ტაბულა №109


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გუნია ირაკლი, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, შმულევიჩი აბრაამ, ტუღუში გიორგი, სუთიძე ლევან, თოდუა მაია, კვანჭილაშვილი ელენე, ქურდაძე თაკო, ბაძაღუა ივანე, კაკაბაძე შოთა, ბუგაისკი იანუშ, ჩხიკვაძე ანი, მიქავა მარიამ, მამალაძე სალომე, ელერდაშვილი ვახო, ჭავჭავაძე ილია, გოდუაძე ლაშა, ფირცხელანი გიორგი, თალაკვაძე ზურაბ, ესებუა ნიკა, მალაზონია ბაჩა, ჯაფარიძე თეონა, ზუკაკიშვილი ქეთი, ხარბედია მალხაზ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 16 - 22 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


ონლაინ გამოხმაურება

სტატ:
იძულებითი დაზღვევა
- საჩუქრად ძიძა სახელმწიფოსგან

Inga Todria , 11 ივლისი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს „გადაწყვეტილებით გამომდინარეობს, რომ კონგრესი გადასახადს აწესებს ეკონომიკური უმოქმედობის - დაზღვევის შეძენაზე უარის თქმისათვის“ - „იძულებითი დაზღვევა“, ქეთი ზუკაკიშვილი. ძალიან საინტერესოდ დაწერილია! დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე საუბარი. არსებობს უამრავი PROS და CONS. თუ არ ვცდები, მსგავსი სავალდებულო დაზღვევა ამერიკულ სინამდვილეში ავტომობილების მფლობელებზეც ვრცელდება და ეს არავის გაუპროტესტებია. თუმცა, საერთო ჯამში, კანონიც, სასამართლოში მისი განხილვის წინაპერიოდი (პრეზიდენტის კომენტარების ჩათვლით) და თვით სასამართლო გადაწყვეტილებაც ძალიან სოციალისტური და არაამერიკული მგონია. დიდი ინტერესით წავიკითხავდი მოსამართლე სკალიას მოსაზრებას.

გთხოვთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრება
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე
info@tabula.ge

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„სააკაშვილი უკვე ოპოზიციაშია. დააკვირდით და ნახავთ რომ, ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს მოსახლეობასთან შეხვედრებისას“

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. 9 ივლისი

0x01 graphic

„მე ვთანამშრომლობდი საბჭოთა ხელისუფლებასთან და თუ ვწერდი „დანოსებს“, იქ იყო მხოლოდ მართალი ინფორმაცია“.

განაცხადა 9 ივლისს ბულგარული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტმა კირილ კოვაჩევმა. ბულგარეთის ეკლესიაში ცოტა ხნის წინ გამოვლინდა, რომ თერთმეტი მიტროპოლიტი საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

„მე რომ კუ-კლუქს-კლანის დიდი დრაკონი ვიყო დაშავების აკადემიური წარმატებისთვის ხელის შეშლა მინდოდეს, ჩვენი ქალაქების უმერავლესობაში საჯარო განათლების ისტაბლიშმენტზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი“.

ამერიკელი ეკონომისტი უოლტერ უილიამსი საუბრობს პრობლემებზე, რომლებსაც ღარიბ შავკანიანებს სახელმწიფო განათლება უქმნის. მისი აზრით, საჯარო სკოლები, რომლებიც ბევრს სიკეთედ მიაჩნია, ამ ჯგუფს უფრო წამგებიან მდგომარეობაში აყენებს განათლების დაბალი დონითა და დისციპლინის ნაკლებობით. 6 ივლისი

„როდესაც მეუბნებიან, „რა პრობლემაა, რომ პრობლემებია მომავალი წლის ბიუჯეტის გათვლებში“, როდესაც პარტიის ლიდერს შეუძლია საკუთარი ჯიბიდან შეავსოს ბიუჯეტი, არ მესმის, ეს რა წყობილებაა. არ ვიცი ასეთი შემთხვევა - არ ვიცი როცა ვიკინგების დაჯგუფებები ირჩევდნენ ბელადს, ის ამატებდა საკუთარ ფულს, არ ვიცი - მაგრამ ქვეყნის მართვის გავრცელებულ მოდელებში ასეთი რამ არ არსებობს და დემოკრატია ამას ნამდვილად არ ჰქვია“.

კახა ბენდუქიძე საუბრობს გავრცელებულ წარმოდგენაზე, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში ბიუჯეტი ბიძინა ივანიშვილის კაპიტალით შეივსება. 6 ივლისი

0x01 graphic

„მე დღესაც გავიმეორებ, რომ მერაბიშვილი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანია, თუმცა მან, ისევე როგორც ზურაბ ადეიშვილმა და სხვებმა, რომლებიც ადრე ასეთებად მიიჩნეოდნენ, გადაუხვია სწორ გზას და წავიდა საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“.

ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს ვანო მერაბიშვილზე, რომელსაც წარსულშიც არაერთხელ მიუძღვნა ვრცელი კომენტარები. ამჯერად ივანიშვილი აცხადებს, რომ მასთან, ისევე როგორც ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან, ფარულ შეხვედრებს გამორიცხავს. 9 ივლისი

„როდესაც ცუდად იქცეოდა მთავრობა, ყოველთვის გარეთ გამოვდიოდი... ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?.. მე მილიონი საქმე მაქვს გაკეთებული. შენ პირადად რას მიკეთებ?“

ქართული ოცნების აქტივისტი ქეთი დოლიძე მოსახლეობასთან შეხვედრისას მიმართავს მთვრალ მოქალაქეს, რომელსაც მთავრობის დავალებით მოქმედებაში ადანაშაულებს. 9 ივლისი

0x01 graphic

„მშვიდობის დაძალების ოპერაცია იგივეა, რაც ინტევენცია“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო ინტერვენციის შესახებ საუბრისას. „მშვიდობის დაძალებაის განსაზღვრებაა, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ 2008 წლის ომზე საუბრისას. 6 ივლისი

3 სირიული საგა

▲ზევით დაბრუნება


არენა

ირაკლი გუნია

0x01 graphic

2011 წლის მარტში დაწყებული ამბოხებიდან თექვსმეტი თვის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი კვლავ რჩება დომინოს ქვად, რომელიც უარს აცხადებს დაცემაზე. რეჟიმის ძალადობრივ პასუხს უკვე თოთხმეტი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასი ათასამდე დევნილად აქცია, ხოლო ნახევარ მილიონს სახლის დატოვება აიძულა. სირია სამოქალაქო ომში ჩათრევის ზღვარზე დგას, ხოლო მზარდი კრიზისი რეგიონულ გართულებებს იწვევს. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პირდაპირი ჩარევისგან თავს იკავებს და პრობლემას ირანულ ბირთვულ საფრთხესთან მთლიანობაში განიხილავს, რაც გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის მნიშვნელობას წინ სწევს.

22 ივნისს, სირიამ ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის სიახლოვეს, მოულოდნელად ჩამოაგდო თურქული გამანადგურებელი. თურქი სახელმწიფო პირების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავი რუტინულ საწვრთნელ მისიას ასრულებდა და საერთაშორისო საჰაერო ზონაში იმყოფებოდა. სირიულმა მხარემ მომხდარს შემთხვევითობა უწოდა და თურქეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება გამორიცხა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ამით ასადმა ინტერვენციის მომხრეებს

0x01 graphic

თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლი

საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები დაანახა. ამავე დროს, ინციდენტამდე ორი დღით ადრე, სირიული საჰაერო ძალების ერთმა პილოტმა თვითმფრინავით იორდანიაში თავშესაფარი მოითხოვა. შესაძლებელია, რეჟიმის რეაქცია სხვა პილოტების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენდა.

უკანასკნელ ხანებში, ასადის რეჟიმის მთავარ დასაყრდენ, 300,000-იან სახელმწიფო ჯარში მორალის ნაკლებობა შეინიშნება. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მისი მესამედი დეზერტირია და ან უცხოეთში წავიდა, ან ამბოხებულებს შეუერთდა. ამის ფონზე აჯანყებულთა „თავისუფალი სირიის არმია“ დივერსიების მოწყობას მეტი წარმატებით ახერხებს. სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მიწოდებულმა იარაღმა რევოლუციური ძალების ეფექტურობა შესამჩნევად გაზარდა. ამბოხებულებმა თურქეთთან ჩრდილოეთ-დასავლეთ საზღვრის ტერიტორია, დამასკოსა და ალეპოს შორის მონაკვეთი და სამხრეთით, ჰამას შემოგარენი გაათავისუფლეს, თუმცა უშუალოდ ქალაქებს ვერ ემუქრებიან. უახლესი მონაცემებით, აჯანყებულები დაახლოებით 300 ჯგუფს და 40,000 მეომარს შეადგენენ.

გაზეთ Guardian-ის მიხედვით, ამბოხებულებს სირიული საზოგადოების ერთი მესამედი უჭერს მხარს, ერთი მესამედი მთავრობის მხარეზეა, ხოლო დანარჩენს არცერთი მოსწონს. ბოლო დროს, უკმაყოფილება მატულობს ასადის ტრადიციულ მხარდამჭერ ორ უდიდეს ქალაქში, დამასკოსა და ალეპოში. იქ სამხედრო შენობების დაბომბვა, პოლიციელების მკვლელობა და ღამით ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლები საგრძნობლად გახშირდა. ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის პასუხად, დამასკოელმა მაღაზიის მეპატრონეებმა თავიანთი ფარდულები დახურეს. დამასკოური სავაჭრო კლასის გარდა, The New York Times-ის ცნობით, ასადის მხარდაჭერა შერყეულია ალავიტურ თემშიც.

ასადის ძალებმა დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ დაიწყეს იმ ვერტმფრენების გამოყენება, რომლითაც მათ რუსეთი ამარაგებს. ამის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოსკოვი კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა. გასულ თვეში პენტაგონმა რუსეთის მიერ ტარტუსის ბაზაში სამხედრო არსენალით დატვირთული სამი საზღვაო გემის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ბრძანებით, შოტლანდიის ნაპირებთან შეაჩერეს რუსული საკონტრაქტო გემი, რომელსაც, სავარაუდოდ, სირიის მიმართულებით ვერტმფრენები და რაკეტები მიჰქონდა. სირიას განვითარებულ თავდაცვით სარაკეტო სისტემას რუსეთის მთავარი იარაღის ექსპორტიორი კომპანია, როსობორონექსპორტი აწოდებს. რუსეთის აქტივობასთან შედარებით, კრიზისში აშშ-ის მონაწილეობა უფრო პასიურად გამოიყურება. Wall Street Journal-ის და New York Times-ის მიხედვით, CIA-ის ოფიცრები სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სირიელ ამბოხებულებში იარაღის განაწილებას უწევენ კოორდინაციას.

სირიული კრიზისის გაღრმავებას, შეიძლება, რეგიონული მასშტაბით საგულისხმო გართულებები მოჰყვეს. მოსალოდნელი ვარიანტია ლიბანის მსგავსი სამოქალაქო ომი, რომელშიც სუნიტური ქვეყნები (თურქეთი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები) ამბოხებულებს დაეხმარებიან, შიიტურები (ირანი, ერაყი) კი - მოქმედ რეჟიმს. ირანი დამასკოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით უზრუნველყოფს, რასაც ასადისთვის დასავლეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესების შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, ირანული სამხედრო დაჯგუფება ბასიჯი სირიულ შაბიჰას წვრთნებში ეხმარება. სირიაში მზარდი ქაოსის შემთხვევაში აუცილებელი გახდება დიდი რაოდენობით კონვენციური და ქიმიური იარაღის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ისინი არასაიმედო ხელში არ აღმოჩნდეს.

0x01 graphic

ბაშარ ალ ასადი

კონფლიქტი ალ-ყაიდას აქტივისტებსაც იზიდავს, რაც მრავალ სირთულეს წარმოქმნის. ამბოხებულთა შორის ჯიჰადისტური ალ-ნუსრას ფრონტის წევრების არსებობა მათ მიმართ სამხედრო დახმარების გაწევას აფერხებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 40%25-ს უმცირესობები (ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები, დრუზები) შეადგენენ, ექსტრემისტების გაძლიერება ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის შემცველია. პოსტასადისეულ სირიაში რეჟიმის მომხრეების მიმართ სუნიტური შურისძიება ქვეყანას სექტარიანულ დაპირისპირებაში გაურკვეველი ხნით ჩაითრევს და სირიელთა შერიგებას ძალიან გაართულებს. მოვლენების ავღანური სცენარით განვითარება და სახელმწიფოს კოლაფსი ტერორისტთა თავშესაფრის გაჩენასაც ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის.

ნებისმიერი სახის ინტერვენციისთვის გაეროს მანდატზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვეტო, დასავლური ძალებისთვის სამხედრო ქმედებების თავიდან აცილების ხელსაყრელი საბაბია. ეს ნიღბავს მათი სურვილის უქონლობას, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ რეგიონულ დაპირისპირებაში. საერთაშორისო თანამეგობრობაში არ არსებობს შეთანხმება ოპოზიციის დახმარების ფორმატზე.

კვლევითი ცენტრები გამოყოფენ რამდენიმე სამხედრო შესაძლებლობას. მათ შორისაა არასაფრენი ზონების შექმნა, ამბოხებულთა წვრთნა და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, ასევე თურქეთის და იორდანიის საზღვრებთან ბუფერული ზონებისა და ჰუმანიტარული კორიდორების განთავსება. უკანასკნელი გეგმა ასადის მხრიდან შეტევის ალბათობას წარმოქმნის, ამიტომ NATO-ს და არაბული ლიგის ქვეყნებს, მათ დასაცავად მზადყოფნა მოუწევთ. ჯერჯერობით არცერთი სახელმწიფო არაა მზად სირიის სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად ამგვარი ზომებისთვის. NATO ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევასაც გამორიცხავს.

სირიის მიმართ ობამას პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო კამპანია და ირანის საკითხი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებში ჩაბმაა. გარდა იმისა, რომ ასადის ჩამოგდება ირანისთვის უმთავრესი სტრატეგიული უკანდახევა იქნება, ეს ორი თემა ერთმანეთზე უფრო მჭიდროდაა გადაბმული. ირანის მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა, დიპლომატიური ვაჭრობის გზით ბირთვული პრობლემის მოგვარების შესახებ, ობამას სირიაზე მოქმედების არეალს უზღუდავს. ამასთან, თეირანთან შეთანხმება მოითხოვს რუსეთის მხარდაჭერას, რომელიც მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მასპინძლობს. ირანზე პუტინის პოზიციის თანხვედრის სანაცვლოდ, ობამას მისი სირიული პოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევა უწევს.

ობამას რესპუბლიკელი ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ ირანთან ბირთვულ დიპლომატიას და რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას, რომლებსაც, მათი აზრით, რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის, სირიასთან მიმართებით უფრო მეტი თავისუფლება აქვს. თურქეთში უსაფრთხოების ზონების შექმნა, დაზვერვითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, სირიული ოპოზიციის გაერთიანებაზე ზრუნვა და კოფი ანანის წარუმატებელ დიპლომატიურ საქმიანობაზე უარის თქმა რესპუბლიკური ალტერნატივაა. ფლორიდის შტატის სენატორის, მარკო რუბიოს აზრით, აშშ-ის მხრიდან ნდობის ღირსი ამბოხებულების წვრთნაზე და შეიარაღებაზე პასუხისმგებლობის აღება, პოსტასადისეულ სირიაში სტაბილურობის და ახალი მთავრობის ზომიერი საგარეო პოლიტიკის გარანტი იქნება.

0x01 graphic

სირიელი ლტოლვილების ბანაკი თურქეთში

სირიაში ინტერვენციას ვაშინგტონისთვის ძლიერი მორალური და სტრატეგიული იმპერატივები აქვს. სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას ჰუმანიტარული საფუძველი აქვს, რაც ლიბიაში ჩარევისას ხელშესახები ფაქტორი გამოდგა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში ირანისა და რუსეთის მთავარი რეგიონული მოკავშირის დამხობა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ასადის რეჟიმის კოლაფსი ისრაელთან კონფრონტაციის ფონზე მნიშვნელოვნად შეასუსტებს ირანის გავლენას და გაართულებს მის მხარდაჭერას ჰეზბოლას და ჰამასის მიმართ. დროული ჩარევა კრიზისის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხეს და ალ-ყაიდას გააქტიურებასაც ხელს შეუშლის.

სირიას ლიბიის შემთხვევისგან რამდენიმე გარემოება განასხვავებს და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ამცირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხედრო ტოპოგრაფია. სირია ლიბიის ტერიტორიის მეათედს შეადგენს, თუმცა სამჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის, ფარიდ ზაქარიას შენიშვნით, ოპოზიციამ გარკვეულწილად ამიტომ ვერ შეძლო ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდება. მოსახლეობის სიმჭიდროვე სამხედრო ქმედებებით გამოწვეული დანაკარგების ალბათობას ზრდის. თავად ოპოზიცია სამ ნაწილადაა დაქსაქსული, ხოლო თავისუფალი სირიის არმია უფრო ამბოხებულთა კრებითი სახელია, ვიდრე ერთიანი მხარე. განსხვავებაა გეოპოლიტიკაშიც - სირიას, ლიბიისგან განსხვავებით, რეგიონული და მსოფლიო ძალები (ირანი, რუსეთი) მხარს უმაგრებენ და აქტიურად ეხმარებიან. ალავიტი ოფიცრებით დაკომპლექტებული არმიაც ასადის ერთგული რჩება, რადგან რეჟიმის გადაგდება მათ არსებობას ეგზისტენციალურად ემუქრება.

სირიაში დაღუპულთა რიცხვის მზარდი პროგრესიით მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირდება აშშ-ის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა და სამხედრო ჩარევისკენ მოწოდებები. შესაძლო ჩარევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთა შორის საგრძნობი განსხვავებებია. ერთი მათგანია საჰაერო დახმარება ოპოზიციის შეიარაღებასთან ერთად - 1999 წელს სერბეთის და 2011 წელს ლიბიის ოპერაციების მსგავსად. ამ მიდგომის ნაკლოვანება ის არის, რომ შეიძლება დიდხანს და უნაყოფოდ გაგრძელდეს. ლიბიასთან შედარებით, სირიაში სამთავრობო არმია გაცილებით ძლიერია, ხოლო ოპოზიცია საკმაოდ სუსტი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს უპირატესობის მოპოვება. ამერიკული საჰაერო ძალები სირიულ სამხედრო ინფრასტრუქტურას უზარმაზარ ზარალს მოუტანენ, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სამხედრო ფორმირებებს დიდად ვერ აზიანებენ.

ამერიკას ჯერჯერობით არავინ მოუწოდებს, რომ რეჟიმი ქვეყნის დაპყრობით შეცვალოს, თუმცა ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და ასადის ჩამოსაგდებად, შესაძლოა, ეს ერთადერთი გზა გახდეს, განსაკუთრებით, თუ სხვა საშუალებები არ გაამართლებს. სადამის ერაყისგან განსხვავებით, სირიაში სამთავრობო არმია უკვე ჩართულია შიდა დაპირისპირებაში, უფრო მცირერიცხოვანი და ნაკლებად გამოცდილია, ამიტომ თავდაპირველი შეჭრა უფრო ადვილი იქნება. 2003 წელთან შედარებით, საერთაშორისო მხარდაჭერაც, სავარაუდოდ, უფრო ფართო იქნება, რადგან ინტერვენცია განსხვავებულად, ჰუმანიტარული გადმოსახედიდან შეფასდება.

ოკუპაციის გარეშე სრულმასშტაბიანი სახმელეთო ინტერვენცია გრძელვადიან პოტენციურ საშიშროებებს შეიცავს. სამხედრო ძალების სწრაფად გაყვანის შემთხვევაში და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გარეშე, სირიას სამოქალაქო ომის ბრძოლის ველად და შეუმდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება. ერაყთან შედარებით, სირიის დაპყრობის ხარჯი ნაკლები, თუმცა საკმარისად ძვირი წამოწყება იქნება. ბრუკინგსის ცენტრის შეფასებით, სირიაში შეჭრა და ჯარისკაცთა შენახვის ხარჯები აშშ-ს ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამას დაემატება სირიული ეკონომიკის აღსადგენად გაწეული დახმარებები. უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტის და კონგრესში პარტიათა შორის ხარჯებზე მიმდინარე ცხარე კამათის პირობებში, ოკუპაციის სცენარი ნაკლებად პოპულარული იქნება.

4 წინასაარჩევნო „ქველმოქმედება“

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

11 ივლისს სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი, მოსახლეობისთვის დასარიგებლად განკუთვნილი სატელიტური ანტენები დააყადაღა. ეს გახდა ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებული საქმეების გაგრძელება, რაშიც სამართალდამცავებმა ქართული ოცნება მანამდე რამდენიმეჯერ დაადანაშაულეს.

ბოლო პრეცედენტი მთავარი პროკურატურის მიერ ფონდ ქომაგის მხილება იყო. ივნისის ბოლოს, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის პირად ანგარიშზე თანხები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და ოფშორულმა კომპანიებმა გადარიცხეს. თანხების მიმღებთა უმრავლესობა ფონდ ქომაგში დახმარების მიმღებად იყო რეგისტრირებული.

პროკურატურის ვერსიით, ეს იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა, რომელშიც ამჟამად ლონდონში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მონაწილეობდა და რომელსაც ქართულ ოცნებასთან ჰქონდა კავშირი.

საქართველოს მოქალაქეებს თანხებს ურიცხავდა ორი იურიდიული პირი - ბრიტანეთში რეგისტრირებული MEDIA HOUSE GEORGIA და Wildbridge Trade L.P., ასევე, ბრიტანეთსა და უკრაინაში მცხოვრები რამდენიმე კერძო პირი, რომლებსაც მანამდე საქართველოსთან კავშირი არ ჰქონიათ.

დღეისთვის MEDIA HOUSE GEORGIA-ს ხელმძღვანელად ნინო თორაძეა რეგისტრირებული. თუმცა, ჯერ კიდევ 11 მაისს, გაზეთ Guardian-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, MEDIA HOUSE GEORGIA მაღალი კლასის პიარ-კონსულტანტს ეძებდა. განცხადებაში მითითებული იყო, რომ კონსულტაციები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის უნდა გაეწიათ.

ამჟამად ბრიტანეთში მყოფი ჩხარტიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება და ტელეკომპანია მზის საკუთრებაში დაბრუნება სურს, ქართულ ოცნებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.

გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ კერძო პირებმა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებს ფული გადაურიცხეს, ეს თანხები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებისგან მიიღეს. თითოეული „დონორი” საქართველოს მრავალ მოქალაქეს ერთდროულად უგზავნიდა თანხას (170-დან 1200 აშშ დოლარამდე). გადარიცხვების დანიშნულებად კი ხშირად მიუთითებდნენ ჰონორარს „საკონსულტაციო მომსახურებისთვის“, რომელიც მათ, თითქოს, ამ მოქალაქეებმა გაუწიეს.

საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა თანხის მიმღები 40-მდე პირი. თავიანთ ახსნა-განმარტებებში ისინი აცხადებდნენ, რომ ფონდმა ქომაგმა ურჩიათ, გაეხსნათ ანგარიშები, სადაც თანხების ჩარიცხვას დაჰპირდა. რაიმე კავშირი თანხების გადმომრიცხავ ორგანიზაციებსა თუ პირებთან ამ ადამიანებს არასდროს ჰქონიათ.

ფონდი ქომაგი მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. ის „პოლიტიკური დევნით დაზარალებულ“ (მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნილ) მოქალაქეებს ადვოკატის მომსახურების და სხვა ხარჯების ანაზღაურებას, ასევე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას ჰპირდებოდა. მართალია, ფონდის დამფუძნებლები ქართულ ოცნებასთან კავშირს უარყოფდნენ, თუმცა პირველივე განცხადებაში, საბანკო რეკვიზიტების ჩამონათვალში, მიუთითეს საქველმოქმედო ფონდ ქართუს ანგარიში, რომლიდანაც, წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტები ფინანსდებოდა.

ქომაგის დაფუძნებისთანავე, ის გააფრთხილეს როგორც კონტროლის პალატამ (ამჟამად - სახელმწიფო აუდიტის სამსახური), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ. მათი განცხადებით, ამგვარი დახმარება შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვად შეფასდეს, რაც კანონდარღვევაა.

არასამთავრობოების რეაქციამ ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მას, ქართული ოცნებისა და ფონდის დამფუძნებელთა მტკიცებით, ქომაგთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ ივანიშვილი, ქომაგთან დაკავშირებით, მისგან პოზიციის შეცვლას მოითხოვდა.

19 მაისს, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნით, ფონდის ანგარიში პირველივე მსხვილი თანხის - 90 ათასი ევროს გადმორიცხვის შემდეგ დაყადაღდა. ამ შემთხვევაში ფონდის დონორი იყო სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ინტერპოლის მიერ ძებნილი და ამჟამად გერმანიაში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრები ბიძინა გიორგობიანი, რომელიც, მისივე განმარტებით, გასული წლის აგვისტომდე კონსერვატიული პარტიის წევრი იყო.

ქომაგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გადარიცხვა არა პიროვნულად გიორგობიანმა, არამედ გერმანიაში მოქმედმა საქველმოქმედო ფონდმა განახორციელა (რომლის დირექტორი ბიძინა გიორგობიანია), ანგარიშის დაყადაღება კი მიზნად ქომაგის საქმიანობის პარალიზებას ისახავდა. შესაბამისად, ფონდი მოქალაქეთა დახმარებას „სხვა სამართლებრივი გზებით” შეეცადა. კერძოდ, „საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა”, ქომაგის მიერ მითითებულ მოქალაქეთა ანგარიშებზე თანხები ჩარიცხეს.

ქომაგში აცხადებენ, რომ სამართალდამცავთა ქმედებები მიმართულია „ფონდ ქომაგის საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ და მისი სახელის შელახვას ემსახურება”.

მანამდე, 5 ივნისს, ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ქუთაისში ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი, ქართული ოცნების აქციის დაწყებამდე, ამომრჩევლებს იმ ბლანკების შევსებას სთავაზობდნენ, რომლებზეც საკუთარი „ოცნება“ - მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან რაიმე სხვა მატერიალური ფასეულობა უნდა მიეთითებინათ. აქტივისტები მოქალაქეებს „ოცნებების” ასრულებას არჩევნებამდე ჰპირდებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, მედიაში გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალები, ასევე ოპერატიული ჩანაწერები, საკმარის საფუძველს იძლეოდა სამი დაკავებულის პასუხისგებაში მიცემისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

ქართულ ოცნებაში ჯერ განაცხადეს, რომ დაკავებულებთან კავშირი არ ჰქონდათ და ისინი პროვოკატორები იყვნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი მართლაც კოალიციას წარმოადგენდნენ და მანამდე არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ კოალიციამ მიიჩნია, რომ აქტივისტები „ან მოტყუებულები, ან გადაბირებულები“ იყვნენ და განაცხადა, რომ მათ საჩუქრების დაპირების დავალება მიცემული არ ჰქონიათ.

მოსყიდვასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური შემთხვევა კი გლობალ TV-ის სატელიტური მაუწყებლობის საქმე იყო.

21 ივნისს პროკურატურამ გლობალ TV-ის 55 ათასამდე სატელიტური ანტენა დააყადაღა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ამომრჩევლებისთვის გადასაცემად იყო გამიზნული. გლობალ TV, რომელსაც ივანიშვილის ძმა ხელმძღვანელობს, სხვა არხებთან ერთად, მომხმარებელს პაკეტში ივანიშვილის კუთვნილ მე-9 არხსაც სთავაზობდა, ხოლო ანტენების დამონტაჟებას - რამდენიმეწლიანი განვადებით. კონტროლის პალატის ინფორმაციით, გლობალ TV-მ ანტენების დასარიგებლად საჭირო თანხა - 12 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი, ბანკ ქართუსგან მიიღო.

გლობალ TV-ის თანამშრომელები, რომლებიც ანტენებს ამონტაჟებდნენ, ქართული ოცნების სიმბოლიკას ატარებდნენ. მოქალაქეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, კომპანიის პერსონალი მათთან საუბრებში ამბობდა, რომ ანტენები ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია. კონტრაქტი ანტენების განვადებით გაყიდვაზე იმთავითვე კომერციულად არამოგებიანი იყო. ხშირ შემთხვევაში, გლობალ TV-ის თანამშრომლები მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ განვადების თანხების გადახდა არჩევნების შემდეგ სავალდებულო არ იქნებოდა. სულ გლობალ TV-მ 50 ათასამდე ანტენის დამონტაჟება მოასწრო. მათ შორის ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც სახლში ტელევიზორი არ ჰქონიათ. გამოძიების ინფორმაციით, ამ ადამიანებს გლობალ TV ტელევიზორებსაც ჰპირდებოდა და საამისოდ ტექნიკის შემოტანასაც აპირებდა.

0x01 graphic

ამ დარღვევის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილს, საბოლოო ჯამში, 63 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა.

„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს რეგიონებში არ დაუშვას სატელიტური თეფშების გავრცელება, რითაც მოსახლეობას უჩნდება ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება“, - ასე შეაფასეს ეს გადაწყვეტილება ქართულ ოცნებაში.

ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით, კონტროლის პალატამ რეაგირება მოახდინა მმართველი პარტიის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების აქტიურობაზეც. თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლო დარღვევების მოცულობა ქართულ ოცნებასთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია. როგორც ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებდა, უწყებამ სამტრედიაში მოქალაქეების უფასო სამედიცინო მომსახურების დაპირების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. ასევე - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო შემთხვევა, როცა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა სააღდგომოდ ცხვრები და ღვინო დაარიგა. გარდა ამისა, უწყება სწავლობს დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის საქმეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ასურეთში მოქალაქეებისთვის სუფრა გაშალა საკუთარი ხარჯებით. თუმცა ამჟამად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიებას არ აწარმოებს.

5 ევრობარომეტრი: საქართველო - ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ევროკომისიის კვლევის, ევრობარომეტრის 2012 წლის შედეგების მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების 99%25-ისთვის ქრთამი არავის მოუთხოვია. ამ შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებზე 4-ჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურად. მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა კი თვლის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონე შემცირდა.

ეს კვლევა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებული დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ფარგლებში ჩატარდა. მეთოდოლოგია ევროპულის იდენტური იყო - საქართველოს მოქალაქეები იმავე კითხვარის გამოყენებით გამოკითხეს, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევაში სულ 3000 რესპონდენტი მონაწილეობდა.

ევრობარომეტრი საქართველოს ყველაზე არაკორუმპირებული ევროპული ქვეყნების კალათაში შემდეგ სახელმწიფოებთან ერთად აქცევს: ბელგია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი და ირლანდია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საჯარო და კერძო სექტორში მექრთამეობას ადგილი არ აქვს.

0x01 graphic

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 42%25 კორუფციული საქმეების გამოძიებაში ნდობას უცხადებს პოლიციას, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ემთხვევა.

კორუფციის შესახებ კითხვებს მოიცავდა IFC-ის ორი კვლევაც, რომლებიც ასევე 2012 წელს ჩატარდა - პირველი წლის დასაწყისში, მეორე - გაზაფხულზე. პირველში გამოიკვლიეს საქართველოს ბიზნესგარემო - გამოკითხეს საწარმოების მფლობელები და მენეჯერები. დაახლოებით 1000 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა (0.11%25-მა) დაასახელა კორუფცია პრობლემად საბიუჯეტო ორგანოებთან ურთიერთობაში. ამავე კვლევის მონაცემებით, რესპონდენტთა მხოლოდ 6%25-ს სმენია სამთავრობო ორგანიზაციებში არსებული კორუფციის შესახებ, რასთანაც შეხება სხვა კომპანიებს ჰქონიათ.

IFC-იმ მეორე კვლევის ფარგლებში უკვე ტვირთის გაფორმების პროცედურები გამოიკვლია. გამოიკითხა დაახლოებით 500 იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომლებიც გეზში (გაფორმების ეკონომიკური ზონა) იმპორტ-ექსპორტის გასაფორმებლად იმყოფებოდნენ. მათგან მხოლოდ ორმა (0.4%25-მა) თქვა, რომ იქ ქრთამის გადახდა მოუწია.

მსგავს შედეგებს აჩვენებდა 2010 წლის კვლევებიც. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ამ დროს ჩატარებული კვლევის Life in transition II-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქრთამის მიცემა მოქალაქეთა 2%25-ს მოუწია. თავის მხრივ, 5%25-ზე დაბალი იყო კორუფციის აღქმაც, რაც საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში აერთიანებდა. გარდა ამისა, საქართველო იყო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული NATO-ში გაწევრიანების მსურველ ევროპულ ქვეყნებს შორის. მას გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, უკვე NATO-ს წევრ ალბანეთს.

რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას, კორუფციის გლობალურ ბარომეტრს, რომელიც ასევე 2010 წელს ჩატარდა, მის ფარგლებში, კითხვაზე - გადაუხდია თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის მანძილზე, გამოკითხულთა 3%25-მა გასცა დადებითი პასუხი. მაშინ მხოლოდ თბილისის მოსახლეობა გამოკითხეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77%25 თვლიდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ მთავრობის ბრძოლა საქართველოში ეფექტიანია. ეს საგრძნობლად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

6 NDI: პოლარიზაციის ხარისხი მატულობს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რჩება. მათი დიდი ნაწილის აზრით, 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა პენსიების, განათლებისა და კორუფციის კუთხით. ყველაზე მეტ გაუარესებას აღნიშნავენ ფასების ზრდისა და რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. რაც შეეხება ამავე პერიოდში უშუალოდ მათი ოჯახების მდგომარეობას, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა. ამავდროულად, მოსახლეობის 58%25 მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, მომავალი 6 თვის განმავლობაში კი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმების ხილვა სურთ.

ეს და სხვა აქტუალური საკითხები NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ გასულ თვეში გამოიკვლია - მთელი ქვეყნის მასშტაბით 6000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა მანამ ჩატარდა, სანამ ვანო მერაბიშვილი პრემიერის პოსტს დაიკავებდა.

წინა კვლევასთან შედარებით, იკლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთი ამჟამად 54%25-ია, შედარებით წინა მაჩვენებელთან - 62%25-თან. მათი რიცხვი კი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის, გაზრდილია 18%25-დან 25%25-მდე.

ასევე 49%25-დან 38%25-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საქართველოს დემოკრატიად მიიჩნევს. 43%25-ის აზრით, ქვეყანა დემოკრატია არაა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი რამდენიმე თვის წინ 34%25 იყო.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის მდგომარეობას მოქალაქეები ნიუანსურად აფასებენ. ჯამში, მათი მხოლოდ 16%25 თვლის, რომ საქართველო დემოკრატიის მიმართულებით ამჟამად არ ვითარდება, ან არაა დემოკრატიული და არც არასოდეს გახდება. უმრავლესობისთვის დემოკრატია სიტყვისა და მედიის თავისუფლებასთან ასოცირდება.

კვლევის ფარგლებში მოსახლეობა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოკითხეს. მათი ნახევარზე მეტი მოელის, რომ არჩევნები კარგად ჩატარდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად მოქალაქეები უკვე არა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ ამომრჩეველთა მოსყიდვას განიხილავენ.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მასში მოსახლეობის 75%25 მიიღებდა მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მონაცემია წინა კვლევებთან შედარებით. კიდევ უფრო მეტი, 77%25 მიიღებდა ხვალვე მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ივანიშვილის მოწოდებას აქციებისკენ, თუკი ის არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლის. გამოკითხულთა 27%25 აცხადებს, რომ ამას მხარს დაუჭერს, ხოლო 53%25 უარს იტყვის პროტესტში მონაწილეობაზე.

მოქალაქეთა უმეტესობა, 71%25, კვლავ უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას. 63%25 არ ამართლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიცემაზე უარის გამო.

მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, იციან თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ, რომელზეც ის 27 მაისის აქციაზე საუბრობდა. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 71%25-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ივანიშვილს მოქალაქეობის გარეშე აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, მასზე რესპონდენტთა მხოლოდ 32%25-ს სმენია. გამოკითხულთა 31%25 აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ცვლილებას, 25%25 არ ეთანხმება, ხოლო 40%25-ს პასუხი არ აქვს. იმ საკონსტიტუციო ცვლილებას კი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი 21 წლამდე დაიწია, 67%25 მხარს არ უჭერს.

89%25 ასევე მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის. ეს ინიციატივა წარსულში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გაახმოვანა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წლის შემდეგ, მხარს უჭერს 33%25, 36%25 კი ეწინააღმდეგება. 27%25-ს ამ საკითხზე ამჟამად აზრი არ გააჩნია.

მოქალაქეების აზრი საგარეო პოლიტიკაზეც გამოიკითხეს. დიდი უმრავლესობა რუსეთს საქართველოსთვის კვლავაც საფრთხედ აღიქვამს. ასევე უმეტესობას არ მოსწონს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან. ამავდროულად, ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ნაბიჯებსა და ინიციატივებს. კვლავ მაღალი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ისიც ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც მნიშვნელოვნად 84%25-მა დაასახელა. ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, რელიგიურ მსახურებებს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ესწრება მოქალაქეთა 19%25.

7 აბრაამ შმულევიჩი: პირველი ნაბიჯი ჯერ გადასადგმელია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ცნობილი ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ისრაელელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი ტაბულას ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის იმ კონცეფციის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დაამტკიცა.

რას ფიქრობთ კონცეფციის შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ის ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკის განვითარებისთვის?

სტრატეგიის ფუნქციას ქაღალდი არ ასრულებს. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალიან ლამაზი დოკუმენტების შექმნა შეიძლება. მთავარია, როგორ შესრულდება ის, რაც იქ წერია. შინაარსი შესანიშნავია. თეორიის თვალსაზრისით, ეს ძალიან სწორი სტრატეგიაა, 90 პროცენტით, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვები მაქვს შესრულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, თავად ფაქტი, რომ სტრატეგია მხოლოდ ახლა გაჩნდა, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. მეორე, დღემდე არ გაკეთდა ელემენტარული რამ - არ არსებობს დოკუმენტის ოფიციალური თარგმანი. იძულებული გავხდი, პროექტს გავცნობოდი რომელიღაც ბლოგერის შესრულებული არაოფიციალური თარგმანით. ვინც ამ სტრატეგიის განხორციელებაზე ზრუნავს, ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებისთვის მისი მიწოდებით არ შეწუხებულა. ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. თუ საქმე ასე წავიდა, სტრატეგიის რაიმე წარმატებებზე ვერ ვისაუბრებთ.

რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ კავკასიაში? პოლიტიკური და ცივილიზაციური კუთხით გაიყვანოს ევროპაში. ჩრდილო კავკასიის პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუ საერთაშორისო კონტექსტში მოხვდება. რეგიონში პროდასავლური, დემოკრატიული და არააგრესიული რეჟიმების შექმნა ქართული პოლიტიკის მთავარი ღერძი უნდა გახდეს. ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი კეთდება.

მაგრამ, როდესაც არსებობს დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან ქართული პოლიტიკის გაგება უნდა გაუმჯობესდეს. ამან კი ხელი უნდა შეუწყოს იმ მიზნებს, რაზეც თქვენ საუბრობთ.

დოკუმენტის არსებობა კარგია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცაზე შეიძლება საუბარი. საქმე ისაა, ვინ ისაუბრებს და ისაუბრებს თუ არა საერთოდ. რამდენად იქნება შესაძლებელი საქართველოს დასავლელი კონტრაგენტების, ჩრდილო კავკასიის ხალხებისა და საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს სტრატეგია ცხოვრებისეულია და შესრულდება. შესანიშნავი იდეაა საზაფხულო ბანაკები, ასევე ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების გაგზავნა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ არანაირი მინიშნება ამ გრანდიოზული პროექტების დაფინანსებაზე პარლამენტს არ გაუკეთებია.

არ მჯერა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველო ამ პროექტებზე ფულს გამონახავს. რაღაცები, რაც ბევრად ნაკლებ ფულს მოითხოვს, ან საერთოდ არ მოითხოვს - საინფორმაციო ინტერნეტრესურსი, სოციოლოგიური კვლევები, მუშაობა არქივებში - გაკეთებული არ არის. ჩნდება კითხვა - რა გაკეთდება მომავალში და გაკეთდება კი საერთოდ? არაფერი ხდება პოლიტიკური კომპონენტის კუთხით, რომლის გარეშე ჩერქეზული პროექტი მკვდარია. დღეისთვის ჩერქეზ და ჩრდილოკავკასიელ აქტივისტებს შორის საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა. დადის ხმები, რომ ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანია. ეს ხმები დღემდე არ გაბათილებულა.

რა გახდა საბაბი ასეთი იმედგაცრუებისთვის? რა პოლიტიკურ ნაბიჯებს ელიან აქტივისტები?

პროტესტის, ეროვნული მოძრაობების პოლიტიკური კომპონენტის სტრუქტურირებას. ჩრდილოკავკასიელ ხალხებს დღეს არ გააჩნიათ რეალური პოლიტიკური ხმა, წარმომადგენლობა და ოფიციალური ხელისუფლებები უბრალოდ მარიონეტები არიან. მათ გარდა, ჩრდილო კავკასიაში არსებობს მხოლოდ კავკასიის იმარატი, მაგრამ ის ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და მიუღებელია აშშ-სა და ევროკავშირისათვის. სხვა პოლიტიკური ძალები და ხმა არ არსებობს არც კავკასიაში, არც დიასპორებში. ეს განსაკუთრებით ჩერქეზებს ეხებათ.

რუსეთის პირობებში ეს (პოლიტიკური საქმიანობა) რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ყველა ჩრდილოკავკასიელ ხალხს აქვს დიასპორა, ისინი ისეთივე ჩერქეზები, ჩეჩნები, დაღესტნელები არიან, როგორც კრემლის ძალაუფლების ქვეშ მცხოვრებნი. მათაც აქვთ უფლება ისაუბრონ ხალხების სახელით. თუ დაეხმარებით ასეთი წარმომადგენლობის შექმნაში, გაჩნდება პოლიტიკური სუბიექტი. საჭიროა ორგანიზაციების დახმარება, ხალხის მოპატიჟება. გვაქვს უამრავი მაგალითი, როგორ მკვიდრდება დემოკრატიული ფასეულობები ტოტალიტარულ რეგიონებში. იგივე მოხდა საქართველოშიც. საჭიროა ჟურნალისტიკის სკოლა, სემინარები, საინფორმაციო მუშაობა.

მნიშვნელოვანია, კავკასიელები ერთმანეთში არ ავურიოთ. ყველა ხალხის მიმართ მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს. ჩერქეზებისთვის, მაგალითად, მნიშვნელოვანია დიასპორაში ჩერქეზული მოძრაობის სტრუქტურირება და კავკასიური დიასპორიდან გამოცალკევება.

ჩრდილო კავკასიაში საინფორმაციო მუშაობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია - უბრალოდ, სიმართლე უნდა ილაპარაკო. მაგრამ საქართველოს წარმატებული მუშაობის მაგალითები აქაც არ გვაქვს. ავიღოთ ტელეარხი ПИК, რომელშიც მორიგი რეორგანიზაცია მოხდა. იმას, რაც გამოვიდა, კავკასიასთან საერთო არაფერი აქვს. ის რუსული ოპოზიციის ტელეარხად გადაიქცა. ეს შესანიშნავია, მაგრამ კავკასია მაინც არაა.

როდესაც ПИК-ის სახე ქსენია სობჩაკი ხდება, ის შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს პეტერბურგსა და მოსკოვში, მაგრამ კავკასიაში ასოცირდება პროგრამა Дом 2-თან, რომელიც, ასე ვთქვათ, კავკასიურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. სობჩაკი იგივდება კადიროვის საინფორმაციო მხარდაჭერასთან, რომელსაც იგი ეწეოდა. ბოლოს და ბოლოს, იგი პუტინის ნათლულია. ეს ნიშნავს, რომ არხი მოსკოვისა და პეტერბურგის საშუალო კლასზეა ორიენტირებული და არა კავკასიაზე. არხის თავდაპირველი ამოცანა კი დაივიწყეს და ამას ყველა ხედავს.

მთავარი საექსპორტო საქონელი, მესიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია მიაწოდოს ჩრდილოეთ კავკასიას და დასავლეთს, ხავერდოვანი რევოლუციის, პოსტსაბჭოთა საზოგადოების ევროპისკენ სვლის პათოსია. დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ის შეინარჩუნებს იმპულსს, რომ დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. თუ საქართველო ამას ვერ მოახერხებს, შევარდნაძის დროს დაუბრუნდება. კიდევ ერთი აღმოსავლური დესპოტია კი - აზერბაიჯანი ან თურქმენეთი ნავთობის გარეშე, არავის დასჭირდება.

დიდი ქვეყნები სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას საუკუნეების განმავლობაში სწავლობდნენ. აღორძინების გზაზე მდგარი საქართველო სწავლობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც სხვებმა დიდი ხანია გააკეთეს. ამ გზაზე შეცდომები გარდაუვალია. ადამიანისთვის სიარულის სწავლა რთულია. ასევეა სახელმწიფოსთვისაც, რადგან შეცდომის ფასი სისხლია.

ეს კონცეფცია არა პირველი ნაბიჯი, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. ბავშვი უბრალოდ ფეხზე დააყენეს, სიარული კი თავად უნდა ისწავლოს. მაგრამ დაცემის ფასი სახელმწიფოსთვის დიდია - ის შეიძლება ვეღარც წამოდგეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩრდილოეთ კავკასია არის რეგიონი, რომელზეც საქართველოს არსებობაა დამოკიდებული.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან
ურთიერთობის კონცეფცია

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფცია პარლამენტმა საბოლოო მოსმენით 29 ივნისს დაამტკიცა. დოკუმენტში განმარტებულია ყველა მიმართულება, რომლითაც თბილისი მეზობელი რეგიონის ხალხებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს. დოკუმენტის თანახმად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ჩრდილოეთ კავკასია „იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი“. კონცეფცია საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის თანამშრომლობის მიმართულებებად „ადამიანთა შორის კავშირებს“, ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას, ვაჭრობას და ჯანდაცვას განსაზღვრავს.

დოკუმენტი ითვალისწინებს მეზობელი რეგიონიდან ტურიზმის წახალისებას, ასევე ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკებისა და სკოლების მოწყობას. საქართველო ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე განათლებას, მათ შორის, ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების სწავლას დასავლურ უნივერსიტეტებში.

8 გიორგი ტუღუში: სასჯელაღსრულების სისტემასთან ასე თამაში, უპატივცემულობაა ადამიანების მიმართ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

პარასკევს, 6 ივლისის ღამეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა იყო და ციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმიც იმყოფებოდა. ახსენეს გარდაცვლილი პატიმრებიც. ინფორმაცია მალევე გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.

გლდანის ციხესთან მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ცოტა ხანში ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისმა წარმომადგენლებმა ამ ვიზიტის ფარგლებში დაწესებულების ყველა კორპუსი შემოიარეს, ციხე ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა და არც მასობრივი არეულობის ან რაიმე ინციდენტის ნიშნები შეინიშნებოდა. მონიტორინგი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

მოარული ცნობა მეორე დღეს კატეგორიულად უარყო სასჯელაღსრულების სამინისტრომაც.

სახალხო დამცველმა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ასევე ფიზიკურ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოგვიანებით ადგილზე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ყოფნაც დააყენეს ეჭვქვეშ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღამით გავრცელებულმა ცნობამ საზოგადოების ნაწილში შფოთი გამოიწვია. თემა საკმაოდ სენსიტიურია - როდესაც საქმე დახურულ დაწესებულებას ეხება, ტყუილსა და რეალურ ამბავს შორის ზღვარის მარტივად გავლება რთულია, დეზინფორმაციის შედეგი კი არცთუ სახარბიელო შეიძლება იყოს.

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარშემო ატეხილ ხმაურზე და რეაქციებზე, ტაბულა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ესაუბრა.

ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა და შემდეგ არ დადასტურდა. რომ არა მედიისა და არასამთავრობოების რეაქცია, მოჰყვებოდა თუ არა ამხელა აჟიოტაჟი?

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არაერთმა მედიასაშუალებამ დაგვირეკა და გვკითხა, რა ვიცოდით გლდანის დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ. ხაზგასასმელია, რომ საუბარი იყო არა მხოლოდ მასობრივ არეულობებსა და სპეცრაზმის შესვლაზე, არამედ მსხვერპლზე - რამდენიმე პირი დანამდვილებით წერდა, რომ არის ორი, ათი გარდაცვლილი პატიმარი, არიან დაჭრილები და ასე შემდეგ.

ასეთი ინფორმაციის გამოჩენისგან არავინაა დაზღვეული. ქსელში შეიძლება ვიღაცამ იხუმროს, ან მცდარი ინფორმაცია გაავრცელოს. თუმცა, როდესაც ხდება ამის ატაცება, ტირაჟირება, ინტერპრეტირება და საზოგადოებას მიეწოდება დამახინჯებული, გადაუმოწმებელი ფორმით, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს ახლობელი, შეიძლება იფიქროს, რომ იმ მსხვერპლიდან ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრია.

არ გამოვრიცხავ - სასჯელაღსრულებით სისტემაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ. იყო ფაქტები წარსულში, როცა სპეცრაზმი შევიდა. ბუნტიც იყო რამდენიმე წლის წინ და მსხვერპლიც. მაგრამ აქ წავაწყდით მნიშვნელოვან პრობლემას: გავრცელდა ინფორმაცია, ამის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ დაწესებულებაში, მოიარეს ყველა კორპუსი, სადაც პატიმრების უმრავლესობას ეძინა. როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულებაში სრული სიწყნარეა, ხოლო რამდენიმე პერსონა აგრძელებს იმავეს ტირაჟირებას და ამბობს, რომ იქ გვამებია, ეს არის უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი. ასევე მცდელობა, რომ არარელევანტური მიზეზით გადაფარონ უსუსური ნაბიჯი - დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა.

ამას მივყავართ იქამდე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეალური პრობლემები, სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული უფლებადარღვევები და კონკრეტული ინციდენტები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც დასტურდება უფლებადარღვევის ფაქტები, თუმცა ხშირად ამგვარი ინფორმაციის გავრცელება საფუძველსაა მოკლებული. სასჯელაღსრულების სისტემასთან ასე თამაში და უპასუხისმგებლოდ მოხსენიება, საუბარი მსხვერპლზე, არის სერიოზული უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიან ან ასეთი ახლობლები ჰყავთ.

გეთანხმებით, სახალხო დამცველი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც შეუზღუდავად ახორციელებს მონიტორინგს დაწესებულებებში. თუმცა მე, ერთადერთი, შემიძლია დიდი სინანული გამოვხატო, რომ ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე რაოდენობა, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას პასუხი მოთხოვონ სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულ დარღვევებზე, ამჯობინებენ, სახალხო დამცველს შემოუბრუნონ ეს საკითხები და მისი საქმიანობა გააკრიტიკონ. ერთხელ მაინც რომ მენახა მათი მხრიდან საფუძვლიანი კრიტიკა, ვეცდებოდი, გამომესწორებინა, თუ რამე ნაკლოვანება არსებობს. მაგრამ ხშირად არაობიექტურობის მორევში ხდება ჩვენი ჩათრევა.

ინფორმაციის ეს კასკადი მიუთითებს, რომ საზოგადოების ნაწილი, ალბათ, მზად არაა, საკუთარ თავზე მცირე პასუხისმგებლობა მაინც აიღოს ინფორმაციის გავრცელებაზე, ან მერე ბოდიში მოიხადოს რამდენიმე ასეული ადამიანის შეცდომაში შეყვანისთვის.

ჩვენ გვირეკავდნენ, გვწერდნენ და გვეკითხებოდნენ, ვინ დააყენებს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, რომელთაც მთელი ღამე არ დაგვაძინეს და გვანერვიულეს, იმიტომ, რომ გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

სასჯელაღსრულების სამინისტრომმიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა ამ ამბავს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

ეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციაა. არაერთი ფაქტი მახსენდება, როცა მას ინფორმაცია საერთოდ დაუმალავს. ხშირად ყოფილა, რომ სამინისტროს შეეძლო თავად მოეფინა ნათელი მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა ამისგან თავი შეუკავებია. კარგია, თუ ისინი შეიცვლიან მიდგომას და როდესაც საუბარი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე, დარღვევებზე, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. მაგალითად, რამდენიმე გარდაცვლილი პატიმრის შემთხვევაში, მიზეზებზე საუბრის მაგივრად, ძირითადად იმას წერდნენ, რომელი მუხლით იყო იგი მსჯავრდებული. ამიტომაა დაბალი ნდობა უწყების მიმართ.

იყო თუ არა რაიმე საფუძველი, რაც ამ მცდარ ინფორმაციას დაედო საფუძვლად? მაგალითად, საინფორმაციო წყაროები ასევე ავრცელებდნენ ცნობას 5 ივლისის ღამეს ერთი პატიმრის (მიხეილ ბაზაზიანის) გარდაცვალების თაობაზე, რაც შემდეგ დადასტურდა.

მედიის წარმომადგენლები რეკავენ ომბუდსმენის ოფისში და ამბობენ, რომ იმ დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა პატიმარი და მისი გვამი ვერ აღმოვაჩინეთ, გადაგვიმალეს. საინტერესო ისაა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში გარდაცვლილი ბაზაზიანი საერთოდ ვერ მოხვდებოდა. სავარაუდოდ, იგი გარდაცვლილია 5 ივლისს და 7-ში გადმოსვენებულია სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მე-18-ეა და არა მე-8. ის გლდანშია, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არის ცალკე დაწესებულება, უბრალოდ, აქვს მორგი.

გარდაცვლილ პატიმარზე ინფორმაცია ძალიან მარტივად შეიძლება დაიჯერო, როცა სისტემაში წლის განმავლობაში 140-მდე პირია გარდაცვლილი. აქედან მხოლოდ 2-3 ფაქტი მახსენდება, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყურადღება მიექცა.

სწორედ ეს საკითხები უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. როცა სისტემაში ბევრ უფლებადარღვევას აქვს ადგილი, საზოგადოება ადვილად იჯერებს ნეგატივს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ მასობრივ არეულობაზე და პატიმრების მასობრივ გარდაცვალებებზე, აქ სხვა პასუხისმგებლობა აკისრია ინფორმაციის გამავრცელებელს - ეს ხომ სერიოზული ზიანის მომტანია.

უსაფრთხოების შეგრძნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა დახურულ სისტემაში. თუ ადამიანი დაუცველად გრძნობს თავს სისტემის შიგნით, ძალიან მარტივი ხდება უპასუხისმგებლო განცხადების ატაცება, გაზიარება და რიგ შემთხვევებში, დაჯერებაც კი.

თქვენ მომდევნო დღეებშიც განახორციელეთ მონიტორინგი გლდანის დაწესებულებაში, რა ვითარებაა იქ?

საერთოდ, წელიწადში ორჯერ, ყველა დაწესებულებას ვამოწმებთ. იმ დღეს მასობრივ არეულობას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ შესაძლოა, იყო ინციდენტი - გლდანის დაწესებულება ერთ-ერთი პრობლემური საპყრობილეა საქართველოში. კვირა დღეს, ჩემი უშუალო მოთხოვნა იყო მონიტორინგის ჯგუფისადმი, რომ მაინც დეტალურად შეგვესწავლა მდგომარეობა. ყველა კორპუსში, კონფიდენციალურ ვითარებაში გავესაუბრეთ 400-მდე პირს. როგორც მათ განაცხადეს, რადიოდან გაიგეს, რომ იქ არის მსხვერპლი, სპეცრაზმი, ბუნტი და ა.შ.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, დღემდე სახეზეა რამდენიმე სისტემური პრობლემა, რომელიც გლდანის დაწესებულებას ახასიათებდა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში იქ არეულობას ადგილი არ ექნება და სპეცრაზმის გამოჩენის საჭიროება არ დადგება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი სამწუხარო რამ მოხდება, ყოველთვის ვიქნებით ადგილზე, რაც კანონითაა განსაზღვრული. ჩვენი უფლებაა, ნებისმიერ დროს შევიდეთ დაწესებულებაში და საზოგადოებას მივაწოდოთ მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ.

ასეთი ბრალდებაც იყო თქვენი აპარატის მიმართ, რომ არასწორად იმოქმედეთ და დაწესებულებაში შესული ან გამოსული არ დაუნახიხართ. ამას როგორ ახსნით?

ჩვენი თანამშრომლები იმავე ღამეს იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. გამოსვლიდან 10 წუთში ინფორმაცია გავრცელდა ყველასთვის, მათ შორის - დაინტერესებული მედიასაშუალებებისთვისაც. არ ვთვლი, რომ სახალხო დამცველმა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფს პერსონალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ჩემი წარმომადგენლები ავტომანქანით შედიან დაწესებულების ეზოში და როდესაც ვკითხე, მათ იქ არავინ დახვედრია და არაფერი უკითხავს.

რაც შეეხება ქსნის ციხეს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ 700-მდე პატიმრის ხელმოწერილი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ. რა ვითარებაა ამჟამად?

ქსანში ვითარება ახლა შედარებით ნორმალიზებულია. ჩემი თანამშრომლები დღესაც იქ იმყოფებიან. ბოლო კვირების მონაცემებით, ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა მკვეთრად დაიკლო - ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

საჩივარი ეხება განვლილ 6 თვეს - ანუ საუბარია როგორც ახალ, ასევე ძველ დარღვევებზე, რომლებიც პატიმრებს ადრე არ განუსაჯაროებიათ. თუმცა, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის წინანდელ დარღვევებზეც კი ესაუბრათ.

ეს ძალიან ხშირად ცუდ სამსახურს უწევს როგორც თავად პატიმრებს, ასევე ზოგადად სიტუაციის გამოჯანსაღებას - მე უნდა მქონდეს საშუალება, დროულად მოვახდინო რეაგირება. როდესაც პატიმარი ამბობს, რომ ერთი წლის წინ სცემეს, და ერთი წლის მერე არ არსებობს დაზიანებების არანაირი კვალი, ცხადია, ამ ფაქტზე ეფექტურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. მინდა ყველას მოვუწოდო - ინფორმაცია როგორც მძიმე, ასევე მსუბუქ უფლებადარღვევის ფაქტებზე, სჯობს, დროულად მიეწოდოს სახალხო დამცველს. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კონფიდენციალობას, თუ ამას პატიმარი მოითხოვს.

თუმცა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მაინც ხორციელდება. ამის შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გატარდა და არაერთ პატიმარს აღუდგა დარღვეული უფლება.

9 სინოდის განჩინებათა ბედი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა შედგა. ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ მართლმადიდებელ სასულიეროებსა და იერარქიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, წმინდა სინოდმა ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით განჩინება მიიღო: „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“.

ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სინოდის პოზიცია შეცვალეს, კერძოდ, ხელისუფლებას პირდაპირ არ მოსთხოვეს, „მხეცის ნიშნით“ შეშინებული მრევლის ნაწილისთვის ძველი პირადობით სარგებლობის უფლება დაერთო. ეს იობმა ეკლესიაზე ხელისუფლების გავლენით ახსნა. სინოდის განჩინების უგულებელყოფით ის კვლავ მოუწოდებს მრევლს, არ აიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები. მრევლის ნაწილი ასევე არ აპირებს სინოდის პოზიციის გაზიარებას.

ID ბარათების შესახებ გადაწყვეტილებას მრევლი ჯერ კიდევ სინოდის წინა სხდომის დროს ელოდა, თუმცა მაშინ უმაღლესი იერარქიის კრებულმა მხოლოდ სპეციალური კომისია შექმნა, რომელშიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი შევიდნენ.

მეუფე იობი კომისიის მუშაობის პერიოდში მრევლს ეუბნებოდა, რომ მთელი სინოდი - ID ბარათის აპოკალიფსურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით - მის აზრზე დგას. მაშინ, აღნიშნული განცხადება ტაბულასთან საუბარში უარყო კომისიის სხვა წევრმა, მეუფე იოანე გამრეკელმა, რომელიც ID ბარათის მიმართ შიშებს არ იზიარებდა და ამაზე საჯაროდ საუბრობდა.

სინოდის მეორე გადაწყვეტილება ეკლესიის მწყემსთა მხრიდან პოლიტიკურ პროპაგანდას შეეხებოდა - „წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს - არჩევნების წინა პერიოდში - საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მისი წევრია“.

ამ განჩინებით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სასულიერო პირებს პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ აუკრძალა. მსგავსი განჩინება მან წლების წინაც მიიღო, სადაც სასულიეროთა პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის უფრო ვრცელ ჩამონათვალს ვხვდებით. 2003 წელს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდთან ერთად, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და საქართველოს პარლამენტს მიმართავდა:

„ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირი, ანდა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება ეკლესია წარმოაჩინოს რომელიმე პარტიის მხარდამჭერად, ნებსით თუ უნებლიეთ ეროვნული ინტერესების და ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც, სასულიერო პირებს წმინდა სინოდის დადგენილებით აკრძალული აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიის წევრობა და მათი საჯაროდ მხარდაჭერა“.

ბოლო პერიოდში, მღვდელმსახურთა მხრიდან პოლიტიკური პროპაგანდის მაგალითები გახშირდა, რაც თითქმის ყველა ქვეყანაშია წინასაარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილი. მაგალითად, კოალიცია ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციებზე ხშირად ჩნდებიან სასულიერო პირები, მათ შორის ყველაზე აქტიური, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილია, რომელმაც ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო დაწყევლა.

სინოდის წევრთაგან, პოლიტიკური პროპაგანდის ყველაზე ახლო მაგალითი კი, თავად ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობია. ურბნელი მიტროპოლიტი კოალიცია ქართული ოცნების აქციაზე მივიდა, ბიძინა ივანიშვილს წარმატება უსურვა და მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. კამერების თანდასწრებით წარმატებებს ის წარსულში სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც უსურვებ და „სულიერი ოკუპაციის“ შესაჩერებლად. სინოდის წევრთაგან ღია პოლიტიკური მხარდაჭერის საპირისპირო მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, მეუფე იობის მეზობელი ეპარქიის მმართველმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატე მარგალიტაშვილმა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბიონიდან არაერთხელ შეადარა დავით აღმაშენებელს. ის ერის სულიერი აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დაჯილდოვდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებების მიუხედავად, როგორც დავინახეთ, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მათ შესრულებას არ აპირებს. სასულიეროთა პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის შესახებ პირველი გადაწყვეტილება ეფექტიანი არ აღმოჩნდა, მას შემდეგ წლების მანძილზე სიტუაცია არ შეცვლილა. თუ სინოდი საეკლესიო სასჯელს არ გამოიყენებს განჩინებათა დამრღვევი სასულიერო პირების მიმართ, ამან შეიძლება ეკლესია პოლიტიკურ ბანაკებად გახლიჩოს. მითუმეტეს, სასულიერო პირების მოტივაციას პოლიტიკური ჯგუფებისგან ფინანსური მხარეც უმაგრებს ზურგს. ივანიშვილმა რუის-ურბნისში ტაძრის აშენებისთვის ეპარქიას თანხა უკვე მისცა.

10 რად გვინდა ასტრონომია

▲ზევით დაბრუნება


სვეტი

მაია თოდუა

ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს დაუცხრომელი და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა მისი ერთ-ერთი თვისებაა. ამას მოწმობს როგორც წერილობითი ისტორიული წყაროები, ასევე დამწერლობამდელი არქეოლოგიური ძეგლები. შეიძლება ითქვას, სამყაროს შეცნობა ჰომო საპიენსის ბუნების განუყოფელი ნაწილია - ის ვერ შექმნიდა ცივილიზაციას და ტექნოლოგიებს, რომ არა ეს დაუშრეტელი ლტოლვა.

0x01 graphic

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ მობილური და ინტერნეტი, დისტანციური მართვის პულტი და თანამედროვე აბაზანა, რომელთა გარეშეც დღეს არსებობა ვერ წარმოგვიდგენია, სწორედ იმის შედეგია, რომ ადამიანს აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენს სამყარო, როგორ შეიქმნა, რა მოელის მომავალში და რა ადგილი უკავია კოსმოსში. ამ ცოდნის დაგროვებასა და განვითარებაში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ასტრონომიას უკავია. ასტრონომიული ცოდნა, რომელიც, ერთი შეხედვით, შორსაა პრაქტიკული გამოყენებისაგან, სინამდვილეში მჭიდრო კავშირშია ჩვენს ყოველდღიურობასთან, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ასე იყო ყოველთვის.

კალენდარი და დროის აღრიცხვა ასტრონომიული დაკვირვებებით შეიქმნა. მათემატიკის დიდი ნაწილი ასტრონომიული კვლევების შედეგია. ტრიგონომეტრია და ლოგარითმი ასტრონომებმა გამოიგონეს. კალკულუსი - თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინერიის საფუძველი - ისააკ ნიუტონმა ასტრონომიული გამოთვლებისთვის შექმნა. ასტრონომიას იყენებენ ნავიგაციაში გემების, თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მართვისას. ასტრონომებს უხდებათ დიდი მოცულობის გამოთვლების წარმოება, რამაც კომპიუტერების განვითარებას დაუდო საფუძველი. კეპლერისა და ნიუტონის კანონების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კოსმოსის ათვისება, რომელზეც დღეს დამოკიდებული ვართ: ვინმეს წარმოგიდგენიათ თავი მობილურის, ინტერნეტის, ამინდის პროგნოზის გარეშე? ამ დროს, ეს გენიოსი მეცნიერები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას მოუტანდა კაცობრიობას მათი აღმოჩენები.

0x01 graphic

რადიოასტრონომიამ რადიომიმღებების განვითარებასა და სატელიტური კომუნიკაციის ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი. ასტრონომების მიერ შემუშავებული გამოსახულების დამუშავების ტექნიკა ამჟამად მედიცინაში გამოიყენება და პაციენტის შინაგანი ორგანოების დისტანციური შესწავლის საშუალებას იძლევა. ასტრონომიას სულ უფრო ზუსტი და მაღალი დონის ინსტრუმენტები სჭირდება, ეს კი ელექტრონიკის, მექანიკური ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების შემდგომ განვითარებას გამოიწვევს, რაც კვლავ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაში.

მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები დამყარებულია ნივთიერებისა და ენერგიის შესახებ ფიზიკის ფუნდამენტური კანონების ცოდნაზე. ამავე დროს, ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, ზეახლებსა და შავ ხვრელებზე დაკვირვებით შესაძლებელია ნივთიერებათა შესწავლა ისეთ ექსტრემალურ პირობებში (დიდი სიმკვრივე, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი გრავიტაცია), რომელთა მიღება დედამიწის პირობებში ჯერჯერობით შეუძლებელია.

სამყაროში ჩვენი ადგილის განსაზღვრისას კი ასტრონომია უმთავრესია. გეოცენტრული სისტემა ჰელიოცენტრულმა შეცვალა, შემდგომ აღმოჩნდა, რომ არც მზეა სამყაროს ცენტრში და არც ჩვენი გალაქტიკა. პლანეტური სისტემა ურიცხვია, ხოლო ათიოდე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ სამყაროს აჩქარებით გაფართოების შესახებ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ასტრონომიის წვლილი მეცნიერული აზროვნების განვითარებაში.

რამდენიმე ხნის წინ, აბასთუმნის ობსერვატორიის სასტუმროს ჰოლში ჟურნალებს და ფლაიერებს ვათვალიერებდი, რომელთა შორის იყო ბროშურა სათაურით „მგლები“, სადაც ამ ცხოველზე მოკლედ იყო მოთხრობილი. იქ ეწერა, რომ 15000 წლის წინ ადამიანმა მგელი მოიშინაურა და ასე გაჩნდა ძაღლი - მისი უერთგულესი მეგობარი. ამ დროს მომიახლოვდა სასტუმროს ერთ-ერთი მცხოვრები, შუახნის მამაკაცი და აღშფოთებულმა მითხრა: „ნახეთ, რა სისულელეები წერია ამ ბროშურაში - ძაღლი მგლისგან წარმოიშვაო. ეს ხომ სრული სისულელეა! ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძაღლიც, მგელიც, ადამიანიც ღმერთმა შექმნა“. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მეცნიერებისა და მისი მეთოდების შესახებ არაფერი გაეგებოდა. მას სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია მობილურისა და ავტომობილის გარეშე და ვერცკი ხვდება, რომ ყველას მასავით რომ ეაზროვნა, ეს ნივთები, უბრალოდ, არ იარსებებდა.

მე გამიჭირდება იმის შეფასება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა რამდენ პროცენტს შეადგენენ ასეთი ადამიანები, არც გამოკითხვა ჩამიტარებია და არც ამასთან დაკავშირებულ კვლევებს ვიცნობ (თუკი არსებობს), მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს პროცენტი არცთუ მცირე უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, ფრიად დამაფიქრებელია. ეს ადამიანები ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე იყენებენ მეცნიერების მიღწევებს და მათ გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ევოლუციის თეორიაზე ან სამყაროს წარმოშობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ისინი მეცნიერებას ცალსახად უარყოფენ.

0x01 graphic

ისიც მართალია, რომ მეცნიერებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს. ასე მაგალითად, შარშან ნოემბერში გავრცელებული სენსაციური ცნობა ნეიტრინოების ზე-სინათლის სიჩქარით მოძრაობის შესახებ არ დადასტურდა, რითაც აინშტაინის თეორია „გადარჩა“. თუმცა ის რომ მცდარი აღმოჩენილიყო, მის ადგილს სხვა თეორია დაიკავებდა. შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტებისკენ გზა შეცდომებზე გადის. მეცნიერება პატიოსანია - ის აღიარებს თავის შეცდომებს და არ ეშინია ღია, უპასუხო შეკითხვების. „ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა“, - განაცხადა აინშტაინმა და თავის მიერ შემოღებულ კოსმოლოგიურ კონსტანტაზე უარი თქვა. თუმცა რამდენიმე წლის წინ კოსმოლოგიური კონსტანტა კვლავ „დააბრუნეს“”, ასე რომ, აინშტაინის აღიარება თავად აღმოჩნდა მცდარი. შეიძლება მიღწევა შეცდომაზეც იყოს დამყარებული. ქრისტეფორე კოლუმბმა ინდოეთი ეძება და ამერიკა აღმოაჩინა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა. ასეთი მაგალითი უამრავია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ვსარგებლობთ მეცნიერების ურიცხვი რეალური შედეგით.

21-ე საუკუნეში საზოგადოების განათლებისა და განვითარების დონე სხვა საზომებით იზომება, ვიდრე მე-20-ში, როდესაც ის წერა-კითხვის ცოდნით განისაზღვრებოდა. არც კომპიუტერის ქონა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაა საკმარისი. იმასაც დავაკვირდი, რომ, ჩემდა გასაკვირად, ინფორმაციის საყოველთაო მისაწვდომობაც (რაც ინტერნეტმა მოიტანა) არ ყოფილა ადამიანთა ზოგადი განათლების დონის ამაღლებისა და თანამედროვე აზროვნების დამკვიდრების სრული გარანტია. ეს მხოლოდ მეცნიერული, მათ შორის, ასტრონომიული ცოდნის გავრცელებითაა შესაძლებელი. ადამიანი, რომელსაც არა აქვს ფართო წარმოდგენა მეცნიერულ მიღწევებზე, ისეთივე შეზღუდულია, როგორც ის, ვინც არ იცნობს ისტორიას, ლიტერატურას, მუსიკას ან მხატვრობას, როგორიც იყო ის, ვინც მეოცე საუკუნეში წერა-კითხვა არ იცოდა. სამყაროს შესახებ ახალი აღმოჩენები ინტელექტუალურ ცხოვრებას ამდიდრებენ.

დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე, კონკურენტუნარიან ერს ფართო სამეცნიერო განათლება ესაჭიროება. ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკურ ინდექსებთან ერთად, მეცნიერების, მათ შორის, ასტრონომიის, დონითაც განისაზღვრება.

P.S. 4 ივლისს საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ CERN-ში აღმოაჩინეს ჰიგსის ნაწილაკი (ჰიგსის ბოზონი). ეს დიდი მოვლენაა მეცნიერებაში. ამ აღმოჩენით დადასტურდა თანამედროვე თეორია ელემენტარული ნაწილაკების შესახებ - ე.წ. სტანდარტული მოდელი.

11 რატომ იზრდება პროდუქტზე ფასი უფრო სწრაფად, ვიდრე მცირდება?

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

ალბათ დაკვირვებიხართ - როცა ბაზარზე რაიმე პროდუქციაზე ფასი იმატებს, მის შესამცირებლად გარკვეული დროა საჭირო. ამასთან, ფასები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მცირდება.

ნავთობის ფასის მატება საუკეთესო მაგალითია, რადგან ის ბევრ სხვა პროდუქციაზე განსაზღვრავს ფასს. საქართველო გამონაკლისი არ არის: ბენზინზე ფასის მატებას, როგორც წესი, ყველაზე დიდი დავიდარაბა მოჰყვება ხოლმე. ერთხელ მაინც ხომ გაგიგონიათ - თუ ბენზინის ფასი ჩვენთან მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული, როცა გლობალური ფასი ეცემა, ჩვენთან ბენზინი რატომ არ იაფდება?

ამ კითხვაზე ექსპერტებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ერთ პასუხს გაგცემენ - საქმე გვაქვს ოლიგოპოლიურ ან მონოპოლიურ ბაზართან. ამ ტერმინების განმარტებას თუ მოსთხოვთ, აგიხსნიან, რომ ოლიგოპოლიის დროს ბაზარზე დომინირებს რამდენიმე მსხვილი (3-დან 5-მდე) ფირმა, რომლებიც მსგავს საქონელს და მომსახურებას აწარმოებენ და შეთანხმებულად მოქმედებენ. მონოპოლიის დროს კი ბაზარს და ფასებს ერთი ფირმა აკონტროლებს. ორივე შემთხვევაში, სხვა მოთამაშისთვის ბაზარზე შეღწევა ძნელი და ძვირია.

0x01 graphic

გამოჩენილმა ამერიკელმა ეკონომისტმა სემ პელცმანმა აღმოაჩინა, რომ არც ასე მარტივადაა საქმე. ფასების სწრაფად მატებისა და შემდეგ გაცილებით უფრო ნელა შემცირების ახსნა მხოლოდ ამ ტერმინებით შეუძლებელია.

ასზე მეტი სხვადასხვა ბაზრის შესწავლის შემდეგ, პელცმანმა დაადგინა, რომ ფასების ასეთი ასიმეტრია დამახასიათებელია როგორც კონკურენტული, ისე ოლიგოპოლიური ბაზრებისათვის. ტენდენცია მაშინაც იჩენს თავს, როცა ბაზარზე ბევრი და გამოუცდელი მყიდველია და მაშინაც, როცა კარგად გათვითცნობიერებული მომხმარებელი დიდი ოდენობით პროდუქციის შესყიდვასაა მიჩვეული.

პელცმანის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება ისაა, რომ როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოუაროს ხარჯების ცვლილებას - ფასების ასიმეტრია არ ხდება. მაგრამ როცა ხარჯების ზრდის ფაქტორსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის ბევრი მცირე შუამავალი არსებობს, ასიმეტრია უფრო თვალში მოსახვედრია.

გამოდის, რომ ფასების ასიმეტრია თითქმის უნივერსალური ფენომენია. თითქოს ეს არ იყო თავგზის ასარევად საკმარისი, ისიც გამოდის, რომ ასიმეტრია დამახასიათებელია როგორც გაჯერებული, ისე კონცენტრაციას მოკლებული ბაზრებისთვისაც. მოკლედ, ეს ერთი დიდი თავსატეხია.

რატომ ხდება ასე?

ამ კითხვაზე პელცმანს პასუხი არ გაუცია. მოგვიანებით, სხვა მკვლევრებმა სცადეს ამ ფენომენის ახსნა.

ასიმეტრიული ფასდადების თავსატეხის ამოსახსნელად უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ იცვლება ფასები რეალურ ბაზარზე: როცა კომპანია პროდუქციას აძვირებს, ის ამით მომენტალურ სარგებელს ნახულობს. მეორე მხრივ, ვერცერთი კომპანია ვერ ხეირობს ფასების შემცირებით, თუკი მას არ შეუძლია პარალელურად გაზარდოს წარმოების მოცულობა და გაყიდვები - ამას კი, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდება.

გამოდის, რომ უფრო მეტი დრო სჭირდება წარმოებისა და გაყიდვების გაზრდას, ვიდრე მათ შემცირებას, თუნდაც იმიტომ, რომ პირველი უფრო რთული საქმეა, ვიდრე მეორე: წარმოებისა და გაყიდვების გაზრდა, სულ მცირე, ორ დონეზე უნდა მოხდეს - კომპანიის შიგნით და მთლიანად ბაზარზე, რაც ხანგრძლივი პროცესია.

მოდი, ამ თეორიის მიხედვით, ბენზინის ჩვენს მაგალითზე გავაანალიზოთ, სად იკარგება დრო გლობალურად ფასების შემცირებასა და ადგილობრივ ბაზარზე ფასის დაკლებას შორის.

პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიები თავის მხრივ შუამავლები არიან, რადგან ისინი ბენზინს თვითონ არ აწარმოებენ და მის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან ეწევიან. შესაბამისად, მათთან ბენზინი რეალურ ფასთან შედარებით უკვე გაძვირებული მოდის და მისი ფასის შემცირებაც გაცილებით ხანგრძლივი პროცესია.

0x01 graphic

სემ პელცმანი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის საპატიო პროფესორი. ერთადერთი ეკონომისტი, ვისი სახელიც რეგულირების სპეციალურ ეფექტს უწოდეს. 1975 წელს პელცმანმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომში დაასაბუთა, რომ როცა უსაფრთხოების ღვედის ტარება სავალდებულოა, ადამიანი თავს უფრო დაცულად გრძნობს და გაცილებით უფრო რისკიანად მართავს ავტომობილს. შედეგად, უსაფრთხოების ღვედის რეგულირებით მიღებულ სარგებელს რისკიანი მართვით მიღებული დანახარჯი აკომპენსირებს. აღნიშნული დაკვირვება ცნობილიაპელცმანის ეფექტის სახელწოდებით. პროფესორი პელცმანი არის რამდენიმე წიგნის ავტორი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჯორჯ სტიგლერის ეკონომიკისა და სახელმწიფოს შემსწავლელ ცენტრს ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ასევე, მსახურობდა პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. ამჟამად, სამართლისა და ეკონომიკის ჟურნალის რედაქტორია. მისი სტატიები მუდმივად ქვეყნდება ყველაზე პოპულარულ აკადემიურ გამოცემებში.

როცა გლობალურად ბენზინი ძვირდება, ყველაფერი გარკვეულია და სწრაფად ხდება: ან გაზრდილ ხარჯს კომპანია მომხმარებელზე გადაიტანს და ბენზინს გააძვირებს, ან გაზრდილი ხარჯების დასაბალანსებლად დროებით შეაჩერებს რამდენიმე სადგურის მუშაობას და თანამშრომლების რაოდენობასაც შეამცირებს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბენზინის ფასი შემცირდა. კომპანიამ ხარჯი დაზოგა. ორი არჩევანი აქვს - ან ხარჯის კლება მომენტალურად მომხმარებელზე გადაიტანოს და მას პროდუქციის ფასი შეუმციროს, ან ფასი იგივე დატოვოს და დაზოგილი თანხის რეინვესტირება მოახდინოს - მაგალითად, ქსელი გააფართოოს ან მეტი ადამიანი დაასაქმოს.

სინამდვილეში კომპანიისთვის ასეთი არჩევანი არ არსებობს: ფასის შემცირება პროდუქციის მოცულობის ზრდის გარეშე, მას მოგებას ვერ მოუტანს. ამდენად, უფრო რეალურია, რომ კომპანიამ დაზოგილი თანხა რეინვესტირებისკენ მიმართოს: ამით ის მომავალში მეტი პროდუქციის იმპორტირებას შეძლებს და გრძელვადიან პერსპექტივაში პროდუქციაზე ფასს შეამცირებს.

რეინვესტირების გადაწყვეტილების მიღება, თავის მხრივ, დროს მოითხოვს. მიიღებს თუ არა რეალურად დაზოგილი თანხის რეინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებას კომპანია, დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე - მაგალითად, მალე ისევ გაიზრდება თუ არა ფასი, ან მომავალში რაიმე პრობლემა ხომ არ შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც მოგებას შეამცირებს - ვთქვათ, ქვეყანა შემოიღებს დამატებით რეგულაციებს ახალი ბენზინგასამართი სადგურების გახსნის კუთხით, ან გაართულებს ადამიანის სამსახურში აყვანას. ამდენად, რეინვესტირების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს ახალი პირობები და რამდენად სტაბილურია გარემო, რომელიც ამ ახალი პირობებით მოგების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც, შეუძლებელია კომპანიამ იცოდეს, შეძლებს თუ არა ქვეყანაში მეტი ბენზინის შემოტანას, ან რა ეღირება ამის შემდეგ მისი პროდუქცია მანამ, სანამ მართლა არ გახსნის ახალ სადგურებს ან არ დაიქირავებს ახალ თანამშრომლებს. და ყველაფერი ამის შემდეგ, არ ნახავს, რა შეიძლება ღირდეს პროდუქტი. ეს გაურკვევლობა ინვესტიციას უფრო რისკიანს ხდის და ბაზრის უფრო ფრთხილ ანალიზს, ანუ მეტ დროს მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც კომპანიის ხელთ არსებული ბენზინის ოდენობა გაიზრდება, ფასიც შემცირდება, რადგან ასე უფრო იოლი იქნება მეტი რაოდენობის პროდუქციის გაყიდვა. ამ შემთხვევაშიც დროა საჭირო: კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ გარკვეულ ეტაპზე ღირს შემოსავლის შემცირება იმის იმედად, რომ მის კომპენსირებას გაყიდული პროდუქციის გაზრდილი ოდენობა მოახდენს.

გაყიდული პროდუქციის რაოდენობის ზრდა ორი გზით არის შესაძლებელი: ახალი მომხმარებლებისთვის მიყიდვით; ან, უფრო ხშირად, უფრო მეტი რაოდენობით, სტაბილური მომხმარებლებისთვის მიყიდვით. ამ მიზნების მისაღწევად მხოლოდ ფასის დაკლება საკმარისი არ არის. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ პროდუქციაზე ფასი შემცირდა - ასეთი ტიპის რეკლამა კი ფული ღირს. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც, როცა ხარჯის შემცირებას ფასის კლებასთან მივყავართ, ამ შემცირებას თან ახლავს რეკლამირების დამატებითი ხარჯი.

ამდენად, კომპანიას შემცირებულ ფასზე რეაგირება უფრო ძვირი უჯდება და მეტ დროსაც მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების კლება ფასის შემცირებას მართლაც გამოიწვევს და დროთა განმავლობაში კომპანია დაზოგილ ხარჯებს მომხმარებელს ჩამოაკლებს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორც წესი, დროში უფრო ჭიანურდება, ვიდრე შედარებით იოლი გამოსავალი: თუ ხარჯი იზრდება, სხვაობა მომხმარებელმა გადაიხადოს.

მკვლევრები ზუსტად ვერ ამბობენ, რა დრო იკარგება კომპანიისთვის ხარჯის შემცირებასა და მისი მხრიდან პროდუქციაზე ფასის დაკლებას შორის. ზოგადი პასუხი ისაა, რომ ხარჯის შემცირება რამდენიმე საათში, დღეში ან, სულ დიდი - კვირაში შეიძლება; ფასის კლებას კი, როგორც წესი, წლები სჭირდება.

ასე რომ, როცა სათაურში დასმული შეკითხვით ექსპერტებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავთ, არ დაგავიწყდეთ, აახსნევინეთ, რის საფუძველზე ასაბუთებენ იმას, რომ ბაზარი ოლიგოპოლიური ან მონოპოლიურია და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბაზარზე შეღწევა ძნელი და ძვირია: ბიზნესი თუ რეგულირების მოყვარული სახელმწიფო

12 საკვებზე ხელმისაწვდომობა და ოჯახების სუფთა შემოსავალი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

კვლევა

ელენე კვანჭილაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) 2010 წლის კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის, საკვებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამერიკა პირველ ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, ბოლო 80 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სუფთა შემოსავლებში საკვებზე დანახარჯების წილი 15.6%25-ით, თითქმის 3-ჯერ შემცირდა, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო ამერიკელის სუფთა შემოსავალი თითქმის 4%25-ით გაიზარდა. 2010 წელს, ამერიკაში საკვებზე ოჯახების მთლიანი შემოსავლის 6.6%25 დაიხარჯა.

იმავე კვლევის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში მცხოვრებმა ოჯახმა მთლიანი შემოსავლებიდან საკვებზე 34.7%25-ით, თითქმის 6-ჯერ მეტი დახარჯა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. საკვებზე საქართველოს ოჯახებზე მეტს კვლევაში ჩართული მხოლოდ 7 ქვეყანა ხარჯავს: უკრაინა, კენია, პაკისტანი, ბელარუსი, ალჟირი, აზერბაიჯანი და კამერუნი.

უშუალო მეზობლებიდან საკვები უფრო ხელმისაწვდომია თურქეთსა და რუსეთში. ამ უკანასკნელში, საკვებზე ერთი ოჯახი თავისი შემოსავლების 29%25-ს, ხოლო თურქეთში - 21.4%25-ს ხარჯავს. სომხეთის მონაცემები კვლევას არ აქვს.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებიდან კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: კვლევაში ჩართულ 28 ქვეყანაში, ანუ მთელი რაოდენობის მესამედში, ოჯახი საკვებზე საშუალოდ 23.58%25-ით იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ამერიკა დიდი დეპრესიის დროს. ამ ქვეყნებში რუსეთი, საქართველო და აზერბაიჯანიც შედის.

საკვებზე ხელისაწვდომობით ამერიკას მოსდევს სინგაპური, სადაც ერთი ოჯახი საკვებზე თავისი შემოსავლის 7.5%25-ს ხარჯავს. ხუთეულში ასევე შედიან: გაერთიანებული სამეფო - 9.7%25-ით, კანადა - 9.8%25-ით და ირლანდია - 10.2%25-ით. თუმცა ამერიკა მაინც გამორჩეულია, რადგან იქ, მთელი 80 წლის მანძილზე, საკვები ისეთი იაფი არასდროს ყოფილა, როგორც ეს 2010 წელს იყო.

0x01 graphic

13 მასიური ჰიგსტერია

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თაკო ქურდაძე

ბუნების წარმოსახვის უნარი ბევრად აღემატება
ადამიანისას...ის არასდროს მოგვცემს
მოდუნების საშუალებას

რიჩარდ ფაინმენი

0x01 graphic

დიდი ადრონული კოლაიდერი

რომელმან შექმნა სამყარო

მეცნიერება კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სამყაროს შექმნის საიდუმლოს გამოცნობას - გავრცელდა ინფორმაცია ჰიგსის ნაწილაკის, იგივე ბოზონის აღმოჩენის შესახებ.

ეს მოვლენა ამყარებს ერთ-ერთ თეორიას, რომელსაც სტანდარტულ მოდელს უწოდებენ. ამ თეორიის მიხედვით, სამყაროს დაბადების ისტორია დაახლოებით ასე გამოიყურება - იყო და არა იყო რა... ჩვენი სამყარო დაიბადა 13.7 მილიარდი წლის წინ კოლოსალური ენერგიით დამუხტული, ძალიან მხურვალე პატარა წერტილის აფეთქების შედეგად. აფეთქებიდან ერთ მეტრილიონედ წამში არსებულ სივრცეში მიმოიფანტა ელემენტარული ნაწილაკები და რადიაციული ენერგია, რომელიც ეგრეთ წოდებულ ჰიგსის ველად გარდაიქმნა. აფეთქების შედეგად სამყარომ გაციება და გაფართოება დაიწყო.პირველყოფილ ნაწილაკებს მასა არ ჰქონდათ და, ამ თეორიის მიხედვით, ჰიგსის ველთან ურთიერთქმედებით შეიძინეს. ამით ისინი გადაიქცნენ კომპლექსურ ნაწილაკებად, რამაც საბოლოოდ მატერია წარმოშვა.

დიდი ადრონული კოლაიდერი - დიდს მისი ზომის გამო უწოდებენ. კოლაიდერი 27 კილომეტრამდე სიგრძისაა. ეს არის გვირაბი, სადაც რეგენერირებულია დიდი აფეთქებიდან ერთი მეტრილიონედი წამის შემდეგ არსებული გარემო პირობები. ადრონები ის ნაწილაკებია, რომლებსაც ერთმანეთს აჯახებენ, აქედან გამომდინარეობს სახელიც. დიდი ადრონული კოლაიდერი მდებარეობს შვეიცარიაში. მასში წამში 40 მილიონამდე შეჯახება ხდება, რომელსაც ცერნში მომუშავე ფიზიკოსები აანალიზებენ.

სტანდარტული მოდელის მიხედვით, ჰიგსის ველია ყველაფერი, რაც სამყაროს ავსებს და კოსმიურ სხეულებს გარს აკრავს. ნაწილაკები კი ჰიგსის ველთან ურთიერთქმედებენ.

ამ ფენომენის ადვილად აღსაქმელად შეგვიძლია კოსმოსი დიდ აკვარიუმად წარმოვიდგინოთ. მისი ბინადრებისთვის წყალი ბუნებრივი გარემოა. ასევეა კოსმოსში ჰიგსის ველი.

ქართველი თეორიული ფიზიკოსი, გიორგი ლავრელაშვილი ჰიგსის ნაწილაკის მნიშვნელობას შემდეგნაირად ხსნის: “წარმოიდგინეთ, სტანდარტული მოდელი ამოტრიალებული პირამიდასავით იდგა ჰიგსის ნაწილაკზე - მისი არარსებობა ნიშნავდა, რომ სამყაროს ახსნის მექანიზმი, როგორც მას ჩვენ დღეს ვიცნობთ, არასწორი იყო და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო. ჰიგსის ნაწილაკის არსებობის დადასტურება საბოლოოდ თავ-თავის ადგილს მიუჩენს ყველა ნაწილაკს სტანდარტულ მოდელში. და ჩვენ გვექნება თითქმის სრული სურათი იმისა, თუ რისგან შედგება სამყაროს სტრუქტურა, რა იჭერს ერთად იმხელა მასას, რასაც კოსმოსი ჰქვია და რატომ გამოიყურება ის ისე, როგორც გამოიყურება“.

0x01 graphic

სტანდარტული მოდელი არის ელემენტარული ნაწილაკებისა და ურთიერთქმედების თეორია. იგი საშუალებას იძლევა აღვწეროთ და ვიწინასწარმეტყველოთ სხვადასხვა სუბატომური ნაწილაკების ქცევა. სტანდარტული მოდელი ასევე ახარისხებს სხვადასხვა ელემენტარულ ნაწილაკებს

აინისა რამირესი იელის უნივერსიტეტიდან ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად შემდეგ მაგალითებს იყენებს:

  • კოპერნიკის რევოლუცია, რომელმაც დედამიწის ნაცვლად სამყაროს ცენტრად მზე გამოაცხადა. თავის დროზე ამ აღმოჩე ნის პირდაპირი ეფექტის დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო, პირიქით, საშიშიც კი, რადგან მანამდე არსებულ ყველა წარმოდგენას უარყოფდა.

  • ელექტრონის აღმოჩენა. 1897 წელს ვერავის წარმოედგინა, რომ ელექტრონის, როგორც ნაწილაკის იდენტიფიცირება, მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მომავალ ტექნოლოგიურ პროგრესში. წარმოიდგინეთ, ცხოვრება ტელევიზორის, სმარტფონებისა და კომპიუტერის გარეშე.

ჰიგსის ბოზონის ბუნების ასახსნელად მაგალითად ჰოლივუდის ჯეტ სეტის წვეულება მოჰყავთ, სადაც სტუმრებს შორის არიან კინოსამყაროს წარმომადგენლები, აგენტები, იქვეა მომსახურე პერსონალი.

წარმოიდგინეთ, ასეთ წვეულებაზე შემოდის დამწყები მსახიობი, რომელსაც არავინ იცნობს, შესაბამისად, ის არავის ყურადღებას არ იპყრობს და ბარამდე ყოველგვარი სირთულის გარეშე აღწევს. ახლა წარმოიდგინეთ, ოთახში შემოდის ჯონი დეპი, მის გარშემო უცბად შეგროვდებიან წვეულების სტუმრები, რომლებიც ცდილობენ ხელი ჩამოართვან, გამოეცნაურონ და დაელაპარაკონ ცნობილ მსახიობს.

ეს ყველაფერი სუბატომური ნაწილაკების დონეზე რომ დავიყვანოთ, ჯონი დეპი იქნება შედარებით მძიმე ნაწილაკი, ვიდრე დამწყები მსახიობი, რომელსაც არანაირი წონა არ აქვს. წვეულება შეიძლება იყოს ჰიგსის ველის ანალოგია, სადაც ყველანაირი ნაწილაკი არის თავმოყრილი, ჯონი დეპს გადაადგილებაში ხელს შეუშლიან აგენტები, რომელიც მას გარს შემოეხვევიან. ფიზიკაში, გადაადგილებაში ნაწილაკებს ხელს უშლის მასა, რომელსაც ჰიგსის ნაწილაკი ანიჭებს. ანუ აგენტები ამ შემთხვევაში არიან ჰიგსის ნაწილაკები, რომლებიც ჰიგსის ველში არიან გაფანტულნი და სხვადასხვა ნაწილაკებს სხვადასხვა წონას ანიჭებენ. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ისინი წყვეტენ, რომელ მსახიობს მიაქციონ მეტი ყურადღება. ჰოლივუდის წვეულების შემთხვევაში ჩვენ ვიცით რა კრიტერიუმით ფასდებიან ყურადღების ღირსი მსახიობები, ხოლო პასუხი იმაზე, თუ რა განაპირობებს ნაწილაკების ერთმანეთით დაინტერესებას - უცნობია.

უნარიდან, მასა შესძინოს ელემენტარულ ნაწილაკებს, გამომდინარეობს ჰიგსის ბოზონის პოპულარული მეტსახელი „ღმერთის ნაწილაკი“. ის ლეონ ლედერმანის ამავე სახელწოდების წიგნის გამოცემის შემდეგ დამკვიდრდა 1990-იან წლებში. თავდაპირველად წიგნს „ღმერთისგან დაწყევლილი ნაწილაკი“ - The Goddamn Particle ერქვა, რადგან მისი პოვნა ასეთი რთული აღმოჩნდა. თუმცა ლედერმანს გამომცემელმა ურჩია წიგნისთვის „ღმერთის ნაწილაკი“ ეწოდებინა, მისი თვისებებიდან გამომდინარე. მეტსახელი სამეცნიერო წრეებში აითვალწუნეს.

0x01 graphic

ფრანსუა ანგლერი და პიტერ ჰიგსი

ვინც ეძებს, პოულობს - დიდი აფეთქება 100 მეტრის სიღრმეზე

სამყაროს მისტერიების ამოხსნისას მხოლოდ თეორეტიკოსები ვერაფერს გახდებოდნენ, ექსპერიმენტატორების გარეშე.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ელეგანტურია თეორია, ის მხოლოდ მას შემდეგ მკვიდრდება, რაც ექსპერიმენტის შედეგად შესაძლებელი გახდება იმ პარამეტრების დანახვა, რომელსაც თეორიული მოდელი წინასწარმეტყველებს. ამ მიზანს ემსახურება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ცენტრში (ცერნი) განთავსებული დიდი ადრონული კოლაიდერი.

0x01 graphic

რევაზ შანიძე - ექსპერიმენტატორი მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში. მოღვაწეობს გემანიაში, ერლანგენის უნივერსიტეტში

ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორი, რეზო შანიძე გრანდიოზული ამაჩქარებლის, იგივე კოლაიდერის, საჭიროებას შემდეგნაირად ხსნის: იმ ნაწილაკების წარმოქმნა, რომელიც სამყაროს საშენ მასალას წარმოადგენს, დამზერადი მხოლოდ მაღალი ენერგიის პირობებშია.

კოლაიდერში მაქსიმალური სიზუსტით არის დაცული ის პირობები, რაც მეცნიერების ვარაუდით, დიდი აფეთქებიდან ერთ მეტრილიონედ წამში დადგა ღია კოსმოსში. ამაჩქარებელი მთელ სამყაროში ყველაზე ცივი ადგილია. ტემპერატურა ნაწილაკების შეჯახებისას მის გვირაბში -271°C-მდე ეცემა. ის ისევეა სავსე სიცარიელით, როგორც კოსმოსი იყო დიდ აფეთქებამდე. წამში 40 მილიარდი შეჯახება ხდება. ამდენად, ადვილი წარმოსადგენია იმ მონაცემთა სიმრავლე, რომლის დამუშავებაც ცერნში მომუშავე ფიზიკოსებს უხდებათ. ნაწილაკების აღმოჩენა ხდება ამ მონაცემთა შორის განსხვავებებზე დაკვირვებით - მათი დიდი ნაწილის ქცევა უკვე დოკუმენტირებულია და თუ აფეთქებისას რომელიმე ნაწილაკი უჩვეულოდ იქცევა, სავარაუდოა, რომ შეჯახებისას ჯერ კიდევ უცნობი ნაწილაკი წარმოიქმნა. სწორედ ასე იპოვეს, დიდი ალბათობით, ჰიგსის ბოზონი.

მეცნიერები ექსპერიმენტის დამაჯერებლობის სიმძლავრეებს ზომავენ სტატისტიკურ შკალაზე 1 სიგმადან 5 სიგმამდე. 1 სიგმა ყველაზე სუსტია, 5 სიგმა - ყველაზე ძლიერი. მაგალითად, 3 სიგმა დამზერად ითვლება, 5 სიგმა კი უკვე აღმოჩენაა. საინტერესოა, რომ ორმა სხვადასხვა, შეიძლება ითქვას, კონკურენტმა ჯგუფმა ერთდროულად განაცხადა სავარაუდო აღმოჩენის შესახებ - ATLAS-მა და CMS-მა 4.9 და 5 სიგმას დამაჯერებლობის კოეფიციენტი მიანიჭეს მათ დაკვირვებებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მეცნიერების აზრით, ჰიგსის ნაწილაკი აღმოჩენილია, რაც სტანდარტული მოდელის სისწორეს ადასტურებს.

გამორიცხული არ არის, რომ ახლადაღმოჩენილმა ნაწილაკმა მომავალში ჰიგსის ბოზონისთვის შეუსაბამო თვისებები გამოავლინოს. ამის შესასწავლად, ცერნის ფიზიკოსები შემდეგი სამი წლის განმავლობაში დამატებით ექსპერიმენტებს და ანალიზებს ჩაატარებენ. 2012 წლის ბოლომდე კიდევ მილიარდობით შეჯახების სტატისტიკური ბაზა იქნება ხელმისაწვდომი და რადგან მეცნიერებმა ახლა უკვე ზუსტად იციან სად ეძებონ ჰიგსის ბოზონი, მისი მახასიათებლების შესწავლა ბევრად გაადვილდება.

2013 წელს კოლაიდერი დაიხურება სარემონტო სამუშაოებისათვის, 2014-2015 წელს კი სრული დატვირთვით იმუშავებს, შესაძლოა უფრო მაღალი ენერგიის წყაროთი.

ჰიგსის ბოზონი - ღმერთის ნაწილაკი, პიტერ ჰიგსი - ღმერთი

ედინბურგის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი, პიტერ ჰიგსი მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ნაწილაკისთვის მხოლოდ მისი სახელის დარქმევა არასწორია, რადგან მასთან ერთად, ხუთმა სხვა ფიზიკოსმა გამოაქვეყნა შრომა სტანდარტულ მოდელში ნაკლული ნაწილაკის შესახებ.

საეჭვოა, რომ ჰიგსს თავისი შრომა დიდი აფეთქების თეორიისთვის დაეკავშირებინა. 1964 წელს, მაშინ როცა მისი მოსაზრებები გამოქვეყნდა, დიდი აფეთქების თეორია არც ისე პოპულარული იყო, - ხსნის პროფესორი შანიძე.

0x01 graphic

პიტერ ჰიგსი - ბრიტანელი თეორიული ფიზიკოსი. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. 1964 წელს წამოაყენა თეორია ჰიგსის ნაწილაკის არსებობის აუცილებლობის შესახებ.

And the Nobel goes to…

ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს, რომ პიტერ ჰიგსმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნობელის პრემია ნაწილაკის არსებობის წინასწარმეტყველებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ თავად 100 დოლარი წააგო მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორთან, გორდონ კეინთან - ჰოუკინგი ირწმუნებოდა, რომ ჰიგსის ნაწილაკს ვერ იპოვიდნენ.

ამ სასიხარულო აღმოჩენამ თავის ტკივილი გაუჩინა ნობელის პრემიის კომიტეტს. ტრადიციულად, ნობელის პრიზი გადაეცემა მაქსიმუმ სამ ადამიანს, ჰიგსის ბოზონის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი კი, სულ მცირე, ექვსმა ადამიანმა შეიტანა. პიტერ ჰიგსის გარდა, ესენი იყვნენ რობერტ ბროუ და ფრანსუა ანგლერი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტიდან (მათი შრომა ჰიგსის შრომაზე ადრეც კი გამოქვეყნდა, 1964-ის აგვისტოში), ხოლო მესამე ჯგუფი შედგებოდა ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ფიზიკოსისგან - დიკ ჰაგენი, ჯერი გურალნიკი და ტომ ქიბლი.

თეორიის ავტორებიდან ერთი გარდაცვლილია, დარჩენილია ხუთი ადამიანი, რომელთაგანაც სამი ყველაზე დამსახურებული უნდა გამოვლინდეს, თუმცა ფიზიკის მოყვარულთა ფორუმებზე ჭორებიც კი დადის, რომ შესაძლოა კომიტეტმა ამ წელს გამონაკლისი დაუშვას.

ღმერთის ფაქტორი

0x01 graphic

ATLAS (A Toroidal LHC Apparatus) და CMS (Compact Muon Spectrometer) - ორი დეტექტორი, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზეა დაყენებული. ორივე ექსპერიმენტის მონაწილეები აკვირდებიან ნაწილაკების ქცევას შეჯახების დროს. დეტექტორის როლია აღიქვას, რომელი ნაწილაკები წარმოიქმნება პროტონების შეჯახების მომენტში.

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა რელიგიაზე ექნება. სამყაროს მეცნიერული ახსნა დღითი დღე უფრო იხვეწება, მაგრამ, ნიშნავს კი ეს იმას, რომ ზებუნებრივი ძალისთვის ამ სამყაროში ადგილი აღარ რჩება?

საქმე ისაა, რომ მეცნიერება ცდილობს ახსნას როგორ გაჩნდა სამყარო, ხოლო რელიგია პასუხობს კითხვას - რატომ?

ამას გარდა, მეცნიერულ თეორიებში, ყველაზე რთულად წარმოსადგენი სწორედ არაფრისგან რაღაცის წარმოშობაა. აქ შემოდის რწმენის როლი სამყაროს აღქმაში. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს რწმენა, მაგრამ ამასთანავე არ უარყოფდეს მეცნიე რულ ფაქტებს და მასში შემეცნების ეს ორი ფორმა ჰარმონიულად თანაარსებობდეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ სტანდარტული მოდელი, ყველა სხვა თეორიასთან ერთად, არსებული სამყაროს მხოლოდ 4%25-ის ახსნას ცდილობს და ჯერ კიდევ შორსაა ამოხსნისგან, დანარჩენი 96%25-ის არსი უცნობია, გარდა იმ ფაქტისა, რომ 23%25 შავი მატერიაა, 73%25 კი - შავი ენერგია. იმის შესახებ, თუ რა თვისებები აქვს ან ერთს ან მეორეს, ფიზიკოსებს ამ ეტაპზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ - შესაბამისად, წინ ბევრი ახალი აღმოჩენა გველის.

0x01 graphic

გიორგი ლავრელაშვილი - ქართველი თეორიული ფიზიკოსი. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის მკვლევარი. მოღვაწეობდა ბერნის უნივერსიტეტში, მუშაობდა ცერნშიც. მისი კვლევის თემებია: ახალგაზრ და სამყაროები, შავი ხვრელების ფიზიკა, კოსმოლოგია და გრავიტაცია.

14 სან ფერმინის ფესტივალი პანპლონაში.

▲ზევით დაბრუნება


ფოტოესე

სან ფერმინის ფესტივალი პანპლონაში.
ესპანეთი

0x01 graphic

15 იანუკოვიჩის სახიფათო თამაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

უკრაინა

ივანე ბაძაღუა

0x01 graphic

3 ივლისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 10%25-ისთვის მაინც რუსული მშობლიურ ენა სწარმოადგენს, შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო და სასამართლო პროცესების რუსულ ენაზე წარმართვა. რუსული იქნება საქმის წარმოების ენა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებშიც.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველი რეგიონული პარტიის წევრებმა მოამზადეს, მხოლოდ რუსულ ენას არ ეხება. რეგიონებში ოფიციალური ენის სტატუსი შეიძლება მიიღონ სომხურმა, ბელარუსულმა, გერმანულმა, უნგრულმა, ბერძნულმა, ებრაულმა, მოლდოვურმა და პოლონურმა ენებმა. თუმცა, ძირითადი გამოხმაურება რუსული ენის საკითხს მოჰყვა, რადგან 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13-ში რუსული ამ სტატუსს მიიღებს. მათ შორის, კიევშიც.

რეგიონული პარტიის ინიციატივით, კენჭისყრა იმდენად მოულოდნელად წარიმართა, რომ დარბაზში მყოფი 360 დეპუტატიდან 118-მა ხმისმიცემა ვერ მოასწრო. ამ დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა პარლამენტის სპიკერი, ვლადიმირ ლიტვინიც. პროტესტის ნიშნად, ლიტვინმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა - მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კანონპროექტიც და მისი დამტკიცების გზაც. თუმცა, მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

იმის თვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი ჯერ პარლამენტის სპიკერმა, ხოლო შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა მოაწერონ.

საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას მოჰყვა, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მოაწერს თუ არა მას ხელს. „ჩემი მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნებაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. საპროტესტო აქცია, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა, სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

0x01 graphic

სპიკერი ლიტვინი

ოპოზიციის წევრები აღნიშნავდნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე უკრაინის სუვერენიტეტს შეექმნება, რადგან ის რუსიფიკაციის ელემენტებს შეიცავს. სტატისტიკური მონაცემებით, სახლში რუსულად უკრაინის მოსახლეობის 36%25 საუბრობს. თუ დავუმატებთ იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც საუბარი უკრაინულადაც შეუძლია და რუსულადაც, მაშინ ეს მაჩვენებელი 56%25-მდე გაიზრდება. ეთნიკურად რუსები ძირითადად უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.

პოლიტიკური მიმომხილველების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩმა ეს საკითხი ორი ძირითადი მიზეზის გამო წამოსწია: პირველი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. იანუკოვიჩს თავისი პარტიის რეიტინგის ამაღლება ეთნიკურად რუსი ამომრჩევლების გულის მოგებით სურს. ასევე, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ყურადღების გადატანას ენის საკითხებზე მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლებას სულ უფრო აკრიტიკებენ ავტორიტარულობის გამო. უკრაინა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც Freedom House-ის რეიტინგში „თავისუფალი“ სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა.

0x01 graphic

პრეზიდენტი იანუკოვიჩი

მეორე მიზეზი საგარე ოპოლიტიკურ თამაშს უკავშირდება - ტიმოშენკოს საქმის გამო ევროპისგან იზოლირებული კიევი კრემლთან ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში გაზის ომების საბოლოო დასრულების მიზნით, იანუკოვიჩმა კრემლს სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამოყენების უფლება 2042 წლამდე გაუგრძელა დაუკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. თუმცა, ამ „დათბობას“ მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა და ისიც საკმაოდ მოკლევადიანი: დაბალფასში (230 ამერიკული დოლარი ათას კუბურ მეტრში) უკრაინაბ უნებრივ აირს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ყიდულობდა, 2011 წლიდან ფასი რეკორდულად, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 400 დოლარი შეადგინა. რეალურად, დათმობებზე წასვლით უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებშიც დაკარგა პოზიციები: რუსეთი „მოძმე“ უკრაინისგან უფრო მეტს ითხოვს - საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიულ ინტეგრაციაში მონაწილეობის მიღებას. კრემლმა კიევს ისიც შესთავაზა, რომ უკრაინული ნაფტოგაზი რუსულ გაზპრომ სშეუერთდეს.

16 მორსი სამხედროების წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ეგვიპტე

ირაკლი გუნია

0x01 graphic

გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი სამი ანაი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფელდმარშალი მუჰამედ ტანტავი და პრეზიდენტი მუჰამედ მორსი

ეგვიპტის პირველი არასამხედრო პრეზიდენტი, მუჰამედ მორსი, მმართველ სამხედროებს უპირისპირდება - მან მოულოდნელად ხელახლა მოიხმო გავლენიანი გენერლების და მოსამართლეების მიერ დათხოვნილი პარლამენტი. ეგვიპტეში კვლავ გაურკვევლობაა და მორიგი პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობს, ზესახელმწიფოს ეგვიპტის მიმართ სტრატეგიის გადახედვა უწევს.

პრეზიდენტის ბრძანებით, გასულ ზამთარში არჩეული პარლამენტი იმუშავებს ახალ არჩევნებამდე, რომელიც 60 დღეში დაინიშნება, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ასამბლეა ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას დაასრულებს. მორსის დადგენილება ეხმიანება ორი კვირით ადრე სამხედრო მმართველობის და სასამართლოს მიერ გამოცემულ დეკლარაციებს, რომლითაც არჩევნები არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და გენერლებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პრივილეგიები გადაეცათ.

მორსის ნაბიჯი ქვეყნის პოლიტიკურმა ფრაქციებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. ერთმა ნაწილმა ის სამოქალაქო ძალაუფლების აღსადგენ გაბედულ ქმედებად აღიქვა, როცა სხვებმა მასში ეგვიპტის უზენაესი კონსტიტუციური სასამართლოს უარყოფის საშიში პრეცედენტი დაინახეს. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა ეგვიპტელმა პოლიტიკოსმა მოჰამედ ალ-ბარადეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება „ეგვიპტეს კანონის მმართველობიდან ადამიანების მმართველობად აქცევს“.

სამხედროებთან კონფრონტაციის გაღრმავების მოლოდინში, მუსლიმური საძმო ლიბერალურ ძალებთან დაახლოებას ცდილობს. ტრადიციულად, სეკულარები მათ უნდობლობით ეკიდებიან, თუმცა მრავალი მათგანისთვის საძმოსთან თანამშრომლობა ერთადერთი გამოსავალია რევოლუციის მონაპოვრის გადასარჩენად. ახალგაზრდებთან დისკუსიებში მორსიმ პირობა დადო, რომ პრემიერმინისტრად საძმოს წევრს არ დანიშნავდა. კანდიდატებს შორის ალ-ბარადეი, ყოფილი ფინანსთა მინიტრი ჰაზემ ალ-ბებლავი და სოციალ-დემოკრატი პარლამენტარი ზიად ედდინი მოიაზრებიან. ამას გარდა, საძმოს გავლენიანმა წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტებად ქრისტიანსა და ქალს დაასახელებს.

ერთწლიანი პოლიტიკური მღელვარების შედეგად ეგვიპტური ეკონომიკა სტაგნაციაშია. დროებითმა სამხედრო მთავრობამ სოციალური ხარჯები გაზარდა, რამაც ფისკალური დეფიციტი გააღრმავა. 2011 წლის თებერვლიდან, ხელისუფლება დეფიციტს ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვებიდან სესხით აფინანსებს, ამ უკანასკნელის შემცირებასთან ერთად კი, შეიძლება, ეგვიპტური ფუნტის გაუფასურება მოუწიოს. მრავალი ანალიტიკოსის აზრით, ეგვიპტის ერთადერთი არჩევანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის გაზრდაა და ამ მხრივ, საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დევალვაციის თავიდან ასარიდებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 3,2 მილიარდი დოლარის სესხზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, თუმცა პოლიტიკური კრიზისი პროცესს აფერხებს. IMF უარს ამბობს ფონდების გამოყოფაზე, სანამ გარკვეული არ იქნება მომავალი მთავრობა და მისი მხარდაჭერა სესხის მიმართ.

თავის მხრივ, ეგვიპტეში ფარაონის მსგავსი ლიდერების ხანის დასრულება აშშ-სთვის ახალ რეალობას ქმნის. ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის რეგიონში საკვანძო მოკავშირესთან ურთიერთობა უფრო კომპლექსური ხდება. მათ ნავიგაცია მოუხდებათ დემოკრატიულად არჩეულ, თუმცა ანტიდასავლურ მუსლიმურ საძმოსა და მოკავშირეობის გარანტ, მაგრამ დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელ სამხედროებს შორის. ამასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მხრიდან შევიწროებული პროდასავლური სეკულარების ინტერესებიც. წარუმატებელი სტრატეგიის შემთხვევაში, ეგვიპტე, ისრაელის მშვიდობიანი მეზობლის ნაცვლად, შეიძლება დაემსგავსოს პაკისტანს, სადაც კორუფციაში ჩაფლული სამოქალაქო პოლიტიკოსები და არასანდო სამხედრო მეთაურები ერთმანეთს ექიშპებიან.

გასულ თვეს, ობამას ადმინისტრაციამ სამხედრო საბჭოზე ზეწოლა განახორციელა მორსის გამარჯვების ასაღიარებლად. არაა გამორიცხული, რომ ჰილარი კლინტონის და თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას ლობირებამ, გენერლებს სასურველი კანდიდატის, ყოფილი პრემიერის, აჰმედ შაფიქისთვის პრეზიდენტის პოსტის გადაცემა გადააფიქრებინა. ამგვარ ქმედებას ნეგატიურად შეხვდნენ გენერლები, ეგვიპტელი ქრისტიანები და ისლამისტთა მოწინააღმდეგეები. The Washington Post-ის მიმომხილველის, ჯექსონ დილის აზრით, საწყისი გაურკვეველი ნაბიჯების შემდეგ, ადმინისტრაციას მორსის მიმართ ნაცვალგების მიდგომა მართებს. აშშ-ის მხარდაჭერას, საერთაშორისო მონეტარული ფონდის დახმარების მიღებას და ვალის გაცვლის შეთანხმებას, თან უნდა ახლდეს პირობა რელიგიურ უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვაზე. აგრეთვე, ისრაელთან ურთიერთობაში, მშვიდობის და დემოკრატიული ნორმების პატივისცემა.

17 ჩრდილოური განზომილება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

NATO-სგაფართოება

შოთა კაკაბაძე

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი და საული ნიინისტო

ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან ფინეთის შესაძლო დაახლოების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა. ჯერ კიდევ გასულ თვეს, რუსეთის ფედერაციის ჯარების მეთაურმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა, ფინეთის ეროვნული თავდაცვის მიმართულებების ასოციაციის მიერ ჰელსინკის უნივერსიტეტში ორგანიზებული შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, ფინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, არ ჩაატაროს ქვეყნის აღმოსავლეთით დაგეგმილი სწავლებები, არ გააღრმაოს ურთიერთობები სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოებთან თუ NATO-სთან და, ამის სანაცვლოდ, გაააქტიუროს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა.

0x01 graphic

გენერალი ნიკოლაი მაკაროვი

თავის სიტყვაში გენერალმა მაკაროვმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საზღვართან ახლოს სულ უფრო გახშირებული საჰაერო-სამხედრო სწავლებების გამო და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჰქვიაფინეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო სწავლებას სახელად „აღმოსავლეთი“. თუმცა, გენერალ მაკაროვს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, რომ ფინეთი სუვერენული სახელმწიფოა და არჩევანის თავისუფლება აქვს. რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ვერც საქართველოს თემას აუარა გვერდი და ფინეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, ქართველი „რევანშისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მსგავს განცხადებას საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა ფინეთის ახალი პრეზიდენტის, საულ ინიინისტოს მხრიდან, რომელმაც რუსი სტუმარი არასწორ შეფასებებში დაადანაშაულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი კონსერვატორთა რიცხვს განეკუთვნება და მისი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება წინამორბედი, მემარცხენე ტარა ჰალონენის კურსისგან, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიებით არ გამოირჩეოდა.

ამ ინციდენტიდან ძალიან მალე, 23 ივნისს, პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტი ნიინისტო გააფრთხილა, რომ ფინეთის NATO-ში შესვლა, ოფიციალური ჰელსინკის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის საგრძნობი ნაწილის დათმობას ნიშნავს და მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, საკუთარი უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავს, რასაც „ხისტი პასუხი“ მოჰყვება.

ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, ჰელსინკისა და რიგის გავლით მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, სახელმწიფო მდივანმა მოსკოვში ვიზიტამდე ეს ორი ქვეყანა გამიზნულად აირჩია, რადგან ფინეთში ევროზონის კრიზისის გამო გაზრდილი უკმაყოფილება და დასავლური თავდაცვითი ალიანსის მიმართ გამოჩენილი ინტერესი, ოფიციალური მოსკოვის რეგიონში გააქტიურებას იწვევს. კრემლი ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ლატვიასა და ფინეთში არსებული გავლენა, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონი, თავისი ვიზიტით, ხაზს უსვამს ვაშინგტონისა და კრემლის ინტერესების შეჯახებას.

მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან შვედეთშიც, სადაც ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. 2011 წლის გამოკითხვებით, მომხრეთა რაოდენობა მხოლოდ 23%25-ია, ეს კი, 2009 წელთან შედარებით, 10%25-ით შემცირებას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, შვედეთი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან და შარშან გაზაფხულზე, ლიბიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს, 8 სამხედრო თვითმფრინავიც კი ჰყავდა გაგზავნილი. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო გახშირდა შვედეთის ტერიტორიაზე NATO-ს ეგიდით ჩატარებულ წვრთნათა რაოდენობა ფინეთთან ერთად, ეს სკანდინავიური ქვეყანა ასევე მონაწილეობს NATO-ს პროგრამაში „თანამშრომლობა მშვიდობისთვის“.

ბუნებრივია, ამ ქვეყნების წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას დიდ სარგებელს მოუტანს. გარდა იმისა, რომ NATO კიდევ უფრო მიუახლოვდება რუსეთის ფედერაციის საზღვარს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შვედეთის სამხედრო ინდუსტრია ხელწამოსაკრავ ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს - იარაღით ვაჭრობის მაჩვენებლით მსოფლიო ათეულში შედის. შვედური წარმოების სამხედრო ტექნიკა დიდი ნდობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით და მისი მომხმარებელი არაერთი ქვეყანაა.

შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას განსაკუთრებით უჭერს მხარს ლიბერალური პარტია, რომლის წევრთა შეფასებით, 2009 წელს ევროკავშირის მიერ მიღებული ლისაბონის ხელშეკრულების გააქტიურების შემდეგ, სამხედრო ალიანსისგან ცალკე მყოფი შვედეთის წინაშე დადგა აუცილებლობა, რომ თავდაცვის პოლიტიკა სხვა წევრქვეყნებთან შეთანხმებით აწარმოოს.

დასკვნისთვის, უნდა ითქვას, რომ ამ ორი სკანდინავიური ქვეყნისთვის, განსხვავებით ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისგან, NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. შვედეთი, ისევე როგორც ფინეთი, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა, ამავდროულად, ორივე ქვეყნის მოსახლეობაში დიდია გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა.

18 რუსეთის სერბი სუროგატი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იანუშ ბუგაისკი

0x01 graphic

ტომისლავ ნიკოლიჩი და ვლადიმირ პუტინი

ულტრანაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩის სერბეთის პრეზიდენტად არჩევამ რუსეთის მთავრობას იმედი ჩაუსახა, რომ მისი მოკავშირე ახლა მისი მარიონეტი გახდება. ნიკოლიჩის მოსვლით, სერბეთის მომავალზე და მთლიანად, ბალკანეთის სტაბილურობის ირგვლივ გაურკვევლობა მატულობს. მისი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ექსპანსიაზე აჩენს კითხვებს.

ნიკოლიჩი სერბეთის დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის პრემიერმინისტრის მოადგილე იმ წლებში იყო, როდესაც NATO-მ, 1999 წლის გაზაფხულზე, კოსოვოში ალბანელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და გამოდევნის შესაჩერებლად სერბეთი დაბომბა. მან განაცხადა, რომ დასავლეთთან გაერთიანებას, რუსეთთან მოკავშირეობა ერჩივნა. ილუზიები რუსეთის შესახებ სერბი ნაციონალისტების საერთო თვისებაა. რუსეთთან მჭიდრო კავშირზე გამომწვევი განცხადებების გაკეთებამდე, მათ მოსკოვის უშუალო მეზობლებთან კონსულტაციის გავლა არ აწყენდათ.

მიუხედავად ამისა, ნიკოლიჩმა, საარჩევნო კამპანიის დროს, პირობა დადო, რომ სერბეთი ევროპულ გზას არ გადაუხვევდა. ეს რთული იქნება, თუ პრეზიდენტი კოსოვოს გაურკვეველი სტატუსით და ბოსნია-ჰერცეგოვინით მანიპულირებას დაიწყებს. ნიკოლიჩის არჩევამ შეიძლება ჩრდილოეთ კოსოვოსა და ბოსნიის სერბიულ რესპუბლიკაში სერბი ლიდერები უფრო თამამი სეპარატიზმისაკენ წაახალისოს.

ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად ნიკოლიჩი შეიძლება რუსეთისკენ გადაიხაროს. პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი ვიზიტის დროს, ნიკოლიჩი გულთბილად მიიღეს კრემლში, სადაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას სერბებისა და რუსების სულიერი ძმობა დაუდასტურა. თუმცა, მთელი ამ მელოდრამის მიუხედავად, მოსკოვსა და ბელგრადს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ურთიერთგამოყენებით და არა ურთიერთსიყვარულით გამოირჩეოდა.

რუსეთის მმართველები ბალკანეთის სლავურ ერებს ხმელთაშუა ზღვასთან სტრატეგიული მისასვლელის მოსაპოვებელად იყენებდნენ. საუკუნეების მანძილზე მოსკოვი ბულგარეთს, სერბეთსა და მონტენეგროს ელოლიავებოდა და უცხოელი ოკუპანტების წინააღმდეგ სლავურ მართლმადიდებლურ სოლიდარობაში ეფიცებოდა. სანაცვლოდ კი, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან პაექრობაში, რუსეთის საგარეო ამბიციების მხარდაჭერას ითხოვდა.

0x01 graphic

ეს მოსკოვური პოლიტიკა სტალინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოიყენა, როდესაც კომუნისტებმა ძალაუფლება მოიპოვეს. თუმცა, მაშინ, როდესაც ბულგარეთი სტალინის მიმართ ლოიალური იყო, იუგოსლავიამ პირველმა შეაქცია მოსკოვს ზურგი და იოსიფ ბროზ ტიტომ, რომელსაც რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, აღმოსავლეთი დასავლეთზე გაცვალა.

სლობოდან მილოშევიჩმა, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოს სადავეები ხელში ჩაიგდო და იუგოსლავიის ფედერაცია დაანაწევრა, რუსეთი დასავლეთის ზეწოლისგან თავის დასაცავად გამოიყენა. ეთნიკურად ჰომოგენური სახელმწიფოს შესაქმნელად მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიების ჭრა-კერვით დაკავებულ მილოშევიჩს ბორის ელცინი იმისთვის სჭირდებოდა, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინა, მარტო არ ვარო.

თავის მხრივ, ელცინი მილოშევიჩით იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ რუსეთი, სატელიტების დაკარგვის და საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, მაინც სუპერსახელმწიფოდ რჩებოდა. ბელგრადმა რუსეთის ამ ვნებით ისარგებლა, მოსკოვმა კი სერბეთის მინიიმპერიალისტური ოცნებები გამოიყენა. ბელგრადის დაჟინებული მოთხოვნით, რუსეთი ყველა პოსტიუგოსლავიურ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

თუმცა, განსხვავებით მილოშევიჩისაგან, რომელმაც რუსეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, სერბი ნაციონალისტები უფრო მიმნდობნი ჩანან. ნიკოლიჩი იმასაც აცხადებდა, რომ ურჩევნია სერბეთი რუსეთის პროვინციად იხილოს, ვიდრე ევროკავშირის წევრად. კრემლი სერბეთს სასარგებლო სუროგატად განიხილავს ბალკანეთის შუაგულში - იქ, სადაც მისი ტრადიციული მოკავშირე ბულგარეთიც კი NATO-ში გაწევრიანდა და რუსეთს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე კაბალურ გარიგებაზე უარი უთხრა.

კრემლი სერბეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის გავლენის საპირწონე ბასტიონად აღიქვამს. სტიმულისა და შანტაჟის ნაზავით, რუსმა სახელმწიფო მოხელეებმა ბელგრადი გააფრთხილეს, რომ NATO-ს წევრობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, გაეროში კოსოვოს აღიარებაზე რუსეთის ვეტოს დააკარგვინებდა. რუსეთს ისიც სურს, რომ ბელგრადი ევროკავშირის გარეთ დარჩეს, რათა ქვეყანამ ევროპული გაერთიანების იურიდიული სტანდარტები არ შემოიღოს. განსაკუთრებით, ბიზნესკონტრაქტებთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, მოსკოვი სერბეთს ბუნდოვან ევრაზიულ ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანებას სთავაზობს.

მოსკოვში ვიზიტისას, ნიკოლიჩმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არ გამორიცხა. სერბეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, ფორმალური აღიარების საკითხს უახლოეს კვირებში განიხილავს. მოსკოვი დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობს, მიიმხროს და მოთაფლოს სხვადასხვა მოკავშირე, რომ საქართველოს ეს ორი სეპარატისტული ტერიტორია აღიარონ. სერბეთი შესაძლოა თვლიდეს, რომ ჯილდოდ რუსეთისგან მსხვილ კრედიტს მიიღებს, მაგრამ ეს აღიარება მის ევროკავშირისკენ სვლას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

ნიკოლიჩი მოსკოვში 800 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის სათხოვნელად ჩავიდა, თუმცა ბელგრადმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ნებისმიერი დახმარების პირობები. რუსეთს სურს, სერბეთი მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული გახდეს და ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა გააკონტროლოს, რადგან რუსეთის სახელმწიფო კომპანიები მთელ ბალკანეთში ახორციელებენ მილსადენების პროექტებს. ახლა სერბეთის ლიდერებზეა დამოკიდებული ის, რომ იმ უჭკნობმა სიყვარულმა, რომელიც ნიკოლიჩმა რუსებს სერბი ხალხის სახელით გამოუცხადა, ქვეყანა პაემანზე გაუპატიურების მსხვერპლად არ აქციოს.

19 რა ელის მალდივებს, კრიზისი სამოთხეში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი

ინდოეთის ოკეანეში მდებარე მრავალი კუნძულისგან შემდგარ, ტურისტებისთვის მიმზიდველ მალდივის რესპუბლიკას პოლიტიკურად ცხელი ზაფხული უდგას. თებერვალში სახალხო გამოსვლების შედეგად სათავეში მოსული ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აჭიანურებს. პოლიტიკური გამარჯვებისთვის ერთმანეთს ებრძვიან ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ ნაშიდის მეთაურობით, ამჟამინდელი პრეზიდენტი, უსაფრთხოების შენაერთები და სასამართლო ხელისუფალნი.

ოპოზიცია ქვეყნის ყოფილი მეთაურის, მოჰამედ ნაშიდის თაოსნობით ადმინისტრაციის წინააღმდეგ აგრძელებს გამოსვლებს. ნაშიდი მალდივების პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თებერვლის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო გადატრიალება. ნაშიდს მალდივების მანდელასაც უწოდებენ. იგი პრეზიდენტ მაუმუნ აბდულ გაიუმის 30 წლიანი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და შეძლო კიდეც მისი დამარცხება.

თებერვლის რევოლუციას ნაშიდი აფასებს სამხედრო გადატრიალებად, რომელიც, მისი თქმით, რადიკალმა მუსლიმებმა და მის წინააღმდეგ განწყობილმა ბიზნესმენებმა დაგეგმეს. ის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან კანონით გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს: „ჩვენ არ გვსურს არსებული მთავრობის ჩამოგდება, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს“, - განაცხადა ვაშინგტონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ნაშიდმა, რომელმაც ივნისის დასაწყისში მალდივის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო მანდატი კიდევ ერთხელ მოიპოვა

პრეზიდენტ მუჰამედ ვაჰიდის განცხადებით, მაშინაც კი, თუ დამტკიცდება, რომ თებერვლის მოვლენები სამხედრო გადატრიალება იყო, თანამდებობას მაინც არ დატოვებს. საპასუხოდ, ვაჰიდი ყველანაირად ცდილობს არჩევნების გადაწევას. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ნაშიდის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაკავებას მოითხოვს (დეკემბრი სსაპროტესტო გამოსვლებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო შეთქმულებაში ბრალდების და 21 დღით დაპატიმრების გამო).

ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოებაც, მათ შორის ევროკავშირი, ამერიკა და ინდოეთი. თუმცა, პრეზიდენტ ვაჰიდის თქმით, არჩევნების დანიშვნა მხოლოდ შემდეგი წლის აპრილისთვის იქნება შესაძლებელი - ამის მიზეზად მას წინასაარჩევნო სამუშაოები და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მოჰყავს. თანამეგობრობის 54 წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა მხარეების შეუთანხმებლობის გამო.

ზოგიერთი მოსაზრებით, პრეზიდენტ ვაჰიდის უკან გაიუმი დგას და სწორედ ის კარნახობს ნაბიჯებს ქვეყნის ლიდერს. ცოტა ხნის წინ გაიუმმა განაცხადა, რომ არჩევნების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნები უკვე გულის შემაწუხებელია. თავად ვაჰიდის თქმით, გასათვალისწინებელია პოლიტიკური სიტუაცია, ვინაიდან დიდი პარტიები არჩევნებისთვის ჯერ მზად არ არიან და ეს ქვეყანას ჩიხში შეიყვანს. სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მქონე პრეზიდენტი, ალბათ, თვლის, რომ არსებული სიტუაცია ჯერ ჩიხამდე არ მისულა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

საინტერესოაისიც, რომ მალდივის კუნძულებზე პოლიტიკის წარმართვისას დიდ როლს თამაშობენ ისლამური რადიკალური ჯგუფები და არსებული ხელისუფლებაც ხშირად გამოდის რელიგიური მოწოდებებით. მალდივებზე ისლამის გარდა სხვა რელიგიის აღმსარებლობ ააკრძალულია და ქვეყნის მოქალაქეც მხოლოდ მუსლიმი შეიძლება გახდეს.

20 ისლანდია კრიზისიდან 3 წლის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მარიამ მიქავა

ატლანტის ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო, ისლანდია, დიდი გამოწვევის წინაშე დგას - ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 10-დან 7 მოქალაქეს ეროვნული ვალუტის, ისლანდიური კრონის უცხოური ვალუტით ჩანაცვლება სურს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ეროვნული ნება ცნობილია, 0,3 მილიონიანი მოსახლეობის არჩევანი კანადურ დოლარსა და ევროს შორის მერყეობს.

ისლანდიის პრემიერმინისტრმა, იოჰანა სიგურდარდოტირმა განაცხადა, რომ 2013 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში სერიოზულ გარდაქმნასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. პრემიერის განცხადებით: „არჩევანი სხვა ქვეყნისთვის მონეტარული სუვერენიტეტის გადაცემასა და ევროკავშირის წევრობას შორისაა“.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიამ განაცხადი 2009 წელს შეიტანა, ხოლო 2010 წელს ამ საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ოდნი ჰარდარდოტირი თვლის, რომ კრონის საუკეთესო ალტერნატივა ევროა. ხელისუფლების „ევროპოლიტიკისადმი“ მიდრეკილებას მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა, რადგან ევროზონაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მათში უსაფრთხოე კონომიკური თავშესაფრის რწმენა შეირყა. გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ26%25-ს სურს.

ეროვნული ვალუტის კანადური დოლარით ჩანაცვლების იდეა ქვეყნის ოპოზიციურ, პროგრესულ პარტიას ეკუთვნის. ისლანდიაში კანადის ელჩმა, ალან ბონსმა განაცხადა, რომ ოტავა „ღიაა ამ საკითხის განსახილველად“. იდეის ავტორი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი, სიგმუნდ ურგუნლაუგსონი კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების იძულება, ევროს გარდა სხვა ალტერნატივა განეხილა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო. თუმცა, „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანადური დოლარის შემოღებისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა გუნლაუგსონმა.

ეკონომიკის ტრანსფორმაცია 2008 წლის გახმაურებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. 2003 წლიდან ისლანდია ფინანსური კეთილდღეობის გზას დაადგა და მაშინდელმა ხელისუფლებამ საბანკო სექტორის პრივატიზაცია განახორციელა, ხოლო ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების დიდი რაოდენობით შემოდინება გამოიწვია. სამაგიეროდ, ბანკირების არასწორმა პოლიტიკამ, ინვესტიციებთან ერთად, ქვეყნის საგარეო ვალი კოლოსალურად გაზარდა. 2003 წელს ის მშპ-ის 200%25, ხოლო 2007 წლისთვის 900%25-ს შეადგენდა.

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა 2008 წელს ისლანდიის საბანკო სისტემას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ქვეყნის სამი უმსხვილესი ბანკი - Landbanki, KapthingდაGlitnir - საკუთარი ვალდებულების შესრულებაში უუნარო აღმოჩნდა. კრიზისის მასშტაბი კოლოსალური იყო - რამდენიმე თვის განმავლობაში ნაციონალურმა ვალუტამ ღირებულების 85%25 დაკარგა, ინფლაციამ 20%25-ს მიაღწია, სამუშაო ადგილები ელვისებური სისწრაფით ცარიელდებოდა, გაკოტრდა ათასობით ინვესტორი (არამარტო ისლანდიაში, არამედ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაშიც). ქვეყანამ თავი ბანკროტად გამოაცხადა.

სამი წლის წინ ისლანდიის გამოცოცხლების საკითხი შორეულ პერსპექტივად ითვლებოდა, თუმცა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევით მოახერხა ფეხზე წამოდგომა. 2009 წელს მართვის სადავეები სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აიღო. ახალმა ადმინისტრაციამ ყოფილ პრემიერმინისტრს, გეირ ჰორდეს ბრალი სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაში დასდო და საქმე სპეციალურად შქმნილ სასამართლოს გადასცა. ჰორდე მსოფლიოში პირველი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელსაც ბრალი ფინანსური კრიზისის გამო წაუყენეს. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო. კრიზისის პასუხად და პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს მიმართა. დახმარების სანაცვლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო - მოქალაქეებს არ სურდათ, რომ ბანკირების უპასუხისმგებლობის გამო, ვალების გასასტუმრებლად, ყოველთვიურად დაახლოებით 100 ევრო ეხადათ საკუთარი ჯიბიდან.

მთავრობამ აჯანყებულების დასაშოშმინებლად ჩაატარა რეფერენდუმი, რომლითაც 93%25-ით უარყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი. ისლანდიამ უარი განაცხადა უცხოური ინვესტორებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, რაც დღემდე მწვავე პრობლემაა ბრიტანულ და ჰოლანდიურ მხარეებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიას 7,5 მილიარდი ევრო საგარეო ვალი აქვს, ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლას განიცდის: 2012 წლის Heritage Faundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ისლანდია 27-ე ადგილზეა, ბიზნესის თავისუფლება 92, ხოლო კორუფციის აღმოფხვრის დონე 85 ქულით ფასდება. დღეს უმუშევრობის დონე 7%25-მდე დაეცა, 2009 წლიდან, მშპ-ის ზრდა 3%25-დან 4%25-მდე შეადგენს. „ქვეყნისთვის, რომლის მთელი საფინანსო სისტემა დაიმსხვრა, აქ კარგი მდგომარეობაა“, - აღნიშნავს ისლანდიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯული კოზაკი.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ეკონომიკურ სფეროში ისლანდია მაინც სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს. ქვეყანა კარგად უნდა დაფიქრდეს - ევრო თუ კანადური დოლარი?!

21 გულაგი სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა

სალომე მამალაძე

0x01 graphic

ღრმა სოციალიზმში ჩაძირული ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საერთაშორისო ასპარეზზე ატომური შესაძლებლობებით მანიპულირების გარდა, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო საზოგადოებას ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობითაც აშფოთებს - საკუთარი ხალხის კასტებად დაყოფითა და საკონცენტრაციო ბანაკების შექმნით, კიმის დინასტიამ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მიწასთან გაასწორა.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფს საკუთარ ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას, თუმცა ამის, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. აპრილში, ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკულმა ორგანიზაციამ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს მთიან რეგიონში ჩამალული საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი: ყაზარმები, ძალადობრივი შრომის მონაკვეთები და სიკვდილით დასჯის საჯარო მოედნები. საკონცენტრაციო ბანაკები, დღეს არსებული მონაცემებით, 150 ათასიდან 200 ათასამდე პატიმარს ითვლის.

0x01 graphic

იოდოკის საკონცენტრაციო ბანაკის სატელიტური ფოტო

პროექტის ავტორებმა ბანაკებში არაადამიანურ ვითარებაზე ისაუბრეს: „მსოფლიო, სადაც ადამიანის უფლება უნივერსალური ღირებულებაა, არ უნდა ეგუებოდეს ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მდგომარეობას“…

საბჭოთა კავშირის ძალადობრივი შრომის ბანაკების ექსპერტის ენ ეფლბომის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის საკონცენტრაციო ბანაკები საბჭოთა გულაგების ანალოგია: „სწორედ ისე, როგორც სტალინის დროს, ჩრდილოეთკორეელები ისჯებიან უცხოური მედიის გაცნობისთვის, სამხრეთკორეული მუსიკის მოსმენისთვის, ან „დიადი ბელადის“ სახელის შებღალვისთვის. სწორედ ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, პატიმრებს, სქესის და ასაკის მიუხედავად, გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ და აწამებენ. და ისე, როგორც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას, კიმის დინასტიასაც არ სურს, ვინმემ ამ დეტალების შესახებ იცოდეს, რადგან ამ შემთხვევაში რეპუტაციის შელახვასთან ერთად მისი ხელისუფლებაში ყოფნაც რისკის ქვეშ დგება“.

მიუვალ ადგილებში აშენებული საკონცენტრაციო ბანაკები, გაძლიერებული კონტროლი, შეიარაღებული ზედამხედველები და სიკვდილის შიში პატიმრებისთვის ციხიდან გაქცევას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. გულაგების არსებობის მრავალწლიან ისტორიაში მხოლოდ ერთეული ადამიანები არსებობენ, რომლებმაც ტყვეობას თავი დააღწიეს. საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

გულაგებში ადამიანისთვის გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. ტყვეებს კვირაში 7 დღე, დღეში 12 საათი ამუშავებენ და ამასთან, თითქმის არ აძლევენ საკვებ პროდუქტს. პატიმრები ვირთხებს, გველებს და ბალახებს ჭამენ. ასეთ პირობებს, როგორც წესი, დიდხანს ვერავინ უძლებს. დატყვევებულები ხშირად შიმშილით ან გადაღლილობით იხოცებიან. ყოფილი პატიმრების აღწერით, გულაგებში ძალადობრივი სამუშაო რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პირველი kwan-li-so პოლიტიკური პატიმრების ბანაკია, საიდანაც თავის დაღწევა პრაქტიკულად გამორიცხულია. მეორე kyo-hwa-so, ჩვეულებრივი დამნაშავეებისთვის, ან დამნაშავე მშობლების შვილებისთვის შექმნილი ზონაა. მესამე, ყველაზე მკაცრ ბანაკში ისინი იმყოფებიან, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა სცადა.

საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრები გარე სამყაროს მთლიანად არიან მოწყვეტილნი. არავის აქვს მათი ნახვის უფლება. ეკრძალებათ ოჯახის წევრებისგან ამანათების ან წერილების მიღება. ქრონიკულად მშიერი პატიმრები ძირითადად მაღაროებში მუშაობენ. საჭმლის მოპარვის, ვინმესთან კამათის, ან შემთხვევით რაიმეს დაზიანების შემთხვევაში, პატიმარი ხანგრძლივი წამებით ისჯება.

ზედამხედველები ქმრების და შვილების წინაშე აუპატიურებენ პატიმარ ქალებს, ორსულობის შემთხვევაში კი აბორტის გაკეთებას აიძულებენ. პატიმრები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ბიოლოგიური თუ ქიმიური ექსპერიმენტის მსხვერპლნი. ყოფილი მსჯავრდებულები ჰყვებიან, რომ ზედამხედველებისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი სასჯელი რამდენიმეკვირიანი წამებაა. სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანები სიკვდილით ისჯებიან. სიკვდილით დასჯაზე დასწრება ყველა პატიმრისთვის სავალდებულოა!

საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული უკანასკნელი გმირი 30 წლის შინ დონგ ჰიუკია. იგი საკონცენტრაციო ბანაკში დაიბადა და იქ 22 წელი გაატარა. შინი, ბლენი ჰარდენის წიგნის „გაქცევა მე-14 ბანაკიდან“ გმირად იქცა.

„მისი დასახიჩრებული სხეული, მისი ცხოვრების ერთგვარ რუკას წარმოადგენს. მაგალითად, საჩვენებელი თითი მაშინ მოაჭრეს, როდესაც 6 წლისამ საკერავი მანქანა შემთხვევით გააფუჭა“, - განაცხადა ჰარდენმა. შინი 14 წლის იყო, როდესაც დედისა და ძმის ციხიდან გაქცევის გეგმის შესახებ ზედამხედველებს შეატყობინა, იმედოვნებდა, რომ ამით უფროსობის კეთილგანწყობას დაიმსახურებდა და მათგან საჩუქრად საკვებს მიიღებდა. სინამდვილეში ის სასტიკად აწამეს და დედისა და ძმის საჯაროდ სიკვდილით დასჯას აყურებინეს. „დღეს ვაანალიზებ საკუთარ საქციელს და ვხვდები, რომ უპატიებელი დანაშაული ჩავიდინე“… თუმცა, მისი განცხადებით, დროთა განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკის მკვიდრნი უემოციო და ცხოველური ინსტინქტების მქონე არსებებად ჩამოყალიბდნენ. ადამიანის წამება, გაუპატიურება ან სიკვდილით დასჯა სხვებში არანაირ ემოციებს არ იწვევს.

22 ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი ახალი რკინიგზა ახალი გეოპოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანლაშვილი

რუსეთის გავლენა ყირგიზეთზე საგრძნობლად შეირყა. ეს უკანასკნელი აქტიურად ცდილობს, ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს და ამით ქვეყანაზე რუსეთის გავლენა დააბალანსოს. როგორც ყირგიზეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, ამ მხრივ, ახალ რკინიგზას შეიძლება გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდეს.

რკინიგზის მშენებლობის გეგმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ჩინეთს, ყირგიზეთს და უზბეკეთს, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან განიხილება, თუმცა 2009 წლამდე იდეა მხოლოდ იდეად რჩებოდა. 2009 წლის ოქტომბერში ჩინეთმა რკინიგზის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პოტენციალის აქტიური შესწავლა დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში ახალი რკინიგზა ირანისა და თურქეთის ქსელებს დაკავშირებოდა, თუმცა 2010 წლის აპრილში მომხდარმა მეორე ყირგიზულმა რევოლუციამ ყველა გეგმა არია და რკინიგზის მშენებლობაც ყველას გადაავიწყდა.

0x01 graphic

საინტერესოა, რომ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, რკინიგზის მშენებლობის იდეის გააქტიურება ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების მკვეთრ დაძაბვას დაემთხვა. 2010 წელს ყირგიზეთმა პეკინზე ფსონი მას შემდეგ დადო, რაც რუსეთისთვის ორი მსხვილი კრედიტის სანაცვლოდ დადებული პირობა დაარღვია, ფული მიიღო, მაგრამ ქვეყნიდან ამერიკული ავიაბაზები მაინც არ გაიყვანა.

რუსეთთან ურთიერთობაში ყირგიზეთისთვის 2011 წლის თებერვალიც დაძაბული გამოდგა. ყირგიზეთმა ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად აუცილებელი კრედიტი ვერ მიიღო ანტიკრიზისული ფონდიდან - ЕврАзЭС. ამის საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსკოვი ყველა ერთობლივი პროექტის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა - მათ შორის, შეახსენა ის, რომ წინასწარი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის ენერგოგიგანტს ჯერ კიდევ არ შეუსყიდია ყირგიზეთის ნავთობისა და გაზის ორი მსხვილი კომპანია, არ დაუწყია მდინარე ნარინზე ოთხი ჰესის მშენებლობა და არ გადაუხდია ყირგიზეთში განთავსებული რუსული საბრძოლო ბაზების არენდისა და კომუნალური გადასახადები. რუსული პროექტების და კრედიტების ალტერნატივად ყირგიზეთის პრეზიდენტმა დაასახელა ჩინეთი, რომელიც, მისივე თქმით, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

3 მილიარდი ყირგიზეთისთვის პატარა თანხა არ არის. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება თითქმის მთლიანად კრედიტების მოცულობაზეა დამოკიდებული, ვალის გასტუმრების ყველაზე ლოგიკურ საშუალებად მიიჩნევა ქვეყნის ტერიტორიაზე ალუმინით, ფოლადით, ნახშირით და ოქროთი მდიდარ რამდენიმე საბადოზე ჩინელებისთვის უფლების გადაცემა. თავის დროზე, 2009 წელს, როცა რკინიგზის მშენებლობის იდეა პირველად გაჩნდა, ოთხი ოქროს საბადო სწორედ პროექტის დაფინანსებისთვის იყო დარეზერვებული. თუმცა დღეს, ყირგიზეთის ხელისუფლება ჩინეთისთვის ძვირფასი, ფერადი და შავი მეტალების საბადოების გახსნის შესაძლებლობას და ამ მიმართულებით ჩინეთთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს.

დღეს, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტი უბრალო იდეაზე ბევრად მეტია. მსოფლიო ბანკი მზად არის, ფინანსური ანალიზისა და ტექნიკური დახმარებისთვის პოტენციურ ინვესტორებთან იმუშაოს და ქვეყნისთვის სხვადასხვა წყაროსგან 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდოს.

პროექტის განხორციელებას ისიც ამარტივებს, რომ სარკინიგზო მარშრუტის - ირანი-ცენტრალური აზია, რომელიც რეგიონის ქვეყნებს სპარსეთის ყურეზე და თურქეთის სარკინიგზო ქსელზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს - დაფინანსება ისლამის განვითარების ბანკმა იტვირთა. ამ მარშრუტის ყველაზე რეალური ვარიანტი ტაჯიკეთსა და ავღანეთზე გადის. შესაბამისად, ყირგიზეთი რკინიგზის ახალ განშტოებას ტაჯიკეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ფართო იქნება ხაზების შემაერთებელი მონაკვეთი. ჩინეთი 1435 მილიმეტრის სიგანის მქონე მონაკვეთს ითხოვს, რადგან იგივე სტანდარტია მიღებული როგორც ირანში, ისე თურქეთშიც. თუ ამ სტანდარტს ყირგიზეთიც დაიცავს, მაშინ საზღვრებზე ტვირთის გადმოზიდვა და შემდეგ მისი ხელახლა დატვირთვა საჭირო აღარ იქნება. ეს ტვირთის ტრანსპორტირებას და მის დანიშნულების ადგილზე მიტანას დააჩქარებს.

მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირისგან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს მემკვიდრეობით 1520 მილიმეტრის სიგანის შემაერთებელი მონაკვეთები ერგოთ. თუ რომელიმე ქვეყანა ამ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის, მაშინ ხაზების ერთმანეთთან დაკავშირება გართულდება. ფაქტობრივად, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ორი განსხვავებული სარკინიგზო ხაზი იმოქმედებს: ერთი მათგანი გათვლილი იქნება დსთ-ს, მეორე კი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთზე.

რკინიგზის მშენებლობის დეტალური გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი დასრულდება. ასევე, გამოიკვეთება დამატებითი დაფინანსების წყაროები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს უკვე აქვს მსგავსი მიძინებული ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცოცხლების გამოცდილება - ასეთი იყო, მაგალითად, 2009 წელს ტრანსკონტინენტური გაზსადენი: თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთი.

ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პირობებში, ახალი რკინიგზის ფორსირებული ტემპებით მშენებლობის მთავარი მიზანი ცენტრალური აზიის ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებისთვის ალტერნატივის მოძებნაა: ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ყირგიზეთი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ორიენტირებს შეიცვლის და რუსეთის ნაცვლად, რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადაერთვება. იგივე მიზანი აქვს ტაჯიკეთსაც, რადგან უზბეკეთის მხრიდან მისი მისამართით ელექტროენერგიითა და გაზით მანიპულირების შემთხვევები გახშირდა.

სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება ეკონომიკური კავშირების გადაწყობას გამოიწვევს. ამას კი, მომავალში, გეოპოლიტიკური ხასიათის ცვლილებებიც მოჰყვება.

23 მოუხელთებელი შავბნელი მატერია

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

1933 წელს შვეიცარიელმა ასტრონომმა, ფრიც ცვიკიმ, მის ხელთ არსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შავბნელი მატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა. ეს „წინასწარმეტყველება“ ლოგიკურად გამომდინარეობდა ექსპერიმენტების შედეგებიდან და გალაქტიკების კლასტერული მოდელიდან. ცვიკიმ შენიშნა, რომ ხილულ სამყაროში დამზერილი მატერიის რაოდენობა არ შეესაბამებოდა სამყაროს აგებულების მოდელს. მისი აზრით, უნდა ეარსება მატერიის რაღაც უცნობ „უხილავ” სახესხვაობას, რომელიც სამყაროში გალაქტიკების კლასტერებს, ანუ გროვებს შორისაა განფენილი და ამასთან, მისი სიმკვრივე ძალიან მცირეა. თანამედროვე შეფასებით, შავბნელი მატერია სამყაროს 83%25-ს შეადგენს და ბოლო დრომდე მისი არსებობა მხოლოდ ლოგიკურ დასკვნას ეფუძნებოდა. ის არ ასხივებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას (მათ შორის სინათლეს) და არც შთანთქავს მას, რაც, დედამიწაზე არსებული ტექნოლოგიების საშუალებით, მისი პირდაპირ აღმოჩენის შანსს პრაქტიკულად გამორიცხავს.

ჟურნალის - Nature - ბოლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის ობსერვატორიის ასტრონომებმა, იორგ დიტრიხის ხელმძღვანელობით, შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცება შეძლეს. გერმანელმა ასტრონომებმა ამ მატერიას ჩვენგან 2.7 მილიარდი სინათლის წელიწადით მოშორებულ გალაქტიკურ კლასტერებს, Abel 222 და Abel 223-ს შორის არსებულ სივრცეში მიაგნეს, რომელიც 18 მეგაპარსეკის მანძილზეა განფენილი. იორგ დიტრიხმა განაცხადა, რომ „აქამდე შავბნელი მატერიის აღმოჩენა იმის გამო იყო შეუძლებელი, რომ მას მცირე სიმკვრივე აქვს და არ შთანთქავს და არ ასხივებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა დედამიწასთან მიმართებით მისი ხელსაყრელი მდებარეობის და შავბნელი მატერიის მიერ შექმნილი გრავიტაციული ეფექტების დაკვირვების ხარჯზე”. ეს აღმოჩენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოუხელთებელი შავბნელი მატერიის ძებნის პროცესში იორგ დიტრიხის გუნდმა კომპიუტერული მოდელირების ალგორითმები შეიმუშავა, რაც შავბნელი მატერიის გავრცელების უბნების გამოვლენის და მისი ხილულ მატერიასთან ურთიერთქმედების შესწავლის საშუალებას იძლევა.

CERN-ის წარმომადგენლები შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცების შესახებ ამბობენ, რომ ის დიდი ადრონული კოლაიდერით მიღებულ ექსპერიმენტულ შედეგებს ავსებს, რაც ფიზიკოსებისა და ასტრონომების ერთდროულ აღტყინებას იწვევს. ინფორმაცია შავბნელი მატერიის არსებობის დამტკიცების შესახებ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის პარალელურად გავრცელდა. ინფორმაციული ერის მეცნიერების ეს ორი მიღწევა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გახდა შესაძლებელი, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თანამედროვე ფიზიკის თეორიული მოდელების სისწორეს ამტკიცებს. დაახლოებით ისევე, როგორც ეს არტურ ედინგტონმა გააკეთა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ექსპერიმენტულად დაამტკიცა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სისწორე და ობიექტურ რეალობად აქცია.

24 პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ილია ჭავჭავაძე

0x01 graphic

ილია ჭავჭავაძე საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში ხარჯს პურის მოყვანისას მეტის-მეტად აცოტავებს. თითქმის არ არის იმისთანა სამუშაო მიწისა, რომ მაშინით არა კეთდებოდეს. გარდა ამისა, რომ ხარჯი იქ ამ გზით შემოკლებულია, თვითონ მოსავალიც პურისა დიდია, იმიტომ რომ ცოდნით ეკიდებიან საქმეს და ყოველს სახსარს და ღონეს მეცნიერებისას ჰხმარობენ მოსავლის განდიდების და გაძლიერებისათვის.

რა თქმა უნდა, ესე ყოველი იმოდენად გააიაფებს პურსა, რომ ჩვენ ამაში ცილობის გაწევა არ შეგვიძლიან. თუნდ ესეც არიყოს, მარტო ის გარემოება, რომ ყოველი ჭურჭელი ამერიკისა რკინისგზით არის შეერთებული ნავსადგურებთან და რკინისგზებით პურის გადატანა დაუყოვნებელია, სწრაფია და იაფი, - მარტო ეს გარემოება საკმაოა დააფოლოს ჩვენი პური საქვეყნო ბაზარში და იქიდამ, როგორც მეტიჩარა, გამოდევნოს. ამასთან ისიც დაუმატეთ, რომ ამერიკის მიწათმომქმედს დაუჯერებლად იაფი კრედიტი აქვს სახელმწიფოსაგან, ასე რომ გაჭირვების დროს მიწათმომქმედი სუბუქად და ადვილად ხელს ინაცვლებს. ამას ისიც ზედ დაურთეთ, რომ დიდს აღებ-მიცემობაში საზოგადოდ და პურისაში საკუთრივ პატიოსნება და ნამუსიც დიდს საქონლად მიაჩნიათ ამერიკაში. ჩვენებური ვაჭარი ისე თითქმის არას გაჰყიდის, რომ მუშტარი არ მოატყუოს და ამით ესტიბარი არ გაიფუჭოს სამერმისოდ. აქ ჩვენში ვაჭრობა მოტყუებაზედ უფროა დამყარებული, ვიდრე იმის ცდაზედ, რომ საქონლის სიკეთით და იეფობით მუდამი მუშტარი აიჩინოს კაცმა და თავნის ხშირად და ბევრჯელ გადატრიალებით იმდენი მოიგოს, რამოდენისაც ერთხანად ვაჭარს სიხარბე აქვს. ამერიკელი ვაჭარი ცოტა სარგებელსაც სჯერდება, რადგანაც იქ თავნი იეფია და ამასთან ისეთი ესტიბარი დანდობა აქვს ევროპიის ვაჭრებთანა, რომ უნახავადაც მარტო ერთის დეპეშით მილიონების პურსა ჰყიდის და ჰყიდულობს და დარწმუნებულია, რომ არც მეორეში არც თვითონ მოსტყუვდება და არც სხვას მოატყუებს.

ყოველივე ეს იმისთანა გარემოებაა, რომ ამერიკის პურის ვაჭრობა ჩვენს ვაჭრობას პურისას არ ახეირებს საქვეყნო ბაზარში, თუ ერთი უბედური წელიწადი არ შეხვდა ამერიკასა.

მეორე დიდი ბოღაზი პურისა ინდოეთია, რომელსაც დღეს თითქმის მესამე ადგილი უჭირავს პურის საქვეყნო ბაზარში.

ინდოეთშ მუშა ძლიერ იეფია, და თუმცა დიდი სასიხარულო აქ არა არის რა, მაგრამ ამ იეფობის გამო პურის მოყვანაც იეფად უჯდებათ. თვითონ მიწები ძლიერ ნაყოფიერია და ცდა ინგლისელებისა, რომ პურის ვაჭრობაში ინდოეთმა თუ არ აჯობოს ამერიკას, ბევრით აღარას ჩამორჩეს რა, ამაო ცდა არ არის. ჯერ ეს წარმოიდგინეთ, რომ იქ ათასხუთასი მილლიონი დესეტინა მშვენიერი მიწა ჯერ თავისუფალია, უქმად არის და ელის კაცის მარჯვენა ხელს, რომ სულ საყანედ გადაიქცეს. გარდა ამისა, ინდოეთი ევროპიის ბაზარზედ უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკა. ეს გარემოება პურის გადატანის ფასს ჰცვლის ინდოეთის სასარგებლოდ და ამერიკის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ინგლისელები ჰცდილობენ ინდოეთის შიდა გზები იმოდენად კარგი იქონიონ, რომ პურის გამოტანა შიგნიდამ ნავსადგურებამდე ბევრი არა ჰჯდებოდეს.

იმის მაგალითად, თუ რამოდენად მარჯვედ მიჰყავთ ინგლისელებს ამ მხრით საქმე, საყურადღებოა შემდეგი ციფრები.

1853 წელს ინდოეთში რკინისგზები სულ 201/2 ინგლისური მილის {3} მანძილზედ იყო; 1860წ. 839 მილი რკინისგზა ჰქონდათ უკვე; 1870წ. - 4,775; 1895წ. - 6,519 და 1881 წლის დასასრულს - 9,875. ესე სწრაფად კეთება რკინისგზებისა ამსიდიდე მანძილზედ იმ ქვეყანაში, საცა იმოდენა სიმრავლეა მკვიდრთა და იმოდენა ბუნებური სიმდიდრეა, აშკარად გვაჩვენებს იმას, თუ რა ბედი მოელის ინდოეთს საქვეყნო ბაზარში საზოგადოდ და პურის ვაჭრობაში საკუთრივ. თითქმის ამისთანა სახეირო გზაზედვე სდგას ავსტრალიაცა, ეს მეოთხე ბოღაზი პურისა, და მოდით და თქვენ იქონიეთ იმედი, რომ, თუ არ უეცარი და იშვიათი რამ უბედურება ჩამოთვლილ ქვეყნებისა, სხვა რაიმე აიძულებს საქვეყნო ბაზრის მუშტარს ამ ბოღაზებს პურისას თავი დაანებოს და ჩვენში მოვიდეს სავაჭროდ!. ამ იშვიათის უბედურობის იმედით ნურავინ ნუ მოსტყუვდება და ხვნის და თესვის რაოდენობა მარტო შინაურს ბაზარზედ გაიანგარიშოს.

თორემ თუ წასცდა და ამ 1885 და 1886 წლების იშვიათს მაგალითებს მიჰყვა, პური ამბრებში დაულპება და ზარალის მეტს არას ჰნახავს. იმას აღარ ვიტყვით, რომ არც ამ წლების ფასებმა პურისამ იმოდენად აიწია, რომ დიდად სახარბიელო ყოფილიყო მიწათმომქმედისათვის. თუ ეს ასეა დღეს, როცა ასეთი იშვიათი და ჩვენთვის სახეირო წელიწადები შეგვესწრო, რა უნდა ვიგულისხმოთ მაშინ, როცა რუსეთს, ამერიკას, ინდოეთს, ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს თავისი ორთა შუა მოსავალი მოუვათ!.. მაშინ ის იქნება, რაც 1884წ. მოგვივიდა; შინ სახმარზედ ნამეტანი პური ფუთი შვიდ შაურად, ორ აბაზად და ცხრა შაურად ძნელად იყიდებოდა და ეს თითქმის მარტო მომკისა, კალოზედ მიტანის და გალეწვის ფასსაც არა აყენებს; ხვნა-ფარცხვა, თესლი, ღალა კი ტყუილუბრალოდ იკარგება სამუდამოდ. აშკარაა, ჩვენი ქვეყანა ამ მხრით წელს ვერ გაიმაგრებს. ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, - პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს ჩვენ და ჩვენს შინაურს ეყოს.

მიწათმოქმედება და საზოგადოდ სოფლის მეურნეობა ჩვენი სხვა იმისთანა საგანზედ უნდა მიიქცეს, რომლის გამოც ჩვენთან ცილობის გაწევა საქვეყნო ვაჭრობაში ძნელია. ადგილი და ჰავა ამის ნებას გვაძლევს. სხვა რომ არა ვსთქვათ რა, აი თუნდ ავიღოთ მაგალითად ღვინო. ამაში ჩვენი ბევრნი მოცილენი ვერ ამოგვიჩნდებიან და თუ ამოგვიჩნდებიან, აქაურის ღვინის სიკეთე ღონეს გვაძლევს ბრძოლისათვის და იმედს გამარჯვებისას.

25 ოლიმპიადის 5 ვარსკვლავი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

ტაბულა გთავაზობთ იმ 5 ბრწყინვალე სპორტსმენს, რომლებიც კარს მომდგარი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უდავოდ ყურადღების ცენტრში იქნებიან და სავარაუდოდ, მორიგ ოქროს მედლებს და რეკორდებს შემატებენ თავიანთ უმდიდრეს კარიერას.

მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა)

ჟურნალმა TIME-მა რვა წლის წინ, ათენის ოლიმპიადის სპეცგამოშვების გარეკანი მაიკლ ფელპსის ფოტოთი დაამშვენა და ამერიკელი მოცურავე ზვიგენად მონათლა.

მაშინ ფელპსი 19 წლის იყო, მაგრამ საბერძნეთში 6 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიგო! ათენში მაიკლმა ლეგენდარული მარკ სპიცის რეკორდი გაიმეორა: მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოცურავე გახდა, ვინც ერთ თამაშებზე ორზე მეტი ინდივიდუალური ოქრო მოიგო - სპიცის მსგავსად, ოთხი.

2008 წელს ზვიგენი ჩინეთში ჩავიდა: 8 დისციპლინაში 8 ოქრო 7 მსოფლიო რეკორდით!

17 აგვისტოს მან სპიცის „უკვდავი” რეკორდი გააუმჯობესა - თანაგუნდელებთან ერთად 4X100 კომბინირებულ ესტაფეტაში იმარჯვა და მერვედ ავიდა უმაღლეს საფეხურზე. მიუნხენის 1972 წლის თამაშებიდან სპიცი შინ 7 ოქროთი დაბრუნდა.

14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელპსი ლონდონში 7 დისციპლინაში იასპარეზებს და თუ სამი მედალი მოიპოვა (სინჯს მნიშვნელობა არ აქვს), ამჯერად რუსი ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას „უკვდავ“ მიღწევას დაამხობს - ოლიმპიური თამაშების 19 მედალი დაუგროვდება!

ლონდონი 2012-ის შემდეგ ფელპსი კარიერას დაასრულებს. ის ნისლიან ალბიონზე უკანასკნელად გაცურავს.

0x01 graphic

უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)

უსაინ სენტ ლეო ბოლტი მხოლოდ მეშვიდე მძლეოსანია სპორტის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებშიც გახდა, ახალგაზრდებშიც და დიდებშიც.

იამაიკელი ოლიმპიადის სამგზის ტრიუმფატორია: ოთხი წლის წინ, პეკინში მან 100, 200 და 4X100 მეტრზე იმარჯვა.

ამავე დისციპლინებში ბოლტმა ოქროს მედლები 2009 წელს, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო. შარშან, კორეის ქალაქ დაეგუში იმავე ტურნირზე კი მხოლოდ 200 და 4X100 მეტრზე იყო საუკეთესო - საყვარელი 100-მეტრიანი დისტანციიდან ნაადრევი სტარტის გამო მოხსნეს.

ლონდონში ბოლტი შეცდომას აღარ გაიმეორებს. პირიქით, თავისივე საარაკო რეკორდების გაუმჯობესებას ეცდება: 2009 წელს ბერლინში 100 მეტრი 9.58, 200 კი 19.19 წამში გაირბინა!

მალე გამომცემლობა HarperCollins მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის ავტობიოგრაფიას გამოსცემს - იამაიკელის მოგონებები 2010 წლიდან იწერება.

0x01 graphic

ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა)

ყველა დროის საუკეთესო ჭოკით მხტომელი ქალი ლონდონში მესამედ ეცდება ოლიმპიური ოქროს მოგებას: ათენში და პეკინში ის პირველი იყო.

ისინბაევა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სარბიელზე: შარშან დაიჩივლა, რომ გადაიღალა და შვებულება აიღო. დღეს მას ევგენი ტროფიმოვი წვრთნის, ვისთანაც 15 წლიდან ვარჯიშობდა და უამრავ წარმატებას მიაღწია.

წელს ერთადერთ დიდ ტურნირზე იასპარეზა: სტამბოლში, ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატზე 4.80 მეტრს გადაევლო და ოქრო ჩაიბარა.

რუსი მძლეოსანი 1999 წლიდან მონაწილეობს ევროპის-მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და მას შემდეგ 24 შეჯიბრებიდან 21 მოიგო! ამ ჩამონათვალში საერთაშორისო ტურნირებს და ბრილიანტის ლიგის ეტაპებს არ ვთვლით - იქ ისინბაევას გამარჯვებების თვლას აზრი არ აქვს.

მსოფლიოს 28-გზის რეკორდსმენი რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანია. ეს წოდება ოთხი წლის წინ, პეკინში ტრიუმფის შემდეგ მიანიჭეს.

2009 წლის 28 აგვისტოს, ციურიხში, ბრილიანტის ლიგის მორიგ ეტაპზე ელენამ მსოფლიოს რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა - 5.06 მეტრი დაძლია.

ჩემპიონი ამბობს, რომ ლონდონში ახალი რეკორდის დროა.

0x01 graphic

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)

8 ივლისს როჯერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.

მან პირველ ნომრად 287-ე კვირა დაიწყო. ეს ყველა დროის რეკორდია!

მან დიდი მუზარადის 17 თასი აღმართა!

მან 72918077 დოლარი მხოლოდ კორტზე გამოიმუშავა!

მაგრამ მას არასდროს მოუგია ოლიმპიური ოქრო ერთეულებში.

კი, ოთხი წლის წინ პეკინში ფედერერი ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა თანამემამულე სტანისლავ ვავრინკასთან ერთად, მაგრამ ის წყვილთა შეჯიბრება იყო, მოსაგონრად სასიამოვნო, თუმცა მისი დონის პროფესიონალისთვის მაინც დაბალი რანგის.

ლონდონში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს.

გარემო ნაცნობია: უიმბლდონის კორტები. მთავარ მეტოქეებს ხომ ლამის თვალდახუჭული ცნობს: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფა ნადალი და ბრიტანეთის იმედი - ენდი მარი.

მხოლოდ ერთი რამ რჩება: გამარჯვება.

2000 წელს, სიდნეიში, მომავალი მეუღლე მირკა გაიცნო და ბრინჯაოს მედალი დათმო.

2004 წელს, ათენში, როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა.

2008 წელს, პეკინში კვლავ ქვეყნის თეთრჯვრიანი დროშა ეპყრა, მაგრამ მეოთხედფინალში ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან წააგო.

ფედერერი ამბობს, რომ ლონდონში ოქროს აღებას აპირებს.

0x01 graphic

ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი)

ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის - NBA - გამარჯვებულს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებენ.

მაიამი ჰითი წლევანდელი NBA-ს ჩემპიონია.

ლებრონ ჯეიმსი ზღვისპირელთა ლიდერი, NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე და რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელია.

ლებრონ ჯეიმსი უბრალოდ საუკეთესოა!

და საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიადაზე ითამაშებს.

ამბობენ, რომ ამერიკელთა ეს Dream Team ლეგენდარული 92-ის ჯადოქრების ნაკრების შემდეგ უძლიერესია. ამას ძალიან მალე ლონდონის დარბაზებში ვნახავთ.

2004 წელს ამერიკა ათენიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ის გუნდი იყო NBA-ს პროფესიონალთა პირველი ნაკრები, რომელმაც ოლიმპიადა ვერ მოიგო. ლებრონი იმ რჩეულთა რიგითი წევრი იყო - საშუალოდ 14 წუთს ატარებდა პარკეტზე და გაჭირვებით აგროვებდა 5 ქულას.

2008 წელს ამერიკელებმა ოქრო დაიბრუნეს: ფინალში ესპანეთი 118:107 დაამარცხეს. ლებრონმა ევროპელებს 14 ქულა ჩაუგდო და 6-ჯერ მოუხსნა ბურთი, მაგრამ არც იმ გუნდში იყო ლიდერი.

დღეს 2012 წელია, ამერიკა კვლავ ოლიმპიადაზეა და ეს უკვე ჯეიმსის გუნდია. მერე რა, რომ მასთან ერთად კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, ტაისონ ჩენდლერი, კევინ დურანი და სხვა სუპერვარსკვლავები ითამაშებენ

26 მეფე!

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

ლაშა გოდუაძე

„ეს იყო პერიოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გადამელახა. მინდოდა თუ არა წასვლა? არა, ეს არც მიფიქრია. გულგატეხილი კი ვიყავი, მაგრამ მჯეროდა, რომ ჩემი დრო კვლავ დადგებოდა”, - უიმბლდონის წლევანდელი ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი ორწლიანი შესვენების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ვლავმოვერცხლილი თასით წარსდგა.

2012 წლის 8ივლისს შვეიცარიელმა მაესტრომ მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი!

2012 წლის 8 ივლისს „ფედექსმა“ უილიამ რენშოუს და თავისივე კერპის, პიტ სამპრასის რეკორდი გაიმეორა - მეშვიდედ აღმართა მთავარი ჯილდო!

2012 წლის 8 ივლისს 76 წელიწადი ელოდა დიდი ბრიტანეთი: ამ დღეს უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ჩოგბურთელი გაერთიანებული სამეფოდან - შოტლანდიელი ენდი მარი.

მაგრამ ეს იყო და ეს: ბრიტანელებს ოცნება - მთავარი ჯილდოთი ეხილათ თანამემამულე - კვლავ არ აუსრულდათ. ამიტომაც იყო ცენტრალური კორტის ტრიბუნები დაჯილდოებისას არნახულად ჩუმი.

4:6, 7:5, 6:3, 6:4 - როჯერ ფედერერს ისტორიის დასაწერად ოთხი სეტი ეყო.

დიდი მუზარადის ტურნირების ფინალში შვეიცარიელი მესამედ დადგა ენდი მარის პირისპირ დ ამესამედ გაიმარჯვა

2008 წელს როჯერმა ამერიკის ღია პირველობის უკანასკნელ შეხვედრაში დაამარცხა შოტლანდიელი.

2010 წელს მათი გზები მელბურნში გადაიკვეთა - ავსტრალიის ღიას ფინალში შვეიცარიელმა კვლავ სამ სეტში იმარჯვა.

და ახლა უიმბლდონი.

ეს იყო ფედერერის და მარის პირველი პაექრობა ბალახზე. 30 წლის ჩემპიონმა 25 წლის ბრიტანელს სძლია და პირადი ანგარიში გაათანაბრა - 8:8. როჯერმა 2010 წელს, მარისთან მოგებული ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაიმარჯვა დიდი მუზარადის ტურნირში. 2011 წელს ერთადერთხელ გავიდა ფინალში და დამარცხდა - როლან გაროზე რაფაელ ნადალს ჯერ გადამწყვეტი დაპირისპირება არ წაუგია და გამონაკლისი არც შარშან მომხდარა.

ესპანელთან მარცხის მერე იყო მეოთხედ ფინალი უიმბლდონზე და ნახევარფინალები ფლეშინგმედოუზე, ავსტრალიასა და საფრანგეთში.

ორწელიწადნახევარი დიდი გამარჯვების გარეშე - შეიძლება ვიღაცისთვის ეს არაა პრობლემა, მაგრამ როჯერი ნამდვილად არაა „ვიღაც“: ის დიდი ჩემპიონია და უკვე ყველა დროის უძლიერესად აღიარებული!

„მას უყვარს ჩოგბურთი და ეს ყოველ მოძრაობაში იგრძნობა! მოწოდება, ფორჰენდი, ბექჰენდი... თითოეულ გათამაშებაში ჩანს, რომ ის ჩოგბურთით ცოცხლობს! როჯერი დიდი ჩემპიონია და ამ ფინალის მერე დავრწმუნდი, რომ ყველა დროის საუკეთესოც!“ - 90-იანი წლების დიდებული ამერიკელი ჩოგბურთელი პიტ სამპრასი, ვინც უიმბლდონზე შვიდიდან შვიდი ფინალი მოიგო, ფედერერი-მარის შეხვედრას არ დაესწრო, მაგრამ ლონდონში ის მაინც ახსენეს. გარდა იმისა, რომ როჯერი გამარჯვებებით გაუტოლდა, შვეიცარიელმა ამერიკელის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა - ამ ტრიუმფით რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა და 9 ივლისიდან 16 ივლისამდე საუკეთესოთა სათავეში 286 კვირა გაატარა.

შეძლებს როჯერი უიმბლდონის მერვედ მოგებას?

ეს არავინ იცის.

სამაგიეროდ, დღეს, 16 ივლისს, ის იცის ყველამ, რომ შვეიცარიელმა რეიტინგის პირველ ნომრად 287-ე კვირა დაიწყო, ეს კი ნიშნავს, რომ ფედერერმა სამპრასის მორიგი მიღწევა დაამხო.

ორ კვირაში მხიარული როჯერი კვლავ გამოჩნდება უიმბლდონის ხასხასა კორტებზე - ოლიმპიადა იწყება.

27 ტაქტიკური ევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

გიორგი ფირცხელანი

0x01 graphic

ჩარლზ ოლკოქსი ადრეული წლების ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი ნოვატორი და ტაქტიკური სქემების მოყვარული კაცი გახლდათ. კომბინაციური თამაშის შესახებ მისი იდეა დაცვისა და თავდასხმის დაბალანსებას ისახავდა მიზნად. კომბინაციური თამაშის სქემა, ერთით ნაკლებ თავდამსხმელს და ერთით მეტ მცველს მოითხოვდა და სწორედ ამიტომ, კლუბების უმეტესობამ ეს სისტემა არ მიიღო - რვის ნაცვლად შვიდი ფორვარდით თამაში არავინ ისურვა. საფეხბურთო კლუბმა უონდერერს (სადაც ოლკოქსი თამაშობდა) კი პირიქით, მისი იდეა სიამოვნებით მიიღო და ათ წელიწადში ხუთჯერ მოიგო იმ დროს ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო - ინგლისის ასოციაციის თასი. ამის შემდეგ კომბინაციურ ფეხბურთს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.

ოლკოქსის სქემის კორექტირება 1883 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდმა დაიწყო, როდესაც მოედანზე 2-3-5 სქემით გამოვიდა. კემბრიჯული მოდელი თითქმის 30 წლის განმავლობაში იყოა ქტუალური - მანამ, სანამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოუსვენარი და კრეატიული კაცი, ჰერბერტ ჩეპმენი გამოჩნდებოდა.

0x01 graphic

ჰერბერტ ჩეპმენი

ჩეპმენის კარიერა ორ კლუბს - არსენალს და ჰადერსფილდ თაუნს უკავშირდება. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოგონება WM ტაქტიკური სქემა იყო. 1925 წელს, თამაშგარის წესი შეცვალეს. ძველი კანონით, იმ მოთამაშის წინ, რომელიც ოფსაიდში არ იმყოფებოდა, სამი კაცი იდგა. ახალი წესით, ორიც საკმარისი იყო, რის გამოც ფორვარდებს გოლების გატანა გაუადვილდათ. ჩეპმენმა, მარტინ ბიუქენთან ერთად WM-ი შექმნა, კლასიკური 2-3-5 შეიცვალა 3-2-5-ით და საფეხბურთო ლიგებში უხვგოლიანი მატჩების რაოდენობაც შემცირდა.

0x01 graphic

ვიტორიო პოცო

მხოლოდ კენი დალგლიშს, ბრაინ კლაფს და ჰერბერტ ჩეპმენს აქვთ მოგებული ინგლისის ტოპდივიზიონი ორი სხვადასხვა კლუბით. ეს უკანასკნელი იყო პირველი მწვრთნელი, რომელსაც ინგლისის ნაკრებზე სრული კონტროლი ჰქონდა. ჩეპმენი დროს უსწრებდა, მისი იდეები იყო: თეთრი ბურთი, ნომრიანი მაისური, ღამის განათება მოედანზე, ფსიქოლოგიური ვარჯიშები, ევროტურნირების ჩატარება და ა.შ. ძალიან უყვარდა კონტინენტური ფეხბურთი, მეგობრობდა ავსტრიული „ვუნდერტიმის“ მწვრთნელთან, ჰუგო მაისლთან და ავსტრიაში მომუშავე ინგლისელთან, ჯიმი ჰოგანთან. ჩეპმენის, მაისლის და ჰოგანის ავსტრიულ შეკრებებს კიდევ ერთი კაცი ესწრებოდა ხოლმე, ბრწყინვალე ტაქტიკოსი და ფეხბურთზე დიდი გავლენის მქონე ადამიანი - ვიტორიო პოცო!

პოცო ანგლომანი იყო, ახალგაზრდობაში მანჩესტერში სწავლობდა და სტივ ბლუმერთანაც ჰქონდა შეხება. მისი ერთ-ერთი თილისმა იყო ინგლისში დასაბრუნებელი ბილეთი, რომელიც სულ თან დაჰქონდა და რომელიც გამოუყენებელი დარჩა. პოცოს მიერ შემუშავებული ტაქტიკა, სახელად „მეტოდო“, თავდაპირველად ჩეპმენის 3-2-5-ზე იყო აგებული, მაგრამ შემდეგ პოცომ ჩათვალა, რომ ცენტრალურ ნახევარმცველებს მეტოქის მოედანზე გადასვლისას დახმარება სჭირდებოდათ, ორი ფორვარდი მოხსნა და საბოლოოდ მიიღო სათამაშო სქემა 2-3-2-3. „მეტოდოს“ მეშვეობით, ვიტორიო პოცოს იტალიის ნაკრებმა 1934-1938 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადა მოიგო.

0x01 graphic

რინუს მიხელსი

„მეტოდოს“ პარალელურად, ოცდაათიანი წლების ევროპაში ახალი ტაქტიკური სქემა გამოჩნდა - „საკეტი“. თუ თქვენ გწამთ, რომ ბუნებაში არსებობს „ანტიფეხბურთი“, მაშინ ისიც იწამეთ, რომ კარლ რაპანიარის „ანტიკრუიფი“. რადგან, სწორედ კარლ რაპანმა შექმნა „საკეტი“, პირველი ტაქტიკური სქემა, რომელიც კარის დაცვაზე იყო ორიენტირებული და რომელშიც ოთხი მცველი თამაშობდა. რაპანი შვეიცარიის ნაკრებს წვრთნიდა, შვეიცარიელი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები არ იყვნენ და ამიტომ, ავსტრიელმა სპეციალისტმა „საკეტი“ შეიმუშავა. ფეხბურთელები მოქმედებდნენ ზონების მიხედვით, ერთ გუნდად, ერთ ხაზზე განლაგებული სამი მცველით და მათ უკან ლიბერო, რომელიც ასევე ავსტრიელი ნაცისტის გამოგონება იყო. სქემის მთავარი არსი სწორედ თავისუფალი მცველის პოზიციაში მდგომარეობდა. ანუ ლიბეროში. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რაპანის „საკეტის“ მემკვიდრე, იტალიური „კატენაჩოა“.

ნერეო როკომ „კატენაჩოზე“ მუშაობა ომის დასრულებისთანავე დაიწყო. ჯერ წარმატებით გამოსცა და მშობლიურ ტრიესტინაში, როდესაც 1947-48 წლების სერია A-ში გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. როკოს დიდების წლები კი მილანს უკავშირდება, სადაც ნამდვილი „კატენაჩოს“ მიმდევარმა ათი ტიტული მოიგო, მათ შორის - ორი ჩემპიონთა თასი.

„კატენაჩოს“ კლასიკურ ვერსიას ინტერის არგენტინელმა თავკაცმა, ელენიო ერერამ, ინდივიდუალურად აყვანის ელემენტები დაუმატა და ამ მოდერნიზებული „კატენაჩოს“ წყალობით, ინტერი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდა. სქემის რეპუტაცია 1967 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში შეილახა, როდესაც შოტლანდიურმა სელტიკმა, ლისაბონში, შემტევი ფეხბურთის ზეიმი მოაწყო. „სელტიკმა დაიმსახურა გამარჯვება და ეს გამარჯვება - მთლიანად სპორტის გამარჯვებაა“, - განაცხადა ერერამ თამაშის შემდეგ. მიუხედავად ამისა, „კატენაჩომ“ პოპულარობა მაინც შეინარჩუნა მანამ, სანამ ინტერმა კიდევ ერთი ჩემპიონთა თასის ფინალი არ დათმო - 1972 წელს ამსტერდამის აიაქსთან, გუნდთან, რომელიც ტოტალურ ფეხბურთს თამაშობდა!

„კატენაჩო“ და ასევე საკმაოდ წარმატებული და პოპულარული სქემა, ბრაზილიური 4-2-4 მოძველდა. ბრიტანელებს WM-ის ბრიტანელებს WM-ის შემდეგ არაფერი შეუქმნიათ. ფეხბურთის ტაქტიკური მხარე კრიზისს განიცდიდა და სწორედ მაშინ, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა რინუს მიხელსმა რევოლუციური სისტემა შექმნა.

1972 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი ერთ-ერთი გარდამტეხი მატჩი იყო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში - „კატენაჩო“ ტოტალურ ფეხბურთთან დამარცხდა.

ტოტალური ფეხბურთის საწყისები უნგრელებმა შექმნეს, შემდეგ ეს მიმართულება აიაქსის ინგლისელმა მწვრთნელმა, ჯეკ რეინოლდსმა განავითარა - გარემარბების დანიშნულება შეცვალა. ხოლო ტოტალური ფეხბურთი, მთელი თავისი მშვენიერებით, რეინოლდსის შეგირდმა, ლეგენდარულმა რინუს მიხელსმა წარუდგინა მსოფლიოს.

ამ სისტემის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გუნდის ნებისმიერ წევრს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო თანაგუნდელისთვის ფუნქციონალური როლი გაეცვალა. თამაში იწყებოდა 4-3-3 ტაქტიკური სქემით და მატჩის მიმდინარეობისას, რამდენჯერმე იცვლებოდა, ყველაფერი გადადიოდა უნივერსალების მიერ მოწყობილ „ორგანიზებულ ქაოსში“. ბოლო მცველიდან ფორვარდამდე მანძილი არასოდეს აღემატებოდა ნახევარ მოედანს. ტოტალური ფეხბურთის ზეობის ხანაში, ჰოლანდიურმა კლუბებმა ექვსი ევროთასი აღმართეს და ჰოლანდიის ნაკრებმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

სამოცდაათიანების რევოლუციური და ლამაზი გამოგონების შემდეგ, ფეხბურთში ძირეული ცვლილებები ძირითადად კონკრეტული გუნდის მოკლე პერიოდზე აისახებოდა. მაგალითად: არიგო საკის მილანი, ჰიცფელდის ტაქტიკურად კარგად გამართული დორტმუნდი, ანჩელოტის მილანი თავისი „ბრილიანტით“, მოურინიოს უშეცდომო ჩელსი და ასე შემდეგ. მაგრამ პეპ გვარდიოლას ბარსელონამ, ალბათ, ყველაზე დიდი გავლენა იქონია თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთზე.

ჯერჯერობით, თანამედროვე ფეხბურთი 4-5-1 ტაქტიკურ სქემასთან და ერთფორვარდიან გუნდებთან ასოცირდება, მაგრამ ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების წარმატებების შემდეგ, ბევრ ქვეყანაში გადახედეს საფეხბურთო პრიორიტეტებს და ბავშვთა ფეხბურთში სავარჯიშო პროცესი შეცვალეს. ყველა მოკლე პასისკენ, ორგანიზებული ქაოსისა და უნივერსალიზმისკენ მიისწრაფვის. ყველას უნდა თავისი ინიესტა ჰყავდეს. ეს ცვლილებები, დაცვისკენ გადახრილ ფეხბურთს ჩარლზ ოლკოქსის ეპოქაში ვერ დააბრუნებს, მაგრამ ინიესტების გამოჩენა თამაშის სტილსა და ტაქტიკურ ტენდენციაზე აუცილებლად აისახება.

28 წყალბურთი და კისინჯერი

▲ზევით დაბრუნება


წყალბურთი|სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

ანდრია ბითაძე 15 წლისაა. წყალბურთზე 11 წლიდან შევიდა და ოთხ სეზონში უზარმაზარი დისტანცია დაფარა. თბილისის თასზე ბიჭმა საქართველოს მთავარ ნაკრებში ითამაშა. რამდენიმე გოლი დაირტყა, ეფექტურად, დასამახსოვრებლად გააკეთა საქმე და ალბათ, მწვრთნელებიც კმაყოფილები იყვნენ.

15 წლის ასაკში საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას შნო უნდა. ანდრია ამას ხვდება. ხედავს, რომ ენდობიან და მორცხვი გიგანტი (197 სანტიმეტრი) ყველაფერს ინიშნავს, სწავლობს, უფროსებისგან და უკეთესებისგან ითვისებს. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს სხვა დატვირთვა აქვს. დიდებში, ელეზებთან და ელაჩებთან რომ ივარგო, ნიჭიერზე მონდომებული უნდა იყო.

0x01 graphic

ანდრია ბითაძე: „ბევრი რაღაც არ გამომდის და მინდა, რომ გამომივიდეს. მწვრთნელების, ოჯახის, მეგობრების ყურადღებას, სითბოს ვგრძნობ და ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო. წყალბურთში ჩემი კერპი არის რუმინელი კოსმინ რადუ“.

რადუ ცენტრია. ბითაძეც. არიან სტატიკური და მოძრავი ცენტრები. ანდრია მოძრავია, ყველაფერს სწრაფად აკეთებს და დამცველებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ბიჭი თავისი ასაკის ცხოვრებით ცხოვრობს. ბევრს ვარჯიშობს, ერთობა, და კითხულობს კისინჯერს. სხვა ავტორებსაც იცნობს. ერუდირებული სპორტსმენი საინტერესო პერსონაა. ბითაძეც საინტერესოა. ჯერ უფრო წყალბურთით.

საქართველოს ნაკრებში რეზო ჩომახიძე ცენტრობდა. ლეგენდა, რომელიც ევროპის, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იყო. რეზო, ძირითადად, სამწვრთნელო ამბებზეა გადართული და თამაშს არ აპირებს. რაც ითამაშა, საკმარისზე ბევრი იყო. საქართველოში წყალბურთის მესი გვყავდა. დიდი ცენტრი ასაკით პატარა ცენტრზე საუბრობს.

რეზო ჩომახიძე: „ანდრია ბითაძემ უნდა მოუმატოს და მოუმატებს. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, რომელიც რაღაც ეტაპზე მიღწეულით თუ არ დაკმაყოფილდება, ბევრს მიაღწევს. თამაშის მოძრავი, საინტერესო სტილიაქვს. ახალგაზრდული ნაკრებიდან დიდ გუნდში რამდენიმე ბიჭი მალე სტაბილურად მოხვდება. ერთ-ერთი ანდრია იქნება. მესიამოვნება, თუ რჩევით დავეხმარები და მან ეს იცის. მსოფლიო დონის მოთამაშე უნდა გახდეს და გამოცდილებით ბევრ სხვა ნიუანსსაც გააუმჯობესებს“.

წყალბურთში წინ მივდივართ. საკლუბო დონეზე ლიგამუსმა ლენ ტროფიზე თამაშის გამოცდილება მიიღო. საქართველოს ნაკრები წყალში დასასვენებლად აღარ ჩადის და ყურებად, საინტერესო თამაშს თამაშობს. ჩომახიძე მწვრთნელია და ესეც ნორმალურია, რეზომ უნდა დაისვენოს.

და მოდის ანდრია ბითაძე. დიდი ბავშვი უფრო დიდი ნიჭით და მონდომებით. უკვე ითამაშა ძირითად ნაკრებში, არარეალურად სწრაფად უმატებს და ისეთივე მოძრავი აზროვნება აქვს, როგორც - თამაში.

ა.ბ: „სწავლა და წყალბურთი ერთმანეთს ხელს არ უშლის. სწავლაც მსიამოვნებს და აუზში ჩასვლაც. მეგობრებთან ერთად ვისვენებ. დამინდა, რომ მშობლებმა ჩემით იამაყონ. ეს ყველაზე მაგრად მინდა“.

ანდრია ბითაძე დიდი წყალბურთელი უნდა გახდეს.

29 ახალი ქართველი კორი ფიშერი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

კორი ფიშერი თურქეთში ისვენებდა და მობილურზე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა - ჩამოდი, საჭირო ხარ... ფიშერი მესიჯებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან იღებს და ფიშერმა მთავარი მესიჯი მოედანზე უნდა გააგზავნოს. მესიჯი ბოსნიას, ლატვიას, ჰოლანდიას და რუმინეთს. ყველა იმ ნაკრებს, ვინც საქართველოს ევროშესარჩევში დაუჯდა. კორი ფიშერი ახალი ქართველია.

ბიჭი ჯერ 25 წლის არ არის და კალათბურთში ახალბედაა. ვილიანოვას უნივერსიტეტი, ანთალია და მეტი არაფერი. სივი თითქმის ცარიელია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში უცნობი, მაგრამ მოქნილი და სწრაფი ბიჭი მოდის, ნორმალურად დაყენებული სროლით.

ფიშერი 185 სანტიმეტრია და პირველ ნომერზე იდგება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი რაღაცებს ცვლის და გიორგი ცინცაძეს ლაშა გამყრელიძე ჩამოაშორა. ლაშა, ნიკა ცქიტიშვილი და ვოვა ბოისა ნაკრებში ვერ მოხვდნენ და გამყრელიძეს ფიშერი შეცვლის. შეცვლის რუსტერში და არ შეცვლის დატვირთვით. ლაშა ცინცაძეს უფრო ასვენებდა, იშვიათად პირველი ფლეიმეიქერი იყო და ფიშერმა გამყრელიძეზე მეტი დრო უნდა მიიღოს. მეტ დროში მეტს მოასწრებს და ცინცაძესთან, პირველ-მეორე ნომერს გაცვლის.

საქართველოს ნაკრებში რამდენიმე კარგი ნატურალიზებული კალათბურთელი იყო. შემონდ უილიამსთან ერთად ვერ დავძირეთ მაკედონია, ფინეთი და შემონდი იმ მომენტში ევროპის საუკეთესო გამთამაშებლად ითვლებოდა.

შემონდის მერე წამოვიდა ტაირონ ელისი. ერუდირებული, სასიამოვნო ახალგაზრდა, რომელმაც საქმე გააკეთა, ბოლო სანაკრებო გარჩევაში, თბილისში, ბელარუსთან 17 ქულა აკრიფა და ცივილურად წავიდა. ელისმა ზედა ეშელონის ვიზა აგვაღებინა და ტაირონი ტორინგრინმა შეცვალა. ჩვეულებრივი ლეგიონერი. ჩვეულებრივი 11.0 ქულით, 2.4 მოხსნით დ 2.5 პასით. ევროპის ჩემპიონატზე, ლიტვაში მარკუს ჰეინსით ჩავდივართ და ჰეინსი ბალასტია. შემდეგი ევრობასკეტი სლოვენიაშია. საკვალიფიკაციო ამბებს 18 აგვისტოს, თბილისში რუმინეთთან ვხსნით და კორი ფიშერის პირველი ოფიციალური პერფორმანსიც აქ იქნება. ფიშერი ნორმალური ბიჭია, მაგრამ ამ ნაკრებმა ლეგიონერის გარეშეც მშვიდად უნდა დაფაროს მთელი ციკლი. ლატვია კარგი გუნდია. ანდრის ბიედრინშით, იანის ბლუმსით და რიჰარდს კუკსიკსით. ბოსნიაში მირზა ტელეტოვიჩი დირკ ნოვიცკია, ბრუკლინ ნეთსში ნორმალური კონტრაქტი დაირტყა და ევროპაში სერიოზული ფიგურაა. უბრალოდ, ბოსნიები და ლატვიები ფიშერის გარეშეც დასაძირია. კორიმ თავის დროში 10-12 ქულა, რამდენიმე პასი და სამიანი უნდა შეკრას. საკმარისი იქნება.

ვიკა სანიკიძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი ამ შესარჩევში უფიშეროდ აუწევენ ყურს ყველას. რაღაც მომენტში, ლეგიონერი საჭიროა და კოკოშკოვი დროს რაციონალურად გადაანაწილებს. ჩვენთვის კარგი ციკლი მოდის. ახალ ქართველთან, კორი ფიშერთან ერთად.

30 შუშხუნა წითელი და კამკამა ლურჯი

▲ზევით დაბრუნება


ვახო ელერდაშვილი | სვეტი

0x01 graphic

წარსულ ცხოვრებაში ერთ საგამომცემლო სახლში ვმუშაობდი და ხშირად მიწევდა წიგნების გარეკანების კეთება, რაც, ერთი შეხედვით, სტანდარტული პროცესი იყო − ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოდიოდა წიგნის ავტორი, მიჯდებოდა გვერდით და მაძლევდა დირექტივებს, თუ რა და როგორ გამეკეთებინა. ყველაზე კარგ შემთხვევაში კი მოდიოდა პროფესიონალი მხატვარი, მიხსნიდა გარეკანის იდეას და შემდეგ კონკრეტულად მიმითითებდა, სად რა ფერი და ილუსტრაცია გამომეყენებინა. მხატვრებთან მუშაობა ადვილი იყო, განსაკუთრებით მათთან, ვინც Adobe Photoshop-ში იყო გარკვეული, ხსნიდნენ ფერთა გამას და თვითონ ირჩევდნენ სასურველ ფერს, დანარჩენს მე ვაკეთებდი. წიგნის ავტორებთან მუშაობა კი ისეთი ტანჯვა გახლდათ, რომ დღემდე მახსოვს, თუ როგორ მომთხოვა ერთმა ქალბატონმა თბილი და ტკბილი მწვანე ფერის გამოყენება სათაურში, რომელსაც ბავშვი რომ ნახავდა, პირზე ღიმილი მოეფინებოდა და წიგნის გადაშლის სურვილი გაუჩნდებოდა... ნეტა, როგორ გამოიყურება ასეთი მწვანე?! − დღემდე მაინტერესებს. იმ ქალბატონმა კი არაპროფესიონალიზმში დამდო ბრალი და უპასუხოდ გამშორდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შუშხუნა წითელს, ათრთოლებულ მწვანეს, კამკამა ლურჯს და შებოლილ ყვითელს ითხოვდნენ − ნამდვილად უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია!

თანამედროვე მეცნიერება ამბობს, რომ ფერი, როგორც ფიზიკური რეალობა, არ არსებობს - ის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სუბიექტური მახასიათებელია იმ დიაპაზონში, რომელსაც ხილულ სინათლეს ვუწოდებთ და დამოკიდებულია მრავალ ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე. მიუხედავად სუბიექტურობისა, როდესაც მე ვამბობ „წითელს“, მაქვს მოლოდინი, რომ ეს სიტყვა თანამოსაუბრეში აღძრავს ზუსტად იმ ფერის ასოციაციას, რასაც ვგულისხმობ და პირიქით, როდესაც „დიდოსტატის მარჯვენაში“ ვკითხულობ, რომ „ძაღლმა სისხლისფერი ენით გალოკა ძელი“, ჩემს წარმოდგენაში ეს წინადადება მკაფიო ხატს ქმნის. მაგრამ ყოველთვის როდის არის ასე. საკმარისია, უცხო ენების შესწავლა დავიწყოთ, რომ ფერთა უცნობ მოდელებთან მოგვიწევს შეჭიდება და მაინც ბოლომდე ვერგაცნობიერება.

ასე მაგალითად, თანამედროვე იაპონიაში შუქნიშნის ფერებს ეწოდებათ: აკაი (წითელი), კიიროი (ყვითელი) დააოი (ლურჯი) მაშინ, როდესაც შუქნიშნის „მწვანე“ ისეთივე მწვანეა, როგორც ყველგან და გაუგებარია, თუ რატომ დაიკარგა ფერი თარგმანში! ამას შემდეგნაირად ხსნიან: უხსოვარ დროს იაპონურში ლურჯსა და მწვანეს, ანუ ცისარტყელას ფერთა გამის იმ მონაკვეთს, რომელიც მწვანით იწყება და ლურჯით მთავრდება, ერთი სიტყვით მოიხსენიებდნენ, ცოტა მოგვიანებით იაპონურში ახალი სიტყვა გამოჩნდა, „მიდორი“, რომელიც უშუალოდ ასოცირდება მწვანესთან და მას შემდეგ, რაც 1917 წელს იაპონიაში პირველი ფერადი ფანქრები ჩაიტანეს, იქაურ ბავშვებს მოუხდათ მკვეთრი განსხვავების გაკეთება მწვანე და ლურჯ ფერებს შორის. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა სახელმძღვანელოში აისახა და დღესდღეობით იაპონურში მწვანე და ლურჯი მკვეთრადაა გამიჯნული, თუმცა ენაში მაინც შემორჩა იდიომატური სიტყვები და გამოთქმები, სადაც სრულიად საპირისპიროს ვხვდებით. ასე მაგალითად, მწვანილს იაპონურად „აომონო“ ჰქვია, გამოუცდელ ადამიანს კი აოკუსაი − ორივე სიტყვაში თავს იწონებს „აო“ (ლურჯი) „მიდორის“ (მწვანე) ნაცვლად.

1969 წელს ამერიკელმა ანთროპოლოგებმა, ბრენტ ბერლინმა და პოლ კეიმ, ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალურ მოდელზე დაიწყეს მუშაობა. მათი ამოცანა იყო გაერკვიათ, თუ რა გავლენას ახდენს ფერები ადამიანის ცნობიერებაზე, არსებობს თუ არა ფერის უნივერსალური მოდელი და თუ არსებობს, როგორია. საამისოდ მათ საბაზისო ფერის ტერმინი შემოიტანეს, ასზე მეტი ენა შეისწავლეს და თითოეული ენისთვის საბაზისო ფერთა ნუსხა შეადგინეს, რაც საბოლოოდ კრიჭაში ჩაუდგა საპირ-უორფის თეორიის მიმდევრებს, რომლებიც ენის ფარდობით მოდელს მიიჩნევენ ჭეშმარიტად დაამტკიცებენ, რომ ენაში უნივერსალური კატეგორიები არ არსებობს.

ბერლინის და კეის კატეგორიზაციის მიხედვით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ენაში არსებობს ე.წ. საბაზისო ფერები, რომლებიც განსაზღვრავს ამ ენაზე მოლაპარაკეთა მსოფლაღქმას. მათი მიხედვით, საბაზისო ფერი წარმოადგენს ისეთ ფერს, რომელსაც ენაში მონოლექსემური (ერთძირიანი სიტყვები შეესაბამება - ეს ისეთი სიტყვებია, რომლებიც არ არის ნაწარმოები სხვა არსებითი თუ ზედსართავი სახელებისგან და გამოყენების სიხშირის მიხედვით სხვა სიტყვებს არ ჩამოუვარდება. მაგალითად, ქართულში „მწვანე“ და „ლურჯი“ საბაზისო ფერებია, „ვარდისფერი“ „მოიისფრო“ და „რუხი“ კი − არა, ვინაიდან „მწვანე“ და „ლურჯი“ ფერთა გამას აღნიშნავს ხილული სინათლის ფიქსირებულ დიაპაზონში და ფართოდ გამოიყენება, „ვარდისფერი“ და „მოიისფრო“ − ყვავილების სახელებიდანაა ნაწარმოები, ხოლო რუხი − ქართულში არც თუ ისე პოპულარული სიტყვაა.

ბერლინმა და კეიმ დაადგინეს, რომ თუ ენაში საბაზისო ფერების რაოდენობა ორია, მაშინ ეს ორი აუცილებლად თეთრი (ბაცი) და შავია (მუქი), გამონაკლისის გარეშე. როგორც კი რომელიმე ენაში მესამე ფერი ჩნდება, ის აუცილებლად წითელია. შემდეგ ამ სამს ემატება მწვანე და ყვითელი, შემდეგ ლურჯი და ბოლოს, ყავისფერი

ქართულში დადგენილია, რომ საბაზისო ფერების რაოდენობა შვიდია: თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ყავისფერი. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მონოლექსემური და ნაწარმოებია ყავისგან, ქართულში ისეთი სიხშირით გამოიყენება, რომ თანამედროვე სამეცნიერო სტატიებში ქართული ენის ერთ-ერთ საბაზისო ფერად მოიაზრება.

ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელის საშუალებით მეცნიერები ცდილობენ ახსნან, თუ რატომ აქვთ ფერთა სხვადასხვანაირი აღქმა სხვადასხვა ერებს. ამის პასუხს ზოგი გენეტიკურ კოდში ეძებს. ასევე მოიძებნება სამეცნიერო შრომები, სადაც საბაზისო ფერთა რაოდენობასა და გენეტიკურ ინფორმაციას შორის უშუალო კორელაციაა ნაპოვნი, თუმცა თუ ერთი ინგლისელი პოეტის სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებთ − მსგავსი სამეცნიერო კვლევა-ძიებანი პოეტურობას უკარგავს სამყაროს, რომელიც „გვაქვს უთვალავი ფერითა“. და იქნებ ისევ შუშხუნა წითლის და კამკამა ლურჯის ველში სჯობდეს დარჩენა?!

31 დაბნეული ადამიანი-ობობა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

0x01 graphic

ათი წლის წინ სემ რეიმის „ადამიანი-ობობა“ გამოვიდა და სწორედ აქ დაიწყო კომიქსების კინოეკრანიზაციის რევოლუცია. გარდატეხა, რომელიც შეუქცევად პროცესად იქცა და დღეს ჰოლივუდური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრია. რეიმის ფილმი მეგაჰიტი გახდა და კიდევ ორი ტობი მაგუაერიანი და კირსტენ დანსტიანი გაგრძელება „გამოიწვია“.

ათი წლის შემდეგ, კინოკომპანია სონიმ ფრენჩაიზის გადატვირთვა გადაწყვიტა. მიზეზი ბევრია, მთავარი კი, რა თქმა უნდა, ახალი იდეების კრიზისი და იოლი ფულის მოპოვების სურვილია. სონი თავიდან დიდ რისკებზე წასვლას არ აპირებდა და ფილმის ბიუჯეტი 90 მილიონით განსაზღვრა, თუმცა ქასთინგის დასრულების და რეჟისორად მარკ უების დანიშვნისთანავე ნათელი გახდა, რომ ამ თანხით ადამიანი-ობობას კლასის სუპერგმირზე ექშენ ბლოკბასტერის გადაღება წარმოუდგენელი იყო. უებს 230 მილიონი მისცეს და ახალი, „გასაოცარი ადამიანი-ობობას“ ისტორიის გადაღება დაავალეს.

რეჟისორმა გადაწყვიტა სემ რეიმის ობობას ნაივური სიუჟეტი, უფრო ბნელი, ნოლანის ბეტმენისეული გაეხადა. უები ცდილობს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს პიტერ პარკერს (ენდრიუ გარფილდი) და არა სპაიდერმენს, კურტ კონორსს (რის აიფანსი) და არა ხვლიკს. უები ისტორიის მოყოლას პიტერის ბავშვობიდან იწყებს. პატარა პარკერი მშობლებს კარგავს, ბიძასთან და დეიდასთან იზრდება. შემდეგ გაიცნობს მამამისის ძველმეგობარს კურტ კონორსს, რომელიც ახალ, რევოლუციურ წამალზე მუშაობს და პიტერის „დახმარებით“ ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდება.

უები ცდილობს, ფილმში შემოიტანოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც ნამუშევარს სიახლეებით ამდიდრებს. რეჟისორს სურს, ადამიანი-ობობას გმირად ქცევის მოტივები ახსნას და გვაჩვენოს, რომ ეს ბიძია ბენის სიკვდილით არა აგამოწვეული. უების სპაიდიდევიზს With great power comes great responsibility ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ სიტყვების გაჟღერების გარეშე იაზრებს. ფილმის „სამერის 500 დღე“ რეჟისორმა, გუენ სტეისი (ემა სტოუნი), მერი ჯეინ უოტსონის ღირსეულ შემცვლელად აქცია. საერთოდ, გარფილდმა და სტოუნმა თავიანთ როლებს ღირსეულად გაართვეს თავი. ემა იმედისმომცემი მსახიობია, ენდრიუს კი ტობი მაგუაერის ობობა უნდა გადაეფარა, რაც არც ისე რთულია, თუ გავიხსენებთ მაგუაერის გმირს, რომელიც კომიქსის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და კარგი იუმორის მქონე გმირზე მეტად, კასტრირებულ, მდუმარემ ესაფლავეს ჰგავდა.

რიგ ეპიზოდებში უები ბრწყინვალეა, მაგრამ ბალანსის დაცვა უჭირს. ეკრანზე ერთმანეთს ცვლის დრამატურგიულად გამართული და პათეტიკური სცენები. საინტერესო, ახალ დეტალს, „ტრანსფორმერები 3-ის“ დონის ეპიზოდი ანაცვლებს. ძალიან სუსტია მთავარი ბოროტი გმირი, რომლის პიროვნული გაორება და ბოლოში გაკეთილშობილება გაცვეთილზე გაცვეთილი სვლაა, რითაც მხოლოდ მაყურებლის გაღიზიანებაა შესაძლებელი.

ფილმის პირველ ნაწილში უები ძალიან ფაქიზად იწყებს ობობის ქსელის გაბმას, ცდილობს მსხვერპლი (მაყურებელი) ასიამოვნოს, მაგრამ ბოლოს ქსელში იხლართება და მეორე ნაწილში მხოლოდ უნაკლო ექშენს ცენებით ახერხებს ინტერესის შენარჩუნებას. „გასაოცარი ადამიანი-ობობა“ ის იშვიათი 3D ფილმია, რომელიც ღირს ზედმეტ თანხად. 3D სცენები უზადოდაა შესრულებული და უების ნამუშევრის მთავარი ღირსება.

მარკ უების ფილმს წარმატება განაღდებული აქვს. გარანტი მთავარი გმირია, თუმცა ნამუშევრის გაგრძელებისთვის უებს უკეთესი სცენარი დასჭირდება. ჯერ-ჯერობით უები-რეიმის დუელს ეს უკანასკნელი იგებს.

32 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


ბაჩა მალაზონია

0x01 graphic

ტაბულას ფოტორედაქტორმა ეს კადრი ამოარჩია, მიყვარს ეს სურათიო.
მე დავეთანხმე, რადგან ფოტო, ქალაქი და დრო, რომელიც იქ გავატარე,
ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
ვენა. ივნისი 1998.

33 აუქციონი არტრეზიდენციის გადასარჩენად

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

გალა გალერეაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა - საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც არტრეზიდენციის, არტელი რაჭის გადასარჩენად ჩატარდა, თითქმის ყველა ნახატი გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ არტრეზიდენციებისა და არტბაზრის თემები თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეში არც ისე აქტუალურია, ფაქტია, რომ ამ მხრივ საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

არტრეზიდენციები სწორედ ის რესურსია, რომლითაც საქართველოს მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე ადგილის დამკვირდება შეუძლია.

დასავლეთში არტრეზიდენციების მთელი ქსელი მუშაობს. მხატვართა კომუნებსა თუ ცალკეული სოფლის პატარა სახლებში განთავსებულ რეზიდენციებში საინტერესო კოლაბორაციული თუ პერსონალური ნამუშევრები იქმნება. ხანდახან, მხატვართა ასეთ დასახლებებს კერძო გალერეები სპეციალურად ქმნიან, რათა მათი გამოფენებისა და კოლექციებისთვის ახალი ნამუშევრები შეიქმნას. ხშირ შემთხვევაში, რეზიდენციებს სხვადასხვა სახელოვნებო ფონდები და ინსტიტუციები, ხანდახან კი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. არტრეზიდენციებმა სახელი გაუთქვა ისეთ ადრე ნაკლებად ცნობილ სოფლებსა და ადგილებს, როგორებიცაა: Barbizon (საფრანგეთში), Byrdcliffe Colony (ვუდსტოკთან ახლოს), Village of the Arts (ფლორიდა) და მრავალი სხვა.

0x01 graphic

ქართული ხელოვნების უახლეს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ არტრეზიდენციებს საფუძველი 90-იანების დასაწყისში ჩაეყარა, მაშინ როდესაც თბილისს ბრისტოლელ მხატვართა დიდი ჯგუფი ესტუმრა. ისინი ქართველი მხატვრების სახლებსა და სახელოსნოებში განთავსდნენ და თბილისის შემოგარენს უამრავი ერთობლივი უორქშოპით „მოედვნენ“. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს იყო საქართველოს უკეთ აღმოჩენის და გაცნობის საშუალება, ასევე გახლდათ გამოცდილების, კონცეფციების გაზიარება სხვადასხვა მედიაში, დასავლურ და პოსტსაბჭოთა არტისტულ წრეებს შორის. იმ პერიოდში კოლაბორაციით უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა და თბილისში ბევრი კარგი გამოფენაც გაიხსნა, რასაც დასავლეთში ქართველი მხატვრების ჯგუფური გასვლა მოჰყვა.

დღესდღეობით, საქართველოში სულ რამდენიმე არტრეზიდენცია მოქმედებს - არტვილა გარიყულა, რომელიც ბოლგარსკების მე-19 საუკუნეში აშენებულ სასახლეშია განთავსებული (კასპი, სოფელი გარიყულა) და-ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fes I Nova გარიყულას მაპინძლობს; თბილისთან ახლოს, სოფელ შინდისში ინგლისელი და ქართველი არტისტების - მამუკა ჯაფარიძისა და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენცია; რაჭაში, მხატვარ კოტე ჯინჭარაძის მიერ დაფუძნებული არტელი რაჭა (ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭყვიში).

რაჭაში, ასწლოვან სახლში არტრეზიდენციის შექმნა კოტე ჯინჭარაძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მხატვარ ყარამან ქუთათელაძის არტვილა გარიყულა ნახა. სახლის ინტერიერს სახელოსნოს ტიპის სივრცისთვის დამახასიათებელი ნიუანსები დაუმატა და მისმა ძველმა, რაჭულმა სახლმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

არტელი რაჭა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების არტრეზიდენციაა. 2005 წელს იქ ქართველ მხატვართა პირველი უორქშოპი ჩატარდა, რასაც შემდეგ წლებში ჰოლანდიელ, რუს, ავსტრიელ, ამერიკელ არტისტთა ერთობლივი მუშაობა მოჰყვა. ნელ-ნელა ეს ადგილი სახელოვნებო წრეებისთვის ცნობილი, მიმზიდველი გახდა და ინსპირაციის წყარო დიქცა. არტელი რაჭა უკვე ბევრი არტისტის ბიოგრაფიასა თუ კატალოგშია, ჭყვიშის ორღობეებში კი ფაბლიქარტის ნიმუშები გამოჩნდა.

„2009 წელს ლოს-ანჯელესიდან არტისტთა ჯგუფი ჩამოვიდა (მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები) და ფილმიც გადაიღეს კამერით, რომელსაც სარკეები ჰქონდა გარშემო დამაგრებული და ერთდროულად სხვადასხვა რაკურსით იღებდა გარემოს. ამ წლების მანძილზე აქ უამრავი ნამუშევარი და ექსპერიმენტი შეიქმნა. ერთადერთი ზაფხული 2008 წელს, რუსული აგრესიის გამო ჩაგვივარდა. გზები ბლოკირებული იყო და პოლონელმა მხატვრებმა კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ უორქშოპზე ჩამოსვლა ვეღარ მოახერხეს. არტელი რაჭა სტუმრების გარეშე წელსაცშ ეიძლებოდა დარჩენილიყო (2011 წლის 19 აგვისტოს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის გამო), რადგან ასწლოვანი სახლის პირველი სართული ნგრევის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ მის გადასარჩენად მოეწყო აუქციონი და შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, - ამბობს მხატვარი კოტე ჯინჭარაძე.

გალა გალერეის მეპატრონე, დედიკა ბულია, აუქციონის შედეგების მიხედვით ასეთა ღმოჩენას აკეთებს: „აუქციონზე სრულიად ახალი ტიპის, ახალი თაობის მომხმარებელი მოვიდა. ისინი აღარ აღიქვამენ ნახატს, როგორც კედელზე დასაკიდებელ დეკორს და არჩევანს კონცეპტუალურ, თანამედროვე ფერწერაზე აკეთებენ. ამ აქციით პატარა ქართულ არტბაზარზე ნამუშევრებისთვის ფასი არ დაგვიგდია, რადგან ეს გამონაკლისი, ანუ საქველმოქმედო აუქციონი იყო. ნიუანსები დაუმატა და მისმა ძველმა, ჩვენმა მარკეტინგულმა გათვლამ გაამართლა, მხატვრებს მცირე ზომის ნახატები შევუკვეთეთ და გამონაკლისის სახით, ყველა მათგანი 50 აშშ დოლარად შევაფასეთ. 101 ნამუშევრიდან 80%25 გაიყიდა. მხატვრები ერთსულოვნები იყვნენ და ყველამ საუკეთესო ნამუშევრები მოიტანა. ამ გამოფენას „არაჩვეულებრივ გამოფენას“ დავარქმევდი, იმდენადჭრელი და საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა“.

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ მალევე დასრულდა და გალერეის კედლები თვალსა და ხელს შუა დაცარიელდა. დროდადრო ისმოდა დაგვიანებული სტუმრების შეკითხვები: ტიმჩენკო გაიყიდა? სულაბერიძეც აღარ არის? ვახო ბუღაძე ერთი მაინც არ დარჩა? როგორც ჩანს, თბილისური არტბაზარი განსაკუთრებულ შემთხვევებში ცოცხლდება ხოლმე. ფაქტია, რომ თანამედროვე ფერწერაზე დიდი მოთხოვნილებაა და, რაც მთავარია, სექტემბერში არტელი რაჭა ქართულ სიმპოზიუმს, ასევე ქართველ და ავსტრიელ მხატვრებს უმასპინძლებს.

34 ელექტრონული მუსიკა და თუშეთი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ქეთი ზუკაკიშვილი

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჰიმალაის მთებმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება - 16 მაისს, მერას მწვერვალზე, ზღვის დონიდან 6476 მეტრის სიმაღლეზე, ისტორიული კონცერტი გაიმართა. ბრიტანელი მუსიკოსის, ოზ ბაილდენის და მისი საქველმოქმედო ფონდის - Music4children მიერ ინიცირებულმა ცოცხალმა შესრულებამ სიმაღლის ყველა რეკორდი მოხსნა და ამით ნეპალის ობოლთა თავშესაფარს არსებობა შეუნარჩუნა.

0x01 graphic

საქართველოში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ორგანიზებით ქართული რეკორდი დამყარდა: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ზღვის დონიდან 1880 მეტრის სიმაღლეზე ელექტრონული მუსიკა გაისმა. იდეა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გოგა ხაჩიძეს ეკუთვნოდა.

კონცერტი „თუშეთობა 2012“-ის ფარგლებში ახმეტის რაიონის მაღალმთიან სოფელ ომალოში გაიმართა. მასში ელექტრონული მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ჯგუფი „მგზავრები“, მოძრაობის თეატრი ცეცხლოვანი შოუთი, ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები. თუმცა საღამოს კულმინაცია მაინც ორსაათიანი DJ სეტი იყო.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ეზოში შეკრებილი სტუმრების წინაშე ქართველი დიჯეები - ლევან ლოლიშვილი, აჩი თაბუკაშვილი და ეკატერინა (ეკალა) მაჭავარიანი წარდგნენ.

„მუსიკის კეთება 2003 წელს დავიწყეთ. მას შემდეგ ძალიან ბევრ ადგილას დაგვიკრავს. 2008 წელს წლის საუკეთესო ელექტრონული პროდიუსერები გავხდით. მიუხედავად ამისა, ომალოს სეტი მაინც აბსოლუტურად გამორჩეული იყო და სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. ეს იყო პირველი ქართული DJ სეტი ასეთ სიმაღლეზე, რაც, იმედია, ტრადიციად გადაიქცევა”, - განუცხადა ტაბულას ლევან ლოლიშვილმა.

GREENBEAM & LEON ძირითადად ტექნო მუსიკას უკრავს, რაც მუსიკოსებმა თუშეთის გარემოსთან შეუსაბამოდ ჩათვალეს და მაყურებლის წინაშე მეორე პროექტით, Autumn Tree წარდგნენ. Autumn Tree-ის რბილმა და მელოდიურმა, deep house ჟღერადობამ პუბლიკა აიყოლია - ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა.

ელექტრონული მუსიკისგან განსხვავებით, ტრადიციული თუშური მუსიკა მინორული ტონებით გამოირჩევა. ისტორიულად, თუშებს გარესამყაროსგან იზოლირებულად უწევდათ ცხოვრება, რამაც მათი უნიკალური იდენტობა ჩამოაყალიბა. იქ ითვლებოდა, რომ ადამიანი გულისა და გონების მუდმივ ჭიდილში იწრთობა, ხოლო ის, ვინც ამ ორი მამოძრავებელი საწყისის სწორ დაბალანსებას - „გულსგონდატანას“ - შეძლებდა, სულიერ სიმშვიდესა და გარშემომყოფთა პატივისცემას მოიპოვებდა.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლება გამიზნულად აცარიელებდა თუშურ სოფლებს და მოსახლეობის კახელებთან ასიმილაციას ცდილობდა. დღესდღეობით, თუშეთის 48 სოფლიდან მუდმივი მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმეს შემორჩა. მიუხედავად ამისა, თუშური იდენტობის წაშლა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ცისთვის ნაპირის ჩამოტეხვა - „ვინა სთქვა თუშთა დალევა, ნაპირმოტეხა ცისია“. წლევანდელი „თუშეთობაც“ ხომ სწორედ ამ დევიზით ჩატარდა. ერთი მხრივ, არქაული რიტუალები, მეორე მხრივ კი - ბუმბერაზ მწვერვალებს შორის მფრინავი პარაპლანები და ელექტრონული მუსიკა, თუშეთს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენდა.

ფიცვერცხლნაჭამი დობილ-ძმობილების ბედით, მაჯლაჯუნა თებჟორიკების ოინებით, დევების წყაროს წყლის გემოთი, დორაის ხეველების ძალით, თუშური ცეკვა-სიმღერითა და ახლა უკვე ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ პირებს, თუშეთში მოხვედრა ავტომანქანით ოქტომბრის ბოლომდე შეუძლიათ. მანამ, სანამ თოვლი გზებს დაფარავს და ისედაც ცაში გამოკეტილებს, კიდევ უფრო შორეულად არ აქცევს.

35 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1. კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი ლოს-ანჯელესის გარეუბანში იზრდებოდნენ და პატარაობიდან Vans-ის თაყვანისმცემლებიიყვნენ. დღეს Kenzo-ს შემოქმედებითმა დირექტორებმა Vans-თან კოლაბორაცია გადაწყვიტეს, რის შედეგადაც გაჩნდა საზაფხულო სპორტული ფეხსაცმლის კოლექცია. „ამერიკული ხასიათის კენზოს სტილთან შერწყმის იდეა მოგვეწონა“, - ამბობენ დიზაინერები. ფეხსაცმელი მხიარულ ფერებშია, არის ლამაზი და ფასიც ხელმისაწვდომია - 80 ევროდან იწყება.

0x01 graphic

2. შავ-თეთრის კომბინაცია, ალბათ, ყოველთვის მოდური იქნება, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ხანდახან რომელიმე ერთი ფერი იქნება დომინანტური. საზაფხულო კოლექციებში წამყვანი თეთრი გახდა, რაც სეზონიდან გამომდინარე, ლოგიკურია. დიზაინერებმა შთაგონება ანდრე კურეჟის შემოქმედებაში იპოვეს - შავ-თეთრი გრაფიკის ესთეტიკა სწორი ხაზებითა და მკაცრი ფორმებით, Chanel-ის, Narciso Rodriguez-ის, Reed Krakoff-ის, Rachel Roy-ის სამოსში საინტერესოდ განვითარდა.

0x01 graphic

3. პიტერ პარკერი ეკრანებზე ბრუნდება - ადამიანი ობობას ყველასთვის ნაცნობ ისტორიას, ამჯერად სემი რეიმის ნაცვლად, რეჟისორი მარკ უები მოგვიყვება. სიახლე ისიც, რომ ადამიანი-ობობას როლში ენდრიუ გარფილდი მოგვევლინება, მის შეყვარებულს კი ემა სტოუნი თამაშობს. როგორც უები ამბობს, „ესაა ბავშვის ისტორია, რომელიც მამას ეძებს და საბოლოოდ საკუთარ თავს აღმოაჩენს“. ახალ ვერსიაში აქცენტი გმირებს შორის ურთიერთობაზეა გაკეთებული. ფილმი 3D ფორმატში გამოვიდა. კეროლ ლიმი და უმბერტო ლეონი ლოს-ანჯელესის გარეუბანში იზრდებოდნენ და პატარაობიდან Vans-ის თაყვანისმცემლები იყვნენ.

36 ორი სიტყვით პორტვეინზე

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა პორტუგალიიდან ცნობილი კომპანიის, Sandeman-ის ვინტაჟური პორტვეინი ჩამომიტანა. ღვინო 2000 წლის მოსავლისაა, უკვე 12 წლისაა და ალბათ გარკვეული პერიოდი საქართველოშიც დაძველდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვაპირებ მის გახსნას... ჰოდა, სწორედ ამ ღვინომ მიბიძგა პორტვეინზე მეთქვა ორიოდ სიტყვა.

როდესაც ამ ღვინოზე საუბრობთ, თავიდანვე უნდა დაივიწყოთ ის ე.წ. პორტვეინები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გახსოვთ. პორტვეინი პორტუგალიის სიამაყეა, იქ მოწეული ყურძნიდან დაყენებული, იქაური წესებით, თუმცა დიდება და სახელი ამ სასმელს მაინც ინგლისელებმა შეუქმნეს. 1678 წელს მდინარე დუროს ხეობაში ორმა ლივერპულელმა ვაჭარმა იმოგზაურა. ერთი ღამე მათ ლამეგუს მონასტერში გაათიეს და ბერების განსაკუთრებული ტექნოლოგიით მომზადებული ღვინო გასინჯეს. ეს განსაკუთრებული ტექნოლოგია კი შემდეგში მდგომარეობდა - კათოლიკე წინამძღვარი სიმაგრისათვის ღვინოს ბრენდის, ყურძნის სპირტს უმატებდა. ეს ტრადიცია პორტუგალიაში მე-15 საუკუნიდან არსებობდა, თუმცა სასმელი მხოლოდ მე-17 ასწლეულის ბოლოს გახდა პოპულარული. განსაკუთრებით, ინგლისში.

მოგვიანებით ტექნოლოგია შედარებით დაიხვეწა, გამოჩნდნენ ახალი მწარმოებლებიც, ძირითადად უცხოელები და სასმელი მსოფლიო პროდუქტად იქცა.

დღესაც, ყველაზე ცნობილი პორტვეინის მწარმოებლები უცხოელები არიან. ინგლისელებიდან - Cockburn, Croft, Dow, Graham, Sandeman, Symington, Taylor, Warre, ჰოლანდიელებიდან და გერმანელებიდან: Burmester, Kopke, Niepoort.

პორტვეინი რთული კლასიფიკაციის მქონე სასმელია, ამიტომ, მოკლედ შევეცდები დავახასიათო ის ძირითადი სახეობები, რომელიც პორტების ლაბირინთში გასარკვევად გამოგადგებათ.

თეთრი პორტვეინის (White, Branco) უამრავი ნაირსახეობა არსებობს, მშრალიდან დაწყებული, ძალიან ტკბილით დამთავრებული. მაგალითად, ყველაზე ტკბილი პორტვეინი სწორედ ერთ-ერთი თეთრი პორტვეინია, ე.წ. lagrima. თეთრ პორტვეინს აპერიტივადაც იყენებენ, სვამენ ჩაციებულს.

რუბი (Ruby), ანუ ლალისფერი პორტვეინი შედარებით იაფფასიანი სასმელია, ბოთლებში ახალგაზრდას ასხამენ, სანამ ჯერ კიდევ მდიდარია ხილის ტონებით. ბოთლში მის დაძველებას აზრი არ აქვს, ამისთვის არსებობს Ruby Reserve პორტები, რომლისთვისაც უფრო მაღალი ხარისხის ღვინოს იყენებენ და კასრებში 5 წელიწადზე მეტხანს ავარგებენ.

ტონი (Tawny) - წითელი ყურძნისგან დაწურული ღვინო ხის კასრებში ძველდება, სადაც მუდმივი ჟანგვა და აორთქლება მიმდინარეობს და კარამელის, კაკლისა და ირისის ტონებს იღებს. დამწიფებისას ღვინო მოოქროსფრო, ჟღალი ყავისფერი ხდება, აქედან მოდის მისი სახელი, Tawny, რაც ინგლისურად შავგვრემანსაც ნიშნავს. სხვათა შორის, 2006 წელს, როდესაც ჩემს შავგვრემან მეგობარს, თამარ სუხიშვილს ვთხოვე სტატიის მომზადება პორტვეინზე, მახსოვს ბრწყინვალედ თარგმნა ეს ტერმინი, როგორც ნარუჯი. ნარუჯი პორტი, მე მგონი კარგად ჟღერს. დაძველებულ ტონის (Aged Tawny) მუხის კასრებში აჩერებენ არანაკლებ 6 წლისა, რის გამოც ძალიან ნაზი გემო უყალიბდება. ბოთლზე აუცილებლად უნდა ეწეროს ჩამოსხმის წელი, რადგან მიიჩნევა, რომ მისი ბოთლში შენახვა დიდხანს არ შეიძლება. არსებობს ტონი რეზერვიც (Tawny Reserve), ეს ყველაზე გამორჩეული სასმელია მუხაში დაძველებულ პორტვეინებს შორის, რომელმაც მინიმუმ შვიდი წელი კასრში გაატარა. შეიძლება იყოს 10-20-30-40 წლისაც. ტონის საკმაოდ პოპულარული ნაირსახეობაა კოლჰეიტა (Kolheita) - ერთი რომელიმე „ვინტაჟის” (ერთი წლის მოსავლის) ტონი

ვინტაჟური პორტვეინი (Vintage port) პორტვეინის სახეობებს შორის ყველაზე ძვირფასია, თუმცა ბაზრის სულ ორიოდე პროცენტი უკავია. დამზადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე უბრალო ღვინოა მსოფლიოში. ერთი წლის მოსავლის ღვინოს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში აძველებენ მუხის კასრებში და მერე ბოთლებში ასხამენ. ამის შემდეგ პორტვეინის დიდი წილი გასაყიდად მიდის.

გვიან ჩამოსხმული ვინტაჟი (LBV - Late Bottled Vintage) ერთი რომელიმე წლის მოსავლის ღვინოა, რომელიც ბოთლებში ჩამოსხმულია მოსავლის აღებიდან 46 წლის თავზე, ანუ ჩვეულებრივ ვინტაჟურზე გაცილებით გვიან.

გარდა ამისა, არსებობს გარაფეირა (Garrafeira), ნალექიანი პორტვეინი (Crusted), Single Quinta Vintage და სხვა პორტვეინები.

ჰო,მართლა, ჯიშებიდამავიწყდა. პორტის ჯიშური შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისშესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა საუკეთესო წითელჯიშად მაინც ტურიგა ნასიონალი ითვლება.

37 ცივი მაწვნის სუპი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

დაინინგ რუმი
მზარეული: ქეთი ბაქრაძე

ულუფა ოთხი კაცისთვის
მასალა:
ორი კარტოფილი
ორი კიტრი
ორი კვერცხი
ერთი ქილა მაწონი
ნახევარი ქილა არაჟანი
50 გრ ქინძი
50 გრ პიტნა
50 გრ ტარხუნა
მწვანე ტობასკო,
მარილი და პილპილი გემოვნებით
ჯამში:7ლარი

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ორი ცალი კარტოფილი და ორი ცალი კვერცხი და დავჭრათ. დავჭრათ ასევე კიტრი და ჩავყაროთ ბლენდერში, ამ ყველაფერს დავამატოთ მწვანილი, არაჟანი, მაწონი, ხოლო მარილი, პილპილი და ტობასკო გემოვნებით, დავუმატოთ ყინული და დავაბლენდეროთ ცივი სუპი მზად არის.

0x01 graphic