვნელობამ და ევქარისტიაში სასუფევლის იკონურმა გაგებამ, საეკლესიო თემისა და მონაზვნობის, როგორც ანტისეკულარული ფორმების, განსაკუთრებული ფუნქციით აღჭურვამ ესქატოლოგიური ბიბლიური ორიენტაციის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინკულტურაცია ბიბლიური მსოფლხედვის ძირითადი ასპექტის გამოსახატად კულტურის ყველა ფორმის გამოყენების შესაძლებლობას გულისხმობს. ჩვენ კი ეს საქმედ უნდა ვაქციოთ. დღესდღეობით ეკლესიამ არსებითი და ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებელი ცვალებადისგან უნდა განასხვაოს. პატრისტიკული ეპოქის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არ გახლავთ ადვილი. აქედან გამომდინარე, ღვთისმეტყველებას, ინკულტურაციის ნებისმიერ ფორმაში, გადამწყვეტი როლი ენიჭება. ღვთისმეტყველება შეთანხმებას უნდა ცდილობდეს იმაზე, თუ რა არის სახარების არსი, რომლის ერთგულება, მისი სხვადასხვაგვარი კულტურული იერსახის მიუხედავად, აუცილებელია. საღვთისმეტყველო გონისა და შესაბამისი მგრძნობელობის გარეშე ინკულტურაცია შესაძლოა ერთობ სახიფათო იყოს...
სწავლების დონეზე ღვთისმეტყველება ინკულტურაციასთან ქრისტოლოგიითაა დაკავშირებული, რომელიც განუყოფელია წმინდა სულისგან. ინკულტურაცია არის მოთხოვნა, რომელსაც განკაცების შესახებ მოძღვრება წარმოშობს. ღმერთი, ქრისტეს სახით, მთლიანად იღებს ადამიანური არსებობის პირობებს და ეკლესიას ავალდებულებს, მუდმივად გაუკვალოს მას გზა ნებისმიერ კულტურაში. ის ფაქტი, რომ ძე ღვთისა კონკრეტულ კულტურაში, კერძოდ, გარკვეული ისტორიული ჟამის ებრაულ გარემოში შემოვიდა, მეტისმეტად იოლად შეიძლება იქნას გაგებული ისე, თითქოს უფალმა მხოლოდ ეს კულტურა აკურთხა და დაამტკიცა, სხვებს კი მისი მეშვეობით ერთგვარი მოქცევისკენ მოუწოდა. ის ქრისტოლოგია, რომელიც სულიწმინდის მოქმედებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა მსგავს დასკვნამდე მივიდეს.
მაგრამ პნევმატოლოგია (მოძღვრება სულიწმინდის შესახებ) მიანიშნებს ქრისტოლოგიაზე, რომელიც ესქატოლოგიურია და ამდენად, ინკლუზიურიც. ქრისტე სულში ინდივიდუუმი როდია. მას აქვს სხეული. იგი ძმათა შორის პირმშოა. ეს „კოსმიურ ქრისტეზე“ საუბრის უფლებასა და იმის ნებასაც გვრთავს, რომ განვაცხადოთ: ქრისტე მოთავეობს ყველასა და ყოველივეს (ანაკეპჰალეოსის). არ არსებობს რასა და კულტურა, რომლის მიმართ იგი უცხოა. სულიწმინდის მოქმედების წყალობით, ქრისტეს ინკულტურაცია ყველგან და ნებისმიერ დროს შეიძლება.
პნევმატოლოგიაზე გაკეთებულ აქცენტს საერთო არაფერი აქვს იმ თანამედროვე შეხედულებასთან, რომლის მიხედვით სულიწმინდა გარკვეულწილად ყველა კულტურაში მყოფობს. ქრისტოლოგიისგან მოწყვეტილი პნევმატოლოგია ისევეა მცდარი, როგორც ქრისტოლოგია პნევმატოლოგიის გარეშე. წმინდა სული „ყოველგან არის“, „იქ სუნთქავს, სადაც ნებავს“ და, როგორც ლოცვის ტექსტი გვეუბნება, „ყოველსავე აღავსებს“. მაგრამ არასოდეს მოქმედებს ქრისტეს მიღმა და მისგან დამოუკიდებლად. ყოველივეს მიირქვამს ქრისტესგან და ქრისტეზე მიუთითებს. არ არსებობს „სულიწმინდის იკონომია“, ვიცით მხოლოდ იკონომია ძისა.
ინკულტურაციის ნიმუშები - შეხვედრა სამარიტელ დედაკაცთან
ინკულტურაცია ისტორიულად ცნობილი ფორმებისგან განსხვავებული საშუალებითაც რომ ხორციელდებოდეს, უთუოდ ქრისტეს განკაცებასთან იქნება წილნაყარი. სულიწმინდა ქრისტეს მიღმა და გარეშე მოქმედ ღვთაებრივ ძალად აღქმული კი არა, განხილული უნდა იყოს როგორც სამების პირი, რომელიც ქრისტეს ინკლუზიურობას ანუ ესქატოლოგიურობას ანიჭებს. სულიწმინდის წიაღში ქრისტე აღარც ებრაელია, აღარც ბერძენი (ქრისტეში „არცა ჰურიაებაი არს, არცა ელინობაი“). იმავდროულად, გარკვეული თვალსაზრისით, რჩება კიდეც ასეთად. სულიწმინდა ნებისმიერ კულტურაში კვლავ შესვლის საშუალებას აძლევს ქრისტეს, რათა კულტურის განწმედით, ანუ ნათლისმიერი გამოცდით (ნათლის, რომელსაც საბოლოო მნიშვნელობა აქვს და ქრისტეშია გაცხადებული), შეიძლება ითქვას, სამსჯავროზე მიწვევითაც მიიღოს იგი. ეს კი ერთიანი ქრისტეს ნაირგვარი კულტურული გამოსახვის შესაძლებლობას ქმნის.
კითხვას, არსებობს თუ არა ქრისტიანული კულტურა, ანუ ისეთი კულტურა, მთელ მსოფლიოში ქრისტეს სახელით რომ უნდა ვრცელდებოდეს, უარყოფითად ვპასუხობ. სახარება მეტისმეტად დაზარალდა იმით, რომ საეკლესიო მისია გარკვეული კულტურის გავრცელებასთან, ხშირად კი თავს მოხვევასთან იყო გაიგივებული. ნათქვამი სახარების საქადაგებლად კულტურის ყველა ფორმის იგნორირებას კი არა, იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანულმა მისიამ პატივი უნდა მიაგოს ადამიანის თავისუფლებას, გამოავლინოს რწმენა მისთვის მისაღები სახით. ამასთან ერთად, სახარების მართლუწყებისადმი ერთგულებაც უნდა იქნეს შენარჩუნებული.
ამის გამო ინკულტურაცია განმასხვავებლობას მოითხოვს, რასაც შესაძლებელს ხდის სულიწმინდა საღვთისმეტყველო ცნობიერების, ორთოდოქსიის (ამ სიტყვის თავდაპირველი გაგებით) მეშვეობით. და ამიტომ ნებისმიერ ინკულტურაციაში ეკლესიის როლი სრულიად გამორჩეულია. ეკლესია მოწოდებულია, თვალი ადევნოს იმას, რომ ახალმა კულტურულმა ფორმამ დაუმახინჯებლად შეასხას ხორცი ძირითად ეგზისტენციურ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც სახარება აუწყებს მსოფლიოს. კულტურა რთული ფენომენია და ყოველთვის როდი ხერხდება იმ მსოფლმხედველობისგან მისი გამოცალკევება, რომელსაც გამოხატავს.
ღვთისმეტყველებამ ეკლესიას ფუნდამენტური ორიენტირები უნდა დაუსახოს, რაც უფლებამოსილს გახდის მას ყოველი კონკრეტული შემთხვევისას განსაჯოს, კულტურული ფორმებიდან რომელი შეესაბამება სახარებას და რომელი ქადაგებს „სხვა ევანგელეს“. ეკლესიამ არა მხოლოდ ეთიკური, არამედ საღვთისმეტყველო კრიტერიუმიც უნდა მოიმარჯვოს, რადგან უკანასკნელი ხშირად კულტურულ კრიტერიუმს თანხვდება. მაგალითად, წამოიჭრა საკითხი: აფრიკულ კულტურულ კონტექსტში რამდენად წარმოადგენს მაგია და პოლიგამია კულტურულ ელემენტს და ეთანხმება თუ არა იგი სახარების არსს? საკითხი გადაწყდება, თუკი ვიცით სახარების არსი. ამ ცოდნას კი ეკლესიის საღვთისმეტყველო ცნობიერება გვაუწყებს.
სწორედ ამის გამო, როცა ახალ ათასწლეულში ეკლესია კვლავ ქრისტიანობის ინკულტურაციის პრობლემის წინაშე დადგება, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ფუნდამენტურ საკითხებს - ყოფიერების შესაძლებლობებს, ქრისტე რომ გვიცხადებს სულიწმინდის მეშვეობით.
მესამე ათასწლეულში ეკლესიამ გარკვეული გამოწვევები უნდა მიიღოს.
არაქრისტიანულ რელიგიათა გამოწვევა
ჩვენ მიზანდასახულად მივდივართ რელიგიურად პლურალური მსოფლიოსკენ. რა რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე ეკლესიამ?
უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობამ უნდა უკუაგდოს ადრინდელი აგრესიული სამისიონერო მეთოდები. ევანგელიზაცია შეუთავსებელია რაიმენაირ, თუნდაც ყველაზე დელიკატურ იძულებასთან.
მეორე: ღვთისმეტყველებას ხელახლა მოუწევს რელიგიური პლურალიზმისადმი თავისი დამოკიდებულების განსაზღვრა. ისტორიულად ამის თაობაზე სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. წარსულში დომინირებდა პოზიცია, რომელსაც შეიძლება ქრისტომონიზმი ეწოდოს. მასში მხოლოდ ქრისტიანთა ხსნა მოიაზრება. ამგვარი გაგება განსაკუთრებით „ბარტისეული მიდგომის“ მომხრე პროტესტანტებს ახასიათებდათ. დასავლეთში ეს თვალსაზრისი მრავალი მისიონერული მოძრაობის შთამაგონებელი გახდა. თუმცა მოგვიანებით პროტესტანტულსავე თეოლოგიაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. დღეს ზოგიერთი პროტესტანტი ღვთისმეტყველი „კოსმიური ქრისტეს“ იდეას გვთავაზობს, ერთობ ფართოს საიმისოდ, რომ ტერმინი „ქრისტე“ ისეთ რელიგიებზეც გავრცელდეს, რომლებიც ქრისტესკენ ისწრაფვიან ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად. მსგავსი განშლილი ქრისტოლოგია განსაკუთრებით იმ პროტესტანტებთანაა აქტუალური, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ (მაგალითად, ინდოეთსა და იაპონიაში). ისინი თვლიან, რომ ტრადიციული, ვიწროქრისტიანული ხედვა მათი გარემო პირობებისთვის გამოუსადეგარია.
კათოლიკური ღვთისმეტყველება ისტორიულად წმინდა კვიპრიანე კართაგენელის მიერ ფორმულირებული პრინციპიდან ამოდიოდა: exstra ecclesiam nulla salvus - ეკლესიის მიღმა არ არის ხსნა (ამ აზრს ორიგენესთანაც ვხვდებით). სიტყვაში „ეკლესია“ უწინ რომაულკათოლიკურ ეკლესიას გულისხმობდნენ. XX საუკუნეში, განსაკუთრებით კი ვატიკანის II კრების შემდეგ, საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, რასაც თანაზიარობის სხვადასხვა ხარისხის შესახებ იდეამ შეუწყო ხელი. სადღეისოდ მიჩნეულია, რომ რომაული ეკლესიის წევრნი სრულად ურთიერთობენ ქრისტესთან, მის მიღმა მყოფნი კი მხოლოდ ნაწილობრივ არიან თანაზიარნი მისი სხეულისა. არაქრისტიანული რელიგიების მიმართ კათოლიკური ღვთისმეტყველება ღიაობის პოზიციას იკავებს - ესაა ღიაობა რელიგიური პლურალიზმის ფენომენის წინაშე. ცოტა ხნის წინ ამგვარი დამოკიდებულება ვატიკანის იმ საერთაშორისო კომისიის ანგარიშით გაცხადდა, რომელიც ქრისტიანობასა და სხვა რელიგიათა შორის ურთიერთობას მიეძღვნა. არის განსხვავებული თვალსაზრისიც: ზოგიერთი თეოლოგი (მაგალითად, ჟაკ დიუპუი) რელიგიურ პლურალიზმს საღვთო განგებულების ნაწილად მოიაზრებს.
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ამ საკითხზე თავისი აზრი ოფიციალურად არ გამოუთქვამს. ერთი მხრივ, არსებობს „დახშული“ პოზიცია, იმის მსგავსი, ადრე კათოლიკეებსა და პროტესტანტებს რომ ეკავათ, ხოლო მეორე მხრივ, - „ღია“, რომელიც შეგვიძლია ორ კატეგორიად - პნევმატოლოგიურად და ესქატოლოგიურად დავყოთ.
პნევმატოლოგიურის მომხრენი ხსნის ისტორიაში ქრისტეს საქმესა და სულიწმინდის მოქმედებას ასხვავებენ. ეს გამიჯვნა რუსი ღვთისმეტყველის ვლადიმერ ლოსკის „ორი იკონომიიდან“ მოდის, რომლის თანახმად, არსებობს როგორც ძის, ასევე სულიწმინდის იკონომია. წმინდა სულის მოქმედება ეკლესიითა და ქრისტიანობით არ არის შემოფარგლული და მთელ ქმნილებასა და კაცობრიობაზე ვრცელდება. ამდენად, სხვა რელიგიები სულიწმინდის მოქმედების არეალში არიან მოქცეულნი, თუმცა, შეიძლება ითქვას, ქრისტეს მიღმა რჩებიან.
ველასკესი: მართა და მარიამი
ესქატოლოგიური პოზიცია სხვაგვარ არგუმენტს ეფუძნება. საშინელ სამსჯავრომდე კატეგორიულად ვერავინ იტყვის ვინ არ ეკუთვნის ქრისტეს და ვინ არ გადარჩება. ეს დებულება მისი უარყოფითი ფორმითაა მნიშვნელოვანი. იგი აგნოსტიციზმს არ გულისხმობს და ქრისტესა და ეკლესიის, როგორც ხსნისკენ მიმავალი უტყუარი გზის, თაობაზე ეჭვს არ შეიცავს. აგნოსტიციზმი და მერყეობა მხოლოდ იმას ეხება, ვისაც არა სწამს ქრისტე და მისი ეკლესიის გარეთაა. ამ თვალსაწიერიდან არაქრისტიანებისადმი დადებითი დამოკიდებულების შესაძლებლობა ჩნდება. ამასთანავე იგი პნევმატოლოგიურ მიდგომაზე უფრო დამაჯერებელია.
მართლაცდა, ყველაზე გონივრული იქნება, ეკლესიამ, რომელიც მთელი თავისი მრავალმნიშვნელოვნებით მონაწილეობს ისტორიაში, ღმერთს მიანდოს თითოეული ადამიანის საბოლოო ხვედრი. ეს ქრისტესა და ეკლესიის რელატივიზებას არ ნიშნავს. როგორც ჩვენ ვიცით, ეკლესია - სხეული ქრისტესი, ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი სწორი გზაა. იგი ადამიანს უფალთან ნამდვილი ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ამიტომ ქრისტიანებს არ შეგვიძლია განსხვავებულისა და უკეთესი გზის ჩვენება. მტკიცედ ვდგავართ ამ რწმენაზე, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელი სამსჯავრო გაგვიმხელს, ვინ გადარჩება თვით ქრისტიანთა შორისაც კი.
ასეთი დამოკიდებულება როდია რელიგიური სინკრეტიზმი. სინკრეტიზმი ყველა რელიგიაში რაღაც პოზიტიურს, ღირებულს ხედავს და მთლიანობისათვის მათ შეკრებას მოითხოვს. შედეგად იქმნება მთელი - ერთგვარი ახალი რელიგია. არასინკრეტული თვალთახედვით კი, ნებისმიერ სარწმუნოებას სხვა რელიგიაში დადებითი ელემენტის აღიარება შეუძლია, ოღონდ მარტოოდენ თავისი რწმენის შესაბამისად უნდა განიხილოს და შეითვისოს იგი, და, რა თქმა უნდა, არა როგორც ახალი რელიგიის შემადგენელი ნაწილი.
ამრიგად, შესაძლებელია განვსაზღვროთ, თუ რა უნდა იღონოს ეკლესიამ თანამედროვე რელიგიური პლურალიზმის პირობებში. ქრისტიანობისთვის ერთადერთი მართებული და გონივრული ნაბიჯი სხვა აღმსარებლობებთან დიალოგის გამართვა იქნებოდა. ამავე დროს მკვეთრად უარსაყოფია, სინკრეტული ახალი რელიგიის შექმნის მცდელობა. დიალოგის კონსტრუქციულობა განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებათა არსებობას გულისხმობს. ქრისტიანული ღვთისმეტყველება რელატივიზმისა და აგნოსტიციზმის გარეშე უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს. დიალოგი სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებისადმი განუსხვავებლობას, პირიქით, მას რწმენის სიმტკიცე (არა სიჯიუტე) და ღიაობასთან შერწყმული ერთგულება სჭირდება.
დიალოგი შემწყნარებლობაზე მეტია. იგი ეფუძნება იმის აღიარებას, რომ: სხვას, ჩემგან განსხვავებულს, არა მარტო არსებობის უფლება (შემწყნარებლობა კი სწორედ აქ ჩერდება), არამედ რაღაც სათქმელიც აქვს ჩემთვის. ნათქვამი კი სერიოზულ მოსმენას, მოსმენილის საკუთარ შეხედულებასთან შეჯერებასა და ამის მიხედვით განსჯას მოითხოვს.
მაგრამ რას მეტყვის სხვა? თანამოსაუბრეთა გარდა დიალოგს განსჯის საგანიც ქმნის. რა უნდა განვიხილოთ? პოლიტიკასა და ეთნიკურ კონფლიქტებში რელიგიის როლი? ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, ამაზე საუბარი ეგებ საინტერესო და სასარგებლოცაა, მაგრამ მსგავსი დიალოგის კონსტრუქციულობა მაეჭვებს. ვფიქრობ, რელიგიური დიალოგისთვის სხვაგვარი თემატიკაა საჭირო. უნდა წამოვწიოთ ყველაზე მწვავე საკითხები - პრობლემები, რომლებსაც ახალი ათასწლეული დააყენებს კაცობრიობის წინაშე.
რელიგიის არსი „რელიგიური“ და „რელიგიები“ კი არა, უფალთან, ადამიანთან და სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაა. რელიგიამ ჩვენი ეპოქის გამოწვევები უნდა მიიღოს.
ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის გამოწვევა
უკვე ყველამ ვიცით - სამყარო იკუმშება. გარკვეულწილად ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ იმავდროულად სერიოზულ საფრთხესაც შეიცავს. ამ საკითხისადმი გულგრილნი ვერ ვიქნებით. გლობალიზაცია კარს მომდგარი ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი პრობლემა იქნება. როგორ მოვარიგოთ „ერთი“ და „მრავალი“? როგორ მივაღწიოთ უნივერსალურ ერთობას ლოკალური მრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად? როგორ შევძლოთ, რომ განსხვავება არა მარტო დაშვებული და შეწყნარებული, არამედ კაცობრიობის კეთილდღეობის ხელშემწყობიც იყოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია უნდა შევიმუშაოთ. უნდა ავხსნათ ჩვენი რწმენა და დასმულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი.
ეკოლოგიის გამოწვევა
შესაძლოა სწორედ ეკოლოგიაა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე სერიოზული პრობლემა. ყველა აღიარებს, რომ ეკოლოგიური ვითარების გამო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი ქრისტიანობაზე მოდის. საბედნიეროდ, მასვე შეუძლია ამ კრიზისის მოგვარებაში არსებითი წვლილის შეტანაც. ნელ ნელა უკვე იწყებენ ამის გაცნობიერებას. ეკოლოგიის თემაზე დიალოგს თვით ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების მხარეთა დაზავებაც შეუძლია. ეს რელიგიური პლურალიზმის კონსტრუქციული გამოყენება იქნებოდა.
სამეცნიერო მიღწევათა გამოწვევა
დღეს ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ბიოლოგიისა და გენეტიკის უახლესი მიღწევებით რომ არ იყოს შეშფოთებული. უკვე სიცოცხლითაც მანიპულირებენ. ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს ჩვენ შორიდან არ უნდა ვადევნოთ თვალი. ეს არის თემა, რომელსაც საღვთისმეტყველო გააზრება სჭირდება. მისმა სიახლემ ეგებ გაართულოს კიდეც საღვთისმეტყველო აზრის სწორად წარმართვა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა, მხოლოდ კანონმდებლებისთვის მიგვენდო ბიოეთიკის პრობლემები. უნდა შეიქმნას საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი. რელიგია კი ცნობიერების ინფორმირებისა და ფორმირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საღვთისმეტყველო დიალოგი უშედეგო იქნება, თუკი მსგავსი პრობლემები მისი თემატიკის მიღმა აღმოჩნდება.
ინკულტურაციის ნიმუშები - აფრიკული საიდუმლო სერობა
რა უნდა მოიმოქმედოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მესამე ათასწლეულის გამოწვევის წინაშე?
ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ.
უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლურმა ღვთისმეტყველებამ საკუთარ ენას უნდა გადახედოს. ჩვენ მდიდარი დოგმატური ტრადიციის მემკვიდრენი ვართ. აუცილებელია მისი ერთგულება. მასში არაფერი უნდა შეიცვალოს. ახალი დოგმატები, როგორც ჩანს, არ დაგვჭირდება. მაგრამ დოგმატი არქეოლოგიურ რელიქტად არ უნდა იქცეს. ეჭვგარეშეა, ეგზისტენციალური კატეგორიებით მისი განმარტებაც აუცილებლობას წარმოადგენს.
მაგალითად, რას ეუბნება თანამედროვე ადამიანს იმის მტკიცება, რომ ღმერთი არის სამპიროვანი? უფრო ცხადი თუ ხდება ამით დღევანდელი კულტურა, უნივერსალიზმითა და ინდივიდუალიზმით გამოწვეული პრობლემები? რას გულისხმობს ეკლესიოლოგია, კერძოდ, სწავლება ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის შესახებ, მაშინ, როცა ვაწყდებით გლობალიზაციას, რომელიც მსოფლიოს ინტერესის ცენტრშია მოხვედრილი?
იმავეს ვიტყოდი ეკლესიის ნებისმიერ დოგმატზე, რადგან ვერ დაასახელებთ ერთ მათგანსაც კი, ყოფიერების აქტუალურ პრობლემასთან რომ არ იყოს დაკავშირებული.
მართლმადიდებლობამ ეთიკის კი არა, დოგმატის მეშვეობით უნდა გაიაზროს კულტურის საკითხები, ანუ ეგზისტენციალური ინტერპრეტაცია მისცეს დოგმატს.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფრო მეტად უნდა ისაზრდოოს ლიტურგიული, განსაკუთრებით კი ევქარისტიული გამოცდილებით. ევქარისტია ერთ-ერთი როდია სხვა საიდუმლოთა შორის, იგი უზენაესი თავშერწყმაა (anakephaleosis) სამყაროს ხსნის მთელი რეალობისა. თანამედროვე კულტურულ პრობლემებზე მსჯელობისას ლიტურგიკას უფრო ხშირად უნდა მივმართოთ. საამისოდ, პირველ რიგში, ევქარისტიასა და სხვა მსახურებათა აღსრულებაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება.
ლიტურგიული თანმიმდევრობა რიტუალთან ერთად ღვთისმეტყველებაცაა და ღრმა ეგზისტენციური საზრისის მქონეა. მსოფლიოს რომ ეგზისტენციალური გაგებით მნიშვნელოვანი რამ შევთავაზოთ, ლიტურგია თავის შინაგან საზრისს უნდა შეესატყვისებოდეს. და მეორე, ლიტურგიაც ეგზისტენციალური კატეგორიებით უნდა განიმარტოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვჭირდება ლიტურგიული დოგმატიკა ან დოგმატიკა, აღქმული და გამოხატული ლიტურგიულად. ეს იქნება XXI საუკუნისადმი ჩვენი გამორჩეული ძღვენი.
ლიტურგიის გარდა უნდა განვითარდეს სამონაზვნო ტრადიცია. იგი აღმავლობას განიცდის. მაგრამ მამათა თვითგანცდას - თვითგაკიცხვისა და სოფლის ცოდვათა საკუთრად მიჩნევის ღვაწლს ჩვენს დროში აგრესიული მოშურნეობა ცვლის. ეს უგონობა და ასკეზის არსის საწინააღმდეგო რამ არის. არადა ნამდვილი სამონაზვნო სულისკვეთება სულ უფრო აუცილებელი ხდება უტილიტარიზმითა და თავის მართლების ვნებით - თანამედროვე კულტურის მანკიერებებით - დაავადებული მსოფლიოსთვის.
მართლმადიდებელი ეკლესია მესამე ათასწლეულში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების გარეშე შედის. საერო თვალთახედვით იგი იმდენად სუსტია, რომ სამომავლოდ მისი არსებობა სათუოდაც მიიჩნევა. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია პრობლემებითაა აღსავსე. ახალ ათასწლეულში ისინი კიდევ უფრო გაღრმავდება.
მაგრამ მართლმადიდებლობის ძალა არ განიზომება საერო სიძლიერით. მისი ძლიერება დოგმატურსა და ლიტურგიულ გარდამოცემაშია. ოღონდ იგი რეალური იმ შემთხვევაში ხდება, თუკი გარდამოცემის განმარტება ადამიანის ეგზისტენციურ ძიებას პასუხობს.
საკმარისი აღარ არის გარდამოცემის დაცვა. ჩვენი წინაპრები ამას კარგად ახერხებდნენ, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლობა ეგზოტიკურ რელიგიად არ უნდა ვაქციოთ. დასავლეთში მას ასე აღიქვამს ქრისტიანთა დიდი ნაწილი. ამიტომ იგი სადღეისო და სამომავლო ძირითადი ეგზისტენციური პრობლემების ფონზე უნდა განიმარტოს.
ახალ ათასწლეულში ღვთისმეტყველება ეკლესიის არსებობის უცილობელი პირობა იქნება. ამ თვალსაზრისით მისი მნიშვნელობა ერთიორად გაიზრდება. სწორედ მასშია მართმადიდებელი ეკლესიის ძალა. ღვთისმეტყველებამ ნებისმიერ მხარესთან, ყოველგვარი შიშის გარეშე, უნდა გამართოს დიალოგი. დიალოგია მისი ვალდებულება, მისი მნიშვნელობის, უნიკალობისა და აუცილებლობის დასამოწმებელი ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას არ გადააქცევს გეტოდ.
ცნობილმა ინგლისელმა ბიზანტინოლოგმა XXI საუკუნეს მართლმადიდებლობის ხანა უწოდა. მაგრამ ამან არ უნდა გაგვაამაყოს. ეს გამამხნევებელი სიტყვები უფროა, რათა კიდევ მეტად გავაცნობიეროთ უდიდესი პასუხისმგებლობა, ჭეშმარიტების დასამოწმებლად რომ დააწვა ჩვენს უღონო მხრებს.
თარგმნა ბექა მინდიაშვილმა
![]() |
11 Этнические меньшинства: участие в жизни Грузии незначительно |
▲back to top |
ეთნოსები საქართველოში
Ираклий Чихладзе
По данным последней переписи населения в 2002 году на территории Грузии проживало более 700.000 представителей этнических меньшинств (свыше 16%25 от общей численности населения страны). Наиболее многочисленные национальные диаспоры аззербайджанцев (284. 929). Затем следуют - русские (67. 671), осетины (38.028), езиды (18.329), греки (15.166), украинцы (7.039), евреи (3.772), абхазы (3.527), ассирийцы (3.299), курды (2.514) и граждане других национальностей. Крупнейшими городами со смешанным этносоставом населения традиционно является Тбилиси (до 150.000 представителей этноменьшинтсв) и Батуми (до 20.000). Регионами компактного проживания нацменьшинств являются два региона - Самцхе-Джавахети (армянское население) и Квемо Картли (азербайджанское население).
Однако, несмотря на традиционную полиэтничность Грузии, степень участия меньшинств в Общественной, социальной, политической, экономической жизни страны постоянно снижалась в последние годы. Конечно, этому можно найти и объективные причины, но очень негативную роль сыграл подъём националистических настроений в грузинском обществе в начале 90-х годов.
После революции роз власти неоднократно заявляли о своей готовности приложить все усилия для интеграции меньшинств в общество страны, повысить уровень жизни в регионах компактного проживания меньшинств.
«Кто ненавидит азербайджанцев, для тех, я буду азербайджанцем, кто ненавидит армян, для тех -армянином. Недавно я обнаружил, что я являюсь осетином, я готов быть им, я готов быть евреем, и несмотря на это, для многих подозрительных грузин я останусь на 100%25 грузином, и буду защищать все нацменьшинства именно с этой позиции», - заявил не так давно президент Грузии Михаил Саакашвили.
Однако стоит отметить, что несмотря на все реформы, на все реформы, проводимые в Грузии, степень участия этнических меньшинств в жизни страны в целом фактически остаётся на прежнем уровне. По крайней мере, особых успехов пока не видно.
Министр по делам беженцев и расселения Грузии Георгий Хевиашвили после встречи с верховным комиссаром ОБСЕ по делам нацменьшинств Кнутом Волебергом заявил, что план действий правительства Грузии по проблемам этнических меньшинств будет готов к январю 2008 года, и правительство представит его конференции доноров в Гааге. В свою очередь представительство ОБСЕ заявил, что его организация продолжит поддержку Грузии в решении этих проблем и обязательно поделится опытом, имеющимся у Европы.
Правозащитник Эмиль Адельханов считает, что «В общественной жизни Грузии этнические меньшинства традиционно принимают минимальное участие. Они привыкли к тому, что власти говорят одно, а на практике делают другое. Во многом виновата неуклюжесть власти, которая пока не научилась общаться с представителями меньшинств. После революции роз сильно поменялась риторика, но в целом изменения продвигаются очень медленно. Добавлю, что большинство депутатов от этнических меньшинств занимают даром место в парламенте и практически никак не влияют на ситуацию».
Председатель районного Сакребуло Ниноцминда, член партии «Единое национальное движение». Степан Ераносян Более оптимистично оценивает ситуацию: «Степень участия населения Джавахети в политической, социальной, экономической жизни Грузии я оцениваю как недостаточно интенсивное. И основной причиной этого - языковой барьер. Для его преодоления делается многое, в последнее время. Жители района Ниноцминда - это законопослушные, трудолюбивые люди. И каждый из нас радуется успехам Грузи и скорбит, когда происходит нежелательное. Наше население политически довольно высокого уровня. Доказательство этому - неучастие представителей нашего района в последних политических событиях. Мы за сильную, единую, процветающую Грузию. Поверьте, это сказано вполне искренно. Мы наше будущее видим в составе грузинского государства. Мы все видим, что за короткое время после революции роз в нашем районе произошли огромные положительные сдвиги: строятся школы, стадионы, водопроводы. Местная молодёжь путём президентской программы интегрируется в общегрузинскую молодёжную среду. И всё это даёт нам надежду на лучшее будущее».
Председатель общественной организации «Гражданский форум Джавахети» Армен Амирхамян: «Для Грузии очень важна интеграция населения . После революции роз я наблюдаю позитивные шаги. Была даже построена новая армянская школа в селе Гандза, деньги на которую выделены из президентского фонда. Сам процесс интеграции уже начался, просто научиться держать новую грань с нацменьшинствами. Грузия стремится к демократическим нормам, но нельзя забывать, что у многих ещё остался отпечаток советского менталитета. Главное, чтобы меньшинства интегрировались в политическую и общественную жизнь страны».
Два года тому назад открылась школа администрирования имени Зураба Жвания, Основной целью проекта является подготовка кадров из числа этнических меньшинств из регионов. Срок учёбы в школе - шесть месяцев. В школе действует программа профессиональной подготовки государственных служащих и курсы повышения квалификации для действующих чиновников. Ежегодно школа готовит от 200-400 государственных служащих, которым выдаётся соответсвующий сертификат. Учащиеся школы обеспечиваются общежитием и стипендией в размере 200 лари. Однако Эмиль Адельханов считает, что «пока трудно судить о результативности школы имени Жвания».
Можно отметить, что также на государственном финансировании находятся этнические школы страны.
Интересную статистику приводит военный эксперт Коба Ликликадзе. По его словам, самое большое число из представителей этнических меньшинств в Вооруженных силах Грузии составляют азербайджанцы - более 2 %25 личного состава. А всего представителей этнических меньшинств, служащих в рядах грузинской армии - около 5%25 ежегодно призываются 6 тысяч человек, из которых 300 - азербайджанцы.
«Основная проблема, с которой сталкиваются призванные я армию азербайджанцы - это незнание грузинского языка. Знающие грузинский язык, не имею в армию проблем» - говорит Ликликадзе.
Председатель армянского молодёжного центра Ахалцихе» Григорий Миносян говорит, что после начала реформ меньшинствам предлагают сдавать экзамены на равных условиях с грузинами, и потому у грузин больше возможности поступить в Вузы. «всего 4-5%25 выпускников школ поступают в грузинские Вузы. Остальные предпочитают уезжать в Армению для поступления и по возвращении у них возникают проблемы с трудоустройством. Мы такую интеграцию не понимаем, это ассимиляция».
Руководитель департамента государственного языка, министерства образования и Наук Грузии Тинатин Болквадзе не согласна с тем, что не стимулирует изучение грузинского языка: « Наприме, у учителей большой срок годности для того, чтобы выучить и сдать экзамен и соответсвовать требованиям нашей страны. Кроме того, в самцхе-джавахети была открыта при государственном финансировании «Палата Языка», где любой желающий может пройти 3-6 месячные курсы по изучению грузинского языка».
Руководитель «Центра гражданской интеграции» Заур Халимов: За последние 4 года позиция правительства по отношению к этническим меньшинствам изменялось, по крайней мере, о существующих проблемах стали говорить открыто. К сожалению, я не могу сказать, что за этот период были предприняты какие-то эффективные шаги . Одним из самых эффективных шагов можно назвать открытие школы администрирования имени Жвания в Кутаиси. Подготовка кадров в основном коснулась органов местного самоуправления в регионах компактного проживания этнических меньшинств - Квемо Картли и Самцхе Джавахети. Но если обратиться к статистике, то процент получивших работы после окончания школы намного меньше числа тех, кто закончил её. Многие выпускники сегодня находятся в режиме ожидания. Других подобных государственных программ по подготовке кадров не существует. И одна школа не сможет решить проблему.
Этнические меньшинства составляют более 16%25 от всего населения Грузии, а процент участия меньшинств в принятии решений на государственном уровне низок. После того, как была ратифицирована Рамочная конвенция, правительство взяло на себя обязательно решить проблему участия этнических меньшинств в жизни страны в самых разных сферах. В том числе и в политической.
З последние годы число представителей этнических меньшинств в различных органах власти, в том числе и законодательном, уменьшилось. При прежней власти было 14 представителей, сейчас - шесть. У большей части сегодняшних депутатов нет проблем с грузинским языком, чего не было в старом парламенте. Но стоит отметить, что качественный показатель фактически остался на прежнем уровне. То есть, представители этнических меньшинств во многих властных структурах часто выполняют лишь номинальную роль. Немногим лучше ситуация обстоит в регионах компактного проживания.
Принцип баланса при комплексных кадров представителями меньшинств практически не менялся со времён СССР. Одной из основных проблем было незнание языка, Но как прежняя, так и нынешняя власть фактически закрывали глаза на эту проблему. Сегодня правительство старается изменить эту ситуацию. Существует несколько программ по изучению государственного языка, но в основном это делается силами и на средства международных организаций при участии министерства образования. Единственная программа, финансируемая полностью из бюджета - школа администрирования имени Жвания.
Можно отметить, что на протяжении долгих лет этнические элиты в регионах не менялись. Центральные власти Грузии решали многие вопросы путём переговоров с влиятельными кланами в регионах. Кланы, в свою очередь шли уступки и, таким образом, удовлетворяли свои общественные или политические амбиции. Во время последних выборов власти изменили тактику и сделали акцент на партийную принадлежность. Произошло некоторое обновление местных этнических элит, появилась «новая кровь».
Многие, в том числе и некоторые международные организации, считают, что ситуацию к лучшему может изменить квотирование - назначение по этническому признаку. Но я думаю, что это не решит проблему, так как подобный подход существовал и раньше, но не давал результатов. Кадровая политика сбалансированности не оправдала себя. Сегодня идёт речь идёт о том, чтобы представители этнических меньшинств стали конкурентноспособными профессионалами. И только знание государственного языка не может полностью решить кадровую проблему. Нам необходимы профессиональные врачи, юристы, педагоги, которые владеют государственым языком. Также они должны быть востребованы не только в регионах компактного проживания, но и в стране в целом. Представитель любого этноса должен иметь возможность работать в любом регионе Грузии. Такая ситуация будет больше способствовать гражданской интеграции и активному участию в жизни страны, чем если азербайджанцы будут работать лишь в Квемо Картли, а армяне - в Джавахети. Тогда мы сможем сблизиться к той идее гражданского общества, которая существует в западных странах. Мы должны выйти за рамки этнической или же религиозной принадлежности к понятию гражданина страны.
Этническая принадлежность не должна быть фактором, который мешает реализовывать гражданину свои политические, общественные амбиции. Достаточно вспомнить пример Зуруба Жвания, когда некоторые так называемые политики вспомнили его этнические корни. .Подобное отношение, естественно способно отторгнуть желание представителя этнического меньшинства активно участвовать в жизни страны. Известное выступление Бесо Джугели, например вызвало абсолютно справедливое негативное отношение со стороны не только этнических меньшинств, но и самих грузин, Стереотипы отношения к этническим меньшинствам должны быть стерты. В первую очередь, этим должны перешагнуть через эти стереотипы.
Сегодня в регионах местное население стало активно отдавать детей в грузинские школы. Это говорит о желании меньшинств интегрироваться в грузинское общество. Но интеграция - очень долгосрочный процесс и, в первую очередь, её надо начинать с образования. Это необходимо новому поколению у которого нет опыта и практики сосуществования с другими этносами, так как в последние годы население регионов фактически было изолировано.
Очень хорошо примером активного участия в экономической жизни является частный бизнес, который сам диктует условия сотрудничества. Например, азербайджанцы Квемо Картли наладили бизнес-контакты в регионаз Грузии, где реализуют сельскохозяйственную продукцию. А во врмея сезона сбора урожая в Квемо Картли приезжают на заработки жители других регионов Грузии. Очень хорошим примером был рынок Садахло. Я согласен, что его формы были не совсем цивильными, но граждане не только всех регионов Грузии, но и всех стран Южного Кавказа торговали там.
Осуществление масштабных экономических программ в регионах Грузии будет способствовать активному вовлечению и участию всех граждан в общественной, экономической жизни страны. Сегодня в Джавахети строится таможня, железная дорога - это может привести к трудовой миграции внутри страны, что также полезно для интеграции. То есть, жители разных регионов будут выезжать на работу в другие регионы страны, общаться друг с другом. Трудовая миграция внутри страны будет способствовать интеграции.
Руководитель «Европейского центра по этническим меньшинствам» Том Триер:
Грузии надо будет пройти долгий период для того, чтобы мы могли заявить, что этнические меньшинства полноценно вовлечены в политическую жизнь Грузии. На сегодня несколько человек представлены в парламенте - 4-5%25 от числа депутатов, в то время как меньшинства составляют минимум 16%25 от численности всего населения. То есть, меньшинства, очень неадекватно, непропорционально представлены в парламенте.
В Джавахети ситуация лучше - здесь этнические армяне составляют большинство - 95%25 в местных органах самоуправления они представлены на 85%25. В ахалцихе около 30%25 - этнические армяне, которые представлены 20%25 в местных сакребуло. В Квемо Картли ситуация несколько хуже. Например, в Марнеульском районе 83%25 составляют азербайджанцы, а в местных органах власти их 56%25. В Квемо Картли нет ни одного гамгебели - этнического азербайджанца, В тех районах, где этнические меньшинства являются большинством, они относительно пропорционально представлены в органах власти. В районах же, где х меньшинство (например, Аспиндза, Лагодехи, Сагареджо и т.д.). Они представлены в органах власти очень непропорционально.
На центральном уровне ситуация существенно отличается - меньшинства представлены незначительно. По предварительным данным, представители меньшинств в центральных органах власти составляют около 2%25, мы сейчас готовим отчёт по сложившейся ситуации и намерены передать наши рекомендации правительству Грузии, Можно отметить что очень успешно работает Совет национальных меньшинств, который функционирует при аппарате народного защитника Грузии. Мы считаем, что государство должно прислушиваться к рекомендациям, разработанными самыми представителями нацменьшинств.
Представители этнических меньшинств считают, что они живут изолированно и активно не вовлечены в общественную жизнь страны, также существуют серьёзные проблемы с занятостью. Хотя, стоит отметить, что проблема занятости каждого касается всех граждан Грузии, вне зависимости от их этнической принадлежности. Однако у этнических меньшинств существует дополнительная преграда при трудоустройстве на государственную службу - незнание грузинского языка. Министерство образования сегодня проводит серию реформ, которые мы оцениваем в целом позитивно, Однако, к некоторым реформам меньшинства относятся негативно. Например, при поступлении в ВУЗЫ необходимо сдавать экзамены по грузинскому языку, в атестации директоров и педагогов публичных школ также заложены компоненты, которые предполагают знание грузинского языка. Языка. Естественно, что это для этнических меньшинств является преградой.
В процессе подготовки к привидению реформ, власти должны учитывать фактор этнических меньшинств, принимать во внимание существующие проблемы. Кроме того, было бы полезным различным министерствам координировать свои действия при поведении реформ. К сожалению, министерство гражданской интеграции не смогло сыграть роль координатора, так как бюджет этого ведомства очень мал.
В Грузии для представителей всех этносов очень сильным фактором является этническая идентификация, в отличие например, от многих стран Европы. Это зачастую препятствует активному вовлечению меньшинств в жизнь страны, что естественно, будет способствовать построению сильного гражданского общества.
![]() |
12 ჩინელები საქართველოში |
▲back to top |
ეთნოსები საქართველოში
ირაკლი ცხადაძე
„თბილისელთა თვალი ნელ-ნელა შეეჩვია ქალაქის ქუჩებში ნება-ნება, შინაურულად მოსეირნე ჩინელებს.
...ჩინურ სავაჭრო ცენტრში შემოსული მონაზვნები შევნიშნეთ და მათთანაც ვცადეთ გასაუბრება.
- დედაო, შეიძინეთ რამე?
- საბედნიეროდ, არა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. აი, სულ «მამაო, შეგვიწყალეს“
კითხვით გამოვდივარ აქედან. საერთოდ ვერიდებით, მაგრამ ვიფიქრეთ, იქნებ მაინც რამე იაფად შეგვეძინა, მადლობა ღმერთს, რომ დაგვიფარა და ხელცარიელები გამოვდივართ.
- რელიგიური თვალსაზრისით მართლმადიდებლებისთვის მიღებულია ამ პროდუქციის მოხმარება?
მონაზონი შეიშმუშნა და ისევ ქრისტიანული მიტევებით თავმდაბლად გვიპასუხა:
- არ არის სასურველი...
გავუფრთხილდეთ ქართულ გენს! 21-ე საუკუნეში უიარაღოდ, უომრად, ერთი წვეთი სისხლის დაღვრის გარეშე ჩინურ ზიზილ-პიპილებში ნუ გავცვლით სამშობლოს“
„ჯორჯიან თაიმსი“, 23-30 აგვისტო, №034 (449),
„ათას ხუთას დოლარად შეძენილი მოქალაქეობა და ჩინელების ახალი სამშობლო“
ამგვარი სტატიებით სავსეა ქართული პრესა. ჩინელებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულებით პოლიტიკური სპექტრის რამდენიმე ლიდერიც გამოირჩევა, ამის დასტურად ნოემბრის აქციებზე გაკეთებული განცხადებებიც კმარა. იმყოფება თუ არა საქართველოში მართლა 40-50 ათასი ჩინელი; უხდის თუ არა ჩინეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებს 30-40 ათას დოლარს საქართველოში წამოსასვლელად და აქ დასასახლებლად; აფორმებენ თუ არა ჩინელები ფიქტიურ ქორწინებებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით? ამ შეკითხვებზე პასუხების მოპოვებას ჩინეთის ელჩის მრჩეველთან და იმ ადამიანებთან გასაუბრებით შევეცადეთ, რომლებიც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე სანდო ინფორმაციას ფლობენ.
რაოდენობა
„...ჩინელები საქართველოში თითქოს ბრმად ჩამოდიან, თუმცა ასეც არაა საქმე, ამბობენ, რომ ქვეყნის ხლისუფლება თითოეულ მათგანს იმისათვის, რომ საქართველოში წამოვიდეს 30-40 ათას დოლარს უხდის და უშვებს აქ დასაფუძნებლად“
„ალია“, 24-26 მარტი, №33 (2006), „ქართულ ტყეებს საიდუმლოდ ჩინელებზე ყიდიან?“, გვ. 2-4
„ქართულ მიწაზე გადმონერგილი ჩინელების რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს“...
„ჯორჯიან თაიმსი“, 9-16 აგვისტო, №032 (447), „ჩინელები შვილებს ქართულ სახელებს არქმევენ,“ გვ. 1-10
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი საქართველოში ცაო იუნლუნი: „ჟურნალისტები ხშირად გვეკითხებიან საქართველოში მყოფი ჩინელების რაოდენობის თაობაზე. ზუსტი ციფრის დასახელება ძალიან ძნელია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათი რაოდენობა 40-50 ათასს აღწევდეს ან თითქოს 40 ათასმა ჩინელმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ნამდვილად არ ვიცი, ცრუ ინფორმაციები რატომ ვრცელდება. შეიძლება გაზეთებში წაიკითხოთ, თითქოს ჩვენი სახელმწიფო 40-50 ათას დოლარს აძლევს ჩინეთის მოქალაქეს, რომელსაც სურს საზღვარგარეთ ცხოვრება, საზღვარგარეთ პატარა მაღაზიის გახსნა ან რაიმე სხვა სახის ბიზნესის წამოწყება. ჩინეთის სახელმწიფო ნამდვილად არ არის ისეთი მდიდარი, რომ საზღვარგარეთ წასვლის მსურველს თანხა გადაუხადოს. ასეთი ინფორმაციები საერთოდ დაუჯერებელია“.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩინეთში საზღვარგარეთის პასპორტის აღება საკმაოდ რთულია. საზღვარგარეთის პასპორტს იღებენ სახელმწიფო აპარატში მომუშავე პერსონალი, ბიზნესმენები, რომელთაც ბანკში ფულის საკმაოდ მაღალი ბრუნვა აქვთ და სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ. მოთხოვნების დაწესებით ჩინეთის სახელმწიფო, გარკვეულწილად, უზღუდავს თავის მოქალაქეებს სახელმწიფოს დატოვების შესაძლებლობას.
ქართული გაზეთები ხშირად წერენ, თითქოს საქართველოში ჩამოსული ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად ფიქტიურ ქორწინებას აფორმებს და ამისათვის ფულს უხდის საქართველოს მოქალაქეს. ეს ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ჭორია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქართველო-ჩინეთის მოქალაქეობა, ანუ ორმაგი მოქალაქეობა, არცერთ ჩინელს არ აქვს. მხოლოდ სამ ან ოთხ ჩინელს აქვს მიღებული საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რადგან მეუღლე ჰყავს ქართველი. როგორც ჩინური ენის სპეციალისტი, ჩინური კომპანია „ფან სიუ ი“-ს თანამშრომელი თამარ მაზიაშვილი ამბობს, მათთვის ძალიან ბევრ ქართველს, ქალებსაც და მამაკაცებსაც, მიუმართავს თხოვნით, რათა გაეფორმებინათ საქორწინო კავშირი ჩინელთან და ამის სანაცვლოდ გარკვეული თანხა აეღოთ. საქართველოში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები უპრობლემოდ იღებენ ერთწლიანი ვადით ბინადრობის მოწმობას, თუ აქვთ რაიმე სახის ბიზნესი ან თუ გაფორმებული აქვთ სამუშაო ხელშეკრულება რომელიმე ჩინურ ან ქართულ კომპანიასთან. ასე რომ, ფიქტიური ქორწინების გაფორმების საჭიროება საერთოდ არ არსებობს.
საქმიანობა
ექსპერტების აზრით, ქვეყანაში ჩინური მაღაზიებისა და რესტორნების ქსელის გაჩენა ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმანიშნებელია. როგორც წესი, ჩინელები თავიანთ ბიზნესგარემოდ მშვიდ და სტაბილურ ქვეყნებს ირჩევენ. ცაო იუნლუნი: „ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ყველა ჩამომსვლელი არ მოდის ჩინეთიდან. ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნება ეს ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ესპანეთი თუ სხვა ქვეყანა. ჩვენი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოა“.
საქართველოში მყოფი ჩინელების საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს: ჩინურმა კომპანიამ ქართველ პარტნიორებთან ერთად პანკისის ხეობაში ააშენა ჰიდროელექტროსადგური, სადაც ორი ენერგობლოკი უკვე მუშაობს. „ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, - ამბობს ელჩის მრჩეველი, - რადგან ყველამ ვიცით, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველო ამ რამდენიმე ხნის წინ“. მუშაობენ ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, გახსნილია პატარა მაღაზიები, იქმნება სამუშაო ადგილები. მუშაობს 7-8 ჩინური რესტორანი, სადაც ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ჩინურ სამზარეულოს. ჩინური მაღაზიების რაოდენობა დაახლოებით ასამდეა.
„ჩინელებთან გვიწევს ურთიერთობა და შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის წესრიგში აქვთ დოკუმენტაცია. ამ მხრივ, ისევე როგორც სხვა კუთხით, ძალიან მოწესრიგებულები არიან“, - ამბობს პაატა პაპუაშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა სამმართველოს უფროსი.
სტერეოტიპები და რეალობა
„...რამდენიმე კაცი სოფლის ავტობუსის მოლოდინში ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. უცებ, თითქოს მიწიდან ამომძვრალიყოს, ჩვენ წინ შარვლის ცალტოტაკაპიწებული, თავის თავზე ორჯერ დიდ ზურგჩანთამოკიდებული ჩინელი დაერჭო და დაიწრიპინა: მესტია? მესტია? დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ეს ლიმონისფერი ჩინელი ჩვენსავით მატარებელს ჩამოჰყოლოდა და ახლა მესტიის ავტობუსს ეძებდა. რუსულად აუხსნეს, რომ მესტიის ავტობუსი 50 მეტრის მოშორებით დგება, მაგრამ ჯერ არ ჩამომდგარაო. ვერ გაიგო.
მესტია? მესტია? აწრიპინდა ისევ და თვალების ფართოდ გახელა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
- შენ რა გგონია, მარტო თბილისია სავსე ჩინელებით? აქ იცი რამდენი არიან? ქვა რომ
ააგდო, ჩინელს დაეცემა თავზე, - საგანგაშო ინფორმაცია მომაწოდა დისპეტჩერმა.
- მერე, თუ ასეა, ის დროა ზუგდიდლები ქვას კი არა ლოდებს ისროდეთ ჰაერში! ურჩია ადგილობრივს შუა ხანს გადაცილებულმა კაცმა, რომელსაც ჰაერში ლოდების სროლის იდეა დისპეტჩერის იმ ნათქვამმა გაუჩინა, ქვა რომ ააგდო, ჩინელს დაეცემა თავზეო...“
„ასავალ-დასავალი“, 10-16 სექტემბერი, №37(679), „ჩინელები ზუგდიდის სადგურში“, გვ. 40).
„საქართველოში ნამდვილად არ შეინიშნებოდა ჩინელებისადმი ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ ამ ბოლო დროს გაჩნდა რაღაც შიშები, რომ მიწებს ყიდულობენ, თითქოს სპეციალურად გზავნიან ხალხს ჩინეთიდან, თითქოს საქართველოში ჩამოსულებს ჩინეთის სახელმწიფო უხდის თანხას, - ამბობს საქართველო-ჩინეთის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი ლიუ ყანდარელი. - აქ მცხოვრებ ჩინელებს ჰქონდათ გაზეთის გამოცემის სურვილი, რაც საქართველოს მოსახლეობას ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა საქართველოში ჩინელების საქმიანობაზე, მაგრამ გაზეთის გამოცემის საქმე ჯერჯერობით ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
ცუდია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ისევ კოლონიური აზროვნებით ცხოვრობს და ელოდება ვინმე ოლიგარქს, რომელიც თავის ფულს მათ უწილადებს. ჩინელებთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ. შეიძლება ჩვენ მიერ აუთვისებელი მიწების საიჯარო ხელშეკრულებით ჩინელებისათვის გადაცემა. ასეთ კლიმატურ პირობებში სულ ცოტა დროის გასვლის შემდეგ, ჩინელების შრომის გამოყენებით, ეს ქვეყანა სამოთხედ გადაიქცევა.
ჩინელებთან ურთიერთობისას იშვიათად იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, ძალიან გაწონასწორებულები არიან, რასაც ჩინური ფილოსოფიური სწავლებაც უწყობს ხელს. არ ახასიათებთ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ჩინეთი ძალიან საინტერესო და თავისებური ქვეყანაა. სამწუხაროდ, ქართულად არაფერი ითარგმნება ჩინურიდან, არადა ეს საჭიროა, რომ მათ კულტურას გავეცნოთ“.
საქართველო-ჩინეთის კულტურული ცენტრის მუშაობის შედეგად დაახლოებით ერთ თვეში გამოიცემა საინტერესო წიგნი ჩინურ კულტურაზე. „მართალია, შეუძლებელია ერთ წიგნში ამ ქვეყნის მთელი კულტურული მემკვიდრეობის ასახვა, მაგრამ ვეცადეთ ბევრ საკითხს შევხებოდით. ვფიქრობ, წიგნი გარკვეულწილად შეავსებს ამ სფეროში არსებულ სიცარიელეს“, - ამბობს ლიუ ყანდარელი.
ჩინელებთან ურთიერთობისას პრობლემას ქმნის ენობრივი ბარიერი, ზოგს არ ესმის ქართული, ვერ საუბრობს ინგლისურად ან რუსულად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრს თარჯიმანი აჰყავს ან დახმარებისთვის ქართველ მეგობრებს მიმართავენ - აზია-აფრიკის ინსტიტუტის თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს. აზია-აფრიკის ინსტიტუტში ჩინური ენის სწავლებისთვის ძალიან კარგი ბაზა არსებობს და იქ მომუშავე ჩინური ენის სპეციალისტები ხშირად ეხმარებიან ჩინეთის მოქალაქეებს.
ჩინელების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრადიციებს და ჩვეულებებს. ცაო იუნლუნი: „ჩინური ტრადიციის შემადგენელი ნაწილია სამშობლოში დაბრუნება - ჩინელი ახალგაზრდები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, საქმიანობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევენ, ისინი აუცილებლად ბრუნდებიან თავის ქვეყანაში, როგორც იტყვიან: „ხიდან ფოთლები ყოველთვის მიწაზე ცვივა“. ჩვენი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია ის, რომ, როდესაც ჩინელი სხვა ქვეყანაში მიდის, აუცილებლად უნდა გაეცნოს ადგილობრივი ხალხის ტრადიციებს, უნდა გაიგოს რა მოსწონთ და უყვართ ან რა არ მოსწონთ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რათა ამის შედეგად გაუადვილდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა. ჩვენი საელჩო ხშირად აწყობს შეხვედრებს თავის მოქალაქეებთან, ვაძლევთ ინფორმაციას კანონიერი უფლებების შესახებ და ამასთანავე ყოველთვის ვახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა დაიცვან ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცენ ადგილობრივ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს“.
1 ოქტომბერს „კავკასიურმა სახლმა“ მოაწყო ღონისძიება, რომელიც ჩინურ კულტურას მიეძღვნა. ქართველმა სტუდენტებმა კონსერვატორიიდან და ევგენი მიქელაძის სახელობის მე-9 მუსიკალური სასწავლებლიდან შეასრულეს ჩინური მუსიკალური ნაწარმოებები. ასეთი ღონისძიებები ძალიან უწყობს ხელს ქართველებსა და ჩინელებს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. საქართველოში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების შეხედულებით, ქართველები ძალიან მეგობრულები და ურთიერთობისთვის გახსნილი ხალხია.
ნატო გაზაშვილი, რესტორან „ჩინური დარაკონის“ თანამშრომლი, მოგვითხრობს: „სამი წელია ამ რესტორანში ვმუშაობ, რამდენიმე თვეს სამსახურში ვერ დავდიოდი და ძალიან მენატრებოდნენ ჩემი ჩინელი მეგობრები. მენატრებოდნენ მათი დადებითი თვისებების გამო; არიან ძალიან მიმნდობნი, იციან სხვისი შრომის სათანადოდ დაფასება, ადამიანის მდგომარეობაში შესვლა და დახმარების უანგაროდ გაწევა. რესტორნის მეპატრონეს ყველა თანამშრომელთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს, ყოველთვის, როდესაც საზღვარგარეთიდან ბრუნდება, თითოეული თანამშრომლისთვის აუცილებლად ჩამოაქვს საჩუქარი. კარგა ხანია, რაც საქართველოში მუშაობს, კარგად იცნობს ქართულ ტრადიციებს და ჩვეულებებს. ხანდახან გვგონია, რომ უფრო მეტი ქართველი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ჩინელი“.
დასკვნის მაგივრად
საქართველოში მყოფი ჩინელების უმეტესობა არაკომპაქტურად ცხოვრობს თბილისში, მცირე ნაწილი კი რეგიონებში მოეწყო. მაგალითად, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში 50 ჩინელი ცხოვრობს, რომლებიც ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის საკუთრებაში მყოფ სათბურში მუშაობენ, სადაც ჩინური რესტორნებისთვის საჭირო მცენარეები მოჰყავთ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქე უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი.
სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით 2007 წელს, ოქტომბრის თვის ჩათვლით, საქართველოს საზღვარზე გადმოვიდა 1452 ჩინეთის მოქალაქე, ხოლო საქართველო დატოვა 1268-მ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2006 წელს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა მიეცა 199 ჩინელს. 2007 წლის სექტემბრის ჩათვლით კი დროებითი ნებართვის მქონე ჩინეთის მოქალაქეების რიცხვმა 397 შეადგინა. ანუ საქართველოში მყოფი ჩინელების რაოდენობა ციფრებში ასე გამოიხატება: დაახლოებით 500 ადამიანი და არა - 5000 ან 50000. ეს ადამიანები არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობენ, უბრალოდ, სწორედ მათი საოცარი შრომისუნარიანობს გამო იქცევენ ჩვენს ყურადღებას, რაც ნამდვილად არ უნდა გახდეს ქართველების მხრიდან აგრესიის მიზეზი.
![]() |
13 მშვენიერ გზაზე |
▲back to top |
Lumen
იანუშ კორჩაკი (1878-1942)
თათია მებაღიშვილი
უფალო, გრძელ ლოცვას არ აღვავლენ, არც უსასრულო ოხვრას მოვყვები, ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა და სახელისათვის, შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი, არც პატივს ვითხოვ.
არ მაქვს ფრთოსანი აზრები, რომლებიც ჩემს ლოცვას ცაში ააფრენენ. ჩემი სიტყვები არ არის შელამაზებული. დავიღალე. დავიტანჯე. თვალები ჩამიქრა და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან. და მიუხედავად ამისა, მოგმართავ, უფალო, გულიდან ამოსული თხოვნით. ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ, მეშინია - ვერ გაიგებს, ვერ ჩასწვდება, უგულისყუროდ მოეკიდება, დასცინებს. შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი, მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ. ყოველთვის ჩუმად, ჩურჩულით გესაუბრები, მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.
მომთხოვნ მზერას ცისკენ აღვაპყრობ, ზურგს გავისწორებ და მოგმართავ - რადგან ჩემთვის არ ვითხოვ:
უწყალობე ბავშვებს ბედნიერი ხვედრი, დაეხმარე, აკურთხე მათი ძალისხმევა.
იოლ გზაზე კი ნუ დააყენებ მათ, არამედ - მშვენიერ გზაზე დააყენე.
ამ თხოვნის სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი საგანძური მიიღე: სევდა. სევდა და შრომა.
ეს ლოცვა მოხუცმა ექიმმა და პედაგოგმა სიცოცხლის უკანასკნელ წელს წარმოთქვა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ბავშვთა სახლის 200 აღსაზრდელთან ერთად მოუწევდა სიკვდილის ბანაკად წოდებულ ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება.
როდესაც ბავშვები და მოხუცი მასწავლებელი საკონცენტრაციო ბანაკში იღუპებიან, სიტყვები გმირობა ან ტრაგედია აზრს კარგავს. ეს არის გადალახვა იმ ზღვარისა, რომლის იქითაც მხოლოდ უსასოობა სუფევს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ზღვარს მიღმაც ახერხებენ ღირსების, სიცოცხლისა და სიყვარულის ძალის შენარჩუნებას, თუნდაც სიკვდილის ფასად. იანუშ კორჩაკის სიცოცხლეცა და სიკვდილიც სწორედ ამის მაგალითია.
ჰენრიკ გოლდშმიტი, ცნობილი მისი ფსევდონიმით - იანუშ კორჩაკი, დაიბადა ვარშავაში, ასიმილირებულ ებრაულ ოჯახში. მამა იურისტი იყო, რომელიც იუდაიზმის შესახებ პოლონურად წერდა, ხოლო ბაბუა, განათლებული ექიმი, ებრაულ საავადმყოფოში მსახურობდა. მიუხედავად ამისა ჰენრიკ გოლდშმიტმა არც ებრაული ენა იცოდა, არც იდიში. მას ძალიან ცოტას თუ ესაუბრებოდნენ თავისი ებრაული წარმოშობის შესახებ. მან პოლონური აღზრდა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, რამაც მისი ნამდვილ პატრიოტად ჩამოყალიბება განაპირობა. იგი რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია, მათ შორის „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“ და „ბავშვის უფლება - პატივისცემით ეპყრობოდე მას“, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში.
„სამყაროს გარდაქმნა აღზრდის გარდაქმნას ნიშნავს», - სჯეროდა მას და იმ ღრმა რწმენით, რომ მხოლოდ უკეთეს ადამიანს შეეძლო უფრო სამართლიანი სამყაროს შენება, ერთი ხანობა ვარშავის ყველაზე ღარიბ და უცოდინრობით გამორჩეულ გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც ასწავლიდა და, რამდენადაც შეეძლო, ეხმარებოდა ხალხს. იგი ორჯერ გაამწესეს რუსული არმიის სამხედრო ექიმად, ჯერ რუსეთ-იაპონიის ომის (1904 წ.) და მერე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე. კაცთა ამ სასაკლაოებზე შეძენილი გამოცდილების გამო მისთვის მიუღებელი იყო ყოველივე ის, რაც ადამიანებს ტანჯვასა და უბედურებას ჰგვრის. იანუშ კორჩაკი ებრაელ ბავშვთა საავადმყოფოშიც მუშაობდა პედიატრად, შემდეგ სწავლა ბერლინში, პარიზსა და ლონდონში გააგრძელა. იგი სულ უფრო უკეთ და უკეთ ახერხებდა ბავშვების გაგებას, აფასებდა მათ ნებელობას ებრძოლათ დაავადების წინააღმდეგ. ამ დაკვირვებებმა მასში ბავშვთა ბუნების, მათი ცხოვრების სტილის, ერთმანეთს შორის და უფროსებთან მათი ურთიერთობების შესწავლის განსაკუთრებული ინტერესი აღძრა. საავადმყოფოს გარდა ებრაელი და პოლონელი ბავშვების საზაფხულო ბანაკებშიც მუშაობდა და, ამგვარად, საშუალება ჰქონდა თანატოლივით ეურთიერთა მათთან.
იანუშ კორჩაკს სიკეთის თესვის მძაფრი სურვილი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, როგორც მისი ცხოვრების მყარი პრინციპი:
„შენ იცხოვრე - რამდენად
დატოვე კვალი?
რამდენი პური გამოაცხვე?
რამდენი დათესე?
რამდენი ხე დარგე?
რამდენი აგური დადე
მშენებლობაზე?
სანამ მიწას დაუბრუნდებოდე,
რამდენი ღილი დააკერე?
რამდენი რამ გაამთელე?
ვისთვის გაეცი შენი სითბო?
რომელ წაქცეულს დაეხმარე
წამოდგომაში?
ვის ასწავლე საპასუხო
მადლიერებისა და საფასურის
მოთხოვნის გარეშე?
რა არის შენი წვლილი?
ვის ემსახურე?“
1912 წელს იგი დაუკავშირდა ფინანსური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირებს, რათა ებრაელ ბავშვთა თავშესაფარი დაეფუძნებინა. კორჩაკს ცხოვრების ბოლომდე არ მიუტოვებია იგი. მან ასეთივე დაწესებულება პოლონელი ბავშვებისთვისაც დააარსა.
ამ ბავშვთა სახლებს კორჩაკი ძალიან დიდ ყურადღებასა და დროს უთმობდა, სიფრთხილითა და მის ბუნებაში გამჯდარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მათი ფუნქციონირების საკითხს. ვინაიდან ყოველთვის წინააღმდეგი იყო მოვლენათა აბსოლუტიზაციისა და განზოგადებისა, იგი აცნობიერებდა, რომ აღზრდის დროს საქმე გვაქვს კონკრეტულ ბავშვთან, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ეს მიდგომა კი ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებით უნდა შემუშავებულიყო.
კორჩაკის პედაგოგიური სისტემის ცენტრში იდგა ბავშვი როგორც აბსოლუტური ღირებულება. იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ ბავშვის დამცირების ძირითადი მიზეზი ყალბი, პირფერობით გაჟღენთილი აღზრდის სისტემაა, რომლის გამოსწორებაც უფროსებს მხოლოდ იმიტომ არ უნდათ, რომ ეზარებათ. ამიტომაც მიიჩნევდა, რომ ბავშვისთვის უნდა გვესწავლებინა ტყუილის სიძულვილი და სიმართლის პატივისცემა:
არა მხოლოდ სიყვარული, არამედ სიძულვილიც
არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ შეუწყნარებლობაც
არა მხოლოდ დათანხმება, არამედ აღშფოთებაც
არა მხოლოდ მორჩილება, არამედ დაუმორჩილებლობაც.
ბავშვთა სახლში დიდი ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ბავშვებს თავად განესაზღვრათ თავიანთი ცხოვრების წესი. ამგვარად, მოქმედებდა თვითმმართველობის სისტემა, რომელიც უნდა მომსახურებოდა თვითაღზრდას, თვითმყოფადობის განმტკიცებასა და სამართლიანობის გრძნობის გამომუშავებას. არსებობდა ამხანაგური სასამართლო, რისთვისაც კორჩაკმა შექმნა აღმზრდელობითი კოდექსი. სასამართლოზე ბავშვებს შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ როგორც ერთმანეთზე, ასევე უფროსებზე. კოდექსის შესავალში კორჩაკი წერს:
„თუ ვინმე ცუდად მოიქცა, ჯობს მას ვაპატიოთ.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა, რადგან არ იცოდა, რომ ეს ცუდი საქციელია, ახლა უკვე ეცოდინება.
თუ ვინმემ ცუდი საქციელი უნებლიეთ ჩაიდინა, მომავალში უფრო ფრთხილად მოიქცევა.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა იმიტომ, რომ შეგუება უჭირს, შეეცდება მომავალში ეს აღარ გაიმეოროს.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა იმიტომ, რომ სხვებს დაუჯერა, მომავალში აღარ დაუჯერებს“.
სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღებოდა. მოსამართლეები ბავშვები იყვნენ, აღმზრდელი კი მდივნის მოვალეობას ასრულებდა და სათათბირო ხმა ჰქონდა. სასამართლო საბჭოს საფუძველზე შეიქმნა თვითმმართველობის საბჭო, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა და ობოლთა თავშესაფარის ცხოვრებას არეგულირებდა. საბჭოში შედიოდა ათი ბავშვი და აღმზრდელი - თავმჯდომარისა და მდივნის ფუნქციების შემსრულებელი. საბავშვო სეიმის წარმოშობის შემდეგ საბჭომ მთავარი აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია შეიძინა. საბავშვო თვითმმართველობის სისტემის სათავეში იდგა სეიმი, რომელიც 20 დეპუტატისგან შედგებოდა. სეიმს ირჩევდნენ წელიწადში ერთხელ საყოველთაო კენჭისყრით. მის ამოცანას წარმოადგენდა თვითმმართველობის საბჭოს დადგენილებების მიღებადამტკიცება ან უარყოფა, გარდა ამისა, დღესასწაულებისა და სახლის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების დადგენა, ჯილდოების დაწესება და ა.შ. მოგვიანებით სეიმი აღსაზრდელთა მიღებისა თუ გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებაშიც კი იღებდა მონაწილეობას. თვითმმართველობის ორგანოები წყვეტდნენ ყველაფერს: როგორც კონკრეტულ ამოცანებს (კონცერტების, სპექტაკლების მოწყობა, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება და ა.შ.), ასევე მუდმივ ამოცანებსაც (საკუთრების დაცვა, შრომის ორგანიზება და ა.შ.).
ამგვარად, კორჩაკმა იზრუნა იმაზე, რომ ბავშვებისთვის რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებული პირობები შეექმნა: ისინი ზრდასრული ადამიანების მსგავს საქმიანობებს ეწეოდნენ, თავად ბჭობდნენ ყველაფერზე და, შესაბამისად, უფრო მეტი მონდომებით ასრულებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მიუხედავად ასაკისა ისინი უკვე სრულფასოვან მოქალაქეებს ჰგავდნენ.
იანუშ კორჩაკის პედაგოგიურ სისტემებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა შრომას. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის თანაბარ სარგებლიანობას და ამ პრინციპის განხორციელებას ბავშვთა სახლებში ცდილობდა. კორჩაკი წერდა: „შრომა კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს ინდივიდს ადამიანის რანგამდე“. ამიტომ იგი ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის შრომის სიყვარული ჩაენერგა. ბავშვები კი თვითონ ირჩევდნენ თავიანთი საქმიანობის ფორმას. ისინი ვალდებულები იყვნენ დაეცვათ სისუფთავე, დახმარებოდნენ უფროსებს სამზარეულოში, ბიბლიოთეკაში, სახელოსნოებში. სპეციალური სამუშაოების შესრულებისთვის მათ ფულს უხდიდნენ („შემოსავლიანი მორიგეობები“), რომელსაც ბავშვები სურვილისამებრ იყენებდნენ.
ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელს უკავშირდება, არის ბავშვთა გაზეთის გამოცემა პოლონურ ენაზე. იგი 1928 წელს დაარსდა და მსოფლიო ომის დაწყებამდე გამოდიოდა. ეს გაზეთი მთლიანად ბავშვების განკარგულებაში იყო: მისი რედაქტორები და ჟურნალისტები ბავშვები იყვნენ.
შესავალ სტატიაში იანუშ კორჩაკი წერდა: „გაზეთში გაშუქებული იქნება ყველაფერი, რაც მოსწავლეებსა და სკოლას ეხება. ხოლო მისი რედაქტირება ისე მოხდება, რომ ბავშვები არ დაიჩაგრონ და თვალყური მიედევნოს სამართლიანობის დაცვას ყველაფერში. მას სამი რედაქტორი ეყოლება: ერთი ბებერი, მელოტი და სათვალიანი (საკუთარ თავს გულისხმობდა. - რედ.), რათა თავიდან ავიცილოთ უწესრიგობა; მეორე - ბიჭუნა - ბიჭებისათვის და ერთიც - გოგონა - გოგონებისთვის. ეს იმიტომ, რომ უხერხულად არავინ იგრძნოს თავი, გულღიად ისაუბროს თავისი წყენის, საზრუნავისა და გულისტკივილის შესახებ. ყველას შეუძლია მოვიდეს, მოყვეს და დაწეროს ყველაფერი, რაც სურს, აქვე, რედაქციაშივე“.
ცნობილი მწერალი, ექიმი და პედაგოგი პარალელურად ამზადებს გადაცემათა ციკლს „მოხუცი ექიმის საუბრები“ პოლონური რადიოსთვის, კითხულობს ლექციებს „პოლონეთის თავისუფალ უნივერსიტეტში“ და უმაღლეს ებრაულ პედაგოგიურ კურსებზე, მუშაობს არასრულწლოვან დამნაშავეთა სასამართლოში, ხოლო 1934 წლიდან საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციაში პოლონეთის არასიონისტი წარმომადგენელი ხდება. თუმცა მალე ყველა ეს აქტივობა აზრს კარგავს.
1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. პოლონეთში ფაშისტები გეტოებს აწყობენ. 1940 წელს ვარშავის გეტოს კორჩაკის ბავშვთა სახლიც უერთდება. პოლონეთის ტერიტორიაზე ებრაელი მოსახლეობის გეგმაზომიერი განადგურება იწყება.
1942 წელს კორჩაკმა უკვე ზუსტად იცოდა რა მომავალი ელოდა მის აღსაზრდელებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არ ღალატობდა ყოველდღიური ცხოვრების იმ წესს, რომელიც ბავშვთა სახლში იყო დამკვიდრებული. უყვებოდა პატარებს ისტორიულ ამბებსა და ზღაპრებს, უკითხავდა მათ წიგნებს. უფროსებს უმცროსებზე უნდა ეზრუნათ, ყველას ერთად კი - ბავშვთა სახლში არსებულ წესრიგზე. მასწავლებელი ბოლო დღემდე ასწორებდა საკლასო ოთახში ბავშვების ნაწერებს, მოთმინებით უხსნიდა მათ მართლწერის წესებს. ასეთ დროს სიტყვაზე მეტს შეხედვა ნიშნავს, შეხედვაზე მეტს ხელის შეხება და ღიმილი, რომლითაც ანიშნებ, რომ შეცდომა და წარუმატებლობა სწავლის პროცესში საშიში არ არის. კორჩაკი, როგორც ყოველთვის, მშვიდი და გაწონასწორებული იყო. ისე იქცეოდა, თითქოს მასაც და მის აღსაზრდელებსაც დიდი მომავალი და მრავალი წლის სიცოცხლე ედოთ წინ. მისი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი ალბათ ეს არის.
როგორც თვითმხილველები აღწერენ, 1942 წლის 5 აგვისტოს გდანსკის სადგურის შესაკრები პუნქტიდან კიდევ ერთი ეშელონი გაემგზავრა. მის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, მათთან კი მათი ერთგული მასწავლებელი - იანუშ კორჩაკი. ბავშვებს მწვანე დროშა მიჰქონდათ - განახლების, იმედის, ზრდის სიმბოლო. ეს იყო ჩუმი, დიდებული პროტესტი იმ შავი ჭირის წინააღმდეგ, რასაც ფაშიზმი ერქვა.
![]() |
14 ბოლო ნავსაყუდელი |
▲back to top |
ჩვენი წრე
ნანა ნიჟარაძე
„არ დამავიწყდება დღე, როდესაც აქ მოვედი, - ამბობს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი თამთა დემურიშვილი, - 5 თებერვალი იყო, ცივი და სუსხიანი. ყველაფერი ნაცრისფერი დამხვდა ამ შენობაში, იმ ნაჭრის ფარდები ეკიდა, სუდარებს რომ კერავენ, ფანჯრებზე ხელოვნური ყვავილები ეწყო... ახალი შესული ვიყავი კაბინეტში, თანამშრომელი შემოვიდა და მითხრა, ერთი მოხუცი გარდაგვეცვალაო. ორი საათის შემდეგ ისევ შემოვიდა და მითხრა, კიდევ ერთი გარდაიცვალაო... იმ დღეს ხუთი მოხუცი გარდაგვეცვალა და ისეთი დეპრესია დამემართა, ვიფიქრე, აქ თუ ასეთი ინტენსივობით იხოცება ხალხი, შეიძლება გავგიჟდე-მეთქი...“
იმ ათი თვის განმავლობაში, რაც თამთა დემურიშვილი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ხელმძღვანელობს, იქ რვა მოხუცი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი - ყველაზე ხანდაზმული, 105 წლის ქალბატონი. გარდაიცვალა კიდევ ოთხი მოხუცი, რომლებიც ახლობლებმა შინ წაასვენეს. ასეთი რამ იშვიათად ხდება - უკანასკნელ გზაზე მოხუცებს, ძირითადად, პანსიონატის კედლებიდან აცილებენ. გასულ წელს პანსიონატმა 23 ხანდაზმული დაკრძალა. თითქოს, შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებელი უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს მაინც ის ადგილია, საიდანაც ცხოვრებიდან მიდიან.
ოფიციალური მხარე
სახელმწიფო დაფინანსებაზე საქართველოში ხანდაზმულთა ოთხი პანსიონატია. აქედან ორს - თბილისისა და ქუთაისის პანსიონატებს - ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს, აჭარასა და რუსთავში მუნიციპალური პანსიონები მოქმედებს. მათ გარდა საქართველოში, ძირითადად თბილისში, მოქმედებს აგრეთვე კერძო ტიპის მოხუცთა პანსიონატები, რომელთა რაოდენობას დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, ისევე, როგორც ვერ დაგიზუსტებენ მათ პროფილსა და დაფინანსების წყაროებს. მათ შესახებ ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ ფუნქციონირებენ შემოწირულობებითა და იმ თანხებით, რომელსაც ხანდაზმულის იქ დაბინავებისთვის მეურვეები იხდიან.
სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატებში დღეს 200-მდე მოხუცი ცხოვრობს. იქ ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორმოცამდე ადამიანიც. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ცოტნე ბესელია აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა პანსიონატების ამ მცხოვრებთა ალტერნატიულ დაწესებულებებში გადაყვანა უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი ეს იმდენადაა, რამდენადაც სამინისტროს ხანდაზმულთა პანსიონატებში მოხვედრის მსურველთა რიგი უდგას.
ნორმატიული აქტი ამ დაწესებულებებში მოსახვედრად არ არსებობს. სამინისტროში ხელმძღვანელობენ ერთგვარი შიდა წესით, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულთა პანსიონატში მოხვედრის მსურველმა ან მისმა მეურვემ დეპარტამენტს უნდა დაუტოვოს შესაბამისი შინაარსის განცხადება, პირადობის მოწმობისა და საპენსიო წიგნაკის ასლები, ჯანმრთელობის ცნობა და ფოტოსურათი. საბუთები შეისწავლება, პოტენციური ბენეფიციარი ჩადგება რიგში და მის შესახებ ხანდაზმულთა პანსიონატის ხელმძღვანელობას ეცნობება. პანსიონატში ახალი წევრი მაშინ მოხვდება, როცა იქ ადგილი გათავისუფლდება. ადგილები ასეთ დაწესებულებებში ძირითადად ლეტალური შემთხვევების შედეგად თავისუფლდება. დეპარტამენტში ამბობენ, რომ დიდხანს ლოდინი ხანდაზმულთა პანსიონატში მოხვედრის მსურველებს არ სჭირდებათ.
ნახევრადოფიციალური მხარე
მოხუცებულთა ყველაზე პრესტიჟულ პანსიონატად თემქაზე მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი რჩება. ერთ-ერთი მიზეზი ამისა ისიცაა, რომ დაწესებულება ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას იღებს. საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ამ პანსიონატების თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს. ცოტნე ბესელია ამბობს, რომ „მომავალში, ჩვენს კანონმდებლობაშიც იქნება განსაზღვრული თანადაფინანსების რა პრინციპი იმოქმედებს ხანდაზმულთა პანსიონატებისთვის. საზღვარგარეთ ეს მექანიზმი კარგად მოქმედებს. სახელმწიფო მის კმაყოფაზე მყოფ პანსიონატებს 30 პროცენტით აფინანსებს. ოჯახს, მეურვეს შეუძლიათ სურვილისამებრ 70 პროცენტით ან მთლიანად დააფინანსონ თავიანთი ხანდაზმულის ცხოვრება პანსიონატში. დღეს ჩვენი ბიუჯეტი გამოყოფს თანხებს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სამჯერადი კვება, უზრუნველყოფილნი იყვნენ მედიკამენტებით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგის მომსახურებით, მათთვის შემეცნებითასართობი ღონისძიებები, ექსკურსიები მოეწყოს. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია დაკრძალვის ხარჯებიც. უნდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულებთან მიმართებაში ტერმინი „ინტეგრირება“ არ გამოიყენება, რადგან ყველაზე მეტად მათ მყუდროება, განმარტოება სჭირდებათ. უცხოელი ექსპერტები ყოველთვის მიუთითებენ, რომ ყველაზე მთავარი ამ ადამიანებისთვის დასვენების, განმარტოების სათანადო პირობებია“.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში 77 ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანზე სახელმწიფო ბიუჯეტი თვეში 240 ლარს გამოყოფს. ამ თანხაში შედის ყველაფერი - კომუნალური ხარჯები, კვება, ჰიგიენა, ამბულატორიული მომსახურება, მედიკამენტები, კულტურული ღონისძიებები, პერსონალის ხელფასი. თამთა დემურიშვილი ამბობს, რომ ამ თანხიდან მედიკამენტებისთვის თითოეულ მოხუცს 20 თეთრი ხვდება, რაც სამყოფი ვერაფრით იქნება. „მოხუცთა შორის ძალიან ბევრს აწუხებს ჰიპერტონია, სხვა დაავადებები, - განმარტავს იგი, - ამიტომ მივმართე თხოვნით „ავერსის“ ხელმძღვანელობას, თვეში 600-700 ლარის მედიკამენტი უფასოდ მოეწოდებინათ ჩვენთვის. უდიდესი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ორჯერ მეტი, 1200-1300 ლარის ღირებულების მედიკამენტებს გვიგზავნიან ყოველთვიურად. დაფინანსება, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და ბევრთან მიწევს თხოვნით მისვლა. ძალიან გვეხმარება „აგარის შაქარი“ - მთელი წლის სამყოფი შაქარი და ფქვილი მოგვცეს; მოსკოვის ქართველთა სათვისტომო დაგვეხმარა - სარეცხის მანქანები შეგვიძინა; ელექტროენერგიის გადასახადს კეთილი ადამიანები რომ არ გვიხდიდნენ, მთელი ჩვენი ბიუჯეტი ამას მოუნდებოდა, ოთახები აქ რეფლექტორებით თბება... ბევრია ასეთი ადამიანი და მათი ძალიან მადლობლები ვართ“.
არაოფიციალური მხარე
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დღე, ჩვეულებრივ, საუზმით იწყება. 12 საათზე სამხარია, 2-დან 3 საათამდე - სადილი, საღამოს 7-ზე - ვახშამი. ყველას საკუთარი ოთახი აქვს, პატარა შესასვლელით, საკუჭნაოთი, სველი წერტილით და აივნით. ოთახებისგან განსხვავებით, პანსიონატის უზარმაზარი დერეფნები არ თბება. სუდარისმაგვარი ფარდები დღეს პანსიონატში აღარ კიდია, ყვავილებიც ბუნებრივი დგას. ახალ დირექტორს თავიდანვე საკვების მომატება, მენიუში ოჯახური კერძების შეტანა სთხოვეს. თამთა დემურიშვილი ამბობს, რომ ეს მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულია.
«ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ მოსვლისას ვიგრძენი, ამ ადამიანების ერთგვარი სულიერი შიმშილი იყო, - ამბობს თამთა დემურიშვილი, - ძალიან ვცდილობ, ეს პრობლემა მოვხსნა და ათასნაირ ღონისძიებას ვიგონებ. შვეიცარიაში მყოფმა ქართველებმა ჩვენს მოხუცებს არაჩვეულებრივი საჩუქარი უძღვნეს - დაამზადეს იქ ქართული კერძები, გაყიდეს და შემოსული თანხა, 2700 ლარი, ჩამოგვიტანეს. აქ ტელევიზორი ოთახში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, მათ, ვინც შედარებით შეძლებული ოჯახებიდან მოვიდა, დანარჩენები ჰოლში სხდებოდნენ და ჩაფუთნულები უყურებდნენ გადაცემებს. ამ ფულით ტელევიზორები დანარჩენებსაც შევუძინეთ. მართალია, დიდი ანტენა არ გვაქვს, ოთახისა კი მხოლოდ ორ არხს უჩვენებს, მაგრამ არც ეს არის ცოტა.
ამას წინათ შემოდგომის ზეიმი მოვაწყვეთ. ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტმა ყურძენი გვაჩუქა, რომელიც ეზოში დავწურეთ, ეზოშივე შემოვდგით ცეცხლზე ქვაბი, მოვადუღეთ თათარა, ამოვავლეთ ჩურჩხელები, მოვახვიეთ ხინკალი, მწვადი შევწვით... ყველაფერს ჩვენი მოხუცები აკეთებდნენ, დიდი ენთუზიაზმით. შვეიცარიელი ქართველების გარდა, გვყავდნენ ჩოხოსნები, რომლებმაც გვიმღერეს. ერთ-ერთ ჩვენს ბინადარს, მამაკაცს, რომელიც არაჩვეულებრივად ქსოვს, საკუთარი ნახელავი ჰქონდა გამოფენილი; შვეიცარიელებს შარფები ვაჩუქეთ. მოკლედ, მშვენიერი ზეიმი გამოგვივიდა, მოხუცებმა ძალიან ისიამოვნეს“.
პანსიონატის მცხოვრებნი სიამოვნებით დადიან სპექტაკლებსა და ექსკურსიებზე. მუსკომედიის თეატრის მიპატიჟებით „გაყრა“ ნახეს, იყვნენ გოგა პიპინაშვილის საბავშვო დასის სპექტაკლზე „ჰელადოსი“, კობზონის კონცერტზე. წარმოდგენები პანსიონატშიც იმართება. „კათარზისის“ დასი, ახალგაზრდული სტუდია, გიორგი შავგულიძის სახელობის დასი იქ ხშირად სტუმრობენ. მოხუცებთან მეგობრობენ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები. პანსიონატში თვეში ორი სპექტაკლი ან კონცერტი მაინც ტარდება.
„პირველ ოქტომბერს, ხანდაზმულთა დღეს, ჩვენ მათ სიურპრიზი მოვუწყვეთ, - ჰყვება თამთა დემურიშვილი, - გამოვაცხობინე ორი ვეებერთელა ტორტი, ჩუმად შევიტანეთ დარბაზში, დავაწყვეთ ხილი, შამპანური. მოვუხმეთ პანსიონის მკვიდრთ, თითქოს მათთან გასაუბრება გვსურდა. ძალიან გაუხარდათ!.. აქ, ისე როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ვიღაცას ვიღაცა მოსწონს ან არ მოსწონს, არიან შეყვარებულებიც. ერთი ასეთი წყვილის არსებობა ვიცოდი და ტორტი მათ დავაჭრევინე. მენდელსონის ვალსი ჩავართვევინე ამ დროს და ამან დიდი მხიარულება გამოიწვია. მერე ვუთხარი, ახლა გამოიპრანჭეთ, ექსკურსიაზე მივდივართ-მეთქი. ვიცოდი, სამების ტაძრის ნახვა უნდოდათ ძალიან და სწორედ იქ წავიყვანე. კარგი დღე გამოვიდა.“
საუბრისას მოხუცები აუცილებლად აღნიშნავენ, რომ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა ჰყავთ, არ აკლიათ საჭმელი, სასმელი, საჭირო ყურადღება, რომ მშვენივრად გრძნობენ თავს, მაგრამ ამ გულწრფელი მადლიერების მიღმა პირადი ტრაგედიები იმალება.
პირადი ტრაგედიები
როზა ჯიკაევა:
„7 წელი ხდება, რაც აქ ვცხოვრობ. 1 იანვარს 79 წლის ვხდები... მთელი ცხოვრება კინოსტუდიაში ვმუშაობდი და, ჩემს წარსულს რომ გადავხედავ, იმდენი უბედურება გადამხდენია, ვფიქრობ, კარგი სცენარი დაიწერებოდა... გარემოებათა გამო სახლი გავყიდეთ, მეუღლე გარდამეცვალა, შვილი გარდამეცვალა. მულის ოჯახში ვცხოვრობდი სოფელ დიღომში. ძალიან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მაინც აქეთ წამოსვლა გადავწყვიტე. ხომ ამ ხნის ქალი ვარ და ასეთი ჭკვიანური ნაბიჯი ცხოვრებაში არ გადამიდგამს! მეგობარიც ბევრი მყავს, ნათესავიც, მაგრამ ამ თანამედროვე ყოფამ ყველა ერთმანეთს დააშორა. მეც ხმელი წიფელივით მარტო დავრჩი. ასე უნდა მოვქცეულიყავი. აქაც მყავს მეგობრები. აქაც გრძელდება ცხოვრება“.
ომარ თავართქილაძე:
„მე-12 წელიწადია მეუღლე აღარ მყავს. ვაჟი უკრაინაშია და მისი ასავალ-დასავალი არ ვიცი. ძალიან ცუდად ვიყავი, წყალი ჩამიდგა ორგანიზმში და ხუთი დღე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ვიყავი. მეგობრებმა მიპატრონეს. მათ მიმიყვანეს საავადმყოფოში და აქეთაც მათ გამიკვალეს გზა. მერე სამინისტროს მივმართე და პანსიონატში ასე მოვხვდი. კარგი ადამიანები დამხვდნენ აქ. ყველაფერია, რაც ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის ესაჭიროება.“
ანა გორდაძე:
„60 წელი ერთ ადგილზე - პროფესორ ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში ვიმუშავე. ახლა აქ ვარ... ვიყავი ბედნიერი მეუღლე, დედა. მერე ორი შვილი გარდამეცვალა... მყავს შვილიშვილი, კარგი პიროვნება, ყოველთვის მაღალი თანამდებობა ეკავა. ახლა ოთხი შვილი ჰყავს და ჩემი იქ გაჩერება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ვიპოვე ჩემი გზა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამას წინათ ჩვენს სამლოცველოში ხუთი აქაური ხანდაზმული მოვინათლეთ კიდეც. მშვენიერი განცდა იყო.“
რაც უნდა ნაწყენი იყოს, საკუთარ ახლობელზე ცუდს პანსიონატის არცერთი ბინადარი არ ამბობს.
„სრულიად უპატრონო ამ პანსიონატში მხოლოდ ექვსი მოხუცია, - ამბობს თამთა დემურიშვილი, - არიან ისეთები, ვისი ყოლა ოჯახებშიც შეუძლიათ, მაგრამ არ მიჰყავთ, ამბობენ, რომ მათთან ვეღარ ურთიერთობენ. ცხოვრობს აქ ერთი ქალბატონი, ცნობილი პედიატრი, ინტელექტუალი, ჯანმრთელი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა. მისი სიძე, შვილიშვილის ქმარი, მეუბნება, არ მინდა ჩემს ბავშვებს მიეკაროსო. მე - ბებიის გაზრდილს - არ მესმის ამ სიტყვებში რა იგულისხმება.
გვყავს ქალბატონი, რომელიც ოთხი წელია აქ ცხოვრობს და ოჯახის წევრებს ერთხელაც არ მოუნახულებიათ. ფეხის ამპუტირება დასჭირდა ამ რამდენიმე ხნის წინ და მისი შვილი, 50 წლის კაცი, კრიმინალური პოლიციის ჩარევით ვაიძულე, დედა ენახა. გგონიათ რამე უჭირს? არა. მშვენიერი მანქანით დაბრძანდება, მშვენივრად გამოწყობილი. დედამისმა საკუთარი სახლი გაყიდა იმისთვის, რომ შვილიშვილის პრობლემა მოეგვარებინა, მათ კი ქუჩაში დატოვეს.
ვისაც მართლა გაჭირვების გამო მოჰყავს აქ მშობელი, ყურადღებიანი სწორედ ის არის. გვყავს ბატონი ბადრი, რომლის შვილიც, მარტოხელა დედა, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ამ კაცს ინსულტი დაემართა. მისი ქალიშვილი მუშაობდა, ბავშვი ბაღში იყო, ბატონი ბადრი მთელი დღე მარტო რჩებოდა ოთახში და ისეთი ინსულტი განუვითარდა, აქ რომ მოიყვანეს ვერცკი ლაპარაკობდა. შვილი ყოველდღე აკითხავს, უვლის, აქაური მოხუცები ურთიერთობენ მასთან და ახლა უნდა ნახოთ როგორია - გესაუბრება, რჩევას გაძლევს, თუ დამინახა რამე მომაქვს, დასახმარებლად მოდის.
ვიღაცისთვის აქაურობა შეიძლება თერაპიადაც გამოდგეს, მაგრამ საკუთარ ახლობლებთან ურთიერთობების მოთხოვნილება მათში ყველაზე ძლიერია. უზარმაზარი გადასახადი მოგვდის სატელეფონო საუბრებისთვის. სხედან და რეკავენ ყველასთან, ვინც მათთვის ძვირფასია. უბის წიგნაკში აქვთ ჩამოწერილი მათი ტელეფონის ნომრები და ურეკავენ. ამიტომ მათ მეურვეებთან სპეციალურ ხელშეკრულებას ვაფორმებ, რომლითაც აქ დატოვებული მოხუცების მონახულების ვალდებულებას ვაკისრებ მათ“.
დაფარული სინამდვილე
ელენე არღვლიანი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ფსიქოლოგად სულ რამდენიმე თვეა მუშაობს. „ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ამ ადამიანებში დავინახე, მარტოობის განცდით გამოწვეული ტკივილია, - ამბობს ის, - ყველას აქვს მოლოდინი, რომ მათი ოჯახის წევრი, ახლობელი შეაღებს კარს და მოინახულებს. აქედან წაყვანაზე აღარც ფიქრობენ, ოღონდ კი ინახულონ, წელიწადში ერთხელ მაინც.
თუკი ეწვიათ ვინმე, ამას ოთახში შესვლისთანავე ვგრძნობ. ვერ აგიწერთ, რა ბედნიერები არიან მაშინ. საერთოდ, ძალიან საინტერესო ადამიანები გვყავს, ყველაფრის საქმის კურსში იმყოფებიან, იციან რა ხდება პანსიონატში და რა ხდება ქვეყანაში, მომითხრობენ ახალ ამბებს, მაგრამ რაზეც უნდა მესაუბრებოდნენ, ბოლოს სიურპრიზად დააყოლებენ, რომ ისინი ინახულეს.
რა სითბო, სიყვარულიც არ უნდა ჰქონდეთ აქ, მაინც ოჯახი ურჩევნიათ, ოჯახს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ხშირად დამიფიქსირებია, რომ საკუთარ შვილებთან, შვილიშვილებთან მაიგივებენ. მეუბნებიან კიდეც, რომ ამით და ამით ამას და ამას ჰგავხარო. ვცდილობ და, როცა ვახერხებ მათ ეს მონატრება შევუმსუბუქო, მაშინ ვთვლი ჩემს მუშაობას გამართლებულად“.
მზრუნველობამოკლებული ხანდაზმულების საჭიროებათა სრულად დაკმაყოფილება დღეისთვის პრიორიტეტი, სამწუხაროდ, არ არის. როგორც ცოტნე ბესელია განმარტავს, საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებშიც ადამიანთა უფლებებია ასახული, პირველი რიგის ამოცანად მზრუნველობამოკლებული ბავშვების მოთხოვნილებების სრულ დაკმაყოფილებას მიიჩნევს. გარკვეულწილად ამის დამსახურებაა, რომ კერძო ორგანიზაციები ხანდაზმულთა პანსიონატებით დიდად არ ინტერესდებიან, სახელმწიფო კი ამ დაწესებულებებს შეძლებისდაგვარად აფინანსებს.
არანაკლებ საინტერესო უცხოელი ექსპერტების სხვა დასკვნაა. ცოტნე ბესელია: „უცხოეთში წარმატებულად მოქმედებს მოხუცების ოჯახურ გარემოში მომსახურების მექანიზმი. ექსპერტები განმარტავენ, რომ ოჯახურ გარემოში ცხოვრება მოხუცებისთვისაც ისევე აუცილებელია, როგორც ბავშვებისთვის. სოციალური დაცვის ჩვენს კანონში ესეც იქნება გათვალისწინებული. იქნებიან მიმღები ოჯახები, რომლებიც ინსტიტუციიდან გაიყვანენ 18 წელს ზემოთ ადამიანს, მათ შორის მოხუცებს, მოუვლიან და ამისთვის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. ეს ახალი ნაბიჯი იქნება ამ ადამიანებისთვის ზრუნვის საქმეში“.
ამ ბოლო დროს საუბარს მისი მოხუცების მეურვეებთან, ბუნდოვანი არგუმენტებით რომ არიან შეიარაღებულნი, თამთა დემურიშვილი ასე ასრულებს:
„ამ პანსიონში ცხოვრობს ცნობილი ქალბატონი, ინჟინერი, ეს შენობაც მისი აგებულია. ის მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, აქ თუ მოუწევდა ცხოვრება...
არავინ იცის, ვის როგორი სიბერე ელის“.
![]() |
15 ნაშვილები სიყვარული |
▲back to top |
ჩვენი წრე
ნინო მშვენიერაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბავშვის შვილად აყვანის თხოვნით აღრიცხვაზე დგას 1335 ადამიანი. ამჟამად სპეციალური კომისია 41 ბავშვის გაშვილების საკითხს განიხილავს
ოფიციალური სტატისტიკით, 2000 წლიდან დღემდე საქართველოში გაშვილდა 576 ბავშვი: 2000 წელს - 40, 2001 წელს - 43, 2002 წელს - 35, 2003 წელს - 45, 2004 წელს - 25, 2005 წელს - 205, 2006 წელს - 183.
ამავე წლებში საზღვარგარეთ გაშვილდა 430 ბავშვი: 2000 წელს - 40, 2001 წელს - 56, 2002 წელს - 122, 2003 წელს - 150, 2004 წელს - 36, 2005 წელს - 17, 2006 - 9. აქედან 700 - პირდაპირი გაშვილების წესით.
სტატისტიკა ნათლად მეტყველებს - შვილის აყვანის მსურველი ბევრია.
ბავშვის აყვანა უშვილო ოჯახებისთვის ბოლო გამოსავალია. ასეთ არჩევანს მაშინ აკეთებენ, როცა ყველა სხვა შესაძლებლობა მოსინჯულია, ყველა ექიმი ნანახი, ყველა პროცედურა ჩატარებული. იმგვარი ცნებები, როგორიცაა - „გვარის გამგრძელებელი“, „სისხლი და ხორცი“, უყოყმანოდ ტრანსფორმირდება ისეთ ყოვლისმომცველ სურვილთან ჭიდილში, როგორიცაა სურვილი, გიწოდებდნენ „დედას“, „მამას“, ამბობდე „შვილოს“, ზრდიდე მომავალს. და სწორედ მაშინ, როცა პრობლემა თითქოს მოგვარებულია, ჩნდება ველური შიში იმისა, თუ როგორ მიიღებს სიმართლეს ის, ვინც უკვე შენი ცხოვრების აზრად ქცეულა.
შიშის შიში
ქალბატონი ნათელა შემითანხმდა, რომ სახელს შევუცვლი, გვარს არცკი გამოვუგონებ; სახელებით არ მოვიხსენიებ მის შვილს, მეუღლეს, ახლობლებსა და მეზობლებს; არ დავასახელებ უბანს, სადაც ცხოვრობს, და არ მივმართავ არცერთ მინიშნებას, რომელიც ამ ისტორიას მის ნამდვილ გმირებთან რითიმე დააკავშირებს. რისთვის ასეთი კონსპირაცია, ნაშვილები ბავშვები ხომ სხვა ოჯახებშიც იზრდებიან?
მპასუხობს: „არ მინდა გაიგოს. არ მინდა იცოდეს, რომ მისი ნამდვილი დედ-მამა ჩვენ არა ვართ. 14 წელია ასე ვიცავ ამ საიდუმლოს და, ისე წავალ იმ ქვეყანას, მას ვერავინ გაიგებს. ვიდრე მოვიყვანდი, ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჩემს შვილთან ურთიერთობა ჰქონოდა - ნათესავები, მეზობლები, ახლობლები, ნაცნობები - ყველა გავაფრთხილე, დავემუქრე: არავის დავინდობ, ციხის კედლებს ვახეხინებ, რომ გავიგო ბავშვის ყურამდე რამე მივიდა-მეთქი. მართლა არ დავინდობ! ჩემი დაც რომ იყოს, ძმისშვილიც!“
ღელავს, როცა ამას ამბობს. დღესაც, 14 წლის შემდეგ, თუმცა საფრთხე თითქოს აღარ ემუქრება. რა აღელვებს?
„მეშინია არ გაიგოს, - ასე მპასუხობს, - მთელი ეს წლები მეშინოდა. პირველი 4-5 წელი - ნაკლებად, ჯერ პატარა იყო. მის ზრდასთან ერთად ჩემი და ჩემი მეუღლის შიშიც მატულობდა; გვეშინოდა, რომ ვინმე გააგებინებდა ამ ამბავს, დასცინებდნენ, „მოყვანილს“, „მიტოვებულს“ დაუძახებდნენ. საზოგადოება სასტიკია. შეიძლება თავად ამას არ აცნობიერებდეს, მაგრამ ასეა. საკუთარ თავზე გამომიცდია. მთელი ის წლები, რაც შვილი არ გვიჩნდებოდა, ათას კითხვას, რჩევას, სამძიმარს ვისმენდი, ვუძლებდი ისეთ მზერას - არა ერთს! - რომლის გაძლებაც, დამერწმუნეთ, ადვილი არ არის. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ზედმეტი ჩარევით მხოლოდ ამძიმებენ სხვა ადამიანის ისედაც მძიმე მდგომარეობას. თითებს ვიმტვრევდი ჩუმად, მაგრამ ვითმენდი. ახლა არავის მივცემ უფლებას ჩემთვის ყველაზე ძვირფას არსებას სიცოცხლე გაუმწაროს. ჩემი თანაკლასელი იყო ნაშვილები. მახსოვს რა დღეში ჩავარდა, როცა ეს ამბავი გაიგო. რა დღეში იყვნენ მისი მშობლები, როგორ უყურებდნენ თანაკლასელები, მეზობლები - როგორც სრულიად სხვა ადამიანს, თითქოს ამდენი წელი არც იცნობდნენ, თითქოს სხვა გახდა. მთელი წელი სკოლაში არ უვლია ამის შემდეგ. სპეციალისტების ჩარევა დასჭირდა, ცხოვრებისკენ რომ მოებრუნებინათ. ასეთი მომავალი ჩემი შვილისთვის ნამდვილად არ მინდა!“
სხვისი საიდუმლო
შვილად აყვანის შესახებ არსებულ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსები იცავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1263-ე მუხლი ამბობს:
„1. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილობლის თანხმობის გარეშე აკრძალლულია.
2. ის პირი, რომელიც გამშვილებლის ნება-სურვილის გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით“.
იმავე კოდექსის 1264-ე მუხლი:
„მშვილებლის თხოვნით, შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი, თვე და რიცხვი“.
სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლი მიუთითებს, რომ
„1. შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება:
ა) იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობების დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
მიუხედავად ამისა, ნაშვილები ბავშვები ყველაზე ხშირად სწორედ უცხოებისგან, ძირითადად, მეზობელი თანატოლებისგან იგებენ, რომ ბიოლოგიური დედ-მამის ოჯახში არ იზრდებიან. ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეები შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნების თაობაზე, ფაქტობრივად, არ აღიძვრება და არც ვისიმე ადმინისტრაციული პასუხისგების საკითხის დასმას მოითხოვს ვინმე. ხშირად გაიგონებთ, რომ ბავშვები სასტიკნი არიან. ამ შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმეორებენ იმას, რასაც უფროსების საუბრებში ისმენენ.
ამ და სხვა მიზეზების გამო, ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე მიიჩნევს, რომ ბავშვებს სიმართლე თავიდანვე უნდა ვუთხრათ, მათი ასაკის, შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმ დღიდან, რა დღიდანაც სახლში შევიყვანთ.
უთხარით სიმართლე
„ძალიან ძნელია რაიმე რჩევა მისცე მშობელს მაშინ, როცა ბავშვი სხვისგან იგებს, მისი მშობლების ბიოლოგიური შვილი რომ არ არის, - ამბობს ლელა მურუსიძე, - ასეთი რამისგან არავინაა დაზღვეული, ჩვენი ახლობლების, ნაცნობების ისტორიები, რომლებიც ამბად გვსმენია, ამას მხოლოდ ადასტურებენ. როცა ურთიერთობა ფუჭდება, როცა იმას, რასაც ერთი მხარე - მშობელი - შვილის მოფრთხილებას არქმევს, მეორე მხარისთვის - შვილისთვის - ტყუილად იქცევა, ვითარება ძალიან მძიმდება და მისი მოგვარება იმაზე მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე სხვა პირობებში დასჭირდებოდა.
მე ვურჩევდი ყველა მშობელს, რომელსაც აჰყავს ბავშვი, თავიდანვე შეაჩვიონ იგი იმ აზრს, რომ მისი ბიოლოგიური მშობლები არ არიან. ნუ ეტყვით მას რას განიცდიდით, როცა მასზე ფეხმძიმედ იყავით, ნუ ეტყვით როგორ ჰგავს მამას თვალებით და ათას სხვა სისულელეს, რათა დააჯეროთ, რომ თქვენი ბიოლოგიური შვილია. სხვა რამ უთხარით, გააგონეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: მაშინ, როცა მოგიყვანეთ..., როცა აქ მოხვედი... ყველაფერი უნდა ითქვას იმ დოზით, რა დოზითაც შეძლებს ინფორმაციის მიღებას ბავშვი.
თუკი ასე მოვიქცევით, შემდეგ, როცა მას შეკითხვები გაუჩნდება, პასუხები ძნელი გასაცემი აღარ იქნება, რაც მთავარია, შანტაჟის საშუალება აღარ მიეცემა ვინმეს. როცა სიმართლე თავიდანვე დამალული გაქვს, გამოტყდომაც ძნელია. ასე კი, რომც იკითხოს, რატომ არ მითხარით, თქვენი ბიოლოგიური შვილი რომ არ ვიყავიო, შეგვიძლიათ უთხრათ, რომ არასდროს მოგიტყუებიათ, არასდროს მოგიყოლიათ მისთვის ზღაპრები იმის შესახებ, თუ როგორ გააჩინეთ. პრაქტიკაში მქონია შემთხვევები და ვიცი - შემზადებული ბავშვი ასეთ ახსნა-განმარტებებს უმტკივნეულოდ იღებს.
საწინააღმდეგო შედეგი გვაქვს იქ, სადაც ბავშვს სიმართლეს უმალავდნენ და ყველაფერი „კეთილისმსურველთა“ მონდომებით გაირკვა. ხშირ შემთხვევაში მშობელს ეშინია, რომ, თუკი სიმართლეს გაიგებს, ბავშვი გაუცხოვდება, სახლიდან გაიქცევა, ბიოლოგიური ოჯახის ძებნას დაიწყებს... დაიწყოს, მერე რა? ეს ხომ ის ოჯახია, რომელმაც თავის დროზე, ამა თუ იმ მიზეზის გამო, უარი თქვა მასზე? ნუ გავეჯიბრებით ამგვარ ოჯახს, ნუ დავმალავთ მის არსებობას. მოძებნოს ბავშვმა ბიოლოგიური მშობლები, თუკი ამის სურვილი აქვს, ნახოს ვინ არიან ისინი, შეადაროს მათ, ვინც მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იტვირთა და გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. რატომ უნდა გვეშინოდეს? ბოლოს და ბოლოს რად უნდა დარჩეს ჩვენით უკმაყოფილო? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც იგი დედობრივ, მამობრივ, ოჯახურ სიყვარულს აზიარა?
არის კიდევ ერთი მომენტი. სამიოთხი წლის ბავშვს - ამ ასაკისანი ხშირად მიჰყავთ მშვილობლებს - რაღაცეები ახსოვთ. როცა ეუბნები, რომ მისი ნამდვილი დედა ხარ, შეიძლება მოგიტრიალდეს და გკითხოს, თავიდან, აბა, რატომ მიმატოვეო? ყოფილა ასეთი შემთხვევები. ერთ ტყუილს ემატება მეორე ტყუილი - არ მიმიტოვებიხარ, ფიქრადაც არ გამივლია ეს, მაგრამ, რადგან გითხარი, რომ შენი ბიოლოგიური დედა ვარ, ეს ტვირთი საკუთარ თავზე უნდა ავიღო. სხვა შემთხვევა: ბავშვს აინტერესებს, ვინაა მისი მამა. იგონებ რაღაც ისტორიას, ეუბნები, რომ მამა ან გარდაიცვალა, ან არ იყო შენი ქმარი და მიგატოვა, ა.შ. და ა.შ. სიცრუეს სიცრუეს ვამატებთ და, დამეთანხმეთ, ეს ჩვენს რეპუტაციას ვნებს. რომ დააშავოს რამე, საყვედურსაც ვერ ვეტყვით, მოგვიბრუნდება და გვკითხავს: შენ თუ ამდენი საშინელება ჩაგიდენია, მე რა ჭკუას მასწავლიო? მერე რაღა ვქნათ?“
დედა დედაა
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები ბავშვს არ ეუბნებიან, ბიოლოგიურ ოჯახში რომ არ იზრდება, არის შიში იმისა, რომ ბავშვს ბიოლოგიური მშობლებისგან მიტოვებულობის გრძნობა დათრგუნავს. ლელა მურუსიძე განმარტავს, რომ ეს უმართებულო შიშია.
„გაუმხელთ თუ არ გაუმხელთ ბავშვს, რომ იგი არასასურველი იყო ბიოლოგიური მშობლებისთვის და მიტოვებულია, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, - ამბობს იგი, - ბავშვი ამას მაინც გრძნობს. ის განცდა, რაც დედას ჰქონდა ორსულობისას, ბავშვს გადაეცემა; მან ქვეცნობიერად იცის, რომ გასაშვილებლად იყო განწირული; არაცნობიერად, ემოციურ დონეზე მასში არსებობს შეგრძნება იმისა, რომ არასასურველი იყო. სწორედ ეს არის მისი ნევროტიზაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი და ამ ფონზე შეგრძნება იმისა, რომ კიდევ რაღაცას უმალავენ, რის შედეგადაც ბავშვის განცდები, ნევროტულობა მძაფრდება. განა არა ჯობს, არ მოატყუო და უთხრა - არ ვიცი, რატომ მოგატოვეს, სამაგიეროდ, მე მინდოდი, მე წამოგიყვანე და ახლა ჩემი შვილი ხარ, მე არ მიგატოვებ, ყოველთვის ვიზრუნებ შენზე?“
არის კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს: ნაშვილებ ბავშვებს ხშირად ჰყავთ ან მომავალში ეყოლებათ ბიოლოგიური და-ძმანი. სიმართლე საკუთარი წარმოშობის შესახებ მათ თუნდაც იმიტომ უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრება რომელიმე იაფფასიანი სერიალის სცენარით არ განვითარდეს და სისხლის აღრევის მსხვერპლნი არ გახდნენ.
„თუნდაც ამიტომ, - ამბობს ლელა მურუსიძე, - მშობელმა არ უნდა დამალოს სიმართლე“.
ლალი ბიბილეიშვილი ნაკლებად ფიქრობდა ამ მოტივებზე, თავიდანვე იცოდა, რომ, როგორც კი წამოიზრდებოდა, გოგიტას ყველაფერს ეტყოდა.
„შეიძლება იმიტომ გადავწყვიტე ასე, რომ ტყუილს საერთოდ ვერ ვიტან, - იცინის ლალი, - კი მქონდა რაღაც ეჭვები: ვაითუ ასე მოხდეს, ვაითუ - ისე... ბოლოს გადავწყვიტე, რაც იქნება, ის იქნება, სიმართლეს ვიტყვი-მეთქი. მეუღლეც დამეთანხმა. დედამთილი იყო ცოტა წინააღმდეგი, მაგრამ ახლა მეუბნება, სწორი იყავიო. ღმერთმა ყველას ისე გაუმართლოს, როგორც მე გამიმართლა. კარგი შვილი მყავს, უკვე საცოლე ბიჭია. იცნობს თავის ძმასაც, დაუკავშირდა იმ ოჯახს. დედამისი მაშინ ცოცხალი იყო. იმ ბიჭს ოჯახი აქვს და მეგობრობენ, ნათესაობენ. ჩვენთანაც მოდიან სტუმრად. კარგი ვქენი, რომ ვუთხარი. იჭორავა ხალხმა ცოტა ხანს და მოსწყინდა მერე. ჩემმა შვილმა კი, როცა თავისი გამჩენი დედის ოჯახიდან მობრუნდა, ჩამიხუტა და თქვა, - ჩემი დედა ჩემი გამზრდელი დედააო...“
გასულ ზამთარს ერთი შორეული ნაცნობი შემხვდა. ცოტა ხნის წინ, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, შეეტყო, ნაშვილები რომ ყოფილა. გათხოვილია, ჰყავს შვილები. უნახავს ბიოლოგიური ოჯახი, და-ძმანი გაუცვნია - მშობლები იქაც გარდაცვლილან. იცით, რა მითხრა? თურმე დედაჩემს, საწყალს, რა მძიმე ტვირთი უტარებია! ეთქვა ყველაფერი, იმის სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა. მეცოდება - ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს ტვირთი თან წაიყოლაო...
![]() |
16 განსხვავებულები |
▲back to top |
Srigma-free
ნინო რჩეულიშვილი
გონებრივი ჩამორჩენილობა წარმოადგენს ფსიქიკური განვითარების დარღვევის ერთ-ერთ ფორმას. იგი თავს ადრეულ ასაკში იჩენს და მთელი მომდევნო პერიოდის მანძილზე ახდენს გავლენას პიროვნების ფსიქიკურ განვითარებასა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანებს აქვთ სერიოზული პრობლემები ინტელექტუალური განვითარების და გარემოსთან ადაპტაციის მხრივ. მათ უძნელდებათ კომუნიკაცია და უჭირთ მთელი რიგი აუცილებელი უნარების გამომუშავება, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა სფეროში: სწავლაში, მუშაობაში, საოჯახო საქმიანობაში...
ბოლო დრომდე სამედიცინო სამყარო გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკისა და კლასიფიკაციისას ძირითადად ინტელექტუალურ კოეფიციენტს, ე.წ. IQ-ს (Intelligence Quotient) ეყრდნობოდა: IQ-ის შესაფასებელ ტესტში დაგროვებული ქულების მიხედვით განასხვავებდნენ გონებრივი ჩამორჩენილობის იოლ, საშუალო, ძლიერ და მძიმე ფორმებს. თუმცა დღესდღეობით ჩამორჩენილობის დონის დადგენა კომპლექსური მიდგომის საფუძველზე ხდება - როგორც ინტელექტის შესაფასებელი ტესტების, ისე ადაპტაციური კითხვარების მეშვეობით. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი უპირატესად განისაზღვრება უკვე იმის მიხედვით, თუ რამდენად დამოუკიდებლად შეუძლია პიროვნებას არსებობა და რა ხარისხის დახმარება ესაჭიროება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პიროვნებას, რომელსაც IQ-ტესტის მიხედვით საშუალო ჩამორჩენილობის ფორმას (დონეს) მიაწერენ, შესაძლოა მთელი რიგი უნარებისა ბევრად უკეთესად ჰქონდეს განვითარებული, ვიდრე იოლი ფორმის მქონე იმ პიროვნებას, რომლის უნართა განვითარებაზე არ იზრუნეს.
მშობლებს ურჩევენ ხოლმე, რომ ბავშვი აუცილებლად ჩართონ საოჯახო საქმეებში; დააკვირდნენ რისკენ ამჟღავნებს მიდრეკილებას, რისი გაკეთება სიამოვნებს, და ამისდა მიხედვით რამე ხელობის შესწავლაში დაეხმარონ. თუკი პიროვნებას იოლი ან საშუალო ფორმის ჩამორჩენილობა აქვს, მას თავისუფლად შეუძლია მარტივი ხელობების ათვისება. თბილისში ერთი პროექტიც კი განხორციელდა, რომლის ფარგლებში რამდენიმე ადამიანმა ქსეროქსის აპარატთან მუშაობა ისწავლა და შრომითი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა.
გონებრივად ჩამორჩენილთ ოჯახის შექმნაც შეუძლიათ. ეს შედარებით იშვიათია, თუმცა საქართველოს რეალობაშიც შეიძლება შევხვდეთ ასეთ ადამიანებს, რომლებსაც მეუღლე და შვილები ჰყავთ.
სტატისტიკა: 2005 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 20 986 ადამიანს აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, 2000 მათ შორის 17 წლამდე ასაკისაა.
პრობლემები, რომლებსაც მშობლები ქმნიან
როგორც წესი, ოჯახისათვის ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის შეტყობა ძლიერ სტრესთანაა დაკავშირებული. ძალზე რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ ბავშვის მდგომარეობა ქრონიკული ხასიათისაა და მას არ ექნება ისეთი მომავალი, როგორიც ოჯახს წარმოედგინა. ამიტომ ხანდახან მშობლები შეუძლებელს, სასწაულს ელიან, სასწაულის მოთხოვნა კი ძალზე ურთულებს საქმეს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებს და, რაც მთავარია, თავად ბავშვს. „ამ ბავშვებიდან ყველას გააჩნია რაღაც უნარი. თუ არ დავისახავთ მიზნად, რომ ყველასგან პროფესორი გამოვიდეს, მათგან რაღაც აუცილებლად გამოვა. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ მშობელს, რომ ბავშვს ესა თუ ის კონკრეტული ნიჭი აქვს, და ამ ნიჭის განვითარება შევთავაზოთ, მაგრამ ზოგ მშობელს ეს არ აკმაყოფილებს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ქართველი ფსიქოლოგი.
ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი შვილს თავისდაუნებურად უუნაროს ხდის. მას შემდეგ, რაც ნევროპათოლოგებისგან გებულობს, რომ მის შვილს განვითარების პრობლემები აქვს, მშობელი ცდილობს მდგომარეობა შეუმსუბუქოს ბავშვს, ყველაფერი თვითონ გაუკეთოს, მათ შორის ისიც, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. ამ გადაჭარბებული მზრუნველობის გამო ბავშვებს ხშირად არა აქვთ საკუთარი პოტენციალის გამოყენების საშუალება. ისინი უფრო პასიურები ხდებიან და ადაპტაციის დონეზე დაბლა ჩამოდიან. თუკი მშობელი ბავშვს ყოველთვის თვითონ ჩააცმევს, დაბანს და აჭმევს, ის ამ ყოფითი აქტივობების დამოუკიდებლად შესრულებას ვეღარ შეძლებს, რადგან შესაბამისი ჩვევა არ გამოუმუშავდება. მშობლები მათ გარეთ გაყვანასაც კი ერიდებიან, რადგან შიშობენ, რომ უცხო გარემოში ისინი შეიძლება რაღაცამ გააღიზიანოს ან შეაწუხოს.
პრობლემები, რომლებსაც საზოგადოება ქმნის
მშობლის ბევრი ქცევა შეიძლება გადაჭარბებულ მზრუნველობას მივაწეროთ, თუმცა ბავშვის იზოლირების მცდელობები ხშირ შემთხვევაში სტიგმის არსებობითაც უნდა აიხსნას: მშობლები ბავშვს ხალხის ალმაცერ მზერას არიდებენ. როგორც ნეიროფსიქოლოგი შორენა მამუკაძე აღნიშნავს, საზოგადოებაში ბავშვს ძალიან ადვილად ატყობენ, რომ ის „სხვანაირია“ და მშობლებს ეს, ბუნებრივია, არ სიამოვნებთ. „შეიძლება მეტყველება არა აქვს ისე განვითარებული, როგორც უნდა ჰქონდეს... თუ მაღაზიაში მოუნდა რამე, შეიძლება ყვირილი დაიწყოს ან დედას ხელი ჩაარტყას, არა იმიტომ, რომ აგრესიულია, არამედ იმიტომ, რომ ლაპარაკი უჭირს და მშობელს ასე აგებინებს თავის სურვილს... ეს ბავშვები ხშირად სჩადიან ისეთ რამეს, რაც ჩვეულებრივი ბავშვისთვის სოციალურად მიუღებელია, და ეს გარშემომყოფთა ყურადღებას იპყრობს“.
ისინი, ვინც ვერ უძლებენ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას მისი შვილის ქცევის გამო, ბავშვის სახლში გამოკეტვას ამჯობინებენ. ამით საკუთარ თავსაც იცავენ და ბავშვებსაც. უკეთეს შემთხვევაში, თუკი ოჯახი შეძლებულია, ისინი შინაურ პირობებში აძლევენ ბავშვს განათლებას: ქირაობენ მასწავლებელს, სახლში იბარებენ ფსიქოლოგს და ა.შ.; ხოლო თუ ოჯახს ამის საშუალება არა აქვს, ბავშვი პრაქტიკულად მთელ დროს სახლში ატარებს და ისედაც შეზღუდული უნარების განვითარებისთვის ძალზე შეზღუდული შესაძლებლობა ეძლევა.
მშობლების ნაწილი ცდილობს ბავშვი სოციალურ გარემოს არ მოსწყვიტოს და უამრავ ენერგიასა და რესურსებს ახმარს ბავშვის განვითარებას. თუმცა მათ მუდმივად უწევთ წყენისა და გულისტკივილის ატანა. „განსხვავებული“ ბავშვის ოჯახის წევრებს საზოგადოება სიბრალულით უყურებს და ხშირად სიბრალულის გამომხატველი რეპლიკები შეურაცხმყოფელი ხასიათისაცაა. „ნახე, როგორი შვილი ჰყავს? თვითონ რა კარგია და ასეთი როგორ გამოუვიდა?!“ მიუხედავად ამისა, მათ ბავშვები მაინც გამოჰყავთ ხალხში - შეჰყავთ მაღაზიებში, დაჰყავთ სტუმრად, და, ბოლოს, ცდილობენ განათლება სხვა ბავშვებთან ერთად მიაღებინონ.
განათლების პრობლემები
ის, თუ როგორი სასწავლო გარემო უნდა ჰქონდეს ბავშვს, დამოკიდებულია მისი გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხზე. ზოგიერთი ბავშვისათვის მისაწვდომი და სასარგებლოა ჩვეულებრივ კლასში სწავლა, ზოგიერთისთვის - სპეციალური კლასია ადეკვატური, ზოგს კი სპეციალური სკოლა ესაჭიროება. მათ, ვისაც იოლი ჩამორჩენილობა აქვთ, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ისწავლონ. თანატოლებთან ურთიერთობაში ისინი ადვილად ითვისებენ სხვადასხვა სოციალურ ჩვევებს, რომლებიც ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე საზოგადოებაში ინტეგრაციას უადვილებთ. თუმცა ჩვეულებრივ კლასებში მათი „ჩასმა“ ადვილად არ ხდება - შეიძლება მიიღონ, მაგრამ მალევე უკან გამოისტუმრონ, ან საერთოდ არც მიიღონ. ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენს მასწავლებლების შიში და მოუმზადებლობა იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც კლასში განსხვავებული ქცევის მქონე მოსწავლის შემოსვლას მოსდევს. გონებაჩამორჩენილ ბავშვებს ქცევის პრობლემები აქვთ და ხშირად ხელს უშლიან მასწავლებელს: ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე, ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ, უდროო დროს წამოიძახებენ რაღაცას და ა.შ. „განსხვავებული ბავშვების“ მიღების მზაობა აკლდათ როგორც პედაგოგებს, ისე „ჩვეულებრივ“ ბავშვებს და მათ მშობლებსაც, თუმცა სიტუაცია თანდათან უმჯობესდება. „მშობლებიც გვიპროტესტებდნენ, არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა ასეთ ბავშვს უყუროსო. ამისგან ჩემი ბავშვი ცუდ რაღაცებს ისწავლისო... ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა არ იყო მზად იმისთვის, რომ ასეთი ბავშვები მიეღო, თუმცა ახლა სურათი შეცვლილია და მიმღებლობა შედარებით მეტია“.
დამატებითი პრობლემები შეიძლება შექმნას შეფასების სისტემამაც. მიუხედავად იმისა, რომ კლასში სხვებთან ერთად არიან, გონებაჩამორჩენილობის მქონე ბავშვები, როგორც წესი, ინდივიდუალურ პროგრამას გადიან. ისინი შეიძლება ათის ფარგლებში სწავლობდნენ მიმატება-გამოკლებას, თავის მაქსიმუმს აკეთებდნენ და ამიტომ უფრო მაღალ ნიშანს იღებდნენ, ვიდრე მათი თანაკლასელები, რომლებსაც ორასის ფარგლებში შეუძლიათ ანგარიში. ამან შეიძლება გააღიზიანოს როგორც ბავშვები, ისე მათი მშობლები. სპეციალისტები ამ გაღიზიანების თავიდან აცილების შესაძლებლობას შეფასების სისტემის ადაპტაციაში ხედავენ. ამერიკის ზოგიერთ შტატში ეს საკითხი შემდეგნაირადაა მოგვარებული: ეს ბავშვი ელემენტარულ მათემატიკაში იღებს ათიანს და არა საშუალო დონის მათემატიკაში. ჩვენთან შეფასების ასეთი პრინციპები არ არსებობს.
ერთეულები, რომლებსაც გაუმართლათ ბოლო დროს სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა დაიწყო. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს საშუალება მიეცათ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში „ჩვეულებრივ“ ბავშვებთან ერთად ისწავლონ.
თბილისის №20 საჯარო სკოლაში რამდენიმე წლის წინ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის სპეციალური, ინტეგრირებული კლასი გახსნეს, სადაც ეს ბავშვები ცალკე იმყოფებოდნენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გაჰყავდათ საერთო გაკვეთილებზე სხვა ბავშვებთან. თუმცა გულმოდგინე მუშაობის შედეგად დღეს ამ სპეცკლასში გაერთიანებული მოსწავლეების ნაწილი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რეგულარულად ესწრება რამდენიმე „ჩვეულებრივ“ გაკვეთილს. ამ სკოლაში დღეს რვა, თითქმის ყველა ტიპის ჩამორჩენილობის მქონე, ბავშვი სწავლობს. ინტეგრირებული კლასი რესურსოთახად გადაკეთდა და იქ ზოგადსაგანმანათლებლო კლასის მასწავლებლის პარალელურად ბავშვებთან სპეციალური პედაგოგები მუშაობენ. „ბავშვები უნდა იყვნენ თანამონაწილენი ყველაფრისა, რაც ხდება. ანუ მათემატიკის გაკვეთილზე მათემატიკას უნდა სწავლობდნენ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, და ა.შ. უბრალოდ, ჩვეულებრივი აკადემიური სასწავლო გეგმა მოვარგეთ ამ ბავშვების უნარებს. მასწავლებელს ვაკვალიანებთ რა უნდა ჰკითხოს მოსწავლეს, როგორ უნდა ჰკითხოს. მთავარი ისაა, რომ მიმართვიანობა ამ ბავშვებისადმი ისეთივე იყოს, როგორიც მათი თანაკლასელებისადმი არის. ესენიც ჩართულნი უნდა იყვნენ ყველაფერში, ფიზკულტურიდან დაწყებული, გაკვეთილის მოყოლით დამთავრებული“.
მანამდე ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბავშვები ორ წელიწადს ემზადებობდნენ ცალკე და მათ კარგად ასწავლეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კლასში, აუხსნეს, რომ გაკვეთილის და სკოლის წესებს უნდა დაემორჩილონ. ჩატარდა მასწავლებლებისა და „ჩვეულებრივი“ ბავშვების მოსამზადებელი ტრენინგებიც, რომლებზეც ისინი იმისთვის მოამზადეს, რომ მათ კლასს შესაძლოა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი შემატებოდა.
ტოლერანტობის პერსპექტივა
მომზადების პროცესში, სანამ ამ ბავშვებს კლასში „ჩასვამდნენ“, რესურსცენტრში ჩვეულებრივი კლასიდან რამდენიმე ბავშვი ჩამოჰყავდათ და ერთობლივად უტარდებდნენ ხატვის გაკვეთილს, ერთად ათამაშებდნენ... ამ პერიოდში ისინი ერთმანეთს ძალიან შეეჩვივნენ. ისინი ფაქტობრად თავიანთ თანატოლებთან ერთად გაიზარდნენ. „ჩვენ ისინი მხოლოდ განსაზღვრულ გაკვეთილებზე შეგვყავს, რომელზე სიარულიც ამ ბავშვებს შეუძლიათ, სხვა ბავშვები კი მოითხოვენ, რომ ყველა გაკვეთილზე შევიყვანოთ ხოლმე. მათ უცხოპლანეტელებივით არ უყურებენ, პირიქით, უნდათ, რომ სულ ასიამოვნონ“, ამბობს რესურსცენტრის ერთ-ერთი მასწავლებელი.
„არის მულტფილმი „ნემო“... ესაა უნარშეზღუდული თევზი, რომელსაც ერთი ფარფლი მოკლე აქვს. ამაზე დაფუძნებით მქონდა ტრენინგი და დისკუსია ჯანმრთელ ბავშვებთან. ბავშვებს ძალიან ცოტა დასჭირდათ იმისთვის, რომ დაენახათ: ადამიანები ბევრი რამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ბევრი რამით ვგავართ კიდეც ერთმანეთს. ზოგ რამეში მე ვჯობივარ სხვებს, ზოგ რამეში სხვები მჯობიან მე. ზოგიერთი შეიძლება სხვებივით კარგად ვერ სწავლობდეს, მაგრამ სპორტული მონაცემები ჰქონდეს სხვებზე უკეთესი. ბავშვებმა ეს ძალიან კარგად გაიგეს. მათში ტოლერანტობის გაღვივება გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“.
ის წამოწყება, რომელშიც დიდ შრომასა და სიყვარულს ჩადებ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. როგორი დამაიმედებელია ეს ყოველი ჩვენგანისა და განსაკუთრებით იმ მშობლებისათვის, რომლებიც შვილის თითოეული წარმატებით ხარობენ, რარიგ პატარაც არ უნდა მოეჩვენოს ეს წარმატება უცხო თვალს.
![]() |
17 ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო აქცია |
▲back to top |
pro-აქცია
განხორციელების ადგილი:
განმახორციელებელი ორგანიზაცია:
პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში:
ფინანსური მხარდაჭერა:
პროგრამის ხანგრძლივობა:
საკონტაქტო პირი:
მისამართი:
ელ-ფოსტა: |
პროგრამის აღწერა:
ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია Save the Children-ის მიერ (ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. იგი მიზნად ისახავს ბავშვებში ტოლერანტობის, თანადგომის, თანამშრომლობისა და კონფლიქტის მოგვარების უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიც არის ადამიანთა პატივისცემა და სწრაფვა მშვიდობისა და დემოკრატიისაკენ. პროგრამის სამიზნე ჯგუფია 6-11 წლის ბავშვები, პედაგოგები, მშობლები და აღმზრდელები.
მიღწეული შედეგები:
2004-2007 წლებში პროგრამის ფარგლებში შეიქმნა თემატური საბავშვო ფილმები, რომლებიც გადაიცა ტელევიზიით. ფილმებში ბავშვებისათვის ადვილად გასაგები და მიმზიდველი ფორმით გაშუქებული ოყო ისეთი თემები, როგორიც არის: ტოლერანტობა, განსხვავებულ კულტურებთან ურთიერთობა, კონფლიქტის მოგვარება, მოლაპარაკება, მედიაცია, პრობლემის გადაჭრა, მონაწილეობა, თანამშრომლობა, კარგი მოქალაქეობა, გადაწყვეტილების მიღება, თაობათა შორის ურთიერთობა, ბავშვის უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სტიგმა, სტერეოტიპი, და ა.შ. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით. პროგრამის წარმატებიდან გამომდინარე, შეიქმნა და ტელევიზიით გადაიცა საბავშვო თოქ-შოუები, სადაც ბავშვები განიხილავდნენ სატელევიზიო ფილმებში წამოჭრილ დილემებს და მათი გადაჭრის გზებს. 2004-2007 წლებში პარალელურად ხორციელდებოდა საქმიანობა პროგრამის პარტნიორ სკოლებში. მის ფარგლებში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებით ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგი ინტერაქტიული მეთოდიკით ტოლერანტობის სწავლებასთან დაკავშირებით. პროგრამის პარტნიორმა სკოლებმა მიიღეს პროგრამის ვიდეო მასალები და კურიკულუმი.
მარჯვნიდან მარცხნივ: ტომ ვინსენტი, საქართველოს ოფისის დირექტორი, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, ლორენცო ამბერგი, შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარინა უშვერიძე, პროგრამის დირექტორი, სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი, სიმონ ჯანაშია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი
პარტნიორ სკოლებში დაწყებული საქმიანობა მეტად წარმატებული აღმოჩნდა. პროგრამაში მონაწილე ზოგიერთი საპილოტე სკოლა ტოლერანტობას ასწავლის, როგორც დამატებით და კლასგარეშე მასალას, ხოლო ზოგიერთმა ტოლერანტობის სწავლების საგაკვეთილო პროცესში ინკორპორირება მოახდინა.
პროგრამის შედეგების კვლევამ აჩვენა ბავშვების ცოდნისა და ქცევის გაუმჯობესება. კვლევა საპილოტე სკოლებში ორ ეტაპად ჩატარდა, პროგრამის საქმიანობის დაწყებამდე და საქმიანობის განხორციელების შემდეგ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვების ცოდნა ტოლერანტობის ღირებულებებთან დაკავშირებით და კონფლიქტის მოგვარების, მოლაპარაკების, მედიაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. (ბავშვების ცოდნა და დამოკიდებულება ამ ღირებულებებთან დაკავშირებით დაახლოებით 30%25-ით გაიზარდა).
ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები:
მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით ტოლერანტობის სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სკოლებისათვის. 2007 წლის ოქტომბრიდან ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან თანამშრომლობით ახდენს ტოლერანტობასთან დაკავშირებით სასწავლო მასალების შემუშავებას მე-4 და მე-5 კლასებისათვის. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული იქნება მოსწავლის და მასწავლებლის წიგნი, მოხდება ამ მასალების პილოტაჟი და დანერგვა საქართველოს სკოლებში. პროგრამის საბოლოო მიზანს შეადგენს მასალების პოპულარიზაცია საქართველოს ყველა სკოლაში, ქართულენოვან და არაქართულენოვან სექტორში.
თბილისის №126 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე და სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის კლუბის პრეზენტაციისას
სასწავლო მასალების შემუშავების პარალელურად, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ხელს უწყობენ ტოლერანტობის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოს სკოლებში ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებით. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ჩატარდა 2007 წლის 15 ნოემბერს და მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს (16 ნოემბერი). ღონისძიებაზე მოხდა პროგრამის პარტნიორი სკოლების დაჯილდოება ტოლერანტობის სწავლებაში დანერგილი ინოვაციებისათვის. ღონისძიებაზე სკოლებმა წარმოადგინეს ბევრი საინტერესო სიახლე ტოლერანტობის სწავლების მიმართულებით, მათ შორის მოსწავლეთა მიერ ტოლერანტობის თემაზე გადაღებული საუკეთესო ფილმი, მოსწავლეთა მიერ შექმნილი ტოლერანტობის კალენდარი, ღონისძიებაზე მოხდა ახალგაზრდა ტოლერანტთა სასკოლო კლუბების პრეზენტაცია, სკოლის ბაზაზე დაფუძნებული ტოლერანტობის კათედრის პრეზენტაცია, აუდიტორიამ შეიტყო ტოლერანტობის ხელშესაწყობად ჩატარებული სათემო აქციის წარმატების შესახებ. სკოლებს პრიზები და სიგელები გადასცეს ფედერაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“, საქართველოს სახალხო დამცველმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა.
რას ფიქრობენ ბავშვები და პედაგოგები ტოლერანტობის პროგრამასთან დაკავშირებით:
მარჯვნიდან მარცხნივ: რუსთავის №28 სკოლის დირექტორი მერაბ ლაბაძე, ტოლერანტობის კათედრის გამგე სოფო ბობოხიძე და პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე
„სიტყვა ტოლერანტობა პირველად რომ გავიგე, ჩემთვის უცხო იყო და როცა მასწავლებელმა აგვიხსნა, მხოლოდ მაშინ მივხვდი მის მნიშვნელობას.
მას შემდეგ ძალიან შევიცვალე და ვისწავლე სამართლიანი მოქცევა. ვისწავლე, რომ არ შეიძლება შენზე სუსტის დაჩაგვრა. შეიძლება მეც ბევრჯერ მოვქცეულვარ არატოლერანტულად და ეს არაფრად ჩამიგდია, მაგრამ ამ პროექტის შემდეგ ძალიან გამოვიცვალე.
ჩემს კლასში იყო რამდენიმე ბავშვი, რომელსაც ვერ ვეწყობოდი და ხშირად ვჩხუბობდით. როცა დავუკვირდებოდი ჩემს საქციელს, ვხვდებოდი, რომ მართალი არ ვიყავი, მაგრამ ამის აღიარება მიჭირდა. დღეს ასე აღარ ვფიქრობ და ისინი ჩემი მეგობრები არიან. შეიძლება ბევრჯერ ვიკამათოთ კლასელებმა, მაგრამ არ უნდა შეგვრცხვეს მართლის ან მტყუანის აღიარება.
ტოლერანტობის ცოდნა ჩვენ ბევრ რამეში გვეხმარება. ყველა ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის“
ვახტანგ შველიძე, 11 წლის
„პროგრამა ასწავლის ეფექტურ მეთოდებს კონფლიქტური სიტუაციებისა და დილემების გადასაჭრელად. ეს ცოდნა ძალიან ეხმარება მოსწავლეებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ“.
ნატო ღონღაძე, პედაგოგი
„ტოლერანტობა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. თითქოს მეც შევიცვალე. ჩემს გულში ჩავიხედე და მივხვდი რომ ცუდი საქმეების ჩადენას კარგი არაფერი მოჰყვება. იმასაც მივხვდი, რომ ადამიანების გარჩევა ძალიან ცუდია. ადრე სხვისგან ბევრი რამ მწყინდა, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი, რომ მე თვითონაც ცუდად ვიქცეოდი. ხშირად ის ბავშვი გამიმართლებია, ვინც ჩემთან ახლო ყოფილა. ხოლო მართალი ადამიანისათვის გული მიტკენია. მე ამას ვერ ვხვდებოდი. მაგრამ ახლა ყველაფერს ვუფიქრდები და ყველაფერს ვხვდები“.
ნინო ხისფეხიშვილი, 10 წლის
![]() |
18 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
▲back to top |
სამართალი
შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ
1995 წელს დაარსდა შპს „ამატ-ჯი“, რომლის დირექტორი გახდა ვაჟა მებაღიშვილი. „ამატ-ჯი“ აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში თევზის პროდუქციის იმპორტს აწარმოებდა. 1996-98 წლებში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 1 000 000 აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა, რის გამოც სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ „მსხვილ გადამხდელად“ იქნა მიჩნეული.
1998-99 წლებში „ამატ-ჯი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სახის თევზის პროდუქტით ამარაგებდა განსხვავებულ ფასად. თავდაცვის სამინისტრომ „ამატ-ჯის“ დავალიანების მხოლოდ ნაწილი გადაუხადა.
1999 წელს განმცხადებლებმა კონტრაქტის პირობების დარღვევისა და ამის შედეგად 662526 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატამ 1999 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებელი კომპანიის სარჩელი და თავდაცვის სამინისტროს კომპანიისთვის 254188 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.
გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ის 2000 წელს შევიდა ძალაში.
2000 წელს განმცხადებლებმა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მიმართეს განცხადებით, რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვდნენ.
იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა, რომ მას ნებაყოფლობით, ერთი თვის ვადაში დაეფარა განმცხადებელი კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების ზომებს მიმართა. მან იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრს იმ არასამხედრო ნაგებობათა სია გაუგზავნა, რომელთა სატენდერო წესით გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით შესაძლებელი იქნებოდა ვალის დაფარვა. ეს იყო ერთადერთი მიღებული ზომა, ხოლო 1999 წლის სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩა.
2000 წელს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რათა 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება გადავადებულიყო. მაგრამ 2000 წელს საოლქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თხოვნა არ დააკმაყოფილა და დაასკვნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ზიანს მოუტანდა კომპანიის ინტერესებს და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპს დაარღვევდა. ამდენად, ძალაში დარჩა თავდაცვის სამინისტროს მიმართ არსებული სავალდებულო მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. თუმცა სამინისტრომ ვალის გადახდა ვერც ამის შემდეგ შეძლო.
პარალელურად, 2000 წელს „ამატჯიმ“ გადამზიდველი კომპანიის კორპორაცია „ამატთან“ ხელი მოაწერა კონტრაქტს გემის დასაქირავებლად, რომლის ყოველთვიური საიჯარო გადასახადი 45000 აშშ დოლარს შეადგენდა. „ამატ-ჯი“ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს და აღნიშნა, რომ გემის იჯარის საფასურის დაფარვის ერთადერთი საშუალება მისთვის კომპანიის წინაშე არსებული სამინისტროს დავალიანება წარმოადგენდა. კომპანია რვა თვის მანძილზე ამაოდ ელოდა თავდაცვის სამინისტროსგან ვალის გადახდას. ამასობაში გემის იჯარის გადასახადმა 511200 აშშ დოლარი შეადგინა. „ამატ-ჯის“ განცხადებით, მან საწარმოო მოგების სახით დაკარგა 1344421 აშშ დოლარი იმის გამო, რომ სამინისტრომ მას ვალი დროულად ვერ გადაუხადა. ამას გარდა კომპანიას გასანაღდებელი ჰქონდა საგადასახადო დეკლარაცია 41213 ლარის ოდენობით.
2001 წელს კომპანია „ამატ-ჯიმ“ 1999 წლის სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით განცდილი ზარალის გამო თავდაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წინააღმდეგ სამოქალაქო კანონმდებლობით მათი კოლექტიური პასუხისმგებლობის აღიარების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო პალატაში. კომპანიამ 1855621 აშშ დოლარის და 41213 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
საოლქო სასამართლომ 2002 წელს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
2002 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმცხადებელ კომპანიას უარი უთხრა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციაზე.
1999 წელს აღიარებული დავალიანება გადაუხდელი რჩებოდა.
ქვეყნის შიდა სამართალი
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზარალი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზარალის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ისჯება ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ანდა მისი აღსრულებისთვის ხელის შეშლა ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მოხელის ანდა სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებელის მიერ.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ მოქმედი იმდროინდელი კანონმდებლობით, გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები. სამსახურებრივი მოვალების შესრულებასთან დაკავშირებული სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
ევროპული სასამართლოს შეფასება
განმცხადებელმა განაცხადი შეიტანა ევროპის სასამართლოში იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მის სასარგებლოდ გამოტანილი 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება. მისი მტკიცებით, დარღვეულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
მე-6 მუხლი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
მე-13 მუხლი ეხება სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას: „ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.
პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში“.
მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში შეუძლებელი იყო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების სრულად დაფარვა, რაც საერთო ჯამში 47000000 ლარს შეადგენდა. აგრეთვე მან აღიარა, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერებას.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. მიუღებელია, სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული დავალიანების გადაუხდელობის საბაბად სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ფონდების უკმარისობის მომიზეზება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში. თუმცა ამ შეჩერებამ არ უნდა შელახოს მე-6 მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლება. იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალურმა ორგანოებმა ხუთი წლისა და რვა თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყვეს 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მას არ მიეცა სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტიანი საშუალება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა მოპასუხე სახელმწიფო.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელ კომპანიას არ ჰქონია შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მას მიადგა. შესაბამისად, დაირღვა აღნიშნული მოთხოვნა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული დავალიანების გადაუხდელობის გამო მან დაკარგა საკუთრება, რითაც დაირღვა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
მოპასუხე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ განმცხადებელი კომპანიისადმი სასამართლოების გადაწყვეტილებით დადგენილი გადასახადი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კომპანიის საკუთრების ფლობის უფლებაში ჩარევას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა მიიჩნევდა, რომ კანონის მოთხოვნა არ დაირღვა, რადგან მის აღსრულებაში ჩარევას სათანადო დასაბუთება ჰქონდა და კანონიერ მიზანს ემსახურებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მთავარი მიზანია ადამიანის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებლის მიმართ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენდა საკუთრების მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების უფლებაში ჩარევას. სასამართლოს აზრით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება და სხვადასხვა აღიარებული დავალიანების გადახდის გადავადება შესაბამისობაში იყო ან განისაზღვრებოდა იმ დროს მოქმედი შიდა სამართლით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას.
განმცხადებელმა მოითხოვა ფულადი ზარალის და მოგების დანაკარგის ანაზღაურება, მაგრამ არამატერიალური ზარალის კომპენსაცია არ მოუთხოვია. ამასთან განმცხადებელმა დააყენა საკითხი, ანაზღაურებულიყო ის ფულადი დანახარჯი, რაც მან გასწია ეროვნულ სასამართლოებში და ევროპულ სასამართლოში იურიდიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე „შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი. მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლითვის ფულადი ზარალის ასანაზღაურებლად 200 000 ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად 2000 ევროს გადახდა.
![]() |
19 Summary |
▲back to top |
The last edition of 2007 of our journal presents an interview with Mr. Sozar Subari, the Public Defender of Georgia. He gives a general evaluation of the situation in Georgia after the Rose Revolution from the point of human rights and democracy development.
November events and perspectives of the democracy development in Georgia are presented in the Round Table on „Possible Future of Political Development of Georgia“ with participation of political scientists Malkhaz Saldadze, Shalva Pichkhadze, Ia Antadze and Davit Aprasidze.
We present a speech by Václav Havel on the occasion of the Civil Society Symposium, which emphasizes importance of the civil society development. Our column „Human Rights“ includes an extract from the book „Fundamental Rights“ by Constantine Kublashvili, dealing with the issue of the freedom of assembly and manifestations.
The column „Politics and Ideologies“ presents translation of the article: „Ideology, Totalitarian and Authoritarian Regimes“ by Philippe Bénéton and article „Five Tolerant Regimes“ by Zaal Jugheli.
In the article „the Chinese“ by Natia Nadiradze you can read about xenophobic attitude of the Georgian media towards the Chinese living in Georgia. The issues related to the integration of ethnic minorities are covered in Irakli Chikhladze's article (in Russian).
In this edition we have chosen Muslims and Jehovah's Witnesses among the representatives of religious minorities. Article „Orthodox Church and the Third Millennium“ by Mitropolit Jovan Ziziulas is about religious tolerance.
The column „Our Circle“ presents articles on shelters for elderly people and psycho social problem of child adoption. „The Different“ by Nino Rcheulishvili is about the social integration of people with mental retardation.
In „the Justice“ column you can find the judgment of the European Court of Human Rights on the case „Amat-G“ Ltd and Mebaghishvili v. Georgia“.
In the rubric „News“ you can find a public statement of the Amnesty International - „The government should implement recommendations of the UN Human Rights Committee as a matter of priority.“
Under the rubric „Pro Action“ we introduce the joint project of the „Save the Children“ and the Ministry of Education concerning Children's Tolerance Education.