მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა შიდა ქართლში (ადგილობრივი თემების მონაწილეობით შემუშავებული სტრატეგია) ანგარიში №5


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა: ანგარიში
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 წლის თებერვალი მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი / CIPDD წერეთლის პროსპექტი ½ 72, II სართული 0154 თბილისი, საქარველ;ო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 E-mail: info@cipdd.org Web: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია / GYLA კახიძის (ყოფილი კრილოვის) N15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 93 61 01 / 95 23 53 ფაქსი: +995 32 92 32 11 E-mail: gyla@gyla.ge Web: www.gyla.ge Saferworld The Grayston Centre, 28 Charles Square London, N1 6HT, UK Phone: +44 20 7324 4646 Fax: +44 20 7324 4647 Email: general@saferworld.org.uk Web: www.saferworld.org.uk Company no. 3015948 (England and Wales) Charity no. 143843 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ



1 * * *

▲back to top


ანგარიში მომზადებულია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ 2011 წლის იანვარში. აღნიშნული ანგარიში არის საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის მიმდინარე პროგრამის ნაწილი. პროგრამა და ანგარიში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) და შერიგების რესურსების (Conciliation Resources) ერთობლივი პროექტის - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით - ფარგლებში.

წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ან უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.

2 შესავალი

▲back to top


2010 წელს შიდა ქართლში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფმა კონსულტაციები გამართა მოსახლეობასთან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემების გამოვლენის მიზნით. წინამდებარე ანგარიში ამ პროცესის შეჯამებაა. ანგარიშში ასახულია ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემები; გამოყოფილია მათ შორის ოთხი უმთავრესი პრობლემა - გაანალიზებულია ისინი და მოცემულია მათი მოგვარების რეკომენდაციები. ამ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ თემის წარმომადგენლები. ანგარიში ეფუძნება ადგილობრივი თემების შეხედულებებსა და თვალსაზრისს, რისთვისაც საზოგადოების წარმომადგენლობითი ჯგუფი პროექტის საქმიანობის ყოველ საფეხურზე კონსულტაციებს მართავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს არ არის ე.წ. ექსპერტული ანალიზი, - ეს არის ანალიზი რომელიც ეფუძნება შიდა ქართლში მცხოვრები ადამიანების აღქმასა და რეალობას. იმედი გვაქვს, ეს გამოცემა დაეხმარება ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებებს, უკეთ გაუმკლავდნენ რეგიონის წინაშე მდგარ სირთულეებს.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld) ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას - საქართველოში კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა, რომლის შედეგიცაა ეს ანგარიში. პროგრამა შექმნილია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რათა მან შეძლოს კონფლიქტსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება და უფრო პოზიტიური როლის შესრულება ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. პროცესი ითვალისწინებს ორმხრივ დიალოგს წარმომადგენლობით ჯგუფებსა და ფართო საზოგადოებას შორის სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროცესი აგრეთვე ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს ამ რეგიონების წარმომადგენლებს შორის ანალიზის შედეგების ურთიერთგაცნობის მიზნით.

პროცესის მიზანია:

  1. კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების წევრებისგან მათივე ხედვის შესახებ ინფორმაციის მიღება;

  1. კონფლიქტთან დაკავშირებით დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება;

  1. საზოგადოების ხელშეწყობა, რათა მათ სხვა თვალით შეხედონ და უფრო ფართო ჭრილში დაინახონ საკითხები;

  1. საზოგადოებისთვის სხვადასხვა რეგიონში არსებული ხედვის გაცნობა.

მთლიანი პროცესი შედგება ოთხი საფეხურისაგან (იხ. დიაგრამა). პირველი საფეხური მიზნად ისახავდა გაგვეგო, 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით, რა თვალსაზრისი ჰქონდათ ადგილობრივ თემებს ოთხ სამიზნე რეგიონში, და დაგვედგინა, რა განსხვავება იყო თვალსაზრისთა შორის ამ რეგიონების მიხედვით. ამ საფეხურის მონაცემები ასახულია ანგარიშში ,,როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს“. მეორე საფეხური ყურადღებას უთმობდა იმ გამოწვევების ღრმა ანალიზს, რომლებიც არსებობს თითოეულ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. მესამე საფეხური კი ფოკუსირებული იყო იმ სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც საჭიროა რეგიონებისათვის ძირითადი გამოწვევების დასაძლევად. თითოეული სამიზნე რეგიონისათვის შეიქმნა ცალკე ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია მეორე და მესამე საფეხურების შედეგები (ეს ანგარიში ერთ-ერთი მათგანია). ამ ანგარიშის დანართში მოცემულია მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებული იყო გამოწვევების ანალიზისა და მათი სათანადოდ გადაწყვეტის სტრატეგიის შესაქმნელად. მეოთხე და ბოლო საფეხური ამჟამად მზადდება და მოითხოვს ყველა რეგიონის წარმომადგენლის ერთობლივ მუშაობას, რათა გადაწყვეტის გზები დაიგეგმოს ეროვნული დონის გამოწვევების საპასუხოდ.

ამ პროცესის ღირებულება ისაა, რომ იგი ხელს უწყობს მასში ჩართულ ჯგუფებს წარმართონ ღრმა და შინაარსიანი დიალოგის პროცესი როგორც რეგიონის შიგნით, ისე რეგიონებს შორის. მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სტრატეგია, რომელიც შემუშავდა ოთხი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის, შემდგომში საფუძვლად დაედება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პოლიტიკის შემქმნელებს შორის დიალოგის წარმოებას.

დისკუსიის პროცესის საფეხურები

0x01 graphic

  1. 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზე ზები და შედეგები

  1. რეგიონებისთვის დამახასიათებელი მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გამოწვევების ანალიზი

  1. რეგიონებისათვის დამახასიათებელი ძირითადი გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების შექმნა

  1. ძირითადი ეროვნული გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების შექმნა

3 შეჯამებული სტრატეგია

▲back to top


ეს სტრატეგია ასახავს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით შიდა ქართლში ადგილობრივი თემების მიერ იდენტიფიცირებულ მთავარ გამოწვევებს. ესენია:

  1. უსაფრთხოების არარსებობა ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში;

  1. ხალხს არ გააჩნია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში დარიგებული დახმარებების შესახებ;

  1. მშვიდობის აღმშენებლობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე;

  1. კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეზღუდული ჩართულობა.

ამ გამოწვევების დასაძლევად წარმომადგენლობითი ჯგუფი იძლევა ასეთ რეკომენდაციებს:

გაიზარდოს უსაფრთხოების განცდა ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყოფილ ბუფერულ ზონებში. ამისათვის საჭიროა:

  • ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა მათ საჭიროებებთან დაკავშირებით;

  • ადამიანებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა მოინახულონ ის ახლობლები, რომლებიც ადმინისტრაციული ზოლის მეორე მხარეს ცხოვრობენ;

  • ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის მხარდაჭერა მათი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;

  • საზოგადოებას სჯეროდეს, რომ ძალადობა აღარ განმეორდება

იმისათვის, რომ მოსახლეობა სათანადოდ იყოს ინფორმირებული რეგიონში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესახებ, საჭიროა:

  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამკვიდროს საინფორმაციო უზრუნველყოფის მექანიზმი და „კულტურა“;

  • საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდონ ინფორმაცია თემებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

სამშვიდობო პროცესის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, საჭიროა:

  • დაგეგმილ ინიციატივებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;

  • ადგილობრივი შესაძლებლობებისა და სამშვიდობო პროცესების მოცულობის უკეთ გაგების მიზნით სათანადო პროცესების დაარსება.

კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა:

  • კონფლქტთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონსულტაციებისათვის სათანადო პროცესის დაარსება;

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მათ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით;

  • სათემო დონეზე ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება.

4 შიდა ქართლში მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები

▲back to top


2010 წლის ივნისში საზოგადოების წარმომადგენლობითი ჯგუფების მიერ გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით რეგიონისათვის სპეციფიკური ცხრა გამოწვევა. საზოგადოების აზრით, პირველი ოთხი გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც დანარჩენი ხუთი - მიჩნეულია ნაკლებად დამთრგუნველად.

) ძირითადი პრობლემები

1. უსაფრთხოების არარსებობა ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში. თუ არ შეიქმნება უფრო მეტად უსაფრთხო გარემო, ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ყოფილი ბუფერული ზონის მოსახლეობა კვლავაც დაიტანჯება მწირი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გამო. მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში გაიზრდება მიგრაცია და შემცირდება ჯერ კიდევ შემორჩენილი კავშირი ადმინისტრაციული ზოლით დაშორიშორებულ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს შორის - კონფლიქტის მოგვარება კიდევ უფრო რთულად გადასაჭრელ პრობლემად იქცევა.

2. ხალხს არ გააჩნია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში დარიგებული დახმარებების შესახებ. თუ არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა შიდა ქართლში უკვე დარიგებულ დახმარებებთან დაკავშირებით და, აგრეთვე, სამომავლოდ დაგეგმილი დახმარების მიზნების, თანხების ოდენობის, ბენეფიციარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესისა, ადგილობრივ მოსახლეობას მონიტორინგის განხორციელებისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნის ძალიან მწირი საშუალება ექნება. შედეგად, გაწეული დახმარების ეფექტიანობა დაიკლებს და გაიზრდება მომავალი არამდგრადობის შესაძლებლობა.

3. მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე. კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესი და სტრატეგია, რომლებიც განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ზუსტად არ პასუხობდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. უფრო კონკრეტულად კი, იგრძნობა, რომ მათ სათანადო ყურადღება არ დაუთმეს ადგილობრივ ინიციატივებს - სახალხო დიპლომატიის გზით ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. ადგილობრივ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მოქმედებებს შორის ასეთმა განსხვავებამ შეიძლება თანდათან გააფუჭოს ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო აქტორებს შორის ურთიერთობა.

4. კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეზღუდული ჩართულობა. ადგილობრივი მნიშვლენობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ჩართულობა იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამკლავების მიზნით მთავრობის მოქმედებებმა რაღაც ფორმით დააკნინა უსაფრთხოების განცდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით - ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ მთავრობის მოქმედებები პირდაპირ ხელს უწყობს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის გაფუჭებას.

) სხვა პრობლემები

5. ეთნიკური სხვაობა და დაძაბულობა ქართველებსა და ოსებს შორის. ხალხს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უფრო აგრესიულები გახდნენ, რაც წარმოშობს ყოველდღიურ პრობლემებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა საირიგაციო წყლის მიწოდება.

6. სოციალურ სტრუქტურაზე ჰუმანიტარული დახმარების ნეგატიური გავლენა. ხალხს სჯერა, რომ რეგიონში დარიგებულმა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ მნიშვნელოვნად შეარყია სოციალური ვითარება, რადგან ადამიანები გარე დახმარების იმედზე უფრო არიან, ვიდრე საკუთარ ინიციატივებზე. იმისათვის, რომ დახმარება მიიღონ, ისინი აზვიადებენ საკუთარ საჭიროებებს.

7. დევნილთა ახალი თაობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან დევნილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონში განთავსდა. წარმოქმნილი პრობლემები უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ ინტეგრაციას და სახელმწიფოს მიერ მათდამი განსაკუთრებულ მიდგომას, რის გამოც მასპინძელ საზოგადოებას უთანასწორობისა და დისკრიმინაციის განცდა გაუჩნდა.

8. ომის მატერიალური და ფსიქოლოგიური ზეგავლენა. 2008 წლის აგვისტოს ომმა იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რომ იმატა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა და ნერვული სისტემის მოშლილობამ, ასევე, გახშირდა სუიციდის, ძალადობის (მათ შორის, ოჯახში ძალადობის) ფაქტები. ის ღონისძიებები, რომლებიც გაატარეს საქართველოს მთავრობამ და სხვა სერვისის მიმწოდებლებმა ომის მატერიალური და ფსიქოლოგიური შედეგების აღმოსაფხვრელად, არაეფექტიანი აღმოჩნდა.

9. ვაჭრობის შესაძლებლობების შემცირება. 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ოსებსა და ქართველებს შორის არსებობდა მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. ამაში შედიოდა როგორც ერგნეთის ბაზრობაზე ვაჭრობა, ისე კავშირურთიერთობის დამყარება, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის კუთხით ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პირუტყვის მოშენება და მიწის ნაკვეთების დამუშავება. ასეთი სავაჭრო კავშირები ხელს უწყობდა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ სულ მალე კონრტაბანდის კერად იქცა. ეს კავშირები მეტ-ნაკლებად მოიშალა ერგნეთის ბაზრობის დახურვის შედეგად და კიდევ უფრო შემცირდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

5 ძირითადი პრობლემა 1: უსაფრთხოების არარსებობა ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში

▲back to top


) მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

თუ არ შეიქმნა უფრო მეტად უსაფრთხო გარემო, ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ყოფილი ბუფერული ზონის მოსახლეობა კვლავაც დაიტანჯება მწირი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გამო. მოვლენების ასე გაგრძელების შემთხვევაში გაძლიერდება მიგრაცია და შემცირდება ჯერ კიდევ შემორჩენილი კავშირი ადმინისტრაციული ზოლით დაშორიშორებულ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს შორის - კონფლიქტის მოგვარება კიდევ უფრო რთულად გადასაჭრელ პრობლემად იქცევა.

) ადგილობრივი მნიშვნელობა (ვისზე და როგორ აქვს გავლენა)

  • ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილება, აგრეთვე ისეთი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, როგორიცაა მიწა, წყალი, შეშა და საძოვრები. მეტიც, ადამიანებს საფრთხის განცდა აქვთ მოსავლის აღების შემდეგ; მათ ეშინიათ, რომ მოსავლის ქურდობის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ, რაც დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოების ეკონომიკურ მდგრადობას და ზრდის სიღარიბის რისკს.

  • იმის გამო, რომ უსაფრთხო გარემოს ეძებენ, ქალები და ახალგაზრდები ტოვებენ ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიას. მიგრაცია გააძლიერებს ადამიანებში დაუცველობის განცდას და გაზრდის პესიმიზმს ამ ადგილების მომავალთან დაკავშირებით.

  • ადამიანებს, რომლებსაც მეგობრები ჰყავთ და კონტაქტები აქვთ ადმინისტრაციული ზოლის მეორე მხარეს სამხრეთ ოსეთში, ყოველთვის არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა იქონიონ ახლობლებთან, რადგან არ არსებობს უსაფრთხო გარემო და გადაადგილება შეზღუდულია. ახალგაზრდები ისე გაიზრდებიან, რომ არ ექნებათ ურთიერთობა ეთნიკურ ოსებთან. ეს გადაიზრდება „თაობათა ცვლაში“; მას მერე, რაც უფროსი თაობა აღარ იქნება, ქართული და ოსური კულტურების გაუცხოება მოხდება.

  • სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები და სამხედრო პერსონალი ჰყავს. როდესაც იქ სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს, ბევრს უჩნდება იმის განცდა, რომ ეს წვრთნა პირდაპირი და გარდაუვალი თავდასხმაა ან, რომ წვრთნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ომის განსაახლებლად.

) განმაპირობებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ძალადობის მოგონებები კვლავ ძალიან ახალია.

  • ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ კვლავ ხდება კრიმინალებისა თუ რუსეთისა და სამხრეთ ოსების უსაფრთხოების ძალების მიერ ინსცენირებული ისეთი ინციდენტები, როგორიცაა ხალხის დაკავება, საქონლისა და მოსავლის მოპარვა და სროლა. მართალია, დროთა განმავლობაში შემცირდა ასეთი შემთხვევები, მაგრამ კვლავ საფრთხედ რჩება მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი, უფრო ხშირია გარკვეულ თემსა და სოფელში.

  • ოსებისა და რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა შეზღუდეს ადმინისტრაციული ზოლის გადაკვეთა. თუ პირი შემჩნეული იქნება ამ ზოლის გადაკვეთისას, უფრო ხშირად მას აკავებენ. ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოების ძალებიც საკმაოდ ხშირად ზღუდავენ გადაადგილებას ადმინისტრაციულ ზოლსა თუ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

  • ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია იქ მცხოვრები ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამავე დროს, შეთანხმებული უსაფრთხოების მექანიზმისა და საერთაშორისო სამშვიდობოების არარსებობის გამო, დაძაბულობის განცდა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორადაა აღქმული, იგი მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხალხს უსაფრთხოების განცდა გაუჩნდეს.

  • ნაციონალური მედია-საშუალების, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის სიმწირის გამო, ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მცხოვრებ თემებში იზრდება დაძაბულობა და შიში. ადამიანები ძალიან ხშირად ვერ ხვდებიან, რა ხდება, მაგალითად, როდესაც სროლის ხმა ესმით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჭორები შესაძლო პრობლემების შესახებ არ არის უარყოფილი.

  • ხალხს არ ესმის აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკა, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ კონფიქტსა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში საერთაშორისო გამოძახილი ძალიან სუსტი იყო. შესაბამისად, ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობა დარწმუნებული არ არის, იმოქმედებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება მომავალი ძალადობის აღსაკვეთად.

) რეკომენდაციები

იმისათვის, რომ გაიზარდოს უსაფრთხოების განცდა ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყოფილ ბუფერულ ზონებში, ჯგუფი იძლევა ასეთ რეკომენდაციებს:

1. ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობასთან უნდა წარიმართოს კონსულტაციები მათ საჭიროებებთან დაკავშირებით:

ა) მთავრობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და სხვა შესაბამისმა აქტორებმა ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ თემებს

უნდა მიაწოდონ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, განსაკუთრებით, იმ ჭორებისა და არასწორი ინფორმაციის გასაქარწყლებლად, რომლებიც დაძაბულობასა და შიშს იწვევს საზოგადოებაში;

ბ) მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით უნდა შეისწავლოს ადგილზე თემების საჭიროებები და მოპოვებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებს;

გ) ადგილობრივ თემებთან შეხვედრისა და მათ წუხილთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააარსონ მუდმივმოქმედი ფორუმი;

დ) შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები.

2. ადამიანებს უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, მოინახულონ ახლობლები ადმინისტრაციული ზოლის გადაღმა:

ა) საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოების მედიატორობით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციულ ზოლზე ხალხის გადაადგილება;

ბ) ქართულმა პოლიციამ/შსს-მ ადგილობრივ თემებს ადმინისტრაციულ ზოლზე თავისუფლად გადაადგილების ნებართვა უნდა მისცეს.

3. ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის მხარდაჭერა მათი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად:

ა) ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობოებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო სტრატეგია;

ბ) ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის;

გ) მთავრობამ უნდა შექმნას რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა; აგრეთვე უზრუნველყოს ის, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე;

დ) ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყოს პირუტყვის მარკირება, რითაც შესაძლებელი გახდება პირუტყვის აღრიცხვა.

4. საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ ძალადობა აღარ განმეორდება:

ა) რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობოების ძალების შეყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური სამსახურის უფრო მეტად გააქტიურებით უნდა გააძლიეროს მოლაპარაკების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებასთან);

ბ) საქართველოს მთავრობის განცხადებები და დიპლომატიური ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, მთავრობამ თავისი მოქმედებით უნდა განამტკიცოს ყველა დონეზე;

გ) საერთაშორისო საზოგადოებამ, კონკრეტულად კი, ევროკავშირმა უნდა მიიღოს მკაცრი ზომები სამომავლოდ ძალადობის თავიდან ასაცილებლად და ინფორმაცია ამის შესახებ მიაწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას.

6 ძირითადი პრობლემა 2: ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში დარიგებული დახმარებების შესახებ

▲back to top


) მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

თუ არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა შიდა ქართლში უკვე დარიგებულ დახმარებებთან დაკავშირებით და, აგრეთვე, სამომავლოდ დაგეგმილი დახმარებების მიზნების, თანხების ოდენობის, ბენეფიციარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესისა, ადგილობრივ მოსახლეობას მონიტორინგის განხორციელებისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნის ძალიან მწირი საშუალება ექნება. შესაბამისად, გაწეული დახმარების ეფექტიანობა შემცირდება და გაიზრდება მომავალი არამდგრადობის ალბათობა.

) ადგილობრივი მნიშვნელობა (ვისზე და როგორ აქვს გავლენა)

  • მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რა სახის დახმარება განხორციელდა და ხორციელდება რეგიონში და როგორ შეიძლება ამ დახმარების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი მოწყვლადი ჯგუფი ვერ სარგებლობს არსებული დახმარებით.

  • რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს იმ აზრს, რომ მათ არანაირი სარგებელი არ უნახავთ 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული დახმარების შედეგად. არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მეტი სარგებელი მიიღო (უსამართლოდ), რამაც საზოგადოებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ იმედგაცრუება და დაძაბულობა გამოიწვია.

  • ფორმამ, რომლითაც განხორციელდა დახმარების დარიგება (ინფორმაციისა და საკონსულტაციო მექანიზმის ნაკლებობა), დააკნინა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე (იმის მაგივრად, რომ გაეძლიერებინა) და შეამცირა სამოქალაქო აქტივობა.

  • ეს იმასაც ნიშნავს, რომ მთლიანად განხორციელებული ეროვნული და საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობა დაბალია, ხოლო მთავარ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ძალადობა, შეიძლება არც კი უსარგებლიათ გამოყოფილი დახმარებით.

  • დახმარებასა და მის დარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ანგარიშვალდებულობის ნაკლებობამ გაზარდა მთავრობის ოფიციალური პირების მიერ კორუფციის შესაძლებლობა. ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ხელი სუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოითბეს როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად.

) განმაპირობებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მწირი შესაძლებლობები აქვთ იმისათვის, რომ გაავრცელონ ინფორმაცია საზოგადოებაში გამოყოფილი დახმარებისა და მისი დარიგების შესახებ. სუსტი ინფორმაციის მექანიზმები განპირობებულია ადგილობრივ ხელისუფლებაში „საინფორმაციო კულტურის“ არარსებობით; ინფორმაციის მექანიზმების გამოყენებით ისინი შეეცდებოდნენ აქტიურად მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პირთათვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

  • საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიუნიჭებიათ პრიორიტეტი იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დახმარებისა და მისი დარიგების მექანიზმის შესახებ. ასევე, დახმარების განხორციელებამდე მათ არ გაუმართავთ საზოგადოებასთან სათანადო კონსულტაციები. საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრიორიტეტად მიიჩნიეს დონორებთან კონსულტაციები და ანგარიშის წარდგენა.

  • დახმარების გამწევმა ყველა აქტორმა ინფორმაციის მართვა ძალ გაართულა. ყველა აქტორმა და ადგილობრივზემა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ არ დაუთმო საკმარისი დრო საქმიანობის კოორდინაციას.

  • არის იმის მინიშნებებიც, რომ ზოგიერთი დახმარების დარიგება (განსაკუთრებით, სახლების რეაბილიტაცია და ზარალის ანაზღაურება) პოლიტიკოსებმა გამოიყენეს საარჩევნო ხმების მოსასყიდად. ამდენად, მათ ინტერესში არ შედიოდა დახმარებების შესახებ ინფორმაციის სწრაფად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

  • მართალია, საზოგადოებას სურს ფლობდეს ინფორმაციას თანხების ხარჯვის შესახებ, მაგრამ მას არა აქვს ინფორმაციის გამოთხოვის გამოცდილება (საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვევისა და ხელისუფლებისადმი რიდის გამო) და უნარი, ეკონტაქტოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

) რეკომენდაციები

იმისათვის, რომ მოსახლეობა სათანადოდ იყოს ინფორმირებული რეგიონში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესახებ, ძირითადი ჯგუფი აყალიბებს ასეთ რეკომენდაციებს:

1. საინფორმაციო უზრუნველყოფის მექანიზმისა დაკულტურისდამკვიდრება ადგილობრივ ხელისუფლებაში:

ა) მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოები სამართლებრივად იქნებიან ვალდებული, ეროვნული და ადგილობრივი მედია-საშუალებებით გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ;

ბ) ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მუნიციპალურ და ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის გავრცელების გეგმა;

გ) საერთაშორისო/ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის უნდა შეიმუშაონ ტრენინგის პროგრამა ინფორმაციის თავისუფლების თემაზე.

2. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება:

ა) საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა შეთანხმდნენ ინფორმაციის გავრცელების პროცესზე ასეთი თანმიმდევრობით: ა) 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია, მისი ფინანსები და შედეგები, ბ) დაგეგმილი პროექტები, მათი მიზნები და ფინანსები;

ბ) დონორებმა უნდა დააფინანსონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია-საშუალებები, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო ფონდების მიერ მთავრობისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მონიტორინგი;

გ) საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო კოორდინაცია მუნიციპალურ დონეზე რეგულარული საჯარო შეხვედრების ორგანიზებით, რომელიც ღია იქნება მოქალაქეებისათვის.

7 ძირითადი პრობლემა 3: მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე

▲back to top


) მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

კომუნიკაციისა და კონსულტაციების დაბალი დონე იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესი და სტრატეგია, რომლებიც განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა (EUMM, NATO, EU, UN), ზუსტად არ პასუხობდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. კონკრეტულად კი, იგრძნობა, რომ მათ სათანადო ყურადღება არ დაუთმეს ადგილობრივ ინიციატივებს - ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის სახალხო დიპლომატიის მეშვეობით აღდგენასთან დაკავშირებით. ადგილობრივ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მოქმედებებს შორის ასეთმა სხვაობამ შეიძლება თანდათან გააფუჭოს ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო აქტორებს შორის.

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობა (ვისზე და როგორ აქვს გავლენა)

  • შიდა ქართლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით მათი შეხედულებები არ არის გაზიარებული და ისინი სათანადოდ არ არიან ჩართული სამშვიდობო პროცესებში.

  • ბევრ ადამიანს აქვს სახალხო დიპლომატიის აქტივობებში ჩაბმის სურვილი, მაგრამ ისინი ვერ გრძნობენ იმას, რომ ასეთი პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტებია. არსებობს ასეთი აზრიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ იმის საშუალებები, რომ კონფლიქტის მოგვარებისათვის ნაბიჯები გადადგან, მაგრამ ისინი არ იყენებენ ამ საშუალებებს.

  • საერთაშორისო საზოგადოებას სრულად არ ესმის შიდა ქართლში არსებული კონფლიქტთან დაკავშირებული საჭიროებები და პრიორიტეტები - მათი მოქმედებები ყოველთვის არ არის ადეკვატური.

  • შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ რწმენა დაკარგა.

) განმაპირობებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • რეალურად, ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან ცოტა რამ იცის საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატის, გეგმებისა და ინტერესების შესახებ. საზოგადოება, უბრალოდ, აკვირდება მოვლენებს და საერთაშორისო მოქმედებებს, შესაბამისად, გამოაქვს თავისი დასკვნები.

  • არსებობს მოსაზრება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჩამოდიან წინასწარ მომზადებული დადამტკიცებული მიდგომებითა და პროგრამებით, რომლებიც ეფუძნება სხვა ქვეყნებსა და სიტუაციებში მათ გამოცდილებას. ისინი ისე ახორციელებენ დასახულ გეგმებს, რომ არ ითვალისწინებენ ადგილობრივ თავისებურებებს.

  • საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას უთმობს მთავრობასთან მოლაპარაკებასა და მთავრობის პრიორიტეტებს კონფლიქტთან დაკავშირებით, ისინი არ მართავენ კონსულტაციებს საზოგადოებასთან მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად.

) რეკომენდაციები

სამშვიდობო პროცესის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, ჯგუფი აყალიბებს ასეთ რეკომენდაციებს:

1. დაგეგმილ ინიციატივებზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება:

ა) რეგიონში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ საერთო წესები ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათი მანდატის, დაგეგმილი აქტივობის და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, ორგანიზება უნდა გაუწიონ მოსახლეობასთან რეგულარულ საკონსულტაციო შეხვედრებს, მაგალითად, სათემო საბჭოების დაარსებას;

გ) საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სათანადო კოორდინაციის გზით უნდა უზრუნველყონ საჯარო რეგულარული შეხვედრების ორგანიზება მუნიციპალურ დონეზე.

2. მშვიდობის შენებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობებისა და უნარების უკეთ გასაგებად შესაბამისი პროცესებისდაარსება:

ა) ნებისმიერი ინიციატივის დაწყებამდე საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა აწარმოოს სათანადო კვლევა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებმა ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩააბან სამშვიდობო აქტივობების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში;

გ) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყონ კონფლიქტის საკითხებზე კონფერენციის ორგანიზება და დაფინანსება, ამ კონფერენციაში ქართველების, ეთნიკურად ოსებისა და რუსების მონაწილეობა (მათ შორის, სტუდენტების);

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციისა და ვაჭრობის განვითარებისკენ.

8 ძირითადი პრობლემა 4: კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეზღუდული ჩართულობა

▲back to top


) მნიშვნელობა ადგილობრივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამაც განაპირობა ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამკლავების მიზნით მთავრობის მოქმედებებმა ერთგვარად დააკნინა უსაფრთხოების განცდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით - ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ მთავრობის მოქმედებები პირდაპირ უწყობს ხელს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის გაფუჭებას.

) ადგილობრივი მნიშვნელობა (ვისზე და როგორ აქვს გავლენა)

  • კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის არ აისახება დადებითად ადგილობრივ მოსახლეობაზე და ზოგჯერ ართულებს კიდეც კონფლიქტის დინამიკას. მაგალითად, კონსულტაციების პროცესში ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2004 წელს ერგნეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილებამ შეამცირა კონტაქტები ქართველებსა და ოსებს შორის, ხოლო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნამ გაზარდა დაძაბულობა.

  • პოლიცია რეგულარულად აკავებს და სჯის იმ ხალხს, ვინც კვეთს ადმინისტრაციულ ზოლს ოჯახის, მეგობრების, სასაფლაოების, უბრალოდ პირუტყვის საძოვრად გადაყვანისა თუ მცირე ოდენობის პროდუქტის გაყიდვის მიზნით. ამას საზოგადოება აღიქვამს როგორც უსაფრთხოებისა დაგრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის შენებისათვის კონტრპროდუქტიულ მოქმედებას.

  • მთავრობამ წამოიწყო რამდენიმე ინიციატივა წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ეს ინიციატივები ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაბამისი კონსულტაციების გარეშე, რაც განაპირობებს იმას, რომ გადადგმულ ნაბიჯებში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თავისებურებები. შედეგად, მრავალი ინიციატივა მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემას.

  • ზოგიერთ თემს ისევ აქვს კავშირი ადმინისტრაციული ზოლის გადაღმა მცხოვრებ ხალხთან. ამ კავშირის გამოყენება შეიძლება ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში (მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და სხვა). თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც მთავრობა ერთვება წამოჭრილი პრობლემის მოგვარებაში, იგი არად აგდებს საზოგადოებაში არსებული ურთიერთობის რესურსებს და ისეთ სტრატეგიას ირჩევს, რომელიც ზიანს აყენებს ურთიერთობას და ართულებს ვითარებას.

) განმაპირობებელი ფაქტორები (მიზეზები და აქტორები)

  • რეგიონული დონის გადაწყვეტილებებს უმრავლეს შემთხვევაში იღებენ ეროვნულ დონეზე, თბილისში და არა ადგილობრივი ხელისუფალნი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმმართველობას მართვის უფლებები აქვს მინიჭებული, პრაქტიკაში ეს არ ხორციელდება.

  • 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობამ ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და დიდი თანხა დახარჯა ომის შედეგების გასამკლავებლად, განსაკუთრებით კი, ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თემებისთვის. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორ დახარჯულიყო ეს თანხა, არ ითვალისწინებდა საზოგადოების საჭიროებებს.

  • რეგიონებში მოსახლეობა თავს არაუფლებამოსილად მიიჩნევს საიმისოდ, რომ მიაწვდინოს თავისი აზრი ხელისუფლებას. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ განცდით, რომ მათ მაინც არ მოუსმენენ, ხოლო ნაწილობრივ იმითაც, რომ ჰგონიათ, მათი საქმე არ არის კითხვების დასმა ან ხელისუფლებაში მყოფი პირების გამოწვევა.

  • მედია-საშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მთავრობის ინტერესებში, ნაცვლად იმისა, რომ გააშუქონ რეგიონის მოსახლეობის მოსაზრებები. ამდენად, კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება შეიძლება იყოს არასწორი ან დაუბალანსებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედია-მაუწყებლობა ეტაპობრივად გაუმჯობესდა 2008 წლის ომის შემდეგ.

) რეკომენდაციები

კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მეტი ჩაბმულობის უზრუნველ საყოფად ჯგუფი აყალიბებს ასეთ რეკომენდაციებს:

1. კონფლიქტთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონსულტაციებისათვის საჭირო პროცესის დაწყება:

ა) საქართველოს მთავრობამ ორგანიზება უნდა გაუწიოს რეგულარულ საკონსულტაციო შეხვედრებს და აწარმოოს სათანადო კვლევა. საწყის ეტაპზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა თემაზე: როგორ არის შესაძლებელი პრაქტიკაში ჩართულობის სტრატეგიის განხორციელება;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის კონფლიქტთან დაკავშირებული საჭიროებების გამოსავლენად პოლიტიკური პარტიები სულ უნდა მუშაობდნენ რეგიონებში და არა

მხოლოდ არჩევნების წინ;

გ) ადგილობრივი მედია უნდა შეეცადოს ადეკვატურად გააშუქოს რეგიონის მოსახლეობის ის საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც კონფლიქტის საკითხებთან არის დაკავშირებული, აგრეთვე, წარმოაჩინოს, თუ როგორ აისახება ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამებში.

2. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ:

ა) სამოქალაქო საზოგადოებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა დაგეგმოს და განახორციელოს საინფორმაციო შეხვედრები, კამპანიები და ტრენინგები ადამიანის უფლებებსა და ჯეროვან მმართველობასთან დაკავშირებით (მათ შორის, წარმართოს მუშაობა მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად იმ მიზნით, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი ვალდებულებაა, და რომ მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მათ წინაშე);

ბ) საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უნდა გაზარდოს სამოქალაქო განათლების პროგრამები სკოლაში;

გ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ (ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიების გზით) მოსახლეობას, ითანამშრომლონ ადგილობრივ არჩეულ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული გზით, რათა დაანახონ მათ საკუთარი აღქმა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და აუხსნან მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასთან ადამიანური ურთიერთობის ხელახალი დამყარების მნიშვნელობა.

3. სათემო დონეზე ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება:

ა) სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა წაახალისოს მოსახლეობაში ლიდერები, რათა მათ აიღონ ვალდებულება საკონტაქტო პირები გახდნენ ინფორმაციის მოძიების პროცესში;

ბ) სამოქალაქო საზოგადოება უნდა დაეხმაროს ადგილობრივ ლიდერებს იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, თუ როგორ უნდა გამოითხოვონ საჯრო ინფორმაცია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან;

გ) სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ თემებს აწარმოონ საადეკვატო კამპანიები ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.

9 დანართი: პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავების მეთოდოლოგია

▲back to top


თითოეული გამოვლენილი ძირითადი პრობლემისათვის წარმომადგენლობითმა ჯგუფმა რამდენიმე საფეხურიანი სამუშაო პროცესი გაიარა. ჯერ მოხდა „პრობლემების ფორმულირება“ თითოეული გამოწვევის ასახსნელად. შემდეგ თითოეული პრობლემის საფუძველზე შეიქმნა „გადაწყვეტის სტრატეგია“, ანუ როგორ უნდა გადაჭრილიყო ესა თუ ის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო კონკრეტულ რეკომენდაციებს. პროცესის ყოველ ეტაპზე წარმომადგენლობითი ჯგუფის წევრები კონსულტაციებს ატარებდნენ როგორც თემთა ფართო სპექტრთან თავ-თავის რეგიონებში, ისე სხვა რეგიონების წარმომადგენლებთან.

პრობლემის განაცხადის შემუშავება

გამოვლენილი კონკრეტული პრობლემისათვის პრობლემის განაცხადის მოსამზადებლად, წარმომადგენლობით ჯგუფს ჩაუტარდა ფასილიტაცია, რათა გაანალიზებულიყო: (1) პრობლემების გამომწვევი და მამოძრავებელი ფაქტორები, ანუ რა იწვევს პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი; (2) პრობლემის გავლენა, ანუ ვინ და რა სახის გავლენას განიცდიდა. იდენტიფიცირებულ გავლენებზე მუშაობისას ჯგუფს თხოვეს, ნათლად ჩამოეყალიბებინათ, (3) რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

პრობლემის განაცხადის ტრანსფორმირება გადაწყვეტის სტრატეგიად

როცა სახეზე იყო უკვე პრობლემის განაცხადი, ჯგუფს ეთხოვა შესაბამისი „გადაწყვეტის სტარატეგიის“ შემუშავება. ამის გაკეთებისას ჯერ თხოვეს: (1) იმ საბოლოო ცვლილების იდენტიფიცირება, რომელიც მათ სურთ მიიღონ პრობლემაზე მუშაობის შედეგად; (2) იმ წინაპირობების იდენტიფიცირება, რომელთა დაკმაყოფილება იქნება საჭირო: იქნება ეს პოლიტიკის, პრაქტიკის, დამოკიდებულების თუ ქცევების შეცვლა. პროცესის ყველაზე რთულ ნაწილს წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ სია არ ქცეულიყო გრძელ „საყიდლების ჩამონაწერად“. შესაბამისად, ჯგუფს მიეთითა გამოეყოთ მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც აბსოლუტურ საჭიროებას წარმოადგენდა და რომელთა გარეშე შეუძლებელი გახდებოდა საბოლოო ცვლილებების განხორციელება; დაბოლოს, (3) იმ ნაბიჯებზე თუ ცვლილებებზე „ბრეინსტორმინგის“ ჩატარება, რომლებიც აუცილებელია თითოეული ამ წინაპირობათაგანის შესაქმნელად.

გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ ჯგუფისათვის მაგალითად მიცემული გადაწყვეტის სტრატეგია

0x01 graphic

რეკომენდაციების შემუშავება გადაწყვეტის სტარატეგიიდან

შემდეგ ეტაპზე ჯგუფს დაევალა მოემზადებინათ რეკომენდაციები გადაწყვეტის სტრატეგიებიდან: (1) თითოეული წინაპირობის იმ ძირითადი საკითხის ხელახალი ფორმულირებით, რომელსაც გადაწყვეტა ესაჭიროება; (2) თითოეული ნაბიჯის კონკრეტულ რეკომენდაციად ხელახალი გარდაქმნით - თუ რა არის გასაკეთებელი და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ცვლილებაზე.

გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მაგალითად გამოტანილ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯგუფს მიეწოდა სამუშაო სავარჯიშოდ.

0x01 graphic

10 * * *

▲back to top


ეს ანგარიში ჩატარებული კონსულტაციებისა და ანალიზის საფუძველზე შეადგენეს შიდა ქართლის ძირითადი ჯგუფის წევრებმა:

ნაზი ბერუაშვილმა
ავთანდილ ვალიევმა
არინა თავაქარიშვილმა
ნათია ლურსმანაშვილმა
მალხაზ მინდიაშვილმა
რეზო ოქრუაშვილმა
ლამარა შაყულაშვილმა
ნაილი ჩილინდრიშვილმა
ზაზა ჭიპაშვილმა

ანგარიში შეადგინეს ქეთევენ ბებიაშვილმა და ნინო ჩიხლაძემ.

ტექსტის საბოლოო რედაქტირება ეკუთვნით დევიდ ვუდსა და დიანა ჟღენტს. მადლობას ვუხდით ფლორ ჯასტსა და აივან კემპბელს მეთოდოლოგიის შემუშავებასა და ძირითადი ჯგუფის ფასილიტაციის პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

0x01 graphic

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.

ასოციაციის მიზნებია:

  • იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება

  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება

  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა

  • საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება

  • სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

უსაფრთხო მსოფლიო/Saferworld

0x01 graphic

უსაფრთხო მსოფლიო-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.