![]() |
სოლიდარობა №2 (11)'07 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მებაღიშვილი თათია, საყვარელიძე ფრიდონ, კვესიტაძე ეკა, თაბელაშვილი პაატა, აღდგომელაშვილი ეკა, ხატიაშვილი თეო, ჯაფარიძე სოფიო, გიორგაძე გიგა, მაჭარაშვილი ირაკლი, თინიკაშვილი დავით, კომახია მამუკა, კობახიძე მაია, კალანდაძე ნონა, ნიჟარაძე ნანა, ჩიჩუა მაკა |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი დათო ხუციშვილი გარეკანზე: გიგა ჩხეიძე ნახატი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 ინტერვიუ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამარბერგთან |
▲back to top |
დიალოგი
2007 წლის 12-18 თებერვალს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოში იმყოფებოდა. მისი ვიზიტის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება. ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამარბერგი გაემგზავრა აფხაზეთსა და სამხრე ოსეთში, შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, სხვადასხვა უწყების მინისტრებს, პარლამენტარებს, საქართველოს სახალო დამცველს და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ლიდერებს. ვიზიტის დასრულებისას მან ჟურნალ „სოლიდარობას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ბატონო ჰამარბერგ, პირველ ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ, ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. როგორ შეაფასებდით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რა პრობლემებს გამოყოფდით?
საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა და მათი ძირითადი უფლებები, მათი უფლება - დაბრუნდნენ შინ. მაგრამ სანამ ეს ადამიანები შინ დაბრუნებას ელოდებიან, გარკვეული პრობლემები უნდა მოგვარდეს. მათ აქვთ ნორმალურ პირობებში ცხოვრების უფლება. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი გააკეთა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ძირითადი უფლებების დასაცავად.
საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი. პოლიციის მხრივაც ადამიანის უფლებები ყოველთვის დაცული უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაკავების ან პიროვნების დაკითხვის დროს. და, რა თქმა უნდა, პენიტენციალური სისტემა - პატიმრები და მათი უფლებები. საქართველოში ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ციხეების გადატვირთულობა, რაც ასევე ხელყოფს პატიმართა უფლებებს.
როგორია თქვენი მოსაზრება იმ განზრახვაზე, რომ საქართველოში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პიროვნებას 12 წლის ასაკიდან დაეკისროს?
მე, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერ. მიმაჩნია, რომ საქართველომ ის ასაკი მაინც უნდა დატოვოს, რაც მანამდე იყო თქვენს კანონმდებლობაში. ევროპის ძირითად ქვეყნებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანს 14 ან 15 წლის ასაკიდან ეკისრება. მიმაჩნია, რომ 15 წელი საუკეთესო ვარიანტია. საქართველომ უნდა გამორიცხოს ყველა შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ადამიანი 15 წლის ასაკამდე დააპატიმრონ. ეს არ არის სწორი მიდგომა. ახალგაზრდებს, ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული მოპყრობა და სოციალური დაცვა სჭირდებათ.
როგორ შეაფასებთ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს?
მიმაჩნია, რომ უმცირესობათა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროპის ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ახლა საჭიროა ამ ნორმების რეალობაში დანერგვა. საქართველომ პირველი ანგარიში უნდა წარადგინოს სტრასბურგში. ჩარჩო კონვენციის რატიფიკაცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის თვალსაზრისით გადადგმული პირველი ნაბიჯია. შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოსათვის ეროვნულ უმცირესობათა დასაცავად საკუთარი პოლიტიკის შემუშავებაა, რაც უმცირესობათა ინტეგრაციასა და მათ თანასწორობას შეუწყობს ხელს.
საქართველოში სახელმწიფო მოღვაწეებისგან ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოქალაქის ინტერესი, არ შეიძლება მისი სახელმწიფოს ინტერესზე მაღლა დაყენება. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა მხოლოდ ზეპირ განცხადებად არ რჩება ხოლმე.
ადამიანის უფლებები და სახელმწიფო ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს. სახელმწიფოს ინტერესი ყოველთვის ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა უნდა იყოს. ჩვენ, ევროპის ყველა სახელმწიფო, შევთანხმდით, რომ ადამიანის უფლებები ყოველთვის უნდა დავიცვათ. აი ეს უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ინტერესს.
რას ფიქრობთ საქართველოში სახალხო დამცველის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით? რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას და სახალხო დამცველს, რათა უფრო ეფექტურად დაიცვან ადამიანის უფლებები?
მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისთვის აუცილებელია ომბუდსმენის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ხშირად ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა აკრიტიკებენ. მაგრამ თუ ისინი ამ კრიტიკას მიიღებენ და გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ეს კარგი პოლიტიკის ნიშანი იქნება და ადამიანის უფლებებიც უფრო ეფექტურად იქნება დაცული. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ ომბუდსმენის ინსტიტუტს და არ უნდა მოითხოვდნენ მისგან მხოლოდ მათთვის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ომბუდსმენი დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში, რათა ეფექტურად განახორციელოს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოება სახალხო დამცველს პატივს სცემს და იმედი მაქვს მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება.
![]() |
2 უკაცრავად, თქვენ არა გაქვთ სიყვარულის უფლება! |
▲back to top |
ჩვენი წრე
თათია მებაღიშვილი
„ყველა შეშლილია და შეშლილობა იმდენად გარდაუვალია და აუცილებელი, რომ, დავუშვათ და, კიდევაც რომ გამოგვეჩხრიკა ვინმე შეუშლელი, ისიც თავისებურ შეშლილად უნდა შეგვერაცხა“.
პასკალი
იყო დრო, როდესაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს გარკვეული სიბრძნის - აკრძალული ცოდნის მატარებლებად მიიჩნევდნენ, ისეთი ცოდნისა, როგორსაც სხვა ადამიანები ვერ ფლობდნენ. XVII საუკუნიდან მათდამი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვალა - საზოგადოებამ მათ ადგილი ოთხ კედელს შუა მიუჩინა. იდუმალებით მოცული, ამოუხსნელი ადამიანების, „შეშლილების“ შეეშინდათ, რადგან ისინი დამყარებულ წესრიგს არღვევდნენ, ისევე როგორც დამნაშავეები, უსაქმურები, ღარიბები, მაწანწალები და გარყვნილები იმდროინდელ ევროპაში.
მიშელ ფუკო, XX ს-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ განსაკუთრებული ტოლერანტობით გამოირჩეოდა: მას შესწავლილი ჰქონდა დასავლეთ ევროპაში შეშლილობის ისტორია, დისციპლინარული ინსტიტუტები და ნებისმიერი მსოფლმხედველობის, გრძნობისა თუ სტილის მქონე ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი იყო. იგი წერს, რომ ადრე მოვლენებს ორ კატეგორიად ყოფდნენ - ჭეშმარიტად და მცდარად, ათლად და ბნელად, არსებულად და არარსებულად. ადამიანი ან გონიერი იყო, ან უგონო, უფრო სწორედ - ან იყო ადამიანი, ან არა. უკანასკნელ შემთხვევაში, რასაკვირველია, იგი ადამიანის უფლებებით არ სარგებლობდა. ფუკო, პოსტმოდერნის ხანის სხვა მოაზროვნეების მსგავსად, ამგვარ შავ-თეთრ დაყოფას სინამდვილის გაღარიბებად მიიჩნევდა და სამყაროს თავის მრავალფეროვნებაში აღიქვამდა: ურთიერთგამომრიცხავი არაფერია, ყველაფერს თავისი ღირებულება აქვს, ამიტომ განსხვავებულებს ერთმანეთის გვერდით არსებობის უფლებაც უნდა ჰქონდეთ.
მსჯელობა იმის შესახებ, ვინ არიან მენტალური პრობლემების მქონე ადმიანები, რა შეუძლიათ მათ და რა - არა, რისი უფლება შეიძლება ჰქონდეთ და რისი - არა, XXI საუკუნეშიც გრძელდება. განსაკუთრებული კატეგორიულობით ამ საკითხებზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მსჯელობენ. იმ ქვეყნებში, რომელთა საერთო მახსოვრობა მენტალური პრობლემების მომიზეზებით ადამიანების იძულებითი მკურნალობის - ფაქტობრივი დაპატიმრების არაერთ ფაქტს ინახავს, სადაც ადამიანების კარგებად და ცუდებად, შესაბამისად - საზოგადოების აღმშენებლებად და დამანგრევლებად დაყოფა ათეული წლების განმავლობაში ცხოვრების წესი იყო, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ჯერ კიდევ მოქმედებს აკრძალვები.
სახალხო დამცველი სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლს აპროტესტებს
ერთ-ერთ ასეთ აკრძალვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 13 თებერვალს მიმართა. საქმე ეხება სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც „დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ“. წერილობით მიმართვაში სახალხო დამცველი სთხოვს პარლამენტის თავმჯდომარეს დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, რათა სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ქმედუუნაროდ ცნოს. ასეთ შემთხვევაში ქმედუუნარო პირს ავტომატურად ერთმევა ყველა იურიდიული უფლება (დადოს ხელშეკრულებები, გადაიხადოს გადასახადები, მისცეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევაზე, განკარგოს ქონება და სხვა). ამ უფლებების რეალიზებას ახდენს ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს მიერ დანიშნული მეურვე, თუმცა ისეთ სამოქალაქო უფლებას, როგორიცაა უფლება ოჯახზე (ქორწინებაზე), მეურვე ვერ ახორციელებს.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვას, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-12 მუხლით გარანტირებულია ქორწინების უფლება ქორწინების ასაკს მიღწეული ქალებისა და მამაკაცებისთვის. ამ უფლების შეზღუდვის ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს ასაკი, სხვა შეზღუდვა დაუშვებელია და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ქვეყნის კანონების შესაბამისად უზრუნველყონ ამ უფლების რეალიზება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ქმედუუნაროებს ქორწინების უფლება აქვთ, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი უფლება ჯერ კიდევ შეზღუდულია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მათ მოსაყვანად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ აწესებს შეზღუდვებს ქორწინების უფლებაზე ქმედუუნარობის საფუძვლით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების მიერ ქორწინების უფლების რეალიზებამ არ შეიძლება ზიანი მოუტანოს თავად ამ პირის და სხვათა კანონიერ ინტერესებს. პირიქით, ოჯახური გარემოს შექმნა აუცილებელი ნაბიჯი და საშუალებაა მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მითუმეტეს, როდესაც ქმედუუნარობა არ არის სამუდამო სტატუსი და ის შეიძლება გაუქმდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში.
არგუმენტები
საქართველოს პარლამენტში საკითხის განხილვის ზუსტი თარიღი ჯერ არ დანიშნულა, თუმცა საზოგადოების აზრის გარკვევას სახალხო დამცველის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ქართული მედიასაშუალებები უკვე შეეცადნენ. რიგითი მოქალაქეები თუ პარლამენტის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ადამიანებისათვის არასწორია. ოდნავ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განცხადებით, საკითხს კარგად შესწავლა სჭირდება, რათა ეს ადამიანები მათ ქონებაზე მონადირეებს ხელთ ქორწინების საშუალებით არ ჩაუვარდნენ
სახალხო დამცველის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე აცხადებს, რომ ქორწინების გზით ქონების დაკარგვის საშიშროება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს არ ემუქრება, - ეს არგუმენტი, რათქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ რეალურად.
„ასეთი საშიშროება არ არსებობს, რადგან, ქმედუუნაროდ მიჩნევის შემთხვევაში, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ადამიანს უნიშნავს მეურვეს, რომელიც მთლიანად განაგებს მის ქონებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ქორწინებისა და გაყრის შემთხვევაში, ქონებაზე მონადირე ხელში ვერაფერს ჩაიგდებს, რადგან ამას მეურვის სპეციალური თანხმობა სჭირდება. ამ პირობას საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს. შესაბამისად, შიში იმისა, რომ ვინმე ქორწინების გზით დაეუფლება ქმედუუნაროდ ცნობილი ადამიანის ქონებას, პრაქტიკულად უსაფუძვლოა. პრობლემა სხვა რამ გახლავთ - ის, რომ ქმედუუნაროდ ცნობილი ადამიანებისთვის ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით საქართველო დემოკრატიული პრინციპების მქონე სახელმწიფოს პირობებს ვეღარ აკმაყოფილებს.
სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ქორწინების უფლებას არ უზღუდავს ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს (ოჯახის უფლება კონსტიტუციური უფლებაა), ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას - კონსტიტუციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას. ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი შეზღუდვის არსებობა არის დისკრიმინაცია და რომ ეთანხმება სახალხო დამცველის ინიციატივას, საერთაშორისო პაქტებს სამოქალაქო და პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. ნებისმიერ ნორმატიულ აქტში არის მოცემული, რას ეყრდნობა ესა თუ ის დათქმა, რა განაპირობებს აკრძალვას, ამ შემთხვევაში კი მითითებული არაფერია.
ასეთი შეზღუდვის არსებობა დაუშვებელია არა მარტო იურიდიული, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. სახელმწიფო, ფაქტობრივად, უზღუდავს ადამიანთა ერთ ნაწილს სიყვარულის, გრძნობების გამოხატვის თავისუფლებას. პარალელურად კი სახელმწიფო საუბრობს ამ ადამიანების ინტეგრაციაზე საზოგადოებაში... ცალკე საუბრის თემაა ტერმინები, რომლებიც კოდექსშია გამოყენებული - „სულით ავადმყოფი“, „ჭკუასუსტი“. ამ ადამიანებს საერთაშორისო ტერმინოლოგიით მოიხსენიებენ, როგორც მენტალური პრობლემების, ფსიქიკური აშლილობის მქონეთ. სტიგმა ამ ადამიანებთან დაკავშირებით უნდა დავძლიოთ. საზოგადოებამ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიაზროს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ნორმები მათზეც ისევე ვრცელდება, როგორც თითოეულ ჩვენგანზე“.
სწორედ ამის დასადასტურებლად გასული წლის ბოლოს გაერომ მიიღო სპეციალური კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც ცალკე მუხლით ეხება საზოგადოების ამ ნაწილის ქორწინების უფლებას და ხაზგასმით ადასტურებს მას.
პემი და კლოდი
1951 წელს ამერიკაში მშობელთა მცირე ჯგუფმა დააარსა ასოციაცია HARC (Hartford Association for Retarded Citizens), რომელიც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს მხარში უდგას, საზოგადოებაში ხარისხიან და ღირსეულ ჩართვაში ეხმარება, უზრუნველყოფს მათ განათლებითა და ადვოკატურით. ამ ასოციაციის ისტორიაში ბრწყინვალე პრეცედენტი მოხდა: 1995 წელს პემი და კლოდი დაქორწინდნენ. პატარძალს ცერებრალური დამბლა ჰქონდა, ნეფეს კი - მენტალური პრობლემები. ეს ქორწინება წარმატებული გამოდგა, ვინაიდან ამ შეუღლებულთა ურთიერთობა, ერთმანეთზე მზრუნველობისა და ერთმანეთის პატივისცემის გარდა, ისეთი არსებითი ელემენტებით არის მდიდარი, რაც ხშირად ჩვეულებრივი ადამიანების თანაცხოვრებას აკლია.
ქორწინებასთან დაკავშირებით ის, რაც ყველაზე მეტად აფიქრებს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მშობლებსა და ახლობლებს, სექსუალობის საკითხია: ბევრი ასეთი ადამიანი ისე შედის ასაკში, რომ სექსუალობის შესახებ არაფერი გაუგია. ამ თემაზე მათთან მეტი ლაპარაკია საჭირო. ისინი ზრდასრულები ხდებიან და იშვიათად თუ აქვთ ვინმეს გაცნობის შესაძლებლობა. თუმცა სექსუალობაში ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სექსი - ურთიერთობის საჭიროება, საუბარი, ნდობა, სიყვარული და ურთიერთდაფასება. საბედნიეროდ, პემსა და კლოდს ეს ღირსებები აქვთ და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. როდესაც მათ ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ქორწინება და მხოლოდ მეგობრებად არ დარჩნენ, კლოდმა უბრალოდ თქვა: „მე მასთან ყოფნა მინდა. პემთან ერთად მინდა გავატარო ცხოვრება.“
პემსა და კლოდს გაუმართლათ, რადგან მათ ოჯახები და ბევრი ადამიანი ედგა მხარში, თან ქორწინებაც არავის დაუშლია მათთვის. ისინი ამ ყველაფერს მოკლებულნი რომ ყოფილიყვნენ, ვერ განვითარდებოდნენ ისე, როგორც განვითარდნენ. საერთოდ, თუკი ქმედუუნაროდ ცნობილ ადამიანებს არჩევანის გაკეთების უნარი აქვთ, თუკი ოჯახური გარემოს შექმნა აუცილებელი ნაბიჯი და საშუალებაა მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, თუ ქმედუუნარობა არ არის სამუდამო სტატუსი და ის შეიძლება გაუქმდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რატომ უნდა ართმევდეს მათ კანონი ქორწინების უფლებას? მით უმეტეს, რომ ეს უფლება არავისთვის ზიანის მომტანი არ არის.
ადამიანების „ქმედუუნაროდ“ გადაქცევაში დიდი წვლილი მიუძღვის გარემოს, მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულებას. XIX საუკუნის საფრანგეთში სულით ავადმყოფებსა და ჭკუასუსტებს სწორედ იმით კურნავდნენ, რომ მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ნორმალურ, სრულფასოვან ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ღირსება აქვთ. ამის შედეგად მათ პასუხისმგებლობის ისეთივე გრძნობა და უნარ-ჩვევები უვითარდებოდათ, როგორიც ნორმალური ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ (Thomas R. Lynch, Ph.D. of Duke University) წარმოაჩინა, რომ კანონიერი უფლების წართმევა - პირდაპირი თუ გადატანითი გაგებით - მენტალურ პრობლემებს იწვევს. ასეთი მოპყრობით სრულიად ჯანსაღი ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს, ვინაიდან უფლებების წართმევა გულისხმობს, რომ მას რაღაც ვერ აქვს რიგზე, მისი გრძნობები არ არის აღიარებული და იგი დამცირებულია იმიტომ, რომ ყველასგან განსხვავებული და უცნაურია.
რაც უფრო განსხვავებულია ინდივიდი მასისგან - ვთქვათ, უფრო გონიერია ან მგრძნობიარე - მით მეტია მისი დისკრიმინაციის ალბათობა. ეს კი ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერ მოქმედებს, რომ ადამიანში კლავს თავდაჯერებულობას, შემოქმედებითობასა და ინდივიდუალობას. როგორი განსაკუთრებულიც არ უნდა იყოს ადამიანის გრძნობა, ის ნამდვილი ფაქტია, მისი უარყოფა რეალობის უარყოფაა, ბუნებასთან ბრძოლა, მის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამიტომ ჯერ პიროვნების გრძნობების აღიარება და გაგება გვმართებს, ხოლო შემდეგ - შესაბამისი მოპყრობა.
საკრალური 1 პროცენტი
თავის დროზე ადოლფ ჰიტლერმა, „არიული რასის გამოჯანმრთელების მიზნით“, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს სტერილიზაცია ჩაუტარა. მარტივი ლოგიკით, ამას მენტალური პრობლემების მქონეთა რაოდენობა ჯერ უნდა შეემცირებინა, შემდეგ კი საერთოდ მოესპო. ამ სასტიკმა ექსპერიმენტმა შედეგი ვერ გამოიღო - ფსიქიკური აშლილობის მქონეთა რიცხვი არც კი შემცირებულა.
როგორც ფსიქიატრი არჩილ ბეგიაშვილი ამბობს, მსოფლიოში სტაბილურად არსებობს ადამიანების 1 პროცენტი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. 1 პროცენტს აღწევს მათი რიცხვი კონკრეტულ ქვეყნებშიც, მიუხედავად მათი განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. დრომ და კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ, ფსიქიკური აშლილობის მქონენი ქალაქებში უფრო მეტნი არიან, ვიდრე სოფელ ადგილას, სადაც ადამიანებს ნაკლებად სტრესულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.
„თუ მხოლოდ ერთი მშობელია შიზოფრენიის მქონე, შვილისათვის მისი გადაცემის შანსი 8 პროცენტია, ორივე მშობლის შემთხვევაში კი - 40 პროცენტი. ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მემკვიდრეობითობა ამ მოვლენას ახასიათებს, მაგრამ იგი მაინც არ გახლავთ მხოლოდ გენეტიკური, - ამბობს არჩილ ბეგიაშვილი, - საქმე გვაქვს ენდოგენურ დაავადებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლიდან შვილს გადაეცემა შიზოფრენიისადმი გარკვეული განწყობა, თუმცა იგი შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება - არა. ასე ვთქვათ, ჯანმრთელი მშობლებიც კი არ არიან დაზღვეულნი იმისგან, რომ მათ შვილს ფსიქიკური აშლილობა განუვითარდეს, რადგან ამ ფენომენის მექანიზმი გაშიფრული არ არის. ამდენად, ამ საქმეში ჩარევა, მითუმეტეს იურიდიული მექანიზმებით, სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ, რაც უფრო შეზღუდულია ადამიანი თავის უფლებებში, მით მეტია მასში აგრესია. როცა თავისუფალია, იმის შესაძლებლობაც აქვს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს; ამ ადამიანებს კი, გარწმუნებთ, სერიოზული რესურსები აქვთ, ისინი არ არიან საზოგადოებისთვის დაკარგულები. მთავარია, საზოგადოებამ შეუქმნას მათ ნაკლებად სტრესული პირობები. საქმე გვაქვს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილთან, რომელსაც, ფსიქიკური პრობლემების გამო დაკარგული აქვს ბრძოლის, საკუთარი თავის დაცვის უნარი. რაც უფრო მაღალია ადამიანში მიდრეკილება შიზოფრენიისადმი, რაც უფრო მოწყვლადია ამ მხრივ იგი, მით უფრო დაბალი ხარისხის სტრესია საჭირო მის გამოსავლენად და - პირიქით.
როდესაც ჰოლანდიელ კოლეგებს ჩვენს კანონში არსებულ ამ აკრძალვაზე ვუამბე, საშინელი რეაქცია ჰქონდათ: მათთვის ასეთი რამ ფაშიზმთან არის ასოცირებული. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ქორწინებამ საუკეთესოდ იმოქმედა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობაზე. ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავდა მენტალური პრობლემების მქონე მშობელი, თუმცა მათი სახით მსოფლიომ თავისი საუკეთესო შვილები მიიღო. მაგალითად ჩარლი ჩაპლინის დასახელებაც კმარა“.
ლევან ოდიშარია, ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „კავშირი - თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“, რომელიც მენტალური პრობლემების მქონე ადმაიანებმა დააფუძნეს და ასეთი პრობლემების მქონეთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს. იგი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ეს აკრძალვა იმ არასწორი დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებთან მიმართებაში, -
„საბჭოთა კავშირში პიროვნებაზე არ ხდებოდა ორიენტირება, ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს მასების სახელით წყვეტდა. დემოკრატიული სახელმწიფოების მთავარი ფასეულობა ორიენტაციის სწორედ პიროვნებაზე აღებაა, ამდენად, ასეთი შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ფასეულობების პატივისმცემელი სახელმწიფოს, პრესტიჟს“.
როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ქმედუუნაროების ქორწინების უფლება ჯერ კიდევ შეზღუდულია, კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 2004 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოეხმაურა ალბანეთის სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომელიც მენტალური და ფიზიკური პრობლემების მქონე პირებს ქორწინების უფლებას ართმევს: „ალბანეთის ხელისუფლება ქმედუუნარო ადამიანების დისკრიმინაციას კი არ უნდა ახდენდეს, არამედ ყველა აუცილებელ ზომას უნდა იღებდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათაც იმავე უფლებებით ისარგებლონ, რითიც სხვა მოქალაქეები სარგებლობენ“.
ქორწინების უფლების შეზღუდვა ერთი ან ორივე პოტენციური მეუღლის დაცვის მიზნითაა დასაშვები, როდესაც მენტალური უუნარობის გამო ერთს ან ორივეს ქორწინებაზე ნამდვილი თანხმობის განცხადება არ შეუძლიათ. უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და სამყარო ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის: თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ „ქმედუუნარო“ ადამიანებიც არსებობენ. ეს ფაქტი მათი დისკრიმინაციის საბაბს სულაც არ გვაძლევს, პირიქით - ჩვენ ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესო შედეგები გვაჩვენონ. „თუ დაუკვირდებით ნახავთ, რომ ყველაფერი, რასაც თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევ, შეიძლება შეიცვალოს და ისე გაიაზრეთ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების რეალობა“. მიშელ ფუკო.
![]() |
3 სახელმწიფო და კერძო საკუთრება |
▲back to top |
პოლიტიკა და იდეოლოგია
ფრიდონ საყვარელიძე
„...კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამც თუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე [...]. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება“.
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე ამ სიტყვებით სოციალ-დემოკრატებს ეკამათებოდა. ისტორიამ ილია გაამართლა, კერძო საკუთრების მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები გამტყუნდნენ. დიდი ექსპერიმენტი, რომელსაც წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების უპირატესობა უნდა დაემტკიცებინა, სრული კრახით დამთავრდა არა მარტო რუსეთში: ორი გერმანია ევროპაში და ორი კორეა აზიაში იმის ნათელ მაგალითად გამოდგება, რომ საზოგადოებრივ საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა ვერ ვითარდება; საზოგადოებრივი კეთილდღეობა იმ ქვეყნების ხვედრია, სადაც კერძო საკუთრება, ილიას ნათქვამი რომ გავიმეოროთ, „დიდს პატივშია“.
თუმცა არსებობს მარტივი კითხვები, რომლებზე პასუხები არც თუ ძალიან მკაფიო და ნათელია. რა არის კერძო საკუთრება, როდის წარმოიშვა ის, რა სახის საკუთრება არსებობს კიდევ და ა.შ. ჩემი მიზანი არ არის ამ ცნებასთან დაკავშირებულ რთულ ფილოსოფიურ ლაბირინთებში მოგზაურობა. ეს აშკარად გამიჭირდება. მინდა თანამედროვე მსოფლიოსა და განსაკუთრებით ევროპაში გავრცელებული კერძო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მექანიზმები მიმოვიხილოთ, რომლებსაც, ვფიქრობ, სერიოზული პრაქტიკული მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს.
ზოგადად საკუთრებას განმარტავენ როგორც მატერიალური და სულიერი სიმდიდრეების ფლობას ცალკეული ინდივიდების, პირთა ჯგუფის ან სახელმწიფოს მიერ.
კერძო საკუთრება კი საკუთრების ერთ-ერთი ფორმაა და ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის აბსოლუტურ, კანონით დაცულ უფლებას კონკრეტულ ქონებაზე (მიწაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე და ა.შ.).
თავად ტერმინები „საკუთრება“ და „კერძო საკუთრება“ პირველად ძველ რომაულ სამართალში გვხვდება. საფრანგეთის რევოლუციამ აღიარა ეს უფლება, როგორც წმინდა და ხელშეუხებელი. მართალია, დღეს მის სიწმინდეზე უკვე აღარ საუბრობენ, თუმცა მის განუყოფლობასა და ხელშეუხებლობას ყველა ცივილიზებული ქვეყანა აღიარებს.
აი, როგორ უფრთხილდებიან კერძო საკუთრებას დასავლეთში (წარწერა აბრაზე: ეს კერძო საკუთრებაა - ნადირობა არ შეიძლება, თევზაობა არ შეიძლება, სოკოს კრეფა არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება...)
ლიბერალიზმის დამოკიდებულება საკუთრებისადმი განსაკუთრებულია. როგორც უკვე ვწერდით (იხ. „სოლიდარობა“ №4, 2006), ლიბერალიზმის უმთავრესი იდეა გახლავთ მოსაზრება, რომ პიროვნული თავისუფლება ვერ განხორციელდება კერძო საკუთრების გარეშე. თუმცა ლიბერალი კერძო საკუთრებას გაცილებით ფართოდ განიხილავს და მასში მხოლოდ მატერიალურ ქონებას არ გულისხმობს. ლიბერალისათვის ადამიანის კერძო საკუთრება უპირველესად არის მისი სიცოცხლე, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს, მისი სხეული, რომელსაც უნებართვოდ თითიც ვერავინ უნდა დააკაროს, მისი ღირსება, რომლის შელახვა დაუშვებელია და დრო, რომელსაც თავად ადამიანი განკარგავს საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა პიროვნული თავისუფლების გარანტიაა.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ცხადია, რომ ადამიანი, რომელსაც არა აქვს კერძო საკუთრების უფლება, ვერც თავისუფალი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების უფლებას მოკლებული ადამიანი მონაა.
იყო სხვა მოსაზრებებიც: „საკუთრება ქურდობაა“ - ამბობდა ფრანგული ანარქიზმის თეორეტიკოსი პრუდონი. კერძო საკუთრების უფლება ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში უარყოფილი იყო, რადგან ოფიციალურ იდეოლოგიას - მარქსიზმ-ლენინიზმს - საკუთრება ყველა უსამართლობის წყაროდ და საწარმოო ძალების განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად მიაჩნდა. ამიტომ სსრკ-ში კერძო საკუთრების ცნება შეცვლილი იყო პირადი საკუთრების ცნებით. მათ შორის ის განსხვავება იყო, რომ პირად საკუთრებაში არ შეიძლება ყოფილიყო წარმოების საშუალებები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო პირადი საკუთრების გამოყენება კერძო მეწარმეობის, კერძო ბიზნესის შესაქმნელად.
მთელი მსოფლიო ისტორია ერთი მხრივ საკუთრების ხელში ჩაგდების სურვილის, მეორე მხრივ კი მის დაცვისათვის ბრძოლის უამრავი მაგალითისგან შედგება. საკუთრების ნაციონალიზაციისა1 და ექსპროპრიაციისათვის2 თავის დროზე საკმარისი იყო ერთი დეკრეტი, რომელსაც მაშინდელი „აღმასრულებლები“ - კომისარი და ხიშტებიანი შაშხანებით შეიარაღებული ორი ათეული წითელ- არმიელი - ბეჯითად განახორციელებდნენ. ბოლშევიკებმა ბანკების ნაციონალიზაციით დაიწყეს, რასაც ქვანახშირის შახტები, მეტალურგიული საწარმოები, საკონდიტრო და საფეიქრო ფაბრიკები მიაყოლეს. მერე ეკლესია-მონასტრები გაძარცვეს და დაარბიეს. ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, ქუჩაში ყრიდნენ და მათ ქონებას ეუფლებოდნენ. რუსეთი სამოქალაქო ომის სისხლში იხრჩობოდა, ლენინი კი დუჟმორეული გაიძახოდა - „Грабь награбленное!“
საინტერესოა, რომ რომაული სამართლისათვის უცნობია საკუთრების იძულებითი კონფისკაციის ინსტიტუტი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. რომაელი ხელისუფალნი ვერ აიძულებდნენ მიწის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთის გაყიდვას, თუნდაც ეს სასარგებლო ყოფილიყო საჯარო მიზნების განხორციელებისათვის.
კანონმდებლობა საკუთრების შესახებ
ფლორიდაში მიიღეს შესწორება შტატის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც რომელიმე ობიექტზე საკუთრების უფლების ჩამოსართმევად აუცილებელია, რომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ორგანოს 3/5-მა. ასეთივე კანონები მოქმედებს აშშ-ის კიდევ 34 შტატში.
ახალი ამბებიდან
საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების შესახებ 21-ე მუხლში ნათქვამია:
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
საკუთრების უფლებას ეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის პირველი პროტოკოლის მუხლი 1: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება მშვიდობიანად სარგებლობდეს თავისი საკუთრებით. არავის შეიძლება ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესებისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.
თუმცა ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების ან შენატანების ან საჯარიმო თანხის მოკრება“.
1 პროტოკოლის 1 მუხლის გაჩენას წინ საკმაოდ რთული პერიოდი უძღოდა, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს დებულებები არ იყო შეტანილი თავად კონვენციაში. ფაქტობრივად სახელმწიფოებმა გონივრულად გადაწყვიტეს არ შეეფერხებინათ კონვენციის შეთანხმებული ძირითადი ტექსტის მიღება უთანხმოების გამომწვევი ეკონომიკური უფლებების დამცავი მუხლის გამო. კომპრომისს 2 წელიწადში მიაღწიეს და 1952 წლის 20 მარტს პარიზში ხელი მოაწერეს ზემოაღნიშნულ პროტოკოლს. თუმცა კონვენციის მაკონტროლებელი ორგანოები და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო თავდაპირველად ძალიან ფრთხილად ეპყრობოდა პროტოკოლის დებულებებს და როდესაც საქმე ქონების თავისუფალი განკარგვის შეზღუდვას ეხებოდა, სახელმწიფოს ერთადერთ მსაჯულად აღიარებდა. ასეთი ვითარება ოთხმოციან წლებამდე გაგრძელდა. გადატრიალება 1982 წელს მოხდა საქმეში „სპორონგი და ლონროტი შვედეთის წინააღმდეგ“ (Sporrong and Lonnroth v. Sweden), როდესაც სასამართლომ ძირეულად შეცვალა არსებული მიდგომა, მაგრამ ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ.
როგორც ზემოთ მოყვანილი პროტოკოლის ტექსტიდანაც სჩანს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი სამ წესს შეიცავს. პირველი წესი ზოგადი ხასიათისაა და აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს (პირველი აბზაცის პირველი წინადადება). მეორე წესი ეხება ქონების ჩამორთმევას მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში (პირველი აბზაცის მეორე წინადადება). მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების მიღების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესების შესაბამისად, ისეთი კანონების მისაღებად, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით (მეორე აბზაცი). საქმეში „ჯეიმსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (James and others v. U.K.) სასამართლომ განმარტა, რომ სამი მითითებული ნორმა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მეორე და მესამე ეხება საკუთრების დაცვის კერძო შემთხვევებს და უნდა განიმარტებოდნენ პირველი მუხლიდან გამომდინარე.
ევროპის სასამართლოს მიაჩნია, რომ საკუთრების უფლების დარღვევის არსებობის დასადგენად პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს:
საკუთრება ან ქონება ხვდება თუ არა პირველი მუხლის ფარგლებში?
ჰქონდა თუ არა ადგილი ქონების ხელყოფას?
პირველი მუხლით გათვალისწინებული სამი წესიდან რომლის ფარგლებში ხდება ხელყოფა?
შეიძლება თუ არა ხელყოფა გამართლებულ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან? (უნდა აღინიშნოს, რომ ხელყოფის არგუმენტირებული გამართლების ტვირთი მთლიანად სახელმწიფოს აწევს).
ემსახურება თუ არა ხელყოფა საჯარო ინტერესებით განპირობებულ კანონიერ მიზანს?
პროპორციულია თუ არა ხელყოფა? სამართლიანია თუ არა ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის?
ზემოთ აღნიშნულ საქმეში „სპორონგი და ლონროტი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა პრინციპი, რომელიც მომავალი სასამართლო პრაქტიკის საფუძველი გახდა პირველ მუხლთან მიმართებაში: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს დაცული იყო თუ არა სამართლიანი თანაფარდობა საზოგადოებრივი ინტერესების საჭიროებებსა და კერძო პირების ძირითადი უფლებების დაცვას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა, სწორედ სამართლიანი თანაფარდობის პრინციპია ამოსავალი წერტილი, რომლის მიხედვითაც სასამართლო ადგენს დარღვევის არსებობას. ამ საქმეში შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტს მისცა განმცხადებლების ქონების ჩამორთმევის უფლება ქალაქის დაგეგმარების ახალი ვარიანტის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნებართვა რეალურად არ გამოუყენებიათ, მისი განხორციელების ალბათობა რეალური იყო საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (25 წელი ერთი განმცხადებლის და 12 მეორის შემთხვევაში). ამას თან ერთვოდა ამ პერიოდში ყველა სახის მშენებლობის აკრძალვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ეს განმცხადებლებს განსაკუთრებულ და უკიდურეს ტვირთად დააწვათ, რითაც დაირღვა ის სამართლიანი თანაფარდობა, რომელიც უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი ინტერესების საჭიროებებსა და კერძო პირების ძირითადი უფლებების დაცვას შორის. არ უნდა დაგვავიწყდეს, - ხაზს უსვამდა სასამართლო, - რომ ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს აქვს საკმაოდ დიდი თავისუფლება საზოგადოებრივი ინტერესების შეფასებისას. სასამართლო პატივს სცემს კანონმდებლის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა არის საზოგადოებრივი ინტერესები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ასეთი მსჯელობა არ ემყარება გონივრულ მოსაზრებებს.
სამართლიანი თანაფარდობის პრინციპზე მსჯელობისას სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პრინციპი ილუზორული და არაეფექტური იქნებოდა ფულადი კომპენსაციის დაწესების გარეშე. საბოლოოდ კომპენსაციის პრინციპი დადგინდა საქმეში „ლიტგოუ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Lithgow v. United Kingdom).
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოების უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების უმრავლესობა ითვალიწინებს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების პირდაპირ მოქმედებას ამ ქვეყნების შიდა სამართალზე.
ახლა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები მოვიყვანოთ, რომლებიც დიდი ხნის წინ ჩამორთმეულ ქონებას ეხება.
მარია ვასილიუ, აგრეთვე ალექსანდრუ ლივიუ და გეორგ ჰოდოში ბუქარესტში ცხოვრობენ. მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ მშობლების კუთვნილი სახლები, რომლებიც 1950 წელს ნაციონალიზებული იყო მმართველი კომუნისტური რეჟიმის მიერ. რეჟიმის დამხობის შემდეგ განმცხადებლებმა სასამართლოში გაასაჩივრეს გადაწყვეტილება ნაციონალიზაციის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერ მემკვიდრეებს საკუთრება აღუდგინა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2006 წლის 21 მაისს დააკმაყოფილა რუმინეთის მოქალაქეების სარჩელი და რამდენადაც მანამდე, რუმინული კანონმდებლობის მიხედვით, მათ უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღდგენაზე, ახლა რუმინეთის ხელისუფლება ვალდებულია ეს გააკეთოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
ამგვარადვე ვითარდებოდა შვედი მოქალაქეების კანსტანტინ და ტრაიან-ვიქტორ სურპაჩანუს პროცესი, რომელთა ქონება კონფისკებული იყო რუმინეთის კომუნისტური ხელისუფლების მიერ ადამიანების შვედეთში ემიგრაციის შემდეგ.
ევროპის სასამართლომ მიიჩნია, რომ უმაღლესი სასამართლოს მოქმედებამ დაარღვია განმცხადებლების უფლება სამართლიან სასამართლო გარჩევაზე და საკუთრების განკარგვის უფლებაზე. სტრასბურგში დაადგინეს, რომ რუმინეთის სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ყველა განმცხადებელს ქონებრივი და მორალური ზარალი 19 000 ევროს ოდენობით.3
რესტიტუცია4
რესტიტუციის შესახებ კანონები მიღებულია პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობაში. ეს კანონები, მიუხედავად საერთო პრინციპებისა, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
მოკლედ მიმოვიხილოთ რესტიტუციასთან დაკავშირებული ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის თავისებურებები.
ლიტვა
თუ წინაპრებისათვის ჩამორთმეული ქონება შემოინახა, მას ულაპარაკოდ დააბრუნებენ, მაგრამ თუ განვლილი 50 წლის განმავლობაში ის აღიგავა პირისაგან მიწისა კომპენსაციას 1939 წლის ფასებით გადაიხდიან, თუმცა მოხდება ინდექსაცია ამჟამინდელი ფასების მიხედვით.
ლატვია
თავიდან მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც ქონების დაბრუნების პრეტენდენტებს უნდა ჩაებარებინათ გამოცდა ლატვიური ენის ცოდნაზე. თუმცა მალე ეს წესი გააუქმეს. კანონის მიხედვით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელს არა აქვს მობინადრეების გამოსახლების უფლება 7 წლის განმავლობაში. ისინი კი, თავის მხრივ, ვალდებული არიან არენდის თანხა იხადონ, რომლის მაქსიმუმი ასევე კანონით არის განსაზღვრული.
ესტონეთი
პრინციპში ესტონური კანონმდებლობა ლატვიურის იდენტურია, მაგრამ 7 წლიანი „ანტიკონფლიქტური“ ვადა აქ არ მოქმედებს. ამ კანონებზე დაყრდნობით ბევრი მობინადრე უკვე გამოასახლეს საბჭოთა პერიოდში მიღებული ბინებიდან. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სურვილის შემთხვევაში ესტონეთში არ იხდიან ფულად კომპენსაციას ოდესღაც ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ. მის ნაცვლად დაზარალებულებს კუთვნილი თანხის ეკვივალენტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გადაეცემათ. ისინი შეიძლება გადაიცვალოს პრივატიზებული საწარმოების აქციებზე, მიწაზე ან უძრავ ქონებაზე.
უნგრეთი
უნგრელები უფრთხოდნენ კონფლიქტს საზოგადოებაში. ამიტომ მათ თავი აარიდეს უძრავი ქონების პირდაპირი წესით მფლობელისათვის დაბრუნებას. საზღვარგარეთელ პრეტენდენტებს უხდიან ჩამორთმეული ქონების ფულად ეკვივალენტს, უნგრეთის მოქალაქეებს კი აძლევენ ე.წ. საკომპენსაციო კუპონებს, რომელთა გამოყენება შეიძლება საწარმოების პრივატიზებისას, აუქციონებზე მიწის შეძენისას.
ჩეხეთი
აქ კეთილსინდისიერად მისდევენ რესტიტუციის ძირითად პრინციპებს და არა მარტო აბრუნებენ წართმეულ საკუთრებას, არამედ მისი აღდგენის ხარჯებისათვის კომპენსაციასაც იხდიან. ასე მაგალითად, პრეზიდენტი ჰაველი პრაღაში სახლების მეპატრონე გახდა, შვარცენბერგერების არისტოკრატიულ გვარს კი 18 სასახლე დაუბრუნდა. თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მათ მხოლოდ ხუთი სასახლე დაიტოვეს, დანარჩენი კი უკანვე გადასცეს სახელმწიფოს. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება განადგურდა ან გადაკეთდა იმგვარად, რომ მისი ამჟამინდელი ფასი შეუდარებლად მაღალია თავდაპირველზე, ან გაუფასურდა იმდენად, რომ ის არავის არაფერში სჭირდება, დაზარალებული თავდაპირველად მიიღებს ერთჯერად კომპენსაციას 1000 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენს კი თანდათანობით გადაუხდიან სპეციალური სარესტიტუციო ფონდიდან.
გერმანია
გერმანიაში შეიძლება მხოლოდ იმ საკუთრების დაბრუნება, რომელიც ფაშისტური მთავრობის მიერ იყო ჩამორთმეული. საბჭოთა ადმინისტრაციის მიერ ჩამორთმეულ საკუთრებას ეს არ ეხება. თუმცა შესაძლოა ეს შეზღუდვაც მალე მოიხსნას. ვინაიდან სასამართლოებში გერმანელი მოქალაქეებისა და გავლენიანი ფირმების ბევრი სარჩელი დაგროვდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დააკმაყოფილა საბერძნეთის დევნილი მეფის კონსტანტინე II-ის სარჩელი საბერძნეთის მთავრობისადმი, რომელმაც მეფის საგვარეულო საკუთრების ნაციონალიზაცია განახორციელა. ემიგრაციაში მყოფმა მეფემ და მისი ოჯახის ორმა წევრმა კუთვნილი სასახლეებისა და მამულების დაბრუნება მოითხოვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „სადავო საკუთრება ეკუთვნით მათ, როგორც კერძო პირებს, და არა - როგორც სამეფო ოჯახის წევრებს“. ლაპარაკია 1,4 მილიარდი დოლარის ქონებაზე. სასამართლომ საბერძნეთის მთავრობას ერთი წელი მისცა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მას სხვა სარჩელებიც მოჰყვა.
ბულგარეთის ყოფილმა მეფემ სიმეონ II-მ დაიბრუნა სასახლეები და მიწის ნაკვეთები. თუმცა შემდგარი გარიგების თანახმად მან დაბრუნებული ქონების დიდი ნაწილი სახელმწიფოს აჩუქა.
რუმინეთის ყოფილმა მეფემ მიხაიმ, როდესაც ხელისუფალთა კეთილგანწყობას ვერ მიაღწია, სასამართლო პროცესები წამოიწყო და ვილებისა და სასახლეების დაბრუნება მოითხოვა. მისი წარმომადგენლების მტკიცებით, ეს სასახლეები მეფე მიხაიმ და მისმა წინაპრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს ან ააშენეს.
ვფიქრობ, ნათელია, რომ საკუთრების ფლობისკენ და მისი გარანტირებული დაცვისკენ მისწრაფება ადამიანთა ბუნებრივი მოთხოვნილებაა. საკუთრება ადამიანის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის საფუძველია. ის აძლევს ადამიანს ხვალინდელი დღის იმედს. კაპიტალისტური და სოციალისტური სისტემების სამოცდაათწლიანმა შეჯიბრებამ და ბრძოლამ კი დაგვანახა, რომ კერძო საკუთრებამ და თავისუფალმა მეწარმეობამ უზრუნველყო დასავლური სამყაროს ეკონომიკური და სოციალური პროგრესი, სოციალისტურმა სისტემამ კი კრახი განიცადა.
ამ და მრავალ სხვა მიზეზთა გამო საკუთრების უფლების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
_____________________
შენიშვნები:
1. ნაციონალიზაცია - წარმოების საშუალებების, ბანკების და ეკონომიკის დარგების კერძოდან სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა.
2. ექსპროპრიაცია - საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე.
3. რუმინეთში კერძო საცხოვრებელი ბინების მასობრივი ნაციონალიზაცია 1950 წელს განხორციელდა. ნაციონალიზებული ბინები ძირითადად კომუნისტური ნომენკლატურის თანამშრომლებს გადაეცათ. 1990-1996 წლებში ილიესკუს მმართველობის პერიოდში მათ ამ ბინების პრივატიზაციის უფლება მისცეს. ნაციონალიზებული ბინების დაბრუნების საკითხი რუმინეთში ცხარე კამათის საგანი იყო კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდგომი 10 წლის განმავლობაში. 2000 წელს ქონების დაბრუნების პროცედურა საკანონმდებლო დონეზე მიიღეს და სპეციალურად შექმნილმა ორგანომ ნაციონალიზაციის გამო დაზარალებული მოსახლეობისაგან განცხადებების მიღება დაიწყო.
4. რესტიტუცია - ქონების დაბრუნება ყოფილი მფლობელისათვის (ან მისი მემკვიდრეებისათვის), რომლის კანონიერი ქონებრივი ინტერესები შეგნებულად დაირღვა. ქონების ნატურალურ მდგომარეობაში დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება მისი საფასურის ფულადი ანაზღაურება.
![]() |
4 წარმატებების ფონზე |
▲back to top |
დიალოგი
ინტერვიუ აშშ ელჩთან საქართველოში ჯონ ტეფტთან
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით 2006 წლის მოხსენება გამოაქვეყნა. ამ მოხსენებისა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი.
ესაუბრა ეკა კვესიტაძე
ბატონო ტეფტ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მას გრძელვადიანი ხედვა აქვს და შესაბამის რეფორმებსაც ატარებს. თქვენი აზრით, რა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი და სად არის ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვილი?
საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით. მაგალითად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის კოორდინირებული ბრძოლის შედეგად ტრეფიკინგში დადანაშაულებული 19 ადამიანი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და მათ სასამართლომ საშუალოდ 10 წელი მიუსაჯა. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება ამ ორგანიზებულ დანაშაულს. გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს საგანმანათლებლო კამპანიაც, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია, თუ რა მეთოდებსა და მექანიზმებს იყენებენ ტრეფიკიორები პოტენციური მსხვერპლის მისაზიდად. გაიხსნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარიც.
მთავრობამ ასევე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში. მსოფლიო ბანკის კორუფციის ინდიკატორისა და „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის“ მოხსენებების, ასევე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციის ფაქტებმა საგრძნობლად იკლო, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩატარებული ანტიკორუფციული კამპანიის დამსახურებაა.
მაგრამ, მიუხედავად წარმატებებისა, ადამიანის უფლებების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. როგორც ადამიანის უფლებებზე სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო მოხსენებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ციხეებში პატიმართა პირობები გაუმჯობესდეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკნებში პირობების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.
რეფორმების კიდევ ერთი სამიზნე სამართალდამცავი სტრუქტურებია. საქართველოს სჭირდება ისეთი სისტემა, სადაც შესაძლებელი იქნება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ პოლიციელების მხრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან.
ადამიანის უფლებებზე სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მოხსენება საქართველოს მიმართ უფრო კრიტიკულია, ვიდრე წინა მოხსენებები. იზიარებთ თუ არა ამ შეფასებას და ფიქრობთ თუ არა, რომ, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებმა იმატა?
6 მაისს, როდესაც ადამიანის უფლებებზე მოხსენება გამოქვეყნდა, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა: „ჩვენ იმიტომ კი არ ვაქვეყნებთ ამ მოხსენებას, რომ საკუთარ თავს უნაკლოდ მივიჩნევთ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის, ჩვენ თვითონ ბევრი ნაკლი გვაქვს, ისე, როგორც ყველა ადამიანს. ჩვენი დემოკრატიული სისტემა არ არის უშეცდომო, მაგრამ ის ანგარიშვალდებულია. ვენ გვმართავს იდეალები: კაცობრიობის ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიის პრინციპები - ის, საითკენაც ყველა ხალხი და ყველა მთავრობა უნდა ისწრაფოდეს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც, ამერიკელებიც. იმედი გვაქვს, რომ ეს მოხსენება ყველა იმ მთავრობისა და საზოგადოებისთვის იქნება სტიმული, რომლებიც მშვიდობიან დემოკრატიულ ცვლილებებს ესწრაფვიან“.
საქართველოსთან მიმართებაში ეს მოხსენება, რა თქმა უნდა, ყველა იმ პრობლემაზე მიუთითებს, რომელთაც აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. იმ შეხვედრებზე, რომლებიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ყველა დონეზე, თვალშისაცემია ხელისუფლების მზაობა, ღიად ისაუბროს არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე იმ პრობლემებზეც, რომლებიც აღნიშნულია ამერიკის მთავრობის მიერ ანტიტრეფიკინგისა და რელიგიური თავისუფლების შესახებ მომზადებულ მოხსენებებში.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2006 წლის მოხსენება, ისევე როგორ წინა მოხსენებები, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით. როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ყველა მთავრობამ უნდა განაგრძოს ძალისხმევა - ეს მართებულია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შემთხვევაში.
ბოლო მოხსენების მიხედვით, რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის?
ჩვენ ვიცით, რომ სისტემური რეფორმების გატარებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს, პირველ ყოვლისა, სასამართლოს ეხება, სადაც ძალზე რთულია რეფორმების პროცესი ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი. ჩვენი აზრით, დღეს მთავრობის ძალზე დიდი ძალისხმევა ჭირდება იმას, რომ ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული სასამართლოს, პენიტენციალური და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების გზაზე.
ციხის რეფორმას რაც შეეხება, პატიმრებით გაჭედილი საკნები და წინასწარი დაკავება არის ის პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. მაგისტრატის სასამართლოს შექმნა ხელს შეუწყობს საქმეთა დროულ განხილვას, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც წინასწარი დაკავების საკნებში იმყოფებიან.
საკნებში განხორციელებულ ინტენსიურ მონიტორინგს შეუძლია პატიმართა ყოფა უფრო უსაფრთხო გახადოს. აუდიოჩამწერები და კამერები დაეხმარება დამკვირვებლებს პატიმართა უფლებების შელახვის ფაქტები დოკუმენტურად დააფიქსირონ. ეს მექნიზმი უკვე აპრობირებულია პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში.
დღეს საქართველოში რიგით ადამიანებს არ აქვთ სასამართლოს ნდობა და გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსამართლეები პოლიტიკურად კონტროლირებულნი არიან. თქვენი აზრით, რატომ არის ამ ხელისუფლებისთვის ასე ძნელი სასამართლო რეფორმის განხორციელება, სად არის პრობლემა - პოლიტიკური ნების არქონაში თუ არასწორ სტრატეგიაში?
საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას წინა წლების მდგომარეობას თუ შეადარებთ, აშკარაა, რომ ხელისუფლება რეფორმების გზას ადგას. ამავე დროს ისიც მართალია, რომ სასამართლოს რეფორმის წარმატებით განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ხელისუფლებისთვის. სასამართლო სისტემის რეფორმირება ნიშნავს, რომ საბჭოთა დროის ნარჩენებისგან გათავისუფლდე. შესაძლოა, ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც გარდამავალი დემოკრატიების მთავრობებმა უნდა განახორციელონ. გარდა ამისა, ისიც მართალი, რომ ამ სისტემის რეფორმირებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება.
სასამართლო რეფორმის პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია მოსამართლის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ის, რომ სისტემა იყოს გამჭვირვალე. ეს აუცილებელია, რათა საშუალო ადამიანმაც შეძლოს გაიგოს, როგორ მუშაობს სისტემა და მის მიმართ ნდობა გაუჩნდეს. მთავარი, რაც ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს, სპეციალური კანონის მიღებაა (ეხ პარტე ცომმუნიცატიონს ლაწ), რომელიც აუკრძალავს მოსამართლეს პრივატული კონსულტაციების გავლას პროკურორთან ან სხვა დაინტერესებულ მხარესთან.
ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ამ მიმართულებით შესაძლოა საინტერესო იყოს. 1787 წელს ჩვენმა კონსტიტუციამ ხელისუფლების სამ დამოუკიდებელ შტოს დაუდო სათავე. მაგრამ სანამ ჯონ მარშალი არ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1801 წელს და 1803 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე „მარბური მედისონის წინააღმდეგ“ საბოლოოდ არ დაამკვიდრა პრეცედენტი, რომ უზენაესი სასამართლო კონსტიტუციური ინტერპრეტაციის უმაღლესი ინსტანციაა, უზენაესმა სამართლომ რეალურად დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით გაცილებით ადრე იყო გარანტირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი - მას არათანაზომადი ძალის გამოყენება ბრალდება. თუმცა ამ კრიტიკას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო, მათ შორის ამერიკული გამოცდილება და ამ გამოცდილების კონტექსტში რამდენად დადებითად ან უარყოფითად შეიძლება შეფასდეს ქართველი პოლიციელების პროფესიონალიზმი? როგორ გგონიათ, არის თუ არა პოლიციის მიერ ძალის არათანაზომადი გამოყენების ფაქტები სამართლიანად გამოძიებული?
ძალის გამოყენების სტანდარტების დაკანონება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სტანდარტები პოლიციის თანამშრომლებს ზუსტად განუსაზღვრავს მოქმედების საზღვრებს, როდესაც ისინი დამნაშავეს აკავებენ ან კრიზისულ ვითარებაში მოქმედებენ. ეს, შესაბამისად, შეამცირებს ძალის არაადეკვატურად გამოყენების პრეცედენტებსაც. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია პოლიციელების მუდმივი ტრენინგი და მათი პროფესიული უნარჩვევების გაღრმავება.
პოლიციის ყველა ორგანოსთვის მნიშვნელოვანია იმ გზამკვლევის შემუშავება, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტულ ინსტრუქციას მისცემს ლეტალური ძალის ადეკვატურ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალის არათანაზომადი ანუ გადაჭარბებით გამოყენების ყველა შემთხვევა ობიექტურად იქნას გამოძიებული.
რამდენიმე ხნის წინ ნიუ-იორკში სასამართლომ დაადანაშაულა პოლიციის სამი ოფიცერი ძალის გადაჭარბებით გამოყენებაში მას შემდეგ, რაც პოლიციამ სულ მცირე 50-ჯერ ესროლა ეჭვმიტანილს. მალე სასამართლო საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს. თუმცა ამ ინციდენტმა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი უკვე აიძულა ხელახლა შეემოწმებინა პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტების ცოდნა.
თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ისე გატარება, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ შეილახოს?
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავისი თავი დაცულად იგრძნოს. საქართველოში კრიმინალური პრობლემები სათავეს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან იღებს, როცა ორგანიზებული დანაშაული და შეირაღებული ბანდები ღიად მოქმედებდნენ.
იმისათვის, რომ მთავრობის ანტიკრიმინალური პოლიტიკა წარმატებული იყოს, საჭირო კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, იქნება ეს პოლიცია, გენერალური პროკურატურა თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. საჭიროა, რომ სასამართლომ დროულად განიხილოს საქმეები და დამნაშავეებმა სასჯელი მოიხადონ. მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლის 26 იანვარს ელჩებთან გამართულ საჯარო შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა ნოღაიდელმა უკვე ისაუბრა იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქართული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
წარმატებული ანტიკრიმინალური კამპანია ამერიკაში 1990-იანი წლების შუა ხანებში წამოიწყო ნიუ-იორკის მერმა რუდი ჯულიანმა. უბნებში პოლიციის პატრულირება ამ ბრძოლის ერთი დიდი ნაწილი იყო. პოლიციელები იმავე უბანში მუშაობენ, სადაც ცხოვრობენ, რაც მათ ამ უბნის განუყრელ ნაწილად აქცევს. პოლიციელები უფრო მეტს ფეხით დადიან, ვიდრე მანქანით. ეს ეხმარება მათ მეტი იცოდნენ იმის შესახებ, რაც უბანში ხდება, და, გარდა ამისა, ამ უბნის მაცხოვრებელთა ნდობასაც იხვეჭენ. ამის შედეგი უბნებში კრიმინალური შემთხვევების შემცირება და პოლიციის ოფიცრების რეპუტაციის ზრდაა.
მთავრობამ კრიმინალურ ავტორიტეტებს ბრძოლა გამოუცხადა. პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, საზოგადობაში კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. მაგრამ ხელისუფლება ხშირად საყვედურობს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ისინი ამ ბრძოლას მხარდაჭერას არ უცხადებენ. რამდენად კონსტრუქციულია არასამთავრობო სექტორი, როცა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას აკრიტიკებს და, მეორე მხრივ, რა არის ის მთავარი შეცდომები და გამოწვევები, რომლებიც კრიმინალების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას ასე ართულებს და არაერთგვაროვანი შეფასების ობიექტს ხდის მას?
ამ ხელისუფლებამ ორგანიზებული დანაშაული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროიდან მიიღო მემკვიდრეობით. ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენა საზოგადოებაზე სერიოზულ პრობლემაა საქართველოსთვის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან ის კორუფციას ზრდის და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება სერიოზულად ზრუნავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად და შესაბამის ზომებს მიმართავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ ფესვგადგმული იყო საზოგადოებაში ორგანიზებული ბანდების გავლენა, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გადაჭრა ადვილი ამოცანა არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის.
კრიმინალების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წამოწყებული ბრძოლის გარშემო სხვადასხვა მოსაზრებები იარსებებს. მაგრამ ეს მოსაზრებები, საჯარო დიალოგი და დისკუსია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დიალოგში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაგრამ ამასთანავე არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობაა, რომ შეინარჩუნოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და კონსტრუქციულობა.
დემოკრატია არ არის სრულყოფილების მიღწევა. სრულყოფილებას ვერც ჩვენ და ვერც სხვა ერები ვერ მივაღწევთ. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, სახელმწიფო მდივანი დინ აჩესონი უარყოფდა ხოლმე ისეთ მიამიტურ იდეას, როგორიც „საღვთო ქალაქის“ დედამიწაზე არსებობაა. ჩვენი, როგორც ერის და, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიის ყველაზე დიდი სიძლიერე არის არა ის, რომ ჩვენი სისტემა შეუცდომელია, არამედ ის, რომ, იგი ანგარიშვალდებულია. დემოკრატიული სისტემა იმ მოსაზრებაზეა დამყარებული, რომ ადამიანები სრულყოფილნი არ არიან, ამიტომ მათი ძალაუფლება კონტროლისა და ბალანსის მექანიზმით უნდა შეიზღუდოს, ასევე სხვა ბარიერებითაც.
![]() |
5 ჰომოფობია |
▲back to top |
მრგვალი მაგიდა
ქართულ საზოგადოებაში „არატრადიციული სექსუალობა“, როგორც წესი, სოციალურ დევიაციებთან (ქურდობა, პროსტიტუცია, ნარკომანია) ერთად განიხილება. ასეთი დამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად გავრცელებაში დიდი წვლილი მედიასაც მიუძღვის. სად და როგორ ირღვევა სექსუალურ უმცირესობათა უფლებები საქართველოში? ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ფონდი „ინკლუზივის“ დამფუძნებლები პაატა თაბელაშვილი, ეკა აღდგომელაშვილი და თეო ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე.
ნინო ცინცაძე: ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“ საქართველოს საზოგადოებრივი ღირებულებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე „ვისთან არ ისურვებდი მეზობლობას?“ ყველაზე მეტმა გამოკითხულმა (79-მა პროცენტმა) დაასახელა ჰომოსექსუალები; მერე მოდიან ნარკომანები, ლოთები და მხოლოდ მათ შემდეგ დგება კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების ჯერი. რა არის ჰომოსექსუალთა ასეთი მიუღებლობის მიზეზი საზოგადოების მხრიდან?
პაატა თაბელაშვილი: მარტო მეზობლობა არა, თანამშრომლობაც იყო ნახსენები შეკითხვაში. მეზობლობა მაინც ინდივიდუალური საკითხია, ადამიანის პირადი განსასაზღვრია, ვისთან იმეზობლოს და ვისთან არა, მაგრამ რომ გირჩევნია, შენი თანამშრომელი, რომელიც მთელი დღეები გვერდით გიზის, ქრონიკული ლოთი იყოს, ვიდრე ჰომოსექსუალი, ეს უკვე რაღაცის მანიშნებელია...
ეკა აღდგომელაშვილი: მე ერთი შეკითხვა მექნებოდა მკვლევარებთან - როგორი ფორმა ჰქონდა კითხვარს, იყვნენ თუ არა ჩამოთვლილი ისინი, ვის შორისაც არჩევანი უნდა მოეხდინათ გამოკითხულთ? ზოგჯერ მკვლევარები, შეიძლება ითქვას, თვითონ კარნახობენ საზოგადოებას, რომელი პასუხი შეიძლება ჩაითვალოს არასასურველად. ცუდია, როდესაც კვლევა ასე ტარდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად ცოტაა ამგვარი კვლევები (შეიძლება ითქვას, ამ თემის აკადემიზაცია არასოდეს მომხდარა), რომ ეს მაინც მნიშვნელოვანია.
პაატა თაბელაშვილი
თუმცა შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ ასეთი მიდგომა მკვლევარს დიდად არ განასხვავებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გამოკითხულთა 79 პროცენტი შეადგინეს.
სოფო ჯაფარიძე: როგორი იყო ამ კვლევის მიზნობრივი ჯგუფი? არსებობდა რაიმე ასაკობრივი ზღვარი? ეკას დავეთანხმები იმაში, რომ, როცა სავარაუდო პასუხების ჩამონათვალი არსებობს, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე, გამოკითხულებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. რაღაც ვიწრო სფეროს შემოუსაზღვრავ ადამიანებს წინასწარ და არ აძლევ საშუალებას თვითონ მოახდინონ არჩევანი.
ნინო ცინცაძე: თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იყო და რესპონდენტებს არჩევანის დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ.
თეო ხატიაშვილი: დაისვა კითხვა: იყო თუ არა კვლევისას განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები? ვფიქრობ, რომ ასაკობრივი ჯგუფის განსაზღვრა არ მოგვცემდა გასხვავებულ შედეგს. რა თქმა უნდა, ისეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია, უფროსი ასაკის ადამიანებს ნეგატიური დამოკიდებულება ექნებათ ჰომოსექსუალების მიმართ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ახალგაზრდებს ლექციაზე ამის შესახებ ვესაუბრები, არც მათი დამოკიდებულება განსხვავდება დიდად უფროსების დამოკიდებულებისაგან. ჩემი ლექციები ძირითადად გენდერულ თემებს ეხება და ახალგაზრდებისგან ჰომოსექსუალებისადმი ძალიან დიდ წინააღმდეგობას, ჰომოსექსუალობის მიუღებლობას ვაწყდები. თქვენ დასვით კითხვა: რატომ არ ისურვებდა ჰომოსექსუალებთან არც მეგობრობას, არც მეზობლობას, არც თანამშრომლობას ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა? ეს ჩვენს საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი ქსენოფობიათაგანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემწყნარებლობით თავის მოწონება გვიყვარს, თუ კარგად დაუკვირდებით, არც ისეთი ტოლერანტულები ვართ, როგორც გვგონია. მით უმეტეს, რომ ჰომოფობია ქსენოფობიის ყველაზე აგრესიული ფორმაა.
ეკა აღდგომელაშვილი: ჩემთვის ცნობილია კიდევ ერთი მცირე მასშტაბის კვლევა (სამწუხაროდ, სრულფასოვანი კვლევა, რომელიც განზოგადოების საშუალებას მოგვცემდა, საქართველოში არ ჩატარებულა), რომელიც განსხვავებულ სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ 45 წლის ზემოთ ქალები უფრო ტოლერანტულები არიან ჰომოსექსუალი მამაკაცების მიმართ, ვიდრე ლესბოსელების მიმართ. ხოლო ახალგაზრდები ბიჭები და გოგონები უფრო ტოლერანტულნი ლესბოსელების მიმართ არიან. საკმაოდ საინტერესო სურათია, მაგრამ განზოგადების დიდ საშუალებას არ იძლევა. გამოკითხვის მიზანი ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულების გარკვევა იყო. ჩვენთან ქსენოფობია საკმაოდ გაძლიერდა და, ცხადია, გაძლიერდა ჰომოფობიაც.
ნინო ცინცაძე: სად ირღვევა ყველაზე ხშირად ჰომოსექსუალთა უფლებები?
პაატა თაბელაშვილი: ძალადობა ხდება ყველგან: სკოლაში, სამსახურებში, ბინის ქირავნობის დროს, მაგრამ ფიზიკური ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის ქუჩაში, დაბალ სოციალურ ფენებში; ის, ვისაც აღიარებული აქვს საკუთარი სექსუალური იდენტობა, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ სხვა სახის პრობლემები აქაც არსებობს. აქ დისკრიმინაცია უფრო შეფარულ ხასიათს ატარებს. ჩვენ მიერ გამოკითხულმა ერთმა გოგონამ გვითხრა, რომ ლესბოსელობის გამო იგი სამსახურიდან არ დაუთხოვიათ, მაგრამ ისეთი აუტანელი ვითარება შეუქმნეს, იქ დარჩენა ვეღარ შეძლო.
ეკა აღდგომელაშვილი: განსაკუთრებით ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა ახალგაზრდა ჰომოსექსუალებზე, მეტადრე გოგონებზე, ოჯახების მხრიდან ხდება. ეს აძლიერებს მათს ისედაც უარყოფით თვითშეფასებას. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ისინი არ ახმაურებენ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობას. იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვთ, რომ მიაჩნიათ, ასეც უნდა გვექცეოდნენო.
ნინო ცინცაძე: ერთ-ერთისფერო, სადაც ჰომოსექსუალთა უფლებები ყველაზე მეტად ირღვეოდა და ირღვევა, პენიტენციური სისტემაა. რა ვითარებაა იქ დღეს და რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ციხეებში ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდეს?
გიგა გიორგაძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობა ჰომოსექსუალებთან არა მხოლოდ თანამშრომლობას ან მეზობლობას ერიდება, საერთოდ ამ თამაზე საუბარიც არ სურს. უფრო მეტიც, უკმარისია ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი არასამთავრობოების აქტივობაც. სად ირღვევა მათი უფლებები? თითქმის ყველგან, მაგრამ ყველაზე მეტად, მართლაც, პენიტენციურ სისტემაში. ცნობილია, რომ ამ ადამიანებს ციხეებში „ათმებს“უწოდებენ. არც ისე დიდი ხნის წინათ ერთ-ერთ საპატიმროში ვიმყოფებოდით. მოგეხსენებათ, როგორი გადატვირთულია ციხეები; ჩვენც ყოველთვის ვკითხულობთ, რამდენ პატიმარზეა კოლონია გათვლილი და რამდენი იმყოფება იქ რეალუად. და აი, დირექტორი უცებ გვიცხადებს, რომ კოლონია 900 ადამიანზეა გათვალისწინებული, მათ კი 860 პატიმარი ჰყავთ. ბუნებრივია, დავინტერესდით, რატომ არ იღებდნენ კიდევ 40 მსჯავრდებულს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ამ 860-ში „ათმები“ და „ბსლუგა“ არ შეუყვანია. ამ ხალხს ადამიანებადაც არ მიიჩნევენ. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ჰომოსექსუალების მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება იგრძნობა არა მხოლოდ პატიმრების, არამედ ადმინისტრაციის მხრიდანაც. ვისაც ამ სისტემასთან აქვს შეხება, იცის, რომ ასეთი დამოკიდებულება იქ ჩვეულებრივი რამ არის. ეს ხალხი ციხეში არარაობად არის მიჩნეული.
გიგა გიორგაძე
ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს ღირსება და ეს ღირსება დაცული უნდა იყოს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოეულ ასეთ ფაქტზე იურიდიული კუთხით მოახდინოს რეაგირება, მაგრამ იმისათვის, რომ ეს პრობლემა ეფექტურად მოგვარდეს, ამ საქმეში დიდი წვლილი არასამთავრობოებმა უნდა შეიტანონ, განსაკუთრებით ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობოებმა.
პაატა თაბელაშვილი: არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება საპატიმროებში. ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით მუშაობა ჩვენი ბუნებრივი სფეროა, თუმცა ძალიან შრომატევადი სამუშაოა და არც ისე მარტივი, ვინაიდან ჰომოსექსუალები თავად ერიდებიან ამ თემაზე საუბარს - შიშობენ ოჯახის წევრების გამო, რომლებიც გარეთ ჰყავთ. თუმცა ვცდილობთ იმ ორგანიზაციებთან მუშაობის გზით, რომლებიც ციხის მონიტორინგს ახორციელებენ, ეს კუთხე ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ მიმართულებად ვაქციოთ.
თანასწორობა არის თანასწორობა: არ შეიძლება ტოლერანტული იყო აზერბაიჯანელის მიმართ და შეუწყნარებელი იეჰოვას მოწმის მიმართ და ტოლერანტად მიიჩნევდე თავს. სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დამცველი კომისია საქართველოში არსებულ ამ პრობლემაზე არ მიუთითებს. ისინი რეკომენდაციებს იძლევიან, როგორი უნდა იყოს ციხის გისოსის სისქე და არაფერს ამბობენ „საქათმეების“ არსებობის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს არაადეკვატურია. ჩვენ გვინდა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა და იმ არასამთავრობოებმა, რომელთაც ციხეებში მუშაობა ფართოდ აქვთ გაშლილი, ეს სფერო ადამიანის უფლებების მონიტორინგის ერთერთ მიმართულებად აქციონ.
სოფო ჯაფარიძე: უნდა მოგახსენოთ, რომ სექსუალური უმცირესობების მხრიდან ჩვენდამი მომართვის ინტენსივობა საკმაოდ დაბალია, ისინი არ ცდილობენ თავიანთი პრობლემა გაგვიზიარონ და ამიტომ ჩვენც არ გვაქვს საშუალება იურიდიულად დავიცვათ მათი უფლებები.
ეკა აღდგომელაშვილი
პაატა თაბელაშვილი: ეს საკითხი ტაბუირებილია. ოთხმოცდაათიდან მხოლოდ ექვსმა განაცხადა, რომ მათი უფლებები დარღვეულია და ის ექვსიც შედეგით უკმაყოფილო დარჩა. მათ განაცხადეს საკუთარი სექსუალური იდენტობის შესახებ, ამის გამო დაირღვა მათი უფლებები და შედეგიც ვერანაირი ვერ მიიღეს. ჩვენ გავეცანით საქმეებს, საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ შურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლთ დამატებით გამომძიებლებიც აყენებდნენ შეურაცხყოფას. საქართველოში არ არსებობს სიძულვილზე დამყარებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა. ეუთოს ზონაში საქართველო ექვსიდან ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი კანონი არა მარტო არ აქვს, არამედ მუშაობაც არ დაუწყია ამ მიმართულებით. ჩვენც ვერ ვაიძულებთ ამ ჯგუფებს დაიცვან საკუთარი უფლებები, ვინაიდან ისინი ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ.
ნინო ცინცაძე: კანონმდებლობის თემასთან მოვედით. როგორ აისახება საქართველოს კანონმდებლობაში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა? რა არის კანონში უკვე ასახული და რა არის კიდევ გასაკეთებელი?
პაატა თაბელაშვილი: ამ თემაზე ძალიან კარგი კვლევა აქვს ჩატარებული იუსრისტ ანა დოლიძეს. სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. კანონმდებლობა დისკრიმინაციულ მომენტებს არ შეიცავს, მაგრამ ძალიან ზოგადი და დაუკონკრეტებელია, რაც პრაქტიკაში დისკრიმინაციის საკმაოდ ფართო გამოვლინებების საშუალებას იძლევა. არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და ეს ქმნის პრობლემას. არ არის გაწერილი მექანიზმები, როგორ უნდა შესრულდეს კანონი. არ სრულდება ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება და სიძულვილზე დამყარებულ დანაშაულებათა კლასიფიკაცია.
სოფო ჯაფარიძე: ყველამ ვიცით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. ეს არის მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვინმე დისკრიმინირებული არ იყოს. ამ ჩამონათვალში არ არის ჰომოსექსუალობა, რაც ნიშნავს: როდესაც ვინმე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმის გამო, რომ კანონმდებლობამ მისი უფლება დაარღვია, მისგან მოითხოვენ დაკონკრეტებას, რა გამოვლინებით დაირღვა ეს უფლება, და რაკი ამ მუხლის ჩამონათვალში არ არის ჰომოსექსუალობა, დაკონკრეტება შეუძლებელი ხდება, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ მიიღებს.
გიგა გიორგაძე: მე-14 მუხლთან დაკავშირებით პრობლემა არის, მაგრამ იურიდიულად ამას მოევლება. იმავე კონსტიტუციაში არის მე-20 მუხლი - „ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა“, და ასევე მე-17 მუხლი - „პატივისა და ღირსების შელახვა“. ეს ორი მუხლი ერთმანეთთან კავშირშია და ისინი ჰომოსექსუალურ ნიადაგზე დისკრიმანციის დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი პრაქტიკიდან იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ რეაგირებენ სამართალდამცავები ასეთი სახის დანაშაულზე. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა მოგვმართა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი არ ჩაიკეტა შინ, გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა და გაიმარჯვა. ფაქტი ასეთია: ორმა პირმა რესტორანში სექსუალური ორიენტაციის გამო სცემა ადამიანს. მან გამოიძახა პოლიცია. მოვიდა პატრული, გაერკვა სიტუაციაში და დაზარალებულს დაცინვა დაუწყო, ნაცვლად იმისა, რომ კანონიერი პასუხი მოეთხოვა ხულიგნებისთვის. ამ ადამიანმა მეორედ გამოიძახა პოლიცია, ისევ მოვიდა პატრული, მაგრამ სათანადო რეაგირება მართლწესრიგის დამცველთა არც ამ ჯგუფს მოუხდენია. ამის შემდეგ ამ კაცმა ჩვენ მოგვაკითხა. ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. ჩვენი ჩარევის შემდეგ საპატრულოს სამი თანამშრომელი დაისაჯა - ერთმა სამსახური დატოვა, დანარჩენი ორი დააქვეითეს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებლი იმისათვის, რომ ადამიანებმა დაიწყონ საკუთარი უფლებების დაცვა და აიძულონ სახელმწიფოს წარმომადგენლები კანონი აღასრულონ.
სოფო ჯაფარიძე
ნინო ცინცაძე: ვისარგებლებ ჟურნალში „მე“ დაბეჭდილი მასალით და ჩამოვთვლი იმ სტერეოტიპების ნაწილს, რომლებიც საზოგადოებაში ჰომოფობიას აჩენს: საქართველოში ადამიანები დასავლური გავლენით ხდებიან ჰომოსექსუალები; თუ ერთხელ მაინც გექნებათ ჰომოსექსუალური კონტაქტი, თქვენი სექსუალური ორიენტაცია შეიცვლება. ასევე ძალიან სერიოზული თემაა ჰომოსექსუალობის სტერეოტიპული დაკავშირება შიდსთან. იქნებ ვისაუბროთ ამ სტერეოტიპებზე.
ეკა აღდგომელაშვილი: ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაკვლევა ჩატარდა, ვინაიდან სწორედ მედია ახდენს ამ სტერეოტიპების ტირაჟირებას. სტერეოტიპები ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა, უბრალოდ, რიგითობა იცვლება ხოლმე.
რაც შეეხება დასავლურ მოდას, როდესაც აშშ-ში ჰომოსექსუალებმა დაიწყეს თავისი უფლებებისთვის ბრძოლა, ამერიკის „იდეოლოგიის მამები“ აცხადებდნენ, რომ ეს არის შავი ჭირი, რომელიც საბჭოეთიდან იმართება. ქსენოფობიის თვისებაა, რაც შენთვის მიუღებელია, მტრის ხატს, უცხოს დაუკავშირო. როდესაც საზღვრები გაიხსნა და უცხო სამყაროს პირისპირ აღმოვჩნდით, ხელახლა დაიწყო იდენტობის ძიება და ყველაფერი ტრადიციას დაუკავშირდა, უკვე ყველა მტერია, ყველაფერი შენს იდენტობას ემუქრება, განსაკუთრებით ის უცხო სამყარო, რომელთანაც პირისპირ დარჩი. ეს არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული საკითხი. ამჟამად იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა არჩევანი უნდა მოვახდინოთ კანონსა და ტრადიციას შორის.
ახლა რაც შეეხება მეორე სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, თუკი ერთხელ მაინც გქონდა ასეთი კონტაქტი, თუნდაც ბავშობაში და თუნდაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, შენი ორიენტაცია შეიცვლება. ყველა სტერეოტიპი, რომელიც ჰომოსექსუალობასთან არის დაკავშირებული, არასწორი ცოდნისა და ფაქტების უმართებულო გააზრების შედეგია. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებას ეხება. ყველაზე ბოლო და მნიშვნელოვანი მათ შორის არის ბელისა და ვაინბერგის გამოკვლევა. მათ გადაწყვიტეს, ყველა არსებული თეორიის სისწორე შეემოწმებინათ და აღმოჩნდა, რომ აქამდე ცნობილი ყველა თეორია, ფროიდისტულის ჩათვლით, არ შეესაბამება სინამდვილეს. მეცნიერებს რეალური პასუხი იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ჰომოსექსუალობა არ აქვთ. ერთადერთი სფერო, რომელიც გამოუკვლეველი დარჩა, გენეტიკაა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი ადამიანში გენეტიკურადაა ჩადებული და, შესაბამისად, გარემოს მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მნიშვნელობა. ეს კი ნიშნავს, რომ მოსაზრება - თუ ერთხელ გექნებათ ჰომოსექსუალური კონტაქტი თქვენი ორიენტაცია შეიცლება - არასწორია. ერთია ჩვევა და მეორე არის ორიენტაცია. შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება ჰქონდეს ჰეტეროსექსუალური კონტაქტი, ჰყავდეს ცოლი, მაგრამ მთელი ცხოვრება ჰქონდეს ლტოლვა თავისი სქესის ადმიანებისადმი და ეს ადამიანი ჰომოსექსუალია. პირიქითაც ხდება. ძალიან ხშირად ჰომოგენურ, ჩაკეტილ სივრცეში (ციხე, ჯარი...) ადგილი აქვს ჰომოსექსუალურ აქტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები იცვლიან სექსუალურ ორიენტაციას.
პაატა თაბელაშვილი: არსებობს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომლის თანახმად ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. ეს არ არის ავადმყოფობა, იგი არც გადამდებია და არც განკურნებადი. ეს ყველაფერი ყალიბდება სიმწიფის ასაკამდე, ვიდრე სექსუალური აქტივობა დაიწყებოდეს. ერთი ხანობა ჰომოსექსუალიზმი მართლაც ითვლებოდა დაავადებად. ჩვენთან დღესაც, როდესაც ჰომოსექსუალობაზე საუბრობენ, მხოლოდ ორ ასპექტს - რელიგიურსა და ჯანმრთელობითს - განიხილავენ. არადა, 1973 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ, ხოლო 1975 წელს ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური და ემოციური დაავადებების ოფიციალური სიიდან ამოიღო.
თეო ხატიაშვილი: სხვათა შორის, შიდსი იყო ის თემა, რომელმაც აქტიურად წამოწია ეს პრობლემა თანამედროვე კულტურაში. რა თქმა უნდა, ეს არის სტერეოტიპი. ისევე, როგორც ნებისმიერ სტერეოტიპს, ამასაც თავისი მიზეზი აქვს: პირველ ეტაპზე შიდსით პროცენტულად უფრო მეტი ჰომოსექსუალი ავადდებოდა. ეს იყო დამატებითი ფაქტორი, რომ ისედაც ჰომოფობიურ საზოგადოებაში უფრო გამძაფრებულიყო აგრესია ამ მოვლენის მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა - ამაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ამ თემამ წინ წამოიწია, კინოა. კინო გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და თუნდაც ის ფაქტი, რომ გაჩნდა ჰომოსექსუალი პერსონაჟი, რომელიც თავის მიმართ თანაგრძნობით განგაწყობთ, აქრობს შიშს.
თუმცა ამან სხვა ტიპის აგრესიები წარმოშვა - კი ბატონო იყვნენ, მაგრამ იყვნენ თავისთვის, ნუ ხდება მათი პოპულარიზება. წაკითხული მაქვს, რამდენად მტკივნეულად აღიქვამდნენ ჰოლივუდში იმას, რომ ჰომოსექსუალებს მინიშნებითაც არ შეეძლოთ თავიანთი იდენტიფიკაციის წარმოჩენა, ვინაიდან იყო კოდექსი, რომელიც ამას სასტიკად კრძალავდა. სრული იგნორირება იმდენად დამამცირებელია, რომ მათ ერჩივნათ წარმოჩენილიყვნენ საზოგადოების წინაშე თუნდაც როგორც კრიმინალები, როგორც ავადმყოფები, როგორც ნორმიდან ამოვარდნილები. ეს პროცესი შეფარულად კულტურაში ყოველთვის იყო. უფრო ღიად გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან და კიდევ უფრო ღიად და გახსნილად 90-იანი წლებიდან დაიწყო ამაზე საუბარი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო ცინცაძე: თქვენი აზრით, რა დროა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში ადამიანებმა დაუფარავად გამოავლინონ თავისი საექსუალური ორიენტაცია?
პაატა თაბელაშვილი: ზუსტად იმდენივე, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება გახდეს ძლიერი, შეკრული სამოქალაქო საზოგადოება. მე მგონი, 30 და 40 წელი არ უნდა იყოს ამისთვის აუცილებელი. არ გვაქვს ამდენი დრო. არ მჯერა, რომ ქართული მენტალიტეტი ამას ვერ გაიგებს, მე მწამს, რომ საქართველოში ცხოვრობს საკმაოდ გონებაგახსნილი ხალხი, და თუ მათ სწორად მიაწვდი ინფორმაციას, ყველაფერს გაიგებენ. განსაკუთრებით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან იმის დეკლარირება, რომ თანასწორობა არის თანასწორობა და არაფერი თანასწორობის გარდა.
ეკა აღდგომელაშვილი: ყველას გვახსოვს ხუთი წლის წინანდელი დამოკიდებულება ტრეფიკინგისადმი. მსხვერპლის მიმართ იჩენდნენ აგრესიას, მათზე ამბობდნენ, ღირსნი არიან, იმსახურებენ იმას, რაც მიიღესო. კარგად გათვლილმა საზოგადოებრივმა პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ ამგვარი დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა. ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
თეო ხატიაშვილი
![]() |
6 გარემოს დეგრადაცია |
▲back to top |
გარემო
ირაკლი მაჭარაშვილი
2004 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში “უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა”. მასში გაანალიზებულია კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველა გლობალური საფრთხე, რომელიც საერთაშორისო უშიშროებასა და მშვიდობას ემუქრება. ამ დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ეს საფრთხეები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მათ წინაშე ძლიერიცა და სუსტიც ერთნაირად უძლურია.
ერთ-ერთ გლობალურ საფრთხედ, რომლის აღმოფხვრაზეც მსოფლიოს თანასაზოგადოებამ უნდა იმუშაოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, დასახელებულია გარემოს დეგრადაცია.
გარემოს დეგრადაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც ადამიანის საქმიანობის შედეგად ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი უფრო სწრაფად ითვისებს ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ბუნებას შეუძლია მათი შევსება-განახლება; როცა დაბინძურება შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს; ან როცა ადამიანები ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივ ეკოსისტემებს აზიანებენ და ანადგურებენ.
გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია მრავალი ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორისაა გაუდაბნოება, ტყეების განადგურება (დეფორესტატიონ), სახეობათა გადაშენება, დაბინძურება.
გარემოს დეგრადაციის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ჭარბმოსახლეობა, არასწორი ურბანული დაგეგმარება, სამრეწველო დაბინძურება, ნარჩენების დაგროვება, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ჭარბი თევზჭერა/ნადირობა, ინდუსტრიალიზაცია, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე.
გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ ტერიტორიებზე. დეგრადაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატური და სხვა ბუნებრივი ფაქტორებით, მაგრამ ადამიანის საქმიანობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ პროცესზე. გაუდაბნოება დღეს გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის ისტორიაში. ჩვეულებრივ, ეს ხდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური მიწათმოქმედებისა და ძოვების გამო.
გაუდაბნოების შედეგად მცირდება (იკარგება) ბიომრავალფეროვნება, ხოლო ნიადაგის ნაყოფიერება ქვეითდება. მრავალფეროვანი ბუნებრივი ეკოსისტემები იცვლება ერთგვაროვანი (ერთი დომინანტი მრავალწლოვანი სახეობის შემცველი) ეკოსისტემით. მცენარეული საფარის ამგვარი ცვლილება რეგიონში მიმდინარე გაუდაბნოების პროცესზე მიუთითებს. მადაგასკარის აბორიგენული მოსახლეობის მიერ კუნძულის ცენტრალურ ზეგანზე სოფლის მეურნეობის საწარმოებლად გაჩეხვისა და გადაწვის მეთოდი გამოიყენებოდა. გაუდაბნოების პროცესის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 10 პროცენტი სრულიად უნაყოფო შეიქნა. დღეს მადაგასკარის ეს ნაწილი და, სამწუხაროდ, კიდევ არაერთი ადგილი დედამიწაზე, მთვარის ზედაპირს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე დედამიწისთვის დამახასიათებელ ლანდშაფტს.
საქართველოში გაუდაბნოების პროცესი შეინიშნება მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - ტერიტორიებზე, რომლებიც ტრადიციულად ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლის ზამთრის საძოვრებად გამოიყენება (შირაქი, ელდარი, ტარიბანა). სტეპებისა და ნათელი ტყეების ადგილს ნახევარუდაბნოსა და ნამდვილი უდაბნოს ფრაგმენტები იკავებენ, ჭალის ტყეები კი ფრაგმენტების სახითღა არიან შემოჩენილი.
ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყიანი მასივების ადგილს იკავებენ უტყეო სივრცეები: სარწყავი მიწები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნაკაფები (გაჩეხილი ტყეები) და ნარჩენებით დაბინძურებული პოლიგონები.
ტყის საფარის განადგურება შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ადამიანის საქმიანობამ (სოფლის მეურნეობა, ურბანიზაცია, არამდგრადი სატყეო მეურნეობა, უკონტროლო ძოვება, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მოპოვება), ისე ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, როგორებიცაა ცუნამი, ტყის ხანძრები, ვულკანის ამოფრქვევა, გამყინვარება და გაუდაბნოება (ეს პროცესიც ადამიანის საქმიანობით იმართება). ტყეების განადგურება განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს, როდესაც რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მაგალითად, ტყის ხანძრები, ჩეხვა და ძოვება (იწვევს აღმონაცენის გადადგურებას და ხელს უშლის ბუნებრივ განახლებას). სხვადასხვა ეკოლოგიურმა და ბიოგეოგრაფიულმა ფაქტორმა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგები.ადამიანის მიერ გამოწვეული ტყის განადგურების შედეგები შესაძლოა რამდენადმე შემსუბუქდეს ტყის დაცვითი და აღდგენითი ღონისძიებებით; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტყის აღდგენის შემდეგაც ბიომრავალფეროვნების დაკარგვას თავიდან ვერ ავიცილებთ.
სოფლის მეურნეობის განვითარებამ მექსიკაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლება ტროპიკული წვიმის ტყეების ზონაში, რამაც გაზარდა ტყის საფარის დაკარგვის სიჩქარე. 1960-დან 1990 წლამდე მონაკვეთში განადგურდა მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ერთი მეხუთედი. ტროპიკული ტყეების ექსპლუატაციის ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2090 წლისათვის ისინი მთლიანად განადგურდება.
ტროპიკული წვიმის ზონის ტყეთა მოსპობა უფრო გახმაურებული პრობლემაა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. სამწუხაროდ, დღეს ტროპიკული მშრალი ზონის ტყეების განადგურების ტემპი უფრო მაღალია: ეს ტერიტორიები გაჩეხვისა და გადაწვის მეთოდით სუფთავდება ტყის საფარისაგან და გამოიყენება სამეურნეო სავარგულებად. ძლიერ ნადგურდება ზომიერ და ჩრდილო სარტყელში შემორჩენილი ტყეებიც. ხელუხლებელი ტყეების 75%25 მდებარეობს სამ ქვეყანაში: რუსეთი, ბრაზილია და კანადა. კანადის ტყეების მხოლოდ 8%25 არის დაცული ჭრებისგან. 50%25-ზე მეტი უკვე მონიშნული აქვთ მოსაჭრელად სატყეო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს. მათ მიერ გამოიყენება პირწმინდა ჭრების მეთოდი. ერთი პირწმინდად მოსაჭრელი პოლიგონის ფართობი შესაძლოა 10 000 ჰექტარს აღემატებოდეს.
ტყის საფარის განადგურება მრავალი სახის უარყოფით ეფექტს ახდენს გარემოზე:
ტყე მონაწილეობს ნახშირბადისა და ჟანგბადის ბრუნვაში. ტყეები, უდიდესი მწვანე მასის გამო, ატმოსფეროში აირების შემადგენლობას განსაზღვრავენ, ტყეების შემცირება კი ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს.
ტყის საფარის შემცირება გლობალური დათბობის ერთ-ერთი განმაპირობებელია. ხეები და სხვა მცენარეები ფოტოსინთეზის პროცესში შთანთქავენ ნახშირს (ნახშირბადის ოქსიდის, ანუ ნახშირორჟანგის სახით). ტყეების განადგურებისა და დაწვის დროს ეს შთანთქმული ნახშირი უკან, ატმოსფეროში, ბრუნდება.
ტყეები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს (საბინადრო გარემოს) გარეული ცხოველების მრავალი პოპულაციისათვის. ტყეების განადგურების და დეგრადაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა ცხოველთა უამრავი პოპულაცია, არაერთი სახეობა კი მთლიანად გაქრა.
ტყეები და, საერთოდ, მცენარეები ჰიდროლოგიურ ციკლში, ანუ წყლის ბრუნვაში მონაწილეობენ. ხეები ნიადაგიდან იწოვენ წყალს და აორთქლებენ მას ფოთლების საშუალებით; ფესვები ამცირებენ ჩამონადენს, ახდენენ წყლის ინფილტრაციას, აორთქლების შედეგად ამცირებენ ნიადაგის ტენიანობას, აფხვიერებენ ნიადაგს და ხელს უწყობენ წყლის დაგროვებას.
ტყეების განადგურების შედეგად იცვლება (მცირდება) წყლის მოცულობა ზედაპირული წყალსატევებისა (ნაკადულები, წყაროები, მდინარეები, ტბები) და მიწისწვეშა წყლების რეზერვუარებში, ასევე ატმოსფეროში. ამით იზრდება ეროზიის სიჩქარე. წყალი უფრო ძნელად მისაწვდომი რესურსი ხდება როგორც ეკოსისტემების ფუნქციონირებისათვის, ისე ადამიანთა საჭიროებისთვისაც. ტყეების გაჩეხვა ხელს უწყობს წყალდიდობებს.
ტყის საფარის განადგურება, როგორც წესი, ნიადაგის ეროზიას იწვევს, ვინაიდან იზრდება ჩამონადენის სიჩქარე და ცოცხალი ხეების ფესვები ვეღარ იცავენ ნიადაგს. ტყის ჭრის თანმხლებია სატყეო გზების გაყვანა, მძიმე ტექნიკის მოძრაობა, მოთრევითა და დაცურებით მორების გამოზიდვა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ნიადაგის ეროზიას. განსაკუთრებით საშიშია ტყეების გაჩეხვა ფერდობებზე, რადგან ნიადაგის ეროზიას მასშტაბური მეწყერები მოსდევს.
ჩინეთში ლოესის ზეგანზე საუკუნეების წინ მთლიანად გაიჩეხა ტყე. მძლავრმა ეროზიულმა პროცესებმა ოდესღაც ტყიანი ლანდშაფტი ნახევარუდაბნოდ აქცია. სწორედ ეს ნახევარუდაბნო აძლევს ხუანხეს (ჩინურად „ყვითელი მდინარე“) ყვითელ ფერს. მდინარის მეორე სახელი - „ჩინეთის უბედურება“ ასევე ტყეების გაჩეხვას უკავშირდება - ყოველწლიურად იტბორება უდიდესი ფართობი მდინარის ქვედა დინებაში, რასაც ადამიანთა მსხვერპლი და საცხოვრებლის განადგურება მოსდევს.
ეთიოპია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა აფრიკის კონტინენტზე. გასული საუკუნის ბოლოს შიმშილმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (ეს პროცესი დღესაც გრძელდება). მასობრივი შიმშილობა გამოიწვია გვალვებმა და ბუნებრივი რესურსების განადგურებამ. დიდმა სიმჭიდროვემ ადამიანები აიძულა ტყის მასივები აეთვისებინათ. ტყეებს ჩეხავდნენ და შეშად ყიდდნენ, ხოლო ნაკაფებს საძოვრად ან, გადაწვის შემდეგ, მარცვლეული კულტურების ყანებად იყენებდნენ.
ასეთ მშრალ ადგილებში ტყის საფარის განადგურება კიდევ უფრო ამცირებს წვიმის მოსვლის შანსებს. ტყეები ეთიოპიაში დიდ როლს თამაშობდნენ ნიადაგის დაცვაში - გამორეცხვისგან იცავდნენ მიწას და ტენს ინახავდნენ. მეოცე საუკუნის დამდეგს დაახლოებით 42 მილიონი ჰექტარი, ანუ ეთიოპიის ტერიტორიის 35%25, ტყით იყო დაფარული. დღეს ტყიანია 13 მილიონი ჰექტარი - ქვეყნის ტერიტორიის 11,9%25. 1990-2005 წლებში ქვეყანამ დაკარგა თავისი ტყეების 14%25 - 2,1 მილიონი ჰექტარი. ყოველწლიურად ნადგურდება 141 000 ჰექტარი ტყე. დღეს, როდესაც ხეები თითქმის აღარ არის ამ ქვეყანაში, ნილოსის წყლები ნიადაგს მთლიანად რეცხავენ და მეზობელ ქვეყნებში - სუდანსა და ეგვიპტეში - ჩააქვთ, სადაც მიწები ძალზე ნაყოფიერია.
გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მონაცემების მიხედვით, ხელუხლებელი ტყეების განადგურების ყველაზე დიდი სიჩქარე დღეს ნიგერიაშია. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაიკარგა ხელუხლებელი ტყეების ნახევარზე მეტი. ტყის საფარის მოსპობის მიზეზებია სამრეწველო ჭრები, სოფლის მეურნეობა და შეშის მოპოვება (საკვების მოსამზადებლად). აქვე აღსანიშნავია, რომ ნიგერია ნავთობისა და გაზის მოპოვების მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, ამავე დროს ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სიღარიბის თვალსაზრისით.
ბრაზილიაში ტყის განადგურებას მნიშვნელოვნად განაპირობებს მერქნის დაბალი ფასი და კორუფცია. ამ ქვეყანაში ზოგიერთ ადგილას ტყე მთლიანად მოისპო; მაგალითად, გაიჩეხა ატლანტიკის წვიმის ზონის ტყეების 90%25-ზე მეტი. ჭრების ტემპისა და ხანძრების გამო იგივე ბედი ელოდება ამაზონის ჯუნგლებს.
ინდონეზიაში დღეისათვის შემორჩენილია მსოფლიოს ტროპიკული ტყეების 10%25. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად პირწმინდად იჭრება დაახლოებით ბელგიის ხელა ტერიტორია. მთავრობა მულტინაციონალურ კომპანიებს საშუალებას აძლევს გაჩეხონ მილიონობით ჰექტარი ბუნებრივი ტყე, რის ადგილსაც პლანტაციები იკავებენ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს საჭიროა საერთაშორისო ვალის დასაფარად და ეკონომიკის განსავითარებლად. სინამდვილეში, ტყის ასეთი ჩეხვა ინდონეზიის ხელისუფლების მაღალ ფენებში არსებულ კორუფციასთან და არალეგალურ ჭრებთან არის დაკავშირებული. ბოლო მონაცემების მიხედვით, ინდონეზიაში წარმოებული მერქნის 88%25 უკანონოდაა მოპოვებული, მათ შორის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე. უკანონოდ მოპოვებული მერქნის ძირითადი ნაწილის ტრანზიტი მალაიზიის გავლით ხდება.
არალეგალური ჭრები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ტყის ეკოსისტემებს, ადგილობრივ თემებსა და მწარმოებელი ქვეყნის ეკონომიკას. არალეგალური ჭრების მოცულობის დადგენა ძნელია, თუმცა მიჩნეულია, რომ ყველაზე „ცხელ წერტილებში“ - ამაზონის აუზში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ცენტრალურ აფრიკაში, რუსეთის ფედერაციასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოჭრილი მერქნის ნახევარზე მეტი უკანონოა. არალეგალური ჭრა მხოლოდ რუსეთისა და განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არაა. ზოგიერთი მონაცემით, ესტონეთში არალეგალური ჭრები 50%25-ია, ხოლო ლატვიაში - 20%25.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბრაზილიის ამაზონიაში წარმოებული ჭრების 80%25, ბოლივიის ჭრების 80%25 და კოლუმბიის ჭრების 42%25 უკანონოა. 2002 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF International) მიერ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ უკანონო ჭრების შემდეგი მაჩვენებლები დაადგინა: კამერუნი - 50%25, ეკვატორული გვინეა და გაბონი - 70%25, ლიბერია - 80%25. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ რუსეთში არალეგალური ჭრები მოიცავს 20%25-ს, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ რეგიონებში 50%25-მდე ადის.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, არალეგალურად მოპოვებული მერქნით ვაჭრობის შედეგად მერქნის მწარმოებელი ქვეყნების ეკონომიკა ყოველწლიურად 10-15 მილიარდი ევროს ზარალს განიცდის.
ტყიანი ეკოსისტემების განადგურებას მჭიდროდ უკავშირდება სახეობათა გადაშენება - გარემოს დეგრადაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ბიოლოგიაში სახეობათა გადაშენებაში იგულისხმება სახეობის ან ტაქსონის არსებობის შეწყვეტა ბუნებაში, რაც ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს.
არსებობს მეცნიერული ვარაუდი, რომ დედამიწაზე ოდესმე მობინადრე სახეობების 99%25 დღეისათვის გადაშენებულია. სახეობათა გადაშენება ევოლუციის თანამდევი პროცესია. თითოეული სახეობის არსებობის ხანგრძლივობას ბიოლოგიური კანონზომიერებები განსაზღვრავს. ბუნებრივი სიჩქარით გადაშენებას ენაცვლებოდა ხოლმე სახეობათა მასობრივი გადაშენებები, რომელთა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო დიდი ზომის მეტეორიტის შეჯახება დედამიწასთან, მიწისძრვა, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.
ბოლო საუკუნეების განმავლობაში სახეობათა გადაშენების და, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მძლავრი ფაქტორი გახდა ადამიანის საქმიანობა. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მონაცემებით, ამ მიზეზით 1600-დან 2000 წლამდე გადაშენდა ძუძუმწოვრების 83, ფრინველების 128, ქვეწარმავლების 21, ამფიბიების 5, თევზების 80, მრგვალპირიანების 1, მწერების 72, კიბოსნაირების 8 სახეობა.
დღეისათვის დადგენილია სახეობათა გადაშენების ოთხი ძირითადი მიზეზი, რასაც საბედისწერო კვარტეტს უწოდებენ: ჭარბი მოპოვება (ნადირობა, თევზჭერა), საბინადრო გარემოს განადგურება და ფრაგმენტაცია (მაგ., ტყეების ჩეხვა), უცხო სახეობები (ეკოსისტემაში უცხო სახეობის შემოყვანა, ინვაზია, იწვევს ადგილობრივი სახეობის პირდაპირ განადგურებას ან ჰაბიტატის მოსპობას), გადაშენების ჯაჭვები (ერთი სახეობის ამოწყვეტა ჯაჭვისებურად იწვევს სხვა სახეობების გადაშენებასაც).
დღეისათვის გადაშენების სიჩქარე (ბუნებრივი გადაშენება+ ადამიანის მიერ განადგურებული სახეობები) წელიწადში 27 000 სახეობას უდრის (ყველა ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის მიკროორგანიზმების ჩათვლით). გადაშენების ასეთი მაჩვენებელი დინოზავრების გაქრობის შემდეგ აღარ ყოფილა ჩვენს პლანეტაზე.
შესაძლოა დაისვას ასეთი კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა ბიოლოგიური მრავალფეროვნება, რა იცვლება რომელიმე მწერის ან ამფიბიის ყოფნა-არყოფნით?
ბუნებაში სახეობათა მრავალფეროვნება განაპირობებს ეკოსისტემის მდგრადობას. დღეს დედამიწის ბიომასის 40%25-ზე მეტს ერთეული რაოდენობის სახეობები შეადგენს - ადამიანი, შინაური ჩლიქოსანი ცხოველებისა და კულტურული მარცვლოვანი მცენარეების ჯიშები. გადაშენებული სახეობების ჰაბიტატები დაიკავა ადამიანის საცხოვრებელმა, საძოვრებმა, სახნავ-სათესმა მიწებმა და პლანტაციებმა; ანუ მრავალფეროვანი ეკოსისტემები ერთგვაროვანი გახდა. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე ერთმა ფაქტორმა (მაგ., ბაქტერიულმა დაავადებამ) შესაძლოა მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს დედამიწის დიდ ნაწილზე. თუ ასე გაგრძელდა სახეობათა გადაშენების ტენდენცია, ეკოსისტემების სტაბილურობა იმდენად შემცირდება, რომ გლობალურ ეკოსისტემას (დედამიწას) კოლაფსი ელოდება.
რომელიმე სახეობის გაქრობა შესაძლებელია ინდიკატორი იყოს იმისა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკოლოგიური ძვრები ხდება. ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან: კოლხეთის დაბლობის ტენიან ტყეებში ბინადრობდა პეპელა ლედერერის ბრამეა. ეს იყო ე.წ. ცოცხალი ნამარხი, კავკასიის ფაუნის ყველაზე არქაული, მიოცენ-პლიოცენიდან შემორჩენილი წარმომადგენელი. მისი არსებობისთვის ის მიკროკლიმატია საჭიროა, რომელსაც დაბლობის თბილი და ტენიანი ტყეები ქმნიდა. 100 წელზე მეტია ეს სახეობა აღარ უნახავთ მეცნიერებს. სწორედ ამ დროიდან დაიწყო კოლხეთის ტყეების სერიოზული დეგრადაცია. კოლხეთში XIX საუკუნემდე ხალხი ნაკლებად ცხოვრობდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში კოლხეთის დაბლობს აღწერდნენ, როგორც ველურსა და ტყით დაფარულს. ამ დროიდან აქ ინტენსიური ურბანისტული პროცესები დაიწყო. ამას დაემატა ჭაობების დაშრობის კამპანია და ტორფის მოპოვება. ბუნებრივი ტყეების ადგილს ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები იკავებდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში კოლხური ტყის ძირითადი მერქნიანი სახეობები - ლაფანი და კოლხური მუხა - იჩეხებოდა, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულ ადგილს მურყანი იკავებდა. დღეს ეს სახეობა სრულიად დომინანტურია, ხოლო კოლხეთის დაბლობის ტყე გაღარიბებული, ერთეული ფრაგმენტების სახითღაა შემორჩენილი.
დაბინძურება გარემოს დეგრადაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შესაძლოა დეგრადაციის ზემოთ დახასიათებული რომელიმე ფორმის (გადაშენება, გაუდაბნოება, ტყეების განადგურება) მიზეზი გახდეს. მისი სახეებია: ბიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური (თერმული, სინათლით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური და რადიაციული) დაბინძურება.
გარემოს დაბინძურების ძირითადი ფორმებია: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება (ჰიდროკარბონატებით, მძიმე მეტალებით, ჰერბიციდებით, პესტიციდებით და სხვ.), რადიაციული დაბინძურება, ხმაურით დაბინძურება (თვითმფრინავების, სატრანსპორტო არტერიების, ინდუსტრიული საწარმოების ხმაური და სხვ.), სინათლით დაბინძურება (მოიცავს ზედმეტად განათებას და ასტრონომიულ გამოსხივებას), ვიზუალური დაბინძურება (ელექტოგადამცემი ხაზები, ბილბორდები საავტომობილო ტრასების გაყოლებაზე, წიაღისეულის მოსაპოვებელი ღია კარიერებით დამახინჯებული ლანდშაფტი, მუნიციპალური ნაგავსაყრელები), თერმული დაბინძურება (ბუნებრივი წყალსატევების ტემპერატურის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგად).
ამათი ზოგადი დახასიათებაც კი ძალზე შორს წაგვიყვანდა, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი სახეობა კიდევ მრავალ ქვესახეობად იყოფა. მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ნიშნავს ატმოსფერულ ჰაერში მისთვის არადამახასიათებელი ფიზიკური, ქიმიური ნივთიერებების და ბიოლოგიური ორგანიზმების გაფრქვევას ან ჰაერის შემადგენელი კომპონენტების ბუნებრივი თანაფარდობის შეცვლას. ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ელემენტებია: ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირწყალბადები, ალდეჰიდები, მძიმე ლითონები (Pb, Cu, Zn, Cd, Cr), ატმოსფერული მტვერი. ატმოსფეროში ნახშირბადის ოქსიდების კონცენტრაციის გაზრდა მოქმედებს გლობალურ დათბობაზე, ხოლო გოგირდის ოქსიდისა - იწვევს მჟავურ წვიმებს. გარემოს დაბინძურება დაკავშირებულია ნარჩენების პრობლემასთან.
მკითხველისათვის საინტერესო იქნება შევეხოთ ერთ აქტუალურ პრობლემას, რათა დავინახოთ, როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან გარემოს დეგრადაციის სხვადასხვა ფაქტორი. ესაა გლობალური დათბობა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების საშუალო ტემპერატურა შესამჩნევად გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მიმდინარე დათბობის მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობა.
მზის ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც ოზონის შრეში გადის და დედამიწის ზედაპირამდე აღწევს, შთაინთქმება ატმოსფეროს შემადგენლობაში არსებული აიროვანი ნივთიერებების მიერ, რომელთაც სათბური აირები ეწოდებათ. ესენია: წლის ორთქლი, ნახშირჟანგი, მეთანი და სხვა. ამას ეწოდება სათბურის ეფექტი. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწა უსიცოცხლო უდაბნო იქნებოდა, რადგან მთელი სითბო კოსმოსში წავიდოდა, ხოლო ტემპერატურა ჩვენი პლანეტის ზედაპირის ახლოს დაახლოებით -15Co იქნებოდა. მაგრამ ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის გაზრდამ ზედმეტი რაოდენობით სითბოს დაგროვება გამოიწვია. ნახშირორჟანგის და სხვა სათბური აირების (იმავე „მწვანე სახლის აირების“) კონცენტრაციის მომატება წიაღისეული საწვავის (ნავთობი, მეთანი, ქვანახშირი და სხვ.) გამოყენებას, ტყეების გაჩეხვას, სოფლის მეურნეობას და ადამიანის სხვა აქტივობებს უკავშირდება. სათბური ეფექტი იწვევს საშუალო ტემპერატურის მატებას დედამიწაზე - ანუ გლობალურ დათბობას. მცენარეები იყენებენ ნახშირორჟანგს ფოტოსინთეზის პროცესში, მაგრამ როდესაც მცენარე იწვება ან ლპება, ნახშიროჟანგი უკან, ატმოსფეროში, ბრუნდება. სათბური ეფექტის მოქმედებას აძლიერებენ ფრეონებიც, რომლებიც ასევე შლიან ოზონის შრეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სათბური აირების ამ დონით დაგროვება თუ გაგრძელდა, 2007 წლისათვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 3C0-ით მოიმატებს.
გლობალური დათბობა დედამიწაზე სხვა გლობალურ ცვლილებებსაც გამოიწვევს. აიწევს ზღვის დონე და შეიცვლება ტენიანობის მაჩვენებლები. ამ ცვლილებებმა შეიძლება გაახშიროს კატასტროფული მოვლენები - ქარიშხლები, წყალდიდობები, გვალვები, მყინვარების დნობა - და ბიოლოგიური სახეობების გადაშენება დააჩქაროს. შემცირდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სასმელი წყლის მარაგი.
დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი მიზეზი გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტეა. სახელმწიფოები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, ან საერთოდ უგულებელყოფენ, გარემოს დაცვის პრობლებებს და არ ასახავენ ამას კანონმდებლობაში. ზოგჯერ კი კანონი არსებობს, მაგრამ არ სრულდება.
ინდონეზიის შემთხვევა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ამის ნათელი მაგალითია: მთავრობა ამბობს, რომ ფული სჭირდება საერთაშორისო ვალის გასასტუმრებლად, ეკონომიკის განსავითარებლად, და კომპანიებს ნებას რთავს პირწმინდად გაკაფონ უნიკალური ტროპიკული ტყეები; რეგულაციების სისუსტის გამო აქ უკანონო ჭრები და მერქნით ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია.
პოსტკომუნისტურ უნგრეთში ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად ტყეების 20%25 „პატრონის გარეშე“ აღმოჩნდა. პირწმინდა ჭრებმა, რასაც უპირატესობა ენიჭებოდა ტყის რესურსების მართვისას (78%25), თითქმის მთლიანად შეიწირა ტყეების ბიომრავალფეროვნება. დღეს აქ ტყეებს ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 18,4%25 უკავია. ფრაგმენტებად არის დარჩენილი კონსერვაციული ღირებულების მქონე ბუნებრივი ტყეები. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი პლანტაციებს ან სახეშეცვლილ კორომებს უჭირავს, სადაც არაადგილობრივი მერქნიანი სახეობები დომინირებენ.
უნგრეთის შესვლამ ევროკავშირში რამდენადმე დადებითად იმოქმედა ამ ქვეყნის ტყეებზე. სახელმწიფო იძულებული შეიქნა ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივა შეესრულებინა და ევროკავშირის მოთხოვნებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე ეზრუნა, გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ქსელი.
ეთიოპიის მთავრობამ, მას შემდეგ, რაც თვალნათლივ დაინახა, რომ ტყეების განადგურებამ სიღარიბე და შიმშილი მოუტანა ქვეყანას, გარკვეული პროგრამები შეიმუშავა. დაიწყო მოქალაქეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოჭრის ხეს, ვალდებულია მის ადგილას ახალი ხე დარგოს.
კონსერვაციულმა ღონისძიებებმა, რომელთაც ბრაზილიაში მიმართეს (შეიქმნა და ეფექტურად იმართება რამდენიმე ეროვნული პარკი), ტროპიკული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნა.
აფრიკის ცხოველთა სამყაროს მრავალი წარმომადგენელი გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა ნადირობისა და ტროფეებით ვაჭრობის გამო. აურაცხელი სპილოს ეშვი, მარტორქის რქა, ლომისა და ლეოპარდის ტყავი იყიდებოდა აზიის, ევროპისა და ამერიკის მდიდარ ქვეყნებში. მდგომარეობის გამოსასწორებლად აფრიკის ქვეყნების მთავრობებს რადიკალური ზომების მიღება მოუხდათ. მაგ., კენიაში, ტანზანიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბრაკონიერობა სიკვდილით ისჯება - ეროვნულ პარკში მსხვილი ძუძუმწოვრის მონადირებისათვის ბრაკონიერი შეიძლება ადგილზე მოკლას რეინჯერმა ან სასამართლომ მიუსაჯოს ჩამოხრჩობა. სამაგიეროდ დღეს ეკოლოგიურ ტურიზმს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ამ ქვეყნების ეკონომიკისთვის, ხოლო ეკოსისტემებს არ ემუქრებათ დეგრადაცია.
ისტორიულად ჩილეს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობდა სამთომომპოვებელი მრეწველობა (წიაღისეულის მოპოვება). ჩილე მსოფლიო ლიდერია სპილენძის (წელიწადში 5 მლნ ტონა, რაც მსოფლიოში მოპოვებულის 36%25-ს შეადგენს), ლითიუმისა და იოდის წარმოებაში, ხოლო მოპოვებული მოლიბდენისა და ვერცხლის რაოდენობის მიხედვით მესამეა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მრეწველობა 500 %25-ით გაიზარდა.
წიაღისეულის მოპოვების 150-წლიანი ისტორიის შედეგად უზარმაზარი რაოდენობით დაგროვდა ნარჩენები. დიდი ფართობებია დაბინძურებული ოქროსა და ვერცხლის გადამუშავების დროს დანალექი დარიშხანით, ვერცხლისწყლით და სხვა მძიმე ლითონებით. კარიერების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა და გარემო სერიოზული საფრთხის წინაშეა, რადგან ტოქსიკური ნარჩენები შეიძლება გავრცელდნენ მტვრის საშუალებით, კუდსაცავი (ლითონების დანალექებისა და მჟავური წყლის შემცველი) ტბორების გარღვევის ან გრუნტის წყლებში კარიერებში გამომუშავებული წყლების მოხვედრის შედეგად.
ჩილეში ეს მდგომარეობა შეიცვალა 1994 წლის შემდეგ, როცა ქვეყანამ გარემოსდაცვითი კანონი მიიღო. ახალი რეგულაციები გულისხმობს, რომ ინდუსტრიული პროექტების განხორციელებისას პირველ რიგში გარემოზე ზემოქმედების შეფასებაა აუცილებელი. 2004 წლის იანვრიდან წიაღის მომპოვებელი კომპანიები ვალდებულნი არიან საბადოს დახურვის გეგმები შეიმუშაონ, რომლებშიც გარემოს დაცვის საკითხები იქნება გათვალისწინებული.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში პროცესები აღნიშნული მაგალითის საპირისპიროდ წარიმართა. 2006 წლიდან წიაღისეულის მოპოვებისთვის აღარ არის საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვა. რაც შეეხება სატყეო სექტორის რეფორმას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სამაგალითოდ დაასახელა აფრიკისა და აზიის ქვეყნები, რუსეთი და კანადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დეკლარირებული აქვს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ძალზე ცოტა რამ კეთდება ევროკავშირის ქვეყნების გარემოსდაცვითი სტანდარტების გასაზიარებლად.
ინფორმაციისათვის გამოყენებულია:
1. G. Tyler Miller, Jr. 000, Living in the Environment: principles, connections andsollutions, Brooks/Coe puplishing Company
2. Biennial Reportof the Federal Institute for Geosciences and Natural Resources 2003-2004
3. ნ. კოპალიანი, 2002. შესავალი კონსერვაციულ ბიოლოგიაში. თბილისი, NACRES, 157 გვ.
4. ი. მაჭარაშვილი ნ. გუჯარაიძე, 2006. ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები, სახელმძღვანელო საქართველოს მოქალაქეებისათვის. თბილისი, მწვანე ალტერნატივა, 72 გვ.
5. www.wikipedia.org
![]() |
7 ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობა და მიზანი |
▲back to top |
Tolernance
მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეოს პირველის სიტყვა, წარმოთქმული 2006 წლის 22 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო სხდომაზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტო, ასამბლეის პატივცემულო წევრებო, ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით სიყვარულითა და პატივისცემით კონსტანტინოპოლის ეკლესიის სახელით, რომელიც საუკუნეებია დღევანდელი სტამბულის ტერიტორიაზე მკვიდრობს. გლოცავთ და გულითადად გისურვებთ როგორც პირად, ისე საერთო ბედნიერებასა და დღეგრძელობას.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინაიდან შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი დამოკიდებულება და აზრი გამოვხატოთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე - ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობასა და მიზნებზე.
კარგად ვიცნობთ და ვაფასებთ თქვენს თავდაუზოგავ შრომას ადამიანის უფლებების, კულტურათა დაახლოებისა და ურთიერთპატივისცემის, ხალხებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის საქმეში; გარდა ამისა სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ იმაზე მეტი იცით, რის თქმასაც ჩვენ ვაპირებთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოგმართავთ და რაც შეიძლება გარკვევით და ხმამაღლა ვამბობთ, რომ როგორც იმ ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც თანასწორთა შორის პირველს უწოდებენ, წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობასა და იმ პრინციპების განხორციელებაში, რომელსაც ემსახურებით. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიბრძვით ადამიანის უფლებათა პატივისცემისათვის საყოველთაო დონეზე, განსაკუთრებით იქ, სადაც რელიგიური ტრადიციები ამ საკითხში ერთმანეთს უპირისპირდება.
ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ კონტინენტის ამ უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციიდან, ისტორიულ ქალაქ სტრასბურგიდან. ევროსაბჭოს მიზანია დაამკვიდროს ერთობა მის წევრებს შორის, დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, განსხვავებულ კულტურათა ურთიერთგადაკვეთის სივრცეში გააღრმაოს საერთო ღირებულებების ევროპული თვითშეგნება. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩვენ ბევრი საერთო მიზანი გვამოძრავებს. ჩვენ ევროპის ერთერთ უძველეს ინსტიტუციას წარმოვადგენთ, რომელიც უკვე 17 საუკუნეზე მეტია არსებობს. ამ ინსტიტუციის მსახურნი ვერ ვიქნებით კმაყოფილები, თუკი ჩვენი მოღვაწეობა მხოლოდ მუზეუმის დაცვის საქმიანობას დაემსგავსება. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი, როგორც უძველესი ინსტიტუციის წარმომადგენელთა, მოწვევის მიზანი არის არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხანგრძლივი ისტორიის პატივისცემა, არამედ უფრო ინტერესი ეკუმენური მოძრაობის ცოცხალი ტრადიციის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გულთბილი მოწვევის საფუძველი ის აქტიური საქმიანობაა, რომელსაც ჩვენი ეკლესია დღემდე ახორციელებს. ამ საქმიანობის არეალი ეკუმენური ხასიათისაა, ე.ი. საერთაშორისოა და საყოველთაო.
როგორც თქვენთვის ცნობილია, აღმოსავლეთ რომის იმპერია, იგივე ბიზანტია, სადაც ეკუმენური საპატრიარქო განვითარდა, იყო პოლიტიკური სისტემა, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა თანამედროვე ნაციონალური თუ სამოქალაქო სახელმწიფოსაგან. ეს იყო მრავალეროვანი და მულტირასობრივი პოლიტიკური წყობა, რომელიც ტრადიციებისა და ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას ეფუძნებოდა, pax Romana, რომელიც მოგვიანებით, ქრისტიანობის გაძლიერების შემდეგ, pax Cristiana-ად გარდაისახა.
ბიზანტიის ცივილიზაციის ძირითადი საფუძვლები ღრმად გამოცდილი ქრისტიანული რწმენა, ქრისტიანობის გავლენით მუდმივად განვითარებადი რომის სამართალი და ფართოდ გავრცელებული ბერძნული განათლება იყო. ეს გამაერთიანებელი ელემენტები არავითარ შემთხვევაში არ ჩრდილავდა ცალკეული კულტურული ტრადიციების განსაკუთრებულობასა და ინდივიდუალურობას. განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალურობის პატივისცემის კარგი მაგალითია ის ფაქტი, რომ არ მომხდარა ქრისტიანი ერების ასიმილაცია ელინურ სამყაროსთან.
კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის საპატრიარქოს, რომელსაც VI საუკუნეში ეკუმენური ეწოდა, 451 წლის მე-4 ეკუმენური კრების გადაწყვეტილებით უფლება მიენიჭა თავისი იურისდიქციის ქვეშ მოექცია ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ არსებული ყველა ის ტერიტორია, რომელიც არცერთი საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ არ იმყოფებოდა. ამ ფაქტმა გააფართოვა და გააუმჯობესა საპატრიარქოს ურთიერთობა უამრავ ხალხთან და ტრადიციასთან როგორც იმპერიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. სწორედ სხვადასხვა რელიგიის ხალხთან და ერთმორწმუნე ქრისტიანებთან დიალოგი გახდა მისი არსებობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეკუმენური საპატრიარქოსათვის დიალოგი არც უპრეცედენტო რამეა და არც ახალი დროის მცდელობა - ეს ათასწლეულების გამოცდილება და პრაქტიკაა.
მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის 1054 წელს ოფიციალურად გაფორმდა სქიზმა, ეკუმენური საპატრიარქო გახდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროს თვითგამოხატვისა და ერთიანობის საფუძველი. სწორედ ამიტომ ეკუმენური საპატრიარქო მართავს მსჯელობებს ეკლესიებთან, რომლებიც სქიზმისა და რეფორმაციის შემდეგ წარმოიშვნენ, რადგან იგი პასუხისმგებლობას გრძნობს ჭეშმარიტების მსახურებისა და ყველა ქრისტიანის თავდაპირველი ერთიანობის აღდგენისადმი.
1453 წლიდან, ოტომანთა იმპერიის მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ეკუმენური საპატრიარქო გახდა ახალი იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის წარმომადგენელი სულთანთან. ეკუმენური საპატრიარქო აწარმოებდა მუდმივ დიალოგს მუსულმანურ სამყაროსთან, მაგრამ ამას ყოველთვის არ ჰქონდა თანასწორი ხასიათი. დაახლოებით 6 საუკუნის მანძილზე ეკუმენური საპატრიარქო ცხოვრობდა მუსლიმებთან ერთად. როგორც თურქეთში განვაცხადეთ, ჩვენ ჩვენს მუსლიმ ძმებთან გვაკავშირებს არა მხოლოდ აკადემიური დიალოგი, არამედ გვერდიგვერდ ცხოვრების გამოცდილებაც.
გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი მცდელობა ინტერრელიგიური დიალოგის განვითარებისა, განსაკუთრებით სამ დიდ მონოთეისტურ რელიგიას შორის. სამი მონოთეისტური რელიგიის ლიდერებს შორის მრავალი კონსულტაცია გაიმართა, ან ჩვენი ინიციატივით, ან ჩვენი მონაწილეობით. კონსულტაციების შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ასევე ბევრ მნიშვნელოვან დეკლარაციას მოეწერა ხელი. უფრო მეტიც, ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარების მიზნით, ჩვენ ოფიციალური მიპატიჟებით ვეწვიეთ მრავალ ქვეყანას სადაც მუსლიმი მოსახლეობაა.
ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობა და საჭიროება კაცობრიობის მონაპოვარი გახდა.
მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები ბევრ რელიგიას აღიარებენ, გარდა ამისა, თითოეული რელიგიის შიგნით მრავალი მიმდინარეობა და დენომინაცია განვითარდა, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოძღვრებებზე დაფუძნებული. ისტორიიდან ცნობილია, რომ წარსულში მრავალგზის და, გარკვეულწილად, ჩვენს დროშიც რელიგია ხალხებსა და ქვეყნებს შორის ომის დაწყების ან ომის დაწყების სურვილის გაჩენის მიზეზი გამხდარა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მომავალში რელიგიათა, სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა სისხლიან შეჯახებასაც გარდუვალად მიიჩნევს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ღმერთს მათი ძალა სჭირდება, რათა მსოფლიოში თავისი ნება აღასრულოს.
თუმცა ჩვენ, ე.წ. დასავლური ცივილიზაციის ხალხი, დარწმუნებულნი ვართ, რომ წმინდა რელიგიური რწმენა არასოდეს აქეზებს მის მიმდევრებს სხვა რელიგიების წინააღმდეგ ომისა და კონფლიქტისაკენ, რადგან ჭეშმარიტება არ თანსდევს არც სამხედრო ძალას, არც რაოდენობრივ ან რაიმე სხვა სახის უპირატესობას. მოსაზრება, რომ ღვთაებრივი ჭეშმარიტება და მადლი ომში გამარჯვებით მოწმდება, დღეს მცდარ აზრად ითვლება. ჭეშმარიტება სიტყვითა და ამ სიტყვის პერსონალური გამოცდილებით იცნობა ადამიანის სუფთა და უანგარო გულში. წინასწარმეტყველ ელიას თანახმად, ღმერთი მოგვევლინა როგორც მშვიდი სიო და არა ქარიშხალი.
თუ გვსურს, შევიმეცნოთ ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანს ძალადობისა და სიცრუის მარწუხებისგან ათავისუფლებს, მაშინ ჩვენ ღმერთის სიტყვა წმინდა და უანგარო განზრახვით უნდა გამოვიყენოთ. სიტყვები როგორც ჩვენი აზრების გამოხატულება, როდესაც ისინი სხვა ადამიანისადმია მიმართული, დიალოგად იქცევა; და ეს აუცილებელია, რადგან დიალოგი ადამიანის მყოფობის პერსონალიზაციას ახდენს. ბუნებაში არსებობს ბევრი ქმნილება, რომლებსაც აქვთ უნარი მიიღონ რაიმე ნიშანი გარემოსგან და მათზე რეაგირება მოახდინონ, მაგრამ დედამიწის ყველა ქმნილებათაგან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიტყვის მეშვეობით იურთიერთოს სხვა ადამიანთან.
დიალოგი მხოლოდ მისგან გამომდინარე სარგებლისა და უპირატესობების გამო არ არის აუცილებელი, არამედ იმიტომაც, რომ იგი ადამიანის ბუნების ნაწილია. თუკი ადამიანი უარს ამბობს დიალოგზე, იგი უარს ამბობს ადამიანად ყოფნის ამ პირობაზე. ამით იგი უპატივცემლობას ავლენს სხვა ადამიანისა და მისი ღირსების მიმართ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური თვისების ნაკლებობის ნიშანია. ეს თვისება კი საკუთარ თავსა და სხვაში პიროვნების პატივისცემის უნარია. ქრისტიანული სწავლებით, ღმერთმა ადამიანი საკუთარი თვისებით - ღრმა, მყარი და უცვლელი შემოქმედებითი ძალით დააჯილდოვა, და იგი მისთვის დღემდე არ წაურთმევია. ღმერთის ძალა ადამიანის თავისუფლებაა.
ძველი ხალხებისგან განსხვავებით, კულტურულად უფრო განვითარებულმა ადამიანებმა მოსამართლესა და განსასჯელს შორის, ასევე პროცესის მონაწილეთა შორის დიალოგის აუცილებლობა დაამკვიდრეს, რაც სამართლიანი და სწორი ვერდიქტის წინაპირობაა. სამართლიანი სასამართლოს ეს ფუნდამენტური პრინციპი დღემდე მოქმედებს და შეესაბამება ჩვენს თანამედროვე მსოფლიოსაც. მოსამართლემ უნდა მოუსმინოს პროცესის მონაწილე ორივე მხარეს, ასევე განსასჯელის განცხადებასაც. ამაში გამოიხატება დიალოგის პრინციპზე დამყარებული ადამიანის პიროვნების პატივისემა. პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ საახალწლო გამოსვლაში ყურადღება სწორედ ამ თემაზე გაამახვილა. სწორედ ეს ურთიერთპატივისცემაა ადამიანის სულიერი ზრდის ძირითადი კრიტერიუმი და იგი ამავდროულად ადამიანის უფლებათა ძირითადი წესი და ურყევი საფუძველია.
წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით, ღმერთი, მუდმივ დიალოგშია თავისი ქმნილების გვირგვინთან, ადამიანთან. იგი არ ამბობს უარს დიალოგზე მათთანაც კი, ვინც გულწრფელად უარყოფს მის არსებობას. მაგრამ ღმერთს არ შეუძლია დიალოგი იქონიოს ცრუ, ფარისეველ ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვთ წმინდა და ნათელი გული, რადგან დიალოგი გულწრფელობას გულისხმობს და ის შეუძლებელი ხდება იქ, სადაც არსებობს ტყუილი, დახშულობა ან რაიმე ანგარება.
თანამედროვე მსოფლიო ძალთა ჭიდილსა და სხვადასხვა სახის დიალოგთა ნაზავში ვითარდება. ბევრი ცდილობს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გარშემომყოფებს სხვადასხვაგვარი ძალის - კულტურული, მორალური, ეკონომიკური, ტერორისტული თუ სამხედრო ძალის გამოყენებით მოახვიოს თავს. სხვები კი ამ დროს უამრავ საკითხზე მსჯელობენ, რათა მეორე მხარე საკუთარი აზრების ღირებულებასა და სისწორეში დაარწმუნონ. ამ ორიდან ის გზა, რომელიც ადამიანისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას ითვალისწინებს, დიალოგის გზაა, რადგან იგი უარს ამბობს არაადამიანური მეთოდებისა და ძალის გამოყენებაზე.
რელიგიათაშორისი დიალოგი ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რადგან ე.წ. გამოცხადების რელიგიები უტყუარ ფაქტად მიიჩნევენ, რომ საღმრთო ჭეშმარიტებას უშუალოდ ღმერთისგან იღებენ. მაშინ რატომღა არსებობს დისპერსიულობა და განსხვავებები რელიგიურ მიმდინარეობებს შორის? ასე ხომ გამოდის, რომ რომელიღაც მათგანი არასწორი და წინააღმდეგობრივია. მაგრამ ხომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია ღმერთი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, უპირობოდ უნდა იყოს მიღებული, რომ ზოგიერთი თვითგამომრიცხავი სწავლება ღმერთისგან კი არ მოდის, არამედ ადამიანებისგან და ღვთიური გამოცხადების არასწორი ინტერპრეტაციისგან იღებს სათავეს.
ასე რომ, შეკითხვისათვის - რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტება, როდესაც რაღაც, რაც ჭეშმარიტებადაა შემოთავაზებული, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება - საკმარისი საფუძველი არსებობს. ჯანსაღი და გაწონასწორებული დისკუსია, გულწრფელი დიალოგი ავლენს განსხვავებებს. ხშირად დიალოგის პროცესი ამცირებს ადამიანურ წვლილს, რომელიც ხშირად ცვლის საღმრთო ჭეშმარიტებას და თითქოსდა გვიბიძგებს ჭეშმარიტების გამომხატველი სწავლებისკენ, თუმცა, სინამდვილეში ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
რა თქმა უნდა, ყოველი საეჭვო რელიგიური მოსაზრების უარყოფას რელიგიათაშორის დიალოგის მიზნად არ მივიჩნევთ, არც ვფიქრობთ, რომ ეს მარტივია, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც მსოფლიო უამრავი კონფლიქტისა და დაპირისპირების წინაშე დგას. ამიტომ დღეს ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავიანთ რელიგიურ განსხვავებულობას და რწმენას საკუთარი ინდივიდუალურობის და განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად იყენებენ და ამ განსაკუთრებულობას ეროვნულობის ქვაკუთხედად მიიჩნევენ.
რადგან ნაციონალური ცნობიერება ადამიანისა და ერის განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალურობის შეუცვლელი ელემენტია, ადამიანები სამართლიანად იცავენ უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი რელიგია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ რელიგიის ნაციონალური მიზნებისათვის გამოყენება მართებული არ არის.
ასეა თუ ისე, საუკუნეების მანძილზე ბევრ რელიგიას შევხვდებით და მათ შორის მრავალი გადაუხვევს ჭეშმარიტების გზას. ეს კი ეკონომიკური და ინფორმაციული გლობალიზაციის ეპოქაში სხვადასხვა რელიგიებს უფრო ხშირი კომუნიკაციისკენ უბიძგებს და მათ არაოფიციალურ დიალოგს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად აქცევს. რელიგიურ ლიდერებს შორის ოფიციალური დიალოგის მნიშვნელობაც გაიზრდება, რადგან რელიგიური ლიდერები ვერც რეალობას უარყოფენ და ვერც საკუთარ თავს მოაქცევენ ეგოისტურ იზოლაციაში.
ყოველ შემთხვევაში, რელიგიები, რომლებიც საკუთარ თავს ღვთიური ჭეშმარიტების მფლობელებად აღიქვამენ, საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ თავიანთი რწმენის გავრცელებას და ამის გამო ისინი საკუთარ თავს იზოლიაციაში ვერ მოაქცევენ.
თეოლოგიურ დონეზე არსებული ინტერრელიგიური დიალოგის განხორციელების სირთულეები ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთგაცნობას, იდეების ურთიერთშეჯერებას, რელიგიური ტოლერანტობის ჩამოყალიბებას და თანაცხოვრების კულტურის გაღვივებას, ამავდროულად ანგრევს ფანატიზმსა და გავრცელებულ ცრურწმენებს. ყველა ამ მიზანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი მშვიდობას ემსახურებიან, მშვიდობა კი ყველა კულტურის განვითარების ქვაკუთხედია.
ნათლად გამოჩნდა, რომ არსებობს რელიგიური განათლების ნაკლებობა; განსაკუთრებით ცოტა ვიცით იმ რელიგიების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ გაბატონებულ რელიგიას კონკრეტულ ქვეყანაში. განათლების ეს ნაკლებობა უმაღლესი განათლების მქონეთა შორისაც შესამჩნევია. ეს კი იწვევს მცდარი მოსაზრებების წარმოშობას, რაც ხელს უშლის ადამიანების მშვიდობიან ურთიერთობას. ინტენსიური დიალოგით შესაძლებელია ნელ-ნელა ამაღლდეს ხალხებისა და ცივილიზაციების ურთიერთგაგების დონე და ამის შედეგად გაქრეს დიდი ხნის მანძილზე არსებული ცრურწმენები.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალი ადმიანისა და ცივილიზაციისათვის რელიგიური რწმენა და რელიგიური ელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირად, სოციალურ და ნაციონალურ ცხოვრებაში; უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე თანამედროვე დასავლური ცივილიზაციების ქვეყნებში.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ველით, რომ არაქრისტიანული სამყაროს მხრიდან ქრისტიანული სამყაროს მიღება ცალმხრივად უნდა გაუმჯობესდეს; პარალელურად ქრისტიანული სამყაროც უფრო უნდა გაიხსნას არაქრისტიანული სამყაროს მიმართ. სამწუხაროდ, ქრისტიანების უამრავი არაქრისტიანული მოქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ამგვარი ქმედებები ქრისტიანობის მიერაა სანქცირებული. შესაბამისად, სხვა რელიგიების მიმდევართა საქციელიც ხშირად ამ რელიგიებს მიეწერება და ეს არავის ადარდებს. ამიტომ აუცილებელია განისაზღვროს თითოეული რელიგიის შინაარსი, გათავისუფლდეს ეს შინაარსი მორწმუნეთა ეგოისტური ჩარევისაგან. უღირს საქციელზე პასუხისმგებლობა მორწმუნეებს უნდა დაეკისროს და არა თავად რელიგიებს.
პასუხისმგებლობის ამგვარი დანაწილება, რაც ინტერრელიგიური დიალოგის ერთ-ერთი მიზანია, იცავს საზოგადოებას ფობიებისაგან, რაც ძველი დროის გადმონაშთია და დღესაც ხელს უშლის მშვიდობიან და კეთილი განზრახვით წამოწყებულ ურთიერთთანამშრომლობას.
ინტერრელიგიური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანისუფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე მოსაზრებათა შემუშავების მიღწევაა. ცნობილია, რომ დასავლური ცივილიზაცია ადამიანთა თანასწორობის, ცნობიერებისა და არსებობის თავისუფლების, სუსტთა დაცვის, სიყვარულისა და სამართლიანობის და კიდევ ბევრი სხვა ევანგელური პრინციპის შესაბამისად, ისევე როგორც ჰუმანიზმის იდეების ზეგავლენით (განსაკუთრებით განმანათლებლობის დროიდან) ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს და მაღალ დონეზე აჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმე. სხვა ცივილიზაციებში ეს ასე არ არის, ზოგან ან ძალიან ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანის უფლებებს, ან სულაც ისეთი კანონმდებლობა აქვთ, რომელიც დისკრიმინაციულია გარკვეული კატეგორიის (უმცირესობების, ქალების, ბავშვების, მონების და ა.შ.) ადამიანების მიმართ.
ზოგიერთებმა ისეთი მეტაფიზიკური სწავლებაც განავითარეს, რომლის თანახმადაც არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ადამიანთა წყობის ზეციდან მონიჭებული მანდატის აღსრულება! როგორც ჩანს, ისეთი მდგომარეობის აღმოფხვრა, რომელიც ლეგალურს ხდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ხელყოფას და გამყარებულია რელიგიური რწმენით, არ იქნება ადვილი.
მაგრამ, თუკი ჩვენ გვსურს ყველა ადამიანის ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ, მაშინ ინტერრელიგიური დიალოგის დღის წესრიგში ყველა ზემოთ მოყვანილი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ.
გვჯერა, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემის მორალური ძალა, სქესის, ასაკის, რასის, რელიგიის, ასევე ეკონომიკური, განათლებისა და სხვა სტატუსის მიუხედავად იმდენად დიდია, რომ იგი დაძლევს დიდი ხნის მანძილზე არსებულ სულიერ სისუსტეებს, რომლებიც ნებას რთავენ სათავეში მყოფთ ყურადღება არ მიაქციონ ადამიანის უფლებათა დარღვევას ან სულაც დააკანონონ იგი. სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რათა ამ საკითხთა განხილვაში ისინიც ჩაერთონ, ვინც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემს.
მიუხედავად ამისა, იმედის მომცემია ის გარემოება, რომ ყველა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ პროგრესულად მოაზროვნენი, რომლებიც აცნობიერებენ ადამიანის უფლებების მნიშვნელობას და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს და პატივი მიაგოს მას, ისეთ ცივილიზაციებშიც კი, სადაც ტრადიციულად არ არსებობს დადებითი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და თურქეთში მის გარშემო არსებული ბერძნულმართლმადიდებლური უმცირესობა ჯერ კიდევ არ სარგებლობენ სრული უფლებებით, იქნება ეს თურქეთის მხრიდან ეკუმენური საპატრიარქოს ლეგალური სტატუსის აღიარების პრობლემა1, ჰალკის თეოლოგიური სკოლის აკრძალვა, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები თუ მრავალი სხვა. თუმცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ მრავალი რეფორმა გატარდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შიდა კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თურქეთის ევროპისაკენ მიმავალ გზას და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის განხორციელდა.
რელიგიათაშორისი დიალოგის შედეგად უკვე გადაიდგა ნაბიჯები ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების, სხვადასხვა რელიგიების მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტივირების, ფანატიზმისა და ფობიებისაგან გათავისუფლების საქმეში. იმ პოლიტიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რომლებიც კონფლიქტისა და დაპირისპირების სულს აღვივებენ, რაშიც მსხვერპლიც და მოძალადეც ერთნაირადაა ჩართული, ჩვენ ვცდილობთ ყველასათვის - მიუხედავად ადამიანის რელიგიური მიკუთვნებულობისა - დავთესოთ თანასწორი უფლებებისა და პასუხისმგებლობების მარცვალი მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. მშვიდობიანი მსოფლიოს შენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გულისა და გონების გახსნას მოახერხებ და სხვისი განსხვავებულობის საკუთარი ღირებულებების თანასწორად მიღებას შეძლებ.
რელიგიათაშორისი დიალოგის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი არსებობს - ყოველ მორწმუნეს შეუძლია რწმენა და გონება იმით გაიმდიდროს, რომ მოვლენებს სხვა რელიგიის თვალსაზრისითაც შეხედოს. ასეთი გამოცდილება გვათავისუფლებს მიკერძოებულობისგან და საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ და გავიაზროთ საკუთარი რწმენა, ეს ზრდის ინტელექტს და ხშირად ჭეშმარიტების უფრო ღრმად შეცნობამდე და საღმრთო გამოცხადებასთან თანაზიარობის უფრო მაღალ ეტაპამდე მივყავართ.
მაგალითად, სიყვარული, როგორც უანგარო გრძნობა, და მათთვის თავგანწირვის უნარი, ვინც გიყვარს, ცნობიერების უმაღლესი საფეხურია, მაგრამ ბევრი მზად არ არის მიიღოს სიყვარულის გაღების ასეთი მაღალი ხარისხი. სწორედ ეს სიყვარული, რომელიც თავიდან მცირეოდენთა წილხვედრი იყო, გახდა კონკრეტული ქმედებების, პროგრამებისა და ინსტიტუტების დანერგვის საფუძველი, როგორიც არის, მაგალითად, ევროპის საბჭო, რომელიც ეხმარება სიღარიბეში მყოფთ, იცავს ადამიანის უფლებებს, რელიგიის თავისუფლებას და ა. შ., რაც შეუძლებელი და უტოპიური იქნებოდა რამდენიმე საუკუნის ან თუნდაც რამდენიმე წლის წინ. თუკი მოვინდომებთ, ბევრ რელიგიაში ვიპოვით სიკეთის ქმნის საფუძველს. ამ საფუძვლის ძიება დიალოგისათვის ძალიან ნაყოფიერი იქნება. რელიგიური წყაროები მრავალი ინტერპრეტაციისა და მიდგომის საშუალებას გვაძლევს. ამ მიდგომათაგან უნდა ავირჩიოთ ყველაზე შესაფერისი, ყველაზე მშვიდობიანი, რომელიც ყველაზე მეტად ითვალისწინებს ადამიანს და ზრდის მშვიდობას, სოლიდარობას, ალტრუიზმს და სიყვარულს. სასწორზე დადებისას ვალდებულნი ვართ კარგის ხარისხი გავზარდოთ, კი არ შევამციროთ. მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ და ხელი შევუწყოთ ამ ხარისხის ზრდას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ღვთის მშვიდობისმყოფელ სიტყვას. სწორედ ჩვენი საქმიანობა გვაბედვინებს მივმართოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელთა მოვალეობა ევროპის საზოგადოებაში მშვიდობის დანერგვაა: ძვირფასო მეგობრებო, გამოიყენეთ თქვენი პოლიტიკური შესაძლებლობები, რათა მსოფლიოში სიცოცხლისა და რელიგიის თავისუფლება აღადგინოთ. თანამედროვე სახელმწიფოთა მოქალაქეები არ უნდა იყვნენ შევიწროებულნი და დევნილნი, იგნორირებულნი და იზოლირებულნი, მათ არ უნდა დაკარგონ თავიანთი ეკლესიები და საკუთრება მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული რელიგია აქვთ. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის საბჭო არა მხოლოდ დაინტერესებულია ევროპის ქვეყნების წარმატებით, მისი მიზანია აგრეთვე იმ ცივილიზაციის დაცვა, რომელიც ევროპის შემადგენელი ნაწილია. რელიგიის თავისუფლება და ზოგადად ადამიანის უფლებები ამ ყველაფრის საფუძველია. რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის თითოეული ფაქტი საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და ადამიანების იმედგაცრუების მიზეზი ხდება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი ძალისხმევით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. როგორც წმინდა პავლე ამბობს, იმედი არასოდეს მიგვატოვებს.
__________________
შენიშვნები:
1. თურქეთის ხელისუფლება თურქეთში ეკუმენური საპატრიარქოს მსოფლიო ან საერთაშორისო მნიშვნელობას არ ცნობს და აღიარებს მას მხოლოდ თურქეთის ეროვნულ ეკლესიად. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ თურქეთი დიდი სიფრთხილით ეკიდება შესაძლო ექსტრატერიტორიულობის საკითხს, ანუ ცდილობს, არ დაუშვას ვატიკანის ანალოგიის განმეორება
![]() |
8 მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია |
▲back to top |
რელიგიები საქართველოში
დავით თინიკაშვილი
წარმოშობა და განვითარება
ადვენტიზმი (ლათ. „Adventus“ - „მოსვლა“) განეკუთვნება ქრისტიანობის ერთ-ერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას. სახელწოდება გამოხატავს მის საღვთისმეტყველო სპეციფიკას - ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.
ადვენტისტური მოძრაობის ისტორია (და არა უშუალოდ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ისტორია) იწყება მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ერთ-ერთი ბაპტისტი ფერმერი, უილიამ მილერი წმ. წერილის გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ 1844 წლის 22 ოქტომბერს ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. ამ დროისათვის ყალიბდება ადვენტისტთა რელიგიური მოძრაობა, რომელმაც რამდენიმე ეკლესია წარმოშვა. ამ ეკლესიათა შორის ყველაზე მსხვილ ორგანიზაციად მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია ჩამოყალიბდა (აქვე უნდა ითქვას, რომ სიმართლეს არ შეეფერება იმის მტკიცება, თითქოს ადვენტისტურ ეკლესიას რამდენჯერმე ეწინასწარმეტყველებინოს ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღი - ეს ერთადერთხელ მოხდა და ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით, თანაც იმ დროს ადვენტისტური ეკლესია, როგორც ასეთი, ჯერ არც კი არსებობდა).
საერთოდ, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 ს-ის დასაწყისში ქრისტეს მეორედ მოსვლისადმი განსაკუთრებული ინტერესის გაძლიერება შეინიშნება. იეზუიტი მღვდლის მანუელ დე ლაკუნზის წიგნი „მესიის დიდებით მოსვლა“ მრავალ ენაზე ითარგმნება ამ პერიოდში. ასევე ლუთერანი ღვთისმეტყველის იოჰან ბენგელის აპოკალიფსური შეხედულებებიც დიდ გავლენას ახდენს გერმანიისა და ინგლისის საეკლესიო წრეებზე. მეორედ მოსვლის ყველაზე უფრო ცნობილ მქადაგებელთა შორის შეიძლებოდა დაგვესახელებინა ედვარდ ირვინგი (ინგლისი), ლუის ჰაუსენი (შვეიცარია), იოჰან რიხტერი (გერმანია) და სხვა. აშშ-ში კი აღნიშნულ თემას მთავარი ადგილი უკავია უილიამ დევისის, იოსებ ვოლფის, თომას კემპელისა და ზემოთ უკვე ნახსენებ უილიამ მილერის ნაშრომებში. ეს ავტორები დიდ ინტერესს იჩენდნენ ბიბლიური წინასწარმეტყველებების, განსაკუთრებით დანიელის წინასწარმეტყველებების მიმართ.
მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის განვითარება და შემდგომი ჩამოყალიბება მჭიდროდ არის დაკავშირებული ელენ უაითის (1827-1915) სახელთან. მისმა საღვთისმეტყველო ნაშრომებმა, რომლებიც 50 მდე ტომს მოიცავს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ეკლესიის სწავლების ჩამოყალიბებაში. ეკლესიის სახელწოდების პირველი ნაწილი - „მეშვიდე დღის“ - გულისხმობს შაბათი დღის მეშვიდე დღედ აღიარებას ღმერთის მეოთხე მცნების თანახმად, ანუ ეს დღე ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენების და ღვთისმსახურების დღეა, მაშინ, როცა სხვა ქრისტიანული ეკლესიებისთვის ასეთი დღე კვირაა. ეს სახელწოდება ოფიციალურად ეკლესიას 1860 წლიდან ჰქვია. იმ დროისათვის ეკლესია 125 სამრევლოს ითვლიდა, რომლებიც 3500-მდე წევრს აერთიანებდნენ. უკვე მე 19-ის 70 იანი წლებიდან ადვენტისტი მისიონერები ქადაგებენ ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.
დღეს მეშვიდე დღის ადვენტისტები წარმოადგენენ დინამიკურად მზარდ მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც 208 ქვეყანაში ჰყავს თავისი წევრები და მსოფლიოს 735 ენაზე ქადაგებს. მეშვიდე დღის ადვენტისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღემატება (მოზარდების ჩათვლით), ხოლო მონათლულ წევრთა რიცხვი 2006 წ. 30 ივნისის მაჩვენებლით 14754022-ია.
წეს-ჩვეულებები
ადვენტისტურ ეკლესიაში აღესრულება ნათლობის, ზიარების, ზეთისცხების, ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები. ქალთა ხელდასხმა დაშვებული არ არის, თუმცა ქალები ძალზე აქტიურ როლს ასრულებენ ეკლესიაში. სხვადასხვა სახის საქმიანობასთან ერთად მათ ქადაგების უფლებაც აქვთ.
ადვენტისტურ ეკლესიაში არ არსებობს სტაბილურად დადგენილი სამარხვო პერიოდები. ეკლესია თავად ნიშნავს მარხვის დღეებს. მარხვა კი ადვენტისტურ ეკლესიაში გულისხმობს საკვებისგან სრულ თავშეკავებას, შესაბამისად მარხვის დაცვა და მისი ხანგრძლივობა ნებაყოფლობითია ეკლესიის წევრთათვის. გარდა ამისა, ადვენტისტები არ მიირთმევენ ბიბლიაში მოხსენიებულ უწმინდურ ცხოველთა ხორცს (იხ. ლევიტელთა მე-11 თავი), არ სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს, ხოლო ჩაი და ყავა, მართალია, აკრძალული არ არის, მაგრამ რეკომენდებულია მათგან თავშეკავება (მათში არსებული კოფეინის მავნე ზემოქმედების გამო).
განსხვავებით სხვა ქრისტიანებისგან, ადვენტისტებისთვის უქმე და ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილ დღეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წარმოადგენს შაბათი. ამ დღეს თავს იკავებენ მუშაობისგან, სასწავლო დაწესებულებებში სიარულისგან, ცდილობენ არაფერი შეიძინონ, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ადვენტისტები ამ წესებს განსაკუთრებული სიმკაცრით არ იცავენ.
სოციალური მსახურება
მიუხედავად აშკარად გამოხატული ესქატოლოგიური მიმართულებისა, ადვენტისტთა ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი მსახურების სოციალურ მხარეს, ძირითადად განათლების, ჯანდაცვისა და საქველმოქმედო სფეროებში.
ადვენტისტთა ეკლესია სოციალურ პრიორიტეტად ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობას მიიჩნევს. ეკლესია გამოსცემს წიგნებს, ჟურნალებს, რომლებშიც რაციონალური კვების პრინციპებია გადმოცემული და თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ პროპაგანდას შეიცავს. მთავარი აქცენტი გადატანილია დაავადებათა პროფილაქტიკაზე. ბევრგან მოქმედებს პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრები. ადვენტისტური სანატორიუმი ბეთლქრექში (აშშ) მე-19 საუკუნის ბოლოს ითვლებოდა უმსხვილეს ჯანმრთელობის ცენტრად. ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ასევე სამედიცინო სპეციალისტების მომზადებას, რადგან მიაჩნია, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ ადამიანის სულს უნდა კურნავდეს, არამედ მის სხეულსაც.
ეკლესიის ყურადღების ცენტრშია მოწყალების საქმეც. იგი თავის საქველმოქმედო საქმიანობას 1893 წელს ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ასოციაციის მეშვეობით ახორციელებს. 1894 წელს კი დაარსდა პირველი თავშესაფარი ობოლი ბავშვებისთვის, გაიხსნა უფასო სასადილოები უპოვართათვის, აიგო ღამის გასათევი შენობები უსახლკაროთათვის. დღეს მსოფლიოში ადვენტისტებს გახსნილი აქვთ 169 საავადმყოფო და სანატორიუმი, 393 კლინიკა და დისპანსერი, 128 მოხუცებულთა სახლი, 33 ბავშვთა სახლი.
1984 წელს მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიამ განვითარებისა და დახმარების ადვენტისტური სააგენტო (Adventist Development and Relief Agency - ADRA) დააფუძნა. ADRA წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში (არსებობს საქართველოს ფილიალიც - ADRA-Georgia). ADRA-ს საქმიანობის ძირითადი სფეროებია ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების პროგრამების განხორციელება და ეკონომიკური განვითარება. ეს ორგანიზაცია არ ეწევა მქადაგებლურ საქმიანობას და ეხმარება ყველა ადამიანს, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა.
ადვენტისტები დიდ ყურადღებას აქცევენ განათლებას. მსოფლიო მასშტაბით ფუნქციონირებს ეკლესიის მიერ დაარსებული 99 კოლეჯი და უნივერსიტეტი, კვალიფიკაციის ამაღლების 37 ინსტიტუტი. ადვენტისტურ ეკლესიას გახსნილი აქვს ასევე 338 გამომცემლობა. ლიტერატურა იბეჭდება 338 ენაზე. ეკლესია ფლობს რადიოსადგურებსა და რადიოსტუდიებს, რომლებიც მსოფლიოს 74 ენაზე მაუწყებლობენ (ერთ-ერთი მათგანის გახსნა უახლეოს მომავალში საქართველოშიც იგეგმება). გარდა ამისა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილია ტელესტუდიები და მედიაცენტრები. 2003 წლიდან ჰოთბერდის (Hotbird) თანამგზავრის მეშვეობით მიმდინარეობს მუდმივი მაუწყებლობა Hope Channel-ის არხზე.
ადვენტისტთა ეკლესია ღიაა საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეკუმენურ მოძღვრებას იგი არ იზიარებს, ადვენტისტებს ჰყავთ წარმომადგენლობა პრაქტიკულად ყველა იმ კომიტეტში, რომელიც კონფესიათა შორის ურთიერთობას წარმართავს, ისინი მონაწილეობენ დიალოგებში და მზად არიან ითანამშრომლონ სხვა ორგანიზაციებთან სოციალურ სფეროში.
ადვენტისტთა ეკლესია კანონმორჩილებას მიიჩნევს აუცილებელ პირობად მორწმუნეობისთვის, ხოლო თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობს რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამის დასტურია ეკლესიის ერთ-ერთი განყოფილება (რელიგიის თავისუფლების განყოფილება) და ეკლესიის მიერ ინიცირებული და ჩამოყალიბებული მსოფლიო ორგანიზაცია IRLA (რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ასოციაცია). უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკაში ეკლესიის ჩაურევლობა მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა მნიშვნელოვანი პრინციპია.
ქრისტიან-ადვენდტისტთა ეკლესია საქართველოში
პირველი ოფიციალური ადვენტისტი მისიონერი საქართველოში 1904 წელს შემოდის. ეს იყო ვაგან პანპანიანი, რომლის ძალისხმევითაც უკვე 1909 წლისთვის სოხუმში ადვენტისტური საკრებულო ჩამოყალიბდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც, მანამდე, 1822 წელს თბილისში ამერიკელი მისიონერი იოსებ ვოლფი ჩამოსულა, რომელიც დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში. 1906 წელს ამერიკიდანვე თბილისში საქადაგებლად ჩამოდის ალბერტ ოზელი.
1925 წელს თბილისში ტარდება ადვენტისტურ ეკლესიათა ტრანსკავკასიური ყრილობა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისგან სასტიკი რეპრესიების შედეგად ადვენტისტური ეკლესია თითქმის წყვეტს თავის არსებობას საქართველოში. ამგვარია მდგომარეობა 1957 წლამდე.
1957 წელს მოსკოვიდან თბილისში ჩამოდის ადვენტისტი მქადაგებელი პავლე პანჩენკო. იგი სამ წელიწადს მოღვაწეობს თბილისში. 1960 წლისთვის მან მოახერხა 52 წევრის შეკრება, თუმცა მალევე ყველა მათგანი რეპრესირებულ იქნა. პავლე პანჩენკო კი საერთოდ გაასახლეს საქართველოდან.
1977 წელს ერევნიდან ჩამოდის იოჰან დრელინგი, ხოლო ბაქოდან - პავლე ლაგუტოვი. მათ ფაქტობრივად თავიდან მოუწიათ გაბნეული ადვენტისტების შეკრება, ხოლო შემდგომ ეკლესიის დაფუძნება. სწორედ მათი დაარსებულია ლოტკინის მთაზე პირველი ადვენტისტური ეკლესია, რომელმაც რეგისტრაცია 1982 წელს გაიარა.
1994 წელს ზაოკსკის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხნენ პირველი ქართველი „მსახურები“ (ასე მოიხსენიებენ ადვენტისტურ ეკლესიაში დამწყებ პასტორებს). ესენი არიან: სერგო ნამორაძე და ბაგრატ გოგიაშვილი. დღესდღეობით პირველი მათგანი თელავის საკრებულოს პასტორია, ხოლო მეორე - რუსთავისა.
2001 წლამდე საქართველოში მყოფი ადვენტისტები მიეკუთვნებოდნენ ტრანსკავკასიის გაერთიანებას, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული საკრებულოები. 2001 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა საქართველოს მეშვიდე დღის ადვენტისტურ ეკლესიათა გაერთიანება, რომელსაც ამჟამად მოლდოველი პასტორი ვალენტინ გრუბი ხელმძღვანელობს (იგი არჩეულ იქნა 2007 წლის იანვარში; მანამდე ეს თანამდებობა პასტორ პეტრე ლაგუტოვს ეკავა, ხოლო შემდეგ პასტორ გრიგოლ წამალაშვილს). ადვენტისტურ ეკლესიაში ასეთი არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება. ამჟამად ეკლესიაში 12 ხუცესია, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ. ეკლესიის წევრთა საერთო რაოდენობა 400-ს არ აღემატება (შედარებისთვის: აზერბაიჯანში ადვენტისტთა რაოდენობა თითქმის სამჯერ მეტია, ხოლო სომხეთში - ოთხჯერ).
2005 წლის მარტში ადვენტისტურმა ეკლესიამ განახორციელა პირველი სატელიტური სამქადაგებლო პროგრამა ევრაზიაში, როდესაც კიევიდან პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა პასტორ მარკ ფინლის ქადაგებები. ამ პროგრამის მონაწილე გახლდათ საქართველოში მოქმედი ადვენტისტური ეკლესიაც. საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში მორწმუნეებს (მიუხედავად რელიგიური აფილიაციისა) შეეძლოთ ამ ქადაგებებზე დასწრება. მსგავსი პროგრამის ორგანიზება 2007 წლის მარტიდანაც იგეგმება.
საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია აქტიურად არის ჩაბმული სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს საქმიანობაში.
![]() |
9 Украинцы в Грузии |
▲back to top |
ეთნოსები საქართველოში
Мамука комахия
Адаптация с созлавщейся обстановкой в новых независимых государствах, которые возникли в результате распада Советского Союза, особенно тяжелой оказалась для славянского населения. Расселенному дисперсивно, в основном, в городах, славянскому населению значительно труднее оказалось преодолеть возникшие в стране социально-экономические проблемы, чем компактно расселенным зтническим группам. Создавшаяся в 1990-X гг. В Грузии обстановка вынудила многих граждан нашей страны уехать в эмиграцию. В эмиграцию уехали и жившие в Грузии Украинцы, которые сегодня в Грузии составляют самое многочисленное славянское население в Грузии после Русских, хотя, их число в течение последных 15 лет существенно сократилось.
Первое поселение украинцев на территории Грузии появилось во второй половине XVIII века, когда императрица России екатерина II в связи с неповиновением распустила Т.Н. «Запорожскую сечь», из-за чего многие казаки были вынуждены бежать на южные территории империи. После этого, некоторые из них оказались и на територии Грузии.
В начале XIX века в Грузии были поселены российские военные части, среди которых были и Украинцы. Из-за несения ваенной службы в течение длительного времени многие из них прекращали связи с родными краями. Поэтому, после завершения военной службы часть украинцев навсегда поселились на этих териториях, на земельных участках которые были выделены специально для них на прилегаюших к военным частям териториях. Такие поселения были, в основном, на територии Восточной Грузии, нo из-за малочисленности самих поселений их существование оказалось недолговечным. В середине XIX века тaкиe поселения вообще исчезли.
Кроме военнослужащих, среди первых украипцев в Грузии были также и офицеры, которые работали a административных учереждениях. Данная категория была малочисленной, но часть из этих людей навсегда поселилась в Грузии и заполнила городское население. Основная причина переселения украинцев в Грузию в XIX веке носила политический чарактер, что, в оcновном, выражалось в их притеснении и репрессий против них. Также важным был и экономический фактор, который вынуждал оставшихся без земель крестьян искатьс свободные земли. После отмены крепостничества в Poccии крестьяне начали искать свободные земли. Произошедшие в этот период в Грузии события обусловили появление многих свободных. Земель, в частности, в Абхазии, где появились села русских, украинцев, армян, греков и других этнических групп.
Важную роль в переселении украинцев в Грузию сыграло развитие мореходства на Черном море, стоительство новых портов, что предоставляло возможность квалифицированным украинским специалистам получить работу. С учетом вышеперечисленных факторов, можно винести выводы, что переселению украинцев в Грузии спосовствавали две основные причины: политическая, которая выражалось в репрессиях украинцев и экономическая, которая была обусловлена поиском оставшихся без земель крестьянами свободных земель и поискам работы в промышленных отраслях.
В 1887 году на тeppитоpии Грузии проживали 8,5 тысяч украинцев, из них 64%25 - в гоpoдax, а 36%25 - в селениях. В зтот пepиод процесс прибытия украинцев в Грузию не ослабевал. Был заметен также и приезд на проживание в Грузию и представителей украинской интеллигенции, cpeди которых были писатели, ученые, актеры, журналисты. В начале XX века в Тбилиси была основана украинская театральная группа под руководством М. Беляевой, котopая в 1902-13 гг. Поставила десятки пьес. В те же гoда в Грузин проживала и занималась творческой деятельностью украинская поэтесса Лесья Укранка со своим супругoм. этнографом К. Kвитка. В 1890-86 гг. в тбилисской №1 гимназии обучался известныи историк и общественный деятель, первый президент Украины Михаил Грушевский.
Coгласно переписи насления от 1917 года, общее число жителей в Грузии составляло 2,5 милиона челoвек. По оценкам украинских общественных opгaнизаций, среди них 185 тысяч считались русскими, 70%25 которых на самом деле были украинцами, что составляет около 129 тысяч человек. В поселениях сельского типа проживало очен малое количество украинцев, в абсолютное их большинство было занято в промышленных центрах - Тбилиси, Батуми и Сухуми в различных сферах (рабочие, мастера, торговци и интелигенция). (По данным на 1970 год, 82,2%25 русских и украинцев, проживающих в Грузии, жили в гopoдах).
В 1917 году было проведено воeнное собрание украинцев, где была создана Украинская Военная Рада Кавказа и Украинская Рада. В те времена Yкpaинская Военная Рада Кавказа издавала газету «Вести», которая позже была названа «Украинские Вести» В 1917 году Украинская рада в Тбилиси при подержке центральной Украинской рады, провела первое украинское собpaниe в Южном Кавказе, основной целью которого была координация украинских общин, объединений и деятельности партийных opганизаций.
В 1918 году Украина наладила дипломатические отношения с Грузией. В Грузию прибыла чрезвычаиная дипломатическая миссия Украины под руководством И. Красовского. Второе собрание Украинской Рады было поведено в 1918 roдy. В Тбилиси, Батуми, Сухуми и Поти были созданы украинские общины, которые предпринимали действия спасения украинского языка и культуры. Они также занимались активнoй общественно-политической деятельностью. Принимали участие в выборох Думы в Тбичиси, и Батуми. В последней были избраны несколько украинских депутатов. В 1919 году депутатов в законодательный орган Грузии был избран Алекеандр Клюжный.
В 1917-1926 rr. заметно возвращение украинцев на историческую радину, что значительно сократило их численность в Грузии. В тот же период с 1922 года отмечается приток новой волны украинцув в Грузию В течение лишь 12 лет с 1926 по 1939 год число украинского населения в Грузии возроло в 3, 2 раза и к концу этого периода cocтавляло 46 тысяч. Переселение в Грузию было обусловлено, в основном, повышающимся спросом на высококвалифицированных кадров, что было вызвано высокими темпами развития промышленности и сельскохозяйственной отрасли.
Число Украинского насселения в Грузии еще больше возросло в результате процессе индустиализации после Второй мировой войни (Строительство Руставского металлургического завода, освоение Колхетской низины, строительство гидроэлектростанций и других обьектов). Многие военнослужащие после освобождения с военной службы предпочитали аставаться на проживание в Грузии.
После Bтopoй мировой войны, в 1959-1979 гг. численность славян, в том числе русских н украинцев в Грузии сократилась. Процентный показатель их численности среди общего населения Грузии сократился от 11,3%25 до 8.3%25. Но, если мы возьмем более широкий период времени (1926-(1979) общее число русских н укpaинцев в Грузин возpocлo от 110,4 тысяч до 416.6 тысяч, почти в четыре раза.
Согласно всеобщей переписи Haceления oт I989 roда, в Грузии проживали 52,4 тысяч украинцев, что составляло 1%25 всеrо населения страны. Украинцы проживали в Тбилиси, Сухуми, Батуми, Рустави, Kytaиси и Поти. После распада Советского союза перед украинцами возник выбор, часть отправилась на родину или другие страны, чacть предпочла остаться в Грузии. Создавшееся на протяжение нескольких лет сложное социально-экономическое положение в стране стимулировала выезд укранцев в змиграцию.
Самая сильная вольна эмиграции, фактически уже завершилась и в нaстояшее время тем, ктo желает уехать в эмиграцию, мешают покинуть страну лишь недостаточность финансовых ресурсов. Кроме того, важным стимулом для отказа oт выезда из Грузии стал высокий уровень интеграции. Несмотря на то, что существуют oпpеделенные проблемы в связи со знанием грузинского языка, особенно, среди людей преклоннога возраста, наличие грузинских возраста, наличие грузинских родственников или близкого круга людей способствовало тому, что они остаются в Грузии. Mногие украинцы наxoдятся в смешанных браках, чтo в значительной степени cпocoбствовало невыезду их из Грузии.
Согласно всеобшей переписи населения Грузии 2002 года, в Грузии проживает 7039 украинцев. Половина из них проживаeт в Тбилиси, кроме тоro, их значительное количество проживает в автoномной республике Аджария. По оценке украинцев, проживающих в Грузии, иx число, как минимум, два раза больше, так как, в ходе переписи боли допушены ошибки и многие украинцы были записаны, как русские.
С 1 сентября 1999 года в Тбилиси функционирует первая Yкpaинскаа школа имени М. Грушевского. (8 июня 1997 года, на День гражданина Грузии, когда президент Эдуард Шеварднадзе cпpocил украинких детей, чего бы они желали, дети пoпpocили открыть школу. В связи с финансовыми проблемами украинская школа была открыта с опозданием на два года, в 1999 году). Большая часть учеников школы являются детьми от cмешанныx браков. Образование на украинском языке получают в начальных классах, а в дальнейшем изучают лишь украинский язык и литературу. Молодое поколение украинцев Грузии, в отличие от старшего поколения, лучше владеет грузинским языком. Образование они получают в настояшее время, в основном, в русских или грузинских школах, а высшее образование - в вузах Грузии, или Украины. Украинская сторона своими средствами ежегодна обеспечивает обучение 10 украинских студентов из Грузии.
Стоящие пеpeд украинцами проблемы лвляются характерными и для всего остального населения Грузии. По оценке предcтавителей украинских организаций, безработица является главной проблемой основной части украинцев в Грузии. Рашение этих вопросов виходит за рамки возможностей украинских организаций. Они заботятся, в основном, о сохранении самобытности проживающих в Грузии украинцев.
В сохранении самобытности украинцев в Грузии значительную рол исполняет Ассоциация проживающих в Грузии украиицев, Koтopая была основана 15
февраля 1992 года. С первых же дней основания данная ассоциация имеет тесные отношения с организациями проживающих в Грузии насиональных менышинств, министерствами культуры и образования, Парламентом Грузии, Мэpией Тбилиси и т.д. с 1994 года по сей день организацию возглавляет Михаил Борис.
С I995 года на территориях, где украинцы расселены компактно, создаются и функционируют украинские общественные объединения: с 1995 году в г. Рустави культурно-обществснная организация «Славутич», в г. Каспии обьединение «Червона калина», в г. Зугдиди объединение «Олеся» и т.д. Основная деятельност украинских организации носит кулкурно-образовательный и благотворительный характер. В културно-образоватeльном центре в Тбилиси по субботам и воскресеньям пpoвидится обучение компьютерным программам и английскому языку, танцам и'пению. Техническое оснащение и финансовую помощь центр получает периодически, в основном, от организаций в Украине.
19-20 мая 2001 года в городе Тбилиси, при материaльной поддержки со стороны Посольства Украины в Грузии был проведен форум представителей yкраинских общественных организаций Грузии. Целью форума было обьединение общественных организаций и создание центра для координации их действий. На форуме была создана Koopдинационная рада украинцев, был разработан Устав и избран правящии орган Рады. Рада обьединяет 18 организаций.
В годы cyществования Советскoгo coюза увеличение числа Проживавших в Грузии славян, в том числе и украинцев, по большей части было обусловлено их имиграцией из бывших республик Советского союза. Ecли учecт то, что после 1990-х гг. из Грузии происходит эмиграция славян,а не иммиграция, можем предположить, чтo иx Koличества в Tтечение ближайших десятилетий все более будет сокращаться. Среди них будут и украинцы, число которых в Грузии за последние 15 лет резко сократилось.
Использованная литература и источники
1. Борис М. (председатель Координационной Рады украинцев), Конференция: История и реалии Этнических Обшин Грузии (9 11.2001). 2003.
2. Джаошвили В. Население Грузии в XVIII-XX вв., Тбилиси, 1984.
3. Ассоциация украинцев Грузии, Тбилиси. 2006.
4. Государственный департамент Грузии по статистике, результаты Всеобщей переписи население 2002 г..
5. Theodora Turula. Our Diaspora: A visit with the Ukrainian community in Tbilisi. The Ukrainian Weekly. July 28, 2002. No. 30. Vol. LXX.
![]() |
10 ნაპოვნი მოქალაქეები |
▲back to top |
ეთნოსები საქართველოში
მაია კობახიძე
ბადიაურიდან სოფელ იორმუღანლოსკენ გზა უხვევს და კიდევ უფრო ფუჭდება. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს ტერიტორიული სამსახურიდან უკვე მეორე თვეა ყოველ შაბათ დღეს სოფელ იორმუღანლოში ჩადიან. შაბათობით აქ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს ადგილზე გადასცემენ.
პირადობის მოწმობები, წესით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებში გაიცემა, მაგრამ იორმუღანლო განსხვავებული შემთხვევაა.
შარშან, 2006 წლის 14 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონში სტუმრობისას, იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე და ახლად შექმნილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა სუხიშვილი იორმუღანლოს, დუზაგრამის, ლამბალოსა და თულარის საკრებულოში შემავალი სოფლების აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობას შეხვდა. ამ შეხვედრაზე გამოირკვა, რომ ადგილობრივთაგან მრავალს არ გააჩნდა დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალქის პირადობის მოწმობა, მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სხვა საბუთები, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გასცემს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადგილობრივები, ძირითადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან - სოფლებიდან შორს, ოჯახებით, თვეობით გადიან ცხვარში და ხშირად ქალები იქ მშობიარობენ კიდეც. სამშობიაროს გარეთ მშობიარობის გამო ვერ ხერხდება დაბადების რეგისტრაცია. მოგვიანებით რეგისტრაციისთვის კი სასამართლოს ჩარევაა საჭირო. დაბადების რეგისტრაციის გარეშე ვერ ხერხდება პირადობის მოწმობის გაცემა. სხვა ხელის შემშლელ მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ ცენტრიდან დაშორებით ცხოვრება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ენის არასათანადოდ ცოდნა. და კიდევ ის, რომ თუ გლეხს არ სჭირდება, ან ჰგონია, რომ არ სჭირდება რაიმე დოკუმენტი, მის ასაღებად საქმეს არ მოცდება. ამიტომ იყო დრო, როცა გაქნილი ადამიანები სარგებლობდნენ საკუთარ უფლებებში ნაკლებად გათვითცნობიერებული თანასოფლელების გულუბრყვილობით და მათთვის სოლიდური ანაზღაურების ფასად პირდაპირ სახლში მიჰქონდათ ესა თუ ის დოკუმენტი, რომლის მოპოვება მხოლოდ შესაბამის სამსახურებთან კორუფციული გარიგების შედეგად თუ შეიძლებოდა.
ზემოთ მოხსენიებულ შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ სოფლებში სათანადო სამსახურის თანამშრომლები ჩასულიყვნენ და ადგილზე განეხორციელებინათ დოკუმენტების მისაღებად საჭირო ყველა ქმედება. მოსახლეობის სიის შედგენისას აღმოჩნდა, რომ 700 მდე ადამიანზე საერთოდ არ არსებობდა რაიმე მონაცემი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტის მიღება ან აღდგენა. მინისტრის ინიციატივით იურმუღანლოში რამდენჯერმე ჩავიდა მოსამართლე, რათა უსაბუთოთა დაბადების ფაქტები მოწმეების, მათ შორის გამგებლების, თანდასწრებით დაედგინა.
საგარეჯოს საკრებულოს წევრის ვალეჰ ჯამალოვის მონაცემებით იორმუღანლოს, დუზაგრამის, ლამბალოსა და თულარის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის რიცხვი 22 000 აღწევს, თუმცა ოჯახის თითო-ოროლა წევრი თუ დაგხვდებათ შინ. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხვარშია წასული. ათასი ცხვრის პატრონი აქ შეძლებულად კაცად ითვლება. ასეთები კი ცოტანი არ უნდა იყვნენ.
სოფლებში წყლის გასაჭირია. წყაროს მოსაწყობად მიწის გაბურღვა 300-400 მეტრის სიღრმემდე უწევთ. წყლის უკმარისობას აბრალებს 53 წლის ქალიმათ აბას გიზი იმას, რომ ბევრი ვერაფერი მოჰყავს ბოსტანში და პომიდვრის ყიდვა იორმუღანლოს შემოსასვლელში მდებარე ბაზარზე უწევს ხოლმე. ბაზრობა აქ პარასკევსა და კვირას იმართება.
16 წლის ელისიერ გარებოვი მალე მოაგროვებს საჭირო საბუთებს და პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადს შეიტანს. მან აზერბაიჯანულის გარდა სხვა ენა არ იცის, რუსულის შედარებით კარგი მცოდნე თანასოფლელი თარჯიმნობას კისრულობს. ელისიერი ჯერ მე-10 კლასშია, მაგრამ მისი სამომავლო გეგმები რუსეთს უკავშირდება. ამიტომაც უნდა პირადობის მოწმობის აღება, პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე გამგზავრება ვერ მოხერხდება. თუმცა რუსეთამდე ჯერ მამასთან ერთად რამდენიმე წელი ცხვარში უნდა დაჰყოს. ელისიერს შვიდი ძმა და ერთი და ჰყავს და ცოლს მანამდე ვერ მოიყვანს, ვიდრე მასზე წლოვანებით უფროსი ორი ძმა არ დაქორწინდება.
ამასობაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს ტერიტორიული სამსახურის უფროსმა და მთავარმა სპეციალისტმა მამუკა ფხალაძემ და არჩილ გოგიაშვილმა გამგეობის მეორე სართულზე, ერთ დიდ ოთახში ავტომობილის საბარგულიდან ამოღებული ლამინირების აპარატი, საბუთები და ამ საქმისთვის საჭირო სხვა საგნები დააწყვეს. პირადობის მოწმობის გაცემა აქ ხდება ხოლმე.
კარებთან რიგი დადგა. ჯერ ქალები შედიან. გარუჯულ ხელებს გულმოდგინედ და ნელა გამოჰყავთ სამ- ან ოთხასოიანი ხელმოწერა. ძველი თაობა კირილიცას იყენებს.
შეკითხვებს და თარგმანს დრო მიაქვს. ყოველ შაბათს სულ მცირე 50 პირადობის მოწმობა გაიცემა, თუ, რა თქმა უნდა, მათი მფლობელები მოწმობებს დაელოდნენ და ცხვარს არ მიაშურეს.
ქალიმათ აბას გაზი ქართულად ცუდად არ ლაპარკობს, ბავშვობა წითელწყაროში გაუტარებია და იქ შეუსწავლია ენა. წერა არც ერთ ენაზე არ იცის, მას ალბათ სხვები დაეხმარებიან და აჩვენებენ, როგორ იწერება მისი გვარი, რომ მერე პირადობის მოწმობაზე უკვე თვითონ „გადახატოს“. აქ ყველამ როდი იცის წერა-კითხვა. „8 შვილი ვყავდით დედას, მუშაობდა და მე ვზრდიდი და-ძმას, როდისღა უნდა მესწავლა“, - მორიდებული ღიმილით ამბობს ქალიმათი. თავად 5 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავს. მათი ბედით ნამდვილად არ არის კმაყოფილი. შვილები მწყემსებად მუშაობენ და მხოლოდ 200-200 ლარს გამოიმუშავებენ. ღარიბი ოჯახი გვაქვსო, გვეუბნება.
68 წლის ალახვერდი ხეირხაბაროვი დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. ქართული იცის, რადგან ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თბილისში საბუღალტრო ტექნიკუმში სწავლობდა. ძველი ყაიდის კაცია, თბილი ღიმილის მომგვრელია, როცა პატაკივით ჰყვება, რა მადლიერია მთავრობისა, პირადობის მოწმობების სოფელში გაცემის გამო. „სახელმწიფოსთვის აუცილებელია იცოდეს, ვინ არიან მისი მოქალაქეები“, — შენიშნავს ბატონი ალახვერდი.
შარშან, იუსტიციის მინისტრის სტუმრობის შემდეგ, ამ სოფლებში პირადობის მოწმობის არმქონე 1100-კაციანი სია შედგა. მალე ყველა მათგანი აიღებს ამ დოკუმენტს. მაგრამ ადგილობრივები, ალბათ, კვლავ გააგრძელებენ ჩვეული რიტმით ცხოვრებას, კვლავ დაიბადებიან ბავშვები იალაღზე, ამიტომაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობის რეგისტრაციის პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად ეფექტური მექანიზმის შემუშავებაზე ფიქრობს.
![]() |
11 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
▲back to top |
სამართალი
ნორისი ირლანდიის წინააღმდეგ
მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ
დევიდ ნორისი ირლანდიის მოქალაქე იყო. ის ასწავლიდა ქალაქ დუბლინის ერთ-ერთ კოლეჯში. ის იყო აგრეთვე ირლანდიის პარლამენტის წევრი და დუბლინის უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ არჩეული სენატორი.
დევიდი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო და აქტიურად იბრძოდა ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის ჯერ კიდევ 1971 წელს.
1974 წელს ის ირლანდიელ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი მოძრაობის ლიდერი გახდა. იგი ეწინააღმდეგებოდა ირლანდიის კანონმდებლობას, რომლის თანახმად, გარკვეული სახის სქესობრივი ურთიერთობა სრულწლოვან მამაკაცებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.
1977 წელს ნორისმა საჩივრით მიმართა ირლანდიის სასამართლოს. იგი აღნიშნავდა, რომ არსებული კანონმდებლობა აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. კონსტიტუციის მიღებამდე არსებული კანონები ძალას კარგავდნენ იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ შეესაბამებოდნენ ახლად მიღებულ კონსტიტუციას. ამდენად, აღნიშნული კანონები არღვევდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას და უხეშად ერეოდა მის ოჯახურ ცხოვრებაში. მისი განმარტებით, ის სულიერ ტანჯვას განიცდიდა და დეპრესიაში იმყოფებოდა, რადგან მისი აშკარა და დაუფარავი განცხადება მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.
დევიდი მიუთითებდა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მან გრძნობა დაკარგა დუბლინის ერთ-ერთ რესტორანში, რის შემდეგაც ის ბაგოტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდა. ნორისი ექვსი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ფსიქიატრმა მაკრაკენმა ურჩია მას დაეტოვებინა ირლანდია და სხვა ქვეყანაში გამგზავრებულიყო, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აეცილებინა.
1975 წელს ნორისმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში. მან ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად ჰომოსექსუალი იყო, თუმცა ამას დაავადებად არ მიიჩნევდა. პირიქით, ის საკუთარ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღიქვამდა.
აღნიშნული სატელევიზიო გადაცემა გასაჩივრდა ტელემაყურებელთა საჩივრების განმხილველ სათათბირო კომიტეტში იმ მოტივით, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ირლანდიის კანონმდებლობასა და სამაუწყებლო კოდექსს, ამასთან, იცავდა ჰომოსექსუალთა უფლებებს და ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწეოდა.
თუმცა თავად ნორისი აღნიშნავდა, რომ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილების დროს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ კიდეც.
ასევე, დევიდის განმარტებით, მისი ფოსტა მოწმდებოდა ფოსტის ხელმძღვანელი პირების მიერ და იმისი დიდი საფრთხე არსებობდა, რომ იგი სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდებოდა.
ქვეყნის შიდა სამართალი
ირლანდიის კანონმდებლობით ზოგადად ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული. თუმცა ზოგიერთი ჰომოსექსუალური ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული რეგულირდება 1861 და 1885 წლების აქტებით. დანაშაულად არის გამოცხადებული სრულწლოვანი მამაკაცის მიერ სხვა მამაკაცთან უხამსი და უზნეო საქციელი, რომელიც იწვევს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას სავალდებულო შრომაში ჩაბმით ან მის გარეშე.
თუმცა „მძიმე შრომას“ აღარ აქვს პრაქტიკული დანიშნულება, ვინაიდან ის გამოიყენება როგორც დამატებითი სასჯელი.
ამასთან, ირლანდიის თითოეულ მოქალაქეს თუ ირლანდიაში მცხოვრებ ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს უხამსი საქციელის შესახებ, მიუხედავად მისი რაიმე პირადი ინტერესისა.
თუმცა სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ბრალდებებს ადგილი არ ჰქონია.
1977 წელს ნორისი ირლანდიის სასამართლოში აღნიშნავდა, რომ 1861 და 1885 წლებში მიღებული აქტები ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციას და ისინი ვერ გახდებოდა ირლანდიის კანონმდებლობის ნაწილი. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი.
დევიდმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზემდგომ სასამართლოში.
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იყო საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდებოდა შიდა სამართლის ნაწილი. ამას მხარს უჭერდა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.
ამასთან, ჰომოსექსუალობა, როგორც ამორალური საქციელი, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ სწავლებას. ის განიხილებოდა როგორც ბუნების საწინააღმდეგო და სერიოზული დანაშაული. სასამართლომ განმცხადებელს აუნაზღაურა ხარჯები, რაც მან გასწია სასამართლო ინსტანციებში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
1983 წელს ნორისმა მიმართა ადამიანის უფლებათა კომისიას. მან მიუთითა, რომ ირლანდიის არსებული კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა ჰომოსექსუალობას, არღვევდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლს.
თუმცა მოპასუხე სახელმწიფო აღნიშნავდა, რომ არ დარღვეულა კონვენციის შესაბამისი მუხლი. ირლანდიის კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ კონვენციას. ამასთან, ირლანდიის მსგავსი კანონები აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალისა და სხვათა უფლებების დასაცავად, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში დევიდი არ წარმოადგენდა დაზარალებულს.
ადამიანის უფლებათა კომისიამ განმარტა, რომ ნორისის მიმართ ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლებრივ დევნას და საფრთხე იმისა, რომ ის გახდებოდა დევნის სუბიექტი მინიმალური იყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს უფლება მოითხო ვოს თავისი პირადი და საოჯახო ცხოვრების, სახლისა და მიმოწერის პატივისცემა.
2. საჯარო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ უფლების განხორციელებაში, იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონის შესაბამისად ეს დასაშვებია და როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისთვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის“.
კომისიამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველას ქმედება შეესაბამებოდეს კანონს და არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში არსებულ წესებს. თუმცა ნორისის წინააღმდეგ არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება.
კომისიის განმარტებით, აღნიშნული კანონმდებლობის არსებობა აუცილებელი იყო საზოგადოების ცალკეული ინტერესებისა და მორალის დასაცავად, რაც აუცილებელი იყო დემოკრატიულ ქვეყანაში სხვათა უფლებებისა და ინტერესების გასათვალისწინებლად. შესაბამისად, არსებობდა იმის ალბათობა, რომ ნორისი შეიძლება ოდესმე გამხდარიყო სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.
კომისიის წინაშე არ დასმულა საკითხი, თუ როგორ იყო ირლანდიის საზოგადოება განწყობილი ჰომოსექსუალებისადმი, არ იყო გარკვეული, თუ რამდენად ტოლერანტული ან შეუწყნარებელი იყო ხალხი ჰომოსექსუალების მიმართ ან რამდენად საჭიროებდა საზოგადოება ამ უკანასკნელთაგან დაცვას. ამდენად, დევიდისთვის დაწესებული შეზღუდვები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუსაბამო იყო კონვენციის მე-8 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივ მიზნებთან.
თუმცა, მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცებით, ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქვეყანაში ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ემსახურებოდა. ამასთან, კონვენციის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს ჰქონდათ თავისუფალი შეფასების ზღვარი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რეალურად უნდა შეფასებულიყო სოციალური საჭიროება, თითოეული შეზღუდვა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სამართლებრივ მიზანთან და მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა ითვლებოდა საზოგადოებაში აუცილებლად.
ამასთან, ტერმინს „აუცილებლობა“ ეძლეოდა ფართო ინტერპრეტაცია. სახელმწიფოს უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი მოქმედების თავისუფლება მორალის დაცვის თვალსაზრისით არ იყო შეზღუდული. თუმცა მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კონვენციასთან. აგრეთვე არა მხოლოდ დაწესებული შეზღუდვის მიზანი, არამედ ქმედებათა ხასიათიც ახდენდა გავლენას სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ზღვარის შეფასებაზე. რადგან საქმე პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხებოდა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო მეტად სერიოზული დასაბუთება პიროვნების პირად ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობისა სამართლებრივი მიზნის მისაღწევად.
ირლანდიის მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა აღნიშნული შეზღუდვების არსებობას.
ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთი მსგავსი საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება უფრო მეტ შემწყნარებლობას იჩენდა ჰომოსექსუალების მიმართ და ევროპის საბჭოს უმეტეს ქვეყნებში აღარ არსებობდა ჰომოსექსუალთა სქესობრივი ურთიერთობებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების აუცილებლობა. ევროპულ სასამართლოს არ შეეძლო თვალყური ედევნებინა წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. თუმცა ნათელი იყო, რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკავეს ისეთი კანონების მიღებისგან, რომლებიც ჰომოსექსუალთა ურთიერთობებს შეეხებოდნენ და არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ეს მორალურ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა.
შესაბამისად, ევროსასამართლოს შეფასებით, ირლანდიაში არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ მსგავსი ურთიერთობა შეფასებულიყო როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
დევიდ ნორისი ითხოვდა ზიანისა და ყველა იმ დანახარჯის ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში საქმის წარმოების დროს.
ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში შეიცვალა არსებული კანონმდებლობის ნორმები. თუმცა ამ მხრივ არაფერი შეცვლილა თვით ირლანდიაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა სასამართლომ ნორისს აუნაზღაურა ზიანი და ამასთან მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ვერ ფარავდა ხარჯებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, დევიდ ნორისის საქმეში ირლანდიის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა გაწეული ხარჯები აენაზღაურებინა დევიდ ნორისისთვის.
![]() |
12 გვესმის ერთმანეთის? |
▲back to top |
Stigma-free
ნანა ნიჟარაძე
მშობლიური გერმანულის გარდა მათ იციან ინგლისური, ფრანგული, სწავლობენ სამედიცინოზე, უკრავენ რამდენიმე მუსიკალურ საკრავზე, მისდევენ სპორტს, უყვართ მოგზაურობა და ჰყავთ უამრავი მეგობარი, ერთი სიტყვით, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობენ. მარკუს და ფლორიან ფიჩების შესახებ ამდენს ნამდვილად არ გეტყოდით, ერთი ნიუანსი რომ არა: ძმებს სმენის მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვთ.
წლების წინათ ამგვარი დიაგნოზი განაჩენივით ჟღერდა, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ფაქტობრივ მოწყვეტას, მეტად სპეციფიკურ მიკროგარემოში ჩაკეტვას, აუხდენელ ოცნებებსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებს ნიშნავდა. არც ფინჩების ოცნებებს ეწერა ასრულება, რომ არა მშობლების მონდომება. იმისთვის, რომ ბიჭებს ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრათ, ოჯახმა ყველაფერი გააკეთა - საჭირო სამედიცინო თუ საგანმანათლებლო მანიპულაციებით დაწყებული, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლით დამთავრებული.
რომ არა ეს მონდომება, რომ არა გერმანული საზოგადოების მზაობა, გაგებით მოჰკიდებოდა ფინჩების მდგომარეობას, მარკუსსა და ფლორიანს არათუ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, ადამიანებთან ელემენტარული ურთიერთობაც კი გაუჭირდებოდათ. სმენის დაქვეითება ხომ საგნების, გარემოს, შესაბამისად - სამყაროს ადეკვატურ აღქმას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
კონკრეტულად საქართველოსას ვერაფერს გეტყვით (სამედიცინო სტატისტიკა, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც დუმს), საერთაშორისო მონაცემებით კი ყოველი 1000 ახალშობილიდან სამი სმენის საკმაოდ დიდი დაქვეითებით იბადება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მემკვიდრეობითობა აქ გარკვეულ როლს თამაშობს, თუმცა სმენის ნაკლის მქონე ბავშვების 90 პროცენტი ნორმალურსმენიან მშობლებს უჩნდებათ. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს:
დედის ავადმყოფობა ფეხმძიმობის დროს, გარკვეული წამლების, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება ორსულობისას, ნაადრევი მშობიარობა, რეზუსის შეუთავსებლობა, გართულებული მშობიარობა, სიყვითლე, რომლის დროსაც საჭიროა გადასხმები, ახალშობილის მცირე წონა (1500 გრამზე ნაკლები), ბავშვის მენინგიტით, ენცეფალიტით, ყბაყურათი, ქუნთრუშათი დაავადება, ძალიან მაღალი სიცხე, თავის ან უშუალოდ ყურის ტრავმა, გენტამიცინის, კანამიცინის, სტრეპტომიცინის, ქინაქინას მიღება.
ბუნებრივია, რაც ადრე დადგინდება ბავშვის სმენის დაქვეითება, მით უფრო წარმატებული იქნება მკურნალობა, თუმცა სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში ძნელად შესამჩნევია. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა ბავშვის სმენის პირველადი შემოწმება დაბადებისთანავე ექო-სკრინინგის აპარატის საშუალებით. თუ ახალშობილს ამგვარი შემოწმება არ გაუვლია, დედებს იმ ეტაპების ცოდნა გამოადგებათ, ნორმალურსმენიანი ბავშვების განვითარებას რომ ახასიათებს.
როგორ ესმის თქვენს პატარას?
ნორმალურსმენიანი ბავშვის სმენისა და მეტყველების განვითარება რამდენიმე ეტაპად იყოფა. დაბადებიდან 4 თვემდე ბავშვების უმრავლესობა კრთება ხმამაღალ, უცაბედ ხმაურზე; ხმაურის ან ადამიანის ხმის გაგონებისას, მძინარე ჩვილი იღვიძებს ან იწყებს მოძრაობას; ატირებული, დედის ხმის გაგონებაზე ცოტა ხნით მაინც წყვეტს ტირილს; 3-4 თვის ბავშვი თავს აბრუნებს ხმის მიმართულებით; 4 დან 8 თვემდე ასაკისა უკვე შორს გამოცემულ ხმასაც აღიქვამს, სიამოვნებს მუსიკალური ან ხმიანი სათამაშოების ხმების მოსმენა; დაახლო ებით 6 თვის ასაკიდან ბავშვი ტიტინით პასუხობს, როცა ელაპარაკებიან; 8-დან 12 თვემდე ბავშვი მოიხედავს თავისი სახელის გაგონებისას, სიამოვნებს მუსიკის მოსმენა და „მღერის“ ან ბუქნაობს, თავს აბრუნებს ნაცნობი ხმის გაგონებისას, თუნდაც ვერ ხედავდეს ხმის წყაროს, ესმის „დედა“, „მამა“, „მომე“ და სხვა ხშირად ხმარებული სიტყვების მნიშვნელობა; 12-დან 15 თვემდე ცდილობს მიბაძოს უფროსების წარმოთქმას, თითით გიჩვენებთ მისთვის ნაცნობ საგნებს, გაწვდით მათ, უკვე ესმის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა და თავად წარმოთქვამს დაახლოებით 25 სიტყვას.
წლინახევრამდე ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს სხეულის ნაწილების ჩვენება და ორსიტყვიანი წინადადების შედგენა; ორ წლამდე ასაკისა ხმარობს სიტყვებს, რომლებიც ყოველდღიურად ესმის შინ და საბავშვო ბაღში, უყვარს წაკითხულის მოსმენა, სურათების თვალიერება წიგნებში, იწყებს ტელევიზორის ყურებას, აწყობს მარტივ წინადადებებს, იცის დაახლოებით 100-200 სიტყვა, ყურადღებას აქცევს სხვადასხვა ხმაურსა და ხმებს და აღნიშნავს: „მანქანის ხმაა, ტელეფონი რეკავს“ და სხვ. 3 წლის ასაკში ესმის ზმნების მნიშვნელობა და მეტყველებისას იყენებს მათ, ისევე როგორც პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებს, ზედსართავ სახელებს, ხშირად ხმარობს რთულ წინადადებებს, მისი ლექსიკონი უკვე მოიცავს 1000-მდე სიტყვას. 4 წლის ასაკში შეუძლია რამდენიმე წინადადებით თავის აზრის გამოხატვა; 5 წლის ასაკში მისი მეტყველება სრულად ჩამოყალიბებულია და გასაგებია, თუმცა შეიძლება ცალკეულ ბგერებს არასწორად წარმოთქვამდეს. თუ თქვენი ბავშვის განვითარება ისე არ წარიმართა, როგორც ზემოთ არის აღწერილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ნორმალური სმენის მქონე ბავშვს ესმის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს და პირველი სიტყვების წარმოთქმამდე 10-15 თვე ისმენს მეტყველებას, სმენის საშუალებით, უფროსების მიბაძვით სწავლობს მას. ამდენად, მეტყველების განვითარება ადრეულ ასაკში სმენის მცირე დაქვეითებამაც შეიძლება გამოიწვიოს. თავის მხრივ ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-სოციალურ და საერთო განვითარებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ ბავშვებს, რომელთაც სმენის ნაკლი 6 თვემდე დაუდგინდათ და დაუყოვნებლივ გაეწიათ დახმარება, გაცილებით სწრაფად და კარგად უვითარდებათ სმენა და მეტყველება, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა სმენის ნაკლი 6 თვის ასაკის შემდგომ გამოვლინდა.
ნუ დაიზარებთ იშრომოთ მათთვის
ბავშვის განვითარებაში ხარვეზების აღმოჩენითა და საქმეში პედიატრის ჩარევით მშობლის აქტიური როლი ოდნავადაც არ მცირდება. როგორც პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, „სმენის ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების ლიგა - ემფათია“-ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ნინო ფერაძე ამბობს, სასურველი შედეგი მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტისა და მშობლის დაუღალავ თანამშრომლობას შეიძლება მოჰყვეს.
„ეს არის დედის, ოჯახის წევრების ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, - ამბობს ქალბატონი ნინო, - პირველადი გასინჯვის შემდეგ ინიშნება დეტალური გამოკვლევა, რომელიც ქალაქის №9 საავადმყოფოს აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის განყოფილებაში ტარდება. თუ დადასტურდა, რომ ბავშვს ცუდი სმენა აქვს, სასმენი აპარატი უკეთდება. ეს შესაძლებელია უკვე ორი თვის ასაკიდანაც, მითუმეტეს, რომ სმენის აპარატები ახლა კომპაქტური და მოსახერხებელია და არა ისეთი მოუხეშავი, როგორიც ადრე იყო. სასმენი აპარატის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ დედა ბავშვთან განუწყვეტელ მუშაობას იწყებს, ლაპარაკობს დილიდან დაღამებამდე, მიმართავს ბავშვს, ახლოს მიდის მასთან და ყურში ეუბნება სათქმელს, საგანსა და ბგერას შორის კავშირზე ამახვილებს მის ყურადღებას და ა.შ. თუ ასე არ გაიწვრთნა ბავშვის სმენა, მარტო სასმენი აპარატის მორგებით მეტყველებას ვერ ისწავლის. მე მყავდა ბავშვი, რომელსაც რვა თვის ასაკში აღმოუჩინეს სმენის დაქვეითება და მაშინვე გაუკეთეს აპარატი, მაგრამ დედამ არ იცოდა, ამის შემდეგ რა უნდა ექნა. ეკეთა ბავშვს აპარატი და იყო თავისთვის. შვიდი თუ რვა თვის შემდეგ მოხსნეს, რადგან შედეგი არ ჩანდა. საქმე ის გახლავთ, რომ ნორმალურსმენიან ბავშვს ესმის ყველაფერი, ნებისმიერი გაფაჩუნება რჩება მის ტვინში, მყარდება კავშირი სმენასა და მხედველობას შორის და მიმდინარეობს გარემოს აღქმა; სმენის პრობლემის მქონე ბავშვი კი მხოლოდ იმას აღიქვამს, რასაც ეტყვით, რასაც მიუთითებთ. ხმა შეიძლება კი გაიგონა, მაგრამ არ იცის, რასთანაა ის დაკავშირებული, საიდან მოდის, რას გულისხმობს, ვერ აანალიზებს მას. ეს არის სამყაროს აღქმის პრობლემა. მხედველობით აღიქვამს, მაგრამ შინაგანი კავშირები მოვლენებს, ადამიანებს შორის, მისთვის ცოტა ძნელი გასაგებია. თუ გვერდით არა ჰყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერს აუხსნის, უძნელდება ვითარებაში გარკვევა, ხოლო როცა ჰყავს - კავშირებს საგნებსა და მოვლენებს შორის კარგად ამყარებს. ამიტომ, როცა დაუკაკუნებ, უნდა აჩვენო კიდეც რა გააკეთე, რამ გამოსცა ეს ხმა. შემდეგი ეტაპია სამეტყველო ბგერების სწავლა. თუ ყველაფერი ასე, გეგმის მიხედვით, წარიმართა, ბავშვი ჩვეულებრივ დაიწყებს მეტყველებას, გამოთქმაც ნორმალური ექნება და ჩვეულებრივ სკოლაშიც წავა. ჩემი ბავშვების 90 პროცენტი სწორედ ჩვეულებრივ სკოლაში წავიდა სასწავლებლად“.
ნინო ფერაძე ამ ბავშვების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, არ დაუთვლია. უკვე 30 წელია სმენადაქვეითებულ პატარებთან მუშაობს და თამამად შეუძლია იმის თქმა, რომ ყველაფერი ზეპირი მეტყველებით უნდა დაიწყოს, -
„მე არ ვიცი ჟესტების ენა და, როგორც უცხოეთში მიღებულმა გამოცდილებამაც მიჩვენა, მისი გამოყენებით ამ ბავშვებთან მუშაობა მთლად სასურველი არ არის. შეიძლება ბავშვმა იცოდეს ჟესტების ენა, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოს ზეპირი მეტყველებაც, სხვაგვარად საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ მოახერხებს. ხდება ხოლმე, როცა დედ-მამა სმენადაქვეითებულია და მხოლოდ ჟესტების ენა იციან, ბავშვსაც ამ ენას ასწავლიან, მასთან ურთიერთობა რომ შეინარჩუნონ. დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. როცა მუშაობა დავიწყე, 5-6 წლის ასაკამდე ბავშვი არავის მოჰყავდა, ჯერ ადრეაო, ეუბნებოდნენ, მიიჩნევდნენ, რომ იქამდე აპარატის გაკეთებაც ადრე იყო და სწავლაც. ამ დროს პირიქითაა - რაც ადრე დაიწყებ ბავშვთან მუშაობას, მით უკეთესი იქნება შედეგი. როგორც გამოკვლევებმა გვაჩვენა, წლამდე ბავშვთან დაწყებული მუშაობა ყველაზე შედეგიანია. ჩემთან 8 წლის გოგონა დაჰყავთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან დაუგვიანდათ. წერა-კითხვა უკვე იცის, მაგრამ მეტყველება ჯერ არა აქვს განვითარებული; ახლა სკოლაში წავა, პირველ კლასში არ გაუჭირდება, შემდეგ... კი ისწავლის, მაგრამ ადვილად ვერ აუწყობს ფეხს თანატოლებს. სკოლაში შესვლისას თავისი ასაკისთვის შესაფერისი მეტყველება რომ ჰქონდეს, მინიმუმ ოთხი წელი უნდა ისწავლოს ბავშვმა. რა თქმა უნდა, სასმენი აპარატის ან ინპლანტის დახმარებით“.
კოხლეარული ინპლანტი სმენის სპეციალური აპარატია, რომლის ნაწილიც ოპერაციის შემდეგ თავში ინერგება, ნაწილი კი ყურთან მაგრდება. იმისათვის, რომ იმუშაოს, აპარატი მუდმივ კვებაზე უნდა იყოს. დღეს სახელმწიფო ძვირადღირებული ინპლანტის საფასურს იხდის და სმენადაქვეითებულებს სასმენი აპარატებითაც უსასყიდლოდ ამარაგებს. კოხლეარული ინპლანტის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სმენა უბრუნდება, სასმენი აპარატები სმენას ვერ აბრუნებს, სმენადაქვეითებული ბავშვის ამეტყველება მხოლოდ სპეციალური სწავლების საფუძველზეა შესაძლებელი. ნინო ფერაძე ამას აუდიოვერბალური გზით ახერხებს.
„ამ გზით სმენა ისე უვითარდება ბავშვს, რომ ნორმალურ სმენიანთა განვითარების გზას მიჰყვება, - ამბობს ქალბატონი ნინო, - სმენის განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ობიექტურად მოემატება სმენა. ჩვენ ვიყენებთ და შეძლებისდაგვარად ვააქტიურებთ სმენის იმ ნარჩენებს, რომელიც მას აქვს. სმენას ვავითარებთ, მაგრამ აუდიოგრამა იგივე რჩება, უბრალოდ, ნარჩენი სმენა ვითარდება, ბავშვი სიტყვებს ცნობს. ადამიანის შესაძლებლობები უკიდეგანოა, შრომას კი შეუძლია უზარმაზარ მიღწევებამდე მიიყვანოს იგი. ესეც დიდი შრომის შედეგია“.
კარგი და ახლო მაგალითი
ნინო ფერაძემ იაკობ ჯავაშვილზეც მიამბო, რომელიც მასთან ამ 13 წლის წინათ, 2 წლის ასაკში მიუყვანიათ, -
„იაკობის მშობლები სმენადაქვეითებულები არიან, დედა ცოტას ლაპარაკობს, მამა - სულ არა. ორივემ სმენადაქვეითებულთა სკოლა დაამთავრა. მოიყვანეს, იქნებ ცოტა მაინც ისწავლოს რამეო. სკოლაში რომ წავიდა, უკვე წერდა, გამართულად ლაპარაკობდა. ახლა 15 წლისაა და ინგლისურს სწავლობს, იტალიურს, რუსულს, ენციკლოპედიებს კითხულობს, რა არ აინტერესებს, პირველი მოსწავლეა კლასში! ეს იმიტომ, რომ ორი წლიდან მეცადინეობს. მშობლების მდგომარეობასთან მისი მდგომარების შედარებაც კი არ შეიძლება. მამიდამ ყველაფერი იღონა, იაკობს რომ ნაკლები პრობლემები ჰქონოდა ცხოვრებაში და შედეგიც მივიღეთ. თუ ბავშვს რამე დამატებითი პრობლემა არა აქვს, დროული ჩარევის, შესაბამისი მუშაობის შემდეგ მისი საზოგადოებაში ინტეგრირება აუცილებლად მოხდება“.
იკობის მამიდა ირმა ჯავაშვილი პედაგოგია. მისი გადაწყვეტილება, ბოლომდე მიჰყოლოდა ბიჭს ამ საქმეში, მისი ძმის - იაკობის მამის - მდგომარეობამ განაპირობა.
ირმა ჯავაშვილი:
„ჩემი ძმა, რძალი, მათი მეგობრები საზოგადოებიდან გარიყულები არიან, - გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ხომ ყოველთვის აშინებს განსხვავებული ადამიანი... ძმას დაბადების შემდეგ სეფსისი დაემართა და 11 თვის განმავლობაში საავადმყოფოდან არ გამოსულა, - სხვადასხვა გართულებაც დაერთო. მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, შედეგად - სმენა დაუქვეითდა. დედას არ დაუტოვებია არც ერთი საავადმყოფო საბჭოთა კავშირში, არც ერთი ლოგოპედი, მაგრამ უშედეგოდ - ამოგლეჯილად ასწავლიდნენ სიტყვებს, ფრაზებს, რომელთაც რეალობასთან ვერ აკავშირებდა. შემდეგ იყო სპეციალიზებული სკოლა, რომელშიც, უმჯობესი იყო, არ ევლო, - როგორ შეიძლება ბავშვს, რომელსაც სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, ჩვეულებრივი სახელმძღვანელოებით ასწავლო და ჩვეულებრივი მოთხოვნები წაუყენო?.. ჩემი ძმა თვითონ არის კაცთმოყვარე და თავად არ გაერიდა საზოგადოებას, თორემ ეს კონტაქტებიც არ ექნებოდა“.
მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირში (რომელიც თბილისში ფუნქციონირებს) სახელმწიფოს მიმართ სამდურავს არ გამოხატავენ. ამ ორგანიზაციაში ქვეყანაში მცხოვრები 18 წელს ზემოთ ასაკის სამი ათასამდე სმენადაქვეითებული ადამიანია გაერთიანებული. კავშირის თავმჯდომარის, ბადრი ბატატუნაშვილის ინფორმაციით, ამ ადამიანებს სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას უწევს. სამი წელია თბილისის მერია კავშირისთვის თარჯიმანთა პროგრამას აფინანსებს. თარჯიმანთა მომსახურებით სარგებლობა სმენადაქვეითებულებს ყველა აუცილებელ შემთხვევაში უსასყიდლოდ შეუძლიათ. ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება აგრეთვე დასვენების პროგრამა სმენადაქვეითებულთა კავშირის წევრებისთვის. ათდღიანი საგზურით ურეკში მარტო გასულ წელს 60 ბავშვმა და მათმა მშობელმა დაისვენა. 16-დან 21 წლამდე სმენადაქვეითებული ახალგაზრდები პატრიოტული ბანაკების დამსვენებლებიც იყვნენ, როგორც ვარციხეში, ისე ბაკურიანში. დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის საშუალებით შარშან 68 სმენადაქვეითებული დასაქმდა.
საქართველოში სმენადაქვეითებულთა ორი სასწავლებელი მოქმედებს - თბილისსა და ქუთაისში. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა მათში 250-ს აღწევს. შინაარსობრივად სკოლაში ბევრი არაფერი შეცვლილა - სკოლის მოსწავლეები ძირითადად ჟესტების ენას იყენებენ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოებით სწავლობენ, რომლებიც მათ შესაძლებლობებთან ადაპტირებული არ არის. იმის გამო, რომ სკოლები მცირეკონტინგენტიანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ვაუჩერული დაფინანსების გარდა, სასწავლებლებს პროგრამულადაც აფინანსებს. გარდა ამისა, სამინისტროში თვით სკოლებიდან წამოსულ ინიციატივებსაც ელიან, სწავლების დონე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებს რომ დაუახლოვონ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სმენადაქვეითებულთა სკოლადამთავრებულებისა და სხვა სკოლების კურსდამთავრებულთა ცოდნა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. მამისგან განსხვავებით, იაკობს სპეციალიზებულ სკოლაში სწავლა არ დასჭირვებია.
„სმენის დაქვეითება იაკობს ცხრა თვის ასაკში დავუდგინეთ, - გვიყვება ირმა, - ორი წლის იყო, ნინო ფერაძეს რომ მივგვარეთ. კომპლექსურად ამეცადინებდა და არაჩვეულებრივი შედეგიც მივიღეთ. როცა 5 წლისა ჩვეულებრივ ბაღში მივიყვანეთ, დაინტერესებულ ბავშვებს პირდაპირ ეუბნებოდა, სმენის აპარატი მიკეთიაო. მე ვამჩნევდი აბეზარ ყურადღებას ბავშვების მხრიდან, მაგრამ მასწავლებელიც კარგი შეგვხვდა, არ უთქვამს მათთვის, ცოდოა, არ დაჩაგროთო. იაკობიც ისეთი მომზადებული იყო ზოგად საკითხებში, თანატოლებთან შედარებით იმდენი იცოდა, ისე კარგად ასრულებდა დავალებებს, აშკარა ლიდერად იქცა. ასე გაგრძელდა შემდეგაც, I კლასშიც უპირობო ლიდერი გახდა. მასწავლებლები იმასაც კი ამბობდნენ, ასეთი წარმატებებით სხვა ბავშვები არ დაგვიკომპლექსოსო. ნიშნებს მის სკოლაში ადვილად არ წერენ, იაკობი კი ერთ-ერთია ყველაზე მაღალქულიანთა შორის. ყველაფერში ერკვევა, ბევრი რამ აინტერესებს და ბევრი სურვილი აქვს...
მიხარია, ასეთს რომ ვხედავ. მიზნად დავისახე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მიმეღწია ამისთვის. ვთქვი, მოვკვდები და იმას არ დავუშვებ, იაკობიც ისეთი იზოლირებული იყოს, როგორებიც ჩემი ძმა და რძალი, მათი ახლობლები არიან მეთქი... გასარიყავი ადამიანი სადა გვყავს, ბედის ანაბარა არავინ უნდა მივატოვოთ!“
ვეცნობოდი ამ ისტორიებს, დროისა და გარემოებათა ცვალებადობის წყალობით ხან ახდენილი, ხანაც აუხდენელი ოცნებების, შემდგარი თუ ვერშემდგარი ცხოვრების ამბებს და ვფიქრობდი: ყოველთვის გვესმის ერთმანეთის?
![]() |
13 რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი |
▲back to top |
როდესაც ერთმანეთს ველაპარაკებით
წელს, 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ასოციაციამ (IRLA) მეექვსე მსოფლიო კონგრესი ჩაატარა თემაზე - „რელიგიურ სიძულვილთან ბრძოლა რწმენის თავისუფლებით“. წლევანდელი კონგრესის მუშაობაში საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც მონაწილეობდა.
რელიგიის თავისუფლება XXI საუკუნის ადამიანთა არსებითი უფლებაა. მიუხედავად ამისა, რელიგიის საბაბით მსოფლიოში ბევრი ადამიანი იღუპება, ეწყობა ტერორისტული და ექსტრემისტული აქტები. IRLA 1893 წელს დაარსდა. ამ ორგანიზაციის მიზანი რელიგიის თავისუფლების დაცვა და მხარდაჭერაა. „ისევე, როგორც არ შეგვიძლია რასობრივ საფუძველზე წარმოშობილ უსამართლობასთან, შევიწროებასა და დისკრიმინაციასთან შერიგება, ვერც რელიგიასა თუ რწმენაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციასა და დევნას შევურიგდებით“, - აცხადებს IRLA-ს გენერალური მდივანი ჯონ გრაცი.
კონგრესი სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, ჩატარდა, სწორედ იმ ქვეყანასა და ქალაქში, სადაც ნელსონ მანდელამ (სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი 1994-99 წლებში) თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. კეიპტაუნი სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწის - ეპისკოპოს დესმონდ ტუტუს ქალაქიც არის - ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის აპარტეიდის გაუქმებაში. კონგრესის სამხრეთ აფრიკაში ჩატარება განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო იმიტომ, რომ ეს თავისუფლებასთან და მშვიდობასთან ასოცირებული ქვეყანაა - მას ოთხი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს მშვიდობის დარგში; ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რასისა და აღმსარებლობის ადამიანი თანაცხოვრობს, სადაც რელიგიური თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჯონ გრაზი აღნიშნავს: „სამხრეთ აფრიკაში უფრო იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მისი თავისუფლების დიდებული მაგალითით გამოვიკვებოთ“.
„კონგრესზე ხაზგასმით აღინიშნა ბოლო ათწლეულების სამწუხარო ტენდენცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში გაჩაღებული კონფლიქტები სულ უფრო და უფრო მეტად ატარებს რელიგიურ ხასიათს“, - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
როგორც დასავლეთ კეიპის პროვინციის პრემიერი იბრაჰიმ რასული კონგრესზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნავს, მსოფლიოს ბუნება დღეს ამღვრეულია, რაც ტერორიზმით, ისლამოფობიით, ანტისემიტიზმითა და სხვადასხვაგვარი შეუწყნარებლობით გამოიხატება. ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ადამიანები გლობალური დაბნეულობის მსხვერპლნი ხდებიან. ხოლო რაც უფრო დაბნეული და მერყევია ადამიანი, მით უფრო შეუწყნარებელი ხდება იგი, ვინაიდან იმ მცირეოდენ ჭეშმარიტებასღა ეჭიდება, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია და რომლის დოგმატიზებასაც ესწრაფვის, ვინაიდან დანარჩენი ყველაფერი ცვალებადი და უცხოა მისთვის. შეიცვალა ოჯახის სტრუქტურა, ქალებისადმი დამოკიდებულება, ბავშვები უფრო მეტს სწავლობენ MTV და სხვა ამგვარი რაღაცეებისგან, ვიდრე სკოლაში ასწავლიან, რის გამოც ჩვენ დარწმუნებულები აღარ ვართ, შევძლებთ თუ არა მათი ქცევის, ღირებულებათა სისტემის გაკონტროლებას, დავიცავთ თუ არა მათ ნარკოტიკებისაგან, აივ და შიდსის ვირუსებისაგან.
ასეთი გაურკვევლობის დროს ადამიანი თვითონ ივსებს მყარი ჭეშმარიტებებისგან გამოთავისუფლებულ ადგილს: „ექსტრემიზმი იგონებს, ვინაიდან არ შეუძლია დავა და კამათი; იბრძვის, ვინაიდან დაავიწყდა, როგორ უნდა უყვარდეს. აცალკევებს და სჯის იმიტომ, რომ არ იცის, როგორ გააერთიანოს და გამონახოს საერთო ძირი. მან სრულყო რაღაც მიზნისთვის სიკვდილის ხელოვნება, ვინაიდან არ შეუძლია, რაღაც მიზნისთვის იცხოვროს“, - ასეთია პრემიერ რასულის შეფასება, რომლისთვისაც არ არსებობს არსებითი განსხვავება ქრისტიან, მუსლიმ, ებრაელ თუ სხვა აღმსარებლობის მქონე ექსტრემისტს შორის - ისინი ხომ ყველანი ერთ ენაზე ლაპარაკობენ: ისინი ბოლომდე იბრძვიან ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში... სულ ერთია - სად.
ამ მოვლენას ახსნა ნამდვილად აქვს, მაგრამ გამართლება - არა. სინამდვილეში არც ერთი რელიგია არ ქადაგებს მტრობასა და სიძულვილს. „რელიგიური თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე რწმენის თავისუფლება: იგი იმის თავისუფლებაც არის, რომ ადამიანს მისცე ნება, იწამოს. რელიგიური თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე ქადაგების თავისუფლება. იგი საერთო ძირის პოვნის პასუხისმგებლობაა, მაშინაც კი, როდესაც ქადაგებ“. პრემიერ რასულს ამ საერთო ძირის დანახვა აუცილებლობად მიაჩნია გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც ან უნდა გაღრმავდეს დიალოგი მაჰმადიანებს, ქრისტიანებს, ბუდისტებს, ებრაელებსა და სხვებს შორის, ან უნდა გაიწიროს მსოფლიო. ყურანსა და იოანეს ეპისტოლეში ერთი და იგივე აზრი დასტურდება - ის, რომ ღმერთმა ადამიანებს თავისი სული შთაბერა, - ამბობს პრემიერი. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი ატარებს ღმერთის სულის ნაწილს, ხოლო როდესაც ერთმანეთს ველაპარაკებით, მუსლიმურ ან ინდუისტურ ტანსაცმელსა და კათოლიკურ ანაფორას კი არ ველაპარაკებით, არამედ იმ ღვთაებრივს, რაც მათ მატარებელ ადამიანებშია. „თუმცა ფორმალურად განსხვავებულები ვართ, ჩვენი საერთო ძირი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი ღვთის სულს ატარებს და ღირსია პატივისცემის, ღირსია სიყვარულისა და, სულ ცოტა, ღირსია შემწყნარებლობისა.“
როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, „სერიოზულ შედეგს მარტო ერთი კონგრესის ან ერთი ორგანიზაციის საქმიანობა ვერ მოიტანს, სასურველი შედეგი მოაქვს საერთო ძალისხმევას, რომელიც უამრავი აქტივობისგან შედგება“. ასეთი აქტივობა იყო, მაგალითად, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის თბილისში ჩატარებული საფეხბურთო ტურნირი, „სადაც იყო ძალიან მხიარული, მეგობრული ატმოსფერო, იყო სპორტული შეჯიბრი, სპორტული ჟინიც, მაგრამ იყო დამეგობრება ადამიანებს შორის“. სოზარ სუბარი გადმოგვცემს, რომ კონგრესზე ძალიან მოეწონათ ეს იდეა და ბევრმა გამოთქვა სურვილი, თავიანთ ქვეყანაშიც ეხილათ ასეთი აქტივობები. სახალხო დამცველმა დამსწრეებს გააცნო საქართველო, უამბო მისი გეოგრაფიული თავისებურებისა და მეზობლების შესახებ, აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ცივილიზაციათა გზაგასაყარზე, სადაც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს ებრაული თემი და არ არსებობს ანტისემიტიზმი; იმაზეც ილაპარაკა, რა სამწუხარო გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გამოცდილება, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, - განაგრძობს სოზარ სუბარი, - რომ ასეთ შეხვედრებზე ჩვენს შესახებ ვიღაცას ვამცნობთ, ჩვენს გამოცდილებას სხვას გავუზიარებთ და სხვისას კი ჩვენ შევიძენთ: სამყარო სულ უფრო და უფრო ერთიანი, მართლაც რომ გლობალური ხდება და ჩვენ ხომ განცალკევებულად ვერ ვიცხოვრებთ.“
მართალია, კეიპტაუნის შეკრება რწმენის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში მდგომარეობას სასიკეთოდ ერთბაშად ვერ შეცვლის, მაგრამ მან დაგვანახა, რომ რელიგიური დისკრიმინაცია დაუძლეველი რამ არ არის. სანამ რელიგიის თავისუფლებას ყველა ერთნაირად არ მიაგებს პატივს, სანამ არ შეწყდება ადამიანების დევნა მხოლოდ მათი რწმენის გამო, ამგვარი კონგრესები მუდმივად იქნება საჭირო.
![]() |
14 გიყვარდეს მეზობელი შენი |
▲back to top |
Pro-აქცია
მაკა ჩიჩუა, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მედიაკოორდინატორი
პროექტი: ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა საქართველოში.
ახორციელებს: საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს მთავრობა, აგრეთვე სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.
მიზანი: საქართველოს მოქალაქეებს შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავება, ამისათვის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
დამფინანსებელი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ეს ფოტო საქართველოს გაეროს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ჯუღელმა სოლოლაკის ერთ თბილისურ ეზოში გადაიღო. მეზობლებმა გვითხრეს, ეს წარწერა კედელზე ბავშვებმა გააკეთესო. ფოტოს ავტორმა თავის ნამუშევარს უბრალოდ „სოლოლაკი“ დაარქვა.
ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა, მაგრამ საქართველო იყო და კვლავაც რჩება მრავალეროვან ქვეყნად, რომლის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი წარმოუდგენელია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი წარმატებით განხორციელების გარეშე.1 ეთნიკური უმცირესობების ჰარმონიული ინტეგრაცია კი ახალ, დემოკრატიულ ქვეყანაში მხოლოდ ტოლერანტობის გზით და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით მიიღწევა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეროვნული უმცირესობები ფიზიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცნენ. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ დადგა იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს რეგიონებია ქვემო ქართლი და სამცხე ჯავახეთი, სადაც ლინგვისტურ იზოლაციას ისიც ემატება, რომ ამ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ დაქუცმაცებულია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ქართული ენის არასრულყოფილი ცოდნა, რაც ხელს უშლის უმცირესობის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო დებატებში, პოლიტიკურ დიალოგებში და სრულფასოვნად ჩაებან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში.
უნდა აღინიშნოს, რომ მედიასაშუალებებიც ვერ ახერხებენ ინფორმაციის გავრცელებას ცენტრიდან რეგიონში და პირიქით.
1996 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2006 წლის 16 ნოემბერს ბიზნეს ცენტრ „მეტეხში“ გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია. ეს იყო ტოლერანტობის საერთაშორისო დღის პირველი აღნიშვნა საქართველოში. ცერემონია ჩატარდა თბილისის ძველ უბანში და მოიცავდა როგორც ფოტო გამოფენას თემაზე „მრავალფეროვნება და ტოლერანტობა“, ასევე პროგრამის2 პრეზენტაციას3.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეროვნული ინტეგრაციის ოთხწლიანი პროგრამა საქართველოს მრავალეროვან მოქალაქეებს შორის ერთიანობის გრძნობის გაღრმავებასა და ერთიანი მრავალეთნიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი დისკუსიებისა და დებატების გამართვას ითვალისწინებს.
საქართველოს გაეროს ასოციაცია, როგორც პროექტის განმახორციელებელი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად4 იმედოვნებს, რომ პროგრამა მოახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ყველა ნაწილის, მათ შორის ეროვნული უმცირესობების გამოცდილების მობილიზაციას, სახელმწიფოსათვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის მიზნით. პროგრამა მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ძირითად მოსახლეობასთან ფართო დისკუსიისა და პრობლემების გადაჭრაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
პროგრამა ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან ეროვნული ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს მოსახლეობაში ერთიანობისა და სამოქალაქო იდენტობის გრძნობის განვითარებას; გათვალისწინებულია ყოველკვირეული სატელევიზიო თოქშოუს, დოკუმენტური ფილმებისა და სოციალური რეკლამების მომზადება და საზოგადოებრივი ტელევიზიით ეთერში გაშვება; ჩატარდება ტრენინგების ციკლი „მრავალფეროვნების“ თემაზე სახელმწიფო მოხელეებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის, უმცირესობათა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, კვლევები ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გასაანალიზებლად და მონიტორინგი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საინფორმაციო პროგრამებზე დაკვირვებას ეროვნული უმცირესობების შესახებ გადაცემული მასალების ხარისხისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით.
ჯერჯერობით კი ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს სხვა დასხვა მიმართულებით: ექსპერტთა ჯგუფი ეროვნული ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შედგენაზე მუშაობს, გამოცხადდა მცირე გრანტების პროგრამა, მზადდება პირველი სატელევიზიო თოქშოუ, იწერება სცენარები დოკუმენტური ფილმებისათვის...
იმედი გვაქვს, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ხელშეწყობით დემოკრატიულ საქართველოში ისევე მოხდება ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია, როგორც გურამ მურადოვის ფოტოზეა მრავალფეროვნება ჰარმონიულად ინტეგრირებული.
____________________
შენიშვნები:
1. მამუკა კომახია, სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი პრობლემები საქართველოში, „სოლიდარობა“, №5, 2006.
2. პროგრამის ინგლისური სახელწოდებაა National Integartion and Tolerance in Georgia.
3. წინამდებარე სტატიას თან ერთვის რამდენიმე ფოტო ამ გამოფენიდან.
4. თავისუფლების სახლი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პარტნიორები საქართველო, ფონდი ევრაზია.
![]() |
15 Summary |
▲back to top |
In the eleventh issue of the magazine „Solidaroba“ we present many human rights topics. In this issue we introduce an exclusive interview with Mr. Thomas Hammarberg - Council of Europe Commissioner for Human Rights. As well, we will have an interview with the U.S. Ambassador Mr. John Tefft regarding the report of U.S. Department of State on Human Rights Practice in Georgia.
At the Round Table will be discussed problems of sexual minorities in Georgia. In the heading „Our Circle“ you can read article „We are sorry, you have no right to love“ which is about right to marriage and family of disabled and people with mental health problems.
Speech of His All Holiness Ecumenical Patriarch Bartholomew I at the Parliamentary Assembly Session, Council of Europe - „The necessity and goals of Interreligious Dialogue“ is about the Christian love, mutual respect and cultural diversity.
In this issue we introduce a new topic about environment protection and ecology. Irakli Macharashvili in his article „Degradation of the Environment“ tells us about those ecological dangers that the world faces. The traditional column „Religions in Georgia“ presents the Sevenths Days Christian-Adventist Church. „Ethnos in Georgia“ tells us about Ukrainians living in Georgia. Furthermore, in this column you can acquaint with the article „Found Citizens“, where we are writing about registration of people living in the village Iormughanlo. „Stigma-Free“ this time tells about deaf people.
In this issue you can find materials about 6th World Congress held by IRLA (International Religious Liberty Association) in Cape Town, South Africa - „Combating Religious Hatred Through Freedom to Believe“. Public Defender of Georgia Mr. Sozar Subari was participating in the congress. In the column of new projects we present a project of United Nations Association of Georgia - „National Integration and Tolerance Program in Georgia“.