ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა მეოთხე, ოქტომბერი-დეკემბერი, 2007)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი)
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”

▲back to top


ფონდიღია საზოგადოება - საქართველოდამოუკიდებელი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა. ფონდი დაარსდა 1994 წელს საქართველოში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით.

ორგანიზაციის საქმიანობის სპექტრი ძალზე ფართოა - ფონდი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანთა უფლებების დაცვას, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემების სრულყოფას, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რეფორმების გატარებას, კორუფციის დაძლევას.

ღია საზოგადოება - საქართველოცნობილი ფინანსისტის და მეცენატის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა.

2 დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად

▲back to top


ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ განაგრძობს ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების ხელშეწყობას.

2007 წელსაც აქცენტი კეთდებოდა სამოქალაქო სექტორია და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების, სამართლებრივი და განათლების სისტემების რეფორმირების ხელშეწყობაზე, სპეციალურ კვლევებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ საზოგადოების მოთხოვნილებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ფონდის ძალისხმევა ამ სფეროებში 2008 წელს გაგრძელდება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით დარჩიაშვილი, აღნიშნავს, რომ ფონდის საქმიანობა ამ მიმართულებით კვლავ აქტუალურია, რადგან ქართული დემოკრატია ჯერ-ჯერობით არ არის კონსოლიდირებული და შეუქცევადი. ამ სიტყვების სიმართლეს ადასტურებს 2007 წლის ნოემბრის დრამატული მოვლენები, როდესაც საქმე მივიდ პოლიტიკურ კრიზისამდე და დაინიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. დავით დარჩიაშვილის თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პოლიტიკა არ გადადიოდეს ქუჩაში. ქუჩის პოლიტიკა შეიცავს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის და დესტაბილიზაციის პოტენციალს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე მედიასა და საზოგადოებაში დამკვიდრდეს დიალოგისა და ურთიერთ ატანის კულტურა. აღნიშნული მოვლენები მოულოდნელი აღმოჩნდა დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ამასთან, ფონდსაც წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნებთან დაკავშირებული რაიმე აქტივობა. თუმცა ნიშანდობლივია, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ფონდმა, ევროკომისიასთან ერთად, მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც გულისხმობ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამომრჩეველთა განათლებას. ამ პროექტში ჩართული იყო ათასობით ადამიანი, რომელთაც განუმარტეს არჩევნების მნიშვნელობა და ამომრჩევლის უფლებები. „ვიმედოვნებ, რომ ამ ადამიანებმა კარგად გააცნობიერეს, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ხმა და პრინციპული მოქმედება არჩევნების დროს“, - აღნიშნავს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. „მომავალ წელს საარჩევნო უბნებზე გადაწყდება ქვეყნის ბედი და საჭიროა ყველანაირი ძალისხმევა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად და სამართლიანად“, - ხაზს უსვამს დავით დარჩიაშვილი. ამ მიზნით ფონდმა უკვე გადადგა ნაბიჯები - მოაწყო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა; მხარი დაუჭირა იმ სამოქალაქო ორგანიზაციათა წინასაარჩევნო პროექტებს, რომლებიც აპირებენ დააკვირდნენ წინასაარჩევნო გარემოსა და უშუალოდ არჩევნებს. ეს ორგანიზაციები შექმნიან ერთობლივ მედიაცენტრს წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების ეფექტური გაშუქებისათვის.

3 დიალოგის დეფიციტი

▲back to top


2006 წლის აგვისტო-ნოემბერში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ საკითხების გარკვევას, თუ რისთვის არიან მოწოდებულნი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები; რა აქვთ საერთო და განსხვავებული; რამდენად ემთხვევა მათი ხედვები და სურვილები საზოგადოებაში დომინირებულ ღირებულებებს.

კვლევა ტარდებოდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების შიდა პროექტის ფარგლებში. კვლევის შედეგები ასახულია პუბლიკაციაში - „საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები“, რომლის პრეზენტაცია ა.წ. 25 ოქტომბერს მოეწყო. გაიმართა, აგრეთვე, დებატები იმის თაობაზე, თუ რა უნდა აკეთოს თვით პოლიტიკურმა ელიტამ; რის გაკეთება შეუძლია სამოქალაქო სექტორს უნდობლობის აღმოსაფხვრელად და დიალოგის დასამყარებლად; რამდენად დიდია ქვეყანაში სისტემური ცვლილებების აუცილებლობა; ამასთან, გამოითქვა კონკრეტული წინადადებები.

ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ დირექტორი, დავით დარჩიაშვილი, შექმნილი ვითარების შესახებ აღნიშნავს, რომ საქართველოსათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ფონად შეიძება ჩაითვალოს პოლიტიკური სპექტრის კონფრონტაციულობა, რაც გამუდმებულ და შეურიგებელ დებატებსა თუ ურთიერთ ბრალდებებში ვლინდება.

„ყველა პოლიტიკური ძალა კი აღიარებს ლიბერალურ ღირებულებებსა და დიალოგის აუცილებლობას, მაგრამ, როგორც წესი, პრობლემას ოპონენტში ხედავს“, - დასძენს დარჩიაშვილი.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიგი თევზაძეს, მიაჩნია, რომ პოლიტიკური მოდერნიზაცია საქართველოში არ ხდება და რადგან არ არსებობს გადაკვეთის წერტილები, ასეთ ვითარებაში დიალოგი შეუძლებელია.

როგორც პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ, აღნიშნა არსებობს კომუნიკაციის კრიზისი პოლიტიკური კლასის შიგნით, ხოლო „გრძელვადიანი თვალსაზრისით, დიალოგი პოლიტიკოსებს შორის უნდა შეიცვალოს საზოგადოების შიგნით დიალოგით

„ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ დირექტორი, დავით დარჩიაშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პუბლიკაცია, გარდა აკადემიური მნიშვნელობისა, ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი თავისებურებანის უკეთ გაცნობიერებაში, ასევე „ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურის განვითარებას თანამედროვე ამოცანათა შესაფერისი მოდერნიზაციის მიმართულებით“.

4 თანამშრომლობისაკენ გადადგმული ნაბიჯი

▲back to top


ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ხელისუფლებასა და მედიას შორის მუდმივი დიალოგის მომხრეა ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა თვალნათლივ წარმოაჩინა ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობასა და თვით მედია ი არსებული პრობლემები. შექმნილი მწვავე სიტუაციის განხილვას მიეძღვნა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ხელშეწყობით 1 დეკემბერს ორგანიზებული კონფერენცია.

ამ ღონისძიების ჩატარების ინიციატორები იყვნენ ჟურნალისტები - ნინია კაკაბაძე და ეკა კვესიტაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ ცნობილი ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები; ხელისუფლების მხრიდან კი - საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი - კახა ლომაია და პარლამენტარი - გიგა ბოკერია.

კონფერენცია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. მისი პირველი ნაწილი მიეძღვნა ბოლო 4 წლის განმავლობაში (ვარდ ბის რევოლუციიდან დღემდე) სატელევიზიო მედიაში შექმნილი სიტუაციის ანალიზს, ხოლო მეორე ნაწილი - დისკუსიას.

ნინია კაკაბაძის აზრით, შესაძლებელია, ერთმა შეხვედრამ დიდი შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს იყო გულწრფელი საუბარი ორივე მხრიდან და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებასა და ტელე-მედიაში მომუშავე ადამიანებს შორის დიალოგისაკენ. „ასეთ შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე”, - დასძინა მან.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი ცერცვაძეც თვლის, რომ ამ სახის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და პერმანენტული ხასიათის უნდა გახდეს. „დეკემბრის შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა როგორც ჟურნალისტებისათვის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის”, - აღნიშნავს იგი.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჟურნალისტები აპირებენ, უფრო საფუძვლიანად მოილაპარაკონ ახალი მედია-საბჭოს შექმნასა და ეთიკის ნორმების დაწე სებაზე, რომელთა დაცვაც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულო იქნება.

5 უფასო იურიდიული დახმარება ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის

▲back to top


მომავალი წლიდან ქვემო ქართლის მოსახლეობა უფასო იურიდიულ დახმარებას მიიღებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ადგილობრივ ოფისებში - მარნეულსა და გარდაბანში.

დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის - „სამართლებრივი სწავლება - ეთნიკური უმცირესობების წარმატებული ინტეგრაციის საუკეთესო გზა“, ფარგლებში.

კონსულტაციების გასაწევად მოსამზადებელი სამუშაოები ოქტომბრიდან მიმდინარეობს, ხოლო მომავალი წლის და საწყისში იურისტებს ჩაუტარდებათ სემინარები.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა, ზაურ ხალილოვმა, აღნიშნა, რომ ქვემო ქართლი, მოზღვავებული სასამართლო დავების გასარჩევად, კვალიფიციური კადრების სიმცირეს განიცდის. პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ამ პრობლემის გადაწყვეტას, ასევე იურიდიული განათლების მქონე ად გილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას, რომელნიც, საკონკურსო შერჩევის შემდეგ, ოფისებში იმუშავებენ სტაჟიორებად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ახალ გაზრდებს შეეძლებათ ჩვენს ოფისებში როგორც იურიდიული პრაქტიკის გავლა, ასევე ქართული ენის სრულყოფილად შესწავლა“, - დასძინა ხალილოვმა. როგორც ცნობილია, ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა.

უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარების მიზნით, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი ითანამშრომლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც მოსახლეობას სახაზინო ადვოკატების მომსახურეობით უზრუნველყოფს. მემორანდუმს თა ნამშრომლობაზე ხელი მოეწერება მომავალი წლის დასაწყისში. „სამინისტროს გააჩნია რესურსი, რათა მთელი რეგიონის მასშტაბით უფასო იურიდიული დახმარების ქსელი შეიქმნას“, - აღნიშნავს

6 სოფლად მცხოვრებ ქალებს ფონდი ბიზნესის განვითარებაში ეხმარება

▲back to top


თამილა ბაწაშვილმა თელავის რაიონის სოფელ სანიორეში პურის, ხაჭაპურის და სხვა დასხვა ნამცხვრის წარმოება ააწყო. ნაწარმის რეალიზაციით იგი კმაყოფილია. „მყიდვე ლი არამარტო სანიორედან, არამედ ახლოს მდებარე სოფლებიდანაც გვყავს, რადგან რა იონული ცენტრიდან 25 კილო მეტრით ვართ დაშორებული“, - ამბობს ეს ქალბატონი.

მცირებიზნესის დაწყება თამილა ბაწაშვილმა „ფონდი ტასო“-ს დაფინანსებით შეძლო, ხოლო ნოემბერში, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით, ორმოც სოფლად მცხოვრებ ქალთან ერთად, სატრენინგო კურსი გაიარა. „მე ბევრი რამ შევისწავ ლე ბიზნესის მართვაში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი“, - აღნიშნავს თამილა ბაწაშვი ლი. მას იმედი აქვს, რომ მომავალში მისი საცხობი გაფართოვდება და უფრო კეთილ მოწყობილი გახდება.

სატრენინგო კურსი მცირე ბიზნესის სფეროში ფონდის „ღია საზოგადოება - საქართვე ლო“ ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და „ფონდი ტასო“-ს ერთობლივი ინიცია ტივის ფარგლებში მოეწყო.ტრენინგები ჩაატარა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენ ტრმა (CTC).

ეს პროექტი განსაკუთრებული იმით არის, რომ ტრენინგის მონაწილეებს უკვე აქვთ მიღებული ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი მცირე შემოსავლის მომტანი პროექტების განხორციელებისთვის; ჩართული არიან იმ მრავალწლიან პროგრამაში, რო მელსაც 2004 წლიდან ახორციელებდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ქალთა პროგრამა, ხოლო 2007 წლიდან აგრძელებს „ფონდი ტასო“, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ შვილობილი ორგანიზაცია, - აღნიშნავს „ფონდი ტასო“-ს ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი.

ზოგადად ეკონომიკური განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თვით დასაქმებისა და გადამზადების ხელშეწყობაა. პროგრამის კოორდინატორი, თამარ პირველი, თვლის, რომ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

პროგრამისათვის ეს იყო „ფონდი ტასო“-სთან ერთად განხორციელებული პირველი პროექტი.

„რა მიზნებიც გვქონდა თავიდან დასახული - სოფლად მცხოვრები ქალებისათვის გაგვეწია დახმარება და გარკვეული წვლილი შეგვეტანა მათ გააქტიურებაში - ეს ნამდვილად მიღწეულ იქნა“, - ამბობს პროგრამის კოორდინატორი.

საპრეზენ ტაციო-საანგარიშო შეხვედრა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში 1 დეკემბერს ჩატარდა. დამსწრეები აღნიშნავდნენ პროექტის მნიშვნელობას და მისი მონაწილეების განსაკუთრებულ ენთუზიაზმს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ცოდნის მისაღებად. მარინა თაბუკაშვილის თქმით, არაჩვეულებრივად სასიამოვნო ატმოსფერომ, რომლის შექმნაზეც ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ეკონომიკური განვითარების პროგრამამ იზრუნა, ნამდვილ ზეიმად აქცია სოფლად მცხოვრებ ქალთა კრება, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილი, გულწრფელი, ხალისიანი და, ამასთან, უაღრესად საქმიანი გამოსვლებით, მათ თავად ჩაატარეს.

7 ,,ვისწავლოთ ერთად” - ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის პროგრამის პროექტი

▲back to top


ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძ ლებობების მქონე ბავშვები სათვის შეიქმნა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ერთ-ერთი პროექტი - „ვისწავლოთ ერთად“. პროექტს ახორციელებს კავშირი - „ინვა ლიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“.

კავშირის ბაზაზე არსებულ დღის მოვლის ცენტრში ამჟამად იმყოფება 30 ბავშვი და მოზარდი (5 წლიდან ზემოთ), რომელნიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

კერძოდ, ოქტომბერში, საინტერესო შეხვედრა წარიმართა USAID - ის (ცენტრალური ოფისის და სხვადასხვა ქვეყნე ბის) 17 წარმომადგენელთან, რომლებიც ცენტრის მუშაობის გაცნობის მიზნით სტუმრობდნენ თბილისს. აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს, წარუდგინეს ორ განიზაციის მიერ ინვალიდობის თემაზე მომზადებული სოციალური რგოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს იქნა ნაჩვენები ტელე-ეთერით.

ნოემბერში კი ცენტრში, ბასტი-ბუბუს აღსაზრდელებსა და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან, მოეწყო გასართობი შეხვედრები. სტუმრებმა ცენტრის ბავშვები გასართობი ნომრებით გაახალისეს და სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორი სო დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 3 დეკემბერს), გაიმართა ღონისძიებების კვირეული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრის აღსაზრდელები.

7 დეკემბერს კვირეულის დასკვნითი ღონისძიება შედგა თბილისში. ღონისძიებაზე განხორციელდა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - გაეროს 2006 წლის ,,შეზღუდული შესაძლებ ლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციისა” და მისი პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაცია.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საღამო დასრულდა კონცერტით, რომელშიც ესტრადის მომღერლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცენტრის აღსაზრდელებმა.