![]() |
ტაბულა №28 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნურგალიევი ბოლატ, ბენდუქიძე კახა, ჯაფარიძე ზურა, ალასანია ირაკლი, ბურჭულაძე ზაზა, სულელი უცხოელი, მიქუტიშვილი შალვა, ვაშაკიძე თათია, ფხაკაძე სოსო, ბარათაშვილი ბიძინა, კეკელიძე გიორგი, პასარი ალან |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | 18 - 24 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge გარეკანი: ირაკლი ბლუიშვილი - ტაბულა © |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
გამოხმაურება ბექა მინდიაშვილის სტატიაზე
წყარო: www.tabula.ge
Mansur 13 ოქტომბერი 2010 18:35
სალამი მეგობრებო,
წერილი საინტერესოა და ბევრ არსებულ პრობლემას ასახავს. პრობლემაზე ლაპარაკს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი მიზნები: პრობლემის გადაწყვეტის წამოწყების მცდელობა ან იმის დაფიქსირება რა ცუდადაა საქმე და რა ცუდები არიან „ისინი“. თუ ამ წერილის სახით მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ კომენტარს აზრი არ აქვს. თუ პრობლემის მოგვარება გვინდა, ისმის კითხვა - ვინ არის პრობლემის მომგვარებელი საზოგადოება? ცხადია არა ის, სადაც ეს პრობლემები დაგროვდა (ამ შემთხვევაში ეკლესია). ეს პრობლემა გარედან უნდა მოგვარდეს. სად არის ეს ხალხი გარედან? კი არის ხალხი, მოძრაობა, რომელიც ეკლესიას ამხელს, ნაკლს მიუთითებს, მაგრამ იგივე ადამიანები ემხრობიან ხელისუფლებას, რომელიც მრავალ არასწორ ნაბიჯს დგამს. პრობლემა ვერ მოგვარდება მანამ, სანამ მარგინალურია ორივე მხარე - ე.წ. ეკლესიური და ე.წ. რეფორმატორული.
Nikoloz 14 ოქტომბერი 2010 13:21
აშკარად ემოციური წერილია, რომელსაც ლირიკაც უხვად აქვს და სატირაც. ტენდენციურობა მოულოდნელი არ ყოფილა... როცა სტატიის თავში ბექა ლიბერტიანუსელის წმინდა ფრესკა შევნიშნე, მივხვდი, რომ წერილის კონტექსტი კრიტიკული, ხოლო მისი პათოსი „აპელირებადი“ იქნებოდა და ლოცვის ფორმა მას არ ექნებოდა (რაც წმინდანთან საუბრისას ალბათ მოსალოდნელია), მაგრამ ამას მკითხველი უკვე მიჩვეულია. ბექას გულისტკივილს კაცი ისე ნამდვილად ვერც გამოთქვამდა, რომ არც მწვადი არ დაეწვა და არც შამფური, თუმცა ამ ტენდენციურობას ერთი დადებითი თვისება აქვს: მკითხველი უმალ ხვდება, თუ ვის „უიმედობის ხავსს ეჭიდება“ ავტორი.
ვფიქრობ, ავტორი თავმდაბალი ადამიანია და თავად წმინდა მამის, გიორგი ათონელისგან, პასუხს არ ელის. ამიტომ თავს უფლებას მივცემ, რომ უბრალო მოკვდავმა ვიკისრო მისთვის რეპლიკის მიშველიება (და მე ალბათ ერთადერთი მოკვდავი არ ვიქნები). ეკლესია საზოგადოებრივი ინსტიტუტია და მისი ავ-კარგის ქვეყნის ავ- კარგისგან განყენებულად განხილვა არაფრის მომტანია. ავტორი არ ითვალისწინებს იმას, თუ ვინ ედგა ქვეყანას სათავეში გიორგი ათონელის დროს და ვინ უდგას მას ახლა, რა როლს თამაშობდა ეკლესია მაშინ და რა როლს თამაშობს იგი დღეს. იმ დროს ეკლესია არ იყო მხოლოდ მრევლის სულიერი ცხონებით დაკავებული, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეშიც და მრავალი რეფორმისა და სიახლის ინიციატორიც იყო. ეკლესია გაანათლებდა და შენ მიერ დასახელებული წმინდანნი თუ საზოგადო მოღვაწენი სწორედაც, რომ ეკლესიის წიაღში და იმდროინდელი მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ბიზანტიაში მიემართებოდნენ, სადაც სულიერი ცხოვრება და შესაბამისი სწავლებანი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, განსხვავებით იგივე ვატიკანისა, სადაც ამ დროს რომის პაპი იოანა ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო (დეტალებისათვის იხ. ლეო ტაქსილი, წმინდა ბუნაგი).
კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის საკითხზე კი ვაჟას დავემოწმები: ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. მიხვდი, ბექა? ესე იგი ჯერ შენი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო და მერე კოსმოპოლიტი. მსოფლიო მოქალაქეობა პასპორტით არ დასტურდება და ადამიანის (და ზოგადად საზოგადოების) ყოვლადსასარგებლო საქმითა და სულიერი მდგომარეობით განისაზღვრება. შენში რომელი ჭარბობს?
ასე რომ, ბექა, გეთაყვა, უიმედობა დაგუფლებია, გზას კი მის განსაქარვებლად ვერ ხედავ. იმედია სასოწარკვეთილებაში არ გადავა ეგ უიმედობა, თორემ დიდი ცოდვაა სასოწარკვეთილება და არაფერს გარგებს (თუმცა არ ვიცი, შენში მჯდომი ღმერთი ამაზე რას ფიქრობს).
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
თუ კიდევ ერთი რეპუბლიკელი მოვა ჩემთან და ბიუჯეტის დაბალნსებაზე ლაპარაკს დამიწყებს, დავახრჩობ... პრესის საყურადღებოდ, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სულ უფრო და უფრო აგრესიული განცხადებებიდან, რომლებიც მან მინესოტაში, თანხების მოსაზიდად გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. 7 ოქტომბერი
ბიძაჩემი ძალიან კეთილი კაცი იყო... ერთხელ, როცა რაღაც დავაშავე და მამაჩემმა მზეზე თოკით მიმაბა, ბიძაჩემი მოვიდა და ჩრდილში გადამაბა ..
იხსენებს მსახიობი გიგი ბერიკაშვილი, 10 ოქტომბერი.
ეს დაპატიმრება კონგოს რესპუბლიკაში ჩადენილი მასობრივი სექსუალური დანაშაულებების აღკვეთის კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო“.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ ლუის მორენო-ოკამპოს განცხადება საფრანგეთის სამართალდამცავების მიერ ერთი რუანდელის დაკავების შენდეგ. რუანდელს ბრალად ედება მებრძოლთა ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელმაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მასობრივი გაუპატიურებები და მცდელობები ჩაიდინა. 11 ოქტომბერი
სანამ იმის სათქმელად მოხვიდოდეთ, როგორ მოვაგვაროთ ჩვენი კონფლიქტი, მეგონა, ევროპაში არსებულ პრობლემებს მაინც გადაჭრიდით.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ურჩევს, სანამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებას შეუდგებოდნენ, ევროპაში არსებული პრობლემები გადაჭრან. 11 ოქტომბერი
10 ოქტომბერი
გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას წერილები, რომლებსაც იგი 27- წლიანი პატიმრობისას წერდა. მანდელა შეშფოთებული იყო თავისი მეუღლისა და შვილების გამო აპარტეიდული მთავრობის ხელში. წერილებში აღწერილია მისი ყოფა საპატიმროში. მანდელა ოჯახის წევრებისადმი მიწერილ წერილებს საკუთარ რვეულშიც იწერდა. ეს რვეული მთავრობამ ჩამოართვა, 2004 წელს უშიშროების ყოფილმა პოლიციელმა დაუბრუნა.
11 ოქტომბერი
პალესტინის წარმომადგენლებმა უარყვეს ისრაელის მთავრობის შეთავაზება. მისი მიხედვით ეს უკანასკნელი დასახლებების მშენებლობის შეჩერებას თანხმდებოდა. სანაცვლოდ კი, პალესტინის მხრიდან „ებრაული სახელმწიფოს“ აღიარებას ითხოვდა.
საქართველოში სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, იერუსალიმის, საბერძნეთისა და ამერიკის საეკლესიო დელეგაციები ჩამოვიდნენ. მოგვიანებით, მათ რუსეთის ფედერაციის დელეგაციაც შეუერთდა. დელეგაციები სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით ჩამოვიდნენ.
12 ოქტომბერი
გაიმართა ახალი პოლიტიკური გარეთიანების - ქართული პარტიის პრეზენტაცია. ქართული პარტიის დამფუძნებლები, ძველი სახეები - ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი არიან. ქართული პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 22 ნოემბერს გაიმართება.
მომავალი წლიდან საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
გერმანია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და კოლუმბია ორი წლის ვადით გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები გახდნენ.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით.ისლანდია კვლავაც გენდერული თანასწორობის მიხედვით პირველ ქვეყნად რჩება. სკანდინავიის ქვეყნები 134 ქცეყანას შორის ლიდერობას ინარჩუნებენ: ნორვეგია მეორე, ფინეთი კი მესამე ადგილზეა. ანგარიშის შედგენისას ითვალისწინებენ თანასწორობის დონეს პოლიტიკის, განათლების, დასაქმებისა და ჯანმრთელობის სფერობში.
13 ოქტომბერი
ყირგიზეთში პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო კენჭისყრის ბიულეტენების გადათვლას დათანხმდნენ. ახალ საკანონმდებლო ორგანოში ხუთი პარტია შევიდა. მეექვსემ კი 5%25-იანი ბარიერი ვერ გადალახა და მათი მოთხოვნით შედეგები გადაითვლება. აშკარა გამარჯვებული ცნობილი არის, ამიტომაც პარტიებს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ.
რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტი სულ მალე შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა, ვიზიტისას ევროპელმა ლიდერმა რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ლონდონში მიიწვია. მიუხედავად ამისა, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა ყოფილი ჯაშუშის ალექსანდრ ლიტვინენკოს 2006 წლის მკვლელობასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი კვლავაც ითხოვს ეჭვმიტანილის, КГБ - ს ყოფილი აგენტის ანდრეი ლუგავოის გადაცემას. იგი უარყოფს რადიოაქტიური ნივთიერებით ლიტვინენკოს მოწამვლაში მონაწილეობას.
ათასწლეულის განვითარების ფონდის დაფინანსებით საქართველოში ახალი უნივერსიტეტი აშენდება. ამის შესახებ მთავრობაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ფონდის პირველი ტრანში მომავალი წლის 1 მარტს დასრულდება. მეორე ტრანშის შესახებ გადაწყვეტილებას კი ამ წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ.
14 ოქტომბერი
რუსეთმა საკუთარი მოსახლეობის აღწერა დაიწყო. გამოკიტხვას 650 000 მუშაკი ჩაატარებსქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წინა წელს გაკეთებული განცხადებით, ბოლო წლებში რუსეთის მოსახლეობა შემცირდა, თუმცა ტენდენცია თანდატან იცვლებოდა. დემოგრაფების მტკიცებით, ქვეყანაში დღეისთვის 140 მილიონი ცხოვრობს. აღწერის ჩატარებას პოლიტიკური ოპოზიცია და ეკლესია ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, მთავრობამ გეგმა აღადგინა და განსახორციელებლად ფული მოიძია. ოფიციალური ცნობით, შედეგებს სოციალური პროგრამების დასაგეგმად გამოიყენებენ.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი სამხრეთ ლიბანში - ისრაელის საზღვართან - ჩავიდა. მის გამოსვლას სტადიონზე ათი ათასობით ადამიანი ირანული, ლიბანური და ჰეზბოლას დროშებით შეხვდა. მაჰმუდს, როგორც გმირს, ისე შეხვდნენ. პრეზიდენტმა მიმართვისას ლიბანის მიერ ისრაელისთვის წიააღმდეგობის გაწევას გაუსვა ხაზი. აჰმადინეჟადის ვიზიტი ისრაელმა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა პროვოკაციად მიიჩნიეს.
პუტინმა ძალადობის, დაშინებისა და ძველმოდური დპლომატიის წყალობით პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაზე გავლენა აღადგინა - ნათქვამია რიჩარდ ბისტონის სტატიაში, რომელიც THE TIMES-ში გამოქვეყნდა. მასალის სახელწოდებაა „ბაბუშკას რჩევები პუტინს“. სტატიის დასაწყისში ავტორი რუსეთის პრემიერის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდეს გეოპოლიტიკურ შეცდომას უწოდებს. რიჩარდ ბისტონი მიიჩნევს, რომ უშიშროების ყოფილმა ოფიცერმა ვაჭრობის, დიდი ფულისა და ბინძური თამაშების ხარჯზე მოახერხა და ისევ დაიმორჩილა პოსტსაბჭოტა სივრცის ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ავტორი ვარაუდობს, რომ პუტინი რეგიონზე გავლენის გაფართოებას და განმტკიცებას მომავალშიც შეეცდება. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერის ყველაზე დიდი გამარჯვება უკრაინაში პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტ იანუკოვიჩის გაპრეზიდნტებაა. რეგიონში ყველაზე დიდ მარცხად კი, სტატიის ავტორს ქვეყნის სათავეში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიაჩნია.
33 ჩილელი მეშახტე მიწის ქვეშიდან ამოიყვანეს. ისინი 5 აგვისტოს შახტის ნაწილობრივი ჩამონგრევის გამო 625 მეტრის სიგრძეზე მოყვნენ. სანამ მაშველები მათ გადასარჩენად უფორ ფართო შახტს გათხრიდნენ, არასაკმარისი რაოდენობის საკვებით 17 დღე გაძლეს. ზედაპირზე ამოსულებს პრეზიდენტი სებასტიან პინერა შეეგება. იგიმუშებს რადიკალურ ცვლილებებს, სამუშაო პირობებისა და ტრანსპორტის გაუმჯობესებას დაჰპირდა. 25 ოქტომბერს სანტიაგოში მათ საპატივცემულოდ ზეიმი უნდა გაიმართოს. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
15 ოქტომბერი
მოსკოვის მერის პოსტზე დიმიტრი მედვედევმა ქალაქის დუმას ვიცე-პრემიერის სერგეი სობიანინის კანდიდატურა წარუდგინა.
![]() |
3 ყველაზე გავლენიანი |
▲back to top |
არენა
Facebook - ის ერთ-ერთი დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი
Microsoft-მა კომპიუტერები ყველასათვის ადვილად გამოსაყენებელი გახადა. Google- მა ინფორმაციის მოძიება გაამარტივა. YouTube-მა ადამიანების ონლაინ გართობაზე იზრუნა. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კი ყველა ჩამოთვლილ კომპანიას აჯობა: მომხმარებელი მასზე ემოციურად დამოკიდებული გახადა. Facebook-ი „გვაიძულებს“ გავიღიმოთ, როდესაც საკუთარ ან მეგობრების ფოტოსურათებს ვათვალიერებთ, გავბრაზდეთ, როდესაც არავინ პასუხობს ჩვენს მახვილგონივრულ პოსტებს, ვიჭორაოთ, ვცვალოთ სტატუსები, „დავთაგოთ“ და „დავალაიქოთ“ სხვისი ფოტოები. ამ საიტმა შეცვალა ადამიანების სოციალური დნმ - ადამიანი უფრო ღია გახადა. თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი კულტურული ცვლილებაც სწორედ ესაა, მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრების დიდ ნაწილს Facebook-ში ატარებს.
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილმა გამომცემლობამ The Vanity Fair-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულის სათავეში სწორედ ამ სოციალური ქსელის შემქმნელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი, 26 წლის მარკ ცუკერბერგი დაასახელა. ცუკერბერგის „ქმნილების“ ღირებულება დღეს დაახლოებით 25 მილიარდი დოლარია. პირადად მისი ქონება კი Forbes-ის ინფორმაციით 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასულ ზაფხულს ქსელში 500 მემილიონე აქტიური მომხმარებელი დარეგისტრირდა. ვებსივრცე მყარი ნიადაგი რომ იყოს, Facebook-ი მსოფლიოში სიდიდით მესამე ქვეყანა იქნებოდა. ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი, ვინც ინტერნეტს ათვალიერებს, Facebook-ის მომხმარებელია. ვებგვერდზე უფრო მეტი სარეკლამო ბანერია განთავსებული, ვიდრე ყველა სხვა საიტზე (176 მილიარდი რეკლამა 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით). „მეგობრები“ კი ყოველთვიურად ქსელის მეშვეობით 30 მილიარდ ერთეულ ინფორმაციას ცვლიან.
არადა, Facebook-ის იმპერიის შექმნა ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში დაიწყო. 2004 წლის თებერვალში მარკ ცუკერბერგმა მეზობლებთან ერთად შექმნა საიტი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. სულ მალე Facebook-ში სტენფორდის, კოლუმბიის და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებიც გაწევრიანდნენ. მარკმა მიატოვა სწავლა და საუნივერსიტეტო კამპუსიდან სილიკონის ველზე გადაბარგდა, სადაც საიტის განვითარებას მიჰყო ხელი. რამდენიმე თვეში სოციალური ქსელი 800 კოლეჯით გაიზარდა, ორ წელიწადში კი საიტი უკვე საერთო მოხმარებისთვის გაიხსნა.
დღეს საიტის შექმნის იდეას სამი ჰარვარდელი - კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები და დივია ნარენდა - სასამართლოში ასაჩივრებს. მათი მტკიცებით, Facebook-ის მაგვარი საიტის შექმნის ორიგინალური იდეა მათ ეკუთვნით, ხოლო ბატონმა ცუკერბერგმა იდეა მოიპარა. სენსაციების მოყვარულმა ჰოლივუდმა ჰარვარდელი სტუდენტების სარჩელზე დაყრდნობით ახალი ფილმი - The Social network გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც ოქტომბერშია დაგეგმილი. facebook-ის და მისი შემქმნელის პოპულარობიდან გამომდინარე, კრიტიკოსები ფილმს დიდ წარმატებას უწინასწამეტყველებენ.
პოპულარობასთან ანგარიშვალდებულებაც სდევს. მარკ ცუკერბერგს კი ეს საკმაოდ კარგად ესმის. მისი ბიზნესი კარგად მანიპული რებს ინტიმური მომენტებით - ადამიანებს facebook-ში შეუძლიათ შვილის პირველი ნაბიჯები იზეიმონ ან მეგობრის გარდაცვალება იგლოვონ. კომპანია მოგებას სწორედ ემოციების წყალობით შოულობს: ადამიანებს სურთ ცხოვრებისეული მომენტების ონ ლაინ აფიშირება.
ცუკერბერგმა მომხმარებლებს საკუთარ თავზე მეტი ინფორმაციის გაზიარებისკენ უბიძგა. თუმცა მომხმარებლის რეაქციამაც არ დააყოვნა: გისმა ხმამაღალი საჩივრები, რომ ზოგიერთი პარამეტრი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტებს ლახავ და. ჯერ იყო და, 2009 წლის თებერვალში, როდე საც facebook-მა პირობები განაახლა, მომხმარებელს საკუთარი პროფილის სამუდამოდ წაშლის შესაძლებლობა შეუზღუდა. პროტესტის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა აღნიშნული უფლება კვლავ აღადგინა. ოდნავ მოგვიანებით მოხდა ისეც, რომ facebook-ის მომხმარებლის პროფილ ზე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია სხვა საიტებზე განხორციელებული შესყიდვების შესახებ. მენეჯმენტმა ეს ხარვეზიც მალევე გამოასწორა. facebook-ზე იმედგაცრუების ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი კი 2010 წლის მაისში მოხდა. მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მათ პირად ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდიდა ქსელის სხვა მეგობრებისთვის. მაგალითად, „მეგობრებს“ შეეძლოთ ენახათ მიმოწერა ერთმანეთის „ჩატში“, „ინბოქსში“ მიღებული მესიჯები და სხვა. მართალია, facebook-მა მალევე აღმოფხვრა უსაფრთხოების „შავი ხვრელი“, მაგრამ მომხმარებლების პრეტენზიები პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით უფრო გაიზარდა.
ახლა მარკ ცუკერბერგი და მისი გუნდი დამატებითი ფუნქციების პაკეტზე მუშაობს. ახალი პაკეტი მომხმარებელს ინფორმაციის სელექციურად გაზიარების მეტ სა შუალებას შესთავაზებს. მომხმარებელს შეეძლება არ ჩევა, თუ რა ტიპის ადამიანების ჯგუფს გაუზიაროს ესა თუ ის ინ ფორმაცია - თანამშრომლებს, ახლო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თუ უბრალოდ ვირტუალურ „მეგობრებს“. facebook-ზე აქამდეც ნებადართული იყო მეგობრების სიიდან ჯგუფების შექმნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შესაძლებლობას მომხმარებელთა მხოლოდ 5%25 იყენებდა. ეს მაინც არ შეცვლის facebook-ის უმთავრეს იდეას - ინფორმაციის საჯაროობა უმჯობესია, ვიდრე მისი საიდუმლოდ შენახვა. უბრალოდ, მეტ კონტროლს ინფორმაციის გავრცელების არეალი დაექვემდებარება.
![]() |
4 პარლამენტმა კონსტიტუცია დაამტკიცა |
▲back to top |
პოლიტიკა
პარასკევს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. რეფორმის შედეგად ძლიერდება პრემიერი და პარლამენტი, პრეზიდენტის ფუნქციები კი საგრძნობლად მცირდება.
ვენეციის კომისია „დადებითად აფასებს ქვეყნის გადასვლას საპარლამენტო- საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, განაცხადა კომისიის გენერალურმა მდივანმა თომას მარკეტმა. მისი სიტყვებით, „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პარლამენტის პოზიციები ძლიერდება, სრულად შეესაბამება ევროპულ ტრადიციას“. ვენეციის კომისიის შეფასებით, „ძირითადი კანონის ასეთი ცვლილება წინ გადადგმული ნაბიჯია“, მაგრამ მაინც სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება და პრეზიდენტის ფუნქციების კიდევ უფრო შემცირება. ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საკონსტიტუციო ცვლილებები „რეფორმების თვალსაზრისით დღეს საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად“ შეაფასა. მისი თქმით, რეფორმა შესაძლებლობას იძლევა გამყარდეს ის, რასაც ქართველები ვარდების რევოლუციის შემდეგ ქმნიდნენ.
პარლამენტის როლის გაძლიერება, იმ პირობებში, როცა საქართველოში პარტიული სისტემა ჯერ კიდევ განუვითარებელია, ზოგს სარისკოდ მიაჩნია. შიშობენ, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ღრმა კრიზისი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ პოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ თვით ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს.
მსგავსი მაგალითი უახლოეს წარსულში უკრაინაში ვიხილეთ. შერეული მოდელის პირობებში პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებამ იმდენად დაასუსტა უკრაინული სახელმწიფო, რომ ამან საშუალება მისცა რუსეთს, ყირიმში თავისი ბაზების ყოფნა კიდევ 25 წლით გაეხანგრძლივებინა. ცოტა ხნის წინ უკრაინამ უარი თქვა შერეულ მოდელზე და, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუბრუნდა.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო რეფორმა პუტინიზაციად მონათლა და შეფასებისათვის ვენეციის კომისიას მიმართა. კომისიამ განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ თემაზე სპეკულაციები. ამასთან, კომისიას გაუმართლებლად მიაჩნია ამ პროექტის უარყოფა, მხოლოდ იმ ბრალდების გამო, თითქოს ეს არის ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერი ისე გახდა, კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ შეუტანია.
ახალი ქართული კონსტიტუცია სრულად 2013 წლისთვის, ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე ამოქმედდება, 2012 წელს არჩეულ ახალ პარლამენტს კი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.
საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ხდება.
მისი ფორმირება პრეზიდენტიდან პარლამენტის ხელში გადადის. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი ხდება.
ახალი კონსტიტუციით შემოდის კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის ინსტიტუტი - პარლამენტს უფლება აქვს, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, თუ იმავდროულად დაასახელებს პრემიერის ალტერნატიულ კანდიდატურას. პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო დაადოს პარლამენტის შეთავაზებას. ამ ვეტოს გადასაფარად პარლამენტს უკვე შემადგენლობის არანაკლებ 3/5 სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
ამ ცვლილებებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაახლოებით ერთ წელიწადს მუშაობდა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავიდანვე უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე. საკონსტიტუციო რეფორმის საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვის სტადიაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე და ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებით, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
ასეთი იყო, მაგალითად, პრეზიდენტისთვის პარტიული თანამდებობის დაკავების აკრძალვა, ორგანული კანონის ინსტიტუტის შენარჩუნება. პრეზიდენტს ასევე ჩამოერთვა საკანონმდებლო ინიციატივისა და რეფერენდუმის საკუთარი ნებით დანიშვნის უფლებაც. პრემიერის გარეშე პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს აწარმოოს მოლაპარაკებები, ან დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, დანიშნოს უმაღლესი მხედართმთავრები.
ვენეციის კომისიას საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობისა და პრეზიდენტის ფუნქციების გამიჯვნა არასაკმარისად მიაჩნია და მათ შორის კონფლიქტის რისკებს ხედავს. თუმცა კომისიის განსაკუთრებულ კრიტიკას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი იწვევს. კომისია მიესალმა პარლამენტის მიერ ამ პროცედურის 20 დღით შემცირებას, მაგრამ ეს არასაკმარისად მიაჩნია.
კომისიის აზრით, უნდობლობის ვოტუმი კრიზისების გადაჭრის მარტივი და სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქართული მოდელი კი ზედმეტად ხანგრძლივი და რთულია. ის ამცირებს არა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას, არამედ პრემიერის, როგორც ახალი სისტემის ქვაკუთხედის, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
უნდობლობის გამოცხადებას კონსტიტუციის ახალი რედაქციით 60 დღემდე სჭირდება, ხოლო 80-მდე, თუ პარლამენტის წამოყენებულ პრემიერის კანდიდატურას პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კომისიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ვეტოს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
ევროპელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მეთაური, თავისი ახალი კონსტიტუციური როლიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის ნეიტრალური არბიტრი და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების გარანტი, მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, როცა შექმნილია ვაკუუმი, პარლამენტი არ ენდობა მოქმედ მთავრობას, მაგრამ უუნაროა აირჩიოს ახალი.
თუ ასეთი პრობლემა არ არსებობს, და პარლამენტს ახალი მთავრობის ფორმირების უნარი შესწევს, ევროპელი ექსპერტების აზრით, ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის ჩარევა და კანდიდატურაზე ვეტო ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვის ნაცვლად უფრო აღრმავებს.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სულ სხვა მოდელი მოქმედებს ტრადიციულ საპარლამენტო, ე.წ. ვესტმინსტერულ სისტემაში. ამ მოდელში პრემიერს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს კრიზისიდან თავის დასაღწევად. აქ პრემიერის ხელში მთავარი იარაღი ნებისმიერ დროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებამოსილებაა. ეს პოლიტიკური ელიტის შიგნით უთანხმოების გადასაწყვეტად, რეფორმებისთვის ამომრჩევლისგან მანდატის განსაახლებლად, თუ სხვა მიზნით შეიძლება მოხდეს - თუნდაც იმიტომ, რომ მოცემულ დროს არჩევნები მმართველ პარტიას წარმატების მეტ შანსს აძლევს. ჩვენს მოდელში პრემიერს ამის შესაძლებლობა არ ექნება.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა ჩვენს მოდელში - შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა, ერთი მხრივ, მთავრობას არ ჰყავს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში, რათა მისი პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელი კანონები მიიღოს. ხოლო მეორე მხრივ, არც ოპოზიციაა იმდენად ძლიერი, რომ კონსტრუქციული ვოტუმის გზით ახალი მთავრობის ფორმირება შეძლოს.
ბევრი ევროპული ქვეყნის, მაგალითად - ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის მთავრობას გარკვეული სახის კანონების დეკრეტით მიღება შეუძლია. ეს ჩვენი მოდელით ასევე არ არის გათვალისწინებული. არადა, დეკრეტული კანონები თავიდან აგვაცილებდა მმართველობით ვაკუუმს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ კონსტიტუციურ სტაბილურობას ვერ მიაღწია. ძირითადი კანონის ცალკეულ მუხლებში შეტანილი ათეულობით შესწორების გარდა, რამდენჯერმე შეიცვალა მმართველობითი მოდელი. თავიდან მთავარი პოლიტიკური ცენტრი პარლამენტში იყო, შემდეგ მან პრეზიდენტისკენ გადაინაცვლა. ახლა კვლავ პარლამენტი ძლიერდება.
![]() |
5 რუსეთი პერევიდან სამხედროებს გაიყვანს |
▲back to top |
პოლიტიკა
რუსეთი პერევიდან სამხედროებს გაიყვანს რუსეთი პერევიდან სამხედროებს გაიყვანს რუსეთი სოფელ პერევიდან სამხედროებს გაიყვანს. ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მეცამეტე რაუნდისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებში, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ მიწის თუნდაც ერთი მტკაველის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც რუსებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აქვთ ნაკისრი. ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს განცხადება, წინამორბედებისგან განსხვავებით, შესრულდება. მან აღნიშნა, რომ პერევის გათავისუფლებამ არ უნდა შეამციროს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა თავისი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და ეს არც მოხდება.
შესაძლოა, რუსეთს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ევროპელ პარტნიორებთან თავის მოსაწონებლად სჭირდება. მიმდინარე თვეში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს უმასპინძლებს დოვილში. სარკოზი მათ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში ახალი ტიპის თანამშრომლობას შესთავაზებს.
რუსეთი ძალიან დიდი ხანია ცდილობს, ევროპული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის როლი შეამციროს და ნატოს პარალელური სისტემა შექმნას. პერევის საკითხში კომპრომისით ის შეეცდება შექმნას ილუზია, რომ ევროპელებთან დიალოგით პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, ხოლო ამერიკელების მონაწილეობას მხოლოდ ზედმეტი დაძაბულობა შეაქვს და კონფლიქტების დარეგულირებას ართულებს.
რუსეთთან ურთიერთობის თემა ქართველ პოლიტიკოსთა შორის მზარდი უთანხმოების საგანია. ბოლო წლებში გამოჩნდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორის დასავლეთიდან რუსეთისკენ შებრუნებას ცდილობს. უფრო ზომიერი ოპონენტებისთვის, მართალია, მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის, მაგრამ, შევარდნაძის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღებს ისინიც მოსკოვში ეძებენ. მათი აზრით, საქართველომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი დიდი ჩრდილოელი მეზობლისაკენ და წინაპირობების გარეშე დიალოგი დაიწყოს.
რუსეთთან მოლაპარაკებების პრინციპულ მზადყოფნას ხელისუფლებაც არ გამორიცხავს, მაგრამ მას კრემლთან ერთი ერთზე, საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე, დიალოგი საქართველოსთვის წამგებიანად მიაჩნია. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი საერთაშორისო მედიაციით მიმდინარეობს, ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობის ერთადერთ ეფექტიან ფორმად მიაჩნია, რომელმაც საბოლოო ჯამში ოკუპირებული ტერიტორიების სრული გათავისუფლება უნდა მოიტანოს. ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელო, თუმცა მაინც პირველი ნაბიჯი - პერევიდან რუსების გასვლა სწორედ ამ ფორმატის პირობებში გახდა შესაძლებელი.
ცხადია, მიღწეულით კმაყოფილი არავინაა, მაგრამ ხელისუფლება გამოსავალს ჟენევის ფორმატის დასავლური მდგენელის გაძლიერებაში ხედავს და არა ევროპელი და განსაკუთრებით ამერიკელი მოკავშირეების გარეშე კრემლთან მოლაპარაკებებში.
![]() |
6 ნაბიჯი კავკასიური ერთობისკენ |
▲back to top |
პოლიტიკა
13 ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კავკასიელებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მოტივებითა და პოლიტიკური ინტერესით არის განპირობებული.
დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის, ყაბარდო- ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეის რესპუბლიკებში მცხოვრებნი იძულებული იყვნენ საქართველოში შემოსასვლელი ვიზის ასაღებად დღემდე მოსკოვში ჩასულიყვნენ. გასული კვირიდან კი საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთის და საქართველოში უვიზო რეჟიმში 90 დღის განმავლობაში ყოფნის საშუალება აქვთ.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიზნად ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ისტორიული კავშირების აღდგენას ისახავს. იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვის-მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის პოლიტიკის ნაწილია. მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას კავკასიის ერთიან კონტექსტში განხილვა შესთავაზა. პარალელურად კი, რუსეთს ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა კრემლი გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის მოდერნიზაცია მის გარეშე ჩაივლის. სააკაშვილის განცხადებით, კავკასიის გაერთიანებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება.
საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა გასულ კვირასაც. ეს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოჰყვა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ საქართველოს გადაწყვეტილება საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია. ნებისმიერ ქვეყანას მეზობელი ტერიტორიების მცხოვრებთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯს პოპულიზმი უწოდა. მან მსგავსი საკითხების ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განხილვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესების პრაქტიკა პირველად სწორედ რუსეთმა გამოიყენა. 2000 წლის დეკემბერში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისას, კრემლმა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის გამონაკლისი ცალმხრივად დაუშვა. მეტიც-2003 წლის ბოლოს აჭარის მაშინდელმა მმართველმა ასლან აბაშიძემ ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდი აუარა და რუსეთის ხელისუფლებასთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები დაიწყო. აბაშიძის ამ აქტივობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნით შეხვდა. წლების მანძილზე მოსკოვი მსგავს გადაწყვეტილებებს საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა.
სწორედ ამ ფაქტებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას. „როდესაც რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის არავის უკითხავს. ამრიგად, არასდროს მოითხოვოთ ის, რისი უზრუნველყოფისთვისაც თქვენ არ ხართ მზად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ახალი სტრატეგია ერთიანი კავკასიის შესახებ რუსეთის ინტერესებს კავკასიაში უდავოდ ავიწროებს. კრემლის პოლიტიკა საქართველოსადმი სიძულვილის დემონსტრირებით, ქვეყანაში საოკუპაციო რეჟიმებით, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ანტიქართული პროპაგანდით და ფაქტობრივი საინფორმაციო ვაკუუმით არის გამოხატული. ამასთან, მშვიდობიანი კავკასიის ქართული ფორმულა რუსეთის „ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგიას 2025 წლამდე“ უპირისპირდება. ამ სტრატეგიის შესაბამისად, კრემლს სურს, სამუშაოს უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ კავკასიელები რუსეთის სხვა რეგიონებში გადაასახლოს. ჩრდილოეთ კავკასიაში კი რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსული მოსახლეობის მიგრაციას შეუწყოს ხელი. ეს სტრატეგიაჩრდილოეთ კავკასიის კავკასიელებისგან თავისუფალ ზონად ქცევას გულისხმობს, რაც ცნობილი საბჭოთა სტრატეგიის აბსოლუტური ანალოგია.
ცხადია, ამ სიტუაციაში დიდი შანსია, ჩრდილო კავკასიელებმა თბილისის მცდელობას ადეკვატური შეფასება მისცენ. საქართველოს ხელისუფლებამ შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემოღებამდეც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები-დაიწყო მსჯელობა ჩერქეზთა გენოციდის შესახებ, მოაწყო კონფერენცია ჩრდილოეთ კავკასიელი ექსპერტების მონაწილეობით, შექმნა კავკასიური ტელეარხი. ყველაფერი ეს კავკასიის ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. ნდობის აღდგენა კი ამ რეგიონში რუსული სტრატეგიული ხედვების მარცხის წინაპირობად შეიძლება იქცეს.
ამ პროცესს ბოლო წლებში ხელს უშლიდა რუსეთის მიერ ინიცირებული კონფლიქტები საქართველოში. ამ კონფლიქტებში საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ერთად, მათთან სოლიდარულ ჩრდილოეთ კავკასიელთა ნაწილთანაც უწევდა დაპირისპირება. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის მიერ აქ მცხოვრებიხალხების სრული ასიმილირების მცდელობამ, კრემლის რეალური მიზნები მათთვისაც უფრო ნათელი გახადა. ამასთან, აფხაზი საზოგადო მოღვაწეების აშკარა ანტიჩერქეზულმა გამოსვლებმა კონფერენციაზე „რუსეთი-აფხაზეთი, 200 წელი ერთად“, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში აფხაზეთის ხელისუფლების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შელახა.
ამ პირობებში ქართულ ინიციატივაზე ჩრდილო კავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ რუსეთის პასუხი არაადეკვატურია. რუსულ მედიაშიც გამოჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჰუმანიტარულ ჟესტზე, კარგი იქნებოდა, მოსკოვს მსგავსი ჟესტით ან, როგორც მინიმუმ-გაღიზიანების გარეშე ეპასუხა. ეს კრემლის მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვის ნიშანი იქნებოდა. თუმცა მოსკოვის პასუხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ იმპერიისთვის მოქალაქეთა ინტერესი არასოდეს ყოფილა უპირატესი ღირებულება და საგარეო პოლიტიკაში რუსეთი ჰუმანიზმს არ ცნობს.
ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი
ფოტო: REUTERS ©
![]() |
7 ბულატ ნურგალიევი: შეიძლება იმის თქმა, რომ ძირითადი მიზნები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ, მიღწეულია |
▲back to top |
2010 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთმა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა. მას პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან პირველს ერგო პატივი გამხდარიყო ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ტაბულას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ბოლატ ნურგალიევი ესაუბრა.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
2010 წელს ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარეობდა. რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის განმავლობაში და როგორ აფასებთ ორგანიზაციის გასული წლის საქმიანობას?
ძირითადი მიზნები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ, მიღწეულია. ყაზახეთის თავმჯდომარეობა შეიძლება ოთხი „T“-თი დახასიათდეს: „Trust, Traditions, Transparency, Tolerance“ („ნდობა, ტრადიცია, გამჭვირვალობა, შემწყნარებლობა“). ყაზახეთი ცდილობდა ყოფილიყო მაქსიმალურად რეალისტური, პრაგმატული და დაესახა მიღწევადი მიზნები. უდავო წარმატებაა ის, რომ ყაზახეთის ინიციატივამ, მიმდინარე წლის ოქტომბერში ეუთოს სამიტი ჩაეტარებინა ასტანაში, მხარდაჭერა მოიპოვა. მომწიფდა საჭიროება უმაღლეს დონეზე განვიხილოთ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპული საკითხები. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო თავიდანვე მხარს უჭერდა სამიტის ჩატარების იდეას.
ეუთოს თავმჯდომარეობისას რა როლს ანიჭებდა ყაზახეთი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში?
უსაფრთხოების პრობლემა პრიორიტეტული იყო ჩვენს საქმიანობაში.ორგანიზაცია მისთვის შეიქმნა თავის დროზე.თანამშრომლობა და უსაფრთხოება სამი კალათის მიდგომით-პოლიტიკა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო თანაბრად, ჩვენ ვცდილობდით დაგვეცვა ეს ბალანსი. ყაზახეთი განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა ეუთოს სივრცეში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებს - საქართველოს, მთიანი ყარაბახის, დნესტრისპირეთის. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ვცდილობდით ვყოფილიყავით გულწრფელი და ობიექტური შუამავალი. ვიღვწოდით იმისათვის, რომ მდგომარეობა ყოფილიყო პროგნოზირებადი სამხედრო ძალის გამოუყენებლობის თვალსაზრისით; ვცდილობდით დაგვეცვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები. პირველ რიგში საუბარია ლტოლვილებსა და ადგილნაცვალ პირებზე, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედზე, თავისუფალი გადაადგილების პრობლემის მოგვარებაზე და ე.წ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე. ეს მექანიზმი აფხაზეთის კონტექსტში ნორმალურად მუშაობს, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი - არა.
როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან, როგორ აფასებთ მოლაპარაკებების-მსვლელობას და ამ პროცესის პერსპექტივას?
მთავარია, რომ პროცესი არ წყდება. ძალიან მნიშვნელოვანია თანათავმჯდომარეების შეხვედრები არა მხოლოდ ჟენევაში, არამედთბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.ჩვენ ადგილზე ვარკვევთ მდგომარეობას. ჩვენ ვიყავით, მაგალითად, გალის რაიონში, სადაც უამრავი პრობლემაა გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ასეთივე საკითხები გვხვდება საქართველოს ადმინისტრაციული კონტროლის ხაზზე სამხრეთ ოსეთის რეგიონთან. დროდადრო მონაწილეთა ნაწილს უჩნდება ცდუნება თავისი თანხმობა ან უარი პროცესში ჩართვაზე გამოიყენოს გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, ჯერჯერობით, შევძელით სრულყოფილი მუშაობის შენარჩუნება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური ნდობის ამაღლება. ამასთან,უნდა ვცადოთ ურთიერთობებისთვის გარკვეული საფუძვლის მომზადება.
როგორ აფასებთ ეუთოს მიერ განხორციელებული ზომების ეფექტიანობას ყირგიზეთში მასობრივი არეულობების დროს?
ყაზახეთისთვის, როგორც ეუთოს თავმჯდომარისათვის, ასევე როგორც ყირგიზეთის მეზობელი ქვეყნისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის პოტენციალის მობილიზება. პირველ რიგში საჭირო იყო დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობების დარეგულირება და სისხლისღვრის შეწყვეტა. შემდეგ აუცილებელი გახლდათ სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების პირობების შექმნა, მატერიალური დახმარებაც, რადგან ქვეყანაში მოშლილი იყო საბანკო-საფინანსო სისტემა.ამ ძალისხმევამ მიგვიყვანა გარკვეულ სტაბილურობამდე, თუმცა ჩვენ დღემდე ვხედავთ არასტაბილურობის რეციდივებს. ქვეყანას კვლავ დასჭირდება მხარდაჭერა.
როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებს?
საქართველოში ყაზახეთიდან საკმაოდ სერიოზული კერძო ინვესტიციები მოდის. ჩვენ გვაქვს პროექტები ენერგეტიკულ სფეროში, საპორტო მეურნეობაში.საქართველოს პოტენციალი შავ ზღვაზე ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ვექტორს. პოზიციების პრინციპული თანხვედრა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპები უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, ჟენევის პროცესის მომზადების ფარგლებში.შემიძლია გითხრათ, რომ საქმიანობამ, რომელიც უკავშირდება თანათავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, გამამდიდრა- მე საქართველოში კარგი მეგობრები ვიპოვე.
![]() |
8 აფხაზეთი - მუსლიმებზე „ნადირობა“ |
▲back to top |
პოლიტიკა
ფოტო: ბესო დარჩია
გუდაუთის მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აფხაზეთში გარეშე ძალების ორგანიზებულად მიიჩნევენ. თუმცა, კონკრეტული დამკვეთის დასახელება და მოტივების ახსნა უჭირთ. ეს მკვლელობა აფხაზ მუსლიმებზე გაუხსნელი თავდასხმების სერიის გაგრძელება გახდა.
8 ოქტომბერს, ქალაქ გუდაუთაში, ერთ-ერთ კერძო სახლში მოწყობილ სამლოცველოსთან შეკრებილ მორწმუნეებს უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. ამ თავდასხმის შედეგად 34 წლის არსაულ ფიფია დაიღუპა. დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი - ძმები რუსტამ და რაულ გიცბები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ უცნობი ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის საკმაოდ კარგად მოემზადნენ. მათი ავტომანქანა მოგვიანებით დამწვარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ფოლქსვაგენ-ტუარეგი უკანა ნაწილიდან სროლისთვის საგანგებოდ ყოფილა მოწყობილი. ავტომობილი მოსკოვის ოლქის მცხოვრებზე აღმოჩნდა რეგისტრირებული. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმის დადგენა ვერ შეძლეს, თუ როდის გადმოკვეთა მანქანამ საზღვარი.
აფხაზური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის ბესლან კვიცინიას განცხადებით, ეს დანაშაული ზუსტად იმეორებს სამი წლის წინანდელ თავდასხმას, როდესაც სამლოცველოსთან ჰამზატ (როკი) გიცბა და მისი ბაშკირელი მეგობარი მოკლეს. საერთოა არა მხოლოდ დანაშაულის ხელწერა - მაყუჩიანი იარაღები და დამწვარი მანქანა, არამედ დაზარალებულთა გვარიც - ბოლო თავდასხმის შედეგად სწორედ სამი წლის წინ მოკლული გიცბას ძმები დაშავდნენ.
დანაშაულს წინ აფხაზეთის მუსლიმთა კავშირის სასულიერო საბჭოს წევრის ემიკ ჩაქმაქ-ოღლუს მკვლელობა უძღოდა. იგი საკუთარ სახლში 17 ივლისს მოკლეს. ივლისშივე სოხუმის მეჩეთის იმამმა სალეხ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ საკუთარ ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ყველა ამ ფაქტის შემდეგ სოხუმის მარიონეტული ხელისუფლება პირობას დებდა, რომ მკვლელებს დააკავებდა, მუსლიმურ საზოგადოებას კი თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია.
დღეს იმაზე მსჯელობენ, თუ რა გახდა აფხაზ მუსლიმებზე „ნადირობის“ ნამდვილი მიზეზი. 2007 წელს ჰამზატ გიცბას და მისი მეგობრის გახმაურებულ მკვლელობას ჩეჩნეთის ომის ფაქტორს მიაწერენ. გიცბა ჯერ აფხაზეთის ომში შამილ ბასაევის ქვედანაყოფში იბრძოდა, შემდეგ კი იმავე ბასაევთან ერთად - ჩეჩნეთის პირველ ომში რუსეთის წინააღმდეგ. 1996 წელს ის ტრაპიზონიდან ბორან ავრასიას გატაცებაში და 200-მდე ადამიანის მძევლად აყვანაში მონაწილეობდა. ტერორისტები თურქულ პოლიციას ჩაბარდნენ. გიცბა 3 წელიწადში გათავისუფლდა და აფხაზეთში დაბრუნდა. აფხაზური წყაროების ცნობით, სამშობლოში ის მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდა და კაფელის ხელოსნადაც კი მუშაობდა.
მკვლელობამდე ერთი წლით ადრე კი გიცბამ რუსეთის პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდების არსებობის შემთხვევაში, მზადაა სასამართლოს წინაშე წარდგეს. რუს სამართალდამცავებს მის წინააღმდეგ პრეტენზიები ოფიციალურად არ გამოუთქვამთ. თუმცა, სულ ცოტა ხანში გიცბას საკითხი სხვანაირად „გადაწყდა“.
მაგრამ, ამ ამბისგან განსხვავებით, ბოლო თავდასხმაში რაიმე მოტივის დანახვა აფხაზეთში უჭირთ. მართალია, ამ ინციდენტისას გიცბას ძმები დაშავდნენ, თუმცა სოხუმში ირწმუნებიან, რომ მათ რაიმე კავშირი ჩეჩენ მებრძოლებთან არასდროს ჰქონიათ.
სოხუმის მარიონეტულ ხელისუფლებაში მუსლიმებზე თავდასხმების ახსნას გარეშე ძალების ჩარევით ცდილობენ. „ეს დანაშაული, ისევე როგორც წინა შემთხვევები, შეიძლება შევაფასოთ, როგორც გარკვეული ძალების მცდელობა, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები აფხაზეთში გადმოიტანონ. ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ამ კონფლიქტში ჩაგვითრიოს. ამას ჩვენი მტრები აკეთებენ, რომლებსაც რუსეთთან აფხაზეთის დაპირისპირება სურთ“, - განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ.
ამ ორაზროვანი განცხადებით ძნელია დაადგინო, თუ ვის გულისხმობს „მტრებში“ სერგეი შამბა. სოხუმში გაჩნდა ვერსიები იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან ისლამისტი რადიკალები დგანან, რომლებმაც აფხაზი მუსლიმების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და ამ გზით მათზე შურისძიებას ცდილობენ. ასევე გაიჟღერა ვერსიამ „მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურების“ შესახებ, რომლებსაც თითქოს აფხაზეთში კონფესიათა შორის შუღლის პროვოცირება სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ვერსიისა აფხაზეთში თითქმის არ სჯერათ.
სამაგიეროდ, სოხუმში რუსულ კვალზე უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ. „ჩრდილოეთ კავკასიაში არა მხოლოდ ისინი ისვრიან, ვისაც ვაჰაბიტებს უწოდებენ, არამედ ისინიც, ვინც მათ ებრძვის. აფხაზეთში რელიგიური ექსტრემიზმი, ჩრდილო კავკასიისგან განსხვავებით, არ არსებობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად ვიღაცამ თავის დაზღვევა გადაწყვიტა ან მართლაც დაიჯერა, რომ, ჩრდილოეთ კავკასიის ანალოგიურად, აფხაზეთის ყოველ მეჩეთში ვაჰაბიზმის ბუდეა, რომელსაც მაყუჩიანი იარაღით უნდა ებრძოლო“, - აღნიშნა აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა რადიო ეხო კავკაზას ეთერში.
მართლაც, აფხაზ მუსლიმთა მცირერიცხოვან თემს არასდროს ჰქონია რაიმე სერიოზული გავლენა შიდა პოლიტიკაზე. ადგილობრივ მუსლიმთა ლიდერები არ გამოირჩეოდნენ ხმამაღალი განცხადებებით და არც სერიოზულ კონფესიათაშორის დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გეგმაზომიერი თავდასხმები სწორედ გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული. იმედი, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტრუქტურები ამ საქმეს გახსნიან, წინა შემთხვევების გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არსებობს. აფხაზეთის მუსლიმურ საზოგადოებაში კი უკმაყოფილება იზრდება.
![]() |
9 Lingua franca |
▲back to top |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
გავაგრძელოთ აღზრდა- განათლებაზე საუბარი.
გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა - ერთი მხრივ - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ - ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ა.შ.
საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)
ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს - კორეელებთან, ნორვეგიულს - ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა?
არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური - ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანასა და ბრაზილიაში, ესპანური - ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
ასეთ ენებს - რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება - ლინგვა ფრანკა ეწოდება.
ინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300 მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია ელაპარაკო 125 მილიონ ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და ა.შ. 53 ქვეყანაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).
გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი დაედგმება - გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა .... აქ მინდოდა დამეწერა - ბათუმში, ჯერჯერობით თავს შევიკავებ
ახლა უკვე მესმის ხმები - აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენო.
ამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და მეცნიერებას შევხედოთ - მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში.
კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთ დიდ ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია ინგლისურად აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს, ფაქტობრივად იძულებულია ინგლისურად იარსებოს.
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო. მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური - ნიუტონმა თავისი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები“ გამოაქვეყნა ლათინურად 1687 წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგ.
ხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა ფრანკა - და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ ენებში (ქართულშიც, ცხადია) - ადმირალით და ალგორითმით დაწყებული, aubergine = باذنجان (al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა. ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და დიპლომატიის ენა.
ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთ?
მკითხეთ - რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთ?
მე გეტყვით - გლობალური და თანამედროვე. რომელია ეს ენა?
მხოლოდ ინგლისური!
![]() |
10 თავისუფალი ტურისტული ზონა ქობულეთში |
▲back to top |
ეკონომიკა
პარლამენტმა ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტის მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების წახალისებაა. სახელმწიფო ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 11.3 ჰექტარს გამოყოფს, სადაც ინვესტორები შეღავათიან პირობებში 27 სასტუმროს აშენებას შეძლებენ.
კანონპროექტის თანახმად, ინვესტორს შესაბამისი მიწის ნაკვეთი - მაქსიმუმ 3.5 ჰექტარი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. მან უნდა ააშენოს საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმრო - მაქსიმუმ 7 სართულით და 60 ოთახით. მინიმალურ ინვესტიციად 1 მილიონი ლარია განსაზღვრული.
ქობულეთში 19 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ბათუმიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ტრადიციულად, ეს ადგილი საშუალო შემოსავლების მქონე ტურისტებს უფრო იზიდავდა, ვიდრე დიდ ინვესტიციებს. აქაურობას გამოცოცხლება მხოლოდ 2 თვის განმავლობაში - ზღვის სეზონის პერიოდში ეტყობა. სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული საოჯახო ტიპის კაფეები თითქმის ერთდროულად იხსნება, ვიწრო ქუჩები კი მანქანებით და ხმაურით ივსება. წინასწარი გათვლებით, 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც პროექტი სრული დატვირთვით ამოქმედდება, ქობულეთში დამატებით 2 ათასამდე სასტუმრო ნომერი შეიქმნება და 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება.
ქობულეთის სანაპირო
ერთ დროს ქობულეთის ადგილმდებარეობა ქალაქს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ხელს უშლიდა, რადგან ბათუმთან კონკურენციას ვერ უძლებდა. შარშან ბათუმში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 40 მილიონი ლარი ანუ 22 მილიონ დოლარამდე შეადგინა. წლევანდელი გათვლებით, ბათუმში ინვესტიციები 25 მილიონი ლარით ანუ დაახლოებით 14 მილიონი დოლარით გაიზრდება. 2010 წლის პირველ ნახევარში, საქართველომ უცხოური ინვესტიციების სახით 273 მილიონი დოლარი მოიზიდა. უძრავი ქონება ამ ინვესტიციების 13%25-ს შეადგენს.
სახელმწიფომ გადაწყვიტა ქობულეთის მთავარ კოზირად სწორედ ადგილმდებარეობა აქციოს. ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბათუმში არსებულ უძრავი ქონების ბუმს შეუერთდნენ. მათ აქვთ შანსი, ბაზარზე დამკვიდრების მთავარ ბარიერებს - უძრავ ქონებაზე მაღალ ფასსა და გადასახადებს გვერდი აუარონ.
ინვესტორები, რომლებიც ააშენებენ სასტუმროებს და შემდეგ 15 წლის მანძილზე პროფილს შეინარჩუნებენ, მოგებისა და ქონების გადასახადისგან ამავე პერიოდით გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (გაზი, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია). საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს მისასვლელი გზების შეკეთებასა და სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ხარჯები გახდება საჭირო. კანონპროექტი განმარტავს, რომ სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ შეექმნება, რადგან კეთილმოწყობაზე თანხები შესაბამისი სამინისტროებისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაიხარჯება.თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით არავინ იცის, რა თანხა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა.
საშეღავათო პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ინვესტორი საინვესტიციო ვალდებულებებს შეასრულებს. კანონპროექტის მიხედვით, ის ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის 1 აგვისტომდე დაასრულოს. მოვალეობის შეუსრულებლობისას, ინვესტორს ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდება. ეს დროც თუ არ ეყოფა, მაშინ მას მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ქონება ჩამოერთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდება.
ინვესტორს შეუძლია სასტუმრო გაასხვისოს. ოღონდ ამისთვის მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინასწარ უნდა აცნობოს. კანონპროექტი არ ადგენს თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოხდეს სამინისტროს გაფრთხილება და მხოლოდ ზოგადი დებულებით შემოიფარგლება: „ინვესტორი უფლებამოსილია გაასხვისოს სასტუმრო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გონივრულ ვადებში უნდა აცნობოს სამინისტროს“. ასევე არაფერია განსაზღვრული, თუკი ინვესტორი „გონივრულ ვადას“ საკუთარი ინტერპრეტაციით, მაგრამ არასწორად განსაზღვრავს.
დაინტერესებულ ინვესტორებს ტურისტულ ზონაში მიწის ნაკვეთებს სპეციალური კომისია გადასცემს. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. კონკურსში უკვე 48 განაცხადი მიიღეს. აქედან 40 ადგილობრივი კომპანიისაა, ხოლო 8 - უცხოურის. მათ შორისაა: ესპანეთი,ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და რუსეთი. კომისიამ გადაწყვეტილება განაცხადების გაცნობიდან 2 კვირაში უნდა მიიღოს.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარა 832 ათასმა ტურისტმა მოინახულა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ, ხოლო 2008 წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ უფრო მეტია. უცხოელ ტურისტთა უმეტესობა - 40.4%25 თურქეთიდან შემოვიდა. ტურისტების რაოდენობით მეორე ადგილზეა სომხეთი - 35.4%25, მესამე პოზიციას კი აზერბაიჯანი იკავებს - 14.7%25.
![]() |
11 ნობელი იმაში, რაც ისედაც ყველამ იცის |
▲back to top |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
11 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვა სამი ეკონომისტი - პიტერ დაიმონდი (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი), დეილ მორტენსენი (ნორსვესტერნის უნივერსიტეტი) და კრისტოფერ პისარიდესი (ლონდონის ეკონომიკის სკოლა). პრემია გადაეცათ დასაქმების ბაზრის სიღრმისეული შესწავლისთვის, კერძოდ კი ბაზრის იმ „ხარვეზების“ გაანალიზებისთვის, რომლებიც ხელს უშლის დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს იპოვონ ერთმანეთი.
სამივე მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა დასაქმების ბაზარსა და უმუშევრობის პრობლემებს. შესაბამისად, პრემია დაიმსახურა არა რომელიმე კონკრეტულმა კვლევამ, არამედ ნაშრომთა ერთობლიობამ, რომლებიც ძირითადად გასული საუკუნის 70-90-იან წლებში გამოიცა. მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, არსებულმა მაღალმა უმუშევრობის დონემ, რომელიც თავისმხრივ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგია, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებაზე, სწორედ ახლა გაემახვილებინა ყურადღება ამ მეცნიერების ნაშრომებზე.
1961 წელს, ჯორჯ სტიგლერმა ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლიდან (რომელიც თავად გახდა ნობელის ლაურეატი 1982 წელს) გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით „ინფორმაციის ეკონომიკა“.ამ ნაშრომში მან აღწერა პროდუქციის ბაზრის მოდელი, რომელშიც მყიდველი ეძებს პროდუქტზე ყველაზე დაბალ ფასს მანამ, სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავს აზრს. მარტივად რომ ავხსნათ, თუ რაღაც პროდუქტი ღირს 5 ლარი და მყიდველი ეძებს იგივე პროდუქტს 4 ლარად, ძიებაზე 1 ლარის ან მეტის დახარჯვა აზრს უკარგავს ძიების პროცესს, რადგან მყიდველი „წაგებული“ რჩება. სტიგლერმა იგივე თეორია მიუყენა დასაქმების ბაზარს, სადაც დასაქმების მსურველი ეძებს მისთვის მისაღებ სამუშაოს. თუმცა მან არ გაამახვილა ყურადღება უმუშევრობაზე.
დეილ მორტენსენმა 1970 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნაშრომში განავრცო სტიგლერის ზემოხსენებული თეორია და მეტი ყურადღება დაუთმო სწორედ უმუშევრობას. შედეგად მორტენსენმა დაასკვნა, რომ როდესაც დასაქმების მაძიებელი უარს ამბობს დაბალ ანაზღაურებად სამუშაოზე, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ ურჩევნია სამუშაოს ძიების გაგრძელება. და ის გააგრძელებს ძიებას, მანამ სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავსაზრს. მაგალითად, თუ ადამიანი ეძებს სამსახურს 1000-ლარიანი ანაზღაურებით,ამის გამო უარს ამბობს 800-ლარიან შემოთავაზებაზე და სამუშაოს ძიებაზე ხარჯავს 2 თვეს - ის შეიძლება დაფიქრდეს იმაზე, რომ 200-ლარიანი სხვაობის გამო დაკარგა 1600 ლარის (ორი თვის) შემოსავალი.
პიტერ დაიმონდმა1971 წელს ყურადღებაგაამახვილასხვა ტიპის პრობლემაზე. მისი თეორიის მიხედვით, რომელსაც შემდგომში დაიმონდის პარადოქსი ეწოდა, თუ მყიდველები არ შეიწუხებენ თავს დაბალი ფასის ძიებით და უბრალოდ ირწმუნებენ, რომ იდენტური პროდუქტი ყველგან ერთი ფასი ღირს - ნაცვლად კონკურენციისა და დაბალი ფასებისა, მივიღებთ ბაზარს, სადაც მაღალი „მონოპოლისტური“ ფასები იქნება. ცხადია, თუ მყიდველი არ ეძებს დაბალ ფასს - გამყიდველს არ ექნება ფასის დაკლების მოტივაცია. აღნიშნული თეორია ერთი მხრივ აბსურდული ხდება თუ დავუშვებთ, რომ იმავე პროდუქტის რომელიმე გამყიდველს მიეცემა დაბალი ფასის რეკლამირების, ანუ ზარმაცი მყიდველის ინფორმირების საშუალება. ხოლო მეორე მხრივ, თუ მყიდველი არ იწუხებს თავს დაბალი ფასის ძებნით და მზად არის რომელიმე პროდუქტში გადაიხადოს „მაღალი“ ფასი - საერთოდ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ფასის დონე?
1977 წელს გამოცემულ ნაშრომში დეილ მორტენსენმა გამოიკვლია რა კავშირი არსებობს უმუშევართა დახმარებებსა და უმუშევრობის დონეს შორის. ერთ-ერთი საინტერესო დასკვნა,რომელიც მეცნიერმაამ კვლევის შედეგადგამოიტანა, შემდეგში მდგომარეობდა-დასაქმების მაძიებლები, რომლებსაც არ გააჩნდათ უმუშევრობის დაზღვევა, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ დაბალ ანაზღაურებადი და რისკიანი სამუშაოთი, რადგან იცოდნენ, რომ თუ სამსახურში არ აიყვანდნენ - ისინი მიიღებდნენ უმუშევრობის დაზღვევას (საგულისხმოა, რომ თუ სამუშაოს არ ეძებ, არ ითვლები უმუშევრად და ვერ იღებ დაზღვევას).
დაიმონდი, მორტენსენი და პისარიდესი აგრძელებდნენ დასაქმების ბაზრის ეკონომეტრიკულ კვლევებს და გამოსცეს არაერთი ინდივიდუალური თუ ერთობლივი ნაშრომი. თუმცა მათ მიერ შექმნილი თეორიები და კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები უმეტესწილად ან უბრალოდ ადასტურებს საღი აზრის არსებობას, ან საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ამ სამი მეცნიერის ნაშრომთა ერთობლიობიდან, რომელმაც ნობელის პრემია დაიმსახურა, რამდენიმე დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი:
ადამიანები დროს ხარჯავენ მათთვის მისაღები სამუშაოს ძიებაზე, რადგან ისინი, ისევე როგორც სამუშაო, რომელსაც ეძებენ, არ არიან იდენტურები;
რეგულირებული შრომის ბაზარი, სადაც გართულებულია ადამიანების სამუშაოზე აყვანა/ გათავისუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უმუშევრობის დონის მატებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ვნებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან ხდება „არაეფექტური“ სამუშაო ადგილების შენარჩუნება;
უმუშევართა დახმარების პროგრამები ხელს უწყობს უმუშევრობის ზრდას და უფრო ახანგრძლივებს უმუშევრობის ვადას, რადგან დასაქმების მაძიებელს უმუშევრად ყოფნა უფრო იაფი უჯდება (თუმცა იქვე ასკვნიან, რომ ეს ეკონომიკისთვის „კარგია“, რადგან ახანგრძლივებს სამუშაოს ძიების პროცესს და საშუალებას აძლევს დასაქმების მაძიებელს, მისთვის უფრო შესაბამისი სამუშაო იპოვოს. რამდენად „კარგია“ ეკონომიკისთვის ეფექტურად ფუნქციონირებადი სექტორის დაბეგვრა და ამოღებული თანხებით უმუშევრების დახმარება, მანამ სანამ ისინი არ იპოვიან მათთვის მისაღებ სამუშაოს - სამწუხაროდ, ამ კვლევებში მითითებული არ არის);
დამსაქმებლებისთვის სუბსიდიების გადახდა, რათა მათ სამუშაო ადგილები შეუქმნან უმუშევრებს, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია დასაქმების მაძიებლისთვის. მეტიც, აღნიშნული სარგებელი იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ შესაძლებელია ახლად დასაქმებულის შემოსავლის დაბეგვრა და ამოღებული გადასახადებით იგივე სუბსიდიების სრულად დაფინანსება (თითქოს ეწინააღმდეგება ელემენტარულ არითმეტიკულ ლოგიკას, მაგრამ ეკონომეტრიკა აბა რის ეკონომეტრიკაა?).
„სხვადასხვა ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთმანეთთან მყისიერად დაკავშირებას. ეს ეხება, მაგალითად, დამქირავებლებს, რომლებიც ეძებენ მუშახელს და მშრომელებს, რომლებიც ეძებენ სამუშაო ადგილს. რადგან ძიების პროცესი საჭიროებს დროსა და რესურსებს, ის იწვევს ბაზარზე „ხახუნის“ გაჩენას. ასეთ ბაზრებზე რიგი მყიდველების მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, ხოლო რიგი გამყიდველები ვერ გაყიდიან იმდენს რამდენიც სურთ. ამიტომ დასაქმების ბაზარზე ერთდროულად არსებობს ვაკანსიები და უმუშევრობა“.
ასე იწყება შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის 11 ოქტომბრის პრეს-რელიზი. სამი უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ათწლეულების განმავლობაში გამუდმებით ითვლიდა იმისათვის, რომ ამ დასკვნამდე მისულიყო.
![]() |
12 ცვლილებები თეთრ სახლში |
▲back to top |
მსოფლიო
აშშ
ბარაკ ობამა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. პრეზიდენტის პოპულარობა განუხრელად ეცემა; იკლებს მის მიერ წამოწყებული რეფორმების მხარდაჭერაც - ამერიკის მოსახლეობის 70%25 ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკას წარუმატებლად მიიჩნევს; მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი - უკანასკნელი მონაცემებით, ის კვლავაც 9.6%25-ს უტოლდება.
ბარაკ ობამა რამ ემანუელს ემშვიდობება
ფოტო: REUTERS ©
ნოემბერში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა შუალედური არ გადამდგარი გენერლის ჯეიმს ჯოუნსის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოღვაწეობაც. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ის გასული წლის იანვარში გახდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს პრეზიდენტი ობამა ჯოუნსს ისედაც არ უთანხმებდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან, როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ობამას შიდა წრეში უმთავრესი მოთამაშე უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი დენის მაკდონოა. ჯეიმს ჯოუნსი გადადგომას 2011 წლის იანვარში ისედაც აპირებდა, თუმცა ობამამ მისი არჩევნებისთვის ემზადება. ამ არჩევნებში დემოკრატები წარმატებას ნამდვილად არ ელიან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები გამარჯვებას რესპუბლიკელებს უწინასწარმეტყველებს. შუალედურ არჩევნებამდე ობამა ელექტორატს საკადრო ცვლილებებს სთავაზობს.
გასულ კვირას თეთრი სახლი ობამას ადმინისტრაციის უფროსმა რამ ემანუელმა დატოვა. მისი ადგილი ნაკლებ ცნობილმა პიტ რუსმა დაიკავა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გენერალი ჯეიმს ჯოუნსიც მისმა მოადგილემ თომას დონილონმა შეცვალა. გადახალისდა ობამას ეკონომიკური გუნდიც.
რამ ემანუელი 2008 წლამდე კონგრესში ილინოისის შტატის წარმომადგენელი იყო. ობამას პრეზიდენტად არჩევიდან ორ დღეში მან კონგრესმენობაზე უარი თქვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ეს პოსტი მაკ მაკლართის შემდეგ, მისთვის ყველაზე ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. 1994 წელს ბილ კლინტონმა ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ბავშვობის მეგობარ მაკლართს, იმის გამო დაატოვებინა, რომ მან ვერ შეძლო თეთრ სახლში წესრიგის დამყარება. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, რამ ემანუელმა, რომელსაც მეტსახელად „კერკეტ კაკალსაც“ უწოდებენ, აშშ-ში არსებული ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასა: იგი ობამას თავდაჯერებულობის განმტკიცებაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე მისთვის საზოგადოებრივი აზრის მიწოდებაზე. მაშინ როცა აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობას ებრძოდა, ემანუელი უფრო მეტ მნიშვნელობას ობამას იდეოლოგიურ მიზანს, ჯანდაცვის რეფორმას ანიჭებდა. მეტიც, პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიმს ჯოუნსიც ბობ ვუდვორდის წიგნში („ობამას ომები“) ემანუელს და მის დამხმარეებს ტარაკნებს უწოდებს. ის აცხადებს: „ტარაკნებს არც ომის და არც საერთაშორისო ურთიერთობების გაეგებოდათ რამე... ისინი მხოლოდ პრეზიდენტის იმიჯზე საერთაშორისო ურთიერთობების გავლენაზე ფიქრობდნენ“.
წარუმატებელი გამოდგა აშშ-ის საზღვაო ჯარების გადამდგაგათავისუფლება არჩევნების გამო დააჩქარა.
ჯოუნსის ადგილი თომას დონილონმა დაიკავა. თუმცა არც ის ჰპირდება ობამას ადმინისტრაციას მნიშვნელოვან ცვლილებებს. თომასს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან ცუდი ურთიერთობა აქვს. ამ უკანასკნელმა მისი დანიშვნა „კრახად'' შეაფასა.
შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება - კრიტიკოსები ამ ფორმულას ობამას ეკონომიკურ გუნდში განხორციელებული ცვლილებების დასახასიათებლად იყენებენ. თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური კომისიის დირექტორმა ლარი სამერსმა. მისი ბედი თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა პიტერ ორსზაგმა და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს თავმჯდომარემ კრისტინა რომერმაც გაიზიარეს. გუნდის გადახალისების მიუხედავად, არ იგეგმება ობამას ე.წ. ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკის შეცვლა. წარუმატებლობა კი, არა იდეის არასრულფასოვნებას, არამედ მის გამტარებლებს დაბრალდათ, რისთვისაც პასუხი თანამდებობრივად აგეს.
![]() |
13 ჩაი ორისთვის: მე ვარ შენ |
▲back to top |
მსოფლიო
სექტემბრის დასაწყისში Newsweek-მა ყდაზე გამოიტანა სათაური: ფრანგული ჩაის წვეულება: როგორია ჩაის წვეულებები ევროპაში. სტატიაში სიტყვა ჩაის ხსენებაც არ იყო. არც ფისკალური პასუხისმგებლობის, მთავრობის შეზღუვის ან თავისუფალი ბაზრის ევროპაში ყოფნა-არყოფნის თემა განუხილავთ. Newsweek-ი საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერის, ულტრამემარჯვენე ანტისემიტის, ჟან მარი ლე პენის, მისი პარტიული მემკვიდრისა და ქალიშვილის შესახებ წერდა. ლე პენი პარტიულ მემკვიდრეობას ქალიშვილს უტოვებს, ეს უკანასკნელი კი ამერიკული ჩაის წვეულების ლიდერს ან აქტივისტს სრულიადაც არ ჰგავს. უბრალოდ, სტატიის სათაური თან Newsweek-ის დამოკიდებულებას აჩვენებს ჩაის მოძრაობის მიმართ (ლე პენთან ირიბი შედარება) და თან ერთგვარი ანკესია ამერიკელი მკითხველისთვის, რომელსაც ჩაის წვეულების შესახებ ყველაფერი აინტერესებს. ამ მოვლენის აღწერას, ქებას თუ ძაგებას მილიონობით ნაბეჭდი და ვირტუალური გვერდი, ასევე ყოველდღიურად საკაბელო არხების 24-საათიანი ახალი ამბების მნიშვნელოვანი დრო ეთმობა. ამავე დროს, ჩაის მოყვარულები ფიქრობენ, რომ მედიამარათონში წვეულების ნამდვილი სახე იკარგება.
„ჩვენმა მტერმა უნდა აღიაროს, რომ ეს ხალხი წმინდა და სამართლიანი პრინციპებით მოქმედებდა ...… ვერც კი წარმოიდგენთ იმ სიხარულის სიდიადეს, მათ თვალებს რომ აბრწყინებს, მათ სახესა და გულებს ანათებს“, - წერდა ამერიკული რევოლუციის ერთ- ერთი ლიდერი, შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა სემუელ ადამსი ბოსტონის ჩაის წვეულების შესახებ. სემუელ ადამსის თანამედროვე მიმდევრებმა ჩიკაგოდან, სემ ადამსის ალიანსის წევრებმა 2010 წლის გაზაფხულზე ჩაის წვეულების ნამდვილი სახის აღწერა გადაწყვიტეს. მათ სურდათ გაეგოთ, რა უნთებთ გულებს თანამედროვე ჩაის მსმელებს.
სემ ადამსის ალიანსის გამოკვლევის მიხედვით, თანამედროვე ჩაის რევოლუციონერის „წმინდა და სამართლიანი პრინციპები“ პასუხისმგებლობას, იმედს, საკუთარი თავით სიამაყეს, ძლიერებისა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას ეფუძნება. ჩაის წვეულება თანამედროვე აქტივისტს პროაქტიურობის და თანამოაზრე პატრიოტების წრეში შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს, ვინაიდან მის ორგანიზაციას არა ბიუროკრატია, არამედ საერთო მიზნები აერთიანებს. ჩაის წვეულების მონაწილეს სჯერა, რომ ამ აქტივობას საკუთარი შვილების მომავლის განსაზღვრაზე გავლენა ექნება. ჩაის წვეულებაში გაერთიანებით ის პრობლემების წინაშე თავს მარტოდ აღარ გრძნობს, მისი ხმა ძლიერია, საქმიანობა კი შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული. სემ ადამსის ალიანსი რამდენიმე ჩაის ლიდერის ფიქრების რუკასაც გვთავაზობს.
„ების“ მიაჩნია, რომ თანამოაზრეებთან სიახლოვე მას ერთიანობისა და მხარდაჭერის შეგრძნებას ანიჭებს და იმედით ავსებს. ის მარტო აღარ არის. ჩაის წვეულებამ დაარწმუნა, რომ ცვლილებების გამოწვევა მასაც შეუძლია; თუ ბევრს იმუშავებს, შედეგებს აუცილებლად მიაღწევს; ახლობლების მომავლის განსაზღვრაშიც წვლილს შეიტანს. მთავარია იგრძნოს, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
„მელოდის“ მოსწონს, რომ ჩაის წვეულება ლოკალურია, მასთან არის ახლოს და არა სადღაც შორს, დიდ მთავრობაში. ჩაი ეხმარება გარშემო თემთან დაახლოებაში; საკუთარი ძალის შეგრძნებით აღავსებს; ლიდერის უნარების გამოყენებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღების საშუალება აქვს; კონკრეტულ შედეგებს ხედავს და თვითრეალიზებულია.
„ჯონის“ სურს, რომ შვილებს მომავლის გაკონტროლების საშუალება ჰქონდეთ და ოპტიმისტურად არის განწყობილი; დრო ცოტაა და ვიღაცამ უნდა იმოქმედოს, ამიტომ პასუხისმგებლობას იღებს და შედეგების მიღწევაც შეუძლია; საკუთარ ფინანსურ დაცულობას, ქრისტიანულ რწმენასთან სიახლოვესა და უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობს.
„ქეთლინი“ ფიქრობს, რომ ჩაის წვეულება პატრიოტიზმის, საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარულის გამოხატვის საშუალებას აძლევს; ქვეყანა ახლა რა გზასაც ადგას, ამერიკული არ არის, ამიტომაც მოვალეა იმოქმედოს; დღევანდელობა ამერიკული რევოლუციის დროს მოაგონებს; ფიქრობს, რომ ქვეყნის მოთმინების ფიალა ივსება და ამაყია, რომ მოქმედება და თავდაცვა შეუძლია; თვლის, რომ ცხოვრება ამ ბრძოლისთვის ღირდა.
ები, მელოდი, ჯონი, ქეთლინი დღეს ამომრჩეველთა 29 პროცენტის ნაწილია. 8 ოქტომბერს, რასმუსენის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანთა 29 პროცენტი, რომელიც 2 ნოემბერს არჩევნებზე მისვლას აპირებს, ჩაის მოძრაობის წევრია, ან მეგობარი თუ ნათესავი ჰყავს წვეულების აქტივისტი.
ამომრჩეველთა 41 პროცენტი დადებითად არის განწყობილი ჩაის მოძრაობის მიმართ. 47 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს მოვლენა ქვეყნისთვის კარგის მომტანია.
მე ვარ შენ! ეუბნება დელავერის სენატორობის კანდიდატი, ქრისტინ ო'დონელის ამომრჩევლებს პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამაში, რომელიც ამერიკულ არხებზე ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა.
მე ვარ თქვენ! - ჩაის წვეულების ერთ-ერთი ფავორიტის ეს განცხადება არის არა პირის ნაცვალსახელების სავარჯიშო, არამედ, როგორც ჩანს, 2010 წელს ამერიკელი საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის დიდი ნაწილის იდენტობა.
![]() |
14 ახალი მთავრობის მოლოდინში |
▲back to top |
ერაყი
ერაყის პრემიერი ნური ალ მალიქი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე
ფოტო: REUTERS ©
ერაყის მოქმედი პრემიერი ნური ალ მალიქი არსებული პოლიტიკური კრიზისის მომავალი კვირისთვის დასრულებას ვარაუდობს. მისი აზრით, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება. საპარლამენტო არჩევნები ერაყში 2010 წლის 26 მარტს ჩატარდა, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.
ქვეყნის პოლიტიკაში დღეისათვის ოთხი ძირითადი ბანაკია. მათგან უმთავრესია ნური ალ მალიქის შიიტური პარტია სამართლებრივი სახელმწიფო და იად ალავის ეროვნული მოძრაობა, რომელშიც ზომიერი შიიტები და სუნიტები შედიან. მათ შემდეგ მოდის კიდევ ერთი შიიტური გაერთიანება - ეროვნული ალიანსი. მისი ძირითადი მოთამაშეები პროირანული და ანტიამერიკული სასულიერო პირის მოქტადა ალ-სადრის მომხრეები და კიდევ ერთი დიდი სასულიერო ოჯახის შთამომავლის - ამარ ალ-ჰაკიმის ისლამური უმაღლესი საბჭოა. ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს ქურთული სიაც, რომელიც ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას და პატრიოტულ კავშირს აერთიანებს. ამას გარდა, პარლამენტში კიდევ ორი პატარა სუნიტური პარტიაა წარმოდგენილი.
ორი შიიტური პარტია - მალიქის სამართლებრივი სახელმწიფო და ეროვნული ალიანსი - წინა არჩევნებზე ერთიან პოლიტიკურ ბლოკს წარმოადგენდა. 2 წლის წინ მათი გზები გაიყო. ამ განხეთქილების შედეგად ალავის პარტია პარლამენტში ყველაზე მსხვილ ძალად იქცა.
ეროვნულ მოძრაობას 91 მანდატი აქვს, სამართლებრივ სახელმწიფოს - 89. შესაბამისად, ვერც ალავი და ვერც მალიქი დამოუკიდებლად მთავრობას ვერ შექმნიან, რისთვისაც პარლამენტის 325 წევრიდან 163-ის ხმაა საჭირო. ამიტომ ორივე მხარისათვის ეროვნული ალიანსისა და ქურთების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცოტა ხნის წინ მალიქიმ სადრისტების სახით ახალი მოკავშირეები შეიძინა. მოქტადა ალ- სადრის მომხრეებს პარლამენტში 39 ადგილი უკავიათ. მათი და კიდევ რამდენიმე მცირე პარტიის დახმარებით მალიქის132-დან 148-მდე მხარდამჭერის მობილიზება შეუძლია.
ძნელი სათქმელია, მალიქისთვის ახალი მოკავშირეები შენაძენია თუ დამატებითი თავსატკივარი. სადრისტები ახალ მთავრობაში საკვანძო პოსტების გარდა, საჯარო სამსახურის, მათ შორის ჯარსა და პოლიციაში, ადგილების 25%25-ს ითხოვენ. მთავრობის ფორმირებისა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის ისინი მალიქის ერთ თვეს აძლევენ. ამის შემდეგ პრემიერის თანამდებობაზე სხვა ვარიანტების განხილვას დაიწყებენ.
ერაყის პოლიტიკაში სადრისტების და, შესაბამისად, მათი პატრონის - ირანის გავლენის ზრდა ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს. ამერიკა მათთვის მნიშვნელოვანი პოსტების მინიჭებას ეწინააღმდეგება. შეერთებული შტატების მიზანი უმოკლეს ვადაში ვაკუუმის აღმოფხვრაა. თეთრი სახლი ცდილობს ისეთი პოლიტიკური კონფიგურაციის გამოკვეთას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს და ამერიკული ჯარის ხელშეუშლელად გასვლას განაპირობებს. ამისათვის მას ძლიერი ლიდერი სჭირდება, რომელიც შიიტების, სუნიტებისა და ქურთებისათვის მისაღები იქნება. მათ შორის თანხმობის მიღწევა ყოველთვის რთული იყო, ამიტომ ახალი მთავრობის ფორმირება, როგორც ჩანს, შემდეგ წლამდე გაიჭიმება.
სადრისტებისა და მალიქის გაერთიანების პარალელურად სხვა მოვლენებიც ვითარდება. მიმდინარეობს ეროვნულ საბჭოში შემავალი მეორე პარტიის - ისლამური უმაღლესი საბჭოსა და მისი სატელიტი სხვა მცირე პარტიების 25 დეპუტატის იად ალავის ბლოკთან დაახლოების პროცესი. შესაძლოა, ალტერნატიული ძლიერი კოალიცია ჩამოყალიბდეს. ალავის მსგავსად ისინი მალიქის ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებენ და მეორე ვადით მის პრემიერად არჩევას ეწინააღმდეგებიან. პრემიერის პოსტზე ალ ჰაქიმის მომხრეებს საკუთარი კანდიდატი ჰყავთ - ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ადელ აბდულ მაჰდი.
უმაღლესი ისლამური საბჭო მხარს არ უჭერს ისეთ მთავრობას, სადაც ალავი არ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული მოძრაობის თამაშგარეთ დატოვება სუნიტების გაუცხოების საფრთხეს შეიცავს. ალავის ბლოკი შიიტებთან ერთად ზომიერ სუნიტებს აერთიანებს. ეს უკანასკნელები ერაყის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენენ. თავის დროზე ისინი სადამ ჰუსეინის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. მისი დამხობის შემდეგ კი ახალი წყობის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის მთავარ საყრდენად ითვლებიან.
საბოლოოდ, ახალი მთავრობის ბედი ერაყის ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობის - ქურთების ხელში იქნება. ისინი პარლამენტში 57 მანდატით არიან წარმოდგენილნი და უარს აცხადებენ ისეთი მთავრობის მხარდაჭერაზე, სადაც ეროვნული მოძრაობა და ისლამური უმაღლესი საბჭო არ შევა. ქურთები ავტონომიისთვის ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის გადაცემას და ავტონომიის შიგნით ნავთობმოპოვებაზე კონტროლის გაფართოებას ითხოვენ.
აგვისტოში მათ თანამშრომლობის სანაცვლოდ 19 პირობა წამოაყენეს. მათ შორისაა ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე (ქვეყნის ჩრდილოეთი) არსებულ ნავთობის მარაგების წარმართვასა და ექსპლოატაციაში ჩართულობის გაზრდა. ისინი უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში პირდაპირ ჩართულობასა და მათთან ხელშეკრულების დადების უფლებას ითხოვენ. ასევე, სურთ ქურთული სამხედრო ნაწილის დაფინანსება. პირობათა ჩამონათვალში კოალიციური მთავრობის შექმნაც შედის. ქურთების განცხადებით, საჭიროა ქვეყნის მომავალ ხელისუფლებაში ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდეს. მათ შორის სუნიტებიც.
ქურთების იმედი აქვს ალ მალიქისაც. მართალია, ბოლო დროს მათ შორის ურთიერთობები ჩიხში მოექცა, მაგრამ პრემიერმა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე გადადგა რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი.
Washington Post-ი იუწყება, რომ 3 ოქტომბერს იად ალავისა და მოქტადა ალ-სადრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სადრმა ახალი კომპრომისული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ალავი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. გაფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგარეო, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ეს გეგმა დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამჟამად პრეზიდენტის პოსტი ქურთებს ეკუთვნით და ისინი მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პარლამენტის სპიკერის როლს დასჯერდნენ, თუკი სანაცვლოდ სხვა საკითხებში მათ ინტერესს გაითვალისწინებენ - პირველ რიგში, ქურთების ტერიტორიული პრეტენზიები იგულისხმება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვაკუუმი ვითარების დესტაბილიზაციისა და მომავალი დაპირისპირების შიშს ბადებს. 2010 წლის აგვისტოში ობამას ადმინისტრაციამ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. დღეისათვის ერაყში 50 ათასი სამხედროა დარჩენილი, რომელთა გამოყვანა 2011 წლის დეკემბრისთვის უნდა მოხერხდეს. ბევრს ეჭვი შეაქვს ერაყის სამხედრო ნაწილების შესაძლებლობებში. სადავოა, რამდენად მოახერხებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და მეამბოხეთა გაძლიერების თავიდან აცილებას.
პარლამენტის სპიკერი აიად ალ-სამარაი და ყოფილი პრემიერი იად ალავი
![]() |
15 ნიკარაგუა გზაგასაყარზე |
▲back to top |
დამოუკიდებლობის დღის აღლუმი. მანაგუა. ნიკარაგუა
დანიელ ორტეგა - ნიკარაგუის პრეზიდენტი და სანდინისტების ლიდერი, 2011 წლის ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება. იგი ხელისუფლებაში დასარჩენად, კონსტიტუციის ცვლილებებს გეგმავს. ნიკარაგუის პოლიტიკურ არენაზე ამჟამად რამდენიმე ძალა ებრძვის ერთმანეთს - მოქმედი პრეზიდენტი, სანდინისტი დანიელ ორტეგა, კონსტიტუციურ-ლიბერალური პარტიის ლიდერი არნოლდო ალემანი და ლიბერალური ალიანსის კანდიდატი ედუარდო მონტეალეგრე.
დანიელ ორტეგასა და რამდენიმე მერის სარჩელის საფუძველზე 2009 წლის ოქტომბერში ნიკარაგუის უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციის 147-ე მუხლში მოცემული შეზღუდვა გააუქმა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა, რომ ნიკარაგუაში არჩევითი თანამდებობის პირებს, როგორიცაა პრეზიდენტი, მერი და ა.შ., თანამდებობის მხოლოდ 2 ვადით დაკავების უფლება აქვთ. ოღონდ არა ზედიზედ 2 ვადით, როგორც მაგალითად ამერიკაშია. ამ პუნქტის შეცვლით თანამდებობაზე მყოფ პირს ამგვარი უფლება მიეცა.
მსგავსი შეზღუდვები ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს, მაგრამ უკანასკნელ წლებში სულ უფრო ბევრი აუქმებს. ორტეგამდე იგივე ვენესუელისა და ეკვადორის პრეზიდენტებმა, უგო ჩავესმა და რაფაელ კორეამ, გააკეთეს. 2009 წლის მარტში ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ ზელაიაც ცდილობდა, რეფერენდუმის გზით შეზღუდვა გაეუქმებინა. მაშინ ამ ინიციატივას ჰონდურასის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია მისცა და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა.
ორტეგას ამჟამად კონსტიტუციაში ახალი კორექტივების შეტანა სურს. ამას იგი თვითნებურად, პროცედურების დარღვევით აკეთებს. ეს პრეზიდენტს მმართველობის შენარჩუნებისა და არჩევნების მოგებისთვის სჭირდება. შესწორებები გულისხმობს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოცემას, სადაც ვადაგასული, 1987 წლის კონსტიტუციიდან ნორმებია დამატებული. მათ თანახმად, თანამდებობის პირებს ვადის გასვლის შემდეგ უფლება ექნებათ დარჩენის და საქმიანობის გაგრძელების, მანამ სანამ შემცვლელი არ დაინიშნება.
მანაგუა. ნიკარაგუა
ყველა ფოტო: REUTERS ©
ნიკარაგუის პრეზიდენტის ეს მანევრები ფართო პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ქვეყნის ინსტიტუტების გაუარესებას გამოიწვევს. ორტეგამ სასამართლო თავისი მომხრეებით დააკომპლექტა. კონგრესში მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცედურების თავის არიდებისთვის და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, იგი სასამართლოს იყენებს. ყოფილი სანდინისტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი ზუსტად იმ ავტორიტარულ მმართველობას უბრუნდება, რომლის წინააღმდეგაც ერთ დროს იბრძოდა.
დანიელ ორტეგა
ორტეგაედუარდო მონტეალეგრე
არნოლდო ალემანი
ის სანდინისტას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ლიდერი იყო. ორტეგამ სომოზას დიქტატურა დაამხო. კონტრას დაჯგუფება სანდინისტების წინააღმდეგ იბრძოდა, რომელთაც დახმარებას ამერიკა უწევდა. ორტეგამ კონტრას აქტივისტები დაამარცხა და 1979-1990 წლებში ხელთ ქვეყნის სადავეები ჩაიგდო. 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორტეგამ ყოფილ მოკავშირესთან, ოპოზიციის ეროვნული გაერთიანების ლიდერ ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროსთან წააგო. ორტეგა კვლავ გავიდა არჩევნებზე 1996 წლის ოქტომბერში და 2001 წლის ნოემბერში. პირველად არნოლდო ალემანთან, ხოლო მეორეჯერ ენრიკე ბოლანოსთან დამარცხდა.
ორტეგას პოლიტიკა ოპოზიციაში ყოფნისას უფრო ზომიერი გახდა და მარქსისტული პოზიციიდან დემოკრატიული სოციალიზმისკენ განიცადა ევოლუცია. ორტეგას პოლიტიკა მოიცავდა სოციალურად კონსერვატიულ თემებსაც. 2006 წელს სანდინისტებმა მხარი დაუჭირეს მკაცრ კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ.
დანიელ ორტეგა კვლავ ანტიამერიკულ ბანაკშია. 2008 წლიდან მოყოლემსოფლიო ბული, ყოველწლიურად, ვენესუელის პრეზიდენტი, სოციალისტი უგო ჩავესი მას 10 მილიონ ბარელ საწვავს აძლევს. შემოსავალი 500$ მილიონია. თანხა პირდაპირ ორტეგასთან მიედინება და არა ეროვნულ ბიუჯეტში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მოქრთამვის მიზნით, მან აღიარა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა.
ორტეგას აღზევებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა არნოლდო ალემანის კონსტიტუციურ- ლიბერალურ პარტიასთან სტრატეგიულმა პაქტმა. ამ ორი პარტიის ალიანსი გაძლიერებასა და სხვა პარტიათა ზრდის თავიდან აცილებას ცდილობდა. მთავარი ამ პაქტში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის პროცენტული ზღვარის 45%25-დან 35%25-მდე დაწევა იყო. ამ ცვლილებამ ორტეგას 2006 წლის არჩევნებში წარმატება მოუტანა. ხმების 37,99%25-ით ის კვლავ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. ახლა ის ვადის გაგრძელებაზე ზრუნავს.
ორტეგას საარჩევნო არენაზე კონკურენციას 64 წლის არნოლდო ალემანი უწევს. მან თავისი კანდიდატურა ივლისში წარადგინა. ალემანი ნიკარაგუის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო კორუმპირებულ პირთა ათეულის წევრია. 2003 წელს 100$ მილიონის მითვისებაში ამხილეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სანდინისტებისა და კონსტიტუციურ- ლიბერალების მიერ ხელახლა დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა. გასულ წელს ის გაათავისუფლეს.
მნიშვნელობით მესამე პოლიტიკური ძალა ნიკარაგუის ლიბერალური ალიანსია. ის ალემანის პარტიიდან გასულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე ბოლანოსმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ედუარდო მონტეალეგრემ დააფუძნეს. ეს ძალა ლიბერალებთან ერთად ნიკარაგუის კიდევ ერთ ისტოისტორიულ პარტიას - კონსერვატორებსა და დისიდენტ სანდინისტებს აერთიანებს. მომავალ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობს ნიკარაგუის ლიბერალური ალიანსის კანდიდატი ედუარდო მონტეალეგრე.
უკანასკნელ არჩევნებში სანდინისტებმა 37%25, ხოლო ამ 2-მა ლიბერალურმა პარტიამ 26-26%25 მიიღეს.
სხვა კანდიდატების გამოჩენის იმედი ჯერ კიდევ არის. ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება. ასევე ეჭვის ქვეშაა პრაიმერის საკითხიც. წინასწარი არჩევნები 6 მარტს არის დაგეგმილი. შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს. პოტენციური კანდიდატები ყველასთვის კარგად ცნობილია. მონტეალეგრემ უარი განაცხადა ალემანთან ალიანსზე და პრაიმერის ჩატარება კატეგორიულად მოითხოვა. მან პირობაც კი დადო, რომ თუ ვერ გაიმარჯვებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა. არჩევნები კი 2011 წლის ნოემბრამდე არ იგეგმება.
![]() |
16 ირაკლი ალასანია ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ |
▲back to top |
ფოკუსი
ჯერ ორი წელიც არ შესრულებულა, რაც ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაემშვიდობა და მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა რიგებში გადავიდა. დღეს, ის საკუთარი პარტიის - ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - მშენებლობის პროცესშია. რამ გამოიწვია 1994 წლიდან სახელმწიფო სამსახურში მყოფი ალასანიას იმედგაცრუება, რა ეტაპზეა პარტიის შექმნის პროცესი, როგორ მოხერხდება პუტინის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის შეუცვლელად - ამ და სხვა თემების შესახებ ტაბულა თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ესაუბრა.
წლის მთავარი თემით დავიწყოთ. რატომ ეწინააღმდეგებით საკონსტიტუციო რეფორმის შემოთავაზებულ მოდელს, ზოგადად საპარლამენტო მართვის იდეა არ მოგწონთ, თუ სააკაშვილის ძალაუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა გაშფოთებთ?
პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მაგრამ წარსულს თუ გადავხედავთ, კონსტიტუციონალიზმის განვითარების მთელი დინამიკა სააკაშვილის ძალაუფლების გამყარებას ემსახუ-რებოდა. მან პირველი მანდატით არჩევისთანავე გაიფართოვა უფლებები პარლამენტისა და სა-სამართლო ხელისუფლების შესუსტების ხარჯზე. ეს ლოგიკა გვკარნახობს, რომ დღევანდელი ნაბიჯებიც არ იდგმება იმისთვის, რომ რეალური ძალთა ბალანსი გაჩნდეს აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებას შორის.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს ვემხრობით, ძლიერი საპარლამენტო კონტროლით. განსაკუთრებულ ადგილს ვანიჭებთ სასამართლო ხე ლისუფლებას, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პრაქტიკულად იგნორირებულია და პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს გავლენის ქვეშ არის. შემოთავაზებული მოდელით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრი იკვეთება. თუმცა მთავარი პრობლემა აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებას შორის ბალანსი და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა და არა ის, თუ როგორ გადანაწილდება ხელისუფლება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. შემოთავაზებული პროექტი სისტემურ პრობლემას არ პასუხობს. წინსვლა შეიმჩნევა, მაგრამ პარლამენტი მაინც ვერ გააკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მას შეუძლია პრემიერის დანიშვნის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მაგრამ შემდეგ უკვე საპარლამენტო კონტროლის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
შემოთავაზებული მოდელი სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. მაგალითად ავიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავს უყრის კრიმინალურ პოლიციას, საზღვრის დაცვას, კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს. ეს ძალიან ძლიერი ინსტიტუტია, რომელზეც არ არსებობს არც საპარლამენტო, არც სამოქალაქო კონტროლი. შემოთავაზებული რეფორმა ამ პრობლემას არ აღმოფხვრის.
რატომ წახვედით სააკაშვილის მთავრობიდან? შევარდნაძის ხელისუფლებაში ბოლომდე დარჩით, თან უშიშროების მინისტრის მოადგილის პოლიტიკური თანამდებობა გეკავათ, სააკაშვილის დროს კი დიპლომატიური სამსახური მიატოვეთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სააკაშვილთან უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინააღმდეგობა გქონდათ, ვიდრე შევარდნაძესთან?
პოლიტიკური თანამდებობა არ მეკავა, კარიერული ოფიცერი ვიყავი. შევარდნაძის ხელისუფლებაში მე მქონდა ჩემი კონკრეტული მიმართულება, კონტრტერორისტულ ოპერაციას ვხელმძღვანელობდი პანკისის ხეობაში. ეს, შეიძლება ითქვას, საერთაშორისო სპეცოპერაცია იყო.
შევარდნაძის ხელისუფლებასთანაც მქონდა პრობლემები. იმ დროს, სამართალდამცავი სტრუქტურები გაჟღენთილი იყო კორუფციით და ჩანდა, რომ შევარდნაძე პროგრესს ვერ უზრუნველყოფდა.
რევოლუციას ბევრი მიესალმა, მათ შორის მეც და როდესაც მთხოვეს დავრჩენილიყავი თავდაცვის სტრუქტურაში, დავრჩი, ვინაიდან მსურდა გვერდში ამოვდგომოდი პროგრესულ ხელისუფლებას. მაგრამ მალევე იმედი გამიცრუვდა, როდესაც დავინახე, რომ სააკაშვილმა 2005 წელს საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. ასეთი შანსი არც ერთ პრეზიდენტს არ მისცემია. სააკაშვილს განუზომლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ამის არგამოყენება ვერ ვაპატიე.
ირაკლი ალასანია და ბან კი მუნი
ფოტო: ირაკლი ალასანიას არქივიდან
ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა, 2005 წლიდან თანმიმდევრული ნაბიჯები რომ გადაგვედგა მოლაპარაკების პროცესში, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ისე რუსებთანაც.
2005 წელს აფხაზურ მხარესთან შევთანხმდით, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზების გარკვევას ვერ შევძლებდით და მთავარი აქცენტი მომავალში კონფლიქტის განუახლებლობაზე და ორივე მხარის ინტერესების დაცვაზე უნდა გადაგვეტანა. ჩვენთვის ეს იყო დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყება, მათთვის კი პირობა, რომ ქართული მხარე სამხედრო გზით არ გადაწყვეტდა ამ პრობლემას.
კი, არსებობდა შევარდნაძის და არძინბას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე ცეცხლის განუახლებლობის პირობას დებდა, მაგრამ მისი ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ იდგა, რადგან არძინბა აღარ იყო აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ხოლო შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი. ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ამის გამეორება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.
აფხაზებთან შევთანხმდით ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც აღიარებდა დევნილების დაბრუნების უფლებას, სააკაშვილის და ბაღაფშის შეხვედრასაც ვგეგმავდით, რათა დეკლარაციისთვის ხელი მოგვეწერა, მაგრამ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი. იგივე განმეორდა 2008 წლის მაისში.
აფხაზურ მხარეზე საუბრობთ, არსებობს კი აფხაზური მხარე? შეუძლიათ ან შეეძლოთ აფხაზებს რუსეთის გარეშე, დამოუკიდებელი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება?
ახლა უკვე ძალიან რთულად. 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზების დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა გაიზარდა, რუსული უსაფრთხოების სამსახურებიც უფრო თავგასულად მუშაობენ. მაგრამ ჩვენ მეტი ნდობით უნდა მოვეკიდოთ აფხაზების ეთნიკურ თავმოყვარეობას და პატივი ვცეთ მათ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც 2004 წლის არჩევნების დროს მიიღეს, უარი თქვეს რა პუტინის დანიშნულ პრეზიდენტზე. მე მაშინ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა აფხაზური საზოგადოების მიმართ.
საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერი ბრძანდებით. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობთ. რამდენად თავსებადია საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, იმ დროს როდესაც რუსეთი საქართველოს „უკანა ეზოდ“ განიხილავს და მისი NATO-ში გაწევრიანების სასტიკი წინააღმდეგია? კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ მიმართულებით?
საერთოდ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგება ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებას რუსეთთან. არც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობა უნდა განვიხილოთ ანტირუსულ ერთობად. ვთვლი, რომ უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში პუტინის რუსეთთან გვექნება საქმე, მაგრამ ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა ასეთ ანტაგონისტურ დონეზე გავყინოთ. პოსტსააკაშვილის პერიოდში აუცილებლად გახდება გადასადგმელი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენისკენ.
ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც დეოკუპაციის საკითხს აყენებს პოლიტიკური დიალოგის დაწყების წინაპირობად. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, მივიჩნევთ, რომ დეოკუპაცია მიზანია და ამ მიზნის მიღწევა უნდა დაიწყოს თუნდაც ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, რომელიც გადის აფხაზეთზე და გადადის სომხეთში. ასევე სხვა ისეთი პროექტები, რომლებიც ნელ-ნელა ნდობას აღადგენს ქართველ და რუს ხალხსა და პოლიტიკურ ელიტებს შორის.
არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლისთანავე, რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდება. ეს გრძელი გზაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიაროთ. რუსეთთან ანტაგონიზმი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგვეხმარება და რეალურად ხელს შეუშლის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, რადგან არავის სურს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის იმპორტი ევროპულ სივრცეში.
პოსტსააკაშვილის პერიოდი რადგან ახსენეთ, ჩაგეკითხებით, ხომ არ გულისხმობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭება არა საქართველოს ევროატლანტიკურმა კურსმა, არამედ ცალკეული პერსონების ქმედებებმა გამოიწვია?
არავითარ შემთხვევაში. რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, პირველი - კოსოვოს აღიარება, ანუ ბალკანეთის პრობლემის ევროპისეული და NATO-სეული მოგვარება, მეორე - სააკაშვილის სამხედრო რიტორიკა, რაც გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა რუსეთისა და ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში, მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არის ის, რომ 2005 წელს შესაძლებელი იყო, მოლაპარაკებები ცხინვალის რეჟიმთან და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პოზიტიურად წასულიყო. სააკაშვილმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ირაკლი ალასანია სვანეთში
გაჯაშუშების სკანდალი გავიხსენოთ. ვფიქრობ, ეს ამბავი საერთაშორისო მედიას არასათანადო ფორმით წარუდგინეს.
ასევე არაადეკვატური იყო სააკაშვილის რეაქცია ქართული სოფლების დაბომბვაზე. პირველ რიგში მას უნდა მოეხდინა ქართული სოფლების მოსახლეობის დროული ინფორმირება და ევაკუაცია. უნდა მომხდარიყო ეუთოსა და სხვა სადამკვირვებლო საერთაშორისო რესურსების ჩართვა და არ გახსნილიყო საპასუხო ცეცხლი იმ დოზით, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველო რუსეთის დაგებულ მახეში გაება და დღეს მასთან დაპირისპირების პირობებში ვართ. გამოსავალი ერთია - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა აღდგეს. ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს. ამიტომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა არ განახლდეს კონფლიქტი, მაქსიმალურად გავზარდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაფარვის ზონა და უკვე პოსტსააკაშვილის პერიოდში დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც ევროპელებს შეუძლიათ პოზიტიური როლის თამაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
თქვენი საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ვის მოიაზრებთ ოპოზიციური ძალებიდან პარტნიორად?
ოჯახთან ერთად
ფოტო: ირაკლი ალასანიას არქივიდან
ალიანსის ყოფილ წევრებს, და ნებისმიერ სხვას, ვინც რეალურად გაიზიარებს ამ ღირებულებას არა კონიუნქტურის, არამედ რეალური რწმენის გამო.
მგონია, რომ ამ საქმეში პარტნიორები არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებაშიც გვყავს. ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, პარტნიორებს, მხოლოდ ოპოზიციაში არ ვეძებთ.
რა ეტაპზეა თავისუფალი დემოკრატების პარტიის შექმნის პროცესი?
გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც ამ გასული წელიწად- ნახევრის განმავლობაში დავუშვით, განსაკუთრებით ის, რომ რეგიონებში არ გვიმუშავია ელექტორატთან და სხვაგვარად სათქმელი ვერ მივიტანეთ შეზღუდული მედია შესაძლებლობების გამო. ამიტომაც ახლა ძირითადი აქცენტი გადავიტანეთ რეგიონებში პარტიული სტრუქტურების დაფუძნებაზე. სამეგრელოში, შიდა ქართლსა და გურიაში უკვე დავაფუძნეთ ორგანიზაციები. უახლოესი წელიწად- ნახევრის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რეგიონებში ელექტორატთან მუშაობას მოხმარდება.
კრიტიკოსები ხშირად გადანაშაულებენ პასიურობაში. ყოფილმა თანაგუნდელმა სოზარ სუბარმა თქვენში „გამარჯვების ფორმულა“ ვერ დაინახა, სხვებმა რბილი რიტორიკა და კონსტრუქციულობა დაგიწუნეს…
სოზართან დაკავშირებით ერთს ვიტყვი - გარანტირებული გამარჯვების ნაწილი ვერასდროს იქნები. ეს გამარჯვება თვითონ უნდა შექმნა. სამწუხაროდ, სოზარს არ ეყო ძალა, რომ ამ საქმეში მთლიანად ჩაედო საკუთარი რესურსი. ამ ყველაფერმა დროის ტესტს უნდა გაუძლოს.
ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ - აქცენტი გადავიტანეთ სტრუქტურის გამართვაზე. ამიტომაც ვმუშაობთ რეგიონებში და ვხვდებით მოქალაქეებს. ჩვენი მთავარი მოკავშირე არის საზოგადოება, საქართველოს თითოეული მოქალაქე. გარდა ამისა, ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ 7 პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენი შეხედულებები რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ზუსტი შეთავაზებები გვაქვს. იმედია, ეს მოლაპარაკებები ძალიან მალე დაიწყება და მოესწრება ყველა საჭირო ცვლილების განხორციელება მომავალ არჩევნებამდე. ეს არის ორი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება.
მინდა შევეხო გასულ არჩევნებს, რომლის შესახებაც არაერთხელ ვთქვი, რომ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საზოგადოებისათვის. ვთვლი, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა, ისე საზოგადოებამ, მართლაც გამოავავლინეთ სიმწიფე - გვქონდა დებატები და ერთმანეთს იმ საკითხებზე ვეკამათებოდით, რაც საზოგადოებას აღელვებს. ეს არ იყო უპასუხისმგებლო ურთიერთბრალდებებით გაჟღენთილი არჩევნები და ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ.
გაეროს სხდომაზე
იყო თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული? რა თქმა უნდა არა, რადგან არ არსებობდა რეალურად თავისუფალი მედია, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ჩართულები იყვნენ ამ პროცესებში ხელისუფლების კანდიდატების მხარდასაჭერად. და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვქონდა ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ბიზნესი დაშინებული იყო.
თუმცა წარმატების მაგალითებიც არსებობს. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად დაიწყო ჩვენი ოპოზიციური აქციებისა და ელექტორატთან მუშაობის გაშუქება. კარგად წარიმართა უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობა. როდესაც პოლიტიკური ნება გამოვიჩინეთ, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, წარმატების მაგალითები გაჩნდა.
ეს მაძლევს იმედს იმისა, რომ მომავალშიც ასეთი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი შევხვდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოქალაქეს გარანტირებულად ჰქონდეს ღმერთისგან და კონსტიტუციით მიცემული - არჩევანის უფლება.
ცოტა რამ თქვენი პარტიის სოციალურ პოლიტიკაზე. თვითმმართველობის არჩევნების წინ, უხვი სოციალური დაპირებებით გამოირჩეოდით. დახმარებას აღუთქვამდით ყველას, განურჩევლად საჭიროებისა. კრიტიკოსები სოციალურ პოპულიზმში გადანაშაულებდნენ. დღეს თქვენი პროგრამა ამ მხრივ როგორ გამოიყურება?
ჩვენი დაპირებები მუნიციპალური არჩევნების წინ თბილისისთვის პროგნოზირებად ბიუჯეტზე იყო გათვლილი. ჩვენ იმ თანხებზე ვსაუბრობდით, რაც ბიუჯეტში უკვე არსებობდა და რომელთა გამოთავისუფლებაც შეიძლებოდა. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა რეალისტური იყო.
სააკაშვილის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა მოიხსნა მოსახლეობის წინაშე სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე, ჯანდაცვაზე. ჩვენი მოსახლეობის 80%25-სთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის. განხორციელებულმა ჯანდაცვის პროგრამამ ძველი სისტემა დაანგრია, მაგრამ ახალი ვერ შეიქმნა.
ახლა ნაციონალური არჩევნებისთვის ვემზადებით და ჩვენი ჯანდაცვის და სოციალური განვითარების პროგრამა, აგრარული სტრატეგია მთელ საქართველოზე იქნება მორგებული. ჩვენ ბევრად უფრო ამბიციურ პროექტს წარვუდგენთ საზოგადოებას. მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მათ ჯანდაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ქართული ბიზნესი გათავისუფლდება ხელისუფლების უსამართლო ზეწოლისგან, რაც შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს.
ეკლესიით და, ზოგადად, რელიგიური თემატიკით მანიპულირება ქართული პოლიტიკის ლაიტმოტივად იქცა. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
ეკლესიის პოლიტიზაცია არ შეიძლება. პოლიტიკურ ძალებს უნდა ეყოთ იმის პასუხისმგებლობა, რომ არ ჩართონ ეკლესია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. ეს არა მხოლოდ არასწორი, არამედ ამორალურია.
რაც შეეხება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მართლაც გამოსაყოფია მისი განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და ძალიან სწორია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გვაქვს კონკორდატი, იმიტომ რომ ეს ავტოკეფალური ეკლესიაა, მაშინ როდესაც სხვა აღმსარებლობის ინსტიტუტები იმართებიან ჩვენი ქვეყნის გარედან. მე მხარს ვუჭერ კონკორდატს. მაგრამ ქრისტიანული მორალი იმას გვეუბნება, რომ ვიყოთ ტოლერანტული ყველა აღმსარებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. დანარჩენი ხელოვნურად დასმული, ამორალური აქცენტებია.
![]() |
17 მაღაროელების გადარჩენის ოპერაცია |
▲back to top |
ჩრდილოეთ ატაკამას უდაბნო.
ჩილე. 13 ოქტომბერი
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
18 „სხვისი“ შვილები |
▲back to top |
საზოგადოება
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
უკვე რვა წელია, რაც ანასა და დათოს ცხოვრებაში ერთი დიდი პრობლემა არსებობს - უშვილობა. გინეკოლოგთან არაერთი ვიზიტის და გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმთავრესი შემაფერხებელი ორგანიზმების შეუთავსებლობაა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, შესაძლოა, ანა ოდესმე დაფეხმძიმდეს კიდეც, მაგრამ წყვილისთვის ვარაუდების დრო დამთავრდა - „მე 35-ის ვარ, დათო 41-ის, მინდა მთელი ჩვენი ენერგია პატარას აღზრდაში დავხარჯოთ, წლები კი გადის... ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვი ვიშვილოთ“. მშვილებელთა რეესტრში უკვე დარეგისტრირდნენ და 1500-ზე მეტ წყვილთან ერთად, სანატრელ დღეს უცდიან. ლოდინი დიდხანს მოუწევთ, რადგან მშობლად ყოფნის ბედნიერება, რამდენიმე წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
2010 წლის 1 მარტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, სადაც ყველა ის შენიშვნა არის გათვალისწინებული, რაც ძველი კანონის მიმართ, სამწუხაროდ, უხვად არსებობდა. მაგალითად - უსასრულო ლოდინი. 2009 წელს სოციალურმა მუშაკებმა რეესტრის მონაცემებს გადახედეს და აღმოჩნდა, რომ სიაში 1997 წელს დარეგისტრირებული ის მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც რიგის მოლოდინში მშვილებელთა ასაკის მაქსიმალურ ზღვარს გადასცდნენ. მათ ამდენი წელი, სანატრელი დღის მოლოდინში სრულიად უშედეგოდ გაატარეს.
2009 წლამდე, მშობლისთვის სტატუსის ჩამორთმევას რამდენიმე თვე სჭირდებოდა. შვილის მიტოვების შემთხვევაში მშობელი გაშვილებაზე თანხმობას წერილობითი ფორმით ორჯერ - მიტოვებისას და ექვსი კვირის შემდეგ - ამბობდა. დროში გაწელილი პროცედურა ხშირად ირღვეოდა და ბავშვი, გაშვილების სტატუსის გარეშე, ფაქტობრივად ჰაერში რჩებოდა მანამ, სანამ პროცესი თავიდან არ დაიწყებოდა. ახალ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, ბავშვი იმ შემთხვევაშიც გაშვილდება თუ მშობელი ბავშვთა სახლში მყოფ შვილზე არ იზრუნებს ანდა ბავშვის მიტოვების ფორმის შევსებით პასუხისმგებლობას მოიხსნის. იმ შემთხვევაშიც, თუ მიტოვებული პატარას ვინაობის დადგენა ექვსი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
განვითარებულ ქვეყნებში, აღსაზრდელი, რომელიც ვერ შვილდება, უმეტესწილად მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებაში ან მიმღებ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ოჯახური გარემო ექმნება. საქართველოში კი ბავშვთა სახლებში 1300-მდე მოზარდი ცხოვრობს, რომლებიც არა მხოლოდ ოჯახურ სითბოს, არამედ ხშირ შემთხვევაში, ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლებში რთული ვითარებაა. ბევრ ბავშვთა სახლში, პატარებს ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც გათბობის სისტემა მოუწესრიგებელია, დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უხარისხოა კვება და ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი. რიგ შემთხვევებში პატარები სრულწლოვანების ასაკს ბავშვთა სახლებში აღწევენ, წასასვლელი არსად აქვთ და მათი სამომავლო პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის თქმით, ბავშვთა სახლებში აღსაზრდელებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელობის შემსწავლელი წრეების დახმარებით ამზადებენ. მიუხედავად ამისა, ამჟამად ბავშვთა სახლებში ოცდაათამდე სრულწლოვანი ცხოვრობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თვრამეტ წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს 70-ლარიანი პენსია დაენიშნათ, ხოლო 240 უმეურვეო პატარას - 55 ლარი. იმისათვის, რომ ბავშვთა სახლებიდან მათი გაყვანა მოხერხდეს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საერთო საცხოვრისები აშენდება. ასეთი საცხოვრისი უკვე არსებობს მარტყოფში, სადაც სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ.
ბავშვებზე ზრუნვის სამსახურის უფროსის, ეკა სანებლიძის თქმით, მართალია, მშვილებლები ბავშვის სქესს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, მაგრამ რეგისტრირებულთა უმეტესობას ოთხ წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის აყვანა სურს. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შვილად აყვანა იშვიათად თუ მოუნდება ვინმეს. კანონმდებლობით, თუ ბავშვს საქართველოში რვა თვის განმავლობაში არ გამოუჩნდა ოჯახი, მოთხოვნის შემთხვევაში, უცხოეთის მოქალაქეზე გააშვილებენ. 2008 წლის პირველ მაისამდე კანონმდებლობით ვადის შეზღუდვა არ არსებობდა და ამიტომ, უცხოეთში მრავალი პატარა გაშვილდა. საკანონმდებლო რეგულაციამ უცხოელ მოქალაქეებზე გაშვილებულთა რაოდენობა 150 ბავშვიდან 1 ბავშვამდე შეამცირა (2009 წელი).
მშობელი ირჩევს ბავშვს, მაგრამ პატარა ოჯახს ვერ აირჩევს. საბოლოო ჯამში, პატარას ბედი ბავშვზე ზრუნვის სამსახურსა და მოსამართლის კეთილგონივრულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. განცხადების შევსებიდან 25 დღის განმავლობაში სოციალური მუშაკი მიდის მშვილებლის სახლში და პოტენციურ მშობლებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის, შემოსავლის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. შეფასებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა წყვილი რეკომენდაციას შვილად აყვანის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მოსამართლე იღებს. მას შემდეგ, რაც პატარა გაშვილდება, ბავშვზე ზრუნვის სააგენტო აღსაზრდელზე პასუხისმგებლობას იხსნის. სანებლიძის თქმით, სოციალურ მუშაკებს უფლება არ აქვთ მშობლისა და შვილის ურთიერთობა გააკონტროლონ - „კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს და ეს არცაა საჭირო. მაშინ ნებისმიერი ოჯახი უნდა ვაკონტროლოთ. თუ ინფორმაცია გვექნება, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, ამ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში კი იმ ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტებული ორგანო - რომლის მოქალაქეზეც მოხდა გაშვილება - ბავშვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად გზავნის ინფორმაციას.
შვილად აყვანის ერთადერთ კანონიერ გზას, რომელიც მოთმინებას მოითხოვს, ბევრი განსხვავებულ ხერხებს ამჯობინებს. „იოლი“ მშობლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ახალშობილებით ვაჭრობაა. საქართველოში 2009 წელს სამართალდამცავებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობისთვის 27 ადამიანი ამხილეს. მსგავსი შემთხვევა სამი თვის წინ, ხონში, ჩვილის გაყიდვაში ეჭვმიტანილი 9 პიროვნების დაკავებით დასრულდა.
ანასა და დათოს უთხრეს, რომ დარეგისტრირებულთაგან თითოეულ ოჯახს საშუალოდ ოთხ წელზე მეტ ხანს უწევს მოცდა. მიუხედავად ამისა, ანა ბავშვის მიტოვების ნებისმიერ, ტელევიზიით გაშუქებულ ამბავს ქმარს ატყობინებს და თან ყურადღებით ყოფნას სთხოვს - რა იცი, როდის დარეკავენ! ტახტზე ფაქიზად დაწყობილი საბავშვო ტანსაცმელი პატარა პატრონს ელის. წეროები კი ჯერ ისევ ფიქრობენ, ვინ დაიმსახურა ბავშვი.
![]() |
19 სათვალიანი ბიჭი |
▲back to top |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ატეხილი ამბავი „ჰარი პოტერის“ გარშემო? ბევრ სკოლაში მასწავლებლებმა სასტიკად აუკრძალეს ბავშვებს ამ წიგნის ხელში აღებაც კი. მათი განმარტებით, ლამის ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასი იქნებოდა სათვალიანი ბიჭის თავგადასავლის წაკითხვა. განსაკუთრებით მართლმადიდებელი მშობლები აქტიურობდნენ. ჩვენ რომ ბნელი ხალხი ვართ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა მართლა არ წაიკითხა ეს წიგნი. სხვა საკითხია მშობლის, მასწავლებლის თუ გარემოს გავლენით.
შეიძლება კიდევ დიდხანს არ გამხსენებოდა ეს ამბავი, რომ არა გუშინწინდელი შემთხვევა. ჭავჭავაძის პროსპექტზე შუქნიშანზე გადავდიოდი, რომ ვიღაც მანქანით პირდაპირ ჩემზე წამოვიდა. არ ვიცი, მართლა მაჯახებდა თუ მხოლოდ შეშინება უნდოდა ჩემი. ეგაა, სულ ბოლო წამს ამაცილა და ფანჯრიდან მომაძახა, შე პიდარასტოო. ესეც არაფერი, მანქანას სანომრე ნიშნის გვერდით წრეში ჩასმული ჯვარი ქონდა მიკრული - მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა! ამ ჯვრებს ადრე უკვე შევეხეთ. ამიტომ ამაზე აქ თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ „პიდარასტებზე“ მოგახსენებთ.
ბოდიშის მოხდით, ცოტა შორიდან მოვუვლი. წელს ცხელი აგვისტოს ბოლო დღეებში ბათუმში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ამბავი და ვნებათაღელვა იყო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იმ საღამოს ჰომოსექსუალთა დასარბევად ემზადებოდნენ. რამდენიმე დღით ადრე ხმა დაირხა, 25 აგვისტოს 20.00 საათზე ბათუმის ბულვარზე გეი-აღლუმი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აბორიგენი ჰომოსექსუალები, ისე უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული აქტივისტებიო.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც იმ დღეს ჩატარდა გეი-აღლუმი. არც უცხოეთიდან ჩამოსული აქტივისტები გამოჩენილან ბულვარზე და მაინცდამაინც არც აბორიგენ ჰომოსექსუალებს უსახელებიათ თავი. ასე რომ, სულ ამაო გამოდგა მართლმადიდებელთა ჭინთვა და ფორიაქი. ეგ იყო მხოლოდ, რომ კარგად შეზარხოშდნენ. საკუთარი თვალით ვნახე, კოპებშეკრული წვეროსნები ავტომანქანების კაპოტებზე შედგმული პლასტმასის კანისტრებიდან როგორ ხშირ-ხშირად ისხამდნენ ერთჯერად ჭიქებში ღვინოს. ის კი აღარ ვიცი, ღვინო ნაკურთხი თუ ქონდათ. მხოლოდ ვიცი, რომ შერატონთან მდგარი ყველა მართლმადიდებელი მამაკაცი იყო, მათში გარეულ რამდენიმე მამაკაცივით ქალს თუ არ ჩავთვლით. მათ შემყურეს უნებურად გაგახსენდებოდა გალაკტიონის „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები“.
რვა ხდებოდა, შემთვრალმა მრევლმა რომ იხუვლა, ხის ჯვრები და ხატები შემართა და რუსთაველის პროსპექტით კაჩინსკების ბულვარისკენ დაიძრა გუგუნით: „სა-ქარ-თვე-ლო!.. სა-ქარ-თვე-ლო!..“ ვისთვის - სამწუხაროდ, ვისთვის - საბედნიეროდ, იმ საღამოს მართლმადიდებლებმა ჰომოსექსუალებს ვერსად მიაგნეს. არადა, გეები ბულვარზე რომ არ აღმოჩნდნენ, გაბრაზებულმა მრევლმა იქვე მდებარე კაფე-ბარებს დაუარა იმ იმედით, რომ იქ მაინც მიაგნებდნენ „პიდარასტებს“. თუმცა ამაოდ. მხოლოდ ერთ-ერთი კაფეს ბარმენს მოხვდა იმ საღამოს ყბაში, ისიც საყურის გამო. თუმცა ისე რბილად, რომ ის მუშტი მოთათუნებას უფრო გავდა, თურმე.
თქვენი არ ვიცი, მე კი ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგინდეს, ვინმეს დარბევა და ჩაქოლვა. მით უფრო, როცა მართლმადიდებელი ხარ ანუ ერთ- ერთი ყველაზე მიმტევებლური კონფესია გაქვს. შეიძლება ამ ხალხის აგრესია იქიდან მოდის, რომ ისინი არა მარტო სექსუალურად არ არიან რეალიზებულნი, არამედ თვითონ ბრძანდებიან ლატენტური ჰომოსექსუალები, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, და იმდენად იბოღმებიან მათზე, ვინც არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას, რომ მათი ჩაქოლვა და დასჯა უნდებათ? თავიდან ვფიქრობდი, ეს შეუმდგარი აგრესორები ძალიან სასაცილოები არიან-მეთქი. ვთვლიდი რა მათ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ ნაწილად. არადა, ჩვეულებრივი ჰომოფობები არიან. ამათ კი მთელი მეწინავე მსოფლიო რასისტების, ქსენოფობების, ანტისემიტების და სექსისტების გვერდით განიხილავს.
ახლა თუ ჰარი პოტერსაც გავიხსენებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მართლმადიდებელი მშობლები ყველგან და ყოველთვის ისე აქტიურობენ, გეგონება, დიდი ვაჟკაცები მყავდნენ და დედა ეკლესიისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. თუმცა ერთი სათვალიანი ბიჭის რომ შეგეშინდება, მგონი, გათავებულია შენი საქმე.
დაბოლოს, როცა წარმოვიდგენ, კაფეში შევარდნილ ეგზალტირებულ წვეროსანს ხელში კომბალივით მომარჯვებული დიდი ხის ჯვრით, კლიენტებს სახეში რომ აკვირდება, ცდილობს რა მათში „პიდარასტის“ ამოცნობას, ვხვდები, რომ, პირადად მე, მირჩევნია თუნდაც ის „პიდარასტი“ ვიყო, ვიდრე მრევლი. თუნდაც ამის გამო შემდეგ თითოეულმა ქართველმა მითხრას: „სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ“
![]() |
20 google საქართველოში |
▲back to top |
საზოგადოება
საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრი კალიფორნიაში, სახელგანთქმულ სილიკონის ველში ვიზიტად იმყოფებოდნენ. ისინი მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანიებს შეხვდნენ. განიხილეს ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის საკითხებიც. „საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და ჩვენ, მიუხედავად დაგვიანებისა, მსოფლიო პროგრესს ფეხი უნდა ავუწყოთ“, - ამბობს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე.
„ფეხის აწყობა“ კომპანია Cisco-სთან შეხვედრით დაიწყო. ქსელური აკადემია, რომელიც კომპიუტერული ქსელების მაღალი კლასის სპეციალისტებს ამზადებს, ჩვენთან უკვე არის, თუმცა მისი მასშტაბები არასაკმარისია. ქაშიბაძის თქმით, Cisco გეგმავს რეგიონალური მნიშვნელობის აკადემიის გახსნას. იქ სტუდენტები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. საქართველოსთან დაკავშირებით Cisco კიდევ რამდენიმე პროექტს, მათ შორის „Smart + connected community“ განიხილავს. კომპანია HP-საც საკუთარი გეგმები აქვს. მან შექმნა პროგრამა მეცნიერებისთვის და ინოვაციური ჯგუფებისთვის. მოწონების შემთხვევაში HP მათ საკუთარ ლაბორატორიებშიც ჩართავს
გარდა ამ კომპანიებისა, მომავალში ფეიფალთან შეხვედრა იგეგმება. ეს გახლავთ 190 ქვეყანაში მოქმედი ონლაინ გადახდების სისტემა. ქართველი ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის ის კვლავაც მიუწვდომელია. ქაშიბაძე ვერ აკონკრეტებს, როდის აღმოჩნდება საქართველო ფეიფალის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების სიაში.
Google-თან შეხვედრისას საუბარი ამ საიტის ქართველი მომხმარებლის პრობლემებს შეეხო. მათ შორის აღსანიშნავია Google-ის რუკების პრობლემა, სადაც საქართველო ჯერაც „თეთრი ლაქაა“, ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში Google-ის რეგიონალური წარმომადგენლის მოვლინების, სამომავლოდ კი ოფისის გახსნის საკითხიც.
Google-ის სერვის Youtube-ზე არაერთი ვიდეო საქართველოსადმი რუსეთის შეგნებულ აგრესიას გამოხატავს. Google-ის შემოთავაზებით ამ კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად შეიძლება გამოიყოს საკონტაქტო პირი. ასევე საქართველოში ადგილობრივი დატაცენტრის გაკეთება იგეგმება. იქ განთავსდება რეგიონალური მასშტაბით ყველა ის მონაცემი, რომელიც ახლა Google-ის ცენტრალურ სერვერებზე ინახება.
იმედი ვიქონიოთ, უახლოეს მომავალში საქართველოშიც გამოჩნდება შენობა, რომლის ფასადზეც წითელ-ლურჯ-მწვანედ ეწერება Google.
Silicon Valley სან- ფრანცისკოს სანაპიროს სამხრეთი ნაწილია. აქ განთავსებულია მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტების სათავო ოფისები. მათ შორისაა Apple, Google, Facebook, HP, Intel, Cisco, eBay, Adobe, Agilent, Oracle, Yahoo, Netflix და EA. სილიკონის ველს ეს სახელი 1971 წლიდან ჰქვია. თავად სილიკონი არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდება ყველა მაღალტექნოლოგიური ელექტრონული დეტალი, გამოყენებული კომპიუტერებში
![]() |
21 ტურიზმი |
▲back to top |
სულელი უცხოელი|სვეტი
ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა, იმედი, შეიძლება, ცოტა გაგიცრუვდეთ. ეს ამბავი ბათუმს ეხება. აი, რა მინდა გითხრათ: არა აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება ბულვარი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეშენებელური სასტუმრო აშენდება, არც იმასა აქვს მნიშვნელობა, პლაჟებზე კენჭები ოქროსფერი ქვიშით შეიცვლება თუ არა - ბათუმი ვერასდროს გახდება ახალი სენ-ტროპე. ცუდად არ გამიგოთ. არ ვამბობ, რომ ბათუმი არ არის ლამაზი ქალაქი, პირიქით, ვფიქრობ, შესანიშნავია, განსაკუთრებით, შემოდგომაზე. თუმცა, რაც შეეხება მედეას ქანდაკების ჩრდილში წინანდლის მწრუპავი მილიონობით დასავლელი ტურისტის ხილვას - ეს არ მოხდება. ბათუმი ნამდვილად იქნება სავსე საშუალო ფენის სომხებითა და აზერბაიჯანელებით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთში ზღვა არ არის, აზერბაიჯანში კი ბევრი ნავთობია. სასწაული რომც მოხდეს და საერთოდ არ იწვიმოს, რატომ გადაიხდის ხალხი მეტს საქართველოს ზღვის სანაპიროზე დასვენებაში, როდესაც თურქეთში, ესპანეთში და ფლორიდაშიც კი შეიძლება გაცილებით იაფად დასვენება?
სხვა რამეც არის. სიღნაღი. ის ლამაზი, მართლა ლამაზი ქალაქია. მაგრამ სიღნაღი არც ტოსკანაა და არც პროვანსი. სამხრეთ ევროპის მთაგორიან ადგილებში ყველა პატარა ქალაქი თითქმის ამ ტიპისაა, სიღნაღი კი გაცილებით შორსაა. გარდა ამისა, „სიყვარულის ქალაქის“ სიმბოლოდ ქცევა რაღაა? მგონი, პარიზი ამის სიმბოლოდ კარგა ხანია, რაც იქცა.
იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველო ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ეს ქვეყანა, ალბათ, ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილია, რაც კი მინახავს. მაგრამ, არასწორად ყიდით. საქართველოს ხიბლი ის არის, რომ ეგზოტიკური, განსხვავებული და ცოტაც ამაღელვებელი ქვეყანაა. ოღონდ არა ის ადგილები, რომლებიც დასავლური კურორტების ზედმეტად გადაპრანჭულ, დაბალფასიან ვერსიებს წააგავს. არც ერთი ფულიანი დასავლელი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სული აქვს, ნახოს, როგორი მომსახურებაა შავი ზღვის წვიმიან პლაჟებზე (ესეც ქარაგმა, რომ მომსახურების დონე ახლოსაც ვერ მივა სერვისთან ეგეოსის ზღვის მზიან პლაჟებზე). თუმცა, ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონისთვის, „ბეჭდების მბრძანებლის“ მსგავსი სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის რეგიონებისათვის, უნიკალური ბუნებისა და გარეული ფრინველების ცქერისთვის და გასაოცარი კულტურის, საკვებისა და სასმელისათვის.
ცხადია, შესანიშნავია, საქართველო რომ ვითარდება, ახალი სასტუმროები რომ შენდება, რაღაც-რაღაცები რომ რესტავრირდება და მთელი ქვეყანა რომ „ევროპულ სტანდარტებს“ - ამ ბუნდოვან ცნებას, ყველა მანტრასავით რომ იმეორებს - უახლოვდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში საუკეთესო არის ის, რაც მას დანარჩენი ევროპისგან განასხვავებს და არა ის, რაც ამსგავსებს. აბა, შეხვედრამდე, სენ-ტროპეში.
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
![]() |
22 „ჯეოსტარი“ - დამცირებულნი და „გავარსკვლავებულნი“ |
▲back to top |
შალვა მიქუტიშვილი|სვეტი
შეიძლება გაექცე ცუნამს, ტორნადოს, ვულკანს, ომს, ტერაქტს, ვირუსს, ეპიდემიას. გაექცე ოჯახს, პარტნიორს, მეგობარს, სამშობლოს, ბანკებს, ბანკირებსა და ბანკომატებს, ტაქსებს, ტაქსისტებსა და მათ ისტორიებს. გაექცე ყველას და ყველაფერს - ქუჩაში გამოდევნებულ მათხოვრებს, ჟურნალისტებს, კარზე მომდგარ მემაწვნეებს, მევალეებს, ინკასატორებს, პარტიის აქტივისტებს, მეზობლისა და ქუჩის ძაღლებს, დაუსხლტე ქურდებსა და ბრმად ნასროლ ტყვიასაც კი, მაგრამ მობილურ ტელეფონს ვერსად გაექცევი. ის სულ შენთანაა, სხეულის შემადგენელი პატარა, უკაბელო წანაზარდია, ლოკოკინას ნიჟარასავით, კუს ბაკანივით, მთვარესავით მუდამ შენი თანამგზავრია. გამომდინარე აქედან, შეგიძლია არ მოუსმინო რადიოთი მოწოდებულ ინფორმაციას, სარეკლამო ჭრის დროს ტელევიზორი გადართო, უფრო ზუსტად კი გამორთო, რადგან გადართვას აზრი არ აქვს. არ წაიკითხო ქუჩაში გადმოკიდული აბრები, კედლებზე თუ ელექტრობოძებზე გაკრული განცხადებები, არ გამოართვა ფერად მაისურებში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს ლამაზი ფლაერები. ერთი სიტყვით, თავი აარიდო ყოველგვარ სარეკლამო შემოთავაზებას, თუმცა შენგან რჩეული მობილური ოპერატორის მიერ გამოგზავნილ sms აქცია-შემოთავაზებებს თავს ვერ დააღწევ - „ჩაერთე და მიიღე 5000000 sms, 100000 საათი სასაუბრო დრო“, „გთავაზობთ განახლებულ ტარიფებს შიდა ქსელებზე“, „აკრიფე *XXX*X #OK“ და ასე უსასრულოდ. ჩვენი ძვირფასი მობილური ოპერატორები, უკომპრომისო საბაზრო კონკურენციის პირობებში რას არ გვთავაზობენ, მაგრამ „გავარსკვლავების“ შემოთავაზებას ნამდვილად ვერაფერი შეედრება.
რამდენიმე წელია, კომპანია ჯეოსელისა და რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი ჯეოსტარი ყოველ ახალ სეზონზე, სრულიად საქართველოს ერთჯერად „ვარსკვლავებს“მოუვლენს ხოლმე და მეორე სეზონამდე ერთნაირად „კვებავს“ ტელევიზიებს, ინტერნეტსაიტებს, ყვითელ, წითელ და ნარინჯისფერ პრესას. ჩვენში რომ სიმღერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, არა მხოლოდ სუფრასთან, გუთანთან, ფიცხელ ომში, ჭირსა თუ ლხინში ამღერებული ქართველის ლეგენდები ღაღადებენ, არამედ ფაქტებიც, როდესაც ღონისძიება არ მოეწყობა ისე, რომ ვინმე არ ამღერდეს, აღარაფერს ვამბობ მიტინგების თუ საპროტესტო აქციების დროს შესრულებულ სიმღერებზე. ვმღერით ჩვენ და სიხარულით ვამღერებთ სხვა ქვეყნებიდან მოწვეულებსაც. ასე რომ, ქვეყნის უმრავლესობას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მომღერლობაზე აქვს პრეტენზია და რადგან მომღერლობა პოპულარობასთან ასოცირდება, პოპულარობა კი ჩვენში რაღაც უნივერსალურ პროფესიად იქცა, ანუ „ცნობილი ადამიანის“ აზრი ტელევიზიებისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით რატომღაც კომპეტენტურად ითვლება, ჯეოსტარში მონაწილეობის მსურველთა მონდომება, რიცხოვნობა თუ მრავალფეროვნება გაოცებას აღარ იწვევს. შესაბამისად, მუსიკალურ ნიჭს მოკლებულ მონაწილეთა მიმართ პრეტენზიები ხშირად გაუმართლებელი მგონია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროექტში ასაკობრივი შეზღუდვის გარდა სხვა შეზღუდვა არ არსებობს, ანუ რეგისტრაციის გავლისა და მკერდზე რამდენიმენიშნიანი ნომრის მიწებების შემდეგ მონაწილეს პირდაპირ ჟიურის, ტელეკამერების, ქვეყნის წინაშე უწევს გამოსვლა, რაც გარკვეული სახის პოპულარობას უკვე გულისხმობს. ასე რომ, ჯეოსტარი საზოგადოებას ორი სახის „გავარსკვლავებას“ სთავაზობს, პირველი - შესარჩევი ტურების დროს, როდესაც ინტელექტსა და მუსიკალურ ნიჭს მოკლებულ მონაწილეს ჟიურის წევრები დასცინიან, კიცხავენ. ტელევიზია კი ამ ყველაფერს გრაფიკოსების მიერ კიდევ უფრო გაშარჟებული ფორმებით წარმოგვიდგენს. მის საქვეყნოდ დაბეჩავების ამსახველ ვიდეოს ატვირთავენ ინტერნეტსაიტებზე, ჩამოტვირთავენ მობილურ ტელეფონებში, შეიძლება სხვა რომელიმე სატელევიზიო გადაცემაშიც მოხვდეს, უფრო მეტად დასცინონ, დაამცირონ, მაგრამ ამით გახდეს პოპულარული ანუ თავსლაფდასხმული „ვარსკვლავი“. რაც შეეხება „გავარსკვლავების“ მეორე ვარიანტს, ამ შემთხვევაში ხმის, სმენის და შემოქმედებითი ინდივიდუალობის მქონე მონაწილემ, შეიძლება წარმატებით გაიაროს შესარჩევი ტურები, თუმცა რადგან პროექტში ყოფნა- არყოფნა ქსელის აბონენტების მიერ დარეკვა-დამესიჯებით წყდება, ანუ მისი ბედი ფართო საზოგადოების ხელშია, მოირგოს ამ საზოგადოებისთვის მისაღები რომელიმე მომღერლის შესრულების მანერა, შესარჩევ ტურებზე გამოვლენილი შემოქმედებითი ინდივიდუალობა დათმოს და „გავარსკვლავდეს“. ჰოდა, დგას ეს „გავარსკვლავებული“, ე.ი. „ჯეოსტარი“ სცენაზე და ხვდები, რომ წინა სეზონის გამარჯვებულისგან, გარდა გარეგნობისა ან სქესისა, არაფრით გამოირჩევა (ხშირად ემოციებიც კი მსგავსი აქვთ), ანუ ერთგვარ ქარხნულ პროდუქტს წარმოადგენს, ვთქვათ Nokia-ს ფირმის ტელეფონს, ოღონდ არა ფინეთში, არამედ ჩინეთში დამზადებულს.
წელს, როდესაც ტელეფონებში მეხივით თავსდამტყდარმა sms შეტყობინებამ ჯეოსელის აბონენტებს ჯეოსტარის შესარჩევი ტურების დაწყება ამცნო, პროექტის რამდენიმე თავგადაკლულ გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ ვკითხე, თუ რა დაამახსოვრდათ გასული 2009 წლის ჯეოსტარიდან. უმრავლესობამ, უპირველესად, გაიხსენა არა გამარჯვებული ან ფინალში გასული კონკურსანტი, არამედ ბიჭი ქუთაისიდან, საზოგადოებისთვის „დშნდნნდ“ ცნობილი. პროექტი მართლა უწყობს ხელს მანამდე უცნობი ადამიანების ფართო მასებისთვის გაცნობას, მაგრამ რის ხარჯზე და რა ფორმებით ხდებიან ეს მანამდე უცნობები, ჩვენთვის ნაცნობები? რა უფრო ამახსოვრდება შოუდან ადამიანებს? ან რა იზიდავს ამ შოუში უმრავლესობას? ამაზე დაფიქრება, მგონია, ურიგო არ იქნებოდა. მით უფრო, რომ ეს მხოლოდ პროექტ ჯეოსტარის პრობლემა არ არის და როგორც ჩვენთან, ისე დანარჩენ მსოფლიოში სხვა შოუპროექტებიც არსებობს, სადაც მონაწილეები საკუთარი თავის თუ სხვისგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ხარჯზე საქვეყნოდ ცნობილნი ხდებიან.
ჯეოსტარი 2010-ის შესარჩევი ტურები კი უკვე დამთავრდა და დამცირებული „გავარსკვლავების“ კანდიდატებიც გამოიკვეთნენ.
![]() |
23 ტექნოლოგიური სიახლეები |
▲back to top |
საზოგადოება
ოქტომბრის დასაწყისი ტექნომანთა შორის Android-ის პლატფორმაზე Skype-ის ოფიციალური მესინჯერის გამოსვლით აღინიშნა. მთელი მსოფლიოს „ანდროიდებმა“ ერთად გაიხარეს, არადა გახარების საფუძველი მათ ნამდვილად ჰქონდათ, ვინაიდან უკვე ორი წელიწადია, პირველი ანდროიდიანი ტელეფონის, T-Mobile G1-ის გამოსვლის დღიდან, რაც ისინი ელიან საკუთარი „ანდროიდიდან“ მეგობრებთან სრულფასოვანი Skype-ის საშუალებით ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდის Market Place-ში აქამდე მრავალი მესინჯერი გამოჩნდა, რომელთა საშუალებითაც Skype-ის გამოყენება იყო შესაძლებელი, Skype-ის არაოფიციალური ანალოგები ფუნქციონალობით ჩამოუვარდებოდნენ ოფიციალურ ვერსიას - ისინი მხოლოდ ტექსტური მესიჯების გაგზავნის საშუალებას იძლეოდნენ, მულტიმედიურ ხანაში კი საურთიერთოდ მხოლოდ ტექსტი, როგორც მოგეხსენებათ, აღარ არის საკმარისი. ოფიციალური ვერსიის საშუალებით არა მხოლოდ ე.წ. „ჩატაობაა“ შესაძლებელი, არამედ საერთაშორისო ზარების განხორციელებაც შეიძლება გაცილებით დაბალი ტარიფით. ამასთან, თუ თქვენ ზარს პერსონალურ კომპიუტერთან ახორციელებთ, 3G ქსელის დაფარვის ზონაში მხოლოდ დახარჯული „ტრაფიკის“ ფულს უხდით მობილურ ოპერატორს, Wi-Fi-ის მეშვეობით კი საერთოდ უფასოდ შეიძლება სასურველ ადამიანებთან დარეკვა, როგორც ეს ჩვეულებრივი PC-დანაა შესაძლებელი.
გასულ კვირას კალიფორნიის შტატის ქალაქ მაუნტ-ვიუდან სანტა მონიკასაკენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილი დაიძრა. გზად ჰოლივუდის სან-სეტ ბულვარი გაიარა და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მივიდა. ავტომობილში კომპანია Google-ის ავტორიზირებული ინსტრუქტორი და გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გულისფანცქალით შეჰყურებდნენ გზას და შემხვედრ მანქანებს. ეს ავტომობილი სხვა ოთხთვალებისაგან ერთი უმნიშვნელო დეტალით განსხვავდებოდა, მას არ ჰყავდა მძღოლი, მის ფუნქციას კი ავტომობილის ძარაზე მიმაგრებული ვიდეოკამერები, სენსორული რადარული მიმღებები და Google-ის სერვერები ასრულებდნენ. ავტომობილის ბორტ-კომპიუტერი რეალურ დროში იღებდა ინფორმაციას საგზაო მდგომარეობის შესახებ და თავად საზღვრავდა რა სიჩქარით ევლო, როდის შეჩერებულიყო და როდის გაეგრძელებინა მოძრაობა. კომპანია Google-ის საშტაბო ქალაქიდან, მაუნტ-ვიუდან სანტა მონიკამდე მგზავრობა ერთი დიდი ტესტის ნაწილი იყო, რომელიც Google-ის ინოვაციური უმძღოლო ავტომობილის სანავიგაციო სისტემის ტესტირებას ისახავდა მიზნად. ტესტის ჯამური შედეგი ასეთი იყო: მანქანამ 1500 კილომეტრი თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე განვლო, 200 ათასი კილომეტრი კი Google-ის ინსტრუქტორის მცირე დახმარების საშუალებით დაფარა. ერთადერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილს შუქნიშანთან შეემთხვა, როდესაც ის საჭირო დროს გაჩერდა და მას უკან მომავალი მანქანა, ქართველი მძღოლების ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, „უკნიდან შეაჯდა“.
Google-ის თავკაცების, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის განცხადებით, მათი კომპანია ავითარებდა და კვლავაც აგრძელებს იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც კაცობრიობას სიკეთეს მოუტანს. ისინი ამ პროექტზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ და თუკი მათი ოცნება ახდება და Google-ის უმძღოლო ავტომობილები მთელ დედამიწას მოედებიან, მათი ღრმა რწმენით, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე დავა, რაც წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს
Facebook-ის სოციალური ქსელი ნელ-ნელა რეალურ სამყაროს ემსგავსება, სადაც საიდუმლოებები და შეუცნობლობა ზეობს გამჭვირვალობაზე. სოციალური მედიის ამ გიგანტის ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი მეგობრების ბაზაზე პატარ-პატარა ჯგუფები შექმნანდა ამ პატარა ჯგუფებში მიმოცვალონ სტატუსები,კომენტარები, ბმულები და სურათები ისე, რომ ერთი ჯგუფის წევრებს მეორე ჯგუფში განთავსებულ ინფორმაციასთან წვდომა არ ექნებათ. მომხმარებლებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ პირადი ფოტოებისა და ჩანაწერების ჩვენება საუკეთესო მეგობრებისთვის ისე, რომ მათმა თანამშრომლებმა ეს ფოტოები არ ნახონ. შესაძლებელი გახდა ჯგუფური ჩატებისა და ფორუმის ტიპის კომუნიკაციაც, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. თუკი თქვენ Facebook-ის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ მოძებნოთ მარცხნივ განთავსებულ მენიუში ოპცია - Create Group-ს და თამამად შეუდგეთ თქვენი სანაცნობო თუ სამეგობრო წრეების ირგვლივ პირადი სივრცის „შენებას“,რომლის სადარაჯოზე დგომის სურვილიც თავად Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა გამოთქვა.
Microsoft-ის იმპერია საპასუხო დარტყმას ამზადებს. სტივენ ბალმერმა ოფიციალურად წარადგინა Windows Phone 7, ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს სამ ვეშაპს, მობილური ტელეფონების ბაზარი რომ აქვთ თანაბრად გადანაწილებული: Apple-ის iOS-ს, Google-ის Android-ს და RIM-ის BlackBerry OS-ს. Microsoft-ის მარკეტინგული გათვლა, ასოციაციურად დაუკავშიროს მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემა, აწ უკვე ბესტსელერად ქცეულ Windows 7-ს, გასაგებია, თუმცა რამდენად გაამართლებს იგი ჩვეულებრივი მომხმარებლების მოლოდინს, ამას სულ მალე გავიგებთ. HTC-ის, Samsung-ის, LG-ის და Dell-ის წარმოებული Windows Phone 7-იანი ტელეფონები, რომელთა რიცხვი დღეისათვის ცხრას შეადგენს, ამერიკაში 21 ოქტომბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში, ევროპაში - ნოემბრის დასაწყისში, ჩვენამდე კი როდის მოაღწევს, ღმერთმა უწყის.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ბალმერის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემის მზადების პროცესში ისინი ცდილობდნენ, რომ Windows Phone 7 არ ყოფილიყო არსებული ოპერაციული სისტემების მსგავსი, განსაკუთრებით კი iPhone-ის ტექნოლოგიური სიახლეები ოპერაციული სისტემისგან (iOS-სგან) უნდა ყოფილიყო რადიკალურად განსხვავებული, რაც Apple-ის და Microsoft-ის ისტორიული ბრძოლის გამოძახილი უფროა, ვიდრე რაიმე ახლის შექმნის მცდელობა.
ყოველი კომპანია თავისი ხერხებით ცდილობს მობილური პირმშოს გაქაჩვას. Google თავის სერვისებს აყოლებს, Apple პერსონალურ კომპიუტერს, i-Pod- სა და i-Phone-ს შორის სრულ სინქრონიზაციაზე დებს ფსონს. ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი Microsoft-მაც თავისი „კოზირების“ გამოყენება დაიწყო: Windows Phone 7-ს მოჰყვება Microsoft Office-ის მობილური ვერსია, თავსებადობა Windows Live Messanger-თან და Hotmail-თან და ჯოკერი, რომლითაც Microsoft-ი კონკურენტების დამარცხებას აპირებს - თავსებადობა სათამაშო კონსოლ Xbox-თან. თამაშების მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს Xbox-ის ბესტსელერი თამაშების მობილურ ვერსიაზე მუშაობა.
შეძლებს თუ არა ბილ გეიტსის იმპერია განახორციელოს ის, რაც თავის დროზე უკვე გააკეთა პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში - წაართვას Apple-ს ბაზარი და გახდეს ლიდერი - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ახლა Apple და Microsoft-ი მარტონი აღარ არიან.
![]() |
24 რატომ გენდერული თანასწორობა |
▲back to top |
ტაბულა|რაზა
თათია ვაშაკიძე
ნაწილი II
დღეს დღეობით, მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, პლანეტის უდიდეს ნაწილში გენდერული უთანასწორობის შემაშფოთებელი პრაქტიკებია გავრცელებული: ექვს მილიარდიან პლანეტაზე, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, მიწის მესაკუთრე ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1%25ია.
სქესის ნიშნის მიხედვით ჩაგვრის შედეგად აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 6ათას გოგონას უტარებენ გენიტალურ მუტილაციას; 90 იან წლებში კოსოვოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 30 ათასიდან 50 ათასამდე ქალი გააუპატიურეს.
ვისაც ზემო აღნიშნული საგანგაშო ციფრები მხოლოდ აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის განვითარებადი საზოგადოებების პრობლემად ესახება, შეუძლია საქართველოში არსებულ მონაცემებს გაეცნოს: საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხო ლო 35%25ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, ვერბალურ და ეკონომიკურ ძალადობას;
ქვემო ქართლის რეგიონში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს იშვიათად შეხვდებით, რადგან 12-13 წლის ასაკში მათ გარიგებით ათხოვებენ და სწავლის გაგრძელებას უკრძალავენ; ტაბუირებულია ქალთა ოპრესირებული სექსუალობის საკითხიც. საქართველო მო წინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება ინფანტციდის, იგივე სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი.
ქალები მარგინალიზებულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისითაც: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი), აღმასრულებელ ხელისუფლებასა (18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი) და კერძო სექტორში. მართალია, პროცენტულად ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით (მაგ. საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და 298 ქალი). კულტურულად კონსერვატულ საქართველოში შრომით ბაზარზე წარმატებული ქალების ნაკლებობას მავანნი ქალებისვე არჩევნით ხსნიან. ამ მოსაზრების მომხრენი მიიჩნევენ, რომ ქალებისათვის ბევრად სასურველია მოირგონ ნაკლებად აქტიური, თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული პროფესიული როლები იმისათვის, რომ ოჯახსა და შვილების აღზრდას მეტი დრო დაუთმონ. აღნიშნული მოცემულობა რომ მართლაც ქალების არჩევნით ყოფილიყო განპირობებული, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა, თუმცა მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე დეკლარირებული თანასწორობისა, ე.წ. გამჭვირვალე ჭერის ეფექტი სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ქალებს მაღალ თანამდე ბობრივ რგოლებზე თვითდამკვიდრებისათვის.
გამჭვირვალე ჭერის ეფექტი ეკონომიკური ტერმინია და კვალიფიციური კადრის დაწინაურებისათვის დაბრკოლებას ნიშნავს გენდერული ან ზოგჯერ ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე. გამჭვირვალე ჭერის შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში - აშშ-ში ქალები დაახლოებით ერთი მესამედით ნაკლებს გამოიმუშავებენ თანაბარი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცებთან შედარებით; გაერთიანებულ სამეფოში 23%25ით ნაკლებს. ევროპაში კი MBA-ს ხარისხის მოპოვებისთანავე მამაკაცები გაცილებით იოლად პოულობენ მაღალანაზღაურებად სამ სახურებს, მაშინ როცა ანალოგიურ სასტარტო პირობებში ქალებს ბევრად დაბალ რგოლებზე მიუწვდებათ ხელი და დაახლოებით 4,600 აშშ დოლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ თანაბრად კვალიფიციურ მამაკაცებთან შედარებით. საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას. ამ სისტემის მომხრენი ამტკიცებენ, რომ კვოტირება იმ ბარიერების კომპენსირებას ახდენს, რომლებსაც ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლისას ხვდებიან; რომ კვოტირება სხვა არაფერია, თუ არა სოციალური სამართლიანობის აღდგენის მცდელობა, სამართლებრივად დეკლარირებული თანასწორობის დეფაქტო უზრუნველყო ფა.
ქალებისათვის პოლიტიკური კვოტირების სისტემა რამდენიმე საფუძვლიან თეორიას ემყარება. ერთ-ერთი არგუმენტის თანახმად, კვოტირების აუცილებლობას განაპირობებს ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისადმი არახელმისაწვდომობა. ის სოციალური სტრუქტურები, რომელთა ფარგლებში კვოტირების შემოღებაზეა საუბარი, შეიქმნა ასეული წლების წინ, პირდაპირი დისკრიმინაციის ეპოქაში და, შესაბამისად, ეს სტრუქტურები მემკვიდრეობითად დისკრიმინაციულია, რაც განაპირობებს ისეთი დროებითი ზომების შემოღებას დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, როგორიც კვოტირებაა.
კვოტირების მეორე თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს. ამ არგუმენტაციამ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში: ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში ნებაყოფლობით დააწესეს კვოტირების სისტემები ქალებისათვის; უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კვოტირება დამკვიდრდა საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ლათინური ამერიკის 11 ქვეყანაში. 2002 წელს ნორვეგია უფრო შორს წავიდა, როდესაც 2008 წლისათვის კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40%25იანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებულ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ლობირების შედეგად კვოტირების სისტემაც იყო მოაზრებული, მაგრამ ამ ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს. სანამ ქალებისათვის კვოტირების შემოღებაზე საქართველოში აქტიური დებატების ნიადაგი მომწიფდება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ე.წ. “აზრის შემქმნელებისა” და “გადაწყვეტილების მიმღებების” მიერ პრობლემისა და მისი თანამდევი შედეგების გაცნობიერება სრუ ლი მასშტაბით. აისახება რა საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროზე, გენდერული თანასწორობა უკვე აღიარეს, როგორც ათასწლეულის განვითარების გამოწვევების (MDGs) გასაღები. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი, დავძლიოთ გლობალური სიღარიბე, და ვამარცხოთ ექსტრემიზმი და მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. თუ კი ჩვენი საზოგადოების მიერ ამ ურთიერთ კავშირების გაცნობიერება მოხდება, საქართველოში გენდერული თანასწორობის გულშემატკივართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
![]() |
25 ტოტალის ზეთები ქართველ მომხმარებელს |
▲back to top |
ბიზნესი
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ვისოლმა სიდიდით მსოფლიოს მეოთხე ნავთობკომპანია ტოტალთან ექსკლუზიური გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამით ვისოლი საქართველოში ტოტალის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა. კომპანია ბიზნესს 130 ქვეყანაში 96 ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით აწარმოებს. მისი წლიური გაყიდვები საშუალოდ 159 მილიარდ ევროს შეადგენს. ტოტალის მმართველი დირექტორის, ჟან მიშელ ჰიერონიმუსის განცხადებით, ვისოლთან თანამშრომლობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ კომპანია გამჭვირვალედ მუშაობს. ამასთან, ფასეულობებით, ამბიციებით, მუშაობის დინამიკითა და ფიქრის წესით ტოტალს ჰგავს. ჰიერონიმუსის თქმით, საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე სწრაფად იზრდება. ტოტალთან თანამშრომლობის ეფექტზე საუბრობს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე
...|
.............
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
რას მიიღებთ ტოტალთან თანამშრომლობით?
პირველ რიგში, ცოდნას და გამოცდილებას: ტოტალი გაგვიზიარებს საკუთარ ნოუ ჰაუს. ჩვენი სპეციალისტები საფრანგეთში გადამზადდებიან. ტოტალის სპეციალისტებიც მაშინ ჩამოვლენ აქ, როცა ჩვენ მოვითხოვთ. ისინი დაგვეხმარებიან მარკეტინგში, პროდუქციის სპეციფიკის არჩევაში. ჩვენ აღარ მოგვიწევს ნულიდან დაწყება და ველოსიპედების გამოგონება. ამით მომხმარებელი მოიგებს.
რატომ დარჩება მომხმარებელი მოგებული?
მომხმარებელი მიიღებს ფრანგულ ზეთებს. იქნება მაღალი ხარისხის მომსახურება და თან, მრავალ ადგილზე. ჩვენ დაახლოებით 80 სადგური უკვე გვაქვს და კიდევ ვაშენებთ. ძალიან ბევრ ადგილას გამოჩნდება ტოტალის სიმბოლიკა. ის მსოფლიოში მეოთხე კომპანიაა და საქართველოში მისი შემოყვანა ქვეყნის რეპუტაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
რას გულისხმობთ?
ჩვენს და ზოგადად, ჩვენი ტიპის ქვეყნებს აკლიათ სტაბილურობის განცდა. ადამიანი, რომელიც მოძრაობს ქვეყანაში, ინვესტიციებს აბანდებს ან თუნდაც, ტურისტული მიზნებით ჩამოდის და ხედავს ასეთი დიდი კომპანიების სიმბოლიკას, რამდენიმე დასკვნას აკეთებს. პირველი, ქვეყანა არის სტაბილური როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. მეორეც, აქ შეიძლება ინვესტიციების დაბანდება. ერთ მსხვილ კომპანიას სხვა მსხვილი კომპანიებიც მოჰყვებიან. ქვეყანაში ბევრი დიდი კომპანია თუ ოპერირებს, მის მიმართ ნდობა იზრდება: ინვესტორისთვის ეს სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.
რა ეღირება ტოტალის ზეთები?
ჯერ არ ვიცით. ბევრი დასახელების პროდუქტია და ფასების შედგენა ახლა მიმდინარეობს. ერთი რამ ცხადია, ფასები კონკურენტული იქნება.
საიდან იცით, რომ ახალ ზეთზე მოთხოვნა იქნება?
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა: პირველი, მომხმარებელმა არ იცის, რა ზეთს ასხამს მანქანაში და მეორე, არ არსებობს კომფორტული გარემო, სადაც ზეთის ჩასხმა შეიძლება. ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე სწორედ ამ გარემოს შევქმნით. კომფორტულ გარემოში კომფორტულ სერვისს მიიღებ და შემდეგ, გზას გააგრძელებ.
![]() |
26 ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იზრდება |
▲back to top |
ბიზნესი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიოში 26-ე, ხოლო ევროპაში მე-14 ადგილზეა. მისი საერთო ქულაა 70.4, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საერთო ქულა 10 კომპონენტისგან შედგება. მათ შორისაა ვაჭრობის თავისუფლებაც, სადაც საქართველოს 100-დან 89.1 ქულა აქვს. რაც შრომის თავისუფლების შემდეგ, მეორე, უმაღლესი ქულაა.
2010 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდა - თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბულგარეთი. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მოცულობის (4 მილიარდი დოლარი) 66.9%25 ამ ქვეყნებზე მოდის. აქედან უდიდესი წილი, 36.9%25 აქვს თურქეთს - 587.3 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანს - 369.4 მილიონი დოლარი და უკრაინას - 340.8 მილიონი დოლარი.
თურქეთი, გასული წლების მსგავსად, 2010 წლის პირველ ნახევარშიც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიხედვით. ამ ქვეყანაში საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით - 54.1 მილიონი დოლარი - შავი ლითონების ჯართი გავიდა. თურქეთიდან კი საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით სამკურნალო საშუალებები შემოვიდა - 20.8 მილიონი დოლარი. საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია. საქართველოდან აზერბაიჯანში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანები გავიდა. რეექსპორტმა 58 მილიონი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა - 143.5 მილიონი დოლარი.
საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინა მესამე ადგილზეა. ამ ქვეყანაში განხორციელებულ ექსპორტში სპირტი და სპირტიანი სასმელები - 14.6 მილიონი დოლარი - ჭარბობდა. უკრაინიდან საქართველოში კი ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოვიდა - 32.6 მილიონი დოლარი.
ავტომობილების რეექსპორტი (2009-2010)
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2010 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტში მსუბუქი ავტომობილები მეორე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია და 107 მილიონ დოლარს, ანუ მთლიანი ექსპორტის 12.4 %25-ს შეადგენს. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, რეექსპორტს მხოლოდ ფეროშენადნობები უსწრებს, რაც 145.4 მილიონი დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 16.8%25-ით განისაზღვრება.
2010 წლის პირველ ნახევარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი - 347.2 მილიონი დოლარი ანუ მთლიანი იმპორტის 13.1%25-ია. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები - 173.6 მილიონი დოლარით ანუ მთლიანი იმპორტის 6.6%25-ით.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები
(2010 წლის იანვარ-ივლისი, %25)
წყარო: საქსტატი
2010 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი (41.2%25) იმპორტის ზრდის მაჩვენებელზე (11.7%25) მეტი იყო. შედეგად, ექსპორტის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში გაიზარდა: 2009 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 20.6%25 იყო. 2010 წელს 24.7%25-ს მიაღწია. მოიმატა ექსპორტით იმპორტის დაფარვამაც: 2010 წელს - 32.7%25-ია, 2009 წელს - 25.9%25 იყო.
2010 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საგარეო-სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე წლის იანვარ- აგვისტოს მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ზრდას განაგრძობს და 2.1 მილიარდ დოლარს აღწევს. რეგისტრირებული ექსპორტი 111.9 მილიონი დოლარით, ხოლო იმპორტი - 432 მილიონით იზრდება.
![]() |
27 3 მოპოვებული და 2 დაკარგული |
▲back to top |
სპორტი|ფეხბურთი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეგიდით თბილისში მალტას 1:0 აჯობა, რიგაში კი ლატვიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.
თემურ ქეცბაიას გუნდი 4 მატჩში მოპოვებული 6 ქულით მესამე ადგილზეა: საბერძნეთს და ხორვატიას, შესაბამისად 2 და 1 ქულით ჩამორჩება, ისრაელს და ლატვიას კი 2 ქულით უსწრებს. უქულო მალტა ბოლო ადგილზეა.
ეროვნულს ოფიციალური ტურნირი ასე კარგად არასდროს დაუწყია. ჩვენმა გუნდმა უკვე იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში.
ცხადია, ეს ძალიან კარგია. შესანიშნავია ისიც, რომ გუნდი წაუგებელ სერიას განაგრძობს, მაგრამ ერთ, ჩვენი აზრით მთავარ საკითხზე აქედანვე უნდა ითქვას.
თემურ ქეცბაიას არჩეული ტაქტიკა - ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში - უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ.
არათუ მალტასთან და ლატვიასთან მატჩებმა, სექტემბერში გამართულმა ორმა ოფიციალურმა შეხვედრამაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ერთი თავდამსხმელით ასპარეზობა, არც მეტი, არც ნაკლები, შეტევაზე უარს უდრის: ვერც ლადო დვალიშვილმა და თან ხიფათი ვერ შექმნეს. ის ორი გოლი კი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მალტას და ლატვიას გაუტანა, უფრო მეტოქეთა მცველების უხეშ პოზიციურ შეცდომებს უნდა მივაწეროთ, ვიდრე ქართველ თავდამსხმელთა გაუთავებელ იერიშებს. ამ ორ თამაშში, განსაკუთრებით კი სექტემბრის ორ მატჩში, აშკარა იყო, რომ საქართველოს ნაკრების ერთ ფორვარდთან გამკლავება მეტოქის მცველთა ოთხეულს არ უჭირდა.
შეტევაზეა კაპიტანი კახა კალაძე
უახლოესი ოფიციალური მატჩები ჩვენს გუნდს მარტში ელის, მანამდე კი ნოემბრის ამხანაგური თამაში და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირია. ვიმედოვნებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ მატჩებში მაინც ცდის ორი ფორვარდით თამაშს. ასე ნაკრების შეტევა უფრო მძაფრი გახდება და გოლის გატანაც გაგვიადვილდება. ზოგადად, მალტასთან და ლატვიასთან თამაშებს რაც შეეხება, ჩვენმა გუნდმა თბილისში 3 ქულა მსაჯის დამატებულ წუთზე მოიპოვა, რიგაში კი 2 ქულა იმავე პერიოდში დაკარგა.
ორივე შეხვედრაში ნაკრები თავდაჯერებული ჩანდა, თუმცა ერთი შეხედვით საიმედო დაცვამ მალტასთან ერთი, ლატვიასთან კი ორი უხეში შეცდომა დაუშვა. თბილისში მეკარემ გვიხსნა - ნუკრი რევიშვილმა მალტელთა ფორვარდის დარტყმული ბურთი მოიგერია, რიგაში კი ერთ მომენტში მასპინძლებმა ვერ ივარგეს - თავდამსხმელმა ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა, თამაშის მიწურულს კი ბედმა გაგვიღიმა და ფორვარდის დარტყმული ბურთი რევიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა. და რადგან ჩვენი მცველები ვახსენეთ, მათგან საუკეთესო მალხაზ ასათიანიც უნდა შევაქოთ. ოქტომბერში გამართულ ორივე ოფიციალურ მატჩში ის ქართველთაგან საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. უამრავი შეტევა ჩაშალა, შეუცდომლად აზღვევდა პარტნიორებს (განსაკუთრებით უჩა ლობჟანიძეს რიგაში) და რამდენჯერმე კარგად წამოიწყო შეტევა. მალტასთან მის სოლო-რეიდზე კი მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ დიდებული იქნებოდა გოლიც რომ მოჰყოლოდა...
საერთო ჯამში, ჩვენი გუნდის ასპარეზობა ევრო 2012-ის შესარჩევში ამ ეტაპზე მხოლოდ დადებითად თუ შეფასდება. ნაკლი, ცხადია არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ამ დროს საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული...
ჩვენი გუნდი მომდევნო შესარჩევ მატჩებს მარტში ჩაატარებს: 26-ში ხორვატიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ისრაელს ესტუმრება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში პირველად არ წააგო საწყისი 4 მატჩი!
თემურ ქეცბაია ეროვნული გუნდის პირველი მწვრთნელია, რომელმაც საწყისი 6 მატჩი არ წააგო, რაც ნაკრების ახალი რეკორდია! აქამდე საუკეთესო შედეგი - ზედიზედ 5 წაუგებელი თამაში - ვლადიმერ გუცაევს (1998 - ლატვია 2:1, ალბანეთი 3:0, მალტა 3:1, ტუნისი 1:1, რუსეთი 1:1) და ალექსანდრე ჩივაძეს (2001 - ლუქსემბურგი 3:0, უნგრეთი 3:1, ლიტვა 2:0, რუმინეთი 1:1, 2002 - სამხრეთ აფრიკა 4:1) ეკუთვნოდათ.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში წაუგებელი სარეკორდო სერია 8 თამაშს ითვლის: 1997 წელს გუნდმა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით 3 შეხვედრა ჩაატარა (იტალია 0:0, მოლდოვა 1:0, პოლონეთი 3:0), 1998 წელს კი 5 (ლატვია 2:1, ალბანეთი 3:0, მალტა 3:1, ტუნისი 1:1, რუსეთი 1:1), თუმცა უკვე ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით.
...............
დავით სირაძემ (14) თემურ ქეცბაიას თბილისშიც გაუმართლა და რიგაშიც
![]() |
28 საკუთარი თავისთვის დასმული კითხვები... |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
დასრულდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტური. ოქტომბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა აიღო - მოიგო საშინაო მატჩი მალტასთან და ქულა წამოიღო ლატვიიდან. რაც მთავარია, გაგრძელდა თემურ ქეცბაიას გუნდის წაუგებელი სერია, რომელიც, ამხანაგური თამაშების ჩათვლით, უკვე 6 მატჩს შეადგენს.
ასეთი შედეგი ალბათ საქართველოს ნაკრების არც ერთ წინა დამრიგებელს არ ჰქონია... პრესა და ელექტრონული მედია ექსტაზშია, ქომაგებს კვლავ გაუჩნდათ რენესანსის იმედი და ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ნაკრები აღარავისთან არ აგებს და შესაშური თანმიმდევრობით ზრდის ქულათა მარაგს...
ალბათ მეც უნდა მიხაროდეს, მით უმეტეს, რომ თემურ ქეცბაიას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამაჩნდა, მის წარმატებებს საკუთარივით განვიცდიდი და დღესაც გამორჩეულად ვქომაგობ!
არადა, მომკალით და ვერაფრით ვახერხებ საერთო ეიფორიის გაზიარებას და ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის განჭვრეტას.
ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის რამდენიმე კითხვა დამესვა და გულწრფელი პასუხებით გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში.
მაშ ასე, კითხვა პირველი და უმნიშვნელოვანესი: მომწონს თუ არა მთლიანობაში როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები?
კატეგორიულად, არა! 6 მატჩში ვერც ერთი გააზრებული კომბინაცია, მაღალ ტემპში წარმოებული იერიში, დასამახსოვრებელი ტექნიკური ილეთი ან რაიმე სახის საფეხბურთო ნოვაცია ვერ ვნახე!
პირადად ჩემთვის ცალსახაა, რომ ასეთ სუსტ შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ნაკრები არასდროს არ მოხვედრილა. თუ ადრე თუნდაც წარუმატებელი მატჩების ყურებისას მეტოქის მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის დაფასება მაინც მიამებდა გულს, ახლა ამასაც მოკლებული ვარ. გადაბერებული საბერძნეთი, კრიზისში მყოფი ისრაელი, უნიჭო მალტა და ლატვია ვერაფრით ვერ გამოდგებიან ჩვენი შესაძლებლობების რეალურ საზომად!
ნუთუ საერთოდ არაფერი არ მომწონს?
არც მთლად ასეა საქმე. სასიამოვნოდ გამაკვირვა გოგიტა გოგუამ, რომელმაც უდავოდ დიდი პროგრესი განიცადა და გუნდის ლიდერად ყალიბდება. უხეშობასაც მოუკლო და მალე ალბათ შეუცვლელ ფიგურად იქცევა. სხვა საქმეა, რომ გოგუას გალიდერება სხვა ვარსკვლავთა ჩაქრობას ნიშნავს, თორემ, მისი შესაძლებლობების დაუკნინებლად, მაინც ფაქტია - როცა გოგუა ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, ე.ი. სერიოზულ კრიზისში ვართ! როგორც იქნა, მოგვარდა მეკარის პრობლემა - ნუკრი რევიშვილმა 4 შესარჩევში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ასეთი შედეგი ბუფონსაც შეშურდება, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რეალურად რამდენი მკვდარი ბურთის მოგერიება მოუწია ჩვენს კიპერს? მე ასეთს საერთოდ ვერ ვიხსენებ...
გამოდის, რომ დაცვა თამაშობს დამაჯერებლად! ...ვერც ამას ვიტყვი გადაჭრით. გაიხსენეთ, რამდენი მომენტი შეიქმნა ჩვენს კართან სექტემბერ- ოქტომბერში და თავად განსაჯეთ. ის, რომ მეტოქე ცარიელ კარს აცილებს, ჩვენს პლუსად ნამდვილად ვერ ჩაითვლება!
სამაგიეროდ, დათო სირაძემ დაიბრუნა სანაკრებო ბომბარდირის პოზიცია, რაც მართლაც გასახარელი ამბავია. ...ოღონდ, სხვა ფორვარდებს მოეშალათ მიზანი...
არის კი საერთოდ შესაძლებელი ამ კონტინგენტით უკეთესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება?
სამწუხაროდ, არა. ქეცბაიამ გუნდს ბრძოლა ასწავლა და ეს უკვე მაქსიმუმია!
იქნებ არსებობს მომატების რესურსი?
მაპატიეთ, მაგრამ მე ვერც ასეთ რესურსს ვხედავ... ერთადერთი ნათელი წერტილი უნიჭიერესი ჯანო ანანიძეა, რომელიც ალბათ მართლა გახდება ევროპული მასშტაბის ვარსკვლავი. ლევან ყენია უკვე ერთი წელია იშუშებს იარებს და ჯერაც უცნობია როდის ჩადგება ფორმაში, ლევან მჭედლიძემ და მისმა მრჩევლებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მისი კარიერა დაემუხრუჭებიათ, ჭანტურია ჯერ ძალიან პატარაა, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ბარსელონადან წამოიყვანეს და თანაც პროფესიული კონტრაქტის პრობლემები აქვს...
აბა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჟინის და ...ყისმათის! ჯერჯერობით, ორივე გვიმართლებს...
![]() |
29 წარმატებული ლენ ტროფი თბილისში |
▲back to top |
წყალბურთი|სპორტი
ლენ ტროფი წყალბურთში დაახლოებით იგივე დონის ტურნირია, რაც ფეხბურთში - ევროპის ლიგა. ძალიან სოლიდური დაფინანსება, სერიოზული რუსტერი, მინიმუმ თითო ვარსკვლავი და პერსპექტივა. ლენ ტროფის პირველი ჯგუფური ეტაპის ერთი ჯგუფის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ და მომდევნო ეტაპის ოთხი საგზური გაითამაშეს.
თურქული ენკა, ებრაული ასა, ფრანგული ნიცა, უნგრული ჰონვედი, იტალიური პოსილიპო და ქართული თბილისი ლიგამუსი, ანუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი, რომელიც მთლიანად ეროვნული გუნდის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
ოლიმპიკის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და თუ პროგრესი კლუბის თამაშშიც იქნება, ამ სტანდარტებს მალე თბილისი ლიგამუსიც მიუახლოვდება. რთული გზაა გასავლელი და ერთ- ორ სეზონში ყველაფრის მოგვარება არარეალურია. უბრალოდ, პროგრამა მინიმუმი შესრულდა, ლიგამუსი ლენ ტროფის შემდეგ ეტაპზე გავიდა და პირველ ეტაპზე ორი VS-ის მოგებაც მშვენიერი შედეგია.
კლუბის მფლობელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ლიგამუსმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. მთავარი მოვლენა გუნდში ლეგენდარული რევაზ ჩომახიძის გამოჩენა იყო, რომელიც 2003-ში ევროპის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ორჯერ (რუსეთის ნაკრებში) ოლიმპიური მედალი (2000-ში ვერცხლი და ოთხი წლის შემდეგ ბრინჯაო) პირადად მოიგო და ყველა დროის ერთ- ერთი უდიდესი ცენტრია.
რევაზ ჩომახიძე: „ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. საქართველოში წყალბურთის განვითარებას ის ხალხი ცდილობს, ვინც მართლა იცის რა უნდა გააკეთოს. ამის გამო ჩამოვედი და ვეცდები, არა მარტო თამაშით დავეხმარო ქვეყანაში წყალბურთის განვითარებას. ჰონვედთან და პოსილიპოსთან წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და თუ კომპლექსურად გამართულად ივარჯიშებენ, პროგრესი იქნება. ლიგამუსს ერთი ყოფილი ჩომახიძე ჰყავდა და ჰონვედში 7-8 მოქმედი ჩომახიძე იყო. სერიოზული კლუბია პოსილიპოც. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა და ამ ტურნირის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა”.
მოვიგეთ პირველი ორი მატჩი და ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იყო. ოპონენტებიც შედარებით სუსტი გვყავდა, ნორმალურ ნიცასთან და ორ გრანდთან კი წავაგეთ. 37 წლის ჩომახიძე, ლეგიონერები კოდრიჩი, სტრუიჩი და პოპოვიჩი, კლუბის დანარჩენი წევრები აკეთებდნენ მაქსიმუმს, მაგრამ ჰონვედთან და პოსილიპოსთან ეს მაქსიმუმიც მინიმუმია.
ჰონვედთან 7:18 წავაგეთ. ჰონვედს სამი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და ჰონვედი უნგრეთში ფინანსურად ყველაზე ძლიერი კლუბია.
პოსილიპო ლიგამუსთან ოდნავ ნაკლებად მოტივირებული იყო. იტალიელებმა მთავარი მატჩი წინა დღეს ჩაატარეს, იტალიურად, ჭადრაკ-წყალბურთში მოუგეს ჰონვედს 9:8 და ბოლო სათამაშო დღის წინ პირველი ადგილი გაიფორმეს. მთლად ჩომახიძე ვერაა, მაგრამ პოსილიპოს მერვე ნომერი ვალენტინო გალო დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა. კლუბში, რომელიც 1925 წელს ბენიტო მუსოლინიმ დააარსა (და დუჩე დღემდე ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტია), გალოს სეზონში თითქმის ნახევარ მილიონ ევროს უხდიან. ვალენტინო იტალიის ნაკრების ლიდერია და ლენ ტროფის ამ ეტაპის საუკეთესო მოთამაშე იყო. შეაგდო 15 გოლი, სხვას დაახლოებით ამდენივე გაატანინა, დაცვაში კლდესავით იდგა და როდესაც ქართველმა გოგონამ იტალიელების წარდგენისას მას შუა თითი უჩვენა, „ფანს“ საჰაერო კოცნა გაუგზავნა და გაუცინა.
ნიცასთან რომც მოგვეგო, შემდეგი ეტაპის წინ გასამართი წილისყრისას ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ერთ კალათაში მოხვდებიან და მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებიც ერთად დაწყვილდებიან. მათ დაემატებიან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილებიც და მეორე ეტაპი უკვე უბალასტოდ ჩაივლის.
მომდევნო ეტაპზე თბილისი ლიგამუსი 22-24 ოქტომბერს კოტორში (მონტენეგრო) შეხვდება იუზმეს (თურქეთი), აკადემია კატაროს (მონტენეგრო) და პანიონიოსს (საბერძნეთი). შემდეგ ეტაპზე ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასულები გადიან.
![]() |
30 მილიონერი კრიმინალები |
▲back to top |
სპორტი|კალათბურთი
ეს ხალხი კალათბურთს სხვაზე უკეთ თამაშობს და ამაში დიდ ფულს იღებს. უბრალოდ, ხანდახან წესრიგს არღვევენ, ცელქობენ და ამას არც მალავენ. წარმოგიდგენთ NBA-ს მილიონერი კრიმინალების სასტარტო ხუთეულს მთავარი მწვრთნელით და სათადარიგოებით. ამ გუნდს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონობა.
გამთამაშებელი: გილბერტ არენასი Agent Zero-ს, ანუ არენასის სუსტი წერტილი კოლეჯიდან მოყოლებული, ცეცხლსასროლი იარაღია.
2003-ში კალიფორნიის ერთ-ერთ ჰაივეიზე გილბერტი დაკოკაინებული მართავდა მანქანას. პოლიციელებმა არენასს მანქანიდან გადმოსვლა თავაზიანად შესთავაზეს, გილბერტმა სცადა გადმოსვლა, იქვე წაბარბაცდა და გაითიშა. მანქანაში 4 გრამი კოკაინი, ორი პარკი მარიხუანა და ჰალუცინატორები აღმოაჩინეს. არენასმა წინასწარი დაკავების საკანში 12 დღე გაატარა და 125 ათასი დოლარი გადაიხადა.
2006-ში თანაგუნდელ ოუი სთოურისთან ერთად გილბერტმა ლოს ანჯელესის ერთ- ერთ უბანში ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პოლიციელების მიახლოებისას, სთოურიმ რამდენიმეჯერ გაისროლა. არენასმა ოფიცერს სთოურის კეპი გაარტყა სახეში და დაამატა, მე ვარსკვლავი ვარ და შენ - არარაობაო. 24 დღე წინასწარი დაკავების საკანში და გილბერტის საბანკო ანგარიში 255 ათასი დოლარით შემსუბუქდა.
ბოლო ინციდენტი 2009 წლით თარიღდება. უიზარდსის დამლაგებელმა გასახდელში ოთხი (!) გლოკი იპოვა. არენასმა აღიარა, რომ წინა ღამეს იარაღი მეჯვარისთვის საჩუქრად შეიძინა, მაგრამ გასახდელში LSD-ს მიღების შემდეგ, იქვე დარჩა საჩუქარი. ლიგამ არენასი სეზონის ბოლომდე (უხელფასო) დისკვალიფიკაციით დასაჯა. გილბერტმა 12 მილიონი დოლარი დაკარგა.
მსროლელი: დელონტე უესტი 2009.17 სექტემბერი. ლიგამ და პრინციპში, ყველამ, ახალი დელონტე უესტი გაიცნო.
დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში უესტმა მოძრაობის წესები დაარღვია. პოლიციის ოფიცერთან საუბრის დაწყებამდე დელონტემ გახსნა გიტარის კეისი და იქიდან ორი გლოკი ამოიღო. ოფიცერმა მას იარაღის გადაგდება უბრძანა, უესტმა კი სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა, რადგან შემთხვევის ადგილზე მომენტალურად გაჩნდა კიდევ სამი პოლიციელი და უესტი უახლოეს ციხეში გადაიყვანეს.
მანქანაში პოლიციამ ორი მაჩეტე, ორი ავტომატი, 12 გრამი ჰეროინი და რამდენიმე ჰალუცინატორი აღმოაჩინა.
უესტმა ორი თვე ციხეში გაატარა, გადაიხადა 450 ათასი დოლარი და რამდენიმე თვის წინ თავისი ძმაკაცის, ლებრონ ჯეიმსის დედა ცოლად მოიყვანა.
მსუბუქი ფორვარდი: სტივენ ჯექსონი მოედანზე სტივენი ოპონენტს არ ინდობს.
მოედნის მიღმა სტივენი არავის არ ინდობს. 2006 წლის 7 ოქტომბერს სტივენი ერთ- ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. მოცეკვავე გოგონასთან საუბრის დროს ჯექსონს ერთ- ერთმა კლიენტმა შემთხვევით მხარი გაკრა. სტივის ბოდიში მოუხადეს, ჯექსონმა კი იარაღი ამოიღო და ჰაერში ხუთჯერ გაისროლა. სტივი მიუახლოვდა იმ ადამიანს, რომელმაც მას „ხელი გაარტყა” (ჯექსონი ამას დაკითხვაზე იტყვის) და იარაღი პირში ჩაუდო. მერე მოცეკვავეს ხელი გადახვია და კლუბიდან გავიდა. ჯექსონი იმავე ღამეს სასტუმროში დააკავეს. სტივიმ გისოსებს მიღმა მხოლოდ ერთი კვირა გაატარა, მაგრამ ლიგამ მოთამაშეს 255 ათასი დოლარი გადაახდევინა და 2 თვის განმავლობაში უსახლკარო ბავშვებისთვის მასტერკლასების უფასოდ ჩატარება დააკისრა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ სტივენი და ალენ აივერსონის დედის საყვარელი, პორტლენდში არასრულწლოვან მეძავებთან სექსუალური ურთიერთობისთვის დააკავეს. ძმაკაცებმა 12 ათასი დოლარი გადაიხადეს. სტივი ამის მერე პატიოსანი მოქალაქე და ლიგის ერთ- ერთი უძლიერესი მესამე ნომერი გახდა.
მძიმე ფორვარდი: რონ არტესტი არტესტი
ბოლო დეკადის კლასიკური ანტისპორტსმენია.
2004-ში პისტონზის და პეისერზის მატჩის დროს, არტესტმა გადაინაცვლა გულშემატკივრებში, სადაც დეტროიტის ფანს სახის ძვალი გაუტეხა, პოპკორნის გამყიდველს ტვინის შერყევა მიაღებინა და გამომცხადებელს მიკროფონი გაუტეხა. მანამდე რონმა მოედანზე ჩხუბიც მოასწრო. ლიგამ რონი 73-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია. არტესტმა 7 მილიონი დოლარი დაკარგა.
2002-ში რონმა მეგობარ გოგონას, ლინდსი ჯეფრიზს საფერფლით თავი გაუტეხა და 2 კვირით წინასწარი დაკავების საკანში მოხვდა. არტესტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ინტერვიუდან სამ დღეში ლინდსის მანქანა დაუწვა.
2003-ში რონმა ერთ-ერთი მატჩის დროს ოპერატორს კამერა წაართვა, იქვე, სათადარიგოების წინ დაამსხვრია და მშვიდად ჩამოჯდა სკამზე. რონს ახალი კამერა აყიდინეს, ოპერატორისთვის კი კომპენსაციის სახით 75 ათასი დოლარი გადაახდევინეს.
2007-ში არტესტი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შედის, გამყიდველი მას თავაზიანად სთხოვს, იქნებ ძაღლი (არტესტს ამერიკული სტაფი ჰყავდა) გარეთ დატოვოთო... რონის რეაქცია? არტესტმა ძაღლი გამყიდველზე მიუშვა და მარკეტის დაცვა იძულებული გახდა, რონის ერთგული მეგობარი იქვე დაეცხრილა. არტესტმა სამი კვირა ციხეში გაატარა.
ცენტრი: კრის ანდერსენი Birdman, Sexy Giant, Serial Killer, Tank - ეს კრის ანდერსენის მეტსახელებია. „უბანში უფრო ფრედი კრიუგერის ან ჯეისონ ურჰიზის ნახვა გამიხარდება, ვიდრე - კრის ანდერსენთან შეხვედრა“, - იტყვის ლიგის ერთ- ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი კრის პოლი.
კრის ანდერსენი არ არის ვარსკვლავი. კრის ანდერსენი ყოველთვის ოპონენტის საუკეთესო მაღლებს იყვანს და კრის ანდერსენი ყოველწლიურად შიდსით დაავადებულთა ფონდში ნახევარ მილიონ დოლარს რიცხავს. უბრალოდ, საკმაოდ ხშირად პოლიციელებთან უთანხმოება აქვს.
2000-2009 წლებში კრისი 14-ჯერ (!) დააპატიმრეს პოლიციის ოფიცრებთან შელაპარაკების, ჩხუბის გამო. არანაირი ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი. უბრალოდ, კრისს არ უყვარს პოლიციელები.
„პოლიცია ზედმეტია. პოლიციის გარეშე უფრო მშვიდად ვიქნებით. ხალხი ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, დაშინებულია. პოლიციის ყველა ოფიცერი რიგში ჩადგეს და სათითაოდ ერთ ადგილზე მაკოცოს“, - ამ სიტყვების შემდეგ კრისმა 2006-ში 95 ათასი დოლარი გადაიხადა.
2007-ში კრისი მეგობარ გოგონასთან ერთად პარიზში იმყოფებოდა. ანდერსენმა ერთ- ერთ მაღაზიაში პოლიციელი დაინახა, მოიხსნა მზის სათვალე, მიუახლოვდა პოლიციელს და ერთი დარტყმით გათიშა. ანდერსენს 35 ათასი დოლარი გადაახდევინეს და პარიზში სამუდამოდ აეკრძალა ჩასვლა.
„ვერასოდეს გავაკეთებ იმას, რაც არ მიყვარს. არ მიყვარს ნაყინი, არ მიყვარს კატები, არ მიყვარს სექსი იაფ მოტელში და არ მიყვარს პოლიცია. ასეთი ვარ. ვერასოდეს შევიცვლები“, - იტყვის ერთი წლის წინ კრისი.
გილბერტ არენასი
მწვრთნელი: აიზია ტომასი
სათადარიგოები:
ალენ აივერსონი, ზაკ რენდოლფი, მაიკლ ბისლი, რაფერ ალსტონი, ჯეისონ რიჩარდსონი, ლენს სტივენსონი, გლენ რობინსონი.
![]() |
31 ელექტრომობილი ელექტროციკლის წინააღმდეგ |
▲back to top |
ავტო
ამ ფოტოზე ელექტროძრავით აღჭურვილი ორი სარბოლი მანქანაა - ერთი, ოთხბორბლიანი რომაა, იმას სიტროენ სარვოლტი ჰქვია. მეორე კი, ორბორბალა აგნი Z2. ისინი ერთმანეთს შეაჯიბრეს და ვინ გაიმარჯვა? ამის თაობაზე, ამ საინტერესო პაექრობის ორგანიზატორი, ფრანგული კომპანია სიტროენი არაფერს ამბობს.
სამაგიეროდ, ვინც ამ ინფორმაციას წაიკითხავს, ან შესაბამის ვიდეოს იხილავს (http://www.youtube.com/watch?v=HgoXt icUgvU&feature=player_embedded), მას გონებაში სამუდამოდ აღებეჭდება, რომ ელექტრული აგრეგატით აღჭურვილ მანქანებსაც შეუძლიათ რბოლა. და, როგორც მათი პილოტები ამბობენ, ძალიან ტემპერამენტიანებიც არიან. რა თქმა უნდა, არა იმდენად, როგორც ვთქვათ, ფერარის, ან ლამბორგინის კვიცები და ხარები, მაგრამ საკმაოდ ტემპერამენტიანები იმისთვის, რომ ობივატელს ელექტრომობილებზე წარმოდგენა და მათ მიმართ დამოკიდებულება შეაცვლევინონ. ეს კი იმის საწინდარი იქნება, რომ როდესაც კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა მანქანების წარმოებას მასობრივად მიჰყოფენ ხელს, ბაზარი და, შესაბამისად, მყიდველთა ძირითადი კონტინგენტი, ამისათვის მაქსიმალურად მომზადებული დახვდებათ.
შეჯიბრის ორგანიზატორებმა ორივე ელექტრული მანქანის პილოტებად ქალები მიიწვიეს. სიტროენის საჭეს ლეგენდარული ბელგიელი ჯეკი იქსის (ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის და დაკარის არაერთგზის ტრიუმფატორი) ქალიშვილი ვანინა იქსი მიუჯდა, ვინც თავადაც მამის კვალს გაჰყვა და ლე მანის სერიასა და ტურიზმის კლასის ჩემპიონატებში ასპარეზობს (რა თქმა უნდა, სახელოვან მამას ვერ შეედრება), ელექტროციკლის უნაგირი კი ჯენი ტინმუთს ჩააბარეს, რომელიც ალბიონზე უსწრაფეს ქალად ითვლება.
ალბათ მიხვდით, შეჯიბრი საჩვენებელი იყო და მისი დანიშნულება გამარჯვებულის გამოვლენა არ ყოფილა. ფინიშის შემდეგ კი მისი მონაწილენი აღტაცებას ვერ მალავდნენ.
„ფანტასტიკური შეგრძნება მქონდა. სხვა თუ არაფერი, ამ ტიპის პირველ ელექტრულ დუელში მივიღე მონაწილეობა. მანქანები ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო. საერთოდ, როდესაც ტრასაზე ხარ, მეტოქის ადგილმდებარეობას მისი მანქანის ხმის მიხედვით ხვდები. მაგრამ ელექტრული მანქანები ხომ უხმაუროა. მოკლედ, ვისიამოვნე და მიხარია, რომ ასეთ უნიკალურ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა”, - განაცხადა ვანინა იქსმა.
მოტოციკლისა რა გითხრათ, მაგრამ სიტროენ სარვოლტს უნიკალური (სარბოლი ავტომობილის შესაფერისი) აგებულება აქვს. მისი შასი ფოლადის მილებისგანაა შეკრული, ძარა კი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. მსუბუქი მასალების უხვად გამოყენების წყალობით, ელექტრომობილი მხოლოდ 1.15 ტონას იწონის, რაც მის შესანიშნავ დინამიურობას განაპირობებს. მის მოძრაობას ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას (5 000 ბრ/წთ- ზე) აღწევს. მათი მეშვეობით, სარვოლტს მაქსიმუმ 260 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.
რა თქმა უნდა, გაცილებით მსუბუქია ელექტრომოტოციკლი, რომელიც მხოლოდ 220 კილოგრამს იწონის. სამაგიეროდ, მას უფრო სუსტი, 65-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ემსახურება. და მაინც, აჩქარება გაცილებით უკეთესი აქვს - 0-100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.5 წამში. სამაგიეროდ, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 210 კმ/სთ-ია.
![]() |
32 დონტო P1 - არგენტინული სუპერ სათამაშო |
▲back to top |
ბოლო წლებში, ავტოინდუსტრიაში პოპულარული ხდება ბიზნესის შედარებით ახალი სეგმენტი, რომელიც მყიდველს ისეთ სპორტულ ავტომობილებს სთავაზობს, როგორებსაც ადრე მხოლოდ სარბოლ ტრასებზე თუ წარმოვიდგენდით. ასეთი ავტომობილებია KTM-ის X-ბოუ და არიელის ატომი. მალე კი, არგენტინიდან, მათს რიგებს კიდევ ერთი სწრაფი სათამაშო შეუერთდება.
ესაა პატარა კომპანია დონტოს მიერ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური პროექტის სახით შემუშავებული P1, რომელიც არგენტინულ ინტერნეტგამოცემა ავტობლოგის ინფორმაციით, სატესტო პროტოტიპის სახით უკვე არსებობს და საგზაო გამოცდებსაც გადის.
პროექტმა სტარტი 18 თვის წინ აიღო. მის მიხედვით, იგეგმება ორადგილიანი ექსaტრემალური ბოლიდის წარმოება, რომელსაც სახურავი მოსახსნელი ექნება. ავტომობილის მთავარი დიზაინერია ლუკას ლოპესი, რომელმაც თავისი „მხეცი”, სარბოლი ავტომობილების ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავა. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, P1 (ეს აბრევიატურა ალბათ პირველ პროექტს ნიშნავს) ძალიან მსუბუქი (დაახლოებით 700 კილოგრამი) უნდა იყოს. ავტომობილის შასიზე კი ექტორ პერესი მუშაობდა, რომელმაც თავისი პროექტის შემუშავებისას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური მოთხოვნები გაითვალისწინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აგრეგატი მიანიჭებს ამ არგენტინულ „მხეცს“ მამოძრავებელ ძალას. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ისინი არჩევანს გერმანულ ძრავზე შეაჩერებენ. საცდელი პროტოტიპი კი ფოლკსვაგენის 1.8-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას იძლევა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბოლოო პროდუქტის ძრავის სიმძლავრეც ამაზე გაცილებით მეტი არ იქნება.
დონტო აცხადებს, რომ P1-ს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს, მისი ფასი კი 55 ათასი დოლარი იქნება. გარდა იმისა, რომ თავის პატრონს სარბოლ ტრასებზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, ეს ავტომობილი საერთო სარგებლობის გზებზე გამოყენებისთვისაც ვარგისი იქნება.
![]() |
33 პოეტის ცრუ განაჩენი საკონტროლო წერა # |
▲back to top |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
ხოლო მე სკამზე ვიდექი და ხმა მიკანკალებდა. მერე დავმშვიდდი და რიხი შემემატა. ბოლოს სულაც ყვირილზე გადავედი. საყელო გამიოფლიანდა, თვალები დამებინდა და ჩამოვვარდი. ტკივილმა არა, ტაშის ხმამ დამაფრთხო და გამომაღვიძა.
საშინელი სიზმარი დამჩემდა - ვითომს სუფრაზე მოვხვდი და ლექსის წაკითხვა მთხოვეს. ზრდილობიანი კაცი ვარ, ძველი ხერხის - აბა მესხი რომ მოვიდეს, ფეხბურთის თამაშს ხომ დააძალებთ და ა.შ. გამოყენება უცხო ხალხთან არ შემიძლია. ისევ სკამზე ავდივარ.
არადა აღარ მინდა. მომბეზრდა უკვე.
ის ძველი სასკოლო საზეპირო რომ გადავაკეთოთ და ასე ვთქვათ: პოეტი ხარ და ხამს!:)
არადა რამდენი ხამსაა, ზღვა ვერ დაიტევს. მაგალითად, ეს ხალხი (იხ. საზოგადოება) დაჟინებით ითხოვს: მოვალეობათა ნუსხაში ყველასგან წამებული, ანაც ყველაფერზე მეამბოხე რაინდის, ქარიშხლიან დღეს გაცრეცილი შარვლით კუბოების დევნის, უკეთესი შემთხვევისას - ამბროზიის ნელსურნელებით ტკბობის, ედემის ვაშლების დაუღალავად კბეჩის, სადღეგრძელოების ხავილის და მჯიღის გულზე ბრახუნის მთავარ პუნქტებად შეტანას. პოეტისგან ითხოვს ანუ. არც უკანასკნელი უარობს ხოლმე, მით უფრო თუ ლექსებს ვერ წერს.
დიახ, ეს ახლა ხდება. თქვენ თვალწინ. მიუხედავად ამ პროფესიის ხალხისადმი ერთი შეხედვით ინტერესის კლებისა.
აბა - ის პოეტი, რა პოეტია - და მოჰყვება ამას .......
XIX საუკუნის II ნახევრის ქართულმა მწერლობამ პოეტის ცნების სამი ავტორისეული დეფინიცია შესთავაზა მკითხველს. სამივეში მისი როლი მიღმიერ სამყაროსა და წუთისოფელში ნაწილდება, იგია ერთგვარი მედიატორი ქვეყანასა და ზეციურ საუფლოს შორის: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა; ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ (ილია ჭავჭავაძე), „შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა“ (აკაკი წერეთელი), “ვამაყობ იმით, რომ მიწას მიწად და ცას ციურად მივეთავაზი“ ( ვაჟა-ფშაველა), ამას მოჰყვა მეოცეს სიმბოლისტური დასაწყისი „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა თვითმკვლელობის“ (ვალერიან გაფრინდაშვილი), მერე იყო „პოეტი კლასის მომღერალი“ (ირაკლი აბაშიძე) - სიმღერა სავარძელს და ბიჭვინთასაც გულისხმობდა, მერე „პოეტი უნდა ხალხში იყოს, სხვა საქმე არ ჰქონდეს“ (მურმან ლებანიძე). ეს მარტო ფრაზებად კი არა, ინსტრუქციებად იქცა. „შემკვეთიც” და „შემსრულებელიც“ ამას ითხოვდა და ირგებდა.
არადა ხომ შეიძლება ამდენი კატეგორიული „უნდა“ აღარ იყოს. და ითქვას ასეც: პოეტი ტიპური სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია, გარდა თავისი ძირითადი მოწოდებისა, ჰქონდეს განსხვავებული პროფესიაც (იყოს თუნდაც მღებავი, მექანიკოსი, მიმტანი, კონფორმისტი, ნონკონფორმისტი, მსუქანი (ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსის მიხედვით სირცხვილი იყო), მილიონერი, ჯიბეგახეული, ლოთი, ფხიზელი, გნებავთ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მინისტრი (მეჭურჭლეთუხუცესი!) ან მოხდეს ისეც, თუკი იგი „ჰაერში დაფრინავს“ (ფრთიანი ფრაზა), მხოლოდ ჩარტერული რეისით და ასე შემდეგ. მგოსანი კი მაინცდამაინც ღმერთთან (თუ უნდა, არვინ უშლის) კი არ ლაპარაკობდეს (სამფრთიანი ფრაზა), არამედ ვთქვათ რომელიმე მოწყალე გამომცემელთან, ვისი მოტყუებაც (ანუ კრებულის დატყუება) არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე მთელი ერის მაგივრად ცოდვების ვირტუალური მონანიება.
ვაცალოთ პოეტს ადამიანად ყოფნა.
ახალი ტიპის მითიც ავიშოროთ, რომლის მიხედვითაც, კაცი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ლექსებსაც წერს და ვთქვათ, კარტოფილსაც ხარშავს (ერთი ნელთბილი და უკვე კარგად მივიწყებული ავტორის არ იყოს), გმირია. იგი არაფრით განსხვავდება საბჭოური დითირამბებისგან (შესანიშნავი მევენახე, ამავდროულად ჰყავს მოხუცი, ბრმა დიდი ბაბუა და სოფლის საბჭოს კლუბის მუსიკალურ ანსამბლში გიტარაზე უკრავს).
თქვენ კი ისევ დაჟინებით მოდიხართ და ლექსის წაკითხვას მთხოვთ. მართალია სიზმარში, მაგრამ მაინც მოდიხართ. რა ვქნა, ზრდილობიანი კაცი ვარ და უცხო ხალხი ხართ. ჯანდაბას, მომაწოდეთ, სკამი, შემოვდგები. შემოვდგები და ვიტყვი:
„ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი...“
(ტიციან ტაბიძე)
თქვენი (მარად) გიორგი კეკელიძე.
![]() |
34 Tbilisi Altervision/newcomers 2010 ახალი რჩეულები |
▲back to top |
მუსიკა|კულტურა
ლევან ნაკაშიძე
ფოტო: ALTERVISION
2010 წლის 10 სექტემბერს Altervision Groupმა newcomer ების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და ამ ამბავს ორ კვირაში 114 ბენდი გამოეხმაურა, ანუ შარშანდელთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. 114-დან პირველ ეტაპზე 25 ჯგუფი შეირჩა, რომლებმაც 12-დან 14- ოქტომბრამდე გამართულ show case-ში მიიღეს მონაწილეობა. სამდღიანი შესარჩევი კონკურსი სასტუმრო Holliday Inn-ში გაიმართა, ხოლო 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება გამარჯვებული კონკურსანტების და ცნობილი დიჯეის, ტომ ნოვის მონაწილეობით.
ჟიურის (Altervision Groupის გენერალური პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი და მუსიკალური პროდიუსერები: ბექა ჯაფარიძე, ვახო ბაბუნაშვილი და აჩიკო გულედანი) წინაშე სამი დღის განმავლობაში 25 მონაწილე წარდგა: Geenbeam and Leon, PI Light, Snatch, The Sticklers, Eldrine, Mutual Friends, ქეთი ორჯონიკიძე, Solar eclipse, U.R., Shusha, Lila Land, Exit, Sour Skin, Loudspeakers, Efemera, Inner Voice, The Benedicts, Animals from mars, Rep Rise, Circus Closet, Cobert, five x, rolling heads, Pink Panther და The Smile. თითოეულ შემსრულებელს 30 წუთი ეთმობოდა.
ირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან დიდი განსხვავებაა შარშანდელთან შედარებით. წელს შემსრულებლები უფრო მომზადებულები და მობილიზებულები არიან. ჩვენ უკვე ვფიქრობთ შოუზე. ერთია, როდესაც პატარა ოთახში უსმენ მონაწილეს და მეორე, თუ როგორ წარდგება ის 10 ათასი მსმენელის წინაშე.
აჩიკო გულედანი: შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად ხარისხიანი მუსიკა იყო. გაი ზარდა კონკურენცია და, შესაბამისად, ხარისხი. ეს ძალიან გვახარებს.
სამდღიანი დამღლელი მუშაობის შემდეგ ჟიურიმ არჩევანი ამ თორმეტ შემსრულებელზე შეაჩერა: Greenbeam and Leon, PI Light, Snatch, Eldrine, Mutual Friends, U.R, Shusha, Exit, Lila Land, Loudspeakers, Rep Rise, The Smile
კონკურსის ჟიური
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
![]() |
35 მეკობრეების ბუდეს ინტერნეტმა გადაუფრინა |
▲back to top |
კულტურა|მუსიკა
გასულ თვეში ლეგენდარული ბრიტანული მეკობრული რადიო Rinse.FM ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი გახდა და FM დიაპაზონზე ლეგალური მაუწყებლობა დაიწყო.
ბრიტანულმა და არა მარტო ბრიტანულმა საზოგადოებამ Rinse.FM-ის გაოფიციალურება მეკობრული რადიოების ეპოქის დასასრულის დასაწყისად აღიქვა. თუმცა დასასრული დიდი ხნის წინ ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად დაიწყო.
რადიომეკობრეები - ალტერნატიული სიახლის რაინდები
ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება. პირველი მეკობრული რადიოები ამერიკაში ტეხასელი ბიზნესმენის ხელშეწყობით დაფუძნდა. იმ დროისთვის ამერიკაში უკვე მოღვაწეობდა რამდენიმე მეკობრული რადიო და კარგი შემოსავალიც მოჰქონდა. შემოსავლის უდიდესი წილი ფასიან ანონსებზე მოდიოდა. მხატვრებს, მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი საღამოების შესახებ მეინსტრიმულ მედიასაშუალებებში რეკლამა გაეკეთებინათ. ამიტომ დაბალი ფასებისა და სპეციფიკური აუდიტორიის გამო მეკობრულ რადიოსადგურებს მიმართავდნენ.
მეკობრული რადიოების აუდიტორია არ ენდობოდა ცენტრალურ საინფორმაციო საშუალებებს, არ აინტერესებდა გაზეთებში დაანონსებული კონცერტები, გამოფენები, საღამოები... ისინი მუდმივად სიახლის და ალტერნატივის ძიებაში იყვნენ.
ამ თავისებური სუბკულტურის იმპორტი ბრიტანეთში 1964 წელს რადიო ლონდონის სახით მოხდა. დამფუძნებლებისთვის მალევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელებს პოლიტიკაზე მეტად ამერიკული მუსიკის მოსმენა სურდათ. ერთადერთი ლიცენზირებული რადიო BBC ყველაფერს უშვებდა გარდა თანამედროვე მუსიკისა. მათი პოლიტიკა ცალკე მუსიკოსთა კავშირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, ცალკე ფინანსური მომჭირნეობიდან. სიმფონიური ორკესტრის დაქირავება და კლასიკური ნაწარმოებების შესრულება უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ცხელ-ცხელ ჰიტებზე საავტორო უფლებების მოპოვება.
პირველი მეკობრული რადიოსადგურები ოკეანეში მოდრეიფე გემებზე იყო მოწყობილი. იმდროინდელი კანონმდებლობით ხმელეთიდან სამი მილის დაშორებით წყალი არავის ეკუთვნოდა და, შესაბამისად, რადიოსადგურს ვერავინ აუკრძალავდა მაუწყებლობას.
1967 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო წყლებიდან მოდრეიფე გემებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელება აეკრძალათ.
მეკობრული ლონდონი
მას შემდეგ, რაც რადიოსადგურების გემებზე მოწყობამ აზრი დაკარგა, მეკობრეები „ხმელეთზე გადასხდნენ” და პირდაპირ ლონდონის შუაგულიდან დაიწყეს მაუწყებლობა. მათი ახალი თავშესაფარი მრავალსართულიანი ბინების სხვენები გახდა. 80-იანებში პოლიციას უკვე გააჩნდა საიმისო ტექნოლოგიები, რომ ზუსტად დაედგინა საიდან მაუწყებლობდა მეკობრე. მაუწყებლობის დასრულებისთანავე მეკობრეები აპარატურას ალაგებდნენ და ახალი თავშესაფრის ძებნას იწყებდნენ. სანქციები მათ წინააღმდეგ მძიმე არ იყო. მხოლოდ აპარატურის კონფისკაცია და ფულადი ჯარიმა. მაგალითად, ზემოხსენებული Rinse.FM-ის მეპატრონეებმა დაახლოებით 20-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში აპარატურის ხუთი კომპლექტი და 15 ათასამდე გირვანქა „შეწირეს” ბიუჯეტს. შეიძლება მავან ჩინოვნიკს გაცილებით სადისტური სანქციებიც მოეგონებინა, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოების გაღიზიანებას ერიდებოდა. მეკობრეები საზოგადოებისთვის გმირები იყვნენ, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის საკუთარ თავისუფლებას აგდებდნენ საფრთხეში. პოლიციის ანტიმეკობრული რეიდებიც მხოლოდ ღამით ტარდებოდა, როცა თითქმის ყველას ეძინა.
80-იანების ბრიტანეთში ამერიკული მუსიკა აღარ იყო აქტუალური. მსმენელს ლონდონურ ანდერგრაუნდში დაბადებული ახალი ჟანრები აინტერესებდა. BBC, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა რამდენიმე მუსიკალური არხი, სიახლეებს მაინც მძიმედ ეგუებოდა. მათი ეთერი ახალი შემსრულებლებისთვის დახურული იყო. სამაგიეროდ მეკობრეები უთმობდნენ ახალბედებს საეთერო დროს. ისინი პოლიციასთან შესაძლო პრობლემების ანგარიშში ჩაუგდებლად ცოცხალ სეტებს მართავდნენ.
მეკობრეების ბუდეს ინტერნეტმა გადაუფრინა
90-იანებში სამყაროს მოევლინა ინტერნეტი. რადიომეკობრეებმა ახალ ტექნოლოგიას ალღო სწრაფად აუღეს და ინტერნეტ რადიოების ერა დაიწყო.
2000-იანების დასაწყისში პოპულარული გახდა შტატებში დაფუძნებული ინტერნეტ რადიო პანდორა. ის, სხვა ანალოგებისგან, დახვეწილი სისტემით და უზარმაზარი კოლექციით გამოირჩეოდა. პანდორა იყო ერთ- ერთი პირველი რადიო, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევდა, პლეილისტი საკუთარი გემოვნებით შეერჩია. შეგიძლიათ მხოლოდ კონკრეტულ ჟანრს მოუსმინოთ. აქვს სხვა მრავალი ფუნქცია, რომელთა გარეშე თანამედროვე ინტერნეტ რადიოები დღეს წარმოუდგენელია.
პანდორას ყუთი მალე ლეიბლებისთვის საფრთხედ იქცა და თემიდას მოციქულებიც გამოჩნდნენ. პანდორა მსოფლიოსთვის დაიხურა. მაუწყებლობა ამჟამად მხოლოდ შეერთებული შტატების ფარგლებში ვრცელდება.
დღესდღეობით ინტერნეტ რადიოების ბაზარზე ერთადერთი ტრანსკონტინენტური გიგანტი last.fm შემორჩა, რომელიც ანალოგიური სახელწოდების მქონე მუსიკალური სოციალური ქსელის დამატებას წარმოადგენს.
რამდენადაც გასაკვირია, იმდენად სასიხარულოც არის, რომ სექტემბერში მაუწყებლობა დაიწყო ქართულმა ინტერნეტ რადიომ მარტივი სახელით internetradio.ge.
რადიო ფორმულა კრეატივისა და myvideo. ge-ს ერთობლივი პროექტია. მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, ტრანსკონტინენტური გიგანტის კონკურენტობისთვის, ენობრივი ბარიერი რომ არ არსებობდეს.
ამ დროისთვის internetradio.ge-ს ეთერში 16 არხი მაუწყებლობს. 11 ჟანრობრივია, ერთი საავტორო, ცალკე არხი აქვს დათმობილი რეტროს, ჰიტებს და ფორმულა კრეატივს. აღსანიშნავია, რომ internetradio.ge არც ერთი უცხოური პროექტის ანალოგი არ არის. მას ექსკლუზიური ფუნქციები აქვს. მაგალითად, ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს მისთვის სასურველი არხის დამატება. ამისთვის საჭიროაზე საჭირო რაოდენობის მხარდაჭერების შეგროვება, შემდეგ კი რადიოს ადმინისტრაციასთან დაკავშირება. ამ მეთოდით უკვე დაემატა მეტალის და თრიფ-ჰოფის არხები.
დროთა განმავლობაში internetradio.ge-ს ეთერში სხვადასხვა პროექტი იგეგმება. რადიოს დირექტორის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, „ეთერში გავა საავტორო გადაცემები, თოქ-შოუები, ლაივ სეთები მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსების შესრულებით ექსკლუზიურად ინტერნეტრადიოს მსმენელებისთვის, რომლებიც, რადიოეთერის გარდა, ვიდეო სტრიმინგის საშუალებითაც გადმოიცემა“.
უფრო მოგვიანებით იგეგმება ინტერნეტ ტელევიზიის გაშვებაც, რომელიც საწყის ეტაპზე რადიოს დამატება იქნება და თანდათანობით სრულფასოვან მაუწყებლად გადაიქცევა.
აი ასე. რესურსი უკვე არსებობს. ქართველ მუსიკოსებს ისღა დარჩენიათ, სტუდიებში ჩასხდნენ და ეროვნულ ექსპერიმენტებს მიჰყონ ხელი, რომელიც ვერასდროს მოხვდება Music Box-ის ან პირველი სტერეოს ეთერში. სამაგიეროდ სიამოვნებით გაუშვებენ internetradio. ge-ზე.
![]() |
36 ამერიკული არტი თბილისში |
▲back to top |
კულტურა
ერთი რამ ცხადია: ამერიკული ხელოვნება, რაც უნდა ინოვაციური იყოს და ერთი შეხედვით „აბსურდულადაც“ გამოიყურებოდეს, არასოდეს გტოვებს მარტოს. ის ყოველთვის გიტოვებს შეგრძნებას, რომ არტისტმა ესა თუ ის ნამუშევარი სპეციალურად შენთვის ან შენთან ერთად შექმნა. შესაძლოა იმიტომ, რომ ამერიკელებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ - ჩვენი ყოველდღიური „ნაგვისაგან“ ხელოვნების ნიმუშს ქმნიან. ამისთვის თუნდაც ცნობილი „კემპბელის სუპების” მაგალითიც კმარა, ან ახლახან NY MoMA-ში გამოფენილი საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოს - @-ს მასშტაბური ინსტალაცია. ამ უკანასკნელის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შენც ყოველდღიურად, ათეულობით და ასეულობით წერილს აგზავნი.
ამ შემოდგომაზე არტისტერიუმის ფარგლებში ამერიკულ ხელოვნებას თბილისელებიც „შეეხნენ“. პროექტი, თავისი კონცეფციით და სახელწოდებით პირდაპირ მოგიწოდებდათ: Chime in (ჩაერთე).
პროექტი შვიდმა ამერიკელმა მხატვარმა ინტერაქტიული ნამუშევრებისა და ვორკშოპების საშუალებით წარმოადგინა. კურატორმა ლიდია მეტიუსმა, როგორც თვითონ გვითხრა, საკმაოდ ბევრი იფიქრა კონცეფციასა და იმ არტისტთა შერჩევაზე, რომელთა ნამუშევრებიც სპეციალურად ჩვენი რეგიონისა და ჩვენი გარემოსთვის შეიქმნებოდა (ლიდია აკადემიური პროგრამების დეკანი და პროფესორია - Parsons The New School for Design in NY City).
„ლიდია საქართველოს მეგობარია და ბოლო წლებში აქ ხშირადაა ნამყოფი. ბოლოს მას ამ გაზაფხულზე, აპრილში შევხვდი თბილისის ერთ- ერთ რესტორანში. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ ზოგად თემებზე - ხელოვნებიდან დაწყებული დემოკრატიით დამთავრებული. ვისაუბრეთ შემოდგომისთვის დაგეგმილ ამერიკულ პროექტზეც (Chime in). „ჩართულობა, მონაწილეობა, ხომ იდეალური განსახიერებაა ამერიკული საზოგადოების, რაც ხელოვნებაში დემოკრატიის მეტაფორაა”, - ამბობს სინტია ვიტლსეი, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა უფროსი.
ამერიკული პროექტი არტისტერიუმზე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ჩამოვიდა და თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გამოიფინა. „ამერიკული დარბაზი“ - ასე მიგასწავლიდნენ ქარვასლაში გზას ამერიკული ხელოვნებისკენ. იქ შესული კი პირდაპირ ნიუ იორკელი შეილა პეპეს ობობას ქსელის მსგავს ინსტალაციაში გაეხვეოდით. ფერადი ძაფების აბურდულ გროვებზე ამერიკული კლასიკა - ჯექსონ პოლოკის ცნობილი ფერწერა „ნომერი5” გაგახსენდებოდათ, მაგრამ შეილა პეპეს მსგავსი ინსტალაციები, რომლებსაც ის მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში ამონტაჟებს, ფერწერული ტილოსაგან განსხვავებით, ინტერაქტიულია. მისი დემონტაჟის შემდეგ, დამთვალიერებელს შეუძლია მისი ფრაგმენტები სახლში წაიღოს, გააჩუქოს, ან გაყიდოს კიდეც.
„აბსოლუტურად გაცნობიერებულად მოვიწვიე ისეთი ხელოვანები, რომელთაც დაუმთავრებელი ნამუშევრები ჰქონდათ და სწორედ აქ, საქართველოში დაასრულებდნენ დიალოგის ფარგლებში. მინდოდა მათი ენერგია, იმპულსი მიმართული ყოფილიყო ადგილობრივ სივრცეებზე და ადამიანებზე. შეილა პეპეს აქ გავაცანი ქართული ტექსტილის ჯგუფი, რომ მათ ერთობლივი ნამუშევარი შეექმნათ. რაც მთავარია, პროექტში მონაწილეებად ჩავრთე ქართველი დევნილი ქალებიც წეროვანიდან. ინსტალაციის დემონტაჟის შემდეგ სწორედ ისინი წაიღებენ შალის ძაფებს სახლში. არტისტერიუმისა და ამ ინსტალაციის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვყვებით ამბავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, - ამბობს ლიდია მეტიუსი.
კიდევ რა შემოგვთავაზა ამერიკულმა პროექტმა? ბევრი საინტერესო რამ: ნიუ იორკელმა ლანდშაფტის დიზაინერმა სარა კოულსმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად თბილისის გარეუბნები და მიტოვებული სამრეწველო ობიექტები შემოიარა. მან მიტოვებული სივრცეების ალტერნატიული პეიზაჟები შემოგვთავაზა; დევიდ გოლბერგმა და ჯულიო მორალესმა ვორკშოპებზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ყოველდღიური ცხოვრება აუდიო და ვიზუალური საშუალებებით გადმოგვცეს. შესაძლებლობა მოგვეცა ნიუ იორკსა და პარიზში მოღვაწე არტისტის - ევან როთის ცნობილი პროექციებისთვის შეგვევლო თვალი. ის მთელს მსოფლიოში აგროვებს გრაფიტის ნიმუშებს, შემდეგ კომპიუტერში ამუშავებს და ღია სივრცეში, დიდი შენობების ფასადებზე პროექციებს უშვებს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია - L.A.S.E.R. Tag და ის ხშირად იფინება NY MoMA-ში, ვენის კუნსტჰაუსში თუ სლონდონის ტეიტ მოდერნში.
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
სინტია ვიტლსეი: „მე მაინც შეილა პეპეს ჭრელ ნაქსოვ ბადეს დავუბრუნდები, ქარვასლაში ამერიკული ექსპოზიციის თავზე რომ გადაიჭიმა. ამ ნამუშევრის მთავარი იდეა ამერიკული მასალისგან დამზადებული ქსოვილის დაშლა და ადგილობრივი მქსოველების მიერ ახალი ნამუშევრის შექმნაა. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო მეტაფორაა საქართველო- ამერიკის ურთიერთობისა, ანუ ამერიკის მიერ წარმოდგენილ მოდელს საქართველო ქართულად გარდაქმნის“.
![]() |
37 ცეცხლით მოქანდაკე - ალან პასარი |
▲back to top |
გურმანი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
გასულ კვირას საქართველოს ფრანგი ოსტატი შეფ-მზარეული - ალან პასარი სტუმრობდა. არპეჯიო (L'Arpege) - პარიზის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი, ალანმა 1986 წელს გახსნა. ერთ წელიწადში არპეჯიომ პრესტიჟული გზამკვლევის - მიშლანის პირველი ვარსკვლავი მიიღო, 1996 წლიდან კი რესტორანი მიშლანის ყველაზე ელიტარულ აღნიშვნას - სამ ვარსკვლავს ატარებს. არპეჯიო თანამედროვე ფრანგული სამზარეულოს მარგალიტია, მენიუში ვერ ნახავთ ხორცს, აქაური საფირმო ინგრედიენტი - უპირველესად ბოსტნეული, შემდეგ ფრინველი და თევზეულია. არპეჯიოს აგრარული პროდუქტით პარიზის მახლობლად მდებარე სამი ორგანული ფერმა ამარაგებს, პროვიზია დღეში სამჯერ მოედინება, ამდენად თეფშზე ახალი, რამდენიმე საათის წინ დაკრეფილი ბოსტნეული ხვდება. ბუნებრივია, არპეჯიოს მენიუც სეზონურია. რამდენიმე წლის წინ, ალანმა ხორცი სრულიად ამოიღო მენიუდან, შემდეგ მენიუ ფრინველითა და ზღვის პროდუქტით შეავსო. „ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი, ხორცთან ურთიერთობის დამთავრებით აღმოვაჩინე სრულიად ახალი ბოსტნეულის სამყარო, - იხსენებს ალანი, - ბოსტნეულს მანამდე მხოლოდ კერძების გასაწყობად, გარნირად ვიყენებდი. ბოსტნეული თავისი ფორმით, ფერით, არომატით გაცილებით უფრო შემოქმედებითი მუხტის მატარებელია, ვიდრე მკვდარი ცხოველის ხორცი“.
ალანი ბრეტანში 1960-იან წლებში იზრდებოდა, კულინარიამ ბავშვობიდან გაიტაცა, პირველი შთაბეჭდილება, შთაგონების წყარო ბებია - ლუიზ პასარი იყო. „მე ძალიან ადრე დავიწყე, დავიწყე დაკვირვებით ოჯახში, ბებიას კარგი ხელი ჰქონდა და საოცარ კერძებს არაჩვეულებრივი სიმარტივით ამზადებდა. საერთოდ ჩემს ოჯახში ხელი ძალიან მნიშვნელოვანია, მამაჩემი მუსიკოსი იყო, დედა ტანსაცმლის დიზაინერი, ბაბუა - მოქანდაკე. კულინარიაშიც ხომ იგივეა, ყველაფერი ხელით და ცეცხლთან ურთიერთობით იწრთობა“.
საქართველოში ვიზიტის მიზეზად ალან პასარმა ახალი გემოებისა და არომატების ძიება, ჯერ უცნობი სამზარეულო ტექნოლოგიის, ქართული ღვინისა და კულტურის გაცნობა დაასახელა. ამ მიზნით იმოგზაურა კახეთში, სადაც შუხმანის მარნის საფერავით აღფრთოვანდა, ესტუმრა თბილისის რამდენიმე ქართულ რესტორანს. 11 სექტემბერს ალანმა ქართველი მზარეულებისთვის მასტერკლასი ჩაატარა და რამდენიმე კერძიც მოამზადა (ალანი დღევანდელი ტაბულას რეცეპტის გვერდის სტუმარია, სწორედ ამ დღეს, თბილისში მომზადებული ერთ-ერთი რეცეპტით). ნანახით და გასინჯულით მოხიბლული ალან პასარი პარიზში ქართულ სამზარეულოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედით გაემგზავრა. სურს მალე დაბრუნდეს და უფრო ხანგრძლივად იმოგზაუროს, უფრო ახლოს გაეცნოს ქართულ რეგიონულ სამზარეულოებს. ამ მოგზაურობის შედეგს პარიზელები 2011 წლის გაზაფხულზე დააგემოვნებენ, როდესაც არპეჯიო ქართული სამზარეულოსა და ღვინის დღეებს უმასპინძლებს.
„ქართული სამზარეულო განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩინური, იტალიური ან იაპონური. საერთოდ, ყველაზე ძნელი სადა, მარტივი კერძის მომზადებაა. ჩემთვის, იდეალური კერძი მარტივია, ასეთ კერძს ერთი ან ორი შტრიხი ასრულებს, თუმცა, ეს არის ზუსტი ჟესტი. მომწონს ქართული სამზარეულო, რომელიც თავისთავად სადაა, მაგრამ აქ არის ეს სიზუსტე. საქართველო შემოქმედების უშრეტი წყაროა, მე ამას ვხედავ არქიტექტურაში, ქუჩაში, ხალხში. საოცარია, რომ ამ კულტურას არავინ იცნობს. მსურს ჩემი ქართული გამოცდილება საკუთარი შემოქმედების ნაწილად ვაქციო, მე ახალი სისხლი მჭირდება“
![]() |
38 შემწვარი ბოსტნეულის სალათა |
▲back to top |
გურმანი|რეცეპტი
რეცეპტის გვერდის სტუმარია
ოსტატი შეფ-მზარეული
ალან პასარი
www.alain-passard.com
4 ულუფა
მასალა:
200 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
50 გრ. ყაბაყი
100გრ. სალათის ფოთლები (უმჯობესია რომაული ლეტუჩის)
4-5 ღერი პრასი (მხოლოდ თავები)
3-4 ღერი პიტნა
2-3 ღერი მწვანე ხახვი
3-4 ღერი ტარხუნა
ნახევარი ლიმონის წვენი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ჯამში 8 ლარი
მომზადების წესი:
ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ თხელ და განიერ ნაჭრებად და ყაბაყი თხელ რგოლებად, პრასის თავები სიგრძეზე - ოთხად. სალათის ფოთლები და მწვანილი განვაცალკეოთ, მაგრამ არ დავჭრათ.
განიერი ტაფა (უმჯობესია ტაფა-გრილი) კარგად გავაცხელოთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს.
ცხელ ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული, სალათის ფოთლები და მწვანილი (თუ ყველაფერი ერთად არ მოთავსდება, რიგრიგობით, ჯერ ბოსტნეული, შემდეგ მწვანილი) და შევწვათ 2 წუთის განმავლობაში.
შემწვარი ბოსტნეული გადმოვიღოთ ღრმა თეფშში, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და ფრთხილად გადავურიოთ.
სალათს მოვაყაროთ ახლად დაფქული ფერადი პილპილი.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 ).