![]() |
ინტელექტუალი №13 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მათეშვილი ლევან (დეკანოზი), თარგამაძე გიორგი, აბულაძე გურამ, ლატარია ლევან, შაიშმელაშვილი ლალი, გველესიანი ირინე, აბაშიძე გივი, მუხიაშვილი გიორგი, პაპუაშვილი ეკა, ჯვარელია ნინო, ჩხეიძე ლუცინდა, რატიანი ნინო |
თემატური კატალოგი ინტელექტუალი |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია GEORGIAN SOCIAL ACADEMY OF YOUNG SCIENTISTS International Scientific Journal Intellectual თბილისი TBILISI 2010 მთავარი რედაქტორი EDITOR-IN-CHIEF ГЛАВНЫЙ РЕДАКТОР გიორგი მადუაშვილი GIORGI MADUASHVILI ГИОРГИ МАДУАШВИЛИ სარედაქციო კოლეგია EDITORIAL BOARD РЕДАКЦИОННАЯ КОЛЛЕГИЯ თამაზ გამყრელიძე Tamaz Gamkrelidze Тамаз Гамкрелидзе რალფ ილნერი Ralph Illner Ральф Ильнер ვაჟა პაპასკირი Vaja Papaskiri Важа Папаскири თემურ ჯაგოდნიშვილი Temur Jagodnishvili Темур Джагоднишвили მარინა ხარატიშვილი Marina Kharatishvili Марина Харатишвили ზიგფრიდ კრაინერი Siegfried Kreiner Зигфрид Краинер ვანო ჭიაურელი Vano Chiaureli Вано Чиаурели ჰარალდ სუმა Harald Summa Гаральд Сума ქეთი ქოქრაშვილი Keti Kokrashvili Кети Кокрашвили კარლო ღურწკაია Karlo Gurtskaia Карло Гурцкаиа ნიკოლას თეოდორისი Nikolas Theodoris Николас Теодорис ნუგზარ სიხარულიძე Nugzar Sikharulidze Нугзар Сихарулидзе რეზო კლდიაშვილი Rezo Kldiashvili Резо Клдиашвили თენგიზ წივწივაძე Tengiz Tsivtsivadze Тенгиз Цивцивадзе სერგო თოფურია Sergo Topuria Серго Топуриа გოგი ფანცულაია Gogi Pantsulaia Гоги Панцулаиа რუდი ვან მეიერი Rudi van Meier Руди ван Меиер არჩილ მოწონელიძე Archil Motsonelidze Арчил Моцонелидзе ლევან კლიმიაშვილი Levan klimiashvili Леван Климиашвили ლალი ღოღელიანი Lali Gogeliani Лали Гогелиани არჩილ ფრანგიშვილი Archil Prangishvili Арчил Прангишвили ზურაბ წვერაიძე Zurab Tsveraidze Зураб Цвераидзе გელა ყიფიანი Gela Kipiani Гела Кипиани ერვინ შვინგი Erwin Schwing Ервин Швинг დავით თავხელიძე David Tavkhelidze Давид Тавхелидзе გიორგი სალუქვაძე Giorgi Salukvadze Гиорги Салуквадзе ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ.№77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323. ტელ.: 36-53-51, 8-99-79-10-12 ელ–ფოსტა giorgi–maduashvili@yahoo.com www.inteleqtuali.ge |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტუალის“ მეცამეტე ნომერს.
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტუალი“ საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს.
ჟურნალი „ინტელექტუალი“ 2005 წელს დაფუძნდა. ჟურნალს მინიჭებული აქვს სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი, საერთაშორისო გრიფი.
ჟურნალი „ინტელექტუალი“ რეფერირებულია როგორც ქართულ (ტექინფორმი), ასევე რუსულ (винити) და საერთაშორისო ელექტრონულ გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებში, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ჟურნალი „ინტელექტუალი“ მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდა თუ ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებისა და ნაშრომების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. ჟურნალი გამოიცემა პერიოდულობით სამ თვეში ერთხელ (წელიწადში ოთხი გამოცემა).
ჟურნალ „ინტელექტუალის“ კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს როგორც ქართველი ახალგაზრდა, ისე ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერების ყველა სფეროს მიმართულებით (საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, ჰუმანიტარული, სოციალური და ა.შ.)
ჟურნალ „ინტელექტუალის“ რედაქცია
![]() |
2 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები |
▲back to top |
![]() |
2.1 საქართველოს ქრისტიანიზაციის პრობლემების საკითხისათვის |
▲back to top |
დეკანოზი ლევან მათეშვილი
ისტორიის დოქტორი
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
წარმართული ცივილიზაციის (რასაც ქართული სამყარო მიეკუთვნებოდა) ქრისტიანობასთან ურთიერთმიმართება, რაც მოიცავს უდიდეს ძვრებს, მასზე დაკვირვება დინამიკაში, განსაკუთრებით, კი პირველ საწყის ეტაპზე (I-IV სს) საწინდარია ამ პროცესების უკეთ შესწავლისა, რომელთაც კაცობრიობის, მათ შორის, ქართველი ერის განვითარების ისტორია რადიკალურად შეცვალა. საქართველო ისტორიულად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ორი დიდი ცივილიზაციის - აღმოსავლურისა და დასავლურის შესაყარს წარმოადგენს, შესაბამისად, მსოფლიო ისტორიული პროცესები მუდმივად აისახებოდა მასზე.
I-IV საუკუნეების გვიანანტიკური პერიოდი გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამ დროს მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც თანამედროვე ისტორიის საყრდენს წარმოადგენს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ახალი მონოთეისტური რელიგიის - ქრისტიანობის ფორმირება გვევლინება, რომელიც სულ მცირე ხანში გახდა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო რელიგია, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის საძირკველი. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობის დასავლეთისკენ სწრაფვა და ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა დიდი ისტორიული ტრადიციის მატარებელია, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო სულიერ-ინტელექტუალურ საფუძველზე, რომლის კვლევა მნიშვნელოვანია ამ პროცესების უკეთ შესწავლისათვის და დასავლურ ცივილიზაციასთან კულტუროლოგიური სივრცის გაღრმავებისთვის. ამ კვლევის მნიშვნელობა ერთი-ორად იზრდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი (I-IV სს) ქრისტიანიზაციის კუთხით, მისი ადეკვატური ანალიტიკური კვლევით, თეთრი ლაქით გასდევს ჩვენს ისტორიოგრაფიას. არსებობდა ამ ვითარების ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიგი მკვლევარებისა, ძირითადად მარქსისტული მიმართულების, ცდილობდნენ მოეხდინათ რელიგიების კრიტიკული ანალიზი და ამ მხრივ, განსაკუთრებულ აქცენტს მონოთეისტურ მოძღვრებებზე (იუდაიზმი, ქრისტიანობა) აკეთებდნენ. კრიტიკულად სწავლობდნენ ძველ და ახალ აღქმას, საეკლესიო წყაროებს და ა.შ. ეს ყველაფერი კი ასახვას ჰპოვებდა მათ შრომებზე, რაც ობიექტური ისტორიული რეალიების კვლევას აფერხებდა. ამ საკითხის წამოწევის ინოვაციურობა სწორედ ამ ლაფსუსების აღმოფხვრაში, არსებული წყაროების ახლებურ ანალიზში და უახლესი არტეფაქტების გათვალისწინებით იმ ისტორიული რეალობის რეკონსტრუქციაში მდგომარეობს, რომლის წყალობით საქართველომ ისტორიულ სარბიელზე არა მარტო არსებობა შეძლო, არამედ მსოფლიო მასშტაბის ღირსეული კულტურული მემკვიდრეობა შექმნა.
ჩვენი აზრით, აუცილებელია ერთის მხრივ, ამ პერიოდის აქამდე ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცნობი ბერძნული და ლათინური წერილობითი წყაროების გამოყენება, აგრეთვე ნაცნობი წყაროების ხელახალი გააზრება. გარდა ამისა, უნდა დაახლოვდეს ეკლესიის ისტორიის და საერო ისტორიოგრაფიის პოზიციები, მათი საერთო კონტექსტუალური ანალიზით და უახლოესი არტეფაქტების შეჯერებით, აგრეთვე ჩვენებით, თუ რა ასახვა ჰპოვა ამ პროცესებმა ქართულ რეალობაში და რა ხარისხის ინტეგრაცია მიმდინარეობდა მსოფლიო პროცესებთან.
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ძირეული გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის მსოფლმხედველობაში, კულტურაში, ეთიკაში, იდეალებში და მძლავრი ანაბეჭდი დაამჩნია მსოფლიო პოლიტიკას. არ დარჩენილა ადამიანის მოღვაწეობის არც ერთი სფერო, სადაც კი ქრისტიანობას არ შეეღწია. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა და ეგებებოდა კაცობრიობის მიერ უკვე განვლილი ისტორია, მთელი თავისი ფორმირებული კულტურული სპეციფიკით თუ რელიგიური შეხედულებებით, რომელმაც ყველაზე სტილიზირებული და ჩამოყალიბებული ხასიათი ჰპოვა ელინისტურ და რომაულ არეალში, რომლის ნაწილი თუ არა, მომიჯნავე პერიმეტრია მაშინდელი საქართველოს ტერიტორია (თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი საქართველოს ამ არეალის კულტურულ და საწმუნოებრივ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს).
ქრისტიანობამ ბერძნულ-რომაულ, და შესაბამისად, ქართულ კულტურაში შეიტანა მანამდე მისთვის უცნობი ისტორიული მსოფლაღქმა. ელინური აზროვნებისათვის დამახასიათებელ დაპირისპირებას მარადისობასა და დროს, ღმერთსა და ადამიანს შორის ქრისტიანობა ცვლის მათი ერთმანეთთან შერიგებით ღმერთკაცის პიროვნებაში.
ქრისტიანობა ვრცელ რომის ისტორიაში იკიდებდა ფეხს, სწორედ იმ პერიოდში (I-IVსს), რომელსაც ჩვენი პროექტი ეხება. რომის იმპერიის კულტურა ამ პერიოდისათვის ერთგვარ კონგლომერატს წარმოადგენდა - დაპყრობილ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ხალხთა კულტურების ეკლეკტიზმს, თავისი ორიგინალური ინოვაციების გათვალისწინებით. რომის იმპერიის კულტურის ძირითადი მასაზრდოებელი წყარო და ბაზისი ელინისტური ცივილიზაცია იყო, რომლის ამთვისებელი და ფართო მასშტაბით მომხმარებელი აღმოჩნდა რომი. ამგვარი კულტუროლოგიური ძვრები თითოეულ ადამიანზე ჰპოვებდა ასახვას, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი ტიპის ადამიანი, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიო კულტურასთან და რა თქმა უნდა, რელიგიასთან, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის არა მარტო ადამიანის სულიერ-ინტელექტუალური იერსახის ჩამოყალიბებაში, არამედ, ჩვენის აზრით, გადამწყვეტი როლი ენიჭება ზოგადად მთელი ქვეყნის ჰაბიტუსის განსაზღვრაში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხალხის ისტორიის თუ კულტურის კვლევისას, აუცილებელია მისი რელიგიის შესწავლაც, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია განისაზღვროს ობიექტური პროცესები ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში და პირიქით, რელიგიური პროცესების კვლევისას, ქვეყნის ისტორია ერთ კონტექსტუალურ სივრცეში წარმოჩინდება. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. სწორედ ამ ისტორიულ ჭრილშია საინტერესო ქრისტიანული სარწმუნოების ადაპტაცია და გავრცელება, რაც ჩვენი კვლევის სფეროშია.
უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადრეული ქრისტიანობის მეცნიერულ შესწავლას. ნიშანდობლივია, რომ დასავლურ ისტორიოგრაფიაში ადრეული ქრისტიანობა განიხილება ანტიკური კულტურის ჭრილში. ქრისტიანულ რელიგიასთან, ქრისტიანობის, მისი წარმოშობის ისტორიის, პირველი ქრისტიანული თემებისადმი დამოკიდებულების შესწავლის თვალსაზრისით, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ მეცნიერთა გამოკვლევების გაცნობა, რომლებიც ეხებიან ქრისტიანობის ისტორიას მისი გავრცელების პირველ ეტაპზე კერძოდ, ახ. წ. I-IV სს. რითაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ზემოაღნიშნული საკითხის გარკვევაში. ჩვენ ადრეულ ქრისტიანობასთან დაკავშირებით არსებული ლიტერატურის გაანალიზებას არ შევუდგებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წლების მანძილზე ასეთი უამრავი ნაშრომი დაგროვდა. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ პირველ ქრისტიანულ თემებთან დაკავშირებული საკითხები აქვთ გაანალიზებული ისეთ მკვლევარებს, როგორებიც არიან: ა.ჰარნაკი, პ.ალარდი, პ.შუვენი, გ.დაგრო, ჰ.ლუსტი, ე.გრეგუარი, ჟ.მორო, ჰ.მორეტინი, მ.სიმონი, ვ.ბოლოტოვი, მ.პოსნოვი, ე.შტაერმანი, ა.რანოვიჩი, ა.კაცი, ნ.გოლუბცოვა, ე.რენანი, ი.სვენციცკაია, ი.ლევინსკაია და სხვ.
ქრისტიანობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ჩვენთვის ღირებულ ნაშრომებს წარმოადგენს აგრეთვე ის მრავალტომეულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გამოდის და პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიის ისტორიის შესახებ ფუნდამენტურ გამოკვლევებად ითვლება. ამ მხრივ, ჩვენს ყურადღებას იქცევს ეკლესიის ისტორიის 21 ტომეული - „Histoire de l'Eglise depuis les origins jusque'a nos jour“ Paris. 1934-1964. ქრისტიანობის ისტორია წარმოშობიდან დღემდე. „Histoire du Christiqnism: des origins à nos jour“ (22 ტომი გამოცემული აგრეთვე პარიზში) რომლის მეორე ტომი - „Naissance d'une Chretiente: 250-430“ Paris. 1995. ჩვენთვის საინტერესო პერიოდს მოიცავს და სხვა
საქართველოში ქრისტიანობის კვლევას დიდი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც ძირითადად საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის შესწავლით არის წარმოდგენილი და ნაკლებად ეხებიან ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდის პრობლემატიკას. ამ თვალსაზრისით, თავის დროზე მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნეს პ. იოსელიანმა, მ.ბროსემ, გ.საბინინმა, მ.ჯანაშვილმა, დ.ბაქრაძემ, რომელთა მიერ დაწყებულისაქმე ბრწყინვალედ გააგრძელეს ნ.მარმა, კ.კეკელიძემ, თ.ჟორდანიამ, ს.ჯანაშიამ, ს.კაკაბაძემ, პ.ინგოროყვამ, ივ.ჯავახიშვილმა, ნ.ლომოურმა, მ.ლორთქიფანიძემ, ა.ჯაფარიძემ, ვ.გოილაძემ, ბ.დიასამიძემ და სხვ. ამ მხრივ, განსაკუთრებით ნაყოფიერნი გამოდგნენ თანამედროვე მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევარები, რომელთა ნაშრომები სულ უფრო ამდიდრებენ ქართულ ისტორიოგრაფიას, რასაც ემატება წლების მანძილზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა და ამ მასალის ანალიზი გადმოცემული ქართველი მეცნიერების მიერ სხვადასხვა სტატიებისა თუ მონოგრაფიების სახით.
აუცილებელია დადგინდეს, თუ როგორ შედის ქართლის სამეფოში ქრისტიანული სარწმუნოება ახ. წ-ის I-IV სს-ში და როგორ იკიდებს ფეხს ქართლის საზოგადოების ყველა ფენაში. წარმოჩნდეს ახალი სარწმუნოების მიმართება წარმართულ კულტურასთან - ადაპტაცია, ინტეგრაცია და ათვისება თუ ალტერნატიული გზების ძიებანი. გაირკვეს, თუ როგორ შევიდა ქრისტიანობა ადამიანთა ყოფაში წარმართული რეალიების გათვალისწინებით, წარმოსაჩენია, საქართველოს ტერიტორიაზე პირველ, საწყისს ეტაპზე როგორი ასახვა ჰპოვა წერილობით წყაროებში თუ ყოფაში. აგრეთვე საჩვენებელია, რომ მირიან მეფის მიერ ქრისტიანობის საბოლოო აღიარება არ იყო რევოლუციური მოვლენა ქართლის ისტორიულ სარბიელზე, არც, მარტო ოდენ სასწაულის შედეგად აჟიტირებული მეფის რადიკალური ნაბიჯი, არამედ ქართლში სამსაუკუნოვანი ქრისტიანული თემების არსებობის, წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მსოფლიო პოლიტიკის მირიანისეული აღქმის, გლობალურად მოაზროვნე მმართველის სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი ნაბიჯი.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დავადგინოთ ქართული ისტორიოგრაფიისათვის გადაუჭრელი მირიან მეფის და წმ. ნინოს საეკლესიო პოლიტიკის ზოგიერთი პრობლემური ნაწილი. კერძოდ, თუკი წმ.ნინოს მოღვაწეობამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდნენ ქრისტიანული თემები (ეს კი წერილობითი წყაროებით და არქეოლოგიური მასალებითაც დასტურდება), მაშინ მათ აუცილებლად ეყოლებოდათ საეკლესიო იერარქია (დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანები თავის მოვალეობებს, სარიტუალო, ასევე სასულიერო მოვალეობებს ვერ შეასრულებდნენ (ლიტურგია, ნათლობა, წესის აგება და ა.შ.), მაშინ გაუგებარია, რატომ დასჭირდა მირიან მეფეს წმ.ნინოს რეკომენდაციით ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სასულიერო იერარქიის რომის იმპერიიდან ჩამოყვანა?
აღნიშნული პრობ ლემის შესწავლა და ადეკვატური ვერსიების წარმოჩენა დახმარებას გაუწევს მკვლევარებს ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ასპექტების ღრმა და კომპლექსური შესწავლისას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ასევე დაეხმარება რელიგიათმცოდნეობის საკითხების შემსწავლელ სპეციალისტებს, რადგან თანამედროვე ქრისტიანიზაციის საკითხების კვლევა ამ პროცესების სათავეების გათვალისწინების გარეშე არასრული იქნება.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
გოილაძე ვ. ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბილისი, 1991.
მათეშვილი ლ. ქრისტიანობისა და წარმართული ცივილიზაციების ურთიერთმიმართების პრობლემები (I-III სს.), თბილისი, 2009.
მშვილდაძე მ., „რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ. წ. I-III სს“, თბილისი. 2005.
რეზიუმე
საქართველოს ქრისტიანიზაციის პრობლემების საკითხისათვის
დეკანოზი ლევან მათეშვილი
საქართველოს ისტორიის I-IV საუკუნეები ქრისტიანიზაციის კუთხით, მისი ადეკვატური ანალიტიკური კვლევით, თეთრი ლაქით გასდევს ჩვენს ისტორიოგრაფიას. არსებობდა ამ ვითარების ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიგი მკვლევარებისა, ძირითადად მარქსისტული მიმართულების, ცდილობდნენ მოეხდინათ რელიგიების კრიტიკული ანალიზი და ამ მხრივ, განსაკუთრებულ აქცენტს მონოთეისტურ მოძღვრებებზე (იუდაიზმი, ქრისტიანობა) აკეთებდნენ. კრიტიკულად სწავლობდნენ ძველ და ახალ აღქმას, საეკლესიო წყაროებს და ა.შ. ეს ყველაფერი კი ასახვას ჰპოვებდა მათ შრომებზე, რაც ობიექტური ისტორიული რეალიების კვლევას აფერხებდა. ამ საკითხის წამოწევის ინოვაციურობა სწორედ ამ ლაფსუსების აღმოფხვრაში, არსებული წყაროების ახლებურ ანალიზში და უახლესი არტეფაქტების გათვალისწინებით იმ ისტორიული რეალობის რეკონსტრუქციაში მდგომარეობს, რომლის წყალობით საქართველომ ისტორიულ სარბიელზე არა მარტო არსებობა შეძლო, არამედ მსოფლიო მასშტაბის ღირსეული კულტურული მემკვიდრეობა შექმნა.
SUMMARY
ON THE ISSUE OF THE CHRISTIANIZATION OF GEORGIA
FATHER LEVAN MATESHVILI
The history of Georgia in I-Iv cc. - in the aspect of Christianization, in its analytical research - is a white spot in our historiography. There were objective and subjective reasons of this situation. It's worth noting that some scholars, mainly those of Marxist ideology, tried to analyze religions critically and their targets were especially the monotheistic religions (Judaism, Christianity). They learnt critically New and Old Testaments, church sources and so on. All this was reflected in their works and this hindered the objective research of the historical reality. The innovation of this question is based on the attempt of eradication of these white spots, learning the sources the new way and on the reconstruction - considering the newest artefacts - of the historical reality due to which Georgia hasn't only survived through the centuries but created the great cultural heritage.
РЕЗЮМЕ
О ВОПРОСЕ ХРИСТИАНИЗАЦИИ ГРУЗИИ
ПРОТОИРЕЙ ЛЕВАН МАТЕШВИЛИ
I-IV века истории Грузии в аспекте христианизации, в адекватном аналитическом исследовании, являются белыми пятнами в нашей историографии. Существовали как объективные, так и субъективные причины данной ситуации. Стоит отметить, что ряд исследователей, в основном марксистского толка, пытались критически анализировать религии и в этом отношенни особенный акцент делался на монотеистических религиях (Иудаизм, Христианство). Критически изучались Ветхий и Новый заветы, церковные источники и т.д. Все же это отражалось на их трудах, что препятствовало исследованию объективных исторических реалий. Инновационность поднятия этого вопроса состоит в устранении этих белых пятен, в новом анализе существующих источников и в реконструкции (с учетом новейших артефактов) той исторической реальности, благодаря которой Грузия смогла не только существовать на историческом поприще, но и создать культурное наследие мирового масштаба.
![]() |
2.2 ინგლისური ენის ლექსიკის სწავლება კულტურის ელემენტების გამოყენებით, მულტიკულტურულ, ბიკულტურულ და მონოკულტურულ ჯგუფებში |
▲back to top |
TEACHING EFL VOCABULARY THROUGH CULTURE, AMONG MULTICULTURAL, BICULTURAL AND MONO CULTURAL GROUPS
NANA BLUASHVILI
PD.D ILIA STATE UNIVERSITY FACULTY OF SCIENCE AND ART
Today in our country, Georgia, learning the English language has got the high motivation. When you know the English language it means that you have a chance to get a good job. For this reason the motivation in multicultural groups while teaching/learning the English language becomes higher and higher. If you know English it means that you can collaborate effectively in a global business reality, adapt quickly to change, be flexible in working with people from diverse cultures towards a common goal, you can realize the global implications of their actions.
Knowing about the people who use the language-understanding their thoughts, feelings, behaviors, customs-provides an important context for using the language appropriately and for interacting more effectively with native speakers.
In order to help students to integrate into other people's cultures and avoid awkward situations, a student has to get acquainted from the very beginning with the peculiarities of the elements of culture different from them, though considered a norm in the person's culture. They have to find out from the beginning to concrete resemblances and differences (for example, religious or secular, festivities, proper names, gesticulation, sounds etc. Knowing about the people who use the language-understanding their thoughts, feelings, behaviors, customs-provides an important context for using the language appropriately and for interacting more effectively with native speakers.
While teaching the English language teachers will create a classroom environment that fosters respect and welcomes diverse viewpoints and approaches to learning supports, the growth and development of all learners in the classroom.
How can language teaching and language learning be made effective?
To make sure that language learners master English in such a way that they communicate properly with others without miscommunication;
To make students gain effective learning strategies that will stimulate their willingness and interest in English language learning;
To improve the English language communication quality through effective vocabulary teaching and learning strategies;
To underline the new phenomenon ?multiculturism? in the sphere of language learning and form a general understanding of this concept to produce new teaching materials;
Teaching the English language in multicultural classes isn't new, but nowadays this item is more important. Mother languages and national and international languages are more than just means for communication. They also serve to facilitate understanding and appreciation of one-self and openness to differences. Hence, they allow a dialogue with others and contribute to peaceful conflict resolution.
The above mentioned problem is very important for a small and multicultural country-Georgia. Where people of different nationalities (Armenians, Azerbaijanians, Russians, Asirians, Jews, Abkhazians and Osetians) live and work together.
When a person lives among people who has got different backgrounds, who come from different culture and he can successfully communicate among them, it means that he respects the culture of these people. To my mind in every lecture of teaching foreign (English) Language it is very important to teach some elements of culture of the people whose language you are studying. Almost every EFL student who is far from home, experience a degree of culture shock. It is the situation in which the person's identity is challenged and various emotional and sometimes even physical symptoms begin to occur.
Teaching elements of culture of different countries at home country will help them easily to overcome problems and misunderstandings. Language and culture are very close and we may say that they are viewed as synonymous. Languages are one of the main symbol systems through which people live in, it means the world around them. Thus, language is the primary component, a vehicle for explaining or expressing culture. People's conception of the world is expressing through language, although it is also expressed in many nonverbal forms such as cuisine, art, music, and dance. „To study language without studying the culture of native speakers of the language is a lifeless endeavor“ (Crowford-Lange and Lange 1987). Language without culture can degenerate into a study of forms and vocabulary; in short, it can become completely boring for most of the students in the class. For many students, particularly those who are learning the language for reasons of integrative motivation, culture instruction is what brings life to language learning. For almost all EFL students, increased cultural understanding promotes greater personal interest in the language and culture. Often, the more EFL students understand, the more they want to understand.
In culturally diverse language learning groups, miscommunication very often occurs. Culturally diverse language groups are ideal language groups because of the nature of multiculturalism that enables to get involved in all language teaching and learning activities in the target language.
While teaching in the multicultural classes , teachers will take into consideration the age, gender, ethnicity, race, intellectual ability, socio-economic level, language, culture, education, religion, birthplace, where students grew up, learning styles, multiple intelligence preferences, personality types, hobbies and interests, career paths, values, etc. etc. etc. I take all this, mix it up in the classroom. I have a very different experience each time I start with a new class. I use group work to broaden students' perspectives. As soon as students come together to work in groups, different approaches and ideas come to the surface immediately. I work with students to provide strategies that allow them to work through the differences in constructive ways. And of course Foster and reward openness to new and creative approaches to problem-solving.
At the English teaching classrooms my students are taught the elements of culture of the English speaking countries. It means that the teacher gives the students texts, shows them films, different pictures, literature texts, do different types of exercises and so on. After that when a student has got the reasonable amount of knowledge I try to put the student in the real life situations. I mean in the authentic situations. In the classroom a teacher can bring authentic materials: different literature texts or dialogues, the tapes, CDs or DVDs. People used to routine physical contact with acquaintances-kissing as a greeting for example may judge those who are not so demonstrative as unfriendly or cold. Those accustomed to silence in deference to higher status may see more garrulous culture as pushy and insensitive.
The general objective of the article was to test the hypothesis. That is, to show that:
In culturally diverse classes, students can learn vocabulary through culture, in a better way than those who study English in mono cultural classes;
In culturally diverse classes, motivation is higher than that of mono cultural classes and students develop better code of behavior in multicultural classes;
Students had better environment that permit them to learn and gain better results;
Usually in the process of the English language learning, students encounter numerous linguistic, cultural, sociological, psychological, etc. difficulties that they have to overcome, such as mastering grammar, acquiring and adequate store of vocabulary, developing four basic skills, namely: listening, speaking, writing and reading, and communicative difficulties with the rest of the group members, cultural shocks and barriers, in culturally diverse groups (It was already mentioned above Armenians, Azerbaijanians, Russians, Asirians, Jews, Abkhazians and Osetians) personality traits of students, different learning styles, etc.
Language teachers in these kinds of groups will deal not only with linguistic matters, but also with their students`social, cultural and psychological problems.
While teaching the problem lies in the outcome of the English language (culture) learning and teaching or the consequences of lack of vocabulary education in the process of a foreign language learning. While teaching there were the numbers of difficulties:
The complexity of nature of language learning
Increasing level of multiculturism in language classes
Wrong chosen vocabulary learning
Teaching strategies
I tried my best to find out the correlations among the different variables of language learning and teaching in culturally diverse language courses.
As my classes are made up of students who are from different parts of Georgia, from different backgrounds, cultures, beliefs, etc. Even in a mono-cultural classroom I have to deal with minimum two cultures: the culture of the nations that speak the target language and the students' native culture reflected in his/her linguistic behavior.
All these differences have always been considered to be an obstacle to the mastery of language learning in general and teaching and learning vocabulary in particular. It may be right the differences mentioned above might become really unmanageable problems if teachers are not aware of what multiculturalism is all about. On the one hand, teaching a language and taking into account so many things are not easy at all. On the other hand, teachers lack right teaching strategies and methods that permit to take into consideration this phenomenon, multiculturalism. Meanwhile, classrooms become more and more multicultural.
Teaching culture through vocabulary has never been so complex before. To make it really efficient, new teaching techniques and approaches should be invented in order to meet students' linguistic, psychological as well as social needs. Without working on such techniques, we can hardly achieve good results. Students' achievements in every sphere of education including language learning very much depends on how much ready, willing motivated to overcome all difficulties the student is facing. Stimulation of student motivation has become one of the duties of teachers in the modern age.
The significance of the problem, which I have already touched lies in the outcome of culture through vocabulary learning and teaching or the consequences of lack of vocabulary education in the process of a foreign language learning. As it is believed by many, the study of culture through vocabulary is at the heart of language teaching and learning, in terms of the organization of syllabuses, the evaluation of learner performance, the provision of learning resources, and most obviously, because it is how most learners see language and its learning difficulty.
While teaching vocabulary we teachers must use the texts (authentic or organized by us) where would be described the culture of the students to whom we are teaching the English Language and of course the culture of the native speakers as well.
I think, that students' who learn English in multicultural classes will show more progress in the acquisition of vocabulary in the target language. Using multicultural items in even mono cultural classes will facilitate vocabulary learning more than culturally neutral items. Students who learn English in multicultural classes will present socially and linguistically more appropriate behavior, they will gain a better skill to express themselves.
I'd like to demonstrate one sample of culture lesson.
|
The teacher tells the students that they are going to watch a DVD called “American Festivals”. It shows how an American family celebrate festivals: New Year, Valentine's Day, Easter, May Day, Halloween and Christmas. |
Before viewing. |
Task 1: Before watching the DVD the teacher gives out a matching task about 10-12 words and phrases which students are going to come across when watching the DVD First, students work on their own to match words and phrases with their correct meanings. Then they work in groups of 3-4 and compare their answers. If nobody knows a word, the teacher steps in and helps. Special attention is paid to the correct pronunciation of these words and phrases as students will have to recognize them while watching the DVD. |
Task 2: The teacher writes on the blackboard 6-8 questions which students have to answer while they are watching the film. |
While viewing |
The teacher switches on the DVD and students watch the film and jot down answers to the questions. They usually make comments when they notice something similar to or different from what happens in Georgia. For example, students react when they notice the similarity between welcoming the New Year in New York in the fifth avenue and the new tradition of going to Freedom Square in the capital of Georgia, Tbilisi on New Year's Eve, and the painting of Easter eggs in both countries. |
After viewing |
Task:1 Students get together in pairs/in groups of three or four and compare their answers. |
Task:2 The whole class checks the answers and the teacher adds useful information about each festival. |
Follow-up |
Students share their feelings about what impressed them about the American festivals; compare the similar American and Georgian festivals; identify the American festivals which do not exist in Georgia. |
Homework |
Students are given a choice: to write an essay about their favorite Georgian festival, or write a project about Georgian festivals. |
After observing, I came to the conclusion, that in culturally diverse classes students (Armenians, Azerbaijanians, Russians, Asirians, Jews, Abkhazians, Osetians) could learn vocabulary in a better way than those who learn English in mono cultural classes.
Multiculturalism is very fruitful and beneficial in order to contribute to the understanding of different cultures and development of students' insight.
While teaching vocabulary it was used different methods to encourage the students study better and gain the better results. It was also used experiment, interviews, observations, enquiries. For the teaching process the very important mission was to create such kind of exercises, cultural texts, which would help students study English vocabulary better.
The experiment was held at Ilia Chavchavade state Univresity. The age of the students were from 19 up 20. The total number of the students was 49. (12 -13 students in each groups, there were four groups). They were Azerbaijanians, Armenians, Russians, Osetians, bkhazians and Georgians. The levels of the students were different. Two groups were intermediate and the other two groups were upper-intermediate.
Scores received by the students during the experiment:
|
Experimental |
Experimental |
Experimental |
Control |
|
Multicultural Group |
Multicultural Group |
Monocultural Group (Azerbaijanians) |
Monocultural Group (Georgians) |
Test 1 |
64 |
65 |
57 |
69 |
Test 2 |
66 |
80 |
67 |
67 |
Test 3 |
67 |
72 |
73 |
69 |
Test 4 |
69 |
65 |
72 |
68 |
Test 5 |
65 |
69 |
74 |
66 |
Test 6 |
70 |
69 |
77 |
65 |
Test 7 |
75 |
67 |
78 |
71 |
Test 8 |
79 |
74 |
79 |
73 |
Test 9 |
80 |
76 |
78 |
68 |
Test 10 |
79 |
76 |
79 |
69 |
|
|
|
|
|
Average |
80 |
75 |
65 |
70 |
After the observation it was clear, that in mono-cultural groups the level of vocabulary acquisition was the least. To my mind this was because of the low level of motivation. Georgian students from mono-cultural group were generally motivated. They very often switched their L1 and they used L2 for communication only when they were demanded to do so by the teacher. The lack of multiculturalism was very visible in terms of the use of the target language. It means, that in language learning process, teachers who plan language courses should avoid mono culturalism as much as it is possible. And one more thing, to my mind very important fact is that while we, in the process of learning are interacting with students with whom we don't share the same social status, or the same cultural background, our level of acquisition drops down as explained in Krashen's Monitor Hypothesis.
In such a situation, because of the high level of control over our language, rather than acquisition learning takes place. This factor affected the multicultural group in the initial stage of experiment and their score was not very high at the beginning of the language course.
As the time passed by students got familiar with each other, they started to approach one another in more relaxed way. This new situation was better for the subjects to acquire the language in the absence of any kind of obstacle imposed different level of status and interaction.
This case suggests that Krashen's Monitor Hypothesis should be treated with care and teachers should avoid creating a controlled language learning environment.
Teachers should do their best to create an environment in which students will be able to get acquainted with the rest of the group members and get rid of the feeling of being monitored. Multicultural vocabulary learning carries the features of multicultural education that are consensus building, respect for others, appreciating pluralism and personal development.
While teaching in the multicultural classes teachers will find out the better ways of teaching the English Language. These ways must be clear, pure, effective, motivating and all these things must be used in the interactive learning process. We must teach our students to respect one another and us teachers as well. We must teach them respect one another's culture and beliefs. And all these things will be done with the help of the English Language. The English Language will be the „mediator“ among the students of different nationalities and culture. We need new generation who speaks English well and respects everyone and everything around him.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Audigier,F. Bottani, N., eds.(2002). Learning to live together and curricular content. Geneva, Switzerland, Service de la recherché en education. (Proceedings of the seminar held in Geneva, 3-4 September 2001)
Scott Thornbury, series editor: Jeremy Harmer,(2008). How to teach Vocabulary. Edingurgh Gate, England and Associated Companies throughout the world. Malayasia
De corte, E. Verschaffel, L (200). High-powered learning communities: design experiments as a lever to bridge the theory/practice divide. Vol.32, no.4, December.
Mittelstrass,J.(2001).New challenges to educational and research in a global economy. Prospects, vol. 31, no. 3, September
Harmer J. (2005).The Practice of English Language Teaching. Longman. Malayasia.
Barbara J. F. (1978) „Connecting school and home literacy experiences through cross-age reading”
Charles Temple (1979) „Reading Around the world“
Heineman C. (1989) „An Elementary Teacher's Guide to process writing“ ,Portsmouth
Johnson P. (1979) Words and Images on the Page-Improving Children's writing through design
Kleifgen J.A. (1987) „Communicative Interfering Between classroom Teachers and Limited English Proficient International Children“
Bonnie M.F. (977) „Resources for Creative Teaching in Early Childhood Education,” New York
Catherine E. (1983) „Literacy and Languages: Relationships during the Preschool Years „Harward University Press Review, Vol. 53.Nov.2
S U M M A R Y
TEACHING EFL VOCABULARY THROUGH CULTURE, AMONG MULTICULTURAL, BICULTURAL AND MONO CULTURAL GROUPS
NANA BLUASHVILI
The article, „Teaching EFL vocabulary through culture, among multicultural, mono cultural and bicultural groups“ deals with the problem of teaching the English language in multicultural classes. There are found the easy ways of teaching English in multicultural language ESL groups. In the multicultural groups, students have developed better themselves socially and psychologically, because they had to deal with cultural differences, culture shock and monitor anxieties and they overcome these difficulties. While teaching, it was used different methods to encourage the students to study better and gain the good results (experiment, interviews, observations, tests). Enquiries were used while teaching, as the aim of the research was to compare the results of teaching English (vocabulary) in multicultural, mono-cultural and bicultural groups. For the teaching process the very important mission was to create such kinds of exercises which would help students study English vocabulary through culture better. In order to help students to integrate into other people's cultures and avoid awkward situations, a student has to get acquainted from the very beginning with the peculiarities of the culture differences, though considered a norm in the person's culture. That's why the texts (taught in the classroom) were based on this kind of information (for example, religious or secular, festivities, proper names, gesticulation, were showed them films, different pictures, literature texts, do different types of exercises and so on).
რეზიუმე
ინგლისური ენის ლექსიკის სწავლება კულტურის ელემენტების გამოყენებით, მულტიკულტურულ, ბიკულტურულ და მონოკულტურულ ჯგუფებში
ნანა ბლუაშვილი
სტატიაში „ინგლისური ენის ლექსიკის სწავლება კულტურის ელემენტების გამოყენებით, მულტიკულტურულ, ბიკულტურულ და მონოკულტურულ ჯგუფებში“ საუბარია იმ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე, რასაც უცხო (ინგლისური) ენის ლექსიკის წარმატებული სწავლება ქვია მულტიკულტურულ, ბიკულტურულ და მონოკულტურულ ჯგუფებში.ენის შესწავლის დროს ენის შემსწავლელები დგებიან მთელი რიგი ლინგვისტური, კულტურული, სოციოკულტურული თუ ფსიქოლოგიური სირთულეების წინაშე, რომლებიც აისახება ლექსიკის ათვისებისა და ძირითადი სამეტყველო უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესში. არანაკლებ სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს ენის შემსწავლელი კულტურულად მრავალფეროვან ჯგუფში, სადაც ჯგუფის წევრებს შესაძლებელია ჰქონდეთ განსხვავებული პიროვნული თვისებები,წარმომავლობა, კულტურა და სწავლის განსხვავებული ხერხები. ამგვარ ჯგუფებში ინგლისური ენის სწავლების დროს პედაგოგი ბევრ პრობლემას აწყდება. Mმან სტუდენტებს ინგლისური ენის ლექსიკის სწავლებასთან ერთად სწავლების პროცეში, სხადასხვა დროს, შესასწავლი ენის ქვეყნის კულტურის ელემენტები უნდა გააცნოს, მაშინ როცა, პედაგოგს გჯუფში სხვადასხვა ერისა და ეროვნების (აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ებრაელი, აფხაზი, ოსი და სხვა) წარმომადგენელი ჰყავს. სტატიაში დასახული მიზანი იყო, შეგვესწავლა რა გავლენას ახდენს მულტიკულტურიზმი ლექსიკის ათვისებაზე. შედეგად: მულტიკულტურული ჯგუფის სტუდენტები ითვისებენ ლექსიკას უფროეფექტურად, ვიდრე სხვა (ბიკულტურული და მონოკულტურული) ჯგუფების სტუდენტები.
РЕЗЮМЕ
ОБУЧЕНИЕ ЛЕКСИКЕ АНГЛИЙСКОГО ЯЗЫКА В МУЛЬТИКУЛЬТУРНЫХ, БИКУЬТУРНЫХ И МОНОКУЛЬТУРНЫХ ГРУППАХ С ИСПОЛЬЗОВАНИЕМ ЭЛЕМЕНТОВ КУЛЬТУРЫ
НАНА БЛУАШВИЛИ
В статье „Обучение лексике английского языка в мультикультурных, бикультурных и монокультурных группах с использованием элементов культуры“ говорится о решении той важной проблемы, которая называется успешным обучением лексике иностранного (английского) языка в мультикультурных, бикультурных и монокультурных группах. При изучении языка изучающие язык сталкиваются с целым рядом лингвистических, культурных, социокультурных либо психологических проблем, которые отражаются в процессе освоения лексики и основных речевых навыков. С не меньшими трудностями изучающие язык могут столкнуться в культурно многообразной группе, где члены группы могут иметь разные личностные черты и отличные способы изучения. При обучении английскому языку в таких группах педагог сталкивается со многими проблемами. Наряду с обучением лексике английского языка он, в процессе обучения, в разное время, должен ознакомить студентов и с элементами культуры страны изучаемого языка, тогда как так как у педагога в группе имеются представители разных наций и национальностей (азербайджанцы, армяне, русские, евреи, абхазы и осетины).Намеченная в статье цель - изучение влияния мультикультуры на освоение лексики. В результате студенты мультикультурной группы осваивают лексику более эффективно, чем студенты других (бикультурной и монокультурной) групп.
![]() |
2.3 ტელეკომუნიკაცია. მისი მნიშვნელობა, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური გავლენა |
▲back to top |
გიორგი თარგამაძე
ხელოვნების დოქტორის ხარისხის მაძიებელი
(მედიის მიმართულებით)
ტელეკომუნიკაცია შედგება ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის და ინტერნეტზე დაფუძნებული (მსოფლიო აბლაბუდა, ვებ-ლოგები) ტექნოლოგიებისაგან. ტერმინი ტელეკომუნიკაცია შემოღებულია ფრანგი მეცნიერის ედუარდ ესტაუნიეს მიერ 1904 წელს. იგი შედგება ბერძნული პრეფიქსი ტელე-საგან, რაც ნიშნავს „შორს“ და ლათინური კომუნიკარე - „გაზიარება“. აზრობრივად ტელეკომუნიკაცია ნიშნავს შორ მანძილზე კომუნიკაციის მიზნით გადაცემას. შორეულ წარსულში ამ მიზნით იხმარებოდა კვამლის სვეტები, დოლის ბრაგუნი, სემაფორი, დროშები და ჰელიოგრაფი. დღეისათვის მასში შედის ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა ტელეფონი, მობილური ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზორი და კომპიუტერი.
ტელეკომუნიკაცია მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მისი საერთო შემოსავალი 2006 წლისათვის 1,2 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ტელეკომუნიკაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, რაც გამოიხატება სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებში. ზემოთ აღნიშნული წლიური შემოსავალი 1,2 ტრილიონი დოლარი მსოფლიო პროდუქტის 3%-ს შეადგენს. კარგი ტელეკომუნიკაციური ინფრასტრუქტურა ეკონომიკური სარგებლიანობის გარანტიაა. ის აადვილებს ვაჭრობას, ფასების დარეგულირებას და სხვ. სოციალურ ზეგავლენაში - ინდივიდების დაახლოება, სამსახურების მოძიება და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციების განვითარებამ ხელი შეუწყო კულტურული ფასეულებების განვითარებას, ახალი ამბების გზების შეცვლას, ინდივიდთა ახალი ამბების შექმნაში მონაწილეობას (ბლოგებისა და სპეციალური პროგრამების (facebook და სხვ) საშუალებით და ა.შ.).
ტელეკომუნიკაციის განვითარების ადრეულ სტადიაზე გამოიკვეთა მისი მოულოდნელი თვისებები. აღმოჩნდა, რომ ეს არის საშუალება, რომელიც დაუპატიჟებელი, მაგრამ სასურველი სტუმრის სახით შედის ნებისმიერ ოჯახში, მთლიანად იპყრობს მცხოვრებთა ყურადღებას და იწვევს და ზეგავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე, ფიქრებზე და ბიჰევიორზე. ამრიგად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ეკონომიკური, ასევე იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიზნებით. წარმოიშვა ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა კოგნიტიური ლინგვისტიკა, ფრეიმინგი, ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიების მთავარ სამიზნეს ძირითადად ადამიანის რაციონალური აზროვნების მექანიზმი წარმოადგენდა. ანუ გამსუნისა და მოდილიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტურირება წარმოადგენს ცენტრალურ მაორგანიზებელ იდეას ან თხრობის ხაზს, რომელიც მნიშვნელობას აძლევს მოვლენათა ჯაჭვს მათი ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებით; ის იძლევა მოვლენის არსს.
ტელევიზიის გავლენა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას მასობრივ კომუნიკაციის საშუალებებს შორის. ინტერნეტზე დამყარებული ტექნოლოგიები ალბათ მომავალში გააფერმკრთალებენ ტელევიზიის გავლენას, თუმცა დღეისათვის შეიძლება ითქვას, ტელევიზორს ბადალი არა ჰყავს მასთან მიბმული ადამიანების რაოდენობისა და მათი დროის დაკავების მიხედვით. ბევრი ადამიანი დღის რეჟიმს ტელეპროგრამების მიხედვით ადგენს. ზოგადად მსოფლიოში ტელევიზიის შემოსვლამ მკვეთრად შეამცირა ადამიანთა ჩვეული კონტაქტები, მეგობრული შეხვედრები და თვით ძილის ხანგრძლივობაც.
ტელევიზია უდიდეს გავლენას ახდენს ყოფაქცევაზე. ამ მხრივ გამოკვლევები ძირითადად ბავშვებს შეეხება. შეისწავლება მათ მიერ ნანახი გადაცემები და ამ გადაცემების გავლენა სოციალიზაციაზე. 3 ყველაზე კარგად შესწავლილი თემაა: ტელევიზიის გავლენა დანაშაულისა და ძალადობისადმი წინასწარგანწყობაზე, ნიუსების ეფექტი და ტელევიზიის ეფექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტელეგადაცემა ხელს უწყობს აღქმის საფუძვლების და ფილტრების გამომუშავებას. ეს ერთგვარი კულტურული მსოფლმხედველობაა, რომელთა საშუალებითაც თანამედროვე ადამიანი ახდენს ინფორმაციის ინტერპრეტაციას და ორგანიზებას.
მკვლევარები მუდმივად ინტერესდებიან მედიის ზეგავლენით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. მსოფლიო ვითარდება ტექნოლოგიურად, ტექნიკურად, გონებრივად, თითქოს მორალურადაც, მაგრამ ინსტიქტური ვნებები კი არ იკლებს, პირიქით, მატულობს. დანაშაულის მატება, განსაკუთრებით მკვლელობის, აგრესიის სხვა გამოვლინებები ზოგიერთის აზრით, მედიის მიერ გადმოცემული ძალადობისა და მკვლობების პირდაპირი შედეგია. ჩატარებულ იქნა მრავალგვარი კვლევა, რამდენად დამნაშავეა მედია თანამედროვე ადამიანის უსაქციელობაში. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი შეხედულება
კათარზისის თეორია.
არსებობს მოსაზრება, რომ ძალადობას ეკრანზე შეუძლია ჰქონდეს დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენჯერ განიცდის გაღიზიანებას და ფრუსტრაციას, რომ ძალადობის სცენების ყურება ვირტუალურ სამყაროში, მისთვის განმუხტვის ერთერთი საშუალებაა. შედეგად, იგი ნაკლებ აგრესიული და ნაკლებ მოძალადე ხდება. თეორია ლოგიკურად ჟღერს ფიზიოლოგიური თვალთახედვიდანაც. რაც შეეხება ძალადობას, შეიძლება ეს ასეც იყოს. ადამიანი ვიკარულად მონაწილეობდეს ძალადობის სცენებში. ამ თეორიის სისუსტე ვლინდება სექსის ჩვენების მიმართებაში, რისი დადებითი ეფექტი საზოგადოებაზე ვეაფრით ვერ დასაბუთდება.
აგრესიული მინიშნებების თეორია.
ეს თეორია კათარზისის თეორიის საწინააღმდეგოა და ამტკიცებს, რომ ეკრანზე ნაჩვენები ძალადობა აუცილებლად ახდენს გავლენას ადამიანზე, ვინაიდან, მისი ნახვის შედეგად იზრდება ფიზიოლოგიური და ემოციური აგზნებადობა, რაც ზრდის ძალადობის ალბათობას. სხვანაირად, ძალადობის ყურებისას გამოყოფილი ადრენალინი საჭიროებს დახარჯვას. ამ თეორიის მომხრენი არ ამტკიცებენ, რომ აგრესიის ნახვა ყოველთვის გამოიწვევს აგრესიულ ქმედებას. მათი აზრით, იზრდება ამგვარი ქმედების შანსი. თუ რომელიმე საწარმოს მუშები უყურებენ ფილმს, სადაც მათი კოლეგები სამსახურის შემდეგ ალკოჰოლს იღებენ და ჩხუბობენ, ეს აუცილებლად გამოიწვევს მათში მიდრეკილებას ამგვარი ბიჰევიორისადმი. სარკისებრი ნეირონების აღმოჩენის შემდეგ უფრო დამაჯერებელი ჩანს აგრესიული მინიშნების თეორია, თუმცა კათარზისის თეორია ძალადობასთან მიმართებაში ბოლომდე უგულვებელოფილი არ უნდა იყოს. სარკისებრი ნეირონების შემსწავლელი, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი მარკო იაკობონის აზრით სარკისებრი ნეირონი აიგზნება არა მარტო ქმედებისას, არამედ ამ ქმედების, ან მასთან ასოცირებული ფაქტორების დანახვისას და გაგონებისასაც. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის ყურების საკითხი. თუ ჩვენ ისე ვართ მოწყობილი რომ ავტომატურად გავითავისებთ სხვათა მოტორულ და მენტალურ მდგომარეობას, როგორი იქნება კინოში, ტელევიზიაში ან ვიდეო თამაშებში ძალადობის ამსახველი კადრების ყურების შედეგი, უნდა ვიყოთ თუ არა ფრთხილი გადაცემების არჩევაში? იაკობონის აზრით, აუცილებლად გვმართებთ სიფრთხილე გადაცემის არჩევაში. ეს რა საკვირველია, ფრიად საჭოჭმანო აზრია, ვინაიდან ის გვაიძულებს, უარი ვთქვათ დიდი ხნის ნალოლიავებ იდეებზე სურვილის თავისფლებისა და ნაწილობრივ, სიტყვის თავისუფლების შესახებ. მაგრამ არსებობს სარწმუნო ბიჰევიორული მტკიცებულება მედიაძალადობის და იმიტაციური ძალადობის კავშირის შესახებ. საკისებრი ნეირონები წარმოადგენენ ნეირობიოლოგიურ მექანიზმს, რომელიც ახსნის, რომ მედია ძალადობის ყურება გამოიწვევს იმიტაციურ ძალადობას.
როგორ უნდა მოვიქცეთ? მართალია, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ღიად განვსაჯოთ ეს საკითხი, რათა მივაღწიოთ ერთგვარ „საზოგადოებრივ შეთანხმებას“, ანუ შევზღუდოთ მედია ძალადობა სიტყვის თავისუფლების ძლიერ შეზღუდვის გარეშე.
ჩვენებით (დანახვით) სწავლის თეორია.
ეს წინა თეორიის განვითარებას წარმოადგენს და გულისხმობს, რომ აგრესიის ყურებით ადამიანმა შეიძლება გადაიღოს ეს ბიჰევიორი. როცა დეტექტიურ ფილმებს ვუყურებთ, ჩვენ ხშირად ავტომატურად ვაანალიზებთ ჩვენს შესაძლო ქმედებებს მსგავს სიტუაციაში, სიხარულით აღვნიშნავთ რომ ჩვენ არ ჩავიდენდით იმ შეცდომას, რითაც მოხდა დამნაშავის მხილება. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენც შევიძლია მოვკლათ ვინმე, ყოველ შემთხვევაში დაწვრილებით ვფიქრობთ ამაზე. მეორეს მხრივ, ფილმში ნანახი თავდასხმა მარტო მოსეირნე ადამიანზე შეიძლება იმდენად გავითავისოთ, რომ უბრალო, მშვიდობიანი სიგარეტის მთხოვნელი გახდეს ჩვენი აგრესიული რეაქციის მსხვერპლი. თუმცა, სარკისებრი ნეირონების მკვლევარებს მიაჩნიათ რომ ვინაიდან კომუნიკაცია ხორციელდება სხეულის საშუალებით, ჟესტები, სახის გამომეტყველება, სხეულის პოზიცია წარმოადგენს სოციალურ სიგნალებს, ადამიანთა ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას, და მათი დაკვირვებული აღქმა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მეორე ადამიანის ქმედების განზრახვა. ისინი შეუცდომლად ასახავენ სხვა ადამიანთა ქმედების, განზრახვების და ემოციების მიმართულებას. ამიტომ მათი მნიშვნელობა სოციალურ ინტერაქციებში წარმოუდგენლად დიდია.
დამკვრვებელთა თეორია.
მისი მომხრენი მიუთითებენ, რომ მაყურებელი ავტომატურად კი არ გამოდის გარეთ და ახდენს ძალადობრივი აქტის იმიტაციას, არამედ მის ტვინში ხდება ინფორმაციის დაგროვება, გადამუშავება და შესაბამის სიტუაციაში განხორცილება.
გაძლიერების თეორია.
ამ თეორიის მიხედვით მედიის სურათები აძლიერებს არსებულ ბიჰევიორს. ძალადობის სცენები გაზრდის ძალადობრივ აგრესიულ ბიჰევიორს მათში, ვისთვისაც ძალადობა და აგრესია ნორმალური საქციელია. ხოლო იმათში, ვისაც მიაჩნია, რომ ძალადობა ცუდია, დააქვეითებს ძალადობის სურვილს. იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულონ მედიის სცენები, გაძლიერების თეორეტიკოსები გვირჩევენ, თუ გვინდა შედეგის წინასწარმეტყველება, ჩავიხედოთ მაყურებლის ბიოგრაფიაში. თუ პიროვნება იზრდება დანაშაულებრივ სამყაროში, მაშინ ძალადობის სცენების ნახვა გამოიწვევს ძალადობას. მაგრამ ამ თეორიის მომხრენი აღნიშნავენ, რომ არსებობს გამონაკლისი წესისგან. შეიძლება უწყინარმა მოხუცმა ამოხოცოს მთელი ოჯახი ან პირიქით, კრიმინალი გახდეს მღვდელ-მონაზონი.
კულტივაციის თეორია.
უკანასკნელ ხანებში გავრცელდა კულტივაციის თეორია. ნაცვლად წინასწარმეყტველებისა, თუ რას გამოიწვევს ძალადობა, უმჯობესია განვიხილოთ, როგორ ვრეაგირებთ ძალადობაზე. ამ თეორიის მიხედვით, მედიის სიმბოლური სამყარო აჩვენებს აუდიტორიის შეხედულებას რეალურ სამყაროზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტელევიზია ქმნის ვირტუალურ სამყაროს, რომელიც საფრთხით არის აღსავსე. იგი ასევე გადმოსცემს საზოგადოების მთავარ სტერეოტიპებს. მაგ., წარმოიდგინეთ ბანკის მძარცველი, რომელიც არის დიდი ტანის მსუქანი და მორცხვი. ეთანხმება თუ არა ბანკის მძარცველის ამგვარი აღწერილობა თქვენს წარმოდგენას, ან თქვენი შეხედულებით, ბანკის მძარცველი რომელიმე რასას ხომ არ მიეკუთვნება. ნიშნავს თუ რა, რომ ყველა მისი მსგავსი პიროვნება ბანკის მძარცველია?
საფიქრებელია, რომ ტელეგადაცემაში არსებული აშკარა ან ფარული განწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადაცემების შინაარსი. ამითია განპირობებული ტელევიზიას უდიდესი როლი თანამედროვე არჩევნების სახეცვლილებაში. მეორე მხრივ, რეკლამის მიმდინარეობისას უკანა პლანზე არსებული ზოგიერთი სიმბოლო უფრო ღრმა გავლენას ახდენს სოციალურ ქცევაზე, ვიდრე რეკლამით მოცემული ინფორმაცია. მაგ., ხშირად რაიმე პროდუქციის რეკლამირებისას მამაკაცი წარმოდგენილია უფრო ინტელექტუალურად და ფიზიკურად აქტიურად, ვიდრე მეოცნებე ქალი, რაც ცხადია, ხელს არ უწობს გენდერული თანასწორობის გრძნობის განვითარებას. ტელევიზია ხშირად იყენებს სპეციალურ მეთოდებს აუდიტორიაზე ზემოქმედების მოსახდენად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი რჩება ერთერთ მნიშვნელოვან და საურველ დამაკავშირებელ არხად ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. თუმცა დიდწილად სწორედ ტელევიზიის განვითარებამ შეუწყო ხელი ინდივიდის განცალკევებას საზოგადოებისაგან.
ვინაიდან, ურთიერთობა მასმედიასა და საზოგადოებას შორის თავისთავად კომუნიკაციაა, ხოლო კომუნიკაცია, არისტოტელეს მიხედვით, ყოველთვის შეიცავს შთაგონების (ი.ე.ზეგავლენის მოხდენის) ელემენტს, გასაგებია, რომ ამ ზეგავლენას თავისი განმსაზღვრელი ტერმინი ესაჭიროება. ასეთად წარმოგვიდგება ფრეიმინგი, ანუ ქარგვა, რომელიც, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ ელიტურ წრეებსა და პუბლიკას შორის კავშირი ქარგვის ფორმატში სრულდება. ჩვენ აქ ვხმარობთ ტერმინ პუბლიკას, და არა საზოგადოებას, ვინაიდან პუბლიკა წარმოადგენს ფართო მაუწყებლობის აუდიტორიას, რომელიც დროში ერთიდაიგივე ინფორმაციას იღებს ერთიდაიგივე წყაროდან, მაგრამ სივრცეში შეიძლება ერთმანეთთან ახლო არ იყოს.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
John Locke. An Essay concerning human understanding. 1690
Wikipedia. Communication Theory
Berne, Eric (1964). Games People Play - The Basic Hand Book of Transactional Analysis. New York: Ballantine Books. ISBN 0-345-41003-3
Teun Adrianus and Van Dijk. Discourse and communication. New approaches to the analysis of mass media discourse and communication. 1985, W. de Gruyter (Berlin, New York). ISBN-10:0899251056
რეზიუმე
ტელეკომუნიკაცია. მისი მნიშვნელობა, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური გავლენა
გიორგი თარგამაძე
მასმედია განსაზღვრავს ადამიანთა საქმიანობას, აყალიბებს მათ ინტერესებს, განწყობას, ნერვულ-ფსიქოლოგიურ ფონს. მასმედიის საშუალებით აღიქვამს სამყაროს ადამიანთა უმრავლესობა. ნიუსები არამარტო გადაიცემა მასმედიის საშუალებით, არამედ იქმნება მის მიერ.
SUMMARY
TELECOMMUNICATION. ITS SIGNIFICANCE, PHISIOLOGICAL AND
ECONOMICAL INFLUENCE
GIORGI TARGAMADZE
Mass Media defines individual's occupation, interests, attitudes and physiological background. The majority of the individuals perceive the World through the mass media. News are not only broadcasted by mass media, but at the same time they are created by it.
РЕЗЮМЕ
ТЕЛЕКОММУНИКАЦИЯ. ВАЖНОСТЬ, ПСИХОЛОГИЧЕСКОЕ И ЭКОНОМИЧЕСКОЕ ВЛИЯНИЕ
ГИОРГИ ТАРГАМАДЗЕ
Средства массовой информации определяют деятельность людей, формируют их интересы и нервно-психологический фон. Новости не только передаются, но и изобретаются при помощи СМИ.
![]() |
2.4 ემოცია, როგორც მედიით მანიპულაციის სამიზნე |
▲back to top |
გიორგი თარგამაძე
ხელოვნების დოქტორის ხარისხის მაძიებელი (მედიის მიმართულებით)
დღეს ბევრს საუბრობენ თანამედროვე ადამიანის გაუცხოების შესახებ. ამბობენ, რომ დაიკარგა ემოციური მუხტი. ჟან დესლანდერს და სხვებს სპეციალური ტერმინებიც კი შემოაქვთ. მაგ., emotion და emotivty, რომელსაც ავტორი ბერძნული pathos-ის შესაბამისად pathivity გამოძახილად მიიჩნევს და პარალლელს ატარებს ინგლისურ path-თან. რითაც თითქოს მინიშნება ხდება ემოციის განხორციელების რეფლექსურ გზებზე ანუ ბილიკებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხედულებაა. ჩვენი გადასახედიდან, ემოცია e-motio, ანუ ფორმალურად რომ ვთარგმნოთ e-mail-ის ანალოგით, ელექტრონულ მოძრაობას მივიღებთ. მართლაც, ემოცია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნერვული რეფლექსი, ელექტრონული სიგნალის მოძრაობით ხორციელდება. (ცხადია, ამ ფორმალური ლოგიკით ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ სამედიცინო ტერმინოლოგისთან მკითხველის დაახლოებას, ვიანიდან არ ვაპირებთ ემოციის ფიზიოლოგიური საფუძვლების განხილვას).
დღეს ხშირია ხელოვანთა ჩივილი იმის შესახებ, რომ ახალ ეპოქაში ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები, როგორიც არის რომანი, საავტორო ფილმი, კლასიკური მუსიკა და ა.შ. არამც თუ არავის აინტერესებს, არამედ უბრალოდ მათი პროდუქცია წამგებიანია. ბიზნესს მართავს ახალი ტექნოლოგიები. ისინი ახორციელებენ კომუნიკაციის ახალ სახეობას ხალხსა და სამყაროს შორის. ჩვენს თაობაში მოხდა ფელინისა და სხვათა შესანიშნავი ფილმების ჩანაცვლება სუპერმენებით, კიბორგებით და ა.შ. ფეხბურთი, პოპი და როკმუსიკა ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი სანახაობებია. ხელოვნება აღარ არის საჭირო, ვინაიდან სულიერი საკვები არაქტუალურია. ის არ გამოდგება ფულის გაკეთების საშუალებად და მასზე მოთხოვნილება აქვს პოპულაციის ძალიან მცირე ნაწილს. ძლიერი გამღიზიანებლებით გადაღლილი ინდივიდის ნერვული სისტემა ვეღარ რეაგირებს მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნაწარმოებებზე. მას სჭირდება ძლიერი ემოციური გამაღიზიანებელი გონების „გადასართავად“, რათა მცირეოდენი დასვენების საშუალება მისცეს.
ვფიქრობთ, მოსახლეობის ფართო მასების პროგრესულ დაბნეულობა, სიძნელე, რეალობა გაარჩიოს საყალბისაგან ან ბილეტრისტიკიდან, აქვეითებს მათი კრიტიკის უნარს და ისინი ადვილად ემორჩილებიან პირობითი რეფლექსების მოთხოვნებს, იღებენ იმას, რასაც მასმედიის ბაზარი სთავაზობს.
ჩვენი ყურადღება და ინტერესები უნდა მივმართოთ მეცნიერული, ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეებისაკენ. ეს გვავალდებულებს, ახლებურად გავიაზროთ ჩვენი კონცეფციები კულტურისა და კულტურალური ფასეულების შესახებ. არსებობს დიხოტომია, დიდი ნაპრალი ჩვენს ძველ კლასიკურ განათლებასა და ტექნოლოგიური განვითარების სიჩქარეს შორის. ისინი ერთმანეთს აღარ ემთხვევა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფიქრი, ეს კი სკოლაში არ ისწავლება. იმისათვის, რომ ხვალინდელ დღესთან სინქრონული ვიყოთ. რომ ვისწავლოთ ფიქრი, უნდა ვისწავლოთ, თავიდან დავარეგულიროთ ჩვენი გონებრივი განათლება და მენტალური ტრეინინგი.
ლოგიკის მიხედვით, ადამიანის ყოფაქცევას გონივრული ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს. მაგრამ ბოლო ხანებში კოგნიტიურ მეცნიერებებში განსაკუთრებით მასებზე ზემოქმედების შემსწავლელ მეცნიერებებში ყურადღება გადატანილია არაგონებრივ, არამედ ემოციურ რეაქციაზე. ხალხთა მასის ემოციის დინამიკის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მათი შეხედულების ფორმირებაში, ამა თუ იმ პილიტიკური პროცესის მიმართ. წარმოუდგენელიც არის ემოციის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი ინფორმაციის პროცესირება, გადამუშავება და მასზე რეაგირება. ამ მხრივ ცხადია, დიდი მოქმედების დიაპაზონი და ძალმოსილება გააჩნია მასმედიის საშუალებებს, მასების შეხედულებების ჩამოყალიბებაში ნებისმიერ მოვლენის მიმართ.
სქემა, თუ როგორ უნდა მივიღოთ სასურველი რეაქცია შემდეგნაირად წარმოგვიდგება. გულდასმით შერჩეული სიტყვების და არავერბალური მესიჯების საშუალებით ტელევიზია ზემოქმედებს პუბლიკის ემოციის აღმძვრელ მექანიზმებზე. შედეგად იქმნება პარადოქსული სიტუაცია. ვირტუალური სამყარო და მიღებული სტიმული იწვევს ემოციას რეალურ სამყაროში, ისე, რომ პუბლიკამ კარგად უწყის ამ სტიმულისა და მისი წარმომშობი წყაროს ირეალობა. განსხვავება იმაშია, რომ რეალურად აღძრული ემოციის შესაბამისი მოტორული რეაქცია არ, ან ვერ ხორციელდება (ყოველ შემთხვევაში, შესაბამისი მიზნის მიმართ, თუმცა სხვანაირად მაყურებელმა შეიძლება დახარჯოს ემოცია ან ახლობლებთან ცხარე კამათით ან არაგამიზნული ფიზიკური აქტივობით.
დაკვირვების შედეგად ცხადი ხდება, რომ შთაგონების მესიჯში ემოციაზე დამიზნებული კონტურირება უფრო ეფექტურია. თუ შინაარსობრივად ის მოიცავს არა ზოგადად მსჯელობას, არამედ ცოცხალ მაგალითს ერთ-ერთი ადამიანის რეალური ცხოვრებიდან, ანუ თემატურ კონტურირებას ჯობია ეპიზოდური კონტურირების გამოყენება. ცხადია, ნებისმიერ სოციალურ თემაზე საუბრისას პუბლიკის ემოციის გამოსაწვევად უმჯობესია ერთ-ერთი მათგანის სოციალურ პრობლემაზე საუბარი, ვიდრე ბევრისთვის გაუგებარი და მოსაწყენი სტატისტიკის მოყვანა (იგულისხმება სიუჟეტი) ამ სოციალური პრობლემის შესახებ. თავისთავად პუბლიკა ეპიზოდური ამბის მონაწილეს თავის თავთან აიგივებს და ეძებს მასთან რეალურ ან ვირტუალურ მსგავსებას, რაც კიდევ უფრო აცხოველებს მის ინტერესს და არყევს მის ემოციურ სფეროს.
ეპიზოდური ჩარჩო მართლაც ძლიერ ემოციას იწვევს, მაგრამ ამ გამოწვეული ემოციის ბუნება პირდაპირ კორელირებს ჩარჩოს შიგთავსთან. ამიტომ, თუ გვინდა წინასწარ ვიცოდეთ, რა სპეციფიკურ ემოციებს გამოიწვევს ეპიზოდურ ჩარჩოში გამოყენებული ამბავი, საჭიროა ამ ამბის დეტალთა სკრუპულოზური შერჩევა და ფილიგრანული დამუშავება.
ემოციას წამყვანი როლი ენიჭება ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დისკურსში ემოციის როლი მოიცავს როგორც წამყვანის ემოციებს, ასევე მის ისეთ თვისებებს (შეხედულება, მეტყველების მახასიათებლები, არტისტიზმი და სხვ.), რომლებიც მძლავრ ემოციებს აღძრავენ მაყურებლის საზოგადოების სულში. ამრიგად, როგორც პიროვნებათაშორისი, ასევე მასმედიისა და პუბლიკის ურთიერთობისას, ემოცია მრავალ ფაქტორს ეხება და ძირითადად განაპირობებს დიალოგის ან მონოლოგის ეფექტურობას. არისტოტელე მეტყველების ეფექტურობის მახასიათებელებს და მექანიზმებს მთლიანად ორატორს მიაწერს. მას ჩატარებული აქვს ღრმა ანალიზი ცივილიზაციის რიტორიკული საქმიანობის აბსტრაგირების საკითხში. თანამედროვე მეცნიერი შედარებითი ანალიზისათვის წარმატებით იყენებს მის პრინციპებსა და დაკვირვებებს. მაგ., განვიხილოთ ფართო მაუწყებლობის, მასმედიის და პუბლიკის ურთიერთდამოკიდებულება არისტოტელეს მიერ მონოლოგის გაანალიზების მიხედვით, მისი აზრით, როდესაც აუდიტორია ისმენს მოხსენებას, ეს მთლად მონოლოგი ვერ იქნება, თუმცა თეორიულად მართლაც მონოლოგია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორიას არა აქვს საშუალება, შეეპასუხოს ორატორს, გამოთქვას თავისი აზრი ან უბრალოდ, შეაწყვეტინოს საუბარი. მაგრამ არავისთვის არ იქნება გასაკვირვი, თუ ვიტყვით, რომ წამყვანის გახმოვანებულ მიმართვას უპირისპირდება თითოეული მსმენელის უხმო დისკუსი და მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე არსად განიხილავს დიალოგის ინტერაქტიულ ეფექტებს, რასაც ადგილი აქვს აუდიტორიაში, ის მკაფიოდ საზღვრავს პირობებს, რომელიც საჭიროა წარმატებული შთაგონებისათვის. ამ პირობებიდან პირველი და უმთავრესია, რომ შთაგონება უნდა ხორციელდებოდეს აუდიტორიის ემოციაზე დამიზნებით, თუმცა მეორე და მესამე პირობაც უმეტესად ემოციის მნიშვნელობაზე მიუთითებს - წამყვანის მიერ სწორი შთაბეჭდილების მოხდენა და მოყვანილი დებულების სიმართლის დასაბუთებაა.
არისტოტელე ამბობს, რომ თუ ორატორი მომხიბლელი გარეგნობის და ხასიათის არ არის და მისი საუბარიც სანდობით ვერ გამოირჩევა, ის ვერ შეძლებს წარმატებული შთაგონების განხორციელებას. თუმცა შესაძლებელია, რომ უკუგდებულ იქნას ემოციური და პერსონალური ფაქტორები და უსიმპატიო პიროვნების მიერ არა მიმზიდველი დისკურსი შთაგონებული იქნას აუდიტორიისთვის ლოგიკური სტრუქტურების გამო. არისტოტელეს აზრით, ამორალურად უნდა მივიჩნიოთ თუ ორატორის დადებითი თვისებები და მის მიერ აღძრული სასიამოვნო ემოციები განაპირობებს არარაციონალური აზრის შთაგონებას.
დღეისათვის, ა.შ.შ.-ში იგივე შეხედულებაა, რაც ძველ საბერზნეთში. ანუ ორატორის პიროვნულ თვისებებს და მეტყველებას აუდიტორიის დარწმუნებაში დიდი როლი ენიჭება.
არისტოტელეს მიერ მოყვანილი მონოლოგის ანალიზი მთლიანად ესადაგება მასმედიისა და პუბლიკის ურთიერთობას. პუბლიკა რომც არ აღიქვამდეს ვირტუალურ რეალობას სინამდვილედ, მის ორგანიზმში მაინც ხდება ემოციურ პროცესების აღძვრა და განვითარება.
მნიშვნელობა აქვს ემოციის ვალენტობასაც. აღმოჩნდა, რომ დადებითი ემოციების მხოლოდ 6% უწყობს ხელს დამახსოვრებას. მაშინ როცა, უარყოფით ემოციათა უმრავლესობა ხანგრძლივად ამახსოვრებს ადამიანს მასთან ასოცირებულ მოვლენებსა და პიროვნებებს.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ემოციური ფაქტორის გამოყენება უფრო ფიქტიური ან გამოგონილი ამბების შთაგონებისათვის არის მნიშვნელოვანი. ხოლო, მაგ., სამეცნიერო დისკურსი თავისთავად აღჭურვილია შთამაგონებელი ძალით შინაარსის, და არა ფორმის გამო. ჩვეულებრივ ლოგიკური ფაქტების მოპოვების და ურთიერთდაკავშირებით ან დალაგებით იქმნება თეორია, რომელიც თვითონ არის ასოციაციური კავშირების გამომხატველი. ამიტომ, მისი ერთი ელემენტის დამახსოვრება საკმარისია მთელი თეორიის აღსაქმელად.
ტელეგადაცემა რამდენიმე ფაქტორით მოქმედებს მაყურებელზე და ყოველ ფაქტორს შეუძლია შეცვალოს, ან გამოიწვიოს სპეციფიკური ემოცია და შესაბამისად, მოტორული პასუხი აუდიტორიაში. ტელეგადაცემის სიმძლავრე, მათ შორის, განპირობებულია მისი სტატუსით, იყოს დაუპატიჟებელი, მაგრამ სასურველი და მუდმივი სტუმარი ოჯახში. იგი წარმოგვიდგება, როგორც დამაკავშირებელი რგოლი სხვადასხვა ადამიანების შორის, რომელთა საშუალებით იქმნება სპეციფიკური აუდიტორია - პუბლიკა. განსხავებით ჩვეულებრივი აუდიტორიისაგან, პუბლიკა მეტ-ნაკლებად რელაქსაციურ ვითარებაში საკუთარ სახლში ეკონტაქტება ინფორმაციის საშუალებას. ამ დროს მას შუძლია, ყურადღებით დააკვირდეს გადაცემის წამყვანს ან მონაწილეს და ნაკლებად გამოეპაროს მისი ვერბალური ან არავერბალური მესიჯი, ვიდრე რეალურ სიტუაციაში ადამიანთა კონფრონტაციისას. მაყურებლის უპირატესად რელაქსაციური მდგომარეობა და ტელეგადაცემის ოსტატური დამუშავება განაპირობებს შთამაგონებელი მესიჯების ეფექტურობას.
ტელეწამყვანი ჩვეულებრივ, გარეგნულადაც მომხიბვლელია, ფლობს საუბრის ონალობის, ტემბრის და სხვა მახასიათებლების ცვლის უნარს იცევე, როგორც სხეულის ენას, მიმიკას, ჟესტებს და რითმიკას. ეს ის ფაქტორებია, რომელთა საშუალებით ადვილად იგება ხიდი წამყვანსა და პუბლიკის თითოეული წევრის, როგორც ცნობიერ, ასევე ქვეცნობიერ სამყაროსთან. ზეგავლენის ეფექტი მაყურებლის ფსიქიკაზე, ფიქრებზე და დასკვნებზე გაცილებით მძლავრია, ვიდრე ნებისმიერი აუდიტორიის ლექტორისა.
პირობითად ტელეგადაცემის ზემოქმედების 2 მიმართულება შეიძლება გამოვყოთ: კოგნიტიურ სფეროზე და ემოციურ სფეროზე ზემოქმედება. ტრადიციულად, კოგნიტიური სფერო უფრო საინტერესო უნდა იყოს მანიპულატორისათვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემოციური არანაკლებ ძლიერია და ხშირად სწორედ მასზე ზემოქმედებას ენიჭება უპირატესობა.
ემოცია ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია. ყველაზე საინტერესოდ ითვლება მძაფრი ემოციების გამომწვევი ამბები. მედიაც, რომელიც შეიძლება ითქვას, ადამიანის სულებზე ნადირობს, ცდილობს აუდიტორია მიიზიდოს ემოციების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, მცირე რამ არის ცნობილი, თუ როგორ ახდენს მედიის მიერ გამოშვებული სტიმული ემოციურ პროცესირებას აუდიტორიაზე. განსაკუთრებით, ტელემედიის ახალი ამბების გადაცემათა შემთხვევაში.
ემოცია კომპლექსური მოვლენაა და მისი ობიექტური კვლევისათვის საჭიროა პირველ რიგში აუდიტორიის ემოციური რეაქციის შესწავლა მისი განვითარებიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ. ზოგადად, უნდა ხდებოდეს ემოციის აღქმაში, გადამუშავებაში და საპასუხი რეაქციისგამომუშავებაში მონაწილე სისტემების (კოგნიცია, ფიზიოლოგია, ექსპრესია) და მათი ურთიერთქმედების პარალელური კვლევა. მკვლევარი უნდა ფლობდეს ექსპერიმენტული მიდგომის უნარს და იყენებდეს კარგად კონტროლირებულ მეთოდებს.
სატელევიზიო ახალი ამბების აღქმაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. აქცენტი კეთდება წამყვანის სახეზე, მის გამომეტყველებაზე, კადრის ზომაზე (მაგ., მსხვილი კადრი, ახლო კადრი), მოძრაობაზე, მოძრაობის სიჩქარეზე და ა.შ. მიჩნეულია, რომ წამყვანის სახის გამომეტყველება მისი ფარული ემოციური პროცესების ხილული მაჩვენებელია.
ჩვენ აქ არ შევუდგებით ემოციის ანატომიისა და ფიზიოლოგიის განხილვას, რომელიც სულ სხვა ინტერესის საგანია და ძირითადად მოვიყვანთ ემოციის ფსიქოლოგიური სტრუქტურის და მასზე მოქმედი ფაქტორების აღწერას.
ემოციის ფსიქოლოგია შეფასებითი თეორიებით განიხილება. ემოცია დინამიური ბუნებისაა; ის პროცესია და არა შეჩერებული მდგომარეობა. კლაუს რ. შერერის აზრით (35), ემოცია განისაზღვრება როგორც გარეგან ან შინაგან გამღიზიანებელზე ორგანიზმის ხუთი ქვესისტემის ან რამდენიმე მათგანის მდგომარეობის სინქრონული, ურთიერთდაკავშირებული ცვლილებების ეპიზოდი. ამ პროცესის მთავარი ასპექტებია:
1. მოცემულ სიტუაციაში გარემო პირობებისა და ორგანიზმის საჭიროებების, გეგმების ან პრეფერენციების ერთმანეთთან დაკავშირება. მაგ., 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის დროს აუდიტორიას აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მდგომარეობა, ფრონტის ახალი ამბები და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ეს ინტერესები განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ სიტუაციაში ახალი ამბებისადმი მოხოვნებს.
2. მოცემული სტიმულის შესაბამისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ქმედების მომზადება. მაგ., იგივე ომის მიმდინარეობისას სათანადო სამხედრო ძალის უქონლობის გამო აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის შეკავშირებაზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაზე, რაც გამოიხატა 12 აგვისტოს მანიფესტაციაში პარლამენტის წინ, შემდგომში კი 1 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით „ცოცხალი ჯაჭვის“ აქციაში.
3. სპეციფიკური სოციალური გარემოსათვის შესაბამისი განზრახვის და მოქმედების წარმოქმნა და გადაცემა საზოგადოებისათვის.
შერერის კომპონენტთა პროცესირების მოდელი განასხვავებს ემოციის 5 ქვესისტემას:
კოგნიტიური შეფასება;
ფიზიოლოგიური აგზნება;
მოტორული სისტემა. უმეტესად, სახის გამომეტყველება;
სუბიექტური შეგრძნება;
მოტივაციური სისტემა.
თითოეულ ამ კომპონენტს ემოციის წარმოშობაში სპეციფიკური ფუნქცია გააჩნია.
გლობალიზაციის პირობებში, რაც გულისხმობს, რომ დედამიწა ყველა ჩვენთაგანის საზიარო სახლია, ემოციური ზემოქმედება მასებზე, სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც. გასათვალისწინებულია რომ ტელეგადაცემის შედეგად აღძრული ემოცია ადამიანს თან სდევს გადაცემის დამთავრებიდან კარგა ხნის შემდეგ.
მისი მოშორება არ ხდება ტელევიზორის გამორთვისთანავე. შესაბამისად, შესაძლებელია მტკიცე განწყობის და პოზიციის ჩამოყალიბება, ამა თუ იმ მოვლენის, პოლიტიკური ლიდერის ან სიახლის მიმართ.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
The effects of picture motion on emotional responses. Journal article by Benjamin H. Detenber, Robert F. Simons, Gary G. Bennett Jr.; Journal of Broadcasting & Electronic Media, Vol. 42, 1998
Effects of image motion on a small screen on emotion, attention and memory: moving-face versus static-face newscaster. Journal of Broadcasting and Electronic Media. 1.03.04.
Special Presentation. The Science of Emotion: Utey (Library of Congress)
რეზიუმე
ემოცია, როგორც მედიით მანიპულაციის სამიზნე
გიორგი თარგამაძე
თეორიული მიმოხილვის შემდეგ უნდა დავასკვნათ, რომ მართალია, შეფასების თეორია ზოგადად მიღებულია ემოციურ რეაქციათა უმრავლესობის ასახსნელად. თვით შეფასების პროცესი შედარებით გამოუკვლეველი რჩება. განსაკუთრებით, მედიის მიერ აღძრული ემოციების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, შერერის კომპონენტების პროცესირების მოდელის მიხედვით, სტიმულის ემოციური პროცესირება ხდება განსაზღვრული თანმიმდევრობით, რომლის ეტაპებს სტიმულის შეფასების ეტაპები ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ შეფასება ხდება სერიული მიმდევრობით და არსებობს განსაზღვრული უცვლელი თანმიმდევრობა, რომლებშიც სხვადასხვა სტიმულის შეფასების ეტაპი პროცესირდება განმეორებითი პროცესებით, რაც შეადგენს შეფასებას. თვით შეფასების პროცესი კოგნიტიური პროცესია, რაც პირდაპირი დაკვირვებისთვის უხილავია და ვერბალიზაციისათვის ძნელად გამოსახატავი.
SUMMARY
EMOTIONS - SUBJECT OF MANIPULATION
GIORGI TARGAMADZE
Emotions are of vital importnace for individuals. As thoughts, emotions are created by the individual's mind and they should be approached scientificaly. Emotions could appear before the cognition and they could also be independent from thoughts. Emotions have a great influence on public and on the formation of the public opinion; they may appear even stronger than the idividual's thoughts and mind. It is almost unimaginable to create, analyze and react to a particular information without mass media. For the objective research, the emotional reaction of the audience should be analyzed after a particular period of time since the emotion is expressed.
РЕЗЮМЕ
ЭМОЦИЯ - КАК ЦЕЛЬ МАНИПУЛЯЦИИ СМИ
ГИОРГИ ТАРГАМАДЗЕ
После теоритического обозрения проблемы, следует сделать вывод, что в большинстве случаев теория определения ситуаций служит для понятия эмоцианальных реакций. Нужно отметить, что сам процесс определения ситуаций не до конца исследован, этот факт становится наиболее явным в случаях оценки эмоций вызванных СМИ.
Как уже упоминалось, модель процессирования компонентов Шэрера устанавливает процессирование эмоцианального стимула в определенной последователности. Порядок этой последовательности называется этапами оценки стимулов. Это означает, что существует постоянная, статическая последовательность оценки стимулов, которая повторяется при анализе разных стимулов. Сам процесс оценки является когнитивным процессом, который очень сложно вербализовать - он не виден при общем наблюдении.
![]() |
2.5 რეკლამის ისტორია და დღევანდელობა |
▲back to top |
გურამ აბულაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
რეკლამის დანიშნულებაა შესაბამისი საშუალებებით ამცნოს და ამავე დროს, ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე, პოპულარიზაცია გაუწიოს საქონელს, მომსახურებას, სანახაობას და სხვა. რეკლამა ლათინური წარმოშობის სიტყვაა (reclamo) და ნიშნავს „წამოვიყვირებ“. პირველ სარეკლამო ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ ეგვიპტური პაპირუსი, რომელიც მონის გაყიდვის ამბავს გვატყობინებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გასაყიდი საქონლის რეკლამირებას და პოპულარიზაციას. რეკლამის პირველი სახე დამღა იყო, რომელიც ჰქონდა დამზადებულ საქონელს, ნივთსა და ნაკეთობას, ასე მაგალითად, მესოპოტამიაში დამღის გარეშე საქონლის გაყიდვა აკრძალულიც კი იყო. ფინიკიელი ვაჭრები გზების გასწვრივ არსებულ კლდეებზე ხატავდნენ ან წერდნენ სავაჭრო ხასიათის შეტყობინებებს, აქებდნენ საკუთარ საქონელს. ცნობილია, რომ 500 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მონათმფლობელის მიერ დაქირავებული ადამიანიაგენტი დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და ძლიერი ხმით ატყობინებდა მოსახლეობას სხვადასხვა ამბებს. ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული რეკლამა იყო, რადგან იმ ხანად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III საუკუნეების ძველ საბერძნეთსა და რომში სავაჭრო განცხადებებს უკვე ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავდნენ. ამავე დროს, დაქირავებული ადამიანები საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ხმამაღლა კითხულობდნენ სავაჭრო თუ სხვა ხასიათის განცხადებებს. ძველ რომში ქუჩებსა და მოედნებზე სპეციალურად აშენებდნენ კირით შეთეთრებულ კედლებს ე.წ. „ელბუმსებს“, რომლებიც დაყოფილი იყო კვადრატებად. ამ კვადრატებში ვაჭრები და მევახშეები ნახშირითა და წითელი საღებავით ათავსებდნენ შესაბამის განცხადებებს. რეკლამის ამ სახესთან ერთად არსებობდა მყვირალების ინსტიტუტი ე.წ. „პროკო“, რომლებიც ხმამაღლა აცნობდნენ ხალხს ამა თუ იმ საქონლის, მოვლენის ან სანახაობის შესახებ. მოგვიანებით ინგლისსა და საფრანგეთში ეს ადამიანები ამქრებში გაერთიანდნენ.
ნამდვილი თანამედროვე რეკლამის წარმოშობას XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე მიაწერენ ერთ-ერთ ვენეციელ გამომცემელს-მანუცის. მან დაიწყო წიგნების სათაურების ბეჭდვა და მათი თავფურცლების გამოფენა მაღაზიის შესასვლელში. გარდა ამისა, რომში გამოდიოდა ხელნაწერი გაზეთი „აქტა დიურნიუ“ (ყოველდღიური შემთხვევები), რომელშიც განთავსებული იყო სარეკლამო განცხადებები.
XVII საუკუნეში ბეჭდვის საყოველთაო შემოღებამ და წერა-კითხვის მასობრივმა გავრცელებამ, დიდი სამსახური გაუწია რეკლამის განვითარებას. ამ პერიოდიდან, ევროპის წამყვან ქვეყნებში ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიაში იწყება პრესის, კერძოდ, გაზეთების მასიური გამოცემა და ბეჭდვითი რეკლამის საყოველთაო განვითარება.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამერიკელმა საქმიანმა ადამიანებმა დაინახეს ბეჭდვითი რეკლამის უპირატესობა და დაიწყეს ნახევრად კომერციული გაზეთების გამოშვება. ამ პერიოდიდან, კაპიტალისტურ ქვეყნებში სამრეწველო კაპიტალი მჭიდროდ დაუკავშირდა რეკლამას. ტექნიკის განვითარებასთან ერთად სარეკლამო საშუალებანი იზრდებოდა, ფართოვდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. კაპიტალისტურ ქვეყნებში
რეკლამის განვითარება თავიდანვე განპირობებული იყო ძლიერი კონკურენციითა და გასაღების ბაზრებისათვის გააფთრებული ბრძოლით. თანდათან სარეკლამო საქმიანობას აწარმოებდნენ სპეციალური კანტორები, სააგენტოები და ფირმები. სარეკლამო საქმემ უმაღლეს დონეს მიაღწია. ისეთი რეკლამები, რომლებიც შექმნეს ამ საქმის ვირტუოზებმა, ს. ბასმა, გ. ლუბალინმა, ბ. კვინტმა, გ. ვულფმა ცნობილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შედეგად, სამრეწველო წარმოების განვითარებისას, მსოფლიო რეკლამამ გარკვეული ცვლილებები განიცადა თავის ფორმებსა და მეთოდებში. ეს ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ მიზნით. ასე მაგალითად, XX საუკუნის 70-იანი წლების მონაცემებით, იტალიაში რეკლამაზე დაიხარჯა ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე განათლებაზე, ინგლისში 0,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5 მილიარდ მარკაზე მეტი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 მილიარდი დოლარი.
დღეს გარკვეულ წინსვლას საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში ის ფირმები ფლობენ, რომლებსაც გარდა უმაღლესი ხარისხის ნაწარმისა, შეუძლიათ მათი წარმოდგენა მაღალი დონის ტექნოლოგიური რეკლამირების საშუალებით. არსებობს გარკვეული სახის ნაწარმი, რომელთა გაყიდვა საერთოდ შეუძლებელია რეკლამის გარეშე.
მიმოვიხილეთ რეკლამის განვითარების პერიოდები წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში. მათ კვალდაკვალ, რეკლამა ვითარდებოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. უკვე XVIII საუკუნიდან რეკლამა ვითარდება რუსეთის იმპერიაშიც. სარეკლამო საშუალებები ძირითადად იგივეა რაც ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენი ამოცანაა საქართველოში მიმდინარე სარეკლამო პროცესების შესწავლა და აღწერა, განსაკუთრებით თბილისის მაგალითზე.
ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე, ძველ ბერძნებს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ კოლხებსა და იბერიელებთან. ამაზე მიუთითებს მითი არგონავტებზე, ოქროს საწმისის არსებობაზე კოლხეთში, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეკლამა მდიდარი ქვეყნის შესახებ. გარდა ამისა, ქართველი ხელოსნების ნაკეთობანი აგრეთვე ცნობილი იყო საბერძნეთსა და რომში. მათ მიერ შექმნილი საქონელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიშნებითა და თვითმყოფადობით. ქართველებს ვაჭრობა ჰქონდათ მეზობელ ქვეყნებთან (ბერძნები, რომაელები, სპარსელები და სხვა) და ერთმანეთთან, კოლხეთსა და იბერიის სამეფოებს შორის (ამას არქეოლუგიური გათხრებიც ადასტურებს). ვაჭრობა კი ხელს უწყობდა რეკლამის პირველყოფილი სახეების განვითარებას.
საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ გამოიწვია მის ტერიტორიაზე მსხვილი საქარავნო გზების არსებობა. აქ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ სავაჭრო ქარავნები. XI - XIII საუკუნეებში ქვეყნის აყვავებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვაჭრობის განვითარებას. დავით აღმაშენებელი, როგორც ძლიერი მმართველი, მალე მიხვდა საქარავნო გზებზე არსებული ქალაქებისათვის ვაჭრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ჩამოასახლა თბილისში სომეხი და სპარსი ვაჭრები, რათა უფრო მეტად ამაღლებულიყო ვაჭრობის დონე.
საკუთარი საქონლის რეკლამირება ისევე წარმოებდა, როგორც ევროპულ თუ აღმოსავლურ ქვეყნებში. როგორც წესი, ქირაობდნენ ადამიანს რომელიც იდგა დახლთან და ხმამაღლა აქებდა იქ არსებულ საქონელსა და მის პატრონს. გარდა ამისა, იყვნენ წვრილი მოვაჭრეებიც, რომლებიც ქუჩაქუჩა დაატარებდნენ საქონელს და წყალსაც კი (მეთულუხჩენი). გვიანი ფეოდალიზმის პერიოდში თბილისში შეიქმნა ე. წ. „კინტოს“ ინსტიტუტი, რომლებიც ხმამაღლა აქებდნენ თავის საქონელს და ქალაქში გარკვეულ კოლორიტს ჰქმნიდნენ ე. წ. „ცოცხალი რეკლამით“.
ადრეული ფეოდალიზმის ეპოქიდან საქართველოში შენდებოდა სავაჭრო სახლები „ფუნდუკები“, სადაც მოვაჭრენი ცხოვრობდნენ ცალკეულ სენაკებში გასაყიდ საქონელთან ერთად. საქონლის გასაღება ზემოთ აღწერილი მეთოდით ხდებოდა. ასეთი სახის თამარისდროინდელი ფუნდუკი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარავნის ტბასთან. მოგვიანებით სახელწოდება ფუნდუკი შეიცვალა სპარსულიდან აღებული სიტყვით „ქარვასლა“. გვიანი ფეოდალიზმის ეპოქაში შეიქმნა ჯერ ხელოსნური ამქრები (ცეხები), ხოლო შემდეგ სავაჭრო ამქრებიც. ვაჭრობა და რეკლამა ძველებური წესით მიმდინარეობდა.
ცვლილებები რეკლამირების საქმეში ძირითადად რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში იწყება. განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩეოდა მაშინდელი თბილისი, შენდებოდა ახალი ქარვასლები, რომელთა პროექტებიც შეთანხმებული იყო მეფისნაცვლის სამსახურში. ძირითადი ფასადები გამოდიოდა მთავარი ქუჩის ან მტკვრის სანაპიროსაკენ. სავაჭრო დახლებიც ფასადის მხარეს იყო განთავსებული. ცალკე მდგომ სავაჭრო დუქნებსაც გახსნილი ჰქონდათ წინა მხარე. ასეთ მაღაზიებსა და დუქნებს „ამშვენებდა“ მყვირალა რეკლამები და აბრები. აფიშები და პლაკატები განთავსებული იყო სპეციალურად განათებულ და მოძრავ ტუმბოებზე, რომლებიც იდგმებოდა სადგურებზე, ქალაქის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე. მოგვიანებით რეკლამის განთავსება დაიწყეს საქალაქო ტრანსპორტზე-კონკებსა და ტრამვაიზე. ასეთივე სურათია საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ამავე პერიოდში ვითარდება ბეჭდური რეკლამაც. ილია ჭვჭავაძის „ივერიაშიც“ სარეკლამო განცხადებებს საკმაო ადგილი ეჭირა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მთლიანად იცვლება დამოკიდებულება რეკლამის მიმართ. ყველაფერი ტოტალური კონტროლის ქვეშ ხდება. იქმნება სპეციალური სარეკლამო დაწესებულებები რეკლამირების საქმე მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, იდეოლოგიური მიმართულების გაზეთ-ჟურნალებიდან მთლიანად ამოღებულია სავაჭრო რეკლამა. სარეკლამო პაუზები არ არის არც ელექტრონულ-მედია საშუალებებში (რადიო, ტელევიზია, კინო) ადგილი ეთმობა მხოლოდ მაღაზიის რეკლამებს, ვიტრინებს, შუქრეკლამებს, მოძრავ გაზეთებს (სახლების სახურავებზე), სააგიტაციო და სარეკლამო სტენდებს და სხვა. მიუხედავათ ზემოთ აღნიშნულისა, XX საუკუნის 20-იან წლებში შესანიშნავი სარეკლამო ნახატები შექმნეს ვ. მაიაკოვსკიმ, ა. როდჩენკომ, კ. იუნმა და სხვებმა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მთლიანად იცვლება დამოკიდებულება რეკლამის მიმართ. ყველაფერი ტოტალური კონტროლის ქვეშ ხდება. იქმნება სპეციალური სარეკლამო დაწესებულებები რეკლამირების საქმე მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, იდეოლოგიური მიმართულების გაზეთ-ჟურნალებიდან მთლიანად ამოღებულია სავაჭრო რეკლამა. სარეკლამო პაუზები არ არის არც ელექტრონულ-მედია საშუალებებში (რადიო, ტელევიზია, კინო) ადგილი ეთმობა მხოლოდ მაღაზიის რეკლამებს, ვიტრინებს, შუქრეკლამებს, მოძრავ გაზეთებს (სახლების სახურავებზე), სააგიტაციო და სარეკლამო სტენდებს და სხვა. მიუხედავათ ზემოთ აღნიშნულისა, XX საუკუნის 20-იან წლებში შესანიშნავი სარეკლამო ნახატები შექმნეს ვ. მაიაკოვსკიმ, ა. როდჩენკომ, კ. იუნმა და სხვებმა.
მოგვიანებით შეიქმნა დიდი სარეკლამო გაერთიანებები, მხოლოდ 70-იანი წლებიდან ვაჭრობის სამინისტრო იწყებს ჟურნალ „რეკლამის“ გამოშვებას. ანალოგიური მდგომარეობაა საბჭოთა საქართველოში. საქართველოს მაშინდელ მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ მაღლივი შენობების სახურავზე განლაგებული არაბუნებრივად დიდი, უპროპორციო შუქრეკლამები „აეროფლოტი“, „შეინახეთ ფული შემნახველ სალაროებში“ „ქართული ჩაი“ და სხვა. ამას მოსახლეობაზე არავითარი სარეკლამო გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ისინი მუდმივად განიცდიდნენ დეფიციტს სხვადასხვა სფეროებში და რეკლამის აუცილებლობა არც არსებობდა.
საბჭოთა ქვეყნების დაშლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. რესპუბლიკები ტოტალიტარული სოციალისტური წყობიდან პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი საზოგადოება პირისპირ აღმოჩნდა საერთაშორისო კორპორაციების მიერ წარმოებული საქონლის სიუხვესთან. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლო წლებში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თბილისი ნელნელა ემზგავსება ევროპულ ქალაქებს. დაიწყო ინტენსიური განათება მსოფლიოში გამოყენებული საუკეთესო საშუალებებით. ქალაქს ამშვენებს კონცერნების საყოველთაო ბრენდები, როგორიცაა: „კოკა-კოლა“, „მაგდონალდსი“, „ისი-პარი“, „ვუ-ლე-ვუ“ და სხვა. გამოჩნდა ახალი ქართული სარეკლამო ბრენდებიც: „ყაზბეგი“, „ძველი თბილისი“, „ნატახტარი“, „უშბა“, ქართული ბანკებისა და სხვა სამრეწველო სამეურნეო დაწესებულებების რეკლამები.
საყოველთაოდ გავრცელდა ბეჭდვითი რეკლამებიც. საქართველოში გამომავალი გაზეთების დიდი უმრავლესობა სწორედ ასე ფინანსირდება. იგივე ითქმის ელექტრონულ მედიაზე (რადიო, კინო, ტელევიზია). გარდა ამისა, თბილისში შექმნილმა სარეკლამო რგოლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა სხვა ქვეყნებშიც. ეს ეხება არა მარტო სავაჭრო რეკლამას, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლებს და საერთოდ, ქვეყნის შესახებ შექმნილ სარეკლამო მასალასაც.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ვ. გრიგოლავა. რეკლამა და ფსიქოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1972წ.
ვ. ბერიძე. თბილისის ხუროთმოძღვრება, II ტომი. თბილისი საბჭოთა საქართველო, 1963წ.
თ. გერსამია. ძველი თბილისი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984წ.
Глазунова В.В. Торговая реклама. Москва: Экономика, 1982г.
Беклешов Д.В., Воронов К.Г. Реклама в торговле. Москва: Международные отношения, 1968г.
Каневский Е.М. Эффект рекламы. Москва: Экономика 1980г.
რეზიუმე
რეკლამის ისტორია და დღევანდელობა
გურამ აბულაძე
რეკლამის დანიშნულებაა შესაბამისი საშუალებებით ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანს, პოპულარიზაცია გაუწიოს საქონელს, მომსახურებას, სანახაობას და სხვა. რეკლამის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის დაწყებული ეგვიპტური პაპირუსებიდან დამთავრებული თანამედროვე ელექტრონული მედია საშუალებებით. აღნიშნულ სამუშაოში განხილულია რეკლამისა და სარეკლამო საქმის განვითარების ეტაპები ევროპასა და აშშ.
განსაკუთრებული შესწავლის საგანს წარმოადგენს რეკლამის განვითარება საქართველოში ზოგადად და კერძოდ, თბილისში. მოყვანილია ისტორიის სხვადასხვა პერიოდში გამოყენებული სარეკლამო საშუალებებისა და სახეების მაგალითები.
SUMMARY
HISTORY OF ADVERTISING AND THE PRESENT
GURAM ABULADZE
The aim advertising is by using definite means to inform a person and to provide promotion of good, services and entertainment. The history of advertising counts many centuries from ro modern electric media. The given article deals with the stages of development of advertising in Europe and the U.S.A.
The special subject of studing is the growth of advertising in Georgia as a whole and in Tbilisi in particular. There are given some examples of kinds and means of advertising used in different periods of history.
РЕЗЮМЕ
ИСТОРИЯ РЕКЛАМЫ И СОВРЕМЕННОСТЬ
ГУРАМ АБУЛАДЗЕ
Целью рекламы является-определенными средствами информировать человека, популяризировать товар, обслуживание, зрелище и т. д. История рекламы насчитывает многие века, начиная с древнеегипетских папирусов до современных электронных медиасредств. В данной работе рассмотрены этапы развития рекламы и рекламного дела в Европе и США.
Особым предметом изучения представляется развитие рекламы в Грузии вообще и в Тбилиси частности. Приведены примеры рекламных средств и видов в разные периоды истории.
![]() |
2.6 „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამოქალაქო უფლებები |
▲back to top |
ლევან ლატარია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ხელმოსაწერად გაიხსნა ქ. რომში 1950 წელს და ძალაში შევიდა 1953 წელს. სახელმწიფოები, რომელთაც განახორციელეს კონვენციის რატიფიცირება, ცნობილნი ასევე „ხელშემკვრელ სახელმწიფოებად“, იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და დაიცვან კონვენციით გათვალისწინებული უფლებები არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების, არამედ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის სასარგებლოდ. ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ევროპულ კონვენციას გამოარჩევს სხვა ანალოგიური საერთაშორისო აქტებისაგან, ეს არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმი, ევროპული სასამართლო, რომელიც შეიქმნა სტრასბურგში 1959 წელს, „ხელშემკვრელ სახელმწიფოთა“ მიერ კონვენციის სავარაუდო დარღვევათა განხილვისა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ევროპული სასამართლო, განიხილავს სახელმწიფოთაშორის და ინდივიდუალურ განაცხადებას კონვენციითა და თანდართული ოქმებით განსაზღვრულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ინდივიდუალური განაცხადები (საჩივრები) სასამართლოს წარედგინება ერთი ან მეტი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულების ვალდებულება და რომელმაც ინდივიდთან ან ინდივიდებთან მიმართებაში დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. სახელმწიფოები, რომელთა წინააღმდეგ შეტანილ საქმეებში აღმოჩნდება დარღვევები, ვალდებულნი არიან, მიიღონ დარღვევათა გამოსასწორებლად აუცილებელი ზომები. თუკი ამ სახელმწიფოთა კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს დარღვევის შედეგების სრულად გამოსწორების საშუალებას, სასამართლოს შეუძლია მიუსაჯოს ამ სახელმწიფოებს დაზარალებული მხარისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდა. გარდა ამისა, მომავალში ამგვარი დარღვევისა და მისი შედეგების თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოებს შეიძლება მოეთხოვოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწორება. ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილებები თავისი შორსმიმავალი შედეგებით სცილდება სასამართლოს წინაშე წარდგენილ კონკრეტულ საქმეებს.
ევროპის სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც ეხება კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული უფლებების სავარაუდო დარღვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი გამოცხადდება არსებით განხილვაზე დაუშვებლად მისი კონვენციის Ratione Materiae-ს მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო. ვინაიდან კონვენცია ე.წ. „მშრალ ტექსტს“ მოიცავს, რომელიც მრავალნაირად შეიძლება აღქმულ იქნეს სხვადასხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ1, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესია იმ ვალდებულებების შინაარსისა და მიზნების დადგენა, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც აკისრებს კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, როგორია ევროპული საზოგადოებისა თუ ევროპის სასამართლოს მიდგომა ამ უფლებისა თუ თავისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლით, რომელიც განმარტავს კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების ქვეტექსტსა და მოქმედების ფარგლებს, სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებებს დღევანდელ რეალობასთან მიმართებით. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იქცა დინამიურ და მძლავრ ინსტრუმენტად ევროპაში ახალი გამოწვევებისა თუ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმდინარე პროცესში. სასამართლომ, მისი პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, კონვენცია აქცია ცოცხალ2 ინსტრუმენტად, განავრცო რა კონვენციით დაცული უფლებები და მიუსადაგა ისინი იმგვარ სიტუაციებს, რომელთა განჭვრეტაც შეუძლებელი იყო თავად კონვენციის შემუშავებისას.
კონვენციით აღიარებულ უფლებათა დარღვევის შესახებ სასამართლოს განჩინებათა ნახევარზე მეტი შეეხება მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რომლის დაცვის ობიექტია კანონის უზენაესობის პრინციპი. კონვენცია არ უზრუნველყოფს ინდივიდის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე ყველა უფლებასა თუ თავისუფლებასთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს ეროვნულ კანონმდებლობაში. კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია ინდივიდის უფლება საქმის სამართლიან და საჯარო განხილვაზე სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, თუ სისხლისსამართლებრივი ბრალდების წაყენების შემთხვევაში. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები განსაკუთრებულად შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ზედსართავი „სამოქალაქო“ არ გულისხმობს 6.1 მუხლის გამოყენებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ არის მოცული ტერმინით „სისხლისსამართლებრივი“.3 ვინაიდან კონვენცია არ შეიცავს მე-6 მუხლით დაცული სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების ჩამონათვალს და სასამართლოს მიერ კონვენციაში აღნიშნულ რიგ ტერმინებს ხშირად ეძლევა ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ამავე ტერმინოლოგიისათვის კანონმდებლობით მიცემული განსაზღვრებისაგან განსხვავებული განმარტება, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით რა იგულისხმება „სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების“ ცნებებში.
ჩვეულებრივ კონვენციის მე-6 მუხლი პირველი პუნქტის მიზნებისათვის სადავო უფლებისა და მოვალეობის ,,სამოქალაქოდ“ მიჩნევის საკითხი მარტივი გადასაწყვეტია, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობების მხარეების კერძო პირები არიან და ეს სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლიდან გამომდინარეობს მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა თანახმად, კერძო პირებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დასაქმების, საკუთრების, კომერციულ სამართალთან დაკავშირებულ სფეროში, ასევე ზიანის ანაზღაურების ან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნები ყოველთვის მიჩნეულ იქნა სამოქალაქო უფლებად.4
ევროპის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში აღნიშნულ ტერმინს „სამოქალაქო სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები“, საქმეების განხილვისას ევროპული სასამართლოს მიერ ხშირად ეძლევა ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით მიცემული განმარტებისაგან განსხვავებული ინტერპრეტაცია.
თუკი გადავხედავთ ევროპული სასამართლოს მიერ დაფიქსირებულ მიდგომებს, ვნახავთ, რომ შეუძლებელია, მიღებულ იქნეს ზუსტი დეფინიცია, თუ რა სახის უფლებებია „სამოქალაქო“ და რა სახის უფლებები რჩება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროს მიღმა. ტერმინს „სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები“ ხელშემკვრელი ქვეყნების შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს ავტონომიური ხასიათი5 და ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში უფლება-მოვალეობებისათვის მიცემული განმარტება ევროპული სასამართლოსათვის არ არის სადავო უფლების კონვენციის მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ მოქცევა-არმოქცევის საკითხის განმსაზღვრელი.ევროპული სასამართლოს ამ მიდგომით კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოესპოთ შესაძლებლობა სადავო უფლება-მოვალეობისა და მათ მიერ განხორციელებული სამართალწარმოების „საჯაროდ“ კლასიფიცირებით გვერდი აევლოთ კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიებისათვის და უზრუნველყოფილ იქნა ყველა ხელშემკვრელ ქვეყანაში მე-6 მუხლის ერთგვაროვანი დაცვა.
ევროპული სასამართლოს მიერ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი რიგ შემთხვევებში განვრცობითად განიმარტება და გამოიყენება მისი სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსით ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობით საჯარო სამართლებრივად კლასიფიცირებულ უფლებებთან დაკავშირებულ დავებთანაც. ამასთან ევროპული სასამართლო საკმაოდ ხშირად უარს ამბობს მე-6 პირველი მუხლის პუნქტის გამოყენებაზე მისი სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსით, სადაოდ გახდილი ხელშემკვრელი ქვეყნის მიერ განხორციელებული სამართალწარმოების საჯარო სამართლებრივი ბუნების გამო.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი დავასთან დაკავშირებით, რომ იქნეს გამოყენებული, არ არის აუცილებელი, სამართალწარმოების ორივე მხარე იყოს კერძო პირი, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ფორმულირება გაცილებით უფრო ფართოა და მოიცავს ყველა სამართალწარმოებას, რომელთა შედეგი გადამწყვეტია კერძო უფლებებისა და ვალდებულებებისათვის. ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ კანონმდებლობის ხასიათი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა იქნეს გადაწყვეტილი საკითხი (სამოქალაქო, კომერციული, ადმინისტრაციული სამართლის და ა.შ.), აგრეთვე იმ ხელისუფლების ხასიათი, რომელსაც აქვს საქმის განხილვის იურისდიქცია (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო და ა.შ.).6
სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში „რინგეისენი ავსტრიის წინააღმდეგ“, (Ringeisen v. Austria, 1973) განმცხადებელმა ბ-მა რინგაიზენმა ხელშეკრულება დადო როთების წყვილთან მიწის ნასყიდობის შესახებ. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი უთხრეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც განმცხადებელმა შეიძინა ქონება დაქორწინებული წყვილისგან, მას ჰქონდა უფლება მოეთხოვა ხელშეკრულების დადასტურება, თუ შეასრულებდა კანონით გათვალისწინებულ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის გადასაწყვეტად ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა გამოიყენეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, მათი გადაწყვეტილება ხელშეკრულების დამოწმებაზე უარის თქმის თაობაზე იყო პირდაპირი გადამწყვეტი განმცხადებელსა და დაქორწინებულ წყვილს შორის არსებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებისთვის (de caractère civil).7 სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოება საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ საქმის განხილვისას გამოეყენებინა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
სასამართლო იმის გამორკვევისას ქვეყნის შიდა კანონმდებლობით საჯაროსამართლებრივად კლასიფიცირებული უფლება შედის თუ არა მე-6 მუხლის დაცვის სფეროში, ხშირად აქცევს ყურადღებას სადავო უფლების ეკონომიკურ ბუნებას, მის განმარტებას ეროვნული კანონმდებლობით, უფლების მიზნებთან ერთობლიობაში. სახელმწიფოს კანონმდებლობას მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას არა იმის მიხედვით, თუ როგორია ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე მათი კლასიფიკაცია, არამედ რა მატერიალური შინაარსია ჩადებული კანონმდებლობით და რა შედეგებია ამასთან დაკავშირებული.8 როგორც წესი, იმ საქმეებს, რომლებშიც დავის ობიექტს მატერიალური მოთხოვნები წარმოადგენს (ფულად ანაზღაურებასა ან ქონებასთან დაკავშირებით), სასამართლო “სამოქალაქოსამართლებრივ” დავებად თვლის მაშინაც კი, როცა დავა იმ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოიშვა, რომელიც საჯარო სამართლის სფეროს მიეკუთვნება. თუმცა სასამართლო სამართალწარმოებას არ განიხილავს სამოქალაქოსამართლებრივად მხოლოდ მისი ეკონომიკური შინაარსის გამო. სასამართლომ საქმის Procola v. Luxembourg, 1995 განხილვისას განაცხადა: მე-6 მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება როცა სარჩელი ,,მატერიალურია'' და ეფუძნება მატერიალური უფლებების სავარაუდო დარღვევას, მიუხედავად დავის წარმოშობისა და ადმინისტრაციული სასამართლოებისადმი ქვემდებარეობისა. S.a.r.l. du Parc d'Activites de Blotzheim and SCI Haselaecker v. France 2003 განხილვისას განმარტა, რომ სამართალწარმოების შედეგი უნდა იყოს პირდაპირ გადამწყვეტი სადავოდ გამხდარი მატერიალური უფლებებისთვის.
საქმეში „პუდასი შვედეთის წინააღმდეგ“, (Pudas v. Sweden, 1987), განმცხადებელს ტაქსის ფუნქციონირების ლიცენზია ჩამოერთვა და კონკრეტულ მარშრუტებზე სახელმწიფო პროგრამით მოხდა მისი ერთ-ერთი მარშრუტის ჩანაცვლება ავტობუსის მომსახურებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა შვედეთის მთავრობის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, დავა არ შეეხებოდა სამოქალაქო უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, რადგან ლიცენზიის ჩამორთმევა დაკავშირებული იყო საჯარო პოლიტიკასთან, რომლის შეფასებაც არ ექვემდებარებოდა სასამართლო კონტროლს. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმის საჯარო სამართლებრივი ელემენტები არ გამორიცხავდა მას მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროდან, რადგან ლიცენზიის ჩამორთმევა გავლენას ახდენდა განმცხადებლის სამეწარმეო საქმიანობაზე.9 კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოს მიერ ასევე გამოიყენება ისეთ საქმეებზე, რომელიც ეხება პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების ხელყოფას. სასამართლომ საქმეზე Albert and Le Compte v. Belgium, 1983, რომელიც ეხება სამედიცინო პრაქტიკის გაგრძელების უფლებას, განაცხადა შემდეგი: „...სწორედ კლიენტებსა და პაციენტებთან პირადი ურთიერთობების მეშვეობით სარგებლობენ პრაქტიკის გაგრძელების უფლებით ექიმები, რომლებიც კერძო პრაქტიკას მისდევენ (როგორც მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები); ბელგიაში ურთიერთობები, ჩვეულებრივ, ხელშეკრულებას ეფუძნება და ნებისმიერ შემთხვევაში უშუალოდ მყარდება ინდივიდუალურ პირებს შორის პირად საფუძველზე. შესაბამისად, პრაქტიკის განხორციელების უფლება წარმოადგენს, განმცხადებლების შემთხვევაში, პირად უფლებას და, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო უფლებას მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, მიუხედავად სამედიცინო პროფესიის - პროფესიის, რომელიც საყოველთაო ინტერესებში ხორციელდება - სპეციფიკური ხასიათისა და იმ სპეციალური მოვალეობებისა, რომლებიც ეკისრება ამ პროფესიის წარმომადგენლებს.“10
პრეცენდენტული სამართლის მიხედვით ევროპული სასამართლოს მე-6 მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდა მისი სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსით საჯარო-სამართლებრივი ელემენტების მქონე შემდეგ დავებზე: ფულად ანაზღაურებასა ქონებასთან დაკავშირებით, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ტენდერის შეწყვეტის გამო სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით11, ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების ლიცენზიის მინიჭების შესახებ12, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ნებართვასთან დაკავშირებით13, ხრეშის მოპოვების ლიცენზიის შეჩერებასთან დაკავშირებით14, ხელისუფლების ორგანოების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებზე15, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით16; სახლის დაკავების უფლებასთან დაკავშირებით17, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაერთიანებების წარმოებები18, ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით19, აუქციონზე შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობის ნებართვასთან დაკავშირებული წარმოებები20, უკანონო დაკავების შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება21 კომპენსაციის უფლება წამების შემთხვევაში22, ბავშვების განთავსებას საჯარო დაწესებულებებში და მშობლებთან მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით23, სამედიცინო დისციპლინურ წარმოებასთან24 ადვოკატთა სიიდან ამორიცხვის შემთხვევაში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ პროფესიული ორგანოს გადაწყვეტილებებთან25 და სხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, სასამართლოს პოზიცია: კონვენციის მე-6 მუხლი მისი სამოქალაქოსამართლებრივი შინაარსით მოიცავს არა მხოლოდ კერძოსამართლებრივ დავებს, არამედ ისეთი საჯარო სამართალწარმოებების დიდ მრავალფეროვნებას, რომლის შედეგიც პირდაპირ გავლენას და გადამწყვეტია კერძო პირების სამოქალაქო უფლებამოვალეობებისათვის, მიუხედავად სადავოდ გამხდარი სამართალწარმოების (დავის) მარეგულირებელი ხელშემკვრელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ხასიათისა, მთავარია დავაში კერძო სამართლის საწყისები მეტი იყოს ვიდრე საჯარო სამართლის ელემენტები. თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება შეუზღუდავი არ არის. იგი არ გამოიყენება საჯარო სამართლის იმ სფეროებში, სადაც ნათელია, რომ პირის უფლებები უფრო მეტად საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა (გადასახადები, იმიგრაცია, პროცესუალური საკითხები და სხვა) და როცა აშკარა არაა კავშირი კერძოსამართლებრივ უფლებებთან. კონვენციის მე-6 მუხლი არ გამოიყენება ისეთ დავებზე, რომლებიც ეხება წმინდა პოლიტიკური ან საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს, როდესაც საერთოდ არ არის ან არის ძალიან უმნიშვნელოა კავშირი კერძო სამართლებრივ უფლებებთან, მაგალითად, საგადასახადო აღრიცხვა, გადასახადებთან დაკავშირებული ზოგადი საკანონმდებლო26 ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში არჩევა27, დავები საიმიგრაციო საკითხებზე, თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის, ან უცხოელის გასახლების28 თაობაზე. დავებს საჯარო სამსახურში დასაქმებასთან ან საქმიანობის გაგრძელებასთან29 დაკავშირებით და სხვა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპული კონვენციის სიცოცხლისუნარიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ყოველთვის ერთნაირი არ იყო და ვერც იქნება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ცნებამ „სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები” მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, სასამართლომ გააფართოვა სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების არეალი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული სასამართლოს მომავალში სასამართლომ შეცვალოს მიდგომა ამა თუ იმ უფლება-მოვალეობების „სამოქალოსამართლებრივად“ მიჩნევასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო განავრცოს თავისი შეხედულებები ან პირიქით დღეის მდგომარეობით მე-6 მუხლით დაცული უფლებები აღმოჩნდეს მე-6 მუხლის მოქმედების მიღმა.
ლიტერატურა
Literature
Литература
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების სტანდარტებთან, 2005 წელი, ავტ: კონსტანტინე კორკელია, ნანა მჭედლიძე, ალექსანდრე ნალბანდოვი;
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის ევროპული კონვენციის მიხედვით, 2004 წელი; კონსტანტინე კორკელია, ირინე ქურდაძე;
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად (მე-6 მუხლი), 2008 წელი, ავტორები: იონკო გროზევი, დოვიდას ვიტკაუსკასი, სიან ლევის-ენტონი დოინა, ლოანა სტრაისტეანუ, დინა ვედერნიკო;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, 2004 წელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
ევროპული სტანდარტების ინტეგრაციისაკენ: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველოს გამოცდილება, 2007 წელი, ავტორი: კონსტანტინე კორკელია;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენთა კრებული წიგნი II, ევროპის საბჭო, 2004 წლის ოქტომბერი;
საქმე „ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ“ (Albert and Le Compte v. Belgium) 1983 წლის 28 იანვარი, ქართულ ენაზე;
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008 წელი, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა;
RIGHT TO A FAIR TRIAL UNDER THE EUROPEAN CONVENTION ON HUMAN RIGHTS (ARTICLE 6);
ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, 1950;
Case of Golder v. the United Kingdom;
Case of Konig v. Germani 1978;
Case of Ringeisen v. Austria;
Case of Sporrong and Lönnroth judgment of 23 September 1982.
რეზიუმე
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამოქალაქო უფლებები
ლევან ლატარია
წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით თუ რა იგულისხმება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლით გარანტირებულ „სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების“ ცნებაში. სტატია გამოყოფს მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ მყოფ და რეგულირების მიღმა დარჩენილ უფლებებს. ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით ევროპული სასამართლოს პრეცედენტების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნის კრიტერიუმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.
SUMMARY
CIVIL RIGHTS GUARANTEED UNDER THE PARAGRAPH 1 OF THE ARTICLE 6 OF THE „CONVENTION FOR THE PROTECTION HUMAN RIGHTS AND FUNDAMENTAL FREEDOMS“
LEVAN LATARIA
In accordance with European Court's Case Law the relevant article specifies what is meant under the concept of „civil rights and obligations“ guaranteed by Article 6 of the „Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms“ . The article envisages the rights prescribed under the Article 6 and the rights excluded from the regulation. Based on the analysis of the European Court's precedent-related cases the European Court of Human Rights determined the criteria for separation of public and private law through the usage of analytical method.
РЕЗЮМЕ
ГРАЖДАНСКИЕ ПРАВА, ЗАЩИЩЁННЫЕ ПУНКТОМ 1 СТАТЬИ №6 „КОНВЕНЦИИ ЗАЩИТЫ ПРАВ И ОСНОВНЫХ СВОБОД ЧЕЛОВЕКА“
ЛЕВАН ЛАТАРИА
Вышеуказанный труд обозревает что подразумевается под понятием „гражданские права и обязанности“, которое гарантировано статьёй №6 „Конвенции защиты прав и основных свобод человека”, согласно прецедентному праву Европейского суда. Статья определяет права, защищённые статьёй №6 и оставшиеся за пределами области регулирования. Европейским судом по защите прав человека на основании анализа прецедентов Европейского суда с использованием аналитического метода определены критерии разграничения общественного и частного прав.
_______________
1. Golder v. the United Kingdom
2 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის ევროპული კონვენციის მიხედვით, 2004 წელი; კონსტანტინე კორკელია, ირინე ქურდაძე; გვ. 51
3 ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008 წელი, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა; გვ. 187
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, 2004 წელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გვ. 231;
5 Konig v. Germani 1978
6 Ringeisen v. Austria
7 Ringeisen v. Austria
8 Konig v. Germani
9. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად (მე-6 მუხლი), 2008 წელი. გვ. 24; ავტორები: იონკო გროზევი, დოვიდას ვიტკაუსკასი, სიან ლევის-ენტონი დოინა, ლოანა სტრაისტეანუ, დინა ვედერნიკო
10 Albert and Le Compte v. Belgium 1983
11 Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece, 1994
12 Benthem v. Netherlands, 1985
13 Tre Traktörer AB v. Sweden, 1989
14 Fredin v. Sweden, 1991
15 Buj v. Croatia, 2006
16 Ringeisen v. Austria, 1973
17 Gillow v. the United Kingdom, 1986
18 Erkner and Hofauer v. Austria, 1987
19 Sporrong and Lonnroth
20 Hakansson and Sturesson v. Sweden, 1990
21 Georgiadis saqme, aseve, Goc v. Turkey, 2002
22 Al-Adsani v. the United Kingdom, 2001,
23 Olsson v. Sweden, 24/3/1988`,
24 Konig v. Germany
25 H. v. Belgium, 1987
26 Zdanoka v. Latvia 2003
27 Cherepkov v. Russia 2000
28. ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, 2008 წელი, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა; გვ. 192
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, 2004 წელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გვ. 232;
![]() |
2.7 სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების ზოგიერთი საკითხი |
▲back to top |
ლალი შაიშმელაშვილი
სამართლის დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი
„სამართლიანი სასამართლოს უფლება - სასამართლო პროცედურები, რომლებიც ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას იძლევა წინასწარ შექმნილი აზრის, დაშინებისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე“1.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღიარებს „სამართლიან სასამართლო განხილვაზე ადამიანის ძირითად უფლებას“. „ადამიანის უძველესი პროცესუალური უფლება“ ეფუძნება ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრინციპებს: სასამართლო დაცვის უფლება, უფლება კანონიერ სასამართლოზე, დაცვის უფლება, ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა, იმ დანაშაულისათვის დასჯის დაუშვებლობა, რომელიც მისი ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა, კანონის უკუძალის პრინციპი, შეჯიბრებითობის, იგივე საშუალებათა თანასწორობის პრინციპი, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის საკითხი და უკანონოდ მიყენებული ზარალის სახელმწიფო სახსრებიდან სრული ანაზღაურების უფლება2.
აღნიშნული დებულებები ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. ამას ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები.
პირველი საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგად სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ყველა ხალხისა და ერის მიერ. დეკლარაცია მიღებულია 1948 წლის 10 დეკემბერს, მისი საბოლოო ვარიანტი შეიმუშავა 18 წევრისაგან შემდგარმა ადამიანის უფლებათა კომისიამ ელეონორა რუზველტის თავმჯდომარეობით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები“.
1950 წლის ევროპის კონვენცია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“, ევროპის საბჭოს ფარგლებში 4 ნოემბერს შემუშავებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ქ. რომში 1950 წლის 4 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1953 წელს, მნიშვნელოვანია მასში განსაზღვრული ძირითადი უფლებებით და ამ უფლებების დაცვის სისტემით.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენცია საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან.
კონვენცია 3 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს, მესამე ნაწილში თავმოყრილია სხვადასხვა დასკვნითი დებულებები.
კონვენციის მე-6 მუხლის „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“ პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
„მიუკერძოებლობა ნიშნავს წინაზრახვის ან მიკერძოების უქონლობას. მოცემულ კონტექსტში უნდა განვასხვაოთ: სუბიექტური მიდგომა, რომელიც კონკრეტული საქმის ირგვლივ მოსამართლის პირად მრწამსს ასახავს და ობიექტური მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს, არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები, რათა გამორიცხული ყოფილიყო ნებისმიერი ეჭვი ამასთან დაკავშირებით“3.
კონვენცია პირველი დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის აღსრულების ეფექტიან მექანიზმს.
1959 წელს სტრასბურგში დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. სასამართლო მეთვალყურეობს 800 მლნ ევროპელი ადამიანის უფლებათა დაცვას, რომლებიც ცხოვრობენ 47 სახელმწიფოში, რომელთა მიერაც რატიფიცირებულია კონვენცია.
1959 წლის 21 იანვარს აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი წევრები.
1959 წლის 23-28 თებერვალს გაიმართა სასამართლოს პირველი მოსმენა. 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, განხილვის სტადიაში იყო დაახლოებით 97.300 განაცხადი.
საინტერესოა, რომ ხელმშეკვრელ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თავდაპირველად უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. განაცხადების მზარდმა რაოდენობამ შედეგად მოიტანა მე-11 ოქმის შემუშავება, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ერთი, სრული დატვირთვით მომუშავე მუდმივმოქმედი სასამართლო, სადაც დამკვიდრდა კერძო ინდივიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
სასამართლო შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენი ხელმომწერი სახელმწიფოცაა კონვენციაზე. სტრუქტურულად სასამართლოში სამი ორგანოა: კომიტეტი, პალატა და დიდი პალატა.
კომიტეტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი დასაშვებობის ყველა კრიტერიუმს. პალატა და დიდი პალატა არსებითად განიხილავს განაცხადს.
სასამართლომ საქმეზე „ბელკური ბელგიის წინააღმდეგ“ განაცხადა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანს სასამართლო განხილვაზე უფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მისი შეზღუდვითი ახსნა-განმარტება მე-6 მუხლის I პუნქტის ჭრილში დაუშვებელია“4.
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებათა რამდენიმე მაგალითი:
1. ჰერემანსი ბელგიის წინააღმდეგ. აპლიკანტი ასაჩივრებს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურებას. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი.
2. დოროშკო და პოშარსკი ესტონეთის წინააღმდეგ. აპლიკანტი დოროშკო მოქალაქეობის არმქონეა, ხოლო პოშარსკი ესტონეთის მოქალაქეა. ორივე მათგანი სასჯელს იხდის ციხეში ქურდობისათვის. აპლიკანტები ჩივიან, რომ დაირღვა მათ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა აღნიშნული მუხლი.
3. კასტელოტი საფრანგეთის წინააღმდეგ.
აპლიკანტი 1998 წლის სექტემბერში დააპატიმრეს მთვრალ მდგომარეობაში ბარში ატეხილი არეულობისათვის და მოათავსეს გამოსაფხიზლებელში. აპლიკანტი ჩივის, რომ არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება, მისი დაკავება უკანონო იყო და დაირღვა მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რაც გაითვალისწინა სასამართლომ და საქმე ამოიღო განსახილველ საქმეთა სიიდან.
4. მილიონისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ.
საქმე შეეხება განაცხადს, რომელიც 1989 წელს შეიტანა საბერძნეთის 44-მა მოქალაქემ, საბერძნეთის საჰაერო ძალებში მომუშავე ვეტერანებმა, რომლებიც ამჟამად პენსიაზე არიან, რათა მიეღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საჰაერო ძალების საპენსიო ფონდი ვალდებული იყო გადაეხადა მათთვის დამატებითი პენსია. აპლიკანტებს მიაჩნდათ, რომ ადგილობრივმა სასამართლომ საქმე განიხილა უსამართლოდ და გაჭიანურებული ვადებით. აპლიკანტები ჩივიან, რომ დაირღვა მათ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი.
5. როსენგრენი რუმინეთის წინააღმდეგ. საქმე შეეხება აპლიკანტის წინააღმდეგ თაღლითობისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურებას. აპლიკანტი ჩივის, რომ დაირღვა მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა აღნიშნული მუხლი.
6. ვისანი რუმინეთის წინააღმდეგ. 1993 წლის ივნისში მას თაღლითობისათვის მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1994 წელს იგი გაათავისუფლეს. საქმე შეეხება აპლიკანტის სარჩელს კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელიც უარყოფილი იყო ვადის გასვლის გამო. აპლიკანტი ჩივის, რომ დაირღვა მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა აღნიშნული მუხლი.
7. ტზვიატკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ. 1999 წლის იანვარში მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სხვისი ქონების გაფლანგვისათვის. 2000 წლის მაისში იგი უდანაშაულოდ ცნეს, რის შემდეგაც მან სარჩელი შეიტანა კომპენსაციისათვის. ის აგრეთვე ითხოვს გაწეული სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებას. აპლიკანტი ჩივის, რომ დაირღვა მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა აღნიშნული მუხლი5.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს, არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით. მის საქმიანობაში ადგილი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენებასაც. სასამართლო პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო ევროპული კონვენციის გამოყენების არაერთი შემთხვევა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და მათ უშუალოდ მოქმედ სამართლად აღიარებს. საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად კანონს, აქვს უპირატესი ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161, რითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა 42-ე მუხლის დარღვევის თაობაზე.
დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმით პირს ესპობა შესაძლებლობა თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ისეთი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაშიც, რომელიც უდავოს გახდის მისი უფლების ნამდვილობას. ხუთწლიანი ვადის დაწესების პირდაპირ დაკანონება უკანონოა, რაც აზრს უკარგავს მართლმსაჯულების განხორციელებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, პირის კონსტიტუციური უფლება - სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა იყოს შეზღუდული.
აღნიშნულ საქმეზე მოწვეული სპეციალისტის აზრით, სადავო ნორმით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვება შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასოდეს ჰპოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. ასეთი ვითარება საეჭვოდ გახდიდა თვით სასამართლოს მიზანშეწონილობას. სპეციალისტი თვლიდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად არ სცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ასევე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის ¹276 გადაწყვეტილება „სახალხო დამცველი და ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე ქეთევან ბახტაძე იყო მოსამართლე, რომელიც თანამდებობიდან გაანთავისუფლა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭომ. ეს ორგანო შექმნილი იყო მოსამართლეთა „დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მოქმედებდა, როგორც სასამართლო ორგანო, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით სპეციალური სასამართლოების შექმნა აკრძალულია. გარდა ამისა, კანონის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ქეთევან ბახტაძემ მის მიმართ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრება საერთო სასამართლოებში ვერ შეძლო შესაბამისი მექანიზმის არარსებობის გამო. მოსარჩელეს სადავო აქტით ეზღუდებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სასამართლოში მიმართვის უფლება. ამიტომ მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა მთლიანად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მან მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და მათ შორის მოსამართლეებისთვისაც. სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაასაბუთა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამჯერადაც სადავო ნორმების კონსტიტუციურობის დადგენისას შეაფასებს მათ მიმართებას კონვენციის შესაბამის დებულებებთან. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას განმარტავს კონვენციის მე-6 მუხლი, რომლის პირველი ოუნქტის თანახმად, „სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დებულებები განვრცობითად განმარტეს იმ საფუძველზე, რომ აღნიშნულ მუხლს დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. „მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებაზე უფლებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონვენციის მნიშვნელობით დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ მე-6 მუხლის შეზღუდვითი განმარტება მისი დებულებების მიზნებსა და დანიშნულებასთან შეუსაბამო იქნებოდა“.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში საკუთრების უფლების შეზღუდვა დაასაბუთა კონვენციით. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53.3 მუხლი საქართველოს კონსტიტუციიც 21-ე მუხლის I და II პუნქტებტან მიმართებაში.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53.3 მუხლის თანახმად, „თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში ჰქონდა სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 95%25-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს უფლება ჰქონდა გამოესყიდა სხვა აქციონერთა აქციები ამ კანონის 53.2-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიან ფასად, ხოლო დანარჩენ აქციონერებს რჩებოდათ აქციათა სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლება. სადავო აქტი ზღუდავდა მცირე აქციონერთა უფლებას თავისუფლად განეკარგად კუთვნილი საკუთრება, ეს უფლება კი დაცული და გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის I პუნქტით.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ამ საკითხისადმი საკმაოდ ლიბერალურია. საქმეზე „ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების იძულებითი გადაცემა ერთი კერძო პირიდან მეორე კერძო პირისათვის შეიძლება შეესაბამებოდეს კანონიერ მიზანს საზოგადოების ინტერესებში. „საზოგადოებრივი ინტერესების“ გაგება ვრცელია და მოქმედებს ე.წ. „სახელმწიფოს ფართო მიხედულების“ კონცეფცია. საკანონმდებლო ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ჩარჩოები მის მიერ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას საკმაოდ ფართო უნდა იყოს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია მცდარია, როდესაც აშკარაა, რომ ამ პოზიციას არ აქვს გონივრული საფუძველი6.
დღეისათვის, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემით: მოსამართლეთა დანიშვნის წესი, მოსამართლეთა გარანტიები, სასამართლოზე ზემოქმედების განხორციელების აღმკვეთი გარანტიები
სასამართლო რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების დიდი ნაწილი განხორციელდა, კერძოდ, განხორციელდა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფა და მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა. 2009 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 92%25-მა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია თითქმის აღარ არსებობს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის ორგანიზაციული მართვის დამოუკიდებელ ორგანოდ. საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოში უმრავლესობას წარმოადგენენ მოსამართლეები.
შეიქმნა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალი სისტემა. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბერი საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსდა იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სადაც ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს სწავლების 14 თვიანი კურსი.
ამოქმედდა მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანა მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტაა.
ინსტიტუციური რეფორმის შედეგად, თბილისში სხვადასხვა სასამართლოები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთი - თბილისის საქალაქო სასამართლო.
გამსხვილებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოები შეიქმნა რეგიონებშიც.
ჩამოყალიბდა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დიდ ნაწილზე. შემცირდა სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის ვადები და შესაძლებელი გახდა სასამართლო დავების დროული განხილვა და გადაწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2007-2008 წლენში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქმეთა განხილვის საშუალო ვადა სამივე ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე შეადგენს 18,3 თვეს, სისხლის სამართლის საქმეებზე - 12,6 თვეს, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეებზე - 15,9 თვეს7.
2010-2011 წლებში კიდევ რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს. მათ შორისაა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და სტაბილურობის მეტი გარანტია ექნება, რაც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სამართლიანობას.
„მოსამართლეთა უკან გამოხმობისა და მოხსნის დაუშვებლობის პრინციპი, ჩვეულებრივ, გათვალისწინებულია კონსტიტუციით. მთავრობისა და პოლიტიკური ძალებისაგან სამოსამართლო კარიერის ავტონომია, სათანადო სამუშაო პირობებისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის არსებობა ასევე უწყობს ხელს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. სამუდამო დანიშვნა მათი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი არსებითი მნიშვნელობის გარანტიაა“8.
შემოდის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც უდიდესი გარანტიაა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის;
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სასამართლო სისტემაში, რაც დააჩქარებს სამართალწარმოებას და ხელს შეუწყობს სასამართლოს გამჭვირვალობას და ეფექტურობას;
სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება, მის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვა, მოსამართლეთა შერჩევისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის დანერგვა;
მოსამართლის, ასევე მოწმის დაცვის გარანტიების სრულყოფა; სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
იხ. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი, შემდგ. ფრიდონ საყვარელიძე, თბ. „დასი“, 1999, გვ. 128;
იხ. ლ. იზორია, კ. კორკელია, კ. კუბლაშვილი, გ. ხუბუა „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ. 2005, გვ. 364;
იხ. იქვე, გვ. 365;
იხ. იქვე, გვ. 364;
იხ. www.echr.coe.int, www.supremecourt.ge;
იხ. www.article42.ge;
იხ. www.ambebi.ge;
იხ. www.tbappeal.court.gov.ge
რეზიუმე
სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების ზოგიერთი საკითხი
ლალი შაიშმელაშვილი
სტატიაში განხილულია სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების ზოგიერთი საკითხი. შესწავლილია სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით, მოყვანილია მაგალითები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობიდან. ნაშრომში საუბარია საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნის და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებებზე.
SUMMARY
SOME ISSUES FOR REALIZATION OF RIGHT OF JUST COURT
LALI SHAISHMELASHVILI
There are considered in the article some questions of implementation of the fair judicial rights. Judiciary practice in the given direction is studied; examples from judicial activity of the European court under human rights and the constitutional court of Georgia are resulted. In this article it is a question of creation in Georgia fair judicial system and possibilities of implementation of effective justice.
РЕЗЮМЕ
НЕКОТОРЫЕ ВОПРОСЫ ОСУЩЕСТВЛЕНИЯ ПРАВ ПРАВОГОГО СУДА
ЛАЛИ ШАИШМЕЛАШВИЛИ
В статье рассмотрены некоторые вопросы осуществления справедливых судебных прав. Изучена судебная практика в данном направлении, приведены примеры из судебной деятельности европейского суда по правам человека и конституционного суда Грузии. В работе речь идет о создании в Грузии справедливой судебной системы и возможностях осуществления эффективного правосудия.
![]() |
2.8 ქონების გადაცემის სახეები და მათთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები საქართველოსა და რუსეთის სამართალში |
▲back to top |
ირინა გველესიანი
ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს კანონმდებლობა ფიზიკური პირის ერთ-ერთ უფლებად საკუთრების ფლობის უფლებას ასახელებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ ამასთანავე, შესაძლებელია ქონების გადაცემის განხორციელებაც, როგორც მესაკუთრის სიცოცხლეში („საკუთრების მინდობა“), ასევე მისი სიკვდილის შემდეგ („კანონისმიერი“ და „ანდერძისმიერი მემკვიდრეობა“).
უშუალოდ, „ქონების“ ცნებას. ზოგადი განმარტების თანახმად, ქონებას წარმოადგენს ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ნივთი შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი. „უძრავი ნივთი“ არის ისეთი ქონება, რომელიც არ გადაადგილდება არსებითი დაზიანებისა და ღირებულების შემცირების გარეშე. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად: „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა მხოლოდ უძრავი ნივთების განმარტებას იძლევა და ამ დუმილით გვამცნობს, რომ მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ არის უძრავი (ანუ გადაადგილდება არსებითი დაზიანებისა და ღირებულების შემცირების გარეშე).
როგორც ზემოთ აღინიშნა, მესაკუთრის მიერ ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს მისივე სიცოცხლეში. რისთვისაც იდება „საკუთრების მინდობის ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულებით: „საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად“. ამასთანავე, საკუთრების მინდობის ინსტიტუტის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთრების უფლება ამ შემთხვევაში თითქოს გახლეჩილი სახითაა წარმოდგენილი. კერძოდ, მესაკუთრის უფლებამოსილებათა ნაწილი, სახელდობრ, ქონების მართვა და განკარგვა ეკუთვნის ერთ პირს - „მინდობილ მესაკუთრეს“, ხოლო მეორე ნაწილი - ქონების ექსპლუატაციისაგან შემოსავლის, ნაყოფის მიღების უფლება - მეორე პირს - „საკუთრების მიმნდობს“. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მოტივი შეიძლება იყოს მესაკუთრის სურვილი გათავისუფლდეს ქონების მართვის ტვირთისაგან, ოღონდ ისე, რომ სარგებელი ნახოს ამ ქონების გამოყენებისაგან. ყველა შემთხვევაში საკუთრების მინდობა უნდა განხორციელდეს მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ეს ინტერესი კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სარგებლის მიღება ქონებისაგან, არამედ მისი გაზრდა, შენარჩუნება ჯეროვან მდგომარეობაში და სხვა.
საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საგანია „მინდობილი საკუთრება“. იგი, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია ნებისმიერი სახის ქონებით - არამატერიალური ქონებრივი სიკეთითა და ნივთებით. მინდობილი საკუთრების მართვა ხორციელდება მინდობილი მესაკუთრის მიერ მიმნდობის რისკითა და ხარჯით. თუმცა, მესამე პირებთან ურთიერთობებში იგი სარგებლობს მესაკუთრის უფლება-მოსილებებით. მინდობილ მესაკუთრეს შეუძლია დადოს ნებისმიერი სახის გარიგება და შეასრულოს სხვა მოქმედებები, რომლებიც ქონების მართვასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მას არა აქვს უფლება გაყიდოს ქონება, თუ ეს ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, საკუთრების არაეფექტური მართვისა და მინიჭებული უფლებამოსილებების არაკეთილსინდისიერად შესრულების პირობებში, მინდობილი მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ქმედებებით გამოწვეული ზიანი. თვით ქონების მართვისათვის აუცილებელ ხარჯებს კი იხდის საკუთრების მიმნდობი. ეს ხარჯები ძირითადად დაკავშირებულია ქონების მოვლასთან, დაცვასთან, მის ჯეროვან მდგომარეობაში შენარჩუნებასთან, გარიგებების დადებასა და სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელებასთან.
შესაძლოა, საკუთრების ბედი მისი მფლობელის სიცოცხლეშივე გადაწყდეს. უშუალოდ ქონების განკარგვა კი მესაკუთრის სიკვდილის შემდეგ მის მიერ დასახელებული პირების მიერ განხორციელდეს. ქონების გადაცემის ასეთ სახეს ეწოდება მემკვიდრეობა. სადღეისოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს მემკვიდრეობის ორ ძირითად სახეს - „კანონისმიერ მემკვიდრეობასა“ და „ანდერძისმიერ მემკვიდრეობას“. კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს გარდაცვლილის ქონება გადადის კანონში მითითებულ პირებზე - გარდაცვლილის ნათესავებზე რიგითობის მიხედვით. ამასთანავე, კანონისმიერი მემკვიდრეობი წესი მოქმედებს მხოლოდ „იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად არის ცნობილი“.
კანონისმიერ მემკვიდრეობაზე საუბრისას უნდა გამოიყოს მისი სუბიექტები და ობიექტები. ძირითად სუბიექტებს წარმოადგენენ: „მამკვიდრებელი“ და „კანონისმიერი მემკვიდრეები“. ტერმინით „მამკვიდრებელი“ აღინიშნება სამკვიდროს დამტოვებელი ფიზიკური პირი, მაშინ, როდესაც „კანონისმიერ მემკვიდრეებს“ წარმოადგენენ კანონში მითითებული ფიზიკური ან იურიდიული (უმკვიდრო ქონების შემთხვევაში) პირები, რომლებიც ეუფლებიან სამკვიდროს ე.წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით. რაც გულისხმობს, ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევას მამკვიდრებელთან მათი ნათესაური სიახლოვის ხარისხის გათვალისწინებით. შესაბამისად, იქმნება კანონისმიერ მემკვიდრეთა ხუთსაფეხურიანი იერარქია.
კანონისმიერი მემკვიდრეობის სუბიექტებისაგან უნდა განვასხვავოთ ანდერძისმიერ მემკვიდრეობაში მონაწილე პირები. შესაბამისად, განვიხილავთ „მოანდერძესა“ და „ანდერძისმიერ მემკვიდრეებს“. ტერმინით მოანდერძე აღინიშნება ფიზიკური პირი, „რომელსაც შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. ამასთანავე, მოანდერძე უნდა იყოს „სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი ქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება“. მოანდერძე უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს სამკვიდრო ქონება და გაანაწილოს იგი მემკვიდრეებს შორის. მაშასადამე, ტერმინით „ანდერძისმიერი მემკვიდრე“ აღინიშნება ანდერძით დატოვებული სამკვიდროს მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი (ზოგიერთ შემთხვევაში, ხაზინაც).
სამემკვიდრეო ურთიერთობებში მემკვიდრეებისათვის განკუთვნილ ქონებას ეწოდება „სამკვიდრო“. თუმცა, მემკვიდრეობით გადადის არა მარტო მესაკუთრის ქონება, არამედ, მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობებიც. შესაბამისად, „სამკვიდრო“ შედგება „სამკვიდრო აქტივისა“ და „პასივისაგან“. „აქტივს“ წარმოადგენს მამკვიდრებლის „ქონებრივი უფლებები“ - უფლებები „მატერიალურ სიკეთეებსა“ („ნივთებზე“) და „არამატერიალურ სიკეთეებზე“. ამასთანავე, როგორც აღინიშნა „მატერიალური სიკეთე“ შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი. რაც შეეხება „სამკვიდრო პასივს“, მასში შედის მამკვიდრებლის „ქონებრივი მოვალეობები“ - მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის ვალებისათვის. თუმცა, შესაძლებელია, უმემკვიდრეოდ დარჩენილი სამკვიდროს არსებობაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის თანახმად: „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის ხაზინაზე“. მაშასადამე, ტერმინი „უმკვიდრო ქონება“ მემკვიდრის გარეშე დარჩენილი სამკვიდროს აღსანიშნავად გამოიყენება.
ანდერძისმიერი მემკვიდრეობის დროს სამკვიდრო ქონების გადაცემა „ანდერძის“ საშუალებით ხორციელდება. შესაბამისად, „ანდერძი“ განიმარტება, როგორც კანონით დადგენილი ფორმით შედგენილი მამკვიდრებლის განკარგულება გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების ბედის შესახებ. ჩვეულებრივ, ანდერძი დგება წერილობითი ფორმით. ამასთანავე, წერილობითი ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის - სანოტარო წესით დადასტურებული და სანოტარო დადასტურების გარეშე. ერთ შემთხვევაში ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე და ადასტურებს ნოტარიუსი, მეორე შემთხვევაში კი ანდერძს ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე ისე, რომ არ წარუდგენს ნოტარიუსს ხელმოწერის დასადასტურებლად. შესაბამისად, გამოვყოფთ ოფიციალურ (ნოტარიალური ანუ „სანოტარო ანდერძი“) და არაოფიციალურ ანდერძთა კატეგორიებს. ამათგან, არაოფიციალურ ანდერძად მივიჩნევთ: ე.წ. „შინაურულ ანდერძსა“ და „დახურულ ანდერძს“. „შინაურულ ანდერძს“ ადგენს და ხელს აწერს მოანდერძე. „დახურული ანდერძი“ კი მოითხოვს მოწმეთა დასტურს. ამასთანავე, მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
ჩვეულებრივ, ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას, მაგრამ კანონი უშვებს ერთ გამონაკლისს - „მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ - ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში“. მაშასადამე, „ერთობლივი ანდერძი“ ორი პირის მიერ შედგენილი ერთი დოკუმენტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაც განასხვავებს ქონების გადაცემის სახეებს, როგორც მესაკუთრის სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის შემდეგ. პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს „ქონების მინდობილ მართვას“ („доверительное управление имуществом“), რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება „საკუთრების მინდობის“ ინსტიტუტისაგან. „ქონების მინდობილი მართვა“ მიეკუთვნება არა სანივთო, არამედ ვალდებულებითი სამართლის ინსტიტუტს. აღნიშნული ურთიერთობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ არ ხდება უფლებამოსილებათა გახლეჩა. შესაბამისად, “მართვის განხორციელების დროს მმართველზე არ გადადის გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება და მართვის დამფუძნებლის ინტერესი უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე საკუთრების მინდობის დროს“. ამასთანავე, ქონების მინდობილი მართვა შეიძლება ჩაითვალოს საკუთრების მინდობის მოდიფიცირებულ სახედ, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ინსტიტუტის კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში რეცეფციის დროს.
ქონების მინდობილი მართვის ხელშეკრულების გაფორმების მონაწილე პირები არიან ქონების მფლობელი ანუ „მართვის დამფუძნებელი“ („учредитель управления“) და ქონების მმართველი ანუ „მინდობილი მმართველი“ („доверительный управляющий“). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი გადაეცემა ე.წ. „выгодоприобретатель“ - ს (სარგებლის მიმღები). მინდობილი მართვის ობიექტი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ქონება (უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, უფლებები და სხვა), გარდა ფულისა. თუმცა, შესაძლებელია, ფულადი სახსრების გადაცემაც, მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
„ქონების მინდობილი მართვისაგან“ უნდა განვასხვავოთ მემკვიდრეობის ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობაშიც გამოიყოფა მემკვიდრეობის ორი ძირითადი სახე: კანონისმიერი მემკვიდრეობა („наследование по закону“) და ანდერძისმიერი მემკვიდრეობა („наследование по завещанию“). კანონისმიერი მემკვიდრეობისას ქონების დამკვიდრება ხორციელდება კანონით გათვალისწინებული თანმიმდევრობით (ნათესაური კავშირის მიხედვით), ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრეობისას კი ანდერძში გაკეთებული მითითებებით.
კანონისმიერ მემკვიდრეობაზე საუბრისას გამოვყოფთ: „მამკვიდრებელსა“ („наследодатель“) და „კანონისმიერ მემკვიდრეებს“ („наследники по закону”). ტერმინით „наследодатель“ აღინიშნება სამკვიდროს დამტოვებელი ფიზიკური პირი, მაშინ, როდესაც „наследники по закону“ სამკვიდროს ეუფლებიან ე.წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით. ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე საუბრისას გამოვყოფთ: „მოანდერძესა“ („завещатель“) და „ანდერძისმიერ მემკვიდრეებს“ („наследники по завещанию“). ტერმინით „завещатель“ აღინიშნება ფიზიკური პირი, რომელიც ანდერძით უტოვებს სამკვიდროს ერთ ან რამდენიმე პირს. ამასთანავე, მოანდერძე უნდა იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც ანდერძის შედგენის მომენტში ნათლად გამოხატავს თავის ნებას. შესაბამისად, ტერმინით „наследник по завещанию“ აღინიშნება ანდერძით დატოვებული სამკვიდროს მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი.
რუსეთის სამართალში საბუთს სამკვიდროს გადაცემის შესახებ ეწოდება „завещание“ (ანდერძი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, რუსეთის სამართალი არ სცნობს ანდერძის შინაურულ ფორმას. დასაშვებია, მხოლოდ ნოტარიალური ფორმა („нотариальная форма завещания“), რომელიც, ჩვეულებრივ, ნოტარიუსის მიერ არის დადასტურებული.
რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის სამართლის ობიექტად ასახელებს სამკვიდროს („наследство“ („наследственное имущество”). ტერმინით „наследство” აღინიშნება მამკვიდრებლის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც კი არ წყდება მის გარდაცვალებასთან ერთად, არამედ, როგორც ერთი მთლიანი გადაეცემა მემკვიდრეებს მემკვიდრეობის სამართლის ნორმების საფუძველზე.
ამასთანავე, სამკვიდრო შედგება სამკვიდრო აქტივისა („актив”) და პასივისაგან („пассив“): „ქონებრივი ურთიერთობები თითქმის ყოველთვის შედგება აქტიური და პასიური ელემენტებისაგან, რადგან ნაღდ ქონებაზე არსებულ უფლებებთან ერთად, თითოეულ მამკვიდრებელს შეიძლება ჰქონდეს მოვალეობები ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალები. მამკვიდრებლის ვალებს ეწოდება სამკვიდრო მასის პასივი“.
მაშასადამე, აქ საუბარია უნივერსალურ უფლებამონაცვლეობაზე, რომლის დროსაც მემკვიდრე იღებს არა მარტო მამკვიდრებლის ქონებას, არამედ მისი ვალების გადახდის ვალდებულებასაც. ქონება შეიძლება იყოს მოძრავი („дви -жимое имущество“) ან უძრავი („недвижимое имущество“). მემკვიდრის გარეშე დარჩენილ ქონებას კი ეწოდება „выморочное имущество“ („უმკვიდრო ქონება“).
შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულის შეჯამების მიზნით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოსა და რუსეთის სამოქალაქო კოდექსების შედარება-შეპირისპირებითმა ანალიზმა გამოავლინა ორივე ქვეყნის სამართალში არსებული ქონების გადაცემის სახეები. ძირითადი განსხვავება გამოვლინდა „საკუთრების მინდობისა“ და „ქონების მინდობილი მართვის“ ინსტიტუტების სტრუქტურაში. რამაც ხაზი გაუსვა ქართული და რუსული კანონმდებლობების განვითარების გზას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში (თანამედროვე საქართველოსა და რუსეთის სამართლის სისტემებს ხომ საფუძვლად უდევს საბჭოთა (სოციალისტური) სამართალი).
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ბონა კაუზა, თბილისი, 2002.
Гражданское Законодательство РФ, Москва, 1997.
Доверительное управление имуществом (http://slovari.yandex.ru/dict/jurid/article/jur1/jur-1759.htm)
Доверительная собственность (http://slovari.yandex.ru/dict/jurid/ article/jur1/jur-1742.htm)
Montana Code Annotated, Montana Code 2003 (http://data.opi.state.mt.us/BILLS/20003mta-toc/72.htm).
რეზიუმე
ქონების გადაცემის სახეები და მათთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები საქართველოსა და რუსეთის სამართალში
ირინა გველესიანი
ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოსა და რუსეთის კანონმდებლობათა შედარება-შეპირისპირებითი ანალიზი. გამოვლენილია ქონების გადაცემის ძირითადი სახეები: „კანონისმიერი მემკვიდრეობა“, „ანდერძისმიერი მემკვიდრეობა“ და „საკუთრების მინდობა“ („ქონების მინდობილი მართვა“ - რუსეთის სამართალში). განხილულია „საკუთრების მინდობისა“ და „ქონების მინდობილი მართვის“ ინსტიტუტებს შორის არსებული სხვაობები, რაც ასახავს ქართული და რუსული კანონმდებლობების განვითარების გზას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში.
SUMMARY
TRANSFER OF THE PROPERTY AND TERMS RELATED TO IT IN GEORGIAN AND RUSSIAN LAWS
IRINA GVELESIANI
This paper presents the comparative analyses of Georgian and Russian Civil Codes. The institutes of „testate succession“, „intestate succession“ and „trust“ are discussed. The main differences of Georgian and Russian „trusts“ are singled out and the terms related to them are distinguished. The paper emphasizes the ways of development of Georgian and Russian legislations after Soviet era.
РЕЗЮМЕ
ВИДЫ ПЕРЕДАЧИ ИМУЩЕСТВА И ТЕРМИНЫ СВЯЗАННЫЕ С НИМИ В ПРАВАХ ГРУЗИИ И РОССИИ
ИРИНА ГВЕЛЕСИАНИ
В статье представлен сопоставительный анализ законодательств Грузии и России Выявлены главные виды передачи имущества: „наследование по закону“, „наследование по завещанию“ и „доверительная собственность“ („доверительное управление имуществом“ - в Российском праве). Показаны различия институтов „доверительной собственности“ и „доверительного управления имуществом“. Они показывают пути развития законодательств Грузии и России после распада СССР.
![]() |
2.9 შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში |
▲back to top |
გივი აბაშიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
შეჯიბრებითობის პრინციპი საპროცესო ლიტერატურაში, სამართლის თეორიაში და პრაქტიკაში გვევლინება ფუძემდებლურ ელემენტად დემოკრატიული მექანიზმის განვითარებისათვის, რაც უზრუნველყოფს პიროვნების უფლებების დაცვას სისხლის სამართალწარმოებაში.
შეჯიბრებითი პროცესი არის თანამედროვე მართლმსაჯულების ცივილიზებული ფორმა, რომელიც სათავეს იღებს 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციიდან, როცა სასამართლო ხელისუფლება გამოეყო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოსამართლეები ემორჩილებოდნენ მხოლოდ კანონს, დანაშაულის აღიარება აღარ იყო მტკიცების ძირითადი წყარო, სასამართლო გახდა საჯარო და პაექრობითი, დაკანონდა დაცვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია, გაჩნდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა.
საბჭოთა პერიოდში, შეჯიბრებითობა, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ფორმა, რუსი მეცნიერის ვ.პ. ნაჟიმოვის კვლევის საგანი იყო. უფრო ადრე, მ.ა. ჩელცოვ-ბეტუტოვის შრომებში შეჯიბრებითობა განხილულია მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების ისტორიული ფორმის ევოლუციის თვალსაზრისით. სადისერტაციო ნაშრომი, სპეციალურად მიძღვნილი სისხლის სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპისადმი, საბჭოთა პერიოდში იყო მხოლოდ ორი, კერძოდ მ.ს. სტროგოვიჩის და ბ.ა. გალკინის.
საერთოდ, საბჭოთა იურიდიულ ლიტერატურაში, შეჯიბრებითობის პრინციპის არსის საკითხი, ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია მ.ს. სტროგოვიჩმა. მისი აზრით, ეს პრინციპი თავისთავში მოიცავს სამი ძირითადი - ბრალდების, დაცვის და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტის ფუნქციის ცალ-ცალკე (განცალკევებულად) განხილვას, ბრალდებულისა და ბრალმდებლის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნას და მათ საპროცესო თანასწორობას. შემდგომში მ.ს. სტროგოვიჩი შეჯიბრებითობის პრინციპის მეოთხე ელემენტად მოიაზრებს სასამართლოს აქტიურ საპროცესო მდგომარეობას.
90-იან წლებში, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობამ განიცადა ძირეული ცვლილებები და სისხლის სამართლის პროცესის ინკვიზიციური ფორმა შეიცვალა შეჯიბრებითობის პრინციპით, რამაც ასახვა ჰპოვა 1998 წლის 20 თებერვალს მიღებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც წარმოადგენდა სამართალწარმოების ცივილიზებული ფორმის დასაწყისს და პასუხობდა შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, უპირველესად პიროვნებისა და მისი უფლებების დაცვას. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, მხარს უჭერს ყველა პრინციპულ დებულებას, რომლებიც პასუხობს სასამართლო პროცესის დემოკრატიზაციის ამოცანებს, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას იმ მისწრაფებით, რომ დაიყოს ბრალდების, დაცვის და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები, ამასთან უცილობლად იქნას უზრუნველყოფილი მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც შედის სისხლის სამართალწარმოების სფეროში.
შეჯიბრებითობის დემოკრატიული პრინციპი და საპროცესო საწყისი, ქმნის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ჭეშმარიტების დასადგენად და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად. შეჯიბრებითობა, სისხლის სამართლის პროცესის ქვაკუთხედია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე. სისხლის საპროცესო სამართალწარმოებაში, შეჯიბრებითობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია.
მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობა და დამოუკიდებელი სასამართლო განაპირობებს შეჯიბრებითობის არსს, რომელიც აგებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაზე. შეჯიბრებითობის ძირითადი პრინციპია, სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეთა თანაბარი უფლებები. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა კი შესაძლებელს ხდის ამ მიმართულებით ყველა სახის პრობლემის გადაწყვეტას.
მართლმსაჯულება შეჯიბრებითია მაშინ, როცა სასამართლო განხილვის მხარეებს შეუძლიათ აქტიურად და თანაბარ საწყისებზე ამტკიცონ თავიანთი პოზიციის უტყუარობა, მოიყვანონ ამისათვის არგუმენტები, განმარტონ ფაქტები და მოვლენები, წარადგინონ მტკიცებულებები. ამასთან, სასამარათლო მიზანმიმართულად კონტროლს უწევს მხარეთა მოქმედებას, უზრუნველყოფს კანონით დადგენილი სასამართლო განხილვის წესების განუხრელ დაცვას.
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული და განაწილებულია მხარეთა უფლებები. სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია ეკისრება პროკურორს, გამომძიებელს, რომელთა ვალია დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოაშკარავება, რისთვისაც ისინი ღებულობენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს, ხოლო დაცვის ფუნქციაა კანონის სრული დაცვით, უზრუნველყოს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ინტერესები, გაუწიოს მათ იურიდიული დახმარება სისხლის სამართალწარმოების დროს. სასამართლოს მიზანია, სისხლის სამართლის საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით და მიიღოს სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ბრალდების, დაცვის და საქმის გადაწყვეტის ფუნქცია ერთმანეთისაგან განსხვავდება და მათი ერთ ორგანოზე, ერთი ადამიანის ხელში თავმოყრა შეუძლებელია. სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელია ნებისმიერი გარეშე გავლენისაგან და თავისუფალია სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებაში, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, ის არც დაცვის მხარედ გამოდის და არც ბრალდების. სასამართლო ქმნის ყველა პირობას, რომ სასამართლო განხილვაში მონაწილე მხარეებმა, შეასრულონ კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოვალეობანი, რისთვისაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე თანასწორუფლებიანი არიან. საქართველოს სსს კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია, მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. მხარეებს სისხლის სამართალწარმოებაში აქვთ გარკვეული საპროცესო ინტერესები, რომლებსაც კანონმა მიანიჭა თანაბარი უფლებები იმისა, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მტკიცებები, დასკვნები და შეეკამათონ სასამართლო განხილვის მეორე მონაწილეს (მოწინააღმდეგე მხარეს).
შეჯიბრებითობის პრინციპი, დიდი ხანი უარყოფილი იყო საბჭოთა პერიოდის და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით. ამის მთავარი მიზეზი იყო უარი ეღიარებინათ პროკურორი მხარედ, გაეთანაბრებინათ ის ბრალდებულთან და დამცველთან. ამტკიცებდნენ, რომ პროკურორი პროცესზე არის კანონიერების ზედამხედველი და არა მხარე, რომ თითქოს ის სასამართლოსთან ერთად ასრულებდა საერთო სახელმწიფო, კერძოდ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეს. ამიტომ, დამოუკიდებლობამდე ჩვენი ქვეყნის საპროცესო კანონში თვით ცნება „მხარე“, „შეჯიბრებითობა“ და სხვა, მიუღებელი იყო. როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ, 1995 წლის 16 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაში, გაჩნდა ტერმინი შეჯიბრებითობა, რაც შესაბამისად ასახული იქნა 1998 წლის 20 თებერვალს მიღებულ საქართველოს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი შემდგომში ფორმულირებული იქნა აგრეთვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში.
საერთოდ, მეცნიერ-იურისტების ნაწილს მიაჩნიათ, რომ შეჯიბრებითობა არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის პრინციპია, არამედ ის წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ტიპს. „შეჯიბრებითობა საშუალებაა გამოიკვლიო მტკიცებულებები, ხერხია პროცესზე მონაწილეებმა დაიცვან თავიანთი პოზიციები საქმეზე მათი უფლებებისა და მოვალეობების შესრულების დროს, ჭეშმარიტების დადგენის წესია, მისი მოძებნის საშუალებაა.“ მეცნიერთა ნაწილი, სისხლის სამართლის პროცესში, უპირატესობას ანიჭებს შეჯიბრებითობის ფორმას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საქმის ყველა გარემოების სრულად და ობიექტურად გამოძიებისათვის.
მხარეთა პოზიციების შეჯერება, მიმდინარეობს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შეჯიბრებითობას ადგილი აქვს სისხლის სამართალწარმოების მთელ პროცესში, კერძოდ, წინასწარი გამოძიების წარმოებისას. ვფიქრობთ, საინტერესოა საკითხი თუ როგორ და რამდენად სრულყოფილად ხორციელდება შეჯიბრებითობა წინასწარი გამოძიების სტადიაზე.
წინასწარი გამოძიების მონაწილეები, ასრულებენ სისხლის სამართლის სხვადასხვა საპროცესო ფუნქციებს, დასახული აქვთ სხვადასხვა მიზნები. წინასწარი გამოძიების სტადიაზე, საპროცესო თვალსაზრისით, მხარეები იმყოფებიან თანაბარ საპროცესო მდგომარეობაში, რათა რეალურად, სრულად განხორციელდეს შეჯიბრებითი პროცესი. მაგრამ, მეცნიერ-იურისტების ერთი ნაწილის მტკიცებით, წინასწარი გამოძიების დროს, ძნელია ისაუბრო სრულყოფილ შეჯიბრებითობის საწყისებზე. მათ მიაჩნიათ, რომ თითქოს წინასწარი გამოძიების სტადიაზე, მხარეები იმყოფებიან მიახლოებით თანაბარ მდგომარეობაში, პროკურორის, როგორც სისხლის სამართლის მდევნელის საპროცესო სტატუსი არ ემთხვევა ბრალდებულისა და მისი დამცველის საპროცესო სტატუსს და ამის გამო, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ერთგვარად შეზღუდული ფორმით ხორციელდება. მათი აზრით, ეს შეზღუდვა გამოიხატება იმაში, რომ წინასწარი გამოძიების დროს, პროკურორი ახორციელებს სისხლის-სამართლებრივი დევნის ფუნქციას და თვითონვე ღებულობს გადაწყვეტილებას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე, ასევე ბრალდებული და მისი დამცველი, დაცვის ფუნქციას ისეთ პირობებში ახორციელებენ, როცა მათ არ აქვთ მტკიცებულებების შეგროვების და წარდგენის თანაბარი შესაძლებლობა. ამიტომ, თვლიან, რომ ასეთ პირობებში შეჯიბრებითობას ნაკლები ადგილი რჩება, ხოლო კანონის თანახმად, გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე დაწესებული სასამართლო კონტროლი, რაც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვასთან, ვერ ავსებს ამ ნაკლს. აღნიშნულ საკითხზე, უფრო კატეგორიულები არიან სხვა მეცნიერები, რომელთა აზრით, პროცესის აღნიშნული სტადია აგებულია ისე, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ შეჯიბრებითობის ადგილია სასამართლო განხილვა და არა წინასწარი გამოძიება.
ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების მიუხედავად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ისე როგორც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, მხარეები იმყოფებიან თანაბარ საპროცესო მდგომარეობაში და მათ შორის შეჯიბრებითობა, წმინდა საპროცესო თვალსაზრისით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სრული ფორმით ხორციელდება. სხვა საკითხია, ცალკეულ შემთხვევებში, გამოძიების მწარმოებელი ორგანოები, თავიანთ საქმიანობაში პრაქტიკულად, რამდენად რეალურად იცავენ ამ პრინციპს. აქ მთავარია, ამ ორგანოების ნება, მხარეები ჩააყენონ კანონით დადგენილ თანაბარ საპროცესო მდგომარეობაში და შექმნან სათანადო პირობები მხარეთა შორის სრული შეჯიბრებითობის განსახორციელებლად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მართლმსაჯულება საქართველოში ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომელიც სრული სახით ვლინდება სასამართლოში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას, ის ვალდებულია არ ჩაერიოს ასევე მტკიცების პროცესში, მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად და თავი შეიკავოს ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა ძიებისაგან, რადგან მათი აღმოჩენა და წარმოდგენა, მხარეთა კომპენტენციას განეკუთვნება. მთელ ამ პროცესში, სასამართლოს მხოლოდ ის ფუნქცია აკისრია, რომ თუ მხარეს ან მხარეებს უძნელდებათ მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა, ხელი შეუწყოს მათ მტკიცებულებათა გამოთხოვაში.
სასამართლო განხილვაში, მხარეები მონაწილეობენ ყველა სასამართლო მოქმედებებში. საჯაროობის, შეჯიბრებითობის, უშუალობის და ზეპირობის პირობებში, მხარეებს აქვთ სრული შესაძლებლობა დაიცვან თავიანთი კანონიერი უფლებები. სწორედ, სისხლის სამართალწარმოების ამ სტადიაზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით წარადგინონ მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში და გამოთქვან თავიანთი აზრი შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადეს სასამართლო განხილვის სხვა მონაწილეებმა.
შეჯიბრებითობის პრინციპმა, ჭეშმარიტების დადგენისა და საქმის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მტკიცებულებათა შეგროვების ძირითადი სიმძიმე გაანაწილა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. ასეთ პირობებში, მოსამართლე წარმოადგენს მიუკერძოებელ არბიტრს, რომელიც თვალს ადევნებს შეჯიბრებითობის მიმდინარეობას მხარეთა შორის, რაც უზრუნველყოფს მტკიცებულებათა წარმოდგენას სასამართლოში. პროფესორი მ. ჩელცოვი ამასთან დაკავშირებით წერდა: „შეჯიბრებითობის ფორმით პროცესის თანმიმდევრული ჩატარება მოითხოვს, რომ პროცესზე მტკიცებულებების წარმოდგენა და გამოკვლევა მოხდეს მხარეების მიერ, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანაბარი უფლებებით, ხოლო სასამართლო წარმოადგენს ბრალმდებელსა და დაცვას შორის დავის მიუკერძოებელ გადამწყვეტს“
როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს სისხლის სამართლის სამი ძირითადი საპროცესო, კერძოდ, ბრალდების, დაცვის და საქმის გადაწყვეტის ფუნქცია. მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს სწორედ ამ სამი ფუნქციის განხორციელებას. თავისთავად, თუ ყველა ამ ფუნქციის განხორციელება თავმოყრილი იქნებოდა ერთი ორგანოს ხელში, მაშინ სასამართლო აღარ იქნება მიუკერძოებელი და მითუმეტეს ობიექტური. ამიტომ გახდა აუცილებელი ბრალდების, დაცვის და საქმის არსებითად გადაწყვეტის ფუნქციის დაყოფა პროცესის სუბიექტებს შორის. სწორდ, ამგვარად იქნა აგებული ჩვენი სისხლის სამართლის პროცესი, სადაც სახელმწიფო ბრალდების ორგანოდ გამოდის პროკურატურა, საქმის გადაწყვეტის ორგანოდ მოსამართლე, ხოლო დაცვის ფუნქცია განაწილებულია ბრალდებულსა და მის დამცველს შორის.
საქართველოს საპროცესო კანონმდებლობამ, ფაქტიურად სასამართლო გაანთავისუფლა ბრალდებისა და დაცვის ფუნქციისაგან, ამასთან მკვეთრად იქნა გამიჯნული ეს ფუნქციები. სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმის გადაწყვეტის ფუნქცია, გაიწმინდა ბრალდებისა და დაცვის ელემენტებისაგან, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული შეჯიბრებითობის პრინციპის განვითარებისათვის. კერძოდ, ჯერ ერთი, კანონმდებელმა აუკრძალა სასამართლოს ახალი ბრალდების წაყენება განსასჯელისა და ახალი პირის მიმართ; მეორეც, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია არ გააგრძელოს მტკიცებულებათა გამოკვლევა და ჩაატაროს შეკვეცილი სასამართლო პროცესი; მესამე, დამატებით გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება, დასაშვები გახდა მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე და არა სასამართლოს ინიციატივით; მეოთხე, პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, როცა მას ეთანხმება დაზარალებული, სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმე.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი აზრით, მცდარია ზოგიერთი მეცნიერ-იურისტის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ეს უკანასკნელი დებულება არღვევს მხარეთა თანასწორობისა და მოსამართლეთა დამოუკიდე ბლობის პრინციპს. პროკურორს, რომელიც არის სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი, აძლევს დამნაშავე პირს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ადგენს საბრალდებო დასკვნას და საქმეს აგზავნის სასამართლოში განსახილველად, შესაბამისი კანონიერი საფუძვლების არსებობისას, აქვს კანონით მინიჭებული უფლება, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, უარი თქვას ბრალდებაზე. ვთვლით, აღნიშნულით არ იზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და არ ილახება მისი ავტორიტეტი.
ამრიგად, საპროცესო ფუნქციების დაყოფის განხორციელება, პრაქტიკაში უზრუნველყოფს სრულ ჰარმონიას მართლმსაჯულებისა და ბრალდებულის კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის დროს, მოსამართლე არ შეიძლება იყოს სასამართლო გამოძიების პასიური მეთვალყურე. მან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არა მაარტო უნდა შექმნას მხარეებისათვის ყველა პირობა საქმის გარემოებების გამოსაკვლევად (მაგ. მხარეთა შუამდგომლობით გამოძახებული იქნას საჭირო მოწმე, მოითხოვოს ესა თუ ის დოკუმენტი, დანიშნოს ექსპერტიზა და სხვა), არამედ აუცილებლობის შემთხვევაში დაუსვას კითხვები სასამართლოზე დასაკითხ პირებს და სხვა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლ;ება დავასკვნათ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სასამართლოს და ეს პრინციპი თავის რეალურ გამოხატულებას პოულობს სწორედ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზე.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველოს კონსტიტუცია. თბილისი. 1995 წ. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თბილისი. 2008წ.
Нажимов В.П. Типы, формы и виды уголовного процесса / В.П. Нажимов // Развитие гражданского, уголовного и процессуального законодательства в советских республиках Прибалтики (1940-1975) - Рига, 1975.
Чельцов-Бетутов М.А. Курс советского уголовно-процессуального права. - М.: Госюриздат, 1957.
Строгович М.С. Природа советского уголовного процесса и принцип состязательности / М.: Юриздат, 1939.
Галкин Б.А. Функции прокурора в советском уголовном процессе / Б.А. Галкин // Советское государство и право.-1957.-№ 12.
Строгович М.С. Курс советского уголовного процесса/ М.С. Строгович. - М.: Изд-во АН СССР, 1958.
რეზიუმე
შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში
გივი აბაშიძე
წარმოდგენილ ნაშრომში, განხილულია თანამედროვე მართლმსაჯულების ცივილიზებული ფორმა - შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში, მისი წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორიული ასპექტები. გადმოცემულია შეჯიბრებითობის, როგორც სისხლის სამართლის პროცესის დემოკრატიული პრინციპის არსი და მნიშვნელობა, მისი განხორციელების თავისებურებები წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზე, მეცნიერ-იურისტების მოსაზრებები შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების თაობაზე, სათანადო წყაროებზე დაყრდნობით მოყვანილია ჩვენი შეხედულებები და არგუმენტები მათი მოსაზრებების გარშემო.
SUMMARY
COMPETITIVENESS IN CRIMINAL LAW PROCEDURE
GIVI ABASHIDZE
The author discusses in the article the competitiveness in criminal law procedure as the civilized form of modern justice. Lt is innovation in criminal law procedural legislation of independent Georgia. Justice is executed in Georgia on the basis of equalitu and competitiveness. The article presents brief historical aspects of its origin and its development. Author introduces competitiveness as the essence of democratic principles in the criminal law procedure, matters about independent law court, main principles of competitiveness and equalitu of participents, peculiarities of its execution at the pre-inquiru and on the stage of the case discussion in the law court.
The opinions of scientists of the law are given concerning execution of competitiveness as nell as autor s own considerations and arguments based on different sources. Lt is analized importance of functional separations of participants, dissociation matters that have significant practical importance in execution of competitiveness procedural case. Author mentions the important role of the law court in ensuring the principles of competitiveness.
РЕЗЮМЕ
СОСТЯЗАТЕЛЬНОСТЬ В УГОЛОВНОМ ПРОЦЕССЕ
ГИВИ АБАШИДЗЕ
В представленной работе рассмотрена цивилизованная форма современного правосудия - состязательность в уголовном процессе, краткие исторческие аспекты его происхождения и развития, переданы сущность и значение состязательности как демократического принципа уголовного процесса, особенности ее осуществления на стадиях предварительного следствия и судебного рассмотрения. Приведены сообра- жения ученых - юристов о принципах состязательности. Опираясь на соответствующие источники, приведены наши взгляды и аргументы относительно их соображений.
![]() |
3 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |
▲back to top |
![]() |
3.1 სავაჭრო ცენტრების მომსახურების არეალი, მათი ფიზიკური ფორმა და სავაჭრო გარემოს სახეობები |
▲back to top |
გიორგი მუხიაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ურბანული დაგეგმარების მიმართულების დოქტორანტი
ქ. თბილისის სავაჭრო მომსახურების ობიექტების განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ქალაქის სტრუქტურასთან მათი მოუქნელი და უხეში შეუთავსებლობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში იმ ძირითადი ფაქტორების გაუთვალისწინებლობის შედეგია, როგორებიცაა: მომსახურების არეალი, სავაჭრო ცენტრების ფიზიკური ფორმა, მათი განვითარების მიმართულებების და კლასიფიკაციის დარღვევა.
მომსახურების არეალის განსაზღვრა მოსახლეობის ზომებით, სავაჭრო ცენტრების კლასიფიკაციის ერთ-ერთ ტრადიციულ მეთოდს წარმოადგენს. მაგ.:
რეგიონალური: მოსახლეობა 100000-ზე მეტი მაცხოვრებლით
რაიონი: მოსახლეობა 40000-ზე მეტი მაცხოვრებლით
ადგილობრივი: მოსახლეობა 10000-ზე მეტი მაცხოვრებლით
ეს გამარტივებული მეთოდი უკვე აღარ შეიძლება იქნეს გამოყენებული სავაჭრო ცენტრების ყველა სახეობის კლასიფიკაციისთვის. თუმცა, გარკვეული მცირე ზომისა და მცირე მასშტაბების ბიზნესპროექტების დანერგვისას ტერმინი „რაიონული” და „ადგილობრივი” ცენტრები კვლავაც აქტუალურია. „რეგიონალური” ცენტრები განვითარდა და რამდენიმე ახალ სახეობად განიცადა ევოლუცია.
ურბანულ გარემოში მსხვილი სავაჭრო მომსახურეობის ობიექტის არქიტექტურულ-გეგმარებითმა გადაწყვეტამ შესაძლოა, მოხდინოს სავაჭრო ცენტრის სახეობათა დიფერენციაცია. მაგალითად, უმარტივესი ინტერპრეტაციით, ღია და დახურულ სივრცეებს შორის განსხვავებამ შეიძლება ფუნდამენტური სხვაობა წარმოშვას გარემოს ფუნქციონალურ ხარისხებს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ სტრუქტურაზე საუბრისას, რათა შემოღებულ იქნეს ბუნებრივი განათების ღია ქუჩები და კონდიცირებული (ვენტილაციით უზრუნველყოფილი) სივრცეები ხელოვნური შიდა განათებისა და ვენტილაციით უზრუნველყოფილი დახურული სივრცეების პარალელურად (სურ. 2, 3). ფორმის ასეთი სხვაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭირო ხდება მდგრადი განვითარების დემონსტრირება ინდივიდუალური შენობების ფორმით მონოლითური შეუღწევადი ბლოკების/კორპუსების ნაცვლად.
შენობის მოცულობითი ფორმა, შესაძლოა, ასევე, წარმოაჩენდეს სავაჭრო გარემოს განსხვავებულ სახეებსაც, მაგ.: საცალო ვაჭრობის დაწესებულებაში სავაჭრო საქონლის უფრო დიდი მასშტაბებით პირდაპირი გამოხატვა. ანალოგიურად, შესაძლებელია, უნივერმაღი ინდივიდუალურად იყოს გამოხატული შენობათა ჯგუფის ფარგლებში ან საკუთარი ფორმით გარემომცველ პარკში.
სურ. 1
ურბანული არკადის ფორმა გათბობის გარეშე დღესაც აქტუალურია, ვიტორიო ემანუელე II-ს გალერეა, მილანი, იტალია, (1876)
(წყარო: პიტერ კოლემანი)
ახალი საცალო ვაჭრობის სახეობებმა, ასევე, წარმოშვა მიმზიდველ ადგილებში მოგზაურობის იდეა (კლიმატი ან გარემო), ორივე შემთხვევაში - შოპინგებისა თუ დასვენების მიზნით, როდესაც საამისოდ განკუთვნილ რამდენიმე დღეს კომფორტულ გარემოში ატარებ. ასეთი სავაჭრო ადგილები საცალო ვაჭრობის კურორტების სახელწოდებითაა ცნობილი. აქ მაღაზიები ფუფუნების საგნებსა და მაღალი მოდის ნიმუშების არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს, რასაც ემატება მაღალი კლასის სასტუმრო, ჯანმრთელობის კლუბები და, საჭიროების შემთხვევაში - საკონფერენციო კომპლექსით უზრუნველყოფა. მაღაზიები ხშირად გართობის ისეთ დაწესებულებაადგილებთან მდებარეობს, როგორიცაა სათხილამურო კურორტი, გოლფის ან აზარტული თამაშების ადგილები. საკონფერენციო კომპლექსის ჩართვა ამდაგვარ ცენტრებს ორივე კატეგორიის - ტურისტებისა და ბიზნეს საქმიანობაში დაკავებული პირების - მიზიდვის შესაძლებლობით უზრუნველყოფს. ძირითადი საოფისე მშენებლობები ხელს უწყობს სავაჭრო გარემოს წარმოშობას, სადაც უპირველეს მიზანს ოფისების მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს. ასეთი სავაჭრო სივრცე, შესაძლებელია, შეიქმნას ბიზნეს უბნებში, სადაც ხდება მაღაზიების შერჩევა ოფისის მომსახურე პერსონალის ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ნიშნით და სადაც არსებობს სავაჭრო და ე.წ. ცხოვრების სტილის მაღაზიათა შედარების შესაძლებლობა მაღალი შემოსავლის მქონე მოსამსახურეთა სასურველი დონის ასახვისა თუ გათვალისწინების მიზნით და სადაც იგივე ხარიხის დონე სათანადოდ აისახება საზოგადოებრივი კვების შეთავაზებებში.
სავაჭრო გარემოს მეორე განსხვავებული სახეობა წარმოიშვება საცალო ვაჭრობის რეგენერაციის - განახლების საფუძველზე. ამ ასპექტით, შესაძლებელია, მაღაზიები სამოქალაქო შენობებთან იყოს კომბინირებული, სადაც აღნიშნული სავაჭრო წერტილები სარგებელს იმ მომხმარებლებისაგან იღებენ, რომლებიც ქალაქის სამოქალაქო შენობებში სტუმრობისას მაღაზიებსაც სტუმრობენ ხოლმე (სურ. 1). ამ შემთხვევაში აუცილებელია მაღაზიებისა და შენობების ურთიერთშერწყმა. საცხოვრებელ სამომხმარებლო სფეროსთან კომბინაცია შენობების დღისა და ღამის მანძილზე გამოყენების აუცილებლობას განაპირობებს და საზოგადოებრივი სივრცის მიზნით პასიური უსაფრთხოების ზომაც წარმოიშვება. ასეთი შერეული სახე მოითხოვს ისეთ არქიტექტურულ გადაწყვეტას, რომელიც სამოქალაქო და საცხოვრებელი შენობების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
სურ. 2
გადახურული ქუჩა ბორშპლეინში, ჰოლანდია, იგი წარმოადგენს „ურბანულ“, ღია ქუჩაზე დაფუძნებული სქემის თანამედროვე თაობას (1996).
(წყარო: ამსტელ მულტი)
სურ. 3
შერეული ფუნქციის საცხოვრებელი შენობა ქვედა სართულებზე განლაგებული მაღაზიებით, პენტაგონის რიგი, ვაშინგტონი, აშშ. (2001).
(წყარო: RTKL)
თანამედროვე სავაჭრო ცენტრები სამ ძირითად კატეგორიად იქნა დაყოფილი: 1 - ქალაქს გარეთ - ქალაქგარე შენაძენები (შოპინგები); 2 - შოპინგები ქალაქის ცენტრში; 3 - სავაჭრო წერტილების ახლად აღმოცენებული სახეობები.
პირველი ორი კატეგორია, რომლებიც ადგილმდებარეობითა და განთავსება-დაბინავების სახეობით განისაზღვრა, თავისთავად 1960-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოყალიბდა. აღნიშნული კატეგორიები მოიცავს საკმაოდ ნაყოფიერ მაგალითებსა და ამ სახეობის დეტალების ევოლუციას. მესამე კატეგორია კი წარმოადგენს „აიღე ყველაფერი“ ფორმატს და იგი ახალი სახეობის სავაჭრო გარემოს აძლევს დასაბამს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გარემო არ განვითარებულა პირველი ორი ძირითადი კატეგორიისდან. ძირითადი კატეგორიების ქვეკატეგორიები სავაჭრო ცენტრების იმ შემდგომი სახეობების წარმოდგენისათვის გამოიყენება, რომლებიც ამ ძირიტადი კატეგორიების ბაზაზე წარმოიშვა. სამი ძირითადი კატეგორია და მათი ქვეკატეგორიები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ სქემაში (სქ. 1).
სავაჭრო გარემოს ახალი სახეობები - მათი უწყვეტი პროგრესულობისა და ცვლილებების ფონზე - კვლავაც განაგრძობენ აღმოცენება-განვითარებას. ამასთან, დიდი გამოცდილების მქონე წარმოების მაღალი დონის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად სახეზე გვაქვს, ახალი სახეობები ხშირად რამდენიმე კატეგორიის კვეთის ჰიბრიდს წარმოადგენენ და, ამგვარად, აღნიშნულნი ყოველთვის ვერ ახერხებენ მოერგონ და ჩაჯდნენ ერთ კატეგორიაში (კატეგორიათა ურთიერთკვეთისას ეს სახეობები პირველად კატეგორიაში არიან ჩართულნი).
სქემა 1. სავაჭრო ცენტრების თანამედროვე ტიპები
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
სავაჭრო ცენტრების ბრიტანული საბჭო (2001) The BCSC
ანგარიში. BCSC. მეითლენდი, B. (1990). საცალო ვაჭრობის ახალი არქიტექტურა
სავაჭრო ქსელები (პასაჯები) 1990. არქიტექტურული დიზაინი და ტექნოლოგიის პრესა.
S U M M A R Y
THE SIZE OF CATCHMENT POPULATION OF THE SHOPPING CENTERS, THEIR PHISICAL FORM AND THE TYPES OF SHOPPING ENVIRONMENT
GIORGI MUKHIASHVILI
The article describes the fundamental issues which gives us the vision about the tendencies of the shopping centers, their classification and about their integration in the city structure.
РЕЗЮМЕ
АРЕАЛ ОБСЛУЖИВАНИЯ ТОРГОВЫХ ЦЕНТРОВ, ИХ ФИЗИЧЕСКАЯ ФОРМА И ВИДЫ ТОРГОВОГО СРЕДА
ГИОРГИ МУХИАШВИЛИ
В данном труде рассмотрено те основные вопросы, которые создают чёткое представление о развитии тенденциях крупных торговых объектов обслуживания, о класификации и их интеграции в структуре города.
![]() |
3.2 ქ. რუსთავის ისტორიული განვითარების ადრეული ეტაპები |
▲back to top |
ეკა პაპუაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი
დღევანდელი რუსთავის ტერიტორია ადრეც ყოფილა დასახლებული. წერილობითი წყაროები მას ანტიკური დროის ქალაქად თვლიან. არქეოლოგთა აზრით უკვე გვიანბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანაში (ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან) რუსთავის მიდამოებში უძველეს ნამოსახლართა რამდენიმე კერის არსებობა არის სავარაუდებელი.
მე-11 საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით ისტორიული კუხეთის და ქალაქ რუსთავის ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. წერილობით წყაროებში ორივე სახელი პირველი ხსენებისთანავე ერთადაა გადმოცემული, კუხეთი, ტრადიციული საისტორიო გადმოცემით, კუხოსის ქართველთა ეთნარქის წილხვდომილი ქვეყანაა, რომლის ცენტრსაც რუსთავი წარმოადგენდა.
ლეონტი მროველი წერს: „კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვითგან ვიდრე თავადმდე მთისა კახეთისასა, (ალაზნისა) და მტკუარსა შუა; ჩვენთვის ცნობილია თბილისის „ლურჯი მონასტრის“ წარწერა, რომელიც იხსენიებს ქართლის ამირთა ამირას აბულასანს. წარწერის მიხედვით, იგი ყოფილა „ქართლის ამირთა ამირა, ერისთავთ ერისთავი“ და ამასთანავე „რუსთავის და შვიდთა მთეულეთთა პატრონი“.
ქართული საისტორიო გადმოცემით კუხეთი და რუსთავი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მათ შორის კავშირ-ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ადმინისტრაციული დამოკიდებულებით. მათ შორის არსებულმა ეკონომიკურმა კავშირმა, ხელისშემწყობმა გეოგრაფიულმა პირობებმა და ამასთანავე ეთნიკურმა და პოლიტიკურმა ელემენტებმა საფუძველი ჩაუყარეს მათ ამგვარ ურთიერთობას, რის შედეგადაც ასეთი ადმინისტრაციული ერთეული მივიღეთ. რუსთავი მხარის მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი როდია. იგი მხარის ძლიერი, ეკონომიურად ღონიერი ქალაქია, რომელიც ასეთი უპირატესობის გამო პირველობს ადმინისტრაციულადაც.
ლეონტი მროველის გადმოცემით, კუხოსის წილხვდომილი ქალაქი რუსთავი იყო, ისევე როგორც გარდაბოსისა-ხუნანი, გაჩიონისა-გაჩიანი და ა. შ. კუხეთის მისივე ცნობით ქვეყნის საერისთავოებად დაყოფა ფარნავაზ მეფის დროსაა მომხდარი (ძვ. წ. IV ს. ბოლოს და III ს.-ის დასაწყისში), უფრო ადრე კი ალექსანდრე მაკედონელის დროს რუსთავი ქალაქი ყოფილა. რუსთავი კუხეთის ცენტრს წარმოადგენდა მისი არსებობის მთელ მანძილზე. კუხეთის ერთეულის ცენტრად ქცევისთვის რუსთავს მთელი რიგი ხელისშემწყობი პირობები ჰქონდა. იმავე პირობებმა ხელი შეუწყო მის გაქალაქებასაც. უპირველეს ყოვლისა, იგი ეკონომიურად განვითარებული მხარის ცენტრად გვევლინება.
რუსთავის მეურნეობის ძირითადი დარგები მეცხოველეობა და მიწათმოქმედება უნდა ყოფილიყო. ეკონომიურმა ფაქტორმა განაპირობა მისი პირველობა რაიონში. ეკონომიის სიძლიერესთან ერთად პუნქტის მოწინავეობა მის გეოგრაფიულ ხელშემწყობ პირობებშიც მდგომარეობდა. აქ ნაგულისხმევია პუნქტის საქარავნო გზასთან ახლოს მდებარეობა, რაც აუცილებელი ფაქტორია მეზობლებთან ურთიერთობისათვის. სავაჭრო გზასთან სიახლოვე ქალაქების არსებობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა. ქალაქი აუცილებლად ხელოსნურ წარმოებას გულისხმობს, რომლის პროდუქციის გასაღებაც სწორედ გზასთანაა დაკავშირებული. ქალაქები ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრებს წარმოადგენდნენ. მათი არსებობა კი აუცილებლად ბაზრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომაა, რომ საქარავნო გზის გადანაცვლებასთან დაკავშირებით ხშირად მეტად ცნობილი ქალაქებიც კი ეცემოდნენ ხოლმე და კარგავდნენ თავის მნიშვნელობას.
რუსთავის მოწინავეობაში და შესაბამისად მის გაქალაქებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ სავაჭრო გზასთან. იგი იმ გზას უკავშირებდა, რომელიც იბერიის დედაქალაქს (მცხეთასა და შემდეგ თბილისს) სამხრეთთან აკავშირებდა. რუსთავზე გადიოდა ამავე დროს მეორე გზაც, რომელიც სამხრეთ რაიონებს (ტაო-კლარჯეთი, მესხეთი, ჯავახეთი) აღმოსავლეთ რაიონებთან აკავშირებდა. ცხადია, რუსთავი ამ გზების საშუალებით საერთაშორისო ვაჭრობაში იქნებოდა ჩაბმული.
მხარის ეკონომიურად გაერთიანებამ და მისი ცენტრის რუსთავში დამკვიდრებამ ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრად აქცია.
რუსთავის გაქალაქება ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით ძვ. წ. IV ს-ზე მოდის. მანამდე კი იგი მხარის ცენტრს წარმოადგენდა, რაც მისი ეკონომიური სიძლიერითა და გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული.
რუსთავი ადრეფეოდალურ ხანაში - ლეონტი მროველი რუსთავის აშენებას ქართლოსის ცოლს მიაწერს „მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვიან რუსთავი“. ძვ. წ. IV საუკუნისთვის მთავრდება ის გრძელი და რთული პროცესი, რომელიც რუსთავის გაქალაქებას უძღოდა წინ. რუსთავი ხნოვანებით ერთ-ერთი უძველესი ქართული ქალაქია.
ქართული წერილობითი წყაროები ქალაქ რუსთავის სამი სახელით იცნობენ: „რუსთავი“, „ბოსტან-ქალაქი“ (ვოსტან-ქალაქი“), და „ნაგები“. ძველი ქალაქი რუსთავი მდებარეობდა არხის დასაწყისში მდინარე მტკვრისა და რუსთავის არხს შორის, რაზეც მიუთითებს მისი პირველი სახელწოდება „რუს-თავი“ („რუის-თავი“, არხის დასაწყისი). ახ. წ. IV საუკუნიდან რუსთავს „ბოსტან-ქალაქი“ ეწოდება, რაც საუფლისწულო ქალაქს ნიშნავს. „ბოსტანი“ სპარსულიდან მომდინარეობს და ნიშნავს საუფლისწულო მამულს. რუსთავის მესამე სახელი „ნაგები“ ვახუშტისა და სხვა გვიანდელი წყაროების მიხედვით ვიცით. „ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი ხოლო აწ ნაგები“, წერდა მეცნიერი ბატონიშვილი. „ნაგებითვეა“ აღნიშნული რუსთავი ვახუშტის რუკაზედაც. ეს უკანასკნელი სახელი რუსთავს გვიანფეოდალურ ხანაში უნდა შერქმეოდა. ამავე სახელითაა მოხსენიებული რუსთავი გულდენშტედტის მიერაც. მისი გადმოცემით, „მეფეები წინათ კოჯრის მახლობლად იდგნენ ხოლმე, მაღლობებზე, საზაფხულო სადგომებზე, ნაკლები სიცხის გამო. ხოლო ზამთარში დაბლობში, მტკვრის თბილ ველზე, ნაგების მახლობლად.“ სავარაუდოა, რომ „ნაგები“ - აგება, აშენების ძირიდან შეიძლება მომდინარეობდეს: აგება - ნა-გე-ბი, ე. ი. ის, რაც აგებული იყო.
IV-V საუკუნეების რუსთავი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქალაქია. ამის დამადასტურებელია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალგვარი მასალა. ამ დროსვე განეკუთვნება რუსთავში მსხვილი საირიგაციო სისტემის მშენებლობა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ძველთაგანვე აღმართული იყო ციხე-სიმაგრე, რომელიც ნანგრევების სახით დღემდე შემორჩა. ლეონტი მროველის ცნობით IV საუკუნეში ქართლის მეფე თრდატი რუსთავში ეკლესიას აგებს, ხოლო ვახტანგ გორგასალი (V საუკუნე) აქ საეპისკოპოსო კათედრალს აარსებს.
ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანა ახალი ფორმაციის ძლევამოსილი აღმავლობის ხანაა საქართველოში. რუსთავი ამიერიდან საეპისკოპოსო ცენტრად გვევლინება. წერილობითი ცნობების მიხედვით, რუსთავში როგორც საეპისკოპოსო ცენტრში, იდგა ეკლესია „სამწყსოდ და სამრევლოდ“ ქალაქისა. „მოქცევაი ქართლისას“ მიხედვით ახ. წ. IV ს. ბოლოს თრდატს რუსთავში „ეკლესიისა საფუძველი“ დაუდვია. შემდეგ კი აქ ვახტანგ გორგასლის დროს საეპისკოპოსოც დაწესებულა.
არქეოლოგ მ. ივაშენკოს გაანგარიშებით VI-VII საუკუნეების რუსთავში 20.000 მცხოვრები უნდა ყოფილიყო.
რუსთავი არა ერთხელ გამხდარა სპარსელების, არაბების, თურქსელჩუკების დაუოკებელი ექსპანსიის მსხვერპლი. მიუხედავად ამისა, განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში (X-XIIსს) რუსთავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია ქართული მოსახლეობით. რუსთავის განვითარების ერთერთი დიდად ხელისშემწყობი პირობა იყო მისი მეტად მოხერხებული მდებარეობა იმ დიდი საქარავნო გზის მახლობლად, რომელიც აკავშირებდა შუა საუკუნეების ამიერკავკასიის ორ ქვეყანას - ირანსა და საქართველოს.
ქალაქის გარეგანი სახე - ისე როგორც ფეოდალური ხანის სხვა ქალაქებში, რუსთავშიც შეიძლება გავარჩიოთ ქალაქის ორი შემადგენელი ნაწილი: I-ციხე და II-ქალაქი. ნაციხარი მდინარე მტკვარსა და რუსთავის არხს შორისაა მოქცეული - არხის სათავესთან, ნაქალაქარი კი არხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეოს. ციხის ტერიტორია ზედაპირული არქეოლოგიური მასალის მიხედვით გვიანბრინჯაოს ხანიდანაა დასახლებული.
ქალაქის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მის ირგვლივ მდებარე სოფლების ცხოვრებასთან. სოფლები, რომლებიც რუსთავზე იყვნენ დამოკიდებულები, ქალაქის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლელთით ერტყნენ. რუსთავის სოფლების შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი გადმოგვცემს: „ქალაქსა ამას რუსთავისასა ჰქონებიეს მრავალნი დაბანი და სოფელნი, თვით ნორიონი, მარტყოფი და გარემონი სოფელნი მათნი რუსთავისვე სამთავროსანი არიან.“ ეს სოფლები რუსთავს ემორჩილებოდნენ, არა მარტო ადმინისტრაციულად და ეკლესიურად, არამედ რაც მთავარია ეკონომიურადაც.
რუსთავი სოფლებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იღებდა, თვითონ კი მათ სახელოსნო ნაწარმით ამარაგებდა. რუსთავის, როგორც ქალაქის, არსებობა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სოფლებით იყო განპირობებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იარსებებდა. მისი დაცემაც სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო მოხდა. რუსთავის განადგურება მონღოლთა დროს ერთი დაკვრით არ მომხდარა. იმის შესახებ, რაც მას ირგვლივ მოსახლეობა შემოეცალა, მოესპო ქალაქს არსებობის ეკონომიური საყრდენი და დაეცა.
ფეოდალურ ქალაქებში სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქალაქებში სოფლის მეურნეობის დარგების სიძლიერე რამდენადმე განსაზღვრავდა თვით ქალაქის ღირსებასაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიდან აღსანიშნავია მარცვლეული კულტურა, რომლის არსებობას არხი და სარწყავი მიწები ადასტურებენ. ძირითადად ხორბალი, ქერი და ფეტვი რწყვას მოითხოვს. ეს გარემოება კი კარგად მიუთითებს რუსთავის არხის მნიშვნელობაზე. რუსთავში დადასტურებული იყო ორმო, რომელშიც დიდი რაოდენობით ეყარა ხორბალი და ქერის მარცვლები. ასეთი აღრევა შეგნებულად ხდებოდა. როგორც პროფესორი ვ. მენაბდე გადმოგვცემს, ხორბალისა და ქერის შერევა და ერთად თესვა შეგნებულად ხდებოდა - მეურნე თავს იზღვევდა მოუსავლიანობისაგან. ეს ყველაფერი კი მარცვლეული კულტურის მოყვანის უდაოდ მაღალ დონეს მიუთითებს.
ერთი უფრო გვიანდელი წყაროს მიხედვით (ვახტანგ VI დასტურლამალი), რუსთავში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ ბრინჯი. ასეთი დიდი რაოდენობით რუსთავში ბრინჯის მოყვანა რუსთავის სარწყავი არხის განახლების შემდეგ უნდა მომხდარიყო. მარცვლეულის დაფქვისათვის ქალაქში წისქვილები უნდა ყოფილიყო, რომლებიც გათხრების დროს არხის მარცხენა სანაპიროზეა აღმოჩენილი. რუსთავში, არქეოლოგიური მასალის მიხედვით, მრავალი თონეა დადასტურებული. რუსთავში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს მევენახეობა წარმოადგენდა. აღმოჩენილია დიდი ზომის ქვევრები, რომელიც გვაფიქრებინებს რომ მევენახეობა აქ ძლიერ იყო კულტივირებული. გარდა ქვევრებისა, ღვინისთვის იხმარებოდა უამრავი დოქები, ხელადები და კოკები. რუსთავის მცხოვრებთათვის არანაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მებოსტნეობას. ბაღ-ბოსტნების გაშენებისათვის რუსთავის ჭალის სარწყავი მიწები კარგ პირობებს ქმნიდა. მებოსტნეობას უნდა დაუკავშირდეს რკინის თოხიც, რომელიც ერთ-ერთ ნასახლარში აღმოჩნდა. არქეოლოგიურ მასალაში დაცულია ქსოვილთა ნაშთები, რომელთაგანაც ნაწილი ბამბის ნაწარმს მიეკუთვნება. ვფიქრობთ, რომ ბამბის მოყვანა და შემდეგ ქსოვა ადგილობრივ ხდებოდა. ივ. ჯავახიშვილის წიგნის „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ ბოლოს დართულ საქართველოს ბოტანიკურ - აგრონომიურ რუკაზედაც რუსთავის მიდამოები ბრინჯისა და ბამბის ზონაშია მოთავსებული.
რუსთავის ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა მეცხოველეობის განვითარებაში გამოიხატებოდა. ცვილის წარმოება მეფუტკრეობის განვითარებაზე იყო დამოკიდებული: მეფუტკრეობის მეორე პროდუქტი კი თაფლი ტკბილეულით მოვაჭრეთა საგანი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ რუსთავის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხელოსნობასა და ვაჭრობას მისდევდა. ქალაქში კარგად ყოფილა წარმოდგენილი საფეიქრო წარმოება. რუსთავში მუშაობდნენ ხელოსნები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების ლითონის, ძვლის თუ ხის ნივთებს ამზადებდნენ. არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილ ნაგებობებში ჩვენ ვხვდებით ისეთ დეტალებს, რომელიც სპეციალისტ მშენებელს მოითხოვდა. მხედველობაში გვაქვს ანტისეისმური ღონისძიებების ჩატარება: კედლების სისქის სხვადასხვაობა კედლების სიმაღლესთან დამოკიდებულებით, კედლებში სამაგრი ბოძების დატანება და სხვა. მშენებელი სპეციალისტების აუცილებლობას განსაკუთრებით მოითხოვდა ისეთი რთული და არქიტექტურულად გაფორმებული ძეგლები, როგორიცაა ეკლესიები. აქვე შეიძლება ავღნიშნოთ წარმოების ერთი დარგიც. თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, ესაა კუპრის წარმოება. კუპრი პირველ რიგში მეტივეობაში გამოიყენება. ეს უკანასკნელი კი რუსთავშიც, ალბათ, თავის ადგილს დაიჭერდა. ქალაქში ხელოსნური წარმოება, ვაჭრობა თუ სოფლის მეურნეობის დარგები სხვადასხვა სოციალურ ფენებს მოიცავდა. რუსთავი ამ მხრივ მრავალფეროვანი სოციალური ჯგუფების მომცველია. თევზის ჭერა რუსთავში ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, თევზის ჭერას სპეციალური პირები „მებადენი“ მისდევდნენ „დიდისა ბადისა ხმით“. აღსანიშნავია, რუსთავის არხის მნიშვნელობა მეურნეობის განვითარებისათვის. რუსთავის არხის მოვლა-პატრონობა გარკვეულ რთულ სამუშაოს მოითხოვდა. რუსთავში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალისტი მერუვენი-ქუქანკნი ანუ „წყლის მკაზმავნი“.
XIII ს-ის 60-იან წლებში მონღოლთა სახელმწიფოში ატეხილი შუღლი აღმოსავლეთ საქართველოში ბერქა-ყაენის 300.000-იანი მხედრობის შემზარავ ლაშქრობას იწვევს. ამის შედეგად ბევრი დასახლებული ადგილი გაპარტახდა მდინარე მტკვრის აყოლებაზე, ამ დროს დაიქცა ქალაქი რუსთავიც. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით „გამოსვლასა ბერქა ყაენისასა მოოხრდა“ რუსთავი, რის შემდეგ იგი ვეღარ წამოდგა და გვიანფეოდალური ხანის ძეგლებმა მას ნაქალაქარის აღმნიშვნელი სახელწოდება -„ნაგები“ გამოუძებნეს.
ამის შემდეგ, XX საულუნის 40-იან წლამდე, რუსთავის ტერიტორია უდაბურ ველს წარმოადგენდა, სადაც ძველი სარწყავი არხის ნაპირზე შემორჩენილი ციხე-სიმაგრის ნანგრევებიღა მოწმობდნენ ამ მხარის უძველეს კულტურას.
ახალი გზით წარიმართა რუსთავის ბედი ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად. მშენებლობის ძირითადი პირობა იყო ქვეყნის ეკონომიკის სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის გზით წარმერთვა, რაც გულისხმობდა მრეწველობის ახალი, მძლავრი კერების მოწყობას. რუსთავის შერჩევა ახალი სამრეწველო ცენტრისა და ახალი ქალაქის მშენებლობისათვის გამოწვეული იყო რიგი მიზეზებით, რომელიც ცალკე კვლევა-ძიებას მოითხოვს.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ლ. ჭილაშვილი „ქალაქი-რუსთავი”, თბილისი, 1958 წ.
ქ. თოფურიძე „რუსთავი”, თბილისი 1965 წ.
რუსთავი არქეოლოგიური გათხრები (1946-1965 წწ.), „მეცნიერება“ თბილისი, 1988 წ.
რეზიუმე
ქ. რუსთავის ისტორიული განვითარების ადრეული ეტაპები
ეკა პაპუაშვილი
სტატიაში გადმოცემულია ქალაქ რუსთავის წარმოშობის უძველესი ისტორია ძვ.წ.ით. IV ს-დან ჩვ.წ.ით. XIII ს-მდე. რუსთავი არის ანტიკურ ხანაში აღმოცენებული ქალაქი, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალმხრივი მასალა ცხადყოფს, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვა ქალაქების გვერდით იგი ერთ-ერთი დიდად განვითარებული ქალაქი იყო. მის განვითარებასა და დაწინაურებაში ხელს უწყობდა მისი მეტად ხელსაყრელი მდებერეობა იმ საქარავნო გზის მახლობლად, რომელიც შუა საუკუნეების ორ ქვეყანას - ირანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებდა.
რუსთავის შერჩევამ ახალი სამრეწველო ცენტრად და ბოლო ათწლეულებში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა, იმ უარყოფითი ტენდენციების დაგროვება, რომელიც დღესდღეობით მოითხოვს მეცნიერულ მიდგომას. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი ქალაქის ისტორიისთვის.
SUMMARY
EARLY STAGES OF RUSTAVI HISTORICAL DEVELOPMENT
EKA PAPUASHVILI
The ancient history of origin of City Rustavi from the IV century till XII century AD is introduced in the article. Rustavi appeared as a city in the ancient stage. The variety of discovered material during the archeological excavations proves that the city played important role in economical and political life of the country and it was one of the well-developed cities among other cities of Georgia. The location of the town near the caravan road, which connected Georgia with Iran, helped greatly to be developed and successful.
The negative tendencies appeared after Rustavi had been chosen as a new industrial centre and some mistakes had been made during last years. Today this requires scientific approach, so that is why I reckon to look through the history of the town once more.
РЕЗЮМЕ
РАННИЙ ЭТАП ИСТОРИЧЕСКОГО РАЗВИТИЯ Г. РУСТАВИ
ЭКА ПАПУАШВИЛИ
В статье расказывается древнейшая история основания г.Рустави, с IV века до н.э, по XIII век н.э. Рустави является античным городом, найденные в раскопках многие материалы подтверждают значимую роль города в политической и экономической жизни страны, что наряду с другими городами Рустави являлся высокоразвитым городом .
Его развитию способствовали близость местоположения к караванным путям которые в средневековье соеденяли два государства - Иран и Грузию.Выбор города как новый промышленный центр и допушенные в последние десятилетия ошибки привели к накоплению отрицательных тенденций которые на сегодняшний день требуют научного подхода и изучениея. Поэтому считаю нужным еще раз взглянуть на историю города.
![]() |
3.3 ტრანსპორტის გამონაბოლქვში ტოქსიკური კომპონენტების შემცირების გზები |
▲back to top |
ნინო ჯვარელია
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ლუცინდა ჩხეიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გარემოს დაბინძურება ძრავების გამონაბოლქვ აირებში შემავალ მავნე ნივთიერებებით მსხვილ ქალაქებს და რეგიონებს ეკოლოგიური უბედურების ზონად აქცევს.
საავტომობილო კომპლექსის განვითარებას დადებით მხარესთან ერთად თან ახლავს მზარდი ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე. ეკოლოგიური ზიანის თვალსაზრისით ლიდერობს ავტოტრანსპორტი, რომლის წილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით დაახლოებით ასეთია: ჰაერის დაბინძურება - 95%25, ხმაური - 49,5%25, კლიმატზე ზემოქმედება - 68%25 [1].
დაბინძურების სხვა წყაროებთან შედარებით ავტოტრანსპორტის სპეციფიურობა გამოიხატება შემდეგში:
ავტოპარკის მუდმივად და სწრაფად ზრდა;
სივრცეში განაწილება - მთელ ტერიტორიაზე იქმნება დაბინძურების მზარდი საერთო ფონი;
დასახლებულ რაიონებთან სიახლოვე;
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირები გროვდება ადამიანის სუნთქვის ზონაში და მათი ბუნებრივი გაბნევა ძალიან მცირეა.
საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვი აირების არატოქსიკური კომპონენტებია: წყლის ორთქლი, ნახშირბადის დიოქსიდი, აზოტი, ჟანგბადი, წყალბადი, ხოლო ტოქსიკური კომპონენტებია - ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები, ბენზ(ა)პირენი და სხვა. გარდა ჩამოთვლილისა ადამიანზე მავნე ზემოქმედებას ახდენს ტყვიის ნაერთები, კანცეროგენული ჭვარტლი და ალდეჰიდები.
ძრავებიდან გამონაბოლქვი აირების შემადგენლობა დამოკიდებულია ძრავის მუშაობის რეჟიმზე და ბენზინის ხარისხზე.
ნახშირბადის მონოქსიდის, როგორც ძირითადი დამბინძურებლის კონცენტრაცია (მგ/მ3) ავტომაგისტრალზე (სავალი გზის ნაპირას) გამოითვლება ფორმულით
Cco=1,53N0,368
სადაც N არის ავტოტრანსპორტის ინტენსიურობის მაცვენებელი, ავტ/სთ. ავტოსატრანსპორტო მაგისტრალებისათვის დამახასიათებელია ატმოსფერულ ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების შემდეგი კონცენტრაცია, მგ/მ3 (ცხრილი №1):
ცხრილი №1
გზის კატეგორია |
ნახშირბადის |
აზოტის |
ნახშირწყალბადები |
მაგისტრალური |
6,8-8,0 |
1,8-3,2 |
16,5-28,2 |
უწყვეტი |
12,6-15,5 |
6,0-7,7 |
54,3-66,0 |
ნახშირბადის მონოქსიდის და სხვა ტოქსიკური კომპონენტების კონცენტრაციების მაქსიმალური მნიშვნელობები აღინიშნება გზაჯვარედინებზე.
ამ შემთხვევაში გზაჯვარედინებზე ნახშირბადის კონცენტრაცია გამოითვლება ფორმულით [2, 3].
Cco (გზაჯვ) = Cco (1+N2/N1)
სადაც: Cco (გზაჯვ) არის CO-ს კონცენტრაცია გზაჯვარედინებზე, მგ/მ3;
Cco - CO-ს კონცენტრაცია მაგისტრალზე, მგ/მ3;
N2,N1- მაგისტრალზე მოძრაობის ინტენსურობა, ავტ/სთ.
ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვებში ძირითადი ტოქსიკური კომპონენტების შემცველობა მოცემულია №2 ცხრილში:
ცხრილი №2
კომპონენტები |
ბენზინძრავიანი |
დიზელზე მომუშავე |
დიზელზე მომუშავე ავტომობილები |
10-12%25 |
0,005-0,5%25 |
ნახშირწყალბადები |
0,005-0,5%25 |
0,01-0,3%25 |
აზოტის ოქსიდები, |
0,01-0,8%25 |
0,004-0,6%25 |
ალდეჰიდები |
0,03%25 |
0,001-0,009%25 |
გოგირდის დიოქსიდი |
0,008%25 |
0,002-0,02%25 |
ჭვარტლი |
0,04 გ/მ3 |
0,01-1,1 გ/მ3 |
ბენზ(ა)პირენი |
20 მკგ/მ3 |
10 მკგ/მ3 |
ყოველწლიურად 1 სატრანსპორტო საშუალება ატმოსფეროდან შთანთქავს ~ 40 ტონა ჟანგბადს, ხოლო ატმოსფეროს „ამდიდრებს“ ~ 80 კგ მხუთავი აირით, ~ 40 კგ აზოტის ოქსიდებით, ~ 200 კგ სხვადასხვა ნახშირწყალბადებით.
№3 ცხრილში წარმოდგენილია ევროპულ ქვეყნებში შემოღებული ავტომობილების გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ნორმები:
ტრანსპორტი |
შემოღები |
გამონაბოლქვების შემადგენლობა, |
|||
|
|
NOx |
CO |
CnOm |
მყარი |
ევრო-0 |
1988 |
14,1 |
11,2 |
2,5 |
0,36 |
ევრო-1 |
1993 |
8,0 |
4,5 |
1,1 |
0,15 |
ევრო-2 |
1996 |
7,0 |
4,0 |
1,1 |
0,10 |
ევრო-3 |
1999 |
5,0 |
2,0 |
0,6 |
0,02 |
ევრო-4 |
2005 |
3,5 |
1,5 |
- |
0,02 |
ევრო-5 |
2008 |
2,0 |
1,5 |
- |
0,02 |
----------------------------
ევრო-0, 1 . . . 5 ტრანსპორტის გამონაბოლქვ აირებში ნივთიერებათა შემცველობის რეგულირების ეკოლოგიური სტანდარტი. შემოღებულია გაერო-ს ევროპული ეკონომიკური კომისიის მიერ და 1996 წლიდან ძალაშია ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებში.
ძრავების გამონაბოლქვ აირებში ტოქსიკური კომპონენტის შემცირება
შესაძლებელია:
ძრავის კონსტრუქციის შეცვლით და სამუშაო რეჟიმის რეგულირებით;
წარმოქმნილი ტოქსიკური კომპონენტების ნეიტრალიზაციით - საწვავის არასრული წვის ტოქსიკური კომპონენტები CnHm და წარმოქმნილი ტოქსიკური კომპონენტების ნეიტრალიზაციით - საწვავის არასრული წვის ტოქსიკური კომპონენტები და CO-ს ნეიტრალიზაცია კატალიზური სრული წვის გზით [3].
კატალიზური სრული წვა ნიშნავს კატალიზატორის ზედაპირზე და მოცულობაში ჰაერის ან ჟანგბადის მონაწილეობით ტოქსიკური კომპონენტების დაჟანგვა. ნახშირბადის მონოქსიდი - საწვავის არასრული წვის პროდუქტია და მიეკუთვნება მაღალტოქსიკურ გამონაბოლქვს. ნახშირბადის მონოქსიდის მნიშვნელოვანი რაოდენობა ატმოსფეროში ხვდება საწარმოების ტექნოლოგიურ-სავენტილაციო აირებთან ერთად.
განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შიგაწვის ძრავის მუშაობა დახურულ ობიექტებზე, სადაც არ ხდება ჰაერის ვენტილაცია-შახტები, მეტროპოლიტენის გვირაბები, ამიტომ გამონაბოლქვ აირებში ტოქსიკური კომპონენტების შემცირება აქტუალური ამოცანაა.
ბოლო წლებში შიგაწვის ძრავების გამონაბოლქვი აირების გაუვნებელყოფის კატალიზატორების შემუშავება ხდება ძირითადათ ორი მიმართულებით - პლატინის ჯგუფის ლითონთა შემცველ კატალიზატორებზე და ლითონთა ოქსიდური სისტემის ბაზაზე [4].
ნახშირბადის მონოქსიდის დაჟანგვა მიეკუთვნება ჟანგვა-აღდგენითი ტიპის ქიმიურ რეაქციებს და ხორციელდება ნივთიერებებზე, რომელსაც გააჩნიათ თავისუფალი ან ადვილადაგზნებადი ელექტრონები. ასეთ ნივთიერებათა რიცხვს მიეკუთვნება ლითონები და ლითონთა ოქსიდები. თავისუფალი ელექტრონების მოქმედებით წარმოიქმნება რადიკალის მსგავსი ცენტრები, რაც აადვილებს კატალიზატორის ზედაპირზე მიმდინარე რეაქციებს [3].
ნახშირბადის მონოქსიდისაგან გამწმენდი კატალიზატორები უნდა ხასიათდებოდეს შეზღუდული ჰაერცვლის პირობებში მოქმედების მაღალი ეფექტურობით, მექანიკური სიმტკიცით და ვიბრაციის მიმართ მდგრადობით, სტაბილურობით, ტემპერატურების მკვეთრი ცვლილებების პირობებში საექსპლუატაციო მდგრადობით. საექსპლუატაციო სირთულეები დაკავშირებულია აგრეთვე ტოქსიკური კომპონენტების მაღალ და ცვლად კონცენტრაციებთან და ზოგიერთი კომპონენტის (ჭვარტლი, გოგირდი, ტყვია) უარყოფით ზემოქმედებასთან თვით კატალიზატორზე. მრავალწლიანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს ნაწილობრივ პასუხობს: პლატინა (Pt), პალადიუმი (Pd), რადიუმი (Rh), რუთენიუმი (Ru), სპილენძის ოქსიდი (CuO), ქრომის ოქსიდი (CO3O3), მანგანუმის დიოქსიდი (MnO2), კობალტის ოქსიდი (CO3O4), ნიკელის ოქსიდი (NiO). გამონაბოლქვი აირების გასაწმენდად უნივერსალურ კატალიზატორად მიჩნეულია დეფიციტური და ძვირადღირებული პლატინის ჯგუფის ლითონები [3, 4]. სხვადასხვა შედგენილობის კატალიზატორების ეფექტურობა და მუშაობის ტემპერატურული ზღვრები წარმოდგენილია №4 ცხრილში.
ცხრილი №4
კვლევის საწყის ეტაპზე მომზადდა Cu, Mn,Cr ოქსიდური სისტემის ოპტიმალური შემადგენლობის კომპოზიცია [6], შემდგომ ოპტიმალური კატალიზატორის ნიმუშები გამოცდილ იქნა გამონაბოლქვ აირში CO-ს დაჟანგვის პროცესში ქალაქში მოძრავ ავტობუსებზე და დახურულ სივრცეში შეზღუდული ჰაერცვლის პირობებში - მეტროპოლიტენის გვირაბებში [5, 7].
პირველ ეტაპზე დადგენილ იქნა სპილენძ-ქრომ-მანგანუმიანი კატალიზატორის ქიმიური და ფაზური შემადგენლობები, კატალიზატორის და სარჩულის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.
ოპტიმალურად მიჩნეულ იქნა შემდეგი შემადგენლობის ნიმუში [6]:
CuO-4,6%25 (მას)
MnO2-14,6%25 (მას)
Cr2O3-2,0%25 (მას)
დანარჩენი ალუმოსილიკატური სარჩული
ნიმუშის ხვედრითი ზედაპირი - 125 მ2/გ
ნიმუშის ფორიანობა~ 52%25.
სარჩულად გამოყენებულ იქნა ალუმოსილიკატი-შამოტი, რომელიც ხასიათდება მონოდისპერსული სტრუქტურით (ფორების რადიუსი 1200-2000ნმ), მაღალი ტემპერატურების მიმართ მდგრადობით. ოპტიმალური შემადგენლობის კატალიზატორი ხასიათდება პოლიდისპერსული სტრუქტურით, რაც მაღალი ტემპერატურების და სარეაქციო არის ზემოქმედებით გამორიცხავს კატალიზატორის ფორების შეცხობას. აღნიშნული კატალიზური მასა (ნატეხების ზომა 6-9 მმ) მოთავსებულ იქნა ნეიტრალიზატორში, რომელიც გამოიცადა ПАЗ-3205 (ძრავა ЗМЗ-672-11) მარკის ქალაქის მაგისტრალზე მოძრავ ავტობუსებზე. აირის სინჯების აღება ხდებოდა ნეიტრალიზატორამდე (სანამ გამონაბოლქვი აირები გაივლიდა კატალიზატორის მასას) და ნეიტრალიზატორის შემდეგ. გამოცდის შედეგები მოყვანილია №5 ცხრილში.
თვე |
გამონაბოლქვი |
CO-ს შემცველობა |
CO-ს შემცველობა |
1 |
|
3,1 |
0,33 |
ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა შიგაწვის ძრავის გამონაბოლქვ აირებში კატალიზატორის მასის გავლის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში არ აღემატებოდა 0,25-0,35 მოც.%25. კატალიზური მასა გამოცდილ იქნა მეტროპოლიტენის გვირაბებში. კატალიზური მასით შევსებული ნეიტრალიზატორი დაყენებულ იქნა სამეურნეო ძრავმავლებზე (ძრავა ЗИЛ-130), რომელიც მოძრაობდა ღამის საათებში მეტროპოლიტენის გვირაბებში, დახურულ სივრცეში და არასაკმარის ჰაერცვლის პირობებში. სამეურნეო ძრავმავლების სამუშაო პირობები იყო: გამონაბოლქვი აირების ხარჯი 30-300 მ3/სთ, გამონაბოლქვი აირების ტემპერატურული ზღვრები 140-700 0C, აირების მოცულობითი სიჩქარეები იცვლებოდა 20-80×103 სთ-1 ფარგლებში. ნეიტრალიზატორში მოთავსებულ იქნა კატალიზური მასა, როგორც ნატეხების (6-9 მმ), ასევე ბლოკების (სიგრძე 80-100 მმ, სიგანე 50-55 მმ, სიმაღლე 6-8 მმ) სახით. კატალიზური მასის აქტივობის კვლევა ხდებოდა როგორც უქმი სვლის, ასევე ძრავის ბრუნვის სხვადასხვა რეჟიმებში. ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა გამონაბოლქვ აირებში სხვადასხვა რეჟიმების დროს დამოკიდებული იყო ლილვის ბრუნვათა რიცხვზე, საწვავის სახეზე და ხარისხზე [2]. კატალიზური მასის გამოცდის გასაშუალოებული შედეგები წარმოდგენილია №6, №7 ცხრილებში.
ცხრილი №6
ძრავის მუშაობის რეჟიმი |
CO-ს შემცველობა მოც, %25. |
უქმი სვლა |
2,0 - 5,2 |
მოძრაობა ტვირთით |
3,1 - 4,7 |
მოძრაობა უტვირთოდ |
1,7 -,4 |
ცხრილი №7
კატალიზატორი |
ძრავის |
აირების |
CO-ს შემცველობა მოც, %25. |
გაწმენდის ხარისხი, |
|
|
|
|
დაჟანგვის |
დაჟანგვის |
|
ნატეხები |
540 |
275 |
2,4 |
0,33 |
86,25 |
ბლოკები |
700 |
320 |
2,5 |
0,3 |
88,0 |
როგორც ბოლო ცხრილიდან ჩანს, კატალიზურმა მასამ (ნატეხები და ბლოკები) გამოავლინა საკმაოდ მაღალი აქტივობა ძრავის მუშაობის რეჟიმში (540-1600 ბრ/წთ). ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა 2,3-2,5 მოც.%25-დან მცირდება 0,2-0,33 მოც. %25-მდე ე.ი. მიიღწეოდა CO-ს 86-92%25-იანი დაჟანგვა. ბრუნთა რიცხვის ზრდით სინჯში ნახშირბადის შემცველობა უმნიშვნელოდ იზრდებოდა.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r a
Л и т е р а т у р а
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. ბოჭორიშვილი, ი. ბოჭორიშვილი ზოგადი და საინჟინრო ეკოლოგიის საფუძვლები//სტუ. 2005, 253 გვ.
Джварелия Н. Каталитическое дожигание моноксида углерода в отработанных газах транспорта . Монография, Из-во „ЛЕГА“, 2009 г. 99 с.
Gland Iohn L., Kollin Edward B. CO oxsidition on a (III) platinium surface. „I. Chem. Phys“., 1983, №2, p. 963-974.
Комаров В., Табулина Л., Варламов В. Физико-химические и каталитические свойства системы CoO-CuO-ZnO-Al2O3-La2O3. ЖПХ, T. VI, №2, 1983, с. 412-416.
Парцхаладзе Р., Джеиранашвили Т., Элердашвили Ш. неитрализаторы для обезреживания отработанных газов ДВС, строительные и транспортные машины. Научные труды ГПИ, №7(252), 1982, 69 с.
А.С. 1121032 (СССР). Катализатор для очистки газов от окиси углерода. Гвасвлия Л., Эрадзе Д., Джварелия Н., Опубл. в Б.И., 1984 г, №40.
Гвасалиа Л., Пазцхаладзе Р., Джварелия Н. Резултаты испитаний оксидного катализатора. Рукопись деп. ВИНИТИ, 1985, №8, с. 148.
რეზიუმე
ტრანსპორტის გამონაბოლქვში ტოქსიკური კომპონენტების შემცირების გზები
ნინო ჯვარელია, ლუცინდა ჩხეიძე
შემუშავებულია მრავალკომპონენტიანი სპილენძ-ქრომ-მანგანუმიანი კატალიზატორი თერმომდგრად ალუმოსილიკატურ სარჩულზე. ოპტიმალური შემდგენლობის კატალიზატორი ხასიათდება პოლიდისპერსული ფოროვანი სტრუქტურით. მაღალი ტემპერატურის და სარეაქციო არის ზემოქმედების შედეგად არ ხდება კატალიზატორის აქტიური ფორების შეცხობა. შემუშავებული კატალიზატორი შიგაწვის ძრავის გამონაბოლქვ აირებში უზრუნველყოფდა ნახშირბადის მონოქსიდისაგან 86-92%25-იან გაწმენდას.
SUMMARY
WAYS TO REDUCE TOXIC COMPONENTS IN EXHAUST GAS TRANSPORT
NINO JVARELIA, LUTSINDA CHKHEIDZE
A multi copper-chromium-manganese catalyst on the heatresistant aluminosilicate media. The catalyst is the optimum composition of polydispersed porous. The high temperature and the reaction medium is no sintering of active catalyst pores. The developed catalyst system cleaning exhaust gases of internal combustion engines provided 86-92%25 removal of carbon monoxide.
РЕЗМЕ
ПУТИ УМЕНЬШЕНИЯ ТОКСИЧНЫХ КОМПОНЕНТОВ В ОТРАБОТАННЫХ ГАЗАХ ТРАНСПОРТА
НИНО ДЖВАРЕЛИА, ЛУЦИНДА ЧХЕИДЗЕ
Разработан многокомпонентный медь-хром-марганцевый катализатор на термостойком алюмосиликатном носителе. Катализатор оптимального состава имеет полидисперсную пористую структуру. Под воздействием высокой температуры и реакционной среды не происходит спекание активных пор катализатора. Разработанный катализатор в системе очистки отработанных газов двигателей внутреннего сгорания обеспечивал 86-92%25-ую очистку от моноксида углерода.
![]() |
3.4 წნევის ცვალებადობა ნახშირის მტვრის დეფლაგრაციული აფეთქებისას |
▲back to top |
ნინო რატიანი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი
შახტებში საწარმოო მტვერი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას, იწვევს მძიმე პროფესიულ დაავადებებს, როგორიცაა პნევმოკონიოზი, სილიკოზი, ანთრაკოზი და სხვა, რომლებიც არ წარმოადგენენ მხოლოდ ფილტვების დაავადებებს. ამ დროს ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რაც მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს [1].
მტვერი არა მარტო საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, არამედ უდიდეს საფრთხეს ქმნის აფეთქების თვალსაზრისითაც, რადგან მრავალი არაწვადი მყარი ნივთიერება დაქუცმაცების შედეგად იქცევა ფეთქებად ან ადვილად აალებად ნივთიერებად. ეს მოვლენა აიხსნება იმით, რომ როდესაც მყარი სხეული გადადის დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, მნიშვნელოვნად იზრდება ჟანგბადთან შეხების ფართობი (1 სმ3 მოცულობიდან, ე.ი. 6 სმ2 შეხების ფართობიდან, დაქუცმაცების შედეგად 60მ2 იფარება) და მტვრის მიერ შთანთქმული ჟანგბადის რაოდენობა. გარდა ამისა ზოგიერთი მტვრის გახურების შედეგად გამოიყოფა წვადი აირები.
ქვანახშირის მტვერი, რომელიც ნახშირის დაქუცმაცებისას წარმოიქმნება, წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ ნივთიერებას. ნახშირის მტვრის აფეთქება ძირითადად დეფლაგრაციული მექანიზმით (აალებითი აფეთქებით) ხდება.
შახტებში დალექილი ნახშირის ნაწილაკებისაგან წარმოქმნილი მტვრის ღრუბლის აალება შესაძლებელია ჰაერში არსებული რომელიმე აირის ნარევით. მაგ. მეთანის თუნდაც სუსტი აფეთქებით.
დიდია ადამიანთა მსხვერპლი ისეთი ავარიების დროს, როდესაც ხდება გაზისა და ქვანახშირის მტვრის აფეთქება, მსხვერპლის მიხედვით მაღაროს ხანძრებს მეორე ადგილი უჭირავს [2].
პირველი დიდი ავარია, მტვრის აფეთქების შედეგად მოხდა საფრანგეთში 1906 წ. უგაზო მაღაროში „კურიერი“ აფეთქდა ნახშირის მტვერი, რომელმაც იმსხვერპლა 1100 ადამიანი. ნახშირის მტვრის აფეთქების ქვედა ზღვარია 30-40 გ/მ3, ხოლო ზედა ზღვარი 1500-2000 გ/მ3, მისი აალებს ტემპერატურა კი 700-900 0C.
გარდა ამისა მტვერი ხასიათდება ელექტრომუხტვადობით, გამტარებლობით. ამ მხრივ საშიშია მტვრის დაგროვება ელექტროდანადგარების გამტარებით შეერთების ადგილებში, რადგან შესაძლოა მოხდეს გადაფარვა და მოკლე შერთვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აირების აფეთქება და დანადგარების დაზიანება [1].
აფეთქების დამანგრეველი მოქმედება დამოკიდებულია აფეთქების სიძლიერისა და დარტყმითი ტალღის პარამეტრებზე, აფეთქებას ხშირად მოჰყვება ხანძარი, რასაც შეიძლება მოჰყვეს სხვა აფეთქებები და გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.
ფეთქებადი და ხანძარსაშიში წარმოებები იყოფა 6 კატეგორიად, პირველი სამი კატეგორია წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საშიშროების კატეგორიას.
I - კატეგორიას მიეკუთვნება - ნავთობგადამამუშავებელი, ქიმიური საწარმოები, ნავთობპროდუქტების საცავები.
II კატეგორიას - ქვანახშირის მომპოვებელი და გადამზიდავი საწარმოები.
III კატეგორიას - ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატები [3]. შახტებში საწარმოო მტვერი (ჰაერისა და მტვრის ნარევი - აეროზოლი) წარმოიქმნება მყარი ნივთიერების დისპერსირების შედეგად. აფეთქების დროს ენერგიის გადაცემა ხდება აფეთქების და დარტყმითი ტალღის, ასევე ნამსხვრევების საშუალებით, დეტონაციის გადაცემა ხდება შახტების გვირაბებში, კონვეიერულ ხაზებზე.
ერთი ობიექტიდან მეორეზე დეტონაციის გადაცემის პროცესს, თუ მასში არის ენერგომატარებლები ან ფეთქებადი მასალები, ეწოდება „დომინოს პრინციპი“. „დეტონაციის გადაცემა“ გულისხმობს მეორად აფეთქებას და ენერგომატარებლის აფეთქებას ნამსხვრევების ან აფეთქების ტალღის ზემოქმედებით [4].
რაც უფრო ძლიერია აფეთქების ტალღა, მით მეტია დისტანციაზე აალების სიხშირე, რაც გამოწვეულია შეკუმშვის გამო ნივთიერების გადახურებით.
ინტენსიური შეკუმშვის პირობებში ფეთქებად ნივთიერებაში წარმოიქმნება დინამიური ძაბვა, რომელიც იწვევს გახურებას, რასაც თან სდევს აალება და აფეთქება. ცნობილია, რომ თუ მეთანის კონცენტრაცია ჰაერში აღწევს 3-4%25-ს, აალების რისკი ძალიან მაღალია ფეთქებადი ნივთიერების (ჰექსოგელი, ტროტილი) დაბალი კრიტიკული წნევის პირობებშიც.
აფეთქების დროს ∆P დამატებითი წნევა, (V მოცულობით) იზრდება ∆Pm -მაქსიმალურ მნიშვნელობამდე t დროის მონაკვეთში. ეს აიხსნება იმით, რომ აალება (დეფლაგრაციული აფეთქების დროს) ვრცელდება ბგერის სიჩქარის ფარგლებში.
∆Pm -წნევა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: მტვრის ნაწილაკების სიდიდესა და კონცენტრაციაზე, ნივთიერების ქიმიურ აქტივობაზე, ტენიანობასა და მოცულობაზე და სხვადასხვა დამხმარე კონსტრუქციების განლაგებაზე.
ნახ. 1-ზე მოცემულია დამატებითი წნევის დროსთან დამოკიდებულება ∆P(t) ნახშირის მტვრის აფეთქების დროს. ანალოგიური მრუდი მიიღება სხვა შემადგენლობის მტვრის დახურულ სივრცეში აფეთქებისას. ღიობების არსებობის შემთხვევაში ხდება წნევის ვარდნა. ყველა შემთხვევაში აეროზოლის დეფლაგრაციული აფეთქების დამანგრეველი მოქმედება განისაზღვრება ∆Pm წნევით და წნევის მატების მაქსიმალური სიჩქარით [3]
∆Pm = (dP/dt)m
ან წნევის მატების ხანგრძლივობით t.
t = Kt ∆Pm/Pm Kt ≈ 2,5
ნახ. 1. წნევის ცვალებადობა ნახშირის მტვრის
დეფლაგრაციული აფეთქებისას
დადგენილია, ნახშირის მტვრის ფეთქებადსაშიში პარამეტრები p=55 გ/მ3 რომლის დროსაც ∆Pm=620 კპა; T = 6100C ; Pm = 15,9 მპა/წმ.
ცდები გვიჩვენებს, რომ მაქსიმალური წნევა აღინიშნება ისეთი კონცენტრაციების დროს, რომელიც აღემატება სტექიომეტრიულს, ნახშირის მტვრის შემთხვევაში აალებაში მონაწილეობს მტვრის ნაწილაკების 20-40%25-მდე. ამის გამო ძნელია რეალური კონცენტრაციის დადგენა, რასაც განაპირობებს მტვრის ნაწილაკების დალექვა ზედაპირზე [3].
ფეთქებადსაშიში სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, საწარმოს სპეციფიკურობიდან გამომდინარე ხანძრის ლიკვიდაციისა და ფეთქებადსაშიში სიტუაციის აღმოფხვრა მოითხოვს კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას.
იმისათვის, რომ აფეთქება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა არ დავუშვათ მტვრის დაგროვება. ეს მიიღწევა ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებით, საჭირო ვენტილაციით, დანადგარების სანდოობით, პერსონალის მაღალ-პროფესიული მომზადებით.
უსაფრთხოების სპეციფიკური ღონისძიებები რეგლამენტირებულია შესაბამისად საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი დოკუმენტაციით იმ საწარმოებისათვის [2].
რეგლამენტირებული პარამეტრების დარღვევისთანავე (ტემპერატურა, წნევა, ჰაერში ფეთქებადსაშიში ნივთიერებების კონცენტრაციის მომატება) აუცილებელია ტექნოლოგიური პროცესების შეჩერება და მომსახურება პერსონალის ევაკუაცია.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ბოჭორიშვილი ნ., რატიანი გ., მაჭავარიანი ნ. შრომის დაცვა. სტუ. თბილისი, 1997. 119 გვ.
Аварии и катастрофы. Предупреждение и ликвидация последствии. Изд. Ассоциаций. стр. ВУЗ-ов. Книга 5. 2001. с. 55-70.
Аварии и катастрофы. Предупреждение и ликвидация последствии. Изд. Ассоциаций. стр. ВУЗ-ов. Книга 1. 1995. с. 237-241, 138-145 c.
Аварии и катастрофы. Предупреждение и ликвидация последствии. Изд. Ассоциаций. стр. ВУЗ-ов. Книга 2. с. 169-177. 1996.
რეზიუმე
წნევის ცვალებადობა ნახშირის მტვრის დეფლაგრაციული აფეთქებისას
ნინო რატიანი
ნაშრომში გადმოცემულია ნახშირის მტვრის დეფლაგრაციული აფეთქებისას წნევის ცვალებადობის შესახებ. ფეთქებადსაშიში სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, საწარმოს სპეციფიკურობიდან გამომდინარე ხანძრის ლიკვიდაციისა და ფეთქებადსაშიში სიტუაციის აღმოფხვრის კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
SUMMARY
PRESSURE CHANGE AT DEFLAGRATION EXPLOSION OF COAL DUST
NINO RATIANI
In the work considered pressure change at deflagration explosion of coal dust. For the purpose of avoidance of explosive situations, proceeding from specificity of the enterprises, at fire suppression and avoidance of explosive situations is necessary to carrying out the complex actions.
РЕЗЮМЕ
ИЗМЕНЕНИЕ ДАВЛЕНИЙ ПРИ ДЕФЛАГРАЦИОННОМ ВЗРЫВЕ УГОЛЬНОЙ ПЫЛИ
НИНО РАТИАНИ
В работе рассмотрено изменение давлений при дефлаграционном взрыве угольной пыли. С целью избежания взрывоопасных ситуаций, исходя из специфики предприятий, при ликвидации пожара и избежании взрывоопасных ситуаций необходимо проведение комплексных мероприятий.
![]() |
3.5 სპეცპროდუქტიანი სილიკომანგანუმის კაზმის თერმოგრავიმეტრიული გამოკვლევა და აირგანვლადობის განსაზღვრა |
▲back to top |
ნუგზარ წერეთელი
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ქეთევან წერეთელი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
არჩილ გრიგალაშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
დოდო ნანობაშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი № GNSF/ST08/7-494). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორთა ჯგუფს და შესაძლოა, არ ასახავდეს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
ფეროშენადნობთა წარმოებაში ტექნოლოგიური რეჟიმის შერჩევის მიზნით საჭირო ხდება ახალი საკაზმე მასალებისა და კაზმის წინასწარი თერმოგრავიმეტრიული გამოკვლევა და მათი ზოგიერთი მეტალურგიული თვისების განსაზღვრა. ამ მიზნით შესწავლილი იქნა, ჭიათურის მადნების გამდიდრებისას მიღებული მაღალკაჟმიწაშემცველი პროდუქტისა (ფრაქცია 50+16 მმ) და სილიკომანგანუმის საცდელი კაზმის თერმული გარდაქმნის შესაბამისი ტემპერატურები და სპეცპროდუქტის აირგანვლადობა.
საცდელი კაზმებიდან ერთი სპეცპროდუქტს შეიცავდა, ხოლო მეორე კი კვარციტს. ორივე შემთხვევაში გამოყენებულ იქნა მანგანუმის იმპორტული მადანი (ცხრ.1). ექსპერიმენტს წინ უსწრებდა საკაზმე მასალების თერმოგრავიმეტრიული გამოკვლევა (სურ. 1-4).
ცხრილი 1
საკაზმე მასალების ქიმიური შედგენილობა, %25
დასახელება |
Mn |
SiO2 |
CaO |
MgO |
Al2O3 |
Fe2O3 |
P |
გ.დ. |
იმპორტული მადანი მადნის გამდიდრების სპეცპროდუქტი კვარციტი კოქსის ნაცარი |
46,1 |
6,3 |
1,3 |
1,5 |
7,8 |
1,5 |
0,005
0.017 |
13,3 |
ექსპერიმენტით F. Paulik, I. Paulik, L. Erdey-ს სისტემის DA 1500 ტიპის დერივატოგრაფზე განხორციელდა. ნიმუში 10000C ტემპერატურამდე 7,50 C/წთ სიჩქარით იქნა გახურებული. სასწორის მგრძნობიარობა 100 მგ-ს შეადგენდა, ხოლო ДТА გალვანომეტრის - 500 mV. ეტალონად აღებულ იქნა 10000C ტემპერატურამდე წინასწარ გამომწვარი ალუმინის ოქსიდი (Al2O3). ექსპერიმენტისას ქაღალდის გადაადგილების სიჩქარე 2 მმ/წთ-ს შეადგენდა. გამოკვლევა ჰაერის გარემოში იქნა ჩატარებული.
როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა (სურ. 1), სპეცპროდუქტის მინერალოგიურმა შემადგენლობამ განსაზღვრა დიფერენციალური მრუდის ცვლილების ხასიათი. კერძოდ, ДТА-ზე 1100C-ზე მიღებული ეფექტი სინესტის დაკარგვას უკავშირდება, ხოლო 2600C, 5700C და 9400C ტემპერატურაზე მიღებული ეფექტები შესაბამისად ფსილომელანის, მანგანუმისა და კალციუმის კარბონატების დაშლის პროცესებით აიხსნება [1].
ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ ТГ მრუდზე წონის დანაკარგის მაღალი მნიშვნელობა (18,3%25) სპეცპროდუქტის კარბონატულ შედგენილობაზე მიუთითებს.
სპეცპროდუქტიანი კაზმის (სურ. 5) დიფერენციალურ მრუდზე მიღებული ენდოთერმიული ეფექტი 90, 590 და 9800C ტემპერატურებზე სპეცპროდუქტის ფაზური გარდაქმნით აიხსნება, ხოლო 9800C -ზე მიღებული პიკი კი იმპორტულ მადანში მიმდინარე თბური გარდაქმნის პროცესს უკავშირდება. რაც შეეხება იმპორტულ მადანსა და სპეცპროდუქტში არსებული მანგანუმის დიოქსიდის დაშლის ენდოთერმულ ეფექტს 6300C-სა და 5700C ტემპერატურებზე, კაზმის შემთხვევაში ისინი შთანთქმულია მანგანუმის დიოქსიდის ნახშირბადით აღდგენის ეგზოთერმული ეფექტით.
როგორც მოსალოდნელი იყო, სპეცპროდუქტიანი კაზმი გახურებისას წონის კარგვის მაღალი მნიშვნელობით გამოირჩევა (10%25), კერძოდ ეს სიდიდე 2,3%25-ით აღემატება ტრადიციული კაზმის (სურ.6) ანალოგიურ მაჩვენებელს (7,7%25). სხვა შემთხვევაში მიღებული თერმოგრამების ტემპერატურაზე დამოკიდებულების ცვლილების ხასიათი იდენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვარციტების ნაცვლად სპეცკონცენტრატის გამოყენებამ სილიკომანგანუმის კაზმში არ უნდა გააუარესოს აღნიშნული ლითონის მიღების ტექნოლოგიური მაჩვენებელები.
სურ. 1 სპეცპროდუქტის თერმოგრამა
სურ. 2 იმპორტული მადნის დერივატოგრამა
სურ. 3 კოქსის დერივატოგრამა
სურ. 4 კვარციტის დერივატოგრამა
სურ. 5 სილიკომანგანუმის კაზმის დერივატოგრამა
სპეცპროდუქტის გამოყენებისას
სურ. 6 სილიკომანგანუმის კაზმის დერივატოგრამა
კვარციტის გამოყენებისას
რაც შეეხება კაზმის აირგანბლადობას, იგი ჰიდრავლიკურ თვისებების ჯგუფს განეკუთვნება. იგი დიდ გავლენას ახდენს ღუმელში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიურ პროცესებზე. ნაჭროვანი საკაზმე მასალების გამოყენება ზრდის წამყვანი ელემენტის ამოკრეფას და შესაბამისად ლითონის რაოდენობას. გარდა ამისა, ღუმელი ამოფრქვევის გარეშე მუშაობს და მისი ელექტრული რეჟიმიც სტაბილურია.
საცდელი პროდუქტის აირგანვლადობის განსაზღვრა კლასიკური მეთოდით განხორციელდა [2], კერძოდ ანგარიშისას გამოყენებული იქნა დამოკიდებულება:
სადაც K აირგანვლადობის რიცხვია;
Q ნიმუშში გამავალი ჰაერის რაოდენობა, სმ3;
L ნიმუშის სიმაღლეა, სმ;
F ნიმუშის განივი კვეთი, სმ2;
t ნიმუშში Q სმ3 ჰაერის გავლის დრო, წთ;
P წნევა რომლითაც ჰაერი გადის ნიმუშში.
ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე, მაღალკაჟმიწაშემცველი მასალის აირგანვლადობა საკმაოდ მაღალია და იგი 440-610 ერთეულ დიაპაზონში მერყეობს.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Сванидзе Л. К., Загю Т. Н., Мосия Д. В., Сигуа Т. И./Термический анализ марганцеворудных материалов. Тб. 1979 г. Стр. 98.
А.В. Курдюмов, А.М. Михайлов, Б.В.Бауман, Л.Я. Козлов „Лабораторные работы по технологии литейного производства“ Москва 1970г, Стр. 22
რეზიუმე
სპეცპროდუქტიანი სილიკომანგანუმის კაზმის თერმოგრავიმეტრიული გამოკვლევა და აირგანვლადობის განსაზღვრა
ნუგზარ წერეთელი, ქეთევან წერეთელი,
არჩილ გრიგალაშვილი, დოდო ნანობაშვილი
დადგენილია ჭიათურის მანგანუმის მადნების გამდიდრებისას მიღებული მაღალკაჟმიწაშემცველი პროდუქტისა და სილიკომანგანუმის საცდელი კაზმის ფაზური გარდაქმნის შესაბამისი ტემპერატურები.
SUMMARY
THERMOGRAVIMETRIC ANALYSIS AND DEFINING GAS PERMEABILITY OF THE FURNACE BURDEN OF THE SILICION MANGANESE SPECIAL PRODUCTS
NUGZAR TSERETELI, KETEVAN TSERETELI,
ARCHIL GRIGALASHVILI, DODO NANOBASHVILI
Defined are the temperatures of phase conversion of the silicon oxide-rich products received through enrichment of manganese ore extracted at Chiatura mines and of the test furnace burden of the silicon manganese.
РЕЗЮМЕ
ТЕРМОГРАВИМЕТРИЧЕСКИЕ ИССЛЕДОВАНИЕ СПЕЦПРОДУКТОВОЙ СИЛИКОМАРГАНЦЕВОЙ ШИХТЫ И ОПРЕДЕЛЕНИЕ ГАЗОПРОНИЦАЕМОСТИ
НУГЗАР ЦЕРЕТЕЛИ, КЕТЕВАН ЦЕРЕТЕЛИ,
АРЧИЛ ГРИГАЛАШВИЛИ, ДОДО НАНОБАШВИЛИ
Установлены соответствующие температуры фазовых превращении высококремнеземсодержащего продукта полученного в процессе обогащения Чиатурских марганцевых руд и опытной шихты силикомарганца.
![]() |
3.6 ღეროს კრიტიკული ძალის განსაზღვრის ალგორითმის დაპროგრამება EEXCEL-ის სამუშაო ფურცელზე |
▲back to top |
ПРОГРАММИРОВАНИЕ НА РАБОЧЕМ ЛИСТЕ EXCEL АЛГОРИТМА ОПРЕДЕЛЕНИЯ КРИТИЧЕСКОЙ СИЛЫ СТЕРЖНЯ
ТАМАЗ ТЕЛИЯ
К.Т.Н. АССОЦИИРОВАННЫЙ ПРОФЕССОР
Инженеру часто приходится решать алгебраические и трансцендентные уравнения, что может представлять собой самостоятельную задачу или являться составной частью более сложных задач. В обоих случаях практическая ценность численного метода в значительной мере определяется быстрой и эффективностью получения решения. Выбор подходящего алгоритма для решения уравнений зависит от характера рассматриваемой задачи.
В работе рассматривается программирование на рабочем листе Excel алгоритма нахождения корня трансцендентного уравнения методом деления отрезка пополам для определения критической силы вертикально приложенной на стержень.
Пусть функция F(x)непрерывна на отрезке [α, b] и имеет значения разных знаков на концах данного отрезка, т. е. F (α) F (b) ‹ 0, тогда уравнениеF(x) = 0 имеет корень внутри этого отрезка, который называется отрезком локализации корня. Пусть c = (α + b)/2- середина отрезка [α, b]. Если F(α) F(c) ≤ 0, то корень находится на отрезке , который примем за новый отрезок локализации корня. Если F (α) F (c) > 0, то новый отрезок локализации корня возьмем [c,b]. Отметим что новый отрезок локализации корня в два раза меньше первоначального. Процесс деления отрезка локализации корня продолжаем до тех пор, пока его длина не станет меньше e- точности нахождения корня [1]
Требуется определить величину критической силы для стержня, один конец которого защемлен, а другой может перемещаться в вертикальном направлении (рис.1).
Рис. 1
Рис. 1
Критическая сила в этом случае определяется уравнением [1]
где P - критическая сила, при которой стержень теряет устойчивость, EI - изгибная жесткость стрежня, L - его длина. Введем обозначение x=√P/ EI L. Тогда трансцендентное уравнение (1) принимает вид
x - tgx - 0???????????????????((2)
На рисунке 2 показано график функции y = x - tgx , построенный в Excel [2] на отрезке [3,14, 4,64] с шагом 0,1 из которого следует, что значение первого ненулевого корня уравнения (2) заключено между 3,14 и 4,64
Рис. 2
На рисунке 3 показано программирование на рабочем листе Excel алгоритма нахождения корня трансцендентного уравнения (2) методом деления отрезка пополам [3]. В ячейки A5, B5, C4, D4, E4 и F5 введены, соответственно, формулы
Рис. 3
=ЕСЛИ(D4<=0;A4;C4) ...........................................................(3)
=ЕСЛИ(D4<=0;C4;B4) ........................................................... (4)
= (A4+B4) /2 ...........................................................................((5)
= (A4-TAN(A4))*(C4-TAN(C4)) ............................................(6)
= C4-TAN(C4) ..................................................................... ...(7)
=ЕСЛИ(B4-A4<$B$1;”Корень найден и равен “&ТЕКСТ(C4;”0,0000”);” ”) (8) Выделяем диапазон ячеек C4:E4 и скопируем формулы (5) - (7) в ячейках C5:E5, для этого используем маркер заполнения выделенных ячеек C4:E4 (рис. 4).
Выделяем диапазон ячеек A5:F5 и формулы (3) - (8) скопируем вниз по столбцам до тех пор, пока не будет найден корень, для этого используем маркер заполнения выделенных ячеек A5:F5 (рис. 5).
Рис. 5
На рис. 5 видно, что корнем уравнения (2) с точностью до 0,001 является 4,493. Согласно предложенной методике сравнительно легко и с достаточной точностью можно решить алгебраические и трансцендентные уравнения. Составленная программа, нахождения корня уравнения методом деления отрезка пополам, использует встроенные функции в Excel и не требует от инженера применения известных языков программирования.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Шуп Т., Решение инженерных задач на ЭВМ.- Москва: „Мир“, 1982.
Ларсен Рональд У., Инженерные расчеты в Excel. - М.: „Вильямс“, 2002
Гарняев А.Ю. Excel, VBA, Internet в экономике и финансах. - СПб.: БХВ - Петербург, 2003.
რეზიუმე
ღეროს კრიტიკული ძალის განსაზღვრის ალგორითმის დაპროგრამება EEXCEL-ის სამუშაო ფურცელზე
თამაზ თელია
ნაშრომში განხილულია ტრანსცენდენტული განტოლების ამოხსნის მეთოდიკა, რომელზეც დაიყვანება ღეროზე ვერტიკალურად მოდებული კრიტიკული ძალის განსაზღვრის ამოცანა. ღეროს ერთი ბოლო ჩამაგრებულია, ხოლო მეორეს შეუძლია გადაადგილება ვერტიკალური მიმართულებით. ტრანსცენდენტული განტოლების ამოსახსნელად გამოყენებულია პროგრამული პაკეტი MS Excel, რომლის სამუშაო ფურცელზე შედგენილია ინტერვალთა შუაზე გაყოფის მეთოდით განტოლების ფესვის პოვნის პროგრამა, რომელიც იყენებს Excel-ში ჩაშენებულ ფუნქციებს და არ საჭიროებს ცნობილი დაპროგრამების ენების გამოყენებას. ნაპოვნია კრიტიკული ძალის სიდიდე, რომლის დროსაც ღერო კარგავს მდგრადობას.
SUMMARY
PROGRAMMING CRITICAL POWER SHIFT OF EXCEL ALGORITHM ON THE WORKING SHUT OF PAPER
TAMAZ TELIA
In my job method transtsendent task for definition critical power put on shift is discussed. One end of which is pinched and the other can move in a vertical direction. For the decision of this transtsendent task program file MS Excel is used. On the working sheet of which the find root program is created, which uses in built-in Excel settings and it needn't using known program languages. Meaning critical power, about which the shift loses its Stability, has been found.
РЕЗЮМЕ
ПРОГРАММИРОВАНИЕ НА РАБОЧЕМ ЛИСТЕ EXCEL АЛГОРИТМА ОПРЕДЕЛЕНИЯ КРИТИЧЕСКОЙ СИЛЫ СТЕРЖНЯ
ТАМАЗ ТЕЛИA
В работе рассматривается методика решения трансцендентного уравнения для определения критической силы вертикально приложенной на стержень. Один конец стержня защемлен, а другой может перемещаться в вертикальном направлении. Для решения трансцендентного уравнения используется программный пакет MS Excel, на рабочем листе которого составлена программа нахождения корня уравнения методом деления отрезка пополам, которая использует встроенные в Excel функции и не требует применения известных языков программирования. Найдено значение критической силы, при которой стержень теряет устойчивость.
![]() |
3.7 პირველი ქართული სახელმძღვანელოები მათემატიკაში |
▲back to top |
რუსუდან გოგიბერიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი
სტამბური წესით დაბეჭდილი სახელმძღვანელოების გამოსვლამდე საქართველოს სამინისტროსა და კერძო სკოლებში იხმარებოდა ხელნაწერის სახით გავრცელებული სახელმძღვანელოები.
არითმეტიკის პირველი ქართული ბეჭდური სახელმძღვანელო გამოიცა 1862 წელს. ეს იყო ფოგელის „არითმეტიკა“, რომელიც ქართულ ენაზე გადმოაკეთეს მიხეილ ყიფიანმა და ვახტანგ თულაშვილმა და რომელიც თავისი ხარჯებით გამოსცა „საკვირაო სკოლამ“.
წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ქართულს ენაზედ, ვგონებთ, ეს პირველად იბეჭდება არითმეტიკა, და ამისათჳს ჴელთსამძღუნელებელი არა გვქონდა რა, რომ იქიდგან ამოგვეკრიფა ზოგიერთი ტეხნიკური სიტყუჳბი, რომელნიც იხმარებიან არითმეტიკაში. ყოველი ღონისძიება ვიხმარეთ, რომ გვეპოვნა ისეთი სიტყუჳბი, რომელნიც სრულიად ყოფილ იყუნენ ქართულის ხასიათისანი; მათგანი ზოგი ვთარგმნეთ და ზოგი ისე ვიხმარეთ, როგორც რუსულად იხმარებიან“
Единица - ერთეული |
Дъленiе - გაყოფა |
მ. ყიფიანის არითმეტიკის კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელო გამოიცა მომდევნო წლებში. ასევე 1888 წელს გამოიცა მისი პირველი ქართული სახელმძღვანელო გეომეტრიაში. მან ეს წიგნი მიუძღვნა „ჩვენის ტომის სწავლა-განათლების მოსურნე დიმიტრი ყიფიანს“. „ქართულს ენაზედ დაწერილს გეომეტრიას ვერსადა ვჰხედავთ და სხვებისთვის გაადვილებული სწავლა ჩვენთვის ისევ უწინდებურად გაძნელებულია. ეს მდგომარეობა საკმაო მიზეზად მიმაჩნია, რომ ვისურვო ჩემი გვარტომისათვის სწავლის შემსუბუქება. ამისათჳს შევადგინე ეს სახელმძღვანელო და ვინც მოიწადინებს და ისწავლის, არ შეიძლება, რომ სახელმძღვანელო არ გამოდგეს“, აღნიშნავს მ. ყიფიანი სახელმძღვანელოს შესავალში.
1888 წელს რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილმა გამოსცა „კრებული არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითებისა“. იგი რვა წლის განმავლობაში ოთხჯერ გამოვიდა. ეს იყო მათემატიკის მოსამზადებელი კურსი, რომელიც იხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლებში.
1889 წელს ექ. ხელაძის სტამბაში გამოიცა ანტონ ნატროშვილის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“, რომელიც მეორედ გამოიცა 1893 წელს. „კრებულის“ გამოსვლას გამოეხმაურა ცნობილი პედაგოგი ვასილ ყიფიანი. ამ სახელმძღვანელომ საერთო მოწონება დაიმსახურა და 1899 წელს მესამედ გამოიცა, რომელიც „მოწონებულია და მიღებულია სახელმძღვანელოდ უწმინდესის სინოდის მიერ ყველა საქართველოს სასულიერო წოდების სკოლებისათვის, აგრეთვე კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამზრუნველო რჩევისაგან საერო და სამოქალაქო სასწავლებლებისათვის“.
1891 წელს გამოიცა მ. ყიფიანის მეორე წიგნი, რომელშიც შედის სტერეომეტრია, ტრიგონომეტრია, გეოდეზია, ლოგარითმები.
1893 წელს ვასილ ყიფიანმა თავისი ხარჯებით ქ. თბილისში გამოსცა სახელმძღვანელო „დაწყებითი ალგებრა“. იგივე გამოიცა ქუთაისში 1918 წელს. ამ წიგნში იგი გამოიყენებს ტერმინოლოგიას: ალგებრული გამოხატულება (გამოსახულება), ეთანასწორება (ტოლია), ნაწილადი (განაყოფი), ნაწარმოები (გამრავლება), განსხვავება (სხვაობა), განამეტნავდეს (მეტი გახდეს), ალგებრული რაოდენობა (ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობა), მწარმოებლები (თანამამრავლები), გამყოფელი (გამყოფი), მოეყაროს თავი (შევკრიბოთ მსაგავსი წევრები), მიმართობა (შეფარდება), შემოკლდეს (შევკვეცოთ), ნაწევრები (წილადები), შეთანასწორება (განტოლება), ორუცნობიანი შეთანასწორება (განტოლებათა სისტემა), უთანასწორობა (უტოლობა), გამოცნობა, გადაწყვეტა (ამოხსნა), ამოცანის გამორკვევა ანუ გადაწყვეტილება (ფორმულის შედგენა), საზომი (ერთწევრის ხარისხი), უცნობის გამოწყვეტა (უცნობის გამორიცხვა).
1906 წელს გამოვიდა ეგნატე ხრამელაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითების კრებული (მოქმედებათა შესწავლის მეთოდებით)“, მეორე ნაწილი გამოქვეყნდა 1907 წელს, მეექვსე გამოცემა კი - 1915 წელს.
ეს კრებული 1912 წლიდან „მოწონებული და ნებადართული იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან ქართულ სკოლებში სახმარებლად“. ე. ხრამელაშვილის მიერ შედგენილ იქნა „არითმეტიკის სახელმძღვანელო ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით“, რომელიც პირველად გამოიცა 1909 წელს, მეორედ - 1919 წელს. ამ სახელმძღვანელოების ბოლო გამოცემები ეკუთვნოდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“. ტერმინოლოგია ჯერჯერობით იგივეა, რაც წინა სახელმძღვანელოებში.
1917 წელს გამოვიდა ცნობილი პედაგოგის და მრავალრიცხოვანი სახელმძღვანელოების ავტორის სიმონ ოცხელის „ელემენტარული ალგებრა საშუალო სკოლებისათვის“ (ქუთაისი), „ელემენტარული გეომეტრია საშუალო სკოლებისათვის“ (1918 წელი), „არითმეტიკის ამოცანებისა და მაგალითების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის“ (1920 წელი), პ. წულუკიძესთან ერთად „არითმეტიკულ ამოცანათა კრებული II, III, IV ჯგუფებისათვის“ (1925 წელი), ს. ეზიკაშვილთან ერთად „გეომეტრიულ ამოცანათა კრებული“ (1926 წელი)
1923 წელს გამოვიდა გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და მათემატიკის ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოების ავტორის, პირველი სახელმოხვეჭილი ქართველი მეთოდისტის ათანასე ხარაბაძის „სწორხაზოვანი ტრიგონომეტრია“, 1930 წელს „პლანიმეტრიის სისტემატური კურსი“, მრავალრიცხოვანი და მრავალჯერადი იყო მისი კრებულები ალგებრაში, რომლებითაც 1935 წლამდე საშუალო სკოლაში ისწავლებოდა ალგებრა.
გამოჩენილი ქართველი პედაგოგის ალექსანდრე დევიძის კალამს 20-მდე მათემატიკის ორიგინალური სახელმძღვანელო ეკუთვნის, რომლებიც დაისტამბა 1923-1940 წლებში და იმ დროს ქართული სკოლებისათვის ძირითადი ლიტერატურა იყო მათემატიკაში.
კავკასიის სასწავლო ოლქის სკოლებში დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ნ. ა. შაპოშნიკოვის და ნ. კ. ვალცევის „არითმეტიკულ ამოცანათა კრებული“ (საშუალო და უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელთა II, III, IV კლასების კურსი). ქართველ მასწავლებელთა ჯგუფმა იგი თარგმნა ქართულ ენაზე და გამოიყენებოდა ქართულ სკოლებში.
მთარგმნელთა წრე წინასიტყვაობაში წერდა:
„არითმეტიკის სახელმძღვანელო უმაღლესი დაწყებითი შკოლებისათვის ქართულ ენაზე ძლიერ ცოტა მოიპოება და, რაც კი არის, ისიც ვერ აკმაყოფილებს ამ საგნის მეთოდიკის მოთხოვნილებას. ჩვენი აზრით, რაც მეტი იქნება სამშობლო ენაზე ნათარგმნი, თუ ორიგინალური სახელმძრვანელო, მით უკეთესია, რადგან მასწავლებელს საშვალება ექნება აირჩიოს და შემოიღოს შკოლაში სახმარებლად ის, რომელიც მეთოდიკის მხრით მის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. ამის გამო საჭიროდ ვსცანით გადაგვეთარგმნა რუსეთის გამოჩენილი პედაგოგების შაპოშნიკოვის და ვალცევის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელონი, რომელთაც, სანამ ჩვენი შკოლები გაეროვნდებოდენ, ბევრგან ხმარობდენ, როგორც საუკეთესო სახელმძღვანელოთ. პირველათ გამოვეცით საშვალო და უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელთა მესამე კლასის კურსი, რადგანაც იგი თითქმის არ მოიპოება, და მზათაა გამოსაცემათ პირველი და მეორე კლასის კურსიც“.
მთარგმნელთა წრე
ამ თარგმანშიც გამოიყენება იგივე ტერმინოლოგია, რაც წინა კრებულებში, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული.
როგორც ცნობილია, შეკრების და გამოკლების ნიშნები „+“, „-“, შემოღებული იქნა გერმანელი მათემატიკოსის ვიდმანის მიერ 1489 წელს, ტოლობის ნიშანი „=“ - 1557 წელს ინგლისელი ალგებრაისტის რეკორდის მიერ, უტოლობის „>“, „<“, ასევე გამრავლების „ “ ნიშნები 1631 წელს ინგლისელი მათემატიკოსის მიერ ჰერროიტის მიერ იქნა შემოღებული, 1694 წელს გერმანელმა მათემატიკოსმა შემოიღო ნიშანი „:“. ფრჩხილები ( ), [ ], { } პირველად გვხვდება ფლამანდიელი მათემატიკოსის ჟირარის შრომებში, რადიკალი „√“ 1525 წელს შემოღებული იქნა რუდოლფის მიერ. ამიტომ ამ ნიშნებს ყველა ქართულ სახელმძღვანელოებშიც ასევე იყენებდნენ.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r a
Л и т е р а т у р а
არითმეტიკა უფ. ფოგელისა, ქართულად ნათარგმნი და დამატებული მ. ყიფიანისა და ვ. თულაშვილის მიერ. 1862 წ.
ე. ხრამელაშვილი - არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული. 1915 წ.
ს. ოცხელი - არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული. 1920 წ.
ვ. ყიფიანი - დაწყებითი ალგებრა .1917 წ.
ნ. ა. შაპოშნიკოვი, ნ. კ. ვალცევი - არითმეტიკის ამოცანათა კრებული. 1920 წ.
რეზიუმე
პირველი ქართული სახელმძღვანელოები მათემატიკაში
რუსუდან გოგიბერიძე
ნაშრომში განხილულია პირველი ნაბეჭდი სახელმძღვანელოები არითმეტიკაში, ალგებრაში, გეომეტრიასა და ტრიგონომეტრიაში. დაწვრილებით არის განხილული 1862 წელს მ. ყიფიანის და ვ. თულაშვილის მიერ თარგმნილი ფოგელის „არითმეტიკა“, რ. ჯაჯანაშვილის „კრებული არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითებისა“, 1889 წელს გამოცემული ა. ნატროშვილის „არითმეტიკა“, მ. ყიფიანის „გეომეტრია“ (1891წელი), ასევე ვ. ყიფიანის, ს. ოცხელის, ა. დევიძის, ა. ხარაბაძის ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოები მათემატიკაში.
SUMMARY
FIRST GEORGIAN MANUALS IN MATH
RUSUDAN GOGIBERIDZE
First printed directories in arithmetic, algebra, geometry and trigonometry are considered in labour. Here is minutly discussed about Robert William Fogel's „Arithmetic“ translated by M. Kipiani and V. Tulashvili in 1862, also R. Jajanashvilis „book of problems in arithmetic and numeral examples“. Book also includes A. Natroshvilis „Arithmetic“ published in 1889, „Geometry“ of M. Kipiani (1891) and V. Kipianis (1893), S. Ocxelis, A. Devidzis, A. Xarabadzes Georgian original manuals in math.
РЕЗЮМЕ
ПЕРВЫЕ ГРУЗИНСКИЕ УЧЕБНИКИ ПО МАТЕМАТИКЕ
РУСУДАН ГОГИБЕРИДЗЕ
В статье рассмотрены первые печатные учебники по математике на грузинском языке. В 1862 году вышел в свет первый учебник М. Кипиани и В. Тулашвили, это „Арифметика“ Фогеля, переведенный на грузинский язык. Рассмотрены также сборники Джаджанашвили - „Арифметика“ (1888 г.), А Натрошвили „Геометрия“ (1889 г.), М. Кипиани „Геометрия“ (1891 г.), В. Кипиани „Начальная арифметика“ (1893 г.), Сборники авторов Э. Храмелашвили, С. Оцхели, А. Девидзе, А. Харабадзе и других. Также рассмотрен грузинский сборника арифметики перевод известних педагогов Шапошникова и Вальцева.
![]() |
4 ნომრის მთავარი რუბრიკა |
▲back to top |
![]() |
4.1 ფრაქტალებმა მიატოვეს მათემატიკის საზღვრები |
▲back to top |
Фракеалы покинули пределы математики
Кандидат технических наук
Эка Хараишвили
Грузинский технический университет
История . . . Она велит помнить ЕВКЛИДА, ГЕОМЕТРИЮ
Вопрос? 300 ЛЕТ ДО н. э. Но в природе класические фигуры - квадраты, круги, треугольники - встречаются редко. А фракталы - везде, где заканчиваются правильные формы. Это совсем иной уровень сложности всех созданных природой предметов.
Первые идеи фрактальной геометрии возникли в XIX веке. Немецкий математик Георг Кантор превратил обычную прямую линию в группу несвязанных точек, которая впоследствии стала называться „пылью Кантора“. Отцом современной фрактаьной геометрии является Бенуа Мандельброт. Именно он в 1975 году впервые ввёл понятие „фактал”. Фктал “fractus” (лат.) сломанный, расколотый, нерегулярный. Ещё проще - это геометрическая фигура, определенная часть которой повторяется снова и снова изменяясь в размерах.
„Фрактальный“ принцип „большого в малом“ - многослойность и многомерность становление и постоянное изменение.
Математик специалист по компютерных системам професор университета РАТГЕРС (США) Бахман Калантари повествует, что от фракталов не скрытся, они присутствуют всюду. Их теория описывает то, что недоступно другим наукам.
Он чувствует себя „Творцом“, т.к. сумел ими (фракталами) совместить математику и компьютерную науку.
А как с химией? Она тоже подвластна фракталам, е.к. это деиствительно другой уровень сложности. Геометрия неспособна чётко описать то же облако или гору, деревья или берег моря.
Фракталы сами несут информацию, свой „код“. Все фракталы подобны самим себе, т.е. похожи на всех уровнях. Принцип самоподобия.
На рис. №1, 2 представлены новоявленные фракталы на керамике. На авторской цветной глазури методом особого нанесения химического соеденения появляется декор, несущий весбма сжатые данные о себе, оставаясь колоратурой. Автор
Эка Чарашвили
ფრაქტალებმა მიატოვეს მათემატიკის საზღვრები
ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ეკა ხარაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ისტორია . . . ის ბრძანებს: გახსოვდეთ: ევკლიდე, გეომეტრია
ასაკი? 300 წელი ჩვ. წ. ა. ბუნებაში კლასიკური ფიგურები - კვადრატი, წრე, სამკუთხედი გვხვდებიან იშვიათად. ფრაქტალები კი - ყველგან, სადაც ტავდება სწორი ფორმები. ეს ბუნებაში შექმნილი ყველა საგანთა სირთულის სულ სხვა დონეა.
ფრაქტალური გეომეტრიის პირველი იდეები წარმოიშვა XIX საუკუნეში. გერმანელმა მათემატიკოსმა გეორგ კანტორმა ჩვეულებრივი სწორი ხაზი გარდაქმნა დაუკავშირებელ წერტილთა ჯგუფად, რომელიც შემდგომში ცნობილია „კანტორის მტვერი“ -ს სახელწოდებით.
თანამედროვე ფრაქტალური გეომეტრიის მამა - ბენუა მანდელბროტის. სწორედ მან 1975 წ. პირვე;ად შემოიტანა ცნება „ფრაქტალი“. ფრაქტალი - “fractus” (ლათ.) გატეხილი, დაპობილი, არარეგულარული. უფრო მარტივად - ეს გეომეტრიული ფიგურაა, რომლის გარკვეული ნაწილი მეორდება ისევ და ისევ, ცვლილებახდება მხოლოდ ზომებში. ფრაქტალური პრინციპი“ - „დიდი პატარაში“ - მრავალშრიანობა და მრავალგანზომილებიანობა, მუდმივი ცვლილება.
მათემატიკოსი, კომპიუტერული სისტემების სპეციალისტი (აშშ) რათგერის უნივერსიტეტის პროფესორი ბაქმან კალანტარი გვამცნობს, რომ ფრაქტალებს ვერ დავემალებით, ისინი არსებობენ ყველგან. მატი თეორია აღწერს ისეთ რამეს, რაც მიუწვდომელია სხვა მეცნიერებისათვის.
ის თავს გრძნობს „შემქმნელად“, რამე თუ შესძლო ფრაქტალების საშუალებით შეეთავაზებინა მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.
ამ დროს რას გვიმზადებს ქიმია?
ისიც ფრაქტალთა ხელქვეითია, ეს მართალია სირთულის განსხვავებული დონეა. გეომეტრია უძლურია მკაფიოდ „აღწეროს“ იგივე ღრუბელი ან მთა, ხეები ან ზღვის ნაპირი. ფრაქტალებს კი თვითონ მოაქვთ ინფორმაცია. ყველა ფრაქტალი მსგავსია ტავის თავისა, ე.ი. ისინი გვანან ყველა დონეზე. თვითმსგავსობის პრინციპია.
№1 და №2 სურათებზე წარმოდგენილია კერამიკაზე წარმოქმნილი ფრაქტალები. საავტორო ფერად ჭიქურზე ქიმიური ნაერტის განსაკუთრებული მეთოდით დატანებით წარმოიშვება დეკორი, რომელსაც მოაქვს ძლიერი დეკორი, რომელსაც მოაქვს ძლიერ შეკუმშული მონაცემები თავის შესახებ, და რჩება კოლორატულის სახით. ავტორი
ეკა ხარაშვილი.
На рис. 3, 4, это и снежинки и морозные узоры или завихрения галактики, полученные учёными виртуально. Безпредельная конфигурация образов. |
№3 და№4 სურათებზე წარმოდგენილია: თოვლის ფიფქიცაა და ყინვის ნაყშიც, გალაქტიკების ვალსი-გრიგალი, რომლებიც მიიღეს მეცნიერებმა ვირტუალურად. გამოხატულების უსაზღვრო კონფიგურაციაა. |
На снимках 1,2 с участием химии фракталы несколько „теплее“ и „мягче“ - температура обжига керамики - 10000C НЕ МАЛО!
Рисунок притягивает и будоражит воображение. Стоит приглядеться, Щставляем Вас с фантазией и ещё раз полчеркнём, что „ПРИРОДА“ и „НАУКА“ сотворяют „своё“.
Наверное остановимся следующая нитка жемчуга - уж слишком, следующий мазок -будет перебором. Но „ПЫЛЬ КАНТОРА“ падастся научному „распылению“. |
ფოტოებზე, სადაც „ჩარეულია“ ქიმია, ფრაქტალები ცოტაოდენ „თბილი“ და „რბილია“ - კერამიკის გამოწვის ტემპატარურა 1000 0C, არც ისე ცოტაა!
„ნახატი“გიზიდავთ და აფორიაქებს წარმოსახვას. ღირსია შეთვალიერებისა!
გტოვებთ ფანტაზიასთან ერთად და კიდევ ერთხელ ვუსვავთ ხაზს: ბუნება და მეცნიერება „ჰქმნიან“ თავისას.
ალბათ შეჩერდებით: მარგალიტის შემდეგი ძაფი - მეტის მეტია, შემდგომი ფუნჯის მოსმა - კი გადანამეტი.
მაგრამ „კანტორის მტვერი“ დაექვემდებარება მეცნიერულ „გაფრქვევას“. |