ერთად ჩვენ შევძლებთ №2


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მამუკიშვილი ზაზა, პაპიტაშვილი იოსებ, სიქტურაშვილი ინალი, დურგლიშვილი დიანა, ქურციკიძე ქეთევან, ასანიძე ლიკა, გვრიტიშვილი მარიამ, კასრაძე ეკა, ეხვაია ვერიკო, მჭედლიძე ხათუნა, თხელიძე ალიკა, ყაზახაშვილი შალვა, კახნიაშვილი მარინე, ზუბაშვილი ნონა, რაზმაძე ლელა, ელბაქიძე მაიკო, ტყემალაძე როზა
თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ 2010 თებერვალი © გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35 ტელ (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; ფაქსი: (+995 32) 92 24 61 E-mail: together@economists.ge www.economists.ge რედაქტორი: დოდო ჭუმბურიძე ფოტო და დიზაინი: ნათია ზედელაშვილი კორექტურა ნათია დაღელიშვილი



1 ერთად ჩვენ შევძლებთ

▲back to top


0x01 graphic

ოქსფამ დიდი ბრიტანეთი (Oxfam GB), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და ველფეარ ფაუნდეიშენი (Welfare Foundation) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართვის გზით. საზოგადოება პროექტს იცნობს შემდეგი სახელწოდებით: ერთად ჩვენ შევძლებთ. აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდია სექტემბერი, 2009 - მარტი, 2011.

პროექტის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ დევნილი მოსახლეობა (35 000 დევნილი), ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, რეგიონული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში დევნილ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გაახმოვანოს საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები. ისინი აგრეთვე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

პროექტი ერთად ჩვენ შევძლებთ მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის, .. მასპინძელი თემების დაახლოებას, რათა მათ ერთობლივად შეძლონ არსებული პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზების მოძიება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები

მობილიზაცია

2009 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მობილიზატორებმა განახორციელეს ვიზიტები პროექტით გათვალისწინებული 3 რეგიონის 32 ლოკაციაში, სადაც შეირჩა და დაიწყო მობილიზებული სათემო ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი კონკრეტული საჭიროებების გამოვლენა. მხარდამჭერთა ჯგუფებში გაერთიანებულნი არიან ადგილობრივი და რეგიონული მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა მობილიზებული თემები, რომლებიც განიხილავენ საჭიროებებსა და პრობლემებს, ასევე, გამოავლენენ მათი მოგვარების გზებს. 2009 წლის ნოემბერში შეირჩა 100 აქტიური და ინიციატივიანი ახალგაზრდა (მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონში მცხო-ვრები 75 დევნილი და 25 ადგილობრივი მოსახლე), რომლებსაც 10-15 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „თბილისში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტის - „ერთად ჩვენ შევძლებთ“ - ფარგლებში 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის მოიცავდა შემდეგ თემებს:

პირადი და საერთო საჭიროებების გამოვლენა;

  • ლობირება და ინტერესების დაცვა;

  • ადამიანისა და დევნილის უფლებები და მათი დაცვა;

  • ინფორმაციის გავრცელება;

  • პროექტების წერა;

  • ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება;

  • დასაქმების შესაძლებლობები;

  • მეწარმეობა და ბიზნესიდეები.

საინფორმაციო სესიების გარდა, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ჯგუფურ დავალებებში.

გასული წლის დეკემბერში ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მობილიზატორთა ჯგუფების მიერ ჩატარდა 10 საერთო სათემო შეხვედრა ზუგდიდის მუნიცი პალიტეტის 18 თემში ჩასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან. შეხვედრებზე შეიქმნა სათემო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან თავიანთი თემების მობილიზაციაში პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად. საერთო სათემო შეხვედრებს წინ უძღოდა მობილიზატორთა შეხვედრები მუნიციპალიტეტში არსებულ 192 კოლექტიურ ცენტრში განსახლებულ დევნილებსა და მასპინძელი თემის წარმომადგენლებთან.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მიერ მომზადდა და ადგილობრივ და რეგიონულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია პროექტის შესახებ; სიუჟეტები პროექტის პრეზენტაციის შესახებ გადაიცა რადიო „ათინათისა“ და ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში.

2010 წლის 18-29 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მობილიზატორებმა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ 32-დან 30 დასახლებაში უკვე შექმნეს სათემო ჯგუფები. დარჩენილ 2 დასახლებაში - გორსა და საქაშეთში - სათემო ჯგუფები შეიქმნება თებერვალში, რადგან აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩასახლება განხორციელდა მოგვიანებით. სათემო ჯგუფის წევრები არიან დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, მათ შორის, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ტრენინგის მონაწილეები.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩაატარა მხარდამჭერთა ქსელის პირველი შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან: ქ. თელავში, ქ. მცხეთასა და ქ. გორში. პროექტის გაცნობის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები მხარდამჭერთა ქსელში გაწევრიანდნენ, რაც ბანერზე ხელმოწერითა და გაწევრიანების სპეციალური ფორმების შევსებით დაადასტურეს. ქსელში გაწევრიანებით ორგანიზაციებმა, მედიის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა აიღეს ვალდებულება, მონაწილეობა მიიღონ ქსელის საქმიანობებში, კერძოდ:

  • რეგულარულად ინფორმირებულნი იყვნენ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებსა და სიახლეებზე;

  • უზრუნველყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა ჩართულობა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობებში.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები წავიდნენ დევნილთა დასახლებაში, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ დევნილებს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

22 იანვარს მხარდამჭერთა ქსელის პრეზენტაციის (ქ. თელავი) შემდეგ შეხვედრის მონაწილეები წავიდნენ დევნილთა დასახლებაში და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: უმუშევრობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და სკოლები.

26 იანვარს მხარდამჭერთა ქსელის პრეზენტაციის (ქ. მცხეთა) შემდეგ შეხვედრის მონაწილეები წავიდნენ დევნილთა დასახლებაში - ფრეზეთში, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ დევნილებს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღნიშნული დასახლება ყველაზე მწვავე პრობლემების წინაშე დგას. გარდა ამისა, იგი რთულად მისადგომია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაჰპირდნენ დევნილებს მათ მიერ დასახელებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის - უგზოობის მოგვარებას.

27 იანვარს მხარდამჭერთა ქსელის შეხვედრას ქ. გორში ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორები, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს პროექტთან მიმართებაში. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები წავიდნენ დევნილთა დასახლებაში - კარალეთში, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ დევნილებს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მიმდინარე წლის იანვარში ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეამ განახორციელა შემდეგი აქტივობები:

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მობილიზატორებმა ჩაატარეს მობილიზებული სათემო ჯგუფების შეხვედრები, რომლებიც მიეძღვნა სამოქალაქო ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებს.

  • ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ოფისში ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების წარმომადგენელთა სათემო ჯგუფის ლიდერთა 15 შეხვედრა.

  • ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ოფისში ჩატარდა სათემო ჯგუფების ლიდერთა შეხვედრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისა და ზუგდიდში მომუშავე აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

  • ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ორგანიზებით ჩატარდა სემინარები ლიდერებისათვის 15 თემში თემაზე ,,საჯარო ინფორმაცია და მისი მოპოვების საკანონმდებლო საფუძვლები“ . სემინარი ჩაატარა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას იურისტმა ბაკურ გოგოხიამ. რეგულარულად მიმდინარეობს იურიდიული კონსულტაციები კონკრეტულ საკითხებზე. სულ დეკემბერ-იანვარში იურიდიული კონსულტაციის მომსახურებით ისარგებლა 51 პირმა და მასპინძელი თემის წარმომადგენელმა.

  • ზუგდიდის კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულ დევნილებსა და მასპინძელი თემების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრებისა და პრობლემათა იდენტიფიკაციის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით ასოციაცია დეამ, როგორც ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში» ერთ-ერთი პროექტის პარტნიორმა, ამ თემებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირები, რომელნიც საჭიროებენ გადაადგილების დამხმარე საშუალებებს და განიცდიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მწვავე უკმარისობას, ჩართო ამ ორგანიზაციისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროგრამაში, რომლის ფარგლებში დეკემბერში 400-მდე ადამიანს უსასყიდლოდ გადაეცა ინვალიდის ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები და მედიკამენტების პირველად საჭიროებებს მორგებული მედიკამენტების ნაკრები.

0x01 graphic

ჯანდაცვის კომპონენტი

2009 წლის დეკემბერში „ველფეარ ფაუნდეიშენმა“ (Welfare Foundation) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და დაავადების პრევენციის მიზნით გამოსცა 2 სახის საგანმანათლებლო ბროშურა: „რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ“ და „ჩემი ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა“.

2010 წლის 29 იანვარს „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) ორგანიზებით ჯანდაცვის უფლებებისა და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების გაცნობის მიზნით ტრენინგები ჩაუტარდა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ჯგუფების წარმომადგენლებს.

ასევე „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) ორგანიზებით განხორციელდა ტრენინგი ქ. ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ექიმებისა და ექთნებისა თვის. ტრენინგი მოიცავდა როგორც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების, ასევე სოფლის ექიმისა და ექთნის მოვალეობებისა და ვალდებულებების გაცნობას.

ზემოთ აღნიშნული ტრენინგების ფასილიტატორი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი კახა ხელაძე.

ეკონომიკური გაძლიერება

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დასაქმების აპლიკაციების შეგროვება. დევნილები და ადგილობრივად მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნულ განცხადებებს ავსებენ საკუთარი სპეციალობებისა და უნარის მითითებით.

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ორგანიზაციასთან, როგორც პოტენციურ დამსაქმებელთან, რათა ვუშუამდგომლოთ მათ სამუშაოს მაძიებლებთან დაკავშირებაში. სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან გაგრძლდება პროექტის განმავლობაში.

0x01 graphic

2 მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის

▲back to top


26 ნოემბერი - 17 დეკემბრის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასიციაციამ პროექტის - „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის“ - ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩაატარა ბიზნესის განვითარების ტრენინგები მცირე მეწარმეებისათვის. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 2 დღე და მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა შემდეგი თემების შესახებ: ბიზნესგეგმის შემუშავება, მარკეტინგის საფუძვლები, ბუღალტერია, საგადასახადაო სისტემა, დაგეგმვა მომავლისთვის და სხვ.

პროექტს „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის“ გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს შემდეგ რეგიონებს: სამეგრელოს, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • ხელმისაწვდომი გახადოს მოწყვლადი მოსახლეობისთვის მიკროდაფინანსება (მიკროსესხები);

  • უზრუნველყოს მოწყვლადი მოსახლეობა ბიზნესტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შესძლონ ბიზნესის უკეთ მართვა, სესხის აღება და/ან ახალი საქმიანობის წამოწყება.

პროექტის ბენეფიციარები არიან მოწყვლადი მოსახლეობა (მცირე მეწარმეები, ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები) საქართველოს სამ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მსესხებლები სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროექტი სთავაზობს:

  • უფასო ბიზნესტრენინგებს;

  • უფასო ბიზნესკონსულტაციებს;

  • მიკროსესხების მიღების შესაძლებლობას.

მიკროსესხები გაიცემა შემდეგი ორგანიზაციებისაგან: „ალიანს ჯგუფი“, „კრედო“, „კრისტალი“, ბანკი „კონსტანტა“, „ფინკა“, „ფინაგრო“ და „ლაზიკა კაპიტალი“.

მოსახლეობას ბიზნესტრენინგებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (მცხეთა-მთიანეთში), „საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი“ (შიდა ქართლში) და „ერანი» (სამეგრელოზემო სვანეთში). პროექტი გაგრძელდება 2010 წლის ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მცხეთა-მთიანეთი:
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,
თბილისი, ორბელიანის ქ. №35
ტელ: (+995 32) 93 64 75; 893 41 41 88

შიდა ქართლი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი
გორი, მშვიდობის გამზირი № 1ა;
(+995 270) 7 7 559

სამეგრელო - ზემო სვანეთი:
„ერანი“ - ზუგდიდი, სტალინის ქ. №18;
(+995 215) 2 00 70

შემდეგ ნომერში იხილავთ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)
საქმიანობის მიმოხილვა

0x01 graphic

როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ახორციელებს პატრულირებას მისი ლურჯი ან თეთრი ფერის მანქანებით ან ესაუბრებით დამკვირვებლებს, იცოდეთ, რომ ისინი მუშაობენ ობიექტური ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც მიეწოდება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მომავალ გამოცემებში თქვენ უფრო მეტს შეიტყობთ ჩვენ შესახებ.

რენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის
ერთად ჩვენ შევძლებთ

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით (2009 წლის დეკემბერში), პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ჩატარებულ ტრენინგებში 100 აქტიური და ინიციატივიანი ახალგაზრდა მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან (დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა).

ბაკურიანში ჩასვლის საღამოს ორგანიზატორებმა მოტივაციის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მონაწილეები 4 ჯგუფად დაყვეს. ჯგუფებს ტრენინგები პარალელურ რეჟიმში უტარდებოდათ.

აღნიშნულმა მიდგომამ გააუმჯობესა ტრენინგების კოორდინირების ხარისხი და, იმავდროულად, გააძლიერა მონაწილეთა ჩართულობა. მონაწილეთა ჯგუფების სახელწოდებები იყო - „ალფა“, „მზე“, „ბილიკი“ და „H1N1“.

3 ტრენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის მოიცავდა შემდეგ თემებს:

▲back to top


  • პირადი და საერთო საჭიროებების გამოვლენა;

  • ლობირება და ინტერესების დაცვა;

  • ადამიანისა და დევნილის უფლებები და მათი დაცვა;

  • ინფორმაციის გავრცელება;

  • პროექტების წერა;

  • ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება;

  • დასაქმების შესაძლებლობები;

  • მეწარმეობა და ბიზნესიდეები.

0x01 graphic

ახალ გარემოში აღმოჩენილ ახალგაზრდებს საკუთარი წარმოდგენა და მოლოდინები შეექმნათ ტრენინგთან მიმართებაში. მონაწილეთა უმრავლესობას ტრენინგის გავლა სურდა:

  • ცოდნის გასაღრმავებლად;

  • ახალი ინფორმაციის მისაღებად;

0x01 graphic

  • ახალი მეგობრების შესაძენად და ადამიანების გასაცნობად;

  • დასაქმებისათვის;

  • პრობლემების მოსაგვარებლად;

  • საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასაბმელად;

  • გამოცდილების მისაღებად;

  • სერტიფიკატის ასაღებად.

საინფორმაციო სესიების გარდა, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ჯგუფურ დავალებებსა და სიმულაციებში:

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა გამოავლინეს თავიანთ დასახლებებში არსებული საჭიროებები, კერძოდ: დასაქმება, კოტეჯების გადახურვა, სათავსოები, შემოღობვა, წყალ-საკანალიზაციო სისტემები, ბუნებრივი აირი, გათბობა, საყოფაცხოვრებო პირობები, ჯანდაცვა, განათლება, კომუნალური გადასახადები და ა.შ.

0x01 graphic

გამოვლენილი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას დაეთმო ჯგუფური დავალებები, კერძოდ, მონაწილეებმა შეადგინეს ლობირების გეგმა და შეეცადნენ, ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოთ პრობლემის მოგვარებაში.

ასევე დასახელებული პრობლემების გადასაჭრელად საკუთარი შესაძლებლობების, გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა შეადგინეს საპროექტო შეთავაზებები; გამოავლინეს საჭირო რესურსები, სახსრები და საქმიანობები.

ადამიანისა და დევნილთა უფლებების გაცნობის შემდეგ სასამართლო სიმულაციაზე მონაწილეებმა შეძლეს დარღვეული უფლებების დაცვა და არგუმენტაცია.

ტრენინგების მსვლელობისას აქტიური ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ საკითხებს, დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენასა და ბიზნესიდეების განხილვას.

ტრენინგის შეფასება

ტრენინგის მონაწილეების 55,6%25-მა ტრენინგს საუკეთესო შეფასება მისცა; 38,4%25-მა - ძალიან კარგი; 4%25-მა შეაფასა ტრენინგი, როგორც კარგი; ხოლო 2%25-მა - დამაკმაყოფილებელი.

მონაწილეთა 60,6%25-ს ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან გამოადგება მომავალ საქმიანობებში; 32,3%25-ს გამოადგება; ხოლო 5,1%25-ს ნაწილობრივ გამოადგება.

ტრენინგის თემებიდან მონაწილეების 64%25-ისთვის ყველაზე საინტერესო იყო პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“; 62%25-ისთვის - გუნდური მუშაობა და მიზნის დასახვა; 59%25-ისთვის კი - ადამიანის უფლებები. დანარჩენ საკითხებზე შედეგები თითქმის თანაბრად გადანაწილდა.

მონაწილეთა 45,5%25-მა ტრენინგის ჯგუფური დავალებებისა და სიმულაციების ხარისხი საუკეთესოდ შეაფასეს; 34,3%25-მა ძალიან კარგი შეფასება მისცა; ხოლო 15,2%25-მა - კარგი.

მონაწილის სამუშაო წიგნს 48,5%25-მა საუკეთესო შეფასება მისცა; 33,3%25-მა - ძალიან კარგი; ხოლო 14,1%25-მა - კარგი.

0x01 graphic

გავლილი ტრენინგის შედეგად ლიდერული უნარები გაეზარდა მონაწილეთა 92,9%25-ს.

94 მონაწილეს იმედიანი დამოკიდებულება და მოლოდინი აქვს პროექტთან მიმართებაში და მზადაა, აქტიურად ჩაერთოს პროექტის სამომავლო საქმიანობებში; ხოლო 6 მონაწილე ნეიტრალურად აღიქვამს პროექტს.

მონაწილეთა შეფასებები

მარიამ ქესაური

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი:

პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებისათვის დაგეგმილ ტრენინგ-კურსებში მონაწილეობამ შემძინა ბევრი მეგობარი. ასევე ვფიქრობ, რომ ტრენინგებისაგან მიღებული ცოდნა დამეხმარება სამუშაოს მოძიებაში, უკეთ დამკვიდრებასა და ჩემი ინტერესების დაცვაში.

პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ეხმიანება ჩემს გამოძახილს, მეც ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ყველას ერთი ტკივილი გვაერთიანებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა გავიხსენეთ ჩვენი სახლი და ის ტკივილიანი დღეები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს გამოვიარეთ. ამ ტრენინგებში მონაწილეობამ შემძინა იმედიანი განწყობა და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ და აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენჩვენს სახლებში“.

0x01 graphic

ირაკლი პაპუნაშვილი

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ახალგორის რაიონიდან დევნილი:

ახალგაზრდა ლიდერებისათვის დაგეგმილი ტრენინგებიდან მივიღე ამომწურავი ინფორმაცია და გავერკვიე ჩემთვის საინტერესო საკითხებში. განსაკუთრებით საინტერესო იყო თემების სხვადასხვა საკითხების განხილვა გუნდური თამაშების თანხლებით - თითოეული მონაწილე სხვადასხვა როლში ვიყავით, რაც გვიადვილებდა საკითხის უკეთ შესწავლას.

პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებისათვის გამართული ტრენინგები ცოდნისა და ინფორმაციის მიღებასთან ერთად გვეხმარება იმ ადამინებთან დაახლოებაში, რომელთაც ჩვენნაირი ტკივილი გამოიარეს.

ერთად ყველაფრის მიღწევა შეიძლება - ერთად ჩვენ შევძლებთ!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირსა და ევროკომისიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისათვის, ჩვენი პრობლემა ხომ ქვეყნის ტკივილია.

შორენა ასკილაშვილი

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გორის რაიონის სოფელ ვანათიდან დევნილი:

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში. მივიღე ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია. ვფიქრობ, აღნიშნულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დამეხმარება სამსახურის მოძებნასა და ჩემს სამომავლო საქმიანობაში.

ქართველი ხალხი თუ გავერთიანდებით, თუ მხარში დავუდგებით ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ,
ერთად ყველაფერს შევძლებთ!

გოჩა პეტრიაშვილი

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გორის რაიონის სოფელ ნულიდან დევნილი:

ახალგაზრდა ლიდერებისათვის ტრენინგში მონაწილეობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. მაგალითად, უკვე ბევრი რამ გავიგეთ ჩვენს უფლებებზე, იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ მიღებული ცოდნა გადავცეთ ჩვენი სოფლის მოსახლეობას.

პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ძალიან ბევრს ნიშნავს და, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ყველაფერში გავიმარჯვებთ. სიმართლესაც მივაღწევთ და მართლა პირველები ვიქნებით, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის აგებდა ომებს მაშინ, როდესაც განხეთქილება იყო, მაგრამ ჩვენი ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ შევძლებთ, რომ გადავჭრათ ის დიდი პრობლემები, რაც დღესდღეობით არსებობს დევნილი მოსახლეობის წინაშე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი სოფლის მოსახლეობაში ისეთი შემართებაა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია საქართველოსთვის თავის დადება.

4 ჩემი სახლი

▲back to top


0x01 graphic

ახალგაზრდა ლიდერები, ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ განცდებსა და ემოციებს. ყველაზე ემოციური იყო ჯგუფური დავალება „ჩემი სახლი“. მონაწილეები ლექსით, ნახატით, სიმღერითა და ემოციური შეძახილებით ცდილობდნენ, გადმოეცათ თავიანთი გულისტკივილი და მონატრება.

აფხაზეთის, დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორიდან დევნილები ჯგუფურმა დავალებამ კიდევ უფრო დააახლოვა. „ჩემი სახლი“ გუნდად შეკრულ ტკივილს ახმიანებდა... მონაწილეები ცრემლიან თვალებს ერთმანეთს უმალავდნენ და სიტყვები: „ჩვენ დავბრუნდებით“,- სულის ამბოხს ჰგავდა.

პატარა ლიახვის ხეობის დევნილებმა გამოხატეს თავიანთი კეთილი ნება - „გვინდა, რომ ტკბილად ცხოვრობდეს ქართველი, რუსი და ოსი“.

მონაწილეებმა სოფლების - საცხენეთი, ქსუისი, აწრისხევი, ერედვი, ბერულა, დისევი, ფრისი, ვანათი და არგვიცი - აგურაგურ ერთმანეთზე დადებით, ერთი სახლი ააშენეს, რომელსაც სახურავად საქართველოს დროშა დაადგეს ნიშნად იმისა, რომ მტრის ჯიბრზე „მათი სახლები ჯერ კიდევ დგას“.

აფხაზეთის ჯგუფმა გააკეთა ზღვის პირას ჩაფიქრებული ქალის ჩანახატი და გვიამბო ისტორია ქალზე, რომელიც ბათუმში უმზერდა ზღვას და უკან მოხედვა აღარ სურდა, რადგან მის უკან სოხუმი ეგულებოდა.

მონაწილეები დაკარგულის დაბრუნებასა და დანგრეულის აღდგენას ომახიანი შემართებით ახმიანებდნენ - „საქართველო არის ერთი დიდი ბრილიანტის ბეჭედი, რომელსაც ბრილიანტი დაეკარგა და ეს თვალი აფხაზეთია; მოდი, ვი პოვოთ ეს თვალი და ისევ ვიყოთ ერთი დიდი ბრილიანტის ბეჭედი“.

„სამეგრელოდან ერთი ხელის გაწვდენაზე დგას აფხაზეთი და ის ჩვენ გველოდება. და ჩვენ გვჯერა, რომ „ერთად ჩვენ შევძლებთ“ და ჭეშმარიტად ვიტყვით სიტყვებს - გამარჯობა აფხაზეთო, შენი“.

0x01 graphic

„ყველაზე მეტად გულსატკენია, შენს ქვეყანაში დევნილი გერქვას“ - დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილება თავიანთი ტკივილიანი ისტორია ქართული ენის აკვნის აღმოჩნას დაუკავშირეს. „როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი 1920-იან წლებში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც მიიღო განათლება, ძალიან უჭირდა ქართულად მეტყველება. როცა მან გადაწყვიტა „ჯაყოს ხიზნების“ დაწერა, სურდა, კარგად გაცნობოდა წმინდა ქართულ საუბარსა და ადათ-წესებს. პედაგოგმა მიხეილ ჯავახიშვილს ურჩია: „თუ გსურს წმინდა ქართულის გაგება, მაშინ ჩადი ლიახვის ხეობაში“.

„ქემერტის წმინდა გიორგის ტაძართან გათხრის დროს აღმოაჩინეს უძველესი სამარხები, რომლებიც, სავარაუდოდ, მე-5 საუკუნით თარიღდება. აღნიშნული ნიშნავს, რომ როდესაც შუშანიკის წამება იწერებოდა, დიდი ლიახვის ხეობაში უკვე ცხოვრობდნენ ქართველები“.

ახალგორის მონაწილეებმა გალობის ფონზე გვიამბეს, როგორ შევიდა მათ სოფელში რუსული და ოსური ჯარები, როგორ მოუწიათ სახლების დატოვება... „ნაფლეთ-ნაფლეთ ნაკუწ-ნაკუწ კი არა, „გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად!“

ფრონეს ხეობის მონაწილეებმა წარმოადგინეს შემზარავი კადრები იმის შესახებ, თუ როგორ ეცემოდა ჭურვები სახლებს. ფრონეს ხეობაში უმეტესობა ქართული სოფლები იყო, დღეს კი მათი დიდი ნაწილი აღარაა.

„ძვირფასო მეგობრებო, მე ყველას გისურვებდით, რომ ყველანი დავბრუნებულიყავით ჩვენ-ჩვენს სახლებში, გინდაც გადამწვარ, გინდაც გაპარტახებულ, ოღონდ ჩვენს სახლებში“.

საგულისხმოა, რომ სევდიანი და ნოსტალგიური განწყობის მიუხედავად, თითოეული გამოსვლა ცრემლნარევ, მაგრამ იმედიან ნოტაზე სრულდებოდა.

0x01 graphic

საქართველოს ჰიმნი მონაწილეთა და ორგანიზატორების ერთობლივი შესრულებით დასრულდა - „საქართველოს გაუმარჯოს“, „ერთად ჩვენ შევძლებთ“...

მართლაც, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ და ერთად ჩვენ ბევრის მიღწევა შეგვიძლია!

5 ახალგაზრდა ლიდერების შეფასებები და შთაბეჭდილებები

▲back to top


0x01 graphic

პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებისათვის ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეებმა, ტრენინგებისა და ტრენერების შეფასებებთან ერთად, თავიანთი სამომავლო გეგმები, სურვილები და მისწრაფებები გაგვიზიარეს:

ზაზა მამუკიშვილი

ტრენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის; მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც აქ ხდებოდა აზრთა და „მონატრებათა“ გაზიარებაც. ყელაფერი მენატრება, ერთი დღე არ გათენდება, რომ სიზმარში იქ არ ვყოფილიყავი. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი სახლი არ დაუწვამთ, მაგრამ გაძარცვულია: მხოლოდ კედლებია დარჩენილი. კნოლევიდან ჩანს ჩემი სოფელი.

0x01 graphic

ტკივილში ადამინები თანაზიარს ეძებენ, ჩვენ ყველამ ერთად გავიხსენეთ განვლილი ტკივილიანი დღეები.

ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას კი ჩემს თანასოფლელებს გავუზიარებ. ხომ იცით, ცოდნა ადამიანს არასდროს მოსცილდება; რაც მეტ ცოდნას შეიძენ, უფრო გამოგადგება ცხოვრებაში. დიდი მადლობელი ვარ თქვენი ასოციაციის, მადლობის მეტი რა გვეთქმის.

იოსებ პაპიტაშვილი: „გორის რეგიონალური განვითარების ცენტრი“

რასაც ამ ტრენინგიდან ველოდი, ეს იყო უფრო მეტი ცოდნის მიღება გუნდურ მუშაობაზე, ლიდერობაზე. ჩემი სამსახურიდან და დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე მაინტერესებდა ეს ყველაფერი და თავიდან ბოლომდე მივიღე ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რა კითხვებიც გამაჩნდა. ამასთან ერთად იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ გავიცანი ძალიან კარგი ხალხი და შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. ჩემი შთაბეჭდილება არის ის, რომ დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი ამ დღეებს, ამისი საშუალება რომ იყოს...

ინალი სიქტურაშვილი

ჩემთვის პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ნიშნავს იმას, რასაც პირდაპირი გაგებით გვეუბნება, ანუ თუ გუნდურად ვიმუშავებთ, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

ჩემთვის პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად თუ ვივლით ტრენინგებზე და ვისწავლით, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი პრობლემების მოგვარებას. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ახლა მსურს, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ჩატარებულ ტრენინგებში მიღებული ცოდნა სხვა დევნილებსაც გავუზიარო.

დიანა დურგლიშვილი

ვარ სოფელ ავნევიდან დევნილი. სოფელში კარგად ვცხოვრობდით, გვიხაროდა იქ ყოფნა, ძალიან ძნელია ჩვენთვის ახლა ასე ცხოვრება. იმედია, დავბრუნდებით... ყველაზე მეტად ჩემი სახლი მენატრება. ამ ტრენინგებმა ცოდნა და იმედი შემძინა. იმედი მაქვს, აქ მიღებულ ცოდნას უახლოეს მომავალში გამოვიყენებ. პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ჩემთვის ნიშნავს იმედის დაბრუნებას, იმას, რომ თუ გავერთიანდებით, შევძლებთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.

ქეთევან ქურციკიძე: არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრი“

ტრენინგებზე ახალგაზრდა ლიდერებისათვის მოვდიოდი იმ მოლოდინით, რომ ბევრ ახალ ადამიანს გავიცნობდი და, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, რომელიც, მეტ-ნაკლებად, დევნილთა პრობლემებზეც მუშაობს, ეს იყო უშუალოდ დევნილებისაგან მათი საჭიროებების გაგება. ამან, ამჯერად, გაამართლა იმიტომ, რომ ამ 5 დღის მანძილზე ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ერთად ვარკვევდით დევნილების პრობლემებს და დავმეგობრდით კიდეც.

ამ ტრენინგის შემდეგ შეიცვლება ის, რომ უფრო რეალური ცოდნა მექნება დევნილთა საჭიროებების შესახებ. არ მექნება ისეთი წარმოდგენა მათზე, როგორც აქამდე მქონდა; როგორ ცხოვრობენ, უფრო რეალობას შევხედე აქ, რაც ისინი უშუალოდ გავიცანი. რაც შეეხება თვითონ თემებს, საინტერესო იყო, ზოგი ახალი იყო, ზოგი გავიმეორე, ასე რომ, საბოლოო ჯამში, ტრენინგში მონაწილეობით კმაყოფილი ვარ.

პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ძალიან დიდი იმედის მიმცემია დევნილთათვის და ფიქრობენ, რომ ისინი მარტო არ არიან.

ლიკა ასანიძე: არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრი“

ვფიქრობ, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ჩემს საქმიანობაში გამოვიყენებ და გავაგრძელებ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ გავიცანი.

ერთიანი თანადგომით ჩვენ მივაღწევთ ყველაფერს, ანუ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ერთმანეთი უნდა ვანუგეშოთ და მივაღწევთ იმას, რაც ძალიან გვინდა - დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.

მარიამ გვრიტიშვილი

მოლოდინი მქონდა ძალიან კარგი, გამიმართლდა ეს მოლოდინი. მინდოდა, ცოდნა შემეძინა ამ სფეროში და, როგორც აღმოჩნდა ტრენინგების დროს, რაღაცები ვიცოდი, რაღაცები არ ვიცოდი, რაღაცებს სისტემური ხასიათი მივეცი, ჩემი ცოდნის სისტემატიზაცია მოვახდინე. ძალიან კარგი იყო, რადგან იყო გასართობი რაღაცებიც, გუნდური მუშაობაც, რაც შეძენილი ცოდნის რეალიზებას ახდენდა. ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით მივდივარ. თქვენ ხართ გუნდი, ეს არის გუნდი, რომელსაც უნდა, რომ ვიღაცას ასწავლოს, დაასაქმოს, გააუმჯობესოს დევნილების მდგომარეობა და ყველანაირად გვიდგას მხარში.

ეკა კასრაძე

ახალგაზრდა ლიდერებისათვის ტრენინგებზე მივიღე რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ, ჩვენ აუცილებლად ჩავალთ, აუცილებლად დავიბრუნებთ არა მარტო სამაჩაბლოს, არამედ აფხაზეთსაც, ახალგორსაც და მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი იმიტომ, რომ მე მჯერა ჩვენი პატრიარქის და უფლის წყალობით ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ. ჩვენი ეკლესიები იქ წირვა-ლოცვის გარეშე არიან და გვიხმობენ, თავის მრევლს ითხოვენ. ჩვენ იქ აუცილებლად უნდა ჩავიდეთ და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ეს აუცილებლად ასე მოხდება. მით უმეტეს, რომ ქართველები მებრძოლი ერი ვართ და თუკი ერთად ვიდგებით, ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ.

0x01 graphic

ვერიკო ეხვაია

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ახალგაზრდა ლიდერებისათვის ტრენინგზე. მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, გუნდურ მუშაობასთან, ლობირებასა და ინფორმაციის მოძრაობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი კოორდინატორია საყვარელი, ლაღი და კომუნიკაბელური ნათია დაღელიშვილი. ყველანი კარგები ხართ, მიყვარხართ... ლიკა ღერკენაშვილი სიტყვები არ მყოფნის, ძალიან კარგები და უმაგრესები ხართ.

ხათუნა მჭედლიძე

დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ყველა კარგები ხართ. კარგად ორგანიზებული იყო ყველაფერი. ძალიან შემაყვარა თავი ელენემ და ნათიამ. აღფრთოვანებული ვარ მადონას ყურადღებით. ყველა ძალიან მიყვარხართ. მადლობა.

ალიკა თხელიძე

პროექტი «ერთად ჩვენ შევძლებთ» საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა. ბევრი რამ ვისწავლე და ცოდნა გავიღრმავე, რაც მომავალში ბევრ რამეში შეიძლება გამომადგეს. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორსა და შემსრულებლებს.

შალვა ყაზახაშვილი

მე ძალიან მომეწონა პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ და ძალიან ბევრი რამ შევიძინე, რაც მომავალში ძალიან გამომადგება. ყველა კოორდინატორი მომეწონა და შემიყვარდა, ძალიან დიდი მადლობა. ყველანი მიყვარხართ ძალიან!

გოგიტა გოსტამაშვილი

მე ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ეკონომიკის შესახებ, ჩემი მიზანი პროექტში „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მონაწილეობისა იყო ის, რომ გამეღრმავებინა ცოდნა, რაც, ნაწილობრივ, მოვახერხე, გავიცანი უამრავი ადამიანი. ძალიან საინტერესოები არიან თითოეული, ასევე კმაყოფილი ვარ კოორდინატორებით, ისინი ძალიან მეგობრულები, ორგანიზებულები, შრომის მოყვარეები და განათლებულები არიან, ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ“, „ჩვენ ერთად ერთნი ვართ“!

0x01 graphic

ლიკა შერაზადაშვილი

მე, ლიკა შერაზადაშვილმა, ამ ხუთი დღისთვის გადავდე აუცილებელი საქმეები, რაც ჩემს სამსახურს საფრთხეს უქმნიდა.

სანამ წამოვიდოდი ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რომ ხუთი დღის ტრენინგების გამო სამომავლო საქმეებს ვიფუჭებდი სამსახურში.

მაგრამ დღეს, როცა დამთავრდა ტრენინგები, ვარ ძალიან კმაყოფილი და გული მწყდება, რომ სახლში უნდა წავიდეთ. მომენატრებით ყველა.

კომენტარი:

სიმართლე თუ გაინტერესებთ, თავიდან რომ ვიკითხე ვინები არიან-მეთქი ტრენერები და მითხრეს თქვენზე, ვიფიქრე, ესენი ჩემი ტოლები არიან და რა უნდა მასწავლონ-მეთქი, მაგრამ შევცდი ძალიან, რადგან ყველანი ძალიან განათლებულები და დავალებული საქმიანობის კარგი შემსრულებელი ადამიანები არიან.

თინათინ ლაზარაშვილი

შთაბეჭდილება დამრჩა ძალიან კარგი. პირველ რიგში ის, რომ გავიცანი ბევრი საუკეთესო ადამიანი და ვიმედოვნებ, მათთან მომავალში გავაგრძელებ ურთიერთობას. რაც შეეხება ტრენინგებს ახალგაზრდა ლიდერებისთვის, ყველა თემა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სამომავლო საქმიანობაში. მადლობა ტრენერებს, რომ იყავით ასეთი კარგები, მეგობრულები და კომუნიკაბელურები.ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დამრჩა აღნიშნული ტრენინგიდან.

თამარ ციცაგი

ტრენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ნამდვილად. დაუვიწყარი დღეები იყო ჩვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება გარემოს, ძალიან მეგობრული გარემო იყო. კოორდინატორები ძალიან ხალისიანი და მეგობრულები იყვნენ. შევიძინეთ უამრავი მეგობარი, გავიგეთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არა მარტო ტრენინგის თემასთან დაკავშირებით, არამედ უამრავ სხვა საკითხზე. გავიზიარეთ ერთმანეთის ტკივილი (დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებით).

იმედი მაქვს, დაიგეგმება სამომავლო ტრენინგები. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე დიდი ხალისით მიიღებს მონაწილეობას.

დიდი მადლობა ყველას !!!

ლელა ოქროპირიძე

10 დეკემბერი. დღეს წამოვედი ბაკურიანში, ტრენინგზე. ვიმგზავრე ძალიან კომფორტულად, დავბინავდი სასტუმროში, არის კარგი პირობები, გვყვავს საუკეთესო ტრენერები.

11 დეკემბრიდან დაიწყო სწავლება, რომელიც იყო ძლიან მნიშვნელოვანი. გავიღრმავე ცოდნა, შევიძინე ბევრი მეგობარი.

15 დეკემბერს ვბრუნდებით სახლში. გული მწყდება, რადგან გამიჭირდება ახალ ნაცნობებთან დაშორება.

მარინე კახნიაშვილი

„ერთად ჩვენ შევძლებთ“ გუნდი „მზე“

პირველ რიგში, მინდა ქალბატონ ანა ქათამიძეს გადავუხადო დიდი მადლობა ასეთი მობილიზებული ჯგუფის შექმნისთვის.

მე, პირადად, მარინე კახნიაშვილი, აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით.

მოლოდინს გადააჭარბა, ასეთი ახალგაზრდა კოორდინატორები და ყველა ერთმანეთზე მობილიზებულნი, მეგობრულები როგორც ერთმანეთში, ისე ჩვენ მიმართაც.

მე, პირადად, კეთილი შურით მშურს ამ ახალგაზრდების. ნეტა შეიძლებოდეს დროის უკან დაწევა, რომ ასეთ მისაბაძ ახალგაზრდებთან ერთად უკეთეს მომავალს დავისახავდი.

0x01 graphic

ბაკურიანი 2009

საქართველოს ყველა კუთხეს იძიებთ და თანაც, გეგმავთ, თქვენი შესაძლებლობიდან ენერგიას არა ზოგავთ. ბევრსა ცდილობთ, შეასწავლოთ, ცხოვრებისა გზების გახსნა, ბევრი აღწევს მისაღწევსა ბევრიც კმაყოფილი დაგრჩათ. ამ ლამაზი გზებით გევლოთ, სამსახურში წინ-წინ კვლავაც ჩვენნაირი ხალხისათვის, იმედიან ლამაზ სიტყვად.

ნონა ზუბაშვილი

როდესაც პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ შესახებ გავიგე, არ დაგიმალავთ და სიხარულისაგან გულის ცემა გამიძლიერდა. მოუთმენლად ველოდი გამომგზავრების დროს. ბევრი გარემო წინააღმდეგობის მიუხედავად, მე ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

უეცრად მოვხვდი ბაკურიანში, სასტუმრო „თბილისში“, რომელიც საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობას ქმნიდა.

გამაოგნა ამ ორგანიზაციის ორგანიზებულობამ, ყველაფერი წამობრივი სიზუსტით იყო გათვლილი. ორგანიზაციის წევრები ხომ ერთმანეთზე კარგები, ჭკვიანები და კომუნიკაბელურები არიან.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ პროექტის ასეთ ხარისხიანობას. გაოგნებული და გაკვირვებული ვარ ახლაც.

ტრენინგი ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხომ მეტად საინტერესო და ხალისიანი იყო. მე აქ ყოფნით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ცოდნა ავიმაღლე. საკუთარ თავში უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. სიტყვები აღარ მყოფნის იმ ყველაფრის აღწერისათვის, რაც ჩემს გულსა და გონებას აღელვებს მეტად სასიამოვნოდ.

ამ ყველაფრის გამო დიდი და მოკრძალებული მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას.

ლელა რაზმაძე

10 დეკემბერი. ბაკურიანში ჩამოსვლის დღე.

საღამოს 8 სთ-ზე შევიკრიბეთ ერთ-ერთ დარბაზში, სადაც მოხდა ჩვენი გაცნობა და შესავალი, ზოგადად, ტრენინგის შესახებ.

11-12-13 დეკემბერი. რეჟიმის მიხედვით ჩაგვიტარდა სემინარები, რითაც ძალიან ბევრი რამ შევისწავლე, თუმცა, ცოტა მოვიწყინე, გამიძნელდა ოჯახიდან შორს ყოფნა.

14 დეკემბერი იყო ძალიან განსხვავებული დღე პირველ რიგში იმით, რომ დილით გავიღვიძე თუ არა დამხვდა თოვლი, რითაც მთელმა აქ მყოფმა ადამიანებმა ძალიან, ძალიან გავიხარეთ. გვქონდა მეტი თავისუფალი დრო, მოვასწარით გუნდაობა და თოვლში კოტრიალი, რამაც ჩემი ხასიათი რადიკალურად შეცვალა.

0x01 graphic

პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ყველა ტრენერი თუ თანამშრომელი ძალიან ნიჭიერი, განათლებული, აქტიური, მოწესრიგებული, გაწონასწორებული და, რაც მთავარია, მეგობრულები არიან. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმას, რომ მყავდა საუკეთესო კოორდინატორი, მისი სათნო, კეთილი და მომღიმარი სახე არასოდეს დამავიწყდება. ეს გახლავთ ნათია დაღელიშვილი.

15 დეკემბერი. ბაკურიანიდან დაბრუნების დღე.

ყველა ტრენერი კარგად იყო ორგანიზებული თავის საქმეში, რითაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება შეუქმნეს თითოეულ ჩვენგანს. რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი ამ პროექტის თითოეულ მონაწილეს.

დიდი პატივისცემით,
15. 12. 2009.

6 სადაზღვევო ვაუჩერი

▲back to top


0x01 graphic

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, 2010 წელს სადაზღვევო ვაუჩერი გადაეცემათ:

  • ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

  • 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.

სადაზღვევო ვაუჩერი არ გაიცემა ზემოთ ჩამოთვლილ ორ კატეგორიაზე ერთდროულად, ვაუჩერის მიღება შესაძლებელია რომელიმე ერთი კატეგორიის მიხედვით.

სადაზღვევო ვაუჩერის გაცემა არ მოხდება იმ პირებზე, რომლებიც არიან 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეები და რომლებიც სურვილს არ გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, ან რომელთა მზღვეველიც არ წყვეტს პროგრამაში მონაწილეობას.

ზემოთ აღნიშნულ მოსარგებლეებს სადაზღვევო ხელშეკრულება განუახლდებათ ავტომატურად, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაგრძელება მოხდება გაგრძელების დროისათვის არსებული წევრთა შემადგენლობის გათვალისწინებით.

თუ სადაზღვევო დაფარვის ვადის ამოწურვის პერიოდისათვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს, მაშინ სადაზღვევო ხელშეკრულება არ ექვემდებარება ავტომატურ გაგრძელებას.

სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, არ გასცეს სადაზღვევო ვაუჩერი იმ შემთხვევაში, თუ ვაუჩერის გადაცემამდე სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან ეჭვქვეშ დგას მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდე. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლას.

სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული
სამედიცინო დაზღვევის პირობები

სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი:

1. ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს:

  • ამბულატორიულ მომსახურებას (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება);

  • სპეციალისტების მიერ მიწოდებულ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას;

  • ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის მომსახურებას ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში;

  • ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოლოგიულ, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, გეგმიურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს;

  • ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურლაბორატორიულ გამოკვლევებს:

  • სისხლის საერთო ანალიზს;

  • შარდის საერთო ანალიზსა და კრეატინს;

  • გლუკოზას პერიფერიულ სისხლში;

  • ორსულობის ტესტს;

  • ჰემოგლობინს;

  • განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე.

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ს სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლვებს, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები);

  • ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას (გარდა ფორმა №IV-100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების წარსადგენი ცნობებისა).

2. სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

  • გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მ.შ. დღის სტაციონარი), დასაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი;

  • ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი;

  • მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები, 400 ლარი.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ხარჯი იფარება მზღვეველის მიერ სადაზღვევო ვაუჩერის მქონე პირებისთვის, თუმცა არსებობს სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ფარავს სადაზღვევო ვაუჩერი. აღნიშნული ხარჯებია:

სადაზღვევო პერიოდის ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;

  • თერაპიული პროფილის გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება;

  • სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

  • საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

  • სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

  • ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

  • სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

  • შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები;

  • თუ სამედიცინო მომსახურების

საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად;

  • ტრანსპლანტაციის (გარდა ბროილს იმპლანტაციისა), აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

7 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა

▲back to top


საქართველოს მთავრობამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად 2006 წელს შექმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დადგენილებით, „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამის“ ბენეფიციარები არიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს. ბენეფიციარი ნიშნავს პირს, რომელიც აღნიშნული სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეა.

2007 წელს დაიწყო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შეცვლა სადაზღვევო სქემების მეშვეობით ორ რეგიონში (თბილისსა და იმერეთში). იმისათვის, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისათვის კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო და პროგრამის მოსარგებლეებს, ანუ ბენეფიციარებს თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონოდათ, მოცემული პროგრამის განხორციელება დაიწყო „ვაუჩერიზაციის“ პრინციპით.

სადაზღვევო ვაუჩერი არის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად. 2009 წელს აღნიშნული ვაუჩერი გადაეცა 2008 წლის 6 აგვისტოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც.

სადაზღვევო ვაუჩერის დარიგებას უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო. ვაუჩერის აღებიდან ერთ კვირაში ხდება სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება ბენეფიციარის მიერ არჩეული კერძო სადაზღვევო კომპანიასთან. სადაზღვევო ვაუჩერის მფლობელს აქვს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევანის უფლება განსაზღვრული დროის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბენეფიციარების გადანაწილებას სადაზღვევო კომპანიებში ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.

ბენეფიციარის მიერ (ან სააგენტოს მიერ) არჩეული სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო ხელშეკრულების შედეგად გასცემს სადაზღვევო სერტიფიკატს, რომელიც გადაეცემა ბენეფიციარის ოჯახის ყველა დარეგისტრირებულ წევრს ინდივიდუალურად. გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი არის განსაზღვრული ერთი წლით. სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სადაზღვევო სერტიფიკატის ერთობლიობა არის სადაზღვევო პოლისი. პოლისის ძალაში შესვლიდან 12 თვის შემდეგ ბენეფიციარს აქვს სადაზღვევო ორგანიზაციის შეცვლის უფლება. ბენეფიციარები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, წერილობითი განცხადებით მიმართავენ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე.

სადაზღვევო ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია:

  • უზრუნველყოს თითოეულ ბენეფიციარ ოჯახთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და სადაზღვევო სერტიფიკატის გადაცემა;

  • უზრუნველყოს ყველა დაზღვეული ბენეფიციარისათვის თანაბარი სამედიცინო დაზღვევის პირობები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;

  • უზრუნველყოს ბენეფიციარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

  • შექმნას დაზღვეული ბენეფიციარების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა სადაზღვევო ან სამედიცინო მომსახურებაში შექმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით.

სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუშვებელია:

  • ბენფიციარის ოჯახისათვის დაზღვევაზე ან დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა;

  • სადაზღვევო პერიოდში ბენეფიციარი ოჯახისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება;

  • რაიმე სახის დამატებითი გადასახადის დაწესება;

  • ბენეფიციარის ოჯახისათვის განსაზღვრული სადაზღვევო პირობებზე უარესი პირობების შეთავაზება.

სადაზღვევო კომპანია ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს ბენეფიციარების სამედიცინო ხელმისაწვდომობა. მაგალითად:

  • ამბულატორიული მომსახურება უნდა ხდებოდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის ბარიერები ან შეზღუდვები სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი დაწესებულების არჩევაში;

  • გეგმიური მომსახურების მიღების მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გეგმიური ოპერაციების ხარჯები სადაზღვევო კომპანიის მიერ ანზღაურდება მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში (ე.წ. კონტრაქტორ დაწესებულებებში).

სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება.

სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემების დარეგულირების მიზნით ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორს
ტელ.: (+995 32) 55 51 15
ან ჯანდაცვის ომბუდსმენს:

კავშირი ველფეარ ფაუნდეიშენი,
. თბილისი ტელ.: (+995 32) 91 26 99;

კავშირი თანადგომა, . გორი
ტელ.: (+995 93) 22 98 22;

კავშირი თემის მხარდაჭერის ცენტრი,
. ზუგდიდი ტელ.: (+995 215)5 02 08

8 ვის უნდა მიმართოს დევნილმა, როცა ირღვევა მისი უფლებები?

▲back to top


0x01 graphic

რუბრიკა: დევნილთა უფლებები და მათი ინტერესების დაცვა

2008 წლის აგვისტოს რუსეთსაქართველოს კონფლიქტის შედეგად განსაკუთრებით გაიზარდა დევნილთა მოთხოვნილება სამართლებრივი დახმარების გაწევაზე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ეს ეხება მათ სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას. ძირითადად, დევნილთა პრობლემები არაერთგვაროვანია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ დევნილთა რომელ ტალღას ეკუთვნის ესა თუ ის პირი. 90-იანი წლების დევნილებისათვის გამოკვეთილად აქტუალურია განსახლება და გადამისამართება. ამ საკითხებისადმი დაინტერესებამ განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო დევნილთა მიერ კოლექტიურ ცენტრებში დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დევნილთა უფლებების დაცვას კერძო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებისას.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები კი, ძირითადად, ითხოვენ სამართლებრივი დახმარების გაწევას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • დევნილის სტატუსის მინიჭება;

  • სხვადასხვა სახის ფულადი დახმარებები და შემწეობები;

  • თავშესაფრის (კოტეჯის) სანაცვლო კომპენსაციის მიღება;

  • სამედიცინო მომსახურება;

  • საკვებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

  • საბანკო სექტორთან ურთიერთობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დევნილებს რეგიონების მიხედვით უწევენ იურიდიულ დახმარებას. გარდა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებისა, ხორციელდება მობილური ვიზიტები კოლექტიურ ცენტრებსა და ახალ ჩასახლებებში, ასევე ეწყობა საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთათვის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, 8 316 იძულებით გადაადგილებულ პირს გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია, განხორციელდა 426 მობილური ვიზიტი, მომზადდა და მოეწყო 26 საინფორმაციო შეხვედრა კერძო სექტორში განსახლებულ დევნილებთან; ადვოკატის მომსახურება უზრუნველყოფილი იყო 3 სასამართლო პროცესზე.

2009 წელს საქართველოს მასშტაბით შეირჩა დევნილთა 300 კოლექტიური ცენტრი და ახალი ჩასახლება, სადაც წინასწარ მომზადებული მობილიზატორების მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მობილიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 3-5 ადამიანისგან შემდგარი „აქტიური ჯგუფები“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის განხორციელებულ ტრენინგებსა და ქსელურ შეხვედრებში. ადვოკატირების პროცესის წარმართვის უნარჩვევების გაძლიერების გარდა, ტრენინგები ასევე მიზნად ისახავდა დევნილთა ინფორმირებას მათი უფლებებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ტრენინგების ერთი ნაწილი დაეთმო სამართლებრივ საკითხებს, სადაც განხილული იყო მათი პრობლემების მოგვარების სამართლებრივი საშუალებები.

დევნილთა ინფორმირების მიზნით 2009 წლის დასაწყისში გამოიცა განახლებული ბროშურა განსახლების საკითხებზე: „რა უნდა იცოდნენ დევნილებმა მათი განსახლების შესახებ“. ბროშურა ეხება განსახლების სხვადასხვა მოდელს და დევნილთა უფლებებს განსახლების პროცესში. 15 000 ეგზემპლარი გავრცელდა კოლექტიურ ცენტრებში.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირების გაადვილების მიზნით გამოიცა ცნობარი, სადაც თავმოყრილია ამ სტრუქტურების საკონტაქტო ინფორმაცია და მათი საქმიანობის სფერო. 10 000 ეგზემპლარი გავრცელდა ახალ ჩასახლებებში.

2009 წლის ივლისში გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენის - „შენი მაცნე“ - პირველი ნომერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დევნილთა სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, დევნილთა სამართლებრივ პრობლემებსა და ადვოკატირების წარმატების მექანიზმებზე.

დევნილთა პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით პერიოდულად ეწყობოდა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა 9 რეგიონული და 1 ცენტრალური ქსელური შეხვედრა, მოეწყო 6 მრგვალი მაგიდა. შეხვედრებში, გარდა დევნილებისა, მონაწილეობდნენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დევნილებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და შეეთავაზებინათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ადამიანის უფლებათა კვირეულში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს საომარი მოვლენების დროს დაზარალებულ პირთა პრობლემებს შეეხებოდა.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2009 წლის 20 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები წილკანში ჩასახლებულ დევნილებს ეწვივნენ.

აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ახალგორისა და დიდი ლიახვის მაცხოვრებლებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო ლიტერატურა გადასცეს. ასევე, დანიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებით (DRC) დევნილ ბავშვებს გადაეცათ ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აქტიურად აგრძელებს იურიდიულ კონსულტაციებს დევნილი მოსახლეობისთვის. იურიდიული დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს 1994 წლიდან, რომლის მიზანია იურიდიული დახმარების აღმოჩენა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენლისთვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდი ული და ხმა რების ცენ ტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურებას. შესაძლებელია როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და ონლაინ კონსულტაცია და ახორციელებს უფასო საადვოკატო მომსახურებას სამართლის სხვადასხვა დარგების წინასწარ განსაზღვრულ მიმართულებებში.

უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები. სატელეფონო და პირადი კონსულტაციები იურიდიული დახმარების ცენტრში მიმდინარეობს ყოველდღე 11:00 - 17:00 საათამდე (14:00 - 15:00 შესვენების დროის გათვალისწინებით), შაბათ-კვირის გარდა. მოქმედებს ტელეფონის ორი ხაზი, რომელთანაც სამართლის სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიცირებული იურისტკონსულტანტები მორიგეობენ და პასუხს სცემენ ნებისმიერ იურიდიულ (სამართლებრივ) შეკითხვას. კონსულტანტები უზრუნველყოფილნი არიან უახლესი იურიდიული ლიტერატურითა და კომპიუტერული პროგრამა „კოდექსით“, რაც თითქმის მთლიანად გამორიცხავს შემოსულ სამართლებრივ კითხვაზე პასუხის გაცემის შეუძლებლობას. იგივე რეჟიმში მოქმედებენ ზემოაღნიშნული კონსულტანტები მოქალაქეთა პირადი მიღებების დროსაც. პირად მიღებაზე შესაძლებელია კონფიდენციალურად იურიდიული კონსულტაციის მიღება. იურიდიული დახმარების ცენტრის უფასო სატელეფონო კონსულტაციების ტელეფონის ნომერია: (+995 32) 99 50 76

0x01 graphic

ონლაინ-კონსულტაციები და წერილობით შემოსულ კითხვებზე პასუხი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეკითხვის გამოგზავნა. შეკითხვების სირთულიდან გამომდინარე, კონსულტანტი შეკითხვას პასუხს გასცემს ოპერატიულად (არა უმეტეს ორი დღისა). წერილობითი პასუხები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიდან შემოსულ შეკითხვებზე. სხვა დანარჩენი პირების მიერ წარმოდგენილ წერილობით შეკითხვებს პასუხი გაეცემა ზეპირად.

0x01 graphic

უფასო საადვოკატო მომსახურება. იურიდიული დახმარების ცენტრს ჰყავს ადვოკატები, რომლებიც ახორციელებენ უფასო საადვოკატო მომსახურებას მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენისთვის და ისიც გარკვეული კრიტერიუმების საქმეებზე. სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებში იგულისხმება ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვთ საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატის დაქირავების საშუალება.

სამოქალაქო სამართლის ადვოკატი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო საადვოკატო მომსახურებას სამოქალაქო სფეროში.

სისხლის სამართლის ადვოკატი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატები იმ ადამიანთა სამსახურში დგანან, ვისაც არ აქვთ ადვოკატის დაქირავების საშუალება, ან მათი საქმე განიხილება იმ რაიონში, სადაც არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ადვოკატის სახელმწიფო პროგრამა და სახეზეა გამოძიების ან სასამართლოს მხრიდან აშკარა კანონდარღვევები და საქმის მიკერძოებით წარმართვა.

ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი. ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ეხმარებიან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონი, რასაც მოჰყვა მოქალაქისა თუ სხვა პირის კანონიერი უფლების უხეში დარღვევა (ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევა და ა.შ.).

სტრატეგიული სამართალწარმოება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას და ამზადებს საქმეებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში წარსადგენად. ეს საქმიანობა დღესაც წარმატებით გრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზანია, აღმოიფხვრას მოქმედ კანონმდებლობაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ადამიანის უფლებათა შემლახავი დებულებები და მოქალაქეებისთვის უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებით სარგებლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს რეგიონული ოფისები: თელავში, დუშეთში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი აქტიურად არის ჩართული კახეთის რეგიონში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში.

საია-ის რეგიონული ოფისების საკონტაქტო ინფორმაცია:

ბათუმის ოფისი:
გორგასლის ქ. №89, 6000
(ტურგენევის ქ. №14);
8 88 222 - 766 68

ტელ/ფაქსი - 3 03 41
ელ. ფოსტა: batumi@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
ნინო ტავლალაშვილი
- (+995 99) 23 31 46

ქუთაისის ოფისი:
ნიუპორტის №5, 4600;
(+995 231) 4 11 92; 4 65 23.
ელ. ფოსტა: kutaisi@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
ნინო თვალთვაძე
- (+995 93) 60 25 63

რუსთავის ოფისი:
კოსტავას 15 ა/5, 3700;
(+995 24) 14 05 66
ელ. ფოსტა: rustavi@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
ეკა ფავლენიშვილი
- (+995 71)10 22 30

გორის ოფისი:
სტალინის ქ. №19, ბინა 1,
1400
(+995 270) 7 98 42, 7 2646
ელ. ფოსტა: gori@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
ქეთევან ბებიაშვილი
- (+995 71) 39 93 23

თელავის ოფისი:
ბარნოვის ქ. №3, 2200
(+995 250) 7 13 71

ელ. ფოსტა: telavi@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
მარეხ მგალობლიშვილი
- (+995 93) 99 71 38

ოზურგეთის ოფისი:
გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №25,
ბ. 10; 35008
ტ/ფაქსი: (+995 296) 7 31 38
ელ. ფოსტა: ozurgeti@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
თამაზ ტრაპაიძე
- (+995 99)24 07 50

დუშეთის ოფისი:
რუსთაველის ქ. №29, 1810
(+995 246) 2 15 54.
ელ. ფოსტა: dusheti@gyla.ge
ოფისის ხელმძღვანელი:
სერგო ისაშვილი
- (+995 93)95 88 82.

9 სოციალური პროგრამები

▲back to top


0x01 graphic

პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში მობილიზაციის ჯგუფის წევრებმა დევნილთა დასახლებებში (შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონში) ვიზიტის დროს დევნილებისგან მოისმინეს სხვადასხვა პრობლემატური საკითხები. მათ შორის განიხილება სოციალური დახმარებების საკითხიც. დევნილთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი იღებდნენ სოციალურ დახმარებებს და ამჟამად შეუწყდათ აღნიშნული დახმარებები, მიზეზი დევნილი მოსახლეობისათვის ბუნდოვანია.

საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით მივმართეთ სოციალური პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ გელა ჩივიაშვილს:

- -ნო გელა, რა სოციალურ დახმარებებს იღებენ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა და რა საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს დევნილებისათვის სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას?

- სოციალური მომსახურების სააგენტო ეყრდნობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის წესებისა და ადმინისტრირების განმსაზღვრელ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებას - „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინცი პები დახმარების ოდენობის გაანგარიშების ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“. აღნიშნულ დადგენილებაში 2008 წლის აგვისტოს კონტლიქტის შემდგომ განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, იმ პირებისათვის, ვინც არიან დევნილები (2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები) და რომლებიც ჩასახლებულნი არიან კომპაქტურად, დაიწყო საარსებო შემწეობის გაცემა.

მთავრობის №145 დადგენილებაში მოცემულია კონკრეტული მითითება. კერძოდ, საარსებო შემწეობას მიიღებენ ის დევნილები, რომლებიც ჩასახლებულნი არიან სახელმწიფოს ან სხვა ორგანიზციების მიერ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართზე და მათი ოჯახის წევრები არ უნდა ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას, გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისა.

დევნილთა სიის ფორმირებას ახორციელებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამოქალაქო რეესტრთან შეთანხმებით. ყოველთვიურად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საარსებო შემწეობის მიმღები დევნილების განახლებულ სიას აგზავნის სოციალური მომსახურების სააგენტოში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ სწორედ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე გავცემთ დევნილთათვის საარსებო შემწეობებს, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს აღნიშნული დახმარების დაფინანსებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ფორმირებული სიების საფუძველზე.

0x01 graphic

- 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად რამდენი დევნილი ოჯახია ფულადი დახმარების მიმღები?

- აღნიშნული კატეგორიის დევნილები საარსებო შემწეობებს იღებენ იგივე ოდენობით, რასაც სოციალურად დაუცველი ოჯახები. ეს შეადგენს ოჯახის 1 წევრზე 30 ლარს და ყოველ მომდევნო წევრზე - 24-24 ლარის ოდენობას. თუ პიროვნება უკვე არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკვე ერიცხება საარსებო შემწეობა, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებს ე.წ. ახალ დევნილთა საარსებო შემწეობას. ბაზების შედარება ხდება დუბლირების გამორიცხვის მიზნით, რათა მოხდეს ზუსტი გადასარიცხი რეესტრის ფორმირება.

2009 წლის დეკემბრის თვეში საარსებო შემწეობის თანხის უშუალო მიმღებია 3 693 ოჯახი (სულ საარსებო შემწეობას იღებს 11 000-მდე პირი), გაცემული თანხის ოდენობა კი იყო 296 089 ლარი. საერთოდ საარსებო შემწეობებზე გაცემული თანხის ოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით 300 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

- ვის უნდა მიმართოს, რა ფორმით და რა ეტაპები უნდა გაიაროს დევნილმა, რომ მიიღოს საარსებო შემწეობა?

- დევნილი, რომელიც არ იღებს საარსებო შემწეობას, უნდა მიმართოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს, რადგან აღნიშნული სამინისტროს პრეროგატივაა დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და შემდგომში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება მონაცემთა ბაზაში.

- რა შემთხვევაში ხდება დევნილი ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეჩერება?

- სოციალური დახმარების შეჩერება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უკვე იღებს საარსებო შემწეობას. ამ ცვლილებას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს საკუთარი ინიციატივით დუბლირების თავიდან ასაცილებლად. სხვა შემთხვევაში ბაზებში ცვლილებებს ახორციელებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

- -ნო გელა, დევნილთათვის საარსებო შემწეობათა გაცემის პროგრამა არის ერთწლიანი, იგეგმება თუ არა აღნიშნული პროგრამის გაგრძელება?

- დევნილთათვის საარსებო შემწეობათა გაცემა დაიწყო 2009 წლის იანვარში და დასრულდა 2010 წლის 1-ლ იანვარს. რაც შეეხება პროგრამის გაგრძელებას ან ჩანაცვლებას, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობთ.

დევნილებისთვის სათემო განათლების ცენტრები გაიხსნა

მიმდინარე წლის იანვარში სოფელ კოდაში რუსთავის, კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების პრეზენტაცია გაიმართა. ევროკავშირის პროექტის - „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ - მიზანია დევნილთა მხარდაჭერა და არაფორმალური განათლების. პროგრამების განხორციელება პრეზენტაციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - პერ ეკლუნდი და ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო. კოდაში, რუსთავსა და შაუმიაში მცხოვრებ დევნილებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში უფასოდ მიიღონ მონაწილეობა. მათ შორისაა ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლა, იურიდიული დახმარება, იურიდიული კურსები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ხელსაქმე, ასევე ტრენინგები და სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადება.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ დევნილმა მოსახლეობამ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს: „კოდაში დიდი და პატარა ლიახვისა და კოდორის ხეობის მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ცენტრში მათ საშუალება ექნებათ, ის შეისწავლონ, რაც აინტერესებთ. ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვებზე, ისე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. მაგალითად, მათ შეუძლიათ, ხელსაქმეს დაეუფლონ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ცენტრი იქნება დევნილთა თავშეყრის ადგილი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხს ერთად გადაწყვეტენ“.

სათემო განათლების ცენტრებში თავად დევნილები დასაქმდებიან.

იტალიის საელჩოს პროექტი დევნილი ბავშვებისათვის

იტალიის საელჩომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან ერთად 2009 წლის დეკემბერში ახალი პროექტი „არგო“ წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც შევა იმ იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მონაცემები, რომელთაც ოთხმოცდაათიანი წლების კონფლიქტის შემდეგ სიცილიაში გაატარეს საზაფხულო არდადეგები.

არაოფიციალური მონაცემებით, სიცილიაში დაახლოებით ათასი დევნილი ბავშვი იყო ჩასული. იტალიასთან დამყარებული კავშირების წყალობით, მათ შეძლეს მთელი რიგი უნარების განვითარება, მათ შორის, იტალიური ენის მაღალ დონეზე შესწავლა. ბევრი მათგანი უკვე დასაქმდა კიდეც.

„არგოს“ მიზანია ამ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაგრძელება. მონაცემთა ბაზა საქართველოში პროექტების წამოწყებითა და ინვესტირებით დაინტერესებულ იტალიელ ბიზნესმენებს, არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, დევნილი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა პროექტები განავითარონ და საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ.

პროექტს აფინანსებს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „არგოს“ შესაქმნელად იტალიის 20 000 ევროს გამოყოფს. პროექტს წარუძღვებიან „საქართველო-იტალიის“ ასოციაციის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრები, ხოლო იტალიის საელჩო მათ სამუშაო ფართით „ევროპული სახლის“ შენობაში უზრუნველყოფს.

„ჩვენ ავირჩიეთ სახელი „არგო“, რადგანაც მითში აღწერილი გემის მსგავსად, ჩვენი მონაცემთა ბაზა იქნება ნავიგაციური საშუალება იმ პირთათვის იტალიაში, ვისაც სურს ისარგებლოს დღესდღეობით საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრით: საქართველოს ახალგაზრდობით. ის ფაქტი, რომ ჩვენ ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ განავითარონ თავისი პროექტები და იდეები „ევროპის სახლში,“ თავისუფლების მოედანზე, აგრეთვე სიმბოლურია. იმედი მაქვს, ისინი ამ სახლში თავს ისე იგრძნობენ, როგორც შინ,“ - განაცხადა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ.

ღონისძიებაში მონაწილე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე დასაქმებული და თვითრეალიზებულია, მაგრამ არსებობს კიდევ მათი გამოყენების საშუალება: „მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, ფირმებისა და ინვესტორებისათვის. ეს ათასამდე ბავშვი ინტელექტუალური რესურსია, რომლის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იტალიელმა ხალხმა ასეთი მადლიანი საქმე გააკეთა“.

დევნილთა საკითხებზე საქართველოს აზერბაიჯანელები ესტუმრნენ

2009 წლის დეკემბერში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, წარმატებებისა თუ პრობლემების გასაცნობად საქართველოს აზერბაიჯანელი კოლეგები ესტუმრნენ. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დევნილებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის წევრები, გაეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანში და სხვა ოფიციალური პირები დევნილებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტებით დაინტერესდნენ.

ლტოლვილთა და დევნილთა მიმართ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის აპარატის უფროსის - ტელმან მამადოვის თქმით, საქართველოში დევნილთა მიმართ განხორციელებული პროგრამები საკმაოდ წარმატებულად ითვლება და, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების გაზიარება მათთვის დადებითი იქნება: „საკმაოდ მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათი განსახლებისა და დასაქმების პროგრამები. აღნიშნული მიმრთულებები ჩვენი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტია. საქართველოში განხორციელებული პროექტები საკმაოდ წარმატებულად ითვლება და ამ საქმეში საერთაშორისო დახმარებების იმედი გვაქვს“.

სამუშაო შეხვედრაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. როგორც სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს: „ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ მივიღეთ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და ვახორციელებთ სამოქმედო გეგმას. შესაბამისად, მათ შედეგები აინტერესებთ, რომ დადებითი გამოცდილება თავიანთ ქვეყანაშიც გამოიყენონ“.

სამუშაო შეხვედრა დღის ბოლოს დასრულდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელი კოლეგებმა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს.

აზერბაიჯანის დელეგაცია რუსთავში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა

2009 წლის დეკემბერში აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან ერთად რუსთავში მცხოვრები დევნილები მოინახულეს. მათ ის ობიექტები დაათვალიერეს, რომლებიც დევნილებისათვის გარემონტდა და საკუთრებაში გადაეცათ. ამ ეტაპზე, მთლიანობაში სახელმწიფომ რუსთავში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 149 ოჯახი (502 სული) სრულად დააკმაყოფილა. მათ, ყველას საკუთარი ჭერი აქვს, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ.

აზერბაიჯანიდან დელეგაცია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და წარმატებების გასაცნობად ჩამოვიდა, რადგან დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემა მათ ქვეყანაშიც საკმაოდ აქტუალურია. დელეგაცია საქართველოში დევნილთა განსახლების მხრივ მიღწეული წარმატებებით კმაყოფილი დარჩა. ისინი გაკვირვებულები დარჩნენ, რომ დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ და არა დროებით.

ლტოლვილთა და დევნილთა მიმართ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის აპარატის უფროსმა, ტელმან მამადოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას დევნილებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს და აღნიშნულის გადაღება აზერბაიჯანშიც შესაძლებელია. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეფასებით, თუ დაწყებული ტემპი არ დავარდა, 2011 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო საკუთარი ჭერის გარეშე არც ერთ დევნილს დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილთა განსახლების პროგრამა დასრულდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა და მასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

  • აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა;

  • მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირებისაგან;

  • წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;

  • მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირებს. თვითმმართველობის ორგანოებს შეიძლება მივმართოთ მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებების ფარგლებში. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:

  • თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;

  • იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

  • თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა;

  • თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

  • ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა;

  • ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

  • მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

  • ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

  • კანონით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა;

  • ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;

  • გარე ვაჭრობის რეგულირება;

  • გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;

  • ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიავღვრე მეურნეობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიცი პალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

  • ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

  • სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვ.) საქმიანობის ხელშეწყობა;

  • სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;

  • თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიცი პალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობისათვის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება;

  • თვითმმართველი ერთეულის მუნიცი პალური სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

  • შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;

  • ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;

  • ქუჩების, მოედნების სახელის მინიჭება და ნუმერაცია.

10 დევნილთათვის განხორციელებული სოციალური პროექტები

▲back to top


0x01 graphic

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დევნილთათვის განხორციელებული სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ზვიად ხმალაძემ:

გორის მუნიციპალიტეტი 1991-1993 წლებიდან დატვირთულია როგორც ცხინვალიდან, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობით, თუმცა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, რთული იყო მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ომის დღეებში გორში დარჩენილი მოსახლეობა საჭიროებდა დახმარებას, ვინაიდან ქალაქი, ფაქტობრივად, ოკუპირებული იყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უშუალო ჩარევითა და დახმარებით არ დარჩენილან უყურადღებოდ გორის ავტოკემპინგში, სტუდბინაში, ხიდისთავის პროფლიცეუმში, სასტუმრო „ქართლსა“ თუ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები, რომლებიც ომის მძიმე დღეებში გორში იყვნენ დარჩენილნი. ისინი იმ დროისათვის მარაგდებოდნენ სურსათით.

2009 წლის 22 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქალაქი გორი დატოვეს რუსმა ოკუპანტებმა და გადაიწიეს კარალეთისა და ვარიანის მისადგომებისაკენ, გორისაკენ დაიძრა როგორც ადგილობრივი, ისე ბუფერული ზონისა და ლიახვის ხეობის მოსახლეობის ნაკადი. საჭირო გახდა როგორც მათი დაბინავება, ასევე მათი საკვებით უზრუნველყოფა და აღჭურვა საჭირო ინვენტარით. დევნილი მოსახლეობით დაიტვირთა გორის ყველა საბავშვო ბაღი, თუმცა არასაკმარისი იყო მათი დაბინავებისთვის, რის შემდეგაც გორში ახალბაღის ტერიტორიაზე გაშენდა ე.წ. კარვების ქალაქი.

იმ დროისათვის დევნილთა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდებოდა კარვების ქალაქში - 2700 ადამიანი, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ 250 კარავში; საბავშვო ბაღებში კი იყო 850 ოჯახი (2750 ადამიანი). შიდა ქართლისა და სამცხეჯავახეთის დევნილთა სამმართველოსა და გორის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი ინიციატივით, პარალელურად მიმდინარეობდა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების აღრიცხვა-რეგისტრაცია, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა. კერძო სექტორში დევნილთა რაოდენობამ შეადგინა 2700 ოჯახი (7800 ადამიანი), რომლებიც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ პურსა და მშრალ საკვებს ღებულობდნენ გორის 5 უბანზე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათ დისტრიბუციაში ხელს უწყობდა გორის მუნიციპალიტეტის ხუთივე უბნის რწმუნებული. იმ დროის პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, გარდა გორისა, პრობლემას წარმოადგენდა კერძო სექტორის კვების საკითხი, გორში ამ საკითხის მოგვარებას ხელი შეუწყო დევნილთა დროულმა რეგისტრაციამ.

კარვების ქალაქსა და საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილებისათვის დღეში ორჯერ ცხელ საკვებს გასცემდა იტალიის „წითელი ჯვარი“, ხოლო დანარჩენი ინვენტარით: საწოლებით, ადიელებით, ლეიბებითა და ჭურჭლის კომპლექტებით საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ დევნილებს.

საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის განკარგულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რითიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო სხვადასხვა სახის სურსათის შეძენა და საბავშვო ბაღებში შეტანა.

საბავშვო ბაღებსა თუ კარვების ქალაქში დევნილთა პრობლემების შესწავლა-მოწესრიგება თითქმის ყოველდღიურად უწევდა გორის მუნიციპალიტეტს, ეს იყო დენთან, წყალსა თუ საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.

კარვების ქალაქს ემსახურებოდა ტყვიავის სასწრაფოს ბრიგადები, ასევე ადგილზე მოწყობილი იყო სამედიცინო პუნქტი, სადაც ხდებოდა მოსახლეობის გასინჯვა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ყველა საბავშვო ბაღზე მიმაგრებული იყო სამედიცინო ჯგუფები და მედიკამენტები დევნილთათვის გაიცემოდა გორის მოზრდილთა პოლიკლინიკიდან.

ბუფერული ზონიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გასვლის შემდეგ განახლდა გორიდან დევნილთა დაბრუნება გორის რაიონის სოფლებში, რის შედეგადაც გათავისუფლდა როგორც საბავშვო ბაღები, ასევე კარვების ქალაქი. კარვების ქალაქის სრული დემონტაჟი განხორციელდა 12 ოქტომბერს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყო კოტეჯების მშენებლობა დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორიდან დევნილ მოსახლეობისათვის. ეს ადამიანები საქართველოს სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდნენ, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები. გორის მუნიციპალიტეტში ასეთი მშენებლობები განხორციელდა შავშვებში, ხურვალეთში, კარალეთში, სკრაში, ბერბუკსა და გორის ტერიტორიაზე ყოფილი სისხლის გადასხმის, კომბინატის, პოლიკლინიკისა და მუსიკალური სკოლის შენობებში. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დევნილები.

აღნიშნულ კოტეჯებში შესასახლებული კონტინგენტის შერჩევა სრულად დაევალა ხეობის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო შესახლებამდე კოტეჯების ინვენტარის შემოტანას უზრუნველყოფდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. აღნიშნული ინვენტარის კოტეჯებზე გადანაწილებასა და მიღების პასუხისმგებლობას ინაწილებდა გორის მუნიციპალიტეტი. კოტეჯების მშენებლობისა და აღჭურვის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის, ხეობების მუნიციპალიტეტისა და სოფლის რწმუნებულების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა დევნილთა შესახლება. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა დასახლება სრულად არის დატვირთული და გორის მუნიციპალიტეტის მიერ ხდება მათი პრობლემების ადგილზე შესწავლა-მოწესრიგება:

შავშვები - 177 ოჯახი (591 ადამიანი);

ხურვალეთი - 139 ოჯახი (440 ადამიანი);

ბერბუკი - 134 ოჯახი (451 ადამიანი);

კარალეთი - 480 ოჯახი (1630 ადამიანი);

სკრა - 86 ოჯახი (297 ადამიანი);

მუსიკალური - 40 ოჯახი (81 ადამიანი);

სისხლის გადასხმა - 8 ოჯახი (12 ადამიანი);

შპს პანაცეა - 64 ოჯახი (115 ადამიანი).

კოტეჯებში შესახლებული დევნილები თვეში ერთხელ იღებენ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ მშრალ საკვებს, აგრეთვე შესახლების მომენტში სახელმწიფოსაგან მიიღეს 200-ლარიანი დახმარება ერთ სულ მოსახლეზე. 2009 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში გაეროს სამი სხვა-დასხვა ორგანიზაციის მიერ პლასტიკური ბარათების საშუალებით დევნილებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდნენ ცხინვალში, ქურთის, თიღვის, ერედვისა და აჟარის თემის სოფლებში, დაერიცხათ ფულადი თანხები. რაიონის კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს სახელმწიფოს მიერ გადაეცათ მიწის ნაკვეთები და ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ - თესლეული. გორის მუნიციპალიტეტის უშუალო ძალისხმევით მოხერხდა სოფლებში მდებარე ჩასახლებაში ნაგვის ურნების დადგმა, რაც დიდ პრობლემას და ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა. კოტეჯებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ იმ სოფლის ამბულატორიების მომსახურებით, სადაც არიან განთავსებულნი. აღსანიშნავია, რომ დევნილები არასოდეს არიან ყურადღების მიღმა. მათი პრობლემების შესწავლითა და, შეძლებისდაგვარად, მოგვარებით მუდმივად დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად.

გორის მუნიციპალიტეტმა დევნილების ყოველ ჩასახლებასთან დადგა ნაგვის ურნები და ეს ჩასახლებები ჩასვა ქალაქის ნარჩენების გატანის ერთიან სისტემაში, ასევე მოაწყო ტროტუარები, მოსაცდელები, გარე განათება და დასახლებისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. გორის მუნიციპალიტეტი მუშაობს გრანტების მოძიებაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, მოიძია გრანტი ჩეხეთის ხელისუფლებიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლების საკანალიზაციო ქსელის რებილიტაციისა და საკანალიზაციო გამწმენდი სადგურის მოწყობისათვის. შეთანხმების თანახმად, აღნიშნული ქსელისა და გამწმენდი სადგურის ტექნიკურად აღჭურვას მოახდენს ჩეხეთის ხელისუფლება, ხოლო მის მშენებლობის ხარჯებს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტი.

2009 წლის თებერვლის დასასრულს მოხდა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების ხელახალი გადამოწმება-რეგისტრაცია, რადგან გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კერძო სექტორზე პურის გაცემას, ხოლო „ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (World Vision) მიერ მშრალი საკვებით უზრუნველყოფას, 2009 წლის 1-ლი მარტიდან მხოლოდ და მხოლოდ დაექვემდებარა ის კატეგორია, რომელსაც უნდა მიენიჭოს დევნილის სტატუსი და რომელსაც არ მიუღია სახელმწიფოსაგან არანაირი კომპენსაცია ფულის ან ბინის სახით.

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები როგორც საბავშვო ბაღებში, ისე კოტეჯებში არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ამ კუთხითაც ზრუნავს სახელმწიფო. ბუფერული ზონის მოსახლეობის დაბრუნების შემდეგ გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები დღემდე იკვებებიან ცხელი საკვებით, რაც ხორციელდება მხოლოდ გორში. ასევე თვეში ერთხელ მარაგდებიან გაეროს მშრალი საკვებით, ხოლო პურით - ყოველდღიურად. აგვისტოს ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დაბინავება თითქმის დასასრულს უახლოვდება და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განიხილავს მათზე სტატუსის მინიჭების საკითხს.

2009 წლიდან სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახა ძველი დევნილების განსახლების პროგრამა, რაც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სახელმწიფოს ფართებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ფართების რეაბილიტაციასა და დაკანონებას. ამ მხრივ, გორის მუნიცი პალიტეტის მიერ დადგენილია სახელმწიფო და კერძო კომპაქტური ცენტრების ნუსხა და მიმდინარეობს სამუშაოები.

11 მამასახლისის ინსტიტუტი

▲back to top


მამასახლისის ინსტიტუტის პრობლემა შიდა ქართლის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში

საზოგადოებაში, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობაში, მუსირებს აზრი მამასახლისების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა დამოკიდებულებამ განაპირობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლა. მამასახლისის ინსტიტუტის არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ორგანიზებით. აღნიშნული კვლევის მიზანია იმ მოდელის შეთავაზება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის, რისი მეშვეობითაც გაადვილდება კომუნიკაცია დევნილებთან, მოწესრიგდება ურთიერთობის ფორმები და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მოხდება დახმარებების განაწილება, როექტების განხორციელება კომპაქტურ დასახლებებში და თემის განვითარება.

2008 წლის აგვისტოს რუსეთსაქართველოს ომის შემდეგ ერთ წელზე მეტია გასული, თუმცა დღესაც კი ძალიან ჭირს დევნილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, რაც სხვადასხვა პრობლემის სათავე ხდება. როგორც წესი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც პრობლემებს ქმნის ადგილობრივი თუ საერთაშორისო დახმარებების სამართლიანი განაწილების კუთხით. უმთავრესი პრობლემა, რაც დევნილთა ზუსტი რაოდენობის დადგენას წარმოადგენს, არის ის, რომ დევნილებზე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ერთიანი სტრატეგიული ხედვა იდეალური მხოლოდ ფურცელზეა, მისი რეალურ ცხოვრებაში გატარება კი ვერ ხერხდება.

დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და განსახორციელებელი პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ძირითადად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, ცდილობენ დევნილთა დასახლებებში სამობილიზაციო თემებისა თუ სოციალურ-კომუნალური ცენტრების შექმნას.

). ზემოაღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ 2009 წლის 5 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ კარალეთში, აგვისტოს ომში დაზარალებულთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე, დევნილთა სოციალურკომუნალური ცენტრი გაიხსნა. მსგავსი სოციალურ-კომუნალური ცენტრები უკვე აშენდა დევნილებით დასახლებულ 9 სოფელში. პროექტი „ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (World Vision), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

). გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს კრიზისის დასაძლევად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდას დევნილთა ახალი ნაკადის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით. პროექტის ფარგლებში მოხდა სამინისტროს საუბნო ოფისების გაძლიერება, კოლექტიური ცენტრებისა და ახალი დასახლებების ადმინისტრატორების დანიშვნა და სამინისტროს რეგიონული ოფისების გაძლიერება ქვემო ქართლში, შიდა ქარლში, იმერეთსა და თბილისში.

ამ პროექტის მიზანია, გაგრძელდეს 2008 წელს დაწყებული საქმიანობა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების, კერძოდ, მისი რეგიონული სტრუქტურების გაძლიერების მიზნით, რათა სამინისტრომ ეფექტურად გაართვას თავი 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებით გამოწვეულ კრიზისს და უზრუნველყოს დევნილთა უფლებების დაცვა გაეროს სტანდარტების შესაბამისად. პროექტის განახლება მოხდა 2009 წლის 1-ლ იანვარს იგივე სახით, ხოლო 2009 წლის 9 მარტიდან პროექტმა გააგრძელა მუშაობა ახალი სახელწოდებითა („ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზება“) და დატვირთვით. დღესდღეობით მოქმედი პოექტის მიზანია, საქმიანობა წარიმართოს ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც 1992-1993 წლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პროექტი მიზნად ისახავს:

1. სამინისტროს კოლექტიური ცენტრების პრივატიზებასთან დაკავშირებით, 2009 წლის იანვრის დადგენილებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების ხელშეწყობას;

2. საქართველოს მასშტაბით არსებული კოლექტიური ცენტრების ტექნიკური კვლევის ჩატარებას;

3. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მდგომარეობის კვლევის ჩატარებას მათი საცხოვრებელი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;

4. დევნილის სტატუსის მინიჭებას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ადამიანებისათვის;

5. სამინისტროს ახლადგაჩენილი დევნილების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების ხელშეწყობას;

6. დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას.

). საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ (საეა) 2009 წლის სექტემბრიდან დაიწყო პროექტი - იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიური დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართვის გზით. საეა გეგმავს დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციასა და მათი უნარჩვევების გაზრდას, რათა მოხდეს არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. ასევე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და მობილიზებული თემების აქტიური დიალოგის ფასილიტაცია. საეა უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და მობილიზებული თემების აქტიურ მხარდაჭერას ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური გეგმების მომზადებაში. საეა პროექტს განახორციელებს 18 თვის განმავლობაში პარტიორებთან ერთად: „ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და „velfear faundeiSeni“ (Welfare Foundation).

თავად ის ფაქტი, რომ დევნილთა დასახმარებლად იქმნება მთელი რიგი საკანონმდებლო ბაზა, დადებითი მოვლენაა, თუმცა, მეორე მხრივ, საკითხი დგება რამდენად სრულდება ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონებშია გაწერილი. ამისი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რის თანახმადაც უნდა მომხდარიყო კომპაქტურად დასახლებულ ყველა ერთეულში საუბნო ოფისების ჩამოყალიბება, ასევე ახალი დასახლებების ადმინისტრატორების (ე.წ. მამასახლისების) დანიშვნა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მამასახლისები ხშირად იგივე „საინფორმაციო ვაკუუმში“ არიან, როგორც დანარჩენი დევნილები. მათ არ გააჩნიათ არანაირი ლეგიტიმაცია, არ აქვთ არანაირი მოტივაცია, რომ იყვნენ მობილიზებული და მუდმივად იზრუნონ იმ საჭიროებებისა თუ პრობლემების გამოვლენაზე, რა პრობლემების წინაშეც დგანან დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის პრობლემები, რომლებიც დევნილებს აწუხებთ, არ იციან როგორ და რა გზით მოახდინონ ამისი ინიცირება და შესაბამის უწყებებისათვის ხმის მიწვდენა. აღნიშნული პრობლემა მამასახლისის მხრიდან ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე მიუთითებს. გამოდის, რომ სახელმწიფოს მიდგომა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ფაქტობრივად, არაეფექტური აღმოჩნდა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, დევნილებს აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ ამხანაგობები (სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა), რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში: სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. საკმაოდ რთულია დევნილთა დასახლებებში მსგავსი ტიპის ამხანაგობების ჩამოყალიბება დახმარების გარეშე. მსგავსი მცდელობები შიდა ქართლში განთავსებულ არც ერთ დასახლებაში არ ყოფილა მხოლოდ მაცხოვრებელთა საკუთარი ინიციატივით.

ის ფაქტი, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში არ არსებობს ისეთი სტრუქტურული ერთეული, რომლის მეშვეობითაც ბევრად ადვილად მოხდებოდა დევნილთა პრობლემების შესაბამის უწყებათა წარმომადგენლებამდე მისვლა, დევნილთა მძიმე მდგომარეობას ისედაც ართულებს. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 15 საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას აღნიშნულ რეგიონში და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას პრობლემას უქმნის ის ფაქტი, რომ დასახლებებში არ არსებობს ისეთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მათ დაეხმარება ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებასა თუ სხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში.

დევნილთა ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჰუმანიტარული დახმარებების დარიგებისას სამართლიანობის დაცვის მიზნით საჭიროა მამასახლისების ნაცვლად მოხდეს თემის მობილიზაცია თუნდაც იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომ ყველა დასახლებაში მხოლოდ ერთი მამასახლისია და მონგაზიდომებისა და კეთილსინდისიერების შემთხვევაშიც კი მას უჭირს ინფორმაციის მთელ დასახლებაში ოპერატიულად გავრცელება.

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ დევნილთა უამრავ პრობლემას ემატება დასახლებებში არაორგანიზებულობა და უსამართლობის შეგრძნება, რისი მოგვარებაც საკმაოდ ადვილია ამ აქტივობების განხორციელებების მეშვეობით, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დევნილებისათვის. მობილიზაციის თემების ჩამოყალიბება კომპაქტურ დასახლებებში, რაც მცირე ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს და რომლის ეფექტურობაც საკმაოდ მაღალია, გააუმჯობესებს დევნილების მდგომარეობას და მათ უკეთესი ცხოვრების შანსს მისცემს. მთავარია ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნება და სწორი მენეჯმენტი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ალტერნატივაა თემის მობილიზაციის განხორციელება. თემის ფუნქციონირების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. როგორც წესი, თემები თვითონ ახერხებენ საკუთარი საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მაგრამ, თავდაპირველად, მობილიზაციისათვის მათ სჭირდებათ დახმარება მანამ, სანამ არსებული მექანიზმი დამოუკიდებლად შეძლებს ფუნქციონირებას. დამოუკიდებლად მოქმედების შედეგად სათემო ჯგუფები უკეთ შეძლებენ ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცა: სხვადასხვა სამოქალაქო საბუთების მიღება, მიწის/ქონების დაკანონება, კომპენსაციის მიღება, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა, რაც დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

12 მე და ჩემი სოფლის მოსახლეობა მზად ვართ, საქართველოსათვის თავი დავდოთ

▲back to top


რუბრიკა: ერთი გმირის ისტორია

0x01 graphic

2008 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულმა ტრაგედიამ ათასობით ქართველი თავისსავე სამშობლოში დევნილად აქცია. ეს გმირი ხალხი, რომელთაც საშინელი დღეები გამოიარეს, ცხოვრობს წარსული ნოსტალგიითა და იმ დღის იმედით, როდესაც თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან, თუნდაც იმ სახლებს, რომელთა უმეტესობა დღეს მიწასთანაა გასწორებული.

ნულში გატარებული წლები და ფრონეს ხეობის მონატრება

ჩვენი რუბრიკის სტუმარი - გოჩა პეტრიაშვილი სოფელ ნულიდანაა დევნილი, დღეს ოჯახთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. მის სოფელში შესულმა რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი პირველი მისი სახლი გადაწვეს. გოჩა პეტრიაშვილი დიდი გულისტკივილით იხსენებს თავის ცხოვრებას, სოფელ ნულში გატარებულ წლებს, მდინარე ფრონესა და თავისი სოფლის წყალს, რომლის მსგავსი გემო, მისივე თქმით, არც ერთ წყალს არ აქვს. ყველაზე მეტად კი იმაზე სწყდება გული, რომ სოფელ ნულში მისი 17 წლის ძმისშვილის საფლავი უპატრონოდ დარჩა...

- ვხცოვრობდი ყოფილი ზნაურის რაიონში, სოფელ ნულში. ჩემი საუკეთესო წლები, ბავშვობის წლები და თითქმის მთელი ახალგაზრდობა იქ გავატარე, მაგრამ, როგორც იცით, ამ წელიწადნახევრის წინ მოხდა ასეთი უბედურება და ამის შემდეგ წამოვედით. ცხოვრება გვქონდა ძალიან კარგი, კმაყოფილები ვიყავით ყველაფრით: მიწა ნოყიერი იყო, სარწყავი წყალი გვქონდა, ხალხი კმაყოფილი იყო. ერთი სიტყვით, ოჯახისთვის რაც აუცილებელია, ყველაფერი მოგვყვავდა. ყველანაირი ხილი მოდიოდა, ყველანაირი ვაზი ხარობდა იმ მადლიან მიწაზე. რა ვიცი, რომ იტყვიან, ყველაფერი გვქონდა, მაგრამ დღეს, ხედავთ, როგორ გამოვიდა ყველაფერი.

ტკივილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გახსენების თანმდევია

- ყველამ გაიგოს, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 2 აგვისტოს დაიწყო და საქართველომ კი არა, ომი რუსეთმა დაიწყო. რომ ამბობენ, ომი 8 აგვისტოს დაიწყოო, 8 აგვისტოს ომი არ დაწყებულა! ჩვენთვის ომი დაიწყო 2 აგვისტოს, როდესაც სოფელი ნული იბომბებოდა. მე არ ვიცი საიდან იბომბებოდა, მაგრამ ნული იბომბებოდა 2 აგვისტოდან. ეს არის სინამდვილე. 2 აგვისტოს, დილის 6-ის ნახევრისკენ დაიწყო ჩვენი სოფლის - ნულის დაბომბვა. ძირითადად, დაიბომბა ერთი სახლი. საიდანაც იბომბებოდა, ეტყობა იქიდან ძალიან კარგად ჩანდა ეს სახლი და ის სახლი დაბომბეს.

- სოფელში აქა-იქ ცვიოდა ნამსხვრევები, ამ დროს უკვე გათენებული იყო. ზაფხულის დღე იყო, ჩვენ, ბიჭები გამოვედით, პოზიციები დავიკავეთ და დაბომბვაც შეწყდა. დაბომბვა გაგრძელდა სადღაც ერთი საათი, თუმცა ვერავის ვხედავდით, ვისთვის უნდა გვესროლა. შემდეგ მოვიდნენ ბიჭები და თქვეს, სიმონ ჟამერაშვილის სახლი დაბომბესო. გავიქეცით ჩვენ და საშინელი სურათი დაგვხვდა - ჩამონგრეული სახლ-კარი. ამის შემდეგ თითქმის ყოველ დღე გვბომბავდნენ, ეტყობა იმას ფიქრობდნენ, რომ წავლენ ან დატოვებენ სოფელსო, მაგრამ ჩვენ მაგრად ვიდექით. სამშვიდობო ძალები კი იყვნენ, მაგრამ ისინი ამ სროლაში არ ერთვებოდნენ. შემდეგ რომ აღარ გაჩერდნენ 3-4 აგვისტოსაც, უკვე მოსახლეობამ ნელ-ნელა დაიწყო წასვლა, ძირითადად, ბავშვების გაყვანა დაიწყეს. ბავშვებს უკვე ძალიან ეშინოდათ და სროლის ხმის გაგონებაზე კანკალებდნენ. დაახლოებით 5-6 აგვისტოსათვის ბავშვები სულ გაიყვანეს. მე მაშინ არ მეცალა და 7 აგვისტოს დილას გავიყვანე ცოლ-შვილი, როდესაც უკვე ინტენსიურად ისროდნენ. სოფელს რომ ვტოვებდით, ჩემ წინ ხალხით სავსე მიკროავტობუსმა გაიარა და მას ესროლეს. მე მათ დავურეკე რა ხდება-მეთქი და გვესროლესო. მე მაგ ადგილას ისე სწრაფად გავიარე, რომ მგონი ვერც კი დამაფიქსირეს. იქ შემოვლითი გზა იყო, ძალიან ცუდი გზა, ეს იყო ნიქოზის შემოვლით გზაზე. ჩვენ გვქონდა ეს შემოვლითი გზა, რომ ღამე არ გვევლო ოსური სოფლების: მუგუთისა და დიდმუხის გზაზე. აქ საშიში იყო ღამე სიარული, მთვრალები დადიოდნენ ხოლმე. ჩვენი ბიჭები, სამხედროები, ძირითადად, ამ სოფლებში დაიხოცნენ.

- ცოლ-შვილი ჩავიყვანე რუსთავში და უკან რომ ვბრუნდებოდი, 7-ში საღამოს ვეღარ შევედი სოფელში, უკვე ისეთი ომი იყო. ვეღარც ვრეკავდი, ანძა აფეთქებული იყო, მერე როგორღაც დავუკავშირდი და ბიჭებმა მითხრეს, გოჩა, აქ ძალიან ცუდი სიტუაციააო. ამ დროს ჩვენი 2 ჯარისკაცი უკვე მკვდარი იყო. ჩვენ იქ ვიყავით გაჩერებულები, მერე ჩემმა სოფლელმა ბიჭმა დამირეკა, რომლის ძმაც კოდორში დაიღუპა, ნაღმზე აფეთქდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ესვენა. ამ დროს მე ვიყავი ნიქოზში და ამ გარდაცვლილის ძმამ მთხოვა უკან მიბრუნდი და სოფლიდან გამოასვენე და, ალბათ, ხვალ მეც მოვალო. ჩავედი გორში, გამოვასვენე მიცვალებული, დავასვენეთ ოჯახში. 8 აგვისტოს დილა რომ გათენდა, მე ვეღარ მოვითმინე იქ, წავედი და ნიქოზის შემოვლითი გზით შევედი ჩემს სოფელ ნულში. უკვე რუსული თვითმფრინავები ბომბავდა ცხინვალს. ქალები ჯერ კიდევ სოფელში იყვნენ, დედაჩემიც იქ იყო. მერე მოვიდა ბრძანება, პოლიციამ სოფელი უნდა დატოვოსო. ისინი წამოვიდნენ და ჩვენც გამოვყევით, 8-ში საღამოს წამოვიყვანეთ მოსახლეობა. 9-ში დილით ისევ შევბრუნდით 30 ბიჭი, ღამე იქ გავათენეთ და 10-ში დილით უკვე ისეთი დაბომბვა დაიწყო, რომ იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. სახლამდეც კი ვეღარ მივედი, რომ მანქანა წამომეყვანა. მანქანაც და ყველაფერიც იქ დამრჩა. როგორც ღამე ვიდექით ბიჭები პოსტზე, სპორტული ფეხსაცმლითა და ტანისამოსით, ამ ფორმაში გამოვედით, გამოვედით და იმის შემდეგ ვეღარც დავბრუნდით უკან...

- თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენი სახლის მდგომარეობის შესახებ?

- ჩემი სახლის სურათები მოვიძიე და ის მთლიანად დანგრეულია. მე ჩემი დანგრეული სახლის სურათები ინტერნეტში ვი პოვე. არ ვიცი, ეს სურათები ვისი გადაღებულია. ჩემი აზრით, რუსებმა გადაიღეს, როდესაც ჩვენს სოფელში შევიდნენ და მერე ინტერნეტით გაავრცელეს. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ იქ მხოლოდ რუსი ჯარისკაცები იყვნენ. რამდენიმე ადამიანმა ბოლოს დავტოვეთ სოფელი ნული, ჩვენები მაგ დროს უკვე აღარავინ იყო და რუსების მეტი ამ სურათებს ვერავინ გადაიღებდა.

0x01 graphic

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც პირველად ნახეთ თქვენი სახლის სურათები ასეთ მდგომარეობაში?

- მე ბევრ სურათს ვნახულობ ხოლმე და ვეძებდი, რომ იქნებ ჩემი სახლის სურათები სადმე მენახა. მე ვიცოდი, რომ ჩემი სახლი დანგრეული და დამწვარი იქნებოდა. ჩემი სიძე ჩემი სოფლელია, იქ იყო ჩარჩენილი და 15 აგვისტოს გამოვიდა. მან მომიყვა, როგორ მოდიოდნენ ოსები, როგორ წაართვეს საქონელი. შემდეგ ერთი ოსი მოვიდა მასთან ვირის ურმით, შევიდა მის სახლში, რბილი სკამები ჩამოიტანა, დატვირთა, თოკი მოითხოვა, ჩემს სიძესაც მიუცია, გადაუჭირა თოკი და წაიღო. ბოლოს უკვე რომ მივხვდი, მეც რაღაცას დამიშავებდნენო, გამოი პარა და წამოვიდა. მან მითხრა, რომ საღამოს თქვენს სახლში ჩავედი და მერე ჩავიდა ჩემი დისშვილის სახლში, რომელიც ჩემგან ცოტა ქვევით ცხოვრობდა. ჯერ თქვენთან ჩავედი და მერე მასთან, უკან რომ ამოვბრუნდი, შევედი შენს სახლში და ვნახე ყველაფერი ადგილზე იყოო. ღამე სარდაფში მეძინა და კარი შიგნიდან ჩაკეტილი მქონდაო. დილით რომ გამოვედი, დანა იყო ამ კარებზე დარჭობილი, შემეშინდა და ვთქვი, უკვე ჩემს მოსაკლავად მოდიან, ჩუმად გამოვედი სახლიდან და ხევს გავყევიო. იქიდან დავინახე, რომ შენი სახლი უკვე დამწვარი იყოო. ერთ ღამეში დაიწვა ჩემი სახლი. არ მეუბნებოდა, მაგრამ მე რომ ვთქვი, მთელი სოფელი გადამწვარი ყოფილა-მეთქი, მერე მითხრა, რომ შენი სახლი პირველი დაიწვაო. მე თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი, ხშირად დავდიოდი თათბირებზე რუსებთან და ოსებთან ცხინვალში, შეხვედრები გვქონდა სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამის გამო მე მემუქრებოდნენ. როგორც კი შემოსულან ჩემს სოფელში, პირველი ჩემი სახლი დაუწვამთ. მანქანისთვისაც ხელი არ უხლიათ, ეგრევე დამიწვეს და წავიდნენ.

მე და გამგებელს, გიორგი კაპანაძეს სულ გვემუქრებოდნენ. ახლა ჩვენი გამგებლის ძმა ჰყავთ ცხინვალში დაჭერილი, დაახლოებით 5-6 თვის წინ დააკავეს. ოსები გადმოვიდნენ ქართულ სოფელში, დაიჭირეს და წაიყვანეს და რადგან გამგებლის ძმა არის, ამიტომ აღარ უშვებენ.

ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი რომ იყო, აჩვენეს სოფელი ნული, აღარაფერი აღარ არის გადარჩენილი. ჩვენთან გაზიფიცირება მოხდა სწორედ იმ წელიწადს, უკვე მრიცხველების დამონტაჟება უნდა დაწყებულიყო და სოფელში წამოსულიყო გაზი, ავნევსა და ნულში. წარმოიდგინეთ, რამდენი მილი იყო, რკინის ღობეები, დღეს ერთი რკინაც კი აღარ არის იქ. ხალხს იქ ხომ დარჩათ ნათესავები და რომ ურეკავენ, ეუბნებიან, რომ ყველაფერი განადგურებულია. ვისიც ახალი სახლი იყო, მას ანგრევენ და ბლოკები ცხინვალში მიაქვთ. ცხინვალში, სოფელ თამარაშენთან, მოსკოვის დასახლება რომ ააშენეს, ჩვენი დანგრეული სახლების ბლოკებით აშენდა. იქ ოსებს არ შეასახლებენ, ალბათ, რუსი ოფიცრები იცხოვრებენ.

- რა გენატრებათ ყველაზე მეტად მას შემდეგ, რაც დევნილი გახდით?

- საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. მენატრება ჩემს ბაღში გასეირნება, ჩემი ხეივნის ჩრდილი, იმ წყლის დალევა, რომელიც ახლა მართლა ძალიან გვენატრება და მისნაირი წყალი მართლა არსად არის. მდინარე ფრონეში ბანაობა მენატრება, ჭალაში გასეირნება. შეიძლება არ მომენატროს ხილი, მაგრამ მენანება და მენატრება ის მიწა, სადაც მოგვყავდა ეს ხილი. მენატრება ჩვენი მიცვალებულები, რომლებიც გველოდებიან, რომ აღდგომას მივალთ და კვერცხს გადავაგორებთ მათ საფლავებზე. 17 წლის ძმისშვილი მყავს იქ დასაფლავებული, წელს იყო პირველი აღდგომა, რომ მის საფლავზე ვერ მივედით, არადა ყველამ ვიცით, რომ ქართველების პირველი წესი ეს არის, რომ მიცვალებულებს მივაგოთ დიდძალი პატივი.

2008 წლის ივლისის ბოლოდან სიტუაციას ვეღარავინ აკონტროლებდა. ჩვენს სოფელში ჩამოსული იყო რუსეთის ელჩი საქართველოში, კოვალენკო, რომელსაც მთელი მოსახლეობა მისცვივდა და ეუბნებოდა, ამას რას აკეთებთო. ვიცოდით, რომ ამ ყველაფერს ოსი კი არა, რუსი აკეთებდა. ეს კაცი კი გაკვირვებული გვეუბნებოდა, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ეს კონფლიქტი იმიტომ არის ცუდი, რომ ვისაც მშვიდობა გვინდა, ჩვენ კი არ გვეკითხებიან. ეს არ არის ოსურქართული კონფლიქტი, ეს არის რუსულ-ქართული კონფლიქტი. ოსებს არ აქვთ ისეთი ძალა, რომ ჩვენ წინააღმდეგ რამე წამოიწყონ, ეს თავადაც კარგად იციან. არც ტექნიკა აქვთ და არც ხალხი ჰყავთ საიმისო. ჩვენი ჯარი კი კარგად მომზადებული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებდით ომს.

ნულიდან წამოსვლის შემდეგ თბილისში ვიყავით, სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლის 22 ნოემბრამდე, შემდეგ ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში მოგვცეს ბინა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, სადაც 100 კოტეჯია. ყოფილი ზნაურის რაიონის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობაა აქ. რაც გვქონდა, იმას ვერაფრით შევადარებ, მაგრამ პირობები ნორმალურია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მოხდა საქართველოში, ვფიქრობ, რომ საყვედური არ გვეთქმის. სულ რომ არ აეშენებინათ ეს სახლები, ახლაც ღია ცის ქვეშ უნდა ვყოფილიყავით. სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ვიმყოფინებთ.

13 რუბრიკა: საქმე, რომელიც მიყვარს

▲back to top


0x01 graphic

ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან პოეტი ქალბატონები, ისინი, ვინც თავიანთ შემოქმედებაში აქსოვენ იმ ტკივილიან განცდებსა და ემოციებს, რომელიც დევნილობაში გამოიარეს. განვლილი ტკივილისა და ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მიუხედავად, ისინი ლექსში გამოხატავენ თავიანთ მისწრაფებებსა და სურვილებს. წერა მათ ეხმარებათ, დაუახლოვნდენ იმედიან ფიქრებს და თან არ დაკარგონ რეალობის განცდა.

პირად საუბრებში ისინი მოგონებებს გვიზიარებენ, იხსენებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ და ენატრებათ.

პოეტი ქალბატონები ადამიანური ისტორიით

როზა ტყემალაძე: საბავშვო ბაღიში ცხინვალში გავიარე. სკოლაშიც იქ შევედით. მამა ავიაქარხანაში მუშაობდა, დედა - სამკერვალოში. მე პირველ კლასში ვიყავი, როცა ომი დაიწყო. მშობლებმა სამსახურში გაიგეს ამის შესახებ, გამოგვიყვანეს სკოლოდან და რაც გვეცვა, მხოლოდ იმით გამოვედით ქალაქიდან. ჩვენთვის მთავარი იყო, გამოგვესწრო.

ჩვენი სოფელი ნული და ასევე ავნევი ბევრი ტანჯვის შემდეგ გადარჩა და 2008 წლის კონფლიქტამდე ვცხოვრობდით ქართველები.

მდიდარი სოფლები იყო ნული და ავნევი. ყოველთვის დიდ მოსავალს ვიღებდით - ვყიდდით ხილსა და ბოსტნეულს. მამაჩემის ბაღს „ედემის ბაღს“ ეძახდა ხალხი, ყველაფერი გვქონდა და მოგვყვავდა. ულამაზესი კუთხე იყო, თვალწარმტაცი ბუნებით...

მწარედ მახსოვს 2008 წლის 2 აგვისტო, დილის 5 საათი...

მძინარე სოფელს დაბომბვა დაგვიწყეს, ალყაში მოგვაქციეს. ისტერიკაში ჩავვარდით. ჩვენ კი გვეგონა, ჩვენი მხრიდანაც საპასუხოს ისვრიანო. თურმე განწირულები ვიყავით, მაგრამ გადავრჩით. მეც მომიწია სიკვდილისათვის თვალებში ჩახედვა, ტყვიებმა ყურთან ჩამიქროლა. მადლობა ღმერთს - გადამარჩინა.

6 აგვისტოს, საღამოს 4 საათისთვის ისევ დაიწყეს ინტენსიური დაბომბვა სოფელ ნულზე. მე და ჩემს სოფლელებს რა შიშიც გვაქვს გამოცდილი, ნეტა აღარ განმეორდებოდეს.

8-ში სიმწრით გამოვედით სოფლიდან დროებით, მაგრამ სულ სხვანაირად აღმოჩნდა... ვეღარ დავბრუნდით“.

ინგა ქესაური: „2008 წლის 16 აგვისტოს ჩემს სოფელში (სოფელი ყანჩავეთი, გორის რაიონი) შემოვიდნენ რუსული ჯარები და ამის მერე ჩვენ მოგვიწია სახლების მიტოვება და იძულებით გადაადგილება. ამჟამად ვცხოვრობ მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში. მენატრება ჩემი სახლ-კარი, სოფელი და სამეზობლო. ძალიან მინდა ჩემს სახლში დაბრუნება და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება“.

შორენა ასკილაშვილი: „დავიბადე ქ. ცხინვალში. მყავს დედა, მამა, ბებია და ერთი და. დავამთავრე გორის უნივერსიტეტი ჰუმანიტარული ფაკულტეტის განხრით. ვცხოვრობდი გორის რაიონის სოფელ ვანათში. ძალიან მენატრება ჩვენი სოფელი, ჩვენი სახლი, ჩვენი ხეობა, ჩვენი ხეობის ულამაზესი ბუნება... ამჟამად ვცხოვრობ ქ. გორში, წმინდა წყლის დევნილთა დასახლებაში. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები და ამ იმედით ვცხოვრობ...“

მათი ლექსები უფრო ღრმაა, ისინი ხატოვნად აქსოვენ ნაფიქრალს.

როზა ტყემალაძ: „მე 5 წლის ასაკიდან ვწერ ლექსებს. როცა ლექსს ვწერ, ჩემს ტკივილს, სითბოს, სულსა და გულს ვაქსოვ და ყველა ჩემი ლექსი ძალიან მიყვარს. დევნილობაში დაწერილი ლექსები ჩემს ნულსა და ჩემს ნულელ ხალხს ეძღვნება“.

შორენა ასკილაშვილი: „ქართველი ხალხი თუ გავერთიანდებით, თუ მხარში დავუდგებით ერთმანეთს, დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩემს ოპტიმისტურ და მებრძოლ განწყობას ჩემს ლექსებში გამოვხატავ. ლექსები მეხმარება ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებაში“.

მაია ელბაქიძე: „ჩემი ლექსები მეხმარება ჩემი მონატრების დაძლევაში. ყველაფერი მენატრება: ჩემი მიწა-წყალი, ჩემი სახლ-კარი, რაიმეს გამოყოფა გამიჭირდება. რომ არ ვწერდე, ალბათ, გული გასკდებოდა დარდით. ადამიანი ყველაფერს ეგუებაო, თუმცა არის რაღაც, რისი შეგუებაც ძნელია და მუდმივ ტკივილს იწვევს“.

რა დავკარგეთ,
რა ვიპოვეთ

დავკარგეთ მიწა, დავკარგეთ ზეცა,
მთვარე დავკარგეთ, დავკარგეთ მზეცა
დავკაგეთ ბუჩქი, დავკარგეთ ხეცა
ბევრმა დაკარგა, დავკარგე მეცა.

წყალიც დავკარგე, სუფთა ჰაერიც,
ჭალა და ტყეც ხომ ზედ
მივაყოლეთ
გამოვიქეცით საცოდავები
და სოფელს ჩვენსას ქვა
მოვაგორეთ.
დავკარგეთ ყველა, თუ რამ
გაგვაჩნდა
დავკარგეთ გრძნობა, დავკარგეთ
ნდობა,
ბავშვს ენატრება ლაღი ბავშვობა
დათრგუნულია ახალგაზრდობაც.

როდემდე ვკარგოთ, როდემდე?!
ცას სწვდება ჩვენი გოდება
სამაგიეროდ ვიპოვეთ
ნაღდი ლტოლვილის წოდება.

ავტორი:
შორენა ასკილაშვილი

ჰეი, თქვენ, ხეობელებო

ჰეი, თქვენ, ხეობელებო
ერთ მუშტად შეკირულებო
ბედკრული სამშობლოსათვის
ზვარაკად შეწირულებო

ვეღარ იხილეთ მჩქეფარე
მღვრიე ლიახვის ტალღები
რა დავაშავეთ ასეთი?
რატომ ჩაგვაცვით თალხები
ვეღარ იხილავთ თვალწარმტაც
ამ ჩვენს პატარა ხეობას
ვერ დაესწრებით დღეიდან
ჩვენს რელიგიურ დღეობას
ვეღარ იხილავთ ციხესა
ამაყად კლდეზე გადმომდგარს
უთქვენოდ გავუმკლავდებით
ყველა გასაჭირს კარს
მომდგარს.
ნეტავი საით წახვედით
საით გაშალეთ კარავი
ჩვენს სოფლებს ნეტავ ვინ მისცა
შვილები დასაკაგავი
ნეტავი ვის რად დასჭირდა
შეხლა. შემოხლა, ქაოსი
მინდა რომ ტკბილად
ვცხოვრობდეთ
ქართველი, რუსი და ოსი.
იძინეთ მშვიდად ბიჭებო
ჯავრი არ გქონდეთ მტრისანი
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი.

ავტორი:
შორენა ასკილაშვილი

* * *

იქ სადაც ერთ დროს ვცხოვრობდით,
კავკასიონის მთა ჩანდა
ზეცისკენ მიიჩქაროდა
თითქოს ვიღაცა ჰქაჩავდა.
მტერს გამოვექეც იქიდან
გადავრჩი ცოცხალ-ჯანრთელი.
საგურამოში დავსახლდი
არაგვის პირას ქართველი.
მალ-მალე გავცქერ მთაზე ჯვარს,
მფარავს იმისი დიდება
მომაგონდება ხეობა
ფიქრი იქ გამიფრინდება.

დამტოვა დაღონებული
გული გასივდა ტიალი
უფალო წაღმა აბრუნე
ქვეყნის უკუღმა ტრიალი.

ავტორი:
მაიკო ელბაქიძე

0x01 graphic

* * *

ყველაზე მეტად გულსატკენია
შენს ქვეყანაში დევნილი გერქვას,
მაგრამ რას ვიზამთ, რეალობაა
ჩვენს ნასახლარის ნატრულსა
გვხედავთ.
ვინ დაგვპირდება იქ დაბრუნებას
ვინ ჩაგვისახავს გულში ამ იმედს
ვერა, ვერავინ ვერ იზამს ამას,
რადგან უდიდეს ცოდვას ჩაიდენს.
უძილო ღამე, ნატრული დღენი,
დღენი, რომელიც არასდროს მოვა
ათასი კითხვა, ათასი ფიქრი
კვლავ თვალზე ცრემლი, დარდი და
ოხვრა...

ავტორი:
მაიკო ელბაქიძე

0x01 graphic

* * *

როცა დავშორდი მე ჩემს ხეობას,
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევნია ჩემი ლამაზი
ვიდრე მდიდარი ხეობა სხვისი
სჯობს ღარიბობა, ჩემს ხეობაში
სჯობს, რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს დღენი
თითქოს თამაშით ვიყო გართული
როდესაც გავხდით ჩვენ დევნილები
შევიწროვება ვიგრძენით მაშინ,
უცხო კანონებს ვემორჩილებით
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი
ჩემს ხეობაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველიც მერქვა
მე იქ შემეძლო ჩემი აზრები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა
სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ხეობა,
თავისი ხატი ჰყავს ყველა ჩვენგანს
ყველას იზიდავს თავის ტაძარი
რა ვქნა მე ჩემი ხეობა მიყვარს
ჩემი მიწა და ჩემი სახლ-კარი

ჩვენ დავბრუნდებით.

ავტორი:
მაიკო ელბაქიძე

* * *

ნულელი ხალხის ცხოვრება ნულიდან
დაიწყო
ამ ხალხის ამდენის მოთმენა სუყველამ
გაიგო.
ტიროდნენ, სჩიოდნენ თავისი სახლისთვის
ოცნების აღდგენას ყოველთვის ეს
ხალხი განიცდის.
იცოდეს სუყველამ ვერავინ ვერ
გვეტყვის
იმედი დაჰკარგეთ და ახლა რა
გელით?
ჩვენი ტყის სურნელში ისევე დავტკბებით
და ნულის მცხოვრებნი ნულის გზებს
ავყვებით.

ავტორი:
როზა ტყემალაძე

ჩემი სამშობლოს ქედები
ჩემი სამშობლოს ცა
არ მიძებნია არასდროს
მე საოცნებო სხვა.

ავტორი:
ინგა ქესაური

ლოგინს მიმაჯაჭვა ერთი ხანი მე
სულის შფოთვამ
გადამახურა თავზე ფიქრების გროვა,
ისე დამრია ხელი ერთხანს ყანჩევეთ
ფიქრმა
ცხადლივ მაბოდებს ის დღეები როდისღა
მოვა
ვერ იპოვეს ექიმებმა ჩემი გულისთქმა
მხოლოდ მე ვიცი რა არის ჩემი
გულისწამალი
ღამე სიზმარშიც მესიზმრება მთა
ძებაყურის
და იანვარში ნაკაფებში მგლების
ყმუილი
ხეობებიდან მეგებება ტკბილ სალამს
მაძლევს
ჩემს შესახვედრად ამოსული ჯანყების
ჯარი
ზევით ოხირი, სმორის ციხე და მჟავე
წყლები
მუხლს მოვიდრეკავ, გფარავდესო
ლომისის მადლი.

ავტორი:
ინგა ქესაური

ცხოვრების თავიდან დაწყება

მაშინ სულ პატარა ვიყავი... 4 წლის. ხშირად მეკითხებიან, რა დაგამახსოვრდაო. მოსაგონარი არც თუ ისე ბევრია. მახსოვს აფხაზეთში ჩემი სახლის ფრაგმენტები, ჩვენი ეზო... მახსოვს მეზობლები, რომლებსაც ოჯახის წევრებად ვთვლიდი. მათში იყვნენ არა მარტო ქართველები, არამედ აფხაზები და რუსებიც. კიდევ მახსოვს ჩემი დაქალი ქეთი, რომელიც დასავით მყავდა. ჩვენ თითქმის ერთად ვიზრდებოდით. აფხაზეთი ძალიან ლამაზი იყო და ბედნიერები ვიყავით. ყველა ეს პატარ-პატარა მოგონება მოვაგროვე და კარგად დავიმახსოვრე, რომ ვერაფერს წაეშალა. აფხაზეთი ბავშვობის ასოციაციას მიქმნის, რადგან ბავშვობის საუკეთესო წლები იქ მაქვს გატარებული.

მერე უცებ ყველაფერი ამოტრიალდა, თითქოს ერთი პოლუსიდან მეორეზე გადამისროლეს. ჩვენი ლამაზი სამეზობლოც წამში გაიფანტა. მათ დევნილობის სტატუსით სხვადასხვა ქალაქში განაგრძეს ცხოვრება. ქეთი საზღვარგარეთ წავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. ჩემთვის ეს ყველაფერი შედარებით უმტკივნეულოდ მოხდა. იმაზე ბევრმა იზრუნა, რომ არაფერი გამეგო. ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ, ომის მთელი ტრაგედია მხრებზე ტვირთად დამაწვა-მეთქი, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი მშობლების ტკივილი ჩემს ტკივილადაც იქცა. ვიზრდებოდი და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რა მოხდა ჩვენს თავს.

მაშინ პატარა ძმა დავკარგე, რომელიც ჯერ არ დაბადებულიყო. ბებია არ მოგვყვებოდა, ჩემს სახლს არ დავტოვებო. დიდი ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდა, თან რომ წამოგვეყვანა. გზა ძალიან დამღლელი იყო, ბევრნაირი ხალხი ვნახე და ყველა უბედური. ყველაფერი შავ-თეთრი ჩანდა. ომს არავისთვის კარგი არ მოუტანია.

ჩამოსულებს არაფერი გვებადა. ცხოვრება ნულიდან უნდა დაგვეწყო, სულ მარტოები აღმოვჩნდით. ეს ეტაპი ძალიან მძიმე იყო მშობლებისათვის, ყველაფერს დაემატა სიღარიბე. ჰაერში ვიყავით გამოკიდებულები, მაგრამ დრო ყველაფერს ცვლის, თანდათან ავუწყვეთ ფეხი ცხოვრებას. დღეს მე უკვე სტუდენტი ვარ, საქართველოს მოქალაქე და ვცდილობ, რაც დააკლდა ჩემს ქვეყანას, შევმატო. განვლილი ტრაგედია სტიმულად მექცა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა.

და კიდევ ერთი, ახლა უკვე ზრდასრული ადამიანის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ომმა არ ავნო მხოლოდ ჩენს ოჯახს, ის მთელი საქართველოს ტკივილია. ეს უნდა იგრძნოს ყველა ქართველმა. მე თუ სახლიც დავკარგე და დევნილის სტატუსითაც განვაგრძე ცხოვრება, სხვა ქართველებმაც დაკარგეს თავიანთი ნაწილი - აფხაზეთი. მნიშვნელოვანია ვინ როგორ აღიქვამს ამას. ზოგს მარტო საკუთარი სახლი ჰგონია საქართველო. ალბათ, როცა ერთი კუთხის გასაჭირს მეორე იგრძნობს, გაითავისებს და საკუთარ გასაჭირად მიიღებს, მაშინ დასრულდება საქართველოს ტკივილიანი დღეები. ნათია,

აფხაზეთიდან დევნილი, 21 წლის

როგორ ვაპატიოთ ერთმანეთს?!

0x01 graphic

ამ დღეებმა შეცვალეს ჩემი ცხოვრება, ყველაფერი უკუღმა დაატრიალეს. ეს არის პერიოდი, რაც, ალბათ, არასოდეს ამოიშლება მეხსიერებიდან და ჩემთან ერთად მოკვდება. ზოგადად ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ომის თემატიკას, წლების მიუხედავად, აქტუალობა არ დაუკარგავს.

1989 წლის 15 ივლისს შეიარაღებულმა აფხაზმა ექსტრემისტებმა ალყა შემოარტყეს სოხუმის პირველ საშუალო სკოლას, სადაც დროებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იყო მოთავსებული. დახოცეს და დაჭრეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები: აბიტურიენტები და მასწავლებლები. დაარბიეს შენობა, დაწვეს და დახიეს საბუთები. ეს კი მხოლოდ დასაწყისი იყო.…ხოცვა-ჟლეტა მალე მთელ აფხაზეთში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა საქართველოს ისტორიაში, 15 ივლისი, ჩემი აზრით, იყო 9 აპრილზე გაცილებით დიდი ტრაგედია. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ მისი სიმწარე საკუთარ თავზე გამოვცადე. ამას გვეუბნება მისი შედეგები, რომლის გავლენა დღესაც განუზომელია. 15 ივლისს აფხაზებმა, საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის ძმებმა და მეგობრებმა, ქართულ მიწაზე დაიწყეს ქართველების ხოცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ.

მე და ჩემი მეუღლე აფხაზეთში ვცხოვრობდით, მე - ქ. გაგრაში, ხოლო მეუღლე - ქ. სოხუმში. ამ ქალაქებში გვყვავს დასაფლავებული ბებია და ბაბუა, ჩვენი წინაპრები. მათ აზრად როგორ მოუვიდოდათ, რომ ოდესღაც მათი შვილები და შვილიშვილები იძულებით დატოვებდნენ მშობლიურ კუთხეს. ჩვენ ვართ ამ ტრაგედიის თვითმხილველები და უშუალოდ მონაწილეებიც.

... კოდორის ხეობამდე მამაჩემის სატვირთო მანქანით წამოვედით. რამდენის დატევაც შეეძლო, იმდენი წამოვიყვანეთ, მეზობლები და ნათესავები. კოდორის ხეობა ფეხით გადმოვიარეთ. ბევრი ტკივილი, სიცივე, შიმშილი გამოვიარეთ. ბევრი სრულიად უცნობი ადამიანი ერთად აღმოვჩნდით. იქ დატრიალებული ტრაგედია არასოდეს ამოვა ჩემი თვალებიდან. 21 წლის გოგოს, რომელიც ჩვენთან ერთად მოდიოდა, დაღლილობისა და ემოციებისაგან გული გაუსკდა. ერთი თანამგზავრი ქალი ძალიან წუხდა, თავს იდანაშაულებდა ქართველი სამხედროს სიკვდილში. ტირილით იხსენებდა, რომ ჩვენთან შეხვედრამდე ქართველ ჯარისკაცს მისთვის ერთი ნაჭერი პური ეთხოვა, მას კი უარით გაესტუმრებინა. ერთი ნაჭერი ჰქონია, მაგრამ შვილისათვის მიჰქონდა თურმე. რამდენიმე დღის შემდეგ გზად ამ ბიჭის ცხედარი უნახავს, შიმშილით მომკვდარა.

საკენამდე ფეხით ვიარეთ, იქიდან კი ვერტმფრენებით წამოვედით სამშვიდობოს. სანამ ჩვენი ვერტმფრენი აფრინდებოდა, ხალხით ზედმეტად დატვირთული ორი ვერტმფრენი აფრინდა, სიმძიმეს ვერ გაუძლო, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა. იმ ვერტმფრენებში იყო ყველა ასაკის ხალხი, მოხუცებით დაწყებული თოთო ბავშვებით დამთავრებული. პატარებმა ვერაფრის ნახვა ვერ მოასწრეს და სრულიად არაფრის გამო ჩაიხოცნენ. ეს იყო საშინელი რამ, ენით აუწერელი, დაუჯერებელი, გაუგონარი.

უამრავი მსგავსი ამბის გახსენება შეიძლება. არავინ იცის ტერორის დროს დაღუპულთა და რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა. ამ წლებში პროცენტულად გაცილებით მეტი ქართველი დაიღუპა, ვიდრე რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი. აფხაზთა დანაკლისი აქ მოსატანი არც არის. მაგრამ უბედურება განა იმით განისაზღვრება, ვინ მეტი დაიღუპა და ვინ ნაკლები? მას გვერდი არც აფხაზებისათვის ჩაუვლია.

ბრძოლა სოხუმში დაიწყო, 1992 წლის 14 აგვისტოს. აფხაზ სეპარატისტებს გვერდით ედგნენ რუსები, ჩეჩნები, სომხები, კაზაკები. სამწუხაროა, რომ ხალხი, რომელთანაც ათეული წლების მანძილზე სულიერი, კულტურული და სისხლისმიერი ნათესაობა გაკავშირებდა, უცებ ასე უმოწყალოდ გაგიმეტებს და გაგწირავს. მათ წამებით მოკლეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ჟიული შარტავა, სოხუმის მერი - გურამ გაბისკირია და პოლიციის უფროსი - თენგიზ რაფავა. ფაქტია, რომ აფხაზთა წარმატება ამ სამარცხვინო ომში რუსეთის აშკარა ხელშეწყობით იყო განპირობებული. მომდევნო თვეებში მოკლული იქნა ასობით პედაგოგი და ექიმი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დღეს 250 000-ზე მეტი ქართველი თავის სამშობლოში როგორც დევნილი, ისე ცხოვრობს. არც სასულიერო პირები დაუნდიათ. რუსეთის პოლიტიკა ხომ საუკუნეების მანძილზე ქართველთა სულიერ გატეხას ისახავდა მიზნად. წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეზოში მოკლეს მღვდელ-მონაზონი ანდრია. მოკლეს აფხაზი ეროვნების დიაკვანი გიორგი ანუა იმის გამო, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან. აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც თითქმის ყველა ეთნიკური ნიშნით წამებით დახოცეს, უმრავლესობა მიწას მიუბარებელი დარჩა.

სამწუხაროა, რომ ჯერ არსად, არც პრესაში და არც რადიოტელევიზიაში, არც ერთ აფხაზს არ გამოუთქვამს სინანული 15 ივლისის გამო. აფხაზურ პრესაში, რადიოგადაცემებსა და სატელევიზიო საუბრებში შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი მთავარი მიზანია მეტი შუღლისა და მტრობის დათესვა აფხაზებსა და ქართველებს შორის.

ომმა მეც გამაბოროტა. ამდენი საშინელების შემდეგ, რომელსაც საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებული, თავზეხელაღებული ექსტრემისტები სჩადიოდნენ, ჩემი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ სიძულვილს დაემსგავსა. დღეს კი ცოტა სხვანაირად ვაზროვნებ. დღეს უკვე ორი შვილი მყავს და ვფიქრობ, რომ მათი ბედნიერი მომავლისათვის ერთმანეთის დანაშაულის შენდობა უნდა ვისწავლოთ. გულწრფელად მეცოდება აფხაზი ხალხი, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომლებსაც აფხაზმა სეპარატისტებმა სიცრუეზე აგებული ქვეყანა დაუტოვეს. აფხაზ ხალხს არაფერი გიჭირთ საიმისო, რომ საკმაოდ მწირი ფანტაზიით შეკოწიწებული ისტორიით «გაიმდიდროთ» საკუთარი წარსული.

ძვირფასო აფხაზო დებო და ძმებო, ნუ ჩავიდენთ ისეთ რამეს, რომ ჩვენს თაობებს ერთმანეთისათვის თვალებში შეხედვის შერცხვეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ერთობლივი ლოცვითა და უფლის ნებით მალე მოხდება ჩვენი ხალხის ისევ დაახლოება და იმედი მაქვს, რომ ის ტკივილი, რომელიც გადავიტანეთ, დავიწყებას მიეცემა.

მანანა,
აფხაზეთიდან დევნილი

14 რუბრიკა: ანონიმური ჩანახატები

▲back to top


0x01 graphic

წერის მიზეზი ხშირად ტკივილია ან მოჭარბებული ემოციები. აზრები ქაღალდზე გადმოდის დარდის განქარვების იმედად. ჩანახატები ფიქრთა ფოტოა - ცხოვრება კადრებად. რუბრიკაში ანონიმური ჩანახატები ცხოვრებისეულ ისტორიებს სტილის შეუცვლელად შემოგთავაზებთ. ყოველივე ეს ამონარიდია პირადი დღიურებიდან, ის რაც აშფოთებთ და ანერვიულებთ დევნილებს. გასაგები მიზეზების გამო ადამიანთა უმრავლესობას არ სურს, მათი გულწრფელი ნააზრევი სხვამ წაიკითხოს. ჩვენ ვითვალისწინებთ ავტორთა სურვილებს და ინიციალებით შენიღბულად გთავაზობთ მათ გულწრფელ ნააზრევს.

. -ია:

აღარ მიყვარს წვიმაც...

ომამდე გალში ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების შერეულმა რაზმებმა გადაწვეს სოფელი, ოჯახთან ერთად ზუგდიდს შევაფარეთ თავი.

აფეთქების მომენტისათვის ვსწავლობდი გალის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, რომელიც დროებით ზუგდიდში განთავსდა. ის-ის იყო გადავედი ეკონომიკური ფაკულტეტის IV კურსზე, ახალი სასწავლო წელი რამდენიმე დღეში იწყებოდა და გადავწყვიტე თბილისში შემეძინა ახალი სამოსი და სასწავლო ნივთები...

ნაღმზე ავფეთქდი მატარებელში, რომელიც ზუგდიდის რკინიგზის სადგურში იდგა... გასვლამდე გარკეული დრო იყო დარჩენილი, მაგრამ საშინლად წვიმდა და მე და ჩემმა მშობლებმა ბაქანზე ლოდინს კუპეში შესვლა ვარჩიეთ. მახსოვს, ფეხები წინა სავარძელზე შემოვაწყვე და საშინელი ხმაც გაისმა, ნაღმი სწორედ ამ სავარძლის ქვეშ აღმოჩნდა დამონტაჟებული... ორივე ფეხი ადგილზე დავკარგე... თბილისში მაღალქუსლიანი, ლამაზი ფეხსაცმელი მინდოდა მეყიდა...

იმ დღეს მძიმედ დაშავდა მამაც, მაგრამ რაღაც არნახული ძალით შეძლო ჩემი ხელში ატაცება და გამოყვანა ცეცხლმოდებული ვაგონიდან...

დიდხანს ვებრძოდი გართულებებს, მაგრამ ყველაზე მძიმე ჩემთვის დეპრესიიდან გამოსვლა აღმოჩნდა. წელიწადნახევარი არავის ნახვა არ მინდოდა, გახელილი თვალებით ვიწექი დღედაღამ და პალატის ჭერს ვიყავი მიჩერებული... ისევ და ისევ მშობლების ტანჯვამ მომცა ძალა, გავმკლავებოდი სტრესს, დამეწყო ფიქრი სიცოცხლის გაგრძელებაზე.

პროთეზები გერმანიაში გამიკეთდა, საბედნიეროდ, კარგი ხარისხის. თანდათან ვისწავლე ჭრილობების მოვლა და, რაც მთავარია, ახლებური ცხოვრება სულში დამალული ტკივილით ისე, რომ არ შემექმნა დისკომფორტი მათთვის, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც აწუხებს ჩემი ბედი.

ახლა შემთხვევით დაგხვდით აქ, უპირატესად ნათესავების სახლში ვცხოვრობ, საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში. ამ დასახლებაში გამოყოფილი უბადრუკი ოთახი მეტისმეტად მიმძიმებს სულს, სოფელი სხვაა, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, დიდი ეზო, სიმშვიდე და უცხო თვალთაგან გარიდების მეტი საშუალება. თავს კითხვითა და ტელევიზორის ყურებით ვირთობ, ვცდილობ ვაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, თავად ვუდუღებ სტუმრებს ყავას, ვაცხობ ნამცხვრებს... მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ვოცნებობდი, მინდოდა მემუშავა, ხალხში მეტრიალა, მყოლოდა მეგობრები, მემოგზაურა...

სამუშაოზე ფიქრი არც ახლა იქნებოდა უსაფუძვლო, რომ არა უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ელემენტარული პირობების არარსებობა ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის.

სამუშაოზე ოცნების სხვა საფუძველიც მაქვს, ოჯახი უკიდურეს მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის. ჩემი მკურნალობისათვის საჭირო სახსრები არათუ დევნილი, შეძლებული ოჯახის მატერიალურ მდგომარეობასაც წლობით დააჩენდა კვალს... ჩვენ ბედის ანაბარა დავრჩით უამრავი პრობლემის წინაშე, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. რომ არა ახლო ნათესავი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო იმხანად, ალბათ, ვერც გერმანიაში მოვახერხებდი წასვლას პროთეზებისათვის...

ჩვენ, როგორც წესი, გვიყურებენ როგორც მასალას ახალი ამბებისათვის, რამდენიმე დღეში კი აღარავის ვახსოვართ... დღეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა ინვალიდობის პენსია, რომელიც, თავის მხრივ, ოდნავადაც ვერ უახლოვდება საარსებო მინიმუმს...

ნაღმი ყველაზე საშინელი იარაღია, შეიძლება მსხვერპლისათვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, რამ გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ თუ გადარჩი, ვეღარასოდეს გამოხვალ შოკიდან, სამუდამოდ კარგავ სულიერ სიმშვიდეს. მე სამუდამოდ შემძულდა მატარებელი, არადა, როგორ მიყვარდა ბორბლების ხმაური და ფანჯარაში მქროლი ხედები, აღარ მიყვარს წვიმაც...

ირინა - ია:
14 წლის

ჩემი ეზო, ჩემი სოფელი

აქ სტუმრად ვარ ბიცოლასთან, ჩვენს სოფელში რუსები დგანან, რაღაც-რაღაცები მოხდა და დედას შეეშინდა ჩემი იქ გაჩერების. ვიქნები ცოტა ხანს, ის ნაწილი გადაიყვანონ იქნება სხვაგან და წავალ, სკოლას დიდხანს ვერ გავაცდენ, აქაც ვიწროდ არიან, შვიდი სული ერთ ოთახში.

საერთოდ გალიდან ვარ, მაგრამ ზუგდიდში დავიბადე, იქ დიდხანს ვცხოვრობდით მიტოვებულ ჩაის ფარდულში, ბეტონით იყო ნაშენი და დამტვრეული შიფერით გადახურული. იატაკის სანაცვლოდ მოტკეპნილი მიწა ისე იყო გამკვრივებული, დედა რომ წყალს მოასხურებდა და გადაგვიდა, მტვრის ნასახს ვერ ი პოვიდი. წყალს მამა ეზიდებოდა სოფლიდან, ბავშვის ეტლზე დაამაგრა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ძველი რძის ბალონი. ყველაზე ახლო მეზობლის სახლი ისე შორს იყო, ფარდულის სახურავიდანაც კი არ ჩანდა, ირგვლივ სულ გაველურებული პლანტაციები იყო, ხვლიკები დაშლიგინებდნენ და ზოგჯერ სახლშიც გვივარდებოდნენ. გაზაფხულზე კარგი იყო, ეკალას ვკრეფდით, მერე მაყვალიც შემოდიოდა, აქა-იქ ხეხილიც იზრდებოდა, ეტყობა, მეჩაიეების გადაგდებულ კურკებზე ამოსული. ძალიან გვშველოდა, ერთხელ ჩემს ძმას შიოდა და ტუნგოს ნაყოფი შეჭამა, მე არ დამინახავს და დედამ მიყვირა, რატომ არ მიხედეო. მთელი ღამე წყალს ასმევდნენ, გადავრჩით.

ყველაზე ცუდი მაინც ის იყო, რომ მე და ჩემი ძმა სულ მარტონი ვთამაშობდით, ჩემს ძმას ცალი ხელ-ფეხი არ უვარგა (ასეთი დაიბადა) და სოფელში ვერ წამოვიდოდა, ამიტომ მეც არ მიშვებდნენ, გული დასწყდებაო. ხანდახან ამის გამო ვბრაზობდი მასზე, მაგრამ მერე გადამივლიდა და მიხაროდა კიდეც, რომ არ მივატოვე და შინ დავრჩი, საერთოდ, სულ ეშინია, რომ მივატოვებ, გაფაციცებული მელოდება სკოლიდან.

თოვლსა და წვიმაში უფრო ძნელი იყო, გვაწვიმდა და გვათოვდა. მამა სახურავზეც ვერ ადიოდა, შიფერი ჩაიმტვრევაო, გვერდიდან მიადგამდა კიბეს და ისე ცდილობდა გადაეთოვლა. ღამით ეს შეუძლებელი იყო და ზოგჯერ გარეთ დანთებულ ცეცხლთან გაგვითევია ღამე იმის შიშით, რომ თოვლი სახურავს ჩაამტვრევდა და ქვეშ მოვყვებოდით.

მერე დედამ გალში დაიწყო შეპარვა, ჩვენს სოფელში და სულ უფრო ხშირად და ხშირად რჩებოდა იქ. ეზო გაწალდა, გადამწვარი სახლის ნარჩენებიდან სასიმინდე ააშენა, ვაჭრობა დაიწყო, იქიდან გადმოტანილ თხილს, მანდარინსა და სხვა ხილს ყიდდა ზუგდიდის ბაზარში. ცოტა ფული გაგვიჩნდა, მაგრამ დედა სულ გზაზე იყო გაკიდებული. ერთ დღეს მამასაც მობეზრდა ყველაფერი, დედას მცირე დანაზოგი გამოართვა და რუსეთში წავიდა საშოვარზე, თავიდან რაღაცებს გვიგზავნიდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ვერაფერი იშოვა და აღარაფერს გვითვლის.

ერთ დღეს დედამ გამოგვიცხადა, რაც არის, არის, სახლში ვბრუნდებითო. ძალიან გამიხარდა და შემეშინდა კიდეც, რადგან დედას ეუბნებოდნენ, ბავშვები რატომ მიგყავს, ასეთ რისკზე როგორ მიდიხარო.

გალში ისევ გაველურებულიყო ყველაფერი, დედას არაყი ჰქონია შენახული, რუსებს მიუგნიათ, დამთვრალან, ცეცხლი დარჩენიათ და ჩვენი სასიმინდეც გადაბუგულა. რამდენიმე ღამე მეზობლებთან გავათიეთ, მერე ნაშალი ფიცრები მოგვცეს და პატარა ქოხი აგვიგეს ყოფილი გარაჟის საძირკველზე.

მალე სკოლაშიც წავედი, ზუგდიდში არ მივლია, მაგრამ მაინც მეოთხე კლასში დამსვეს. ჩემი ძმა სახლში დარჩა, რადგან სკოლამდე შორია და ვერ დადის და სწავლითაც ვერაფერს იზამს იმიტომ, რომ ლაპარაკი უჭირს და საერთოდ სხვანაირია. პირველად ძალიან გამიჭირდა, წერაკითხვა დედამ და მამამ მასწავლეს, მაგრამ ქართულად, იქ კი რუსული და აფხაზურიც მომთხოვეს. კიდევ კარგი, რომ მეგრული ვიცი, თორემ სკოლაში ბავშვების უმრავლესობამ არ იცის ქართული, მხოლოდ მეგრულად ან რუსულად ლაპარაკობს. ამის გამო მასწავლებლები სულ ნერვიულობენ. ერთხელ ცარცზე გამიშვეს სამასწავლებლოში და ისტორიის მასწავლებელი ტიროდა, ბავშვებს ტყუილს ვერ ვასწავლიო. დედამ არსად არ თქვაო და საქართველოს ისტორიის წიგნი მომიტანა, ზუგდიდში გიყიდეო, მაგრამ მე ვიცი, რომ ისტორიის მასწავლებელმა ათხოვა ჩუმად.

სკოლაში რომ მივდივართ, ხან ტანკი ჩაგვივლის, ხან ჯარისკაცებით გატენილი მანქანები. რომ გამოჩნდებიან, დიდი გოგოები მაშინვე ტყეში შერბიან, მათთვის უფრო საშიშია, მაგრამ ხანდახან დიდ ბიჭებსაც ურჩევენ საქმეს, მოწაფეები არა ხართ, გვატყუებთ, თქვენი მამები იბრძოდნენ ალბათო. ერთხელ ერთი ყველაზე ტანმაღალი ბიჭი თან წაიყვანეს, საჯარო ასაკისა ხარ და გვიმალავ, ჩვენს ჯარში სამსახურს არიდებ თავსო. ძლივს გამოიხსნა სოფელმა, თხილი შევაგროვეთ გამოსასყიდად.

საერთოდ თხილი, როგორც დაწესებულია, თვითონ მიგვაქვს იქ, სადაც გადასახადები იკრიფება, მაგრამ ზოგჯერ სხვებიც გვივარდებიან სახლში, ხან რას ითხოვენ, ხან რას. ასეთ დროს ყველაზე მეტად ჩემი ძმის გამო მეშინია, ხელ-ფეხი ეყინება და თვალებს გადაიტრიალებს ხოლმე, ვეღარაფრით ვაწყნარებთ. რამდენჯერ ვთქვით, ისევ ზუგდიდში დავბრუნდეთო, მაგრამ ჩვენი ჩაის ფარდულში უკვე სხვები ცხოვრობენ. მამამ რომ ახლომახლო ჩაის ბუჩქები ამოძირკვა და ბოსტანს ვთესავდით, ისიც უკვე სხვისია, რიღათი ვირჩინოთ თავი. დედა ამბობს, ჩვენ ჭკუა არ გვეყო, რომ ბინა დავცალეთ, ახლა ხომ ეს გამოსავალი მაინც გვექნებოდაო.

ისე, აქაც ყველაფერი მენანება, მაინც ჩვენი ეზოა, ჩვენი სოფელი. ან ჩვენს ყანას რა ვუყოთ, მალე დატაროვდება, თხილსაც ბევრი ასხია... იქ შიმშილია, მაგრამ სიმშვიდე, აქ საჭმელია, მაგრამ შიში. რომელი ჯობია ვერ გადაგვიწყვეტია, მამა მაინც დაბრუნდებოდეს..

15 ჩემი ბავშვობის მეგობარი - აფხაზია !

▲back to top


0x01 graphic

აქ მოთხრობილი ამბავი რეალურ ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ, რესპონდენტის ინტერესების დაცვის მიზნით, მისივე თხოვნით, ფართო საზოგადოებას არ ვუმხელთ მოქმედი პირების ნამდვილ ვინაობას და მათ პირობითი, გამოგონილი სახელებით მოვიხსენიებთ.

ისტორიის გმირი, სოხუმიდან დევნილი ქალბატონი მარიამი, ამჟამად დიასახლისია და მეუღლესა და 2 შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. სწორედ მან გვიამბო ამაღელვებელი ამბავი ძალიან ლამაზი და მტკიცე მეგობრობისა, რომელიც დიდი ხნის წინ ქალაქ სოხუმში პატარა აფხაზ და ქართველ გოგონებს შორის დაიწყო და დღემდე გრძელდება.

საუბარს კითხვა-პასუხის ფორმით წარმოგიდგენთ:

- რამდენი წელია, რაც თბილისში ცხოვრობთ?

- 17 წლის წინ ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ.

- გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.

- დავიბადე და გავიზარდე ქ. სოხუმში. ძალიან ბედნიერი და უდარელი ბავშვობა მქონდა. დედისერთა ვარ და ყველა მანებივრებდა. დიდი და ლამაზი სახლი გვქონდა, რომელსაც მუდამ ჩემი და ჩემი მეგობრების ჟრიამული აყრუებდა. სკოლაც იქ დავამთავრე, ოჯახიც იქ შევქმენი, თუმცა, დაქორწინებიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში მოგვიწია წამოსვლა. თუ არ ჩავთვლით ჩემი შვილების დაბადებას, ყველა ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი თარიღი აფხაზეთთანაა დაკავშირებული. იქ გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ოქროს ხანაა.

- როდის გაიცანით აფხაზი მეგობარი?

- სიმართლე გითხრათ, ნინოს გაცნობა არ მახსოვს. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და, შეიძლება ითქვას, რომ აკვნიდან ერთად მოვდიოდით. ოჯახებითაც ვახლობლობდით. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა, შვილივით ვუყვარდი და სულ მეფერებონენ. მე და ნინოს ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ ერთმანეთი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიყვარდა. ყველგან ერთად დავდიოდით, ტანსაცმელსაც კი ერთნაირს ყიდულობდნენ ჩვენთვის. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მოვინდომეთ, ურთიერთობა დანათესავებით კიდევ უფრო განგვემტკიცებინა. გადავწყვიტე, ნინოს მეჯვარედ გავყოლოდი. სამწუხაროდ, მისი ქორწილის დროს უკვე კარგა ხნის წამოსული ვიყავი სოხუმიდან. ერთმანეთის შესახებ აღარაფერი ვიცოდით. ასე რომ, ეს ამბავი არც გამიგია და გაბედნიერება ტელეფონითაც კი ვერ მივულოცე.

- აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირებამ თქვენი ურთიერთობა ხომ არ შეცვალა?

- რა თქმა უნდა, არა! არც ჩვენი და არც მშობლების ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. მაშინდელ მოვლენებს ორივე ერთნაირად განვიცდიდით. იცით, როცა ადამიანებს მეგობრობა უნდათ, იქ ეთნიკური წარმომავლობა და, მით უმეტეს, ამის გამო მტრობა რა სახსენებელია?! ამან ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა, რადგან განშორების საფრთხეს ვგრძნობდით.

- წამოსვლამდე ნინო ბოლოს როდის ნახეთ?

- ნინო ჩვენი იქ ყოფნის ბოლო საღამოს სტუმრად მოვიდა ჩემთან. სოხუმში სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. კონფლიქტზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მაშინ პატარები და გამოუცდელები ვიყავით, სამყაროს ვარდისფერ ფერებში ვხედავდით. გვჯეროდა, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა და ძველებურად ვიცხოვრებდით.

აქედან გამომდინარე, იმაში დარწმუნებული დავემშვიდობე, რომ მეორე ან მესამე დღეს ისევ მესტუმრებოდა. გვიან ღამით განგაში ატყდა. აფხაზეთი სასწრაფოდ დავტოვეთ... მას შემდეგ მთელი 16 წელი ერთმანეთის შესახებ აღარაფერი ვიცოდით.

- თქვენს სახლს რა ბედი ეწია?

- წამოსვლისას მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთები გამოვიყოლეთ, სხვა ყველაფერი ჩვენს სახლთან ერთად დაიწვა.

- თბილისამდე ჩამოსვლა გაგიჭირდათ?

- რომელი ერთი გაჭირვება ჩამოვთვალო?! სიმართლე გითხრათ, მიმძიმს გახსენება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. მაშინ 4 თვის ორსული გახლდით. კინაღამ ბავშვი იმ მოვლენებს შევწირე, მაგრამ უფალმა მოწყალე თვალით გადმომხედა და შვილი შემინარჩუნა. გარშემო, პირდაპირი მნიშვნელობით, პანიკა და ქაოსი იყო. მშობლები ამ არეულობაში დავკარგე. მათ მხოლოდ თბილისში შევხვდი. ერთი მოხუცის სიკვდილს საკუთარი თვალით ვუყურე და ა.შ. მირჩევნია, ამაზე ბევრი არ ვისაუბრო.

- თბილისში ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- დედაქალაქი მაშინ, ფაქტობრივად, მკვდარი იყო. არაფერი ფუნქციონირებდა, შუქი არ იყო, სამსახური არ იშოვებოდა, თავშესაფარიც ძლივს მოვძებნეთ. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ, ღვთის მადლით, დღეს ბედს არ ვუჩივით.

- ნინოს ამბის გაგება, მასთან დაკავშირება არ გიცდიათ?

- თავიდან, სურვილის მიუხედავად, ეს შეუძლებელი იყო. სატელეფონო კავშირი მაშინ თითქმის არ არსებობდა. რაც მობილური ტელეფონები აქტიურად შემოვიდა ხმარებაში, შორეულ ნათესავს, რომელიც გალში ცხოვრობს, ბევრჯერ ვთხოვე ნინოს მოძებნა, კოორდინატების გაგება, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ თავი დიდად არ შეუწუხებია. სიყრმის მეგობარი ძალიან მაკლდა და მენატრებოდა. სამწუხაროდ, არც ბავშვობისა და არც ნინოს სურათიც კი არ დამრჩა, ხანდახან რომ დამეხედა. ყველაფერი იქ, ჩემს სახლთან ერთად დაიწვა. უფლის განგებით, პირველი გოგო მეყოლა, რომელსაც ნინო სწორედ მისი სიყვარულით დავარქვი.

- როგორ მოხდა თქვენი და ნინოს დაკავშირება 16 წლის შემდეგ?

- როგორც შემდეგ თავად მიამბო, ნინო განიცდიდა ჩვენს ასეთ გადახვეწას სოხუმიდან. ცდილობდა, რამე მაინც გაეგო, გვეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთი წლის წინ კი, უფლის ნებით, შემთხვევით შეხვდა ჩემს გალელ ნათესავს და საუბარში გაარკვია ჩვენი კავშირის შესახებ. რასაკვირველია, კოორდინატები გამოართვა და დაბადების დღეზე დამირეკა.

- რა რეაქცია გქონდათ?

- მეგონა, უცხო ნომრიდან შემოსულ ტელეფონის მორიგ ზარს ვპასუხობდი და უცებ ნინოს ხმა გავიგე. მაშინვე ვიცანი. პირველი რეაქცია ცრემლები იყო. წარმოიდგინეთ რა დამემართა, როცა გავიგე, რომ მეუღლესთან ერთად ჩემს სანახავად თბილისში იყო ჩამოსული და ბინის ზუსტ მისამართს მეკითხებოდა.

- ნინოს რა რეაქცია ჰქონდა, თქვენი უფროსი შვილის სახელი რომ გაიგო?

- ცრემლები წამოუვიდა და, იცით, რა მითხრა?! - თქვა, რომ მისი პირველი ქალიშვილი ახლა 13 წლის გოგონაა და ჩემს სახელს ატარებს! სასწაულია, არა?!

- როგორ ცხოვრობს ახლა ნინო?

- საკმაოდ წარმატებული, აფხაზეთში ცნობილი ადამიანის მეუღლე და 2 შვილის დედაა.

- ეს თქვენი ბოლო შეხვედრა იყო?

- არა. წასვლისას ნინომ და მისმა ქმარმა თავისთან დაგვპატიჟეს. ამდენი წლის შემდეგ შანსი მომეცა, თუნდაც სტუმრად, მაგრამ მაინც, ჩავსულიყავი მშობლიურ კუთხეში. რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად იმავე ზაფხულს ვესტუმრე. საზღვარზე გადასვლა გაგვიჭირდა, მაგრამ ნინოს მეუღლე დაგვეხმარა.

- ამდენი ხნის მონატრებულ ქალაქში ჩასულმა რა იგრძენით?

- ერთდროულად ტკივილი და სიხარული, საოცარი სითბო. მთელი ბავშვობა თვალწინ დამიდგა. სიტყვები არ მყოფნის ამ გრძნობის გადმოსაცემად.

- თქვენი სახლი ნახეთ?

- პირველ რიგში, სწორედ იქ გავიარეთ. ჩემი სახლისაგან დამწვარი და ნახევრადდანგრეული კედლებიღაა დარჩენილი, გავერანებულია ყველაფერი, მაგრამ ამ ნახევრადდანგრეული სახლის შუაგულში თავისით ამოვიდა და იზრდება მაგნოლია. ის მაინც აგრძელებს იქ სიცოცხლეს.

- თქვენს შვილებს მოეწონათ აფხაზეთი?

- განა არსებობს ადამიანი, ვისაც აფხაზეთი შეიძლება არ მოეწონოს? აღფრთოვანებულები დარჩნენ. თქვეს, როცა დავბრუნდებით, ჩვენს ნასახლარზე უფრო დიდი და ლამაზი სახლი ავაშენოთო. წამოსვლამ ორივე ძალიან დაანაღვლიანა.

- სოხუმში რამდენ ხანს დარჩით?

- 10 დღეს. ნინოს ოჯახში ვცხოვრობდით. 17 წლის განმავლობაში ეს უბედნიერესი 10 დღე იყო. მოუთმენლად ველი წუთებს, როცა აფხაზეთსა და ნინოს ისევ ვნახავ.

- ახლა თუ ეკონტაქტებით ერთმანეთს?

- რა თქმა უნდა! ერთმანეთს ხშირად ვურეკავთ. განა ასეთი სიყვარულისა და მეგობრობის დაკარგვა შეიძლება?! მართალია, ის აფხაზურ გვარს ატარებს, მაგრამ სული ორივეს ქართული გვაქვს და ჩვენს საერთო სამშობლოს საქართველო ჰქვია

16 პროფესიის დაუფლების სურვილი და სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე

▲back to top


0x01 graphic

პრინციპი - „სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში“ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა შეეძლოს თავისი პროფესიული შესაძლებლობების განვითარება. პროფესიული განათლების სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს ყველა ასაკის ადამიანს, მიიღოს მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სახის განათლება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაუბარებლად მოხდება. კონკურსის შემთხვევაში კი გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის სწავლის შედეგები საშუალო სკოლაში ან სხვა დამატებითი პირობები, რომლებსაც თავად სასწავლებელი დაადგენს.

ისტორიული რაკურსი - საიდან იღებს სათავეს
პროფესიული განათლება საქართველოში

პროფესიულ განათლებას საქართველოში საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ქართველ განმანათლებელთა მესვეურობით, ტრადიციულ ოსტატ-შეგირდობასთან ერთად, უკვე მე-19 საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა მიმართულების სახელობო და სამეურნეო სკოლებს. შემდგომ ეტაპზე, მსხვილი საწარმოების გაჩენასთან ერთად, საქართველოში შეიქმნა პირველი საფაბრიკო-საქარხნო სკოლები, რომელთა ბაზაზე დღესაც კი მოქმედებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა ერთიანი საბჭოთა სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო და ახერხებდა სოციალისტური ეკონომიკისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. დღეს არსებული სისტემა პირდაპირი მემკვიდრეა საბჭოთა სისტემისა, რის გამოც იგი არ არის თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მოიაზრება ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მუშახელის არსებობა. მოქალაქეს, რომლის პროფესიული მომზადება შეესაბამება დამსაქმებლის მოთხოვნებს, ეძლევა წარმატებით დასაქმების შანსი.

პროფესიის დაუფლების სურვილს
შრომის ბაზრის მოთხოვნა განაპირობებს

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციაა კავშირის დამყარება შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის. პროფესიული განათლების დეპარტამენტის საქმიანობა მისცემს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობას, მიიღონ დროული და ზუსტი ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს შრომის ბაზარზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ზუსტად განისაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, მიზნები და შინაარსი, დროულად დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდები, განახლდეს სახელოსნოები. საგანმანათლებლო პროგრამების ადეკვატურობა შრომის ბაზრის პირობებთან უზრუნველყოფს მოთხოვნას სასწავლებლების მიერ მომზადებულ სპეციალისტებზე, გაზრდის დასაქმების შესაძლებლობას და, შესაბამისად, იმ პროფესიების დაუფლების მსურველთა რიცხვს, რომლებზეც არსებობს მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე.

პროფესიული განათლების თანამედროვე ხედვა

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი 80 დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულება, მათ შორის უწყებრივი - 4, კერძო პროფესიული სასწავლებელი - 184, რომლებშიც სწავლობს შესაბამისი ჯგუფის მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,6%25. რაც შეეხება საშუალო პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს, ე.წ. ტექნიკუმებს, მათ შორის 87 სახელმწიფო დაქვემდებარებაშია, 223 კი - კერძო.

საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური.

ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტრუქტურირებულ გარემოში, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სრულდება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით ან შეცვლით და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. არაფორმალური განათლება შეიძლება მიღებულ იქნეს დამოუკიდებელი, არაინსტიტუციური ან არასტრუქტურირებული მუშაობის ფორმითაც. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა - მხოლოდ სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ფორმის პროფესიული სასწავლებლები დამოუკიდებლად, ესე იგი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მონაწილეობის გარეშე, ვერ უზრუნველყოფენ პროფესიულ სწავლებასთან შერწყმული სრული საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, სათანადო რესურსული პოტენციალის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, თავად მოაწყონ პროფესიული სწავლებაც.

პროფესიული განათლების მიზნები საქართველოში:

მთავრობის №150 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:

1. მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პიროვნების პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

2. ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით;

3. დასაქმებული სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით;

4. ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის ადაპტაციის ხელშეწყობა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების გზით.

დასახული მიზნების მისაღწევად პროფესიული
განათლების ამოცანებია:

  • საქართველოში ერთიანი პროფესიულსაგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება სწავლების უწყვეტობის, მრავალსაფეხურიანობის, მრავალფეროვნების საფუძველზე; პროფესიული განათლების გარდაქმნა ღია, დინამიკურად განვითარებად სახელმწიფოსაზოგადოებრივ სისტემად;

  • საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის დაახლოება და ინტეგრაცია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან;

  • პროფესიული განათლების ორიენტაცია ადგილობრივ (რეგიონულ) მოთხოვნებზე; პროფესიული განათლების ქსელის ოპტიმიზაცია რეგიონულ განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების გათვალისწინებით;

  • ახალი ტიპის უმაღლესი პროფესიული სასწავლო დაწესებულების - კოლეჯების შექმნა უმაღლესი პროფესიული განათლების არააკადემიური, პროფესიული პროგრამების რეალიზაციის გზით;

  • პროფესიულ განათლების ყველა საფეხურზე მოსწავლეთა, სტუდენტთა და მსმენელთა სასწავლო მუშაობის დაგეგმვისა და შეფასების ერთიანი, ე.წ. კრედიტული სისტემის¨ დანერგვა;

  • მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადების ახალი პრაქტიკის გავრცელება ამ პროფესიების ევოლუციური განვითარების საფუძველზე, პროფესიული პედაგოგიკის მიღწევების გამოყენებით;

  • პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის შემუშავება/სრულყოფა;

  • სათანადო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების განვითარება შესაბამისი პროფესიული სტანდარტებისა და თითოეულ პროფესიაში საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე;

  • ახალი ტიპის პროფესიული სასწავლო დაწესებულებების - პროფესიული მომზადების ცენტრების შექმნა, რომლებიც კომპლექსურად გადაწყვეტენ პროფესიული განათლების ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ახალგაზრდათა და ზრდასრულთა პროფესიული განათლება და მომზადება-გადამზადება;

  • პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების, აღიარებისა და მინიჭების ახალი სისტემის ფორმირება.

პროფესიული განათლების კონცეფცია

პროფესიული განათლების კონცეფცია (მთავრობის №150 დადგენილება) ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პროფესიულ თვითდამკვიდრებაში პროფესიული განათლებისა და მომზადების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამასთანავე, იგი ითვალისწინებს მოსახლეობის იმ ჯგუფებსაც, რომელთაც, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ასეთი ჯგუფებია:

1. დევნილები, მიუსაფრები, ე.წ. ქუჩის ბავშვები და სხვა კატეგორიის რისკჯგუფები, მათი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

2. ინვალიდები და უნარშეზღუდულები, მათი დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენისა და სოციალიზაციის მიზნით;

3. დროებით უმუშევრები, რომელთა კვალიფიკაცია უნდა მიესადაგოს შრომის ბაზრის ახალ მოთხოვნებს;

4. სოციალურად გაუცხოებული პირები, მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური კორექციისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

5. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები, სამოქალაქო პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოებაში მათი ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით;

6. პატიმრები, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომი საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და ადაპტაციის უზრუნველყოფის მიზნით;

7. მიგრანტები, სამშობლოში მათი პროფესიული ადაპტაციის მიზნით;

8. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ჯგუფები.

დამატებითი ინფორმაცია

არაფორმალური განათლება - პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად;

პროფესიული განათლება - სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;

პროფესიული გადამზადება - სწავლების პროცესი, რომლის მიზანია, მოიცავს ადრე მიღებულისაგან განსხვავებული პროფესიული ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია პროფესიული საქმიანობის ხასიათისა და შინაარსის შეცვლის აუცილებლობით;

პროფესიული სწავლების ცენტრი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;

სახელობო განათლება - პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება.

0x01 graphic

17 განვითარებისა და რეფორმების ფონდი

▲back to top


0x01 graphic

2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაარსდა განვითარებისა და რეფორმების ფონდი. აღნიშნული ფონდის დაარსება შემდეგი მიზნების განხორციელებას ემსახურება:

  • • საქართველოს საჯარო სისტემის განვითარება და დახვეწა, მისი მოქნილი და ეფექტური მუშაობის მხარდაჭერა;

  • • საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების შესაბამისად საკვანძო სფეროების განვითარებისათვის ხელშეწყობა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები, საჯარო სექტორი თუ სხვა;

  • უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებით საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;

  • საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების საგანმანათლებლო პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აქტიური ჩართვით ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

2005 წლიდან ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი უმთვარესი მიმართულება გახდა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებაში დახმარება. აღნიშნული პროცესი მოიცავს როგორც სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას (არქიტექტურა, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო ტექნოლოგიები, ხელოვნება და ა.შ.). აღნიშნული მიმართულება დღემდე რჩება ფონდის უმთავრეს პრიორიტეტად.

სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა 2010-2011 წწ.

„განვითარებისა და რეფორმების ფონდი“ აცხადებს სასწავლო-სამაგისტრო პროგრამას 2010-2011 წლისათვის.

სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატი ჩაირიცხოს ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრიორიტეტულ სპეციალობაზე. უნივერსიტეტების სია განთავსებულია ფონდის ვებ-გვერდზე www.drf. org.ge. უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი ფონდისაგან დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ კანდიდატი ფონდის ვებ-გვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2010 წლის 1-ლი ივნისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ სამეურვეო საბ ჭო. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებისთანავე ან გასაუბრებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.

კონკურსში წარსადგენი საბუთების სია:

  • პირადი ინფორმაცია;

  • განათლება;

  • დიპლომები;

  • სამუშაო გამოცდილება;

  • მოტივაციის წერილი;

  • მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

განვითარებისა და რეფორმების ფონდი

ქ. თბილისი, ინგოროყვას
ქ. 7, საქართველოს მთავრობის
კანცელარია, მე-8 სართული
ტელ: (+995 32) 932853
ელ.ფოსტა:info@drf.org.ge
ვებ-გვერდი: www.drf.org.ge

18 ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი

▲back to top


ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილებისა და „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის“ ერთობლივი ინიციატივაა და მერიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს წარმოადგენს.

ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრი, ეს არის ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული შესაძლებლობებისა და ღონისძიებების შესახებ არსებული ინფორმაციის ცენტრალიზებულ წყარო, რომლის მიზანია ახალგაზრდების განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.

0x01 graphic

ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

  • ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;

  • ახალგაზრდებისათვის კონსულტაციის გაწევა მათთვის აქტუალურ საკითხებზე;

  • ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობის პროცესში.

საინფორმაციო ცენტრში იფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულება - ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებები.

ფორმალური განათლების მიმართულება მოიცავს აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სტიპენდიებს. არაფორმალური განათლების მიმართულებაში შედის: ინფორმაცია კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, კონკურსების, მოხალისეობის, სტაჟირებების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შესახებ.

გარდა განათლებისა, ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრში ახალგაზრდები შეძლებენ, მოიპოვონ:

  • ინფორმაცია საგრანტო განაცხადების კონკურსების შესახებ;

  • ინფორმაცია საქართველოში ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურების შესახებ;

  • ინფორმაცია ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი მოიცავს როგორც ფიზიკურ ცენტრს თბილისში, ასევე ვებპორტალს. ნებისმიერი ახალგაზრდა ინფორმაციის მიღებას შეძლებს როგორც ცენტრში, ასევე ცხელი ხაზის ნომრებზე ან ვებ-გვერდის საშუალებით. ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შესახებ, ასევე ცნობარი, სადაც მოცემული იქნება სასწავლო დაწესებულებების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, დი პლომატიური წარმომადგენლობებისა და სხვა ისეთი დაწესებულებების მონაცემები, რომლებიც ახალგაზრდას თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება. გზამკვლევი ახალგაზრდებს ინფორმაციას მიაწვდის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ორგანიზაციის დაფუძნება და მართვა, ვიზების სააპლიკაციო პროცესის წარმართვა, მოხალისეობა და ა.შ. ვებ-გვერდი აღჭურვილი იქნება ფუნქციონალური კალენდრითა და სიახლეების გამოწერის სერვისით. ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი აღიჭურვება მცირე ბიბლიოთეკით

საჭიროებისამებრ, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები. ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, უცხო ქვეყნების დი პლომატიურ წარმომადგენლებთან და ყველა იმ დაწესებულებასთან, რომლებიც ახორციელებენ ახალგაზრდულ პროგრამებს.

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საინფორმაციო ცენტრი უახლოეს მომავალში განახორციელებს ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლების მომზადების პროექტს.

19 საერთაშორისო დახმარება საქართველოსათვის

▲back to top


0x01 graphic

2008 წლის 22 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა დონორთა კონფერენცია, სადაც მთელი რიგი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს 4.55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას დაჰპირდნენ აგვისტოს ომის მძიმე შედეგებისაგან თავის დასაღწევად. ეს თანხა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარს უტოლდება.

აღნიშნულ დახმარებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. საზოგადოებას აინტერესებს თანხის რა ნაწილია გადმორიცხული, რამდენია დახარჯული, რაში უნდა დაიხარჯოს დარჩენილი თანხა, ვინ განკარგავს მას და .. მოცემულ სტატიაში შევეცდებით, პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდება საზოგადოებაში:

1. ვინ არიან დონორები? საიდან მოდის დახმარება?

დაპირებული 4.55 მილიარდი აშშ დოლარიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი ევროკავშირსა და ცალკეულ ქვეყნებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აშშ-ს მიერ დაპირებული თანხა თითქმის უტოლდება ყველა დანარჩენი ქვეყნის მიერ დაპირებული დახმარების ჯამს. დონორების მიხედვით თანხები ასე ნაწილდება:

  • აშშ - 1 მილიარდი აშშ დოლარი;

  • ევროკავშირი - 623 მილიონი აშშ დოლარი;

  • იაპონია - 200 მილიონი აშშ დოლარი;

  • დანარჩენი ქვეყნები - 288 მილიონი აშშ დოლარი. დაახლოებით 2.4 მილიარდი აშშ დოლარი საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ორგანიზაციებმა გამოყვეს, მათ შორისაა:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 927 მილიონი აშშ დოლარი;

  • მსოფლიო ბანკი - 530 მილიონი აშშ დოლარი;

  • საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია - 350 მილიონი აშშ დოლარი;

  • ევროპის საინვესტიციო ბანკი - 330 მილიონი აშშ დოლარი;

  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი - 1.32 მილიონი აშშ დოლარი.

2. რაში უნდა დაიხარჯოს დაპირებული თანხები?

აგვისტოს კონფლიქტმა საქართველოს სახელმწიფო ხარჯების უეცარი და დაუგეგმავი ზრდა გამოიწვია. საჭირო გახდა საბიუჯეტო დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობისთვის, რისთვისაც დახმარების სახით გამოიყო 250 მილიონი აშშ დოლარი. 250 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი დაფარავს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯებს და მოხმარდება სახელმწიფო პენსიებს; სახელმწიფო კომპენსაციებსა და სახელმწიფო აკადემიურ სტი პენდიებს (163.3 მილიონი დოლარი); ჯანდაცვის ხარჯებს იმ მოსახლეობისათვის, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (26.1 მილიონი დოლარი); აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარებების გაცემას (6.1 მილიონი დოლარი); სკოლების დახმარებას სავაუჩერო სისტემის მეშვეობით ერთ სულ მოსწავლეზე გათვლით (24.2 მილიონი დოლარი) და სახელმწიფო მოხელეებისათვის გასაცემ კომპენსაციებსა და ხელფასებს (30.3 მილიონი დოლარი), თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა.

100 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დახმარების სახით საქართველომ სამხედრო კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მოკლე დროში მიიღო. აღნიშნული თანხა იძულებით გადაადგილებული პირების საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდა.

დამატებით 350 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებლებით უზრუნველყოფისათვის.

დაახლოებით 2.65 მილიარდი აშშ დოლარი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს. დაფინანსდება ძველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტები, მათ შორის: გზების შეკეთება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ა.შ.

რადგან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საბიუჯეტო დეფიციტის პრობლემა წარმოიშვა, 586 მილიონი აშშ დოლარი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით გადმოირიცხა. მისი პრიორიტეტების მიხედვით განაწილება საქართველოს ხელისუფლებას მიენდო.

სამხედრო კონფლიქტისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო განსაკუთრებით მძიმე დარტყმა საბანკო სექტორმა მიიღო. ამისათვის დახმარება საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოყვეს. საბანკო სექტორისათვის დაპირებულმა საერთაშორისო ფინანსურმა დახმარებამ ჯამში 853 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დონორებთან წინასწარი მოლაპარაკებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს დაფინანსების გაზრდას ჯანმრთელობის დაზღვევისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარების პროგრამებისათვის. ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამისათვის ქართულმა მხარემ 168 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დასახმარებლად - 50 მილიონი დოლარი ითხოვა. ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში დამატებით დაახლოებით 130 000 ახალი ბენეფიციარის ჩართვა იგეგმება. მათ შორის იქნებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უშუალოდ აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი პირები - დევნილები და ეკონომიკური კრიზისის გამო დაზარალებულები.

3. მთლიანი თანხის (დაპირებული 4.55 მილიარდი აშშ დოლარი) რა ნაწილია გრანტი (საჩუქარი) და რა - სესხი?

დაპირებული თანხის თითქმის ნახევარი, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი, სესხებზე მოდის. შესაბამისად, ეს თანხა საქართველომ მომავალ წლებსა და ათწლეულებში უკან უნდა დააბრუნოს, ხოლო დანარჩენი გრანტია (უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების საჩუქარი ქართველი ხალხისათვის).

4. ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული თანხების განკარგვასა და ზედამხედველობაზე?

დონორების ნაწილმა დახმარება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა, ნაწილმა კონკრეტული სახელმწიფო პროექტები დააფინანსა, ნაწილმა - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები, ხოლო დანარჩენმა - კერძო სექტორი (ბანკები და სხვა ბიზნესი). აქედან გამომდინარე, თანხების განკარგვისა და კონტროლის მექანიზმები სხვადასხვა დონორებისათვის სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, დამოკიდებულია იმაზე, რა სახით შემოდის კონკრეტული თანხა ქვეყანაში.

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დონორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში წამყვანი როლი აკისრია. ერთი მხრივ, ის არის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენაზე პასუხისმგებელი ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურა (როგორც ცნობილია, დახმარების ნაწილი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის), ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტრო თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორებთან და ხელს აწერს მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

სამინისტროში შექმნილია დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, დონორებთან ურთიერთობების მაკოორდინირებელი ერთი ორგანოს არსებობა უზრუნველყოფს დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას.

ფინანსთა სამინისტრო აღრიცხავს დამტკიცებულ და გადმორიცხულ ფინანსურ დახმარებას და ადგენს ერთიან მონაცემთა ბაზას, სადაც დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალი, მათ მიერ გამოყოფილი თანხები, ამ თანხების მიზნობრიობა და მათი გადმორიცხვის ვადებია წარმოდგენილი.

ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს დახმარების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო სექტორისთვის არის განკუთვნილი. კერძო სექტორისათვის (საბანკო სექტორი, სხვა ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები) ჩარიცხული თანხები მონაცემთა ბაზაში მითითებული არ არის.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსური დახმარების განკარგვისა და კონტროლის პროცესში მონაწილეობს როგორც ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო. ის განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს შენიშვნებს.

ანტიკრიზისული საბჭო

ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთნის. საბჭოს შემადგენლობაში პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უნდა შესულიყვნენ და გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილება და ხარჯვა გაეკონტროლებინათ. თავდაპირველად რამდენიმე საბჭოს შექმნა იგეგმებოდა, მათ ნაწილს კონფლიქტის რეგიონებში უნდა ემუშავა. საბოლოოდ, ერთი საბჭო შეიქმნა (2008 წლის 24 ოქტომბრის პრეზიდენტის ბრძანებულებით), რომელიც თბილისშია განთავსებული და მასში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან. საბჭოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძე ხელმძღვანელობს.

2008 წლის 30 დეკემბრიდან ფუნქციონირებს საბჭოს აპარატი, რომელიც გენერალური მდივნისა და რვა ექსპერტისაგან შედგება. ფინანსურ დახმარებასთან მიმართებაში აპარატი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია:

  • კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრისათვის ხელშეწყობა;

  • ფინანსური დახმარების განაწილებისა და ხარჯვის მონიტორინგი.

პირველი მიმართულების შესაბამისად, აპარატის ექსპერტებმა გამოკითხეს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები და არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ამსახველი ანგარიშები მოამზადეს. ამ ანგარიშებში მოცემულია ინფორმაცია შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო

ქართლის რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა პრობლემების შესახებ, წარმოდგენილია მათ მოგვარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები და განსაზღვრულია პრობლემათა მოგვარების სარეკომენდაციო ვადები.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტებმა ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვეს ინფორმაცია დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხების შესახებ და, შესაბამისად, უწყებებში დააგზავნეს წერილები, რომლებითაც ამ უწყებების მიერ ორგანიზებული ტენდერებისა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შესახებ მონაცემები გამოითხოვეს. მონიტორინგის მომდევნო ეტაპზე მიღებული მონაცემები გაანალიზდება.

ანტიკრიზისული საბჭოს აპარატი თავისი მუშაობის შედეგებს აცნობს ანტიკრიზისულ საბჭოს წევრებს, რომლებიც ამ შედეგებს საბჭოს სხდომებზე განიხილავენ და სამომავლო ღონისძიებებს გეგმავენ. საბჭოს შეხვედრები ყოველ ოთხშაბათს იმართება პარლამენტის შენობაში.

ანტიკრიზისული საბჭოს აპარატთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე: (+995 32) 28 12 14.

კონტროლის პალატა კონტროლის პალატა მონაწილეობს ფინანსური დახმარების კონტროლის პროცესში. ის წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო სახსრების ხარჯვასა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებას. კონტროლის პალატაანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

საწყის ეტაპზე კონტროლის პალატა გეგმავს შეამოწმოს, როგორ დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის გამოიყო. აღნიშნული თანხა უნდა გამოყენებულიყო დევნილების კომპაქტურად ჩასახლებისა და მათთვის ყოფითი პირობების შექმნისთვის. კონტროლის პალატის მონაცემების თანახმად, ამ მიზნისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 260 მილიონი ლარი გამოიყო. დახარჯული სახსრების შესამოწმებლად პალატაში შექმნილია ხუთი აუდიტორული ჯგუფი.

მასალა მომზადდა ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით

0x01 graphic

20 ჩემი სოფელი

▲back to top


0x01 graphic

წინამდებარე რუბრიკაში შემოგთავაზებთ სოფლის მეურნეობისათვის საჭირო რჩევებს, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციასა და გამოწვევებს, რაც საინტერესოა არა მარტო ამ დარგში მომუშავე ადამიანებისათვის, არამედ რიგითი მკითხველებისათვისაც. სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი და ამიტომაც ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში.

კარტოფილი - მეორე პური

პროდუქტი, რომლის მოყვანაც საქართველოს მოსახლეობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. კარტოფილზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და მას „მეორე პურსაც“ უწოდებენ

კარტოფილი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა თავისი მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი კვებითი თვისებებით. თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შემწვარი კარტოფილი არ უყვარდეს. კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარსა და ჩ ვიტამინს, აგრეთვე A1, B6 და PP ვიტამინებს.

კარტოფილის კულტურას ახასიათებს განსხვავებულ პირობებთან ადაპტაციის მაღალი უნარი, შესაბამისად, საქართველო კარტოფილის პროდუქციის მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი, ასევე დიდი რაოდენობით მოჰყავთ კარტოფილი ახალქალაქის, წალკის, ბოლნისისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

კარტოფილის დათესვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგი წინამორბედია იმავე ადგილას მოყვანილი საგაზაფხულო მარცვლოვნები, ერთწლიანი პარკოსანი ბალახები და სიმინდი. დაუშვებელია კარტოფილის მოყვანა იმ ადგილზე, სადაც წინა წელს მოყვანილი იქნა პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და თამბაქო!

სასურველია, ნიადაგი მთისა და მთისწინა რაიონებში მოიხნას შემოდგომაზე. დასარგავად გამოიყენება კარგად მომწიფებული და საშუალო და მსხვილი ზომის ტუბერები (60-80გრ). სრულფასოვანი მასალაა მთელი ტუბერები, მაგრამ სარგავი მასალის ნაკლებობის გამო შესაძლებელია დანაწევრებაც - ამ შემთხვევაში სათესლე მასალა უნდა დაიჭრას დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა განაჭერ ადგილზე წარმოიქმნას მტკიცე კოპისებრი აპკი

კარტოფილი ირგვება სპეციალური ოთხმწკრივიანი მისაბმელი სათესი მანქანებით - მწკრივებად ან კვადრატ-ბუდობრივად. თითოეულ ბუდნაში თესავენ 2-3 ტუბერს და შემდეგ შეაქვთ მინერალური სასუქი. ნაკვეთის თავსა და ბოლოში ტოვებენ 5 მეტრ ე.წ. საქცევს, რათა დამუშავების დროს შესაძლებელი იყოს ტრაქტორის აგრეგატების გამართული მობრუნება.

ნათესის მოვლა ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ნაკვეთი მთელი ვეგატაციის პერიოდში იყოს ფხვიერი, სარეველებისაგან თავისუფალი, წყლითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფილი. კარტოფილის ნათესის მოვლისას ასევე მნიშვნელოვანია ბუდნებზე მიწის შემოყრა, როდესაც მცენარე 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ნიადაგის ფენის შესანარჩუნებლად მიწის მეორეული შემოყრაა საჭირო. უმჯობესია, ეს პროცესი მოხდეს ყვავილობამდე.

მნიშვნელოვნად ზრდის მოსავალს. მორწყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში. მაღალმთიან რეგიონებში საკმარისია 2-3-ჯერ მორწყვა, ხოლო დაბლობ ზონაში - 4-5-ჯერ. პირველი მორწყვა უნდა განხორციელდეს ფოთლების მასობრივი განვითარების ფაზაში (ნიადაგის მეორედ გაფხვიერების წინ), მეორე მორწყვა - კოკრობის დაწყების წინ, მესამე კი - ყვავილობის პერიოდში. მეოთხე და მეხუთე მორწყვა ტარდება საჭიროების მიხედვით.

მოსავლის აღება ხდება მომწიფების პერიოდში: მომწიფების ნიშნებიდან აღსანიშნავია ფოთლების ჭკნობა და ჩამოცვენა; ტუბერზე თხელი, ნაზი ეპიდერმისის ნაცვლად მკვრივი კორპისებრი კანის განვითარება, სტოლონების გახმობა და მათგან ტუბერების ადვილად მოცილება.

კარტოფილის ნორმალური შენახვისათვის ოპტიმალურია გრილი (2-3oC) ტემპერატურა. უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძლიერდება სუნთქვა და ტუბერის გაღივება, ხოლო 1oC-ზე ნაკლებ ტემპერტაურაზე მიმდინარეობს ტუბერის დატკბობა ანუ სახამებლის ხარჯზე შაქრის მატება; მინუს 1ოჩ-ზე კი იწყება ტუბერის გაყინვა.

კარტოფილის შენახვისათვის მნიშვნელოვანი პირობაა ჰაერის ტენიანობა. საწყობში ტენიანობა 85-90%25-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. კარტოფილის შესანახი სათავსო უნდა იყოს მშრალი, ბნელი და ვენტილირებადი.

კარტოფილის დაცვა

კარტოფილის კულტურას ჰყავს „მტრები“, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიწისქვეშა მავნებლები: მახრა ანუ ბოსტანა, მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ღრაჭები. ყველაზე მეტი ზიანი მავთულა ჭიებს მოაქვთ - ისინი ღრღნიან ტუბერებს და ძვრებიან შიგ. კარტოფილის სპეციფიკური მავნებლებიდან აღსანიშნავია კოლორადოს ხოჭო. ეს მავნებელი ნიადაგში ზამთრობს 20-50 სმ სიღრმეზე და გაზაფხულზე, როდესაც ჰაერი 14-15ოჩ-მდე გათბება, ხოჭოები კარტოფილის ფოთლებზე კვერცხებს დებენ.

მთელ რიგ პრობლემებს ავიცილებთ თავიდან, თუ კარტოფილის კულტურის დაცვის ღონისძიებებს გამოვიყენებთ:

  • ვეგეტაციის პერიოდში მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ზელეკ სუპერი 0,5-1,0 ლ/ჰა ან ფიხზილად ფორტე 1,5 ლ/ჰა;

  • სარგავი მასალა უნდა დავამუშაოთ ფუნგიდიცებით: დითან მ45 (მანკოცები) 2-3 კგ/ტ ან პრესტიჟი 1 ლ/ტ;

  • მავნებლების წინააღმდეგ რეკომენდებულია შემდეგი ინსექტიციდების გამოყენება: ფასტაკი 0,2 ლ/ჰა, ნურელ დ 1,5 ლ/ჰა, კარატე ზეონი 0,4 ლ/ჰა, კონფიდორი 0,05 ლ/ჰა ან აქტარა 0.06 კგ/ჰა;

  • დაავადებათა წინააღმდეგ წამლობის სქემაში აუცილებელია სისტემური ფუნგიციდების მორიგეობითი გამოყენება, მაგ.: აკრობატ მც 2 კგ/ჰა, ან რიდომილ გოლდი 2,5 კგ/ჰა, ან გალბენი 2,5 კგ/ჰა.

პესტიციდებთან მუშაობის დროს ზედმიწევნით დაიცავით უსაფრთხოების წესები!