სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 1


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ლაკი დაგლას, გუგუშვილი დავით, წერეთელი მაკა, ჟვანია ნინო
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ“ ჰორიზონტის“ მიერ 2002 წ. „მერსი ქორის“ (Mersi Corps) და „ქეას“ (Care international) ფინანსური მხარდაჭერით აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის ფარგლებში“. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭვდა ნებადართულია ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: თამარ წილოსანი დიზაინი: სანდრო ასათიანი დაკაბადონება: გიორგი მამულაშვილი საკონტაკტო მისამართი: თბილისი 380015 დოლიძის 2, მე - 6 სართული ტელ: 334287; 330893 ტელ/ფაქსი: 987504 ელ.ფოსტა: inform@horizonti.org ჟურნალშ„სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ ,,ჰორიზონტის“, „მერის ქორის“, ,,ქეას“ ან USAID- ის თვალსაზრისს



1 სოციალური პოლიტიკა საქართველოში

▲back to top


ჟურნალი „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფია. იგი დაეფუძნება „საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის“ (სთმი) USAID - მიერ დაფინანსებული პროგრამის, შესრულების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას.

სთმი-ის განხორციელებას დასავლეთ საქართველოში „ქეა“ (CARE international) ხელმძღვანელობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში „მერსი ქორი“ (Mercy Corps). ამავე დროს, ფონდი ,,ჰორიზონტი“ ქვეყნის ყველა რეგიონში ადგილებზე ეწევა ორგანიზაციულ დახმარებას და ტრენინგებს ადვოკატირებაში.

სთმი - ის მიზანია რეაგირება მოახდინოს დაუცველი თემების სოციალური და სათემო მომსახურების მზარდ მოთხოვნებზე და გააძლიროს თემების უნარი განსაზღვრონ და უზრუნველყონ ამ საჭიროებების ეფექტურად დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიიღწევა თემის ფართომასშტაბიანი განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ქვეგრანტების გაცემით. პროექტის არსებობის განმავლობაში 700 -ზე მეტი გრანტი გაიცემა თემზე დაფუძნებულ ჯგუფებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

● ყველაზე დაუცველი მოსახლეობის კრიტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილება

● მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდა თემის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში

● სოციალური პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა ან მისი შემუშავების ხელშეწყობა

● არასამთავრობო ორგანიზაციების/ადგილობრივი მთავრობის და მოსახლეობის თანამშრომლობის ხელშეწყობა

თავდაპირველად სთმი-ს ძალისხმევა უმთავრესად მიმართული იყო თემებისათვის დახმარების გასაწევად, რათა მათ განესაზღვრათ თავიანთი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით, გამოევლინათ ადგილობრივი რესურსები (თემის, კერძო სექტორისა და მთავრობის) და აღნიშნული დაკმაყოფილება. თუმცა ,,ქეა“ და „მერსი ქორი“ აცნობიერებენ, რომ თემის დონეზე მიღწეულ ცალკეულ წარმატებებს გასამყარებლად და გასავითარებლად ხანგრძლივი დრო და ძალისხმევა და ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მხარდაჭერა სჭირდება. თემის მრავალ საჭიროებას უშუალოდ განაპირობებს არასწორი პოლიტიკა ან პოლიტიკის არასათანადოდ განხორციელდა. ესაა მიზეზი იმისა, რომ თემის მობილიზაციის პროექტები უზრუნველყონ უმნიშვნელოვანესი საჭიროებების დაკმაყოფილებას, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებდნენ თემის პრობლემების მიზეზების აღმოფხვრას. საამისო ძალისხმევა აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილშია გათვალისწინებული.

ფონდი „ჰორიზონტი“ ხელმძღვანელობს ამ კომპონენტის განხორციელებას „მართვის საერთაშორისო სისტემების“ (MSI) მიერ სოციალურ პოლიტიკასა და ადვოკატირებაში ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით. სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გაწეული სამუშაოს მისია შემდეგია: „ინფორმირებული მოსახლეობა იღებს ინიციატივას და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტრარეგიულად თანამშრომლობს მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან“.

სთმი-ის ფარგლებში დღემდე ჩატარებული სამუშაოს გათვალისწინებით, ეს ნიშნავს შემდეგს: ადგილობრივი თემები განათლების რეფორმის პროცესის მიმდინარეობის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მსოფლიო ბანკის და განათლების სამინისტროსთან მოწყობილ რეგიონალურ დონეზე შეხვედრებზე. სათემო ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადვოკატირების უნარ-ჩვევების შესაძენად, რათა მოხდეს თემის პრობლემების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მთავრობა უფრო მეტად იყოს ანგარიშვალდებული. რეგიონალურ დონეზე ყალიბდება სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები, რათა მოსახლეობა წახალისდეს ადგილობრივ და ნაციონალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად და მის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც მისიაშია განცხადებული, მოქალაქეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რათა ეფექტურად შეძლონ ინიციატივის გამოჩენა და ხელი შეუწყონ სოციალურ განვითარებას. წინამდებარე ჟურნალი მოსახლეობისა და პოლიტიკის შემუშავებულთა ინფორმირებისათვისაა განკუთვნილი.,,ქეა“, ,,მერსი ქორი“, ფონდი ,,ჰორიზონტი“ და „მართვის საერთაშორისო სისტემები“ თავის მხრივ, გააგრძელონ შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რათა მოსახლეობა წახალისდეს ადგილობრივ და ნაციონალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად და მის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც მისიაშია გაცხადებული, მოქალაქეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რათა ეფექტურად შეძლონ ინიციატივის გამოჩენა და ხელი შეუწყონ სოციალურ განვითარებას. წინამდებარე ჟურნალი მოსახლეობისა და პოლიტიკის შემუშავებულთა ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი. „ქეა“, ,,მერსი ქორი“ ფონდი ,,ჰორიზონტი“ და „მართვის საერთაშორისო სისტემები“, თავის მხრივ, გააგრძელებენ შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რათა დაეხმარონ ადგილობრივ თემებს სოციალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენაში და ხელი შეუწყონ სოციალური პოლიტიკის განვითარებას საქართველოში.

ჩარლი დენზოლი
პროექტის ხელმძღვანელი
სთმი - დასავლეთი
CARE international

სტივ პაუერი
პროექტის ხელმძღვანელი
სთმი აღმოსავლეთი
Mercy corps

2 სოციალური პოლიტიკა: არსი, საკითხები და სტრატეგიები

▲back to top


დოქტორი დაგლას ლაკი
მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში

წინაისტორია: საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივა (სთმი) მიზნად ისახავს მოსახლეობის დაუცველი ნაწილის მობილიზაციას და მათ მიერ სათემო პრობლემების გადაჭრის უნარის გაზრდას. აღნიშნული 4-წლიანი პროექტის განხორციელება 2000 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარია.

სთმი შედგება ორი კომპონენტისაგან. აღმოსავეთ სთმი-ის კომნპონენტს (ა/სთმი) ხელმძღვანელობს „მერსი ქორი“, ხოლო დასავლეთის სთმი-ის კომპონენტს (დ/სთმი) -„ქერა“. ორივე კომპონენტს აქვს სათემო მობილიზაციის და ადგილობრივი გრანტების კომპონენტები. ა/სთმი-ს აქვს აგრეთვე სოციალური პოლიტიკის კომპონენტი, რომელსაც უძღვება ფონდი „ჰორიზონტი“ და მასთან არსებული სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფი (სპიჯ) „მართვის საერთაშორისო სისტემების“ (MSI) ტექნიკური მხარდაჭერით. „ჰორიზონტთან” არსებული სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფი პასუხისმგებელია სთმი-ს სოციალური პოლიტიკის კომპონენტზე.

სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის (სპიჯ) მისია შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული - „ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ ინიციატივას და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიულად თანამშრომლობენ მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან“. სპიჯ-ის სოციალური პოლიტიკის საკითხების ნუსხის განსაზღვრა უმთავრესად სოციალური სექტორის იმ საკითხების მიხედვით ხდება, რომლებიც თემის წინაშე დგას და რომელთა გამოვლენა ხდება სთმი-ის თემის მობილიზაციის პოცესში იმ სათემო ორგანიზაციების და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დახმარებას უწევენ თემს სთმი-ის გრანტების პროგრამის საშულებით. სპიჯ-ი ეწევა ადვოკატირებას, რათა სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ინფორმაციის გავრცელებასა და პოლიტიკის რეფორმების შეფასებაში საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ჩაერთოს. იგი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას ადგილობრივ ხელისუფლებას, სათემო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თემის ჯგუფებს შორის სოციალური პოლიტიკის საკითხების გადაჭრის მიზნით.

სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა

სოციალური პოლიტიკის სტანდარტული განმარტება არ არსებობს. სოციალური პოლიტიკის მიზნები ანუ ის, რასაც მიზნად ისახავს სოციალური პოლიტიკა, შესაძლოა შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

● რეაგირება სოციალურ პრობლემებზე (ასეთებია ხანგრძლივი უმუშევრობა, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ბავშვებზე ძალადობა);

● სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება და უფლებების დაცვა (უნარშეზღუდული ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა);

● ხალხის სოციალური კეთილდღეობის გაუჯობესება (სხვადასხვა მომსახურეობა ადამიანების დასაცავად ბავშობისას, ავადმყოფობისას და მოხუცებულობისას).

სოციალური პოლიტიკა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შემდეგზე:

● სოციალური დაცვა (პენსიები, უმუშევართა შემწეობები, უნარშეზღუდული ბავშვების შემწეობები);

● ჯანდაცვა;

● სოციალური ზრუნვა (მომსახურება უნარშეზღუდული ადამიანებისათვის, ობლებისთვის, ქუჩის ბავშვებისათვის)

● საბინაო მომსახურება;

● განათლება;

პოლიტიკა შემდეგნაირად შეიძლება განისაზღვროს:

● წესები, რომლებიც განსაზღვრავენ რისი გაკეთებაა დაშვებული, რა არ არის დაშვებული და რა უნდა გააკეთო.

● გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ეროვნულ პრიორიტეტებს და სახალხო რესურსების განაწილებას სოციალური პოლიტიკა უმტავრესად მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის განხორციელება ხდება აგრეთვე ისეთი სააგენტოების მიერ, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. სოციალური პოლიტიკა შეიძლება იყოს ინტერვენცია, ან ქმედება რომლის მიზანია სოციალური კეთილდღეობის, განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების, გაუმჯობესება.

სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შესაძლო ქმედებებია

● ახალი კანონების ან რეფორმების ადვოკატირება და შემუშავება

● ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წევრების ინფორმირება სოციალური სექტორის რეფორმების შესახებ:

● საცდელი პროექტების ან პროგრაბის დაწყება რეფორმების განხორციელების მიზნით;

● ახალი კანონების და რეფორმის მიმდინარეობს მონიტორინგი;

სოციალური პოლიტიკის კონკრეტული მაგალითებია:

● განათლების პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივი სკოლებისათვის უფრო მეტი უფლებების მინიჭებას მოითხოვს. ეს ნიშნავს მზრუნველთა საბჭოს ჩამოყალიბებას და სკოლების მიერ საბანკო ანგარიშის გახსნას სკოლის საჭიროებებისათვის სახსრების შესაგროვებლად;

● ჯანდაცვის პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტიც იქმნება პირველადი ჯანდაცვა. ეს ნიშნავს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ყველაზე გავრცელებული დაავადებებს სამკურნალოდ, პრევენციული ჯანდაცვის ხელშეწყობას და ჯანდაცვის შესახებ განათლების ხელშეყწობას.

● ბავშვთა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, როგორიცაა შვილად აყვანის სისტემის ჩამოყალიბება როგორც ბავშვთა დაწესესბულებებში ბავშვთა რაოდენობის შემცირების, უნარშეზღუდული ბავშვებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, პროფესიოანალი სოციალური მუშაკის კადრების (რომლებიც მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს გაუწევენ დახმარებას), შექმნის სტრატეგია.

სოციალური პოლიტიკის ძირითადი საკითხები

სოციალური გარიყულობა და დაუცველობა

ადამიანები გარიყულნი არიან მაშინ, როდესაც არ მონაწილეობენ იმ ურთიერთობებში, რომლებშიც ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობაა ჩართული - ოჯახი, მეგობრების წრე, საზოგადოება და დასაქმება. ღარიბი ადამიანები, მარტოხელა მოხუცები, ქუჩის ბავშვები, უნარშეზღუდული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ გარიყვის რისკის წინაშე დგანან. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უქონლობას, არამედ პრობლემებს სოციალურ ურთიერთობებში, მათდამი უპატივცემულობის ჩათვლით, სოციალურ იზოლაციას და სოციალურ დაუცველობას. აღნიშნულ ჯგუფებს ასევე მიიჩნევენ დაუცველ ჯგუფებად. საქართველოში მომხდარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის შოკის გამო აღნიშნული ურთიერთობები განსაკუთრებით დასუსტდა.

ფოკუსირება დაუცველ ბავშვებზე

ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება დამოკიდებულია მათ მშობლებზე. ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციაზე გაცხადებულია: „ბავშვს სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის სჭირდება სიყვარული და ურთიერთგაგება. როდესაც ეს შესაძლებელია, ბავშვი უნდა იზრდებოდეს მშობლების მზრუნველობის ქვეშ, ნებისმიერ შემთხვევაში მორალური, მატერიალური დაცულობასა და მზრუნველ გარემოში“.

ბავშვთა საჭიროებების დაკმაყოფილება სოციალურ პრობლემად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ოჯახი მათ დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს - ან იმის გამო, რომ ოჯახს არ შეუძლია ბავშვის ფინანსური მხარდაჭერა (ბავშვის სიღარიბე) ან იმიტომ რომ თვითონ ოჯახი არის პრობლემების წყარო (უყურადღებობა და ძალადობა).

საქართველო ბავშვთა უფლებების კონვენციას შეუერთდა 1995 წელს და ამიტომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ბაზის, ნორმატიული აქტების და პოლიტიკის შესაბამისობა აღნიშნულ კონვენციასთან. მაგალითად, კონვენციიუს 23-ე მუხლში უნარშეზღუდულ ბავშვს აქვს განსაკუთრებული ზრუნვის, განათლების და მომზადების მიღების უფლება, რაც მას დაეხმარება სრულფასოვნად და ღირსეულად იცხოვროს, მიაღწიოს საკუთარი თავის რწმენას და სოციალური ინტეგრაციის უმაღლეს შესაძლებელ დონეს. სპიჯნ-ის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თემის საინიციატივო ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების როლი მდგომარეობს მთავრობის წინაშე ისეთი სოციალური პოლიტიკის შემუშავების ადვოკატირებაში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული უფლების დაცვას.

სოციალური სამუშაო

სოციალური მუშაკები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერასა და სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში. სოციალური სამუშაო განისაღვრება პერსონალური სოციალური მომსახურეობით და კლიენტთა იმ ჯგუფების მიხედვით (მაგალითად მოხუცებული ადამიანები, ინვალიდები, ძალადობის მსხვერპლნი, მიტოვებული ან ზრუნავს მოკლებული ბავშვები, ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი ბავშვები), რომელთაც სოციალური მუშაკები უწევენ დახმარებას. აღნიშნული მომსახურება შეიძლება გაწეულ იქნეს სპეციალურ გარემოში, მაგალითად დღის მოვლის ან სათემო ცენტრებში, სახლში, საავადმყოფოებში, ან რეზიდენტულ გარემოში (სკოლა-ინტერნატები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები). საბაზისო უნარ-ჩვევები მოიცავს შეფასებას, ინტერვიურებას და ჩანაწერების გაკეთებას, მზრუნველობას, რჩევების მიცემას და ადვოკატირებას.

ევროპაში არსებობს სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან კერძო სექტორთან გააფორმოს კონტრაქტი სოციალური მომსახუირეობის გაწევის შესახებ. სოციალურ მომსახურეობას ეწევიან სოციალური მუშაკები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან. ამის მისაღწევად საქართველოში საჭირო იქნება საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება და კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიული აკრედიტაციის და მონიტორინგის სისტემის შექმნას. საჭირო იქნება აგრეთვე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური მუშაკების პროფესიული მომზადება. ამჟამად საქართველოში არ არსებობს პროფესიულად მომზადებული სოციალური მუსაკის კადრი და სპიჯი „იუნისეფთან“, ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრი ჩაილდთან“ და შესაბამის სახელმწიფო წარმომადგენლებთან და უნივერსიტეტთან ერთად იღებს ლიდერის ფუნქციას სოციალური მუშაკის კადრის მომზადებისა და ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ორგანიზაციების მიზნით, სადაც განხილულ იქნება აღნიშნული საკითხი.

სოციალური პოლიტიკის სტრატეგიები

თემზე დაფუძნებული მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი

სტრატეგია, რომელსაც სპიჯი იყენებს სოციალური პოლიტიკის შემუშავებისა განხორციელებისათვის, არის თემზე დაფუძნებული მიდგომა სოციალური პოლიტიკის მიმართ, რომლის მიზანია თემის წევრების ჩართვა სოციალური პოლიტიკის ფორმულირებაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.

პოლიტიკის ცენტრალიზებული შემუშავება

დღემდე მრავალი რეფორმა სოციალურ სექტორში, განსაკუთრებით ჯანდაცვასა და განათლებაში ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. რეგიონალურ დონეზე აღნიშნული რეფორმების შემუშავებისას თემის ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ან თუნდაც სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობა მინიმალური გახლდათ.

ადგილობრივი სტრუქტურების სიმცირე

სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში თემის ინტენსიურად მონაწილეობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი გახლავთ იმ ადგილობრივი ორგანიზაციების და თემის საინიციატივო ჯგუფების სიმცირე, რომლებმაც კოორდინაცია უნდა გაუწიონ და ითანამშრომლონ მოსახლეობისათვის სოციალური სექტორის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათი მოსაზრებების მისაღებად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივა.

თემის პოლიტიკის პრიორიტეტები: როგორ განსაზღვრავს სპიჯი, თუ რომელ პრობლემაზე იმუშაოს პირველ რიგში?

სოციალური პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც სპიჯ-ი აკეთებს აქცენტს, ძირითადად სამი ფაქტორით განისაღვრება:

● სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები;

● სოციალური სექტორის ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს საერთაშორისო სააგენტოების, რგორიცაა მსოფლიო ბანკი და იუნისეფი, მხარდაჭერით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

● ის საკითხები და მოთხოვნები, რომლებიც გამოვლინდა თემების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სთმი-ს თემის მობილიზაციის და გრანტის პროგრამის კომპონენტების მეშვეობით.

მაგალითად, განათლების სამინისტროს მხარს უჭერს ინკლუზიურ განათლებასა და უნარშეზუდული ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას. ეს „იუნისეფისთვისაც“ პრიორიტეტული საკითხია და ახალი სოციალური რეფორმის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც გეგმავს ხელისუფლება და მსოფლიო ბანკი. ის ასევე წარმოადგენს „მერსი ქორის“ გრანტების პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. უფრო მეტიც, თემის რამოდენიმე საინიციატოვო ჯგუფი (თსჯ), რომლებიც ჩართულნი იყვნენ საბავშვო ბაღების და საშუალო სკოლების რეაბილიტაციაში „მერსი ქორის“ თემის მობილიზაციის პროცესის ფარგლებში, აგრეთვე დიდად არიან დაინტერესებულნი ინკლუზიური განათლებით.

ამგვარად, ინკლუზიური განათლება სპიჯისთვის სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები სფეროა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სპიჯმა „მერსი ქორის“ გრანტების პროგრამასტან ერთად მოაწყო ინკლუზიური განათლებისადმი მიძღვნილი ორი სემინარი „მერსი ქორის“ ქვეგრანტიორებისთვის და თემის საინიციატივო ჯგუფებისათვის. აღნიშნული სემინარები მიზნად ისახავდა პოლიტიკის შემუშავების გაუმჯობესებას, მიღებული გაკვეთილების გაზიარებასა და იმ ორგანიზაციების ქსელის შექმნას, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას უჭერენ მხარს. სპიჯმა, თავისი სტრატეგიის მიხედვით, უზრუნველყო ინკლუზიური გასნათლების საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის საინიციატივო ჯგუფებისათვის ტექნიკური დახმარების გასაწევად.

სოციალური პოლიტიკის კავშირი თემის მობილიზაციის პროცესთან

ძირითადი სექტორული საკითხები/პრობლემები, რომლებიც წარმოჩინდა „მერსი ქორის“ ა/სთმი-ის მიერ თემის მობილიზაციის პროცესში, შემდეგია:

● განათლება

● კულტურა და სპორტი

● გარემოსდაცვითი ჯანმრთელობა: უსაფრთხო სასმელი წყალი

● საზოგადოებრივი მომსახურეობის და ინფრასტრუქტურის განვითარება

● გარემოს დაცვა

მსგავსი სექტორული პრობლემები იქნა იდენტიფიცირებული დ/სთმი-ს თემის მობილიზაციის პროცესში: განათლება, საზოგადოებრივი მომსახურეობა და ინფრასტუქტურის განვითარება, ჯანდაცვა, წყლის და გარემოს დაცვა. სპიჯ-ის სტრატეგიული ითვალისწინებს თემის საინიციატივო ჯგუფებთან მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას, რათა მოხდეს იმ დადებითი და უარყოფითი ფაქტორების განსაზღვრა, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს მათი მიკროპროექტის განხორციელებაზე, ან სურთ, რომ მათი შემდგომი, სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული პროექტი უფრო ეფექტური იყოს.

ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი ა/სთმი-ის პროგრამაში გახლდათ სპიჯ-ის პროგრამაში გახლდათ სპიჯ-ის თანამშრომლობა ქ. გორის თემის საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მუშაობს განათლების საკითხებზე. პოლიტიკაზე ორიენტირებული საკითხები, რომელთა განსაზღვრაც მოხდა, ეხებოდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და განათლების სფეროს ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობას გაძლიერებას, ასევე განათლების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას, რათა მათი შემდგომი ქმედებები შესაბამისობაში ყოფილიყო რეფორმის მოთხოვნებთან. გორის თემის საინიციატივო ჯგუფის ახალი პროექტის იდეა ითვალისწინებს ინგლისურ და რუსულ ენების სწავლებას საბავშვო ბაღებში, რისთვისაც საჭიროა სასწავლო მასალები. ამდენად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა ითვალისწინებს თუ არა განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის „განათლების სისტყემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა“ ამ ღონისძიებებს.

სოციალური პოლიტიკის კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტების კომპონენტთან

კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რომელ საკითხებზე უნდა მოახდინოს აქცენტის გაკეთება სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფმა, არის იმ სოციალურისაკითხების ანალიზი, რომელთა გადაჭრაზეც მუშაობს „მერსი ქორის“ არასამთავრებო ორგანიზაციების გრანტების პროგრამა. პროგრამა მხარს უჭერს სხვადასხვა სახის სათემო მომსახურების საქმიანობას ცალკეული თემების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, ასევე იმ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყობს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ანუ მოხუცების, ბავშვებისა და ქალების, საჭიროებებს. გრანტების უმრავლესობა გაცემული იქნა შემდეგი მიზნებისათვის:

● სოციალური დაცვა: ბავშვების დეინსტიტუტიზაცია

● ინკლუზიური განათლება: უნარშეზღუდული ბავშვები და განათლებაზე ხელმისაწვდომობა

● განათლება: სკოლების რეაბილიტაცია და სასწავლო მასალებისა და ინვენტარის მიწოდება

● ჯანდაცვა: ჯანდავცის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რეპროდიქციული ჯანმრთელობა

● სათემო ცენტრები: დაუცველი ჯგუფების დახმარება

● ახალგაზრდობა: სოციალური ღონისძიებები დაუცველი ახალგაზრდებისათვის

საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის შეძლებს თუ არა პროექტი მიმდინარე სოციალური რეფორმის ხელის შეწყობას და/ნ გავლენას მოახდენს ან ხელს შეუწყობს თუ არა ახალი სოციალური რეფორმების შემუშავებას. შემგდომ სპიჯი თანამშრომლობს გრანტიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათი პროექტების სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებით. გრანტი მიიღო მრავალმა ისეთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს სოციალური დაცვისა და ინკლუზიურ განათლების საკითხზე და ამგვარად, სპიჯი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა დაწესებულებებში, მყოფ ბავშვებთან, უნარშეზღუდულ ბავშვებთან და განათლების ხელმისაწვდომობასთან.

ინფორმირებული მოქალაქეები

იმისათვის, რომ მოსახლეობა სრულფასოვნად მონაწილეობდეს სოციალური სექტორის რეფორმის და პოლიტიკის შემუშავების დებატებში, უნდა მოხდეს მათი ინფორმირება. ამასთან, უნდა არსებობდეს ისეთი სტრუქტურები, რომელთა მეშვეობით ისინი შეძლებენ თავიანთი მოსაზრებების გამოხატვას. ამგვარად, სპიჯი თავდაპირველად ფოკუსირებული იყო მისიის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება „ინფორმირებულ მოქალაქეებს“. ამ საკითხის გადასაჭრელად სპიჯის სტრატეგია ითვალისწინებდა ძირითადი ღონისძიებების, როგორიცაა თემის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას თავის პარტნიორებთან - „მერსი ქორსა“ და „ქეასთან“ - თანამშრომლობით. აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობა, როგორიცაა ადვოკატირების ტრენინგი, აღწერილია სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჟურნალის წინამებარე ნომერში მოთავსებულ სხვა სტატიებში.

3 ადგილობრივი ხელისუფლების გამოკვლევა

▲back to top


დავით გუგუშვილი

„ჰორიზონტთან“ არსებულმა სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფმა 2000 წლის შემოდგომაზე ჩაატარა ადგილობრივი ხელისუფლების გამოკვლევა მოსახლეობასთან თანამშრომლობის მზაობის გამოვლენის მიზნით და კონკრეტული დახმარების პროგრამებისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები რეგიონებში, კერძოდ გამგეობები და საკრებულოები, უშუალოდ არიან პასუხისმგებელი მოსახლეობის (თემის) წინაშე სახელმწიფო ვალდებულებათა განხორციელებაზე და ამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სტრუქტურების მომსახურეობათა გათვითცნობიერებულობას თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებსა და მართვის მეთოდის თაობაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების გამოკვლევა „ჰორიზონტთან“ არსებული სოციალური ინიციატივის ჯგუფმა ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოში: თელავის, გორის და ახალციხის რაიონებში, ასევე - ქ. ქუთაისში. გამოკვლევა ჩატარდა „საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის“ (სთმი) ფარგლებში. ინიციატივას აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

სთმი მიმართულია საზოგადოების მობილიზებისა და მისი პრობლემების გადაჭრისათვის საზოგადოებაში (თემში) არსებული რესურსების გასააქტიურებლად, რათა მოსახლეობამ შეძლოს გაცნობიერება, რომ თვითმართველობის პრინციპი არის არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობა, არამედ არჩევნებით მიღებული უფლება - მოვალეობების რეალიზაციაზე ამომრჩევლის მხრივ რეალური კონტროლის განხორციელება.

გამოკითხვამ გამოავლინა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხედულებები იმ ძირითადი საკითხების თაობაზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეადგენს ხელისუფლებისა და მოსახლეობის თანამშრომლობის საფუძველს. ხელისუფლების მზაობა ამგვარი თანამშრომლობისათვის, საკრებულოებისა და გამგეობების მუშაობის ნაკლოვანებები. გამოკითხვის შედეგები საფუძვლად დაედო სამოქმედო გეგმას და კონკრეტული დახმარების პროგრამებს, რომლებსაც ვთავაზობთ ხელისუფლებასა და მოსახლეობის ჯგუფებს სთმი პროგრამის მიმდინარეობის პროცესში.

გამოკითხვები ჩატარდა ინტერვიუირების წესით. გამოვიკითხეთ ამ რაიონების გამგეობების, საკრებულოებების, აგრეთვე საქალაქო გამგეობებისა და საკრებულოებისა თანამშრომლები, პრეზიდენტის აპარატის კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის სამსახურების თანამშრომლები. სულ - 62 კაცი.

გამოკითხვის საფუძველზე უნდა შეგვეფასებინა:

● ხელისუფლების წარმომადგენელთა გახსნილობა და მათი საქმიანობის გამჭირვალობისათვის მზაობა;

● ხელისუფალთა ინფორმირებულობა მოსახლეობის საჭიროებათა შესახებ, ასევე - ამ საჭიროებათა გამოვლენის და მოსახლეობის ინტერესების დაცვის მექანიზმების არსებობის თაობაზე;

● ხელისუფალთა ინფორმირებულობა არასამთავრობო სექტორის დანიშნულებისა და საქმიანობის შესახებ;

● დამოკიდებულება რეფორმების პროცესის მიმართ;

● ადგლობრივი მმართველობის დამოკიდებულება სხვა სტრუქტურებთან;

● ინფორმირებულობა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

შედეგებმა გვაჩვენა, რომ საკრებულოსა და გამგეობას მინიმალური კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან. თავის მხრივ საზოგადოებაც არ არის დაინტერესებული მათი საქმიანობით. ამის გამომწვევი მიზეზები შემდეგია:

● საკრებულოს მუშაობის არაეფექტურობა არასრულფასოვანი კანონმდებლობის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მისი იგნორირების, საკრებულოს რიგი წევრების ინდიფერენტულობის, გამოუცდელობის, თავიანთ უფლება-მოვალეობაში არასაკმარისი გათვითცნობიერებულობის, ბიუჯეტის სიმცირის და ინფორმაციის ნაკლებობების გამო.

● მოსახლეობა არ მიმართავს საკრებულოს, რამდენადაც ამ უკანასკნელს არაეფეტურს, ფიქტიურ ორგანიზაციადმიიჩნევს და შესაბამისად, არ აინტერესბდა მისი საქმიანობით.

● საკრებულოთა ერთ ნაწილში ძლიერია პარტიკულარული ინტერესები.ჩანს, საკრებულოს წევრები მეტ ყურადღებასაქცევენ საკუთარი პარტიული ინტერესების რეალიზაციას, ვიდრე მოსახზლეობის საჭიროებებს და თავიანთი უშუალო ფუნქციების აღსრულებას.

საკრებულოსა და გამგეობის წევრები გამოხატავენ მზადყოფნას საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ ეს მზარყოფნა უფრო ზოგად განწყობას ეფუძნება, ვიდრე კონკრეტული ქმედებების უნარს და საშუალებებს.

ადგილობრივ ხელისუფლებას მინიმალური კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან. არ არსებობს ორგანიზაციულ - სტრუქტურული ერთეული მის საჭიროებათა მონიტორინგისათვის. ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებათა შესახებ ხელისუფლებას წერილობითი სახით თავად მოსახლეობისგან მსდის. ადგილობრივი ხელისუფლება არაქმედითუნარიანია ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მისი მუშაობა შემოიფარგლება ფაქტების კონსტიტუციით და ბიორაკრატიული პროცედურებით, რასაც პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს. შესწავლილი რაიონების მოსახლეობა სოციალურად დაუცველია და რესპოდენტები ვერ ხედავენ დაცვის მექანიზმების ამოქმედების გზებს.

რესპოდენტთა ინფორმირებულობა არასამთავრობო სექტორის თაობაზე ეფუძნება გავრცელებულ ზოგად შეხედულებებს და შედარებით ნაკლებად - პირად გამოცდილებას. გამოკითხულები ცუდად იცნობენ რაიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ საქმიანობას. მართალია, ისინი სწორად განსაზღვრავენ ასეთი ორგანიზაციების დანიშნულებას სამოქალაქო საზოგადოების პროცესში და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები, მაგრამ ვერ ხედავენ მათთან რეალური თანამშრომლობის საჭიროებას. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამოქალაქო საზოგადოების განუვითარებლობით რეგიონებში და საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობის ნაკლებობით.

ადგილობრივი ხელისუფლების გამოკითხული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ რეფორმები აუცილებელია ცხოვრების ყველა სფეროში, თუმცა სოციალურსა და პოლიტიკურს ანიჭებენ უპირატესობას. მეტწილად, ისინი, არ, ან ცუდად იცნობენ იმ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც რეფორმების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი რეფორმების პროცესში მათთვის გაურკვეველი აღმოჩნდა, რაც უფრო ინფორმაციის ნაკლებობას უნდა მივაწეროთ და არა მათ უნდობლობას მესამე სექტორის შესაძლებლობების მიმართ.

რესპოდენტები საკრებულოდან მიიჩნევენ, რომ გამგეობა და ცენტრალური ხელისუფლება იგნორირებას უწევენ ადგილობრივ თვითმმართველობას. ისინი არ აკრიტიკებენ გამგეობას და სხვა სტრუქტურებს მოსახლეობის საჭიროებათა არცოდნისათვის ან არასათანადოდ რეაგირებისათვის. ასევე, მიიჩნევენ, რომ საკრებულოს მუშაობა უფრო გახსნილი და გამჭვირვალეა საზოგადოებისათვის და აქედან გამომდინარე, მათი საქმიანობა უფრო შედეგიანი იქნება. მათ აქვთ სურვილი თავიანთი უფლება-მოვალეობების უკეთ რეალიზაციისა და ამისათვის აუცილებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო დონეზე მათი კომპეტენციის გამიჯვნას სხვა სტრუქტურების კომპეტენციისაგან.

რესპოდენტები ცუდად არიან ინფორმირებულნი მათ რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ. სავარაუდოდ - იმიტომ, რომ ვერ ხედავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს. შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თავის მხრივ, ნაკლებად მიმართავენ საკრებულოს, ამ სტრუქტურის ნაკლები ქმედ უნარიანობის გამო და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობას ამჯობინებენ.

4 სამუშაო შეხვედრები ადვოკატირების თაობაზე

▲back to top


დავით გუგუშვილი

0x01 graphic

რა არის ადვოკატირება

ადვოკატირება, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდია, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას გარდა - საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის ამაღლებას, მნიშვნელოვანი საკითხებისათვის თვალყურის დევნას და გადაწყვეტილებების მიმღებთაგან შესაბამისად გადაჭრის მოთხოვნას.

არსებობს ადვოკატირების სხვადასხვა განმარტება და მისდამი სხვადასხვა მიდგომა და სტრატეგია. სხვადასხვა მიდგომა არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას მიზნის მისაღწევად, ხოლო სხვადასხვა სტრატეგია წარმოადგენს პოლიტიკური ცვლილებების ფუნდამენტურად განსხვავებულ კონცეპტებს.

ადვოკატირების გამწევი ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ნათლად ჰქონდეს წარმოდგენილი ადვოკატირების კონცეფცია.

ადვოკატირებას სხვადასხვა წყარო სხვადასხვაგვარად განმარტავს:

1. ადვოკატირება არის იმგვარი მოქმედებების კომბინაცია, რომელიც სტიმულს აძლევს საზოგადოებას, თვალყური ადევნოს მნიშვნელოვან საკითხებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პიროვნებებს, აიძულოს ისინი, პრობლემები საჭიროებისამებრ გადაწყვიტონ. ეს საქმიანობა შედგება სხვადასხვა სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებისგან. ადვოკატირებას ინიციატივა ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს, სტრატეგიულ აზროვნებას, ინფორმაციას, განვითარებას და მობილიზაციას მოითხოვს.

2. ადვოკატირება არის პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მის გადასაჭრელად და მხარდამჭერი მოქმედებების ორგნიზება.

ამ განსაზვრებებს აქვს საერთოც და განმსახვილელიც. მთავარი განსხვავება საზოგადოების სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა პრობლემების გადაჭრის მიმართ:

1. პირველი განმარტების თანახმად ადვოკატირება უფლებადარღვეულთა და სოციალურად დაუცველთა სახელით ლაპარაკია;

2. მეორე განმარტების მიხედვით, ადვოკატირება არის ამ დაუცველი ადამიანების ორგანიზება, რათ მათ შეძლონ საკუთარი სახელით ლაპარაკი.

ადვოკატირების ოთხი საფეხური:

● თემის იმ პრირიტეტული პრობლემების განსაზღვრა, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია ადვოკატირების მეშვეობით;

● გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით;

● დაგეგმილის განხორციელება ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავების ჩათვლით;

● ადვოკატირების სტრატეგიისა და გეგმის მონიტორინგი/შეფასება.

ადვოკატირების კომპონენტები:

ადვოკატირების სტრატეგიის განვითარებისადმი სისტემური მიდგომა შემდეგი საკვანძო კომპონენტებისგან შედგება:

● მიზნის დასახვა;

● მონაცემთა შეგოვების დაწყება;

● კოალიციის შექმნა;

● აუდიტორიის დადგენა;

● შეტყობინების შემუშავება;

● პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;

● ფინანსების მოძიება;

● მონიტორინგი და შეფასება.

სამუშაო შეხვედრები

ადვოკატირება თემის საინიციატივო ჯგუფის, სათემო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საკვანძო სტრატეგიაა სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე გავლენის მოსახდენად. მაგრამ 2001 წლამდე საქართველოში საინიციატივო ჯგუფების, სათემო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს არასოდეს გაუვლიათ ტრენინგი ადვოკატირებაში.

2001 წლის შემოდგომაზე „ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა, ფონდის ტრენერების გუნდთან ერთად, „ჰორიზონტის“ და „მერსი ქორის“ რეგიონალური ოფისებისა და საკონტაკტო პირების დახმარებით, ორგანიზება გაუწია ოთხ ორდღიან საბაზისო ტრენინგ-სემინარს ადვოკატირებაში. ეს ღონისძიებები ახალციხეში, თელავში, გორსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონში გაიმართება. ტრენინგში მონაწილეობდნენ საინიციატივო ჯგუფების, სათემო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ „მერსი ქორთან“, ფონდ „ჰორიზონტთან“ და „თემის მობილიზაციის ინიციატივის პროგრამასთან თანამშრომლობის გამოცდილება.

სემინარებს სულ 92 ადამიანი დაესწრო. მათგან ბევრს ადვოკატირების სხვადასხვა კომპონენტის გამოყენების გამოცდილება ჰქონია თემის ლიდერის, საინიციატივო ჯგუფის წევრის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის საქმიანობის შესრულებისას. მაგრამ სამუშაო შეხვედრებმა, ახალი კომპონენტების დამატებით, შეუქმნეს მათ ბაზა ადვოკატირების უფრო ფართო სტრატეგიისა და გეგმების შესამუშავებლად.

ადვოკატირების საბაზისო კურსი მოიცავს ადვოკატირების არსს, მნიშვნელობასა და კომპონენტებს, გადასაჭრელი პრობლემების შერჩევას და სტრატეგიის შემუშავება, მუშამოდელის მიხედვით სამიზნე ჯგუფების პრობლემების გადაჭრას.

მუშაობის მიმდინარეობის მონაწილეებმა განსაღვრეს ადვოკატირების მიზანი, შეიმუშავეს მისი მიღწევის სტრატეგია, შეკრიბეს ინფორმაცია. მათ დააფუძნეს კოალიზაცია, განსაზღვრეს აუდიტორია და პიროვნებები, რომლებზეც უნდა მოეხდინათ ზეგავლენა; შეიმუშავეს შეტყობინებების შინაარსი და ფორმა. ამას გარდა, მონაწილეებმა შეარჩიეს პრეზენტაციის ფორმა და გაანალიზეს თავიანთი უპირატესობები და არსებული დაბრკოლებები, განსაზღვრეს ადვოკატირების განსახორციელებლად საჭირო სახსრები.

0x01 graphic

5 სამუშაო სემინარები კომუნიკაციისა და ინფორმაციის საკითხებზე

▲back to top


მაკა წერეთელი

საქართველოს თემების, სათემო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო პრობლემაა ინფორმაციის ნაკლებობა სოციალურ სექტორში მიმდინარე რეფორმების თაობაზე. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია ჯანმრთელობის უფლებაზე, განათლების რეფორმაზე, იმ მექანიზმების განვითარებაზე, რომლებიც საშუალებას მისცემს თემებს გამოთქვან მოსაზრებები. საკვანძო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეწევიან თემების ინფორმირებას, არიან:

● სათემო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მობილიზაციას უწევენ თემების სხვადასხვა, პრიორიტეტულად მიჩნეულ, სოციალურ პროექტზე სამუშაოდ;

● გამგეობების საინფორმაციო განყოფილებების მუშაკები, რომლებიც ერთი მხრივ ღებულობენ ინფორმაციას სოციალურ სექტორში მიმდინარე რეფორმების თაობაზე რეგიონალური თუ ცენტრალური ხელისუფლებისაგან და მეორე მხრივ, გასცემენ ამ ინფორმაციას თემების მოთხოვნისამებრ;

● გამგეობის ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობის, განათლების, გარემოსდაცვით თუ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე.

კომუნიკაციისა და ინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სემინარებზე, რომლებიც გორში, თელავსა და ახალციხეში 2001 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გაიმართა, სწორედ აღნიშნული სამი ჯგუფის წარმომადგენელმა შეიკრიბნენ.

ფონდ „ჰორიზონტთან“ არსებული სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ამ სემინარში 105 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის: თემების საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, როგორც სოფლებიდან ისე - ქალაქებიდან, „მერსი ქორის“ და ფონდ „ჰორიზონტის“ გრანტის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები, გამგეობების საინფორმაციო და სხვა განყოფილებების მუშაკები. სემინარებს ესწრებოდნენ ასევე „მერსი ქორისა“ და „ქეას“ დასავლეთ სთმი-ს პროგრამის, ფონდ NI-CO-ს საქართველოს მმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების პროექტისა და „ურბანული ინსტიტუტის“ ადგილობრივი მმართველობის რეფორმის პროექტის წარმომადგენლები.

სემინარების მოსახლეობის, სათემო ორგანიზაციების, სხვა არასამთავრობო გაერთიანებებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოკვეთეს სოციალური სექტორის (ჯანდაცვა და განათლება) რეფორმირების საჭიროება, ინფორმაციის უკეთ გადაცემის, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი მექანიზმების შემუშავების მიზნით, რომლებიც საშუალებას მისცემს თემს, გამოთქვამს თავისი მოსაზრება სოციალური საკითხების ირგვლივ.

ასევე, სემინარებზე გაანალიზდა, როგორ მიმდინარეობს კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა თემებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. განხილულ იქნა ამ სისტემის შესაძლებლობები და არსებული დაბრკოლებები. სემინარის მონაწილეებმა განსაზღვრეს სამომავლო მოქმედება.

სათემო საინფორმაციო ჯგუფები

ინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრებზე დაიწყო სათემო საინფორმაციო ჯგუფების შექმნის სტიმულირება. ამ ჯგუფებმა უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა თემების ინფორმირებისა და მათი საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლაზე.

ამას გარდა, სათემო საინფორმაციო ჯგუფებმა არა მხოლოდ უნდა უზრუნველყონ ადვოკატირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე, არამედ, უზრუნველყონ თემის აქტიური მონაწილეობა განვითარებად პოლიტიკაში. ერთი მხრივ და სოციალური პოლიტიკის ცვლილებების ინიცირებაში, მეორე მხრივ.

0x01 graphic

6 საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტი

▲back to top


საქართველოს განათლების სამინისტრო

პროექტი 2001 წელს შეიმუშავა საქართველოს განათლების სამინისტრომ მსოფლიო ბანკთან ერთად.

მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სიღატაკის დაძლევა და „ეკონომიკური სასწაულის“ მოხდენა უშუალოდ არის დაკავშირებული განათლების სისტემის დაფინანსების ზრდასა და განათლებისათვის საბაზრო ღირებულებების მინიჭებასთან. ეს ნათლად გამოჩნდა მრავალი ქვეყნის მაგალითზე. მართალია, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია უკუგებას მთელი სახელმწიფოსთვის დაახლოებით ერთი ათწლეულის შემდეგ იძლევა, მაგრამ იძლევა დანამდვილებით და ათმაგად. ასევე, ცნობილია, რომ განათლებაზე გაწეული ეკონომიაც დაახლოებით ერთი ათწლეულის შემდეგ იჩენს თავს სავალალო შედეგის სახით მთელი სახელმწიფოსათვის და დანაკარგიც ასევე ათმაგია.

არსებულ ვითარებაში საბიუჯეტო რესურსებიდან ისეთი ფართო მასშტაბიანი სისტემის რეფორმის დაფინანსება, როგორიც განათლებაა, შეუძლებელია. მეორე მხრივ, სწორედ განათლების გამართული სისტემა უზრუნველყოფს ქვეყნის უკეთეს მომავალს.

განათლების სისტემის ბირთვი სასკოლო განათლებაა და მისი რეფორმა გადაუდებელი ამოცანაა. რეფორმა გადაუდებელი ამოცანაა. ამის გათვალისწინებით, განათლების სამინისტროში მომზადდა საშუალო განათლების შინაარსის რეფორმის პროექტი და შესაძლებელი გახდა მსოფლიო ბანკის თანხმობის მოპოვება 60 მლნ. ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე (შეღავათიანი სესხი - 35 წლით, სესხის განაკვეთი - 0, 75%25). კრედიტი რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის ოქტომბერში.

საშუალო განათლების რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს შემდეგს:

საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამის შეცვლა

მოთხოვნები, რომლებსაც სახელმწიფო უყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოძველებულია და ძირეულ შეცვალს საჭიროებს. სტანდარტები, რომლებიც საბჭოთა კავშირიოდან მემკვიდრეობით გადმოგვყვა და არსებითად დღესაც ძალაშია, სავსებით შეესაბამებოდა სახელმწიფოს საბჭოურ მოწყობასა და იდეოლოგიას. დღევანდელი პერსპექტივიდან კი იგივე მოთხოვნები არაადეკვატურია გლობალიზაციის პროცესში ჩართული საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საჭიროებისათვის.

თანამედროვე მოთხოვნებია: სოლიდური საბაზისო ცოდნა და ნაკლები გადატვირთულობა დეტალებით, სათანადო უნარ-ჩვევები და მაღალი ზნეობა.

იქმნება ახალი სასწავლო გეგმა.

მოსწავლეთა შეფასების სისტემა რადიკალურად შეცვალა

რეფორმის ფარგლებში შემუშავდა მოსწავლეთა ინდივიდუალური მოსწრების შეფასების ობიეტური სისტემა - სტანდარტიზირებული შეფასების სქემა, რაც სუბიექტური ფაქტორის გავლენას შეფასებაზე მინიმუმადე დაიყვანეს. შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა შემოწმდეს მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნა, შემოქმედებითი, ანალიტიკური და სხვა უნარ-ჩვევები.

შეფაების ახალი სახელმწიფო სისტემა, ასევე, მიმართული იქნება განათლების პროცეის მიმდინარეობის შესამოწმებლად, რათა დროულად დააფიქსირდეს და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები.

საშუალო და უმაღლეს განათლებას შორის არსებული ნაპრალის ამოვსების მიზნით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამაში აისახება საუნივერსიტეტო მოთხოვნები. ეს შესაძლებლობას გახდის ატესტატის აღიარებას უმაღლესი სასწავლებლის მიერ და ამის საფუძველზე მომავალი სტუდენტების შერჩევას. დაარსდება ეროვნული შეფასწებისა და სახელმწიფო გამოცდების დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთ მოცემული ამოცანების განხორციელებას.

მოძველებული სტანდარტისა და სასწავლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების შეცვლა

შინაარსობრივად ცვლილებასთან ერთად სახელმძღვანელოებები პოლიგრაფიულ ხარისხითაც დააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ასევე გათვალისწინებულია სახელმძღვანელეობის მოსწავლეთათვის მიწოდების ახალი სქემის - წიგნების გაქირავების სისტემის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გააიაფებს სახელმძღვანელოთა ღირებულებას და ხელმისაწვდომს გახდის ყველასათვის. სასწავლო პროცესის ეფექტურობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლების საჭირო თვალსაჩინოებებით აღჭურვა, რაც, ასევე, განხორციელდა რეფორმის ფარგლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემის ჩამოყალიბება

სტანდარტების შეცვლა აისახება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სისტემაში, რომელიც პროფესიული მომზადება - გადამზადების უწყვეტ და მოქნილ სქემას გულისხმობს. მასწავლებლები საგნობრივ გადამზადებასთან ერთად, გამუდმებით მიიღებენ ინფორმაციას სწავლების თანამედროვე მეთოდიკების შესახებ. რადგან ყველაზე რთული სწორედ ხედვის, სასწავლო პროცესის წარმართვის პრინციპის შეცვლაა. თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკაში აქცენტი მასწავლებლიდან მოსწავლეზე გადავიდა, გაკვეთილის მიმდინარეობა ინტერაქტიული უნდა იყოს და ითვალისწინებდეს მოსწავლესათათვის ინტერესის გაღვივებას, მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში.

0x01 graphic

მართვის სისტემის რეფორმა, ეფექტური საინფორმაციო სისტემის დანერგვა

სასკოლო განათლების შინაარსის შეცვლა მართვის სისტემის რეფორმის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტური მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის გარეშე. რეფორმა ითვალისწინებს განათლების სისტემის დეკონცენტრაციას, ფიზიკური, ფინანსური და საკადრო რესურსების ოპტიმიზაციას.

გაიზრდება სკოლების ავტონომია, რაც მეტ თავისუფლებასთან ერთად მეტ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.

საზოგადოებასთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოებამ უნმდა შეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ პროექტის განხორციელებაში რეალურად მონაწილეობა. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, საზოგადოების რეკომენდაციები, წინადადებები, ხელს შეუწყობს რეფორმის განხორციელებას და განათლების სისტემის გარდაქმნას.

7 საინფორმაციო შეხვედრები თემებთან განათლების რეფორმის შესახებ

▲back to top


მაკა წერეთელი

განათლების რეფორმის შესახებ ოთხი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემებთან, ახალციხეში, გორში, თელავსა და თბილისში.

შეხვედრების ამოცანები იყო:

● მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებებისა და მსოფლიო ბანკისა და განათლების სამინისტროს „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ შესახებ;

● განათლების რეფორმისა „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ შესახებ შეხვედრის მონაწილეეობის მოსაზრებების, დამოკიდებულებების, შეხედულებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შეგროვება.

განათლების რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მონაწილეობდა 283-მა ადამიანმა მიიღო სამცხე-ჯავახეთიდან, შიდ ქართლიდან, კახეთიდან და თბილისის ისან-სამგორის რაიონიდან. მათი უმეტესობა თემების საინიციატივო ჯგუფების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და განათლების განყოფილების თანამშრომლები იყვნენ. მონაწილეები შეარჩიეს „მერსი ქორისა“ და ფონდ „ჰორიზონტის“ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფებთან ერთად.

შეხვედრების ორგანიზატორები იყვნენ ფონდ „ჰორიზონტთან“ არსებული სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფი, „მერსი ქორი“ და მსოფლიო ბანკის „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ (გსგგ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

შეხვედრაზე მოწვეულ მონაწილეებს შეხვედრამდე დაიეგზავნათ ,,განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ მოკლე აღწერილობა.

პროგრამის მოკლე მიმოხილვის შემდეგ მონაწილეები იყოფოდნენ სამ ჯგუფად, რომლებმაც განიხილეს პროგრამის შემდეგი სამი კომპონენტი:

● შეფასების ეროვნული სისტემა და სახელმწიფო გამოცდები

● ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებისათვის სათანადო სასწვალო მასალების შემუშავება და გავრცელება

● პოლიტიკა და სტრატეგია

ჯგუფების მიერ კომპონენტების განხილვისა და მათი პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შესახებ რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ განათლების სფეროს სპეციალისტები და ფასილიტატორები (მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) არჩევდნენ ხუთ-ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციას თითოეული ჯგუფიდან და აცნობდნენ შეხვედრის ყველა მონაწილეს.

გთავაზობთ განათლების რეფორმის შესახებ გამართულ საინმფოპრმაციო შეხვედრებზე მონაწილეების რეკომენდაციებს “განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ განხორციელების პრიორიტეტსა და სტრატეგიების შესახებ; ასევე - შეხვედრების მონაწილეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზს.

რეკომენდაციები გამოკითხვის შედეგებთან ერთად წარედგინა განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, სხვა დაინტერესებულ პირებს და პოლიტიკის შემმუშავებელს, თემების ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

განათლების რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეთა რეკომენდაციები

განათლების ხარისხის გაუმჯობესება

● ტესტირება უნდა ჩატარდეს ყველა შერჩეულ საგანში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს;

● ტესტირება უნდა ჩატარდეს ყველა ძირითად საგანში;

● საჭიროა ცოდნის შეფასების ახალი, ათქულიანი სისტემის დანერგვა;

● უნდა განხორციელდეს ბავშვთა უფლებები განათლებასთან დაკავშირებით (სკოლის გათბობა, წყლით მომარაგება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფა და სხვა);

● მასწავლებელთა გადამზადება შესაძლებელი უნდა გახდეს რეგიონალურ ან რაიონულ დონეზე

სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შემუშავება და გავრცელება

● მასწავლებლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ახალი სახელმძღვანელოებისა და შედგენასა და სასწავლო მასალების მომზადებაში; ისინი უზრუნველყოფილ უნდა იქნენ მეთოდური ლიტერატურით; სახელმძღვანელოები უფრო იშვიათად უნდა შეიცვალოს

● სახელმძღვანელოები უფრო მეტ სავარჯიშოებს უნდა შეიცავდეს, უნდა გაუმჯობესდეს მათი ფორმატი და პოლიგრაფიული ხარისხი;

● სკოლებმა უნდა შემოიღონ სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემა განათლების რეფორმისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან უფასოდ უნდა დაურიგდეთ სახელმძღვანელოები;

● სკოლის პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს უმაღლესი სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს.

პოლიტიკა და სტრატეგია

● სკოლების ოპტიმიზაციის პროცეში უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მთავრობა და ფართო საზოგადოება, რეფორმა უნდა დაჩქარდეს მასწავლებელთა მაქსიმალური მონაწილეობით და შეეხოს ყველა სკოლას;

● მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს და ხელი შეეწყოს სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობას;

● უნდა შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები „სასკოლო ქველმოქმედების“ და სკოლის მიერ ადგილობრივ სახსრების მოძიების წასახალისებლად, ასევე - სკოლის გადასახადების ლიბერალიზაციისათვის;

● უნდა მოხდეს კვალიფიციური მასწავლებლის სკოლიდან გადინების თავიდან აცილება;

● მაღალმთიან რაიონებში უნდა მოგვარდეს ფინანსური და საკადრო პრობლემები, დაარსდეს პანსიონის/ინტერნატის ტიპის სკოლები შორეულ რაიონბში.

განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებების გამოკვლევის შედეგები

ინფორმირებულობა რეფორმის მიმდინარეობის შესახებ

განათლების რეფორმის შესახებ თემის ოთხივე საინფორმაციო შეხვედრედრაზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შეხვედრის მონაწილეების საკმაოდ დიდი ნაწილი ინფორმირებული იყო განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმების შესახებ. რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ განათლების რეფორმის შესახებ ინფორმაციას უფრო მეტად ღებულობდნენ პრესიდან და სხვადასხვა ლიტერატურიდან, ვიდრე ტელევიზიის ან რადიოს მეშვეობით. მათ მიაჩნიათ, რომ მასმედია საკმარისად არ აშუქებს რეფორმას და განათლების სამინისტროც არ აწვდის მოქალაქეებს საკმარის ინფორმაციას განათლების რეფორმის შესახებ.

მედიის მიერ განათლების რეფორმის უფრო სისტემატურად და ინტენსიურად გასაშუქებლად საჭირო იქნება განათლების სამინისტროსა და მედიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე განათლების სამინისტროს მიერ განათლების რეფორმის შესახებ ადვილად აღსაქმელი ფორმით ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

რესპოდენტების მიერ რეკომენდირებული სხვა მექანიზმი გულისხმობს ფონდ „ჰორიზონტთან“ არსებული სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფისა და მსოფლიო ინიციატივის ჯგუფისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის, „მერსი ქორისა“ და „ჰორიზონტის“ რეგიონული შეხვედრების ანალოგიური შეხვედრების მოწყობას.

რესპოდენტთა ნაწილის რეკომენდაციით მესამე სექტორის უფრო უნდა გააქტიურდეს განათლების რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, მოსახლეობას უფასოდ უნდა დაურიგდეს შესაბამისი საინფორმაციო მასალები.

დამოკიდებულება შემოთავაზებული ცვლილებებისადმი

გამოკითხულები მხარს უჭერენ შემოთავაზებულ ცვლილებებს და მიაჩნიათ, რომ მათი განხორციელება ახლო მომავალში უნდა დაიწყოპს. შემოთავაზებულ ცვლილებებს რესპოდენტები, შესაძლოა, იმიტომაც უჭერენ მხარს, რომ ისინი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობით არიან უკმაყოფილონი და არა იმიტომ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მათთვის მისაღებია.

სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების ხარისხის შეფასება

რესპოდენტების აზრით არსებული სახელმძღვანელოების შინაარსობრივი და ვიზუალური მხარეების და პოლიგრაფიული ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. სახელმძღვანელოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია შინაარსობრივი მხარე, თუმცა ვიზუალური სახე და პოლიგრაფიული ხარისხი ასევე მნიშვნელოვანია.

საგულისხმოა, რომ მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის მიუხედავად, სახელმძღვანელოების ფასი ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორად იქნა მიჩნეული. სახელმძღვანელოთა გაქირავების სისტემის დანერგვა გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის მიერ აღქმულია პოზიტიურ ნაბიჯად. რესპოდენტები ასევე აღიარებენ თვალსაჩინოებათა და დამხმარე სასწავლო პროცესისათვის. თვალსაჩინოებათა და დამხმარე სასწავლო მასალების არარსებობის მთავარ მიზეზად ასახელებენ უსახსრობას, თუმცა რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა სკოლებში ამ მასალების მოვლა-შენახვაზე ბუნდოვანი პასუხისმგებლობით იყოს გამოწვეული.

ცვლილებები განათლების სისტემის პოლიტიკასა და სტრატეგიაში

რესპოდენტების უმრავლესობა მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზრუნველთა საბჭოს შემოღებას და თვლის, რომ ის დაეხმარება სკოლას და გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს. გამოკითხულთა 80%25-ზე მეტმა მიუთითა, რომ სურვილი ექნებოდათ ემუშავათ მზრუნველთა საბჭოში.

გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ მზრუნველთა საბჭოს დასჭირდება გარეშე დახმარება უპირველეს ყოვლისა სკოლისათვის დამატებითი სახსრების მოძიებაში და ფინანსური რესურსების მართვაში.

რესპოდენტების დაახლოებით 40%25-ს საჭიროდ მიაჩნია ტექნიკური დახმარება სკოლისგარე ღონისძიოებათა დაგეგმვასა და სკოლის ადმინისტრაციის მუშაობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში.

გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი თვლის საჭიროდ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დონორებისაგან, (ტრენინგების, კონსულტაციების, დაფინანსების სახით) მზრუნველთა საბჭოს წევრების არჩევისას.

რესპოდენტები მხარს უჭერენ ერთ სულ მოსწავლეზე დაფინანსებისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან სახსრების უშუალოდ სკოლებისათვის გადარიცხვის პრინციპზე გადასვლის პოლიტიკას.

ბარიერები რეფორმის განხორციელების გზაზე

გამოკითხვამ უჩვენა, რომ რეფორმის განხორციელების გზაზე მთავარი ბარიერია ზოგადად ქვეყანაში არსებული ფინანსურ-ეკონომიკურ სიძნელეებზე. საგანგებოდ აღინიშნა განათლების სისტემაში რესურსებისა და საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობა.

ქვეყანაში არსებული კორუფცია რესპოდენტების მიერ მიჩნეულ იქნა კიდევ ერთ დაბრკოლებად. საგანგებოდ აღინიშნა ასევე განათლების სისტემაში არსებული კორუფცია.

კადრების დაბალი კვალიფიოკაცია და ნაკლებკომპეტენტურობა, განათლების რეფორმებისადმი ხელისუფლების ინდიფერეტულობა და შემორჩენილი საბჭოთა მენტალიტეტი ასევე მნიშვნელოვან ბარიერად იქნა მიჩნეული.

მოქალაქეთა მხრივ განათლების რეფორმის მხარდაჭერა და მასში აქტიური მონაწილეობა რესპოდენტების მიერ მიჩნეულ იქნა განათლების რეფორმის განხორციელებაში მათ მიერ შესასრულებელ ძირითად როლად. ასევე, აღინიშნა განათლების სამინისტროსათვის განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მოქალაქეთა მოსაზრებების გაცნობის მნიშვნელობა.

0x01 graphic

8 საგანმანათლებლო სემინარი ინკლუზიური სწავლების შესახებ

▲back to top


ნინო ჟვანია

ფონდ „ჰორიზონტის“ სოციალური ინიციატივის ჯგუფმა 2001 წლის 29-30 ოქტომბერს გამართა სემინარი ინკლუზიური სწავლების შესახებ, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვას მასობრივ საგანმანათლებლო სისტემაში.

სემინარში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, საშუალო სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 28 წარმომადგენელმა თბილისიდან, თელავიდან, გორიდან და ახალციხიდან. სემინარს ესწრებოდნენ, ასევე, განათლების სამინისტროს, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის, „მერსი ქორის“ და ფონდ „ჰორიზონტის“ წარმომადგენლები.

სამუშაო სემინარების მიზნები:

  • უნარშეზღუდული ბავშვების მასობრივ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის პრინციპებისა და კონცეპციების განხილვა;

  • უნარშეზღუდული ბავშვების მასობრივ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და პრაკტიკის დანერგვა;

  • უნარშეზრუდული ბავშვების ჩართვასთან დაკავშირებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება;

  • შესაბამისი მონაწილეებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად და ინფორმაციის გასაცვლელად;

  • მიმდინარე პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურობის გასაზრდელად;

  • ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობის ხელშესაწყობად;

  • ქვეყნის მასშტაბით ინფორმაცის გავრცელება შესაბამისი სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის შესამუშავებლად.

სემინარის მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური სწავლების დანერგვის პროცესებს 1990-ანი წლების დასავლეთ ევროპაში.

ინკლუზიური სწავლება დასავლეთ ევროპაში

1990-იან წლებამდე უნარშეზღუდული ადამიანები ძირითადად მათთვის განკუთვნილ საგანგებო დაწესებულებებში იყვნენ თავმოყრილნი. უნარშეზღუდული ბავშვების განვითარებისათვის ოჯახური ატმოსფეროს აუცილებლობა მხოლოდ 1980-იან წლებში აღიარეს. 80-იან წლებში გამოჩნდა ინტეგრირებული განათლების საცდელი პროექტები, რომლებიც სადღეისოდ გადაიზარდა ბავშვთა უფლებების გაძლიერებული დაცვაში, ინკლუზიური განათლებასა და ბავშვების აზრის გათვალისწინებაში. პირველი საქველმოქმედო სპეციალური სკოლები მხოლოდ 90-იან წლებში გაჩნდა.

1994 წელს ევროპაში სახელმწიფო განათლების სისტემა უკვე „ყველა“ ბავშვზე ორიენტირებული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბავშვი შეფასებული იყო, როგორც „გაუნათებადი“.

საქართველოს გამოცდილება

სემინარის მონაწილეებმა დაახასიათეს საქართველოს გამოცდილება უნარშეზღუდული ბავშვების განათლების სფეროში, შეადარეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდები. პირველი ხასიათდებოდა საკმაოდ განვითარებული სპეციალური სკოლებით, უფასო განათლებითა და სამედიცინო მომსახურეობით, უნარშეზღუდული ბავშვების იზოლაციით, ოჯახის უარყოფითი დამოკიდებულებით მათ მიმართ, საზოგადოების პასიურობით. პოსტსაბჭოთა პერიოდი ხასიათდება არასამთავრობო სექტორის აღმოცენებით და აქტივობით, საერთაშორისო კონვენციებთან მიერთებით და საზოგადოების გააქტიურებით, საერთაშორისო კონტაქტებით. სისტემა უწინდელია, მხოლოდ გაჩნდა ინკლუზიური სწავლების მოპთხოვნილება.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნარშერღუდულ ბავშვთა განვითარებისათვის.

სემინარის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა უნარშეზღუდული ბავშვთა განვითარებისათვის შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს: ახალი ადეკვატური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, პროფესიების სწავლება უნარშეზღუდულთა დასაქმების მიზნით, დამატებითი მეცადინეობები, ინკლუზიური სწავლება ბაგა-ბაღებსა და სკოლებში, მიზნობრივი წრეების მუშაობა, სპექტაკლების დადგმა, ფსიქოლოგიოური სამსახური ბავშვებისა და მშობლებისათვის, საგაზაფხულო ბანაკები, სოციალური მუშაკის სამსახური, საზოგადოების მობილიზაცია, მასწავლებელთა ჯგუფის დახმარება.

უნარშეზღუდულ ადამიანების, მათი ოჯახების და საზოგადოებასან ურთიერთობების ძირითადი პრობლემები

სემინარის მონაწილე ორგანიზაციებმა უნარშეზღუდული ბავშვების ძირითადი პრობლემები ასე დაახასიათეს:

ბავშვი: არასრულფოსავნების კომპლექსი, შეზღუდული მოძრაობა, ნაკლებად კონტაქტურობა, კარჩაკეტილობა.

ოჯახი: ოჯახის წევრების კომპლექსი (შიში), ეკონომიკური პრობლემები, ნაკლები ინფორმაცია, დროის უქონლობა, ზედმეტი ყურადღება, არასათანადო მომზადება

საზოგადოება: მოუქნელი კანონდებლობა, აასრულფასოვანი პროგრამა, ნეგატიური დამოკიდებულება, სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა. ეკონომიკური კრიზისი. მონაწილეები ასევე გაეცნონ მსოფლიო გამოცდილებას, კერძოდ ნიუჰემში (დიდი ბრიტანეთი) მასობრივი სკოლების დახმარების სქემას, ინკლუზიური სწავლების მაგალითებს ბულგარეთსა და ჩეხეთში.

სემინარის მონაწილეები დაიყვნენ 6 სამუშაო ჯგუფად რეგიონების მიხედვით. ჯგუფები მუშაობდნენ საათნახევრის განმავლობაში. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია

● როგორ გაუჯობესდეს და ამაღლდეს უნარშეზღუდული ბავშვებთან მიმდინარე მუშაობის ეფექტურობა, ან როგორ დავიწყოთ უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირება;

● როგორ გაუმჯობესდეს არასამთავრობო და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობა;

● როგორ გაძლიერდეს და გაღრმავდეს რეგიონებს შორის კავშირი და თანამშრომლობა;

● როგორ მივაწვდით ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურებს ეროვნულ დონეზე, რათა შემუშავდეს სოციალური/საგანმანათლებლო პოლიტიკა უნარშეზღუდული ბავშვების სწავლების ჩართული სწავლების შესახებ; რა დახმარების გაწევა შეუძლია ეროვნულ დონეზე წამოჭრილ ინიციატივებს ადგილობრივ დაბრკოლებების გადასალახად.

სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული გეგმები

თბილისი

1. ქსელის/საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შევლენ: განათლების სამინმისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობის, სკოლები და მშობელთა ორგანიზაციები წარმომადგენლები.

2. საკორდინაციო საბჭოს მიერ პროგრამის შემუშავება და საბჭოში შემავალი ყველა სუბიექტის უფლება - მოვალეობების განსაზღვრა, რომლებიც სავარაუდოდ ასეთი იქნება:

ა) განათლების სამინისტრო კადრების შერჩევა, საკანონმდებლო და ფინანსური უზრუნველყოფა და სხვა;

ბ) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საკუთარი გამოცდიოლების გაზიარება;

გ) პედაგოგიური ინსტიტუტი - საკადრო რესურსებით, მეთოდური რჩევებით, ლიტერატურით უზრუნველყოფა;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციები ექსპერტიზა, კონსულტაციები;

ე) სკოლა ინდივიდზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღება;

ვ) მშობლები - მხარდაჭერა, პროცესების დაჩქარება, გაძლიერება.

3. ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობა - რადგან საქართველოში ძირითადად დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდება, ამიტომ ადგილობრივ მთავრობის როლი ბიუჯეტის განსზღვრაში იქნება დამატებითი.

4. პროექტის მხარდაჭერა მედიის მხრივ - ინფორმაციის მიწოდების მიზნით აქციების, კონცერტების, მოწყობა. საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართვა და დაინტერესება.

თელავი

1. საინიციატივო ჯგუფის შექმნა შემდეგი შემადგენლობით: დირექტორი, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებები, განათლების განყოფილების წარმომადგენლები.

2. ჯგუფში მუშაობა;

3. საზოგადოების მომზადება;

4. უნარშეზღუდული ბავშვის შეყვანა სკოლაში, საზოგადოებაში ინტეგრირება. ელემენტარული პირობების შექმნა მანამ, სანამ მოხდება პროგრამების ადაპტაცია, ჩართვა ერთიან შემოქმედებით გარემოში.

5. სისტემური ანალიზის განხორციელება და მიწოდება მედიის საშუალებით. სოციალური პოლიტიკის შეცვლა. კონსულტაციები ექსპერტებთან.

6. პრაკტიკული საქმიანობა დაფუძნებული ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მოწინავე გამოცდილებაზე; ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა. სასწავლო პროცესის ადაპტირებისათვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მოძიება.

ახალციხე

1. ინფორმაციის გავრცელება ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით, მედიის, პირადი კონტაქტების, საინფორმაციო ბიულეტინებისა და სხვათა მეშვეობით, საზოგადოების მომზადება.

2. არსებული რესურსების (იგულისხმება, ძირითადად, შრომითი რესურსები) გამოყენება და გადანაწილება მოთხოვნილების შესაბამისად; ტექნიკური ბაზის მომზადება არსებული ბაზიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

3. მოსწავლეთა შერჩევა - განაწილება მშობლების და მასწავლებლების სურვილებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

4. ანალიზი, შედეგების დადგენა მუშაობის მომდევნო ეტაპის დაგეგმვა რესპუბლიკელების დონეზე, რეგიონების გამოცდილების გათვალისწინებით;

5. ადგილობრივი მთავრობის ადვოკატირება;

6. ყველა ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ადგილზე, პირადი კონტაქტები რეგიონების მასშტაბით მასალების (გამოცდილების, შედეგების ანალიზის) მომზადება - გაცვლა.

გორი

1. ინფორმაციის გავრცელება

● მშობლებთან და პედაგოგებთან მუშაობა;

● საუბრები მოსწავლეებთან, აღსაზრდელებთან;

● ფსიქოლოგიური სამსახურის განვითარება;

● მასწავლებელთა და საბავშვო ბაღის აღზრდელების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება;

● დამხმარე (მოწვეული) აღზრდელის ჩართვა მუშაობაში;

● მოქნილი პროგრამების შემუშავება-დანერგვა (სკოლების, ბაღების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის მონაწილეობით).

2. დიალოგი მთავრობასთან

● მთავრობის წარმომადგენელთა ჩართვა მუშაობაში;

● მხარდაჭერა;

● გამოცდების გაზიარება;

3. საქმიანობის კოორდინაცია და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ბაღებს, სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობასა და საზოგადოებს შორის.

4. პროგრამების განახლება: ბავშვთა შესაძლებობზე კონცენტრირება;

● შესაბამისი გარემოს შექმნა;

● ტექნიკური ბაზის შექმნა;

● ტრენინგების, სემინარების, ჩატარება კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

შემდგომი ნაბიჯები

სემინარის დასასრულ განიხილეს შემდგომი ღონისძიებები. მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი წინადდადებები:

● შეიქმნას წარმომადგენლობითი ჯგუფი;

● ჯგუფის მუშაობის ორგანიზება ივალდებულოს „ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა;

● გაიმართოს კონსულტაციები, თანამშრომლობა საზოგადოებასთან;

● შემუშავდეს დეტალური სამოქმედო გეგმა.

საორგანიზაციო ჯგუფის ამოცანები

● ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება (ჯგუფების შეხვედრის სიხშირე გადაწყდება ადგილზე, ერთ-ორ თვეში ერთხელ);

● რეგიონალური და ცენტრალური შეხვედრების ორგანიზება;

● სასინჯი პროექტების შემუშავება თბილისისთვის და რეგიონებისთვის;

● ერთობლივი ძალისხმევა/მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, საზოგადოების მონაწილეობით.

0x01 graphic