სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 8


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კუჭუხიძე მარინა, ჩატვინი მერი ელენ, კიკნაძე გურამ, ჯავაშვილი გივი
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ„ მერსი ქორის“ (Mercy corps) და „ქეას“ (Care Inrenational) ფინანასური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისთვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად © „ჰორიზნტი“, მესამე სექტორის ფონდი 2004 სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: ფონდ „ჰორიზონტის“ რეგიონალური ოფისები, სპსჯ-ები, მერი ელენ ჩატვინი. სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი ფონდ „ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენ ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ „ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი EGCMI დირექტორი ნინო ჯუღელი კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care international მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ქალთა პროგრამების მენეჯერი მაია ქურციკიძე კომუნიკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი, „იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი საკონტაქტო მისამართი: თბილისი 0155, დოლიძის 2, მე-6 სართული ტელ: 334287; 330893, ტელ. ფაქსი/ :987504 ელ.ფოსტა: inform@horizonti.org. ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმულია მოსაზრებერბი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ ,,ჰორიზონტის“, „მერსი ქორის“, ,,ქეას“ ან Usaid-ის თვალსაზრისს.



1 სარედაქციო წერილი

▲ზევით დაბრუნება


მერი ელენ ჩატვინი
მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა

ჟურნალი „სოციალური პოლიტიკისა საქართველოში“ უკანასკნელ, მერვე გამოშვებაში მიმოხილულია საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი საანგარიშო მასალა. თუ გადავხედავთ თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამაზე მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებასა და სასარგებლო მაგალითებს, დავინახავთ, რომ ჟურნალში მოცემული მასალა და ამ პროცესის ამსახველი კიდევ არაერთი სხვა დოკუმენტი, საქართველოსთვის ისტორიულად ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდის ნათელი ილუსტრაციაა.

თუმცა 2004 წელს არჩეულმა ახალმა მთავრობამ პოლიტიკის ბევრ სფეროში შეიტანა ცვლილებები, ხოლო ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, სასარგებლო გაკვეთილები, რომლებიც მივიღეთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9-ე კლასის სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგისას (ამჟამად გაუქმებულია განათლების სამინისტროს მიერ) მართლაც, რომ გასათვალისწინებელია სკოლებისა და მათი ზემდგომი ორგანოებისათვის ახალი სასკოლო პოლიტიკის შემუშავების დროს. სტატიიდან, „სასარგებლო გაკვეთილები: მე-9 კლასებში სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგი“, ვგებულობთ, რომ თემში არსებული ძველი პრობლემები, რომლებიც მათი შვილების გამოცდების ჩაბარებასთან იყო დაკავშირებული, არ მოგვარდება მხოლოდ გამოცდების გაუქმებით. გამჭირვალობის, მასწავლებელთა, მშობელთა და დირექტორთა შორის დაპირისპირების პრობლემები, მშობელთა და დირექტორთა შორის დაპირისპირების პრობლემები, გამოცდებზე სტუდენტთა გაძლიერებული ემოციები, დაუხვეწავი გამოცდები, სასკოლო აღჭურვილობის ნაკლებობა, და, რაც მთავარია, გამოცდების სწორად და სამართლიანად ჩატარებისთვის კვალიფიციურად მომზადებული კადრების ნაკლებობა საქართველოს დღევანდელ სკოლებში კვლავ სახეზეა.

პირველადი ჯანდაცვის სფეროში წამოჭრილი საკითხები, რომლებშიც გაშუქებულია სტატიაში „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები პირველადი ჯანდაცვის სფეროში: ინფორმაცია თემებისათვის“, ოთხი წლის წინაც ისევე აღელვებდა სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას, როგორც დღეს. და მაინც, პირველადი ჯანდაცვისა და ადვოკატირების ექსპერტმა, ქართველმა კონსულტანტებმა 2003 წელს შეადგინეს „სახელმძღვანელო პრინციპები თემებისათვის“. ეს სახელმძღვანელო სტიმულს აძლევს აქტიურ თემებს, შეიკრიბონ და საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზები თავად ეძიონ. სახელმძღვანელო წარედგინა ჯანდაცვის სფეროში მომხმარებელზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე მომუშავე ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს.

ახლახან ორივე სახელისუფლებლო ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალური ომბუცმენი დაენიშნა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაში ხელშეწყობა სჭირდებათ. სტატიაში მოცემულია თემებთან კონსულტაციები, რონმელთა წყალობითაც მთავრობამ ცნო მოქალაქეთათვის ინფორმაციის და ამისათვის შესაბამისი ზომები მიიღო.

ბოლო დროს საქართველოში უნარშეზღუდულთა შესახებ პოლიტიკამ პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მიღებულია ახალი კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერს უნარშეზღუდულ ბავშვთა უმეტესობის ჩართვას ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ პროცესს ხელი შეუწყო საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევამაც უნარშეზღუდული ბავშვების ინკლუზიური (ჩართული) სწავლების მიმართულებით. კონკრეტული შედეგები ემყარებოდა საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის ფარგლებში წლების განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოს, რომელიც მიზნად საქართვერლოში უნარშეზღუდული ბავშვებისათვის პარლამენტის, ასევე, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წინაშე თანამედროვე პოლიტიკის ადვოკატირებას ისახავდა. დეინსტიტუციონალიზაციის წამოწყებებში, სადაც საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივაც მონაწილეობდა, ამ სამუშაო ჯგუფმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს თემის მობილიზების საქართველოს სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე. თავად ნაშრომი და მის მიმოხილვაში მოცემული დირექტივები ძალზე საყურადღებოა სამომავლოდ.

საქართველოში სოციალური მუშაკის პროფესია ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ისე, როგორც ეს უცხოეთშია. სოციალური მუშაკი არის პირი, რომელიც ოფიციალურად ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს და ცალკეულ მოქალაქეებს (დაწყებული ყველაზე დაუცველი მოქალაქეებიდან, დამთავრებული იმ პირებით, რომლებსაც არ სურთ უმძიმეს სოციოეკონომიკურ სიტუაციებში ჩაძირვა ან საკუთარი ცხოვრების გარდაქმნის მიჯნაზე დგანან). და მაინც, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის სოციალური სამსახურის სწავლების საკორდინაციო ჯგუფმა უაღრესად და წინსვლას ბოლო სამი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმის, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში არის ფაკულტეტები, სადაც სოციალური სამსახურის კურსი იკითხება, ამ სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად კორდინირებული სასწავლო პროგრამა ჯერ კიდევ შესამუშავებულია.

სავარაუდოა, რომ ზოგიერთი უცხოური უნივერსიტეტის მცდელობა, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორობით ამგვარი პროგრამა დაინერგოს, წარმატებით დაგვბირგვინდება. ახლო მომავლში განხორციელდა რესურსების სიტუაციური ანალიზი, სოციალური სამსახურის სწავლების საუნევირსიტეტო დონის კურსი უკვე შექმნილია. ამასობაში, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა „უნისეფთან“ თანამშრომლობით გამოაქვეყნა ბუკლეტი ბავშვთა პრობლემებზე ორიენტირებული სოციალური მუშაკისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ბუკლეტის სახელწოდებაა „სოციალური სამუშაო და ბავშვის უფლებები“. ეს პუბლიკაცია პირველად გამოსცა და ქართულად თარგმნა სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ. საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, საკვალიფიკაციო წვრთნა და სწავლება ჩაუტარდა რეგიონალურ სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე სოციალურ მუშაკებს. იმედია, რომ დაუსწრებელი სწავლების პროგრამაც ამ მიმართულებით წარმატებით იმუშავებს საქართველოს ყველა კუთხეში. „სოციალური სამსახურის საფუძვლებისადმი“ მიძღვნილმა სემინარებმა დაგვანახა, რომ საქართველოში არის სოციალური სამსახურის სფეროს სწავლების, საფუძვლიანად დანერგვის და განვითარების საჭიროება.

საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის განხორციელების ბოლო ეტაპზე ყურადღება გამახვილდა ხანდაზმულებზე საქართველოში. ცოტა ხნის წინ ჩატარდა სემინარები და სამუშაო შეხვედრები HelpAge International-ისა და Mission Armenia-ს დახმარებითაც და შედეგად, შეიქმნა კავშირი ორგანიზაციებისა, რომლებიც მუშაობენ ხანდაზმულებთან. კავშირი შედგება დაინტერესებულ პირთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ამ პროცესის წარმართვაში დიდი წვლილი მიუძღვის UNOCHA-ს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ შეიყვანა მოცემული კატეგორია თავის განვითარების სტრატეგიაში. რაც ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. HelpAge-ის კონსულტანტის სასარგებლო რეკომენდაციები ხანდაზმულებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ჟურნალის ბოლო სტატიის თემაა.

2 სასარგებლო გაკვეთილები: კლასებში სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


მარინა კუჭუხიძე
ფონდიჰორიზონტი“, სოციალური პოლიტიკის ჯგუფი

2003 წლის ივნისში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა კლასის სახელმწიფო გამოცდები. გამოცდები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და უცხო ენაში. წინა წლის გამოცდილებამ, როდესაც პირველად ჩატარდა ანალოგიური გამოცდები, გვიჩვენა, რომ პროცესი ბევრი სკოლამ ვერ მოახერხა საგამოცდო წესების სრული დაცვა. ზოგჯერ ამას ობიექტური ტექნიკური მიზეზი ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც დირექტორთა და მოსწავლეთა ფოკუს - ჯგუფების ანალიზის შედეგად გამოვლინდა არის ის, რომ სკოლების პედაგოგებისა და დირექტორებისათვის და, რაც მთავარია, მოსახლეობისათვის არ არის ნათელი და მკაფიო სახელმწიფო გამოცდების ძირითადი მიზანი და დანიშნულება.

2002 წლის სახელმწიფო გამოცდების შემდეგ კახეთში, კერძოდ თელავისა და ახმეტის რაიონებში ჩატარებულმა მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვებმა და ფოკუს - ჯგუფებმა უჩვენეს, რომ საზოგადოებმა ძალიან ცუდადაა ინფორმირებული შეფასების სისტემის თაობაზე და აქედან გამომდინარეობს მათი ნეგატიური და ოპტიმისტური განწყობა. არსებული რეალობის გათვალისწინებით სოციალური პოლიტიკის ჯგუფის მიერ რეგიონალური ოფისების და ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების დახმარებით დაიგეგმა სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგი სხვადასხვა რეგიონში.

მაისის ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარდა სპსჯ-ს განათლების ჯგუფის სამუშაო შეხვედრები „ჰორიზონტის“ ოფისებში. შეხვედრებზე განიხილებოდა სახელმწიფო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები - საგამოცდო წესები, მეთვალყურეთა უფლება - მოვალეობანი, ხარვეზები, რომელიც ახლდა გასული წლის ამავე სახის გამოცდებს, დაიგეგმა დამკვირვებლის მოსამზადებელი სემინარი, მომზადდა მასალები, დაზუსტდა დამკვირვებელთა სია და შეირჩა სკოლები რეგიონების შესაბამის რაიონებში. ჩვენ გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრებთან შევათანხეთ მონიტორინგის პროცედურა და მივიღეთ სპეციალური საშვები დამკვირვებელთათვის.

ფონდი „ჰორიზონტის“ ოფისში შედგა შეხვედრა რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან და ისანი - სამგორის სპსჯ-ს განათლების ქვეჯგუფის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს დაკვირვების პროცედურა, იმსჯელეს დამკვირვებელთან სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და სხვა ღონისძიებებზე. განიხილეს ინტერვიურის ინსტრუქციები, ამონაკრები საქართველოს განათლების სამინისტროს გამოცდებიდან - „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი“.

31 მაისს/1 ივნისს ჩატარდა IX კლასებში სახელმწიფო გამოცდებზე დამკვირვებლის მოსამზადებელი სემინარები შესაბამის რეგიონებში. სემინარს უძღვებოდნენ ფონდი „ჰორიზონტის“ თანამშრომლები და სპსჯ-ს განათლების ქვეჯგუფების წევრები. სემინარის მონაწილეებს გააცნეს სახელმწიფო გამოცდების ჩატარების წესები, დამკვირვებელთა უფლება - მოვალეობანი, დამკვირვებელთა ანკეტა და შევსების წესები. შედგა გამოცდებზე დაკვირვების გრაფიკი. მონაწილეებს დაურიგდათ სამ-სამი ანკეტა გამოცდებისთვის ( 2, 5, 7 ივნისი) და სპეციალური ნებართვები.

ფონდი „ჰორიზონტის“ თანამშრომლები და სპსჯ-ს განათლების ქვეჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ ადგილობრივ საოლქო და რაიონული განათლების განყოფილებებს და შეატყობინეს დაგეგმილი მონიტორინგის შესახებ.

2, 5 და 7 ივნისს დამკვიორვებლებმა განახორციელეს საველე სამუშაოები. დამკვირვებლები სკოლის შენობებში იმყოფებოდნენ დილის 10 საათიდან გამოცდის დასრულებამდე. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებშიც შედიოდნენ დამკვირებლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ და სხვადასხვა სკოლებში შეზღუდული დროის მანძილზე აკვირდებოდნენ გამოცდების მიმდინარეობას. მეთვალყურეები ავსებდნენ მონიტორინგის ანკეტას და აკეთებდნენ ჩანაწერებს გამოცდის მიმდინარეობის შესახებ.

დაკვირვება ჩატარდა თბილისის, შიდა ქართლის, გურიის, სამეგრელოს, კახეთისა, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის 130 სკოლაში. დაკვირვების გრაფიკის შესაბამისად დამკვირვებლები მონაცლეობდნენ სკოლების მიხედვით, ამდენად, შესაძლებელი გახდა მონიტორინგი ჩატარებულიყო 130 სკოლაში 390 გამოცდაზე. სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ სპსჯ-ს წევრები, არამედ სხვა დაინტერესებული პირებიც რეგიონში მოქმედი არასამთავრობო, თუ სათემო ორგანიზაციებიდან, რომელთა გააქტიურებაც მოხდა რეგიონალური ოფისების და სპსჯ-ს წევრების მიერ; სკოლებში შეირჩა იმ პრინციპით, რომ ყურადღების გარეშე არ დარჩენილიყო სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში, როგორიცაა სასკოლო - ინტერნატები, ქალაქის, რაიონული ცენტრების, სოფლების და აგრეთვე მაღალმთიანი სოფლის სკოლები.

გამოცდების ჩატარებამდე შესწავლილი იქნა საექსპერიმენტო მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა საგამოცდო ცენტრების პილოტირებას. საგამოცდო ცენტრებში სახელმწიფო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული მხარე, როგორიცაა შენობის მზადყოფნა, საგამოცდო პაკეტების და შეფასების სქემების კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, მეთვალყურეთა რაოდენობის შეფარდება მოსწავლეთა რაოდენობასთან დაცული იყო.

გამოცდების დროს არაერთი არასასურველი გარემოება გამოვლინდა, მაგ: ძალიან დიდი იყო მშობლების აქტიურობა, ისინი აპროტესტებდნენ გამოცდების ჩატარების აღნიშნულ ფორმას და მიმდინარეობს ობიექტურობას. იყო შემთხვევა, როცა მშობლები საგამოცდო ცენტრში შეცვივდნენ გამოცდების ჩასაშლელად, ხოლო მეორე შემთხვევაში მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია დატოვეს.

ყარაჯალის (აზერბაიჯანული) სკოლის, უცხო ენის გამოცდაზე მოხდა გაუგებრობა იმ ფაქტის გამო, რომ ტექსტში პირობა მოცემული იყო ქართულ ენაზე. ყარაჯალის სკოლის დირექტორი, პედკოლექტივი და მშობლები თვლიდნენ, რომ დაირღვა ბავშვთა უფლებები. ამის გამო, მათ მოითხოვეს სპეციალისტების შემოშვება გამოცდაზე, რომლებიც მოსწავლეებს უთარგმნიან ქართულ ენაზე მოცემულ პირობებს. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოცდის ობიექტურად ჩატარებას (უნდა აღინიშნოს, რომ იმავე იმავე მოსწავლეებმა ორი დღით ადრე ჩააბარეს გამოცდა ქართულ ენაზე და რომ მათ სკოლაში ქართული ენის ინტენსიური სწავლებაა). დამკვირვებელთა აზრით ყველა ცენტრის ადმინისტრატორი, განათლებიოს საოლქო და ადგილობრივი განყოფილების წარმომადგენლები ცდილობდნენ გამოცდები ობიექტურად ჩატარებულიყო.

ზოგიერთ სკოლაში გამოცდები სავსებით ობიექტურად ტარდებოდა ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად. მაგრამ ზოგ სკოლაში დარღვევა მაინც დაფიქსირდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მობილური ჯგუფები გაფრთხილების გარეშე მივიდოდნენ. ტესტების დალუქული პაკეტი ყველგან გამოცდის დაწყების წინ, მოსწავლეთა და მეთვალყურეთა თვალწინ გაიხსნა. დალუქული შეფასების სქემა ყველგან კომისიის წევრების თანდასწრებით გაიხსნა გამოცდების დასრულების შემდეგ. ტესტებისა და შეფასების სქემების სრული კონფიდენციალობა დაცული იყო თითქმის ყველა რეგიონის შერჩეულ სკოლებში, ახალციხე ადგილი ჰქონდა ერთ გამონაკლის შემთხვევას. აგრეთვე სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოსწავლეები წინასწარ იცნობდნენ ტესტებს. ჩოხატაურის პაკეტის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2 ტესტის თავფურცელი დაუბეჭდავი რაიონის სკოლებში მეტ-ნაკლებად დაცული იყო საგამოცდო პროცესის ობიექტურობა, რასაც ადგილობრივი განათლების განყოფილების აქტიურობა განაპირობებდა. მათ პრაქტიკულად თავის თავზე აიღებს საგამოცდო პროცესის წარმართვა. მაგრამ მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა მათემატიკის გამოცდაზე ახმეტის #2 საშუალო სკოლაში, სადაც საგამოცდო ტესტი დაიკარგა.

ზოგიერთ სკოლაში იმყოფებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სკოლების მზადყოფნა.

ბევრ სკოლაში საგამოცდო აუდიტორიები, სადაც მიმდინარეობდა გამოცდები, ძირითად მომზადებული იყო კარგად, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებშიც. სამეგრელოს ოთხ სკოლაში შენობა არ იძლეოდა გამოცდების ობიექტურად ჩატარების საშუალებას. იმერეთის ბევრ სკოლაში გამოცდაზე არ იყო დაცული მერხებს შორის საგამოცდო ინსტრუქციით განსაზღვრული დისტანცია.

0x01 graphic

შიდა ქართლის დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მეთვალყურეთა რაოდენობა და შემადგენლობა მუდმივი იყო იმ სკოლებში, სადაც კომისიების შემადგენლობაში დაწყებითი კლასის მასწავლებლები დაფისქირდა მესამე გამოცდაზე მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდის 1 შემთხვევა წინა გამოცდებთან შედარებით: სამეგრელოს 5 სკოლაში გამოცდების დროპს შენობაში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. გურიის ზოგიერთი სკოლის შენობაში იმყოფებოდნენ გარეშე პირები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდების მიმდინარეობაზე მათ რაიმე გავლენა არ მოუხდენიათ. შიდა ქართლში გამოცდის მიმდინარეობაზე 13-ჯერ დაფიქსირდა შენობაში იმ პირების ყოფნა, ვისაც გამოცდებზე მიმდინარეობაზე მათ რაიმე გავლენა არ მოუხდენიათ.შიდა ქართლში გამოცდის მიმდინარეობს 13-ჯერ დაფიქსირდა შენობაში იმ პირების ყოფნა, ვისაც გამოცდებზე დასწრების უფლება არ ჰქონდა (მასწავლებლებლები, მშობლები). ახალციხეში შენობებში, სადაც მიმდინარეობდა გამოცდა, თითქმის ყველგან იყვნენ დაფიქსირებული უცხო პირები (ძირითადად, მშობლები). საბუეს საშუალო სკოლაში (ყვარლის რაიონი) გამოცდები მრავალი დარღვევით ჩატარდა, რომელთა აღკვეთა შეეძლოთ მეთვალყურეებს, მაგრამ ეს არ მოხდა.

სამწუხაროდ, გადაწერის შემთხვევებში დაფიქსირდა თითქმის ყველა იმ სკოლაში, სადაც იმყოფებოდნენ მონიტორები. ამ კუთხით წესებს არღვევდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები, მაგალითად: შიდა ქართლში გამოცდის დროს დირექტორმა და მეთვალყურეებმა გადაწერისა და დახმარების 19 შემთხვევა აღკვეთეს. ხშირად მეთვალყურეები თავად ეხმარებოდნენ მოსწავლეებს (დაწყებითი კლასის მასწავლებლები) ან არ აღკვეთდნენ მოსწავლეთა მხრიდან დახმარების მცდელობას. გადაწერას და დახმარებას ადგილი ჰქონდა იმერეთის რეგიოონის, ისან-სამგორის, ახალციხის, ყვარლის და ახმეტის რაიონების თითქმის ყველა სკოლაში. გამოცდის დროს ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა ურთიერთდახმარებას, გადალაპარაკებას “შპარგალკების“ გადაწოდებას, გადაწერას. იყო კარნახის და დამკვირვებელთა მხრიდან დახმარების შემთხვევებშიც. ვერც გურიაში მოხერხდა გადაწერის ფაქტების სრულად აღკვეთა (უპირატესად ეს ეხება გამოცდას მათემატიკაში, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთმანეთისაგან გამომთვლელი მანქანის თხოვების მოტივით ახერხებდნენ ეგრეთ წოდებული „შპარგალკების“ გადაწოდებას. ენისელის საშუალო სკოლაში (ყვარლის რაიონი) სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ცდილობდა მიხმარებოდა მოსწავლეებს. ხოლო აწყურის (ახმეტის რაიონი) და საბუეს (ყვარლის რაიონი) საშუალო სკოლებში დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ თვითონ მეთვალყურეები არიგებდნენ, ან გადაჰქონდათ „შპარგალკები“. სამეგრელოშიც ხშირი იყო გადაწერის შემთხვევებში, რომლებსაც არ აკვეთდნენ მეთვალყურეები. დახმარება ხდებოდა მეთვალყურეთა და პედაგოგთა მიერაც. წყალტუბოს 2 საშუალო კოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებისას აშკარა იყო დამკვირვებელ პედაგოგთა ნაწილის ლოიალური დამოკიდებულება როგორც დაკისრებული მოვალეობის, ასევე მოსწავლეთა მიმართ. მათ ვერ უზრუნველყვეს ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც გამორიცხავდა მოსწავლეების მიერ ერთმანეთისათვის „შპარგალკების“ გადაწოდებას, მოსწავლეთა შორის საუბარს. ისინი თავადაც ეხმარებოდნენ მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ, სკოლის დირექტორი საკმაოდ მკაცრ გაფრთხილებებს იძლეოდა. რამდენიმე მოსწავლემ მისივე მითითებით დატოვა კიდეც გამოცდა.

ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები

- წლევანდელი გამოცდები შედარებით მკაცრად და ობიექტურად ჩატარდა ვიდრე გასულ წელს.

- დიდ სკოლებში გამოცდები უფრო ობიექტურად ტარდება, რადგან პატარა სკოლები უფრთხიან მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირებას.

- არც ერთ რეგიონში გამოცდებზე დასწრების პრობლემა არ შექმნიათ სამინისტროს, საოლქო და რაიონული განყოფილებების მიერ მივლინებულ თანამშრომელებს და „შეფასების ცენტრის“ ბეჭდით დამოწმებული საბუთით მისულ პირებს. დარღვევის ფაქტი ამ საკითხთან მიმართებაში დამკვირვებელთა ანგარიშებში არსად ფიქსირდება.

- გამოცდების ჩატარების ობიექტურობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული კომისიის თავჯდომარის (სკოლის დირექტორი) ნებასა და სურვილზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გარემო პირობები იყო სკოლის შენობაში გამოცდების ჩასატარებლად (ერთიან სივრცეში ტარდება, თუ რამდენიმე საკლასო ოთახში).

- საგამოცდო კომისიის წევრები, გამონაკლის შემთხვევაში, არ იცნობდნენ მეთვალყურეთა უფლება - მოვალეობებს და, ხშირ შემთხვევაში არ ასრულებდნენ მას.

- შემაფასებელი კომისია ყოველთვის არ იწყებდა მუშაობას გამოცდის დამთავრებისთანავე.

- მეთვალყურის საჭიროება არსებობს საგამოცდო სივრცის გრეთ, სკოლის შენობაში.

- გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდების ჩატარების წესებში ჩაემატოს: „მეთვალყურეებად გამოცდებს არ შეიძლება დაესწრონ იმ საგნის პედაგოგები და სპეციალისტები, რომლებშიც სახელმწიფო გამოცდა ტარდება“.

- Z ნიშნის დასმის ინსტრუქცია იყოს უფრო დეტალური, რადგან ამჟამად არსებული ინსტრუქცია განსხვავებულ მოსაზრებებს ბადებს.

- გათვალისწინებულ იქნას დამატებითი ანაზღაურება კომისიის წევრებისათვის და გამსწორებელი პედაგოგებისათვის (თუნდფაც უზრუნველყოს სკოლამ).

- უცხოური ენის შეფასების სქემა იყოს ვარიანტების რაოდენობის მიხედვით.

- გათვალისწინებულ იქნას ნეიტრალური მეთვალყურეების მიმაგრება გამოცდებზე.

- სასურველია ტესტების მეტი ვარიანტები.

- ტესტები უნდა იყოს კოდირებული.

- ტესტები უნდა იყოს ასწორებდეს იმავე სკოლის მასწავლებელი.

- ტესტირება უნდა ტარდებოდეს ყველა საგანში და წინა კლასებშიც.

- მეტი დრო დაეთმოს პედაგოგთა მომზადებას ახალი სისტემისათვის.

- სასურველია მონიტორინგი შეირჩნენ სხვა რაოდენობიდან.

- მოხდეს საგამოცდო პროცესის და მონიტორინგის მონიტორინგი მობილური ჯგუფის მიერ.

3 სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები პირველადი ჯანდაცვის სფეროში: ინფორმაცია თემებისათვის

▲ზევით დაბრუნება


გურამ კიკნაძე, გივი ჯავაშვილი

მოცემული პუბლიკაციის მიზანია, დაეხმაროს მოსახლეობას მიიღოს მისთვის საჭირო მომსახურება პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ამბულატორულ მომსახუირებას გულისხმობს. მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურება, ძირითადად, პოლიკლინიკებისა და ამბულატორების ქსელის პრეროგატივაა, თუმცა, თბილისში უკვე დაიწყო ფუნქციონირება ახალი ტიპის რამდენიმე დაწესებულებამ, ეგრეთ წოდებულმა, „საოჯახო მედიცინის ცენტრებმა“.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას. ამისი ძირითადი მიზეზი მოქალაქეთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს და სამედიცინო დაწესებულებებს და სამედიცინო პერსონალს არა აქვთ ამ დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა, ვინაიდან დროულად ვერ იღებენ საჭირო დაფინანსების სახელმწიფოსგან. ამას ემატება ის, რომ ხშირად მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის რა ტპის და რა საფასურის სამედიცინო მომსახურება ეკუთვნის, როგორ მომსახურება ეკუთვნის, როგორ მოითხოვს კუთვნილი მომსახურება. ეს კი იწვევს იმას, რომ მოქალაქეები მათთვის კანონით დაწესებული სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ.

სამედიცინო პერსონალი არასრულყოფილი დაფინანსების გამო მოქალაქეებს უფასო ან შეღავათიან სამედიცინო მომსახურებას ვერ უწევენ და ეს გარემოება, ბუნებრივია, პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის დაპირისპირების საგნად არ შეიძლება იქცეს. გამოსავალი თანამშრომლობაში უნდა მოიძებნოს. როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის უფლებებს, ორივემ ერთად კი სახელმწიფოსაგან უნდა მოითხოვოს ამ უფლებების პატივისცემა და დაცვა.

ცხადია, საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლებელია, თუ მოქალაქე ზედმიწევნით არ იცნობს კანონმდებლობაში გაცხადებულ ამ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ ეს უფლებები „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებშია„ ასახული. ამ პროგრამებში მოცემულია სამედიცინო მომსახურების იმ სახეთა ჩამონათვალი, რომელთა უზრუნველყოფაზეც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა აღებული.

მოცემულ სტატიაში დაწვრილებით არის განმარტებული, ვინ უნდა გადაიხადოს ამა თუ იმ სახის სამედიცინო მომსახურების საფასური - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტმა თუ თავად პაციენტმა.

რას იხდის მოქალაქე და რას იხდის სახელმწიფო

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, რომ ჩვენში მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების სფეროში გარკვეული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობდნენ. კერძოდ, მოქალაქე ყოველთვის არ იხდის მომსახურების სრულ ღირებულებას. ზოგჯერ მოქალაქე მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილს ფარავს, ან სულაც არ იხდის არაფერს. ამასთან, ისიც უნდა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრს გადაულახავი წინააღმდეგობები ხვდება ამ შეღავათებით სარგებლობის მცდელობისას. სწორედ ამიტომ აღარ მიმართავს მოქალაქეთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებას. სხვები კი იმიტომ პასიურობენ, რომ საერთოდ არაფერი იციან შეღავათების შესახებ.

ცხადია, უფასო ან შეღავათიანი მომსახურება არ ნიშნავს, რომ მის საფასურს არავინ იხდის. როცა მოქალაქე იხდის მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილს, მეორე ნაწილი იფარება გარკვეული წყაროებიდან, ანუ ადგილი აქვს თანაგადასახადებს: იხდის მოქალაქეც და იხდის სახელმწიფოც.

ერთ შემთხვევაში გადახდა ხდება ე.წ. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ამ დროს თანხას უშუალოდ იხდის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია. მეორე შემთხვევაში გადამხდელია ადგილობრივი ხელისუფლება (მუნიციპალიტეტი) ეგრეთ წოდებული მუნიციპალური სამედიცინო პროგრამის საფუძველზე.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

სადღეისოდ საქართველოში სახელმწიფო აფინანსებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მხოლოდ ნაწილს, ამასთან, შერჩეულია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები, რომელთა სამედიცინო დახმარებაზე ვალდებულებას სახელმწიფო კისრულობს. გარდა ამისა, შერჩეულია გარკვეული დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე, სახელმწიფოს ევალება.

ზემოთ ხსენებული სახელმწიფო ვალდებულებები ოფიციალურად წარმოდგენილია სამედიცინო პროგრამების სახით, რომლებშიც განსაზღვრულია:

ა) მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს ხარჯზე უტარდება სამედიცინო მომსახურება;

ბ) კონკრეტული დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საფასურს ამა თუ იმ მოცულობით სახელმწიფო იხდის;

გ) კონკრეტული ჯანდაცვითი ღონისძიებები, რომლის საფასურსაც სახელმწიფო იხდის.

ამრიგად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გაცნობაც თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას იცოდეს, თუ რომელი დაავადებების დროს და რა მოცულობით გადაუხდის მას სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების საფასურს.

სახელმწიფო პროგრამები პირველადი ჯანდაცვის სფეროში

სახელმწიფო პროგრამები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პროგრამებს, რომლებშიც ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის ამბოლატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევას. 2003 წლამდე რამდენიმე ასეთი პროგრამა მუშაობდა მაგალითად: „სოფლად მოსახლეობის დამატყებითი სამედიცინო დახმარების პროგრამა“, „0 - 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის პროგრამა“ ამბულატორიული დახმარების კომპონენტი), „მეანობის პროგრამა“ (ორსულთა პატრონაჟის კომპონენტები), „ფსიქიატრიული დახმარების პროგრამა“ (ამბოლატორიული დახმარების კომპონენტები) და სხვა.

2003 წელს აღნიშნული პროგრამები (და ქვეპროგრამები) გაერთიანდა ერთი ქოლგის ქვეშ - ეგრეთ წოდებული „ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამა ძალაში შევიდა 2003 წლის 1 აგვისტოდან.

პროგრამით განსაზღვრული ამოცანები შემდეგია:

- ქვეყნის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ბაზისური პაკეტის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

- რეფორმალური მიმართვის საფუძველზე მოსახლეობის კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა;

- პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით მოსახლეობის ავადმყობის შემცირება;

„ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის” სტრუქტურა ასეთია:

- მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების (მათ შორის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის) კომპონენტი;

- იმუნიზაციის კომპონენტი;

- სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტები, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი ქვეკომპონენტებით;

- ფთიზიატრიული დახმარების ქვეკომპენენტი;

- ფსიქიატრიული ამბოლატორიული დახმარება;

- ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენცია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;

- ორსულთა პატრონაჟი;

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ამბოლატორიული დახმარების ქვეკომპონენტი, მათ შორის, ექსპერტიზა და სტომატოლოგიური მომსახურება;

- საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების კომპონენტი.

„ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა“ მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა თბილისისა და ბათუმისა. აღნიშნული ქალაქების მოსახლეობა ამბოლუტარულ სამედიციონო მომსახურებას იღებენ მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში.

„ამბოლატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით“ სოფლის ამბულატორიაში მოქალაქეს უფასოდ შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება;

- ზოგადი პრაქტიკის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის ექსპრესდიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით); საჭიროებების შემთხვევაში ავადმყოფის მიმართვა სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის.

- ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების ჩატარება, რომლებშიც გათვალისწინებულია „აცრების ეროვნული კალენდრით“;

,,ამბოლატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით“ პოლიკლინიკაში მოქალაქეს უფასოდ შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება:

- ზოგადი პრაქტიკის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის ექსპრესდიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით); საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფის მიმართვა სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის.

- ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების ჩატარება, რომელიც გათვალისწინებულია ,,აცრების ეროვნული კალენდრით“;

0x01 graphic

- ფზიქიატრიული დახმარება (სადიაგნოზო, სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება განხორციელდება პოლიკლინიკის პირობებში);

- სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება;

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზა.

„ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით“ სპეციალიზებულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოქალაქეს უფასოდ შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება:

- ორსულთა პატრონაჟი (ქალთა კონსულტაციები);

- ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარება (ფსიქიატრიული დისპანსერები);

- ფთიზიატრიული დახმარება (ტუპდისპანსერები).

ამრიგად, „ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროპგრამის“ ფარგლებში ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში ექიმთან ვიზიტი უფასოა ყველა მოქალაქისათვის.

რაც შეეხება ექიმის ბინაზე ვიზიტს, ის უფასოა 15 წლამდე და 65 წელს ზემოთ მოსახლეობისათვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და „უმწეოთა“ პოლისის მფლობელებისათვის.

პროგრამა აფინანსებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას 0-დან 3 წლამდე ბავშვთა კონტინგენტისთვის, ფთიზიატრიული პროფილის პაციენტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის და „უმწეოთა“ პოლისის მქონე პირთათვის.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში, ზოგადი პრაქტიკის ექიმის უბნის თერაპევტი/პედიატრი, ოჯახის ექიმი) დანიშნულებისამებრ, ლაბორატორიული გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდება 15 წლამდე, 65 წელს გადაცილებულ პირებს, მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და „უმწეოთა“ პოლისის მფლობელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პოლისის მფლობელი პაციენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს გლუკოზის განსაზღვრას სისხლში წელიწადში 6-ჯერ.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამბულატორისა და პოლიკლინიკის ზოგადი პრაქტიკის ექიმებს აქვთ შესაძლებლობა პაციენტისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისას გამოიყენენ წამლები, რომელთა საფასურს პაციენტი არ გადაიხდის. აღნიშნული წამლების შეძენა ხდება „ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. რაც შეეხება გეგმიურ მკურნალობას, პაციენტმა ამისათვის წამლები თავად უნდა შეიძინოს.

ბავშვთა ყველა პროფილაქტიკური აცრა, თუ ის გათვალისწინებულია „აცრების ეროვნული კალენდრით“, მთლიანად უფასოა (მოქალაქე არ იხდის არც ვაქცინის, არც შპრიცების ან რაიმე სხვა დამხმარე მასალის და არც ექიმის კონსულტაციის საფასურს).

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა პატრონაჟი

ერთ წლამდე ბავშვის (ახალშობილის) ჯანმრთელობის შემოწმება (ე.წ. „პატრონაჟი“) „ამბოლატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოიცავს შემდეგ უფასო სამედიცინო მომსახურებას:

ქალაქ თბილისში ჯერჯერობით დამატებით მოქმედებს ე.წ. „დაავადებათა მწვავე შემთხვევების მართვის“ ქვეკომპონენტი, რომელიც შემდეგ მომსახურებას ითვალისწინებს:

მომსახურების სახე

რაოდენობა წლის განმავლობაში

ექიმთან ვიზიტი

6

ექიმის ვიზიტი ბინაში

1

მედდის ვიზიტი ბინაში

10

სპეციალისტის კონსულტაცია

4

სისხლის საერთო ანალიზი

1

შარდის საერთო ანალიზი

1

განავლის ანალიზი (საერთო ან ჭიის კვერცხებზე

1

რენტგენოგრაფია

1 (საჭიროების შემთხვევაში)

- უფასო სატელეფონო კონსულტაციები;

- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და საჭიროებისას ბავშვის საავადმყოფოებში გადაყვანა.

ზემოთ ხსენებული მომსახურება უფასოა. საკონსულტაციო სამსახურის ტელეფონის ნომრები კი შემდეგია: 25-33-25, 90-1111, 92-03-92

ორსულთა და მშობიარეთა სამედიცინო მომსახურება

როგორც უკვე აღინიშნა, ორსულთა მონიტორირებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინასება სახელმწიფოს მიერ ხორციელდება „ამბულატორიული დახმარების სახემწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

ორსული აღრიცხვაზე აყვანილი უნდა იქნეს ორსულობის მე-13 კვირიდან. აღრიცხვაზე აყვანის დროს ხდება პოლისის „გახსნა“. ორსულობის 36-ე კვირიდან პოლისი აღარ გაიცემა.

პროგრამის ფარგლებში ორსულთა პატრონაჟი გულისხმობს უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს, რომელიც ორსულს უტარდება პროფილაქტიკური ვიზიტების დროს. ქვემოთ ჩამოთვლილია აღნიშნული უფასო კონსულტაციების და გამოკვლევების ნუსხა:

I ვიზიტი

- ექიმთან ვიზიტი;

- სისხლის საერთო ანალიზი;

- შარდის საერთო ანალიზი;

- ვასერმანის რეაქცია;

- სპეციალისტის კონსულტაცია;

- სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა;

- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.

II ვიზიტი ( 20 -22 კვირა)

- ექიმთან ვიზიტი;

- შარდის საერთო ანალიზი;

- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

III ვიზიტი (30 - 32 კვირა)

- ექიმთან ვიზიტი;

- შარდის საერთო ანალიზი;

- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

IV ვიზიტი( 36 კვირა)

- ექიმთან ვიზიტი;

- შარდის საერთო ანალიზი;

- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

თბილისის მოსახლეობის ამბულატორული სამედიცინო დახმარების პროგრამა

დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მოსახლეობის ამბოლატორიული სამედიცინო დახმარების ახალი, 2003 წლის პროგრამა, რომელიც არსებითად არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან.

ახალი პროგრამა ძალაში 2003 წლის 7 აპრილიდან შევიდა და ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა (15 წლამდე) და ასაკოვანი პირებისათვის (65 წლის ზევით) უფასო პრევენციულ და სამკურნალო მომსახურებას.

ზემოთ ხსენებული პროგრამა დამტკიცებულია თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანებით. თავის მხრივ, აღნიშნული ბრძანება ეფუძნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის 71/ნ ბრძანებასა და თბილისის საკრებულოს 2003 წლის 14 მარტის 4 -1 გადაწყვეტილებას.

15-65 წლის პირებისთვის მომსახურება უფასოა, თუ საქმე ეხება გარკვეული ქრონიკული დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობას. აღნიშნული დაავადებების მკურნალობით შესაძლებელია უნარშეზღუდულობის („ინვალიდობის“) და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების თავიდან აცილება.

ამრიგად, ქალაქ თბილისის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ახალი პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია:

ა) 3-დან 15 წლამდე, აგრეთვე 65 წელზე უფროს მოსახლეობას თბილისის პოლიკლინიკისა და საოჯახო მედიცინის ცენტრებში გაეწევათ უფასო სამედიცინო მომსახურება;

ბ) 15-დან 65 წლამდე ასაკის პირებს თბილისის პოლიკლინიკებსა და საოჯახო მედიცინის ცენტრებში გაეწევათ უფასო მედიცინის ცენტრებში გაეწევათ უფასო მომსახურება, თუ საქმე ეხება შემდეგი გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვას:

- გულის იშემიური დაავადება (მაგ. სტენოკარდია, ინფაქტი და სხვა);

- დაავადებები, რომლებშიც ხასიათდებიან სისხლის წნევის აწევით (მაგ. ჰიპერონიული დაავადება);

- შაქრიანი დიაბეტი;

- ბრონქული ასთმა;

- ახალწარმონაქმები, კლინიკური ჯგუფი ( სიმსივნეები)

- პარკისონის დაავადება;

- ეპილეფსია.

15-დან 65 წლამდე ასაკის პირებისათვის ყველა სახის მომსახურება (რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების პრევენციასთან, დიაგნოზისა და მკურნალობასთან) იქნება ფასიანი. მომსახურების ფასს განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება (პოლიკლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი).

ბინაზე გამოძახება უფასოა (წელიწადში ოთხერ) მხოლოდ შემდეგი კატეგორიის პირებთან:

- სამამულო ომის მონაწილეებთან, მათთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე პირებთან;

- მუდმივად (გადაადგილების უნარს მოკლებული) მწოლიარე პირებთან;

- ონკოინკურაბელურ პაციენტთან (პირებთან, რომლებსაც აქვთ ავთვისებიანი სიმსივნის შორსწარსული ფორმა) საჭიროების მიხედვით.

ყველა დანარჩენი მოქალაქისთვის ბინაზე გამოძახება ფასიანია.

თბილისში ამბოლატორიული სამედიცინო დახმარების ახალი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი უფასო ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.

მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს რომ, უფასო იქნება მხოლოდ გარკვეული ლაბორატორიული და ინსრუმენტალური გამოკლვლევები, აგრეთვე ცალკეული სპეციალისტების კონსულტაციები.

ამასთან, ნებისმიერი კონსულტაცია ყველა შემთხვევაში უბნის ექიმის ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით უნდა დანიშნოს. თუ პაციენტი გამოკვლევას ან სპეციალისტის კონსულტაციას უბნის/ოჯახის ექიმის შემოვლით იტარებს, მომსახურების ფასი მან თვითონ უნდა გადაიხადოს.

თბილისის მოსახლეობას აღნიშნული მომსახურება შეუძლია მიიღოს თბილისში განლაგებულ შემდეგი ტიპის ლიცენზირებულ დაწესებულებებში:

- საოჯახო მედიცინის ცენტრებში;

- ბავშვთა პოლიკლინიკებში;

- მოზრდილთა პოლიკლინიკებში;

- შერეულ პოლიკლინიკებში;

- სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრებში.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომელთა ჩატარება თბილისის გარკვეული კატეგორიის მოქალაქისათვის უფასოა (3 -დან 15 წლის და 65 წელს გადაცილებული პირები, აგრეთვე 15-65 წლის პირები,რომლებსაც ე.წ. გავრცელერბული ქრონიკული დაავადებები დაუდგინდათ):

1. სისხლის საერთო ანალიზი;

2. სისხლის მოკლე ანალიზი (ჰემოგლობინი, ლეიკოციტები, ერითროციტების დალექვის სიჩქარე);

3. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;

4. სისხლის შრატში ქოლესტერინის განსაზღვრა;

5. სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა;

6. შარდის საერთო ანალიზი;

7. შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა;

8. შარდში ცილის განსაზღვრა;

9. განავლის ანალიზის ფარულ სისხლდენაზე;

10. ელექტროკარდიოგრაფია.

სპეციალისტთა კონსულტაციები, რომელთა ჩატარება თბილისის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის უფასოა (იხ.ზემოთ):

მოზრდილთა პოლიკლინიკებისათვის:

1. კარდოლოგი;

2. ენდოკრინოლოგი;

3. ოფთალმოლოგი;

4.ნევროპათოლოგი;

5. ონკოლოგი.

ბავშვთა პოლიკლინიკებისათვის:

1. ნევროპათოლოგი;

2. ოფთალმოლოგი;

3. ოტოლარინგოლი;

4. კარდიორევმატოლოგი.

თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა

თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს თბილისის მოსახლეობისათვის დედაქალაქის ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში უფასოა (იხ. ჩამონათვალი ქვემოთ). პროგრამაში ჯერჯერობით მონაწილეობს მხოლოდ მუნიციპალური საწარმო სამედიცინო დახმარება „03“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება თბილისი მოქალაქეებისათვის „03„-ით სარგებლობისას უფასოა 3-ჯერ პროგრამის მოქმედების პერიოდში

დამატებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება პაციენტისთვის უფასოა „03“-ით სარგებლობისას იმ შემთხვევაში, თუ ესა ის მდგომარეობა შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებს:

1. ქუჩის შემთხვევა;

2. მასობრივი უბედური შემთხვევები;

3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევები;

4. 0-დან 16 წლამდე ბავშვები;

5. კომა და უგონო მდგომარეობა;

6. სხეულის მძიმე დაზიანება (მოტეხილობა, დამწვრობა, ჭრილობა, ინტოქსიკაცია), რომელიც საჭიროებას სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას;

7. მშობიარობა;

8. მუნიციპალური ღონისძიებების მომსახურება.

ყველა სხვა შემთხვევებში გამოძახების ფასია 6 ლარი.

თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფის პროგრამები

აღნიშნული პროგრამები სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებები მოიცავს. მათგან შევჩერდებით ცოფის საწინააღმდეგო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე. პროგრამის ზუსტი სახელწოდებაა „მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის პროგრამა“ და ითვალისწინებს შინაური და გარეული ცხოველის, მათ შორის მღრნელების მიერ ადამიანების დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის, შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

საყურადღებოა, რომ პროგრამა ანტირაბიული ღონისძიებების გატარებასთან ერთად გულისხმობს ტეტანუსის პროფილაქტიკასაც.

პროგრამაში შედის შემდეგი უფასო სამედიცინო მომსახურება:

1. ექიმთან ვიზიტი (ექიმთან ვიზიტი, თავის მხრივ, მოიცავს ჭრილობის პირველად დამუშავებასა და ვაქცინაციის წინ ჩატარებულ ღონისძიებებსაც);

2. ვაქცინაცია (ვაქცინით უზრუნველყოფის ჩათვლით);

3. იმუნოგლობულინის შეყვანა (იმუნოგლობულინითუზრუნველყოფის ჩათვლით);

4. ანტიტეტანური შრატის შეყვანა (შრატით უზრუნველყოფის ჩათვლით);

5. ანტიტენტანური შრატის შეყვანა (ანატოქსით უზრუნველყოფის ჩათვლით).

0x01 graphic

4 პოლიტიკა უნარშეზღუდულ ბავშვთა მიმართ: საქართველოს თემის მობილიზების სამუშაო ჯგუფის კონკრეტული შედეგები

▲ზევით დაბრუნება


უნარშეზღუდულ ბავშვთა პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა (სთმი)

1994 წელს საქართველო მიუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც აცხადებს, რომ „გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომელიც უძლიერეს ღირსების გრძნობას, ეხმარება თვითრწმენის ჩამოყალიბებაში და უადვილეს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში“.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ხანია ზრუნავენ უნარშეზღუდული ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეძლებისდაგვარად სრულად ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის. აპრორირებულია და წარმატებით მუშაობს მრავალი ახალი მიდგომა, დაგროვდა დიდი გამოცდილება. ჩამოყალიბდა და კანონმდებლობით შესასრულებლად სავალდებულო გახდა ახალი არქიტექტურული მოთხოვნები შენობებისა და ქუჩების მიმართ.

უნარშეზღუდულ ბავშვზე ჯერ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა, თუმცა, რაღაც მიმართულებებზე საუბარი მაინც შესაძლებელია. უნარშეზღუდულ ბავშვთა რიცხვი ქვეყანაში აშკარად იზრდება. უნარშეზღუდულთა შორის თანდაყოლილი დაავადებები 80 პროცენტს აღწევს. საქართველოში უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებზე რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა გაპირობებული, თუმცა, ამ უწყებათა, ასევე, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეთა შორის ჯერ თანდაყოლილი დაავადებები 80 პროცენტს აღწევს. საქართველოში უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებზე რამდენიმე სსახელმწიფო უწყებაა განპირობებული, თუმცა ამ უწყებათა, ასევე, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეთა შორის ჯერ კიდევ არ არის ნათლად გამიჯნული უფლებები და მოვალეობები.

უდიდესი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს აუცილებელი და სანდო ინფორმაცია ამ ბავშვების მდგომარეობის შესახებ. უფრო მეტიც, არ არის დამუშავებული, რა სახის ინფორმაციაა საჭირო ეფექტური მართვითი გადაწყვეტიოლების მისაღებად. არის სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მეთოდოლოგიური პრობლემები.

საკადრო უზრუნველყოფა. საქართველოში ძნელად იკიდებს ფეხს გაგება იმის შესახებ, რომ სოციალური სფეროს მართვას პროფესიონალები სჭირდება. არის თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი სოციალური სფეროს მენეჯერების დიდი დეფიციტი. ფაქტიურად არ არსებობს სოციალური მუშაკის ინსტიტუტია.

არასამთავრობო სექტორი. საქართველოში ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე პროფესიულად მუშაობს მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ამავე დროს ჯერ კიდევ ფაქტიურად არ არსებობენ თემზე დამყარებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა როლი გაჭირვებულთა დახმარების საქმეში სრულიად უნიკალური და შეუცვლელია.

საქართველოში მოქმედი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია უდიდეს დახმარებას უწევს გაჭირვებულ ბავშვებს. უახლოეს წარსულში ეს დახმარება ბავშვთა ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი წყარო იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებამ დიდი როლი შეასრულა, ასევე, საქართველოში ბავშვთა პრობლემებისადმი ახალი მიდგომების დამკვიდრების საქმეში. მაგრამ ეს დახმარება გაცილებით ქმედითი და ნაყოფიერი იქნებოდა, რომ იყოს შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება, როგორც საკუთრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, ამ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში ფაქტიურად არ აისახა ბავშვთა პრობლემები. თუმცა, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ ეს პრობლემები იწვევენ მოქალაქის ცხოველ ინტერესს და განსაზღვრავენ მის არჩევანს.

პროგრამათა მდგრადობა. ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებშიც სხვადასხვა კატეგორიის ბავშვთა მდგომარეობას გაუმჯობესებას ისახავენ მიზნად, არ არიან ბოლომდე ნათლად ჩამოყალიბებული. მასში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული პროგრამის კონკრეტული მიზნები, მიზნის მიღწევის სტრატეგიები და წარმატების ინდიკატორები. რესურსული ბაზა, როგორც წესი, არასაკმარისია პროგრამის განხორციელებისათვის, მაგრამ არსერბული მწირი რესურსებიც არ არის ზუსტად გაწერილი დროისა და ღონისძიებათა მიხედვით. პროგრამებში არ არის ნათლად განაწილებული პასუხისმგებლობა და ფუნქციები სხვადასხვა უწყებებს შორის, არ არის განსაზღვრული წამყვანი და დამხმარე სააგენტოები. ბუნებრივია, რომ ასე შედგენილი პროგრამა ვერ სრულდება, იფლანგება ფინანსური და ადამიანური რესურსები.

ასევე, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე პროექტების უმრავლესობას ერთი საკმაოდ ღრმა პრობლემა ახასიათებთ. როგორც წესი, ეს პროექტები დროის შემოფარგლულ მონაკვეთზე არიან დაფინანსებული. ეს გარემოება განსაკუთრებით მძიმეა თუ ამ პროექტის მოსარგებლეები ბავშვები არიან. პროფესიულ წრეებში ყველა ეთანხმება იმას, რომ პროექტის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს მისი შემდგომი მდგრადობის პირობები. ბუნებნრივია, რომ სახელმწიფო, ამა თუ იმ ფორმით, უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელების გარანტი. მით უმეტეს, რომ საქართველოში არის ასეთი მიდგომის პრეცენტი. ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის დაწყებისთანავე (პოლიტიკური პროექტი ხორციელდება UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით) განათლების სამინისტრომ სრულიად ნათლად გააცნობიერა პრობლემა და სამომავლო გეგმებში გაითვალისწინა საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობა პილოტური პროექტის დასრულების შემდეგ. დღეს ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს სახელმწიფოს უზრუნველყოფით.

კანონმდებლობით, ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე უნარშეზღუდული ბავშვები, იღებენ პენსიას (დახმარებას) 14 ლარს. ამ დახმარებების ხშირად არარეგულარულია. პრეზიდენტის 2002 წლის 22 მარტის ბრძანებულებით 16 წლამდე ყველა უნარშეზღუდულ ბავშვს ენიშნება დამატებითი დახმარება 22 ლარის ოდენობით. 36 ლარი, რომელიც თითოეულ ბავშვს მიეცემა ამ ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელი ადამიანის საარსებო მინიმუმის დაახლოებით მესამედს უდრის. უდავოა, რომ ეს თანხა არასაკმარისია ავადმყოფი ადამიანისათვის, რომელსაც საკმაოდ დიდი დამატებითი ხარჯები აქვს.

ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილია ინსტიტუციონალიზებული, დანარჩენი ოჯახებში იზრდება. უნარშეზღუდული ბავშვი, რომელიც ოჯახში იზდება, ხშირად, პერსონალურ მომვლელს საჭიროებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა ასეთი შესაძლებლობა ოჯახებს არ აქვს და ამ ფუნქციას ასრულებს მშობელი. ამის გამო იგი არ მუშაობს. არ ხდება ოჯახის ბიუჯეტის დამატებით შევსება. ამ ოჯახების უმეტესი ნაწილი ღატაკთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ის უნარშეზღუდული ბავშვები, რომლებიც სახლში იზრდებიან, უკეთეს მდგომარეობაში არიან ვიდრე საბავშვო სახლებში მოთავსებული ბავშვები. ამ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ შედარებით ადეკვატური მკურნალობა. ბავშვების უდიდესი ნაწილისათვის ასეთი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი.

საზოგადოებრივ - კულტურული გარემო. საქართველოში, ჯერ კიდევ ძლიერია ტოტალიტარული ქვეყნების საზოგადოებისათვის დამახასიათებელი შეხედულება, რომ სირცხვილია უნარშეზღუდული, განსაკუთრებით, გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვის ყოლა. უნარშეზღუდულ ბავშვებს გარკვეული დამღა აქვთ. ამიტომ, ზოგჯერ ბავშვი, მცირე ფსიქიკური გადახრითაც საბავშვო დაწესებულებებში თავსდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მატერიალური პირობებით ოჯახს მისი სახლში აღზრდა შეუძლია. ხშირია, ასევე შემთხვევები, როდესაც ბავშვები ოჯახებში ახლობლების მიერ შეგნებულად იზოლირებულნი არიან.

უნარშეზღუდულ პირთა დახმარების საკითხების განხილვისას ყურადღება არ ექცევა კულტურულ ასპექტებს. არ არის შემუშავებული უნარშეზღუდულ ბავშვებთან და მათ ახლობლებთან ურთიერთობის ეთიკუტრი ნორმები.

საზოგადოებამ არ იცის ამ ბავშვების რეალური მდგომარეობა და, ბუნებრივია, არ ფიქრობს და ზრუნავს უნარშეზღუდულ ბავშვების პრობლემათა გადაწყვეტაზე. არ არსებობს ამ საქმეში საზოგადოების ჩართვისა და მისი ქმედითი თანამონაწილეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა.

ხელმისაწდომობა. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს უნარშეზღუდული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომობის მსოფლიოში მიღებული წესები, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ხელმისაწვდომობას, შენობის გარეთ სივრცეში ხელმისაწვდომობას, ტრანსფორტში ხელსისაწვდომობას, შენობის ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ მოითხოვს, საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყოს სპეციალური მოთხოვნები, საქართველოში არ არსებობს მშენებარე ობიექტებზე ამ თვალსაზრისით მეთვალყურეობის განმხორციელებელი ორგანო. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქვეყანაში მეტად რთული მდგომარეობაა; ობიექტურ პრობლემებს (ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, რთული გეოგრაფიული ლანდშაპტი), მძიმე მემკვიდრეობა) ემატება პოლიტიკის პრობლემები. კერძოდ, კანონმდებლობით ზუსტად არ არის განსაზღვრული უნარშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის პაუხისმგებელი ორგანო. არ არის პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრული ხელმისაწვდომობის წესები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელი იქმნებოდა მათ განხორციელებაზე ზრუნვა. დღის წესრიგში არ დგას მასმედიის მიერ უნარშეზღუდულთა საჭიროებების გათვალისწინება, ბრაილის შრიფტით ლიტერატურის ბეჭდვა, უნარშეზღუდულთა სპეციალური სატრანსპორტო მომსახურება და ა. შ.

საკადრო და მეთოდოლოგიური საკითხები. დიდი პრობლემაა ასეთ ბავშვებთან მუშაობის თანამედროვე გამოცდილების და მეთოდოლოგიური ფლობის დეფიციტი. შესაბამისად, თითქმის არა გვყავს სათანადო მომზადების სამედიცინო და პედაგოგიური კადრები. არ არსებობს ექიმთა და პედაგოგთა გადამზადების სისტემა. სპეციალურ მომზადებას საჭიროებს, ასევე, დამხმარე პერსონალი. ინვალიდ ბავშვთა და მათი ოჯახების დახმარებაში შეუცვლელია სოციალური მუშაკის როლი. საქართველოს არ ჰყავს ასეთი სახის პროფესიული კადრები. არ ხდება უნარშეზღუდულობის (გონებრივი დეფიციტი, ქცევის დარღვევა, აუტიზმი და ა.შ.) ცნებათა ახლებური გაგება და, შესაბამისად, არ ინერგება ახლებური მიდგომები.

ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მრავალი სახელმწიფო პროგრამა უნარშეზღუდულთა, მათ შორის, უნარშეზღუდულ ბავშვთა დასახმარებლად. ამ პროგრამებმა მრავალ უნარშეზღუდულ ბავშვს და მათ მშობლებს შეუმსუბუქეს მდგომარეობა. მაგრამ ამ პროგრამებსაც ახასიათებთ, ზოგადად, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ყველა ზემოთ მოყვანილი პრობლემა.

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის 1665 ბრძანებულებით „ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის 1997 - 2000 წწ-ის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“, 2000 წლამდე განსაზღვრული იყო ინვალიდებთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. მომდევნო წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში (1997 წ. 12 აპრილი) „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“, ისევ აღინიშნა, რომ „ქვეყანაში კვლავ სერიოზული წინააღმდეგობები ექნება ინვალიდთა კანონიერი ინტერესების რეალურად განხორციელებას, რაც განპირობებულია იმით, რომ არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლისა და „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები და ინსტრუქციები“. დღეს, 2002 წელს, ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელია.

1996 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „სოციალური პოლიტიკიოს მიზნებისა და ნორმების შესახებ“ ჟენევის 1962 წლის 117 კონვენციის რატიფირება, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა წარმოადგენს.

განათლების ხელმისაწვდომობა

გონებრივად ჩამორჩენილი ბავშბვებისადმი დღემდე გძელდება საბჭოთა დროიდან გადმოსული მიდგომა, რაც გულისხმობს ასეთი ბავშვების მათთვის სპეციალურად განკუთნილ, ცალკე გამოყოფილ სკოლებში სწავლებას (დამხმარე სკოლები).

საქართველოში უნარშეზღუდულ ბავშვთა განათლების სამართლებრივ საფუძველს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია, ასევე, აღიარებს განათლების თანაბარუფლებიანობას. კანონში „განათლების შესახებ“ 41-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ნორმალური განვითარებისაგან გადახრილი, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე ბავშვისათვის განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციული ხასიათის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

0x01 graphic

დღეს საქართველოში ჩვეულებრივ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა მძიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის ძალზე შეზღუდულია იმის გამო, რომ სკოლის შენობები არ არის მისადაგებელი მათ პრობლემებს. ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვების ნაწილი, რომელთაც გადაადგილების პრობლემები აქვთ, საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ და განათლებას ოჯახურ პირობებში იღებენ. კანონით ყველა ასეთი ბავშვი მიკრო რაიონის მიხედვით უნდა იყოს მიმაგრებული სკოლაზე და გამოყოფილი უნდა იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც მათ სახლში ჩაუტარებენ მეცადინეობას. მაგრამ, რეალურად, სახსრების უქონლობის გამო, სკოლა ვერ უზრუნველყოფს ასეთ მომსახურებას. თუმცა, გარკვეული წამოწყებები იქნა გატარებული საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში 2003-2004 წლებში და ამდენად, თბილისისა და კახეთის სკოლებში არაიშვიათია უნარშეზღუდული და ჯანმრთელი ბავშვების ინტეგრაციის შემთხვევები.

სახელმწიფოს მხრიდან არავითარი ყურადღება არ ექცევა უნარშეზღუდულ ბავშვთა არაფორმალურ განათლებას, ესთეტიკურ აღზრდასა და სპორტს. ამ საკითხებზე მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.

გასულ წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა წევრი სახელმწიფოებისგან წარმოდგენილი მოხსენების განხილვის საფუძველზე შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არასაკმარისი ძალისხმევაა მიმართული უნარშეზღუდული ბავშვების ჩვეულებრივ სკოლებში და მთლიანად საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის. მოუწოდა ქვეყანას გააქტიუროს ძალისხმევა ასეთი ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციისათვის, შექმნას მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები და იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მათ ჩართვას ჩვეულებრივ სასკოლო ცხოვრებაში და საერთოდ, საზოგადოებაში.

სხვა სირთულეებთან ერთად ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საზოგადოებრივი მზაობა უნარშეზღუდული ბავშვების ჩვეულებრივ სასკოლო სისტემაში ჩართვისას. არც სკოლები და მასწავლებლები, არც ავადმყოფი და ჯანმრთელი ბავშვების მშობლები, არც თვითონ ჯანმრთელი ბავშვები არ არიან მზად იმისთვის, რომ უნარშეზღუდული ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად მაქსიმალურად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში და ამით საფუძველი დაედოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.

5 ორი სახელმძღვანელო სოციალური სამსახურის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მომავალი სპეციალისტებისათვის

▲ზევით დაბრუნება


სოციალური სამსახურის საფუძვლები

მოკლე სახელმძღვანელო

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ასზე მეტმა სოციალურმა მუშაკმა მონაწილეობა მიიღო 2003 წელს თბილისა და ქუთაისში ჩატარებულ სემინარებში. რეგიონალური სახელმწიფო სოციალური მუშაკებისათვის ქართულად გამოცემულ მცირე ზომის სახელმძღვანელოში მოცემულია ინმფორმაცია სოციალური რეფორმის შესახებ და გაშუქებულია ის მიმართულებები და მეთოდები, რომელთა მიხედვითაც სოციალური მუშაკები სხვა ქვეყნებში მუშაობენ. სახელმძღვანელოში შეტანილია ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი მასალები. მაშინ, როცა საქართველოში მრავალმხრივი ინოვატორული რეფორმები მიმდინარეობს, 60 პროცენტზე მეტი მოსახლეობის ურთულესი სოციალური სიდუხჭირიდან ამოყვანა და სიღარიბის დაძლევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება. ამ ამოცანის ამოხსნა 2 ძირითად მომენტს ითვალისწინებს:

- სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება;

- სოციალური უსაფრთხოების გარანტიის მიღწევა.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის 14%25 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო, ნახევარზე მეტი - სიღარიბეში. ზოგადად, დასაქმებიდან მიღებული სახელფასო შემოსავალი, რომლის მაჩვენებელი უმდაბლესია, ვერ უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა იკვეთება. ამჟამად, საქართველოში პენსიას 877 708 ფიზიკური პირი იღებს, ესე იგი, ყოველი მეხუთე მოქალაქე პენსიონერია. პენსიონერთა საერთო რაოდენობის 57%25 ქალია, 43%25 - მამაკაცი; საპენსიო ასაკს 60 ოპროცენტზე მეტმა მოქალაქემ გადააცილა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერთა ოდენობა 22 პროცენტს აღწევს. 2003 ივლისში საქართველოს პარლამენტმა საპენსიო რეფორმა საპენსიო დაზღვევის სისტემასთან ერთად განხორციელდა.

საქართველოში მეექვსე წელია ხორციელდება საოჯახო სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკისა და ევროკომიისის მხარდაჭერით ხორციელდება. ყველაზე უმწეო მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის ღონისძიებებზე.

1998 წლის სოციალური დახმარების პროგრამა შეეხო მარტოხელა პენსიონერთა 45 619 ოჯახს;

- 1999 წელს - 48 743 ოჯახს;

- 2000 წელს - 44 874 ოჯახს;

- 2001 წელს - 49 332 ოჯახს;

- 2002 წელს - 69 644 ოჯახს.

პროგრამაში 33 პროცენტამდე პირი უნარშეზღუდულია. სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობენ:

ა) მარტოხელა, უმუშევარ პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები, უმუშევარ პენსიონრების ორი და მეტსულიანი ოჯახები;

ბ) დედმამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად;

გ) შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის ინავიდი უსანათლოება;

დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

ვ) აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი უმწეო ოჯახები, აგრეთვე, ყაზბეგის რაიონის 1000 ოჯახი და 20 ოჯახი შატილიდან.

მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება აშშ განვითარებას სააგენტოს (USAID) თანადგომით განხორციელებული ზამთრის გათბობის პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში მეხუთე წელია მოქმედებს.

პროგრამა, ასევე, შეეხო ორგანიზებულად დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრების და უმნიშვნელოვანესი სოციალური დაწესებულებების - საავადმყოფოების, სკოლა-ინტერნატების, სამშობიაროების და უდედმამო ბავშვთა სახლების ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ვალის ნაწილობრივ დაფარვას. ამ ობიექტებიდან 395 ჯანდაცვის ობიექტია.

ბოლო წლებში აღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის მიერ შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაცია PA Consultants. პროგრამის მი ზანია ქვეყნის მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენებისა და იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის ზამთრის პერიოდში მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პრობლემების შემსუბუქება.

სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ტარდება უმწეო მოქალაქეთა მატერიალური დახმარების პროგრამა: 2002-2003 წლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია ახმეტის, ჭიათურის, გალის, ცაგერის, რაინების „ტყიბულნახშირის“ უმწეო ოჯახებს, 9 აპრილს და ჩერნობილში დაზარალებულთა ოჯახებს, თბილისში მიწისძვრით დაზარალებულს, უსინათლოთა კავშირის, ხანდაზმულთა ორგანიზაცია „სავანეს“, კავშირ „იმედის“ წევრებს, ომის მონაწილეებს ვეტერან მეომრებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სხვებს.

ქვეყანაში მოქმედი სოციალური კანონმდებლობა ცალკეული კატეგორიებისათვის სხვადასხვა შეღავათების სისტემას გულისხმობს. ბევრი მათგანი დღეს რეალურად ხორციელდება. ზემოთ აღნიშნული პროგრამების პარალელურად მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს ახორციელებს თბილისის მერია და საკრებულო. ეს ეხება კანონებით მოსარგებელე კონტიგენტის წყლის, ბუნებრივი აირით სარგებლობისა და საოჯახო ნარჩენების გატანის გადასახადის შეღავათებს. სპეციალური პროგრამა მოქმედებს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების ოჯახებისათვის (3-6 მცირეწლოვანი - 18 წლამდე ასაკის ბავშვებიანი ოჯახებისათვის), ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერისათვის, ინვალიდების რეაბილიტაციისათვის.

სოციალური სამუშაო არის გამორჩეული პროფესია, რომელიც ემსახურება ღარიბთა, უმწეოთა, დაუცველთა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვას. დღეს სოციალური მუშაკები მოღვაწეობენ ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა სამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები, ჯანმრთელობისა დაცვის დაწესებულებები, ოჯახისა და ბავშვების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციები, ბავშვთა კეთილდღეობაზე მზრუნველი სისტემები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, ბიზნესის, ინდუსტრიისა და კერძო პრაქტიკის დარგები. სოციალური მუშაკები ემსახურებიან ყველა ასაკის ადამიანებს - ახალდაბადებულიდან დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული.

ამერიკის სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაცაციის (NASW) განმარტებით; სოციალური სამსახური არის პროფესიული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ინდივიდთა, ჯგუფთა თუ საზოგადოებათა დახმარებას სოციალური ფუნქციონერების უნარის აღდგენასა და გაუმჯობესებაში, ასევე, მათი მიზნების შესაბამისი საზოგადოებრივი პირობების შექმნაში. სოციალური მუშაკები მუშაობენ შემდეგ ჯგუფებთან:

- უსახლკარონი;

- ოჯახები, სადაც არის ბავშვთა მიმართ არასწორი მოპყრობის, ყურადღების, ბავშვზე სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის და მეუღლეზე ძალადობის პრობლემები;

- სერიოზული ცოლ-ქმრული კონფლიქტების მქონე წყვილები;

- ოჯახები, მათ შორის მარტოხელა მშობლების სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს, როგორიცაა ბავშვის სახლიდან გაპარვა, დამნაშავეობა, ძალადობა და სხვა;

- შიდსით დაავადებულები და მათი ოჯახები;

- სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები და ისინი, ვინც უმუშევარია და ოჯახის მარჩენლის გარეშეა დარჩენილი;

- კანონდამრღვევი ინდივიდები და მათი ოჯახები;

- ქორწინებაში არმყოფი ფეხმძიმე მოზარდები;

- ნარკომანები, ლოთები და მათი ოჯახები;

- ობლები, გაშვილებული ბავშვები, უპატრონო ბავშვები,

- ემიგრანტები, დევნილები და უმცირესობის წარმომადგენლები;

- უნარშეზღუდულები და მათი ოჯახები;

- ჯანმრთელი ხანდაზმულები და ხანდაზმულები, რომლებიც ადეკვატურად ვეღარ ფუნქციონირებენ;

- სასკოლო პრობლემების მქონე ბავშვები;

- ფსიქიკურად დაავადებულნი;

- სტრესის ქვეშ მყოფნი (ახლობის სიკვდილი, სერიოზული დაავადება ან ნებისმიერი სხვა ფსიქიკური ტრამვა, ასევე, ადამიანები ისეთი ცხოვრებისეული პრობლემებით, როგორიცაა პენსიაზე გასვლა, შვილების გასვლა სახლიდან და სხვა)

სოციალური სამსახურის მიზანი:

სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება გულისხმობს პრევენციას, აღდგენას და რემედიციას. სოციალური სამუშაოს ამოცანებია:

- დაეხმარო ადამიანებს, აიმაღლონ პოტენციალი და უნარ ჩვევები;

- დაეხმარო ადამიანებს რესურსების გამოყენებაში;

- ორგანიზაციები ადამიანების მოთხოვნის მოპასუხედ აქციო;

- ხელი შეუწყო ინდივიდის ურთიერთობის გაუმჯკობესებას არსებულ გარემოში;

- გავლენა მოახდინოს ორგანიზაციებისა და სისტემების ურთიერთქმედებაზე;

- გავლენა იქონიონ სოციალურ და გარემო პოლიტიკაზე.

პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის საქმიანობა მიმართულია ინდივიდებზე, ოჯახებზე, წყვილებზე და ჯგუფებზე. თუმცაღა, კლიენტთან მუშაობა, ასევე გულისხმობს სხვა სპეციალისტებთან, ორგანიზაციებთან და სრტუქტურებთან თანამშრომლობას, კლიენტის უფლებებისათვის ბრძოლას და სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კლიენტს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებას.

პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის როლი:

ა) მომსახურების უშუალო მიმწოდებლის როლი:

- ინდივიდუალური კონსულტაცია და ინდივიდუალურ შემთხევაზე მუშაობა;

- წყვილური და ოჯახური კონსულტაცია/თერაპია;

- ჯგუფური სეანსების (თერაპიული ჯგუფები, მხარდამჭერი ჯგუფები, თვითდახმარების ჯგუფები, უნართა განვითარების ჯგუფები) მოწყობა;

- მასწავლებლის/ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციის შესრულება (მაგ: ტრენინგი სტრესის დაძლევის ტექნიკების შესახებ);

ბ) სისტემათა ურთიერთდამაკავშირებლის როლი:

- ბროკერი ეხმარება ადამიანებს რესურსების გამოყენებაში. იმისათვის რომ სოციალურმა მუშაკმა კარგად შეასრულოს ბროკერის როლი, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რა რესურსები არსებობს საზოგადოებაში და ამ ცოდნის საფუძველზე დააკავშიროს კლიენტი შესაბამის პროგრამებთან თუ ორგანიზაციებთან;

- შემთხვევის მენეჯერი/კოორდინატორი არის პირი, რომლის პასუხისმგებლობაშიც შედის კლიენტის უმთავრესი მოთხოვნილებების შეფასება, არსებული რესურსების მობილიზება, შესაბამისი სერვისების კლიენტისათვის მიწოდება, კლიენტთან მუშაობა და მომსახურების რეალურად განხორციელებაზე ზრუნვა;

- მედიატორი აგვარებს პრობლემას, როცა რაღაც მიზეზით კლიენტი მისთვის კუთვნილ მომსახურებას აღარ ღებულობს;

- კლიენტის ადვოკატი კლიენტისათვის ისეთ რესურსებს მოიპოვებს, რომლის მოპოვებაც კლიენტს დამოუკიდებლად არ შეუძლია.

გ) სოციალური სისტემის შენარჩუნების და გაძლიერების ფუნქცია:

- ინსტიტუციური დიაგნოსტი გულისხმობს ორგანიზაციის სტრუქტურაში, პოლიტიკისა თუ პროცედურებში ისეთი ფაქტორების მითითებას, რომლებშიც უარყოფით გავლენას ახდენენ მომსახურებაზე;

- ფასილიტატორი - მას შემდეგ რაც უარყოფითი ფაქტორები დადგენილია, პრაქტიკოსი მუშაობს მომსახურების გაუმჯობესებაზე;

- ჯგუფის წევრი გულისხმობს კლიენტთან მომუშავე ყველა სხვა პროფესიონალთან თანამშრომლობას (მაგ: კლინიკური სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთად მუშაობენ კლიენტის პრობლემების შეფაებასა და მომსახურებაზე);

- კონსულტანტი ურჩევს სხვას, როგორ უზრუნველყოს კლიენტი დამაკმაყოფილებელი მომსახურებით.

სოციალური სამსახურის ღირებულებები

- პიროვნების თვითმყოფადობის და ღირსების, აგრეთვე, განსხვავებული ხალხის თავისებურებათა პატივისცემა;

- კლიენტის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემა და ხელშეწყობა;

- სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სამართლიანობის ქომაგობა;

- ორგანიზაციის ჰუმანირობასა და პასუხისმგებლობაზე ზრუნვა ისე, რომ იგი ადამიანის მოთხოვნილებებს შესაბამებოდეს;

- ვალდებულება დაეხმაროს ადამიანებს/თემებს დახმარებაზე მოთხოვნილებების რესურსებით უზრუნველყოფაში;

- პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და პროფესიულ პასუხისმგებლობა (გამოცდილების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებაზე);

- ნდობა, მოთმინება, თანაგრძნობა, თვითანალიზი;

- გაურკვეველი ვითარების მოგვარების და რისკის გაწევის უნარი;

- ადამინის და სისტემის გარდაქმნის შესაძლებლობის რწმენა;

- ფართო შეხედულებები, არა სკეპტიციზმი და სტერეოტიპები;

- იუმორი და პრობლემისადმი იოლი მიდგომა;

- დისციპლინა;

- კეთილგანწყობა;

- ურთიერთობა მხოლოდ შეზღუდული პერიოდით, ნათლად განსაზღვრული შეთანხმებული მიზნით. ურთიერთობაში იგულისხმება შრომის განაწილება.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოში - „სოციალური საქმიანობის საფუძვლები“ - დეტალურად არის გაანალიზებული და აღწერილი. ვიმედოვნებთ, რომ წიგნი მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საქართველოში სოციალური რეფორმის პერიოდისთვის თანამედროვე დონის სოციალური მუშაკების ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ, განაპირობებს თემის სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

0x01 graphic

6 სოციალური სამსახური და ბავშვის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


სოციალურ მუშაკთა ფედერაციის გამოცემა. ქართული ვარიანტი გამოსცა Management Systems Intl-მა და გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში (Unicef - Georgia).

გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ (CRC) ხელმისაწვდომი გახდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UMICEF) წყალობით. ამ ორგანიზაციამ, ასევე, გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და CRC-ის შესაბამისობის შესახებ. წელს საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამამ სოციალური მუსაკებისათვის, რომელთაც სურთ CRC დაუცველ ბავშვებთან მუშაობის ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენონ, უკვე არსებულ მასალას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემატა.

დოკუმენტში მოცემულია შემდეგი საკითხები: როგორ უნდა აშენდეს ბავშვთა ადამიანის უფლებები; რას ნიშნავს ცნება „ოჯახი“ და „მშობლები“, იმ ოჯახებთან შრომის მნიშვნელობა, სადაც ბავშვებს ცუდად ეპყრობიან; სადარაჯოზე დგომა, რათა ეროვნული დონის საკითხებში უმცირესობათა ბავშვებისადმი დამოკიდებულება თანასწორუფლებიანი იყოს (თუნდაც, ბავშვთა დაწესებულერბებში მათი მოხვედრის შანსი ამ ქვეყნის სხვა ბავშვებზე მეტი არ იყოს).

CRC სოციალურ მუშაკებს ასწალის, რომ ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და განვითარების უფლება, აგრეთვე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება, როცა ეს შესაძლებელია და თუ - შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. დოკუმენტში მოცემულია სახელმწიფოს მოვალეობები ჯანმრთელობის, სოციალური უსაფრთხოების და განათლების სფეროში. CRC ითვალისწინებს ყველა ბავშვის უფლებას, იყოს დაცული ძალადობისგან, მათ შორის ოჯახში ძალადობისაგან. ბავშვი განიხილება, როგორც პიროვნება საკუთარი შეხედულებებით, გრძნობებით, განვითარების უნარით. მის მიმართ დამოკიდებულება სერიოზული უნდა იყოს.

სოციალურმა მუშაკმა და ქუჩაზე მომუშავე აღზრდელებმა კარგად იციან, რა უბიძგებს და აიძულებს ბავშვებს მარტო იცხოვრონ ქუჩაში. ბევრის მიზეზი სიღარიბეა, რომელიც ხშირად

ორი მაგალითი სოციალური მუშაკის სამუშაო წიგნიდან

1. ძალადობა ბავშვზე

გახმაურდა ამბავი, რომ 13 წლის გოგონას შეურაცხოფა მიაყენეს (სექსუალური ძალადობა). მშობლები ყველანაირ სამედიცინო შემოწმებაზე უარს ამბობენ. მოძალადე სხვა ოჯახის წევრია.

- აქვთ თუ არა თქვენს ქვეყანაში ბავშვებს უფლება, რომ მშობლების ნებართვის გარეშე ჩაიტარონ სამედიცინო შემოწმება?

- რა გზით შეუძლია ოფიციალურ მუშაკს დაიცვას ბავშვი და ახალგაზრდა უძლურების გრძნობისგან ან, საერთოდ, ბავშვთა დაცვის პროცედურებში მომავალი დარღვევებისგან?

2. დაბადების რეგისტრაცია

დაბადების მოწმობა და რეგისტრაცია პირველი ნაბიჯია მოქალაქის ინდივიდუალობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად. ეს მკაფიოდაა ჩამოყალიბებული კონვენციაში. დაბადების რეგისტრაციაში, ასევე, მნიშვნელოვანია მიზნებისა და რესურსების განაწილების დასაგეგმად. მიუხედავად ამისა, აფრიკისა და ზოგ სხვა ქვეყნებში დაბადების რეგისტრაციის საკითხების მოგვარებაში დაბრკოლებას უქმნის ბიორაკრატიული პროცედურები და მოთხოვნები. ბევრ ბავშვს არა აქვს დაბადების მოწმობა, განსაკუთრებით, შიდსით დაავადებულ ობლებს.

- რა შეიძლება მოიმოქმედონ სოციალურმა მუშაკებმა იმისთვის, რომ მეტი ბავშვი იყოს რეგისტრირებული?

- რა პოლიტიკა უნდა გაატარონ ქვეყნებმა იმისათვის, რომ გაიოლდეს დაბადების რეგისტრაცია და ბავშვის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მშობლების მიგნება შეუძლებელია?

იწვევს ოჯახში ძალადობას ან შეურაცხყოფას, ალკოჰოლიზმს, სოფლიდან ქალაქში უშედეგო მიგრაციას და ათას სხვა სიავეს. ზოგიერთი ბავშვი მუშაობს, მათხოვრობს ან ქურდობს, რათა ოჯახი შეინახოს ან გაექცეს ოჯახში დამკვიდრებულ ძალადობას. ყველაზე შემზარავი არის ის, რომ ქუჩაში გამოქცეულ ბავშვთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება.

სოციალური სამსახურის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებთან მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის მუშაობა. საქმის განხილვა უნდა დაიწყოს ვითარებიდან და ადგილიდან, რადგან ადგილი ქუჩაა. უპირველესი პრობლემა არის თავშესაფარი, საკვები, სამედიცინო დახმარება, სხვა ქუჩის ბავშვების მიერ შევიწროვება, ბანდები, პოლიცია, ადგილობრივი ბიზნესი და ოჯახებთან ურთიერთობების დამყარება (თუ ბავშვებს სურთ).

უფრო ხანგრძლივ ვადიან საკითხებს მიეკუთვნება ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა (ოჯახი, მიმღები ოჯახი, და ა.შ.) ბავშვის პირადობას დამადასტრურებული დოკუმენტებისა და განათლების პრობლემის მოგვარება, ბავშვის საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრირებისათვის განვითარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ჩატარება.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაგალითად გამოდგება ქუჩის ბავშვებს შორის კავშირების გაბმა. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას ოჯახური ჯგუფები და ბავშვებისათვის დადებითი მაგალითების ჩვენება. ბავშვები ცხოვრებისეულ უნარჩვევებს შეიძენენ, რაც მომავალში მათ საკუთარი გეგმებისა და იმედების განხორციელებაში დაეხმარება.

სოციალური მუშაკებისათვის შედგენილ ამ მშვენიერი სახელმძღვანელოში მოცემულია ჩანართები, სადაც განხილულია პრაქტიკული შემთხვევები და ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა უნდა მოაგვარონ. ქუჩის ბავშვებთან მიმართებაში მოცემულია მაგალითი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებიდან, რომელმაც მიატოვა სოფელი და ქალაქში, ქუჩაში დაიწყო ცხოვრება. პასუხი შემდეგ კითხვებს უნდა გაეცეს:

- თქვენი სამუშაო ქუჩის ბავშვებზე ზრუნვაა. თუ გსურთ, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ, უნმდა იზრუნოთ გოგონაზე (ენჯიზე). როგორ გააკეთებთ ამას?

- რამ აიძულა გოგონა გამოქცეულიყო სახლიდან?

- რა იცით მისი განვითარების დონის და შესაბამის ორგანოებთან მისი დამოკიდებულების შესახებ?

- შეიძლება, რომ ქუჩის ბავშვებზე მზრუნველები მას მიაჩნდეს უფროსებად, რომლებიც სხვის საქმეში ერევიან?

სახელმძღვანელო, რომელიც UNICEF-ის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი, ბავშვების პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სააგენტოებს დაეხმარება განვითარების ყველა ეტაპზე, ნებისმიერ სფეროში და გარემოში.

0x01 graphic

ჰოლ ჰინჩიფი, HelpAge International, ნათელა ფარცხალაძე, გაიანე ასატრიანი და ანა ვოსკანიანი

ტრენინიგი და რჩევები ხანდაზმულთან მუშაობის საკითხებზე გრანტის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის

გაეროს განმარტებით ხანში შესულ ადამიანებად მიიჩნევიან 60 წელს გადაცილებული პირები. საქართველოში 60-დან 74 წლამდე ასაკის ადამიანს ახალგაზრდა - მოხუცი ეწოდება, 75-დან 90 წლამდე ადამიანს - ხანდაზმული - მოხუცი, ხოლო 90 წელს გადაცილებულს - უხუცესი მოხუცი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ქალი ხანმდაზმულად 56 წლის ასაკლიდან ითვლება. დემოგრაფიული საკითხი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესია. შობადობის კატასტროფულ კლებასა და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად სიტუაციის კიდევ უფრო ამძიმებს „დეფაქტო“ მიგრაცია, განსაკუთრებით, სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახელებულ თემებში. ამას ემატება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, დემოგრაფიული მონაცემები საქართველოში დადგენილი მაინც არ არის. ძველ მასალებში არსებული მონაცემების მიხედვით, 60 წლამდე მოსახლეობა საქართველოში 18%25-დან 19.8%25-მდე მერყეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2040 წლისათვის 60 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი საქართველოს მოსახლეობის 28%25 იქნება. საქართველოში მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 69 წელია, ხოლო ქალის - 77. მაგრამ მაინც, აღმოჩნდა რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მაღალია. საქართველოში 100 წელს გადაცილებული 700-ზე მეტი ადამიანმი ცხოვრობს.

სიღარიბე

ბოლო წლების დემოგრაფიულმა ვითარებამ, სიღარიბის პრობლემა, ქვეყნიას მთლიანი მოსახლეობისათვის და, განსაკუთრებით, ხანში შესულებისათვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა. სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის 2002 წლის ანგარიშის თანახმად, მინიმალური სამომხმარებლო კალათის ოფიციალური ღირებულება 2000 წელს თვეში 114,5 ლარი იყო. ეს მაშინ, როცა პენსია სიღარიბის ზრღვრის დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენდა.

საქართველოს მოსახლეობის 13-15%25 ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ხოლო მისი 1/3 წელიწადში ერთხელ მაინც სიღარიბის ზღრვის მიღმა რჩება. პენსიონრები და ის ოჯახები, რომელთა წევრები საპენსიო ან შრომისუნარიანიბის ასაკს არიან გადაცილებული, დღეს ყველაზე ღატაკ ოჯახთა ჯგუფს განეკუთვნებიან.

საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსიების გამო ადამიანები ვერ ბედავენ პენსიაზე გასვლას. განსაკუთრებით მაღალი დასაქმებით გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო რაიონები, სადაც ცხოვრობს პენსიონერთა 56 პროცენტი. ეხ პენსიონერების მონაწილეობის მაღალი ხარისხის (მათი 70 %25 დასაქმებულია) შედეგია. ქალაქებში დასაქმების მაჩვენებლები დაბალია. ხანშიშესულ პირთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული, ან ქუჩის მცირე ვაჭრობითაა დაკავებული. 65 წელს ზემოთ მყოფ მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ქალებს მაშინ, როცა ქალები ამ ჯგუფის 52 პროცენტს შეადგენენ.

ხანდაზმულების წვლილი

არაფორმალურ სექტორში ძალზე მნიშვნელოვანია იმ ხანდაზმულეთა წვლილი, რომლებშიც თავიანთ ოჯახებს მატერიალურად უზრუნველყოფენ. ხანდაზმულები, სოფლის მეურნეობის მოვლის, მცირე ვაჭრობისა და სხვა არაერთ საზოგადოებრივ ფუნქციასაც (შვილიშვილების მოპვლა, ტრადიციებსა და კულტურის დაცვა და შენახვა, სახლის გაძღომა, ოჯახის დანარჩენ მოხუც წევრებზე ზრუნვა და ხშირ შემთხვევაში, ოჯახური კონფლიქტების მოგვარება) ასრულებენ. ხშირად ხანდაზმულთა ეს ფუნქციები უგულებოლყვილია და დაუფასებელი საზოგადოებაში, რაც იწვევს ხანდაზმულებში მარტოსულის გრძნობის გაღვივებას და საზოგადოებისაგან გარიყულობას (მარგინალიზაცია).

პენსიები და დახმარება

პენსიების გაცემის პროცესი ქვეყანაში გართულებულია იმიტომ, რომ საქართველოს ასაკობრივი სტრუქტურა სხვა მსგავსი შემოსავლების კოეფიციენტის მქონე ქვეყნებთან შედარებით „ხანდაზმულია“. პენსიონრების დადგენის პროცესი მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე წელია და, ამჟამად რეგისტრირებულ პენსიონერთა რიცხვი 877.708 ადამიანს (ხუთი მოქალაქედან ერთს) შეადგენს. აქედან, 57%25 ქალია, 43%25 - მამაკაცი. საქართველოში მიღებული სისტემის თანახმად, პენსიონერთა 90%25-ის ფიქსირებული პენსია 17 ლარია (თბილისში - 20 ლარი), რაც საქართველოს ახალი მთავრობის მიერ 14 ლარიდან გაზრდილ თანხას წარმოადგენს. პენსიონერთა 10%25 იღებს შედარებით მაღალ პენსიას. მაგ: ომის ვეტერანთა ქვრივები იღებენ 18 ლარს, ომის ვეტერანები და ინვალიდები - 45 ლარს, სამხედრო პენსიონრები - 87 ლარს.

მამაკაცებისათვის და ქალებისათვის, საპენსიო ასაკი, შესაბამისად, არის 65 და 60 წელი, თუმცა, საპენსიო რეფორმის ახალი სტრატეგიის თანახმად, ქვეყანაში საპენსიო ასაკი ქალებისათვის თანდათან გაიზრდება. ოფიციალურად, ქვეყანაში პენსიაზე გასვლა არ არის სავალდებულო და საპენსიო ასაკის მუშაკები ხელფასთან ერთად იღებენ პენსიასაც. მაგრამ მაინც, 60 წელს გადაცილებული ბევრი ადამიანი იძულებულია გავიდეს პენსიაზე და ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს. ამჟამად, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპენსიო ასაკის შემთხვევაში პენსიაზე სავალდებულო გასვლის შემოღების საკითხს.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა ხანდაზმული ადამიანების ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჯანმრთელობის დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა მოხუცთათვის მოწყალება კი არა, მათი ძირითადი უფლება უნდა იყოს. საქართველოში ადამიანური რესურსების განვითარების ეროვნული ანგარიშის თანახმად, ერთი და სამი თვის განმავლობაში 60%25-ზე მეტ 60-70 წლის ავადმყოფს არ მიუმართავს ექიმისათვის, ვინაიდან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

ამჟამად, საქართველოს საერთო მოსახლეობასთან შეფარდებით, ხანდაზმული არასტრაციონალური პაციენტების ჯანმრთელობის დაცვით უზრუნველყოფის საჭიროება ორჯერ უფრო მაღალია, ხოლო სტაციონალური ავადმყოფების - სამჯერ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ძალზე მცირე ფინანსებს გამოყოფს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ჯანდაცვით უზრუნველყოფაზე, ხოლო ხანდაზმული მოსახლეობა ცალკე ჯგუფად საერთოდ არ არის გამოყოფილი. ხანდაზმულობისათვის დიდი პრობლემაა, ასევე ჯანმრთელობის მომსახურებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, სოფლებსა და მთიან რაიონში, რაც გამოწვეულია იქაური მოსახლეობის დაბალი მობილურობით, ცენტრალიზებული სამსახურების სიშორით და თემის ჯანდაცვის სისტემის არ არსებობით.

იმის გამო, რომ ხანშიშესული ადამიანისათვის საკვები და, განსაკუთრებით, ცილოვანი პროდუქტი ძნელად ხელმისაწვდომია, მოხუცების უმეტესობა ნახევრად შიმშილობს. ისინი არ წარმოადგენენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის სამიზნე ჯგუფებს. დღეს, საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქსა და შერჩეულ რეგიონში მუშაობს თითო-ოროლა უფასო სასადილო და საკვების ბინაზე მიტანის სამსახური. ეს მცირე ძალისხმევა ვერ აკმაყოფილებს ხალდაზმულთა, განსაკუთრებით, ფიზიკურად უძლური მოხუცების მოთხოვნილებას საკვებზე. ამასთან ერთად, კვების არსებულ გამანაწილებელ პუნქტებში ვერ ითვალისწინებენ ნხანშესულინ ადამიანისათვის საჭირო კვების რაციონს.

წყლისა და სანიტარულინ სისტემების მოუწესრიგებლობა კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ხანდაზმულებს. სოფლად წყლის წერტილების სიშორე და ქალაქად მაღალსასრთულიან შენობებში წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ამწვავებს დეჰიდრაციისადმი მოხუცებულთა მიდრეკილებას და მათ ჯანმრთელობის დამატებით პრობლემებს უქმნის.

ცნობიერების დაბალი დონე, არაინფორმირებულობა, ხანშიშესული ადამიანისათვის დამახასიათებელი ასაკობრივი ფიზიკური თუ გონებრივი გადახრა, ხშირად, თემისა და თავად ჯანდაცვის პროფესიონალების მათდამი უარყოფითი დამოკიდებულისა და უპატივცმულობის მიზეზი გამხდარა ჯანდაცვის ობიექტებში. საქართველოში არ არსებობს მოხუიცებულობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაკავებული არც ერთი სპეციალიზებული გერიატრიული სამსახური ან ვიწრო სპეციალობით გაწვრთნილ მომსახურეთა შტატი. მხოლოდ თბილისის მედდების მომზადების კოლეჯს აქვს თავის პროგრამაში შეტანილი მოხუცებულობასთან დაკავშირებული კურსები.

პროფესიონალი სოციალური მუშაკები აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაფერისი ცოდნითა და უნარით. საქართველოს კანონმდებლობას ჯერ არ განუსაზღვრავს სოციალური მუშაკის სტატუსი და, შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემაც არ ითვალისწინებს, ფორმალურ განათლებასა და წვრთნას სოციალური სამსახურის სფეროში. სამთავრობო სექტორში საქართველოს მასშტაბით ხანდაზმულ მოსახლეობასთან მომუშავე დღევანდელ კონტიგენტს აკლია აუცილებელი წვრთნა და მოსახლეობის დაუცველი წვრთნა და მოსახლეობის დაუცველ ფენებთან, განსაკუთრებით, ხანშიშესულ პირებთან მუშაობისთვის აუცილებელი სოციალური სამსახურის ტექნიკისა და მეთოდების ცოდნა. არც არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ დღეს ამ კუთხით შესაფერისი წვრთნა და კვალიფიკაცია.

ოჯახზე და თემზე ზრუნვა

საქართველოში ხანდაზმულ პირებზე ზრუნმვა, ტრადიციულად, ოჯახის პრეროგატივა იყო. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ტრადიციული ურთიერთობები სოციო - ეკონომიკური კრიზისისა და ახალგაზრდა თაობის ემოგრაციის შედეგად თითქმის მოიშალა. ოჯახებში ხანდაზმულთა დახმარების კლებამ და მათი ინსტიტუციალიზების პროცესის შესუსტებამ აშკარა გახადა ისეთი საზოგადოებრივი მომსახურების განვითარების აუცილებლობა, როგორიცაა ბინაზე მოვლა, კვების პროგრამები, ხანდაზმულთა დღის ცენტრები. ამგვარი ინსტიტუტების არ არსებობა ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბევრ ხანდაზმულს აიძულებს, იმათხოვროს ქუჩაში ან იცხოვროს სიღატაკეში. საქართველოში ხანდაზმულთა ურთულესი ყოფა-ცხოვრება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმსჯელოთ მათი საცხოვრებელი გარემოს ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა ხარისხი და უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, კრიმანერული სამყაროსაგან დაცულობა და ა.შ.

უფლებები

საქართველოში არ არის ცნობილი და რატიფიცირებული, მაგალითად, გაეროს პრინციპები ხანდაზმული მოსახლეობისათვის, მადრიდის საერთაშორისო მოქმედების გეგმა და მსოფლიოში მოხუცებულობის უფლებათა დაცვის არსებული სხვა ინსტრუმენტები.

მადრიდის საერთაშორისო მოქმედების გეგმა მოხუცებულობასთან დაკავშირებით 159 ქვეყანამ მიიღო და ის იყო პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელმაც ცნო ხანდაზმულ ადამიანთა პოტენციული წვლილი საზოგადოების განვითარებაში და დაავადებულთა მთვარობები, შეიტანონ ხანდაზმულობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების საერთო პოლიტიკაში, მათ შორის სიღარიბის დაძლევის პროგრამებშიც. ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხანშესული მოსახლეობის უფლებების დაცვას. სიტუაციას ამძაფრებს სამართლებრივი უფლებების არ ცოდნა და მათ შესახებ სიღარიბის დაძლევის პროგრამებშიც. ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხანშესული მოსახლეობის უფლებების დაცვას. სიტუაციას სამართლებრივი უფლებების არ ცოდნა და მათ შესახებ ინმფორმაციის მიუწვდომლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებულები დაუცველ ჯგუფებად მოიაზრებიან, საქართველოში „ხანდაზმული მოსახლეობისთვის“ შემუშავებული პოლიტიკა არ არსებობს, ასევე, არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელიც ხანდაზმულთა საკითხებს სხვა სფეროთა პოლიტიკაში გააერთიანდა. მთავრობა ხანდაზმულთა საკითხებთან მიმართებაში ძალიან ცოტა პრაქტიკულ პროგრამებს ახორციელებს.

განვითარების პროცესების ხელშეწყობა (ინტერვენცია)

2003 წელს საქართველოს „ჰუმანიტარული მდგომარეობისა და 2004 წლის სტრატეგიის კონფერენციაზე“, რომელიც გაეროს ჰუმანიტარული საქმეების საკორდინაციო ოფისის (OCHA) მიერ იქნა ორგანიზებული, პირველად იქნა განხილული მოხუცებული მოსახლეობის თემა და ხანდაზმულები მოსახლეობის სპეციალური ჯგუფის დოკუმენტში შიაყვანეს. ამ დოკუმენტის არსია დონორი სააგენტოების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ხელშეწყობა ქვეყნის სტრატეგიული გეგმების შედგენაში, სახსრების მოზიდვაში, პროპაგანდასა და დაუცველი მოსახლეობის დახმარებაში 2003 წელს.

პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, საქართველოში არც თუ ისე ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს აქტიურად ხანდაზმულების საკითხებზე და დღეისათვის არ არსებობს ეროვნული დონის ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც ყურადღებას გაამახბვილებდა ხანდაზმულთა პრობლემებზე. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომ, ადგჰენლები ხშირად მიუთითებენ კოორდინაციის ნაკლებობაზე და სურვილს გამოთვამენ, გააქტიურდეს თანამშრომლობა მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებთან.

ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ითავა სხვადასხვა მხარეების დაკავშირება და მათი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. 2003 წელს, გაეროს ჰუმანიტარული საქმეების საკოორდინაციო ოფისის, “Mercy Corps”-ის და GCMI მუშაობის შედეგად შეიქმნა ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუსაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, თემებში შექმნილი ორგანიზაციები, დაინტერესებული ჯგუფები და დარგის ექსპერტები.

USAID-ის პროგრამით დაფინანსებულ, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოში ხანდაზმულთა მდგომარეობა. ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა მოინახულა ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მოხუცებულების პრობლემაზე საქართველოში.

რეკომენდაციები

მოხუცებულობის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად

ნებისმიერი მდგრადი საქმიანობა მოითხოვს ან თემის ან სახელმწიფო რესურსებს. კონსულტანტებმა ქვემოთ მოცვემული წყობა გრანტების მიმღებთა მუშაობის გასაანალიზებლად გამოიყენოს.

- ჰუმანიტარული დახმარება (რაც გულისხმობს კაპიტალური საქონლით უზრუნველყოფას არამდგრად ნიადაგზე);

- რეალური პროექტები (რომელთაც მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია);

- მცირე დანახარჯებიანი ღონისძიებები (რომელთაც მთავრობის საქმიანობის შევსება შეუძლია).

კონსულტაციებმა ცხადყო, რომ სამივე შემთხვევა სახეზე იყო, თუმცა გრანტის მიმღებნი ძირითადად კონფერენციას მიმდინარე პროექტზე ახდენენ და არ ითვალისწინებდნენ მის პოტენციურ წარმატებას მცირედანახარჯებიანი ღონისძიებების პირობებში, აგრეთვე, უგულებელყოფდნენ რეალურ თუ პოტენციურ წარმატებას მცირე ღირებულების ღონისძიებების განსახორციელებლად.

პროექტები დასაწევრებელია. აშკარად იგრძნობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინტეგრაციისა და საერთო ღირებულებების არსებობის ნაკლებობა. შედეგად, არ არსებობს საერთო მიდგომა ლობირებასა და ზეგავლენაზე. კონსულტანტებმა, ასევე, შეისწავლეს, როგორ თანამშრომლობენ გრანტების მიმღები ორგანიზაციები ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობასთან. ეს ურთიერთობები შეიძლება ასე დავახასიათოთ:

- კონფრონტაციული;

- თანამშრომლური;

- ურთიერთშემვსები.

რეკომენდაცია 1. გრანტის მიმღებთ უნდა ვურჩიოთ, რომ ერთობლივად იმუშაონ მოხუცებულობის საკითხებზე შემდეგი გზით; გაზარდონ გრანტების სიდიდე და გამოაცხადონ მულტი - გრანტების გრძელვადიანი პროგრამები.

რეკომენდაციები 2. გრანტორებმა უნდა შექმნან ქსელი, რაც შეიძლება გახდეს მოხუცებულობის პრობლემების შესახებ ეროვნული სამუსაო ჯგუფის ჩამოყალიბების წინაპირობა (მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით). ეს მოითხოვს დამატებით რესურსებს და პროექტის დაწერას. კონფერენციაზე რამდენიმე ორგანიზაცია დაინტერესდა თანამშრომლობით, მაგრამ, არც ერთს გამოუთქვამს კოორდინატორობის სურვილი. კონფერენციას დაესწრო, ასევე, საკოორდინაციო ჯგუფი მორფოლოგიის ინსტიტუტიდან (მეცნიერებათა აკადემია). მათ აქვთ მოხუცებულობის პრობლემისადმი მიდგომის საინტერესო სისტემა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ან ჩაირთოს პროექტში, თუმცა, შესაძლოა, წარმოიშვას ინსტიტუციური ბარიერები თანამშრომლობის ასეთ ან სხვა ფორმასტან დაკავშირებით.

რეკომენდაციები 3. პროექტთა უმრავლესობა ბაზისად უნდა ითვალისწინებდეს მცირე დანახარჯიან შევსებ ღონისძიებებს. ამის მაგალითებია:

- ხანდაზმულ პირთა თვითდახმარების ჯგუფები (სხვადასხვა მოდელები);

- ხანდაზმულთათვის ან მათ მიერ შექმნილი მხარდაჭერის ადგილობრივი სისტემები ან ქსელები;

- თემის რესურსების გამოყენება (მოხალისეები ადგილობრივი სკოლებიდან/ უნივერსიტეტიდან, ასევე, პროფესიონალები);

- იმ ხანშიშესულთა დასაქმება პროექტში, რომელთაც აქვთ პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევები;

- მეტი იურიდიული კონსულტაციები (მაგ: ყოფილი იურისტების და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების გამოყენება);

- კლუბები ხანდაზმულთათვის;

რეკომენდაცია 4. მეტი პროექტი უნდა იყოს ეფექტურობაზე ორიენტირებული. მათი გამოკვეთილი მიზანი უნდა იყოს გადაწყვეტყილების მიღების პროცესზე ზეგავლენა და ცნობიერების ამაღლება მოხუცებულთათვის დაკავშირებულ საკითხებზე. ეს შემდეგი საშუალებებით ხორციელდება:

- მედია (კამპანიის წარმოებისათვის შემთხვევათა განხილვა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერების შეხვედრების მოწყობა ჟურნალისტებისათვის);

- თემი (საჯაროობის და საჯარო შეკრებების საშუალებით ხანდაზმულ ადამიანთა პრობლემების განხილვა);

- ადგილობრივი მთავრობა (არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შენობების ჩუქებით).

რეკომენდაცია 5. გრანტის მიმღები ორგანიზაციები, რომლებიც დაუცველი ადამიანების საჭიროებათა გამოვლენისა და შეფასებისთვის ადგილობრივი მთავრობის მიერ შედგენილ სიებს იყენებენ, სამუშაო პროცესში მთავრობასთან ერთად უნდა იყვნენ ჩართულნი და ეს საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობასა და პატივისცემას გაზრდის, აგრეთვე, გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. რამდენიმე სათემო ორგანიზაციამ ამ გზას მიმართა, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ მიუღია.

რეკომენდაცია 6. გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა ხანდაზმულებს მათ საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება უნდა მისცენ. ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად:

- სწარფმავალი დაბერების საკითხი ძირითად საქმიანობად აქციონ;

- ხანდაზმულნი პროექტის სამუშაო ჯგუფში ჩართონ (ასევე პროექტის შემუშავებაში);

- გამოიყენონ ხანდაზმულები, როგორც რესურსი იქ, სადაც მათი გამოყენება შეიძლება (მაგ: კვლევისას).

რეკომენდაცია 7. პროექტის წერვრებს, რომლებსაც სოციალური მუშაკის ვალდებულებანი აკისრიათ, სოციალური სამსახურის საკითხებზე წვრთნა უნდა ჩატარდეს. სასარგებლო იქნება სოციალური სამსახურის ახლად დაარსებულ ასოციაციასთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება გახდეს იმ პროექტის ნაწილი, რომლის მიზანი მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმინობის აკრედიტაცია იქნება. ამგვარად, სააკრედიტაციო პროექტმა შეიძლება ზეგავლენა სამედიცინო და მოვლის ტრენინგზე იქონიოს.