თავისუფლება № 1-2


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით, კინწურაშვილი თამარ, სუბარი სოზარ
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი, გრიბოედოვის 23, ტელ.:936615, ფაქსი: 936784, ელ ფოსტა: liberty@liberty.ge რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბელიანი დიზაინი: ბესიკ დანელია



1 ადამიანი და უფლებები

▲back to top


0x01 graphic

დავით ზურაბიშვილი

სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წლის წინ, სიტყვათა შეთანხმება ,,ადამიანის უფლებები ისევე ანტისისტემურად ღერდა, როგორც, მაგალითად ,,საქართველოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ დისიდენტები, იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა მცირეტირაიანი არალეგალური გამოცემები, რომელთა წაკითხვაც კი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისებოდა. ,,ამერიკის ხმის და ,,რადიო თავისუფლების მაუწყებლობის ჩასახშობად ხომ მთელი სამსახურები იყო მობილიზებული. მოკლედ, ადამიანის უფლებების ცნება, უპირველეს ყოვლისა, იმპერიალისტური დასავლეთის მზაკვრულ პროპაგანდასთან ასოცირდებოდა.

ამ ანტიიმპერიალისტურ პროპაგანდას უკვალოდ არ ჩაუვლია. ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ერის სახელმწიფოებრივი მოწყობისა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, დღემდე რჩება რაღაც უცხო ,,არაეროვნულ და ,,არაქართველურ ცნებად. და ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რიგითი ადამიანები კი ისე უუფლებოდ და დაუცველად გრძნობენ თავს, როგორც არასდროს.

რას ნიშნავს ,,ადამიანის უფლებები?

ადამიანის უფლებების თაობაზე მათემატიკური ტიპის ზუსტი განმარტება არ არსებობს. ეს ცნება სათავეს იღებს ბრიტანული კლასიკური ლიბერალიზმის მოძღვრებიდან (ჯონ ლოკი, ლორდი ექტონი და სხვები). კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით, ადამიანი იბადება თავისუფალი, რაც უპირველეს ყოვლისა, არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სარწმუნოების არჩევა, საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ნებისმიერ საკითხზე (სიტყვის თავისუფლება), ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. ესაა ბუნებითი უფლებები, ანუ უფლებები, რომელთა მინიჭება ან ჩამორთმევა არაა დამოკიდებული სხვა ადამიანის ნებაზე.

ადამიანის უფლებების ცნება ეფუძნება საყოველთაო თანასწორობის პრინციპს. კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით თანასწორობა არამც და არამც არ ნიშნავს გამთანაბრებლობას, ყველასთვის ერთნაირი მატერიალური და სოციალური პირობების არსებობას. აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ უფლებრივი თანასწორობა, ერთი წესი ყველასთვის - ღარიბი ოჯახიდან გამოსულს ისეთივე უფლება აქვს გამოთქვას თავისი შეხედულებები, შექმნას თანამოაზრეთა გაერთიანება, არჩეულ იქნას წარმომადგენლობითი მმართველობის ორგანოში, როგორც არისტოკრატს ან მილიონერს.

ადამიანის უფლებების დაცვა კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით მოიცავს მხოლოდ იმ სფეროს, რასაც დღეს სამოქალაქო უფლებებს უწოდებენ. ესაა რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა - მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი, ან ებრაელი და ა.შ...

რაც შეეხება ე.წ. სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ეს უფრო სოციალისტური მსოფლმხედველობის ნაყოფია და ბევრი ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაცია არც კი განიხილავს მათ ადამიანის უფლებებად. რასაკვირველია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააჩნდეს კარგი ბინა და საყოფაცხოვრებო პირობები, ჰქონდეს კარგი სამსახური და მაღალი ხელფასი, მაგრამ თუ ვინმეს ასეთი რამ არ გააჩნია, ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ იგი უსამართლოდ იჩაგრება. კლასიკური ლიბერალური გაგებით ადამიანის უფლებებში არ არსებობს გამონაკლისი - ეს უფლებები აქვს უკლებლივ ყველას და ყველა ერთნაირად უფლებამოსილია მათი გამოყენების. მაგალითად, სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია საჯაროდ გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ეს აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელიც კი იყოს. აქ არის მხოლოდ ერთი ზღვარი: ნებისმიერი ადამიანის უფლება ვრცელდება იქამდე, სანამ არ ირღვევა სხვისი უფლება. არანაირი სხვა შეზღუდვა არ არსებობს. იგივე სიტყვის თავისუფლების შემთხვევაში, თუკი მაგალითად ვიღაც მოუწოდებს მთავრობის ძალადობრივი დამხობისკენ, ეს პიროვნება მხოლოდ მაშინ ცილდება ზღვარს, თუკი მისი მოწოდება შესაბამისი ქმედების რეალურ ალბათობას შეიცავს. მაგალითად, ერთია, როცა უპენსიობით გაწამებული პენსიონერი იტყვის: დასახვრეტია ეს მთავრობაო, და მეორე, როცა იგივეს იტყვის არმიის გენერალი.

თავის დროზე, კერძოდ 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციაში სოციალეკონომიკური უფლებების ჩამონათვალი საბჭოთა კავშირის დაჟინებული მოთხოვნით ჩაიწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ იდგა თვით გაეროს ფუნქციონირება. სამოქალაქო უფლებები სსრკ-ს ,,აქილევსის ქუსლი” იყო. საერთაშორისო სტრუქტურებში რომ მარტო სოციალისტურ სისტემაში არსებულ უფლებადარღვევებზე არ ყოფილიყო ლაპარაკი, საბჭოთა კავშირის მეცადინეობით ადამიანის უფლებებში გაიყვანეს სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც, რათა ცოტა თვითონაც ელაპარაკათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობა და უბინაობა ,,კაპიტალისტურ სამყაროში”.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სოციალური და ეკონომიკური საკითხების დიდ ცხოვრებისეულ მნიშვნელობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. უბრალოდ, ადამიანის უფლებების თემატიკა არ მოიცავს ყველაფერ იმას, რაც ადამიანისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია.

ისტორიული ფესვები და წარმომავლობა

ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების ცნება, ისევე როგორც ზოგადად ლიბერალიზმი, მთლიანად ქრისტიანული კულტურის პირმშოა. ქრისტეს სიტყვები: ,,როგორც გინდა რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას” - ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ქრისტიანული რელიგია ერთადერთია მსოფლიოს დიდ რელიგიებს შორის (აღარაფერს ვამბობ შამანიზმზე და სხვა ნაკლებად გავრცელებულ კულტებზე), რომელიც აღიარებს ადამიანის თავისუფალ ნებას, როგორც მის ორიენტირს სამყაროში. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ადამიანი თავისუფალ არჩევანს აკეთებს სიკეთესა და ბოროტებას შორის. ყველა სხვა რელიგიაში კი ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და დადგენილი.

ქრისტეს სიტყვები:

,,როგორც გინდა რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას - ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გარდა ამისა, ქრისტიანობა ასევე ერთადერთი რელიგიური სისტემაა, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს რელიგიურ და საერო სამართალს. საეკლესიო სამართალი მაქსიმალურ სასჯელად მხოლოდ ეკლესიიდან განკვეთას ითვალისწინებს. წმინდა იურიდიული თვალსაზრისით არათუ მართლმადიდებლურ ეკლესიას, თვით ცნობილ ინკვიზიციასაც კი სიკვდილით არავინ დაუსჯია, სასიკვდილო განაჩენი ყოველთვის საერო ხელისუფლებას გამოჰქონდა.

ამის საპირისპიროდ, სხვა რელიგიურ სისტემებში სასულიერო სამართალი არ არის გამიჯნული საეროსგან. მაგალითად, ისლამში, ქურდს რომ მარჯვენა ხელი უნდა მოკვეთო, ისეთივე დოგმატური დებულებაა, როგორც ის, რომ მუჰამედი ალაჰის წინასწარმეტყველია.

0x01 graphic

თუ გავითვალისწინებთ რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობას ეროვნული კულტურების ფორმირების პროცესში, ცხადი გახდება, რომ ლიბერალური მოძღვრება ადამიანის უფლებების შესახებ მხოლოდ ქრისტიანული კულტურის წიაღში შეიძლებოდა გაჩენილიყო. ამ შემთხვევაში კონფესიურ განსხვავებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მართლმადიდებლური საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ისეთივე ნაწილია ევროპული ქრისტიანული კულტურისა, როგორც კათოლიკური იტალია და პროტესტანტული შვედეთი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უმართებულოა იმის მტკიცება, რომ თითქოს ევროპული ღირებულებები და კერძოდ ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება ქართული მენტალიტეტისთვის უცხოა. უფრო პირიქით: ქართული მენტალიტეტისთვის, მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ტრადიციები სულაც არ არის უცხო. თავისთავად, ვერცერთი ევროპული ქვეყნის ფეოდალურ წარსულში ლიბერალიზმის ზეობას ვერ ვიპოვით, თუნდაც იმიტომ, რომ ლიბერალიზმი გამორიცხავს წოდებების უთანასწორობას, მაგრამ ლიბერალური მოძღვრება მაინც ქრისტიანულ კულტურაზე და ქრისტიანულ ეთიკაზეა დაფუძნებული. საქართველო და ქართული კულტურა კი ქრისტიანული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები.

ვინ შეიძლება არღვევდეს ადამიანის უფლებებს?

როდესაც ლაპარაკია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ძლიერ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რას ნიშნავს ეს. კერძოდ, არსებობს მკაფიო ზღვარი დანაშაულს (კრიმინალს) და უფლებადარღვევას შორის. დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა ადამიანმა, რისთვისაც შესაბამისი სასელია დაწესებული. რაც შეეხება ადამიანის უფლების დარღვევას, აქ დამრღვევი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო. ქურდი და ბანდიტი ადამიანის უფლებას არ არღვევს, ის დანაშაულს ჩადის. უფლებადამრღვევის ქმედება კი შეიძლება იურიდიულად არც იყოს დანაშაული. მაგალითად, თუკი ადამიანს ვიღაც ხულიგნები ცემენ მისი რელიგიური მრწამსის გამო, ეს ელემენტარული კრიმინალია, მაგრამ როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ამაზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, ეს ადამიანის უფლების (კერძოდ, აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის) ხელყოფა იქნება. დამნაშავის დაუსჯელობით სახელმწიფო ფაქტობრივად აქეზებს ძალადობას რელიგიურ ნიადაგზე და არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთა ფიზიკური შეურაცხყოფა თავისუფლად შეიძლება.

ასევე არ შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევებზე ლაპარაკი საბინაო ან მიწის ნაკვეთზე დავების დროს, თუკი დაზარალებული მხარე სასამართლოს მიერ არ დაიჩაგრა მისი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების გამო. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ან სასამართლო შეცდომა, ან (თუ მოსამართლემ განჩინება ანგარებით გამოიტანა) დანაშაული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი რამ, რაც ადამიანს ეხება და რასაც ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მისი უფლებების არეალში არ მოიაზრება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს რაც ადამიანის სამოქალაქო უფლებებში არ შედის, მეორეხარისხოვანია და ყურადღების ღირსი არ არის. უბრალოდ, უფლებადაცვით საქმიანობას, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი განსაკუთრებული ობიექტები გააჩნია.

ადამიანის უფლებები და ქართული სახელმწიფო

მითი ადამიანის უფლებების ცნების ,,არაეროვნულობისა” და ,,არაქართულობის” შესახებ საბჭოთა პროპაგანდის ტიპიურ რეციდივად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არანაირი ისტორიული თუ კულტუროლოგიური საფუძველი ამგვარი მტკიცებისა არ არსებობს. ამას ემატება დღეს არსებული სოციალური გაჭირვება, რაც ბუნებრივად შობს ,,ძლიერი ხელის” ნოსტალგიას.

აქ აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. წესრიგი და დიქტატურა სულაც არ არის ერთი და იგივე. ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის დიქტატურა, მაგრამ არის წესრიგი, თანაც, სტაბილური წესრიგი, რომელიც არაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში.

ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურობა ყოველთვის დროებითია. ეს რეჟიმი ჰგავს შეკუმშულ ზამბარას, ადრე თუ გვიან რომ აუცილებლად გაიშლება. შემთხვევითი არ არის, რომ დიქტატურების ზეობას ყოველთვის ქაოსი და არეულობა მოჰყვება. ასე მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ასე მოხდება სხვა დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებშიც. მხოლოდ დემოკრატიაზე დაფუძნებული წესრიგი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად სტაბილური და მხოლოდ ამგვარ წესრიგს შეუძლია შექმნას კეთილდღეობის რეალური პირობები. ევროპის ქვეყნები და აშშ ამის თვალნათელი მაგალითია. ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული წყობილების ერთერთი ფუნდამენტური პრინციპია.

თანამედროვე ქართული სახელმწიფო თავისი არსებობის სულ რაღაც ათ წელიწადს ითვლის. ამ ხნის მანძილზე ჩვენმა თანამემამულეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. სამომავლოდ არსებობს მხოლოდ ორგვარი პერსპექტივა -

დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა ადამიანმა, რისთვისაც შესაბამისი სასელია დაწესებული. რაც შეეხება ადამიანის უფლების დარღვევას, აქ დამრღვევი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო. ქურდი და ბანდიტი ადამიანის უფლებას არ არღვევს, ის დანაშაულს ჩადის.

ან დემოკრატიული პროცესების გაღრმავება, რაც აუცილებლად გულისხმობს ადამიანის უფლებების სრულფასოვან რეალიზაციასაც, ან ავტორიტარული რეჟიმი და უფლებების შეზღუდვა.

შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ რა გზას აირჩევს საქართველო, ეს არა მარტო ხელისუფლებაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ავტორიტარულ რეჟიმს საქართველოში პერსპექტივა არა აქვს. ასეთი რეჟიმი მოიტანს მხოლოდ იმგვარ წესრიგს, როდესაც მთელი სიმდიდრე ერთი პრივილეგირებული ჯგუფის ხელში აღმოჩნდება, მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი კი უუფლებო და არას მქონე იქნება. ხოლო ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუკი ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის საციცოცხლო აუცილებლობად იქცევა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს სხვისი და ჩემი უფლებები. ადამიანის უფლებები არ არის ვიღაცის კუთვნილება. როდესაც შენთვის უცხო ადამიანი უსამართლოდ იჩაგრება, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მსგავსი საფრთხე შენც შეიძლება დაგემუქროს. თავისუფალი საზოგადოება და საყოველთაო კეთილდღეობა არასდროს არ დამკვიდრდება საქართველოში, სანამ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი იქნება.

და ბოლოს, ადამიანის უფლებებზე მსჯელობისას ალბათ ყველაზე კარგად გაიჟღერებდა დიდი ინგლისელი პოეტის, ჯონ დონის სიტყვები, ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ოთხასი წლის წინ ითქვა, ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, რადგან ძალიან ,,ქართულად” ჟღერს და ხშირად იყო გამოყენებული ქართულ ლიტერატურაში: ,,როდესაც გესმის ზარის ხმა, ნურასოდეს იკითხავ, თუ ვის უხმობს ზარი. გახსოვდეს, რომ ის გიხმობს შენ!”

0x01 graphic

2 რა შეუძლია ერთ ხმას?

▲back to top


1645 წელს
ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისის კონტროლი მოუტანა.

1646 წელს
ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I- სიკვდილით დას დაუდა.

1776 წელს
ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა.

1839 წელს
ერთმა ხმამ გადაწყვიტა მასაჩუსეტსის გუბერნატორად მარკუს ნორტონის არჩევა.

1845 წელს
ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის შტატების შემადგენლობაში შესვლა.

1868 წელს
ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ანდრიუ ონსონი იმპიჩმენტს.

1876 წელს
ერთი ხმით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

1924 წელს
ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი.

1995 წელს
ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის მაორიტარული არჩევნები.

3 ცხოვრება და კანონი

▲back to top


ილია ჭავჭავაძე

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ,,თავისუფლების ინსტიტუტი” აპირებს გამოსცეს ყოველთვიური ბიულეტენი, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

უნდა მოგახსენოთ, რომ მე, როგორც საქართველოს ერთ რიგით მოქალაქეს, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების გზა განვლო, ავიც უნახავს და კარგიც, ფრიად შემაშფოთებლად მიმაჩნია ის ტენდენცია, როდესაც ევროპულ ორიენტაციას, იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რაც ევროპულ ცივილიზაციას უდევს საფუძვლად (მათ შორისაა, რასაკვირველია ადამიანის უფლებების დაცვაც), ხელოვნურად უპირისპირებენ ქართულ ტრადიციებს და ჩვენი სახელოვანი კლასიკოსების მემკვიდრეობას.

მავანნი და მავანნი (კონკრეტული პიროვნებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ვიტყვი მხოლოდ, რომ ისინი არც ისე ცოტანი არიან და სახელი მათი ლეგიონია) გავეშებულის გულმოდგინებით ლამობენ დაგვიმტკიცონ, რომ თითქოს ქართველობა და ევროპელობა შეუთავსებელია, თითქოს ის ღირებულებები, რაც უცილობლად თან მოსდევს ევროპასთან ინტეგრაციას, ჩვენი ერისთვის მიუღებელია. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ეს ხალხი თავიანთი უსაფუძვლო განცხადებების გასამაგრებლად ქართველ კლასიკოსების, განსაკუთრებით დიდი ილიას სახელს იშველიებენ.

სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქითაა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება თუნდაც ილია ჭავჭავაძის ცნობილი ნარკვევი სათაურით ,,ცხოვრება და კანონი.” ეს არის პირველი წერილი სტატიათა ციკლიდან, რომელიც ილიამ უძღვნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ წერილის გამოქვეყნებიდან 125 წელი გავიდა (პირველად დაიბეჭდა გაზეთ ,,ივერიაში” 1877 წელს), აქ მოყვანილი დებულებები დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. მით უმეტეს ახლა, როცა ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც ცნობილია, ადამიანის უფლება მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მასშტაბის) არჩევნებში, დემოკრატიული წყობილების ქვაკუთხედია და ეს წერილი შესანიშნავი პასუხია იმათ მისამართით, ვინც ცდილობს ხინჯი ჩააგდოს დემოკრატიასა და ქართველობას შორის, ვინც დღემდე ამტკიცებს, რომ ხალხი ,,მზად არ არის” მერების და გამგებლების არჩევნებისთვის, ვისაც არ ასვენებს ძლიერი ხელის ნოსტალგია.

მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს ეს ,,ძლიერი ხელი.” მე სტალინის დროსაც მოვსწრებივარ, ხრუშჩოვსაც, ბრეჟნევის პერიოდსაც და ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება იმ წნეხის კვალი, რომლის ქვეშაც ყოველი საბჭოთა მოქალაქე იმყოფებოდა - შეგნება სრული უუფლებობისა, შეგნება იმისა, რომ პირადად შენ არაფერი გეკითხება და ყველაფერს ვიღაცეები სადღაც ზევით წყვეტენ, შეგნება იმისა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საბაბით სახელმწიფო მანქანასს შეუძლია დაუნდობლად გაგისწორდეს... მართალი გითხრათ ცოტა მიკვირს კიდეც იმ ხალხის, ვისაც ის ძველი დრო ენატრება...

დღევანდელი ჩვენი სიდუხჭირე იმის ბრალი კი არ არის, რომ ,,ზედმეტად” დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს და ჩვენს ტრადიციები ევროპული ღირებულებებს ვერ ჰგუობს, არამედ იმისი, რომ ეს ღირებულებები არ არის ჯეროვნად დამკვიდრებული და გათავისებული მმართველი კლასის მიერ. საქართველოს დამოუკიდებლობა და დასავლური ორიენტაცია, ეს იყო დიდი ილიას თაობის სანუკვარი ოცნება. მათ, თავის დროზე ყველაფერი გააკეთესსაამისოდ, რაც კი იმ ისტორიულ პირობებში იყო შესაძლებელი.

დღეს სხვა სიტუაციაა, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ კლასიკური მემკვიდრეობის გახსენება ახლაც არ არის ზედმეტი, რამეთუ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა.. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გამოქვეყნებას. სასურველი იქნებოდა, კლასიკოსთა მემკვიდრეობის გამოქვეყნება თქვენს ბიულეტენში თუ სისტემატურ სახეს მიიღებდა. ამ მხრივ ,,სამკალი ფრიად არს” და მასალა საკმარისზე მეტია. წინამდებარე ფრაგმენტის გაცნობისას კი ყოველი ობიექტური მკითხველი თავად დარწმუნდება, თუ რა ღირებულებებს ამკვიდრებდა ილია თავის თანამედროვე საქართველოში.

პატივისცემით:
დიმიტრი გელოვანი,
რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი

0x01 graphic

რაც უნდა მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის.

ილია ჭავჭავაძე

ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი - იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე - სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი - სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე - სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის ,,ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო”, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა.

რაც სხვისაა, - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, - ეგ ჩემი უფლებაა.

თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღწვოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის...

ილია ჭავჭავაძე

უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით; ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება...

ქვეყნიერობაზედ მმართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, - ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.

ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

ერთი მწერალი ამბობს: ,,ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილო-ამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში”.

თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.

როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”.

თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის...

ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვადასხვაობისა გამო, ბევრს სხვადასხვა თვისების მხარესა და მხარეს წარმოგვიდგენს. ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი.

სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით - უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი.

აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია. მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა. ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვითმმართველობა ხელქვეითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი.

რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა.

ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა - თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა, - ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი.

თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

0x01 graphic

4 არც ბუნებაში იკარგება რამე... და არც საქართველოში - ორჰუსის კონვენცია

▲back to top


0x01 graphic

თამარ კინწურაშვილი

როდესაც ჩვენთვის სასმელად განკუთვნილ წყალში ფეკალური მასები ერევა, წყალკანალის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ამასაც მოუძებნოს გამართლება და თამამად თქვას - ბუნებაში არაფერი იკარგებაო.

როცა ჩვენი ანმრთელობის ,,დაზღვევის მიზნით წყალში შესარევად განკუთვნილი ქლორი უკვალოდ ქრება, არანაკლები სითამამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ბუნებაში, არც წყალკანალის საწყობში ქრება უკვალოდ რაიმე.

საბედნიეროდ, საქართველოში არც დანიური წარმომავლობის ორჰუსის კონვენცია დაკარგულა, რომლის რატიფიცირება, მართალია, საქართველოს პარლამენტმა 2000 წლის 11 თებერვალს მოახდინა, კანონიერ ძალაში კი ის 2001 წლის 30 ოქტომბერს შევიდა, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ბევრმა მოქმედმა მოსამართლემაც კი არაფერი იცის. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, კონვენციით გარანტირებული უფლებების შესახებ ინფორმირებული იყოს თავად საზოგადოება, რომელიც, მონდომების შემთხვევაში, დანიიდან ექსპორტირებულ ამ უფლებებს არათუ სასამართლო კორპუსს, ყველა ჩინოვნიკს სათითაოდ შეასწავლის. მით უმეტეს, რომ ამის პირველი სიმპტომები ჩვენში უკვე არსებობს. თუმცა, ვიდრე უშუალოდ პრეცენდენტულ სასამართლო საქმეებზე გადავიდოდეთ, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რა ხეირია ამ ყბადაღებულ ორჰუსის კონვენციაში და როგორ ვისარგებლოთ კონვენციური უფლებებით.

კონვენცია, რომელსაც 1998 წლის 25 ივნისს დანიის ქალაქ ორჰუსში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრთა მეოთხე საერთო-ევროპულ შეხვედრაზე მოეწერა ხელი, უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა გარემოს დაცვითი უფლებების თვალსაზრისით. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების დასაცავად კონვენცია სამ ძირითად პრიორიტეტს გამოჰყოფს:

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კონვენციით გარანტირებულია ნებისმიერი ადამიანის უფლება, მოითხოვოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია. ასეთი კი შეიძლება იყოს მონაცემები:

გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობის;

გარემოსდაცვით სფეროში პოლიტიკის, კანონმდებლობის, გეგმებისა და პროგრამების, ადმინისტრაციული ღონისძიებებისა და შეთანხმებების შესახებ;

ადამიანთა ანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან, ადამიანთა საცხოვრებელ გარემოსთან და შენობა-ნაგებობების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კონვენციის გარდა, ქართული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც დაუშვებლად მიიჩნევს გარემოსა და იმ საშიშროების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ანმრთელობას ემუქრება. ერთადერთი შეზღუდვა სახელმწიფო, კომერციულ და საწარმოო საიდუმლოზე ვრცელდება. დანარჩენ შემთხვევებში კი თამამად შეგიძლიათ მიადგეთ შესაბამის უწყებას და მოითხოვოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

სასურველია, თქვენი მოთხოვნა წერილობით იყოს გაფორმებული და მაქსიმალურად დაკონკრეტებული, თუ რა სახის ინფორმაცია გჭირდებათ. კონვენციის მეოთხე მუხლის (პარაგრაფი1) თანახმად, სულაც არ ხართ ვალდებული წერილში მიუთითოთ ის მიზეზი, თუ რისთვის დაგჭირდათ აღნიშნული ინფორმაცია.

0x01 graphic

ჰოლანდიამ ფრინველები თავის ,,მოქალაქეებად გამოაცხადა

1988 წელს რუმინული დროშით მცურავმა ტვირთის გადამზიდმა გემმა, შეჯახების შედეგად, ჩრდილოეთის ზღვაში 75 კუბურ მეტრამდე ნავთობი დაღვარა. კაპიტანმა მომხდარის შესახებ მხოლოდ გემის მფლობელს შეატყობინა და საქმის კურსში არ ჩააყენა ჰოლანდიის მთავრობა. ნავთობის დაღვრამ დიდი ზიანი მიაყენა ზელანდიის პროვინციასა და სამხრეთ ჰოლანდიის რაიონებს. ზღვის დაბინძურების შედეგად ასი ათასობით თოლია დაიღუპა. იმის გამო, რომ კაპიტანმა მომხდარის შესახებ არ აცნობა ჰოლანდიის ხელისუფლებას, მთავრობამ და ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა ზარალის შესამცირებლად დროული მოქმედება ვერ შესძლეს.

,,ფრინველთა დაცვის ჰოლანდიური საზოგადოება” კოორდინირებას უწევდა ჩიტების გადასარჩენ ღონისძიებებს. ამ პროცესში სხვა ეკოლოგიური ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ფრინველების გადასარჩენად დიდი ხარჯები გაიღეს. მათ გადაწყვიტეს, ფინანსური კომპენსაცია მოეთხოვათ გემის რუმინელი მფლობელისაგან - კომპანია ,,Intreprindera de Exploatara a Floti Maritime Navrom”-ისაგან.

მართალია, მსგავსი შემთხვევების დარეგულირება არც ჰოლანდიის საკანონმდებლო აქტებით იყო გათვალისწინებული, არც სასამართლო პრაქტიკისათვის იყო ნაცნობი, მაგრამ საზოგადოებამ მიიჩნია, რომ სასამართლოში პროცესის მოგება, შესაძლოა, ეკოლოგიურ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საფუძველი გამხდარიყო.

როტერდამის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰოლანდიელები ეპოქალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ,,ფრინველთა დაცვის ჰოლანდიურ საზოგადოებას” უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია.

,,მართალია, ზღვის ფრინველები არ მიეკუთვნებიან რომელიმე ქვეყანას და არ შეიძლება მათი ვინმეს საკუთრებად ცნობა, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში, -მაგრამ მათი დაცვა და შენარჩუნება ჰოლანდიაში განიხილება, როგორც თანამედროვე სოციალური იდეა - საზოგადო ინტერესი, რომლის დაცვა აუცილებელია. ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორც ,,ფრინველთა დაცვის ჰოლანდიური საზოგადოებაა”, ეს საერთო ინტერესი კერძო ინტერესსაც წარმოადგენს და ამდენად მისი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებას არა მარტო სასამართლოსთვის მიმართვა, არამედ გაწეული ხარჯების კომპენსაციის მოთხოვნაც შეუძლია”.

გემის რუმინელი მესაკუთრე იმდენად შოკირებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ საზოგადოებას კომპენსაციის სახით 100 ათასი გულდენი შესთავაზა.

ეს თანხა საზოგადოებამ ფრინველებისთვის დახმარების გაწევის ცენტრებსა და ფრინველთა ნაკრძალებს გადასცა. ამ საქმეს ჰოლანდიაში დიდი ხმაური მოჰყვა, რადგან სასამართლო პრაქტიკაში პირველი შემთხვევა იყო, როცა გარემოს დაბინძურებაში დამნაშავემ გარემოსდაცვით ორგანიზაციას ეკოლოგიური ზარალისათვის კომპენსაცია გადაუხადა.

ყველაზე დიდი, რაც შეიძლება თქვენგან ინფორმაციის მოწოდებისთვის მოითხოვონ, ეს ასლის გადაღებისთვის საჭირო თანხაა. ყველაზე დიდი, რაც ათი დღის ვადაში ინფორმაციის ვერმიღების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ორგანოსაგან სასამართლოს ძალით ინფორმაციის გამოთხოვნაა. ბაის გადახდის ვალდებულებისაგან თქვენ კოდექსი გათავისუფლებთ.

საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

თუ დასავლეთში საზოგადოების მონაწილეობის გარეშე არ ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა, იმავე საზოგადოების ან მისი შთამომავლობის საარსებო გარემოზე მოახდინოს ზეგავლენა, საქართველოში ამგვარი უფლება ერ-ერობით მხოლოდ ქაღალდზე გადმოტანილი ნორმაა.

იმის მიზეზი, რომ ჩვენ ცხვირწინ უცერემონიოდ წამოჭიმავენ ბენზინგასამართ სადგურს ან ეკოლოგიურად მავნე სხვა ობიექტს, არის ის, რომ დაინტერესებული საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების საწყის ეტაპზევე არ არის ინფორმირებული იმ საქმიანობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მის საცხოვრებელ გარემოზე მოახდინოს მავნე ზეგავლენა. არადა, ორჰუსის კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ წინასწარ აცნობოს დაინტერესებულ საზოგადოებას ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის, აფიშების ან ინდივიდუალური წერილების მეშვეობით. ასეთ ინფორმაციაში კი დაგეგმილი საქმიანობის და შესაძლო გადაწყვეტილების პროექტის გარდა, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პროექტის ალტერნატივები, ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად, საზოგადოების მონაწილეობის პირობები; ინფორმაცის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო; სად და როდის ჩატარდება აღნიშნულ საკითხზე საარო მოსმენები. ამასთანავე კონვენცია ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გაითვალისწინოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგი და აცნობოს საზოგადოებას ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მართლმსაულების ხელმისაწვდომობა

კონვენცია უზრუნველყოფს საზოგადოების უფლებას არა მარტო სახელმწიფო უწყების მხრიდან ინფორმაცის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, არამედ მაშინაც, როცა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ზიანი ადგება ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და ანმრთელობას.

თუმცა, შესაძლოა, სარჩელით ხელში სასამართლოს უშუალოდ დაზარალებული მხარე არ მიადგეს და ეს მისია არასამთავრობო ორგანიზაციამ იკისროს, მიუხედავად იმისა, მიადგა თუ არა ზიანი თავად სასარჩელო განცხადების შემტანს, ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციის სახით.

სწორედ ამგვარი პრეცენდენტი შექმნა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, როცა თებერვალში ლილოს რვა მოსახლის და საფირმო ორგანიზაცია ,,ლილოს” სახელით თბილისის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ კრწანისიმთაწმინდის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ლილოს ნაგავსაყრელის გაუქმება მოითხოვა. მართალია, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოსთვის ორჰუსის კონვენცია უცხო ხილი აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ მოსარჩლე მხარის ადვოკატის, ლევან ალაფიშვილის წყალობით ,,გაუსინჯეს გემო”, მაგრამ კონვენციურ ნორმებზე აპელირების პირველმა მცდელობამ გაამართლა: სასამართლომ თბილისის მერიას - ლილოს ნაგავსაყრელის გაუქმება, ხოლო საკრებულოს 2002 წლის ბიუჯეტში ნაგავსაყრელის საკონსერვაციო ხარჯების გათვალისწინება დაავალა. ამასთანავე, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობაც გაითვალისწინა.

ორჰუსის კონვენციის საფუძველზე, პირველი კოლექტიური სამოქალაქო სარჩელის მომზადებაში კი ახალციხელ მოქალაქეებს თავისუფლების ინსტიტუტი და ახალციხეში მისი პარტნიორი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა გაერთიანება დაეხმარა. სარჩელის საფუძველი 2001 წლის ბოლოს ახალციხეში ვირუსული ეპიდემიის გავრცელება გახდა. ეპიდემიის გავრცელებას ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობამაც შეუწყო ხელი, რომელიც იგნორირებას უკეთებდა სანეპიდსადგურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეპიდემიის საშიშროების არსებობის შესახებ. 425 დაზარალებული, რომელთაც სასამართლოში 344 პირი წარმოადგენს, სახელმწიფოსაგან ითხოვს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ერთ დაზარალებულზე დაახლოებით 600 ლარის, ჯამში - 24 883.52 ლარის ოდენობით. მოპასუხეებად დასახელებულია ახალციხის რაიონის გამგეობა და ქალაქ ახალციხის გამგეობა, რომელიც შპს ,,წყალკანალის” 100 პროცენტი წილის მფლობელია. 28 თებერვალს სასამრთლოში სარჩელის შეტანას წინ უსწრებდა თავისუფლების ინსტიტუტისა და დემოკრატ მესხთა გაერთიანების ინიციატივით ორგანიზებული დაზარალებულთა საჯარო შეკრება ახალციხის კინოთეატრის შენობაში. მოგვიანებით ხუთასკაციანმა შეკრებამ სასამართლოს შენობისკენ საჯარო მსვლელობის სახე მიიღო. მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ ახალციხის რაიონულ ჯანდაცვას და საავადმყოფოს იმ ხარჯების წარდგენა მოსთხოვა, რაც დაზარალებულთა მკურნალობისთვის გამოიყო. რეაგირება ახალციხეში ვირუსული ეპიდემიის გაჩენის ფაქტზე ახალციხის რაიონის პროკურატურამაც მოახდინა. მართალია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ რაიონის პროკურორი შოთა ჩილინგარაშვილი გამოძიების ბოლომდე მიყვანაზე მეტად იმით დაინტერესდა, თუ რატომ იძიებს დემოკრატ მესხთა გაერთიანების თავმჯდომარე ამირან მესხელი პროკურატურის გვერდის ავლით აღნიშნულ საქმეს. წერილში, რომელიც ჩილინგარაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე აფრინა, ნათქვამია: ,,იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, მას აკეთებს გამოძიება და თქვენ მოქმედი კანონმდებლობით არა გაქვთ უფლება, ფაქტიურად აწარმოოთ პარალელური გამოძიება. თქვენი ასეთი მოქმედებით ხელი გვეშლება საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების საქმეში, რის გამოც გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმდებებისაგან ჩვენს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”. პროკურორ ჩილინგარაშვილის მოთხოვნა - მესხელს უკანონო გამოძიება შეეწყვიტა - დემოკრატ მესხთა გაერთიანებამ იმავე კანონის პატივისცემის გამო არ დააკმაყოფილა. თავისუფლების ინსტიტუტმა ჩილინგარაშვილის ქმედების განმარტებისათვის გენერალურ პროკურორ გაბრიჩიძეს მიმართა, რომელიც, იმედია, პასუხს გასცემს შეკითხვაზე, თუ რამდენად სამართლებრივი გარემოა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში.

0x01 graphic

5 ვის ეკუთვნის ინფორმაცია

▲back to top


სოზარ სუბარი

ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც ინფორმაციას განაგებს. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, დამალოს ინფორმაცია, რადგან თუ მისი საქმიანობა არ იქნება გამჭვირვალე, ის ყოველთვის შეძლებს, ძალაუფლება მხოლოდ თავისი კერძო ინტერესებისთვის გამოიყენოს და არა ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებისთვის. ინფორმაციის გამჭვირვალობა ხელს უშლის კორუფციასა და ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, საზოგადოების კონტროლი კი მოხელეების მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს.

0x01 graphic

საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, მაგრამ თუ ხელისუფლების მოქმედებას არ გავაკონტროლებთ, ეს სიტყვები ყოველთვის ფარატინა ქაღალდად დარჩება. ჩვენ მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემით კი არ ვწყვეტთ, ვინ იყოს ხელისუფლებაში, არამედ ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ამ ფულით ვქირაობთ მთავრობას, რომელიც ჩვენ უნდა მოგვემსახუროს და არა პირიქით. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და ხელისუფლებამ ჩვენი ინტერესები გაითვალისწინოს, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ მისი მუშაობა. ხელისუფლების კონტროლი კი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია. თუ ინფორმაცია არ გვექნება, ვერასდროს გავიგებთ, როგორ იქცევა ხელისუფლება.

საქართველოში საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოქალაქეების უფლება, მიიღონ საჯარო ინფორმაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაა გარანტირებული:

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, კანონით განსაზღვრული მცირე გამონაკლისების გარდა;

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაესწროს ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს სხდომას;

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს დასწრების უფლება ადგილობრივი საკრებულოს, მერიისა თუ გამგეობის სხდომაზე, მინისტრის დილის თათბირზე ან რომელიმე დეპარტამენტის კოლეგიის სხდომაზე;

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს საკუთარი რაიონის, ქალაქისა თუ სამხარეო ადმინისტრაციისგან დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტში შესული ფული და, თუ ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვერ მიიღებს, სასამართლოში უჩივლოს იმ სამსახურს, რომელიც ინფორმაციას მალავს.

კანონი თანამდებობის პირებს ერთადერთ შეღავათს უწესებს: თუ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა მოითხოვს დიდი რაოდენობით დოკუმენტების შესწავლას და დამუშავებას, ან ამ ინფორმაციის სხვა დასახლებული პუნქტიდან მოძიებას, მაშინ მათ უფლება აქვთ, ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ გასცენ. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გაცემისთვის მაქსიმუმ 10 დღის ვადა აქვთ მიცემული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში და, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ამგვარი სასამართლოები, როგორც წესი, მოსარჩელეთა გამარჯვებით მთავრდება.

როგორ მოვითხოვოთ ინფორმაცია

საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოთხოვნისთვის საჭიროა დაწეროთ განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე, ან, თუ ასეთი პირი არ არის დადგენილი, მაშინ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე. თქვენი განცხადება უნდა გაატარებინოთ კანცელარიაში, რათა იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციას ვერ მიიღებთ, შეგეძლოთ დაამტკიცოთ, როდის მიიტანეთ ეს განცხადება და კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვოთ პასუხი.

ინფორმაციის მოთხოვნის განცხადება შეიძლება საკმაოდ მარტივად დაიწეროს, თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება პასუხი დაგიგვიანონ ან უარი გითხრან ინფორმაციის გაცემაზე, შეგიძლიათ უფრო ზუსტად მიუთითოთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ეს ღია ინფორმაციაა და რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, გამონაკლის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში მოგცეთ პასუხი თქვენთვის მისაღები ფორმით.

მეტი გარანტიისთვის შეგიძლიათ, წერილის ორი ასლი მიიტანოთ, ორივეზე დაარტყმევინოთ ბეჭედი და პასუხისმგებელ პირს ხელიც მოაწერინოთ. ამ ორი წერილიდან ერთი დატოვეთ შესაბამის უწყებაში, მეორე კი თან წამოიღეთ იმის დასტურად, რომ წერილის ასლი ნამდვილად ჩააბარეთ.

თუ ხსენებული უწყება უარს ამბობს ინფორმაციის გაცემაზე, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაცნობოთ წერილობით, თანაც, კანონის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაძლევთ ინფორმაციას. თქვენ შეგიძიათ უარი ჯერ ზემდგომ თანამდებობის პირთან გაასაჩივროთ, შემდეგ-სასამართლოში.

ინფორმაციის გაცემის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე სახელმწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოს შეეხება. სახელმწიფო საიუდმლოების გრიფის მინიჭებას არეგულირებს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” და არც ერთ თანამდებობის პირს არა აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს, რომელი ინფორმაცია იქნას მიჩნეული სახელმწიფო საიდუმლოდ და რომელი-არა.

როგორ დავწეროთ განცხადება

(მაგალითი)

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ
პირს, ქალბატონ ვიოლა ჯაფარიძეს,

მოქალაქე ჯუმბერ კუჭუხიძის
მცხოვრები თბილისში, მცხეთის . 18-ში,
სს ,,მშენნინვესტტრესტის
აღმასრულებელი დირექტორი
. 23 32 22

ქალბატონო ვიოლა, გთხოვთ მომაწოდოთ შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავის თანახმად ღია ინფორმაციას განეკუთვნება:

1. თავისუფლების მოედანზე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება და სრული ხარჯთაღრიცხვის შემცველი დოკუმენტაცია.

2. ჩატარდა თუ არა ტენდერი ამ სამუშაოების შესრულებაზე და მოცემული ტენდერის მასალები.

3. იმ სხდომისა თუ თათბირის ოქმი (ან სხდომებისა თუ თათბირების ოქმები) და სხვა მასალები, სადაც მიღებული იქნა თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება და რომლებიც ამ თემისადმი იყოს მიძღვნილი.

კანონი ნათლად განმარტავს, რომ ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ღიაა და მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტაცია ძალიან ვრცელია და ბევრ დროს მოითხოვს, მოხარული ვიქნები, თუ მომცემთ საშუალებას, თქვენ ოფისშივე გადავხედო ამ დოკუმენტაციას და ამოვირჩიო ის მასალები, რომლებიც მჭირდება.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,
ჯუმბერ კუჭუხიძე
25. 03. 2002.

რაც შეეხება პირად საიდუმლოებას, რამდენადაც თანამდებობის პირის ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების კონტროლისთვის მისაწვდომი, იმდენადვე დაცული უნდა იყოს რიგითი მოქალაქის პირადი ცხოვრება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დემოკრატიის ერთერთი პრინციპი სწორედ ის არის, რომ საჯარო პირები უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი მოქალაქეების წინაშე და არა პირიქით. თანამდებობის პირები საზოგადოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, რათა ადამიანებს შეეძლოთ მათი საქმიანობის შეფასება, მაშინ, როცა კერძო პირებზე ასეთი მოთხოვნები არ ვრცელდება.

კანონი კომერციული საიდუმლოს გაცემასაც კრძალავს, მაგრამ არც ეს უფლება არის აბსოლუტური: დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გასაიდუმლოება, რაც შეეხება გარემომცველი გარემოს მდგომარეობას, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც შეიძლება დაემუქროს ადამიანის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ექმნება მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სრულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას.

გამოაქვეყნე!

რედაქტორისთვის წერილის მიწერა გაცილებით იოლია, ვიდრე თქვენ გგონიათ!

ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წერილის მიწერის შემდეგ, გაზეთის რედაქტორსაც გაუგზავნე წერილი, რადგან:

გახსოვდეთ!

● სიტყვის თავისუფლების გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა, რომლის მე-19-ე მუხლის თანახმად:

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

● საზოგადოებრივ აზრს ქმნით თქვენ. ამიტომ, თქვენი პასიურობით ნუ მისცემთ საშუალებას ხელისუფლებას თქვენი სახელით თუნდაც გაზეთის ფურცლებზე იაქტიუროს.

● მართალია, საქართველოში ჯერ არ მოქმედებს პრეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მკითხველთა უფლებების დაცვა გეკრძალებათ.

● საგაზეთო პუბლიკაცია გაცილებით ფართო აუდიტორიას მოიცავს;

● ოფიციოზიც გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს მისი მისამართით საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილს, ვიდრე მის მისამართზე გაგზავნილ, ,,კონვერტში მოქცეულ” თხოვნას.

როგორ დავწეროთ წერილი?

ლაკონურად და კონკრეტულად

● საგაზეთო ფართის სიმცირის გამო, ბევრ გაზეთს მკაცრი შეზღუდვა აქვს დაწესებული გამოსაქვეყნებელი წერილის მოცულობაზე. ამიტომაც წინასწარ დაუკავშირდით რედაქციას და გაარკვიეთ მათი მოთხოვნები.

● თუ თქვენი წერილი კონკრეტიკას მოკლებული და მთელი ქვეყნის პრობლემებს მოდებული იქნება, მას გამოქვეყნების ნაკლები შანსი აქვს. წერილის დასაწყისშივე დასვით თქვენთვის პრობლემატური საკითხი და აუცილებლად მიუთითეთ ის კონკრეტული უწყება თუ პირი, ვისაც თქვენს მიერ დასმულ საკითხზე პასუხისმგებლობა აკისრია.

6 საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების ვარიანტის სამართლებრივი ანალიზი

▲back to top


0x01 graphic

მოამზადა გიორგი მელაძემ

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების ყველასთვის მისაღები პროექტის შემუშავება დღემდე ვერ მოხერხდა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების რამდენიმე პროექტი შეიქმნა, დღემდე კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პროექტის, არამედ თვით იმ ზოგადი პრინციპების შესახებაც, რომელთაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება უნდა დაეფუძნოს.

შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე აქტიურად განიხილებოდა, სამართლებრივი ანალიზისთვის ევროსაბჭოშიც გაიგზავნა. ევროსაბჭოს თხოვნით შეთანხმების პროექტი ორი ექსპერტის-რიკ ლოუსონისა და რინგოლდს ბალოდისის-მიერ იქნა შესწავლილი. რიკ ლოუსონი ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის ექსპერტია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი რინგოლდს ბალოდისი კი ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლის საეკლესიო სამართალს.

ექსპერტები პრინციპულად იწონებენ შეთანხმების იდეას, ოღონდ ყურადღებას ამახვილებენ იმ შეუსაბამობებზე, რაც მათ მიერ განხილულ შეთანხმების პროექტსა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას შორის არსებობს. ამ შენიშვნების გათვალისწინება უაღრესად სასარგებლო იქნება შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დროს, რათა შეთანხმებამ არ გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის შეზღუდვა, არ დაარღვიოს სახელმწიფოსგან ეკლესიის დამოუკიდებლობის პრინციპი და ხელი არ შეუწყოს რომელიმე სარწმუნოების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამ მიზნით ბიულეტენის წინამდებარე ნომერში იბეჭდება შეთანხმების რინგოლდს ბალოდისისეული ანალიზი, მომდევნო ნომერში კი რიკ ლოუსონის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

შესავალი

მოცემული სამართლებრივი ანალიზი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის თხოვნის საფუძველზე მომზადდა. შესაბამისად, მასში შეთანხმება განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში და ყურადღება გამახვილებულია, თუ რამდენად შეესაბამება იგი ევროპული კონვენციით განსაზღვრულ რელიგიის თავისუფლებისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევების პრინციპებს. ამასთან, ავტორი ცდილობს აჩვენოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ შეთანხმების ცხოვრებაში გატარება.

რაც შეეხება შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს. გარდა ამისა, მასში არ არის გათვალისწინებული ის ინტერესები, რაც შეიძლება გააჩნდეს საქართველოს სახელმწიფოს, როგორც უძრავი ქონების მეპატრონეს და ქართველ ხალხს, როგორც გადასახადის გადამხდელს.

თუ მოცემული შეთანხმების მიღება შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შეუქმნელად მოხდება, მაშინ იგი ძნელად თუ შეასრულებს თავის მისიას ისე, რომ ამან საზოგადოებაში უთანხმოება არ გამოიწვიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეთანხმების ამ ფორმით მიღება სახელმწიფო რელიგიის აღიარებას ნიშნავს, რაც გამოიწვევს სხვა რელიგიათა დისკრიმინაციას და საკანონმდებლო უფსკრულის გაჩენას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. შეთანხმების ამ სახით და ამ სამართლებრივ სივრცეში დამკვიდრება არ გამოიწვევს სასურველ შედეგს არც სახელმწიფოსთვის და არც ეკლესიისთვის. Quo dab initio no valet, intractu temporis non convalescit nullus est, (ის რაც მცდარია დასაწყისშივე, არ გამოსწორდება დროთა განმავლობაში).

II. ძირითადი კომენტარები

1) შეთანხმება თავისი სტრუქტურით წააგავს კათოლიკურ კონკორდატებსა და სხვა მსგავს შეთანხმებებს სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მოქმედებს იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში, თუმცაღა მსგავსება მხოლოდ ვიზუალურია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შეთანხმების ავტორებმა ისე გადმოიღეს ამ ქვეყნებში არსებული ნორმები, რომ მხედველობაში არ მიუღიათ არც მათი შინაარსი და არც ამ ქვეყნების სპეციფიკური სამართლებრივი სივრცე. ყურადღება არ მიექცა, რომ ევროპული შეთანხმებები მხოლოდ კონკრეტულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მისაღებ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე დროს, ამ ქვეყნებში არსებობს ძირითადი კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ და შეთანხმებები ერთგვარ კანონქვემდებარე აქტებს წარმოადგენს. თუ იტალიაში შეთანხმება ერთგვარ სტაბილურობას ამკვიდრებს, საქართველოში ამას, შესაძლოა, საპირისპრო შედეგი მოჰყვეს, რადგან სახელმწიფოსა და სხვა რელიგიების ურთიერთობის საკითხი გაურკვეველი რჩება. თანაც, შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო რელიგიის იმ ფორმით დამკვიდრება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ ისეთ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს, როგორიცაა ქონებით სარგებლობის უფლება, ქონების გადაცემა, ისტორიული ძეგლებით სარგებლობა, მშენებლობა და სხვა, მაშინ შესაძლებელი გახდება მისი შეფასება იმ კუთხით, თუ რა საქმიანობას ეწევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სოციალურ სფეროში.

თუმცა შეთანხმება, ამ მოსაზრებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს. მაგალითად, შეთანხმების თანახმად, 12 საეკლესიო დღესასწაული საერთო-სახელმწიფოებრივ დღესასწაულებად უნდა გამოცხადდეს. ამგვარი მიდგომიდან გამომდინარე, ეკლესია განიხილება, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტი, ვინაიდან იგი ასრულებს სახელმწიფოს მსგავს ფუნქციას, რაც ნათლად ჩანს შეთანხმების პირველი მუხლიდან, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ,,ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად” ზრუნავენ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.

0x01 graphic

2) შეთანხმება არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის პროცედურას, ამიტომ საკმაოდ რეალურია მოსაზრება მისი შესაძლო დარღვევის შესახებ. შეთანხმების ზოგიერთი მუხლის შესრულება შეუძლებელია სხვა კანონების შესწორების ან ახალი კანონების მიღების გარეშე (ქორწინების რეგისტრაციის ინსტიტუტი, ღვთისმსახურება, უძრავი ქონების დაბეგვრის რეჟიმი). რა მოხდება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე არ იქნება მიღებული კანონები და სახელმწიფოც არაჯეროვნად შეასრულებს თავის ფუნქციას? ექნება საქართველოს სასამართლოს ასეთი საქმეების განხილვის უფლება? რამდენადაც შეთანხმება გამოკვეთილად არ ატარებს არც საერთაშორისო და არც კერძო სამართლებრივ ხასიათს, ეჭვქვეშ დგება სახელმწიფოს ან ეკლესიის მხრიდან სასამართლოში ქონებრივი დავის განხილვის შესაძლებლობა. თანაც, შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი გასაჩივრების პროცედურაზე.

პრეზიდენტის უფლება, მოაწეროს ხელი ეკლესიასთან დადებულ შეთანხმებას, საეჭვოა თუნდაც საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე. როგორც არ უნდა შესწორდეს კონსტიტუცია, მაინც დარჩება ბევრი უპასუხო კითხვა, კერძოდ: რამდენად ექნება პრეზიდენტს უფლება, გადასცეს სახელმწიფოს ფუნქციების ნაწილი ეკლესიასა და სხვა მსგავს ორგანიზაციებს? მაგალითად, როგორ უნდა გადასცეს ქორწინების რეგისტრაციის ფუნქცია ეკლესიას (შეთანხმების მე-6 მუხლი)?

III. შეთანხმების ზოგადი შეფასება და ზოგიერთი მუხლის ანალიზი

საკონსტიტუციო შეთანხმებაში დეკლარირებული დებულება, რომ ქართული მსოფლმხედველობა, ტრადიციები, ეთიკური ქცევები, ცხოვრების წესი განპირობებულია და ეფუძნება მართლმადიდებლურ ცნობიერებას, სერიოზულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, სადაც ნათქვამია: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. იგივე დებულება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პარაგრაფსაც ეწინააღმდეგება: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

შეთანხმების აღნიშნული ნაწილი სრულ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომელიც აღიარებს თანასწორობას, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მაშინ როცა სავალდებულო შეთანხმებაში პრიორიტეტულად აღიარებულია, რომ ყველა მოქალაქე განმსჭვალულია მართლმადიდებლური რწმენით. Verba accipienda sunt secundum subjectum materiem (სიტყვების ინტერპრეტირება უნდა მოხდეს მისი საფუძვლის გათვალისწინებით). ეკლესიასთან დადებულ შეთანხმებაში მოცემული დებულება შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც ერთი სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. მეორეს მხრივ, ჩნდება კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეიცვალოს მრწამსი? როგორ შეძლებს ვინმე იყოს იეჰოვას მოწმე, თუ ის ითვლება მართლმადიდებლად? ხსენებული ნორმა არ უნდა იყოს შეთანხმებაში.

2) შეთანხმების ნორმა, რომელიც აცხადებს, რომ ისტორიულად დომინანტური რელიგიები სარგებლობენ სპეციალური სტატუსით მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ამოღებული უნდა იქნას შეთანხმებიდან, როგორც მცდარი და ტენდენციური მოსაზრება.

3) მესამე მუხლის თანახმად, ეკლესიას და სახელმწიფოს აქვთ უფლება, საერთო ინტერესის სფეროებში დადონ შეთანხმებები და დაამტკიცონ საკანონმდებლო აქტები. რამდენადაც ამგვარი შეთანხმებების დადების შესაძლებლობა თავად ამ შეთანხების არსებობით მტკიცდება, ეს მუხლი სრულიად ზედმეტია.

4) მე-5 მუხლი იცავს კონფესიისა და ეკლესიის საიდუმლოებას, რაც, თავისთავად, სწორი მიმართულებაა. მიუხედავად ამისა, ამ ერთი შეთანხმების დადებით იქმნება მხოლოდ ერთი-მართლმადიდებლური რელიგიის-დაცვის საფუძველი. თუ კონფესიის თავისუფლება ხელშეუვალია, მაშინ გაუგებარია, სახელმწიფოს რატომ ეძლევა უფლება, გამონაკლის შემთხვევებში ჩაერიოს მასში. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი ორგანიზაციის შიდა საქმიანობა ხელშეუხებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ჩვენი აზრით, რაიმე სპეციალური დადგენილებით სახელმწიფოსთვის იმის უფლების მიცემა, რომ კონფესიურ საიდუმლოებაში ჩაერიოს, სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო რელიგიის შექმნის მცდელობაა.

თუ სახელმწიფოს სურს, დაიცვას კონფესიური საიდუმლოების პრინციპი, მაშინ მე-5 მუხლი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ,,გარანტირებულია აღმსარებლობისა და კონფესიური საიდუმლოების ხელშეუვალობა. კანონის შესაბამისად, არავის აქვს უფლება, დაკითხოს მღვდელი კონფესიურ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მღვდელი სასამართლოს წინაშე წარდგება როგორც მოწმე ან მხარე სამოქალაქო დავაში.”

0x01 graphic

5) უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში ქორწინების უფლების ეკლესიაზე გადაცემა არ არსებობს. მე-6 მუხლი ეკლესიას ანიჭებს დაქორწინების ფუნქციას, მაგრამ დაქორწინების უფლების ეკლესიისთვის გადაცემა ასე მარტივად ვერ განხორციელდება. ეს რთული საკითხია, რადგან ქორწინების ინსტიტუტი მჭიდროდ უკავშირდება ქალისა და ბავშვის უფლებებს, მემკვიდრეობის საკითხებსა და მოქალაქეობას. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია ქორწინების ახალი სისტემის შემოტანაზე, ალბათ, შესაცვლელი იქნება ყველა ის კანონი, რომელიც ამ უფლებებს არეგულირებს.

რეკომენდაცია იქნება შემდეგი, თუ საქართველო გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - დააქორწინოს მოქალაქეები-ეკლესიას გადასცეს, მაშინ მე-6 მუხლი უნდა შეიცვალოს იმდაგვარად, რომ ახლოს მდგომ კანონებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო გადასცემს თავის ფუნქციას ეკლესიას. ნორმაში, ალბათ, მითითებული უნდა იყოს ნორმის ძალაში შესვლის კონკრეტული ვადები და პირობები.

რეკომენდაცია იქნება შემდეგი, თუ საქართველო გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - დააქორწინოს მოქალაქეები-ეკლესიას გადასცეს, მაშინ მე-6 მუხლი უნდა შეიცვალოს იმდაგვარად, რომ ახლოს მდგომ კანონებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო გადასცემს თავის ფუნქციას ეკლესიას. ნორმაში, ალბათ, მითითებული უნდა იყოს ნორმის ძალაში შესვლის კონკრეტული ვადები და პირობები.

6) მე-7, მე-8, მე-9 მუხლებში სახელმწიფოსა და ეკლესიის დაახლოების სხვადასხვა ასპექტებზეა ლაპარაკი. ყველა შემთხვევაში ეკლესია სახელმწიფოსთან არის გათანაბრებული და მას სახელმწიფოებრივი ფუნქციები აქვს მინიჭებული. საპატრიარქოს უფლება აქვს, ცალმხრივად დაამტკიცოს მასწავლებლები და მღვდლები, სახელმწიფოს კი წინააღმდეგობის გაწევის უფლება არა აქვს. კარგი იქნება, თუ ამ დებულებას დაემატება შემდეგი ფორმულირება: ,,კანონით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად”, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილებები, როდესაც ამის საჭიროება იქნება. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლს, სადაც ნათქვამია:

1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

7) მე-15 მუხლი მართლმადიდებელი ეკლესიის ქონებრივი ურთიერთობების საკითხს განსაზღვრავს. იმ ქონების გათავისუფლება გადასახადებისგან, რომელიც არ რის ბრუნვის ობიექტი, მისასალმებელი და მხარდასაჭერია, თუმცა იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-3 პარაგრაფს, სადაც ნათქვამია: ,,გადასახადებისგან გათავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯის გაღება დასაშვებია მხოლოდ კანონით.” მოცემული კონსტიტუციური დებულება არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ჯერ განისაზღვროს რაიმე სახის შეღავათი და შემდეგ იქნას მიღებული კანონი, რომელიც ამ შეღავათებს გაითვალისწინებს.

იმისათვის, რომ კონსტიტუცია არ დაირღვეს, 94-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი ასე უნდა ჩასწორდეს: ,,გადასახადებთან და სახელმწიფო ხაზინის გასავალთან დაკავშირებული შეღავათები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით, თუ არ არსებობს სახელმწიფოსა და იურიდიულ პირს შორის არსებული რაიმე სპეციალური შეთანხმება”. კონსტიტუციის ასე ჩასწორების შემდეგ შეთანხმების მე-15 მუხლში შეიძლება ჩაიწეროს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ის ქონება, რომელიც არ არის ბრუნვის ობიექტი, თავისუფლდება გადასახადებისგან კანონის საფუძველზე.

8) მე-20 მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლება, წარმოადგინოს ეკლესია მესამე პირებთან ურთიერთობაში, საჭიროებს სხვა საკანონმდებლო აქტით დარეგულირებას ეკლესიას და სახელმწიფოს შორის. ეს, აგრეთვე, შესაძლებელია, განხორციელდეს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის შესაბამისად. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება სამოქალაქო შეთანხმება სახელმწიფოს, როგორც კერძო პირსა და ეკლესიას, როგორც კერძო პირს შორის. მოცემული ფორმულირებით ეს მუხლი შეიცავს საფრთხეს, რომ თუ აღიძრება სამოქალაქო დავა სახელმწიფოსა და ეკლესიას, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის, სახელმწიფომ, შეიძლება, სარგებელი ნახოს ამ უფლებამოსილებით, რადგან მას საშუალება ექნება, ეს უფლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს და არა ეკლესიის ინტერესების შესაბამისად.

9) ხელშეკრულების 22-ე მუხლის თანახმად, 12 რელიგიური დღესასწაული უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედ. ეს მუხლი ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამოცდილებას, რადგან იგი გულისხმობს ,,სახელმწიფო ეკლესიის” დამკვიდრებას და წააგავს იმ მოდელს, როდესაც სახელმწიფო კანონმდებლობით ადგენს სახელმწიფო რელიგიას. დღესასწაულები შეეხება ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა. ევროპასა და აშშ-ში ზოგიერთი საჯარო უქმე და დღესასწაული ემთხვევა ქრისტიანულ რელიგიურ დღესასწაულებს (მაგ. შობა, აღდგომა), რადგან დროსთან ერთად ისინი ამ ქვეყნის ტრადიციის ნაწილი გახდა. სხვა რელიგიათა წარმომადგენლები არ ეწინააღმდეგებიან ამას, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა მსგავსი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას, ვინაიდან მათ აღნიშვნას უფრო ტრადიციის დატვირთვა აქვს, ვიდრე რელიგიური. ხელშეკრულების პროექტში სახელმწიფოს ნებაა, რომ აღნიშნული რელიგიური დღესასწაულები გამოაცხადოს სახელმწიფო დღესასწაულებად და ამით ისინი ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის სავალდებულო გახადოს, რაც დისკრიმინაციის გარკვეულ ნიშნებს შეიცავს.

IV. საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები

ჩემი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს ეკლესიასთან დიალოგი შეთანხმების დადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის აბსოლუტური თავისუფლების მომხრეები შეთანხმების იდეას უარყოფენ, მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ამ იდეაზე, ამან, შესაძლოა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

შეთანხმებაში სახელმწიფომ თავი უნდა აარიდოს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: ,,საქართველოს მოქალაქეთა მსოფლმხედველობა, ტრადიციები, ეთიკა, ცხოვრების წესი განსაზღვრულია და ეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას.” საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ის შესაძლებლობაც, რომ მას სხვა ეკლესიებთანაც მოუწევს მსგავსი შეთანხმებების დადება. საქართველოს სჭირდება, შეიმუშაოს შეთანხმების ზოგადი მოდელი მართლმადიდებელ და სხვა ეკლესიებთან ურთიერთობისთვის. მე მიზანშეწონილად მიმაჩნია საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და აქვე წარმოგიდგენთ ცვლილების მაგალითს:

,,საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს შეთანხმებები რელიგიურ ორგანიზაციებთან და ეკლესიებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და გაითვალისწინოს ამ ორგანიზაციებისა თუ ეკლესიების ინტერესები.

შეთანხმება არის ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სპეციფიკურ საკითხებზე, რომლებიც წინასწარ, ზოგადი დებულებების სახით, მოცემული უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციების ან ეკლესიების შესახებ კანონში. საქართველოს პარლამენტი ამგვარ შეთანხმებებს განიხილავს, როგორც პროექტს, რომელიც შეიძლება შეივსოს, მაგრამ არ შეიცვალოს.”

თუ საქართველოს პარლამენტი კანონმდებლობაში ამ შესწორებას შეიტანს, მაშინ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიას შორის დადებული შეთანხმება შესაბამისობაში მოვა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის პრინციპთან. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დადებს შეთანხმებებს დიდ ეკლესიებთან უფრო ფართო სამართლებრივი თანამშრომლობის მიზნით. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეივსოს კანონით რელიგიის შესახებ.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებების სახით მიღებული სპეციფიკური კანონები უნდა შეიცავდეს იმ საკითხებს, რომელთა აღნიშვნაც რელიგიურ ორგანიზაციათა შესახებ ძირითად კანონში არ იქნება მიზანშეწონილი. ამ გზით ასევე დაცული იქნება რელიგიურ ორგანიზაციათა მიმართ თანასწორი დამოკიდებულების პრინციპი.

საქართველოს მიდგომა პრობლემისადმი, ამ შემთხვევაში, ისეთივე იქნება, როგორც ეს არის იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში, სადაც ყველა რელიგიური მიმდინარეობის სპეციფიკურ საკითხთა ნუსხა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ზოგად კანონში დაფიქსირდეს. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება უნდა შეიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

ეკლესიების სტატუსი სახელმწიფოში და მათი უფლება, თავისუფლად წარმართონ რელიგიური საქმიანობა;

სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობის პრინციპები საერთო ინტერესის საკითხთა გადაწყვეტის დროს;

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის სრული ავტონომიურობის მინიჭება შიდა საქმიანობის წარმართვაში;

საგადასახადო პოლიტიკა ეკლესიებთან მიმართებაში (ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული საკითხი, რომელიც უკავშირდება ეკლესიის ფინანსურ ინტერესებს: ტაძრების, როგორც არქიტექტურულ ნაგებობათა მშენებლობა);

ქველმოქმედების სახით დახმარების მიღება, როდესაც ქველმოქმედს ენიჭება სპეციალური საგადასახადო შეღავათები.

სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;

რელიგიური სიმბოლიკისა და საეკლესიო სამოსის დაცვა;

სამღვდელოების საქმიანობა და მღვდლების კურთხევა;

ეკლესიისთვის შიდა სასულიერო სასამართლოსა და შრომითი ურთიერთობების გადაწყვეტის უფლებათა უზრუნველყოფა;

ქორწინების რეგისტრაციის უფლების გადაცემა ეკლესიისთვის;

ეკლესიის უფლება, საჯაროდ ჩაატაროს რელიგიური ღონისძიებები (გალობა, მსვლელობები და სხვ.);

ეკლესიათა უფლება, ჩამოაყალიბონ თეოლოგიური საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დაწესებულებები და განახორციელონ რელიგიური მიზნები;

რელიგიურ ორგანიზაციათა და მორწმუნეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გაერთიანდნენ და გამოხატონ თავისი აზრი;

მორწმუნეთა უფლება, აღნიშნონ რელიგიური დღესასწაულები და ჰქონდეთ დასვენების დღეები (იუდეველთა და მე-7 დღის ადვენტისტთა უფლება, აღნიშნონ შაბათი);

სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა თავისებური დამოკიდებულების გათვალისწინება იარაღის ტარებაზე; ალტერნატიული სამსახურის უფლების დადგენა იმ მორწმუნეთათვის, ვინც მიეკუთვნება ასეთ რელიგიას;

ეკლესიის მსახურთა გათავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან და საომარ პირობებში საყოველთაო მობილიზაციისგან;

საკითხის ასეთი გადაწყვეტა არა მარტო ეკლესიისთვის იქნება მომგებიანი, არამედ სახელმწიფოსაც მისცემს საშუალებას, გადაწყვიტოს მრავალი პრობლემა.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
რინგოლდს ბალოდისი,
ლატვიის უნივერსიტეტის
იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორი,

რიგა, ლატვია.

იცოდე შენი უფლებები!

დუმილის უფლება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადამიანს უფლება აქვს, არ უპასუხოს სამართალდამცავების მიერ დასმულ შეკითხვებს. პოლიციელებს შეუძლიათ დაგისვან კითხვები, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება, დაგაპატიმრონ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გამოიყენეთ დუმილის უფლება.

ჩხრეკა

არავის აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე, ბინის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩაატაროს ჩხრეკა. გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ სასამართლოს დადგენილებას. დადგენილებაში განსაზღვრული უნდა იყოს, თუ როგორი ჩხრეკა ან დათვალიერება უნდა ჩატარდეს, აგრეთვე საკუთრების რომელი ნაწილი ექვემდებარება ჩხრეკასა თუ დათვალიერებას. თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, იგი აუცილებლად უნდა გაგაცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ უფლება, განახორციელონ ჩხრეკა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სამართალდამცავების შემოსვლის წინააღმდეგი ხართ, ნუ გაუწევთ მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას. შეეცადეთ, იყოლიოთ მოწმეები და ხმამაღლა განაცხადეთ, რომ ხართ ჩხრეკისა თუ დათვალიერების წინააღმდეგი, რათა შემდგომში ვინმემ დაადასტუროს, რომ სამართალდამცავებს თქვენი წინასწარი ნებართვა არ ჰქონიათ.

მაგრამ არსებობს ერთი გარემოება, როდესაც სამართალდამცავებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშეც შეუძლიათ ჩხრეკის ჩატარება.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ არსებობს ,,კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა”, პოლიციელებს აქვთ უფლება, შემოვიდნენ თქვენს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში . კანონმდებლობა არ განმარტავს, თუ რა წარმოშობს ამ აუცილებლობას, ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე შეფასების საგანია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ასეთი შემოსვლის შედეგად თქვენ ან თქვენს საკუთრებას მიადგა ზიანი, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

გახსოვდეთ, რომ მიუხედავად კონსტიტუციაში განსაზღვრული ზოგადი აკრძალვისა, სამართალდამცავებს მაინც ეძლევათ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში მოისმინონ თქვენი სატელეფონო საუბრები, ნახონ ელექტრონული საშუალებებით განხორციელებული მიმოწერა, გაეცნონ თქვენს წერილებს და სხვა კორესპონდენციას. როგორც წესი, ასეთი გამონაკლისები სასამართლოს წინასწარი ნებართვით დაიშვება. თუმცა, უკიდურეს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით ასეთი მოქმედებები შეიძლება სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშეც განხორციელდეს, ოღონდ ეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას უნდა მოხდეს.

0x01 graphic

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიცია გაგაჩერებთ?

● ყავით ზრდილობიანი;

●იყავით მშვიდი და აკონტროლეთ თქვენი საუბარი;

● ნუ ეკამათებით პოლიციას;

●გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ;

● ნუ გაიქცევით და ნუ შეეხებით პოლიციელს;

● ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებული ხართ საკუთარ უდანაშაულობაში;

● ნუ დაემუქრებით პოლიციას, რომ გამოიყენებთ კომპრომატებს მის წინააღმდეგ;

● ნუ გააკეთებთ რაიმე განმარტებას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით;

● დაკავებისას დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ადვოკატთან შეხვედრა;

● დაიმახსოვრეთ იმ პოლიციელების სახელები, რომლებმაც დაგაკავეს;

● შეეცადეთ, გაარკვიოთ მოწმეების ვინაობა და მათი კოორდინატები;

● თუ დაშავდით, დაუყოვნებლივ გადაუღეთ დაზიანებულ სხეულს სურათი და შეძლებისდაგვარად მიაკითხეთ ექიმს;

● თუ გგონიათ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, წერილობითი განცხადებით მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, დაუკავშირდით სახალხო დამცველს, უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს და სასამართლოს;

● გახსოვდეთ: ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ეტყვით პოლიციას. თქვენი ნათქვამი ყოველთვის შეიძლება გამოიყენონ თქვენს წინააღმდეგ და ეს შეიძლება გახდეს კიდეც თქვენი დაპატიმრების მიზეზი. მით უმეტეს, თუ პოლიციელს უხეშად მიმართავთ.

● გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, უპასუხოთ პოლიციელების შეკითხვებს, თუმცა უნდა უჩვენოთ მართვის მოწმობა (თუ მართვისას გაგაჩერეს). არ შეიძლება თქვენი დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, რომ არ წარადგინეთ პირადობის მოწმობა.

● შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ბინის, ოფისისა თუ სხვა საკუთრების ჩხრეკას. გახსოვდეთ, რომ თუ ჩხრეკაზე დათანხმდებით, ამან შეიძლება გააძნელოს სასამართლოში თქვენი უფლებები დაცვა.

● თუ პოლიცია გიცხადებთ, რომ აქვს სასამართლო სანქცია თქვენი საკუთრების ჩხრეკაზე, მოითხოვეთ მისი წარმოდგენა და გაეცანით მას.

● ნუ შეეწინააღმდეგებით პოლიციას, ამისთვის შეიძლება დაგაპატიმრონ.

თუ დასაკითხად დაგაკავეს

● პოლიციის მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობა დანაშაული არ არის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პასუხის გაუცემლობა მათ აღუძრავთ ეჭვს, რომ თქვენ დამნაშავე ხართ. პოლიციას შეუძლია დაათვალიეროს თქვენი ტანსაცმელი, თუ ეჭვი აქვს, რომ შეიარაღებული ხართ. ნუ გაუწევთ მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას, მაგრამ განუცხადეთ, რომ სხვაგვარი ჩხრეკის წინააღმდეგი ხართ.

● ჰკითხეთ პოლიციას, ხართ თუ არა დაპატიმრებული. თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ თქვენი სტატუსი. თუ გეტყვიან, რომ დაპატიმრებული ხართ, გაქვთ უფლება, იცოდეთ, რატომ!

● ნუ შეეკამათებით პოლიციელს და ნუ შეეცდებით გაქცევას მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ პოლიციის მოქმედება არამართლზომიერია. ამან შეიძლება თქვენი დაპატიმრება გამოიწვიოს.

თუ დაგაპატიმრეს მანქანის მართვისას

● მოთხოვნის შესაბამისად უჩვენეთ პოლიციელს თქვენი მართვის მოწმობა, ასევე სადაზღვევო ბარათიდა პირადობის მოწმობა;

● პოლიციას შეუძლია გაჩხრიკოს თქვენი მანქანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა. განუცხადეთ პოლიციელს, რომ ჩხრეკის წინააღმდეგი ხართ, რათა შემდგომში უკეთ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე;

● პოლიციელს არ აქვს თქვენი დაპატიმრების უფლება მხოლოთ იმიტომ, რომ თქვენ ჩხრეკის წინააღმდეგი ხართ;

● თუ რაიმე მიზეზით (თუნდაც მცდარით) გამოგიწერენ დარღვევის ოქმს, მოაწერეთ მას ხელი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგაპატიმრონ. მაგრამ, ამავე დროს, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, გაასაჩივროთ ასეთი ოქმი;

● გახსოვდეთ: თუ პოლიცია მიიჩნევს, რომ თქვენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ხართ, მას თქვენი შემოწმების უფლება აქვს;

● თუ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევთ, მას აქვს უფლება, ჩამოგართვას მართვის მოწმობა.

თუ თქვეს დაგაპატიმრეს ან წაგიყვანეს პოლიციაში

● გახსოვდეთ, რომ გაქვთ დუმილის უფლება, გამოიყენეთ იგი და გაესაუბრეთ ადვოკატს;

●უთხარით პოლიციას მხოლოდ საკუთარი სახელი და მისამართი. ნუ მიაწვდით მას რაიმე სხვა ინფორმაციას. თქვენ მოგეცემათ საშუალება, დაიცვათ საკუთარი უფლებები ადვოკატის მეშვეობით;

● სასწრაფოდ მოითხოვეთ ადვოკატთან შეხვედრა. თუ ადვოკატი არ გყავთ, მოითხოვეთ შეხვედრა სახაზინო ადვოკატთან, რომელიც უფასოდ მოგემსახურებათ;

ადვოკატთან შეუთანხმებლად ნუ გააკეთებთ ნურავითარ განცხადებას

● თქვენი დაკავებიდან გონივრულ ვადაში უნდა მოგეცეთ ტელეფონზე დარეკვის უფლება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადვოკატს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პოლიცია შეიძლება უსმენდეს თქვენს სატელეფონო საუბარს.

7 სტუდენტებისა და მოსწავლეების უფლებების გზამკვლევი

▲back to top


0x01 graphic

მოამზადა ელენე აგლაძემ

რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათი უფლებების შესახებ

მაქვს თუ არა უფლება, ვატარო სასწავლებელში მაისური პოლიტიკური მოწოდებით? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას მიკრძალავენ?

ეხება თუ არა სიტყვის თავისუფლება სასწავლებლის გაზეთს, სტუდენტების ვებგვერდს და სალიტერატურო ჟურნალს?

რა უნდა გავაკეთო, თუ სასწავლებლის ხელმძღვანელობა ცდილობს ცენზურას დაუქვემდებაროს ჩემი სტატია, რომელიც ნარკოტიკებს ან სექსს ეხება? ან თუ ვაპირებ, გავავრცელო ბროშურები შობადობის კონტროლის, თავისუფალი სექსისა და აბორტის შესახებ?

განა ბედის ირონია არ არის, რომ 18 წლამდე შენ ემორჩილები იმ კანონებს, რომლებზეც ხმის უფლება არა გაქვს? თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შენ მაინც გაქვს გარკვეული სამართლებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ამ უფლებებს, რომლებიც არ ქრება იმით, რომ ჩვენ სასწავლებელში ვართ.

კითხვები ბევრია, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხების მოსმენა კი ყოველთვის ვერ ხერხდება. თუმცა, ცხადია, რომ ნებისმიერი სასწავლებელი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები დემოკრატიას სწავლობენ. ეს კი არ მოხდება, თუ ისინი მოკლებული იქნებიან მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

ზოგიერთი უფლება მხოლოდ ასაკთან ერთად მოდის. მაგალითად, თუ შენ ჯერ 18 წლის არ შეგსრულებია, არჩევნებში ვერ მიიღებ მონაწილეობას, მაგრამ თუ შენ უკვე შეგისრულდა 14 წელი, შენი აზრის ხმამაღლა გამოხატვას ვერავინ აგიკრძალავს. რა უფლებები აქვს ახალგაზრდას, ან რას ვგულისხმობთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვის ან შეკრების თავისუფლების შესახებ? აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, ჩამიტაროს ჩხრეკა?

იმედია, ამ ბროშურის წაკითხვით თქვენ მეტს გაიგებთ თქვენი უფლებების შესახებ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ იბადება ბევრი შეკითხვა იმ პრობლემების ირგვლივ, რომელსაც სტუდენტები ყოველდღიურად აწყდებიან და ჩვენ ყველა მათგანი აქ ვერ მიმოვიხილეთ.

შეისწავლე შენი უფლებები და იყავი ორგანიზებული. შენი სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები ნამდვილად ღირს იმად, რომ იბრძოლო მათ დასაცავად.

სიტყვის თავისუფლება

რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება?

- სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. იგი იცავს იმას, რასაც ამბობ, რასაც წერ და იცავს შენს უფლებას, თავისუფლად შეხვდე სხვებს კლუბებში, ორგანიზაციებში, გაერთიანებებსა თუ დემონსტრაციებზე. ეს უფლება ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს

ვსარგებლობ თუ არა სიტყვის თავისუფლებით, როდესაც ვარ სასწავლებელში?

- რა თქმა უნდა! შენ არ კარგავ შენს კონსტიტუციურ უფლებებს, როდესაც შედიხარ სასწავლებელში.

სიტყვისა და პრესის თავისუფლებას ბევრი ასპექტი აქვს. მაგალითად, შენ გაქვს უფლება, ყოველგვარი ცენზურის გარეშე გამოსცე სასწავლებლის გაზეთები და წელიწდეული, არაფორმალური გაზეთები, გაავრცელო ფურცლები, ბროშურები ან გააკეთო სხვადასხვა წარწერები სკოლის დაფაზე.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, დააწესოს ამ სფეროში გარკვეული შეზღუდვები?

- კი. საჯარო სასწავლებელს შეუძლია მიიღოს გონივრული წესები, რომლებიც აწესრიგებს სიტყვის თავისუფლების უფლებათა განხორციელების დროს, ადგილსა და ფორმას.

სასწავლებელს არა აქვს უფლება, შეზღუდოს ან ცენზურას დაუქვემდებაროს სტუდენტებისა და მოსწავლეების სიტყვის და პრესის თავისუფლება ნათქვამის შინაარსის საფუძველზე, თუ მისი ნათქვამი არ ხვდება ქვემოთ ჩამოთვლილ 3 გამონაკლის კატეგორიაში:

● თუ ეს არის უხამსობა;

● თუ ეს არის ცილისმწამებლური (ე.ი. რასაც ამბობ ან წერ, არ არის მართალი და ვნებს ვიღაცის რეპუტაციას, შენ კი ამას არ ითვალისწინებ);

● თუ იგი ქმნის აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს, რომ სტუდენტები ან მოსწავლეები ჩაიდენენ ქმედებას, რომელიც არაკანონიერია, ან ეწინააღმდეგება სასწავლებლის წესებს, ან მნიშვნელოვნად არღვევს სასწავლებლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მაშინაც კი, როცა თქვენი სასწავლებლის ხელმძღვანელობა ან მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სტატია ან ბროშურა დაწერილია ,,ცუდი გემოვნებით”, იწვევს წინააღმდეგობებსა და განხეთქილებას, ან გამოხატავს იმ პოლიტიკურ შეხედულებას, რომელიც ეწინააღმდეგება სასწავლებლის პოლიტიკას, მას მაინც არ შეუძლია ცენზურას დაუქვემდებაროს ის, რასაც შენ ამბობ ან წერ, თუ ეს არ ხვდება ზემოთ ჩამოთვლილ სამ გამონაკლის კატეგორიაში. თუმცა, შენ ნამდვილად შეგიძლია თავიდან აირიდო გარკვეული პრობლემები, თუ სათქმელს უხამსობისა და სექსუალური ტერმინების გამოყენების გარეშე იტყვი.

როგორ მოვიქცე, თუ სასწავლებელი მაინც ცდილობს ცენზურის დაწესებას?

- ყველა სასწავლებელმა წერილობით უნდა ჩამოაყალიბოს ის წესები, რომლებიც აკონტროლებენ სიტყვისა და პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ასე რომ, თუ სასწავლებლის ხელმძღვანელობა დაგიპირისპირდება და შეეცდება შეზღუდოს, რასაც შენ ამბობ, ან რასაც წერ, მოსთხოვე ნახოს ის წერილობითი წესები და შესაბამისად განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა მისი მოთხოვნა იმ წესებს, რომლებსაც იგი უნდა ასრულებდეს.

თუმცა, დაიმახსოვრე! სიტყვის თავისუფლების განხორციელება, ხანდახან, გარკვეულ რისკსაც მოიცავს. მაგალითად, ხანდახან, სასწავლებლის ხელმძღვანელობა არღვევს კანონს და მაშინაც კი, როცა შენ საკუთარი უფლებების ფარგლებში მოქმედებ, შეიძლება მოგიწიოს სკოლაში კონფლიქტში ჩაბმა, ან დაგჭირდეს სასამართლოსთვის მიმართვა საკუთარი უფლებების დასაცავად.

არსებობს ცენზურასთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი: მოსთხოვე სასწავლებლის ხელმძღვანელობის წერილობითი პასუხი, თუ რატომ სურთ შენი გამონათქვამების აკრძალვა; შეაგროვე პეტიციები, რომლებსაც ხელს მოაწერენ სხვა სტუდენტები და მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები; გამოაქვეყნე სტატია სასწავლებლის გაზეთში,ინფორმაცია მიაწოდე პრესას და ტელევიზიას.

შეუძლია თუ არა სასწავლებლის ხელმძღვანელობას, აკრძალოს ის გამონათქვამი, რომელსაც მცდარად მიიჩნევს?

- პასუხი არ არის მარტივი. სიტყვის თავისუფლება ცილისწამების თავისუფლებას არ გულისხმობს. კანონი სჯის იმ გამონათქვამებს, რომლებიც “ცილისმწამებლურია”. არც ერთი შენი ნაწერი ან გამონათქვამი, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, არ შეიძლება იყოს ცილისმწამებლური. თუმცა, ზღვარი მოსაზრებასა და ფაქტს შორის ყოველთვის მკაფიო არ არის.

შეუძლიათ თუ არა, აკრძალონ ჩვენი პუბლიკაციები მხოლოდ იმიტომ, რომ მათში სასწავლებლის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკაა გამოთქმული?

- არა. სასწავლებლის ხელმძღვანელობისა და სასწავლებლის პოლიტიკის კრიტიკა სიტყვის თავისუფლებით დაცულია, თუ იგი არ არღვევს კანონს ღირსების შესახებ.

ცენზურის ნაცვლად სასწავლებლის თანამდებობის პირებმა უნდა სცადონ, თქვენს საპასუხოდ გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება საკუთარი სტატიით სასწავლებლის გაზეთში, ან სხვა სახის გამოხმაურებით. ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეუძლია, გაამართლოს თქვენი სტატიის აკრძალვა, თუ დაამტკიცებს, რომ სტატია სასწავლებელში აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს გამოიწვევს. თუმცა, მარტო იმის ვარაუდი, რომ სასწავლებელში ნარკოტიკების მოხმარების, ლექტორების არაპროფესიონალიზმისა თუ კორუფციის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცუდ რეპუტაციას შეუქმნის სასწავლებელს, არ არის ცენზურისთვის საკმარისი საფუძველი.

შეუძლია თუ არა სასწავლებლის ხელმძღვანელობას, ხელი შემიშალოს აზრის გამოთქმაში, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს აზრი ზედმეტ წინააღმდეგობებს იწვევს?

- არა. სასწავლებლის წარმომადგენლებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ სტატიები ან ბროშურები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რასიზმი, ნარკოტიკები ან მოზარდების ორსულობა, ზედმეტად წინააღმდეგობრივია სტუდენტური პუბლიკაციისათვის. მიუხედავად ამისა, მათ არ შეუძლიათ ცენზურა დაუწესონ ამ საკითხებს, თუკი არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სტატია წააქეზებს სტუდენტებს, ჩაიდინონ უკანონო მოქმედება, ან გამოიწვევს განხეთქილებას სასწავლებელში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტატია გამოიწვევს ძლიერ უთანხმოებას ან გაანაწყენებს სტუდენტების ნაწილს, მათ მაინც არა აქვთ ცენზურის განხორციელების უფლება.

არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლებლის, მასწავლებლების ან სასწავლებლის ადმინისტრაციის კრიტიკა, ისევე, როგორც არ შეიძლება შეიზღუდოს დისკუსია სასწავლებელში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.

შეიძლება თუ არა, დავისაჯო სასწავლებელში რაიმე პროვოკაციულის თქმის და წერისთვის?

- ხანდახან, ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეეცდებიან, დასაჯონ ის სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც აკეთებენ პროვოკაციულ განცხადებებს ან ხუმრობენ სასწავლებელში ძალადობის შესახებ. მათ შეიძლება ამტკიცონ, რომ ასეთი გამონათქვამები ქმნის ,,ტერორიზმის საფრთხეს”. იმისათვის, რომ “საფრთხის” შესახებ შეიძლებოდეს ლაპარაკი, შენ უნდა გქონდეს განზრახვა, რომელსაც სხვები საფრთხედ აღიქვამენ. შენი სიტყვები იმდენად მკაფიო და დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ სხვა ადამიანებმა დაიჯერონ, თითქოს შენ მართლა გაქვს განზრახული საფრთხის განხორციელება და, აქედან გამომდინარე, ეს სიტყვები უნდა იწვევდნენ გონივრულ შიშს საკუთარი უსაფრთხოებისთვის.

აქვთ თუ არა სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მეტი უფლებები, აკონტროლონ ჩვენი პუბლიკაციები, თუ მათ აფინანსებს სკოლა ან თუ ისინი სასწავლებლის სახელით გამოიცემა?

- არა. სტატიების რედაქტირებაზე პასუხისგებელნი არიან სტუდენტი ან მოსწავლე რედაქტორები და არა მასწავლებლები ან ადმინისტრატორები. თუმცა, მრჩეველ ჟურნალისტს შეუძლია მოითხოვოს, რომ გაზეთი აკმაყოფილებდეს ქართული ენისა და, ზოგადად, ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს.

0x01 graphic

კლუბები და ღონისძიებები

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, არ მისცეს ნებართვა სწავლის დამთავრების შემდეგ კლუბის შეკრება გამართონ სასწავლებლის შენობაში, ან გამოიყენონ სკოლის მოწყობილობები, მაგალითად დაფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფის შეხედულებები არ არის პოპულარული და ეწინააღმდეგება სასწავლებლის პოლიტიკას?

- არა! სიტყვის თავისუფლება მოიცავს უფლებას, შექმნა ნებისმიერი მიმართულების ჯგუფი ან კლუბი - დაწყებული პოლიტიკურიდან დამთავრებული საჭმლის მოსამზადებელი კლუბით. ჯგუფის უფლება-გამოიყენოს სკოლის ოთახები, განცხადებების გამოსაკრავი დაფები ან სხვა მოწყობილობები-არ უნდა იყოს დამოკიდებული მის შეხედულებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასწავლებელი უდავოდ დაადგენს, რომ ამ ჯგუფის საქმიანობა სასწავლებელში არეულობას გამოიწვევს. სასწავლებელს ასევე არ შეუძლია ხელი შეგიშალოს შეხვედრის ჩატარებაში, თუ შენ დაპირისპირებულ მხარეს დისკუსიაში გამოიწვევ.

თუ სასწავლებელი აწესებს რაიმე შეზღუდვებს, ეს შეზღუდვები ყველა ჯგუფზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. მაგალითად, არ შეიძლება სასწავლებლის ხელმძღვანელობის თანხმობით არჩეულ მოსწავლეებისა თუ სტუდენტების საბჭოს რაიმე განსხვავებული უფლებები ჰქონდეს, ვიდრე რომელიმე სხვა ჯგუფს აქვს. ამდენად, თუ შენს ჯგუფს უარი უთხრეს სასწავლებლის რესურსების გამოყენებაზე (მაგალითად, თუ ნებას არ მოგცემენ, შეხვედრა ჩაატარო სასწავლებელში), უნდა გადაამოწმო და ნახო, ვრცელდება თუ არა ასეთი აკრძალვები სხვა მსგავს ჯგუფებზე.

შეუძლიათ თუ არა სტუდენტებს, შექმნან ისეთი კლუბები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან?

- სასწავლებელს უფლება არა აქვს, აკრძალოს მოსწავლეთა ან სტუდენტური კლუბი, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული სწავლის პროცესთან. მით უმეტეს, თუ სასწავლებელი ზოგიერთ სტუდენტს ნებას რთავს, შექმნან ამგვარი კლუბები, მას არა აქვს დისკრიმინაციის უფლება შეხვედრების პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური შინაარსის გამო.

შეუძლიათ თუ არა სტუდენტებს, მოიყვანონ მომხსენებული პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით? რა ხდება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში? შეუძლია თუ არა სასწავლებელს მოითხოვოს, რომ შეხვედრას ესწრებოდეს საწინააღმდეგო შეხედულების წარმომადგენელი ან მხარე?

- ზოგადად, თუ სასწავლებელი აძლევს სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობას, მოიყვანონ მომხსენებლები, მას არ შეუძლია შეზღუდოს პოლიტიკური მომხსენებლების მოყვანა მაშინაც კი, თუ მათი შეხედულებები ეწინააღმდეგება სასწავლებლის პოლიტიკას. სასწავლებელს ასევე არა აქვს უფლება მოითხოვოს, რომ შეკრებაზე ერთდროულად იყოს წარმოდგენილი ორივე დაპირისპირებული მხარე.

აქვთ თუ არა სტუდენტებს უფლება, რომ შექმნან გაერთიანება ან მოაწყონ დემონსტრაცია სკოლაში?

- მშვიდობიანი დემონსტრაციაც სიტყვის თავისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, ამდენად სასწავლებელს არ შეუძლია ამისთვის დაბრკოლების შექმნა, თუ ის არ იწვევს მასობრივ არეულობას სასწავლებელში.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, ხელი შეგვიშალოს ფურცლების (ბროშურების) გავრცელებაში?

- სასწავლებელს არ შეუძლია, ხელი შეუშალოს იმ ფურცლების გავრცელებას, რომლებიც სასწავლებლის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, თუ არ ჩანს, რომ ეს ფურცლები ძირგამომთხრელ შინაარსს შეიცავს. ასევე დაუშვებელია ისეთი წესის არსებობა, რომელიც კრძალავს ყველანაირი “არეულობის გამომწვევი ფურცლების” გავრცელებას. თუ მათ სურთ, შეაჩერონ ფურცლების გავრცელება, უნდა დაამტკიცონ, რომ ეს ფურცელი მნიშვნელოვან არეულობას გამოიწვევს სასწავლებელში.

სასწავლებელს ასევე არ შეუძლია, აკრძალოს ის ფურცლები, რომლებიც გარკვეულ საკითხს ეხება. მაგალითად: აკრძალოს ფურცლების გავრცელება, რომლებიც მასწავლებლებისა თუ ლექტორების შეფასებისკენ მოუწოდებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს.

შეგვიძლია თუ არა, შევაგროვოთ ფული პოლიტიკური მიზნებისთვის ან გავყიდოთ ლიტერატურა სასწავლებლის ტერიტორიაზე?

- პოლიტიკური მიზნებისთვის ფულის შეგროვება სიტყვის თავისუფლების ნაწილს წარმოადგენს. ამავე დროს, თუ პოლიტიკური მიზნებისთვის ფულს აგროვებ, მზად უნდა იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ გამოიწვევს სერიოზულ არეულობას.

ჩაცმულობა

შეუძლია თა არა სასწავლებელს მომთხოვოს, რომ სასწავლებელში არ ვატარო გარკვეული სახის ტანსაცმელი?

- ჩაცმულობა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, ამდენად, ჩაცმის მანერაც სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით უნდა იყოს დაცული.

ჩაცმულობის წესები, რომლებიც კრძალავს ტანსაცმელზე ნებისმიერ წარწერას, ან ტანსაცმელზე მხოლოდ სკოლის ემბლემის ტარების ნებას რთავს, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სტუდენტთა აზრის გამოთქმის თავისუფლების დარღვევა.

შეიძლება თუ არა, ჩაცმულობის წესებით აგვეკრძალოს იმ მაისურების ტარება, რომლებზეც რაიმე მოწოდებაა გამოსახული?

- თუ კი სასწავლებლის ჩაცმულობის წესები კრძალავს იმ ტანსაცმლის ტარებას, რომელზეც რაიმე მოწოდებაა გამოსახული, მაშინ ეს ნამდვილად სიტყვის თავისუფლების საკითხია და არა მხოლოდ პიროვნული მოვლენა. სკოლამ არ უნდა აკრძალოს რაიმე მოწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს არის ცილისმწამებლური, უხამსი ან მასობრივი არეულობის გამომწვევი.

ზოგიერთი სასწავლებელი ცდილობს, აკრძალოს ისეთი მაისურების ტარება, რომლებზეც სიგარეტის ან ალკოჰოლის რეკლამაა გამოსახული. სასწავლებლის ადმინისტრაცია, ჩვეულებრივ, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს მაისურები სტუდენტებსა და მოსწავლეებს მოწევისკენ ან სმისკენ უბიძგებს, ხოლო რამდენადაც მოწევა და სმა შეზღუდულია სახელმწიფოს კანონებითა და სასწავლებლის წესებით, ამდენად სტუდენტებსა და მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ამ მაისურების ტარების უფლება. ეს არასწორი არგუმენტია, რამდენადაც იგი არ მიჯნავს ერთმანეთისაგან სიტყვას (ლუდის რეკლამა მაისურზე) და საქმეს (სტუდენტები სვამენ ლუდს). როდესაც ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მაისურის ტარება, რეალურად, ლუდის სმას გულისხმობს, ამით იგნორირებას უკეთებს სიტყვის თავისუფლების ძირითად პრინციპს. სასწავლებელში სმის პრობლემა განათლებით და განხილვით უნდა გადაიჭრას და არა ცენზურით.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, მაიძულოს ვატარო სასწავლებელის ფორმა?

- სასწავლებლებს შეუძლიათ, შემოიღონ სასწავლებლის ფორმა, მაგრამ გარკვეული წესები უნდა დაიცვან. მაგალითად, მშობლებსა და სრულწლოვან სტუდენტებს უფლება უნდა ჰქონდეთ, უარი თქვან სასწავლებლის ფორმაზე ნებისმიერი მიზეზით ან, სულაც, უმიზეზოდ. სასწავლებელს არ შეუძლია განახორციელოს დისკრიმინაცია იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ფორმას არ ატარებენ, ან რაიმე პრივილეგია მიანიჭოს იმ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ფორმას ატარებენ. ამასთან, იმ სასწავლებლებმა, რომლებმაც ფორმა შემოიღეს, უნდა უზრუნველყონ, რომ იმ ოჯახებმა, რომლებსაც არ აქვთ ფორმის შეძენის შესაძლებლობა, უფასოდ შეძლონ მისი მიღება.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს ამიკრძალოს თმის გარკვეული ვარცხნილობა ან წვერისა თუ ულვაშის ტარება?

- თმის სიგრძე ან ვარცხნილობის სტილი კიდევ უფრო პიროვნული გადაწყვეტილებაა, ვიდრე ჩაცმულობა, ამდენად ამაში ჩარევის უფლება სასწავლებელს არა აქვს.

ლოცვა

აქვს თუ არა სასწავლებელს უფლება, დააფინანსოს ლოცვა ან სხვა სახის რელიგიური მსახურება სკოლაში?

- სახელმწიფო სასწავლებელში გაკვეთილებსა და ლექციებზე ლოცვების, ბიბლიის ან რომელიმე სხვა რელიგიის წიგნების კითხვა არაკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და მოსწავლეების უფლებას, მისდევდნენ საკუთარ რელიგიას ან იყვნენ არარელიგიურები.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. შესაბამისად, სასწავლებელში ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევრის ან ათეისტის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. სტუდენტებისა და მოსწავლეების უმრავლესობამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მეცადინეობა აუცილებლად დაიწყოს ლოცვით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების რელიგიური შეხედულებები,

0x01 graphic

რომლებიც უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან და რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეიძლება შელახოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ.

გარდა ამისა, სახელმწიფო სასწავლებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბიუჯეტში კი გადასახადს იხდის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელი, მიუხედავად სარწმუნოებისა. შესაბამისად, ბიუჯეტით დაფინანსებულმა სასწავლებელმა არ შეიძლება რომელიმე რელიგიას მიანიჭოს უპირატესობა და სხვები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

ლოცვებისა თუ რელიგიური ლიტერატურის სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს ისტორიის ან ლიტერატურის სწავლების ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული რელიგიის ქადაგებას.

შეუძლიათ თუ არა სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩაატარონ რელიგიური შეხვედრები სასწავლებლის ტერიტორიაზე?

- შეუძლიათ, ოღონდ არა სასწავლო საათების განმავლობაში. თანაც, სხვა ჯგუფებსაც უნდა შეეძლოთ მსგავსი შეკრებების ჩატარება. ეს შეხვედრები უნდა იყოს ინიცირებული სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ. სასწავლებლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ შეკრებაში, თუმცა, მათ შეუძლიათ დაესწრონ შეკრებას წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით. მასწავლებლები არ შეიძლება იყვნენ რელიგიური კლუბების ორგანიზატორები. სასწავლებლის გარედან მოწვეულ ხალხს არა აქვს უფლება, უხელმძღვანელოს, აკონტროლოს ან რეგულარულად დაესწროს შეხვედრებს, თუმცა მათი სიტყვაში გამომსვლელებად მოწვევა დასაშვებია.

ჩხრეკა

შეუძლია თუ არა სასწავლებლის ხელმძღვანელობას ან მასწავლებელს, გამჩხრიკოს?

- კი, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლებელში შესვლა პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების დაკარგვას არ ნიშნავს. თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელს შენი გაჩხრეკვა სურს, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს აქტებით განპირობებული ,,გონივრული ეჭვი”, რომ ჩხრეკა შედეგად გამოიღებს იმის მტკიცებულებას, რომ შენ არღვევ კანონს ან სასწავლებლის წესს. მაგალითად, სასწავლებლის რექტორს ან სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც გონიერ ადამიანს აფიქრებინებს, რომ სტუდენტი ან მოსწავლე ატარებს იარაღს ან ნარკოტიკებს.

სასწავლებლის თანამდებობის პირის მიერ ახალგაზრდის ჩხრეკა ტანსაცმლის გახდით აბსოლუტურად დაუშვებელია.

რა იგულისხმება ,,გონივრულ ეჭვში?

- სამწუხაროდ, არ არსებობს ,,გონივრული ეჭვის” მკაფიო განმარტება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული ეჭვი და არა უბრალო დაეჭვება, ჭორი ან ცნობისმოყვარეობა. მაგალითად, თუ ახალგაზრდა ერთი სათის განმავლობაში ორჯერ გამოვიდა ტუალეტიდან, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ არსებობდეს ჩხრეკისათვის აუცილებელი ,,გონივრული ეჭვი”. მეორეს მხრივ, თუ ერთი სტუდენტი ან მოსწავლე ამბობს მეორეზე, რომ დაინახა იგი ნარკოტიკებისგაყიდვის დროს, ეს საკმარისი საფუძველია, რომ გამართლდეს ეჭვი.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, გაჩხრიკოს მთელი სტუდენტობა ან მთელი კლასი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ სტუდენტზე ან ერთ მოსწავლეზე არსებობს ეჭვი?

- არა. ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სტუდენტი ან სკოლის მოსწავლე იყენებს ნარკოტიკებს, არ ამართლებს ყველას გაჩხრეკვას.

შეიძლება თუ არა სასწავლებელმა მაიძულოს სისხლის ანალიზის გაკეთება, შარდის ტესტი ნარკოტიკებისთვის ან სუნთქვის ტესტი ალკოჰოლისათვის?

- ძნელია ზუსტად ითქვას, აქვს თუ არა ამის უფლება სასწავლებელს. ყოველ შემთხვევაში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს აქვთ პირადი ხელშეუხებლობის უფლება და, აქედან გამომდინარე, შენ შეგიძლია იბრძოლო შემთხვევითი და მომაბეზრებელი ტესტების წინააღმდეგ.

ეცადე, აამაღლო სტუდენტებისა და მოსწავლეების თვითშეგნება იმის შესახებ, თუ რატომ არღვევს ამგვარი პრაქტიკა მათ პირად ხელშეუხებლობას. მოაწერინე მათ ხელი პეტიციაზე, რომელიც გააპროტესტებს ადმინისტრაციის ასეთ ქმედებებს, მიაწოდე ეს პეტიციები სასწავლებლის ხელმძღვანელობას, მოითხოვე წერილობითი პასუხი და გამოაქვეყნე სასწავლებლის გაზეთში. ჩაატარე კვლევა და გამოარკვიე, თუ რამდენი თანხა იხარჯება ამგვარ შემოწმებებში და აჩვენე, რომ ეს ფული შეიძლება უკეთესი რამისათვის დაიხარჯოს.

იკითხე, რატომ ხარჯავს სასწავლებელი ამდენ თანხებს და რატომ არღვევს მთელი სტუდენტობის პიროვნულ ხელშეუხებლობას რამდენიმე დამნაშავის გამოსავლენად.

შეაშფოთე მშობლები, გადასახადის გადამხდელები და მასმედია საგანმანათლებლო თანხების ამ საეჭვო გამოყენების გამო.

წამოაყენე პრობლემის გადაჭრის ალტერნატივა, რითაც შეეხები წამლის გამოყენების, ალკოჰოლიზმის და სტუდენტებისა და მოსწავლეების უსაფრთხოების პრობლემებს.

გააკეთე ლობირება სასწავლებლის საბჭოში და წინასწარ შეამზადე აქტიური მშობლები და სტუდენტები ან მოსწავლეები, რომ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ მისცენ ხმა.

როგორ მოვიქცე, თუ სკოლის თანამშრომლები მაიძულებენ, რომ თვითონ დავთანხმდე ჩხრეკას ან შემოწმებას?

- შენ ყოველთვის გაქვს უარის თქმის უფლება და ეს ნათლად უნდა გამოხატო. მიუხედავად ამისა, ფიზიკურად არ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ მათი ქმედება არაკანონიერია.

შეიძლება თუ არა ის მტკიცებულება, რომელსაც უკანონო ჩხრეკის დროს აღმოაჩენენ, გამოიყენონ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ან სასწავლებელში?

- მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია უკანონო ჩხრეკის დროს, არ შეიძლება იქნას

გამოყენებული სასამართლოში შენს წინააღმდეგ, განურჩევლად იმისა, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ჩაატარა ჩხრეკა თუ პოლიციამ.

აქვს თუ არა პოლიციას სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩხრეკის ისეთივე უფლებები, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენელ პირს?

- არა. მაშინაც კი, თუ პოლიციას გამოიძახებენ სასწავლებელში, მათი უფლებები ისევე იქნება შეზღუდული, როგორც ქუჩაში სხვა მოქალაქეების მიმართ. ჩხრეკის ჩატარებისთვის პოლიციას მეტი გამართლება სჭირდება, ვიდრე სასწავლებლის თანამდებობის პირს. ჩვეულებრივ, მას ჩხრეკის ორდერი უნდა ჰქონდეს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში ორდერის გარეშეც შეუძლია გაგჩხრიკოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე შედეგი. ასევე, პოლიციას შეუძლია გააჩეროს და დააკავოს პირი, თუ აქვს გონივრული ეჭვი, რომ იგი არღვევს კანონს და რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებულია. პოლიციას ასევე შეუძლია გაჩხრიკოს პირი მას შემდეგ, რაც კანონიერად დააპატიმრებს მას.

დისკრიმინაცია

აქვს თუ არა სასწავლებელს უფლება, გარკვეული სპორტული პროგრამები შესთავაზოს მხოლოდ გოგოებს ან ბიჭებს?

- არა. სასწავლებლებს არ შეუძლიათ განახორციელონ დისკრიმინაცია ბიჭების ან გოგოების მიმართ სასკოლო, კლუბურ სპორტულ პროგრამებში. სკოლამ თანაბარი შესაძლებლობები უნდა შეუქმნას ბიჭებსა და გოგოებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, სპორტული მოწყობილობებისა და ტრენინგის ჩათვლით. ზოგიერთი სასწავლებელი უშვებს გამონაკლისს საკონტაქტო სპორტისა და ჯგუფებისთვის, რომლებიც შექმნილია შეჯიბრობითობის პრინციპზე.

როგორ მოვიქცეთ, თუ სასწავლებელში ხდება დისკრიმინაცია რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე?

- აკრძალულია სასკოლო სისტემის ან სასწავლებლის თანამდებობის პირების მხრიდან სტუდენტების მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაციული გამოვლინება. იქნება ეს რელიგიურ, ეთნიკურ თუ კუთხურ საფუძველზე. თუ შენ გრძნობ, რომ შენს ან სხვა სტუდენტის წინააღმდეგ ხორციელდება დისკრიმინაცია, უნდა გაესაუბრო შენს მასწავლებელს ან სასწავლებლის სხვა თანამშრომელს და უნდა დარწმუნდე, რომ მოხდება ამ შემთხვევის გამოკვლევა და მის აღმოსაფხვრელად ზომებს მიიღებენ.

ბიბლიოთეკის და სასწავლებლის წიგნები

აქვთ თუ არა სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უფლება, ამოიღონ სასწავლებლის ბიბლიოთეკის თაროებიდან ან სამკითხველო კლასებიდან, ოთახებიდან წიგნები იმიტომ, რომ არ მოსწონთ მათი იდეები ან ენა?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ კრძალავს ან იღებს იგი წიგნს. ერთი მხრივ, მას არა აქვს უფლება, ამოიღოს წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკის თაროებიდან და კლასებიდან მარტო იმიტომ, რომ არ მოსწონს მასში გამოთქმული იდეები. მეორეს მხრივ, ნებადართულია წიგნების ამოღება ,,კანონიერი მიზნებით” - თუ ენა არის შეუსაბამო ან არ შეესაბამება სასწავლებლის ღირებულებებს ან სასწავლო პროგრამის მიზნებს. შედარებით რთულია მასალების ამოღების გამართლება სასკოლო ბიბლიოთეკიდან, ვიდრე სასწავლო ოთახიდან.

როგორ შეეხება ეს სასწავლებლის კომპიუტერებზე ინტერნეტის გამოყენებას?

- სასწავლებლის ბიბლიოთეკის კომპიუტერებზე ფილტრების გამოყენების სფერო კიდევ უფრო ბუნდოვანია და კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. თუმცა, თუ სასწავლებელი დააყენებს ფილტრებს, რომლებიც შეზღუდავს სექსუალური საიტების ხელმისაწვდომობას, მისი გამტყუნება, ალბათ, ძნელი იქნება. მეორე მხრივ, სასწავლებლის ბიბლიოთეკის კომპიუტერებზე დაყენებული ის ფილტრები, რომლებიც სტუდენტებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ბლოკავს, შეიძლება გასაჩივრდეს.

სასწავლებლის ჩანაწერები

რა არის ჩემი სასწავლებლის ჩანაწერი (პირადი საქმე)?

- ყოველი სასწავლებელი აკეთებს თითოეული სტუდენტისა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ჩანაწერს სასწავლებელში შესვლიდან მის დასრულებამდე. ეს ჩანაწერი შეიძლება მოიცავდეს მოსწრების ანგარიშს, შეფასებებს, მიღწევათა ქულებს, ინტელექტუალური მონაცემების შეფასების ტესტებს, სამედიცინო ჩანაწერებს, ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ჩანაწერებს, სასწავლებლისა და ადმინისტრატორების შეფასებებს. ეს ჩანაწერები სპეციალურ საქაღალდეში ინახება.

მაქვს თუ არა უფლება, ვნახო პირადი საქმე?

- ამის უფლება აქვთ 14 წელს მიღწეულ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვანი მოსწავლეების მშობლებს.

როგორ შემიძლია მივიღო გარკვეული ინფორმაცია ჩემი პირადი საქმიდან?

- თუ შენ ფიქრობ, რომ შენს საქაღალდეში გარკვეული ინფორმაცია არაზუსტია, შეუსაბამო ან მცდარია, შენ ან შენმა მშობლებმა წერილობით უნდა მიმართონ სასწავლებლის ადმინისტრაციას, ან ამოიღონ ეს ინფორმაცია პირადი საქმიდან, ან ჩაამატონ მისი შინაარსის გამაბათილებელი დებულება. თუ შენ სრულწლოვანი ხარ, ამის გაკეთება თავადაც შეგიძლია. შენ ან შენს მშობლებს ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების განადგურება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინფორმაციის შესწორების ან განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება სასწავლებლის ადმინისტრაციამ 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

0x01 graphic

შეიძლება თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც ჩემი სასწავლებლის ჩანაწერებშია, მიეწოდოს სხვა ადამიანებს ჩემი თანხმობის გარეშე?

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ძალიან მკაცრად იცავს პერსონალური მონაცემების საიდუმლოებას. კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ნახვის უფლება თვით პოლიციისა და პროკურატურის მუშაკებსაც კი არა აქვთ. სასამართლოსაც მხოლოდ მაშინ აქვს პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოების უფლება, როცა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა სხვა მტკიცებულებებით შეუძლებელია და სხვა წყაროებიდან ამ ინფორმაციის მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა ამოწურულია.

სასწავლებლიდან გარიცხვა და სწავლის უფლების შეზღუდვა

რა ასაკიდან შემიძლია დავტოვო სკოლა კანონიერად?

- საქართველოში სწავლა სავალდებულოა მე-9 კლასამდე.

შეუძლია თუ არა სასწავლებელს, ამიკრძალოს სასწავლებელში სიარული?

- საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს უფასო საშუალო სახელმწიფო განათლება. არავის აქვს უფლება, შეგიქმნას ბარიერი სწავლაში შენი ფიზიკური ავადმყოფობის, ორსულობის, ქორწინების, უსახლკარობისა თუ იმიგრაციული სტატუსის გამო.

შეიძლება შეგიჩერონ სასწავლებელში დასწრების უფლება ან გაგრიცხონ სასწავლებლიდან გარკვეული მიზეზის გამო, როგორიცაა სკოლის წესების სერიოზული დარღვევა ან დაპატიმრება.

თუ გადამდები დაავადებით ხარ დაავადებული, დროებით შეიძლება აგეკრძალოს სასწავლებელში სიარული.

თუ უკვე 18 წლის ვარ, შემიძლია თუ არა, ჩემი გაცდენისათვის თვითონ ვიმართლო თავი თუ კვლავ მშობლისა თუ მზრუნველის ნებართვა უნდა მივიტანო?

- 18 წლის ასაკს მიღწეულ სტუდენტს ისევე შეუძლია თავი იმართლოს გაცდენისათვის, როგორც მის მშობელსა და მზრუნველს.

დასჯა

კანონიერია თუ არა, რომ მასწავლებელმა ან სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სცემოს სტუდენტი ან მოსწავლე?

- არა! სასწავლებლის მუშაკის მიერ სტუდენტის ან მოსწავლის ფიზიკური დასჯის ნებისმიერი ფორმა უკანონოა.

რა არის სასწავლებელში დასწრების დროებითი შეჩერების ან გარიცხვის საფუძველი?

- სასწავლებელს შეუძლია გარიცხოს სტუდენტი ან მოსწავლე, ან დროებით შეუჩეროს სწავლის უფლება შემდეგი მიზეზების გამო: თუ არ ემორჩილება სასწავლებლის წესებს; თუ სასწავლებლის კერძო საკუთრებას დააზიანებს ან მოიპარავს; თუ ფიზიკურ ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს ან ემუქრება ფიზიკური ზიანის მიყენებით; თუ იარაღს ან სხვა სახიფათო ნივთებს ატარებს; თუ სასწავლებელში მიიტანს ან გაყიდის ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს; თუ სამართლებრივად დაუშვებელ მოქმედებას ჩაიდენს; თუ ,,უხამს” ან ,,ვულგარულ” მოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას; სასწავლებლის საქმიანობის ჩაშლისთვის; თუ განზრახ უცხადებს დაუმორჩილებლობას სასწავლებლის კანონიერ ოფიციალურ წარმომადგენელს; ასევე შეიძლება გაგრიცხონ სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობის ან საგანმანათლებლო გარემოში სიძულვილის ან შუღლის გაღვივების გამო.

თუმცა, უმჯობესია, სასწავლებლის თანამშრომლებმა აქცენტი ცუდი ქცევის გამოსწორებაზე აიღონ და არა გარიცხვაზე ან სწავლის უფლების დროებით შეჩერებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის ან მოსწავლის სასწავლებელში ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანებს ან ქონებას, ან ემუქრება სასწავლებლის საქმიანობის ჩაშლას.

სასწავლებლის ხელმძღვანელობამ შეიძლება გარიცხოს სტუდენტი ან მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის, გაყიდვის ან ტარებისთვის, დანით ან სხვა იარაღით მუქარისათვის სხვა ადამიანს, სექსუალური თავდასხმის ან მისი მცდელობისთვის, ასევე ნარკოტიკების, ფსიქოტროპული მასალების ან მათი შემცველი ნივთიერებების გაყიდვისთვის.

რა პროცედურები უნდა დაიცვას სასწავლებელმა, რომ დროებით ამიკრძალოს დასწრება ან გამრიცხოს?

- თუ სასწავლებლის რექტორი შენს გარიცხვას გადაწყვეტს, შენ, შენს მშობელს ან მზრუნველს უფლება გაქვთ, მოისმინოთ გადაწყვეტილება გასასაჩივრებლად. მოსმენას ჩაატარებს თქვენი სასწავლებლის საბჭო და მასში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ სასწავლებლის მომუშავე პერსონალს. უნდა შედგეს სხდომის ოქმი და საბოლოო გარიცხვა უნდა განხორციელდეს საბჭოს მიერ საჯარო სხდომაზე.

აქვს თუ არა პოლიციას უფლება, მოვიდეს ჩვენს საცხოვრებელში? აქვთ მათ რაიმე სპეციალური შეზღუდვები?

- თუ პოლიცია საცხოვრებელში ატარებს სტუდენტების ან მოსწავლეების დაკითხვას, სასწავლებელმა ამის შესახებ მშობლებს უნდა შეატყობინოს. სტუდენტებსა და მოსწავლეებს აქვთ უფლება, არ უპასუხონ პოლიციის შეკითხვებს, მათ აქვთ უფლება, გაესაუბრონ მშობელს ან სხვა რწმუნებულ სრულწლოვანს მანამ, სანამ გაესაუბრებიან პოლიციას.

შეიძლება თუ არა სასწავლებელმა დამსაჯოს იმ მოქმედებისათვის, რომელიც მე ჩავიდინე სასწავლებლის ტერიტორიის გარეთ?

- სტუდენტისა და მოსწავლის გარიცხვა ან სწავლის დროებითი შეჩერება შეიძლება მხოლოდ იმ მოქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სასწავლებლის საქმიანობასთან ან დასწრებასთან. იგივე შეეხება ყველა იმ მოქმედებას, რომელიც ხორციელდება სასწავლებლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე მონაწილეობის დროს (მაგალითად, ექსკურსია ან რაიმე სხვა).

პრობლემები კანონთან

ვალდებული ვარ თუ არა, ვუპასუხო სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ან პოლიციას, თუ იგი კრიმინალური საქმიანობის შესახებ მეკითხება?

- სასწავლებელში ყოფნა არ გიზღუდავს დუმილის კონსტიტუციურ უფლებას, როცა სასწავლებლის ხელმძღვანელობა ან პოლიცია ატარებს დაკითხვას.

როდესაც პოლიცია უპირისპირდება სამართალდამრღვევს, მან უნდა გააცნოს მათი უფლებები, მაგრამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა არ არის ვალდებული, პირველ რიგში, ,,წაგიკითხოს უფლებები” და გითხრას, რომ ყველაფერი, რასაც შენ მათ ეტყვი, შეიძლება შენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

დაკავების შემთხვევაში შენ უნდა მოითხოვო, გაესაუბრო შენს მშობელს, მეურვეს ან იურისტს მანამ, სანამ გაესაუბრები პოლიციას.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი დაგაკავებს სკოლიდან მოშორებით?

- შენ ზრდილობიანად უნდა ჰკითხო, გაქვს თუ არა წასვლის უფლება. თუ ნებას დაგრთავს, წადი.

თუ პოლიციელი ეჭვმიტანილად მიგიჩნევს რაიმე დანაშაულში, დაუყოვნებლივ მოითხოვე ადვოკატი. ნურასოდეს დაიწყებ საუბარს მის გარეშე.

თუ პოლიციელი გეკითხება, შეუძლია თუ არა შენი ჯიბეების, ჩანთის, მანქანის, სახლის ან სხვა რამის გაჩხრეკა, შენ ყოველთვის (ზრდილობიანად) შეგიძლია უარი თქვა. თუ პოლიციელი შეგეკითხება, რატომ არ გინდა რომ გაგჩხრიკონ, უთხარი, რომ შენ ეს გირჩიეს. შენ არ იცი, თუ რისი ჩაგდება შეეძლო ვინმეს შემთხვევით შენს მანქანაში, ოთახში ან სხვა საკუთრებაში.

არის თუ არა ბანდის წევრობა კანონის დარღვევა?

- უკანონოა სხვებთან ერთად დანაშაულის ჩადენის მომზადება, ხოლო კრიმინალური მიზნის გარეშე სხვებთან კავშირში ყოფნა კონსტიტუციურად დაცულია, თუნდაც რომ ის სხვები ბოროტმოქმედები იყვნენ.

რა უფლებები მაქვს, თუ დამაპატიმრეს?

- თუ შენ დაგაპატიმრეს, პოლიციელმა უნდა გაგაფრთხილოს, რომ ყველაფერი, რასაც შენ იტყვი, შეიძლება შენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული; რომ გაქვს დუმილის და ადვოკატის ყოლის უფლება როგორც დაკითხვის, ასევე სასამართლო პროცედურების დროს. თუ კი შენ არ გაქვს შესაძლებლობა, აიყვანო ადვოკატი საკუთარი ხარჯებით, მას სასამართლო დაგინიშნავს. ამასთან, შენ გაქვს უფლება, იცოდე შენს წინააღმდეგ აღძრული ყველა კონკრეტული ბრალდება.

შეუძლიათ თუ არა, დაპატიმრების შემთხვევაში სასამართლომდე დამაკავონ?

- თუ არასრულწლოვანი ხარ, გათავისუფლება შესაძლებელია მშობლის, მზრუნველის ან პასუხისმგებელი ნათესავის შუამდგომლობით, თუმცა, მოსამართლეს შეუძლია არ გაგათავისუფლოს, თუ ის ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია შენი ან სხვა პირთა უსაფრთხოებისათვის, ან მათი ქონების დაცვისათვის; ან თუ არსებობს ეჭვი, რომ შენ დატოვებ სასამართლოს ტერიტორიას; ან თუ შენ დაარღვიე წინა სასამართლოს ორდერი; ან თუ შენ ფიზიკურად წარმოადგენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. ზოგადად, შენ უნდა გათავისუფლდე დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, თუ ამ ხნის განმავლობაში ბრალს არ წაგიყენებენ.

0x01 graphic

სამხედრო სამსახური

სავალდებულოა თუ არა აღრიცხვა სამხედრო სამსახურში?

- საქართველოში სამხედრო სამსახური ყველა მამრობითი სქესის ახალგაზრდისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, თუ კი შენ მათ მიეკუთვნები, უნდა გაიარო პირველადი აღრიცხვა რაიონის ან ქალაქის სამხედრო კომისარიატში იმ წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე, როდესაც შენ გისრულდება 17 წელი. ამის შემდეგ შენ გახდები წვევამდელი. შენ უნდა გამოცხადდე იმ რაიონის ან ქალაქის სამხედრო კომისარიატში კომისრის გამოძახებით, სადაც მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობ. იქ შენ გაივლი სამხედროსააღრიცხვო კომისიაზე შემოწმებას.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მე უარს განვაცხადებ აღრიცხვაზე?

- მას შემდეგ, რაც 18 წელი შეგისრულდება, სამხედრო კომისარიატისგან მოგივა უწყება. თუ შენ უწყებაში მითითებულ დღეს და ადგილას არ გამოცხადდები სამხედრო კომისარიატში, შენ გამოგიცხადებენ გაფრთხილებას. თუ კი მეორედ გამოგზავნილ უწყებაზე კვლავ არ გამოცხადდები, შენ გაფრთხილებასთან ერთად დაგეკისრება ჯარიმა, ხოლო თუ იგივე განმეორდება მესამედაც, მაშინ ჯარიმის ოდენობა უკვე 2500 ლარი იქნება. ამის შემდეგ უკვე, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შენს წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

შეიძლება თუ არა, რომ გავთავისუფლდე სამხედრო გაწვევისაგან?

- კი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გარკვეული პირობების არსებობა: თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გცნობენ; თუ სამხედრო სამსახური გაიარე სხვა სახელმწიფოში; თუ გადიხარ არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურს; თუ სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ხარ ნასამართლევი; თუ სწავლობ უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც აქვს სამხედრო კათედრა; ხარ ასპირანტი; უკვე მოგანიჭეს სამეცნიერო ხარისხი ან უკვე ეწევი პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ხარ ერთადერთი ვაჟი ოჯახში.

არასრულწლოვანთა ემანსიპაცია

რას ნიშნავს არასრულწლოვანთა ემანსიპაცია?

- არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე) ემანსიპაცია გულისხმობს, რომ მაშინაც კი, თუ შენ ხარ 18 წელზე ნაკლები ასაკის, შენს მშობლებს აღარ აქვთ სამართლებრივი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა შენს მიერ ჩადენილ მოქმედებებზე.

არასრულწლოვანი შეიძლება გახდეს ემანსიპირებული, თუ დაქორწინდება. ამით შენ იღებ შენს თავზე ძალაუფლებას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც სრულწლოვანს გააჩნია და შენი მშობლები აღარ იქნებიან პასუხისმგებელნი შენს ფინანსურ მხარდაჭერაზე.

8 როგორ შევიტანოთ ადმინისტრაციული საჩელი

▲back to top


0x01 graphic

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა ადმინისტრაციული რეფორმებისა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ადეიშვილს ესაუბრა ჟურნალისტი აკა სულავა

როგორ უნდა შეიტანოს მოქალაქემ სასამართლოში სარჩელი?

- პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რომელი ინსტანციის სასამართლო არის უფლებამოსილი, მიიღოს სარჩელი. როგორც წესი, პირველი ინსტანციის წესით საქმეს, თავდაპირველად, რაიონული სასამართლო განიხილავს, მაგრამ არის საქმეები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ საოლქო სასამართლოში იქნას შეტანილი. ეს არის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევები, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე შეტანილი სარჩელები. აგრეთვე ნებისმიერი ის აქტი და გარიგება, რომლის ღირებულება აღემატება ხუთასი ათას ლარს. აგრეთვე ის ნორმატიული-ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოების და მერიების (მერების) მიერ არის მიღებული.

აუცილებელია სარჩელს თან დაერთოს სახელმწიფო ბაჟი. როგორც წესი, სახელმწიფო ბაჟის გარეშე სამოქალაქო სამართალში სარჩელი არ განიხილება. მაგრამ თუ სარჩელი შეტანილია ფიზიკური და არა იურიდიული პირის მიერ, ბაჟის გადაუხდელობა სარჩელს არ აბრკოლებს. სასამართლო საქმის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტს, მოქალაქემ ანუ ფიზიკურმა პირმა უნდა გადაიხადოს თუ არა ბაჟი.

სოციალური დავის დროს როგორ ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა?

- სოციალური დავის დროს სახელმწიფო ბაჟი საერთოდ არ არის გადასახდელი. ამ ტიპის სარჩელებს მიეკუთვნება მიუღებელ პენსიებთან და ხელფასებთან, ასევე გაუცემელ დახმარებებთან და სხვა მსგავსი ტიპის საქმეებთან დაკავშირებული სარჩელები. ასეთ დროს მოქალაქე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ბაჟს, თუ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ის გარემოებები, საიდანაც აშკარად ჩანდა მისი სარჩელის უსაფუძვლობა, ანუ მოქალაქემ წინასწარ იცოდა, რომ საქმეს წააგებდა.

სარჩელის წარდგენისას რა არის აუცილებელი?

- როდესაც მოქალაქე სარჩელს წარადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რა ვადაში აქვს სარჩელის წარდგენის უფლება, ანუ დაიცვას ხანდაზმულობის ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. ჩვეულებრივ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით, ანუ იმ აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეს ეხება, ხანდაზმულობის ვადა ექვსი თვეა, ხოლო თუ საქმე გვაქვს ნორმატიულ აქტებთან (პრეზიდენტის ბრძანებულების ან მინისტრის ბრძანების გასაჩივრება), მაშინ ხანდაზმულობის ვადა სამი თვეა. დროის ათვლა ხდება უფლებადარღვევის დღიდან, ანუ როდესაც მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ნორმატიულმა აქტმა მისი უფლება შეზღუდა. თუ ეს ვადები დარღვეულია, ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოში არ განიხილება.

ადმინისტრაციული სარჩელით მოქალაქეს სასამართლოში რისი მოთხოვნის უფლება აქვს?

- მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს ნორმატიული ან სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, აგრეთვე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოქალაქეს შეუძლია მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს, თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისგან, ასევე შეუძლია მოსთხოვოს რაიმე მოქმედების განხორციელება. მაგალითად, შეუძლია მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეზობლის მიერ უკანონოდ აშენებული სახლის დანგრევა.

ასეთ დროს ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი?

- მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. მაგალითად, თუ სამინისტროში მოქალაქეს უარს ეტყვიან ლიცენზიის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს, რატომ თქვა უარი ამ ლიცენზიის გაცემაზე და უნდა დაასაბუთოს, რომ მისი უარი კანონიერი იყო. იგივე შეიძლება ითქვას, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეს არ აძლევს პასპორტს, ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. სახელმწიფო მოვალეა დაასაბუთოს, რომ მისი ქმედება კანონიერია.

ამ შემთხვევაში კიდევ ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი. რამდენადაც ერთ მხარეს დგას სახელმწიფო ორგანო, რომელსაც აქვს ძლიერი ბერკეტები თავისი იურიდიული სამსახურით და ა.შ., ხოლო მეორე მხარეს დგას მოქალაქე, რომელსაც შეიძლება არ გააჩნდეს სათანადო სამართლებრივი განათლება, ამიტომ კანონი სასამართლოს უფლებას აძლევს, გამოითხოვოს გარკვეული მტკიცებულებები, თუ ეს საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელია.

ანუ, თუკი სამოქალაქო პროცესი წმინდა შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული და მოსამართლე მხოლოდ არბიტრის როლს ასრულებს, ადმინისტრაციული პროცესი სასამართლოს აძლევს უფლებას, მოქალაქის სასარგებლოდ თვითონ გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები. მეტიც, სასამართლოს უფლება აქვს, თუ ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია, თვითონ გამოცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თუ მოქალაქე სასამართლოში გაასაჩივრებს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას (ვთქვათ ქარხნის დახურვა), ამ ორგანოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს მოქალაქის უფლება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც საქმე ეხება გადასახადების გადახდას ან საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც ის უკმაყოფილოა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით?

- ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში (საოლქო სასამართლო). სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ორი თვის ვადაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ეს ვადა ხუთ თვემდე შეიძლება გაიზარდოს. იგივე პროცედურა ხდება უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებითაც.