წლიური ანგარიში 2009 (კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხიდაშელი თამარ
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წლიური ანგარიში
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი, ბესარიონ ბოხაშვილი, ხათუნა ყვირალაშვილი დიზაინი: ივა ხარაძე. დაგვიკავშირდით: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის ოფისი კრილოვის ქ. №15, 0102 ტელ: (995 32) 936101 / 952353 ფაქსი: (995 32) 923211 ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძვირფასო საიელებო,

წელს პირველად მოგესალმებით თავმჯდომარის რანგში და, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საიუბილეო თარიღს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 15 წლისაა!

2009 წელს, წინა წლების მსგავსად, ვაგრძელებდით შეურიგებელ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად, კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად.

ვებრძოდით გასული წლის აგვისტოს შედეგებს - ვეხმარებოდით იძულებით ადგილნაცვალ პირებს დევნილის სტატუსის მიღებაში, ვცდილობდით, მათი ხმა ხელისუფლებისთვის მიგვეწვდინა, ვუწევდით სამართლებრივ კონსულტაციებს, შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე ვიცავდით მათ ინტერესებს.

ვუწევდით სამართლებრივ დახმარებას ჩვენს თანამოქალაქეებს, განურჩევლად მათი სტატუსისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვეხმარებოდით ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, კონსულტაციებს ვუწევდით ჟურნალისტებს და წარმოვადგენდით მათ ინტერესებს სასამართლოში.

ვაკონტროლებდით ხელისუფლებას - ვიკვლევდით და საზოგადოებას ვაცნობდით, როგორ სრულდება ანტიკორუფციული სტრატეგია, წამების და არაჰუმანური მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რა მდგომარეობაშია პენიტენციური დაწესებულებები, როგორ ხარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებს გზებისა და დევნილთა სახლების მშენებლობაში, რა გვიჯდება საჯარო მოხელეების ხელფასები და პრემიები თითოეულ ჩვენგანს.

ვთანამშრომლობდით ხელისუფლებასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა უწყებათაშორის საბჭოსა თუ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის გზით, ვინაიდან გვჯერა, საჯარო დაწესებულებებში არსებობს რესურსი, რომელთანაც კონსტრუქციული ოპონირებითა და თანამშრომლობით შესაძლებელია ცვლილებების მიღწევა, თუნდაც იმიტომ, რომ საჯარო სტრუქტურებში ამდენი საიელია!

ვფიქრობ, ჩვენი თავდაუზოგავი შრომით და წარმატებაზე ორიენტირებული საქმიანობით შევძელით მიგვეღწია მნიშვნელოვანი შედეგებისთვის ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში. ჩვენი საერთო მიზანი - კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის - ამართლებს იმ საშუალებებს და საქმიანობებს, რომლითაც თითოეული თქვენთაგანი გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც მთელი 15 წლის მანძილზე, ებრძოდა უსამართლობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შემთხვევებს და რომლითაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო დამცველის სახელი დაიმკვიდრა.

ვიმედოვნებ, რომ ერთად მომავალშიც შევძლებთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობის განხორციელებას სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და წესდებით აღიარებული ამოცანების შესასრულებლად.

პატივისცემით,

თამარ ხიდაშელი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

2 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისიის განაცხადი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურისტების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.

ჩვენ იურისტის პროფესიული ღირსების დაცვისა და მომავლის ერთიანი ხედვა გვაერთიანებს.

ჩვენ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ისეთი საქართველოს შენებას, სადაც საზოგადოება აქტიური და მაღალი სამართლებრივი კულტურის მქონეა; სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია; სადაც მოქმედებს კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ძალაუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებით.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა იმ ღირებულებების, რომლებზეც შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია და ვემსახურებით მათ დამკვიდრებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და ყველა თაობა თავის საქმიანობაში სწორედ ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობს.

ჩვენ გვმართავს:

  • პროფესიონალიზმი

  • პროფესიული ღირსება და ეთიკა

  • თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა

  • ღიაობა, თანამონაწილეობა და ანგარიშვალდებულება

  • თანმიმდევრულობა

ჩვენი დევიზი

კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2007-2010 წლების სტრატეგია

დამტკიცებულია საიას საერთო კრების მიერ 2007 წლის 28 ოქტომბერს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს წარმატებულ საქმიანობას ორგანიზაციის წესდებით ნაკისრი ვალდებულებების და 2007 წლის 28 ოქტომბერს საერთო კრების მიერ დამტკიცებული სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად.

0x01 graphic

წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2009 წლის საქმიანობის ანგარიშს (საანგარიშო პერიოდი: 2008 წლის 1 ოქტომბერი - 2009 წლის 1 ოქტომბერი).

0x01 graphic

0x01 graphic

3 ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


წლიდან წლამდე საიასადმი მოქალაქეების ნდობა იზრდება და მტკიცდება. კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების ეფექტიანი დაცვისა და უზრუნველყოფისაკენ სწრაფვა, კვლავაც რჩება საიას უმნიშვნელოვანეს სამარკო ნიშნად. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას ცენტრალური და რეგიონული ოფისების მიერ გაცემულ კონსულტაციათა რაოდენობა ნათლად მეტყველებს საიასადმი მოქალაქეთა მიერ გამოცხადებულ ნდობაზე. სტატისტიკური მონაცემები ასევე მიუთითებს საიას ადვოკატების დაუღალავ შრომასა და თავდადებაზე, მათ კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმზე სამართლის სხვადასხვა დარგში.

საანგარიშო პერიოდში საიას თბილისისა და 7 რეგიონული ოფისის მიერ გაცემულ იქნა რეკორდული რაოდენობის კონსულტაცია.

0x01 graphic

კონსულტაციების საერთო ჯამი 110351

აღნიშნული სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი გამოცხადებულ უდიდეს ნდობაზე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის საჭიროებასა და საიას მიერ მომავალში ამ საქმიანობის გაგრძელების საზოგადოებრივ დაკვეთაზე.

3.1 იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი დოკუმენტები

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდში საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ სულ გაცემულ იქნა 28 553 სამართლებრივი კონსულტაცია:

0x01 graphic

კონსულტაციები შემდეგ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა:

0x01 graphic

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტების მიერ მოქალაქეთათვის შედგენილ იქნა 1 002 სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი.

საადვოკატო მომსახურება

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას თბილისის ოფისმა მოქალაქეთა წარმომადგენლობა განახორციელა 22 სამოქალაქო, 67 ადმინისტრაციულ და 88 სისხლის სამართლის საქმეზე.

0x01 graphic

2009 წლის 1 ოქტომბრისთვის იურიდიული დახმარების ცენტრის წარმოებაშია:

  • 43 - ადმინისტრაციული სამართლის საქმე

  • 10 - სამოქალაქო სამართლის საქმე

  • 56 - სისხლის სამართლის საქმე

დედაქალაქის მსგავსად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას განაგრძობდნენ საიას რეგიონული ოფისებიც, რაც მოიცავდა შემდეგ საქმიანობებს: უფასო იურიდიული კონსულტაციები, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში უფასო წარმომადგენლობა, რეგიონებში გასვლითი კონსულტაციები და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტის მომზადება.

0x01 graphic

0x01 graphic

ქვემოთ მოცემულია სტატისტიკა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისების და ფილიალების მიერ საანგარიშო პერიოდში ბენეფიციარებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შესახებ:

რეგიონული
ოფისები

სატელე
ფონო

პირადი
კონსულტა-
ციები

გასვლითი
შეხვედრები

მედია-
კონსულ-
ტაციები

სულ

ქუთაისი

8415

18221

2826

39

29501

გორი

1690

15814

7563

0

25067

რუსთავი

2521

2607

389

2

5519

ოზურგეთი

231

2232

698

0

3161

თელავი

483

3369

677

20

4549

აჭარა

2197

8765

1235

4

12201

დუშეთი

220

1200

380

0

1800

საიას რეგიონული ოფისების მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტები:

აჭარა

ქუთა-
ისი

გორი

რუსთავი

ოზურ-
გეთი

თელავი

დუშეთი

სულ

დოკუმენტი

471

502

908

287

213

185

119

2685

წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე:

გორი

ოზურ
გეთი

თელავი

ქუთაისი

რუსთ
ავი

აჭარა

დუშე-
თი

სულ

საიას საქმეები

60

5

11

33

42

34

60

245

ადმინისტრ-
აციული

4

0

1

8

11

18

2

44

სისხლის
სამართალი

32

3

6

14

22

11

3

91

სამოქალაქო
სამართალი

24

2

4

11

9

5

55

110

წარმატებული
საქმეები

10

3

4

23

18

18

25

101

3.2 წარმატებული საქმეები

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას ადვოკატებმა წარმატებული საქმიანობით მოახერხეს, მოქალაქეთა სასარგებლოდ მნიშვნელოვანი შედეგებისთვის მიეღწიათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, საიას იურიდიული დახმარების ცენტრი საადვოკატო დახმარებას სთავაზობს უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთა უფლებები ილახება ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ან სახეზეა აშკარა უთანასწორობა მოდავე მხარეთა შესაძლებლობებს შორის. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები საიას ადვოკატების მიერ წარმოებული წარმატებული საქმეების შესახებ, ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება მოქალაქეთათვის, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ფენისათვის.

  • მარტოხელა პენსიონერ ს.შ-ს კანონით გათვალისწინებული დახმარების გაცემა შეუწყდა იმის გამო, რომ გამგეობამ და სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთმანეთს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. საიას დახმარებით, მოქალაქემ სასამართლოს მიმართა. შედეგად, მას აღუდგინეს ფულადი დახმარება და სრულად აუნაზღაურეს 2 წლის განმავლობაში მიუღებელი თანხა.

  • საიას დახმარებით მოქალაქე გ.ქ-მ, რომლის 12 წლის შვილს უხარისხო ვაქცინით აცრის შედეგად ტეტრაპარეზი (კიდურების პარალიზება) განუვითარდა, საიას ადვოკატების დახმარებით, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფარმაცევტულ კომპანიას და, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მიიღო 90 000 ლარი.

  • საიამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქალაქე ვ.ჩ-ს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვ.ჩ-ს სასარჩელო მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 670 ლარის გადახდა დააკისრა.

  • საიას დახმარებით სასამართლოს მიმართა მოქალაქე ჟ.ო-მ და სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან 10 თვის განმავლობაში მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება, მისი ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შემოწმება და სოციალური დახმარების აღდგენა მოითხოვა. შედეგად, მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

  • საიამ იურიდიული დახმარება გაუწია 18 წლის ლ.ბ-ს, რომელმაც სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სასამართლოში მოუგო დავა, რის შედეგადაც აღუდგა უკანონოდ შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსია, ასევე აუნაზღაურდა საპენსიო თანხა მისი უკანონოდ შეწყვეტიდან აღდგენამდე, დროის სრულ პერიოდზე.

  • საიას დახმარებისათვის მომართა მოქალაქე ნ.ფ-მ, რომელსაც 1992 წელს სამხედრო დავალების შესრულებისას დაეღუპა შვილი. როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულის ოჯახის წევრი, ნ.ფ. წლების განმავლობაში სარგებლობდა სხვადასხვა შეღავათით. თუმცა, 2008 წელს სტატუსი გაუუქმეს იმ არგუმენტით, რომ მისი შვილი არ დაღუპულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლისას. საიას დახმარებით ნ.ფ-მ სასამართლო დავა მოუგო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალა ნ.ფ-ს რეგისტრირება ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრად.

  • მარჩენალდაკარგულმა სტუდენტმა დ.გ-მ საიას დახმარებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დავა მოუგო სასამართლოს სამ ინსტანციაში და კუთვნილი პენსია მიიღო.

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი მ.ნ. შტატების შემცირების მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა 2 თვის ბავშვი და მისი გათავისუფლების დროს მოქმედი შრომის კანონმდებლობით, ამ კატეგორიის პირთა სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიძლებოდა. საიას დახმარებით მ.ნ-მ მიმართა სასამართლოს, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა - ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება მ.ნ-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

  • მოქალაქე ნ.ც-მ, საიას დახმარებით, სასამართლოს გზით დაიბრუნა ბანკ „ინოვაციაში“ შეტანილი სადეპოზიტო თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი.

  • საიას დახმარებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების მშობლებს დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი აუნაზღაურდათ.

  • პოეტმა იოსებ ლონგიშვილმა, საიას დახმარებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასაციის ეტაპზე დავა მოუგო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ და მიაღწია საავტორო უფლებების აღიარებას სიმღერა „სამაია“-ს ნაწილსა და სიმღერა „შატილის ასულოზე“.

  • საიას დახმარებით მოქალაქე გ.კ-ს გაუმარტივდა საკუთრების უფლების მოპოვება იმ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ოჯახთან ერთად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფლობს.

  • საიას დახმარებით ბებიამ და ბაბუამ 2 წლის შვილიშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს.

  • საიამ საადვოკატო დახმარება აღმოუჩინა ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულ 8 ადამიანს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე მათგანი დროებით იქნა გადაყვანილი მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო თავშესაფარში.

  • საია იცავდა ბრალდებულ ლ.მ-ს ინტერესებს, რომელმაც დაუდევრად ნასროლი ქვით დააზიანა ავტომობილის უკანა საქარე მინა. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ძიება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის I ნაწილი). ლ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, რომელიც, საიას შუამდგომლობით, შეეცვალა გირაოთი 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. ასევე, საიას ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა ექსპერტიზა, რითაც დადასტურდა, რომ ლ.მ-ს მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მნიშვნელოვან ზიანს, კერძოდ, 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე მეტს. დაცვის მხარის ძალისხმევის შედეგად, პროკურატურამ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება შეწყვიტა, ხოლო ლ.მ-ს უკან დაუბრუნდა გირაოს სახით გადახდილი 2000 ლარი.

  • ჯ.ჯ-ს ბრალი ედებოდა სხვისი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლებაში. საქმეში საიას ადვოკატის ჩართვის შემდეგ, ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრალდებულ ჯ.ჯ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა მის ქმედებაში სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

  • მსჯავრდებულმა დ.ბ-მ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა საიას და ადვოკატის დახმარება ითხოვა. იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქურდობის ჩადენისთვის იყო მსჯავრდებული და სასჯელის ზომად შეფარდებული ჰქონდა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საიას ადვოკატმა განაჩენი ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდგომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე და განჩინებით ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარის ძალისხმევით, პროკურატურასა და მსჯავრდებულ დ.ბ-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, დ.ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვალა მოხდილად და დ.ბ. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

  • საიას ადვოკატის ძალისხმევით, განსასჯელ გ.ჩ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობა, კერძოდ, რამდენიმე შეკვრა „ბორჯომის“ მოპარვა, უზენაესი სასამართლოდან საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების ეტაპზე, პროკურატურამ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება. შეთანხმების პირობების თანახმად, გ.ჩ-ს სასამართლომ სასჯელის ზომად 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმების დადების მომენტისთვის უკვე მოხდილი ჰქონდა. შედეგად, გ.ჩ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

  • საიამ საადვოკატო დახმარება აღმოუჩინა ბრალდებულ გ.ქ-ს, რომელმაც შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში მოიპარა ავტომანქანის უკანა ხედვის სარკეები რამდენიმე ავტომობილიდან, რისთვისაც სასჯელის სახით მინიმუმ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. დაცვის მხარის ძალისხმევითა და მისი ინიციატივით მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და ბრალდებულს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება და გ.ქ-ს სასჯელის სახედ მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • საიამ საადვოკატო დახმარება გაუწია ბრალდებულ ვ.მ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა. დაცვის მხარის ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახით განესაზღვრა მხოლოდ 4000 ლარის ოდენობით ჯარიმა.

  • საიას ადვოკატის დახმარებით ჯ.შ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით), პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. შეთანხმების პირობების თანახმად, ჯ.შ-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით (მაშინ, როდესაც 389-ე მუხლის I ნაწილით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან შვიდ წლამდე ვადით). საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან სამ დღეში ჯ.შ. პატიმრობიდან გათავისუფლდა.

0x01 graphic

საიას რეგიონული ოფისების ადვოკატების თავდაუზოგავი საქმიანობის შედეგად ასევე მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებებს არაერთ საქმეზე:

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, დაკმაყოფილდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მ.მ-ს, რ.ბ-ს, ნ.ღ-ს და სხვათა (სულ 12 მოსარჩელე) სარჩელები. ბათილად იქნა ცნობილი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე სტუდენტებს მიენიჭათ ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. სასამართლო გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სტუდენტებს მიენიჭებათ იურისტ-ეკონომისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ.გ-ს სარჩელი და მოპასუხეს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს - ნ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 22 528 ლარის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით.

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ც.ც-ს სარჩელი და ბათილად ცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. 2009 წლის მარტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ აღიარა ც.ც-ს საკუთრების უფლება სოფელ მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

  • საიას აჭარის ფილიალს სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მიმართა ზ.წ-მ, რომლის წინააღმდეგაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღძრა სარჩელი და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების და, ამის საფუძველზე, ზ.წ-ს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარჩელო მოთხოვნა და ზ.წ-ს შეუნარჩუნდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დაზარალებულ ნ.ს-ს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე და განსასჯელს დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ 9000 ლარის გადახდა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №128/08, მ.დ-ს უკანონო მშენებლობისათვის 4000 ლარით დაჯარიმებისა და შენობის დემონტაჟის შესახებ.

  • საიას აჭარის ფილიალს სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მიმართა მოქალაქე ნ.ჯ-მ, რომელსაც საჯარო რეესტრის თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა შეუჩერა რეგისტრაცია მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაავალდებულა თელავის სარეგისტრაციო სამსახური, დაარეგისტრიროს ნ.ჯ-ს საკუთრება.

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე თ.კ-ს, სასამართლო გადაწყვეტილებით, დაუდგინდა მემკვიდრეობის ფაქტობრივად ფლობა.

  • საიას აჭარის ფილიალს სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა ც.ჭ-მ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სრული კურსის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორის №1-18 ბრძანების საფუძველზე, ნაცვლად დი პლომისა, სთავაზობდნენ ცნობას - „მოისმინა“. აღნიშნულ საქმეზე დაიწერა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტს დაავალა, საკითხის შესწავლის შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

  • საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ა.გ-ს სარჩელი, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას უკანონოდ „ჩამოაჭრა“ 400 კვ.მ მიწის ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2507 კვ.მ მიწის ფართობის დარეგისტრირება ა.გ-ს საკუთრებაში.

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა მ.დ-ს სასარჩელო მოთხოვნა და შპს „ვატერლაით ჯორჯიას“ დაეკისრა მ.დ-ს სასარგებლოდ 6 000 (ექვსი ათასი) ლარი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

  • საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, მ.ხ. აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

  • საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით მ.ც-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება - შეეცვალა გირაოს გადახდით 2000 ლარის ოდენობით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღსანიშნავია, რომ მ.ც. მონაწილეობდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში და მიაჩნდა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

  • 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიისას დაღუპული ჯარისკაცის დედა ნ.მ. ორთვიან წინასწარ პატიმრობას გადაურჩა. მან ვერ შეძლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მან შუამდგომლობთ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის დადგენილებით, ნ.მ-ს შეეფარდა პირადი თავდებობა. საიას ქუთაისის ფილიალის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვნილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2008 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მხოლოდ ერთ ბრალდებულს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პირადი თავდებობა.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ნ.ქ-ს, რომელსაც ბრალი დაედო სსკ-ის 389-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

  • საიას ქუთაისის ფილიალს დახმარებისთვის მიმართა გ.გ-მ, რომელსაც ბრალი დაედო სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საიას ადვოკატის დახმარებით, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი სასჯელი სამი წელი და მსჯავრდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

  • საიას ქუთაისის ფილიალმა სამართლებრივი დახმარება გაუწია მოქალაქე თ.კ-ს, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი შ.ბ. საქართველოს სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტითა და 138-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, გ.ს-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

  • საიას ქუთაისის ფილიალმა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინა მოქალაქე ე.დ-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ის გათავისუფლდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ე.ჯ-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხობის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება - შეეცვალა გირაოს გადახდით 2000 ლარის ოდენობით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ე.ჯ. იყო თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ა.კ-ს, რომელსაც ბრალი დაედო სსკ-ის 389-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ა.ნ-ს დაენიშნა ალიმენტი, თვეში 100 ლარის ოდენობით.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მ.ჭ-ს მამად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა აწ გარდაცვლილი ბ.ჯ. და, ამის საფუძველზე, არასრულწლოვანს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია.

  • საიას ქუთაისის ფილიალმა სამართლებრივი დახმარება გაუწია გ.ვ-ს, რომლის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ცნობილი იქნა ბათილად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

  • საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან მ.ზ-ს დაენიშნა ალიმენტი, თვეში 150 ლარის ოდენობით.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, ე.ბ-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პირადი თავდებობა და, საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო განაჩენით განესაზღვრა პირობითი სასჯელი ერთი წლის ვადით.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ლ.ჯ-ს სარჩელი და მოპასუხე ბ.ჯ-ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ა.ბ-ს სარჩელი საკუთრებისა და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა თ.ხ-ს სარჩელი და მოპასუხე ვ.წ-ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ზ.მ-ს ადმინისტრაციული საჩივარი, რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, ლ.ხ. ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ სასამართლოს მიერ, დაენიშნა მეურვე, მის მიმართ დადგინდა დაბადების რეგისტრაციის ფაქტი და დაენიშნა სახელმწიფო პენსია.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ი.ბ-ს სარჩელი და მოპასუხე ნ.უ-ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, ჟ.გ-ს მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რუსთავის რაიონული პროკურატურის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ხ.მ-ს სარჩელი და მოპასუხე შ.ბ-ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულმა ც.დ-მ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დაირეგისტრირა სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ი.კ-ს ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ.

  • საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო რუსთავის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დააკმაყოფილა მ.ს-ს ადმინისტრაციული სარჩელი, რის საფუძველზეც, რუსთავის მერიას დაევალა საცხოვრებელი ბინის მ.ს-სთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკუთრებაში (პრივატიზაცია).

  • საიას რუსთავის ოფისს დახმარებისთვის მიმართა მოქალაქე გ.წ-მ. მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა რუსთავის მერიის მიერ გამოცემული აქტის - საკუთრების მოწმობის - ბათილობას, რომლითაც გ.წ-ს მიენიჭა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე. საიას ადვოკატების დახმარებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ.წ-ს საქმეზე.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, ც.ძ-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რის შედეგადაც ხელახლა იქნა გადათვლილი მისი სარეიტინგო ქულა და 37790-მდე დაიწია. შედეგად, მარტოხელა ც.ძ-მ მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, ბრალდებულ ზ.მ-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - შეეცვალა გირაოთი.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე გ.ტ-ს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, ნ.ზ-ს მოეხსნა ნასამართლობა.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გ.ბ-ს ოჯახი ხელახლა იქნა შემოწმებული და მათმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 37 890. შედეგად, 2009 წლის 6 მარტს ოჯახს დაენიშნა საარსებო შემწეობა 9 წევრზე 222 ლარის ოდენობით.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, დაზარალებულ ა.ქ-ს აუნაზღაურდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანი 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, თელავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ც.ს-ს მიმართ თელავის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი.

  • საიას თელავის ოფისის დახმარებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დ.ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 631, 39 ლარის გადახდა.

  • საიას გორის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა თ.ლ-ს სარჩელი და მოპასუხე ზ.გ-ს, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილის გ.გ-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

  • საიას გორის ოფისს დახმარებისათვის მიმართა შ.გ-მ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ უკანონოდ შეუწყვიტა საარსებო შემწეობა. საიას გორის ოფისის დახმარებით, მოხდა მისი ოჯახის აღდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიენიჭა სარეიტინგო ქულა 48670 და კვლავ დაენიშნა საარსებო შემწეობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა საარსებო შემწეობის თანხის აღდგენაზე გაუქმების დღიდან, შ.გ-მ გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. საჩივარი დაკმაყოფილდა და შ.გ-ს ასევე აუნაზღაურდა იმ თვეების საარსებო შემწეობაც, როდესაც უკანონოდ ჰქონდა შეწყვეტილი მისი მიღება.

  • საიას გორის ოფისის დახმარებით, ნ.ზ-ს აღსაზრდელად დაუბრუნდა არასრულწლოვანი შვილები, რომელთა ნახვის უფლებაც მას შეზღუდული ჰქონდა გარდაცვლილი მეუღლის ოჯახის წევრების მიერ.

  • საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა უ.ო-ს სარჩელი. გაუქმდა დუშეთის რაიონის სოფელ დავათის სკოლის დირექტორის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის აღდგენა დავათის დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

  • საიას დუშეთის ოფისის დახმარებით ე.ყ-ს მამად, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა აწ გარდაცვლილი ა.ბ. და, ამის საფუძველზე, არასრულწლოვანს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია.

  • საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, მოქალაქეებს რ.ბ-ს, ჟ.ს-ს და სხვებს (სულ 45 პირი), რომლებიც ვეღარ იღებდნენ კუთვნილ პენსიას იმის გამო, რომ საპენსიო საქმეზე დართულ დოკუმენტებში მითითებული სახელები და გვარები არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული პირების პირადობის მოწმობაში რეგისტრირებულ სახელებსა და გვარებს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაუდგინდათ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება, რის შედეგადაც მათ შეძლეს პენსიის დანიშვნა და პენსიაზე დანამატის მიღება.

  • საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, მოქალაქეებს ლ.ბ.-ს, გ.ნ.-ს და სხვებს (სულ 58 პირი), რომლებიც ვერ ახერხებდნენ კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციას, რადგანაც მთელ რიგ დოკუმენტებში სახელები და გვარები არ იყო ერთმანეთის იდენტური, დაუდგინდათ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება. ყოველივე ამის შედეგად, მათ შეძლეს უძრავი ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრის დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში.

  • საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, ტ.ქ-ს, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება, რის შედეგადაც მან შეძლო აფხაზეთის ომის მონაწილის სტატუსის მიღება.

3.3 სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შიდა სამართალწარმოების გარდა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი, მათი დარღვეული უფლებები და თავისუფლებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოებში დაეცვათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებსა და ევროპული კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით, საიამ კონსულტაცია გაუწია 1405 მოქალაქეს. სტრასბურგის სასამართლოში განაცხადის წარდგენის მსურველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა გასულ წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ პირთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებმაც. კონფლიქტის დაწყების დღიდან საია აქტიურად ჩაერთო დაზარალებულ პირთა სამართლებრივი დახმარების პროცესში. შედეგად, წინა წელს სტრასბურგში შეტანილ 14 საქმეს კიდევ 62 დაემატა.

1. რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 48099/08)

საქმე ეხება კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს, მიუხედავად ამ უკანასკნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრობის ვადისა.

ზემოაღნიშნული შეზღუდვის გამო, განმცხადებელმა, რომელიც არჩევნების დროისათვის სასჯელს იხდიდა ქ. რუსთავის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2006 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

2. რურუა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 57377/08)

საქმე ეხება ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილ დავალიანებას. ბატონი რურუა და მისი ოჯახის წევრები 2002 წლიდან მოყოლებული ეროვნულ სასამართლოებში ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით, მათ უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ინდექსაციის მექანიზმი, ანუ არ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ანაბრების ინდექსაციის მექანიზმი უნდა განესაზღვრა საქართველოს მთავრობის 2004 წლის დადგენილებით შექმნილ სახელმწიფო ვალის შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას, რაც დღემდე არ გაკეთებულა.

საიას დახმარებით, განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება) დარღვევის გამო პირველ მუხლთან მიმართებით.

3. მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 30364/09)

ბატონი მეგრელიშვილი გაასამართლეს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-მოხმარებისათვის. გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა ჩხრეკა/ამოღების ოქმებს და სოდ-ის თანამშრომელთა ჩვენებებს. განმცხადებლის პირადი ჩხრეკა, ისევე როგორც მისი ავტომობილის ჩხრეკა, ჩატარდა ისე, რომ ამ უკანასკნელს არ მისცეს დამსწრეების მოწვევის უფლება.

საქმის განხილვისას, მოსამართლეებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარეს გამომძიებლის მოსაზრება, რომ არსებობდა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და გამომძიებლის უარი საგამოძიებო მოქმედებებზე დამსწრეთა მოწვევის შესახებ კანონიერად მიიჩნიეს.

საიას დახმარებით, განმცხადებელმა ევროპულ სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ მასთან მიმართებით დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია.

4. სტუდია მონიტორი და ზურიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 44920/09)

სტუდია „მონიტორმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. სტუდია „მონიტორს“ და მის ჟურნალისტს ნინო ზურიაშვილს საქმის მასალები ესაჭიროებოდა ჟურნალისტური გამოძიების პროექტისათვის გადაცემის მოსამზადებლად.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სტუდია „მონიტორს“ უარი უთხრა ინფორმაციის გაცემაზე. განმცხადებელმა გადაცემისათვის საჭირო საქმის მასალების ასლები ვერც სასარჩელო წარმოების გზით მიიღო.

განმცხადებლები დავობენ კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სტუდია „მონიტორს“ მიაჩნია, რომ არაპროპორციულად შეუზღუდეს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება მაშინ, როცა აღნიშნული ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესი არსებობდა. სტუდია „მონიტორის“ ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

5. კაკუშაძე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 5619/09)

ბატონი კაკუშაძე სასჯელს იხდიდა ყაჩაღობისათვის. სასჯელის მოხდის პერიოდში განმცხადებელს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც იგი 10 დღით კარცერში მოათავსეს. მოგვიანებით, იგივე ქმედებისათვის, რომელიც უკვე დაკვალიფიცირდა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული (სსკ 378 მუხლი), ბატონი კაკუშაძე გაასამართლეს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-7 ოქმის მე-4 მუხლი (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა). კაკუშაძეს ინტერესებს ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

6. გეწაძე საქართველოს წინააღმდეგ (სარეგისტრაციო ნომერი 15373/09)

2006 წლის 2 ნოემბერს დაიწყო გამოძიება გეგუთის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონით აკრძალული ნივთის - ფულის (50 ლარის) - გადაცემის მცდელობის ფაქტზე. იმავე დღეს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - განმცხადებლის მობილური ტელეფონით განხორციელებული და მის ტელეფონში შემომავალი ზარების ფარული მოსმენა-ჩაწერა. მოცემული დროისათვის განმცხადებელი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.

2007 წელს განმცხადებელი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დანაშაულის პროვოკაცია) მცდელობისათვის.

განმცხადებელი, საიას ადვოკატების დახმარებით, დავობს კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევის თაობაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ იგი დასაჯეს იმ დანაშაულის გამო, რომელსაც არ ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და, რომ მოხდა მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევა.

7. ეგიზარიანი საქართველოს წინააღმდეგ

2004 წლის 21 აგვისტოს ვ. ეგიზარიანი, თავის მეგობრებთან ერთად, ავტომანქანით აფეთქდა TM-57 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე დაბა ჩაქვში. ამ ინციდენტის შედეგად ვ. ეგიზარიანმა ორივე ქვედა კიდური დაკარგა. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია უვადოდ და მუდმივ მომვლელს საჭიროებს.

აღნიშნული სანაპირო ზოლი, 2004 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ, დაინაღმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრის ბრძანებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების პერიოდში.

2005 წლის ივლისში ვ. ეგიზარიანმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. საქმის განხილვა შიდა სასამართლოებში გაუმართლებლად გაჭიანურდა შიდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ 2009 წლის მაისში და განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ასევე, არ იქნა გამოძიებული, თუ რომელი სახელმწიფო უწყება იყო პასუხისმგებელი განაღმვითი სამუშაოების ჩატარებაზე და ვის უნდა ეგო პასუხი მომხდარი ინციდენტის გამო.

ევროპის სასამართლოში საიას მიერ განაცხადი გაიგზავნა 2009 წლის 19 აგვისტოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება/არაეფექტური გამოძიება), მე-6 (საქმის განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურება), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) და მე-13 მუხლის (ეფექტური შიდა საშუალებები) დარღვევის თაობაზე.

სტრატეგიული სამართალწარმოება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთათვის

აღნიშნული მიმართულების ფარგლებში მომზადდა და საიას მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა პირველადი განაცხადები 365 განმცხადებლის (დაზარალებული პირის) სახელით. განაცხადები მოიცავს საქართველოს შემდეგ სოფლებს/ქალაქებს: გორი, ერედვი, არგვიცი, ბერულა, ვარიანი, ქერე, ქურთა, კეხვი, ხეითი, აჩაბეთი, ბროწლეთი, ვანათი, ავლევი, ავნევი, საცხენეთი, ტყვიავი, აწრისხევი, ქსუისი, ქიწნისი, დვანი, თამარაშენი, ტირძნისი, თორტიზა, ერგნეთი, კარალეთი, ახალდაბა, თედოწმინდა, რუისი და სხვა. განაცხადები ეხება ევროპული კონვენციით გარანტირებული ისეთი უფლებების დარღვევებს, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი), იძულებითი შრომის აკრძალვა (მე-4 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8 მუხლი), უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე (მე-13 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-14 მუხლი), საკუთრების უფლება (პირველი ოქმის პირველი მუხლი) და გადაადგილების თავისუფლება (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი).

0x01 graphic

ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის დეკემბერი განსაზღვრა, როგორც სრული სარჩელების წარდგენის ბოლო ვადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მიმართულების ფარგლებში საია, თავისი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რომლებსაც წარედგინათ მოთხოვნა, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევები. ამ მიზნით, 400-მდე განცხადება გაიგზავნა საქართველოსა და რუსეთის მთელ რიგ უწყებებში, მათ შორის, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და რუსეთის პროკურატურასთან არსებულ საგამოძიებო კომიტეტში შემდეგი ძირითადი მოთხოვნებით: დაიწყოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით; მოხდეს შესაბამისი პირების დაზარალებულად ან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა; ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო თუ სხვა ტი პის ექსპერტიზა ან/და სხვა საგამოძიებო მოქმედება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ განაცხადთა დასახელება და სავარაუდოდ დარღვეულ უფლებათა ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ჩალაური და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ცხინვალში სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება, მათი იძულებითი შრომა, წამება/არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია) - 51 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9445/09)

  2. კასრაძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ერგნეთში სახლების დაწვა და სამოქალაქო პირების მკვლელობა - 28 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9912/09)

  3. დათაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (თამარაშენში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 25 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9913/09)

  4. აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრის დაბომბვის შედეგად 10 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 20 სამოქალაქო პირის დაჭრა) - 31 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9956/09)

  5. მერებაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ტყვიავის სამარშრუტო ტაქსის გატაცება, 2 სამოქალაქო პირის მკვლელობა, 2 სამოქალაქო პირის გაუჩინარება) - 11 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9968/09)

  6. ვარძელაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს სოფელ რუისის დაბომბვის შედეგად 3 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 5 სამოქალაქო პირის დაჭრა) - 8 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9928/09)

  7. ხმიადაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ტირძნისში სამოქალაქო პირების მკვლელობა) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9947/09)

  8. ჩიხლაძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს ტყვიავში ორი სამოქალაქო პირის მკვლელობა) - 2 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9850/09)

  9. ახალკაცი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს თორტიზას დაბომბვის შედეგად 3 სამოქალაქო პირის მკვლელობა და, სულ მცირე, 5 ადამიანის დაჭრა) - 6 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10069/09)

  10. ღაღანიძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს გორი-ქარელის ტრასის მონაკვეთზე სამარშრუტო ტაქსის ჩაცხრილვა: 9 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დანარჩენები მძიმედ დაიჭრნენ) - 11 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9987/09)

  11. გალეგაშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება, დამამცირებელი/არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია და, შედეგად, ერთი სამოქალაქო პირის დაღუპვა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9569/09)

  12. გვერდწითელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (გორის სამხედრო ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად ექიმის დაღუპვა) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9167/09)

  13. მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სამხედრო ტყვეების წამება, დისკრიმინაცია, ორი სამხედრო ტყვის მკვლელობა) - 7 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9184/09)

  14. პაპუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს სოფელ ახალდაბასთან სამოქალაქო მანქანის ჩაცხრილვა: 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 3 დაიჭრა) - 4 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10191/09)

  15. ჩლაიძე რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს სოფელ არაშენდასთან სამოქალაქო მანქანის ჩაცხრილვა: 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 1 მძიმედ დაიჭრა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9995/09)

  16. გარსევანიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს სოფელ თედოწმინდასთან ორი სამოქალაქო მანქანის ჩაცხრილვა: 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა) - 4 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10260/09)

  17. ფარქაშვილი რუსეთის წინააღმდეგ (კარალეთიდან სამოქალაქო პირის გაუჩინარება) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9852/09)

  18. იაკობაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (13 აგვისტოს აგარასთან სამოქალაქო მანქანის ჩაცხრილვა: შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9920/09)

  19. დემეტრაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ბელოთში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 12 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 19322/09)

  20. სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ (9 აგვისტოს ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის შედეგად 2 ქალბატონის დაღუპვა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8336/09)

  21. ბეკოევა საქართველოს წინააღმდეგ (9 აგვისტოს სოფელ ტბეთთან 15 წლის გოგონას დაღუპვა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 48347/08)

  22. ქარქიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ომის შედეგად დევნილი 4 სამოქალაქო პირის ცხინვალში უკანონო პატიმრობა) - 8 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 50135/09)

  23. კაზიევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნებით ოსი 3 სამოქალაქო პირის უკანონო დაკავება და შემდგომი გაუჩინარება) - 5 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 50127/09)

  24. ქრისტესიაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ერედვში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 17 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10312/09)

  25. ბერუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ბერულაში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 23 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10341/09)

  26. ტურაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ არგვიცში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 9 განმცხადებელი

  27. შოშიტაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ქსუისში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8989/09)

  28. ყოჩიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ქურთაში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 4 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8976/09)

  29. ასკილაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ აწრისხევში სახლების გადაწვა, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა) - 4 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8996/09)

  30. ნინიაშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ავლევში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8381/09)

  31. არბოლიშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ერედვში 13 აგვისტოს სამოქალაქო პირის მკვლელობა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8611/09)

  32. ქუშაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (9 აგვისტოს გორის დაბომბვის შედეგად სუხიშვილების ქუჩაზე 1 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 2 ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8960/09) (14)

0x01 graphic

  1. ნებიერიძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ კეხვში სახლების გადაწვა, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 8 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9239/09)

  2. ბორცვაძე რუსეთის წინააღმდეგ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და დისკრიმინაციული მოპყრობა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8637/09)

  3. ბორცვაძე რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ქიწნისში სამოქალაქო პირის მკვლელობა) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8658/09)

  4. ზუბაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ხეითში სახლების გადაწვა, არაადამიანური მოპყრობა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8912/09)

  5. ეთერ თხელიძე რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ბერულაში სამოქალაქო პირის გაუჩინარება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8625/09)

  6. შოშიტაშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ქსუისში სამოქალაქო პირისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არაადამიანური მოპყრობა, ქონების განადგურება) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8799/09)

  7. რაზმაძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ აჩაბეთში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 15 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9221/09)

  8. ხადური რუსეთის წინააღმდეგ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არაადამიანური მოპყრობა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8906/09)

  9. ქარელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (9 აგვისტოს გორის დაბომბვის შედეგად 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 6 ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება) - 6 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9203/09)

  10. ელიკაშვილი და ლომიძე რუსეთის წინააღმდეგ (11 აგვისტოს სოფელ ქერეს დაბომბვის შედეგად 1 სამოქალაქო პირის დაღუპვა და 1 ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება) - 2 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 8576/09)

  11. ბარბაქაძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (ცხინვალში სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება, მათი იძულებითი შრომა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია) - 11 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9546/09)

  12. გოგიშვილი და ჭოველიძე რუსეთის წინააღმდეგ (12 აგვისტოს სოფელ ვარიანში სამოქალაქო მანქანის ჩაცხრილვა: 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა) - 2 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10301/09)

  13. ოქროპირიძე რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ტყვიავში სამოქალაქო პირის მკვლელობა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10667/09)

  14. ციცილოშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ვანათში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10046/09)

  15. გოგიშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ზემო ხვითში სამოქალაქო პირის უკანონო დაკავება, არაადამიანური მოპყრობა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 10037/09)

  16. არჩვაძე და ბასიშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სამოქალაქო პირების ცხინვალში უკანონო დაკავება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 2 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9921/09)

  17. ნიკოლიშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ბროწლეთში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9226/09)

  18. კოპაძე რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ დვანში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9933/09)

  19. გოგიძე და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ძარწემში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 3 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 16993/09)

  20. ცოტნიაშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ერედვში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 16574/09)

  21. ხადური და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ბერულაში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 4 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 16518/09)

  22. გაბლიშვილი რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ზარდიაანთკარში ქონების განადგურება და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 1 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 16542/09)

  23. მარანელი და ტასოევა რუსეთის წინააღმდეგ (სოფელ ავნევში სახლების გადაწვა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) - 2 განმცხადებელი (სარეგისტრაციო ნომერი 9128/09)

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საქმეები

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები სამართლებრივ დახმარებას უწევენ იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მომდევნო პერიოდში. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფ პირებს და მათ ოჯახებს.

  • საიას ადვოკატები სამართლებრივ დახმარებას უწევენ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ასევე შემდგომ პერიოდში კონფლიქტის ზონაში გაუჩინარებული სამოქალაქო და სამხედრო პირების ოჯახებს. მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით (რუსეთის და საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სტრატეგიული სამართალწარმოება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების გარდა, საია კვლავ განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ეროვნულ ინსტანციებში. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება და მიღწეული შედეგები. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავი არ დარჩა მკვდარ ნორმად.

თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ პრობლემატურია ინფორმაციის დასაბუთებულად გასაიდუმლოების საკითხები. საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარი ხდება უმოქმედობით ან, „უკეთეს“ შემთხვევაში, მხოლოდ კანონის ნორმების მითითებით, ხოლო იმის განმარტებას, თუ რატომ მიესადაგება აღნიშნული ნორმა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას, ადმინისტრაციული ორგანოები სავალდებულოდ არ მიიჩნევენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ წარმოებული დავა.

0x01 graphic

ენერგეტიკის სამინისტრომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, გაესაიდუმლოებინა ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით კომპანია „ინტერ რაო ეეს“-თან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მემორანდუმის მიმართ უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. დავა ამ ეტაპზე სასამართლო წარმოებაშია.

ასევე, სრულიად ბუნდოვანი და არაერთგვაროვანია პერსონალური მონაცემების გაცემის საკითხები, განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოების ტენდენციებია. სამწუხაროდ, სასამართლოში დავა გვიწევს ისეთი პირების პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირები.

სტატისტიკური მონაცემები:

1. განცხადებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 3522 განცხადება, აქედან:

  • სრულად დაკმაყოფილდა - 783

  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 136

  • არ დაკმაყოფილდა - 2575

  • ამჟამად პასუხის მოლოდინშია - 28

0x01 graphic

2. ადმინისტრაციული საჩივრები

სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში წლის განმავლობაში წარდგენილ იქნა 42 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან:

  • ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 6 საჩივარი

  • გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 6 შემთხვევაში

  • განხილვის სტადიაზეა 30 ადმინისტრაციული საჩივარი

0x01 graphic

ადმინისტრაციულ საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან:

  • დაკმაყოფილდა - 2

  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 3

  • არ დაკმაყოფილდა - 1

0x01 graphic

3. სარჩელები

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში სულ წარდგენილ იქნა 18 სარჩელი, ამათგან:

  • დაკმაყოფილდა - 1

  • არსებითი განხილვის სტადიაზეა - 11

  • უარი დაკმაყოფილებაზე - 3

  • დაუშვებლად იქნა ცნობილი - 2

  • საქმეზე შეწყდა წარმოება - 1

  • პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი 13 სარჩელიდან: დაკმაყოფილდა - 1; არ დაკმაყოფილდა - 2; შეწყდა წარმოება - 1; არსებითი განხილვის სტადიაზეა - 9.

  • საკასაციო ინსტანციაში შეტანილი 3 სარჩელიდან: არ დაკმაყოფილდა - 1; დაუშვებლად იქნა ცნობილი - 2.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ორი სარჩელიდან ორივე არსებითი განხილვის სტადიაზეა.

0x01 graphic

______________

1 2009 წლის სექტემბრში ამ საქმეს, განმცხადებლის სტატუსით, ისრაელის ერთი და ჰოლანდიის ორი მოქალაქე შეუერთდა - დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის მეუღლე და დაჭრილი ჰოლანდიელი.

3.4 იურიდიული დახმარება პატიმრებისათვის

▲ზევით დაბრუნება


დევნილების მსგავსად, საიას იურისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პატიმართა უფლებების დაცვას, მათთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და სამართლებრივ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში.

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში წლების წინ დამკვიდრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართათვის კონსულტაციის გაწევისა და დახმარების აღმოჩენის ტრადიცია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თბილისის ოფისში აღირიცხა 319 პატიმრის წერილი. მათგან თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულებულ იქნა და კონსულტაცია გაეწია 154 პატიმარს. 39 პატიმარს საიამ წერილობით მიაწოდა პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, 25 პატიმრისთვის კი შედგენილ იქნა სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი - განცხადება, საკასაციო საჩივარი და ა.შ.

მომზადდა რამდენიმე განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის მიმართ. საიას შუამდგომლობით, 4 მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პირობები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ციხის საკნიდან გადაყვანილ იქნენ სამკურნალო დაწესებულებებში. ხოლო 2 მსჯავრდებული, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საიას შუამდგომლობის საფუძველზე, გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში.

3.5 იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი დახმარება

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა დევნილთა მოთხოვნილება სამართლებრივი დახმარების გაწევაზე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ეს ეხებოდა მათ სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ და ეკონომიკურ ყოფას და ა.შ. ძირითადად, დევნილთა პრობლემები არაერთგვაროვანია და განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ დევნილთა რომელ ტალღას ეკუთვნის ესა თუ ის პირი. 90-იანი წლების დევნილებისათვის გამოკვეთილად აქტუალურია განსახლება და გადამისამართება. ამ საკითხებისადმი დაინტერესებამ განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო დევნილთა მიერ კოლექტიურ ცენტრებში დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დევნილთა უფლებების დაცვას კერძო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებისას.

0x01 graphic

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად გადაადგილებული პირები კი, ძირითადად, ითხოვდნენ სამართლებრივი დახმარების გაწევას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • დევნილის სტატუსის მინიჭება

  • სხვადასხვა სახის ფულადი დახმარებები და შემწეობები

  • თავშესაფრის (კოტეჯის) სანაცვლო კომპენსაციის მიღება

  • სამედიცინო მომსახურება

  • საკვებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფა

  • საბანკო სექტორთან ურთიერთობა

საიას იურისტები რეგიონების მიხედვით უწევდნენ იურიდიულ დახმარებას იძულებით გადაადგილებულ პირებს. გარდა ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებისა, ხორციელდებოდა მობილური ვიზიტები კოლექტიურ ცენტრებსა და ახალ ჩასახლებებში, ასევე, ეწყობოდა საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთათვის.

0x01 graphic

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საიას დახმარებით, 8316-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია, განხორციელდა 426 მობილური ვიზიტი, მომზადდა და მოეწყო 26 საინფორმაციო შეხვედრა კერძო სექტორში განსახლებულ დევნილებთან. ადვოკატის მომსახურება უზრუნველყოფილი იყო 3 სასამართლო პროცესზე.

3.6 სამართლებრივი დახმარება ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

▲ზევით დაბრუნება


ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვალავ რჩება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად. საანგარიშო წლის განმავლობაში საია სამართლებრივ დახმარებას უწევდა როგორ ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო პირობების ან კონტრაქტის გადამოწმება სურდათ.

საიას იურისტების მიერ საანგარიშო პერიოდში გაიცა დაახლოებით 100-მდე სატელეფონო და პირადი კონსულტაცია ადამიანებით ვაჭრობის საკითხებზე და 150-მდე კონსულტაცია ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში საიას იურისტები წარმოადგენდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინტერესებს 15 სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეზე. თავიდან იქნა აცილებული რამდენიმე მოქალაქის მიერ არაშესაბამის პირობებში უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. გარდა ამისა, საიას იურისტები ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს სასამართლოში წარსადგენი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში ეხმარებოდნენ.

4 საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება

▲ზევით დაბრუნება


როგორც დაფუძნების დღეს, დღესაც მტკიცედ გვჯერა, რომ წარმოუდგენელია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობაც კი კარგად ინფორმირებული, აქტიური და კანონმორჩილი მოქალაქეების გარეშე. ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემას საია მოსახლეობის ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიით ცდილობს. როგორც ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, საანგარიშო პერიოდში ჩვენ მიერ ორგანიზებულ სემინარებს, ტრენინგებსა და მრგვალ მაგიდებს დაახლოებით 10000 ადამიანი ესწრებოდა. საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მომზადებული დოკუმენტური ფილმების, რადიოგადაცემებისა და საგაზეთო ჩანართების წყალობით კი, ვეცადეთ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის მიგვეწვდინა ხმა.

საიას ფილიალებისა და რეგიონული ოფისების მიერ მოწყობილი შეხვედრების სტატისტიკა

ქუთა-
ისი

აჭარა

გორი

რუს-
თავი

ოზურ-
გეთი

თელავი

დუშეთი

სულ

სემინარები,
მრგვალი
მაგიდები,
შეხვედრები

40

67

333

46

17

17

15

535

მონაწილეთა
რაოდენობა

795

1344

6480

614

362

161

225

9981

სემინარებსა და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რაც საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, აგრეთვე, საზოგადოებისთვის აქტუალური შემდეგი თემები:

  • ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

  • ცვლილებები ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში

  • სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

  • 2009 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები

  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური გარანტიები

  • 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

  • როგორ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს

  • როგორ დავარეგისტრიროთ უძრავი ქონება

  • ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში

  • ადმინისტრაციული პატიმრობა

  • თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის - 2009 წლის ბიუჯეტი

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

  • ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, მათი გამიჯვნა და დასაშვებობა

  • სასჯელი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

  • იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა სამოქალაქო რეესტრის სამსახურების მიერ

  • ხელშეკრულების ფორმები, როგორც სამართლებრივი შედეგების გამოწვევის საფუძველი

  • ევროსასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები

  • მუნიციპალიტეტის გამგეობების სტრუქტურული ერთეულები და მართვის ტერიტორიული ორგანოები

  • ქალთა უფლებები

  • გამოხატვის თავისუფლება

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  • საკუთრების უფლება

  • ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებები

  • საკანონმდებლო სიახლეები შვილად აყვანისა და შვილობილობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში

  • მემკვიდრეობის მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი

  • არასრულწლოვანთა უფლებები

  • შრომითი ურთიერთობები

  • უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა სასამართლოს გზით და ადმინისტრაციული წარმოება

  • სიღარიბის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების სოციალური დაცვის მექანიზმები, დახმარების დანიშვნა, გასაჩივრება

  • ბავშვის უფლებათა კონვენცია

  • გირავნობა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

  • ინფორმაციის თავისუფლება

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები

  • ადმინისტრაციული წარმოება

  • ადგილობრივი თვითმმართველობა

  • უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაცია

  • არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

  • სკოლის სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები

  • ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს - გამგეობის რწმუნებულის უფლება-მოვალეობები და საქმისწარმოების წესები

ტელე-რადიო გადაცემები

  • რადიო „ჰერეთის“ ეთერით გადაიცა საიას თელავის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემა თემაზე - სახელმწიფო სტიპენდიებისა და კომპენსაციების გაცემის წესი და პროცედურები

  • რადიო „თრიალეთის“ ეთერში გავიდა საიას გორის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემა - არასრულწლოვანთა უფლებები საქართველოში (კანონმდებლობის მიმოხილვა და პრაქტიკა)

  • რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გადაიცა საიას ქუთაისის ფილიალის მიერ მომზადებული გადაცემები:

- საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის

- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხელშეწყობა

- დევნილთა უფლებები

- ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, მათი გამიჯვნა და დასაშვებობა

  • მარნეულის სათემო რადიოს ეთერით გადაიცა საიას რუსთავის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემა - როგორ გავაფორმოთ შრომითი ხელშეკრულება

საგაზეთო ჩანართები

  • გაზეთში „ხალხის გაზეთი“ დაიბეჭდა საიას გორის ოფისის მიერ მომზადებული საგაზეთო ჩანართები:

- რა უნდა იცოდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საკუთარი უფლებამოვალეობების შესახებ

- როგორ დავაზღვიოთ ჩვენი ჯანმრთელობა

- ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში

- საგადასახადო ვალდებულებები საომარი მოქმედებების დროს

- შვილობილობა

  • გაზეთში „ახალი გაზეთი“ გამოქვეყნდა საიას ქუთაისის ფილიალის მიერ მომზადებული სტატია - ადგილობრივი ხელისუფლების „ნებაყოფლობითი“ დახმარება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს

  • გაზეთში „დუშეთის მაცნე“ გამოქვეყნდა საიას დუშეთის ოფისის მიერ მომზადებული ჩანართები:

- როგორ დავინიშნოთ სახელმწიფო პენსია

- როგორ მივიღოთ სოციალური შემწეობა

ავტო-ტურები

2008 წლის ოქტომბერში საიას თელავის ოფისმა განახორციელა ავტო-ტური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლელიანი, აფენი, გიორგეთი, ჰერეთის კარი, კართუბანი, ვარდისუბანი, თამარიანი, მაწიმი, ბაისუბანი, პატარა გორი. სულ გაცემულ იქნა 342 კონსულტაცია. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია მიწების დაკანონების, კომლში მემკვიდრეობის გახსნის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, საბაჟო გადასახადების, საკომლო წიგნების, ტერიტორიული ორგანოების მიერ ცნობების გაცემის და მათ მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების პრობლემებმა. სოფელ ჰერეთის კარის მოსახლეობას, რომლის უმრავლესობასაც 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები შეადგენს, განსაკუთრებით აწუხებდა სოციალური დახმარებების მიუღებლობა. საიას თელავის ოფისის იურისტების მიერ ადგილზევე დაიწერა რამდენიმე საჩივარი სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელზე.

0x01 graphic

2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე საიას აჭარის ფილიალმა ჩაატარა ავტო-ტურები ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: დაბა ხულო, კვატია, სხალთა, წაბლანა, დაბა შუახევი, მაწყვალთა, რომანაული, ოლადაური, შუბინი, დარჩიძეები, ხუცუბანი, ჭახათი, ქობულეთი, ფიჭვნარი, ზამლეთი, ფურტიო, ბუთურაული, დაბა ქედა, დიოკნისი, ბეღლეთი, პაქსაძეები, ვარჯანისი, ჩეტკიძეები, ზენდაგა, ცივასუა, გონიო, კვარიათი, სარფი, მეჯინისწყალი, ყიშლა, წაბლანა, ჩანჩურისხევი, ზეგარდანი, ბარდნალი, ვერნები, ფუშკურაული, ხელვაჩაური, თაგო, მერისი. მთლიანობაში გაცემულ იქნა 1114 კონსულტაცია. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, განათლების რეფორმის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, სოციალური დახმარების, იაფი დაზღვევის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ეკომიგრანტების განსახლების საკითხებმა. თითქმის ყველა სოფელში ადგილი ჰქონდა ს.ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. საიას აჭარის ფილიალის იურისტებმა, უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ჩამოწერის მიზნით, მოქალაქეებს ადგილზევე შეუდგინეს სარჩელი სასამართლოში წარსადგენად. აგრეთვე, განუმარტეს, თუ როგორ ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების რეგისტრაცია და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რომ მიიღონ საარსებო შემწეობა.

დუშეთის ოფისის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ავტო-ტურები დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა 36 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის შემდეგ სოფლებში: საშაბურო, ნაგლიაანები, ჩანადირები, ჩარგალი, თვალივი, არღუნი, ხორხი, ილტოზა, ჭიკაანი, ჭილურტი, ტონჩა, ებნისი, ჩირდილელიაანთკარი, ციხისძირი, უნდილაანები, ჭართალი, ბოდავი, თანდილაანები, ჭოპორტი, კიტოხი, დუდაურები, დგნალი, ქერანა, გალავანი, სიონი, მლეთა, ნაოზა, ნაქალაქარი, მენესო, წილკანი, საშაბურო, ანანური, არანისი. გასვლითი შეხვედრების დროს იურიდიული კონსულტაცია გაეწია 510 მოქალაქეს. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მიწების დაკანონების, მემკვიდრეობის მიღების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, პენსიაზე დანამატის მიღების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების, იაფი დაზღვევის, სოციალური დახმარებების დანიშვნის, კომლის გაყოფის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის პრობლემებმა.

0x01 graphic

საიას ოზურგეთის ოფისის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ავტო-ტური ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბუკისციხე, დიდი ვანი, იანეული, ზემო სურები, შუა სურები, ზოტი, ქვაბღა, ნაღობილევი, ჭანიეთი, დვაბზუ, შუხუთი, სუფსა, ბუკისციხე, ჩაისუბანი, ხევი, გორაბერეჟოული, ლესა, ქვიანი, ნიგვზიანი, ნატანები, ხაჯალია, ნაგომარი, ცრემლისხიდი, ლიხაური, გურიანთა. სულ გაცემულ იქნა 604 კონსულტაცია. მოსახლეობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, კომლის გაყოფის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ტყითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, საგადასახადო შეღავათებისა და სოციალური საკითხები.

საიას რუსთავის ოფისმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა ავტო-ტური ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: რატევანი, ნახიდური, რაჭისუბანი, დაბა თამარისი, იაყუმლარი, განთიადი, ხოჯორნი, წერაქვი, კოდა, მუხათი, ფარცხისი, ჩხიკვთა, მაწევანი, ყარაჯალა, კუმისი, გამარჯვება, ტალავერი, შულავერი. სულ გაცემულ იქნა 389 კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, მიწების დაკანონებაზე, სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადებულ ბავშვთა დაბადების ფაქტების დადგენაზე, სააქტო ჩანაწერებში არასწორი მონაცემების შესწორებებზე, პენსიის და სოციალური დახმარების დანიშვნაზე.

0x01 graphic

საიას თელავის ოფისის მიერ 2009 წლის ივლისში განხორციელდა ავტო-ტური ახმეტის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, მაღრაანი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური, ომალო. მთლიანობაში გაცემულ იქნა 161 კონსულტაცია. შეხვედრები ჩატარდა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან, მოსახლეობასთან და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მოსახლეობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მიწის პრივატიზაციის, მემკვიდრეობის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, ტერიტორიული ორგანოს მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებისა და ცნობების გაცემის, ასევე, იჯარით აღებული მიწების შესყიდვის და ეკომიგრანტებისათვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხები.

2009 წლის ივნისში საიას ქუთაისის ფილიალმა განახორციელა ავტო-ტური რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრები გაიმართა ამბროლაურის საკრებულოში, სოფელ წესის საბავშვო ბაღში, სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში, ონის საკრებულოში, სოფელ ღარის მართვის ტერიტორიულ ორგანოში, ლენტეხის საკრებულოში, სოფელ ფოხურის მართვის ტერიტორიულ ორგანოში, ცაგერის საკრებულოში, ორბელის მართვის ტერიტორიულ ორგანოში. მთლიანობაში გაიცა 395 კონსულტაცია. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე სოციალური დახმარების გაწევის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ტყითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, საგადასახადო შეღავათებისა და სოციალურმა საკითხებმა. როგორც აღმოჩნდა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შრომის წიგნაკებსა და სხვა დოკუმენტებში დაშვებული შეცდომების გამო ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემა შრომის სტაჟის დაანგარიშებასა და პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით. მათ გაეწიათ დახმარება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დასადგენად.

0x01 graphic

2009 წლის ივლისში საიას ქუთაისის ფილიალმა განახორციელა ავტო-ტური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქ ფოთში. შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სოფლებში: ლენჯერი, ლატალი, არცხელში, ლაღამი, ლაილაში, ხაიში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, სოფელ ლიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალალიდში, ფოთის ნაბადის, მალთაყვის და კუნძულის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში, აგრეთვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ცაიშში, კორცხელში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოფელ ჯგალში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, მუხურში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, სენაკის, ხობის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების გამგეობებში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების საკოორდინაციო ცენტრში, მენჯში და წალენჯიხაში სატყეო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალურმა და ეკოლოგიურმა პრობლემებმა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე სოციალური დახმარების გაწევის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის, დაბადების ფაქტის რეგისტრაციის, დევნილთათვის სოციალური დახმარების გაწევის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ლიცენზიის მიღების საკითხებმა. მოსახლეობასთან შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების პრობლემები და ის სირთულეები, რასაც აწყდებიან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიებთან ურთიერთობისას. შეხვედრებზე მოსახლეობას დაურიგდა საიას მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურები.

4.1 ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას ერთ-ერთ პრიორიტეტს კვლავაც წარმოადგენდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით. პროექტის - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამართლიანი საარჩევნო პროცესისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობისათვის - ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) - ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია განახორციელა.

პროექტი, რომელიც ფინანსურად ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ იყო მხარდაჭერილი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში განხორციელდა. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა საარჩევნო საკითხებზე მომზადებული ლიფლეტები, პოსტერები, მაისურები, ქუდები, კალენდრები და სხვა მასალები. ამავე კამპანიის ფარგლებში მომზადდა 4 ვიდეო და 3 აუდიო კლიპი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად გადაიცემოდა ადგილობრივი თუ ცენტრალური მაუწყებლობის მეშვეობით.

0x01 graphic

0x01 graphic

კამპანიის ფარგლებში საიას მოხალისეებმა ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქობულეთის, ქედისა და შუახევის ოლქებში მცხოვრები ამომრჩევლებისათვის 18 შეხვედრას გაუწიეს ორგანიზება, სადაც ამომრჩევლებს საშუალება ეძლეოდათ, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნების დღის იმიტირებულ პროცედურებში. მათ ასევე გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო საკითხებზე.

0x01 graphic

ყველაზე აქტიურ მოქალაქეებს გადაეცათ კამპანიის სამახსოვრო მასალები. საერთო ჯამში, შეხვედრებში უშუალო მონაწილეობა აჭარის რეგიონში მცხოვრებმა ათასამდე მოქალაქემ მიიღო.

4.2 ცნობიერების ამაღლება პატიმრებისა და პენიტენციურ დაწესებულებათა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის

▲ზევით დაბრუნება


პენიტენციური დაწესებულებები და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად. საიას ძალისხმევით მომზადდა, დაიბეჭდა და პატიმრებს დაურიგდა ოთხი სახის ბროშურა (საერთო, საპყრობილის, მკაცრი რეჟიმისა და აღმზრდელობით დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის), სადაც საუბარია მათ უფლება-ვალდებულებებსა და იმ აკრძალვებზე, რომლებიც პირს პატიმრობისას წარმოეშვება, მაგ. პაემნების უფლება, არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების უფლება, მიმოწერის უფლება, დაწესებულების შინაგანაწესის დაცვის ვალდებულება, აკრძალული ნივთების ჩამონათვალი და ა.შ.

0x01 graphic

საზოგადოებაში პატიმრების, როგორც ამავე საზოგადოების თავისუფლებაშეზღუდული წევრების არსებითი უფლებების შეხსენებისა და სენსიტირების მიზნით, ორგანიზაციის მიერ შეიქმნა ორი სოციალური ჟანრის კლიპი, რომლებიც 1 თვის განმავლობაში თბილისისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ტელევიზიებში გადიოდა. საანგარიშო პერიოდში, წინა წლისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მენტალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო ქალ პატიმართა პრობლემები, რითაც კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ პატიმრის სასჯელი საზოგადოებაში აღარ უნდა გრძელდებოდეს.

ასევე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ინფორმირებისა და პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის, კომპაქტური ფორმის ბუკლეტებად და პოსტერებად დაიბეჭდა ეთიკის კოდექსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გავრცელდა.

4.3 იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლება

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დევნილებისათვის ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის მიწოდებას კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, დევნილებთან მიმართებით სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ვალდებულებების შესახებ, აქტიურად მონაწილეობდა დევნილთა კოლექტიური ცენტრების მობილიზაციისა და ტრენინგების პროცესში.

2009 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა დევნილთა 300 კოლექტიური ცენტრი და ახალი ჩასახლება, სადაც წინასწარ მომზადებული მობილიზატორების მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მობილიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 3-5 ადამიანისგან შემდგარი „აქტიური ჯგუფები“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის განხორციელებულ ტრენინგებსა და ქსელურ შეხვედრებში. გარდა ადვოკატირების პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებისა, ტრენინგები ასევე მიზნად ისახავდა დევნილთა ინფორმირებას მათი უფლებებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ტრენინგების ერთი ნაწილი დაეთმო სამართლებრივ საკითხებს, სადაც განხილული იყო მათი პრობლემების მოგვარების სამართლებრივი საშუალებები.

0x01 graphic

დევნილთა ინფორმირების მიზნით, 2009 წლის დასაწყისში, გამოიცა განახლებული ბროშურა განსახლების საკითხებზე: „რა უნდა იცოდნენ დევნილებმა მათი განსახლების შესახებ“. ბროშურა ეხება განსახლების სხვადასხვა მოდელს და დევნილთა უფლებებს განსახლების პროცესში. 15000 ეგზემპლარი გავრცელდა კოლექტიურ ცენტრებში.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირების გაადვილების მიზნით, გამოიცა ცნობარი, სადაც თავმოყრილია ამ სტრუქტურების საკონტაქტო ინფორმაცია და მათი საქმიანობის სფერო. 10000 ეგზემპლარი გავრცელდა ახალ ჩასახლებებში.

2009 წლის ივლისში გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენის - „შენი მაცნე“ - პირველი ნომერი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას დევნილთა სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, დევნილთა სამართლებრივ პრობლემებსა და ადვოკატირების წარმატების მექანიზმებზე.

იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით, პერიოდულად ეწყობოდა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა 9 რეგიონული და 1 ცენტრალური ქსელური შეხვედრა, მოეწყო 6 მრგვალი მაგიდა.

შეხვედრებში, გარდა დევნილებისა, მონაწილეობდნენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და შეეთავაზებინათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის.

4.4 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


საია კვლავაც აქტიურად განაგრძობს ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. საიას თანამშრომლები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ატარებდნენ შეხვედრებს მოსახლეობასთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საშიშროებისა და შედეგების, ასევე, ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. შეხვედრები ჩატარდა შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში. სულ ჩატარდა დაახლოებით 70 შეხვედრა მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან ადამიანებით ვაჭრობის სფეროში და 60 შეხვედრა ოჯახში ძალადობის საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ტრეფიკინგის საშიშროების წინაშე მდგარ განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები განეკუთვნებიან, საიას თბილისისა და გორის ოფისები რეგულარულად აწყობენ მათთან შეხვედრებს ტრეფიკინგის დანაშაულის საშიშროებისა და რისკების შესახებ.

0x01 graphic

2008 წლის დეკემბერში ჩატარდა დოკუმენტური ფილმის - „თუ გადაარჩენ ერთ ყვავილს...“ - პრეზენტაცია, ბავშვთა ტრეფიკინგის თემაზე. პრეზენტაციას დაესწრნენ შესაბამისი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც განხილული იყო არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის სხვადასხვა ასპექტი. წლის განმავლობაში ეს ფილმი ადგილობრივი ტელევიზიებით 7 რეგიონში იქნა ნაჩვენები.

2009 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, არსის გალერეაში საიასა და ფოტოგრაფთა კლუბ „GRAF.GE-ს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გალერეაში ასევე გამოიფინა 20 საუკეთესო ნამუშევარი. მონაწილეობის მსურველებს 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფოტოგრაფთა კლუბის ვებ-გვერდზე www.graf.ge სპეციალურ გალერეაში უნდა აეტვირთათ საკუთარი ნამუშევრები, რომლებსაც თემატურად უნდა აესახა პროექტის მიზნები. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა მონაწილემ გამოთქვა.

ნამუშევრის სათაურად მონაწილეს უნდა აერჩია ერთ-ერთი სლოგანი:

  1. ნამდვილი მამაკაცები ქალზე არ ძალადობენ!

  2. ქალზე ძალადობა სირცხვილია!

  3. ნუ დაჩაგრავ ქალს!

კონკურსში გამარჯვებული პლაკატები ჩვენ მიერ გამოყენებული იქნა ოჯახში ძალადობის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის: დაიბეჭდა 400 პლაკატი, 500 ღია ბარათი, 2000 წიგნის სანიშნე და 5000 ბუკლეტი, რომლებზეც განთავსდა ოჯახური ძალადობის შესახებ მესიჯები და საიას ცხელი ხაზის ნომრები. მასალებს საიას იურისტები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს არიგებენ.

0x01 graphic

2009 წლის ივლისში ჩატარდა ტრენინგები „ოჯახში ძალადობა - საქართველოს კანონმდებლობა, არსებული პრაქტიკა და ფსიქოლოგიური ასპექტები“. ტრენინგებს ესწრებოდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან, სულ 63 ადამიანი.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა 3 რადიო და 2 სატელევიზიო კლიპი ოჯახური ძალადობის საკითხებზე, რომლებშიც ახსნილია, თუ რა შეიძლება დაკვალიფიცირდეს ოჯახურ ძალადობად, რა ზიანი მოაქვს მას საზოგადოებისთვის და რა უნდა გააკეთოს მსხვერპლმა თავის დასაცავად. კლიპები გადის როგორც საზოგადოებრივი არხის ეთერში, აგრეთვე, რეგიონულ ტელევიზიებში.

4.5 ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები

▲ზევით დაბრუნება


ტრენინგები

2008 წლის 17-18 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაბა გუდაურში ჩაატარა ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ჟურნალისტებისათვის. სამუშაო ენები იყო რუსული და ქართული. ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულის, გარდაბნის და სხვა რაიონებიდან მოწვეულმა ჟურნალისტებმა.

0x01 graphic

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით, 2008 წლის 13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. საიას ინფორმაციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არც ერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზასა (www.gyla.ge/foicourt) და ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდში მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტები.

სამუშაო შეხვედრები

ეუთოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2008 წლის 18-19 და 24-25 ოქტომბერს დაბა გუდაურში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა სამუშაო შეხვედრებს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანი იყო ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების აქცენტირება და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. მონაწილეების მიერ გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • პრესსამსახურების უფლებებისა და მოვალეობების სფეროში ერთიანი სტანდარტის არარსებობა;

  • პრესსამსახურების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი;

  • ინფორმაციის სრულყოფილად და ოპერატიულად მიწოდების პრობლემა;

  • ძალოვანი უწყებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობა;

  • სამართლებრივი მექანიზმების იშვიათი გამოყენება ჟურნალისტების მიერ;

  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის ტენდენცია.

2009 წლის 7-8 მაისს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიმართა ბიუჯეტის მონიტორინგის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ჰოლანდიური ორგანიზაცია Oxfam Novib, ხოლო ლოჯისტიკის საკითხებზე პასუხიმგებელი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიუჯეტის მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის არსებული გამოცდილების გაზიარება. ბიუჯეტის მონიტორინგის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ეგვი პტიდან, პალესტინიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ადამიანის უფლებათა კვირეული

2008 წლის 9-18 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კვირეული მოაწყო.

კვირეული 9 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციით გაიხსნა.

0x01 graphic

10 დეკემბერს (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამართა შეხვედრა „ინფორმაციის თავისუფლება - ფუნდამენტური უფლება“, რომელსაც საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, პრესსამსახურებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.

ამავე დღეს მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს საომარი მოვლენების დროს დაზარალებულ პირთა პრობლემებს შეეხებოდა.

გარდა ამისა, ბათუმში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის დეკლარაცია 60 წლისაა.“

0x01 graphic

11 დეკემბერს საიას ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე „სამართლიანი სასამართლოს უფლება“. 12-ში კი, ბათუმში გაიხსნა საიას მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური სამართლისთვის“. ამავე დღეს საიას ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე „მედიის პრობლემები საქართველოში.“ ასევე, მოგვიანებით, მოეწყო საქართველოს უმაღლესი აუდიტის სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია და გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონტროლის პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

0x01 graphic

13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.

15 დეკემბერს თბილისის მეტროსადგურებთან საიას წევრებმა და თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

16 დეკემბერს გაიმართა 2008 წლის განმავლობაში ჩატარებული სამი არჩევნების (საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები) შეფასება და საჯარო დისკუსია აღნიშნულ თემაზე. შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარეც ესწრებოდა.

17 დეკემბერს გაიმართა „არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს“ პროექტის III ნაწილის შედეგების და, ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

0x01 graphic

ადამიანის უფლებათა კვირეული 18 დეკემბერს ანგარიშის - „პატიმართა მოპყრობის სტანდარტები საქართველოში“ - პრეზენტაციით დაიხურა.

20 ივნისი - ლტოლვილთა საერთაშორისო დღე

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 20 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები წილკანში ჩასახლებულ დევნილებს ეწვივნენ.

0x01 graphic

აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ახალგორისა და დიდი ლიახვის მაცხოვრებლებს საიას იურისტებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო ლიტერატურა გადასცეს.

ასევე, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დახმარებით (DRC) დევნილ ბავშვებს ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომები გადაეცათ.

26 ივნისი - წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე

2009 წლის 26 ივნისს, გაეროს წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა აქცია სახელწოდებით - „არ აწამო!“

0x01 graphic

სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა წამების წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი კარიკატურა და სლოგანი, რომლებიც დაიბეჭდა სპეციალურ მაისურებზე, ბანერსა და ბარათებზე, ასევე, დამზადდა სპეციალური სამაჯურები და ლენტები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები, სტაჟიორები და წევრები შეიკრიბნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამინისტროს ყოფილი შენობების წინ, სადაც აქციის მონაწილეებმა შენობების ღობეებს შეაბეს თეთრი ლენტები წარწერით „არ აწამო!“ და გაავრცელეს სპეციალური ბარათები ამავე შინაარსის მოწოდებით.

ამავე დღისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა და გამოსცა „საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში“.

0x01 graphic

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2009 წლის ივნისის მდგომარეობით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხთაგან: შესრულდა - 4; ნაწილობრივ შესრულდა - 11; არ შესრულდა - 18; ინფორმაცია არ გაიცა - 2 საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიში 2009 წლის ოქტომბრამდე წარმოადგენდა სამოქმედო გეგმის შესრულების ერთადერთ ანალიზს, ვინაიდან, არც სახელმწიფოს და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არ მომხდარა „საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების შეფასება, შესაბამისად, ძალიან მაღალი იყო ინტერესი ამ პუბლიკაციის მიმართ.

2009 წლის 26 ივნისს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა შემდეგი ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე: საქართველოს სახალხო დამცველი; წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“; საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA); ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI); საქართველოს წამების ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე. 2009 წლის 28 სექტემბერს საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში. შეხვედრაზე ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც შეაფასა მისი ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში ადამიანის ცოდნის უფლება. ამას გარდა, საიამ გამართა პრეზენტაცია საქართველოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
http://www.facebook.com/event.php?eid=136481209719&index=1

0x01 graphic

5 ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა

▲ზევით დაბრუნება


ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა იყო და რჩება საიას უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ამოცანად. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და გადასახადის გადამხდელთა მხრიდან ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების, ასევე, გრანტებისა თუ კრედიტების სახით სახელმწიფოს მიერ მიღებული თანხების ჯეროვანი ხარჯვის მონიტორინგი კვლავაც არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრიორიტეტი. სწორედ ამ მხრივ მიღწეული წარმატებები დონორებისათვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის საიასთან თანამშრომლობას.

5.1 საერთაშორისო დახმარების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული კონფერენციის შედეგად, დონორი ქვეყნები და ორგანიზაციები საქართველოს დაპირდნენ 4.55 მლრდ დოლარის დახმარების გამოყოფას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს. უმსხვილეს დონორთა შორის არიან აშშ, ევროკომისია და იაპონია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა გრანტებსა და კრედიტებთან, მათი ხარჯვის კონტროლთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი. პროექტი ხორციელდება კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს“ ფარგლებში. კოალიცია უშუალოდ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შემდგომ ჩამოყალიბდა საქართველოსთვის გამოყოფილი საგრანტო თანხების გამჭვირვალედ ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით.

0x01 graphic

1. საერთაშორისო დახმარების აღრიცხვა, განკარგვა და კონტროლი საქართველოში (სამართლებრივი მიმოხილვა)

პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შესწავლილ იქნა საერთაშორისო დახმარებებისა (გრანტები, კრედიტები) და მათი კონტროლის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა საქართველოში.

როგორც კვლევამ აჩვენა, ერთი მხრივ, არსებობს სპეციალური საკანონმდებლო პროცედურები საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებით, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმების შესწავლით ნათელი ხდება მათი არათანმიმდევრულობა და, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი ხასიათი. საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებამ, ზემოთ მოყვანილმა ხარვეზებმა და წინააღმდეგობებმა შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები პრაქტიკაში.

ამასთან, სახელმწიფო ფინანსების განკარგვაზე კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზმა გამოკვეთა მაკონტროლებელი ორგანოების არასისტემური საქმიანობა, რაც მათი ეფექტური საქმიანობის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ „კონტროლის პალატის შესახებ“ ახალი კანონის მიღება პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, მან ვერ ჩამოაყალიბა კონტროლის ერთიანი სისტემა, სადაც ადგილი არ ექნებოდა სხვადასხვა მაკონტროლებელ ორგანოს შორის ფუნქციების დუბლირებას, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების კონტროლის პალატის აუდიტს მიღმა დარჩენას, შიდა მაკონტროლებელი ორგანოების ურთიერთობის/თანამშრომლობის მარეგულირებელი ნორმების არარსებობას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:

  • ფულად გრანტებთან მიმართებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 თებერვლის №66 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურები, სამინისტროებისა და უწყებების გარდა, ასევე უნდა გავრცელდეს ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

  • საქართველოს კანონმდებლობით დეტალურად უნდა გაიწეროს გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის პროცედურა, მისი პირობები და ვადები. ასევე, უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადები და პირობები სააღრიცხვო დოკუმენტაციის თავდაპირველად წარუდგენლობის შემთხვევაში.

  • საქართველოს კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს გრანტთან დაკავშირებული აღრიცხვის პროცედურის შეუსრულებლობის შემდგომი პროცედურა და თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

  • საქართველოს კანონმდებლობამ პირდაპირ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტში ასახვის უპირობო ვალდებულება, რაც გამორიცხავს გრანტის განკარგვის შესაძლებლობას ბიუჯეტის გვერდის ავლით.

  • საქართველოს კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს გრანტის სტატუსის მქონე საიმპორტო საქონლის აღრიცხვისა და განკარგვის პროცედურა. ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მონიტორინგზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყება.

  • „კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, ზუსტად უნდა განისაზღვროს კონტროლის პალატის როლი და უფლებამოსილება საერთაშორისო დახმარების სახით მიღებულ სახსრებსა თუ საიმპორტო საქონელთან მიმართებით.

  • „კონტროლის პალატის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი კონტროლის პალატის შიდა აქტები.

  • შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი კონტროლის პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილების საკითხები.

  • კონტროლის პალატას უნდა მიეცეს იმ გრანტების მიღებასა და განკარგვაზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით განიკარგება.

  • აუცილებელია შეიქმნას კონტროლის პალატისა და გენერალური ინსპექციების თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმები.

  • შიდა უწყებრივ კონტროლს დაექვემდებაროს გრანტების მიღებასა და განკარგვაზე მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია.

კვლევა ხელმისაწვდომია ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.gyla.ge/foi

0x01 graphic

2. დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი.

კვლევაში აღწერილია კონკრეტული სფეროები, რომელთა განვითარებასაც უნდა მოხმარდეს დონორთა კონფერენციის შედეგად გადმოცემული თანხები. განხილულია საერთაშორისო ხელშეკრულებების სახეები, მათი ძალაში შესვლის, შეწყვეტისა და შეჩერების პირობები, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მექანიზმი, პროექტის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესები და ფორმები, პროექტის განხორციელებაზე კონტროლი და სპეციალური ნორმები დავის გადაწყვეტის თაობაზე.

დაფინანსების სფეროები განისაზღვრა ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში. საქართველოს ფინანსური დახმარება გადმოეცა სესხის, გრანტისა და ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერის გზით. საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, თანხები გამოიყო შემდეგი მიმართულებებით: იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, რაც გამოიხატა მათთვის საცხოვრებელი პირობების შექმნასა და გაუმჯობესებაში; ინფრასტრუქტურის აღდგენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მთელი რიგი რეგიონული და საერთო სახელმწიფო პროექტების განხორციელება; საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერით, ასევე, კონკრეტული ეკონომიკური პროექტების დაფინანსებით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული სფეროებისა, დონორებმა გამოყვეს თანხები სხვა სფეროების განსავითარებლად, კერძოდ, სპეციალური პროგრამების შესამუშავებლად, რომელთა მიზანია პერსონალის გადამზადება კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად.

დონორი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიის განვითარებას, კანონის უზენაესობასა და რეფორმების გატარებას. პოლიტიკური პროცესების უარყოფითად წარმართვის შემთხვევაში, დონორები იტოვებენ უფლებას, შეწყვიტონ ან შეაჩერონ თანხების გამოყოფა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას, გაატაროს ანტიკორუფციული ზომები გადმორიცხული თანხების გამჭვირვალე და ეფექტური გამოყენებისათვის.

წინამდებარე კვლევას თან ერთვის 2009 წლის 25 მარტის ჩათვლით საქართველოს ხელისუფლებასა და შესაბამის დონორს შორის გაფორმებული თითოეული საერთაშორისო ხელშეკრულების მოკლე აღწერილობა.

კვლევა ხელმისაწვდომია ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.gyla.ge/foi

0x01 graphic

3. აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის სახლების მშენებლობისა და რემონტის მონიტორინგი

პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამართლებრივ მონიტორინგს. ჩვენი ინტერესი შეეხება იმ მშენებლობებს, რომლებსაც აწარმოებს უშუალოდ სახელმწიფო - ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახით. აღნიშნული მშენებლობები ხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე, საქართველოსათვის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად გამოყოფილი სახსრებით. ჩვენი ინტერესის მიღმა რჩება საერთაშორისო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც, მართალია, ხმარდება დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, თუმცა, უშუალოდ განკარგავენ დონორები (მაგალითად, ამერიკის მთავრობის გრანტი, GTZ-ის გრანტი). მონიტორინგის გავრცელება ბიუჯეტის სახსრებით განხორციელებულ მშენებლობაზე გამოწვეული იყო აღნიშნული ხარჯების საერთაშორისო დახმარებებიდან რეტროაქტიულად დაფინანსების შიშით, ასევე, საბიუჯეტო სახსრებისა და საერთაშორისო დახმარებების გადაფარვის საფრთხეებითაც (ორმაგი დაფინანსება).

აღწერილი საქმიანობის ფარგლებში, ასოციაცია სწავლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (16 მუნიციპალიტეტი), სსი პ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ ტენდერებს (დაახლოებით 269 ობიექტზე), ამავე სსი პ-ის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ ხელშეკრულებებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (მთავრობის მიერ გამოყოფილი 42 800 000 ლარის ფარგლებში) და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს (მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 000 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები).

5.2 საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი მოცულობით თანხები გამოიყოფა. ვინაიდან საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესი განსაკუთრებულად კორუფციასაშიშ სფეროს წარმოადგენს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მონიტორინგი.

ანალიზისათვის შეირჩა სამი ძირითადი საკითხი:

  • საქართველოში პირველი ჩქაროსნული გზატკეცილის - თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობა.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები.

  • საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის“/„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებს“ შორის „ზოგიერთი სახელმწიფო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად გამოყოფილი 10 მილიონიანი საგრანტო თანხების ხარჯვის მონიტორინგი.

0x01 graphic

მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დარღვევები. კერძოდ, დაფიქსირდა:

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები - რაც გამოიხატებოდა შესყიდვის ფორმის არასწორად შერჩევაში, შესყიდვის პროცედურების დარღვევასა და კანონის მოთხოვნების უგულებელყოფაში.

  • პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის არაეფექტურობა - მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები გაჩნდა შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის წარმატებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით.

  • კავშირები მომწოდებლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის - განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ფინანსური კავშირები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომწოდებლებსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის, ასევე, კავშირები აჭარის ა/რ გზების შეკეთების პროცესსა და ადგილობრივ არჩევნებს შორის.

საზოგადოებისა და ჟურნალისტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მონიტორინგის შედეგებმა. მოცემულ საკითხს დიდი ყურადღება დაეთმო სტუდია „მონიტორის“ ფილმში „ნაციონალური ტენდერები“, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას წარმოადგენს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

საანგარიშო პერიოდში საია ასევე ახორციელებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის მონიტორინგს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2008 წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მისი დასრულება იგეგმება 2010 წლისათვის. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 66კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე ფინანსები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიემართება, თუმცა, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის დაფინანსების თაობაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2008 წელს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საპროექტო და სხვა ტიპის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულმა ტენდერმა პროცედურული დარღვევებით ჩაიარა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელსაც არსებითად შეეძლო ემოქმედა ტენდერის შედეგზე, უკავშირდება შეფასების კრიტერიუმებისა და პრიორიტეტულობის კოეფიციენტის განსაზღვრას ტენდერის ჩატარებისას. სატენდერო კომისიამ აღნიშნული მონაცემები ტენდერის მეორე ეტაპზე დაადგინა, მაშინ, როდესაც მას უკვე ჰქონდა სრული წარმოდგენა ტენდერში მონაწილე კომპანიების წინადადებებისა და შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული კანონდარღვევა ქმნის სახელმწიფო შესყიდვების არაობიექტურად და უკანონოდ ჩატარების საფუძველს.

ასევე, საინტერესოა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის საკითხი. საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პარალელურად, 2008 წლის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი აღნიშნული საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების მიზნით. გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2009 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო 2 344 200 ლარის ღირებულების პერიოდული შეკეთების სამუშაოები გზის ამ ნაწილზე. თუმცა, სწორედ მეორე ტენდერის შედეგების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს 4 თვით ადრე, კერძოდ, 2009 წლის ივლისის თვეში მზად უნდა ჰქონოდა საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც მოიცავს ახლად შეკეთებულ 10 კილომეტრიან მონაკვეთს.

5.3 სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


მონიტორინგის კუთხით საია კვლავაც აქტიურია სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მიმართებით. კერძოდ, განხორციელდა საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგი რეგულარული ვიზიტების საშუალებით, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები:

  1. არასათანადო ფართი დაწესებულებებში, მათი ტექნიკური გაუმართაობა (დაწესებულებების კეთილმოწყობის საჭიროება სათანადო რემონტით, სველი წერტილების მოწყობით - საშხაპე, სამრეცხაო, სამზარეულო, სავენტილაციო, გათბობის სისტემების დამონტაჟებით).

  2. სამედიცინო პრობლემები კადრების სიმცირისა (ვიწრო სპეციალიზაციის ექიმები) და მედიკამენტების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  3. პატიმრების ჰიგიენური საშუალებებით მომარაგების პრობლემა.

  4. თანამშრომლებისათვის ადეკვატური საოფისე ინვენტარის უქონლობა.

  5. ფსიქიკურად დაავადებულ პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსების პრობლემა (თბილისის ქალთა დაწესებულება).

  6. მსჯავრდებულებისათვის დასაქმება/განათლების პროგრამების არარსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა, სხვა დეტალურ მონაცემებსა და რეკომენდაციებთან ერთად, ასახვა ჰპოვა „სასჯელაღსრულების დაწესებულებების 2008 წლის მონიტორინგის“ ანგარიშში.

პატიმართა მოპყრობის სტანდარტები საქართველოში - ანალიზი

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეკომენდაციები ხელისუფლებამ გაითვალისწინა (მაგ. საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები), სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს არაერთი საკითხი, მათ შორის გადატვირთულობა. დაწესებულებებში დღეს არსებული მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია პატიმართა არსებითი და ძირითადი უფლებების დარღვევასთან - კერძოდ, მსჯავრდებულის უფლებასთან, ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყოფილი იყოს განათლებით, დასაქმებით და ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, არ დაექვემდებაროს ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ ადასტურებს პენიტენციური დაწესებულებების მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ.

5.4 აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არჩევნების ჯეროვნად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების ძირითად და უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, აგრეთვე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს. საიას სადამკვირვებლო მისია მხარდაჭერილი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მიერ საქართველოში.

არჩევნების დღეს საიას აკრედიტირებული ჰყავდა დამკვირვებლები ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ხულოს იმ 140-მდე საარჩევნო უბანზე, რომლებიც გასული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ყველაზე პრობლემური უბნები.

უბნის დამკვირვებლების გარდა, ოლქების ტერიტორიაზე დამკვირვებელთა 14 მობილური ჯგუფი მოძრაობდა. პარალელურად, საიას დამკვირვებლები 5 საოლქო საარჩევნო კომისიასა და უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებდნენ როგორც არჩევნების დღეს, ასევე შემდგომ პერიოდში მანამ, სანამ არჩევნების შედეგები ოფიციალურად არ შეჯამდა ოლქებისა და უსკოს მიერ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონიტორინგში, საიას ბათუმის ფილიალთან ერთად, ორგანიზაციის თბილისის ოფისი და ქუთაისის ფილიალიც მონაწილეობდნენ.

მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის კენჭისყრის დღესაც, საიას ბათუმის ოფისში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი.

0x01 graphic

არჩევნების დღეს საიას ბათუმის ფილიალში ტარდებოდა ბრიფინგები, რითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია შესაბამისი საათისათვის საიას მიერ გამოვლენილი დარღვევების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

როგორც მონიტორინგმა ცხადყო, გასული 3 ნოემბრის კენჭისყრის დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას საეჭვო პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის ფაქტები წარმოადგენდა, რაც განსაკუთრებით მრავლად ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე დაფიქსირდა. გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენდა ასევე ხმის მიცემა არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე (მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობის ასლი, ვადაგასული პირადობის მოწმობა და ა.შ.).

აჭარის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევებს თუ მცდელობებს, რითაც არაერთ ამომრჩეველს ხელი შეეშალა არჩევანის უფლების რეალიზებაში. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იმ ამომრჩეველთა არსებობა დაფიქსირდა, რომლებიც სათანადო წესით არ იყვნენ რეგისტრირებულნი სარეგისტრაციო ჟურნალში.

არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში, შედეგების საბოლოოდ შეჯამებამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უმაღლესი და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებდა.

0x01 graphic

მონიტორინგის საბოლოო შედეგებისა და შესაბამისი რეკომენდაციების პრეზენტაცია საიამ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებისათვის 2009 წლის 19 დეკემბერს გამართა, სადაც ასევე შეფასდა 2008 წელს გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები.

5.5 მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და ხალხის პრობლემებზე ჯეროვანი ზრუნვა წარმოადგენს ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. პროექტის - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამართლიანი საარჩევნო პროცესისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობისათვის - ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) - ერთად საქართველოს 62 რაიონში საადვოკატო კამპანია განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის მონაწილეობის ზრდას ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების პროცესში.

პროექტი 3 ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე 62 რაიონში შერჩეულ იქნენ მოსახლეობის აქტიური წარმომადგენლები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები ეფექტური ადვოკატირების წარმოების თაობაზე. საადვოკატო ტრენინგებში 62 რაიონში მცხოვრებმა 1000-მდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მათ შეხვედრაზევე მოახდინეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა მოსაგვარებლად მოსახლეობას აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით უნდა ებრძოლა.

0x01 graphic

პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეებმა, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მათ თემში არსებული პრობლემის მოგვარების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან გაწიეს. ამავე პერიოდში საიამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს 62 მუნიციპალიტეტში ორგანიზება გაუკეთა მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს, რომლებსაც სულ 890 მოქალაქე, მათ შორის, ტრენინგის 543 მონაწილე და ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სხვა სექტორის 347 წარმომადგენელი დაესწრო.

განხორციელებული კამპანიის შედეგად უკვე მოგვარდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პრობლემატური 18 საკითხი, 22 საკითხი მოგვარების პროცესშია, ხოლო 36-თან დაკავშირებით მიღებულია დაპირება მათი სამომავლოდ გადაჭრის თაობაზე. სამწუხაროდ, 5 მუნიციპალიტეტის პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

0x01 graphic

პროექტის მესამე ეტაპზე ორგანიზაციებმა ფართო საზოგადოებას პროექტში განხორციელებული საქმიანობების, მიღწეული წარმატებებისა თუ იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ასევე, პროექტში ჩართულმა მოქალაქეებმა და ცესკოს წევრებმა, დისკუსია გაიმართა საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებსა და იმ პრობლემებზე, რასაც მოქალაქეები მათთან ურთიერთობის დროს აწყდებიან. შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ ის მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, რომელთა უშუალო მონაწილეობამ და აქტიურობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებისათვის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

5.6 ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოს ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური მონაწილეობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში“, რომელსაც საია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდთან თანამშრომლობით საქართველოს 5 რეგიონში ახორციელებს.

პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავად შეაფასონ, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა, მიიღონ კონსტრუქციული დებატების პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთონ მათი რეგიონისათვის განსაკუთრებით პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

პროექტში მონაწილეობა მიიღო ფონდის ბაზაზე დაფუძნებულმა ახალგაზრდა ლიდერთა ხუთმა კლუბმა, რომლებშიც გაერთიანებულია იურიდიული, ასევე, ეკონომიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტებიდან შერჩეული 25-მდე სტუდენტი. პროექტის დაწყებამდე ყველა რეგიონის ლიდერთა კლუბისათვის ორგანიზებულ იქნა ერთკვირიანი ინტენსიური ტრენინგის კურსი, რომელიც მოიცავდა საკითხებს ადმინისტრაციული და კონსტიტუციური სამართლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონიდან, ადამიანის უფლებებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესიდან და ლიდერობის უნარ-ჩვევებიდან.

ლიდერებისათვის შემუშავდა მუშაობის საერთო სტრატეგია, რაც მოიცავს: საკრებულოებთან თანამშრომლობას, მათ შორის, ადგილობრივი საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას; გამგეობასთან, რწმუნებულებთან თანამშრომლობას; რეფერალურ მუშაობას, შუამდგომლობების დაყენებას და სათემო მობილიზაციას.

პროექტმა მოიცვა საქართველოს 5 რეგიონის 36 მუნიციპალიტეტი. სტუდენტები ესწრებოდნენ შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მონაწილეობდნენ საჯარო სხდომებში, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის სახით ითხოვდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას აცნობდნენ:

  • საკრებულოს სხდომის ჩატარების დროსა და დღის წესრიგს

  • საკრებულოს სხდომის ოქმებს

  • ადგილობრივი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას

  • მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს

  • ბიუჯეტის კვარტალურ ანგარიშებს

  • მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს

  • საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკურ მონაცემებს მიმდინარე წლისათვის

  • სოფლის განვითარების პროგრამით დაგეგმილ საქმიანობებს

0x01 graphic

ახალგაზრდა ლიდერები განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის ადეკვატურობაზე, უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის პროცესში. ხუთივე რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრების შემდეგ სტუდენტები ადგილობრივ გამგეობასა და საკრებულოს აწოდებდნენ იმ პრობლემების ჩამონათვალს, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებდა.

ახალგაზრდა ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ შიდა ქართლის 161 სოფელში, კახეთის 30 სოფელში, ქვემო ქართლის 35 სოფელში, აჭარის 47 და იმერეთის 40 სოფელში. აჭარის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს და მასშტაბური საქმიანობა განახორციელეს რეგიონის სახალხო დღესასწაულზე ბეშუმსა და შუახევში, სადაც მთელი აჭარის მოსახლეობა იყრის თავს.

0x01 graphic

გარდა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებისა, აჭარის ლიდერთა კლუბმა მოსახლეობის ანკეტირებას მიმართა. ანკეტაში დასმულმა კითხვებმა საშუალება მოგვცა გაგვეგო, თუ რამდენად იცნობს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორია მათი მონაწილეობის ხარისხი რეგიონის პრობლემების მოგვარების პროცესში. ანკეტირების შედეგად, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში გამოიკითხა დაახლოებით 2000 პირი, შუახევსა და ხულოში - 600. ანკეტირება კვლავ გრძელდება და მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის ქვემო და შიდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის რაიონებს დაფარავს.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერთა ორგანიზებით, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. ახალგაზრდა ლიდერებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს ის ხარვეზები და პრობლემები, რომლებიც მათ მიერ პროექტის მიმდინარეობის პროცესში იქნა გამოვლენილი.

საიას თელავის ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის აქტიურობის შედეგად, ყვარლის საკრებულომ სხდომის დღის წესრიგში შეიტანა ლიდერების მიერ მიწოდებული პრობლემები და რეკომენდაციები და სხდომა სწორედ ამ საკითხით დაიწყო.

რუსთავის ახალგაზრდა ლიდერის ინტერვიუმ, რომელიც ბოლნისის ტელევიზიის ეთერით გადაიცა და რომელიც სოფელ რაჭისუბანსა და რატევანში ლიდერთა მიერ აღმოჩენილ პრობლემებს შეეხებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მიიქცია. ინტერვიუს გასვლიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა გამგებელის, გუბერნატორის, რწმუნებულის და მაჟორიტარი დეპუტატის ვიზიტი სოფლებში პრობლემის შესასწავლად.

ქუთაისის ლიდერთა კლუბის მეშვეობით, ზესტაფონის რაიონის კვალითის დასახლებაში დაგებულ იქნა სკოლამდე მისასვლელი გზა.

გორის ახალგაზრდა ლიდერების უშუალო ჩარევით მოგვარდა ხაშურის რაიონის სოფელი გომის საბავშვო ბაღში სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების პრობლემა.

5.7 აქტივობები საკანონმდებლო სფეროში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრადიციულად, მჭიდროდ და ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო მუდმივ რეჟიმში აწვდის ორგანიზაციას ინიცირებული კანონპროექტების ასლებს, ასევე, ინფორმაციას საკომიტეტო სხდომებისა და განსახილველი საკითხების შესახებ, ხოლო საია, თავის მხრივ, ამზადებს დასკვნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანონპროექტების შესახებ, რომლებსაც შემდგომში წარუდგენს შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს, პროექტის ავტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი მონაწილეობს თითქმის ყველა საკომიტეტო განხილვაში, სადაც საიას პოზიციას აფიქსირებს როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი დასკვნის წარდგენის გზით.

2009 წლის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ დასკვნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ანალიზები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:

  1. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

  2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება.

  3. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და თანდართულ პროექტებში ცვლილებების შეტანა.

  4. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა.

  5. ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონმდებლობაში და ა.შ.

საიამ, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად, შექმნა სპეციალური მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კანონპროექტები და ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნები.

მონაცემთა ბაზა აღჭურვილია მარტივი და თანამედროვე საძიებო სისტემით, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, მოიძიოს მისთვის საინტერესო პროექტი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შესაბამისი დასკვნა. ასევე, ბაზაში მოცემულია ინფორმაცია თითოეული კანონპროექტის ავტორის, ინიციატორის და განხილვის სტადიის, ასევე, სხვადასხვა კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით მედია გამოხმაურების შესახებ. კერძოდ, ბაზაში ატვირთული შესაბამისი სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები ბაზის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებას.

ბაზა განახლდება ინტენსიურად, რათა მომხმარებლებმა მიიღონ მუდმივად აქტუალური და საჭირო ინფორმაცია.

გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონაწილეობს ქვეყნის უმთავრეს კანონშემოქმედებით პროცესში „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ წევრობის სახით და გაერთიანებულია აღნიშნული კომისიის:

  • საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფში.

  • პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფში.

  • სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების სამუშაო ჯგუფში.

ამასთან, საია არის ყველა მნიშვნელოვანი საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც სახელმწიფომ კანონმდებლობის შექმნისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნა, მათ შორისაა:

  • სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

  • ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

  • ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო.

საია ასევე აქტიურადაა ჩართული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში, საკანონმდებლო რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარდენის გზით. ორგანიზაციის მიერ მომზადდა რეკომენდაციები საარჩევნო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების, გასაჩივრების პროცედურების სრულყოფის, სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის რეკომენდაციებს წარადგენდა ცესკოში მომზადებულ ნორმატიულ აქტებსა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე.

საანგარიშო პერიოდში საიას იურისტები ჩართული იყვნენ ოჯახში ძალადობის სფეროში კანონმდებლობის დახვეწის საქმიანობაში. ამ პერიოდში მომზადდა ცვლილებების პაკეტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანად და, ასევე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, საიას მიერ მომზადდა შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ანტიკრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“, „სამოქმედო ინსტრუქცია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციისათვის - ეროვნული რეფერალური მექანიზმი“, კითხვარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისათვის და „მემორანდუმი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის პრინციპების თაობაზე“.

6 კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ტრადიცია გრძელდება - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მიუხედავად განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სასიკეთო ძვრებისა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კვლავ რჩება ალტერნატიული იურიდიული განათლების მიღებისა და პროფესიული დაოსტატების კერად. საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფონდის სასწავლო კურსზე სწავლის სურვილი 200-მდე სტუდენტმა გამოთქვა, თუმცა, არსებული მაღალი მოთხოვნის გამო დაწესებული გამოცდების შედეგად, მხოლოდ 131-მა სტუდენტმა შეძლო საიას კურსის გავლა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ის ადგილია, სადაც თავს იყრის თითქმის ყველა სასწავლებლის კურსდამთავრებული და სტუდენტი. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერს, ვისაც სურს საკუთარი თავი იურიდიულ პროფესიაში დაიმკვიდროს, შევთავაზოთ მდიდარი იურიდიული ბიბლიოთეკა, სტაჟირების პროგრამები, სასწავლო კურსები და, რაც მთავარია, მივცეთ საკუთარი უნარ-ჩვევების წარმოჩენის საშუალება. უკანასკნელ წლებში საიას თანამშრომელთა რიგები ძირითადად ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულებითა და სტაჟიორებით ივსება.

6.1 საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, არსებული გამოცდილებისა და რეალობის გათვალისწინებით, ნათლად ჩანს თითოეული სასწავლებლის ავ-კარგიანობა: რომელი უნივერსიტეტი სწავლების რა მეთოდოლოგიას იყენებს, სად რა სახელმძღვანელოებით ასწავლიან და ვის რა რესურსი აქვს, იღებენ თუ არა თანაბარ ცოდნას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია ჯერ კიდევ ხედავს საჭიროებას, დაეხმაროს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც რეფორმის პერიოდში უწევთ იურიდიული განათლების მიღება. სწორედ ამიტომ საიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება წარმოადგენს.

ამ მიზნის მიღწევას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის მეშვეობით ცდილობს.

ფონდმა და სასწავლო ცენტრმა საანგარიშო პერიოდში შემდეგი მიმართულებებით იმუშავა:

  • თბილისში ყოველწლიური 6 თვიანი ფასიანი სასწავლო კურსები ხუთი მიმართულებით.

  • ფასიანი სასწავლო კურსები ქუთაისში.

  • დებატების შიდა და ეროვნული ტურნირის უზრუნველყოფა თბილისის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და რუსთავის მასშტაბით.

  • რეგიონის სტუდენტებისათვის დებატ-კლუბებისა და პროექტში - „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში“ - მონაწილეობის უზრუნველყოფა.

  • ოლიმპიადის - „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ - ორგანიზება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

  • სემინარების ორგანიზება ოზურგეთში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში სამართლის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე.

  • იურიდიული ბიბლიოთეკის ფონდის გაზრდა უახლესი ლიტერატურით.

  • უცხოური მაღალრეიტინგული იურიდიული ლიტერატურის თარგმნა ქართულ ენაზე.

ფონდის სასწავლო კურსები

2008-2009 სასწავლო წელს ფონდის მიერ გამოცხადებულ სასწავლო კურსზე გამოცდის შედეგად შერჩეული 131 სტუდენტი 6 თვის განმავლობაში ცოდნას ეუფლებოდა შემდეგი მიმართულებებით:

  • შესავალი სამართალში (I, II, III კურსელთათვის)

  • სამოქალაქო სამართალი

  • სისხლის სამართალი

  • საერთაშორისო სამართალი

  • კონსტიტუციური სამართალი

სასწავლო პროცესის დასრულებისას მხოლოდ 92 სტუდენტი იქნა დაშვებული საბოლოო გამოცდაზე. გამოცდის შედეგად, 52-მა სტუდენტმა დაიმსახურა სერტიფიკატი, ხოლო 33-მა - საიასა და ფონდის ერთობლივი დიპლომი. სამწუხაროდ, 7-მა სტუდენტმა ვერ შეძლო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

9 ივლისს ფონდმა 2008-2009 წლის სასწავლო კურსების გამოშვების ცერემონიალს უმასპინძლა, რომელსაც არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საადვოკატო ფირმების წარმომადგენლები, ფონდის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და საქართველოში მოღვაწე ცნობილი იურისტები ესწრებოდნენ.

ცერემონიალზე ათამდე დიპლომირებულ კურსდამთავრებულს სხვადასხვა პრესტიჟულმა საადვოკატო ფირმამ და თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტაჟირება შესთავაზა დასაქმების პერსპექტივით.

სასწავლო პროცესის მიწურულს ფონდმა 4 მიმართულების ჯგუფის სტუდენტებისათვის (საერთაშორისო, სისხლის, სამოქალაქო, კონსტიტუციური სამართალი) ორგანიზება გაუკეთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პროცესებზე სტუდენტებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: მოსამართლეები, ადვოკატები, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები. სტუდენტების შეფასება ხდებოდა პროცესზე მათ მიერ წარმოდგენილი როლების შესაბამისად, სადაც მათ მომზადების საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს.

0x01 graphic

ფასიანი სასწავლო კურსი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ ქუთაისშიც. ჯგუფში ირიცხებოდა 30 მსმენელი, რომლებმაც, ადგილობრივი და თბილისიდან წარგზავნილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, მომზადება გაიარეს შემდეგ დისციპლინებში:

  • სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი.

  • სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

  • საგადასახადო სამართალი.

  • ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი.

კურსის დასრულებისას ჩატარდა საბოლოო გამოცდა და წარმატებულ მსმენელებს საიასა და ფონდის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ.

დებატების ხელოვნება

იურისტის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ფონდი აგრძელებს დებატების კურსის ორგანიზებას როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, ობიექტური მიზეზების გამო, რეგიონების სტუდენტებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ იმ დონის ცოდნა და გამოცდილება, რასაც თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ახერხებენ. დებატების კურსის საშუალებით, მსმენელები ეუფლებიან კამათის ხელოვნებას, დებატის კულტურას, სწრაფ აზროვნებას, სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის ძიებას. 6 თვიანი სასწავლო პროცესის შემდეგ ფონდმა მოაწყო დებატების შიდა ტურნირები თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში. საბოლოო ეტაპზე შიდა ტურნირებში გამარჯვებული გუნდებისათვის ეროვნული ტურნირი მოეწყო. ტურნირის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო მოდებატეები, რომლებსაც გამარჯვებულ გუნდებთან ერთად იურიდიული ლიტერატურა და ფონდის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ოლიმპიადა ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის

საანგარიშო პერიოდში GTZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, სწავლების ცენტრმა სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში გამართა ოლიმპიადა სახელწოდებით „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“.

0x01 graphic

ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 73-მა გუნდმა (თითოეული გუნდი შედგებოდა 3 მონაწილისაგან) საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი შემოიტანა თბილისის სხვადასხვა სასწავლებლიდან - 50-მა გუნდმა, ბათუმიდან - 5-მა, გორიდან - 2-მა, ქუთაისიდან და თელავიდან კი - 3-3-მა.

წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, საბოლოოდ შეირჩა 8 გუნდი: 7 - თბილისიდან, 1 კი - ბათუმიდან.

2008 წლის 12-14 დეკემბერს ქ. ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გაიმართა როგორც შესარჩევი რაუნდები, ასევე ნახევარფინალი და ფინალი. იმიტირებულ პროცესებს თავმჯდომარეობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ბესიკ ლოლაძე და ლალი ფაფიაშვილი. სასამართლო კოლეგიის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ სპეციალისტები და ექსპერტები საკონსტიტუციო სამართალსა და ადამიანის უფლებებში.

0x01 graphic

14 დეკემბერს ოლიმპიადა საზეიმო ვითარებაში დაიხურა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ლალი ფაფიაშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ საიასა და GTZ-ის ერთობლივი სერტიფიკატები. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ქართულამერიკული უნივერსიტეტის გუნდი. გამარჯვებულებს საიამ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები გადასცა, მონაწილეები კი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ჯონი ხეცურიანის ავტორობით გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა. ფინალში გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი წარწერით: ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის.

სემინარები იურისტებისთვის

საანგარიშო პერიოდში სწავლების ცენტრმა, GTZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, საიას რეგიონულ ოფისებში ორგანიზება გაუკეთა სემინარებს იურისტებისა და საჯარო მოხელეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატურ საკითხებზე, კერძოდ:

  • 21 და 29 ნოემბერს სემინარი ჩატარდა ოზურგეთსა და თელავში, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც საიას ოზურგეთისა და თელავის ოფისების იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე ადვოკატებმა, ნოტარიუსებმა და რწმუნებულებმა. სემინარი „კომლის სამართლებრივი ბუნება, სტატუსი და პრობლემა“ ეძღვნებოდა კომლთან დაკავშირებულ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც აწუხებს როგორც სოფლად მცხოვრებ ოჯახებს, ასევე სანოტარო სამსახურებს, საჯარო რეესტრს და რწმუნებულებს.

  • 28 ნოემბერს სემინარი გაიმართა საიას გორის ოფისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საიას გორის იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა, ასევე ადგილზე მოქმედმა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენლებმა. სემინარი ეძღვნებოდა საოჯახო სამართლის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

    • მშვილებელი და შვილად ასაყვანი.

    • შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე მხარეები.

    • მშობლის უფლების ჩამორთმევა და შეჩერება.

    • სასამართლოს მიერ შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და ბათილად ცნობის საქმეთა განხილვა.

    • მამობის დადგენა.

  • 30 ნოემბერს საიას ქუთაისის ფილიალში მოეწყო სემინარი თემაზე „ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში უფლების სასამართლო წესით დაცვის სამართლებრივი საშუალება“. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

    • ადმინისტრაციული სარჩელი.

    • ადმინისტრაციული სარჩელის სახეები.

    • ადმინისტრაციული სარჩელის სახეების გამიჯვნა.

    • ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობა; განმწესრიგებელი სხდომა.

    • ადმინისტრაციულ სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილებათა სახეები.

სემინარებში მონაწილეობა მიიღო 80-მა მონაწილემ.

0x01 graphic

საინფორმაციო ცენტრი
(იურიდიული ბიბლიოთეკა)

საიას იურიდიული ბიბლიოთეკა იურიდიული ლიტერატურით დაინტერესებულ პირთათვის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად. ყოველდღიურად ბიბლიოთეკა საშუალოდ 20-25 მკითხველს ემსახურება.

კვლავაც გრძელდება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება უახლესი იურიდიული ლიტერატურით. საანგარიშო პერიოდში ფონდის მიერ ბიბლიოთეკისათვის შეძენილ იქნა 200 ერთეულამდე ქართულენოვანი ლიტერატურა. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო აგრეთვე ბრიტანეთის საბჭოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ნაჩუქარი ინგლისურენოვანი ლიტერატურით (50 ერთეული).

მომსახურების ამაღლების, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და ვებ-გვერდის - www.legaleducation.ge - რეკლამირების მიზნით, დამზადდა პოლიეთილენის პარკები, რომლებზეც განთავსდა ვებ-გვერდის მისამართი. ამჟამად ეს პროდუქტი წარმატებულად გამოიყენება ჩვენს სერვისში (ბინაზე გატანის შემთხვევაში, საიას მკითხველებს წიგნები სწორედ აღნიშნული პარკებით მიაქვთ) და დიდი მოწონებით სარგებლობს.

0x01 graphic

იან ბრაუნლისსაერთაშორისო საჯარო სამართალი

სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი განებივრებული არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემული კვალიფიციური იურიდიული ლიტერატურით. სწორედ ამიტომ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი დაუკავშირდა გამომცემლობას Oxford University Press და მოიპოვა საავტორო უფლება, ქართულ ენაზე თარგმნოს და გამოსცეს იან ბრაუნლის „საერთაშორისო საჯარო სამართალი“. ფონდი ამ უფლებით ისარგებლებს 5 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში დაგეგმილია წიგნის 500 ეგზემპლარის გამოცემა. თარგმნა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექსტის რედაქტირება. სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრისთვის უკვე შევძლებთ ჩვენი წევრების გახარებას ამ შესანიშნავი ავტორის ნაშრომით. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას.

ფონდი მომავალშიც გააგრძელებს მაღალრეიტინგული უცხოური ლიტერატურის თარგმნას ქართულ ენაზე სამართლის სხვადასხვა დარგში.

6.2 თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


სტრატეგიულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მოქმედი იურისტებისათვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, 2009 წლის 7 მაისს საიამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი ღონისძიების სახით მოაწყვეს შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან 30 პრაქტიკოსი ადვოკატი ესწრებოდა. მრგვალ მაგიდაზე განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა: ევროპის სასამართლოს პრეცედენტები იურისდიქციის საკითხებზე, სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პარალელური გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტების დროს. მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია რუსეთსაქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ საქმეებზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც აღნიშნული საქმეების მომზადებისას გამოვლინდა.

6.3 სტაჟირება იურიდიული დახმარების ცენტრებში

▲ზევით დაბრუნება


თეორიული განათლების მიწოდებასთან ერთად, საია მუდმივად ზრუნავს იურიდიული პროფესიის განვითარებაზე, ახალგაზრდა იურისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში თბილისისა და რეგიონული ოფისების იურიდიული დახმარების ცენტრებს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ.

ცენტრებში მოქმედებს სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის საშუალებას აძლევს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია კონკურსის გზით და იგი 6 თვეს გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობენ კონსულტაციების გაცემის პროცესში, გამოცდილი იურისტების დავალებითა და მეთვალყურეობით ადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტს, ეძლევათ საშუალება, ადვოკატთან ერთად დაიცვან მოქალაქეთა ინტერესები სასამართლოში.

2009 წლის განმავლობაში საიას იურიდიული დახმარების ცენტრში 42 დამწყებ იურისტს მიეცა პრაქტიკის მიღების საშუალება. აღსანიშნავია, რომ ცენტრის საუკეთესო სტაჟიორებს, ვაკანსიის შემთხვევაში, რეალური შანსი აქვთ, გახდნენ საიას თანამშრომლები. მხოლოდ 2009 წლის განმავლობაში საიაში განსაკუთრებული ნიჭითა და მონდომებით გამორჩეული 4 სტაჟიორი დასაქმდა.

6.4 ფინანსური ანგარიში

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდი: 2008 წლის 1 ოქტომბერი - 2009 წლის 30 სექტემბერი

საიას ფინანსური ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის მე-15 და მე-16 საერთო კრებებს შორის განვლილ პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროდან გრანტის, შემოწირულობისა და საწევროს სახით მიღებულია 4,615,517.03 ლარი. აღნიშნული თანხა, მიღების წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

Adam Smith International

5,964.25 ლარი

British Embassy

15,609.00 ლარი

Black sea trust

102,455.00 ლარი

DRC

229,607.79 ლარი

Europe Commission

206,164.75 ლარი

EHRAC

23,777.00 ლარი

GTZ

204,563.50 ლარი

Germany Embassy

25,785.80 ლარი

NED

89,425.28 ლარი

OSGF

46,648.77 ლარი

OSI

181,219.92 lari

Oxfam Novib

1,667,440.00 ლარი

PRI

9,275.00 ლარი

RJI

116,156.85 ლარი

UNDP

1,320,421.40 ლარი

USAID

291,900.00 ლარი

UNICEF

59,376.16 ლარი

საწევრო შენატანი

1,876.00 ლარი

სხვადასხვა კერძო და იურიდიულ
პირთა შემოწირულობა

11,054.34 ლარი

სხვადასხვა შემოსავალი

6,796.22 ლარი

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ასოციაციაში არაერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული იყო 154 თანამშრომელი, მათ შორის 64 - რეგიონებში, რომელთა ანაზღაურების საერთო ფონდმა შეადგინა 1,466,510.67 ლარი. ერთჯერადი ჰონორარი გაიცა 429 პიროვნებაზე - საერთო თანხით 294,294.89 ლარი.

კერძო პირებზე გაცემულ ანაზღაურებებზე, ხელფასებსა და ჰონორარებზე დაკავებულ იქნა საშემოსავლო გადასახადი - 239,134.08 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ასოციაციის მიერ შეძენილია 109,720.89 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები, მათ შორის, 35,259.36 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები - რეგიონებისთვის.

ამავე პერიოდში შეძენილია საოფისე დანიშნულების სხვადასხვა მცირეფასიანი ნივთი 41,053.49 ლარის ღირებულების, მათ შორის, 23,310.40 ლარის ღირებულების ნივთები - რეგიონებისთვის.

აღნიშნულ პერიოდში ასოციაციის როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული ოფისების ბიბლიოთეკებისთვის შეძენილ იქნა 1,003.45 ლარის ღირებულების წიგნები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემა.

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სემინარისა და შეხვედრის მოწყობაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, დაიხარჯა 85,970.24 ლარი.

ასოციაციის თანამშრომლებისა და წევრების სამივლინებო ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 315,796.62 ლარი.

ასოციაციის ოფისების ქირამ შეადგინა 207,701.31 ლარი.

ამავე პერიოდში ორგანიზაციაში გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა შეადგინა 69,479.82 ლარი, მათ შორის, რეგიონებში - 40,010.12 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ასოციაციის სახსრებიდან მთლიანად დახარჯულია 3,096,373.88 ლარი. აღნიშნული ხარჯი, წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

Adam Smith International

12,501.60 ლარი

British Embassy

14,414.63 ლარი

Black sea trust

55,594.17 ლარი

CARE

7,659.51 ლარი

DRC

145,707.88 ლარი

Europe Commission

145,015.80 ლარი

EHRAC

17,934.15 ლარი

GTZ

259,412.71 ლარი

Germany Embassy

25,785.80 ლარი

ILO

20,060.98 ლარი

NED

83,370.84 ლარი

OSGF

72,958.27 ლარი

OSGF

92,343.85 ლარი

OSI

102,724.67 ლარი

Oxfam Novib

590,164.80 ლარი

PRI

3,230.50 ლარი

RJI

54,742.67 ლარი

UNDP

1,156,336.88 ლარი

USAID

1,156,336.88 ლარი

US Embassy

1,156,336.88 ლარი

UNICEF

18,878.96 ლარი

ასოციაციის სახსრები

12,362.48 ლარი

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველობის ორგანოები

2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით

გამგეობის წევრები

ხიდაშელი თამარ - თავმჯდომარე
ჩხეიძე გიორგი - თავმჯდომარის მოადგილე
აბაშიძე ბესარიონ
ბებიაშვილი ქეთევან
ბესელია ეკა
ბურდული ზურაბ
გურჩიანი თამარ
თომაშვილი თამარ
კვინიკაძე ქეთევან
კორძაია თამარ
მაღრაძე ლაშა
მეტრეველი თამარ
უსუფაშვილი დავით
ფავლენიშვილი ეკატერინე
ფოფხაძე ეკატერინე
ქალდანი თამარ
ჩხეტია ლალი
ცნობილაძე ირაკლი
ჭითანავა ხათუნა
ხიდაშელი თინათინ
ჯაფარიძე სოფიო

რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები

აჭარის ფილიალი - ნინო ტავლალაშვილი
ქუთაისის ფილიალი - ნინო თვალთვაძე
რუსთავის ოფისი - ეკატერინე ფავლენიშვილი
გორის ოფისი - ქეთევან ბებიაშვილი
თელავის ოფისი - მარეხ მგალობლიშვილი
ოზურგეთის ოფისი - თამაზ ტრაპაიძე
დუშეთის ოფისი - სერგო ისაშვილი