ტაბულა №112


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, კახიძე ოთარ, ჩუგოშვილი თამარ, ავალიანი დიმიტრი, ზედანია გიგა, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე , ქურდაძე თაკო, მინდიაშვილი ბექა, ბასილაია მიხეილ, ზუკაკიშვილი ქეთი, კაკაბაძე შოთა, გუნია ირაკლი, მეტრეველი ლევან, ვაჟა-ფშაველა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბაგაური ირინა, ჯაფარიძე თეონა, ესებუა ნიკა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 3 - 9 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 ონლაინ გამოხმაურება

▲back to top


საფოსტო ყუთი

0x01 graphic

Главному редактору журнала «Табула» Т. Черголеишвили Уважаемая госпожа Тамара! К большому сожалению, в журнале «Табула» №111 от 30 июля - 2 сентября 2012 года журналистом А.Чхиквадзе в статье «Их отцы», где на стр. 46 речь идет о Президенте Республики Казахстан Н. Назарбаеве и его отце А. Назарбаеве, искажены некоторые факты, часть информации не является достоверной. В этой связи, настоятельно просим опубликовать в следующем номере журнала материал Посольства по данной теме (прилагается) со ссылкой на опровержение предыдущего. Надеемся, что наше пожелание будет учтено и укрепит отношения Посольства с Вашим журналом и коллективом, а также многовековые отношения дружбы между казахским и грузинским народами. С уважением, Поверенный в делах Республики Казахстан в Грузии А. Турсунов.

რედაქციის სახელით გაცნობებთ, რომ სტატიაში „მათი მამები“ ტაბულას ჟურნალისტმა გამოიყენა შემდეგი წყაროები:

1. Nazarbayev, Nursultan (1998), Nursultan Nazarbayev: My Life, My Times and the Future, Pilkington Press, 1999

2. Profi le: Nursultan Nazarbayev, News BBC http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/4489174.stm ?

3. Swami, Praveen ?Nursultan Nazarbayev: the shepherd's son who became Kazakh- stan?s Emperor?, The Telegraph http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/wikileaks/8171617/Nursultan-Nazarbayev-the-shepherds-son-who-became-Kazakhstans-Emperor.html ?

???Ковальчук, Ирина „Нурсултан Назарбаев: Меня отец посадил на коня в пять лет, и я с тех пор на коне“, Сегодня http://www.segodnya.ua/life/interview/nurcultannazarbaev-menja-otets-pocadil-na-konja-v-pjat-let-i-ja-c-tekh-por-na-kone.html

5. Профиль: Hурсултан Hазарбаев, Lenta.ru http://lenta.ru/lib/14160029/full.htm აქვე ვაქვეყნებთ მასალას, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა მოგვაწოდა.

გთხოვთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

Об отце Президента Республики Казахстан Н. Назарбаева

Отец Президента Республики Казахстан Нурсултана Назарбаева - Абиш - родился в 1903 году у подножия горы Алатау в семье бия Назарбая. Абиш Назарбаев был веселым, уважаемым человеком. Он свободно владел не только казахским, но и русским, балкарским языками. Абиш душевно пел казахские и русские песни, умел выслушать собеседника, дать дельный совет. Мать Назарбаева - Альжан приехала вместе со своим ссыльным отцом в поселок Ушконыр, где и познакомилась с Абишем.

Детство Султана, как его звали в семье, пришлось на суровые и тяжелые послевоенные годы. Время было тяжелое, полуголодное. Но в детской памяти молодого Нурсултана сохранились не только тяготы и испытания той поры, но и теплые любящие руки матери, и заботливое внимание отца. Нурсултан видел, что его отец никогда не сидит без дела, и поэтому старался ему во всем помогать. Дома, в огороде и в яблоневом саду, где он помогал отцу выращивать картофель и яблоки. Нурсултан ухаживал за скотом, вместе с отцом косил сено в горах. Как-то Абиш привел в семью балкарцев-спецпереселенцев. Семья Назарбаевых приютила их, помогла найти работу. А сам Абиш Назарбаев за это время сдружился с балкарцами и быстро научился их языку.

Нурсултан учился прилежно, с интересом, оставаясь одним из первых учеников не только в своем классе, но и в школе. Он с головой уходил в чтение всех книг, которые только удавалось достать, которые привозили ему родственники, зная о жадной любознательности молодого Нурсултана. Были в его молодости и романтические ночевки у костра, под бездонным звездным небом, когда он помогал отцу во время летних каникул в пергорьях Заилийского Алатау. Были сокровенные рассказы родителей, их задушевные песни, обнажавшие мощные корни памяти о предках, издревле живших на этой земле.

Особенно он любил слушать рассказы старших о древних легендах и поверьях предков. Позднее в одной из своих книг Нурсултан Назарбаев напишет: «В последнее время мода кичиться «пролетарским» происхождением неожиданно сменилась другим поветрием: искать и во что было не стало находить у своих предков «голубую кровь». Не было ее в нашем роду никогда. Я - сын, внук и правнук чабанов, то есть вовсе не из дворян. Все мои предки жили здесь, у подножия Алатау». И хотя позднее выяснилось, что и в его роду были знаменитые люди, Нурсултан Назарбаев всегда считал и по сей день считает себя человеком из народа, плоть от плоти народной. Это ощущение себя как единокровной части народа никогда его не покидало и с годами только крепло.

Детство и юность у молодого Нурсултана оказались короткими. Уже к 18-ти годам, к окончанию средней школы, Нурсултан заметно выделялся среди своих сверстников хорошими знаниями, широким кругозором. Узнав о комсомольском наборе на большую стройку металлургического комбината в Темиртау, Нурсултан принял решение стать металлургом. Нурсултану хотелось поскорее и самому прочно встать на ноги, и помочь материально родителям, своим родственникам. Ведь он был в семье старшим сыном.

По прибытии в Темиртау его, как будущего металлурга, направили дальше - на обучение на Украину, в профессионально- техническое училище при Днепровском металлургическом заводе в городе Днепродзержинске. С возвращением в Темиртау начался «огненный» этап в трудовой биографии Нурсултана Назарбаева. Половину своей немалой зарплаты горнового двадцатилетний Нурсултан отправлял отцу, который бережно расходовал деньги на младших детей.

Вскоре по направлению завода Назарбаев вместе с несколькими парнями из его цеха поступает в Карагандинский политехнический институт. В те годы в технических вузах проводился эксперимент сочетания обучения с трудом на производстве. Это помогало осваивать практическую сторону будущей специальности, хотя очень трудно было работать и одновременно учиться в институте. Назарбаев Н. А. Обучался в Карагандинском политехническом институте 3 года, после чего был переведен во вновь организованный в Темиртау при Карагандинском металлургическом комбинате «Завод ВТУЗ», который он закончил, получив диплом инженера-металлурга.

С 1969 года он соглашается перейти на предложенную ему партийную и комсомольскую работу в ставшем для него почти родным Темиртау. В 1979 году Нурсултан Назарбаев становится секретарем Центрального Комитета Компартии Казахстана. В 1984 году он становится Председателем Совета министров Казахской ССР - самым молодым, 44-летним премьером союзной республики в СССР.

24 апреля 1990 года Верховный Совет Казахской ССР учреждает должность Президента Казахской ССР. Нурсултан Назарбаев на сессии Верховного Совета республики избирается первым в истории Казахстана президентом. 1 декабря 1991 года состоялись первые всенародные выборы президента республики, в ходе которых Назарбаев получает абсолютную поддержку своих избирателей. 16 декабря 1991 года Верховный Совет Казахской ССР провозгласил государственную независимость республики. Нурсултан Назарбаев становится президентом Республики Казахстан.

Начиналась новая эпоха независимого Казахстана. 15 июня 2010 года за Президентом республики Казахстан Нурсултаном Назарбаевым на основании вновь принятого Конституционного закона Республики Казахстан был закреплен статус Лидера Нации.

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

„თუ ასეთ აგენტებს აგზავნის რუსეთი საქართველოში ის ყოფილა ყველაზე საყვარელი ქვეყანა“.

ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა ხელისუფლების ბრალდებას, თითქოს ის რუსეთის აგენტია. 27 აგვისტო

„ვერ წარმოიდგენთ რა სითბო და ენერგია მოდის თქვენგან. ლამის გავთავდე კაცი, თითქოს ისევ ბახუსში ვარ, ისე ვსაუბრობ. არადა არ დამილევია. აი, მგონი მოვედი პოლიტიკაში და პირველად მოვახერხე გახსნა ჩემს საყვარელ ხალხთან“.

  • განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა რაჭა-ლეჩხუმში შეკრებილ მხარდამჭერებს. 27 აგვისტო

0x01 graphic

„ერთ საღამოს მის ბინაში ვისხედით და მითხრა: „პატარა მეგობარო, უკვე იცი, როგორი ვარ. პრინციპში, არც ისე სასიამოვნო პიროვნება ვარ“. და საკუთარი თავის დახასიათება დაიწყო: ვარ სიტყვაძუნწი, შემიძლია ვიყო საკმაოდ უხეში, შემიძლია გაწყენინო და ასე შემდეგ. არც ისეთი კარგი ადამიანი, ვისთანაც ცხოვრების გატარება ღირს. შემდეგ განაგრძო: „ბოლო სამწელიწადნახევარში ალბათ უკვე მიიღე გადაწყვეტილება“. მივხვდი, რომ შეიძლება დავშორებოდით და ვუთხარი: „ჰო, მე ჩამოყალიბებული ვარ“. მან ეჭვნარევი ხმით მკითხა: „მართლა?“. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ აუცილებლად დავშორდებოდით. „მაშინ, - განაცხადა მან, - მე შენ მიყვარხარ, და ამა და ამ დღეს დაქორწინებას გთავაზობ“. ეს სრულიად მოულოდნელი იყო“.

  • 2012 წლის მარტში ამერიკელი ჟურნალისტის მარშა გრისენის წიგნში „მამაკაცი სახის გარეშე“ ლუდმილა პუტინა დეტალურად ჰყვება, როგორ სთხოვა ხელი ვლადიმირ პუტინმა.

„საქართველოს საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადა შემოესია... საკუთარ კარში გოლის გატანის მცდელობაა იმაზე საუბარი, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, რომ იმ ენერგეტიკულ თუ ეკონომიკურ ემბარგოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, დამნაშავე სწორედ ქართული მხარე იყო“.

  • სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 23 აგვისტო

„როგორ არის, იცით? ეგენი ხომ ბრუნვაზე ზიან, ბუზს არ აიფრენენ, არაფერს იკითხავენ, არც მოგისმენენ... თან, კოდექსსაც არ შლიან... ვინც არ გისმენს, არ გეკარება და თავი კომბოსტო ჰგონია, იმას როგორ უნდა ასწავლო?!“

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კოალიცია ქართული ოცნებისთვის შვიდიანის ნაცვლად, ორმოცდამეერთე ნომრის მინიჭების კომენტირებისას აცხადებს, რომ კოალიციას თავი კომბოსტო ჰგონია. 26 აგვისტო

„ხალხი ხედავდა, რომ სააკაშვილს შეერთებული შტატები ეხმარებოდა და თუ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთ, ხალხი შეერთებული შტატების წინააღმდეგ განეწყობა“.

  • ამერიკულ გამოცემასთან The Hill სატელეფონო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. გამოცემამ 26 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართული ოპოზიცია ობამას ადმინისტრაციის მწვავე საარჩევნო დავაში ჩაბმას ცდილობს“

0x01 graphic

„..ეს განცხადება ჩემთვის იმ საერთაშორისო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ინსტიტუტების დისკრედიტაცია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ემზადება ისეთი სიტუაციისთვის, როდესაც, თუ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდება, განაცხადებს, რომ ხმები მოპარულია და ქუჩის გამოსვლებისთვის მოემზადება. იტყვის, რომ იყო უამრავი კრიტიკა… ასევე, შეეცდება საერთაშორისო მედიაში ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ არჩევნების მოპარვის ფაქტი დიდი სიურპრიზი არ იქნება“.

  • გამოცემასთან The Hill საუბარში ივანიშვილის განცხადებები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ შეაფასა. 26 აგვისტო.

3 99 დღე მკვლელობისთვის

▲back to top


არენა

ლევან სუთიძე

ცოტა ხნის წინ, ნორვეგიულმა სასამართლომ 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს, ანდერს ბრეივიკს, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამაზე მკაცრ სასჯელს ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ სამხედრო დანაშაულისა და გენოციდის შემთხვევაში ითვალისწინებს.

0x01 graphic

ნორვეგიელი ნეონაცისტისთვის, რომელმაც ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო და რვა ადამიანი შეიწირა, ხოლო შემდეგ კუნძულ უტოიაზე 69 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ეს თითო მსხვერპლისთვის მხოლოდ 99 დღით პატიმრობას ნიშნავს. მას 21 წლით თავისუფლება წაართვეს, თუმცა სასჯელს სამოთახიან კამერაში მოიხდის - ტელევიზორით, სპორტდარბაზითა და ფუფუნების სხვა ნივთებით. ბრეივიკს კვირაში ერთხელ მნახველების მიღების უფლებაც ექნება. შესაძლოა მას კულინარიული კურსის გავლის შესაძლებლობაც მისცენ.

ტერორისტის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის დედა, სასამართლოს მსვლელობის დროს უსამართლობის განცდაზე საუბრობდა: „ბრეივიკი განსაკუთრებულ კომფორტში ცხოვრობს. სიკვდილით დასჯა მისთვის შესაფერისი იქნება, მაგრამ, თუ ამას არ გააკეთებენ, სამუდამო პატიმრობა დამნაშავისთვის სასათბურე პირობების შექმნას ნიშნავს. ამ სასამართლოს მიმართ უსამართლობის განცდა მაქვს“, - განუცხადა ქართულ სააგენტოებს ლეილა ასათიანმა. უსამართლობის განცდა დარჩათ სხვა მსხვერპლთა ოჯახების წევრებსაც, ნაწილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებამ დააკმაყოფილა. ბრეივიკის დანაშაულისთვის, რომელიც ამერიკაში სიკვდილით ისჯება, ამგვარი ლმობიერი სასჯელი სკანდინავიურ მიამიტობას არ წარმოადგენს. ეს სამართლებრივი ფილოსოფიაა, რომელზეც ნორვეგიული მართლმსაჯულება დგას.

0x01 graphic

ბრეივიკის მიერ აფეთქებული სამთავრობო შენობა

ნორვეგიული სასამართლო სისტემა ე.წ. აღდგენით მართლმსაჯულებაზეა დაფუძნებული. ეს მიდგომა, პირველ რიგში, მიზნად ისახავს არა დამნაშავის დასჯას, არამედ გამოსწორებას. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ მართლმსაჯულება, პირველ რიგში, ერთგვარ მკურნალობას უნდა ისახავდეს მიზნად: დაზარალებულისთვის, დამნაშავისა და მთელი საზოგადოებისთვის.

მართლაც, ბრეივიკის სასამართლო უფრო თერაპიულ კაბინეტს ჰგავდა. თამთა ლიპარტელიანის მშობლების სურვილს ნორვეგიული კანონმდებლობა ვერ და არ გაითვალისწინებდა, რადგან სიკვდილით დასჯა მისთვის თითქმის ისეთივე უსამართლობას წარმოადგენდა, როგორც ბრეივიკის დანაშაული - ამის გამო დაზარალებული მართლმსაჯულებით ვერ დაკმაყოფილდა და უსამართლობის განცდა დარჩა.

ეს მიდგომა აბსოლუტურად განსხვავდება ამერიკის ფილოსოფიისგან. ის სრულიად სხვა სამართლებრივ რელსებზე - „დამსჯელ მართლმსაჯულებაზე“ - დგას და მიზნად ისახავს, დამნაშავე პროპორციული სასჯელით დასაჯოს. მან პასუხი უნდა აგოს და ეს არა მხოლოდ პრაგმატული და მატერიალური მიზნების გამო უნდა მოხდეს, არამედ იმისთვის, რომ შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

0x01 graphic

საკანი ციხეში, სადაც ბრეივიკი სასჯელს იხდის

ამ პრინციპიდან გამომდინარე, ამერიკაში სიკვდილით დასჯას მიუღებლად არ მიიჩნევენ. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა სამართლის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დამნაშავისთვის სიცოცხლის წართმევით. Gellup-ის მონაცემებით, ამერიკელთა უმრავლესობა უკვე ათწლეულებია საკუთარ პოზიციაში დარწმუნებული გახლავთ. ბოლო 85 წლის მანძილზე, რაც Gellup-მა ამ თემაზე გამოკითხვა დაიწყო, მომხრეთა რაოდენობა 59%25-დან 61%25-მდე გაიზარდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა მაჩვენებელი 38%25-დან სამი ნიშნულით შემცირდა.

ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბელარუსის გარდა, სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ევროსაბჭოს 47 წევრ ქვეყანაში ეს სასჯელი გაუქმებულია ან მორატორიუმია დაწესებული. 1997 წლიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ამის გამო „აღდგენითი მართლმსაჯულების“ მომხრეები მორალურ უპირატესობას გრძნობენ და არ ერიდებიან ამერიკა შეადარონ ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და იემენს. თუმცა ამ ლოგიკით უზბეკეთი, თურქმენეთი, ანგოლა და კონგო, რომელთაც სიკვდილით დასჯა ასევე გააუქმეს, ევროპას უნდა შევადაროთ.

ევროპულმა ქვეყნებმა სიკვდილით დასჯა გააუქმეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. Amnesty International-ის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა. იტალიაში კი, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის საერთაშორისო მასშტაბით იბრძვის, მოსახლეობის ნახევარი სასჯელის უმკაცრესი ზომის აღდგენას უჭერს მხარს. ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ემხრობა სიკვდილით დასჯას. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ საზოგადოების განწყობასა და სამართლებრივ ნორმებს შორის ევროპაში შეუსაბამობა არსებობს. ამერიკაში საზოგადოების ფასეულობები კანონში აისახება, ხოლო ევროპაში სახელმწიფოს ხალხის ნების უგულებელყოფა შეუძლია. ამ მხრივ ამერიკაში ხალხის აზრს ბევრად დიდი ძალა აქვს.

0x01 graphic

საკანი ციხეში, სადაც ბრეივიკი სასჯელს იხდის

სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მთავარი კითხვა - გამართლებულია თუ არა დანაშაულის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის მკვლელობა? ეს საკითხი ძირითადად მორალური, რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით განიხილება.

სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის არასრულყოფილებიდან გამომდინარე, შეიძლება უდანაშაულო ადამიანი მოკვდეს - რითაც მართლმსაჯულება რისკავს, გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. მით უმეტეს, როცა ამგვარი შემთხვევები ყოფილა. თუმცა მომხრეებს ეს საკმარის არგუმენტად არ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ თავისუფლება სიცოცხლეზე არანაკლებ ღირებულია, ადამიანს შეუძლია თავისუფლებისთვის თავიც გასწიროს და თუ სასამართლოს შეცდომის გამო მისთვის სიცოცხლის წართმევა დაუშვებელია, ამავე ლოგიკით, არც თავისუფლება უნდა წაართვა. ციხეში გატარებული წლები ისევე შეუქცევადია, როგორც სიკვდილი - უდანაშაულოდ დაპატიმრებულს მას უკან ვეღარ დაუბრუნებ. ამასთან, მათი თქმით, არსებობს სიცოცხლის უფლების ხელყოფის სხვა ლეგიტიმური სანქციები, მაგალითად, სამართალდამცავების მხრიდან ცეცხლის გახსნის უფლება.

0x01 graphic

საკანი ციხეში, სადაც ბრეივიკი სასჯელს იხდის

მოწინააღმდეგეთა თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სიკვდილით დასჯის გამოყენებით დანაშაულის მაჩვენებელი იკლებს, შესაბამისად, ის შემაკავებელ ნორმად არ გამოდგება. ფაქტია, რომ შტატებში, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით ყველაზე ხშირად სჯიან, დანაშაულის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შტატებში, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა უვადო პატიმრობაა. მოწინააღმდეგეებისთვის აქ მიზეზ-შედეგობრიობა შებრუნებულია, შტატებში დანაშაულის სტატისტიკა განსხვავდება - სადაც უფრო ხშირია სასტიკი დანაშაული, იქ სიკვდილით დასჯის საჭიროებაც მეტად არსებობს.

სიკვდილით დასჯის მომხრეები თვლიან, რომ მისი გაუქმებით ქვეყნებში, სადაც საზოგადოება ამგვარ სასჯელს მხარს უჭერს, სახელმწიფო უარს ამბობს ემსახუროს სამართლიანობას. ისინი მიიჩნევენ, რომ სიკვდილით დასჯა სწორედ სიცოცხლის შენარჩუნების სახელით უნდა მოხდეს. ვინც მას ხელყოფს, ყველაზე დიდი ფასი უნდა გადაიხადოს.

სიკვდილით დასჯის მომხრეებისთვის სამართლიანობა, სხვა საზოგადოებრივი ფასეულობების მსგავსად, არ არის რაციონალური. ზნეობრივი ნორმები, ისევე როგორც ენობრივი ნორმები, ვითარდებოდა რთული ევოლუციური პროცესის შედეგად. რა არის სამართლიანობა, ამის გრძნობა საზოგადოებას ათეულობით ათასი წლის მანძილზე უყალიბდებოდა. ამიტომაც, შეუძლებელია საზოგადოებრივი მორალის იმგვარად რაციონალიზება, სადაც ის ერთ მორალურ ფორმულამდე ან მათემატიკურ ალგორითმამდე დავა. სახელმწიფო, რომელიც გარკვეული აბსტრაქტული მორალური პრინციპით საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო, რაციონალურ ეთიკას აკანონებს, სოციალურ ინჟინერიას ეწევა.

სასამართლო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ სამართლიანობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. აქედან მივდივართ სიკვდილის დასჯამდე - არის გარკვეული დანაშაულები, როცა თუ სასჯელი სიკვდილით დასჯა არაა, სამართლიანობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება. ამით კი იმ ზნეობრივი ფუნდამენტის ეროზია ხდება, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას. არცერთი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანმა შექმნა, სრულყოფილი არაა, მათ შორის არც სიკვდილით დასჯა, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი, რაც სრულყოფილი არაა, ხელაღებით უკუაგდო.

0x01 graphic

სიკვდილით დასჯის საკანი. კალიფორნია

აღნიშნული ფილოსოფია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს ეფუძნება. თითოეული დამნაშავე საკუთარ დანაშაულში მხოლოდ თავად არის დამნაშავე. ქრისტიანული რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკული სამართლის ფორმირებაზე, მიიჩნევს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომელსაც შეუძლია კარგსა და ცუდს შორის არჩევანი გააკეთოს. არჩევანზე კი მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი.

თუმცა დასავლეთში გაჩნდა სხვა აზრიც, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისთავად მშვიდობიანი არსებაა, რომელსაც სისტემა ჩაგრავს და დანაშაულისკენ უბიძგებს. შესაბამისად, დანაშაულზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ პიროვნება, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებაა. ასეთ პირობებში კი დამნაშავე დამნაშავე აღარ არის, ხოლო მას სასჯელი კი არა, მკურნალობა სჭირდება. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება ნორვეგიული სასამართლო სისტემა. ამას გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, იურგენ ჰაბერმასი „თერაპიოკრატიას“ ეძახდა და ამ ფილოსოფიის შედეგები ბრეივიკის პროცესზეც ვიხილეთ.

4 ოთარ კახიძე: ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი სახეა

▲back to top


პოლიტიკა

ესაუბრა ავთო ქორიძე

0x01 graphic

არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ამომრჩევლის მოსყიდვა ისმის. უკანასკნელ პერიოდში ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე დაჯარიმდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. ბოლო შემთხვევა მაესტროს სატელიტური თეფშების დაყადაღება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თეფშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დარღვევებზე საუბრობს. ტაბულა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის და მაესტროს სატელიტური თეფშების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოთარ კახიძესა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.

არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა მოსყიდვა ისმის. NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობა მოსყიდვას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს. რას ნიშნავს ამომრჩევლის მოსყიდვა?

ამომრჩევლის მოსყიდვა, იგივე მოქრთამვა, გულისხმობს ამომრჩევლისთვის საარჩევნო მიზნებით, ხმის მიცემის სანაცვლოდ, ფულის ან მატერიალური სარგებლის შეთავაზებას, ან დაპირებას.

ზოგადად ამომრჩევლის მოსყიდვა პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა და კანდიდატებმა კამპანია აწარმოონ იდეების, პროგრამების შეჯიბრით და არა მატერიალური სარგებლის შეთავაზება-დაპირებით. ამგვარი პროცესი უცხოა დემოკრატიისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, რომელიც მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უნდა აკრძალოს ამომრჩევლის მოსყიდვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს ამომრჩევლისთვის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, თუ რაიმე სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას, ან დაპირებას. აგრეთვე დასჯადია ამგვარი შეთავაზების მიღება ან მოთხოვნაც. ეს იგივეა, რაც ქრთამის მიცემა და აღება, ანუ ანალოგიური კორუფციული დანაშაულია.

ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლი არეგულირებს პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთ ნაირსახეობას, რომელიც გულისხმობს საარჩევნო მიზნით უკანონო ან თვალთმაქცური, მოჩვენებითი გარიგების დადებას. ესეც აკრძალულია.

უნდა აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისთვის იწყება მაშინ, როდესაც გარიგების ან იმ საგნის ღირებულება, რომლითაც მოსყიდვა ხდება, 100 ლარს აღემატება.

სად გადის ზღვარი ქველმოქმედებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას შორის?

ზღვარს კანონი ადგენს. ეს არის საარჩევნო მიზანი. თუკი 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს რომელიმე სუბიექტი გადასცემს ფულს, ან სხვაგვარ მატერიალურ ქონებას, საარჩევნო მიზნის არსებობის შემთხვევაში ეს იქნება ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ სახეზე არ გვაქვს საარჩევნო მიზანი და არის საქველმოქმედო, ან სხვა მიზანი, ეს იქნება ჩვეულებრივი ქმედება, რომელიც, ბუნებრივია, არაა აკრძალული.

როდესაც პოლიტიკოსები ამომრჩევლებს სხვადასხვა ფორმით რამის გადაცემას ჰპირდებიან, ეს იქნება მაცივარი, ანტენა, თუ ნებისმიერი მატერიალური საგანი ან ფული, სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები.

არსებობს მოსაზრება - როგორი საფრთხის შექმნაც შეუძლია კერძო ფულს, იგივე საფრთხე შეიძლება შექმნას ხელისუფლების ხელში არსებულმა ადმინისტრაციულმა რესურსებმა. რა არეგულირებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და სად არის ზღვარი ხელისუფლების ვალდებულებებსა და ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, მაგალითად, ვაუჩერებით?

ამ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციაც ავლებს გარკვეულ ზღვარს. მოსყიდვად არ ჩაითვლება ბიუჯეტის განაწილების შესახებ დაპირებები იმიტომ, რომ ბიუჯეტის განაწილება, იგივე სოციალური პროექტები, რომლებიც დროდადრო მიმდინარეობს ქვეყანაში, მთავრობის საქმიანობის პროცესია. გნებავთ ვაუჩერის გადაცემა, გარკვეული სფეროების სუბსიდირება, გაწერილია ბიუჯეტში, აქვს სამთავრობო პროგრამის სახე და ამ შემთხვევაში კანონის ფარგლებში ხორციელდება.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები საკუთარი სახსრებით ჰპირდებიან გარკვეულ მომსახურებას, შეღავათებს, ახდენენ მატერიალურ დაინტერესებას ან უშუალოდ გადასცემენ გარკვეულ ქონებას.

ბიუჯეტის თანხა არ არის რომელიმე პარტიის ფონდი. ბიუჯეტი მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებისგან შედგება. ბიუჯეტის, გნებავთ ვაუჩერის ბენეფიციარი არის მოქალაქე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რაც შეეხება პარტიებს, მათ შორის მმართველს, მას აქვს თავისი ფონდი, რომლითაც თავის აქტივობებს აფინანსებს.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მეტი რომ ვისაუბროთ. რეალურად თუ არსებობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე და როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, მაგალითად, როდესაც საჯარო მოხელეები ეწევიან წინასაარჩევნო აგიტაციას იმ დროს, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობებს უნდა ასრულებდნენ.

იგივე უნდა ითქვას სამთავრობო შენობების, ინფრასტრუქტურის, მანქანების, ანუ საბიუჯეტო სახსრების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაზე. კანონმდებლობით ესეც დაუშვებელია.

საუბარია იმაზეც, სხვადასხვა პროექტების გახსნისას, რამდენად უნდა გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც საბიუჯეტო სახსრებით ხდება გზის, ხიდის მშენებლობა, გახსნა, ეს არის ყველას, თითოეული მოქალაქის პროდუქტი. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, მათაც შეუძლიათ მივიდნენ გახსნაზე და მიიპყრონ მედიის ყურადღება.

მთავარია, რომ ადმინისტრაციული რესურსი - ადამიანურიც და მატერიალურიც - არ გამოიყენონ პარტიული მიზნებისთვის. როდესაც საჯარო მოხელეები დაასრულებენ თავიანთ სამუშაო დღეს, ან გავლენ შვებულებაში, აქვთ უფლება, გამოხატონ მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც მოსწონთ.

მაესტროს თეფშების თემით რომ გავაგრძელოთ. თავად ტელეკომპანია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თვლის, რომ თეფშების დაყადაღება უკანონო იყო, რადგან პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისად მყარი მტკიცებულებები. რას უპასუხებდით?

ხაზი უნდა გაესვას, რომ არ შეგვიძლია გამოძიების საქმეში ჩავერიოთ, ასევე სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით. შეგვიძლია, მხოლოდ გასაჯაროებული ინფორმაცია გავაანალიზოთ. ამ ინფორმაციით, გლობალ კონსალტინგის წარმომადგენლები ამომრჩეველს ანტენებს გადასცემდნენ, რასაც მოსყიდვის სახე ჰქონდა. ეს კადრები ბევრ მოქალაქეს აქვს ნანახი, გადაიცემოდა სხვადასხვა ეთერით, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ ანტენები გადასცეს, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის საჩუქარი. კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ანტენით მოისყიდიან ამომრჩეველს, ტელევიზორით, თუ სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში გამოძიების მასალების მიხედვით სახეზე იყო მოსყიდვის ნიშნები და დაიწყო გამოძიება. შემდეგ გამოძიებისთვის ნათელი გახდა, რომ ეს დარიგების პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ვინაიდან მოქალაქეებს თეფშები მასობრივად გადაეცემოდათ და ისინი დააყადაღეს. ამის საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი, რომლის მესამე ნაწილიც მიუთითებს, რომ თუ ქონება კორუფციულია, მიმართულია კორუფციული დანაშაულის ჩასადენად, მაშინ კანონი ითვალისწინებს მისი დაყადაღების შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა გამოძიებამ გამოიყენა, პროკურატურის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა, გამოიცა განჩინება და თეფშები დაყადაღდა.

შემდგომ, ასევე გამოძიების ინფორმაციის თანახმად, გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა გადაწყვიტა, რომ თეფშების შემოტანა და დარიგება მაესტროს განეხორციელებინა, ანტენების შემოტანა დაიწყო მაესტროს სახელით და ისინი უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო.

როდესაც საუბარია არასაკმარის მტკიცებულებებზე, ეს შეფასებითი თემაა. მოქალაქეებს წარედგინათ ინფორმაცია, გაშუქდა მედიითაც, რომ ადგილი ჰქონდა მოლაპარაკებას ბიძინა ივანიშვილის და მაესტროს წარმომადგენლებს შორის. ანტენებზე დაკრული სტიკერებიც გლობალ კონსალტინგს ეკუთვნოდა. რიგ შემთხვევაში ეს სტიკერები დარჩენილი იყო და შემდგომში ხდებოდა მაესტროს სტიკერების გადაკვრა. საუბარია იმაზე, რომ ეს ანტენები რეალურად გლობალ კონსალტინგს ეკუთვნოდა. სასამართლოს განჩინებით ირკვევა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, გამოძიება გრძელდება და დადგინდება, რასთან გვაქვს საქმე.

შეიძლება ვინმესთვის ეს მტკიცებულებები საკმარისი არ იყოს, მაგრამ ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელია - მტკიცების სტანდარტი საკმარისია, რომ ვთქვათ: ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას. რაც შეეხება კანონიერ საფუძველს, რაც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლში, სასამართლომ სწორედ ეს მიუთითა თავის განჩინებაში.

საია ამტკიცებს, რომ დაყადაღება კანონიერი იქნებოდა, თუ იქნებოდა კონკრეტული ბრალდებული, ან საქმე შეეხებოდა მძიმე დანაშაულს.

საინტერესო განცხადებაა, ყურადღებით გავეცანით და გამოვაქვეყნეთ 151-ე მუხლის ანალიზი, რომელიც მათ განიხილეს. თუმცა, ჩვენს ანალიზში მუხლის მესამე ნაწილიცაა მოცემული, ხოლო მათ ანალიზში მის მხოლოდ ორ ნაწილზე იყო მითითება და ამ სიტუაციაში რელევანტური მესამე ნაწილი შეგნებულადაა გამოტოვებული. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ბრალდებული უნდა გვყავდეს სახეზე და არ გვყავს. მეორე ნაწილის მიხედვით, უნდა იყოს მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც არ არის, ხოლო მესამე ნაწილი, რომელსაც საიამ გვერდი აუარა, ეხება სიტუაციას, როდესაც ქონება არის კორუფციული და სწორედ კორუფციული ქონების დაყადაღება ხდება.

რაც შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, ამომრჩევლის მოსყიდვა კლასიკური კორუფციული დანაშაული გახდა. კორუფციულ დანაშაულად განიხილავს ამომრჩევლის მოსყიდვას საერთაშორისო გამჭვირვალობა, ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ქვეკომიტეტი გრეკო და ის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებშიც ამ კატეგორიასაა მიკუთვნებული.

ლოგიკურია, როდესაც რაღაც ქონებით მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს უნდა შეჩერდეს. უნდა იყოს საამისო მექანიზმები, რაც არის 151-ე მუხლის მესამე ნაწილში. როდესაც ქონება არის კორუფციული და მიმართულია ამომრჩევლის მოსყიდვისკენ, ზუსტად ასე წერია სასამართლოს განჩინებაში, არსებობს მისი დაყადაღების საფუძველი.

საიას შემდგომ განცხადებაში ნახსენები იყო ერთი მომენტიც, სადაც ამ ხარვეზის გამოსწორებას შეეცადნენ. უთითებდნენ, რომ კლასიფიკატორებში მოცემული არ არის კორუფციულ დანაშაულში ამომრჩევლის მოსყიდვა. უბრალოდ, კლასიფიკატორები შედგა მანამ, სანამ ამომრჩევლის მოსყიდვა შესაბამის ცვლილებას განიცდიდა - 164-ე მუხლის პრიმა ნაწილი. ამ საკითხსაც ავსახავთ შესაბამის კლასიფიკატორებში.

სასამართლოსაც აკრიტიკებენ, რომ მის განჩინებაში მტკიცებულებები არ იყო მოცემული. რატომ მოხდა ასე?

სასამართლოს განჩინება ამ შემთხვევაში არ არის გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც ძალიან დეტალურად იწერება აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი, ყველა მტკიცებულება. გვაქვს გამოძიების გამოქვეყნებული მასალები, პროკურატურის შუამდგომლობა, სადაც მოცემულია, რატომ, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს პროკურორი ქონების დაყადაღებას. სასამართლოს შემდგომ განჩინებაში სამართლებრივი საფუძველია მითითებული, რა არგუმენტს იზიარებს და რას - არა. დეტალური მსჯელობა აქ არაა. სასამართლოს განჩინება ცალკე არ უნდა ავიღოთ საქმის სხვა მასალებისგან ამოგლეჯილად. მათი ერთობლიობაში განხილვა ნათელს ხდის სასამართლოს მოტივაციას.

5 თამარ ჩუგოშვილი: რთულია იმის მტკიცება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არის კორუფციული დანაშაული

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ესაუბრა ავთო ქორიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს ამ მომენტისთვის და რა გამოწვევები არსებობს?

ჩვენი წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების პროგრამა იანვრიდან მიმდინარეობს, ერთი ანგარიში მომზადდა და მეორე მომზადების პროცესშია. ამ დრომდე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს ძალიან მძიმე რეჟიმში, არის საკმაოდ დაძაბული გარემო და ეს დაძაბულობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება. სამწუხაროდ, მრავლად იკვეთება სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიც არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევა და ა.შ. მაგრამ ყველაზე პრობლემური არის გარკვეული შერჩევითი მიდგომები სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტია არღვევს კანონს, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, რეაგირება მაშინ ხდება, როცა დარღვევა ოპოზიციურ პარტიას უკავშირდება, მმართველი გუნდის ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე კი ისეთივე ეფექტური რეაქცია არ არის.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ მიიღო კალაძის და ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად სცდება ზღვარს. თუ მანამდე დავაზე და მტკიცების გარკვეულ ტვირთზე იყო საუბარი, ეს არის შემთხვევები, რომლებიც სრულად სცდება კანონმდებლობის ჩარჩოებს.

კალაძის და ივანიშვილის საქმეზე თქვენს განცხადებაში ახსენეთ, რომ ამან საარჩევნო გარემოზე იქონია გავლენა, მაშინ როცა ორივე ამბობს, რომ ეს თანხა არჩევნებთან კავშირში კი არა, პირადი მოხმარებისთვის იყო. როგორ მოახდენდა პირადი მოხმარების თანხა საარჩევნო გარემოზე გავლენას?

არავინ ამტკიცებს, ეს თანხა სწორად დაიხარჯა თუ არასწორად, პრობლემა არის სხვა რაღაცაში. თუ მოხდა სამართალდარღვევა და პირმა უკანონო ქმედებაში გამოიყენა თანხა, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს. ახლა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა, როცა მტკიცების ტვირთი გადავიდა ფიზიკურ პირზე. გლობალ კონსალტინგის ანტენების შემთხვევაში, იქაც გვქონდა გარკვეული სამართლებრივი შენიშვნები, მაგრამ იქ იყო, მაგალითად ჩვენებები, გარკვეული მასალები, რომლებიც ასეთი ეჭვის არსებობას საფუძვლიანს ხდიდა. ეს არის საქმე, რომელშიც ერთი მტკიცებულებაც არ არის, ერთი ჩვენებაც არ არის, რომელიც დაასაბუთებდა ამ ეჭვების საფუძვლიანობას. ამიტომ სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია ეს გადაწყვეტილება და ჯარიმები, რომლებიც დაკისრებული იყო. დარღვევები რომ მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყოს და სხვა პარტიები არ არღვევდნენ, მაშინ სხვა ვითარება იქნებოდა.

ჩვენ ვხედავთ დარღვევებს ყველა მხრიდან. გვახსოვს მოსყიდვის შემთხვევები, როდესაც ქართულ ოცნებაზე იყო საუბარი და ამის გამო რამდენიმე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოსყიდვის ფაქტებს, ძალიან აქტიურად, გამგებლების მხრიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან, როგორიც არის ფქვილის დარიგება, თან ეს ხდება ტომრებით, რაც, ჩემი აზრით, წმინდა წყლის ამომრჩევლის მოსყიდვაა და ამით არავინ ინტერესდება. იმაზე კი არ არის საუბარი, დამტკიცდა თუ არა, უბრალოდ არავინ სწავლობს. ვიღაცამ ხომ უნდა შეისწავლოს, რომ დაასკვნას. ამიტომ ამ ყველაფრით იქმნება უთანასწორო საარჩევნო გარემო.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგაც ხომ არის აღძრული რამდენიმე საქმე?

ერთი შემთხვევა იყო რუსთავში, ღვინის და ცხვრების დარიგება და ეს პირი 5000 ლარით დაჯარიმდა. მეორე შემთხვევაც იყო და ჯარიმაც ანალოგიური გახლდათ. შეადარეთ, საუბარია 150 მილიონზე და 5000 ლარზე, ეს აბსოლუტურად არაპროპორციულია. რაოდენობრივადაც თუ შევხედავთ, ძალიან ბევრი მიმართვა გვაქვს გაგზავნილი აუდიტის სახელმწიფო სამსახურში, უწყებათაშორის კომისიაშიც და რეაგირება, როგორც წესი, არ არის. ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადსაღები შემთხვევებია.

მაგალითად, ავიღოთ შემთხვევა, რომელიც გაჟღერდა გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე“ ეთერში მაესტროზე, როდესაც ქალბატონი ამბობდა, რომ წლების განმავლობაში იყო მმართველი პარტიის კოორდინატორი და საუბრობდა ძალიან სერიოზულ სქემაზე, როგორ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის და საბიუჯეტო თანხების გამოყენება პარტიის კოორდინატორების დაფინანსებისთვის. ეს შეიძლება სიმართალეა, შეიძლება - არც არის, მაგრამ ამისთვის შესაბამისი რელევანტური უწყება უნდა დაინტერესდეს, შეისწავლოს ფაქტი და დაადგინოს, ასეთი რამ მოხდა თუ არა. უწყებათაშორისმა კომისიამ მაშინვე თქვა, რომ ვერ შეისწავლის ამ შემთხვევას, არ არის დაინტერესებული. ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა ფაქტის შესწავლა, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან. არადა, ეს საჯარო ინფორმაცია იყო და დაუყოვნებლივ, ან მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა გვცოდნოდა რაც გვაინტერესებდა. საბოლოოდ, ძალიან გვიან მივიღეთ.

ამომრჩევლის მოსყიდვა ახსენეთ. უკანასკნელი შემთხვევა რომ გავიხსენოთ, მაესტროს სატელიტური ანტენები და მათი დაყადაღება. იუსტიციის სამინისტროს თქმით, ანტენები დააყადაღეს, რადგან ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა და ამომრჩევლის მოსყიდვა კი კორუფციული დანაშაულია. თქვენი თქმით, ანტენების დაყადაღება უკანონო იყო. რაში არ ეთანხმებით სამინისტროს ანალიზს?

მიჭირს, დავეთანხმო იუსტიციის სამინისტროს იმიტომ, რომ მათი არგუმენტები ძალიან სუსტია. არსებობს სისხლის სამართლის სამი საფუძველი, როდესაც შეიძლება ყადაღის გამოყენება. პირველი - ბრალდებული უნდა იყოს და ბრალდებული არ არის, მეორე - განსაკუთრებით მძიმე დანაშაული უნდა იყოს და ესეც არ არის და მესამე - თავისი არსით კორუფციული დანაშაული. აქ გარკვეულწილად კანონის ხარვეზთან გვაქვს საქმე. საპროცესო კანონი ახსენებს კორუფციულ დანაშაულს, მაგრამ მატერიალური კოდექსი, სადაც ჩამოთვლილია, რა არის დანაშაული, საერთოდ არ გვაძლევს ცნებას, თუ რა არის კორუფციული დანაშაული.

ამომრჩევლის მოსყიდვა შესულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავში, სადაც არის ქრთამის აღება-მიცემა. სამოხელეო დანაშაულზე სადაცაა საუბარი, იქ არ არის მოცემული, სრულიად სხვაგანაა. არსებობს კლასიფიკატორები, რომლებიც, მართალია, მანამდე იყო დამტკიცებული, ვიდრე კანონში ცვლილებები შევიდოდა, მაგრამ რატომ აკეთებს კანონის ცვლილებაზე იუსტიციის სამინისტრო აპელირებას, ვერ ვხვდები. ამომრჩევლის მოსყიდვა დიდი ხანია დასჯადი ქმედებაა და ეს კლასიფიკატორებიც არსებობდა.

გარდა ამისა, არსებობს გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია, სადაც ჩამოთვლილია, რომელი დანაშაულებია კორუფციული და ამომრჩევლის მოსყიდვა არც იქ არის ნახსენები. ანუ იუსტიციის სამინისტროს რაღაც ჰიპოთეტური განმარტებების გარდა, არაფერი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ დანაშაულთან.

თქვენი განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციული დანაშაული არ არის?

ჩვენი განმარტებით, ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არის კორუფციული დანაშაული და ეს არის სისხლის სამართლის ყადაღის გამოყენების საფუძველი. ჩვენ შეიძლება შევიდეთ იურიდიულ დისკუსიებში და ვიდაოთ, უნდა იყოს თუ არა ეს კორუფციული დანაშაული. შეიძლება საბოლოოდ იმაზე შევთანხმდეთ, რომ კი, ეს არის კორუფციული დანაშაული და საერთაშორისო პრაქტიკა იქით წავიდეს, რომ ეს განიმარტოს როგორც კორუფციული დანაშაული.

მაგრამ დღეს, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, როცა მედიაორგანიზაციაზეა საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უფრო ემსგავსება, ვიდრე ამომრჩევლის მოსყიდვის თავიდან აცილებას. უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გამოვიყენოთ, არ შეიძლება ჭორების დონეზე ხდებოდეს ამის განსაზღვრება.

გლობალის შემთხვევა კიდევ სხვა იყო და მაესტროს შემთხვევა საერთოდ არაფერში არ ჯდება. თუნდაც იმიტომ, რომ მაესტროს დაწყებულიც კი არ ჰქონდა თეფშების დარიგება. იყო პრომო აქცია, ეს გაშუქდა პირდაპირი ეთერით, რამდენიმე ანტენა დამონტაჟდა და ყველამ ნახა, რომ იქ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია. მე მახსოვს, როცა ლაშა ტუღუში ამონტაჟებდა ანტენებს, არ უთქვამს, რომ ეს რომელიმე პარტიის საჩუქარი იყო.

გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან გლობალი უკვე ჩართული იყო ამომრჩევლის მოსყიდვაში და გლობალსა და მაესტროს შორის კავშირი დადგინდა, ანუ თვალთმაქცური გარიგება შედგა, ამომრჩევლის მოსყიდვა იმავე სქემით გაგრძელდებოდა, როგორც ამას აქამდე გლობალი აკეთებდა.

ძალიან ჰიპოთეტურ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, საუბარი არის, რომ გლობალი მაესტროს გამოყენებით მოისყიდდა ამომრჩეველს, მაგრამ ისე, რომ ამომრჩეველთან ინფორმაცია, რომ ეს იყო დაკავშირებული პოლიტიკურ ძალასთან, არ მივიდოდა. მაშინ რანაირი მოსყიდვა გამოდის. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გულისხმობს მტკიცების ძალიან მაღალ სტანდარტს. ეს შემთხვევა ვერანაირ სტანდარტს ვერ უძლებს.

იუსტიციის სამინისტროს თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. საუბარია გრეკოს რეკომენდაციებზე და ასევე თქვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციული დანაშაულია. არ ეთანხმებით თქვენს კოლეგა ორგანიზაციას?

საერთაშორისო გამჭვირვალობის შემთხვევას არ ვიცნობ. გრეკოს შემთხვევა არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კორუფციულ დანაშაულს წარმოადგენს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ ჩარჩოზე და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა არანაირ განმარტებას არ აკეთებს, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო კანონმდებლობით, რომელსაც მიერთებული ვართ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გაეროს კონვენცია და იქ საერთოდ არ არის ნახსენები ამომრჩევლის მოსყიდვა. კონვენცია საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე. შესაბამისად, არაფერზე არ არის დამყარებული, რაღაც მოსაზრებების და თეორიების გარდა.

მედიაზე რომ ვისაუბროთ: ფოთიდან ქართული ოცნების ლიდერი ფაქტობრივად დაემუქრა ჟურნალისტებს და ამას თქვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია. რატომ მოხდა ასე?

ამას ჩემი ძალიან მკვეთრი შეფასება მოჰყვა მაესტროს ეთერში. ჩვენ სხვადასხვა შემთხვევებში განცხადებებს სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ. ხშირად მხოლოდ კომენტარით შემოვიფარგლებით, ხანდახან ვავრცელებთ განცხადებას, შეიძლება მხოლოდ Facebook-ზე და ა.შ. ამ შემთხვევაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი მუქარანარევი კომენტარები და მოწოდებები არ არის სწორი და გამართლებული.

5 აპრილს კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაავრცელეთ განცხადება, სადაც თქვით, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ განცხადებებს მკვეთრად დაგმობდით. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეაქციები მხოლოდ ხელისუფლების განცხადებებზე გაქვთ, ოპოზიციის ქსენოფობიურ განცხადებებზე კი ნაკლებად რეაგირებთ. როგორ უპასუხებდით ამას?

ქსენოფობიურ განცხადებებზე ყოველთვის ვავრცელებთ კომენტარს და ძალიან ცხადად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ცოტა გაუგებარია ამ კუთხით ჩვენ მიმართ არსებული პრეტენზიები. როგორ შეიძლება ან ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ გამონათქვამებზე რაიმე სხვა რეაქცია გვქონდეს.

მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში, ქართული ოცნების აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი გამოირჩეოდა ანტითურქული გამონათქვამებით. ამაზეც გქონდათ რეაქცია?

შეიძლება ოფიციალური განცხადება არ იყოს გავრცელებული და ჩვენმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი, ზუსტად ვერ გეტყვით. ნამდვილად შეიძლება, რომ რომელიმე კონკრეტული შემთხვევები გამოგვრჩეს. არის ამის შანსი, რადგან სიძულვილის ენის გამოვლინებები ძალიან ხშირია.

ამ აქციასთან დაკავშირებით თქვენ წინასწარ განაცხადეთ, რომ მონიტორინგს გაუწევდით იქ შეკრების უფლების დაცვას. გამოსვლების შინაარსს არ მიაქციეთ ყურადღება?

მონიტორინგი გამომსვლელების და, მით უმეტეს, პროგრამების მონიტორინგს არ გულისხმობს. რაც შეეხება ჰომოფობიურ განცხადებებს, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ძალიან ცხადია, ყოველთვის ვგმობთ და დავგმობთ. აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, მით უმეტეს პოლიტიკოსების მხრიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის ქსენოფობიური გამონათქვამების გამოყენება. მონიტორი უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს გამომსვლელთა საუბრის შინაარსის კონტროლს.

ანუ ბათუმის შემთხვევაზე არ გქონდათ რეაქცია?

შესაძლებელია ჩვენს ადგილობრივ ოფისს გაკეთებული ჰქონდეს, უბრალოდ მე არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში. ორგანიზაციის სახელით განცხადება არ გავრცელებულა. ახლა ვიტყვი, რომ სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლინება, მით უმეტეს საარჩევნო მიზნებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ყოველთვის დავძრახავთ.

6 დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნები

▲back to top


პოლიტიკა

არჩევნები

დიმიტრი ავალიანი

22 აგვისტოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში საარჩევნო გარემოს წინასწარი შეფასება წარმოადგინა. განცხადებები, რომლებიც დელეგაციის წევრებმა ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გააკეთეს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებს შეიცავდა.

მათ ყურადღება გაამახვილეს პროგრესზე, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტების, საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობის საკითხებშია მიღწეული.

0x01 graphic

ტონინო პიცულა

იმავდროულად, დამკვირვებლებმა რამდენიმე საკითხის გამო შეშფოთება გამოთქვეს. განსაკუთრებით - ოპოზიციური პარტიებისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიძიოს კერძო პირისა თუ პარტიის ხარჯები, იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაფიო ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე აკისრებს მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს. ჯარიმები არაპროპორციულია და, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითი ფორმით, ძირითადად ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა, ხორვატიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტონინო პიცულამ.

მანამდე „არაპროპორციული“ და „გადაჭარბებული“ ჯარიმებით შეშფოთება საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც გამოთქვეს. დანიელმა მაიკლ იენსენმა და ლატვიელმა ბორის სილევიჩმა რეაგირება ქართული ოცნების საბანკო ანგარიშების დაყადაღების ფაქტზე 21 აგვისტოს მოახდინეს. მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებები „ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“. ბრალდებებს აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ კი, მათი აზრით, ისეთი სანდო ორგანიზაციის ცნობები ადასტურებს, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ხელისუფლება, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა საქმიანობას მიესალმა და ხაზი გაუსვა იმ დადებით შეფასებებს, რომლებმაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებებში გაიჟღერა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დელეგაციის შეხვედრისას „წინ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, არსებული ნაკლოვანებებიც განიხილეს“ და დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები. მისი თქმით, პრეზიდენტი „დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას“ და ეუთო-სთან და მის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

0x01 graphic

რიკარდო მილიორი

თუმცა ხელისუფლება არ ეთანხმება იმ შეფასებებს, რაც დელეგაციის წევრებმა ქართული ოცნებისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებთ გამოთქვეს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ნაციონალური მოძრაობის სპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ვარაუდით, მისიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა „კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას“ ეყრდნობოდა.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ კახიძე ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ განცხადებები ჯარიმების არაპროპორციულობის თუ გადაჭარბების შესახებ მცდარ ინფორმაციას ეფუძნება, შეფასებები კი საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშეა გაკეთებული.

კახიძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისას პროგრესული ფინანსური სანქციების შემოღება (ანუ იმ ოდენობით, რომელიც დაშვებული დარღვევის მოცულობას რამდენჯერმე აღემატება) ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაცია იყო. ეს საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება - მაგალითად, გერმანიაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია სამმაგი ოდენობით განისაზღვრება, ჩეხეთსა და ბელგიაში - ორმაგით.

„არავითარი დისკრეცია სანქციის შერჩევის დროს არც აუდიტის სამსახურს და არც სასამართლოს არ აქვთ. სანქციები ვერანაირად ვერ გახდება პროპორციული - საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ისინი კანონით განისაზღვრება დარღვევის ხუთმაგი ოდენობით“, - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, პარლამენტის წევრმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ დელეგაციამ მკაფიოდ მოუწოდა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ ქვეყნის კანონმდებლობას. მისი თქმით, დელეგატებისთვის ცნობილია, „თუ რატომ ექცევა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ფულადი ნაკადების არალეგალური მოძრაობის მცდელობებს“.

„უნდა გაკეთდეს ანალიზი და თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონის აღსრულების პროცესში ჯარიმები მართლაც ძალიან მაღალია, შესაძლოა ახალი სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდეს. არსებობს შენიშვნები, შესაძლოა არსებობდეს კონტრარგუმენტები. ეს რეკომენდაციები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა“, - აცხადებს წერეთელი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ასამბლეის დელეგატები შეაშფოთა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს მკვეთრი პოლარიზება გახდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის შეფასებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო კამპანიაში „არის ლენინიზმის მცირედი ნაწილი... როდესაც ხდება არა პროგრამების წარმოდგენა, არამედ მცდელობა, გაანადგურო მტრები“. ამ სიტყვებში როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების კამპანიის კრიტიკა დაინახეს.

ასამბლეის დელეგაცია ასევე მკაფიო მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის მისამართით. ტონინო პიცულას განცხადებით, „ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაზეც, რომელსაც აქვს სამართლებრივი უფლება, პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის მიზნებს, თუმცა, ამავე დროს, პატივი უნდა სცეს საარჩევნო კამპანიის წესებს“. მისი თქმით, „ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს და მიიღოს არჩევნების შედეგები“.

ეუთო-მ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 15 ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი უკვე მოავლინა. უშუალოდ არჩევნების დღისთვის კი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 350 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის.

7 ინტელექტუალების ღალატი

▲back to top


გიგა ზედანია|სვეტი

0x01 graphic

ახალბედა ექსპერტის ბიბლიოთეკა

„ინტელექტუალები მოდერნიზაციის პროცესში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. მათი არსებობა აუცილებელია ნაციისთვის მათი ცოდნის გამო, მაგრამ, იმავდროულად, საფრთხეა პოლიტიკური ერთობისათვის როგორც მათი ლიდერობის პოტენციალის, ასევე იმ მიდრეკილების გამო, რომ ადვილად გაუცხოვდნენ შესაბამისი აღიარებისა და დაფასების გარეშე“.

ამ სიტყვებს 70-იან წლებში ამერიკელი მკვლევრები წერენ, თემა კი იმიტომ გამახსენდა, რომ დისკუსია ინტელექტუალების როლისა და ფუნქციის შესახებ საქართველოშიც მიმდინარეობს და, როგორც ნებისმიერი სხვა დისკუსია - არადამაკმაყოფილებლად. დაკვირვებული ვარ - ჩემი მემარცხენე მეგობრები თემის განხილვისას, ძირითადად, ფუკოსა და დელიოზის დიალოგს „ინტელექტუალები და ძალაუფლება“ ეყრდნობიან. რაც შეეხება ჩემს მემარჯვენე მეგობრებს, მათაც აქვთ გამორჩეული ტექსტი - ნოზიკის მომცრო წერილი „რატომ არ უყვართ ინტელექტუალებს კაპიტალიზმი?“. თავად ინტენცია, რომ დისკუსია ჩვენს ქვეყანაში უკვე აპრობირებული სააზროვნო პარადიგმების შიგნით დაიწყოს, ძალიან პოზიტიურად მიმაჩნია, მაგრამ ტექსტების შერჩევა ორივე შემთხვევაში საკმაოდ წარუმატებელია. ჯერ ერთი, როდესაც ფუკო და დელიოზი ძალაუფლებაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ რაღაც ბევრად უფრო გაფანტულსა და დეკონცენტრირებულს, ვიდრე „სააკაშვილის რეჟიმი“ ან, თუნდაც, „ილია მეორის ავტორიტეტია“, ამიტომაც მათი ნათქვამი ძალაუფლების შესახებ ძნელად თუ გამოდგება ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბატალიებში. რაც შეეხება ნოზიკს, აქ უკვე თარგმანის დონეზე იწყება პრობლემები: იმდენად უხეიროდ არის ეს ადვილი ტექსტი გადმოქართულებული, რომ თაყვანისმცემლებს წესით უნდა აჟრჟოლებდეთ და ტანში ზარავდეთ, ხოლო მოწინააღმდეგეებს შეიძლება ცდუნებაც კი გაუჩნდეთ, ეს უჭკვიანესი ფილოსოფოსი უმარტივეს წინააღმდეგობებში გამოიჭირონ.

აბა, რა ვქნათ? რა და დავუბრუნდეთ იმ ტექსტებს, რომლებიც უფრო ადეკვატურია ჩვენი საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური განვითარების დონისათვის; ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ჟულიენ ბენდას „ინტელექტუალების ღალატი“.

0x01 graphic

ერთადერთი ქართველი ავტორი, რომელსაც ეტყობა, რომ ბენდას წიგნი წაკითხული ჰქონდა, მერაბ მამარდაშვილია (ერთგან აკეთებს მასზე ალუზიას). არადა, წიგნი თავის დროზე - 1927 წელს - ბომბივით გასკდა და მას შემდეგ ხშირად ყოფილა განხილვის საგანი. ფრანგულად წიგნის სათაურია „La Trahison des clercs“. ეს „კლერკი“ რასაკვირველია, ბანკის კლერკი არაა, მაგრამ ის არც სასულიერო პირს აღნიშნავს, უფრო, ალბათ, განსწავლულ ადამიანს. ამიტომაც თარგმნა ეს სიტყვა ინგლისურ ენაზე რიჩარდ ოლდინგტონმა (რომელიც ძველი თაობის წარმომადგენლებს შეიძლება ახსოვდეთ, როგორც გამოჩენილი ბრიტანელი მწერალი), როგორც „ინტელექტუალი“. ასე შევიდა წიგნის სათაური სხვა ენებშიც.

ბენდას მიხედვით, ინტელექტუალის ფუნქცია არის სიკეთისა და სამართლიანობის მსახურება. ამიტომაც მისთვის სამაგალითო ინტელექტუალები არიან სოკრეტე და იესო. რასაკვირველია, საზოგადოება არასოდეს იქნება აგებული სიკეთისა და სამართლიანობის პრინციპებზე, მასში ყოველთვის დომინანტურნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებასა და მოგებას ესწრაფვიან; მაგრამ სწორედ აქაა ინტელექტუალების, ერთი მხრივ, აპრიორულად წაგებული, ხოლო, მეორე მხრივ, ამაღლებული და პატივსაცემი ამოცანა - შეახსენონ რეალპოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, რომ არსებობს უფრო მაღალი იდეალები.

ოღონდ, ბენდას მიხედვით, თანამედროვე ინტელექტუალები უარს ამბობენ საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე. სწორედ ესაა ინტელექტუალების ღალატი - ისინი ხდებიან მხარე პოლიტიკურ ბრძოლაში, საკუთარ ინტელექტს აქცევენ სხვების ძალაუფლების ნების მსახურად; ამართლებენ პოლიტიკურ რეალიზმს, იმის მაგივრად, რომ დაგმონ ის. ბენდა, რასაკვირველია, ძველ იდეალთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს.

ბენდა იხსენებს ტოლსტოის ერთ ამბავს - რუსმა მწერალმა ჯარში ოფიცერს, რომელიც რეგლამენტის დამრღვევ ჯარისკაცს ურტყამდა, უსაყვედურა, სახარება წაკითხული არ გაქვსო? რაზეც ოფიცერმა მიუგო, შენ არ გაქვს წაკითხული რეგლამენტიო? ბენდას მიხედვით, ორივე მართალია - ოფიცერმა რეგლამენტი უნდა იკითხოს, ინტელექტუალმა - სახარება. აი, როდესაც ინტელექტუალი იწყებს რეგლამენტის დაცვის აუცილებლობის ქადაგებას, პრობლემა მაშინ ჩნდება - ყოველ შემთხვევაში, ბენდას თუ დავუჯერებთ.

დღეს საქართველოში ბევრია ბენდას სტიქიური მიმდევარი ისე, რომ მისი სტრიქონიც კი არ აქვს წაკითხული. თავისი პირველადი ფორმით მისი კონცეფცია, ჩემი აზრით, ძალიან მოძველდა. არა, ინტელექტუალების ღალატი მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ არა იმ აზრით, რომ ინტელექტუალები რაღაც მათ გარეთ არსებულ იდეალებს არ უნდა ღალატობდნენ - ბოლოს და ბოლოს, სწორედ ინტელექტუალების საქმეა ამ ღირებულებების ანალიზი, გადაფასება, შეთავაზება და ვერავის დაუწესებ წინასწარ, რა უნდა სწამდეს და რა - არა. მაგრამ ბენდას იდეა ისევ აქტუალური გახდება, თუ მის პრეტენზიებს ფრთებს შევუკვეცავთ. მთავარი ღალატში ისაა, რომ ინტელექტუალები ხშირად ღალატობენ იმ ღირებულებებს, რომლებიც მათ აქცევს ინტელექტუალებად. კრიტიკული აზროვნება, ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობა, რაციონალობა აღტყინების ნაცვლად - ესაა ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური სფეროსათვის. როდესაც ინტელექტუალი დარწმუნებით წერს და ლაპარაკობს საკითხზე, რომლის შესახებ ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს; როდესაც ის ცდილობს, ბრბოს აფექტს შეუერთდეს, იმის მაგივრად, რომ ეს აფექტი ცივი გონებით გაანეიტრალოს; როდესაც ის ქმნის ილუზორულ იმედს, იმის მაგივრად, რომ იმედისგან დაცლილი მზერით გააანალიზოს რეალობა; როდესაც ის არეულ-დარეული ცნებებითა და წინააღმდეგობრივი არგუმენტებით გადის იოლას, იმის მაგივრად, რომ აზროვნების სიმკაცრეზე არანორმალურად დიდი დრო და ენერგია დახარჯოს; როდესაც ის ამბობს იმას, რაც მოეწონება აუდიტორიას, და არა იმას, რამაც უნდა შეცვალოს და გააღრმაოს აუდიტორიის აზრი - მაშინ ეს ინტელექტუალი სწორედაც რომ ღალატის აქტს ჩადის; არა სამართლიანობისა და სიკეთის იდეალების მიმართ, არამედ - საკუთარი თავის მიმართ. სწორედ ესაა ერთადერთი ღალატი, რომელიც ინტელექტუალს - როგორც ინტელექტუალს (და არა როგორც მოქალაქეს, ადამიანს, ჰუმანისტს, ქრისტიანს და ა.შ. - ეს სულ სხვა განსჯის საგანია) არ ეპატიება.

დაბოლოს, ვინ არის ინტელექტუალი? სიტყვის ფართო აზრით, ინტელექტუალი ისაა, ვინც მოწინავე განათლება მიიღო. სწორედ ამ აზრით იხმარება ეს სიტყვა სტატიის დასაწყისში მოყვანილ ციტატაშიც. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ამ სიტყვას უფრო მკაცრი გამოყენებაც მივცეთ. ეს არაა უბრალოდ ჭკვიანი ტიპი - შეიძლება ადამიანი ბევრ ინტელექტუალზე ჭკვიანი იყოს, მაგრამ მაინც არ იყოს ინტელექტუალი. ეს არც უბრალოდ ის პროფესიონალია, ვინც ინტელექტუალური შრომითაა დაკავებული - შეიძლება ინტელექტუალს საწყობში დარაჯად მოუწიოს მუშაობა, მაგრამ მაინც ინტელექტუალად დარჩეს. ინტელექტუალი არის ადამიანი, ვისაც იდეები აინტერესებს - თავისთავად, პრაქტიკაში მათი უშუალო და პირდაპირი გამოყენების გარეშეც. პოლიტიკოსი, რომელიც ეცნობა პოლიტიკურ თეორიას იმისთვის, რომ იცოდეს, რა არის სამართლიანობა და როგორ იდებატოს ამ საკითხზე, ამით ინტელექტუალად - სიტყვის მკაცრი აზრით - არ იქცევა, თუმცა მისი ინტელექტი შეიძლება ბევრი ინტელექტუალისას აღემატებოდეს. ინტელექტუალს სურს, გაიგოს სამართლიანობის იდეა, სამართლიანობის იდეის ისტორია და სამართლიანობის თეორია თავისთავად (ოღონდ ეს გაგება უნდა მოხდეს მისი ეპოქის სხვა ინტელექტუალების მიერ აღიარებული სტანდარტების დაცვით და არა ნებისმიერი ბოდვით, რომელიც ვინმეს თავში მოუვა). ინტელექტუალი ნამდვილ ღალატს მაშინ ჩადის, როდესაც მასში ქრება გაგების სურვილი და რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოგების ინტერესი.

8 როდის მოგვარდება თბილისის წყალმომარაგება

▲back to top


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისის გარკვეულ უბნებს წყალი შეზღუდვით, მეტიც, რამდენიმედღიანი შეფერხებით მიეწოდებოდა, რაც, ბუნებრივია, მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, ხშირად წყალი გაუფრთხილებლად წყდებოდა ან შეწყვეტისა და მოსვლის მითითებული დრო რეალობას იყო აცდენილი. წყლის მოლოდინში დარჩენილი თბილისელები ინფორმაციის მიღებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და თბილისის მერიის ცხელი ხაზებისგან ცდილობდნენ. უწყლობით შეწუხებული მოქალაქეების საჩივრებს უხვად ნახავთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ფეისბუქ გვერდზეც. აქ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მიზეზების გაგებას ცდილობენ გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, ავლაბრის მცხოვრებლები, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდაა დარჩენილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედება სალიცენზიო პირობების დარღვევაა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 5 ათასი ლარით დააჯარიმა. „ბოლო დროს გახშირდა მოქალაქეთა საჩივრები ქ. თბილისის ცალკეული უბნების სასმელი წყლით მომარაგების შეფერხების ფაქტებთან დაკავშირებით. კომისიის მიერ დამტკიცებული სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება და ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოაწესრიგოს“, - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.

სემეკი-ს ინფორმაციით, 5-ათასლარიანი ჯარიმისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, კომპანიამ განმეორებით დაარღვია წყალმომარაგების სალიცენზიო პირობები - კომისიაში კვლავ შედიოდა მოქალაქეთა განცხადებები და სატელეფონო შეტყობინებები ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების გაუარესების თაობაზე, რისთვისაც კომისიამ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დამატებით 15 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, კომპანიამ კომისიისაგან კიდევ ერთხელ მიიღო გაფრთხილება - სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 45 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისის შეზღუდულად წყალმომარაგების მიზეზების გარკვევას ტაბულა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგანაც შეეცადა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე თბილისის თითქმის 90%25 სასმელი წყლით უწყვეტად მარაგდება, რაც კომპანიის პრივატიზებამდე (2008 წელი) არსებულ მაჩვენებელს 20%25-ით აღემატება. ქალაქის ცალკეულ უბნებში გრაფიკის დაწესების მიზეზად კი ასახელებენ თბილისის რთულ რელიეფს, სასმელი წყლის არარაციონალურად მოხმარებას და უმიზნოდ დაღვრის მაღალ მაჩვენებელს (განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში), აგრეთვე, როგორც ირკვევა, არსებობს დანაკარგები წყალმომარაგების სისტემასა და მოსახლეობის კუთვნილ ქსელებში.

მათივე თქმით, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია წლების მიხედვით გაწერილი სარეაბილიტაციო გეგმის შესაბამისად მოქმედებს: „ეტაპობრივად ვატარებთ კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს, ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების (კანალიზაცია) ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ვახდენთ წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სათავო ნაგებობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას არაგვის ხეობაში, ჟინვალსა და თბილისში, ვახდენთ მარეგულირებელი სატუმბო სადგურების გადაიარაღებასა და ახლის მშენებლობას, უახლესი ტიპის ტუმბო-აგრეგატების მონტაჟს, წყალშემკრები და სამარაგო რეზერვუარების რეკონსტრუქცია-მშენებლობას და ასე შემდეგ“, - ამბობენ კომპანიაში.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში ირწმუნებიან, წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტა-აღდგენის მიზეზი ქუჩების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ყოველდღიურად ერთდროულად 30-მდე ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, თბილისის მკვებავი მაგისტრალური არტერიების რეაბილიტაციაც ხორციელდება - „ცხადია, ეს იწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას, რადგან მათ პერიოდულად უწყდებათ წყალმომარაგება, თუმცა, ამ სამუშაოების ჩატარება წყლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია“.

რაც შეეხება წყალმომარაგების სამომავლო პერსპექტივებს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში ამბობენ, რომ უკვე დასრულდა 7500 კუბური მეტრის მოცულობის სამარაგო რეზერვუარის - ვაზისუბანი I-ის - სრული რეკონსტრუქცია, რაც ახალი მშენებლობის ტოლფასი იყო, ასევე მთავრდება ლილოში ახალი 10 000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარის მშენებლობაც. კომპანია ირწმუნება, რომ ამ ორი ახალი რეზერვუარის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება: ლილოსა და მის მიმდებარე დასახლებებს, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, კაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, ცისკრის, ჩოლოყაშვილის, წულაძის, დოდაშვილის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლება კი წყალს სტაბილურად უწყვეტად მიიღებს.

თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად კომპანია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც, რაც სასმელი წყლის უმიზნოდ დაღვრისა და აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ხორციელდება. პროექტი გასული წლის ივნისში დაიწყო და ამჟამად თბილისის კერძო სახლები თითქმის გამრიცხველიანებულია, ახლახან კი მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეთა გამრიცხველიანებაც დაიწყო.

მიუხედავად ჯარიმებისა, ჯორჯიან უოთერში აცხადებენ, რომ დაკისრებული ვალდებულება სრულად აქვთ გაცნობიერებული. ამ ვალდებულების თანახმად, თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი წყალმომარაგება 2012 წლის ბოლოს განხორციელდება, დედაქალაქის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი წყალმომარაგება კი 2015 წლისთვის იგეგმება.

9 მილიონ დოლარად შეფასებული ბავშვები

▲back to top


ეკონომიკა

საოჯახო ეკონომიკა

მათი გაზრდა მთელ მსოფლიოში ძვირდება

ელენე კვანჭილაშვილი, თაკო ქურდაძე

0x01 graphic

კითხვაზე, რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საოჯახო ბიზნესი, სწორი პასუხი ალბათ „ბავშვის გაზრდა“ იქნება. ისევე, როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ამ პროცესსაც აქვს საკუთარი განვითარების ციკლი, პირველადი ინვესტიცია, წლიური საოპერაციო ხარჯები და უკუგება.

ბავშვზე ზრუნვა თვითმყოფადი, აზრიანი საქმიანობაა, თუმცა ყოველთვის დიდად სასიამოვნო არ არის. ეკონომიკის მეცნიერებაში ნობელის პრემიის მფლობელს, ფსიქოლოგ დანიელ კანემანს თუ დავუჯერებთ, ამერიკაში ქალების უმეტესობისთვის ბავშვის მოვლა საშინაო საქმეების კეთებაზე ოდნავ უფრო ნაკლებად, ხოლო ანაზღაურებადი სამსახურის რუტინაზე ოდნავ მეტად სასიამოვნო საქმიანობაა.

რა თქმა უნდა, რიცხობრივი საზომით შვილის გაჩენის ღირებულების დადგენა, ყველაზე ნაკლები, არატრადიციული მიდგომა იქნებოდა, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახი ფინანსური ცვლადების გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც ითვალისწინებს: მოცემულ მომენტში ეს კრიტერიუმები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ფინანსური ფაქტორი.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც რიგით ამერიკულ ოჯახს 18 წლამდე ბავშვის გაზრდა საშუალოდ 300 ათას აშშ დოლარამდე უჯდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ალტერნატიული დანახარჯები, რომლის გაწევაც ოჯახს უხდება, იქნება ეს კარიერული წინსვლა და ამის შედეგად მიღებული მატერიალური სარგებელი თუ თანხის სხვაგვარად დაბანდება. თუ ამას დავუმატებთ საუნივერსიტეტო ხარჯებს, რომელიც ამერიკაში საშუალოდ 100-დან 300 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს, საბოლოო ინვესტიციის საფასური საშუალოდ 500 ათას ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

ჯონ ვარდმა, საკონსულტაციო კომპანიის ჯონ ვარდ ეკონომიქს პრეზიდენტმა, ბავშვის გაზრდის რეალური ხარჯები, ალტერნატიული დანახარჯის გათვალისწინებით, შემდეგნაირად შეაფასა: „22 წლის ასაკში ადამიანში ჩადებული ინვესტიცია 900 ათას დოლარს გადააჭარბებს“. ეს რიცხვი ცვალებადი იქნება იმის მიხედვით, თუ რა ალტერნატიული დანახარჯი გასწია მშობელმა. თუ ლაპარაკია მშობელზე, რომელიც მაღალანაზღაურებად სამსახურს ტოვებს იმისთვის, რომ ბავშვი გააჩინოს და გაზარდოს, ალტერნატიული დანახარჯი შესაბამისად გაიზრდება და რეალურმა ღირებულებამ შესაძლოა მილიონსაც კი გადააჭარბოს.

გაერთიანებულ სამეფოში ბავშვის გაზრდის ხარჯებს უფრო დეტალურად ანგარიშობენ. თუ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებში უმაღლესი განათლების ხარჯები შეყვანილი არ არის, გაერთიანებულ სამეფოში ზუსტად იციან, რომ ბავშვის გაზრდა აკვნიდან კოლეჯში სწავლების ჩათვლით 218 ათასი გირვანქა (დაახლოებით 342 ათასი აშშ დოლარი) ჯდება.

Cost of a Child: from cradle to college 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვის გაზრდის საერთო ხარჯები წინა წლის კვლევასთან შედარებით, 3.3%25-ით გაიზარდა. აქედან ზრდის ყველაზე დიდი წილი განათლებაზე და ბავშვის მოვლაზე მოდის.

0x01 graphic

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ხარჯების ზრდაზე ინფლაციის ტვირთის ზეწოლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საგრძნობი გახდა. 2011 წლის იანვრიდან ვალი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტიპურ ოჯახს აწევს მხრებზე, 48%25-ით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზია მაღალი ინფლაცია, რომელიც ოჯახების შემოსავალს სტაბილურად ამცირებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებასთან დაკავშირებული აუცილებელი კომპონენტები, მაგალითად, სასკოლო ფორმები, სპორტული აღჭურვილობა, სასკოლო კლუბებში საწევროები და უნივერსიტეტის გადასახადი საშუალოდ 5%25-ით გაიზარდა.

ხარჯების შესამცირებლად, ოჯახების მესამედზე მეტმა მეორადი ტანსაცმლის შეძენა დაიწყო. თითქმის ამდენივე ოჯახი, დამატებითი ფულის მოსაზიდად, ნივთებს როგორც ადგილობრივ მაღაზიებში, ისე eBay-სა და სხვა ონლაინაუქციონებზეც ყიდის. კიდევ უფრო ხელმომჭირნე ოჯახები შვილების გართობისა და სათამაშოების ხარჯებს კვეცენ: ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ხელმომჭირნე ოჯახებმა ასეთი ხარჯები საშუალოდ 5%25-ით შეამცირეს.

სასურველი თანხის შეგროვებას ისიც ართულებს, რომ ეს დამატებითი თანხები ავტომატურ რეჟიმში იხარჯება და შვილიანი ოჯახები დანაზოგების კეთებას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებენ. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, ოჯახების საშუალო შემოსავალი, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელოდ (დაახლოებით 2-3%25-ით) იზრდება.

ჩვენ მიერ განხილული ორი ძირითადი კვლევის - აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და Cost of a Child: from cradle to college 2012 - მთავარი კრიტიკა ის არის, რომ ეს კვლევები არ ასახავს ხარჯებს, რომლებიც შეიძლება არ არის ისე პირდაპირი, როგორც, მაგალითად, ბინით უზრუნველყოფა, კვება, ტრანსპორტირება, ჩაცმა, ჯანდაცვა თუ ბავშვის მოვლა და განათლება, მაგრამ სერიოზულ გავლენას ახდენს ოჯახის ბიუჯეტზე.

ალტერნატიული დანახარჯები ერთ-ერთი პირველადი განმსაზღვრელია ოჯახის დაგეგმვისას. ამის დამადასტურებელია ის, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები საშუალოზე დაბალია, ერთ ოჯახს შეიძლება საშუალოდ 5-6 შვილი ჰყავდეს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში, ერთ ოჯახს საშუალოდ მხოლოდ ორი შვილი ჰყავს.

განვითარებულ ქვეყნებში ალტერნატიული დანახარჯები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მათ ნაკლებად განვითარებულ მეზობლებში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ანაზღაურება და წინსვლის პერსპექტივა მეტია.

ალტერნატიული ხარჯების დათვლა და კონკრეტულ ციფრებში გამოსახვა რთულია. ასეთი ყველაზე მოუხელთებელი ხარჯი ბავშვის მოვლაზე დახარჯული დრო და თანხაა. ვერც ამერიკაში და, პრაქტიკულად, ვერც ვერსად, ზუსტად ვერ ადგენენ, თუ საკუთარი ბავშვების მოვლაზე ერთ ოჯახში მოზრდილები რამდენ დროს ხარჯავენ.

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ რაც უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დატოვება უხდება, თუნდაც დროებით, მშობელს მით უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთან, ხარჯები მაშინაც არ მცირდება, თუ მშობელი შვებულებაზე უარს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვის მოვლისთვის ვინმე მაინც უნდა დაიქირაოს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ხარჯები ყოველთვიურად რამდენიმე ათას დოლარსაც კი აჭარბებს.

ახალშობილის მშობლებს საშუალოდ 20-კვირიან შვებულებას თითქმის ყველა მდიდარი ქვეყანა უნაზღაურებს. ამერიკა ერთადერთი მდიდარი ქვეყანაა, სადაც მშობელს უხელფასო შვებულების აღება უწევს. მას შეუძლია სამსახური 12 კვირის განმავლობაში გააცდინოს და ახალდაბადებულს მიხედოს. საინტერესოა, რომ ეს ამერიკელ დედებს ხელს არ უშლის ბევრი შვილი ჰყავდეთ. სინამდვილეში ისინი ევროპელებზე მეტ ბავშვს აჩენენ - საშუალოდ ორ შვილზე მეტს.

ორი და მეტი შვილის ყოლას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ერთ შვილზე ხარჯი მცირდება მაშინ, როცა ოჯახს ერთზე მეტი შვილი ჰყავს: ოჯახები, სადაც სამი და მეტი ბავშვია, საშუალოდ 22%25-ით ნაკლებს ხარჯავენ ერთ ბავშვზე, ვიდრე ოჯახები, სადაც ორი ან ორზე ნაკლები ბავშვი იზრდება. დანაზოგები ძირითადად ტანსაცმლისა და სათამაშოების, ასევე, საერთო საძინებლებისა და ერთდროულად უფრო მეტი რაოდენობით საკვების შეძენის ხარჯზე ჩნდება.

ამერიკისგან განსხვავებით, OECD ქვეყნებში ოჯახებს, როგორც წესი, მხოლოდ ორი შვილი ჰყავთ. ევროპული დიდი ქვეყნების უმეტესობაში კი - მხოლოდ ერთი. კვლევები აჩვენებს, რომ OECD ქვეყნებში ბავშვის მოვლის ხარჯებს საშუალო ხელფასის 18%25 მიაქვს, ამიტომაც ოჯახების უმეტესობა ბავშვის ყოლას საკმაოდ დიდ ფუფუნებად მიიჩნევს.

ბავშვებისადმი შეცვლილი დამოკიდებულება ოჯახში მათი როლის ცვლილების შედეგიცაა. საქმე ისაა, რომ სანამ გამდიდრდებოდნენ, ამ ქვეყნების უმეტესობაში, განვითარების დაბალ საფეხურზე, ეკონომიკა ძირითადად საოჯახო ფერმებზე იყო დაფუძნებული. ბავშვები მიწაზე მუშაობას ადრეულ ასაკშივე იწყებდნენ და მათ შრომით საქმიანობას თავისი წვლილი შეჰქონდა ოჯახის საერთო ბიუჯეტში. უფროს ასაკში ეს ბავშვები თავიანთ მშობლებზე ზრუნვას იწყებდნენ და ამის სანაცვლოდ ფერმა მათ მემკვიდრეობით რჩებოდათ.

დღეს მშობლები შვილებს უფრო როგორც სათამაშოებს, მოფერებისა და გართობის უმნიშვნელოვანეს წყაროს, ისე უყურებენ. ბავშვი მართლაც იქცა ფუფუნების ობიექტად: მშობელი გადაწყვეტილებას, თუ რამდენი შვილი იყოლიოს, იღებს არსებული ცვლადებიდან გამომდინარე - რამდენად შეუძლია მას უზრუნველი გარემო შეუქმნას შვილს, მისცეს კარგი განათლება და დაუთმოს საკმარისი დრო მის აღზრდას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იზრდება პირველი შვილის გაჩენის საშუალო ასაკიც. მაგალითად, შვედეთში ეს მაჩვენებელი 1980 წელს 25 წელი იყო, 2010 წლისთვის კი 30-ს მიუახლოვდა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ოჯახში შვილების რაოდენობაზეც. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სხვა ალტერნატივების არსებობა და თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების განმსაზღვრელი კრიტერიუმების ცვალებადობაა.

სხვადასხვა ქვეყნებზე ჩატარებული კვლევები ერთ საინტერესო ტენდენციაზე მიუთითებს. თუ 50 წლის წინ, ბავშვის მოვლა ხარჯად საერთოდ არ იყო გაწერილი, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯია, რადგან დედების უმეტესობა სახლის გარეთ მუშაობს.

მაგალითისთვის იგივე საქართველო რომ ავიღოთ: ახლო წარსულში ქალის წარმატება უფრო მეტად იყო დამოკიდებული მის მიერ გაზრდილი შვილების რაოდენობასა და მიღწევებზე, ვიდრე დღეს. ახლა წარმატების ფორმულაში ოჯახი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია აღმავალ კარიერასა და ფინანსურ მდგრადობასთან ერთად.

ოჯახში ბავშვების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია შვილის როლზე საზოგადოებაში, ანუ ინვესტიციის უკუგებაზე. ბევრი შვილის ყოლა ზოგიერთ საზოგადოებაში დღემდე ერთგვარი გარანტიაა, რომ სიბერის წლებში მშობლები მარტო არ დარჩებიან და შემოსავლის წყარო ექნებათ, მიუხედავად იმისა, იმუშავებენ თუ არა.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თითოეულ მშობელს აქვს საკუთარი საპენსიო დანაზოგი, რომელიც შედარებით უშფოთველი სიბერის გარანტიას იძლევა, ეს როლი თანდათან ქრება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა თაობის მიერ აღებული ვალების გასტუმრება მომდევნო თაობას მოუწევს. ქვეყნის განვითარებაც, რაც წინა თაობის ღირსეული სიბერის განმსაზღვრელი იქნება, უმეტესად სწორედ ახალგაზრდებზე იქნება დამოკიდებული მათი ცოდნის, შრომისუნარიანობის, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერების თუ ინოვაციური ხედვის გამო. შესაბამისად, შვილებში ჩადებული ინვესტიცია პირდაპირ ფულის თუ სხვა სარგებლის სახით არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოჯახს, არამედ მთელ საზოგადოებას დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ განვითარებასა და შვილების რაოდენობას შორის აშკარა კავშირი არსებობს, ოჯახის დაგეგმვის დროს სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია - მაგალითად, მომავალი მშობლების კულტურული, რელიგიური თუ პიროვნული შეხედულებები. თუმცა, საბოლოოდ, გადამწყვეტ როლს, როგორც წესი, მაინც ეკონომიკური ცვლადები თამაშობს.

ოჯახის ეკონომიკურად სწორად დაგეგმვისთვის აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ყოველწლიურად განახლებულ ე.წ. ბავშვის გაზრდის ხარჯების კალკულატორს სთავაზობს. სამინისტრო წინასწარ ითვლის ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ურბანული დასავლეთით, ურბანული შუადასავლეთით, ურბანული სამხრეთით და სოფლად - ბავშვის გაზრდა კოლეჯის ასაკამდე საშუალოდ რამდენი ჯდება. 2011 წელს, მაგალითად, ბავშვის გაზრდის ყველაზე მაღალი ხარჯი ჩრდილოაღმოსავლეთ ამერიკის ურბანულ ოჯახებს ჰქონდათ.

სწორედ ამ საშუალო მონაცემებს ადარებს კალკულატორი ყოველი დაინტერესებული მოქალაქის ხარჯებს. დაინტერესებული მოქალაქის მიერ დახარჯული თანხა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი და რამხელა შვილი ჰყავს, თვითონ დაოჯახებულია თუ არა, სად ცხოვრობს და რამდენია მისი ოჯახის შემოსავალი. კალკულატორის შედეგი ეფუძნება იმას, თუ რამდენს ხარჯავენ დაინტერესებული მოქალაქის მსგავსი ადამიანები ერთი წლის განმავლობაში. კალკულატორი ხარჯებს ოჯახის ბიუჯეტის ძირითადი კომპონენტების მიხედვით შლის - ბინით უზრუნველყოფა, კვება, ტრანსპორტირება, ჩაცმა, ჯანდაცვა, ბავშვის მოვლა, განათლება და სხვა. ეს წყვილებს ეხმარება უკეთ დაგეგმონ ოჯახი და წინასწარ იცოდნენ, რის ხარჯზე შეეძლებათ თანხების უფრო ეფექტიანად დაზოგვა.

განვითარებად სახელმწიფოებში ასეთ გათვლებს ნაკლებად აკეთებენ. ვიკიპედიაში მოძიებული მონაცემებით, ასეთ ქვეყნებში ბავშვის გაზრდა წელიწადში 900, აკვნიდან 17 წლის ასაკამდე კი - თითქმის 17 ათასი აშშ დოლარი ჯდება

10 წინასაარჩევნო თურქოფობია

▲back to top


ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

0x01 graphic

„რამდენიმე წლის წინ ჩემს ყურამდე მოვიდა აგორებული ჭორი - საქართველო სამართავად იოლი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში მილიონ-ნახევარი მოსახლე უნდა დარჩენილიყო, აქედან ქართველები მხოლოდ 40%25, ე.ი. სულ 600 ათასი. ამას თავის დროზე, შაჰ-აბასი, თემურ-ლენგი და სხვა ბარბაროსი დამპყრობლები ვერ ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, არც ჭორების ამყოლი ვარ და ეს ამბავიც აბსურდული მეგონა. დღეს რაც საქართველოში ხდება, სწორედ ამ ვარაუდებს ადასტურებს“.

ბიძინა ივანიშვილი, 4 აგვისტო 2012 . გაზეთი სპექტრი

წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების, საჯარო პირებისა და მედიის ნაწილი უფრო ინტენსიურად მიმართავს ქსენოფობიურ რიტორიკას. თუმცა ამან უკვე ტრადიციის სახე მიიღო - იგი საქართველოში გამართული თითქმის ყველა არჩევნების თანმდევი მანკიერება იყო. საინტერესოა, რომ ქსენოფობიის საარჩევნო თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ შეგნებულად იქმნება „მტრის ხატი“. იგონებენ საფრთხეს, შემდეგ რომ გვითხრან, როგორ გაუმკლავდებიან მას. „მტერზე“ საუბარი და ეთნიკური თუ რელიგიური გრძნობებით სპეკულაცია მომხრეთა მობილიზებისა და პოლიტიკური მეტოქის „გაშავებისთვისაც“ გამოიყენება. ჩვეულებრივ, ესა თუ ის პარტია აცხადებს, რომ არსებობს რუტინულ პოლიტიკურ საკითხებზე გაცილებით უფრო არსებითი პრობლემა, რომელიც „ძირს უთხრის“ ქართულ იდენტობას, გადაჯიშებას იწვევს და ყოფნა-არყოფნის წინაშე აყენებს ქართველ ერს. ამ მეტაპრობლემას მეორე პლანზე გადააქვს უშუალოდ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები. ამავდროულად, მტრის ხატის წინაშე უნდა გაფერმკრთალდეს ოპონენტის ყველა მიღწევა თუ ღირსებაც, ვინაიდან მეტოქეს ამ დროს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის რჯულსა და ეროვნებას ებრძვის. „მტერი“ ქვეყნის გარეთაც შეიძლება მოიძებნოს და შიგნითაც აფათურებდეს ხელებს.

1

საქართველოს პირველი პრეზიდენტი მომხრეთა კონსოლიდაციისთვის ეთნორელიგიურ რიტორიკას აქტიურად იყენებდა. ამ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინები „ჩამოთესლებული აფსუა“ და „ოსი სეპარატისტი“. შევარდნაძე, წინამორბედისგან განსხვავებით, ეთნიკურ ფაქტორზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდა. მაგრამ უკანონოდ მოპოვებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ეკლესიას დაეყრდნო. მან საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლების ერთ-ერთ კომპონენტად აქცია, რაც, მეორე მხრივ, ეკლესიის ავტორიტეტის ზრდასა და რელიგიური უმცირესობების დევნაში გამოიხატა. ქსენოფობიას ამ პერიოდში რელიგიური შეფერილობა მიეცა და სწორედ მაშინ გაჩნდა სტიგმა „იაღოველი“, რომლითაც ლიბერალების მარკირებას დღემდე ცდილობენ ხოლმე. ვარდების რევოლუციას ზღვარგადასული რელიგიური ექსტრემიზმის განეიტრალება, რელიგიის თავისუფლების ელემენტარული ნორმების დამკვიდრება და სამოქალაქო ერის მშენებლობის ამბიციის დეკლარირება მოჰყვა. ამის გამო, უმთავრესი იარაღი, რითაც ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, ისევ და ისევ რელიგიური და ქსენოფობიური რიტორიკა იყო: ხელისუფლება ანგრევს ეკლესიებს და გვართმევს ეროვნულობას - 2007 წლიდან მოყოლებული ეს ფრაზები ყველა საარჩევნო ციკლის დროს სხვადასხვა მოდიფიკაციით ხელახლა ტრიალდებოდა. საილუსტრაციოდ 2007 წელს გადაღებული, უცნობისა და ზაზა პაპუაშვილის კლიპი გამოდგება: ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი იყვნენ „ჩინელები“, მათი გაბადრული სახეების ფონზე კი ნამდვილი ქართველობა ტირანიის უღლის ქვეშ გმინავდა, ადათ-წესები და მშობლიური ენა დაუნდობლად ითელებოდა. ამ დროს მთელი სერიოზულობით დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ მთავრობას გამოჰყავს ჯიში ახალი ადამიანისა, რომელსაც ეროვნების, სარწმუნოების, ენისა და კაცური პრინციპების ერთგულება ექნება დაკარგული. ამ ტიპს სპეციალური სახელიც მოუძებნეს „ლიბერასტი“.

ყოველივე ამან, 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში მმართველი გუნდის ლიბერალიზმის სტანდარტიც დაბლა დასწია. ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად შეუდგნენ ეკლესიის თაყვანისცემას, რასაც, მაგალითად, საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდა და რელიგიური პრობლემატიკის ტაბუირება მოჰყვა შედეგად. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მათ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, 2009 წლიდანვე ინტეგრაციის მიმართულებით და რელიგიის თავისუფლების დასაცავად რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამ ცვლილებებიდან ყველაზე სარისკო და არაპოპულარული 2011 წელს რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის ახალი წესის შემოღება აღმოჩნდა. კანონის მიღებამ მასშტაბური ქსენოფობიის, განსაკუთრებით კი, არმენოფობიის ტალღის აგორება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის მალევე მინელდა, სიტყვათშეთანხმება „არ მინდა სომეხი პრეზიდენტი“ სწორედ ამ მღელვარებამ დალექა ოპოზიციურად განწყობილთა ცნობიერებაში.

2

0x01 graphic

მიტინგი მთავრობის სასახლესთან. თბილისი

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ზოგიერთ ლიბერალს იმედი ჩაუსახა, რომ უმცირესობების თემა და ეკლესია აღარ გახდებოდა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების საბაბი, ხოლო კრიტიკის მთავარი ვექტორი დემოკრატიის მდგომარეობისა და სოციალური პოლიტიკისკენ იქნებოდა მიმართული. ამ განცდას საფუძვლად, ალბათ, ის დაედო, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ოლიგარქი თავს ათეისტად აცხადებდა, თანაც პირველსავე პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად პოლიტიკურ პარტნიორებად თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები დაასახელა, ანუ ძალები, რომლებიც, ტოლერანტობის ხელშეწყობის გამო, რიხიანად კი არა, უფრო სუსტი ხმით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მათთვის, როგორც ჩანს, იმედისმომცემი იყო.

მაგრამ ახალბედა პოლიტიკოსმა ლიბერალებს იმედი სულ მალე გადაუწურა. რჯულზე მოექცა და საპატრიარქოში მოუხშირა სიარულს. შემდეგ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ფაშისტური ასავალ-დასავალი მისი საყვარელი გაზეთია, პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ადამიანი, რომელიც ამერიკის მთავრობას უმცირესობების მხარდაჭერას საყვედურობდა და ამბობდა, რომ ქართული კულტურისთვის რელიგიური თანასწორობის იდეა მიუღებელია. ივანიშვილმა მ. კობახიძის გარდა, კოალიციაში შეუწყნარებლობით გამორჩეული არაერთი პოლიტიკოსი და პარტიაც გააერთიანა, მაჟორიტარობის კანდიდატებად კი იმდენად ბევრი ოდიოზური შოვინისტი წარადგინა, რომ ზოგიერთზე სპეციალური განმარტების გაკეთებაც მოუწია. მაგრამ, რაც მთავარია, ბათუმში 5 ივლისს გამართულ აქციაზე ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ახალი „მტერი“ გამოავლინა - აზიზიეს მეჩეთი და დონერისა და ჩორბას სუნი ბათუმის ბულვარში.

3

0x01 graphic

ედუარდ-გიორგი შევარდნაძე

რუსეთის მუქ ფერებში ხატვას დიდი ოსტატობა არ სჭირდება. ის ბოლო ორასი წელია „ობიექტურად” მტერი სახელმწიფოა - ოკუპანტია, რომელსაც საგარეო საფრთხეთა ჩამონათვალში აშშ-ის შემდეგ, საქართველო ჰყავს ჩაწერილი. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ მისი მთავარი ინტერესი NATO-სკენ მიმავალი გზის გადაჭრა და დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობის შეცვლაა. თანაც ეს მიზნები რუსეთს ღიად აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებასაც მთავარ საგარეო და საშინაო საფრთხეებად, ბუნებრივია, რუსეთი და საქართველოში „რუსული“ პოლიტიკური ძალების გაძლიერება მიაჩნია.

ამ კონტექსტში, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რომ მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილის რუსულ ფესვებზე საუბრობს, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად ოპოზიციონერები ამას არ მალავენ ხოლმე. მაგალითად, ივანიშვილი აცხადებს, რომ აღარ მოიხსენიებს რუსეთს ოკუპანტად, მასთან სრულფასოვან სავაჭრო და პოლიტიკურ კომუნიკაციას აღადგენს, პუტინზე მეტი მონდომებით აბრალებს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ომის გაჩაღებას და თვლის, რომ სამხრეთ კავკასიის კონტროლი რუსეთის ბუნებრივი ისტორიული მისწრაფებაა.

ყოველივე ამის გამო, ქართული ოცნებისა და, მაგალითად, პარტია თავისუფალი საქართველოსთვის რუსეთი, როგორც მტრის ხატი, გამოუსადეგარია. პირიქით, წარმატების მისაღწევად მათ რუსეთისადმი ნეგატიური განწყობების გაფერმკრთალებაზე ზრუნვაც უწევთ. ამისთვის კი ხსენებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, როგორც ეტყობა, ალტერნატიული მეტასაფრთხის გამოვლენა, ახალი მტრის ხატის შექმნა განიზრახეს. ცხადია, რომ ცარიელ ადგილზე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ამ ოპერაციის შესრულება მხოლოდ და მხოლოდ წყლის ნაყვაა. ამიტომ მათ ისეთი „მტერი“ უნდა მოეფიქრებინათ, რომ ლის სახისმეტყველებასთან ისტორია, რელიგია, თანამედროვეობა და გარკვეული ემოციებიც იქნებოდა დაკავშირებული.

0x01 graphic

ბასილ მკალავიშვილი

მძიმე წარსული, ოშკისა და იშხნის ტაძრების გადარჩენის სანაცვლოდ აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე მოლაპარაკება, ორმხრივი ეკონომიკური ღიაობა, თურქი ტურისტების სიმრავლე, სტერეოტიპები, რომლის მიხედვით „ყველაფერი თურქული“ უხარისხო და უგემოვნოა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ინგრედიენტების ნაკრებმა განაპირობა ქსენოფობიის ახალი ობიექტის - თურქეთის გაჩენა. ისიც არის, რომ თურქული თემა, არმენოფობიისა და რელიგიური შეუწყნარებლობისგან განსხვავებით, ნეგატიურ საარჩევნო ეფექტს ვერ გამოიწვევს. თურქი საქართველოს მოქალაქეები საამისოდ მეტისმეტად ცოტანი არიან. ამ ყველაფერთან ერთად „მტერი“ თურქეთი „მტერი“ რუსეთის ერთადერთი რეალური ალტერნატივაა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მას საიმედო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორს უწოდებს საქართველოს „გამყიდველი“ ხელისუფლება.

ამიტომაც რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, მათი მხარდამჭერი ექსპერტები, ინტელიგენცია, მედია და სამღვდელო პირები ბოლო პერიოდში „იაღოველების“, „სომხებისა“ და ლიბერასტების ლანძღვაზე მეტად თურქეთზე, როგორც ახალ რელიგიურ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თუ, ზოგადად, ნაციონალურ საფრთხეზე საუბრით იქცევენ დროდადრო თავს. თურქოფობიური განცხადებები, როგორც წესი, რუსეთთან ოპოზიციურ წყვილშია მოწოდებული. მაგალითად, თუკი ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთია მტერი და ოკუპანტი, მაშინ თურქეთიც მტერი და ოკუპანტია, თუკი არსებობს რუსული ოკუპაციის მუზეუმი, მაშინ უნდა დაარსდეს თურქული ოკუპაციის მუზეუმიც, თუკი რუსეთმა თურქებისგან გაათავისუფლა აჭარა, თურქები ამჟამად მას ხელახლა იპყრობენ, თუკი რუსეთმა შემოგვინახა მართლმადიდებლობა, თურქეთი აჭარის ისლამიზაციით იყო და არის დაკავებული, საქართველოში ამერიკულ-თურქული გავლენა უნდა დაბალანსდეს რუსული გავლენით და ა.შ.

სიტყვათხმარებაში შემოვიდა ახალი ცნებები: „ნეოოსმანური იმპერიალიზმი“, რომლის მიზანია საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცევა, უარეს შემთხვევაში კი, ოკუპაცია. „თურქული ეკონომიკური მარწუხები“, რათა შემდეგში პოლიტიკურ მარწუხებში მოქცევა გაიოლდეს, „თურქული ისლამის გეოგრაფიის გაზრდა და მცოცავი ანექსია“, რაც ბათუმში სულთან აზიზიეს მეჩეთის აღდგენით უნდა დაგვირგვინდეს ან პირიქით, დაიწყოს; „ათიათასობით თურქისთვის მინიჭებული მოქალაქეობა“, რამაც სამომავლოდ აჭარაში გზა უნდა გაუხსნას თურქეთის სამხედრო შემოჭრას და სხვა.

„დაწყებულია დიდი თურქობა“, „თურქების პარპაში“, „ბათუმი ხოფად იქცა“, „მიმდინარეობს აჭარის აზიზიზაცია“ - ამ ტიპის განცხადებების ფონზე ხშირად მეორდება, რომ თურქების გამო საქართველოს მოქალაქეები დისკრიმინაციულ პირობებში შრომობენ, რომ თურქები ძალადობენ ქართველ ქალებზე, სჩადიან უამრავ დანაშაულს, სამართალდამცველები კი მათ ლოიალურად ეპყრობიან.

საბოლოო ჯამში, თურქოფობების მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თურქულ ინვესტიციებზე ერს, რჯულს, მიწებსა და ქართველ ქალებს ყიდის, ხოლო თურქული ექსპანსიის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებასა და მართლმადიდებელ რუსეთს ძალუძს, როგორც ამას აცხადებენ კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები აჭარიდან.

4

როგორია რეალობა? თურქეთი გეოპოლიტიკური მტერი კი არა, დღესდღეობით გამორჩეულად ძლიერი მოკავშირე და პარტნიორია როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც. იგი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთან კი არ შეასუსტა, არამედ გააძლიერა სამხედრო თანამშრომლობა. ამავდროულად, ჩვენთვის იგი NATO-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საერთო საზღვარი გვაკავშირებს.

სინამდვილეს არ შეესაბამება ისიც, რომ თურქეთი საქართველოში ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს. როგორც აღმოჩნდა, თურქეთი ინვესტორ ქვეყნებს შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ნორვეგიის, დანიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს. მონაცემები სხვაგვარიც რომ იყოს, ამ ტერმინით პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების აღწერა მაინც სერიოზული შეცდომა იქნებოდა.

მითია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს ათიათასობით თურქს, ისევე როგორც ტყუილი იყო თავის დროზე ის, რომ თითქოს „ყველაფერი ჩინელებმა იყიდეს“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2009-2011 წლებში ორმაგი მოქალაქეობა 25 314-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. აქედან, თურქეთის მოქალაქე მხოლოდ 538-ია. დანარჩენები კი რუსეთის, უკრაინის, ირანის, აშშ-ის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.

ასევე ტყუილია, რომ სამართალდამცველები არ რეაგირებენ თურქების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. თავისთავად ეს ცუდი ფაქტია, მაგრამ შესაძლებელია არაერთი თურქი მოქალაქის დასახელება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში პასუხისგებაში იყო მიცემული.

ერთადერთი, რამაც რეალურად შეიძლება წაახალისოს თურქოფობია, თურქეთიდან შემოსული ტურისტების მართლაც დიდი რაოდენობაა, რადგან უცხოსადმი შიში და უნდობლობა, სტერეოტიპზე დამყარებული დამოკიდებულება ყველა ტიპის საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.

0x01 graphic

აფხაზეთის ომი. 1992

თურქულ-ქართული ურთიერთობები შეუწყნარებლობის კი არა, საქართველოს კულტურული და ეკონომიკური გამდიდრების საფუძველი უნდა გახდეს, ისევე როგორც კეთილმეზობლობისა და მშვიდობის სიმბოლოდ უნდა იყოს მოაზრებული ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აღდგენა, იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ.

5

ცალკე სასაუბროა ის, თუ, ზოგადად, რა საფრთხეს შეიცავს ქსენოფობია. აქ მხოლოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ თავში დაწყებული საუბარი და გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას 1990-იანი წლების დამდეგს ეთნიკურმა შეუწყნარებლობამ შეუწყო ხელი. გამსახურდიასა და შევარდნაძის ხელისუფლებისთვის კი მათი საერთაშორისო დელეგიტიმაციის ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური და რელიგიური ქსენოფობიაც გახდა.

ამ შეხსენებით იმის თქმა მინდა, რომ ქსენოფობია ზიანის მომტანი, პირველ რიგში, თავად მისი სუბიექტებისა და იმ ერისთვისაა, რომლის დაცვის სახელითაც გამოხატავენ ხოლმე უცხოსადმი სიძულვილს. პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი შეუწყნარებლობა, როგორც წესი, პასუხად მათ საერთაშორისო დელეგიტიმაციას იწვევს.

ბოლო, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეროვნული საბჭო, რომელიც ქსენოფობიის ასპარეზზე ყველაზე მეტად გაისარჯა, საბოლოო ჯამში, წარუმატებელი გამოდგა; ახლა ვითარება შეცვლილია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფინანსური რესურსების გარშემოა კონსოლიდირებული, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ქსენოფობიური რიტორიკა ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად სწორედ იქ შეუშლის ხელს, სადაც „ოლიგარქი“ საკუთარ პიარზე უშურველად ხარჯავს ფულს - დასავლეთში.

მეორე მხრივ კი, ამან, რა თქმა უნდა, საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოსთან ამა თუ იმ გზით დაკავშირებულ თურქებსაც და მეზობლად მცხოვრებ და მომუშავე ქართველებსაც; ნაკლებად მიმზიდველი გახადოს საინვესტიციო გარემო; ბარიერები წარმოქმნას ქართულ-თურქულ პოლიტიკურ პარტნიორობაში და კიდევ უფრო დაბლა დასწიოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ურთიერთობების კულტურა.

მიუხედავად ამ საფრთხეებისა, ქართული ოცნებისგან (თავისუფალი საქართველო და კახა კუკავა საერთოდ რომ არ მივიღოთ მხედველობაში) ქსენოფობიაზე უარის თქმის მოლოდინი, ჩანს რომ, უიმედოა. მართალია, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ საკუთარ თავთან პოლიტიკურ დაპირისპირებას შეგვპირდა, მაგრამ ისიც დღესავით ნათელია, რომ აქ და ამჟამად ქართული ოცნება, ძალების უსაზღვრო დაძაბვისა და მონდომების შემთხვევაშიაც კი, ასეთ სასწაულს ვერ მოახდენს.

0x01 graphic

„ბათუმო, მე შენი ბულვარი მომენატრა, არა ის ბულვარი, ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი“.

ბათუმში გამართულ ქართული ოცნების აქციაზე მხატვარი კაკო ძნელაძე

„თურქეთს არა მარტო აჭარაზე, არამედ მთლიანად საქართველოზე აქვს პრეტენზია და ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული ერი, რომ ასეთი პრეტენზიები ძირშივე მოვსპოთ“.

ურმან დუმბაძე, კოალიცია ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი

„რიგითი თურქისთვის აჭარა თურქული სულიერი და ეკონომიკური სივრცის ნაწილი გახდა. რაღა ბათუმი და რაღა ხოფა, უკვე ვეღარც განასხვავებენ თურქები. პირადად შევსწრებივარ აჭარის ქუჩებში თურქების მიერ კანონდარღვევის არაერთ ფაქტს, მაგრამ მათ ხელს ვერ ჰკიდებენ. ჩემი თვალით ვნახე, მოჩხუბარი ქართველები და თურქები როგორ გააშველა პატრულმა და დამნაშავე თურქების ნაცვლად როგორ დაიჭირეს უდანაშაულო ქართველები“.

ამუკა არეშიძე, კოალიცია ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი

„ლამისაა ტვინი გადაჭამა მთელ საქართველოს ბათუმთან დაკავშირებით. ეს გარკვეულ ეჭვებს იწვევდა. 26 მაისს ქუთაისში ჩატარებული აღლუმი, ალბათ, იხილეთ, სადაც ქართულ ხუთჯვრიან დროშასთან ერთად თურქული დროშა ფრიალებდა“.

ალვა ხაჭაპურიძე, პარტია ეროვნულები, კოალიცია ქართული ოცნება

„თურქეთი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას აჭარის მოსახლეობის გაქრისტიანებისადმი. ამას საკუთარი გავლენის შესუსტების წინაპირობად მიიჩნევს და ამიტომაც ხელს უწყობს მეჩეთებისა და მედრესეების ამოქმედებას, რომელთა ფუნქციაც ისლამის გავრცელება და ნეოოსმანური სულისკვეთებით გამსჭვალული ახალგაზრდების აღზრდაა“.

ვასილ მაღლაფერიძე, გადაცემის ავტორი, მე-9 არხი

„ქართულ-ლაზური მიზიდულობის გაღვივება და, პირდაპირ თუ ირიბად, თურქეთის მოქალაქე ლაზების სამშობლოდ საქართველოს გამოცხადება სრულ ჰარმონიაში მოდის ნეოოსმანური დოქტრინის სულისკვეთებასთან, ვინაიდან ამგვარი „ლაზიკიზაცია“ ნიადაგს ამზადებს დიდი რაოდენობით თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და მესხეთელი თურქების ჩამოსახლებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოში“.

ასილ მაღლაფერიძე, გადაცემის ავტორი, მე-9 არხი

„მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. თუ მათ დიდხანს ვაბოგინებთ, ეროვნული გადაგვარება მოგველის.

მანანა კობახიძე, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე

„მე მინდა შევახსენო მკითხველს, რომ აჭარა სააკაშვილის უგუნური პოლიტიკით გვეკარგება. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან გაძლიერდა აჭარაში თურქული იდეოლოგიისა და ეკონომიკური ექსპანსია“.

ოთა ზოიძე, კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი შუახევში

11 ფოტოესე

▲back to top


BMX-ის შეჯიბრი რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

0x01 graphic

12 რას შეცვლის საპრეზიდენტო არჩევნები

▲back to top


მსოფლიო

ამერიკის საგარეო პოლიტიკა

მიხეილ ბასილაია

ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 6 ნოემბრის არჩევნებზე მთავარი თემებია საბიუჯეტო დეფიციტი, საჯარო ვალი, უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი და ისინი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს დაჩრდილავენ. საშუალოდ, 20 ამერიკელი ამომრჩევლიდან საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტი მხოლოდ ერთისთვისაა. ორივე კანდიდატის, მოქმედ პრეზიდენტ ობამასა და რესპუბლიკელ რომნის საარჩევნო კამპანია ეკონომიკაზეა ფოკუსირებული. არჩევნების შედეგების გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე უფრო დანარჩენი მსოფლიოსთვისაა აქტუალური.

0x01 graphic

2008 წელს ობამა პრეზიდენტის პოსტზე საგარეო პოლიტიკური ამბიციებით დატვირთული მოვიდა. მას მემკვიდრეობით ერაყი და ავღანეთი ერგო, გამწვავდა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი და დადგა არაბული გაზაფხული. ობამამ საკუთარ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაძვრა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაუმატა.

რესპუბლიკელები გამუდმებით აკრიტიკებდნენ მის საგარეო ნაბიჯებს. რომნი და მისი თანაგუნდელები მოქმედ პრეზიდენტს სისუსტესა და კრიტიკული საკითხების არასწორ მართვაში ადანაშაულებენ. რესპუბლიკელები ამომრჩეველს უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ჰპირდებიან.

რომნიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამერიკის უპირველეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და გაპრეზიდენტების მეორე დღესვე ჩინეთს ფინანსურ მანიპულატორად გამოაცხადებს. მიმომხილველთა ნაწილის აზრით, ობამასა და რომნის საგარეო პოლიტიკებს შორის მცირე განსხვავება იქნება და რადიკალურ ცვლილებებს (მიუხედავად რესპუბლიკელთა რიტორიკისა) არ უნდა ველოდოთ.

0x01 graphic

სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

მომდევნო პრეზიდენტს მოუწევს ბოლო წლებში გავრცელებულ აზრთან გამკლავება, რომ ამერიკის სიძლიერე იკლებს. ექსპერტები მულტიპოლარულ მსოფლიოს, ანაც ჩინეთის ჰეგემონობას წინასწარმეტყველებენ. მიმომხილველები ვეს მიტჩელი და იაკუბ გრიგიელი აღნიშნავენ, რომ ამერიკის გავლენა სამ რეგიონში გამოიცდება - აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამ რეგიონებში ამერიკას ჰყავს მოკავშირეები, რომელთა უსაფრთხოება ვაშინგტონის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მიტჩელი და გრიგიელი განმარტავენ, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აქამდეც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან შეამოწმონ ამერიკის მზაობა.

თავდაპირველად, მიუხედავად მათი ავტორიტარიზმისა და დამოკიდებულებისა ამერიკის მოკავშირეების მიმართ, ობამა რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან საერთო ენის გამონახვას შეეცადა. ამერიკის პარტნიორებს საკუთარ უსაფრთხოებაში ეჭვი შეეპარათ, რაზეც გაზრდილი სამხედრო ხარჯებიც მიუთითებს.

2005-09 წლებში, წინა 5 წელიწადთან შედარებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამხედრო ხარჯები ორჯერ გაიზარდა (მაგალითად, მალაიზიის - 722 პროცენტით). ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, თავდაცვაზე ადრინდელზე ათეულობით მილიარდი დოლარით მეტის დახარჯვას გეგმავენ. გარდა ერთგვარი შეიარაღებათა რბოლისა, ამერიკის უკანდახევის შესაძლო შედეგი რეგიონებში თავისუფალი ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაკნინებაა.

ობამას ადმინისტრაციისადმი უნდობლობა 2012 წლის მარტში სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ გაძლიერდა. მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა ობამასა და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პირადი საუბარი. ობამა რუს კოლეგას ეუბნებოდა, რომ არჩევნების შემდეგ მას მიეცემოდა საშუალება, ყოფილიყო უფრო მოქნილი ანტირასაკეტო თავდაცვის საკითხზე მოლაპარაკებებში. გაჩნდა ეჭვები, რომ ობამას მოქნილობა სხვა საკითხებსა (მაგალითად, ირანის ბირთვულ პროგრამაზე) და ამერიკის მოკავშირეებზეც გავრცელდებოდა. მის მოკავშირეებს, მაგალითად, ისრაელს, თეთრი სახლის მიმართ უნდობლობის გაღრმავების საფუძველი მიეცათ. რომნის გუნდის წევრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ელიოტ კოენი თვლის, რომ ობამასგან განსხვავებით, რომნი პირველ რიგში მოკავშირე ქვეყნების ინტერესების დაცვით დაკავდება.

0x01 graphic

ბინიამინ ნეთანიაჰუ და ლეონ პანეტა

ობამას ადმინისტრაციის მეორე შეცდომა ერთგვარ იმპერიულ თვითიმედოვნებას უკავშირდება. მის მოქმედებებში იმპლიციტურად გამოსჭვივის რწმენა, რომ საშინაო პრობლემებზე კონცენტრირებისა და საერთაშორისო პრობლემებისადმი ყურადღების მოდუნების მიუხედავად, ამერიკა მაინც შეძლებს გავლენის შენარჩუნებას. მიტჩელი და გრიგიელი აღნიშნავენ, რომ მართალია ამერიკას თავდაცვის ბიუჯეტი არ შეუმცირებია, მაგრამ მისი მოკავშირეები უფრო მეტად ობამას გამოსვლებს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე პენტაგონის ბიუჯეტს.

მიტ რომნი ცდილობს, ობამას პრეზიდენტობის საწყის პერიოდში დაშვებული შეცდომები გამოიყენოს. რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკური რიტორიკა და დოკუმენტები (მაგალითად, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტი An American Century) ამერიკის მიერ აქტიურ, მკვეთრად ფორმულირებულ საგარეო პოლიტიკის დაბრუნებაზე საუბრობენ. რომნის თქმით, როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია - ეს არის ექსპრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული „მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით“ მიდგომა.

ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მისი ოპონენტები ჩავარდნილად თვლიან. პრეზიდენტმა ჩეხეთსა და პოლონეთში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებაც გადაიფიქრა, მაგრამ რუსეთთან საერთო ენა მაინც ვერ გამონახა. ობამას გადატვირთვას რომნი რუსეთის ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მეტოქედ დასახელებით პასუხობს. რომნის გუნდის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ავტორიტარიზმში კიდევ უფრო ჩაძირვაა. ასევე ისიც, რომ რუსეთი ამერიკის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს - ეხმარება ირანსა და სირიას, ხელს უშლის ირანზე საერთაშორისო სანქციების დაწესებას და პოსტსაბჭოთა სივრცის თავის გავლენის სფეროდ დაკანონებას ცდილობს. რომნი აცხადებს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის შემცირების New START ხელშეკრულებას გადახედავს.

ბირთვული ირანი, როგორც ობამასთვის, ისე რომნისთვისაც მიუღებელი იქნება. მაგრამ ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, უფრო მკაცრ რიტორიკას გამოიყენებს.

ობამამ ირანზე საერთაშორისო სანქციების გაფართოებას მიაღწია, თუმცა მათი ბირთვული მადა ჯერჯერობით ვერ ჩააცხრო. რომნი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საუბრობს. კანდიდატი აპირებს, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდები მუდმივად იმყოფებოდნენ.

თუ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება სანქციებით ვერ მოხერხდა, ისრაელმა, შესაძლოა, სამხედრო ალტერნატივა აამოქმედოს. ამერიკის პრეზიდენტს, რომნი იქნება თუ ობამა, მოუწევს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მდგომარეობის მართვა.

2014 წელს ავღანეთიდან გამოსვლაც იგეგმება. თარიღი წინასწარ ობამამ დათქვა, რამაც თალიბანთან და სხვა ექსტრემისტულ მოძრაობებთან ამერიკის პოზიცია დაასუსტა. რომნის კამპანიის საგარეო პოლიტიკური საკითხების დირექტორი ალექს ვონგი განმარტავს, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი ეთანხმება ავღანეთიდან ამერიკელთა გამოსვლის პერიოდს, მაგრამ თარიღის წინასწარ დასახელებას შეცდომად მიიჩნევს. რომნი საკუთარ წინასაარჩევნო საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში აღნიშნავს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გამოყვანისას სამხედრო მეთაურების რეკომენდაციებს დაეყრდნობა. დაუშვებელია, რომ ამერიკელთა გამოსვლის შემდეგ თალიბანმა და სხვა ექსტრემისტულმა მოძრაობებმა ადრინდელი გავლენა დაიბრუნონ.

ობამამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის საკვანძო რეგიონად დაასახელა. რეგიონში ამერიკის ინტერესებია ჩინეთის გავლენის დაბალანსება და თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნება. ამერიკა 2,500-კაციან სამხედრო კონტინგენტს განათავსებს ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე პორტ დარვინში. გარდა ამისა, ვაშინგტონი ცდილობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ინდონეზიასთან, ფილიპინებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

რომნი აცხადებს, რომ ჩინეთს ამერიკასთან კონფრონტაციის უსარგებლობაში დაარწმუნებს და გაპრეზიდენტების პირველ დღესვე აიძულებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების პრინციპების დაცვას. ამასთანავე, რომნის წყნარ ოკეანეში ამერიკის სამხედრო ძალების გაფართოება სურს. ინდოეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება რომნის რეგიონული პოლიტიკური გეგმების კიდევ ერთი პუნქტია. ბრიტანული გამოცემა The Economist აღნიშნავს, რომ ჩინეთისადმი მკაცრი რიტორიკა უკვე 20 წელია ახასიათებთ ამერიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მათი მიდგომა შედარებით ზომიერია. ჩინეთის ფინანსურ მანიპულატორად გამოცხადება გაპრეზიდენტებამდე ობამასაც სურდა.

2008 წელს, გაპრეზიდენტების შემდეგ, ობამამ პირველად ისრაელ-პალესტინის საკითხი ამოიღო მიზანში. მისი მიდგომის არსი მოლაპარაკებების დაძვრის მიზნით ისრაელზე ზეწოლა გახლდათ - სურდა პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ეიძულებინა, დასავლეთ ნაპირზე ახალშენების მშენებლობა შეეჩერებინა. ისე გამოვიდა, რომ რაც პალესტინელებს დათმობებით უნდა მიეღოთ, უსასყიდლოდ მიიღეს. ამერიკის პრეზიდენტის ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა. ურთიერთობები დაიძაბა ისრაელთან და ვერც პალესტინელების გული მოიგო. მიმომხილველთა ვარაუდით, რომნიც არანაკლებ გაამახვილებს ყურადღებას ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებებზე.

ალექს ვონგი აღნიშნავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რომნის პირველი ვიზიტი სწორედ ისრაელში შედგება. თავად რომნი მიუთითებს, რომ ისრაელს ამერიკის მხარდაჭერაში ეჭვი არ შეეპარება და ეს ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებისთვისაც იქნება სასარგებლო. რომნი იმუშავებს თურქეთთან და ეგვიპტესთან, ამ ორ ქვეყანასა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

ობამას აკრიტიკებენ, რომ 2009 წელს ირანში საპროტესტო აქციებზე გამოსულ დემოკრატიულ ძალებს სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. პრეზიდენტის ოპონენტებს არც ის მოსწონთ, თუ როგორ მიუდგა ამერიკა არაბულ გაზაფხულსა და მის შედეგებს. ისინი მიიჩნევენ, რომ თეთრმა სახლმა მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლ რადიკალ, ისლამისტურ ძალებს (მაგალითად, მუსლიმურ საძმოს) და არა დემოკრატიულ მოძრაობებს. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, არაბული გაზაფხულის შემდგომ ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის ამერიკას ბერკეტები შეუმცირდა.

რომნი ობამაზე მეტ ყურადღებას უთმობს სამხრეთ ამერიკას. პრეზიდენტი ვენესუელას უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევს, რომნი კი ცდილობს ამომრჩეველს ანახოს, რომ აქაც პრინციპულ პოზიციას დაიკავებს. მისი თქმით, ირანის მოკავშირე ვენესუელა ავტორიტარული ძალაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასა და დემოკრატიის გავრცელებას უდგას წინ.

ობამასა და რომნის შორის განსხვავება, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობის კუთხითაც იქნება. ობამა მეტ ყურადღებას მიაქცევს საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას - მაგალითად, ჩინეთთან ურთიერთობას APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი) ფარგლებში. ითვლება, რომ რესპუბლიკელები დემოკრატებზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კონფლიქტების მოგვარების მულტილატერალისტურ მიდგომას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მულტილატერალიზმი შეიძლება რომნისთვისაც მისაღებ პოლიტიკურ ალტერნატივად იქცეს.

0x01 graphic

ჯო ბაიდენი და ჰამიდ ყარზაი

რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მიერ ერთმანეთის კრიტიკის მიუხედავად, მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორივე პარტია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე თანხმდება. Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ წერილში მიმომხილველი აარონ დევიდ მილერი აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ომის შემდგომ ეპოქაში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხების შესახებ სრული ჰარმონიაა. ისინი თანხმდებიან ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებასა და ანტიტერორისტულ ტაქტიკაზე. ორი მხარე ერთ პოზიციამდე ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკამ მიიყვანა.

ბუშის კონტრტერორისტული პოლიტიკა სადაზვერვო სამსახურების გააქტიურებასა და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით ავღანეთსა და პაკისტანში თალიბანისა და ალ-ყაიდას თავშესაფრების დაბომბვას ითვალისწინებდა. მიდგომამ წარმატება მოიტანა. შეიძლება ითქვას, ამერიკელებმა მოახერხეს და თამაში მეტოქის მოედანზე გადაიტანეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტი ვერ განახორციელეს.

ობამამ, გაპრეზიდენტებამდე ბუშის კრიტიკის მიუხედავად, ტერორიზმთან ბრძოლის მისი ტაქტიკის გამოყენება გააგრძელა (დაპირების მიუხედავად, არც გუანტანამოს საპყრობილე გაუუქმებია). ობამას პრეზიდენტობისას, ამერიკელებმა მოახერხეს ჯერ მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, 2012 წლის ივნისში კი ალ-ყაიდას იერარქიაში მეორე პირი, აბუ იაჰია ალ-ლიბიც გაანადგურეს.

ბუშის ერაყული და ავღანური კამპანიები, მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად, ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა - ამერიკას ამ ქვეყნების აღმშენებლობაზე უწევს ზრუნვა. შედეგად, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის ელიტა კიდევ ერთ რისკიან საგარეო პოლიტიკურ კამპანიას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დათანხმდება.

ერთია რესპუბლიკელთა და დემოკრატთა საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი, მეორე კი ამ კონსენსუსის სარგებლიანობა. Foreign Policy-ის სტატიაში ექსპერტი მაიკლ კოენი აღნიშნავს, რომ აზრთა თანხვედრა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული პრობლემის უფრო სწრაფად გადაჭრას, მეორე მხრივ კი - ისეთ საკითხებზე შეთანხმებას, როგორებიცაა მსოფლიოში ლიბერალური ეკონომიკებისა და თავისუფალი დემოკრატიების წახალისება. მაგრამ საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი თრგუნავს ალტერნატიულ აზრს, ზღუდავს სხვადასხვა პოლიტიკური ალტერნატივების განხილვას და დღის წესრიგიდან აგდებს პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელ იდეებს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიის მკვლევარი კრისტოფერ ნიკოლსი აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკური კონსენსუსი ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ წლებსა და მე-19 საუკუნეში არსებობდა. მაშინ ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა ქვეყანას ევროპული, მონარქიული ძალის პოლიტიკისგან მაგალითი არ უნდა აეღო. კონსენსუსი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც ამერიკის პოლიტიკური ელიტის საგარეო პოლიტიკურ იმპერატივად კომუნიზმის შეჩერება იქცა. მაიკლ კოენი წერს, რომ ამან დადებითი შედეგებიც მოიტანა (მარშალის გეგმა, რომელმაც ევროპის აღმშენებლობას შეუწყო ხელი და NATO), მაგრამ ამერიკა არასაჭირო სამხედრო კონფლიქტებში ჩაითრია.

ობამას თავის საგარეო პოლიტიკურ გუნდში არ ჰყავს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას საშუალება ექნება ახალი სახელმწიფო მდივანი აირჩიოს, რადგანაც ჰილარი კლინტონი თანამდებობას ტოვებს. მაიკლ კოენი ობამას (ისევე, როგორც რომნის) ურჩევს, ექსპრეზიდენტ ვუდრო ვილსონისგან აიღოს მაგალითი და საგარეო პოლიტიკისთვის ე.წ. მეტოქეთა გუნდი შექმნას. აღსანიშნავია, რომ კლინტონის შემცვლელად მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ჯონ კერი მოიაზრება. კერი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშთან დამარცხდა, 2009 წლიდან კი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უდგას სათავეში.

უცნობია რომნის სავარაუდო საგარეო პოლიტიკური გუნდი - უფრო სწორად, წამყვანი თანამდებობებისთვის მრავალი სავარაუდო კანდიდატი არსებობს. რომნის კამპანიის საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის საკითხების მრჩეველთა გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი პოლიტიკოსებით, დიპლომატებითა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით. მათ შორის გამოსარჩევია თურქეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ერიკ ედელმანი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ელიოტ კოენი, ყოფილი სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან - ჯიმ ტალენტი და ნორმ კოულმენი. რომნის ჰყავს დან სენორიც, რომელიც ერაყში კოალიციური ძალების ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო და რიჩარდ უილიამსონი, დიპლომატი, რომელსაც ჯერ კიდევ რონალდ რეიგანთან უმუშავია და ამჟამად ამერიკის სპეციალური წარმომადგენელია სუდანში.

აღსანიშნავია ასევე რობერტ კაგანი, ანალიტიკური ცენტრის Brookings Institution საგარეო პოლიტიკური მიმომხილველი. უილიამსონის მსგავსად, რეიგანის ადმინისტრაციაში მუშაობდა ჯონ ლემანიც, რომელიც 1981-1987 წლებში ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების მინისტრი იყო. რუსეთის საკითხებში რომნის მრჩევლად ჰყავს ლეონ არონი, ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute რუსეთის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი.

მიუხედავად საგარეო პოლიტიკური დოკუმენტის (An American Century) გამოქვეყნებისა, მიმომხილველთა ნაწილი რომნის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის სიმწირეს უჩივის. რესპუბლიკელი კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე მსჯელობა ანალიტიკურ ცენტრში American Enterprise Institute გამოსვლიდან შეიძლება (2007 წელს). მაშინ რომნიმ ახლო აღმოსავლეთისთვის ერთგვარი მარშალის გეგმის იდეაზე ისაუბრა.

2010 წელს რომნიმ გამოუშვა წიგნი No Apology: The Case for American Greatness, რომელშიც ამერიკისთვის სამ მთავარ საფრთხედ დაასახელა ჩინეთის სამხედრო გაძლიერება, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდა და გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობა. 2011 წლის ოქტომბერში კი ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის დაფინანსების გაზრდაზე, ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ერთი დიპლომატის გარშემო კოორდინაციასა და სარაკეტო თავდაცვის დაფინანსების შეკვეცის გაუქმებაზე ისაუბრა. მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე რომნი ერთხელ მაინც ილაპარაკებს ვრცლად თავის საგარეო პოლიტიკაზე.

კანდიდატების წინასაარჩევნო საგარეო პოლიტიკურ რიტორიკაში საკუთარი ადგილი უჭირავს ამერიკის გამორჩეულობის (American Exceptionalism) შესახებ საუბარს. კონცეფციას ერთი კონკრეტული განსაზღვრება არ აქვს, თუმცა ის ქვეყნის განსაკუთრებულ როლს (მაგალითად, მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად) გულისხმობს მსოფლიო პოლიტიკაში. რომნის თქმით, მას სჯერა ამერიკის გამორჩეულობის, ხოლო ობამასთვის ამერიკა ერთი რიგითი ქვეყანაა. თავად ობამა ქვეყნის გამორჩეულობის რწმენის დადასტურებად საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ასახელებს. მიმომხილველი ური ფრიდმანი აღნიშნავს, რომ ამერიკის გამორჩეულობაზე საუბარი ხშირად გადაიზრდება ხოლმე კამათში, თუ ვის უფრო უყვარს ქვეყანა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავალს არჩევნები გამოარკვევს, მაგრამ არც რომნის და არც ობამას მომავლის განჭვრეტის ზებუნებრივი უნარი არ გააჩნიათ. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველთა გუნდს ჰქონდა ხედვა, რომლის მიხედვითაც ცივი ომის შემდგომ გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის სიძლიერეს სხვა სახელმწიფოები კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამერიკის მთავარი მეტოქე არა რომელიმე ქვეყანა, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდა იყო. ამერიკის გამორჩეულობის რწმენასთან ერთად, კანდიდატებს მოვლენების არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარებისთვის მზაობაც დასჭირდებათ.

2012 წლის 29 აგვისტოს, ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა ახალი პლატფორმა მიიღეს. საგარეო პოლიტიკის კუთხით აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის პროგრამა ცალკე ეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა ის საკითხებია, რომელსაც დოკუმენტი აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საერთო სფეროებად ასახელებს. თუმცა, ამგვარი თანამშრომლობის მისაღწევად, რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს რუსეთს გადახედოს იმ გზას, რომელსაც ქვეყანა ატარებს. „ოპოზიციურ პარტიებზე, პრესასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებზე ზეწოლა; არაპროვოცირებული შეჭრა საქართველოში; ახლო აღმოსავლეთის ტირანებთან ერთად მწყობრში ჩადგომა; და მეზობლების დაშინება იმ ფონზე, როდესაც იცავენ უკანასკნელ სტალინისტურ რეჟიმს ბელარუსში. რუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია დოკუმენტში. რესპუბლიკელების პლატფორმა დეტალურად მიმოიხილავს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხსაც. „რუსეთთან უნდა დამყარდეს მუდმივი ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ არა სანქციების გარეშე რუსეთის იმ ოფიციალურ პირებზე, რომლებმაც გამოიყენეს ხელისუფლება ადამიანის უფლებების დასარღვევად. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაგნიცკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტის ამოქმედებას, როგორც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობას“.

13 პარტიებით გადაღლა

▲back to top


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო პარტიული აქტივობა შეინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 21 საარჩევნო სუბიექტი.

პარტიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხზე. წინასაარჩევნო პროცესში სამოქალაქო აქტივობის უზრუნველსაყოფად საქართველოში საკანონმდებლო იძულებას მიმართეს და ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს სატელევიზიო ეთერი დაუთმეს.

პოლიტიკურ პროცესებში მსგავსი ხელოვნური ჩარევა ხშირად უკუშედეგს იწვევს. ამომრჩეველს უჭირს წინასაარჩევნოდ სპონტანურად ფორმირებული გაერთიანებების პროგრამების საფუძვლიანად გაცნობა და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

ქართული პოლიტიკური ჯგუფების წევრთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2008 წლის მონაცემებით, ყველა პარტიის წევრთა ჯამი მოსახლეობის 1%25-ს არ აღემატება.

მსგავსი დინამიკა შეინიშნება დასავლეთ ევროპაშიც. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურად 300-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა ყველა მათგანის წევრთა საერთო რიცხვს წელს ტურისტული პლატფორმის, ქარავან-კლუბის წევრების რაოდენობამ გადააჭარბა.

მკვლევრები დასავლეთში პოლიტიკური პარტიების დაისს წინასწარმეტყველებენ. ევროპელების პარტიული აქტივობა უკვე 30 წელია სტაბილურად იკლებს, თუმცა 1998 წლიდან მოყოლებული, ბრიტანულმა პარტიებმა წევრების რეკორდული რაოდენობა, 36%25 დაკარგეს. საშუალოდ 25%25-იანი დანაკლისი განიცადეს გერმანულმა, შვედურმა და ნორვეგიულმა პარტიებმაც.

საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი პარტიის წევრობის საფასურის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ხდება. დასავლეთ ევროპაში ტრადიციული პოლიტიკური პარტიების საწევრო გადასახადი 20-30 ევროს შეადგენს. შედარებით ახალი პოლიტიკური ჯგუფების საწევრო კიდევ უფრო ნაკლებია. ამერიკულ Tea-party-ში გაწევრიანება კი სრულიად უფასოდ, ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეიძლება.

მიუხედავად ამისა, პარტიული კუთვნილება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საგრძნობლად შემცირდა. თანამედროვე პოლიტიკური პარტიების სამშობლოში შარშან უპარტიო ამომრჩევლის რიცხვმა რეკორდულ 40%25-ს მიაღწია, წინასაარჩევნოდ კი „დამოუკიდებელთა“ რაოდენობა კიდევ უფრო, 44%25-მდე გაიზარდა.

ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ინგრიდ ვან ბიზენის მეთაურობით შეეცადა აეხსნა, თუ რამ გამოიწვია პარტიების პოპულარობის კლება. უკანასკნელ კვლევაში „მიდიან, მიდიან. წავიდნენ?“ მეცნიერები რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ.

პირველ რიგში, გამოყოფენ ბოლო დროის ორ მნიშვნელოვან ტენდენციას: გლობალიზაციასა და ინდივიდუალიზმს. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ სჯერა, რომ პოლიტიკოსებს მათ წინაშე მდგარი გლობალური პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ.

თვალშისაცემია ახალი მედიის ეფექტიც. პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირება ინტერნეტმა იმდენად გააადვილა, რომ პარტიული შეხვედრები მოძველებულ და მოსაწყენ თავყრილობებს დაემსგავსა.

ამერიკელი მკვლევრები ახალი ტიპის ამომრჩეველზე მიუთითებენ. 21-ე საუკუნის უპარტიოები სპეციფიკური პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევიან: ნაწილი არ კმაყოფილდება პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებით და ცდილობს პოლიტიკოსებს საკუთარი იდეების გათვალისწინება აიძულოს.

მეორე ნაწილი კი, პირიქით, ინდიფერენტულია პოლიტიკური პროცესების მიმართ და საერთოდ არ ინტერესდება პარტიული პროგრამებით. ასეთი უპარტიოების მომრავლებამ მომავალში შესაძლოა საშიში რეალობის წინაშე დაგვაყენოს. პარტიების დაკნინების შემთხვევაში მოხდება პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება და გართულდება მთავრობის ფორმირება. არ არის გამორიცხული, პოლიტიკა დინასტიურ და ელიტურ საწყისებს დაუბრუნდეს.

სიმრავლის მიუხედავად, უპარტიოები ჯერჯერობით დასავლურ პოლიტიკურ კლიმატს მაინც ვერ ქმნიან. პარტიების წევრთა შემცირებას არ უჩივიან ავსტრიასა და იტალიაში. ევროპის მასშტაბით ჩატარებულ უკანასკნელ არჩევნებში უმრავლესობა კვლავ ტრადიციულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოიპოვეს. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაც, მცირე გამონაკლისების გარდა, ორპარტიული რჩება.

მიუხედავად ამისა, ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ პარტიები დღემდე არსებული სახით დიდხანს ვეღარ იარსებებენ. წევრების და, შესაბამისად, მათი შემოწირულობების შემცირება, პოლიტიკურ ჯგუფებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგებს. კერძო პირებისგან მრავალრიცხოვანი შემოწირულობების მიღებამ კი შესაძლოა პარტიების მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს და მათი ლეგიტიმაციის ხარისხი შეასუსტოს.

პროგნოზები მრავალფეროვანია, თუმცა ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე ნაკლებ გავლენას ახდენს. საქართველოში საარჩევნო აქტივობა ტრადიციულად მაღალია, წინასაარჩევნო პროცესი კი მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ევროპული და ამერიკული პარტიებიც სამუშაო რეჟიმს ინარჩუნებენ. იქამდე მაინც, სანამ პარტიული მეორედ მოსვლა დაიწყება.

14 ინდონეზია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

▲back to top


მსოფლიო

შოთა კაკაბაძე

0x01 graphic

პრა ბო ვო სუ ბი ან ტო

ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მედიაში უკვე ფართოდ გაიშალა დისკუსია პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატზე - ქარიზმატული პრაბოვო სუბიანტო, ყოფილი გენერალი და ექსპრეზიდენტ სუჰარტოს სიძეა. ის ამავდროულად დიდი ინდონეზიის მოძრაობის პარტიის (Gerindra) დამფუძნებელიცაა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს, სუჰარტოს 32-წლიანი მმართველობის დასრულებასთან ერთად, სუბიანტო, როგორც ინდონეზიის სპეციალური რაზმების მეთაური, მთელი რიგი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში დამნაშავედ ცნეს და სამხედრო სამსახურიდანაც დაითხოვეს, დღეს სწორედ მისი წარსული გამოცდილებაა მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის მთავარი მიზეზი.

ანალიტიკოსთა აზრით, კორუფციით, უვადოდ გადადებული ინფრასტრუქტურული პროექტებითა და არაეფექტური პოლიტიკით დაღლილი ინდონეზიის მოსახლეობა მმართველის მკაცრ ხელზე ამყარებს იმედს. ასეთად კი ინდონეზიელებს სწორედ ყოფილი გენერალი ესახებათ, რომელიც გაჭიანურებული ინფრასტურქტურული პროექტების მიმართ სამხედრო სტილში ეფექტურად მიდგომის პირობას დებს.

0x01 graphic

სუჰარტო

პრაბოვო ასევე შედარებით სეკულარულ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა და მისი შესაძლო გაპრეზიდენტება, ინდონეზიაში ბოლო დროს რადიკალური ისლამისტების მომძლავრების დაბალანსებას მოასწავებს.

რაც შეეხება პრაბოვოს შესაძლო კონკურენტებს - ამჟამინდელ პრეზიდენტს, იუდჰოინოს, კანონმდებლობა ხელახლა კენჭისყრის უფლებას არ აძლევს, ხოლო მმართველი დემოკრატიული პარტია ჯერ საკუთარ კანდიდატურას არ ასახელებს. წინა ორ არჩევნებში დამარცხებულ მეგავატი სუკარნოპუტრს კი ინდონეზიის დემოკრატიული პარტია - ბრძოლის (PDI-P) ელიტა ახალგაზრდების სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის დათმობას სთხოვს.

თუმცა ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის ახალი მეთაური, ინდონეზიაში მოსაგვარებელი პრობლემების სია საკმაოდ ვრცელია. სუჰარტოს რეჟიმის დასრულებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში შედარებით სტაბილურობა კი მოჰყვა, მაგრამ კორუფციის დონე ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. სულ უფრო და უფრო ფართოვდება უფსკრული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. ინდონეზიის ზოგიერთი ნაწილი კი რელიგიურ დაპირისპირებებში აღმოჩნდა ჩართული.

მართალია, 1998 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ინდონეზიის მოსახლეობის რაოდენობა 20%25-დან 13%25-მდე შემცირდა, Freedom House-ის მიხედვით, 240-მილიონიანი არქიპელაგი სახელმწიფო ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთნება. ნახევრად თავისუფალია მედიაც, თუმცა შედარებით მაღალია მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი და ის 92%25-ს უდრის. 1998 წელთან შედარებით გაიზარდა ურბანიზაციის მაჩვენებელიც და ის 35%25-დან 48%25-მდე ავიდა. ინდონეზიის მოსახლეობის 66%25 15-დან 64 წლამდე ასაკისაა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 7%25-ს აღწევს.

როგორც პრაბოვომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ადამიანები იმედგაცრუებულნი და ილუზიადაკარგულნი ხდებიან. იკარგება ინსტიტუტებისა და ხელმძღვანელობის მიმართ რწმენა, ეს კი ძალიან სახიფათოა“.

მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, 1998 წელს 32-წლიანი რეჟიმის დასრულებასთან ერთად, პროგრესის ნიშნებიც აშკარაა. უმრავლესობაში მყოფი მუსლიმებით დასახლებული ეს არქიპელაგი სახელმწიფო სხვა ისლამური ქვეყნებისთვის დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლის ძალიან კარგი მაგალითია. არაერთ დასავლელ ლიდერს აღუნიშნავს ეს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს: „თუ გსურთ გაიგოთ, შეუძლიათ თუ არა თანაარსებობა ისლამს, დემოკრატიას, მოდერნიზაციას და ქალთა უფლებებს, ეწვიეთ ინდონეზიას“. თუმცა ბოლო დროს მომძლავრებული რადიკალი ისლამისტური ძალები და ღვთისგმობის ბრალდებით ათეისტებისა თუ სხვადასხვა სექტების წევრთა დასჯის პრეცედენტების ზრდა ინდონეზიის დემოკრატიის სიმყარეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე განვითარებული დაძაბულობის ფონზე, ინდონეზია, რომელიც ASEAN-ის წევრებს შორის უდავო ლიდერია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

სუჰარტო (1927-2008) - ინდონეზიის რიგით მეორე პრეზიდენტია. იგი ამ პოსტზე 1968-დან 1998 წლამდე იმყოფებოდა. მისი გასამხედროებული რეჟიმი, ანტიკომუნისტური რიტორიკის გამო „ცივი ომის“ პერიოდში დასავლეთის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა. სუჰარტოს პრეზიდენტობის პერიოდი ინდონეზიაში ინდუსტრიალიზაციის ზრდითა და ეკონომიკური აღმავლობთ გამოირჩევა. მაშინ მოხდა ოფიციალური ჯაკარტის მიერ აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია, რასაც 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მას დე ფაქტოდ მხარი დაუჭირა აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ. თუმცა ფართოდ მოდებული კორუფციის და 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად მიყენებული ზარალი, მოსახლეობაში უკმაყოფილების წყარო გახდა. სტუდენტურ გამოსვლებსა და მასობრივ არეულობებს 1998 წელს სუჰარტოს გადადგომა მოჰყვა.

15 მორსი და მისი ძმები

▲back to top


მსოფლიო

ეგვიპტე

ირაკლი გუნია

0x01 graphic

მუჰამედ მორსი

ახალარჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გაბედულმა ქმედებებმა ეგვიპტეში პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. წამყვანი სამხედრო პირების გათავისუფლებამ მედია „მსუბუქ გადატრიალებაზე“ აალაპარაკა. ყველასთვის მოულოდნელად, მორსის ხელში უპრეცედენტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება აღმოჩნდა. ამასთანავე, ისლამისტი პრეზიდენტი სასამართლოს და მედიის თავისუფლებას უტევს. ეგვიპტეში პოლიტიკურ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი მუსლიმური საძმოს სასარგებლოდ შესამჩნევად გადაიხარა.

12 აგვისტოს პრეზიდენტ მორსის ბრძანებით თანამდებობის დატოვება მოუწიათ ეგვიპტის თავდაცვის მინისტრსა და ქვეყნის დე ფაქტო მმართველ ფელდმარშალ მუჰამედ ჰუსაინ ტანტავის და გენერალური შტაბის უფროსს სამი ანანს. მათ სიმბოლურად გადაეცათ ეგვიპტის უმაღლესი ორდენი და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა. მორსიმ აგრეთვე გააუქმა მის არჩევამდე სამხედროების მიერ მიღებული საკონსტიტუციო დეკლარაცია, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა და შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს (SCAF) საკანონმდებლო უფლებებს ზრდიდა. ამიერიდან, ქვეყნის გარდამავალ პერიოდს ახალი პარლამენტის მოწვევამდე და კონსტიტუციის მიღებამდე მორსი უხელმძღვანელებს. ის ჩაუდგება სათავეში მარშალ ტანტავის ნაცვლად SCAF-ს და მასვე ენიჭება საკონსტიტუციო ასამბლეის დანიშვნის უფლებაც.

„მსუბუქ გადატრიალებას“ გარკვეულმა გარემოებებმა შეუწყო ხელი. 5 აგვისტოს 35-მა ექსტრემისტმა ცეცხლი გახსნა ჩრდილოეთ სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ეგვიპტურ სასაზღვრო პუნქტთან, რასაც 16 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა დილით მოეწყო, როდესაც ეგვიპტელი ჯარისკაცები რამადანის მარხვის დასრულებისთვის ემზადებოდნენ. ცენტრისგან მიტოვებული სინაის ნახევარკუნძულის უდაბნოს ტერიტორია უკანასკნელ ხანებში ჯიჰადისტების თავშესაფარი გახდა, ხოლო იქაური მკვიდრი ბედუინი მოსახლეობა ეგვიპტის მოქალაქედ თავს არც მიიჩნევს.

ისრაელის დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, მათ წინასწარ იცოდნენ იერიშის შესაძლებლობის შესახებ და ამაზე ინფორმაცია ეგვიპტელ კოლეგებს მიაწოდეს. ეგვიპტის დაზვერვის უფროსის მიერ ამ ფაქტის დადასტურებამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და უსაფრთხოების სექტორის კომპეტენცია საეჭვო გახადა. პრეზიდენტმა მორსიმ დაუყოვნებლივ დაითხოვა ჩრდილოეთ სინაის გუბერნატორი და დაზვერვის უფროსი. ამასთან, მან სინაის ნახევარკუნძულზე უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველი საჰაერო შეტევების დაწყების განკარგულება გასცა. სინაის ინციდენტით ეგვიპტელი გენერლების პოზიციების შერყევამ მორსისთვის საპრეზიდენტო ძალაუფლების დასაბრუნებლად ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

0x01 graphic

გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი

პრეზიდენტმა მორსიმ აგრეთვე კარგად ისარგებლა გენერალიტეტის შიგნით ორი თაობის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირებით. 76 წლის მარშალ ტანტავის ადგილზე მან დანიშნა 57 წლის გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, რომელიც, მიმომხილველთა აზრით, მორსის მიმართ უფრო მეტად ერთგული იქნება. პენტაგონი ამ ცვლილებას დადებითად გამოეხმაურა. თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას თქმით, ალ-სისის დიდი დრო აქვს გატარებული აშშ-ში და მას ორი ქვეყნის ურთიერთობაში ურყევი ვალდებულება აქვს.

ეგვიპტის სამხედრო ელიტაში ცვლილების შემდეგ დასავლურ მედიაში გავრცელდა გენერალური შტაბის ახალდანიშნული უფროსის, გენერალ სადკი საბჰის ნაშრომი, რომელიც მან 2005 წელს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში სწავლისას დაწერა. 10,000-ზე მეტსიტყვიანი თეზისის დასკვნაში იგი წერს, რომ „აშშ-ის რეგიონული სტრატეგია უნდა იყოს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურიდან სამხედრო ძალების სამუდამო გაყვანა“. მისი აზრით, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა და ისრაელის მიმართ „ცალმხრივი“ მხარდაჭერა ამერიკის მიმართ ზიზღს აღვივებს და ექსტრემისტების სასარგებლოდ მოქმედებს. მეცნიერთა შეფასებით, ნაშრომი უაღრესად მნიშვნელოვანია იმით, რომ ის გადაწყვეტილების მიმღები პირების, ახალი პრეზიდენტის და მოსახლეობის დიდი ნაწილის შეხედულებებს ასახავს.

0x01 graphic

ფელდმარშალი მუჰამედ ჰუსაინ ტანტავი

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მორსის მიერ ტრადიციული მოკავშირის, აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა სათუოა. აგვისტოს ბოლოს მას თეირანში აქვს დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მიუმხრობლობის მოძრაობის ლიდერების შეხვედრას დაესწრება - 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება ეგვიპტის პრეზიდენტისთვის, რამაც შეიძლება ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ისტორიული ცვლილება გამოიწვიოს. ამის გარდა, მორსი მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად საკონტაქტო ჯგუფის შექმნას, რომელშიც ირანიც იქნება წარმოდგენილი. მისი ამგვარი პოზიცია აშშ-ის და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. სავარაუდოდ, მუჰამედ მორსი წინამორბედ პრეზიდენტებთან შედარებით უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას შეეცდება.

ქვეყნის შიგნით მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის მორსი და მისი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სახელმწიფომ კერძო საკუთრებაში მყოფი გაზეთის იმ ნომრის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც პირველ გვერდზე, მოწინავე წერილში, მუსლიმური საძმოს მოძლიერების შემთხვევაში ეგვიპტეს „მკვლელობისა და სისხლისღვრის“ პერსპექტივას უხატავდა. მანამდე ულტრაკონსერვატორი სატელევიზიო კომენტატორი საძმოს და მორსის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებით გამოვიდა, რისთვისაც მკვლელობისკენ მოწოდების ბრალდება წაეყენა.

პრეზიდენტი მორსი და მუსლიმური საძმო ცდილობენ, რომ გავლენა შეუმცირონ ქვეყნის სასამართლო სისტემასაც, რომლის პირველი პირები სამხედროების ტრადიციულ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. იუსტიციის ახალი მინისტრის, აჰმედ მეკის თქმით, მუბარაქის ხანის სასამართლოების დასუფთავება რევოლუციის ახალი ეტაპია. საძმოს მიერ სასამართლოს რეფორმირებას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის პირველი პოსტრევოლუციური კონსტიტუციის შედგენა დამატებით მნიშვნელობას ჰმატებს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ისლამისტები ძალაუფლების უფრო მეტ მონოპოლიზაციას მოახდენენ, ვიდრე თვით მუბარაქის დროს იყო.

კონსტიტუციის მიღებასთან ერთად, მორსის დიდი გამოცდა ქვეყნის ეკონომიკაა. არნახულად დაცემული უცხოური ინვესტიციები და უზარმაზარი სახელმწიფო სექტორი ვითარებას მკვეთრად ამძიმებს. გამოცემა The Economist-ის სიტყვებით, ტურისტები ისეთი იშვიათობა გახდა, რომ ზოგიერთი მეგზური პირამიდებთან აქლემებს ყიდის, მყიდველები კი ძირითადად ყასბები არიან.

16 ყველაზე კარგი და ცუდი სამუშაო

▲back to top


ბიზნესი

კვლევა

ელენე კვანჭილაშვილი

ვებგვერდმა CareerCast.com კარგი და ცუდი სამსახურების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა. ამ სტატიის ავტორს არ გაუმართლა - გაზეთის რეპორტიორობა, გამოკითხული 200 პროფესიონალის მიხედვით, ყველაზე ცუდი სამუშაოების ხუთეულში შევიდა. სამაგიეროდ, თუ პროგრამირებაში კარგად ერკვევით ან ტექნიკური საგნები გეხერხებათ, ჩათვალეთ, რომ თავი ქუდში გაქვთ.

რის მიხედვით შეიძლება გადავწყვიტოთ, სამუშაო კარგია თუ ცუდი? ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში, სადაც სტატისტიკური ანალიზის კეთება არ უყვართ და ციფრებს გაურბიან, ამ კითხვაზე პასუხი სუბიექტურია.

მხოლოდ საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები უფრო პოპულარულია, ვიდრე ზუსტი - რადგან უნივერსიტეტებში ამ მიმართულებებზე, როგორც წესი, უფრო მაღალი კონკურსია ხოლმე. ან პროფესიულ სასწავლებლებში ნაკლები ადამიანი აბარებს, ვიდრე უმაღლესში - რადგან ოჯახში დიპლომიანი ადამიანი აუცილებელია.

0x01 graphic

ეს დაკვირვებები სტერეოტიპებია თუ რეალობა, ამის გარკვევა რთულია, რადგან ტენდენციებზე, დინამიკაზე მსჯელობა გვიჭირს - ყველაზე კარგი და ცუდი სამსახურების რეიტინგებს საქართველოში არავინ ადგენს.

ამერიკაში ასეთ კვლევებს დიდ ყურადღებას უთმობენ. უახლესი ასეთი რეიტინგის მიხედვით, რომელიც CareerCast.com-მა შეადგინა, ცუდ სამუშაოდ ითვლება ის, რომელიც მაღალ სტრესთან არის დაკავშირებული ან დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. ასეთ დროს, როგორც წესი, სამუშაო პირობები რთულია და ხშირად, არც ანაზღაურებაა მაღალი. ამის საპირისპიროდ, საუკეთესო სამუშაოების ჩამონათვალში ძირითადად ისეთი საქმე შედის, რომლის შესასრულებლადაც ფიზიკური დატვირთვა არ არის საჭირო - ადამიანს გონების დაძაბვა უხდება. ასეთი სამუშაო რომ მიიღოს, სამსახურის მაძიებელს, როგორც წესი, დიპლომი და შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. როგორც კვლევა აჩვენებს, ასეთ სამსახურებში ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე იქ, სადაც მხოლოდ ფიზიკურ გამძლეობას ითხოვენ.

კარგი და ცუდი სამუშაოების რეიტინგი უფრო ხანგრძლივი ტენდენციების გამოვლენის შესაძლებლობასაც იძლევა. რეიტინგი იცვლება საზოგადოების სტრუქტურის ცვლილების - მაგალითად, ასაკოვანი ხალხის მზარდი რაოდენობის მიხედვით - ან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ახალი რეიტინგი გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენას კარგად ასახავს. ყველაზე ცუდი სამუშაოების ჩამონათვალში ძირითადად ის საქმიანობები მოხვდა, სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი ხარისხია და აპლიკანტის კონკურენტუნარიანობას ძირითადად ის განსაზღვრავს, თუ რამდენად მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობა სასწორზე დადოს და სამუშაოს გამო რისკზე წავიდეს.

2012 წლის რეიტინგში ყველაზე არასასურველ საქმედ ტყისმჭრელობა ითვლება. ამის მთავარი მიზეზი მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სხეულის დაზიანების მაღალი რისკია. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 32 ათასი აშშ დოლარია - ყველაზე დაბალი, არასასურველი სამუშაოების მთელ ჩამონათვალში.

ყველაზე არასასურველი სამუშაოების ხუთეულში ასევე შედის მეძროხეობა, სამხედრო სამსახური, გაზეთის რეპორტიორობა და გემზე მუშად მუშაობა. ეს უკანასკნელი 2011 წელს არასასურველი საქმიანობების ჩამონათვალში პირველ ადგილზე გავიდა. ის დასაქმებულისგან მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და მისი ძირითადი მოვალეობა ნავთობსადენების შეკეთებაა, როგორც ნაპირზე, ისე ნაპირისგან მოშორებით. საქმე დამღლელი და რუტინულია, ამასთან, საკმაოდ სახიფათოც.

ყველაზე არასასურველი სამუშაოების ხუთეულში შესულ დარგებში დასაქმებულების საშუალო წლიური ხელფასი 30 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ამასთან, ამ პროფესიებით დასაქმებისთვის ხშირ შემთხვევაში სკოლის ატესტატიც კი არ არის საჭირო.

მაღალანაზღაურებად, ყველაზე სასურველად შეფასებულ საქმეს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომი სჭირდება. თუ ადამიანს სურს საუკეთესოდ აღიარებული სამსახური ჰქონდეს, უმეტეს შემთხვევაში, კარგად უნდა ერკვეოდეს მეცნიერების, მათემატიკის ან ტექნოლოგიების საკითხებში. ასეთი ტიპის სამსახურები ნაკლებად სტრესულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

0x01 graphic

CareerCast.com-ის ყველაზე სასურველი სამუშაოების რეიტინგში პირველ ადგილზე პროგრამისტის პროფესია მოხვდა. ამის მიზეზი ინტერნეტსაუკუნეა, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების მქონე საიტების თუ სოციალური ქსელების მართვა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვა წარმოუდგენლად საჭირო და პოპულარულია.

პროგრამისტის საქმე კომფორტული და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია: ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად სუფთა შემოსავლის სახით საშუალოდ 88 ათას აშშ დოლარზე მეტს იღებს.

ინტერნეტსფეროში დასაქმება ამერიკაში ყველაზე მსხვილ სამუშაო ინდუსტრიად ითვლება: ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Facebook, Twitter და სხვა, თანამშრომლები მსოფლიოს ყველა წერტილში სჭირდებათ - შესაბამისად, ასეთი დასაქმების არეალი ულიმიტოა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელსაც ამერიკელებისთვის ყველაზე სასურველი საქმიანობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან იყო დაკავშირებული - ონლაინდასაქმება, რაც დაქირავებულისგან მხოლოდ კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას მოითხოვს: დაქირავებულმა დიდი კორპორაციების სიახლეების შესახებ ინფორმაცია ონლაინ უნდა გაავრცელოს.

CareerCast.com-ის 2012 წლის რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო სამუშაოების ხუთეულში მოხვდა კვლევა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, სტომატოლოგია და ფინანსური მრჩეველი. ამ დარგებში დასაქმებულების ყოველწლიური საშუალო ხელფასი 80 ათას აშშ დოლარს აჭარბებს.

ვებგვერდი CareerCast.com კარიერული გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს. ტენდენციების წარმოსაჩენად, სპეციალურ კითხვარს 200-ზე მეტი პროფესიონალი ავსებს. შედეგები 5 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მუშავდება: ხელფასი, პერსპექტივა, სამუშაო გარემო, სტრესი და ფიზიკური დატვირთვის მოთხოვნა. ზუსტი ინტერპრეტაციისთვის კვლევა ასევე აანალიზებს აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს, აღწერის ბიუროს, სავაჭრო ასოციაციების კვლევებისა და სხვა სანდო წყაროების მონაცემებს. 2012 წლის კარგი და ცუდი სამუშაოების კვლევა ამ ვებგვერდის ისტორიაში მეთექვსმეტეა.

17 Apple VS Samsung - პატენტების ომი

▲back to top


ტექნოლოგია

ლევან მეტრეველი

გასულ კვირას საუკუნის დავად წოდებული სასამართლო პროცესი სამსუნგსა და ეფლს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლემ სამსუნგი შვიდიდან ექვსი პატენტის დარღვევაში ცნო დამნაშავედ და 1.05 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. განაჩენის კვალდაკვალ Apple-მა ახალი დავა წამოიწყო. ამჯერად კომპანია Samsung-ს ბაზრიდან იმ რვა მოდელის გამოხმობას სთხოვს, რომლებიც პატენტებს არღვევენ.

0x01 graphic

ამიერიდან ბაზარზე ვეღარ შევხვდებით iPhone-ის მსგავს ტელეფონებს. ეს ეხება როგორც გარეგნულ მხარეს, ისე სამომხმარებლო ინტერფეისს, ასევე ვეღარ შევხვდებით iPhone-ის მსგავს ე.წ. Gesture-ებს (მაგალითად, გამოსახულების გაზრდა ეკრანზე თითის ორჯერ დაკაკუნებით).

ვერდიქტის შესახებ ანალიტიკოსების აზრი ორად გაიყო. ნაწილმა ეფლის გამარჯვება სამსუნგის და ზოგადად Android-ის ეკოსისტემის აპოკალიფსად გამოაცხადა, ნაწილმა კი, იმის გათვალისწინებით, რომ 1.05-მილიარდიანი კომპენსაცია დიდად არც ეფლის ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს და არც სამსუნგს აკოტრებს, ვერდიქტი ბაზრისთვის დადებით მოვლენად მონათლა.

ამიერიდან სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს კარგად მოუწევთ დაფიქრება, სანამ Apple-ის ინოვაციურ-რევოლუციურ გამოგონებას საკუთარ პროდუქტებში გამოიყენებენ. კოპირებიდან ინოვატორობაზე გადასვლა მათ დიდ დროს წაართმევს, რაც Apple-ს ბაზარზე პრაქტიკულად მარტო ტოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერში iPhone 5 გამოდის, ცხადი ხდება, რომ კომპანიის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება. სხვათა შორის, ახალი iPhone კომპანიისთვის შეიძლება ტროას ცხენი აღმოჩნდეს. 2011 წელს გამოსული iPhone 4s მომხმარებლებმა გულგრილად მიიღეს. მიმომხილველებმა ტრადიციული რევოლუციურის ნაცვლად, iPhone 4S მხოლოდ ევოლუციურ მოვლენად შეაფასეს და მთელი ყურადღება მეხუთე ირეტაციაზე გადაიტანეს. საბოლოოდ 4S დიდ იმედგაცრუებად იქცა.

ხმოვანმა ასისტენტმა Siri-მ და ძლიერმა ჩიფსეტმა „წარუშლელი შთაბეჭდილება“ ვერ მოახდინეს. Apple იძულებულია აიფონის მეხუთე ირეტაციით რევოლუციონერის სტატუსი დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშიშროების წინაშე დგება, რომ ნეიტრალური მომხმარებელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა ბრენდი, არამედ ფასის და პროდუქტის შესაბამისობა, მას სამუდამოდ ზურგს შეაქცევს. ამის მაგალითი უკვე არსებობს BlackBerry-ის სახით. რამდენიმე წლის წინ Apple-ის უშუალო კონკურენტი დღეს არსებობისთვის იბრძვის. BlackBerry-ის კატასტროფის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიების ახალ მოდელებში უცვლელად გადმოტანა გახდა.

თუ Apple მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაუცრუებს იმედს, ბაზარზე გზა ეხსნება Google-ს, ოპერაციული სისტემით - Android. მის შესაჩერებლად Apple-ს ერთადერთი გზა რჩება - ახალი სასამართლო დავა Google-ის წინააღმდეგ.

ზოგადად, საძიებო გიგანტი იდეების დაპატენტების წინააღმდეგია. ოდესღაც Google და Apple ერთად იბრძოდნენ Microsoft-ის წინააღმდეგ, რომელიც პატენტების ვრცელი პორტფელით კომპიუტერების ბაზარზე მონოპოლისტობას ინარჩუნებდა.

Google-მა ვერდიქტის გამოტანის შემდეგ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მობილური ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ყველა მოთამაშე, მათ შორის ახალბედებიც, იყენებენ იდეებს, რომლებიც ათწლეულია ყველასთვის ცნობილია. მან ასევე დასძინა, რომ Android-ის საწყისი კოდი (core Android) არცერთ პატენტს არ არღვევს.

18 ფიქრები

▲back to top


არქივი

ვაჟა-ფშაველა

0x01 graphic

უნდა ვიფიქრო ვინაითგან ფიქრი აღკრძალული არ არის. ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს, ფიქრისათვისაც რომ სასჯელი იყოს დაწესებული. ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს.

თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკუათმყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.

სინამდვილე რაღა ხილია?

სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის. ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა - ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი. აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა ნამდვილია, რომ ჩვენ, ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თითონ არ გვეთქვას და არ ვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ვაბრალებდეთ არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, - ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არცერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს, ჩვენ კი აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი „დაბერდაო“.

სრულიადაც არა. მაშ რისა ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ-დაუწონავად და მეორეც იმისა, რომ წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ, მეცნიერმა ოგიუსტ კონტმა ერის სიცოცხლე შეადარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა - ერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღითგანო ე.ი. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებასა და სხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ აუცილებლად, უსათუოდ ყველა ერს სიბერე და სიკვდილი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა განა უცილობლად უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა რომ სისულელეები წამოროშონ, ვინაითგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯერ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ? განა სპენსერი არ მოტყუვდა, ადამიანის სხეული საზოგადოების სხეულს შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა მონარქისტული წყობა? მაგრამ არცერთს ჭკუა-გონების პატრონს კაცს არ მიუღია ეს შებადლება.

19 ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევა

▲back to top


0x01 graphic

არასამთავრობო ორგანიზაცია ევრიჩაილდმა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევა ჩაატარა. მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ალტერნატიული მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების/პირების და მომხმარებელთა ჩართულობის ხელშეწყობაა.

ეს პირველი კვლევაა, რომელიც ბავშვზე ზრუნვის დღეისთვის არსებულ სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურებას მოიცავს: მინდობით აღზრდას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და დღის ცენტრებს. ამ მომსახურებებს სახელმწიფო მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სთავაზობს.

პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციამ - საქართველოს ბავშვები - კვლევის ფარგლებში 2011 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები 344 ადამიანთან ჩაატარა. მათ შორის იყვნენ მიმღები მშობლები და მინდობით აღსაზრდელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერები, აღმზრდელები და ბენეფიციარები, დღის ცენტრების მენეჯერები, პედაგოგები, სერვისით მოსარგებლე ბავშვები და მათი მშობლები.

კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის თერთმეტმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ/სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიმღები მშობლების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების მომსახურების მიმღებების რეგულარული ჩართულობა სახელმწიფო სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფს შემდეგი წლის ბიუჯეტში რეალური საჭიროებების უკეთ ასახვას. „ეს არის პირველი მცდელობა, როცა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების კონკრეტული საჭიროებების შესახებ მომსახურების მომწოდებელი აწვდის რეკომენდაციებს მთავრობას. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა თუ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები, შედეგად საჭიროებებზე უკეთ მორგებულ პროგრამებს და უკეთ დაგეგმილ ბიუჯეტს მიიღებენ და მათ, ვისთვისაც არსებობს ეს პროგრამები და მომსახურებები, უკეთესი ხარისხის მომსახურება გაეწევათ“, - ამბობს ევრიჩაილდის დირექტორი საქართველოში ანდრო დადიანი.

საჭიროებათა კვლევამ აჩვენა, რომ მომსახურების მიმწოდებლები და მომხმარებლები ზოგადად კმაყოფილები არიან მომსახურებით, თუმცა მათ დაასახელეს მთელი რიგი საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია.

კვლევის შედეგების დამუშავებისას გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომლებიც სასურველია, უფრო დეტალურად შეისწავლონ: განისაზღვროს მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების ფუნქციონირებისას მომსახურებების ის საჭიროებები, რომლებიც სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსებით ვერ იფარება და დონორის მხრიდან დამატებით დაფინანსებას მოითხოვს, უნდა დადგინდეს, რა გზებით დავის მიერ დაკმაყოფილდეს ესა თუ ის საჭიროება; დადგინდეს არსებული ალტერნატიული სერვისების რაოდენობის ზრდის საჭიროება რეგიონულ დონეზე.

მინდობითი აღზრდის მომსახურებაში გამოიკვეთა პრობლემები: მიუხედავად სოციალური მუშაკების აქტიური მონაწილეობისა, ბავშვების მიმღებ ოჯახებში გადაყვანისას, ვხვდებით არასათანადოდ მუშაობის შემთხვევებსაც (მაგ., არასაკმარისი ინფორმირება მიმღები ოჯახებისა ბავშვის შესახებ მის ამ ოჯახში გადაყვანამდე).

რეკომენდებულია, მინდობით აღზრდისთვის თანხები განისაზღვროს რეალუი საჭიროებების სათანადო წინასწარი შეფასების შედეგად და არაპირობითად (ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით დადგინდეს მათი საჭიროებები და განისაზღვროს ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო გზები).

მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისას წამოჭრილი პრობლემებიდან აღსანიშნავია ფინანსური პრობლემები. სახელმწიფოსაგან მიღებული ვაუჩერული დაფინანსება ვერ ფარავს მომსახურების საჭიროებებს. დაფინანსების სიმცირე აისახება თანამშრომელთა ანაზღაურებასა და გაწეული მომსახურების მრავალფეროვნებასა და ხარისხზე (მაგ., ვერ ხერხდება სასურველ წრეებზე ტარება, საჭირო ნივთების შეძენა, დამატებითი სპეციალისტების ჩართვა ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად).

დღის ცენტრების უკეთ ფუნქციონირების მიზნით, რეკომენდებულია ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობის გაზრდა შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ან შშმ ბავშვებისთვის); სასურველია ყველა შშმ ბავშვი სარგებლობდეს დღის ცენტრის მომსახურებით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი. აგრეთვე, რეკომენდებულია დღის ცენტრს გამოეყოს ადაპტირებული ტრანსპორტირების რესურსი ბენეფიციარების, განსაკუთრებით შშმ ბავშვების.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა, სახელმწიფო ზრუნვის სისტემის მუშაობის შეფასების პროცესში, მისი ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის, რეგულარულად მონაწილეობდნენ მომსახურებების ბენეფიციარებიც და მომწოდებლებიც. წლიდან წლამდე განხორციელებული ცვლილებები პროგრამებში, მომსახურებების სახეებში და ამ მომსახურებების შესყიდვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი, უნდა ეყრდნობოდეს სწორედ შეფასების შედეგად გამოვლენილ რეალურ მდგომარეობას და მიზნად ისახავდეს მის გაუმჯობესებას.

20 უკეთ, ვიდრე პეკინში?

▲back to top


სპორტი

ლაშა გოდუაძე

XXX ოლიმპიური თამაშები საქართველომ 7 მედლით დაასრულა. ლონდონში ქართველმა სპორტსმენებმა ოქრო და სამ-სამი ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

20 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი და თავისუფალის ფალავნები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მოძმანაშვილი, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი კიდევ ერთი „კლასიკოსი“ მანუჩარ ცხადაია და „თავისუფლები“, დავით მარსაგიშვილი და გიორგი გოგშელიძე შედგნენ.

0x01 graphic

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს მსაჯებმა ბრინჯაოს მედალი წაართვეს. ასევე გავიხსენოთ მისი ნახევარფინალური ორთაბრძოლა - არბიტრების არაკეთილსინდისიერი საქციელი რომ არა, ეგებ, საერთო აქტივს ოქრო ან ვერცხლი შემატებოდა, მაგრამ ახლა ასეთი საუბარი უადგილოა.

რაც იყო, იყო: ჩვენმა გუნდმა პირველად მოიგო 7 ოლიმპიური ჯილდო. ეს არნახული შედეგია. ასევე პირველად მოხდა, რომ საქართველომ მთავარ სპორტულ ფორუმზე ყველა სინჯის მედალი აიღო. ესეც ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე, ძნელია ლონდონი 2012-ზე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა უარყოფითად შეაფასო, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი მინუსის გამო, იმის თქმაც ძნელია, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი - უკეთ, ვიდრე პეკინში - გამართლდა.

საერთო შეფასებისას დადებითთან ერთად უარყოფითიც გასათვალისწინებელია: არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 39-ე ადგილზე გავიდა (მექსიკასთან ერთად), არადა, ოთხი წლის წინ, პეკინში 27-ე იყო. შეგახსენებთ: 2008 წელს სამჯერ ვიზეიმეთ ოლიმპიური ოქრო და ამდენჯერვე გავიხარეთ ბრინჯაოთი.

ის, რომ ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფი მოულოდნელობა იყო, ქართული სპორტის მესვეურებმაც აღიარეს და ძიუდოს სპეციალისტებმაც. რომ არა ლაშას დიდებული ასპარეზობა - მან 5 ორთაბრძოლიდან 4 სუფთად მოიგო და მთელი ტურნირის მანძილზე ქულა არ დაკარგა - ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლა ერთი სიტყვით შეფასდებოდა: კატასტროფა. არადა, ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი ნაკრები ჩვენი ოლიმპიური გუნდის ერთგვარი „დამრტყმელი ძალა“ იყო - ძიუდოისტებისგან არათუ მედლებს, ერთ-ორ ოქროს ყველა ელოდა. ამავე გუნდს უკავშირდება უსიამოვნებაც, თამაშების დასაწყისში რომ გახმაურდა და ჩვენს ოლიმპიურ გუნდს პლუსად ვერანაირად ჩაეთვლება: ბოლო წამებზე უცნაური წაგების შემდეგ ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიური სოფელი დატოვა და თბილისში დაბრუნდა, კოალიცია ქართულ ოცნებას შეკედლებულმა კი განაცხადა, რომ ქართული სპორტის რამდენიმე მაღალჩინოსანი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მერაბ თურქაძის ამბავსაც. ქართველი მოკრივე დილის აწონვისას დაშვებულზე 700 გრამით მძიმე აღმოჩნდა! საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის თქმით, თურქაძეს საღამოს აწონვაზე პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ვახშმის შემდეგ მოუმატია...

ზოგადად, თვალშისაცემია არცთუ სასიამოვნო ტენდენცია: წლიდან წლამდე მცირდება სპორტის იმ სახეობათა რიცხვი, სადაც არათუ ოქროს, ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. მაგალითად, პეკინში ძიუდო-ჭიდაობების გარდა ტყვიის სროლაშიც გვყავდა მედალოსანი. ჩვენი ნაკრების მედროშის, ნინო სალუქვაძის გამოსვლის არ იყოს, იმედგაცრუება ეთქმის ძალოსანთა ასპარეზობასაც. თუ რამდენიმე წლის წინ სპორტის ამ სახეობაში ოქროს მედალი იგეგმებოდა (გვყავდა კიდეც ჩემპიონი), ამჯერად პრიზიორობაც სანატრელი გაგვიხდა.

მძლეოსნობაზე, ბატუტის ხტომაზე, ჩოგბურთზე, მშვილდოსნობაზე, ველოსპორტზე, ცურვასა და სხვა სახეობებზე, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა იასპარეზეს, არაფერს ვამბობთ. ამ მხრივ ჯერაც ოლიმპიური პრინციპის ერთგულნი ვრჩებით - მთავარია, რომ ვმონაწილეობთ.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად მედლების სარეკორდო რაოდენობისა, „უკეთ, ვიდრე პეკინში“, ვფიქრობთ, არ გამართლდა.

21 ოლიმპიადის გმირები

▲back to top


ლონდონი 2012|სპორტი

ლაშა გოდუაძე

ლონდონი პირველი ქალაქია, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართა: 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მსოფლიოს ცენტრად იქცა.

ზაფხულის XXX თამაშები უამრავი ფაქტის გამო შევიდა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში: სპორტის 8 სახეობაში მსოფლიოს 32 რეკორდი დამყარდა; არაერთი ოლიმპიური შედეგი გაუმჯობესდა; საუდის არაბეთმა, ყატარმა და ბრუნეიმ პირველად გააგზავნეს ოლიმპიადაზე გოგონები; დიდი ბრიტანეთის გუნდმა 1908 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა; პირველად მოხვდა ოლიმპიურ პროგრამაში გოგონათა კრივი და ამით ლონდონი 2012 გახდა პირველი თამაშები, სადაც ქალები სპორტის ყველა სახეობაში მონაწილეობდნენ...

0x01 graphic

ლეგენდა: მაიკლ ფელპსი

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. სახალისო ფაქტები თავისებურ ელფერს მატებს თამაშებს, მაგრამ როცა ამ ოლიმპიადას გაიხსენებენ, გულშემატკივრებს სტატისტიკური მონაცემები კი არა, ის სპორტსმენები მოაგონდებათ, რომელთა ბრწყინვალე ასპარეზობაც სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში.

ვინ იყო ლონდონი 2012-ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი? ვფიქრობთ, ასეთი რამდენიმეა: ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი, სპრინტერი უსეინ ბოლტი, ველომრბოლები ბრედლი უიგინსი და კრის ჰოი, სტაიერი მო ფარა, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი... ამ და კიდევ არაერთმა სპორტსმენმა დაუვიწყარი წამები აჩუქეს გულშემატკივრებს და სამუდამოდ შეაბიჯეს მსოფლიო სპორტის ისტორიაში, მაგრამ ლონდონი 2012-ის ჩემპიონებზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო სამხრეთაფრიკელი სპრინტერის ოსკარ პისტორიუსის გარბენი 400 მეტრზე.

0x01 graphic

ყველაზე სწრაფი მსოფლიოში: უსეინ ბოლტი

ის არ გამხდარა ჩემპიონი და რეკორდსაც ვერ შეწვდა. მას ვერც პრიზიორთა შორის იპოვით. მიუხედავად ამისა, აგვისტოს პირველ დღეებში ყველა მის შესახებ საუბრობდა და წერდა. რატომ? ოსკარ პისტორიუსი პირველი უნარშეზღუდული სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე იასპარეზა.

25 წლის სამხრეთაფრიკელმა 400- მეტრიანი დისტანცია ყველაზე ბოლომ დაძლია. მერე რა? ბევრ ჩემპიონს არ უგრძვნია მსგავსი მხარდაჭერა - ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი 80 ათასი გულშემატკივარი ფეხზე იდგა და პისტორიუსს ტაშს უკრავდა. პეკინის 2008 წლის პარალიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი (100, 200 და 400 მეტრზე სირბილში) 11 თვის იყო, როცა მუხლს ქვემოთ ფეხები მოკვეთეს...

ამ ისტორიულ გარბენამდე ერთი დღით ადრე ცურვის შეჯიბრებები დასრულდა: ამერიკელებმა მაიკლ ფელპსმა და მისი ფრანკლინმა ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ფრანკლინი 17 წლისაა. კალიფორნიელმა გოგონამ პირველად გაცურა ოლიმპიადაზე, 27 წლის ფელპსისთვის კი ლონდონი 2012 მეოთხე და უკანასკნელი თამაშები იყო: მსოფლიო სპორტის ლეგენდამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა, რომ ოლიმპიადით კარიერას დაასრულებდა.

მაიკლ ფელპსი ლონდონს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიონიკის სტატუსით ეწვია, სამშობლოში კი უდიადესის რანგში დაბრუნდა! 4 აგვისტოს საღამოს, როცა თანაგუნდელებთან ერთად მე-18 ოლიმპიური ოქრო მოიგო, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის - FINA - პრეზიდენტმა ხულიო მალიონემ მას სპეციალური ჯილდო გადასცა, რომელზეც ეწერა: „ყველა დროის უდიადეს ოლიმპიონიკს“.

22 ოლიმპიური მედალი... 18 ოქრო... ამდენი ჯილდო თამაშების ისტორიაში არავის მოუგია. სპორტსმენებს თავი დავანებოთ, ბევრი გუნდისთვის სანატრელია ასეთი მონაგარი. მაიკლი ლონდონში დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, არაოფიციალურ ჩათვლაში მე-20 ადგილს გაიყოფდა ჩრდილოეთ კორეასთან და გაასწრებდა ესპანეთს, ბრაზილიას, არგენტინას, დანიას, ხორვატიას, რუმინეთს, პორტუგალიას, ნორვეგიას, კანადას, ოლიმპიადის სამშობლო საბერძნეთს...

0x01 graphic

სერ კრის ჰოი

კარგა ხანია ამბობენ, რომ მაიკლი მოვლენაა და ასეთი სპორტსმენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ცხადია, ასეა - შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ ფელპსის სხეული მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს: ფეხებთან შედარებით უჩვეულოდ გრძელი ტორსი, ელასტიური კუნთები და გრძელი მკლავები ხელის დიდ მტევნებთან ერთად სწორედ ის „საიდუმლოა“, რომელსაც უამრავი ოქროს მედალი მოაქვს.

ვერ გეტყვით, ესაა თუ არა მაიკლის ზღაპრული წარმატების საიდუმლო, მაგრამ მთავარი მაინც ის რეჟიმი გვგონია, რითაც ფელპსი თითქმის 20 წელიწადია ცხოვრობდა და რის გამოც სპორტს თავი დაანება: დილიდან საღამომდე მომქანცველი ვარჯიში აუზსა და სატრენაჟორო დარბაზში. როცა 27 წლის ხარ და ცხოვრება უამრავ სიხარულს გჩუქნის, როცა მსოფლიო გიცნობს და ულამაზესი გოგოები შენზე ოცნებობენ, ძნელია ყველაფერზე უარი თქვა და მხოლოდ ცურვაზე იფიქრო.

0x01 graphic

ტურ დე ფრანსის და ოლიმპიადის ტრიუმფატორი ბრედლი უიგინსი

იუარებ ერთხელ, ორჯერ, მაგრამ როდემდე? მაიკლმა ძალიან დიდხანს ითმინა და ახლა, როცა მოიგო ათობით ოქროს მედალი, წავიდა. „როცა მეუბნებიან, როგორ მივაღწიე ამდენს, მარტივად ვპასუხობ: ძალიან მინდოდა პირველი ვყოფილიყავი! იოლია ამის თქმა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი შრომა იმალება ამ სიტყვების უკან“, - ლონდონში ჩასვლამდე ფელპსმა მთელ ამერიკას CNN-ის საშუალებით გადაუშალა გული.

ოთხი წლის შემდეგ რიოში ფელპსი არ იქნება, მაგრამ იქნება ლონდონი 2012-ის მეორე მშვენება, მუტანტად წოდებული იამაიკელი უსეინ ბოლტი. დღეს ის ერთადერთი სპრინტერია, ექვსი ოლიმპიური ოქრო რომ მოუგია და ასევე ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშებზე მოიგო 100, 200 და 4X100 მეტრზე გარბენი!

5 აგვისტოს ბოლტმა 100 მეტრზე იმარჯვა. უსეინ ბოლტი, ჯასტინ გეტლინი, ტაისონ გეი, ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი - ისინი სპორტის დედოფლის ყველაზე საინტერესო დისციპლინის ლეგენდები არიან, უამრავი ოქროს მედალი მოუგიათ, მაგრამ როცა სარბენ ბილიკზე ტანმაღალი იამაიკელი დგება, ყველა მის ჩრდილში ექცევა.

0x01 graphic

ლონდონი 2012-ის ორგზის გამარჯვებული, სტაიერი მო ფარა

რა იქნება 2016 წელს რიოში, ეს არავინ იცის, მაგრამ დღეს ბოლტი უკონკურენტოა. კი, ბატონო, იოჰან ბლეიკმა 100 მეტრზე შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ისიც გეცოდინებათ, ამ სეზონში საუკეთესო შედეგი მას რომ ჰქონდა, მაგრამ როცა სპრინტერებმა ოლიმპიურ სტადიონზე ფინიში გადაკვეთეს, ტაბლოზე პირველად უსეინის გვარი აინთო - 9.63 წამი! ეს ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდი და ყველა დროის მეორე შედეგია. ბოლტმა პეკინში დამყარებული თავისივე მიღწევა გააუმჯობესა!

9 აგვისტოს მან 200 მეტრზეც იმარჯვა: 19.32! კვლავ 20 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, მაგრამ საკუთარ მსოფლიო რეკორდს - 19.19 - მაინც ჩამორჩა. „დღეს მე უკვე ლეგენდა ვარ“, - განაცხადა ბოლტმა მეორე ტრიუმფის შემდეგ. 11 აგვისტოს ესტაფეტის დრო დადგა: 4X100-ზე მთავარი ფავორიტი იამაიკა რომ იყო, ეს ყველამ იცოდა. იმასაც ხვდებოდნენ, რომ კუნძულელები მსოფლიო რეკორდს შეუტევდნენ, მაგრამ 36.84 წამი? ის, რაც იამაიკელებმა შეძლეს, საოცრება იყო. დაახლოებით ისეთივე სასწაული, რაც მექსიკის ოლიმპიადაზე ბობ ბიმონის „საუკუნის ნახტომი“. პირველი ნესტა კარტერი იდგა. მაიკლ ფრატერი - მეორე. მერე იოჰან ბლეიკი იყო. ბოლოს ბოლტი. საბოლოოდ 36.84! საწყის ორას მეტრზე ამერიკელებმა იძალეს, მაგრამ ბლეიკთან და ბოლტთან ვერაფერი გააწყვეს...

0x01 graphic

ოსკარ პისტორიუსი

ორი ოქრო მოიგო სტაიერმა მო ფარამ და ბრიტანეთის გმირი გახდა. წარმოშობით სომალელმა მძლეოსანმა შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზეც სცადა 5 და 10 ათას მეტრზე პირველობა, მაგრამ მაშინ მხოლოდ პირველ დისტანციაზე იმარჯვა. ამჯერად კი ოცნება აიხდინა: პირველად 10 კილომეტრზე მოიგო - ბრიტანეთის ნაკრებს ამ დისციპლინაში ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, ერთ კვირაში კი 5 ათას მეტრზეც ყველაზე ადრე გადაკვეთა ფინიში.

გაერთიანებული სამეფოს წარმატებაში ლომის წილი დაიდო გუნდის მედროშემ, ველომრბოლმა კრის ჰოიმ. 36 წლის შოტლანდიელმა ორი ოქრო მოიგო: ჯერ გუნდურ სპრინტში იმარჯვა და ლეგენდარული ნიჩბოსნის, სერ სტივ რედგრეივის „ბრიტანული“ რეკორდი გაიმეორა - მეხუთე ოქროს დაეუფლა, 7 აგვისტოს კი კეირინი მოიგო და თამაშების ექვსგზის ჩემპიონი პირველი ბრიტანელი გახდა!

0x01 graphic

ვინუს უილიამსმა ერთი ოქრო მოიგო, სერენამ - ორი

ჰოი 7 ოლიმპიური მედლის მფლობელია, ეს კი დიდი ბრიტანეთის რეკორდია. მაგრამ მას თანამფლობელიც ჰყავს: კიდევ ერთი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის პირველი ბრიტანელი გამარჯვებული ბრედლი უიგინსი. მან საგზატკეცილო რბოლაში იმარჯვა და გახდა პირველი, რომელმაც ერთ წელს მოიგო ტურ დე ფრანსი და ოლიმპიური ოქრო.

ლონდონი 2012-ის მთავარ ვარსკვლავად ჩაითვლება ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსიც: ერთეულებში და წყვილებში (დასთან, ვინუსთან ერთად) იმარჯვა. ლეგენდარული გერმანელის, შტეფი გრაფის შემდეგ სერენა მეორეა, რომელმაც საკარიერო დიდ მუზარადს ერთეულთა შორის ოლიმპიური ოქროც დაურთო.

ოთხი წლის შემდეგ XXXI თამაშებს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს. სამხრეთ ამერიკაში ოლიმპიადა პირველად გაიმართება.

22 სპორტული ჰოლივუდი

▲back to top


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

Hoosiers, The Natural, Field of Dreams, Rudy, Rocky, Raging Bull, Bull Durham, The Pride of the Yankees - ამ ფილმებში სპორტული თემა გაიშალა და ეს უკვე კლასიკაა. სლაი სტალონეს, ბობ დე ნიროს და კევინ კოსტნერის ძველი კლასიკა. ჰოლივუდში სპორტული ისტორიები ბოლო 20 წლის განმავლობაშიც გაიხსენეს და ჩვენც რამდენიმე გამორჩეული ფილმი გამოვყავით.

0x01 graphic

Miracle (2004)

1980 წლის ოლიმპიადა, ამერიკელი ჰოკეისტების სასწაული. დიდი, ცივი და არაპოპულარული საბჭოთა კავშირის ნაკრები ფინალში ამერიკელ სტუდენტებს და მოყვარულებს ხვდება. ვლადისლავ ტრეტიაკის ლეგენდა, რუსების არარეალური ტექნიკა და გამოცდილება - საბჭოთა კავშირი ოლიმპიადის ფინალის ფავორიტია. ტურნირის დაწყებამდე ამერიკელებმა რუსები მედისონ სკვერ გარდენში დაპატიჟეს. ამერიკა 10:3 დაშალეს და რუსებმა ძირითადის 6 კაცი დაასვენეს.

რეჟისორმა გევინ ო'კონორმა ის ამბები გაიხსენა და ამერიკელების ლეგენდარული მწვრთნელის, ჰერბ ბრუქსის როლი კურტ რასელს მისცეს. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკა ნორვეგიას ხვდება, სამი პერიოდი 3:3 დამთავრდა და მისტერ ბრუქსმა ბიჭები დიდ წრეზე გაუშვა. წრე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში იფარებოდა და რომელსაც ჰერბიმ სიცოცხლის წრე დაარქვა. ბიჭები ბრუნდებიან სასტუმროში და ნაკრების ლიდერი, ფორვარდი მაიკ ერუძიონე ჰერბის მადლობას უხდის. ის ბრუქსს ამ სიტყვებით ემშვიდობება - I play for the United States of America. მისია შესრულებულია, ჰერბიმ გუნდი შეცვალა. ის ფინალი ამერიკამ 4:3 მოიგო. მარკ ჯონსონმა ჯერ ტრეტიაკს, მერე ვლადიმირ მიშკინს გაუტანა და ამერიკამ გაძლო.

კურტ რასელის ერთ-ერთი საუკეთესო როლი.

Tin Cup (1996)

რონ შელტონი სპორტის და ჰოლივუდის გემრიელ კოქტეილებს ამზადებს. ამერიკული ოცნებით და ამერიკული საუნდტრეკებით. Tin Cup შელტონის კლასიკაა.

ფილმი როი Tin Cup მაკევოიზე, რომელიც ზარმაცი, ვისკიში ჩაწოლილი მეგოლფეა. კიდევ ერთ უსაქმურთან, რომეო პოსართან ერთად ლოთობის შემდეგ მოდის თავის ტკივილი, ამნეზია და ერთფეროვნება. მაკევოის ცვლის ექიმი მოლი გრისუოლდი. ფსიქოლოგი, რომელსაც გოლფის გაკვეთილების აღება უნდა. შელტონმა როის როლში კევინ კოსტნერი შეიყვანა და ფსიქოლოგი რენე რუსო იყო. როგორც ყოველთვის, იუმორი შემოაქვს ჩიჩ მარინს, ამ ფილმში კოსტნერის გმირის ძმაკაცს. შელტონის რომანტიკაში ერთჯერადი დონ ჯონსონიც ბევრჯერადია.

Moneyball (2011)

ამერიკელები ბეისბოლით ცხოვრობენ. ნიუ იორკ იანკისი ძირითადი ამერიკა და ბევრი ჰოთდოგია. ბოსტონ რედ სოქსი დანარჩენი ამერიკა და ცოტა ჰოთდოგი. ოკლენდ ატლეტიქსი ბეისბოლის პერიფერია, გარეუბანი, არაპოპულარული თემაა. და ოკლენდი იგებს. ოკლენდი სულ იგებდა და იანკისისგან განსხვავებით, ამას საკუთარი სკოლის, აკადემიის პატარა ბიჭებით აკეთებდა. თქვენ წინაშეა ოკლენდის ტრადიცია, რომელიც რეჟისორმა ბენეტ მილერმა ეკრანზე გადმოიტანა.

ფილმი ოკლენდის 2002 წლის სეზონზეა. ლეგენდარული მენეჯერი ბილი ბინი (ბრედ პიტი) და მისი ასისტენტი პიტერ ბრენდი (ჯონა ჰილი) ლიდერებს ვერ იტოვებენ. გუნდიდან მიდიან ვარსკვლავები ჯონი დეიმონი, ჯეისონ გიამბი და ჯეისონ ისრინგჰაუზენი. ბინი პატარა ბიჭებით იწყებს სეზონს, რომელშიც ოკლენდმა ამერიკული ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა (ზედიზედ 20 მატჩში გამარჯვება). გუნდმა ვერ მოიგო სუპერფინალი, ფლეი-ოფის პირველ წრეში გავარდა მინესოტასთან და ბინი თავის გუნდთან ერთად ისტორიაში შევიდა. იმ სეზონში მთელი ოკლენდის სახელფასო ბიუჯეტი 23 მილიონი დოლარი იყო. ჰაშიშზე შეყვარებული პიტჩერი ჩედ ბრედფორდი 200 000 დოლარად თამაშობს და იანკისის კაპიტანი, დერეკ ჯიტერი იმ სეზონში 21 მილიონს იღებს. ოკლენდმა და იანკისმა სეზონი მოგებების იდენტური რაოდენობით (103) დახურეს. ბინი ლეგენდაა.

ოსკარის 6 ნომინაცია.

Ali (2001)

მაიკლ მენის ბიოგრაფიული ფილმი დიდ მუჰამედზე. რომელიც იყო ალი. რომელიც მანამდე კასიუს კლეი იყო. რომელიც კრივის მარლონ ბრანდო გახდა.

უილ სმიტი კარგი ალია. ფილმში მოკრივეების სამყაროზე უფრო, პირადი თემაა გაშლილი. როგორ წაართვა ალიმ ჩემპიონობა მაფიოზების ფავორიტს, სონი ლისტონს. როგორ გააკრიტიკა ყველა, ვინც ვიეტნამის ომით იხეირა. როგორ ჩამოაშორეს კრივს და როგორ დაბრუნდა ჯო ფრეზერთან ეპოქალური გარჩევით. როგორ დააგდო ჯორჯ ფორმენი იმ, არარეალურად გაპიარებულ ჩხუბში, Rumble in The Jungle. როგორ გახდა ბევრი ამერიკელის მეგობარი და მისაბაძი პიროვნება. სმიტი კარგია. ფრეზერის როლი რეალურ მოკრივეს, ჯეიმს თოუნის მისცეს და მაიკლ მენმა ჟურნალისტის, ჰოვარდ კოუსელის როლი ჯონ ვოიტს დაუგორა. მისტერ ვოიტის სერიოზული ნამუშევარი.

მუჰამედ ალიმ ფილმის პრემიერის შემდეგ დაურეკა ჯორჯ ფორმენს და თუ რამე გაწყენინე, მაპატიეო, უთხრა. დაურეკა უილ სმიტს და როლში კარგად შესვლისთვის მადლობა გადაუხადა. დაურეკა ჯო ფრეზერს და მოიკითხა კაცი, რომელსაც ხმას არ სცემდა (ადრე ბიჭებმა ერთი გოგო ვერ გაიყვეს). ალი ბედნიერი იყო. ალის უილ სმიტის ალი მოეწონა. ყველას მოსწონს.

White Men Can't Jump (1992)

ბილი ჰოილის (ვუდი ჰარელსონი) და სიდნი დინის (უესლი სნაიფსი) ისტორია. ქუჩის კალათბურთის ქუჩური ამბები და უბნის დიალოგები რონ შელტონის კლასიკაში.

ბილი თეთრკანიანია და იდეაში, კალათბურთს აფროამერიკელების დონეზე ვერ უნდა თამაშობდეს. ბილი გადის უბანში და შავ ბიჭებს ჯიბის ფულს უგებს. ბილი გადის სხვა უბანში და შავ ბიჭებს იქაც ჯიბის ფულს უგებს. მერე მოდის სიდნი დინი და ერთი-ერთზე ამბები იწყება. რეპით, ჩაჩაჩული შორტებით, დაკუჭული დოლარებით.

ქუჩის კალათბურთიც კალათბურთია და იქ უფრო უნდა მოინდომო. კონტაქტური საუბარი დაკუნთულ ტიპებთან, რომლებიც ქუჩაში ჩაგდებული სამიანებით ოჯახებს არჩენენ. მეგობარი საუკეთესო მეგობარს აგდებს, საუკეთესო მეგობრის მეგობარი გოგონაც გადამგდებია და მთელი ეს ამბები 300, 400 დოლარის ასაღებად მიდის.

White Men Can't Jump პირველ უქმეებზე 14 711 124 დოლარს იღებს. მერე, ფილმმა 90 753 806 დოლარი აიღო. სერიოზული თანხა გასართობი, არაკომერციული თემისთვის.

გადაღებებზე სნაიფსის და ჰარელსონის მწვრთნელი იყო ლეგენდარული ბობ ლენიე. დეტროიტის და მილუოკის ყოფილი ვარსკვლავი, დიდების დარბაზის წევრი. მისტერ ლენიემ შელტონისგან 75 000 დოლარი მიიღო.

ერთ-ერთ ეპიზოდში უბანში შემოდის გარი პეიტონი. მაშინ გარი უკვე სერიოზული მოთამაშეა. ოთხი წლის შემდეგ, პეიტონის და შონ კემპის სიეტლი დიდ ფინალში გავა და იქ ბულზთან სერიას 2:4 წააგებს.

White Men Can't Jump ყველა ვარიანტში სანახავია. მეგობრების, მეგობრობის და ქუჩის ისტორიები კალათბურთის ფონით.

და როგორც ფილმის მერე ვუდი ჰარელსონმა თქვა, White Men Can Jump.

The Wrestler (2008)

რესტლინგი ამერიკელების თეატრია. არარეალური ჩხუბით, რეალური კუნთებით, ბევრი ანაბოლიკით და ვინს ნილის, ოზი ოზბორნის, სებასტიან ბახის, ანგუს იანგის და ქიდ როქის საუნდტრეკებით. რესტლინგის ვარსკვლავები ჰალკ ჰოგანი, შონ მაიკლსი, ბრეტ ჰარტი, გოლდბერგი, სტივ ოსტინი და The Undertaker ამერიკელი თინეიჯერებისთვის შიშველ პამელა ანდერსონზე სასურველი პერსონები იყვნენ.

დარენ არონოვსკის და რობერტ დი სიგელის ფილმი უფრო ერთი კაცის ტკივილის გადაშლაა, ვიდრე რესტლინგის სამზარეულოში შესვლა. რენდი რობინსონი ამერიკელია. ახდენილი და დანგრეული ამერიკული ოცნებით. მიკი რურკიც ამერიკელია. ახდენილი და დანგრეული ამერიკული ოცნებით. რურკი მილიონების და პოდიუმების უბანში ამ ფილმმა დააბრუნა. რურკმა მოიგო BAFTA, Golden Globe, Independent Spirit Award. იყო ოსკარის ნომინანტი.

რესტლერის პატარა სამყაროში ძირითადად ტკივილი და წაშლილი მოგონებებია. რესტლერმა უნდა დაისვენოს და რესტლერი ადის კანაფებზე. რენდი რობინსონის ბოლო ნახტომით ჩერდება რენდის გული და არონოვსკიმ ფარდა ჩამოაფარა. სეანსი დაიხურა.

შედევრი.

23 თანამედროვე მუზეუმები

▲back to top


კულტურა

რისი ნახვა სურთ დამთვალიერებლებს

ირინა ბაგაური

0x01 graphic

გუგენჰაიმის მუზეუმი. ბილბაო

ქალაქის ისტორიული ცენტრი, ტაძრები, მუზეუმები... - ეს ღირსშესანიშნავი ადგილების სტანდარტული ჩამონათვალია, რის ნახვასაც ტუროპერატორები ტრადიციულად სთავაზობენ ადგილზე ჩასულ დამთვალიერებლებს. ამ კულტურული დაწესებულებების წონა განისაზღვრება მათი კოლექციების სიმდიდრითა და გარემოთი, რომელშიც ხელოვნების ნიმუშებია თავმოყრილი. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების შენობები, იქნება ეს პარიზის ლუვრი, ფლორენციის უფიცების გალერეა თუ რომის ვატიკანის მუზეუმები, წარმოადგენენ ისტორიული წარსულისა და მხატვრული ღირებულებების მქონე ნაგებობებს, რომლებიც ერთგვარად ხელს უწყობენ მათში წარმოდგენილი ექსპონატების საკრალიზაციას.

მეოცე საუკუნეში კლიშე, რომ მუზეუმი უპირობოდ ხელოვნების ტაძარს უნდა წარმოადგენდეს, სადაც მნახველს დახვეწილ, კლასიკურ გარემოში შეეძლება შედევრებთან მიახლება, პირველად 1970 წელს დაიმსხვრა, როდესაც პარიზში ქვეყნის პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს დაკვეთით, გამოცხადდა კონკურსი თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის აგებაზე. 681 განაცხადიდან ჟიურიმ დაამტკიცა ახალგაზრდა არქიტექტორების, რენცო პიანოსა და რიჩარდ როჯერსის პროექტი, რომელმაც, ბევრი ექსპერტის აზრით, ე.წ. არქიტექტურულ High-tech-ს ჩაუყარა საფუძველი და სრულიად ახლებური ტიპის მუზეუმი შესთავაზა დამთვალიერებელს.

არქიტექტორების გადაწყვეტილებით, ხელოვნების და კულტურის ცენტრმა არსებული სამშენებლო ტერიტორიის მხოლოდ ნახევარი დაიკავა (1000 კვ.მ) და სივრცის დაზოგვის მიზნით, მის ფასადზე მოექცა ყველა ის ტექნიკური ელემენტი, რომელიც ტრადიციულად ინტერიერშია განთავსებული: საყრდენი ბოძები, სართულების დამაკავშირებელი ესკალატორები და მილები, რომლებიც, დანიშნულების მიხედვით, სხვადასხვაფრადაა შეღებილი (გათბობის სისტემისა და კონდიცირების მილები ლურჯი ფერისაა, წყლის - მწვანე, ელექტრობის - ყვითელი, მიწისქვეშა ვენტილაციის - თეთრი...). შენობის მინისა და რკინის მასიური კონსტრუქციის ფერთა სიმრავლემ და ფასადის მაღალმა რელიეფებმა, რის გამოც ნაგებობა მეტადრე ქარხანას მოგაგონებთ, ვიდრე საკრალური დატვირთვის მქონე ხელოვნების პომპეზურ ტაძარს, თავის დროზე ექსპერტების რისხვა გამოიწვია, თუმცა დღეს პომპიდუს ყოველდღიურად 25 000 დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც მასში მოქცეული შედევრების სიმრავლის გარდა, ნაგებობის შთამბეჭდავი იერსახის დამსახურებაცაა.

0x01 graphic

პომპიდუს ცენტრი. პარიზი

ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ყოფილი მმართველის, ფილიპ მონტებელოს აზრით, დღეს მსოფლიოში მუზეუმების რიცხვის მატება არა იმდენად ტრადიციული მიზეზებითაა გამოწვეული (რაც გულისხმობს არსებული ხელოვნების ნიმუშების ერთ სივრცეში მოქცევასა და შედევრების კონტეინერის ფუნქციის შეთავსებას), არამედ: „დამკვეთებს სურთ, მათი მუზეუმები ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად იქცეს და თანაც ისეთივე არქიტექტურა ჰქონდეთ, როგორიც ბილბაოს გუგენჰაიმს აქვს, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს ნაგებობა მათი ქალაქების ეიფელის კოშკი გახდეს“, - ამბობს მონტებელო.

1997 წელს დასრულებული გუგენჰაიმი კი, რომელიც ეპოქის საუკეთესო კონსტრუქციადაა მიჩნეული, მართლაც ბილბაოს სავიზიტო ბარათად იქცა და მეტიც, სრულიად შეცვალა მანამდე უსახური ინდუსტრიული საპორტო ქალაქის სახე. ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის პროექტით აგებული შთამბეჭდავი შენობა ტიტანიუმის ფირფიტებით არის მოპირკეთებული და მის ფასადზე ბრტყელ ზედაპირს თითქმის ვერ წააწყდებით. პროექტის განხორციელებაში რეკორდული თანხა, ასი მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მუზეუმის გახსნის პირველივე წელს, ქალაქს, რომლითაც იშვიათად ინტერესდებოდნენ ტურისტები, ერთდროულად დამთვალიერებლების უზარმაზარი ნაკადი მიაწყდა. კრიტიკოსები ხშირად ღიმილით აღნიშნავენ, რომ ტურისტები ბილბაოს მუზეუმის რიგში ხანდახან საათობით დგანან და 10,50 ევროს იმაში იხდიან, რომ ნახონ გამოფენა, რომლის ავტორის შესახებაც არასდროს არაფერი სმენიათ. ეს ცხადყოფს, რომ გუგენჰაიმის შემთხვევაში, მთავარი ფუნქციის მატარებელი კონტენიტორი, ანუ თავად კონსტრუქციაა და არა ის დროებითი თუ მუდმივი ექსპოზიციები, რომლის ნახვაც მასში მოხვედრისას შეგიძლიათ.

მუზეუმები ხელოვნების ნიმუშებისა და ადამიანების შეხვედრის კოლექტიურ ადგილს წარმოადგენს, თუმცა სახელგანთქმული ნამუშევრები რიგ შემთხვევებში ისეა დაცული, რომ მათი აღქმა რეპროდუქციებში გაცილებით უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე ორიგინალში. მაგალითად, ლუვრში მსოფლიოს უდიდესი შედევრის, მონა ლიზას სანახავად ტურისტულ სეზონზე თუ მოხვდი, ათი წუთი მაინც უნდა იდგე რიგში, რომ წინა ხაზზე, დამცავ ზონართან, ნახატიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოჩნდე და კონტურებისა და ფერების გარდა, ვერაფერიც ვერ დაინახო, რადგან პორტრეტი არცთუ დიდი ზომისაა (77x53). მას ბროლის გამჭვირვალე საფარი იცავს და თანაც მაღლიდან გადმოგყურებს, მნახველის მდგომარეობიდან გამომდინარე, მართლაცდა დამცინავად.

0x01 graphic

ბერლინის ებრაული მუზეუმი

თუკი ბილბაო, ზემოხსენებული პარიზული მუზეუმებისგან განსხვავებით, უნიკალური შედევრების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, ბერლინის ებრაული მუზეუმი, რომელიც გუგენჰაიმის საპირისპიროდ, ჩამქრალი, რკინაბეტონის ნაცრისფერი ნაგებობაა, დამთვალიერებელზე სწორედ რომ მრავლისმთქმელი სიცარიელით ახდენს შთაბეჭდილებას. დანიელ ლიბესკინდის პროექტი ერის ისტორიის არქიტექტურულ ფორმებში გადმოცემული მეტაფორა უფროა, ვიდრე საექსპონატო სივრცე. ნაგებობას ზიგზაგისებური ფორმა აქვს და სამ ნაწილადაა დაყოფილი: „მარადისობის კიბე“, „დევნილობისა და ემიგრაციის ბაღი“ და „ჰოლოკოსტის სიცარიელე“. ვიწრო დერეფნები, კედლების სირუხე, ირიბად შემოსული სუსტი სინათლე, მძიმე კარებები მნახველს წუთიერად აგდებს საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი ებრაელების უიმედო ყოფაში და თანაგრძნობას იწვევს.

ებრაული მუზეუმის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსპერტების მოსაზრებას, რომ სამუზეუმო ექსპონატები თანამედროვე დამთვალიერებელს ხშირად ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. რისი ნახვა სურს სინამდვილეში მუზეუმში მოხვედრილ საზოგადოებას, ეს თანამედროვე არტკურატორების თავსატეხს წარმოადგენს. „ხალხი ამბობს, რომ მეტროპოლიტენი მეტისმეტად დიდია, თუმცა დღეს მუზეუმები კიდევ უფრო ფართოვდება მათში კაფეტერიებისა და მაღაზიების გასახსნელად“, - მოხერხებულად აღნიშნა ფილიპ მონტებელომ 2007 წელს ამ საკითხზე The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და ამით მარტივად ახსნა, თუ რა წარმოადგენს სტუმრების ხშირად ყველაზე დიდ ინტერესს: სუვენირებისა თუ სხვადასხვა შედევრებიდან გადმოღებული სამკაულების ასლების შერჩევა და ფინჯანი ყავის დაგემოვნება კულტურულ სივრცეში.

24 თბილისის პირველი ტრიენალე

▲back to top


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომაზე თბილისს ევროკავშირის თანასწორი ინსტიტუციები და მნიშვნელოვანი პერსონები ესტუმრებიან, ოღონდ არტსამყაროდან. თანამედროვე არტსივრცეში მანიფესტა ან კასელის დოკუმენტა ხომ ევროკავშირის თანასწორად მიიჩნევა. მასში მონაწილე კურატორების, მხატვრების და მსოფლიოში ცნობილი არტ-საგამანათლებლო ინსტიტუციების ერთად თავმოყრა თბილისის პირველ ტრიენალეზე სახუმარო საქმე არ არის.

0x01 graphic

ჰიტო შტეიერლი. ADORNO´SGREY, ინსტალაცია

„დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა თბილისში მომხდარიყო ისეთი, რასაც საერთაშორისო ღირებულება ექნებოდა და არჩევანი განათლებაზე შევაჩერე, ეს ხომ მომავლის საქმეა“, - ამბობს ვატო წერეთელი, კურატორი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA-Tbilisi) დამფუძნებელი. ახლა ცენტრში ტრიენალესთვის დიდი სამზადისია. მას ჰენკს სლაგერიც სტუმრობს - ვატოსთან ერთად თბილისის ტრიენალეს კურატორი.

საერთოდ ძნელია, ვიზუალურად წარმოვიდგინოთ მასშტაბური გამოფენა სახელოვნებო განათლებისა და არტის კვლევაზე. თბილისის ტრიენალეს კონცეფცია კი სწორედ ეს არის - „აკადემია, როგორც გამოფენა“. მის განსახორციელებლად ტრიენალეზე მოწვეულია 12 ექსპერიმენტული საგანმანათლებლო პლატფორმა: ვიზუალური ხელოვნების სკოლა ლისაბონიდან; ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტი ISA (ჰავანა); Staedelschule (ფრანკფურტი); ფინეთის სამხატვრო აკადემია; MaHKU (უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა); F+F (ციურიხი); Mildred's Lane (ნიუ იორკი) - ჩამონათვალი დიდია და ყოველი მათგანი თავის ხედვას წარმოგვიდგენს აკადემიებსა და სახელოვნებო განათლებაზე. მაგრამ მარტო ეს არ არის: ტრიენალეს მეორე ნაწილში, რომელიც კურატორულ პროექტებს წარმოადგენს, 4 ცნობილი არტისტია, მაგალითად, ანტონ ვიდოკლე - ცნობილი ონლაინ არტჟურნალის e-flux დამაარსებელი, დოკუმენტა 13-ის თუ ვენეციის, შანხაის, ლივერპულის ბიენალეების მონაწილე. თანამედროვე არტის სამყაროში ის ცნობილია პროექტით United Nations Plaza (UNP), რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან განახორციელა. ფაქტობრივად, ეს იყო საზოგადოებრივი პერფორმანსი, რომელიც 1 წელიწადს გრძელდებოდა. საინტერესოა, როგორ აითვისებს ამჯერად ვიდოკლე თბილისის საზოგადოებრივ სივრცეს.

0x01 graphic

სამი ვან ინგენი. კადრი ვიდეოინსტალაციიდან Just One Kiss

თბილისის ტრიენალეს კურატორის რანგში კიდევ ერთი ცნობილი არტისტი, ჰიტო შტეიერლი ესტუმრება. ის დოკუმენტურ ვიდეოებზე მუშაობს და მანიფესტა 5-ის, დოკუმენტა 12-ის, შანხაის ბიენალეს მონაწილე და გოლდსმიტის კოლეჯის კურატორული სწავლების ცენტრის პროფესორია.

ტრიენალეს კურატორულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შტეფან დილემუთი - მიუნხენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი და მარიონ ფონ ოსტენი - არტის მკვლევარი და თეორეტიკოსი. ტრიენალეს პირველ კვირას დაგეგმილი სიმპოზიუმისთვის კი თბილისში ბევრი სხვა არტისტი მოიყრის თავს.

ამ ყველაფრისთვის ტრიენალეს კურატორები - ვატო წერეთელი და ჰენკ სლაგერი საგამოფენო სივრცეებს არჩევენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თბილისის ტრიენალე ეროვნულ მუზეუმს, ევროპის სახლს, ლიტერატურის მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს, თბილისის სამხატვრო აკადემიას, CCA-თბილისის საგამოფენო დარბაზებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებს დაიკავებს, პატრონაჟს კი კულტურის სამინისტრო გაუწევს.

0x01 graphic

შტეფან დილემუთი. The Hardway to Enlightment. ინსტალაცია

თავად ჰენკ სლაგერი უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლის (MaHKU) პროფესორია. მისი კურატორული პრაქტიკის ჩამონათვალში შედის: Flash Cube (სეული 2007); Translocalmotion (შანხაის მე-7 ბიენალე. 2008); Nameless Science (Apex Art, NY. 2009); As the Academy Turns (მანიფესტა. 2010) და Any-medium-whatever (ვენეციის ბიენალე. საქართველოს პავილიონი. 2011).

„თბილისის ტრიენალეს შესახებ პირველად ერთი წლის წინ, ვენეციის ბიენალეზე, ქართულ პავილიონში ვისაუბრე ვატოსთან. მას მაშინ CCA-Tbilisi-ის 5 სტუდენტი ჰყავდა ჩამოყვანილი. მათ კურატორულ ვორქშოპს 27-ე მანიფესტას დირექტორი, ჰედვიგ ფიგენი უტარებდათ“, - იხსენებს ჰენკ სლაგერი.

სლაგერმა მაშინ ვატო წერეთელს თავისი ცნობილი წიგნი - Agonistic academies აჩუქა. „ამ წიგნმა კიდევ უფრო მეტად გამიმტკიცა აზრი თბილისში ტრიენალეს ჩატარებაზე, რომელსაც საგანმანათლებლო პროცესის კვლევის ფორმა ექნებოდა. საერთოდ, დიდი ხანია ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება თბილისის სამხატვრო აკადემია „ახალი ლაიფციგის სკოლის“ მსგავსად ვაქციოთ ბრენდად. ისე, როგორც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ „ახალი ლაიფციგელებით“ დაინტერესდნენ დასავლურ არტბაზარზე, ასეთივე ინტერესი დღეს შესაძლოა საქართველომ, როგორც დასავლური ოჯახის ახალმა წევრმა გამოიწვიოს. ამისთვის კი უფრო მოქნილი, დროსთან ადეკვატური სახელოვნებო განათლებაა საჭირო. თბილისის ტრიენალე ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება“, - ამბობს ვატო წერეთელი.

0x01 graphic

ტიონგ ანგი. PaviLlion of Distance 1: A Greek Tragedy

Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) - ასე დაარქვეს კურატორებმა თბილისის პირველ ტრიენალეს, რომელიც ცოდნის პროდუქციის ფორმალური ჩარჩოების რღვევას, სახელოვნებო განათლების დროსთან ადეკვატურობასა და ექსპერიმენტულ აზროვნებას გვთავაზობს.

ასე რომ, შემოდგომაზე პოლიტიკურად აქტიურ თბილისს არტ-ისტულად აქტუალური თბილისიც დაემატება.

25 ტარანტინო, კიმ კი დუკი და ოსტატი ლინკოლნი

▲back to top


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

0x01 graphic

კანისა და ბერლინის კინოფესტივალები დასრულდა. ვენეციაში კინოფორუმი ახლა მიმდინარეობს და წინ ამერიკული კინოდაჯილდოებებია. ჰანეკეს, მუნჯიუს, ვინტერბერგის, კრონენბერგის, რიდლი სკოტის, კრისტოფერ ნოლანის, კენ ლოუჩისა და ენდრიუ დომენიკის ფილმების სახით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე გამოვიდა. მეორე ნაწილს აქ წარმოგიდგენთ. ფილმებს, რომლებიც ჯერ არ გამოსულა და რომელზე ყურადღების გამახვილება, სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე მეტად ღირს.

პიეტა (9 სექტემბერი)

კიმ კი დუკი ერთ-ერთი იშვიათი რეჟისორია, რომელმაც მთელი კარიერა არტ ჰაუს კინოს დაუთმო და ათობით შეთავაზების მიუხედავად, კომერციული პროექტი არ გადაუღია. გამონაკლისი არც „პიეტა“ იქნება. ეს არის ცივსისხლიანი მამაკაცისა და შუა ხნის ქალის უცნაური ურთიერთობის ისტორია, რომელიც, რეჟისორის თქმით, ქრისტიანული სიმბოლოებითა და ალეგორიებით იქნება დატვირთული. კიმ კი დუკი იშვიათად გაგიცრუებთ იმედს.

ოსტატი (12 ოქტომბერი)

ფილმის There will be blood შემდეგ, პოლ ტომას ანდერსონმა ტრადიციული 5-წლიანი პაუზა აიღო. თანამედროვე კინოს „ოსტატი“ წელს ბრუნდება ახალი პროექტით, რომელიც უკვე გამოსვლამდე გახდა დავის საგანი. მიზეზი ისაა, რომ ანდერსონის ფილმის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რელიგიის, „მიზეზის“ გარშემო, რომელიც ბევრმა საიენტოლოგიასთან გააიგივა. ანდერსონის ფილმი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპროექტია, რომლის ორი ტიზერიც - რეჟისორს, მთავარი როლის შემსრულებლებსა და კომპოზიტორს, ყველაზე ცოტა, ოსკარის ნომინაციებს უწინასწარმეტყველებს.

ღრუბლის ატლასი (26 ოქტომბერი)

დევიდ მიჩელის წიგნი „ღრუბლის ატლასი“ თითქმის ყველა პრესტიჟული ბრიტანული კინოჯილდოს ნომინანტი იყო. ეს ეპიკური ისტორიაა, რომლის მოქმედებაც 6 სხვადასხვა ეპოქაში ვითარდება. მე-19 საუკუნის ახალ ზელანდიაში დაწყებული ამბავი, 21-ე საუკუნის მიწურულს ჰავაიში აღწევს კულმინაციას. სწორედ ამ წიგნის ეკრანიზაციას შეეცდებიან და-ძმა ვაჩოვსკები და ტიმ ტიკვერი. ვაჩოვსკები „მატრიცას“ შემდეგ გაჩერდნენ და ღირებული არაფერი გადაუღიათ, ტიკვერიც ერთი კინოს კაცად დარჩა („გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“). ეს ამბიციური პროექტი მათი რეაბილიტაციის შანსია.

0x01 graphic

ჯეიმს ბონდი: სკაიფოლი (9 ნოემბერი)

არაფერი განსაკუთრებული. რიგით 23-ე ფილმი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ აგენტზე. ისევ ლამაზი ქალები, უამრავი სროლა და ერთჯერადი გართობა. თუმცა წინა ბონდებისგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი სხვაობაა, ფილმის რეჟისორი სემ მენდესია, ეს კი ბადებს იმედს, რომ ეს ბონდი წინა ფილმებზე საინტერესო იქნება. მთავარი ბოროტმოქმედის როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს, რაც მენდესის მინიმუმ ერთი სწორი ნაბიჯია.

ლინკოლნი (16 ნოემბერი)

დიდი ხანია სპილბერგი ამ პროექტს ამზადებს. წლები მუშაობდა სცენარზე და არჩევდა მსახიობებს. შარშან რეჟისორმა „საომარი ცხენი“ გადაიღო, რომელიც ერთგვარი მოთელვა იყო „ლინკოლნის“ წინ. ეს ფილმი სპილბერგის კიდევ ერთი წარმატება უნდა იყოს, კიდევ ერთი ოსკარის შანსი და მორიგი ეპიკური ისტორიული ფილმი, ამჯერად აშშ-ის მე-16 პრეზიდენტზე, რომელმაც სამოქალაქო ომი მოიგო.

პის ცხოვრება (21 ნოემბერი)

პი პატელი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩა. მას ერთადერთი „მეგობარი“, ბენგალური ვეფხვი დარჩება, რომელთან ერთადაც იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის. „პის ცხოვრება“ იან მარტელის წიგნია, რომლის ეკრანიზაციაც უკვე წლებია ჰოლივუდში უნდათ. ჟან პიერ ჟენე, ალფონსო კუარონი, მ. ნაით შიამალანი - სხვადასხვა დროს ამ ფილმის რეჟისორებად მოიაზრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ პროექტს ენგ ლი ჩაუდგა სათავეში და თუ გავითვალისწინებთ მის მრავალფეროვან ფილმოგრაფიას, ეს უცნაური სიუჟეტის მქონე ნამუშევარი ლის ხელში თავისუფლად შეიძლება შედევრად იქცეს.

0x01 graphic

ჰაიდ პარკი ჰადსონზე (7 დეკემბერი)

ტრადიციული, ძველი სკოლის ნამუშევარი გვიახლოვდება. დაახლოებით ისეთი, როგორიც ორი წლის წინ „მეფის სიტყვა“ იყო. ისტორიული პერსონაჟები, ბრწყინვალე მსახიობები და კოსტიუმები. მთავარია, რიჩარდ ნელსონის სცენარმა გაამართლოს. ფილმი ბრიტანეთის მეფის, ჯორჯ მეექვსის აშშ-ში რუზველტთან ვიზიტზე მოგვითხრობს და კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ წელს ბილ მიურეი და ლორა ლინი ოსკარის ნომინანტები იქნებიან.

საბრალონი (14 დეკემბერი)

ტომ ჰუპერი კინოჯილდოების კიდევ ერთხელ „მოსახვეტად“ ემზადება. რეჟისორი „მეფის სიტყვის“ შემდეგ ვიქტორ ჰიუგოს კლასიკად ქცეულ წიგნს მიადგა. „საბრალონი“ იქნება მიუზიკლი, სადაც მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმანი, რასელ ქროუ და ენ ჰეთეუეი შეასრულებენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰუპერმა ამ სტილში ცუდი ფილმი გადაიღოს, თუმცა ორიგინალურსაც არაფერს უნდა ველოდოთ. „საბრალონი“, კლასიკური „მე მინდა ოსკარი“ ნამუშევარი იქნება.

0x01 graphic

ჰობიტი (14 დეკემბერი)

Renich i lú i erui govannem (გახსოვს პირველად როდის შევხვდით)? ეს 2001 წელს იყო და როგორც იქნა, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს საშუალება აქვს შუამიწეთში დაბრუნდეს. რაც მთავარია, გიდი კვლავაც პიტერ ჯექსონია, რომელმაც თითქმის მთლიანად აღადგინა ის გუნდი, რომლითაც „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია შექმნა. როცა საქმე ტოლკინის ნამუშევრის ეკრანიზაციას ეხება, პიტერ ჯექსონს უნდა ვენდოთ. „ჰობიტს“ ყველანაირი წინაპირობა აქვს, წლის მთავარ კინომოვლენად იქცეს.

0x01 graphic

ეს არის 40 (19 დეკემბერი)

ეს ჯუდ აპატოუს კომედიაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ კაცმა იცის, როგორ გადაიღოს სასაცილო და აქტუალური კინო ერთდროულად. ამჯერად ის შუახნის ცოლ-ქმრულ კრიზისსა და ურთიერთობაზე მოგვიყვება და იმედია, ამას წინა ფილმების, „40 წლის ვაჟიშვილის“ იუმორითა და „შემთხვევით დაფეხმძიმებულის“ უბრალოებით გააკეთებს.

ჯანგო განთავისუფლდა (25 დეკემბერი)

რას უნდა ველოდოთ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმისგან? კარგ იუმორს, მსახიობების ძალიან ძლიერ პერფორმანსს, სიუჟეტს, რომელიც ერთდროულად არაფერზე და ყველაფერზე იქნება, სავარაუდო ნანატრ ოსკარს ლეონარდო დი კაპრიოსთვის და უბრალოდ კარგ ფილმს - ეს ხომ ტარანტინოა, კაცი, რომელმაც ჰიტლერი მოკლა.

26 ვიდეოთამაშების სამყარო

▲back to top


LIFE

ნიკა ესებუა

0x01 graphic

ვიდეოთამაშების ინდუსტრია წლიდან წლამდე იზრდება. გრაფიკა უმჯობესდება, სიუჟეტები უფრო დახვეწილი და საინტერესო ხდება. კინოს უკვე კინოთეატრში ხალხის მიზიდვა უჭირს, მუსიკალური ალბომების გაყიდვა წინა დეკადებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, თამაშები კი კომერციულ წარმატებას ინარჩუნებენ და ძველი თამაშების ახალი ვერსიებიც წარმატებით აგრძელებენ გეიმერების გულის მოგებას. Diablo, Medal of honor, The Witcher, Darksiders 2, Resident evil, Silent hill - ამ თამაშებთან ერთად წელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა ან გამოვა.

0x01 graphic

1 Assassin's Creed III
(PlayStation 3, Xbox 360, Wii U, Microsoft Windows)

კომპანია Ubisoft თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზს უბრუნდება. Assassin's Creed III 30 ოქტომბერს გამოვა და კომერციული წარმატება გარანტირებული აქვს. პირველად ამ თამაშის ისტორიაში სიუჟეტი ამერიკაში განვითარდება. ახალი მთავარი პერსონაჟის, კონორ ქენუეის პირადი შურისძიება, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. თამაშში უამრავი ისტორიული პიროვნება იქნება წარმოდგენილი: ჯორჯ ვაშინგტონი, სემეულ ადამსი, ბენჯამინ ფრანკლინი. Assassin's Creed-ის შემქმნელების თქმით, გეიმფლეი თითქმის იგივე დარჩება - წინა სერიების წარმატებამ მხოლოდ სიუჟეტის შეცვლის აუცილებლობა გამოიწვია. ვიდეოთამაშების მოყვარულთ, ვენეციისა და ფლორენციის შემდეგ, ბოსტონისა და ფილადელფიის ხედებით ტკბობა შეგეძლებათ.

0x01 graphic

2 Twisted Metal
(PlayStation 3)

PlayStation კლასიკას აცოცხლებს. Twisted Metal პირველი ფლეისთეიშენის საკულტო თამაშია. რბოლა, სროლა, დაუსრულებელი ექშენი და საინტერესო სიუჟეტი, უამრავი სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მანქანა - ყველაფერი PlayStation 3-ზე გაცოცხლდა, უკეთესი გრაფიკით და ოდნავ უფრო სუსტი სიუჟეტით, თუმცა აქ ისტორია მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ Sweet Tooth და საძმო დაბრუნდა და გიჟურ ბრძოლაში გითრევთ.

0x01 graphic

3 Mass Effect 3
(Microsoft Windows PlayStation 3 Xbox 360 Wii U)

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო sci-fi RPG შუთერის ეპიკური დასასრულია, შეპარდის და მისი გუნდის ბრძოლა თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის. თამაში ისეა შექმნილი, რომ თუ ამ სერიის პირველი და მეორე ნაწილი დახურული გაქვთ, ეს მესამე Mass Effect-ზე გავლენას იქონიებს. გადაწყვეტილებები და გავლენა თქვენს დაახლოებულ პერსონაჟებზე შენარჩუნებული იქნება, რაც თამაშს კიდევ უფრო სრულს და შეკრულს ხდის. Mass Effect 3-ის ერთადერთი მინუსი ფინალია, რომელიც თითქმის ყველამ და ყველაფერმა გააკრიტიკა, თუმცა სხვა ყველაფერში BioWare-ის ქმნილება უნაკლოა. გაუმჯობესებული გეიმფლეით, უკეთესი გრაფიკითა და ბრძოლის ველზე მეტი ვარირების საშუალებით. Mass Effect 3 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია.

0x01 graphic

4 Hitman: Absolution
(Microsoft Windows PlayStation 3 Xbox 360)

Hitman 2 ლეგენდარული თამაშია. აგენტი 47-ის თავგადასავალი, რომელმაც თავის დროზე მილიონობით გეიმერის გული მოიგო. ეს იყო თამაში, სადაც ექშენი და სტრატეგია ერთმანეთს მშვენივრად ავსებდა. Hitman: Absolution ბებერი, წარმატებული ტრადიციების გაგრძელებაა, სადაც მოთამაშეს არჩევანი ექნება, თითოეული მისია დაუსრულებელი სროლით გავიდეს, თუ ფარულად გაანადგუროს მეტოქე, ისე, რომ ერთი გასროლაც არ დასჭირდეს. ჰიტმენი ახალი გრაფიკით და ძველი იდეით ბრუნდება.

0x01 graphic

5 Max Payne 3
(Microsoft Windows, PlayStation 3, Xbox 360)

კომპანია Rockstar არასდროს აკეთებს ცუდ თამაშებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი წარმოუდგენლად წარმატებულია. თამაშების: GTA, Red Dead Redemption და L.A. Noire შემდეგ, კომპანია თავის ერთ-ერთ უძველეს პროექტს, Max Payne, დაუბრუნდა. Max Payne 3 წინა ნაწილების სიქველია. თამაშში ნეონუარის სტილი, მხატვრული კინოს ატმოსფერო შენარჩუნებულია, ანუ ნებისმიერი ექშენ/დეტექტივის ჟანრის მოყვარულისთვის მაქსი კვლავაც ისეთივე მიმზიდველია, როგორც ათწლეულის წინ იყო.

27 LIFE/GUIDE

▲back to top


0x01 graphic

1 მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში მზე ისეთი საშიში აღარაა, როგორც ზაფხულის თვეებში, ნამზეურის მიღებისას კანის დაცვაზე ზრუნვა მაინც საჭიროა. Lancaster-მა, რომელიც მომხმარებელს მზისგან დამცავი საშუალებების დიდ და ერთ-ერთ საუკეთესო ასორტიმენტს სთავაზობს, ლამაზ ირუჯის მოყვარულებისთვის ახალი ფორმულა შეიმუშავა. Satin Sheen Oil Fast Tan Optimizer SPF30 დაცვის მაღალი ფაქტორის და ახალი, ულტრაწითელი ტექნოლოგიის წყალობით, ერთდროულად იცავს კანს დამწვრობისგან, ნამზეურის აქტივატორის კომპლექსი კი რუჯის სწრაფად და თანაბრად მიღებას უზრუნველყოფს.

0x01 graphic

2 სავაჭრო ქსელში Macy's, Impulse სერიაში უკვე ბევრი კარგი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი - კარლ ლაგერფელდთან, ალბერტ აფერეტისა და კელვინ კლაინთან კოლაბორაციის შედეგად საინტერესო ლიმიტირებული კოლექციები შეიქმნა. ამჯერად Macy's ნიკოლ რიჩის სამოსის კოლექციას წარმოგვიდგენს. მისთვის დიზაინერის როლი ახალი არ არის - აქამდეც უთანამშრომლია სხვადასხვა ბრენდებთან. ახალი კოლექცია 70-იანების სტილშია შექმნილი - რეტრო პრინტით, ჰაეროვანი კაბებითა და ბოჰემური გლამურით... მისი დათვალიერების საშუალებას უკვე იძლევა სარეკლამო კამპანია, რომლის სახეც თავად მსახიობი გახდა.

0x01 graphic

3 მალე 50 წელი შესრულდება, რაც ლეგენდარული სუპერაგენტი ჯეიმს ბონდი ეკრანებზე გამოჩნდა. იუბილესთან დაკავშირებით, სექტემბერში გამოვა ბონდიანას ფილმების სრული კრებული, რომელიც Dr No-დან დაწყებული, ყველასერიასგააერთიანებს, თანაცBlurayხარისხში. ამასთან, კრებულში დამატებით მოხვდა 122 საათის მასალაც, მათ შორის, კადრს მიღმა სცენები ბონდის მომავალი ფილმიდან Skyfall.

0x01 graphic

4 ერთხელ ტედ გრანტმათქვა: „როდესაც ადამიანების ფერად ფოტოს იღებთ, თქვენ იღებთ მათი სამოსის ფოტოს. როდესაც ის შავ-თეთრია, ესე იგი, მათ სულს უღებთ“. ამ ფილოსოფიას, როგორც ჩანს, Leica-ც იზიარებს- ახლახან გამოვიდა M-Monochrom, პირველი კომპაქტური კამერა შავ-თეთრი ფოტოგრაფიისთვის, რომელსაც ფერის ფილტრი არ გააჩნია. ფილტრის არარსებობის გამო ფოტოზე სინათლე კიდევ უფრო კარგად იკვეთება, რის გამოც ეს შესანიშნავი აპარატი ცუდი განათების პირობებშიც არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებს.

0x01 graphic

5 Gossamer ელექტრო პოპ-ჯგუფის - Passion Pit ახალი, რიგით მეორე სტუდიური ალბომია. როგორც Guardian-მა აღნიშნა, ჯგუფის წევრის, მაიკლ ანგელაკოსის უნარი, სინთეზატორების და კომპიუტერის მეშვეობით მუსიკაში მზის სინათლის ელვარება შეიტანოს, ამ ალბომშიც კარგად გამოვლინდა და მის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად იქცა. Slant Magazine-ში პირიქით, ფიქრობენ, რომ ეს უფერული ნამუშევარია. ისღა დაგვრჩენია, ალბომს თავად მოვუსმინოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, მით უმეტეს, რომ ამ ენერგიულ და მხიარულ მუსიკას მხოლოდ პოზიტიური განწყობის შექმნა შეუძლია.

0x01 graphic

6 დიორის სახლში Dior Addict-ის ახალი ვერსიების შექმნა, როგორც ჩანს, ჯერაც არ მობეზრებიათ. სამაგიეროდ, ორიგინალის თაყვანისმცემლები, შესაძლოა, უკვე დაიღალნენ ლოდინით, რომ ახალ არომატებში ძველის ხასიათი კვლავ გაჩნდება. Dior Addict EauSensuelle თითქმის საერთოდ არ ჰგავსპ ირველ სუნამოს - ვარდის, ჟასმინისა და მუშკის ბუკეტი არაფრით აღსანიშნავ, ზედმეტად ორდინარულ სურნელს ტოვებს და არც დიდი მდგრადობით გამოირჩევა. უცნაურია, რომ ასეთი არომატის უკა ნშეიძლება ისეთი „ცხვირი“ იყოს, როგორიც ფრანსუა დემაშია.