![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა № 18 (2008) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, მესხია იაკობ, ელიავა ლია, გორელიშვილი ილნარ, აქუბარდია თამაზ, ბიწაძე კობა, ჯიმშელაძე ეკა, კუჭავა კახა, კიკუტაძე ვასილ, ყორღანაშვილი ლარისა, ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე აიდა, პატარაია ლელა |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედადქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, ავთანდილ ჩუთლაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა |
![]() |
1 სახიფათო თამაშები ანუ ქვეყანას ცრუპენტელა „ლიდერები“ არ სჭირდება! |
▲back to top |
ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე
აგვისტოს მოვლენებს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა არაერთგვაროვანი შეფასებები მისცეს. ევროპის მხრიდან ნაჩქარევად გაკეთებული დასკვნებიც ნელნელა იცვლება და, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოსთვის ხელსაყრელ ტენდენციებს არ იძენს. სხვა საქმეა, როგორ გვამშვიდებს ქართული ტელემედია რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო უცხოეთიდან შემოსული მილიონებით (თუ მილიარდებით) ფეხზე დადგება, დემოკრატიის ახალი ტალღაც აგორდება და.... ჩვენ ავშენდებით!
უშველის საქართველოს „ძლიერი პრემიერი“?!
გულწრფელად გითხრათ, ნაკლებად ობიექტურად მეჩვენება ქართველ ექსპერტთა თუ ე.წ. ოპოზიციის ლიდერთა ომისშემდგომი სიტუაციის შეფასებები. ზოგიერთი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს (რაც, რა თქმა უნდა, სწორია) და მის უპირობო გადადგომას ითხოვს (რაც ჩვენთვის მისაღები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის), ზოგი კი რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებაში ეძებს გამოსავალს. ამ პოზიციებიდან მკვეთრად განსხვავებულია „ქართული აკადემიის“ განცხადება, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ (10 სექტემბერი, 2008წ.) დაიბეჭდა.
სხვებისგან განსხვავებით, ჩემთვის მისაღები იქნებოდა აგვისტოს მოვლენების მათეული შეფასება, რომ არა განცხადების ფინალი, სადაც არაორაზროვნადაა გაცხადებული, რომ კრიზისიდან გამოსავალი ძლიერი პრემიერის დანიშვნაში და პრეზიდენტის უფლებების ნაწილობრივ შეკვეცაში მდგომარეობს, კერძოდ, „შესაძლებელია ამგვარი კატასტროფული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის ლეგიტიმური და შედარებით უმტკივნეულო გზა იყოს ქართველი საზოგადოებისთვის მისაღები და ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე სანდო და პროგნოზირებადი რეპუტაციის მქონე პრემიერმინისტრის დანიშვნა, რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა მინისტრთა კაბინეტის, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების დაკომპლექტების არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით. ეს ჩვენ აგვაცილებს მოსალოდნელ საზოგადოებრივ დაპირისპირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ფატალურ შეცდომათა დაშვების ალბათობას“.
„ქართული აკადემია“ შიშობს, რომ ამ იდეას წინააღმდეგობა შეხვდება სახელისუფლებო წრეებში, მაგრამ „საზოგადოების აქტიურობით“ და „მეგობარ სახელმწიფოთა მთავრობების ძალისხმევით“ პრობლემის გადაწყვეტას შესაძლებლად მიიჩნევს.
მიუხედავად ღრმა პატივისცემისა ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაერთიანებულ პიროვნებათა მიმართ, მიმაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში თუნდაც „ძლიერი პრემიერის“ დანიშვნა პრობლემის გადაწყვეტის ობიექტური საშუალება ნამდვილად არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი (ფაქტიურად, ერთპარტიულია), პრეზიდენტი, რომელიც შეუზღუდავი საკონსტიტუციო უფლებებითაა აღჭურვილი, რამდენად იგუებს „ძლიერი პრემიერის“ ინსტიტუტის შემოღებას, რომელსაც უფლება ექნება პროფესიული ნიშნით დააკომპლექტოს (ეს იდეალური მოთხოვნაა) მთავრობა და დაიქვემდებაროს ძალოვანი სტრუქტურებიც.
მე არ ვაკნინებ ძლიერი პიროვნების როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ, მას სათანადო პოლიტიკური სისტემა და მინიმუმ საზოგადოების მხარდაჭერა უნდა უმაგრებდეს ზურგს. აქედან გამომდინარე, არსებული სახელისუფლებო ვერტიკალის პირობებში, სადაც სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციები მკაფიოდ გამიჯნული არ არის და საქმე გვაქვს ერთპარტიულ დიქტატთან, სულ სხვა პლანეტიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ („ძლიერი პრემიერი“), ცხადია, იგი სრულიად უდღეური და უსუსური აღმოჩნდება.
ეტყობა, „ქართული აკადემიის“ განცხადება დაკვეთის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს - „ძლიერი პრემიერის“ მიღმა კონკრეტული პიროვნებაც მოიაზრება. თუმცა, არსებული სისტემის პირობებში „ძლიერი პრემიერით“ მანიპულირება მხოლოდ ფასადის შელამაზების პოლიტიკა იქნება და მეტი არაფერი!
თუ ჩვენ კრიზისის დაძლევის სერიოზულ ბერკეტებზე ვიფიქრებთ, გამოსავალი თვით არსებული სახელმწიფო სისტემის ტრანსფორმაციაშია, რასაც წინ უნდა უძღოდეს არსებული საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, ჩაატაროს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები პროფესიული (და არა მხოლოდ პოლიტიკური) ნიშნით.
საზოგადოების დღევანდელი განწყობა მაფიქრებინებს, რომ იგი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ რომც გამოხატოს კეთილი ნება და დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, შედეგი ქვეყნისთვის სასურველი ნამდვილად არ იქნება!
ახლა ბევრს საუბრობენ ნოემბერში მოსალოდნელ გართულებებზე. ბ-ნ ლევან ბერძენიშვილს თუ ვერწმუნებით, ხალხი 7 ნოემბერს პარლამენტთან მივა და „ხელცარიელი უკან არ გაბრუნდება“. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთ ავანტიურაში კიდევ ერთხელ ჩაითრიონ ქვეყანა - ვიდრე საზოგადოებას გააზრებული არ ექნება (მასში არ გაჩნდება მოთხოვნილება) ვინ უნდა მიიღოს მისგან ნდობის მანდატი და რა დამსახურებისათვის, ისევ ანალოგიური დილემის წინაშე აღმოვჩნდებით. რაც შეეხება „ქართული აკადემიის“ განცხადებაში შეპარულ ფრაზას, ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების და მეგობარ სახელმწიფოთა მთავრობების ძალისხმევით“, ეს იმას ნიშნავს, რომ, საზოგადოებას არჩევანის უფლება კარგა ხანია წაართვეს და მის დაბრუნებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით გვიჭირს. თუ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ „ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს“ და „მეგობარ მთავრობებს“ ჩვენთვის მისაღები კანდიდატურა „შევაჩეჩოთ“ და იმაშიც დავარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში მათ ლეგიტიმურ და პოლიტიკურად სტაბილურ საქართველოსთან ექნებათ საქმე!
„გველსა ხვრელით ამოიყვანს...“ ანუ პატივი ეცი მეზობელს, რაგინდ ავყია და ავგაროზი იყოს იგი!
რუსეთის ქმედებას გამართლება არა აქვს - იგი ვერანაირად ვერ ჩაჯდება სახელმწიფოთა შორის ცივილური ურთიერთობების ჩარჩოში. თუმცა, შესაძლოა შედეგი უფრო დამანგრეველიც ყოფილიყო.
მეზობელთან, რაგინდ ავყია და ავგაროზი იყოს იგი, უნდა ეცადო საერთო ენა გამონახო. მითუმეტეს, თუ იცი, რომ იგი ბუა და აგრესორია, სათანადო ტონი უნდა შეარჩიო - ყოველშემთხვევაში მოსაჩვენებლად მაინც შენი კეთილგანწყობა უნდა აგრძნობინო. თუ ატყობ, მას შენზე პატრონობის სურვილი ამოძრავებს, კომპრომისზეც უნდა წახვიდე და ღირებულის (დიდის) გადარჩენის სანაცვლოდ პატარა მაინც დაუთმო. ტყუილად კი არ ამბობენ, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებააო, ჩვენდა სამწუხაროდ, არათუ მოქნილი პოლიტიკის წარმართვა, უბრალოდ მეზობლებთან გაწონასწორებული საუბარიც ვერ ვისწავლეთ და ფუჭ რიტორიკას (ბაქიბუქს) გადავაყოლეთ კიდეც საქართველო. ვიღაცის მხრიდან ძლიერი კვერთხის მოქნევის იმედით, სალაპარაკო ენაც დავიბინძურეთ და სწორედ ისე დაგვემართა, როგორც ქართულ ზღაპარშია ნათქვამი: „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო“. უთანასწორო ბრძოლაში სუსტები მარცხდებიან (თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს ომში გამარჯვებული ქართველებიც, ოღონდ, არა ისეთი რწმენისა და სულის მატარებლები, როგორიც დღეს ვართ). ამდენად, წინასწარ დაგეგმილი მარცხისთვის არა თუ შეგვამზადეს, პირიქით, იმდენი გვიჩიჩინეს ქართული არმიის ძლევამოსილებაზე, სამწუხარო დანაკარგები რომ არა (როგორც ტერიტორიული, ისე ადამიანური), არც კი ვირწმუნებდით, რომ დავმარცხდით!
ისმება კითხვა: ღირდა კი ეს დანაკარგები (რომლის მწარე შედეგებს მომავალში უფრო მოვიმკით) იმად, რომ მსოფლიოს პირგამეხებული ვეშაპის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაენახა?! ვფიქრობ, არა!
უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთისადმი ჩვენი (ხელისუფლების) დღევანდელი დამოკიდებულება არანაირად არ ჯდება ლოგიკურ ჩარჩოებში. აგრესიას, ცხადია ვერ გაამართლებ, მაგრამ, როცა თავდაცვის არანაირი გარანტიები არ გაგაჩნია, მაქსიმალურად უნდა ეცადო, დაგეგმილი პროვოკაციები თავიდან აიცილო. მტერი, რომელმაც შენს მიერვე (წინა ხელისუფლებას ვგულისხმობ) წარმოებული არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი გაგხადა, როგორმე უნდა შემოირიგო. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის პრაქტიკაში აპრობირებული ყველა დიპლომატიური ხერხი უნდა გამოიყენო. თანაც, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ საერთო გლობალური კონტექსტიდან არ ამოვარდე! ჩვენ კი, დასავლური ღირებულებებისადმი მონური მორჩილებით საერთოდ უარი ვთქვით „კეთილმოსურნე“ მეზობელთან ურთიერთობაზე და ჩვენივე უნიათობით მის ხახაში აღმოვჩნდით (არც გვიფიქრია, რომ გაქცევას არ გვაპატიებდნენ!). რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ხელისუფლების მხრიდან ანტირუსუ ლი ისტერიის ფონზე, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები (რესურსები) რუსებს (ამ შემთხვევაში - რუსეთის სახელმწიფოს) შევაჩეჩეთ ხელში (?!)
იმაზე, რაც მოხდა, ცხადია, პოლიტიკურად პასუხისმგებელია ხელისუფლება, თუმცა, არანაკლებ დამნაშავეა ოპოზიციაც, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების უნიათო კრიტიკითაა გართული და ერთი სული აქვს როდის დასკუპდება სახელისუფლებო ტახტრევანზე.
სხვათაშორის, ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში არაფრით განსხვავდებოდა ხელისუფლების პოზიციისაგან. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა მანაც უნდა გაინაწილოს!
ბევრს კამათობენ იმაზე, სამუდამოდ დაიკარგა თუ არა რუსეთის მიერ მიტაცებული და მის მიერვე დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) ტერიტორიები. ნაკლებად მჯერა, რომ ჩვენ მას საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო) კეთილი ნებით, ან თუნდაც, მყიფე რეზოლუციებით დავიბრუნებთ. ამის პრეცედენტი მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს. არც იმ აზრს გავიზიარებ, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი „პარტნიორები“ ძალის დემონსტრირებით შეეცდებიან საქართველოს გამთლიანებას. გამოსავალი ისევ და ისევ ჩრდილოელ მეზობელთან (ამ შემთხვევაში აგრესორთან) საერთო ენის გამონახვაში იმალება. დღევანდელი გადასახედიდან, ეს უფრო ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის პრეროგატივაა - უნდა ამოქმედდეს სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტი, რომელიც სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით ამ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას შეუწყობს ხელს (მითუმეტეს, ოფიციალური დიპლომატიური არხები გაყინულია).
ტყუილად კი არ უთქვამს ქართველ მგოსანს: „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი...“
იქნებ, გვეცადა ჩვენც?!
ოპოზიცია გა-კოტ-რე-ბუ-ლია!
დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ვფიქრობ, 2007 წლის 7 ნოემბერი ერთერთი სამარცხვინო ფურცელია ქართველი ერის ისტორიაში. მართალია, ყოველდღიური პრობლემებით დაღლილდაქანცული მოსახლეობის ნაწილი (თუნდაც 200 ათასი კაცი) პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ, ეს არ იყო საზოგადოებაში მომწიფებული რადიკალური მოთხოვნების დემონსტრირება („გადადექი“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიცვლება). ხალხი აჰყვა ოპოზიციის მოთხოვნას ხელისუფლების შეცვლის (გადადგომის) თაობაზე, მაგრამ, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული გადადგომის შემთხვევაში ვისთვის უნდა გადაელოცა სახელისუფლებო საჭე - დიახ, ის ვერ აცნობიერებდა, რომ ე.წ. ქართული ოპოზიცია არაფრით განსხვავდებოდა არსებული ხელისუფლებისგან, რომ მისი მზაკვრული ჩანაფიქრი, ხელისუფლებაში მოსვლას და თავისთვის კეთილდღეობის გარანტიების შექმნას არ გასცილდებოდა!
არადა, ქვეყნის მმართველობაზე პრეტენზია რომ განაცხადო, ამის მორალური უფლება უნდა გაგაჩნდეს - დიდ პოლიტიკაში სუფთა ხელებით უნდა მოდიოდე. ჩვენ ახლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების გაუაზრებლად შეცვლა ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ვერ გადაჭრის. ეს კიდევ ერთი სატყუარა იქნება ქართული საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი მახვილი ქართული სახელმწიფოსთვის!
საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ოპოზიციის შესაძლო გააქტიურებაზე. არის ვარაუდი, რომ ნოემბერში საქართველოს საპროტესტო აქციების ტალღა მოიცავს. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ერთხელ შევიდეთ შეცდომაში და რევოლუციის ტალღაზე მოსულ პოლიტიკანებს (ხაზს ვუსვამ: პოლიტიკანებს) გავუღოთ კარი. „ოღონდ შევარდნაძე არა!“ არ უნდა შეიცვალოს ლოზუნგით „ოღონდ სააკაშვილი არა!“ ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, მავანი და მავანი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ადვილად მოახერხებს და ხელში შეგვრჩება კიდევ ერთხელ მოტყუებული და უფსკრულისკენ საბოლოოდ დაქანებული საქართველო.
საზოგადოებას აქვს უფლება (ვალდებულია კიდეც) გამოხატოს თავისი ურყევი ნება, მაგრამ, ის ლეგიტიმურობის ჩარჩოში უნდა მოაქციოს. ამ შემთხვევაში სწორება არჩევნების გზით ხელისუფლების პროფესიონალთა (სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა) გუნდით დაკომპლექტებაზე უნდა ავიღოთ.
არ არის გამორიცხული ე.წ. ოპოზიცია შეეცადოს თავისივე ოსტატურად დაგებულ მახეში გაგვაყოფინოს თავი. ამჯერად მაინც უნდა გვეყოს სიბრძნე და მოთმინება. თუ დღის წესრიგში დადგება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ჩანაცვლების (ვადამდელი არჩევნების) საკითხი, უნდა გავიაზროთ, ვის ვაბარებთ სახელისუფლებო საჭეს - გაცვეთილ, გაკოტრებულ ოპოზიციას, თუ... ასე, რომ აჩქარება კიდევ უფრო გამოუვალ ჩიხში შეგვიყვანს. ჩვენი უბედურება იმაშია, რომ მეხსიერება დაგვიჩლუნგდა და საქართველო სახიფათო ექსპერიმენტების ქვეყნად ვაქციეთ. ამ ფონზე რა მორალური უფლება აქვს ე.წ. ოპოზიციას - კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხოს სულში და ტანჯული პოლიტიკოსების ნიღაბი მოირგოს, ეცადოს, დაგვარწმუნოს, რომ ქვეყნის კეთილ მომავალზე ფიქრში ათენაღამებს და თუ დავუჯერებთ და გავყვებით, საქართველო (ივერია) როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, მათი მეცადინეობით გაბრწყინდება!
ოპოზიციის უუნარობაზე მეტყველებს ისიც, რომ მათ „ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღეს და პარლამენტს არჩევნების გაყალბების მოტივით (ნეტავ, რატომ არ დაიცვეს ამომრჩევლის ხმები?!) ბოიკოტი გამოუცხადეს. ეს გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი (ოპოზიცია) ერთსულ და ერთხორც შეკავშირდებოდნენ და მავანი და მავანი ადვილად პროგნოზირებადი სულმოკლეობით პარლამენტში არ დასკუპდებოდა. სხვანაირად, მათ იგნორირება გაუკეთეს ამომრჩევლის ნებას და ხელიდან გაუშვეს შანსი - ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებზე ღიად ესაუბრათ საპარლამენტო ტრიბუნიდან და საზოგადოებისთვის ნათელი გაეხადათ საკანონმდებლო ლაბირინთებში დახლართული კანონშემოქმედებითი „შედევრები“.
„ლიდერომანიის“ ბაცილა
„ლიდერომანიის“ ბაცილით კარგა ხანია საქართველო დაავადებულია. დიახ, დავიხსენით თუ არა თავი კომუნისტური ერთპარტიული დიქტატურის მარწუხებისგან, ძნელად განსაკურნებელი სენი შეგვეყარა - ლიდერობის ამბიციები გაგვიჩნდა. იქმნებოდა და იქმნებოდა რაგინდრა ჯურისა და ორიენტაციის პარტიები და მოძრაობები, რომელსაც ბუნებრივია „ლიდერთა“ კოჰორტა ამშვენებდა. იმდენად მოვიხიბლეთ ლიდერობის მანიით, ჩვენს ლექსიკონში ასეთი ტერმინიც შემოიჭრა. „პარტიის (მოძრაობის) ერთერთი ლიდერი“. ერთპარტიული დიქტატურის მომხრე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ, არც ცრუ, მოგონილი გაერთიანებების (პარტიების, მოძრაობების) მჯერა. სამწუხაროდ, იაფფასიან ამბიციებზე დღემდე ვერ ავმაღლდით და ვერც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად დგომა მოვახერხეთ. ამის ნათელი დასტურია ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც საზოგადოების ყურადღების სხვა სიბრტყეზე გადატანას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე, პოლიტიკური ბატალიების მიზანმიმართულად (თანმიმდევრულად) წარმართვას.
ღმერთმა დაგვიფაროს, ქვეყანაში პოლიტიკური (მმართველობითი) რესურსი არ არსებობდეს, მაგრამ, იგი მიჩუმათებულია და რეალურ წინამძღოლს ელოდება. დიახ, წინამძღოლს და არა თვითმარქვია ლიდერებს. საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით ასეთ წინამძღოლზე (საერო წინამძღოლს ვგულისხმობ) საზოგადოებაში მოთხოვნილება არ არსებობს - არადა, იგი მისივე წიაღიდან, მისივე ნებით უნდა აღმოცენდეს!
„საიქიოდან“ მობრუნებულები
პოსტსაბჭოთა საქართველოში ფრიად ორიგინალური და საზოგადოებისთვის სახიფათო რეალობის მოწმენი გავხდით. როგორც კი სახელისუფლებო ვერტიკალი რყევას დაიწყებს, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი წონადი სახელისუფლებო ფიგურები ოპოზიციონერობის თამაშს იწყებენ და საზოგადოებას ხელისუფლების იმ შეცდომებზე, თუ დანაშაულობებზე ელაპარაკებიან, რომლის დამანგრეველ შედეგებზე თვითონვე არიან პასუხისმგებელნი. როგორც წესი, მათი გააქტიურება საზოგადოების შეც დომაში შეყვანას ისახავს მიზნად და არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებთან. მიზანი პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობა და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილითაა გაჟღენთილი (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონი ნამდვილად არ უნდა იყოს!).
მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არა მაქვს ექსსპიკერ ქ-ნ ნინო ბურჯანაძესთან და არც ექსპრემიერ, ბ-ნ ზურაბ ნოღაიდელთან, მაგრამ მომიტევეთ და, ნიანგის ცრემლების ნამდვილად არ მჯერა. არც იმ დაპირების მჯერა, რომ თუ ახლა ვენდობით, ყველა შეცდომას მოინანიებენ და მომავალში ისე მოიქცევიან, როგორც ქვეყნის გულშემატკივარს ეკადრება. სინანული ქრისტიანული მცნებაა და კარგია, როცა ადამიანი თავის ნამოქმედარს უფიქრდება, მაგრამ ყველას, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას გაემიჯნა და მომავალშიც აპირებს, ვურჩევდი, მოძღვართან მოინანიონ - იქნებ უფალმა შეუნდოთ თავიანთი ნამოღვაწარნამოქმედარი. პოლიტიკას კი, საერთოდ უნდა ჩამოშორდნენ!
პირდაპირ ვიტყვი: კარგი იქნებოდა, თავიანთი გამოცდილება და რესურსები (მათ შორის, ფინანსური) ქვეყნისთვის სასარგებლო სხვა საქმეში დაებანდებინათ. მითუმეტეს, ქ-ნ ბურჯანაძეს აქვს პრეტენზია თავისი „დემოკრატიის აღორძინების ფონდის“ საშუალებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ქვეყანაში. სხვათა შორის, სწორედ ანალოგიური არასამთავრობო სტრუქტურით დაბრუნდა ბ-ნი ედუარდ შევარდნაძე ქართულ პოლიტიკაში და ჯერ სახელმწიფო საბჭოს მეთაურად, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტად მოგვევლინა - როგორი დემოკრატია დამყარდა შევარდნაძისეულ საქართველოში, ამის შესაფასებლად მეხსიერების დაძაბვა ალბათ არ მოგვიწევს. არა მგონია, „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარემ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატიული ოაზისი შექმნას - მის მიერ განვლილი გზა ამის წინაპირობას ნამდვილად არ იძლევა.
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მავანს და მავანს ქვეყნისთვის შეწირულის ნიღაბი ჩამოვხსნათ, რათა ჩვენთვის თვალში ნაცრის შეყრა კიდევ არ მოინდომონ.
უფრო მარტივადაა საქმე ექსპრემიერ ნოღაიდელთან. ვფიქრობ, მისი პოლიტიკური ამბიციები საკმაოდ გადაჭარბებულია - პრემიერის გადასახედიდან პირადი ინტერესების ლობირება სულაც არ ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების ერთგულებას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, ექსპრემიერი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ნამდვილად შეძლებს. მის პოლიტიკურ რეაბილიტაციაზე ფიქრი კი საკმაოდ უსაფუძვლოდ და უადგილოდ მეჩვენება.
რაც შეეხება „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მებაირახტრის „რუსთავი - 2”-ის ექსშეფის ბ-ნ ეროსი კიწმარიშვილის აღსარებას, ეტყობა, იგი მიხვდა, რომ „რევოლუცია სანსლავს თავის შვილებს“ და ახლა „ხელცარიელი“ და „მოტყუებული“ (ეს მისი სიტყვებია) ისევ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
საიქიოდან მობრუნებულები ჯერჯერობით არავის გვინახავს. თუმცა, ამის ალბათობა ქართულ პოლიტიკაში ეტყობა არსებობს, თუ რა თქმა უნდა, საზოგადოება ისევ მოიტყუებს თავს და სამუდამო ბნელეთში თავადვე გადაეშვება.
რატომ არ ვაყურადებთ უფლის ხმას?
ქვეყანა მაშინ მშვიდდება, როცა ერი და ბერი ერთადაა, როცა საზოგადოება მისი სულიერი მწყემსმთავრის გულისთქმას აყურადებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პატრიარქის შეგონება არასოდეს შევისმინეთ. პირველი, ავად მოსაგონარი 9 აპრილი იყო, როცა მისი უწმინდესობის ვედრების საპირისპიროდ თვითმარქვია ლიდერის შეძახილმა მომიტინგეებს ფეხი არ მოაცვლევინა. არ შევისმინეთ შერიგებისკენ მისი უწმინდესობის მოწოდება მაშინაც კი, როცა ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებდა და თანამოძმეები სკამისთვის დავეძგერეთ ერთმანეთს. შედეგად - რუსთაველის გამზირი ძმათა სასაკლაოდ ვაქციეთ. არ შევისმინეთ აგვისტოს მძიმე დღეებშიც. ნაცვლად იმისა, რომ მოგვეწყო ცოცხალი ჯაჭვი და გველოცა, მთელი საქართველო ტაშფანდურის სარბიელად ვაქციეთ!
საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ პატრიარქი ერის სულიერი ლიდერია და არა საერო წინამძღოლი - მისი ნებისმიერი ქადაგება ერის გამთლიანებისკენ და ურთიერთსიყვარულისკენ მოწოდებაა, თვით საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეითვისებს იგი იმ სულიერ მარცვლებს, რამდენად შეძლებს კეთილის და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევას. არადა, თუ უფლის ხმას არ მივაყურადეთ და ერთმანეთში მოძმე და მოკეთე არ დავინახეთ, ამ შურსა და გაუტანლობაში სამშობლო შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნება.
სხვათა შორის, იმდენად გავკადნიერდით, რომ საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას პირად საუბრებში საყვედურნარევი ტონით ვიკითხოთ: რატომ არ ერევა მისი უწმინდესობა აქტიურად პოლიტიკაში? ჩემის აზრით, ეს მკრეხელობაა და მეტი არაფერი.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რაც გვჭირს, ყველაფერი ჩვენი ურწმუნობის ბრალია. ეტყობა, განსაცდელშიც ჩვენივე მიზეზით ჩავცვივდით. დროა, დავუბრუნდეთ წინაპართა რწმენას, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრები ცხოვრობდნენ - უფლის და მამულის სიყვარულით. ასეთ გაჭირვებაში (დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობ) ღვთის გარდა სხვა მშველელი არავინაა.
წინასწარმეტყველება „ქართულად“
ქართველები მთლად ურწმუნონი რომ არ ვყოფილვართ, ეს ქართველი „წინასწარმეტყველისადმი“ გადაჭარბებულმა ინტერესმაც დაადასტურა.
ქართველი „ვანგა“ არც თუ ისე დიდი ხანია შემოიჭრა ჩვენს რეალობაში, მაგრამ, უკვე ნამდვილი „წინასწარმეტყველის“ იმიჯი დაიმკვიდრა. ერს, რომელსაც ასეთი „ღვთიური“ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ჰყავს, ლაბირინთებიდან გამოსვლა არ უნდა უჭირდეს! ეტყობა, ჩვენ (როგორც ყოველთვის გვჩვევია ხოლმე), ქ-ნ ლელა კაკულიას პოლიტიკური ავანტიურიზმით დატვირთულ გაფრთხილებებს (თუ ზოგადად „წინასწარმეტყველებებს“) ჯეროვნად არ ვაყურადებთ და ამიტომაც მიდის საქართველოს საქმე ძალიან ცუდად (?!)
რაზე არ გაგვაფრთხილა ქნმა ლელამ: ხან ამერიკა და რუსეთი დააჯახა ერთმანეთს (ეს საქართველოს გულისთვის მოხდება თურმე) და რუსეთის დაქცევადაქუცმაცება იწინასწარმეტყველა, ხან კიდევ საქართველოს ხედავს „გაბრწყინებულს“ და „გაერთიანებულს“ (იმასაც გვაფრთხილებს, რომ ეს ბედნიერება მალე გვიახლოვდება), ხანაც ე.წ. ოპოზიციას დაერია და პოლიტიკურ სანაგვეში მოისროლა. წინასწარმეტყველების რა მოგახსენოთ, მაგრამ, პოლიტიკური პიარვუმენი რომ შესანიშნავი იქნებოდა, ამას მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება!
ინფორმაციული ნაკადი, რომლის ნაკლებობასაც საზოგადოება განიცდის, ეტყობა მოჭარბებულად გააჩნია ქართველ „წინასწარმეტყველს“ და ისეთ პროგნოზებსაც აკეთებს, ყველაზე გამოცდილ და ინტუიტიურ პროგნოზისტებსაც შეშურდებათ. ვინ დგას ამ ე.წ. „წინასწარმეტყველების“ უკან, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დამაფიქრებელი აქ უფრო სხვა გარემოებაა: ქართველი „ვანგა“ თავისი „წინასწარმეტყველებებით“არც მეტი, არც ნაკლები, საზოგადოების ზომბირებას შესანიშნავად ახერხებს!
კითხვის ნიშანს ბადებს ის გარემოებაც, რომ თავისი 2 ლარიანი გაზეთიდან მიღებული შემოსავლებით ძვირადღირებულ სარეკლამო კლიპებს წაღმაუკუღმა ატრიალებს, რითაც ნოყიერ საგზალს აწვდის ხვალეზე ფიქრით დაღლილდაქანცულ ქართული საზოგადოების ცნობიერებას. უფრო სწორად, მარჯვედ და მიზანსწრაფულად ზემოქმედებს მასზე.
მე არ მაქვს ინფორმაცია, რა პოზიცია გააჩნია საპატრიარქოს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ქრისტიანული დოგმატიზმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მთლად ქრისტიანულად არ უნდა გამოიყურებოდეს!
რა ეშველება ქართულ ბიზნესს?!
ბიზნესს საქართველოში აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდეც უჭირდა - იგი სხვადასხვა რანგისა და ჯურის ადამიანებისგან იმდენად იყო დაწნეხილდათრგუნული, რომ დიდი ძალისხმევა გახლდათ საჭირო, როგორმე წელში გასწორებულიყო.
ომისშემდგომი ბიზნესი კი ფრიად სავალალოდ გამოიყურება - ობიექტურად მოსალოდნელ რყევებს რომ თავი დავანებოთ, ომის შედეგების რეაბილიტაციის მოტივით ბიზნესმენები იძულებითი ქველმოქმედების (ქველმოქმედებასაც აქვს საზღვარი) ფერხულში ჩააბეს და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახდენთ თავად ქართული ბიზნესის რეაბილიტაციას. ცხადია, ნანგრევებს აღდგენა სჭირდება, ჭრილობებს მოშუშება, მაგრამ თუ ცოცხალი ორგანიზმი არ გადავარჩინეთ (ამ შემთხვევაში - ისედაც დასუსტებული ბიზნესი), არა თუ ჩქარა სიარულს შეძლებს (ამ შემთხვევაში ეკონომიკის ფეხზე დაყენებას ვგულისხმობ) უბრალოდ, დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შევაძლებინებთ.
ეტყობა, აქაც უპრინციპობასთან გვაქვს საქმე. კულუარებში ბევრს საუბრობენ მესაკუთრეთა უფლებების უხეშ დარღვევებზე, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს კულუარულ საუბრებს არ სცილდება, შედეგად კი ზიანდება, არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესი, არამედ, სრულიად საქართველოს ინტერესები.
დროა გავერთიანდეთ, ოღონდ არა ფორმალურ ასოციაციებში, ფედერაციებსა თუ სხვა რომელიმე მკვდრად შობილ წარმომადგენლობებში, არამედ, ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი ტიპის ბიზნესგაერთიანება, რომელსაც ექნება პოლიტიკური ნება თავადვე დაიცვას საკუთარი უფლებები და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ფორმებით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა.
სხვანაირად, როგორც ადრე ჩემს სტატიაში „გაშიშებული ბიზნესი და გაშეშებული საზოგადოება“ ვწერდი, არც ბიზნესს ეშველება რამე და მისმა უნიათობამ შესაძლოა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე ჯერ კიდევ არშემდგარი ქვეყანა უფსკრულში გადაუძახოს.
ბოლოთქმა:
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე საქართველოს პარტიულ ჯგუფებად დაშლადანაწევრების მომხრე არა ვარ. ეს უფრო საზოგადოების დაპირისპირებას უწყობს ხელს, ვიდრე, მის გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო.
ამდენად, გახლეჩილდანაწევრებული საზოგადოების შესაკავშირებლად ახალი, წმინდა ქართული მოძრაობის შექმნის მომხრე ვიქნები, სადაც პროფესიონალები გაერთიანდებიან, სადაც ეროვნული ინტერესების შენარჩუნება გლობალიზაციის კონტექსტში იქნება გააზრებულგანხილული.
რაც შეეხება წინამძღოლს (გონიერ მმართველს), ის რევოლუციურ ტალღაზე ნამდვილად არ მოგვევლინება - ჩვენივე წიაღიდან ჩვენვე უნდა გამოვაქანდაკოთ. ოღონდ, არა მგონია, ამისთვის მზად იყოს დღეს ქართული საზოგადოება. მთავარია, მავნე ბაცილებისგან, უპირველესად, შიშის კომპლექსისგან განვთავისუფლდეთ. უბედურების მიზეზები საკუთარ უმოქმედობაში ვეძებოთ და არა რომელიმე ხელისუფლების ქმედებაში. ხელისუფლება ხომ საზოგადოების დაკვეთას ასრულებს და მისი სრული ანარეკლია.
მეორე, არანაკლებ მავნე და საშიში ბაცილა ჩვენს სულში ჩაკირული ნიჰილიზმია, რომელიც დაახლოებით ასე იშიფრება: „ვინ გისმენს, მაინც არაფერი შეიცვლება!“ მე არა მაქვს ილუზია, რომ რაც არ უნდა სწორი რეცეპტები გამოვწეროთ, მკურნალად არსებული ხელისუფლება, ან, ხელისუფლებისთვის მებრძოლი დღევანდელი ოპოზიცია მოგვევლინება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ყურთბალიშზე ვიწვეთ და მშვიდად ვუცქიროთ, როგორ მიექანება ქვეყანა უფსკრულისკენ. არა ბატონებო! თითოეული ჩვენთაგანის ვალია მოვამწიფოთ საზოგადოების ცნობიერება ძირეული ცვლილებებისთვის.
ერთი სიტყვით, ვიდრე საზოგადოება ცნობიერებას შეიცვლის და სწორებას გონიერ მმართველზე გააკეთებს, მან ხელისუფლების ქმედებაზე კონტროლის მექანიზმები უნდა გააძლიეროს, რათა კიდევ ერთი ავადსახსენებელი 7 ნოემბერი და საქართველოსთვის მოუშუშებელი ბოლოდროინდელი ჭრილობა - 2008 წლის აგვისტო არ მივიღოთ!
სწორედ საზოგადოების მზაობა იქნება ის ბაზისი, რომელზეც ქვეყნის მომავალი უნდა დაშენდეს!
![]() |
2 საქართველოს ეკონომიკა: ომის შემდგომი პერიოდი და პერსპექტივები |
▲back to top |
ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ აგრძელებს ტრადიციას და ცდილობს გააკეთოს იმ პრობლემების სიღრმისეული ანალიზი, რომელიც ისედაც დამძიმებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირებას.
ამჯერად, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ომისშემდგომი ეკონომიკა და პერსპექტივები“.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაკობ მესხია, ნოდარ ჭითანავა. ექსპერტები ეკონომიკისა და საბანკო საკითხებში: სოსო ცისკარიშვილი, დემურ გიორხელიძე, გია ხუხაშვილი, ლია ელიავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი. ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები: ვახტანგ ალანია სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია „სოფმარის“ გენერალური დირექტორი; ვასილ კიკუტაძე მშენებელთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი; ლევან ტაბიძე ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინოვაციური ტექნოლოგიების ექსპერტი; ჯემალ ბადაგაძე ფირმა „ეკოპროგრესის“ დირექტორი.
მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია და ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი იური პაპასქუა.
ზაურ ნაჭყებია: - მოგესალმებით! დღევანდელი „მრგვალი მაგიდის“ მიზანია საზოგადოებას ესაუბროს იმ მტკივნეულ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა. ჟურნალმა წინა თვის ნომერში გახსნა დისკუსია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ომისშემდგომი პერიოდის საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე, კატასტროფისკენ მიექანება. მოდით, უფრო ღრმად შევხედოთ პრობლემას, გავაკეთოთ სიღრმისეული ანალიზი და მკითხველს (საზოგადოებას) შესაბამისად ხელისუფლებას, შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის სათანადო წინადადებები და რეკომენდაციები. დიახ, სამწუხაროდ, დღეს საუბარი გვიწევს ომისშემდგომ ეკონომიკაზე და მის პერსპექტივებზე. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სივრცე ფაქტიურად დახურულია, ზოგადი ტენდენციების გამოკვეთა შეიძლება.
მოვლენების ადეკვატურად შეფასებისთვის, უპირველესად საჭიროა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია უმთავრეს საკითხზე. თქვენის აზრით, რა გავლენა იქონია აგვისტოს მოვლენებმა ისედაც კრიზისში მყოფ საქართველოს ეკონომიკაზე?
იაკობ მესხია: - დაგვეთანხმებით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დაწყება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსაქართველოს კონფლიქტს არ უკავშირდება. ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო და დაიწყო იგი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. პირველი საფრთხეები შეინიშნებოდა საბანკო სექტორში. ჩვენ ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მიერ ამ რამდენიმე თვის წინ ორგანიზებულ შეხვედრაზე გამოვთქვით განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო სისტემის ზედმეტი ლიბერალიზაცია და საბანკო კრედიტების ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე გაცემა გარკვეულ ზიანამდე მიიყვანდა ჩვენს ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ომმა ეს პროცესი დააჩქარა და დღეს უკვე სახეზე გვაქვს რეალური პრობლემა. მოგეხსენებათ, საბანკო სექტორი ძალიან მგრძნობიარე და სათუთი სფეროა, რომელშიც მოვლენების ზედმეტი დრამატიზება უშუალოდ აისახება მოსახლეობაზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების სახით, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს კრიზისი. დღეს სა ბანკო კრიზისი სათუო აღარ არის და ვხედავთ, რომ იგი უკვე გადადის მთლიან ფინანსურ სექტორზე, რაც, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ქვეყნის ეკონომიკაზე. საბოლოო ჯამში, თუ არ იქნა მიღებული გადამჭრელი და სერიოზული ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეს ყველაფერი რეცესიას გამოიწვევს.
ასეთ პირობებში, ჩვენი ხელისუფლება, სრული დუმილის მდგომარეობას ინარჩუნებს - არანაირ ანტიკრიზისულ ღონისძიებათა შემუშავებაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, არადა, მთელი მსოფლიო შეშფოთებულია (აშშ, ევროპა, აზიის ქვეყნები), ისინი ცდილობენ სტრატეგიული ღონისძიებების შემუშავებას. ერთადერთი, რასაც ჩვენი მთავრობა აცხადებს, არის ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ საქართველოს ეს პრობლემა არ შეეხება, ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა და ა.შ. მეტიც, კეთდება განცხადება, რომ საქართველო არ არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და ამდენად, გლობალური კრიზისი ჩვენზე ნაკლებად აისახება. ამ მტკიცებულების საფუძვლად კი იღებენ იმას, რომ საქართველოში არაფერი იწარმოება, არაფერი გვაქვს საექსპორტო და ა.შ. ჩემი კოლეგები, პროფესიონალი ეკონომისტები დამეთანხმებიან, რომ საქართველო უკვე ჩართულია მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70%25 უცხოური წარმოების პროდუქციაა. გარდა ამისა, ჩვენი საბანკო სექტორის დაახლოებით 70%25 უცხოურ ფინანსებზეა დამოკიდებული, საბანკო სექტორზე კი პირდაპირაა მიბმული საქართველოს ეკონომიკის აღორძინება და წინსვლა.
გამომდინარე აქედან, ის მოვლენები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად თუ არა, გარკვეული ხარისხით მაინც აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. მე დავთვალე, რას გვპირდებიან უცხოეთის ქვეყნები ინექციების სახით: შევეცადე მომეპოვებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის თანხა შემოვა საქართველოში კრედიტებისა და დახმარებების სახით. საბოლოო ჯამში, თუ ყველა ეს დაპირება შესრულდა (დროში რამდენად გაიწელება ეს პროცესი, არავინ იცის), საქართველო დაახლოებით ოთხ მილიარდ დოლარამდე დახმარებას მიიღებს.
მე ხელთა მაქვს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2009 წლის პარამეტრები. პირდაპირ ვაცხადებ: თუ სახელმწიფომ ისეთივე ხელგაშლილობითა და უნიჭოდ ხარჯვა საბიუჯეტო თანხები, როგორც წელს ან თუნდაც ეს გასულ წელს იყო, თუ მან მომავალში მომჭირნეობის პრინციპი არ ჩადო ბიუჯეტში და ფული ისევ ჯიპების ყიდვასა და კაბინეტების მოწყობაში გახარჯა, მაშინ ფინანსური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეკრების უმთავრესი ამოცანაა, მოვძებნოთ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზები, შევიმუშაოთ გარკვეული კონკრეტული წინადადებები და შევთავაზოთ იგი ხელისუფლებას, ასევე, მთლიანად საზოგადოებას.
დემურ გიორხელიძე: - გეთანხმებით, საქართველოს ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემებია. აგვისტოს მოვლენებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროში დამთხვევამ უბრალოდ გაამძაფრა ამის აღქმა, თორემ მე ჯერ კიდევ ივლისში ვწერდი, რომ საფინანსო სისტემა და ქართული ეკონომიკა მთლიანად ჩიხისკენ მიექანებოდა. ოფიციალურად ვაფიქსირებდი, რომ საბანკო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემის გამო ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემები გაჩნდებოდა. ამ ცოტა ხნის წინათ „ასოშეითედ პრესთან“ ინტერვიუში მოურიდებლად განვაცხადე: რომ არა ეს დოტაცია, რომელიც უცხოეთიდან მივიღეთ (მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დონორების დახმარება, ჩვენ დაგვსვეს დოტაციაზე, რომ გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა), საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩვენნაირი ქვეყანა კი არა, აყვავებული ისლანდია გაკოტრდა, არადა, ეს ის ქვეყანაა, რომლის დონემდე მისვლასაც 5060 წელიწადი მოვუნდებით, ისიც, კარგად განვითარებული ეკონომიკის პირობებში.
რა უნდა გავაკეთოთ ფუნდამენტალურად, რომ ოდნავ მაინც შევარბილოთ ეს პრობლემები?
ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც სურს ლეგალური ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს, სახელმწიფოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა და სტიმულირება უნდა ჰქონდეს! დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ლობირების გარეშე, ოდნავ მაინც სერიოზულ ბიზნესზე ხელის მოკიდება შეუძლებელია. ამასთან, ისეთ საბანკო სისტემას ვთავაზობთ მომხმარებელს, რომელიც ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის ეკონომიკასაც კი დაანგრევდა. ესაა მანკიერი ჩაკეტილი სისტემა, ვსაუბრობ იმაზე, რომ კრედიტების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია გავლენიანობის ხარისხზე (მხოლოდ უახლოესი წრეებისთვის ხდება ეს) და სერიოზული ბიზნესპროექტების დაფინანსება ქართული საბანკო სისტემის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია. ის მცირე პროექტები კი, რომელთა დაფინანსებასაც ქართველი მეწარმე ათასნაირი ტანჯვაწამების შემდეგ აღწევს (თუნდაც სამომხმარებლო კრედიტები), დროში ძალიან გაწელილია და ისინი სერიოზულ ამინდს ეკონომიკაში ვერ ქმნიან.
იმ დროს, როდესაც მრავალ ქვეყანაში და მსოფლიო ეკონომიკაში მთლიანად, დაწყებულია კრიზისი (წარმოიდგინეთ, ინგლისის ეკონომიკას რომ გაუჭირდება და ინგლისელებს ბანკებიდან სასწრაფოდ გააქვთ ფული, აქ სეიფებზე მოთხოვნა 40%25ით გაიზარდა), რა მდგომარეობა შეიძლება იყოს საქართველოში. ისმება კითხვა: - რას გააკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ აქტიური ადამიანი გახადოს თავისი აქტივობის ადექვატური და მისცეს მას ამ აქტივობის რეალიზების საშუალება? საბანკო სექტორი დღეს ბიზნესისთვის დახურულია. თუ ქვეყანაში შემოსული ე.წ. დონორების ფული რაღაც ფორმით მოხვდება საბანკო სექტორში, ეს შეიძლება აისახოს საპროცენტო განაკვეთებსა და დაზღვევის მექანიზმებზე, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ბანკებში 70%25 უცხოური კაპიტალია, დღეს ეს კაპიტალიც ვერაფერს გახდება, რადგან მსოფლიოს უდიდეს ბანკებს თავად გაუჩნდათ პრობლემები და მათ ათობით მილიარდს სახელმწიფო აძლევს. წარმოიდგინეთ, იმათ რა ინტერესები უნდა ჰქონდეთ ისეთი, რომ საკუთარი ფილიალებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მილიარდები გადმოქაჩონ. ამიტომ, ფაქტობრივად ვრჩებით იმ დოტაციის ამარა, რასაც ამერიკელები და ევროპელები გვპირდებიან (ვიმეორებ, ყველაფერს სწორად დავარქვათ სახელი - ეს არ არის დონორების ფული) და ამ ფულს წესიერად გამოყენება უნდა. სხვა რეალური ფული ქართულ ეკონომიკაში, მომავალი წლის სექტემბეროქტომბრამდე არ ჩანს.
რას უზამს ხელისუფლება ამ ფულს? - გასაგებია, ხელისუფლებას დიდი სურვილი აქვს, რომ ეს ფული მთლიანად მის კონტროლქვეშ მოაქციოს. გარდა იმ თანხისა, რომელიც სავალუტო რეზერვების შესავსებად წავა, ყველა ნარჩენის ეფექტური ხარჯვის შესაძლებლობა ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგება.
რა მექანიზმი არსებობს ამის გასაკონტროლებლად? - ერთადერთი მექანიზმი ისაა, რომ ფულის მომცემი ქვეყნები თავად წამოყვნენ ამ ფულს და მკაცრი პირობა დააყენონ მის სწორად გასანაწილებლად. თუ ეს მონიტორინგი არ იქნა და მკაცრი მოთხოვნები არ დაწესდა, ქვეყნის შიგნით არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ შემოსული ფულის სწორი და მიზანმიმართული ხარჯვა გაკონტროლდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მდგომარეობა კატასტროფულია და იგი რაციონალურობის არანაირ კრიტერიუმს არ ექვემდებარება.
ასეთ გარემოში რა არის მოსალოდნელი? - მოსალოდნელია ის, რაც ძალიან ღიად და გულწრფელად თქვა ფინანსთა მინისტრმა - კერძო ინვესტიციები არ იქნება, მაგრამ, ჩვენ ამას დონორების ფულით ჩავანაცვლებთ! ანუ, სახელმწიფო ჩაანაცვლებს კერძო სექტორს. იმ ნიშებს კი, რომლებიც ასე თუ ისე წლების განმავლობაში კერძო სექტორს ჰქონდა დაკავებული, აქტიურად და აგრესიულად დაიკავებენ სახელისუფლებო სტრუქტურები. რა გზით?
- ისევ და ისევ ყბადაღებული გზების მშენებლობებით (რაღაც გაუგებარი ინფრასტრუქტურების მშენებლობაზე წავა ეს ფული). საინტერესოა, რა სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას ასეთ პირობებში და ფულის რა რაციონალურ ხარჯვაზე შეიძლება იყოს საუბარი?! გამოდის, რომ სოციალიზმის დიადი იდეები იმდენად ცხოველმყოფელი და ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვით ამერიკელებიც კი, როგორც კი ამის მომენტი დადგა, ეცნენ ამ იდეებს და აქტიურად აპირებენ მის გამოყენებას.
იმდენად ფუნდამენტალური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, რომ მისი მასშტაბის უცებ აღქმა ჩვენ, ფაქტობრივად, გვიჭირს. თუმცა, ვგრძნობთ, რომ ფანტასტიკური ცვლილებებია არა მარტო მსოფლიოს ფინანსურ არქიტექტურაში, არამედ, ხელისუფლებებისა და თავისუფალ ეკონომიკებს შორის მიმართებაშიც. ამ სიტუაციაში ჩვენს ხელისუფლებას უჩნდება კიდევ უფრო დიდი სურვილი იმისა, რომ მთლიანად დაიკავოს ყველა ნიშა, რომელიც კი საქართველოში არსებობს. ამას ქვეყანაში აუცილებლად მოჰყვება კერძო აქტივების შემცირება, აქტიური ბიზნესების დახურვა, ან ფაქტობრივი გაკოტრება, რასაც თავისთავად უამრავი სამუშაო ადგილის შეკვეცა მოსდევს. სხვათაშორის, მე ცოტა ხნის წინ ჩვენს პარტნიორებს
- ამერიკელებს და ევროპელებს ვუთხარი, რომ, როცა იქაური ეკონომიკის მამები აცხადებენ, რომ მათ არ აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში და ისინი არ დაუშვებენ საშუალო კლასის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რომელ აღმშენებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი?! მითხარით, რაზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ დღეს, თუკი ლეგალურ სფეროში აქტიურობის სურვილის მქონე ადამიანს ეუბნებიან, რომ ის არ აინტერესებთ? არადა, ამ მძიმე სოციალურეკონომიკურ ფონზე, როცა სიღარიბე ჭამს ქვეყანას, რამ უნდა უზრუნველყოს ადამიანების დასაქმება, იმან, რომ გავარემონტებთ გაზსადენს და დავაგებთ გზებს? ეს ხომ მიზერული სამუშაო ადგილებია! მთელ მსოფლიოში სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ძირითადად იწოვს კიდეც ყველა სამუშაო ადგილს. შემდეგ მოდის ეკონომიკის მსხვილი ლოკომოტივები, სახელმწიფო სექტორი, ბიუროკრატიული აპარატი, მაგრამ ეს უკანასკნელები ძალიან მცირე რაოდენობის სამუშაო ადგილებს მოიცავს.
გასაგებია, რომ დღევანდელი გადასახედიდან ხელისუფლება ხსნის საკუთარ პრობლემას ამ წუთში, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ნულოვანი პერსპექტივის მქონე შესაძლებლობები. საჭიროა, თუკი რაიმე საღი აზრი არსებობს, შეიკრიბოს და (ასეთი არაფორმალური გავლენის მექანიზმები ისეთ მოუწყობელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველაზე აქტიურია), მსგავსი არაოფიციალური არხებით მივაწოდოთ ინფორმაცია ხელისუფლებას.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი საზრუნავი ისაა, რომ ქვეყანაში შემოსული დოტაციური ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და არ მოხდეს ისე, როგორც ეს „მილენიუმის პროექტთან“ დაკავშირებით მოხდა! დღეს „მილენიუმის“ თანხების ხარჯვას თვითონ მთავრობა წყვეტს. თუმცა, თუ როგორ აითვისა ამ პროექტის ფარგლებში ჩვენმა მთავრობამ 300 მილიონი და როგორ ჰყვავის დღეს ეკონომიკის ის დარგები, რომელშიც ეს ფული ჩაიდო, ყველა ვხედავთ.
ზაურ ნაჭყებია: - ზიანი ეკონომიკის ნებისმიერ სფეროს მიადგა. საკმაოდ იზარალა საბანკო სექტორმა, მითუმეტეს, ეს კიდევ უფრო დამძიმდა მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საბანკო სექტორში ყველაფერი რიგზეა და მას სერიოზული რყევა არ განუცდია. პრაქტიკა სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს - ბანკებმა შეწყვიტეს სერიოზული პროექტების დაფინანსება, კატასტროფულად იკლო სამომხმარებლო სესხებმაც. საინტერესოა, რა ტენდენციები იკვეთება უახლოეს მომავალში და როგორია თქვენი ხედვა აღნიშნულთან დაკავშირებით? და კიდევ რა გავლენა მოახდინა ინფლაციურ პროცესებზე საომარმა მოქმედებებმა. ზოგი აცხადებს, რომ ინფლაცია 10%25-ს არ გასცილებია, ზოგიერთი კი 18%25-საც ასახელებს. შეიძლება თუ არა შეჩერდეს ინფლაციური პროცესები და რა გზები და საშუალებებია ამ თვალსაზრისით საქართველოში?!
ნოდარ ჯავახიშვილი: - მე მესმის, რომ დღეს შევიკრიბეთ ომის შემდგომი პერიოდისა თუ კრიზისში მყოფი ეკონომიკის მდგომარეობის განხილვისთვის, რაც არა მგონია ხელისუფლებამ ყურად იღოს. მას რომ არსებული მდგომარეობა ადარდებდეს, ახლა ჩვენ უნდა ვისხდეთ და ქვეყნის ანტიკრიზისული (ომისშემდგომი) სიტუაციიდან გამოყვანის სამთავრობო გეგმას უნდა ვიხილავდეთ. თუ რეალურად შევხედავთ, მასმედიის ნებისმიერი საშუალებებით დაფიქსირებულ ჩვენს მოსაზრებებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს აზრი: როცა ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისთვის, ჩვენ კი ვცდილობთ, რაღაც კორექტივები შევიტანოთ და გვაქვს თუნდაც ერთპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ვინმე მოგვისმენს.
საბანკო სექტორი ახსენეთ... ექიმი არ ვარ, მაგრამ მედიცინასთან ყველას გვაქვს შეხება. შესაძლებელია, 100პროცენტიანი გარანტია გქონდეთ, რომ ავადმყოფი განიკურნება, თუ ექიმის დანიშნულებას არ შეასრულებს? როგორ ვლაპარაკობთ საბანკო სისტემაზე, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი აღარ აქვს? დღეს რა რეცეპტებიც არ უნდა გამოვწეროთ, განა არ ვიცით, რომ მათ არავინ შეასრულებს? ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ბანკი არ არსებობს, საბანკო სექტორზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ჩვენთან აბსოლუტურად არ არის საბაზრო ეკონომიკა!
დიად სოციალიზმზე იყო აქ საუბარი... ისევ თავს ვიტყუებთ! არანაირ სოციალიზმზე ლაპარაკი აქ არ შეიძლება იყოს! სახელმწიფო საკუთრება კი არა, სახელმწიფო მოხელის საკუთრება გახდება ის ფული მთლიანად, რაც საქართველოში შემოვა. რა უნდა ვილაპარაკოთ ანტიკრიზისული პროგრამის შესახებ, როდესაც ვიცით, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ამ დახმარებების კონტ როლი შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა? ეს კი იმას ნიშნავს, რომ დახმარებები მხოლოდ მაფიოზური არხებით განაწილდება და საბაზრო ეკონომიკის ჩანასახები თუ არსებობს საერთოდ საქართველოში, ისიც გაქრება...
ბოდიშს ვიხდი, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე უნდა ვთქვა: როდესაც მანაგაძე წავიდა, გზაში გამაჩერეს „იმედის“ ჟურნალისტებმა (მაშინ „იმედი” ჯერ კიდევ არსებობდა... ახლაც არსებობს, მაგრამ მაშინ „იმედობდა”) და მკითხეს, როგორ უყურებთ რომან გოცირიძის დანიშვნასო. ძალიან კარგი იქნებოდა, ეს შეკითხვა მისი დამნიშვნელისთვის დაესვათ. არადა, ეს შეკითხვა არ დასმულა. ვუპასუხე: ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, ბუნებრივია, არ მიმიღია, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: მადლიერმა ქართველმა ერმა დააფასა ბატონი რომანის ამ სფეროში მოღვაწეობა, გოცირიძეს დაარქვა „ალკუპონე“, კუპონებს კი „გოცირიკები“ უწოდამეთქი. იმდენი დრო გავიდა, რომ დაგვავიწყდა, რა უბედურება დაემართა საქართველოს თავის დროზე? როცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მერე ამას მოაყოლებენ ეროვნული ბანკის დაშლას, საბანკო სექტორის განვითარებაარგანვითარებაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
ერთ საკითხსაც მინდა შევეხო: ითქვა, რომ აშშ ან ევროპა გააკონტროლებს ამ დახმარებებს, თუკი ისინი ამას მოინდომებენ. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი იმ ორგანიზაციის წინაშე (მსოფლიო ბანკის), რომლის ოფისშიც ვიმყოფებით, მაგრამ, თუ გნებავთ, შევიკრიბოთ და მსოფლიო ბანკის ერთი კრედიტი შევისწავლოთ, რომელიც ადექვატურად გამოიყენა ქვეყანამ? რატომ გვჯერა, რომ, თუ გნებავთ, აშშს უმაღლესი ხელისუფალი ჩაერიოს ამ საქმეში, ამ დახმარებებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება გონივრულად გამოიყენებს? დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ამ დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს და ანაწილებს. ესე იგი, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არ ვარსებობთ!.. კიდევ ვიმეორებ! საბანკო სექტორში რომ წესრიგი იყოს, უნდა გყავდეს დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ბანკი!
ყველაფერი ფუჭი რიტორიკა იქნება, თუ ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური ნება! ცხადია, ასეთი ნება ჩვენთან არ არსებობს. მკურნალობა უნდა გინდოდეს, რომ უმკურნალო!
გია ხუხაშვილი: - მეტსაც გეტყვით. ცოტა ხნის წინ საბიუჯეტო ცვლილებებზე იყო საუბარი (აქ ძირითადად სამხედრო სფეროსა და ძალოვან სტრუქტურებზეა აქცენტი გადატანილი), სადაც ითქვა, რომ ბიუჯეტი შედგა იმ დახმარებების მოლოდინში, რომელსაც უცხოელები დაგვპირდნენ. არადა, როცა ამერიკის კონგრესში იხილავდნენ ჩვენი დახმარების საკითხს, ცალსახად ითქვა, რომ არცერთი დოლარი ქვეყნიდან არ უნდა წასულიყო სამხედრო და ძალოვან სტრუქტურებში. ანუ ამერიკულმა მხარემ ფაქტობრივად პირობა დაგვიდო, რომ შემოსული ფულიდან სამხედრო და ძალოვან სტრუქტურებზე არაფერი არ უნდა წავიდეს. ჩვენმა ხელისუფლებამ კი აიღო და ეს მოსალოდნელი დახმარების ფული პირდაპირ ბიუჯეტში ჩადო და თანაც სწორედ აღნიშნულ სტრუქტურებზე, ანუ დარღვევა ამ ფულის მიზნობრივ განაწილებაში უკვე მოხდა.
დემურ გიორხელიძე: - ალბათ ევროპელები უფრო გააკონტროლებენ თავის ფულს, მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები ამას გააკეთებენ. მართლაც დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ეს ფული ისევ და ისევ არამწარმოებლურ სფეროში წავიდეს.
ზაქარია ქუცნაშვილი: - მე ვიცნობ იმ შეთანხმებას, რომელიც 2005 წელს საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის დაიდო. ამ შეთანხმებით ზუსტად არის გაწერილი, როგორ უნდა გაიხარჯოს „მილენიუმის“ პროექტის თანხები. ეს არის ახალქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, სამხრეთკავკასიური გაზსადენის რეაბილიტაცია, სოფლის პროექტები მეურნეობის სფეროში და პროექტები ბიზნესის სხვადასხვა სექტორში, ანუ მიზნობრიობა დახმარებისა შეთანხმებაშივე დევს.
ლია ელიავა: - პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საბანკო სისტემა სავალალო მდგომარეობაშია. საქმე იმაზე უფრო რთულადაა, ვიდრე, ჩანს და ეს წარმოუდგენია ხელისუფლებას. რაც მოხდა ამ შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც სხვა ქვეყნებს განუცდიათ ასეთ შემთხვევებში. თუ გავიხსენებთ, როგორც კი ამერიკაში 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტი მოხდა, საბანკო პანიკა მაშინვე დაიწყო. უზარმაზარი
თანხა დასჭირდა ამერიკის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დაერეგულირებინა. ჩვენშიც ამ რამდენიმედღიანმა საბანკო პანიკამ სულ გაანადგურა საქართველოს საბანკო სექტორი. მართალია, ბანკები მუშაობენ, ცოტას, მაგრამ მაინც იძლევიან კრედიტებს, მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ბანკი ხდება გადახდისუუნარო, თეორიულად ის უნდა დაიხუროს, რადგან მისი კაპიტალი ნულდება. თუმცა, რეალობაში ცოტა სხვაგვარად ხდება ხოლმე. როცა ბანკის აქტივების საბაზრო ღირებულება ეცემა და საერთოდ, ღირებულება ეცემა საბალანსოზე დაბლა, ის უნდა ჩამოიწეროს. ბანკები ამას არ აკეთებენ, აგრძელებენ მუშაობას და თავიანთ ზარალებს სამომავლოდ გადადებენ. ანუ, როცა, გვგონია, რომ ბანკში ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს, სინამდვილეში ბანკი ნულოვან ნიშნულამდეა მისული. ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია ორ ფაქტორს - ერთი, ეროვნული ბანკი ფულის პირდაპირი მიწოდებით დაეხმაროს, ანუ, ლიკვიდობა უზრუნველყოს. მეორე, ესაა - ინფლაციის მოლოდინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესმე ლარის გაუფასურების ხარჯზე ფულის მასა გაიზრდება, რაც ბანკს გადაუფარავს ზარალს. აქ უკვე თავს იჩენს ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს პასუხისმგებლობა, ანუ, ჩნდება არასწორი რეგულირების პრობლემა. რეგულირება რომ აქამდე ნორმალური ყოფილიყო, ჩვენი საბანკო სისტემა ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა.
რაც შეეხება გარე პრობლემებს, ანუ, გლობალური საფინანსო კრიზისი როგორ გავლენას მოახდენს ჩვენს საფინანსო სისტემაზე, გიპასუხებთ, რომ პირდაპირს და სერიოზულსაც კი. მე პირადად დავთვალე, როგორია უცხოელების წილი საქართველოს საბანკო სექტორში. გამომივიდა 73%25 უცხოეთში რეგისტრირებული ფირმების, ბანკებისა თუ სხვა აქტივების სახით. ამ 73%25ში არის გარკვეული პროცენტი ორგანიზაციებისა, რომლებიც ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. სავარაუდოდ ეს ოფშორები იგივე ქართული ფულია, რომელიც ისევ უკან შემოვიდა საქართველოში. ესეც ზედამხედველობის პრობლემაა, აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საკუთრებრივი სტრუქტურა გააჩნია ბანკს. ოფშორებს გავანებოთ თავი და ვისაუბროთ იმაზე, რაც ოფიციალურად ვიცით და შემოსულია უცხოური ინვესტიციების სახით, ვთქვათ, უცხოური მსხვილი ბანკებისგან. ჩვენთან 14 შვილობილი კომპანია და 2 ფილიალია. ყველას მოგეხსენებათ, იურიდიულ სტატუსში რა განსხვავებაა შვილობილ კომპანიასა და ფილიალს შორის (სუფთა ქართული არის მხოლოდ „ქართუჯგუფი“). ცალკე საკითხია, რომ აქ ბანკები გახსნეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომლებზეც არავინ იცის, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, სად არიან რეგისტრირებულები და საერთოდ, საიდან მოევლინენ ქვეყანას. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში ზედამხედველობის სისუსტის ნიშანია. საქართველოში საბანკო საქმეში აბსოლუტურად გამოუცდელი ორგანიზაციები არიან ჩართულნი, რომლებსაც არავითარი საერთაშორისო ავტორიტეტი არ აქვთ. უბრალოდ, კაცს ჰქონდა 12 მილიონი ლარი და ჩვენთან შეიძინა ბანკი. ეს კატასტროფული მდგომარეობაა! რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ მსხვილ ბანკებს, რომლებმაც ჩვენთან გახსნეს შვილობილი ბანკები, დღეს მათაც ძალიან უჭირთ. მაგალითად, „HSBC“ - ში შეიცვალა მენეჯმენტი. იცით, ალბათ, რომ ინგლისის მთავრობამ შესთავაზა კომერციულ ბანკებს პრივილეგიური აქციების შესყიდვა. მათ შორის ის ბანკებიცაა, რომლებსაც ჩვენთან აქვთ ფილიალები. ამიტომ როგორ იქნება საქმე მომავალში, შეძლებს თუ არა უცხოეთის ძლიერი ბანკი, შეინარჩუნოს თავისი სიძლიერე და მხარი დაუჭიროს აქ უკვე წაქცეულ თავის შვილობილ კომპანიას, ძნელი დასაპროგნოზებელია. აქ ერთი ალტერნატივაა - მიატოვოს თავისი შვილობილი ბანკი საქართველოში და შეინარჩუნოს კონსოლიდირებული ბალანსი. ასე რომ, ჩვენი საბანკო სისტემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება უცხოეთის ის ბანკები, რომლებიც საქართველოში ამა თუ იმ სახით არიან წარმოდგენილნი. როგორც ხედავთ, უცხოეთში სერიოზული საბანკო კრიზისია, მთავრობები დაბნეულები არიან და ბანკებისთვის დამატებითი ფულის მასის მიწოდების გარდა, აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, გაკოტრებების პროცესი გრძელდება და რამდენად შეეხება ეს პროცესი იმ ბანკებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ შვილობილი კომპანიები, ძალიან რთული სათქმელია. სამომავლოდ შეიძლება ითქვას ერთი რამ - ჩვენი საბანკო სექტორი კიდევ რამდენიმე თვე იქნება სავალალო მდგომარეობაში, რადგან ეს 4 მილიარდიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორს არანაირად არ შეეხება.
მოგეხსენებათ, როდესაც საბანკო სექტორში შემოდის უცხოური ინვესტიცია კრედიტის სახით (ანუ, ბანკთაშორისი დეპოზიტების სახით), მისი ხანგრძლივობის ვადა თვეთვენახევარია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე მათი დაბრუნების დრო დგება. თუ შენ სათავო ბანკმა არ გაგიგრძელა ამ სესხის ვადა, იძულებული ხდები, დროულად დაუბრუნო იგი. ეროვნული ბანკის ქმედებაც ამ შემთხვევაში ჰაერშია ჩამოკიდებული - რამდენი ფულიც არ უნდა მისცეს მან ახლა საბანკო სექტორს, ის ფული, ადრე თუ გვიან, ბანკებიდან მაინც გავა. ანუ, პრობ ლემაისევ რჩება და ამ პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივას ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ. ბანკებს მართლა აღარ აქვთ ფული.
ცივილიზებულ ქვეყნებში ბანკებში ანაბრების შეტანას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. პირველი და ყველაზე მთავარი არის ფულის დაცვა ინფლაციისგან. მეორე მიზეზი არის ის, რომ, უბრალოდ, არ გინდა სახლში ფულის შენახვა. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბიზნესისთვის გჭირდება ფული და ა.შ. ჩვეულებრივი ქართველი ობივატელისთვის ალბათ ყველაზე უფრო გონივრულია, რომ ფული დაიცვას ინფლაციისგან, რადგან, ხედავს, რომ სამომხმარებლო ფასები სწრაფი ტემპით იზრდება. თუ შევხედავთ რეალური ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, რომელიც 25%25ზე ნაკლები ნამდვილად არ არის და თუ შევადარებთ ბანკების საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც 11, 12 და 16 პროცენტს შეადგენს, ფულის დატოვება დღეს ბანკში უაზრობაა. კარგი იქნება, ფული ჩაიდოს საქმეში, რაკიღა ბანკი ამ ფულს კლიენტისთვის მომგებიანი პირობებით ვერ იყენებს. ჯობია, შენ თვითონ ამუშავო ეს ფული, ჩადო საქმეში (საწარმოში).
გია ხუხაშვილი: - როდესაც ვსაუბრობთ საბანკო განაკვეთების ზრდაზე, ან იმაზე, რომ დაკრედიტება შეწყდა, გავიხსენოთ, ეს მართლა ომის შემდეგ მოხდა თუ ცოტა ადრე? საკრედიტო განაკვეთი როდის გახდა 36%25, მგონი ივნისში? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ომმა პირიქით, გადაარჩინა საქართველოს საბანკო სექტორი! პირველი - მას მისცა საშუალება თავის ცოდვები ჩამოეწერა და მეორე - გააჩინა საშუალებები, რამაც შესაძლოა ფეხზე დააყენოს კიდეც ბანკები. მე ვამბობ შესაძლოა, რადგან ჯერ არავინ იცის, საით მიმართავენ ქვეყანაში შემოსულ ფულად დახმარებებს. ეს ომი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დღეს უკვე შესულები ვიქნებოდით უმწვავესი საბანკო კრიზისის ეტაპზე სამშენებლო სექტორიდან და კიდევ მრავალი სხვა ნიუანსიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემის აზრით, დღევანდელი რეალობა ასეთია - ომი საქართველოში არ იყო საბანკო კრიზისის გამომწვევი, უფრო პირიქით. მაგალითისთვის მოვიყვან „საქართველოს ბანკს“, სადაც დღეს ძალიან კარგად არიან, არადა, უკვე ომამდე ვიცოდით, რომ იქ ძალიან სერიოზული პრობლემები იყო შექმნილი! დღეს ისევ დაიწყო ამ ბანკის აქციების აწევა, იმიტომ, რომ რაც კი დახმარებები გამოიყო, ადგნენ და მთლიანად მიმართეს „საქართველოს ბანკში“ (ყველამ კარგად იცის, რატომ ამ ბანკში და არა სხვაგან). აქედან გამომდინარე, ვიმეორებ - ომმა გადაარჩინა საქართველოს საბანკო სექტორი!
ლია ელიავა: - ომმა დააჩქარა ის, რაც ისეც უნდა მომხდარიყო საბანკო სექტორში, ჩემი გათვლებით, სადღაც ერთ წელიწადში მაინც. რატომ? - იმიტომ რომ საქართველოს საბანკო სისტემა ვითარდებოდა ლათინური ამერიკის ქვეყნების კლასიკურ მაგალითზე - ეს საკრედიტო ბუმი, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტებაზე აქცენტის აღება და რეალური სექტორის საერთოდ მივიწყება, ერთი ერთზე ემთხვევა ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს და არის კლასიკური მაგალითი საბანკო კრიზისის წინაპირობებისა. უბრალოდ, ომი აღმოჩნდა კრიზისის ერთგვარი კატალიზატორი. ვშიშობ, ბანკები აუცილებლად გაკოტრდებიან და ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს ეროვნული ბანკი მათ გადასარჩენად. ნორმალურ ქვეყანაში ცენტრალური ბანკი ცდილობს გადაარჩინოს თავისი საბანკო სისტემა. ჩვენთან კი, თუკი შედარებით მსხვილი ბანკი გაკოტრების პირას აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი ეტყვის, კარგად მეყოლე და შენმა საზღვარგარეთელმა პატრონებმა მოგხედოსო, პატარა ბანკებს კი, რომლებიც ქართული კაპიტალით არიან შექმნილნი, ეტყვიან, შენ მაინც სასიკვდილო ხარ და მოკვდიო. მე რამდენადაც ვიცი, ეროვნული ბანკის საბჭო და მისი ხელმძღვანელობა თვითკმაყოფილებით სავსენი არიან იმის გამო, რომ მათ გადაარჩინეს საქართველოს საბანკო სექტორი! თუ ასეთი თვითკმაყოფილება კვლავაც გაგრძელდება, საქართველოს საბანკო სისტემას და საერთოდ ეკონომიკას, კარგი არაფერი მოუვა.
იური პაპასქუა: - ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სამშენებლო სექტორსაც, რომელიც საქართველოში მეტნაკლებად ვითარდებოდა. ცხადია, გარდა ომის დამანგრეველი შედეგებისა, ამაზე გავლენა მოახდინა მსოფლიო საფინანსო კრიზისმაც, რამაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა საბანკოსაფინანსო ბაზარზე. თუ რეალურად შევაფასებთ, სამშენებლო სექტორი ფაქტიურად გაჩერებულია. თქვენის აზრით, რა პერსპექტივა იკვეთება ამ თვალსაზრისით საქართველოში?
ვასილ კიკუტაძე: - ფაქტია, რომ სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის სახარბიელო. იმდენად, რამდენადაც საქართველოში სამშენებლო ბიზნესის თითქმის 99%25 მიბმულია საბანკო სექტორზე. დღევანდელ შეხვედრაზე, ამ სექტორში არსებულ პრობლემებზე საფუძვლიანი მსჯელობა იყო. საქართველოში კლიენტი წინასწარ უხდის სამშენებლო კომპანიას თანხას იმ პროდუქციაში, რაც შემდგომში უნდა მიიღოს მისგან. გამომდინარე აქედან, ლოგიკურია, რომ სამშენებლო ბიზნესს დიდი მოცულობის კრედიტების აღება ბანკებიდან არ უნდა დასჭირვებოდა. მაგრამ აქ, როგორც ჩანს, სხვა პრობლემებია, რამაც ფაქტობრივ კრიზისამდე მიიყვანა სამშენებლო ბიზნესი. გარდა ამ სიტუაციისა, არსებობს კიდევ აგვისტოს ომის ფაქტორიც. მინდა ვთქვა, რომ საომარმა მოქმედებებმა უბრალოდ დააჩქარა სამშენებლო ბიზნესის ჩიხში შესვლის პროცედურა, ეს მომენტი ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა, რადგანაც საბანკო სისტემა უბრალოდ ვერ გაუძლებდა და ვერ უზრუნველყოფდა სულ უფრო მზარდი კრედიტის გაცემას მშენებლობაზე. დღეს ვხედავთ, რომ მშენებლობის 60-70%25 თითქმის შეჩერებულია, თვითონ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც აღარ მალავენ ამას. ფაქტია, რომ სამშენებლო ბიზნესი კრიზისშია შესული და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა საკმაოდ ძნელი იქნება, თუკი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კომპლექსურად არ დარეგულირდა.
ნოდარ ჯავახიშვილი: - მესმის, რომ სამშენებლო კრიზისი საბანკო კრიზისს ბრალდება, მაგრამ, იმის გამო, რომ ეს ბიზნესი ხელისუფლებას არასოდეს აინტერესებდა, მუშაობდა აბსოლუტურად უაზროდ და მის მიერ შექმნილ პროდუქციას გადახდისუნარიან მოთხოვნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ასეთი რამ არც საბაზრო ეკონომიკის დროს ხდება და არც სოციალიზმისას. აქედან გამომდინარე, ეს თვალდახუჭულობანა ლოგიკურ დღევანდელობამდე აუცილებლად მიგვიყვანდა. შეხედეთ, ბატონო, გნებავთ ერთობლივ შიდა პროდუქტს ინფლაციის გადაანგარიშებით, ხალხის ცხოვრების დონეს, საერთოდ ყველაფერს და თავად დარწმუნდებით! თბილისში, საერთოდ, მშენებლობა მიდიოდა უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. არავის არასოდეს დაუთვლია, აქვს კი ქვეყნის ეკონომიკას, ქვეყნის მოსახლეობას რაიმე პროცენტით მისი ათვისების შესაძლებლობა?! აქ ითქვა, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში კეთდება შემკვეთების ფულით - ასე არსად არ ხდება, ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს! ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდებოდა - თვითონ იღებდა სამშენებლო კომპანია სესხს ასაშენებლად, მერე კლიენტსაც თავად აგზავნიდა ბანკში და აიძულებდა წინასწარ გადაეხადა ფული. აქედან გამომდინარე, ვერ გავიგე, სამშენებლო ბიზნესს რატომ უნდა შექმნოდა პრობლემები?!
დემურ გიორხელიძე: - აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თქვენ სწორად შენიშნეთ, პირველ რიგში, დეველოპერული კომპანიები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენენ. ასეთი სუსტი დეველოპერები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, უბრალოდ, არ შეიძლება არსებობდნენ. იმიტომ, რომ არ შეიძლება გქონდეს რაღაც მიზერული ფული და დეველოპერობაზე გქონდეს პრეტენზია! ავიღოთ „აქსისი“, გნებავთ „ცენტრ პოინტი“, ისინი, კლასიკური გაგებით, არიან პატარა დუქნები და არანაირ სერიოზულ კომპანიებს არ წარმოადგენენ. მილიარდზე ნაკლები კაპიტალიზაციის მქონე დეველოპერს ვერ ნახავათ ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში, იქ ყოვლად შეუძლებელია ჰაერი იყიდო და იქიდან ფული აკეთო, როგორც ეს ჩვენთან ხდება! მეორე მომენტი - საქართველოში არის ე.წ. გადავადებული მოთხოვნა. დღევანდელი მოთხოვნით თბილისის მოსახლეობის 70%25ს ბინის შეცვლა უნდა. მაგრამ დაქცეული ეკონომიკა, არასაკმარისად გამართული ფინანსური ინფრასტრუქტურა არ აძლევს ხალხს ბინის გამოცვლის საშუალებას. მთელი თბილისი დასანგრევია და ხელახლაა ასაშენებელი, ისტორიულ ნაწილში ფასადები თუ იქნება შენარჩუნებული მხოლოდ. მაგრამ იმის გამო, რომ პოტენციური მოთხოვნა არსებობს, ადამიანი კი გადახდისუუნაროა და რეალურად ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, დაიწყო კიდეც ეს ქაოსური მოძრაობა მშენებლობაში. 2006 წელს უცხოელები ყიდულობდნენ ბინებს საკმაოდ ინტენსიურად, მაგრამ შარშან, როგორც კი ერთერთმა ცნობილმა სააგენტომ მაღალი პოლიტიკური რისკების ქვეყანად დააფიქსირა საქართველო და მისი რეიტინგი ძალიან დაბლა დაეშვა, ის უცხოური ნაკადიც შეწყდა, ქვეყნის შიგნით კი ხალხს ფულის შოვნის საშუალება, უბრალოდ, არა აქვს. ჩვენთან არის 18%25იანი იპოთეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ გიჟი უნდა იყო, 18%25იანი იპოთეკური კრედიტით სახლი რომ იყიდო. მსგავსი იპოთეკა მსოფლიოში არ არსებობს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კომპანიების ფინანსური მენეჯმენტი არის კატასტროფულ დონეზე. შემიძლია გითხრათ, რომ კლასიკური შეფასება ფინანსური მენეჯმენტისა თავის აუცილებელი მკაცრი კრიტერიუმებით, ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვიღაცამ რაღაცა წერტილი იშოვა, პატარა ფული მოაგროვა, ქვაბული გათხარა და უკვე ფულის შემოსვლას ელოდება - მთელი თბილისის სამშენებლო ბიზნესი ჰაერზეა აგებული! მერე აქედან აღებული ფული გადადის სხვა სექტორში, იქიდან კიდევ სხვაგან და არის სრული გაუგებრობა, ეს ჩვეულებრივი თაღლითური პირამიდაა!!! აი, ასეთია სამშენებლო ბიზნესში არსებული რეალური მდგომარეობა დღეს!
იაკობ მესხია: - საბანკო და სამშენებლო დეველოპერული სექტორების ურთიერთობა რომ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა. მაგრამ საქართველოში, ჩემი ვარაუდით, ეს საფრთხე გამოვლინდება ცოტა მოგვიანებით და გეტყვით, რატომ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მშენებლები ბინებს ვერ ყიდიან. თუ ადრე ყიდდნენ საშუალოდ 10 ბინას კვირაში, დღეს ერთი ფირმა კვირაში მხოლოდ ერთი ბინის გაყიდვას თუ ახერხებს. მიუხედავად ამისა, ფასები ბინებზე ჯერ არ დავარდნილა. თუ დეველოპერებს დროში გაეწელათ გაუყიდავობის ეს პროცესი, მაშინ, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა არ არის და მიწოდება დიდია, ისინი იძულებულები იქნებიან ფასები დააგდონ. დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება იმას, რომ ბანკებიდან გამოტანილ სესხებზე გირაოდ სწორედ ეს ახალი ბინებია ჩადებული, ხშირად - ძველი აშენებული ბინები. თუკი ჩვენში არა მხოლოდ ბინებზე, საერთოდ, უძრავ ქონებაზე დაეცა ფასები და ყველაფერი აქეთკენ მიდის (რუსეთში უკვე 10%25ით დაეცა), მაშინ ბანკებს, როცა მათ დაუდგებათ გირაოში ჩადებული უძრავი ქონების სასამართლო წესით ამოღების მომენტი, მისი შემდგომი რეალიზაციისა და ამ გზით გადაუხდელი თანხის დაფარვის მიზნით, გაჩნდება უზარმაზარი პრობლემა. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ თავის დროზე უძრავი ქონება ბანკში საბაზრო ფასითაა ჩადებული, ახალი საბაზრო ფასი კი უფრო დაბალი აღმოჩნდება, რაც იმას გამოიწვევს, რომ გირაოში ჩადებული უძრავი ქონების გაყიდვით ბანკიდან გამოტანილი სესხი მაინც არ დაიფარება. ეს ერთი ასპექტია. მეორე - მე რომ ვარ მსესხებელი, ვისესხე ბანკიდან ფული, ჩავდე ჩემი ბინა გირაოთი და ვნახე, რომ დღეს ეს ბინა რომ გავყიდო, ბანკიდან აღებულ სესხზე ნაკლებს ავიღებ, ამიტომ მე მირჩევნია, რომ ეს ბინა დამეკარგოს, ანუ ბანკმა წაიღოს, აღებული სესხი კი შემრჩეს. ერთი სიტყვით, აქ იწყება ურთულესი პროცესი, რაც ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის საწინდარია და ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს!
დემურ გიორხელიძე: - თვითონ იპოთეკაში პრობლემა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის, მათ შორის, არც ჩვენთან. ზუსტად რომ გავიაროთ უძრავი ქონების ფინანსირებისა და რეფინანსირების სქემა, ვნახავთ, რომ პირველად ბაზარზე მდგომარეობა ყველგან შე სანიშნავია - ანუ, მე ბანკიდან ვიღებ კრედიტს, ამისთვის გირაოში ვდებ ჩემს უძრავ ქონებას და ვყიდულობ ახალ ქონებას. პრობლემა უკვე მეორად ბაზარზე ჩნდება, ასე მოხდა ამერიკაში, როდესაც ბანკმა უკვე ამოწურა თავისი რესურსი, იპოთეკურმა სააგენტოებმა ბანკებისგან იყიდეს ფასიანი ქაღალდები და თავად გამოუშვეს საკუთარი ობლიგაციები. ჩვენთან მეორადი ბაზარი და შესაბამისად ამ ბიზნესის მეორადი სექტორიც არ არსებობს. არასწორად გაგებული საშიშროების გამო საქართველოში იპოთეკური ბაზარი არ ვითარდება.
ნოდარ ჯავახიშვილი: - ერთ ნიუანსს გაგახსენებთ, რომელიც ქართული ბანკის გაკოტრებას უკავშირდება - 1996 წელს გაკოტრდა „ივერთბანკი“. მიზეზი მაშინაც იგივე იყო, „ივერთბანკმა“ დაიწყო გრძელვადიანი დაბანდება, როცა საქართველოში ამის ბაზარი არ არსებობდა. ათჯერ მაინც დავიბარე მმართველი და გავაფრთხილე, რომ ამით საბოლოოდ გააკოტრებდა ბანკს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბანკის მმართველის მოადგილე სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული და დიდ ფულს აკეთებდა. ჩემი გაფრთხილება ყურად არ იღეს, ბანკი, როგორც მოსალოდნელი იყო, გაკოტრდა. ასეთი მაგალითები საქართველოში ბევრია.
დემურ გიორხელიძე: - კარგად ვიცით, სად არის პრობლემის ფუნდამენტი. როცა ნოდარ ჯავახიშვილი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაშინ მკაცრი პოზიცია ეკავა ეროვნულ ბანკს, ახლა კი ბანკი არღვევს საბანკო მომსახურების ყველანაირ პრინციპს - როცა წესით მან სხვაზე უნდა გასცეს სესხი, თვითონ გახდა მსესხებელი! არანაირი ნორმატივები აღარ არსებობს, თანაფარდობა გრძელვადიან და მოკლევადიან რესურსებს შორის, ფაქტობრივად, გამქრალია.
ნოდარ ჭითანავა: - დღევანდელ შეხვედრას მხარი დავუჭირე, რადგან მეცნიერული და მოქალაქეობრივი პოზიციები უნდა დაფიქსირდეს. კარგი იქნებოდა, გვქონდეს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის პროექტი, ვარჩევდეთ მას და ვამბობდეთ: ეს სწორია სტრატეგიულად, ტაქტიკურადაც სწორია, მაგრამ ამას ეს ხომ არ აჯობებდა... ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომელთანაც სამწუხაროდ ჩვენ დღეს საქმე არა გვაქვს. ამიტომ მე შეიძლება მსჯელობა ცოტა გავამძაფრო და ორი პოზიცია წარმოგიდგინოთ ერთმა კაცმა: მეცნიერის პოზიცია ეროვნული ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების ნაწილში და პრაქტიკოსისა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც ჩვენი თვალსაზრისით უფრო მართებული იქნებოდა. ახლა მე დავსვამ შეკითხვას და თვითონვე ვუპასუხებ ძალიან მოკლედ: ვიცით კი, ეროვნული ეკონომიკა განვითარების რომელ სტადიაზეა, რომელ ფაზაშია? ამის კომპლექსური ანალიზი საზოგადოებას, ხელისუფლებას არა აქვს. ჩემეული ხედვა მინდა წარმოგიდგინოთ: დღევანდელი ჩვენი ეკონომიკა სისტემური კრიზისის ქრონიკულ ფაზაშია. ჩვენ ვიძახით, რომ ზრდის მაღალი ტემპები გვაქვს. სწორია: 8,5, 9,5, 10, 11, 12,5 პროცენტიც! ეკონომიკა განვითარებაში, დინამიკაში უნდა განიხილო. ამას, სხვათა შორის, მეცნიერებაც არ აქცევს ყურადღებას. მაღალი ტემპების ამოსავალი საწყისია ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე. ციფრებს დაგისახელებთ: თუ 1990 წელს შესადარ ფასებში (ეს გათვლა სტატისტიკის დეპარტამენტისაა) თუ წარმოვიდგენთ 100 პროცენტად, 2007 წლისათვის საქართველოში წარმოებულმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა მისი (1990 წლის დონის) მხოლოდ 59,4 პროცენტი. წარმოებულმა სამრეწველო პროდუქტის მოცულობამ - 34 პროცენტი, სოფლის მეურნეობის პრობლემამ - 29 პროცენტი. აი, ეკონომიკა განვითარების როგორ სტადიაზეა. ჩვენ კი ასეთი ეკონომიკისგან მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტას ვითხოვთ? აქედან დასკვნა: რეალურ მდგომარეობას არ ვიცნობთ, ვხვდებით, რომ ფორმირებადი სახელმწიფო განვითარების მუხრუჭი ხდება.
ეს ერთი. მეორე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაში რომელია ის მთავარი წინააღმდეგობა, რომლის დაძლევის გარეშე, ფაქტობრივად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია? აქ მე ახალს არაფერს ვიტყვი: ეს არის საზოგადოების უმცირესი ნაწილსა (რომელსაც ახლა მდიდრებს ეძახიან) და მის აბსოლუტურ უმრავლესობას შორის (რომელსაც „ახალ ღარიბებს“ უწოდებენ) არსებული სოციალური წინააღმდეგობა, რომელიც პოლიტიკური წინააღმდეგობის დაპირისპირების ფაზაში გადავიდა. ეს არის ყველაზე საშიში. იმიტომ, რომ სწორედ იგი კვებავს საზოგადოებაში რევანშიზმს! შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოებრივი აზრი რევანშისტული ქმედებებისათვის მწიფდება. მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან საშიშია და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. საინტერესოა, რომ ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ გახლავთ. მსოფლიოში არის ანალოგიური ტენდენციები. მაგალითად, 1960 წელს, გაეროს გათვლებით, 20 პროცენტ მდიდარსა და 20 პროცენტ ღარიბს შორის თანაფარდობა იყო 30:1. 2005 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 150:1 შეადგინა. ამრიგად, ცნობილი დებულება „მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები - ღარიბდებიან“ ძალაში რჩება და ეს მხოლოდ საქართველოს ხელწერა არ არის. მაგრამ საქართველოში დაფიქსირდა საშიში დენდენცია: - დათრგუნულია საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობების ტრანსფორმაციული პროცესების ავანგარდში უნდა იყოს. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მომხდარა კრიზისების დროს.
ავიღოთ ჰუმანური განვითარების ინდექსი, გაეროს მიერ შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, ხდება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების დონის შეფასება. ინდექსი სამი მთავარი მაჩვენებლის მიხედვით გამოითვლება: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე და კულტურისა და განათლების დონე. 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლად 72,6 წელი დაფიქსირდა (მაშინ, ამერიკას ჰქონდა 77, იაპონიას - 79. სხვათა შორის, შარშან იაპონიამ 81 წელი დააფიქსირა). რაც შეეხება განათლების დონეს: საქართველოს მაჩვენებელი 99,85ს გაუტოლდა (ამერიკა 99ს უჩვენებს). მშპს მოცულობა საქართველოში 2007 წლის მშპს მოცულობის გათვალისწინებით რეალურ ფასებში 1 736 ლარია. ამერიკამ 23 წლის წინათ 35 000 დოლარი დააფიქსირა. რატომ მოვიყვანე ეს მონაცემები?.. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს საზოგადოება მეტნაკლებად ჯანმრთელია. ყოველ შემთხვევაში, ნიგერიაზე და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. კულტურისა თუ განათლების დონის მიხედვით კი ერთერთი პირველი პოზიცია გვიჭირავს. ესე იგი, საზოგადოება ჯანმრთელი და განათლებულია. მაშინ ისმის კითხვა: ეს განათლებული საზოგადოება რატომ ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის ორგანიზაციის ისეთ ფორმას, რომელსაც, შეუძლია ადამიანის პირველადი მოთხოვნილებები მაინც დააკმაყოფილოს? ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. კარგად ჩანს, რომ დღეს ცოდნაზე ჩვენს საზოგადოებაში მოთხოვნაც არ არის. ცოდნაზე მოთხოვნის ფორმირება სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციაა. სახელმწიფო კი ამას არც ცდილობს. აქედან ლოგიკურია დასკვნა: სახელმწიფო თავისი აგებულებით, საქმიანობით, თავისი სტილით, მოღვაწეობის მანერებით ხელს უშლის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას.
ჩვენ გავიძახით ეკონომიკური დემოკრატია გვაქვსო. ზოგიერთს მიაჩნია, რომ დემოკრატია არა გვაქვს. მე თუ მკითხავთ, ყალბად გაგებული დემოკრატია ჭარბადაც კი გაგვაჩნია! სწორედ ამან დაღუპა ეროვნული ეკონომიკა. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ყალბად გაგებულმა დემოკრატიამ საქართველოს ეკონომიკის მატერიალურტექნიკური ბაზა გააჩანაგა და მოსპო. ასეთი რამ ეკონომიკის კრიზისის დროს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. აშშში 1929-1933 წლებში რძეს, როგორც იტყვიან, მდინარეში ღვრიდნენ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში ძირითადი საწარმო ფონდები არ გაუყიდიათ, არც დაუნგრევიათ, არც დაულეწიათ და, მით უმეტეს, არც მექსიკასა და კანადაში არ გაუტანიათ - საქართველომ ეკონომიკის მატერიალური საფუძვლის ხელოვნურად განადგურება საკუთარი ხელწერით დაადასტურა. შეიძლება ასეთი მაგალითიც მოვიყვანოთ სოფელთან დაკავშირებით: გლეხმა იცის, რომ ვაზი მორწყვის გარეშე (მით უმეტეს, აღმოსავლეთ საქართველოში) მოსავალს არ გაძლევს. ამ ვაზის მოსარწყავად ჩადებული მილები ამოიღო და არამიზნობრივად გამოიყენა. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად მოვსპეთ ის, რაც არ უნდა მოგვესპო...
ყალბად გაგებული დემოკრატიის ფონზე იგნორირებულ იქნა ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. სხვათაშორის საქართველოში ზედმეტად ანგაჟირებულმა ჯორჯ სოროსმაც გასაგებად უთხრა მსოფლიოს საზოგადოებას: თუ დღევანდელი საბაზრო ფუნდამენტალიზმის პრინციპები არ შეიცვალა, დაღუპულია ყველაფერიო... ჩვენზე კი არა, იმათზეა ლაპარაკი... ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ეკონომიკურ მეცნიერებასა და თეორიაში უმთავრესი პრობლემაა. ვინც ჰარმონიულად წყვეტს თვითრეგულირებასა და მის სახელმწიფო რეგულირებას, აღწევს ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებას. ჩვენთან სახელმწიფო ეკონომიკას განვითარებაში ზღუდავს, ხან იქ ერევა, სადაც არ უნდა ჩაერიოს... სახელმწიფომ სწორად ვერ გააცნობიერა ექსტრემალურ პირობებში მისი ეკონომიკური ფუნქცია, ამიტომაც არის ის განვითარების მუხრუჭი. ყალბად გაგებულმა დემოკრატიამ უგულებელყო ეკონომიკური პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა... დიდი გულისტკივილით უნდა გითხრათ: საქართველო დღეს ის ქვეყანაა, სადაც სოციალურეკონომიკური განვითარების პროგნოზირების სტრატეგიული დაგეგმვის პრობლემებზე არავინ არ მუშაობს. შეიძლება 21ე საუკუნეში ტრანსფორმაციული პროცესების ხელისცეცებით წაყვანა იმდაგვარად, როგორც ეს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება? საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა ორი თაობით ჩამორჩებოდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას (ორ თაობაში დაახლოებით 50 წელი იანგარიშება). რა მოხდა შემდგომ პერიოდში? ამერიკელი ექსპერტების გათვლით, 19902006 წლებში ამერიკის ეკონომიკის ზრდამ 133 (ზოგიერთი სპეციალისტის გაანგარიშებით კი 135იც კი) პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეკონომიკას ზრდა, ფაქტობრივად, არ ჰქონია: იყო 100, გახდა 59,4. როდის დაეწევი, რა ხერხებით დაეწევი, როგორი მიდგომებით როგორი მექანიზმებით დაეწევი?..
რა შეიძლება გაკეთდეს? რასაც მე შემოგთავაზებთ, შესაძლოა საკამათო იყოს. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა გვინდა, დემოკრატიის ზოგიერთი მოთხოვნის შეკვეცა მოგვიწევს. ექსტრემალურ პირობებში ვართ... ომმა, მისმა შედეგებმა, ფაქტობრივად, გადაბრუნებული ურმის ფუნქციის შესრულება დაიწყო. ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის საგანგებო პროგრამა უნდა შედგეს. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, თუკი ამ საგანგებო პროგრამის შექმნა სფორმირებაგანხორციელებაში მონაწილეობას შემოგვთავაზებენ. მხოლოდ საბანკო სფერო არ არის კრიზისიდან გამოყვანის მთავარი კომპონენტი. ის ერთერთი უმნიშვნელოვანესია, რომელმაც, შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში განსაკუთრებული როლი შეასრულოს. საგანგებო პროგრამა რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: მდგომარეობის ობიექტური ანალიზი - არა ის, რასაც თავს გვახვევენ, არამედ, ყველა სფეროს ანალიზი ცალცალკე, მერე კი - შეჯერებულად, რათა საერთო წარმოდგენა გვქონდეს პროცესზე, როგორც მთლიანობით სისტემაზე. სწორად უნდა განისაზღვროს სტრატეგიული მიზანი, ამოცანები, ეტაპები. რაც მთავარია, აუცილებელია შესაბამისი მატერიალური, სამართლებრივი, ორგანიზაციულმმართველობითი გარემოს შექმნა. ეს პროგრამა უნდა დაამტკიცოს, საუკეთესო შემთხვევაში, პარლამენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამას ექნება დირექტიული ხასიათი. რას ნიშნავს პროგრამის დირექტიული ხასიათი? პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაციას, ეკონომიკური რესურსების კონცენტრაციას და მიზანმიმართულ საქმიანობას. სხვანაირად პროგრამა არ განხორციელდება.
ჩემს ოპონენტებს შევახსენებ, რომ XX საუკუნის 30იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ კრიზისს თავი დააღწია კლასიკური კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანთვისების უარყოფით. საბაზრო თვითრეგულირებაზე აგებული ეკონომიკა ძულებული გახდა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმებთან ერთად, რეალური პროგნოზებითა და პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ცენტრალიზაციით, კრიზისიდან გამოსვლის უმკაცრესი, დემოკრატიის შემზღუდავი ზომები მიეღო. ჩვენ მოვალენი ვართ გამოვიყენოთ საკუთარი ძალები და თუ ეს საკმარისი არ არის, უცხოეთიდან მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები, რათა მოვამზადოთ კრიზისიდან გამოსვლის საგანგებო პროგრამა, რომელშიც მთავარი მიმართულებები, სტრატეგია, თუ ტაქტიკური ასპექტები წინასწარ, კონსენსუსის დონეზე იქნება შეთანხმებული. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ინერციით, სახელმწიფოს პასიური პოლიტიკით ეკონომიკური პროცესების განვითარება ისე, როგორც დღემდე გვქონდა, ანდა გარღვევის სტრატეგიაზე გასვლა. მე გადარჩენის ერთერთ მთავარ მიმართულებად მეორე მიმაჩნია.
პრიორიტეტების შესახებ: ვინც რომელ სფეროში მუშაობს, იმას თვლის პრიორიტეტულად. ეს დამღუპველია. უნდა დავსხდეთ, დავთვალოთ, ვიანგარიშოთ, ალტერნატივები განვიხილოთ და პრიორიტეტები ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. თუმცა, ჩემი გაგებით, ეროვნული ეკონომიკის განვითარებას სამი უალტერნატივო პრიორიტეტი აქვს: ენერგეტიკა, სოფლის განვითარება (არა სოფლის მეურნეობის მხოლოდ, რომელიც სოფლის განვითარების ნაწილია) და განათლებამეცნიერება. აი, ყველაფერი ერთად ამის ქვეშ უნდა მოექცეს!
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მიერ ორგანიზებულ ერთერთ შეხვედრაზე მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ტურიზმს კი უნდა დავუჭიროთ მხარი, მაგრამ თუ ტურიზმის განვითარების ტემპები საქართველოში სურსათის წარმოების ტემპებზე უფრო დიდი აღმოჩნდება, საქართველოს სოფლის მეურნეობა ჩაკვდება: შემოვა იაფი პროდუქცია (ზოგიერთი იტყვის, იაფი პროდუქცია უკეთესიაო, მაგრამ მეხორბლეს რას უშვრები, ან სხვებს?). არადა, როდესაც ტურიზმი უფრო განვითარდება, ხორციც მეტი დაგვჭირდება, კვერცხიც, რძეცა და სხვა პროდუქტებიც. ამ პროდუქტების წარმოება შესაბამისად თუ ვერ უზრუნველყო საქართველომ, შემოვა გაცილებით იაფი პროდუქცია, ვიდრე იგი ქართველ გლეხს უჯდება. საქართველო მარცვალზე მოთხოვნილებას მხოლოდ 30 პროცენტით აკმაყოფილებს, მეტი არც გვექნება... ესე იგი, 70 პროცენტი შემოსატანი გვაქვს.
და ბოლოს, ერთი მეტად ფაქიზი, საკამათო საკითხი: არის თუ არა დღეს შესწავლილი და გაანალიზებული პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ ურთიერთობებში მოქმედი სუბიექტებისა? რამდენიმე მათგანს დავასახელებ: მთავარი სუბიექტია სახელმწიფო, რომელიც სუსტია: აქ მე ვაიგივებ სახელმწიფოსა და ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლების მუშაობის დონე სახელმწიფოს სახეა. როგორიც არის ფორმირებადი სახელმწიფო, ისეთი ხელისუფლება ჰყავს მას. მე საზოგადოების როლს უარვყოფ, მაგრამ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას, რომელსაც ანდობს სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტებს გარკვეულ ეტაპზე და მიაჩნია, რომ ხელისუფლება მის ნდობას აღასრულებს. პარტიები: მე პარტიების განსხვავებული პროგრამები წავიკითხე. მაგრამ არც ერთ მათგანში არ არის წარმოდგენილი ის, რაც ჩვენ გვჭირდება - სტრატეგიული ეკონომიკური ხედვა. ამიტომ ისინი გავლენას ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე ვერ მოახდენენ. არასამთავრობო სტრუქტურები: ჩემზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ, რასაც ეს სტრუქტურები აკეთებენ და როგორ მუშაობენ: ჯერ სუსტები არიან და ორგანიზაციულ განმტკიცებაზე უფრო ბევრს ფიქრობენ. ერთ-ერთი ობიექტია პროფკავშირები. პროფკავშირებმა კი ფუნქცია დაკარგეს. როგორია მეცნიერება, როგორც გარდაქმნების ობიექტი? შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მეცნიერების წარმომადგენლისგან, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა: საქართველოს მეცნიერებამ თვითიზოლაციის პირობები თვითონ მოამზადა და თავისი პასიურობით გარდაქმნების პროცესს ჩამოცილდა. ამიტომ, იგი საზოგადოების განვითარებაზე ჯეროვან გავლენას ვერ ახდენს. საერთაშორისოსაფინანსო სტრუქტურები: შოკური თერაპია ვინ მოახვია თავს საქართველოს? საერთაშორისოსაფინანსო სტრუქტურებმა. შოკური თერაპია ოთხ მთავარ ელემენტს ეყრდნობა: მასობრივი პრივატიზაცია, ლიბერალიზაცია, სუსტი სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკის განვითარებაში ექსტრემალურ პირობებშიც კი არ ჩაერევა და საფინანსო მექანიზმებით ეკონომიკური განვითარების წონასწორობის აღდგენა. ეს ყველაფერი ერთად არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა, იმდაგვარად, როგორც ჩვენთან. იდეოლოგიზებული „შოკური თერაპია“ ითვალისწინებდა იმის საძირკველშივე დანგრევას, რაც არსებობდა. სხვათა შორის, ეს მოთხოვნა საქართველოს მხარემ შესანიშნავად დაიცვა...
ახლა მე საკითხს ასე ვსვამ: საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილე ამ სუბიექტებში, ინტეგრატორი ვინ უნდა იყოს? სახელმწიფო. ჩვენ გვეგონა, რომ კერძო ბიზნესი წაიყვანდა პროცესებს. დღეს კერძო სექტორი პროცესებს ვერ წაიყვანს! კერძო სექტორი სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მან გარდაქმნებში ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს. უკვე ვხედავთ რაც მოხდა საქართველოში: ეკონომიკურ აზროვნებაში გაბატონდა პრიმიტივიზმი, პოლიტიკურ აზროვნებაში - დილეტანტიზმი. უცოდინარობამ დაღუპა საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა და უცოდინარობამ დაანგრია ქართული ეკონომიკის მატერიალური, სამეცნიერო, საწარმოო და საკადრო პოტენციალი. ორგანიზაციულმმართველობით სფეროს რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციები გარკვეული არ არის. მას, ტრადიციულად, ექსკლუზიური ფუნქცია აქვს: ეს არის პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა, კოორდინაცია და, გნებავთ, ინტეგრატორის ფუნქციაც კი. უნდა გვქონდეს პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს. რატომ არის იგი იაპონიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში? განა აშშს პროგნოზირების რამდენიმეცენტრიანი ინსტიტუტი არა აქვს? ვაზუსტებ: კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა უნდა შედგეს, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვინც საჭიროა. პროგრამა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა. იგი ჩვენი ხალხის საყოველთაო მობილიზაციის მასტიმულირებელი ფაქტორი უნდა გახდეს.
სოსო ცისკარიშვილი: - სულ ახლახან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის ექსპერტული შესაძლებლობების ერთგვარი გაერთიანების მოთხოვნილება. „ძალა ერთობაშია“ რომ გვიწერია გერბზე, ეს ეხება არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არამედ, ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ამ მაგიდასთან სხედან ახლა. საჯარო განხილვის ფორმატში სხვადასხვა თემას შევთავაზებთ საზოგადოებას. მოვიწვევთ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს მართალი სიტყვა იქ ბევრად დიდი ეფექტის მომტანი იქნება. საჯარო განხილვას დაესწრება ჩვეულებრივი საზოგადოება, რიგითი ობივატელი, რომლისთვისაც საკუთარი მაგალითი არის უტყუარი მაჩვენებელი იმისა, რა ხდება ეკონომიკაში, საბანკო სექტორში, რა იყო ომამდე და რა იქნება ომის შემდეგ... პრაქტიკულად, გავიზიარე ყველაფერი, რაც აქ ითქვა - სკეპტიციზმით დაწყებული და სახელმწიფოებრივი ხედვით დამთავრებული.
გია ხუხაშვილი: - ამ ხელისუფლებამ ეს საქმე მახინჯად, მაგრამ მაინც გააკეთა. ისინი ამ მოდელით მოქმედებდნენ დღემდე და ზუსტად ამან დაანგრია ეს ქვეყანა. ლიბერალიზმზე საუბრობენ, რეალურად კი ლიბერალურად არ იქცევიან. ხელისუფლება დღეს სახელმწიფოში ეკონომიკის დირექტორია. ამ ყველაფერს, რაც ჩვენთან არის, ნომენკლატურულ კაპიტალიზმს დავარქმევდი. ეს არ არის სოციალიზმი, ანუ ახდენს სახელმწიფო ქონების გადაქაჩვას ნომენკლატურის ჯიბეებში. ეს სწორედ ნომენკლატურული კაპიტალიზმია, როცა ერთი კაბინეტიდან იმართება მთელი ეკონომიკა. ამის უკან კი დგას არა სტრატეგიული გეგმები, არამედ, უბრალოდ, ადამიანური, მერკანტილური, კორუფციული ინტერესები. თუმცა, ეს მოდელი უკვე არსებობს და ამ მოდელმა ქვეყანას კარგი ვერაფერი მოუტანა.
ვახტანგ ალანია: - უხვადაა პრობლემები სატრანსპორტო სფეროშიც, როგორც, საერთოდ, ეკონომიკაში. არ არსებობს არანაირი კანონმდებლობა, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებდა - ამდენად გასაკვირიც კია, საერთოდ როგორ ვმუშაობთ! საომარ სიტუაციაში ბუნებრივია სატრანსპორტო გადაზიდვები შეჩერდა. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ტვირთი მაინც მოდიოდა, დაგროვდა კონსტანცაში, სტამბულში, ხოფაში, ასევე საბერძნეთში... მერე კი ერთბაშად შემოვიდა. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ნავსადგურში! ახლა რომ გისმენთ, მართალი გითხრათ, შიშის გრძნობა მეუფლება. საბანკო სისტემა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, პრაქტიკულად, მე კრედიტს ვერ ვიღებ. არადა, 23 დიდი პროექტი მაქვს დაგეგმილი და ვხედავ, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ამას ვერ გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, განვითარება შეჩერდა. ამერიკიდან 67 მანქანის ჩამოყვანასაც ვაპირებდით. ეს ნახევარმილიონიანი პროექტიც შევაჩერეთ. როდის დავიწყებთ მათზე მუშაობას, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის უმთავრესი ბანკია, მეორე კი - რისკი! თანხა არის, მაგრამ გვეშინია საქართველოში ამ სფეროში კაპიტალის დაბანდება. ძალიან დიდი რისკია! ისე გამოდის, რომ ჩვენ, უმთავრესად, სომხეთს ვემსახურებით. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საქართველოში დავანგრიეთ ქარხნები, გავიტანეთ მილები, დაზგები, ყველაფერი დავჭერით და გავზიდეთ. სომხეთშიც კი იყო პრობლემები, მაგრამ ნაკლებად. დღეს ეს ქვეყანა ჩვენზე გაცილებით უკეთ მუშაობს, ექსპორტიც გაცილებით უფრო დიდი მოცულობის გააჩნია. 1015ჯერ მეტიც კი... ამიტომ მოხდა, რომ ჩვენი ტვირთების მოცულობის 80 პროცენტი სომხეთზეა გათვლილი. არადა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებულია. სომხეთს 500 ერთეული ავტომობილი ჰყავს, საქართველოს კი დაახლოებით 5 ათასი.
მართალია, წლიური მოცულობა ჩვენთან ჯერ არ შემცირებულა, მაგრამ, ვიცი, რომ თვენახევარში, ან ორ თვეში შემცირდება: ამერიკიდან წამოსული ტვირთი ფოთში ორ თვეში ჩამოდის. ომის შედეგებსაც ამ დროისთვის ვიგრძნობთ - ასეთია ჩვენი საქმის სპეციფიკა... ისე, თუ ბიზნესს ხელშეწყობა არ ექნება, ქვეყანა უმძიმეს რეალობაში აღმოჩნდება.
იური პაპასქუა: - ჩვენ ადრე ვწერდით, რომ მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება. აღნიშნული რეალობა გვაიძულებს ქვეყანამ გაატაროს მოქნილი აგრარული პოლიტიკა - მაქსიმალურად გამოიყენოს ის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, რომელიც შეგვაძლებინებს შევარბილოთ კრიზისის დამანგრეველი შედეგები. სხვათა შორის, აგვისტოს მოვლენებმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. ეს მაშინ, როცა მთავრობას საერთოდ არა აქვს ჩამოყალიბებული საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამა, არ არსებობს დარგის განვითარების სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. არადა, აგრარული სექტორის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს როგორც ტრადიციული დარგების აღორძინებას, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რისი რესურსებიც საქართველოს გააჩნია. როგორია თქვენი კომენტარი? დღეს ჩვენ გვესწრებიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან აგრარულ სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით. სურვილი დიდია, მაგრამ, სათანადო მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება ძნელია. მაინც რა ტექნოლოგიებზეა საუბარი, რომელიც აგრარულ სექტორს ფეხზე დააყენებს?
ჯემალ ბადაგაძე: - საკითხი ეხება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას. ამ მიმართულებითაც ჩვენში კატასტროფული მდგომარეობაა. საქართველოს ნიადაგების მუზეუმს უწოდებენ, მაგრამ ჩვენი ნიადაგები, ბოლო შემოწმებების მიხედვით, არცერთ რეგიონში არ შეესაბამება იმ შემადგენლობას, რაც მცენარის ნორმალური ზრდისთვისაა აუცილებელი. 32 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-2 მე-3 ადგილზე ვართ ძირითადი პროდუქციის საჰექტარო მოსავლიანობით, საშველი კი არსაიდან არ ჩანს. საერთოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციაში ორი ძირითადი პრობლემაა - ეს არის ქიმიური, ტრადიციული და ორგანული სასუქები. ის ქიმიური სასუქი, რაც საქართველოს მეურნეობას სჭირდება (100-115 ათასი ტონა), ძალიან ძვირია. ფერმერისთვის მისი შესყიდვა შეუძლებელია. ფული რომც იშოვოს, ვერ შეძლებს სასუქის გამოყენებას, რადგან უპირველესად მას ნიადაგის ნაყოფიერების ანალიზის გაკეთება სჭირდება, რაც გარკვეულ დანახარჯებს უკავშირდება. ამასთან, სასუქს შეტანა და დასაწყობება უნდა, ყველაფერი ერთად კი უზარმაზარ სახსრებს საჭიროებს და, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამას ვერცერთი ფერმერი ვერ მოახერებს. არის კიდევ ერთი ფაქტორი. თუ დაბალანსებული ქიმიური სასუქი არ იშოვე და ნიადაგს არ მიეცი, მოსავლის მინიმუმს მიიღებ. დღევანდელი რეალობა ადასტურებს, რომ მხოლოდ ქიმია სოფლის მეურნეობას არ უშველის. არც პერსპექტივაში ჩანს რაიმე საიმედო. მეორე ტრადიციული სასუქია - ნაკელი. ჩვენში არსებულ ფართობებს დაახლოებით 2025 მილიონი ტონა ასეთი სასუქი სჭირდება. ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობის მიხედვით დღეს გამოდის 5 მილიონი ტონა. რაშია გამოსავალი? არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია, რომელიც ჩვენი მოგონილი არ არის - ეს არის ვერმიკულტივირების მეთოდი. მდგომარეობა რამდენადაც კატასტროფულია, იმდენად მარტივია ეს ტექნოლოგია, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ. ვერმიკულტივირება არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც, იქვე, სადაც ნარჩენი წარმოიშობა (ანუ ფერმერის კარმიდამოზე), იღებ ეკოლოგიურად სუფთა სასუქს, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს მსოფლიოში. ეს არის ჭიაყელების გადამუშავება. ამერიკელებმა 50იან წლებში ამ მიზნებისთვის შექმნეს „კალიფორნიული ჭიაყელა“, რომელიც მოგვიანებით ევროპაში გავრცელდა კონტრაბანდული წესით და დღეს მისი მოპოვების პრობლემა არ არის. მე თვითონ შემოვიყვანე უკრაინიდან ამერიკული ჯიშის ჭიაყელები და შესანიშნავი შედეგი მაქვს, მსოფლიო ბანკმა დააფინანსა ეს პროექტი. ეს მეთოდი ძალიან მარტივად წყვეტს სასუქის პრობლემას, რაც დღევანდელი სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემაა.
კიდევ ერთი საკითხია არატრადიციული კულტურების წარმოება. მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონში სახნავი ფართობები ბევრად აღემატება საქონლის რაოდენობას, ამიტომ, იქ ნაკელი არ ჰყოფნით, დუშეთში კი პირიქითაა. ამიტომ შევისწავლეთ რა ეს პრობლემა, შევთავაზეთ დიდი ბიომასის კულტურების წარმოების მეთოდი. ავარჩიეთ ორი კულტურა, ეს არის ტოპინანტური, ანუ მიწავაშლასა და მზესუმზირის ნაჯვარი, მეორე არის რუმექსი. ტოპინანტური ჰექტარზე 100-150 ტონა ბოლქვს და 150 ტონა მწვანე მასას იძლევა. მეორე, რუმექსი - 300 ტონა მოდის ჰქტარზე, მაშინ, როცა იონჯას ჰექტარზე მხოლოდ 15 ტონამდე ვღებულობთ, თანაც, რუმექსი შედეგიანობით 3ჯერ სჯობს იონჯას. რუმექსს ერთხელ რომ დათესავ, 10 წლის განმავლობაში აღარაფერი უნდა, ამ ხნის განმავლობაში თავისით ამოდის. უკრაინელები გვეხვეწებიან, შემოვიტანთ საქართველოში ჭიაყელას, ჩვენი ტექნოლოგიით შემოვალთო, ასეთივე შემოთავაზებებია შუა აზიიდან რუმექსთან დაკავშირებით. მოსკოვში ტოპინანტური კულტურის შემოტანით არიან დაინტერესებულნი. მე-17 საუკუნეში, თურმე, რუსეთის პატრიარქმა ტოპინანტური კულტურა აკურთხა როგორც ერის გადამრჩენი კულტურა, იმიტომ, რომ მისგან დამატებით სპირტის, შაქრის და უამრავი წამლის წარმოება შეიძლება.
სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ვერცერთი მთავრობა ვერ დავაინტერესეთ ამ საკითხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ გაიკვლიეს ამ პროექტებმა გზა, არადა, მზად ვართ, ნებისმიერ აუდიტორიას, ნებისმიერ ექსპერტებს წარვუდგინოთ ჩვენი წინადადებები და ავუხსნათ, რომ პრობლემა ურთულესია, მისი გადაჭრის გზა კი უმარტივესი.
ლევან ტაბიძე: - მე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ვარ დაინტერესებული. 32 წელია ვცხოვრობ რუსეთში, კერძოდ, ქალაქ ტულაში. მოგეხსენებათ, ეს მარტო იარაღის სამჭედლო არ არის, ეს არის რუსეთის ერთერთი მსხვილი საკონსტრუქტორო ბიურო, სადაც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ნათელი გონი“ ა თავმოყრილი. ბოლო წლებში გახლდით რუსეთის სა პატენტო ბიუროს აკრედიტებული ექსპერტი. ამ ხნის განმავლობაში ჩემს ხელში გავიდა არა მხოლოდ რუს სპეციალისტთა, არამედ უცხოელ ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი 1000მდე საპატენტო ტექნოლოგია, თუ ახალი გამოგონება. ყოველთვის ვფიქრობდი, შეიძლება ისეთ რამეს მოვკიდო ხელი, საკუთარ თავსაც და ერსაც რომ გამოადგესმეთქი. ამ დროს საქართველოში მოხდა რევოლუცია და როგორც ყველა რუსეთში მყოფი ქართველი, მეც როგორც იქნა გადავწყვიტე ჩამოსვლა და მინდოდა ჩამომეტანა ისეთი რამ, რაც სასარგებლო და მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის. არსებობს ასეთი ქართული ანდაზა - „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო”, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მდგომარეობა დამხვდა აქ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როდესაც პრეზიდენტის რეზოლუციადადებული წერილი მივიდა, განიხილეთო, მინისტრმა არ განიხილა, თავის პირველ მოადგილეს დააწერა, პირველმა მოადგილემ - მოადგილეს, მოადგილემ - სამმართველოს უფროსს, სამმართველოს უფროსმა - თავის თანაშემწეს. ბოლოს ხელში შემრჩა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც „ინულინს“ „ინსულინისგან“ ვეღარ არჩევს.
მოკლედ, რუსეთიდან ორი პროექტით ჩამოვედი. ერთი გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრას ეხება - თუ ამ პრობლემის გადაჭრას დაიწყებს რომელიმე ქვეყანა, ის ფაქტობრივად ხდება ლიდერი, რადგან ამ პრობლემის გადაჭრა საშუალებას იძლევა მივიღოთ მსოფლიო ბირჟების საქონელი. მაგალითად, ავიღოთ საბურავების გადამუშავება. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ არსებობს რუსი მეცნიერის მიერ დამუშავებული ახალი ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც, ხდება საბურავის 100%25იანი გადამუშავება, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა, აბსოლუტურად უნარჩენოა, გადამუშავების შედეგად კი მიიღება ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა: ბენზინის მსუბუქი ფრაქცია ტოლუოლი, მასში არ არის არც გოგირდი და არც ტყვია; მეორეა მაზუთი, რომელშიც გოგირდი არ არის, მესამე - ფოლადის ჯართი, მეოთხე და უმთავრესი - ტექნიკური ნახშირბადი, რომლის გამდიდრების შემდეგაც ვღებულობთ 99,9%25 სისუფთავის მქონე ტექნიკურ ნახშირბადს, აღნიშნული პროდუქტის ერთი ტონის ფასი დღეს მსოფლიო ბაზარზე 180 ათასი დოლარიდან ნახევარ მილიონ დოლარამდე მერყეობს. ერთი პატარა მინიქარხნიდან ერთი თვის მანძილზე მიიღება 2000 ტონა ასეთი პროდუქცია. მთელი ბიზნესპროექტი ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა. ერთ პატარა ქარხანას მოაქვს იმდენი მოგება, რამდენიც დღეს საქართველოს ბიუჯეტია. ასეთი ქარხნების ქსელის გაკეთება შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე. მთელი ევროპა და განვითარებული ქვეყნები ამ საბურავებს თავად მოგვიტანენ თავისივე ტრანსპორტით და ფულსაც გადაგვიხდიან. ეს ყველაფერი სამ წელიწადში შეიძლება გაკეთდეს. პირველ წელიწადს ერთი ქარხანა აიგება, რომლის სუფთა მოგებაც წელიწადში 120 მილიონი ევროა, შემდეგი ეტაპი, ახალი ქარხნის აგება ჯდება 3,5 მილიონი ევრო, ანუ ერთი წლის მოგებით 40 ასეთი ქარხნის გაკეთება შეიძლება. დასამუშავებელი მასალის მოწოდების პრობლემა არანაირად არ შეიქმნება, რადგან მთელ ევროპაში, ევროკავშირის მონაცემებით, 2 მილიონი ტონა საბურავი გროვდება წელიწადში.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არავინ დაინტერესდა ასეთი მომგებიანი და პერსპექტიული პროექტით აქამდე? გიპასუხებთ. ეს პროექტი ბატონ დავით იაკობაშვილს რომ მისცეთ, რომელიც № 1 ქართველი მილიარდერია რუსეთში, მისი ძირითადი ბიზნესი რძე და რძის პროდუქტებია და მას ეს არ სჭირდება. თუ ავიღებთ ევროპასა და მთელ მსოფლიოს, აქ უკვე ადამიანური ბუნება იწევს წინ. ყველა ადამიანი ყველაფერ ახალს საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდება. ის სახელმწიფოები, რომლებიც სიახლეებს სკეპტიკურად არ ეკიდებიან, არიან კიდეც წინ ტექნოლოგიებში. მე ბევრთან მქონდა საუბარი და ყველა ერთსა და იმავე კითხვას სვამს - კი მაგრამ, თუ ასეთი კარგი ტექნოლოგიაა, რატომ აქამდე არ დაინერგა? ვპასუხობ - იმიტომ, რომ ყველა მაგ შეკითხვას სვამს!
საქართველოში გადასამუშავებელი პროდუქციის ერთი წლის მარაგია, ამაში მარტო საბურავები არ შედის, აქ არის ცელოფნის პარკები, პოლიეთილენის ბოთლები და სხვა მსგავსი მასალები. ერთი ქარხნის პირველი გადამუშავება არის 36 ათასი ტონა. ქარხანა განთავსებულია ღია ცის ქვეშ და სჭირდება ჰექტარნახევარი ფართობი. ტექნოლოგია ექსკლუზიურია. ამ ბიზნესპროექტის დაფინანსება, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, 8 მილიონ ევროს თუ გადააცილებს, რუსეთის ფასებით 12 მილიონ ევრომდეა მისი ღირებულება. ქარხანა გამოუშვებს მსოფლიო ბირჟის საქონელს, არსებობს ლონდონის, დუბაის, ნიუიორკის ბირჟები, რომლებზეც სპეციალური ბიულეტენების მეშვეობით ყოველ ორშაბათს იმართება გაყიდვები. ასე რომ, გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. ძირითადი პროდუქტი ამ ქარხნისა, როგორც აღვნიშნეთ, ტექნიკური ნახშირბადი, მომავალი ცივილიზაციის განვითარების პერსპექტივა კი ნანოტექნოლოგიებია. ამ ნახშირბადიდან დაინტერესებული ორგანიზაციები (ასეთები კი უკვე არსებობენ) მიიღებენ ნანონახშირბადს.
რაც შეეხება წარმოების ტექნიკურ ხაზს, მისი ძირითადი დეტალი არის დასაქუცმაცებელი მანქანა, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი უშვებენ და მილიონნახევარი ევრო ღირს. დანარჩენს ყველაფერს უშვებს უკრაინა, ეს არის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი მინიქარხანა. თუ სადმე არსებობს საქართველოში ასეთი ქარხანა, მაგალითად, ბათუმის ბენზინის გადამამუშავებელი ქარხანა, შეიძლება იქიდან ნაწილები ავიღოთ და ასეთ შემთხვევაში პროექტი 8ის ნაცვლად შეიძლება 4 მილიონი ევროც დაგვიჯდეს. ამ პროექტით არა მხოლოდ კერძო ინვესტორი, სახელმწიფოც შეიძლება დაინტერესდეს. მე ამასთან დაკავშირებით პირადი წერილით მივმართე ბატონ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ვწერ, რომ უკვე მოველაპარაკე იმ ადამიანს, ვინც დაამუშავა აღნიშნული ტექნოლოგია და მისი დანერგვის ექსკლუზიური უფლება მთელ მსოფლიოში მე, ლევან ტაბიძეს, მექნება. წამოვიღე საქართველოში, მაგრამ ვშიშობ, აქედან რამე გამოვიდეს! მე ეს ექსკლუზიური უფლება ამ წლის 31 დეკემბრამდე მაქვს და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 1 იანვრის შემდეგ ამ უფლებას სხვა მიიღებს, რომელიც ამ საწარმოებს ააშენებს.
ჩემი მეორე პროექტი აგრარულ სექტორსა და სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემებს ეხება. არის ერთი ასეთი პიროვნება, პროფესორი გოლუბოვი, რომელიც ვერონას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, პარალელურად კი მისი მეთვალყურეობის ქვეშ იტალიაში შენდება ევროპაში უდიდესი ქარხანა ტოპინანტების წარმოების ხაზით, რომელმაც ყოველგვარი მოკიბვის გარეშე მითხრა: თქვენი, ქართველების, ვერაფერი გავიგე. ნავთობი თქვენ არა გაქვთ, ხეტყე და გაზი, ერთი ხილი გაქვთ და ამით შეგიძლიათ მილიარდერი სახელმწიფო გახდეთ და არაფერს აკეთებთო. გამომიგზავნა ტექნოლოგია, რა შეიძლება მივიღოთ ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გადამუშავებით. წვენებს რომ ვიღებთ, ის თურმე შეიძლება საერთოდ გადავღვარო, მთავარი თურმე ყოფილა ჩენჩო. ამ ნარჩენიდან ღებულობენ მსოფლიო ბირჟების საქონელს - ინულინს, რომელიც ხელოვნური სისხლის ერთერთი კომპონენტია, მეორეა პეპტინი და მესამე - ფრუქტოზაგლუკოზის სიროფი. გარდა ამისა, ხილის გადამუშავებაზე მიიღება „კომბიკორმა“ და მრავალი სხვა სასარგებლო რამ. მე უკვე მოგიყევით, რა დაემართა ამ პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც „ინულინი“ და „ინსულინი“ ვერ გაარჩიეს ერთმანეთისგან. ამ პროექტის თანახმად, საქართველოს პირობებში, ერთ კილოგრამ ნებისმიერ ხილში გლეხს შეგვიძლია გადავუხადოთ ერთი დოლარიდან ზევით. ჩათვალეთ, რომ სოციალური პრობლემა სოფელში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. გლეხს 78 ტონა შემოსავლიანი ხილის ბაღი აქვს, ან კაცმა რომ 10 ტონა ყურძენი ჩააბარა, მას 15 ათასი ლარი რომ მისცე სეზონზე, ის შვილსაც ნორმალურად გაზრდის, საკუთარი მეურნეობაც ექნება და ყველა პრობლემას თავად გადაჭრის. მე არ ვარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ან ეკონომისტი, მოდით, იანგარიშეთ და მიხვდებით, რამხელა პროგრესი იქნება ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით. რაც მთავარია, ამ პროექტებში რისკები ფაქტობრივად არ არსებობს!
ჯემალ ბადაგაძე: - მენტალობაშიცაა საქმე. მაგალითად, ჩინეთში ერთმა კაცმა გადაწყვიტა სამკურნალო ჭიანჭველების მოშენება. გამოვიდა ტელევიზიიით და ხალხს მიმართა, მომიტანეთ ათასათასი დოლარი და ერთი წლის შემდეგ გექნებათ 20002000 დოლარიო. ამ საქმისთვის 100 ათასი დოლარი რომ სჭირდებოდა, 2 მილიონი შეკრიბა, არადა, 100 ათასი სჭირდებოდა წელიწადში, ამ თანხის შესაბამისი ჭიანჭველებიც მოაშენა და გაყიდა, მაგრამ რაკიღა თავიდან შეგროვილი ზედმეტი ფულის წარმოებაში ჩაშვება ერთ წელიწადში ვერ მოასწრო და არც უკან დაუბრუნა ხალხს ეს ფული, ცხადია, ყველამ ვერ მიიღო მისგან დაპირებული 22 ათასი დოლარი, რის გამოც დაიჭირეს და თაღლითობისთვის დახვრიტეს.
ლევან ტაბიძე: - მე ორი ტექნოლოგია ჩამოვიტანე. არსებობს კიდევ უამრავი ინოვაციური ტექნოლოგია (უფრო ძვირადღირებულები), რომლებზეც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიცა პატენტები და წარმატებით მუშაობს. საქართველო შეიძლება გახდეს დენის მომმარაგებელი მსოფლიოსთვის - ეს ნანოტექნოლოგიებითაა შესაძლებელი. რაც შორეული პერსპექტივა სულაც არ არის. რუსეთში, მაგალითად, ჩუბაისს უკვე გამოუყვეს 30 მილიარდი და ასეთი ელექტროსადგურის მშენებლობა მოსკოვის გარეუბანში უკვე დაიწყეს.
იაკობ მესხია: - მსოფლიოში ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა ე.წ. აგფლაცია. ვიცით რა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და ფულის მსყიდველობითი უნარის გაუფასურება. აგფლაცია სასოფლოსამეურნეო პროდუქციაზე ფასების უფრო წინმსწრები ზრდაა, ვიდრე ყველა დანარჩენ არასასურსათო საქონელზე. ეს მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა, ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს - ფასების ზრდა ენერგომატარებლებზე, რკინაზე, ბიორესურსების აქტიური გამოყენება და სხვა. ამერიკამ უკვე 118 ქარხანა ააშენა, საიდანაც ბიოსაწვავს იღებს. ამერიკას თავი გავანებოთ, ისეთმა განუვითარებელმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: ბრაზილია და მექსიკა, 100 ათასობით ჰექტარზე გააშენეს სოფლის მეურნეობის ის კულტურა, საიდანაც ბიოსაწვავი მიიღება. ამაში გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაებნენ, რომლებიც მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი პრობლემა იქნება საზოგადოების სურსათით უზრუნველყოფა. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საკუთარი შიდა რესურსებით მოსახლეობის დაკმაყოფილება და არა იმ პესტიციდებით სავსე რესურსებით, რომლებიც ჩვენ თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.
მეორე, რაზეც თქვენი ყურადღება მინდოდა შემეჩერებინა, გახლავთ ის, რომ არც ისე მარტივადაა მდგომარეობა მსოფლიო გლობალურ დონეზე ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ასეთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო: ალბათ არც ისე შორეულ მომავალში, მსოფლიოში ეკონომიკური წესრიგი კარდინალურად შეიცვლება, მათ შორის ფინანსური წესრიგიც. არ არის გამორიცხული, ამან გამოიწვიოს პოლიტიკური წესრიგის ცვლილებაც მთელ მსოფლიოში, რისი პირველი ნიშნები უკვე გვაქვს. აშშს, როგორც მსოფლიო მბრძანებლის წინააღმდეგ, უკვე გაჩნდა კონცეფციები. მე ძალიან შემაშფოთა ჩინეთში ცოტა ხნის წინათ დასრულებულმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პლენუმმა, რომელზეც დახურული საკითხები იხილებოდა. რაღაც წყაროებით მაინც გამოჟონა იქიდან ინფორმაციამ. ჩინეთი უკვე აშკარად ცდილობს ეკონომიკურად დაუპირისპირდეს აშშს. ამას წინ უძღვოდა ერთი მოვლენა - ორიოდე კვირის წინათ ჩინეთისა და აშშს სამხედრო ურთიერთობა შეწყდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამერიკამ ტაივანს მიაწოდა იარაღი, რაც ჩინეთმა მისი ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფად აღიქვა და ამით დაიწყო ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება. აღნიშნულ პლენუმზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის ოქროს სავალუტო რეზერვები, რომელიც დღეისთვის ტრილიონ 800 მილიარდი დოლარია, ამოიღონ და გაუშვან მიმოქცევაში. თუ ამხელა ფული მსოფლიო ბაზარზე გავა, წარმოიდგინეთ, რა მოუვა დოლარს და მისი, როგორც მსოფლიო ფულის ფუნქცია, როგორ შეირყევა. თქვენ ხედავთ, რომ ევროპა ცდილობს ევრო აქციოს საერთო რეგიონალურ ფულად, აზიაც ფიქრობს თავის რეგიონალურ ფულზე, არავისთვის დასამალი არც ის არის, რომ აფრიკის ძლიერი სახელმწიფოებიც თავიანთ რეგიონალურ ფულზე ფიქრობენ. ისე მიდის მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა, რომ დოლარის, როგორც მსოფლიოში მბრძანებლური ვალუტის, პოზიციები ირყევა, მაგრამ რა შედეგს მისცემს ეს მოვლენები მსოფლიოს, ნეგატიურს, თუ პოზიტიურს, ეს ჯერ არავინ იცის. ჩემი ვარაუდით, ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი გააზრებულად არ მოხდა და კონსენსუსი არ დამყარდა ქვეყნებს შორის, დოლარის შერყევამ შეიძლება მთელი პლანეტის ფინანსები ააფეთქოს.
მე არ მაქვს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შეჯამების პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოსაზრებებს მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს დღევანდელმა დისკუსიამ და რა წინადადებები შეიძლება შევთავაზოთ ხელისუფლებასა და საზოგადოებას.
ჩვენი ერთერთი წინადადება ის უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ გამჭვირვალე გახადოს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, მოახდინოს ფაქტობრივი, რეალური ციფრების ანალიზი, არ დაუმალოს საზოგადოებას, თუ რა სიღრმეზეა ეკონომიკური კრიზისი საქართველოში და გამომდინარე აქედან, კეთილი ინებოს და აუწყოს მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ფორმალურად ეს შეიძლება მოხდეს შემდეგნაირად: მთავრობამ თავისი მოხსენება ქვეყანაში შექმნილი სოციალურეკონომიკური და ფინანსური კრიზისის მდგომარეობაზე გამოიტანოს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, გახადოს ეს საჯარო დისკუსიისა და მსჯელობის საგანი და პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი დადგენილება. ამავე დროს, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ შეიქმნას ძლიერი ჯგუფი (არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და ვიღაცისთვის გუნდრუკის მკმეველი ანგაჟირებული ადამიანების შემადგენლობით), რომელიც შეისწავლის ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და დადებს კონკრეტულ პროგრამას, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ კრიზისის დასაძლევად.
ერთსაც დავამატებ. მსოფლიოს ყველა კრიზისმა დაადასტურა, რომ ბაზარი კრიზისის დამძლევი არ არის. კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას ყველა ქვეყანაში პოულობს მხოლოდ სახელმწიფო. როცა ლიბერალიზაცია ზენორმატიულია, როცა ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ბაზარი უკვე წონასწორობას კარგავს. რაც ახლა მოხდა მთელ მსოფლიოში, ამაში ამერიკაა დამნაშავე და ერთადერთი, რუსეთს რაშიც ვეთანხმები, სწორედ ეს შეფასებაა.
ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე 15 წელიწადია ვერ ისწავლა ბიუჯეტის შედგენა, ერთ უნიჭოს მეორე ცვლის, მეორეს მესამე და ასე დაუსრულებლად, ვერაფრით მოხერხდა, რომ ფინანსთა სამინისტროში დაჯდეს კაცი, რომელიც გაიაზრებს, როგორ დახარჯოს ბიუჯეტის სახსრები ეფექტურად, სახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით. თქვენ ალბათ გახსოვთ, მთავრობის პროგრამაში არის ასეთი ჩანაწერი, ამიერიდან ჩვენი ბიუჯეტი უნდა იყოს პროფიციტული. 2008 წელს ჩვენი პროფიციტი იყო 274 ათასი და დაგვპირდნენ, მალე პროფიციტი მილიონობით იქნებაო. ახლა ყველაფერს ომს მიაწერენ (მოგეხსენებათ, ომი ყველაფერს ჩამოწერს) და 2009 წლის პროექტში პროფიციტის ნაცლად უკვე გაჩნდა 300 მილიონამდე დეფიციტი. თუმცა, ამ დეფიციტის პირობებშიც კი ბიუჯეტში ისეთი პუნქტებია ჩადებული, საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერებს კაცი. ეს პუნქტები შემდეგია: საქართველოს პარლამენტს, რომელსაც მიმდინარე წელს ჰქონდა 39 მილიონიანი დაფინანსება, მომავალ წელს ექნება 44 მილიონი, მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს მან ვერ აითვისა ის ფული, რაც ჰქონდა გამოყოფილი - ჯიპებიც იყიდა, ყველანაირი კომფორტიც შეიქმნა, მაგრამ მაინც... მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი გაუზარდეს და 44 მილიონი გაუხადეს. ასეთივე მდგომარეობაა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელსაც მიმდინარე წელს 12 მილიონი ჰქონდა, მომავალი წლისთვის კი 14 მილიონი ჩაიდო, უფრო კარგად რომ იცხოვრონ. მესამე, კონტროლის პალატაა, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ვხელმძღვანელობდი და ამ სამზარეულოს მაინც ვიცნობ კარგად. კონტროლის პალატაში 700800 კაციდან შტატი 300 კაცამდე შემცირდა და თუ მე 800 კაცისთვის 6 მილიონი მქონდა, ახლა 300 კაცისთვის 14 მილიონიანი ბიუჯეტია გათვალისწინებული. თუ ასეთი მიდგომები არ შეიცვალა, თუ არ მოხერხდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენება, გამომდინარე იმ ფინანსური კრიზისიდან, რაც მთელ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაშიც სახეზეა, არაფერი გამოგვივა.
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეროვნული ბანკი, რომელიც ამ პირობებშიც კი გამყინვარებაშია და არაფრის აზრზე არ არის. ერთადერთი უსწავლიათ სავალუტო ფონდიდან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ფულის მიღების საკითხები და იმის იქით ვეღარაფერს აკეთებენ. ეროვნული ბანკი დღეს მთავრობის ჯიბის ბანკია, რომელსაც არანაირი საკუთარი კონცეფცია და მოქმედების გეგმა არ გააჩნია, არავითარი ძალა არ აქვს, შეეწინააღმდეგოს მთავრობის უგუნურ გადაწყვეტილებებს. ასეთივე დამოკიდებულებაა ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს შორისაც. ასეთი უპრინციპობა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და ალბათ არც არასდროს იქნება. სხვა ქვეყნებში სწორედ ეროვნულ ბანკებზე გადადის ქვეყნის მთელი ფინანსური პოლიტიკა და არა ფინანსთა სამინისტროზე.
ნოდარ ჭითანავა: - დღევანდელი შეხვედრა გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ხშირად უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს, რათა გამოვიმუ შაოთ ერთიანი მიდგომები. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მთავარი ამჟამად საქართველოში ეკონომიკის და პოლიტიკის საერთო კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძვლების შეცვლაა, ოღონდ არის ერთი უმთავრესი მომენტი - თუ საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს ისე. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების ორგანული ნაწილი გახდა. ამიტომ, მისი ბედი და ეკონომიკური განვითარების ვექტორები წყდება არა მხოლოდ საქართველოში, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლით ჯორჯ სოროსს, რომელმაც, როგორც მეცნიერმა, დაასაბუთა, რომ საბაზრო ფუნდამენტალიზმმა და საბაზრო მექანიზმების არასწორად გაგებამ კაცობრიობა მიიყვანა ამ კრიზისულ მდგომარეობამდე და აქედან იგი გამოსავალს ვერ ნახავს, ვიდრე უარს არ იტყვის საბაზრო ფუნდამენტალიზმზე. აქ უკვე დგას ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. მსოფლიო წესრიგი იცვლება. მე შეგახსენებთ ერთს - 1992 წელს რიოდეჟანეიროში მიღებულ იქნა დოკუმენტი 21-ე საუკუნის შესახებ, რომლის მე6 პუნქტშიც სასწაული რამ ჩაიწერა - თუ კაცობრიობა არ შეცვლის ეკონომიკური ცხოვრების დღევანდელ მოდელს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები განვითარებული გახადა, იგი უცილობელი დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეს კაპიტალიზმის სიკვდილს ნიშნავს. აქ დღეს ცოტა ღიმილით იყო ლაპარაკი სოციალიზმზე. სოციალიზმი ქართველებს კი არ მოუგონიათ, დაიბადა ადამიანი და გაჩნდა სოციალური თანასწორობის პრინციპიც. ქართველებს ეს ჯერ კიდევ მე12 საუკუნეში ჰქონდათ - „ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ იცოდეს“, აი, როგორი სოციალური სახელმწიფო ჰქონდა საქართველოს მე-12 საუკუნეში, თუ ამაზეა საუბარი. დაპირისპირების ორი მთავარი ღერძი იყო გასული საუკუნის 80იანი წლების მსოფლიოში - „აღმოსავლეთდასავლეთი“ და „ჩრდილოეთსამხრეთი“. ჩრდილოეთსამხრეთი გადის ეკონომიკის სიბრტყეზე, ეს არის მდიდრებისა და ღარიბების დაპირისპირება. ექსპერტთა მტკიცებით, ატომურ ბომბზე უარესია სიღარიბე, სიღატაკე, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს თანამდევია და რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ამის მოგვარებას სულ სხვა მექანიზმები სჭირდება.
მე ვუბრუნდები სათქმელს - რა გავაკეთოთ? ჩვენ აქ ჩვენი სათქმელი ვთქვით, ჩემი გამოცდილების კაცი არ ვტყუვდები იმაში, რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამით რადიკალურად ვერაფერს შევცვლით. მე ერთს გთავაზობთ - ვიდრე ეროვნული ეკონომიკის აღდგენით ღონისძიებებში, პროგრამული, მიზნობრივი მიდგომა არ იქნება გამოყენებული, საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან ვერ გამოვა! აქ ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი - რესურსი, დრო, მიმდინარეობის ხანგრძლივობა და ეტაპები. სხვა მიდგომები მე პირადად არ გამაჩნია.
ზაურ ნაჭყებია: - ჩვენ შევეცადეთ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურეკონომიკური პროცესების, ტენდენციებისა და ზოგადად, კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარი შეხედულებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა ის უმწვავესი რეალობა, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. შეფასებებთან ერთად ხელისუფლებას მიეწოდა გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები. ღრმად მწამს აღნიშნულის გათვალისწინება, ყოველ შემთხვევაში, ხელს შეუწყობს არსებულ პრობლემათა შერბილებას მაინც.
დიახ, თითოეული ჩვენგანის პათოსი იქითკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს ეროვნული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი. ვფიქრობ, „მრგვალი მაგიდის“ მონაწილენი მზად არიან გააგრძელონ კვალიფიციური საუბრები კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და თავისებურებებზე.
აქედან გამომდინარე, ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ თავის მხრივ შეეცდება კვლავაც შეუწყოს ხელი საზოგადოების ფართო მასების მონაწილეობას ამ პრობლემების განხილვაში და მკითხველებს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ უახლოეს მომავალში ჩავატაროთ სამეცნიეროპრაქტიკული კონფერენცია ქვეყნის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებზე.
![]() |
3 ტურბულენტობა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემაში |
▲back to top |
იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
უკანასკნელი მონაცემებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები ადასტურებენ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იზრდება კორუფციის მასშტაბები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სუსტდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვაზე ზედამხედველობა, სრულყოფილად ვერ ხერხდება სათანადო მონიტორინგი საერთაშორისო ფულად ნაკადებზე, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი კრიმინალური ხასიათისაა.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ რაც უფრო მაღალია მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხი, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით დაბალია კორუფციის დონე და პირიქით, თუმცა, დღევანდელ პირობებში ეს დებულება სულ უფრო სადისკუსიო ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სრულიად საწინააღმდეგო სურათი იკვეთება. ამის მაგალითებია განვითარებულ ქვეყნებში ფინანსური და საბანკო აფიორების ზრდა, კრიმინალური ფულის გარეცხვის ახალი ფორმებისა და მეთოდების გავრცელება და ა.შ. სულ ახლახანს აშშს ხელისუფლებამ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა ბანკირთა იმ ჯგუფს, რომელთა მოქმედებებმა განაპირობეს იპოთეკური კრიზისი, რომელიც შემდგომ საყოველთაო საბანკო კრიზისში გადაიზარდა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.
ზემოხსენებულ კანონდარღვევებში არც საქართველოა გამონაკლისი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო კორუფციის კრიტერიუმით აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების გვერდით სახელდებოდა. პოსტრევოლუციურმა ხელისუფლებამ, მისი საქმიანობის საწყის ეტაპზე, საკმაოდ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და რომ შემდგომ ეტაპებზე ამ მიმართულებით ძალისხმევა არ შემცირებულიყო, შედეგები ალბათ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა. სამწუხაროდ, მიღწეულით თვითკმაყოფილებამ და სახელმწიფო მოხელეთა მიმართ არაერთგვაროვანი სტანდარტებით მიდგომამ კორუფციის შინაარსი ძირეულად შეცვალა და მან მეტწილად ელიტარულაფიორული სახე მიიღო. ეს უკანასკნელი ძირითადად ვლინდება სახელმწიფო მენეჯმენტის უმაღლეს და საშუალო რგოლებში, ხოლო ქვედა რგოლში, შედარებით შეზღუდულია, თუმცა კორუფცია აქაც ხშირია და განსხვავებით ზედა რგოლებისაგან, საკმაოდ აჟიტირებულია. ჩემის აზრით, სახელისუფლებო სტრუქტურების ე.წ. „გუნდური წესით“ დაკომპლექტებამ და ამის შედეგად ურთიერთმომთხოვნელობისა და პრინციპულობის უგულვებელყოფამ, მაამებლურმა ჩინოვნიკურმა ერთგულებამ, რბილი სკამის დაკარგვის საფრთხემ უკანა პლანზე დასწია სახელმწიფოებრივი მიდგომა ფინანსური რესურსების მართვაში და ჩამოყალიბდა ტურბულენტური (ცარიელი, ქაოტური) მდგომარეობა ქვეყნის სახელმწიფო საფინანსო სისტემაში.
ფინანსური წესრიგის დამყარების ერთერთ უმნიშვნელოვანეს და ჯერჯერობით შეუცვლელ ინსტიტუტს წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის კანონიერების და სახელმწიფო ქონების ეფექტიანად გამოყენების მაკონტროლებელი ორგანო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად იწოდება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მას კონტროლის პალატა ჰქვია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიუროკრატია ყოველთვის საწინააღმდეგოდაა განწყობილი გარე ფინანსური კონტროლის მიმართ. ყოველთვის ცდილობს მისი კომპეტენციის სფეროს შეზღუდვას და დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას. ამიტომაც, სახელმწიფო ფინანსურ მაკონტროლებელ ორგანოს ხშირად (თუ არა ყოველთვის) უწევს ბრძოლა, რათა ხელში აიღოს კონტროლის ფუნქცია, რაც მას ხელისუფლების მიმართ აკადემიური ოპოზიციის როლში აყენებს. ასეა თუ ისე, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული ფინანსური კონტროლის როლი სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებაში, ამიტომაც ყოველმხრივ ცდილობს ამ ინსტიტუტისადმი მაქსიმალურ მხარდაჭერას და თანადგომას, მისი ავტორიტეტის ამაღლებას და დამოუკიდებლობის ხარისხის გაფართოებას.
საქართველოში ჯერჯერობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლი დეკორატიული ხასიათისაა, რადგან წინა პერიოდში, კონტროლის პალატის მცდელობა ამ სფეროში მიეღწია მაქსიმალური კონტროლის დამყარებისთვის, მისი მარცხით დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ეტაპზე სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სფეროში თავი იჩინა ტურბულენტობამ, ქაოსმა და გაურკვევლობამ, რაც ცხადია არ ემთხვევა საზოგადოებრივ დაკვეთას.
უდაოა, რომ საზოგადოებას აინტერესებს სად, რისთვის და რამდენად მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯავენ ჩინოვნიკები სახელმწიფო სახსრებს, რამდენად კანონიერად ახდენენ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. მაგრამ, მათი დიდი ნაწილის სამოქალაქო აქტიურობა სუსტია და ვერ იკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას. საზოგადოების ნაწილი კი, მათ შორის, ცალკეული ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის წარმომადგენლები, არ კმაყოფილდებიან მხოლოდ მარტივი ცნობისმოყვარეობით და სურთ რეალურად გაერკვენ, თუ როგორ მართავს სახელმწიფო საზოგადოებრივ რესურსებს, რამდენად ეფექტიანად ხარჯავს იგი სახელმწიფო სახსრებს. ასეთი მიდგომა კი საზოგადოების თვითორგანიზაციის უფრო მაღალი დონეა და იგი დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნიშანია. თუ საქართველოში მართლაც იქმნება სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანა დაადგა დემოკრატიზაციის გზას, მაშინ სახელმწიფოში არ უნდა იყოს ისეთი დახურული ზონა, რომელიც თავისი სურვილისამებრ გადაწყვეტს მიეწოდოს თუ არა ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო სახსრების ხარჯვის შესახებ. ცნობილია, რომ გარე ფინანსური კონტროლი არის სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ინფორმაციული ასიმეტრიის შემცირების ქმედითი ინსტრუმენტი და იმაზედ, თუ რამდენად გამართულად და ობიექტურად საქმიანობს მაკონტროლებელი ორგანო, ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფო აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება.
სამწუხაროდ, ბიუროკრატის (ჩინოვნიკის) შინაგანი ფილოსოფია ისეთნაირადაა ფორმირებული, რომ იგი არაა დაინტერესებული სახელმწიფო რესურსების ეკონომიაში. პირიქით, დაუსაბუთებელი, ძვირადღირებული და გაურკვეველი, უმიზნო ხასიათის პროექტების (რომელიც ბლომადაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში) მიღება ჩინოვნიკს აძლევს პირადი გამდიდრების საშუალებას. ამ კუთხით სუსტი და წლების განმავლობაში ტურბულენტობაში მყოფი მაკონტროლებელი ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას უქმნის ხელსაყრელ პირობებს კანონდარღვევისთვის, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ სახელმწიფოში დემოკრატიულობის ხარისხის შესუსტებისა და საქმიანობის ეფექტიანობის შემცირებისკენ. მოკლედ, რომ ვთქვათ, ასეთ პირობებში სახელმწიფო მოხელეები თავიანთ საქმიანობას მიიჩნევენ ბიზნესის სახესხვაობად. სამწუხაროდ, საქართველოში ამის უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება.
რა თქმა უნდა, განვლილი 15 წელიწადი არც ისე დიდი დროა სრულფასოვანი ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ავტორიტარული და სამართლებრივი ნიჰილიზმის დიდი ტრადიცია ჰქონდა. მაგრამ, ეს დრო ნამდვილად საკმარისია იმისათვის, რომ გამოვლენილიყო ის შეცდომები, წინააღმდეგობები და იმედგაცრუებები, რაც დაგროვდა გარდამავალი პერიოდის ფინანსური კონტროლის სისტემაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ქვეყნის უმაღლეს ფინანსურ მაკონტროლებელ ორგანოს ორგანიზაციულ და მეთოდურ ჭრილში ბევრი პროგრესული რამ გააკეთეს. თუმცა, მშვიდობიანმა რევოლუციამ, რომლის ერთერთი მთავარი სლოგანი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება და ქვეყანაში სრული ფინანსური წესრიგის დამყარება, ახალი ამოცანები დასახა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს წინაშე. მოხდა ისე, რომ განსხვავებით სამთავრობო სტრუქტურებისაგან, საქართველოს კონტროლის პალატა დაკომპლექტდა არათინეიჯერი, გამოცდილი, პატიოსანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რამაც გულწრფელი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და კმაყოფილება გამოიწვია.
ამ ჯგუფის მიერ წამოწყებული პალატის რეფორმირების მთავარი ლაიტმოტივი იყო მისი ახალ პარადიგმაზე აყვანა, საკონტროლო საქმიანობის ძირეული ტრანსფორმაცია და სახელმწიფო საანგარიშო პალატის ჩამოყალიბება, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული (მათ შორის, ყველა პოსტსოციალისტურ და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში). ამ რთული და მტკივნეული ცვლილებების განსახორციელებლად მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის ტექნიკური დახმარების პროექტის (GTZ), აგრეთვე, უცხოეთის დონორი ქვეყნების ხელშეწყობით და მხარდაჭერით შემუშავდა შესაბამისი სარეფორმო პროგრამა, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2009 წლის პირველ ნახევარში. ამ პროგრამის თითქმის 80 პროცენტი დროულად და წარმატებით შესრულდა. შემუშავდა ახალი კანონპროექტი საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ და 2006 წელს გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, განხორციელდა პალატის ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, გატარდა ღონისძიებები საფინანსოეკონომიკური ხასიათის სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით, დასასრულს მიუახლოვდა შემოწმების მეთოდიკის შემუშავება, რომელიც ერთერთი ჩამორჩენილი უბანი იყო საკონტროლო საქმიანობაში, რადიკალურად შეიცვალა პალატის რეგლამენტი, გაიზარდა პალატის პრეზიდიუმის ავტორიტეტი, მომთხოვნელობა და პრინციპულობა, შემუშავდა უამრავი მეთოდიკა ანალიტიკურსაკონტროლო სფეროებში, დაიწყო სამუშაოები კომპიუტერულინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, გაღრმავდა და განმტკიცდა კავშირები დონორ ორგანიზაციებთან, უცხოეთის მაკონტროლებელ სტრუქტურებთან. დამკვიდრდა უცხოელების მონაწილეობით ერთობლივი რევიზიების ჩატარების პრაქტიკა, ყოველწლიურად პალატის კონტროლიორების სტაჟირება უცხოეთის ანალოგიურ სტრუქტურებში, ამაღლდა რევიზიაშემოწმებების აქტების ხარისხი, გაუმჯობესდა მათი განხილვის ტექნოლოგია, გაიზარდა მომთხოვნელობა და პრინციპულობა საკონტროლო საქმიანობაში, შემცირდა რევიზიების ჩატარების ხანგრძლივობა, რის შედეგადაც ყოველწლიურად შემოწმებულ საბიუჯეტო ობიექტთა რაოდენობამ 500600 ერთეულს მიაღწია, მოწესრიგდა პალატის შიდა „სამზარეულო“ (ანგარიშგება, საქმიანი ქაღალდების მოძრაობა, ინფორმაციის საჯაროობა და ა.შ.), ჩამოყალიბდა სერტიფიცირებულ აუდიტორბუღალტერთა მომზადების სამწლიანი კურსები, სადაც ჩაირიცხა 300მდე კონტროლიორი. ამ მიზნით მსოფლიო ბანკმა გამოყო 2 მილიონამდე დოლარი. სწორედ ამ კურსდამთავრებულებს უნდა გაეგრძელებინათ აუდიტორული საქმიანობა და ახალ საანგარიშო პალატაში, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო რეფორმირების საბოლოო ეტაპზე.
რეფორმების კვალდაკვალ პალატას ერთი საათითაც კი არ შეუწყვეტია თავისი ძირითადი საკონტროლო საქმიანობა. ყოველწლიურად გეგმით გათვალისწინებულ რევიზიაშემოწმებათა რიცხვმა 300 საკითხს გადააჭარბა, რაც 600700 ობიექტს მოიცავდა. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი არაგეგმიურ შემოწმებათა რაოდენობა. რევიზიაშემოწმებათა შედეგები სისტემატურად უმკაცრესი განხილვის საგანი იყო პალატის პრეზიდიუმის სხდომებზე, რომელიც ყოველკვირეულად (ზოგჯერ კვირაში 23 ჯერ) ტარდებოდა. მას წინ უძღოდა აგრეთვე ამ საკითხის წინა ოპერაციულ თათბირებზე განხილვა. ჩატარებული რევიზიაშემოწმებების შედეგად თითქმის ყველა შემოწმებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში გამოვლინდა უკანონო ხარჯები, არამიზნობრივი ხარჯები, ფულადმატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, კანონდარღვევები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში და ა.შ. სამართალდამცავ ორგანოებში ყოველწლიურად სამართლებრივი რეაგირებისთვის იგზავნებოდა 200250 რევიზია - შემოწმების მასალა, რომლის საფუძველზე ათეულობით პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ასევე გადაყენებულ იქნა სამსახურიდან უამრავი ხელმძღვანელი მუშაკი, სახელმწიფო ხაზინას დაუბრუნდა ათეულ მილიონობით ლარი, დამყარდა წესრიგი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის სფეროში. ძირითადი კანონდარღვევების შესახებ ასეულობით მიწერილობა გაეგზავნა საბიუჯეტო დაწესებულებებს, რომელთა შესრულებაზე პალატის პრეზიდიუმს მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული.
სამწუხაროდ, პალატის აქტიური ძალისხმევა ქვეყანაში ფინანსური წესრიგის დახმარების მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ არ ან ვერ იქნა დანახული. პირიქით, პალატა მისგან გარკვეულ გაუცხოებასაც კი გრძნობდა. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტს მხარი დაეჭირა პალატის საქმიანობისადმი, იყო საპირისპირო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი პირადი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, პარლამენტარის პროტესტის დაცვას საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა სახელდახელოდ ორგანიზებულ სხდომებზე. უფრო მეტიც, ზოგიერთი გახმაურებული რევიზიაშემოწმების შედეგების შეფასება პარლამენტის მიერ ხდებოდა ორმაგი სტანდარტებით, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ხელმძღვანელ მუშაკთან როგორი პირადი დამოკიდებულება იყო ჩამოყალიბებული.
რა თქმა უნდა, წარსულის ანალიზს და შეფასებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი ობიექტურად იქნება აღქმული და ხელს შეუწყობს მომავალში საქმიანობის სრულყოფას. სწორედ ამ კუთხით მინდა ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონტროლის პალატის რეფორმირება უმოკლეს დროში უნდა დამთავრდეს და იგი „მუსკულური“ ძველი საბჭოური პერიოდის რევიზიის ფორმიდან უნდა გადავიდეს შემოწმების თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყნებში საყოველთაოდ გამოყენებულ ახალ აუდიტორული შემოწმების ფორმაზე. ამისათვის კი საჭიროა დაჩქარდეს სერტიფიცირებულ აუდიტორბუღალტერთა მომზადება და კონტროლის პალატის ტრანსფორმაცია საანგარიშო პალატად, სადაც დასაქმებული იქნება არა დღეისათვის მანიპულირებით შენარჩუნებული და ზრდის ტენდენციით გამოხატული ასეულობით კონტროლიორი, არამედ მსგავსად სხვა ქვეყნებისა 100-დან 200-მდე თანამშრომელი (აზერბაიჯანში 130-ია, სომხეთში - 100-მდე). თანაც უნდა დაინერგოს არაკამერალური (კაბინეტური) შემოწმების ფორმა, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამოგზავნილი შიდა აუდიტორული დასკვნების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში კამერალური შემოწმების ჩატარებას. სწორედ ამ თემას უკავშირდება პალატის ქ. ქუთაისში გადატანის საკითხი. ცალკეულ პოლიტიკოსთა და სპეციალისტთა მიერ გამოითქვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ თითქოს პალატის ქუთაისში გადატანა გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას იმ მოტივით, რომ შესამოწმებელი ობიექტების უმეტესობა ქ. თბილისშია განლაგებული. ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რადგან რეფორმირებულ პალატას ძირითადად მოუწევს მუშაობა ელექტრონული სისტემით მიღებულ აუდიტორულ დასკვნებზე, ხოლო კამერალური შემოწმებები უმნიშვნელო ადგილს დაიკავებს მის საქმიანობაში. გამომდინარე აქედან, რეფორმირებული პალატის გეოგრაფიულ მდებარეობას არა აქვს მნიშვნელობა. ამის მაგალითები უამრავია უცხოეთის ქვეყნებში. თუ პალატის რეფორმირება არ მოხდება, სასურველია იგი დარჩეს მის დღევანდელ ადგილზე;
მეორე, მთავარი ამოცანა მდგომარეობს ბრმა, თვითშემოქმედებითი რევიზიაშემოწმებებიდან ორგანიზებულნორმატიული მეთოდოლოგიით შემოწმებაზე გადასვლაში. ამ მიმართულებით პალატაში სერიოზული სამუშაოები იქნა ჩატარებული, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია, არ იქნა სათანადო ტემპით გაგრძელებული. კონტროლიორის მიერ ნორმატიული ჩარჩოს გარეშე საკუთარი ამბიციებით საბიუჯეტო დაწესებულების შემოწმება იწვევს კორუფციას და შეუძლებელს ხდის მის კანონიერ მოქმედებაზე ზედამხედველობას. აღნიშნული მეთოდოლოგიამეთოდიკის შემუშავება მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებზე მინდობით დაუშვებელია, მისი შემუშავება შეეძლებათ მხოლოდ მაღალი კლასის ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც კარგად იცნობენ ადგილობრივი ეკონომიკის ლაბირინთებს და ქართველ ჩინოვნიკთა მაქინაციების ფორმებსა და მეთოდებს. ეს სამუშაო თავისი შინაარსით სუფთა ეკონომიკურფინანსური ხასიათისაა;
მესამე, კონტროლის პალატამ, ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტთან ერთად უმოკლეს დროში უნდა დანერგოს ეფექტიანობის აუდიტის პრაქტიკა, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა მსოფლიოს ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნაში.
ეფექტიანობის აუდიტი, როგორც სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთერთი მნიშვნელოვანი მეთოდი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ეფექტიანობის მიუღწევლობის ხელისშემშლელი ფაქტები (დარღვევები), აგრეთვე მათი გამომწვევი მიზეზები, შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები მათი დროული აღმოფხვრისათვის. ამ მეთოდის გამოყენებისთვის საჭიროა მთელი რიგი მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული წინასწარი სამუშაოების ჩატარება როგორც საბიუჯეტო, ასევე საკონტროლო მოწყობის სფეროებში. ამ მხრივ საქართველო ჯერჯერობით დეკლარირების დონეზეა და ამ სფეროებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დონით თუ ვიმსჯელებთ, პერსპექტივა უთუოდ არასახარბიელოა.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომი კური ზრდის დაჩქარებულმა ტემპებმა, რომელიც ძირითადად განპირობებულია არა სახელმწიფო მენეჯმენტის მაღალი ხარისხით, არამედ საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვნად გააჯანსაღა სახელმწიფო ხაზინა. თუმცა, ამის პარალელურად გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების განაწილების დაგეგმვაში უსაფუძვლო ხელგაშლილობა და ცალკეულ შემთხვევებში, მათი წარმართვა არა ქვეყნის წინაშე მდგარი პირველი რიგის, გადაუდებელი ამოცანების გადასაჭრელად, არამედ ჩინოვნიკთა ჯგუფების პირადი ამბიციებისა და პიარკამპანიების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფო სახსრების მართვაში კონსტიტუციური მიდგომა მოითხოვს ორიენტაციას საბოლოო შედეგების მიღებისაკენ, თანაც ისეთი ხარისხიანი შედეგებისა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტს დროებით მაინც გაათავისუფლებს ხარჯების გაწევისაგან. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში წლიდან წლამდე ერთი და იგივე პრობლემები ფიქსირდება და ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები მათ დასაძლევად, ხოლო პრობლემა, პრობლემად რჩება. ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებით შესაძლებელია დადგინდეს თუ რამდენად კანონიერი და ეფექტიანია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: შეჯიბრებები ფეშენებელური კაბინეტების მოწყობაში, სამსახურებრივი და პერსონალური მანქანების შეძენაში, სატელეფონო საუბრების განუსაზღვრელად დაფინანსებაში, პერსონალური ლიფტების მშენებლობასა თუ დაცვის ესკორტით თავმოწონებაში. საუბარი იმაზე, რომ ეს „შეღავათები“ გაიცემა იმიტომ, რომ გადაიფაროს ჩინოვნიკთა დაბალი ხელფასები, სრულიად უსაფუძვლო და არასწორია. არც ისაა სწორი, თითქოს ამით ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
მეოთხე, კონტროლის პალატამ და ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს დროში უნდა უზრუნველყონ კანონით მათდამი დაკისრებული შიდა აუდიტის მეთოდიკის შემუშავება. ეს სამუშაო დღეისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, არაპროფესიონალიზმისა თუ უპასუხისმგებლობის გამო, იგი მივიწყებულ იქნა. ვიდრე ეს სამუშაო არ შესრულდება და საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ დაინერგება შიდა აუდიტის სისტემა, საკონტროლო საქმიანობის რეფორმირება მხოლოდ ფანტაზიად დარჩება;
მეხუთე, საკანონმდებლო დონეზე აუცილებელ დარეგულირებას საჭიროებს ადგილობრივ ბიუჯეტებზე ზედამხედველობის საკითხი. სამწუხაროდ, ამ სფეროში სრული ქაოსი და უწესრიგობაა. კანონის თანახმად, კონტროლის პალატას უფლება აქვს გააკონტროლოს მხოლოდ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერით გაცემული თანხები, რაც ტექნოლოგიურად შეუძლებელი ხდება იმ მოტივით, რომ ამა თუ იმ ობიექტზე ან ღონისძიებაზე ერთობლივად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დახარჯული თანხების გამოცალკევება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ თანხებშია, აგრეთვე არეული უცხოური გრანტებით და სხვა სახის დახმარებებით მიღებული სახსრები. უფრო მეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკმაოდ იოლად აღწევენ სამთავრობო გადაწყვეტილების მიღებას თანხების ხარჯვაზე ერთ პირთან მოლაპარაკებით, რაც, ჩემი ვარაუდით, დიდი კორუფციული საფრთხის შემცველია;
მეექვსე, საქართველოს პარლამენტმა ძირეულად უნდა შეცვალოს ადრე დამკვიდრებული არაეფექტური, ზედაპირული მიდგომები პალატის საქმიანობისადმი და იზრუნოს მისი ავტორიტეტისა და რეიტინგის ამაღლებაზე. წარსულ პერიოდში უამრავი მაგალითებია პარლამენტის ზოგიერთი წევრების მხრიდან პალატისადმი მბრძანებლური დამოკიდებულებისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პალატის საქმიანობის შემოწმება საპარლამენტო კომისიის მიერ ყოვლად უსაფუძვლო და არაეფექტურია. მით უმეტეს, რომ პალატის შემმოწმებელ ყოველწლიურ საპარლამენტო კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ადგენდა, ჩართული იყო ისეთი პარლამენტარები, რომელთა კვალიფიკაცია ღიმილის მომგვრელია და ცხადია ისინი ვერც დასვამდნენ კვალიფიციურ კითხვებს, რომ არა საბიუჯეტო ოფისისა და კომიტეტის მრავალრიცხოვანი სპეციალისტების დამხმარე ჯგუფი, რომლებიც გაცილებით კომპეტენტურები არიან პარლამენტარებთან შედარებით, მაგრამ არა ფინანსური კონტროლის სფეროში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ფინანსური მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობა კომპლექსურად არც ერთი ორგანოს მიერ არ მოწმდება, გარდა კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებული შემთხვევისა. დამოუკიდებელი აუდიტორული სამსახურის მიერ მოწმდება მხოლოდ მისი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. საქართველოშიც, არც ერთი სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობა კომპლექსურად არ მოწმდება, გარდა კონტროლის პალატისა, მხოლოდ კონტროლის პალატა ამოწმებს მათი ფინანსური საქმიანობის კანონიერებას. ყოველივე ეს იწვევს პალატაში მუშაობის შეფერხებას, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო კომისია (რომელიც ხშირად საგამოძიებო კომისიად მოიხსენიებოდა პრესაში) ყოველწლიურად 6 თვის განმავლობაში ერთსა და იმავე დოკუმენტს 56ჯერ გამოითხოვდა ხოლმე და კომისიის მრავალ უცოდინარ წევრთა უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემისათვის დრო და ენერგია იკარგებოდა. დასამალი როდია, რომ საპარლამენტო კომისიაში წევრობაზე მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა და მან 2007 წელს 15 პარლამენტარამდე მიაღწია. თითქმის ყველას საკუთარი პირადი ინტერესები ჰქონდა.
საპარლამენტო კომისიის საქმიანობის არაეფექტურობა იქიდანაც ჩანს, რომ პირველ ექვს თვეში (იანვარივნისი) შემოწმების შედეგებს პარლამენტი იხილავს წლის დასასრულს, რის გამოც, შეუძლებელია მისაღები შენიშვნების გათვალისწინებაც კი. გამომდინარე აქედან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარლამენტის მხრიდან პალატის საქმიანობის კომპლექსური შემოწმება უაზროა, არაეფექტიანია და ეწინააღმდეგება პალატის დამოუკიდებლობის პრინციპს. როგორც ჩანს, მოსაძებნია პარლამენტისა და პალატის საქმიანი ურთიერთობის ახალი ფორმა, მაგალითად, მნიშვნელოვანი რევიზიაშემოწმებების ერთობლივად, პალატის პრეზიდიუმისა და პარლამენტის კომიტეტებში განხილვა და სხვა;
მეშვიდე, ლიმას დეკლარაციით აღიარებული პალატის დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, მის ფინანსურ დამოუკიდებლობას. დაუშვებელია, რომ პალატის მიერ ბიუჯეტიდან დასაბუთებულად გამოთხოვილი თანხა მთავრობასა და პარლამენტს შორის ხელის გადაგრეხვის საგნად იქცეს. არადა, ამის მაგალითები მრავლად იყო წინა პე რიოდში. მაგალითად, 2006 წლის პალატის დაფინანსებაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება მთავრობამ უარყო, ხოლო პარლამენტმა მსუბუქი პროტესტიც კი არ გამოხატა, რაც მაშინდელი პალატის პრინციპული საქმიანობისადმი მხარდაჭერის უქონლობით იყო გამოწვეული. მაგრამ, არც ისაა დასაშვები, რომ პალატა, რომელიც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას ამოწმებს, თვითონ შედიოდეს მთავრობაში გაბერილი თანხის მოთხოვნით, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში აქვს ადგილი. სახელმწიფო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის მაგალითს კონტროლის პალატა უნდა იძლეოდეს.
დასამალი როდია, რომ 2ჯერ შემცირებული პალატა, წინა პერიოდთან შედარებით 2ჯერ მეტ დაფინანსებას იღებს და მის მიერ უაზრო და არაეფექტიანი ხარჯვის მაგალითები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი;
მერვე, პალატის რეფორმირება და მისი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება შეუძლებელია მაღალკვალიფიციური, პრინციპული და პატიოსანი კადრების გარეშე. „ცნობადი სახეებით“ პალატის დაკომპლექტება არანაირ სასურველ შედეგს არ მოგვცემს. აქ მთავარი კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, პატიოსნება, პრინციპულობა და აპოლიტიკურობა. ყველა ქვეყანაში პალატის საქმიანობა მთავრობის პროტესტს იწვევს, თუმცა, ეს არ ხდება საკადრო დევნის საფუძველი, რასაც სამწუხაროდ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჰქონდა ადგილი. უფრო მეტიც, უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში (იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) საკონტროლო ორგანოებიდან გათავისუფლებული პირები მაქსიმალურად აგრძელებენ საქმიანობას საპატიო პრეზიდენტის, კონსულტანტის და მრჩევლის რანგში. ეს იმითაა გაპირობებული, რომ საკონტროლო საქმიანობა ურთულესი ტექნოლოგიაა და მის ლაბირინთებში გარკვევისთვის ათეული წლებია საჭირო. პალატის დაკომპლექტებაში უპირველესი მთავარი კრიტერიუმია ეკონომიკურ სფეროში გამოცდილება, ეკონომიკური თეორიის და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა, რადგან ფინანსური კონტროლი თავისი შინაარსით ეკონომიკური კატეგორიაა. საკონტროლო საქმიანობა სამეცნიეროპრაქტიკული ხასიათის სამუშაოა და მისი წარმართვა შეუძლიათ სათანადო მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს და არა გუნდური პრინციპით შერჩეულ კვალიფიკაციის ამაღლებას დაქვემდებარებულ ნაცნობმეგობრებს;
მეცხრე, საქართველოს პარლამენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ კონტროლის პალატა კანონის თანახმად, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არა მისადმი დაქვემდებარებული. სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტს ერთმანეთში აერია „დაქვემდებარებულობა“ და „ანგარიშვალდებულება“. ამის გამო, ადგილი ჰქონდა ცალკეული პარლამენტარების მხრიდან პირადი ბიზნესსაქმეების მოგვარების მიზნით პალატის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას. პალატა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. არადა, ზოგიერთ პარლამენტრს თავისი „გენიოსობის“ ანგაჟირებისთვის არაერთხელ მოუხსენებია უსაფუძვლოდ პალატის საქმიანობა ჰარიჰარალად, რაც პარლამენტმა მომავალში არ უნდა დაუშვას. პარლამენტის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე ქვეყანაში ფინანსური წესრიგის დამყარება ფაქტობრივად შეუძლებელია;
მეათე, კონტროლის პალატის საქმიანობა არანაირ სასურველ შედეგს არ მოგვცემს, თუ კვლავაც გაგრძელდება სახელმწიფო მოხელეთა ბიზნესსაქმიანობა, თუ არ იქნება აღდგენილი ანტიმონოპოლიური სამსახური, თუ მთავრობა არ დაამყარებს წესრიგს საბიუჯეტო სახსრების საკონკურსი წესით ხარჯვაში და არ შეწყდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხარჯების გაწევის პრაქტიკა.
განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტისაგან, რომელსაც თითქოსდა ბევრი კითხვები ჰქონდა დაგროვილი პალატის საქმიანობის მიმართ და რომლის გამოსწორების მიზნით მისი ხელმძღვანელობა „უფრო გამოცდილი“ და „კვალიფიციური“ კადრებით შეცვალა, დღეს საზოგადოებას და ამ საქმეში ღრმად გარკვეულ პროფესიონალთა ჯგუფს უამრავი შეკითხვები დაუგროვდა ქვეყნის ფინანსური კონტროლის ტურბულენტურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. რამდენადაც პალატის ხელმძღვანელობა სულ ახლახან შეიცვალა, ალბათ უნდა დაველოდოთ გარკვეულ დროს, რათა უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცეთ. ერთი კი უდავოდ ცხადია, დღევანდელ ეტაპზე სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის, მიზნობრიობის, კანონიერებისა და ეფექტიანობის შესახებ სრული ინფორმაციული ვაკუუმია. ასეთივე მდგომარეობაა სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და პრივატიზაციის საქმეშიც. ამიტომ, სარეფორმო სამუშაოების განხორციელების პარალელურად კონტროლის პალატამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს საფინანსოეკონომიკური საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
მე არა ვარ პესიმისტი და მიმაჩნია, რომ ფინანსური კონტროლის სფეროში დაწყებული უკუქცევის პროცესი შეჩერდება, დაიძლევა ტურბულენტური მდგომარეობა, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ რეფორმირების პროცესი არ წარიმართა სწორად, საქმის ცოდნით და დროში გაიწელა, სახელმწიფო რესურსების ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლი ჩაიკარგება „ორთქმავლის საყვირივით“.
![]() |
4 მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა საქართველოს საბანკო სექტორზე |
▲back to top |
ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი
მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისები არაერთხელ მომხდარა. ბოლო პერიოდში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა გასული საუკუნის 70იან წლებში. მაშინ ამერიკის, ევროპისა და აზიის რიგი ქვეყნების ეკონომიკებმა ღრმა დეპრესია განიცადეს და მის დაძლევას ათ წელზე მეტი დასჭირდა. დღევანდელ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკას კვლავ დაუდგა ურთულესი პერიოდი გლობალური ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური რეცესია.
არსებობს ორი ძირითადი მოსაზრება თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზთა შესახებ. პირველი: აშშ-ში განვითარებული იპოთეკური კრიზისი; მეორე: მნიშვნელოვანი სხვაობები კომპანიათა რენტაბელობისა და კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ აშკარაა კრიზისს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ს ფინანსურ სისტემაში, რომლის პრობლემებიც დომინოს ეფექტით გავრცელდა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. თავდაპირველად კრიზისი გამოვლინდა ძირითადად ფინანსურ სექტორში, მაგრამ იგი თანდათანობით გავრცელდა მთელს ეკონომიკაზე. აშკარად იკვეთება რეცესიული პროცესები ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებში.
ფაქტობრივი მდგომარეობა რთული და შემაშფოთებელია. დღეისათვის გაკოტრებულია მსოფლიოს ოცამდე უმსხვილესი ბანკი და კიდევ 120 დგას გაკოტრების პირას. გადახდისუუნარონი გახდნენ აშშს უმსხვილესი ბანკები LLehman Brothers, National City, Wachovia, Merill Lynch, Morgan Stanley, ბელგიურნიდერლანდური ბანკი Fortis, გერმანული - Hypo Real Estate, ბრიტანული - Northen Rock, Royal Bank of Scotland, Bradford & Bingley, ფრანგულბელგიური ფინანსური ჯგუფი Dexia და სხვა მრავალი ბანკი, იპოთეკური სააგენტო და სადაზღვევო კომპანია. ზოგი მათგანი გაკოტრდა ან გაიყიდა, ზოგიც კი ნაციონალიზირებულ იქნა.
მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ბირჟის ყოველდღიური საქმიანობა იწყება და მთავრდება აქციების კურსის რეკორდული დაცემით, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეცესიას, ანუ ეკონომიკურ ვარდნას, პირველ რიგში, აშშ-ში, რომელზეც მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების 22%25 მოდის. ეკონომიკისა და წარმოების ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი შენელება აღინიშნება ასევე ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთსა და ინდოეთში. ეკონომიკური ვარდნა, უპირველეს ყოვლისა, აისახა ნავთობის ფასზე. რეცესიის შედეგად მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც მოჰყვა მასზე ფასის ვარდნაც. ჯაჭვური რეაქციით კრიზისმა უბიძგა ინფლაციას ზრდისაკენ. დღეისათვის მან აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში, აგრეთვე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.
საკრედიტო კრიზისი აშშ-ში გამოიწვია, პირველ რიგში, იპოთეკასთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდების გაუფასურებამ. ეს მოხდა იმის გამო, რომ საფინანსოსაკრედიტო დაწესებულებებმა გასცეს ძალიან დიდი ოდენობის კრედიტები არასაიმედო მსესხებლებზე. ხოლო, როდესაც ფასებმა უძრავ ქონებაზე შეწყვიტეს ზრდა, მსესხებლებს გაუჭირდათ ვალების რეფინანსირება თავისი საკუთრების გირაოში ხელახალი ჩადების ხარჯზე. აშშ-ს მსგავსი სიტუაცია ჩამოყალიბდა, აგრეთვე ევროპის საბანკო სისტემებშიც. საკრედიტო კრიზისის შედეგად ბანკების ხელთ არსებული ლიკვიდობის მოცულობა მკვეთრად შემცირდა ბაზრების შემცირების გამო. ამის შედეგად არსებითად იკლო ბანკების ურთიერთდაკრედიტებამაც. ამავე პერიოდში, როდესაც ლონდონის ბანკთაშორისი დაკრედიტების განაკვეთი LIBOR-ის სიდიდე გაიზარდა თითქმის ორჯერ (6.44%25-მდე), რაც აშკარად მიანიშნებს წარმოქმნილ სიძნელეებზე ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შორის ურთიერთდაფინანსებაში, შედარებით ნაკლებად მდგრადმა ბანკებმა ვეღარ შეძლეს გადახდების სათანადოდ უზრუნველყოფა თავისი ვალდებულებების მი ხედვით, და, შესაბამისად, დაიწყო ბანკების, მათ შორის, უმსხვილესი საკრედიტო დაწესებულებების, გაკოტრების პროცესი. სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობებმა განახორციელეს რიგი მონეტარულინექციური ღონისძიებები, რათა არ დაეშვათ პროცესის გაღრმავება, რომელსაც შეეძლო საბანკო სექტორის და, შესაბამისად, მთელი ფინანსური სისტემის მოშლა.
ლიკვიდურობის გლობალური კრიზისის პირობებში პრაქტიკულად ერთადერთი ქმედითი ღონისძიება არის მთავრობის მხრიდან ბანკებისათვის ფინანსური დახმარება, რომელიც ძირითადად ორი განსხვავებული მოდელით ხორციელდება: ბრიტანული - კაპიტალის ინექციები, ანუ ბანკების ფაქტობრივი ნაწილობრივი ნაციონალიზაცია და შვედური - მთავრობის მიერ ბანკების ვალდებულებებზე გარანტიების გაცემა. 2008 წლის 8 ოქტომბერს აშშს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ინგლისის ბანკმა, ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა, ასევე კანადის, შვეიცარიისა და შვეციის ცენტრალურმა ბანკებმა ერთდროულად დასწიეს საბაზისო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით. მეორე დღეს კი აზიის რამდენიმე ცენტრალურმა ბანკმაც ევროპის და ამერიკის მაგალითზე იგივე მოიმოქმედა. ამერიკისა და ევროპის უმსხვილესი ბანკების გაკოტრების შედეგად მოსალოდნელი საბანკო პანიკის თავიდან ასაცილებლად მთავრობებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ანაბრებზე სახელმწიფოს გარანტიები, რამაც, როგორც მოსალოდნელია, მასობრივი ხასიათი არ უნდა მისცეს ბანკებიდან ფულის გადინებას.
არსებობს საკმაოდ მაღალი საფრთხე, რომ მსოფლიო საბანკო სისტემაში მიმდინარე კრიზისული პროცესები აისახოს საქართველოს საბანკო სექტორზეც. ამ საფრთხის წინაპირობები არ წარმოქმნილა ერთბაშად, იგი თანდათანობით გროვდებოდა უკანასკნელ წლებში საქართველოს საბანკო სექტორში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად. მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოუმზადებელად და ნაჩქარევად გაწევრიანდა, დაიწყო კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის ლიბერალიზაციის პროცესი და, გამომდინარე აქედან, გზა გაეხსნა ტრანსსასაზღვრო კაპიტალის შემოდინებას განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოს განვითარებად ეკონომიკაში, რომელსაც დადებითთან ერთად თან ახლდა მთელი რიგი ნეგატიური შედეგები.
საქართველოს სინამდვილეში კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის ლიბერალიზაცია გულისხმობს ქვეყნის საზღვრის გავლით კაპიტალის მოძრაობაზე ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნას, რაც ნიშნავს სხვადასხვა ფინანსური ნაკადების, პირველ რიგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პორტფელური ინვესტიციების (მათ შორის კაპიტალში მონაწილეობის ინსტრუმენტების) და ქვეყანაში საბანკო სესხების შეუფერხებლად შემოსვლას, რომელთა საერთო დამახასიათებელი ნიშანია უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ საქართველოში რეზიდენტი ეკონომიკური ერთეულების კაპიტალში მონაწილეობა, ანუ აქციების შეძენა ან საკუთარი კაპიტალით საკრედიტო დაწესებულებების გახსნა.
თეორიულად ტრანსსასაზღვრო კაპიტალის შემოდინების და გადინების ნაკადების ზრდას ხელი უნდა შეეწყო გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის. კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის ლიბერალიზაციამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს კაპიტალის გლობალური გადანაწილება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. ამ პროცესმა თითოეულ მათგანს უნდა მოუტანოს გარკვეული მოგება, ერთი მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დანაზოგებიდან მოგების ნორმის ზრდისა, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლების, უმუშევრობის დონის შემცირებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სახით.
როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, თეორიული მოლოდინისაგან განსხვავებით ფაქტობრივი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფმა საქართველოს ბაზარმა ვერ შეძლო ეფექტურად გამოეყენებინა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებისადმი წვდომის საშუალება. პირიქით, თავი იჩინა საბანკო კრიზისმა, რომელიც დააჩქარა საქართველორუსეთს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ. როგორც ჩანს, საქართველოში დაწყებული საბანკო კრიზისი გარკვეულწილად დაკავშირებულია მოსახლეობის შემოსავლების დონისა და მოხმარების დონის დაცემასთან. დღევანდელ ეტაპზე საქართველოს წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებისადმი არამყარი, ეპიზოდური ხასიათისაა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნის მაღალი ტემპებით განვითარების პირობებში საერთაშორისო ინვესტორები მზად არიან გაზარდონ დაკრედიტება, ხოლო რთულ, კრიზისულ ვითარებაში ისინი უკან იხევენ, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყანაში მაკროეკონომიკური რყევების ამპლიტუდას.
კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის უკონტროლო გახსნის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით მძიმდება ფიქსირებული სავალუტო კურსის რეჟიმისა და დაუბალანსებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ისეთი არაოპტიმალური საგადასახადოსაბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, რომელიც მიმართულია ჭარბი საგარეო ნასესხობების დაგროვებისაკენ. სათანადო პირობების შექმნის გარეშე კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის ნაჩქარევად გახსნამ წარმოქმნა სერიოზული პრობლემები ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით. საქართველოს სუსტად რეგულირებად საბანკო სექტორში და კაპიტალის განუვითარებელი, დამახინჯებული შიდა ბაზრების პირობებში შემოსული უცხოური კაპიტალი გადანაწილდა არაეფექტურად და, შესაბამისად, შექმნა სხვადასხვა სახის საფრთხეები. რა თქმა უნდა, ლიბერალიზაციის პროცესის ხანგრძლივი დროით ხელოვნური შეკავება არაეფექტურია და მიზანშეუწონელი, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა განვითარებადმა ქვეყანამ, რომლებმაც სათანადო პირობების წინასწარ მომზადების შემდეგ ეტაპობრივად გახსნეს კაპიტალთან ოპერაციების ანგარიში, მიაღწიეს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებსა და მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან ამაღლებას.
კაპიტალთან ოპერაციების ანგარიშის ლიბერალიზაციის ერთერთი თვალსაჩინო შედეგია ბოლო წლებში საქართველოს საბანკო სექტორში უცხოური კაპიტალის თავისუფალი შემოსვლა შვილობილი ბანკებისა და ფილიალების ფორმით. ესენი არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი კაპიტალი. სათავო ბანკის იურიდიული პასუხისმგებლობა შვილობილი ბანკის ვალდებულებებზე შემოიფარგლება მისი წილის სიდიდით შვილობილი ბანკის კაპიტალში. ფილიალი, შვილობილი ბანკისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და სათავო ბანკი პასუხს აგებს მის ვალდებულებებზე მთელი თავისი ქონებით. ეს პრინციპული განსხვავება უცხოური ბანკების შვილობილი ბანკებისა და ფილიალების სტატუსში ატარებს არა მარტო ფორმალურიურიდიულ ხასიათს, არამედ აისახება მათ საბაზრო შინაარსშიც. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მრავალი მაგალითი იმისა, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკებიც კი თავს არიდებდნენ გადახდისუუნარო შვილობილი ბანკების გაკოტრებისაგან დაცვას. ნიშანდობლივია, რომ საკუთარი რისკების შემცირების მიზნით ზოგიერთი მსხვილი ბანკი აფართოებს თავის საერთაშორისო ქსელს სხვა ქვეყნებში სწორედ შვილობილი კომპანიების და არა ფილიალების გახსნით. პასუხი კი კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა სათავო კომპანია შვილობილი კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, დაეხმარება მას თუ არა ფინანსურად, ყოველთვის ღიად რჩება.
მართალია, სათავო ბანკის მიერ შვილობილი ბანკისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთის ქვეყნებში განიხილავენ როგორც საუკეთესო საბაზრო პრაქტიკის მაგალითს, როგორც ქცევის ერთგვარ ნორმას, რომლის დაუცველობა „საპატიო მიზეზების“ გარეშე არაეთიკურ მოქმედებად მიიჩნევა. შვილობილი ბანკისათვის „საპატიო მიზეზებით“ დახმარების გაუწევლობა დასაშვებია, მაგალითად, თვით სათავო ბანკში წარმოქმნილი ფინანსური სიძნელეების შედეგად, ანუ როდესაც არსებობს ალტერნატივა „მარტო გადარჩენასა“ ან შვილობილთან ერთად გაკოტრებას შორის, ანდა ფორსმაჟორული, საგანგებო გარემოებები, რომლებმაც გამოიწვიეს შვილობილი ბანკის გადახდისუუნარობა, მაგალითად, შვილობილი ბანკის ადგილმდებარეობის ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებები, რომლის დროსაც ნებისმიერი ფინანსური დახმარება უაზრო და არაეფექტურია.
ბანკების ფილიალებისა და შვილობილი დაწესებულებების სამართლებრივ სტატუსში განსხვავება ვლინდება პირიქითაც, როდესაც ფინანსურ სიძნელეებს განიცდის არა ფილიალი ან შვილობილი ბანკი, არამედ მათი სათავო ბანკი. შეიძლება სათავო ბანკმა დაკარგოს გადახდისუნარიანობა (რაც დაკავშირებული არ იქნება საქართველოში განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან), ხოლო მისი შვილობილი ბანკი კი გადაურჩეს გაკოტრებას, ვინაიდან იგი პასუხს არ აგებს სათავო ბანკის ვალდებულებებზე. რაც შეეხება ფილიალს, იგი სათავო ბანკის გაკოტრების შემთხვევაში ვერ გადარჩება, ვინაიდან ფილიალს აკისრია საერთო პასუხისმგებლობა სათავო ბანკის ვალდებულებებზე.
საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს 21 კომერციული ბანკი. აქედან 14 უცხოური ბანკებისა და კომპანიების შვილობილებია, ხოლო 2 - ფილიალი. უცხოური კაპიტალის მონაწილეობა საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ დიდია და შეადგენს მისი მთლიანი კაპიტალის 73%25. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არსებული შვილობილი ბანკების მფლობელები არიან არა მარტო უცხოური ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები, არამედ აგრეთვე, გაურკვეველი წარმოშობის და საქმიანობის ორგანიზაციები, რომელთა მეტი წილი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში. სწორედ ეს არის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი შედეგი გადაჭარბებული ლიბერალიზაციისა, როდესაც საბანკო საქმეში გამოცდილების არმქონე საეჭვო რეპუტაციის ფირმა შემოდის საქართველოს საბანკო სექტორში მხოლოდ იმ იმედით, რომ ადგილზე იპოვის საბანკო საქმის პროფესიონალებს თავისი მენეჯმენტის განსახორციელებლად. ასეთი ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საბანკო ზედამხედველობის ინსტიტუტი გაუმართავი და სუსტია, იგი არ პასუხობს არც საბანკო სექტორის ეფექტური განვითარების მოთხოვნებს და არც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
შედარებით სტაბილურად და საიმედოდ გამოიყურებიან ის შვილობილი ბანკები, რომელთა მფლობელებია უცხოური მსხვილი, მაღალი კაპიტალიზაციისა და რეიტინგის მქონე ბანკები. სათავო ბანკიდან უფრო იაფი და შედარებით გრძელვადიანი უცხოური საკრედიტო რესურსების გაადვილებული წესით მიღება მათ შვილობილ ბანკებს აყენებს უფრო მომგებიან მდგომარეობაში ადგილობრივი კაპიტალით შექმნილ ბანკებთან შედარებით, რითაც ირღვევა თანაბარი კონკურენციის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტურ საბაზისო პრინციპს ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისათვის. საქართველოში უცხოური ბანკების უკონტროლო შემოსვლის შედეგია ის, რომ საბანკო ოპერაციების მეტი წილი კონცენტრირებულია სწორედ მათ ხელში. ისინი გადამწყვეტ გავლენას ახდენენ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ცხოვრებაზე, თუმცა გაურკვეველია, თუ რამდენად შეესაბამება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას. უფრო მეტიც, გადაწყვეტილება კრედიტების გაცემის შესახებ, შესაძლოა, მიიღება უპირატესად უცხოელი კლიენტის და სათავო ბანკის აქციონერთა ინტერესებიდან გამომდინარე, რითაც იზღუდება კრედიტების გაცემა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.
ასეთ პირობებში გამორიცხული არ არის, რომ საქართველომ დროთა განმავლობაში თითქმის მთლიანად დაკარგოს კონტროლი ეროვნულ საბანკო სექტორზე და, შესაბამისად, ეკონომიკაზეც. დღეს უკვე აშკარაა, რომ სათანადო დონეზე საბანკო მხარდაჭერას მოკლებულია ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებები - რეალური სექტორი, საშუალო და მცირე სამეწარმეო ბიზნესი. პრობლემები აქვს მსხვილ სამეწარმეო ბიზნესსაც, რის გამოც იზრდება უმუშევრობა, ეცემა ცხოვრების დონე და უცხოეთში გადის სამუშაო ძალა. ფინანსური კრიზისის პირობებში სწორედ საქართველოში ფუნქციონირებადი უცხოური შვილობილი ბანკები წარმოადგენენ ყველაზე არამდგრად და მაღალი საფრთხის შემცველ სუბიექტებს, ვინაიდან მათმა სათავო ბანკებმა საკუთარი რისკების შემცირებისა და დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით შესაძლოა, შეწყვიტონ საქმიანობა საქართველოში და მყისიერად უკან გამოითხოვონ საკრედიტო რესურსები და ინვესტიციები. ეს უკანასკნელი კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს მთლიანად ქვეყანაში საბანკო სექტორის კრიზისის გაღრმავებას, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ კოლაფსამდე.
დღეისათვის საბანკო სექტორი განიცდის ლიკვიდურობის კრიზისს. მარტივად რომ ვთქვათ, ბანკებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საოპერაციო სახსრები. ასეთი ვითარება გამოწვეულია, ერთი მხრივ, უცხოეთიდან საკრედიტო რესურსების ნაკადების მოცულობის შემცირებით და მათზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, დიდი ოდენობით საეჭვო ხარისხის მქონე კრედიტების გაცემით. ჯერჯერობით კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სექტორში მხოლოდ დამატებითი ფულის ინექციებით. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბანკებს შორის ურთიერთ ნდობას. საქმე იმაშია, რომ დღეს არც ერთი ბანკი არ ენდობა თავიანთი კოლეგების ფინანსურ მდგომარეობას, ამიტომაც ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარი პრაქტიკულად უმოქმედოა. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ბევრი საშუალო და წვრილი ბანკი დახმარების სახით ვერ მიიღებს სახელმწიფოსაგან საკმარისი ოდენობის ფულად რესურსებს. არსებობს დიდი ალბათობაც, რომ ეროვნული ბანკის ინექციების დიდი ნაწილი გავა საქართველოდან, ვინაიდან დგება უცხოური კრედიტების დაბრუნების დრო. მთელ საბანკო სექტორში ეს თანხა შეადგენს 1.5 მლრდ. ლარზე მეტის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში. ვერც ქვეყნის შიდა კრიზისების გამოცდილებამ და ვერც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ ბანკირებს ვერ ასწავლა, რომ მსუყე და ზეჭარბი შემოსავლების პერიოდი ადრე თუ გვიან მთავრდება.
დღეს საქართველოს საბანკო სისტემაში უკიდურესად რთული ვითარება შეიქმნა. საკრედიტო განაკვეთები დღითიდღე იზრდება, მკაცრდება მოთხოვნები მსესხებლების მიმართ, იზღუდება იპოთეკური და ავტოკრედიტის გაცემა, ბანკები ცდილობენ დაკრედიტებას იმ სეგმენტებზე, სადაც ამას ფონდირების საშუალება იძლევა. კრიზისული სიტუაციის პირისპირ მდგომმა ბანკებმა, პირველ რიგში, დაიწყეს დროის მცირე მონაკვეთზე დაბალშემოსავლიანი პროდუქტების (იპოთეკა და ავტოდაკრედიტება), შეზღუდვა და აქცენტს აკეთებენ უფრო რენტაბელურ პროდუქტებზე. ამ ეტაპზე ისინი უპირატესობას ანიჭებენ მაღალხარისხიან მსესხებლებს, თუმცა შეინიშნება კრედიტის გაცემაზე უარის თქმის ფაქტები იმ შემთხვევაშიც, როდესაც მსესხებელი აკმაყოფილებს ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ მოთხოვნებს.
შექმნილ რთულ პირობებში ბანკები ცდილობენ, როგორმე გამოასწორონ ლიკვიდობის უკმარისობის შედეგად შერყეული თავიანთი ფინანსური მდგომარეობა, იძულებული ხდებიან გამოიყენონ თვითგადარჩენის ისეთი ზომები, როგორიცაა: საცალო პროგრამების შემცირება და კრედიტების გაცემის სტანდარტული პროგრამების გამკაცრება, ასევე სახსრების დაზოგვა რეკლამისა და თანამშრომლების ხელფასების ხარჯებზე, ფულის გაცემის ვადების გაზრდა და სადეპოზიტო და საკრედიტო ბარათებით ოპერაციების შეზღუდვა. ბანკები ნებისმიერი გზით ცდილობენ შეინარჩუნონ ლიკვიდურობა და ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდით მოიზიდონ მოსახლეობის დანაზოგები.
ლიკვიდურობის პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული ბანკის მიერ გადახდისუნარიანობის დაკარგვასთან. თეორიულად ბანკი ხდება გადახდისუუნარო, როდესაც მისი კაპიტალი მცირდება ნულამდე (ამერიკაში ამის საზომია ე.წ. კუკის კოეფიციენტი, რომლის 2%25-იანი სიდიდე ფაქტიურად ბანკის გადახდისუუნარობის ნიშანია). თუმცა, ეს მხოლოდ თეორიულად, ხოლო პრაქტიკაში ასე ყოველთვის არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკის კაპიტალი შემცირებულია დაუბრუნებელი კრედიტების მოცულობით და განიცდის ყოველდღიურ ზარალს, ბანკი მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას იმ იმედით, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. კრიზისში მყოფი ფინანსური ინსტიტუტების გადახდისუნარიანობის შენარჩუნების ილუზიას ქმნის სესხებიდან მიღებული ზარალის „სამომავლოდ გადადების“ პოლიტიკა, როდესაც აქტივები აღირიცხება საბალანსო ღირებულებით მაშინაც კი, როდესაც მათი საბაზრო ღირებულება ბევრად უფრო დაბალია, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მევალეების მიერ სესხების დაუბრუნებ ლობის მაღალ ალბათობასთან. ამ აქტივების ღირებულება ბანკებს რეალურ ღირებულებამდე რომ შეემცირებინათ, სააქციო კაპიტალის დანაკარგები გაიზრდებოდა ჩამოწერის სიდიდეზე. რიგ შემთხვევაში ეს გამოიწვევდა სააქციო კაპიტალის განულებას ან ნულზე დაბლა დაწევას. ვალების გადადების ასეთი პოლიტიკა მეტწილად ორიენტირებულია ინფლაციის მოლოდინზე, რომელსაც შეუძლია გარკვეულწილად აანაზღაუროს დანაკარგები სესხების ვადაში დაუბრუნებლობის შედეგად, მაგრამ ეს არის მყიფე და ვირტუალური იმედი და ახლო მომავალში უპერსპექტივოა.
თეორიულად დასაშვებია, რომ საბანკო კრიზისი გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საბანკო სექტორში არსებულ თაღლითობასთან. 2008 წლის შემოდგომაზე აშშ-ს ფედერალური დაზვერვის სააგენტომ დაიწყო ფედერალური მასშტაბის იპოთეკური სააგენტოების Fannie Mae da Freddie Mac, გაკოტრებული Lehman Brothers და სადაზღვევო კომპანიის American International Group (AIG) საქმიანობის გამოძიება. ასევე მათი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ უმსხვილესი საკრედიტო ინსტიტუტები: Bear Stearns, Merrill Lynch da Deutsche Bank.
დღეისათვის საბანკო სექტორებს თითქმის ყველა ქვეყანაში ანალოგიური პრობლემები გააჩნიათ. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ქვეყნის უნარსა და შესაძლებლობაში დაეხმაროს საბანკო სექტორს კრიზისის დაძლევაში. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბანკების გადარჩენის მიზნით მათ შესთავაზა პრივილეგიური აქციების გამოსყიდვა, ანუ ბანკების ნაწილობრივი ნაციონალიზაცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სულ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ შეამცირა მსოფლიოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით 2008 წელს (3.9%25-მდე 4.1%25 მაგიერ) და 0.9 პროცენტული პუნქტით 2009 წელს (3.0%25-მდე 3.9%25 მაგიერ). ასევე შეამცირა პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისათვის. გამონაკლისია მისი ძირითადი აქციონერი ქვეყანა აშშ, სადაც მან დააპროგნოზა მშპს 1.3%25-იანი ზრდა წლის ბოლომდე, ხოლო 2009 წელს კლება 0.1%25-ის დონეზე.
რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი გვერდს ვერ აუვლის საქართველოს. მისი გამოძახილი საკმაოდ მკვეთრად იგრძნობა როგორც მშპს ზრდის ტემპის ვარდნაში, ასევე მოხმარების სტრუქტურის შეცვლაში, მოზიდული ინვესტიციების და პროდუქციის გამოშვების მოცულობის შემცირებაში, უმუშევრობის ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემაში.
ამასთან, ყველაზე მთავარი და იმავდროულად ძალზე რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ელოდება საქართველოს საბანკო სექტორს გრძელვადიან პერიოდში. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორი პრაქტიკულად მთლიანადაა დამოკიდებული უცხოური ქვეყნების საბანკო სექტორზე, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყურადღებით ადევნოს თვალი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და მიიღოს დროული და ადეკვატური ზომები საქართველოში კრიზისული მოვლენების შესარბილებლად.
РЕФЕРАТ
ВЛИЯНИЕ МИРОВОГО ФИНАНСОВОГО КРИЗИСА
НА БАНКОВСКИЙ СЕКТОР ГРУЗИИ
Лия Элиава
Эксперт, финансист
Глобальный финансовый кризис затронул не только ипотечный бизнес, но и целиком банковский сектор ряда стран мира. Многие банки, а так же и крупнейшие транснациональные финансовые учреждения, потеряли ликвидность и стали объектом срочной финансовой помощи со стороны правительств своих стран. Мировой финансовый кризис не обошел стороной и банковский сектор Грузии. Поскольку в капитале всего банковского сектора Грузии доля иностранных дочерних банков и филиалов составляет более 70%25, резко возрос риск их неплатежеспособности вследствии возможной утраты головными иностранными банками устойчивости и заинтересованности содержать дочерние банки в Грузии. Результатом этих возможных процессов может стать крах национальной банковской системы и коллапс всей экономики Грузии. Кроме того, на данный момент банковский сектор Грузии испытывает острую нехватку внешних займов для финансирования внутренних кредитов, вследствии чего значительно сократился внутренний кредитный рынок, увеличились ставки кредитования и ужесточились условия их выдачи. Все это в ближайшем будущем негативно скажется на перспективе экономического роста страны.
![]() |
5 მართული დემოკრატიის სიმპტომები |
▲back to top |
ილნარ გორელიშვილი
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ წამყვანი რედაქტორი
„თუკი ოდესმე გაუმჯობესდება კაცობრიობის მდგომარეობა, ფილოსოფოსები, თეოლოგები, კანონმდებლები, პოლიტიკოსები და მორალისტები აღმოაჩენენ, რომ პრესის რეგულირება არის ყველაზე რთული, სახიფათო და მნიშვნელოვანი იმ საკითხთა შორის, რაც კი ოდესმე მათ გადაუწყვეტიათ“, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა ეს სიტყვები 1815 წლის 11 თებერვალს დაწერა.
გამოუყენებელი თავისუფლება
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი საქართველომ მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 24 ივნისს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლიდან თაროზე შემოდებული ეს კანონპროექტი საკმაოდ კარგ კანონად იქცა, საქართველოში მისი ამოქმედების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ხელისუფლების მიერ ფართოდ ანონსირებულმა და კარგად გაპიარებულმა მთავარმა სახარებისეულმა ლოზუნგმა ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია ეს საკმაოდ ლიბერალური და პროგრესული კანონი გამოუყენებელ თავისუფლებად გვიქცია. ქართულ მედიაში სასწრაფოდ ამოქმედდა თვითგადარჩენის ინსტინქტი. ჩვენს არცთუ ისე ფართო მედიასივრცეს შემორჩენილმა ტელევიზიებმა და გაზეთებმა თვითცენზურის მექანიზმი ჩართეს, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ცეკვათამაშსა და სიცილხარხარზე ორიენტირებული ქართული ტელევიზია იმ ცუდ ტრაგიკომიკურ თეატრს დაემსგავსა, რომლის მაყურებელმაც აღარ იცის, იმიტომ იცინოს სიმწრით, სატირლად რომ გვაქვს საქმე თუ იმიტომ, ყველამ რომ არ იცის, საქმე რომ ასე ცუდად არის (?!)
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურად ადგენს სიტყვის თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველომ 2007 წელს 66ე ადგილი დაიკავა. ჩვენზე წინ არიან არაბეთის გაერთიანებული ემირატები და სალვადორი. ნიშანდობლივია, რომ ამ ცხრილში რუსეთს 144ე, აშშს კი მხოლოდ 48ე ადგილი უჭირავს...
თუმცა, მოდით, ცოტა უფრო წინ გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა მდომარეობა იყო საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რამდენად სარწმუნოა გასული წლის 66ე ადგილი იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლიდან დღემდე ჩვენში თითქმის ყველა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ შეწყვიტა ფუნქციონირება.
2004 წელს საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსით 94-ე ადგილზე აღმოჩნდა. 95ე ტაჯიკეთი იყო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ინდექსის მიხედვით, რევოლუციამდე საქართველოს 73-ე ადგილი ეჭირა, 2004-ში კი ეს პოზიცია ბურუნდიმ და მონგოლეთმა დაიკავა. დემოკრატიული რევოლუციის საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ვარდების ქართული რევოლუციისთვის ეს 21 საფეხურიანი ვარდნა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო. როგორც ჩანს, იმ დროს რევოლუციური ეიფორიიდან ვერგამოსული ხელისუფლება ამ ვარდნაში მხოლოდ ფრენის ილოზორულ, სასიამოვნო ეფექტს შეიგრძნობდა და არა იმ საშიშროებებს, რასაც მართვის ავტორიტარული რეჟიმისაკენ სვლა ჰქვია. არადა, როგორც თავად სააკაშვილმაც არაერთგზის აღნიშნა, „ჯინი ბოთლიდანაა გამოშვებული“ და მას უკან ვეღარავინ ჩააბრუნებს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართული მედია, რომელმაც სწორედ რევოლუციამდე და მისი მიმდინარეობისას შეიგრძნო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამ შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებაზე უარის თქმას აღარ აპირებდა...
„მოდარაჯე ნაგაზი“, თუ ფინია ლეკვი?
თუმცა, სწორედ ამ შესაძლებლობების ნათლად დანახვა გახდა მიზეზი იმისა, რომ რაც უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობდა ხელისუფლება სიტყვისა და გამოხატვის უპრეცედენტოდ გაფართოებულ თავისუფლებაზე, ჟურნალისტებისთვის მით უფრო ძნელი ხდებოდა მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება. საქართველოში უკვე რევოლუციის შემდგომ პირველივე პერიოდში შეინიშნებოდა, რომ მედია „მოდარაჯე ნაგაზიდან“ იმ ფინია ლეკვად ქცეულიყო, თავისივე ყეფა რომ აფრთხობს და შეშინებული, პატრონს ეფარება. პატრონები კი, სამწუხაროდ, ის ფულიანი ბიძიები იყვნენ, რომლებმაც სიმდიდრე გაურკვეველ პირობებსა და გარემოებებში დააგროვეს და აქედან გამომდინარე, ძალიანაც ეშინოდათ იმ ხელისუფლებისა, რომლის მთავარი იდეოლოგიაც შანტაჟსა და ჩასაფრებაზე გადიოდა. მოკლედ, ხელისუფლებას მათზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტები ჰქონდა და ეს, ძირითადად, ელექტრონულ მედიას ეხებოდა. რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, ხელისუფლებისთვის ის, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც.
მცირე ექსკურსი უახლოეს პოსტრევოლუციურ წარსულში:
გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის უძრაობის ხანის გამოკვეთილი ფიგურა, ყველა სახელისუფლებო ვნებანაგემნი და ცთუნებაძლეული ვანო ჩხარტიშვილი (რომლის ლანძღვაგინებაზეც, ფაქტობრივად, ააგო კიდეც თავისი წინასაარჩევნო პროგრამა დღევანდელმა პრეზიდენტმა), რევოლუციიდან რამდენიმე დღეში ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი აღმოჩნდა(?!) მაშინ ხელისუფლებამ მშვენივრად შეირგო მისგან ცისფერი ეკრანიდან მისთვის მიძღვნილი დითირამბები. მაგრამ, მიუხედავად კონტროლის მაღალი ხარისხისა და საკუთარი ბიზნესის გადარჩენაზე გამალებული ზრუნვისა, ჩხარტიშვილს ეთერში მაინც „გაეპარა“ თავისუფალი ჟურნალისტური აზრი. შედეგი სასწრაფოდ დახურული თოქშოუ და უმუშევრად დარჩენილი ერთერთი კარგი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. მეორე სახელი, რომელიც ტელეკომპანია „მზესთანაა“ დაკავშირებული, დავით ბეჟუაშვილია, ასევე გაურკვევლად და უგზოუკვლოდ გამდიდრებული წინა ხელისუფლების პირობებში. თუმცა, ჩხარტიშვილსგან განსხვავებით, იგი მაშინ ე.წ. „რეფორმატორების გუნდის“, ანუ დღევანდელი ხელისუფლების სამეგობროში შედიოდა. იმასაც ამბობდნენ, წყნარი ოკეანის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმებიდან შემოსული თანხები მხოლოდ უცხოურ ბანკებში გახსნილ მის პირად ანგარიშებზე როდი ხვდებოდა... ჰოდა, სავსებით ლოგიკურია, რომ „მზე“ ახალ რეალობაში უკვე ბეჟუაშვილისა და ახალი ხელისუფლებისთვის ანათებდა და ჩხარტიშვილს უკვე აღარ წვავდა. ნათელი გახდა, რომ დღევანდელი პრეზიდენტის მიერ ერთ დროს ოლიგარქად შერაცხული ჩხარტიშვილის ზვარაკი ხელისუფლების მიერ, საბოლოოდ, შეწირული იყო. დღეს კი შევნიშნავთ, რომ „მზე“ ფაქტობრივად გასართობ არხად იქცა და მასზე საინფორმაციო გადაცემები კარგა ხანია აღარ გადის..
მეორე ე. წ. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“ გახლდათ, რომლის მეპატრონის გათამამების შემთხვევაშიც არა მხოლოდ მისი ფინანსები, პირადი თავისუფლებაც კი დადგებოდა საფრთხის ქვეშ. ამიტომაც იყო, ბადრი პატარკაციშვილი უშურველად რომ დებდა თანხებს „ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში“ და დროდადრო არც პრეზიდენტისთვის ფეიერვერკების მოწყობა ავიწყდებოდა. ისიც გასაგები იყო, რომ მის მიერ დაარსებული მედიაჰოლდინგიდან მხოლოდ ტელევიზია და რადიო რომ იყო შემორჩენილი - ჟურნალისტთა კომპაქტური რაოდენობის კონტროლი ხომ გაცილებით იოლია. მიუხედავად ამისა, პატარკაციშვილს პირველი „იაღლიში“ მაშინ მოუვიდა, როცა 2005 წლის აპრილის თვეში ფინანსური პოლიციის მაშინდელ შეფზე (დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე) დავით კეზერაშვილზე, „დროების“ მიერ წინასწარ ანონსირებული სიუჟეტი (რომელშიც კეზერაშვილის მიერ ავტომანქანების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის „ჩაწყობასა“ და ამასთან დაკავშირებით მის მიერ კერძო ფირმასთან დადებულ უკანონო გარიგებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი) მართალია დაბლოკა, მაგრამ ამ სიუჟეტის გაუსვლელობის გამო „დროების“
წამყვანმა გადაცემის შემდეგ მაინც მოუბოდიშა საზოგადოებას, თავად პატარკაციშვილმა კი „პატიოსნად“ განმარტა, ფინანსური პოლიციის შეფის მაკომპრომეტირებელი სიუჟეტის შეჩერება დამოუკიდებლად, ხელისუფლების დირექტივის გარეშე გადავწყვიტეო. მაშინ მას ეს მცირედი გადაცდომა აპატიეს. თუმცა, რა მოხდა შემდეგ და როგორ შეიწირა შიდა და გარე პოლიტიკურმა ინტრიგებმა „იმედი“ და თავად მისი მეპატრონე, ეს არათუ საქართველომ, მთელმა მსოფლიომ იცის. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს „იმედი“, ერთი იუმორისტული თოქშოუს წამყვანისა არ იყოს, „იმედიანად და კორექტულად აქებს ხელისუფლებას“.
ხელისუფლებისგან დისტანცირება აუცილებელია!
ცალკე საუბრის თემაა „რუსთავი2“ და რევოლუციის შემდეგ მისი საოცარი ტრანსფორმაცია. კერძო კომპანიის მიერ სახელმწიფო ტელევიზიისთვის გაწეული ასეთი წარმატებული კონკურენცია თვით რუსეთის ტელევიზიებსაც კი შეშურდებოდათ. არადა, ოფიციალური სიცრუის რეტრანსლიატორებად ქცეული რუსული სატელევიზიო სივრცის შესახებ „ფაინენშალ თაიმსიც“ კი შეშფოთებით წერდა (შევნიშნავთ, რომ სიტყვის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2004 წელს რუსეთი 140ე ადგილზე იმყოფებოდა). პუტინის მიერ მთელი რუსული მედიის გაკონტროლების საფრთხეებზე ასევე ხმამაღლა საუბრობს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია.
თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, უდავოდ შევნიშნავთ, საქართველოს ხელისუფლების პუტინიზაცია, ამ თვალსაზრისით, კარგა ხნის დაწყებულია. გახსოვთ, ალბათ, ჟურნალისტების მისამართით ხელისუფლების წარმომადგენელთა გაღიზიანებულაგრესიული ტონი და საზოგადოებრივი ინტერესის სრული იგნორირება. პოსტრევოლუციური პერიოდის პირველ პერიოდში ხელისუფლება აშკარად დასცინოდა ჟურნალისტებს, მათ კორუმპირებულობაში, უწიგნურობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა (სხვათა შორის, ეს ადამიანები წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ასე ექცეოდნენ მათთვის მიუღებელ პრესას). იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაკიღა მთავრობა თავისი მოქმედებების კონტროლს ვერ ახერხებდა (სხვათა შორის, იმავე მიზეზების გამო, რაშიც ჟურნალისტებს სდებდნენ ბრალს), იძულებული იყო, მედია გაეკონტროლებინა. მედია თავდაცვას ცდილობდა, მაგრამ, ეს ხშირად არც მთლად ეფექტურად გამოსდიოდა და ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები.
მედიისა და ხელისუფლებას შორის ამ „გაბუტობანას“ თამაშში კი მთავარი ის იყო, რომ რევოლუციისშემდგომი პერიოდი არა მარტო ჩვენი, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ურთულესი გადასატანი აღმოჩნდა. ამ ურთულესი პერიოდის ჟურნალისტთა „ჟივილხივილით“ კიდევ უფრო დატვირთვა არავისთვის საამური არ იყო. ჩვენში კი სიტუაციას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ ე.წ. „მეგობარ ჟურნალისტთა ჯგუფიდან“ წამოსული ელემენტარული კრიტიკაც კი ხელისუფლებისთვის ორმაგად მტკივნეული, რეაქცია კი ორმაგად მძაფრი იყო.
არადა, მედიის დაყოფას ელიტურ და არაელიტურ ჟურნალისტებად, ანუ ჟურნალისტთა ზემოხსენებული ჯგუფის ჩამოყალიბების მავნე და საშიშ ტენდენციას სწორედ იმ ადამიანებმა ჩაუყარეს საფუძველი, ვინც დღეს განაგებს კიდეც ქვეყნის ბედს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არც წინა ხელისუფლებაში ეკავათ უმნიშვნელო ადგილები, თუმცაღა, ოპოზიციაში ედგნენ მოქმედ ხელისუფლებას და ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახერხებდნენ ჟურნალისტთა გარკვეული წრისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნასა და ამით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანების პირველ პირებად ქცევის შემდეგ მედიის სწორედ ეს, ნაფერებნალოლიავები ნაწილი გაილანძღა და არც ეს იყო შემთხვევითი. ცოტა ხნის წინ „ქართული საზოგადოების ყველაზე დემოკრატიულ, უმწიკვლო და პროგრესულ ნაწილად აღიარე ბული“ ჟურნალისტების სასწრაფო „გაუვნებელყოფას“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა - წარსულის მოწმე აღარავის სჭირდებოდა, რევოლუციურ მთავრობას ისტორია ნულოვანი ნიშნულიდან უნდა დაეწყო. როგორც აღმოჩნდა, საერთო მტრის ირგვლივ გაერთიანება არც თუ ისე მყარი მეგობრობის საფუძველი ყოფილა.
„ერთია, როდესაც ოპოზიცია ხარ და ახლო ურთიერთობა გაქვს ჟურნალისტთან. ამ შემთხვევაში შენ მას ინფორმაციას აწვდი, ხელისუფლებას აკრიტიკებ და ამიტომაც ხარ მისთვის საინტერესო. სხვაა, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ და ეს ახალი მდგომარეობა ბევრი რამის კეთების საშუალებას გაძლევს - ჟურნალისტისთვის ბევრი საცდურის მიწოდების შესაძლებლობა გეძლევა. ამ დროს ჟურნალისტი უნდა მიხვდეს, რომ ხელისუფლებისგან დისტანცირება აუცილებელია, სხვაგვარად არ გამოვა. მეგობარი მინისტრი არ არსებობს. თუ ჟურნალისტი ხარ და მინისტრი შენი მეგობარია, ან ცოტა უნდა ჩამოშორდე მას, ანდა პრესცენტრში იმუშავე მასთან, ამ დროს ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. მაგრამ, ისიც გინდოდეს, რომ მუშაობდე და იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თან დადიოდე უცხოეთში და ყველა ვიზიტისას დაყვებოდე ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებს, თანაც, ექსკლუზივს რატომღაც ყოველთვის შენ გაძლევდნენ და ამ მხრივაც იყო განებივრებული - ჟურნალისტის ასეთი მდგომარეობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, აღნიშნავს მედიაექსპერტი თამარ ჩიქოვანი.
„გადარჩენილები“ და „უდროოდ წასულები“
მაშინ, როცა ხელისუფლება აშკარად ცდილობს ჟურნალისტების დისკრედიტირებას და გამალებით არწმუნებს საზოგადოებას, რომ ის კრიტიკა და პრეტენზიები, რაც ხელისუფლების მიმართ ჟურნალისტებს უჩნდებათ, მხოლოდ მათი ბოღმიანი ნააზრევია და სინამდვილეს არ შეესაბამება, კიდევ უფრო მძიმდება მედიის მდგომარეობა. საბოლოო ჯამში, საზოგადოების ნდობის მოპოვებისთვის გამართულ მარათონში დაზარალებულია როგორც მედია, ასე ხელისუფლება, რადგან პრინციპი „ვინ -ვის“ კონსტუქციული თანამშრომლობის მომენტს აბსოლუტურად გამორიცხავს.
თუ დავუბრუნდებით ქართული ელექტრონული მედიის თავისებურებებს, განსაკუთრებით გამოსაყოფია სახელმწიფო ტელევიზია. ის, რაც დღეს არის, იმას ტელევიზია არ შეიძლება ეწოდოს, ხოლო იმაზე, რა იქნება ხვალ, საუბარი ძნელია. „მედიაზე კონტროლის სურვილის ყველაზე აშკარა და მკაფიო გამოხატულება საზოგადოებრივი ტელევიზიის ისე ჩამოყალიბებაა, რომ იგი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს ყველაზე დიდი გამოცდა იყო და არის არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში, ანუ იქ, სადაც დემოკრატიის საკითხი საჭოჭმანოა. მედიაექსპერტები თვლიან, რომ ყველაზე მძაფრად დემოკრატიის საკითხი სწორედ სახელმწიფო ტელევიზიების საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაკეთების პროცესში დგება. ანუ, რამდენად რეალური იქნება ის დემოკრატიზმი, რომლითაც იმართება სახელმწიფო ტელევიზიები. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივად გადაკეთებამ გამოავლინა, რომ პოლიტიკური ინტერესები ამ პროცესში მაინც არის ჩართული“, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა ტელეკომპანია „კავკასია“. ამჯერად მხოლოდ ერთს შევნიშნავთ -„კავკასია“ ქართული დემოკრატიისთვის შემონახული მცირე დეკორაცია და ხალხში დაგროვილი მზარდი უკმაყოფილების პირობებში „ორთქლის გამოშვების“ საშუალებაა, ერთგვარი საჩვენებელი ტელევიზიაა ევრო და სხვა მისი მსგავსი ექსპერტდამკვირვებლებისთვის - დემოკრატიული სახელმწიფო ოპოზიციის გარეშე ხომ წარმოუდგენელია!
ეს, რაც შეეხებოდათ „გადარჩენილების“ წარმომადგენლებს. „უდროოდ წასულებში“ სკანდალურად მოხვედრილი ტელეკომპანია „იბერია“ მის მფლობელს, ზაზა ოქუაშვილს, ისევე როგორც დანარჩენი ბიზნესის დიდი ნაწილი, პირადი უსაფრთხოების ფასად დაუჯდა. ქართული ტელესივრციდან დიპლომატიურად და დელიკატურად წასული მე9 არხის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კი ასევე დიპლოდელიკატურ ურთიერთობას აგრძელებს ხელისუფლებასთან და ქველმოქმედებისა და მეცენატობის უმაგალითო შემთხვევებით მოსახლეობის განცვიფრებას კვლავაც ახერხებს. ამაზეა ნათქვამი სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო.
სრულიად სხვა თემაა ტელეკომპანია „202“, რადგანაც იგი რევოლუციის პირმშოა და რევოლუციონერი ჟურნალისტების მიერაა ჩამოყალიბებული. პოლიტიკურად აქტიურმა შალვა რამიშვილმა, რომელმაც კარგად იცის ხელისუფლების წარმომადგენლებზე მედიაპოლიტიკური შეტევების წარმატებული დაგვირგვინებების გემო, როგორც ჩანს, იგივე რეჟიმში დააპირა მოქმედება. ზოგადად, შინაგანი მდგომარეობით ეს ოპოზიციონერი ადამიანი, კვლავაც ოპოზიციაში აღმოჩნდა. ის, რომ მისი მეგობარი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, ვერ დაავალდებულებდა და მითუმეტეს, აიძულებდა მას, უარი ეთქვა საკუთარ მოწოდებაზე. რაც შეეხება ფულისა და რამიშვილის დამოკიდებულებას, ჩვენ მხოლოდ ჩვენს ვარაუდს შემოგთავაზებთ. ტრადიციულად, მედიაში ფულის ჩადების სურვილს (შესაბამისად, აუცილებლობას) ოპოზიციური პარტიები ავლენდნენ. შესაძლოა რამიშვილმა, რომელმაც კარგად იცოდა წინა ხელისუფლების ბიზნესინტერესები და მათი შემდგომი გადანაწილების სქემები, დაგროვილი ინფორმაციის კომერციულად გამოყენებაზე მართლაც დაიწყო ფიქრი. საამისოდ კი ოპოზიცია ტრადიციულად ხელსაყრელი პარტნიორია. ტელევიზიის მიერ წამოწყებული სკანდალის პოლიტიკური განვრცობა ოპოზიციის საქმეა ეს პოლიტიკური ბრძოლის ძველი მეთოდია, კარგად გამოცდილი და წარმატებულ შედეგზე აპრობირებული. სწორედ ამიტომ, იგივე სტრატეგია შემუშავდა მედია იწყებს, დაინტერესებული პოლიტიკური მხარე აგრძელებს, ბოლოს კი საქმეში სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება ერთვება. მაგრამ ეს სტრატეგია კარგად იცოდა დღევანდელმა ხელისუფლებამაც ის ხომ ყოფილი ოპოზიციაა. ამიტომ, ერთი ნაბიჯით დაასწრო და ისევ და ისევ „გაღმა შეედავეს“ პრინციპით იმოქმედა. მიზანი მიღწეული აღმოჩნდა. ის საქმიანობა, რასაც ადრე ქვეყნის საკეთილდღეოდ ურთიერთთანამშრომლობა ერქვა, გამომძალველობად და შანტაჟად გამოცხადდა. რამიშვილი 2005 წლიდან ციხეშია, ბექაური კი, მაღალი სამოქალაქო შეგნებისათვის, გმირის შარავანდედით შეიმოსა (ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა ნამდვილად იყო) და პოლიტიკური ფარდის მიღმა მშვიდად განაგრძობს საქმიანობას.
ყველაზე შემაშფოთებელი აღნიშნულ ფაქტში კი ის არის, რომ რამიშვილი ხელისუფლების მიერ სანიმუშო დასჯისთვის შერჩეული სუბიექტი აღმოჩნდა, ისევე როგორც პარლამენტარი კენჭაძე, 150 000 დოლარი ქრთამად რომ მიჰქონდა კანცელარიაში და იქვე რომ დააპატიმრეს. ისიც, რამიშვილის მსგავსად, მეგობარი და თანამებრძოლი იყო ხელისუფლებისა. მიუხედავად ამისა, იგი კარგ „საპიარე“ მასალად შეირჩა. ასეთი მასალაა რამიშვილიც, ოღონდ უფრო ეფექტური ის ხომ პოპულარული ჟურნალისტი იყო. ამ „სანიმუშო დასჯების“ მორალი კი ერთი იყო მეგობრებს არ ვინდობთ მტრებო, ძრწოდეთ!!!
„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა მედიის დისკრედიტაციას, განსაკუთრებით „202“-ის ამბების შემდეგ. ეს, პრინციპში, გასაგებიც იყო. თვითონ იყვნენ უმრავლესობა პარლამენტში, იქაური ოპოზიციაც აბსოლუტური ნოლი იყო; მთავრობაშიც თვითონ იყვნენ და არიან, სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაც ნოლია ყველა აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არსებობს; გამომდინარე აქედან, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეოთხე ხელისუფლების სრული დისკრედიტირება, რადგანაც მას საზოგადოების მხრიდან რაღაც ნდობა ჰქონდა შერჩენილი. ეს ძალიან ცუდ ტენდენციად მეჩვენება, რაც მაძლევს კიდევ უფრო სამწუხარო პროგნოზის გაკეთების საბაბს - თუ ასე გაგრძელდა, მედიის თავისუფლების რეალური ინდექსი საქართველოში გაუარესდება, თუ ხელისუფლება თვითონვე არ მიხვდა, რომ ასე არ შეიძლება,“ თვლის ბ-ნი რამაზ საყვარელიძე.
თუკი იმ მოვლენებს გავიხსენებთ, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარდა, როცა მას პოლიტეკონომიკური თოქშოუების კეთებაზე ლიცენზია არ მისცეს და „მაესტრომ“ მისი მოპოვება სასამართლოს გზითაც ვერ შეძლო, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ საიმედო პროგნოზის გაკეთება ნამდვილად ჭირს - ხელისუფლება კვლავ და კვლავ სასტიკად უფრთხის რაიმე პოლიტიკური თოქშოუს თუ საინფორმაციო გადაცემის ეთერში გასვლას!
ხელისუფლება და მოსახლეობა პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ
ასეა თუ ისე, ექსპერტები, აანალიზებენ რა ქართულ მედიაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, პასუხისმგებლობის უდიდეს ნაწილს სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ და უახლოეს მომავალში მდგომარეობის გამოსწორების იმედს მაინც არ კარგავენ: „მოგეხსენებათ, რომ საომარ პირობებში მედიის თავისუფლება იზღუდება ხოლმე და ეს არ იწვევს გაკვირვებას. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩემის აზრით, საწყის პერიოდ ში დაუშვა, რომ იგი საომარ პირობებშია, რომ იგი იბრძვის, მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციას უწყობენ ხელს და ა. შ. ამ ბრძოლის პათოსში, თუკი ამ ბრძოლას განიხილავ, როგორც სამხედრო ოპერაციებს, ძალიან ადვილია გაამართლო მედიის შეზღუდვის აუცილებლობა. პოლიტიკოსთა გარკვეულმა წრეებმა ჩათვალეს, რომ რეფორმების გატარება ითხოვს თავისუფალი მედიის შეზღუდვას. უდავოა, რომ რეფორმებს გარკვეული სიმძიმე ახლავს, მოსახლეობის უკმაყოფილებაც იზრდება. ამიტომ, ეს უკმაყოფილება რომ დროებით გადავიტანოთ, ჩათვალეს, ამისთვის მედიის შეზღუდვა იქნებოდა საჭირო ისევე, როგორც საოპერაციოზე მყოფ ადამიანს უკეთებენ ნარკოზს იმისთვის, რომ რეალურმა ტკივილმა თვითონ ოპერაციის პროცესზე არ იმოქმედოს. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ასეთი ნარკოზის ფაზა აუცილებელია რეფორმებისთვისაც. რაკიღა ასეთი მინიშნებები იყო ცალკეულ პოლიტიკოსთა განცხადებაში, ექსპერტებისა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთა რეპლიკებში ამა თუ იმ დისკუსიის დროს, უნდა ჩავთვალოთ, რომ მედიის შეზღუდვები შემთხვევითი არ ყოფილა. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა, ეს უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ვერცერთ რეფორმას ვერ გაატარებ, თუ მოსახლეობა არ გიდგას გვერდით. კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით, თუ ეს ბრძოლა მოსახლეობისთვის გაუგებარი იქნა, აბსოლუტურად გაუმართლებელია. მგონია, რომ ის რაც მოხდა (პრესის შეზღუდვა), ხელისუფლების ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის შედეგი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი ფაქტია და მათ საზოგადოებისა და ჟურნალისტების რეაქცია დაანახებს, რომ სჯობია, დისკუსია მოიგო, დაამტკიცო შენი სიმართლე და რეფორმის მართებულობა და ამ რეფორმაში მთელი მოსახლეობა თანაზიარი გაიხადო, ვიდრე აკრძალო დიალოგი და მოსახლეობაში გავრცელდეს რეფორმის მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც ჭორების მექანიზმით გადავა ერთი ადამიანიდან მეორეზე. მედიასთან მიმართებაში გაკეთებული ეს სვლა არ წარმოადგენს ფატალურ ნაბიჯს არც საზოგადოებისთვის და არც ქვეყნისთვის. დროებითი წაცდენა მედიის შეზღუდვისკენ პრაქტიკულად ყველა ხელისუფალს აქვს ნებისმიერ საზოგადოებაში. იმისდა მიხედვით, რამდენად მობილური, ელასტიური და გამოცდილია ხელისუფალი, ის ან მუშაობს მედიასთან და თანამშრომლობს (თუ გამოცდილება ჰყოფნის), ხოლო თუ გამოუცდელია, ცდილობს გააჩუმოს ყველა, ვინც მისთვის არასასურველ რამეს ლაპარაკობს. ჩვენი ხელისუფლება ნელნელა იკრებს გამოცდილებას და ეს საკითხი, მგონი, უახლოეს ხანებში დღის წესრიგიდან მოიხსნება,“-ოპტიმისტურ დასკვნას აკეთებს რამაზ საყვარელიძე.
თუმცა, ექსპერტთა და ჟურნალისტთა დიდი ნაწილი ხელისუფლების ქმედებაში ოპტიმიზმისთვის ნაკლებ მიზეზებს ხედავენ: „ნამდვილად არ მინდა, საკუთარ თავს დავაბრალო, რომ ვანგას მსგავსი წინასწარმეტყველების უნარი მაქვს, მაგრამ, შინაგანი პროგნოზირების საშუალება ნებისმიერ ადამიანს გააჩნია. ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბერში, ერთერთ შეხვედრაზე, სადაც დემოკრატიაზე იყო საუბარი, ვიკითხე ხომ არ არის საფრთხე, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ მართული დემოკრატიის პირობებში ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა. მაშინ ყველამ ეჭვქვეშ დააყენა ჩემი ვარაუდი. არადა, მართული დემოკრატიის, ანუ რუსული დემოკრატიის ერთ ერთი დამახასიათებელი თვისება ზუსტად ის არის, რომ მედია არის ხელისუფლების აბსოლუტური მარწუხების ქვეშ. აქედან რომ უყურებ, მაინც მოგწონს ორტს, რტრს, ნტვს გადაცემები, პროფესიული თვალსაზრისით, თითქოსდა, არაჩვეულებრივად კარგად მუშაობენ, თუმცა, იგივე მოსკოველი ჟურნალისტების მონაყოლი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში და ის, რასაც ხედავ ეკრანზე, აბსოლუტურად განსხვავებულია. ვხედავთ გაწკრიალებულ მოსკოვს, ყველა ბედნიერია, მაგრამ რეალური სურათი სხვაა. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მივდივართ ზუსტად ასეთი მართული დემოკრატიის მიმართულებით. ქუჩაში რომ გამოვდივარ, მგონია, რომ ვცხოვრობ რაღაც სხვა ქვეყანაში, ტელევიზიით კი სულ სხვა ქვეყნის ამბებს მიყვებიან. სამწუხაროდ, ერთგვარი პარალელური (და არა ვირტუალური) სამყაროები შეიქმნა, ანუ საქართველო ცხოვრობს სადღაც სხვაგან, მისი ხელისუფლება კი სულ სხვაგან. მედია ამ ორ სამყაროს შუაშია მოქცეული. კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან არ მინდა, ჩემი ეს პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ მგონია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, იქნება ზუსტად ერთნაირი საინფორმაციო გადაცემები, გვექნება ბევრი იუმორისტული გადაცემა, ბევრი სერიალი, დოკუმენტური ფილმები, მაგალითად, ინაურზე, მჟავანაძეზე, ჩვენს წარსულ ისტორიაზე, რაც, თავისთავად, საინტერესოა. მაგრამ მე მაინტერესებს, რა ხდება დღეს... - მჟავანაძე დღეს არ წყვეტს ჩემს ბედს. სხვათა შორის, ისტორიაში გადავარდნა, ესეც რუსული ტელევიზიიდანაა გადმოღებული. ძალიან ბევრი რამით ჰგავს სიტუაცია ერთმანეთს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მთლად რუსეთს დავემსგავსოთ. თუმცა, ამის პოტენცია არსებობს“, ფიქრობს მედიაექსპერტი თამარ ჩიქოვანი.
როგორ გადავრჩეთ?!
არსებობს თუ არა გამოსავალი - ეს კითხვა არა მარტო მედიას, მთელ საზოგადოებას აწუხებს და საგონებელში ჩავარდნილი, ამაოდ ეძებს გადარჩენის გზებს. „ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო“, აღიარებს საქართველოს მოსახლეობა და ღმერთის იმედად დარჩენილი, ხელისუფლების გონზე მოსვლაზე ლოცულობს, რომელსაც ძალიან ხშირად ავიწყდება ხოლმე, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და არა ხალხის პრივილიგირებული ნაწილისას.
„საინტერესოა, რომ შევარდნაძეს მედიასთან დაკავშირებით ხშირად არ ეშლებოდა, იყო საკმაოდ კორექტული და იცოდა, როგორ ეურთიერთობა ჟურნალისტებთან. მასაც ჰქონდა გადაცდენები, ვთქვათ, „იბერია სპექტრის“ რედაქტორი დაიჭირეს, ესეთებიც იყო, მაგრამ ის მალევე მიხვდა, რომ სჯობს მედიასთან თანამშრომლობა და თანაბარი ურთიერთობის ქონა, ვიდრე ან ძალიან ჩახუტება მასთან, ან მისი ძალიან შევიწროვება. როდესაც შევარდნაძეს რაღაცეები ეშლებოდა ეკონომიკურ პოლიტიკაში, ან სიტყვის თავისუფლებისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ყოველთვის იყვნენ ხოლმე ის საერთაშორისო ორგანიზაციები, ამერიკა, ევროსაბჭო, ევროკავშირი, რომლებიც ეუბნეოდნენ, რომ ასე არ შეიძლება. ბოლოს კონგრესმენებიც და უფრო მაღალი რანგის ადამიანებიც კი ჩამოვიდნენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარებულიყო.
დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ეს პერიოდი დასავლეთი იდგა და იმედებით აღვსილი ელოდა, რომ დასავლური დემოკრატიის შუქურა საბოლოოდ გაბრწყინდებოდა საქართველოში, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. გამომდინარე აქედან, ჩვენს ხელისუფლებას არა მხოლოდ ტაშის მოსმენა მოუწევს, რა კარგები ხართ, ვარდების რევოლუცია რომ მოახდინეთო, არამედ იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემაც, რომლებიც დასავლეთში საკმაოდ დაგროვდა. შესაბამისად, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მე დღეს ისევ ველი, რომ ამ ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენა ისევ და ისევ გარედან არის შესაძლებელი და არა შიგნიდან. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია. ჩვენში ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიცია, ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს არანაირ ანგარიშს არ უწევს. შესაბამისად, ისევ დასავლეთი თუ ეტყვის, რომ ასე ცუდად მოქცევა არ შეიძლება. ერთადერთი მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ისევ დასავლეთი ჩაერევა საქმეში“, - ასკვნის თამარ ჩიქოვანი.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლების ინდექსის 2007 წლის 66ე ადგილი 2004 წლის 94ეს ნამდვილად სჯობს, ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოში მედია იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც ეს ხელისუფლებას სჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს თავად დემოკრატიისა და თავისუფლების მსოფლიო შუქურის, ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემაც ყოფილა. მისი 48ე ადგილი ისლანდიის, ნორვეგიისა და ესტონეთის პირველ სამეულს ნამდვილად ვერ შეედრება.
![]() |
6 რატომ იზრდება ფასები პრესაზე,ანუ, რატომ არის „ილიკო ჩიგოგიძის ღალატი სამშობლოს ღალატი?“ |
▲back to top |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ეკონომიკურ თეორიაში დღესაც არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რატომ არ იცვლება ზოგიერთი საქონლისა, თუ მომსახურების ფასები და, თუ მაინც იცვლება, ძალზე ნელა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში განვითარების ყველაზე წარმატებულ პერიოდშიც კი, როცა საშუალო წლიური ინფლაცია 35 პროცენტის რიგისაა, ჟურნალგაზეთებზე ფასები „ჯიუტად დგას ერთ ადგილზე“. ასეთი „ხისტი“ ფასების ყველაზე ნათელი მაგალითია ბეჭდვითი პროდუქციის ფასები, განსაკუთრებით გაზეთების ფასებს ვგულისხმობ.
ალბათ შორს წასვლა არც არის საჭირო; ჩვენი ქვეყნის სინამდვილიდანაც შეიძლება იმ ფაქტის კონსტანტაცია, რომ 1995 წლიდან, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა „ლარი“ გახდა, პრაქტიკულად არც ერთი გაზეთის ფასი არ გაზრდილა. ეს, პირველ რიგში, ეხება პრაქტიკულად ქვეყნის დამოუკიდებლობის ასაკისვე ისეთ დიდ ტირაჟიან გაზეთებს, როგორიცაა: „ალია“, „ახალი თაობა“და რეზონანსი“ (მიმდევრობა აქ ცხადია ალფაბეტით განისაზღვრება). ამ სამ გაზეთს, უპირველეს ყოვლისა, მათი „ასაკის“, ტირაჟისა და პერიოდულობის გამო ვუთითებთ, თორემ, ღვთის მადლით არანაკლებ პოპულარული ყოველკვირეული გაზეთებიც გამოდის ქვეყანაში.
ამ ჩამოთვლილი გაზეთებიდან ორის ფასი ქვეყანაში მთელი 13 წლიანი პერიოდის განმავლობაში არ გაზრდილა და ეს მაშინ, როცა, ვთქვათ, ბენზინისა და დიზელის ფასი აღნიშნულ პერიოდში, სულ ცოტა 6ჯერ გაიზარდა; ბუნებრივი გაზის ფასმა 34ჯერ მოიმატა; გაიზარდა წყლის, კვების პროდუქტების, ბინათმშენებლობისა და პრაქტიკულად ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ფასები. ამ დროს კი გაზეთების ფასები ერთი თეთრითაც არ გაზრდილა.
რაშია საქმე? რატომ არ ემორჩილება ზოგად ეკონომიკურ კანონებს გაზეთის ფასები? რატომ არის იგი ასე წარმოუდგენლად ხისტი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანალოგიურ პროცესებს ადგილი აქვს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ თუ 1922 წლის იანვარში გერმანიაში ერთერთი ყოველდღიური გაზეთის ფასი 0,3 მარკა ღირდა, სულ რაღაც 20 თვის შემდეგ მისი ფასი 70 მილიონ (?) მარკამდე ავიდა.
როგორც უკვე ითქვა, ამაზე ეკონომიკური თეორია „დუმს“. მაგრამ, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომისტებს ამაზე პასუხი არ გააჩნიათ. ჩემის აზრით, ამ დუმილის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საკითხი იმდენად დელიკატურია, იმდენად ფეთქებადსაშიშია, რომ უფრო სწორად, საკითხი რამდენადაც დელიკატურია, იმდენადვე ფეთქებადსაშიშია...
რადგანაც ჟურნალისტიკა ადამიანის საქმიანობის ისეთი სფეროა, რომ ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ადამიანი (თუნდაც მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტების დონეზე), ქვეცნობიერად ხვდება, რომ უმჯობესია ჟურნალისტები „აქო და ერიდო“, ყველა ცდილობს ამ საკითხს არ შეეხოს - როგორც, რაღაც ტაბუდადებულ სფეროს. ალბათ უნდა დავეთანხმოთ მოარულ ფრაზას: „მტერი გადაეკიდა ჟურნალისტებს და მტერს გადაეკიდნენ ჟურნალისტები“.
ყველაფრის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში გაზეთებს ფასი მაინც მოემატა. ზოგმა ფასის მომატება გვერდების რაოდენობის მომატებით ახსნა, ზოგმა უკანასკნელი მოვლენების გამო ქაღალდის ფასის გაძვირებით და ა.შ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, გაზეთების ფასმა მოიმატა და თანაც მნიშვნელოვნად, ხოლო ვინც ფასი არ გაზარდა უნდა ვე ლოდოთ, რომ ისინი დიდხანს არ გააგრძელებენ, ასე ვთქვათ, „სახალხო პატრიოტიზმის“ პოზაში ყოფნას, რადგანაც, როგორც იტყვიან „უფასო სადილები არ არსებობს“.
რამდენადაც პრესა ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელობის სულიერი საზრდოა, როგორც ხორციელისათვის პური, ამიტომ ის, თუ რატომ მოიმატა და რამდენით, პრესის მნიშვნელოვან ნაწილზე ფასებმა, საზოგადოებისთვის სულაც არ უნდა იყოს სულ ერთი.
რადგანაც პური ვახსენე, მოდით გავიხსენოთ, ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულიდან პურის ფასთან დაკავშირებული პერიპეტიები. პირველ რიგში, მკითხველს მინდა გავახსენო, რომ როდესაც კუპონის ნაცვლად ქართული ეროვნული ვალუტა შემოვიდა ხმარებაში, ერთერთი მიზეზი, რამაც ლარსა და კუპონს შორის თანაფარდობა განსაზღვრა ის გახლავთ, რომ ასეთი თანაფარდობისას დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში იყო: 1 დოლარი - 1,3 ლარი. სწორედ ასეთი თანაფარდობისას პურის ფასი გამოდიოდა 30 თეთრი ერთ ცალში. აქ მნიშვნელობა იმას კი არ ჰქონდა, რომ პურის ფასი თეთრებში იზომებოდა, არამედ, „მაგიურ რიცხვს“- 30ს. ეს მაგიური რიცხვი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში იწვევდა პურის ფასზე იგივე ასოციაციას, რასაც ათწლეულების განმავლობაში პურის ფასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა საქართველოში.
მკითხველისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის ფსიქოლოგიურ ფაქტორთან. მყიდველისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პურის ფასი ისევ 30ის ტოლი იყო, რაც ახალი ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ფაქტორს აამაღლებდა.
მართალია, პურის ფასი 30 თეთრზე დიდხანს არ გაჩერებულა, მაგრამ 50 თეთრზე საკმაოდ დიდხანს გაჩერდა, რაც ჩემის ღრმა რწმენით, აღნიშნულმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც განაპირობა.
ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო „ფსიქოლოგიურ ფაქტორს“, ხელისუფლება იმდენად დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რომ, როდესაც მოგვიანებით, „მეპურეები“ პურის ფასის გაზრდას დაბეჯითებით ითხოვდნენ, ხელისუფლება, შეიძლება ითქვას „გაჯიქდა“ და ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თუმცა „თვალები დახუჭა“ იმაზე, რომ პურის წონამ 860 გრამიდან ნელნელა დაიწყო „სრიალი“ და სადღაც 450500 გრამის ფარგლებში დაფიქსირდა. აქაც იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ხელისუფლებამ პურზე 50 თეთრიან ფასს არც ერთი თეთრით არ მოუმატა, თუმცა წონაზე „თვალი დახუჭა“. თუ მათემატიკურად ფასის ორჯერ მომატება, თუ წონის ორჯერ შემცირება, შედეგის თვალსაზრისით ერთი და იგივეა, ფსიქოლოგიურად ეს სულაც არ არის ერთი და იგივე და ეს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელმა ჩინოვნიკმა კარგად უნდა იცოდეს, ყოველ შემთხვევაში მაშინდელ ხელისუფლებაში ასეთი ჩინოვნიკები, უნდა ვივარაუდოთ, რომ იყვნენ.
ჩემის აზრით, დაახლოებით ასეთივე რამ უნდა ხდებოდეს „სულიერების პურის“ შემთხვევაშიც. ზუსტად ისევე, როგორც სახელმწიფოსთვის პურზე მუდმივი ფასი ქვეყნის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორია, არანაკლები ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონე ფაქტორია სახელმწიფოსათვის პრესაზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაც.
სწორედ ამის გამო, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს, და თუ საჭიროა რაღაცეებზე „თვალიც დახუჭოს“, რათა პრესაზე ფასები არ გაიზარდოს, ისევე, როგორც ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება. მაგრამ რადგანაც „უფასო სადილები არ არსებობს“, ამიტომ ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
აქ პირველ რიგში, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის გატარება, საგადასახადო შეღავათებით დაწყებული და სუბსიდირებით დამთავრებული. თუ ასე არ მოხდა, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ მოხდება ის, რაც დიდი ქართველი მწერლის უსაყვარლეს პერსონაჟს, ილიკო ჩიგოგიძეს დაემართა.
![]() |
7 მეპატრონე „ხაზეინების“ სინდრომი ანუ, რეფორმები რეფორმებისათვის? |
▲back to top |
კობა ბიწაძე
ექსპერტი
მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მხატვრებს ბანალური პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვა მოსწყინდათ, მათ გადაწყვიტეს რომ დაეხატათ არა ის, რასაც ხედავდნენ და რასაც პუბლიკა მოითხოვდა, არამედ ის, რასაც თვითონ გრძნობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო საზოგადოების უმეტესობას არ მოეწონა „ნაჯღაბნი“ შტრიხებით გადმოცემული ემოციები და ასეთი ნახატების ყიდვაზე უარი განაცხადებს. მხატვრებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და გამოაცხადეს ახალი შემოქმედებითი პრინციპი: „ხელოვნება ხელოვნებისათვის.“ ამის შემდეგ მხატვრები იმას ხატავენ, რაც მოეპრიანებათ, ხოლო მოეწონება თუ არა ეს ნამუშევრები პუბლიკას, ეს უკვე არ ადარდებთ. მთავარია მათ თავიანთი შემოქმდებითი ჟინი დაიკმაყოფილონ.
როგორც ჩანს, შემოქმედებითი ჟინი არ აძლევს საშუალებას ქართველ რეფორმატორებს, რომ მიღწეული დადებითი შედეგებით დაკმაყოფილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული მოვლენები საქართველოში არც ისე დიდი რაოდენობით „მოიპოვება“, მგზნებარე რეფორმატორთა არმია მაინც არ ცხრება და ისეთ ახალ რეფორმებს იგონებს, კაცობრიობას ჯერ რომ არ დასიზმრებია.
რა შედეგები მოჰყვება ამ რეფორმებს - ეს ნაკლებად ადარდებთ, მთავარია, რეფორმა ჩატარდეს და შემდეგ საქართველო რომელიმე კვლევითმა ცენტრმა შეაქოს, ან რომელიმე საეჭვო რეიტინგში ჩაწეროს.
ყველაზე ორიგინალურ და უპრეცენდენტო რეფორმად ალბათ 25 სექტემბერს განხორციელებული გაზის ტარიფის დერეგულაცია შეიძლება ჩაითვალოს.
ამ რეფორმის მიხედვით გაზის მომხმარებელმა თვითონ უნდა მოიძიოს გაზის მომწოდებელი, თვითონ უნდა მოელაპარაკოს მას ფასზე და თვითონვე უნდა შეუთანხმოს გაზსადენებს ტრანსპორტირების ტარიფი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცენტრალურ გაზსადენებს და მათზე მიერთებულ ადგილობრივ გამანაწილებელ კომპანიებს სხვადასხვა მფლობელები ჰყავთ. ე.ი. მომხმარებელი ცალკე ცენტრალური გაზსადენების მფლობელებს უნდა მოელაპარაკოს გატარების ტარიფზე, ცალკე კი ადგილობრივ გამანაწილებლებს (?!).
რეფორმატორები აცხადებენ, რომ ეს ძალიან კარგია მომხმარებლებისათვის, რადგან გაზის კომპანიები კონკურენციაში ჩაებმებიან და შეეცდებიან გაზი მათ უფრო ნაკლებ ფასად მიჰყიდონ.
ისმება ლოგიკური კითხვა: ღირს კი საქართველოს გაზის ბაზარი საკონკურენციოდ? - რა ისეთი დიდი მასშტაბები აქვს საქართველოს ეკონომიკას, რომ აქ გაზის მოწოდებისთვის ყაზახი, რუსი და აზერბაიჯანელი მომწოდებლები ერთმანეთს „დაერიონ“?
თუ რამდენად კონკურენტულია საქართველოს გაზის ბაზარი - ეს რეფორმიდან მეორე დღესვე გამოჩნდა. უკვე 27 სექტემბერს „ყაზტრანსგაზმა“ კორპორაციულ მომხმარებლებს ტარიფი 35%25-ით გაუძვირა. რუსებმა და აზერბაიჯანლებმა რატომღაც არ მოისურვეს კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმა, მით უმეტეს, რომ ცენტრალური გაზსადენი ყაზახებს ეკუთვნის და თუ მოეპრიანებათ ტრანზიტის საფასურს 14 თეთრამდე გაზრდიან - ასეთია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგენილი ტრანზიტის ტარიფის მაქსიმალური ზღვარი.
ყაზახები ტარიფის გაზრდას რუსეთის გავლით იმპორტირებული გაზის ფასის ზრდით ხსნიან. თუმცა, იმპორტირება ხომ თვითონაც შეუძლიათ?. მართალია, ამისთვის მათ შემოვლითი გზები დასჭირდებათ, მაგრამ ფასის შემცირების პოტენციალი მაინც არსებობს! - თუ 5 წლის წინ 1000 კუბ/მეტრის მოპოვება ყაზახებს სულ რაღაც 50 დოლარი უჯდებოდათ, დღეს იგივე გაზის იგივე დანადგარებით მოპოვება რატომღაც 300 დოლარი უჯდებათ და აცხადებენ, რომ თუ საქართველოში გაზი 65 თეთრად არ გავყიდეთ - გავკოტრდებითო.
სჭირდება კი საქართველოს ბაზარი ყაზახეთს? ყაზახურმა ნავთობსადენმა რამდენიმე წლის წინ მიაღწია ჩინეთის საზღვარს. ახლა ჯერი გაზზეა - მით უმეტეს, რომ ჩინეთამდე გაზსადენის მიყვანას კასპიის ზღვის ფსკერის ათვისება არ სჭირდება და შესაბამისად რამდენჯერმე იაფი ჯდება.
რუსული გაზი კი სამხრეთ კორეაში გაიყიდება - უკვე დაიწყო შესაბამისი მარშრუტის გაზსადენის მშენებლობა.
ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან შედარებით საქართველოს ბაზარი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამ ბაზარს მხოლოდ საქართველოს მთავრობის „ნერვების მოსაშლელად“ თუ გამოიყენებენ რუსები და მათი მოკავშირეები. მოუშალეს კიდეც ნერვები ტარიფის 35%25-იანი ზრდით.
ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ქართველ რეფორმატორთა „ნერვების მოშლა“ არ აწყობს - ეს აზერბაიჯანია. ჯერ ერთი, საქართველოს ტერიტორია არის ყველაზე მოკლე და ეკონომიური გზა აზერბაიჯანული ენეგომატარებლების ექსპორტირებისთვის. რუსეთი რამდენიმე წელია სთავაზობს აზერბაიჯანს, რომ თავიანთი გაზი სრული მოცულობით მიჰყიდონ რუსეთს მაღალ ფასებში. თუ რუსეთი თურქმენებს 1000 კუბ/მეტრ გაზში მხოლოდ 150 დოლარს უხდის, აზერბაიჯენლებს 350 დოლარსაც კი ჰპირდება. რუსებმა ევროპელებს გაზი უკვე 500 დოლარამდე გაუძვირეს და თუ შაჰდენიზის საბადოსაც გააკონტროლებენ, მაშინ, ცხადია კიდევ უფრო გააძვირებენ. 1000 კუბ/მეტრ გაზში 500 დოლარი იმდენად დიდი ფასია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკვე ცისტერნებში დაჭირხლული თხევადი გაზის ექსპორტირებაც კი მომგებიანია.
თუ აზერბაიჯანი მაინც დათანხმდა რუსეთის წინადადებას და საქართველო უგაზოდ დატოვა, საქართველოს მთავრობას აქვს მათზე ზემოქმედების საშუალება. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორიიდან მილიონობით ლიტრი სარწყავი წყალი მიეწოდება სრულიად უფასოდ (ეს მაშინ, როდესაც ქართველ გლეხს ერთ ჰექტარზე სარწყავის წყლის მიწოდებაში 75 ლარს ართმევენ).
საუდის არაბეთში ერთი ლიტრი სარწყავი წყალი 5 ცენტი მაინც ღირს. ქართული წყალი კი იმდენად ხარისხიანია - დასალევადაც გამოდგება.
ამიტომ, აზერბაიჯანისთვის (რეგიონალური პირობების გათვალისწინებით) ერთი ლიტრი სარწყავი წყალი მინიმუმ 1 ცენტი მაინც უნდა ღირდეს. თუნდაც რომ 0,1 ცენტი მოვთხოვოთ ჩვენს მეზობლებს, ეს საფასური სრულიად გაქვითავდა აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის ღირებულებას.
ასე რომ, გაზის ბაზრის დერეგულაცია მხოლოდ იმისათვის ჩატარდა, რომ სადმე როგორმე „რეფორმა“ ჩატარებულიყო და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ვიღაც სარეიტინგო სამსახურებისათვის, თუ როგორ სწრაფად ტრანსფორმირდება საქართველოს ეკონომიკა.
მერე რა, რომ მთელი საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა ტარიფის 35%25იანი ზრდით?! სამაგიეროდ, ვიღაც კეთილი ძიები „ბიბიპლუსის“, ან თუნდაც „პიპიკვადრატის“ წოდებას მიანიჭებენ საქართველოს ეკონომიკას.
საქართველოს რეფორმისტული პოლიტიკა ერთი შეხედვით ინოვაციურად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მოძველებული და უარყოფილი იდეების უნიჭო „რიმეიკს“ უფრო ჰგავს.
თუმცა, ქართველი რეფორმატორები ისევ იმ ძველ ტალღაზე რჩებიან, როდესაც რეიგანი თავგამოდებით აკრიტიკებდა საბჭოთა სახელმწიფო რეგულირებას.
არადა, თვითონ ამერიკელები კარგა ხანია მიხვდნენ, რომ აღვირახსნილ ლიბერალიზმს კარგი არაფერი მოაქვს.
ამიტომ, ამერიკელმა ლიბერალებმაც კი „დაუჯერეს“ ლუდვიგ ერხარდის მოწოდებას: „სახელმწიფო იმდენად „ბევრი“, რამდენადაც საჭიროა და იმდენად „ცოტა“ რამდენადაც აუცილებელია“.
ამერიკის სახელმწიფო რეგულირება იმ დონემდე მივიდა, რომ მთავრობამ 700 მილიარდი დოლარი გამოყო მასობრივი კერძო ფინანსური მაქინაციების გასანეიტრალებლად.
თავიდან კონგრესი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ამერიკის ეკონომიკის ხსნის სხვა გზა არ არსებობდა, მაინც დათანხმდნენ ამ 700 მილიარდიან „ინექციაზე“.
ქართველი რეფორმატორები კი ისევ „დენიკინის დროინდელი“ უაპელაციო ლიბერალიზმის ერთგულნი რჩებიან.
ასეთი ლიბერალიზმის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთი დაგეგმილი რეფორმა: როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რამდენიმე თვის შემდეგ ეროვნული ბანკი შეწყვეტს დოლარების შესყიდვას და ლარის კურსს ე.წ. „მცურავ რეჟიმში“ გაუშვებს. ე.ი. სავალუტო ბირჟის მონაწილენი თვითონ დაადგენენ ლარის კურსს ეროვნული ბანკის მონაწილეობის გარეშე.
ისმება კითხვა: აწყობს კი საქართველოს მთელს ეკონომიკას რამდენიმე სპეკულანტის მიერ დადგენილი ლარის კურსი?
თუ სავალუტო ბირჟაზე გამართულ ბოლო თვეების ვაჭრობებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დოლარის მიწოდება რამდენიმე ათასჯერ აჭარბებს მასზედ მოთხოვნას ლარის მხრიდან. ამასთანავე მოთხოვნამიწოდების თანაფარდობა პოლარულად განსხვავდება ზოგიერთ მოკლე პერიოდებში.
მაგალითად, 23 სექტემბრამდე დოლარის მიწოდება რამდენიმე მილიონჯერ სჭარბობდა მასზე მოთხოვნას. მაგრამ უკვე 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე დოლარის მიწოდება 650 ათასზე მეტს არ შეადგენდა - მასზე მოთხოვნა კი 40 მილიონს აჭარბებდა.
ასეთი მერყეობის დროს კურსი თავის ნებაზე რომ მიეშვა ეროვნულ ბანკს, მაშინ ლარის კურსი 19 სექტემბერს უნდა ყოფილიყო 1/2700000, ხოლო 3 ოქტომბერს კი პირიქით - 1650000 /1.
რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ კურსის ცვლილება წინა დღესთან შედარებით 5%25-ს აღემატება, მა შინ გარიგება ჩაშლილად ითვლება და კურსიც უცვლელი რჩება.
თუმცა, თავისუფლად მცურავი კურსის პირობებში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ლარი ყოველდღიურად 4%25ით „გამყარდეს“ და ერთ მშვენიერ დღეს 0,1 ნიშნულსაც მიაღწიოს.
ეს ჰიპოთეტიკური მოლოდინი ნამდვილად არ არის, რადგან საქართველოს შიგნით ლარის მიწოდების პოტენციალი არ არსებობს.
ვინ უნდა მიაწოდოს სავალუტო ბირჟაზე ლარები? - საქართველოს ღატაკმა მოსახლეობამ, რომლის საშუალო ხელფასი 300 ლარსაც ვერ აღწევს? თუ ექსპორტიორებმა, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ თავიანთი პროდუქციის საფასური უცხოურ ვალუტაში აიღონ ლარის ნაცვლად?
საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს ირჩენს უცხოეთიდან ნათესავების მიერ გადმორიცხული ფულით. ეს გზავნილები უცხოურ ვალუტაში გადმოირიცხება და საქართველოს სავალუტო ბირჟაზე მიედინება დოლარებისა და ევროების სახით, რადგან რუსეთის ან ევროამერიკის ტერიტორიებზე ლარები არ იყიდება.
საქართველოს ხელისუფლებამ კიდევაც რომ დაავალდებულოს ექსპორტიორები, რომ თავიანთი პროდუქცია მხოლოდ და მხოლოდ ლარებზე მიჰყიდონ უცხოელებს, ეს მაინც ვერ შექმნის ლარების ადეკვატურ მიწოდებას, რადგან იმპორტი 4-ჯერ სჭარბობს ექსპორტს. საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები კი მილიონჯერ აღემატებიან საქართველოდან „თიბისი ჯგუფის“ თუ „საქართველოს ბანკის“ მიერ გატანილ მიზერულ ინვესტიციებს.
ასე რომ, ლარის „თავისუფალ ცურვაში“ გაშვება მის კატასტროფულ „გამყარებას“ გამოიწვევს.
„1500ლარიანი“ სახელმწიფო მოხელეებს ეს აწყობთ, რადგან თავისი ხელფასით ახლანდელი 1070 დოლარის ნაცვლად 1500 დოლარს იყიდიან. მაგრამ, ის ხალხი, ვინც საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულით ირჩენს თავს, შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან საქართველოში ერთადერთ საგადასახადო საშუალებად ლარი ითვლება.
სავალუტო ლიბერალიზმის პოლიტიკას ის ქვეყნებიც კი არ მიმართავენ, რომლებსაც საგადასახადო ბალანსიც დადებითი აქვთ და საკუთარი ვალუტაც თავზესაყრელად გააჩნიათ. ამერიკის მთავრობა უკვე რამდენი ათწლეულია, რაც ხელოვნურად მანიპულირებს დოლარის კურსით, აქედან გამომდინარე, საინტერესოა ვისგან ღებულობენ მაგალითს ქართველი „რეფორმატორები“.
ერთდროულად საფინანსო და გაზის სფეროს უკავშირდება კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც სახელმწიფო ობლიგაციების განთავსებას შეეხო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც ლონდონის ბირჟაზე საქართველოს სახელმწიფომ 500 მილიონი დოლარისა, თუ ევროს ობლიგაციები გაყიდა.
წესით და რიგით, ეს ობლიგაციები საქართველოს შიგნით უნდა განეთავსებინათ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველმა რეფორმატორებმა ევროპულ ინფლაციასთან ბრძოლა გადაწყვიტეს - თავის ევროპელ მეგობრებს გასაჭირში ხომ არ მიატოვებდნენ(?!)
თუმცა, ვინც ეს ობლიგაციები იყიდა, ნუთუ არ იცოდა, რომ საქართველოს ისედაც აქვს გადაუხდელი ვალები, რომელთა მოცულობაც 2,5 მილიარდს აჭარბებს. ცხადია, ამ ვალის დაფარვა ვერც სავალუტო რეზერვებით მოხერხდება, რადგან მათი მოცულობა 1,5 მილიარდს არ აღემატება, და ვერც სახელმწიფო ქონებით, რადგან მდინარეების გარდა ყველა გამოსადეგი ქონება გაყიდულია (ადვილად მისადგომი ტყეები, ნაყოფიერი მიწები და ა.შ.).
ან რად სჭირდებოდა საქართველოს მთავრობას დამატებითი 500 მილიონი დოლარი პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში?
ამ შეკითხვაზე ოფიციალურ პასუხს საქართველოს მოსახლეობა ერთი თვე მაინც ელოდა. თავიდან მთავრობამაც არ იცოდა სად წაეღო ასე ერთბაშად „ციდან ჩამოცვენილი“500 მილიონი. ბოლოს კი მოიფიქრეს, რომ ამ ფულით უნდა ავაგოთ გაზსაცავი, სადაც 3 დღის მარაგს შევინახავთო. თუმცა, რა აუცილებელია გაზსაცავი თუ ისედაც გვაქვს გარანტირებული მოწოდება აზერბაიჯანიდან?
500 მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ საქართველოს 3 დღით არ შეუწყდეს გაზმომარაგება რამე მასშტაბური ავარიის შემთხვევაში?
ამ დროს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს მსოფლიო სასურსათო კრიზისზე, მიწების გაუდაბნოებაზე, გლობალურ დათბობაზე და მოსალოდნელ დატბორვაზე.
გაუდაბნოების საშიშროება ემუქრება ესპანეთს, საბერძნეთს, სამხრეთ იტალიას, მთელ რიგ სამხრეთ რეგიონებს, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოსაც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ქვეყნის გაზით 3დღიან მომარაგებაზე ფიქრობს(?!).
ალბათ უადგილო არ იქნება, დავსვათ კითხვა: თუ საქართველოს ნახევარი გვალვამ გადაწვა, მაშინ შენახული გაზით ვაპირებთ პურისა და ღვინის სინთეზირებას?!
სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ერთი უპირატესობა გააჩნია: როგორი გლობალური დათბობაც არ უნდა მოხდეს, კავკასიონის ქედზე წვიმა და თოვლი მაინც მოვა - ე.ი. მდინარეებში წყალი იქნება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ახლავე უნდა იზრუნოს მასშტაბური საირიგაციო სისტემის მშენებლობაზე, მით უმეტეს, რომ სამაჩაბლოდან ღმერთმა ქნას დროებით! 50000 ქართველი გამოასახლეს - მათ კი ახალი სახლკარი და დასამუშავებელი მიწები სჭირდებათ!
მთავრობა კი ამ ოჯახებს ისედაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ასახლებს და თითო ოჯახს დიდი დამადლებით მხოლოდ 600 კვ/მ მიწას აძლევს. როგორ უნდა ირჩინოს ოჯახმა თავი ასეთ პატარა ნაკვეთზე მოყვანილი მოსავლით?!
ასევე არამიზნობრივად იხარჯება სამაჩაბლოდან ლტოლვილებისთვის უკვე გამოყოფილი დახმარებები. ამერიკიდან გადმორიცხული 100 მილიონი დოლარი რატომღაც „XXI საუკუნის გამოწვევის“ ანგარიშზე დასვეს და განაცხადეს - ამ ფულით სამცხეჯავახეთის გზის მშენებლობა გაგრძელდებაო. უკრაინელების მიერ გადმორიცხული 10 მილიონით ალბათ იმიტომ შენდება სახლები ლტოლვილებისთვის, რომ ეს თვითონ უკრაინელებმა მოითხოვეს, თორემ საქართველოს მთავრობა ამ უკრაინულ ფულსაც ალბათ ისევ შადრევნების აშენებაზე დახარჯავდა.
თუ სამაჩაბლოდან ლტოლვილებს სამცხეჯავახეთში უპირებენ ჩასახლებას - ეს ხარჯი გამართლებულია. მაგრამ უპირველეს პრობლემად ისევ და ისევ სარწყავი სისტემა. ოსმა სეპარატისტებმა ტირიფონის არხი გადაკეტეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ალტერნატიული არხის მშენებლობა იმ მიზნით, რომ გორის რაიონის მოსახლეობამ თავის სარჩენი მოსავლის მოყვანა მაინც შეძლოს!
- როცა პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობა უნდა ვაღიაროთ ქვეყნის პრიორტეტულ დარგად. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, დედამიწას ისეთი დატბორვები და გვალვები ემუქრება, რომ საქართველომ ახლავე უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და უფრო მეტი აგრარული პროდუქცია უნდა გამოიმუშაოს ვიდრე თვითონ სჭირდება.
თუმცა, სანამ ტოტალური შიმშილის პრობლემის წინაშე დავდგებოდეთ, საქართველოს მთავრობა თავის რეფორმატულ ჟინს სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში იკმაყოფილებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სპორტის რეფორმა, რის შედეგადაც სპორტის აკადემიას ფაკულტეტი უწოდეს და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს დაუქვემდებარეს. ეს უნივერსიტეტი, როგორც ცნობილია, დასავლურ ენათა და კულტურათა შესწავლის კერაა…
ამ რეფორმის სიღრმეს და სიბრძნეს ჯერ ვერავინ ჩაწვდა და „გაუნათლებელ“, მაგრამ ბრძენ ხალხს ბევრი საჩოთირო კითხვა დაებადა:
- თუ არ შეიძლება, რომ სპორტი იყოს აკადემიური, მაშინ რატომ შეიძლება რომ იგი იყოს „ფაკულტატიური“?
- ვთქვათ და სპორტი დასავლური კულტურის ფენომენია, მაგრამ ჩვენ ქართველებსაც ხომ გვქონდა ლელო, ისინდი, მარულა, მუშტიკრივი, ჭიდაობა, ხრიდოლი და ა.შ.?
მერე რა, რომ ეს კითხვები უპასუხოდ რჩება? - რაც მთავარია, რეფორმა განხორციელდა და თან წარმატებულად: ქართველმა სპორტსმენებმა პეკინის ოლიმპიადაზე უფრო მეტი მედალი აიღეს, ვიდრე ათენში.
ასევე წარმატებულად მიმდინარეობს განათლების რეფორ მაც: იაკობ გოგებაშვილის გარდა, კიდევ ორი ახალი ავტორის „დედა ენით“ ასწავლიან ბავშვებს წერაკითხვას. ამასთანავე, ყოველ ახალ სასწავლო წელს ერთი და იგივე სკოლაში სულ ახალ და ახალ „დედა ენებს“ ამკვიდრებენ მეურვეები. იგივე ხდება სხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც. ეს ფენომენი ადვილი გასაგებია „გაუნათლებელი“ ხალხისთვის - სახელმძღვანელოების ასეთი სეზონური ცვლა საჭიროა იმისათვის, რომ მომდევნო კლასში გადასულმა მოსწავლემ წინა კლასში შემოსულს თავისი წიგნი არ დაუტოვოს საჩუქრად, ან თუნდაც დაბალ ფასად. ხალხი ბრძენია და ამიტომ უკვე დაიწყო წიგნების „მეორადი ბაზრის“ ჩამოყალიბება, სადაც ნახმარი წიგნები შედარებით დაბალ ფასად იყიდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხი ჯერჯერობით არ იჩენს ინიციატივას, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემის რეფორმირებაში. ალბათ იმიტომ, რომ აღნიშნული რეფორმით არსებითად არაფერი არ იცვლება: ვისაც არ უნდა დაუქვემდებარო, პროკურორიც და მოსამართლეც მაინც ერთიანი ადმინისტრაციული სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნებიან. თითქოსდა ხალხს მისცეს უფლება რომ ამ ადმინისტრაციულ სისტემას ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის საშუალებით დაუპირისპირდეს. დასავლურ ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თავის დროზე თვით ხალხის მოთხოვნით შემოიღეს, რადგან ხალხი უკმაყოფილო იყო სახელმწიფო სტრუქტურების თვითნებობით. საქართველოში კი ეს სისტემა თვით სახელმწიფოს მიერ ინერგება.
ასე რომ, სახელმწიფო დიქტატურა ისევ შენარჩუნდება: ყველამ კარგად იცის, რომ განაჩენი გამოაქვს მას, ვინც მოსამართლეს ან მსაჯულებს აკონტროლებს. საქართველოში კი ორი მაკონტროლებელი ძალა არსებობს -კრიმინალები, ან მთავრობა თავისი პოლიციური სისტემით.
იყო დრო, როდესაც მთავრობა და კრიმინალები ერთობლივად ჩაგრავდნენ და ძარცვავდნენ ხალხს. მაგრამ ასეთი ერთობლივი ძარცვის შედეგად ეკონომიკა სწრაფად ვერ ვითარდებოდა, რადგან ერთ მომუშავეს ათი პარაზიტი „ნაჩალნიკი“ წოვდა სისხლს. ვინც კი ბრძანებითი ტონით ლაპარაკს ისწავლიდა და იარაღს იშოვიდა - ყველა „წილში ჩაჯდომას“ითხოვდა.
რადგანაც რესურსები შეზღუდულია და კარგი ცხოვრება ახლადმოვლენილ პოლიტიკოსებსაც უნდოდათ, მათ კრიმინალური სამყაროს შეზღუდვა გადაწყვიტეს. შესაბამისად, დაიწყო მასობრივი ნადირობა კრიმინალურ ავტორიტეტებზე და ბანდფორმირებებზე. ეს ნადირობა პოლიტიკოსთა წარმატებით დასრულდა და როგორც თვითონ ამტკიცებენ, მათ გაანადგურეს „რამკიანი ქურდები“, როგორც კლასი.
შესაბამისად, მთელი ძალაუფლება საპოლიციო ძალების ხელში დარჩა. ეს ძალები ზუსტად ისე გააკონტროლებენ თორმეტივე მსაჯულს, როგორც მანამადე ერთ მოსამართლეს აკონტროლებდნენ.
გაბედოს რომელიმე მსაჯულმა და სახელმწიფო მოსამართლეს მხარი არ დაუჭიროს!!! მას ან ნარკოტიკს ჩაუდებენ ან იარაღს. თუ ასეთი რეპუტაცია არა აქვს, მაშინ სამსახურში აღმოუჩენენ რამე ხარვეზებს და საგადასახადო ინსპექციას მიუგზავნიან ან თვითონ მას (თუ იგი მესაკუთრეა) ან იმ ბიზნესმენს ვისთანაც ეს მსაჯული მუშაობს...
თუ საპოლიციო ძალები დაკარგავენ ძალაუფლებას, მაშინ ამ მსაჯულებს ისევ კრიმინალები გააკონტორლებენ, როგორც ეს იყო 1992 წლიდან ე.წ. „ვარდების რევოლუციამდე“.
ასე რომ, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც თვითონ საზოგადოება არის უშიშარი და სადაც საზოგადოება ისეთ წარმომადგენლებს ირჩევს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებიც ამ ხალხს პატივს სცემენ.
ასეთი სახელმწიფო მოხელეები რაღაც „ბიბიპლიუსებისთვის“ არასდროს მოაწყობენ ისეთ რეფორმებს, რომლებიც ხალხს დააზარალებენ. არც ლტოლვილებისათვის გადმორიცხულ ფულს დახარჯავენ სადღაც მიკარგული გზების მშენებლობაზე...
უინსტონ ჩერჩილმა, როდესაც გაიგო, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა ბიუროკრატიული სისტემა, ნიშნის მოგებით ბრძანა: „დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო მოხელეები ამაყობენ იმით, რომ ხალხს ემსახურებიან. ჩვენთვის ძალიან დამამცირებელი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავით ჩვენი ხალხის მეპატრონე „ხაზეინები“, ისევე როგორც საბჭოთა ჩინოვნიკები არიან“...
![]() |
8 „სოფარ“ - ი = პროფესიონალიზმი + მომსახურების უმაღლესი ხარისხი |
▲back to top |
დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქ-მედ საექსპედიტორო-გადამზიდავ კომპანიათა შორის „სოფმარ“-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპა-ნიაა. იგი თავისი მოღვაწეობის 17 წლიან ისტორიას ითვლის. შესაძლოა, 17 წელი ევროპის, ან ამერიკის რომელიმე ქვეყნის კომპანიისთვის არც თუ ისე შთამ-ბეჭდავი „ასაკია“, მაგრამ, საქართველოს სინამდვილის-თვის სერიოზულ განაცხადად შეიძლება ჩაითვალოს!
კომპანიის გენერალური დირექტორი, ბატონი ვახტანგ ალანია განათლებით პედაგოგია. ზღვას-თან მისი „თანამშრომლობა“ (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბატონი ვახტანგი ზღვის პირას, ფოთში დაიბადა), 1989 წელს, ფოთი-ტრაპიზონის ხაზზე მოძრავი გემის კაპიტნის თანაშემწეობით დაიწყო. აფხაზეთის ომის შემდეგ მიმოსვლა შეწყდა, უმუშევრად დარჩენილმა გამეზღვაურებულმა პედაგოგმა კი საზღვაო სააგენ-ტოს დაარსება გადაწყვიტა. სწორედ „სოფმარ“-ი იყო პირველი კერძო სააგენტო არა მხოლოდ საქართვე-ლოში, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც. ეს იყო 1991 წელს.
ვახტანგ ალანია: „თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ხალხს არ ესმოდა, რისთვის ვარსებობდით, რას ვაკეთებდით, რა საჭირო იყო ჩვენი სერვისი, ასე რომ, პრაქტიკულად, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამუშაო არ გვქონდა... პირველ გემს 1992 წლის 20 აპრილს მოვემსახურეთ. საინტერესოა, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა...“.
დღეისათვის კომპანია „სოფმარ“ი, გემებისა და ტვირთების სრული სერვისის გარდა, ნებისმიერი სახის ტვირთისა და ავტომობილების მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გადაზიდვას ასრულებს. კომპანიაში, რომელიც თავიდან მხოლოდ დამფუძნებელსა და ბუღალტერს ითვლიდა, ახლა 80მდე უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი მუშაობს. „სოფმარ“-ს ფილიალები ბათუმში, თბილისში და ერევანში გააჩნია.
კომპანიას საკუთარი სატვირთო ავტომანქანები ემსახურება. მუდმივი კლიენტები, რომლებმაც უკვე სათანადოდ შეაფასეს კომპანიის მაღალკვალიფიციური მომსახურება, საკმაოდ მომგებიანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. მათ შორის არიან ისეთებიც, „სოფმარ“-თან 17 წლიანი თანამშრომლობა რომ აკავშირებთ.
ცხადია, პირველობა ყველაფერში რთულია: ყველაფერს საკუთარ თავზე სწავლობ და გამოცდი. თუმცა, გადარჩენის გარანტად სხვისი მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებაც არ კმარა. ერთხანს ფოთში გადამზიდავი სააგენტოების ბუმი იყო: 70მდე კომპანია მოქმედებდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარმა მათი უმრავლესობა გაცხრილა: ზოგი დაიხურა, ზოგი - გაკოტრდა, დღეს კი მხოლოდ ათიოდე თუ მოქმედებს.
ვახტანგ ალანია: „კონკურენცია ჩვენს სფეროში საკმაოდ ძლიერია, მაგრამ, მე ვიტყოდი, ჯანსაღი. დამკვეთი უმთავრესად, უცხოელია, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, ვინ მუშაობს რეალურად“.
წარმატება კომპანიაში თანდათანობით, ნელნელა მოვიდა. „სოფმარ“-ის თანამშრომლები ცოდნას სხვადასხვა სახის კურსებსა და ტრენინგებზე იღრმავებდნენ. სასწავლო კურსების უმეტესი ნაწილი „BIMCO“-ს (ბალტიის საერთაშორისო საზღვაო ასოციაცია) ორგანიზებით ტარდება, რომლის წევრი თავად „სოფმარ“-იც გახლავთ.
კომპანია კლიენტს შეკვეთას საბანკო გარანტიის საფუძველზე, საკუთარი თანხებით უსრულებს, ანგარიშსწორება კი სამუშაოს შესრულების შემდეგ ხდება. ასეთი ფორმის მომსახურება საკმაოდ დიდი შეღავათია კლიენტისთვის და პოპულარობითაც სარგებლობს.
კომპანია, უმთავრესად, საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობს, სამომავლოდ კი საქართველოს ბაზრის ათვისებას აპირებს. „სოფმარ“-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ბაზარი ბოლო პერიოდში საკმაოდ განვითარდა: სტატისტიკური მონაცემებით, თუ ადრე თვეში თბილისზე საშუალოდ 500-600 კონტეინერი მოდიოდა, დღეს ეს ციფრი 1000მდე გაიზარდა. ეს კი უკვე კომპანიისთვის საინტერესო მაჩვენებელი და ამ მიმართულებით სერიოზული და აქტიური მუშაობის დაწყების საწინდარია. თუ უფრო დავაკონკრეტებთ „სოფმარ“-ის გადაზიდვების 80 პროცენტი ჯერჯერობით სომხეთზე მოდის. საგულისხმოა, რომ კომპანია მეზობელ ქვეყანაში ამ სფეროში მომუშავე საუკეთესო კომპანიათა სამეულშიც კი ირიცხება. ეს მაშინ, როცა საქართველოში მას ბაზრის მხოლოდ 10-15 პროცენტი უჭირავს.
საგულისხმოა, რომ ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები კომპანიას ბოლო ორი წელია, აღარ შექმნია. „სოფმარ“-ის ხელმძღვანელი საქართველოს საბანკო და სადაზღვევო ბიზნესს, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ განვითარებულად მიიჩნევს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ სადაზღვევო კულტურა ხალხში ჯერ კიდევ არ დგას სათანადო დონეზე.
ვახტანგ ალანია: „ხალხს უჭირს იმის გაგება, რისთვის უნდა დაეზღვიონ - რომ აუცილებელია არა მხოლოდ მანქანის, ან, ტვირთის, არამედ, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევაც. ამ ყველაფერს დრო სჭირდება: ცნობიერება და აზროვნება, სამწუხაროდ, ერთ დღეში ვერ შეიცვლება.
გული მწყდება, რომ საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა. სომხები კი შესანიშნავად მუშაობენ. ექსპორტზე გადის მოლიბდენი, ტუფი, თუთიის კონცენტრატი, ალუმინის ფოლგა... ერთი სიტყვით, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ვერც კი შევადარებთ. სომხეთში შესული კონტეინერი 70 პროცენტით დატვირთული ბრუნდება უკან, საქართველოდან გასულებს კი 10 პროცენტითაც ძლივს ვტვირთავთ.“
ლალი ოყუჯავა, „სოფმარ“ ის საერთაშორისო
საავტომობილო გადაზიდვების მენეჯერი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადაზიდვების სფეროს განვითარებას ხელს უშლის, ბატონ ვახტანგის აზრით, გახლავთ ის, რომ შესაბამისი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს.
ვახტანგ ალანია: „ქვეყანაში არ გვაქვს სატრანსპორტო კანონი, რომელიც დაარეგულირებდა, მაგალითად, ჩვენს ურთიერთობებს კლიენტებთან. გარდა ამისა, კანონმდებლობასთან ერთად უნდა არსებობდეს დებულებები: როგორ უნდა დაიცალოს ტვირთი, როგორ დაიტვირთოს, როგორ მოხდეს გადაზიდვა... 78 წლის წინათ მიღებული საზღვაო კოდექსი, რომლის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი, შესაძლოა, ვერ გამოგვივიდა მთლად სრულყოფილი, თუმცა კოდექსი მაინც არის! აი, სატრანსპორტო კოდექსი კი საერთოდ არ არსებობს. აქედან იწყება ყველა პრობლემა! არადა, საქართველოში ცუდი ბიზნესგარემო არ არის, უბრალოდ, დაულაგებელია...“
„სოფმარ“ ის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების მენეჯერი ლალი ოყუჯავა თვლის, რომ კომპანიამ დამკვეთებს შორის სანდო პარტნიორის იმიჯი კარგა ხანია დაიმკვიდრა. წარმატების საიდუმლო კი მათ პროფესიონალიზმში და თითოეული დაკვეთისადმი პასუხისმგებლობაში გამოიხატება.
ლალი ოყუჯავა: „ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია ტვირთის კარიდან კარამდე უსაფრთხოდ, უპრობლემოდ მიტანა. თითოეულ შეკვეთაზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ. ვფიქრობ, დღეისათვის სათანადო კონკურენციას ვუწევთ ანალოგიურ კომპანიებს. „სოფმარ“-ის სიძლიერე იმაშია, რომ ერთ გუნდად ვართ შეკრული - ჩვენი თანამშრომლები სისტემატურად გადიან გადამზადებას, უმეტესობას აქვს CPC (პროფესიული კომპეტენტურობის სერთიფიკატი). კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მუდმივად ლტოლვა მნიშვნელოვნად გვეხმარება კლიენტებთან მუშაობაში“.
პროფესიონალიზმი + მომსახურების უმაღლესი ხარისხი - აი, რა გამოარჩევს „სოფმარ“-ს კონკურენტებისგან!
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
9 ენდეთ ივენთ-კომპანიებს... |
▲back to top |
კორპორატიული კულტურა ბიზნესის წარმატებით განვითარების ერთერთი უმთავრესი ფაქტორია. არც თუ შორეულ წარსულში კომპანიები სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის ორგანიზებას საკუთარი რესურსით, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდნენ. თუმცა, ბაზარი დღითიდღე სულ უფრო მომთხოვნი ხდება... თანაც, თითოეული საქმე ხომ პროფესიონალებმა უნდა აკეთონ?.. ჰოდა, ივენთკომპანიების შექმნის აუცილებლობა თავისთავად დადგა დღის წესრიგში.
კონფუციუსი ამბობდა: „მე მესმის და მავიწყდება. ვხედავ და მახსოვს. განვიცდი და ვიგებ“. მოვლენის საფუძველში განცდა დევს. განცდა კი - შეგრძნებებისა და ემოციებისგან შედგება. მოვლენის, ანუ ივენთის შედეგად გამოწვეული პოზიტიური განცდები ბრენდის მიმართ მომხმარებლის ინტერესს ზრდის და დადებითად განაწყობს მას. აი, ასეთი მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზატორებს.
ქართულ ბაზარზე ამგვარ მომსახურებას უკვე გვთავაზობს რამდენიმე კომპანია. ამ ნომერში ერთერთ მათგანზე - „MSG +“-ზე გიამბობთ.
კომპანია „MSG +“-მა საქმიანობა 2008 წლის იანვარში მაღალი კლასის მანქანების გაქირავებით დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელები ქართული ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგად დარწმუნდნენ, რომ იმ დროისათვის საქართველოში არსებული ივენთსააგენტოების უმრავლესობა შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
მანქანები ხომ ივენთსერვისის განუყოფელი ნაწილია... ნახევარი საქმე თითქმის გაკეთებული იყო: კომპანია გაფართოვდა და სატრანსპორტო მომსახურებას ახალი მიმართულებები დაემატა.
პრეზენტაციების, სარეკლამო აქციების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, მედიატურების, სემინარების, თრეინინგების, მიღებების, ფესტივალებისა და დეფილეების ორგანიზების გარდა, კომპანია „MSG +“ ქორწილებისა და დაბადების დღეების მოწყობაზეც ზრუნავს, კომპანიებისთვის გუნდური სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაც ხელეწიფება. მაგრამ ყველაზე მეტად კომპანიაში „MSG+“-ს ერთგვარი სავიზიტო ბარათით - ტურისტული ივენთით ამაყობენ. რას წარმოადგენს მომსახურების ეს სახეობა? ტურისტთა ჯგუფი არჩევს საქართველოს რომელიმე მხარეს, ადგილზე ჩასულთ კი ხვდებათ „MSG +“-ს მიერ მომზადებული, კონკ კონფუციუსი ამბობდა: „მე მესმის და მავიწყდება. ვხედავ და მახსოვს. განვიცდი და ვიგებ”. მოვლენის საფუძველში განცდა დევს. განცდა კი - შეგრძნებებისა და ემოციებისგან შედგება. მოვლენის, ანუ ივენთის შედეგად გამოწვეული პოზიტიური განცდები ბრენდის მიმართ მომხმარებლის ინტერესს ზრდის და დადებითად განაწყობს მას. აი, ასეთი მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზატორებს.
ქართულ ბაზარზე ამგვარ მომსახურებას უკვე გვთავაზობს რამდენიმე კომპანია. ამ ნომერში ერთერთ მათგანზე - „MSG +“-ზე გიამბობთ.
კომპანია „MSG +“-მა საქმიანობა 2008 წლის იანვარში მაღალი კლასის მანქანების გაქირავებით დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელები ქართული ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგად დარწმუნდნენ, რომ იმ დროისათვის საქართველოში არსებული ივენთსააგენტოების უმრავლესობა შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
მანქანები ხომ ივენთსერვისის განუყოფელი ნაწილია... ნახევარი საქმე თითქმის გაკეთებული იყო: კომპანია გაფართოვდა და სატრანსპორტო მომსახურებას ახალი მიმართულებები დაემატა.
პრეზენტაციების, სარეკლამო აქციების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, მედიატურების, სემინარების, თრეინინგების, მიღებების, ფესტივალებისა და დეფილეების ორგანიზების გარდა, კომპანია „MSG +“ ქორწილებისა და დაბადების დღეების მოწყობაზეც ზრუნავს, კომპანიებისთვის გუნდური სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაც ხელეწიფება. მაგრამ ყველაზე მეტად კომპანიაში „MSG+“-ს ერთგვარი სავიზიტო ბარათით - ტურისტული ივენთით ამაყობენ. რას წარმოადგენს მომსახურების ეს სახეობა? ტურისტთა ჯგუფი არჩევს საქართველოს რომელიმე მხარეს, ადგილზე ჩასულთ კი ხვდებათ „MSG +“-ს მიერ მომზადებული, კონკ რეტულად ამ კუთხის ადათწესების მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენა, რომლის მონაწილენიც თავად ტურისტებიც ხდებიან: ირგებენ ეროვნულ ტანსაცმელს, ამზადებენ და აგემოვნებენ ტრადიციული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებს, ეცნობიან ამ კუთხის ისტორიასა და კულტურას. ამგვარი ტურების ჩატარების მცდელობა ადრეც შეინიშნებოდა, თუმცა ასე კომპლექსურად შეფუთული, დასრულებული პროდუქტი ტურისტებს პირველად სწორედ „MSG+“-მ შესთავაზა. ამას წინათ ტურისტები რაჭულ ქორწილში „მონაწილეობდნენ.“ რაჭულ წესჩვეულებებსაც გაეცნენ და ხვანჭკარა, ლობიანები და ლორიც სიამოვნებით დააგემოვნეს.
მაკა საბანაძე, კომპანიის მენეჯერი: „ეს პროექტი ტურიზმის განვითარების მიზნით წამოვიწყეთ. ტურისტისთვის ხომ ჩვენი კუთხეების ადათწესები და ისტორიაც ძალიან საინტერესოა! გვინდა, რომ ღვინისა და ხინკლის მირთმევის გარდა, უცხოელმა სტუმარმა ისიც გაიგოს, საიდან მოდის ჩვენი ფესვები... თავს რა გადაგვხდენია... ძალიან სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ რაჭის ისტორიის შესასწავლად. ახლა სხვა კუთხეებზე ვმუშაობთ. რამდენიმე მსგავსი საინტერესო პროექტი ყველასათვის ცნობილი სამწუხარო მოვლენების გამო დაკონსერვდა. თუმცა, იმედია, ყველაფერი დალაგდება და ნელნელა თავის რიტმსა და კალაპოტს დაუბრუნდება...“
„MSG+“კრეატიულობასა და სითამამეს ისეთი ტრადიციული დღესასწაულის მოწყობისასაც კი არ იშურებს, როგორიც ქორწილია.
მთავარია, კლიენტი იყოს გაბედული და არაორდინარული იდეების დამფასებელი... თუ არა და, „MSG+“ ტრადიციულ ქორწილსაც უზადოდ ჩაატარებს და ულამაზეს, დაუვიწყარ მოგონებად აქცევს. ნეფეპატარძალს 1947 წელს გამოშვებული, თვალისმომჭრელი თეთრი ტყავის სალონიანი ოქროსფერი „პობედა“ ემსახურება, რომელშიც თითოეული დეტალი დიდი რუდუნებით არის აღდგენილი.
კომპანიაში კლიენტს პირდებიან: ქორწილი მათთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება და არა გაუთავებელი პრობლემების გროვა.
თამამი იდეები ვახსენეთ. სულ ახლახან კომპანიამ... კოპლებიანი ქორწილი ჩაატარა. კოპლები ამშვენებდა ყველაფერს: ტანსაცმელს, დეკორატიულ დეტალებს, საქორწილო ტორტიც კი კოპლებით იყო მორთული... დაწინწკლულ სტუმრებს შორის კი დალმატინელები დასეირნობდნენ... ქორწილის მეორე დღეს მთელი ქალაქი ამ ამბავს განიხილავდა. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებში ფრანგული ტრადიციების მიხედვით მომზადებული ქორწილიც გვხვდება და ქანთრის სტილში გადაწყვეტილიც: ცოცხალი მზესუმზირებით, თივის ზვინებითა და ურმებით გაფორმებული...
კომპანია კორპორატიული ღონისძიებების გასვლით მომსახურებას, ანუ ქეითერინგსაც შემოგთავაზებთ: ფურშეტით, ლანჩითა თუ ქოფიბრეიქით. „პაგოდას“ ტიპის ტენტები და გამათბობელები გასვლითი სამზარეულოს მომსახურებისა და საკუთარი ვირტუოზი მზარეულის ოსტატობაში დარწმუნების საშუალებას ნებისმიერ ამინდში იძლევა. სტუმრებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სომელიეები და ოფიციანტები მოემსახურებიან.
აღსანიშნავია, რომ გასვლი თი ღონისძიებების ორგანიზებისას „MSG+“ საკუთარ ტრანსპორტს იყენებს, რაც მნიშვნელოვნად აიაფებს კომპანიის მომსახურებას. ღონისძიების სცენარის შედგენისთანავე იკრიბება ბიუჯეტი, კომპანიის მომსახურების საფასური კი მთლიანი თანხის 1020 პროცენტს შეადგენს, რაც საქართველოს ბაზრისთვის ერთერთ დაბალ ტარიფად მიიჩნევა. კლიენტს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა სახის ხარჯი ამოაგდოს ბიუჯეტიდან, რათა ამრიგად მისთვის ხელსაყრელ თანხაში “ჩაჯდეს”. კლიენტებს განსაკუთრებით იზიდავს მომსახურების პროცესის გამჭვირვალობა. ასეთი მიდგომით მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება და არც კომპანიას ექმნება პრობლემები. გარდა ამისა, კლიენტები ივენთსააგენტოსთან პროექტის დამთავრების შემდეგაც მეგობრობენ.
ივენთების მოწყობის ბიზნესი საქართველოსთვის მაინც შედარებით ახალი ხილია. თუმცა, სფერო საკმაოდ პერსპექტიულია. „MSG+“-ს მენეჯერი კონკურენტებად ასახელებს რამდენიმე კომპანიას, რომელთაგან ორი შედარებით მსხვილია. მაკა საბანაძე აქვე აღნიშნავს, რომ კონკურენცია საკმაოდ ჯანსაღია. „ჩვენ ჯერ ახლა ვმკვიდრდებით, თუმცა, ახლადშექმნილი კომპანიის კვალობაზე „MSG+“-ს ცნობადობა უკვე საკმაოდ მაღალია. თანაც, ჩვენ არასტანდარტულ იდეებს ხელსაყრელ ფასად ვახორციელებთ.”
კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული - კრეატიული და ენერგიული ახალგაზრდების ჯგუფი, პროექტის დაწყებისთანავე კი დროებითი ხელშეკრულება 3060 ადამიანთან ფორმდება.
„MSG+“-ს ერთგული და საიმედო პარტნიორებიც ჰყავს: ქართულფრანგული ღვინის კომპანია „ბესინი“ ივენთებს ღვინით ამარაგებს. სამაგიეროდ, „MSG +“ ღვინის კომპანიას სარეკლამო მომსახურებას უწევს. რომელიმე კომპანიასთან გრძელვადიანი მუშაობის დაწყებისას პარტნიორს ღვინო ფურშეტზე დაბალ ფასში მიეწოდება, რითაც „MSG+“-ს მომსახურების საფასური მცირდება. კომპანიის პარტნიორები არიან სილამაზის სალონი „Z&M“ და ყვავილების მაღაზია „Flower.ge“.
დღესასწაული ყველაზე მეტად მაინც პატარებს ახარებს. ივენთსააგენტო მათ დაუვიწყარ დაბადების დღეებს უწყობს და სანუკვარ ოცნებებს უსრულებს. სპეციალისტი პატარასთან წინასწარი გასაუბრებით მის სურვილებს შეიტყობს, შემდეგ კი იწერება უნიკალური, მხოლოდ იუბილარისთვის განკუთვნილი სცენარი. იკერება კოსტიუმები, მზადდება დეკორაციები... და დაბადების დღეზე იუბილარს სწორედ მისი საოცნებო ზღაპრის გმირები, მასხარები, გაწვრთნილი ცხოველები თუ თოჯინების თეატრის მსახიობები ესტუმრებიან. „ახლახან 11 წლის გოგონამ სერიალ „ქალთევზების“ გმირების გაცნობა მოინდომა. სასწრაფოდ შევკერეთ შესაფერისი კოსტიუმები, ულამაზეს „ქალთევზებსაც“ მოვარგეთ. დაბადების დღეზე შეკრებილმა გოგონებმა ხომ ისიამოვნეს, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ მათი მამების სიხარული! სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღეს „ქალთევზებთან“... - ღიმილით იხსენებს მაკა.
დაბადების დღის უფასო მომსახურების კუპონი ერთერთ ჟურნალშიც კი გათამაშდა. ყველაზე იღბლიანი ბათუმელი ბავშვი აღმოჩნდა. მაგრამ აგვისტოში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დღესასწაულის მოწყობა ვერ მოხერხდა... თუმცა, „MSG +“ ბათუმელ მოზარდს დაბადების დღეს მომავალ წელს გადაუხდის.
ივენთსააგენტოს ყველაზე მსხვილი კლიენტი აშშის საელჩოა, რომელთანაც „MSG +“-მა საიმედო პარტნიორის სახელი უკვე დაიმკვიდრა. არსებობის 9 თვის მანძილზე კომპანიას უამრავი სამადლობელი წერილიც დაუგროვდა. ერთერთი მათგანი მათ საქართველოში სტუმრად მყოფმა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ ახლახან გამოუგზავნა.
ახლოვდება ახალი წელი და ივენთკომპანიაც საახალწლო პროექტებს ამზადებს. მათ შორის რამდენიმე საქველმოქმედო საღამოა. გარდა ამისა, კომპანია ერთი ლამაზი ჩანაფიქრის შესრულებას აპირებს: „გვსურს ვიპოვოთ ლტოლვილთა წყვილი, რომელიც ამ მოვლენების პერიოდში დაქორწინდა და ლამაზი, შემოდგომის ქორწილი მოვუმზადოთ საჩუქრად. გვინდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ ყველაფერი არ დაქცეულა და დანგრეულა, ცხოვრება გრძელდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უფლის წყალობით...“
კომპანია რუსული აგრესიის გამო დაზარალებულ მოსახლეობას საომარი მოქმედებების დაწყების პირველი დღეებიდანვე აქტიურად ეხმარება. მართალია, ივენთსააგენტოში ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ მინდა იცოდეს მკითხველმა, რომ „MSG +“-ს მხოლოდ დღესასწაულების ორგანიზება კი არა, რეალური დახმარება და თანადგომაც ხელეწიფება ჭირსა თუ ლხინში...
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
10 ქველმოქმედი და ლიდერი საინოვაციო ტექნოლოგიებში |
▲back to top |
გიორგი ჭირაქაძე, UGT-ის პრეზიდენტი
საქართველოში რუსეთის აგრესიისა და საომარი მოქმედებების გამო დაზარალებული მოსახლეობის გასაჭირი ერთნაირად გაითავისა დიდმა თუ პატარამ. უსახლკაროდ დარჩენილი და დამწუხრებული ადამიანების მორალური და მატერიალური მხარდაჭერა ყველამ თავის მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნია. ერთსულოვნება გამოიჩინეს კომპანიებმაც და საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ.
გამონაკლისი არც „იუჯითი“ ყოფილა, რომელიც კავკასიის რეგიონში ლიდერ საინფორმაციოტექნოლოგიურ კომპანიადაა აღიარებული.
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში „იუჯითი“-ს საქველმოქმედო ფონდის მიერ გადარიცხული თანხის გარდა, კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სურვილითაც გადაწყვიტეს ლოტკინის მუსიკალურ ინტერნატში, ვაშლიჯვრის საჯარო სკოლაში, 62-ე და 48-ე სკოლებში განთავსებული დევნილი მოსახლეობის დახმარება - ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ლეიბები და საბნები, თეთრეული და პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საგნები - ეს იმ ნივთების არასრული სიაა, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას გადასცეს.
დახმარება მხოლოდ საჩუქრების გადაცემით არ ამოწურულა: „იუჯითი“-ს წარმომადგენლები დევნილი მოსახლეობისათვის განკუთვნილ ცხელ ხაზზეც აქტიურად მუშაობდნენ და მორალურადაც გვერდში ედგნენ უბედურებაგამოვლილ ადამიანებს.
დევნილი ბავშვების დასახმარებლად კომპანია არაერთ საქველმოქმედო ტურნირშიც ჩაერთო, შემოსული თანხა კი მთლიანად უსახლკაროდ დარჩენილ პატარებს გადაერიცხათ.
„იუჯითი“ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების ბიზნესამოცანების გადაჭრის საუკეთესო ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოვლენას, შესაბამისი რთული პროექტების მართვას, ბიზნესსტრატეგიაზე მორგებული საინფორმაციო სისტემების შერჩევას, დანერგვას და მათ განვითარებაში მხარდაჭერას უზრუნველყოფს. თანამედროვე ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ამ ინსტრუმენტის გარეშე ორგანიზაციის სრულფასოვანი მუშაობა დღეს თითქმის შეუძლებელია... გარდა ამისა, „იუჯითი“ თავის კლიენტებს უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკითა და აპარატურით ამარაგებს.
ამ დროისათვის „იუჯითი“-ში 200მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც 1000ზე მეტ კლიენტს უმაღლესი დონის საინფორმაციოტექნოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფენ. „იუჯითი“, უმთავრესად, მსხვილ უწყებებთან - სამინისტროებთან, ბანკებთან, უცხოურ კომპანიებთან, ასევე, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორების წარმომადგენლებთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საფინანსოეკონომიკურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურებთან თანამშრომლობს.
UGT ეხმარება დევნილ მოსახლეობას
საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ბაზარზე მოღვაწეობის 11 წლის განმავლობაში დაგროვებულ უნიკალურ გამოცდილებას „იუჯითის“ გუნდი ყოველდღიურად იყენებს კლიენტების ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად. მცირე კომპანიიდან სოლიდურ ორგანიზაციამდე განვლილი გზის მანძილზე „იუჯითი“-მ როგორც კომერციულ, ისე სახელმწიფო სექტორში ათობით პროექტი განახორციელა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროს სამეურნეო პროცესების გაუმჯობესებისა და კომპიუტერიზაციის პროექტი; საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინტეგრირებული ბაზისა და კორპორაციული ვებპორტალის შექმნის პროექტი; Microsoft Windows XP-ის, Windows Vista-s, Microsoft Office-ს ლოკალიზაციის პროექტები, მონაცემთა შენახვის ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის აგების პროექტი ბანკ „რესპუბლიკაში“, საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების საინფორმაციო სისტემის ავტომატიზაციის პროექტი, და სხვა.
იუჯითის წარმატებას დიდწილად განაპირობებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობა. „იუჯითი“ არის Microsoft-ის პირველი ოქროს პარტნიორის სტატუსის მფლობელი კომპანია საქართველოში. ოქროს პარტნიორის სტატუსთან ერთად „იუჯითი“ ფლობს Microsoft-ის ბიზნეს გადაწყვეტილებების სერთიფიკაციას (Business Solution Certified Partner) და არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც ავტორიზებულია, მსხვილ ორგანიზაციებთან გააფორმოს Microsoft-ის კორპორატიული შეთანხმება (Enterprise Egreement). „იუჯითი“ არის Symantec-ის „ოქროს“ პარტნიორი, SAP-ის ერთადერთი, HP-ის ყველაზე მსხვილი და ჩისცოს ყველაზე მეტი სპეციალიზაციის მქონე პარტნიორი საქართველოში.
2008 წელს „იუჯითი“ს საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001-2000 მიენიჭა, რითაც იგი კავკასიის რეგიონში ამ სერთიფიკატის მფლობელი პირველი სისტემური ინტეგრატორი კომპანია გახდა.
![]() |
11 №001 დღესაც პირველია! |
▲back to top |
არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირების რთულ გზას დაადგა. ახალმა რეალობამ ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრება მოითხოვა და პირველი, რაც დღის წესრიგში დადგა, აუდიტისა და აუდიტორული მომსახურების აუცილებლობა იყო. ამ აუცილებლობამ ასახვა ჰპოვა რეალობაშიც და უცებ გაჩნდა უამრავი აუდიტორული ფირმა, რომელთა მომსახურების ხარისხსა და კვალიფიციურობაზე რაიმე დასკვნის გაკეთება არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. თუმცა, საბაზრო ეკონომიკის მკაცრმა კანონმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ რეგისტრაციის ნომრის მიხედვით ნომერ პირველი აუდიტორული ფირმა ამ ბაზარზე დღესაც პირველია, მისი დამფუძნებელი და დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკო ბაკაშვილი კი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, ვისმა შეუვალმა ხასიათმა და უმაღლესმა პროფესიონალიზმმა საქართველოში მომხდარ ყველა პოლიტიკურ თუ სოციალურ კატაკლიზმებს გაუძლო და სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საქმეთა მწარმოებლად რჩება დღესაც.
შტრიხები პორტრეტისათვის
ნიკო ბაკაშვილი, ქიზიყელი კახელი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
აუდიტორის № 001 მოწმობისა და №001 სერტიფიკატის მფლობელი საქართველოში.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, 1990 წელს ვადაზე ადრე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1995 წელს, 29 წლის ასაკში გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია პოსტსაბჭოურ სივრცეში ეკონომიკის დარგში. 35-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის მართვის ინსტიტუტის - დამაარსებელი საქართველოში. მთელმა საბაჟო დეპარტამენტმა სწორედ მის ინსტიტუტში გაიარა გადამზადება;
პირველმა გამოსცა ქართულენოვანი სახელმძღვანელო „საბაჟო საქმიანობის ეკონომიკა და მართვა“; ახლახანს გამოსაცემად ჩაუშვა პირველი ქართული სახელმძღვანელო „ორგანიზაციის თეორია“.
პირველი გაკოტრების მმართველი გახლდათ საქართველოში („თბილლუდი“);
პირველი რეაბილიტაციის მმართველი საქართველოში (სააქციო საზოგადოება „აზოტი“);
პირველი მეურვე საქართველოში (ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა);
3 წელია სტიქაროსანია ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში. მოძღვარი - მამა ღვთისო შალიკაშვილი. მფარველი და უსაყვარლესი წმინდანი - წმ. ნიკოლოზი, მოვლილი და მოლოცვილი აქვს მის სახელთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი. თვლის, რომ რასაც მიაღწია, მხოლოდ და მხოლოდ უფლის შეწევნით.
ქველმოქმედება - მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა;
საყვარელი მწერალი - ნოდარ დუმბაძე. დუმბაძის „მარადისობის კანონს“ ჯერ კიდევ მე-9 კლასში ყოფნისას მიუძღვნა სპეციალური ნაშრომი და მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე პირველი ხარისხის დიპლომიც დაიმსახურა; იქიდან მოყოლებული დუმბაძისეული სიტყვები - „სული გაცილებით მძიმეა სხეულზე“ მის ცხოვრებისეულ კრედოდ იქცა.
უყვარს პოეზია. მის შინაგან მდგომარეობას ჯანსუღ ჩარკვიანის (რომელთანაც ოჯახით მეგობრობს) ერთი ლექსი ეხმიანება: „შენ ნუ გგონია, რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ, უზენაესს რამე შევუთქვა, მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან“...
ჰყავს მეუღლე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (სადოქტორო შეგნებულად არ დააცვევინა - ოჯახში ერთი უფროსი უნდა იყოსო) და ორი ქალიშვილი. უფროსი, 17 წლის, კარდიო-ქირურგობაზე ოცნებობს და უკვე საკმაოდ გარკვეულია ამ დარგში, იმდენად, რომ ცნობილი კარდიოქირურგების მიერ ჩატარებულ ოპერაციებსაც ესწრება. უმცროსი, 13 წლის, „პატარა ნიკოა“, მიუხედავად ასაკისა, მშვენივრად ერკვევა სამეწარმეო სამართალში და აინტერესებს, ხომ შეიძლება დირექტორი იყოს ის, ვინც დამფუძნებელია და პარტნიორი არ არის?
უსაყვარლეს სადღეგრძელოთა პირველი სამეული: უფლისა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წინამძღვრის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის და მესამე დედის. არის საქართველოში „დედის დღის“- 3 მარტის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი.
აუდიტორის დასკვნა უტყუარი და მიუკერძოებელი უნდა იყოს
1995 წლის თებერვალში მიღებული იქნა კანონი საქართველოში აუდიტორული საქმიანობის შესახებ. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შეიქმნა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, რომელიც აუდიტორების სერტიფიცირებასა და ლიცენზირებას იწყებდა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ნომერ პირველი სერტიფიკატი - 001, აუდიტორის მოწმობა ნომრით 001 თქვენმა მონამორჩილმა ავიღე. ამის შემდეგ, იმავე 1995 წელს დავაფუძნე, შპს „უდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“, რომლის დირექტორიც დღიდან დაარსებისა მე ვარ. ასე რომ, სამომხმარებლო ბაზრის იმ სეგმენტზე, რასაც აუდიტორული მომსახურება ჰქვია, დიდი ხანია ვარსებობთ. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისათვის, „ბებერი“ ფირმა ვართ. საერთოდ აუდიტორული ფირმები ძალიან ფასობენ მთელ მსოფლიოში. ეს არის პრაქტიკა - მათ ვერ აღრიცხავ, აღნუსხავ ან ინვენტარიზაციას ჩაუტარებ ზომის, წონის ან სხვა მონაცემების მიხედვით. აუდიტორული კომპანიის საქმიანობის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი, მისი ფასი და იმიჯი ბაზარზე მისი არსებობის ხანგრძლივობაა. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი აუდიტორი იყო, დღესაც ჩნდებიან ახალი აუდიტორული ფირმები, მაგრამ ჩვენზე ეს არ მოქმედებს - მყარად ვდგავართ ფეხზე და ვემსახურებით ქვეყანას. ჩვენი კომპანია სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია ზოგად, სადაზღვევო და საბანკო აუდიტში. ანუ ჩვენ ვმუშაობთ ამ სამი განსხვავებული მიმართულებით და დაკვეთებსაც სამივე მიმართულებიდან ვიღებთ. მინდა გითხრათ, რომ თავად აუდიტი (და ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული) არსებობს სავალდებულო და საინიციატივო. სავალდებულოა, აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებულ საწარმოო სუბიექტთა ჯგუფს კანონი განსაზღვრავს. საინიციატივოა, როცა პირს თვითონ უნდა გაიაროს აუდიტორული შემოწმება, იქნება ეს პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მოსაწესრიგებლად თუ სხვა საბუღალტრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ - როგორც საინიციატივო, ისე სავალდებულო. ძალიან კარგია, რომ ბოლო პერიოდებში მართლაც სახეზეა რეალური გარდაქმნა და მთავარი ორიენტირი აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად მიიმართა. მოგეხსენებათ, ადრე არც რევიზორის შიში ჰქონდა ვინმეს და იგი არც არავის სჭირდებოდა, საქმეს მავანთან მოაკვარახჭინებდნენ ხოლმე. სააღრიცხვო სისტემის მოწესრიგებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ბენჟამენ ფრანკლინმა 1791 წელს თქვა, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სიკვდილი და გადასახადებია გარდაუვალი. სწორი საგადასახადო ბაზის განსაზღვრა აწყობს ქვეყანასაც (ფისკალური შედეგი აქედან მოიპოვება, გადასახადის გადამხდელი ინახავს ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობას მთლიანად) და ეს აწყობს გადასახადის გადამხდელსაც. ამ უკანასკნელმა მეტი რატომ უნდა გადაიხადოს, მას ურჩევნია ზუსტად იცოდეს, როდის და რამდენი აქვს გადასახდელი. ამიტომაც, ამ ბოლო პერიოდში, მიუხედავად მეწარმეთა კანონში შესული ცვლილებებისა, რომლის მიხედვითაც სავალდებულო აუდიტის ჩატარების სპექტრი შემცირდა, ჩვენთან საინიციატივო ხასიათის დაკვეთებმა მაინც იმატა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოების კანონმორჩილების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. კანონმორჩილების ხარისხის გაზრდამ და საფინანსოსააღრიცხვო ინსტიტუტის გამყარების სურვილმა განაპირობა ის, რომ დღეს მეწარმე, რომელიც რაღაცას ქმნის, თვითონაა დაინტერესებული აუდიტორულ მომსახურებაზე.
ჩვენი აუდიტორული საქმიანობის კიდევ ერთი ჭრილია ეროვნული მეურნეობრიობის სხვადასხვა დარგი - განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ა.შ. ჩვენი საქმიანობით ყველა ამ სფეროს მოვიცავთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთანაც, უამრავ სისხლისსამართლებრივ ექსპერტიზებს ვატარებთ და სათანადო დასკვნებს ვაკეთებთ. ასე რომ, კანონის შესაბამისად, ჩვენი დამკვეთი არის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სუბიექტი - მეწარმე. მთავარია, ჩვენი დასკვნა იყოს უტყუარი, ამისთვის კი აუცილებელია აუდიტორის კვალიფიკაცია და მისი მიუკერძოებლობა. არსებობს აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, რომლითაც რეგულირდება აუდიტორთა პროფესიული ქცევის ნორმები - აუდიტორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, არ უნდა იყოს რაღაცაზე გამოკიდებული ან რაღაცის ზეგავლენის ქვეშ. არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, 29 წლის ასაკში გავხდი დოქტორი და პროფესორი, თანაც წარმოშობით კახელი, ქიზიყელი ვარ. ამიტომ ჩემთვის აუდიტორთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნები ძალიან ბუნებრივია. ეს იცის სახელმწიფომაც. ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, სადაც კი ჩემი დასკვნა შედის, იქნება ეს კერძო, თუ სახელმწიფო დაკვეთა, დარწმუნებულია, რომ იქ მცირე გადაცდომაც კი არ იქნება. მე ტყუილს ვერცერთ მხარეს ვერ დავუწერ. გადამხდელი რომ მოდის და დაცვას მთხოვს, თუ რამე დარღვევა აქვს, იმაზე უარეს დასკვნას ვუწერ, ვიდრე ამას მაკონტროლებელი ორგანო გააკეთებდა. რაც მართალია, იმას ვწერ, უნდათ, გაითვალისწინონ, არადა, ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვთ, ეს არის საქმისადმი ძალიან მარტივი და ლოგიკური მიდგომა!
რაც შეეხება ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს, მთელ საქართველოში ვმუშაობთ, დაწყებული აჭარიდან, დამთავრებული კახეთით. გვყავს 25 აუდიტორ-ექსპერტი, წარმომადგენლობები გვაქვს ბათუმში, ფოთში, ბორჯომში, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ამას თბილისიდანაც ვართმევთ თავს.
გარდა აუდიტორული მომსახურებისა, გვაქვს პროფესიული საბუღალტრო მომსახურებაც. თვითონ აუდიტორული საქმიანობა გულისხმობს როგორც საფინანსო-საბუღალტრო სააღრიცხვო საქმიანობის წარმართვასა და კონტროლს, ასევე სასაქონლო და სხვა სახის ექსპერტიზებს. ამიტომ ჩვენ ამ ჭრილშიც ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ისე კერძო სექტორთან.
საციხედ გამზადებული მაღალჩინოსნები და მიუკერძოებელი ექსპერტ-აუდიტორი
ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე იყო სისხლის სამართლის საქმე სემეკის მიმართ. სემეკი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი და დიდი სტრუქტურაა, რომელთან მიმართებაშიც ნებისმიერ სისხლისამართლებრივ დევნას ანდა სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, კანონის შესაბამისად, აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი სასამართლო, იმდენად დიდია მისი, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფუნქცია. დავა წარმოიქმნა ბუნებრივი აირის ტარიფებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი დევნა აღიძრა სემეკის მაშინდელი სამივე წევრის - ელიზბარ ერისთავის, დემურ ჩომახიძისა და პაატა ცინცაძის მიმართ (სამივე პროფესორი გახლავთ). კონტროლის პალატის მასალები გადაცემული ჰქონდა პროკურატურას, ეს საკითხი, მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მაშინდელმა პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზეც გაიტანა. მაშინ მიიჩნიეს, რომ ერთ-ერთი კომპეტენტური აუდიტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი, შეიძლებოდა ყოფილიყო ბაკაშვილი. აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საქმეში, რომელიც მოგვიანებით უსაფუძვლობის გამო დაიხურა. ჩვენი კომპანიისთვის ეს საქმე იმდენად გახმაურებული იყო, სხვა დანარჩენის მნიშვნელობა მის ფონზე თითქოს გაუფერულდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებია. ამ საქმეებზე სასამართლო განჩინება ჯერ კიდევ არ გამოსულა, ამიტომ, ამ ეტაპზე, როგორც ექსპერტი, კომენტარისგან თავს შევიკავებ.
ბიზნეს-კანონმდებლობა და მექოთნის პოზიციაში მყოფი კანონის წამკითხველი
კანონი რაც არ უნდა დახვეწილი იყოს, ესა თუ ის საკანონმდებლო ლაფსუსი, მეტნაკლებად, ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა (თვით მაღალგანვითარებულშიც კი), მითუმეტეს ჩვენთან, სადაც ახალი ეკონომიკური ურთიერთობები ახლა იდგამს ფეხს და გამომდინარე აქედან, უამრავი საკანონმდებლო ლაფსუსს შეიძლება წავაწყდეთ. ეს კი იმდენად ხშირად შეიძლება მოხდეს, რომ იძულებული ხარ, მექოთნის პოზიციაზე გადახვიდე (ქოთანს იქიდან რომ მოაბამს ყურს, საიდანაც თვითონ სურს). დღეს დისციპლინისა და მკაცრი ხელის პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ჩინოვნიკები თავად არიან შეშინებულნი, რასაც მათი გამოუცდელობა და არაპროფესიონალიზმიც ემატება (ყველგან საბავშვო ბაღია, მოგეხსენებათ), შიში და უცოდინრობა კი იწვევს იმას, რომ კანონის ორგვარად წაკითხვის შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი გადაწყვეტილებას ვეღარ იღებენ. სწორედ ამ სიტუაციის გამო ძალიან ბევრი სადავო პროცესია დღეს შეჩერებული.
საკანონმდებლო სივრცისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო, ჩვენს კომპანიას ხშირად უხდება შეკითხვის დასმა სხვადასხვა ორგანოებისთვის, ძირითადად, საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ჩემს შეკითხვაზე კატეგორიულად მწერენ, რომ მე არ მიპასუხებენ, როგორც აუდიტორს, როგორც ნიკო ბაკაშვილს. დღეისთვის ასეთი 20 კითხვა დამიგროვდა. რაკიღა ისინი „ბაკაშვილსა და კომპანიას“ არ პასუხობენ, იძულებული გავხდი, კითხვები დამეთითოვებინა და ჩემი ახლობლების სახელით ცალ-ცალკე გამეგზავნა შემოსავლების სამსახურისთვის, იქნებ ამ გზით მაინც მივიღო პასუხი ჩემთვის საჭირო შეკითხვებზე! არადა, ყველაფერი ხომ ასე მარტივია, თუ შენი საქმე კარგად იცი! გადასახადების აკრეფა ხომ ხელოვნებაა, რომელსაც ამკრეფი აუცილებლად უნდა ფლობდეს. ჟ. კოლბერის ცნობილი გამონათქვამიც არსებობს ამასთან დაკავშირებით: „გადასახადების აკრეფა - ეს არის ხელოვნება, ისე გაბრდღვნა ბატი, რომ მიიღო ბუმბულის მაქსიმუმი მინიმალური წრიპინით“. ამასთან დაკავშირებით ერთ მცირე დეტალს გავიხსენებ ჩვენი ქვეყნის მძიმე წარსულიდან: როცა აღა-მაჰმად-ხანმა საქართველო დაიპყრო, მასთან მივიდა ის ვეზირთუხუცესი, რომელიც საქართველოს განაგებდა და უთხრა, ეს ისეთი მდიდარი ქვეყანაა, მარცვალი ხელუკუღმა რომ გადააგდო, წაღმა ამოვა, ასეთი ბარაქიანი ქვეყანა აიტანს, ბეგარა რომ გავუსამმაგოთო. მაშინ საქართველოს 10%25-იანი ბეგარა ჰქონდა დაწესებული. აღა-მაჰმად-ხანმა მას თავი მოჰკვეთა - შენ გინდა, ბეგარა გავზარდო, ხალხი მუშაობით წელში გაწყდეს და დაიხოცოს, ანდა სულაც აღარ იმუშაოს და დამიმალოს გადასახადები და სტაბილური შემოსავალი მომაკლდეს, შენ მავნებელი და ჩემი მტერი ხარო. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ეს თვით მტარვალმა აღა-მაჰმად-ხანმა გააკეთა!
ჩვენთან საკანონმდებლო სივრცე ხშირ შემთხვევაში დახვეწილია, მაგრამ შეშინებული და არაპროფესიონალი კადრები აფუჭებენ ყველაფერს! იმასაც ვერ ახერხებენ, ბოლომდე წაიკითხონ და კარგად გაერკვნენ კანონში. თუ კანონში რაიმე ლაფსუსია და კოლიზიას აქვს ადგილი - თავში სხვა წერია და ბოლოში - სხვა, ამ დროს ხომ საერთოდ იბნევიან. აქ მახსენდება ცხონებული ზურაბ ჟვანიას სიტყვები, პარლამენტში ახალ საგადასახადო კანონზე მუშაობისას რომ ბრძანა - „არ არსებობს ბოლომდე სრულყოფილი კანონი, ეს მუდმივი მოძრაობაა დროსა და სივრცეში“. ჩვენ მივესალმებით იმას, თუკი ამ მუდმივი მოძრაობის პროცესში ვინმე აღმოაჩენს არსებულ საკანონმდებლო ხვრელებს და მის გასწორებაზე იმუშავებს. მთავარია, კანონი არ დაირღვეს.
პირველი რეაბილიტაციის მმართველი და ქვეყნისთვის შენარჩუნებული „აზოტი“
„მქონდა კომერციული ბანკი „კვარი“, რომლის დამფუძნებელი და მმართველიც თავად გახლდით, არცერთი მეანაბრე არ მომიტყუებია, პირიქით, ჩემმა და ჩემი მეუღლის თანაკლასელებმა წაიღეს ფულები და წავიდნენ, მაგრამ მაშინ ჩვენ მშვიდობით გადავრჩით. ამის შემდეგ 1995 წელს დავაფუძნე ეს აუდიტორული ფირმა, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ. პარალელურად ვიყავი სააქციო საზოგადოება „აისბერგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შპს „პორტროუს ჯორჯიას“ (მეოთხე მაცივარი) გენერალური დირექტორი. ჩემი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი - საქართველოში მიღებული იქნა კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“, ამ კანონის მიღებისთანავე გახლდით პირველი გაკოტრების მმართველი საქართველოში, ეს იყო შპს „თბილლუდი“, რომელიც შემდგომ სანაციის რეჟიმზე გადავიყვანეთ, ის გადარჩა გაკოტრებას და აღდგა ბალანსი. ამის შემდგომ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები და დამატებები და მესამე თავად ჩაიდო - რეაბილიტაცია. პირველი რეაბილიტაციის მმართველიც მე ვიყავი. ეს იყო სააქციო საზოგადოება „აზოტში“. „აზოტი“, მოგეხსენებათ, სახელმწიფოა სახელმწიფოში. ეს ის თემაა, როდესაც მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შევუნარჩუნე „აზოტი“! საკმაოდ დიდი დაპირისპირების პირობებში მოხდა ეს, თავად პრეზიდენტი ბრძანებდა, ჯართია და „იტერას“ მივყიდოთ 500 ათას დოლარადო. არადა, ჯართადაც რომ დაგვეჭრა „აზოტი“ და აგვეწონა, მისი ღირებულება 100-ჯერ 500 ათასი გამოვიდოდა.
ამის შემდეგ გაკოტრების მრავალი საქმე წავიყვანე, ეს იყო შპს „ახაშენი“ (ღვინის ქარხანა), შპს „თი-ჯი-აი“ (ავეჯის სამრეწველო კომპლექსი), „ხაშმის“ ღვინის ქარხანა, ახლა ვარ „ენერგოსაბითუმო ბაზრის“ გაკოტრების მმართველი. ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა ახალი კანონი „საქართველოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, „გაკოტრება“ შეიცვალა „გადახდისუუნარობით“ და ამ კანონის შესაბამისად, პირველ მეურვედ საქართველოში მე დავინიშნე - ვარ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მეურვე. დანარჩენ წვრილმანებს აღარ მოვყვები.
სხვათა შორის, გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ (ბატონი ნიკო 35-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია), საბაზრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საქართველოში, გეგმა, პროგრამა და სახელმძღვანელოც ჩემი შემუშავებულია. ერთ-ერთმა პირველმა მე გამოვეცი ამ თემატიკის სახელმძღვანელო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრანტებთან ვკითხულობ კიდეც. სახელმძღვანელოს სახელწოდებაა „საბაზრო ინფრასტრუქტურა“.
რაც შეეხება „ორგანიზაციის თეორიას“, წარმოიდგინეთ, რომ ორგანიზაციის თეორიაში ქართული სახელმძღვანელო არ არსებობდა და ახლა მე ჩავუშვი დასაბეჭდად ეს სახელმძღვანელო, სადაც სპეციალური თავი ეძღვნება გაკოტრება-რეაბილიტაციას. მინდა გითხრათ, რომ საწარმოების გაკოტრება-რეაბილიტაცია ეს იგივეა, რაც სოციალური არსებისათვის, ადამიანისთვის, რეანიმაცია და კლინიკური მკურნალობა, ანუ გადარჩენა. სადოქტორო დისერტაციაშიც მქონდა აქცენტი იმაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური სისტემები ძალიან მსგავსია სხვა სისტემებისა და მასზე მყარი ფიზიკისა და ქიმიის კანონები ანალოგიურად ვრცელდება. საინტერესო შემთხვევას მოგიყვებით: როდესაც „აზოტში“ ჩავედი, 30 მოადგილე მყავდა, 38 სამმართველო იყო იქ თავისი მრავალი განყოფილებით, „აზოტს“ საკუთარი პოლიცია, საავადმყოფო, მაღაზიები და კიდევ ბევრი რამ აქვს, ვიმეორებ, ეს სახელმწიფოა სახელმწიფოში. იყო ერთი განყოფილება, რომლის ფუნქციონალური დანიშნულებითაც დავინტერესდი. ბატონო ნიკო, ჩვენ ყველაფერს დროულად ვაკეთებთ, ყოველი თვის 5 რიცხვს არ ვაცილებთ, პირდაპირ ვაგზავნით ყველა ინფორმაციას, სადაც საჭიროაო - ამაყად მომახსენეს. სად აგზავნიდნენ, არ გაინტერესებთ?! კომუნისტების დროს „აზოტი“ ხომ ცენტრალური დაქვემდებარების იყო, მოსკოვში საკავშირო ქიმიური მრეწველობის სამინისტროს ექვემდებარებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ განყოფილების თანამშრომლები ისევ იქ, მოსკოვში აგზავნიდნენ ინფორმაციას! წარმოგიდგენიათ, რაღაში სჭირდებოდა რუსეთს სამრეწველო შპიონაჟი, როცა მთელი განყოფილება მუშაობდა მათთვის ყოველთვიური ინფორმაციის გაგზავნაზე! გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა! აი, კლასიკური ფიზიკის, ინერციის კანონი, როგორ მუშაობს სოციალურ სფეროშიც.
ნებისმიერი ღვთისმოსავი ადამიანის ერთადერთი ნავთსაყუდელი ეკლესიაა
„ეს წუთია გავაცილე კაცი, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ, ერთ დღეს დაღუპვია, ახლა კი უკრაინაში გარდაცვლია ერთადერთი ვაჟიშვილი და მისი ჩამოსვენების ფულის სათხოვნელად მოვიდა ჩემთან. ვკითხე, რა ცოდვა ჩაიდინე ასეთი, ასე რომ დაისაჯემეთქი. არაფერიო, მიპასუხა. უფლისთვის და მაცხოვრისთვის ხომ ათასი წელი ერთი გაელვებაა, ტყუილად კი არ უთქვამს ჩვენს წინაპარს - ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო. რა ვიცით, რა ცოდვამ მოაღწია ამ კაცამდე, ასე რომ გაუბედურდა. მისი საცოდაობით დავიწვი, თანაც, წმინდა ნიკოლოზს წააგავდა, წმ. ნიკოლოზი ხომ ჩემი სათაყვანებელი წმინდანია...
ბავშვობიდანვე ერთი რამ ვიცოდი, რომ ეკლესია ნებისმიერი ღვთისმოსავი ადამიანის ერთადერთი ნავთსაყუდელი იყო. როცა ადამიანს აღდგომა შინაგანად უხარია და მე ასე ვიყავი ბავშვობიდანვე, მასზე ვერანაირი აკრძალვა ზემოქმედებას ვეღარ მოახდენს, უფრო პირიქით. კახეთში კი ჩვენდა სამწუხაროდ ყოველთვის უფრო ახლოს იდგა ხალხი ეკლესიასთან, ვიდრე დასავლეთ საქართველოში...“
„უპრეცედენტო ინიციატივას დავუდე საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციის პირველ ეტაპზე გამარჯვებულთათვის დავაწესე ფულადი პრემიები: პირველი ადგილისათვის - 1000 ლარი, მეორე ადგილისთვის - 700 ლარი, მესამისთვის კი - 500 ლარი. შედეგიც მივიღეთ - ასეთი აქტივობა სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაზე არავის ახსოვს. ცალკე სტუდსაბჭოს ვთხოვე, შეერჩია 2 წარჩინებული სტუდენტი, რომელთაც ყოველთვიური სტიპენდია დავუნიშნე 100 ლარის ოდენობით. ამას გარდა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე კონფერენციაში გამარჯვებული პირველი სამეულისთვის დავაწესე 1000, 700 და 500 დოლარიანი ფულადი პრემიები. პირველ ადგილზე გასული სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კი ჯილდოდ მიიღო 10-დღიანი დასასვენებელი საგზური ბათუმის რჩეულ სასტუმროში. ჩვენსავე, ეკონომიკის ფაკულტეტზე ერთი პროფესორია სტიქაროსანი, ქაშუეთის ეკლესიაშია ისიც, ის და მისი მეუღლე ისრაელში გავუშვი წმინდა ადგილების მოსალოცად. ეს ყველაფერი კი უფლის შეწევნით გავაკეთე...
მოამზადა
ილნარ გორელიშვილმა
![]() |
12 გიპოკი - გაერთიანდი ჩვენთან და იმუშავე! |
▲back to top |
დავით დავითლიძე, გამოცდილ ინტელექტუალთა, პროფესიონალთა და ორგანიზატორთა კოალიციის თავმჯდომარე
ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნას რომ სასიკეთო არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის, ალბათ, საკამათო აღარ არის... უამრავი პროფესიონალი მხოლოდ იმ მიზეზით მოხვდა უმუშევართა რიგებში, რომ მან „სათანადო ასაკს“ გადააბიჯა. ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს ყბადაღებული ასაკობრივი ზღვარი ხანდახან 30 წლითაც კი განისაზღვრება... საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ სწორედ ამ მიზეზის გამო დატოვა სამშობლო, ოჯახი, შვილები და სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ეს დღევანდელობის ერთერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც შემაშფოთებელ მასშტაბებს იღებს. ორგანიზაცია, რომელსაც დღევანდელ ნომერში წარმოგიდგენთ, ამ საჭირბოროტო საკითხის მოგვარების თავისებურ გზას გვთავაზობს.
გამოცდილ ინტელექტუალთა, პროფესიონალთა და ორგანიზატორთა კოალიცია, ანუ გიპოკი ექვსი თვის წინათ დაარსდა. წესდების შემუშავებისა და სამოქმედო მიზნების განსაზღვრის შემდეგ რამდენიმე პროექტიც დაიგეგმა, მაგრამ აგვისტოში განვითარებული, ყველასთვის კარგად ცნობილი სამწუხარო მოვლენების გამო კოალიციის პარტნიორები, ბუნებრივია, ლტოლვილების დახმარებასა და ხელშეწყობაზე გადაერთნენ. ამიტომ, პროექტებიც დროებით დაკონსერვდა.
კოალიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ერთგვარ მონაცემთა ბაზას ადგენს, პარალელურად კი მათ სხვადასხვა საქმის პროფესიონალებთან აკავშირებს. გარდა ამისა, კოალიცია მზადაა, მიიღოს პროექტები, რათა ის წინასწარ განსაზღვრულ სპონსორს ან პროექტის თანამონაწილეს გააცნოს. საწარმოს შექმნის შემთხვევაში კი კოალიცია ქმნის ეკონომისტთა, ბუღალტერთა თუ ინჟინრებისაგან შემდგარ ჯგუფს. დაგეგმილია უსაფრთხოების ფონდის შექმნაც იმ შემთხვევისთვის, თუ საწარმოს ობიექტური მიზეზის გამო გაუჭირდა.
დავით დავითლიძე, გამოცდილ ინტელექტუალთა, პროფესიონალთა და ორგანიზატორთა კოალიციის თავმჯდომარე: „გამოცდილი სპეციალისტი ქუჩაში არ უნდა იდგეს და იძულებით მისთვის მიუღებელ საქმეს არ უნდა აკეთებდეს. არც ქვეყნიდან უნდა გარბოდეს. ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება საქართველოდან მიგრაციის თუნდაც ნაწილობრივი შეჩერების სურვილმა გამოიწვია. ვფიქრობ, თუკი თუნდაც მცირე ჯგუფებად გავერთიანდებით და მიზანდასახულად ვიმოქმედებთ, შევძლებთ ერთმანეთის შველას. თუკი საზღვარგარეთ გასული ადამიანები გაერთიანებული ძალებით თუნდაც მცირე საწარმოებს შექმნიან, სადაც რამდენიმე ადამიანს მაინც დაასაქმებენ (რაშიც მათ გიპოკი დაეხმარებათ), ამით ისინი შეუერთდებიან მოწოდებას: „დაასაქმე შენი თავი და დაასაქმე სხვაც“. კოალიციის უმთავრესი მიზანი 35 წელზე უფროსი ასაკის გამორჩეული ინტელექტუალების ერთმანეთთან დაკავშირებაა. გვსურს, რომ თითოეულმა ასეთმა ადამიანმა თავისი ადგილი იპოვოს.“
რატომ მაინცდამაინც 35 წელს გადაცილებულნი? ბატონი დავითი განმარტავს, რომ კოალიცია ახალგაზრდებს სულაც არ ჰკრავს ხელს: უბრალოდ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წინააღმდეგია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ჩრდილში ვტოვებთ. ისინი თამამად უნდა მოვიდნენ ჩვენთან და გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები. უბრალოდ, ჩვენ მხოლოდ ჭკვიან ახალგაზრდებს ვარჩევთ - რომლებიც არც ყალთაბანდობენ, არც რაიმე მავნე მიდრეკილებით გამოირჩევიან და, რაც მთავარია, საქმის კეთება ნამდვილად შეუძლიათ. კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების დამთავრება არაჩვეულებრივია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებამდე ამ ახალგაზრდების ხელმძღვანელობა მაინც ნაადრევია. ვფიქრობ, უნდა გაიჭირვონ და გარკვეული პერიოდის მანძილზე დაბალ თანამდებობაზე იმუშაონ. 35 წელს გადაცილებულებს კი მსურს მივმართო: ნუ ჩაიქნევთ ხელს, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შესაძლებლობები ამოიწურა... თქვენ ისევ სჭირდებით ქვეყანას...“
კოალიცია, უმთავრესად, მცირე საწარმოების გახსნაზეა ორიენტირებული. რაიონებში უკვე შექმნილია ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანასა და შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. ამის პარალელურად, თბილისში 12 კაციანი ჯგუფი მომზადდა, რომელიც უკვე შერჩეულ საწარმო ფართში რაიონებიდან ტრანსპორტირებულ პროდუქციას გადაამუშავებს. როგორც ბატონი დავითი ამბობს, სამომავლოდ, სრული დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში კოალიციის ერთი თვის მუშაობის შედეგად 7080 კაცი მაინც დასაქმდება. ჯერჯერობით, მაგალითად, აგვისტოს თვეში, საომარ მოქმედებებს რომ ხელი არ შეეშალა, ერთერთ სამშენებლო კომპანიასთან ერთად წამოწყებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში 25 კაციანი ჯგუფი უნდა დასაქმებულიყო.
კოალიციის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი წილში არავის უჯდებიან. „ჩვენ გვინდა, რომ ახლადშექმნილ საწარმოებში ისეთი პირობები შევქმნათ, რომ საზღვარგარეთ წასული ჩვენი თანამემამულეები დავაბრუნოთ და აქ დავასაქმოთ, რათა მათ თავიანთი ენერგია სხვას არ შეალიონ... მართალია, საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ: სანამ ლტოლვილების პრობლემები არ მოგვარდება, ტემპი შენელებული იქნება. თანაც, ხალხმა აქ ცხოვრებაზე უკვე ხელი ჩაიქნია. განსაკუთრებით, ინტელექტუალებმა, ღვაწლმოსილმა ინჟინრებმა, ექიმებმა... კოალიციის ერთერთი წევრი 50 წლის გამოცდილი ექიმია, მაგრამ ასაკის გამო ვეღარსად მუშაობს, სახლში ახარისხებს მაკარონს და ყიდის. აი, ასეთ ხალხს ვეძებთ... საქართველოდან გასული ერთი მილიონი კაციდან 70 პროცენტი სწორედ გამოცდილ და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე მოდის.“
კოალიციის ხელმძღვანელი ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ქვეყანაში კონფლიქტების წამოჭრის მიზეზებსაც აკავშირებს:
„საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა რომ სათანადოდ მაღალი ყოფილიყო, აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ჩვენთან ყოფნის სურვილი თავისთავად ექნებოდა. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა ვიმოქმედოთ. ვცდილობთ, ავამაღლოთ და გავაფართოოთ წარმოება, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ჩვენთან კავშირში თუნდაც დისტანციურად ჩავაბათ. მაგალითად, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს აქვს გახსნილი საკუთარი ფირმა, კონტაქტების მეშვეობით შესაძლოა საქონლის გაცვლა, გამოგზავნა, ერთობლივი პროექტის განხორციელება... ვინც წასულია, ჯერ იმათ მობრუნებას ან მათთან კონტაქტის აღდგენას შევეცადოთ და სხვების წასვლაც ავიცდინოთ.
ბუნებრივია, სიახლეს თავიდან ყველა ეჭვის თვალით, სიფრთხილით უყურებს. მინდა ირწმუნონ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც პირველ შედეგებს დაინახავენ, მიხვდებიან, რომ ღირს ჩიტი ბრდღვნად...“
დაფუძნების დღიდან კოალიციას 700მდე წევრი შეუერთდა. გიპოკის წესდებასა და მიზნებს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ კოალიციის ვებგვერდზე: www.gipoki.ge, სადაც კითხვაპასუხის რეჟიმში თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებს კოალიციის თავმჯდომარისგან მიიღებთ.
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
13 ავაღორძინოთ სოფელი და ქვეყანაც გადარჩება! |
▲back to top |
ჯემალ ბადაგაძე პროფესიით ეკონომისტია. წლების მანძილზე მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში პასუხსაგებ თანამდებობაზე. თითქმის ორი ათეული წელია სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესდა, მოგვიანებით საკუთარი ფირმა „ეკო-პროგრესი“-ც ჩამოაყალიბა. კითხვაზე, რატომ გაიტაცა აგრარულმა პრობლემებმა, კონკრეტული პასუხი არა აქვს, უფრო გაგრძნობინებს, რომ ეს მისი შინაგანი მოთხოვნილებაა სურვილი აქვს დაეხმაროს ქვეყანას სასურსათო პრობლემების გადაწყვეტაში და საერთოდ, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაში. თვლის, რომ მის მიერ პრაქტიკაში აპრობირებული „ნოუჰაუს“ დანერგვა არა მარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ნიშანდობლივია, რომ თავადვე გამოსცადა საკუთარი „ნოუჰაუ“ და შთამბეჭდავი შედეგებიც მიიღო. დანარჩენს მისივე სტატიაში წაიკითხავთ.
როგორ ავამაღლოთ ნიადაგის ნაყოფიერება და როგორ გავადიდოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება
XXI საუკუნის გლობალურ პრობლემათა შორის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფაო) მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 841 მილიონი ადამიანი შიმშილობს და არასრულფასოვანი კვების გამო ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება.
ამავე ორგანიზაციის სპეციალისტთა დასკვნით, თუ 2010 წლისათვის ტექნოლოგიური პროცესებით ნიადაგის ნაყოფიერება საგრძნობლად თუ არ ამაღლდა, შეიძლება საყოველთაო შიმშილი და უმძლავრესი საერთაშორისო კრიზისი დაიწყოს.
კვების პროდუქტებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამო დღეს მსოფლიოში ორ მილიარდამდე ადამიანი ვერ ახერხებს თავისი გონებრივი და ფსიქიკური პოტენციალის გამოყენებას, ყოველკვირეულად მსოფლიოში ანემიისგან იღუპება არანაკლებ 1000 ქალისა, ხოლო ორსულობის დროს მინერალების ნაკლებობის გამო 20 მილიონამდე გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი იბადება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტებისა და მრავალი ქვეყნის ნაციონალური კვლევების დასკვნებით მიჩნეულია, რომ ერთერთი მთავარი რეზერვი, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემათა გადაწყვეტა, არის ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, ფართობის ერთეულზე მოსავლიანობის ზრდა, სურსათის წარმოებაში არატრადიციული და აპრობირებული, ხელოვნური, ჩაკეტილი, მცირე მასშტაბიანი ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება.
რა ვითარებაა საქართველოში?
საქართველოს მიწის ფონდის 7628,4 ათასი ჰექტარიდან სასოფლოსამეურნეო სავარგულებს უჭირავთ 3023,5 ათასი ჰექტარი, მათ შორის, სახნავია798,7 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 264,9 ათ. ჰა, სათიბები 143,2 ათ. ჰა, საძოვრები 1796,9 ათ. ჰა.
1986-1991 წლების გამოკვლევების შედეგების მიხედვით, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ჰუმუსის შემცველობა 0.81.5%25-ით შემცირდა, რასაც სპეციალისტები კატასტროფად მიიჩნევენ, ვინაიდან ჰუმუსის თუნდაც 0,5%25-ით მომატებას ერთი საუკუნე სჭირდება.
დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის გამო სოფლის მეურნეობაში გამოიყენებოდა მხოლოდ აზოტოვანი სასუქები, ამიტომ სავარგულების 90 %25 გაღარიბდა მცენარისათვის შესათვისებელი ფოსფორითა და კალიუმით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ისტორიის მთელ პერიოდში არც ერთი ტიპის ნიადაგზე მიკროსასუქები არ გამოიყენებოდა (გარდა უმნიშვნელო რაოდენობის მანგანუმისა).
80იან წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობას დასაშვებ ნორმასთან შედარებით მიეწოდებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობით ქიმიური სასუქები (1985 წ. 193 ათასი ტონა 1986 წ. - 254 1987 წ. - 239 ათასი ათასი ტონა). ერთ ჰექტარზე შეჰქონდათ 160-165 კგ. ქიმიური სასუქი. შემდგომ წლებში, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ 1215 კგ, ხოლო ბოლო წლებში თითქმის აღარაფერი შეაქვთ.
საქართველოს ნიადაგების 3040%25 ეროზირებულია. მთელი სამიწათმოქმედო ტერიტორიის16%25 10დან 20 გრადუსამდე, ხოლო 12,9 გრადუსზე მეტი დახრილობისაა, ასეთი მიწები კი დამუშავებისათვის ნაკლებად გამოსადეგია.
მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ირიცხება დამლაშებული და სავარგულებად გამოუყენებელი 205 ათასი ჰექტარი, რომელიც დაბლობი ფართობის 23,9%25ს შეადგენს.
კვების მეცნიერულ ნორმასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია ერთ სულ მოსახლეზე ძირითადი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები, ამასთან, ხშირ შემთხვევაში სასოფლოსამეურნეო პროდუქცია ეკოლოგიურად არასაიმედოა.
მიუხედავად კარგი ბუნებრივ კლიმატური პირობებისა, მარცვლეულის, ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო საჰექტარო მონაცემებით, საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს 30ზე მეტ ქვეყანას.
ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და მოსავლიანობის ზრდის მთავარ საშუალებად მიჩნეულია ქიმიური და ორგანული სასუქის (ნაკელის) გამოყენება.
დადგენილი ნორმების თანახმად, ერთწლიანი კულტურების ქვეშ ერთ ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნას 150-170 კგ. ქიმიური და 50-60 ტონა ორგანული სასუქი. მრავალწლიანი ნარგავებისათვის გათვალისწინებულია, შესაბამისად 250-280 კგ. ქიმიური და 20-25 ტონა ორგანული სასუქი.
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის (2158 მილიონი ლარი) თითქმის 98%25 წარმოებულია კერძო მესაკუთრეთა მიერ, რომელთა საკუთრებაშია სახნავი მიწების 54,6%25 (436,6 ათ. ჰა) მრავალწლიანი ნარგავების 68,5%25 (181,4 ათ. ჰა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული სახნავი მიწებისა (436,6 ათ. ჰა) და მრავალწლიანი ნარგავების სავარგულებისათვის (181,4 ათ. ჰა) ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 120-125 ათასი ტონა ქიმიური და 20-25 მილიონი ტონა ორგანული სასუქი (!).
ქიმიური სასუქების გა-მოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები
მსოფლიოში წარმოებული მემცენარეობის პროდუქციის ნამატის 50%25ზე მეტი განპირობებულია ქიმიური სასუქების გამოყენებით, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება შემდეგი მიზეზების გამო:
გლეხს არ გააჩნია მისი შესყიდვის საშუალება. ქიმიური სასუქების გამოყენებისთვის საჭიროა ყოველი ცალკეული ნაკვეთის ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება და ზუსტი ნორმების დადგენა, რაც თავის მხრივ, ხარჯებს მოითხოვს და პრაქტიკულად შეუძლებელია არსებული ტექნოლოგიური ბაზის პირობებში;
ქიმიური სასუქების ნიადაგში შეტანის ნორმებსა და წესებს გლეხი ვერ დაიცავს, მისი დაუცველობა კი ადამიანის ჯანმრთელობასა და ნიადაგის ნაყოფიერებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს;
გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ქიმიური სასუქების უსაფრთხო ტრანსპორტირება, შენახვა, ნაკვეთში შეტანის ტექნოლოგიის დაცვა და სხვა;
გარდა ამისა, გლეხისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია მცენარის სრულყოფილი კვებისათვის აუცილებელი ქიმიური სასუქების დაბალანსებული ასორტიმენტის მოძიება. დაუბალანსებელი საკვები ნივთიერებების მიღების შემთხვევაში კი მაღალმოსავლიანობის გარანტია არ არსებობს, რადგან მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის მინიმუმისა და მაქსიმუმის ძირითადი კანონის თანახმად, მცენარე მიღებული საკვები ელემენტებიდან მინიმუმში მყოფი ელემენტის შესაბამის მოსავალს იძლევა.
ორგანული სასუქის (ნაკელის) გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები
ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა და ახლაც იყენებს ნაკელს, როგორც ნიადაგის გაკეთიშობილებსა და გამდიდრების ერთერთ უნივერსალურ საშუალებას.
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ნიადაგის გამანაყოფიერებელ საშუალებად ნაკელს ასახელებდნენ. ჰომეროსი და ქსენოფონტე მის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებდნენ. ელინეეს კანონით ნაკელის მპარავი მკაცრად ისჯებოდა.
საქართველოში მიწის სიმცირისა და სურსათის უკმარისობის გამო, მთაშიც და ბარშიც ნაკელი მეტად ფასობდა. საყურადღებოა, რომ ქართლში ნაკელი საქორწილო შესაწირიც იყო, ხოლო მთაში მას ქალს მზითვადაც ატანდნენ.
თუმცა, საქართველოში ნაკელის გამოყენებასაც ახლავს თავისებური სირთულეები, კერძოდ:
ნაკელში მძიმე მეტალების შემცველობამ შეიძლება მიაღწიოს მაღალ მაჩვენებელს;
ნაკელის არაწესიერი შენახვის პირობებში ფერმიდან 100 მ დაშორებით ჰაერში მავნე მიკრობების რაოდენობა 1მ3-ში 8263 უდრის, ამიაკის შემცველობა - 34 მგ/მ3ს, იმავე მანძილზე, ატმოსფეროში გოგირდწყალბადის შემცველობა 0.112 მგ/მ3 უდრის, რაც 14ჯერ სჭარბობს დასაშვებ ნორმას;
ნაკელი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევ მიკროორგანიზმებს;
გადაუმუშავებელ ნაკელში გვხვდება სარეველათა მილიონობით თესლი, რაც ცხადია, ნაკვეთებში სარეველების მომატებას იწვევს.ზოგიერთი მეცნიერის დასკვნით, სარეველები მოსავლიანობას 4566%25ით ამცირებენ;
ნაკელის ეფექტურობა მცირდება ნიადაგში მისი არადროულად შეტანისა და ჩახვნის დროს;
ნაკელსაცავების არ არსებობის შემთხვევაში ნაკელის ეფექტურობა 3040%25ით მცირდება, ხოლო სასუქის შემტანი ტექნიკის არარსებობის შემთხვევაში - 20%25ით და ა.შ.
ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგიერთ მოწინავე ქვეყნებში, მაგალითად, შვეიცარიაში, გადაუმუშავებელი ნაკელის გამოყენება კანონით ამჟამად აკრძალულია.
და ბოლოს, საქართველოს კერძო მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული პირუტყვის რაოდენობიდან ბაგურ პერიოდში (180200 დღე) წლის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 45 მილიონი ტონა ნაკელის დაგროვება, არსებული სავარგულებისათვის დამტკიცებული ნორმების და რეკომენდაციების თანახმად კი საჭიროა 20-25 მილიონ ტონაზე მეტი ნაკელი. ამ რაოდენობის ნაკელის დაგროვებისათვის შინაური პირუტყვის (ძირითადად მსხვილფეხა) სულადობის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 56 ჯერ, მაგრამ ე.წ. საქონელტევადობის კანონზომიერება საქართველოში ამის საშუალებას არ იძლევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუმუშავებელი ნაკელისა და ქიმიური სასუქების გამოყენებით საქართველოში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან გარდატეხასა და პრობლემის გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ.
შპს „ეკოპროგრესს“ შემუშავებული აქვს რამდენიმე წინადადება, რომლებიც ზემოაღნიშნული პრობლემების გარკვეულწილად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
პირველი წინადადება ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ბიოჰუმუსისა და ბოსტნეულისწარმოების შესახებ
წინადადება ითვალისწინებს: ა) ვერმიკულტივირების (ჭიაყელების), ბ) სპეციალური ჩარჩოკონტეინერების, გ) უნივერსალური ტიპის ნაკელსაცავისა და დ) ორგანული მასის გადამამუშავებელი მოწყობილობის გამოყენებით, მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გადამუშავებას, ბიოჰუმუსის (და ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის) წარმოებას.
შემუშავებულია, აგრეთვე, სავარგულებში ჭიაყელათა ჩასმის (ჩასახლების) მეთოდიკა, რომელიც ზოგიერთი კონსტრუქციული საკითხის დეტალიზაციას მოითხოვს.
შემოთავაზებული ტექნოლოგიის მეთოდიკა იძლევა იმის რეალურ გარანტიას, რომ ფერმერს შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის ორგანული მასა გადაამუშაოს უშუალოდ თავის სავარგულში, ანუ ნარჩენების წარმოშობისა და სასუქის მოხმარების ადგილსამყოფელში.
ჭიაყელათა როლი ტექნოლოგიაში
ჭიაყელა-(werms) უხერხემლოთა ჯგუფის მიკროფაუნის წარმომადგენელია. მათ საკვებს წარმოადგენს ლპობად პროცესში გადასული ყოველგვარი ორგანული მასა. ჭიაყელის მომნელებელ სისტემაში გატარებული მოშავომოყავისფრო ნივთიერება წარმოადგენს ჰუმუსს. ბუნებრივად ჰუმუსის 11,5 სანტიმეტრიანი ფენის წარმოქმნას 250-300 წელი სჭირდება.
ჯერ კიდევ 1789 წელს ინგლისელი მეცნიერი გელბერტ უაიტი წერდა, „ჭიაყელების გარეშე დედამიწა გაყინული და გამოუყენებელი იქნებოდაო“.
გასული საუკუნის 50იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა დაიწყეს ჭიაყელების სარგებლიანობის მეცნიერული შესწავლა და მრავალი სახეობიდან გამოიყვანეს ე.წ. „კალიფორნიული ჯიშის წითელი ჭიაყელა“, რომელსაც სხვა ჯიშებთან შედარებით აქვს მრავალი უპირატესობა. მაგალითად, თუ სხვა ჯიშის ჭიაყელა ცოცხლობს 4 წელი, კალიფორნიული ჯიშის ჭიაყელა ცოცხლობს 16 წელი, აქვს გეომეტრიული პროგრესიით გამრავლების და მწარმოებლობის უფრო მაღალი უნარი, ინკუბაციის ოპტიმალური პირობების შემთხვევაში წლის განმავლობაში ერთი ჭიაყელის ნამატი 1000 ცალამდე აღწევს.
ჭიაყელა დღეღამეში გადაამუშავებს თავისივე წონის, ანუ ერთი გრამის რაოდენობის ორგანულ მასას. ერთი ტონა მასის გადამუშავებისას მიიღება 600 კგ. ბიოჰუმუსი და 100 კგ. ჭიაყელის ბიომასა. ჭიაყელის საკვებ რაციონში ბიომასის დამატებით მეცხოველეობის პროდუქტიულობა 3040%25-ით იზრდება.
ჭიაყელა აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, სახნავი ფენის ერთი კვადრატული მეტრის ფართობში აკეთებს 1000 მეტრის საერთო სიგრძის ხვრელს, რომელშიც ტოვებს მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ნივთიერებათა მთელ კომპლექსს. ჭიაყელების ნაკეთებ ხვრელებში, ინტენსიურად ვითარდება მცენარის შემწოვი აქტიური ფესვები (ბუსუსები) და მათი საშუალებით მცენარეს ადვილად მიეწოდება საჭირო საკვები ელემენტები.
დღეს მთელს მსოფლიოში ვერმიკულტურის (ჭიაყელების) გამოყენებით ბიოინტენსიური მეურნეობების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჭიაყელის მიერ გადამუშავებული ყოველგვარი მცენარეული და ცხოველური ნარჩენები - ნაკელი, ჩალა, ნახერხი, მწვანე მასა და სხვა გარდაიქმნება საუკეთესო ორგანულ სასუქად ბიოჰუმუსად.
ბუნებაში ჰუმუსის ჭიაყელაზე უფრო მძლავრი წარმომქმნელი არ არსებობს.
ჭიაყელების გეომეტრიული პროგრესიით გამრავლების უნარის წყალობით ფერმერს შეუძლია ტექნოლოგიური ციკლის პერიოდის შემცირება და პრაქტიკულად ნებისმიერი რაოდენობის ორგანული მასის გადამუშავება.
ბიოჰუმუსი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს, რომლის ღირსებები და ეფექტურობა ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მემცენარეობის პროდუქციის წარმოებაში საყოველთაოდ ცნობილია:
ბიოჰუმუსის მიკროგრანულირებული ნაწილები შეიცავენ მცენარის კვებისათვის დაბალანსებულ და ადვილად ხსნად ყველა საჭირო ნივთიერებას;
მრავალწლიანი მეცნიერული და პრაქტიკული კვლევებით დადასტურებულია, რომ ბიოჰუმუსი მემცენარეობაში მოსავლიანობას 20დან 60%25მდე ზრდის;
მისი გამოყენებით მიღებულ პროდუქტებში „C“ ვიტამინის შემცველობა 50%25ით მეტია, ვიდრე სხვა სასუქით მიღებულ პროდუქტში;
ერთი ტონა ბიოჰუმუსის სასასუქე ღირებულება 6070 ტონა ნაკელის ექვივალენტურია.;
ბიოჰუმუსის ეფექტურობა 15-20-ჯერ სჭარბობს სხვა სასუქების ეფექტურობას;
ჰუმუსი შეიცავს ნიადაგის აზოტის მარაგის 98%25ს, ფოსფორის 60%25ს, კალიუმის 80%25-ს.
ნაკელი დღეს ინდივიდუალურად და პრიმიტიულად გამოიყენება, მეცნიერები სამართლიანად ადასტურებენ, რომ საჭიროა შეიქმნას ორგანული სასუქების წარმოების ბაზა და ქვეყანაში მისი უფრო ფართო მასშტაბით აღორძინება.
ორგანული სასუქების წარმოების აღდგენააღორძინებას და მისი მყარი ბაზის შექმნის მიზანს ითვალისწინებს მეორე წინადადება, რომელსაც ჩვენი ჟურნალის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.
მეორე წინადადება დიდი რაოდენობით ბიომასის მომცემ მცენარეთა წარმოებისა და გადამუშავების შესახებ
„მიწათმოქმედების მთავარი მიზანი და ძირითადი ამოცანაა, რომ სახნავმა ფენამ შექმნას დიდი რაოდენობით ბიომასა და შეინარჩუნოს ნიადაგის ნაყოფიერება“ (ქ. ს. ე. ტომი № 6.) წინადადება ითვალისწინებს დიდი რაოდენობის ბიომასის მომცემ მცენარეთა (ტოპინამბუირისა და მისთ.) წარმოებას, მიღებული ბიომასის გადამუშავებით ბიოგაზისა და ბიოჰუმუსის მიღებას.
ტოპინამბური დიდი რაოდენობით ბიომასის მომცემი და მარილგამძლე მცენარეა. იგი რთულყვავილოვან მცენარეთა ფაუნის ჯგუფს განეკუთვნება. ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, მისი წარმოების ეფექტურობის ძირითადი ფაქტორები იმაში, მდგომარეობს რომ:
კარგი აგროტექნიკური პირობების შემთხვევაში ერთ ჰექტარზე იძლევა 150 ტონა მწვანე მასას და50 ტონა ტუბერებს.
მწვანე მასა მდიდარია საკვები ელემენტებით, ნახშირწყლებით, კაროტინით. ერთ სავეგეტაციო პერიოდში შეიძლება გაითიბოს ორჯერ, მისი ღერო და ფოჩი ნაზია და საკმაოდ მაღალი იზრდება, იგი მაღალხარისხოვანი საკვებია ცხოველებისათვის, წარმატებით გამოიყენება საწვავადაც.
ტუბერი შეიცავს 2535%25 შაქარს, 112,7%25 გრ. ნედლ პროტეინს, 1,25%25 ცხიმს, 26,53%25 უჯრედანას, 2,1%25 კალიუმს, 18,6%25 ფოსფორს. ტუბერი ღორებისა და მეწველი ძროხებისათვის საუკეთესო საკვებია. ტუბერიდან მზადდება შაქარი და/ან სპირტი.
აგროტექნიკა ისეთივეა, როგორც კარტოფილისა. მის ტუბერს შეუძლია გაუძლოს 20-21 გრადუს ყინვას, იტანს გვალვასაც. საქართველოს თითქმის ყველა ზონაში შეიძლება მისი მოყვანა;
ტოპინამბურს, როგორც მრავალწლიან მცენარეს, პირველი დათესვის შემდეგ რამდენიმე წელს შეუძლია განაახლოს სრული ვეგეეცია;
ტოპინამბურის ნათესი დიდი რაოდენობით (ტყის კორმზე ორჯერ მეტს) შთანთქავს ჰაერიდან ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.
ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება კიდევ ის არის, რომ მას ფოთოლთა უჯრედების საშუალებით შეუძლია დამლაშებული ნიადაგიდან გამოიტანოს დიდი რაოდენობის მარილები და ორსამ წელიწადში მთლიანად გაწმინდოს იგი.
ცნობილია, რომ თუ ნიადაგში მარილების შემცველობა 37%25ია, იგი დამლაშებულად ითვლება და პრაქტიკულად გამოუყენებელია.აღმოსავლეთ საქართველოში ასეთი დამლაშებული ნიადაგების ფართობი 205000 ჰექტარია, რაც მთელი დაბლობი ფართობის 23,9%25-ს შეადგენს. (არსებობს ნიადაგების გაკეთილშობილების 5 მეთოდი: მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურქიმიური და ბიოლოგიური. ჩამოთვლილი პირველი ოთხი მეთოდით ნიადაგის გაკეთილშობილება დიდ ხარჯებს მოითხოვს და ნაკლებად შედეგიანია, ხოლო მეხუთე - ბიოლოგიური მეთოდი, რომელიც მარილგამძლე მცენარეების თესვას ითვალისწინებს, პირველივე წელიწადს მოგებას იძლევა და შემდგომ წლებში ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება.
ტოპინამბურის წარმოების მაღალი ეფექტურობისათვის შემუშავებულია მიღებული მწვანე მასისა და ტუბერისგამოყენების (გადამუშავების) რამდენიმე ვარიანტი:
შეიძლება გადამუშავდეს ორგანული მასის გადამამუშავებელი მოწყობილობის საშუალებით, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მიღებული იქნეს ბიოგაზი, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, ისე იქნეს მარტივი ტიპის სათბურისათვის;
სათბურში ჩარჩოკონტეინერების გამოყენება ბოსტნეულისა და ბიოჰუმუსის წარმოების, აგრეთვე ჭიაყელების ინკუბაციის ოპტიმალურ პირობებს ქმნის;
შემოდგომაზამთრის პერიოდში უშუალოდ ნაკვეთში შეიძლება გამოვიყენოთ ღორების საკვებად (ეს მეთოდი ფართოდ გამოყენებულია ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში);
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული ტუბერის გადამუშავების ტექნოლოგიური მეთოდით მიიღება რამდენიმე სახის სამედიცინო პრეპარატი და კვების პროდუქტები;
და ბოლოს, ტოპინამბურის ზედმეტი მწვანე მასა ფერმერს შეუძლია სიდერაციის სახით ჩახნას თავისუფალ ნაკვეთში და ნიადაგის ნაყოფიერება აამაღლოს.
2000-2003 წლების მონაცემებით, საქართველოში კერძო მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის საშუალო რაოდენობიდან, ბაგური კვების პერიოდში (მინიმუმ 180 დღე), ცხოველური ნარჩენების (ნაკელის) გამოსავლიანობა ნორმის თანახმად (სოფლის მეურნეობის ნორმატიულ-საცნობარო მასალების კრებული 1971წ. გვ.384), წელიწადში შეადგენს 4200 ათას ტონას, ხოლო მცენარეული ნარჩენების (ღერო და ფოჩი, ჩალა, ფოთოლი და სხვა) რაოდენობა კი საშუალოდ 1200 ათას ტონას. ე.ი. ნარჩენების წლიური გამოსავლიანობა შეადგენს დაახლოებით 5400 ათას ტონას, რომლის ვერმიკულტივირებით შესაძლებელია 60%25, ანუ 3240 ათას ტონა ბიოჰუმუსის მიღება.
მცენარეული და ცხოველური ნარჩენები, როგორც ბუნებრივი რესურსების აღდგენითი კატეგორია, ცხადია, ყოველწლიურად წარმოიშობა და წარმოების ზრდასთან ერთად მისი რაოდენობაც იზრდება, შესაბამისად გაიზრდება ბიოჰუმუსის წარმოების პოტენციური შესაძლებლობაც.
ივანოფრანკოვსკის ასოციაცია „ბიოკონვერსიასა“ (უკრაინა) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ეკოპროგრესს“ (საქართველო) შორის 2000 წლის 4 აგვისტოს დადებულია ხელშეკრულება ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.
ასოციაცია „ბიოკონვერსიის“ ხელმძღვანელობა შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოში ვერმიკულტურის ერთობლივი საწარმოს შექმნას და ამ საკითხზე პრინციპული თანხმობაც განაცხადა.
ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, ჩვენს მიერ დასმული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, რომელიც შედგა 2001 წლის 4 აპრილს ქ. თელავში. ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხს მხარი დაუჭირეს ივანოფრანკოვსკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ბატონმა მ. ვიშივანიუკმა და უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ს. ვოლკოვეცკიმ, რომელსაც ასოციაცია „ბიოკონვერსიის“ პრეზიდენტმა აკადემიკოსმა ი. მელნიკმა მიმართა მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ უკრაინის საელჩომ წერილობით აცნობა შპს „ეკოპროგრესს“, რომ იგი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხში.
საქართველოს მხრიდან საჭირო მატერიალურტექნიკური ბაზის შექმნისა და გარკვეული სახელშეკრულებო პირობების შესრულების შემთხვევაში უკრაინის მხარე იღებს ვალდებულებას, წარმოება უზრუნველყოს ჭიაყელების სადედე ჯოგის საჭირო რაოდენობით, ტექნიკური დოკუმენტაციით და ტექნოლოგიით, თანახმაა, აგრეთვე წარმოებას გაუწიოს ტექნიკური ზედამხედველობა, მოუმზადოს სპეციალისტები და ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები. კვლევები ჩატარდება კალიფორნიული ჯიშის წითელი ჭიაყელების ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციისა და ადგილობრივი ჯიშის ჭიაყელების მწარმოებლობისა და პოპულაციის უნარის შესწავლაში.
ჩვენის აზრით, მიზანშეწონილია შეიქმნას ვერმიკულტურის სათაოსაბაზისო მეურნეობა, რომელსაც ექნება ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ისინი უზრუნველყოფენ უშუალოდ ფერმერთა მეურნეობებამდე დაიყვანონ წარმოების ტექნოლოგია (იხ. სავარაუდო სტრუქტურული სქემა და ფერმერებთან თანამშრომლობის ორგანიზაციული ფორმის ვარიანტები) (ბიოჰუმუსისა და (ამავდროულად ბოსტნეულის) წარმოების ტექნოლოგია ჩარჩოკონტეინერების გამოყენებით პატენტირებული და აპრობირებულია).
უკრაინა-საქართველოს ერთობლივი სამთო-საბაზისო მეურნეობის საქმიანობის საორიენტაციო სქემა.
ასოციაცია „ბიოკონვერსია“ ივანო-ფრანკოვსკი (უკრაინა) დამატებითი ცნობები
ასოციაცია „ბიოკონვერსია“ ჩამოყალიბდა 1989 წელს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანული მასის გადამუშავება ვერმიკულტურისა და სხვადასხვა მიკროორგანიზმებით. ასოციაცია აერთიანებს 150 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებების და ფერმერული მეურნეობის პოტენციალს, მისი ინიციატივით დღეს უკრაინასა და დსთს ქვეყნებში წარმატებით მუშაობს 200ზე მეტი ვერმიკულტურის საწარმო, შექმნილი აქვს სამეცნიერო ტექნიკური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან 150ზე მეტი მეცნიერ მუშაკი და სპეციალისტი უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ასოციაციის სამეცნიერო კვლევის საკითხებზე გამოცემულია 10ზე მეტი წიგნი, გამოქვეყნებულია 300ზე მეტი სტატია, გადაღებულია 3 სამეცნიერო პოპულარული ფილმი და გაცემულია 30ზე მეტი პატენტი.
ასოციაციას ჩატარებული აქვს 5 საერთაშორისო კონგრესი, 20ზე მეტი კონფერენცია და სიმპოზიუმი.
ასოციაცია „ბიოკონვერსიის“ საქმიანობა მოწონებულია მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციების მიერ. მათ შორის: ავსტრიის, ჩინეთის, ინგლისის, საფრანგეთის, უნგრეთის, რუმინეთის, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკიის, ტუნისის და სხვა.
ასოციაციის მუშაობა მიმართულია ოცდამეერთე საუკუნეში ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე.
ასოციაციის ხელმძღვანელია უკრაინის ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ივანე აფანასის ძე მელნიკი. იგი არის რამდენიმე სამეცნიერო პოპულარული წიგნის ავტორი და პატენტების მფლობელი.
არაკომერციული პარტნიორობა „ტოპინამბური“ (მოსკოვი)
შექმნილია ტოპინამბურისა და სხვა არატრადიციული კულტურების მოვლამოყვანისა და მათი გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. იგი აერთიანებს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს, მეცნიერებისა და პრაქტიკოს სპეციალისტებს, დსთს ქვეყნების მასშტაბით ქმნის რეგიონალურ ცენტრებს, გაერთიანების წევრებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციებს და დახმარებას, გამოსცემს სარეკომენდაციო ლიტერატურას, სამეცნიეროტექნიკურ დოკუმენტაციას.
გასული წლის სექტემბერში პარტნიორობა „ტოპინამბურმა“ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, ქ.მოსკოვში ჩაატარა 1ლი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მცენარეული რესურსები ადამიანის ჯანმრთელობისათვის მოვლა-მოყვანა, გადამუშავება, მარკეტინგი“. კონფერენციამ განიხილა და დაადასტურა არატრადიციული კულტურების (ტოპინამბური, ამარანდა, სტევია, რუმექსი და სხვა) მოვლამოყვანისა და გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგიების მაღალი ეფექტურობა და შემუშავდა მათი დანერგვის საჭირო რეკომენდაციები.
არაკომერციული პარტნიორობა „ტოპინამბურს“ ხელმძღვანელობს პრეზიდენტი - ნიკოლოზ კონსტანტინესძე კოჩნევი.
![]() |
14 კორპორაციული მართვის პრობლემები საქართველოში |
▲back to top |
კახა კუჭავა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის იურიდიული მრჩეველი
კორპორაციული მართვის პროექტის მიერ ჩატარებულ სემინარებსა თუ სამუშაო შეხვედრებისას, ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც კორპორაციული მართვის პრაქტიკას უკავშირდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების მართვის დონე გასულ წლებთან შედარებით მეტნაკლებად ამაღლდა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში კორპორაციული მართვა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
საქართველოში დღეს არსებული ბიზნესგარემოს ყველაზე პოპულარული ტენდენციაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IPO-ზე1 გასვლის პერსპექტივების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ საკითხების დარეგულირება, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა ინვესტორისათვის. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ჩვენს მიერ უკვე არაერთხელ ნახსენებ მაკინზის კვლევის შედეგებზე, სადაც კითხვა, რომელიც ინვესტორებს დაუსვეს შემდეგში მდგომარეობდა: რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს კომპანიის კორპორაციული მართვის დონე ფინანსურ მაჩვენებლებთან შედარებით? პასუხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გამოკითხულ ინვესტორთა მხოლოდ 15 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ფინანსური მაჩვენებლები უფრო მნიშვნელოვანია, 40 პროცენტი კორპორაციული მართვის დონეს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო 45 პროცენტისათვის ორივეს თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა.
მართალია, ინვესტორს აინტერესებს, თუ რამდენად გამართული ფინანსური მდგომარეობა აქვს კომპანიას, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გამჭვირვალეა ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური, თუ ზოგადად კორპორაციული სტრუქტურის გამჭვირვალობა, რათა უფრო ობიექტურად მოხდეს მომგებიანობისა და რისკის დონის შეფასება. თუ კომპანია ვერ ახერხებს დაუდასტუროს ინვესტორს კომპანიის ბენეფიციარი მეწილეების ვინაობა - რამდენად დაცულია თითოეული აქციონერის უფლება და რამდენად ეფექტიანად იმართება კომპანია, რთული იქნება პოტენციურ ინვესტორთან გარიგების წარმატებით განხორციელება.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს კორპორაციული მართვის ერთი საუკეთესო მოდელი. კორპორაციული მართვის სისტემა დამოკიდებულია საბაზრო სტრუქტურაზე, მარეგულირებელ ნორმებზე, ტრადიციებზე, კულტურულ და სოციალურ ფასეულობებზე. ამავე დროს, კორპორაციული მართვა განსხვავებულია ქვეყნებისა და კომპანიების ტიპების მიხედვით და თუნდაც ერთი და იგივე კომპანიაში მისი განვითარების სტადიის მიხედვით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა განსხვავებულია დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში. აქციონერთა დაქსაქსულობისა და ინერტულობის გამო მენეჯმენტის გაკონტროლების პრობლემა დასავლეთის ქვეყნების ერთერთი აქტუალური საკითხია. აქციონერებს ძირითადად სააქციო საზოგადოების კაპიტალის მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნით, ამიტომ, ძნელია მათი მხრიდან მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენა. ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელი პირები ძალიან მაღალ ხელფასს იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმეები წარმატებით არ გამოირჩევა. ახლო წარსულიდან შეიძლება გავიხსენოთ ნიუიორკის საფონდო ბირჟის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და აღმასრულებელ დირექტორთან დადებული კონტრაქტი, რომლის ღირებულება 140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
კორპორაციული მართვის პროექტის მიერ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თუ რა არის ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს საქართველოში კორპორაციული მართვის დონის ამაღლებას, მივიღეთ შემდეგი მაჩვენებლები (იხ. სქემა).
კომპანიათა ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიხატა ინფორმაციისა და ფინანსების ნაკლებობაში. გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. კვალიფიციურ სპეციალისტთა ნაკლებობამ და მმართველი ორგანოების მხრიდან ინტერესის ნაკლებობამ ათათი პროცენტი შეადგინა. მხოლოდ და მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების არასრულფასოვნება წარმოადგენს რეალურ პრობლემას. თუ შევხედავთ ამ საკითხს იმ კუთხით, რომ კორპორაციული მართვისთვის ნაწილობრივ საკმარისი იქნება, თუ კომპანიების შიდა დებულებებით დარეგულირდება ძირითადი საკითხები, ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება გამართლებული იყოს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აუცილებელია არსებობდეს კანონმდებლობით დარეგულირებული მნიშვნელოვანი საკითხები, რათა მოუწოდოს კომპანიებს კორპორაციული მართვის მინიმალური მოთხოვნები მაინც შეასრულონ. ყველა დანარჩენმა პრობლემატურმა საკითხებმა 12 პროცენტი შეადგინა.
და მაინც, რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კორპორაციული მართვის პრაქტიკას საქართველოში? აქციონერთა მიერ თავიანთი უფლებების არცოდნა და შესაბამისად, მათი დარღვევა, წლიური საერთო კრების მოწვევის პროცედურების დარღვევა, კანონმდებლობითა და შიდა დებულებებით დადგენილი წესების უგულვებელყოფა, არაეფექტური მმართველობის ორგანოები და ფორმალური გაკონტროლება, გარიგებები დაკავშირებულ მხარესთან, ინფორმაციის არასაჯაროობა, ხარვეზები კანონმდებლობაში და კანონის მოთხოვნების აღსრულების პრობლემა - ყოველივე ეს ყველაზე გავრცელებული და არასასურველი პრაქტიკაა ჩვენს რეალობაში.
90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული მასშტაბური პრივატიზაციის შედეგად შეიქმნა ბევრი საწარმო, სადაც თანამშრომლები გახდნენ იმავე საწარმოს აქციონერები. მათ არ ჰქონდათ საწარმოს მართვის გამოცდილება და არც შესაბამისი ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ. არ ხდებოდა მათი სათანადოდ მოწვევა აქციონერთა საერთო კრებებზე და არც აქციონერებს გააჩნდათ იმის პრობლემა, რომ ირღვეოდა მათი უფლებები. ხშირია შემთხვევები, როცა ირღვევა აქციონერთა უფლება მოითხოვონ ინფორმაცია კომპანიის მმართველობის ორგანოებისგან. მიზეზი სხვადასხვაა: მათ არ იციან თავიანთ უფლებებზე, რომ მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ საერთო კრებაზე (პროცედურების დაცვით), ან უიმედობა, რომ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ ამ უფლებების დაცვას. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებად ეხება იმ აქციონერებს, რომელთაც მიზანმიმართულად შეისყიდეს აქციები და ესმით თავიანთი უფლებამოვალეობების არსი.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება მათი მოწვევა საერთო კრებაზე, ხშირია პროცედურული საკითხების დარღვევის შემთხვევები. მოწვევის შეტყობინება არ შეიცავს კანონით მოთხოვნილ სავალდებულო ინფორმაციას. საერთო კრების ოქმები, ისე როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ოქმები, არ მოიცავს სრულ ინფორმაციას და არ არის შედგენილი სათანადოდ. ინფორმაცია მწირია და რეალურად არ ასახავს სხდომის მიმდინარეობას, დისკუსიებსა და გადაწყვეტილებების მიღების დასაბუთებას. აუცილებელია, რომ სხდომის ოქმი ფარავდეს მინიმუმ შემდეგ საკითხებს: თუ რომელი საკითხების განხილვა მოხდა, დისკუსიების ჩანაწერები, წევრთა პოზიციები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (თუნდაც იმიტომ, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გაუგებრობები პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება დადგება მომავალში), დეტალურად გაწერილი მითითებები კონკრეტულ საკითხზე სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი და ა.შ.
სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სამი ძირითადი პრობლემა იჩენს თავს: ფორმალური არსებობა, საბჭოს დაკომპლექტება ნათესავებითა და მეგობრებით და ამავე დროს, წევრების არაკვალიფიციურობა. წარმოუდგენელია, რომ სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებდეს დაკისრებულ მოვალეობებს მიუკერძოებლად, როდესაც წევრები, ძირითადად, ინიშნებიან მსხვილი აქციონერების მიერ, რომლებიც ხშირ შემთხვევებში კომპანიის დირექტორებიც არიან. ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნა, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის (ან თუნდაც, თითოეული წევრის) შეფასების განხორციელება და კომიტეტების შექმნა (თუმცა, ეს საჭიროებას უნდა წარმოადგენდეს და პატარა კომპანიაში კომიტეტების დაარსებამ შეიძლება გაართულოს კიდეც საქმიანობის პროცესი). მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას თუ დავეყრდნობით, საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრების გარკვეული რაოდენობა. სხვადასხვა იურისდიქციის მიხედვით, ხშირია მოთხოვნა, რომ საბჭოს გარკვეული კომიტეტები მხოლოდ დამოუკიდებელი წევრებისგან შედგებოდეს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი უმრავლესობის თანხმობით მიიღებოდეს. დამოუკიდებელი წევრების არსებობა ინვესტორს მატებს რწმენას, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს კომპანიის ერთმანეთთან შეხმატკბილებული მმართველები საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ არ გამოიყენებენ. სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტები, რომლებიც დამხმარე ორგანოს წარმოადგენს, წინასწარ იხილავს კომიტეტის პროფილით განსაზღვრულ მნიშვნელოვან საკითხებს და რეკომენდაციებს აძლევს საბჭოს. ეს ხელს უწყობს საბჭოს შეამციროს სამეურნეო ხარჯები და გაზარდოს საბჭოში გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობა. კომიტეტები ვიწრო სპეციალიზაციით გამოირჩევა და უფრო მობილურ ორგანოებს წარმოადგენს.
პრობლემები, დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტსა და დაკავშირებულ მხარესთან დადებულ გარიგებებთან, არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს რეალობას და როგორც სხვა განვითარებადი სამყაროსთვის, ისე, დასავლეთის ქვეყნებისთვისაც პრობლემატური საკითხია. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ გარიგებები დაიდოს იმ კომპანიებთან, სადაც ხელმძღვანელები ან აქციონერები მათი ნათესავები, მეგობრები ან ბიზნესპარტნიორები არიან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ასეთი გარიგება კომპანიისთვის, აუცილებელია, რომ ასეთი ინფორმაცია გამჟღავნდეს კომპანიის წინაშე. ამავე დროს, დაცული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცედურაც. კომპანიის დაინტერესებული ხელმძღვანელი, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინფორმაცია დაკავშირებულ მხარესთან დადებული გარიგების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს, რათა ყველა აქციონერმა თუ მესამე მხარემ იცოდეს ასეთის არსებობის ფაქტი. საქართველოში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმა პირველად 2007 წლის ივნისში შევიდა ძალაში, თუმცა, ეს ცვლილება განხორციელდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში და შესაბამისად, მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებს ეხება. ვისურვებდით, რომ მსგავსი დებულებები ასახულიყო მეწარმეთა შესახებ კანონშიც.
ერთერთი, ასევე, ძალზედ გავრცელებული პრობლემატური საკითხია, ინფორმაციის არასაჯაროობა. არა თუ არ ხერხდება ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება, იქნება ეს წლიური ანგარიშის მეშვეობით თუ სხვა საშუალებების გამოყენებით, არამედ ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი თვით აქციონერებისთვისაც კი. სამწუხარო პრაქტიკაა, მაგრამ რეალობაა, რომ მიუხედავად აქციონერებისათვის მინიჭებული უფლებისა - მიიღონ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი ფინანსური მდგომარეობის, დადებული გარიგებების შესახებ და ასე შემდეგ, არ ხდება მათი გათვალისწინება და აქციონერები დაუკმაყოფილებლები რჩებიან.
საქართველოს საკანონმდებლო ბაზას თუ გადავხედავთ, ძალიან მწირია იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომლებიც არეგულირებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხოლო ის დებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია, ვერ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. ალბათ, ყველაზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მართვის კოდექსი, საბანკო სფეროშიც კი, რომელიც ყველაზე განვითარებულ სექტორს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისათვის საკმარისი იქნება მოვიყვანოთ რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, სადაც უკვე მოხდა კორპორაციული მართვის კოდექსების მიღება და საკმაო წარმატებითაც აღინიშნა. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი კოდექსები სავალდებულო ძალას ატარებს, ხოლო, ზოგან ამ კოდექსის ნორმები რეკომენდაციების სახითაა წარმოდგენილი და მათი შესრულება კომპანიების ნებასურვილზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, მეწარმეთა შესახებ კანონით არ არის დეტალურად დარეგულირებული ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და არსებული დებულებები ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა მუხლი სავალდებულო მიყიდვასთან დაკავშირებით, კანონმდებელმა მიიღო იგივე მუხლი, მხოლოდ განსხვავებული ნუმერაციით და შეიტანა უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ვერ აგვარებს სავალდებულო მიყიდვასთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემას. თავის მხრივ, გარკვეული მნიშვნელოვანი დებულებები გათვალისწინებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონშიც, თუმცა ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებზე. სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა, ძნელი მოსაძებნი იქნება შემთხვევები, როცა ამ მუხლების გამოყენებით პასუხი ეგოთ კომპანიის ხელმძღვანელებს. ეს მუხლები წარმოადგენს პრაქტიკაში გამოუყენებელ მუხლებს.
იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კორპორაციული მართვის პრაქტიკა საქართველოში და პრობლემები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, სასურველია გადაიჭრას შემდეგი საკითხები:
ერთი პირის (მსხვილი აქციონერის) მიერ სამეთვალყურეო საბჭოში წარდგენილი წევრების რაოდენობის შეზღუდვა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით აქციების მინიმუმ 20%25ის მფლობელს უფლება აქვს ერთი წევრი მაინც ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭოში. უფრო ნათელი, რომ გავხადო აღნიშნული რეკომენდაცია მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: თუ კომპანიაში წილებს ფლობს სამი აქციონერი, მათგან ერთს აქვს 60%25, ხოლო დანარჩენ ორს ოცოცი პროცენტი - სასურველი იქნება თუ 5 წევრისაგან დაკომპლექტებულ სამეთვალყურეო საბჭოში აქციონერებს წარმოადგენს ერთერთი წევრი, ხოლო დანარჩენი ორი დამოუკიდებელი წევრი იქნება;
სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა ინვესტორისათვის, გარკვეულწილად, გარანტიას წარმოადგენს, რომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები მიზანმიმართულად იქნება გამოყენებული და ამას პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს რომელიმე მსხვილი აქციონერი თუ კომპანიის დირექტორი;
კომპანიის მმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოვალეობათა გადანაწილება შიდა დებულებების მეშვეობით, რათა ყველა სტრუქტურული დანაყოფისთვის ნათელი იყოს მათთვის დაკისრებული მოვალეობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დაეკისრებათ პასუხიმგებლობა. კომპანიის რთული შიდა სტრუქტურული მექანიზმის გამო შეიძლება ამის კანონით დარეგულირება არაეფექტური აღმოჩნდეს. სასურველია, რომ კომპანიამ თავად იზრუნოს ასეთი დებულებების გათვალისწინებაზე კომპანიის წესდებაში ან დამხმარე დებულებების მეშვეობით;
აუცილებელია გაძლიერდეს კომპანიის მიერ შიდა კონტროლის განხორციელება, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება ძლიერი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. მარტო შიდა დებულებების, წესებისა და ინსტრუქციების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანია მუშაობდეს გამართულად, თუ არ ხორციელდება ეფექტური კონტროლი მათ დაცვაზე.
საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია კომპანიებმა ისეთი დამხმარე ორგანოები დააარსოს, როგორიცაა: კომიტეტები (როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ისე დირექტორატშიც) და კორპორაციული მდივანი;
შეფასების მექანიზმის დანერგვა საკმაოდ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში, რათა კომპანიებმა განსაზღვრონ, თუ რამდენად ნაყოფიერია მმართველობის ორგანოების მუშაობა და რა ხარვეზები გააჩნია.
ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, სასურველია სახელმწიფომაც დააფიქსიროს თავისი ნება კორპორაციული პრაქტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და დანერგოს უფრო მოქნილი, ეფექტური მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც შეიძლება კომპანიებისთვის კორპორაციული მართვის მინიმალურ სტანდარტებს მაინც განსაზღვრავდეს.
დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავდი, რომ წარმოდგენილ პრობლემათა და მათი გადაჭრის მეთოდების აქ მოყვანილი მაგალითების გარდა კიდევ უამრავი საკითხია, რომელიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს. კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში მზადყოფნას გამოხატავს დახმარება გაგიწიოთ და დეტალურად განვიხილოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც თქვენი კომპანიისათვის უფრო აქტუალურია.
_________________
1. Initial Public Offering - პირველადი საჯარო შეთავაზება
![]() |
15 როგორ დავარეგულიროთ სამშენებლო ბიზნესი |
▲back to top |
ვასილ კიკუტაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ პროფესორი
სამეურნეო პრაქტიკაში ბიზნესის რეგულირების რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის ერთერთი ბიზნესის საკანონმდებლო რეგულირებაა. რეგულირების გზები და მიმართულებები სახელმწიფო პოლიტიკით მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იცხოვროს სიცოცხლისთვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში, რაც პირდაპირ მიუთითებს მშენებლობის სფეროს სწორი რეგულირების აუცილებლობაზე. ნებისმიერი ბიზნესის, მათ შორის, მშენებლობის ბიზნესის რეგულირებაც მოითხოვს მეტად რთული და მრავალმხრივი საკანონმდებლონორმატიული აქტების არსებობას, რისი ნაკლებობაც ქვეყანაში აშკარაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე პირობებში ბიზნესი ვალდებულია დაიცვას არა მარტო მფლობელების კერძო ინტერესები, არამედ თავის თავზე აიღოს, როგორც საკანონმდებლო, ასევე სოციალურეთიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
წინამდებარე სტატიაში შევეხები მშენებლობის ბიზნესის რეგულირების მხოლოდ იმ ასპექტს, რომელიც მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტაციას მოიცავს და რომლის არარსებობამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს.
ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში, აუცილებელია საინჟინრო-ტექნიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო შემდგომ მათი განხორციელება. მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის, ტექნიკური პროგრესისა და განსაკუთრებით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ცხადია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მიღება უნდა ეყრდნობოდეს წინასწარ შემუშავებულ და აღიარებულ ტექნიკურ პარამეტრებს. მშენებლობის სფეროში ეს ყოველთვის და ყველგან ხდებოდა, მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში აღნიშნული პარამეტრები მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებათა მიღება ამ ფაქტორების გათვალისწინებითაა რეგლამენტირებული.
დღეისათვის საქართველოში მშენებლობა ძირითადად უცხო ქვეყნების, უმეტესად რუსეთის (სნიპების), ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რადგან ჯერჯერობით საქართველოში შემუშავებულია ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების მხოლოდ ნაწილი და ისიც დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დევს რეგისტრაციის მოლოდინში. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში მშენებლობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებენ ტექნიკური რეგლამენტების გამოყენების გარეშეც. პირველ შემთხვევაში, ანუ როდესაც იყენებენ ე.წ. „სნიპებს“ არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბუნებრივი პირობების, გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ტერიტორიული განაშენიანებისა და თვით ცხოვრების წესის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე, ჯანსაღი გარემოს ფორმირებაზე და უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ყოველივე ეს და განსაკუთრებით კი უსაფრთხოება, სრულიად უგულვებელყოფილია.
საქართველოს მთავრობის (¹45, 2006 წლის 24 თებერვალი) დადგენილებით ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ შემოღებამდე დამპროექტებლებსა და მშენებლებს უფლება აქვთ გამოიყენონ ამ დადგენილების დანართში მოცემული 36 უცხო ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტები, აგრეთვე დსთს ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტები. აღნიშნული 36 უცხო ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტები სპეციალისტებისთვის ისედაც ნაკლებ ხელმისაწვდომი იყო, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ასევე დსთდან საქართველოს გამოსვლის გამო, სამოქმედოდ დასაშვები ტექნიკური რეგლამენტების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გართულდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით (¹45, 2006 წლის 24 თებერვალი) მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საკითხი მნიშვნელოვნად გართულებულია, რადგან მშენებლობის მონაწილე სპეციალისტების ფართო სპექტრს საქმე აქვს 36 ქვეყნის უამრავ რეგლამენტთან, თანაც მათი გამოყენების კოორდინაციისა და ჰარმონიზაციის გარეშე, ხოლო ერთიანი ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების შემოღების საკითხი ამ დადგენილებით კვლავ ღიად რჩება. გამომდინარე აქედან, მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საკითხი დღის წესრიგში მაინც მწვავედ იდგა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მშენებლობაში ეროვნული ტექნიკური რეგლამენტირების საკმარისი საფუძველის შემუშავება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
მშენებლობაში ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების არსებობა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მშენებლობის ბიზნესის მარეგულირებელი ერთერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს ფედერალური მნიშვნელობის ტექნიკური რეგლამენტები, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტები, რომელთა იურიდიული ძალა შტატის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკური შინაარსის საფირმო სტანდარტები, რომელთა მთლიანად ან შერჩევით გამოყენება ნებაყოფლობითია. აღსანიშნავია, რომ როგორც ფედერალური, ასევე შტატების და მუნიციპალური ტექნიკური რეგლამენტები ძირითადად აღებულია საფირმო სტანდარტებიდან, როგორც სავალდებულო ქვეყნის, შტატის და ქალაქის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირება ანალოგიურია ევროპულ ქვეყნებშიც, ასევე იაპონიაში და აზიის სხვა ქვეყნებშიც, ხოლო რუსეთში, ყაზახეთში და დსთს სხვა ქვეყნებში ბოლო 8 წლის განმავლობაში შემუშავებულია ეროვნული ტექნიკური რეგლამენტები დსთს ფარგლებში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც წინასწარ იქნა შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ რუსეთში და დსთს ქვეყნებში ამჟამად გავრცელებული ტექნიკური რეგლამენტები ისევ ძველებურად, ანუ საბჭოთა დროინდელი სახელწოდებით (სამშენებლო ნორმები და წესები, ანუ შემოკლებით და რუსული აბრევიატურით „სნიპ“) მოქმედებს. საბჭოთა სნიპებისგან განსხვავებით აღნიშნული ნორმები და წესები, რა თქმა უნდა, ლიბერალიზებულია, განსხვავდება ცენტრალიზებული ეკონომიკის პირობებში ადრე მოქმედი ნორმებისა და წესებისგან. თუმცა, ბევრი რამ შემორჩენილია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ძველ სნიპებთან მსგავსება გაანგარიშების მეთოდებში და ნორმირების დონეების განსაზღვრაში, რაც რიგ შემთხვევებში პრინციპულ წინააღმდეგობაშია დანარჩენ მსოფლიოში გავრცელებულ ტექნიკურ რეგლამენტებთან. ამრიგად, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საფუძველია გამოკვეთილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ასევე აზიის ცივილიზებულ ქვეყნებში ტექნიკური რეგლამენტირების საფუძველია კანონმდებლობა და განვითარების ეროვნული პროგრამები, ხოლო რუსეთში და დსთს ქვეყნებში ამ ქვეყნებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებების თანახმად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ეროვნულ კანონმდებლობასა და განვითარების მიმართულებებს. დაუშვებელია ასევე უცხო ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების ბრმად დაშვებაც, ხოლო მათი სავალდებულო სტატუსით დადგენა კი შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა ქვეყანას ერთი და იგივე საკითხი განსხვავებულად აქვთ რეგლამენტირებული. არც ტექნიკური რეგლამენტებიდან ამორჩევის წესით შედგენილი კონგლომერატის სავალდებულოდ მიღება იქნებოდა სწორი, რადგან კონგლომერატი მოკლებულია სინქრონულობასა და ვერ იქნება აგებული ერთიან ეროვნულ კონცეფციაზე. შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების სავალდებულოდ შემოღებაა, მაგრამ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა, მათი შემუშავებაა აუცილებელი, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს. თუმცა, სწორი მიდგომების საფუძველზე შესაძლებელია მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საკითხის კომერციალიზაციაც, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს საქმეს.
საქართველოში მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირება თავიდანვე პრობლემურ საკითხად ჩამოყალიბდა ტექნიკური რეგლამენტების საკითხისადმი არასწორი მიდგომისა და მათი შემუშავებისას არასწორი მეთოდოლოგიის გამოყენების გამო.
საქართველოში მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საფუძვლების შემუშავებისას საჭიროა შემდეგი მიდგომების დაცვა:
ა) საქართველოში მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საფუძველი უნდა იძლეოდეს ტექნიკური რეგლამენტების სრული პაკეტის შემუშავების რეალურ შესაძლებლობებს და მათი ამოქმედების რეალურ პერსპექტივას;
ბ) მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირება უნდა განხორციელდეს ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებით;
გ) საქართველოში მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირების საფუძველი უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების პერსპექტივას;
დ) მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაცული უნდა იქნას მათი საავტორო უფლებები;
ე) მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ორიენტაცია ტექნიკური რეგლამენტირების საკითხებში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე („ევროსაბჭოს ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივები“, The New Approach and the Global Approach Directives, მათთან ჰარმონიზებული ევროპული ნორმები და ტექნიკური რეგულირების საერთაშორისო ნორმატიული აქტები და დოკუმენტები).
მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტი არ არის ერთჯერადი გამოყენების დოკუმენტი. ტექნიკური პროგრესი, მშენებლობის საწარმოოტექნიკური პოტენციალის ზრდა, მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალების და სამშენებლო პროცესის დანერგვა თავისთავად იწვევს მოთხოვნილებას ადექვატურად შეიცვალოს მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტი, ანუ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირება. შედეგად მაღალ დონეზე შესრულებული მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირებით ისარგებლებს სამშენებლო ბიზნესში მონაწილე ყველა სუბიექტი (კერძო და იურიდიული პირები), მუნიციპალური ორგანოები (ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის დაგეგმვის მიზნით), ექსპერტები და სასამართლო უწყებები (მტკიცებულებათა დასაბუთებისა და გამყარების მიზნით), პროფესიული განათლების დაწესებულებები, მეცნიერები, რომელთა მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება მშენებლობის მართვა, სამშენებლო ტექნოლოგიები და კონსტრუქციები.
ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოში სამშენებლო ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, გაუმჯობესდება მშენებლობის პროექტების ხარისხი, გაიზრდება ეკოლოგიური უსაფრთხოება, დარეგულირდება უშუალოდ მშენებლობის საწარმოო პროცესი, მოხდება მეცნიერულტექნიკური პროგრესის წახალისება და შეიქმნება მყარი საფუძველი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება რიგითი მომხმარებლების ინტერესები და უფლებები, იცხოვრონ ჯანსაღ და უვნებელ გარემოში. აღსანიშნავია, ასევე რომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტირება ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს ევროპულ სივრცესთან სრულფასოვანი ინტეგრირების საქმეში.
ANNOTATION
SOME ITEMS OF BUILDING BUSINESS REGULATION IN GEORGIA
Vasil Kikutadze
Economics Academic Doctor, Professor
There are several ways of business regulation in practice. One of them is legislative regulation of business. Regulatory ways and directions must be distinctly defined by the state politics. According to Georgian Constitution, “ each citizen has a right to live in a safe environment” that means that it's necessary to regulate building sphere in a right way. Any business adjustment, including building business, has to have many difficult and multiform normative acts. And it's obvious there is lack of such acts in the country.
The article deals with the aspect of building business adjustment, which includes the technical regulations and without which we might be led to the irreparable results.
![]() |
16 ვენჩურული ბიზნესი, როგორც ინოვაციების დაფინანსების საშუალება |
▲back to top |
ლარისა ყორღანაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი
გასულ საუკუნეებში ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის ხასიათი და მიმართულება, აგრეთვე მნიშვნელოვანწილად შედეგებიც, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობითა და ბუნებრივკლიმატური (ნიადაგის ნაყოფიერება, წიაღისეული და ა.შ.) პირობებით განისაზღვრებოდა. მათი როლი დღესაც შეუფასებელია. თუმცა, მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში სულ უფრო იზრდება მეცნიერულტექნიკური მიღწევების, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი, რადგან ისინი არსებითად ცვლიან მსოფლიო მეურნეობას და ხელს უწყობენ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას.
ინოვაციები ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ინოვაცია (სიახლე) პრაქტიკაში აღიქმება როგორც მეცნიერულტექნიკური პროგრესის (მტპ) გარდასახვა რეალურ ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში და გულისხმობს შემოქმედებითი (ინტელექტუალური) საქმიანობის შედეგად მიღებული სიახლის პრაქტიკულ გამოყენებას. ინოვაციური პროცესი, როგორც ერთიანი სისტემა, საწარმოოტექნოლოგიური, ორგანიზაციული და სოციალურეკონომიკური ერთიანობით ხასიათდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინოვაციების გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი და მძლავრი აღმავლობა. ამას ადასტურებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაგალითი, რომელთაც თავიანთი სიძლიერე რადიკალური ინოვაციების საფუძველზე მოიპოვეს. ასე მაგალითად, ინგლისისთვის ეს იყო ინდუსტრიული მანქანა და აქტიური ქვეყანათაშორისი ვაჭრობა, ამერიკისთვის - ფორდის კონვეიერი და ყოვლისმომცველი ინფორმატიზაცია, იაპონიისთვის - მაგნიტოფონი „სონი“ და ხარისხის უმკაცრესი კონტროლი და ა.შ.
1957 წელს ამერიკელმა ეკონომისტმა რობერტ სოლოუმ აშშს ომის შემდგომი სამრეწველო ზრდის ანალიზისას საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა: პროდუქციის გამოშვების ზრდა ერთ ადამიან/საათზე გაანგარიშებით მხოლოდ 12,5%25ით იყო დამოკიდებული კაპიტალის გამოყენების ზრდაზე, დანარჩენი 87,5%25 კი ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, ანუ ინოვაციებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა მოზეს აბრამოვიცი, რომელმაც ინოვაციები განსაზღვრა როგორც „აშშის ეკონომიკური ზრდის ჭეშმარიტი მიზეზების არცოდნის ზომა“. ამ დასკვნების საფუძველზე განხორციელებული პრობლემის კვლევის შედეგად ინოვაციებსა და მათ გამომწვევ ფაქტორებს სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ კონცეფციებში, ხოლო ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება დღეს ყველა ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარების მასტიმულირებელ ფაქტორად იქცა. თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო იზრდება სამეცნიეროკვლევით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები, ვითარდება მსოფლიო ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური სექტორი, ყალიბდება კომპანიების ახალი ტექნოლოგიური საფუძვლები. ეს უკანასკნელი „მეცნიერებატექნოლოგიაწარმოებამოხმარება“ სისტემის გართულებას იწვევს და ინოვაციურ პროცესს ახალ ფუნქციურ ელემენტებს მატებს. კერძოდ, მის სტრუქტურაში მარკეტინგთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ინვესტიციურმა კომპონენტმა დაიკავა.
ინვესტიციები ინოვაციებში უაღრესად აქტუალური პრობლემაა, რადგან ინოვაციურ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია დაბანდებათა გრძელვადიანი ხასიათისა და პირველ ეტაპებზე უკუგების არარსებობის გამო, აგრეთვე იმის რისკით, რომ ეს ინვესტიციები შეიძლება საერთოდ უშედეგო აღმოჩნდეს. აღნიშნულმა გარემოებამ ვენჩურული (სარისკო) ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი.
ვენჩურული ბიზნესი გულისხმობს ახალი იდეების, პროგრესული სამეცნიეროტექნიკური დამუშავებების დაფინანსებასა და მათ დაყვანას გაყიდვისთვის მიზანშეწონილ დონემდე, ანუ კომერციალიზაციას. ვენჩურული ბიზნესი საჭიროებს დიდ ცოდნას, დიდ ფულსა და დიდ გარჯას, მაგრამ წარმატების შემთხვევაში იგი უზარმაზარი მოგების მომტანი „ოქროს ძარღვია“. იგი თავისი მომგებიანობითა და რისკიანობით არ ჩამოუვარდება ტრადიციული ბიზნესის ისეთ ყველაზე მომგებიან სახეობებს, როგორებიცაა: ნავთობით, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა.
ვენჩურული ბიზნესის პრინციპები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ვენჩურული კომპანიები არ არსებობდნენ, მაგრამ მარტოხელა მევახშეები, იღბლიანი ნეგოციანტები და მდიდარი ფეოდალები (მათი ადგილი შემდგომ ბანკებმა დაიკავეს) საზღვაო სავაჭრო ოპერაციებს აფინანსებდნენ.
ვენჩურული ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ცენტრალურ კალიფორნიაში შექმნილმა „სილიკონის (კაჟბადის) ველმა“ ითამაშა. „სილიკონის ველში“ 1950 წელს 300 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. ეს ადგილი ხილის ბაღებით იყო ცნობილი, რომელთაც ადგილობრივი ფერმერებისთვის 65 მლნ შემოსავალი მოჰქონდათ. ინტენსიური მებაღეობის შედეგად ცენტრალური კალიფორნია XX საუკუნის 50იან წლებში აშშის სწრაფად მზარდი რეგიონების ათეულში შედიოდა. აქ იკრიფებოდა შავი ქლიავის მსოფლიო მოსავლის დაახლებით 1/3.
„სილიკონის ველის“ ჩამოყალიბებაში პრინციპული როლი ამ ტერიტორიაზე მდებარე სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტმა ითამაშა. მისი „პირველი საპატიო მამა“ გამოჩენილი ელექტროტექნიკოსი პროფ. ფრედერიკ თერმანია (XX საუკუნის 50იანი წლების დასაწყისში ფრედერიკ თერმანი სტენდფორდის უნივერსიტეტის რექტორი გახდა და „სილიკონის ველის“ ჩამოყალიბებაში აქტიური როლი ითამაშა).
„სილიკონის ველი“ ტექნიკოსმეცნიერთა საზოგადოების შექმნის საფუძველზე ვითარდებოდა. ეს მოდელი მოიცავს: ერთის მხრივ, მაღალი ტექნოლოგიების გამომყენებელ ძლიერ უნივერსიტეტებს, რომელთაც შესწევთ შემოქმედებითი საქმიანობის უნარი და, მეორეს მხრივ, ამ შედეგების გამომყენებელ კომპანიებს. ტექნიკოს-მეცნიერთა იდეების რეალიზაციას ხელი შეუწყო „სილიკონის ველის“ მახლობლად მდებარე სამხედროსაჰაერო ძალების ბაზამ. II მსოფლიო ომის დროს კალიფორნია გახდა აშშ თავდაცვითი მრეწველობის განვითარების უმნიშვნელოვანესი რაიონი. აქ განლაგებულმა საწარმოებმა მიიღეს 40 მლნ $-ის სამხედრო შეკვეთა. სტენფორდის უნივერსიტეტთან დაფუძნდა კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დასაწყისში თავდაცვას ემსახურებოდა და ელექტრონულ მრეწველობას ავითარებდა. ამ ინსტიტუტში სამუშაოდ საუკეთესო სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდნენ. ომის დამთავრების შემდეგ ეს ტენდენცია გაგრძელდა. 1957 წელს სტარტი აიღო HACA-ს პროგრამამ, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა სახელმწიფო შეკვეთები. ეს იყო ტექნიკური ფირმების დაფინანსების საშუალება, მაგრამ 70იანი წლებისათვის ასეთი ფირმების რიცხვი ასეულებზე ავიდა. სახელმწიფო დაფინანსება მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და გაჩნდა სასესხო კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობა. ბანკებმა ვერ შეძლეს სარისკო ოპერაციების მასშტაბური დაფინანსება, ამიტომ ისინი ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანიებმა ჩაანაცვლეს. გაჩნდა წარმატების კალიფორნიული ფორმულა: brain capital + venture capital (ინტელექტუალური კაპიტალი + ვენჩურული კაპიტალი).
თანამედროვე ეტაპზე კონკურენციული უპირატესობისა და ეკონომიკური წარმატებების მისაღწევად აუცილებელია პირველობა სამეცნიეროტექნიკური დამუშავების სფეროში, ამიტომ საკუთარი „სილიკონის ველის“ (Silicon Valley) არსებობა პრესტიჟის საკითხად იქცა იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ცდილობენ ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების რიცხვში მოხვედრას. მსოფლიოს თანამედროვე რუკაზე გაჩნდა მრავალი სახელწოდება „სილიკონის“ ზედსართავით.
„სილიკონზე“ მოდას ბიძგი მისცა ცენტრალური კალიფორნიის მაღალი ტექნოლოგიების (High Tech) ინდუსტრიამ. ამ „სილიკონის ველში“ განლაგებულია ოთხიათასზე მეტი კომპიუტერული ფირმა ნახევარი მილიონი თანამშრომლით. აქ უშვებენ აშშის რაკეტებისა და თვითმფრინავების წარმოების 1/3ს, ნახევარგამტარების მსოფლიო წარმოების 1/5ს, კომპიუტერების 1/6ს. გერმანიაში სარისკო დაფინანსების ბასტიონად იქცა დიდი მიუნჰენი (ბავარია), ინდოეთი ამაყობს თავისი „სილიკონის პლატოთი“, შოტლანდია - „სილიკონის გლენით“ და ა. შ.
ვენჩურულმა ბიზნესმა ხელი შეუწყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გადასვლას განვითარების პოსტინდუსტრიულ ფაზაზე. ამერიკული ვენჩურული სისტემა ამ ბიზნესის პირველი და წარმატებული მაგალითია მსოფლიოში. აშშზე პლანეტის ვენჩურული კაპიტალის დაახლოებით 3/4 მოდის. თანამედროვე ვენჩურული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ამერიკის მთავრობამ XX საუკუნის 50იანი წლების დასაწყისში შექმნა სპეციალური სახელმწიფო ინსტიტუტი SBA (Small Business Administration), ხოლო კონგრესმა 1958 წელს მიიღო კანონი მცირე ბიზნესში ინვესტიციების შესახებ. ამ კანონის საფუძველზე დაიწყო ე.წ. SBIC-ების (Small Business Investment Companies) ჩამოყალიბება. მათ საკუთარ კაპიტალს უზრუნველყოფდა არა მარტო კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფოც შეღავათიანი სესხის პირობებით. SBA-ს მიერ რაიმე პროექტის მოწონების შემთხვევაში საკუთარ ინვესტიციებს (მაგალითად, 3 ათასი დოლარი) შეიძლება 9 ათასი დოლარი სახელმწიფო ინვესტიცია დამატებოდა.
მცირე ტექნოლოგიური ბიზნესის სახელმწიფო დაფინანსების SBIR (Small Business Innovation Research) სქემის შესაბამისად, ამერიკის მთავრობის სხვადასხვა უწყება უსასყიდლოდ აფინანსებს კომერციული მეცნიერებატევადი დამუშავებების საწყის ფაზებს. სახსრებით უზრუნველყოფა შესაძლებელია ზრდის სამ ფაზამდე და შეიძლება 1 მლნ $-ს მიაღწიოს. დამწყებ მეცნიერმეწარმეებზე გრანტების გაცემა ხელსაყრელია იმით, რომ შემდგომ ეს ფული სახელმწიფოს გადასახადების სახით ერთიასად უბრუნდება. მოგებაში არიან კვლევითი დაწესებულებებიც იმის გამო, რომ მათ აქვთ წილი კომპანიებში, აგრეთვე მთავრობის ახალი ასიგნებანი და წამოზრდილი კომპანიების შეკვეთები კვლევით სამუშაოებზე. შესაბამისად, აშშ-ს საჯარო სექტორისათვის ეს სისტემა არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე კერძოსათვის.
ვენჩურის პირველი ტალღა დაიწყო ნახევარგამტარებით (XX საუკუნის 70იანი წლები), ეს იყო XX საუკუნის 5060იანი წლების ისეთი აღმოჩენების შედეგი, როგორებიცაა: მიკროსქემები, A3B5 ჰეტეროსტრუქტურები, ნახევარგამტარული ლაზერები და სხვა.
მეორე ტალღა 80-იან წლებს უკავშირდება. იგი დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერებთან. ვენჩურის თვალსაზრისით მისი დაცემა დაიწყო 90იანი წლების დასაწყისში. 1992 წელს ვენჩურმა კრიზისიც კი განიცადა, რომელსაც მოჰყვა მესამე ტალღა ინტერნეტის სახით.
უახლოეს წლებში ვენჩურული ბიზნესის განვითარების მთავარ მიმართულებებად მიჩნეულია: უსაფრთხოების ტექნოლოგიები (ამ ტერმინის ფართო გაგებით - პირადი, ინფორმაციული და ა. შ.), ნანოტექნოლოგიები და ბიოტექნოლოგიები. 2000 წლის შემდეგ პირველი ვენჩურული კაპიტალისტები ახლად შექმნილ სტარტაპებში უფრო მეტს აბანდებენ, ვიდრე მათ პორტფელში არსებული კომპანიების განმეორებით რაუნდებში, ამიტომ იწყება ვენჩურული ბიზნესის ახალი აღმავლობა.
ვენჩურული კაპიტალისტები გამოგონებების, კვლევებისა და აღმოჩენების კატეგორიებით არ აზროვნებენ. ისინი თანხებს აბანდებენ არა პატენტებსა და პროექტებში, არამედ იურიდიულ პირებში, სადაც პატენტები და პროექტები არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ვენჩურული კაპიტალისტებისათვის მთავარი ერთეული კომპანიაა. ისინი ეძებენ ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც შექმნის ახალ სუპერვარსკვლავს (იგი შეიძლება მსოფლიო მასშტაბის იყოს). მათ უნდა იპოვონ არა უბრალოდ დიდი იმედების მომცემი ტექნოლოგია, არამედ ასეთი ტექნოლოგია საუკეთესო გუნდთან ერთად.
ვენჩურული ბიზნესისათვის დამახასიათებელია შემდეგი სპეციფიკური თავისებურებები:
კაპიტალდაბანდებათა ობიექტების როლში სარისკო პროექტების წარმოდგენა; კაპიტალის პორტფელური მართვა; სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბანდება ინოვაციური ფირმის საწესდებო კაპიტალში; ვენჩურული კაპიტალისტის აქტიური მონაწილეობა პროექტის მართვაში ან მის მიერ საიმედო კონტროლის უზრუნველყოფა; პროექტის სიმწიფის ფაზაში ბიზნესიდან ვენჩურული კაპიტალისტის წინასწარ განსაზღვრული გამოსვლა.
ვენჩურული კაპიტალის ძირითადი წყაროებია:
1. დამოუკიდებელი ფონდები, რომლებიც ორგანიზებულია პარტნიორობის (ამხანაგობის) პრინციპით;
2. კორპორაციათა ფონდები, რომლებიც გამიზნულია მშობელი კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად (მაგალითად, ამგვარი ფონდი შექმნილია Intel-ში, რომელიც აფინანსებს ინტერნეტის განვითარებასა და ქმნის ბაზარს საკუთარი პროდუქტებისათვის);
3. სახელმწიფო სახსრებით შექმნილი ფონდები და პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას;
4. მცირე ინოვაციური კომპანიები;
5. სატრასტო ფონდები;
6. კერძო ინვესტორები.
ვენჩურული ინვესტიციების დიდი ნაწილი დამოუკიდებელ ფონდებზე მოდის.
„სილიკონის ველის“ პირველი ვენჩურული ფონდი დაარსდა 1958 წელს). აშშ-ს „სილიკონის ველში“არსებობს ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის საინტერესო ხერხი. აქ თვეში ერთხელ სადილპრეზენტაციაზე იკრიბება ვენჩურულ კაპიტალისტთა ჯგუფი, ე. წ. „ანგელოზების ბანდა“, რომელსაც 12 ახალ ფირმას წარუდგენენ. სადილის ბოლოს წრეზე უშვებენ ქუდს, რომელშიც „ფულის ტომრები“ ყრიან თავიანთ სავიზიტო ბარათებს შესაძლო შენატანის მითითებით. „ანგელოზების“ ინტერესი ეფუძნება კაპიტალისტის მუდმივ ოცნებას - მიაგნონ „ოქროს ძარღვს“, მაგალითად, ისეთს, როგორიც აღმოჩნდა Apple Computers, რომლის აქციები 3 წლის შემდეგ 100ჯერ გაიზარდა. „ბიზნესანგელოზები“ არაფორმალური ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალის არაფორმალური ბაზრის შემქმნელები არიან. ინვესტირების პროცესში ისინი საკუთარ ინტუიციას ეყრდნობიან და ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებას, რის გამოც მცირე ფირმას ინვესტიციების მიღების პროცესი უმარტივდება.
ვენჩურული კაპიტალის არაფორმალურ ბაზარზე მოთხოვნამიწოდების შესახებ სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო და რისკის შემცირების მიზნით, უკანასკნელ წლებში გაჩნდა „ბიზნესანგელოზების“ ქსელი, რომელიც ინტერნეტის საფუძველზე მოქმედებს. ასეთი ქსელები განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
„ანგელოზთა“ როლში, ჩვეულებრივ, ვენჩურულ ბიზნესზე გამდიდრებული ადამიანები გამოდიან. ზოგიერთ შემთხვევაში პროფესორები საკუთარი თანხებით აფინანსებენ ნიჭიერ სტუდენტებს. ინვესტორი, როგორც წესი, მხოლოდ მოსალოდნელი მოგების ღრმა რწმენით აფინანსებს პროექტს, რომელსაც პრაქტიკულად არავითარი გარანტია არ გააჩნია. 1987 წელს ვენჩურულმა ფონდმა შექუოია ჩაპიტალმა 2,5 მლნ დოლარად შეიძინა ახალი კომპანიის ჩისცო შყსტემს-ის აქციების პაკეტი. ერთი წლის შემდეგ ამ აქციების პაკეტი 3 მლრდ დოლარი ღირდა. ინტერნეტკომპანია Yahoo!-ს ღირებულება, რომლის ინვესტირება ამავე ფონდმა მოახდინა, ერთ წელიწადში 4000 %25ით გაიზარდა.
ვენჩურული კაპიტალისტის წარმატება აქციების ზრდაზეა დაფუძნებული. სტატისტიკის თანახმად, იგი წელიწადში დაახლოებით 66 %25ს შეადგენს. იმავე სტატისტიკის მიხედვით ვენჩურული ფონდისათვის შეთავაზებული 100 წინადადებიდან ერთი ფინანსდება. დაფინანსებული 10 ფირმიდან მხოლოდ 3 აღწევს წარმატებას 35 წლის შემდეგ. სამაგიეროდ, წარმატებას მიღწეული ფირმების აქციების გაყიდვით ვენჩურული კაპიტალისტი ყველა წარუმატებელ პროექტს ინაზღაურებს და იღებს მოგებას, რომელიც საბანკო პროცენტს დაახლოებით 1015 %25-ით აღემატება.
ეკონომიკის, საფონდო ბაზრისა დ ცალკეული დარგების მდგომარეობის შესაბამისად, ინვესტორებმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ ფირმებს. ვენჩურული ფონდებისათვის პოტენციური ინტერესის თვალსაზრისით, ჩვეულებრივ, გამოყოფენ ფირმის შემდეგ სტადიებს:
I. დათესვის სტადია, როდესაც არის იდეის წარმოშობისა (თუნდაც თეორიულად) და მისი ხორცშესხმის მცდელობა;
II. სტარტის სტადია, ანუ იდეის რეალიზაციისათვის კონკრეტული მოქმედებების დაწყების სტადია;
III. ზრდის, გაფართოების სტადია, როდესაც შესაძლებელია იდეის პირველი შედეგების დანახვა;
IV. განვითარების სტადია, როდესაც პირველადი პროდუქტი სრულყოფას განიცდის, ახალ თვისებებს იძენს და ფირმა ფართოვდება;
V. ბიზნესიდან ვენჩურული კაპიტალისტის გამოსვლის ფაზა.
ამერიკული ვენჩურული ინდუსტრიისათვის დამახასიათებელია განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ფირმების დიდი წილი ინვესტიციების მიმღებ ფირმათა საერთო რაოდენობაში - დაახლოებით 25 %25, ევროპაში კი მხოლოდ 6 %25ია. აშშ-ში ვენჩურული დაფინანსების ასეთი სწრაფი განვითარება მაღალგანვითარებული საფონდო ბაზრებით აიხსნება. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მცირე მაღალტექნოლოგიური ფირმებისათვის საფონდო ბაზრის (NASDAG) არსებობა. მნიშვნელოვანია
ის ფაქტიც, რომ ამერიკული უნივერსიტეტები სამეცნიერო კვლევებისათვის დიდ დაფინანსებას იღებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისაგან. ამა თუ იმ ახალ ფირმაში ინვესტირების საშუალო ვადა 57 წელია. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვენჩურული კაპიტალისტი, ფირმიდან გამოდის, წარმატებაწარუმატებლობის მიუხედავად, რადგან მისთვის მთავარია საფონდო ბაზარზე ახალი ფირმის გაყვანა.
ვენჩურული დაფინანსების მოცულობები განვითარებულ ქვეყნებში სერიოზულ მოცულობებს აღწევს. მაგალითად, აშშში უკანასკნელ წლებში ვენჩურული ინვესტიციების წლიური მოცულობა საშუალოდ 50 მლრდ დოლარის დონეზეა, ევროპულ ქვეყნებში ვენჩურულ ფონდებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ - მათი მოცულობა 10 მლრდ $-ს არ აღემატება. ევროპაში ლიდერია დიდი ბრიტანეთი, რომლის წილად ევროპის ვენჩურული სახსრების თითქმის ნახევარი მოდის.
ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ეს სახეობა ჯერჯერობით ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან, არ გაგვაჩნია ახალ ტექნოლოგიებთან და სარისკო ინვესტიციებთან მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე, ფინანსური ინფრასტრუქტურა. ვენჩურული ბიზნესის მთავარი პირობა - განვითარებული საფონდო ბაზარი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვენჩურული კაპიტალისტის მუშაობის მთავარი პრინციპი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ვენჩურული ბიზნესის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია.
საამისოდ უპირველესად, უნდა ჩამოყალიბდეს ინტელექტუალური საკუთრების სრულყოფილი ბაზარი, ამუშავდეს საფონდო ბაზარი და შეიქმნას ვენჩურული ფონდები. გასათვალისწინებელია აშშ-ს გამოცდილება. საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან (უპირველესად, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) მიზანშეწონილია შეიქმნას ბიზნესინკუბატორები, ტექნოპარკები, რომლებიც ვენჩურული ფირმების პროტოტიპები იქნებიან. ბიზნესინკუბატორები უზრუნველყოფენ დასაქმებას.
საქართველოს, როგორც ადამიანისეული კაპიტალით მდიდარ ქვეყანას, გააჩნია ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომლის გონივრული გამოყენებით შესაძლებელია სერიოზული აღმავლობა. უკვე დღეს საჭიროა იმის გაგება, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი ადამიანისეული კაპიტალით უნდა განისაზღვროს. საქართველოს სჭირდება ისეთი ეროვნული პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს მძლავრი ინოვაციური სექტორის ჩამოყალიბებას. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე თავისი ღირსეული ადგილი სწორედ ამ სექტორით უნდა დაიმკვიდროს.
ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისათვის უნდა გამოიძებნოს სათანადო სახსრები. სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კერძო სექტორმა უნდა მიიღოს. უნდა ვიზრუნოთ, რომ დარგობრივი ინსტიტუტები გადაიქცეს კერძო კომპანიების საკუთრებად, მათი ბიზნესსქემების ნაწილად, რომელთა საქმიანობა ბაზრის მოთხოვნაზე იქნება ორიენტირებული. ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა უნდა ავიყვანოთ ეროვნული იდეოლოგიის რანგში.
საინოვაციო საქმიანობის გააქტიურება, ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს სისტემატური ზრუნვის საგნად უნდა იქცეს. ჩვენმა მთავრობამ არ უნდა დაუშვას „ტვინების გადინება“, ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების დაკარგვა. ამისათვის კი საჭიროა სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება და მაღალი ხელფასები, რადგან განვითარებული ქვეყნები ცდილობენ საუკეთესო მეცნიერების, სპეციალისტების მიზიდვას და ასეთი სახით ინტელექტუალური კაპიტალის დაგროვებას. უფრო განვითარებული სამყაროს პროგრესი მიმდინარეობს „ასათვისებელი“ ქვეყნების დეგრადაციის ხარჯზე. საქართველოს წინაშეც დგას ასეთი საშიშროება და მისი თავიდან აცილება პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკითაა შესაძლებელი. ამაში კი თავისი წვლილი ვენჩურულმა ბიზნესმაც უნდა შეიტანოს.
ANNOTATION
VENTURE BUSINESS AS A MEANS FOR FUNDING OF INNOVATIONS
Larisa Korganashvili
Doctor of Economic Sciences, Professor
The given work illuminates the essence of venture busi-ness and main sources of risky innovations funding, characte-rizes the contemporary situation of the development of venture business in case of the US and Europe. It is noted that venture business factually doesn't exist in our country, although this kind of business is of great importance and profitability. The reason first of all is that we have no experience of working with new technologies and risky investments as well as financial infrastructure for such investments. Nevertheless, Georgia which is rich in intellectual capital have good prospects for the development of venture business.
In order to create an innovative sector in Georgia it is necessary to assess the innovative potential, to seek actual innovations and stimulate demands for them, to create in-novative firms and the state must support them in entering Western markets.
Current revolutionary changes which are taking place in the world economy clearly prove that without knowled-ge the use of products of “new economy” and to write them in innovative outlines is simply impossible. And the count-ries remaining outside innovative outlines of the world eco-nomy are doomed to failure. Georgia must do its utmost not to catch in the number of those countries. It has capacity to become one of the leading countries of new economy and must respond appropriately to the challenge of the new millennium.
![]() |
17 სასურსათო მოხმარების პრობლემები მსოფლიო აგრარულ პოლიტიკაში |
▲back to top |
აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
სასურსათო მოხმარება, როგორც ეკონომიკური ფენომენი, გვევლინება შედარებით კონსერვატიულ ცვლადად, რადგან მომხმარებლები, ყოველ შემთხვევაში, მათი გადახდისუნარიანი ნაწილი კვების პროდუქტების დიდ რაოდენობას გამუდმებით მოიხმარს. მსოფლიო გლობალიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე ის გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც დამახასიათებელი მოვლენა გახდა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ინტეგრაციული ეკონომიკური კავშირების შედეგად საქართველოს სოციალურეკონომიკური რეალობა ნებით თუ უნებლიედ, ერთვება ამ პროცესებში. ამას მოწმობს საქართველოს ეკონომიკის არა ერთი დარგის გადასვლა განვითარების დასავლურ სტანდარტებზე.
1993 წლიდან ძალაშია ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს და ყოფილი „დსთ“-ს ზოგიერთი ქვეყნის მისამართით, ერთიანი სატარიფო სისტემის შემოღების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კავშირის მასშტაბით წარმოების ოთხი ძირითადი საშუალების: სამუშაო ძალის, მომსახურების, კაპიტალის და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას და მოქმედებას. სატარიფო პრეფერენციური სისტემის ჩარჩო ხელშეკრულება 300მდე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ახლა უკვე ნათელია, რომ სასურსათო მოხმარების ფენომენი და მისი ტენდენციები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრებისეული მოთხოვნილებების ცვალებადობასთან, რატომ არის „საზღვრებს გარეშე” მოვლენა გლობალიზაციის და მსოფლიო ინტეგრაციის ფონზე.
სასურსათო მოხმარების განვითარების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ევროკავშირის მაგალითზე შეინიშნება შემდეგი ტენდენციები:
- სურსათზე მოთხოვნის შედარებით დაბალი ელასტიურობის გამო, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ სასურსათო პროდუქციაზე გაწეული
დანახარჯების ხვედრითი წილი დანახარჯების საერთო მოცულობაში მცირდება. ზოგადად ეს მაჩვენებელი შეიძლება ჩაითვალოს მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლად, რადგან სასურსათო პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი ცხოვრების დონის უკუპროპორციულია. ევროკავშირში ცხოვრების დონის ამაღლებამ ხელი შეუწყო სასურსათო პროდუქციაზე დანახარჯების შემცირებას, თუმცა, არის არსებითი განსხვავებები ევროკავშირის შედარებით მდიდარ და ღარიბ წევრქვეყნებს შორის. აქ იგულისხმება ახლად მიერთებული აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და ძველი შემადგენლობიდან კი პორტუგალია, ესპანეთი, საბერძნეთი და სხვა.
მომხმარებელთა დანახარჯების საერთო სტრუქტურაში დანახარჯთა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის უძრავ ქონებაზე, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე, დასვენებაზე და სხვა კომუნიკაციურ საშუალებებზე.
აღსანიშნავია და თვალშისაცემი, რომ თანამედროვე ევროპელთა კვების კალორიულობაც გამოვიდა აუცილებელი ნორმებიდან. მაგალითად, ევროკავშირის ოთხი წამყვანი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მოხმარებული კვების პროდუქტების საშუალო დღეღამური კალორიულობა 19801990იან წლებში დიდ ბრიტანეთში 3160დან 3273 კ.კალმდე, ხოლო 2006 წლისთვის 3317კილო კალორიამდე გაიზარდა. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 1980 წელს 3382კ.კალ. შეადგენდა, 1990 წლისთვის 3455კ.კალ., ხოლო 2006 წლისთვის შემცირდა 3344კ.კალმდე. იტალიაში იგივე პერიოდში მოხმარებული კვების პროდუქტების კალორიულობა 3582კ.კალ.დან 3633კ.კალ.იის ფარგლებში ცვალებადობს, ხოლო საფრანგეთში ანალოგიური მაჩვენებელი იგივე პერიოდში 3455დან 3633კ.კალმდე გაიზარდა. უფრო შესამჩნევია მოხმარებულ კალორიებში მცენარეული წარმოშობის კვების პროდუქტების დომინანტობა, ცხოველური წარმოშობის საკვებთან შედარებით. მათი მოხმარება ინგლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგივე პერიოდში მათი საშუალო დღეღამური კალორიულობა 1887დან 2242კ.კალ.მდე გაიზარდა, გერმანიაში 2185დან 2233კ.კალ.მდე, იტალიაში შედარებით ნაკლებია მათი ზრდის ტემპი, 2607დან 2657კ.კალ.მდე, ასევეა საფრანგეთში, 2045დან2179კ.კალმდე.
მოხმარებული ცხოველური წარ მოშობის პროდუქტებით კვების საშუალო დღეღამური კალორიულობა ინგლისში 1272დან 1075 კ.კალმდე შემცირდა, გერმანიაში 1197დან 1163კ.კალ.მდე. იტალიასა და საფრანგეთში კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნულტრადიციულ მოტივებს და კვების ნაციონალურ ტიპაჟს.
სასურსათო მოხმარებაში არსებული სტრუქტურული ცვლილებები რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული:
1) ცილოვანი პროდუქტების მოხმარების დონით შედარებით ღარიბი ქვეყნების გათანაბრება განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებთან;
2) დიდი საინფორმაციო გავლენის მოხდენა მოსახლეობაზე ჯანდაცვის და საინფორმაციო სამსახურების მხრიდან კვებით ღირებულებებთან მიმართებით. ასევე, მომხმარებელთა ინფორმირება ამა თუ იმ საკვები პროდუქტის მოხმარებით გამოწვეულ არასასურველ და ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგებზე;
3) წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ქვეყნების რეგიონალური გამოთანაბრების პროცესსა და კვების სტრუქტურულ და ტიპობრივ მაჩვენებლებს შორის.
სასურსათო მოხმარებაში შეინიშნება გარკვეული ტენდენციები არა მარტო სახეობრივი კუთხით, არამედ რეგიონალურ დონეზე, ე. ი. ცალკეული ქვეყნების მაგალითზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე ევროკავშირის ახალი წევრიქვეყნების მხრიდან, ცხოვრების დონის ამაღლებით გამოწვეული სასურსათო მოხმარების ზრდა და ცილოვანი პროდუქტების მოხმარებით განვითარებულ ქვეყნებთან გათანაბრება. ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 19921998 წლებში, შემდგომ ეტაპზე ეს პროცესი დასტაბილიზირდა.
თითოეულ ქვეყანას აქვს მისეული, ორიგინალური კვების კულტურა და ტრადიციები. არსებობს განსხვავებანი ჩრდილოეთის მაღალინტენსიური, სამრეწველო, განვითარებული ქვეყნებისა და სამხრეთული, შედარებით ტრადიციული, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კვების ტიპს შორის. თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევები აჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი გვევლინება, ჯანმრთელობისთვის უფრო საიმედოდ, ვიდრე ჩრდილოეთევროპული, რომელიც ადგილობრივი კლიმატის ფონზე გათვლილია, ცხოველური ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების უფრო ინტენსიურ გამოყენებაზე, რომელთა გადამეტებული მოხმარებაც საშიშია ჯანმრთელობისთვის.
სერიოზულ გავლენას მოხმარების ხასიათსა და ტენდენციებზე ახდენს სოციალურეკონომიკური ფაქტორები. ცხოვრების დონის ამაღლება ხელს უწყობს კვების მრეწველობის მიერ გადამუშავებული და მზა პროდუქციის უფრო ინტენსიურ მოხმარებას. ევროპელი მომხმარებელი ინტერესს იჩენს ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და თუნდაც მაღალი ფასებით გამორჩეული მზა კვების პროდუქტების მიმართ. მათი მოხმარების ზრდის ტემპი 4ჯერ და მეტად გაიზარდა, ვიდრე მოთხოვნა მთლიანად სასურსათო პროდუქციაზე. სავარაუდოა, რომ ის ორჯერ მეტად გაიზრდება 2010 წლამდე პერიოდში. შესაბამისად, გაზრდილია მსგავს პროდუქციაზე გაწეული დამატებითი დანახარჯები, რომელიც ევროკავშირის სასურსათო პროდუქციის საერთო დანახარჯების 43.5%25ს შეადგენს. ფასების მუდმივობის შემთხვევაში ის 2010 წლისთვის 7.4%25ით გაიზრდება.
ერთიან აგრარულ პოლიტიკაში ჩართვა, როგორც ვხედავთ, ცალკეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია, როგორც ეკონომიკური პოზიციის დაკავების, ისე ობიექტურ წინააღმდეგობათა დაძლევის მხრივ.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებშიც საქართველოც შედის, დასავლეთ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განსხვავებული საბაზრო ინფრასტრუქტურით, გაცილებით სუსტი მატერიალურტექნიკური ბაზით, მოკრძალებული ეკონომიკური მაჩვენებლებით გამოირჩევიან. ევროკავშირის ახალბედა, კანდიდატი ქვეყნების ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის ანალიზი ცხადყოფს, რომ 2001 წლის მონაცემებით, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოება მთლიანად კავშირში 256 მილიარდ ევროს შეადგენდა, ხოლო კანდიდატი ქვეყნების ხვედრით წილზე მხოლოდ 27,7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქცია მოვიდა. ე. ი. „ახალი ათეული“, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნებითაა წარმოდგენილი, 9ჯერ ნაკლებ პროდუქციას აწარმოებს, ვიდრე კავშირის ძველი წევრების გუნდი.
სასურსათო მოხმარების პრობლემებთან მიმართებით გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის სასურსათო პროდუქციაზე კვების ძირითადი პროდუქტების მოხმარების ნორმირებულ და ფაქტიურ მაჩვენებელთა შედარება, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მაგალითზე, რომელსაც თითქმის იგივე პოლიტიკურეკონომიკური პრობლემები აქვს, რაც საქართველოს (იხ. ცხრილი).
შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ გაზრდილია მოსახლეობის მხრიდან სურსათის ფაქტიური საშუალოსულადური მოხმარება სასურსათო პროდუქციის მრავალმხრივ ჯგუფებზე. სამომხმარებლო დანახარჯების მაჩვენებლებში შეიმჩნევა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული უთანაბრობის შემცირება. იზრდება სამამულო პროდუქციის ხვედრითი წილი, რაც ეროვნული ეკონომიკის აღმავლობის ნიშანია. ხორცის და ხორცპროდუქტების მოხმარების ფაქტიური მაჩვენებელი 40%25 ით ჩამორჩება რაციონალური ნორმის მაჩვენებელს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 1,7%25 იქნება, ხოლო, საშუალო წლიური შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მოსალოდნელია 2,9%25ით გაიზარდოს. ეს უკანასკნელი, 3,54%25მდე აამაღლებს სასოფლოსამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნას. ამავე პერიოდში ექსპერტთა დასკვნით სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოება, საუკეთესო პირობებშიც კი უმნიშვნელო ზრდის ტემპით გამოირჩევა.
XX საუკუნის 70იანი წლების დასაწყისში შიმშილობდა მსოფლიო მოსახლეობის მესამედი, დღეს ეს მაჩვენებელი 20%25მდეა. სასურსათო პროდუქციის მსოფლიო ვაჭრობა 148 მილიარდი დოლ.დან 485 მილიარდ დოლ.მდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან გარკვეულწილად ამცირებს სურსათზე მოთხოვნის უკმარისო ბას, მაგრამ არის დამაფიქრებელი გარემოებანიც, სასოფლოსამეურნეო წარმოების საშუალო წლიური ზრდის ტემპი უმნიშვნელოა, ამასთან, შეინიშნება შემცირების ტენდენცია: ზრდის ტემპი ამჯერად უკვე 3%25დან 1.6%25მდე დაეცა. შემცირდა აგრეთვე, სასოფლოსამეურნეო წარმოების ხვედრითი წილი დარგობრივ სტრუქტურაში, ეს ტენდენცია მსოფლიოს 90ზე მეტ ქვეყანაში არის უკვე შესამჩნევი.
კვების პროდუქტების მოხმარების ნორმის ინდიკატორი
(წლიური ნორმა ერთ სულ მოსახლეზე, კგ.ით) [15. 46]
მსოფლიო სასურსათო მოხმარების პრობლემატიკით დაინტერესებული ერთერთი სოლიდური ორგანიზაცია ფაო, 1974 წლიდან სათავეში უდგას კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრას. არანაკლებ მნიშვნელოვანი პოზიცია, სასურსათო პრობლემების გადაჭრის მცდელობაში აქვს ევროკავშირის ერთიან აგრარულ პოლიტიკას, ამას მისი სტრატეგიული გეგმებიც მოწმობს. ევროკავშირი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მსოფლიო ვაჭრობაში წამყვან ადგილს იკავებს. ის არის უმსხვილესი ექსპორტიორი: მარცვლეულის, ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, ცხოველური ცხიმების, ღვინის, შაქრის, მეფრინველეობის და ა. შ. სხვა მაღალხარისხოვანი პროდუქციის.
გადამუშავებული და მზა პროდუქციის მოხმარების მაღალი დონე შეიმჩნევა გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. ასევე მათი მოხმარების მაღალი დონით გამოირჩეოდა 19922006 წლებში პორტუგალია (24.8%25), დანია (10%25), საბერძნეთი (15.6%25), ესპანეთი (16.8%25), იტალია (12%25).
სასურსათო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე რაოდენობრივი თვალსაზრისით, არსებითად არ შეცვლილა, არც მოხმარების ნორმები გაზრდილა, უბრალოდ მომხმარებელი მოიხმარს უფრო ძვირადღირებულ და ხარისხიან პროდუქციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს სასურსათო მოხმარების ხასიათზე არის მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი, როგორც დემოგრაფიული ფაქტორი. ევროპის მოსახლეობის ზრდის ტემპი, საშუალოდ 1992-2006 წლებში 0.6%25 შეადგენდა. მოსახლეობის ზრდის პროგნოზი 2010 პერიოდისთვის დაახლოებით 3.7%25 იქნება. შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი 2028 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც 18.2%25იანი კლებაა მოსალოდნელი, ხოლო 65 წელზე მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში 20.9%25იანი ზრდა. მოხდება აგრეთვე 3034წ.წ. ასაკობრივი ჯგუფების შემცირება და 75 წელზე მაღალი ასაკობრივი ჯგუფების მომეტებული ზრდა.
ოჯახთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი ევროკავშირში იზრდება, თუმცა წევრთა რაოდენობის მიხედვით მრავალწევრიან ოჯახთა რიცხვი მცირდება. ეს გარემოება ხელს უწყობს მარტოხელათა არმიის ზრდას, რომელიც პირობითად შეიძლება გავყოთ პენსიონერ და ახალგაზრდა მარტოხელათა კატეგორიებად, ხოლო მათი ცხოვრების წესიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მზა საკვები პროდუქტების მოხმარებას.
მომსახურე ქალთა წილის ზრდა, რომელიც 40%25ს აღემატება, ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, გარდა ლუქსემბურგის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და ირლანდიისა, თავის ასახვას ჰპოვებს ოჯახური შემოსავლების ზრდასა და მზა, ხარისხიანი და მრავალფეროვანი სასურსათო პროდუქციის მოხმარებაზე, რაც მათ მიერ დროის ეკონომიის და კომფორტის შექმნის მიზნით არის ნაკარნახევი.
ხარისხი, თანამედროვე საბაზრო მოთხოვნაა, განსაკუთრებით, როცა საქმე საკვებ პროდუქციას ეხება. აგროსამრეწველო კომპლექსის ყველა მონაწილე უნდა აცნობიერებდეს ამას. სასურსათო პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს ისეთი მაჩვენებლები როგორიც არის: ინოვაცია, ხელმისაწვდომობა, საწარმოო ზონები, სამედიცინო და სანიტარულ მოთხოვნებთან დაკავშირებული მოთხოვნები. ყოველივე გავლენას ახდენს მომხმარებლის მხრიდან საქონლის ხარისხის აღქმაზე.
მაღალ ღირებულებებზე ორიენ ტირებული ევროპელი მომხმარებელის 39%25 მიიჩნევს, რომ ხარისხობრივი საკვები პროდუქტი არის ის, რომელსაც აქვს წარმოების ადგილის სერთიფიკატი. მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის 85%25 ასე ფიქრობს, ესპანეთში-40%25, ხოლო შვედეთში მხოლოდ - 8%25.
გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ კვების ესა თუ ის ტიპი პირდაპირ კავშირშია ქრონიკული დაავადებების განვითარებასთან, განსაკუთრებით, გულსისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებებთან, მომხმარებლებს სერიოზული მიზეზები გააჩნიათ ყურადღებით მოეკიდონ კვების ტიპის სწორად შერჩევას, რათა თავიდან აიცილონ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მსოფლიოში აღიარებულია, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის და აზიური კვების სისტემა გვევლინება ჯანმრთელი კვების გარანტად. კვების ორივე ტიპისთვის დამახასიათებელია მარცვლეული პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის სიჭარბე, გამოირჩევა ანტიოქსიდანტების და უჯრედანის მაღალი შემცველობით და გაჯერებული ცხიმების და ცხიმოვანი პროდუქტების სიმცირით. აქედან გამომდინარე, უკვე გამოვლინდა რიგი ცვლილებები მომხმარებელთა ქცევაში სასურსათო მოხმარებასთან მიმართებით:
1) კვების ტიპის და სტრუქტურის ოპტიმალური განსაზღვრა;
2) მოთხოვნა ხარისხობრივ და სერტიფიცირებულ პროდუქციაზე;
3) ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასურსათო პროდუქტების შესყიდვა.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში არის ტენდენცია კვების ტიპის ნაწილობრივ შეცვლასთან დაკავშირებით. ე.ი. უფრო ჯანმრთელი კვების ტიპზე გადასვლა. მაგალითად, ხორცსა და ხორცპროდუქტებს ისე წარმატებით აღარ მოიხმარს მომხმარებელი, როგორც ეს ადრე იყო, ასევე დიდი რაოდენობით აღარც ცხოველური ცხიმები გამოიყენება.
ევროპელ მომხმარებელში იზრდება მოთხოვნა უფრო ნატურალურ, ორგანული მიწათმოქმედების (მიწათმოქმედების ბუნებრივი სისტემები) მეთოდებით წარმოებულ, ცხიმების დაბალი შემცველობით გამორჩეულ და კვებითი ღირებულებებით გამდიდრებულ სასურსათო პროდუქციაზე.
დიდია ინტერესი უსასუქოდ მიღებულ სასურსათო პროდუქციაზე. ორგანული მიწათმოქმედების პროდუქცია მსოფლიო სასურსათო ბაზრის მცირე ნაწილს მოიცავს, რადგან ხელსაყრელი ბუნებრივეკონომიკური პირობები მსგავსი პროდუქციის საწარმოებლად შეზღუდულია. სასურსათო პროდუქციის ხარისხი სულ უფრო მეტად უკავშირდება სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ გარემომცველ ფაქტორებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მათი მოხმარების უსაფრთხოებას, ე.ი. მათში რაც შეიძლება ნაკლები ქიმიური დანამატების და არაორგანული ნივთიერებების შემცველობას.
სხვადასხვა ეპიდემიური დაავადებების (ჭირი, ჯილეხი, ქათმის გრიპი, ცოფი, ქოლერა და ა.შ.) კერების გამოვლენამ სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოებარეალიზაციის სფეროში, კიდევ უფრო რადიკალურად განაწყო მოსახლეობა სასურსათო პროდუქციის მოხმარების უსაფრთხოების მიმართ. 1996 წლიდან ყველა ევროპულ ქვეყანაში 30%25ით შემცირდა საქონლის ხორცის მოხმარება. ევროპელი მომხმარებელი უფრო რადიკალურად არის განწყობილი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ, ვიდრე ამერიკელი მომხმარებელი, რომელიც უფრო პრაგმატული და სიახლის მოყვარულია. სამეცნიერო გამოკვლევები ჯერჯერობით არ ასაბუთებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნეობას, თუმცა თაობათა ჯაჭვში რა შედეგებს მოგვიტანს ეს სიახლეები, ჯერ არავინ იცის.
რა თქმა უნდა, მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა გადადახდისუნარიანი მომხმარებლის პოზიციიდან არის დანახული, თუმცა არის მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილის მიზანი, მათი უსახსრობიდან გამომდინარე, უბრალოდ შიმშილისგან თავის დაცვაა.
ANNOTATION
EURO-UNION ENTIRE AGROCONOMIC POLICY CAN AIREADY
BE CAIIED „HINDOY SUCCESS“
Aida Kitashvili-Kvachantiradze
Western Europ has turned into one of the largest exporters in the world outrunning even the USA as well as providing complete requirements for internal demands on the basis of own production.
Process of Euro-Union spreading and constant wish of new member-states entering in it cant be considered as Fortuitous, for example former socia-list and Eastrer-Europian countries, countries of commonwealth of independent countries including Georgia.
Georgia has always been an agrarian country, even nowadays hughly effective development of country's agro-economic complex over market-economy principles is one of the important priorities throuhg basic courses of social-economic development.
Evidently everything is not ideal in Euro-Union entire agro-economy, for example it colossal investments, orientation basically to big commercial producers on account of t some small vital enterprises had to be closed involving reinforcing competition and increasing unemployment in villages, although EuroUnion economic policy experience in agro-economic complex control is completely timely and it turned out to be an example for transitional countries including Georgia to work out and successfully realiz the scientificpractical conception of agroeconomic complex and food-stuffs production functioning.
![]() |
18 იჯარის ბუღალტრული აღრიცხვა |
▲back to top |
ლელა პატარაია
მაგისტრი
ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა გარკვეულწილად უკავშირდება აქტივების, მათ შორის, ძირითადი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც საწარმოს შეიძლება გააჩნდეს როგორც საკუთრებაში, ასევე დროებით მფლობელობაში. უკანასკნელი, რომელიც იჯარის სახელწოდებითაა ცნობილი, ითვალისწინებს განსაზღვრული პერიოდით ან პირობებით იქნება ეს ერთი წლით თუ მეტით, შემდგომი გამოსყიდვის პირობით ან ამ პირობის გარეშე და ა. შ. ძირითადი საშუალებების გადაცემას.
საერთოდ, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ იჯარა ესაა მხარეთა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმადაც მეიჯარე (აქტივის მფლობელი) შემოსავლების მიღების სანაცვლოდ გადასცემს მოიჯარეს (აქტივის მიმღებს) აქტივის გამოყენების უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის განასხვავებენ ორი ტიპის იჯარას: პირველი, რომელიც გულისხმობს აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკისა და სარგებლის მოიჯარეზე გადაცემას (საკუთრების უფლების გადაცემის მიუხედავად) და რომელიც ფინანსურ იჯარად იწოდება და მეორე, საოპერაციო (ჩვეულებრივი) იჯარა, რომლის დროსაც აქტივი გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ დროებით გადადის მოიჯარის მფლობელობაში და შესაბამისად, რისკებისა და ეკონომიკური სარგებლის მოიჯარეზე გადასვლას ადგილი არა აქვს.
ზოგადად, რისკების ქვეშ იგულისხმება აქტივის გამოუყენებლობის, მორალური ცვეთის ან სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო შესაძლო დანაკარგების მიღება. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, მასში მოიაზრება ყველა ის „მატერიალური სიკეთე”, რომელიც დაკავშირებულია აქტივის ფლობის შედეგად საწარმოს რენტაბელობის ზრდასთან, ან კიდევ, მისი გაძვირებით ან რეალიზაციით გამოწვეულ შემოსავლების მიღებასთან.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იჯარის კლასიფიკაცია ხდება იჯარის ხელშეკრულების დადებისთანავე. ამავე დროს, იჯარის ტიპის დადგენის დროს უპირატესობა ენიჭება აქტივის გამოყენების ბუნებას და ფინანსურ არსს და არა ხელშეკრულების იურიდიულ ფორმას.
იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, საქმე გვაქვს ფინანსური იჯარასთან:
იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ საკუთრების უფლება გადადის მოიჯარეზე;
იჯარის ვადა აქტივის სასარგებლო მომსახურების პერიოდის უდიდეს ნაწილს შეადგენს;
საიჯარო ხელშეკრულება ითვალისწინებს აქტივის შეღავათიან ფასში გადაცემას;
მინიმალური საიჯარო გადასახდელების მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება მეტია ან ტოლი აქტივის საბაზრო ღირებულების;
იჯარით გაცემულ აქტივს გააჩნია სპეციფიკური შინაარსი და მხოლოდ მოიჯარეს ძალუძს მისი გამოყენება არსებითი მოდიფიკაციის გარეშე.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფინანსური იჯარის შემთხვევაში გამოიყენება მინიმალური საიჯარო გადასახდელები - ისეთი გადასახდელები, რომელთა გადახდა მოეთხოვება ან შეიძლება მოეთხოვოს მოიჯარეს პირობითი საიჯარო ქირის, მოიჯარის მიერ გაწეული მომსახურების დანახარჯებისა და იმ გადახდილი გადასახადების გარდა, რომლებიც ექვემდებარება ამოღებას მოიჯარის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გარანტირებულ თანხებთან ერთად, იჯარის ვადის გასვლამდე.
მინიმალური საიჯარო გადასახდელების (რომელსაც ანუიტეტსაც უწოდებენ) მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
PVA=(1-1/(1+r)ⁿ)/r
სადაც PVA მინიმალური საიჯარო გადასახდელების (ანუიტეტის) მიმდინარე ღირებულებაა, r - პროცენტი, ხოლო n - პერიოდი.
მთლიანი საიჯარო ვალდებულების მიმდინარე ღირებულების გასაანგარიშებლად გამოვიყენებთ შემდეგ ფორმულას:
PV=FV*(1/(1+r)ⁿ)
ზემოთ მოცემული ფორმულები განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე.
საწარმომ ფინანსური იჯარით მიიღო შენობა. ხელშეკრულების პირობები შემდეგია:
ვალდებულების საერთო თანხა: 45000 ლარი;
იჯარის ვადა - 3 წელი;
საპროცენტო განაკვეთი - 10%25;
ყოველწლიურად გადასახდელი თანხა - 15000 ლარი.
დისკონტირების პროცენტის საპოვნელად ზემოთ მოცემულ ფორმულაში ჩავსვამთ შესაბამის მნიშვნელობებს. მივიღებთ:
PVA=(1-1/(1+0.1)³)/0.1=2.486852
15 000*2.486852=37 303 - საიჯარო ვალდებულების მიმდინარე ღირებულება
I წელი - საიჯარო ვალდებულება
- 15 000*(1(1+0.1)³)=11 270
პროცენტის ხარჯი - 15 000-11 370=3 730
II წელი - საიჯარო ვალდებულება
15 000*(1(1+0.1)²)=12 397
პროცენტის ხარჯი - 15000-12397=2603
III წელი - საიჯარო ვალდებულება
15 000*(1(1+0.1))=13 636
პროცენტის ხარჯი - 15000-13636=1364
მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ საიჯარო ვალდებულების თანხა (ჩვენს შემთხვევაში, 45000 ლარი) შედგება ორი ნაწილისაგან: ძირითადი თანხისაგან (37303) და პროცენტისაგან (7697). ამასთან, საპროცენტო ხარჯი განაწილებულია იჯარის მთელ ვადაზე, ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ვალდებულების ნაშთის მიმართ მუდმივი საპროცენტო განაკვეთის (10%25) გამოყენებით.
ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება შემდეგნაირად:
მოიჯარესთან:
შენობის მიღება მიმდინარე ღირებულებით:
დ - 2100 ძირითადი საშუალებები - 37303
კ - 4130 ვალდებულებები ფინანსურ
იჯარაზე - 37 303
გრძელვადიანი ვალდებულებიდან მიმდინარე ნაწილის გამოყოფა:
დ - 4130 ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე - 11 270
კ - 3230 გრძელვადიანი ვალდებულების
მიმდინარე ნაწილი - 11270
გადასახდელი პროცენტის ხარჯად აღიარება:
დ - 8210 საპროცენტო ხარჯები - 3730
კ - 3410 გადასახდელი პროცენტები - 3 730
საიჯარო ვალდებულების გადახდა:
დ - 3230 გრძელვადიანი ვალდებულების
მიმდინარე ნაწილი - 11270
დ - 3410 გადასახდელი პროცენტები - 3730
კ - 1100/1200 ფულადი სახსრები - 15000
და ასე, ყოველწლიურად (გარდა პირველი ოპერაციისა).მეიჯარესთან:
შენობის იჯარით გაცემა:
დ - 2320 ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული
მოთხოვნები - 37 303
კ - 2100 ძირითადი საშუალებები - 37303
გრძელვადიანი მოთხოვნებიდან მიმდინარე ნაწილის გამოყოფა:
დ - 1470 გრძელვადიანი მოთხოვნების
მიმდინარე ნაწილი - 11270
კ - 2320 ფინანსურ იჯარასთან
დაკავშირებული მოთხოვნები - 11270
პროცენტის სახით მისაღები შემოსავლების დარიცხვა:
დ - 1820 მისაღები პროცენტები - 3 730
კ - 8110 საპროცენტო შემოსავლები - 3 730
საიჯარო შემოსავლების მიღება:
დ - 1100/1200 ფულადი სახსრები - 15000
კ - 1470 გრძელვადიანი მოთხოვნების
მიმდინარე ნაწილი - 11270
კ - 1820 მისაღები პროცენტები - 3730
და ასე, ყოველწლიურად (გარდა პირველი გატარებისა).
რაც შეეხება საოპერაციო (ჩვეულებრივი) იჯარის აღრიცხვას, შედარებით მარტივია, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ გამოიყენება დისკონტირების განაკვეთი და მომავალი გადასახდელების მიმდინარე ღირებულება. საიჯარო გადასახდელები მოიჯარის მიერ აღიარდება ხარჯებად, ხოლო მეიჯარის მიერ - შემოსავლებად და ორივე შემთხვევაში, აისახება საანგარიშგებო პერიოდის მოგებაზარალის ანგარიშგებაში.
საოპერაციო (ჩვეულებრივი) იჯარის შემთხვევაში გვექნება შემდეგი ბუღალტრული გატარებები:
მოიჯარესთან:
გადასახდელი საიჯარო ქირის დარიცხვა:
დ - 7420 საიჯარო ქირა
კ - 3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები
თანხის გადახდა:
დ - 3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები
კ - 1100/1200 ფულადი სახსრები
მეიჯარესთან:
მისაღები საიჯარო ქირის დარიცხვა:
დ - 1490 სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები
კ - 8190 სხვა არასაოპერაციო შემოსავლები
თანხის მიღება:
დ - 1100/1200 ფულადი სახსრები
კ - 1490 სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები
და ბოლოს, საოპერაციო (ჩვეულებრივი) იჯარის შემთხვევაში იჯარით გაცემული ძირითადი საშუალება რჩება მეიჯარის ბალანსზე, განსხვავებით ფინანსური იჯარისაგან, რომლის დროსაც ძირითადი საშუალება გადადის მოიჯარეზე (როგორც მასთან დაკავშირებული ყველა რისკი და სარგებელი), ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
![]() |
19 როგორ შევიძინოთ და დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე |
▲back to top |
ჟურნალ „ბიზნესიდა კანონმდებლობის“ რედაქციაში ხშირად შემოდის შეკითხვები უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, შენობანაგებობების) შეძენასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ისეთებიც, რომელთა ანალოგებზეც პასუხი გაცემულია და გამოქვეყნებულია წინა ნომრებში. ერთის მხრივ, ეს აღნიშნავს საკითხისადმი განსაკუთრებულ ინტერესს და მეორეს მხრივ ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია სპეციფიკური ნიუანსები, რომლებშიც მოქალაქეები გარკვეულები არ არიან. აქედან გამომდინარე, ჟურნალის რედაქცია ითვალისწინებს მკითხველთა ინტერესს და გადაწყვეტის პროცედურებში პრინციპული მსგავსების მიუხედავად, ვპასუხობთ ყოველ კონკრეტულ შეკითხვას.
შემოსულ შეკითხვებზე კომენტარს აკეთებს „პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის“ მთავარი კონსულტანტი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სარედაქციო საბჭოს წევრი ბატონი ანზორ მესხიშვილი.
კითხვა:
- მინდა ვიყიდო სახლი მიწის ნაკვეთით. გარდა სურვილისა და საფასურის გადახდისა, კანონიერი ფლობისთვის, რა პროცედურები და დოკუმენტების გაფორმებაა საჭირო?
პასუხი:
- უძრავი ქონების შეძენის პროცედურა ამჟამად მაქსიმალურად გამარტივებულია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა კანონით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები ზედმიწევნით გულდასმით უნდა შესრულდეს, ამასთან, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მოსალოდნელი გართულება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ საქმე თაღლითთან არა გაქვთ: მოსთხოვეთ გამყიდველს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და დარწმუნდით, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი გამყიდველის საკუთრებაა, არ არის დატვირთული იპოთეკით, საგადასახადო გირავნობით, ან არ არის დაყადაღებული.
თუ საეჭვო არაფერია, თქვენ და გამყიდველი მიბრძანდით შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორთან, თან იქონიეთ პირადობის მოწმობები და მათი ასლები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი (რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 50 ლარს). სახელმწიფო რეგისტრატორთან თქვენ და გამყიდველმა უნდა გააფორმოთ ნასყიდობის გარიგება (2007 წლამდე ნასყიდობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმებულიყო ნოტარიუსთან, 2008 წლიდან ამის აუცილებლობა არ არის). 6 სამუშაო დღის შემდეგ შეგეძლებათ აიღოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დაგიდასტურდებათ, რომ გარიგების საგანი სახლი და მიწის ნაკვეთი უკვე თქვენი საკუთრებაა.
ზემოთ აღნიშნული პროცედურა სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183ე მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც: „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“.
თუ თქვენ გნებავთ საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად მიიღოთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუქაც, სახელმწიფო რეგისტრატორთან დამატებით უნდა წარადგინოთ 5 ლარიანი ქვითარიც.
გასათვალისწინებელია ის, რომ თუ თქვენ სახლთან ერთად ყიდულობთ ავტოფარეხსა და სარდაფს, ნასყიდობის გარიგებაში ეს აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული და სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით უნდა წარუდგინოთ მათზე ორი 50 ლარიანი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.
კითხვა:
- მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ (ყოფილი ტექაღრიცხვის ბიუროს არქივის) დოკუმენტსა და საკადასტრო აღწერის მონაცემებს შორის აღმოჩნდა განსხვავება. ასეთ შემთხვევაში როგორ მოხდება რეგისტრაცია?
პასუხი:
- თუ საკადასტრო აღწერით სასოფლო, ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, უფლების დამადასტურებულ დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰამდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰაზე ზევით არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
კითხვა:
- როგორ დგინდება მიწაზე შენობანაგებობების არსებობა და ვრცელდება თუ არა მიწის ნაკვეთზე უფლება მასზე განლაგებულ შენობანაგებობებზე?
პასუხი:
- მიწის ნაკვეთზე შენობანაგებობების არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ვრცელდება მასზე განლაგებულ შენობანაგებობებზეც, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
კითხვა:
- რის საფუძველზე რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ამის შესახებ არა აღნიშნული (არ არის დაკონკრეტებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია)?
პასუხი:
- თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება, ან/და სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა ან/და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის, ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
კითხვა:
- თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობანაგებობა მშენებარეა, როგორ წარმოებს მასზე უფლების რეგისტრაცია?
პასუხი:
- თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა ნაგებობა მშენებარეა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობანაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.
კითხვა:
- შეიძლება თუ არა რეგისტრაცია განხორციელდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობანაგებობის ერთეულის ფართობი განსხვავდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ფართობისაგან?
პასუხი:
- თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობანაგებობის ერთეულის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ, ან ტექნიკური არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია, ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.
კითხვა:
- როგორ ხორციელდება სხვენზე, სარდაფზე და სხვა საერთო საკუთრების საგანზე საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია?
პასუხი:
- მრავალერთეულიან შენობანაგებობების იმ ნაწილებზე და ნაგებობადანადგარებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობისა თუ თანამესაკუთრეთა შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს (სხვენი, სარდაფი, სხვა), მათზე საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი ან მრავალერთეულიანი შენობანაგებობის ამხანაგობის (მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნით.
კითხვა:
- როგორ რეგისტრირდება მრავალერთეულიანი შენობანაგებობის საერთო საკუთრების საგანზე, ან მის ნაწილზე თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება?
პასუხი:
- მრავალერთეულიანი შენობანაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
![]() |
20 მოზაიკა |
▲back to top |
ქალების 5 ტიპიური „კარიერისტული“ შეცდომა
რატომ არის რომ ერთნაირი სასტარტო პოზიციების მიუხედავად, ზოგი ქალი სწრაფად მიიწევს წინ თანამდებობათა საფეხურებზე, სხვები კი ისევ შემსრულებლებად რჩებიან დაბალ თანამდებობებზე?
რატომ ხდება ისე, რომ ქალების უმეტესობა არაეფექტურად იყენებს ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას?
როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ქალების აღზრდის მეთოდებშია დაფარული. გოგონას პატარაობიდანვე უნერგავენ ისეთ ქალურ თვისებებს, როგორიცაა: სინაზე, ლაბილურობა, უფროსებისადმი მორჩილება და ა.შ.
ასეთი განწყობების შედეგად ქალბატონები ხშირად სჩადიან ისეთ შეცდომებს, რომლებიც მათ კარიერაში უშლის ხელს.
შეცდომა პირველი:
ყველასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების სურვილი.
ბიჭებისგან განსხვავებით, გოგონებს ასწავლიან არა ჩხუბს და თავდაცვას, არამედ, მოფერებას და სხვის დახმარებას. ამიტომ, ქალისათვის ძნელია უარი უთხრას კოლეგას დაუმსახურებელ დახმარებაზე, ან მკაცრი შენიშვნა მისცეს მას ყალთაბანდობისთვის.
ასეთი თავმდაბლობით ბევრი თანამშრომელი ისე სარგებლობს, რომ მადლობის თქმაც კი ავიწყდება. დიდების პალმის რტოები სხვებს რჩებათ, ხოლო „უბრალო დამხმარე“ ქალბატონი ჩრდილში რჩება. ზოგჯერ ყალთაბანდების მიერ დაშვებული შეცდომებიც მას ბრალდება.
დასკვნა: უარი თქვით ისეთ დახმარებაზე, რომელიც არ დაუმსახურებიათ. სხვა შემთხვევაში თქვენს თანხმობას უფრო მეტი წონა ექნება. დაეხმარეთ მხოლოდ იმ კოლეგებს, რომლებიც თანადგომას დაგიფასებენ და ჩრდილში არ დაგტოვებენ. არ მოგერიდოთ შენიშვნები მისცეთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთი ქმედებებით არღვევენ კომპანიის კულტურას და თანამშრომელთა სიმყუდროვეს.
მეორე შეცდომა:
მიიღე ყველა დავალება, რომელსაც გაკისრებენ - მხოლოდ ასე დაამტკიცებ შენს შრომისმოყვარეობას.
კარიერის დასწყისში ყველა ცდილობს დაიმკვიდროს მონდომებული თანამშრომლის სახელი. შესაბამისად, ბევრი ცდილობს, რომ ნორმაზე მეტი იმუშაოს, ან ისეთი სამუშაოც კი შეასრულოს, რომელიც მის კვალიფიკაციაზე დაბლა დგას. მაგრამ, ასეთი გულმოდგინება თუ დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება „მუშა ვირის“ იარლიყიც კი დაიმსახუროთ. შეუფერებელი ვალდებულებებისგან განთავისუფლება განსაკუთრებით ქალბატონებს უჭირთ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კომპანიაში ადგილს დაიმკვიდრებთ, შესაბამისი დონის პატივისცემაც უნდა მოითხოვოთ. განუმარტეთ ხელმძღვანელობას, რომ მდივნის სამუშაო მდივანმა უნდა შეასრულოს, მენეჯერისა კი მენეჯერმა.
აჩვენეთ გარშემომყოფთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია უფრო ქმედითია, ვიდრე წვრილმანი არაკვალიფიციური სამუშაოები, როგორიცაა: მაგალითად, ქსეროქსზე 200 ასლის გადაღება ან ყავის მოდუღება.
დასკვნა: მოითხოვეთ ისეთი დავალებები, რომლებიც კარგად გამოავლენენ თქვენს პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. გააკეთეთ აქცენტი მთავარზე და არ ჩაეფლოთ წვრილმანებში. ეცადეთ გამოიმუშაოთ ახალი ინოვაციური იდეები.
შეცდომა მესამე:
ძალაუფლებას მარტოობისკენ მივყავართ. მე ხასიათი გამიფუჭდება და არავინ არ შემიყვარებს. მე კაცური თვისებები განმივითარდება.
ქალბატონთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ კაცებს არ უყვართ „კაცური“ ტიპის ქალები, რომლებიც მბრძანებლობენ და სხვებს იმორჩილებენ.
მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტი პასიურობა და სინაზე კაცებში იწვევს არა იმდენად პატივისცემის გრძნობას, რამდენადაც ამ სისუსტით სარგებლობის სურვილს.
სათუთ არსებას არავინ ჩათვლის სანდო პარტნიორად „სერიოზულ“ საქმეში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შეიცვალა მენეჯმენტისა და მართვის კულტურა. თუ ადრე შეფი უნდა ყოფილიყო საფრთხობელადიქტატორი, რომელიც თანამშრომლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დათხოვნით ემუქრებოდა, უკვე თანამედროვე ბიზნესში შეფი უნდა იყოს ლიდერი, ორგანიზატორი, კომუნიკატორი.
დასკვნა: იმისათვის, რომ კარიერა გაიკეთოთ და ლიდერი გახდეთ, არ არის აუცილებელი უხეში და ვაჟკაცური „დედაკაცი“ იყოთ. თანამედროვე ბიზნესში ქალს უფრო ადვილად შეუძლია ააწყოს შიდაკორპორაციული კომუნიკაციები, ვიდრე კაცს. გარდა ამისა, ქალის ორგანიზატორულ ნიჭს ბევრი ქალთმოძულე მამაკაციც კი აღიარებს.
შეცდომა მეოთხე:
არასწორი მანერები.
მხოლოდ შესაბამისი განწყობების გამომუშავება არ არის საკმარისი. ჟესტებს ადვილად შეუძლიათ გამოავლინონ პასიურობა, შიში და სხვა ის გრძნობები, რომლის დამალვასაც ცდილობთ. ჟესტები ხშირად უფრო მეტს გამოხატავენ, ვიდრე სიტყვები.
დააკვირდით როგორ ესაუბრებიან უფროსებს „ნამდვილი“ ქალები: ხშირად „ხრიან“ თვალებს, „წელავენ“ სიტყვებს, „დამნაშავედ“ იღიმებიან და ა.შ.
საუბრისას ხშირად იყენებენ მომბოდიშებელ ფრაზებს: „იქნებ როგორმე“, „მაპატიეთ“, „როგორმე შევეცდები“ და ა.შ.
სისუსტის და მორჩილების გამომხატველი ასეთი მანერები ან უნდობლობას იწვევს, ან კიდევ მფარველობის სურვილს.
სხვის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ქალბატონი კი დაწინაურებას ნაკლებად უნდა ელოდოს თავისი სისუსტეების გამო.
დასკვნა: მოიშორეთ ასეთი „ნაზი“ მანერები. რა თქმა უნდა, ეთიკის გრძნობა არ უნდა დაკარგოთ: თვალების დახრის ნაცვლად თვალებში დაჟინებული მიშტერება - უტაქტობაა და ბევრი კაცი ამას ფსიქოლოგიური დათრგუნვის მცდელობად მიიჩნევს. არც აგდებული და მბრძანებლური ტონი დაგეხმარებათ ლიდერის პოზიციების მოპოვებაში. უბრალოდ ეცადეთ ყველას თანასწორი პოზიციებიდან ესაუბროთ - კანონის და კონსტიტუციის წინაშე ხომ ყველა თანასწორია.
შეცდომა მეხუთე:
გაუბედაობა და ემოციურობა.
ქალები ხშირად მიჰყვებიან ჩვეულ წესებს და სქემებს. აკეთებენ ისე, როგორც ეს მიღებულია. მათ ეშინიათ რამე შეცვალონ: იქნებ არ გამოვიდეს? იქნებ ამით საქმე სულ გაფუჭდეს?
მაგრამ, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. იმისათვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, განიხილეთ სიტუაცია მასშტაბურად, მთელი სისავსით და ცივი გონებით შეაფასეთ მოვლენები და პერსპექტივები.
უმეტესად ემოციურობა თრგუნავს ქალის ანალიტიკურ აზროვნებას. ქალები იმდენად მიჯაჭვულნი არიან ემოციებით რაიმე მოვლენას, ან სტერეოტიპს, რომ სიტუაციის ობიექტური ანალიზი უჭირთ. ამის გამო მიიჩნევენ კაცები, რომ ქალებს „მოკლე ჭკუა“ აქვთ.
თუმცა, იგივე კაცები აღიარებენ, რომ „ქალის ლოგიკა“ - ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა.
ასე რომ, ემოციურობა არ გამორიცხავს ლოგიკურ აზროვნებას.
დასკვნა:
მოთოკეთ ემოციები. ცივი გონებით შეხედეთ მოვლენებს. თქვენს მიერ დასმული კითხვები უნდა იყოს მკაფიო და ზუსტი. პასუხი კი უნდა შეიცავდეს რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.
ნუ განიხილავთ კრიტიკას როგორც პირად შეურაცხყოფას. გახსოვდეთ, რომ პირადის გარდა სუფთა საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობებიც არსებობს. ამიტომ ოფიციალურ შენიშვნებზე ოფიციალური რეაგირება მოახდინეთ, თუნდაც მადლობის გადახდით. მაგალითად: „გმადლობთ, რომ შემახსენეთ, მე სულ გადამავიწყდა, აუცილებლად გამოვასწორებ“.
თქვენს მიერ დასმული მიზნები და ამოცანები ასევე მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ნაკლებად უნდა შეიცავდეს „შთაბეჭდილებებს“.
როგორ გავხდეთ წარმატებული ზედმეტი „ჭაპანწყვეტის“ გარეშე!
ფსიქოლოგებს ძალიან აინტერესებდათ თუ რატომ ვერ ავლენენ „პოსტსაბჭოთა“ ადამიანები ისეთ ორიგინალურ ბიზნესუნარებს, როგორც ეს ამერიკელებს ახასიათებთ.
კერძოდ, რატომ არის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესმენები როგორც წესი, ცალცალკე ცდილობენ გამოიცხონ პატარპატარა „პრიანიკები“ იმის ნაცვლად, რომ ერთად გამოაცხონ დიდი კორპორაციული ტორტი და შემდეგ ერთად დააგემოვნონ.
აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ადამიანს ჯერ კიდევ სასკოლო მერხიდან ასწავლიდნენ თავიანთი სუსტი მხარეების გამოსწორებას ძლიერი მხარეების დათრგუნვის ხარჯზე. თუ ბავშვი ავლენდა უცხო ენების ათვისების ძლიერ უნარს და ამავე დროს მათემატიკაში ძლივს ღებულობდა „სამიანებს“, მას უკიჟინებდნენ: „მხოლოდ უცხო ენის ცოდნა რას გიშველის? - ინტეგრალები და დიფერენციალები როგორ არ უნდა იცოდე“?! საბჭოთა მოსწავლეც იძულებული იყო უცხო ენის სწავლებისთვის თავი დაენებებინა და საძულველი მათემატიკის სწავლაზე გადართულიყო.
ამერიკის განათლების სისტემა კი პირიქითაა - იგი ორიენტირებულია მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოვლენაზე და მათ განვითარებაზე. მიუხედავად ამისა, გამრავლების ტაბულის ცოდნა და ელემენტარული განტოლებების შედგენის უნარი ამერიკელ მოსწავლეებსაც მოეთხოვებათ.
გარდა ამისა, საბჭოთა მოსწავლეებს ერთმანეთს „სოცილისტურად აჯიბრებდნენ“ იმის ნაცვლად, რომ მათთვის „კომუნისტური“ კოლექტივიზმის გრძნობა ჩაენერგათ. ამიტომაა, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანი მეორე ადამიანში უმეტესად მეტოქეს ხედავს და არა ბიზნესპარტნიორს. ამერიკელები კონკურენტებსაც კი პოტენციურ პარტნიორებად მიიჩნევენ, თუ ისინი კარტელის შექმნაზე დათანხმდებიან. ალბათ, წაკითხული აქვთ რუსთველის აფორიზმი: “ ვინცა მოყვარეს არ ეძებს - იგი თავისა მტერიაო”.
ასე რომ, თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში - ამისათვის პირველ რიგში უნდა ისარგებლოთ ამერიკული განათლების ზემოთ აღნიშნული პრინციპით: გამოავლინეთ თქვენი ფარული ძლიერი შესაძლებლობები!
ეს გამოვლენა გულისხმობს თქვენი „იმპერატივების“ დადგენას სხვადასხვა სიტუაციებში. დააკვირდით, რა მოვლენები იწვევენ თქვენში აღფრთოვანებას, სიმპათიას ან პირიქით, ზიზღს და მიუღებლობის გრძნობას. რომელ სიტუაციაში უფრო გიადვილდებათ ორიენტაცია და საკუთარი ადგილის
პოვნა, რომელ უარყოფით მოვლენებს უმკლავდებით ადვილად და ა.შ.
ასეთი დაკვირვებების შემდეგ დაადგინეთ ისეთი სამი სახის საქმიანობა, რომელშიც ყველაზე მეტად ავლენთ ინიციატივას, კომუნიკაბელობას და ინოვაციურობას.
ამის დადგენა რთული არ არის, მთავარია, შეძლებ თუ არა ძლიერი თვისებების გამოყენებას. ამისათვის შეეცადეთ ახლებურად მიუდგეთ საქმეს და უფრო მყარი და „მაღალი“ პოზიციები დაიჭიროთ.
თუ თქვენი კოლეგები მხარს არ დაუჭერენ თქვენს ამბიციებს, ნუ ეცდებით მაშინვე მიატოვოთ ახლობელთა ძველი წრე. სიტუაციის შეცვლა „ადგილზეც” შეიძლება. ამისთვის კოლეგებსაც ახალი ამპლუა შესთავაზეთ თქვენს ახალ ინიციატივებში და თუ მაინც გაგრძნობინეს, რომ „არაა მოძღვარი თავის სამშობლოში”, მაშინ სჯობს ახალ პარტნიორებს მოელაპარაკოთ.
მოძებნეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს სუსტ მხარეებს ავსებენ. ამასთანავე, თქვენ უნდა აკომპენსირებდეთ მათ სისუსტეებს.
ასეთი ჰარმონიული ურთიერთშეთავსება ძალიან აადვილებს მოლაპარაკებებს და შეთანხმებაც უფრო ადვილად მიიღწევა.
შეეცადეთ ეს ურთიერთობები რაც შეიძლება ხანგრძლივად შეინარჩუნოთ - თანამედროვე ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ თუ არის ძლიერი გუნდი - მაშინ იგი გაკოტრებულ საქმესაც კი „ამოქაჩავს“ და ახალ წარმატებებსაც მიაღწევს.
მოამზადა
კობა ბიწაძემ