ზღვარი №1(5)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ილია მეორე (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი), პაპუაშვილი ნუგზარ, კეკელიძე კორნელი (დეკანოზი), გოგებაშვილი იაკობ, კობახიძე ბასილ (დეკანოზი), შმემანი ალექსანდრე (დეკანოზი), პავლე მეექვსე (პაპი),, კურაევი ანდრეი (დიაკონი), კიშკოვსკი ლეონიდ (დეკანოზი), ჯენქინსი ქეით, პავლოვიკი პიტერ, თინიკაშვილი დავით
თემატური კატალოგი ზღვარი
საავტორო უფლებები: © სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2005 რედაქტორი: ბექა მინდიაშვილი სტილისტ-რედაქტორი: მზია ბოლქვაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ნომერი გამოცემულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ჰოლანდიური ფონდ „კორდეიდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ჟურნალ „ზღვარის“ რედაქცია მადლობას უხდის ფონდ ALPE-ს გასულ წლებში გაწეული თანადგომისთვის. Editor-in-Chief: Beka Mindiashvili Editor: Mzia Bolkvadze Designed by Besik Danelia Published by CIPDD Supported by Cordaid Special thanks to ALPE foundation for corporation and support



1 უნდა ვეძიოთ ახალი გზები...

▲back to top


მწყემსი

0x01 graphic

„ჩვენ თვითონ უნდა ვიქცეთ ხიდად ადამიანური აზროვნების სხვადასხვა ფორმას შორის სხვადასხვა რელიგიური თუ კულტურული ტრადიციის ადამიანებს შორის.“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ეს სიტყვები ოცდახუთი წლის წინ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) სხდომაზე წარმოთქვა და მიგვაჩნია, რომ სწორედ მათშია გამოხატული ეკლესიის მომავლის უზუსტესი ხედვა.

ეს პასუხი თანამედროვეობის გამოწვევებზე და ეს გზა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქი იმ დროს გვთავაზობდა, აქტუალობას არასდროს დაკარგავს, რადგან „ყოველთა ერთობის“ სახარებისეულ იდეალს ესწრაფვის. უწმინდესი და უნეტარესი ქრისტიანთა გასაერთიანებლად ღმერთის, კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობის გაღრმავებისა და სხვის მიმართ, განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების მიმართ ღიაობისკენ მოგვიწოდებს.

ვფიქრობთ ქრისტეს მცნებათა აღსრულებაზე უარის თქმის ტოლფასია, რომ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია დიამეტრულად განსხვავდება ხედვისგან, რომელიც ამ ტექსტშია გადმოცემული.

საგულდაგულოდ მივიწყებული სიტყვის მკითხველისთვის შეხსენებით, გვსურს განვაცხადოთ: გვეიმედება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ჩაებმება აღმსარებლობათა შორის დიალოგში და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წარგვიძღვება ქრისტიანთა შერიგების - მაცხოვრის სხეულის გამთლიანებისაკენ მიმავალ გზაზე.

რედაქტორი

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ წარმოთქმული სიტყვა

ძვირფასო და ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო!

ფრიად ამაღელვა იმ თბილმა მიღებამ და მისალმებამ, რომელიც ჩვენს პატივსაცემად იქნა წარმოთქმული. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ! ჩემი პირველი ვიზიტი ე.მ.ს. ეკუმენურ ცენტრში და ჩემი, როგორც პრეზიდენტის, პირველი გამოსვლა მინდა დავიწყო წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვებით: „რათა მოგცეს თქუენ (უფალმა) სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რათა მეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რა-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე...“ (ეფეს. 3,.6-18).

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩვენი მოღვაწეობის სწორედ ასეთი ფართო გაგებისთვის. ამით ხელმძღვანელობს ე.მ.ს. და ალბათ ამიტომაა მიღწეული საგრძნობი შედეგებიც. ჩვენს საუკუნეში სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები უფრო და უფრო ხშირად შეიგრძნობენ თავს ერთი შემოქმედის - ზეციური მამის შვილებად და ვაჟკაცურად სძლევენ რა საუკუნეების მანძილზე ხელოვნურად შექმნილ ნინააღმდეგობებს, ისწრაფიან ურთიერთდაახლოებისკენ. ყოველივე ეს ჩვენში ამტკიცებს სახარებაში ნაანდერძევი სანატრელი ერთიანობის მოახლოების იმედს (იოანე, .7,20).

წარსული წლების მანძილზე ეკუმენურმა მოძრაობამ საკმაოდ საფუძვლიანად შეისწავლა ის თეორიული პრობლემები, რომლებიც გვყოფენ და გვაერთიანებენ ჩვენ. დადგა დრო, როდესაც უფრო ღრმად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ერთიანობისკენ მიმართულ პრაქტიკულ ღონისძიებებზე.

სასულიერო-თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით ურთიერთგამდიდრების გზით, უფრო ეფექტური უნდა გავხადოთ ჩვენი ერთობლივი მსახურება, რომელიც მიმართულია, სეკულარიზებული და არაქრისტიანული სამყაროს ჩათვლით, მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისკენ. ამით ხელს მევუწყობთ არა მხოლოდ ჩვენი ქრისტიანული მახარებლობის (მოწმობის) ზნეობრივი ავტორიტეტის ამაღლებას, არამედ დავეხმარებით დედამიწაზე მშვიდობის, სამართლიანობისა და თავისუფლების საფუძვლების განმტკიცებას.

ღმერთი, შემოქმედი ქვეყნისა, ზრუნავს მთელს კაცობრიობაზე. მისი სიყვარული ყველას ეფინება. ამიტომ ჩვენ სხვა რელიგიის ანდა სულაც ურწმუნო ადამიანებს ნდობითა და ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით უნდა მივუტანოთ სიყვარულის სახარება.

მიმოვიხილავთ რა მთელს განვლილ გზას, ვსვამთ კითხვას: საკმარისად ეფექტური იყო თუ არა ჩვენი საქმენი და სურვილები წარსულში? იმავე კურსით და ტემპებით უნდა ვიაროთ თუ არა მომავალში? ვფიქრობ, არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარება, რომ უნდა ვეძიოთ ახალი გზები, ახალი ადამიანები ახალი იდეებით.

დღეს საკმარისი არ არის იყო ღვთისმეტყველი, უნდა იყო სოციოლოგიც, ეკუმენისტიც, გულმხურვალედ მქადაგებელიც და „ფხიზელი“ რეალისტიც. თუ გვინდა დაახლოება, ჩვენ თვითონ უნდა ვიქცეთ ხიდად ადამიანური აზროვნების სხვადასხვა ფორმას შორის, სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციის მქონე ადამიანებს შორის. მ.ე.ს. მისია, ისევე როგორც ყოველი ეკლესიის მისია, უნდა განხორციელდეს ორი ძალის მეშვეობით: ღვთიური ძალის - სულიწმიდის მადლით და ადამიანურის - ყველა ქრისტიანის თავისუფალი და კეთილი ნებისყოფით. მე ისევ ვუბრუნდები იმას, რომ დროა ვიფიქროთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ურთიერთდასწრება ჩვენს ღვთისმსახურებებსა და ქადაგებებზე. ეს მოსპობს არაკეთილგანწყობას და სულიერად გაამდიდრებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ეკუმენური მოძრაობის პატრიარქმა. ჯონ მოტმა, ერთხელ ბრძანა: „არ არსებობს უფრო ეკუმენური მსახურება, ვიდრე მართლმადიდებლური ლიტურღია“. ეს მას შეეძლო ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აქ გრძნობდა განუყოფელი ქრისტიანობის სულს.

მე კვლავ მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით. მჯერა, რომ ქრისტეს ნათელი განგვანათლებს და გაგვაერთიანებს ყველას. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ ყელამ ვიცხოვროთ ერთი სულით და ეს სული უნდა იყოს სული ქრისტესი, რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

(რომაელ. 1 1,36).

1979 15.

2 დეკანოზ კორნელი კეკელიძის მოხსენებები საეკლესიო კრებაზე

▲back to top


ეკლესიის ისტორია

0x01 graphic

ნუგზარ პაპუაშვილი

აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე (1879-1962) საეკლესიო მწერლობის, თეორიისა და პრაქტიკის უბადლო მცოდნე გახლდათ. იგი დიაკვნის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია. ეს უკანასკნელი კი მთელ მსოფლიოში აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ლიტურგიათა ყველაზე ავტორიტეტულ კვლევით ცენტრად ითვლებოდა. იქ მოღვაწეობდა დიდი მართლმადიდებელი პროფესორი და საყოველთაოდ აღიარებული ლიტურგისტი ა. დმიტრიევსკი, რომელიც კ.კეკელიძეს საყვარელ და საუკეთესო შეგირდად მიიჩნევდა. მისი რეკომენდაციით და ხელმძღვანელობით კ.კეკელიძემ დაამუშავა თემა „ქართული ლიტურგიული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“, რის საფუძველზეც კიევის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ მას 1908 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიანიჭა.

აღნიშნული აკადემიის ხელმძღვანელობამ კ.კეკელიძეს ლიტურგიკის კათედრის გამგის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან სამშობლოში სამსახური არჩია. 1905 წლის იანვარში იგი სასულიერო პირი გახდა, დეკანოზი ხარისხისთ შეიმოსა და საქართველოში, ქუთაისში, სასულიერო-პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა. 1916-1918 წლებში დეკ. კ.კეკელიძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, ამ დაწესებულების პირველი ქართველი რექტორი.

კ.კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას, განსაკუთრებით, მის ავტოკეფალურ უფლებათა კანონიკური საფუძვლების წარმოჩენის საქმეს, რის გამოც იგი სრულიად კათალიკოს-პატრიარქმა, წმ. კირიონმა (საძაგლიშვილმა) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელ პირთა და პროფესორთა სიაში კ.კეკელიძე მოხსენიებულია როგორც „მიტრაშემოსილი დეკანოზი“. ეს ჯილდო წმ.კირიონმა თავისი აღსაყდრების დღეს, 1917 წლის 1(14) ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას), გაიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ახლადდადგინებულმა მწყემსმთავარმა. აწ საეკლესიო სინოდის განჩინებით წმინდანად კანონიზებულმა, პირველი და უპირატესი ყურადღრება მის მიმართ გამოავლინა. ამ ნაბიჯით მან მიანიშნა, რომ ეთანხმება და იწონებს იმ მიმართულებას და პოზიციას, რომელზეც კ.კეკელიძე დგას.

სამოღვწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კ.კეკელიძე იმ განათლებულ და საერო პირთა გვერდით დადგა, რომლებიც საეკლესიო პრაქტიკის დახვეწისათვის, მისი გამარტივებისა და გათანამედროვეობისათვის ზრუნავდნენ.

მათგან პირველ რიგში წმ. ამბროსი, ლეონიდე, კალისტრატე, ეპ.პეტრე, არქ.პიროსი, პროფესორი იუსტინე აბულაძე და პროფესორი სერგი გორგაძე უნდა დავასახელოთ. მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ ბიბლის ქართული თარგმანისა და სამღვდელმსახურო წიგნების ჩამასწორებელი კომიტეტი, რომლის მიზანი ტექსტოლოგიის ჩარჩოებს შორდებოდა და ლიტურგიის სფეროში გარკვეული რეფორმების ჩატარებას მოიცავდა. ეს იდები არეკლილია კოლექტიურ წერილში „კურთხევანის დაბეჭდვის გამო“ რომლის სტრიქონებს შორის საეკლესიო ცხოვრების განახლების სურვილი და სულისკვეთება იგრძნობა (ამაზე შედარებით ვრცლად ვსაუბრობთ წერილებში კ-პ კალისტრატე ცინცაძის შესახებ; საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლისა; „მრავალთავი“ №13).

0x01 graphic

საქართველოს პირველი საეკლესიო კრება, რომელიც 1917 წლის 8-17 სექტემბერს შედგა თბილისში. საეკლესიო ცხოვრების განახლებისა და რეფორმაციის სულით აღიბეჭდა, რასაც ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ კრების სხდომებს ერისკაცები, ცნობილი საზოგადო მოღვწენი:გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე და სპირიდონ კედია უძღვებოდნენ. ასევე იყვნენ წარმოდგენილნი საერო კრების პრეზიდიუმში და საკათალიკოსო საბჭოშიც. დეპუტატთა მთელი კორპუსი (გამონაკლისის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს) ეკუმენური იდეებით იყო განმსჭვალული, რომელთა რეალიზაციას კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, არამედ სხვა აღმსარებლობის ქრსიტიანულ ეკლესიებს შორისაც.

დეკ. კორნელი კეკელიძე I საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო. იგი, როგორც თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციის (სტატუსის) კომისიას, აქტიურად ებმებოდა დებატებში და ორი მოხსენება წარმოადგინა: პირველი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხებს ეხებოდა, მეორე - რეფორმებს ლიტურგიასა და სამღვდელო პირთა ყოფაცხოვრებაში.

ტექსტი, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, დეკანოზმა კ.კეკელიძემ კრებას მოხსენების სახით 15 სექტემბერს საღამოს სხდომაზე წარუდგინა. თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი და მისი განხილვის პროცესი კრების მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მხარეა. აქ მკაფიოდ და გაბედულადაა ნათქვამი შემდეგი: ბევრი რამ, რაც ბევრს, განათლებულს თუ გაუნათლებელს მართლმაიდებელი ეკლესიის არსება ჰგონია, არ არის მართლმადიდებლობა; ის, რისი ძირძველობა თითქოს სადავო არ უნდა იყოს, სინამდვილეში ახალია და რაღაც გაუგებრობათა შედეგი, ანდა პრაქტიკულ მოტივთა და მოსაზრებათა ნაყოფია; ის, რაც მორმწუნეთა საზოგადოების დიდ ნაწილს ზოგჯერ დოგმატის რანგში აჰყავს, რეალურად მეორეხარისხოვანი მოვლენაა და ცვალებადობის კანონს დადაქვემდებარებული. ასეთია: 1) ტიბიკონი ანუ საეკლესიო ღვთისმსახურების წესი და რიგი; 2) საეკლესიო-საღვთისმსახურო ანუ ლიტურგიკული წიგნების ანბანი და ენა, ამ წიგნების რედაქიცები; 3) სამღვდელოთა საგანგებო შესამოსელი: აუცილებელია თუ არა, რომ სასულიერო პირებმა წირვაზე, წესების შესრულების დროს და, მით უმეტეს, ჩეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში საგანგებო სამოსელი ატარონ? 4) საჭიროა თუ არა, რომ მღვდლებმა წვერი მოუშვან? თითოეულ საკითხზე პასუხი წყაროთმცოდნეობის თანამედროვე დონეზე, ამომწურავად და მართლმადიდებელი სარწმუნოების პოზიციიდანაა გაცემული, ამასთანავე, მარტივად, ლაკონურად და პოპულარულად, რაც ავტორის ცოდნის სიღრმესა და ხელოვნებაზე მიგვანიშნებს.

იმდროინდელი პრესა („სახალხო საქმე“, 1917, 19.IX, №54) და ისტორიკოსი ევსევი ნიკოლაძე, რომელიც აღნიშნული კრების მონაწილე იყო, გვაუწყებენ, რომ დეკანოზ კ.კეკელიძის დებულებები ანუ რეკომენდაციები (1) წირვა-ლოცვის შემოკლების, (2) საღვთო და სამღვდელო წიგნების მხედრულად დაბეჭდვის, (3) ერში სასულიერო პირების ანაფორის გარეშე სიარულისა და და (4) მათ მიერ წვერის გაპარსვის შესახებ კრებამ დაადასტურა; ამაზე კრება თანახმა გახდაო (ე.ნიკოლაძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიამ ქუთაისი, 1918, გვ.249).

„სახალხო გაზეთს“ დამოწმებულ და მის მომდევნო ნომრებში გამოქვეყნებულია ვრცელი კორესპონდენცია, რეპორტაჟები, რომელთაც ხელმოწერა არ ახლავთ. ამიტომ სავარაუდოა, რომ ისინი რედაქტორ-გამომცემელ სიმონ ფირცხალავას ეკუთვნის და შეფასებითი მომენტები, რომლებიც აქა-იქ გვხვდება, გაზეთის საერთო პოზიციას გამოხატავს. კერძოდ, დეკ. კ.კეკელიძის მოხსენებაა, რომელიც მეცნიერული ხასიათი არის, აღსავსეა საყურადღებო ცნობებით და ამიტომ კრების ინტერესებსაც აკმაყოფილებს...“ ირკვვევა, რომ სხდომაზე პაექრობაც ყოფილა. მაგალითად დეკ. ნიჟარაძეს (ბესარიონს?) მომხსენებლისათვის ასეთი კითხვა დაუსვამს „ახალ ქალთა ემანსიპაციაა. თუ მღვდლები პიჯაკ-შლიაპებით მოირთვებიან, რატომ მონაზონ ქალებს არ უნდა შეეძლოთ საერო ტანსაცმლის ჩაცმა?“ მომხსენებელს უპასუხია „მაგას განსაკუთრებით არ შევხებივარ. მაინც პასუხს მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით. ღვთისმშობლისა და წმ.ნინოზე უმაღლესი ქალწული მე სხვა არ მეგულება. თუ იგინი დაიარებოდნენ იმავე სამოსით, როგორითაც სხვა მათი თანამედროვე ქალნი, ჩვენი მონაზონებიც უფლებამოსილნი არიან ისევე ჩაიცვ-დაიხურონ, როგორც სხვებმა. მით უფრო, რომ სარწმუნოება გარეგნობაში არ გამოიხატება“. ეპ. ანტონს უთქვამს, „მოუმზადებელნი ვართ, კანონებს ვარღვევთ, სავსებით არ ვიცავთ და ნუ ავჩქარდებით“. დეკ.კ.კეკელიძეს კი მიუგია: „პირიქით, მე მეექვსე კრების ორი მუხლი მოვიყვანე თმის ტარების აკრძალვის შესახებ“.

მცირე, მაგრამ კონსტრუქციული კამათის მიუხედავად, კრების მონაწილეთა უმრავლესობას, მათ შორის, არა ერთსა და ორ ისეთ სასულიერო თუ საერო პირს, რომლებიც დღეს წმინდანთა თანა მოიხსენებიან, დეკ.კეკელიძის გამოსვლისათვის მაღალი შეფასება მიუცია და მის ძირითად დებულებებსაც დასთანხმებიან.

რაც შეეხება მეორე მოხსენებას, ჩანს, იგი უფრო ინფორმაციული ხასიათის იყო. ეს მოხსენება აქვს მხედველობაში სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც წიგნში „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში“ (თბ., 2000) აღნიშნავს: საეკლესიო კრებაზე ცხარე კამათი წარმოიშვა დეკანოზ კორნელი კეკელიძეს გამოსვლის გამო, რომელიც აღნიშნავდა, რომ კათალიკოს-პატრიარქისა და ეპისკოპოსისათვის ბერობა აუცილებელი პირობა არ უნდა ყოფილიყო. კრების მონაწილეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა კ.კეკელიძის ეს მოსაზრება. კრებამ შესაძლებლად მიიჩნია, მიეცათ უფლება სასულიერო პირთათვის შეკრეჭისა და სხვ.“ (გვ.10). მკვლევარის მიერ წყარო ასეა დამოწმბული: „გაზ. „სახალხო საქმე“, №58, 1918“.

პირველ რიგში, შევნიშნავთ, რომ დამოწმება არასწორია. „სახალხო საქმის“ 53-ე ნომერი 1918 წელს უკვე დიდ ხნის გამოსული იყო. ეს ნომერი 1917 წლის 17 სექტემბერს გამოიცა, ე.ი. იმ დროს, როდესაც თბილისის სიონში კრების სხდომები იმართებოდა. აღნიშნულ ნომერში (ე.ი. „სახალხო საქმე“, 1917, 17.IX, №53) დაბეჭდილია ინფორმაცია სათაურით „სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. 12 სექტემბერი“. ამდენად, ამ სტატიაში მოცემულია მიმოხილვა 12 სექტემბრის სხდომისა, საიდანაც ირკვევა, რომ დეკ.კ.კეკელიძეს ამ დღეს წაუკითხვას მოხსენება „მართვა-გამგეობის (დებულებების) მე-11 პარაგრაფის შესახებ“. ეს პარაგრაფი კი საკათოლიკოსოს საბჭოს წევრთა განათლების ცენზს ეხებოდა. რეპორტაჟიდან ვგებულობთ, რომ კრებას მიზანშეწონილად არ მიუჩნევია საკათალიკოსო საბჭოს წევრობისათვის განათლების ცენზის დაწესება (კრებას საკითხი გამორკვეულად მიაჩნია და ხმის უმრავლესობით სწყვეტს პარ. 11-ში გამოტოვებულ იქნას სიტყვები ცენზის შესახებ“). რაც შეეხება თეთრი ანუ მსოფლიო (ცოლიან) სამღვდელოთა მღვდელმთავრობის, ე.ი. მათ ეპისკოპოსად ხელდასმის საკითხს, ჩვენთვის უცნობია წყარო, რის საფუძველზეც მკვლევარი აცხადებს: კრების მონაწილეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა მოსაზრება ეპისკოპოსებისათვის ბერობის არააუცილებლობის შესახებ (მკვლევარისაგან მინიშნებულ წყაროში ამ საკითხზე საუბარი არაა).

სამაგიეროდ ცნობილია თავად დოკუმენტი - „საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებანი, მიღებული სრულიად საქართველოის 1917 წლის საეკლესიო კრებაზედ,“ რომელიც თბილისში იმავე წელს დაისტამბა. იქ კი მკაფიოდაა ნათქვამი: „საკათალიკოსო კანდიდატისათვის ბერობის მიღება სავალდებულო არაა“ (პარ. 10 - კათალიკოზი); საეპისკოპოზო კანდიდატისათვის ბერად შედგომა სავალდებულო არ არის“. (პარ. 16-ეპისკოპოზი). შესაძლებელია ს.ვარდოსანიძეს აქვს სხვა წყარო (რომელიც აღნიშნულ წიგნში რაღაცა მიზეზის გამო დამოწმებული არ არის), სადაც ნათქვამი იქნება: კრების მონაწილეთა უმრავლესობამ კ.კეკელიძეს ეს დებულება არ გაიზიარა. ასეთ შემთხვევაში დაისმის კითხვა: თუკი კრების უმრავლესობა საეპისკოპოსო კანდიდატისათვის ბერობას სავალდებულოდ მიიჩნევდა, რატომ დაამტკიცა იმავე კრებამ ის პროექტი, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციაა გატარებული და წარმოდგენილი?

დავძენთ: ქვემოთ წარმოდგენილი სტატია დაბეჭდილია საკათალიკოსო საბჭოს ყოველთვიურ ჟურნალში „სვეტიცხოველი“ (1917, №4, რედაქტორი პ.ინგოროყვა), მაგრამ მას კვლავ ვაქვეყნებთ ორი მოსაზრების გამო:

1) პრობლემები, რომლებსაც თეოლოგი მეცნიერი განიხილავს, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ჩვენს საეკლესიო სარბიელზე ობსკურანტულ-შავრაზმულ და ფუნდამენტალისტურ-ნაციონალურ შეხედულებათა მოძალების გამო. სავარაუდოა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელ მესვეურებს დააფიქრებს. ვიმედოვნებთ, ისინი (და, მათთან ერთად მთავრობა და ხელისუფლება) გააცნობიერებენ აღნიშნული შეხედულებების პრობლემატურობას, მათ რეალურობას, მავნებლობასა და სიმწვავეს, რის გამოც გამოსავალის გზათა ძიებას შეუდგებიან. წინამდებარე სტატია მათ რჩევა-დარიგებებსა და იმ საღვთისმეტყველო-თეორიულ საფუძვლებს სთავაზობს, რითაც მომავალში უნდა იხელმძღვანელონ, თუკი ისინი კაცთა შორის ჭეშმარიტების განმტკიცების, გამარჯვებისა და ამ ჭეშმარიტების ზეიმისთვის აღიძვრებიან.

2) მითითებული ჟურნალის ეგზემპლარები ამჟამად მხოლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება და, ამდენად, მკითხველთა ფართო წრისთვის ხელმიუწვდომელია. სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ხელუხლებლად დავტოვეთ.

3 ღვთისმსახურება და სამღვდელოება

▲back to top


დეკანოზი კორნელი კეკელიძე

მოხსნება, წაკითული სრულიად საქართველოს 1917 წლის საეკლესიო კრებაზე

საქართველოს ეკლესიას, როგორც წევრს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობითი ეკლესიისას, აქვს მეტად რთული და ვრცელი რიტუალი, ე.ი. ღვთისმსახურების წესრიგი. ჩვენი ღვთისმსახურება იმდენად ვრცელია, რომ ძნელად თუ ვინმე მოიპოვება ისეთი, რომელმაც შესძლოს ტიბიკოსიბური ლოცვა ბოლომდის მოისმინოს.

დღევანდელი ტიბიკონი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ღვთისმსახურებას არის სამონასტრო, ის დანიშნულია ბერ-მონაზონთათვის, რომელნიც სულ სხვა პირობებში იმყოფებიან, ვიდრე ყოველდღიურ ჭირ-ვარამში გართული და ათასგვარ ზრუნვით შეპყრობილი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ტიბიკონისებური ღვთისმსახურება მონასტრებშიაც კი არ სრულდება დღეს, მხოლოდ ძველს ათონზე სცდილობენ ბერები იმის სისრულით დაცვას და აღსრულებას, და იქ ღამისთევითი ლოცვა, მაგალითად, ღამისთევაა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. თუ მონასტრებშიაც კი ვერ ახერხებენ ტიბიკონის შესრულებას, განა შესაძლოა ის ასრულდეს სოფლად? ცხადია რომ არა და ეს გარემოება მორწმუნე ადამიანს უკარგავს სულის სიმშვიდეს, ვინაიდგან იმას ჰგონია, რომ რაღაცა დანაშაულობას სჩადის, როდესაც ბოლომდის ვერ ისმენს ღვთისმსახურებას, ან ისე ვერ ისმენს, როგორც ჯერ არს. ამისათვის საჭიროა ღვთისმსახურება შემოკლდეს და განმარტივდეს ისე, როგორც ეს შეეფერება დღევანდელ პირობებში მყოფ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებას.

საკითხავია, რამდენად გვაქვს ჩვენ ასეთი განმარტივებისა და შემოკლების უფლება. ვინც ჩვენი ეკლესიის რიტუალის ისტორიას გასცნობია, მან იცის, რომ თვთისმსახურება მეტად ცვალებადია. მოციქულებიდან მოყოლებული, ის დროთა განმავლობაში თანდათან იცვლებოდა, ვიდრე დღევანდელი სახე არ მიიღო. ჩვენ რომ შევადაროთ, მაგალითად, უძველესი დროის და ახლანდელი კურთხევანი, დავინახავთ, რომ ის წესები, რომელთა შესრულებას ეხლა საათობით სჭირია დრო, ძველს რედაქიცებში განისაზღვრება მხოლოდ რამოდენიმე ლოცვით. ავიღოთ თვით წირვის წესი: იმისი მოციქულთა დროინდელი უცვლელი დედაფუძე არის ეგრედწოდებული „საევქარისტიო კანონი“, დანარჩენი ნაწილი კი ცვალებადია. ჩვენ ვიცით, რომ იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, მეტად გრძელი და ვრცელი, შეამოკლა ბასილი დიდმა, ხოლო ამ უკანასკნელის - იოანე ოქროპირმა. აქედან ნათლად სჩანს, რომ პრინციპი ცვალებადობისა ჩვენი ეკლესიისთვის უცხო არ არის. ეს რომ ასე არ იყოს, ისტორიაში ხომ ადგილი არ ექნებოდათ წმ. საფლავისა, სპონდიელთა მონასტრისა, სოფია წმინდისა, სტოდიელთა მონასტრის, მთაწმიდელთა და საბაწმიდის ტიბიკონებს, რომელნიც თავიანთ ელფერს აძლევდნენ ღვთისმსახურებას, შესაფერ წესებს თხზავდნენ და თავისბურად აყალიბებდნენ საეკლესიო წიგნებს.

0x01 graphic

დეკანოზი კორნელი კეკელიძე

როდესაც ლაპარაკია ღვთისმსახურების და საზოგადოთ ტიბიკონის განმარტივებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღვანდელი ტიბიკონი სრულიად მოსპობილ იქმნეს. ის შიძლება დარჩეს იმათთვის, ვისაც შეძლება აქვს უფრო სისრულით შეინახოს ის, სახელდობრ მონასტრებში. შეიძლება შენახულ იქმნეს ის აგრეთვე საკათედრო ტაძრებში, სადაც სამღვდელმთავრო ღვთიმსახურება სრულდება ხოლმე. რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, აქ იგი შემოკლებულ უნდა იქმნეს. კონსტანტინოპოლის „დიდ ეკლესიას“, ეგრედწოდებულ „აია-სოფიას“, სადაც პატრიარქი საზეიმო ღვთისმახურებას ასრულებდა ხოლმე, თავისი ტიბიკონი ჰქონდა, უფრო ვრცელი და რთული, ვიდრე სამრევლო ეკლესიებს. ეს უკანასკნელნი ზოგად მიღებულ ტიბიკონს სოფლის ცხოვრებას და მოთხოვნილებას უფარდებდნენ.

რასაკვირველია, რიტუალის განმარტივების საქმე მთავარმა საეკლესიო ორგანომ უნდა იკისროს; შეუძლებელია ის კერძო პირთა საწვალებლად გადაიქცეს. ამისთვის უთუოდ საჭიროა აღმოსავლურ ეკლესიათა თანამედროვე ლიტურღიული პრაქტიკის ცოდნა, ღვთისმსახურების ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით გაშუქება, იმისი არსებითი ნაწილების უმიშვნელოთგან გარჩევა. ერთი სიტყვით, აქ საჭიროა წმინდა სამეცნიერო ძიება. ერთადერთი კომპონენტი ორგანო, რომელმაც უნდა უხელმღვანელოს ამ საქმეს მეცნიერ-სპეცილიასტთა საგანგებო კომისიის საშუალებით, არის საკათალიკოზო საბჭო.

ერთი მთავარი საკითხთაგანია აგრეთვე, თუ რა ანბანით უნდა იბეჭდებოდეს საღვთისმსახურო წიგნები. ჩვენს ეკლესიაში თავიდანვე მიღებულია საღვთისმსახურო წიგნების საბეჭდად ეგრედწოდებული „ხუცური“ ანბანი. ამას, რასაკივირველია, ისტორიული მიზეზი აქვს. პირვანდელი უძველესი ანბანი ქართული მწერლობისა, როგორც ეხლა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს ქართულ პალეოგრაფიაში არის „ხუცური“, რომლიდანაც თაბდათანობით მხედრული განვითარდა. პირველად ხუცური ანბანით იწერებოდა არა თუ საღმრთო და საეკლესიო წიგნები, არამედ საერო ხასიათის ნაწარმოებნიც. მხედრულის გაბატონების შემდეგ „ხუცური“ საეკლესიო ანბანად დარჩა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში უკვე საეკლესიო წიგნების წერაც იწყეს მხედრული ანბანით.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხუცური დღეს ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა და მხედრულთან შედარებით უფრო ძნელი საკითხავია, უნდა ვაღიაროთ, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს საღვთისმახურო წიგნების ხუცურად ბეჭდვა და დროა ეკლესიაშიც მხედრული ანბანი შემოვიღოთ ხმარებაში. ბევრი მორწმუნე ქართველი იქნება ისეთი, რომელსაც საეკლესიო წიგნების წაკითხვა სწყურია, მაგრამ „ხუცურის“ უცოდინრობა უშლის ხელს. რით უნდა დაუხშოთ მას კარი მაღალ პოეზიით და გრძნობით აღსავსე სალაროისა? უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში და აგრეთვე რუსეთისაში, სადაც საეკლესიო წიგნები „სლავური“ ანბანით იბეჭდება. სხვა ეკლესიებში კი, მაგალითად, საბერძნეთისაში, სომხებისაში, ყველგან ერთიდაიგივე ანბანი არის ხმარებაში.

საღვთისმსახურო წიგნების გამოცემის დროს უნდა მიექცეს აგრეთვე ყურადღება ზოგიერთ მეტად დაძველებულ ფრაზებისა და წინადადებათ განმარტივებას და თანამედროულად და უფრო გასაგებად გადმოკეთებას. თვით ლიტურღიის წესში ჩვენ ვხვდებით ისეთ ადგილებს, რომელთა გაგება მეტად ძნელია არამც თუ უბრალო მსმენელისათვის, არმედ ცოტად თუ ბევრად ძველს მწერლობაში დახელოვნებულისათვისაც. ავიღოთ, მაგალითად, „რომელი ქერუბინთას“ მეორე ნაწილი: „და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა ანგელოზთაებრ უხილავად. ძღვნის შემწირველთა. წესთათა, ალილუია“. ეს საქმეც, რასაკვირველია, იმავე საკათალიკოზო საბჭოს კომპეტენციას უნდა მიენდოს.

* * *

ერთ-ერთი მთავარი მორიგ საკითხთაგანია აგრეთვე ჩვენი სამღვდელოების ჩაცმულობა. სამღვდელოება თავისი განსაკუთრებული ტანისამოსით განსხვავებული და გამოთიშულია დღეს თავსი სამწყსოისგან. სამღვდელოების ეს ჩაცმულობა ანაფორა/კაბები, გამომუშავდა განსაკუთრებით აღმოსავლეთის ეკლესიაში, უფრო კი რუსეთში, სადაც თითქმის ყველა წოდებას და ყოველგვარ პროფესიას თავისი ფორმა ჰქონდა მიჩემებული. დასაველთ ევროპაში ეს ასე არ არის. იქ არამცთუ ადგილობრივი მღვდელსახურნი, არამედ მართლმადიდებლი სამღდელოებაც ჩვეულებრივს საერო ტანისამოსს ატარებს ხოლმე.

აქ საჭირო არაა შეჩერება იმაზე, თუ რა უხერხულობას შეიცავს სამღვდელოების გამოთიშვა მორწმუნეთა კრებულისაგან ამ განსკაუთრებული ტანისამოსით. ეს ყვალასათვის ცხადი უნდა იყვეს. აქ შევჩერდებით მხოლოდ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა სამღვდელო პირებმა გარეშე საღთიმსახურო ადგილისა ჩაიცვან ჩვეულებრივი საერო ტანისიმოსი, ყოველი მოქალაქე რომ ატარებს. თუ იტორიულად შევეხებით ჩენ ამ საკითხს, დავინახავთ, რომ განსაკუთრებული ტანისამოსი სამღვდელო პირთათვის შემდეგი დროის ნაყოფია, თავდაპირველად მღვდლები ტანისამოსით და გარეგნობით სრულიადაც არ განირჩეოდნენ თავიანთი სამწყსოსაგან, ისინი ისეთსავე ტანისამოსს ატარებდნენ, რასაც სხვები. საისტორიო და საარქეოლოგიო კვლევა-ძიება ამ საკითხზე შემდეგ პასუხს იძლევა. თავდაპირველად სამღვდელოება ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, და ეკლესიის გარეშე, სახლში ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. ეს ტანისამოსი კი არაფრით არ განირჩეოდა იმ ტანისამოსისგან, რომელიც ეცვათ საერო პირთ ძველს რომსა და საბერძნეთში. ძველი რომაელები ატარებდნენ გრძელსა და სრულ ტანისამოსს, რომელსაც ერქვა ტუნიკა ანუ ხიტონი, ბერძნულად სტიქარონი, პალიუმი, ანუ იმატიონი, გინა თუ პენულა, ბერძნული გამოთქმით, ფელონიონ. პირველი ამათგანი არის პროტოტიპი ჩვენი დროის სტიქარისა, მეორე კი ფილონისა. ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით გინგილას (მღვდლის გინგილას ოლარი ჰქვია), რომში ცნობილი იყო „ორარის“ სახელით და წარმოადგენდა გრძელსა და ფართო ხელის ლენტს, რომელსაც ბეჭზე ატარებდნენ პირისა და სახის მოსაწმედად. პირველი ექვსი საუკუნის განმავლობაში სამღვდელოებაც იმავე ტანისამოსს ჰხმარობდა ეკლესიაშიც და ეკლესიის გარეშეც. ასე რომ, ტანისამოსით ის არ განირჩეოდა საეროთაგან.

მეშვიდე საუკუნიდან კი საქმე შეიცვალა.

მეექვსე საუკუნეში რომში ფეხი მოიკიდა გერმანულმა კულტურამ, რომელმაც თან მოიტანა მოკლე გერმანული სამხედრო ტანისამოსი. ვინაიდან ეს ტანისამოსი უფრო ადვილი სახმარებელი იყო და თან ხელმისაწვდენიც, მასამ ადვილად და ძალიან მალე გადაიღო ის, სამღვდელოებამ კი, როგორც უფრო კონსერვატიულმა ელემენტმა, ამ ახალს, ბარბაროსულ ტანისამოსს ზურგი აქცია და ისევ ძველებური გრძელი და სრული ტანისამოსი შეინარჩუნა. ამნაირად, მეშვიდე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელო და საერო ტანისამოსს შორის.

მეცხრე საუკუნემდე სამღვდელოება ღვთისმსახურების დროს და შინაურ ცხოვრებაში ერთსა და იმავე ტანისამოსს ატარებდა. მეცხრე საუკუნიდან საეკლესიო ცხოვრებამ აღმოსავლეთში, საბრძნეთში, სპეციფიური ორთოდოქსალური ელფერი მიიღო და ამ მოვლენამ თავისი ბეჭედი სამღვდელო ტანისამოსსაც დაასვა. საბერძნეთში ამ დროიდან ხმარებაში შემოდის გრძელი, ჩვენებური ახალუხის მსგავსი, ტანისამოსი, რომელსაც „კაბადიონს“ უწოდებდნენ. ამ „კაბადიონს“ იცვამდენ როგორც საერონი, ისე სამღვდელონი ეკლესიის გარე, ოჯახურს ცხოვრებაში, ეკლესიაში კი, ღვთისმსახურების დროს, ძველებურ რომაულ გრძელსა და სრულს ზემოთნახსენებს ტანისამოსს ჰხმარობდნენ.

ამნაირად მეცხრე საუკუნიდან თავი იჩინა განსხვავებამ სამღვდელოთა საღვთისმსახურო და საოჯახო ტანისამოსში. „კაბადიონი“, რომელსაც სამღვდელოება იცვამდა, გადმოღებულ იქნა ჩვენშიაც და შეიქნა ჩვენებურ სამღვდელო პირთა „კაბის“ პროტოტიპად. რაც შეეხება „ანაფორას“, ეს გარეგანი ფორმით იგივე კაბაა, მხოლოდ მის ზევით ჩასაცმელი; ეს თვითონ სახელწოდებიდანაც სჩანს: ანაფორა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ზემოდან სატარებელს“.

ჩვენში რომ სამღვდელოება ტანისამოსით საეროთაგან არ განირჩეოდა, ეს იქიდანაც სჩანს, რომ ჩვენებური ჩოხა-ახალუხი წარმოადგენს განვითარებას ბერძნული „კაბადიონისას“, რომელიც, როგორც აღნიშნული იყო, სამღვდელო პირთა ტანისამოსად იქცა. ჩვენში მართლაც ხშირად სამღვდელო ტანისამოსს ჩოხას ეძახდნენ. ეს იქიდანაც სჩანს, რომ ბერების ტანისამოსს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სამღვდელო პირთა ტანისამოსისაგან, არამცთუ ძველად, ეხლაც ხშირად ეძახიან ჩოხას.

ამნიარად, როგორც რომსა და საბერძნეთში, ისე საქართველოშიც სამღვდელო ტანისამოსი არაფრით არ განსხვავდებოდა საერო ტანისამოსისაგან. თუ ეს ასე იყო ყოველგან ძველად, არც ახლა იქნება რაიმე განსაკუთრებული, სამღვდელოებამ რომ იგივე ტანისამოსი ატაროს, რაც საზოგადო ხმარებაშია.

გარდა ტანისამოსისა, სამღვდელოება განირჩევა საეროთაგან გრძელი თმებით. ვერც ისტორიაში, ვერც საეკლესიო კანონებში ჩვენ ვერ ვოპივნით გრძელი თმების ტარების გასამართლებელ საბუთებს, პირიქით, აქ ყველგან აკრძალულია გრძელი თმების ტარება. ქრისტეანობის პირველ ხანაში, მოციქულობის დროს, გრძელი თმების ქონა დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული. მოციქული პავლე ამბობს: „მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმა გრძელად, უშუება არს მისა“ (1 კორ. 11,14). იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი ნეტარი იერონიმე, თეოდორე სტუდიელი და სხვები ერთხმად აღუკრძალავენ სამღვდელო პირთ, თითონ ბერებსაც კი, გრეძლი თმების ტარებას, ვინაიდან გრძელი თმების ტარება წარმართებს სჩევიათო. „მოციქულთა დადგენილებანი“ აგრეთვე აღუკრძალავენ გრძელ თმების დაყენებას, რასაც ისინი მეძავთა და მემრუშეთა თვისებად სთვლიან. მეშვიდე საუკუნეში არამც თუ გრძელს თმებს არ იყენებდნენ, პირიქით, ჩვეულებაში შემოვიდა თავის კეფაზე მრგვლივ თმების გამოპარსვა. ასეთი პრაქტიკის მომაგონებელია ეხლა მღვდელმთავრების მიერ წიგნის მკითხველად კურთხევადის აღკვეცა. მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე და 42-ე კანონი მოითხოვს მღვდლებისა და ბერებისაგან, რომ იმათ თმები აღიკვეცონ, თუ მღვდლად და ბერად დარჩენა უნდათ. ამასვე მოწმობენ პატრიარქი გერმანე (მე-8 საუკუნე), პატრიარქი პეტრე ანტიოქიელი (მე-11 ს.), ვალსამონი (მე-12 ს.). სვიმეონ სოლუნელი ((მე-15 ს.) და ეგრედწოდებული პიდალიონი (კანონთა განმარტებანი), რომელიც 1800 წელს გამოიცა საბერძნეთში.

ამდენად, გრძელი თმების ტარება ძველად არამცთუ სავალდებულო არაა, პირიქით, როგორც დავინახეთ. აკრძალულიც კი არის. მაშასადამე, ეხლაც სავალდებულო არ უნდა იყოს სამღვდელო პირთათვის გრძელი თმების დაყენება. თვით მათ სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორ თმებს ატარებენ ისინი: გრძელსა თუ მოკლეს, შეკრეჭილს.

დებულებანი:

1) საჭიროა ჩვენი ღვთისმსახურება განმარტივდეს, ცხოვრებას დაუახლოვდეს და. შეძლებისდაგვარად, შინაარსით და ფრაზეოლოგიით საშუალო მლოცველ-მორწმუნეათვის გასაგები იყოს. ამის მოსაგვარებლად საკათალიკოზო საბჭოსთან უნდა დაარსდეს განსაკუთრებული „საღვთისმსახურო კომისია“.

2) საღვთო და საეკლესიო წიგნების საბეჭდავად უნდა შემოღებულ იქმნეს მხედრული ანბანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს წიგნები ფართო მასისათვის უფრო ხელმისაწვდენი იქნება.

3) კრებულის წევრთათვის სავალდებულო არ უნდა იყოს ეკლესიის გარეშე ანაფორის ტარება: სურვილისამებრ მათ შეუძლიათ საერო ტანისამოსი ატარონ.

4) მათთვის არც გრძელი თმებისა და წვერის ტარება უნდა იყოს სავალდებულო, ესეც კერძო სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული.

4 იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციები სამღვდელოთა კრებას

▲back to top


ეკლესიის ისტორია

ნუგზარ პაპუაშვილი

„სარწმუნოება მოკლებული განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერებს გარეგანს, დროებითს ფორმებს ეკლესიისას და ივიწყებს შინაგანს მხარეს, ცხოველმყოფელს ზნეობრივ პრინციპებს, დედააზრებს სახარებისას“.

იაკობ გოგებაშვილი

ავტორი

იაკობ გოგებაშვილის (1840-1912) წერილობით მემკვიდრეობაში საეკლესიო-სასულიერო საკითხებსა და მოტივებს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, გარემოს, სადაც აღიზარდა და განისწავლა იგი, და, მეორე მხრივ, მის სულისკვეთებასა და პიროვნულ მისწრაფებებს.

იაკობ გოგებაშვილი კეთილმორწმუნე მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი სახლი სოფელ ვარიანის ტაძრის ეზოში იდგა და პატარა იაკობს საეკლესიო მსახურებაში ყოველდღიური მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა. სიყრმის ასაკში მან ისეთი საღვთო მოშურნეობა გამოიჩინა, რომ მამამისმა, მღვდელმა სიმონმა, ვაჟი მონასტერში გაგზავნა და მისი საბეროდ მომზადება განიზრახა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო თავი შეიკავა. ამის მიუხედავად იაკობმა საფუძვლიანი საეკლესიო-საღთისმეტყველო განათლება შეიძინა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855-1860), შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემიაში (1861-1863). მისი სულიერი მოძღვარი და გზის გამკვალავი გახლდათ წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელიც 1849-1858 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ მუშაობდა და ფიზიკასა და მათემატიკასაც ასწავლიდა. დიდ მღვდელმთავართან დიდ პედაგოგს მამაშვილური ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია, კრძალვით მოიხსენიებდა მას და, როგორც მასწავლებელი და დიდაქტიკოსი, მის სარწმუოებას, ზნეობასა და გონიერებას ეტალონად სახავდა.

საზოგადოების ევანგელიზაცია ანუ პიროვნებათა გულისა და გონების სახარების სულით გაფაქიზება იაკობ გოგებაშვილს პედაგოგიური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა. იგი მისიონერული პროცესებისა და პრობლემების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესსს იჩენდა; აქტიურად ერთვებოდა იმ მოვლენებსა და ღონისძიებებში, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ხდებოდა და კულტურულ-საგანმანათლებლო დატვირთვაც ჰქონდა. მისი მდიდარი პუბლიცისტიკა ცხადჰყოფს, რომ სარწმუნოების სფეროში იგი არა ერთსა და ორ ისეთ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც მწვავე პრობლემად იყო ქცეული; ხელი შეუწყო მათ გარკვევას და, ამდენად, საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური თვალსაზრისითაც შთამბეჭდავი სიტყვა ითქვა.

„მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა (სამღვდელოთა კრების გამო)“, რომლის გაცნობის შესაძლებლობა ამჟამად ჩვენი ჟურნალის მკითხველებსაც ეძლევათ, აღნიშნულ დარგში ავტორის შეხედულებებს ერთგვარად აჯამებს და ამთლიანებს.

დოკუმენტი საყურადღებოა არამარტო შინაარსით - ისტორიული ფონით (ფაქტობრივი მასალით, რომელსაც იმდროინდელი ვითარების წარმოსაჩენად გარკვეული მნიშვნელობა აქვს), თემატიკის მრავალფეროვნებით, საკითხების ავტორისეული ხედვა-ინტერპრეტაციითა და აქტუალობით, არამედ ტექსტის პუბლიკაციის ისტორიითაც.

თავგადასავალი

ეს ისტორია, რომელიც ლუბა მეფარიშვილმა გამოიკვლია (მისივე, „გაზ. „ივერიის“ ერთი აკრძალული სტატიის გამო. - მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1984, №1), ასეთია:

1893 წლის ოქტომბერში (დღე ჩემთვის ცნობილი არ არის), ეგზარქოს ვლადიმირის განკარგულების საფუძველზე, თბილისში საქართველოს საეგზარქოსოს მღვდელმსახურთა კრება (ოფიციალური სახელწოდებით, ყრილობა) შედგა. გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა რედაქტორის, ილია ჭავჭვაძის თაოსნობით მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ დანიშნულ ფორუმს შეხმიანებოდნენ. სათანადო სტატიის მომზადება, რომელშიც ქართველ მართლმადიდებელთა სულიერი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემებზე იქნებოდა საუბარი, იაკობ გოგებაშვილს მიანდეს. უკანასკნელმა ამ შემთხვევაშიც ჩვეეული სიბეჯითე და პუნქტუალობა გამოიჩინა და წარადგინა თხზულება, გაზეთის ფორმატისთვის საკმაოდ ვრცელი სტატია, რომელიც ხელმოწერილი იყო ინიციალებით „JK“. რედაქტორს, ჩანს მასალა იმდენად მოეწონა, რომ მიმდინარე ნომერში იგი მთლიანად და უცვლელად ჩართო.

დასაბეჭდად მომზადებულ გამოცემას, მაშინდელი კანონის თანახმად, სახელწმიფო ცენზურა უნდა გაევლო. საცენზურო კომიტეტმა კი შესაბამისი ნომრის გამოცემა შეაჩერა, აღნიშნული სტატიის კორექტურა „დააპატიმრა“, თარგმნა რუსულად და საბოლოო მსჯავრისათვის იმ წლის 9 ოქტომბერს ეგზარქოსს, მთავარეპისკოპოსს ვლადიმირს, გაუგზავნა. უკანასკნელმა კი ასეთი დასკვნა გამოიტანა „სტატია სათაურით „მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა“ არის ტენდენციური და იგი არ უნდა იქნას დაშვებული გაზეთ „ივერიაში“ დასაბეჭდად.

ასე რომ, ავტორი და რედაქტორი გააწბილეს, მაგრამ ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდა. საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ პავლეს ძე გაკელმა, ილია ჭავჭავაძეს რისხვა-მუქარით შეფარული წერილი მისწერა და მოსთხოვა, გაემჟღავნებინა ავტორის ვინაობა - თანამდებობა, სახელი და გვარი. ილია ჭავჭავაძემ გაითვალისწინა საფრთხე, რომელიც რედაქციას ელოდა და მთავრობის მოთხოვნა, მთავარი ცენზორის მიერ გახმოვანებული, დააკმაყოფილა; აღნიშნა, რომ ინიციალები „JK“ არის, მისი თქმით, „ცნობილი ქართველი პედაგოგისა და მწერლის, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის, ფსევდონიმი.“

ლიტერატურულ ასპარეზზე იაკობ გოგებაშვილი სხვადასხვა ფსევდონიმით გამოდიოდა. მათ შორისაა „იაკობ კალმახელიძე“. ამდენად, „JK“ „იაკობ კალმახელიძის“, იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი ფსევდონიმის, ინიციალი და კრიპტონომია.

„სულიერი მოთხოვნილებანი“

სტატიაში წარმოჩენილი და გაანალიზებულია ის პრობლემები, რომელთა წინაშე ქართველი მართლმადიდებლები XIX საუკუნის 80-90 იან წლებში იდგნენ. ეს იყო დრო, როდესაც საქართველოს ეკლესიას, საეგზარქოსოს ფორმატში მყოფს, მთავარეპისკოპოსი ვლადიმირი (ბოგოიავლენსკი) მართავდა (1892-1898) (მისი პიროვნების შესახებ ვრცლად იხ.: კ.ცინცაძე, ჩემი მოგონებებიდან, თბ., 2001, გვ.38-48). ეს მღვდელმთავარი ცნობილია, როგორც ჭკვიანი, თავმდაბალი, ღირსეული და კარგი მჭევრმეტყველი“, მაგრამ წინააღმდეგობრივი პიროვნება: საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემასაც ამჟღავნებდა და უპატივცემულობასაც. უკვე აღვნიშნეთ, რომ როცა მან იაკობ გოგებაშვილის სტატია წაიკითხა, მისი გამოქვეყნება არ იქნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ გაითვალისწინა იქ მისი მისამართითაც გამოთქმული შენიშვნა - მწყემსმა სამწყსოს ენა უნდა იცოდეს! კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, რომელიც ხსენებული კრების თავმჯდომარე იყო, გვაუწყებს: „საქართველოში ყოფნის ბოლო წლებში მეუფეს გული მოულბა და ქართულ ენაზე წირვაც კი ისწავლა“. ამასთანავე ფაქტი, რომ მან, წინამორბედი ეგზარქოსებისაგან განსხვავებით, ამიერ და იმიერ საქართველოს სამღვდელოთა კრების მოწვევის საჭიროება და აუცილებლობა იგრძნო და ამ კრების თავმჯდომარეობა ქართველ მღვდელს (კ.ცინცაძეს) მიანდო, მის პიროვნებას მაინც დადებითად ახასიათებს.

1893 წლის კრებაზე ბევრი არსებითი პრობლემა განიხილეს, მაგრამ ბევრიც განუხილავი დარჩათ. ი.გოგებაშვილის აკრძალულ სტატიაში სწორედ იმ პრობლემების სპექტრია წარმოდგენილი, რომლებიც კრებაზე არ განუხილავთ და, ალბათ, ვერც განიხილავდნენ, რადგან თავმჯდომარის, მღვდელი (შემდგომ კათალიკოს) კალისტრატეს, დამოწმებული მოგონებების თანახმად პროგრამა და სამუშაო გეგმა დეპუტატებმა ეგზარქოსისაგან მიიღეს. „დაპატიმრებულ“ სტატიაში მოცემული პრობლემების განხილვასა და მოგვარებას კი, ავტორის აზრით და მტკიცებულებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ სარწმუნოებრივი თავლსაზრისით ჰქონდა.

რომ დავაზუსტოთ, ეს სტატია სინამდვილეში არის რეკომენდაციათა ნუსხა, რომელსაც ერისკაცები - იაკობ გოგებაშვილი და მასთან ერთად ილია ჭავჭავაძე - მღვდელ-ხუცესთა კრებას სთავაზობდნენ.

„სასულიერო მოთხოვნილებანი“, რომლებიც, ავტორის თქმით, „ღაღადებით ითხოვენ დაკმაყოფილებას“, ბევრია. მათგან პირველი და უპირატესი, როგორც მიზეზი დანარჩენი უკუღმართობისა და უბედურებისა, „შინაგანი ქრისტიანობის“ დეფიციტი გახლავთ.

„შინაგანი ქრისტიანობა“ არის ის, რასაც მაცხოვარმა საფუარი უწოდა (მათე 13,33; ლუკა 13,20). ლაპარაკია ისეთი სულისკვეთების ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რომელსაც დაცემული და დამდაბლებული ადამიანის გულისა და გონების განახლება და გარდაქმნა ძალუძს ისე, როგორც საფუარს ცომის პურად გარდაქმნა. „შინაგან ქრისტიანობას“ „გარეგანი ქრისტიანობა“ უპირისპირდება, რომელიც ამ უნარს მოკლებულია.

გასაოცარი და მომხიბლავია ავტორის და, რა თქმა უნდა, რედაქტორის გაბედულება და სიმართლის თქმის ზნეობრივი პრინციპი - „შინაგანი ქრისტიანობა“ ჩვენს ქვეყანაში არც ძველად ყოფილა ცხოველმყოფელი და დღეს მითუმეტეს მინავლებულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხის, მორწმუნეთა საზოგადოების, არასაკმარისი ევანგელიზაციაა. ეს თემა სტატიაში ისეა გაშლილი, რომ აქ დამატებით რაიმეს თქმა საჭირო აღარ არის.

პიროვნებათა შორის „შინაგანი ქრისტიანობის“ განფენის ხარისხი განუყოფლადაა დაკავშირებული ქადაგებისა და ღვთისმსახურების ენის, კერძოდ კი, საღვთო წერილის ენის რაგვარობასთან, ასევე - შესაბამისი ტექსტების სიზუსტესა და სრულყოფილებასთან. ცხადია, პირველ რიგში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანი იგულისხმება, რითაც ქართულენოვანი ლიტურგიკული პრაქტიკა დღემდე სარგებლობს. ავტორი სერიოზულ ბიბლიოლოგიურ მომზადებას ამჟღავნებს. საღვთო წერილის („დაბადების“) ძველი ქართული თარგმანი, ბაქარის რედაქციის 1884 წლის გამოცემის ტექსტი, მას მეცნიერი ღვთისმეტყველის თვალით წაუკითხავს და ასეთი დასკვნა გამოუტანია: „მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არ ჰქონია და ბევრს ადგილს ჩენი დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა...“

ბიბლიის უმეტესი ნაწილი ქართულ ენაზე საქართველოს ეკლესიის თვალშეუდგამმა მნათობებმა - ექვთიმე და, განსაკუთრებით, გიორგი მთაწმინდელებმა - აამეტყველეს, ანდა ძველი თარგმანები დახვეწეს. როდესაც ი. გოგებაშვილი ციტირებულ სტრიქონებს წერდა, ბიბლიის ძველი ქართული თარგმანები კრიტიკულად შესწავლილი არ იყო. შემდგომდროინდელმა კვლევა-ძიებამ მისი დაკვირვებებისა და შთაბეჭდილებების სისწორე დაასაბუთა და აღიარა, რომ საღვთო და სამღვდელო წიგნების ძველი ქართული თარგმანები ალაგ-ალაგ ბუნდოვანია, ზოგ შემთხვევაში კი მცდარადაა ნათარგმნი. თვალში საცემია აგრეთვე ლინგვისტური სხვაობა ძველ და ახალ ქართულ სალიტერატურო ენებს შორის, რაც ენათმეცნიერულლი კანონზომიერებაა. ამ ფაქტორების გამო დღის წესრიგში ძველ ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტების ხელახლა თარგმანის საკითხი დადგა. აქ კი მკაფიოდ უნდა ითქვას: ბიბლიიის ახალ ქართულ ენაზე თარგმანის სათავეებთან, რამდენადაც ეს ჩვენთვის დოკუმენტური მასალითაა ცნობილი, განსახილველი სტატიის ავტორი და რედაქტორი - იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე - დგანან (იხ. ჩვენი სტატია „ბიბლია ილია ცხოვრებასა და შემოქმედებაში“ - „სიტყვა“. 1998, №1).

ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე გადმოღებისათვის ბრიტანეთის ბიბლიური საზოგადოებაც (ი.გოგებაშვილის თქმით, „დაბადების საზოგადოება“) ზრუნავდა. ისტორიისათვის საყურადღება განსახილველ სტატიაში წარმოდგენილი შემდეგი ფაქტი: ამ ამოცანის განსახორციელებლად ბიბლიური საზოგადოების წარმომადგენლებს ერთი ქართველი, სამეცნიერო ხარისხის მქონე, დეკანოზისათვის 1883 წელს ასი თუმანი შეუთავაზებიათ, მაგრამ მას ეს მისია არ უკისრია, ანდა ვერ უკისრია. შესაძლებელია, მან ის მწარე გაკვეთილი გაითვალისწინა, რომელსაც რუსეთის ეკლესიის ახლო წარსული სთავაზობდა - ეპიტიმია უწმინდესი სინოდისაგან არქიმანდრიტ მაკარის მიმართ ძველი აღთქმის რუსულ ენაზე თარგმნის გამო. ეს ინიციატივა რუსეთშც ბიბლიური საზოგადოების თანადგომით ხორციელდებოდა.

ევანგელიზაციის პროცესებს რუსეთსა და საქართველოში ერთნაირი დაბრკოლებები ახლავს (ღვთისმსახურება ორივეგან მრევლისათვის არასაკმარისად გადაგებ ენაზე სრულდება), მაგრამ მდგომარეობა ჩენს ქვეყანაში იმხანად უარესი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი (ეგზარქოსი) და მისი კანცელარიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი მკვიდრი მოსახლეობის ენას ვერ ფლობდნენ. კატასტროფული მდგომარეობა იყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ყველა საგანი, მათ შორის, ქართული ენა, რუსულ ენაზე ისწავლებოდა (იქ „საეკლესიო წიგნებს“ ქართულს ენაზედ კითხულობენ და თარგმნიან რუსულზედ“), რაც ავტორის თქმით, „ნამდვილი ორგანული სენია“.

საყურადღებოა ინფორმაცია - თბილისის სემინარიაში ქართული ენის უფლებათა დაცვა მიროპოლსკის მიერ და მისი აზრი ქართული ენის კათედრის დაარსების შესახებ. ხსენებული პიროვნება გახლავთ რუსი პედაგოგი და მწერალი ს.ი. მიროპოლსკი, რომელიც უწმინდესი სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო. იგი საქართველოში პირველად 1882 წლის მაისში ჩამოვიდა, როგორც რევიზორი და მრჩეველი; მოინახულა სასულიერო სასწავლებლები და ქართული კულტურის მიმართ სიმპათიით განეწყო. გაზეთი „დროება“, რომელიც მის ვიზიტს ყურადღებით ადევნებდა თვალს, აღნიშნავდა: „.ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო ბ-ნი მიროპოლსკის წინადადება, რომ ტფილისის სასულიერო სემინარიაში უეჭველად უნდა დაწესებულ იქმნეს ქართული ენის მასწავლებლის კათედრა, ქართულ ენაზე უნდა ისწავლონ რამდენიმე საგანი ღვთისმეტყველებისა და ქართული ისტორია. ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქმნეს მიქცეული ქართულ გალობასა და საზოგადოდ ქართული ენისშესწავლას ყველა სასულიერო სასწავლებელში („დროება“, 1882, 13VI, №121). სავარაუდოა, ი. გოგებაშვილს იმ დროს პირადად გაეცნო პეტერბურგელი კოლეგა და მის პოზიციებში კარგად გარკვეულიყო. ამიტომ იგი თამამად სთავაზობს კრებას, მიმართოს ეგზარქოსს, რათა მან მხარი დაუჭიროს მიროპოლსკის წინადადენას და უწმინდესი სინოდის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღძრას.

შემდეგი რეკომენდაცია აკადემიურ განათლებას ეხება. საქართველოში იმ დროს, რუსეთისა და სომხეთისაგან განსხვავებით, სასულიერო აკადემია არ არსებობდა. დასავლეთ ევროპაში კი ქართველი პედაგოგის თქმით, „თითქმის მთელი სამღვდელოება შესდგება პროფესორთაგან, რომელთაც დაუსრულებიათ უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტი“, ამიტომ, დასძენს იგი, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ოთხივე აკადემიაში ყოველწლიურად ორ-ორი სტუდენტი მაინც გაიგზავნოს.

რის გამო „დააპატიმრეს“ ტექსტი?

დაისმის კითხვა: რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებს განხილული სტატიის „დაპატიმრება“ გადააწყვეტინა? როგორც ვხედავთ, მასში არ არის ანტირუსული და ანტისახელმწიფოებრივი იდეები და მოწოდებები.

ვფიქრობთ, ამის მიზეზი ავტორის, რედაქტორისა და მისი გაზეთის, „ივერიის“, საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური ორიენტაცია იყო, რამაც წინამდებარე სტატიის ზოგადი სულისკვეთება განსაზღვრა. ასეთ ორიენტაციას, პირველ რიგში კერძო და საზოგადო ღვთისმსახურების თანამედროვე სამეტყველო ენებზე წარმართვის სურვილს, საეკლესიო კრებებსა თუ მმართველობის სხვა ორგანოებში საერო პირების აქტიურად მონაწილეობის წესს, ლიტურგიის გათანამედროვების მცდელობას და ა.შ. ეკლესიაში დემოკრატია და ლიბერალიზმი ჰქვია. საზოგადოების საგრძნობი ნაწილი, უფრო კი ფუნდამენტალიზმით დამძიმებული ერი და ბერი, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ყოველგვარ გამოვლენას ეწინააღმდეგება, რადგან ასეთი რამ მათ დასავლური მოვლენა, ევროპელი რეფორმატორებისა და პროტესტანტების გამოგონება ჰგონიათ. ამის გამო მსგავს ინიციატივებს ანუ ეკლესიის მოდერნიზაციის კურსს ისინი პროდასავლურ ცნობიერებად რაცხენ და დასავლეთ ევროპასთან, ზოგადად, გარესამყაროსთან სულიერ-ინტელექტუალური ინტეგრაციის პროცესს პანიკით და ისტერიით ეგებებიან. ასე იყო ცარისტულ რუსეთში და ეგზარქოსებისდროინდელ საქართველოში, ასეა დღესაც - პოსტსაბჭოურ სინამდვილეში, ხავერდებისა და ვარდების რევოლუციის ქვეყანაში. მაგრამ ისტორია და პატროლოგია (ეკლესიის მამათა ცხოვრება და მოძღვრება) ცხადყოფს, რომ პირველ-ქრისტიანთა ცხოვრება ცწორედ დემოკრატიითა და ლიბერალიზმით იყო აღბეჭდილი. იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე იმ მართლმადიდებელთა რიგს განეკუთვნებიან, რომლებიც საეკლესიო პრაქტიკის გამარტივებისა და სახარების პრინციპებთან დაახლოებისათვის იღწვოდნენ.

დასმული კითხვის პასუხი ასეთია: ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის რეკომენდაციები ცენზურამ დემოკრატიული და ლიბერალური იდეების გამო „დააპატიმრა“.

დედანი

განხილული სტატია შემონახულია ორი ეგზემპლარით: ავტოგრაფითა და საკორექტურო ამონაბეჭდით. იგი ი.გოგებაშვილის შრომების ბიბლიოგრაფიაში შესული არაა, რადგან მისი არსებობა 1940 წელს, როდესაც ეს ბიბლიოგრაფია დაისტამბა, სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი არ იყო. დედანი ავტორის პირად საარქივო ფონდში გვიან გამოვლინდა და 1955 წელს თხზულებათა მე-4 ტომში შევიდა. კორექტურა და თანმხლები დოკუმენტაცია საცენზურო კომიტეტის ფონდში (საქართველოს სახელმწფიო საისტორიო არქივი) ინახება.

აქვე დავძენთ, რომ სრული ტექსტი მოთავსებულია აგრეთვე „საღვთისმეტყველო კრებულის“ პირველ ნომერში, რომელიც 1980 წელს შიდამოხმარების წესით და ხელნაწერის უფლებით რამდენიმე ცალად რემინგტონზე დაიბეჭდა. რედაქტორი გახლდათ ამა წლის აპრილის თვეში ტრაგიკულად აღსრულებული მწერალი ედიშერ გიორგაძე. მასალა რედაქციას ქალბატონმა ლუბა მეფარიშვილმა მიაწოდა.

ახალი გამოცემის მიზანი

დემოკრატიასა და ლიბერლიზმთან დამოკიდებულების საკითხებში ჩვენი ერისა და ბერის ის ნაწილი, რომელსაც საქართველოს მართლდამიდებელ ეკლესიაში დღეს წამყვანი პოზიციები უჭირავს, ისეთსავე (და უარეს) ფუნდამენტალიზმს და ობსკურანტიზმს ამჟღავნებს, როგორსაც მათი წინამორბედები ეგზარქატის ხანაში. ანტიკათოლიკური, ანტირეფორმატორული, ანტიეკუმენური, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და, ზოგადად, ანტილიბერალური წივილ-კივილი რაც საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით გამომავალი და მოქმედი ეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით მოწოდებული პრესის დიდი ნაწილიდან გაისმის, ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობის დამჩემებელი ინდივიდები, კოლექტივები (ხელისუფლების პირველი პირების ჩათვლით) და მათი სულიერი მამები, უმრავლესობაში ყოფნით გალაღებულნი და გადიდგულებულნი, რელიგიური შემეცნების მხრივ, ჩვენს დროშიც, XXI საუკუნეშიც, იმავე საფეხურზე იმყოფებიან, რა საფეხურზეც დიდი ილიას ლუარსაბ თათქარიძე და მისი მსახური, ლაზისეული, იდგნენ (მახათის მთვის ამბავი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის თვალსაჩინო მაგალითია). ესაა საეკლესიო და საერო ობსკურანტიზმი (ვრცლად იხ. ჩვენი სტატია: „ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად“ ანუ ობსკურანტიზმი გარეთ და შინ. - „თავისუფლება“, 2003, №5). ობსკურანტიზმის ნიშნებია: ცრუმორწმუნოება, ქსენოფობია, და ზოგადად, სექტანტური ცნობიერება ნაირგვარი გამოვლინებით. ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ ლოზუნგი: „ქართველნო, ერთად ღმრთისაკენ!“, რომელიც ეფუძნება მეორე ლოზუნგს: „ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია ერთი და იგივეა!“ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არის ანტიეკლესიური, ანტი-ეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა, სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეთნიური წარმომავლობის ადამიანთა, კონსოლიდაციას უშლის ხელს და სახელმწიფოს გაერთიანებას ამუხრუჭებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რაც სასულიერო პირებსა და მათ სულიერ შვილებს შორის ობსკურანტიზმს კვებავს, არის საღვთო წერილის ფაქტობრივი უგულებელყოფა. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის სამღვდელოთა და საეროთა წრეებში წარმართული და ნაცისტური ცნობიერება, ზოგადად, ანტიინტელექტუალიზმი, ნაბიჯ-ნაბიჯ აქტიურდება.

მე, ამ სტრიქონების ავტორი, ასეთი ფაქტის მოწამე გავხდი: რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს ცენტრალურ აპარატში მომიხდა მისვლა, რათა ამეღო რეკომენდაცია, რომელიც ხელს მომიმართავდა დასავლეთ ევროპის სამეცნიერო ცენტრებში ახალი აღთქმის ტექსტის ისტორიის საკითხებზე მუშაობის უფლების მოპოვებაში, ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა (დეკანოზმა), რომლის ვინაობის დასახელებისაგან თავს ვიკავებ, ასეთი შინაარსის პასუხი გამცა: „ახალი აღთქმის ტექსტების შეჯერება“ (რაც აღნიშნულია რეკომენდაციაში, რომელიც კათალიკოს-პატრიარქის ყოფილმა მდივანმა დეკ. ზაქარია მაჩიტაძემ ანალოგიური მიზნით გასულ წელს მოგვცა) ჩვენი (ე.ი. საპატრიარქოს) ინტერესების სფეროში არ შემოდის, რის გამოც თქვენს თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ!“ იძულებული გავხდი და მის უწმინდესობას, კათალიკოს-პატრიაქრს ილია II-ს, წერილი მივწერე და მამაშვილური ყურადღება ვთხოვე. პასუხი არ მიმიღია, რაც სამწუხაროა, ნუთუ საქართველოს ამჟამინდელ საპატრიარქოს ახალი აღთქმის ტექსტის ისტორია მართლა არ აინტერესებს?! ნუთუ მისთვის უცხოა თეოლოგიის ისეთი დამხმარე დარგი, როგორიცაა ახალი აღთქმის ტექსტოლოგია? რით ავხსნათ დაბრკოლება, რომელსაც ამ უწყების ერთ-ერთი პასუხიმსგებელი პირი აღნიშნულ თემაზე მომუშავე მკვლევარს უქმნის?

კაზუსი, რომელსაც მე წავაწყდი, კერძო შემთხვევაა, მაგრამ ზოგადი ტენდენციის გამოვლინება. ეს ის ტენდენცია და საგოდებელი ვითარებაა, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არა ახალი აღთქმის სულისკვეთებისაგან ეკლესიის განდგომას. სწორედ ეს იყო ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის დარდისა და ჭმუნვის საგანი. მათ რომ ჩვენს ეპოქაში ეცხოვრათ, სამღვდელოთა კრებას, უეჭველად, დაახლოებით იმავე შინაარსის რეკომენდაცებს შესთავაზებდნენ, რა რეკომენდაციებითაც მაშინ მიმართეს. საღვთო წერილის ახალ ქართულ ენაზე ამეტყველების პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ მთავარი პრობლემა - სამღვდელოთა დასის საღვთო წერილის სულითა გამსჭვალვა - პრობლემად რჩება. იაკობ გოგებაშვილის სიტყვები, რომელთაც ახლა დავიმოწმებთ, ისევე (და შეიძლება მეტადაც) ესადაგება დღევანდელ ვითარებას, როგორც მაშინდელს: „ეკლესიას ჩვენში სული თითქმის ამოხდა. იგი გარდაიქცა სხვადასხვა გარეგანი მექანიკური წესების შესასრულებელ ადგილად და სრულიად ხელი აიღო თავისს მთავარს დანიშნულებაზედ - ჰფენოს ხალხში ცოცხალი, მადლიანი სიტყვით წმინდა სწავლა სახარებისა“ (რჩ. თხზ. ტ.2, 1990, გვ.132).

ამდენად, წინამდებარე პუბლიკაციას კვლავ დიდაქტიკური დანიშნულება აქვს.

5 მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

▲back to top


იაკობ გოგებაშვილი

ამ დღეებში, თანახმად ყოვლად უსამღვდელოესის ექსარხოსის ვლადიმირის განკარგულებისა, თბილისში მოიყრიან თავსა წარმომადგენელნი მთელი საქართველოს სამღვდელოებისა. ამგვარი საყოველთაო კრება დიდი ხანია აღარა ღირსებია ჩვენს სამღვდელოებასა. არც არქიეპისკოპოსის პავლეს დროსა და არც ყოვლადუსამღვდელოესი პალლადის ყოფნის ჟამს ესრედ წოდებული საეპარქიო კრება არ ყოფილა მოწვეული. ამისთანა სასულიერო კრება მოხდა მხოლოდ მიტროპოლიტის იოანნიკეს ექსარხოსობაში.

ეს იშვიათობა მთელის საქართველოს სამღვდელოების კრებისა ფრიად სამწუხარო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. რუსეთში საეპარქიო კრების გამართვა ბევრად უფრო ხშირია. გარნა ჩვენთვის იგი ერთი სამად და ოთხად უფრო საჭიროა, ვიდრე რუსეთისთვის. იქ ეპარქიებს მართავენ სასულიერო გვამნი, რომელთაც კარგად იციან ერის ენა, ლიტერატურა, ისტორია, წარსული და აწმდგომი თავისი სამწყსოსი და კარგად აქვთ შეგნებული მისი სასულიერო მოთხოვნილებანი. არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენში მეთაური საქართველოს ეკლესიისა მოკლებულია ამ სანატრელს ურთიერთობას თავის სამწყსოსთან. ამის გამო მართვა საქართველოს ეკლესიისა მისთვის ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე რუსეთის მთავარ-ეპისკოპოზებისთვის. მართალია, ცალკე სასულიერო პირთ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ და ტვირთი შეუმსუბუქონ საქართველოს ეკლესიის გამგებელსა; მაგრამ ცალკე პირმა იცის მხოლოდ ერთი ნაწილი სამწყსოსი, [იგი] ადვილად სცდება, ხშირად პირად ინტერესებს ეძიებს და გაადვილების მაგივრად უფრო უმძიმებს უიმისოდაც მძიმე მოვალეობის აღსრულებასა. სრულიად სხვა სამსახურის გაწევა შეუძლიან კრებას სამღვდელოებისას. მასში მონაწილეობას იღებენ ყოველი კუთხის მწყემსნი. იგი აღჭურვილია მთელის სამწყსოს ცოდნით, კარგად აქვს გათვალისწინებული მისი მდგომარეობა, მისი მოთხოვნილებანი და შეუძლიან დაასახელოს სწორედ ზედგამოჭრილი ღონისძიებანი მათ დასაკმაყოფილებლად. ამასთან იგი მოკლებულია ყოველს პირადს ანგარიშს და ხელმძღვანელობს მხოლოდ სამწყსოს სიკეთით, მისი წარმატებით, გაუკეთესოებით. აი, რად არის ფრიად სანატრელი, რომ ჩვენში ხშირად, ხუთს წელიწადში ერთხელ მაინც, მოხდეს ხოლმე მთელის საექსარხოსოს სამღვდელოების კრება.

ჩვენი მხრით გვსურს გავუადვილოთ წლევანდელს საეპარქიო კრებას თავისი რთული მოვალეობის აღსრულება და განვმარტოთ ზოგიერთი სასულიერო მოთხოვნილებანი, რომელთაც კაი ხანია ღაღადებით ითხოვენ დაკმაყოფილებასა.

აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს.

იმ სამწუხარო მოვლენას, რომ ქრისტიანობამ ჩვენში კანს ვერ გაატანა და ვერ გამეფდა სულსა და გულში, ბევრი მიზეზი ჰქონდა, შინაგანიც და გარეგანიც. ამ მიზეზების გარკვევას ჩვენ ახლა ვერ შევუდგებით. დავასახელებთ მხოლოდ იმისთანა მიზეზებს, რომლის თავიდგან აშორებაზედ შეუძლიან მსჯელობა იქონიოს საეპარქიო კრებამ და შესაბამისი გადაწყვეტილებანი დაადგინოს.

თბილისში გოლოვინის პროსპექტზედ, ფოჩტის სადგურის მახლობლად, არის ერთი მაღაზია წიგნებისა, დაარსებული ბრიტანეთის „დაბადების“ საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებას ერთადერთ მიზნად აქვს - ყოველს ენაზედ ბეჭდოს გასაგები ენით დაბადება და ჰფინოს მთელის დედამიწის ზურგზედ. ამ მაღალს დანიშნულებას საზოგადოება ემსახურება სწორედ ინგლისური მხნეობით. დედამიწის ზურგზედ არ მოიპოვება იმისთანა მოზრდილი ქალაქი, სადაც არ ჰქონდეს ამ საზოგადოებას თავისი საწყობი საღვთო წიგნებისა. დაბადება, საღმრთო წერილი მას გადათარგმნილი აქვს და დაბეჭდილი კაცობრიობის ყოველ ენაზედ, რომელიც კი ცოტაოდნად მაინც განვითარებულია და აქვს თავისი ანბანი. დიდს ფულსა ხარჯავს თარგმანში, ბეჭდვასა და საწყობების მართვაში ეს საზოგადოება. ამასთან დაბადებას და სახარებას ჰყიდის ისე იაფად, რომ არა კერძო გამომცემელს არ შეუძლიან ესა. ათასობით, ათი ათასობით იფინებიან მთელს კაცობრიობაში ამ საზოგადოების გამოცემანი და ჰქადაგობენ მაღალს სწავლას მაცხოვრის ჩვენისასა.

დიახ, როგორც მოგახსენეთ, ამ საზოგადოებას ჩვენს დედაქალაქშიც აქვს საწყობი დაბადებისა, სახარებისა. შევიდეთ შიგ და გავშინჯოთ ეს საწყობი. მთელი საწყობი სავსეა მწკრივად დაწყობილი წიგნებით, ლამაზად დაკაზმულით. აი პირველი მწკრივი. იგი იპყრობს დაბადებას რუსულს ენაზედ. აი მეორე მწკრივი. იგი შემდგარია დაბადებიდგან სომხურ ენაზედ. აი აგერ მესამე მწკრივი. აქ ალაგია დაბადება არაბულ ენაზედ. თქვენ აქ ნახავთ დაბადებას ფრანგულს, ნემეცურს, სპარსულს, ოსმალურს თუ სხვა ენებზედ. სომხურს ენაზედ თუ მოიკითხავთ სახარებას, გკითხავენ: რომელ სომხურზედ გნებავთ, ძველზედ, არარატულზედ თუ კონსტანტინოპოლურზედ? და რომელზედაც გინდათ, იმ ენაზე მოგართმევენ…. მხოლოდ ერთი ენის ჭაჭანება არ არის აქა. რომლისა? - სწორედ იმ ენისა, რომლის დედაქალაქი იყო, არის და, იმედია, იქმნება თბილისი. დიახ, დაბადება მხოლოდ ქართულს ენაზედ არ მოიპოვება საწყობში, არც ძველზე და არც ახალზედ. რა ამბავია, რომელი მიზეზის გამო? იქნება ეს ბრიტანეთის საზოგადოების ბრალი იყოს? სრულიადაც არა. თქვენ ამ საწყობში გეტყვიან ბევრი ვეცადენით ქართულს გასაგებ ენაზედ გადაგვეთარგმნა დაბადება, ერთს თქვენს დეკანოზს ათასი თუმანიც შევძლიეთ შრომის ფასათაო ამ ათის წლის წინედა, მაგრამ ხელი არავინ მოგვიმართა, არავინ დაგვეხმარა და ეს არის მიზეზი რომ აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია დაბადებას, წყაროს ქრისტიანობისას.

0x01 graphic

დიახ, სწორედ მოკლებულია. ამ ათის წლის წინად დაბეჭდილო დაბადება სათვალავში არ ჩაითვლება. პირველად, იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არამც თუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველს დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს დაბადება გადმოითაგმნა. უცხო ენაზედ კი დაბადება ისეა ნათარგმნი, რომ ყოველს წიგნის მცოდნეს შეუძლიან მისი გაგება. მეორედ, მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრ ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღდეგება ნამდვილს აზრსა; მესამედ, დაბეჭდვის დროს ზოგი ადგილი გამოშვებულია, მრავალი სიტყვა გადასხვაფერებული, დამახინჯებული და საზოგადოდ ისე დაუდევრად არის დაბეჭდილი, რომ სიმრავლეს კორექტურულის შეცდომებისა საშინელს ბრაზზედ მოჰყავს ყოველი ქართველი, რომელსაც კი უკითხნია ეს დაბადება; მეოთხედ, ფასი დიდი ადევს, სახელდობ ექვსი მანეთი, მაშინ, როდესაც უცხო ენაზედ დაბადება იყიდება ერთ-ორ მანეთად; მეხუთედ, უცხო ენაზედ დაბადება იბეჭდება წვრილი, გარკვეული კორპუსით; წიგნი გამოდის მორჩილი ტანისა და ადამიანს შეუძლიან ჯიბეშიც კი ატაროს მთელი დაბადება; ჩვენი დაბადების დაბეჭდვის დროს კი ყოველი ღონისძიება უხმარნიათ, რომ წიგნი გამოსულიყო დიდი; ფარღალალათ დაუბეჭდიათ უშველებელი ასოებთა; წიგნს ერთი სამად და ოთხად უმატნია, სასიხარულოდ სტამბისა და კორექტორისა და ისეთ ტლანქი სახე მიუღია, რომ ურმით თუ ატარებთ მას, თორემ სხვაფრივ არ შეიძლება. ამისთანა დაბადების ქონა უდრის არქონასა.

საჭიროა მთელი დაბადება გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ, დაიბეჭდოს იგი ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძლიერ მცირე, ხელმისაწვდომი ჩვენის ღარიბი ხალხისათვის. როცა ამისთანა დაბადება მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში. მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის.

მწყემსმა თავისი სამწყსოს ენა არამც თუ კარგად უნდა იცოდეს, უნდა დახელოვბნებული იყოს მის მარჯვე ხმარებაში, გავარჯიშებული მეტყველებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიან მას იყოს ჭეშმარიტი მქადაგებელი, მთესველი მაცხოვრის მაღალის სწავლისა, გამსპეტაკებელი თავისი სამწყსოს სულისა და გულისა. რა არის მღვდელი, მეტყველებას მოკლებული? არა მწყემსი, არამედ უსარგებლო მოჯამაგირე, მზგავსი უხმო მომღერალისა, მუნჯი მასწავლებლისა, უფრთო ფრინველისა, კუტი შიკრიკისა. ღმერთი მხოლოდ უკიდურეს შემთვევაში დაარღვევდა ხოლმე ბუნების კანონებს, მისგანვე დადგენილს, და იქმოდა სასწაულსა. რამდენად უკიდურესად საჭიროა მღვდელმა სრულიად იცოდეს თავისი სამწყსოს ენა, სჩანს იქიდან, რომ უფალმა მიოციქულების დროს დაარღვია ერთი ძირითადი კანონი ადამიანის ბუნებისა და სასწაულმოქმედებითი ერთბაშად აალაპარაკა სხვადასხვა ენაზედ მოციქულნი, რომელთაც იმ წამამდე იცოდნენ მხოლოდ თავისი სამშობლო ენა - ებრაული. ამით იმან მისცა ყოველს სასულიერო მთავრობას მცნება: ასწავლეთ, რაც შეიძლება უკეთესად, ხალხის ენა მოწაფეებს, რომელნიც მომავალში უნდა გახდნენ მისი სასულიერო მწყემსნი.

ეს მცნება ყველგან დედამიწის ზურგზედ მტკიცედ სრულდება ქრისტიანთა შორის, სრულდება ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. ყოველი ქრისტიანული სარწმუნოება მომავალს სასულიერო მამებს უპირველესად ყოვლისა ასწავლის ერის ენას, მის ისტორიას, ლიტერატურას, ყოფაცხოვრებასა, წარსულსა და აწმყოსა. ეს საგნები ითვლება მთავარ საგნებად ღვთისმეტყველებასთან ერთად და მათი ზედმიწევნით შეთვისება პირველს მოვალეობას შეადგენს მოწაფეთათვის.

ამ მსოფლიო მოვლენაში ერთადერთს გამოკლებას მთელს დედამიწის ზურგზედ შეადგენს მხოლოდ ქართული სემინარია, დაარსებული თბილისში. ეს სემინარია ქართულია მხოლოდ მიზნით - მოუმზადოს ქართველ ერს სულიერნი მწყემსნი. სხვა მხრივ კი ისეა მოწყობილი, თითქო აქ ქართველობის ჭაჭანება არ არის, თითქოს მიზნის მიუხწეველობა, წახდენა მის დანიშნულებას შეადგენს. აქ არამც და თუ არც ერთი საგანი არ ისწავლება ქართულს ენაზედ, თვითონ ქართული ენა მხოლოდ სახელით არსებობს. ჯერ ერთი ესა, რომ სამშობლო ენის და ლიტერატურის შესწავლა მდგომარეობს თითქმის მარტო იმაში, რომ საეკლესიო წიგნებს ძველს ქართულს ენაზედ კითხულობენ და თარგმნიან რუსულად. ამასთან საუბარი მასწავლებელს და მოწაფეთ შორის სწარმოებს არა ქართულ ენაზედ, არამედ რუსულზედ. მკვდარის ენების გაკვეთლებზედაც კი ყველგან ცდილობენ ამ ენებზედ ილაპარაკონ, და ქართული ცოცხალი ენა კი დამარხულია თავის საკუთარს გაკვეთილებზედ. ეს არც სადმე გაგონილა და არც სადმე ნახულა. ნაყოფიც შესაბამისი მოაქვს ამ წესსა, წინააღმდეგს ბუნებისა და ღთისა. ჩვენი სემინარიელები, შემდეგ ცამეტ-თოთხმეტის წლის სწავლისა და კურს დასრულებისა, იმდენად უმეცარნი არიან არამც თუ ქართულ მეტყველებაში, არამედ მეხნიკურს კითხვაში, რომ მათ გაცილებით სჯობიან უვიცი პრიჩეტნიკები. და რაც უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ, რომ ქართველი ერი მოკლებულია არა მარტო ქრისტიანულს ქადაგებას, არამედ რიგიანს წირვა-ლოცვასა, რიგიანს საეკლესიო კითხვასა და გალობასა, და ამის გამო ეძლევა თანდათან წარმართობასა და ზნეობით გახსწნასა.

სამართალი მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ამ ყოვლად შეუსაბამო წესის დადგენაში ახალი სასულიერო მთავრობა არაფერ შუაშია, რადგანაც იგი შემოღებულ იქმნა წინედ.

სამღვდელოების კრებამ უნდა ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამ დიდ ნაკლსა, რომელიც ნამდვილი ორგანული სენია, და სთხოვოს ყოვლადსამღვდელო ვლადიმირსა, რათა აზრი ბატონი მიტროპოლსკისა შესახებ ქართლის ენის ცალკე კათედრისა თბილისის სემინარიაში - განხორციელებული იქმნას და აგრეთვე საღვთისმეტყველო სახელმძღვანელონი დაიბეჭდონ პარალელური ქართული ტექსტით.

ყოველი სამღვდელოება იმდენად უფრო ძლიერია, რავდენიც უფრო მეტია მასში რიცხვი პირთა, რომელთაც მიუღიათ მაღალი სასულიერო განათლება. ევროპაში თითქმის მთელი სამვდელოება შესდგება პროფესორთაგან, რომელთაც დაუსრულებიათ უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. რუსეთში სასულიერო აკადემიაში ისე ბევრია კურსშესრულებული, რომ სოფლის სამრევლოებიც კი ნახევრობით მათ აქვთ დაჭერილი. ამ გზასვე ადგანან ჩვენი იღბლიანი და მარჯვე მეზობლები - სომხები. კაი ხანია მათ გახსნეს საკუთარი სასულიერო აკადემია ეჩმიაძინში, საიდანაც განათლებულნი ღვთისმეტყველნი ყოველს წელს ოცობით გამოდიან და ხდებიან ნამდვილი მწყემსნი თავისი ერისა. აქაც ჩვენ სავალალო გამოკლებას შევადგენთ. ჩვენი სასულიერო სემინარიიდან, რომელიც ერთადერთია მთელს საექსარხოსოში ან არ იგზავნება არავინა და თუ იგზავნება - თითო-ოროლა. ამის გამო ჩვენს სამღვდელოებაში ისეთ მცირენი არიან აკადემიელნი, რომ თითებზედ ჩამოთვლით. ეს ძლიერ აუძლურებს ჩვენს სამღვდელოებას, აღატაკებს თაოსნობით, გარკვეული აზრებით, მაღალი მისწრაფებით და აბუდრუგუნებს ვიწრო წრეში, გარემოცულში პატარა, ვიწრო გორიზონტით.

დიდად დაეხმარება ჩვენის სამღვდელოების გაძლიერებას ეპარქიული კრება, თუ იგი მიმართავს ყოვლად სამღვდელო ვლადიმირს თხოვნით, რომ მან კეთილ ინებოს და იშუამდგომლოს უმაღლეს მთავრობის წინაშე, რათა ჩვენი სემინარიიდგან ყოველ წლივ იგზავნებოდეს ყველა რუსულს სასულიერო აკადემიაში ორ-ორი სტუდენტი. რადგანაც რუსეთში ოთხი აკადემია, ამიტომ ყოველ წლივ რვა მოწაფე წავა მაღალი სასულიერო განათლების მისაღებად და ჩვენი სამღვდელოება მოკლე ხნის განმავლობაში გამდიდრდება გაბნათლებული ღვთისმეტყველებითა.

6 ვამბობ იმას, რასაც განვიცდი და ვფიქრობ

▲back to top


დიალოგი

0x01 graphic

მამა ბასილ, ამ ბოლო ხანს ათასგვარი ბრალდება წაგიყენეს. თუკი ეს ბრალდებები ადრე ძირითადად ეკუმენური შეხედულებებისა და თანალოცვაში თქვენი ინდივიდუალური მონაწილეობის გამო გაისმოდა, დღეს მათი ნუსხა უფრო ვრცელია. სინოდმა ერეტიკული შეხედულებების გავრცელებასა და დაუმორჩილებლობაში დაგადანაშაულათ, ამას მღვდელმოქმედების უფლების შეჩერება მოჰყვა. ვიცი, ყოველივე ამაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მოგეცათ და მინდა შემოგთავაზოთ, ვისაუბროთ სწორედ ამ საკითხებზე. ეკუმენიზმსა და თანალოცვასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ,,ზღვარის მკითხველთათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ამიტომ, თქვენი ნებართვით, სხვა ,,ცოდვების შესახებ გკითხავთ. დავიწყოთ სინოდის გადაწყვეტილებით.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. სინოდმა ჩემი მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თანაც, მართალი ბრძანდებით, სხდომაზე არც კი მიმიწვიეს, ანუ თავის მართლებისა და პასუხის გაცემის საშუალება არ მომცეს. ეს საეკლესიო კანონების სრული იგნორირება და უბრალოდ უსამართლობაა. შინაარსობრივად ყველა ეს ბრალდება აბსურდული და დემაგოგიურია. საპატრიარქოს ფუნქციონერები ბოროტად იყენებენ თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას და ეკლესიის სახელით მწვალებლობასა და მკრეხელობაში მადანაშაულებენ.

საპატრიარქო განსაკუთრებული მკვეთრი გამოსვლებით გამოეხმაურა სამების ტაძრის თქვენეულ კრიტიკას. თქვენ ტაძარი პირამიდას შეადარეთ, პატრიარქმა კი აღნიშნა, რომ იგი ქართველი ხალხის ავტოპორტრეტია. მკრეხელობაში, როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ თქვენს ამ გამონათქვამს გულისხმობენ.

ალბათ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ტაძარი არ არის ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი, როგორც ეს უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა. თუ ეს ქართველი ხალხის ავტოპორტრეტია, მაშინ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. ქვეყანა ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაშია და მრავალი ადამიანი უბრალოდ შიმშილით კვდება, ბევრი ახალგაზრდა გოგონა თუ ქალი იძულებულია სხეულით ივაჭროს; არსებობს ბავშვთა პროსტიტუციის უამრავი შემთხვევა, უამრავი ადამიანი თავის გადასარჩენად უცხოეთშია წასული, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან პატიმრები; ავადმყოფებს არ აქვთ წამლის ფული, ამდენი მიუსაფარი ბავშვია; საერთოდ მივიწყებულნი არიან ფსიქიურად დაავადებულები. და ამ ფონზე ეკლესია 100 მლნ. დოლარს ხარჯავს უზარმაზარი ტაძრის ასაშენებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს მყვირალა უზნეობაა. ალბათ, ამდენივე დაჯდება მისი მორთვა-მოკაზმვა და შენახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტაძრის აშენების ინიციატორებს სახარებაზე საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა. ქრისტე სადმე გვეუბნება, გრანდიოზული ტაძრები ამიგეთო?!... ქრისტე მარდუქი არ არის, ბაბილონელთა კერპი - მარდუქი, ზიკკურატის აშენება და იქ ოქროს სავარძლის, ოქროს სარეცლის დადგმა რომ სჭირდებოდეს. ქრისტე სადმე გვეუბნება, რომ მარმარილო და გრანიტი ინდოეთიდან, ჩინეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოიტანეთ, ტაძარში ერთი დიდი სავარძელი დამიდგით და ჩემს მოსვლამდე იქ არავინ დაჯდესო?! ეს ხომ უბრალოდ ქრისტიანულ სამოსელში გახვეული წარმართობაა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ტაძარი სამუდამო სირცხვილი იქნება და სამუდამო ნიშანი ჩვენი ერის ქრისტიანობისგან დაშორებისა.

ზოგიერთი საეკლესიო იურიდიული სისტემის თანახმად, მკრეხელი უფრო მეტად უნდა დაისაჯოს, ვიდრე ადამიანის მკვლელი. ეს მიდგომა დიამეტრულად განსხვავდება სახარებისეულისგან. ადამიანის სიცოცხლედ საერთოდ არაფერი ღირს. ეს არის ქრისტიანული ეთიკის საფუძველი, ეს არის უმთავრესი მომენტი ქრისტიანული ბიოეთიკისაც. აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგებით ჩვენ აბორტს, ევთანაზიას, კლონირებას. ადამიანი ტრანსცედენტულია, ტრანსცედენტულია მისი ზნეობა. ამიტომაც არანაირი ბარძიმი, ჯვარი, ტაძარი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. ყველაფერი უნდა გაყიდო და დააპურო მშიერი, შემოსო შიშველი, უმკურნალო ავადმყოფს, მიხედო პატიმარს და ა.შ. ეს ელემენტარულია. მე დიდად განათლებული არ ვარ, მაგრამ ამის მიხვედრას არ სჭირდება რაიმე განათლება და ღვთისმეტყველება, სინდისი პირდაპირ გვკარნახობს ამას. ვიმეორებ, ეს ძალიან მარტივია. ქრისტე გვეუბნება: შიშველი ვიყავი და შემმოსე! სწორედ ეს არის სახარების უმთავრესი მოწოდება. თუკი გვსურდა, რომ ავტოპორტრეტი გვქონოდა, სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით, ეკლესიას ეს უნდა გაეკეთებინა. ტაძრების შენების არგუმენტად ის მოყავთ, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, მაგალითად, კაზინოსა და ,,ბორდელში”. მაგრამ ჩვენ ხომ ეკლესიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ერის სინდისი და ზნეობრივი ლიდერი უნდა იყოს. უმაღლეს რელიგიურ ქმედებად ამ შენობის, ხაზს ვუსვამ, პირამიდის აგებას წარმოაჩენენ, გვეუბნებიან, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, სინამდვილეში კი სწორედ ამაში ვლინდება ქრისტეს უკიდურესად დამახინჯებული აღქმა. ვინ არის იესო ქრისტე, მაცხოვარი თუ ბიზანტიელი იმპერატორი?! მართალია, ქრისტე პანტოკრატორია ანუ ყოვლისმპყრობელი, მაგრამ სრულიად სხვა შინაარსის მქონეა ეს ტერმინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ბიზანტიელი იმპერატორია, სამეფო გვირგვინით, სამეფო რეგალიებით ზის ოქროს ტახტზე და ზემოდან უბღვერს ხალხს. ამაშია საქმე. საპატრიარქოს კი სწორედ ასეთი დამახინჯებული აღქმა აქვს. რა გამოდის?! ქრისტეს მით უფრო მოხიბლავ, რაც უფრო უზარმაზარ ტაძარს აუგებ, ან წმინდა ნიკოლოზის გულს მოიგებ, თუ ოქროს პანაღიას აჩუქებ, ორდენს გადასცემ?! ახლახან პატრიარქმა ქალაქ ბარიში წმ. ნიკოლოზ მირონლუკიელს, უფრო სწორედ მის სამარხს, ოქროს პანაღია გაუგზავნა. ერთხელ მაინც თუ წაიკითხავ წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას, ნახავ, რომ დადიოდა იგი და რაც ებადა, ყველაფერს გასცემდა, ღარიბებს ოქროს მონეტებს მათთვის შეუმჩნევლად აძლევდა, წინდაში ყრიდა და ისე, რომ არ გაწკარუნებულიყო ფული, არავის გაეგო მისი ხმა. წარმოუდგენელია, რად უნდა წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ოქროს პანაღია?!

ვთქვათ, აღგიდგინეს მღვდელმოქმედების უფლება და სწორედ სამებაში გაგამწესეს, თქვენი ამ ტაძრის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უარს განაცხადებთ იქ მსახურებაზე?

ამ შემთხვევაში შეგვიძლია პარალელი გავავლოთ კათედრალების ეპოქასთან ევროპაში. მე ვფიქრობ, მაგალითად, რეიმსის ტაძარიც აშენებულია იმ სულისკვეთებით, რომ ადამიანმა ჭიანჭველად იგრძნოს თავი. ღმერთის ამგვარი აღქმა სახარებისეული კი არა, წარმართულია, რომლის თანახმად, ღვთაება რაღაც განრისხებული ძალაა, რომელსაც ოქრო-ვერცხლით მორთული ხატებით, მარმარილოებითა და სხვადასხვა შესაწირით უნდა მოულბო გული. ამიტომაც არის, რომ სამღვდელოებას უნდა ეცვას რაღაც ბრჭყვიალა, ძვირფასი შესამოსელი, რათა, ერთი მხრივ, ასეთი, ძვირფასეულობის მოყვარული ღმერთის დიდება წარმოჩნდეს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სასულიერო პირი იქცეს თაყვანისცემის ობიექტად. ეს ღმერთისა და ადამიანის სახარებისეული დიდება არ არის. ხალხის პატივისცემას ჩვენი წრფელი გული და ზნეობა უნდა იწვევდეს და არა ახლობლობა ხელისუფლებასთან, სიმდიდრე და უზარმაზარი ტაძრები. რაც შეეხება შესვლა-არშესვლას, რა თქმა უნდა, შევალ. ეს საკითხის სრულიად სხვა მხარეა. მღვდელმა მსახურება ყველგან უნდა აღასრულოს. მე ევროპაში დერეფანშიც კი მიწირია, რადგან სხვა საშუალება არ იყო.

საპატრიარქო გადანაშაულებთ .. ქალთა საკითხის გამოც. მკრეხელობის ,,მუხლში, სავარაუდოდ, ესეც უნდა იგულისხმებოდეს. მართლა მოითხოვთ, ზურაბ ცხოვრებაძის ტერმინოლოგიას თუ დავესესხებით, ,,დედაკაცის ხელდასხმას?

ეს სიმართლისაგან შორსაა. უბრალოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ადრეულ საუკუნეებში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ საეკლესიო და მათ შორის, ლიტურგიულ ცხოვრებაში. დღესაც, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში მონაზვნები შედიან საკურთხეველში და ალაგებენ. გარდა ამისა, არსებობდა დიაკონისების ინსტიტუტი. სწორედ ამაზე იყო საუბარი. მეორე მხრივ, მხედველობაში მქონდა ისიც, რომ აღსარებისას ქალი შეიძლება ქალთან უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოს, აღსარება ხომ მეტად დელიკატური რამ არის. მაგალითად, მონაზვნებთან მორჩილები უფრო მეტად იხსნებიან, ვიდრე მოძღვართან. ეს ბუნებრივია და ჩვენს მონასტრებშიც მორჩილი გოგონა იღუმენიას უყვება ხოლმე თავისი სულიერი მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვთქვი: ურიგო არ იქნებოდა, ერშიაც ქალებისათვის ასეთი შესაძლებლობა ყოფილიყო. გარდა ამისა, გავეცანი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, კალისტოს უეარისა, და ცნობილი ფრანგი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ქალის, ელიზაბეტ ბერსიგერის, ნაშრომებს, სადაც ისინი წარმოაჩენენ, რომ ქალების ხელდასხმის, მათთვის ლიტურგიული სტატუსის მინიჭების აკრძალვა წმინდა მამების თხზულებებში არსად გვხვდება. მაგრამ კალისტოს უეარს მიაჩნია, რომ თუმცა არ არსებობს არგუმენტი ქალთა ხელდასხმის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა ღმერთს უნდა მივანდოთ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია მსგავს შემთხვევას არ იცნობს. უმარტივესი შეკითხვაა: ვინ იყვნენ ღვთისმშობელი, მენელსაცხებელე დედები და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვის გამოეცხადა პირველად? ან რას ნიშნავს „არა არს დედაკაცებაი და მამაკაცებაი“? პათოსი, რომლითაც ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს, რომ არ შეიძლება ხელდასხმული იყოს „დედაკაცი“, თანაც ასე დამამცირებლად იყენებს ამ სიტყვას, შეურაცხმყოფელი და არაჯანსაღია. დისკუსიის გამართვა, მსჯელობა ყველა საეკლესიო საკითხზე შეიძლება.

მამა ბასილ, ისე ვსვამ შეკითხვებს, თავი ინკვიზიტორი მგონია. პავლე მოციქულს რომ არ ეთანხმებით, თქვენი მისამართით ესეც გავრცელებული ბრალდებაა. მაგრამ თუ ასეა, აგვიხსენით, რას გულისხმობთ?

ქრისტიანობის განმარტებასა და გავრცელებაში პავლე მოციქულმა უმთავრესი როლი შეასრულა. თუმცა, საეკლესიო წესებისა თუ სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის შესახებ მის შეხედულებებზე მსჯელობისას, ბუნებრივია, ისტორიული კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ეკლესიის ზოგიერთ მამას, იმდროინდელ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ეგონა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და ვთქვათ იგი სამ ვეშაპზე დგას, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა. ამ კუთხითაა მოციქულის ესა თუ ის თვალსაზრისი ჩემთვის მიუღებელი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ მონამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ანდა ქალი ჩუმად უნდა იყოს. აი, ეს ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში. ვფიქრობ, ამას თვითონაც არ დაეთანხმებოდა პავლე მოციქული, ჩვენი თანამედროვე რომ ყოფილიყო. მისი ეს მოსაზრებები ისტორიული რეალობით იყო განპირობებული; მეტიც, თავად ეკლესია, ის საეკლესიო მოღვაწეები, ვისი სახელითაც ერეტიკოსობაში მდებენ ბრალს, არ ეთანხმებიან პავლე მოციქულს, როცა, მაგალითად, ის წერს, რომ ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი უნდა იყოს. დღეს ეკლესია მოითხოვს ეპისკოპოსის ბერობას.

მამა ბასილ, რომელ ერეტიკულ მოსაზრებას ავრცელებთ, რადგან ამგვარი რამ რომ გეთქვათ, რაღაც არ მახსენდება?

ერეტიკული არაფერი მითქვამს და იმიტომ! ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამ შეკითხვაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.

მაშინ დაუმორჩილებლობის ბრალდებაზე გვითხარით!

როცა ვსაუბრობთ ეპისკოპოსისა თუ სინოდის მიმართ ჩემს დაუმორჩილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მღვდელი ეპისკოპოსის მონა არ არის, რადაც ფაქტობრივად ახლა მიაჩნიათ იგი. ეპისკოპოსი არ არის მონათმფლობელი და ფეოდალი. ღმერთს, ჭეშმარიტებას უნდა მორჩილებდე და არა სიბეცეს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გავიხსენებ მოუნათლავი ჩვილების შესახებ სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, ყველა მოუნათლავი, თუნდაც დაუბადებელი ბავშვი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. ციტაციები, რომლებიც სახარებიდან და მამათა თხზულებებიდან მოიხმეს სინოდის ამ დადგენილების გასამართლებლად, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ცხადია, რომ ასეთ განჩინებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილო. ჩვილების შესახებ ვთქვი, რომ სინოდის ამ დადგენილებას მე არ ვემორჩილები და არც არავინ უნდა დაემორჩილოს-მეთქი. კათოლიკოს-პატრიარქი თავის ბევრ ქმედებაში თავისუფალი არ არის. იგი ფუნდამენტალისტებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლას განიცდის, ამიტომ მის ზოგიერთ განჩინებას არ ვემორჩილები. სინამდვილეში ეს მისგან არ მომდინარეობს და თავს ვაძლევ ამის თქმის უფლებას, რადგან თითქმის მთელი ცხოვრება მის გვერდით მაქვს გატარებული.

ქართული საეკლესიო წრეების დიდი ნაწილის გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ, ასე ვთქვათ, დასავლეთზე ორიენტირებული მღვდელი ხართ. ფაქტია, რომ დასავლეთის რელიგიურ კრიზისზე, სეკულარიზმის პრობლემაზე არა მარტო მართლმადიდებლები საუბრობენ. ბევრი ევროპელი მოაზროვნეც ფიქრობს, რომ დასავლური ცივილიზაცია სულ უფრო მეტად სცილდება ქრისტიანულ ფესვებს.

ჩემი აზრით, დღეს დასავლეთის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია სწორედ მართლმადიდებლური ცნობიერების დაწმენდისა და განვითარების თვალსაზრისით. არ არის შემთხვევითი, რომ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან პარიზის წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ინსტიტუტი მართლაც საღვთისმეტყველო ცენტრი გახდა, მე ვიტყოდი, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. აქედან წამოსულმა ადამიანებმა დააარსეს ისეთი ინსტიტუტები, როგორიც წმ. ვლადიმირის სახელობის აკადემიაა ნიუ-იორკში, წმ. ტიხონის სახელობის სემინარიაა ასევე ამერიკაში. ბევრმა ახალგაზრდა სერბმა, ბერძენმა, ბულგარელმა, ამერიკელმა, სირიელმა მართლმადიდებელმა იქ მიიღო განათლება. იქ მოღვაწეობდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, ალბათ, უკანასკნელი მოჰიკანი პარიზული სკოლის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა, დეკანოზები იოანე მეინდორფი, ალექსანდრე შმემანი და სხვანი. სრულიად უნიკალურია მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის გამოცდილება, რომელმაც ინგლისში ერთ პატარა მართლმადიდებლურ სამწყსოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთაშორისო განზომილება შესძინა. სწორედ ამ ადამიანებმა გასცეს პასუხი თანამედროვეობის ბევრ კითხვას და შემოგვთავაზეს ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. ამავდროულად, ეს პიროვნებები, ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ეკუმენიზმის ეტალონები არიან. თავად ბერძენი ღვთისმეტყველებიც, რომლებიც ევროპაში ასწავლიან, მუშაობენ და აქვეყნებენ ნაშრომებს, შესამჩნევად განსხვავდებიან საბერძნეთში მოღვაწე თეოლოგებისგან განსწავლულობითა და ხედვის სიღრმით. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში კი, მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ხორციელდება სახარებისეული პრინციპები და უკიდურესად ნეგატიური მოვლენა, როგორიც არის ბიზანტინიზმი, იქ მთლიანად დაძლეულია. ამას ემატება ამ ეკლესიაში რელიგიაზე ფოლკლორული წარმოდგენების არარსებობაც.

რაც შეეხება დასავლეთში ქრისტიანობის ზოგად მდგომარეობას, ძნელია ამ საკითხზე ერთიანი--პოზიცია გამოიმუშაო. ქვეყნების მიხედვით ვითარება სხვადასხვაგვარია. მთავარი ის არის, რომ ფეოდალური ნალექი, ბიზანტინიზმი დასავლეთში ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, იქ უარყოფითი მომენტიც ბევრია, თუმცა ქრისტიანობის კრიზისსა და სეკულარიზაციაზე მე განსხვავებული შეხედულება მაქვს.

დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად ვიზიარებ დეკანოზ ალექსანდრე მენისა და კათოლიკე მღვდლის ჟაკ ლიოვის აზრს, რომ ქრისტიანობა სწორედ ახლა იწყება, ვინაიდან მისი ორიათასწლიანი ისტორია სახარებასთან ნაკლებადაა დაკავშირებული. იმპერატორ კონსტანტინეს დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობის იმპერიალიზაცია მოხდა, რაც შემდეგ სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნისას. ამ სისტემებში ეკლესია ყველგან უბრალოდ პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და სასულიერო იერარქიაც ისეთივე სერვილისტური იყო, როგორიც ახლაა საქართველოში. დასავლეთში ცოცხალი ქრისტიანობის სულისკვეთების გაღვივებას, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ორმა მოვლენამ შეუწყო ხელი: ეს არის XVI საუკუნის რეფორმაცია და ვატიკანის II საეკლესიო კრება. მიმაჩნია, რომ ვატიკანის II საეკლესიო კრება უაღრესად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სასწაულებრივი მოვლენაა. ეს კრება ისევე ალოგიკურია, როგორც, მაგალითად, ნიუტონის მექანიკიდან კვანტურ ფიზიკაზე გადასვლა, ის ხომ ლოგიკური კანონების მიხედვით არ განვითარებულა, ადამიანის ცნობიერებამ თითქოს რაღაც ნახტომი გააკეთა. კირკეგორიც ამბობს, რომ რწმენა არის ნახტომი. სულ რომ არაფერი განეცხადებინა ვატიკანის II კრებას და ეთქვა მხოლოდ, რომ ეკლესია Societas Perfecta,, სრულქმნილი, თვითკმარი ინსტიტუცია კი არა, ღვთის ხალხია, ეს გახდებოდა საკმარისი პირობა კრების რევოლუციური მნიშვნელობის აღიარებისათვის. ღმერთის ცოცხალი, უშუალო განცდა დღეს დასავლური ქრისტიანობის მახასიათებელია, მაგრამ ცოცხალ განცდაზე საუბრისას ქრისტეს მიმართ ისეთ დამოკიდებულებაზე არ ვსაუბრობ, როცა შეკითხვაზე, ვინ არის იესო ქრისტე, პასუხობენ: იესო ქრისტე არის მხოლოდ ჩემი პირადი მაცხოვარი. ეს XIX-XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ამერიკული, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალისტურ-პროტესტანტულიმიმართებაა. მე ნამდვილ რელიგიურობას ვგულისხმობ, ანუ ადამიანსა და ქრისტეს შორის კავშირს, რომელიც მოიცავს საზოგადო მსახურებასა და ისეთ კრებულს, როგორიც ეკლესიაა.

დღეს ქრისტიანობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, გეთანხმებით, სეკულარიზაციას ასახელებენ, მაგრამ რა აღინიშნება ამ სიტყვით? ჩემი აზრით, ევროპელი თეორეტიკოსების უმრავლესობა სეკულარიზაციის არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამ მოვლენაში ისინი სწორედ ეკლესიის, როგორც ერთ-ერთი სოციო-პოლიტიკური ინსტიტუციის, სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და კულტურული გავლენის შემცირებას გულისხმობენ, ეს კი მართლაც მოხდა. რა იყო სეკულარიზაციის პირვანდელი შინაარსი? თავიდან მეტად იურიდიული და მშრალი რამ აღინიშნებოდა ამ ტერმინით: ეკლესიისთვის საეკლესიო და სამონასტრო მიწების ჩამორთმევა და მათი სახელმწიფოსთვის ან სხვა მესაკუთრისთვის გადაცემა. აი, სულ ეს იყო. ამდენად, თუკი პრეზიდენტები და მეფეები ყოველდღე აღარ ესწრებიან წირვას და მღვდლებიც, ასე ვთქვათ, დანარჩენი მოქალაქეებივით კანონის წინაშე თანასწორნი არიან, ეს არ არის სეკულარიზაცია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები, სახელმწიფოს საეროობა და ეკლესიის მიმართ ნეიტრალურობა - სეკულარიზაცია, ქრისტიანობის კრიზისი და დევალვაცია კი არ არის, არამედ ნამდვილად ქრისტიანული, სახარებისეული იდეალების ხორცშესხმაა, რადგან ქრისტემ და სახარებამ დესაკრალიზაცია მოახდინა როგორც კოსმოსის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისა. „მიეცი ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა“. პოზიცია, რომლის თანახმად, მთლიანად რელიგიური უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრება, მთელი კულტურა, იწვევს რელიგიის პოლიტიზაციას და გადაგვარებას. სწორედ ასეთი რელიგიურობა და ის, რომ ჯიუტად ებღაუჭებიან რელიგიისა და ეკლესიის პოლიტიკურ გავლენას, და ამას ვხედავთ ჩვენ დღეს საქართველოში მსგავსად იმისა, რასაც ადრე კათოლიკურ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი, დააკარგვინა და აკარგვინებს ადამიანებს ეკლესიის მიმართ ნდობას.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ასევე პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია ანტიკლერიკალიზმი. მე ანტიკლერიკალი ვარ, რადგან კლერიკალიზმი სასულიერო პირების, ვიტყოდი, „აპარატჩიკულ“, ნომენკლატურულ გავლენას გულისხმობს. სწორედ ეს გავლენა იწვევს ანტიკლერიკალიზმს ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იტალია. აქ მუშაობს ზამბარის პრინციპი. კათოლიკურმა ეკლესიამ მძიმე შეცდომები დაუშვა გასულ საუკუნეებში და, რა თქმა უნდა, ასეთი განწყობა საზოგადოებაში აუცილებლად უნდა გაჩენილიყო...

მეორე მხრივ, დასავლური საზოგადოება საგულდაგულო ყურადღებას იჩენს დისკრიმინაციის, რწმენის თავისუფლების, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპის დარღვევის ყველა შესაძლო გამოვლინების მიმართ. მაგალითად, საფრანგეთში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა ჟაკ შირაკს, როგორც პრეზიდენტს, დაესწროს სამგლოვიარო მესას. მოგეხსენებათ, იქ ყველა გარდაცვლილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკლესიაში შესულიც რომ არ იყოს, ეკლესიიდან ასვენებენ. ამ დროს წესი იგება, მესა ტარდება და მიმდინარეობს ზიარება. როცა ცნობილ კომპოზიტორს, მსახიობს, გნებავთ, პოლიტიკოსს ეკლესიიდან ასვენებენ და პრეზიდენტიც ესწრება ამ რიტუალს, როგორც კათოლიკე, ისიც ეზიარება ხოლმე, მაგრამ იქ მიდის, როგორც პრეზიდენტი. ამიტომ დაისვა კითხვა, ჟაკ შირაკს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია თუ არა ეზიაროს საჯაროდ?

ისე კი ქრისტიანობა გამუდმებით კრიზისშია. კრიზისი მისი ნორმალური მდგომარეობაა, რადგან ეკლესია მუდამ განიცდის ფორმალურ ცვლილებებს. როცა იმპერიულ ქრისტიანობას ადამიანები უარს ეუბნებიან, იქმნება კრიზისული ვითარება და ამის გამო მხოლოდ ეკლესიამ შეიძლება იტვირთოს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველი წერდა, ჩემი ერის სისხლი მღვდლებს აცხიათო ხელზე. ეკლესიის ბრალია, რომ იგი თავის გავლენას პოლიტიკური, ფინანსური - მიწიერი დიდების მოხვეჭის გზით ავრცელებდა და არა ქრისტიანული სწავლებისა და სახარების ადამიანამდე მიტანით, მისი მორალური და სოციალური თანადგომით. როცა ამას აცნობიერებ და გსურს დაძლიო ეს სენი, გსურს გათავისუფლდე, ცხადია, იწყება კრიზისი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სულიწმინდა თუ სადმე მოძრაობდა, ეს ვატიკანის II კრება იყო. აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ ვატიკანის II საეკლესიო კრების მთავარი იდეოლოგები კრებამდე სულ რაღაც 4-5 წლით ადრე ლამის ჩემს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თითქმის განკვეთილები იყვნენ: მამა ივ კონგარს, მამა ანრი დე ლიუბაკს აკრძალული ჰქონდათ ქადაგებაც და სწავლებაც, ძალით იყვნენ ჩამოცილებულნი საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრს.

და ბოლოს, საქართველოს გადასახედიდან ძნელია ისაუბრო დასავლურ ქრისტიანობაზე, რადგან ჩვენს ეკლესიაში სადღეისოდ არა მარტო ქრისტიანული ღვთისმეტყველება, არამედ კულტურაც გავერანებულია. პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ბოლო ათი წელია, საპატრიარქოს უკიდურესად იზოლაციონისტური პოზიციის გამო ყოველგვარი დიალოგის მიმართ დახშულია. ამიტომ საქართველოს ამ მხრივ სხვა ქვეყნებს ვერ შეადარებ, ალბანეთის ეკლესიასაც კი, რომელიც ახლა აღორძინებას განიცდის. ეს ეკლესია ენვერ ხოჯას დროს ფიზიკურად საერთოდ განადგურებული იყო. მღვდლებს ნათლობისთვისაც ჩატარებისათვისაც კი აპატიმრებდნენ. ვერც რუსეთის ეკლესიასთან გაავლებ პარალელს, თუმცა ჩვენთან ყველაზე მძლავრი ნაკადით სწორედ რუსული ფუნდამენტალიზმი ტრანსლირდება და ეს საქართველოს ეკლესიაში ანტიდასავლური განწყობილებების არსებობის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ, თუნდაც რუსი ფუნდამენტალისტებისგან განსხვავებით, საქართველოში ყოველ მღვდელს თავისი რელიგია აქვს, რომელიც დღესდღეობით ძირითადად ჩვენში გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმისა და ყალბი მისტიციზმის დისკურსშია მოქცეული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქცევის დონეზე გაჯერებულია ოპორტუნიზმით და უკიდეგანო „პადხალიმობით“ მღვდლების მხრიდან როგორც გავლენიანი ეპისკოპოსებისა და პატრიარქის, ასევე ხელისუფლების მიმართაც.

ერთი შეკითხვაც. დღეს თქვენ მღდელი ხართ, მაგრამ ჩამორთმეული გაქვთ საეკლესიო მსახურების უფლება. ფაქტია, რომ თქვენმა შეხედულებებმა, უკეთ რომ ვთქვათ, შეხედულებების დაუფარავად გამოთქმის ,,ჩვევამ ასეთ ,,უცნაურ მდგომარეობაში ჩაგაყენათ. სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მღდელმსახურების უფლებას მხოლოდ მონანიების შემთხვევაში დაიბრუნებთ. გარდა ამისა, ჩამოგცილდათ არაერთი ძველი მეგობარი. ბევრისგან ისიც მსმენია, რომ საპატრიარქოს შიშით ვერ ბედავენ თქვენთან ურთიერთობას, ზოგიერთი კი გერიდებათ, როგორც კეთროვანს. ერთი სიტყვით მინდა გკითხოთ, მოინანიებთ?

ამ კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ - არა. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისეთი რამ გადამხდა თავს, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მართალია, ჩემი პირადი ყოფითი მდგომარეობა ამის გამო უარესდება, მაგრამ ეს სხვა საკითხია. გეუბნებით, რომ მხოლოდ ახლა, ამ ვითარებაში ჩემთვის რეალური გახდა კენოზისი, თავისუფლება, სიყვარული. ასე მგონია, რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე და ამიტომაც არ ვნანობ, ასე რომ ვარ. ისიც არის, რომ იმდენად აღარ მეშინია, წარვდგე ღვთის წინაშე, როგორც ადრე მეშინოდა, როცა „დაშვებული“ და „მიღებული“ მღვდელი ვიყავი. დღეს მე ვამბობ იმას, რასაც განვიცდი და ვფიქრობ. მსახურების უფლება კი აუცილებლად უნდა დამიბრუნონ, რადგან უკანონოდ ამიკრძალეს.

სინანულსა და დიდ ტკივილს ჩემში ის იწვევს, რომ შეიძლება ითქვას, მარტო ვარ...

ესაუბრა
ბექა მინდიაშვილი

7 ავტორიტეტი და თავისუფლება ეკლესიაში

▲back to top


ლიბერტარიუმი

1967 წელს ბიევრში საეკლესიო ყრილობაზე წაკითხული მოხსენება

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ.
მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს (გალატ. 5,1)

0x01 graphic

დეკანოზ ექსანდრე შმემანს ამ მოხსენების აკითხვა 1965 ლს რუსეთის პტრიარქის ექსი (სიმანსკი) მიერ ორი მოსკოვე მღვდის - ნიკოაი ემლიმანისა და ებ იაკუნინისთვის მდვდემოქმედების უფების შეჩერებამ გადააყვეტინა. რუსეთის ეკესიის მეთაურმა ეს იმის პასუხად მოიმოქმედა, რომ ამ ორმა მღვდეღმა ღია ერიით მიმართა პირადად მას და იმჟამინდე კომუნისტური ხეისუფების პირვე პირებს. ეს ფაქტი ნამდ სკანდაად იქცა. ერიში მხიებუღი იყო მართმადიდებეეკესიაში არსებუ მანკიერებები და ის ვითარება, რომეშიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში აღმოჩნდა ეკესია.

წერილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ორ ,,თავზეხელაღებულმღვდე მხარი დაუჭირა ისეთმა საეკლესიო მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ სუროჟე მიტროპოიტი ანტონი, სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი, ტაშკენტის მთავარეპისკოპოსი გერმოგენ გოლუბევი, ვოლგოგრადის ეპისკოპოსი მიხაილ მიდიუგინი, დეკანოზი ალექსანდრე მენი და სხ.

ალექსანდრე შმემანი გამოცდილი საეკლესიო მოღვაწე იყო და მას კარგად მოეხსენებოდა, რომ პატრიარქი იძუებუ გახდა ასე მოქცეუღიყო, რათა ეკლესიითვის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა აერიდებინა თავიდან, მაგრამ იგი სხვა რამესაც ხვდებოდა, კერძოდ, იმას, რომ საქმე მარტო გარედან ხელისუფლების მხრიდან ეკლესიაზე ზეწოაში არ იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ იურისდიქციაში მეიძებოდა მომხდარიყო იგივე, რადგან თავად ეკლესიაში გაბატონდა ავტორიტარიზმი,აპარატჩიკულისული.

რატომ მოხდა ასე? ორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს დეკანოზი ალექსანდრე. ტექსტის პირველი ქართული თარგმანი ვფიქრობთ, მკითხველისთვის ერთ-ერთი საშუალება გახდება საქართვეოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების დასანახად და გასაგებადაც.

1.

თემა უაღრესად რთულია და ერთობ კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამძიმებს ყველას, ვინც მასთან მიახლებას ბედავს. ამიტომ შევეცდები ყოველგვარი რიტორიკული აქცენტირებისა და გადაჭარბებების თავიდან არიდებას. ჩვენ მეტისმეტად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და საეკლესიო სინამდვილეში ეს საკითხი აკადემიური აბსტრაქცია კი არა, ცოცხალი ტკივილია. ყველას უნდა გვახსოვდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: „გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა...“

მოკლედ შეგახსენებთ ორი მოსკოველი მღვდლის საქმეს, რადგან მეჩვენება, რომ საუბრის დასაწყებად ეს კარგ ნიადაგს მოგვიმზადებს. საპატრიარქოსთან მათი კონფლიქტი, რაც უნდა სერიოზული იყოს თავისთავად, რანაირადაც უნდა დასრულდეს და, ბოლოს და ბოლოს, როგორიც არ უნდა იყოს მისი გამართულებელი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ფაქტორები, სცდება თავის კონკრეტულ და სადღეისოდ აქტუალურ შინაარსს, სცდება, რადგან მკაფიოდ, ვიტყოდი, ტრაგიკულად მკაფიოდ და მარტივად სვამს კითხვას თვით ეკლესიის არსის, თავად მართლმადიდებლობის საზრისის შესახებ. ნამდვილად არ ვცდილობ ამ დასანანი ინციდენტის შეგნებულ გაზვიადებას, რათა შემდეგ ის რაღაც სხვა მიზნით გამოიყენონ. რაც ახლა რუსეთში, იქაურ განსაკუთრებულ პირობებში ხდება, სამწუხაროდ, მართლმადიდებლური სამყაროს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ „იურისდიქციაში“ შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ რუსეთის ეკლესიას უწევს ხოლმე იმ კითხვებისა და გამოწვევების მიღება, მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე რომ წამოიჭრება.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსკოველი მღვდლების საქმეში უბრალოდ „შავი“ და „თეთრი“, სიმართლე და სიცრუე კი არ ებრძვის ერთმანეთს (როგორც არ უნდა გადავანაწილოთ ისინი), არამედ უპირისპირდება ორი ლოგიკა, ორი სულისკვეთება, ორი მიზანი. მათგან ერთმა, გარეგნულად მოზეიმემ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩაიბუდა საეკლესიო ფსიქიკაში, მეორე კი - ჯერ ძალიან სუსტია და ერთობ იოლია მისი დაწიხლვა, ამა თუ იმ „დამაჯერებელი“ არგუმენტით დისკრედიტაცია. ამ არგუმენტებს კი ვაწყდებით ყოველთვის, როცა ეკლესიაში თავისუფალი ხმა გაისმის; ისინი მუდამ ერთნაირად ჟღერენ: „ეკლესიის სასიკეთოდ“. ყველა წინასწარმეტყველს ყოველთვის ერთსა და იმავე უმოწყალო მიზეზს უპირისპირებდნენ: „ეკლესიის კეთილდღეობის, მშვიდობის, არსებულის შენარჩუნების სახელით დადუმდით, რადგან ეკლესიის სასარგებლოდ ზოგჯერ სიმართლეც უნდა გაიწიროს..“ ვიმეორებ, ეს არგუმენტი საფუძვლიანია და მტანჯველი. აქ მყოფთათვის ქადაგება და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა იოლია, მაგრამ რას მოვიმოქმედებთ „იქ“. რა უფრო მნიშვნელოვანია? რაა მეტად ფასეული - ორი ეული, თუნდაც გმირი ადამიანის ხმა თუ „სიმართლე“ მათი, ვინც მოწოდებულია ზიდოს მილიონობით ადამიანის ტვირთი? ჩვენს დროში თავისუფლებისა და ავტორიტეტის პრობლემა ეკლესიაში საბოლოოდ სწორედ ამ ტრაგიკულ კონტექსტშია მოქცეული და ამ თემაზე საუბრისას ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

2.

ახლა თავად საკითხის არსზე გადავიდეთ, სახელდობრ კი, ვცადოთ, გავიგოთ თავისუფლებისა და ავტორიტეტის „დიალექტიკა“. ეკლესიაში მათი ურთიერთმიმართების განხილვამდე საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, რის შესახებ ვსაუბრობთ; როგორ თავისუფლებასა და ავტორიტეტზე გვიწევს მსჯელობა; რას ვგულისხმობთ მათში?

დავიწყებ მტკიცებით, რომ თავისუფლებისა და ავტორიტეტის დიალექტიკა, ისე როგორც ახლაა გააზრებული იგი, განსხვავდება მართლმადიდებლურ ჭრილში საკითხის ჩემეული ხედვისგან. ვფიქრობ, ეს დიალექტიკა დასავლურია და აქტუალიზებულია რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის დროიდან, ხოლო შემდეგ, დასავლეთის, გარკვეული თვალსაზრისით, მთავარ სულიერ პრობლემადაა ქცეული. ჩვენ კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რა არის ამ პრობლემის ძირითადი ნაკლი. ამით ნამდვილად არ მსურს, მსუბუქად მაინც გავკიცხო დასავლეთი. „ანტიდასავლელი“ არ ვარ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე მკვეთრად თავისუფლებისა და ავტორიტეტის პრობლემის „დასავლური“ გადაწყვეტა წარმოაჩენს არსებით სხვაობას საბოლოო რელიგიური საკითხების დასავლურ და მართლმადიდებლურ გაგებას შორის.

მეტი სიცხადისათვის მარტივად ვიტყვი: დასავლეთში ავტორიტეტისა და თავისუფლების პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, მათი ურთიერთშეფარდებაა. მაგალითად, კათოლიციზმი უფრო ავტორიტეტს ეყრდნობა და აქვე ისმის კითხვა: ავტორიტეტის მიმართ როგორია თავისუფლების ხარისხი? როგორია თავად ეს ავტორიტეტი? დღეს კათოლიკური ცნობიერება ამ თემით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული: თუკი ეკლესია უდავო ავტორიტეტია, მაშინ ის არ უნდა გამორიცხავდეს გარკვეულ თავისუფლებას... პროტესტანტიზმი კი მეტ ადგილს თავისულფებას უთმობს. შესაბამისად, აქ საუბარი უკვე ავტორიტეტის მიმართებაზეა თავისუფლებასთან.

ისინი (ერთიცა და მეორეც) მხოლოდ მახვილის დასმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან აქაც და იქაც მიდგომა, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივეა. კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის დავა ეკლესიაში იმთავითვე თავისუფლებისა და ავტორიტეტის ურთიერთმიმართებასა და მათი განხორციელების ზუსტ მოდუსს ეხებოდა... თუმცა დასავლეთში თავისუფლებისა და ავტორიტეტის თემამ განვითარება მაშინაც ჰპოვა, როცა იგი „სეკულარიზაციის“ პროცესს დამორჩილდა, ანუ გაემიჯნა თავის რელიგიურ ობიექტებს. ამ თვალსაზრისით, „დასავლეთი“ ახლა უკვე გეოგრაფიული კი არა, „სულიერი" სივრცეა და გარკვეულწილად მთელ მსოფლიოს მოიცავს. ასე რომ, თავისუფლებისა და ავტორიტეტის „დასავლური“ პრობლემა თითოეული ჩვენგანისთვისაც აქტუალურია.

მაგრამ ვფიქრობ, საკითხის ამ კუთხით ფორმულირება მცდარია, რადგან გამოდის, რომ „თავისუფლება“ და „ავტორიტეტი“ უცილობლად ურთიერთფარდი ცნებებია, ანუ "თავისუფლება მუდამ რაიმე ავტორიტეტთან მიმართებით არის თავისუფლება, ხოლო ავტორიტეტი ყოველთვის საზღვარი და დაბრკოლებაა რაიმე თავისუფლებისათვის. ასეთი მიდგომა თავად თავისუფლების ცნებას აუფასურებს. სამწუხაროდ, ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა და რელიგიური ფსიქოლოგიის ზედაპირზე სწორედ ის არის გაბატონებული. თავისუფლებისა და ავტორიტეტის ამგვარი ხედვა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სულისკვეთებისთვის მიუღებლად მიმაჩნნია.

3.

თავისუფლებაზე, როგორც ჩანს, იმდენს არასდროს საუბრობდნენ, რამდენსაც ახლა. ჯერ კიდევ მრავლად არიან, ასე ვთქვათ, „ზომიერი“ ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაში სწორედ რაიმე ავტორიტეტით შეზღუდულ თავისუფლებას გულისხმობენ. მაგრამ დიდი ხანია არსებობს და ჩვენს თვალწინ რაღაც პაროკსიზმსაც აღწევს თავისუფლების სხვა გაგება თუ განცდა. მხედველობაში მაქვს წარმოდგენა, რომ თავისუფლება ნებისმიერი ავტორიტეტის უარყოფას ნიშნავს. ესაა რადიკალური, აბსოლუტური თავისუფლების კულტი. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტურ მანიფესტაციას შევესწარი. ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ახალგაზრდებს და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათი ამბოხი შედარებით მეტი თავისუფლების მოთხოვნილებიდან არ გამომდინარეობდა, ხოლო შეშინებული ხელმძღვანელობა მზად იყო „ავტორიტეტის“ საზღვარი კიდევ უფრო შორს გადაეწია ისე, რომ ვერც კი ხვდებოდა ამას. მრავალ აფეთქებას შორის ეს ერთ-ერთი იყო, სადაც სწორედ „რადიკალური“ თავისუფლების - ყველანაირი ავტორიტეტის სრული უარყოფის სურვილი იკითხებოდა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ სტუდენტების მოქმედების ლოგიკა თავისუფლებისა და ავტორიტეტის იმ დიალექტიკის შედეგია, რამაც უკვე დიდი ხანია, მოწამლა ადამიანის გონება. ვიდრე არსებობს თუნდაც „მცირე“ ავტორიტეტი, თავისუფლება არასრულყოფილია... შეგახსენებთ ლუდოვიკო XVI პროცესზე სენ ჟუისტის მიერ წარმოთქმულ ცნობილ სიტყვებს: „ll faut que cet homme regne ou meure...“ „ამ კაცმა ან უნდა იმეფოს, ან უნდა მოკვდეს...“ ადამიანის ავტორიტეტი ან ღვთაებრივია და მაშინ შეუძლებელია თავისუფლება, ან ადამიანი თავისუფალია და მაშინ უნდა მოისპოს ღვთაებრივი ავტორიტეტი. ამ გზას რომ გავყვეთ, ფრიდრიჰ ნიცშესთან მიგვიყვანს - აბსოლუტური თავისუფლების კიდევ ერთ წინასწარმეტყველთან. ისიც იმავეს ამბობს, რასაც სენ ჟიუსტი, მაგრამ ამჯერად მეფის კი არა, ღმერთის წინააღმდეგ. ნიცშეს მიხედვით, მძიმე ხვედრია, ღმერთს სიკვდილი მიუსაჯო, მკვდრად გამოაცხადო იგი. გეხსომებათ მისი შემაძრწუნებელი სტრიქონები საშინელი მარტოობის, საშინელი წყვდიადის შესახებ, რომელსაც ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი მოუცავს... გეხსომებათ, როგორ დარბის ის ჩამქრალი ლამპრით ხელში... ეს არის თავისუფლების საფასური, რადგან თუკი არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, არ არსებობს თავისუფლება. განა შემთხვევითია, ჩვენი დროის ე.წ. „რადიკალურ თეოლოგებს“ ნიცშეს დამოწმება რომ დასჩემდათ? „ღმერთის სიკვდილი“ მხოლოდ ფილოსოფიური პრობლემა როდია? ღმერთი იმიტომ კი არ კვდება, ადამიანებს ფილოსოფიური მოსაზრებების გამო რომ აღარ სწამთ ის; არა, ეს მოვლენა თავისუფლების იმ გაგების ლოგიკური დასასრულია, რომელიც მთელი თავისი სიღრმიდან ყველანაირი ავტორიტეტის დამხობას, შესაბამისად, ღმერთის უარყოფასა და განადგურებას მოითხოვს... თუმცა, გზას თუ კიდევ გავაგრძელებთ, დოსტოევსკის „ეშმაკნის“ პერსონაჟთან, კირილოვთან მივალთ. ხომ გახსოვთ, საკუთარ აბსოლუტურ თავისუფლებას იგი თვითმკვლელობით ამტკიცებს. ადამიანისთვის უთუოდ სიკვდილია გარდაუვალი, ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი და სწორედ ამიტომ, საბოლოო და საზარელი ავტორიტეტი, რომლის გადალახვით და განადგურებით იგი ღმერთს ედრება. დოსტოევსკიმ გენიალურად მიაგნო ამბოხის დიალექტიკის ბოლო წერტილს და მისი საშინელება და უაზრობა გამოააშკარავა. თავის ლოგიკურ ზღვრამდე მისული თავისუფლება შეუძლებელია იყოს „ზომიერი“ ანუ ამგვარი: რომის პაპს ოდნავ „ნაკლები“ ავტორიტეტი, მოქალაქეებს - ოდნავ „მეტი“ უფლებები; თითოეულს კი ჰქონდეს არჩევანში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამით დაკმაყოფილდეს. ასეთ ფარდობითობას სპობს კირილოვი (უმნიშვნელოა, „მარცხნიდან“ მოდის ის თუ „მარჯვნიდან“) და „ზომიერ“, წვრილბურჟუაზულ“, „აკურატულ“ თავისუფლებას უყვირის: „ეშმაკსაც წაუღიხარ!“ ვიდრე თავისუფლება მხოლოდ შეფარდებულია ავტორიტეტთან, ის ან შიგნიდან არყევს მას, ანდა გარედან შთაინთქმება მის მიერ. დოსტოევსკის მიგნება გენიალურია, რადგან გვიჩვენებს: რადიკალური თავისუფლება სიკვდილს უდრის. კირილოვს აბსოლუტური თავისუფლების მოპოვება სურს და თავს იკლავს. „თავისუფლება ან სიკვდილი!“ - გაიძახიან თავისუფლებისთვის მებრძოლნი, მაგრამ რა ვიღონოთ, თვითონ თავისუფლება თუ იქცევა საბოლოო ჯამში სიკვდილად? საქმე სწორედ ისაა, რომ ამ თავისუფლებით მთვრალ ადამიანს ვეღარ ხიბლავს ვერანაირი „ბელგიური კონსტიტუცია“. იგი აბსოლუტური თავისუფლების სახელით სპობს „ზომიერ“ თავისუფლებას, თუმცა, თავად რომ ვერ ხვდება ისე, ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარ თავსაც ანადგურებს...

4.

ამავე დროს შეუძლებელია დაგვაეჭვოს იმან, რომ ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი სწორედ ქრისტიანობამ გაუჩინა. თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანობის მთელი „საშინელება“ ისაა, რომ მასში არაფერია „გაწონასწორებული“, მიმართული „ზომიერი" მოთხოვნილებების მქონე „საშუალო“ ადამიანისკენ. იგი ნებისმიერს ეუბნება: ღმერთი ან ეშმაკი, ზეცა ან ჯოჯოხეთი, მაგრამ არა საშუალო, ნელთბილი, ნაცრისფერი. ამიტომ საბოლოოდ, მართლაც, ქრისტიანობა აგებს პასუხს თავისუფლებისა და ავტორიტეტის იმ საშინელ პოლარიზმზე, რომელიც მუდმივად აფეთქებს ადამიანთა „მშვიდ ცხოვრებას“. დიახ, ქრისტიანობამ წაშალა „ზღვარი“, რითაც ასე ძლიერი იყო ანტიკური კოსმოსი: „ადამიანი ყველაფრის საზომია...“ ჯვარცმის, აღდგომისა და სულთმოფენობის შემდეგ ამ „საზომისგან“ მცირედიღა დარჩა. ყოველთვის ყველაფერი წყდება თავის საყრდენს, კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა და „ზომიერი“ როგორღაც უკვე აღარაფერი გამოდის. ზომიერება გარკვეული დროით თუ ნარჩუნდება, მერე კი აუცილებლად ირღვევა. მაგრამ იქნებ ეს იმას უფრო ნიშნავს, რომ თვით ავტორიტეტისა და თავისუფლების დიალექტიკაა (თავს რომ გვახვევენ როგორც ერთადერთ, თუმცა მუდმივად შეუძლებელ შესაძლებლობას) მცდარი. ეგებ შესაძლებელია მართლმადიდებლობის წიაღში მისი სრულიად სხვა რაკურსით დანახვა?

დიდხანს მართლმადიდებლობისთვის ავტორიტეტისა და თავისუფლების დიალექტიკა უბრალოდ არ არსებობდა. ერთი მხრივ, იგი საკრალური ავტორიტეტისა და აბსოლუტური ძალაუფლების გამოცდილებით ცხოვრობდა, რასაც არასდროს არანაირი „კონსტიტუციური“ ელემენტი არ შემატებია. მეორე მხრივ, საზრდოობდა სულიერი თავისუფლების გამოცდილებით და აბსოლუტურ და საკრალურ ავტორიტეტთან ყოველგვარი კოლიზიის ასარიდებლად, და თითქოსდა სხვა განზომილებაში - უდაბნოში იყო გადატანილი.

უდაბნოში მოღვაწე ნეტარი თავისუფალია. ის უბრალოდ გასცდა ცხოვრების იმ სამანებს, სადაც ავტორიტეტი და თავისუფლება ხვდება ან ხელს უშლის ერთიმეორეს. აქ მისი დათრგუნვა უკვე არავის შეუძლია, რაკი „ცხოვრება მისთვის ქრისტეა, სიკვდილი კი - შენაძენი“... ამრიგად თავისუფლების მოპოვება ისტორიის მსვლელობის, ყოველგვარი დიალექტიკის მიღმა გასვლით იყო შესაძლებელი, ასე განსაჯეთ, უშუალოდ საეკლესიო ცხოვრების დიალექტიკისგან თავდახსნითაც კი. ეს იმ შინაგან, სულიერ თავისუფლებაში გადაბიჯება იყო, რომლის წართმევა აღარავის ხელეწიფებოდა.

მაგრამ მართლმადიდებლური „თეოკრატიების“ დამხობასთან ერთად მართლმადიდებლურ ცნობიერებაში ავტორიტეტისა და თავისუფლების დასავლურმა დიალექტიკამ შემოაღწია და თანდათან ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელიც გახდა. ახლა უკვე ზოგიერთს კი არა, ალბათ, უმეტესობას ეჩვენება, რომ საკითხი სხვანაირად ვერ დაისმება. ჩვენს თვალწინ ეკლესიის „დემოკრატიზაციის“ მცდელობას აქვს ადგილი. თუმცა ამ ძალისხმევის შედეგად, ერთი მხრივ, ხელუხლებელი დარჩა საკრალური ძალაუფლების მთელი სტრუქტურა, მეორე მხრივ კი, იქმნება საბჭოები, კომისიები, კომიტეტები, რაც ძალაუფლების შეზღუდვას მოასწავებს. მაგრამ მთელი ეს მოძრაობა, ყველა მცდელიობა ჯერჯერობით გაურკვევლობის ნიშნითაა აღბეჭდილი. თითქოს ვერ მოვძებნეთ ენა, სააზროვნო ცნებები, ფორმულები, რათა რაღაც უმნიშვნელოვანესი და სიღრმისეული გამოგვეთქვა ეკლესიის გამოცდილებიდან, და ამის გამო ვცდილობთ გამოვხატოთ იგი ავტორიტეტისა და თავისუფლების „დასავლური“ კატეგორიებით: აქ ავტორიტეტია, აქ - თავისუფლება... აქ „ეკლესიაა ეპისკოპოსში“, აქ - მრევლის „უფლებები“... მე კი დარწმუნებული ვარ, გაურკვევლობას მხოლოდ მაშინ გავფანტავთ, როცა ამ მცდარ „დიქოტომიას“ გადავლახავთ და ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად ქრისტიანული თავისუფლებისკენ მივმართავთ ინტუიციას.

5.

მოხსენების პოზიტიურ ნაწილს ხომიაკოვის ცნობილი სიტყვებით დავიწყებ: „არც ეკლესია, არც ღმერთი, არც ქრისტე არ არის ავტორიტეტი, რადგან ჩვენთვის ავტორიტეტი გარეგანი რამაა. ვამბობ: არ არის ავტორიტეტი, არამედ ჭეშმარიტებაა...“ ანუ ეკლესია - ხომიაკოვის ხედვა სწორედ ამითაა გენიალური - ავტორიტეტისა და თავისუფლების „საწუთროული ხატის“ მსგავსი კომბინაცია როდია; იგი არ ზღუდავს თავისუფლებას ავტორიტეტით და თავისუფლებით არ აკნინებს ავტორიტეტს. მაშ, რა არის ეკლესია? პავლე მოციქული ეპისტოლეებში საკუთარ თავს „იესო ქრისტეს მონად“ იხსენიებს. მაგრამ ეს მონა დაუღლელად გვამცნობს თავისუფლების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანისა და ძვირფასის შესახებ: „თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“. თავისუფალი მონა... განთავისუფლებული ანდა მონობიდან დახსნილი კი არა, საკუთარი არსების იმდენად დამმორჩილებელი, რომ - თავისუფალი! რას ნიშნავს ეს? რა მიმართებაა ამასა და იმ თავისუფლებას შორის, „ავტორიტეტის“ უარყოფისა და მოსპობისკენ რომ ისწრაფის და თუნდაც პოტენციურად თვითმკვლელობით სრულდება?

0x01 graphic

ირაკლი ფარჯიანის კომპოზიცია

უნდა გავიაზროთ, რომ ავტორიტეტთან შეფარდებული „წუთისოფლისეული“ თავისუფლებით ადამიანი მხოლოდ იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც არ განახორციელა „არჩევანი“. ასე რომ, ამგვარი თავისუფლება მარტოდმარტო შესაძლებლობაა - ცარიელი, ჯერ არაფრით შევსებული. მაგრამ არჩევანთან ერთად ქრება თავისუფლება, რაკი არჩევის უცილობლობა მას მხოლოდ „ავტორიტეტის“ თავისუფლებად აქცევს ანუ სწორედ იმად, რაც თავისუფლებას ზღუდავს და მის საზღვრებში უბრალოდ ანადგურებს... ქრისტიანობა საპირისპიროს გვაუწყებს. პავლე მოციქულის თანახმად, იგი იმ მორჩილებისკენ მიგვიხმობს, რომელიც თავის სასრულ მდგომარეობაში სწორედ თავისუფლებაა, თავისუფლება დასასრულისა, როგორც „ფორმა“ ან „პირობა“ კი არა ცხოვრებისა, არამედ - განხორციელება, სრულქმნა, მისი შინაარსი. ქრისტიანობა, პირველ რიგში, გვეუბნება, რომ ადამიანმა დაკარგა თავისუფლება, ხოლო რაც თავისუფლებად მიაჩნია, რისი სახელითაც ავტორიტეტს ებრძვის, თავისუფლება კი არ არის, არამედ მისი არცოდნა და მონადყოფნის უკიდურესი გამოვლინებაა. „სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეთ თქვენ,“ - ამბობს ქრისტე. მაგრამ რაა ეს ცოდნა და როგორ მიიღწევა იგი?

6.

მახარებს, აქ რომ უკვე არაერთხელ ახსენეს სულიწმინდა, რაკი თავისუფლების შესახებ ქრისტიანული მოძღვრება, ისევე როგორც მოძღვრება ეკლესიაზე, სულიწმინდის ცოდნიდან უნდა იყოს ამოზრდილი. ახლა ნადმვილად ესაა, რაც განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან შესაძლოა, ყველაზე მეტად ის დაივიწყოს ქრისტიანულმა ცნობიერებემ, რომ ეკლესია სულთმოფენობისას იშვა, რომ ეკლესია გაცხადდა, როგორც სულიწმინდის სუნთქვა. ჰო, უთუოდ, წმინდა სულის ადგილი ზუსტად აღიწერა და განისაზღვრა მწყობრ საღვთისმეტყველო სისტემებში და მას „თავისას“ მიაგებენ, მაგრამ რეალურად საეკლესიო ცხოვრებამ, დარწმუნებული ვარ, ერთობ უცნაურად „შეავიწროვა“ სულიწმინდის ცნობიერება და გამოცდილება. „შევიწროება“ შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც სულიწმინდის შესახებ სწავლებისგან ეკლესიის შესახებ სწავლების მოწყვეტა, ანუ, საღვთისმეტყველო ენით რომ ვთქვათ, პნევმატოლოგიისა და ეკლესიოლოგიის განცალკევება. ჩვენამდე მოღწეული უძველესი მრწამსი მოკლე დებულებით მთავრდება: „და სული წმინდა ეკლესია“. ეკლესია აქ თითქოს სულიწმინდასთანაა გაიგივებული, როგორც მისი გაცხადება და მისი „სუნთქვის" წიაღში ყოფნა... მაგრამ თანდათანობით ეს ცოდნა „მადლის“ შესახებ მოძღვრებამდე იქნა დაყვანილი. თუმცა „მადლსაც“ განსაზღვრული, ზედმიწევნით „გაფორმებული“ და „აზომილი“ სფერო მიუჩინეს ეკლესიაში. სახარება სულიწმინდაზე ამბობს: „გამოზომილად არ იძლევა ღმერთი სულს“. ჩვენ კი იმითღა ვართ დაკავებული, რომ ვზომავთ და ვწონით მადლს. განა არ ვსაზღვრავთ მას „რაოდენობრივად“: ეპისკოპოსი „მეტს“ ფლობს, დიაკონი „ნაკლებს“... აქ არის მადლი, იქ არ არის... მაგრამ იქნებ დროა, კვლავ განვიცადოთ და გავაცნობიეროთ, რომ მთელი ქრისტიანობა, ერთი მხრივ, უდიდესი სევდაა სულიწმინდის გამო, მისი წყურვილია და, მეორე მხრივ, მისი გარდამოსვლით, თანაარსებობით, სუნთქვით აღძრული სიხარულის გამოცდილებაა... საღვთო წერილი სულს „ქარს“ (ruah) უწოდებს, მასზე ნათქვამია, რომ „სუნთქავს, სადაც ნებავს, და არ იცის, საიდან და საით ქრის იგი“.

ქარი! ახლახანს მივალაგეთ ოთახი, მაგიდაზე ყველა ნივთს ადგილი მივუჩინეთ. ყველაფერი ცხადია, მარტივი და განსაზღვრული... სისტემა, დისციპლინა, წესრიგი... მიიღე, დამორჩილდი და იწამე, რომ მხოლოდ ასე, სწორედ ასე უნდა იყოს და არა სხვაგვარად. მაგრამ იღება ფანჯარა, მძლავრი ნაკადით იჭრება ქარი და წესრიგი ქაოსად იქცევა, ყოველივე ახლებურად მოჩანს, ცოცხლდება, მოძრაობს... ეს სულიწმინდისა და ეკლესიის ხატია, მაგრამ ეკლესიაში ამგვარი გამოცდილება მივიწყებულია, უკეთ რომ ვთქვათ, „განზეა გადადებული“, რადგან შეუთავსებელია სხვა - ეკლესიის „კონსისტორიულ“ გამოცდილებასა და იერსახესთან, მისი გაზიარებით ხომ მართლაც ვერ ააგებ „კონსისტორიას“.

მაგრამ, სადღაც, ჩვენი რწმენისა და საეკლესიო ცნობიერების უღრმეს შრეზე, გვახსოვს და ვიცით, რომ ეკლესია დაიწყო, როცა ქრისტე დაგვპირდა მანუგეშებლის მოვლინებას; ეკლესია დაიწყო მისი მოლოდინით... და აი, დადგა ეს ჟამი, გამოჩნდა ეს ცეცხლოვანი ენები და „ყველამ სხვადასხვა ენით იწყო ლაპარაკი...“ სწორედ ესაა, რასაც სამყარო ელოდა, რისკენაც ჯერ კიდევ დაცემამდე იყო ორიენტირებული მთელი ქმნილება. როგორც იქნა, მოვიდა ეს წვიმა სულისა და ყველა დაარწყულა, რათა ხილვით გვეხილა და გათენებულიყო უფლის დღე, დიადი და საშინელი... სწორედ ეს არის ეკლესია; სწორედ ამისთვის არსებობს იგი; სწორედ ამაშია მისი სიცოცხლე. ხოლო ამ სიცოცხლის სახელი - სულიწმინდის სახელი - თავისუფლებაა.

7.

თავისუფლება - სულიწმინდის მიერ მონიჭებული... სული, ეკლესია, თავისუფლება... რა რთულია ამაზე საუბარი! სიტყვებიც კი არ გვყოფნის. ალბათ მისანიშნებლად თუ წერდა ბერდიაევი „ობიექტივაციის“ საშინელების შესახებ. ობიექტივაცია ისაა, რაც მიღმა რჩება - სამყაროსა და ცხოვრების „საგნობრიობა“, ობიექტის შეუვალობა სუბიექტისთვის. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ესაა სამყარო სადაც ყველაფერი „გარეგანია“ და ამდენად ყველაფერი - ავტორიტეტი, ანუ ის, რაც უბრალოდ მზღუდავს მე და მარტოობის დილეგში მამწყვდევს. მაგრამ საოცარია: მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არსებითად ამ ობიექტივაციის პათოსით“ ცხოვრობს, მას მხოლოდ „ობიექტური“ სწყურია. ამაზეა დამყარებული მეცნიერება. მაგრამ ჩვენ ხომ ამით არ ვკმაყოფილდებით და „მეცნიერული იდეოლოგიაც“ გვსურს. ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებით, ობიექტური ჭეშმარიტებისა და „ნორმის“ მოთხოვნილებით კონსისტორიული რჯულის მეცნიერი და ორთოდოქსი კომუნისტი ერთმანეთს ჰგავნან. მათი იდეალი მთელი ცხოვრების, მისი ყველა „განზომილების“ ერთი ყოვლისმომცველი ჭეშმარიტებისთვის დაქვემდებარებაა, რადგან ის „ობიექტურია“; მათთვის ამაშია ნამდვილი თავისუფლება. ღმერთით დაწყებული მატერიის ბოლო ატომამდე, ყველაფერი ერთი და იგივე „ობიექტური“ პრინციპით უნდა იყოს აგებული: „ორჯერ ორი ოთხია“, - ავტორიტეტის უმარტივესი და მარადიული ფორმულა. ცხადია, აქ კამათი არ ღირს და კედელსღა შეგვიძლია ახალო თავი, შესტოვოვით, რომელმაც გამოსავალს ვერ მიაგნო, ან თვითმკვლელობა სცადო, როგორც კრილოვმა, ანდა სულაც უნაყოფო აბსურდს დასჯერდე: „ორჯერ ორი ოთხია, - შენიშნავს ვიღაც დოსტოევსკისთან, - მაგრამ ორჯერ ორი ხუთია“...

დასაფიქრებელი კი სწორედ ისაა, რომ ქრისტიანობა არ შემოსულა სამყაროში, როგორც საბოლოო და, ამდენად, უზენაესი „ავტორიტეტი“. იმავე სიტყვებით თუ ვიტყვით, ქრისტიანობა ყოველგვარი „ობიექტივაციის“ საბოლოო, დამასრულებელი გადალახვა ანუ უსიციცხლო „ავტორიტეტისა“ და "თავისუფლების" მიმართ მონობის დაძლევაა. ის შემოვიდა როგორც განახლება დაკარგული ჭეშმარიტი თავისუფლებისა. საბოლოო ჯამში, ცოდვით დაცემა სწორედ თავისუფლების დაკარგვაა, რადგან ცოდვის არსი კანონის დარღვევასა და „ავტორიტეტის“ წინააღმდეგ ჯანყს კი არა, იმას გულისხმობს, რომ ღმერთი და სამყარო ადამიანმა შეიგრძნო როგორც „ავტორიტეტი“, მოახდინა მათი „ობიექტივაცია“ და დილეგში გამოიკეტა. აი, რატომ არის ქრისტე „ტანჯულთა გასათავისუფლებლად“ მოვლენილი...

ამ თავისუფლების ძღვენი, მისი პირობა, განხორციელება, საზრისი და სიხარული სულიწმინდაა. ის არის „ობიექტურის“ „სუბიექტურად“ გარდამქმნელი და უპიროვნოს პიროვნებად მომყვანი. ის ყველაფერს მადლად, საუნჯედ, სიხარულად, ცხოვრებად აქცევს... არსობრივად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მუდამ სულიწმინდის თეოლოგიაა - არა ღვთის შესახებ ცოდნის, არამედ ღვთის ცოდნის მოსურნე, არა „აბსოლუტური“ და „ობიექტური“ ჭეშმარიტების, ღვთაებრივი „ორჯერ ორი ოთხის“, არამედ ყველგან და ყველაფერში მასთან და მის წიაღში ერთობისა და ცხოვრების მაძიებელი. მისი დღესასწაული წმინდა სამებაა, ანუ თავად ღვთაებრივი მყოფობა, რომელშიაც „სამი“ არამარტო აბსოლუტურად და ამდენად „აბსოლუტურად ობიექტურად“ იცნობს ერთმანეთს, არამედ მათი ურთიერთშეცნობა მუდმივად სრულ ერთობაში, თანაფლობაში, თანაარსობაში გადადის. ჩვენს დაცემულ და ცოდვილ ყოფაში სულიწმინდის მოქმედების ერთადერთი „ბუნებრივი“ ანალოგი, შესაძლოა, ხელოვნება იყოს. ვ.ვ. რაზანოვი ამბობდა: საგნის სტილი ის ადგილია, სადაც მას ღმერთი კოცნის. ყველასთვისაა ცნობილი, რომ არის ნივთები, რომლებსაც არავინ კოცნის და ამიტომ „მხოლოდ ნივთებად“ რჩებიან. ფოტოგრაფია ვერასდროს შეცვლის ფერწერას, რაკი სწორედ ფერწერაშია დაძლეული „ობიექტურობა“, რითაც აღბეჭდავს სამყაროს ფოტო-აპარატის თვალი. ფერწერა სამუდამოდ გვასაჩუქრებს შემოქმედის მიერ დანახული და აღქმული აი ამ სახით, შემოდგომის ამ დღით, იმით, თუ როგორ დაეუფლა მხატვარი სამყაროს... ის, რაც ხდება აქ, რაც ხდება ყოველ ნამდვილ ხელოვნებაში, ნამდვილ სიყვარულში, ნამდვილ ურთიერთობაში არის კიდეც ობიექტივაციის დაძლევა, ანუ, ისევ ამ ბარბაროსული ენით თუ ვიტყვით, „ინტერიორიზაციის“ სასწაული... სწორედ ეს არის სულიწმინდის სასწაული, მისი მოქმედება, თავისუფლების ღვთაებრივი „რუაჰის“ ქროლვა... ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, შეგვიძლია ვთქვათ: სულიწმინდის ქმედება ყოველგვარი ავტორიტეტისა და ამბოხებულ მონათა თავისუფლების დაძლევაა...

8.

„და სული წმინდა ეკლესია“... ეკლესია იშვა და შემოვიდა სამყაროში, როგორც სულიწმინდის ძღვენი ანუ უფლის ძეთა თავისუფლება. სულიწმინდის სიხარულით, მისი გარდამოსვლისა და მყოფობის სინათლით ბრწყინავს ადრეული ეკლესია. მაგრამ ახლაც, მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას გვენიჭება იგივე „მადლი სულისა წმიდისა“, მადლი, რათა საბოლოოდ და ბოლომდე მოვიპოვოთ მეობა და თავისუფლება, გავხდეთ უფლისანი, „წმიდანნი“. მაგრამ ვამბობთ ამ სიტყვებს და ვხვდებით კიდეც, რამდენად დავშორდით მათ შინაარსს, რა საშინელ უდაბნოში გვიწევს ყოფნა. როცა ზოგიერთი საეკლესიო ჟურნალს ვკითხულობ, ამა თუ იმ დადგენილების პოლიტიკური ელფერი ან „წუთისოფლისადმი“ ეკლესიის გარეგნული მონობა იმდენად არ მაკვირვებს, რამდენადაც მანცვიფრებს ეკლესიის ის სახე, დღითი დღე რომ მისი ერთადერთი მოდუსი ხდება და რომლითაც მას ბოლომდე, თან ერთგვარი აღტაცებითაც კი წარმოაჩენენ, როგორც ავტორიტეტს. იყო დრო, როცა ეკლესია მძიმე ტვირთად ან დაცემად აღიქვამდა თავის წიღში „ფორმალობის“ (კაზიონშინა) ზეიმს, მის აუცილებლობას. ახლა კი იგი გულწრფელად „ეტრფის“ მას, „ტკბება“ მისით. ეკლესიაში ჩვენ თვალწინ გაჩნდა და გაბატონდა „ადმინისტრაციული ქედმაღლობით“ გამაძღარი ეპისკოპოსის, მღვდლის თუ ერისკაცის სახე, რომელმაც „არხეინად და უმტკივნეულოდ“ მიატოვა „უფალსა ზედა მწუხარება“ და უაღრესად კმაყოფილია რაღაც კოსმიური კონსისტორიით. ნუთუ ამად უნდა იქცეს მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება? სამწუხაროდ, ამაში უკვე საკმაოდ წრფელი ადამიანებიც ხედავენ „ეკლესიის ხსნას“, მის „სიმართლეს“. გათვლა. დიპლომატია, „საერთაშორისო ნორმები“, „კანონიკური ურთიერთობები“ - ეს ყველაფერი ხდება გარეთ, სხვათა დასანახად, ყოველგვარ კონფერენციებსა და მიღებებზე, ყოველგვარ „როდოსებზე“, შიგნით კი - გაუცხოება, განკარგულებები, განჩინებები, დასმენები... ეკლესიაში მარტო გარედან ზეწოლის გამო კი არა, უფრო შიგნიდან გაბატონდა რომელიღაც უსახური „სამმართველოს“ ყოვლისმომცველი „რეფერენტი“. უკვე გვიყვარდება ადმინისტრაციული ფორმალობა, მოწყენილობა, რუტინა, ეს „იერარქიული შიში“, რომელიც მსჭვალავს ეკლესიას. ყველაზე საზარელი კი ისაა, რომ თითქმის ვეღარ ვგრძნობთ ამ ცბიერ და თვალთმაქც, „სიწმინდეებით“, „საზეიმო ამაღლებულობით“, „ტრადიციული მართლმადიდებლობით“ მოპირკეთებულ ცხოვრებაში, ამ ტყუილში, რატომ არის აუტანელი სიცოცხლე!

შესაძლებელია თუ არა ყოველივე ამის დაძლევა? გახსოვთ ის წუთი სულთმოფენობის მწუხრისას, როცა ორმოცდაათდღიანი პასუხის შემდეგ პირველად გაისმის „მეუფეო ზეცათაო“? თითქოს გვალვა იყო და წვიმა წამოვიდა! მთელი წელი, მთელი ცხოვრება თითქოს ამ წუთს, ამ წვიმას ველოდით. ყველაფერი ახალია, ყველაფერი ფერს იცვლის. უნდა შევძლოთ, ავაღორძინოთ ჩვენში ეკლესიის ეს გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე წერდა ხომიაკოვი: არც ღმერთი, არც ეკლესია, არც ჭეშმარიტება არ არის ავტორიტეტი“. პირველ რიგში, ჩვენში უნდა დავძლიოთ თავისუფლებისა და ავტორიტეტის ეს წუთისოფლისეული, დაცემული დიალექტიკა და დავუბრუნდეთ ღვთის შვილთა სიხარულსა და თავისუფლებას... შინაგანად, საკუთარ არსებაში გვჭირდფება გათავისუფლება. უნდა ჩამოვიცილოთ შიში, ფორმალობა, ცბიერება და ხელახლა მხოლოდ მაშინ გავიგებთ და შევიგრძნობთ, რომ ეკლესია არც ორგანიზაციაა და არც ავტორიტეტი, არამედ სულიწმინდის მიერ დარწყულებული სხეული, რომლის წიაღში ბოძებული გვაქვს საოცარი შესაძლებლობა - თავისუფლებით გვწამდეს ერთმანეთი. „შვილნო, ერიდეთ კერპებს!“ რაც უნდა შემაძრწუნებელი იყოს ამის თქმა, „კერპად“ შეიძლება თავად ეკლესია გადაიქცეს. ის კერპია, როცა მოგვიწოდებენ „ეკლესიის სასიკეთოდ“ დავარქვათ შავს თეთრი, ტყუილს - სიმართლე, ბოროტებას - სიკეთე; კერპია, როცა „კლესიის სახელით“ სულიწმინდას აკნინებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისთვის და მის მიერ არსებობს იგი. ეკლესია არ არის "უმაღლესი ღირებულება". იგი არსებობს, რათა სულიწმინდა მოდიოდეს და გვათავისუფლებდეს, „ტანჯულთ სამზეოზე გვიშვებდეს. „ეკლესიის სასიკეთოდ“, გარკვეული აზრით, არასოდეს არაფერი უნდა აკეთო. სანაცვლოდ კი, საკმარისია, ვიცოდეთ, რომ თუკი ვცხოვრობთ ქრისტესთვის და ვიქცევით ქრისტეს მცნებათა მიხედვით, მაშინ ვართ ეკლესიაში და მაშინ ვართ ეკლესია... ამიტომ, ჩამოვიფერთხოთ მთელი ეს „ეკლესიოლატრია“, მისი სიდიადისკენ სწრაფვა, თვით საეკლესიო კრებებსაც რომ იმორჩილებს „პრესტიჟის“, „რანგის“, „დიდების“ მარწუხებით... რომელია პირველი ეკლესია, რომელი - მეორე? რომელია უფროსი? როგორ არ მიადგეს ეკლესიას ჩრდილი? როგორ აღვაზევოთ იგი? სამყარო შორდება ქრისტეს! ჩვენ კი, ისევ ვკამათობთ, „ვინ არის უპირატესი?“ ეკლესია ხომ სწორედ ამაოების არად ჩათვლაა. ეკლესია სულიწმინდის ძღვენია, განმათავისუფლებელია, სიტყვის „დემოკრატიული“ მნიშვნელობით კი არა, იმ თავისუფლებით, ძალას რომ გვანიჭებს, თითოეულ ადამიანში დავინახოთ ის, რასაც ხედავს მასში ღმერთი, დროის ყველა მონაკვეთში - ხსნის ჟამი, სივრცის ყოველ წერტილში - ღვთის სასუფეველი ამოვიცნოთ, რომელიც ნელ-ნელა ივრცობა.

მეტისმეტად ბევრი მზაკვარი სიტყვა ითქვა და ითქმება კიდეც მორჩილების თაობაზე. მართლაც, მორჩილება უმაღლესი ქრისტიანული სათნოებაა, მაგრამ მორჩილება ღვთის მიმართ! ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უფლის მორჩილება - საბოლოო თავისუფლება - გვიძღვნას და შთაგვაგონოს, რათა მთელი გულით შევძლოთ ამოვთქვათ ის, რაც ყოველ ცისკარზე იგალობება: „ერთ ხარ შენ, უფალო!“ იგი ერთია და სამყაროში ქრისტეს გარდა არავითარი სხვა მეუფება არ არსებობს. მას არც ეკლესიაში გადაუცია ვინმესთვის თავისი ძალაუფლება, არამედ თავად „მეფობს“ სულიწმინდის - სიყვარულისა და თავისუფლების, მშვიდობისა და სიხარულის ძალით. ასე რომ, ეკლესია, როგორც „ინსტიტუტი“, არსებობს, რათა დროულად „დაიმცროს“ და გამჭვირვალე გახდეს ქრისტესთვის, სულიწმინდისთვის.

9.

ამიტომ ვიმეორებ, საქმე ის არაა, ეკლესიამ ადმინისტრაციის ისეთ ფორმას მიაგნოს, რომ ავტორიტეტის ხარისხმა იკლოს, თავისუფლებისამ კი მოიმატოს, ან პირიქით. არც ისაა განსჯის საგანი, მიესადაგება თუ არა ერთმანეთს ეკლესია და დემოკრატია. მთავარია, თვით ჩვენში აღდგეს ეკლესიის, როგორც სულიწმინდის, თავისუფლების, სიყვარულის სამეუფოს ხატი, რათა გაუქმდეს ავტორიტეტისა და თავისუფლების ეს საშინელი დიქოტომია. ნუთუ ვერ ვგრძნობთ, რომ ეკლესია შიშითაა სავსე; შიშით, რომელიც, მოციქულის თქმით, სიყვარულის გარეშეა. მორწმუნე სამყაროს უნდა წარუდგეს როგორც თავისუფალი და განუმეორებელი ადამიანი, ჭეშმარიტად და საბოლოოდ თავისუფალი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია თქვას: „ყველაფერი ძალმიძს იესოში“... ის კი დამფრთხალ მონას ჰგავს, რომელიც მარტო ხელისუფლების კი არა, საკუთარი ჩრდილის წინაშეც ძრწის და პანიკით მოცული ეძებს „ავტორიტეტს“.

ეკლესია ხელახლა უნდა დავინახოთ სულიწმინდაში და სულიწმინდა ეკლესიაში. ჩვენ გვჭირდება არა სქოლასტიკა მადლის გარეშე, რომელიც „აქ“ მეტადაა, „იქ“ კი - ნაკლებად, არამედ ეკლესია, როგორც „ზიარება სულისა წმინდისა“. აი, მოდის ის და ყველაფერს აახლებს; აღარც მონაა და აზნაური, აღარც მამაკაცი და დედაკაცი. ყველას ნიჭი მიეცა, ყველა დარწყულებულია. საეკლესიო იერარქია სწორედ ამ ჭეშმარიტების, ამ თავისუფლების მსახურება, ამის დაცვაა... და მაშინ, როცა ეკლესიის ამ ხატს გავითავისებთ და თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სიმძიმისგან დასახსნელად („ჩემს ნაცვლად სხვა გადაწყვეტს“) კი არა, ქრისტეში, ღმერთში სისავსის მოსაპოვებლად გავხდებით ეკლესიის თანამოზიარენი, გავაცნობიერებთ, რომ რაც ახლა ხდება ყველგან - მოსკოვსა თუ დასავლეთში, ჩვენს სამრევლოებსა თუ „იურისდიქციებში“, მოუსვენარი ყმაწვილკაცების მორიგი კონფლიქტი კი არ არის განბრძნობილ „ავტორიტეტებთან“, არამედ სულიწმინდისადმი ისევ იმ წყურვილის გამოვლენაა, ურომლისოდ უფრო და უფრო ცივი და რთული ხდება ცხოვრება... იქნებ, ეკლესიაში ბოლოს და ბოლოს სულთმოფენობის მოლოდინი, სულიწმინდის მიმართ წყურვილი მძაფრდება... ამ წყურვილზე წერდა ხომიაკოვი; მან დაუდო სათავე ყოველივე საუკეთესოს რუსეთის ეკლესიასა და ღვთისმეტყველებაში; ამის შესახებ ამოწმებდა წმინდა სერაფიმე საროველი, როცა მოგვიწოდებდა: „მოიხვეჭეთ სულიწმინდა...“

თარგმნა
ბექა მინდიაშვილმა

8 რელიგიური თავისუფლების დეკლარაცია

▲back to top


ლიბერტარიუმი

Dignitatis humanae

უწმინდესი პაპის, პავლე მეექვსის მიერ 1965 წლის 7
დეკემბერს წარმოთქმული სიტყვა

0x01 graphic

კათოლიკურმა ეკლესიამ, ისტორიის წინაადმდეგობრივი და უცნაურობებით აღსავსე გზა გაიარა მანამდე, სანამ რელიგიის თავისუფლების პრინციპს აღიარებდა. რელიგიის თავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ საეკლესიო მამები გვასწავლიდნენ, ხოლო ეკლესიის პირველმა საუკუნეებმა მოწამეობრივად დაამოწმა, რომ თავისი ბუნებით რწმენა მხოლოდ თავისუფალ არჩევანს ემყარება. ამის მიუხედავად, არჩევანის თავისუფლება ერთობ დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად შეზღუდული იყო ეკლესიაში. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა თეოდოსი პირველმა ქრისტიანობა სახელმნიფო რელიგიად გამოაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ დეკლარირებული იყო შემწყნარებლობა და არამც და არამც აღმსარებლობის თავისუფლება. კათოლიკური ეკლესია მკვეთრად უარყოფდა რელიგიისა და სინდისის თავისუფლების ლიბერალურ კონცეფციას.

მხოლოდ ვატიკანის .. კრებამ, ხანგრძლივი და დაძაბული განხილვის შემდეგ მიიღო „Dignitatis Humanae” რელიგიის თავისუფლების დეკლარაცია. სწორედ ამ დეკლარაციის შინაარსი გახდა მიუღებელი კონსერვატიულად განწყობილი კათოლიკე ეპისკოპოსებისთვის. კრებაზე ყველაზე მძაფრი დებატები Dignitatis Humanae-იმ გამოიწვია. 249 ეპისკოპოსმა საერთოდ უარი თქვა ამ დეკლარაციის მიღებაზე. კარდინალმა კაროლ ვოიტილამ კი (იმჟამად კრაკოვის არქიეპისკოპოსმა), სხდომათა დარბაზში დაუვიყარი სიტყვა არმოთქვა, იმის დასასაბუთებლად, რომ ჭეშმარიტება და თავისუფლება განუყოფელია ერთმანეთისგან.

დეკლარაცია Dignitatis Humanae რელიგიური თავისუფლების შესახებ კათოლიკური სწავლების ქვაკუთხედად იქცა. ამ დოკუმენტის ღერძი რელიგიური თავისუფლების სამი ძირითადი დოქტრინალური ელემენტია: .. რელიგიური თავისუფლების ეთიკური პრინციპი, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება (პერსონალური და საზოგადოებრივი); 2. პოლიტიკური პრინციპი, რომელიც საერო ხელისუფლების ფუნქციებსა და რელიგიის სივრცეში მის შეზდუდვას ეხება; 3. თეოლოგიური პრინციპი, როგორც ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების მახასიათებელი.

წინამდებარე ტექსტი გვამცნობს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლად და თავისუფლებაში შეიძლება შეიმეცნო და პირიქით, თავისუფლების სისავსე მარტოოდენ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით მიიღწევა. კათოლიკურმა ეკლესიამ ამ დეკლარაციით, მთლიანობაში კი, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების მიერ შემუშავებული მიდგომებით, ეიძლება თამამად ითქვას, მთელს მსოფლიოში დაუდო სათავე „აჯორნამენტოს“ - განახლების ტალღას.

1.

თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ღრმად აცნობიერებს პიროვნული ღირსების მნიშვნელობას. იგი განუხრელად მოითხოვს, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ისარგებლოს და გამოიყენოს არა ძალადატანებითი, არამედ მოვალეობის გრძნობით მოტივირებული პასუხისმგებლობით სავსე თავისუფლება. სადღეისოდ ასევე აქტუალურია სახელმწიფო ძალაუფლების კონსტიტუციით შეზღუდვის საკითხი, რათა პიროვნებისა და გაერთიანებების კანონიერი თავისუფლება არ შეილახოს. ადამიანთა საზოგადოებაში გაჩენილი თავისუფლების ეს მოთხოვნილება უმთვრესად ადამიანის სულის შესაბამისი ფასეულობების ძიებას გულისხმობს, რაც, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაში რელიგიური თავისუფლების დამკვიდრებას ნიშნავს. ვატიკანის ეს კრება ყურადღებას უთმობს ადამიანის გონებაში აღძრულ ამ მისწრაფებებს და ჭეშმარიტებასა და სამართლიანობასთან სრულ თანხმობას ქადაგებს. ამ მიზნით იგი უღრმავდება ეკლესიის ტრადიცია და დოქტრინას - საგანძურს, რისი საშუალებითაც ეკლესია მუდმივად აცხადებს სიახლეებს, რომლებიც სრულად ეთანხმებიან ძველ სწავლებას.

კრება, უპირველეს ყოვლისა, ღიად აცხადებს თავის მრწამსს, რომ ღმერთმა კაცობრიობას გამოუცხადა მსახურების გზა, რათა დაცული იყოს ქრისტეში და მოიპოვოს ნეტარება, გვწამს, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია არსებობს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში. უფალმა იესომ ამ ეკლესიას ჭეშმარიტი რელიგიის მთელს კაცობრიობაში ფართოდ გავრცელება დაავალა; ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ (მათე, 28, 19-20). თავის მხრივ, ყველა დამიანი მოვალეა, ჭეშმარიტება ეძიოს, განსაკუთრებით იმაში, რაც ღმერთთან და მის ეკლესიასთანაა დაკავშირებული. იგი მოვალეა ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, რადგან მის შესაცნობად ევლინება წუთისოფელს და მტკიცედ უნდა დაიცვას იგი.

ვატიკანის კრება ღიად მოწმობს, რომ ეს ვალდებულებები სწორედ ადამიანურ სინდისს ეხება და აღძრავს მათ (ვალდებულებათა) გამომწვევ ძალებს. ჭეშმარიტება ძალდატანებით როდი იმკვიდრებს ადგილს. იგი მხოლოდ საკუთარი მადლით მოქმედებს და გონებაში სიმშვიდითა და ძალმოსილებით მკვიდრდება.

რელიგიური თავისუფლება, რომელსაც ადამიანები ღვთის თაყვანისცემის აღსრულებისას აუცილებელ პირობად განიხილავენ, სამოქალაქო საზოგადოებაში ხელშეუხებლობით უნდა სარგებლობდეს, დაცული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რელიგიური თავისუფლების პრინციპები ეთანხმება ტრადიციულ კათოლიკურ დოქტრინას, რომელიც ჭეშმარიტი რელიგიისა და ქრისტეს ერთი ეკლესიის მიმართ ადამიანისა და საზოგადოების ზნეობრივ მოვალეობას შეეხება.

გარდა ამისა, კრება იმსჯელებს თანამედროვე პაპების დოქტრინაზე პიროვნების ხელშეუხებელი უფლებებისა და საზოგადოების კონსტიტუციური წყობის შესახებ.

2.

ვატიკანის კრება აცხადებს, რომ პიროვნებას რელიგიური თავისუფლების უფლება აქვს. ეს თავისუფლება ნიშნავს ყოველი ადამიანის დაცულობას და ცალკეული ინდივიდის, სოციალური ჯგუფისა და ნებისმიერი ადამიანური ძალადობისაგან, რათა შესაბამის საზღვრებში არავინ გახდეს იძულებული, საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ იმექომდოს, როგორც კერძო თუ საჯარო პირმა, მარტომ ან სხვებთან ერთად.

კრება აცხადებს, რომ რელიგიური თავისუფლების საფუძველი სწორედ პიროვნების ღირსებაშია, რადგან ეს ღირსება შეიცნობა ღვთის განცხადებული სიტყვით და თავად გონებით. პიროვნების რელიგიური თავისუფლების ეს უფლება უნდა აღიაროს კონსტიტუცია, რომლითაც საზოგადოება იმართება. ამგვარად, ის სამოქალაქო უფლებად უნდა იქცეს.

მისი ღირსება, როგორც პიროვნებისა, ანუ გონებით თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული არსებისა, რომელსაც აქვს პრივილეგია, იტვირთოს პიროვნული პასუხისმგებლობა, გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანის ქმედებას ბუნება უნდა განსაზღვარვდეს და თავად ზნეობრივი ვალდებულებით ეძიებდეს ჭეშმარიტებას, განსაკუთრებით, რელიგიურ ჭეშმარიტებას. ადამიანები, მოვალენი არიან, შეცნობისთანავე ჩაეჭიდონ ჭეშმარიტებას და მთელი ცხოვრება მის მოთხოვნებს მოარგონ. მაგრამ ადამიანი ამ მოვალეობებს, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ აღასრულებს მანამ, სანამ არ იქნება შეუვალი, დაცული გარეშე ძალადობისაგან და თავისუფალი ფსიქოლოგიურად. ასე რომ, რელიგიური თავისუფლების საფუძველს წარმოადგენს არა პიროვნების სუბიექტური განწყობა, არამედ მის ბუნება. შესაბამისად, ამ შეუვალობის, ხელშეუხებლობის უფლება არსებობს იმ ადამიანებშიც, რომელთა ცხოვრებაც არ შეესაბამება ვალდებულებას, ეძიოს ჭეშმარიტება, იყოს მისი ერთგული. სამართლიანი საზოგადოებრივი წყობილების პირობებში ამ უფლებით სარგებლობა არ უნდა იზღუდებოდეს.

3.

მეტი სიცხადისთვის უნდა გვაითვალისწინოთ, რომ ადამიანური ცხოვრების უმაღლესი ფორმა არის მარადიული, ობიექტური და უნივერსალური საღვთო კანონი, რომლის საშუალებითაც ღმერთი სიბრძნით და სიყვარულით განჭვრეტილი გეგმით აწესრიგებს, წარმართავს და განაგებს მთელ სამყაროს და ადამიანთა მოდგმის ყველა სავალ გზას. ადამიანი ღვთის მიერ ამ კანონში მონაწილეობის მისაღებადაა მოწოდებული, რათა საღვთო განგებულების გულმოწყალებით კიდევ უფრო სრულად შეიცნოს უცვალებელი ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე, ყოველი ადმიანი მოვალეა, და, ამასთან, აქვს უფლება ეძიოს ჭეშმარიტება რელიგიურ საკითხებში, რათა ყველა სათანადო საშუალებით, კეთილგონიერებით ჩამოაყალიბოს სინდისთან დაკავშირებით მართალი და ჭეშმარიტი შეხედულებები.

0x01 graphic

ჭეშმარიტების ძიება პიროვნების ღირსებისა და მისი სოციალური ბუნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ძიება უნდა წარმოებდეს თავისუფლად, სწავლებისა და ინსტრუქციის, ურთიერთობისა და დიალოგის თანხლებით. ამ დროს ადამინები ერთმანეთს განუმარტავენ ჭეშმარიტებას, რომელიც შეიმეცნეს, ან ჰგონიათ, რომ შეიმეცნეს და ამგვარად შეეწევიან უერთიერთს ჭეშმარიტების ძიებაში.

ამის გარდა, ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ, პიროვნული თანხმობის საფუძველზე, ადამიანები მისი ერთგულნი უნდა დარჩნენ.

თავის მხირვ, ადამიანი საღვთო რჯულის იმპერატივებს სინდისის მეშვეობით აღიქვამს და შეიცნობს. ადამიანი მოვალეა, თავისი ყველა მოქმედება სინდისის კარნახით წარმართოს, რათა ცხოვრების მიზანს და აზრს - ღმერთს მიეახლოს. შესაბამისად, ადამიანი არ უნდა გახდეს იძულებული, საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. მეორე მხრივ, იგი არ უნდა შეიზღუდოს ვალდებულებით, მოიქცეს მხოლოს ისე, როგორც საკუთარი სინდისი კარნახობს, განსაკუთრებით, რელიგიურ საკითხებში. მიზეზი გახლავთ ის, რომ რელიგია, მისი ბუნება, მოიაზრება იმ შინაგან, ცნობიერ და თავისუფალ ქმედებებში, რომელთა საშუალებითაც ადამიანი თავის ცხოვრებას უშუალოდ ღვთისკენ წარმართავს. ვერანაირი ადამიანური ძალა ვერ დაიმორჩილებს და აკრძალავს ამ ქმედებებს.

თუმცა, ადამიანის სოციალური ბუნება თავისთავად მოითხოვს, რომ რელიგიის შინაგანი ქმედებები გარეგნულად გამოხატოს. მან სხვებს უნდა გაუზიაროს რელიგიური საკითხები და თავისი რელიგია საზოგადოებაში უნდა აღიაროს. ამიტომ, თუ სამართლიანი საჯარო წყობილების პირობებში საზოგადოებაში რელიგიის თავისუფალი აღსარება იზღუდება, ზიანდება პიროვნება და ღვთის მიერ ადამიანური ცხოვრებისთვის დადგენილი წესრიგი.

ასევე ვფიქრობთ, რომ რელიგიური მოქმედებები, რომლთაც, ადამიანები, ინდივიდუალურად ან საქვეყნოდ, ღვთისკენ მიმართავენ თავიანთ ცხოვრებას პიროვნული დანაშაულის გრძნობის გარეშე, უშუალოდ საკუთარი ბუნებით ძლევენ მიწიერი და წარმავალი საქმეების წესსა და რიგს, ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეების რელიგიური ცხოვრება და წაახალისოს ისინი, რადგან ხელისუფლების ფუნქცია საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. თუმცა, ხელისუფლება აშკარად დაარღვევს მისთვის დადებულ ზღვარს, თუკი გაბედავს რელიგიურ საქმიაონობაში ჩარევას ან მის აკრძალვას.

4.

რელიგიური საქმიანობის თავისუფლება და ხელშეუხებლობა, რაც ინდივიდუალური პიროვნებისთვის მომადლებულ ნიჭს წარმოადგენს, უნდა გავრცელდეს ერთობლივად მოქმედების დროსაც. რელიგიური საზოგადოებები როგორც ადამიანის, ასევე რელიგიის სოციალური ბუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენენ.

მხოლოდ საზოგადოებრივი წყობილების სამართლიანობის პირობებში შეძლებენ რელიგიური გარეთიანებები, სამართლიანად მოითხოვონ თავისუფლება, რათა თავიანთი საქმიანობა წარმართონ საკუთარი ნორმების მიხედვით, თაყვანი სცენ უზენაეს არსებას საჯარო მსახურებით, თავიანთ წევრებს რელიგიურად ცხოვრებაში დეხმარონ, გააძლიერონ ისინი სწავლებით და მხარი დაუჭირონ ინსტიტუტებს, რომლებშიც ისინი შეიკრიბებიან და ცხოვრებას საკუთარი რელიგიური პრინციპებით წარმართავენ.

რელიგიურ გაერთიანებებს აქვთ უფლება, არ შეიზღუდონ ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ზომებით ან ადმინისტრაციული მოქმედებით, მსახურთა შერჩევის, სწავლების, დანიშვნისა და გადაყვანის, საზღვარგარეთ მოქმედ რელიგიურ მმართველობებთან და გაერთიანებებთან ურთიერთობის, რელიგიური მიზნებით შენობების აგების, შესაბამისი ფონდების ან ქონების შეძენის ან გამოყენების მხრივ.

რელიგიურ გაერთიანებებს აქვთ უფლება, არ შეიზღუდინ თავიანთი სარწმუნეობის ზეპირი თუ წერილობითი ფორმით საჯაროდ სწავლებისა და დამოწმებისა. თუმცა, რელიგიური რწმენის გავრცელების ან რელიგიური მსახურების გაცნობის დროს ყველამ ყოველთვის თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი სახის მოქმედებისაგან, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს ძალდატანებისა და დარწმუნების გარკვეულ ნიშანს, რომელიც სამარცხვინო ან უღირსი იქნება, განსაკუთრებით, ღარიბ და გაუნათლებელ ხალხთან ურთიერთობისას. ასეთი სახის მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ადამიანის უფლებების შეურაცხყოფა და სხვების უფლებაზე ძალადობა.

ამას გარდა, რელიგიური თავისუფლება ნიშნავს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს არ უნდა ეკრძალებოდეთ თავიანთი დოქტრინის განსაკუთრებული ღორებულებების თავისუფლად წარმოჩენა საზოგადოების ორგანიზებასა და ადამიანური საქმიანობის მთლიანობის განსაზღვრასთან, შთაგონებასთან დაკავშირებით. ბოლოს, ადამიანის სოციალური ბუნება და რელიგიის ბუნება გულისხმობს ადამიანის უფლებას, თავისი რელიგიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თავისუფლად გამართონ შეხვედრები და დააარსონ საგანმანათლებლო, კულტურული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

5.

ოჯახს, როგრც თვითმყოფად საზოგადოებას, აქვს უფლება, თავისუფლად იცხოვროს მშობლების ხელმძღვანელობით საკუთარი ოჯახური რელიგიური ცხოვრებით. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ უფლება, თავიანთი რელიგიური მრწამსის შესაბამისად, განსაზღვრონ რელიგიური განათლების სახე, რომელიც მათმა შვილებმა უნდა მიიღონ. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა აღიაროს მშობლების უფლება, ჭეშმარიტად თავისუფლად აირჩიონ სკოლები და განათლების სხვა საშუალებები. არჩევანის თავისუფლებით სარგებლობა არ უნდა გახდეს მიზეზი მშობლებზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ უსამართლო ტვირთის დასაკისრებლად. ამასთან, მშობლების უფლება ილახება, თუ მათი შვილები იძულებულები არიან დაესწრონ გაკვეთილებს ან სწავლებას, რომლებიც არ ეთანხმება მათ რელიგიურ მრწამსს, ან განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც ყველა რელიგიურ ფორმაციას გამორიცხავს, ყველაზე ვრცელდება.

6.

საზოგადოების საერთო კეთილდღეობა, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების იმ პირობების ერთობლიობას წაროადგენს, რომლებიც ადამიანებს, შეძლებისდაგვარად სრულად დაგარკვეულწილად, შედარებით ადვილად, სრულყოფილების მიღწევის საშულებას აძლევს, უმთავრესად პიროვნების უფლებების დაცვასა და მოვალეობების შესრულებას გულისხმობს. ამიტომ რელიგიური თავისუფლების უფლებაზე უნდა იზრუნოს მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ხელისუფლებამ, ეკლესიამ და რელიგიურმა გაერთიანებებმა, თითოეულმა სათანადო ფორმით, ამის საფუძველი კი ის არის, რომ კეთილდღეობის მიღწევა ყოველი ადამიანის მოვალეობაა.

ადამიანის ხელუხლებელი უფლებების დაცვა და მხარდაჭერა ხელისუფლების არსებით მოვალეობას წარმოადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ ეფექტური გზით, მხოლოდ კანონებითა და სხვა სათანადო სშუალებებით, უნდა უზრუნველყოს თავისი ყოველი მოქალაქის რელიგიური თავისუფლების დაცვა.

ხელისუფლებამ უნდა შექმნას ხელშემწყობი პირობები რელიგიური ცხოვრების მხარდასაჭერად, რათა ადამიანებმა ნამდვილად ისარებლონ რელიგიური უფლებებით, აღასრულონ რელიგიური მოვალეობები, საზოგადოებამ ისარგებლოს სამართლიანობისა და მშვიდობის მორალით, რომლის საწყისიც ადამიანების, ღვთისა და მისი წმინდანების ერთგულებაშია.

თუ, ადამიანებს შორის დამკვიდრებული თავისებური გარემოებების გათვალისწინებით საზოგადოების კონსტიტიციურ წყობაში განსაკუთრებული სამოქალაქო აღიარება ენიჭება ერთ რელიგიურ გაერთიანებას, ეს ამავე დროს ერთგვარ იმპერატივსაც გულისხმობს, რომ აღიარებულ იქნას ყველა მოქალაქისა და რელიგიური გაერთიანების რელიგიური თავისუფლება და ის, რომ ეს უფლება ეფექტური უნდა გახდეს რეალურად.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ თვალყური უნდა ადევნოს იმას, რომ კანონის წინაშე, რომელიც თავისთავად საერთო სიკეთის ელემენტია, არასოდეს შეილახოს მოქალაქეებსი თანასწორობა და არც მოქალაქეებს შორის დისკრიმინაცია დაუშვან რელიგიური მიზეზით, ღიად თუ ფარულად.

აქედან გამომდინარე, შეცდომაა, როცა ხელისუფლება, ძალით, დაშინებით ან სხვა საშუალებით ხალხს თავს ახვევს ამა თუ იმ რელიგიის აღსარებას ან დაგმობას, ან როცა აბრკოლებს ადამიანებს, შევიდნენ ან დატოვონ რელიგიური გაერთიანება. უფრო მეტიც, ღვთის ნებაზე, ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებებსა და საზოგადოებაზე ძალადობად შეიძლება შეფასდეს ძალის გამოყენება რელიგიის ამა თუ იმ გზით გასანადგურებლად და რეპრესირებისათვის, იქნება ეს მთელ კაცობრიობაში, რომელიმე კერძო ქვეყანაში თუ გარკვეულ გაერთიანებაში.

7.

რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით უფლება ადამიანთა საზოგადოებაში ხორციელდება; შესაბამისად, მისი განხორციელება გარკვეულ მარეგულირებელ ნომრებს ექვემდებარება. სრული თავისუფლების პირობებში დაცულ უნდა იქნას პიროვნული თუ სოციალური პასუხისმგებლობის ზნეობრივი პრინციპი. მათი უფლებების განხორციელებისას, კონკრეტულ ადამიანს და საზოგადოებრივ ჯგუფს ზნეობრივ კანონი ავალდებულებთ, პატივი სცენ სხვების უფლებებს, საკუთარ მოვალეობებს სხვებთან მიმართებაში და ყველა ადამიანის საერთო კეთილდღეობას. ადამიანი მოყვასს სამართლიანად და ცივილიზებულად, გაგებით უნდა მოეპყროს.

0x01 graphic

გარდა ამისა, საზოგადოებას აქვს უფლება თავი დაიცვას რელიგიის თავისუფლების მოტივით მიყენებული შესაძლო შეურაცხყოფისაგან. ხელისუფლების განსაკუთრებულ მოვალეობას წარმოადგენს ამ დაცვის უზრუნველყოფა. თუმცა, ხელისუფლებამ არ უნდა მიმართოს თავნებობას ან უსამართლო მიკერძოებას. მისი მოქმედება უნდა გაკონტროლდეს იურიდიული ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ობიექტურ ზნეობრივ წყობას. ამ ნორმებს აყალიბებს თითოეული მოქალაქის უფლებების ეფექტური დაცვისა და უფლებათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობა, ასევე, ნამდვილ საზოგადოებრივ მშვიდობაზე შესაბამისი ზრუნვის, საზოგადოებრივ ზნეობაზე მართებული ზედამხედველობის საჭიროება. ეს კი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობით და ჭეშმარიტად სამართლიანად ცხოვრობენ.

ეს საკითხები საერთო კეთილდღეობის მთავარ კომპონენტს აყალიბებს: საზოგადოებრივი წყობა სწორედ ამ საკითხებს გულისხმობს. რაც შეეხება დანარჩენს, საზოგადოებამ სრულად უნდა შეისისხლხორცოს თავისუფლების წესები: ანუ, ადამიანის თავისუფლება იმდენად უნდა იქნას დაცული, რამდენადაც ამის საშუალება არსებობს. იგი არ უნდა შეილახოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას გარკვეული აუცილებლობა მოითხოვს.

8.

თანამედროვე ადამიანი მრავალგვარ ზეწოლას განიცდის. არსებობს საფრთხე, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების შესაძლებლობა დაკარგოს; მეორე მხრივ, ბევრი ადამიანი თავისუფლების სახელით ხელისუფლების მორჩილებას უარყოფს და ზერელედ ეკიდება მორჩილების მოვალეობას. ამიტომ ვატიკანის კრება ყველას მოუწოდებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც სხვათა განათლებაზე ზრუნავს, არ დაიშურონ ძალისხმევა იმ ადამიანის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ერთის მხრივ, ზნეობრივ წყობას დაიცავს და დაემორჩილება კანონიერ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი, ჭეშმარიტ თავისუფლებას შეიყვარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანმა გადაწყვეტილებები საკუთარი შეხედულებისამებრ და ჭეშმარიტების გათვალისწინებით უნდა მიიღოს, თავისი ქმედებები პასუხისმგებლობის გრძნობით წარმართოს და დაეწაფოს ჭეშმარიტსა და მართალს, ისწრაფოს სხვებთან ძალისხმევის გასაერთიანებლად.

რელიგიურ თავისუფლებას ეს შორეული მიზანი და განზრახვა უნდა წარმართავდეს, კერძოდ ის, რომ საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულება ადამიანების პასუხისმგებლობის ზრდას გულისხმობს.

9.

ვატიკანის ამ კრების დეკლარაცია ადამიანის რელიგიური თავისუფლების შესახებ პიროვნების ღირსებას ეფუძნება, რისი აღიარების მწვავე აუცილებლობაც ადამიანს გონებამ სრულად მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ გააცნობიერა. უფრო მეტიც, თავისუფლების ეს დოქტრინა საღვთო განოცხადებიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა კიდევ უფრო კეთილსინდისიერად უნდა დაიცვან ის. გამოცხადება, რა თქმა უნდა, მრავალი სიტყვით როდი ამტკიცებს რელიგიურ საკითხებში ადამიანის გარე ძალადობისაგან დაცულობის უფლებას, თუმცა ადამიანის პიროვნების ღირსებას სრული სისავსით წარმოაჩენს. ის აცხადებს პატივს, რომლითაც ქრისტემ თავისუფლება გააცხადა. ამ პატივით ადამიანმა ღვთის სიტყვა უნდა ირწმუნოს და ამგვარად აღასრულოს მოვალეობა. ეს პატივი გვმოძღვრავს სულით, რომელიც ამ მოძღვრის მოწაფეებმა უნდა შეისისლხორცონ და განუხრელად მიჰყვნენ მას. ამგვარად, ქვემოთ გაშუქდება მთავარი პრინციპები, რომლებსაც რელიგიური თავისუფლების შესახებ ამ დეკლარაციის დოქტრინა ეფუძნება, კერძოდ ის, რომ საზოგადოებაში რელიგიური თავისუფლება სრულად ეხმიანება ქრისტიანული რწმენის აქტის თავისუფლებას.

10.

კათოლიკური დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი აღიარებს ადამიანის თავისუფლებას, ღმერთს რწმენით უპასუხოს: ამიტომ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით არავინ არ უნდა აღიაროს ქრისტიანული სარწმუნოება. ამ დოქტრინას ღვთის სიტყვა გვიცხადებს და მას განუხრელად ქადაგებენ ეკლესიის მამები. რწმენის აქტი თავისი ბუნებით თავისუფალია. ადამიანი, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა გამოისყიდა და იესო ქრისტეს გზით ღვთის ნაშვილებ ძედ იწოდა, ვერ უერთგულებს ღმერთს, რომელმაც თავისი თავი გააცხადა, მანამ, სანამ მამის წინამძღვრობით ღმერთს არ უძღვნის რწმენის კეთილგონიერ და თავისუფალ მორჩილებას. ასე რომ, სარწმუნოება თავისი ბუნებით სრულად გამორიცხავს რელიგიურ საკითხებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ადამიანების მხრიდან. შედეგად, რელიგიური თავისუფლების პრინციპს დიდი წვლილი შეაქვს იმ გარემოს შესაქმნელად, რომელსიც ადამიანები დაუბრკოლებლად ეზიარებიან ქრისტიანულ სარწმუნოებას, აღიარებენ მას თავისუფალი ნებით, აღიარებენ მთელი ცხოვრების წესით.

11.

ღმერთი ადამიანისგან სულითა და ჭეშმარიტებით მწუხარებას მოითხოვს, შესაბამისად, ის მოვალეა სინდისით, მაგრამ, მასზე რაიმე ძალადობა არ ხორციელდება. ღმერთი ზრუნავს თავისი ქმნილების პიროვნულ ღირსებაზე, ამიტომ ადამიანმა საკუთარი შეხედულებით უნდა იხელმძღვანელოს და თავისუფლებით ისარგებლოს. ეს ჭეშმარიტება თავისი სისავსით ცხადდება იესო ქრისტეში, რომელშიც ღმერთმა საკუთარი თავი და ადამიანებთან თავისი გზა გააცხადა. ქრისტე ჩვენი მოძღვარი და უფალია, ამასთან, თვინიერი და თავმდაბალი გულით. მან მოწაფეები მოთმინებით შემოიკრიბა და გამოარჩია, სასწაულებს მოძღვრების განსამარტად და მისი ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად ახდენდა; სურდა არა მსმენელებზე ძალდატანება, არამედ მათში რწმენის გაღვიძება და მათი რწმენაში განმტკიცება. ის, ცხადია, ზოგიერთი მსმენელის ურწმუნოებას გმობდა, მაგრამ შურისძიება მან ღმერთს დაუთმო განკითხვის დღის მოლოდინით. როცა თავისი მოწაფეები საქადაგებლად გაგზავნა, თქვა: „ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება“ (მარკ. 16,16). თუმცა აღნიშნა, რომ ხორბალს შორის ღვარძლიც იყო დათესილი და მკის დრომდე, რომელიც სამყაროს დასასრულს დადგება, ორივე მათგანს ზრდის საშუალება მიეცემოდა. მან უარი თქვა გამხდარიყო პოლიტიკური მესია, რომელიც ძალით იმეფებდა, საკუთარ თავს „ძე კაცისა“ უწოდა, რომელიც იმისთვის მოვიდა, „რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკ. 10,45); თავი ღვთის სრულყოფილ მსახურად წარმოაჩინა, რომელიც „გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“. (მათე, 12,20).

მან აღიარა ხელისუფლების ძალაუფლება და მისი უფლებები, როცა კეისრისთვის გადასახადის გადახდა ბრძანა, მაგრამ იქვე გააცხადამ რომ ღვთის აღმატებული უფლებები არ უნდა შელახულიყო: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს“ (მათე, 22,21); ბოლოს, თავისი გამოცხადება ჯვარზე არასრულებული გამოსყიდვის ღვაწლით სრულყო, ადამიანები გამოიხსნა და ჭეშმარიტი თავისუფლება მიანიჭა მათ; ჭეშმარიტებას ქადაგებდა, მაგრამ უარი თქვა, ეს ჭეშმარიტება ძალით მოეხვია თავს მოწინააღმდეგეებისათვის. მისი მეუფება მკვიდრდება არა ფიზიკური ძალით, არამედ ჭეშმარიტების დამოწმებითა და შესმენით. მისი სამეუფო სიყვარულით განივრცობა და ჯვარცმული ქრისტე ყოველ ადამიანს სიყვარულით მოუწოდებს თავისკენ.

ქრისტეს სიტყვითა და მაგალითით განსწავლულმა მოწაფეებმა იგივე გზა აირჩიეს. ეკლესიის ჩამოყალიბების პერიოდში ქრისტეს მოწაფეები ესწრაფოდნენ. ადამიანები მოექციათ ქრისტეს, როგორც უფლის, რწმენაზე, თუმცა არა ძალადობით ან სახარებისთვის უღირსი საშუალებით, არამედ ღვთის სიტყვის ძალით. ისინი მტკიცედ ამცნობდნენ ყველას ჩვენი მხსნელი უფლის განგებულებას, „რომელსაც ნებავს, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (ტიმ.2,4), მიუხედავად მათი ცდომილებისა. მათ გააცხადეს, რომ „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელ. 14,12). ამ მიზეზით იგი თავის სინდისს უნდა დაემორჩილოს. ქრისტეს მსგავსად, მოციქულები განუხრელად შემართულნი იყვნენ ღვთის ჭეშმარიტების დასამოწმებლად. მათ სიმამაცის უსრულეს საზომს მიაღწიეს, რადგან ხალხისა და მათი მმართველების წინაშე „გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“ (საქ.მოც.4,31). ისინი მტკიცე რწმენით ქადაგებდნენ, რომ სახარება არის ღვთის ძალა ყოველი მორწმუნის გამოსახსნელად. ამიტომ უკუაგდეს ყოველგვარი „მიწიერი იარაღი“, ქრისტეს სახარებით და კრძალულებით აღიჭურვნენ და ღვთის სიტყვა იქადაგეს სრული რწმენით, რომ თავად ამ სიტყვაში სუფევდა საღვთო ძალა, რომელიც ღვთის წინააღმდეგ აღმდგარ ყოველ ძალას გაანადგურებდა და ადამიანებს ქრისტეს რწმენასა და მსახურებას აზიარებდა. მოძღვრის მსგავსად, მოციქულებიც აღიარებდნენ ლეგიტიმურ სამოქალაქო ხელისუფლებას. „რადგან არ არსებობს ძალაუფლება, გარდა ღვთისა, - გვასწავლის მოციქული; ამის შემდეგ ბრძანებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელ.13, 1-5). ამავე დროს ისინი არ ერიდებიან ხმამაღლა ისაუბრონ იმ მმართველი ხელისუფლების ქმედებაზე, რომელიც ღვთის წმინდა ნებას ეწინააღმდეგება: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქ. მოც. 5,29). მოწაფეები და სხვა მორწმუნეები ამ გზას გადიოდნენ მთელ დედამიწაზე ყოველ საუკუნეში.

12.

ასე რომ, სახარებისეული ჭეშმარიტების რწმენით აღჭურვილი ეკლესია ქრისტეს და მოციქულების გზას მისდევს, როცა აღიარებს და მხარს უჭერს რელიგიური თავისუფლების პრინციპს, როგორც ადამიანის ღირსების შესაბამისს და საღვთო გამოცხადებასთან თანხმობაში მყოფს. საუკუნეთა მანძილზე ეკლესია იცავდა და გადასცემდა მაცხოვრისა და მოციქულებისაგან მიღებულ დოქტრინას. ღვთის ერის ცხოვრებაში, რომლის პილიგრიმულმა გზამ კაცობრიობის ისტორიის ქარტეხილებზე გაიარა, დროდადრო თავს იჩენდა მოქმედების საშუალებები, ნაკლებად რომ თანხვდებოდა სახარებისეულ სულს და ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას. მუხედავად ამისა, ყოველთვის ურყევი იყო ეკლესიის დოქტრინა იმის შესახებ, რომ დაუშვებელია რწმენის გამო ვინმეზე ძალადობის განხორციელება.

ამრიგად, სახარებისეული საფუარი დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდა ადამიანების გონებაში. დიდწილად მის დამსახურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებმა უფრო მეტად შეიმეცნეს საკუთარი პიროვნული ღირსება, უფრო განიმტკიცეს იმის რწმენა, რომ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან.

13.

დედამიწაზე ეკლესიის სიკეთესა და საზოგადოების კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის ყოველგვარი ხელშეუხებლობით უნდა სარგებლოდნენ, ყველა სხვა საკითხზე აღმატებულია; კერძოდ, ეკლესიამ უნდა ისარგებლოს სრული თავისუფლებით და ამას ადამიანების გამოხსნისთვის გაწეული ზრუნვა მოითხოვს. ეს არის წმიდათაწმიდა თავისუფლება და ის საკუთარი სისხლით გამოსყიდულ ეკლესიას მხოლოდშობილმა ძემ მიანიჭა. ეკლესიის თავისუფლება არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელშიც თანხვდება ეკლესიას, სახელმწიფოს და მთელ სამოქალაქო წყობილებას შორის არსებული ურთიერთობები.

ადამიანთა საზოგადოებაში და ხელისუფლების წინაშე ეკლესია, თავისი ბუნების შესაბამისად, თავისუფლებას მოითხოვს, როგორც უფალი ქრისტეს მიერ დაფუძნებული სულიერი ხელისუფლება, რომელიც საღვთო განგებულებით, მოვალეა მთელ მსოფლიოში გავიდეს და ყოველ ქმნილებას უქადაგოს სახარება. აგრეთვე, ეკლესია, ისევ მისი ბუნებიდან გამომდინარე, ითხოვს თავისუფლებას, როგორც იმ ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც ქრისტიანული სარწმუნოების მცნებების შესაბამისად ცხოვრების უფლება აქვს.

იქ, სადაც რელიგიური თავისუფლების პრინციპი მხოლოდ სიტყვებად კი არ რჩება, ანდა მხოლოდ კანონით კი არ ფორმდება, არამედ გულწრფელად და რეალურად ხორციელდება, ეკლესია ფაქტობრივად აღწევს მყარ უფლებრივ მდგომარეობას და დამოუკიდებლობას, რომელიც აუცილებელია მისი საღვთო მისიის შესასრულებლად.

ეკლესიის ხელისუფლება სწორედ ამ დამოუკიდებლობას მოითხოვს საზოგადოებაში. ამავე დროს, ქრისტიან მორწმუნეს, ყველა სხვა ადამიანთან ერთად აქვს სამოქალაქო უფლება, არ დაბრკოლდეს ცხოვრების საკუთარი სინდისის შესაბამისად წარმართვისას. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებისა და რელიგიურ თავისუფლებას შორის ჰარმონია სუფევს, რომელიც კონსტიტუციამ ყველა ადამიანისა და გაერთიანების უფლებად უნდა აღიაროს და დააწესოს.

14.

იმისათვის, რომ ადამიანი ერწმუნოს სარვთო მოწოდებას - „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე, 28, 19-20), კათოლიკურმა ეკლესიამ უნდა იღვაწოს მთელი შეუპოვრობით და იზრუნოს, „რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს“ (II თეს. 3,1). ეკლესია თავის შვილებს დაბეჯითებით სთხოვს: „უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათის... ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (I ტიმ. 2,1 - 4). მისი ცნობიერების ჩამოყალიბებისას. ქრისტიანი მორმწუნე ყურადღებით უნდა მოეკიდოს ეკლესიის წმინდა და შეუვალ დოქტრინას. ეკლესია, ქრისტეს ნებით, არის ჭეშმარიტების მასწავლებელი. იგი მოვალეა, გამოთქვას და ავტორიტეტულად ასწავლოს ჭეშმარიტება, რომელიც არის ქრისტე. ასევე, მან უნდა განაცხადოს და დაამოწმოს თავისი ავტორიტეტით ზნეობითი წყობის ის პრინციპები, რომლებიც თავად ადამიანის ბუნებას ეფუძნება. ამის გარდა, დაე, სიბრძნით იარონ ქრისტიანებმა იმათ წინაშე, ვინც ეკლესიის გარეთ იმყოფებიან „სულიწმინდაში, უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში“ (II კორინთ.6,6-7). დაე, აღასრულონ სიცოცხლის სინათლის გავრცელების ამოცანა სრული რწმენით და სამოციქულო მხნეობით, თვით საკუთარი სისხლის დაღვრის მზადყოფნითაც კი.

მოწაფე თავისი მოძღვრის, ქრისტეს, წინაშე ვალდებულია, სულ უფრო სრულად ჩაწვდეს მისგან მიღებულ ჭეშმარიტებას, სარწმუნოებით იქადაგოს და შეუპოვრად დაიცვას ის, არასოდეს გამოიყენოს სახარებისეული სულისთვის შეუსაბამო საშუალებები. ამავე დროს, ქრისტეს გულმოწყალება შთააგონებს მას, უყვარდეს, კეთილგონიერება და მოთმინება გამიოჩინოს მათთან ურთიერთობისას, ვინც ცდება ან უმეცრებაშია, რწმენის თვალსაზრისით. ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული - ქრისტეს წინაშე ქრისტიანული მოვალეობა, საქადაგებელი მაცხოვნებელი სიტყვა, პიროვნების უფლებები და ადამიანებისათვის ღვთის მიერ ქრისტეს მეშვეობით მონიჭებული წყალობის საზომი, რომლებიც იმისათვის მიეწოდებათ, რომ თავისუფლად მიიღონ და აღიარონ სარწმუნოება.

15.

ფაქტია, რომ თანამედროვე ადამიანს სურს, თავისი რელიგია აღიაროს თავისუფლად, კერძოდ, თუ საჯაროდ. რელიგიურ თავისუფლებას კონსტიტუციათა უმრავლესობა სამოქალაქო უფლებად აცხადებს და მას საზეიმოდ აღიარებენ საერთაშორისო დოკუმენტებში შემდეგი გარემოება გახლავთ ის, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხელისუფლების ფორმები, რომელთა ხელმძღვანელობითაც, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური მსახურების თავისუფლების კონსტიტუცია აღიარებს, ხელისუფლებანი ცდილობენ, ,მოქალაქეებს ხელი შეუშალონ რელიგიის აღსარებაში, გაართულონ და საფრთხის ქვეშ დააყენონ რელიგიური გაერთიანებების არსებობა.

ეს კრება ამ ორი გარემოებიდან პირველს სიხარულით მიესალმება, როგორც დროის ნიშანს, თუმცა მწუხარებით გმობს სხვა გარემოებას, როგორც მხოლოდ გასაკიცხს. კრება მოუწოდებს კათოლიკეებს და თხოვნით მიმართავს ყოველ ადამიანს, დიდი ყურადღებით განიხილოს, თუ რამდენად აუცილებელია რელიგიური თავისუფლება, განსაკუთრებით, კაცობრიობის თანამედროვე პირობებში. შეიმჩნევა მზარდი სურვილი, პიროვნული პასუხიმსგებლობის გაცნობიერებისა, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს. ყველა ერი სულ უფრო ესწრაფვის სიახლოვესა და ერთობას. სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანები ერთად იკრიბებიან, რათა გააღრმავონ ურთიერთობები და დაუახლოვდნენ ერთმანეთს; შესაბამისად, მშვიდობისა და ჰარმონიული ურთიერთობის დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად, კაცობრიობის მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ რელიგიური თავისუფლება ყველგან ეფექტურმა კონსტიტუციურმა გარანტიამ უზრუნველყოს და პატივი მიეგოს საზოგადოებაში ადამიანის რელიგიური ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უზენაეს მოვალეობასა და უფლებას.

დაე, ყოველთა ღმერთმა და მამამ ინებოს, რომ ადამიანთა ოჯახი საზოგადოებაში რელიგიური თავისუფლების პრინციპის ფრთხილი დაცვით, ქრისტეს წყალობითა და სულიწმინდის ძალით მიემთხვიოს ამაღლებულ და დაუსრულებელ და „ღვთის შვილთა დიდებით თავისუფლებას“ (რომაელ. 8,21).

0x01 graphic

პაპი იოანე პავლე II

TOTUS TUUS

კაცობრიობას, თითქოს გზადაკარგულს - ბოროტების ძალაუფლებას, ეგოიზმსა და შიშს მინდობილს, მკვდრეთით აღმდგარი უფალი თავის სიყვარულს უძღვნის, რომელიც მპატიებელია, შემრიგებელია და სულის კარს აღებს იმედისათვის.

ეს არის სიყვარული, გულთა მომქცევი და მშვიდობის მომნიჭებელი. რარიგ სჭირდება მსოფლიოს, შეიცნოს და მიიღოს უფლის გულმოწყალება!

უფალო, შენ შენი სიკვდილითა და აღდგომით გაგვიცხადე სიყვარული მამისა. გვჯერა ენი და ნდობით გამსჭვალულნი დღესაც ვიმეორებთ: იესო, ჩენო სასოებავ, შეგვიწყალე ჩვენ და მთელი მსოფლიო.

ნაწყვეტი ქადაგების ტექსტიდან, რომელიც პაპმა 3 აპრილისათვის, სააღდგომო მსახურებაზე წარმოსათქმელად მოამზადა. რომის პაპი გარდაიცვალა დიდ შაბას, 2 აპრილს, რომაული დროით 21 საათსა და 39 წუთზე.

0x01 graphic

ახალი პაპი ბენედიქტე XVI

URBIET ORBI

ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი პაპის, იოანე პავლე II შემდეგ, ბატონმა კარდინალებმა ამირჩიეს ეს, უბრალო და მდაბალი მუშა უფლის ვენახში.

მამშვიდებს ის, რომ უფალს შეუძლია შრომა და მოქმედება არასაკმარისი იარაღებითაც და, უპირველეს ყოვლისა, თქვენი ლოცვებისთის მიმნდია ჩემი თავი.

აღმდგარი უფლის სხეულში, მის მუდმივ შემწეობას მინდობილებმა, ვიაროთ წინ. უფალი შეგვეწევა და მარიამი მისი უწმინდესი დედა ჩვენს მხარეს იდგება. მადლობთ.

19 აპრილი, 2005 წელი.

9 ოქროს საუკუნის ძიებაში

▲back to top


არა არს დაფარულ

დიაკონი ანდრეი კურაევი

ასე ასათაურებს დიაკონი ადნრეი კურაევი ერთ-ერთ თავს 1999 წელს გამოცემულ წიგნში О Нащем Поражений . წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს: ამ თავის წაკითხვას უპირველეს ყოვლისა, იმ ახალგაზრდას ვურჩევდი, ვინც სემინარიაში ჩასაბარებლად ემზადება... მართლაც, სასურველია და აუცილებელიც, რომ ეკლესიის ყველა წევრმა (და არა მარტო სტუდენტებმა) იცოდეს ეკლესიის რეალური ისტორია და სწორედ ეს იქნება მყარი ორიენტირი მარჯვნივ და მარცხნივ უკიდურესი გადახრებისაგან დასაცავად. იერარქიისა და მრევლის მძიმე სულიერი მდგომარეობა ყოველთვის იყო ამქვეყნიური ეკლესიის თანამდევი და სწორედ ამიტომ პოვა ასახვა ამგვარმა მოვლენებმა ეკლესიის მამათა ნაშრომებში... აღნიშნული თავი იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით.

მთარგმნელი

ზოგჯერ ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესია - ეს არის ფარისევლთა, ვერცხლისმოყვარეთა და გახრწნილთა ადგილი. შესაბამისად ყალიბდება დასკვნა: „ალბათ გესმის, რომ შენისთანა წესიერი ადამიანი ამ საზოგადოებაში არ უნდა ტრიალებდეს!“

მაგრამ ზოგიერთი სრულიად საწინააღმდეგო მოტივითაც დგას ხოლმე ეკლესიის გარეთ, რადგან ეჩვენება, რომ ეკლესია მხოლოდ წმინდა ადამიანების კრებულია (ამასთანავე სიწმინდე აღიქმება როგორც აბსოლუტური უცოდველობა და „ანგელოზური თავმდაბლობა“). „იქ ისეთი სულიერებით გამორჩეული ადამიანები არიან, აი მე კი... არა ჩემი ადგილი იქ არ არის". ამგვარად, ადამიანს ექმნება მეტისმეტად იდეალური წარმოდგენა ეკლესიის ცხოვრებაზე...

მახსოვს, მეც ასეთ იდეალიზებულ სურათს ვხატავდი მორწმუნე ადამიანებზე იმ დროს, როცა თავად ვიყავი, ასე ვთქვათ, რწმენის ზღვარზე. ბერები, ვფიქრობდი მე, ყველანი ისეთი ასკეტები არიან... ისინი დღეში მხოლოდ ერთ სეფისკვერს და ერთ ჭიქა ნაკურთხ წყალს იღებენ... მღვდლები ტუალეტით არ სარგებლობენ... სემინარისტები კი მთელი დღე გულზე ხელებდაკრეფილნი დადიან და ლოცულობენ (კათოლიკურ სურათებზე გამოსახული მადონებივით). და აი, ერთხელ, როცა მოსალოცად ჩამოვედი სერგის ლავრაში, უცებ ჩემს წინ ვხედავ წარმოსადეგ, სოლიდური აღნაგობის მქონე ბერს. გაოცებული ვუყურებ მას და ვფიქრობ: როგორი ასკეტი უნდა იყოს ის?! ეს ბერი მოდის ჩემთან და მეკითხება: „შენ ფიქრობ, რატომ ვარ ასეთი მსუქანი არა? ეს იმიტომ, რომ მსუქანი ბერი განვიკითხე!“ უნდა შევნიშნო რომ მაშინ მე საკმაოდ გამხდარი ვიყავი...

მოგვიანებით ერთი ეპისკოპოსი მიყვებოდა მსგავსი ყოფითი საცდურის შესახებ, რომლის გამოც კინაღამ სემინარიაში ჩაბარება გადაიფიქრა, რადგან ლიტურგიაზე დაუნახავს, რომ ერთ-ერთი დიაკონი თავისი კვერექსის მოლოდინში ამთქნარებდა. „არა, მორჩა, ვხედავ, როგორი მლოცველები და წმინდანები არიან! - გაუელვა მომავალ სემინარისტს თავში, - ყველაფერი ეს თვალთმაქცობა და სიყალბეა“. ამის შემდეგ მისთვის ადვილი როდი იყო იმის გამოცნობა, თუ საიდან მოდიოდა ეს „ღვთივსათნო“ აზრები...

ასე რომ თუ არ გაქვს უნარი ფხიზლად აღიქვა ყველა ის მოვლენა, რომელიც გარშემო ხდება, მაშინ ადვილია ხიბლში ჩავარდნა, მათ შორის იმ ხიბლშიც, რომლის ტყვეც ზედმიწევნით, წვრილად ითვლის „ანტიქრისტეს გამეფების ნიშნებს“ და გაზეთიდან ამ თემაზე დაწერილ ახალ ამბებსაც აგროვებს. „შეხედე, აი, კვლავ თვითმფრინავი ჩამოვარდა! ნამდვილად ახლოსაა მეორედ მოსვლა! და მეზობელ მრევლში მომხდარი ამბავი გაიგე? რადგან სასულიერო პირები უკვე ასეთები არიან, აუცილებლად ახლოსაა სამყაროს აღსასრული“. საეკლესიო ცხოვრებაზე არაადეკვატურ შეხედულებებს შეუძლია ადამიანი აიძულოს, დატოვოს ეკლესია, უარი თქვას მასზე, ხოლო ამგვარი შეხედულებები მით უფრო გამუქებულია, რაც უფრო გასხივოსნებულად წარმოგვიდგენია ეკლესიის ისტორია.

სასულიერო სემინარიის კურსებზე ეკლესიის ისტორიას ასწავლიან, როგორც წმინდანების ისტორიას, ამიტომ ამ კურსების მსმენელთა მეხსიერებაში მხოლოდ წმინდანებისა და ერეტიკოსების სახელები რჩება. გახსოვთ მიტროპოლიტი ფილიპე და პატრიარქი გერმოგენე, წმ. სერგი და მოწამე არსენი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ სწორედ დანარჩენ ეპისკოპოს-თანამოძმეთა კრების მიერ იქნენ განკვეთილნი ფილიპეც, გერმოგენეც და არსენიც (პარალელის გავლება შეიძლება მსოფლიოს მამებთანაც, იოანე ოქროპირთან, ათანასე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან, სვიმეონ ახალთან... დ.თ.)

ეკლესიის ისტორიის ლექტორთა სწორედ ასეთი „სულგრძელობის“ მიზეზით (რომელიც არასასიამოვნო ისტორიული ფაქტების დამალვაში გამოიხატება, დ.თ.) მათ მიერ აღზრდილ სტუდენტებში ყალიბდება უკიდურესად აპოკალიფტური განწყობები... ადრე, თითქმის ყველა ბერი წმ. მოღვაწე იყო, ყველა ეპისკოპოსი - წმინდანი, ახლა კი თითქმის აღარავინაა ასეთი და უკვე შეუძლებელია არ გახვიდე სქიზმაში (პროტესტის ნიშნად)…

ყოველივე ამის გამო დიდი მნიშვნელობა აქვს გავიხსენოთ ის გლოვა-გოდება (და უკიდურესი დაპირისპირებები, დ.თ.), რომელიც წითელ ზოლად გასდევს მამათა ნაშრომებს, მაგრამ რომელმაც ვერაფრით შეაღწია ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ ყოფილა არც ერთი საუკუნე, რომელიც თავისთავად ჩაითვლებოდა „ოქროს“ საუკუნედ, რადგან შეუძლებელია ეკლესიის ისტორიაში ისეთი ასწლეულის პოვნა, რომლის განმავლობაშიც არ იყო სერიოზული პრობლემები...

0x01 graphic

დიაკონი ანდრეი კურაევი

ჯერ კიდევ მოციქულებს უწევდათ საკმაოდ მწარე სიტყვების წერა თავიანთი მოწაფეების შესახებ: „თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ“ (გალატ. 5.15). „კეთილად მიდიოდით და ახლა ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ მორჩილებთ ჭეშმარიტებას“ (გალატ. 5.7). „ყველა თავისას ეძიებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის“ (ფილიპ. 2,20-21). ასევე მკაცრი სიტყვების მოსმენა მოუწია მოციქულ იოანესაც უკვე პირველი ქრისტიანული ეკლესიების შესახებ (მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიისსადმი; გამოცხ. 3,15-17).

არც მომდევნო საუკუნეებში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა. მოვუსმინოთ ელესიის მამთა შეფასებებს:

ჰერმესი: „თქვენ მოგმართავთ, რომელნიც მეთაურობთ და თავჯდომარეობთ ეკლესიაში: ნუ იქნებით ბოროტმოქმედთა მსგავსნი! ბოროტმოქმედნი თავიანთ შხამს ჭურჭლით მაინც ატარებენ, თქვენ კი თქვენს საწამლავს გულში ინახავთ“.1

წმ. კლიმენტი რომაელი: „მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: „ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი“ (II რჯულ. 32,15). ამის გამო იქმნა გულფიცხობა და შური, მტრობა და განხეთქილება, დევნა და აღშფოთება, ომი და ტყვეობა. განგვშორდა სიმართლე და მშვიდობა, რადგან დაუტევეთ უფლის შიში, დაგიჩლუნგდათ რწმენა და აღარ ცხოვრობთ უფლის მცნებებით“ 2

ორიგენე დაუფარავად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი თანამედროვე ეკლესია უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ადრე იყო (იხ. 4 საუბარია იერემიას წიგნზე, 3; მათეს სახარების განმარტება, 17,24). იგი ასევე მწუხარებით აღნიშნავდა ეკლესიაში ფეხმოკიდებული დესპოტიზმის შესახებ, იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები აღარ იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, არამედ იქცნენ ერთგვარ ბატონებად ეკლესიაში, რომ დაივიწყეს ქრისტეს მცნება თავმდაბლობის შესახებ, ხოლო ის მოძღვრები, ვისაც გლახაკთა დაპურება ჰქონდათ დავალებული, თავად ნადიმობდნენ სასმელის მოყვარულებთან ერთად და სხვებსაც აძლევდნენ ამის ნებას. დიაკონები, რომლებიც საეკლესიო ქონების მართვაში მონაწილეობდნენ, ხშირად პირადი სარგებლისათვის იყენებდნენ მას. ასევე ანგარების, გამდიდრების მიზნით, ისინი სარგებლით ასესხებდნენ სხვებს ამ ფულს (მათეს განმარტება, 16,12; PG 13, 1449).3

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: „მრავალმა ეპისკოპოსმა, რომლებმაც სხვები უნდა შეაგონონ და მათთვის მაგალითი იყვნენ, მიატოვა ღვთაებრივზე ფიქრი და ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვა დაიწყო: მიატოვეს კათედრა და ხალხი, დაწანწალებენ უცხო მხარეებში და ცდილობენ არ გამოტოვონ სავაჭრო დღეები, რათა მოიპოვონ მატერიალური შემოსავალი. მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს..“4

ევსევი კესარიელი, რომელიც პირველი საეკლესიო ისტორიკოსია, ყოველგვარი პირფერობის გარეშე საუბრობს ეკლესიის ცხოვრებაზე: „...ჩვენი მოჩვენებითი მწყემსები, დაივიწყეს რა ღვთისმოშიშება, მთელი აღტკინებით ჩაებნენ ერთმანეთთან კამათში და ამით განამრავლეს მხოლოდ ერთი - მტრობა და სიძულვილი... ისინი ძალაუფლებისკენ ისევე ხარბად მიისწრაფიან, როგორც ტირანები ტირანიისკენ“.5

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით... სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... ერთ დღეში აგვყავს ისინი წმინდანთა ხარისხში და სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ და თვითნებობის გარდა არაფერი შეუძლიათ, როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა - იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი“.[6]

სხვა ადგილას წმ. გრიგოლი ამბობს: „ზოგიერთი მღვდელმსახურებისთვის პირდაპირ იმ მაგიდიდან მოემართება, რომელზედაც ფული იცვლება, ზოგი გუთანზე მუშაობისაგან გარუჯულა, ზოგმაც ახლახან დაანება თავი თოხს, რომელთანაც მთელი დღე გაატარა... და ამგვარი ხალხი ახლა მსაჯულებად და მეორე წინასწარმეტყველ დანიელებად გვევლინებიან... მაგრამ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ასე ადვილად შეძლეს ცხოვრების წესის შეცვლა“.7

წმ. გრიგოლი ასევე იერარქიის გასაგონად ამბობდა: „მე არ ვარ შეპყრობილი ეპისკოპოსთათვის დამახასიათებელი სულით და თქვენსავით არ ვემზადები საჩხუბრად“..8

ასევე ცნობილია მისი პესიმისტური სიტყვები ეკლესიის მაშინდელ მდგომარეობაზე: „კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს.“9

მისივე სიტყვებია: „ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას... მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს კი - ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე - მჭევრმეტყველებით, მესამე - სიმდიდრით, მეოთხე - ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი“.10

წმ. ბასილი დიდი: „ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება.11

წმ. ბასილისათვის ზოგჯერ გაუგებარი იყო იერარქიის საქციელი: „ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში“ 12

წმ. ეფრემ ასური: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ“.13

წმ. იოანე ოქროპირი: „შურის, ყოვლისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობისა და მსახურების ეშინია, რადგან ისე არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი“.14

მასვე ეკუთვნის შემდეგი მკაცრი შეფასება ეკლესიის იერარქიისა: „დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულ და თანამედროვე მწყემსმთავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან; ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილნი, ესენი კი მორთვა-მოკაზმვით სრულყოფენ თავს. მათ თავი ცხოვართათვის გაწირეს, ესენი კი, დაქირავებულ მწყემსთა მსგავსად, სამწყსოს ტოვებენ და გარბიან“.15

მისივე სიტყვებია: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა“.16

წმ. ილარიონ პიქტავიელი: „ხალხის სასმენელი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე იერარქთა გულები“.17

ნეტარი იერონიმე: „ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად“.18

როგორც წმ. ისიდორე პელუსიოტი ამბობდა, ეპისკოპოსობას „მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მის არსს მამობრივი მზრუნველობა წარმოადგენს და არა თვითნებობა… ასეთები (თავნებანი) ზოგიერთებზე ბატონობენ, ხოლო ზოგიერთებს ემონებიან, სხვებზე მბრძანებლობენ, ხოლო სხვების წინაშე კი მლიქვნელობენ, ზოგს ავიწროვებენ, ზოგიერთების წინაშე კი მიწაზე ხოხავენ. ამიტომ ნუ გიკვირს, რომ მღვდელი იერაქსი, ჭკვიანი კაცი, გაექცა ამ წოდებას, როგორც ყველაზე მძიმე დაავადებას“.19

წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „იმას რაც უფალმა ფარისევლებთან დაკავშირებით თქვა, მე დღევანდელ მლიქვნელებს მივუსადაგებდი. მძიმე და აუტანელ უღელს ხომ არ ვადებთ ადამიანებს, თვითონ კი თითის განძრევაც არ გვინდა მის სატარებლად? ჩვენს საქმეებს მხოლოდ ადამიანების დასანახად ხომ არ ვაკეთებთ? ხომ გვიყვარს ნადიმებზე საუკეთესო ადგილის დაკავება, მათ კი, ვინც უხალისოდ მოგვაგებს ასეთ პატივს, სამკვდო-სასიცოცხლოდ გადავეკიდებით ხოლმე… გარედან ხომ არ ვწმენდთ ჭურჭელს, შიგნით კი მტაცებლობით, სიხარბით და თავშეუკავებლობით აღსავსეს ვტოვებთ? საფლავებზე ქვებს ხომ არ აღვმართავთ და მოციქულთა სამარხებს ვამკობთ, თავად ჩვენ კი მათ მკვლელებს ვემსგავსებით?“ 20

წმ. გრიგოლ დიოლოგოსი: „შეხედეთ, ქვეყანა სავსეა მღვდლებით, მაგრამ იშვიათად თუ შეხვდებით ღვთის ჭეშმარიტ მსახურს, რადგან ეპისკოპოსის ხარისხის მიღება კი გვსურს, მაგრამ ამ ხარისხის შესაბამისი მოვალეობების შესრულება არ გვინდა. საყვარელო ძმებო! ეპისკოპოსების ცხოვრებაში დიდი საშიშროება დევს, რომლის გამოც ძალიან ვწუხვარ… ჩვენ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელს ვატარებთ, ღირსებებს კი - არა. ისინის, ვინც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ღმერთს შორდებიან, ჩვენ კი ვდუმვართ; ისინი ბოროტების მსხვერპლნი ხდებიან, ჩვენ კი მათ ხელსაც არ ვუწვდით. წუთისოფლის საქმეებით დაკავებულებს აღარ გვაღელვებს ადამინთა ბედი“.21

წმ. იოანე დამასკელი: „ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავსე, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავადაც არ ფიქრობენ თავიანთი სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცდომა მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს“.[22]

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „რა ვუთხრათ მათ, რომლებსაც უყვართ მნიშვნელოვან პირებად ყოფნა და ამიტომ მიილტვიან მღვდლობისკენ, იღუმენობისა თუ ეპისკოპოსობისკენ, როდესაც ვხედავ, რომ ამისათვის აუცილებლად საჭირო ცოდნა არ გააჩნიათ და საღვთო საქმეებისა არაფერი გაეგებათ...“23

მე - 16 საუკუნეში წმ. მაქსიმე ბერძენი რუსეთის შესახებ იმავე ინტონაციით საუბრობს, რომლითაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელს მიმართავდნენ: „დიადი და ძლიერი ბერძნული სამეფოს უეცარმა დაღუპვამ, თუკი არ გინდათ, რომ მისი ბედი გაიზიაროთ, დაე, შეგაჩეროთ, რომ თავს არ დაგატყდეთ ჩემი (იგულისხმება უფლის, დ.თ.) მრისხანება. გაიხსენეთ, როგორი დიდებული გალობით, უზარმაზარი ზარებითა და კეთილსურნელოვანი საკმევლით მემსახურებოდნენ ყოველდღე იქ, რამდენი ღამისთევა აღსრულდა საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორ უზარმაზარ და მშვენიერ ტაძრებს მიშენებდნენ... და ამ ყველაფერმა მათ (ბიზანტიელებს, დ.თ.) არავითარი სარგებელი არ მოუტანა, რადგან „ქვრივსა და ობოლს ჩაგრავდნენ და ხიზანს ხოცავდნენ…“ (ფს. 93.6). ასევე სამღვდელო ხარისხში აჰყავდათ არა ისინი, ვინც ამისი ღირსნი იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ყველაზე უფრო დიდი ძღვენი მოჰქონდათ და მათ ადგენდნენ ჩემი ხალხის წინამძღვრებად. გეშინოდეთ ამ მაგალითის, შეწყვიტეთ ურჯულოება! რომელი მსახურებით მოიწონებთ თავს ჩემს წინაშე?! როცა ჩემს გამოსახულებას ხედავთ ხატებზე, დიდი მოწიწებით ამკობთ მას ოქრო-ვერცხლით, ხოლო თავად მე, რომელიც თქვენს შორის ვმყოფობ, მტოვებთ მშიერს სიცივეში მაშინ, როდესაც თქვენ თავად გემრიელად ჭამთ, სვამთ და თავს იმკობთ სხვადასხვა შესამოსლით. მე არ გთხოვთ ოქროს გვირგვინებსა და ჩუქურთმებს, რადგან ჩემი მორთულობა და დაწნული გვირგვინი არის ის, რომ მიხედოთ ღარიბებს, ობლებს და ქვრივებს... რა სიხარული უნდა მომიტანოს მე თქვენმა ტკბილად გალობამ, რომელიც მე ღატაკთა გოდებასა და ოხვრასთან ერთად მესმის?“24

XVII საუკუნის ბერძენი მქადაგებელი წმ. ილია მინიატისი თავის სამწყსოზე საუბრისას იხსენებს დიოგენეს, რომელიც მზიან დღეს ლამპრით დაეძებდა ადამიანს. „ჩემთვის ძნელია შედარება მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მეც ვანათებ ლამპარს, მოვდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტიანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტიანულ ქალაქში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მე ქრისტიანს ვეძებ, ქრისტიანს. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყველგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტიანს ბაზარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიხარბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტიანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწნილებაა გამეფებული. გავდივარ ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე… ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა დაუტევა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვით. ქრისტიანებო, ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარების გამო არ ტირით, სირცხვილის გამო მაინც იტირეთ“.25

XIX საუკუნეში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სულიერი დეგრადაციის სურათს ხატავს: „სულიერი ცოდნის სიმწირემ, რომელიც მე თქვენს მონასტერში აღმოვაჩინე, ძლიერ გამაოგნა. მაგრამ სად, რომელ მონასტერში არ გამაკვირვა მე ამან? საერო ადამიანებმაც კი, რომლებმაც სერგის უდაბნოდან მიიღეს თავიანთი სულიერი ცოდნა, გაცილებით უფრო მეტი იციან, ვიდრე ამ მონასტრის მკვიდრებმა. რთულ დროს გვიწევს ცხოვრება. „აღარ არიან წმინდანები მიწის პირზე“. ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული… გონიერების გასაღები მწიგნობრების და ფარისევლების ხელშია, თვითონაც არ შედიან და სხვებსაც არ უშვებენ. ქრისტიანობა და მონაზვნობა სულს ღაფავენ. ღვთისმოშიშების სახე როგორღაც შენარჩუნებულია, მაგრამ მის შინაარსს ადამიანებმა ზურგი აქციეს. უნდა ტიროდე და დუმდე“.26

წმ. ნიკოლოზი, იაპონიის განმანათლებელი, მწუხარებით საუბრობს ქადაგებისა და მისიონერობის მიმართ მართლმადიდებლების გულგრილი დამოკიდებულების შესახებ და ამ ფონზე პროტესტანტების შესახებ ამბობს „ღმერთო, რამდენი ადამიანი ჰყავთ ამ პროტესტანტებს, როგორი შესანიშნავი და ენერგიულები არიან! ჯერ კიდევ ცოცხალი და ქმედითია მათ შორის ქრისტიანობა! ღვთის შემწეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება“.27

ეს კი მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, წმ. არქიმანდრიტ ილარიონის (ტროიცკი) დაკვირვებაა: „მეათე წელია, თვალყურს ვადევნებ აკადემიის ცხოვრებას და სევდით და მწუხარებით ვამჩნევ, რომ აკადემიის სტუდენტები ძალიან მცირე დროს უთმობენ ღვთისმეტყველებას. საბოლოოდ სახეზე გვაქვს საკმაოდ არანორმალური მდგომარეობა: სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს აქვს გარკვეული შეხედულებები ფილოსოფიურ, ისტორიულ და პოლიტიკურ პრობლემებზეც კი, მაგრამ არ გააჩნია შესაბამისი საღვთისმეტყველო ცოდნა, წმინდა საღვთისმეტყველო საკითხები მას არ აღელვებს...“

წმ. ლუკა ვოინი-იასენციევი მწყემსების შესახებ წერს:„...მოძღვრები ვერ დგანან თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე და სწორედ ასეთი მწყემსების გამო მიდის ხალხი სხვადასხვა სექტაში... მე ხშირად მესმის ასეთი პასუხი: „ჩვენ არ გვაქვს სახელმძღვანელო საქადაგებლად“. სირცხვილი არ არის ამის თქმა? განა ქადაგება სხვისი ქადაგების გამეორებას ნიშნავს? განა არ გსმენიათ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ჩემი სიტყვა და ქადაგება ხორციელდება არა ადამიანური სიბრძნისათვის დამახასიათებელი დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ სულისა და ძალის გამოვლენით“ მაშასადამე, არ არის თქვენში არც სული და არც ძალა... რაში გჭირდებათ სხვისი ქადაგების კრებულები თუ სახელმძღვანელოები, როდესაც თავად ბიბლია არის ამოუწურავი სახელმძღვანელო საქადაგებლად? თქვენდა სამარცხვინოდ, მე სექტანტებზე უნდა მიგითითოთ, რომლებიც დაუღლელად ქადაგებენ მხოლოდ ბიბლიით, რომელსაც ყოველდღე კითხულობენ დიდი გულმოდგინებით. აი ჩვენთან კი მინახავს ისეთი მღვდლები, რომლებსაც ერთხელაც კი არ წაუკითხავთ მთელი ბიბლია. სირცხვილი არ არის? ვიცი ბევრი მეტყვის: განა დამნაშავე ვარ იმაში, რომ ღმერთმა არ მომანიჭა მჭერმეტყველების ნიჭი და არ შემიძლია ქადაგების წარმოთქმა, ხოლო დაბეჭდილი ქადაგებების კრებულთა შოვნა კი თითქმის შეუძლებელია?! ნუ მზაკვრობ, ზარმაცო მღვდელო, საქმე კრებულებში კი არა, შენს გულშია...“28

უფრო მოგვიანებით პეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე აღნიშნავდა: „მძიმე დღეები უდგას რუსულ ეკლესიას. თავად ეპისკოპოსები ანგრევენ მის წყობას, აკნინებენ და ყოველგვარად შეურაცხყოფენ მას. სწორედ ესენი არიან უკანასკნელი დროის ეპისკოპოსები, რომელთათვის ლოცულობდა წმ. სერაფიმ საროველი, მაგრამ პასუხად მიიღო მითითება იმის შესახებ, რომ არ ელოცა მათთვის, ვინაიდან ღმერთი არ შეიწყალებდა მათ...“29

იმავე წლებში რუსეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სტრიქონებიც, ჩემი აღქმით, წარმოადგენდა თითქმის ერთადერთ ნიმუშს მამათამიერი სულისკვეთებისა XX საუკუნის მეორე ნახევრის უზარმაზარ საეკლესიო ლიტერატურაში. ეს არის იღუმენი ნიკონი (ვორობიევი). მისი წერილებისთვის დამახასიათებელია ის, რასაც წმ. ანტონი უპირველეს სათნოებად თვლიდა - სიფხიზლე. მისი შეხედულება ჩვენს ეკლესიაზე გადმოცემულია სემინარისტი ალექსისთვის მიწერილ წერილში: „...სახეზე გვაქვს სასულიერო სასწავლებლის ცრუ მიმართულება, რადგან მათ მექანიკურად აიღეს გარეგნული წყობა ძველი სკოლისა მისი ღირსებების გარეშე, ამჟამინდელი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად. აქ გამეფებულია მოსწავლეების, როგორც მონების და არა როგორც თავისუფალი ცოცხალი პიროვნებების, მიმართ დამოკიდებულება... უნებურად გახსენდება წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვები, რომ ქრისტიანობა შეუმჩნევლად ტოვებს ადამიანებს და რჩება მხოლოდ ფარისევლობა. ეს ნათქვამია ორასი წლის წინ. და ახლა რა მდგომარეობაა? სასულიერო სკოლა მკვდარია და შესაბამისად მკვდრებს უშვებს. მალე მკვდრები დაასაფლავებენ მკვდრებს...“30

ამის შემდეგ ისტორია მთავრდება და იწყება აწმყო. ბევრ სამწუხარო ნიშნებს დღესაც ვამჩნევთ ამ წარსული საუკუნეების მოწმობებიდან. ეკლესია ყოველთვის გრძნობდა თავის უღირს გამოვლინებებს, წუხდა მათ გამო და გლოვობდა. მაგრამ მხოლოდ ამიტომ შეძლო მან საკუთარი სულის შენარჩუნება და სწორედ მისი წმინდანების ტირილი საერთო-საეკლესიო ცოდვების გამო იყო ნიშანი სულიერი სიჯანსაღისა... ეკლესიის რეალური ისტორიის არცოდნა უუნაროს ხდის ადამიანს აწმყოში ცხოვრებისათვის.. ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ შორიდან მომავალმა ადამიანმა შეამჩნიოს ჩვენი სნეულებანი, თავად უნდა გავაფრთხილოთ გარშემომყოფნი, რომ ავად ვართ, რომ ჩვენთან ცხოვრება მძიმეა და ძნელი. ჩვენ თავად ვსწავლობთ ქრისტიანად ყოფნას და ჯერჯერობით „ორიანებს“ ვიმსახურებთ და მაინც... ქრისტე ჯერ კიდევ გვითმენს...

თარგმნა
დავით თინიკაშვილმა

შენიშვნები:

[1] - Ерм. Пастыр // Ранние отцы церквы. Брюссель, 1988, გვ. 179

[2] - Св. Климент Римский. Первое послание Коринфянам // Ранние отцы церквы... გვ. 44

[3] - Лебедев А. П. Духовенство древней вселенской церквы от времен апостольских до 10 века. СПб., 1997, გვ. 271-272

[4] - Св. Киприан Карфагенский. Книга о падших // Отцы и учители церквы ІІІ века. Антология. Т.2, М., 1996, გვ. 280-282

[5] - Церковная история. 8,1-7; 8,3.

[6] - Св. Григорий Богослов. Слово 43

[7] - Лебедев А. П. Духовенство... გვ. 262

[8] - Св. Григорий Богослов. Слово 49

[9] - Св. Григорий Богослов. Творения. Ч. 6, М., 1848, გვ. 177

[10] - Лебедев А. П. Духовенство... გვ. 296

[11] - Св. Василий Великий. Письма. Творения. Ч. 6, 1892, გვ. 77

[12] - Св. Василий Великий. Письма. გვ. 282

[13] - Преп. Ефрем Сирин. О братском вразумлении друг друга // Творения. Ч. 5, 1912, გვ. 227

[14] - Св. Иоанн Златоуст. Шест слов о священстве. გვ. 46

[15] - Св. Иоанн Златоуст. Творения. Т. 8, СПб., 1902, გვ. 704

[16] - იქვე, გვ. 438

[17] -ციტატა წიგნიდან: Новоселов М. А. Письма друзям. М., 1994, გვ. 126 

[18] - Блаж. Иероним. Письмо 14. К монаху Илиодору.

[19] - Аксаков Н. Предание церквы и предания школы // Богословский вестник. М., 1908, т.1, გვ. 523

[20] - Преп. Максим Исповедник. Творения. М., 1993, кн. 1, გვ. 89

[21] - Св. Григорий Двоеслов. Слово к епископам и к народу, сказанное в день  св. апостолов Петра и Павла.

[22] - Лебедев А. П. Духовенство... გვ. 319

[23] - Преп. Симеон Новый Богослов. Слово 79

[24] - Преп. Максим Грек. Слово 20

[25] - Проповеди св. Илии Минятия Кефалонитского. Троице-Сергиева-Лавра. 1902, გვ. 11-5-117

[26] - Преп. Игнатий. Письма к разным лицам. Вып 1, 1913, გვ. 151

[27] - Св. Николай Японский. Запис в дневнике (25.3.1901). Праведное житие и апостольские труды святителя Николая. Ч.2, СПб., 1996, გვ. 27.

[28] - Указы святителя Луки // протод. Василий Марущак. Святитель-хирург. Житие архиепископа Луки (Войно-Ясенецкого). М., 1997, გვ. 135-152.

[29] - Иоанн (Снычев), игумен. Воспоминания // Санкт-Петербургские епархиальные ведомости. Вып. 11. Ч. 2. გვ. 83.

[30] - Игумен Никон (Воробьев). Нам оставлено покаяние. Письма. М., 1997, გვ. 298, 319, 347.

10 ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სხვის წინააღმდეგ ბრძოლას

▲back to top


სტუმარი

ინტერვიუ დეკანოზ ლეონიდ კიშკოვსკისთან

0x01 graphic

დეკანოზი ლეონიდ კიშკოვსკი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მართღმადიდებელ ეკლესიას არაერთი წმინდანისა და ღვთისმეტყველის სახელი შესძინა. ამერიკის მართმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ღვთისმეტყველები, როგორებიც არიან: დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, დეკანოზი იოანე მეინდორფი, დეკანოზი ალექსანდრე შმემანი, ეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი და სხვანი. ორედ მათი ტრადიციების გამგრძელებელია დეკანოზი ლეონიდ კიშკოსკი. ის ოცდათხუთმეტი წელია მღვდელია, ხოლ ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობს ეკლესიათა და რელიგიათა შორის ურთიერთობის საკითხებზე. მისი შეხედუებები სოციალური მსახურების, ეკუმენიზმის, საერთო ლოცვისა და მართმადიდებური სამყაროს ინტეგრაციის შესახებ, ვფიქრობთ, საყურადღებო უნდა იყოს მკითხველისთვის.

მამა ლეონიდ, როგო დაახასიათებდით ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას და რა როლს ასრულებს იგი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში?

აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ამერიკული მართლმადიდებლობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში. XX საუკუნეში ამერიკაში შეიქმნა მთელი რიგი საეკლესიო იურისდიქციები. რუსი მართლმადიდებელი მისიონერების მოღვაწეობის საფუძველზე დაარსდა ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი მისიონერები გამოჩნდნენ ალიასკაზე 1794 წელს. XX საუკუნის დასაწყისამდე, რუსეთის რევოლუციამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობდა არა მხოლოდ რუსული იერარქია; ეკლესია იყო მრავალენოვანი, მსახურება მიმდინარეობდა ალიასკურ კილოკავებზე. რუსმა მისიონერებმა ამერიკის ალიასკის მოსახლეობას შეუქმნეს ანბანი და დამწერლობა, მსახურება უკვე მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, რასაც იწონებდა პატრიარქი ტიხონი როდესაც იგი ამერიკის მთავარეპისკოპოსი იყო. ამასთან ერთად, ღვთისმსახურება, რა თქმა უნდა, სრულდებოდა საეკლესიო-სლავიანურ, არაბულ, ბერძნულ და სხვა ენებზე. ამერიკაში იყვნენ სერბები, რუმინელები; სახეზე იყო მართლმადიდებლობის გამოვლინების მთელი სპექტრი, მაგრამ არ იყო მრავალი იურისდიქცია. რევოლუციის შემდეგ, როდესაც დაირღვა კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ეროვნულმა, ე.წ. ავტოკეფალურმა ეკლესიებმა დაიწყეს თავიანთი იურისდიქციების შექმნა. პირველად ეს დაიწყო ბერძნულმა ეკლესიამ, შემდეგ მას მიბაძეს სხვებმაც. ამიტომ ერთადერთი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, სხვები კი არსებობენ როგორც კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, სერბეთის, რუმენითის, ბულგარეთისა და სხვა ეკლესიების საეპისკოპოსოები. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში არსებობს რუმინეთის ეკლესიის დიდი ეპარქია, ასევე არსებობენ ალბანეთისა და ბულგარეთის ეპარქიები. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, არის მრავალი ემიგრანტი, მაგრამ ყველაზე უფრო შესამჩნევი ფაქტორი - ეს არის კონვერტიტების, ურწმუნოებიდან ან სხვა კონფესიებიდან სრულიად თავისუფალ პირობებში (არავინ ეწევა მათ შორის პროზელიტიზმს) ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსული ამერიკელების არსებობა. ისინი ეძებენ სამოციქულო, ისტორიულ ქრისტიანობას, რასაც ვერ პოულობენ სხვაგან და, საბოლოოდ მას აგნებენ მართლმადიდებლობაში. კათოლიკეები მართლმადიდებლობაზე გადმოდმიან სხვა მიზეზების გამო: ისინი, რა თქმა უნდა, გრძნობენ, რომ კათოლიციზმში არის სამოციქულო უწყვეტობა, მაგრამ არ აკმაყოფილებთ კათოლიციზმის სხვა ასპექტები. კონვერტიტები, რა თქმა უნდა, ანტიოქიის, საბერძნეთისა და სხვა ეკლესიებსაც ჰყავთ, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ისინი უფრო მეტნი არიან. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკაში შეიძლება შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მართლმადიდებელ ოჯახში და შემდეგ გახდნენ პროტესტანტები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად შესამჩნევი მოვლენაა, უფრო ხშირია მართლმადიდებლობაზე გადმოსვლა; მაგალითად, უკვე 60-იანი წლებიდან, როდესაც მე ვსწავლობდი წმ. ვლადიმერის სახელობის სასულიერო აკადემიაში, სტუდენტების დაახლოებით ნახევარი იყო არა ტრადიციული მართლმადიდებელი ოჯახებიდან, არამედ კონვერტიტი. ასე რომ, უეჭველია მართლმადიდებელი ეკელესია ახორციელებს თავის მოწმობას ამერიკულ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ მასში უამარავი სიძნელე ბუნებრივად არსებობს, ბევრი კი გარედან არის თავსმოხვეული. ასეთია. მაგალითად, მრავალი იურისდიქციის არსებობა, რაც უცნაურია და მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ მრავალფეროვნება ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრივია, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან სხვადახვა ქვეყნიდან, წარმოადგენენ სხვადასხვა კულტურას გული მიუწევთ თავიანთი კულტურებისაკენ. არ შეიძლება, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს და ბუნებრივია, რომ არსებობს და უნდა იარსებოს ისეთმა საზოგადოებამ, რომლებიც გაერთიანებული არიან ეროვნულობის მიხედვით, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ამით ჩაანაცვლებენ სახარებას. ისინი სახარებას აღიქვამენ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში.

ამერიკა მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ შევადგენდეთ ერთ განუყოფელ ეკლესიას. ახლახან მოსკოვში წავიკითხე მოხსენება თემაზე: „მართლმადიდებლობა ამერიკაში - დიასპორა თუ ეკლესია?“ და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ დიასპორის ცნებას აქვს არსებობის კანონიერი უფლება, მაგრამ არა ეკლესიასთან მიმართებაში: დიასპორა არის კულტურული მოვლენა, ეკლესია კი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დიასპორა; ამიტომ ეკლესია უნდა იყოს ერთიანი და თავის თავში მოიცავდეს ყველაფერს, რაც საჭიროა მისიონერული საქმიანობისა და ადამიანების დამოძღვრისათვის. ამერიკელი მართლმადიდებელ ეკლესიაში თავს ნორმალურად უნდა გრძნობდეს და იმისათვის, რომ გახდეს მართლმადიდებელი, იგი არ უნდა ხდებოდეს რუსი ან ბერძენი; მაგრამ, მეორე მხრივ, ბერძენს, ქართველს და რუსს სრული უფლება აქვთ, რომ არ მოწყდნენ თავიანთ კულტურულ მეხსიერებას. ამერიკის მართლმადიდებლობა თავის თავში მოიცავს ორ მიმართულებას: მისიონერულს, რომელსაც მართლმადიდებლობამდე მოჰყავს ადამიანები, და ემიგრანტულს, რომელიც ახლა ძალიან ძლიერია. ამერიკაში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის, ასევე ბევრია ქართველი. ჩემს მრევლში არის რვა ქართველი, რომლებიც ძალიან ერთგული მართლმადიდებლები არიან და რადგან მათ სიახლოვეს არ არის ქართულენოვანი ღვთისმსახურება, ისინი დადიან ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს ინგლისურ და სლავურ ენებზე და ღვთისმსახურებაზე ისინი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. მოქნილობა დამოძღვრაში, ენაში და ტრადიციების მრავალფეროვნება - ბუნებრივი და ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ იურისდიქციული მრვალფეროვნება დამღუპველია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, პატრიარქ ტიხონს ჰქონდა სწორი პოზიცია: როდესაც საუბრობდა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიურობაზე ანუ ავტოკეფალურობაზე, იგი ხედავდა ამ ეკლესიას, როგორც მრავალეროვნულსა და მრავალფეროვანს, რომლის სათავეში იქნებოდა მთავარეპისკოპოსი და ერთ სინოდში გაერთიანებული ეპისკოპოსები თავიანთ საქმიანობას წარმართავდნენ გარკვეულ ეთნიკურ და კულტურულ გარემოში. ეს ხედვა, ეს დამოკიდებულება ვერ განხორციელდა რუსეთის რევოლუციის გამო, მაგრამ ჩვენ მაინც ამით ვხელმძღვანელობთ. ეს სწორი ხედვაა და იგი უნდა განხორციელდეს.

რა სოციალურ დახმარებას უწევს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანებს?

საერთოდ, მრევლის დონეზე, იქ, სადაც ეს აუცილებელია, გარკვეულ ქველმოქმედებას ვეწევით. ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, მასში არის დაახლოებით ორი ათასამდე სამრევლო. მაგრამ მე ვიცი მრავალი შემთხვევა, როდესაც ღარიბების დასახმარებლად მართლმადიდებლები სოციალურ პრობლემებზე რეაგირებდნენ ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით. იქ, სადაც უსახლკაროთათვის აგროვებენ საკვებს და ღამის გასათევ ადგილს ეძებენ, როგორც წესი, მართლმადიდებლები არ მოქმედებენ მარტო, ისინი უერთდებიან იმ ქრისტიანებს რომლებსაც ასევე სურთ ამის გაკეთება. შემიძლია პირადი გამოცდილებიდან მაგალითის მოყვანაც: 12-13 წლის წინ დახმარებისათვის თხოვნით მოგვმართა ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ეწოდება „სიცოცხლის ნიჭი“. ამ ორგანიზაციამ რამდენიმე წლის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოიყვანა ბავშვები გულის ოპერაციის გასაკეთებლად. მათ სჭირდებოდათ დახმარება საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ორგანიზების თვალსაზრისით. გამოჩნდა პირველი ორი ბავშვი და საჭირო იყო დახმარების გაწევა. მაშინვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებენ „სულიერი სიცოცხლის ნიჭს“. ისინი ჩამოსულ ბავშვებს დიდ დახმარებას უწევდნენ:ხვდებოდნენ აეროპორტში, მასპინძლობდნენ ბავშვებსა და მათ მშობლებს, თან ახლდნენ ოპერაციის დროს, ეხმარებოდნენ გადაყვანაში, ანუგეშებდნენ. ამ ბოლო დროს ბავშვები გვყავდნენ საქართველოდანაც. საინტერესოა, რომ ეს სამუშაო სრულდება სხვებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით. უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ ძალიან დიდი თანხა იმისათვის, რომ დავხმარებოდით ამ პროგრამას. აუცილებელია თითოეული ბავშვის უზრუნველყოფა, საჭიროა საავადმყოფოში 5 ათასი დოლარის გადახდა. საავადმყოფო დათმობაზე მიდის და ძალიან მცირე თანხას გვთხოვს იმ დროს, როცა ყოველი ოპერაცია 40-50 ათასი ღირს.

შემიძლია სხვა მაგალითის მოყვანაც. ეს უკვე საქართველოსაც ეხება, თუმცა ამ შემხვევაში საკითხი საერთაშორისო დონეზე წყდება. 11 წლის განმავლობაში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მუდმივმოქმედი სათათბიროს ინიციატივით, ორგანიზაცია „საერთაშორისო მართლმადიდებელმა მოწყალებამ“ ბევრი რამ გააკეთა რუსეთში, სერბეთსა და საქართველოში; ახლა მუშაობას იწყებს ეთიოპიაში. ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია: ჩვენ, რა თქმა უნდა, ეპარქიებიდან და სამრევლოებიდან ვაგროვებთ სახსრებს, მაგრამ ამავე დროს, ჩართული ვართ იმ ნაკადში, რომელიც დიდი ხანია, რაც არსებობს შეერთებულ შტატებში და როდესაც ფუძნდება ამ ტიპის პროფესიონალური კომპეტენტური ორგანიზაცია, მას უფლება აქვს შეიტანოს თხოვნა სახელმწიფოსაგან სუბსიდიის მიღებაზე. ამ შესაძლებლობებით დიდი ხანია სარგებლობენ კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვები. ჩვენ ვიცით ამ სუბსიდიის მიღების მექანიზმი და ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებით შევქმენით მართლმადიდებლური საქველმოქმედო ფონდი. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ იმისა, რომ მართლმადიდებლებს შორის მოვიპოვოთ სახსრები, არამედ შეგვიძლია მივიღოთ გრანტები და მოვიპოვოთ სუბსიდიები სახელმწიფოს მხრიდანაც. ამის საფუძველზე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ საქართველოსა და ბოსნიაში, ასევე ბევრის გაკეთებას ვაპირებთ ეთიოპიაშიც. ეს გვაძლევს იმის საშუალება, რომ დახმარება გავუწიოთ ადამიანებს იქ, სადაც ადრე არ შეგვეძლო ამის გაკეთება.

არის თუა არა შეერთებულ შტატებში ისეთი ფორუმი, სადაც გაერთიანებული არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არა მხოლოდ სოციალური, არამედ რელიგიური ნიშნით?

შეერთებული შტატები ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩვენი საუბრისთვის მოკლედ ვიტყვი. სეერთებულ შტატებში არსებობს ეკუმენური ორგანიზაცია, რომელსაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიების ნაციონალიური საბჭო. ამ ორგანიზაციაში შედის ყველა არა, მრავალი პროტესტანტული ეკლესია, მრავალი მართლმადიდებელი ეკლესია. კათოლიკეები ამ ორგანიზაციაში არ შედიან, მაგრამ სპეციფიკურ პროექტებში თანამშრომლობენ. მაგალითად, ქ.ე.ნ.ს.-ში არის განყოფილება საღვთისმეტყველო დისკუსიებისთვის, რომელსაც ეწოდება „რწმენა და მოწყობა“. კათოლიკეები მასში სხვებთან ერთად თანაბრად იღებენ მონაწილეობას. პირადად მე, უკვე მრავალი წელია, მასში მონაწილეობას ვღებულობ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ქ.ე.ნ.ს -ში; ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი (პირველი მართლმადიდებელი პრეზიდენტი) ამ ორგანიზაციასთან ძალიან რთული ურთიერთობა მაქვს: ერთის მხრივ, დამრწმუნებული ვარ, რომ იქიდან წასვლა არასწორია, თუმცა მოგვიწოდებენ, რომ წამოვიდეთ, მაგრამ ამ მოწოდებას არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც შესაძლებელია გამოვთქვათ მართლმადიდებლური რწმენა; მეორე მხრივ, იქ ვაწყდებით ისეთ ვითარებას, რასაც ვერ მოვიწონებთ. ასე რომ, ბუნებრივია, არსებობს სირთულეები და ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს მართლმადიდებლურ პოზიციაზე მყარად დგომა და, ამასთან, გამოვხატოთ კიდეც ეს პოზიცია. ამ თვალსაზრისით ის სირთულეები, რასაც ქ.ე.ნ.ს-ში წავაწყდი, ჩემთვის იყო სკოლა, სადაც ვისწავლე იმის უკეთესად გამოხატვა, რის თქმასაც ვაპირებთ. ზოგჯერ ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ მე არ მიმაჩნია იქიდან გამოსვლა მიზანშეწონილ ნაბიჯად, რადგან ვხედავ უკეთ მოქმედების აუცილებლობას და ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. აქ გაასთვალისწინებელია კიდევ სხვა რამ: ქ.ე.ნ.ს. არ მოიცავს ამერიკის ქრისტიანთა უმრავლესობას - კონსერვატიულად განწყობილი კათოლიკეები და ევანგელისტები მასში მონაწილეობას არ იღებენ. უკვე რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს ისეთი საბჭოს შექმნის პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან კათოლიკეები და ევანგელისტები მასში მონაწილეობას არ იღებენ. უკვე რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს ისეთი საბჭოს შექმნის პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან კათოლიკეები და ევანგელისტები. ამ პროცესში მე ვმონაწილეობ ჩემი ეკლესიის სახელით. საფიქრებელია, რომ ჩვენ მივიწევთ ამ პროცესის სახელით. საფიქრებელია, რომ ჩვენ მივიწევთ ამ პროცესის გარკვეულწილად დადებიტად გადაწყვეტისაკენ. მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი, დავრჩეთ ქ.ე.ნ.ს.-ში თუ ავირჩიოთ ეს ფორუმი. ეს იქნება კონკრეტული და არ იქნება ანტიეკუმენისტური გადაწყვეტილება. ჩვენ ავირჩევთ იმას, რაც არის უმჯობესი და ეს უკეთესი არჩევანი იქნება, ვიდრე ის, რომ კარები გამოვუჯახუნოთ ყოველგვარ ეკუმენიზმს. ამასთან, შეერთებულ შტატებში, უკვე 30 წელია, მიმდინარეობს ძალიან ნაყოფიერი დიალოგი კათოლიკეებთან. ეკლესიების მიერ დანიშნული ღვთისმეტყველები ერთმანეთს ხვდებიან წელიწადში ორჯერ. მათ უკვე გამოსცეს მრავალი დოკუმენტი, გამოკვლევა პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის შესახებ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დიალოგი საერთაშორისო დონეზე გაიყინა. ამასთან, წელიწადში ერთხელ მართლმადიდებელი და კათოლიკე ეპისკოპოსები ერთმანეთს ხვდებიან უბრალოდ აზრთა გაცვლისათვის, სამოძღვრო გამოცდილების გასაზიარებლად და ჩვენ შევამჩნევთ, რომ ძალიან ხშირად ამერიკულ საზოგადოებაში წარმოქმნილ თანამედროვე პრობლემებთან დაკავშირებით კათოლიკური ეკლესიის პოზიციები ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციებს. ზოგჯერ ჩვენ უფრო ხმამაღლა ვამბობთ ჩვენს სათქმელს, როდესაც იგი ემთხვევა კათოლიკეებისას, ზოგჯერ კი იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთია, მაგალითად, დამოკიდებულება აბორტის ტოტალური ხასიათის მოვლენად ქცევის პრობლემის მიმართ.

იყო მართლმადიდებელი შეერთებულ შტატებში, ნიშნავს, საკუთარ თავში გააღრმავო მართლმადიდებლობა, მაგრამ არა იმისათვის, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტო, არამედ შეძლო მართებულად გამოთქვა მართლლმადიდებლური შეხედულება, რაც ამავე დროს, არის მისიონერობაც.

მამა ლეონიდ, ჩვენ საეკლესიო ცხოვრებაში მწვავედ დგას შემდეგი პრობლემა: მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არაოფიციალურად სამმა მღვდელმა მონაწილეობა მიიღო საერთო ლოცვაში; ამის გამო მათ უწოდებდნენ მოღალატეებს და ა.შ. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ საერთო ლოცვის პრაქტიკის შესახებ?

ამ საკითხზე ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ არ შემიძლია გიპასუხოთ ერთმნიშვნელოვნად. მე ვერავის ვურჩევ, დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომ ყოველთვის შეიძლებოდეს თანალოცვაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ არასოდეს არ შეიძლება მაის გაკეთება. აქ ყოველთვის საჭიროა აწონ-დაწონა და არ არსებობს რაიმე შაბლონი, საყოველთაო პასუხი, რომელიც ყველა ლითხვაზე გასცემდა პასუხს. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. იყო შემთხვევები, როდესაც მე თანალოცვაზე უარს ვამბობდი .ერთხელ ერთმა ანგლიკანმა მღვდელმა მიმიწვია ანგლიკანურ, არაეკუმენურ ღვთისმსახურებაზე, რომელზეც სრულდებოდა მისი აყვანა ანგლიკანური მრველის წინამძღვრის ხარისხზე. მე მას ვთხოვე აღეწერა, როგორ უნდა შესრულებულიყო ღვთისმსახურება და მე რა უნდა გამეკეთებინა; მან ამიწერა და მე ვუთხარი: იცით, მე ვგრძნობ, რომ აქ არის პრობლემა, ნება მომეცით მოვიფიქრო და ჩემი სინდისის მიხედვით გიპასუხოთ. ერთი დღის შემდეგ მე მას ვაცნობე, რომ არ შემიძლია მისი წინადადების მიღება და რომ მე არც მჭირდება მივმართო ჩემს ეპისკოპოსს, რადგან მის მიერ აღწერილ ღვთისმსახურებაში არაფერი იყო გაუგებარი და ნებისმიერი ადამიანი ამას გაიგებდა, როგორც თანამსახურებას; მართალია, მე არ უნდა მიმეღო ზიარება, მაგრამ მასში იგულისხმებოდა სახარების ტარება და ა.შ. ვიდრე ეკლესიებს არა აქვთ ერთობა, მათ არ შეუძლიათ აღასრულონ საერთო მსახურება და ამისთვის მე არ მჭირდებოდა ეპისკოპოსისთვის კითხვა; თვითონ ეპისკოპოსს რომ ეკითხა ჩემთვის ამის შესახებ, მე ვეტყოდი, რომ არ შეიძლებოდა. ანგლიკანი მღვდელი ცოტათი განაწყენდა. მე შემდეგ დავესწარი ამ ღვთისმსახურებას, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიმიღია და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი.

იყო სხვა შემთხვევაც, როდესაც მე დავთანხმდი. მიმიწვიეს ეკუმენურ ღვთისმსახურებაზე და მთხოვეს, წარმომეთქვა ქადაგება ეკუმენური ღვთისმსახურების კონტექსტში. ქადაგება ეხებოდა ეკუმენურ პრობლემატიკასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებებს. მრავალი წლის წინ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში არსებულმა კომისიამ გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით: „ნათლობა, ევქარისტია, მღვდელობა“. ამ დოკუმენტის მიღებით მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს: პრაქტიკულად პირველად იქნა გაზიარებული მართლმადიდებლური პოზიციები სხვა კონფესიების მიერ. მათ შეადგინეს ღვთისმსახურება ამ თემის გარშემო და მთხოვეს წარმომეთქვა ქადაგება. მე არ შემეძლო პასუხი გამეცა ერთპიროვნულად და მივმართე ჩვენი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილებას. ამ საკითხის შესწავლის შემდეგ მითხრეს, რომ მოწვევა უნდა მიმეღო, მაგრამ ქადაგებაში უნდა განმემარტა, თუ რატომ არ ღებულობენ მართლმადიდებლები თანამსახურებასა და ევქარისტიაში მონაწილეობას (რადგან მიღწეული არ არის ერთობა რწმენაში). ამ მითითების შესრულება, რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რადგან მე უნდა მეთქვა რაღაც საპირისპირო იმ კონტექსტში, რითაც შეიძლება სულიერი ჭრილობა მიმეყენებინა სხვა კონფესიებისათვის; მე ვცდილობდი, ჩემი ნათქვამი არ ყოფილიყო მტკივნეული, მაგრამ სიმართლე კი მეთქვა. ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება არასწორად მოეჩვენოს ის, რაც მე გავაკეთე: ჯვრითა და ანაფორით, თუმცა, ლიტურგიულად შეუმოსავმა, წარმოვთქვი ქადაგება; როდესაც ლოცვებს კითხულობდნენ, მე, რა თქმა უნდა, არ მივფრინავდი სადღაც მარსზე; როდესაც წარმოთქვამდნენ „მამაო ჩვენოს“, მე ხომ არ ვიტყოდი, რომ ეს არ არის ჩვენი ლოცვა. ასე რომ, ამ გაგებით მე, ბუნებრივია, ვმონაწილეობდი ლოცვებში. მე მგონია, რომ ის მართლმადიდებლები, რომლებიც ამბობენ, რომ არასოდეს და არსად შეიძლება საერთო ლოცვაზე დასწრება, საკითხს ზედმეტად ამარტივებენ, მაგრამ შეიძლება არიან ისეთი მართლმადიდებლები, რომლებიც ზედმეტად ავტომატურად ღებულობენ ამგვარ წინადადებას. ვფიქრობ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ზედმიწევნით, ქრისტიანული თვალსაზრისით მიდგომა, საკითხის აწონ-დაწონა, თუ რა არის სწორი და რა - არა.

როგორც იცით, 1997 წელს საქართველოს ეკლესიამ დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ეკლესიათა ევროპის კონფერენცია. როგორ შეაფასებდით ასეთ რადიკალურ ნაბიჯს? ამგვრი ქმედებით ხომ არ ხდება საქართველოს ეკლესიის მარგინალიზაცია მართლმადიდებელი ეკლესიებისგან, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქრისტიანული ეკლესიების შესახებ?

ძალიან მძიმე იყო ის ვითარება, რომელშიც იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი და მთლიანად ეკლესია - იწყებოდა განხეთქილება. მე ვერ ვხედავდი სხვა გამოსავალს იმ მომენტში, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნავს, რომ არ მოხდეს განხეთქილება. ამიტომ მეუფლებოდა დიდი ტრაგიზმის განცდა. არ ვიცი, ამ მხრივ დღეს რა მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დადგება დრო, როდესაც მოწოდებები განხეთქილებისაგან აღარ იქნება ქმედითი და საშიში და როდესაც შესაძლებელი იქნება მართლმადიდებლური სინდისით, ობიექტურად შევხედოთ ყველაფერ ამას, ყოველგავრი ზედმეტი ემოციისა და გამარტივების გარეშე. საქართველოს ეკლესია თვითონ პატრიარქის პიროვნების გამო არ არის იზოლირებული არც მართლმადიდებელი და არც სხვა ეკლესიებისგან. ილია II არის მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული პიროვნება და არავის უბიძგებს ექსტრემიზმისკენ, ამიტომ მას ენდობიან და მე ვერ ვიტყვი, რომ არსებობს რაიმე იზოლირებულობა. მაგრამ ამ მოვლენას შევხედოთ არა შიგნიდან, ეკლესიიდან, არამედ გარედან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარის გათვალისწინებით... ჩვენ ვისმენთ, რომ საჭიროა საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და ევროპას შორის ხიდების გადება. მე ასე ვიტყვი:ის მენტალიტეტი, რასაც მივყავართ ექსტრემიზმამდე, როდესაც ხდება კარების მოჯახუნება, ნამდვილად არ არის გამოსადეგი ხიდების ასაგებად. შიდა საეკლკესიო პრობლემები ყველგან არის: ამერიკაშიც, საბერძნეთსა და რუსეთშიც, მაგრამ საჭიროა სამეუფო გზის მოძებნა, რომელიც არ არის ექსტრემიზმის გზა. თუ ეკუმენიზმში არსებობს პრობლემები, ისინი უნდა შევისწავლოთ და მათ გარშემო ჩვენი აზრი გამოვთქვათ. როდესაც მასში რაიმე იყო მიუღებელი, მართლმადიდებლები თავიანთ აზრს ამის წინააღმდეგ ყოველთვის მკაფიოდ და კონკრეტულად გამოთქვამდნენ. ზოგჯერ ჩვენ, მართლმადიდებლები ვიხრებით იმ მენტალობისკენ, რასაც შიში უდევს საფუძვლად, მაშინ როცა ჩვენში მტკიცე უნდა იყოს მართლმადიდებლური რწმენა და იმასთან შეხება, რაც არ არის მართლმადიდებლური, არ შეურაცხგვყოფს იმ შემთხვევაში, თუ დავრჩებით მართლმადიდებლობისა და საკუთარი თავის ერთგულნი. მაშინაც კი, როდესაც ვინმე გამოთქვამს ერეტიკულ შეხედულებას, ეს ჩვენ არ გვხდის ერეტიკოსად, მით უფრო, თუ მას ვეწინააღმდეგებით ქრისტიანულად და არა რაღაც ექსტრემისტული შეძახილებით. ქრისტიანულში მე ვგულისხმობ იმას, რომ ერეტიკოსიც უნდა დავაფასოთ, რადგან იგი არის ადამიანი და ადამიანი, როგორც ასეთი, არ უნდა მივიჩნიოთ ერეტიკოსად. საკითხი დგას, თუ როგორ მოვიზიდავთ მას ჭეშმარიტებისაკენ. ჩვენ თვითონ უნდა ვიდგეთ მყარად ჭეშმარიტების გზაზე. მაგრამ ჭეშმარიტება უნდა გამოვხატოთ ქრისტიანული სიყვარულით, უფრო მეტსაც ვიტყვი, ქრისტეს სიყვარულით; ქრისტე განიკითხავდა ცოდვას, მაგრამ იმგვარად, რომ ცოდვილი სინანულში ვარდებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ადამიანის სიყვარული უნდა იყოს მართლმადიდებელი სულისა და ეკლესიის უმთავრესი მამოძრავებელი. როდესაც ადამიანი ცდება, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჭეშმარიტება მისთვის მიმზიდველი იყოს.

არსებობს კათოლიკე ავტორის წიგნი „ეკლესიის ხუთი ჭრილობა“. თქვენ სად ხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭრილობებს და რომელია მათგან დღეს ყველაზე მძიმე? როგორია მართლმადიდებლობის მომავალი ამერიკაში, და საერთოდ, მსოფლიოში? რა გზით უნდა იაროს მან?

მე არ ვიცი, შეინიშნება თუ არა ცალკეულ ავტოკეფალურ ეკლესიებში, მაგრამ რელურად ძალიან მტკივნეული ჭრილობაა ის, რომ საერთო საქმის საკეთებლად არ არსებობს ადეკვატური და ეფექტური მექანიზმები. არასაკმარისად ეფექტურად მოქმედებს მართლმადიდებლების შეხვედრები, ძალიან იშვიათად იკრიბებიან ეკლესიის მეთაურები. ეს ხლეჩს მართლმადიდებლობას. მართლმადიდებლობა ამერიკაში, საბერძნეთში, რუსეთში, საქართველოში და ა.შ. იქნებოდა უფრო მტკიცე და ძლიერი, ჩვენ რომ ყველას საერთო მართლმადიდებლურ დონეზე ერთად შეგვეძლოს მოქმედება, ზოგიერთ საკითხზე საერთო აზრის გამოთქმა და ერთად მუშაობა. მართლმადიდებლების ამგვარი დანაწევრება ეკლესიას აყენებენ ჭრილობას, რომელიც მას ასუსტებს შიდა ცხოვრებაშიც. ამიტომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ პატრიარქები ან პირველი იერარქები, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან (მაგალითად, საქართველოს პატრიარქისა და ჩვენი მიტროპოლიტის შეხვედრა), იძლევა იმპულსს, რომ დაძლიოს დანაწევრება. მე ვფიქრობ, რომ ტრადიციულ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და საზოგადოებებში, სადაც მართლმადიდებლობა უმრავლესობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მეტი ენერგია უნდა დაიხარჯოს ევანგელიზაციისთვის, მისიონერობისა და ქველმოქმედებისათვის და ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვის წინააღმდეგ ბრძოლას. ძალიან ბევრ რამეს ვერ ვეთანხმები პროტესტანტებსა და კათოლიკეებს, ეს უნდა ითქვას და ამაზე უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება, მაგრამ ეკლესიებმა ამის გამო არ უნდა დახარჯონ ზედმეტი ენერგია, რადგან ეკლესიებსა და ადამიანებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობები - ენერგია და დრო. საჭიროა, რომ ვმუშაობდეთ ევანგელიზაციაზე, განათლებაზე ვქველმოქმედებდეთ, ვეწეოდეთ მისიონერულ მოღვაწეობას. ამით უნდა მოვიზიდოთ ადამიანები, პირველ რიგში, თვითონ მართლმადიდებლები, რომლებიც დაშორებული არიან საეკლესიო ცხოვრებას, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც. იქ, სადაც ვიღვაწებთ სახარებისეულ სულისკვეთებით, მართლმადიდებლობა მყარად იდგება ფეხზე და გავცელდება.

ესაუბრა
ბექა მინდიაშვილი

2004 წელი

11 ეკლესიები ევროპის გაერთიანების პროცესში

▲back to top


ეკუმენე

ევროპის ეკლესიათა კონფერენციას (ეეკ) ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის კომისიას დაკისრებული აქვს მნიშვნელოვანი ამოცანა, ხელი შეუწყოს ევროპის საზოგადოებრივ ინსტიტუტთა საქმინობასა და ეეკ-ის წევრ 127 ეკლესიას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ და წარმოადგინონ შენიშვნები იმ საკითხებზე, რომლებიც ჩნდება ამ საზოგადოებრივ ინსტიტუტებში და შესაბამისად, წარმოდგენილია მათ მიერ. ევროპის ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მიზნად დაისახა, ემსჯელა, თუ რას გულისხმობს ევროპის ინტეგრაცია. იგი ასევე განიხილავს საკითხს იმი შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ეკლესიებს ამ პროცესების ხელშეწყობა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ამ პროცესების პირველ შედეგს. ეკლესიებს დახმარება უნდა გაეწიოთ, რათა აღნიშნული საკითხი განხილულ იქნას თავად მათ (ეკლესიებს, დ.თ.) შორის, საზოგადოებრივ ინსტიტუტთა წარმომადგენლებთან ერთად.

თავდაპირევლად ევროპის ყველა ნაწილში სხვადასხვა ეკლესიიდან ადამიანთა ჯგუფები ერთად ფიქრობდნენ ამ საკითხზე. ადრეული დოკუმენტები, მაგალითად, ისეთი, როგორიც 1997 წელს გამოქვეყნდა ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის ევროპული ეკუმენური კომისიის მიერ,1 ფართოდ ეყრდნობოდა დასაველთ ევროპის გამოცდილებასა და შეხედულებებს. ეს დოკუმენტი უნდა აღიქმებოდეს, როგორც მთლიანი ევროპის ხელშეწყობა. ეს არის მიზეზი მისი ზოგიერთი სხვაობისა ადრეულ ტექსტებთან შედარებით და სწორედ ეს ანიჭებს მას განსაკუთრებულ ღირებულებას. ევროკავშირი ასევე საჭიროდ თვლის მსგავსი პრაქტიკის განხორციელებას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებშიც.

ეს დოკუმენტი როგორც მუშა ჯგუფში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებშიც იწვევს დისკუსიებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ როგორც ამ კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, ასევე ევროკომისიის და, უფრო იშვიათად, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ფორმალური შეხვედრების დროს. მან ასევე გამოიწვია დისკუსია ეეკ-ის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრაზე 2000 წლის ოქტომბერში.2

ამ ტექსტის შესახებ მსჯელობის ერთი აპსექტი ეხებოდა ტერმინების - „ინტეგრაციისა“ და „უნიფიკაციის“ - გამოყენებას. განსაკუთრებით საჭირო იყო აზრთა შეჯერება დოკუმენტის სათაურის შერჩევისას. ზოგიერთი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სიტყვა „ინტეგრაციას“ ფართო და არაზუსტი მნიშვნელობისაა მაშინ, როცა „უნიფიკაციას“ უფრო სპეციფიკური და კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ, კომისიის აღმასრულებელმა კომიტეტმა უპირატესობა ტერმინ „ინტეგრაციას“ მიანიჭა.

0x01 graphic

ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს უკანასკნელ სიტყვას აღნიშნულ საკითხზე. ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამხმარე საშუალება (ინსტრუმენტი) ეეკ-ის წევრი ეკლესიებისა და ასევე სხვათათვის ევროპის გაერთიანების მიზნის შესახებ მსჯელობისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ განხილვის თვალსაზრისით, რომელიც ევროსაბჭომ ნიცაში, 2000 წლის დეკემბერში დაიწყო ევროკავშირის მომავალი განვითარების თაობაზე. ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო და მთელი სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის არის მოწოდებული. აქ ნათელია ეკლესიათა როლი და მე იმედი მაქვს, რომ ეეკ-ის წევრი ეკლესიებისთვის სასარგებლო აღმოჩნდება ეს ტექსტი და ცენტრალური კომიტეტის მოხსენება იმ მხრივ, რომ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დებატებში. ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის კომისია გამოძებნის ეფექტურ საშუალებებს, რომ იგი აქციოს ფართო დებატების საგნად, მაგალითად, ევროკომისიასთან მომავალი შეხვედრის დროს.

საზოგადოებრივი დებატები გაგრძელდება ევროკავშირის შემდეგომ სამთავრობოთაშორისო კონფერენციამდე, 2004 წელს. დისკუსიაში ეკლესიების ჩაბმისთვის საკმარისი დროა, მაგრამ დებატები დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო ფოკუსირებული გახდება. ევროპის ინტეგრაციის მიზნებისა და ამოცანებისა - ხედვისა და არსებითი საკითხების (the vision dan soul questions) - ხელშეწყობა მით უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო მალე განხორციელდება.

განსაკუთრებული კითხვები, რომლებიც შეიძლება დაისვას ეეკ-ის წევრ ეკლესიებსა და, აგრეთვე, მასთან გაერთიანებულ ორგანიზებში, შეიძლება იყოს შემდეგი:

1. ევროკავშირის მომავალთან, ასევე, მასში თქვენი წევრობასთან დაკავშირებით რისი იმედი და შიში აქვთ ადამიანებს თქვენს ეკლესიაში ან ორგანიზაციაში?

2. რა შესაძლებლობებს და პრობლემებს მოუტანს მომავალში თქვენს ქვეყანას ევროკავშირში?

3. რა ცვლილებებს მოუტანს ევროკავშირი თავის წვერ ქვეყნებთან ერთად თქვენს ქვეყანას (თუ ის არის ან მომავალში იქნება მისი წევრი ქვეყანა)?

4. როგორ აფასებს თქვენი ეკლესია ან ორგანიზაცია ამ იმედს და შიშს, შესაძლებლობებსა და პრობლემებს?

მე მსურს მოვიწვიო ეეკ-ის წევრი ეკლესიები და ასევე ამ ტექსტის ყველა მკითხველი იმისათვის, რომ აღნიშნულ კომისიას მიეცეს საშუალება, ხელთ ჰქონდეს შენიშვნები, რაც შეიძლება მალე. სამუშაო ჯგუფის შემდეგომი შეხვედრა გაიმართება 2001 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოსთვის კი პირველი შენიშვნების მიღება ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

ქეით ჯენქინსი
ასოციაციის ეკლესია და საზოგადოება გენერალური მდივანი და ურთიერთობის კომისიის დირექტორი

მაისი, 2001

____________________

* აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც 2001 წლის მაისში ევროპის ეკლესიათა კონფერენციამ დაამტკიცა, ქართულ საეკლესიო წრეებში არ არის ფართოდ ცნობილი. ვფიქრობ, მისი უშუალო გაცნობა ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების დანგრევას, რომლებიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ასე ფართოდ არის ფესვგადგმული მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

1. Towards a Continent Reconciled with itself: the Contribution of an Enlarged European Union, EECCS, 1997.

2. The role of the churches in the process of European integration - a research for common European values, CEC, October 2000.

შესავალი

დღეს ევროპის ინტეგრაციის პროცესი დიდი პრიორიტეტით სარგებლობს ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებულმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა დასაბამი დაუდო ფარო დებატებს, ზოგადად, ევროპისა და, კონკრეტულად, ევროკავშირის შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ წამყვან ძალებსა და ღირებულებებს, მათ შინაგან ერთობასა და უნარს ნამდვილი ევროპული საზოგადოების შესაქმნელად, არამედ, ასევე, კონტინენტის საერთო როლსა და პასუხისმგებლობას გლობალურ ასპარეზზე. უკანასკნელმა წლებმა ამ პრცესებს ახალი დინამიკა შესძინა. ახალმა ევროპულმა კომისიამ, რომელმაც თავისი მუშაობა 1999 წლის ზაფხულში დაიწყო, მთავარ პრიორიტეტებად ინტეგრაციული პროცესები და ევროკავშირის გაფართოება გამოაცხადა. დაჩქარებულმა მოლაპარაკებებმა ძალიან მოკლე ხნაში აქცია რეალობად პირველი კანდიდატი ქვეყნების მიღება ავეროკავშირში. კომისია შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას და 2000-2005 წლების სტრატეგიულ ინტერესეთა შორის გამოაცხადა 2000 წლისთვის ახალი წევრების მიღება.

2000 წლის ნოემბერში, გაწევრიანების დაჩქარების შესაბამისად, ევროკომისიამ წამოიწყო ახალი პროცესები, რომლებიც უკავშიდებოდა თითოეული კანდიდატი ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას.1 ეს საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ამ კავშირის გაფართოებასა და მოლაპარაკებების შემდეგ ფაზასთან მიმართებაში, რაც ასახულია დოკუმენტში.2 ნიცის სამიტმა (2000 წლის დეკემბერი) მნიშვნელოვანი ელემენტები შესძინა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ დებატებს. სამიტმა მიიღო ევროკავშირის ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც განაპირობა ევროკავშირის შიდა ინსტიტუციონალური სტრუქტურების აუცილებელი ცვლილებები იმისათვის, რომ ახალ წევრთა მიღება გაგრძელებულიყო.3 ამ თვალსაზრისით სამიტმა სწორი მიმართულებით იმუშავა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი, საკმარისი იქნება თუ არა ყოველივე ეს გაწევრიანების პროცესის წარმატებული დასრულებისათვის. თავიდან ევროკავშირის მაღალი რანგის პოლიტიკოსები ნიცაში პირველი გაწევრიანების ძალზე სპეციფიკურ ვადაზე უთითებდნენ.4 ამავე დროს სამიტი ამტკიცებს დეკლარაციას „კავშირის მომავლის შესახებ“ მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნიცის ხელშეკრულება იძლევა ფართო შესაძლებლობებს ახალი წევრების მისაღებად, დეკლარაცია მაინც მოუწოდებს ადამიანებს ღრმა და მასშტაბური დებატებისკენ კავშირის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.

ევროპის გაერთიანება წარმოადგენს რთულ პროცესს, რომელიც აწყდება სხვადასხვა პრობლემასა და სირთულეს. არსებობს ადმინისტრაციული და ტექნიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისი ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან, მათ შორის ძალაუფლებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლების გადანაწილებასთან. ასევე არსებობს პრობლემები, რომლებიც უფრო მეტად თავად ამ კავშირის რაობას ეხება. ყოველმხრივ აღიარებულია, საერთო ევროპა გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე საერთო ბაზარს. ასევე აღინიშნა, რომ ევროგაერთიანების პროცესის წარმატებული განვითარებისთვის ევროკავშირმა მასში უნდა გამონახოს შესაბამისი ადგილი სულიერი და ზნეობრივი ასპექტებისათვის.5 შესაბამისად, აღიარებულ იქნა, რომ ევროკავშირს, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, სჭირდება მომავლის საერთო სტრატეგია და ნათელი მიზანი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს იმედის გამოხატულებას ევროპის ყველა მოქალაქისათვის და რომელშიც უნდა გამოინახოს ადგილი კონტინენტის სხვადასხვა კულტურული, ეთიკური და რელიგიური ტრადიცისათვის.

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი ახალი სიტუაცია როგორც თავისი შესაძლებლობებით, ასევე შესაძლო სირთულეებით, უნდა გაითვალისწინონ ეკლესიებმა. კომისიამ მუშა ჯგუფს დააკისრა ამ პროცესის მეთვალყურეობა და ეკლესიებისთვის დახმარების გაწევა მათი ფუნქციების გაცნობიერებაში. ამ დოკუმენტის წარმოდგენით მუშა ჯგუფი ისურვებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელებულიყო ქრისტიანული ეკლესიების მიერ. ჩვენ პატივს ვცემთ ეკლესიურ მრავალფეროვნებას და, ასევე აზრთა სხვადასხვაობას ეკლესიათა შორის ამ პროცესის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით და ვისურვებდით, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს პოზიტიური დამოკიდებულება გამოეხატათ ევროინტეგრაციის მიმართ. თუმცა, ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ ზოგიერთი ის პრობლემაც, რომელმაც ბოლო დროს იჩინა თავი. ამით გვსურს ხელი შევუწყოთ ამ პრობლემების დაძლევას და კონტინენტზე საერთო ევროპული იდენტობისა და ღირებულებების ძიებას.

  1. ევროინტეგრაციული პროცესის სირთულეები

1.1. ევროკავშირის გაფართოების მიმართ

საზოგადოებრივი მხარადჭერის ნაკლებობა

უპრეცედენტო გაფრთოების დაწყებამ, რომლის დროსაც 13 კანდიდატი ქვეყანა გაერთიანდა, ახალი ამბიცია გაუჩინა ევროკავშირს. ეს პროცესი თავისი მასშტაბით ვერ შეედრება ევროკავშირის ნებისმიერ წინა გაფართოებას. ამ პროექტის მეშვეობით ავროკავშირი უახლოეს წლებში მოელის მის არეალის კიდევ უფრო ზრდას, წევრი ქვეყნების რაოდენობის თითქმის გაორმაგებას და, ასევე, მათი მოქალაქეების რიცხვის სამჯერ მატებას. ამბიციურმა პროექტმა ბევრი რამ გამოავლინა ამ კავშირის ჭეშმარიტი რაობის შესახებ. ამჟამინდელი გაფართოების პროცესთან ერთად სასაწრაფოდ უნდა გადაიჭრას ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც უკავშირდება თავად ამ კავშირის ბუნებას - მნიშვნელობას, დამოკიდებულებას, არსს და მის საბოლოო მიზანს. უკანასკნელი 10 წლის განვითარებამ ცხადად აჩვენა, რომ ევროპა გარკვეული სახის ერთობისკენ მიილტვის, რომელიც თავისთავად წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს უფრო დიდი მოძრაობისა (განვითარებისა). ამ პროცესის არც მიზნები და არც ძირითადი ელემენტები არ ყოფილა ნათლად ჩამოყალიბებული, ამიტომ იგი იწვევს ზოგიერთ გვერდით მოვლენას. სირთულემ თავი იჩინა ამ ბოლო დროს დანიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე. საკითხი, რომელიც კენჭისყრაზე იდგა, ეხებოდა საერთო ევროპული ვალუტის შემოღებას, მაგრამ დებატების შინაარსი შორდებოდა ამ თემას. ის ფაქტი, რომ დანიელებმა რეფერენდუმზე საერთო ვალუტას ხმა არ მისცეს, არ შეიძლება განიმარტოს, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობა არ დაეთანხმა საერთო ევროპული ვალუტის ან ევროპის ინტეგრაციის იდეას. შედეგი შეიძლება განიმარტოს შემდეგნაირად: დანიელი ხალხის დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ინტეგრაციის სპეციფიკურ სახეობას, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.

მსგავსი განწყობა ჩანს აგრეთვე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, რომელიც რეგულარულად ხორციელდება ევროკვშირის ყველა წევრ ქვეყანაში. იგი შეიცავს კითხვებს ამ კავშირის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი შედეგების მიხედვით, ამჟამინდელი წევრი ქვეყნების მოქალაქეთა მხოლოდ 38%25 უჭერს მხარს ახალი ქვეყნების გაწევრიანებას ევროკავშირში. აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს რეგიონალური დისბალანსი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ შედეგში.7 თუმცა ამ გამოკითხვის ციფრებზე უფრო მეტად შემშფოთებელი ის ტენდენციაა, რომელიც საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკლებაზე მიუთითებს ერვოკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთი წლით ადრე რესპოდენტთა 43%25 დადებითად უპასუხა იმავე შეკითხვას.8

ზოგიერთ შემთხვევაში ევროინტეგრაციის ამჟამინდელი სიტუაციისას არსებობს მზარდი სივრცე შედეგების გაძლიერებულ მოლოდინსა და მოთმინების დაკარგვას შორის, რაც გამოწვეულია მიმდინარე გაფართოების სტილთან დაკავშირებული უკმაყოფილებით. როგორც შედეგი ევროკავშირის შესახებ ბუნდოვანი სურათის, მისი ხასიათისა და გაბატონებული მოტივაციებისა, განსაკუთრებით კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობაში, ფართოდ გავრცელებულია წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი განიხილება ძირითადად აყვავებული მატერიალიზმის (PROSPEROUS MATERIALISM) ტერმინებით. ასეთ შემთხვევებში გაზრდილი იმედგცურება არის მიზეზი არა მხოლოდ იმისა, რომ ხალხი ნაკლებად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ეს ასევე მიზეზია საზოგადოებაში რადიკალიზმის ზრდისა.9

1.2. ინტეგრაციული პროცესის ხედვა და ხასიათი

გაფართოების პროცესის საბოლოო მიზნის, ასევე ამ ღირებულებების შესახებ, რომლებიც განამტკიცებენ მას, მისი განვითარების სხვადასხვა გზების შესახებ ფართო დისკუსიის აუცილებლობა ამჟამად აღიარებულია ერთი მხრივ, საზოგადოების, მეორე მხრივ კი, ექსპერტთა მიერ, როგორც აუცილებელი პირობა შემდგომი ნაბიჯებისათვის ინტეგრირების პროცესში. ეს დისკუსია უნდა გასცდეს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, ნათელია, რომ ამ გაფართოებას ექნება თავისი შედეგები მთელ კონტინენტზე და არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ პროცესის პირდაპირი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. გათვალისწინებული იქნება როგორც ჰუმანური მხარეები და, ეთიკური, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური მხარეები და, ალბათ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება ევროპაში უნიფიკაციზე საუბარი.10 ამავე დროს, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ინტეგრაციის პროცესი არ მიმდინარეობს დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად. ევროპის როლი, როგორც გლობალური სუბიექტისა, უნდა იქნას აღიარებული. ევროინტეგრაცია და გლობალიზაცია ეს ის თემებია,. რომლებიც არ შეიძლება განვიხილოთ ცალ-ცალკე.

ევროპის უნიფიკაციის პროცესის, რა თქმა უნდა, რთულია. მასში ორი ძირითადი მიმართულება მაინც უნდა იქნას აღიარებული: ერთი მხრივ, იგი ზრდის თავისუფლების, დემოკარტიისა და კეთილდღეობის ხარისხს; მეორე მხრივ კი თანაბარი ყურადღება უნდა მიექცეს კონტინენტის მდიდარი კულტურული, ეთნიური და სულიერი მრავალფეროვნების დაცვას. ევროკავშირმა უნდა გამონახოს საკუთარი გზა ინტეგრაციული პროცესის ამ ორ ასპექტს შორის. ევროკავშირმა საკუთარი თავის „ევროპიზაცია“ („eropeanise“) უნდა მოახდინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან უფრო ფრთხილად უნდა გააერთიანოს საკუთარ თავში ის ელემენტები, რომლებიც ნამდვილად ევროპულს წარმოადგენს და არა მხოლოდ კონტინენტის რომელიღაც ნაწილის კუთვნილებას. სხვაგვარად, მომავალში უფრო ნაკლები მიზეზი გვექნება მას „ევროპული“ ვუწოდოთ, თუმცა ეს არ უნდა კეთდებოდეს მრავალფეროვნების ხარჯზე. ამრიგად, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ნამდვილი საზოგადოების საფუძველს. ერთი მხრივ, საერთოს, ყოველმხრივსა და საზოგადოს, მეორეს მხრივ კი, რეგიონალურს, ნაციონალურსა და კერძოს შორის ურთიერთობა არ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი.

ეკლესიები მიესალმებიან მცდელობას, რომელიც აღნიშნულია კომისიის სტრატეგიულ ინტერესებში და რომელსაც კარგად შერჩეული სათაური აქვს: „ახალი ევროპის ფორმირება“. ისინი ადასტურებენ კომისიის მთავარ განცხადებებს, რომ აუცილებელია მოქალაქეთა ინტენსიური ჩაბმა ორმხრივ დიალოგებში და, უფრო მეტად, მნიშვნელოვან დისკუსიებში ევროინტეგრაციის სხვადასხვა წახნაგის შესახებ. ევროკომისიის ინიციატივა, რომ მოამზადოს ახალი ოფიციალური დოკუმენტი ევროპის მართვის შესახებ და რომ გამოიყენოს იგი მოქალაქეთა შორის დისკუსიის წასახალისებლად შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად, შეესაბამება ამ მცდელობას, რასაც ასევე ხელი უნდა შეეწყოს. ევროკავშირის ბელგიური თავმჯდომარეობის განზრახვა (ივლისი-დეკემბერი, 2001) ამ კავშირის მიზნები შესახებ დებატების გაგრძელებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს აგრეთვე მსგავს ხელშეწყობას. ეს დისკუსია უნდა იყოს ღია, გულწრფელი და, რაც შეიძლება, ფართო. მასში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ყველა ფენა და გავრცელდეს კონტინენტის სხვადასხვა ნაწილში. მხოლოდ ამგვარი დებატების საფუძველზე შეიძლება იყოს ევროპის უნიფიკაციის პროექტი წარმატებული.

1.3. ევროპული პოლიტიკის სირთულეები

1.3.1. მოლაპარაკებების პროცესის გამჭვირვალობა

ამ მოვლენის ზოგიერთ ბოლოდროინდელ ნიშანს ადასტურებს ის ცნობილი ფაქტიც, რომ ევროპის საზოგადოება განიცდის დებატებისა და შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობას გაფართოების პროცესების, ასევე, მისი საბოლოო მიზნებისა და შედეგების შესახებ. ეს იგრძნობოდა როგორც ერვოკავშირის წევრ, ასევე კანდიდატ ქვეყნებში. დიდი ხნის განმავლობაში ევროინტეგრაციის პროცესი იყო „კუთვნილება“ მხოლოდ პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მასში ჩართული ზოგიერთი აქტივისტისა. „დემოკარტიული დეფიციტი“, რომელიც აღიარებულია მთლიანად ევროინსტიტუტების ნეგატიურ თვისებად, ასევე წარმოადგენს გაწევრიანების პროცესის თვისებასაც. ევროკომისიამ უნდა განახორციელოს დამატებითი ამოცანა: გამონახოს გზები რთული ფაქტებისა და საკითხების საზოგადოებისთვის ასახსნელად, ამ საქმეში მათი ჩართვის მიზნით. ევროკომისია დგას ამოცანის წინაშე, თუ როგორ გააგრძელოს თავისი ფართომასშთაბიანი პოლიტიკა. უკანასკნელ თვეებში ევროკომისიამ გამოსცა ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის მიხედვით, არსებობს ამ პროცესების ხასიათისა და მიზნების შესახებ საჯარო ინფორმაციის სერიოზული დეფიციტი. ევროკომისიის უკანასკნელ მოხსენებაში ნათქვამია: „გაფართოების პროცესი შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ მაშინ, თუკი იარსებებს სოციალური ასპექტები, რომლებიც მოიცავს ყველა ადამიანს და არა მხოლოდ ელიტას. ამის მიღწევა მხოლოდ მასში უშუალო მონაწილეობას შეუძლია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფართო დიალოგები ჩვენს საზოგადოებებში, რომ ხალხისთვის გასაგები გახდეს როგორც რისკი, ასევე სარგებელი ამ პროცესისა. ასევე უნდა გავხსოვდეს, რომ მათი ინტერესები სერიოზულად იქნება გათვალისწინებული“.11

ევროინტეგრაცია თითოეული ადამიანის საქმეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ მოლაპარაკების მწარმოებელთა, ჟურნალისტებისა და ზოგიერთი დაინტერესებული პირისა, რასაკვირველია, არ არის აუცილებელი და არც შესაძლებელი, ყველა ადამიანმა იცოდეს გაწევრიანების კრიტერიუმების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ძირითადად ტექნიკურ პროცესს, საჭიროა იმ გზების გამოძებნა, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა პროცესში ხალხის უფრო მეტად მონაწილეობას.

1.3.2. ადამიანთა თავისუფალი მოძრაობა, მიგრაცია

ადამიანთა თავისუფალი მოძრაობა საკუთარი კაპიტალით, საქონლითა და მომსახურებით, წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ერვოკავსირი ვითარდება. თავისუფალი მოძრაობა გარანტირებულია ევროკავშირის ყველა მოქალაქისათვის. მისი გაფართოება და ახალი წევრი ქვეყნების მიღება, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, ხშირად წარმოშობს შიშს. ხშირად განიხილება „იაფი მუშახელისა“ და მიგრანტების ტალღის გადმოსვლა აღმოსაველთიდან დასავლეთში, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ზოგეირთი ქვეყნის სოციალურ სისტემას. თუმცა, ამგვარ მოლოდინს, შიშს არ აქვს რეალური საფუძველი. ამას ზოგიერთი გამოკვლევაც ადასტურებს.12 ასევე ოფიციალურ დონეზე აღიარებულ იქნა, რომ „დარამტული პერიოდის“ შემდეგ, როცა საზღვრები პირველად გაიხსნა, დინება სტაბილური გახდა და შესაძლოა დარჩა კიდეც სტაბილური... ევროკავშირის წევრობის მიღების შემდეგ მოთხოვნა იაფი მუშახელისა გაგრძელდა გარკვეული ხნით, მაგრამ „მოვაჭრე-ტურისტები“ კანიდატი ქვეყნებიდან მალე გადაიქცნენ საშიშ კლასად, ამიტომ ემიგრაციამ შესაძლოა დაიკლოს.13 ევროკავშირის განაპირა რეგიონების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისათვის გახსნილი საზღვრის ეფექტი შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. მთავარი საკითხი ის კი არ არის, რამდენად ფართო იქნება ეს დინება, არამედ მისი ხარისხი. ერვოკავშირის მხრიდან განხორციელებული შემზღვუდველი ზომები აიძულებს ამ დინებებს უკანონო არხებით მოძრაობას, რაც უკავშირდება მაღალ რისკს, პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და ინდივიდუალური თვალსაზრისით.14 მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამგვარმა არგუმენტებმა ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან. ძალიან ხშირად ისინი პოლიტიკურ თამაშს მიმართავენ და საუბრობენ „გარე ძალების შიშზე.“ დასავლეთ ევროპაში ემიგრაცია აღქმულია მნიშვნელოვან პრობლემად, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ საკითხის მიმართ მგრძნობიარობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია გარკვეული პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ, უფრო დიდია, ვიდრე მიგრაციული მოძრაობის რეალური ვითარება.

მაგრამ არსებობს მიგრაციული პროცესის უფრო ღრმა ასპექტი, ვიდრე უბრალოდ მოდური „შიში აღმოსავლეთისა“ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში. ევროპას აქვს ხანგრძლივი ტრადიცია სხვადასხვა სახის ემიგრანტებთან ურთიერთობისა, დაწყებული თავშესაფრის მაძიებელთაგან, დამთავრებული დროებითი მაცხოვრებლებით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შეინიშნებოდა ნეგატიური დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ. მიგრაცია ხშირად გაიგივებული იყო ევროპის მომავალთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებთან. აწყდებიან რა ამაგვარ ტენდენციებს, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ არა მხოლოდ მირგაციის ნეგატიური ასპექტები და გვალენები, რომლებიც მას აქვს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პარტივი სცენ ასევე მის პოზიტიურ მხარეებსაც. „მოძრაობაში ყოფნა წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ფენომენს“. მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები არ უნდა აღიქმებოდნენ მეორე კლასის მოქალაქეებად მომავალ ევროპაში. ამ მხრივ, ევროკავშირის ადამიანის ძირითად უფლებათა კომნვენციის ამჟამინდელი შინაარსი გვთავაზობს მნიშვნელოვან მასალას შემდგომი სრულყოფისათვის.

      1. ინტეგრაციული პროცესის ადამიანური და სოციალური ღირებულებები

ევროინტეგრაციის პროცესს თან ახლავს ასევე გვერდითი მოვლენები, გარდა მისი უდავო პოზიტიური მხარეებისა. აღიარებულ უნდა იქნას ისიც, რომ ევროპის უნიფიკაციის პარლალელურად მიმდინარეობს ახალი გამყოფი საზღვრების წარმოქმნის პროცესი. ხშირად ამაღლებული იმედები მძიმე რეალობას აწყდება, გაწევრიანებულმა ქვეყნებმა უნდა დაძლიონ მნიშვნელოვანი სირთულეები იმისათვის, რომ შეძლონ ზოგიერთი წაყენებული კრიტიერიუმის შესრულება. გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალმა სტრატეგიამ წარმოაჩინა, რომ შედარებით დაწინაურებულ კანდიდატ ქვეყნებს უკვე აქვთ ამოქმედებული საბაზრო ეკონომიკა და ისინი მზად არიან გაუძლონ ევროკავშირის თავისუფალი ბაზრის ზეწოლას. მეორე მხრივ, ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული ამ პროცესის მაღალი ადამიანური და სოციალური ღირებულებებიც. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივ განსხვავებებს. ზოგიერთ რეგიონში უმუშევრობა აღწევს 40%25-მდე, ხოლო ზოგიერ უმცირესობებში კი - 80-90%25-მდე. გაწევრიანებულ ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფ გარდაქმნას ასევე თან სდევს ნეგატიური შედეგები, მაგალითად, სიმდიდრისა მკვეთრი ზრდა და შემოსავლის უთანასწორობა, ასევე სიღარიბის მნიშვნელოვანი ზრდა, ან ეკონომიკური უსაფრთხოების გაუარესება. კანდიდატ ქვეყნებში სხვა სოციალურ ჯგუფს, რომელიც განსაკუთრებით განიცდის გაფართოებისათვის მზადების ნეგატიურ შედეგებს, წარმოადგენენ მოხუცი და ინვალიდი ადამიანები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო დახმარებით ცხოვრობენ. ამ ფაქტების გათვალისწინებისას დგება სერიოზული საკითხი: როგორი უნდა იყოს მთელი ამ პროცესის მისაღები ადამიანური და სოციალური ღირებულებები? ეს კითხვა უნდა დაისვას არა მხოლოდ ქვეყნების მთავრობების, არამედ ევროპის შესაბამისი საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინაშე. მხოლოდ ასეთი ქმედებებით არის შესაძლებელი პროცესის მიმართ ნდობის შენარჩუნება, რაც მისი შემდგომი წარამტების მთავარ პირობას წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაწევრიანების პროცესში სოფლის მეურნეობის გარდაქმნას. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც აქტუალურ პრობლემებთან ურთიერთობისას, ასევე ამის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების დროს. ევროპის სხვადასხვა ნაწილში მიწათმოქმედებასთან სხვადასხვა ფასეულობათა სისტემა ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა ყოველთვის არ უკავშირდება ეფექტურობას, ნაყოფიერებას და იგი არ აღიქმება კვების ქსელის (food chain) განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ნაწილად. სოფლის მეურნეობით დაკავებულ საზოგადოებებს აქვთ შესაბამისი ღირებულებები, რომლებიც უკავშირდება ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს. ევროკავშირის შიგნით სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში სტანდარტების დადგენასთან დაკავშირებულ დისკუსიებში არსებობს სირთულეები. ამას ხაზს უსვამს ცხოველთა დაავადებების ბოლოდროინდელი გავრცელებაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც, ალბათ, მჭიდროდ უკავშირდება ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო, საქმიანობის ნეგატიურ შედეგებს. სტანდარტთა დადგენის პრობლემა უფრო რთული ხდება, როდესაც იგი მკაცრ გადასახადებსა და დაზღვევებს უკავშირდება იმ რეგიონებში, რომლებიც ამას არ არიან შეჩვეულნი. ზოგიერთ წევრ ქვეყანაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში. ამ კერძო სექტორში ცვლილებათა პროცესის სოციალური შედეგები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული. სოფლის მეურნეობის გარდაქმნა - ეს ის პროცესია, რომელსაც დროისა და ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუკი დასავლეთ ევროპაში ამან მოითხოვა წლების გარკვეული რაოდენობა, კანდიდატ ქვეყნებში ეს უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, შედეგები კი გამოიწვევს გადამწყვეტ ცვლილებებს სოფლის მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში. მათ, ვინც დაკარგეს თავიანთი ადგილი სოფლის მეურნეობაში, გადავიდნენ ქალაქებში, სადაც გაზარდეს იმათი რიცხვი, ვინც ებრძვის სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას.

1.3.4. ევროკავშირის მომავალი საზღვრები, ურთიერთობები მეზობლებთან

გაფართოების ამჟამინდელი პროცესი არ წამოადგენს მხოლოდ ეპიზოდს ევროკავშირის განვითარებაში. გაფართოების მასშტაბიც და მისი ხარისხიც, ანუ იმ ქვეყნების მიღება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რკინის ფარდის მიღმა იყოფებოდნენ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომელიც დიდ გავლენად მოახდენს ევროკავშირის მომავალ ფორმირებასა და შესაძლებლობებზე. ამ ფაქტების გათვალისწინებისას სავსებით ბუნებრივია კითხვის დასმა ევროპის მომავალ პერსპექტივასთან დაკავშირებით. როგორია გეოგრაფიულად მისი საბოლოო საზღვრები, შინაგანი შესაძლებლობები და პოლიტიკური ნება? როგორ განვითარდა ევროკავშირი გაფართოების შემდეგ? მეზობლებთან ევროკავშირის მომავალი საზღვრების შესახებ საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ახალი, თუნდაც „მსუბუქი“ რკინის ფარდის წარმოქმნა აღმოსავლეთის მხარეს, მის ახალ საზღვარზე. ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნების ზოგიერთ განაპირა რეგიონში ვიზების შემოღების ნეგატიურ შედეგები ხელს უწყობს სოციალური პრობლემების გაუარესებას ამ რეგიონებში და ასევე ევროკავშირის იმიჯის შერყევას, რადგან იგი ასეთ შემთხვევაში აღიქმება პრობლემების ზრდის მიზეზად. განაპირა რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების მიმართ სათანადო ყურადღების მიქცევის გარდა, ევროკავშირმა უკვე უნდა დაიწყოს დიალოგი მომავალ მეზობლებთან ევროპის საერთო ხედვის თაობაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც.

3. სულიერი და ეთიკური მხარეები

3.1. რას აერთიანებს ევროპა?

ევროპული საზოგადოების განვითარებამ არსობრივი ცვლილებები განიცადა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ევროპამ მიაღწია იმ ეტაპს, როცა მისი რაობის შესახებ სერიოზული კითხვები უნდა დაისვას და პასუხები გაეცეს ახალი რეალობის გათვალისწინებით და მეტი ინტენსივობით. კონტინენტი ორ პოლუსად აღარ იყოფა და, შესაბამისად, ევროკავშირი ეძებს თავის ახალ როლს კონტინენტზე, რომელიც ინტენსიური თანამშრომლობისა და უნიფიკაციისკენ მიისწრაფვის. რას ეყრდნობა დღეს ევროკავშირი? წარმოადგენს თუ არა იგი ღირებულებათა ერთობლიობას, თუ მხოლოდ საერთო ბაზრის გაფართოებას გულისხმობს, ან მდიდარ ადამიანთა ერთობას? წარმოადგენს თუ არა ევროკავშირი უბრალოდ შემდგომ ეპიზოდს ევროპის ძლევამოსილი პოლიტიკის ისტორიაში? არის თუ არა ის მომდევნო იმპერია? რა ძალა შეაკავშირებს ერთმანეთთან ევროკავშირში მცხოვრებ განსხვავებული ეთნიკური, კულტურული, სოციალური და რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანებს მომავალში? გაფართოება არ წარმოადგენს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების სურვილს. ის წევრი ქვეყნების მიერ განიხილება აგრეთვე, როგორც ეკონომიკური ბაზრის გაზრდასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომ უნდა დაისვას კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ საჭიროებს ევროკავშირი გაფართოებას, რა არის ამისი რეალური მიზეზები? ამ კითხვებზე პასუხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტინენტის შემდგომი განვითარებისთვის. ევროპამ მიაღწია ისეთ სტადიას, როდესაც აუცილიბელია გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება ისტორიიდან, არსებულ რეალობასთან პირისპირ შეხვედრისათვის თანხმობის იმ პრინციპებით, რომლებზეც ეს კავშირია დაშენებული. ევროკავშირი წარმოდგენილია მის დამფუძნებელთა იდეებითა და და ხედვით, ისეთების, როგორებიც იყვნენ შუმანი, მონე და ადენაუერი. სწორედ მათი იდეები და ხედვა კიდევ ერთხელ უნდა წარმოჩნდეს დღევანდელ რეალობაში. ევროპას კვლავ სჭირდება ნათელი ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორია მისი ფესვები და მიზნები მის მიერ საზოგადოების ჩამოყალიბების დროს.

ევროპაში ამჟამინდელი სიტუაციის მიხედვით, ისინი, ვისაც ძალუძს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, არ არიან დაინტერესებულნი კონტინენტის სხვა ნაწილებით მათი გარკვეული კულტურული თვისებების გამო. მათი მოტივაცეიბი ძალიან პრაგმატულია. საკითხი, რომელიც დაუყონებლივ უნდა დაისვას, არის შემდეგი: რას აერთიანებს ევროპა? წარმოადგენს თუ არა ბაზრის გაფართოლება მის მთავარ ან ერთადერთ მამოძრავებელ ძალას? ამ თვალსაზრიისთ, ეკლესიებს ძლიერი ხმა აქვთ. მათი პოზიცია შეიძლება გამოიხატოს შვედეთის პროტესტანტული ეკლესიების ფედერაციის მიერ ბოლო დროს გამოცემული ანგარიშის სიტყვებით: „ევროპის გაერთიანება არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ მცდელობას; ეკონომიკა ერთ-ერთი აპსპექტია ამ პროექტისა. ეკონომიკის განვითარება შეიძლება იყოს მშვიდობისა და სამართლიანობის მიღწევის მხოლდო საშუალება და შედეგი ადამიანებს შორის მჭიდრო და მშვიდობიანი ურთიერთკავშირისა.“15 ამ გზით შესაძლებელია ზოგიერთი სკეპტიკოსის დარწმუნება ევროინტეგრაციის საჭიროებასა და ასევე იმაში, რომ ამჟამინდელი მცდელობის მიზანია არა დასალეთ ევროპის ციხესიმაგრის აშენება, არამედ მთელი კონტინენტის მომავალ პესპექტივაზე ზრუნვა.

3.2. სჭირდება თუ არა ევროპას ღრებულებების მიმართ ვალდებულება?

სახელმწიფოებს შორის საზღვრების გახსნა, რაც ადამიანებს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას მისცემს, შედეგად მოიტანს ინტენსიურ კონტაქტებს სხვადასხვა განათლების, გამოცდილებისა და ტრადიციის მქონე ადაიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის. თუმცა, ერთიანი ევროპის განვითარება არ უნდა დასრულდეს ტექნიკურ მხარეებზე დისკუსიებით. ეს ევროკომისიამ ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე აღიარა. ევროავშირს არ გააჩნია მხოლოდ საერთო ბაზრის მნიშვნელობა. მას ჯექუეს დელორმა „ევროპისათვის სულის მინიჭება“ უწოდა. ამგვარი გაერთიანების საჭიროება წარმოადგენდა იმ სულისკვეთების ნაწილს, რომლითაც ხასიათდებოდნენ ევროპული ინსტიტუტები რამდენიმე წლის განმავლობაში.16 თუმცა, ამ ეტაპისთვის უფრო მეტი უნდა იქნას გათვალისწინედბული. ეკლესიები აცნობიერებენ ამას დასხვადასხვა შემთხვევაში ნათლად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამ კუთხით. ყველაზე ბოლო დოკუმენტი არის ის განცხადება, რომელიც გამოგზავნილ იქნა რუმინეთიდან და რომელსაც ხელს აწერდა ამ ქვეყანაში ყველაზე ქრისტიანული ეკლესიისა და რელიგიური ჯგუფის ლიდერი: „ევროინტეგრაციის პროცესი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ეკონომიკური მხარის თანმდევი იქნება სულიერი მხარე“.17 ეთიკური და სულიერი ასპექტები მომავალ ევროპაში წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნებს იმისათვის, რომ ევროინტეგრაცია წარმატებული იყოს. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ისინი, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება კონტინენტის მომავალ განვითარებაში, სათანადოდ უნდა ითვალისწინებდნენ ეკლესიების, რელიგიური მიმდინარეობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯგუფების და ინსტიტუტების როლს.

თუკი მომავალი ევროკავშირი უნდა წარმოადგენდეს ერთიან რგოლს, მაშინ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ სფეროს, რომელიც ამჟამად გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების მიღმა დგას. როგორც სხვადასხვა დროს იქნა განცხადებული, მრავალფეროვნების პატივისცემა არის მთავარი ელემენტი ევროპის თვითმყოფადობისათვის. მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი და პატივმიგებული „ეროვნებებისა, კულტურებისა და ღირებულებების მრავალფეროვნება“ მომავალ კავშირში? ამ თვალსაზრისით საკითხი, რომელიც დებატების მთავარ მომენტს არმოადგენს, არის შემდეგი: ქმნის თუ არა კულტურული მრავალფეროვნება ევროპის ერთიანობისთვის მთავარ საფრთხეს, თუ პირიქით, იგი მისი ხელშემწყობია? როგორ შეეძლო ევროპის თვითმყოფადობას განვითარებულიყო ამ მრავალფეროვნების საფუძველზე? მსგავსი დისკუსიები მიმდინარეობდა 90-იანი წლების დასაწყისში. ახლა, როგორც ჩანს იმ დროს იმპულსებმა დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა. ტექნიკური პროცესებით გაჯერებულმა ადმინისტრაციულმა სამუშაომ, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის ინსტიტუტების შესაქმნელად, დაჩრდილა თავდაპირველი განზრახვა. უნდბლობამ და ხშირად არასწორმა ახსნამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხება ამ პროექტის განხორციელებაში. ასეთ ატმოსფეროში ტექნიკური დისკუსიები ახალი ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება, ზოგჯერ მნიშვნელოვანი პროგრესით, მაგრამ მთელ ამ პროცესთან დაკავშირებული რისკი თანდათან ქრება. რამდენიმე წლის წინ ევროკომისიამ დაიწყო არა მხოლოდ დისკუსია, არამედ განხორციელება პროექტისა, სახელწოდებით „სული ევროპისათვის“ („Soul of Europe“) ევროკომისია ქრისტიანულ ეკლესიებთან და სხვა სარწმუნოებრივ თემებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ამ პროექტში „ევროპის სულის“ ძიებას განსაკუთრებული მეთოდებითა და კონკრეტული საშუალებებით. ამგვარმა პროექტმა არსებითი როლი უნდა ითამაშოს ევროპული საზოგადოების განვითარებაში.

3.3. კავშირის საბოლოო მიზანი

კავშირის მომავალი განვითარება, მისი როლი და პასუხისმგებლობა ევროპულ კონტინენტზე, ასევე ევროკავშირის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან - იმ საკითხებს წარმოადგენენ, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. როგორ უნდა განისაზღვროს ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი? არის თუ არა კრიტერიუმები მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური, თუ ასევე გათვალისწინებულია გოეგრაფიული, სოცილური და კულტურული ფაქტორი? ყოველივე ეს წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ საკითხებს. მათ აქვთ რეალური შედეგები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ ევროკავშირის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა საერთო ბაზრის შექმნა, მაშინ გაწევრიანების ეს გართულებული პროცესი არ წარმოადგენს აუცილებლობას, მაგრამ თუკი მიზანი არის უფრო რთული და თამამი, მაშინ იგი გასაგებად უნდა იქნას ფორმულირებული. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ევროკავშირი ევროპის იდენტური არ არის. ერთიანი ევროპის შექმნა არ უნდა ეფუძნებოდეს დასავლეთის ცხოვრების სტილის ექსპანსიას და არც მისი სტანდარტების თავს მოხვევას კონტინენტის სხვა ნაწილებისათვის. ევროპის უნიფიკაციის პროექტს წარმატების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი მისი განხორციელების დროს ორმხრივი დიალოგი და ურთიერთშემეცნება გახდება მთავარი მეთოდი.

მხედველობაში მივიღებთ რა ამ მთავარ ფაქტორს, ინტეგრაციული პროცესის საბოლოო მიზანი ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს.18 არის თუ არა მისი საბოლოო მიზანი გარკვეული პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომლის სახელწოდება „ევროკავშირი“ გამოყენებულ იქნება ევროპული საზოგადოების მნიშვნელობით? „ეკონომიკურ-პოლიტიკური ერთიანობა“ და „საზოგადოება“ წარმოადგენს ორ სხვადასხვა მოვლენას, რომლებიც არ არიან აუციელებლად ერთმანეთის იდენტურნი. მიზნისა და მისი მიღწევის უნარის, შინაგანი შესაძლებლობის გარკვევის დროს, ევროკავშირს არ უნდა აწუხებდეს მხოლოდ შინაგანი სირთულეები, რომლებიც უკავშირდება მის საკუთარ საფუძველს („raison d'etre“ - ფრანგ.) „არსებობის აზრი“ დ.თ.). მას უნდა აინტერესებდეს ასევე ის სირთულეები, რომლებმაც შესაძალოა თავი იჩინონ მომავალში მეზობლებთან ურთიერთობის დროს.

3.4. ევროპული თვითმყოფადობა - ევროპული - საზოგადოება

ევროკავშირის საბოლოო მიზნის შესახებ დისკუსია არ ნარმოადგენს ერთადერთ ასპექტს, რომელიც აკლია ინტეგრაციის ამჟამინდელ ფაზას. მასში სულიერი და ეთიკური ასპექტებიც თანაბრადაა გამოტოვებული. კიდევ ერთი არსებითი საკითხი, რომელიც ამ სფეროს მიეკუთვნება, არის შემდეგი: როგორია საზოგადოებრივი ღირებულებების როლი ევროპამი? ერთიანი ევროპის ჩამოყალიბება, რასაკვირველია, ნიშნავს ევროპული საზოგადოების შეგნების ჩამოყალიბებას. ევროპული აზროვნების მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, რომლის საფუძველი განმანათლებელთა ტრადიციაშია, არსობრივად უჭერს მხარს ადამიანის ინდივიდუალობას, როგორც საზოგადოების მთავარ ერთეულს. მსგავსი მიდგომაა ასევე გადმოცემული ადამიანის ძირითად უფლებათა ქარტიის ბოლო პროექტში. თუმცა, ნამდვილი საზოგადოება არ არის ინდივიდუალობების საერთო ჯამი და არც ქვეყნების საერთო რაოდენობაა ნამდვილი გაერთიანება. ერთიანი ევროპის მშენებლობაში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების ერთიანობას, იმას, რომ ის შეკრული იყოს. საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობა სერიოზულად იყო გათვალისწინებული ევროპის განვითარების ადრეულ ეტაპზე. თუმცა და შემდგომში პოლიტიკური მექანიზმის სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭირო ადმინისტრაციულმა და ტექნიკურმა სამუშაომ გადააჭარბა თავდაპირველ სულისკვეთებას, რომელზეც მთელი ეს კონსტრუქცია იგებოდა. საჭიროა კიდევ ერთხელ მიენიჭოს მნიშვნელობა „საზოგადოების“ ნამდვილ ღირებულებას ევროპულ კონტექსტში.

საზოგადოების ბუნებრივ თვისებას წარმოადგენს სოლიდარობით (ურთიერთგაგებით) ცხოვრება. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან ახალი ქვეყნების მიღების შემდგომ ურთიერთგაგების მნიშვნელობა გაიზრდება. გაგება და ერთსულოვნება, განსაკუთრებით ევროკავშირის ამჟამინდელი წევრი სახელმწიფოების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი მომავალი ევროპის მშენებლობაში. ერთ-ერთი საშიში მომენტი ევროპის პოლიტიკური პოტენციალისთვის არის ახალი დამყოფი საზღვრების შექმნა „წარმატებულ“ და „ნაკლებად წარმატებულ“ ევროპულ ქვეყნებს შორის, ასევე მდიდრებსა და მათ შორის, რომელთა ცხოვრების სტანდარტები არ არის ასეთი მაღალი. ევროპის განვითარებაში სოლიდარობის თემა ფართო განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ეს ისეთ ევროპას გულისხმობს, რომელშიც უნდა განვითარდეს არა მხოლოდ ევროპული ინსტიტუტები, არამედ ნამდვილი საზოგადოებაც.

საზოგადოების ცხოვრება, პიროვნებათა ურთიერთობა საზოგადოებასთან, აგრეთვე ინდივიდისა და საზოგადოების სტატუსი წარმოადგენს ყველაზე არსებით საკითხებს. მათთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ოჯახის, როგორც საზოგადოების მთავარი ერთეულის, განსაკუთრებული როლი. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა განიცდის ოჯახის კრიზისს. ამას დიდი გავლენა აქვს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ელემენტზე, ისეთი ასპექტების ჩათვლით, როგორიცაა კრიმინალიზმი, ასევე საზოგადოების თვითშეგნება. ევროპაში დემოგრაფიული ცვლილებები და მოხუცთა მზარდი პრობლემები მის ზოგიერთ ქვეყანაში ასევე დავავშირებულია, ნაწილობრივ მაინც, ოჯახისა და საზოგადოებრივი ცხოვრების კრიზისთან. თუკი ევროპის ზოგიერთ ნანილში ეს უფრო ზოგადი ფენომენია, მის სხვა ნაწილებში ამგვარი კრიზისი ძალზედ სწრაფად ღრმავდება. ევროკავშირი უფრო მეტად უნდა ცდილობდეს ოჯახური ცხოვრების ხელშეწყობას. ეს უნდა ხორციელდებოდეს არა მხოლოდ კერძო დირექტივების დონეზე, არამედ ისეთი ძირითადი დოკუმენტების ხელშეწყობითა და დახმარებით, როგორიც ევროპის საერთაშორისო ხელშეკრულება ან ადამიანის ძირითად უფლებათა ქარტიაა.

3.5.რეგიონალური და სულიერი მრავალფეროვნება

ევროპის თვითმყოფადობის სრულყოფა წარმოადგენს ძირითად გამოწვევას, სირთულეს უნიფიკაციის პროცესში, თუმცა ეს პროცესი უნდა ხასიათდებოდეს ორმხრივი კავშირით ერთიანობასა და მრავალფეროვნებას შორის. ევროპის სიმდიდრე მდგომარეობს ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ტრადიციების მრავალფეროვნებაში, რომლებიც უნდა განვითარდნენ, თითოეული - თავისი გზით. სუბსიდირების სათანადო კონცეფციის განვითარება აღიარებულ უნდა იქნას ძირითად მეთოდოლოგიად უნიფიკაციის პროცესში. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპული თვითმყოფადობა შეიცავს ერთად არსებულ სხვადასხვა ფასეულობას. მრავალფეროვანი იდენტობის ბიბლიური წარმოდგენა, როგორც ეს აღნიშნულია მოციქულ პავლეს წერილში რომაელთა მიმართ, წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელიც შემდგომ შესაძლოა განვითარდეს, განსაკუთრებით ჩვენი კონტინენტის პირობებში.

ვითარება უმცირესობებთან დაკავშირებით ამ კონტექსტში ნარმოადგენს იმ საკითხს, რომელიც ფართოდ არის აღიარებული ევროპის მომავლისათვის არსებითი მნიშვნელობის საკითხად. უმცირესობების მიმართ პატივისცემა ნარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს კანდიდატი ქვეყნებისათვის გაწევრიანების დროს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ამ მრავალფეროვნების შენარჩუნება. უმცირესობათა უფლებების დაცვა ინტენსიურად ხორციელდება ევროპაში სხვადასხვა ორგანიზაციისა და, ასევე, ევროსაბჭოს მხრიდან. ევროკავშირი უფრო მეტად თანმიმდევრული უნდა იყოს ამ საკითხში და უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს ამ პანევროპულ ინსტიტუტებთან. მთავარი კრიტერიუმი უმცირესობებთან ურთიერთობისა უნდა იყოს ის, რომ იმავე სტანდარტებით მოეთხოვოს ყველას. ყურადღება უნდა ექცეოდეს არა მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ კულტურულ, ლინგვისტურ და ასევე რელიგიურ უმცირესობებსაც.

სხვადასხვა ტრადიციისა და უმცირესობათა უფლებების აღიარების საკითხი სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. მისი სხვადასხვა ასპექტი შესაბამისად უნდა დაბალანსდეს. ერთ-ერთი საკითხი უნდა ეხებოდეს იმას, თუ რა როლი ეკისრებათ რეგიონალურ და ადგილობრივ საზოგადოებებს ამჟამინდელ ევროპაში. როგორ არის შესაძლებელი სათანადო ბალანსის დაცვა მთავარ ღირებულებებთან ადაპტაციასა და ადგილობრივ კულტურას, იდენტობას შორის? აუცილებლად უნდა განხორციელდეს თუ არა ევროპული ღირებულებების ექსპანსია ადგილობრივ ღირებულებებთან ასიმილაციის ხარჯზე? ამ საკითხებს არა აქვთ მხოლოდ სულიერი ან კულტურული ეთიკური ხასიათი, ზოგიერთ მათგანს ასევე მოჰყვება პოლიტიკური შედეგებიც. ამ ბოლო დროს ევროპის ერთ ნანილში გაძლიერდა დებატები ერთი და იმავე სქესის მქონე პარტნიორთა თანაბარი უფლებების შესახებ ჩვეულებრივი ოჯახის მსგავსი მოდელის ფორმასთან მიმართებაში. ეს დებატები - დაიწყო როგორც ანტიდისკრიმინაციული ინიციატივის ნაწილი. ამან ასევე გამოძახილი ჰპოვა ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტშიც. ეს მრავალი ადამიანის მიერ იქნა აღქმული, როგორც ფარული შეტევა ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის კულტურული და ეთიკური მთლიანობის წინააღმდეგ. ევროპის უდიდეს ნაწილში რელიგიური და ეთიკური სტანდარტები არ უშვებენ კომპრომისს სოციალურ ცხოვრების ამ ახალი ფორმის რეგისტრირებული პარტნიორობის მიმართ, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო - საყოველთაოდ მიღებული და ტრადიციული ოჯახის მოდელისა. მეორე მხრივ, ეკლესიებში ასევე არიან ისინიც, ვინ - მხარს უჭერენ ამ საკითხს. ევროკავშირმა უნდა აღიაროს ეს სხვაობები და იყოს მგრძნობიარე, მომთმენი მათ მიმართ: ერთი მხრივ, მან მხარი უნდა დაუჭიროს უმცირესობების უფლებების დაცვას, თუმცა, მეორე მხრივ, ასევ პატივი უნდა სცეს წევრი სახელმწიფოების უფლებას დაიცვან საკუთარი კულტურული ავტონომია, პატივი უნდა სცეს მათ ტრადიციებს, მათ შორის, რელიგიურსაც. დიდ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ იყო დისკრიმინირებული, ვინმეს მიერ. თუმცა ამასაც აქვს თავისი საზღვრები. არადისკრიმინირებულობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ პრინციპს, რადგან როგორც უმცირესობა შეიძლება აღმოჩნდეს დისკრიმინირებული უმრავლესობის მხრიდან, ასევე, უმრავლესობა უნდა იყოს დაცული ექსტრემისტული და მოძალადე უმცირესობისაგან. გარკვეულ ასპექტებსა და საზღვრებში სათანადო ბალანსის დაცვა ანტიდისკრიმინაციასა და ავტონომიის უფლებას შორის არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე მათგანის აბსოლუტიზაცია. ევროპაში კულტურული ავტონომიის უფლება აღიარებულ უნდა იქნას საზოგადო ნორმად.19

4. ეკლესიები ევროპის ინტეგრაციის პროცესში

4.1. ეკლესიების როლი დღეს

როგორც ევროპის ისტორია მოწმობს, ღირებულებათა საერთო ფესვები, რომლებიც დამკვიდრებულია მთელ კონტინენტზე, უკავშირდება ქრისტიანულ მისიას, მეორე მხრივ, ასევე აღიარებულია, რომ დღეს ქრისტიანობა აღარ წარმოადგენს ერთადერთ ღირებულებას ევროპულ კონტინენტზე და „ქრისტიანული ევროპა“ ვერ იქნება შესაფერისი მოდელი. ამასთანავე, ეკლესიებიც აღიარებენ, რომ ისტორიის მანძილზე ისინი არ იყვნენ მხოლოდ სახარების მქადაგებელნი. სხვადასხვა დროს ეკლესიები ხელს უწყობდნენ დაძაბულობის, გაუგებრობებისა და კონფლიქტების წარმოშობასაც კი. ეკლესიები ასევე ყოველთვის როდი იცავდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს, რაც გულისხმობს უმცირესობათა აზრის პატივისცემას, აგრეთვე ერთმანეთის მიმართ ღირსეულად მოპყრობასა და რელიგიურ თავისუფლებას. ეს მხოლოდ შორეულ წარსულში არ ყოფილა, ჩვენ დღევანდელ მდგომარეობაში კვლავ დარჩა დაძაბულობა რომელმაც თავი იჩინა სხვადასხვა შემთხვევებში ეკუმენური მოძრაობის დროს. ეს ყველაფერი იმის ნიშნებია, რომ .. ეკლესიები თავიანთი მიწიერი ორგანიზაციული მხარეები - არ არიან „სრულყოფილი ინსტიტუტები“. მიუხედავად ამისა, ღირებულებები, რომლებსაც ეკლესია ქადაგებს, არის უფრო მყარი, ვიდრე ადამიანური სისუსტეები, რომელთა გამოყოფაც შეუძლებელია მათგან. ისტორიაც მოწმობს - რომ სახარების მოწოდებები უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანური სისუსტეები, შეცდომები და გაუგებრობები. დღესაც კი ეკლესიები თავიანთი მრავალფეროვნებით ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ სახარების ერთიანი და ნათელი მოწმობის მიტანას საზოგადოებამდე.

ასევე ცხადია, რომ ქრისტიანული ეკლესიები წარმოადგენენ ნაწილს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციისა და მიმდინარეობის ურიცხვი ჯგუფისა. მიუხედავად ამ რეალობისა, ქრისტიანული ეკლესიის არსებითი როლი საზოგადოებაში - ღირებულებების, პოლიტიკური კულტურისა და მეცნიერების, ასევე თავისი სამოძღვრო და ეთიკური ფუნქციების შესახებ დებატების დროს - უნდა იქნას აღიარებული. ქრისტიანული ეკლესიები არ წარმოადგენენ უბრალოდ ნაწილს ევროპის ისტორიისა, ისინი ასევე არიან სოციალური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების სასიცოცხლო და განუყოფელი ნაწილი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არ არსებობს ეკლესიური ერთიანობა საჭიროა მათი ხმის გათვალისწინება. ევროპაში ეკლესიათა და რელიგიურ ტრადიციათა მრავალფეროვნება აღქმულ უნდა იქნას არა როგორც დაბრკოლება, არამედ როგორც სიმდიდრე, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ერთიანი ევროპული სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის. სრუ- ლიად არადამაკმაყოფილებელია ერთიანი ევროპის შექმნის დროს საბაზრო ღირებულებათა მოდელისთვის უპირატესობის მინიჭება, პროექტის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მისი ეთიკური და სულიერი მხარეები. ასევე არ არის საკმარისი მთელი ამ პროცესის ცენტრალიზებული ადმინისტრირება, თუნდაც ლეგიტიმურად არჩეული პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან. ეკლესიებსა და რელიგიურ საზოგადოებებს, როგორც სახელმწიფო ძალაუფლებისაგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, აქვთ ამ პროცესის ეთიკური მხარეების მეთვალყურის ფუნქცია. მათი ეს ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი.

თუმცა მათ მხოლოდ ეს ვალდებულება არ აკისრიათ. ეკლესიები, ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებაში, რომელიც ასევე ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია. უახლეს ისტორიაში ეკლესიებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასევე უდავოა მნიშვნელოვანი ხელშენყობა ეკლესიების მხრიდან რეფორმისტული პროცესებისა, რომლებმაც გამოიწვიეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იდეოლოგიური დაყოფის ნგრევა. ამ ქმედებებით ეკლესიები გახდნენ ევროპის ამჟამინდელი განვითარების აქტიური მონაწილენი, რაც ნარმოადგენს გაგრძელებას 90-იან ნლებში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში დაწყებული პოლიტიკური პროცესებისა. ეკლესიის გამოცდილება როგორც თავისუფალ მდგომარეობაში, ასევე ტოტალიტარული ჩაგვრის პირობებში, ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და ასევე არაკანდიდატ ქვეყნებში იწვევს ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეფექტურად შეუწყობენ ხელს ევროპის უნიფიკაციის პროცესს.

ევროინტეგრაციისთვის განსაკუთრებული დახმარების აღმოჩენა შეუძლია ასევე ეკლესიათა გაერთიანებას, ევროპის ეკლესიათა კონფერენციის (ეეკ) სახით. ამის საფუძველი არსებობს ეეკ-ის ისტორიაში, როცა მისმა წევრმა ეკლესიებმა ხელი შეუნყვეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების პრაქტიკულ განვითარებას, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეეკ-ის მეშვეობით ეკლესიებს თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ევროპის ორივე ნაწილს შორის სოლიდარობის დამყარებასა და ბარიერების დაძლევაში. ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან წვლილს ევროპის საზოგადოების განვითარებაში და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პრაქტიკული გამოცდილება გაცილებით უფრო რთულ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელებისათვის ეკლესიები მზად არიან.

ქრისტიანული ეკლესიების სასიცოცხლო ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ გამოავლინონ თავიანთი საერთო მოწოდება საზოგადოებაში ევროპის განვითარების ამ ეტაპზე. ქრისტიანული ეკლესიების თანამშრომლობა ევროპის ინსტიტუტებთან მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

4.2. ეკლესიების ხელშეყობა

მიუხედავად მათი, როგორც ორგანიზაციების, არასრულყოფილებისა, ეკლესიები ბოლო დროს ინტენსიურად უწყობენ ხელს კონფლიქტების შემსუბუქებას, ბარიერების დარღვევას და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნას. ამას განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. მშვიდობის დამყარება განიხილებოდა როგორც ევროკავშირის საბოლოო მიზანი მისი დაფუძნების პირველივე ეტაპიდან. მჭიდრო ურთიერთობა ევროპის სწრაფვასა და ეკლესიის სწავლებას შორის წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იგნორირებული.

ეკლესიებს, როგორც აღინიშნა, აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია საზოგადოებაში პასტორალური მსახურების სახით. ეკლესიის გამოცდილება საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ურთიერთობისა, მაგალითად, ახალგაზრდებთან, უმუშევრებთან, ინვალიდებთან, ავადმყოფებსა და ემიგრანტებთან, ასევე ყველა მათგანთან, რომლებიც მოწყვეტილნი არიან საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან, აუცილებელია საზოგადოების მშენებლობისა და გამთლიანებისთვის. ეკლესიებს აქვთ განსაკუთრებული გამოცდილება უსახლკარო საზოგადოებასთან ურთიერთობისა. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საზოგადოების ძირითად ნაწილსა და მათ შორის ურთიერთობა წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს. ეკლესიებს ამ შემთხვევაში შეუძლიათ საკუთარი გამოცდილებისა და მეთოდების გამოყენება ამ სირთულეების დასაძლევად.

ზემოთ უკვე ვახსენეთ ევროპის მშენებლობაში ის მნიშვნელოვანი როლი, რომლის აღსრულებაც შეუძლია ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა უმცირესობას. უმცირესობათა არსებობა ერთსა და იმავე დროს განიხილება, როგორც სიმდიდრე, და ასევე, მრავალი ადამიანის აზრით, აღიქმება ფარულ საფრთხედ და ევროპული საზოგადოებისთვის სერიოზული სირთულეების პოტენციურ წყაროდ. ამ თვალსაზრისით, ეკლესიები იცნობენ მეთოდებს, რომლებიც სასარგებლო იქნება სხადასხვა ყაიდის საზოგადოებებს შორის არსებული დაძაბულობის დასაძლევად. ამ გზით ეკლესიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გათვითცნობიერების რთულ პროცესს იმასთან.დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოება მრავალფეროვანი. იგივე გამოცდილება შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა პრობლემის დაძლევისას, რომელიც უკავშირდებათ ემიგრანტებსა და თავშესაფრის - მაძიებლებს. ეკლესიას აქვს ემიგრანტთა სიღატაკესთან შეხების და ასევე ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობის ყოველდღიური გამოცდილება, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის სოციალური სისტემის დაცვის ქვეშ. ყოველივე ამის საფუძველზე ეკლესიები ნარმოადგენენ კარგ ადვოკატებს ევროკავშირის გაფართოების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის დროს.

ეკლესიები საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დამცველნი არიან, მათ შორის ოჯახისა, როგორც საზოგადოების მთავარი რგოლისა და საზოგადოების იმიჯისა. ნამდვილი საზოგადოება შეიძლება ეფუძნებოდეს ურთიერთდახმარებას, შემწეობას და ურთიერთპატივისცემას. ბიბლიური პრინციპი ერთმანეთის ტვირთის ტარების შესახებ ძირითადი საფუძველია რესურსების განაწილების დროს, რაც აუცილებლობას წარმოადგენს ჩამოყალიბებული საზოგადოებისათვის.

ეკლესიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სიცოცხლის - დადებითი გამოცდილების (positive life experience) გავრცელებაში საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, რადგან მათ - ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან სხვადასხვა დონეზე. ეკლესიის ცხოვრების ძირითად ელემენტებს აქვთ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა. ეკლესიებს უკვე აქვთ განვითარებული სტრუქტურები, რომლითაც კვლავ ცდილობენ განახორციელონ საერთო მოწოდება. ისინი ეფუძნებიან ბიბლიურ პრინციპებს და შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებამდე მიიტანონ ურთიერთგაგებისა და თვითშეწირვის პრინციპები. ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები იმ ძალას წარმოადგენენ, რომელთაც შესწევთ უნარი, ხელი მეუწყონ ევროპის აღმშენებლობას და იყვნენ დიდი მნიშვნელობის მქონე ღირებულებების დამცველნი.

ეკლესიებს ასევე აქვთ სასიცოცხლო ფუნქცია ევროპის კეთილდღეობისა და სიმტკიცისათვის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების დროს. სხვადასხვა ასპექტს შორის, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მნიმვნელოვანია მთავარი ბიბლიური პრინციპები. კეთილდღეობის ერთიანი ხედვა წარმოადგენს ასევე მთავარ საჭიროებას. მისი შემუშავება იმ ინსტიტუტების ფუნქციაა, რომლებიც მომავალი ევროპის პერსპექტივაზე მუშაობენ.

ყოველივე ამის გამო ეეკ-ის წევრი ეკლესიები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის საკომუნიკაციო სტრატეგია არ წარმოადგენს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ პროექტს და იგი ახორციელებს მის შინაარსს. მისასალმებელია ასევე ის ფაქტიც, რომ ევროკომისია ყველაფერს აკეთებს დიალოგში სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჯგუფების ჩასართავად, რათა მოეწყოს ფართო საზოგადოებრივი დებატები სხვადასხვა (ფაქტისა და მათი მნიშვნელობების შესახებ ეკლესიები თავიანთი ფართო ინფრასტრუქტურებით არსებობენ ყველა ევროპულ ქვეყანაში. ისინი, პარტნიორებთან ერთად, იღებენ მონაწილეობას აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაში. ეკლესიები იქნებიან არა მხოლოდ მონაწილენი იმ დისკუსიებისა, რომლებიც პროცესის პრაქტიკულ მხარეს მოიცავენ, არამედ მისი ღირებულებების, ფესვებისა და მოტივაციების განმსაზღვრელნიც. ეკლესიებმა, როგორც მნიმვნელოვანმა საზოგადოებებმა, არსებითი როლი უნდა შეასრულონ ამ დისკუსიაში.

4.3.ეკლესია - მნიშვნელოვანი საზოგადოება

ეკლესიები მხარს უჭერენ ევროპის გაერთიანებას. ეს პროცესი არ უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტებით. საერთო ღირებულებების გარეშე ეს კავშირი ვერ გაძლებს. მსგავსი შეხედულებები გამოითქმებოდა სხვადასხვა დროს. დოკუმენტში „Charta Oecumenica“, რომელიც ერთობლივად მომზადდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციისა და ევროპის კათოლიკე ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ, გამოხატულია ეკლესიათა ვალდებულება მიმდინარე პროცესების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მასში ასევე აღნიშნულია ყოველივე ამაში ეკლესიათა და რელიგიურ გაერთიანებათა ფუნქციები. თუკი ევროკავშირს, როგორც ინსტიტუტს, ყოველთვის არ შეეძლო ამ ღირებულებების ხელშეწყობა, ეკლესიები ამის გაკეთებას ყოველთვის ცდილობდნენ. ქრისტიანული ეკლესია დაფუძნებულია ქრისტეს მოწმობაზე, რომელიც წარმოადგენს კეთილ უწყებას ყველა ხალხისთვის. ქრისტიანებმა არ უნდა შემოიფარგლონ საკუთარი თავი ვიწრო ინტერესებით. მათ იმავე სახარების საფუძველზე მთელი სამყაროს წინაშე უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. ისინი მოწოდებულნი არიან, აღასრულონ თავიანთი დანიშნულება საზოგადოების ყველა ფენაში. ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანული სწავლებისა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, ეს არის საზოგადოებაში სოლიდარობის ღრმა გაგების დამკვიდრება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის მშენებლობაში. მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი ჭეშმარიტი ურთიერთობების დამყარება სხადასხვა რეგიონებს, საზოგადოებებსა და, საერთოდ, კონტინენტის ყველა ნაწილს შორის. ამრიგად, ეკლესიები მიესალმებიან სოლიდარობის შესახებ პარაგრაფის შეტანას ადამიანის ძირითად უფლებათა ქარტიაში.23 ერთიანი ევროპისათვის ისეთ ქრისტიანულ სიტყვებს, როგორიცაა „იმედი“ და „შერიგება“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერც ერთი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება მომავლის ხედვის გარეშე. ამ ხედვის არსებითი ელემენტებია მიტევება და იმედი.

ჩვენს კონტინენტზე რელიგიის როლი საზოგაოდებაში სხვაგვარია. არსებობს ღირებულებათა სხვადასხვა სისტემა. ამ მრავალფეროვნებაში ეკლესიები მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ადამიანის უფლებათა ინდივიდუალურ და კოლექტიურ ასპექტებს შორის დაძაბული ვითარება, რომელიც არსებობდა ევროპის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში და თავის გავლენას ინარჩუნებს დღევანდელ რეალობაზეც, წარმოადგენს ამ მრავალფეროვნების მარტივ მაგალითს. მრავალფეროვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კონტინენტის მომავალ განვითარებაში. მაშასადამე, აუცილებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა აერთიანებს და რა ყოფს ერთმანეთისგან აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. ამ დებატებში ეკლესიათა ჩაბმა გარდაუვალია.

ეკლესიამ სხვადასხვა დროს დაამტკიცა, რომ მისი პატივისცემა ადამიანის უფლებების მიმართ და მათი მონაწილეობა ამ უფლებების დაცვაში წარმოადგენს საეკლესიო ტრადიციის განუყოფელ ნაწილს. ამრიგად, ევლესიები საკუთარი ინტერესების დაცვით იცავენ მთლიან საზოგადოებას. 2000 წლის განმავლობაში ეკლესიები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ადამიანის ძირითად უფლებათა ქარტიის შედგენის პროცესში, ამიტომ ეკლესიები განიხილებიან ევროპის სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელ, სასიცოცხლო და ხელშეუვალ ნაწილად.

5. დასკვნა

ევროპის უნიფიკაციის პროცესი ამჯერად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას იმისათვის, რომ ეს პროცესი წარმატებულად დასრულდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნას დამატებითი მხარეები და აქცენტები. ეკლესიებს არა აქვთ ურთიერთობა პროცესთან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან, ასევე მათი მხრიდან ხელშეწყობასაც არა აქვს დასრულებული სახე. მეორე მხრივ, ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ საზოგადოებაში მათი ტრადიციების, ღირებულებების და ფუნქციების საფუძველზე, ბევრის თქმა შეუძლიათ ევროპის მომავალ ხედვასთან დაკავშირებით. ეკლესიებს აქვთ სათქმელი და მათ ასევე აქვთ იმედი. ერთიანი ევროპა კი ვერ აშენდება ამის გარეშე.

ამ ეტაპზე ევროპას აქვს შანსი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხარისხი. მაგრამ ეს შანსი მას მუდმივად არ ექნება. ევროკომისიის წევრმა, გუნთერ ვერეიგენმა, რომელიც პასუხისმგებელია გაფართოების პროცესებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან, ასევე მათი მხრიდან ხელშეწყობასაც აქ აქვს დასრულებული სახე. მეორე მხრივ, ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ საზოგადოებაში მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ფუნქიების საფუძველზე, ბევრის თქმა შეუძლიათ ევროპის მომავალ ხედვასთან დაკავშირებით. ეკლესიებს აქვთ სათქმელი და მათ ასევე აქვთ იმედი. ერთიანი ევროპა კი ვერ აშენდება ამის გარეშე.

ამ ეტაპზე ევროპას აქვს შანსი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხარისხი. მაგრამ ეს შანსი მას მუდმივად არ ექნება. ევროკომისიის წევრმა, გუნთერ ვერგეინმა, რომელიც პასუხისმგებელია გაფართოების პროცესებთან დაკავშირებულ მოვლენებზე, საკმაოდ ზუსტი შეფასება გამოთქვა ამ თვლსაზრისით: „ილუზია წარმოადგენს იმისი რწმენა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროექტს განუსაზღვრელი ვადა ექნება. ამის შესაძლებლობა ამჟამად არსებობს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება“. ეს სიმართლეა არა მხოლოდ გაფართოებასთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად ევროპის უნიფიკაციასთან დავავშირებითაც. ამიტომ ყოველი შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული და ამ პროცესში ყველამ თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს. არსებობს მრავალი გამოწვევა, შანსი და ასევე არსებობს მრავალი საკითხი, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. აღნიშნული შესაძლებლობები არ უნდა იქნას ხელიდან გაშვებული. ეკლესიები კი წარმოადგენენ ამ შესაძლებლობების ნაწილს მთლიანად ევროპისათვის.

შემდგენელი პიტერ პავლოვიკი
ბრიუსელი, მაისი 2001
ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა

0x01 graphic

კანდინსკი, კომპოზიცია

შენიშვნები

1. Enlargment strategy Paper 2000, Report on Progress towards Accession by each of the candiidate Countries.

2. გაჩნდა ცნება „გზის რუკა“ რომელიც შეასრულებს ინდიკატორის როსლ კანდიდატი ქვეყნებისათვის იმასთან დაკავშირებით, თუ „რისი გაკეთება არაა საჭირო“ მოცემულ ეტაპზე, რათა მათ წარმატებით აღასრულონ ყველა საჭირო პირობა. ის ასევე შეასრულებს კონტროლიორის როლს მთი პროგრესის შეფასებისას.

3. უფრო დეტალურად ეს განხილულია შემდეგ დოკუემტში: The nice treaty - Descreption and evaluation, Church and Sociery Commission of CEC, January 2001.

4. „იმედია, 2002 წლის ბოლოდან ეს ქვეყნები შეძლებენ ევროპის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას“.

5. აზროვნების ამგვარ მიამრთულებას დასაბამი დაუდო ევროპის კომისიის წინა პრეზიდენტმა, ჯექეუს დელორმა.

6. ამ ამოცანის განხორციელებისას, ეკლესიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ევროპულმა ეკუმენურმა კომისიამ, რომელიც წარმოადგენს წინამორბედს ეეკ-ის ეკლესიებსა და საზოგადოების ამჟამინდელი კომისიისა, 1997 წელს გამოქვეყნა მოხსენება Towards the continenct reconciled with itself - The contribution of and enlarged European Union. In 1997 the EECCS adopted also a declaration reaffirming its commitment to the process of enlaregment of European Union.

7. ერვოკავშირის გაფართოებისადმი ხალხსი დაბალი მხარდაჭერა შეინიშნება ავსტრიასა და საფრანგეთში.

8. Eurobarometer 53, October 2000.

9. რამდენიმე ევროპული ქვეყნის არჩევნების ბოლო შედეგები და ხალხის მტკიცე მხარდაჭერა ზოგიერთი ექსტრემისტი პოლიტიკოსის მიმართ ამ ტენდენციაზე მიუთითებს.

10. See e.g. Theo Junker, Director of oficce of the European Parliament in: “the role of the churches in the process of European integration - a search for common European values”, Conference of European churches, October 2000.

11. European Commission Progress report 2000, p.5.

12. e.g. study of the institute for space planning in Austria, february 2001.

13. The long term implications of EU Enlargment; The Nature of the new Border, The final report of the Reflection Group set up by the Forward Studies Unit of the European Commission and the Robert Schuman Centre of the European University Institute in Florence chaired by Guliano Amato, 1999, p.51.

14. ibid., p.52.

15. The challenges of Europe for the Federation of Swiss Protestant Churches and its member Churches, a text published by the Federation of Swiss Protestant Churches, 2000.

16. ევროკომისიის წინა პრეზიდენტის, ჯექეუს დელორის მოწოდება ევროპის სასულიერო მხარეების გარღმავებასთან დაკავშირებით და პროექტი, სახელწოდებით „Soul of Europe“, სათავეს იღებს 1990 წლიდან.

17. The Declaration of Religions, Bucharest, May 2000.

18. ევროპის მომავალთან დაკავშირებული ხედვის დეფიციტის თაობაზე რამდენიმეჯერ იქნა აღნიშნული. ბოლო ხანებში გამოჩნდა ამ თემაზე მოსაუბრე ზოგიერთი პოლიტიკოსი. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს „Vision for Europe“ ბელგიელი პრემიერ-მინისტრის, გაი ევროვსთედისა, სექტემბერი 2000.

19. Adopted text of the EU directive on equal treatment in the field of employment and occupation anti-discrimination recognised these specificities. It is an example that its is possible to find a way of accomodating the principle of anti-discrimination with the principle of autonomy.

20. European Commission Progress Report 2000, p.7

21. Charter of Fndamental Rights, Chapter 4.

12 სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მემორანდუმი

▲back to top


ინტეგრაცია

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო

შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტური და კოორდინირებული ქმედებების განსახორციელებლად სახალხო დამცველთან შეიქმნა რელიგიათა საბჭო. სახალხო დამცველმა და რელიგიათა საბჭოში გაერთიანებული კონფესიების ნარმომადგენლებმა 21 ივნისს ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს.

საბჭო ხელს შეუნყობს საზოგადოებას, რომ უკეთ გააცნობიეროს თავისუფლებისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები, მყარ საფუძველს შეუქმნის პლურალიზმისა და ტოლერანტობის ფასეულობების დამკვიდრებას. საწყის ეტაპზე საბჭოს საქმიანობა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართება. პირველი რიგის აუცილებლობა უშუალოდ რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელთა დაახლოება და მათ შორის არსებული მტკივნეული საკითხების გარშემო დიალოგის წამოწყება გახლავთ, რადგან პრობლემების გადაჭრის წინაპირობა სწორედ დიალოგში ჩაბმაა. საბჭო იმსჯელებს საერთო პოზიციის ფორმირებაზე რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის პრობლემასთან დაკავშირებით; მსჯელობის საგანი გახდება ამა თუ იმ კონფესიის უძრავ-მოძრავი ქონების დაკანონების, დაბრუნებისა და ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხები. საერთო აზრს შეიმუშავებს სკოლებში რელიგიის შესახებ სწავლების თაობაზე; რელიგიური უმცირესობები აქტიურად არიან ჩაბმული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესსა და სოციალურ მსახურებაში, მაგრამ მათი მოღვაწეობა არაობიექტურად შუქდება, ანდა საერთოდ არაფერი ითქმის მათ შესახებ. ამდენად, საბჭო მედიასივრცეში არსებული ამ უმნიშენელოვანესი ხარვეზის მოწესრიგებაზეც იმსჯელებს. საბოლოოდ საბჭო დაეხმარება საზოგადოებას იმის გაცნობიერებაში, რომ რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა და მის განუმეორებელ ისტორიულ და კულტურულ იერსახეს ქმნის მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე.

რელიგიათა საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია 18 კონფესია. საბჭოსთან მოქმედებს ოთხი კომიტეტი: იურიდიული, საინფორმაციო-ანალიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალურ-ჰუმანიტარული. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. მასში თითოეული კონფესია ერთი ხმით არის წარმოდგენილი, თუმცა თავად სხდომებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, რადგან რელიგიური ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ საზოგადოების მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა მოიცვას. საბოლოო მიზნის მიღნვა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა საზოგადოების უმეტესი ნაწილი იქნება კონსოლიდირებული ამ მანკიერების წინააღმდეგ.

ყოველი ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უფლებების მიმართ პატივისცემისა და პასუხისმგებლობის შეგნებით და ტოლერანტობის იმ გამოცდილების ერთგულებით, რომელიც ამშვენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს, ჩვენ, საქართველოში არსებული რელიგიების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ თანამედროვეობის ლოკალურ თუ გლობალურ გამოწვევებსა და ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტას მოითხოვს ჩვენი აწმყო და მომავალი.

0x01 graphic

საბჭოთა კავშირი დაემხო, მაგრამ წლების მანძილზე საქართველომი ისევ უხეშად ილახებოდა ადამიანის უფლებები. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რელიგიური შეუწყნარებლობა, ექსტრემიზმი, ქსენოფობია. სახელმნიფო პოლიტიკამ რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში დაუფარავი დისკრიმინაციის ხასიათი მიიღო.

პიკს მიაღწია კორუფციამ, ფართოდ გავრცელდა ნარკომანია, ტრეფიკინგი, ბანდიტიზმი, უფრო გავლენიანი გახდა კრიმინალური სამყარო.

საომარმა კონფლიქტებმა მრავალი ჩვენი თანამოძმე ლტოლვილად და მიუსაფრად აქცია; ეკონომიკურმა კრიზისმა, მძიმე სოციალურმა გარემომ, უმუშევრობამ მოქალაქეების დიდი ნაწილი აიძულა, დაეტოვებინა სამშობლო და თავის გადასარჩენად სხვა ქვეყნებს შეფარებოდა; ყველაზე შემაძრწუნებელი კი უამრავი უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ყოველგვარი თანაგრძნობისა და შემწეობის გარეშე დარჩენილი ადამიანის, განსაკუთრებით, მოხუცებულისა და ბავშვის, ხილვა გახდა. ურთიერთგაუცხოება და აგრესია ერთმანეთისა და გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულების ნიშნად გვექცა.

აშკარაა, რომ ვარდების რევოლუციას მოჰყვა სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია საკეთებელი და თითოეული მოქალაქის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნამდვილი თავისუფლება და კეთილდღეობა ძალისხმევათა კონსოლიდაციას მოითხოვს.

ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, აქტიურად ჩავებათ სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებაში, მონაწილეობა მივიღოთ არსებული კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიებაში, ვიტვირთოთ სოციალური, ზნეობრივი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.

უმნიშვნელოვანესად გვესახება ერთობლივი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის თავისუფლებათა და უფლებათა საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვისაკენ.

II

საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, ზემოთ ხსენებული ამოცანებისა და პრობლემების გადასაჭრელად, თითოეულ ადამიანს, ხელისუფალსა და ორგანიზაციას სოლიდარობას ვუცხადებთ და ვახდენთ ურთიერთთანამშრომლობის სურვილის დეკლარირებას.

ამავდროულად მხედველობაში ვიღებთ იმ ტრაგიკულ შედეგებს, რაც, ერთი მხრივ, პოლიტიკასა და რელიგიას შორის საზღვრების წაშლამ, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ რელიგიის დევნამ მოუტანა კაცობრიობას ტოტალიტარული რეჟიმების, ფუნდამენტალისტური იდეოლოგიების, ტერორის, დისკრიმინაციის, ცენზურისა და ნიჰილიზმის სახით და გადაჭრით ვეწინააღმდეგებით პოლიტიკური ინტერესებისა და ბრძოლის ინსტრუმენტად რელიგიის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას.

ასევე სინანულს გამოვთქვამთ რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული სიძულვილის, შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმის, ტერორიზმის, ომების გამო და ვაცხადებთ, რომ რელიგიებმა სამშვიდობო მისია უნდა იტვირთონ და, დაპირისპირების გაღვივების ნაცვლად, ადამიანებსა და სახელმწიფოებს ზოგადსაკაცობრიო მარადიული ღირებულებების გარშემო თანამშრომლობისკენ მოუწოდონ.

საქართველოში არსებული რელიგიებისა და აღმსარებლობების წარმომადგენლები მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მისიის განხორციელებაში და ხელი მევუწყოთ ლოკალური თუ გლობალური კრიზისებისა და კონფლიქტების დაძლევას შერიგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრების გზით.

0x01 graphic

III

ამ ამოცანების გადასაჭრელად, იმდენად, რამდენადაც ეს მისაღები და შესაძლებელი იქნება თითოეული მხარისთვის, ვუერთდებით რელიგიათა საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, რადგან სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფორმა, მნიშვნელობა და ავტორიტეტი სწორედ იმ რესურსს წარმოადგენს, რომელსაც სახელმწიფოსა და ცალკეულ ადამიანს შორის, უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის ეფექტური შუამავლობა და მათი ძირეული ფასეულობების გარშემო კონსოლიდირება შეუძლია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად ვაფუძნებთ რელიგიათა საბჭოს და ვკისრულობთ პასუხისმგებლობას ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და სოლიდარობის ატმოსფეროში, საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების საერთაშორისო ნორმების დაცვით, ერთობლივად, მაგრამ ჩვენი მოძღვრებების, ტრადიციებისა და დამოუკიდებლობის შებღალვის გარეშე, ვაწარმოოთ დიალოგი ერთმანეთთან და საზოგადოებასთან, რეაგირება მოვახდინოთ მოვლენებსა და პრობლემებზე, შევიმუშაოთ წინადადებები სახალხო დამცველისა და ხელისუფლების ორგანოების მიმართ, წარვმართოთ საზოგადოებრივი, კულტურული, ჰუმანიტარული, მშვიდობისმყოფელი, უფლებადაცვითი და ეკოლოგიური საქმიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრთა რელიგიური განსხვავებები ხშირ შემთხვევაში დიამეტრულია, ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, საბჭოში ჩვენი საქმიანობა არ იქცეს რელიგიური დაპირისპირების ასპარეზად, რადგან აქ ჩვენი მონაწილეობის საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის პიროვნული ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, მისი სოციალური და მორალური თანადგომა და საზოგადოებაში ტოლერანტობის სულისკვეთების გაღვივებაა.

ჩვენ გვაკავშირებს საყოველთაო პრინციპი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გსურს, მოგექცნენ შენ!