![]() |
საზოგადოება და პოლიტიკა № 2 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჰანტინგტონი სემუელ, ნოდია გია, კოპიტერსი ბრუნო, კაციტაძე კახა, ფერნბექსი ჩარლზ, ლივენი ანატოლი, ჯოხაძე ავთო, ბიჭაშვილი მამუკა, ნიჟარაძე გაგა |
თემატური კატალოგი საზოგადოება და პოლიტიკა |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 1999 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ამ წიგნში შესული სტატიები მომზადდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ხელშეწყობით The contenst of this publikation have been prepared with financial support of tse National Endowment for Democracy (USA). მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსიტუტი თბილისი 1999 ალმანახი შეადგინა გია ჭუმბურიძემ რედაქცია და დიზაინი ზეინაბ სარაძე Society and Politics II Tbilisi, Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, 1999 გამომცემელი - მშვიდობის, დემოკრატრიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 |
![]() |
1 ცივილიზაციათა შეხლა |
▲back to top |
სემუელ ჰანტინგტონი
სემუელ ფ. ჰანთინგტონი დაიბადა 1927 წელს. 1950 წლიდან ასწავლის ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1977-1978 წლებში მუშაობდა კარტერის ადმინისტრაციაში ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში. ჰანთინგტონი ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ჯონ ოლონის სტრატეგიულ კლვლევათა ინსტიტუტის დირექტორია. 1993 წელს მეცნიერმა ამერიკულ ჟურნალში - ,,ფორინ ეფეარსში“ გამოაქვეყნა სტატია ,,ცივილიზაციათა შეხლა“, რომლითაც დასავლეთს ინტელექტუალური სიმშვიდე დაურღვია. ეს სტატია დღეს უკვე პოლიტოლოგიის კლასიკადაა მიჩნეული.
სემუელ ჰანთინგტონის ათი თეზისი
1, მომავლის მსოფლიოს განსაზღვრავს 7-8 განსხვავებული ცივილიზაცია: დასავლური, კონფუციანური, იაპონური, ისლამური, ინდუისტური, სლავურ-მართლმადიდებლური, ლათინურ-ამერიკული და აფრიკული.
2. ამათ შორის დაპირისპირება შეენაცვლება იდეოლოგიურ ბრძოლასა და კონფლიქტის სხვა ფორმებს. მომავალი მსოფლიო ომი, თუკი იგი მოხა, იქნება ომი ცივილიზაციათა შორის.
3. მომავლის კონფლიქტები მოხდება, და უკვე ხდება, განსხვავებულ ცივილიზაციათა შორის არსებული კულტურული ნაპრალების გასწვრივ (ამიერკავკასია, ბოსნია და ა.შ.).
4. დასავლეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საკუთარი დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების გასავრცელებლად, როგორც უნივერსალური საშუალებისა სამხედრო უპირატესობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური ინტერესების გასაფართოებლად, სხვა ცივილიაციების მხრიდან შემხვედრ რეაქციას შეეჯახება.
5. საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო და უფრო მცირე როლს ითამაშებენ, ხოლო არადასავლური ცივილიზაციები ამ ურთიერთობათა ობიექტებიდან აქტიურ მოქმედ პირებად იქცევიან.
6. უფრო სავარაუდოა ეფექტური საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციების ფორმირება ცალკეული ცივილიზაციური სისტემების შიგნით, ვიდრე მათ შორის.
7. განსხვავებულ ცივილიზაციათა წარმომადგენელ ერებსა და ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტები უფრო ხშირი, ხანგრძლივი და დამანგრეველი იქნება, ვიდრე ცივილიზაციათა შიგნით მომხდარი კონფლიქტები.
8. საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი ღერძი დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წყალგამყოფ ხაზს გაუყვება.
9. ელიტა ზოგიერთი ქვეყნისა, შინაგანად რომაა გაყოფილი ცივილიზაციური მიმართებით (რუსეთი, მექსიკა, თურქეთი), ეცდება ეს ქვეყნები დასავლეთის ნაწილად აქციოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძნელად გადასალახავ წინააღმდეგობებს წააწყდება.
10. უახლოესი მომავლის ცენტრალური კონფლიქტი იქნება კონფლიქტი დასავლეთისა და ისლამური და კონფუციანური ცივილიზაციების წარმომადგენელ ზოგიერთ ქვეყანას შორის, რომლებიც უკვე ემუქრებიან დასავლეთის ფასეულობებს, ინტერესებსა და ძლევამოსილებას.
კონფლიქტის ზოგადი სქემა
მსოფლიო პოლიტიკა ახალ ფაზაში შედის და ინტელექტუალებმაც დაუყოვნებლივ შემოგვთავაზეს ხვალინდელი დღის ახალ-ახალი ვარიანტები - ისტორიის დასასრული, სახელმწიფოთა შორის ძველი მეტოქეობის აღორძინება და, საერთოდ, სახელმწიფოს როლის დაკნინება ტრაიბალური თუ გლობალური ინტერესების ურთიერთშეჯახებათა შედეგად. ნებისმიერი ამგვარი პროგნოზი თავისებურად კი ირეკლავს ახალ სინამდვილეს, მაგრამ უახლოესი წლების მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი, განმსაზღვრელი ასპექტი მაინც ყველას მხედველობიდან რჩება.
ჩემი ჰიპოთეზის თანახმად, ამ ახალ სამყაროში კონფლიქტის ძირითადი წყარო არც იდეოლოგიური იქნება და არც ეკონომიკური, ამიერიდან კონფლიქტების წარმოშობას უფრო კულტურული მიზეზები განაპირობებს. სახელმწიფოები კვლავაც ყველაზე ძლევამოსილ მოქმედ პირებად დარჩებიან ისტორიის სცენაზე, მაგრამ გლობალური პოლიტიკის მთვარი პრობლემები ერებსა და გნსხვავებული ცივილიზაციების ჯგუფებს შორის კონფლიქტებში იჩენს თავს.
დღევანდელ სამყაროში კონფლიქტის ევოლუციის ყველაზე გვიანდელი ფაზა სწორედ ცივილიზაციათა კონფლიქტი იქნება. თანამედროვე საერთაშორისო სისტემის აღმოცენების შედეგად მთელი საუკუნენახევრის განმავლობაში, კონფლიქტები დასავლეთის სამყაროში უმეტესად ხელმწიფეებს - იმპერატორებს, აბსოლუტურ და კონსტიტუციურ მონარქებს შორის ხდებოდა; სწორედ ისინი ცდილობდნენ საკუთარი ბიუროკრატიის, არმიების, ეკონომიკური ძლიერებისა და რაც მთავარია, ტერიტორიების ზრდასა და გაფართოებას. ამ პროცესში მათ ნაციონალური სახელმწიფოები შექმნეს და, საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, კონფლიქტთა ,,ცხელი ხაზები“ არა იმდენად ხელმწიფეებს, რამდენადაც ერებს შორის გადიოდა. რ.რ. პალმერის თქმით, 1793 წელს ,,დასრულდა მეფეთა ომები“; დაიწყო ომები ხალხებს შორის. მეცხრამეტე საუკუნისეული ეს სქემა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე არებობდა. მერე, რუსეთის რევოლუციისა და ამ რევოლუციაზე რეაქციის შედეგად, ერებს შორის კონფლიქტმა ადგილი დაუთმო იდეოლოგიათა კონფლიქტს - თავდაპირველად კომუნიზმს, ფაშიზმ-ნაციზმსა და ლიბერალურ დემოკრატას შორის, ცივი ომის დროს ეს უკანასკნელი კონფლიქტი ორი ზესახელმცწიფოს მეტოქეობაში გამოიხატა. ნიშანდობლივია, რომ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენდა ისტორიულად ნაციონალურ სახელმწიფოს ამ ცნების კლასიკური, ევროპული გაგებით და თავის მეობასაც ორივე საკუთარი იდეოლოგიიდან გამომდინარე ადასტურებდა.
ყველა ეს კონფლიქტი ხელმწიფეებს, სახელმწიფოებსა და იდეოლოგიებს შორის, უპირატესად, დასავლური ცივილიზაციის ფარგლებში ხდებოდა; თუ უილიამ ლინდის განსაზღვრებას გავიმეორებთ, ეს იყო ,,დასავლური სამოქალაქო ომები“. ამგვარი დახასიათება სავსებით მართებულია როგორც ცივი ომისათვის, ისე მსოფლიო და უფრო ადრინდელი - მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეების ომებისთვისაც. ცივი ომის დამთავრებასთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკა თანდათან გამოდის თავის დასავლური ფაზიდან და მისი სიმძიმის ცენტრად უკვე იქცევა ურთიერთქმედებანი როგორც დასავლეთსა და არადასავლურ ცივილიზაციებს შორის, ასევე საკუთარ ცივილიზაციათა შიგნითაც. არადასავლური ცივილიზაციის ხალხები და მთავრობები ცივილიზაციათა პოლიტიკაში უკვე კოლონიალიზმის ისტორიულ ობიექტებად როდი რჩებიან, არამედ უკვე დასავლეთთან ერთად გვევლინებიან, როგორც ისტორიის მამოძრავებელი და განმსაზღვრელი ძალები.
ცივილიზაციათა ბუნება
ცივი ომის ხანაში მსოფლიო პირველ, მეორე და მესამე სამყაროებად იყო დაყოფილი. ამგვარი დაყოფა დღეს სრულიად უმართებულოა. გაცილებით უფრო გონივრული იქნება ქვეყნების დაჯგუფება არა მარტო პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემების, ანდა მათი ეკონომიკური განვითარების დონის, არამედ კულტურისა და ცივილიზაციის მიხედვით.
განა რას ვგულისხმობთ, როდესაც ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ? ნებისმიერი ცივილიზაცია კულტურული რაობაა. ამა თუ იმ სოფელს, რეგიონს, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს, ეროვნებას - ყველას თავისი გამორჩეული კულტურა აქვს კულტურული თვითმყოფადობის განსაზღვრულ დონეზე. სამხრეთ იტალიის სოფლის კულტურა შეიძლება განსხვავდებოდეს ჩრდილო იტალიის სოფლის კულტურისაგან, მაგრამ ორივეს მაინც საერთო იტალიური კულვტურა აერთიანებს, რითაც ერთნაირად განსხვავდებიან, ვთქვათ, გერმანული სოფლებსაგან. ოღონდ არც არაბები, არც ჩინელები და არც დასავლელები უკვე თავისთვად აღარ არიან რაღაც უფრო ფართო კულტურული რაობის ნაწილები, რამ,დენადაც თავადვე აფუძნებენ ცივილიზაციებს. აქედან გამომდინარე, ცივილიზაცია ადამიანთა კულტურული დაჯგუფების ყველაზე მაღალი საფეხურია, კულტურული რაობის განსაზღვრის ის უმაღლესი დონე, რაც სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად გამოარჩევს ადამიანს დანარჩენ ბიოლოგიურ სახეობათაგან. ამა თუ იმ ცივილიზაციის გამორჩეულობას განაპირობებს როგორც საერთო, ობიექტური შემადგენელი ენა, ისტორია, რელიგია, ადათები, წესჩვეულებები - ისე ადამანი მიერ საკუთაერი მეობის განსაზღვრის სუბიექტუვრი ნებნა. ამ მეობის განსაზღვრაც სხვადასხვა დონეზეა შესაძლბელი, ქალაქ რომის მცხოვრებელს შეუძლია თავი მიიჩნიოს რომაელადაც, იტალიელადაც, კათოლიკედაც, ქრიტიანადაც, ევროპელადაც და დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლადაც. სწორედ ცივილიზაციაა იდენტიფიკაციის ის უმაღლესი დონე, რასთანაც მისი მეობა ყველაზე ინტენსიურად იგივდება. რათქმა უნდა, ადამიანებს შეუძლიათ გადასინჯონ და ხელახლა განსაზღვრონ თავიანთი ,,გაიგივების“ საკითხი და, ამი შედეგად, ცივილიზაციათა შედგენილობაც და საზღვრებიც იცვლება ხოლმე.
ერთი ცივილიზაცია შეიძლება ძალიან მრვალრიცხოვანიც იყოს, ვთქვათ, ჩინური (ლუსიენ პაის თქმით, ეს ის ცივილიზაციაა, რომელიც თავს სახელმწიფოდ აცხადებსო) და ძალიან მცირერიცხოვანიც, როგორც, მაგალითად, ინგლისურენოვანი კარიბელების ცივილიზაცია; შეიძლება რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებდეს, ან სულაც ერთადერთისაგან შედგებოდეს, რისი ყველაზე თვალნათელი დადასტურებაც იაპონური ცივილიზაციაა. ცივილიზაციები აშკარად ირევიან ერთმანეთში. ითქვიფებიან კიდეც და ხშირ შემთხვევაში ქვეცივილიზაციებიც აქვთ. მაგალითად, დასავლური ცივილიზაციის ორი მთავარი ვარიანტი არსებობს - ევროპული და ჩრდილო-ამერიკული; ისლამსაც რამდენიმე ქვეცივილზაცია აქვს - არაბული, თურქული და მალაური. მიუხედავად ამისა, ცივილიზაციები თავისთავადი სიდიდეებია. და თუმცა მათ შორის საზღვრები იშვითადაა მკვეთრი, ისინი მაინც შეუიარაღებელი თვლითაც ჩანს. ცივილიზაციებს დინამიურობა ახასიათებს: აღზევება და დაცემა, დაყოფა და ურთიერთშერწყმა; ხან კიდევ, როგორც ეს ისტორიის ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს მოეხსენება, ისინი უკვალოდაც ქრებიან და ათასწლეულთა ქვიშის ქვეშ იმარხებიან ხოლმე.
დასავლელებს ახასიათებს გლობალური მოვლენების მთავარ მოქმედ პირებად სახელმწიფოების აღქმა. არადა ეს როლი სახელმწიფოებმა მხოლოდ რამდენიმე საუკუნის წინ იტვირთეს. კაცობრიობის ისტორია, უფრო ფართო გაგებით, სწორედ ცივილიზაციათა ისტორიაა. არნოლდ ტოინბი თავის ,,იტორიის საგანში“ ოცდაერთ უმთავრეს ცივილიზაცას ასახელებს; თანამედროვე მსოფლიოს მათგან მხოლოდ ექვსიღა შემორჩა.
რა გამოიწვევს ცივილიზაციათა შეხლას
ამა თუ იმ ცივილიზაციისადმი კუთვნილება სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს მომავალში და მსოფლიოს სახესაც ბევრად განაპირობებს შვიდ თუ რვა უმთავრეს ცივილიზაციას შორის ურთიეთიბანი. ეს ცივილიზაციებია - დასავლური, კონფუციანური, იაპონური, ისლამური, ინდური, სლავურ-მართლმადიდებლური, ლათინურამერიკული და, შესაძლოა, აფრიკული. მ ომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტები იმ კულტურულ წყალგამყოფებს დაემთხვევა, რომლებიც მათ ერთმანეთისაგან მიჯნავენ.
და მაინც, რატომ მოხდება ეს?
ჯერ ერთი, განსხვავებანი ცივილიზაციათა შორის არა მარტო რეალურია, არამედ ძირეულიც. ცივილიზაციები განსხვავდებიან ისტორიით, ენით, კულტურით, ტრადიციით და, რაც მთავარია, რელიგიით. სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხებს განსხვავებული წარმოგენა აქვთ ღმერთისა და ადამიანის, პიროვნებისა და ჯგუფის, მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლებისა და შვილების, ქმრისა და ცოლის ურთიერთობაზეც და იმგვარი ცნებების შედარებით მნიშვნელობაზეც, როგორიცაა უფლება და მოვალეობა, თავისუფლება და ძალაუფლება, თანასწორობა და იერარქია. ეს განსხვავებანი საუკუნეთა ნაყოფია. შეუძლებლია მათი გაქრობა ერთი ხელის მოსმით. მათ გაცილებით უფრო ღრმა საფუძვლები აქვთ, ვიდრე პოლიტიკური იდეოლოგიებისა და რეჟიმების დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, თავისთავად განსხვავება აუცილებლად კონფლიქტს არ ნიშნავს და არც კონფლიქტი გულისხმობს მაინცდამაინც ძალადობას. თუმცა საუკუნეთა მანძილზე სწორედ ცივილიზაციათა შორის განსხვავებებმა წარმოშვა ყველაზე გაჭიანურებული და ყველაზე დაუნდობელი კონფლიქტები.
მეორე მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო ,,პატარავდება“, ანუ იზრდება სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხების ურთიერთობის შესაძლებლობა; ინტენსიური ურთიერთობა კი აძლიერებს ცივილიზაციისმიერ ცნობიერებას და იმ განსხვავებათა შემჩნევის უნარს, რაც არა მარტო ამა თუ იმ ცივილიზაციას, არამედ ერთი ცივილიზაციის სხვადასხვა დაჯგუფებას შორის არსებობს. ჩრდილო აფრიკელთა იმიგრაციას ფრანგები ძალიან მტრულად ხვდებიან, მაშინ როცა ,,კეთილ“ ემიგრანტებს - ევროპელ კათოლიკე პოლონელებს ლამის გულში იხუტებენ. იაპონური ინვესტიციებისადმი ამერიკელთა რეაქცია გაცილებით უფრო ნეგატიურია, ვიდრე ბევრად უფრო დიდი კაპიტალდაბანდებებისადმი, ვთქვათ, კანადიდან ან ევროპიდან. სწორად შენიშნა დონალდ ჰოროვიცმა - ,,იბოს ტომის წარმომადგენელი... ნიგერიის ყოფილ აღმოავლეთ რეგიონში შეიძლება იყოს ოვერი იბო ან ონიშა იბო; ლაგოსში ის უბრალოდ იბოა. ლონდონში - ნოგერიელი, ხოლო ნიუ-იორკში - აფრიკელი“. მოკლედ, სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხთა ურთიერთობა ამძაფრებს ადამიანის ცივილიზაციისმიერ ცნობიერებას, რაც თავის მხრივ, უფრო რელიეფურად გამოკვეთს განსხვავებებს და, აქედან გამომდინარე, შუღლსაც.
მესამე მიზეზი: მთელ მსოფლიოში დაწყებულმა ეკონომიკური მოდერნოზაციისა და სოციალური ცვლილებების პროცესმა ადამიანები შეჩვეულ, ლოკალურ ,,მეობის“ ფესვებს დააშორა და, ამავე დროს, სახელმწიფოს, როგორც მეობის სათავის, როლიც შეასუსტა. ბევრ ქვეყანაში ამგვარი ხარვეზის გამოსწორება რელიგიამ დაისახა მიზნად, რაც ხშირ შემთხვევაში ,,ფუნდამენტალიზმად“ მონათლნული მოვლენის ფორმით გმოიხატა. მსგავსი მოძრაობები ახასიათებს როგორც ისლამს, ასევე დასავლნურ ქრისტიანობასაც, იუდიზმსაც, ბუდიზმსაც და ინდუიზმსაც. უმეტეს ქვეყნებში ფუნდამენტალისტური მოძრაობების ყველაზე აქტიური ფენა ახალგაზრდობაა, კოლეჯდამთავრებული საშუალო კლასის წარმომადგენლები, ტექნიკური სპეციალისტები თუ ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალები. ,,სამყაროს ანსეკულარიზაცია, - შენიშნა ჯორჯ უაიგელმა, - ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი სოციალური ფაქტია მეოცე საუკუნის ბოლოს“. რელიგიის გაცოცხლება, ,,ღმერთის რევანში“, როგორც ჟილ კეპელმა უწოდა ამ მოვლენას, ერთგვაროვნებისა და საერთო მოვლენების საფუძველს ქმნის, რაც ეროვნულ საზღვრებს სცილდება და უკვე ცივილიზაციებს აერთიანებს.
მეოთხე: ცივილიზაციისმიერი ცნობიერების გამძაფრებას დასავლეთის ორგვარი როლიც განაპირობებს. ერთი მხრივ, დასავლეთი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფება. ამავე დროს და, ალბათ, სწორედ ამის შედეგად, არადასავლურ ცივილიზაციებში სულ უფრო აშკარად იჩენს თავს ფესვბისაკენ დაბრუნების ფენომენი. ამ ბოლო დროს თანდათან აშკარადს იკვეთება იაპონიის საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ,,გააზიურების“ ტენდენცია, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ნერუს მემკვიდრეობის დასასრულსა და ინდოეთის ,,ინდუიზაციაზე“, სოციალიზმისა და სახელმწიფოებრიობის დასავლური იდეების მარცხზე ახლო აღმოსავლეთში და ამდენად, მის რეისლამიზაციაზე“, ყოველივე ამას კი დღეს უკვე ბორის ელცინის ქვეყანაში ატეხილი გაცხოველებული კამათიც ემატება რუსეთის ვესტერნიზაციისა თუ რუსიანიზაციის შესახებ. ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი დასავლეთი პირისპირ შეეჯახა არადასავლეთს, რომელიც სულ უფრო მზარდ მისწრაფებას, სურვილს და შესაძლებლობასაც ავლენს თავისებურ არადასავლურ ყაიდაზე მოაწყოს სამყარო.
წარსულში, არადასავლურ საზოგადოებათა ელიტას, ჩვეულებრივ, ის ხალხი წარმოადგენდა, ვინც ყველაზე მეტად იყო ნაზიარები დასავლურ იდეებს. ოქსფორდში, სორბონში თუ სენდჰერსტში ჰქონდა განათლება მიღებული და დასავლური შეხედულებები და ფასეულობები გათავისებული, ხოლო უბრალო ხალხი, არადასავლური ქვეყნების მოსახლეობა - მკვიდრი კულტურისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა. დღეს მდგომარეობა აშკარად შეიცვალა. ბევრ არადასავლურ ქვეყანაში თავს იჩენს ელიტის მიდრეკილება დევესტერნიზაციისაკენ, მაშინ, როცა დასავლური, ჩვეულებრივ ამერიკული კულტურა, ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულებანი თანდათანობით სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ხალხის მასაში.
მეხუთე: პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურთან შედარებით, კულტურული თავისებურებანი და განსხვავებანი ნაკლებად ცვალებადია და, აქედან გამომდინარე, უფრო ძნელად დასათმობი და დასაძლევიც. ყოფილ საბჭოთა კავშირში კომუნისტებს შეუძლიათ გადემოკრატდნენ, მდიდრები გაღარიბდნენ, ღარიბები კი გამდიდრდნენ, მაგრამ შეუძლებელია, ვთქვათ, რუსების გაესტონელება ანდა აზერბაიჯანლების გასომხება. კლასობრივ თუ იდეოლოგიურ კონფლიქტში მთავარი კითხვა იყო ,,ბარიკადის რომელ მხარეს დგახარ?“ რაც ხალხს არჩევანის შესაძლებლობას უქმნიდა. ცივილიზაციათა კონფლიქტში საკითხი უკვე ასე დგას - ,,ვინა ხარ შენ“? ეს ისეთი მოცემულობაა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. დავრწმუნდით კიდეც, რომ ბოსნიიდან მოყოლებული კავკასიამდე, ამ კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემა შუბლში ტყვიის ფასად შეიძლება დაუჯდეს კაცს. ეთნიკურობაზე მეტად, უფრო მკაცრად და მკვეთრად, ადამიანებს რელიგია ასხვავებს. პიროვნება შეიძლება ნახევრად ფრანგი და ნახევრად არა ბი იყოს, ერთდროულად ორი სხვადასვა ქვეყნის მოქალაქეც; გაცილებით ძნელია, პაქტიკულად შეუძლებელიც, ნახევრად კათოლიკობა და ნახევრად მუსლიმანობა.
და ბოლოს, იზრდება ეკონომიკური რეგიონალიზმი. რეგიონთა შორის საერთო ვაჭრობის შეფარდება 1980-89 წლებში 51-დან 59-მდე გაიზარდა ევროპაში, 33-დან 37-მდე აღმოსავლეთ აზიაში და 32-დან 36-მდე ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორც ჩანს, რეგიონალური ეკონომიკური ბლოკების მნიშვნელობა მომავალში კვლავ დიდი იქნება. წარმატებული ეკონომიკური რეგიონალიზმი, ერთი მხრივ, განამტკიცებს ცივილიზაციისმიერ ცნობიერებას, მეორე მხრივ, მისი წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი, თუკი საერთო ცივილიზაციაში გაიდგამს ფესვს. ევროგაერთიანება ევროპული კულტურისა და დასავლური ქრისტიანობის საფუძველს ემყარება, ჩრდილო ამერიკული თავისუფალი სავაჭრო ზონის წარმატება - მექსიკური, კანადური და ამერიკული კულტურების დღეს უკვე შესამჩნევ თანხვედრაზეა დამოკიდებული. აი, იაპონია კი პიიქით, აღმოსავლეთ აზიაში მსგავსი ეკონომიკური ერთიანობის შექმნისას სიძნელეებს აწყდება, რადგან მისი საზოგადოებაც და ცივილიზაციაც თავისთავად უნიკალურია. რა ძლიერი სავაჭრო თუ საინვესტიციო კავშირებიც არ უნდა დაამყაროს იაპონიამ სხვა აღმოსავლეთ აზიურ ქვეყნებთან, ამ ქვეყნებთან მისი კულტურული სხვაობა მაინც დააბრკოლებს და, ალბათ, ხელსაც შეუშლის ევროპისა თუ ჩრდილოეთი ამერიკის დარად წამოწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.
საერთო კულტურა, პირიქით, აშკარად აადვილებს ეკონომიკური ურთიერთობების სწრაფ გაფართოებას, ერთი მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ხოლო, მეორე მხრივ, ჰონგკონგს, ტაივანს, სინგაპურსა და ზღვისგაღმა, აზიის სხვა ქვეყნებში არსებულ ჩინურ თემებს შორის. ცივი ომის დამთავრების შემდეგ, კულტურულად მონათესავე ქვეყნები სწრაფად ძლევენ იდეოლოგიურ განსხვავებებს, ამის დასტურია, თუნდაც, კონტინენტური ჩინეთისა და ტაივანის დაახლოება. და თუკი კულტურული ერთგვარობა ეკონომიკური ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობაა, მაშინ მომავალში აღმოსავლეთ აზიური ეკონომიკური ბლოკის ცენტრიც, ეტყობა, ჩინეთში იქნება. სხვათა შორის, ამგვარი ბლოკის ჩანასახი უკვე არსებობს. როგორც მიურეი უედენბაუმმა შენიშნა, ,,რეგიონში იაპონიის ამჟმინდელი დომინირების მიუხედავად, აზიის ჩინეთზე დაფუძნებული ეკონომიკა სწრაფად იკრებს ძალას, როგორც ინდუსტრიის, კომერციისა და ფინანსების ახალი ეპიცენტრი. ამ სტრატეგიულ არეალში თავმოყრილია ტექნოლოგიისა და საწარმოო საშულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა (ტაივანი), ჯერ გამოუყენებელი შესაძლებლობანი წარმოების, მარკეტინგისა და სერვისის სფეროში (ჰონგკონგი), შესანიშნავი საკომუნიკაციო ქსელი (სინგაპური), ზღვა ფინანსური კაპიტალი (სამივე ნახსენებ ქვეყნაში) და მიწის, რესურსებისა და მუშახელის უდიდესი მარაგი (კონტინენტური ჩინეთი)... გუანჯოუდან სინგაპნურამდე და კუალა-ლუმპმურიდან მანილამდე განფენილი ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკომუნიკაციო ქსელი - რომლის ფუნქციონირებაც ხშირად ტრადიციული კლანების მიერ დაფინანსებაზეა დამოკიდებული - უკვე განიხილება აღმოსავლეთი აზიის ეკონომიკის ხერხემლად“.
კულტურამ და რელიგიამ შეუქმნა საფუძველი ეკონომიკური თანამშრმლობის ორგანიზაციასაც, რომელიც ათ არაარაბულ მუსულმანურ ქვეყანას აერთიანებს: ირანს, პაკისტანს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს და ავღანეთს. თავდაპირველად, 1960 წელს, თურქეთის, პაკისტანისა და ირანის მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის აღდგენისა და გაფართოების იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ზემოჩამოთვლილთაგან რამდენიმე ქვეყნის ლიდერი საბოლოოდ დარწმნდა, რაოდენ უპერსპექტივო ჩანდა მათთვის ევროკავშირში გაერთიანების შანსი. თავის მხრივ, კარიკომი (კარიბის აუზის თანამეგობრობა) თუ ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარიც ასევე ერთიან კულტურულ საფუძველზე აღმოცენდა, იმ დროს, როცა უფრო ფართო, კარიბულ-ცენტრალურამერიკული, თითქოსდა ანგლოლათინური დაყოფის დამაახლოებელი ეკონომიკური ერთობის აშენების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
როდესაც ხალხი საკუთარ კუთვნილებას ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით განსაზღვრავს, სხვა ეთნოსისა თუ აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობისას მას ,,ჩვენი“ და ,,იმათი“ დაპირისპირებაც ახასიათებს. როცა აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირში იდეოლოგიურად გამიჯნული სახელმწიოფოების დრო წარსულს ჩაბარდა, უკვე აშკარად გახდა შესაძლებელი როგორც ტრადიციული ეთნიკური ერთობის, ისე ტრადიციული შუღლის წინა პლანზე წამოწევა. კულტურული და რელიგიური განსხვავებანი კი საკამათო პოლიტიკური საკითხებისადმი განსხვავებულ მიდგომას განაპირობებს, სულ ერთია, იქნება ეს ადამიანის უფლებები, ემიგრაციის პრობლემები, ვაჭრობა, კომერცია თუ გარემოს დაცვა. გეოგრაფიული სიახლოვე კონფლიქტურ ტერიტორილ დავას წარმოშობს ბოსნიიდან მოყოლებული მინდანაომდე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დასავლეთის ყოველი მცდელობა მისთვის დამახასიათებელი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ფასეულობანი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებად აქციოს, სამხედრო უპირატესობაც შეინარჩუნოს და ეკონომიკური ინტერესების სფეროც გააფართოვოს, საპასუხო რეაქციას იწვევს სხვა ცივილიზაციათა მხრიდან. ხოლო რამდენადაც ძალისხმევის გაერთიანება და კოალიციების შექმნა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება იდეოლოგიურ ბაზისზე, სხვადასხვა მთავრობებიც და დაჯგუფებებიც შეეცდებიან გაერთიანების საფუძველი საერთო რელიგიასა და ცივილიზაციათა მსგავსებაში იპოვონ.
მოკლედ, ცივილიზაციათა შეხლა ორ სხვადასხვა დონეზე იჩენს თავს. მიკროდენზე, ანუ მეზობელ ცივილიზაციათა შორის არსებული ნაპრალების გაყოლებაზე, სადავო ტერიტორიებისა და პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისათვის ბრძოლის სახით, ხშირად გააფთრებული სისასტიკე რომ ახლავს. მაკროდენზე კი განსხვავებული ცივილიზაციების სახელმწიფოები სამხედრო და ეკონომიკურ ძალაუფლებას ეცილებიან ერთმანეთს, იბრძვიან საერთაშორისო ინტერესებსა და მესამე მხარეებზე კონტროლისათვის და ერთმანეთის ჯიბრით ცდილობენ თავიანთი დამახასიათებელი პოლიტიკური თუ რელიგიური ფასეულობების სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელებას.
ნაპრალები ცივილიზაციათა შორის
ნაპრალები ცივილიზაციათა შორის დღეს ცივი ომის დროინდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური საზღვრების მნიშვნელობას იძენს და თანდათანობით ახალი კრიზისისა და სისხლისღვრის კერპად იქცევა. ცივი ომი დაიწყო მაშინ, როცა რკინის ფარდამ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად გაყო ევროპა და რკინის ფარდის აღსასრულთან ერთად დასრულდა. მაგრამ რახან ევროპის იდეოლოგიურ დაყოფას წერტილი დაესვა, ხელახლა იჩინა თავი მისმა კულტურულმა დაყოფამ, ერთი მხრივ, დასავლურ ქრისტიანობას, ხოლო მეორე მხრივ, მართლმადიდებლურ ქრისტიანობასა და ისლამს შორის. როგორც იულიამ უოლესმა ივარაუდა, ევროპაში ყველაზე თვალსაჩინო გამყოფი ხაზი თავისუფლად შეიძლება დასავლური ქრისტიანობის 1500 წლის დროინდელ აღმოსავლეთ საზღვარს დაემთხვას. ეს ხაზი ჩრდილოეთიდან ჯერ ფინეთისა და რუსეთის, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებისა და რუსეთის საზღვარს მოუყვება, კვეთს ბელორუსიასა და უკრაინას, თანაც უკრაინას კათოლიკურ - დასავლეთ უკრაინად და მართლმადიდებლურ-აღმოსავლეთ უკრაინად აცალკევებს, უხვევს დასავლეთისაკენ, ყოფს ტრანსილვანიას დანარჩენი რუმინეთისაგან და მერე იუგოსლავიაზე გადის და მის ზუსტად იმ საზღვრის გასწვრივ, რომელიც ხორვატია-სლოვენიასა და სხვა ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკებს შორის არსებობს. ბალკანეთში ეს ხაზი, რა თქმა უნდა, ჰაბსბურგების და ოტომანთა იმპერიების ისტორიულ საზღვარს ემთხვევა. ამ ხაზის ჩრდილოეთით და დასავლეთით ხალხი ან პროტესტანტია, ან კათოლიკე, მათ თავიდანვე გაიზიარეს საერთო ევროპული გამოცდილება - ფეოდალიზმი, რენესანსი, რეფორმაცია, განმანათლებლობა, ფრანგული რევოლუცია, ინდუსტრიული რვოლუცია; ზოგადად მათი ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე აღმოსავლეთის ხალხებისა და, ალბათ, ისინი უკვე შინაგანად მზად არიან უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთო ევროპულ ეკონომიკაშიც და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემებიც განამტკიცონ. ამ ხაზიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით ხალხი ან მართლმადიდებელია, ან მაჰმადიანი; ისტორიულად ისინი ოტომანურ ან ცარისტულ იმ პერიებს ეკუთვნოდნენ და დანარჩენ ევროპაში მიმდინარე განმსაზღვრელ მოვლენებთან მხოლოდ ოდნავი, ზერელე შეხება თუ ჰქონდათ; ზოგადად მათი ეკონომიკური განვითარების დონე უფრო დაბალია; მათთვის გაცილებით ნაკლებ დამახსიათებელია მყარი, განვითარებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემები. კულტურის ხავერდის ფარდამ შეცვალა იდეოლოგიის რკინის ფარდა, როგიორც ყველაზე მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი ევროპაში; მაგრამ იუგოსლავიის მოვლენების მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ეს არა მარტო განმასხვავებელი, არამედ ზოგჯერ სისხლიანი კონფლიქტების ხაზიცაა.
კონფლიქტი დასავლურ და ისლამურ ცივილიზაციათა ნაპრალის გასწვრივ 1300 წლის მანძილზე გრძელდებოდა ისლამის დაფუძნების შემდეგ, არაბების და მავრების უწყვეტი ტალღების გავრცელება დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ ტურში დასრულდა 732 წელს. მეთერთმეტედან მეცამეტე საუკუნემდე ჯვაროსნები ცვალებადი წარმატებით ცდილობდნენ ქრისტიანული რწმენისა და ქრისტიანული წესრიგის დანერგვას წმინდა მიწაზე. მეთოთხმეტედან მეჩვიდმეტე საუკუნემდე ოტომანთა თურქეთმა სრულიად საპირისპიროდ შეცვალა ძალთა შეფარდება - საკუთარი ძალაუფლება გაავრცელა ახლო აღმოსავლეთზე, დაიპყრო კონსტანტინოპოლი და ორჯერ შემოარტყა ალყა ვენას. მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ოტომანთა ძალაუფლება შესუსტდა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ დასავლეთის კონტროლს დაუქვემდებარეს ჩრდილო აფრიკა და წინა აზიის მეტი ნაწილი.
ეს საუკუნეობრივი სამხედრო დაპირისპირება დასავლეთსა და ისლამს შორის არ შენელდება. ის კი არა, შეიძლებოდა მას კიდევ უფრო დაუნდობელი და სისხლიანი სახეც მიეღო და სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გადაზრდილიყო. სპარსეთის ყურეში გამართულმა ომმა არაერთი არაბი სიამაყის გრძნობით აავსო მართლაც, სადამ ჰუსეინმა თამამად შეუტია ისრაელს და დასავლეთსაც მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია. ამავე დროს, ომის შედეგმა ბევრი შეურაცხყოფილი და აღშფოთებულიც დატოვა რეგიონში დასავლეთის სამხედრო ძალების უპირატესობისა და არაბული ქვეყნების უძლურების გამო, თვითონ განაგონ საკუთარი ბედ-იღბალი. მრავალი არაბული ქვეყანა, იმის გარდა, რომ ნავთობის ექსპორტიორია, ეკონომიკური და სოციალური განვითარების იმ დონესაც აღწევს, რომ მმართველობის ავტოკრატიული ფორმები შეუფერებელი ხდება და დემოკრატიის დანგრევის მცდელობები სულ უფრო ძლიერდება. ზოგიერთი დადებითი ძვრა არაბულ პოლიტიკურ სისტემაში უკვე შეიმჩნევა, ხოლო აქედან ყველაზე დიდ სარგებელს ისევ ისლამური მოძრაობები ნახულობენ. მოკლედ თუ ვიტყვით, არაბულ სამყაროში დასავლური დემოკრატია ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს აძლიერებს. იქნებ ეს წარმავალი ფენომენიც იყოს, ოღონდ ნამდვილად კი ართულებს ურთიერთობას ისლამურ ქვეყნებსა და დასავლეთას შორის.
ეს ურთიერთობები დემოგრაფიითაცაა გართულებული. მოსახლეობის აშკარა მატებამ ჩრდილოეთი აფრიკის არაბულ ქვეყნებში, დასავლეთ ევროპისკენ მიგრცია გაზარდა; შესაბამისად, შიდა საზღვრების მინიმალიზაციისაკენ მიმართულმა მოძრაობამ დასავლეთ ევროპაში, პოლიტიკური მგრძნობიარობა გაამახვილა ამ ფაქტთან დაკავშირებით. იტალიაში საფრანგეთსა და გერმანიაში რასიზმი სულ უფრო აშკარად იჩენს თავს, 1990 წლის შემდეგ თანდათან ძლიერდება და ფართოვდება პოლიტიკური რეაქციაც და ძალადობაც არაბ თუ თურქ ემიგრანტთა მიმართ.
ამგვარი უთიერთქმედება ისლამსა და დასავლეთს შორის, სწორედ ცივილიზაციათა შეჯახებად განიხილება ორივე მხარის მიერ. დასავლეთისადმი შემდგომი დაპირისპირება, შენიშნავს ინდოელი მუსულმანი ავტორი მ.ჯ. აკბარი, ,,ნამდვილად მუსულმანური სამყაროდან დაიდებს სათავეს მაღრიბიდან პაკისტანამდე განფენილი ისლამური ერები დაიწყებენ ბრძოლას ახალი მსოფლიო წესრიგისათვის“. მსგავს დასკვნამდე მიდის ბერნარ ლიუისიც: ჩვენ პირისპირ ვდგავართ იმ განწყობასა და მოძრაობასთან, რომელიც მთავრობათა პოლიტიკური კამათის სფეროს სცილდება. და ეს სხვა არაფერია, თუ არა ცივილიზაციათა შეხლა - ალბათ ირაციონალური, მაგრამ ჭეშმარიტად იტორიული დაპირისპირება ჩვენი იუდეო-ქრისტიანული მემკვიდრეობისადმი, ჩვენი საერთო აწმყოსადმი და რეაქცია მათი საყოველთაოდ გავრცელების წინააღმდეგ“.
ისორიულად მეორე დიდი ანტაგონისტური ურთიერთობა არაბულ-ისლამურ ცივილიზაციას თავის სამხრეთის მეზობელ, წარმართ, ანიმისტ, ახლა კი სულ უფრო მეტად გაქრისტიანებულ შავკანიან მოსახლეობასთან ჰქონდა. წარსულში ანტაგონიზმი არაბი მონით მოვაჭრისა და ზანგი მონის იმიჯში იყო რეზუმირბული. დღეს კი ირეკლება სუდანელი არაბებისა და შავკანიანების სამოქალაქო ომში, ლიბიის მიერ წაქეზებული ჩადელი მეამბოხეების ბრძოლაში მთავრობის წინააღმდეგ, მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის არსებულ დაძაბულობაში აფრიკის რქის რეგიონში და ნიგერიელი მუსულმანებისა და ქრისტიანების უსასრულო პოლიტიკურ კონფლიქტებში, პერიოდულ ამბოხებებსა და თემურ ნიადაგზე ძალადობაში. აფრიკის მოდერნიზაცია, ქრისტიანობის გავრცელება, ეტყობა, გაზრდის ძალადობის ალბათობას ამ ნაპრალის გასწვრივ. კონფლიქტის ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო ხართუმში, 1993 წლის თებერვალში პაპ იოანე-პავლე მეორის მიერ წარმოთქმული სიტყვა, როცა მან დაგმო სუდანის ისლამური მთავრობის მოქმედება იქაური ქრისტიანული უმცირესობის მიმართ.
ისლამის ჩრდილოეთ საზღვარზე კონფლიქტმა სულ უფრო მეტი ძალით იფეთქა მართლმადიდებელ და მუსულმან ხალხებს შორის, რისი თვალნათელი მაგალითებიცაა ბოსნიისა და სარაევოს ხოცვა-ჟლეტა. ძალადობა სერბებსა და ალბანელებს შორის, ბულგარელებსა და ბულგარეთის თურქული უმცირესობის დაძაბული ურთიერთობა, ოსებისა და ინგუშების კონფლიქტი, გაუთავებელი სისხლისღვრა სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუსებისა და ცენტრალური აზიის მუსულმანების ურთიერთობის გაუარესება და რუსეთის ინტერესების დასაცავად რუსეთის ჯარების გაშლა კავკასიასა და შუა აზიაში. რელიგია ხელს უწყობს ეთნიკური იდენტურობის გრძნობის აღორძინებას და აძლიერებს რუსეთის შიშს სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოების გამო. ეს ტენდენცია კარგად აქვს შემჩნეული არჩი რუზველტს: ,,რუსეთის ისტორიის უდიდესი ნაწილი აღბეჭდილია სლავებისა და მათი მოსაზღვრე თურქული ხალხების ბრძოლის ნიშნით, რაც ლამის ათასზე მეტი წლის წინ, რუსული სახელმწიფოს შექმნიდან იღებს სათავეს. სლავების ათასწლოვან კონფრონტაციაში თავიანთ აღმოსავლელ მეზობლებთან დევს ის გასაღები, რის გარეშეც შეუძლებელია არა მარტო რუსეთის იასტორიის, არამედ რუსული ხასიათის ახსნაც. დღესაც, რუსული რეალობების გასაგებად აუცილებელია იმ დიდი თურქული ეთნიკური ჯგუფის გათვალისწინება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აფიქრიანებდა რუსებს“.
ცივილიზაციათა კონფლიქტს ღრმად აქვს გადგმული ფესვი აზიის სხვა რეგიონშიც. მუსულმანებსა და ინდუსებს შორის ისტორიული შეჯახება სუბკონტინენტზე ახლა არა მხოლოდ პაკისტანისა და ინდოეთის დაპირისპირებაში ვლინდება, არამედ თავად ინდოეთს შიგნით გამწვავებულ რელიგიურ ბრძოლაშიც - სულ უფრო მეტად მილიტარიზებულ ინდურ ჯგუფებსა და ინდოეთის მყარ მუსულმანურ უმცირესობას შორის. 1992 წლის დეკემბერში აიოდიას მეჩეთის დანგრევამ დღის წესრიგში უკვე აშკარად დააყენა იმ საკითხის გადაჭრა, დარჩეს ინდოეთი საერო, დემოკრატიულ სახელმწიფოდ თუ ინდუისტურად იქცეს. აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთს გაუთავებელი ტერიტორიული დავა აქვს მეზობლების უმრავლესობასთან. ამან განაპირობა მისი ულმობლობა ტიბეტის ბუდისტური მოსახლეობისადმი და სკუთარი თურქულ-მუსულმანური უმცირესობის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაც. ცივი ომის დამთავრებასთან ერთად, ძირეულმა უთანხმოებებმა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კვლავ იჩინა თავი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ვაჭრობა და შეიარაღების ზრდა. მსგავსი უთანხმოებების მოგვარება ალბათ იოლად ვერ მოხერხდება. ,,ახალი ცივი ომი ჩინეთსა და ამერიკას შორისაა მოსალოდნელი“, ამტკიცებდა დენ სიაოპინი თავის საანგარიშო მოხსენებაში 1991 წელს.
იგივე ფრაზა ითქვა იაპონიისა და შეერთებული შტატების სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ კონფლიქტს კულტურული სხვაობა ამწვავებს. ორივე მხარე რასიზმში სდებს ერთმანეთს ბრალს, მაგრამ, ამერიკის მხრივ მაინც, ანტიპატია უფრო კულტურალურია, ვიდრე რასობრივი. ძნელია უფრო დიდი განსხვვების წარმოდგენა, ვიდრე ამ ორი საზოგადოების ძირეულ ფასეულობებს, მსოფლმხედველობებსა და ქცევის ნორმებს შორი არსებობს. შეერთებული შტატებისა და ევროპის ეკონომიკური უთანხმოებანიც საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ მათ მაინც არ ახასიათებს მსგავსი პოლიტიკური ხორკლიანობა და ემოციური დაძაბულობა, რადგან განსხვავება ამერიკულ კულტურასა და ევროპულ კულტურას შორის გცილებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკულ და იაპონურ ცივილიზაციებს შორის.
ცივილიზაციათა ურთიერთქმედებანი უკვე იმგვარ სახეს იღებს, როცა თამამად შეიძლება სიტყვა ,,ძალადობით“ მათი დახასიათება. ეკონომიკური ქიშპობის მომენტი აშკარად ბატონობს როგორც დასავლთის ამერიკულ და ევროპულ ქვეცივილიზაციათა ურთიერთობაში, ისე ორივე მათგანისა და იაპონიის დამოკიდებულებაშიც; ხოლო ევრაზიის კონტინენტზე ძირითადად ,,ეთნიკურ წმენდაში“ გამოვლენილი ეთნიკური კონფლიქტის გვრცელება მთლად შემთხვევითი არა ყოფილა; კონფლიქტები ძალიან ხშირიც და უაღრესად სასტიკიც იყო სხვადასხვა ცივილიზაციის ჯგუფებს შორის. ცივილიზაციათა გამყოფი დიდი ისტორიული ნაპრალები ევრაზიაში ახლა ერთხელ კიდევ აალდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება ერების ისლამური ბლოკის ნახევარწრისებრ საზღვრებს აფრიკის რქიდან ცენტრალურ აზიამდე. ძალადობა მეტისმეტად თვალსაჩინოა, ერთი მხრივ, ბალკანეთში - მართლმადიდებელ სერბებს, ისრაელში - ებრაელებს. ინდოეთში - ინდუსებს, ბირმაში - ბუდისტებს და ფილიპინებზე - კათოლიკეებს შორის. ისლამს სისხლიანი საზღვრები აქვს.
ცივილიზაცია მთლიანდება: მონათესავე ქვეყნის სინდრომი
სრულიად ბუნებრივია, რომ განსხვავებული ცივილიზაციის ხალხთან მეომარ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს, თავისივე ცივილიზაციის სხვა წევრებთან გაერთიანების სურვილი და მათი დახმარების იმედი ჰქონდეს. ცივი ომის შემდგომი მსოფლიო ევოლუციას განიცდის და ცივილიზაციისმიერი ერთობაც პოლიტიკური იდეოლოგიისა და ძალაუფლების ტრადიციული ბალანსის ადგილს იკავებს, როგორც თანამშრომლობისა და გაერთიანების უმთავრესი ბაზისი. ამგვარი ტენდენცია სულ უფრო შესამჩნევი ხდება თანამედროვე კონფლიქტებში - სპარსეთის ყურეშიც, კავკასიაშიც და ბოსნიაშიც: ამ რეგიონებში არსად არ მომხდარა სრულმასშტაბიანი ომი ცივილიზაციებს შორის, თუმცა ყველგან შეიმჩნეოდა ცივილიზაციათა გაერთიანების ელემენტები; როგორც ჩანს, ეს ფაქტორი თანდათან კიდევ უფრო სერიოზული გახდება და მომავლის სახესაც მნიშვნელოვნად განაპირობებს, რამდენადაც კონფლიქტები ჯერაც გრძელდება.
სპარსეთის ყურეში ომის დროს, ერთმა არაბულმა სახელმწიფომ მეორე დაიპყრო და მერე ბრძოლა გაუმართა არაბული, დასავლური და სხვა სახელმწიფოების კოალიციას. აშკარად მხოლოდ რამდენიმე მუსულმანური მთავრობა თუ უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინს, მაგრამ მრავალრიცხოვანი არაბული ელიტა მას ფარულად ამხნევებდა და არაბული საზოგადოების ფართო ფენებშიც ჰუსეინი უაღრესად პოპულარული იყო. ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობები უფრო ერაყს ემხრობოდა, ვიდრე კუვეიტისა და საუდის არაბეთის მთავრობებს, რომელთა უკანაც დასავლეთი იდგა. თვით სადამ ჰუსეინიც არაბულ ნაციონალიზმს სიტყვით კი ემიჯნებოდა, მაგამ ამავე დროს, გულწრფელად უხმობდა დასახმარებლად ზოგადად ისლამურ სამყაროს. მან და მისმა მხარდამჭერებმა არაერთხელ სცადეს ამ ომის ცივილიზაციათა ომად მონათვლა. ,,ეს არ არის მსოფლიოს ბრძოლა ერაყის წინააღმდეგ“, საქვეყნოდ აცხადებდა მექას უმ ალ-კურას უნივერსიტეტის ისლამურ კვლევათა ფაკულტეტის დეკანი ალ-ჰავალი, ,,ესაა დასავლეთის ბრძოლა ისლამთან“ . ირანისა და ერაყის მეტოქეობის მიუხედავად, ირანის უზენაესმა რელიგიურმა ლიდერმაც, აიათოლა ალი ჰომეინმა, დასავლეთის წინააღმდეგ საღვთო ომისაკენ მოუწოდა მორწმუნეებს: ,,ამერიკული აგრესიის, სიხარბის, გეგმებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა ჯიჰადად ჩაითვლება და ყველა, ვინც ამ ბრძოლაში დაიღუპება, წმინდა მოწამეა“... ,,ესაა ომი“, - ამტკიცებდა იორდანიის მეფე ჰუსეინი, - ,,არა მარტო ერაყის, არამედ, საერთოდ, მთელი არაბობის, საერთოდ, მთელი სამუსულმანოს წინააღმდეგ“.
არაბული ელიტისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანებამ სადამ ჰუსეინის მხარდასაჭერად, ანტიერაყულ კოალიციაში შემავალი არაბული მთავრობებიც აიძულა, ცოტა გაენელებინათ თავიანთი აქტიურობა და სჯარო განცხადებებიც შეერბილებინათ, არაბული მთავრობები გაემიჯნენ ან სულაც დაუპირისპირდნენ დასავლეთის შემდგომ მცდელობებს - ზემოქმედება მოეხდინა ერაყზე, მხარი არ დაუჭირეს არც საფრენად აკრძალული ზონის შემოღებას 1992 წლის ზაფხულში და არც ერაყის დაბომბვას 1993 წლის იანვარში. 1990 წლის დასავლურ-საბჭოურ-თურქულ-არაბული ანტიერაყული კოალიცია 1993 წლისთვის ლამის მხოლოდ დასავლეთისა და კუვეიტის კოალიციად იქცა ერაყის წინააღმდეგ.
მუსულმანები კიდევ უფრო დაუპირისპირდნენ დასავლთის ანტიერაყულ მოქმედებებს, როცა დასავლეთმა საქმეში მარცხი განიცადა და არც ისრაელი დასაჯა გაეროს რეზოლუციების დარღვევისათვის. დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს იყენებდაო. ამტკიცებდნენ ისინი. რას იზამ, სამყარო სადაც ცივილიზაციები ერთმანეთს ეჯახებიან, ორმაგ სტანდარტს ნამდვილად ვერ გაექცვა: თავიანთ მონათესავე ქვეყნებს ადამიანები სულ სხვ საზომით ზომავენ, ვიდრე დანარჩენებს.
მონათესავე ქვეყნის სინდრომმა იჩინა თავი ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოქმნილ კონფლიქტებშიც. სომხეთის სამხედრო წარმატებებმა 1992-92 წლებში აიძულა თურქეთი უფრო ქმედითი დახმარება გაეწია თავისი რელიგიური, ეთნიკური და ენობრივი თანამოძმეებისათვის აზერბაიჯანში. ,,თურქი ერი იმავეს გრძნობს და განიცდის, რასაც აზერბაიჯანელები“, თქვა 1992 წელს თურქეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. ,,ხალხი ჩვენგან პასუხს მოითხოვს. ჩვენი გაზეთები სიმხეცის ამსახველი ფოტოპირებითაა სავსე და, ბუნებრივია, იმასაც გვეკითხებიან, კვლავ სერიოზულად ვაპირებთ თუ არა ნეიტრალური პოლიტიკის გაგრძელებას. შეიძლება ჩვენ აქამდეც უნდა გვეჩვენებინა სომხეთისათვის, რომ რეგიონში დიდი თურქეთი არსებობს“. მსგავსი თვალსაზრისი გამოხატა პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმაც, როცა 1993 წელს დაიმუქრა: ,,თურქეთი კლანჭებს გამოაჩენსო“. დაზვერვის მიზნით, თურქეთი საჰაერო ძალების თვითმფრინავები მართლაც დაფრენდნენ სომხეთის საზღვრის გასწვრივ; თურქეთმა ასევე შეაჩერა საზღვაო თუ საჰაერო გზებით სომხეთისთვის პროდუქტის მიწოდება; და ბოლოს, ირანთან ეთად მტკიცედ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა აზერბაიჯანის დანაწევრებას.
არსებობის ბოლო წლებში საბჭოთა მთავრობა უფრო აზერბაიჯანს ეხმარებოდა, რადგან ამ უკანასკნელის ხელისუფლების სათავეში ყოფილი კომუნისტები იყვნენ. თუმცა საბჭოთა კავშირის აღსასრულთან ერთად, პოლიტიკურმა მოსაზრებებმა რელიგიურს დაუთმო ადგილი. რუსეთის ჯარის ნაწილები სომხების მხარეს იბრძოდნენ და აზერბაიჯანმაც ბრალი დასდო რუსეთის მთავრობას ,,180 გრადუსით შემობრუნებაში“ სომხეთის სასარგებლოდ.
ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით, დასავლეთის საზოგადოებამ თანაგრძნობა გამოხატა ბოსნიელი მუსულმანებისადმი და ის საშინელებანიც დაგმო, რაც მათ სერბების ხელში გადაიტანეს. თუმცა, იგივე დასავლეთი შედარებით გულგრილად შეხვდა მუსულმანებზე ხორვატების შეტევას და არც ბოსნია-ჰერცოგოვინას დაყოფისას გამოუდვია მაინცდამაინც თავი. იუგოსლავური რღვევის ადრეულ ეტაპზე, გერმნიამ უჩვეულო დიპლომატიური ინიციატივა და შეუპოვრობა გამოავლინა და ევროკავშირის დანარჩენი თერთმეტი წევრიც შეაგულიანა ეცნოთ სლოვენია და ხორვატია. პაპის გადაწყვეტილებას - ამ ორი კათოლიკური ქვეყნისთვის ძლიერი მხარდაჭერა აღმოეჩინა, - შედეგად ის მოჰყვა, რომ ვატიკანმა დაასწრო კიდეც მათი ცნობა ევროკავშირს. ევროპის მაგალითს შეერთებულმა შტატებმა მიბაძა. ამგვარად, დასავლური ცივილიზაციის მთავარი მოქმედი პირები რელიგიური თანამოძმების ზურგის გასამაგრებლად გაერთიანდნენ. შემდგომში ისიც გახდა ცნობილი, რომ ხორვატია მნიშვნელოვან შეიარაღებას იღებდა ცენტრალური ევროპისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისაგან. მეორე მხრივ, ბორის ელცინის მთავრობა შეეცადა შუალედურ კურსს მიჰყოლოდა, რომელიც მართლმადიდებელი სერბებისთვისაც მისაღები იქნებოდა და თან რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუმცა რუსეთის კონსერვატიულმა და ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა, ბევრი კანონმდებლის ჩათვლით, მაინც მწვავედ შეუტიეს მთავრობას არასაკმარისი თანმიმდევრობის გამო სერბების დახმარების საკითხში. 1993 წლის დასაწყისში რამდენიმე ასეული რუსი მოხალისე დაუფარავად მსახურობდა სერბიის შეიარაღებულ ძალებში და, როგორც ჯიუტი ხმები ირწმუნებოდნენ, რუსებმა სერბიაში ჯარის ნაწილებიც შეიყვანა.
ამავე დროს, მუსულმანური მთავრობები და დაჯგუფებები თვლიდნენ, რომ დასავლეთი ბოსნიას არაფრით ეხმარებოდა და მკაცრად აკრიტიკებდნენ ამის გამო. ირანის ლიდერებმა ყველა ქვეყნის მუსულმანს მოუწოდეს ბოსნიის დასახმარებლად; გაეროს ემბარგოს დარღვევით, ირანმა იარაღითაც მოამარაგა ბოსნია და ცოცხალი ძალაც მიაშველა; ირანის მხარდაჭერით, ლიბანურმა დაჯგუფებებმა პარტიზანები გაგზავნეს ბოსნიელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად. 1993 წლის მონაცემებით, ბოსნიაში თითქმის 4000 მუსულმანი იბრძოდა ოცამდე ისლამური ქვეყნიდან. საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მთავრობებს მათივე საზოგადოებებში არსებული ფუნდამენტალიტური დაჯგუფებები სულ უფრო ჯიუტად უკიჟინებდნენ. აქტიური დახმარება გაწიათ ბოსნიელთათვის.
ცნობილია, რომ 1992 წლის ბოლოსათვის საუდის არაბეთმა მნიშვნელოვანი ასიგნებანი გაიღო ბოსნიელთათვის იარაღისა და სურსათის შესაძენად, რამაც დიდად განაპირობა მათი სამხედრო უპირატესობა სერბებთან შედარებით.
ესპანეთის სამოქალაქო ომმა ოცდაათიან წლებში იმ ქვეყნების მხრიდან გამოიწვია ინტერვენცია, რომლებიც პოლიტიკურად ფაშისტური, კომუნისტური და დმოკრატიული იყვნენ. 90-იან წლებში კი იუგოსლავიური კონფლიქტი იწვევს მუსულმანური, მართლმადიდებლური და დასავლურ-ქრისტიანული ქვეყნების ინტერვენციას. პარალელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ,,ომი ბოსნია-ჰერცოგოვინაში ესპანეთის სამოქალაქო ომში ფაშიზმთან ბრძოლის ემოციურ ეკვივალენტად იქცა“, შენიშნა საუდის არაბეთის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა. ,,იქ დახოცილები წმინდა მოწამეებად შეირაცხნენ, რადგან თავიანთი მოძმე მუსულმანების გადარჩენას ცდილობდნენ“.
კონფლიქტები და ძალადობა ერთი და იმავე ცივილიზაციის სახელმწიფოებსა და დაჯგუფებებს შორისაცაა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც ჩანს, ცივილიზაციათა კონფლიქტებთან შედარებით ისინი ნაკლებად დაძაბულიც იქნება და უფრო იშვიათიც. საერთო ცივილიზაციის წევრობა ამცირებს ძალადობის ალბათობას იმგვარ სიტუაციაში, სადაც სხვა შემთხვევაში ის აუცილებლად იჩენს თავს. 1991-92 წლებში ბევრი იყო შეშფოთებული მოსალოდნლი მძაფრი კონფლიქტის გამო რუსეთსა და უკრაინას შორის, რის საფუძველსაც იძლეოდა ტერიტორიული უთანხმოებანი ყირიმთან დაკავშირებით, შავი ზღვის ფლოტსა და ბირთვული იარაღის გაყოფის თაობაზე ამტყდარი დავაც და ეკონომიკური პრეტენზიებიც. მაგრამ თუკი აუცილებლად გასათვალისწინებელი მთავარი ფაქტორი მართლაც ცივილიზაციაა, მაშინ ძალადობის შესაძლებლობა რუსებსა და უკრაინელებს შორის თავიდანვე ძალიან მცირე იყო. ესაა ორი სლავური, ძირითადად, მართლმადიდებელი ხალხი, ვისაც საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. მართლაც, 1993 წლის დასაწყისისათვის, მიუხედავად კონფლიქტისათვის ყველა მიზეზის არსებობისა, ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად მაინც მოახერხეს დაძაბულობის ჩაცხრობა. მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში ერთმანეთს ებრძოდნენ მუსულმანები და ქრისტიანები, დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა და ცალკეული შეჯახებებიც კი ხდებოდა, მართლმადიდებლებსა და დასავლნური ქრისტიანობის აღმსარებლებს შორის ბალტიისპირეთში, რუსებსა და უკრაინელეს, ფაქტობრივად, არავითარი ძალადობისათვის არ მიუმართავთ.
აქამდე ცივილიზაციის გამთლიანებას ბევრი რამ აფერხებდა, მაგრამ დღეს ეს ტენდენცცია უკვე გამოიკვეთა და, ცხადია, პოტენციურად მას გაცილებით უფრო ფართო ხასიათის მიღება შეუძლია. სავარაუდოა, რომ ერების პოზიციებიც და მათ შორის ნაპრალებიც სულ უფრო მეტად დაემთხვა ცივილიზაციათა გამყოფ ხაზებს.
არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს წლებში რეგიონალური კონფლიქტები, ცივილიზაციათა საზღვრებს გასწვრივ, დიდ ომებში გადაიზარდოს, როგორც ბოსნიასა და კავკასიაში. მომავალი მსოფლიო ომი, თუკი ასეთი რამ საერთოდ მოსალოდნელია, უკვე ცივილიზაციათა შორის ომი იქნება.
დასავლეთი და დანარჩენი მსოფლიო: ერთი ყველას წინააღმდეგ
სხვა ცივილიზაციებთან შედარებით, დასავლეთი დღეს ძალაუფლების მწვერვალზე დგას. მისი მოწინააღმდეგე ზესახელმწიფო რუკიდან გაქრა. საომარი კონფლიქტი დასავლურ სახელმწიფოთა შორის წარმოუდგენელია. სამხედრო ძლიერებაშიც ტოლი არა ჰყავს. თუ იაპონიას არ ჩავთვლით, დასავლეთს არც ეკონომიკური მეტოქე უპირისპირდება. ის საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც დომინირებს. ის უსაფრთხოების ინსტიტუტშიც და იაპონიასთან ერთად, ეკონომიკურშიც. ნებისმიერ გლობალურ პოლიტიკურ დავას შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ეკონომიკურს კი - შეერთებული შტატების, გერმანიისა და იაპონიის მმართველი წრეები აგვარებენ. გაეროს უშიშოების საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებანი, რომლებიც პრაქტიკულად დასავლეთის ინტერესებს შეესაბამება, მსოფლიოს წარედგინება საერთაშორისო თანამეგობრობის მისწრაფებათა გამომხატველ დოკუმენტად. თვით ფრაზა ,,საერთაშორისო თანამეგო ბრობა“ ერთგვარ ევფემისტურ კრებით სახელად იქცა (,,თავისუფალი სამყაროს „ნაცვლად), რამაც შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ძალების ინტერესებით განპირობებულ ქმედებებს საყოველთაო კანონიერების სახე უნდა მისცეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების მეშვეობით, დასავლეთი თავის ეკონომიკურ პოტენციალს აფართოებს და იმ ეკონომიკურ პოლიტიკას ახვევს თავს სხვა ერებს, რომელიც თვითონ მიაჩნია სასურველად. არადასავლური ქვეყნების ნებისმიერ საარჩევნო სიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნამდვილად მოიპოვებდა ფინანსთა მინისტრებისა და ზოგიერთი სხვა თანამდებობის პირის მხარდაჭერას, მაგრამ ამომრჩევლის ძირითადი მასა ალბათ სსფ-ს ოფიციალური პირების გიორგი არბატოვისეულ დახასიათებას უფრო გაიზიარებდა: ,,ესენი არიან ნეობოლშევიკები, ძალიან რომ უყვართ სხვსი ფულის ექსპროპრიაცია; არადემოკრატიული, უცხო ეკონომიკური წესებისა თუ პოლიტიკური სისტემების თავს მოხვევა და ეკონომიკური თავისუფლების ჩახშობა“.
უშიშროების საბჭოსა და მის გადაწყვეტილებებზე დასავლეთის ლამის ერთპიროვნულმა დომინირებამ, რასაც დროდადრო მხოლოდ ჩინეთი თუ ეწინააღმდეგება, შესაძლებელი გახადა ძალის გამოყენებაც კუვეიტიდან ერაყის გამოსადევნად, ერაყის მიერ უკვე გამოცდილი იარაღის განადგურებაც და შემდგომში ამგვარი იარაღის წარმოების აკრძალვაც. დასავლეთი ეფექტურად იყენებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, სამხედრო ძლიერებას და ეკონომიკურ რესურსებს მსოფლიოს იმგვარად სამართავად, რომ საკუთარი გავლენაც შეინარჩუნოს და დასავლური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფასეულობანიც საყოველთაოდ გაავრცელოს.
ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ხედავენ ახალ მსოფლიოს არადასავლელები და მათი შეხედულებაც სიმართლის მნიშვნელოვან წილს შეიცავს. ამგვარად, სხვაობა გავლენათა დონეში და სამხედრო, ეკონომიკური თუ საკანონმდებლო ძალაუფლებისათვის ბრძოლა დასავლეთსა და სხვა ცივილიზაციებს შორის კონფლიქტის ერთი შესაძლო წყაროა. მეორე წყარო კულტურებს, ანუ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და რწმენათა შორის სხვაობაა. როგორც ვ.ს. ნაიპოლი ამტკიცებს, დასავლური ცივილიზაცია ,,უნივერსალური ცივილიზაცია“, რომელიც ,,ყველა ადამიანისათვის ზედგამოჭრილია“. ზედაპირულ დონეზე, დასავლური კულტურის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მართლაც შეაღწია დანარჩენ მსოფლიოში. თუმცა, უფრო ძირეულ დონეზე დასავლური წარმოდგენები საფუძვლიანად განსხვავდებოდა სხვა ცივილიზაციებში გაბატონებული წარმოდგენებიდან. ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის დასავლური იდეები ხშირად ძალიან სუსტ გამოძახილს პოულობს ისლამურ, კონფუციანურ, იაპონურ, ინდურ, ბუდისტურ თუ მართლმადიდებლურ კულტურებში. ამგვარი იდეების პროპაგანდა დასავლეთის მხრიდან სანაცვლოდ იწვევს რეაქციას ,,დემოკრატიული იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია არადასავლურ კულტურებში რელიგიური ფუნდამენტალიზმის აქტიური მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის მიერ. თავისთავად მოსაზრება ,,უნივერსალური ცივილიზაციის“ არსებობის შესახებ, წმინდა დასავლური იდეაა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უმეტეს აზიურ საზოგადოებათა პარტიკულარიზმს. მათ ძირეულ შეხედულებებს ერთი ხალხის მეორისგან განსხვავების თაობაზე: მართლაც, როგორც სხვადასხვა საზოგადოებაში ჩატარებულმა ღირებულებათა შედარებითმა კლევამ დაადასტურა, ,,დასავლეთის ყველაზე უფრო ფასეული ღირებულებანი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ნალებად ფასობენ“. პოლიტიკურ სფეროში, რა თქმა უნდა, ამ განსხვავებებს ყველაზე ნათლად ადასტურებს შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა დიდ სახელმწიფოთა მცდელობანი, სხვებიც აზიარონ დემოკრატიისა და პიროვნების უფლებათა დასავლურ იდეებს. თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის სტილი დასავლეთში იღებს სათავეს. არადასავლურ საზოგადოებებში კი ის ან დასავლეთის კოლონიალიზმის ნაყოფია, ან - იძულების.
მომავალში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური ღერძი, როგორც ჩანს, იქნება კონფლიქტი ,,დასავლეთსა და დანარჩენებს შორის“ და არადასავლური ცივილიზაციების საპასუხო რეაქცია დასავლეთის ძლიერებასა და ღირებულებებზე. ამგვარი რეაქცია, როგორც წესი, ერთგვაროვანია ან სამი სხვადასხვა ფორმის კომბინაციას წარმოადგენს. ერთგვაროვანია ან სამი სხვადასხვა ფორმის კომბინაციას წარმოადგენს. ერთი უკიდურესობაა, როცა არადასავლურ სახელმწიფოებს, ბირმისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, შეუძლიათ ბოლომდე იზოლაციის კურსის გატარებას შეეცადონ, საკუთარი საზოგადოებანი დასავლეთის ,,გამრყვნელი ზეგავლენისაგან“ დაიცვან და ამის შედეგად დასავლეთის მიერ მართული გლობალური საზოგადოებისაგან გარიყულნი დარჩნენ. თუმცა, მსგავსი კურსის საზღაური, ძალიან მძიმეა და ცოტა ქვეყანა თუ მისცემს თავს ამგვარი ფუფუნების ნებას. მეორე ალტერნატივა იგივეა, რაც ,,გამარჯვებულის მიმხრობის“ ტაქტიკა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში: დასავლეთთან შეერთების მცდელობა და მისი ღირებულებების და წესრიგის გათავისება. მესამე ალტერნატივაა დასავლეთის ,,გაწონასწორების“ და საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო განვითარების გზით, სხვა არადასავლურ სახელმწიფოებთან დასავლეთის წინააღმდეგ თანამშრომლობით და ტრადიციული ღირებულებების, ცხოვრების წესის დაცვითა და შენარჩუნებით; მოკლედ, მოდერნიზაცია, მაგრამ ვესტერნიზაციის გარეშე.
გახლეჩილი ქვეყნები
რამდენადაც ადამიანებს ცივილიზაციათა მიხედვით დიფერენცირება ახასიათებთ, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის მსგავსი ქვეყნები მომავალში დაშლის აშკარა კანდიდატები არიან. არსებობს სხვა ტიპის ქვეყნებიც, რომელეთაც კულტურული ერთგაროვნების ხარისხი ნამდვილად გააჩნიათ, მაგრამ საზოგადოებაში განხეთხილებას იწვევს იმაზე დავა, თუ რომელ ცივილიზაციას მიაკუთვნონ თავი. ამ ტიპის ქვეყნები გახლეჩილი ქვეყნებია. მათი ლიდერები, ჩვეულებრივ, ცდილობენ გამარჯვებულის მიმხრობის სტრატეგიას მისდიონ და თავიანთი ქვეყნები დასავლური სამყაროს წევრებად აქციონ, თუმცა მათი ისტორია, კულტურა და ტრადიციები არადასავლურია. ამ მხრივ ყველაზე გამოკვეთილი და პროტოტიპური ქვეყანა თურქეთია. მეოცე საუკუნის ბოლოს თურქეთის ლიდერები ათათურქის ტრადიციას მიჰყვებიან და თურქეთს თანამედროვე საერო, დასავლურ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. მათ დასავლეთის მოკავშირეობა ამჯობინეს ნატოშიც და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომშიც. თურქეთმა ევროგაერთიანებასაც მიმართა გაწევრიანების თხოვნით, მაგრამ ამავე დროს, თურქული საზოგადოების გარკვეული ელემენტები ისლამურ აღორძინებას უჭერენ მხარს და თურქეთს, არსებითად, ახლო აღმოსავლურ მუსულმანურ საზოგადოებად აცხადებენ. ნიშანდობლივია, რომ თუკი ადგილობრივი ელიტა თურქეთს დასავლურ საზოგადოებად განიხილავს, თავის მხრივ, დასავლეთის ელიტა უარს ამბობს ასეთად ჩათვალოს იგი. თურქეთი ვერ გახდება ევროგაერთიანების წევრი. მიზეზი? როგორც პრეზიდენტმა ოზალმა თქვა: ,, ჩვენ მუსულმანები ვათ, ისინი ქრისტიანები, ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობენ“. მექას უარყოფისა და ბრიუსელიდან უარის მიღების შემდეგ ახლა საით იყურება თურქეთი? ამ კითხვის პასუხი შეიძლება ტაშკენტი იყოს. საბჭოთა კავშირის აღსასრული შესაძლებლობას აძლევს თურქეთს იმ აღორძინებული თურქული ცივილიზაციის ლიდერი გახდეს, რომელიც შვიდ ქვეყანას მოიცავს საბერძნეთის საზღვრიდან ჩინეთის საზღვრამდე. დასავლეთის მიერ წახალისებული თურქეთი ენერგიულად ცდილობს ხელიდან არ გაუშვას და რეალობად აქციოს ეს ახალი შანსი.
გასული ათასწლეულის განმავლობაში მექსიკის მდგომარეობაც რამდენადმე დაემსგავსა თურქეთისას. აქაც უარი ითქვა ისტორიულ დაპირისპირებაზე ევროპასთან. მექსიკამ შეწყვიტა შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საკუთარი მეობის დამტკიცება და ამის ნაცვლად ამერიკული ცხოვრების წესის მიბაძვა და ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში ინტეგრირება დააპირა. მექსიკელი ლიდერები დიდ საქმეს შეეჭიდნენ, როცა მექსიკური მეობის ხელახლა განსაზღვრა დაისახეს მიზნად და საფუძვლიანი ეკონომიკური რეფორმებიც გაატარეს, რამაც, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. 1991 წელს პრეზდენტ კარლოს სალინასის მთავარმა მრჩეველმა დაწვრილებით ამოწერა ყველა ცვლილება, რასაც სალინისის მთავრობა ახორციელებდა. როცა სიტყვა დაასრულა, მე შევნიშნე - ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მეჩვენება, რომ არსებითად თქვენ გსურთ მექსიკა ლათინო- ამერიკულიდან ჩრდილო-ამერიკულ ქვეყნად გადააქციოთ-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა და წამოიძახა: ,,სწორია! ზუსტად ამას ვცდილობთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ გვითქვამს“. როგორც მისი ნათქვამიდანაც ჩანს, მექსიკაშიც, ისევე როგორც თურქეთში, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგება საკუთარი ქვეყნის მეობის გადასინჯვას. თურქეთში ევროპული ორიენტაციის ლიდერები იძულებული არიან კუთვნილი ხარკი მიუზღონ ისლამს (ოზალის სალოცავად წასვლა მექაში); ასევე მქსიკის ჩრდილო ამერიკაზე ორიენტირებული ლიდერებიც გარკვეულად ,,ებოდიშებიან“ იმათ, ვისაც ძველებურად უნდა, რომ მექსიკა ლათინო-ამერიკულ ქვეყნად დარჩეს (სალინასის იბერო-ამერიკული სამიტი გვადალაჰარაში).
ისტორიულად კლასიკური გახლეჩილი ქვეყანა თურქეთი იყო. დღეს შეერთებული შტატებისათვის უშუალო სიახლოვეს გახლეჩილი ქვეყანა მექსიკაა. გლობალურად კი უმნიშვნელოვანეს გახლეჩილ ქვეყანას რუსეთი წარმოადგნს. დასავლეთის ნაწილია რუსეთი თუ გამორჩეული სლავურ-მართლმადიდებლური ცივილიზაციის ლიდერი - მარადიული კითხვაა მთელი რუსული ისტორიის მანძილზე. კომუნისტების გამარჯვებამ დროებით შეანელა ეს დავა, რადგან მათ რუსეთში არსებითად დასავლური იდეოლოგია შემოიტანეს, მიუსადაგეს რუსულ პირობებს და მერე დასავლეთსავე დაუპირისპირდნენ ამ იდეოლოგიის სახელით. კომუნიზმის ბატონობამ ბოლო მოუღო ისტოგრიულ კამათს რუსეთის ვესტერნიზაციის შესახებ რუსიფიკაციის საპირისპიროდ. კომუნიზმის დისკრედიტაციის შემდეგ, რუსები ერთხელ კიდევ დადგნენ მსგავსი დილემის წინაშე.
პრეზიდენტი ელცინი დასავლურ პრინციპებსა და მისწრაფებებს ანიჭებს უპირატესობას და ცდილობს რუსეთი ,,ნორმალურ“ ქვეყნად, ანუ დასავლეთის ნაწილად გადააქციოს, და მაინც, როგორც რუსეთის ელიტა, ასევე საერთოდ, რუსი ხალხიც ამ დავის ნიადაგზე ორადაა გათიშული. სერგეი სტანკევიჩი, ერთ-ერთი შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი, ამტკიცებს, რომ რუსეთმა ,,ანალიტიკური“ კურსი უნდა უარყოს, მისი აზრით, ,,ეს კურსი ხელოვნურად დაჩქარებული გზით აქცევს რუსეთს მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად. შვიდულის მერვე წევრად, და აიძულებს ნაწილობრივ მაინც დამოკიდებელი გახდეს გერმანიასა და შეერთებულ შტატებზე, როგორც ატლანტიკური ალიანსის ორ მთავარ წევრზე“. სტანკევიჩის თქმით, რუსეთმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რუსების დაცვას სხვა ქვეყნებში, განავითაროს კავშირები თურქეთთან და მუსლიმანურ სამყაროსთან, ხელი შეუწყოს ,,ჩვენი რესურსების, ჩვენი არჩევანის, ჩვენი კავშირებისა და ჩვენი ინტერესების საგრძნობ გადახრას აზიის, ზოგადად, აღმოსავლეთის მიმართულების სასარგებლოდ“. ამ მრწამსის ხალხი ელცინს აკრიტიკებს სწორედ დასავლეთისამი რუსეთის ინტერესების დაქვემდბარების, ქვეყნის სამხედრო ძლიერების შესუსტების, ტრადიციულად მეგობარი სერბებისათვის არასაკმარისი დახმარებისა და ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმების ფორსირებულად, რუსი ერისთვის საზიანოდ წარმართვის გამო. ამ ტენდენციის გამოხატულებაა პიოტრ სავიცკის იდეების ხელახალი პოპულარობაც; საუკუნის ოციან წლებში სწორედ სავიცკი ამტკიებდა, რუსეთი უნიკალური ევრაზიული ცივილიზაციააო. უფრო უკიდურესად განწყობილი დისიდენტები გაცილებით დაუფარავად გამოხატავენ უაღრესად ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და ანტისემიტურ შეხედულებებს, და ფიქრობენ, რომ რუსეთმა უფრო მჭიდრო კავშირები უნდა დაამყაროს ჩინეთთან და მუსულმანურ ქვეყნებთან, 1922 წლის გაზაფხულზე რუსეთის ევროპულ ნაწილში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 40%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს დასავლეთისადმი, 36%-ს კი - უარყოფითი, ასე რომ, მეოცე საუკუნის 90-იან წლებშიც რუსეთი კვლავ გახლეჩილ ქვეყნად რჩება.
საკუთარი ცივილიზაციისმიერი მეობის ხელახლა განსაზღვრისათვის ასეთმა ქვეყანამ სამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს. 1) მთლიანობაში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა მხარს უნდა უჭედეს ამ ნაბიჯს და მზად უნდა იყოს მის გადასადგმელად. 2) ელიტის გადაწყვეტილებას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილიც უნდა ემთხვეოდეს. 3) ახლადმოქცეულის მიღება იმ ცივილიზაციის ყველაზე გავლენიან დაჯგუფებებს უნდა უნდოდეს, რომლისკენაც ის მიისწრაფის. მექსიკა ძირითადად სამივე მოთხოვნას პასუხობს. პირველ ორს, მეტ-ნაკლებად, თურქეთი. ძალზე ბუნდოვანია, პასუხობს თუ არა რომელიმეს რუსეთი დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. კონფლიქტი ლიბერალურ დემოკრატიზმსა და მარქსიზმ-ლენინიზმს შორის იმ იდეოლოგიათა დაპირისპირება იყო, რომელნიც, მიუხედავად ძირული განსხვავებისა, სიტყვით მაინც ერთნაირად იზიარებდნენ თავისუფლების, თანასწორობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნებს. ტრადიციულ, ავტორიტარულ, ნაციონალისტურ რუსეთს თავისუფლად შეიძლება სულ სხვა მიზნები ჰქონდეს. დასავლელი დემოკრატი ახერხებდა იდეოლოგიურ კამათს საბჭოთა მარქსისტთან. მსგავსი კამათი რუს ტრადიციონალისტთან, მეტი რომ არ ვთქვათ, ნამდვილად გაჭირდება. მას შემდეგ, რაც მარქსისტებივით აღარ იქცევიან, რუსები და ლიბერალურ დემოკრატიაზეც უარს იტყვიან, ანუ მოიქცევიან როგორც რუსები და არა როგორც დასავლელები, მაშინ ურთიერთობა რუსეთსა და დასვლეთს შორის შეიძლება ისევ ,,გაცივდეს“ და კონფლიქტურიც გახდეს.
კონფუციანურ-ისლამური კავშირი
დასავლეთთან ინტეგრაციისათვის არადასვლურ ქვეყნებს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულებები ეღობებათ წინ. ლათინურ-ამერიკული და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისათვის ისინი ნაკლებია, ყოფილი საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ქვეყნებისათვის მეტი, და კიდევ უფრო მეტი - მუსულმანური, კონფუციანური, ინდური და ბუდისტური საზოგადოებებისათვის. ის ქვეყნები, რომელთაც კულტურული მიზეზებითა თუ ძალაუფლების დაკარგვის შიშით არ სურთ ან არ შეუძლიათ დასავლეთთან შეერთება, საკუთარი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძლიერების ზრდით ეჯიბრებიან მას. ამ მიზნის განხორციელებას ახერხებენ როგორც ადგილობრივი, შიდა პოტენციალის განვითარების გზით, ასევე სხვა არადასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობით. მსგავსი თანამშრომლობის ყველაზე ცნობილი ფორმა კონფუციანურ-ისლამური კავშირია - შექმნილი დასავლეთის ინტერესებთან, ფასეულობებთან და ძალაუფლებასთან დასაპირისპირებლად.
თითქმის უკლებლივ ყველა დასავლური სახელმწიფო ამცირებს სამხედრო ძლიერებას; ელცინის მმართველობის დროს ასევე იქცევა რუსეთიც. აი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ზოგიერთი ახლო აღმოსავლური სახელმწიფო კი მნიშვნელოვნად აძლიერებს საკუთარ სამხედრო პოტენციალს. ეს ხორციელდება როგორც დასავლური თუ არადასავლური წყაროებიდან იარაღის იმპორტის, ისე ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების საშუალებით. ამის ერთი შედეგია ,,იარაღის სახელმწიფოების“ გაჩენა, როგორც ჩარლზ კრაუტჰამერი უწოდებს მსგავს ქვეყნებს (სხვათა შორის, არც ერთი მათგანი არ არის დასავლური ტიპის). მეორე შედეგი კი იარღის კონტროლის პრინციპის გადასინჯვა, რაც დასავლეთის კონცეფციაა და დასავლეთის მიზანსაც შეადგენს. ცივი ომის დროს, შეიარაღების გაკონტროლების ძირითადი მიზანი იყო მყარი სამხედრო თანაფარდობის შენარჩუნება, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, ხოლო მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებს შორის. ცივი ომის შემდგომ კონტროლის აუცილებლობა განპირობებულია დასავლეთის ინტერესების საზიანო სამხედრო პოტენციალის ზრდის შესაკავებლად არადასავლურ ქვეყნებში. დასავლეთი ამის გაკეთებას საერთაშორისო შეთანხმებების, ეკონომიკური ზეწოლის და იარაღისა თუ სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლა-გამოცვლაზე ზედამხედველობის გზით ცდილობს.
დასავლეთსა და კონფუციანურ-ისლამური სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ფოკუსირდება ძირითადად (თუმცა, არა მხოლოდ) ბირთვულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ იარაღზე, ბალისტიკურ რაკეტებზე, მათ მატარებლებზე და რაკეტების სამართავად თუ გამოსავლენად აუცილებელ ელექტონულ საშუალებებზე. დასავლეთი შეიარაღების შეზღუდვას საყოველთაო ნორმად მიიჩნევს. ის სხვადასხვა სანქციებით ემუქრება ყველას, ვინც იარაღის შემდგომ წარმოებას და განვითარებას ისახავს მიზნად და, პირიქით, გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს მათ, ვისაც ამგვარი სურვილები არ ამოძრავებს. ბუნებრივია, დასავლეთის ყურადღება ძირითადად იქითკენაა მიმართული, საიდანაც აშკარად თუ პოტენციურად გრძნობს მტრულ განწყობილებებს.
თავის მხრივ, არადასავლური ერები იცავენ საკუთარ უფლებას შეიძინონ და აწარმოონ ნებისმიერი იარაღი, რაც აუცილებლად მიაჩნიათ უსაფრთხოებისათვის. მათ სათანადო დასკვნები გამოიტანეს ინდოეთის თავდაცვის მინისტრის პასუხიდან კითხვაზე, თუ რა გაკვეთილი მიიღო მან სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომიდან: ,,არ ეომო შეერთებულ შტატებს, თუკი ბირთვული იარაღი არა გაქვს!“ ბირთვული იარაღი, ქიმიური იარაღი და რაკეტები მიჩნეულია დასავლეთის დომინირების პოტენციური გაწონასწორების საშუალებად, მაგრამ ეს თვალსაზრისი, ალბათ, მაინც მცდარია, რა თქმა უნდა, ჩინეთს უკვე გააჩნია ბირთვული იარაღი; პაკისტანსა და ინდოეთს - ამ იარაღის შექმნის შესაძლებლობა; ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ერაყი, ლიბია და ალჟირი, როგორც ჩანს, უკვე რეალურად ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას. ირანის მაღალი ჩინის ოფიციალური პირის განცხადებით, ბირთვული იარაღით ყველა მუსულმანური ქვეყანა უნდა აღიჭურვოს. ირანის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 1988 წელს გამოსცა დირექტივა, რომელიც მოუწოდებდა ,,შეტევითი და თავდაცვითი ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური იარაღის“ შექმნისაკენ.
დასავლეთის საპირისპიროდ, სამხედრო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩინეთის შეიარაღების შეუნელებელი ზრდა და მისი განზრახვა გადაიქცეს მილიტარისტულ სახელმწიფოდ. აშკარა ეკონომიკური წინსვლით წახალისებული ჩინეთი სულ უფრო და უფრო ზრდის სამხედრო ხარჯებს და ენერგიულად მიიწევს წინ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის საქმეში: ყიდულობს იარაღს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან; აკეთებს შორეული მოქმედების რაკეტებს; 1992 წელს ცდის ერთ მეგატონიან ბომბს; ავითარებს ენერგეტიკას; ეუფლება ჰაერში თვითმფრინავის საწვავით მომარაგების ტექნოლოგიას და ცდილობს ავმიამზიდის შესყიდვას. ამავე დროს ჩინეთი იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების მთავარი ექსპორტიორიცაა. მან ლიბიასა და ერაყს მიაწოდა ნედლეული, რომელიც შეიძლებოდა ბირთვული იარაღისა და ნერვული გაზის საწარმოებლად გამოყენებულინყო. ის დაეხმარა ალჟირს ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოსადეგი რეაქტორის აშენებაში; მიჰყიდა ირანს ბირთვული ტექნოლოგია, რაც, ამერიკელი ექსპერტების ღრმა რწმე ნით, იარღის შექმნას უნდა მოხმარებოდა და სრულიად აშკარად, დაუფარავად გადაიტანა პაკისტანში 300 მილის რადიუსში მოქმედი რაკეტების კომპონენტები. გარკვეული დროის მანძინლზე ჩრდილოეთ კორეაშიც მოქმედებდა ბირთვული იარაღის პროგრამა და მან უახლესი რაკეტები და ტექნოლოგია მიჰყიდა სირიასა და ირანს. იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიის გადინება, როგორც წესი, ხდება აღმოსავლეთ აზიიდან შუა აღმოსავლეთისაკენ. თუმცა შეიმჩნევა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებითაც. მაგალითად, ჩინეთმა პაკისტანიდან მიიღო სტინგერის ტიპის რაკეტები.
ამგვარად, კონფუციანურ-ისლამური სამხედრო კავშირები უკვე დადასტურებული ფაქტია და მიზნად ისახავს მისი წევრების უახლეს იარაღითა და ტექნოლოგიით აღჭურვას დასავლეთის სამხედრო ძლიერებასთან დასაპირისპირებლად. ეს კავშირი შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება -არა. დღეს კი შეიარაღებულმა ქიშპობამ ახალი ფორმა მიიღო და უკვე დასავლეთსა და ისლამურ-კოფუციანურ სახელმწიფოებს შორის იჩინა თავი. ძველმოდურ გამალებულ შეიარაღებაში ყოველი მხარე თავის საკუთარ იარაღს აწარმოებდა თანაფარდობის ან უპირატესობის მიღწევის მიზნით. დღევანდელ სიტუაციაში, ერთი მხარე აწარმოებს იარაღს, ხოლო მეორე თანაფარდობის მიღწევას კი არ ცდილობს, არამედ ამ მზარდი შეიარაღების შეზღუდვას, და, ამავე დროს, საკუთარი სამხედრო პოტენციალის შემცირებასაც.
დასკვნები დასავლეთისათვის
ეს სტატია სრულებითაც არ ამტკიცებს, თითქოს ცივილიზაციისმიერი მეობა შეცვლის ყველა სხვას, სახელმწიფოები გაქრებიან, ყოველი ცივილიზაცია ერთ ხმაშეწყობილ პოლიტიკურ მთლიანობად იქცევა, ცივილიზაციათა ფარგლებში კი ცალკეული ჯგუფები არასოდეს დაპირისპირდებიან და არ იომებენ ერთმანეთში. უბრალოდ, ესაა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ცივილიზაციათა შორის არსებული განსხვავებანი რეალურია და ანგარიშგასაწევი; ცივილიზაციისმიერი ცნობიერება ფართოვდება; ცივილიზციათა კონფლიქტი როგორც გლობალურად გაბატონებული ფომა, გააძევებს იდეოლოგიურ თუ სხვა სახის კონფლიქტებს; საერთაშორისო ურთიერთობანი ისტორიულად დასავლური ცივილიზაციის ჩარჩოებში გათამაშებული პიესა - სულ უფრო და უფრო მეტად ექვემდებარება დევესტერნიზაციას და მალე ისეთ პიესად გადაიქცევა, სადაც არადასავლური ცივილიზაციები სტატისტებიდან მთავარ მოქმედ პირებად მოგვევლინებიან; სხვადასხვა ცივილიზაციის დაჯგუფებათა შორის კონფლიქტები უფრო ხშირი, ხანგრძლივი და სასტიკი იქნება, ვიდრე კონფლიქტები ერთი ცივილიზაციის შიგნით; ეს კი ყველაზე სავარაუდო და სახიფათო წყაროა ამ ესკალაციისა, რამაც გლობალურ ომებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ღერძი იქნება ძალთა თანაფარდობა ,,დასავლეთსა და დანარჩენებს“ შორის; ზოგჯერ არადასავლურ გახლეჩილ ქვეყანაში ელიტა შეეცდება თავისი ქვეყანა დასავლეთის ნაწილად აქციოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დიდ წინააღმ,დეგობას წააწყდება; უახლოეს მომავალში ცენტრალური კონფლიქტი ფოკუსირდება დასავლეთისა და რამდენიმე ისლამურ-კონფუციანური სახელმწიფოს ურთიერთობაზე.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს თავგამოდებით ვიცავდე ცივილიაციათა შორის კონფლიქტთა შესაძლებლობას. ყოველივე ზემოთქმული, უბრალოდ, იმ ვარაუდის ნათლად წარმოჩენის ცდაა, რაგვარი შეიძლება იყოს მომავალი. თუმცა, თუკი ვარაუდი დამაჯერებელია, მაშინ აუცილბელია დასკვნების გათვალისწინებაც შემდგომი დასვლური პოლიტიკისათვის. ეს დასკვნები ორად იყოფა: მოკლევადიან - უპირატესობის მისაღწევ და ხანგრძლივ - თანაცხოვრებისათვის გამიზნულ დასკვნებად. დროის უფრო მოკლე პერიოდში, აშკარაა, რომ დასავლეთი დაინტერესებული უნდა იყოს გამთლიანებითა და ფართო თანამშრომლობით საკუთარი ცივილიზაციის ფარგლებში, კერძოდ, მის ევროპულ და ჩრდილო ამერიკულ შემადგენელ ნაწილებს შორის; მან უნდა შეიერთოს აღმოსავლეთი ევროპისა და ლათინური ამერიკის საზოგადობები, რომელთა კულტურაც ახლოა დასავლეთთან; შეინარჩუნოს და განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან და იაპონიასთან; არ დაუშვას ლოკალური, შიდაცივილიზაციური კონფლიქტების დიდ შიდაცივილიზაციურ ომებში გადაზრდა; შეზღუდოს კონფუციანური და ისლამური სახელმწიფოების სამხედრო ძალების ზრდა; ზომიერად შეამციროს საკუთარი შეიარაღება და შეინარჩუნოს სამხედრო უპირატეობა აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასვლეთ აზიაში; გამოიყენოს განსხვავებანი და კონფლიქტები კონფუციანურ და ისლამურ ქვეყნებს შორის; მხარი დაუჭიროს სხვა ცივილიზაციებში იმ ჯგუფებს, ვინც სიმპათიას გამოხატავს დასავლური ღირებულებებისა და ინტერესებისადმი; გააძლიეროს საერთაშორისო ინსტიტუტები. რომლებიც გმოხატავენ და აკანონებენ დასავლურ ინტერესებსა და ღირებულებებს, ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუტებში არადასავლური სახელნწიფოების ჩართვას.
რაც შეეხება დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ამ შემთხვევაში სხვა საზომებია გამოსაძებნი. დასავლური ცივილიზაცია ერთდროულად დასავლურიცაა და თანამედროვეც. არადასავლურმა ცივილიზაციებმ,ა სცადეს გათანამედროვეობა გადასავლურების გარეშე. ამ მხრივ, სრული წაარმატების მოპოვება მხოლოდ იაპონიამ მოახერხა. არადასვლური ცივილიზაციები კვლავაც ეცდებიან კეთილდღეობის მიღწევასაც, ტექნოლოგიათა გაუმჯობესებებსაც, კვალიფიკაციის ამაღლებასაც, დანადგარებისასა და იარაღის სრულყოფასაც - ეს ყველაფერი თანამედროვეობის ატრიბუტებია. მაგრამ ისინი შეეცდებიან ამ ატრიბუტების შეთანხმებას და შეთავსებას საკუთარ ტრადიციულ კულტურასა და ფასეულობებთან. მათი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება დასავლეთთან მიმართებაში გაიზრდება. ამდენად, დასვლეთიც სულ უფრო და უფრო მეტად გახდება იძულებული თავის გვერდით შეეგუოს იმ არადასავლურ თანამედროვე ცივილიზაციებს, რომელთა ძლიერება დასავლეთისას მიუახლოვდება, მაგრამ ფასეულობანი და ინტერესები კი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ამ ცივილიზაციებთან ურთიერთობისას საკუთარი ინტერესების დასაცავად დასავლეთს არა მარტო ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობის შენარჩუნება მოეთხოვება, არამედ, არადასავლურ ცივილიზაციათა საფუძველში ჩადებული სიღრმისეული. რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების და მათი ცხოვრების წესის უფრო ღრმა გაგებაც. გარკვეული მცდელობა გახდება საჭირო როგორც დასავლეთის, ისე სხვა ცივილიზაციების მხრიდან, ერთმანეთში განსხვავებების გარდა მსგავსების შესამჩნევადაც უნივერსალურ ცივილიზაციამდე ჯერ საკმაოდ შორია. მსოფლიო ალბათ კიდევ კარგა ხანს იქნება სხვადასხვა ცივილიზაციით დასახლებული და ამიტომაც ყოველ მთგანს დანარჩენების გვერდით მოუწევს ცხოვრების სწავლა.
![]() |
2 დასავლეთის იდეა ქართულ ცნობიერებაში |
▲back to top |
გია ნოდია
საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, როცა ქვეყანა ჯერ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა (1938-1991 წლები), ხოლო შემდეგ, რუსეთის ნეო-იმპერიალისტური მისწარაფებების მიუხედავად, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისათვის იბრძოდა (1992-1995). საკმაოდ ძნელი გასაგებია ქართველთა ცნობიერებაში მუდამ არსებული, ერთი ბუნდოვანი ცნების - ,,დასავლეთის“ - გაუთვალისწინებლად. როგორც გორბაჩოვისეულმა რეჟიმის ლიბერალიზაციამ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობების გაჩენა გახდა შესაძლებელი, ახალი პოლიტიკური ელიტაც დაუყოვნებლივ შეუდგა თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს ადგილსა და ქვეყნის პოლიტიკურ არჩევნებზე ფიქრს. თუმცა, ეს ფიქრი მაინც არ გასცდენია ორადორი განზომილებისაგან შემდგარ წარმოსახვით სივრცეს. თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა ,,პოლიტიკური ორიენტაციის“ აკითხის დაყვანა მარტივ არჩევანამდე - ან რუსეთი, ან დასავლეთი - და პარტიებისა თუ პოლიტიკოსების ,,პრორუსულებად“ თუ პროდასავლურებად“ დაყოფაც დიდ ხანს რჩებოდა პოლიტიკურ ფორმათა განმსაზღვრელ უმთავრეს პრინციპად.
,,წარმოსახული სივრცე“ ვახსენე, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთიცა და დასავლეთიც უაღრსად რეალური ფენომენებია და ყოველმა მათგანმა ცალ-ცალკე (განსაკუთრებით პირველმა), ისევე როგორც მათმა ურთიერთქმედებებმაც, მნიშვნელოვნად განაპნირობა მოვლენებნის განვითარება პოსტკომუნისტურ საქართველოში. და მაინც, წინამდებარე სტატიაში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ წარმოდგენებზე იქნება საუბარი, რადგან, ძირითადად, ეს წარმოდგენები წარმართავდა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გამოსული მომქმედი პირების ქცევას. განსხვავება წარმოდგენილსა და რეალურად არსებულ შორის ყოველთვის არსებობს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, სადაც ახალი პოლიტიკური ელიტა ძალიან ზერელედ იცნობდა ჭეშმარიტ დასავლეთსაც და საერთაშორისო პოლიტიკის ნამდვილ მექანიზმებსაც, სხვაობა მათ შორის ჩვეულებრივზე კიდევ უცფრო დაბალი აღმოჩნდა.
შემდგომი ანალიზი იქნება ცდა, ეთმანეთისაგან განასხვაოს ორი უმთავრესი პარადიგმა, რომელთაც მუდამ ემყარებოდა ,,დასავლეთის“ ჩვენებური აღქმა. ერთი მათგანი იდენტურობას შეეხება, ხოლო მეორე, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ,,მფარველის“ იდეას. პირველმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ ,,ვინ ვართ ჩვენ“, ანდა, ,,სად არის ჩვენი ადგილი“, მეორემ კი თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ სტრატეგიაში გაგვარკვიოს. რა თქმა უნდა, ეს ორივე ასპექტი მჭიდროდ იყო ერთმანეთზე გადახლართული და საშინაო მოწყობასთან დაკავშირებული ნებისმიერი არჩევანიც, გნებავთ პოლიტიკური და გნებავთ ეკონომიკური, ყოველთვის ამ უფრო ,,ფუნდამენტური“ საკითხებიდან ამომდინარედ ითვლებოდა.
საქართველოს ,,პროდასავლური ორიენტაციის“ საწყისები
ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე ქართულ მეობას (როგორც ის კულტურულ და, ნაწილობრივ, პოლიტიკურ ელიტას ესმოდა) ერთი ძირითადი აზრი განსაზღვრავდა - ,,აქ ჩვენი ადგილი არ არის“ . პოლიტიკურად საქართველოს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე მუსულმანური - კერძოდ, არაბული, სპარსული და თურქული - სამყაროს წევრი იყო, 1801 წლიდან კი რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა, მაგრამ თითქმის საყოველთაო რწმენის თანახმად, ყოველივე ეს საქართველოს შინაგანი ნების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეობის ძირეული და ღრმა განცდის საპირისპიროდ ხდებოდა. საქართველოს, უბრალოდ მეზობლებში არ გაუმართლდა, ცუდ გარემოში მოხვდა და ამდენად, სადღაც უნდა არსებულიყო კულტურული და (თუ გეოგრაფიული ათვლის რაღაც წერტილი), ,,სიკეთისა და იმედის ცენტრი“, რომელთან შედარებისასაც ცუდი მეზობლების უვარგისობა კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთებოდა. ,,სინამდვილეში“ საქართველოც ,,ნაწილი“ იყო სიკეთის იმ ცენტრისა და ამიტომ, მხოლოდ მასთან მჭიდრო კავშირის დამყარება თუ შეაძლებინებდა თავისი ჭეშმარიტი რაობის გამოვლენას. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ქართული ელიტისათვის სიკეთისა და ჭეშმარიტი რაობის ეს ცენტრი დასავლეთთან, ევროპასთან იქნა გაიგივებული (ეს ორი ცნება - ,,დასავლეთი“ და ,,ევროპა“ - როგორც წესი, იდენტურ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოში და ,,დასავლურობის“ ევროპულ და ამერიკულ მოდელთა შორის განსხვავებასაც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცეოდა, როგორც წვრილმან და მეორეხარისხოვან დეტალს). საქართველოს ძირითად მიზნად დასავლეთისკენ ხიდების გადება, გადასავლურობა გაიაზრებოდა, რაც ამავე დროს საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებასთან ხელახალ დაბრუნებადაც ითვლებოდა.
თუმცა, იდენტურობის ეს პარადიგმა სხვა, უფრო პრაქტიკულსაც უკავშირდებოდა: რიგიანი მფარველის ძიებას. საქართველოს არა მარტო ცუდი მეზობლები არგუნა ბედმა, არამედ ეს მეზობლები მასზე ბევრად უფრო ძლიერებიც იყვნენ და თან დაპყრობის გაუნელებელი ჟინითაც გამოირჩეოდნენ. მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში, საქართველოს სამეფო მთელ ტერიტორიას აკონტროლებდა კასპიისა და შავ ზღვებს შორის და თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, შეიძლებოდა ანგარიშგასაწევ რეგიონალურ ძალად მიჩნეულიყო (ანდა პატარა იმპერიად, რომლის შემადგენლობაშიც დღევანდელი სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ნაწილებიც შედიოდა). მაგრამ მას შემდეგ, რაც მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ქვეყანა მონღოლებმა მოაოხრეს. მეცხრამეტე საუკუნემდე საქართველოს ისტორია იქცა მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენისათვის ლამის უსასრულო ბრძოლად და ამ ბრძოლაში ის სრულიად მარტო უმკლავდებოდა თურქეთისა და ირანის დამპყრობლურ მისწრაფებებს. სტრატეგია მარტივი გახლდათ - ერთი დამპყრობელი მეზობლის მეორეზე წაკიდება. ამ საქმეში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - შეინარჩუნა საკუთარი მეობა (რაშიც იმ დროს, უპირველს ყოვლისა, ჯერ ქრისტიანული რწმენა იგულისხმებოდა, ხოლო შემდეგ, მშობლიური ენა) და ისიც მოახერხა, რომ ქვეყანა მეტწილად ქართველ მეფეებს ემართათ (თუმცა საქართველო რამდენიმე სამეფო-სამთავროდ იყო დაქუცმაცებული და ყოველ მათგანსაც დამოუკიდებელი ურთიერთობა ჰქონდა ოტომანთა და სპარსელთა იმპერიებთან). მაგრამ, მეორე მხრივ, ამ შედარებითი წარმატების საზღაური ომის გამუდმებული საფრთხე, მტრის პერიოდული, გამანადგურებელი შემოსევები და საბედისწერო ,,ჩამორჩენილობა“ (ანუ მაშინდელი პროგრესული ტენდენციებისაგან სრული იზოლირება) აღმოჩნდა. ამიტომაც დროთა განმავლობაში წარმოიშვა ალტერნატიული სტრატეგიის, კერძოდ კი რიგიანი მფარველის ძებნის აუცილებლობაც.
მფარველის არჩევა, ბუნებრივია, ლეგიტიმურ საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ქართული მეობა უდავოდ ქრისტიანული იყო და ქვეყნის ფუნქციისა თუ მისიის გააზრებისასაც უმთავრესი მნიშვნელობა სწორედ ,,ქრისტიანობის ავანპოსტის“ როლს ენიჭებოდა - სქართველო განგების ნებით ითვლებოდა გამწესებულად რეგიონში (კავკასიაში) ქრისტიანობის დასაცავად და შესანარჩუნებლად მუსულმანური სამყაროს აგრესიის მიუხედავად, რომელსაც სრულიად საპირისპირო სურვილი ამოძრავებდა: ქრისტიანობის მოსპობა და რეგიონის სრული ისლამიზაცია. ეს უთანასწორო ბრძოლა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ადრე თუ გვიან, ,,დიდ“ ქრისტიანულ სამყაროს ხელი უნდა გამოეღო საქართველოს გადასარჩენად. ოღონდ, რეალური მხსნელის სახით ქვეყანას, რა თქმა, უნდა, რომელიმე კონკრეტული ძლიერი სახელმწიფო უნდა მოვლენოდა და არა მთელი ,,საქრისტიანო“ . გვიანი შუასაუკუნეების პერიოდი ამ როლის ყველაზე შესაფერის კანდიდატად ქართველებს ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი მიაჩნდათ: ჯერ ერთი, ის ტერიტორიულად სხვებზე უფრო ახლოს მდებარეობდა და თან არა მარტო ზოგადად ქრისტიანულ რწმენას აღიარებდა, არამედ კონკრეტულად ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქვეყანაც იყო. ქართველ მეფეებს დიდხანს ჰქონდათ იმედი, რუსეთი დაგვეხმარება, მეტისმეტად ძლიერი მუსულმანი მეზობლებისაგან დაგვიცავსო, და რუსეთთან კავშირის დასამყარებლად მათ მიერ გაწეულ მცდელობასაც საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგრამ თავად რუსეთს მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია მაინცდამაინც დიდი ინტერესი საქართველოსადმი. რუსეთის იმპერიას ჯერ კიდევ უნდა მოეღწია ამ რეგიონამდე, ამ დრომდე მისი გადაუდებელი პრიორიტეტები სულ სხვაგან მდებარეობდა და უახლ;ოეს სამოქმედო დღის წსრიგშიც მხოლოდ მაშინღა შეიტანა კავკასია, როცა საკმარისად გაფართოვდა. 1783 წელს, რუსეთსა და საქართველოს (უფრო ზუსტად, აღმოსავლეთ საქართველოს) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის სასარგებლოდ თმობდა თავის სუვერენიტეტს საერთაშორისო ურთიერთობებში და ამის სანაცვლოდ ირანისაგან დაცვის გარანტიას იღებდა. ამავე დროს, სამეფო ტახტი, საქართველოს პოლიტიკური მეობის ქვაკუთხედი, ხელშეკრულების პირობით შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, რუსეთის წარმოდგენა მფარველობაზე ძირფესვიანად განხვავდებოდა საქართველოს მოლოდინისაგან, როცა 1795 წელს, ფაქტიურად, სწორედ ზემოთქმული ხელშეკრულებით პროვოცირებული ირანი თავს დაესხა საქართველოს და განსაკუთრებული სისასტიკითაც დაარბია იგი, რუსეთს თითი არ გაუნძრევია ,,მოკავშირის დასაცავად. სწორედ მას შემდეგ გაუჩნდათ ქართველებს მწარე ეჭვი, რომ ყველაფერი ეს შეგნებულად გაკეთდა რუსეთის მხრიდან - საქართველოს კიდევ უფრო დასასუსტებლად და იმ ნაბიჯის გასაადვილებლად, რაც რუსეთმა ცოტა მოგვიანებით, 1801 წელს გადადგა: უპრობლემოდ მოახდინა საქართველოს ცალმხრივი ანექსია და კიდევ ერთი პროვინცია მიუერთა საკუთარ იმპერიას.
მოკლედ, მფარველი კი გამოჩნდა, მაგრამ მისმა მეთოდებმა დიდი იმედისგაცრუება გამოიწვია. რუსეთმა დაამყარა მშვიდობა და საქართველოს ქრისტიანული მეობის შენარჩუნებაც უზრუნველყო; მან საკუთარი დროშის ქვეშ გააერთიანა დაქუცმაცებული ქართული სამეფოები და სამთავროები, ხოლო ზოგიერთი მისი ნამესტნიკის შედარებით რბილი პოლიტიკის წყალობით ქართული კულტურის ერთგვარ დაწინაურებასაც შეუწყო ხელი; მაგრამ, ამავე დროს, მან მოატყუა კიდეც საქართველო, რამდენადაც პოლიტიკური სუვერენიტეტიც წაართვა და საბოლოო ჯამში, რუსიფიკაციის პოლიტიკის მეშვეობით, მის კულტურულ თვითმყოფადობასაც დაემუქრა, სწორედ იმ დროიდან დამკვიდრდა ქართულ ელიტაში უაღრესად ამბივალენტური დამოკიდებულება რუსეთისამი, რაც დღემდე გრძელდება კიდეც. ერთი მხრივ, ქართველები აფასებდნენ რუსეთის როლს ერის ,,ფიზიკური გადარჩენის“ საქმეში (საერთო რწმენით, საქართველო ხომ მუდამ ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე იდგა უსასრულო და გამანადგურებელი ომების გამო) და ემადლიერებოდნენ რუსთს როგორც მუსულმანური სამყაროს გავლენისაგან გათავისუფლების (ეს სამყარო არა მარტო კულტურულად უცხოდ, არამედ თან ,,ჩამორჩენილადაც“ ითვლებოდა), ისე საქართველოს თანამედროვე ცივილიზაციათან დაახლოებისათვისაც. მაგრამ, მეორე მხრივ, ქართველები რუსეთში საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მტერსაც ხედავდნენ და საფრთხესაც საკუთარი თვითმყოფადობისათვის. ახალგაზრდა ქართველი არისტოკრატების ჯგუფის ანტირუსული შეთქმულება 1832 წელს (რომელიც იქამდე ჩაახშეს ვიდრე შეთქმულებს რეალური მოქმედების საშუალება მიეცემოდათ), სწორედ ამ პროტესტის პირველი გამოხატულება იყო.
მეცხრამეტე საუკუნემდე, დასავლეთის იდეა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თუ ასრულებდა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. სტრატეგიული აზროვნება ,,კლასიკური“ სამკუთხედით იფარგლებოდა - რუსეთი-ირანი-ოტომანთა იმპერია. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ფუნდამენტური ორიენტაციის საკითხი, შესაბამისად, მხოლოდ ჩრილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო, რომლთაგანაც პირველი ქრისტიანულ, მეორე კი ისლამურ სამყაროსთან იგივდებოდა. თუმცა, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის ქართულ ისტორიაში იყო ეპიზოდი, რაც ბევრი რამით წააგავდა ბოლო წლების ,,პროდასავლური“ ორიენტაციის გამოვლინებას. მაშინ, ქართველმა მწერალმა და ლექსიკოგრაფმა, სულხან-საბა ორბელიანმა სცადა კათოლიკურ რწმენაზე მოექცია საქართველო იმ იმედით, რომ დასავლეთი კათოლიკური ქვეყნის დაცვას უფრო მოინდომებდა და მოახერხებდა კიდეც. საამისოდ ის ლუი მეთოთხმეტესაც კი ეწვია, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია. ამ ნაბიჯის გამო, სამშობლოში, ორბელიანი მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ შერისხა და განდევნა, თუმცა, სამხრეთ საქართველოში შემორჩენილი რამდენიმე კათოლიკური სოფელი კვლავაც ერთგვარ შეხსენებად რჩება საქართველოს კონფესიური გადასავლურების შესაძლებლობისა. შემდგომში სულხან-საბა ერთ-ერთ გმირად შევიდა ეროვნულ პანთეონში, ოღონდ მის იდეას ბევრი მიმდევარი მაინც არასოდეს შეუძენია. ჩვენი საუკუნის სამოციან წლებში პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა, ორბელიანის უშედეგო ვიზიტის ამბავი საფრანგეთის გულგრილ მეფესთან პოპულარულ ბალადად აქცია, რომელიც სიმბოლურად ასახავს დასავლეთის უყურადღებობას საქართველოს გასაჭირისადმი.
მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა უკვე რუსეთის უნივერსიტეტებში განსწავლული ქართველი ინტელექტუალების ახალი თაობები თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ნააზრევს გაეცნენ, რუსული ინტელიგენციის ძირითადი ნაწილის მსგავსად, ისინიც ძლიერი სიმპათიით განიმსჭვალნენ ლიბერალური იდეების მიმართ. თუმცა, დასავლური ლიბერალიზმის გზის ორად გაყოფისთანავე, ქართული ელიტის უმრავლესობაც რუსი ლიბერალებივით სოციალიზმის სხვადასხვა ვარიანტისაკენ გადაიხარა, უშუალო კონტაქტები დაამყარა დასავლურ მემარცხენეობასთან და გავლენიან მდგომარეობასაც მიაღწია სრულიად რუსეთის სოციალისტურ მოძრაობებში. ნიკო ნიკოლაძე, პირველი მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით, რამდენჯერმე პირადად შეხვდა კარლ მარქსს. მაგრამ ქართულ სინამდვილეში მუდამ არსებობდა სხვა ტენდენციაც, რაც რუსეთში რიგიანად და თანმიმდევრულად არასოდეს განვითარებულა, კერძოდ, დასავლური ლიბერალური ნაციონალიზმი. ქართველები თანდათანობით ეროვნულობის თანამედროვე დასავლურ პარადიგმებსაც ეზიარნენ და სამაგალითოდ დასავლური ეროვნული მოძრაობები დაისახეს. ილია ჭავჭავაძე, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ბანკირი, ქართული ეროვნული აღორძინების სულიერ წინამძღოლად იქცა. თუმცა, მანამდეც, ვიდრე რუსეთში რევოლუცია მოხდებოდა, ჭავჭავაძისეულმა ლიბერალურმა ნაციონალიზმმა მაინც ვერ მოახერხა პოლიტიკურ ასპარეზზე გაბატონება. ნაციონალისტები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენდნენ განათლებულ ქართველთა შორის, კვლავინდებურად ძალზე მცირერიცხოვანნიც და უაღრესდ თავშეკავებულნიც იყვნენ საიმისოდ, რათა სრული დამოუკიდებლობის ლოზუნგებით გამოსულიყვნენ. მათი სამოქმედო პროგრამა ძირითადად კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით შემოიფარგლებოდა და რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მოთხოვნაც მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში დააყენეს დღის წესრიგში.
ამრიგად, კულტურული ნაციონალიზმის აღმავლობის მიუხედავად, ქართველ ინტელექტუალთა უმრავლესობა დიდად მაინც არ განსხვავდებოდა თავიანთი რუსი კოლეგებისაგან და უპირატესობას მათსავით სოციალისტურ იდეებს ანიჭებდა. არ არსებობდა არავითარი ცალკე ქართული სოციალისტური პარტია. ხოლო თავად სოციალისტთა უმეტესობა თავდაპირველად არანაირ ეროვნულ იდეას არ უჭერდა მხარს. მავანმა შეიძლება თქვას, როგორც ამბობს კიდეც ბევრი ქართველი - სოციალისტური იდეოლოგიის არჩევით ქართველი ინტელექტუალები ბრმად გაჰყვნენ თავიანთ რუს თანამოაზრეებსო; მაგრამ სინამდვილეში, ისინი მხოლოდ პროდასავლურ ტენდენციას შეუერთდნენ თავად რუსული ინტელიგენციის ფარგლებში. პროდასავლურობა არ გულისხმობდა რუსეთთან კავშირის გაწყვეტას და პირიქით. რუსეთისაგან განსხვაებით, საქართველოში არ ყოფილა არავითარი ,,სლავოფილური“ მოძრაობის მსგავსი, ნატივისტური ანტიდასავლური რეაქცია.
განხეთქილება ბოლშევიკურმა რევოლუციამ გააჩინა. ბოლშევიზმი იყო დასავლური სოციალ-დემოკრატიის ძირითად მდინარებასთან დაპირისპირებული რუსული ერესი. სულერთია, აშკარად ჩანდა თუ არა ამგვარი პოტენცია თავიდანვე, საბოლოო ჯამში, ბოლშევიკებმა ამ ერესზე ახალი, ანტიდასავლური ცივილიზაციის ცენტრი დააფუძნეს. როცა ბოლშევიკური გადატრიალება დაგმეს და სოციალ-დემოკრატიის კლასიკური, დასავლური ვერსიის ერთგულება ამჯობინეს, ამით ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა სწორედ რუსეთის საპირისპიროდ და დასავლეთის კვალდაკვალ სიარულის გზა არჩიეს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათ (ვისაც ნაციონალისტები ასე ხშირად საყვედურობდნენ ,,ეროვნული საკითხის“ უგულებელყოფას, ანუ დღის წესრიგში ეროვნული დამოუკიდებლობის შეუტანლობას) ერგოთ წილად არა მარტო პირველი ქათული დამოუკიდებელი რესპუბლიკის მართვა, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის თანამედროვე პარადიგმის შექმნაც. 1918 წლის მაისში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მათ ამ დამოუკიდებლობის გარანტთა ძებნაც დაიწყეს დასავლეთში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი). საბოლოოდ, არჩევანი გერმანიაზე შეჩერდა და არა ბრიტანეთზე, რადგან, ჯერ ერთი, თავად გერმანიაც მეტ ინტერესს ამჟღავნებდა საქართველოს მიმართ და, რაც მთავარია, იმ დროისათვის თითქოს ომში გამარჯვებულ მხარესაც ჰგავდა. როგორც მერე გამოირკვა, ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა; მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ გაჩნდა ახალი პარადიგმა: შინაგანი განვითარების ლოგიკით, საქართველოს ტოტალიტარული რუსეთისაგან გაქცევისა და დემოკრატიული დასავლეთის ნაწილად ქცევის მიდრეკილებას ამჟღავნებდა. ამ უკანასკნელს (დასავლეთს) უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოების გარანტიები საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის, რუსეთის იმპერიულ ზრახვათა მიუხედავად, საქართველოს ბრძოლა ერთა ლიგაში გაწევრიანებისათვის, ამ გარანტიების მოპოვების უმთავრესი შემადგენელი ნაწილი იყო. არადა, როცა 1921 წელს წითელმა რუსეთმა კვლავ დაიბრუნა საქართველო სამხედრო ძალის წყალობით, დასავლეთმა მას ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა. თუმცა მისგან ამას აშკარად ელოდნენ და ეს მოლოდინი (ქვეცნობიერად შეიძლება მუდამ გაწბილებისთვის განწირული) მას მერე ქართული პოლიტიკური აზროვნების უცვლელ ელემენტად იქცა.
სწორედ ამ პერიოდში დაედო სათავე რუსეთის აზიურ-დესპოტურ ბუნებასთან ორგანულად დაპირისპირებული ქართული კულტურულ-ფსიქოლოგიური ,,დასავლურობის“ იდეოლოგიას. ამ თვალსაზრისის თანახმად, ქართული ინდივიდუალიზმი და თავისუფლების მოყვარეობა მკვეთრად განსხვავებული ფენომენი იყო რუსული კოლექტივიზმისაგან, ეგალიტარიზმისაგან და მონობის ტრადიციისაგან და, ამდენად, რუსეთისადმი საქართველოს პოლიტიკური დაქვემდებარებაც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდგბოდა ქათულ ეროვნულ ხასიათს.
ცხადია, გასაგები მიზეზების გამო, ქართველებს მაინცდამაინც დიდი შესაძლებლობა არ გააჩნდათ აქტიური პოლიტიკური ქმედებებისათვის მიემართათ დასავლეთთან ხიდების გასადებად. თუმცა ის აზრი, რომ რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო შინაგანად დასავლეთს მიეკუთვნებოდა, მაინც ჯიუტად ღვივდებოდა. ბუნებრივია, ამ აზრს საზოგადოებრივ შეგნებაზე აშკარად ბატონობა არ შეეძლო და რამდენადაც საქართველოში არც საკმარისად ძლიერი დისიდენტური მოძრაობა არსებობდა, მოსახლეობის ფართო ფენებზეც ვერ მოახდენდა მნიშვნელოვან ზმოქმედებას. ასეა თუ ისე, დამოუკიდებელი აზროვნებისადმი შედარებით რბილმა რეპრესიებმა პოსტსტალინისტურ პერიოდში, საქართველოს შინაგანი დასავლურობის იდეას მაინც მისცა შესაძლებლობა საკმაო გავლენა მოეპოვებინა ინტელექტუალთა შორის და, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, სწორედ ამ იდეამ შეუქმნა იდეოლოგიური ბაზისი სულ ცოტა ერთ ძლიერ მიმართულებას ანტიკომუნისტურ ოპოზიციურ მოძრაობაში.
საქართველოს შინაგანი დასავლურობის თეზისს ქართველი ისტორიკოსების, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშიას, გამოკვლევებმა დაუდეს საფუძველი, ხოლო შემდგომში ის ისტორიკოსთა ახალმა თაობებმაც განავითარეს. ხსენებული მეცნიერები იკვლევდნენ ქართული საზოგადოების სოციალურ - ეკონო მიკურ ევოლუციას შუა საუკუნეებში, ანუ ქართული ფეოდალიზმის ხანაში, რაც მათი შეხედულების თანახმად პირველიდან ლამის მეცხრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა. რამდენადაც მოღვაწეობა სტალინის სიცოცხლეში მოუწიათ, მათ არც დასავლურ გამოკვლევებთან აშკარა პარალელების გავლება შეეძლოთ და არც შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება შუა საუკუნეების ქართულ და დასავლურ საზოგადოებათა რაიმე ნათესაობის სასარგებლოდ. პარალელები უკვე პოსტსტალინურ ეპოქაში გაავლეს მათმა მოწაფეებმა. ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში, ქართული სამეფოს ოქროს ხანაში, ქართული საზოგადოების განვითარება საოცარ მსგავსებას ამჟღავნებდა ცენტრალური და აღმოსავლეთი საფრანგეთის ,,კლასიკურ ფეოდალიზმთან“. ამ ფაქტს სახელად ,,პარალელური განვითარება“ ეწოდა, ხოლო ამ განვითარებაში ქართული მოვლენები მრავალი თვალსაზრისით წინაც კი უსწრებდნენ დასავლურს ერთი ან ორი საუკუნით. ნიშან-თვისებათა მსგავსება გულისხმობდა მიწაზე კერძო საკუთრების უფლებას (სრულიად უცნობს და წარმოუდგენელს აღმოსავლურ დესპოტიზმთათვის), სოციალურ სტრუქტურას, სათანადო შეუვალობით დაცულ დიდ ფეოდალურ სამფლობელოთა არსებობას და ა.შ. მაგრამ, უკვე მეთორმეტე საუკუნის შემდეგ, ეს პარალელური ხაზები ერთმანეთს დაშორდა. დასავლეთში, ქალაქების, ვაჭრობის, წარმომადგენლობითი ინსტიტუტების და სხვათა გაჩენამ თანდათან განდევნა ბატონყმობის შუასაუკუნეობივი სისტემა, ხოლო იმავე მიმართულებით ანალოგიურმა ძვრებმა საქართველოში მეთორმეტე საუკუნის, ოქროს ხანის ბოლოს, მონარქიასა და დიდგვაროვანთა შორის მკვეთრი დაპირისპირება და კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამ გამწვავებული კრიზისის გამოც ვერ შეძლო ქვეყანამ მონღოლების პირველი და ჯერ არც ისე ძლიერი შემოსევის მოგერიება. მას შემდეგ საქართველოს ისტორია მრუდე გზით წავიდა, ქვეყანა მანკიერ წრეში მოემწყვდა: მონღოლების, სპარსელებისა და თურქების განუწყვეტელმა შემოსევებმა მას შიდა განვითარების არანაირი შესაძლებლობა აღარ დაუტოვა, ამის გარეშე კი ის ვერც საბედისწერო ჩამორჩენილობას აიცილებდა თავიდან და ვერც მტერს გაუმკლავდებოდა ღირსეულად. ნიკო ბერძენიშვილისეული განმარტებით, ქვეყანა ჯერ ჩიხში შევიდა (მეცამეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში), ხოლო შემდეგ სრულმა სტაგნაციამ მოიცვა (მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტეში). თუმცა, ,,დასავლურობის“ ძველი კვალი - ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება - მაინც დაეხმარა საქართველოს გარედან საშინელი ზეწოლის მიუხედავად, შეენარჩუნებინა თავისი დამოუკიდებელი მეობა.
თუკი შუა საუკუნეების მკვლევარ ისტორიკოსთა ვიწრო წრეს არ ჩავთვლით, ძნელი სათქმელია, რამდენად იყვნენ ჩახედულნი ამ თეორიებში სხვა ინტელექტუალებიც. მაგრამ მსგავსი თეორიების უკვე მხოლოდ არსებობაც ,,პროდასავლურ ორიენტაციას“ უმყარებდა საფუძველს: საზოგადო რწმენის თანახმად ხომ სწორედ ისტორია წარმოადგენდა მეობის განსაზღვრის უმთავრეს წყაროს. ხსენებული თეორია სრულებითაც არ გულისხმობდა აუცილებელ დაპირისპირებას ქართულ და რუსულ ფეოდალიზმს შორის, მაგრამ ქართველ ინტელექტუალთა გარკვეული ნაწილისათვის ერთი რამ მაინც აქსიომად დარჩა; საქართველოს ფეოდალური სისტემა დიდ ტიპოლოგიურ სიახლოვეს ამჟღავნებდა ევროპულთან, მაშინ, როცა შუასაუკუნეობრივი სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა რუსეთში ბევრად უფრო დესპოტური ხასიათისა იყო. სხვათა შორის, დასავლეთში განსწავლული სხვა ქართველი აკადემიკოსის, შალვა ნუცუბიძის მიერ ჩამოყალიბებული ,,ქართული რენესანსის“ თეორია რომლის თანახმადაც რენესანსული იდეები შუა საუკუნეების დროინდელ საქართველოში იტალიაზე ადრე ჩაისახა, იმავე ტენდენციის კიდევ ერთ საყურადღებო გამოხატულებას წარმოადგენდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა კონცეფციამ მაინცდამაინც ფართო გაზიარება ვერ პოვა.
ამ წერილის კომპეტენციას (და მისი ავტორის სპეციალობის სფეროს) აშკარად სცილდება ამა თუ იმ ისტორიული ჰიპოთეზის საფუძვლიანობის შეფასება. ჰიპოთეზები შეიძლება უტყუარ ისტორიულ რეალობებსაც ემყარებოდეს და, შეიძლება იდეოლოგიური დოგმებით მართულ სასურველ ნააზრევსაც გამოხატავდეს, მაგრამ მსგავსი ხასიათის კვლევა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში უქმნის გარკვეულ თეორიულ ნიადაგს ,,პროდასავლურ ორიენტაციას“. მართებული თუ მცდარი, ამგვარი კვლევა მაინც აშკარა გამოვლინებაა საკუთარი ქვეყნის არსებითად დასავლურად წარმოჩენის მისწრაფებისა, ხოლო ამ მისწრაფებათ ,,გასამაგრებლად“ უმთავრესად შუა საუკუნეების ვითარებაზე დაყრდნობა, ალბათ იმ ფაქტით უნდა აიხსნას, რომ ნებისმიერ სხვა, უფრო აშკარა და თანამედროვეობაზე ორიენტირებული პროდასავლური სიმპათიების გამოხატვა, ნამდვილად მკაცრ სასჯელს დაიმსახურებდა კომუნისტური მმართველობის პირობებში. თუმცა, ერთიც აუცილებლად უნდა ითქვას - ბოლო დროინდელმა ისტორიამ ძალიან ცოტა საბუთები მოგვცა საქართველოს დასავლურობის მტკიცების სასარგებლოდ.
კომუნიზმის შემდგომ: დასავლეთმა უნდა გვიხსნას
განსხვავებით იმ ეფექტისაგან, რაც დამოუკიდებლობის ოცმა წელიწადმა იქონია ბალტიისპირეთის სახელმწიფებისათვის, 1921-21 წლების დამოუკიდებლობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რათა ქართველებს სერიოზულად გადაესინჯათ და ახლებურად აღექვათ საკუთარი პოლიტიკური მეობა - მასობრივი მასშტაბით იქნებოდა ეს, თუ ელიტის დონეზე, ქართველებს არც საკმარისი დრო აღმოაჩნდათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების მისაჩნევად და ისეთი თაობაც ვერ დაიბადა, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქის თვითშეგნება რაღაც ბუნებრივი იქნებოდა. და მაინც, როცა კომუნისტური ათწლეულების შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა მენტალიტეტმა გალხობა იწყო, გაბატონებული მდგომარეობა პოლიტიკურ სინამდვილეში ისევ სუვერენიტეტის ხანმოკლე გაელვებისას შეძენილმა პარადიგმებმა მოიპოვა. ათვლის წერტილების ძირითადი სისტემა უცვლელი დარჩა: არსებობდა ტოტალიტარული რუსეთი, რომელმაც უხეში ძალის გამოყენებით დაიმონა საქართველო, არამც და არამც არ სურდა მარყუჟის მოშორება და ძალასა და ეშმაკობას არ ზოგავდა საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, და არსებობდა დასავლეთი, თავისუფლებისა და სამართლიანობის განსახიერება, რომელიც საქართველოს მხსნელად უნდა მოვლენოდა.
ერთი შეხედვით, ამგვარი დამოკიდებულება თითქოს უფრო ძველი პარადიგმების, უბრალოდ, ახალ ვერსიას წარმოადგენდა. შუა საუკუნეების მსგავსად, საქართველო კვლავ მასზე გაბატონების მოსურნე ძალის პირისპირ იდგა და საკმარისი უნარი არც ახლა გააჩნდა სხვის დაუხმარებლად გადაერჩინა თავი. მას ისევ და ისევ მოკავშირე, ან უფრო უკეთ თუ ვიტყვით, მფარველი სჭირდებოდა. საქართველოს დამორჩილების ჟინით შეპყრობილი მუსულმანური სამყარო, როგორც მტრული და აგრესიული ძალა, შეცვალა რუსეთმა, ხოლო დასავლეთმა ბუნებრივი მოკავშირე - მფარველის ის როლი შეიძინა, რაც ერთ დროს რუსეთს ეკისრებოდა.
თუკი საქართველოს არჩევანის გადანაცვლებას ,,რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების“ განზომილებაში ბოლშევიკურუი რევოლუციის შემდგომ რეალობაში მოეძებნება ფესვები, ავი მეზობლისაგან ძლიერი და კეთილი დამცველის უფრო ღრმა და მყარად გამჯდარი იმედი აშკარად შუასაუკუნეობივი წარმომავლობისაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შინაგანი დასავლურობის თეორიაც მეტწილად სწორედ შუა საუკუნეების კვლევას ემყარებოდა, ,,პროდასავლური ორიენტაციის“ საჯარო განცხადებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სინამდვილეში შუასაუკუნეობრივი ხედვის ეს კომბინაცია ახლანდელი ქართული პოლიტიკური აზროვნების უცნაურ ნიშან -თვისებად იქცა რამდენიმე წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, ქართული ეროვნული მოძრაობის მიერ ფართოდ გაზიარებული, სწორედ ამგვარი შეხედულების ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი მორალურად იყო ვალდებული დახმარებოდა საქართველოს. ჯერ ერთი, დასვლეთს აუცილებლად გულთან უნდა მიეტანა საქართველოს სატკივარი, რადგან ეს უკანასკნელი შინაგანად მის ნაწილს წარმოადგენდა და საქართველოზე ზრუნვით, დასავლეთი იმავდროულად საკუთარ თავზეც იზრუნებდა. მეორეც, რამდენადაც დასავლეთი, რუსეთისაგან განსხვავებით, სამართლიანობის განსახიერებად აღიქმებოდა, ცხადია, ყველა სამართლიანი საქმის ქომაგობაც ევალებოდა, ხოლო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ნამდვილად სამართლიანი იყო.
დასავლეთში ხედავდნენ მიუდგომელ არბიტრს, რომელსაც თან სათანადო ძალაც მოეპოვებოდა საკუთარი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. და თუკი ის მაინც ვერ მოახერხებდა დახმარებოდა საქართველოს, ამის მიზეზი მხოლოდ კონკრეტულ (დასავლელ) ლიდერთა უვარგისობა, რუსეთთან დროებითი, იძულებითი კომპრომისი, ანდა უბრალოდ იმ წუთას სხვა, უფრო გადაუდებელ პრობლემათა გამო მოუცლელობა თუ იქნებოდა. ასეა თუ ისე, ძირითადი ზნეობრივი ვალდებულებების მომენტი ეჭვშეუტანელი რჩებოდა და დასავლეთისგანაც მუდამ ელოდნენ, სხვა თუ არა, თანაგრძნობას მაინც ქართული მოვლენებისადმი, კერძოდ, ჯერ დამოუკიდებლობისა და, მოგვიანებით, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლისადმი.
დასავლეთის ეს გულუბრყვილო იმედი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ,,საერთაშორისო სამართლის“ გაფეტიშებაში გამოიხატა. ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ წარმმართველ ძალად თავიდანვე მისი ის ფრთა იქცა, რომელიც საკუთარ თავს ,,შეურიგებელ“ ანდა ,,რადიკალურ“ ოპოზიციას უწოდებდა. თუმცა, ,,რადიკალობა“ ბრძოლის ძალადური საშუალებების დაკანონებას არ ნიშნავდა (მართალია, რადიკალებმა კი მიიყვანეს საქართველო არეულობისა და ძალადობის წლებამდე, მაგრამ ეს ძალადობა სინამდვილეში არასოდეს ყოფილა მიმართული უმთავრეს მტრად მიჩნეული ძალის - იმპერიული რუსეთის - წინააღმდეგ). რადიკალობა უფრო იმ რწმენის ერთგულებას გულისხმობდა, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირში საკუთარი ნების წინააღმდეგ შეყვანილ საქართველოში, ყველა არსებული ინსტიტუტი ,,ოკუპაციურ ძალას“ წარმოადგენდა და, ამდენად, ამ ინსტიტუტებთან ნებისმიერი თანამშრომლობა (ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობა), მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელი იყო. ვერც საბჭოთა კანონმდებლობა ჩაითვლებოდა სავალდებულოდ ვერანაირი თვალსაზრისით, რადგანაც 1918-21 წლების საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც თავის დროზე მართლაც იქნა აღიარებული მთელი რიგი დიდი სახელმწიფოების მიერ, ,,საერთაშორისო სამართლის“ პრინციპდან გამომდინარე, ჯერ ისევ ინარჩუნებდა კანონიერებას. ამიტომაც სტრატეგიულად ყველაფერი ამ სიმბოლურად არსებულ დამოუკიდებლობაზე უნდა დაფუძნებულიყო. შედეგად - რადიკალთა ფილოსოფიის პირველი მცნება: არ მოვიმოქმედოთ არაფერი ისეთი, რაც ეშჭვის ქვეშ დააყენებდა ,,საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის“ წმინდათა წმინდა იდეასო. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სახალხო ფრონტების სტრატეგია - ხელისუფლებაში მოსვლა ,,საბჭოური არჩევნების“ გზით და შემდეგ დამოუკიდებლობის საკითხის დაყენება დღის წესრიგში უკვე იმ კანონიერი ინსტიტუტების მეშვეობით, რომელთა უგულებელყოფასაც მოსკოვი ვერ მოახერხებდა, მათთვის ზემოთ ნახსენები წმინდათა წმინდა პრინციპისათვის ძირის გამომთხრელ საზიზღარ ,,კოლაბორაციონიზმად“ ითვლებოდა.
იოლზე უფრო იოლია ამ პოზიციის კრიტიკა პოლიტიკური რეალიზმის თვალსაზრისით. მართლაც, ,,შეურიგებელ“ ლიდერებს ძალიან არ უყვარდათ, როცა ეკითხებოდნენ, სინამდვილეში როგორ ფიქრობთ დამოუკიდებლობის მოპოვებასაო. მათთვის თავად ამ კითხვას დაჰკრავდა ,,კოლაბორაციონალიზმის“ ელფერი. კაცს შეიძლებოდა სავსებით საფუძვლიანი ეჭვი გასჩენოდა, რომ ბევრი სხვა რადიკალის მსგავსად, რეალურად არც ისინი აპირებდნენ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისათვის ბრძოლას და მათი ქმედებანიც, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ინფანტილური პროტესტი იყო არსებული წესრიგის მიმართ. ასეა თუ ისე, ,,საერთაშორისო სამართლით“ ჯიუტად ხელმძღვანელობის სტრატეგიას საერთოდ თუკი ჰქონდა კიდეც რაიმე აზრი, ის ალბათ დასავლეთისაგან დახმარების იმედში გამოიხატებოდა. რადიკალური მოძრაობა საბჭოთა დისიდენტური გამოცდილებიდან აღმოცენდა, როცა ძირითადი ამოცანა საკუთარი საპროტესტო ქმედებების დასავლელ რეპორტიორებისათვის დანახებასა და საკუთარი პოზიციის დასავლური მედიის საშუალებებით დაფიქსირებაში მდგომარეობდა (უმთავრესად ,,ამერიკის ხმის“, ,,რადიო თავისუფლების“, ,,ბი-ბი-სის“ და სხვა ისეთი რადიოსადგურების წყალობით, რომლებსაც საბჭოთა კავშირშიც ჰქონდათ მაუწყებლობა). ვინაიდან მსგავსი საჯაროობა საბჭოთა ხელისუფალთ ნამდვილად არ ეხატებოდათ გულზე, ეს ტაქტიკა თავის დროზე გარკვეული თვალსაზრისით ამართლებდა კიდეც. როდესაც რადიკალი ნაციონალისტები აცხადებდნენ - ,,ჩვენ საბჭოთა კი არა, საერთაშორისო სამართალს ვემორჩილებითო“ - ისინი ორმაგ მინიშნებას უგზავნიდნენ დასავლეთს: ჯერ ერთი, ,,თქვენს ფასეულობებს ვიზიარებთ“ და მეორეც, ,,თქვენ ვალდებულნი ხართ მხარი დაგვიჭიროთო“, რადგან, მართლაც, რის მაქნისია დასავლეთი, თუკი ,,საერთაშორისო სამართლის“ მექანიზმების ამოქმედებას არ ცდილობს? სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები - ბრძოლის ერთადერთი გზა, - რომელსაც რადიკალურო ოპოზიცია ლეგიტიმურად მიიჩნევდა კომუნისტური მმართველობისათვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ,,შეურიგებელი“ სტრატეგიის ეზოთერულ დონეზე მაინც, თან დასავლეთზე მორალურ ზეწოლასაც ცდილობდა: თუკი ჩვენ შეუდრეკელნი ვართ და თავის გაწირვის არ გვეშინია, მაშინ ჩაურევლობა ზნეობრივად თქვენთვისაც მიუღებელი უნდა იყოსო. 1989 წლის დასაწყისში, მასიური მშვიდობიანი სადღეღამისო მიტინგი დამოუკიდებლობის მოთხოვნით და ანტიკომუნისტური რადიკალური ლოზუნგებით, ,,შეურიგებელი“ ოპოზიციის ლაშქრობის კულმინაციად იქცა. 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ ამ მიტინგის დარბევამ, რასაც ოცი ადამიანის, მათ შორის უმეტესად ქალების, დახოცვა მოჰყვა დიდი მორალური გამარჯვება მოუტანა ,,შეურიგებელ“ ლიდერებს და დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ბრძოლის გარდატეხის მომენტადაც ჩაითვალა. სწორედ მაშინ დაკარგა წონასწორობა საქართველოს კომუნისტურმა რეჟიმმა და მისი კანონიერების ყველა მონარჩენმა და ხელისუფლებაც, დე ფაქტო, ნაციონალისტ რადიკალებს გადაეცა. ამ მოვლენამ თავისი წვლილი შეიტანა ზოგადად საბჭოთა კომუნისტური დიქტატურის დელეგიტიმიზაციაშიც: საყოველთაო გამოხმაურებამ თბილისურ ხოცვა-ჟლეტაზე, მოგვიანებით ,,თბილისურ სინდრომად“ წოდებული ვითარება შექმნა, ანუ შიში ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოური მოძრაობების წინააღმეგ ძალის გამოყენებისა. თუმცა, თავიდან, მიტინგის ორგანიზატორებს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ საბოლოო მიზანზეც და აქციის ხანგრძლივობაზეც. სრულიად აშკარად ჩანდა, რომ ის, რასაც შემდგომში ,,ხავერდოვნი რევოლუცია“ დაერქვა სახელად, საქართველოში ვერაფრით განხორციელდებოდა, ვიდრე ის საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ილუზიები ამის თაობაზე, მანიფესტაციის რადიკალ ლიდერებსაც კი არ ჰქონიათ. მართალია, მთელს ქალაქში დამოუკიდებლობის ენთუზიაზმი ბატონობდა, მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც გამოთქვამდა ეჭვს, რამდენად კარგად იყო გათვლილი აქციის სტრატეგია. ამგვარი კრიტიკის საპასუხოდ, აქციის ორგანიზატორებს ,,ეზოთერული“ ლოგიკური საბუთი მოეპოვებოდათ: მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სენატორებმა ჰელმსმა და უილსონმა საქართველოს საკითხის მოსმენა მოითხოვეს იმ განზრახვით, რათა შემდგომში საბოლოოდ გარკვეულიყო, რამდენად მართებულად და კანონიერად მოხდა საქართველოს გაწევრიანება სსრკ-ში 1921 წელს. ამდენად, თბილისის მიტინგს თითქოს მხარი უნდა დაეჭირა ამ ინიციატივისათვის, დაენახებინა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის, რომ ქართველები მართლაც ოკუპირებულად და ძალით ანექსირებულად თვლიდნენ საკუთარ ქვეყანას კომუნისტური რუსეთის მიერ და რომ ამ თვალსაზრისით, საქართველო არაფრით განსხვავდებოდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისაგან.
დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერისა და დაცვის იმედი, საქაართველოს ,,პროდასავლური“ ორიენტაციის ერთადერთი გამოვლენა არ ყოფილა. საქართველო მხოლოდ დასავლეთს შეიძლებოდა დასესხებოდა სახელმწიფო მშენებლობის უმთავრეს მოდელებს, ხოლო ყველაზე მისაღები მოდელი მისთვის, როგორც ჩანს, დემოკრატიული ეროვნული სახელმწიფო იყო. ამრიგად, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ (1) საქართველო უნდა გმხდარიყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რამდენადაც ქართველები აშკარად ცალკე ერს წარმოადგენდნენ (თუკი საფრანგეთი და რუმინეთი იყვნენ დამოუკიდებელნი, რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოც) და (2) დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო საბაზრო ეკონომიკის გზას უნდა დასდგომოდა (რადგან საქართველოსავით არსებითად ,,დასავლური“ ქვეყანა, სხვა დანარჩენ დასავლურ ქვეყნებს უნდა დამსგავსებოდა და მათ რიგში უნდა ჩამდგარიყო, როგორც კი თავისი გზითა და თავისი ნება-სურვილით განვითარების შესაძლებლობა მიეცემოდა).
არც ერთი ეს საკითხი სერიოზული საჯარო განხილვის საგნად არ ქცეულა. არა იმიტომ, თითქოს არავის გასჩენია ეჭვი ქართული დამოუკიდებლობის პერსპექტივების თაობაზე, ან თითქოს ქართულ საზოგადოებას მართლა ისე ღრმად ჰქონდა გათავისებული დემოკრატიული ფასეულობანი, უბრალოდ, პოლიტიკური ღირებულებებისა და მისწრაფებების გამოსახატავად სხვა ენა არ არსებობდა. როგორც კი უარყოვფილ იქნა კომუნიზმი (ყოველ შემთხვევაში, ზოგადი იდეოლოგიური თვალსაზრისით მაინც), ათვლის ერთადერთ წერტილად თანამედროვე დასავლეთიღა დარჩა.
გამსახურდია: პირველი იმედისგაცრუება
,,დასავლური“ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისადმი სიმპათიით განწყობილი საქართველოს ზოგადი საზოგადოებრივი აზრი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძალიან მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა.
,,პროდასავლური“ ორიენტაციის მქონე ნაციონალისტებმა დღის წესრიგის შემუშავება კი მოახერხეს, მაგრამ რეალურად განუვითარებული მოვლენები მთლად მაინც ვერ პასუხობდნენ დასავვლური იდეალების მათეულ ხედვას. ძირითადი საფრთხე საქართველოსათვის წარმოშვა არა კომუნისტურ-იმპერიულმა ,,ცენტრმა“, რომელიც ეტყობა თვითონაც სულს ღაფავდა, არამედ შიდა პოლიტიკურმა ძალებმა, კერძოდ, გარკვეული ეთნიკური უმცირესობების აფხაზებისა და ოსების რეაქციამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე და სხვადასხვა ნაციონალისტურ ფრაქციათა შორის გაჩენილმა ბზარებმა. ახალი ელიტა შეეცადა ორივე ეს პრობლემა მარტივად აეხსნა და ყველაფერი საბჭოურ - რუსულ პროვოკაციებამდე დაეყვანა. ამგვარი ბრალდება უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, რამდენადაც ცენტრი მართლა სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული შინაური კონფლიქტები გაეღვივებინა დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებში და ჯერჯერობით საამისო უნარიც შესწევდა. მაგრამ გარედან იყო ინსპირირებული თუ შინნაზარდი (ელემენტები ორივესი შეიმჩნეოდა), ეს საფრთხე აშკარად არსებობდა და ქართულმა ელიტამაც სრული მარცხი განიცადა მისი თავიდან აცილების საქმეში. საქართველო ძალიან მალე გადაიქცა დაუსრულებელი ეთნიკურ-ტერიტორიალური ომებისა და სამოქალაქო შფოთის ასპარეზად.
ამან არა მარტო ბევრად გააუარესა მოქალაქეთა ცხოვრება ახალ სახელმწიფოში, არა მარტო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პერსპექივას გამოუთხარა ძირი, არამედ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაც შეარყია. დასავლეთმა არა თუ საქართველოს სატკივარი გაიზიარა და მშველელის ნავარაუდევი ვალდებულება იკისრა, არამედ სინამდვილეში, საერთოდ უარი თქვა მასზე. საქმე მხოლოდ ის არ გახლდათ, თითქოს ნაციონალისტთა მხარდაჭერით დასავლელ პოლიტიკოსებს გორბაჩიოვისთვის არ სურდათ ზურგში დანის ჩაცმა: ამ მხრივ, სიტუაცია დაახლოებით მსგავსი იყო თითქმის ყველა დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკაში. მაგრამ საქართველო მედიაში მაინც ყველაზე უფრო არასახარბიელო სახით წარმოჩნდა, დასავლურ პუბლიკაციათა უმეტესობა ( ხშირად საქართველოში გადმობეჭდილიც) ქართულ მოვლენებს აფასებდა როგორც უაღრესად უცნაურს, ხოლო ახალ პოლიტიკურ ელიტას, როგორც რაღაც საშუალოს ფსიქიკურად არანორმალურსა და ფაშისტურს შორის. ქართველებისათვის ეს მართლაც შოკი აღმოჩნდა, მათ იმ კაცის მწარე გრძნობა გაუჩნდათ, ვისაც სწორად ვერ გაუგეს. თავიდან, ცოტა ხანს მაინც ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ვერ მოახერხეს ხმა მიეწვდინათ დასავლეთისათვის და ყველაფერში ისევ და ისევ რუსეთს ადანაშაულებდნენ, ხშირ შემთხვევაში კი, მთელ ამ გაუგებრობას ,,საინფორმაციო ომის“ წარმოებისათვის აუცილებელი გამოცდილების უქონლობით ხსნიდნენ.
ქვეყნის პირველი პოსტკომუნისტური პრეზიდენტის, ზვიად გამდახურდიას წინააღმდეგობრივი მმართველობა განსაკუთრებულად ყბადაღებულ მოვლენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ის არც აზროვნებისა და არც ქცევის თვალსაზრისით არ განეკუთვნებოდა მაინცდამაინც თანმიმდევრულ პიროვნებათა რიცხვს, მისი პოლიტიკური იდეების წყარო მაინც აშკარად ,,დასავლეთში“ იღებდა სათავეს. სამოცდაათიან წლებში მან შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. პრეზიდენტს არჩევის მერე, ძალიან უყვარდა საკუთარი თავის შედარება გენერალ დე გოლთან (როგორც ძლიერ, ერის გამამთლიანებელ პიროვნებასთან) და ვაცლავ ჰაველთან (როგორც ყოფილ დისიდენტთან, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა). არც ოპოზიციონერობისას და არც პრეზიდენტობისას, მას არასოდეს გაუხდია საკამათოდ დემოკრატიის პრინციპები და ყოველთვის ამ პრინციპების ერთგულ მიმდევრობასაც იჩემებდა. თუმცა, 1992 წლის 6 იანვარს, მას მაინც მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან, რომელსაც აჯანყებულები ბომბავდნენ, გამსახურდიას ,,დიქტატორს“ უწოდებდნენ და, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მაინც, სწორედ თვითონ დებდნენ თავს დემოკრატიისა და დასავლური ფასეულობების ჭეშმარიტ დამცველობაზე. სხვა საკითხია, რამდენად გულწრფელად ერთგულებდნენ დემოკრატიას ეს უკანასკნელნი, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობის მოწმობით, გამსახურდიას, როგორც დემოკრატის რეპუტაცია, მართლაც, უაღრესად საკამათო იყო.
საზღვარგარეთ განსაკუთრებული მკაცრი კრიტიკა გამსახურდიას ეთნიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია. როგორც ადამიანის უფლებათა ყოფილ ქომაგს, მას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ დემოკრატრტიულ ქვეყანაში მოქალაქეობის უფლება დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო ეთნიკურ წარმომავლობაზე და (მიუხედავად ცალკეული ბრალდებებისა) ,,საქართველო (ეთნიკური) ქართველებისათვის“ არც უქცევია თავის საპროგრამო განცხადებად. პირიქით, ის თვითონ სდებდა ბრალს აფხაზ და ოს სეპარატისტებს ,,აპარტეიდულ“ პოლიტიკაში (და სავსებით საფუძვლიანადაც). არადა, მის პრაქტიკულ საქმიანობას სწორედ ამგვარი ელფერი დაჰკრავდა. ჭეშმარიტი გამოხატულება მისმა გზნებამ ყველაზე უკეთ ,,მოღალატე“ უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ ზოგად რიტორიკაში პოვა. მართალია, ეთნიკურ ნიადაგზე შექმნილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების უკვე თავად არსებობის ფაქტი მუდმივად ქმნიდა აფეთქების საშიშროებას, მაგრამ გამსახურდიას აგრესიულმა რიტორიკამ და უკომპრომისო პოზიციამ დიდი წვლილი შეიტანა საშიშროების რეალობად გადაქცევაში. ასეთივე არათანმიმდევრულობა გამოამჟღავნა მან პოლიტიკურ ოპოზიციასთან ურთიერთობაშიც: ერთ დღეს თუ აღიარებდა, ოპოზიციის არსებობა დემოკრატიულ საზოგადოებაში სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი ამბავიაო, ცოტა ხნის მერე აცხადებდა (მაგალითად, ტელევიზია ,,სი-ბი-ესის“ პროგრამა ,,60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში - ოპოზიციას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის (ხმების 87%-ით) კრიტიკის არავითარი უფლება არ ააჩნიაო. ნებისმიერს, ვინც კი ნამდვილად უპირისპირდებოდა, გამსახურდიასაგან გარანტირებული ჰქონდა ,,ერის მოღალატისა“ და ,,კრემლის აგენტის“ დამღა.
მიუხედავად უცნაურობისა და ახირებულობისა, გამსახურდია მაინც ზედმიწევნით ზუსტად განასახიერებდა ზემოთნახსენებ წინააღმდეგობას დასავლური დემოკრატიული პრინციპების ზოგად (და, კაცმა რომ თქვას, გულწრფელ) აღიარებასა და პოლიტიკური ქმედებების უაღრესად არადასავლურ ყაიდას შორის. ეროვნული მოძრაობის პერიოდმა, რომელმაც კულმინაციას გამსახურდიას უიღბლო მმართველობისას მიაღწია, თვალნათლივ წარმოაჩინა, თუ რა ღრმა უფსკრული ყოფდა ერთმანეთისაგან ერის წარმოდგენაში ჯერ კიდევ მაშინ შექმნილ საკუთარ იდეალურ სახეს, როცა საქართველოს დამოუკიდებელი ქმედების ნებისმიერი შესაძლებლობა აღკვეთილი ჰქონდა, და პოლიტიკური ქცევის იმ წესებს, რომელნიც ხელმისაწვდომი, ანდა პირიქით, მიუწვდომელი აღმოჩნდა რეალურად არსებული ქართველებისათვის. ის პოლიტიკური უნარიც კი, რაც ქვეყანამ 1918-21 წლებში გამოამჟღავნა, დაიკარგა. პოლიტიკური აზროვნება უფრო მითოლოგიის ტყვეობაში აღმოჩნდა, ვიდრე რეალობისა. ენა, რითაც ახლად გამოჩეკილი პოლიტიკოსები საკუთარი ნააზრევის გამოთქმას ცილობდნენ, მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალიზმისა და საბჭოური მარქსიზმის აბრაკადაბრას უცნაურ ნაზავს წაარმოადგენდა.
საქართველოს დასავლურობის გულუბრყვილო რწმენის მსხვრევასა და ამის შედეგად გაჩენილ მეობის კრიზისს მოვლენათა სხვადასხვაგვარი განვითარება შეიძლებოდა გამოეწვია: ან ქართული მეობის ხელახალი მოაზრება და არადასავლური, გნებავთ, ანტიდასავლური, ქართველობის ნატივისტური კონცეფციის შემუშავება, ანდა თვითკორექტირების გზაზე დადგომა და დასავლეთისაკენ ხიდის გადების კიდევ ერთი მცდელობა. გამსახურდიას მმართველობის ბოლო ფაზაში, როცა მან დასავლთისგან სრულიად მიტოვებულად იგრძნო თავი და როცა მის ერთადერთ საერთაშორისო მეგობრადაც ჩეჩენი სეპარატისტი დუდაევი დარჩა, ზოგიერთ მის მხარდამჭერს მართლაც გაექცა თვალი ნატივიზმისა და ფუნდამენტალიზმისაკენ. გაჩნდა ,,იბერიულ-კავკასიური სოლიდარობის“ იდეა, რომელიც იდეოლოგიის გარკვეულ ქვაკუთხედაც იქცა. იგი ქართველებისა და ჩრდილო კავკასიის მთელი რიგი ხალხების (იგულისხმებოდა ჩეჩნები, აფხაზები, ჩერქეზები და სხვები, ოღონდ არა თურქულად მოლაპარაკე ხალხები და ოსები, ისევე, როგორც საქართველოს სამხრეთი მეზობლები კავკასიაში - სომხები და აზერბაიჯანელები) ეთნიკური და ენობრივი ნათესაობის თეორიას ემყარებოდა. ეს იდეა, ტიპოლოგიურად მსგავსი მეცხრამეტე საუკუნის პანგერმანული და პანსლავური მოძრაობებისა, გარკვეულ ალტერნატივას უქმნიდა ქართველების დასავლურ მისწრფებებს.მართალია, ის აუცილებლად არ გულისხმობდა მკვეთრ ანტიდასავლურ განწყობილებას, მაგრამ არქაული ტომობრივი ტრადიციების კულტით, ემოციურად და ფსიქოლოგიურად უპირისპირდებოდა ინტელექტუალური ელიტის დასავლურ ლიბერალურ მიდრეკილებებს.
მეორე მხრივ, გამსახურდიასავე ბანაკში ჩამოყალიბდა სხვა ჯგუფიც, რომელიც ცდილობდა საკუთარი იდეოლოგია აღმოსავლური მართლმადიდებლობის ფუნდამენტალისტური ვარიანტისათვის ,,მიება“ და ციტატების უმრავლესობასაც საუკუნის დასაწყისის ყველაზე უფრო ანტიდასვლურად განწყობილი, შეურიგებელი რუსი თეოლოგების ნააზრევიდან სესხულობდა. მასონთა მსოფლიო შეთქმულებაზე გაუთავებელი პარანოიდული ლაპარაკით, ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ რუსი ნაციონალისტებისაგან. მართალია, ამ უკანასკნელებთან სოლიდარობის თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთება წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ - პარადოქსია, მაგრამ რუსეთი მათთვისაც ისევ და ისევ მტრად რჩებოდა - ოღონდ რუსი ნაციონალისტებისა არ იყოს, ყველაზე მეტად მაინც ხელისუფლების სათავეში მყოფი რუსი პოლიტიკოსები, კერძოდ, გორბაჩოვი და ელცინი სძულდათ, ვინც თავიანთი ქვეყნის ,,გადასავლურობას“ ცდილობდა. მასონთა მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილად მიაჩნდათ ელცინისა და გორბაჩოვის მოჩვენებითი, ,,ვითომ“ დაპირისპირებაც, ანტიქართული შეთქმულების მონაწილეებდ თვლიდნენ ბუშს, ბეიკერსა და გენშერსაც, ხოლო ყველა ბოროტების სათავედ კი ედუარდ შევარდნაძეს ასახელებდნენ.
პოტენციურად, რა თქმა უნდა, ორივე ამ ტენდენციას შეეძლო ძლიერი ანტიდასავლური განწყობილებების გაჩენა. მაგრამ გამსახურდია და მისი მიმდევრები არც ამაში აღმოჩნდნენ თანმიმდევრულები. ზემოთხსენებული შეხედულებები საბოლოოდ დღემდეც არ გამქრალან, თუმცა მათ ვერანაირ მწყობრ ანტიდასავლურ დოქტრინასა თუ მოძრაობაში ვერ პოვეს გამოხატულება, მათ შექმნეს მხოლოდ ერთგვარი ემოციური ფონი და არამც და არამც საფუძველი რაიმე სერიოზული მოძღვრებისათვის. გამსახურდიასა და მისი მხარდამჭერების პრეტენზიები ხელისუფლებაზე მუდამ სახალხოდ არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის დემოკრატიულ კანონიერებას ემყარებოდა. მათი კრიტიკის სამიზნე გახლდათ დასავლური მთავრობების ცალკეული ქმედებები და არა დასავლური პრინციპები. ასე მაგალითად, შეერთებული შტატების ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ ორმაგი სტანდარტის გამოყნებისათვის ჰაიტისა და საქართველოს მიმართ, სადაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტები სამხედრო გადატრიალებების გზით იქნენ განდევნილნი. ,,მასონური შეთქმულება“ ძალიან ვიწროდ იყო გაგებული და საძულველი ბუშის დამარცხებამ არჩევნებში, საბოლოო ჯამში, ,,არამასონი“ ქლინთონის იმედი გააჩინა, ეს უკანასკნელი უნდა მოქცეულიყო ისე, როგოც ჭეშმარიტ დემოკრატ ამერიკელ პრეზიდენტს ეკადრებოდა - ანუ, დაეფრინა შევარდნაძის ,,ხუნტა“ და დახმარბოდა კანონიერ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაში. მაგრამ მაშინაც კი, როცა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს იმედი ვერ გაამართლა, ,,ზვიადისტებს მაინც არ გასჩენიათ ანტიპათიები დასავლეთისადმი.
ზვიადისტები კვლავაც გავლენიან ძალად რჩებიან და თუკი საქართველოში როდისმე მართლაც შეიქმნება ძლიერი ანტიდასავლური განწყობილება, ისინი შეიძლება ამ ტენდენციისკენ გადაიხარონ. თუმცა საბოლოო ჯამში, ლაპარაკი მაინც მხოლოდ და მხოლოდ ტენდენციაზე იქნება და არა რაიმე მწყობრ, სერიოზული ძალის მქონე მოძღვრებასა თუ მიმართულებაზე.
შევარდნაძე: დასავლეთი, როგორც უუნარო მშველელი
ნამდვილად არ არის იოლი საქმე იმათ იდეოლოგიასა და პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბარი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაში მისი წინააღმდეგობრივი, მაგრამ კანონიერი ლიდერის განდევნის შემდეგ მოვიდა. კოალიციას ალბათ მხოლოდ გამსახურდიასან დაპირისპირება და მის მოსაშორებლად ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესი, მეთოდების მართებულობის საერთო რწმენა აკავშირებდა. ამგვარი განწყობილება აყენებდა გვერდიგვერდ ლიბერალ ინტელექტუალებსაც, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ნაციიონალისტებსაც, რესტავრაციაზე მეოცნებე ნომენკლატურასაც და რომანტიკულ ყაჩაღებსაც. თუმცა, რა ინტერესებითა და გრძნობებითაც არ უნდა ეხელმძღვანელათ ამ სრულიად განსხვავებულ ჯგუფებს, ყველა მეამბოხის მსგავსად, მათაც სჭირდებოდათ საკუთარი ლეგიტიმურობის გამართლება. ამ შემთხვევაში, მათი ლეგიტიმურობა დემოკრატიის იდეას ემყარებოდა. მეამბოხეები საკუთარ ქმედებას დემოკრატიისათვის სახალხო აჯანყებას უწოდებდნენ, ამბოხებას დიქტატურის ან, როგორც მოგვიანებით შეარქვეს, გამსახურდიას რეჟიმის, ,,პროვინციული ფაშიზმის“ წინააღმდეგ.
მაგრამ ახლა, როცა იდეოლოგიური ლოზუნგებისა და იარლიყების მიწებების ისტერიამ გადაიარა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამსახურდიას, უპირველერს ყოვლისა, საკუთარ ბანაკში მომხდარმა განხეთქილებამ გამოუთხარა ძირი. სხვებზე ადრე, სწორედ მისივე ყოფილმა თანამებრძოლებმა შეუტიეს; შეიძლება მათ განდგომის სრულიად სხვადასხვაგვარი პირადი მოტივები ამოძრავებდათ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოტივი მაინც იმ ფაქტის ნათლად გააზრება გახლდათ, თუ როგორ საბედისწეროდ გადაიკიდა გამსახურდიამ დასავლეთი, ერთადერთი პოტენციური მეგობარი, ვის მხარდაჭერასაც უკავშირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი იმედები. მართალია, ამბოხებას უშუალოდ თენგიზ კიტოვანი, სამხედრო მეთაურად გარდაქმნილი ყოფილი მხატვარი, ხელმძღვანელობდა, მაგრამ ყველა სხვა მთავარ მეამბოხეს, ასე თუ ისე, საგარეო პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი: პრემიერ-მინისტრსაც, საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელსაც. ეს ის ხალხი იყო, ვინც პირველწყაროებიდან იცოდა, თუ როგორ მოიკვეთა და როგორ თქვა უარი საქართველოზე დასავლეთმა და ისინი სავსებით სამართლიად ფიქრობდნენ, გამსახურდიასნაირი სავიზიტო ბარათის მქონე ქვეყანას საერთაშორისო აღიარების არავითარი შანსი არ გააჩნიაო.
ამითვე აიხსნება, თუ რატომ განიზრახეს მეამბოხეებმა სახელმწიფოს მეთაურად საქართველოს ყოფილი კომუნისტური ლიდერისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის მოწვევა. პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებში ბევრი ძველი კომუნისტური ლიდერი აღდგა თავის უფლებებში და შევარდნაძის დაბრუნებაც შეიძლებოდა, ამ საერთო ტენდენციის კიდევ ერთ (სინამდვილეში ერთ-ერთ პირველ) გამოვლენად ჩათვლილიყო შედარებით მოწესრიგებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი წარსულის საზოგადო ნოსტალგიის ფონზე. ამ ლიდერებს თან მოჰყვათ გამოცდილი მმართველებისა და, დამანგრეველი ცვლილებების სისხლიანი ქაოსის წლების შემდეგ, სტაბილურობის დამამყარებლებისა და უზრუნველმყოფის იმიჯი. გამსახურდიამ შევარდნაძის დაბრუნებას კომუნისტური კონტრევოლუცია უწოდა და ამაში იყო სიმარლის ელემენტი: კომუნისტური ნომენკლატურა ამ ფაქტს მართლაც მიესალმა, რადგან საკუთარი ლეგიტიმურობის ნაწილობრივი აღდგენის შესაძლებლობა დაინახა. მოსახლეობის არსებითი ნაწილისათვის კი შევარდნაძე წარსული წესრიგისა და სტაბილურობის სიმბოლო და მომავალი კეთილდღეობის იმედი გახლდათ.
თუმცა, შევარდნაძეზე საუბრისას, მისი დაბრუნების მოტივების მხოლოდ ამ ელემენტებამდე დაყვანა საკითხის უკიდურესი გამარტივება იქნებოდა. შევარდნაძეს ძალაუფლბა ხალხისაგან არ მიუღია; იგი მოიწვიეს, აღიარეს ან, ყოველ შემთხვევაში, შეიწყნარეს, ანტიკომუნუისტურ და პროდასავლურ პოზიციებზე მდგომმა პოლიტიკურმა ძალებმაც. მას არა იმდენად კომუნისტური ლიდერის გამოცდილებას უფასებდნენ, რამდენადაც სწორედ კომუნისტური რეჟიმის დამხობის საქმეში შეტანილ წვლილს; ხედავდნენ დასავლეთთან საქართველოს წარმატებით დაკავშირების ერთადერთ ვარიანტს და ალბათ აღმოჩნდა კიდეც მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი საკმაოდ ფართო სპექტრისთვის გახდა მისაღები, როგორც დამოუკიდებელი და არაკომუნისტური საქართველოს ლიდერი. შევარდნაძე ის კაცი იყო, ვისაც სულხან - საბა ორბელიანივით აღარ მოექცეოდნენ: თანამედროვე დემოკრატიული ლიდერები მას თავიანთი სასახლეების პალატებში ვერ ალოდინებდნენ.
დასავლეთისაგან მხარდაჭერის პოვნის უძველსმა იმედმა შევარდნაძეში ლამის სრულყოფილი განხორციელება პოვა. ამ პიროვნებას არა მარტო მთელი მსოფლიო იცნობდა, არამედ დასავლთს მის წინაშე უთუოდ დავალებულადაც უნდა ეგრძნო თავი უმთავრესი მეტოქის განადგურებაში გაწეული თანადგომის გამო. დასავლთის ,,მორალურ ვალდებულებას“, მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, როგორც თავისთავად სამართლიანი საქმისათვის, კიდევ უფრო ზრდიდა მისი ვალდებულება პირადად საქართველოს ლიდერის მიმართ. ისეთი პოლიტიკური კულტურის პირობებში. როცა პოლიტიკური ალიანსების გაგება, ერთი მხრივ, მონარქებს შორის პიროვნული მეგობრობის შუასაუკუნეობივ წარმოდგენებს ემყარებოდა, ხოლო მეორე მხრივ, კლიენტელისტური ქსელების კომუნისტურ გამოცდილებას, შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი და გახმაურებული მეგობრობა დასავლელ ლიდერებთან, არ შეიძლებოდა საყოველთაო და არარეალისტური - მოლოდინის წყაროდ არ ქცეულიყო. - მისი ერთ-ერთი მომხრის თქმით, შევარდნაძე იყო ერთადერთი პიროვნება მთელს კავკასიაში, ვისაც შეეძლო ტელეფონის ყურმილი აეღო და უშუალოდ დაკავშირებოდა ამერიკის პრეზიდენტს მის ოფისში. ძნელია, კაცმა პიროვნული ძალმოსილების ამაზე უფრო შთამბეჭდავი იმიჯი მოიფიქრო, შევარდნაძის წყალობით, საქართველოს ახლა მხოლოდ ტელეფონის ერთი-ორი ზარიღა აშორებდა თავისუფლებასა და აყვავებას.
შევარდნაძის ესა თუ ის მხარდამჭერი შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად გულუბრყვილო ყოფილიყო, მაგრამ დასავლეთის მხრიდან აღიარებისა და დახმარების ერთადერთი უზრუნველმყოფელის ეს იმიჯი მაინც მისი სხვამხრივ წყალწყალა ლეგიტიმურობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ამის გარეშე, კიტოვანისა და იოსელიანის მსგავსი სამხედრო ლიდერები ნებაყოფილობით არასოდეს გაუნაწილებდნენ საკუთარ ძალაუფლებას ინტრიგების ისეთ გამჭრიახ ოსტატსა და ბიუროკრატიული თამაშების ისეთ ვირტუოზს, როგორადაც შევარდნაძეს იცნობდნენ. მაგრამ ისინიც გრძნობდნენ, რომ დასავლეთი, გაცილებით, ბევრად უფრო ადვილად შეეგუებოდა მათ მმართველობას, თუკი ქვეყნის სათავეში შევარდნაძე იდგებოდა, ოღონდ მხოლოდ ნომინალურად, რადგან მათი გეგმის თანახმად, შევარდნაძე რეალურად მარტო საგარეო პოლიტიკაზე უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ისიც ესმოდათ, რომ შევარდნაძის მსგავსი პიროვნება სხვის ხელში უბრალო მარიონეტობას იოლად არ დათანხმდებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდათ, ,,დემოკრატიისათვის მებრძოლებზე“ (ანუ, უკვე ოფიციალური სტატუსის მქონე შეიარაღებულ ჯგუფებზე) დაყრდნობით მოვახერხებთ მისი ამბიციების მოთოკვასო. ცხადია, მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ, თუკი შევარდნაძის უმადურობა ერთ დღეს ასე შორს წავიდოდა და ორივეს ციხეში უკრავდა თავს. როგორც საერთოდ ხშირად ემართებასთ ხოლმე ,,პოლიტიკური რეალიზმის“ სკოლის მიმდევრებს, მათაც ტრაგიკულად ვერ შეაფასეს ლეგიტიმურობის ფაქტორი.
შევარდნაძე ჩამოსვლისთანავე შეუდგა დანაპირების აღსრულებაზე ზრუნვას. საქართველოში გამოჩნდნენ ჯეიმს ბეიკერისა და ჰანს დიტრიხ გენშერის რანგის საერთაშიორისო მნათობები, დაიწყო დასავლური საელჩოების გახსნა, ქვეყანა გაეროში გაწევრიანდა და დასავლური ჰუმანიტარული დახმარებაც წამოვიდა. თუკი პოლიტიკაში პრიორიტეტი დასავლეთისაკენ ხიდების გადებას ენიჭებოდა, მაშინ საქართველოს უდავოდ გაუმართლა, რომ სათავეში შევადნაძე იდგა. დასავლეთისაგან - განსაკუთრებით ამერიკისგან, გერმანიისგან და ევროგაერთიანებისაგან - საქართველომ მართლაც მიიღო დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება და ამ სისხლხორცეულად აუცილებელი დახმარების გარშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუძლებდა ანარქიისა და ომის საშინელ წლებს. შევარდნაძის მომხრეებს ნამდვილად ჰქონდათ საფუძველი ერთხმად ემტკიცებინათ, უიმისოდ ეს დახმარება გაცილებით ნაკლები იქნებოდაო (თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამას იქამდე ვერ შეამოწმებდა ვერავინ, ვიდრე ქვეყნის ლიდერები არ შეიცვლებოდა), მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება, თავისთავად ძალიან საჭირო რამ, მაინც არ იყო ის უმთავრესი, რაც დასავლეთს, ამ ძლიერ და კეთილისმსურველ მფარველს მოეთხოვებოდა - კერძოდ, ქვეყნის დაცვა უპირველესი ანტაგონისტის, რუსეთისაგან, და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ეს მოლოდინი ვერც დასავლეთმა და ვერც შევარდნაძემ ვერანაირად ვერ გაამართლეს. რუსეთი მართლაც ემუქრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას - არა უშუალოდ, მაგრამ სეპარატისტული ძალებისადმი ლამის აშკარა მხარდაჭერით ჯერ ოსეთში, შემდეგ კი აფხაზეთში. აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და შევადნაძის ცენტრალური ხელისუფლების გამანადგურებელი დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის სექტემბერში, თანამედროვე ქართული ისტორიის ყველაზე უფრო დრამატულ მოვლენად იქცა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელვანი ნაწილი, ასი ათასობით ადამიანი ლტოლვილად გადაიქცა და ქვეყანაც იძულებული გახდა დაეთმო რუსეთის მხრიდან დაწოლისათვის - ჯერ დსთ-ში გაწევრიანებულიყო, ხოლო მოგვიანებით რუსეთის სამხედრო ბაზებიც დაეკანონებინა საქართველოში, რაც მრავალთა აზრით, რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავდა. და ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დასავლეთის მხრიდან დახმარება არანაირად არ გამოვლენილა. გაეროს დამკვირვებლებში პერსონიფიცირებული დასავლეთი მართლაც მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა და მარტოდმარტო დატოვა საქართველო თავისი პრობლემების წინაშე.
რა იყო ამის მიზეზი? რატომ ვერ შეძლო დასავლეთმა დახმარება? 1992-95 წლების პერიოდის პოლიტიკურ დისკუსიებში ამის თაობაზე ძირითადად ორი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება დომინირებდა - ერთი მხრივ, პროშევარდნაძისტული ძალებისა, ხოლო მეორე მხრივ, მისი ნაციონალისტური, ანტირუსული ოპოზიციისა. ამ უკანასკნელთა თვალსაზრისით, ძირითად წინააღმდეგობად ისევ და ისევ ,,პროდასავლური“ და ,,პრორუსული“ ორიენტაციების დაპირისპირება რჩებოდა. შევარდნაძეს აშკარად პრორუსულობას და აქედან გამომინარე, ანტიდასავლურობას სდებდნენ ბრალად. ოპოზიიის რწმენით, მან საბოლოოდ მაინც ვერ დაასამარა თავისი კომუნისტური წარსული (როცა მისი ფრაზა, საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო, საყოველთაოდ გახდა ცნობილი), ანუ, მას გულწფელად არასოდეს სჯეროდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისა და დასავლეთიც არ დაეხმარა, რადგან ის საკმარისად ბეჯითად და შეუპოვრად არც ცდილობდა ამ დახმარების მოპოვებას. მას არასოდეს დაუნახებია დასავლეთისათვის თავისი აშკარა პროდასავლურობა, არასოდეს უღიარებია საჯაროდ, სინამდილეში, რუსეთი ებრძოდა საქართველოს აფხაზეთში და არასოდეს უთხოვია დასავლეთისათვის თანადგომა რუეთის წინააღმედ ბრძოლაში. მისი მიმართვა დასავლეთისადმი არასოდეს ყოფილა ერთმნიშვნელოვნად ნათელი და გარკვეული - ამიტომაც ვერ შეძლო დასავლეთმა მისი მიმართვების არსის გაგება და ადექვატურად რეაგირება. მაგრამ შევარდნაძე და მისი მომხრეები არასოდეს დათანხმდებიან პრორუსულად მონათვლას. მათი შეხედულებით, წინააღმდეგობის თავი პრაგმატულ რეალისტბს (ანუ მათ) და უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურ და ან პოპულისტ ოპოზიციას შორის განსხვავებაში მდგომარეობდა. დასავლეთი არც შეიძლებოდა დახმარებოდა საქართველოს, რადგან ზესახელმწიფოთა შორის მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობდა და დასავლეთიც, არაოფიციალუად, საქართველოს რუსთის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნად მიიჩნევდა. სწორედ ამ სამწუხარო რეალობის გააზრებაზე უნდა დაემყარებინა საქართველოს თავისი პოლიტიკა. ერთადერთი, რაც მას შეეეძლო, ორ, ესე იგი, კარგ (ანუ დემოკრატიულ, პროდასავლურ) და ცუდ (რეაქციულ, წითელ-ყავისფერ, კომუნისტურ) რუსეთს შორის განსხვავების დაფიქსირება იყო. საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ,,კარგი“ რუსეთის გამარჯვებისა დ მასთან მეგობრული ურთიეთობის დამყარების იმედი თუ ექნებოდა. ამავე დროს, გულის სიღრმეში მაინც ყველა გრძნობდა, რომ ,,ორი რუსეთი“ პრაქტიკულად დიდად არ გნსხვვდებოდა ერთმანეთისაგან საქართველოსადმი მიმართებაში. მაგრამ საქართველოს, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც ტაქტიკური მოსაზრებებით, მკვეთრად უნდა გაემიჯნა ისინი, რადგან ეს დასავლეთსაც აძლევდა ხელს. სწორედ წითელ-ყავისფერი რეაქციონერების მზარდი პოპულარობის შიშით უჭერდა დასავლეთი მხრს ელცინს, რაც არ უნდა მოემოქმედა ამ უკანასკნელს. ორი რუსეთის ფორმულის მოშველიებით, საქართველოც ორგვარ მიზანს ისახავდა: ცდილობდა რუსეთს რეალური ხელისუფლების კეთილგანწყობაც მოეპოვებინა და, თან, დასავლეთსაც უდასტურებდა ერთგულებას, როცა ეუბნებოდა, მზად ვართ ჩვენც ჩავებათ თქვენს პოლიტიკურ თამაშშიო.
თუკი ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ ის, რაც ოპოზიციის თვალსაზრისით პრორუსულ პოლიტიკად ჩანდა, სინამდვილეში, შეიძლებოდა არსებითად პროდასავლურ სტრატეგიად ყოფილიყო წარმოდგენილი. რუსეთისათვის დათმობის, ანდა რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკას, არაფერი ჰქონდა სერთო სახელმწიფოს მშენებლობისა თუ ეკონომიკური რეფორმის დასავლური მოდელების უარყოფასთან. ამ საკითხში რუსეთი დასავლეთის ალტერნატივად ვერ გამოდგებოდა, რადგან თვითონაც იმავე პრინციპით ხელმძღვანელობდა საკუთარი ქვეყნის რეფორმირებისას. რუსეთის ,,აყოლა“ შედარებით მისაღები ჩანდა, რა თქმა უნდა, იმ დოზით, რა დოზითაც რუსეთი იქნებოდა დემოკრატიული და პროდასავლური. ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში საქართველო, უბრალოდ, დასავლეთის პოლიტიკურ გეზს უნდა მიჰყოლოდა, ხოლო ნამდვილად პრორუსულად, ამ შემთხვევაში სწორედ რომ დასავლეთი გამოიყურებოდა: მისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს ერთადერთი მიზანი შეადგენდა - ძირი არ გამოეთხარა რუსეთის დემოკრატიისათვის; ის ამ პოზიციიდან განიხილავდა მთელ პოსტკომუნისტურ სმყაროს, გნსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ცოტა ხნის წინათ მოიპოვეს დამოუკიდბლობა და თუკი ამგვარი მიდგომა კავკასიაში რუსეთის ექსპანსიონიზმსაც გულისხმობდა, ამაზედაც თანახმა იყო. შევარდნაძის დათმობები რუსეთისათვის, რაშიც მეტისმეტი პროდასავლურობისაგან თავის შეკავებაც შედიოდა, სრულებით არ აფერმკრთალებდა მის იმიჯს დასავლელი ლიდერების თვალში.
,,პრორუსულობა“: თვითდაკნინების ასპექტი
თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ თუ იქნებოდა მართებული ქართულ პოლიტიკაში ,,პრორუსული“ ტენდენციის წარმოჩენა იმ წმინდა წყლის პრაგმატულ არჩევანად, რაც სინამდილეში ეჭვის ქვეშ არ აყენებდა ზოგადად პროდასავლურ განწყობილებებს. ტენდენციას ,,უკან რუსეთისაკენ“, ბევრად უფრო ღრმა და უფრო გულწრფელი მოტივაცია გააჩნდა და წერილის ამ ნაწილში, მე შევეცდები მისი ფესვები და მნიშვნელობა გავაანალიზო. თავისთავად სერიოზული განსხვავება ,,პრაგმატულსა“ და ,,გულწრფელს“ შორის, ძირითადად, მაინც ანალიტიკური ხასიათისაა. ის არასოდეს ყოფილა იმდენად მკაფიოდ გამოხატული, რომ მკვეთრი პოლიტიკური გამიჯვნა გამხდარიყო შესაძლებელი და ამიტომ იოლი საქმე არ არის, ნათლად გაარჩიო ერთმანეთისაგან ,,ნაკლები ბოროტების“ პრაგმატული მიდგომის მიმდევრები და ის ხალხი, ვისაც გულწრფელად სწამს, რომ ,,ურუსეთოდ ჩვენ არაფერი შეგვიძლია“. გამყოფი ხაზი ამ ორ მიდგომას შორის არებობდა, მაგრამ ხშირად ის ცალკეული ადამიანების სულზე გადიოდა და არა პარტიებსა და დაჯგუფებებს შორის.
ჭეშმარიტი ,,პრორუსული“ (და პოტენციურად ანტიდასავლური განწყობილება თვითდაკნინების გრძნობას ემყარებოდა. მწვავე კონფლიქტების, ქაოსის, აშკარა პოლიტიკური უმწიფრობის რამდენიმე წელიწადმა, ზნეობრივი დეგრადაციის თვალნათელმა გამოვლინებებმა და ეკონომიკური მდგომარეობის უაღრესად მკვეთრმა გაუარესებამ ქართველთა შორის სერიოზული ეჭვები გააღვივა საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკრი სიცოცხლისუნარიანობის თაობაზე, ამ განცდისაგან დაცული თავად შევარდნაძეც არ აღმოჩნდა. პოსტკომუნისტური საქართველოსათვის ყველაზე კოშმარულ პერიოდში, 1993 წლის სექტემბერში, როცა მის წინაშე ერთდროულად დადგა რამდენიმე უმწვავესი პრობლემა - სეპარატისტული ომის ესკალაცია აფხაზეთში, გამსახურდიას მომხრეთა აჯანყება დასავლეთ საქართველოში და, იმ დროისათვის მისი მთავარი სამხედრო დასაყრდენის, ჯაბა იოსელიანისა და მისი მხედრიონის, შესაძლო განდგომა - შევარდნაძემ თავისი მომხრეების ერთ ჯგუფს განუცხადა, ,,ახლა მესმის, რატომაც სურდა ერეკლეს რუსებთან ხელშეკრულების დადებაო“. რამდენიმე კვირის შემდეგ, ე. წ. ,,ქართული არმიის“ დამსხვრეული მონარჩენები იძულებული გახდნენ, მთელ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობასთან ერთად, გამოქცეულიყვნენ აფხაზეთიდან და თავიანთი შეიარაღების მეტი ნაწილი გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული რაზმებისათვის (,,ზვიადისტებისათვის“) დაეტოვებინათ აფხაზეთისა და დნაარჩენი საქართველოს საზღვარზე. მაგრამ საბოლოო გამარჯვებისათვის საკმარისი ძალა არც ზვიადისტებს აღმოაჩნდათ. ისინი მეტისმეტი სიძულვილით სარგებლობდნენ მოსახლეობის ისედაც საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდან და თან თავიც შეირცხვინეს, როცა აფხაზ სეპარატისტებთან ფარულ გარიგებაზე წავიდნენ შევარდნაძის ხელისუფლების ძირის გამოთხრის მიზნით. მოკლედ, ქვეყანა თვალსა და ხელს შუა იშლებოდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შევარდნაძეს მოუწია სიამაყეზე უარი ეთქვა და გამსახურდიას მომხრეთა წინააღმდეგ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას დათანხმებოდა - სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იმავე რუსეთისაგან გულმიცემულმა სეპარატისტებმა მთელი ქართველობა გამოდევნეს აფხაზეთიდან. დახმარების საფასური დსთ-ში შესვლა და რუსეთის სხვა გეოპოლიტიკური პრეტენზიებისათვის შემდგომი დათმობები გახლდათ. მერე, ყველაფერი თითქოს მართლაც ჯადოსნური ჯოხის აქნევით შეიცვალა. რუსებს ერთი გასროლაც კი არ დასჭირებიათ: იმის გაგებამ, ახლა შევარდნაძეს უდგანან მხარშიო, მით უმეტეს, ქართული არმიისათვის გადმოცემული ტანკების (რომელთაც როგორც ამბობენ, რუსი ტანკისტები მართავდნენ), განსაკუთრებით კი ფოთის ნავსადგურში შემოსული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების დანახვამ, ზვიადისტების სრული დემორალიზაცია გამოიწვია და ამდენად, სამთავრობო ჯარების მშვიდი, იოლი და საბოლოო გამარჯვებაც უზრუნველყო. დღეს, როცა ჩეჩნეთის ომმა რუსეთის სამხედრო ძალების ჭეშმარიტი ძალა და უნარი გამოააშკარავა, ეს ეფექტი შეიძლება ძნელი გასაგებიც ჩანდეს, მაგრამ მაშინ, რუსეთის არმიის უძლეველობის მითი ძალიან ცხოველმყოფელი იყო საქართველოში და ბევრ მოვლენაზე შეეძლო ემოქმედა გადამწყვეტად.
როგორც გამოირკვა, სწორედ ეს აღმოჩნდა გარდატეხის მომენტი პოსტკომუნისტური საქართველოს ისტორიაში და დღევანდლი გადასახედიდან, მაშინდელი მოვლენები მართლაც შეიძლებოდა განკურნების დასაწყისად ჩაითვალოს. დიახ, აფხაზეთი დაიკარგა (იქნებ სამუდამოდაც) და ორასი ათასზე მეტი გამწარებული ლტოლვილიც მისახედი და დასაბინავებელი შეიქმნა. მაგრამ ომი დამთავრდა და ომის დამთავრებასთან ერთად შესუსტდა სხვადასხვა გასამხედროებული ფორმირებების ძალაც. შევარდნაძე საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. საამისოდ ის, უმთავრესად, პოლიციას ეყრდნობოდა და დანაშაულთან ბრძოლითაც ისე სარგებლობდა, როგორც უაღრესად პოპულარული (და მართლაც დროული) ლოზუნგით. ეს პროცესი საბოლოოდ 1995 წლის აგვისტოში დასრულდა, შევარდნაძეზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, რამაც მას საშუალება მისცა უკანასკნელი შეიარაღებული მოწინააღმდეგეებიც დაეპატიმრებინა და წარმატებით განეხორციელებინა პირველი და მინიმალური მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს სახელმწიფოდ აქცევს: ძალის კანონიერ გამოყენებაზე დაემყარებინა მონოპოლია.
მაგრამ, 1993 წლის შემოდგომაზე, ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანდა. სამარცხვინოდ წაგებული ომის შედეგად გაჩენილ სავსებით საფუძვლიან მწარე განცდას, არა მარტო უფრო ძლიერ სახელმწიფოსთან დამარცხება ბადებდა (როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ყველას ერთნაირად მიაჩნდა, რომ აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა), არამედ ეროვნული იმედებისა და პერსპექტივების საბოლოო კრახიც. მართებულად თუ უმართბულოდ ყველაფრის რუსეთისათვის დაბრალების მიუხედავად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სიცოცხლისუნარიანობის რწმენა, საკმაოდ შეარაყია ქაოსისა და უწესრიგობის წლებმა. ,,ეს ვინ ვყოფილვართ“ ეროვნული განწყობის გამომხატვლ მორალურ ფრაზად იქცა. განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველო ,,პრინციპში“ დასავლური სახელმწიფო იყო და მხოლოდ რუსეთი უშლიდა ხელს ქცეულიყო დასავლეთის, ნატოსა თუ ევროკავშირის ღირსეულ წევრად, იმ პერიოდში ღრმა სკეპტიციზმს გამოიწვევდა ყველაში, ერთ მუჭა ჯიუტი, ,,რადიკალი“ ნაციონალისტების გარდა. დსთ-ში - შესვლა რაშიც ფხიზელი დამკვირვებელი უმთავრესად სიმბოლურ აქტს დაინახავდა, რომელიც არამც და არამც არ გულისხმობდა ქვეყნის მიერ აუცილებლად დამოუკიდებლობის დაკარგვას - არსებული პოლიტიკური სპექტრის ფარგლებში დასასრულის დასაწყისად, რუსეთისადმი დანანებად აღიქმებოდა, რასაც შედეგად ავტომატურად უნდა მოჰყოლოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ელემენტის დაკარგვაც. დსთ-ში შესვლა შედარებული იყო ქალის მირ სიქალწულის დაკარგვასთან: თუ ის ერთხელ მაინც დანებდებოდა მოძალადეს, განწირული იყო უეჭველად კახპა გამხდარიყო.
მაგრამ დათმობა შვებასაც ნიშნავდა დაძაბულობის შემდეგ. საქართველოს უკვე აღარ სჭირდებოდა ბრძოლა. უფრო მეტიც, როგორც კი რუსეთი თავის სამფლობელოებს დაიბრუნებდა, ის საქართველოზე იზრუნებდა კიდეც. გზები შეკეთდებოდა, ხელფასები რუსეთში არსებულ ხელფასებს გაუთანაბრდებოდა (დასავლური საზომებით საკმაოდ დაბალს, მაგრამ ბევრად უფრო მაღალს ვიდრე საქართველოში და კარაქითა თუ შაქრით დატვირთული ეშელონებიც მოგვაწყდებოდა. ეს ამ წერილის ავტორის ინტელექტუაკლური ფანტაზია არ გახლავთ: ამას ქადაგებდა ტელეეკრანებიდან დსთ-ის მომხრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და საზოგადოების არსებით ნაწილსაც, როგორც ჩანს სჯეროდა მათი).
ამ გადასახედიდან, ,,პროდასავლური“ ორიენტაცია ბევრისათვის უკვე მხოლოდ იმ უმწიფარი და უპასუხისმგებლო ნაციონალისტების გულუბრყვილობის შემადგენალ ნაწილად მიიჩნეოდა, ვისაც, თუკი რუსეთი არ უნდოდათ, მაშინ კეთილი უნდა ენებათ და ამიერიდან საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა საქართველოზე თავსდატეხილ ყველა უბედურებისათვის. რა დასავლეთი, რომელი დასავლეთი? ვერ ხედავთ, რუსებს რომ მიგვყიდეს? საერთოდ, რა გვაკავშირებს იმ გაწკეპილ, ცივსისხლიან დასავლელებთან? შევარდნაძე გადაჰყვა იმათ პატივისემას და რა პასუხი მიიღო თავის სულისშემძვრელ განცხადებებზე? ეგეც არ იყოს, როგორ გგონიათ, მაინც როდის გავხდებით ჩვენ, ქართველები, მათსავით მოწესრიგებულები და კანონის მორჩილები? ჩვენ რუსების გვერდით (კი ბატონო, რუსების ჩექმის ქვეშ) ყოფნა ბედმა გვარგუნა და ეს უნდა ვაღიაროთ კიდეც. თანაც არც ისეთი უვარგისები არიან, შენ თუ კარგად მოექცევი. თუ ასვი და აჭამე, ათას რამეს გამორჩები, იმათი ქალები ხომ ყოველთვის ჭკუას კარგავდნენ ჩვენზე. მართალია, მკაცრად დაგვსაჯეს, მაგრამ ახია ჩვენზე. იმათ ადგილას არც სხვა გადაგვისვამდა თავზე ხელს. რას აღმერთებთ ამ ამერიკელებს და გერმანელებს, ვინ გვიგდიან, მაძღარი რუსები მეტი რომ არაფერი.
მსგავსი, საფუძველშივე კაპიტულანტური განწყობილებანი, მაინც არავითარ შემთხვევაში არ ატარებდნენ აგრესიულად ანტიდასავლურ ხასიათს. მათ, გარკვეული თვალსაზრისით, კულტურული ელიტის ბევრი წარმომადგენელიც იზიარებდა, რომლებიც თავიანთი ფასეულობების მხრივ, პრინციპში საკმაოდ პროდასავლურნი იყვნენ, მაგრამ აეჭვებდათ საქართველოს უნარი სხვის დაუხმარებლად ,,გასულიყო ფონს“. პრორუსულობა მათთვის საკუთარი ,,ჩამოჩენილი“, გნებავთ ,,აზიატი“ ხალხის მიმართ ელიტისტური სკეპტიციზმის უბრალო გაგრძელება იყო. ისინი თავს უფრო შინაურულად გრძნობდნენ გადასავლურებული რუსული ინტელიგენციის წრეში, ვიდრე თავისივე ,,ბრბოს“ გვერდით.
ის ხალხი, ვისი შეხედულებებიც შეიძლება პრორუსულად დახასიათდეს, ჩვეულებრივ, არავითარ ინტერესებს არ ამჟღავნებდა სლავოფილური (დღესდღეობისად უკვე ,,ევრაზიული“) ისტორიოსოფიისადმი, რომლის ძირითადი თეზისიც რუსეთის გამორჩეული როლის ქადაგებაა. ,,პრორუსულობა“ არ გულისხმობდა ფასეულობათა არანაირ უპირატესობას, არანაირ დადებით შეფასებას, არანაირ რწმენას, თითქოს ,,რუსული იდეა“ ან ,,რუსული გზა“ ამა თუ იმ თვალსაზრისით სხვაზე უკეთესი იყო და ამდენად, უფრო შესაფრისიც საქართველოსათვის. ,,პრორუსულობა“ მავანისა და მავანისათვის უბრალოდ პოლიტიკურ მეობაზე უარის თქმას ნიშნავდა იმის რწმენით, რომ სინამდვილეში საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნდა და მისთვის რაიმე არჩევანზე ფიქრიც კი უაზრობა იყო - საქართველო ბედს უნდა შეგუებოდა, ბედს დამორჩილებოდა, რაც, ისევ და ისევ, რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას ნიშნავდა. თუმცა არც ეს გულისხმობდა ეთნიკურად ქართულ ნიშან-თვისებებზე უარის თქმას: ,,ქართველობის“ ფუკუსი პოლიტიკიდან კულტურული ტრადიციების დაცვაზე უნდა ყოფილიყო გადანაცვლებული, განსაკუთრებით ისეთი ტრადიციების, რაც ღვინის სმის რიტუალებში გამოიხატებოდა (რა დაგვრჩენია მეტი - აი, ფრთიანი ფრაზა).
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუკი ,,პრორუსული“ ტენდენცია თანმიმდევრულ იდეოლოგიად განვითარდებოდა, ამავე დროს, ის შეიძლებოდა ანტიდასავლურიც გამხდარიყო. ზვიადისტთა ბანაკის ფარგლებში ცალკეული გადახრების მიუხედავად, დამოუკიდებლობის სურვილი და პროდასავლურობა საქართველოში ყოველთვის ერთი და იმავე იდეოლოგიური სისტემის ნაწილად რჩებოდა. ,,პრორუსული“ განწყობა და კომუნიზმის ნოსტალგია კი, უკვე ალტერნატიულ ჯგუფს შეადგენდა. მასობრივი ცნობიერების დონეზე პრორუსულობა წარსულის რესტავრირებას ნიშნავდა, ის უბრალოდ მყარ და უსაფრთხო წარსულზე ნოსტალგიის, ანუ პოსტკომუნისტური რეჟიმის თანშობილი თვისების ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენდა, ცხადია, უფრო იმ ქვეყნებისათვის დამახასიათებელს, სადაც კომუნიზმიდან ,,გამოსვლა“ მეტ და მტკივნეულ სირთულეებს უკავშირდებოდა. პრორუსული ტენდენციის ყველაზე უფრო აქტიურ მხარდამჭერებად გამოდიოდნენ ძველი წრთობის საწარმოთა დირექტორები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პანაცეას ,,რუსეთთან ეკონომიური კონტაქტების აღდგენაში“ ხედავდნენ და ამ მიმართულებით გადასადგმელ უპირველეს ნაბიჯად მანეთის ზონაში შესვლას მიიჩნევდნენ. ამაში მათ თითქოს შევარდნაძის დარწმუნებაც მოახერხეს, ყოველ შემთხვევაში გრკვეული ხნით მაინც. მათ არაფერზე შეტყობიათ, ოდნავ თუ ესმოდათ იმ ცვლილებათა არსი, რაც თავად რუსეთის ეკონომიკაში მოხდა მას მერე, რაც ,,უპასუხისმგებლო ნაციონალისტების“ გამოისობით, ძველი კონტაქტები გაწყდა, მათაც და მათ მომხრეებსაც საქმის ვითარება ისე წარმოედგინათ, თითქოს საქართველოსა და რუსეთის ,,აღდგენილი“ დამაკავშირებელი ჯაჭვი კვლავაც იგივე დარჩებოდა, რაც იყო ადრე, ანუ ისევ და ისევ ,,გოსპლანისა“ თუ ,,გოსსნაბის“ საჭირო ჩინოვნიკების მოქრთამვას დაემყარბოდა. კავშირების აღდგენაში კაცს შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მთელი იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის აღდგენა ეგულისხმა, რომელიც მათ არსებობას განაპირობებდა. სხვაგვარად მას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
მოკლედ, ,,პრორუსული“ განწყობილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ქცეულიყო თანმიმდევრულ დოქტრინად, თუკი, ამავე დროს, ნეოკომუნიზმად ჩამოყალიბებასაც მოახერხებდა. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან სრულიად საპირისპიროს მტკიცებისა, შევარდნაძე არ იყო ის პიროვნება, ვინც ამ მიმართულებით მიდიოდა. საბოლოო ჯამში, სწორედ მან გაუცრუა იმედები და მოლოდინი პრორუსულად განწყობილ ნეოკომუნისტებს, როცა საერთაშორისო სვალუტო ფონდის ინიციატივა აიტაცა და ახალი გარემოებების (რუსეთისა და დასავლეთის ახალი ურთიერთობების) პირობებშიც კი გააგრძელა გეოპოლიტიკური ბალანსირების თამაში.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ნეოკომუნისტური ალტერნატივის გამოჩენამაც დიდხანს არ დააყოვნა და 1995 წლის შემოდგომაზე, არჩევნების მოახლოების დროისათვის, შევარდნაძესთან ყველაზე აშკარად დაპირისპირებულ ძალად იქცა. ნეოკომუნისტები ჯუმბერ პატიაშვილის, ყოფილი კომუნისტური საქართველოს ბოლო ლიდერის, ზურგსუკან გაერთიანდნენ, ვისი უწინდელი კარიერაც სამარცხვინოდ დასრულდა 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. პატიაშვილმა ხმების დაახლოებით 19% მიიღო შევარდნაძის 74%-ის საპირისპიროდ, მაგრამ ამომრჩევლებზე ადგილობრივ ხელისუფალთა ძლიერი დაწოლა და შესაძლო გაყალბებები რომ არა, შეფარდება შეიძლებოდა სხვაგვარიც ყოფილიყო (თუმცა, მრავალი კომენტატორის რწმენით, ნებისმიერ შემთხვევაში ის მაინც შევარდნაძის სასარგებლოდ იქნებოდა). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პატიაშვილი თან უაღრესად არამიმზიდველ ფიგურადაც ჩანდა ალტერნატიული ლიდერის პოსტზე. ნეოკომუნისტების იმედები შეიძლებოდა უფრო იგორ გიორგაძეს განეხორციელებინა, უშიშროების სამსახურის ახალგაზრდა და ამბიციურ ხელმძღვნელს, რომელმაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტა პირდაპირი და მოკლე გზით მისულიყო ხელისუფლებაში პრორუსულ პარტიასთან ერთად და ამ მიზნთ 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი გახდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შევარდნაძე ტერორისტულ აქტს გადაურჩა, გიორგაძეს იმ ქვეყანაში მოუწია გაქცევა, რომლისკენაც მთელ საქართველოს უპირებდა გაძღოლას.
გარკვეული თვალსაზრისით, ნეოკომუნიზმი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატივაა საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისათვის. მაგრამ, იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ანტიდასავლურობის მიუხედავად, ამავე დროს, ის, განსხვავებით თავისი რუსული პროტოტიპნისაგან, ემოციურად არ არის ანტიდასავლური. ქართულ ნეოკომუნიზმში არ მოიაზრება დაცემული ზესახეკლმწიფოს კომპლექსები. ქართველებისათვის ნეოკომუნიზმი მართლაც კომუნიზმს უკავშირდება, ანუ მშვიდობის, უსაფრთხოების, იმ შედარებითი კეთილდღეობის მიღწევას, რითაც ისინი ახლო წარსულში იყვნენ უზრუნველყოფილნი, და თან, საბაზრო რეფორმებთან შეგუების სირთულეთა დაძლევასაც.
სწორედ იმის გამო, რომ ნეოკომუნისტურ განწყობილებას იდენტურობის ასპექტი აკლია, ის, ძირითადად, ანტი-ან ელიტარულ ფენომენად რჩება. ალბათ, ამიტომაც შეექმნათ ნეოკომუნისტებს სერიოზული პრობლემები საარჩევო კამპანიის დროს, ამიტომაც არ მოეძებნათ ერთი რიგიანი ორატორი მაინც, ვინც შედარებით დამაჯერებლად ჩამოაყალიბებდა მათ პოზიციას, ყოფილი პარტიული თუ ინტელიგენციის ნომენკლატურის უფრო ენადათაფლული და შედარებით ახალგაზრდა წარმომადგენლები, ამჯობინებენ დასავლური ტიპის სოციალ-დემოკრატებად მოგვევლინონ და პრორუსულ ნეოკომუნისტებსაც შემწყნარებლურად დასცქერიან ზემოდან.
კაცმა შეიძლება მხოლოდ იმარჩიელოს, რა გავლენას იქონიებდა საქართველოზე რუსეთის ხელისუფლებაში კომუნისტების დაბრუნება. არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ ეს ფაქტი საქართველოს ნეოკომუნისტებს გამოაცოცხლებდა, თავდაჯერებულობასაც შემატებდა და მეტ საფუძველსაც მისცემდა მათ იმედებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას შეიძლებოდა, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტად დაეპირისპირებინა საქართველო რუსეთისათვის. ქართველები მართლაც შეიძლება გრძნობდნენ გარკვეულ მადლიერებას იმ დახმარების გამო, რაც ისტორიის გრკვეულ მომენტში გაუწია რუსეთმა საქართველოს ქვეყნის მოდერნიზების (ანუ, გადასავლურების) საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული ელიტა გაცილებით ნაკლებ სურვილს ამჟღავნებს საპირისპორო მიმართულებითაც გაჰყვეს რუსეთს კვალდაკვალ.
გვეღირსა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ნავთობსადენი
რუსეთისადმი რაოდენ განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებაც არ უნდა არსებულიყო საქართველოში, ერთი რამ მაინც ნათლად გამოჩნდა: რუსეთმა ვერ გაამართლა ის მოლოდინი - სულერთია, დადებითი თუ უარყოფითი - რაც დსთ-ში გაწევრიანების მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ ამ ნაბიჯის გადადგმის მომენტში. ზვიადისტთა ამბოხების ჩაქრობისას შევარდნაძისათვის გაწეული დახმარება დარჩა ერთადერთ შემთხვევად, როცა რუსეთმა რაღაც აშკარად მნიშვნელოვანი მოიმოქმედა. სხვა მხრივ, არც ეკონომიური კავშირები ,,აღმდგარა“ და არც ახალი ეკონომიური კონტაქტების სერიოზულ ზრდას ჰქონია ადგილი. რუსები საერთოდ არ ჩანდნენ საქართველოს ბაზარზე, სადაც თურქული, ირანული, ჩინური, ბულგარული, ბერძნული და სხვა საქონელი ბატონობდა. რუსეთიდან არც ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსულა რამე. მანეთის ზონაში შესვლაზე საუბარი თანდათანობით მთლიანად ჩაკვდა. თუკი რუსეთს მართლა სურდა ბატონობა საქართველოშიც და დანარჩენ დსთ-შიც, მას უნდა აღედგინა მანეთის ზონა და ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყანა თითქოს მზადაც იყო ამ ზონას შეერთებოდა, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა და საკმაოდ ჭკვიანურადაც მოიქცა - რადგან საკუთარი ეკონომიკის დანგრევას მოერიდა. რუსებმა აიძულეს შევარდნაძე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებისათვის თურქეთთან ,,დსთ-ს საზღვრის“ ერთობლივ დაცვაზე და საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობის თაობაზე, მაგრამ ამით მათ მხოლოდ უკვე არსებული მდგომარეობა დააკანონეს. იყო მოლოდინი, თითქოს ამის სანაცვლოდ ისინი მათ მარიონეტად შერაცხულ აფხაზი სეპარატისტების ლიდერ არძინბას გადმოგვცემდნენ და აფხაზეთსაც ,,დაგვიბრუნებდნენ“, თუმცა სინამდვილეში, რუსებმა მხოლოდ ,,სტატუს კვო“ შეინარჩუნეს, ანუ (ეთნიკურად) ქართველთაგან განწმენდილი აფხაზეთი კვლავ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ დარჩა. აფხაზეთს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ საქართველოში ცხოვრება თანდათანობით კალაპოტში ჩადგა, უმთავრესად იმის წყალობით, რომ პოლიციამ შეიარაღებულ ფორმორებებს აჯობა; მაგრამ ეს რუსეთისაგან ყოველგვარი დახმარების გარეშე გაკეთდა. რუსეთს დამსახურებად მხოლოდ და მხოლოდ ის შეიძლებოდა მიეთვალა, უკვე უწინდელი მონდომებით რომ აღარ უთხრიდა ძირს საქართველოს. თავისთავად ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი სარგებელი გახლდათ, რაც ქვეყანას საკუთარი დათმობების ფასად შეეძლო მიეჩნია, ოღონდ, რა თქმა უნდა, პრორუსული პარტია მარტო ამას არ ელოდა (და არც მარტო ამის მოლოდინს უღვივებდა მოსახლეობას). რუსეთმა, როგორც გაბრაზებულმა ოჯახის უფროსმა (ანდა, მაფიოზმა ნათლიამ), მკაცრად დასაჯა საქართველო, რადგან თავი უარყოფილად და შეურაცხყოფილად ჩათვალა; მაგრამ, უძღები ძის დაბრუნების შემდეგ, უკვე ვეღარ მოახერხა კეთილმოსურნე მფარველის უღლის გაწევა.
სულერთია, რამდენად გულწრფელი რწმენაც არ უნდა ჰქონოდა შევარდნაძეს, თითქოსდა მოთაფლული რუსეთი საქართველოს პრობლემების მოგვარების უნარსაც და სურვილსაც გამოამჟღავნებდა, მალე მან უკვე სრულიად სხვა ხასიათის წინადადება მიიღო, რომელზედაც უარის თქმა არ შეიძლებოდა: კრედიტები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან, ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველოს ეკონომიური პოლიტიკის კურსი მკვეთრად შეიცვლებდა და გამკაცრდებოდა. 1994 წლის გაზაფხულიდან, ქართული ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სადავეები, მართლაც თანდათან სსფ-მა და მსოფლიო ბანკმა აიღეს ხელში.
,,მანეთის ზონაში შესვლისა“ და ,,ეკონომიური კავშირების აღდგენის“ ნაცვლად, საყოველთაო მსჯელობის საგნად უკვე აუცილებელი ფინანსური სიმკაცრის გზით ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია, პრივატიზაცია და სხვა მსგავსი საკითხები იქცა. ახალი პოლიტიკა გახდა იმის თვალნათელი მაგალითი, თუ რაოდენ ნაყოფიერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სსფ-ის ხელმძღვანელობა: ჰიპერინფლაცია შეჩერდა; ახალმა ეროვნულმა ვალუტამ, ლარმა, რომელიც 1995 წლის ბოლოს შემოვიდა მიმოქცევაში, სულ რაღაც ერთ კვირაში განდევნა რუსული რუბლი (რომელიც მანამდე საქართველოს ბაზარზე დომინირებდა) და მას შემდეგ გასაოცარი სტაბილურობა შეინარჩუნა; ეკონომიკური ცხოვრება გამოცოცხლად, ინვესტიციების იმედები უფრო რეალური გხდა და გარკვეული (თუმცა საკმაოდ მცირე) ინვესტიციები დაბანდდა კიდეც ქართულ ეკონომიკაში. 1992-93 წლების გაჭირვებასთან და სრულ უიმედობასთან შედარებით, ყველაფერი ეს ზღაპარს ჰგავდა.
ეს საერთაშორისო ინსტიტუტები (რომელთაც, რა თქმა უნდა, დასავლეთის კიდევ ერთ განსახიერებად თვლიდნენ), უმთავრესად საფინანსო და მაკროეკონომიკური საკითხებით იყვნენ შემოფარგლულნი, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს, ზუსტად მორგებოდნენ არქეტიპულ წარმოდგენებს კეთილ მოსურნე (დასავლელი) პატრონის თაობაზე და ეს უაღრესად მნივნელოვანი მომენტია მათი წარმატების ასახსნელად, არავის ეპარებოდა ეჭვი იმ ორგანიზაციათა ძალმოსილებაში - მათი აქტივები მართლაც დაუშრეტელნი ჩანდნენ საქართველოს რესპუბლიკის სასაცილო ბიუჯეტთან შედარებით; მართალია, სიმკაცრესაც იჩენდნენ და გარკვეული წესების მორჩილებასაც მოითხოვდნენ, მაგრამ ეს სიმკაცრე, ალბათ კლიენტის საბოლოო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მოკლედ, ისინი მკაცრები და ყოვლისშემძლენი იყვნენ, როგორც შეეფერება კიდეც ჭეშმარიტ პატრონს, რომელიც თავისი კლიენტის საბოლოო კეთილდღეობაზე ზრუნავს.
სრულიად აშკარაა, თუ რატომ უნდა აეტაცებინათ ახალი პოლიტიკა ენთუზიაზმით პროდასავლურად განწყობილ დემოკრატებს. თუმცა, საბოლოოდ, ისინი მაინცდამაინც არ აღმოჩნდნენ მასში ჩართული. როცა პოლიტიკას ცვლიდა, შევარდნაძეს პოლიტიკის მკეთებელთა შეცვლით დიდად არ შეუწუხებია თავი; თუ რამდენიმე ადამიანს არ ჩავთვლით, ვინც არც განსაკუთრებული ძალაუფლებით სარგებლობდა, როგორც ამბობდნენ, არც შევარდნაძის ფავორიტთა რიცხვს განეკუთვნებოდა, კაბინეტში ძველებურად ისევ იგივე ,,აპარატჩიკები“ და კომუნისტური წრთობის დირექტორები ჭარბობდნენ, ანუ ის ხალხი, ვინც სულ ცოტა ხნის წინათ ყელს იხევდა ,,კავშირების აღდგენაზე“ ყვირილით. ისინი პოლიტიკურად უფრო მისაღები აღმოჩნდნენ შევარდნაძისათვის, ვიდრე ნაციონალისტი ოპოზიცია, რომელიც ორიენტაციის აშკარა და თვალნათელ ცვლილებას მოითხოვდა რუსეთიდან დასავლეთისაკენ. დემოკრატიული ტრანსფორმაციის ზოგიერთი თეორეტიკოსი ხშირად ლაპარაკობს ,,დემოკრატიაზე დემოკრატიის გარეშე“, ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც თავისუფალი საბაზრო რეფორმები რეფორმატორების, ან თითქმის მათ გარეშე, ტარდებოდა. თუმცა, ეს ,,აპარატჩიკები“ და დირექტორებიც, რომლებსაც თავისუფალი ბაზრის არასოდეს სჯეროდათ და არც შეიძლებოდა მოსწონებოდათ ის, რის გაკეთებასაც სსფ და მსოფლიო ბანკი აიძულებდათ, აშკარად არ უძალიანდებოდნენ ამ უკანასკნელთა დაწოლას (ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც). არ უძალიანდებოდნენ, რადგან სსფ-ის ფაქტორი, სტრუტურულად მთლიანად პასუხობდა იმ წარმოდგენებს ეკონომიკურ მართვაზე, რასაც ისინი ოდითგანვე იყვნენ მიჩვეულნი. ზემდგომი ავტორიტეტების ბრმა მორჩილების პრინციპზე აღზრდილნი, ისინი არასოდეს დაფიქრებულან ამა თუ იმ სახის საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სსფ მათთვის ახალ ,,გოსპლანად“ იქცა. რა თქმა უნდა, მათ მშვენივრად იცოდნენ - სანამ გაგივა, უფროსი უნდა მოატყუო, ქრთამითაც უნდა სცადო მისი გულის მოგება, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა რომ სწორედ ,,ზემდგომთა“ სახელმძღვანელო პრინციპების კარნახით უნდა შემუშავებულიყო, ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ (რუსულად ამ სახელმძღვანელო პრინცპებს, ჩვეულებრივ, ,,დირექტივებს“ უწოდებდნენ, სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ენაზე კი ,,რეკომენდაციებს“, მაგრამ სიტყვებს ვინ უყურებს). ქვეყნის ბიუჯეტს ისევ და ისევ, ფაქტობრივად, ვიღაც სხვაგან ადგენდა, და ეს ასე ნაცნობ და კომფორტულ განცდას ბადებდა. გულსატკენი მხოლოდ ის იყო, რომ ამ უცხო ხალხს თავიანთ ენაზე ვერ ელაპარაკებოდნენ და ჯერ არც მათთან უშუალო კონტაქტის დამყარების გზები იცოდნენ, მაგრამ ბოლო დროს იმდენი რამე შეიცვალა, ამ ახალ სიტუაციასაც შეეგუებოდნენ და ოდესმე ალბათ მოერგებოდნენ კიდეც.
სსფ-ის დახმარებით ეკონომიკის სტაბილიზაციამ, სხვა ოცნების ასრულებაც გახადა შესაძლებელი - ან, უფრო სწორად, ოცნება უფრო დაუახლოვა სინამდვილეს: ვგულისხმობ საქართველოს ჩართვას ნავთობსადენების საერთაშორისო ქსელში. დაბრუნდა თუ არა საქართველოში, შევარდნაძემ მაშინვე დაიწყო ლაპარაკი ქვეყნის გადაქცევაზე საერთაშორისო დერეფნად აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას შორის. საქართველო აშკარა კანდიდატად ჩანდა თავის ტერიტორიაზე იმ ნავთობსადენის გატარებისა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებული კასპიის საბადოების ნავთობს დასავლეთს მიაწვდიდა. ამავე დროს, არც თენგიზის საბადოებიდან ნავთობის ტრანზიტი იყო გამორიცხული.
ვიდრე ქვეყანაში გაუთავებელი არეულობა სუფევდა, მის განცხადებებს არავინ განიხილავდა სერიოზულად. მაგრამ საქართველოში სტაბილიზაციის დამყარებისა და პირიქით, ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში, ანუ კონკურენტი ნავთობსადენის ტრასაზე სამოქალაქო ომის გაჩაღების შემდეგ, საქართველოს წინადადებებმა თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტი მომხიბვლელობა შეიძინა. 1996 წლის ოქომბერში, საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კომპმრომისს წარმოადგენდა: უნდა ამოქმედებულიყო ორივე, ქართული და რუსული, მაგისტრალი, ოღონდ, დროის თვალსაზრისით გარკვეული პრიორიტეტი რუსულს მინიჭებოდა, რადგან მას ბევრად უფრო ნაკლები თავდაპირველი ინვესტიცია სჭირდებოდა. 1996 წლის მარტში, ალიევმა და შევარდნაძემ, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, ხელი მოაწრეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, რეალურად უნდა აშენებულიყო ნავთობსადენი კასპიის სბადოებიდან სოფელ სუფსამდე, საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე (შეთანხმება, ამავე დროს, ითვალისწინებდა უკვე არსებული ნავთობსადენის ნაწილობრივ გამოყენებასაც, რომელიც სუფსას სამხრეთით, ბათუმში ბოლოვდებოდა). 1995 წლის დკემბერში საქართველოს შევრონის პრეზიდენტი ეწვია, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირების საკითხიც შეიძლებოდა დამდგარიყო დღის წესრიგი.
როგორც არ უნდა განვითარდეს შემდგომი მოვლენები, საქართველომ მაინც გარკვეული წარმატებით მოახერხა ამჯერად ნავთობკომპანიების სახით წარმოდგენილი დასავლეთის დარწმუნება, რომ ის სტაბილური და საკმარისად საიმედო პარტნიორია ისეთი მნიშვნელვანი ნედლეულის ტრანსპორტირების სქმეში, როგორიცაა ნავთობი. ეს, მართლაც რომ სერიოზული ფაქტია, წმინდა ეკონომიკური ასპექტის გარდა, სხვა მიზეზიც არსებობს ნავთობსადენის ესოდენი პოპულარობისათვის, კერძოდ, მისი გეოპოლიტიკური თვალსაზრისი. ნავთობსდენი რუსეთსა და დასავლეთს შორის ქიშპობას გულისხმობს. რუსეთი ყოველნაირად ეწინააღმდეგება ნავთობსადენის საქართველოზე გავლას და არა შემოსავლის დაკარგვის შიშით, არამედ იმიტომ, რომ ამაში ხედავს საკუთარი ბატონობის დასასრულს ამიერკავკასიაში, თუკი ნავთობსადენმა ჩვენთან მართლა გაიარა, ეს ფაქტი, ბოლოს და ბოლოს, კავკასიაში დასავლეთის რეალურ მოსვლას ნიშნავს, აქაურობასთან დასავლეთის დაკავშირებას უფრო თანამედროვე ასპექტით, ვიდრე უბრალოდ საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობაა. ის, რისი მიღწევაც სულხან-საბა ორბელიანს სურდა, კათოლიციზმის მიღების გარეშეც იქნება მიღწეული.
ამით აიხსნება ის საყოველთაო ენთუზიაზმიც, რაც ნავთობსადენის პროექტმა გამოიწვია საქართველოში, განსხვავებით იმ რეაქციისაგან, რაც საქართველოს გავლით რუსეთიდან ირანისაკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრლის საბჭოურ პროექტს მოჰყვა 1987 წელს. ამ პროექტმა მაშინ თითქმის მთელი საზოგადოება აღაშფოთა და ეს აღშფოთება, კაცმა რომ თქვას, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პირველ ტალღადაც იქცა. და არა მარტო იმიტომ, თითქოს ნავთობსადენი უფრო მომგებიანია, ვიდრე რკინიგზა (ეს არავის გაუანგარიშებია), ან თითქოს ქართველებმა ბოლოს და ბოლოს ეკონომკური რაციონალიზმის უფრო ღმა განცდა შეიძინეს (თუმცა არც უამისობაა). უბრალოდ, რკინიგზა საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაკავშირების საშუალებად მიიჩნეოდა, მაშინ, როცა ნავთობსადენმა ის დასავლეთს უნდა დაუკავშიროს. რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის პროექტი 1996 წელს უფო ნაკლებ პროტესტს გამოიწვევდა, ვიდრე 1987 წელს გამოიწვია, მაგრამ სერიოზული წინააღმდეგობა მაინც უთუოდ შეხვდებოდა.
ნავთობსადენთან დაკავშირებით, ეტყობა, არავის (ანტიშევარდნაძისტი კომუნისტების გარდა) არა აქვს პროტესტის გრძნობა. გარემოს დამცველებიც კი, ვინც 1987 წელს სთავეში ედგნენ საპროტესტო მოძრაობას, ახლა მთავარი პროშევარდნაძისეული პარტიის ლიდერებად იქცნენ და ნავთობსადენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც უდიდეს პოლიტიკურ წარამატებად თვლიან. ერთადერთ უარყოფით ემოციას მხოლოდ და მხოლოდ იმის შიში ბადებს, ვაითუ, ყველაფერი მეტისმეტად კარგი აღმოჩნდეს სიმართლის კვალობაზე და რომ რუსეთი, ცოცხალი თავით მაინც არ დაუშვებს ამას.
დასავლეთი იქნებ მოვიდა კიდეც, ოღონდ რას ნიშნავს ეს?
დღეს დასავლეთის ყოფნა ისე ძლიერ იგრძნობა საქართველოში, როგორც ჯერ არასოდეს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე (თუკი არ ჩავთვლით ძალიან ხანმოკლე პერიოდს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა აქ ბრიტანეთის სამხედრო ძალები იყვნენ დაბანაკებული). მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმაზე სხვა აგებს პასუხს, ხოლო მომავალი კეთილდღეობის პერსპექტივები ნავთობსადენსა და სხვა შესაძლო დასავლურ ინვესტიციებს უკავშირდება. სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება დასავლეთთან სავაჭრო კავშირები ჯერ ისევ ღატაკ შრომით ბირჟაზე, ყველაზე უფრო მომხიბვლელ დამქირავებლად დასავლეთის საელჩოები საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩანს და იმის დიდი იმედიც არსებობს, რომ მათ კვალდაკვალ ბევრი გავლენიანი დასავლური კომპანიაც მოჰყვება. რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართველი ახალგაზრდები მაინც ამჯობინებენ ინგლისური ისწავლონ და არა რუსული, როგორც სამომავლო კარიერის ენა.
მაგრამ, რამდენადაც დასავლეთის ყოფნა საქართველოში რეალობა ხდება, მით უფრო ინგრევა თანდათანობით დასავლეთის მითიც, ქართველთა შინაგანი ,,დასავლურობის“ რწმენას, რაც თითქოს ავტომატურად გამომდინარეობს ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობიდან და თანდაყოლილი ინდივიდუალიზმიდან, უკვე შეუდგა წყალი, გადარჩენის მცირე შანსები აქვს დასავლეთის, როგორც საქართველოს წინაშე ვალდებული და კეთილმოსურნე პატრონის იმიჯსაც.
როგორც ჩანს, დასავლეთთან უშუალო შეხებამ ხელი შეუწყო უმთავრესი წინააღმდეგობის წარმოჩენას საქართველოს აბსტრაქტულ ორიენტაციასა და საკმაოდ არადასავლური აზროვნების სტერეოტიპებს შორის, რაც ამ ორიენტაციას საფუძვლად უდევს. დასავლეთის იდეა თანამედროვე ფორმით ძალიან დაშორდა თავის შუასაუკუნეობრივ პირველწყაროს, ანუ საქრისტიანოს იდეას. დასავლეთის თანამედროვე გაგება, მნიშვნელოვანწილად თავისუფალი, დამოუკიდებელი, საკუთარი თავის უზრუნველმყოფელი ინდივიდის იდეაშია ფესვგადგმული, ქართული პროდასავლური ორიენტაცია კი პირიქით. დღემდე ვიღაცაზე ან რაღაცაზე დამოკიდებულების ძალიან არადასავლურ წარმოდგენებს ემყარებოდა.
ნავთობსადენის პროექტთან დაკავშირებული ენთუზიაზმიც გარკვეულად გულისხმობს - და შეიძლება განამტკიცებს კიდეც - პარაზიტულ კეთილდღეობაზე ოცნებას, როცა დიდსულოვანი მფარველის ფრთებქვეშ შეყუჟული საქართველო, მაინცდამაინც არ შეიწუხებს თავს და ბედნიერეად იცხოვრებს ნავთობის ტრანზიტიდან მზამზარეულად მიღებული პროცენტებთ.
ბიუროკრატიული და კორუმპირებული სახელმწიფოს გამოცდილებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, მყარი და სოლიდური შემოსავლები (თუკი იქნა), რასაც სახელმწიფო საკუთარ ხალხთან ურთირთობის გარეშე მიიღებს გარედან, შეიძლება მართლაც დამღუპველ დაბრკოლებად იქცეს სოციალური და პოლიტიკური განვითარებისათვის ჭეშმარიტი ვესტერნიზაციის მიმართულებით. ამის არაერთი მაგალითი უკვე არსებობს ნავთობით მდიდარ ქვეყანაში. თუ სახელმწიფო რეალურად მოახერხებს მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას ნავთობსადენის ბიზნესიდან, მაშინ მას გაცილებით მეტი შანსი მიეცემა უაღრესად არადასავლური, პატერნალისტური შეხედულება შეინარჩუნოს საკუთარ თავზე - როგორც ჯერაც ინფანტილური მოქალაქეების ერთადერთ იმედზე და მარჩენალზე.
იმის შეგნება, რომ ,,პროდასავლური ორიენტაცია“, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების, ინიციატივის, კანონის მორჩილების, შრომის დისციპლინის და სხვა დასავლური ფასეულობების აღიარებას ნიშნავს და არა დასავლეთისაგან დაცვისა თუ სარგებელის ძიებას ერთგულების სანაცვლოდ, მხოლოდ ახლა იდგამს ფესვს ქართულ ცნობიერებაში. ამგვარი შეხედულების დანერგვას (გინდაც ის ყოველთვის ნათელ იდეოლოგიურ ფორმულებად ვერ ჩამოყალიბებულიყო), გაცილებით მეტად შეუწყო ხელი უკვე საკუთარ ტყავზე ნაწვნევმა, კომუნისტური სახელმწიფოს სრულმა კრახმა და არა, ვთქვათ, სსფ-ის მიერ თავსმოხვეულმა მკაცრმა პოლიტიკამ, თუმცა, არც ამ უკანასკნელის გავლენის სათანადოდ შეუფასებლობა იქნებოდა მართებული. საქართველო კოშმარის წლებიდან მაინც პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოვიდა, შედარებით უფრო დემოკრატიულიც და, სინამდვილეში, უფრო დამოუკიდებელიც, ვიდრე ამას ორიოდე წლის წინ წარმოიდგენდა ვინმე. მან მწარე გაკვეთილი მიიღო, დასკვნები გამოიტანა და ახლა, მის ,,პროდასავლურ“ ორიენტაციასაც მიეცა შანსი, მითოლოგიისა და ოცნებების სფეროს დააღწიოს თავი.
ეს, რა თქმა უნდა, იოლი პროცესი არ იქნება. ბუნებრივია, მას შეიძლება თან ახლდეს ანტიდასავლური რეაქციის გარკვეული გამოვლინებებიც. ამ თვალსაზრისით, შეიძლება მხოლოდ ივარაუდო, რა კონკრეტულ სახეს, ან უფრო სახეებს, მიიღებს ეს რეაქცია. წინდაწინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მეტ-ნაკლებად განმტკიცდება ადრეც არსებული, ოღონდ არც ძალიან ძლიერი, ზემოთ უკვე ნახსენები ტენდენციები: ერთი მხრივ, კულტურულ (რელიგიური ნატივიზმი და მეორე მხრივ, ნეოკომუნისტიური რეაქცია. ამ შემთხვევაში დაპირისპირება, ძირითადად, ,,ელიტა\\ მასის“ დიქოტომის ირგვლივ იტრიალებს (განსაკუთრებით, როდესაც საქმე ნეოკომუნისტებს შეეხება). არ არსებობს იმის მამტკიცებელი ბევრი საბუთი, მსგავსი ხასიათის რეაქციები ელიტის დონეზეც რომ გახდეს პოპულარული; აქედან გამომდინარე, თუკი სერიოზული კატაკლიზმები არ მოხდა, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრისას ელიტა, ეტყობა, არ დაუშვებს მეტისმეტი გავლენის მოპოვებას არც აშკარად პრორუსული კომუნისტებისა და არც ანტიდასავლური ტიპის ნატივისტური ნაციონალიზმის მხრიდან. ბოლო დროს გაისმა ახალი ხმებიც, რომლებიც საერთო ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მემკვიდრეობის საფუძველზე რუსეთთან გაერთიანებისაკენ მოგვიწოდებენ. ბუნებრივია, ეს მოწოდებები სსფ-ის ,,ძალადობის“, თურქული კაპიტალის და სხვა სატანური ძალების წინააღმდეგაა მიმართული. ,,ცივილიზაციათა შეჯახების“ ჰანთინგტონისეული მოდელის თანახმად, ამგვარ განცხადებებს, ალბათ, შეიძლებოდა განესაზღვრა კიდეც საქართველოს იდეოლოგიური ორიენტაცია, თუმცა ჯერჯერობით მაინც, ამ ტენდენციის დამცველთა შორის არც ერთი გავლენიანი არ გამოჩენილა.
მეორე მხრივ, იმის ნიშნებიც შეიმჩნევა, რომ ,,უსულგულო კაპიტლისტური დასავლეთის“ იმიჯით აღშფოთებამ, სსფ-ით და მსოფლიო ბანკით, ანუ მათ მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილებამ (რაც მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოში ნავთობისა თუ სხვა სახის დასავლური კორპორაციების მოსვლით), თავად (პოსტ) - მოდერნული დასვლეთისათვის დამახასიათებელი ლიბერალური და მემარცხენე ყაიდის იდეოლოგიების ფორმა მიიღოს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც სოციალური დემოკრატიის ზომიერი მიმდინარეობა, ისე უფრო პერიფერიული მოძრაობებიც. ამ ბოლო დროს შექმნილ ,,მემარცხენე ცენტრისტულ“ კოალიციას, რომელიც თავს უმთავრეს ოპოზიციურ ძალად აცხადებს, მართლაც სურს ამ, ჯერჯერობით, ვაკანტური ადგილის დაკავება. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ანტიდასავლური განწყობილებების გამოსახატავად საჭირო მოდელები თუ ქარგები ისევ და ისევ მაინც დასავლეთიდან იქნება ნასესხები და აქედან გამომდინარე, ელიტასაც სრულიად უპრობლემოდ მიეცემა შესაძლებლობა ანტიდასავლური არ გამოჩნდეს ეთნიკური კულტურის თვალსაზრისით.ამრიგად, მე მოველი, რომ შედარებით ელიტისტური და ,,პროგრესული“ ქართველი ანტიდასავლელები დასავლეთთან დაპირისპირებას თავს მხოლოდ და მხოლოდ დასავლურივე ,,კონტრკულტურის“ პოზიციებიდან გამოამჟღავნებენ - რაც საქართველოს დასავლეთთან შეერთების კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იქნება და სხვა არაფერი.
![]() |
3 საქართველო და ევროპა: პერიფერიის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში |
▲back to top |
ბრუნო კოპიტერსი
დასავლეთ ევროპის პოლიტიკას საქართველოს მიმართ პერიფერიული ადგილი უჭირავს ევროპის საგარეოპოლიტიკურ დისკურსში. ეთნიკურ კონფლიქტებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას არასოდეს შეუქმნია საფრთხე დასავლეთი ევროპის უშიშროებისათვის, დასავლეთი ევროპის საზოგადოებრივი აზრი მაინცდამაინც არც საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს აუღელვებია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროპის ინტერესების მიღმა რჩებოდა. თვით პერიფერიის ცნებას ცენტრალური ადგილი უკავია ევროპული ინტეგრაციის პროცესის ანალიზში.
ამ თავში1 განიხილება სართაშორისო ურთიერთობების გამოკვლევებში და ევროპული პოლიტიკის დისკურსში წარმოდგენილ ტერმინ ,,პერიფერიის“ ხუთი სხვადასხვა მნიშვნელობა. პერიფერია უპირველეს ყოვლისა, იძენს პოზიტიურ და პრაქტიკულ შინაარსს ევროპული ინტეგრაციის მოდელის ,,ბირთვო-პერიფერია“ - ფარგლებში. ამ ტერმინის მეორე მნიშვნელობა გამომდინარობს იოჰან გალტუნგის მოდელიდან - ,,ცენტრი-პერიფერია“ და ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რამდენადაც პერიფერია განიხილება, როგორც ცენტრის დომინაციისა და ექსპლოატაციის ობიექტი, ხოლო როცა აღნიშნავს კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოების, რეგიონების ან ცივილიზაციების ტერიტორიათა გამიჯვნის ადგილს, იგი მესამე მნიშ ვნელობით წარმოგვიდგება. მას მეოთხე მნიშვნელობა აქვს, რადგან სახელმწიფო, რომელსაც სხვა ძალები იყენებენ როგორ პლაცდარმს გარკვეულ რეგიონში უსაფრთხოების კომპლექსზე ზემოქმედებისათვის, ასევე შეიძლება განისაზღვროს, როგორც მათი პერიფერია. მან შეიძლება შეიძინოს მეხუთე მნიშვნელობაც, როცა აღნიშნავს თავიანთ პოლიტიკაში ზესახელმწიფოების მიერ მცირე ერების მიმართ გულგრილობის სპეციფიკურ გამოვლენებს.
წინამდებარე სტატიამ უნდა გაარკვიოს, თუ რმდენად გამოსადეგია ამ ტერმინის ხსენებული ხუთი მნიშვნელობოდან თითოეული საქართველოსადმი და დასავლეთი ევროპის პოლიტიკის დასახასიათებლად. ამის გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს საქართველოს მიმართ დასავლეთი ევროპის ან დასავლეთის პოლიტიკის ცალკეულ გამოვლენათა ანალიზი. ამაში იგულისხმება დასავლეთი ევროპის განწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობისადმი და იქ მიმდინარე ეთნიკური და სამოქალაქო ომებისადმი, აგრეთვე საქართველოსთვის ევროგაერთიანების ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები.
ევროპული ინტეგრაციის მოდელი ,,ბირთვი - პერიფერია“
ტერმინი პერიფერია არ არის აუცილებლად უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი, იგი ევროპული ინტეგრციის იდეის ძირეული ელემენტია. ევროპის გაერთიანება ტრადიციულად ჩაფიქრებული იყო მოდელის - ,,ბირთვი-პერიფერია“ - მიხედვით. ეს მოდელი მიზნად ისახავდა გადაეწყვიტა ის მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს ევროპული ინტეგრაციის რეალურ პროცესსა (იგი მოიცავს ევროპულ ნაციათა მხოლოდ უმცირეს ნაწილს) და იმ იდეალს შორის, მთელს კონტნენტს რომ გააერთიანებდა. მოდელის ,,ბირთვი-პერიფერია“ მიხედვით საერთოევროპული კონსტრუქცია მოიაზრება როგორც იმ პროცესის შედეგი, რომელიც იწყება ბირთვიდან და თანდთანობით მოიცავს ევროპის კონტინენტის ფართო პერიფერიებს. ბირთვს შეადგენენ ევროპის გაერთიანების პროცესის არსებული მონაწილეები, ხოლო პერიფერიას - მისი მომავალი მონაწილეები.2 ევროპის პერიფერია თანდათანობით უნდა იქცეს მისი ბირთვის ნაწილად და მონაწილეობა მიიღოს საერთო სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მოდელი ,,ბირთვი-პერიფერია“ არის ევროპული ერთობის დისკურსის ნაწილი, რამდენადაც გულისხმობს, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ადრე თუ გვიან შეუერთდება იმ ქვეყნის თანამეგობრობას, რომლებიც დაიცავენ ევროპულ ფასეულობებს და საერთო უსაფრთხოების ინტერესებს. ევროპული ერთობის იდეა საფუძველს უყრის ინსტიტუციონალური გაერთიანების პროცესს ევროპაში და წინ აღუდგება ნაციონალური სუვერენიტეტის წმიდათა წმიდა იდეას.3
ზოგიერთმა დასავლეთი ევროპის ქვეყანამ გაერთიანების პროცესი 50-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ ევროპის ბირთვმა წარმატებით მიიერთა კონტინენტის სამხრეთ და ჩრდილოეთ პერიფერიათა დიდი ნაწილი და აჟამად მონაწილეობს პროცესში, რომელიც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს აღმოსავლთ-ცენტრალური ევროპის რეგიონთა ინკორპორირებას. ის, რომ მოდელის ,,ბირთვი-პერიფერია“ პრაქტიკული და იდეოლოგიური ქმედითობა დამტკიცდა ევროპაში ინტეგრაციული პროცესების წარმატებებით, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის გაერთიანების პროცესი მომავალშიც ამ მოდელის იდეოლოგიურ საფუძველზე გაგრძელდება. სამხრეთ და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყნების ხარჯზე ევროგაერთიანების გაფართოების შესაძლებლობა არ გულისხმობს იმას, რომ ევროპული პერიფერიის ყველა დანარჩენი ნაწილიც გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მომავალი გაერთიანების პროცესში. ძირეული წინააღმდეგობა, რაც არსებობს ევროგაერთიანების მიერ მთელი ევროპის ბედის განსახიერების პრეტენზიასა და იმ ფაქტს შორის, რომ ის წარმოადგენს მის მხოლოდ უფრო მდიდარ ნაწილს, არა გვგონია გადაიჭრას მომავალშიც.
1992 წელს ევროპის თანამეგობრობის დოკუმენტებში შემდეგნაირად ხდება პოსტსაბჭოთა ევროპის ქვეყნების დიფერენციაცია:4 პირველი - ევროპული ბირთვი, რომელიც მოიცავს ევროპის თანამეგობრობას და ევროპის საერთო ბაზრის ქვეყნებს; მეორე PHARE-ს რეგიონი - პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ალბანეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და სლოვენია და ხმელთაშუა ზღვის აუზი; მესამე - ახლადშექმნილი დსთ-ის რესპუბლიკების რეგიონი ევრაზიაში. 1996 წელს შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ აღმოსავლეთ-ცენტრალური ევოპის რომელი ქვეყნები მიუერთდებიან ევროპის თანამეგობრობის ბირთვს უახლოეს მომავალში. 1996 წელს გამოშვებული PHARE-ს ინფორმაციულ ბროშურაში მიზანშეწონილადაა მიჩნეული აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპისათვის ისევ მოდელის ,,ბირთვი-პერიფერია“ გამოყენება: 1945 წლიდან 1989 წლამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები მოწყვეტილი იყვნენ ევროპული განვითარების მთავარ მიმართულებას და აღმოჩნდნენ ცენტრალიზებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის ტყვეობაში. ახლა ისინი ისწრაფვიან დაიბრუნონ თავიანთი ცენტრლური ადგილი ევროპულ კუნლტურასა და ცივილიზაციაში და დაუბრუნდნენ ევროპულ ეკონომიკასა და საზოგადოებას. ისინი მზად არიან თვიანთი ეკონომიკის გარდასაქმნელად, რათა მხარი აუბან იმ ცვლილებებს, რაც განხორციელდა დასავლეთ ევროპაში უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში“5 მსგავს გამონათქვმებს ვერ შევხვდბით ევროკავშირის მიერ გამოშვებულ ბროშურებში TACIS-ის პროგრამის შესახებ, რომელიც გამიზნულია ნოუპაუს დასანერგად ეკონომიკის გარდასაქმნელად და დემოკრატიის გასავითარებლად დსთ-ის ქვეყნებში (ევროგაერთიანების დოკუმენტებში მათ ,,ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“ უწოდებენ) და მონგოლეთში.6 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა პრინციპულად არ განასხვავებს ამიერკავკასიის ქვეყნებს, რომლებიც თავს ევროპელებდ თვლიან, ცენტრალური აზიის ქვეყნებისაგან. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის შანსი შეიძლება ნულის ტოლადაც ჩაითვალოს. პერიფერიის ის მნიშვნელობა, რომელიც მას აქვს ევროპული ინტეგრაციის მოდელში - ,,ბირთვი-პერიფერია“, არ გამოდგება ევროპაში საქართველოს პოზიციის განსაზღვრისათვის.
იოჰან გალტუნგის მოდელი ცენტრი-პერიფრია
პერიფერიის პირველი მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოზიტიური, პრაქტიკული, და იდეოლოგიური. ,,პერიფერიის“ მნიშვნელობა იოჰან გალტუნგის მოდელის - ,,ცენტრი-პერიფერია“ - მიხედვით არის ნეგატიური და თეორიული. გალტუნგის მოდელი ერთერთია ამ საუკუნის 60-იან და 70-იან წლების უამრავ მცდელობათაგან გამონახულიყო კონცეპტუალური საფძველი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ზე მესამე მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებული მდგომარეობის ასახსნელად. მარქსისტული თვალსაზრისისაგან განსხვავებით, გალტუნგი არ თვლის, რომ იმპერიალიზმი კაპიტალიზმის სპეციფიკური ისტორიული სტადიაა. თავის ურთიერთობის კონცეფციას ცენტრი-პერიფერია ის წარმოგვიდგენს, როგორც ,,იმპერლიზმის სტრუქტურულ თეორიას“. მოდელმა ცენტრი-პერიფერია, როგორც იდეალურმა სქემამ, უნდა შეასრულოს ევრისტიკული ფუნქცია ისტორიის ნებისმიერი ძირეული სტრუქტურის გასაგებად.
გალტუნგის მტკიცებით, მსოფლიო შედგებოდა და შედგება ცენტრალური პერიფერიული ერებისაგან, და თავის მხრივ, ყოველ ერს აქვს თავისი ცენტრი და პერიფერია, იმპერიალიზმი უნდა განვიხილოთ, როგორც დომინაციის განსაკუთრებული ტიპი, სადაც ცენტრის ცენტრი პლაცდარმად იყენებს პერიფერიის ცენტრს ორივეს ინტერესთა ჰარმონიზაციისათვის, მაშინ როცა ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობას ცენტრალური ერის პერიფერიასა და პერიფერიული ერის პერიფერიას შორის. ინტერესთა ეს შეუთავსებლობა (ინტერესები ზოგადად განისაზღვრება, როგორც მატერიალური და არამატერიალური ცხოვრების პირობები) იფრო მწვავეა პერიფერიის შიგნით, ვიდრე ცენტრში. პერიფერიული ცენტრის ერი ასრულებს, მაგალითად, გადამცემი ღვედის ფუნქციას ცენტრის ნედლეულით მომარაგებაში. მაშინ როცა ნედლეულის მოპოვების მეორადი ეკონომიკური ეფექტი პერიფერიის განვითარებისათვის, უარეს შემთხვევაში, ბევრად აღემატება მიწაში ორმოს თხრას.
ფასეულობათა უთანსწორო გაცვლა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს არ ახასიათებს. იმპერიალიზმის ლენინისტური და სხვა ეკონომკური დეფინიციებისაგან განსხვავებით, იოჰან გალტუნგი განარჩევს მის სხვადასხვა ტიპს: იმპერიალიზმი შეიძლება იყოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, მოიცავდეს კომუნიკაციის ან კულტურის სფეროებს. პოლიტიკური ტიპის შემთხვევაში ცენტრალური ერი თავს ახვევს პერიფერიას გადაწყვეტულების მიღებათა მოდელს, ხოლო კულტურით განმსაზღვრელი ტიპის ემთხვევაში - კულტურის მოდელებს. კომუნიკაციური იმპერიალიზმის მაგალითად გამოდგება შრომის ისეთი დანაწილება, როცა პერიფერიაში ხდება რაღაც მოვლენები, ხოლო ახალ ამბებად მას მხოლოდ ცენტრი გადააქცევს. იმ პერიალიზმის ნებისმიერი ტიპი გულისხმობს ცენტრის გაბატონებულ მდგომარეობას პერიფერიულ ერებთან მისი ვერტიკალური ურთიერთობებისას და, ამავე დროს, ცენტრი ეწინააღმდეგება მათ უშუალო ურთიერთკავშირებს.
რამდენადაც იმპერიების ურთიერთობა ეფუძნება კონკურენციას, პერიფერიულმა ერებმა ოპტიმალური სარგებლობის მიღების მიზნით შეიძლება სცადონ სხვადასხვა ცენტრს შორის უთანხმოების გაღვივება. გალტუნგის აზრით, მსგავსი სტრატეგია ვერ შეცვლის იმერიალიზმის ძირეულ სტრუქტურას. მან შეიძლება გამოიწვიოს ვერტიკალური ურთიერთქმედების გარკვეული მოდიფიკაცია, მაგრამ ვერ შეცვლის ფუნდამენტურ ფეოდალურ ურთიერთობებს. საერთაშორისო დომინაციური სისტემის სტრუქტურული გარდაქმნისათვის გალტუნგი გვთავაზობს უკეთეს სტრატეგიას. მისი აზრით, ცენტრი-პერიფერიის ურთიერთგაგებათა ჰორიზონტალიზაცია, ანუ შრომის დანაწილება და ნაწარმის გაცვლა უფრო თანასწორი პირობებით, ვერტიკალურ ურთიერთობათა შემცირება და პერიფერიული ერებისათვის არჩევანის მეტი თავისუფლების უზრუნველყოფა უნდა გახდეს საერთაშორისო დომინაციური სისტემის სტრუქტურული გარდაქმნის სტრატეგიული მიმართულება. ამ სტრატეგიას საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეფეოდალიზაცია პერიფერიულ ქვეყნებში სიცოცხლისუნარიანი წყობის დანერგვის ჩათვლით.
იმპერიალიზმის გალტუნგისეული კონცეფციის ეს მოკლე მიმოხილვა არ ისახავს მიზნად მის, როგორც სისტემური თეორიის, შეფასებას. ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, თუ გალტუნგის მოდელის - ,,ცენტრი-პერიფერია“ - მეშვეობით რამდენადაა შესაძლებელი შემდეგი თეზისის ინტერპრეტაცია - ,,საქართველო არის ევროპის პერიფერია.“ ერთი შეხედვით, დასავლეთი ევროპის ურთიერთობა საქართველოსთან სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება იოლად განისაზღვრს როგორც იმპერიალისტური სტრუქტურის ,,ცენტრი-პერიფერია“ ურთიერთმიმართება. თუ საუბარია იმპრიალიზმზე პოლიტიკის და კულტურის სფეროში, როცა ცენტრი შეიმუშავებს შესაბამის მოდელებს პერიფერიისათვის, საქართველო შეიძლება განვიხილოთ როგორც პერიფერიის კარგი მაგალითი, ამ ტერმინის გალტუნგისეული ინტერპრეტაციით. მართლაც, ევროპული დემოკრატიის და კულტურის იდეალიზაციას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა საქართველოს 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია უფრო მეტად პრეზიდენტის ინსტიტუტის აშშ-ის მოდელისაკენ იხრება.
ამავე დროს, საქართველოს პერიფერიული მდგომარეობის მსგავსი დახასიათება - როცა უგულებელყოფილია ქვეყნის ევროპაზე დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ასპექტები - შეიძლება მივიჩნიოთ მეტად ზედაპირულად. ჯერ ერთი, ევროპამ შეიმუშავა უნივერსალური კურსი პოლიტიკასა და კულტურის სფეროებში, რომლებიც ვერ თავსდება კონკრეტული ცენტრი-პერიფერია ურთიერთობის ჩარჩოებში. დასავლეთ ევროპულ ცენტრს მიაჩნია, რომ ცივილიზაციის მისი მოდელი თავისუფლებას მოუტანს მის პერიფერიას. ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობის ეს პოზიტიური იდეა, იმპერიალიზმის გალტუნგისეული და სხვა თეორიებისაგან განსხვავებით, დომინირებდა, მაგალითად, ევროსაბჭოში საქართველოსა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ამას გარდა, ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობის გალტუნგისეული ინტერპრეტაცია უგულებელყოფს თავისუფალი არჩევანის იდეას, იგი ჩანავლებულია დამოუკიდებლობის კონცეფციით. გალტუნგი ეყრდნობა სტრუქტურულ თეორიას, რომლის თანახმადაც მონაწილეებს ყოველთვის არა აქვთ გაცნობიერებული თავიანთი რეალური ინტერესები. ალტერნატივა, რომელიც არსებობს პოლიტიკური და კულტურული მოდელების ნებაყოფილობით და ძალდატანებით მიღებას შორის, უნდა ჩაითვალოს უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე გალტუნგის ალტერნატივა, ერთი მხრივ, უცხოურ მოდელებზე დამოკიდებულებასა და მეორე მხრივ, თვით პერიფერიის მიერ ავტოქტონური მოდელების დამოუკიდებელ შექმნას შორის. თუ შევადარებთ, მაგალითად, საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან და მისივე ურთიერთობას დასავლეთ ევროპასთან, გალტუნგი ორივე შემთხვევას დაახასიათებდა, როგორც იმპერიალიზმს პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ამით ხაზს გაუსვამდა ორივე ურთიერთობაში უცხოური მოდელების დომინაციის ფაქტს. მაგრამ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება რუსეთის ან საბჭოთა კავშირის მოდელის თავსმოხვევასა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრის დიდი უმრავლესობით გაკეთებულ არჩევანს შორის, რომელმაც ხმა მისცა დასავლურ პოლიტიკურ მოდელს. თავის მხრივ, ეს არჩევანი შეიძლება აიხსნას, როგორც ერთგვარი რეაქცია დამოუკიდებლობის არქონაზე. XIX და XX საუკუნეებში ქართულ ინტელიგენციის მხრიდან დასავლეთ ევროპის იდეალიზაცია, საბოლოო ჯამში, არის რუსული და საბჭოთა ,,იმპერიული“ პოლიტიკური და კულტურული მოდელების მიუღებლობის შედეგი.
თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის ცნება ძალზე მნიშვნელოვნია და შეუძლებელია მისი უგულებელყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ურთიერთდამოკიდებულებათა ანალიზისას. ეს არ გულისხმობს სოციალურ სუბიექტთა საღი აზრის ზედმეტად მაღალ შეფასებას ან თუნდაც იმას, რომ არჩევანის სოიალური შედეგები შეესაბამება თავდაპირველ პოლიტიკურ განზრახვებს. საქართველს დამოუკიდბლობის მოძრაობას სურდა ყოვლგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა საბჭოთა კავშირთან, რათა გაადვილებულიყო ქვეყნის ევროპაში ინტეგრირება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეთნოკონფლიქტებმა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ გამოიწვია ეკონომიკური ცხოვრების მოშლა. ისიც გაურკვეველია, თუ რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას ახალი კავშირები საქართველოსა და მსოფლიო ბაზარს შორის. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს, როგორც ნედლეულის მიმწოდებელს ან სამომხმარბლმო ბაზარს, დასავლეთი ევროპისათვის არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია. მაგრამ მას აქვს სტრატეგიული ადგილმდებარობა შავ ზღვაზე და კასპიის ზღვიდან ნავთობსადენმაც შეიძლება აქ გაიაოს. კასპიის ზღვა, სადაც უკვე აღმოჩენილია 40 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგი და ვარაუდობენ კიდევ 100-დან 200 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგის აღმოჩენას და მისი აუზი განიხილება როგორც მომავალში დასავლთი ევროპისათვის ერთ-ერთი უდიდესი ენერგომიმწოდებელი რეგიონი (ქუვეითის ნავთობის დადასტურებული მარაგი შეადგენს 97 მილიარდ ბარელს).8 ნავთობმომპოვებელ კომპანიებთან მოლაპარაკებისას ასევე ითვალისწინებენ ყაზახეთში თენგიზის უზარმაზარი საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. თავდაპირველი პროექტის თანახმად, რომელშიც მონაწილეობს შევრონი, მომავალი საუკუნის დასაწყისამდე საქართველო ალბათ ვერ მიიღებს რაიმე ხელშესახებ შემოსავალს სატრანზიტო გადასახედიდან, რადგან ხსენებული კომპანია ამ ნავთობსადენის დაფინანსების სანაცვლოდ მოითხოვს 30 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირებულ კონცესიურ ტარიფებს.9 საბოლოო ჯამში, მოსალოდნელია, რომ მთელ ქართულ ეკონომიკას გაუჩნდება დამატებთი შემოსავლის წყარო. ჯერ-ჯერობით ძალიან ნაადრევია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მისი და დასავლეთი ევროპის ეკონომიკური ინტერესების ჰარმონიზაციას. ღიადაა ასევე დარჩენილი კითხვა, შეიძლება თუ არა მათი ურთიერთობები დახასიათდეს, როგორც იმპერიალიზმის ეკონომიკური ტიპი გალტუნგის თეორიის მიხედვით.
საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის არჩევის სხვა შდეგები უფრო იოლი შესაფასებელია, მაგალითად, განათლების სფეროში. დამოუკიდებლობის მიღებამდე მისი ეკონომიკა ბევრად ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპის დონეს სულ მოსახლეზე GDP-ისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, მაგრამ განათლების სფეროში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. თუმცა სასწავლო პროგრამები და ტექნიკური აღჭურვილობა ხშირად მოძველებული იყო და განათლების სისტემაშიც ფართოდ იყო გავრცელბული კორუფცია, ზოგიერთი მაჩვენებელი, მაგალითად, სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა და წერა-კითხვის ცოდნის დონე უფროსებში, მაინც უახლოვდება დასავლეთ ვროპისას.10 დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ განათლების სისტემა მოიშალა, უპირველს ყოვლისა, გამოყოფილი ფონდების სიმცირის გამო. სამოქალაქო კონფლიქტებით მოცულ რეგიონებში სკოლები განადგურდა ან მთაში განთავსდა დევნილი მოსახლეობა, ბევრმა მასწავლებლმა თავი დაანება სამსახურს დაბალი ხელფასის გამო. გათბობის არქონის მიზეზით ზამთარში სკოლები იხურება, საწავლო ნივთები ან არ იშოვება, ან მიუწვდომელია მშობლის ჯიბისათვის. უკანასკნელ წლებში მხოლოდ ახლადშექმნილ კერძო სკოლებს და რამდენიმე სახელმწიფო სკოლას, რომელიც ღებულობს დასავლელი პარტნიორის დახმარებას, შეუძლია უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლება.11 ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს მთავრობამ შესძლოს სათანადო რესურსების მობილიზება, რათა განათლების სისტემა შეინარჩუნოს საბჭოთა მმართველობის დროს მიღწეულ დონეზე და კერძო ინიციატივა ამ სფეროში, როგორც ჩანს, ვერ შესძლებს მდგომარეობის შეცვლას. გადასახადები, როგორც წესი ძალიან მაღალია ეკონომიკის ნგრევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის. ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა საქართველომ მიუხედავად მისი ანტიდასავლური ორიენტაციისა აშკარად შეძლო განათლების სისტემა განევითრებინა იმ დონემდე, რომ მისი ცალკეული მაჩვენებლები დაახლოებოდა დასავლეთ ევროპის სისტემას, მაშინ როცა ასეთმა რეჟიმმა, მიუხედავად დასავლური ორიენტაციისა, გააღრმავა საქართველოსა და დასავლეთი ევროპის განათლების სისტმებს შორის არსებული ნაპრალი.
გალტუნგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პერიფერიულ ერებთან ვერტიკალური ურთიერთობისას ცენტრს გაბატონებული მდგმარეობა უკავია, ხოლო თვით ამ პერიფერიულ ერებს არა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. ამას იგი მიიჩნევს იმპერიალიზმის მთავარ სტრუქტურულ მახასიათებლად. პერიფერიულ ერთა ამ ტიპის ცალმხრივი ურთიერთობები მართლაც დამახასიათებელი იყო მრავალიკოლონიური და ნეოკოლონიური რეჟიმისათვის. საბჭოთა მმართველობის პირობებში ამიერკავკასიის ყველა მოკავშირე რესპუბლიკას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვთან, მაშინ, როცა სრულიად იგნორირებული იყო მათი ურთიერთობები რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან. საბჭოთა პოლიტიკა სულაც არ ისახავდა მიზნად კავკასიის, როგორც სრულყოფილი რეგიონის, ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეკონომიკური კავშირები საქართველოს, თურქეთსა და ირანს შორის სრულიად გაწყდა საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად ამ ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვისა. მრავალი წელი დასჭირდება საქართველოს ასეთი პოლიტიკის შედეგების გამოსასწორებლად.
შევარდნაძის მთავრობამ მნიშვნლოვანი წამოწყებანი განახორციელა მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის აღსადგენად. 1994 წელს რუსეთის, როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის ადგილი დაიკავა თურქეთმა, რომელზეც მოდიოდა მთელი საგარეო ვაჭრობის 25%, მაშინ, როცა რუსეთთან ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 16% . 1995 წელს თურქეთთან ვაჭრობა გიზარდა 32%-მდე, ხოლო რუსეთთან ანალოგიურმა მაჩვენებელმა 9%-მდე დაიწია.12 საქართველოს გაწევრიანება ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ECO) იქნებოდა შემდგომი ნაბიჯი მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურიერთობების ნორმალიზაციისაკენ. არც რუსეთი და არც დასავლეთის ქვეყნები არ შედიან ამ რეგიონალურ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც არიან ირანი, თურქეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო და აზრებაიჯანი. საქართველოს და სომხეთის მიღება ECO-ში (სომხეთის გაწევრიანება ალბათ განაპირობებდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას) შესაძლოა განგვეხილა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გალტუნგის მიერ შემოთავაზებული სტრატეგიის კონტექსტში, რაც, თავის მხრივ, პერიფერიული ერების ორგანიზაციათა შექმნას გულისხმობს. კავკასიური სახლის იდეაც (რომელშიც XX საუკუნის განმავლობაში რეგიონის სხვადასხვა დაჯგუფებები სხვადასხვა შინაარსს დებდნენ) შესძლებდა - თუკი არ გამოთიშავდა კავკასიის რომელიმე ქვეყანას ან ეროვნებას რეგიონალური ინტეგრაციის პროექტიდან - დაემკვიდრებინა თავისი ადგილი ხსენებული სტრატეგიის ფარგლებში.
საფრანგეთმა და აშშ-მა დაამყარეს მჭიდრო დიპლომატიური კავშირები სომხეთთან, გერმანიას უპირატესად საქართველოსთან აქვს ურთიერთობა,13 ხოლო დიდ ბრიტანეთს -აზერბაიჯანთან. მიუხედავად განსხვავებული ხარისხის დიპლომატიური კავშირებისა ამიერკავკასიის სხვადასხვა ქვეყანასთან, არც ერთი დასავლეთის მთავრობა ან ორგანიზაცია არ ისახავს მიზნად განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას ან ამ სამი სახელმწიფოს ურთიერთინტეგაციისათვის ხელის შეშლას. ამგვარი იმპერიალისტური პოლიტიკა შეუთავსებელი იქნებოდა დასავლეთის ინტერესებთან - შექმნას უსაფრთხო მარშრუტები საწვავის გადასაზიდად კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით. რეგიონისადმი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართებებში ევროგაერთიანება უპირატესობას ანიჭებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტეგრაციულ პროექტებს. 1992 წლის TACIS-ის პროგრამა პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრაზინტო მარშრუტის განვითარებას. შავსა და კასპიის ზღვებს, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნებს შორის და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აღმშენებლობითი პროცესის გამოცოცხლების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ევროგაერთიანება მიიჩნევს ამიერკავკასიის სახელმწიფოთა მხრივ უფრო აქტიური დიალოგის წარმოებას როგორც ერთმანეთთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და ECO- სთან.
შესაძლებელია თუ არა საქართველოს პერიფერიული პოზიცია ევროპაში გაგებულ იქნას ისე, როგორ შინაარსსაც დებს გალტუნგი პერიფერიის ცნებაში იმპერიალიზმის სტრუქტურული თეორიის მიხედვით? ეს თეორია, მიუხედავად თავისი პრეტენზიისა, იყოს არაისტორიული, ეფუძნება ცივი ომის პერიოდის კაპიტალისტური სისტემის ანალიზს და, როგორც ჩანს, გამოუსადეგარია იმ ახალი დამოკიდებულებების საკვლევად, საბჭოთა სისტემის გაქრობის შემდეგ რომ გაჩნდა. თუ დღევანდელი საქართველოს მიმართ გამოყენებულ იქნება გალტუნგის მოდელი ,,ცენტრ-პერიფერია“, ყურადღების მიღმა აღმოჩნდება უნივერსალურ ნორმათა და მოდელთა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი - იყოს დასავლეთის სამყაროს ნაწილი ან დასავლეთის მთავრობათა ასევე გაცნობიერებული ინტეგრაციული კურსი კავკასიის რეგიონის მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პერიფერიული პოზიცია არ განვიხილოთ, როგორც დაქვმდებარებული მდგომარეობა, არც იმას, რომ ევროპის სასარგებლოდ მისი არჩევანი შედეგად გამოიღებს ცენტრის და პერიფერიის ინტერესთა თანხვედრას. გალტუნგის ანალიზი ყველაზე სისტემური და კონცეპტუალურად დახვეწილია 70-იანი წლების იმპერიალიზმის თეორიებს შორის. მსგავსი თეორიული დისკუსია ტერმინ იმპერიალიზმის მნიშვნელობის ირგვლივ (რომელიც დღეს გამოიყენება დასავლეთში მხოლოდ როგორც იდეოლოგიური ცნება რუსეთის პოლიტიკის გასაკიცხად და რუსეთში დასავლეთის პოლიტიკის გასაკიცხად) ცენტრი-პერიფერიის ახალ ურთიერთობათა ანალიზისთვის აღარაა საჭირო, რამდენადაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს.
პერიფერია, როგორც აკრძალული ზონა და კონფრონტაციის ადგილი
პერიფერია შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აკრძალული ზონა და კონფრონტაციის ადგილი სხვადასვა ქვეყანას, ალიანსსა თუ ცივილიზაციას შორის. ამ აზრით სახელმწიფოს საზღვარი, რომელიც შემოფარგლავს მისი სუვერენიტეტის ტერიტორიას, არის ასევე მისი იდენტიფიკაციის ელემენტი. სახელმწიფო საზღვარს მოსახლეობა მიიჩნევს წმიდათა წმიდად, და სამართლიანი ომის თეორიის თანახმად, საზღვრის დასაცავად გამართლებულია ძალის გამოყენება.
ანალოგია ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებსა და რეგიონის საზღვრებს შორის აშკარად იკვეთება რუსეთის მხრიდან ,,ახლო საზღვარგარეთის“ ცნების დაკანონებისას. საბჭოთა ეპოქის საზღვრები მოკავშირე რესპულიკებს შორის იყო ადმინისტაციული ხასიათის და არ ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ხაზს უსვამდა თავის კანონიერ უფლებას დაეცვა თავისი უსაფრთხოების სპეციფიკური და განსკუთრებული ინტერესები ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში. სხვა ძალების შესვლა ,,ახლო საზღვარგარეთის“ არეალში განიხილებოდა როგორც საფრთხე მისი უშიშროებისათვის. მოსკოვმა აწარმოა მოლაპარაკებები ყოფილ საბჭოთა კავშირსა და დსთ-ის რიგ ქვეყნებს (ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, საქართველო და სომხეთი) შორის სასაზღვრო დაცვის განლაგების თაობაზე. რუსეთის თვალსაზრისით, საქართველო არის მისი უსაფრთხოების ზონის პერიფერიაზე - პერიფერია ამ შემთხვევაში აღნიშნავს იმ ზოლს, სადაც არ დაიშვება სხვა ძალები.
პერიფერიის, როგორც კონფრონტაციის ადგილის, ეს მნიშვნელობა შეიძლება მიესადაგოს ევროპის საზღვრებს, იმდენად, რამდენადაც ევროპა განიხილება, როგორც განსაკუთრებული ცივილიზაციური ერთობა. სემუელ ჰანთინგტონი თვლის, რომ ,,მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტები გაჩნდება ნაკლული კულტურის ზოლებზე, რომელიც მიჯნავს ერთმანეთისაგან სხვადასხვა ცივილიზაიას“14 ჰანთინგტონის აზრით, ცივილიზაცია არის კულტურული იდენტიფიკაციის ყოვლისმომცველი ცნება, რაც კონკრეტულად განისაზღვრება ,,როგორც საერთო ობიექტური ელემენტებით - ენა, ისტორია, რელიგია, ჩვეულებები, წეს-წყობილება - ისე ხალხის სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით“15 მას მიაჩნია, რომ გააფთრებული შეტაკებები ინგუშებსა და ოსებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ასევე რუსეთის ჯარების განლაგება კავკასიაში რუსეთის სამხრეთის საზღვრების დასაცავვად თურქეთისაგან არის ჩვენს დროში ცივილიზაციათა შეჯახების სხვადასხვა ფორმა.16
დენ დაინერიც ამავე თეზის იცავს, როცა აცხადებს, რომ ცივილიზაციების თვითიდენტიფიკაცია ყალიბდება მათ პერიფერიაზე სხვა ცვილიზაციებთან დაპირისპირების შედეგად. XIX საუკუნის აღმოსავლეთის პრობლემა, რომელიც გაჩნდა ოტომანთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როცა სხვა ძალებს საშუალება მიეცათ თავის სასარგებლოდ შეეცვალათ ძალთა თანაფარდობა, არის კონფლიქტის გამოლენა დასავლურ ქრისტიანობას, აღმოსავლურ ქრისტიანობასა და ისლამს შორის. კავკასიასა და ბალკანეთში მიმდინარე კონფლიქტებიც განიხილება როგორც კულტურული ერთობის აღდგენის მცდელობა.17
ბალკანეთის მოვლენებმა კითხვის ქვეშ დააყენა ევროპის ბედი და ევროპული ერთობის იდეა. მაგრამ ცივილიზაციის ცნება დასავლეთ ევრუპულ დისკუსიებში სამხედრო ჩარევის აუცილებლობის შესახებ ფიგურირება არა იმ მნიშვნელობით, როგორც ამას ჰანთიგტონი და დაინერი განსაზღვრავენ. ცივილზაციის მათი ისტორიული და პარტიკულარისტული განსაზღვრებებისაგან განსხვავებით, ევროპაში საზოგადოებრი აზრს მიაჩნია, რომ ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების ზოგადსაკაცობრიო იდეას. საომარი მოქმედებები და ეთნიკური წმენდა ყოფილ იუგოსავიაში განიხილება არა როგორც ცალკეულ ცივილიზაციათა შეჯახება, არამედ როგორც ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის დაპირისპირების გამოვლენა. ფრანგი მწერლები ბერნარ ჰენრი-ლევი და ანდრე გლუკსმანი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საჭიროა დასავლეთი ევროპის ძალთა სამხედრო ჩარევა, რათა აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევები არა სადმე პერიფერიაზე, არამედ შუაგულ ევროპაში. ანდრე გლუკმანმა შეადგინა საარჩევნო ფურცელი საფრანგეთში 1944 წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებისათვის, რათა ფრანგი საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ომისათვის. ფურცლის სათაური იყო ,,ევროპა იწყება სარაევოდან“. სარაევო არ ყოფილა ევროპის პერიფერიაზე.
ჰანთინგტონი და დაინერი კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებს აზერბაიჯანელებსა და სომხებს და ოსებსა და ინგუშებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან განსხვავებული კულტურული და რელიგიური ტრადიციების ეთნიკური ჯგუფები თვლიან იმ თავიანთი თეზისის დადასტურებად, რომლის თანახმადაც ცივილიზაციათა შეჯახებებს აქვს ადგილი ევროპის პერიფერიაზე, შეიძლება თუ არა დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ განვიხილოთ ცივილიზაცათა შეჯახების კონტექსტში, რომლის დროსაც კითხვის ქვეშ დგება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი? სინამდვილეში, როგორც ზვიად გამსახურდია, ისევე მისი შემცვლელი ედუარდ შვარდნაზე დაჟინებით მოითხოვდნენ დასავლეთისაგან მხარდაჭერას და აცხადებდნენ, რომ დასავლურ ცივილიზაციას საფრთხე კავკასიაში ემუქრება. ასეთი განცხადების საფუძველს მათ აძლევდა ქართული ინტელიგნციის ტრადიციული თვითიდენტიფიკაცია. ქართული ელიტა ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართული ეროვნული კულტურა ევროპულ ცივილიზაციას მიეკუთვნება. საქართველო, სომხეთთან ერთად იყო პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ქრისტიანობა აღიარეს სხელმწიფო რელიგიად. რამდენადაც ქრისტიანული ფასეულობანი ითვლება ევროპული იდენტიფიკაციის აუცილებელ კომპონენტდ, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლურ ცივილიზაციაში.18 არქეოლოგიური განსაზღვრებისგან განსხვავებით, ცივილიზაციის ის იდეა, რომელსაც მიმართავდა ქათული ინტელიგენცია, გათვლილია შორს მიმავალ ნორმატიულ და პოლიტიკურ შედეგებზე, მაგრამ ევროპის საზოგადოებრივ აზრში დიდ გამოძახილს არ პოვებს ის არგუმენტი, რომ ევროპული ერთობა სათავეს იღებს შორეულ წრსულში და საერთო რელიგიურ საფუძველზეა აღმოცენებული. ამან შესაძლებელი გახადა საქართველოსთვის ევროსაბჭოში სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭება, მაგრამ მნიშვნელოვნად არ უმოქმედია დასავლეთი ევროპის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ.
საქართველოს ეთნიკური კონფლიქტები დასავეთ ევროპაში არ განიხილებოდა როგორც ცივილიზაციის პრობლემა. ყოფილ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომისაგან განსხვავებით საქართველოში მიმდინარ ომი არ იყო დასავლეთის სააგენტოების საინფორმაციო გამოშვებათა მთავარი თემა. საგაზეთო კომენტარებში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ ვერც გამსხურდიას და ვერც შევადნაძის მთავრობებმა ვერ შეძლეს კომპრომისის მიღწევა ეთნიკურ უმცირესობასთან. სოხუმის აღება აფხაზ სეპარატისტთა ძალების მიერ, ათასობით მსვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ორასი ათასზე მეტი ლტოლვილის გამოდევნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმოდგენით, იყო როგორც შევარდნაძის მხრიდან გასამხედროებული ნაწილების გაკონტროლების უუნარობის, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ტრაგიკული შედეგი. დსავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მრავალგზის გადმოსცეს ქართველი გენერლის - ყარყარაშვილის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ პირადად მზადაა 100 0000 ჯარისკაცი გააგზავნოს სიკვდილზე, რათა ამოხოცონ 8000 აფხაზი (სხვა სიტყვებით, ფაქტიურად, მთელი აფხაზური მოსახლეობა)19. დასავლეთის მთავრობებმა დაგმეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობს დარღვევის ფაქტი, მაგრამ მსგავს ოფიციალურ განცხადებებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია საზოგადოებრივ აზრზე. ყოფილი იუგოსლავიისაგან განსხვავებით, ევროპას კავკასიაში არ ჰქონდა ისეთი მორალური ინტერესი, რომელსაც ის დაიცავდა ხელყოფისაგან.
ევროპული ცივილიზაციის საკითხი ფიგურირებდა იმ დისკუსიებში, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს მიღებას ევროსაბჭოში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, მაგრამ არა იმ კუთხით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ჰანთინგტონის თეორიის მიხედვით. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ამიერკავკასიის არც ერთი სახელმწიფო არ მიეკუთვნება ევროპას, მაგრამ რადგან საქართველო და სომხეთი მიიღეს, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და მისი წარმომადგენელი აღარ შეიძლებოდა სტუმრის სტატუსზე აზერბაიჯანის განაცხადის უარყოფა, რადგან ეს გამოიწვევდა ამიერკაკასიაში ცივილიზაციების გამმიჯვნელი ახალი ზოლის შექმნას. ევროსაბჭომ ჩათვალა, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, მათი ევროპასთან კულტურული სიახლოვის გათვალისწინებით, შეუძლიათ მოითხოვონ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება იმ პირობით, რომ ისინი ნათლად გამოხატავენ თავიანთ სწრაფვას - იყვნენ ევროპის ნაწილი და გაიზიარებენ მის მთავარ ფასეულობებს.20 1996 წლის მაისში საქართველოს მიანიჭეს ,,სპეციალური სტუმრის“ სტატუსი ევროსაბჭოში, ხოლო 1996 წლის 14 ივლისს მან გააკეთა ოფიციალური განაცხადი გაწევრიანების თაობაზე.21
პერიფერია, როგორც პლაცდარმი
ცივი ომის პერიოდში და მის შემდეგ გარკვეულ რეგიონში დასავლეთის ინტერესთა პლაცდარმის ფუნციას ტრადიციულად ასრულებდნენ ისრაელი და თურქეთი. თურქეთის ნატოში გაწევრიანებას საფუძვლად დაედო ის როლი, რომელსაც იგი ასრულებდა, როგორც კომუნისტური ექსპანსიის შემაკავებელი ბასტიონი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთის მთავრობა განასახიერებს, ერთი მხრივ, თურქული ცივილიზაციის ცენტრს, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთის საზღვრებამდე გადაჭიმულა, მეორე მხრივ, პლაცდარმს დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის, რამდენადაც იგი ისწრაფვის შეაღწიოს ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში. სხვა რეგიონალურ ძალებს მიაჩნდათ და შიშობდნენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი შესაძლოა გამხდარიყო რეგიონში დასავლეთის ინტერესების პლაცდარმი, ისეთივე როგორც ისრაელი ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ეს შიში არ გამართლდა, რამდენადაც სომხეთმა შეინარჩუნა ზუსტი წონასწორობა რუსეთს, დასავლეთსა და ირანს შორისაც კი. საქართველომ ვერ შესძლო მიეღწია ამგვარი ბალანსისათვის. იგი იმედოვნებდა, რომ განამტკიცებდა დასავლეთთან არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სამხედრო კავშირებსაც კი - 1992\\93 წლებში შევადნაძე ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი დასავლელი პარტნიორები შეექმნათ ,,დემოკრატიული ქვეყნების“ სარტყელი რუსეთის ირგვლივ, მაგრამ როცა ეს იმედები არ გამართლდა, იგი იძულებული შეიქნა შერიგებოდა რეგიონში რუსეთის გაბატონებულ როლს. არც ეკონომიკური, არც სამხედრო თვალსაზრისით, ევროპაში საქართველოს პერიფერიულმა პოზიციამ არ შეიძლება შეასრულოს დასავლეთის ინტერესთა პლაცდარმის ფუნქცია.
კეთილგანწყობილი გულგრილობა
კავკასიის კონფლიქტების მიმართ დასავლეთის გულგრილობაზე ერთ-ერთმა პირველმა მიუთითა ჯონ ლე კარემ თავის რომანში ,,ჩვენი თამაში“. რუსეთი და დასავლეთი, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, რომ თავიანთი უსაფრხოების მიზნით არ შეაჩერებენ იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც მიმდინარეობს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე: ,,ტეტჩერჩაილდ მარსიას კითხვა, რატომ არ სცნო დასავლეთმა კანონიერად არჩეული გამსახურდია? შემდეგ კი, როგორც კი მოსკოვის მარიონეტმა შევარდნაძემ დაიკავა ეს ადგილი, არათუ სცნო ეს პატარა არამზადა, არამედ თვალიც დახუჭა მის მიერ განხორციელებულ აფხაზთა, მეგრელთა და ვინ იცის, კიდევ ვის გენოციდზე? პასუხი: ძვიფასო ტეტჩერჩაილდ მარსია (...), ძველმა ძმაბიჭებმა ატლანტიკის ორივე მხრიდან მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ მცირე ერების უფლებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს სიჯანსაღეს...“22 ჯონ ლე კარეს რომანში მოთხრობილია, თუ როგორ ეძებდა ცივი ომის ახალ კერებს და თუ როგორ დაუჭირა მხარი ჩრდილოკავკასიელ ინგუშებს მათ ბრძოლაში ოსი და რუსი მოძალადეების წინააღმდეგ. ლერის ბრძოლა არის მორალური ბრძოლა, მორალური პროტესტი დასავლეთის გულგრილობის მიმართ და კიდვ სინანული იმის გამო, რომ თავისი ,,ძველი ძმაბიჭის“ საქმეების თანამონაწილეა, მისთვის ინგუშის ბედი განასახიერებს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს ყველა უიმედოდ დაკარგულ შესაძლებლობას. ლერის რისხვა ასევე იმ აღშფოთების გამოხატულებაცაა, რასაც იწვევს მასში დასვლეთის თვალთმაქცობა და ცივი ომის დროინდელ ყველა იმ ფასეულობათა ღალატი, რომლისთვისაც ის იბრძოდა (ჯაშუშობდა). ,,მოხდა ისე, რომ სწორედ ინგუშების ბედზე აისახა ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს მთელი უბადრუკობა. ცივი ომის განმავლობაში დასავლეთს განსაკუთრებით ეამაყებოდა, რომ ის იცავდა უმწეოთ მოძალადეებისაგან. ეს სიამაყე სისხლიანი სიცრუე აღმოჩნდა. კვლავაც და კვლავაც, როგორც ცივი ომი დროს, ისე მის შემდეგაც, ხდება გარიგება დასავლეთსა და მოძალადეს შორის ე. წ. სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სასოწარკვეთაში ვაგდებთ სწორედ იმ ხალხს, რომელსაც, ჩვენი მტკიცებით, თითქოსდა ვიცავთ.“23
ჯონ ლე კარეს გულგრილობის კონცეფცია მხოლოდ ნეგატიურად განისაზღვრება. დასავლეთი გულგრილია უმცირესობათა ბედის მიმართ იმდენად, რამდენადაც ცივი ომის შემდგომი შეთანხმებანი და მისი სურვილი სტაბილურობის შენარჩუნებისა საბჭოთა კვშირთან, მოგვიანებით კი რუსეთთან, არ ემყარება მორალურ პრინციპებს. ,,ძველ ძმაბიჭებს“ ცინიკური დამოკიდებულება აქვთ მსოფლიოს მოვლენების მიმართ. მომდევნო გვერდებზე სხვადასხვა კუთხით იქნება გაანალიზებული დასავლეთის გულგრილობა საქართველოსადმი. ამავე დროს, დასავლეთის პოლიტიკა არ გამორიცხავს კეთილ ნებას. ჯონ ლე კარეს ჯაშუში ლერის შეხედულებათაგან განსხვავებით, საერთაშორისო წეს-წყობა აგებულია არა მორალურ, არამედ პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებზე. დასავლეთის გულგრილობა შეიძლება პოზიტიურადაც დახასიათდეს, რამდენადაც მისი საფუძველი არის არა ნეგატიური კრიტერიუმი - მორალური სტანდარტების არქონა - არამედ უფრო პოლიტიკური და სამართლებრივი კრიტერიუმები.
მსოფლიო პოლიტიკაში დასავლეთი ევროპის ლიბერალური პოზიცია ემყარება ინდიფერენტიზმის პოზიტიურ ფორმას. ითვლება, რომ ყოველი ერი თავადაა პასუხისმგებელი თავის ბედზე და მეურვეობამ შეიძლება შეაფერხოს მისი თავისუფალი განვითარება. მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობას შეუძლია შესთავაზოს ყოველ ერს მყარი საერთაშორიო სამართლებრივი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, მიაღწიოს კეთილდღეობასა და აღორძინებას. დასავლური ინდეფერენტიზმი არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას მიეცეს უსაფრთხოების პოლიტიკური და სამართლებრივი გარანტიები - როგორც ეს ხდება ნატოს გაფართოების გეგმაში - ან გაუწიოს მას ჰუმანიტარული, ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები.
როცა საქმე ეხება უმცირესობათა ბედს ცალკეულ ქვეყანაში, საერთაშორიო თანამეგობრობა ჩაერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ამას პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვლიან და თუ ამის უფლებას იძლევა საერთაშორისო სამართალი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტების უმრავლესობა არ იძლევა ასეთი ნაბიჯის გადადგმის არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ საფუძველს. ლერის მოსაზრებებისაგან განსხვავებით, 1992 წლის ინგუშეთ-ოსეთის კონფლიქტი განიხილებოდა, როგოროც რუსთის საშინაო საქმე. დასავლთი ევროპა დაინტერესებულია კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებით, მაგრამ ჯაშუში ლერის ინტერპრეტაციისაგან განსხვავებით, თავს არ აცხადებს ინგუში ან ბევრი სხვა კავკასიური ეროვნების დამცველად.
დასავლეთი ევროპისათვის საქართველოს მხოლოდ მარგინალური მნიშვნელობა აქვს და ეს გარემოება აისახება მის პოლიტიკაზეც, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც კეთილგანწყობილი გულგრილობა. ამის ჩვენება შეიძლება ორ მაგალითზე. პირველი ეხება დასავლეთი ევროპის პოლიტიკას საქართველოს მიმართ მისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და სამოქალაქო ომების დროიდან ვიდრე იმ დრომდე, როცა ის დამარცხდა აფხაზეთში და რუსეთთან დათმობებზე წავიდა. როგორც ხშირად უთქვამთ ისტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს, სახელმწიფოს სიძლიერე, მართლაც, ყველაზე უკეთ ომში გამოჩნდება. აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ომში საქართველოს უნდა მოეხდინა მთელი თავისი შინაური თუ საგარეო რესურსების მობილიზაცია. სახელმწიფოს ტოტალური დეზორგანიზაცია და ის ფაქტი, რომ შევარდნაძის მთავრობა მთლიანად იყო დამოკიდებული გასამხედროებულ და ნახევრადკრიმინალურ დაჯგუფებებზე იმის მაჩვენებელია, რომ იგი ვერ აკონტროლებდა საშინაო მდგომარეობას. საქართველოს მთავრობამ ვერც საგარეო მხარდაჭერის ორგანიზება შეძლო, რათა წინ აღდგომოდა რუსულ და აფხაზურ ძალებს. ომმა უჩვენა, რომ მიუხედავდ წინა წლებში გაკეთებული ზოგიერთი განცხადებისა, დასავლეთ ევროპას ამ ქვეყანაში მხოლოდ მარგინალური ინტერესი ჰქონდა.
საქართველომ დამოუკიდელობა 1991 წლის მარტში გამოაცხადა.24 მაისში ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა პრეზიდენტად ხმების 87%-ით, მის ეროვნულ იდეოლოგიას ევროპული ელფერი დაჰკრავდა. დამოუკიდებლობა ნიშნავდა დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. ევროპული იდეის წყალობით ქართულ ეროვნულ მოძრაობას საერთაშორისო პერსპექტივა გაუჩნდა. მაგრამ დასავლეთი საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ მოძრაობებს არ უწევდა რაიმე არსებით დახმარებას. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ დასვლეთის მთავრობების მხრივ გრკვეული მხარდამჭერი განცხადებებისა, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა სხვა რესპუბლიკებს, დასავლეთ ევროპას და აშშ-ს უფრო გორბაჩოვის ფედერალური რეფორმების სჯეროდა, ვიდრე ეროვნული მოძრაობებისა. 1991 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა გამსახურდიამ გააკეთა ძალზე ემოციური ოფიციალური განცხადება, რომლითაც მან მწვავედ გააკრიტიკა საბჭოთა ფედერაციის გორბაჩოვისეული გეგმისადმი პრეზიდენტ ბუშის მხარდაჭერა. მან ამგვარ პოლიტიკას ტოტალიტარიზმის წინაშე კაპიტულაცია უწოდა. 25
გორბაჩოვის ფედერალურმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ დასავლეთი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პოლიტიკური ბრძოლა დამოუკიდებელი რუსეთის შიგნით. თავდაპირველად მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები ბელარუსი, ყაზახეთი და უკრაინა სარგებლობდნენ დასავლეთის ყურადღებით. საქართველოს მიმართ პოლიტიკა მეგობრულიც კი არ იყო. დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები გამსახურდიას რეჟიმს ხატავდნენ, როგორც ავტორიტარულს და რეპრესიულს ოპოზიციური მოძრაობებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ, კერძოდ, უკმაყოფილებას იწვევდა 1989 წელს სამხრეთ ოსეთში გაღვივებული კონფლიქტი. გამსახურდიას კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ ეთანხმებოდა იმ კურსს, რომელსაც ატარებდა დასავლეთი ელცინის პოლიტიკის მხარდასაჭერად, საქართველოს დიპლომატიურ ცნობაზეც კი უარი უთხრეს დასავლეთის მთავრობებმა, რომლებიც აქ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებდნენ როგორც არასტაბილურს და ,,ლოდინის“ პოლიტიკას ირჩევდნენ.
1992 წლის აპრილში, როცა გერმანიის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ჰანს დიტრიხ გენშერი ჩავიდა საქართველოში თავისი ,,ძველი მეგობრის“ შევარდნაძის მხარდასაჭერად და იმის განსახილველად თუ რითი შეეძლო გერმანიას და ევროპის თანამეგობრობას ამ ქვეყნის დახმარება, მან განაცხადა, რომ გერმანია არასოდეს მიატოვებდა საქართველოს ბედის ანაბარა“.26 შევარდნაძესთან ერთად მიტინგზე გამოსვლისას გენშერმა გაიხსენა ევროპული ქვეყნების ადრინდელი წარუმატებელი მცდელობები, მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და განაცხადა, რომ ,,საქართველო ყოველთვის ევროპაზე იყო ორიენტირებული . მას ორჯერ მწარედ გაუცრუვდა იმედი, როცა დახმარებას ელოდა ევროპის ქვეყნებისაგან. მესამედ ეს აღარ მოხდება“. გენშერმა შემდეგი სიტყვებით მიმართა შევარდნაძეს: გერმანია და საქართველო არის ევროპის ორი ნაწილი, რომლებიც თავს აღწევენ სამხედრო და პოლიტიკურ კონფრონტაციას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი ევროპისაკენ“27. საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხაზს უსვამდნენ საქართველოსა და გერმანიის საერთო სწრაფვას გათავისუფლებულიყვნენ რვუსეთის საოკუპაციო ჯარებისაგან. გაზეთ ,, დრონის“ თანახმად, გენშერის განცხადებით გერმანია მიესალმება საქართველოს მიღებას ევროპულ თანამეგობრობაში იმ პირობით, რომ ის ააშენებს სტაბილურ დემოკრატიას და პატივს სცემს ეროვნული უმცირესობების უფლებებს.28 მსგავსი განცხადებები მრავლად ქვეყნდებოდა ქართულ პრესაში და აძლიერებდა ქაართულ საზოგადობაში ისედაც გავრცელებულ ილუზიებს დასავლეთის მხარდაჭერის მასშტაბების შესახებ. ამან უფრო გაართულა მოსკოვთან შეთანხმების მიღწევა, რადგან ქართული მოსახლეობა აღარ ჩათვლიდა მას აუცილებლად და არალეგიტიმურადაც მიიჩნევდა.29
შევარდნაძე დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთს შეეძლო განეხორციელებინა აქტიური სამხედრო ჩარევა კავკასიაში. 1992 წლის აგვისტოში მან განაცხადა: ,,თუკი რუსეთის ჯარები შეიძლება იყვნენ საქართველოში, რატომ არ შეიძლება აქ ნატოს ჯარების ყოფნა?“30 1993 წლის ივნისში, ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში თავისი ვიზიტის დროს მან თხოვნით მიმართა ალიანსს, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღო ქართველთა და აფხაზთა შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში.31 1993 წლის აგვისტოში იგი მოწმე შეიქნა იმისა, რომ ამერიკის სამხედრო როლი კავკასიაში ძირითადად სამხედრო კადრების მომზადებით შემოიფარგლებოდა.32 ცნობილია, რომ ამერიკის არმიის სპეციალური ქვედანაყოფების მწვანე ბერეტებმა მოამზადეს მცველები უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებისათვის. 1993 წლის აგვისტოში თბილისში CIA- ს რეგიონალური განყოფილების უფროსის - ფრედ ვუდროფის მკვლელობა იმის მანიშნებელი იყო, რომ ამერიკის პოლიტიკას დიდი გართულებები ელოდა. შევარდნაძის აზრით, აქ ამერიკის ყოფნა სულაც არ ნიშნადა რუსეთთან მის რაიმე კონკურენციას. იგი ამტკიცებდა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის აუცილებელია გარკვეული სახის თანამშრომლობა. გამოხატავდა რა ერთგვარ იმედგაცრუებას თავისი მეგობრის - ბეიკერის საქმიანობით, იგი იმედოვნებდა, რომ კლინტონის ადმინისტრაცია წინა (რესპუბლიკელთა) ადმინისტრაციაზე მეტს გააკეთებდა საქართველოსათვის და გააცნობბიერებდა კავკასიის მნიშვნელობას მსოფლიო მშვიდობის შენრჩუნებაში. რამდენადაც რუსეთი საკმაოდ მგრძნობიარე იყო დასავლეთის დაწოლის მიმართ - განსაკუთრებით თუ ეს კეთდებოდა პრეზიდენტ კლინტონის და კანცლერ კოლის მიერ - დასავლეთის მონაწილეობა სასარგებლო უნდა ყოფილიყო საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების დასარეგულირებლად.
შევარდნაძის პოლიტიკა ასახავდა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის პრიორიტეტებს. 1993 წლის ივლისში გაზეთ ,,სვობოდნაია გრუზიას“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ მოსახლეობის 34% საქართველოსთვის ყველაზე სასურველ სტრტეგიულ პარტნიორად თვლიდა გერმანიას მაშინ,როცა 19% - ამერიკას, 15% - უკრაინას და 14% - რუსეთს33. სხვა გამოკითხვის თანახმად რესპოდენტთა 65% მხარს უჭერდა აფხაზეთში გაეროს ჯარების განლაგებას, 63% სასურველად მიიჩნევდა ნატოს ჯარებს, 26% - უკრაინას და მხოლოდ 2% - რუსეთისას.34
აფხაზეთის ომმა (1992/93) აიძულა საქართველო მთლიანად შეეცვალა საგარეო პოლიტიკის ორიენტირები. საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან უმნიშვნელო იყო. დასავლეთის სახელმწიფოები გამოვიდნენ გარკვეული დიპლომატიური ინიციატივებით გაეროში და მოუწოდეს მოსკოვს, შეეწყვიტა კონფლიქტში თავისი სამხედრო ძალების აქტიური ჩარევა. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რიგი რეზოლუციებისა, რომლითაც მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ და გმობდა ეთნიკური წმენდის აფხაზურ პოლიტიკას. 1993 წლის აგვისტოში გაერომ გადაწყვიტა გაეგზავნა აფხაზეთში სამხედრო დამკვირვებლები (UNPMIG). სექტემბერში აფხაზური ფორმირებების მიერ სოხუმის აღების შემდეგ აფხაზეთისათვის მან დააწესა სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ემბარგო. პრეზიდენტი ქლინტონი არწმუნებდა შევარდნაძეს მისი მმართველობის ,,სრულ მხარდაჭერაში“ და დაპირდა, რომ დამატებით გაუგზავნიდა საკვებს, კარვებს, საბნებს და ტანსაცმელს.35 მსგავსი რეკომენდაციები, რეზოლუციები და ჰუმანიტარული დახმარების დაპირებები აშკარად არ იყო საკმარისი ამბოხებულთა უკუსაგდებად. 200 ათასზე მეტი ქართველი ლტოლვილი გამოდევნილ იქნა თავისი სახლებიდან აფხაზეთში. სამხედრო მარცხი შოკის ტოლფასი იყო ქართული საზოგადოებისათვის, რომლისთვისაც უეცრად ნათელი გახდა დასავლური ილუზიების დასასრული და უნდა შერიგებოდა რეგიონში რუსეთის გაბატონებულ მდგომარობას. შევარდნაძე, რომელიც სოხუმის დაცემამდე სულ აცხადებდა, რომ დასავლეთს შეეძლო აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების გაგზავნა,36 შეურიგდა რეალობას და ქართული საზოგადოების მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გარეშე შეძლო რუსეთთან კომპრომისზე წასვლა.
შევარდნაძის რეჟიმს საფრთხეს უქმნიდნენ არა მარტო აფხაზი სეპარატისტები, არამედ ის ძალებიც, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას - ერთგულნი დარჩნენ. ზვიადისტების სამხედრო ძალებმა ლოთი ქობალიას მეთაურობით წამოიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა სამთავრობო ჯარებზე, დაიკავეს შავი ზღვის პორტი - ფოთი და იმუქრებოდნენ დედაქალაქის აღებითაც. შევარდნაძისათვის ნათელი შეიქნა, რომ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა და დააკმაყოფილა რუსეთის ის მოთხოვნები, რომლებსაც ადრე უარყოფდა. 1993 წლის ოქტომბერში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგალიზაცია (სინამდვილეში ეს იყო ყოფილი საბჭოთა ბაზები, რომლებიც 1992 წლის დასაწყისში დაექვემდებარა რუსეთს). საქართველო შევიდა დსთ-ში. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეიცვალა ძალთა თანაფარდობა სამთავრობო და ზვიადისტურ ჯარებს შორის. რუსეთის სამხედრო ძალებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს სტრატეგიული კომუნიკაციები და უზრუნველყვეს ზვიადისტთა შეტევის შემდგომი მოგერიება, რომელთა ამბოხიც წარმატებით იქნა ჩახშობილი.
საქართველოს დათმობებმა რუსეთის მიმართ გამოიწვია მისი სუვერენიტეტის საგრძნობი შეზღუდვა განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ასეთი დათმობები გარდაუვალი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არმია - ანტისამთავრობო ძალების მხარდაჭერით - მზად იყო განეხორციელებინა ქვეყნის სრული დაშლა. 1992 და 1993 წლებში საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი - ეწარმოებინა მოლაპარაკებები უკეთესი ალტერნატივებით, განსაკუთრებით ეს ეხება აფხაზეთის სტატუსს. მას რომ ნაკლები ილუზიები ჰქონოდა მოსალოდნელი დასავლური მხარდაჭერის თაობაზე, გაცილებით ადრეულ სტადიაზე იქნებოდა შესაძლებელი კომპროპმისების მიღწევა, როგორც აფხაზეთთან ასევე რუსეთის სამხედროებთან.
დასავლეთის მთავრობებს სრულიად პასიური პოზიცია ეკავათ ამ კრიზისის მიმართ. და არც საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ოფიციალური პირების პერსონალურ მეგობრობას უთამაშია განსაკუთრებული როლი.37 დასავლეთის მშვიდი ტონი შეიძლება აიხსნას გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და მისი შიშით, არ გაეღიაზიანებინა კრემლი ან სხვა მხრივ ხელი არ შეეშალა რუსეთის რეფორმებისათვის. შევარდნაძის ერთ-ერთი მრჩევლის სიტყვებით, ბილ ქლინტონმა ურჩია საქართველოს პრეზიდენტს, შეგუებოდა იმ აზრს, რომ იგი რუსეთის გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა.38 დასვლეთის მთავრობებს არასოდეს გამოუჩენიათ მზადყოფნა საქართველოში საკუთარი ჯარების გასაგზავნად. 1994 წლის მარტში პრეზიდენტმა ქლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნებოდა მხარი დაეჭირა გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნისათვის აფხაზეთში, თუ მეომარი მხარეები მიაღწევდნენ პროგრესს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ ამერიკელები არ შევიდოდნენ ამგვარი ძალების შემადგენლობაში.39 1994 წლის ივლისში გაეროს უშიშროების საბჭომ გააფართოვა გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზეთში და დაეთანხმა აქ რუსეთის ჯარების განლაგებას, რომლებიც ფორმალურად დსთ-ის ეგიდით იმოქმედებდნენ.40 იმავდროულად უშიშროების საბჭომ თანხმობა განაცხადა ამერიკის ინტერვენციაზე ჰაიტში. ეს ორი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მიღებულ იქნა გარიგების საფუძვლზე.41
დასავლეთის მთავრობებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ საქართველოში არსებული ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებაში, მაგრამ მათ გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება კავკასიაში რუსეთის გავლენის სფეროს გაფართოების გამო. საქართველოს გარდა სომხეთიც დათანხმდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებას და შეუთანხმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, წინ აღდგომოდა რეგიონში საფლანგო შეზღუდვებს, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე. აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის სეპარატისტული რესპუბლიკის გამოკლებით, 1994 წლის დასაწყისისათვის მთელი კავკასიის რეგიონი სრულიად მოექცა რუსეთის გავლენის სფერში.
1995 წლის ოქტომბერში ედუარდ შევარდნაძემ თავის სატელევიზო გამოსვლაში განიხილა საგარეო პოლიტიკის ის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც განახორციელა მისმა მთავრობამ ორი წლის წინ. მან განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი თუ არა კომპრომისის გამონახვა რუსეთთან, რადგანაც აშშ თავს იკავებდა ქმედითი დახმარებისაგან და ,,ჩვენი თანამემამულე ჯონ შალიკაშვილის პირით“ (აშშ შტაბების უფროსთა გაერთიანეული საბჭოს თავმჯდომარე) გვთავაზობდა მხოლოდ რამდენიმე უნიფორმას და სამედიცინო აღჭურვილობას. თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველო ,,რუსეთის გარდა, არავისაგან არ უნდა ელოდოს სერიოზულ დახმარებას“.42 ამას ხელი არ შეუშლია შევარდნაძისათვის დასავლეთთან ახალი კავშირების დამყარებაში. მან უარყო გაფართოებული ნატოს საპირისპიოდ რუსეთის ხელმძღვანელობით ახალი ბლოკის შექმნის იდეა და სამხედრო თანამშრომლობის პროგრამები იგეგმებოდა ნატოს ,,თანამშრომელთა მშვიდობისათვის“ სქემის ფარგლებში. როცა 1996 წელს თბილისს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კლაუს კინკელი და თან ჩაიტანა დახმარების ახალი დაპირებები, როგორც ერთგვარი ,,აღიარება იმ როლისა, რომელიც შევარდნაძემ შეასრულა გერმანიის გაერთიანების საქმეში“, შევარდნაძემ სთხოვა მას, რომ გერმანიას ეშუამავლა იმ კონფლიქტებში, რომელიც გრძელდებოდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და გამოყოფის მოსურნე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის. კინკელმა ამ თხოვნაზე უარი უთხრა.43
დასავლეთი ევროპის პოლიტიკისათვის საქართველოს მაგინალურ მნიშვნელობაზე მეტყველებს ასევე ის პროგრამაც, რომელიც ევროკავშირმა შეადგინა საქათველოსთვის. როცა საქმე საქართველოს ეხება, ევროკავშირი არავითარი სპეციფიკური ,,ევროპული“ მოსაზრებებით არ ხელმძღვანელობს: ურთიერთთანამშრმლობის პოლიტიკა ემყარება რეგიონის ერთიანობის კონცეფციას. როდესაც ხდება პრიორიტეტთა განსაზღვრა ამიერკავკასიაში, მხედველობაში არ იღებენ საქართველოს თვითიდენტიფიკაციას, რომლის თანახმადაც იგი კულტურულად და ისტორიულად ევროპას აკუთვნებს თავს. ევროპის კომისიის დოკუმენტებში მთელი რეგიონი განსაზღვრულია როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსა და ამიერკავკასიის ორი სხვა სახელმწიფოს მიმართ44 პრინციპულად არ განსხვავდება იმ პოლიტიკისაგან, რომელსაც იგი ცენტრალურ აზიაში ატარებს: - ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მხედველობაში იქონიოს, რომ დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებათა დაცვა ორგანულადაა დაკავშირებული ეკონომიკურ რეფორმებთან; დაიცვას იმ ევროპული კომპანიების ინტერესები, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობთან დაკავშირებულ კონტრაქტებში: მომავალში ევროკავსირი იქნება კასპიის ნავთობისა და გაზის რეზერვების მთავარი მომხმარებელი; მხარი დაუჭიროს ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებებს (მაგალითად, როცა საქმე ეხება სომხეთში მეძამორის NPP-ს ბირთვულ დანადგარს) და კასპიის ზღვაში ნავთობმომპოვებელი სამუშაოების წარმოებას ეკოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით. ეკონომიკის სფეროში ევროკავშირი არის რეგიონის მთავარი პოტენციური დასავლელი პარტნიორი ვაჭრობის დარგში და საინვესტიციო კაპიტალის წყარო. ევროკავშირი რჩება რეგიონის მთავარ ჰუმანიტარულ დონორად. 1994 წელს ამიერკავკასიაში მან განახორციელა ევროპის თანამეგობრობის ისტორიაში ყველაზე ფრთომასშტაბიანი პროგამა, რომელიც ითვალისწინებდა დახმარებას პროდუქტებით. 1993 წელს მან დააფინანსა საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის დახმარების პროგრამა, თუმცა 1994 წლის დასაწყისისათვის განაცხადა, რომ ამ დროისათვის დახმარებას 70 მილიონამდე შეამცირებდა.45
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ რეგიონში ევროკავშირის დაბალი პოლიტიკური აქტივობა განპირობებული იყო არა მხოლოდ მისი სიფრთხილით - არ გაეღიზიანებინა რუსეთი მის საზღვრებთან დასავლეთის გააქტიურებას, არამედ ასევე იმ გარემოებითაც, რომ დასავლეთი ევროპის მთავრობებმა ვერ შესძლეს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება ამიერკავკასიის მიმართ და ბოლოს, იმ სახსრების უქონლობით, რაც საჭირო იყო სამივე დედაქალაქში ევროკავშირის ძირითადი დიპლომატიური წარმომადგენლობის დასაფინანსებლად. ევროპის ეკონომიკურმა ინტერესებმა შესაძლოა ახლა კვე აიძულოს ევროკავშირი, აწარმოოს უფრო აქტიური პოლიტიკა. ამერიკულ ფირმებთან კონკურენციის პირობებში ევროპულ კომპანიებს მოუწევთ თავიანთი მთავრობებს პოლირიკური მხარდაჭერი მობილიზება. თუ ევროკავშირი ვერ შესძლებს გავლენა მოახდინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ნავთობსადენის მარშრუტი, ამან შეიძლება გაუძნელოს ევროპულ კმპანიებს რგიონში დამკვიდრება.
ხელშეკრულებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (PCAS) ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია მისი ამოცანების შესრულებისათვის. 1996 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს PCAS-ს, როცა სახელმწიფოს მეთაურები ერთად ჩავიდნენ ლუქსემბურგში ოფიციალური ხელმოწერის ცერმონიალზე. საქართველოსთან დადებული PCA განსაზღვრავს მხარეებს შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერობების განვითარებას და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში ევროკავშირის მხარდაჭერას, როგორც პარტნიორობის მთავარ ამოცანებს. პოლიტიკური დიალოგი ხელს შეუწყობდა თანამშრომლობას ევროპაში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
ამიერკავკასიაში დასავლეთი ევროპის სტრატეგიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის ენერგომატარებლების მარაგს. საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება აზერბაიჯანთან ან სომხეთთან შედარებით და უფრო ადვილად შეიძლება დაუკავშირდეს დასავლეთ ევროპას. ის უშუალოდ ესაზღვრება თურქეთს, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ევროგაერთიანებასთან საბაჟო კავშირს მოაწერა ხელი. დამოუკიდებლობის პირველ ხანებში ეკონომიკური დაცემის (ევროკომისიის შეფასებით 1990 წლიდან 1994 წლამდე მან შეადგინა GNP-ს 80%) და სამართლებრივი განუკითხაობის თვალსაზრისით საქართველოში ამიერკავკასიის სხვა ორ სახელმწიფოსთან შედარებით უარესი მდგომარეობა იყო. 1994 და 1995 წლებში გასამხედროებული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომებით, 1995 წლის აგვისტოში ახალი კონსტიტუციის მიღებით და 1995 წლის ფულის რადიკალური რეფორმით საქარათველოს ხელმძღვანელობამ შეძლო ეკონომიკური რეფორმებისა და უცხოური კაპიტლდაბანდებებისათვის წინაპირობა შეექმნა.
ევროპის თანამეგობრობამ უზრუნველყო TACIS-ის პროგრამების დაფინანსება ყველა ახლადშექმნილი დამოუკიდებლი ქვეყნისთვის. ამაში შედის კონსულტაციები პოლიტიკის სფეროში, საკანონმდებლო სისტემის განვითარება და ექსპერიმენტული და პარტნიორული პროექტები. ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის (ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა) გამოყოფილმა ბიუჯეტმა 1991-1994 წლებში შეადგინა 1757 მილიონი ECU, საიდანაც 591 მილიონი ECU დაიხარჯა პროგრამებზე, რომლებშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა ერთობლივად.46 საქართველომ მიიღო 28 მილიონი ECU, უფრო ნაკლები, ვიდრე ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა - ყაზახეთმა (56 მილიონი ECU) და უზბეკეთმა (35 მილიონი ECU). ეს ციფრები მეტყველებს როგორც დასავლეთი ევროპის კეთილ ნებაზე, ასევე მის ინდიფერენტიზმზე იმ გარემოების მიმართ, რომ საქართველოს თავის თავი ევროპის სახელმწიფოდ მიაჩნია.
დასკვნა
ამ სტატიაში გაანალიზებული იყო ტერმინ ,,პერიფერიის“ სხვადასხვა მნიშვნელობა. მათი უმრავლესობა არ გამოდგება ევროპაში საქართველოს პერიფერიული მდგომარეობის აღსაწერად. პერიფერიის ცნებას ვხვდებით, მაგალითად, ევროპული ინტეგრაციის მოდელში ,,ბირთვი-პერიფერია“, რომლის მიხედვითაც თანდათანობით უნდა მოხდეს ბირთვში ევროპული პერიფერიის ინტეგრირება. საქართველო შემოფარგლულია საბაჟო კავშირით თუფრქეთსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ არ არსებობს არანაირი შანსი ერთ დღეს მისი ევროპული ბირთვის ნაწილად ქცევისა. პირიქით, ევროკავშირი თვლის, რომ საქაართველო არ მიეკუთვნება ევროპას, მისი აზრით, იგი მხოლოდ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონის ნაწილია. ევროკავშირი არც რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ კურსს ატარებს საქართველოს მიმართ და არც ისეთ პოლიტიკას, რომელიც სცნობდა ქართველთა, როგორც ევროპული ერის, თვითიდენტიფიკაციას. იგი იცავს ევროპის სპეციფიკურ ეკონომიკურ ინტერესებს და ზოგად (,,უნივერსალურ“) დასავლურ ფასეულობებს ამიერკავკასიის მთელ რეგიონში. ამ თვალსაზრისით, მისი კურსი რეგიონში არსებითად არ განსხვავდება აშშ-ის კურსისგან, რომელიც იცავს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესებს და უნივერსალურ დასავლურ ფასეულობებს. ევროპული ერთობის საკითხი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ბერლინის კედლის დაცემამდე ევროპის ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სწრაფვაში მიეღწია დამოუკიდებლობისათვის, საერთოდ უგულებელყოფილი იყო საქართველოსადმი ევროკავშირის სტრატეგიული კურსის შემუშავებისას. დასავლეთი ევროპის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ყველაზე უკეთ შეიძლება დახასიათდეს, როგოც კეთილგანწყობილი გულგრილობა.
__________________
1. მადლობას მოვახსენებ ჯერომ კასიერსს, თამარ დრაგაძეს, კახა გოგილაშვილს, თეო იანსს, ევრონიკა კელის, გერდ ტებეს, დიმიტრი ტრენინს, მაიკლ ვოლერს და ალექსეი ზვერეევს ამ გამოკვლევის თავდაპირველ ვარიანტზე გამოთქმული შენიშვნებისათვის.
2. ევროპული ინტეგრაციის თემაზე არსებული ლიტერატურა ასხვავებს ევროკავშირში ბირთვის და პერიფერიის წევრებს. ტერმინ ,,პერიფერიის“ გამოყენება ევროკავშირის ისეთი წევრ-სახელმწიფოებისათვის, როგორიცაა ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი მიუთითებს იმაზე, რომ სტრატეგიის შემმუშავებელ სტრუქტურებში ფორმალური ყოფნა არაა საკმარისი საფუძველი ინტეგრაციული პროცესის მონაწილეთა შორის ძირეულ განსხვავებათა უგულებელსაყოფად.
3. ენტონი დ. სმიტი. ,,ეროვნული ერთობა და ევროპული ერთობის იდეა, International Affairs 68:1 (1992), გვ. 55-76.
,,ევროპული იდეის მითოლოგიზატორების“ მიერ შემუშავებული ბირთვი-პერიფერია მოდელის შესახებ იხ. ibid, გვ.74.
4. იხ. ჯოზეფ იანინგი და კორნეულიუს ოკმანი, ,,ეიფორიის გარეშე. პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროპაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, გამოქვეყნებულია წიგნში -ჰანს-გეორგ ერჰარტი, ანა კრაიკემეირი და ანდრეი ვ. ზაგორსკი (eds), ყოფილი საბჭოთა კავშირი და ევროპის უსაფრთხოება: ინტეგრაციასა და რენაციონალიზაციას შორის (Baden-Baden: Nomos Verlagsgesellscaft, 1993), გვ. 159; ბარბარა ლიპერტი, ,,ევროკავშირსა და დსთ-ის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობათა საკითხები და სცენარები - პოლიტიკურ ასპექტთა მიმოხილვა“, ibid, გვ. 138. 1990 წლის იანვარში პოლონეთის და უნგრეთის მოდელის (PHARE) განხორციელება, რის შემდეგაც დასაბამი მიეცა მის ფართო დანერგვას.
5. ევროკომისია. PHARE-ს საინფორმაციო ოფისი, რა არის PHARE? A European Union Initiative for Economic Integration with Central and Eastern European Countries, Brussels, 1996, გვ. 1.
6, იხ. European Commission, TACIS Annual Report 1994, Brussels, 1995.
7. იოჰან გალტუნგი, ,,იმპერიალიზმის სტრუქტურული თეორია“, Journal of Peace Research, 1971/2, გვ. 81-117.
8. The Economist, 4 May, 1996.
9. Tehran Times, 20 January, 1996.
10. ვულფ სკოტი და გიორგი თარხან-მოურავი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა, Human Development Report Georgia 1995, Tbilisi, 1995 გვ. 10 და 27.
11. Ibid, გვ. 30.
12. იხ. ალექსანდრე კუხიანიძის სტატია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიეთობებზე ამავე კრებულში.
13. გერმანიისათვის, მისი გაერთიანების პროცესში შევარდნაძის როლის აღიარება, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძირითადი ეკონომიკური გათვლები ენერგეტიკის რესურსების თაობაზე. ქრისტიან შმიტ-ჰოიერმა, Die Zeit-ის ჟურნალისტმა, გააკრიტიკა ის შეუსაბამობა, რომ გერმანიის მთავრობა გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისის საელჩოს, მაშინ როცა გერმანულ წარმომადგენლობას არ ყოფნის თანამშრომლები ბაქოში, მიუხედავად ამ უკანასკნელის უფრო დიდი ეკონომიკური მნიშვნელობისა. ქრისტიან შმიტ-ჰოიერი, ,,ძველი სიმდიდრე, ახალი სასწაული“. Die Zeit, 26 May, 1995, გვ. 10.
14. სემუელ პ. ჰანთინგტონი, ,,ცივილიზაციათა შეჯახება?“ Foregn Affairs, Summer 1993, გვ. 25.
15 Ibid, გვ. 24.
16 Ibid, გვ. 33
17. დენ დაინერი, ..ხელახლა წამოჭრილი აღმოსავლეთის საკითხი“, Die Zeit, 1 September 1995, გვ. 54.
18. დიდმა მთავარმა გიორგი შერვაშიძემ, აფხაზეთის სამეფოს ტატის უკანასკნელმა მემკვიდრემ, ერთხელ განაცხადა, საქართველოს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოწყდა ევროპული ცივილიზაციის ავანგარდსო: ,, ჩვენ რომ ბედს ასე არ გავეწირეთ, დღესაც ევროპა ვიქნებდით. როცა ანდრია მოციქული ჩვენთან ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა, ტყავში გახვეული და შუბმომარჯვებული ევროპელი ჰერცოგები ნადირობით იქცევდნენ თავს“. ციტირებულია წიგნიდან: ნაირა გელაშვილი, საქართველო, დანგრეული სამოთხე (Berlin: Aufbau Vevlag. 1993), გვ. 66.
19. Ibid, გვ. 164.
20. დანიელ ტარშისი. ,,ევროპის საბჭო: გაფართოების პრობლემა. The World Today, April 1995, გვ. 62. ასამბლეის კანცელარიის მიერ 1996 წლის 29 თებერვალს გამოშვებული საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად სომხეთს მიენიჭა სპეციალური სტუმრის სტატუსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბლეაში, ხოლო საქართველო და აზერბაიჯანი ითხოვენ ასეთ სტატუსს. მომავალში ამ ქვეყნებს შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ ევროსაბჭოს სრულუფლებიან წევრობაზე.
21. OMRI. Daili Digest I. #135, July 1996.
22. John Ie Carre, Our Game, (Knopf: London, 1995), გვ. 209.
23. Ibid, გვ. 212.
24. იხ. Aleksei Zverev, Bruno Coppieters, Verloren Evenwicht. Georgia tussen Rusland en het Westen, Oost-Europa Verkenningen, #134, August 1994. გვ. 38-47. Aleksei Zverev. ,,Ethnic Conflicts in the Caucasus.” in Coppieters (ed), Contested Borders in the Caucasus (Brussels: UUBPRESS, 1996), გვ. 13-71.
25. საქართველოს რესპუბლიკა, 9 აგვისტო, 1991 წელი. დასავლეთისადმი საქართველოს დამოკიდებულების მიმოხილვა. იხ. ალექსანდრე კუხიანიძე, საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დასვლეთის პოლიტიკის შესახებ 1994 წ. (ხელნაწერი).
26. საქართველოს რესპუბლიკა, 14 აპრილი, 1992 წ. თავის მემუარებში გენშერი არაფერს ამბობს შვარდნაძესთან მრავალ საუბარზე, სადაც ისინი განიხილავდნენ ომით განადგურებული საქართველოსთვის დასავლეთის შესაძლო დახმარებას. იხ. საქართველოს შესახებ, Hans-Dietrich Genscher, Erinnerunge n (Berlin: Siedlev Verlag. 1995) გვ. 996-998.
27. საქართველოს რესპუბლიკა, 14 aprili, 1992 w. aleqsandre kuxianiZis Targmani.
28. დრონი, 18 აპრილი, 1992 წ.
29. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა მასშტაბებს აღწევდა გერმანიისა და ამერიკის მთავრობების მტკიცე დაპირებანი საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის შესახებ. შესაძლოა მსგავსი განცხადებები მხოლოდ იმისთვის კეთდებოდა, რათა განმტკიცებულიყო შევარდნაძის პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივი აზრის წინაშე. 1993 წლის გაზაფხულზე შევარდნაძის აპარატის თანამშრომლებმა საუბარში აღნიშნეს, რომ დასავლეთმა მტკიცე და მრავლისმეტყველი მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, დასავლეთის დიპლომატები კი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ გენშერის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვეულებრივია უცხოელი სტუმრისთვის და მათი აზრით, შევარდნაძემ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოს ისინი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მხარეთა რეალური ვალდებულებები, გენშერის სიტყვებმა ქართველებში განამტკიცა ის აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა არათუ აუცილებელი, არამედ რეალურიც იყო. ამან უფრო გააძნელა შევარდნაძისთვის საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთთან კომპრომისზე წასვლა.
30. Die Zeit, 21 August 1992.
31. De Standaard, 24 June 1993.
32. იხ. The Independent 23 August 1993.
33. სვობოდნაია გრუზია, 3 ივლისი 1993.
34. საქართველოს ტელევიზიის გადაცემის ,,ტაიმაუტის“ თანახმად, 1 ა გვისტო, 1993 წ.
35. International Herald Tribune, 22 October 1993.
36. Le Monde, 1 October 1993.
37. შევარდნაძისა და დასავლეთის მთავრობებს შორის პირადმა მეგობრობამ ვერ გამოიყვანა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან, მაგრამ იგი დაეხმარა ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების მიღებასა და საინვესტიციო პროექტების შექმნაშიც კი. როგორც ამბობენ, შეიარაღებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ტეხასში, თავის მშობლიურ სტატში მიმართა საერთაშორისო ბანკებს და სანავთობო კომპანიებს პროექტის დასაფინანსებლად. იხ. Manitot, 12 January, 1996. გერმანია საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გენშერის გადადგომის შემდეგაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას უწევდა საქართველოს.
38. Financial Times, 20 October 1993.
39. WalL Street Journal (European edition), 9 March 1994.
40. რეზოლუცია 937 ,,მიესალმება რუსეთის მიერ სამშვიდობო ჯარების გაგზავნას და დსთ-ის სხვა წევრების მოსალოდნელ მონაწილეობას, რაც ხორციელდება მხარეების თხოვნის პასუხად და UNOMIG-თან კოორდინაციით გენერალური მდივნის 1994 წ. 12 ივლისის მოხსენებაში აღწერილი შეთანხმებების საფუძველზე და გაეროს პრინციპებისა და მიღებული პრაქტიკის შესაბამისად.“ United Nations. Department of Pub lik Information The United Nations and the Situation in Georgia. Reference Paret, April 1995, გვ. 32.
41. De Standaard, 3 August 1994.
42. Monitor, 2 October 1995.
43. OMRI Daily Digest I #18, 2,25 January 1996.
44. იხ. Commission Communication, Tovards a European Union Strategy for Transcaucasian Republics, 1995.
45. Franhfurter Allgemeine Zeitung, 9 March 1994.
46. Tacis Annual Report 1994, op cit.
![]() |
4 რაინდი, ვაჭარი და ინტელიგენტი ქართულ კულტურაში |
▲back to top |
რაინდი, ვაჭარი და ინტელიგენტი ქართულ კულტურაში1
კახა კაციტაძე
ამ ნაშომის დაწერის იდეა ,,პერესტროიკის“ გარიჟრაჟზე გამიჩნდა. არ იფიქროთ, რომ მოტივი პოლიტიკური იყო. თემა სრულიად ყოფითმა სიტუაციამ მიკარნახა. ის ხანა იყო, როდესაც ყოფილ საბჭოთა იმპერიაში კოოპერატივების გახსნის ნება დართეს და მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობების მიუხედავად წვრილი ბიზნესი ჩვენშიც დაიწყო. გაჩნდნენ პირველი ბიზნესმენებიც. ამ ხანაში შემთხვევით წავესწარი ორი ფრიად პატივცემული მანდილოსნის საუბარს. ერთმა მეორეს ჰკითხა: ,,რას აკეთებს შენი სიძეო“. პასუხი მართლაც რომ ქრესტომათიული იყო: ,,არაფერსაც არ აკეთებს, ბიზნესმენიაო“. სიტყვა ,,ბიზნესმენი“ საქმის მკეთებელ კაცს ჰქვია ინგლისურ ენაზედ. არადა, ამ ქალბატონის, ისევე როგორც მთელი ქართველობის, სიტყვათხმარებაში უსაქმურს ნიშნავდა. საქმიანად ითვლებოდა გლეხი, რომელიც მიწას თოხნიდა, ჩარხთან მომუშავე მუშაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტური წყობის აპოლოგეტი ინტელიგენტიც. ბიზნესმენი კი - არა და არა.
რასაკვირველია, ეს ფაქტი ქართული სოციოკულტურული სისტემის გარკვეული მახასიათებლებითაა განპირობებული, რომელთა კვლევისაკენაც ზემოხსენებული ქალბატონის გამონათქვამმა მიბიძგა. მართლაც, რატომ ჰქონდა ქართულ ენაში ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ,,საქმოსანი“ (პერესტროიკამდე სიტყვა ,,ბიზნესმენის“ ხსენებას ვინ გაბედავდა), გამანადგურებელი მნიშვნელობა, ხოლო ,,რაინდი“ იაზრებოდა როგორც მისი საპირისპირო რამ? შემდგომმა კვლევამ დამარწმუნა, რომ საქართველო აქ არაფერ შუაში იყო და რომ მსგავსი მიდგომა ყოველი იმ ერისთვისაა დამახასიათებელი, იმის მსგავს სოციოკულტურულ სისტემაში რომ აგრძელებს ცხოვრებას, რომელსაც ევროპაში ,,შუასაუკუნეობრივს“ უწოდებენ. საქართველოშიც ასე იყო - კულტურის გმირად რაინდი ითვლებოდა, ანტიგმირად - ვაჭარი, თუმცა XIX საუკუნიდან კიდევ ერთი სუბიექტი გამოჩნდა - ინტელიგენტი, რომელმაც ზემოხსენებული ორი ფენომენი ერთმანეთს დაუკავშირა. მაგრამ ინტელიგენტებზე ცოტა ქვემოთ. ახალა კი იმით დავიწყოთ, რა თავისებურება ჰქონდა ისეთი შუა საუკუნეების აზროვნებას, რომ აგერ უკვე XXI საუკუნის მიჯნაზე მის მიმდევარ ქართველებს ბიზნესმენი სალანძღავ სიტყვად მიგვაჩნია.
შუა საუკუნეების ადამიანის სოციუმი და კოსმოსი
შუა საუკუნეების აზროვნება, მეტიც, ,,საშუალო“ ადამიანის დროითი განცდა შეიძლება დახასიათდეს როგორც ფინალისტურ-ესხატოლოგიური. ეს ნიშნავს: შუა საუკუნეების ადამიანი დროს განიცდიდა არა როგორც რაღაც უწყვეტს, არამედ როგორც სასრულს, როგორც ისეთს, რომელიც რაღაც მდგომარეობის მიღწევის შემდეგ ,,გაჩერდება“, ,,გაიყინება“. რასაკვირველია მონოთეისტურ რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც ესხატოლოგიურ საფუძველს ემყარება. დროის ფინალურობა სრულიად გასაგები რამაა. მაგრან საინტერესოა, რომ ფინალურ-ესხატოლოგიური მიდგომა მოიცავდა შუა საუკუნეების ადამიანის გარემომცველ სოციალურ-პოლიტიკურ სფეროსაც. შუა საუკუნეების ადამიანი მის გარემომცველ წესრიგს განიცდიდა როგორც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილს. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამ დადგენილ წესრიგში შეიძლება რაიმე შეცვალოს, ხოლო აზრი, რომ სრულიად სხვაგვარი წესრიგიც შეიძლება არსებობდეს, უკეთეს შემთხვევაში, გიჟურად ჟღერდა, უარსეს შემთხვევაში კი - ერეტიკულად.
ამას ისიც ემატებოდა, რომ ფეოდალური წესრიგის დამყარებას წინ უძღოდა ისეთი ქაოსის და არეულობის ეპოქა, რომელთან შედარებით 1992-95 წლების საქართველო ლამის სამოთხედ მოგეჩვენებოდა. ყოველი საზოგადოება ინახავს მოგონებას ისეთ ხანაზე და მისი შიშით მზადაა აღიაროს ნებისმიერი, თუგინდ აუტანელი, მაგრამ მაინც წესრიგის ხასიათის მქონე წლების მარადიულობა. ერთი სიტყვით, შუა საუკუნეების ,,საშუალო სტატისტიკური“ ადამიანისათვის ისტორიის განვითარება სრულდებოდა მისი გარემომცველი იერარქიული წყობით, ზუსტად ისევე, როგორც მარქსისტების თანახმად კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ კაცობრიობის ისტორია თითქოსდა გაიყინებოდა.
ფეოდალური წესრიგის თავისებურება იმით იყო განპირობებული, რომ მასში ყველაფერი ნათლად და ცალსახად იყო რეგლამენტირებული, ყველამ იცოდა ამგვარ წესრიგში საკუთარი ადგილი. ყოველი მცდელობა მიგვეღწია იმ ადგილისათვის, რომელიც რაღაც მიზეზთა გამო არ გეკუთვნოდა, გაიაზრებოდა, როგორც სამყაროული წესრიგის დარღვევის მცდელობა.
ამგვარი წესრიგის იდეა სათანადოდაა გაცხადებული შუა საუკუნეების სისტემის ისეთ იდეოლოგიურ კვინტესენციაში, როგორიც ,,ვეფხისტყაოსანია“. პოემის ცნობილ პროლოგში გვხვდება სტრიქონი:
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნებდეს.
ასეთია შუა საუკუნეების ადამიანის სამყაროული წესრიგი (რომელიც ამავე დროს სოციალურ წესრიგსაც ემთხვევა). უნდა დასჯერდე იმას, რაც ბედს მოუცია, თორემ სამყარონული წესრიგი დაირღვევა. ამგვარი წესრიგის იდეამ ადამიანთა ცნობიერებაში საუკუნეები გაძლო მას შემდეგ, რაც თავად წესრიგი დაემხო. ამის საილუსტრაციოდ შეიძლბა გავიხსენოთ სამყაროულ-სოციალური მარადიული წესრიგის ისეთი მომხრე როგორც ქართული ლიტერატურის კოლორიტული პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძეა.
,,კაცია ადამიანის“ ტრივიალურ სასკოლო გარჩევებში ხშირად წერია, რომ ეს ნაწარმოები ,,ბატონყმობის“ წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ამ ტრივიალურ მტკიცებაში იჩქმალება ის ფაქტი, რომ ,,კაცია ადამიანი“ იმდენად რაღაც სოციალური სისტემის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რამდენადაც იმ მენტალიტეტისა, რომელიც თან ახლავს და განაპირობებს ამგვარ სისტემას. ამასთან აქცენტი სოციალურ მომენტებზე კი არ კეთდება, არამედ თავად იერარქიულ წესრიგზე, რომელიც თითქოსდა ისევე მარადიული და შეურყვნელია როგორც სამყაროული წესრიგი, ამიტომ მისი დარღვევა სამყაროს დაღუპვის, ქაოტურ ძალთა გამარჯვების ტოლფასია.
ნ. ბერძენიშვილი ,,ოქროს ხანის“ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ისტორიულ და მხატვრულ წყაროებში ასახვასთან დაკავშირებით წერდა: ,,ავთანდილის ან ტარიელისათვის და თვით შოთასთვის რომ საქართველოს ისტორიის დაწერა დაევალებინათ, ეს იქნებოდა ან ლეონტი და ჯუანშერი ან „ცხოვრება მეფეთა მეფისა“ ან ,,ისტორიანი და აზმანი“, თუ არა და ჟამთააღმწერელი. გამარჯვებული ფეოდალური ურთიერთობების შვილს სხვა ისტორია არც შეეძლო დაეწერა, თუ არ ფეოდალების (გმირების, ბუმბერაზების, მამულიშვილების) შემოქმედება. ქვეყანა ორგანიზებული იყო და ამ ორგანიზების სადარაჯოზე გამუდმებით ფხიზლად იდგნენ სწორედ ეს ფეოდალები - ,,მეფეები“. ,,მუშა მიწყივ მუშაკობდა“, ქარავანი ქარავნობდა, მეომარი გულოვნებდა. ამ წესს იცავდა ფეოდალთა კლასი, ისე რომ ,,თხა და მგელი ერთად ძოვდა“. იმ ცხოვრების ზედაპირზე, მის სარბიელზე, ბუნებრვივია, ფეოდალი ჩანდა ცხოვრების წარმმართველად“ ის იყო ამ საზოგადოების პატრონი, მისი მომწესრიგებელი. ის ებრძოდა შექმნილი ცხოვრების წესების დამრღვევთ, გარეშე მტერს, შინაურ მბორგადს, აღვირახსნილ მეკობრეებს. ამყარებდა მშვიდობას, მფარველობდა (,,ჯაბან“) ვაჭრებს და ებრძოდა ,,მტერს“ ე.ი. ყველა იმას, ვინც მას ამ ბატონობაში შემოეცილებოდა“.
ნ. ბერძენიშვილის ეს დაკვირვება ბევრი რამით არის საყურადღებო. ჯერ ერთი, მასთან კარგადაა დაფიქსირებული, რომ შუა საუკუნეების ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არსებული იერარქიული სისტემის აპოლოგიაა. შუა საუკუნეების ადამიანს ლაიბნიცის ფილოსოფია რომ სცოდნოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მის გარემომცველ სამყაროში გაბატონებული წესრიგი საუკეთესოა ყველა შესაძლო წესრიგს შორის. ისიც საინტერესოა, რომ შუა საუკუნეები ქართული ისტორიული მწერლობის და ლიტერატურის წარმომადგენლები, როგორც წესი, თვალსაჩინო არისტოკრატები იყვნენ: ლეონტი მროველი ეპისკოპოსი იყო, ბასილი, თამარის ბიოგრაფიის ავტორი -ეზოსმოძღვარი, რუსთაველი - მეჭურჭლეთუზუცესი. ასევე ფეოდალურ არისტოკერატიას ეკუთვნოდნენ სარგის თმოგველი და მოსე ხონელი. მათთვის არ იდგა ის პრობლემა, რომელიც აწუხებდა მათ დასავლელ თანამოკალმეთ - ლუკმაპურის შოვნა. ,,ვეფხისტყაოსანში“ ვერსად შეხვდებით იმ ტიპის ავტორისეულ ჩივილს, როგორსაც ხშირად ვხვდებით ეშენბახის ,,პარციფალში“ (რომელიც შუა საუკუნეების გერმანული კულტურისათვის დაახლოებით იმასვე ნიშნავს, რასაც ,,ვეფხისტყაოსანი“ ჩვენთვის), რომ ავტორის სახლში ვირთხებიც კი შიმშილობენ. პოეტი იდეის გამო იდგა ფეოდალური წეს-წყობილების სადარაჯოზე და არა მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად. იგი არსებული სინამდვილის დასაცავად ერთნაირად იბრძოდა კალმითაც და ხმლითაც. იგი იბყო რაინსდი, რომელიც იმავე დროს სარაი ნდო ლი ტერეტურას ქმნიდა. ეს ლიტერატურა კი არს ბულ წყობილებას ამკვიდრებდა.
ეს ტენდენცია საქართველოს ლიტერატურას კარგა ხანს შემორჩა, მას შემდეგაც, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.
გრიგოლ ორბელიანის, რუსეთის არმიის სახელოვანი გენერლის და ქართველი პოეტის, მაგალითი ამის კარგი ილუსტრაციაა. ,,სადღერგძელოში“ ასეთ სტროფებს ვხვდებით:
ხელმწიფევ ჩვენო,
ძლიერო, ბრძენო,
ნიკოლოზ დიდო სულგრელობითა,
მხედარნი შენნი,
ვჰსვამთ შენს სადღეგრძელოს მოწიწებითთა!
მტრისა მძლეველსა,
ჩვენსა მფარველსა,
მარჯვენას შენსას განავრცობ ჩვენზე;
თამარის დღენი,
დიდების დღენი,
შენ მოუვლინე შენსა ივერსა.
ნიკოლოზ I რა დიდების მომტანი იყო საქართველოსთვის გ. ორბელიანს კარგად უნდა სცოდნოდა. და მაინც ის არსებულის აპოლოგეტი იყო. მეტიც, მიაჩნდა, რომ რუსი ხელმწიფე საქართველოს თამარის დიდებას დაუბრუნებდა. ხოლო ეს ახალი საქართველო ძველის დარად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც შუა საუკუნეების წყობა, სადაც ყველას თავისი ადგილი ეცოდინებოდა: მამებს - თავისი, შვილებს თავისი. ცრუ პოეტები ცრუ ლიბერალები და ცრუ პატრიოტები არა თუ ქვეყნის ბედს ვერ დაეუფლებოდნენ, არამედ თავიანთ რედაქციებში იქნებოდნენ შეყუჟულნი და იქიდან ცხვირსაც ვერ გამოყოფდნენ.
მართალია, გრ. ორბელიანი შვილებს უკიჟინებს პატივს არ სცემთ ამ რაინდებს რუსეთ-თურქეთის ბოლო ომში დაღუპულ ქართველ რაინდთა (ისე ჩვენში რომ დარჩეს, გაუგებარია, რა აომებდათ ამ რაინდებს) ხსოვნასო, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ სხვა დრო მოვიდა. იგი წერს:
დრო შეიცვალა,
გამეფდა სწავლა,
გაგედოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!
სწავლის მამები,
პროფესორები,
თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,
თქვენ გასწავებდნენ,
და მზად გაძლევდნენ
რაც შეეძინათ საუკუნეებს.
,,ბრძოლის“ დრო ,,სწავლის“ დრომ შეცვალა. ასეთ პირობებში ,,რაინდი“ აღარ გამოდგებოდა იერარქიული წყობის ერთადერთ მცველად. მას შევსება სჭირდებოდა პროფესორების სახით. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ,,ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“. თუმცა წესრიგი არ იცვლება. იცვლება რაინდის ადგილი (მათ შორის პირველ რიგში ცრუ ლიბერალებმა, ცრუ პატრიოტებმა და ა. შ.).
ამის შედეგად იდეალურ წყობაში ხდება ფუნქციური ჩანაცვლება. რაინდის ადგილს სისტემაში იკავებს ,,მოღვაწე“, რასაკვირველია, ,,ეროვნული მოღვაწე“ (შდრ. ორბელიანს: ,,მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული“). ამ დროიდან დღემდე, ,,მოღვაწე“ ისაა, ვინც ყველასათვის თავის ადგილის-მიმჩენ წესრიგს იცავს.
სამწუხაროდ, აქ არა გვაქვს შესაძლებლობა თვალი გავადევნოთ იმ ტრანსფორმაციას, რომლის შედეგადაც შუა საუკუნეების ,,რაინდის“ იდეალისაგან, XIX საუკუნის გავლით, მივიღეთ XX საუკუნის II ნახევრის ,,ეროვნული მოღვაწე“. ჩვენი ოფიციალური პრესა და ტელევიზია სავსეა ,,ერისკაცთა“, ,,ეროვნულ მოღვაწეთა“ ქებით, რომელთა შესახებ საზოგადოებამ ხშირად არც არაფერი უწყის. მაგრამ აქ პიროვნებებზე როდია ლაპარაკი, არამედ ,,ერისკაცის“ ,,ეროვნული“ მოღვაწის ფენომენზე, რომელმაც იერარქიაში რაინდის ადგილი დაიკავა, იმ აზრით, რომ იგია იერარქიის მცველი და დარაჯი (რასაკვირველია, პოლიციასთან ერთად). სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ,,ეროვნული მოღვაწე“ თავს ვალდებულად რაცხს გამოთქვას თავისი არცთუ კომპეტენტური აზრი პოლიტიკის, ეკონომიკის თუ სოციალური ორგანიზაციის საკითხებზე ისიცაა, რომ იგი სისტემის იერარქიის სადარაჯოზე დგას, ხოლო ეს საკითხები პირდაპირ ეხება სისტემის ხასიათს, მან თავის ადგილას უნდა დააყენოს ცრუპატრიოტები და ცრუ ლიბერალები, რამეთუ მოღვაწე ლამის კოსმიური წესრიგის დამცველია. ამიტომაც არის, რომ ასეთი მოღვაწე საკუთარი თავის კრიტიკას ლამის კოსმიური წესრიგის დარღვევად იგებს და შესაბამისადაც რეაგირებს.
ჩვენი ,,ეროვნული მოღვაწე“ რომ თავის ადგილს სწორედაც გარკვეული იერარქიის წევრად განიცდის, კარგად ჩანს ერთ გამოთქმაში, რომლითაც ეს მოღვაწეები ერთმანეთს მიმართავენ (ძირითადად საიუბილეო წერილებსა და მარტიროლოგებში). ეს არის ე. წ. ,,კაი ყმის“ ფენომენი, რომელიც თავის თავში აპრიორი შეიცავს გარკვეულ გაორებას. ყმა სხვა არაფერია თუ არა სინონიმი სიტყვა ,,რაინდებისათვის“, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე გულისხმობს ვიღაცის სუზერენობის აღიარებას, ვასალიტეტის ცნობას. ასე იყო მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრი პრეზიდენტის მონად აცხადებდა თავს. ცხადია, ,,მონაში“ ის სრულიადაც არ დებდა იმ აზრს, როგორც ეს ძველ საბერძნეთსა და რომში იგულისხმებოსდა. იგი უფრო მეტად ვასალი და კაი ყმა იყო. ამით ის, სწორედ, შუასაუკუნეობრივად აზროვნებდა, რომლის დროსაც საჯარო-ანონიმური ურთიერთობები კი არაა არსებითი, არამედ - პირდი. არც ერთ თანამედროვე სახელმწიფოში არ შეიძლება მინისტრი იყოს პრეზიდენტის ვასალი, ვინაიდან ამ ურთიერთობას საჯარო-ანონიმური ხასიათი აქვს და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა კონკრეტულად პრეზიდენტი და ვინ - მინისტრი. მაშინ როდესაც ჩვენი ნებისმიერი მოხელე თავს ზემდგომი მოხელისადმი პირად ვალდებულებას გრძნობს, ისევე როგორც შუა საუკუნეების ნებისმიერი ვასალი თავისი სუზერენის მიმართ (სხვათა შორის, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენში ჯერ არ არის სტრუქტურირებული ყველა დონეზე არჩევითობის სისტემა და ამის გამო ყველა ქვემდგომი მოხელე ზემდგომის წყალობაზეა დამოკიდებული და მის ქცევაშიც სათანადოდ აისახება).
ერთი სიტყვით, ჩვენი დღევანდელი მენტალიტეტის ბევრ სტერეოტიპს ფესვი შუა საუკუნეების აზროვნებაში აქვს გადგმული. ამასთან, ჩვენ სრულებითაც არ ვამტკიცებთ, რომ ეს აზროვნება ,,ცუდია“. ასეთი აქსეოლოგიური მიდგომა ჩვენთვის სრულიად უცხოა. ,,ცუდი“ შუა საუკუნეების აზროვნება კი არ არის, არამედ ის ფაქტი, რომ მისი სტერეოტიპები სრულიად სხვა ეპოქაში მოქმედებს.
დღევანდელი სტერეოტიპების შუასაუკუნოებრივ გენეზისთან დაკავშირებით, კარგი იქნება ქართულ ლიტერატურაზე მიმართვა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი ლიტერატურა ყოველთვის შეიცავს ტიპიზაციის მომენტს. მასში კერძო გარკვეული აზრით ზოგადის თვალთახედვით წარმოდგება და ამიტომ ზოგჯერ უფრო ხელსაყრელია ანალიზისათვის ვიდრე ცალკეულ კერძო ფაქტებზე მითითება. შემდეგ: ქართულ ლიტერატურაში შუასაუკუნეობრივი აზროვნება ძალიან დიდხანს შემორჩა. შემთხვევითი არ არის, რომ ტერმინი ,,ძველი ქართული ლიტერატურა“ (ე.ი. უპირატესად ფეოდალური ეპოქის) მოიხმარება XVIII საუკუნის ჩათვლით და თუ გავითვალისწინებთ მის გავლენას ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ,,რაინდის“ ტრანსფორმაციების გასარკვევად მისი მოშველიება გამართლებული ჩანს (მარტო ის რად ღირს, რომ კრიტიკოსები თანამედროვე ქართული ლიტერატურის პერსონაჟების, ვთქვათ, აბრაგ თუთაშხიას და ქურდ ლიმონა დევდარიანის განხილვისას ხაზს სწორედ მათ ,,რაინდულობას“ უსვამენ). ერთი სიტყვით, მივყვეთ იმას, თუ რა თვისებებით აჯილდოებდა შუა საუკუნეების პოეტი მსოფლიო წესრიგის მფარველ რაინდს და ვნახოთ, რა ფერისცვალება განიცადა ამ თვისებებმა დღევანდელ ქათველთა აზროვნებასა და ქცევის სტერეოტიპებში.
სარაინდო კოდექსი რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ პრინციპის ერთობლიობას წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ეს პრინციპები მეტ-ნაკლებადაა გაზიარებული როგორც დასავლურქრისტიანულ, ასევე აღმოსავლურქრისტიანულ და ისლამურ კულტურებში. ქვემოთ მოვიყვანთ სარაინდო კოდექსის რამდენიმე ელემენტს, რომელიც განსაზღვრავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაინდის იმიჯს. ამასთან ეს კოდექსი დემონსტრირებული იქნება როგორც დასავლეთევროპული და ისლამური, ისე ქართული ლიტერატურის ნიმუშების მაგალითებზე.
ოჯახიშვილობა, ანუ მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი
რაინდის რაინდობის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენდა ის, რასაც ოჯახიშვილობა შეიძლება ეწოდოს. პრინციპში, რაინდობა შეიძლებოდა სამხედრო დამსახურების გამოც მიეღოთ, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის წესით. დასავლეთევროპულ კურტუაზულ ლიტერატურაში რაინდებს შესანიშნავი გენეოლოგია ჰქონდათ. თუ სარაინდო ლიტერატურის საფუძვლად მდებარე ეპოსური მასალა არაფერს ამბობდა რაინდის გენეოლოგიაზე, პოეტი არაფერ ცუდს არ ხედავდა იმაში , თუ თავის გმირს მეფურ გენეოლოგიას შეუქმნიდა. მაგალითისათვის დასავლური შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი პარციფალი შეგვიძლია ავიღოთ (არტურის ციკლის სერ პერსივალს ჩვენ ყველგან გერმანული ტრანსკრიფციით მოვიხსენიებთ). ამ უკვდავი პოემის ავტორმა, საკმაოდ ღატაკმა რაინდმა ვოლფგანგ ფონ ეშენბახმა, თავისი გმირი იმისთანა გენეოლოგიით აღჭურვა, რომ ნებისმიერ თანამეროვე მონარქს შეშურდბოდა. ვოლფგანგის მტკიცებით პარციფალის მამა, სწორუპოვარი გამურეტი, ანჟუს მეფეთა სახელოვანი შთამომავალი იყო, რომელიც რომანულ-გერმანული სამართლის არასრულყოფილების მსხვერპლი გახდა. ეს სამართალი (ყოველ შეთხვევაში ეშენბახის ვერსიით) მამის მთელ ქონებას უფროს შვილს უტოვებს, უმცროსებს კი სიღარიბისა და ხეტიალისათვის წირავს. გამურეტი სწორედ უმცროსი შვილი იყო, რომელიც დასახელებული სიმართლის ნორმების თანახმად მოხეტიალე რაინდის ცხოვრებისათვის იყო განწირული. უნდა თქვას, რომ გამურეტს საქმეში თავი არ შეურცხვენია. ჯერ იყო და ბაღდადის ხალიფა ბარუკს დაეხმარა ორი ბაბილონელი ,,ბუნტავშჩიკის“ წინააღმდეგ ბრძოლაში (რომლებსაც, რატომღაც, წმინდა ევროპული სახელები პომპეუსი და იპომიდონი ჰქვიათ), ხოლო შემდეგ ზაზამანკის სახელოვან მოქალაქეთ დაეხმარა თავხედ მეფე რაცილიგთან ბრძოლაში. ზაზამანკის ზანგი დედოფალი ბელაკანა შეიტყობს რა მის დასახმარებლად ჩამოსული უცხო რაინდის შესახებ, პირველ რიგში კითხულობს, გვარიშვილი თუაო, რაზეც მისი ვაზირი სიამო ვნებით პასუხობს: ,,ამ რაინდს თავად ბარუკმა მიანიჭა პატივი და წოდებანიო“. იმავეს კითხულობს გამურეტის მოწინააღმდეგე რაინდი ჰიუტიგერი, და რა შეიტყობს, რომ მისი დამმარცხებელი ანჟუს უფლისწულია, სასწრაფოდ აცხადებს უსიტყვო კაპიტულაციას.
ახლა აღმოსავლეთის რაინდთა გვარტომობას მივხედოთ და გავარკვიოთ მათი ოჯახიშვილობის ამბავი. შორს რომ არ წავიდეთ აქვე განჯაში მოღვაწე სახელოვან პოეტ ნიზამის მივმართოთ, უფრო სწორად მას უბადლო ,,ლეილისა და მაჯნუნის“. ამ პოემის გმირი ოჯახიშვილობით არაფრით არ დაუდებდა ტოლს პარციფალს. მაჯნუნის ოჯახიშვილობაზე ნიზამისაგან შემდეგს შევიტყობთ:
ერთს დიდგვაროვანს არაბეთს,
ძველთაგან მონაყოლია,
უთქმელი განძი ჰქონია,
უთვლელი მონა ჰყოლია...
ყოფილა ქველი, მძლეთამძლე,
მოდგამდა რაიც ეწადა,
დიდი სახელი დიაღაც
აღზევდებოდა ზეცადაც.
რითი არ იყო სულთანი,
კაცი ქცეული ნებადა!
ხელმწიფის ტოლი კი იყო...
ცხადია, ამისთანა მამის შვილი გამორჩეული პირი იქნებოდა, არანაკლები ვიდრე ნიზამის სხვა პოემების ისტორიული პირები არიან (ვთქვათ ისკანდერად წოდებული ალექსანდრე მაკედონელი).
ახლა მშობლიურ ნიადაგს დავუბრუნდეთ და რუსთაველის პერსონაჟების ოჯახიშვილობა ვიკითხოთ. ავთანდილი, მართალია, მთლად სამეფო წამოშობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ: ,,ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა...“ რაც შეეხება ტარიელს, მისი სამეფო წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. როგორც თავად ტარიელი მოუთხრობს ავთანდილს, მამამისი ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს ხელმწიფე იყო:
მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სვრად დაუფარავი,
ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერც ცხადი ვერცა მპარავი,
ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია
სარაინდო კოდექსის რაინდისათვის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თვისებად სიძუნწეს მიიჩნევდა. წუწურაქი რაინდი არ იყო რაინდი ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. რაინდისათვის უმჯობესი იყო გაკოტრებულიყო, ვიდრე ძუნწად ჩაეთვალათ. მას აუცილბლად უნდა გაეჩუქებინა ის, რასაც სთხოვდნენ ზაზამანკასთან გამარჯვებულმა გამურატმა ოქროთი აავსო მტერიც და მოყვარეც. ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირების ხელგაშლილობას ხომ საზღვარი არა აქვს. ახლადგამეფებულმა თინათინმა:
მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი:
უბრძანა: ,,ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“.
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
თინათინის ამ მოქმედების შედეგად: ,,ლარსა (ცხადია აქ არ იგულისხმება თანამედრნოვე საქართველოს ეროვნული ვალუტა. კ.კ.) ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია“.
რასაკვირველია, ამ გვარმოქმედებას არ შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა სახელმწიფო ფინანსებზე, მაგრამ როსტევანს ისევე აწუხებდა გაკოტრდებოდა თუ არა სახელმწიფო ხაზინა, როგოც ჩვენი ერონული ბანკის იმ მოღვაწეებს, ლიბერალურად წოდებულ საბანკო პოლიტიკას რომ ახოცილებდნენ. მაგრამ ნურვის ეგონება, რომ როსტევანი (ანდა შუა საუკუნეების სხვა მისებრ ღირსეული ხელმწიფე) ამას იმიტომ სჩადიოდა, რომ ეს ქონება ქვეშევრდომთა ყვლეფა-ექპლუატაციით ჰქონდა შექმნილი და სხვისი არა ენაღვლებოდა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მარქსისტულ დოგმატიკაზე დამყარებულ თვალსზრისს, როტევანს, უბრალოდ, არ უნდოდა სარაინდო კოდექსის იმ მუხლის დამრღვევი ყოფილიყო, რომელიც წუწურაქობას კრძალავდა (თუმცა ზუსტად არ განსაზღვრავდა ხელგაშლილობის რიცხობრივ გამოხატულებას) და თავი შეერცხინა უცხოელი დიპლომატების წინაშე, რომლებიც აუცილებლად დაესწრებოდნენ თინათინის ინაუგურაციას.
საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა
რაინდის იმიჯის აუცილებელ თვისებას მისი სილამაზეც წარმოადგენდა. დიახ, სილამაზე, რომელსაც დღეს მხოლოდ კაცობრიობის მეორე და საუკეთესო ნახევარში ვეძებთ ხოლმე. რაინდი ლამაზი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებდა მისი სიყვარული ოქროსა და ძვირფასი ქვებისადმი.
ეს ვითარება თანამედროვე მკითხველს ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაშიც კი აყენებს. მაგალითად, წაიკითხავს რა შემდეგ სტროფებს: ,,ქერა დალალნი აყრიან მხრებზედ, ტუჩნი ლალისფრად უელვარებენ“, გადაწყვეტს, რომ საქმე მომხიბლავ ქალბატონთან აქვს და... მწარედ შეცდება... აღწერილი სტროფები სწორუპოვარ რაინდ გამურეტს ეხება.
რაინდ გამურეტს არც ,,ვეფხისტყაოსნის გმირები ჩამორჩებიან. ავთანდილის სილამაზის შესახებ უკვე პოემის დასაწყისშივე შევიტყობთ: ,,საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა“. როსტევანთან სანადიროდ წასასვლელად მისული ავთანდილი ასეა დახასიათებული: ,,დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი“, ტარიელის პირველად დანახვისას ავთანდილი ისეთ მეტაფორებს ხმარობს, როგორც წესი, მანდილოსნის სილამაზის აღსაწერად რომ იყენებენ თუ რასაკვირველია ტარიელის წვერს არ მივიღებთ მხედველობაში, რომელიც რატომღაც ჩვენი ილუსტრატორების სათანადო ყურადღებას არ იმსახურებს. ,,ავთანდილ ახლოს კვლა ნახა, სახე მისივე, კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, ,,ნუთუ მზეაო, თქვა, ცისა?“ ტარიელი მოჩვენებითი თავმდაბლობის გარეშე ამტკიცებს თავის მსგავსებას მზესთან და აცხადებს: ,,მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად“. რაც შეეხება ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირების სიყვარულს სამკაულებისა და ძვირფასი თვლებისადმი, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტარიელს: ,,...ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა...“. ასე რომ ამ მიმართებით ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების ,,იმიჯი“ სრულ შესაბამისობაში იმყოფება იმ მოთხოვნებთან, რომელთაც შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კულტურა აყენებდა საკუთარი რაინდების წინაშე.
შუა საუკუნეების დაკნინების და იმ ურთიერთობების დამყარების შემდეგ, რომელსაც ბურჟუაზიულს უწოდებენ, შეხედულება მამაკაცის სილამაზეზე იცვლება. მამაკაცს ახლა მოეთხოვება არა სილამაზე, არამედ პრეზენტაბელურობა და რესპექტაბელურობა. რაც შეეხება სამკაულების სიყვარულს, იგი კაცობრიობის მეორე და მშვენიერი ნახევრის განსაკუთრებულ კომპეტენციაში გადადის.
სილამაზე სამკაულები თუ ცხენი გარეგნული მოვლენებია და ისინი სწრაფად შეიძლება ჩანაცვლებულ იქნენ გარეგნული მახასიათებლების სხვა სისტემით. ისე რომ ფუნქციონალური მთლიანობა შენარჩუნდეს. ეს ფუნქციონალური ტრანსფორმაცია იმაში გამოიხატება, რომ ყოველი გარეგნული გამოვლინება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სხვა გარეგნულ გამოვლინებასთან. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში ღიპიანი ბიძა ისეთსავე ბუნებრივ ფუნქციონალურ კავშირში იმყოფებოდა შავი ოცდაოთხის საჭეზე ამხედრებასთან, როგორც ტარიელი თავის შავ მერანთან. იგივე ითქმოდა ნოლ სამზე ან ნოლ ხუთზე ამხედრებბულ ცხვირმოუხოცავ ყმაწვილზე, მაშინ როდესაც ზემოხსენებული ბიძა ფიატის საჭესთან აღიქმებოდა როგორც ფუნქციონალური დისონანსი. ერთი სიტყვით, განსხვავებით წინა ორი სარაინდო სტერეოტიპისაგან, „საროსა მჯობნის“ სტერეოტიპი ჩვენმა კულტურამ ჰეგელისებური მოხსნა-შენახვის სახით შემოინახა. რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ერთი გარეგნული მახასიათებელი მეორით შეიცვალა. შინაგანი კი... არც არავის აინტერესებდა და არც არავის აინტერესებს.
სარაინდო ფათერაკთა ძიებიდან პოლიტიკურ ფათერაკთა ძიებამდე
რაინდს ევალებოდა მუდმივი ზრუნვა საკუთარ დიდებაზე. ეს კი თავს მხრივ ითხოვდა მისი უძლეველობის ახალ და ახალ დადასტურებას ახალ და ახალ გამოცდას. შეუდარებელ რაინდ ივეინს შეეძლო ახლადშერთულ მეუღლესთან დარჩენილიყო, მაგრამ ახალი ფათერაკების საძიებლად მიემგზავრება. მეგობრები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ოჯახურმა ცხოვრებამ ივეინი მეტისმეტად არ გაანაზოს. ივეინმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მის დიდებას გამუდმებით სჭირდება დადასტურება. რაინდმა უნდა იხეტიალოს მანამ, სანამ არ მიცემა ორთაბრძოლის საშუალება. თუ ომი არაა, ის ბრძოლაში იწვევს პირველივე შემხვედრ რაინდს, რათა დაიმკვიდროს თავისი ადგილი იერარქიაში, რომელიც დამოკიდებულია დამარცხებულ რაინდთა რიცხვსა და თვისებრიობაზე. რაინდმა არ უნდა მოითმინოს სხვისი დიდება და შეერკინოს უცნობს, რომლის დიდებასაც მის ყურამდე მიუღწევია.
,,ვეფხისტყაოსანში“ ეს მოტივები შედარებით სუსტადაა გამოხატული, სამაგიეროდ, ქართული შუასაუკუნეების მეორე სარაინდო ,,პოემა“ ,,ამირანდარეჯანიანი“ ამ მოტივების გაუთავებელ (და ზოგჯერ უსისტემო) გამეორებას წარმოადგენს, რაც ადასტურებს, რომ ევროპელი რაინდის იმიჯისათვის დამახასიათებელი ეს პარამეტრიც კარგად იყო ცნობილი შუა საუკუნეების საქართველოში.
შეიძლება დაიბადოს კითხვა, რა ჯანდაბად სჭირდებოდა რაინდს, რომელსაც ათასი სახელოვანი რაინდი ჰყავდა დამარცხებული, ათას მეერთეს დამარცხება? ეს არ იყო გამოწვეული მხოლოდ თავგადასავლის გაუთავებელი ძიეიბით, როგორც რაინდული ცხოვრების მაკონსტრუირებელი ელემენტით (თუმცა არც ეს მომენტია გამოსარიცხი). საკუთარი მაღალი ფორმის კვლავ და კვლავ დადასტურება აუცილებლობით გამომდინარეობდა ფეოდალური საზოგადოების ფუნქციონირების წესისაგან, რაც გულისხმობდა იერარქიაში საკუთარი ადგილის კვლავ და კვლავ დადასტურებას. ამ მხრივ შუა საუკუნეების რაინდი წააგავდა ნაყოფიერების ქურუმს ფრეიზერის ცნობილი ,,ოქროს რტოდან“, რომელსაც გაუთავებლად უნდა ემტკიცებინა, რომ იგი ნაყოფიერების ყველაზე მაღალ მუხტს შეიცავს. თუ რაინდი ვეღარ ამარცხებს მოწინააღმდეგეს, ის სოციუმის თვალში ვეღარაა უფლებამოსილი - ეკავოს იერარქიაში ის ადგილი, რომელიც მას უკავია. წარსული დამსახურება მხედველობაში არ მიიღება.
მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა
რაინდის ქცევის სტერეოტიპის შემდეგ აუცილებელ ატრიბუტს სარაინდო სოლიდარობა წარმოადგენდა, რომელიც პროლეტარულ სოლიდარობას შეიძლება შევადაროთ. სარაინდო სოლიდარობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა პატივისცემას დატყვევებული რაინდების მიმართ, თუნდაც ამ უკანასკნელს ავი საქმე ჰქონოდა ჩადენილი. ასწლიანი ომის დროს ინგლისელები კრესისა და პუატიეს ბრძოლებში ტყვედ აყვანილ ფრანგ რაინდებთან ერთად ქეიფობდნენ და ტურნირებს მართავდნენ. 1389 წელს, როდესაც ინგლისელთა ბანაკში დიზინტერია გაჩნდა ისინი სამკურნალოდ ფრანგებთან დადიოდნენ, რის შემდეგაც ბრძოლას აგრძელებდნენ. ეს მოტივი სათანადოდაა ასახული შუა საუკუნეების ლიტერატურაში. გამურეტი ტყვედქმნილ მეფე რაცალიგს, რომელმაც მისი მიჯნურის ქალაქს მრავალი უბედურება დააწია, ისე ხვდება როგორც თავის სწორს. როგორც ეშენბახი აღწერს, გამურეტი დამარცხებული მოწინააღმდეგის მიმართ არავითარ მტრულ გ რძნობას არ განიცდის, სანადიმო მაგიდაზე მიიწვევს და უმასპინძლდება როგორც თავის სწორს. თავი მხრივ, რაცალიგი გამურეტს თავის სუზერენად აღიარებს.
ზუსტად ასეთივე ვითარებაა აღწერილი ,,ვეფხისტყაოსანში“ როდესაც ტარიელი ხატაეთის მუხთალ მეფე რამაზს შეიპყრობს და ფარსადანს მიჰგვრის, ასეთი რამ ხდება:
რამაზ მეფე მის წინაშე შეპბყრობილი მივიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე...
__________________________________________
რამაზს უბრძანებს: ,,იცოდე, გაგზავნით შეწყალებულსა,
მაგრამ ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა...
__________________________________________
ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა...
რასაკვირველია, ინდოთ ხელმწიფეს ხატაელთა მეფის ნახვა და შეწყალება უფრო პრივატულ ატმოსფეროშიც შეეძლო, მაგალითად, თავის კაბინეტში, მაგრამ ნადიმზე შეწყალებას და ვასალიტეტის აღიარებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ როგორც ,,პარციფალში“, ისე ,,ვეფხისტყვაოსანში“ ვასალიტეტის აღიარება და მოწინააღმდეგის შეწყალება სუფრასთან ხდება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნადიმზე წყალობა არ ატარებს პრივატულ ხასიათს, იგი საჯაროა და ყველას შეუძლია თვალნათლივ დარწმუნდეს მასში. არსებითია სხვა რამეც: შუასაუკუნებრივი ნადიმის სტრუქტურა შუასაუკუნებრივი სოციუმის მოდელირებას ახდენს. ერთშიც და მეორეშიც ყველაფერი მკაცრადაა რეგლამენტირებული, ერთშიც და მეორეშიც ყველა ვალდებულია იცოდეს თავისი ადგილი და მისი დამრღვევის მიმართ ერთნაირად გამოიყენება სანქციები. აქედან გამომდინარე, სანადიმო წესრიგში ჩართვა სოციალურ წესრიგში ჩართვის ტოლფასია, ამიტომაც ვასალიტეტის ფიცის აღიარება სუფრაზე უნდა მოხდეს.
ქართველებს ბევრი ლაპარაკი გვიყვარს იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები უმნიშვნელოვანეს საკითხებს სუფრაზე წყვეტდნენო. ვინმე ენაკვიმატს შეეძლო მწარედ ეხუმრა, ამიტომაც გადაწყვიტეს ესე კარგადო. მაგრამ ეს არსებითი არაა, უფრო მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ პრინციპში ყველა შუასაუკუნეობრივი ერი თავის უმნიშვნელოვანეს საკითხს სუფრასთან წყვეტდა, რამეთუ ვიმეორებ, სუფრისეული წესრიგი მსოფლიო თუ სოციალური წესრიგის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით კულტურის იტალიელი ისტორიკოსი ფრანკო კარდინო წრს: ,,ვიკინგებში, ისევე როგორც სხვა ხალხებში, ნადიმის დროს სრულდებოდა წმინდა რიტუალები, მაგალითად, საკრალური ზედაშეს შეწირვა აღთქმის მიღებასთან დაკავშირებით. შესაძლოა ნადიმის რიტუალურ მნიშვნელობასთან არის დაკავშირებული ახალი გმირობის ჩადენის აღთქმასთან დაკავშიერებული წესიც ეს თავისებური ნებაყოფილობითი ვალდებულებაა. მოწმედ ღმერთებს და საბრძოლო მეგობრებს უხმობენ. ამით მეომარი თითქოსდა იმაღლებს თავის პრესტიჟს თანამეინახეთა თვალში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ რაინდული აღთქმაც სუფრაზე წარმოითქმებოდა“. იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ არსებობს ანალოგია ბრძოლით, ნადიმით და ნადირობით მიღებულ სიამოვნებას შორის შუა საუკუნეების კულტურაში და რომ ფეოდალურ საზოგადოებაში ამ სამ ქმედებას შორის მხოლოდ რაოდენობრივი და არა თვისობრივი განსხვავება არსებობს.
რომ ქართულ ნადიმს ერთდროულად სოციალური და იერარქიული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ XVII საუკუნის ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა შეამჩნია. იგი წერდა: ,,მდაბიონი ჯდებიან გრძელ მერხზე და წინ იდგამენ ასეთივე სიმაღლის მეორე სადგამს, რომელიც მაგიდის მაგივრობას წევს. მთელი ჯამ-ჭურჭლი ხისაა. დიდებულებს ცოტაოდენი ვერცხლეულობა აქვთ. ამ ქვეყანაში ჩვეულების თანახმად, ყველანი განურჩევლად სქესისა, ერთად ჭამენ (ესეც რუს მწერალ ასტაფიევს, რომელიც ამტკიცებდა, ქართველები სუფრაზე ქალს არ აკარებენო - კ.კ.) - მეფე და მთელი მისი ამალა, მეჯინიბეების ჩათვლით, დედოფალი, სეფე-ქალები, მისი ასულები, მოახლეები და ყველა თანმხლები პირნი უკანასკნელ ლაქიამდე. თუ არ წვიმს, ჭამენ გარეთ. სხდებიან წრიულად ან რიგებად სუფრის თავში ან ბოლოში თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით (ხაზი ჩვენია - კ. კ.). სტუმრებს და მეგობრებს აიძულებენ სვან ღვინო უკანასკნელ შესაძლებლობამდე და ამავე დროს ერთმანეთს მიმართ ვენ ზრდლობითა და ქათინაურებით“.
საინტერესო სურათია საზოგადოებისა, სადაც ყველამ იცის თავისი ადგილი და ეს ადგილი სუფრის ადგილსა და მის წევრთა ურთიერთობაში ვლინდება. მართალია, დღეს ქართველთა შორის ვეღარ ჰპოვებ ჩვენს წინაპართა თვისებებს, მაგრამ ერთი რამ კი უეჭვლი რჩება - ქართული ნადიმის სტრუქტურა იმ იერარქიული სტუქტურის უნაკლო გამოსახულებაა, რომელიც ერთნაირად სუფევს ჩვენს თავებშიც და ჩვენს გარემომცველ სინამდვილეშიც.
სიყრმე და მოცალეობა
ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომელიც ,,ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდება, არაერთხელ არის ფორმირირებული იმ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ, რომელთაც იმგვარი პათეტიკური სტილი ახასიათებთ, რომ მექსიკური ტელესერიალების ავტორებსაც შეშურდებათ. ეს სტერეოტიპი ასე ჟღერს: საქართველოში ,,ვეფხისტყაოსანი“ ისე უყვარდათ და ისე კარგად იცოდნენ, რომ თვით წერა-კითხვის უცოდინარი გუთნისდედები თავიანთ გულისვარდებს სიყვარულს ,,ვეფხისტყაოსნის“ სტროფებით უხსნიდნენ. ამ მტკიცებათა ავტორებს, რომელთაც ალბათ არაერთი ნაშრომი წაუკითხავს სათაურით ,,მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში“, აზრადაც არ მოსდით, რომ ეს სასიყვარულო-სალექსო იდილია სრულ წინააღმდეგობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელთაც რუსთველი უყენებს მიჯნურს.
საქმე იმაშია, რომ რუსთაველისათვის ნებისმიერი ადამიანი არ შეიძლება იყოს მიჯნური. ამისათვის ის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ,,ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში ნათლად და ცალსახადაა ფორმულირებული ეს მოთხოვნები:
მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყრმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
რუსთველისათვის მიჯნურობა არ გულისხმობს ოდენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვინმეს შეყვარებას. მიჯნურობა რუსთველთან ცხოვრების გარკვეული წესია, რომელთაც მხოლოდ გარკვეული სოციალური მდგომარეობის და პირადი თვისებების მქონე ადამიანი შეიძლება აკმაყოფილ;ებდეს. ადამიანი, რომელსაც არ ახასიათებს სილამაზე, სიბრძნე, სიმდიდრე, ხელგაშლილობა (იხ. ზემოთ რაინდის თვისებებზე), მეტყველების გარკვეული კულტურა, ბრძოლისუნარიანობა, რაინდისათვის დამახასიათებელი თვისებები (,,სიყმე“) და ბოლოს, თავისუფალი დრო, უბრალოდ, ვერ იქნება მნიჯნური.
ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველი ძალიან ორიგინალური იყოს მიჯნურობის არსის გაგებაში. მიჯნურის ზემოხსენებული თვისებებით ახასიათებენ სარაინდო ლიტერატურის ბევრ პერსონაჟს, პარციფალიდან მოყოლებული სიყვარულით გაშმაგებულ როლანდამდე.
მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ დასავლური სარაინდო ლიტერატურის ისეთი ცნობილი პერსონაჟი, როგორიცაა იზოლდაზე გამიჯნურებული სწორუპოვარი ტრისტანი. იგი, უპირველეს ყოვლისა, ბრწყინვალე მეომარია, რომელიც ერთნაირად ფლობს ყველა სახის იარაღს. შესანიშნავი მონადირე (შდრ. ავთანდილს, რომელმაც ნადირობისას ორთავ ბეჭზე დასცა მომავალი სასიმამრო), განათლებაზე აღარაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ტრისტანი შესანიშნავადაა დაუფლებული შუასაუკუნეობრივი ცოდნის ქვაკუთხედს - შვიდ თავისუფალ ხელოვნებას - გრამატიკას, დიალექტიკას, რიტორიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, მუსიკას, ასტრონომიას. არაფერს არ ვიტყვით მრავალრიცხოვან ენათა ცოდნაზე. ამ სფეროში ტრისტანი კონკურენციას გაუწევდა მითრიდატე პონტოელს. ამას გარდა ტრისტანი გაწაფულია მუსიკაში.
რაც შეეხება ჭადრაკს, თუ სარაინდო ლიტერატურას დავუჯერებთ, ტრისტანი ტოლს კასპაროვს და ფიშერსაც კი არ დაუდებდა. ხელგაშლილობას და მანერებს ხომ ნუღარ იკითხავთ. ერთი სიტყვით, ტრისტანიც ისევე აკმაყოფილებს მიჯნურის მოთხოვნას, როგორც ,,ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი და ავთანდილი. ,,მიჯნურობა“ ტარიელისთვისაც და ტრისტანისთვისაც (და შესაბამისი მსოფმხედველობის ავტორებისათვისაც) არ გულისხმობს უბრალო სიყვარულს, მიჯნურს ისეთივე ,,პროფესიული“ თვისებები მოეთხოვება, როგორც მიწყივ მომუშავე მუშას ან ვაჭარს.
აქედან გამომდინარე, ყველა ვერ იქნება მიჯნური. მიჯნურს შუასაუკუნებრივ იერარქიაში ისეთივე გარკვეული ადგილი უკავია, როგორც ვთქვათ, მეფეს, გლეხს, ან ვაჭარს, შესაძლოა, მკითხველი აღშფოთდეს როგორ დაუჭერდა ჩვენი დიდი პოეტი მხარს ასეთ არდემოკრატიულ ინსტიტუტსო. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ადამიანი, რომელსაც აქვს საჭირო პიროვნული თვისებები, მაგრამ არა აქვს გარკვეული სოციალური მდგომარეობა მიჯნურად ვერ ჩაითვლება.
ამ აზრის საილუსტრაციოდ შეგვიძლია რუსთველის ზემოყვანილი სტროფიდან ერთი მომენტი გამოვყოთ, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორის აზრით აუცილებელია მიჯნურისათვის. ესაა ე. წ. ,,მოცალეობა“ ე.ი. თავისუფალი დროის ქონა. ადამიანს იმისათვის რომ იმიჯნუროს, აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ მოახერხებს მიჯნურობის მაღალი იდეალების რეალიზაციას და იძულებული შეიქნება ,,ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუშს“ დასჯერდეს.
ის რომ გარკვეული სახის პროფესიული მოღვაწეობისათვის ,,მოცალეობაა“ საჭირო, ძველთაგანვეა ცნობილი. ჯერ კიდევ ელინთა ბრძენთა ბრძენი არისტოტელე აღნიშნავდა, რომ გარკვეული გვარის სიბრძნენი იქ შეიქმნა, სადაც ადამიანებს მოცალეობა გააჩნდათო. თუმცა არისტოტელეს თვისტომთ მოცალეობაზე მეტად თავისებური წარმოდგენა ჰქონდათ, რომელიც მაინც და მაინც სიბრძნესთან არ იყო დაკავშირებული. ამის შესახებ პოლონელი მკვლევარი მარია ოსოვსკაია წერდა: ,,თუკი სარაინდო ეთოსად მივიჩნევთ მმართველი კლასის ეთოსს, რომელიც თავისუფალია სამეურნეო საქმიანობდან და სძულს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა სამხედროსი და მოცალეობას ავსებს სპორტით, ნადირობით და ლხინით, სპარტანელთა, ისევე როგორც ჰომეროსის გმირების, ეთოსს შეიძლება სარაინდო ეწოდოს“.
ძნელი მისახვედრი არ არის რომ მიჯნურისათვის აუცილბელი მოცალეობის კავშირი ამგვარ სარაინდო ეთოსთან. აღარც ის რჩება გასაკვირი, თუ რატომ წყვეტდნენ ჩვენი წინაპრები უმნიშვნელოვანეს საკითხებს სუფრასთან. სხვაგან ვერც გადაწყვეტდნენ, რადგანაც შუასაუკუნებრივი რაინდის ეთოსი ბრძოლით, ნადირობით და ლხინით შემოიფარგლებოდა, ხოლო პირველი ორი თავისი სპეციფიკის გამო, მაინცდამაინც ვარგისი არ არის საქვეყ ნო საქმეთა გადასაწყვეტად.
იმის საილუსტრაციოდ, როგორი იყო ჩვენ წინაპართა მოცალეობა (მათ რომ მიჯნურობაში ვერავინ შეედრებოდა, ეს ხომ უეჭველზე უეჭველია), არ არის საჭირო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას მივმართოთ. საკმარისია, გავიხსენოთ საქართველოს დაქცევის და გაუბედურების ხანა, რომლის აღწერა შარდენთანაა შემონახული. აღწერს რა გაუთავებელ ლხინებს, სადაც მეფენი ისეთ საქვეყნო საქმეთ წყვეტდნენ, როგორიც იყო სტუმრის ე.ი. შარდენის დაქორწინება, პატივცემული ვაჭარ-მოგზაური სხვათა შორის წერს: ,,სამეგრელოს დიდებულნი მხოლოდ ნადირობას ეწევიან; ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობიოთ იყოს მტაცებლი ფრინველი: შევარდენი, მიმინო, მარჯანი და სხვა, როგორც სამეგრელოშია“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარდენის ცნობით მაშინდელი სამეგრელოს ლაშქარი ოთხი ათას მხედარს და სამას (1) ქვეითს ითვლიდა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქორ-შევარდენთა ლაშქარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს. თუ რა მოუტანა ამ ვითარებამ ჩვენს ქვეყანას, საყოველთაოდ არის ც ნობილი.
ჩვენს ეპოქაში შუასაუკუნებრივი მოცალეობა ტრანსფორმირდება იმად, რასაც დღეს ,,გრიალს“ უწოდებენ. საქართველოს მმართველი ელიტის უმრავლესობა ჯერ კიდევ ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის მწირი რესურსები სრულებითაც არ იძლევა ამის საშუალებას, ლამის ნებისმიერი ქართველი ელიტარული ინტელიგენტის თუ ჩინოსნის ოცნებაა, რაც შეიძლება ენერგიის ნაკლები დაძაბვით მიაღწიოს ,,მოცალეობას“ და დროის დანარჩენი დრო სუფრასა თუ ნადირობაში - გრიალში გაატარონ.
,,მოცალეობის“ შუასაუკუნებრივი ცნების თანამედროვე ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ევროპაში მოცალეობის სარაინდო იდეალის შეცვლა საკუთარი შრომით საკუთარი ადგილის მოპოვების იდეალით სწორედ შუასაუკუნეების დასასრულს, რეფორმაციის ეპოქაში მოხდა. რაც შეეხება საქართველოს, საშინაო თუ საგარეო ფაქტორთა გამო არ მომხდარა შრომის ემანსიპაცია, მისი უფლებრივი და ღირებულებითი გატოლება სამხედრო საქმეებთან თუ სხვა ღირებულებებთან, რომელიც შუა საუკუნეებში ყველაზე მეტად ფასობდა. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი სოციუმის ორგანიზაცია და მენტალიტეტის სტერეოტიპი იმ პრინციპებს დაემყარებიან, რომელთაც აქამდე ემყარებოდნენ.
იერემია წარბა, როგორც პირველი მხედრიონელი ქართულ ლიტერატურაში
ქართულ ქცევის სტერეოტიპში, რომელიც მნიშვნელოვნად ემყარება შუასაუკუნებრივ ღირებულებებს, დაცინვის პირველ საგანს ვაჭარი წარმოადგენს. იგი რაინდის სრული ანტიპოდია: მხდალია, მახინჯი, მატყუარა, უღირსი. ერთი სიტყვით, თუ რაიმესთვის ვარგა, მხოლოდ იმისათვის, რომ ,,მეწველი ძროხა“ იყოს რაინდისათვის. ტოტალიტარიზმის ხანას ვითარება ბევრად არ შეუცვლია. როგორც ვიცით, სოციალისტური მართლწესრიგის და ნეგატიური მოვლენების წინაშე მთავარი მებრძოლი - საქართველოს ტელევიზია 70-იან წლებში განსაკუთრებით არ სწყალბდა სხვადასხვა ჯურის ვაჭარ-გამყიდველებს. მთავარი სატელევიზიო სტერეოტიპი ასეთ ხასიათს ატარებდა: აჩვენებდნენ გამყიდველს, რომელმაც 50 გრამით მოატყუა მყიდველი და შემდეგ რიტორიკულად კითხულობდნენ: ,,რა უნდა დახლში ამხელა კაცს“.იგულხმებოდა, რომ ამხელა კაცი ან თოფით ხელში უნდა მდგარიყო სამშობლოს სადარაჯოზე (ანუ ერაინდა), ან რვაოყიანი თოხით მიწა ეთოხნა, ესე იგი, მიწყივ ემუშავა. ვაჭრობის უფლება მას არ ჰქონდა, მეტიც, ვაჭრობა არ იყო საქმედ მიჩნეული.
მთელ შუასაუკუნებრივ ქართულ ლიტერატურაში რაინდის და ვაჭრის ოპოზიცია პირველის უპირობო გამარჯვებით მთავრდება. ვითარება იცვლება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველოში იწყება რაღაც იმასთან მიმსაგავსებული პროცესი, რასაც კაპიტალიზმი ჰქვია (შდრ. ევროპაში ბარონების გაკოტრების პროცესს XIV საუკუნაში). დაიწყო რაღაც ბიზნესმენთა მსგავსი სოციალური დაჯგუფებების შექმნა, რომელთაც თავის თავზე შეყვარებულ და თავის თავში უზომოდ დარწმუნებულ რაინდთა უბადრუკი შთამომავლების რისხვა დაიმსახურეს. XIX საუკუნის საქართველოში მიმდინარე ეს პროცესი საკმაოდ წააგავს დღევანდელ ვითარებას. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ ამ ხანის, როგორც სოცრეალისტი კრიტიკოსები იტყოდნენ, ამსახველ ნაწამოებს მივმართავთ. მხედველობაში გვაქვს გ. წერეთლის ,,პირველი ნაბიჯი“ და მისი უბადლო გმირი იერემია წარბა.
ვაჭრისა და რაინდის დპირისპირება ამ რომანში წითელ ხაზად გასდევს, მაგრამ ყველაზე კონცენტრირებულად მაშინ გამოიხატება, როდესაც ვაჭრები, ბურჟუები გაკოტრებული მემამულეების მამულების შეძენას იწყებენ. ფრიად პატივცემული თავადი თავფქილაძე გაზეთში წაიკითხავს, რომ მისი მამულის ვალების დასაფარად საჯარო ვაჭრობით უნდა გაიყიდოს. თავადის აღშფოთებას საზღვარი არა აქვს: ,,გაზეთში გამომბეჭდეს, დარბაისელ მებატონეს თავი მომჭრეს, ვისღა დავენახო, ვის?...
მამულის გაყიდვა ბანკის სააუქციონო დარბაზში ხდებოდა. რაინდთა უბადრუკი შთამომავლები ფრიად უკმაყოფილონი იყვნენ, მათი ქონება ვაჭრებს რომ უნდა დარჩენოდათ. მათი სოციოკულტურული ტრადიცია, ხომ ვიღაც ვაჭრუკანებზე მათ განუყოფელ უპირატესობას ქადაგებდა. აუქციონის მსვლელობისას: ,,...მოისმა საზარელი ყვირილი ბანკის ზალიდან: ბატონებო, რას მერჩით, რა დავაშავე, რა გინდათ ჩემგან... წაურთეთ, წაურთეთ! - ისმოდა მეორე ხმა - უბრალო ვაჭარმა როგორ გაბედა მემამულის მამულის ყიდვა! წაურთეთ მაგას, რომ მაგისთანა კაცებმა აქ მეორედ ვეღარ შემობედონ“.
მამული თავადებისათვის მხოლოდ სიმდიდრის წყარო როდი იყო, მამულის ქონა სოციალურ იერარქიაში ღირსეული ადგილის ქონას ნიშნავდა (ესეც შუა საუკუნეების სოციუმის ორგანიზაციის გადმონაშთია). ამიტომ შუა საუკუნეების რაინდთა მამულდაკარგული შთამომავალნი რამდენადმე მარგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორც ჩვენს დროში, მათი ამგვარი ნახევრად ელიტარული და ნახევრად მარგინალურ-კრიმინალური სტიქიიდან, მაშინაც შეიქმნა რაღაც მხედრიონის მსგავსი ფენომენი. ქვემოთ მოყვანილი ციტატი ,,პირველი ნაბიჯიდან“ , თუ რამდენად ეხმაურება დღევანდელობას, ამის განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია: ,,იმ ჟამად სამეგრელოში ისეთი დრო დადგა, რომ მეოჯახეს ოთხფეხი საქონელი აღარ რჩებოდა. ცხენებისაგან მაინც სულ განადგურდა აქაურობა. ბატონ-ყმობა რომ მოსპო, იქაურ მებატონეებს ყმებიც შემოეცალნენ. ქირით კაცი გაძვირდა: მემამულეების შემოსავალი სარჩოდაც არ ყოფნიდათ. ფული აღარსად იყო, მაგრამ უწინდელ ცხოვრებას მაინც არ იშლიდნნ. მეტი რა ღონე იყო, საიდგანმე უნდა აღმოეჩინათ მიუცილებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლი სახსარი. ამ მდგომარეობამ ისევ გამოიწვია გადავიწყებული ჩვეულება. თავადაზნაურობის ახალგაზრდობამ შეადგინა საიდუმლო წრეები. ერთი მხრივ, გამართეს დამოკიდებულება აფხაზეთთან, მეორე მხრივ, ოსეთ ყაბარდოსთან რიონისა და ყვირილის ხეობით. იმათი მოქმედების ასპარეზი კი განსაკუთრებით სამეგრელო შეიქმნა; თუმცა ხანდახან იმერეთსაც წვდებოდნენ, მაგრამ მაგდენათ ვეღარ (შდრ. ჩვენს დროში ნაძარცვი მანქანების გაყიდვას კავკასიონის იქით და იქიდან ნარკოტიკების მასირებულ შემოდინებას. სატრანსპორტო საშუალებები კავკასიონის იქით, ეტყობა, მაშინ ისეთივე დიდი მოთხოვნილებებით სარგებლობდა როგორც ახლანდელი მანქანები -კ.კ.). დღეს აქ დაეცმოდნენ, ხვალ იქ და აწიოკბდნენ დიდსა და მცირეს. მთავრობმ ვერა გააწყო-რა, რადგან მძარცველ წრეებს ისევე ჰყავდათ შეშნებული ხალხი, რომ იმათ გათქმას, ვერავინ ბედავდა. პირველს შემთხვევაში ორი, სამი მაგალითი კიდეც მოხდა, რომ ქურდები დაასახელეს, ჩამოართვეს ნაქურდალი ცხენებიც; მაგრამ რა... გათავდებოდა თუ არა გამოძიება, ნამდვილს ქურდებს ისევ თავდებს ქვეშ უშვებდნენ. ისინი ბრუნდებოდნენ თავის წრეებში და გამთქმელებს შავი დღე უდგებოდათ. ერთი კვირაც არ გავიდოდა მათი გამოშვების შემდეგ, რომ გამთქმელების სახლ-კარს ცეცხლი მოეკიდებოდა. მათი ყოფაცხოვრება ამ საზოგადო ალიაქოთში ისევ ქურდებს მიჰქონდათ. ორი, სამი მაგალითი ამისთანა საკმარისი იყო, რომ ხალხს ახალ სასამართლოზე გული აეყარა“ (გვ.492). ამ შთამბეჭდავ სურათს იმას დავუმატებ, რომ აღწერილ გამორჩეულ ახალგაზრდობაში თავისი ღირსეული ადგილი იერემია წარბას ეჭირა.
ქართულ კულტურაში რაინდის და ვაჭრის (ბურჟუის) დაპირისპირების გაშლის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა იერემია წარბასა და ბახვა ფულავას ურთიერთობა. ამ ინტერესს იწვევს ისიც, რომ რომანის მოქმედებისათვის საქართველოში რაღაც კაპიტალიზმის მსგავსი გაჩნდა და შემთხვევითი არ არის, რომ ,,პირველი ნაბიჯის“ მოქმედება ფოთთანაა დაკავშირებული, სადაც ეს ურთიერთობები შედარებით განვითარებული იყო.
იერემიას დახასაიათებისას თავიდანვე ჩნდება ,,ოჯახიშვილობის“ ის ტრაფარეტი, რომელზეც ადრე ვილაპარაკეთ. იერემიას აშიკით შეწუხებული ესმა დედას რომ შესჩივლებს, ეს უკანასკნელი ამშვიდებს: ,,არა, შვილო, ეგენი ვსადნიკები არიან (შდრ. ჩვენს მხედრიონს -კ.კ.), მოსამსახურე კაცები (აბა, პატივცემული ქალბატონის სიძესავით ბიზნესმენი ხომ არ იქნებოდა - კ.კ.) მაგათში სულ ჩვენებური თავად-აზნაურების შვილები არიან, პატიოსანი კაცები. ცუდს რავა იკადრებენ“.
იერემია თანამედროვე ტერმინოლოგიით ოქროს ახლგაზრდობის წარმომადგენელი იყო., ოჯახიშვილი, რომელმაც გიმნაზიის დამთავრება ვერ შეძლო (ალბათ იმ მოსაზრებით, რომ ასეთი რაიმეს საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავდა). ამის შემდეგ იერემიას გზა რომანში ასეა აღწერილი: ,,ახალ გამორიცხული ყმაწვილები მოირთნენ ჩერქეზულად და ჩასხდნენ იარაღში (შდრ. თანამედროვე ახალგაზრდობას - კ.კ.). იმათ შეხედვას არა სჯობდა-რა. სანამდის ისინი სწავლაში იყვნენ და დედ-მამებს იმედი ჰქონდათ, რომ კურსს შეასრულებდნენ და ბოლოს სწავლით ლუკმა-პური ექნებოდათ, მანამდის ისინიც არაფერს ზოგავდნენ; ასე გასინჯეთ, თითო-ოროლა წამოჭრილი ადგილი თუკი სადემე მოეძეოდათ, იმათ ჰყიდნენ, რომ თავ-თავის დროზე გიმნაზიაში სასწავლი ფული ეხადათ და მათი ხარჯიც ესტუმრებინათ. მაგრამ ახლა რაკი შვილები გამოურიცხეს სასწავლებლიდან, იმათს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმც მშობლები არც გიმნაზიის მთავრობის კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასე უნუგეშოდ დააგდეს ცხოვრებაში იმათი შვილები, მაგრამ მომეტებულს ბრალს მაინც თავისი შვილების ურიგო ყოფა-ქცევას სდებდნენ“ (ქართული პროზა, ტ. 19, გცვ. 584).
ამის შემდეგ იერემიამ რამდენიმე თვე ციხეში გაატარა მღვდლის ქალიშვილის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილმა და ციხიდან გამოსულმა გადაწყვიტა, რომელიმე გავლენიან საძმოს მიკედლებოდა. მან კონნო-ირეგულნარნი პოლკი აირჩია, რის შემდეგაც იერემია ვსადნიკს ანუ ჩვენებურად მხედრიონელს უწოდებდნენ. იერემიამ სწრაფად გაიწყო კარიერა და სწრაფად მიაღწია ვახტმისტრის თანამდებობას. ავტორის სიტყვებით ეს უბრალო პოსტი როდი იყო, ვინაიდან იერემიას: ,,მთელი ესკადრონის თივა-ქერის ყიდვა ებარა“. იერემიამ ზავხზობით კარგი ფული იშოვა, მაგრამ ქეიფსა და დროსტარებაში არაფერი შერჩებოდა ხოლმე. იერემიას მხედრობას ფოთში კონტრაბანდის შესვლის აღკვეთა ევალებოდა და იერემიაც მაშინვე კონტრაბანდისტებს შეეკრა. ამის შემდეგ: ,,მის ვაჟკაცობას, სიმარდეს თუ ამხანაგობას ყველა აქებდა. ის იყო თავის ამხანაგების ღმერთი. თუ რომელსამე ვაჭარს კონტრაბანდის გამოტანა ენდმებოდა ზღვით, მაშინვე იერემიას მიმართავდა. იმისი დათანხმება და საქმის გაჩარხვა ერთი იყო (გვ.479).
ის ვაჭრებთან არა მხოლოდ ქედმაღლურ დამოკიდებულებას სჯერდებოდა, არამედ თავისებურად მფარველობდა კიდეც ვაჭრებს, იცავდა მათ სხვა მისნაირი რაინდებისაგან და სახელმწიფოსაგან, რომელიც იმისათვის არსებობდა, რომ მის ჩინოვნიკებს ბიზნესმენები ეყვლიფათ. სხრულიად გასაგებია, რომ იერემია მოქმედებდა პრინციპით ,,თუ ჩემი არ იქნები, ნურც მისი ყოფილხარ“ (არა აქვს მნიშვნელობა ქალზეა ლაპარაკი თუ ნივთზე), ცუდს საქმეებს სჩადიოდა და ცუდადაც დაამთავრა.
თუმცა არც ბახვა ფულავას უმართლებს. მისი ბიზნესი იერემია ვსადნიკის წყალობით კრახით მთავრდება. რევოლუციამ, ანექსიამ და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებამ საბოლოოდ მოშალა ბურჟუაზიული, სამოქალაქო ურთიერთობების ჩანასახები საქართველოში, მათმა ყლორტებმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო გადარჩენილმა იერემიებმა სამუშაოდ ჩეკასა და რაიკომებს მიაშურეს.
დეგრადაციის სათავე
ძნელი სათქმელია, რამდენად მართალი იყო გერმანული ფილოსოფოსი შპენგლერი, როდესაც ამტკიცებდა - სოციოკულტურული სისტემები ბიოლოგიურს გვანან იმ აზრით, რომ მათაც ახასიათებთ ყრმობა, ახალგაზრდობა, მოწიფულობა, სიბერე, და ბოლოს აღსრულება. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამა თუ იმ სოციოკუტურულ სისტემას არ შეუძლია გამუდმებით იმყოფებოდეს თავისი ყოფიერების ზენიტში. ეს სამართლიანია შუასაუკუნებრივი სოციოკულტურული სისტემის მიმართაც. ქაოსით აღსავსე შუასაუკუნებრივ ხანას, საქართველოშიც და ევროპაშიც, ჯერ ამ სისტემების გაფურჩქვნა მოჰყვა, ხოლო შემდეგ მათი დეგრადაცია. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში ამ დეგრადაციამ მაინცდამაინც უფრო მახინჯი ფორმა მიიღო, ვიდრე ევროპაში. ევროპის 30 წლიანი საშინელებანი, ასე კარგად რომ აღწერა გრიმელსჰაუზენმა თავის ,,სიმპლიცისიმუსში“, არაფრითაა ნაკლები საქართველოს შარდენისეულ აღწერაზე (სხვათა შორის ამ ომის მომსწრე შარდენს მაინცდამაინც არ უნდა გაჰკვირვებოდა საქართველოს მაშინდელი სავალალო მდგომარეობა). განსხვავებას სხვა რამ ქმნის: ევროპაში დეგრადირებული სისტემა სრულიად ახალი, სოციუმის და კულტურის ორგანიზაციის სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი სოციოკულტურული სისტემით შეიცვალა, ხოლო საქართველოში დეგრადირებული სისტემა დაკონსერვდა და სხვადასხვა დანამატებით ,,გამდიდრებული“ ლამის დღემდე აგრძელებს არებობას.
ამის მიზეზს, ჩვეულებრივ, ხედავენ ხოლმე საგარეო-პოლიტიკურ ფაქტორებში: თემურლენგს შემოსევები, უზუნ-ჰასანთან ომებში, ბიზანტიის დაცემასი და ა.შ. ამ ფაქტორებმა რომ ხელი შეუწყვეს საქართველოში შუასაუკუნებრივი სოციოკულტურული სისტემის დეგრადირებული სახით დაკონსერვებას, ეს უდავოა, მაგრამ მაინც შეიძლება ვიკთხოთ: რა მოუვიდოდა საქართველოს ამ საგარო-პოლიტიკურ ფაქტორებს რომ არ ემოქმედა? ორი შესაძლო პასუხი არსებობს: საქართველო ან განვითარების იმ გზით წავიდოდა, როგორც ჰოლანდია ან ინგლისი (ან უკიდურეს შემთხვევაში საფრანგეთი, რომლის შემთხვევაშიც ახალი სოციოკულტურული სისტემის დამკვიდრება სისხლიანი ფორმით მიმდინარეობდა) ან კიდევ შუასაუკუნებრივი სისტემა საქართველოში განწირული იქნებოდა შინაგანი ლპობისათვის. ევროპაში ასეთი მაგალითებიც მოიპოვება. ესპანეთის და პორტუგალიის ბრწყინვალე მონარქიები, ფაქტიურად, ჩალპნენ, ვინაიდან მათთანაც, ისევე როგორც საქართველოში, შუასაუკუნებრივი სისტემის ჯერ კონსერვაცია, ხოლო შემდეგ დეგრადაცია მოხდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ესპანეთის კონტროლქვეშ მყოფ იმ ტერიტორიებს, სადაც სოციუმის ორგანიზების ახალი წესი იყო დამკვიდრებული (ნიდერლანდებს) ესპანეთის ხაზინისათვის მეტი შემოსავალი მოჰქონდათ ვიდრე ოქრო-ვერცხლით მდიდარ ყველა ამერიკულ კოლონიას ერთად აღებულს. ესპანეთი ყოველი საშუალებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს მდიდარი პროვინციები, რომელსაც ესპანელი ფეოდალები თავისებურ მეწველ ძროხად - ერთ დიდ სავაჭრო სახლად - განიხილავდნენ, საიდანაც გამუდმებით უნდა ექაჩათ საგრიალო ფული. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სოციოკულტურულ საფუძველზე აგებულ სისტემას შორის შეტაკება გააფთრებულ ხასიათს მიიღებდა და ასეც მოხდა. ესპანელები დასაწყისში წარმატებებს აღწევდნენ სამხედრო თვალსაზრისით არაორგანიზებულ ჰოლან დიელ პარტიზანებზე. ისინი არც ძირგამომთხრელ საქმიანობას თაკილობდნენ და ისიც კი მოახერხეს, რომ ნიდერლანდელთა ბელადი ვილჰელმ ორანელი მოაკვლევინეს. მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ვილჰელმის შვილმა მორიცმა, რომელიც დიდი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა, მოახერხა შეექმნა ჰოლანდიაში არსებული სოციოკულტურული სისტემის შესაბამისი სამხედრო ორგანიზაცია2. სარაინდო ხანიდან შემორჩენილ ორთა-ბრძოლის პრინციპებს მან დაუპირისპირა დისციპლინა, ერთგვაროვანი ორგანიზაცია და წვრთნა. ესპანელთა ყოველ ნაწილში იმდენი მებრძოლი იყო, რამდენის გამოყვანასაც მისი მეთაური მოახერხებდა, რომლებიც ისე წვრთნიდნენ თავის ჯარისკაცებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევდნენ ან სულაც არ წვრთნიდნენ), შემოიღო ახალი ე. წ. ხაზოვანი ტაქტიკა, რომელმაც მოდიფიცირებული სახით XVIII საუკუნის ბოლომდე გასტანა. ამ ღონისძიებათა შედეგად ნიდერლანდელებმა დაამარცხეს ესპანელთა მანამდე უძლეველი არმია, რომელმაც სულ რაღაც ნახევარი საუკუნით ადრე შემუსრა საფრანგეთის არმია და მათი მხედაართმთავარი, თუ შეიძლება ითქვას, ევროპის უკანასკნელი რაინდი, ფრანსუა I, ტყვედაც ჩაიგდო.
რა იყო ნიდერლანდების სოციოკულტურულ ორგანიზაციაში ისეთი, რამაც განაპირობა მათი გამარჯვება ესპანელებზე? ამ კითხვაზე დაწვრილებთი პასუხის გაცემა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმისათვის გვჭირდება, რომ გავარკვიოთ რა ჰქონდა ჰოლანდიას ისეთი, რამაც საშულება მისცა უძლიერეს სამხედრო მეტქეზე გმარჯვებისა და რა არ ჰქონდა საქართველოს ისეთი, რაც მას ანალოგიური წარმატების საშუალებას მისცემდა.
ნიდერლანდელთა პირველი უპირატესობა მათი საზოგადებრივი ორგანიზაციის სამოქალაქო ხასიათში გამოიხატებოდა. სიტყვა სამოქლაქო აქ უზოგადესი აზრით აიღება და გულისხმობს როგორც სოციუმის ისეთ ორგანიზციას, რომლის წამყვან როლს ქალაქი და შესაბამისად ინდუსტრია თამაშობს (განსხვავებით აგრარული ორგანიზაციისაგან, სადაც წამყვანი როლი სასოფლო თემს ენიჭება), ისე მმართველობის სპეციფიკურ, არჩევით წესს, რომელიც ხელმძღვანელ პირთა გარკვეულ ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, შემდეგ: ურთიერთობათა იმ სახეს, რომელიც სამხედროს უპირისპირდება და გულისხმობს სამხედრო ხელისუფლების დამორჩილებას სამოქალაქოსათვის ე.ი. გამორიცხავს მილიტარიზაციას, სამხედრო-ფეოდალური სისტემის უარყოფას, და ბოლოს, იმ აზრით, რა აზრითაც ლაპარაკობენ ბურჟუაზიულ საზოგადოებაზე (ბურჟუაზიული ქართულად სამოქალაქოს ნიშნავს და მეტს არაფერს).
XV-XVI საუკუნეებში ჰოლანდიაში, რომელიც მანამდე კლასიკური სარაინდო- კურტუზული ქვეყანა იყო (იხ. ცნობილი ჰოლანდიელი კულტუროლოგის ჰაიზინგას შრომა ,,შუასაუკუნეების შემოდგომა“ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, რომელიც შემდეგ მომენტებში გამოიხატა: 1. შუასაუკუნეების ცეხური, ამქრული ორგანიზაცია შეცვალა მანუფაქტურულმა. ამ უკანასკნელის პირობებში ერთ საწარმოში ერთიანდებოდნენ რამდენიმე სპეციალობის ხელოსნები, რომლებიც პროდუქციას უწყვეტი ციკლის პირობებში ამზადებდნენ. ამასთან ყოველი ხელოსანი აწარმობდა ზუსტდ განსაზღვრულ ერთსა და იმავე სამუშაოს. მანუფაქტურული ორგანიზაცია უპირისპირდებოდა შუასაუკუნებრივ ცეხურ ორგანიზაციას, რომლის დროსაც ერთი პროფესიის ხელოსნები ერთიანდებოდნენ ამქარში, კორპორაციაში, რომელიც მოცემული პროდუქციის დამზადების მონოპოლურ უფლებას ფლობდა, დაცული იყო კონკურენციისაგან და რომლის მართვის ორგანიზაცია იმეორებდა ფეოდალური სისტემის ორგანიზაციას. 2. განვითარდა მრეწველობის ახალი დარგები, სახელდობრ, სამთო მომპოვებელი და მეტალუგიული წარმოება. 3. ქვეყნის ცხოვრებაში გადამწყვეცტი როლის შესრულება დაიწყო ქალაქებმა. 4. შეიქმნა სავაჭრო მიწათმოქმედება, განსხვავებით შუასაუკუნებრივი მიწათმოქმედებისა, რომელიც გამიზნული იყო უშალოდ მწარმოებლის და მისი სუზერენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ნატურალური გაცვლისათვის, სავაჭრო მიწათმოქმედება ორიენტირებული იყო ,,პორტზე“ ფინანსური საშუალების ფართოდ მოშველიებით. 5. ამგვარმა მიწათმოქმედებამ გლეხების ნაცვლად ჩამოაყალიბა ფერმერების კლასი. შედარებით მრავალპროფილიანმა ფერმამ იგივე ადგილი დაიკავა სოფლის მეურნეობაში, რაც მანუფაქტურამ მრეწველობაში. 6. განვითარება იწყო საფინანსო ურთიერთობებმა, კრედიტმა, რენტამ. 7. გარდაიქმნა ვაჭრობის სისტემა, ვაჭრის სოციალური სტატუსი ძირეულად შეიცვალა. ვაჭრობა გადაიქცა საპატიო ხელობად. 8. შეიქმნა თვითმმართველობის სისტემა. 9. ჩამოყალიბდა შრომის სრულიად ახლებური კულტურა. 10. მოხდა მოსახლობის მენტალიტეტის ძირეული შეცვლა. ერთი სიტყვით, ნიდრელანდების სოციოკულტურულმა ორგანიზაციამ სრულიად სხვა სახე მიიღო.
ესპანელთა ინტერესები სრულ შეუსაბამობაში იყო ამ ახალი სისტემის ფუნქციონირების პრინციპებთაან. მათ ჰოლანდიდან მხოლოდ ფულის ამოქაჩვა აინტერესებდათ ნებისმიერი საშუალებებით. ესპანელებმა იმის შიშით, რომ ღერღილიანი ჰოლანდიელი ვაჭრები ამერიკიდან იმ სიმდიდრეს გაზიდავენ, რომელიც ესპანეთის მეფეს და ფეოდალებს გვეკუთვნისო, ჰოლანდიელებს აუკრძალეს ვაჭრობა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებთან (არადა, ეს კოლონიებიც და ჰოლანდიაც ერთი სახელმწიფოს - ესპანეთის - შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა). ესპანეთიდან შეტანილ მატყლზე უზარმაზარი გადასახადები დააწესეს, საიდანაც შემოსავლები ესპანელ მიწათმფლობელებს უნდა მიეღოთ. მაგრამ გადასახადები იმხელა იყო, რომ ჰოლანდიელ მანუფაქტურების მეპატრონეებს აღარ შეეძლოთ ესპანეთში მატყლის ყიდვა. და ბოლოს, ჰოლანდიაში ესპანეთის მეფისნაცვალმა ჰერცოგმა დააწესა გადასახადი, რომელსაც ალ-კაბალა ერქვა (ქართველთათვის, რომელთა ენაში ესპანელების არ იყოს, ბევრი არაბული სიტყვაა, ეს სახელწოდება მრავლისმთქმელია). ალკაბალის თანახმად ჰოლანდიაში გაყიდული ყოველი საქონლის 14% ესპანეთის ხაზინაში უნდა გადარიცხულიყო. ყოველივე ამან ჰოლანდიის სოციალური სისტემის ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნა, რის შედეგადაც ესპანელთაგან განთავისუფლება მხოლოდ პატრიოტული ლოზუნგი კი აღარ იყო, არამედ საზოგადოებრივი არსებობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაც.
ნიდერლანდების ეროვნული ყოფიერები განმსაზღვრელი გახდა ის, რასაც მოგვიანებით წარმოება ეწოდა. წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ პროდუქციის მასობრივად დამზადებას სათანადო ფინანსური სახსრების (კაპიტალის) მიხედვით. ამგვარი ორგანიზაცია პრინციპულად განსხვავდება შუა საუკუნეების ამქრული ორგანიზაციისაგან, რომლის ამოცანა ცალკეული პროდუქტების დამზადებაში მდგომარეობდა. წარმოება გულისხმობს შრომისა და ორგანიზაციის ახალ კულტურას, ახლებურ მიდგომას საკუთარი თავისადმი და საკუთარი თავისთვის ასახული მოთხოვნების დაყენებას, ე.ი. საკუთარი თავის ახლებურად ჩამოყალიბებას. წარმოების პროცესში ნიდერლანდელებმა ახლებურად აწარმოეს თავისი თავი, ისინი უკვე აღარ იყვნენ და აღარასოდეს გახდებოდნენ ესპანელთა მონები. პირუკუ, თავისებურად გაბატონდნენ მათზე იმით, რომ ესპანელთა ცხოვრება ნიდელანდელებზე დამოკიდებულად აქციეს.
ინდუსტრიული შრომა, როგორც უკვე ითქვა, არ გულისხმობს ნივთების ოდენ დამზადებას. ის ახალ ადამიანს გულისხმობს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ახალი დროის სოციალური ფილოსოფიის ორი ძირითადი ცნებაა შრომა და ჩამოყალიბება (გერმ. Arbeit და Bildung). ჩვენ ამ ცნებებს მარქსისტული ფილოსოფიიდან შერყვნილად ვიცნობდით, უფრო ზუსტად, მარქსისტული ეპიგონური კურსებდან. არადა უმაღლესი ფილოსოფიური რეფლექსია ამ ცნებებზე ჯერ კიდევ ჰეგელმა მოახდინა თავის ,,გონის ფენომენოლოგიაში“, სახელდობრ, იმ მონაკვეთში, რომელსაც ბატონობა და მონობა ეწოდება. რამდენადაც ჰეგელის ეს შრომა არასოდეს არ ყოფილა მოშველიებული საქართველოს ისტორიის გააზრებასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლით, გადმოვცეთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის შინაარსი.
მონობის და ბატონობის ცნობიერება ქართულ ისტორიაში
ჰოლანდიის ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციის თავისებურებები ჩინებულ ნიმუშს წარმოადგენს იმისათვის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ერმა ახალი სოციოკულტურული ორგანიზაციის ფორმირება მის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად. დღეს ქართველი ერის წინაშეც მსგავსი ამოცანა დგას: მან უნდა მოახერხოს ახალი სოციოკულტურული სისტემის შექმნა იმისათვის, რათა იარსებოს რო გოც ნორმალურმა და ცივილიზებულმა ერმა. სხვა საკითხია, რამდენად არსებობს ჩვენს ერთგულ ორგანიზმში მზაობა ამ ამოცანათა გადასაწყვეტად. ამგვარი მზაობის ჩამოყალიბებას ბევრი რამ უშლის ხელს: დაწყებული ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან და დამთავრებული ჩვენი მენტალიტეტის თავისებურებებით. და მაინც, თავად ამგვარი კითხვის დასმა უფლებამოსილია, ვინაიდან საქართველო იმგვარი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომლის მსგავსიც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ დგება. ამგვარი არჩევანისათვის აუცილებელია ისტორიული გამოცდილების გათვალისწინება, იმის მიუხედავად, რომ თავად გადაწყვეტილება მომავალს ეხება და არა წაარსულს. ჩვენი სოციოკულტურული მენტალიტეტი ტრადიციულად მომავალზე კი არა, არამედ წარსულზე იყო ორიენტირებული. ამგვარი ორიენტაცია, გარკვეული აზრით, ხელს უშლიდა სამომავლო პერსპექტივების გამონახვას, რასაც ისიც ემატებოდა, რომ საშუალო ქართველის ცნობიერება მეტისმეტად შეფასებითად იყო ორიენტირებული (შეფასებითი ორიენტაცია წარსულზე მიმართული ცივილიზაციების დამახასიათებელი ნიშანია). ამიტომ აუცილებელია ჩვენი ისტორიის შედარებით მიუკერძოებელი შეფასება, რომელიც წარსულს მომავალი პერსპექტივების თვალთახედვით განიხილავს. ქვემომოყვანილ ანალიზს, ცხადია, არა აქვს ყოვლისმომცველობის პრტენზია. და მაინც, იგი ჩვენი ისტორიული ყოფიერებიდან გამომდინარე სვამს საკითხს ჩვენს ,,დასავლურ“ მომავალზე, თანაც იშველიებს ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა ჰოლანდიელებთან დაკავშირებით.
ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს ისტორიაში იმის მსგავს პროცესებს, რომლებმაც თავის დროზე გამოიწვიეს მომავალი საზოგადოებს ჩამოყალიბება ჰოლანდიაში? შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ შემდეგი ფაქტები შეიძლება მოვიყვანოთ: 1. საქართველოში არ განვითარებული საქალაქო თვითმმართველობის ტრადიცია. თუმცა ასეთი თვითმმართველობის შემთხვევები ცნობილია, მაგრამ მათ სათანადო განვითარება ვერ პოვეს. პირუკუ, განვითარებული ფეოდალური მონარქიის პირობებში ადგილი ჰქონდა ფეოდალთათვის ქალაქების ბოძების შემთხვევებს, ეს უკანასკნელნი კი ქალაქის მოსახლეობას იმავე სტანდარტებით უდგებოდნენ, რითაც აგრარული სისტემის მკვიდრთ ე.ი. აინტერესებდათ არა იმდენად საქალაქო ურთიერთობების დაწინაურება, არამედ ქალაქებიდან შემოსავლების ამოქაჩვა ,,მოცალეობითი“ ცხორებისათვის. ერთი სიტყვით, ერთი ეთნოსის ორგანიზმში მყარდებოდა იმის მსგავსი ურთიერთობა, როგორიც არსებობდა ესპანელ ფეოდალებსა და ნიდერლანდების ქალაქებს შორის. ასეთ პირობებში კი შეუძლებელი იყო ახალი სისტემისათვის აუცილებელი პოლიტიკური ბაზისის შექმნა. არ არის გამორიცხული რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლა ასეთი ბაზისის შექმნას ითვალისწინებდა. არც ისაა უარსაყოფი, რომ ცალკეული ხელმწიფეები ზრუნავდნენ სამოქალაქო ცხოვრების განვითარებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ საქალაქო ცხოვრების დაწინაურება არ იქცა ჩვენი პოლიტიკური ისტორიის განვითარების არსებით ტენდენციად. 2. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქი, მართალია, რჩებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელად, მაგრამ იგი ვერ გადაიქცა საერთოდ სოციოკულტურული სისტემის ძირითად უჯრედად, რამაც აგრეთვე შეუშალა ხელი ახალი სოციოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. 3. არსებულ პირობებში მოხდა შუასაუკუნებრივი საცეხო ორგანიზაციის დაკონსერვება. მართალია, შუასაუკუნეების საქართველოში, როგორც ამას არაერთი გამოკვლევა ადასტურებს, ხელოსნობა ინტენსიურად იყო განვითარებული, მაგრამ ამ განვითარებას არ მივუყვანივართ თვისებრივად ახალი, მანუფაქტურული ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე და ვერც მიგვიყვანდა, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში. მაგალითად შეიძლება პრუსია ავიღოთ, სადაც საცეხო სისტემის გადმონაშთებმა XIX საუკუნის დასაწყისამდე მოაღწია, მაგრამ სწრაფად გაქრა, როდესაც კანცლერმა ფონ შტაინმა (გოეთეს რომ ლოტე უყვარდა, იმისმა ქმარმა) სათანადო პოლიტიკური რეფორმა გაატარა. 4. საქართველოში არ მომხდარა სავაჭრო მიწათმოქმედების ჩამოყალიბება. მიუხედავად განვითარებული აგრარული ბაზისა და სოფლის მეურნეობის გარკვეული ,,ექსპერტული“ ორიენტაციისა, ჩვენი მიწათმოქმედება, საბოლოო ჯამში, მაინც ნატურალურ ხასიათს ატარებდა და სხვანაირი ვერც იქნებოდა არსებულ პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ (მანუფაქტურული წამოების არარსებობის) პირობებში. 5. ჩვენი გლეხური მურნეობა დღესაც კი არ შეუცვლია ფერმერულს. 6. განუვითარებელი დარჩა საფინანსო ურთიერთობები. საკრედიტო სისტემა არ არსებობდა (მევახშეობა სამარცხვინოდ ითვლებოდა, ხოლო მევახშენი ძირითადად პლიტიკური ძალაუფლების მქონე პირებს აფინანსებდნენ და არა მასობრივ მწარმოებელს. საერთოდ, აღმოსავლეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია) ვაჭრობამ ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი. საერთოდ, აღმოსავლეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია) ვაჭრობამ ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი. იგი ძირითადად ამოიწურებოდა პოლიტიკური ელიტისათვის ფუფუნების საგნების იმპორტში და იმპორტისათვის საჭირო პროდუქციის გატანაში და არა მასობრივ იმპორტში (არათუ ნედლეულის, არამედ მზა საქონლის). საქმის ვითარებას არ ცვლის ის, რომ ცალკეულ დიდვაჭრებს, ვთქვათ, ზორაბაბელს, გარკვეული პოლიტიკური გავლენა გააჩნდა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არ მოხდა შრომის ახალი კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყანას ისე მოამძლავრებდა, რომ იგი საჭირო ეკონომიკურ-ტექნოლოგიური ბაზით მოახერხებდა საგარეო აგრესიების მოგერიებას. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მენტალიტეტი შუასაუკუნებრივი დარჩა. მართალია, გარეშე მტერთან ისეთივე შეურიგებელი წინააღმდეგობა არსებობდა, როგორიც ესპანელებსა და ჰოლანდიელებს შორის და შესაბამისად ბრძოლებსაც ასევე გააფთრებული ხასიათი ჰქონდათ3, მაგრამ საქართველოს არ გააჩნდა არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სოციალური, არც ფსიქოლოგიური და არც სამხედრო სტრუქტურები გარე მტრის დასამარცხებლად. ეს ვითარება გაგრძელდა რუსეთთან შეერთების ხანამდე.
ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რაც ყველა მეტ-ნაკლებად განათლებულმა ქართველმა იცის და რისი აღიარებაც არ სურს ლამის ყველა ასევე მეტ-ნაკლებად განათლებულ ქართველს: სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა წაარუმატებელი მცდელობის გასაღები, ალექსანდრე დიდიდან დღემდე იმდენად გარე ფაქტორებში არ უნდა ვეძებოთ (თუმცა არც ეს მომენტია გამოსარიცხი), რამდენადაც შინაგანში, საშინაოში. სახელდობრ იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, თუ საერთოდ საზოგადოებამ ვერ მოახერხა იმგვარი სოციოკულტურული სისტემის ფორმირება, რომელიც ადექვატიური იქნებოდა ერის წინაე მდგომი პრობლემების გადასაწყვეტად. და ეს ვერც მოხერხდებოდა, ვინაიდან ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას (თუ საერთოდ გამართლებულია ამგვარი ტერმინის გამოყენება) ვერ მოუხერხებია მონობის ცნობიერებიდან ბატონობის ცნობიერებამდე ამაღლება. იგულისხმება საკუთარი თავის ბატონობა ანუ ის, რასაც ქართველები თავისუფლებას ვეძახით.
მოუთმენელი მკითხველი, ცხადია, შესძახებს: რავა ქართველები სულით მონები ვართ თუ რაშია საქმეო. ეროვნული ნიჰილისტი იტყვის - დიახაც, ქართველები მონები ვართ და საძიებელი მხოლოდ კარგი ბატონიაო. მაგრამ ჩვენ არც ერთს ვამტკიცებთ და არც მეორეს. ჩვენ მხოლოდ იმას ვგულისხმობთ, რომ თავისუფალი ადამიანის და ერის ცნობიერებისაკენ მიმავალი გზა რთულია. იგი ბევრ შუალედურ მომენტს შეიცავს და, რაც მთავარია, მოითხოვს არა მხოლოდ მონობის და თავიუფლების ცნებების ახლებურ გააზრებას, არამედ თვით ჩვენი ისტრორიისადმი ახლებურ მიდგომასაც. ეს მიდგომა, პირველ რიგში თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი კრიტერიუმებისაგან, როგორიცაა: ჩვენ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, ან პირუკუ, ჩვენ ქართველები ყველაფრის ღირსები ვართ, რამეთუ ჩვენს წიაღში ვშობეთ ვიღაც მონსტრი (არაა არსებითი, ვინ გამოჰყავთ ამ მონსტრის როლში: სტალინი, ბერია, შევარდნაძე, გამსახურდია თუ სხვა ვინმე). მთავარი ისაა, რომ გარკვეული ისტორიული ფაქტორების გამო ჩვენ არ გაგვივლია ის ეტაპი, რომელსაც ერი მონის ცნობიერებიდან (ჰეგელიანური აზრით) გაჰყავს თავისუფლების ცნობიერებამდე. შუა საუკუნეების სოციოკულტურული ორგანიზაცია ჩვენთან დაკონსერვებული სახითაა შემორჩენილი, ამასთან გაუთავებლად მიმდინარეობს სქოლასტიკური დავა იმის შესახებ, „მშრომელი“ ხალხი ვართ ქართველები თუ „ზარმაცები“. ამ დროს თავში არავის მოსდის უმარტივესი აზრი, რომ რაც ერთი მიმართებით შრომაა, სხვა მიმართებით შეიძლება სიზარმაცე იყოს, შუასაუკუნებრივი სოციკულტურული სისტემის აზრით, ქართველები ცხადია „მშრომელი“ ხალხი ვართ (რაზეც მეტყველებს ნაციონალისტების პათეტიკური აპელირება ჩვენს მიერ გამოყვანილ 500 ვაზის ჯიშზე), მაგრამ ინდუსტრიული ერის თვალსაზრისით ჩვენ, ცხადია, ზარმაცი ხალხი ვართ, ვინაიდან საქართველოს არ გაუვლია „შრომის“ ის მეტაფიზიკური ეტაპი, რომელმაც ევროპელი ერები ევროპელ ერად ჩამოაყალიბა, არ გაუვლია შრომის და წარმოების ის ეპოქა, რომელიც ძველი მონიდან თავისუფალ ადამიანს აყალიბებს.
ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად მიგვაჩნია შევეხოთ კიდევ ერთ სტერეოტიპს, რომელიც ღაღადებს: რუსებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აპრიორი თავისუფალი ერი ვართ, რდგან ჩვენში არასდროს არსებულა სახელმწიფოს დამთრგუნველი კულტი. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს დათმობს რუსეთთან მიმართებაში, შეეგუება იმას, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი სახელმწიფოა, შეეგუება იმას, რომ ჩვენი არსებობა რუსეთის წყალობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ შეელევა ერთ მტკიცებას, რომ ჩვენ ინდივიდუალური ერი ვართ და არაფერი გვაქვს საერთო რუსეთის კოლექტიურ ინსტიქტებთან, რომლებიც ინდივიდს სახელმწიფოს მონად აქცევს. არადა, არავის მოსდის თავში აზრად, რომ პატერნალიზმის სხვადასხვა სახე არსებობს, რომ ჩვენ მართლაც არ ვყოფილვართ იმგვარი ერი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას, როგორც ასეთს, ჰიპერტროფირებულად განადიდებს და რომელთათვისაც მოქალაქე მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილია (როგორც ამას ჰქონდა ადგილი რუსეთის ან თუგინდ ბიზანტიის ისტორიის უმეტეს ეტაპებზე). მაგრამ ამ დროს არავინ კითხულობს: არის თუ არა ლევიათანად წარმოდგენილი სახელმწიფოს ბორკილების არმიღება თავისთავად თავისუფლების გარანტია. რამეთუ ერიც და ინდივიდიც შეიძლება იყოს თავისუფალი ნეგატიურად (იყოს თავსუფალი რაღაცისაგან), მაგრამ სრულიადაც არ იყოს თავისუფალი პოზიტიური გაგებით (თავისუფალი რაღაცისათვის), ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ქართველი თავისუფლებაში ძირითადად ნეგატიურ აზრს დებს, გულისხმობს რა მასში უფლებას და უნარს აკეთოს რაიმე, რაც არავითარ რეგლამენტაციას (მათ შორის კანონების გზით განხორციელებულ რეგლამენტაციას) არ ექვემდებარება. მაგრამ ამგვარი თავისუფლება, ისევე არ გამორიცხავს პატერნალიზმს როგორც ბანდის კანონები. ბანდა, აბრაგობა, მართლაც, ანტისისტემური ფენომენია და ამ აზრით აბრაგი თავისუფალია ამგვარი სახელმწიფოებრივი მარყუჟებისაგან როგორც ამას რუსულ ან ბიზანტიურ სოციოკულტურულ სისტემებში ჰქონდა ადგილი. მაგრამ ასეთი „თავისუფლება“ თავის საფუძვლად სწორედაც რომ პატერნალიზმს გულისხმობს, ოღონდ არა რუსულ-ბიზანტიურ ტიპისას. ესაა ბანდის უფროსის, თუ შეიძლება ითქვას, ატამანის პატერნალიზმი. ესაა პატერნალიზმი, რომელიც მოიცავს არა ტოტალურ-სახლმწიფებრივ დონეს, არამედ მცირე სოციალური ჯგუფების დონეს (ბანდაც ბოლოს და ბოლოს მცირე სოციალური ჯგუფია). მხედრიონის წაარმოშობის და ისტორიის მაგალითი ამ ჭეშმარიტების დადასტურებად შეიძლება განვხილოთ.
ამიტომ დასახელებული სტერეოტიპი არაფერსაც არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ ქართველებს ისევე გვახასიათებს პატერნალიზმი, როგორც რუსებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენი პატერნალიზმი განსხვავებული ბუნებისაა. მაგრამ ეს სრულიადაც არ უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას პოზიტიური თვალსაზრისით. ამის გარანტს წარმოადგენს მხოლოდ ჰეგელისეული თვალსაზრისით გაგებული შრომა, შრომის როგორც თავისთავის ახლებურად ჩამოყალიბება. შრომას, რომლის შედეგადაც ინდივიდი ხდება სხვა, ვიდრე მანამდე იყო, გადადის სრულიად ახალ მდგომარეობაში (შეიძლება ითქვას, რომ მარქსიზმი ჰეგელის ამ იდეის უნიჭო ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი). ამ კუთხით კი ქართველებს იმდენივე მუშაობა მოგვიწევს თავის თავზე, რამდენიც „კოლექტიური“ მონური ინსტიქტის მქონე ერებს.
ტოტალიტარული სისტემა საქართველოში მშვენივრად მოერგო შუა საუკუნეებიდან მომავალ ტრადიციებს. ის რომ ქართველ ერს ახასიათებდა არა ტოტალიტარული, არამედ „მცირე“ პატერნალიზმი, მშვენივრად იქნა გამოხატული ცკ-ის პირველი და რაიკომის ადგილობრივი მდივნების პატერნალიზმში. პირველის ამოცანა იყო საქართველოს საზოგადოებისათვის. ღირსეული პატრონის მოძებნა (შდრ. ბ-ნ სუმბათაშვილის საყვედურს ბ-ნ შევარდნაძისადმი, რომ ამ უ კანასკნელმა ვერ შეძლო საქართველოსთვის საჭირო პატრონის შოვნა, ე.ი. იმ ინსტანციის მოძებნა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს ნაცვლად გააკეთებდა იმას, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა) დამთავრებული ადგილობრივი პატონებთ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იშოვიდნენ საჭირო ოდენობის სახრავ ძვალს ადგილობრივი ელიტის და მასთან დაკავშირებული მოსახლეობის ნაწილისათვის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მრავალრიცხოვან პარტიებში ხალხი ძირითადად იმიტომ შედის, რომ პოსტები იშოვოს და არა იმიტომ, რომ გარკვეულ კონცეპტუალურ ბაზისზე დამყარებული პოლიტიკა აწარმოოს. სხვაგვარად ამა თუ იმ პარტიაში შესვლა ჩვენში გულისხმობს იმ ტიპის მოვლენას, როგორიც იყო ვასალიტეტის აღიარება და აქედან გამომდინარე პრივილეგიები შუა საუკუნეების სოციოკულტურულ სისტემაში. და ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენი სოციოკულტურული სისტემა არ მოიშლის თავის შუასაუკუნებრივ ხასიათს.
_________________________
1. წერილი იბეჭდება შემოკლებით.
2. ყოველ სოციოკულტურულ სისტემას გააჩნია მისი შესაბამისი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამხედრო ორგანიზაცია. საქართველოსთან დაკავშირებით ამ საკითხს ქვემოთ შევეხებით.
3. ამ დაპირისპირების გააფთრებულ ხასიათს მკვლევარები სხვადასხვანაირად ხსნიან . ერთნი მიიჩნევენ, რომ დაპირისპირება არსებობდა საქართველოს მეურნეობის მკვიდრ სამიწათმოქმედო და აგრეორების მომთაბარულ - მწყემსურ წესს შორის. სხვები აგრესორთა მიერ საქართველოს გაჩანაგებას იმით ხსნიან, რომ ისინი გაუცნობიერებლად ცდილობდნენ საქართველოს ლანდშაფტისათვის ის ეკოლოგიური სახე მიეცათ, რომელსაც შეჩვეულები იყვნენ ე.ი. ძირითადად სტეპების და ნახევრადუდაბნოების.
![]() |
5 სახელმწიფოს დაუძლურება |
▲back to top |
ჩარლზ ჰ. ფერბენქსი
ჩარლზ ჰ. ბერფენქსი პროგრესულ საერთაშორისო მეცნიერებათა პოლ ჰ. ნითცეს კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი-პროფესორია და ხშირად წერს პოსტსაბჭოური საკითხების შესახებ.
1985 წლიდან ჩვენ თითქოს რაღაც უცნაურ ლაბირინთში დავბორიალობდით. მერე სულ მოულოდნელად, საბჭოთა ბლოკის გრანიტის კედელი გაირღვა და გამოჩნდა გასასვლელი. ხალხი სამომავლო გეგმების დაწყობას შეუდგა: ბევრის აზრით ეს ახალი გზა, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად იმდაგვარი ცვლილებების მეშვეობით, რასაც ოთხმოციან წლებში ლათინურ ამერიკასა და აზიაში ჰქონდა ადგილი, ბოლოს და ბოლოს, ძალიან მალე კომუნიზმიდან გათავისუფლებულმა მრავალმა ქვეყანამ ამ გზიდან სხვადასხვა მრუდე ბილიკზე გადაუხვია და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, სად მიიყვანს მათ ეს ბილიკები, უფრო მეტიც, საერთოდ მიიყვანს სადმე თუ არა.
უკვე რამდენიმე სიურპრიზის მომსწრენიც გავხდით. ჯერ ერთი, სხვა ისტორიული მაგალითებისგან განსხვავებით, როცა საზოგადოებაში ანალოგიური დემოკრატიული ცვლილებები და ავტორიტარული იდეოლოგიის უარყოფის მცდელობა, როგორც წესი, დემოკრატიულ კონტრიდეოლოგიას წაარმოშობდა ხოლმე, მსგავსი იდეოლოგია, ყოველ შემთხვევაში ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიაში მაინც, საკმაოდ მოიკოჭლებს. ფართოდ ცნობილი რუსი დემოკრატების საოცრად დიდმა ნაწილმა თანდათანობით ავტორიტარულ-იმპერიალისტურ ბანაკში ამოყო თავი. საერთო ინტერესების მქონე გავლენიანი ჯგუფების გამოჩენამ ვერც ძლიერი პარტიების შექმნა განაპირობა და ვერც დემოკრატიული კონკურენციის წარმოშობა. მეორეც, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ვერც თანამდებობის პირთა კორუფციის ასეთ მასიურ ხასიათს და ვერც ამ მოვლენასთან ბუნებრივად დაკავშირებულ შედარებით ახალ ფენომენს - უბრალო ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემაშფოთებელ ზრდას.
კიდევ ერთ ამაზრზენ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს ეთნიკური წმენდის რეანიმაციაც. საერთოდ, ავტორიტარული რეჟიმების დამხობისას ეთნიკური დაძაბულობა ხშირად იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ეთნიკური წმენდა - საზოგადოებასთან სხვა ეთნიკური ჯგუფის ყველა წევრის განდევნის სურვილი - იშვიათია. მსგავსი შემთხვევები მხოლოდ კლასიკურ ანტიკურობაში თუ შეგვიძლია მოვიძიოთ, ანდა, უკვე ჩვენს დროში, ნაცისტების ბატონობისას,
თავის დროზე, ეთნიკური წარმომავლობის სამოქალაქო ომებმა მეცხრამეტე საუკუნის ეროვნული მოძრაობებიც გმოაღვიძა და დეკოლონიზაციის პროცესსაც მისცა ბიძგი მესამე სამყაროში. თუმცა, ერთი საინტერესო სხვაობაც თვალშისაცემია. ხსენებულ შემთხვევებში დამოუკიდებლობა თავისთავად გულისხმობდა სახელმწიფოებრიობას. არსებობდა ძლიერი ლტოლვა სახელმწიფოებრიობის ყველა სიმბოლოს შექმნისაკენ, იქნებოდა ეს დროშები, კონსტიტუციები, არმიები, სამხედრო ფორმა თუ სხვა. დღევანდელ სეპარატისტულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებსაც და, თავისთავად ცხადია, ყველა ახალ სახელმწიფოსაც, საკუთარი დროშა აქვს. არადა, როცა საქმე სახელმწიფოებრივი მშენებლობის სერიოზულ ასპექტებს შეეხება - უპირველეს ვყოვლისა კი არმიის შექმნას - ისინი რატომღაც ძალიან დუნედ ირჯებიან.
ყოველივე ამას კომუნიზმის შედეგების საბოლოო და ყველაზე საოცარ გამოვლინებამდე - არაერთი პოსტკომუნისტური ქვეყნის დაშლისა და შიდა ომისაკენ მივყავართ. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ტერიტორიული დეზინტეგრცია თითქმის ყველასათვის ცნობილი ფაქტია, ისევე, როგორც ხორვატიის, ბოსნიის, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის შემდგომი დანაწევრება. მაგრამ, ალბათ, ბევრი ვერ ხვდება, რომ მსგავსი ტერიტორიული დეზინტეგრაცია უფრო რთული რეალობის, კერძოდ კი ჩვენს მიერ „მთავრობად“ წოდებული ინსტიტუტის მბრძანებლური ჯაჭვების ჟანგვის სიმპტომს წარმოადგენს. ზოგიერთი ამგვარი ჯაჭვი უკვე აშკარად იმსხვრევა კიდეც და მთავრობასთან დაკავშირებული დაწესებულებანი და მოხელეებიც ნელ-ნელა მიჰყვებიან თვითდინებას სანახევრო დამოუკიდებლობისაკენ. ამ პრობლემის ფესვები ღრმადაა გადგმული ყოფილი რეჟიმების სინამდვილეში, ოღონდ მდგომარეობას დღეს კიდევ უფრო ართულებს როგორც მთავრობათა ,,ნაკლებკანონიერება“, ისე უაღრესად სოლიდური არასახემწიფოებრივი რესურსების ამოტივტივებაც, რაც შეიძლება ბიუროკრატიის ცალკე, თავისთავად არსებობისა და შენარჩუნებისათვის იქნას გამოყენებული. „ბიუჯეტს გარეთ“ არსებული ეს ფულადი რესურსები, როგორც წესი, მყარი ვალუტა და ჩვეულებრივ, შედეგი ძალიან მრავალმხრივი კერძო აქტივობისა - დაწყებული ფართის გაქირავებით და სერიოზულ დანაშაულში მონაწილეობით დამთავრებული - მნიშვნელოვანი სახსრებით უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ბიუროკრატიებს სახელმწიფოს ცენტრალური საგადასახადო დეპარტამე ნტის გვერდის ავლით. ამ თვალსაზრისით, არასაბიუჯეტო თანხები შუასაუკუნებრივ ფეოდებს მოგვაგონებს: სახელმწიფო ადმინისტრაციის გარკვეულ ნაწილს, კაცმა რომ თქვას, არაკანონიერი საარსებო წყარო ეძლევა, რადგან სხვამხრივ სრულიად უსახსრო და დაუფინანსებელი, ის უბრალოდ ვერაფრით მოახერხებდა თავისი ფუნქციების შესრულებას. სახელმწიფოს კი ყოველივე ეს ცენტრალური მთავრობისაგან რეციპიენტის ფაქტიურ დამოუკიდებლობად უჯდება.
სახელმწიფო სტრუქტურის მთლიანად მოშლა იშვიათი მოვლენაა როგორც დემოკრატიაზე გადასვლის, ისე რევოლუციების დროსაც კი. დამხობილ რეჟიმთა უმრავლესობა, როგორც წესი, აუცილებლად მთლიან სახელმწიფო ადმინისტრაციას უტოვებს მემკვიდრეს. რაც შეეხება ყოფილი კომუნისტური სამყაროს დაქუცმაცებულ იმპერიებს, აქ ისეთი ადმინისტრაციული ერთეულებიც კი, როგორიც არმიებია, რომელთა ერთგულებასა და მორჩილებასაც ქვეყნის არსებობისათვის სისხლხორცული მნიშვნელობა აქვს, ურჩობას ამჟღავნებენ. ამ თვალსაზრისით რუსეთის სინმდვილეში მომხრდარი ფაქტი ყველაზე ცნობილიცაა და ტიპიურიც. 1991 წელს, „აგვისტოს პუტჩის“ დროს, გორბაჩოვის ძალოვანი მინისტრები პრეზიდენტს არ დაემორჩილნენ, ხოლო მათი ხელქვეითების უმრავლესობამ, თავის მხრივ, ან ბრძანების შესრულებაზე თქვა უარი, ანდა უბრალოდ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა ემართა ქვეყანა. და სწორედ ამით განაპირობეს კიდეც ამბოხების საბოლოო მარცხი. 1994 წლის დეკემბერშიც, ჩეჩნეთის ომის დასწყისში, რუსული შენაერთების აქტიური თუ მასიური დაუმორჩილებლობის მრავალმა შემთხვევამ ნათლად აჩვენა, რომ ვერც კომუნისტური რეჟიმის აღსასრულმა და ვერც ბორის ელცინის სამწლინახევრიანმა მცდელობამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა.
ჩვენი უმრავლესობა ისე გრძნობს თავს სახელმწიფოში, როგორც თევზი წყალში. მაგრამ პოსტკომუნისტური რეალობის ბოლომდე გასაგებად აუცილებლად უნდა გავიაზროთ - შეიძლება თუ არა, არსებობდეს ისეთი ფენომენი, როგორიცაა საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე.
სინას აეროპორტიდან ჩრდილოეთით, 30 მილის იქით, იემენის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის ხელისუფლება მთავრდება და იწყება არაბთა ტომის კონტროლი. ეს ტომი საკუთარ თავს იემენელად თვლის, ანუ გარკვეული საზოგადოების წევრად. ის არც უჯანყდება იემენს და არც სახელმწიფოებრივი მოწყობის რაღაც განსხვავებულ ფორმას ესწრაფვის. უბრალოდ, თავისუფლება უნდა და თავისუფლებაც საკუთარი სურვილის გარეშე ნებისმიერი ძალისა თუ ნებისმიერი პიროვნებისადმი დაუმორჩილებლობად ესმის. ამგვარ თავისუფლებას „მარტივი თავისუფლება“ შეიძლება დაერქვას სახელად და რამდენადაც ტომის ყველა მოზრდილი მამაკაცი მუდმივად ატარებს იარაღს, უნდა ვიფიქროთ, არაბებმა მიაღწიეს კიდეც საწადელსო. სხვაგვარი თავისუფება მათ არანაირად არ ხიბლავთ, ,,სამოქალაქო თავისუფლება“, ანუ იმ კანონის მორჩილება, რომელთა შექმნაშიც მოქალაქესაც უდევს წილი, მათთვის სრულიად მიუღებელია.
ძნელია იმის მტკიცება, თითქოს არაბთა ტომის „პოლიტიკური“, რეალობა დიდად განსხვავდებოდეს მრავალი, უფრო თანამერდოვე არეალისაგან, როგორიცაა, ვთქვათ, ნარკობიზნესის ბოსების სამფლობელოდ ქცეული კოლუმბიის მთიანეთი, ანდა სხვადასხვა ჯურის სამხედრო მეთაურთა მიერ კონტროლირებულული ბოსნია თუ კავკასია.
ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვუწოდებთ, ისტორიის გარკვეულ მომენტში შეიქმნა და ეს თავად სიტყვის ბერძნული ეტიმოლოგიითაც დასტურდება; ამდენად, ყოველთვის შეიძლება ივარაუდო, რომ ისტორიის უკვე სხვა მომენტში მისი აუცილებლობა კვლავ გაქრება. შუა საუკუნეების დროინდელი რაინდი, რომელიც თავიდან ბოლომდე კანონიერების ფარგლებში უცხადებდა ომს მეორე რაინდს, ან ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, ანდა საკუთარი ღირსების დასაცავად, სრულებითაც არ ფიქრობდა თითქოს ,,პოლიტიკაში“ იყო ჩათრეული; ისევე, როგორც არ ფიქრობდა ამას პაპი, როდესაც ეკლესიიდან განკვეთდა ხოლმე საღვთო რომის იმპერატორებს ეპისკოპოსთა თვითნებური დანიშვნის გამო. შუა საუკუნეების განმავლობაში რომის იმპერიის თუ თანამედროვე სახელმწიფო ადმინისტრაციულ ვალდებულებებს ადგილობრივი ფეოდალური ინსტიტუტები აღასრულებდნენ, შექმნილი, ერთი მხრივ, ნათესაური კავშირების, მიწის ფლობის უფლების, პატრონყმობის შედეგად, და მეორე მხრივ - ეკლესიის მიერ, რომელიც საყოველთაო იყო, მაგრამ არა საერო. სახელმწიფოებს, თანამედროვე გაგებით, ათასწლოვანი ბრძოლა დასჭირდათ იმისათვის, რათა ლოკალური თემებისა და უნივერსალური რწმენის ურთიერთდაპირისპირებულ პრეტენზიებში სათავისო სივრცე გამოენახათ და დაეპყროთ კიდეც. ახალ ეპოქაში ანარქისტული ტრადიცია, შედარებთ ნაკლებდ უკიდურესი ფორმით არეკლილი კლასიკური ლიბრლიზმის ან ,,ლიბერტარიანიზმის“ მერ, შეეცადა იოლად გასულიყო სახელმწიფოს გარეშე იმ დროს, როცა მარქსისტული ტრადიცია მის საბოლოო დაუძლურებას და საერთოდ გაქრობას მოელოდა.
დემოკრატიული იდეოლოგიის სისუსტე
ზემოთ უკვე შევნიშნე, ბევრ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ოდეოლოგია საკმაოდ სუსტია-მეთქი; სუსტია იმ სახელმწიოებთან შედარებით, რომელთაც ან ასეთივე სერიოზული ტრანსფორმაციები განიცადეს (ვთქვათ, 1688 წლის დიდი რევოლუცია), ანდა მსგავსი ბოლოდროინდელი ცვლილებები ევროპული ხმელთაშუაზღვისპირთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანასავით. ეს სისუსტე შეიძლება უფრო მრავლისმომცველი საერთო სურათის ერთ შტრიხად გამოდგეს.
მართლაც, ჩვენ თითქოს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა იდეოლოგია, ამ ცნების ძველი მნიშვნლობით, კვდება და ეს მოვლენა უფრო ადრე და უფრო აშკარად ყოფილ სსრკ-ში გახდა შესამჩნევი, ვიდრე დასავლეთში. „ნაციონალურ ინტერესში“ მე ვწერდი:
„მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, დასავლელ ინტელექტუალებს გარემომცველ საზოგდოებასთან ფრიად უცნაური, ნებისმიერი სხვა კულტურისა და ნებისმიერი სხვა ეპოქისაგან საკმაოდ განსხვავებული ურთიერთობა გამოარჩევდათ.
ინტელექტუალებს თანამედროვე ხანაშიც ახასიათებთ საკუთარი საზოგადოების თავიდან ბოლომდე დადანაშაულება იმ პრინციპების შექმნაზე, რომელნიც გონებრივი მჭვრეტელობით მიიღწევა, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანური მცდელობის შედეგად თანაბარი წარმატებით აქ, ამ ჩვენს დედამიწაზეც შეიძლება განხორცილდნენ. ამგვარ ურთიერთობას უწოდა ლაიონელ თრილინგმა მეტოქე კულტურა. მსგავსი ურთიერთობა გონებრივ ცხოვრებასა და არსებულ სოციალურ წესრიგს შორის, ყველთვის გულისხმობდა სამყაროს ალტერნატიულ ხედვას („იდეოლოგია“), უზენაესი სოციალური წესრიგის სურათს და ამ წესრიგის მაძიებელ პოლიტიკურ მოძრაობას...
როცა კომუნიზმი საბოლოოდ დასამარდება, პირველად დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში, სამყაროს ხედვის აღარავითარი სერიოზული ალტერნატივა გარდა იმისა, რაც ამჟამად არსებულ ინსტიტუტებს ანიჭებს უფებამოსილებას, არავითარი პერსპექტივა ალტერნატიული პოლიტიკური ზომების გატარების მეტოქე კულტურის ხელშესაწყობად და არავითარი ძლიერი, იდეოლოგიურად მართული მოძრაობა ამ ზომების უსაფრთხოების დასაცავად აღარ იარსებებს. ჩვენი ცხოვრება, როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური, ყოველმხრივ ახალ თვალსაწიერში გაგრძელდება“.
რა თქმა უნდა, იმ არეალებში სადაც დასავლური ლიბერალ-კაპიტალისტური სისტემა, თავისი უამრავიდან ერთეთ-ერთი გამოვლინებით, ჯერ არ დაფუძნებულა, მეტოქე კულტურის ადგილი შეიძლებოდა დემოკრატიული კაპიტალიზმის იდეოლოგიას დაეკავებინა. სწორედ ეს იყო იმათი განზრახვაც, ვინც აშშ-ში დემოკრატიის ნაციონალური ფონდი შექმნა. ჯერ კომუნისტური რეჟიმების არსებობის დროს, შემდეგ კი ცოტა ხანს მათი დამხობისთანავე, დისიდენტობა და მერე „რეფორმატორული“ პოლიტიკა გარკვეული თვალსაზრისით იდეოლოგიური იყო. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ კომუნსტური მმაართველობის რეპრესიულმა ბუნებამ და მასთან დაპირისპირებული დემოკრატიული სახელმწიფოების ანტიპათიამ ძალადობისადმი, თავისუფლებისათვის ახალ ბრძოლებს სრულიად განსხვავბული ხასიათი მიანიჭა ამერიკულ და ფრანგულ რევოლუციათა ტრადიციებთან შედარებით. ამერიკასა და საფრანგეთში თავისუფლებისათვის ბრძოლები იმგვარი სპეციფიკური პოლიტიკური პრინციპების განცხადებით იყო აღბეჭდილი, რასაც დამოუკიდებლობის ამერიკული და ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა ფრანგული დეკლარაციები შეიცავდა, ხოლო ეს პრინციპები, კონსტიტუციებისა და კანონების მეშვეობით, ნათლად ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და ნორმების სახით შეიძლებოდა განხორციელებულიყო ცხოვრებაში. ხსენებულ პრინციპებზე აღმოცენებული ახალი სისტემის დანერგვას ან შეიარაღებული რევოლუცია სჭირდებოდა, ანდა განსაკუთრებული რეფორმები, როგორიცაა საარჩევნო უფლებების გაფართოება, თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლა, ქვეყნის მატრიალური კეთილდღეობის ზრდა. და სულერთია, აძლიერებდა ეს რეფორმები სახელმწიფოს თუ, უფრო იშვიათად, ასუსტებდა მას, ნებისმიერ შემთხვევაში მათ განმახორციელებლად მაინც სახელმწიფო გვევლინებოდა. სოციალური გარდაქმნების საბოლოო ასპარეზს წარმოადგენდა სახელმწიფო, ბრძანებების, ემბლემა-სიმბოლოების, მკაცრი ნორმების უფრო ფართო სამოქალაქო სფეროსთან ერთად, რაც ადამიანებს სახელმწიფოსთან დაკავშირებული საზოგადოების წევრების განცდას ანიჭებდა.
ამის საპირისპიროდ, კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ დისიდენტური ბრძოლა ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციის ნიშნით წარიმართებოდა. როგორც ბრონისლავ გერემეკი წერდა:
„მსგავსი კონცეფციის გაჩენა, ერთი მხრივ, იმ ფაქტის გააზრებამ განაპირობა, რომ სახელმწიფო მთლიანად კომუნისტური ოლიგარქიის ხელში აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი - ურყევმა რწმენამ, რომ მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლად თვითორგანიზების ძალას იქამდე, სანამ ჯიუტად იტყოდა უარს ყოველივე აშკარად „პოლიტიკურზე“ და ბოლომდე „არაპოლიტიკურ პოლიტიკას“ უერთგულებდა“.
სამოქალაქო საზოგადოება რაღაც გაცილებით უფრო ამორფულია, ვიდრე ის პრინციპები, დადგენილებები თუ კანონები, რის დანერგვასაც ადრინდელი დემოკრატიული ბრძოლები ისახავდა მიზნად და მას თავისი მცდელობისა და ქმედების ფოკუსიც სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული, პოლიტიკური სფეროდან შორს გადააქვს. რა დონითაც იდეოლოგიური იყო დისიდენტური და პოსტკომუნისტური პოლიტიკა, იმდენად სწრაფად კნინდება იდეოლოგიის ელემენტი როგორც კი დისიდენტები და „რეფორმატორები“ პოლიტიკიდან განიდევნენ ანდა თავადვე მოერგნენ ალტერნატიულ პოლიტიკურ შეხედულებებს (რაზეც მეტყველებს რუსთში ელცინის, კოზირევის, ხაზბულატოვის, სტანკევიჩის და სხვათა მაგალითები). და მაინც, რატომაა ესოდენ უფრო სუსტი იდეოლოგია 1917 წელთან შედარებთ?
მე ამის ახსნას ოთხი მიზეზით შევეცდები; ოთხივე მათგანი, გარკვეულად, კომუნისტური სისტემის უცნაურ ბუნებასა და მასზე უკურეაქციას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ იდეოლოგია ჯერ მაქსიმალურად გამოყენებული, მერე პაროდირებული და ბოლოს დისკრედიტირებულ იქნა კომუნიზმის მიერ. ისევე, როგორც სიტყვა ,,პარტია“, იდეოლოგიურად ორიენტირებული პოლიტიკაც მხოლოდ უარყოფით ემოციას იწვევს როგორც ,,ნეობოლშევიკური“.
მეორე მხრივ, იდეოლოგიურ ანტიკომუნიზმშიც, რომელიც შეეცდებოდა ფრანგული რევოლუციის სტილში მიემართა ხალხისათვის ბოსებისა თუ ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, არა მარტო ბოლშევიკური ნოტი გაიჟღერებდა, არამედ თან ნათლადაც წარმოჩნდებოდა „რეფორმატორთა“ წინააღმდეგობრიობაც, ვინც სიტყვით პოპულარულ დემოკრატიას ქომაგობენ, არადა, თავადვე ვიწრო, პრივილეგირებული ელიტის წევრები არიან. ასეთ საზოგადოებებში, სადაც ბატონობს ჩვეულებრივი ადამიანის მძაფრი უგულებელყოფა და შიში მის წინაშე, დემოკრატიული და ნაციონალური იდეოლოგია უაღრესად პრობლემურია. განუწყვეტლივ ისმის ლაპარაკი ,,ნამდვილი რუსული ბუნტის“ (დაბალი ფენების ამბოხის) მოახლოებლ საფრთხეზე, რაც, მუდამ, მხოლოდ ლაპარაკადვე რჩება, და ელცინსაც განუწყვეტლივ დასცინიან და ამასხარავებენ, როგორც „მუჟიკს“
მესამე მიზეზს ჯ.მ. ტამაშს უნდა დავესესხო: როგორც მან ერთხელ შენიშნა, იზოლაციაში მყოფი დისიდენტები იძულებულნი იყვნენ ყველაზე სანუკვარი და ღრმად დაფარული გრძნობები მათი დასავლური აუდიტორიისათვის მისაღებ ენაზე „გადაეთარგმნათ“. ხოლო როცა სათქმელი ამოიწურა და ეს აუდიტორიაც აორთქლდა, მაშინვე აშკარა გახდა დასავლური პოლიტიკური მეტყველებიდან დაშორებაც. რამდენადაც კომუნიზმის კრახის შემდეგ დასავლეთის დემოკრატიულ კაპიტალისტურ იდეოლოგიასთან პოტენციური მეტოქეობის არანაირი ფორმა აღარ არსებობს, დასავლური პოლიტიკური მეტყველებიდან დაშორება ამავე დროს თავისთავად ნიშნავს იდეოლოგვიასთან დაშორებასაც.
პოსტკომუნისტური ნაციონალიზმი
პოსტკომუნისტური პოლიტიკის სიცხადისა და გავრცელების მიღმა მაინც იმალება რაღაც უფრო რთული და ძნელადგასაეგები, რაც იდეოლოგიის აღსასრულის მეოთხე მიზეზს გვკარნახობს. ეს მიზეზი შედარებით აშკარა ხდება პოსტკომუნისტური ნაციონალიზმის ფაქტებზე დაკვირვებისას. რამდენადაც დისიდენტური ანტიკომუნისტური რიტორიკიდან მემკვიდრეობით მიღებული დასავლური იდეოლოგიური ტერმინოლოგია პიროვნების უფლებებისა, თავისუფლებისა და ა.შ. თანდათანობით ქრება, პოლიტიკური საზოგადოების იდეოლოგიურ დეფინიციასაც აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაციონალიზმს ყველა საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას უკავშირებს, ანუ - მეცხრამეტე საუკუნის ფაშიზმისა და კოლონიალიზმისაგან გათვისუფლებული ქვეყნების ნაციონალიზმს. შედარება ნათელია, მაგრამ თან უაღრესად მაცდურიც.
საუკუნეთა მანძილზე დასავლეთში ნაციონალიზმი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და მის მუდმივ ანტაგონისტებთან - ზეეროვნულ რელიგიურ ერთობასა და თავადაზნაურობის მიერ მართულ ქვეეროვნულ ადგილობრივ თემთან - დაპირისპირების საშუალებას წარმოადგენდა. დღეს კი, 1993 წლის ზაფხულში, ნაციონალიზმი აიძულებს რუსეთის პარლამენტს უკრაინის ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადოს და თანაც არავითარ მცდელობას არ მიმართოს ისეთი არმიის ხელახლა შესაქმნელად, რომელსაც ყირიმის დაპყრობისა და შენარჩუნების ძალა და უნარი ექნებოდა. ელცინის ,,წითელ-ყავისფერი“ ნაციონალისტური ოპოზიცია კიდევ უფრო გაუმაძღრად იპარავს და იტაცებს სახალხო დოვლათს ვიდრე დემოკრატები. რუსეთის არაერთი პროვინცია, სადაც „რუსეთის არჩევანის“ დასავლური რეფორმა გაცილებით სუსტია, ხოლო ტრადიციული რუსული ნაციონალიზმი ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის სახელნწიფოსაგან de fakto გამოყოფით ამჟღავნებს საკუთარ რუსულ ნაციონალიზმს. საქართველოში პრეზიდენტმა გამსახურდიამ, ოსებსა და აფხაზებს დაუწყო დევნა ქართული ნაციონალიზმის სახელით, მაგრამ როცა აფხაზეთისათვის, საქართველოს ამ უმდიდრესი პროვინციისათვის, ბრძოლის ბედი სასწორზე იყო, მან აშკარა გარიგება მოახდინა აფხაზებთან და რუსებთან და ზურგიდან დაარტყა ქართულ ჯარს.
როგორც ჯ.მ. ტამაშმა შენიშნა, ეს ,,ნაციონალიზმი პატრიოტიზმი არ არის“. ესაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი პარადოქსი. სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზი? გავბედავ და ორ შესაძლო მიზეზს შემოგთავაზებთ. პირველი როცა იდეოლოგია და „პარტიული სული“ აშკარად იქნა დისკრედიტირებული გორბაჩოვის დროს, ის არებითი არაოფიციალური მექანიზმები, რომლებიც ჯერ კიდევ აერთიანებდნენ უკვე მორყეულ სახელმწიფო სტრუქტურას, უეცრად მთლიანად მოიშალნენ. ამას, როგორც ადრეც ითქვა, შედეგად მოჰყვა სახელმწიფოს დეზინტეგრაცია, ანუ, ჯერ სსრკ-ის დანაწევრება რესპუბლიკებად და მერე - ზოგიერთი რესპუბლიკისა პროვინციებად, ქალაქებად თუ ეთნიკურ არეალებად, მოსკოვსა და პერიფერიათა დედაქალაქებში შიდაბიუროკრატიული თუ ბიუროკრატთა შორის არსებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური რგოლების მსხვრევა.
?
თუმცა სახელმწიფოს დეზინტეგრაცია უბრალოდ ძალაუფლების ერთბაშად გაქრობას არ ნიშნავდა. ძალაუფლებას ცენტრიდან ქვევით, იმ დონეებამდე გავრცელება ახასიათებდა, რომლებიც უფრო ძველი, პირდაპირი კავშირების გზით ფუნქციონირებდნენ - ქვეყანაში ხოლო ეთნიკური ჯგუფების, ტომობრიობის, კლანურობის, პატრონ - ქვეშევრდომობის რთული ქსელი არსებობდა. სტალინიზმმა ამგვარი ჯგუფები ტრადიციული ჩვევებისაგან გაათავისუფლა და დამყოლ ინსტრუმენტებად აქცია. ახლა, სახელმწიფო პოლიტიკის დელეგიტიმაციის შემდეგ, ისინი უკვე ძლიერ მიდრეკილებას ამჟღავნებენ - იქცნენ ბანდებად ან „მაფიებად“. სახელმწიფოს დეზინტეგრაცია თავის თავს ჭამს. როცა სახელმწიფო ქუცმაცდება, ის არაეფექტური და ადამიანის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად არასაიმედო ხდება; ის უკვე ზიზღს იწვევს.
პატრიოტული სულისკვეთების გაქარწყლება
აი, მივადექით კიდეც ახალი ნაცონალიზმისა და სახელმწიფოსგან მისი გაუცხოების უცნაური ხასიათის საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს: პატრიოტული სულისკვეთების რთულ ხვედრს პოსტკომუნისტურ სამყაროში.
არმიის ultima ratio regum-ის როლზე დაკვირვება უფრო გაგვიადვილებს ამ საკითხში ჩაღრმავებას პოსტკომუნისტურ სამყაროში, ხორვატიიდან ტაჯიკისტანამდე, რვა ეთნიკური და სუბეთნიკური ომი მიმდინარეობს. მაგრამ ამ ომებში მონაწილე სახელმწიფოთაგან მხოლოდ რუსეთს, უკრაინას და სერბიას ჰყავთ არმიები თანამედროვე გაგებით. ხორვატებისთვის ვუკოვარის წართმევის შემდეგ მე დავინტერესდი სერბიის არმიით და ეს ფაქტიც მხოლოდ მაშინღა გავიაზრე თავიდან ბოლომდე. ერთი სერბიული შენაერთის ისტორია, რომელიც 1993 წლის აგვისტოს განმავლობაში ხშირად მეორდებოდა სხვადასხვა ინტერვიუებში სერბთა მიერ ოკუპირებულ ბოსნიაში, ფრიად ყურადსაღები და ნიშანდობლივია. შენაერთის მეთაურები მისივე დამაარსებლები იყვნენ - ბელგრადელი უმუშევარი მსახიობი, ვისაც თავისიანები უბრალოდ „ბელადს“ ეძახდნენ, და მისი უახლოესი მეგობარი. იმ დროს, როცა იუგოსლავიის ნაციონალური არმია უკან იხევდა და იშლებოდა, ბელადმა ორლულუიანი, 23-მილიმეტრიანი საზენიტო ქვემესხი ჩაიგდო ხელში და ცეცხლსაც მსხოლოდ მოსახლეობასა და შენობებს უშენდა, ზუსტად ამგვარი ეთნიკური ომებისათვის დამახასიათებელ სტილში მოქმედებდა. მრისხანე იარაღის მომხიბლაობამ სხვა ათი ახალგაზრდა სერბი ნაციონალისტიც მიიზიდა ბელადთან. „შენაერთის“ სტრატეგიულ მოქმედებას მაღალი ჩინის სერბი მეთაური, ბელგრადიდან სპეცალურად ვუკოვარში გამოგზავნილი პროფესიონალი არმიის გენერალი განსაზღვრავდა, მაგრამ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ჯგუფი თვითონვე იღებდა ადგილზე; როცა ზემდგომმა მეთაურებმა ხორვატებთან დროებით ზავს მოაწრეს ხელი, ბელადმა განაცხადა - მე ხელი არაფერზე მომიწერია და ამიტომ არც არავის ვემორჩილებიო, ამ განცხადებას მისი მიმდევრებიც ამაყად იმეორებდნენ. ჯგუფი სამხედრო მომარაგების არც ერთ ორგანიზებულ სისტემაში არ იყო ჩართული; მეომრები საჭმელს ან ხორვატთა სახლებიდან იტაცებდნენ ძალით, ანდა მეგობრულად განწყობილი სერბები უმართავდნენ ხოლმე ხელს. როცა ამუნიცია დასჭირდებოდათ, იუგოსლავიის ნაციონალური არმიის საწყობში მიდიოდნენ და ითხოვდნენ, ვთქვათ, თორმეტი ათას ცალ ხელყუმბარას, რაზეც, სხვათა შორის, არავინ ეუბნებოდა უარს. შენაერთი მხოლოდ მაშინღა დაიშალ;ა, როცა მისმა წევრებმა „მეტის ატანა ვეღარ შეძლეს“.
ტელევზიით და, თავისთავად ცხადია, საომარ მოქმედებათა ადგილებში კაცს შეუძლია ნახოს, რომ მსგავსი რეგიონები ათასი ჯურის შეიარაღებული ხალხითაა სავსე. ზოგს თავისი საკუთარი ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც კი ჰყავს, მაგრამ არმიებად მათი ჩათვლა მხოლოდ შუასაუკუნებრივი გაგებით თუ შეიძლება. ქართული „მხედრიონი“ ცხენოსან რაინდებს ნიშნავს. ამგვარი არმიები, ჩვეულებრივ, ამა თუ იმ ინდივიდუალური ლიდერის მიმდევართა ჯგუფია, როგორებიც არიან, ვთქვათ, საქართველოში თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და ლოთი ქობალია; ასეთივე მოვლენაა მწვანე ბერეტების ჯგუფი ბოსნიაში და „კაპიტანი დრაკონი“ სერბსკა უკრაინაში (სხვათა შორის, მან ბორდელების დიდად შემოსავლიანი ქსელი მიატოვა ავსტრალიაში, რათა ისლამთან თანამემამულეთა 600-წლიან ჯვაროსნულ ბრძოლას შეერთებოდა). გარკვეულ მომენტში „ქართული არმია“ ძირითადად შეიძლებოდა 28 წლის ყოფილი თავდაცვის მინისტრის გიორგი ყარყარაშვილის პიროვნულ მიმდევრებთან გაიგივებულიყო, თუმცა ალბათ არც არც ის მოინდომებდა მაინცდამაინც არმიის გაპროფესიონალურებას იმის შიშით, რომ შემდგომში ის უკვე სხვა რომელიმე მინისტრს არ დამორჩილებოდა. ყარყარაშვილის გადადგომისთანავე ქათული არმიის დიდი ნაწილი გაიფანტა და ახლა თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნის შრომატევადი საქმე თავიდანაა დასაწყები.
ამგვარ ჯგუფებს ხალხი სტიქიურად უერთდება და, როგორც წესი, მაშინ ეთიშება, როცა მოესურვება. თბილისელი ტაქსის მძღოლი აღფრთოვანებული მიამბობდა, სამი თვე ვიყავი ფრონტზეო. როცა ვკითხე, რატომღა წამოხვედი, ომის საქმე ხომ უკან წავიდა-მეთქი? - ოჯახს დავჭირდიო - მიპასუხა. ეს შუასაუკუნებრივი ომებია, სადაც შუასაუკუნებრივი სამხედრო ორგანიზაციით იბრძვიან კიდეც: არ არსებობს არანაირი ჭეშმარიტი სუბორდინაცია, მომარაგების სისტემა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში და აფხაზეთში მაინც, ძირითადად არ არსებობს სამხედრო ფორმა, როცა ვკითხეთ, რატომ აცვიათ მეომრებს ფორმა ასე იშვიათად, მხედრიონელმა უბრალოდ მოგვიგო - ჩვენ ამერიკული ტანსაცმელი გვირჩევნიაო. ამ ჭრელი, მოხალისე ორგანიზაციების არაერთგვაროვნება, მათი რთული ურთიერთობა სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან, წესრიგთან და დანაშაულთან კარგად ჰქონდა შენიშნული ბოსნიელ ჟურნალისტს ტიჰომირ ლოზას:
„ზოგიერთი ბანდა თავის დროზე მთავრობამ შექმნა და დღემდეც მთავრობა აკონტროლებს. თუმცა, აბსოლუტური კონტროლი არ არსებობს: ბევრმა ბანდამ ძალაუფლების მხრივ მთავრობასაც კი გადააჭარბა. ზოგი მათგანი ერთი რომელიღაც ფრაქციისადმია ლოიალური არსებული რეჟიმის ფარგლებში, ზოგი კი სხვისა. არსებობენ სრულიად დამოუკიდებელი ბანდებიც, რომელთაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. ფაქიურად, რეგულარურ პოლიციას, სამხედრო ძალებსა და კერძო შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ძალიან ვიწრო ზღვარია.
ამ ფაქტის ახსნა მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება ანტიოფიციალური მენტალიტეტით, რაც ყოველთვის შეინიშნებოდა ბოსნიაში, განსაკუთრებით სარაევოში. ძალუფლება, თუნდაც არაკრიმინალური, ჩვეულებრივი, ლეგალური გზებით კი არ გადადის ხელიდნ ხელში, არამედ პირადი თუ ნახევარადპირადი კავშირების ჩახლართული ქსელის მეშვეობით. მინისტრის ან ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის პოზიცია თავისთავად არ ნიშნავს ძალაუფლების გარანტიას. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ძალაუფლების მქონე პიროვნება ერთ სფეროში დამნაშავესავით იქცევა, სრულებითაც არ ნიშნავს თითქოს სხვა სფეროში ის პატიოსნებასა და კეთილშო ბილებას არ გამოამჟღავნებს. უამრავი ბანდა ყაჩაღობს, ქურდობს და შავ ბაზარზე შოულობს ფულს, მაგრამ ფრონტზე ვაჟკაცურად ირძვის“.
შეიარაღებულ რაზმების ლიდერები, რომლებიც ჩადენილი დანაშაულობების გამო არაპოპულარულნი გახდნენ, ამგვარი ჯგუფების დაშლას მაინც ლიდერებად დარჩენას ამჯობინებენ. ჯაბა იოსელიანს, ყველაზე დიდი ძალხაუფლების მქონე პოლიტიკოსს საქართვლოში, ვინც თავის დროზე ხელი შეუწყო შევადნაძის პრეზიდენტობას და მისი პოსტის განმტკიცებას, აშკარად თვითონაც შეეძლო განეცხადებინა პრეზიდენტის პრეტენზია, ამაში ხელი მხოლოდ და მხოლოდ მხედრიონის არაპოპულარობამ შეუშალა. მართლაც, მისი რეიტინგი მხოლოდ 15-25 პროცენტებს შორის მერყეობს. ცხადია, იოსელიანს ურჩევნია სამხედრო მათაურად დარჩეს და „თავისი“ ხალხის ერთგულება შეინარჩუნოს.
სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთი აშკარა პარადოქსია. თითქმის ყველა ეთნიკურ სამხედრო დაჯგუფებაში ძალიან დიდია სხვა რეგიონებიდან ჩამოსული დაქირავებულებისა თუ მოხალისეების ხვედრითი წილი. ასე მაგალითად, ამბობენ, რომ ქართველებთან ბრძოლაში აფხაზებს 12 ათასი მოხალისე შეუერთდა რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან. არადა ამ დროს, საკუთარი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით საკუთარი ქვეყნისთვის მებრძოლი არმიები არაპოპულარულია, რაზეც კარგად მეტყველებს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებისა და სამხედრო ნაწილებიდან დეზერტირობის ფაქტები ბევრ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, სულერთია, რუსეთივით მშვიდობა სუფევს იქ, თუ კავკასიის რესპუბლკებისა და ყოფილი იუგოსლავიის მსგავსად, ომი მძვინვარებს. აზერბაიჯანში, მაგალითად, პრეზიდენტი ალიევი ლაპარაკობს „ბოლო სამხედრო გაწვევის ჩაშლაზე“ და „დეზერტირების რიცხვის ზრდაზე“. რეგიონალური პრინციპით შექმნილი მთელი ბატალიონები გარბოდნენ ფრონტიდან, „... თავიანთ პოზიციებს ტოვებდნენ... იშლებოდნენ და გარბოდნენ. ნაწილობრივ, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ აზერბაიჯანი ომს აგებს და ჯარისკაცებს ეშინიათ. მაგრამ, „ჯარისკაცები გარბიან არა მარტო ბრძოლის ველიდან, არამედ ზურგში მდგომი ნაწილებიდანაც“, ანუ, ამ ხალხის დეზერტირობას შიში კი არ უდევს საფუძვლად, არამედ მათ, უბრალოდ, არ სურთ დაემორჩილონ სახელმწიფოს. ალიევი იმასაც აღნიშნავს, ადამიანები მზად არიან იბრძოლონ, ვთქვათ, თავიანთი რაიონის დასაცავად, მაგრამ არ მთელი ქვეყნისა; ისინი ვერ აიგივებენ თავს ლოკალურ საზოგადოებაზე უფრო დიდი ერთობის, სახელმწმიფოსა თუ ერის წევრებად. სხვათა შორის სომხებისთვისაც, რომლებიც გამარჯვბულ მხარედ ითვლებიან და თვითონ მაინცდამაინც ბეევრი ბრძოლა არ უწევთ, დეზერტირობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
თუკი გაუცხოება შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ სახელმწიფოს შორის ასეთი ძლიერია, მაშ ვის ან რას ერთგულებენ ისინი? როცა გავიხსენებთ, რა იოლად იქნენ განადგურებულ ამგვარი ძალები აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში და ბოსნიაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მებრძოლები უპირატესად საკუთარი თავისადმი არიან ერთგულები; აუცილებელი ურთიერთკავშირი მათ შორის, სტრესულ სიტუაციაში ძალიან მცირეა. და თუკი არსებობს რაღაც სხვა ერთგულებაც, ესაა მხოლოდ პიროვნული ერთგულება კერძო მეთაურისა ან კონდოტიერისადმი. აღარ არის გასაკვირი, როცა პრეზიდენტი ამგვარ რამეს ამბობს: ,,..მე დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრს სურატ ჰუსეინოვს და ვუთხარი, რომ მას ჰყავს გარკვეული პირადი შეიარაღებული ძალები განჯაში.“ სწორედ ეს ძალები გაჰყვნენ ჰუსეინოვს, თავადაც განჯის მკვიდრს, ორი კანონიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებებში 1993 და 1994 წლებში, რომელთაგანაც პირველი წარმატებით დაგვირგვინდა, მორე კი ჩაიშალა. საქართველოში ეროვნული გვარდია კიტოვანის ერთგული იყო; მხედრიონი (შემდგომში „მაშველთა კორპუსად“ გარდაქმნილი) - იოსელიანისა; „ზვიადისტური“ სამხედრო რაზმები კი მეორე სამოქალაქო ომში (1992 წელს) ზვიად გამსახურდიასი და მისი სარდლის, ლოთი ქობალიასი; ბოსნიის სამხედრო რაზმები ბიჰაჩის უბეში მხოლოდ“ბიზნესმენ“ ფიკრეტ აბდიჩს ემორჩილებოდნენ; ხოლო მოლდოვაში განლაგებული რუსეთის მეთოთხმეტე არმია - გენერალ ალექსანდრ ლებედს, კაცს რომელიც სალანძღავ წერილებს უგზავნიდა პრეზიდენტ ელცინს. ზოგჯერ ეს ჯგუფები სუბეთნიკურ კავშირებს ემყარებიან (მაგალითად, მხედრიონის ბირთვს - სვანები, იოსელიანის მშობლიური კუთხის წარმომადგენლები შეადგენენ), ზოგჯერ რეგიონალურს (ამის მაგალითები იყო ბოსნიაშიც, აზერბაიჯანშიც, ტაჯიკისტანშიც და ჩეჩნეთშიც), ზოგჯერ კი, პოლიტიკურ პარტიებს. სერბების მიერ ოკუპირებულ ბოსნიაში და ხორვატიაში, საქართველოში და აზერბაიჯანში, ბევრ პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობას ჰყავს საკუთარი შეიარაღებული რაზმები. თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონერებისათვის აუცილებელი შრომის ბიუროკრატიული დანაწილებაც ხშირდ იქცევა ხოლმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ერთგულების წყაროდ. ასე მაგალითად, თბილისის პოლიიის შეფი დავით ზეიკიძე პარლამენტის წინააღმდეგ გაუძღვება თავის ხალხს, ახალი მინისტრის დანიშვნის საპროტეტოდ; აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ კი პრეზიდენტის სასახლესთან პიკეტი მოაწყო ქურდობისათვის დაპატიმრებული მისი შეფის გათავისუფლების მოთხონით. ახალი ნაციონალიზმის პირობებში, ერთგულების ყოველი მსგავსი გამოვლენა უფრო ძლიერი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთგულება რაღაც შორეული, ეფემერული სახელმწიფოსადმი. თუკი საუკუნეთა მანძილზე სახელმწიფო მიზიდულობის დადებით პოლუსად ითვლებოდა, დღეს იგი უარყოფით პოლუსად იქცევა და ადამიანებშიც მხოლოდ ზიზღს იწვევს.
აშკარაა ის სირთულეები, რასაც ამგვარი სოცილური გარემო უქმნის სახელმწიფოსაც და მათ ლიდერებსაც. ქართული არმიის დამარცების შემდეგ, ელცინმა მოსკოვის სამიტზე მიიწვია ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის პრეზიდენტები. თვითმხილველის მოწმობით, როცა ელცინს უკითხავს მათთვის, რა გზას და გამოსავალს ხედავდნენ შექმნილი არეულობიდან თავდასაღწევად, შევარდნაძეს უპასუხია, მე ერთგული ორასი კაცი მაინც რომ მ ყავდეს, ახლა აქ არ ვიქნებოდიო“.
ჩვენ ვერ მოვახერხეთ კომუნიზმის კრახისა და მისი შედეგების მნიშვნელოვანი ასპექტების განჭვრეტა. ყოფილ საბჭოთა კავშირში და ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიაზე გადასვლის მართლაც ერთ დიდ, თანამდევ სირთულეს იმ სოციალური კავშირის ნაკლებობა წაარმოადგენს, რაც ზოგადად დემოკრატიულ პოლიტიკას შეუწყობდა ხელს - პოლიტიკური პარტიების, ან თუნდაც თავად სახელმწიფოს ისეთი ინსტიტუტების დონეზე, როგორიცაა არმიები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ამა თუ იმ სერიოზულ სირთულეს წინდაწინვე ვარაუდობდა, ეს სირთულეები მაინც უფრო ავტორიტარული „პოლიტიკური კულტურის“ გარკვეულ ჩარჩოში გვესახებოდა, ანუ, ვფიქრობდით კავშირების სიჭარბეზე და არა ნაკლებობაზე. პოსტკომუნისტურ სამყაროში ანტიპოლიტიკის ყველაზე უფრო უკიდურესი ფორმით გამოვლენა ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა: და ეს ფაქტი სერიოზულ დაფიქრებად ღირს.
პოსტკომუნისტურ სივრცეში ანტიპოლიტიკა ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეგიონში (მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში), რადგან ის არა მარტო პოლიტიკის ამჟამინდელი ფორმის სხვა ფორმით შეცვლას ცდილობს, არამედ უფრო შორს მიდის და საერთო პოლიტიკისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის შემცირება სწადია. ამ სიტუაციიდან მოყოლებულუ, როცა ძველი სახელმწიფოებრივი მექანიზმი არსებითად დაიშალა, დღეს არსებული მდგომარეობა ყველაზე უკეთ სახელმწიფოებისაგან გაქცევად შეიძლება მოინათლოს.
არმიებისა და შეიარაღებული რაზმების გარდა, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობისაგან გაქცევის მაგალითად ბევრი სხვა ფაქტიც გამოდგება, უპირველეს ყოვლისა კი - ასე თვალშისაცემი დანაშაული და კორუფცია. ამ ფენომენს, ჩვეულებრივ, „ველური კაპიტალიზმის“ შედეგად მიიჩნევენ, ანუ რაღაც ისეთად, რაც აუცილებელი და გარდაუვალია პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის. მაგრამ პრობლემის ამგვარი განხილვა თავისთავად კრიმინალური და დასაშვები ქმედების თანამედროვე დასავლური გაგებით გამიჯვნას გულისხმობს.
არადა, ძველ საბჭოურ სისტემაში დანაშაულის განსაზღვრა სრულიად გაბუნდოვანებული იყო, ჯერ ერთი, ადმინისტრაციული თვითნებობის არაჩვეულებრივად ფართო არეალით და მეორეც, მყარად დადგენილი საქვეუწყებო სფეროების (განსაკუთრებით სახელმწიფო და პარტიულ ბიუროკრატიათა შორის) და დამოუკიდებელი სამართალწარმოებისა თუ სახელმწიფო სამსახურის არარსებობის გამო, თანამდებობის პირისათვის შეუძლებელი ხდებოდა თავისი მოვალეობის შესრულება კანონის დაურღვევლად. საბაზრო სისტემის უარყოფა ნიშნავდა იმას, რომ ამა თუ იმ დონის თანამდებობის პირის კეთილგანწყობის გარეშე კაცი ვერც მეტ-ნაკლებად ნორმალურ საქონელს იშოვიდა და ვერც ჩვეულებრივ, ყველაზე აუცილებელ მომსახურებას ეღირსებოდა - ფავორიტიზმი საყოველთაოდ ბატონობდა და საზოგადოებრივი ძალაუფლებაც, როგორც წესი, პირადი მიზნებისათვის გამოიყენებოდა. როდესაც არსებული საზოგადოების - მარქსისტულ-ლენინური რეჟიმის - ლეგიტიმურობა დაემხნო და ხალხიც სახელმწიფოებრიობას გაექცა, წარმოების და დანაწილების ძველი მექანიზმი უკვე მთლიანად პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გახდა მისაღები. ვინც ამაში რაღაც არაჩვეულებრივს ხედავს, ავიწყდება რა მცირე ხნის წინ დაედო დასავლეთში ტაბუ საზოგადოებრივი დაწესებულებების კერძო გამოყენებას („კორუფციას“). ორასი წლის წინ ხომ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა სახელმწიფო მოხელის გამდიდრება საკუთარი დაწესებულების ხარჯზე. დანაშაული და კორუფცია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი - ანტიპოლიტიკა, ურთულესი რეალობის - სახელმწიფოებრიობისაგან - გაქცევის თვალნათელი ფაქტებია.
პოსტკომუნსტური სამყაროს მცხოვრებლებს ხარბად სწყურიათ მარტივი, შეიარაღებული ტომის თავისუფლება. სწორედ ეს პერსპექტივა უყრის თავს ერთ ფოკუსში დანაშაულის, კორუფციის, ნამდვილ არმიაში სამსახურზე თუ სამხედრო ფორმის ჩაცმაზე უარის თქმის ცალკეულ შემთხვევებს. მართლაც, მარტივი თავისუფლებისაკენ ლტოლვა ისეთი ძლიერია, რომ უკვე აშკარად წინ ეღობება კიდეც სამოქალაქო თავისუფლებას, ანუ შენივე მონაწილეობით შექმნილი კანონების მორჩილებას.
მაინც რა განაპირობებს სახემწიფოებრიობისაგან გაქცევის სურვილს? ყველაზე ძლიერი მიზეზი ალბათ კომუნისტური მმართველობის დამთრგუნველ გამოცდილებაზე უკურეაქციაა. ასეთი დისციპლინირებული და ორგანიზებული კომუნისტური ცხოვრების შესახებ ხალხს ნებისმიერი გარეშე ავტორიტეტისადმი დაქვემდებარებაზე ფიქრიც კი ზარავს.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ყველაფერი სახელმწიფო, პოლიტიკური საქმე იყო - სულერთია, არაყს სვამდი, ზარმაცობდი თუ, ვთქვათ, ექვსასი წლის წინ დაწერილ, ოღონდ იდეურად არასასურველ პოემას კითხულობდი რომელიმე მოკავშირე რესპუბლიკაში. კომუნისტურმა სხელმწიფომ ცხოვრების ნებისმიერ გამოვლენას თავისი პრეტენზიები დაუდო საფუძვლად ყალბი უშუალობით აღბეჭდილი რიტუალების უსასრულო განმეორებით, იქნებოდა ეს პარტიული ყრილობები, „ნებაყოფილობითი“ შაბათობები თუ მომაბეზრებელი ქაგაგებები მედიაში და არა მარტო იქ. ვაცლავ ჰაველის მტკიცებით, კომუნიზმის დროინდელი რიტუალური ლოზუნგების ფარული დედააზრი იყო - „მე მორჩილი ვარ“. სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა არა მარტო ყოვლისმომცველად და მომაბეზრებლად, არამედ იძულებით თავსმოხვეულად, რაღაც საძულველად ითვლეოდა. ბუნებრივია, ამგვარ შეხედულებას, ხალხზე კანონიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებრიობის განცდის ნგრევა თუ მოჰყვა შედეგად. სახელმწიფოებრიბისაგან და, აქედან გამომდინარე, ცხადია, სახელმწიფოსაგან გაქცევა, ყველაზე დიდი სირთულეა, რაც დემოკრაიაზე გადასვლას უშლის ხელს ამ არეალებში, ეს ისეთი მოვლენაა, რასაც დასავლური სოციალური მეცნიერება ნამდვილად არ მოელოდა.
რევოლუციური მოყირჭების გავლენები
საზოგადოებრივი შეგნებისათვის და თავად საზოგადო კეთილდღეობის ცნებისათვის კომუნიზმის მიერ მიყენებულ ვნებას, დღეს უკვე მშფოთვარე, რევოლუციური პერიოდის მიერ მიყენებული ვნებაც უნდა დაემატოს. გორბაჩოვის ლოზუნგი - „პერესტროიკა რევოლუციაა“ - მართალი გამოდგა. ჩვენი თანამედროვეები, როგორც წესი, უდიდესი იმედით შესცქერიან ხოლმე ვოლუციებს და ზოგიერთი ადრეული მათგანის მწარე გამოცდილებას ივიწყებენ. 1640 წლის ინგლისის რევოლუცია, საფრანგეთის რევოლუცია და 1917 წლის რუსეთის რევოლუცია ერთმანეთს ჰგავდა თავდაპირველი უკიდეგანო ენთუზიაზმით, პოლიტიკაში ხალხის მასების ფართო მონაწილეობით და თავისუფლების თავბრუდამხევი განცდით, რამაც სხვადასხვა ჯგუფის მრავალი ახალი პოლიტიკური პრეტენზიის გაჩენას მისცა ბიძგი. მაგრამ ეს პრეტენზიები, როგორც წესი, სცილდება ხოლმე სულ უფრო და უფრო ქაოტური და ძნელად სამართავი პოლიტიკის სფეროს, კარგავს სწრაფად განხორციელების უნარს და თავდაპირველი ენთუზიაზმიც ცხრება. უფრო რადიკალური ალტერნატივების წარმოჩენის შესაძლელობა განაპირობებს ძალაუფლების კონცენტრაციას ყველაზე უფრო ფანატიური და სასტიკი პოლიტიკური აქტიორების ხელში. ლიდერთა და ელიტათა ქიშპი სულ უფრო და უფრო დაძაბული და სახიფათო ხდება, ხშირად სმოქალაქო ომის ზღვარზეც კი მიდის. რაკი პოლიტიკა ესოდენ უკიდურესი და რისკიანია, მოსახლეობის ყველაზე ზომიერ ნაწილცსაც უკვე გვერდზე გადგომა ურჩევნია და პოლიტიკური აპათიაც სწორედ მაშინ იქმნება, როცა მყიფე, ყოფნა-ცარყოფნის მიჯნაზე მდგომ ახალ რეჟიმებს და ინსტიტუტებს ყველაზე ფართო მხარდაჭერა ესაჭიროებათ. პოლიტიკა სწრაფი გადატრიალების ოსტატ ცინიკოსებს, ანდა კრომველივით თუ ლენინივით ტაქტიკურად და მორალურად ელასტიურ ფანატიკოსებს რჩებათ.
ამასობაში ძველი ინსტიტუტები, სიმბოლოები და ჩვევები კანონიერებას კარგავს. დანაშაული და კორუფცია - მყიფე და თავგზააბნეული რევოლუციური ინსტიტუტების მიერ უკონტროლოდ მიშვებული და მიტოვებული უმსგავსობა - იზრდება და შესაბამისად, იზრდება უბრალო ხალხის უკმაყოფილებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ ინსტიტიტებს მრავალი სირთულე ხვდებათ წინ, კანონიერების მოპოვების გზაზე. როგორც შედეგი, კონსტიტუციებს, პოლიტიკურ ინსტიტუტებს და ლიდერებს სწრაფი ცვლა ახასიათებთ და ყველაფერი ბოლოს დესპოტიზმით ან კრომველის, რობესპიერისა და ლენინის მსგავსი ექსტრემისტი ლიდერებით მთავრდება. ლიდერის სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ ორგანიზაციული დისციპლინისა და ტერორის გამოყენების ნიჭზეა დამოკიდებული. მოკლედ, რა თვალსაზრისითაც არ უნდა შეხედო კაცმა, ამგვარი რევოლუციები მაინც მუდამ ანტიპოლიტიკის ძლიერი გენერატორები იყო, რასაც ისეთი მკვლევარების შეხედულებებიც ადასტურებს, როგორებიც დეივიდ ჰიუმი, გ.ვ.ფ. ჰეგელი და იპოლიტ ტენი არიან.
მსგავსი არასტაბილური პერიოდების კვლევა აუცილებლია იმ სტიმულის გასაგებად, რაც პოსტკომუნისტური პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების მენტალიტეტს აყალიბებს. აუცილებელია მათ მიერ განვლილი ცხოვრების გათვალისწინებაც. მართალია, მაგალითისათვის რუსეთს ვიყენებთ, მაგრამ ზუსტად იგივე პროცესები მეტ-ნაკლებად განსხვავებბული მოვლენებით ყოფილი სსრკ-ისა და ბალკანეთის ბევრ სხვა სახელმწიფოშიც მიმდინარეობს. პოლიტიკოსებიც და ამომრჩევლებიც იმ სისტემაში აღიზარდნენ, სადაც ნებისმიერი გამონათქვამი გულდასმით მოწმდებოდა და საყოველთაოდ მიღებული ნორმებიდან გადახრაც ძალიან სარისკო საქმედ ითვლებოდა. მერე, შვიდი წლის წინ, გორბაჩოვი პერესტროიკასა და გლასნოსტს იწყებს, უეცრად ლამის ყველაფრის თქმის ნებას გვაძლევს. თავიდან, ეს ახალი თავისუფლება სახაროვისნაირი ადამიანების მიერ დემოკრატიული პრინციპების განსაცხადებლადაა გამოყენებული. მაგრამ გორბაჩოვისეული რევოლუცია კრახს განიცდის, საბჭოთა კავშირი, რომლის რეფორმირებაც მას უნდოდა, რღვევას იწყებს, მისი დროშის ქვეშ მდგომი რეფორმატორები მარცხდებიან. იწყება ახალი, უფრო უკიდურესი რევოლუცია ელცინის მეთაურობით. ელცინი სსრკ-ის პრეზიდენტის წინაააღმდეგ რუსეთის უმაღლეს საბჭოს იყენებს. ამ რევოლუციასაც ისეთი პირი უჩანს, დიდი წარმატებით ვერ უნდა დაგვირგვინდეს. ამასობაში, ის კონტრმოძრაობასაც იწვევს, და ეს მოძრაობაც, თავის მხრივ, იმავე მწვავე და უკიდურეს გამოხტომებს მიმართავს ელცინის წინააღმდეგ, რასაც ეს უკანასკნელი გორბაჩოვის წინააღმდეგ მიმართავდა. ახალი კონტრმოოძრაობაც ანალოგიურად ცდილობს რუსეთის უმაღლესი საბჭოს გამოყენებას ახლა უკვე ელცინის საპირისპიროდ. გააფთრებულ ბრძოლაში ორივე მხარე არღვევს კონტიტუციას და კანონებს, რომელთა დანერგვასაც ცდილობდნენ. ბოლოს, ორივე ძალას მიმართავს. ელცინი უმაღლეს საბჭოს შლის; უმაღლესი საბჭო კი უნდობლობას უცხადებს მას. გამარჯვება ელცინს რჩება. მეორე ბანაკში მყოფნი განადგურებული არიან. იღბლიანები, ვინც ელცინს უერთგულეს და კარის შიდა ინტიგრებსაც გადაურჩნენ, გამარჯვებას ზეიმობენ; ისინი ამასობაში გვარიანად გამდიდრდნენ კიდეც. მაგრამ როცა მეორე დროშის მდგომთა ხვედრს ხედავენ, ალბათ მათ მართებთ შეშფოთება. პოლიტიკური ამინდის გაუთვალიასწინებელმა და კატასტროფულმა ცვლილებებმა ბევრი, გარეგნულად პრინციპული პოლიტიკოსის კარიერა დაამსხვრია, როგორებიც არიან ლიგაჩოვი „მარჯვნივ“ და გაიდარი „მარცხნივ“, მაშინ როცა გრაჩოვის მსგავსი რენეგატები და ჟირინოვსკისნაირი ცირკის მასხარები აყვავდნენ და გაიფურჩქნენ. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ პროცესში დაზიანდა სახელმწიფო, რომლის გამოც ყველა ერთმანეთს დაერიია, ისე დაზიანდა, შეიძლება ვეღარც შეკეთდეს. ჯერ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ახლა კი რუსეთიც იშლება. რეგიონები მხოლოდ დროგამოშვებით თუ ემორჩილებიან ცენტრალურ მთავრობას. ხოლო მოსკოვში არმიას თითქოს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დაემორჩილოს პრეზიდენტს თუ არა.
რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს მოვლენათა ამგვარი თანმიმდევრობიდან გონიერმა, თავმოყვარე პიროვნებამ, ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, პირადად არ არის დაინტერესებული პოლიტიკით? ჯერ ერთი, პოლიტიკის კარი ახლა ფართოდაა გახსნილი. ნებისმიერს შეუძლია შეაბიჯოს და რაც მოეპრიანება, ილაპარაკოს. მართლაც, ამბიციური კანდიდატების, პარტიებისა თუ კოალიციების უსახურ მასაში მხოლოდ იმდენად შეგიძლია გამოირჩე, რამდენადაც თეატრალური იქნები ან ისეთ უკიდურესად ექსტრემისტულ განცხადებებს გააკეთებ, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა. მეორეც, სახელმწიფოს კანონის დასაცავად აუცილებელი ძლიერება თუნდაც აღარ გააჩნდეს, იმდენი ჯერ მაინც შეუძლია რამე გიწყალობოს, ან გაგამდიდროს, ან ცნობილი გაგხადოს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, სახელმწიფოებრივ ასპარეზე რაიმე წარმატების მიღწევის პერსპექტივა მაინც სათუოა, სახელმწიფოებრივი ასპარეზი მეტისმეტად ქაოტურია, საყრდენი ძალზე მოლიპული, საზოგადოება კი უაღრესად არამყარი ამდენი დაქანცულობისა და იმედგაცრუებისაგან.
თუკი რევოლუციური მოყირჭება პოლიტიკოსს ცინიკური პოლიტიკისაკენ უბიძგებს, მეორე მხრივ, ის ამომრჩეველსაც აიძულებს ზურგი შეაქციოს სახელმწიფოებრიობას. მას კიდევ უფრო უმტკიცდება რწმენა, რომ პოლიტიკა რაღაც ეფემერული, იდუმალი და თავიდან ბოლომდე ბინძური თამაშია. მსგავსი განწყობების შედეგი ნათლად ჩანს ბოლო დროს რუსეთსა და უკრაინაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებშიც, როცა ამომრჩეველთა რაოდენობამ არჩევნების კანონიერებისათვის აუცილებელ 25 პროცენ ტსაც ვერ მიაღწია.
დღეს ნათლად ჩანს თაობათა უფსკრული, ერთი მხრივ, პერესტროიკაში მონაწილე რუსებსა და მეორე მხრივ - ახალგაზრდებს შორის, ვინც სწორედ პერესტროიკის განმავლობაში მიაღწია სრულ წლოვანებას. მოსკოვის „ოქროს ახალგაზრდობის“ წევრებს უკანასკნელი თანამდებობის პირი კომუნისტების შვილებს, პოსტკომუნისტურ ქაოსში სწრაფი ზრდის საუკეთესო შესაძლებლობა გააჩნიათ. ერთი პირობა ზოგიერთი მათგანი პოლიტიკითა და არჩევნებში მონაწილეობით იყო დაინტერესებული, მაგრამ ამბობენ, „არეულობის მოთავეებს“ ველოდებითო. მანამდე კი ყველამ წამოიწყო სარფიანი ბიზნესი, ბევრს დასავლეთშიც კი აქვს საკუთარი საბირჟო საქმე. როგორც განათლებული ახალგაზრდობის უმეტესობა, ისინი მხოლოდ ფულის შოვნაზე, სიამოვნებასა და ოჯახის კეთილ დღეობაზე ზრუნავენ, ჯერჯერობით პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა, მით უმეტეს, პოლიტიკასთან შემდგომი ბედის დაკავშირება, უბრალოდ, გაუგებრად მიაჩნიათ.
რევოლუციურ ცვლილებათა დიდი ისტორიკოსები ჩვენს სოციალურ მეცნიერებაზე ბევრად უკეთესად აღწერენ, თუ საითკენ მიდის მთელი ეს პროცესი საბოლოო ჯამში:
„სისხლიანი წმენდის ათი წლის შემდეგ, უმაღლეს ასამბლეაში მსხდომ სამი ათას კანონმდებელში ერთიც ვერ მოინახება, ვინც თუნდაც ათი ფრანგის პატივისცემასა და ერთგულებაში შეიძლება იყოს დარწმუნებული. სოციალური სხეული დაშლილია; მის მილიონობით დანაწევრებულ ატომში ერთი ბირთვიც კი აღარ დარჩა ნებაყოფილობითი კავშირისა და მყარი ურთიერთშეთანხმებისა. სამოქალაქო საფრანეთისათვის ისევე შეუძლებელია საკუთარი თავის რეკონსტრუქცია, როგორც ნოტრ-დამის ან რომის წმინდა პეტრეს ტაძრის აშენება ქუჩების ტალახისა და შარაგზების მტვერისაგან“ (იპოლიტ ტენი).
სახელმწიფოებრიობისაგან გაქცევის განსაკუთრებული, პოსტკომუნისტური ფორმა სრულიად აშკარაა და ის გაცილებით უფრო რადიკალურია, ვიდრე ნებისმიერი დასავლური. სახელმწიფოსთან ამგვარი დაპირისპირება, როგორც ჩანს, ადასტურებს პოლიტიკაზე ანარქისტულ შეხედულებას, გვაიძულებს ახლებურად შევხედოთ ამ ბოლომდე განუვითარებელ მოძღვრებას. ყველა კომუნისტურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოსგან გაქცევის სწორედ ამგვარი ფორმის გამოვლინებანი. ოღონდ, აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის მეტ ნაწილში, მისი გავლენა მაინც შეზღუდულია ნაციონალური კავშირისა და მტკიცე სახელმწიფო ტრადიციებით, რაც ალბათ საკმარისიც აღმოჩნდება პრობლემის საბოლოოდ დასაძლევად. ბოსნიაში, კავკასიაში და ტაჯიკისტანში, სახელმწიფოზე პოსტკომუნისტური რეაქციების უმწიფარ ზეგავლენას ვხედავთ. რუსეთსა და დსთ-ის დანარჩენ ქვეყნებში სახელმწიფოს დეზინტეგრაცია და სახელმწიფოებრიობისაგან გაქცევის ტენდენცია შედარებით სუსტია, თუმცა პროცესი კვლავაც გრძელდება და ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, მივლენ თუ არა ისინი იქამდე, რითაც ბოსნიამ და საქართველომ დაამთავრეს.
ახალი ნაციონალიზმის გააზრება
რამდენიმე მოსაზრებამ შეიძლება უკეთ დაგვანახოს იმ ძალების წყარო, რაც ეთნიკური წმენდის მიზნით გაჩაღებული ომების მიერ წარმოშობილ ახალ ნაციონალიზმს აძლევს ბიძგს. ადრინდელი ნაციონალიზმი უბრალოდ მიმდინარე სიტუაციის შესაბამისად არ გარდაქმნილა, ამიტომ ის სახელმწიფოს გამაგრებასაც ნაკლებად შეუწყობს ხელს. ახალი ნაციონალიზმი, გარკვეული თვალსაზრისით, სახელმწიფოსა და პატრიოტიზმის ადგილს იკავებს, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა თავიანთი ლეგიტიმურობა დაკარგეს. ეთნოსი ფუნქციონირებს როგორც დაუძლურებული სახელმწიფოს სუროგატი. ის მეობასაც ანიჭებს ადამიანებს და მშობლიურ, შეჩვეულ ერთობასთან კავშირსაც ანარჩუნებინებს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს.
ძარცვა-ყაჩაღობა და შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მძიმე დანაშაული ეთნიკური ომების მთავარი თავისებურებაა. ის, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა კრძალავს, არა მარტო ნებადართულია ახალი ნაციონალიზმის მიერ, არამედ გამართლებულიც. მაგალითად, როცა აფხაზეთში სეპარატისტული ომი ქართული „არმიის“ დამარცხებით დამთავრდა, ჩრდილოეთისაკენ მიმავალ სანაპირო ტრასაზე ის-ის იყო სოხუმიდან განდევნილი მოსახლეობის ნაძარცვი ქონებით დატვირთული და რუსეთისაკენ დაძრული საბარგო მანქანების გრძელ ქარავანს არ უჩანდა ბოლო. ბოსნიასა და ხორვატიაში, გლეხური შური ქალაქელთა ბინებისა და ქონებისადმი მუდამ თან ახლდა გლეხების სიძულვილს ქალაქური კოსმოპოლიტიზმისა და ტოლერანტობისადმი, როგორც ძარცვისა და ეთნიკური წმენდის უმთავრესი მოტივი.
კოსოვო
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ყოველ შემთხვევაში მას მერე, რაც ცხრამეტი წლის გავხდი, სახელმწიფოს გაქრობას თუ მოვესწრებოდი. არადა, კოსოვოში, ერთ დროს ავტონომიურ პროვინციაში სერბიის ალბანეთს, ჩერნოგორიას, საკუთრივ სერბიასა და მაკედონიას შორის, ეს ამბავი საკუთარი თვალით ვიხილე. იქ მართლა განხორციელდა ანარქისტული ოცნება, თუნდაც ცოტა ხნით მაინც. კოსოვო, ისევე როგორც ბოსნია, ეთნიკური კონფლიქტის რეგიონია ალბანელებს (რომლებიც მოსახლეობის 90%-ს შეადგენენ) და სერბებს შორის (ვინც თავიანთ სიწმინდეებს იცავენ). როცა მილოშევიცმა ამ რამდენიმე წლის წინ კოსოვოს ავტონომია გააუქმა, სერბი სტალინისტების გარკვეულმ,ა ჯგუფმა სამთავრობო კაბინეტების ოკუპირება მოახდინა და, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე, პროვინციის მართვას შეუდგა. მაგრამ ალბანელები ადგნენ და უბრალოდ ერთიანად გაემიჯნენ სახელმწიფოს, ისე, რომ მისი ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ისინი პროვინციის მთავრობას არ უხდიან არც ქირას, არც საშემოსავლო და არც კომუნალურ გადასახადებს, ამის ნაცვლად, ალბანელი დეპუტატები ხელახლა შეიკრიბნენ საიდუმლოდ, აირჩიეს საკუთარი მთავრობა და თავიანთი არაოფიციალური გადასახადებიც დააწესეს. ახლაც, დღემდე ალბანელები მხოლოდ მათ მიერ არჩეულ მთავრობას ემორჩილებიან, საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ისინი თავს კონტრაბანდით და გერმანიიდან მიღებული დახმარებით ირჩენენ. ბავშვები ბინებში ან მეჩეთებში გამართულ სკოლებში დაჰყავთ, ყველანი სწავლობენ ინგლისურს და, სხვათა შორის, ძალიან კარგადაც.
ყოველივე ეს, გასაოცარი მცდელობაა კოლექტიური პასუხისმგებლობისა, საკუთარი თავის დახმარებისა, რეალური ქმედებისა და თვითკონტროლისა - რამდენადაც ყველაფერი რაც მოხდა, მოხდა უსისხლოდ, ძალადობის, დაპირისპირების, შეიარაღებული წინააღმდეგობის გარეშე. მტრობა და სისხლისღვრა თავად ალბანელთა შორისაც შეწყდა. როცა ოთხმოციანი წლების დასაწყისში ანთროპოლოგი ჯანეტ რეინეკი საველე სამუშაოებს აწამოებდა კოსოვოში, მას იქ უძლური, დამყაყებული, ბენფილდის „ამორალური ფემინიზმის“ მესამე სამყარო დახვდა. ერთი მოხალისეც ვერ იპოვა, ვინც რამეში მიეხმარებოდა, ოჯახისა და კლანის ნებართვის გარეშე, კაცისშვილი არ იყო თითის თითზე დამკარებელი. ათ წელიწადში, მსოფლიოსგან მოკვეთილმა და სასტიკი რეპრესიების პირისპირ დამდგარმა კოსოვოელებმა რუსოს წარმოსახული სპარტა ააშენეს არმიის და სახელმწიფოს გარეშე, მათ განახორციელეს პრუდონისა და კროპოტკინის ფანტასტიკური ოცნებები. დასავლელ მემარცხენეს, რომელიც ახალ ნიკარაგუას დაეძებს, შეუძლია თავისი ძიებები დასრულებულად ჩათვალოს; მისი უტოპია აქაა, კოსოვში. ჩემი ვარაუდით, სწორედ კოსოვოს მოდელზე ოცნებობს შინაგანად პოსტკომუნისტური სამყაროს ყველა საზოგადოება, ყველა მაფია თუ შეიარაღებული რაზმი. კოსოვო ადასტურებს, რომ არათუ სახელმწიფოს დაუძლურებაა სავსებით რეალური, არამედ მისი საერთოდ გაქრობაც და ეს, ამა თუ იმ ფორმით, ბევრი საზოგადოების შორეული სავარაუდო ხვედრი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, მაინც სერიოზულად უნდა დაფიქრდე კაცი, ხომ არ არის კოსოვოს მიღწევა გასასკდომად გამზადებული ბუშტი, ხომ არ არის მისი წარამატება დამოკიდებული თანამედროვე პაციფიზმის ძალაზე არამყარ წონასწორობაზე, ალბანურ ტრადიციაზე, გერმანული ეკონომიკის დინამიზმზე და სერბების თავშეკავებაზე საერთაშორისო აზრისა და ნატოს პოტენციური ძლიერების გამო.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - ადრიატიკიდან ბერინგის ზღვამდე, დედამიწის მეოთხედზე, ზოგან უფრო სწრაფად და ზოგან უფრო ნელა, სახელმწიფო თანდათან უძლურდება, ელცინის, შევარდნაძის, კუჩმას და ალიევის მსგავსი ლიდერები ცდილობენ ხელახლა შეაკოწიწონ თავიანთი სახელმწიფოები. მდინარის მოთვინიერების მოსურნე ინჟინრებივით, ეს ადამიანებიც ახალი ჯებირის აგებისას ერთგან და ერთ მომენტში წარმატებას აღწევენ ხოლმე. სხვაგან და სხვა დროს უცნაურად მოვარდნილი ნიაღვრები ჯებირებს ისევ ხელახლა ანგრევს და რეცხავს. ჩვენთვის ძნელი დასადგენია თანაფარდობა ნგრევასა და შენებას შორის, ისევე, როგორც საბოლოო შედეგების განჭვრეტა ძნელი, რადგანაც ყველაფერს ძალთა რთული კომპლექსი, ისტორიის იდუმალი დინებები და შემთხვევითობა განაპირობებს. დასუსტებული სახელმწიფოს პირობებში ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, დადგენილ დროს, დადგენილ მაღლობზე იდგება ორასი ერთგული კაცი, თუ ღამის სიბნელეს შეაფარებს თავს და გაუჩინარდება.
![]() |
6 რუსეთის სამხედრო კრახი |
▲back to top |
ჩეჩნური კატასტროფის მნიშვნელობა
ანატოლ ლივენი
ომში მორალური ისე შეეფარდება ფიზიკურს, როგორც ათი ერთს
ნაპოლეონი
ანატოლ ლივენი - ინგლისელი ჟურნალისტი, 1992-95 წწ. ლონდონის „ტაიმსის“ კორესპონდენტი მოსკოვში;სპეცილურად აკრედიტირებული „ბრიტანეთის პრესის ასოციაციის“ მიერ ჩეჩნეთის ომის გასაშუქებლად. ამჟამად მუშაობს აშშ მშვიდობის ინსტიტუტში (USIP). National Interst-ში.
რუსეთის სამხედრო ისტორიისათვის ჩეჩნეთის ომი შეიძლება ერთი უდიდეს მარცხთაგანი აღმოჩნდეს - შეუდარებლად უფრო დიდი, ვიდრე ცუსიმა; ცხადია, არა რუსეთის მიერ განცდილი დანაკარგების გამო (დანაკარგები ნავარაუიდევს ბევრად არც სჭარბობს), უბრალოდ, ომმა თვალნათლივ აჩვენა, თუ რა ღრმა და სამარცხვინო ჭაობშია ჩაფლული დღეს რუსეთის დაკნინებული სამხედრო უწყება. მართლაც, თითქმის ოთხასი წლის მანძილზე რუსეთის არმია არ ყოფილა ასეთი სუსტი, და ამ ფაქტმა თუკი ვითარება შემდგომშიც არ შეიცვალა, შესაძლოა სრულიად გაუთვალისწინებელი მნიშვნელობა შეიძინოს მთელი ევრაზიის მომავლისათვის...
ყველა დონეზე დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსებისათვის სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს ჩეჩნების სამხედრო წარმატება და რუსების მარცხი. სპარსეთის ყურეში დასავლეთის გამარჯვებამ ძალიან განამტკიცა დღესდღეობით ლამის საყოველთაოდ გაბატონებული აზრი ტექნოლოგიური უპირატესობის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე; მაგრამ იმით თავმოწონება, თითქოს ერაყისა და ქუვეითის სააღლუმო მოედნებივით გლუვი და შიშველი უდაბნოები უაღრესად უჩვეულო ბრძოლის ველს წარმოადგენდა, მე მგონი, არ ღირს. რამდენადაც ქალაქების რიცხვი მთელ მსოფლიოში მატულობს, სავარაუდოა, მომავალში ომის ასპარეზიც უფრო ხშირად გახდეს გროზნოსმაგვარი გარემო, აი, ქალაქში გამართული ბრძოლები კი, როგორც წესი, არაჩვეულებრივად საზარელია; განსაკუთრებით სისხლისმღვრელი, ათასი ფარული და გაუთვალისწინებელი მოულოდნელობითა თუ საფრთხით სავსე. აქ არტილერიისა და საჰაერო ძალების სარგებლიანობა მინუმუმამდეა დაყვანილი და ხშირად ჯარისკაცების პატარ-პატარა ჯგუფებსაც ხშირად სუბორდინაციის ჩვეული სისტემის არარსებობის პირობებში, თავიანთი ოფიცრებისგან მოწყვეტილად უწევთ მოქმედება. ამ დროს წარმატების გასაღები რიგიანი ქვეითი ჯარი ხდება; ხოლო ამგვარი ჯარის არსებობას განსაზღვრავს არა იმდენად ტექნიკური აღწურვილობა, რამდენადაც წრთობისა და მორალური სიმტკიცის ერთობლიობა. გროზნოში რუსები ვერც ერთით დაიკვეხნიდნენ და ვერც მეორეთი. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ ომში წარმატებით ბრძოლისათვის, მხოლოდ ბეჯითი მომზადება არც დასავლურ სამხედრო ნაწილებს ეყოფოდათ, თუკი არ ექნებოდათ ძლიერი მორალური თვითდაჯერება ომის აუცილებლობის თაობაზე, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით და ანტიკურ ფრაზას მოვიშველიებთ - საკუთარი საქმის სამართლიანობის რწმენა. რეინჯერების ძალისმიერი მცდელობა მოგადიშოში გაცილებით მცირე მასშტაბის მარცხი იყო, ვიდრე რუსების იერიში გროზნოზე; თუმცა მოგაიშოც იმის სამომავლო გაფრთხილებად უნდა იქცეს, თუ რაოდენ დიდი რისკია ამგვარი ხასიათის ომის წარმოება.
ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამარცხება რუსებმა ჩეჩნეთში 1994 წლის 31 დეკემბერს განიცადეს, როცა რუსული ჯავშანტექნიკის რამდენიმე კოლონამ გროზნოზე მასირებული შეტევა განახორციელა და როცა თვალნათლივ გამოჩნდა დემორალიზაციისა და ტაქტიკური უმეცრების ის დონე, რამაც მთლიანობაში დიდი დაღი დაასვა რუსულ სამხედრო ძალებს. ამ უაზრო შეტევის შედეგად ქალაქის ქუჩებში, სინამდვილეში, ნადირობა გაიმართა რუს ჯარისკაცებზე. როგორც ერთმა ჩეჩენმა მებრძოლმა მითხრა, „რუსი ჯარისკაცები ჟავშანტექნიკიდან ვერ გადმოვიდნენ, ტექნიკას არავითარი დაცვა არ ჰყვდა; ჩვენც ვიდექით აივნებზე და უბრალოდ ყუმბარებს ვუშენდით ქუჩებში უთავბოლოდ აბორიალებულ მანქანებსო“. სულ რამდენიმე საათის განმავლობაში ასეულობით ჯარისკაცი დაიხოცა და სრულ განადგურებასაც რუსები ბეწვზე გადაურჩნენ.
მაგრამ ომის ყველაზე განსაცვიფრებელი ასპექტი იყო არა უნიჭო შეტევა გროზნოზე, არამედ უსასრულო ტაქტიკური მარცხები სწორედ ამ შეტევის შემდეგ, დაწყებული გროზნოს წარუმატებელი გარშემორტყმით - როცა ჯავშანტექნიკის ნაწილები და მოტორიზებული ქვეითი ჯარი ქვეყნის მოშიშვლებული რაიონების გავლით გადაისროლეს სამხრეთისაკენ - და წლევამდელი წარუმატებლობოთ დამთავრებული, როდესაც ვერც გულდერმესში, ვერც პერვომაისკოეში, ვერც ნოვოგროზნენსკში და საერთოდ ვერსად, ვერ მოხერხდა ხშირად უკვე ძირითადი ძალებისგან მოჭრილი და ალყაშემორტყმული ჩეჩნური რაზმების განადგურება. პარტიზანებთან ბრძოლისას, ჩვეულებრივ, მათი ერთადგილას მომწყვდევაა პრობლემა, მაგრამ ჩეჩნეთში რუსებმა არაერთხელ მოიწყვიეს მოწინააღმდეგე, ოღონდ მერე ყოველთვის აძლევდნენ თავის დაღწევის საშუალებას.
უაღრესად მცდარია ჩეჩნეთის წარმოდგენა პარტიზანული ომისთვის იდეალურ ქვეყნად. ჩეჩნეთის მხოლოდ სამხრეთი მესამედია მთლიანი. დანარჩენი ტერიტორიის მეტი ნაწილი, სადაც მიმდინარეობდა კიდეც ძირითადი ბრძოლები, გაშლილი დაბლობია, იდეალური გარემო ტანკებისათვის, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საბჭოთა არმიის საწვრთნელი სატანკო სკოლა სწორედ ჩეჩნურ ქალაქ შალის მახლობლად მდებარეობდა. რუსეთის არმიის უუნარობა, ტანკებისა და მოტორიზებული ქვეითი ჯარის გამოყენებით გარსშემორტყმოდა და გაენადრურებინა ჩეჩნური პოზიციები, ერთხელ კიდევ ცხადყოფს, რომ, თურმე, რუსებს უკვე ჯავშანტექნიკის მასირებული იერიშების მოწყობაც აღარ შესძლებიათ, არადა, ერთ დროს, სწორედ ეს ითვლებოდა მათ ტაქტიკურ საფირმო ნიშნად.
რუსეთის არმიის მოქმედება და მარცხი ჩეჩნეთში მრავალი თვალსაზრისით ჰგავს დასავლური არმიების ხვედრს ალჟირისა თუ ვიეტნამის ომებში. განსხვავება ისაა, რომ ხსენებულ ქვეყნებს ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავთ, მათი ტერიტორიებიც ასეულობით ათას კვადრატულ მანძილს მოიცავს - სხვათა შორის, მეტი წილი მართლაც ზედგამოჭრილია პარტიზანული ომისათვის და მოსაზღვრე სახელმწიფოებიც ყველანირად ეხმარებოდნენ იქურ პარტიზანებს. ჩეჩნეთის ფართობი სულ ექვსასი ათასი კვადრატული მილია, ოდნავ თუ აღემატება კონექტიკუტს. ბატალიონის ან თუნდაც პოლკის მასშტაბის პარტიზანული რაზმებისათვის ამგვარ არეალში მოქმედება და დედამიწაზე ზომით მესამე არმიის დაჯაბვნა. სხვა რომ არა ვთქვათ, ცოტა უცნაურია. მართლაც, ამის დაშვება მხოლოდ დაცემის გზაზე მდგარ არმიას თუ შეუძლია.
ცოცხალი ძალის სიმცირე და სიმამაცის ნაკლებობა
რუსეთის არმიის მარცხის მიზეზი ნაწილობრივ ისიცააა, რომ არც რაოდენობრივად არის ისეთი ძლიერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართლაც, ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, რუსებს ისიც კი არ შეუძლიათ, ჩეჩნეთში ერთდროულად განახორციელონ ლოკალური ხასიათის ორი შეტევა. ეს იქნებ აბსურდულიც ჩანდეს იმ შეიარაღებული ძალისათვის, რომელიც ქაღალდზე მილიონ შვიდასი ათას კაცს ითვლის, მაგრამ მოქმედი არმიის რეალური რაოდენობა ბევრად უფრო მცირეა, ხოლო ქმედითუნარიანი საბრძოლო შენაერთების რიცხვი - კიდევ უფრო ნაკლები. დასავლური ინფორმაციით, 1996 წლის დასაწყისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინიტროს ძალების გაუთვალისწინებლად) მხოლოდ შვიდი დივიზია ჰყავდა, რომლებსაც თვითიონ თვლიდა „ბრძოლისათვის მზად“.
როგორც ჩეჩნეთის მაგალითმა აჩვენა, ამ „ელიტარული“ დივიზიებიდანაც რამდენიმე სერიოზულად მოიკოჭლებდა. ასეა თუ ისე, ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთში შესული რუსული ძალების რაოდენობა (ელიტარული, „ბრძოლისათვის მზადმყოფი“ ისეთი შენაერთების ნაწილების ჩათვლით, როგორიცაა კანტემირის მოტორიზებულ მსროლელთა დივიზია და ფსკოვის საპარაშუტო დივიზია), დაახლოებით, სამოცდაათი ათასი კაცით უნდა განსაზრვრულიყო, ხოლო რეალური ციფრი რუსული და დასავლური ანალიზების შეჯერების შედეგად მიღებული ოცი ათასს არ აღემატებოდა - ეს კი, უბრალოდ, საკმარისი არაა წამოწყებული საქმის ბოლომდე მისაყვნად.
ფსკოვის დივიზიის ჯარისკაცებს, და სხვათა შორის ოფიცრებსაც, რომელთაც 1994 წლის დეკემბერში შევხვდი გროზნოს გზაზე, მაწანწალებივით ეცვათ. მოგვიანებით ტყვედჩავარდნილი კანტემირის დივიზიის ჯარისკაცებიც ვნახე და უნდა გამოგიტყდეთ, ნებისმიერი სერიოზული საერთაშორისო საზომით თუ მივუდგებით, ისინი სრულებითაც არ ჰგვანან ჯარის „რჩეული“ ნაწილის წარმომადგენლებს - რიგითებიც და სერჟანტებიც კი უბრალო ახალწვეულები იყვნენ, ბევრ მათგანს ტყვედ ჩავარდნამდე ექვსი თვეც არ ჰქონდა ნამსახური. ქანცგაწყვეტილი მოტორიზებული ქვეითი ჯარის შესაცვლელად 1995 წლის იანვარსა და თებერვალში გროზნოში გადასროლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი „ელიტარული“ შენაერთიც, გასამხედროებული პოლიცია - „ომონი“ თუ პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები, სახელდახელოდ, რამდენიმე დღეში შეაკოწიწეს ცალკეული „მოხალისეებისგან“, მანამდე რომ რუსეთის პოლიციის სრულიად სხვადასხვა სპეცშენაერთების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. ეს ხალხი ისე გაგზავნეს საომრად, ერთხელაც კი არ ჩაუტარებიათ ერთობლივი წვრთნა.
მაგრამ ყველივე ზემოთქმული, თუნდაც ჯარის სიმცირე და თუნდაც რჩეული ნაწილების ნაკლებობა - მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახსნის ყველა სფეროში გამოვლენილ უნიათობას. მოსკოვში მყოფი სამხედრო ატაშეების ანალიზით, ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა თავის დანიშნულებას, საჰაერო ტრანსპორტი იყო. დანარჩენებმა - დაზვერვა იქნებოდა, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ქვეითი ჯარი, დესანტი, შემტევი საჰაერო ძალები თუ სპეციფიკური ნაწილები - ყველამ არაერთხელ შეირცხვინა თავი: ვერც დაკისრებული საქმე გააკეთა და ვერც დასახულ მიზნებს მიაღწია.
შარშან იანვარში, გროზნოს სამხრეთ გარეუბანში, ჩეჩნების სამხედრო-საკომანდო პუნქტში სწორედ იმ დროს ვიჯექი საველე მეთაურ შამილ ბასაევთან ერთად, როცა რუსების ბომბდამშენებმა არაერთხელ სცადეს იმ მთის დაბომბვა, რომელზეც ეს პუნქტი (ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა) მდებარეობდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს მიზანს, ის კია არა, რამდენჯერმე ისე გადაგვიფრინეს თავზე, ბომბებიც არ ჩანოუყრიათ, თუმცა ჩეჩნები მხოლოდ ერთადერთი მძიმე ტყვიამფრქვევით იგერიებდნენ შემოტევას. რუსებს ისე კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ საქმის მცოდნე და მამაცი მფრინავები, გასული წლის დასაწყისში თურმე იძულებული გამხდარან საბრძოლო ესკადრილიები მფრინავ-გამომცდელთა და უმაღლესი პილოტაჟის ოსტატებისგან დაეკომპლექტებინათ.
ისევ შარშან, ისევ იანვრის თვეში, გროზნოში მომიწია ყოფნა. ჩემი სახლის შორიახლოს ჩეჩნებმა ნაღმსატყორცნი დადგეს, რომელიც ყოველდღე, ლამის გაუჩერებლად ისროდა ზუსტად ერთი და იმავე ადგილიდან. და ამჯერადაც, რუსების მიერ მისი განადგურების არაერთი ცდა სრული წარუმატებლობით დამთვრდა. მრავლისმნახველი ფრანგი სამხედრო კორესპონდენტი კინაღამ გადაირია: „ასეთი არაფერი მინახავს, ნაღმსატყორცნს წესით და კანონით მუდმივად უნდა უცვალო ადგილი; დღეს მსოფლიოს ყველა არმიას ათასნაირი მოწყობილობა აქვს მისი ადგილსამყოფელის სანტიმეტრებში დასადგენად, ცხადია, რუსებსაც ექნებათ და ვერ გავიგე, მე მაგიჟებენ თუ რას შვრებიანო“. ასეთი ფაქტების ასახსნელად რუსეთი გაცვეთილი არგუმენტების ფართო სპექტრს გვთავაზობს: მოწყობილობა თავიდანვე მოშლილი იყოო (სხვათა შორის, სათადარიგო ნაწილების უქონლობს გამო, რუსული სამხედრო აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს მხოლოდ სხვა აღჭურვილობის განადგურების ხარჯზე შეუძლია არსებობა); ყველაფერი დაიმტვრა და შესაკეთებლად თავი არავინ შეიწუხაო; ძვირადღირებული აპარატურა უკანონოდ გაიყიდაო (მყიდველი, შეიძლება, ვინმე ჩეჩენი „ბიზნესმენიც“ იყო); ის ხალხი, ვინც ასეთი აპარატურის ხმარება იცოდა, ჯარიდან წავიდა და შემცვლელი არავინ მოსულაო; ანდა, ბოლოს, ყველა უბედურება შეიძლება ვინმე ლოთს ან პოტენციურ ალკოჰოლიკს გადაბრალდეს და მაშინ, ნებისმიერი შემდგომი ახსნა-განმარტება უკვე სრულიად უაზრო და უსარგებლო ხდება.
მაგრამ როგორც ამ უკანასკნელი არგუმენტიდან თავისთავად იგულისხმება, ბევრი სამხედრო-ტექნიკური ხასიათის მარცხი, საბოლოოდ ისევ და ისევ ზნეობის კრახიდან იღებს სათავეს. ის რუსი მფრინავი, ვისაც ეცოდინებოდა თუ რითვის იბრძვის და მზადაა თავი გაწიროს ამ საქმისათვის, არავითარ შემთვევაში არ აცდენდა მიზნს, გინდ ტყვიამფრქვევით დაეცვათ მთაზე განლაგებული ბაზა, გინდ არა. ჩეჩნეთში გაგზავნილ რუს ჯარიკაცს კი - ისევე, როგორც ამერიკელს ვიეტნამის ომის ბოლო წლებში - უბრალოდ არ უნდოდა იქ ყოფნა, არათუ ბრძოლა და სიკვდილი. მსგავს ვითარებაში მოხვედრილი დასავლური არმიებისა არ იყოს, რუსების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი ბევრი სისასტიკე - დაწყებული უთავბოლო საჰაერო დაბომბვებით და სამოქალაქო მოსახლეობაზე ყოვლად უგუნური და გაუმართლებელი თავდასხმებით დამთავრებული - საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ რუსული დემორალიზაციის გამოვლენაა და მეტი არაფერი.
„რუსების მიერ კონტროლირებად“ ტერიტორიაზე ჩეჩნების ღრმა რეიდების ერთადერთი ახსნაც (თუკი მოქრთამვის შესაძლებლობას არ მივიღებთ მხედველობაში) ისაა, რომ რუსული პოსტებიც ხშირად გაცლას ამჯობინებენ ხოლმე კარგად შეიარაღებულ, შეუპოვარ ჩეჩნებთან პირისპირ დარჩენას - ასეთი რამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. როგორც შარშან თებერვალში ერთმა ახალწვეულმა აღიარა ჩემთან სუბრისას, „მოსკოვში რაც უნდა ილაპარაკონ, მე ეს მაინც არ მგონია რუსული მიწა, ამ ომშიც არაფერი მესაქმება და სულაც არ მინდა ლიდერების შეცდომების და დანაშაულის დასაფარავად წამოწყებულ თამაშს შევეწიროო“. რწმენა, რომ „დღევანდელი რუსეთის ჭეშმარიტი მმართველი მაფიაა“, ისევე ფართოდაა გავრცელებული რუს ჯარისკაცებში, როგორც მთლიანად საზოგადოებაში.
აშკარაა სხვაობა მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიის დამპყრობელ რუსულ არმიებთან. ცარისტული იმპერიის ჯარისკაცისათვის არავის არასოდეს დაუბრალებია პოზიციების მიტოვება თუ მტრისთვის წინააღმდეგობის გაუწევლობა. ამის ერთი მიზეზი ნამდვილად იყო ბრმა სამხედრო მორჩილებისა და საკუთარი ოფიცრებისადმი შიშის ერთგვარი ნაზავი, მეორე კი - თავად ამ ოფიცრების უყოყმანო მზადყოფნა (ამას ყველზე უკეთ დაჭრილთა და დახოცილთა რიცხვი ადასტურებს), ბოლომდე მდგარიყვნენ ჯარისკაცების გვერდით და მათთან ერთად დახოცილიყვნენ კიდეც. ის ოფიცრები რუსეთის ელიტის წარმომადგენლები იყვნენ და სხვა რა ცოდვებიც არ უნდა ჰქონოდათ, პირადი რწმენისა და ოჯახური ტრადიციის კარნახით მაინც ერთგულად ემსახურობდნენ იმპერიის დიდებას.
დღეს რუსი ოფიცრებისგან არაერთხელ მსმენია: „არმიაში მხოლოდ იმიტომ ვმსახურობ, რომ სხვა არაფერი ვიცი. აბა, ვინ გიჟი დარჩებოდა ჯარში, თუკი ბანკში იშოვიდა ადგილსო“. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და აშკარად გულწრფელი რუსი ოფიცერი, ვისაც კი ჩეჩნეთში შევხვედრივარ - პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთის მეთაური - გამომიტყდა, რომ ბევრი თავისი ყოფილი ხელქვეითის მსგავსად, ისიც აპირებდა სამხსახურის მიტოვებას და ვინმე ბობოლას პირად დაცვაში სამუშაოდ მოწყობას.
რიგითი ჯარისკაცისა თუ ოფიცრის ზიზღი და სიძულვილი „კრემლის ბორდელისადმი“ მართლაც უკიდურესი, დაუფარავი და, რამდენადაც მე შემიძლია განსჯა, საყოველთაო იყო. თუკი ჩეჩნებისგან კაცს ერთთავად მოარული ფრაზა გესმოდა - „ერთი ჩეჩენი ას რუსს უდრისო“, რუსები - თევზი თავიდან ყროლდებაო იმეორებდნენ ყოველ ფეხის ნაბჯზე „თავი“ ამ შემთხვევაში ნიშნავს არა მხოლოდ ელცინსა და მის გარემოცვას, არამედ თავდაცვის მინისტრ გრაჩოვსაც და, გარკვეული თვალსაზრისით, მთელ სამხედრო იერარქიასაც ასე სახელგატეხილს კორუფციით და დაუფარავი ქურდობით. სამხედროების ამგვარი განწყობილება შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეც აღმოჩნდეს, თუკი მომავალში ელცინის რეჟიმს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში არმიის დახმარება დასჭირდა.
ფარისევლობიდან ცინიზმამდე
ურყევი რწმენა, რომ მათი ქვეყანა ზესახელმწიფოა და შესაბამისი ქმედებაც მართებს, ეტყობა, ყველაფრის მიუხედავად,მაინც სამარადისოდაა ფესვგადგმული რუსულ ცნობიერებაში (როგორც, ვთქვათ, ფრანგულში, ოღონდ იქ ნაკლები სიმძაფრითა და აგრესიულობით) და ეს ფაქტი დროდადრო აუცილებლად აქცევს რუსეთს საფრთხობელად. რუსეთი ასევე ყოველნაირად შეეცდება ამა თუ იმ ფორმით თავისი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს უშუალო მეზობლები. თუმცა საკითხავი ის არის, რა საფეხურის გადახდას დათანხმდებოდა იგი, რათა ახალი ტერიტორიული იმპერიის თვალსაზრისით ზესახელმწიფოს სტატუსი აღედგინა. აი, აქ კი, რეალური ფაქტები აშკარად ღაღადებს აბსოლუტურ მოუმზადებლობაზე ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე (სულერთია, რას ვიგულისხმებთ მსხვერპლის გაღებაში - სიცოცხლის სასწორზე შეგდებას თუ ჯიბეზე ხელის გაკვრას). ამგვარი განწყობილება ადრეც აშკარა იყო, ჩეჩნეთის სისხლიანმა სასაკლაომ იგი მხოლოდ გააძლიერა.
აქედან გამომდინარე, არ ღირს მეტისმეტი სერიოზულობით აღიქვა კაცმა ყველაფერი, რასაც რუსი პოლიტიკოსები თუ რიგითი ადამიანები ძალიან სერიოზული სახით ლაპარაკობენ. როგორც ჟურნალ „ფორტუნის ჯარისკაცის“ ყველა მკითხველი ვერ გახდება კარგი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ისე ყველა რუსიც, ვინც გაიძახის, უკრაინა რუსეთის ნაწილიაო, თავს არ გამოიდებს და ამ პრეტენზიის ხორცშესასხმელად საომრად არ წავა უკრაინაში; არც თვითონ წავა და, მით უმეტეს, არც შვილს გაუშვებს.
დღეს რუსეთში ძალზე ტიპიური პიროვნებაა ქალი, რომელსაც მთელი რიგი აგრესიული და შოვინისტური აზრების საჯაროდ გამოთქმის შემდეგ აცხადებს - ცოცხალი თავით შვილს ჯარში არ გაუშვებსო. ამის მიზეზი მხოლოდ ჩეჩნების ტყვიის შიში არ არის; უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსული არმია თავისთავად იქცა სასტიკ გამაპირუტყვებელ და სახიფათო ინსტიტუტად მისი ახლწვეულებებისთვის. საბჭოთა კავშირის აღსადგენად აუცილებელ მასშტაბურ ქმედებებს, ეროვნული მიზნების ერთგული და ეროვნული სოლიდარობის რკინისებური რწმენით გამსჭვალული ხალხი სჭირდება - ასეთი ხალხი კი დღევანდელ რუსეთში სანთლითაა საძებარი.
ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია მოვუსმინოთ, თუ რას ლაპარაკობენ რუსი ახალგაზრდები სამსახურში, დისკოთეკაში თუ კინოთეატრში. ის, რაც მათ უმრავლესობას აშკარად გულზე არ ეხატება, სწორედ იარაღის ხელში აღებისა და დედასამშობლოს გულისთვის ომში წასვლის სურვილია. ამჟამინდელი რუსული კულტურა თავიდან ბოლომდე არამილიტარისტულია და სრულიად გულგრილი (თუ მტრული არა) თავგანწირვისა და სამხედრო დისციპლინის იდეისადმი. დღეს რუსი ახალგაზრდების აღტაცებას იწვევს „ახალი რუსის“ თანამედროვე ტიპი - ბანკირი, ანდა მაფიოზური წარმომავლბის „ბიზნესმენი“ მისი მდიდრული მანქანები, „მარიაჟული“ ცხოვრების სტილი და „მეგობარ გოგონათა“ ამალები. საწყალ, ბებერ კაპიტან ივან ივანიჩს, სადღაც გროზნოში რომ მსახურობს, უბრალოდ, სათვალავშიც აღარავინ აგდებს, და ამგვარი დამოკიდებულება მარტო ბოლო წლების გარდაქმნათა შედეგი როდია - ის საბჭონური ცხოვრების ბოლო სამი ათწლეულითაა ნასაზრდოები.
როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც, მუდმივი სამხედრო თვითმობილიზაციის მგომარეობაში იმყოფებოდა. როცა ეს სახელმწიფოც და მისი წარმმართველი იდეოლოგიაც მოისპო, საზოგადოებაც და კულტურაც უკანმოუხედავად გადაეშვა მეორე უკიდურესობაში. იგორ კონის თქმით, „სბჭოთა მმართველობის დროს რუსეთი მსოფლიოში ყველაზე ფარისევლური ქვეყანა იყო, დღეს კი ის ყველაზე უფრო ცინიკურია“. ამგვარი შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლამდეც იყო მოსალოდნელი, ამაზე მეტყველებდა ბრეჟნევის პერიოდში პატრიოტულ მორალზე თუ დიდი სამამულო ომის საგმირო საქმეზე გაუთავებელი ჩიჩინის მიმართ რუსი ახალგაზრდების ფსიქოლოგიური უკურეაქციაც და ის მკვეთრი განხიბვლაც, რაც ავღანეთის ომის უაზრობამ და დანაკარგებმა გამოიწვია.
საბჭოური კრახის შემდეგ რუსეთის ტელევიზიამაც, ნაწილობრივ მისდა უნებურად, ასევე დიდი წვლილი შეიტანა ომისადმი შიშისა და სიძულვილის დათესვის საქმეში. მხედველობაში მაქვს არა იმდენად ტექსტუალური, რამდენადაც ვიზუალური მომენტი; თითქმის ყველა დასავლური ტელესადგური, განსაკუთრებით ვიეტნამის შემდეგ, საომარ მოქმედებათა ჩვენებისას მკაცრად რედაქტირებულ, „სტერილურ“ ვერსიებს უშვებს ეთერში, რუსეთის ტელევიზიაში კი სრულიად საპირისპირო ვითარებაა, არ ვიცი, თანდაყოლილი გულწრფელობის, სიმამაცის, სენსაციისადმი ლტოლვისა თუ ლამის ცხოველური ურძნობლობის გამო მას დაუოკებელი ჟინი აქვს შეულამაზებელი სინამდვილის ჩვენებისა - და წლების მანძილზე ყარაბახის, ტაჯიკეთის, აფხაზეთის და ბოლოს ჩეჩნეთის ამბების ცქერამ, ამდენი დანთხეული ტვინის, დაგლეჯილი გვამისა და წაწყვეტილი კიდურის ნახვამ, რუს ტელემაყურებელს ბევრი ილუზია აღარ შეარჩინა ომის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთმა სულ ცხელ-ცხელი არგუმენტებით მოამარაგა ის დასავლელი ჟურნალისტები, რომლებიც ამტკიცებენ, ომის გულწრფელი, თუნდაც საზარელი გაშუცქება, სინამდვილეში მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელსო.
დამშრალი წყარო
განწყობილებათა ზოგადი დემილიტარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ურბანიზაცია უნდა ჩაითვალოს. ტრადიციულად, ბევრ სამხედრო ექსპერტს გლეხი უფრო უკეთეს პოტენციურ ჯარისკაცად მიაჩნდა, ვიდრე ქალაქელი; გლეხი ბუნებით უფრო მორჩილია, ფიზიკურად - ძლიერი. უკეთესად ეგუება ავდარს, აგრეთვე სისხლსა და კვლასაც - თუნდაც ცხოველისას - უფრო მიჩვეულია. თანამედროვე არმიებისთვის პრობლემას მხოლოდ გლეხთა რიცხვის შემცირება კი არ წარმოადგენს, არამედ ის ფაქტიც, რომ გლეხურ საზოგადოებებს ტექნიკური განათლების მქონე კადრების ნაკლებობა ახასიათებს. რა თქმა უნდა, ბეჯითმა წვრთნამ შეიძლება აანაზღაუროს ეს ნაკლი, მაგრამ ასეთი წვრთნა უაღრესად ძვირადღირებულია. რუსეთის არმია კვლავინდებურად ცდილობს თავისი რიგები სოფლის ახალგაზრდობით შეავსოს, მაგრამ წყარო ნელ-ნელა მაინც შრება; სოფლის მოსახლეობა კლებულობს, ბერდება, ლოთდება და ფიზიკურად უძლურდება. რაც შეეხება ქალაქელებს, ზოგ მათგანს შეიძლება თავი მაგარი ბიჭი ეგონოს, ოღონდ მაფიის ბოსის დავალებით ვინმეს „გაწეწვა“ ერთია, და მტრის ცეცხლქვეშ რამდენიმე კვირა ფეხმოუცვლელად გაყინულ სანგარში ჯდომა - სულ სხვა.
ამ თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა სამხედრო გამარჯვება, რამაც შემდგომი ათწლეულების მანძილზე ჰიპნოზურ ტრანსში ამყოფა დასავლეთი, შეიძლება აიხსნას, როგორც ისტორიულ ვითარებათა არაჩვეულებრივად ხელსაყრელი დამთხვევის შედეგი. 1941 წლისათვის, ძირითადად საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკის მასშტაბისა და ხასიათის წყალობით, შესაძლებელი იყო ტექნიკურად განათლებული ხალხის, თანაც სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი სპეციალისტების დიდი რაოდენობით ჯარში გაწვევა, იმავე დროს, საბჭოთა არმია უმთავრესად ჯერ ისევ გლეხურ მოსახლეობას ეყრდნობოდა. ყოველივე ეს, ტოტალიტარული სახელმწიფოებრიობისა და ძლიერი მმართველი პარტიის არსებობის პირობებში, რუსეთს უზრუნველყოფდა როგორც ფიზიკურად და ემოციურად საჭირო კონდიციის მქონე საზარბაზნე ხორცით, ისე იდეოლოგიური და ორგანიზაციული ხერხემლითაც.
და კიდევ ერთი: 1941 წლის მიწურულს, ისევე როგორც 1812 წელს, რუსები თავის მიწაზე იბრძოდნენ და თავგანწირვით იცავდნენ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს. რუსეთის სწრაფი სამხედრო აღზევების მაგალითად ზოგჯერ აღნიშნავენ -1939 წელს, როცა საბჭოთა არმია ერთ მუჭა ფინელებთან დამაცხდა, მაგრამ სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ძლევამოსილი გერმანელები გაანადგურა. ძაღლიც თავიც სწორედ აქაა ჩამარხული; დღეს რუსეთს ნატო რომ დასხმოდა თავს და მოსკოვისთვის შეეტია, თავდაპირველი დაბნეულობისა და ხოცვა-ჟლეტის მერე ყველაფერი იქნებ ბერლინისა და პარიზის თავზე რუსული დროშის ფიალით დამთავრებულიყო, მაგრამ რუსეთზე თავდასხმას არავინ აპირებს, და, საბედნიეროდ, მსგავსიც არაფერია მოსალოდნელი.
![]() |
7 გეოპოლიტიკური პარალელი (ნაწილი მეორე) |
▲back to top |
გეოპოლიტიკური პარალელი (ნაწილი მეორე)1
ავთო ჯოხაძე
ერთხელაც გავიხსენოთ წერილის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული რამდენიმე პოსტულატი:
დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე მუდამ შეინიშნება „დასავლეთის“ და „აღმოსავლეთის“ გამყოფი „მერიდიანული ღერძი“;
„მერიდიანული ღერძის“ გადაადგილების ამ უკიდურესი მიჯნების (ე. წ. „საბედისწერო სამანების“) გადამლახავი ქვეყანა აუცილებლად მარცხდება და სამანის გადალახვამდე მიღწეული შედეგის საპირისპიროს იმკის. ამ იდეის საილუსტრაციოდ წერილის პირველ ნაწილში მკითხველს მსოფლიო ისტორიის მიმოხილვა შევთავაზეთ.
ერთხელაც ვნახოთ, გვიდასტურებს თუ არა ამ ჰიპოთეზას ახალი და უახლესი ისტორია:
მიუხედავად პირადი მოტივებისა, რაც ნაპოლეონ ბონოპარტეს ამოძრავებდა, მისი ლაშქრობები აღმოსავლეთით, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობდა ლიბერალური ღირებულებების საფრანგეთიდან ექსპორტს. დასავლეთის უკუქცევა მოსკოვის აღების მერე (დასავლეთის შესაძლო გაფართოების უკიდურეს მიჯნასთან, ანუ „საბედისწერო სამანთან“) დაიწყო.
რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა პარიზში, მაგრამ ეს არ ყოფილა აღმოსავლეთის ტრიუმფი, რუსეთის ჯარმა ხომ იგივე ,,საბედისწერო სამანი“ (აღმოსავლეთის შესაძლო გაფართოების უკიდურესი მიჯნა) გადალახა. მიღწეული წარმატებების საპირისპირო შედეგმაც არ დააყოვნა: რუსეთში დაიწყო დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები და ამ მანამდე გაუგონარი ქმედების წამომწყები სწორედ პარიზის ხილვით გაოგნებული ტრიუმფატორი რუსი სამხედროები იყვნენ (დეკაბრისტები).
შემდეგ „მერიდიანული ღერძის“ გადაადგილების ჰიპოთეზის თანახმად, ევროპის არამართლმადიდებლური დასავლეთი სექტორიდან პოლონეთი და გერმანიის პრუსიული ნაწილი კიდევ შეიძლებოდა გაფართოებული აღმოსავლეთის ბანაკში მოქცეულიყო, მთელი გერმანია კი - არა. ამიტომ, როცა ნაციონალ-სოციალიზმის გამარჯვებით მთელი გერმანია გააღმოსავლურდა და „საბედიასწერო სამანი“ ერთხელაც გაირღვა, მიმოქცევის პრინციპის ძალით, „მერიდიანული ღერძი“ საპირისპირო მიმართულებით უნდა დაძრულიყო. (მით უფრო, რომ მალე ჰიტლერულმა გერმანიამ საფრანგეთის ნაწილის ოკუპაციაც მოახდინა, ანუ „მერიდიანულმა ღერძმა მეტისმეტად შეტოპა დასავლეთისაკენ). მართლაც, აღმოსავლეთის ბანაკი აირია და მისი უზარმაზარი სამხედრო თუ დემოგრაფიული რესურსები ამავე ბანაკის ქვეყნებს შორის ამტყდარმა ომმა (ნაცისტური გერმანია -სსრკ) შთანთქა. „საბედისწერო სამანს“ მიღმა ტერიტორიები კი დასავლეთს დაუბრუნდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთის ბანაკი იმ მიჯნასთან იდგა, რომლის იქით გაფართოებასაც (თვით გაფართოების მცდელობასაც კი) ისტორიის ანონიმური მეხრის მიერ ვითარების კორექტირება და „მერიდიანული ღერძის“ დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება უნდა მოჰყოლოდა. აკი საბჭოთა იმპერიის რღვევა სწორედ დასავლეთთან შეჯიბრში დამარცხებას მოჰყვა. გორბაჩოვის რეფორმების დაწყება ევროგაერთიანების ფორმირების საქმეში მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა - რუსეთის ვესტერნიზაცია დაიწყო.
„მერიდიანული ღერძის“ მოძრაობის კრიტიკული ნიშნული რუსეთშია. „საბედისწერო სამანებს“ შორის მოქცეული სხვა ქვეყნები, ვთქვათ, უკრაინა ან საქართველო, შეიძლება მთლიანად განთავსდეს დასავლეთის (ან აღმოსავლეთის) ბანაკში. აი, რუსეთი კი - ვერა. რუსეთი, იმ ტერიტორიით, რომელიც მას ამჟამად გააჩნია, ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად, მხოლოდ აღმოსავლეთის ბანაკში თავსდება. ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე გადაჭიმული რუსეთი, ასე თუ ისე შერეულ წყობასაც (ავტორიტარული პოლიტსისტემა პლიუს საბაზრო ეკონომიკა) იგუებს, დასავლური სოციალურ-პოლიტიკური სიტემა კი რუსეთს აუცილებლად გახლეჩს, სადღაც მდინარე ვოლგის მერიდიანზე.
რუსეთის ევროპული ნაწილი ლამის მთლიანად „მერიდიანული ღერძის“ მიმოქცევის სეგმენტშია განთავსებული, რაც აღმოსავლურ და დასავლურ ორიენტირებს შორის ამ ქვეყნის გაუთავებელ რყევას განაპირობებს. მაგალითად, როდესაც XIX საუკუნის 60-იანი წლების რეფორმების შემდეგ რუსეთის ვესტერნიზაცია ძალიან შორს წავიდა, რუსეთის დასავლურობის მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საკითხი მთელი სიმწვავით დაისვა: ან დასავლური წყობა - ანდა წინანდელზე უფრო მკაცრი დესპოტია ანუ ტოტალიტარიზმი. 1917 წლის თებერვალში ჯერ ბურჟუაზიულმა რევოლუციამ გაიმარჯვა. იმავე წლის ოქტომბერში კი ტოტალიტარიზმის ზეობა დაიწყო... კიდევ ვიმეორებთ, „მერიდიანული ღერძის“ მოძრაობის კანონზომიერების თანახმად, რუსეთი შეიძლება იყოს ტიპიური აღმოსავლური ქვეყანა თუნდაც ოხოტის ზღვიდან სმოლენსკამდე გადაჭიმული, მაგრამ თუ მას ვესტერნიზაცია სურს - მისი აღმოსავლეთ საზღვარი „საბედისწერო სამანს“, ვოლგას ან, უკეთეს შემთხვევაში, ურალს ვერ გასცდება. ევრაზიული რუსეთი უპირატესად აღმოსავლური შეიძლება იყოს. „ევროპაში დაბრუნებული“ რუსეთი კი გაიხლიჩება.
ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად, რუსეთი მისი გეოპოლიტიკური წინამორბედის, საქართველოს სამეფოს მსგავსად „გეოლოგიური საპირწონის“ (იხ. „გეოპოლიტიკური პარალელი“ ნაწილი I) მისიით არის დაჯილდოვებული და დაწყევლილი. ჩვენი წერილის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ - და ეს ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა ასე - რომ პატრონყმობისდროინდელი საქართველოს სოციალური წყობა ტიპოლოგიურად დასავლეთევროპულს განეკუთვნებოდა. XIII საუკუნიდან კი ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა და საქართველო ვეღარ მიჰყვა დასავლეთის საზოგადოებრივი ევოლუციის დინებას - მისი წყობა გააღმოსავლურდა. საპირისპირო ამოსავალი წერტილიდან დაიწყო საქართველოს გეოპოლიტიმკური ანალოგის, რუსეთის, სოციალური ევოლუცია.
საქართველოსაგან განსხვავებით რუსეთი გაჩენის დღიდან აღმოსავლური წყობის მქონე და, მაშასადამე, პოლიტიკური უუფლებობის პრინციპზე დამყარებული წარმონაქმნი იყო. როგორც ცნობილი სოვეტოლოგი რიჩარდ ფაიფსი განმარტავს, რუსული სახელმწიფო არ წარმოქმნილა სლავური თემების ევოლუციის გზით. ის საზოგადოების, თემის გარეთ დაარსდა და თანდათან დაიპყრო ეს უკანასკნელი. სახელმწიფოებრივი ძალაუფლების პირველი ემბრიონი დამპყრობი ნორმანი მთავრების (კნიაზების) ის მამული ანუ „ვოტჩინა“ იყო, რომელმაც სამხედრო ძალის გამოყენებით დაიპყრო თემი. მოგვიანებით, მონღოლთა ბატონობის შედეგად, კნიაზის ვოტჩინა „ოქროს ურდოს“ ადმინისტრაციულ დანამატად იქცა, ხოლო მოსკოვის მთავარი - ურდოს უპირველეს აგენტად რუსეთში. მონღოლნურ ყაიდაზე აწყობილი მოსკოვიტური ადმინისტრაცია იმავე პოლიტიკური ფილოსოფიით ხელმძღვანელობდა, რითაც ურდოში; კერძოდ, სახელმწიფოს დანიშნულებას ის წესრიგის დაცვაში, გადასახადების აკრეფასა და თავისივე უშიშროების უზრუნველყოფაში ხედავდა - რაც შეეხება დასავლური ცივილიზაციისათვის ასე ნიშანდობლივ მომენტს: საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჯგუფებისადმი პასუხისმგებლობას, მისთვის სრულიად უცხო იყო.
მონღოლთა ბატონობის გადავარდნის შემდეგ ეს ადმინისტრაციული სისტემა ხელუხლებელი დარჩა. ეკლესიის გავლენით რუსეთის ცარები ბიზანტიურ ჩამომავლობასაც იხსენებდნენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად თავი მაინც მონღოლი ხანების მემკვიდრეებად მიაჩნდათ. მონღოლთა კვალდაკვალ ველიკორუსული სახელმწიფოებრიობის ძირითად მიზანსწრაფვასაც დაპყრობები და დაპყრობილი ტერიტორიების ექსპლოატაცია წარმოადგენდა.
ველიკორუსული დერჟავას ეკონომიკური წყობაც ამ ვითარებასთან სრულ შესაბამისობაში იმყოფებოდა. მწარმოებელი მოსახლეობისაგან სახელმწიფოს მიჰქონდა ყველაფერი, რაც საარსებო მინიმუმს ზემოთ იქმნებოდა. მშრომელები აღარ იყვნენ დაინტერესებული წარმოების გაფართოებით, სახელმწიფოს კი თავისი მუდმივად მზარდი მოთხოვნილებების და უზომოდ გაბერილი სამხედრო ხარჯების დასაკმაყოფილებლად საკუთარი მოსახლეობის ყვლეფა ვეღარ შველოდა და ახალ-ახალი ტერიტორიების დაპყრობა და ძარცვა სჭირდებოდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთს ყოველთვის იმაზე მეტი ჯარი ჰყავდა, ვიდრე ნორმალურ ქვეყნებს. თუ მაგალითად, XVIII საუკუნის ევროპულ ქვეყნებში ყოველი 100 მცხოვრები ერთ ჯარისკაცს ინახავდა - შეუდარებლად უფრო ღარიბი რუსეთი - 3-ს. ამ ქვეყნის ფულადი შემოსავლის 85%25 (sic) სამხედრო კამპანიებს მიჰქონდა. ქვეყანა მოჯადოებულ წრეში ტრიალებდა: დაპყრობები ფულისათვის, ფული - ჯარის შესანახად, ჯარი - დაპყრობებისათვის... ახალი მიწების დაპყრობებს ზოგჯერ წინ უსწრებდა და ზოგჯერ თან ახლდა კოლონისტების გადასროლა ამ ტერიტორიებზე. საგარეო ექსპანსია და კოლონიალიზმი რუსული სახელმწიფოს განუყოფელ თვისებად ჩამო ყალიბდა.
უკვე XVIII საუკუნეში რუსეთი საოცრად მყარი შიდასტრუქტურის მქონე აგრესიულ წარმონაქმნად მოგვევლინა. აქ უკვე მაშინ დაწესდა გასვლა-შემოსვლის უმცირესი რეჟიმი, უცხოელებთან თვით დალაპარაკებასაც რომ კრძალავდა რწმენისა და სახელმწიფოს ღალატის მოტივირებით. ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ხანაში ეს თვისებები მხოლოდ ხელახლა აღორძინდა. სამეფო ტახტს სრული მონომპოლია ეპყრა, როგორც პოლიტიკურ ძალაუფლებაზე, ისე საზოგადოების ყველა კლასსა და ფენაზე და საზოგადოებრივი აზრის მისთვის სასურველი მიმართულებით ფორმირებასაც თვითონვე ახდენდა. გაუთავებელი ომიანობის მომიზეზებით ხელისუფლება თავის ანტიხალხურ ბუნებას ჩქმალავდა და პოლიტიკური რეჟიმის არსებობას იდეურად ამართლებდა. რელიგიურად შეფერილი სათანადო დოქტრინა მოსახლეობის ფართო ფენებს ველიკოდერჟავნიკული მენტალობით ჟღენთავდა, რის შედეგადაც რუსული პოლიტიკური სისტემა იმდენად დაზღვეული ჩანდა საზოგადოების ქვედა ფენებიდან რაიმე ცვლილებების გამოწვევის შესაძლებლობისაგან, რომ მას, ალბათ, ძალიან დიდხანს უნდა განეგრძო არსებობა, მაგრამ დასავლეთი ევროპის დაწინაურებამ რუსეთი აიძულა დაეწყო წყობის რეფორმირება.
რეფორმები რეფორმებად, მაგრამ დიდი კნიაზების და ცარების დროინდელი სახელმწიფოებრივი ტრადიცია მაინც ჯიუტად განაგრძობდა არსებობას, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის ევოლუციის დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულებით შებრუნება. საბჭოთა პერიოდში რუსეთის სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური წყობა ისევ ძველებურად ითხოვდა ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის გატარებას. ამ მიდრეკილებას იოლად ვერც პოსტსაბჭოთა რუსეთი დააღწევს თავს.
საქმე ის გახლავთ, რომ რეფორმები რუსეთში ყოველთვის იმპერიალისტური ინტერესებიდან გამომდინარე იწყება და ამ ინტერესების გამომხატველი უზენაესი დაწესებულებების მიერ წარიმართება. როცა რეფორმების შედეგად ისეთი ძალები აღმოცენდება ხოლმე, რომელიც უკვე ეწინააღმდეგება იმპერიულ მისწრაფებებს - რეფორმები წყდება, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ამიტომ რუსეთში რეფორმები ყოველთვის ნახევრულია. აზიური დესპოტიიდან (ივანე მრისხანე, ნიკოლოზ I, სტალინი) ევროპისკენ (პეტრე დიდი, „თავადაზნაურული პერიოდი“, XIX საუკუნის 60-იანი წლების რეფორმები) და პირუკუ მოხეტიალე ამ პოლიტიკური პროცესის ერთი თავისებურება ის გახლდათ, რომ - როგორც არ უნდა გაეფართოებინა უზენაეს ხელისუფლებას საზოგადოების ამა თუ იმ ფენის სამეურნეო და იურიდიული უფლებები, პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მონოპოლიას ის არამც და არამც არ თმობდა. რადგან ეს ძალაუფება იყო სწორედ ის სადავე, რომლის შენარჩუნებაც უზენაესი მმართველობის ხელში ყოველთვის შეიცავდა რეფორმატორული პროცესის დამუხრუჭების ან სულაც დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულებით შეტრიალების შესაძლებლობას. ამიტომ იყო, რომ რუსეთის ისტორიული ევოლუცია დასავლურ და აღმოსავლურ ორიენტირებს შორის მონაცვლეობით გადაადგილება-გადმოადგილებაში გამოიხატებოდა.
ასე რომ, რუსეთის დაძვრა დასავლური განვითარების კვალზე - მისი ისტორიის ამა თუ იმ პერიოდში რომ ხდებოდა ხოლმე - საპირისპირო პოლუსებს შორის გაუთავებელი მიმოქცევის ერთ-ერთი ეტაპის დაწყებას ნიშნავდა და არა განუხრელ წინსვლას ლიბერალიზმის მიმათულებით. მართალია, ევროპისაკენ რუსეთის ყოველი ახალი მიბრუნება ამ პროცესში მოსახლეობის სულ უფრო და უფრო ფართო ფენების ჩაბმას და დემოკრატიის მიმართულებით სულ უფრო შორს შეტოპვასაც მოასწავებდა, მაგრამ მისგან უკუქცევასაც დესპოტიის და ტოტალიტარიზმის სულ უფრო ღრმა უფსკრულში ჩაშვება მოსდევდა. რუსეთი არასოდეს ყოფილა დემოკრაიული ქვეყანა. რუსეთი ან მხოლოდ აღმოსავლურია ან დასავლეთ-აღმოსავლეთის ნაზავი.
დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არც დღევამნდელი რუსეთი იძლევა. დემოკრატიის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე ეს ქვეყანა სავსებით მიზანდასახულად ახდენს ომების და სამხედრო კონფლიქტების პროვოცირებას მისი სამხრეთი საზღვრების ლამის მთელ პერიმეტრზე ანუ მისივე ტერმინოლოგიით „ახლო საზღვარგარეთში“. რუსეთის ეკონომიკის რეფორმაც რაღაც აღმოსავლურად საბაზრო ტიპისაა და როგორც ეტყობა პეტრე დიდის ცნობილ მიმართვას თანამემამულეებისადმი: „ჩვენ გვესაჭიროება ევროპა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულით, მერე კი ისევ შევტრიალდებით ქოთით მის მიმართ“ - არც დღევანდელი რუსეთისათვის დაუკარგავს თავისი ხიბლი.
დღეს რუსეთში მიმდინარე რეფორმები შეიძლება ვინმეს რუსეთის ვესტერნიზაციის მრავალსაუკუნოვანი მცდელობის თვისებრივად ახალ ეტაპად მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ასე არ არის: ჯერ ერთი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთში საბაზრო ეკონომიკა (თავი დავანებოთ იმას, რაც წეღანაც აღვნიშნეთ, რომ ამ ქვეყნის საბაზრო ეკონომიკას აღმოსავლური ელფერი დაჰკრავს) ის მაიინც ვერ იქნება დემოკრატიის არსებობის გარანტი ამ სახელმშიფოში. დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ეკონომიკურისაგან საკმაოდ ავტონომიურია. საბაზრო ეკონომიკა ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემასთანაც თავსებადია და ამის აუარებელი მაგალითი იცის ისტორიამ. მარტო დღევანდელი ჩინეთის მოხსენიებაც საკმარისია. კაცმა რომ თქვას, დასავლური მხოლოდ ის ქვეყანაა, რომელშიც ლიბერალური ღირებულებებია დამკვიდრებული. დღეს რუსეთში გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის რაღაც ხარისხი, მაგრამ დასავლეთთან მისი გაუცხოება ჯერჯერობით მაინც დიდია. დემოკრატიას ისლამური ქვეყნებიც მშვენივრად ჰგუობენ. აი, ლიბერალიზმს: შეხედულების, განსაკუთრებით კი რწმენის თავისუფლებას კი ვერა. ამიტომ ქვეყნები, სადაც ლიბერალიზმი არ ხარობს, მაგრამ დემოკრატიული სისტემა არსებობს, მაგალითად, თურქეთი, უფრო გარდამავალ მდგომარეობაში მყოფად უნდა შევრაცხოთ; უპრიანია მათ პროდასავლური ეწოდოს, და არა საკუთრივ დასავლეთი. საკითხავია, არის თუ არა რუისეთში კულტურული და მენტალური საფუძველი საიმისოდ, რომ ის ახლო მომავალში თუნდაც დღევანდელ თურქეთზე უფრო შორს წამსვლელად ვივარაუდოთ ვესტერნიზაციის მიმართულებით?
თუ ყურადღებას რელიგიის ფაქტორზე გავამახვილებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს. რუსეთი ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ მისი ქრისტიანობა დასავლური ქრისტიანობისაგან გაუცხოებული, აღმოსავლური ორთოდოქსიაა. მართლმადიდებლობის ლიბერალიზმთან მიმართება საკმაოდ პრობლემურია, მაგრამ ჩვენი კონტექსტისათვის ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რასაც „რუსეთის ბუმბერაზი თიმოტური ინდივიდი“ შეიძლება ეწოდოს. თიმოსი, ანუ აღიარების სურვილი, საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ და მამოძრავებელ ფაქტორადაა მიჩნეული. რუსული პოლიტიკური წრეების ყბადაღებული „იმპერიული ამბიციები“ არის არა ძველი, საბჭოური პოლიტიკური ცხოვრების რუდიმენტი, არამედ რუსული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი, მოუცილებელი, მუდმივმოქმედი თავისებურება - მისი ე. წ. მეგალოთიმია (ანუ აღიარების სურვილის მოჭარბება)!
რუსეთში მიმდინარე რეფორმების ლეგიტიმური საფუძველი სწორედ რუსი ხალხის თიმოსი იყო. რუსი ხალხი მიემხრო რეფორმებს, რადგან საბჭოთა კავშირმა ვეღარ დააკმაყოფილა მათი ველიკოდერჟავული სიამაყე, რომლითაც ყოველთვის იყო გაჟღენთილი რუსული საზოგდოების რუსული საზოგადოების უფართოესი ფენები. გავიხსენოთ ჟაკ კიუსტენი: ვისაც წილად ხვდა უბედურება ამ ქვეყანაში (იგულისხმება რუსეთი ა.ჯ.) დაბადებულიყო, ისღა დარჩენია თავი ამაყი ოცნებით და მთელ მსოფლიოზე გაბატონების იმედით გაიბრუოს.“ იმპერიალიზმი რუსული საზოგადოებრივი ცნობიერებისათვის არასოდეს ყოფილა უცხო: „ადრე იქნება თუ გვიან - წერდა თავის დღიურებში ფ. დოსტოევსკი - კონსტანტინეპოლი ჩვენი უნდა გახდეს“. ამ თიმოტურ წადილს დღევანდელი რუსეთი თავის მოსახლეობას ოდნავადაც ვერ უკმაყოფილებს. ბოლოდროინდელი საგარეოპოლიტიკური უკანდახევები (ნატოს გაფართოვება, ბალკანეთის კრიზისი, გავლენის შესუსტება პოსტსაბჭოთა სივრცეზე) სულაც არ იძლევა „მთელ მსოფლიოში გაბატონების იმედს“ ანუ ბღალავს რუსეთის პოლიტიკური წრეების თავმოყვარეობას. ეს ვითარება მუდმივად არსებული წინაპირობაა იმისა, რომ ისევ მიეცეს გასაქანი რუსეთის დამქანცველი იუდო-მასონების წინააღმდეგ ატეხილ, ან რაღაც ამდაგვარ პოლიტიკურ დემაგოგიას. რაც შეეხება რუსეთის გარკვეულ წრეებში „ევროპაში დაბრუნების“ განწყობილების არსებობას, ამან ვითარების შეფასებისას გადაჭარბებული ოპტიმიზმით არ უნდა განგვაწყოს. უბრალოდ, თვით ეს ფორმულირებაც კი ნაყალბევია - რუსეთი არასოდეს ყოფილა ევროპაში და შესაბამისად ვერც დაბრუნდება. გაევროპელება რუსეთის სრულ მეტამორფოზას და თავისსავე ისტორიულ წარსულზე გამარჯვებას ნიშნავს. ასეთი რამ კი საპირისპირო ტენდენციის მქონე ძალების მხრიდან სამკვდრო-სასიცოცხლო გაბრძოლების გარეშე, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. გაევრეპოლების შემთხვევაშიც თუნდაც ტერიტორიულად შემცირებული რუსეთი ავტომატურად არ იტყვის უარს „მერიდიანული ღერძის“ ზონაში ჰეგემონობაზე. რუსეთს არსებითად მხოლოდ მოდერნიზაცია სურს. დასავლეთს კი მოდენიზაციის ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ რუსეთი მისი ინტერესების მოზიარედ აქციოს. ასეთი რამ კი დასავლეთს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს აღმოსავლეთთან ჭიდილში: მისი გავლენა გასცდება „საბედისწრო სამანს“. როგორც ვიცით ამას ისევ მოქცევა მოჰყვება. (წინააღმდეგ შემთხვევაში მაშრიყ-მაღრიბის დუელი თავდება და საპირისპიროები მთლიანდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ამ გამთლიანებულის მიმართ გაჩნდება დაპირისპირების რაიმე ახალი სუბიექტი). მანამდე კი, ანუ რუსეთის სრულ დასავლურ ტრანსფორმაციამდე, ეს ქვეყანა დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება.
თუ ტერიტორიულად შემცირებულ რუსეთში (მის ევროპულ ნაწილში) ოდესმე მართლა ექნა ადგილი ლიბერალიზმის ზეობას, სულ ერთია, ეს სახელმწიფო მაინც უდიდესი გეოპოლიტიკური უპირატესობის მქონე ქვეყნად დარჩება, რაც მას აუცილებლად შეუქმნის ცდუნებებს.
აი, რას წერს რუსეთის საოცარი გეოგრაფიული მდებარეობბის შესახებ იგივე რიჩარდ ფაიფსი თავს წიგნში „გაძლება არ საკმარია“.
„გეოგრაფიული მდებარეობა რუსეთს აგრესიის უნიკალურ შესაძლებლობას ანიჭებს. რუსეთს ვუჭირავს რეგიონი, რომელიც განიმარტება, როგორც გეოპოლიტიკურად „უმნიშვნელოვანესი“. ეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოცფლიოში, რომელიც ესაზღვრება იმ რეგიონს, სადაც დედამიწის მოსახლეობის და ბუნებრი ვი რესურსების უმეტესბუი ნაწილია თავმ ოყრილი - ევროპას, შუაგვულ აღმოსავლეთს და აღმოსავლეთ აზიას. რუსულ ქვეით ჯარს სეუძლია ევროპის, აფრინკის, და აზიის კონტინენტების ნებისმიერ ნაწილს მიადგეს, რომ იტყვიან, ფეხის დაუსველებლად (თუ არ ჩა ვთვლით ხელოვნურად გათრილ სუეცის არხის ვიწრო ზოლს). ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა რუსეთს დაპყრობითიო ომების წარმოების ისეთ შესაძლებლობას სძენს, რომ სხვა ქვეყნებს რომ არც კი დასიზმრებიათ... შესაძლებლობები ყოველთვის ბადებდნენ ცდუნებებს“...
ერთხელაც დავაკვირდეთ რუსეთის გეოგრაფიას „მერიდიანული ღერძის“ კონტექსტში. თუ „მერიდიანული ღერძის“ აქეთ-იქით გადაადგილების უკიდურეს საზღვრებს, ე. წ. „საბედისწერო სამანებს“ რუკაზე გავავლებთ, თვალში გვეცემა, რომ რუსეთის ევროპული ნაწილი თითქმის მთლიანად ამ სამანებს შორისაა მოქცეული. ბუნებრივია, ისტორიის ანონიმური მეხრეც ამ კრიტიკულ სეგმენტში თავწარგული ქვეყნის სოციალურ ისტორიაში დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფლიქტს (ანუ უკიდურესობებს შორის მიმოქცევას და სამხედრო-პოლიტიკურ შესვლა-შემოსვლას) იწვევს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, და ეს ზემოთაც ითქვა, რომ ასეთი შინაგანი გაორების მიუხედავად, რუსეთის სახელმწიფო წყობა უპირატესად მაინც აღმოსავლური ყაიდისაა. რუსული სახელმწიფო თავის ისტორიულ ევოლლუციაში უწყვეტად ინარჩუნებს მონღოლურ ტრადიციებს და დროდადრო ცდილობს მათ დასავლურევროპული ელემენტებიც მიამყნოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროდასავლური შიდაპოლიტიკის ანუ რეფორმების პერიოდში რუსეთის აღმოსავლურობის გამაპირობებელი ელემენტები იმდენად რაიმე სასურველ მეტამორფოზებს კი არ განიცდის, არამედ უკან იხევს და რევანშისათვის ემზადება - ხდება საზოგადოებრივი ძალების პოლარიზაცია. ორი ურთიერთგამომრიცხავი ელემენტის ერთმნეთისადმი უგუებლობა მალევე ააშკარავებს რუსეთის სახელმწიფოებრივი ყოფის კრიზუსულობას. თუ რამდენად სახიფათოა შინაგანი გაორება „მერიდიანული ღერძის“ ქვეყნებისათვის, ამის შესახებ უკვე პირველ წერილში საქართველიოს მაგალითზე ვისაუბრეთ. თავის დროზე ისტორიამ საქართველოს სამეფოს მკაცრი განაჩენი გამოუტანა. რუსეთი მკაცრი ალტერნატივის წინაშე დგას: თუ მას სურს შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს არსებულ საზღვრებში, მაშინ ის აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. თუ ვესტერნიზაცია ურჩ ვნია - ის უნდა დაიშალოს. ორსახოვნება მხოლოდ იანუსის პრეროგატივაა.
მართლაც, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობის ჩვენს მიერ ამოკითხული სქემა სწორია და „საბედისწერო სამანები“ დაახლოებით მდ. ვოლგისა და ბალკანეთ-ბალტიკის მერიდიანზე გადის, მაშინ „აღმოსავლეთის“ დასავლეთისაკენ ტერიტორიული გავრცობის უკიდურესი საზღვარი ბალკანეთ-ბალტიკა, ისეთ სივრცეს მოხაზავს, რომელიც დღევანდელ რუსეთს მთლიანად ჩაიტევს, მაგრამ „მერიდიანული ღერძის“ დასავლეთით გავრცელების მიჯნა, ვოლგისპირეთი, მიჯნასგადამცდარ რუსეთს ტიპოლოგიურად განსხვავებულ, აღმოსავლურ სამყაროში ჩატოვებს.
ყველაფრის მიუხედავად, თუნდაც გახლეჩილი და ტერიტორიულად შემცირებული რუსეთი „მერიდიანულ ღერძთან“ მიმართებაში მაინც საქართველოს სამეფოს მსგავს გეოპოლიტიკურ წარმონაქმნად რჩება: საქართველოს მსგავსად რუსეთი ღერძზეც ზის და იმავდროულად მის გარეთაც იმყოფება. ოღონდ ლათინური T-ს ნახაზს რუსეთის შემთხვევაში მაღლა აგრძელებული ვერტიკალური ხაზიც უნდა დავამატოთ, რადგან ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებით რუსეთი უზარმაზარ სივრცეზეა გადაჭიმული. თუ ასეა, ნახაზს ჯვრის (crux immissa) ფორმა მიენიჭება.
„ოქროს ხანის“ საქართველოს მსგავსად რუსეთიც გეოპოლიტიკურ ჯვარზეა გაკრული. ზედა წყვეტილი ვერტიკალური ხაზი მოწმობს, რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირება შიგ რუსთის სოციალურ წყობაშივე შეინიშნება; სიმბოლოს ჰორიზონტალურ ხაზს ქვემოთ მოქცეული ნაწილი კი მიუთითებს, რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირებას რუსეთის ტერიტორიის სამხრეთითაც აქვს ადგილი. ჯვრის ჰორიზონტალური ხაზი მიუთითებს, რომ რუსეთს „გეოპოლიტიკური საპირწონის“ პოზიცია უჭირავს: იგი გარედან, ზემოდან ეხება მის სამხრეთით არსებულ წინააღმდეგობის „მერიდიანულ ღერძს“ და საჭიროების შემთხვევაში ფლანგებიდანაც მიადგება ღერძის ქვეყნებს. თავის მხრივ რუსეთი, საქართველოსი არ იყოს, სამხრეთიდან უაღრესად ძნელად მისადგომია; თვალუწვდენელი ტრამალებით, ტყე-ჭაობებით და ყინულოვანი პერანგით შეჯავშნულობამ რუსეთს თავისი ისტორიის სათანადო მომენტში გაუიოლა თავდაცვითი სტრატეგიის ძირითადი ამოცანის - ქვეყნის სამხედრო შეუღწევადობის გადაჭრა. თავდაცვითი სისტემის ბუნებრივ ორზღვათაშორისზე (ბალტიიდან ოხოტის ზღვამდე) გავრცელების ამოცანა საქართველოსთან შედარებით გრანდიოზული მასშტაბისაა, მაგრამ ამით საქმის არსი როდი შეიცვალა: უზარმაზარ სივრცეზე განრთხმის მიუხედავად, რუსეთის, როგორც იმპერიის, მახვილი ტრადიციულად ახლო აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. რუსეთს ამ მიზნისაკენ „გეოპოლიტიკური საპირწონის“ ფაქტორი ექაჩება.
ასე რომ, საგარეო ექსპანსიაზე რუსეთს პრინციპულად უარი არასოდეს უთქვამს და თვალსაწიერ მომავალში ალბათ ვერც იტყვის, ხოლო ხანმოკლე შესვენებები თუ უკან დახევები შიდასახელმწიფოებრივი სიძნელეებით არის გამოწვეული და დროებით ტაქტიკურ მანევრს წარმოადგენს. რუსეთისათვის მთავარი სამხრეთის მიმართულება და „მერიდიანულ ღერძზე“ გაბატონებაა. ამ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის მიმართულებით შეტევითი სტრატეგია - რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს - უფრო სამხრეთისაკენ გზის უკეთ გაკაფვის მიზნით გამოყენებულ მანევრს ემსგავსება და არა მთავარ მიმართულებას. „მერიდიანულ ღერძზე“ რუსეთის ჰეგემონობის დამყარების შემთხვევაში, ევროგაერთიანებას „ჩრდილოეთის ერი“ თავისებურ პროტექტორად მოევლინება.
თუ სად, რომელ კონკრეტულ რეგიონში განხორციელდება „სამხრეთისაკენ ნახტომი“ (ჟირინოვსკი) - ბალკანეთ-ხმელთაშუა ზღვის. ბოსფორ-დარდანელის, ამიერკავკასიის, სულაც ცენტრალური აზიის მიმართულებით თუ ყველგან ერთდროულად ეს არ არის არსებითი. თუ რუსეთ-თურქეთის ომების ხანაში ბალკანეთის ფრონტი უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მერიდიანული ღერძი“ დღეინდელთან შედარებით უფრო დსავლეთით, ბალკანეთში იკვეთებოდა, დღეს ვითარება სხვაგვარია.
ლ. ტროცკის ცნობილი გამოთქმის თანახმად, გზა პარიზსა და ლონდონისაკენ ავღანეთ-ინდოეთზე გადისო, დღეს რუსი ლიბერალ-დემოკრატი ვ. ჟირინოვსკიც თავის „სამხრეთისაკენ უკანასკნელ ნახტომს“ თითქოს ინდოეთის ოკეანის მიმართულებით აპირებს, მაგრამ აქ ეს პატივცემული გვამები არ არიან მთლად გულახდილები. ტაჯიკურ, ავღანურ და ბალკანეთის კონფლიქტებში რუსეთს, რასაკვირველია, სულაც არ განეკუთვნება მეოცეხარისხოვანი როლი, მაგრამ რუსეთის საერთო სტრატეგიულ პერსპექტივაში მათ (საქართველოს სამეფოს ანალოგიით) უფრო „ფლანგების უზრუნველყოფის“ დანიშნულება უნდა ჰქონდეს, ვიდრე შეტევის ძირითადი მიმართულებისა. რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგის ყურადღება და ძალები მნიშვნელოვანწილად აქ ამფლანგებზე უნდა იქნას დაბანდებული. ეს კი ამიერკავკასია-პალესტინის ანუ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთს მოქმედებას უიოლებს. თუმცა, გარღვევა ფლანგებიდანაც არის შესაძლებელი. უისტონ ჩერჩილი არ ცდებოდა, როცა დაბეჯითებით ცდილობდა მეორე ფრონტის ბალკანეთში გახსნას, ალბათ ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სამომავლოდ რუსეთის გავლენის აღკვეთის პერსპექტივით, მაგრამ მაშინ ეს საკითხი სხვაგვარად გადაწყდა და საჭადრაკო ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ - გადადებული პარტიის დამთავრება დასავლეთს XX საუკუნის ბოლოს უწევს.
ამასობაში თურქეთის ევოლუციამ დასავლური განვითარების მიმართულებით “მერიდიანული ღერძი” ისევ ამიერკავკასია-პალესტინის რეგიონში გადმოიტანა და კავკასიაში თანდათან დიდი გეოპოლიტიკური ჭიდილის გორდიას კვანძი გამონასკვა.
ამიერკავკასიაში რუსეთი კავკასიელი ხალხების ურთიერთწასისინების პოლიტიკას ეწევა. ეს რეგიონი, უფრო ზუსტად კი მთლიანად „მერიდიანული ღერძის“ ქვეყნები პირდაპირ ზედგამოჭრილია ასეთი ტაქტიკისათვის. ეთნიკური სიჭრელე აქ „გათიშე და იბატონეს“ ცნობილი პრინციპის უხსოვარი დროიდან გამოყენების შედეგად შექმნილი რეალობაცაა და „მერიდიანულ ღერძზე“ ჰეგემონობის დამყარების იმ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მონაპოვარიც, რომელიც მეორე ათასწლწეულის ბოლოს თითქოს თავის ლოგიკურ დასასრულს ეძებს. რელიგიურ აღმსარებლობათა და ეთნოსთა ასეთ სიჭრელეს და გადახლართვას, რომელიც იმიერკავკასიიდან დაწყებული, მთელი „მერიდიანული ღერძის“ ჩაყოლებით ვხვდებით, ვერსად სხვაგან დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით.
ამ სარბიელზე რუსეთის გამოსვლის მომენტისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა წინასწარი სამუშაო უკვე შესრულებულია; რუსეთი გაკვალულ გზაზე მიიწევს.
მაგრამ არის რაღაც საბედისწერო იმაში, რომ „მერიდიანულ ღერძზე“ ჰეგემონობის დამყარების დიდი მომგებიანიობის (რუსეთისათვის) მიუხედავად, კონკურენტები რუსეთს სწორედ აქეთ უბიძგებენ - მათდა უნებლიედ და მათდა ჭირად. დასავლეთიდან ჩრდილო ატლანტიკური კავშირის და აღმოსავლეთში ჩინეთის მიერ შებოჭილი რუსეთის აგრესიული ენერგია უმცირესი წინააღმდეგობის ზონაში, ანუ ახლო და შუა აღმოსავლეთისაკენ მიილტვის. მოვლენათა განვითარებისათვის დამახასიათებელი ანტინომიურობის გამო, ეს უმცირესი წინააღმდეგობილის რეგიონი, ბოლოს და ბოლოს, უდიდესი დავიდარაბის ზონად შეიძლება იქცეს, მაგრამ მანამდე აქ რუსეთი შედარებით ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება და ეს დასავლეთის პოლიტიკური სტრატეგიის თავისებურ ხრვეზად გვევლინება.
ახლო აღმოსავლეთისაკენ მიმართული რუსული ჰეგემონური მისწრაფების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ჯებირი კავკასიაა. რუსეთის ქვეითი ჯარის შეკავება ყველაზე ეფექტურად სწორედ კავკასიის მისადგომებთან მოხერხდება. კავკასიის დაცვა დასავლეთისათვის სულაც არ არის სადღაც დედამიწის მივიწყებულ კუნჭულში ხელის ფათური და პოლიტიკურად არაპრაგმატული ქმედება.
კავკასიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე სრულიად საგანგებო ვითარებაა შექმნილი: ჩეჩნეთი, ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი, საქრათველოს ოკუპირებული ტერიტორიები (აფხაზეთი, ცხინვალი) ავტონომიური აჭარა და რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი ეთნიკური ანკლავები, დეპორტირებული მესხები, სომხთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ტერაქტები და გადატრიალების მცდელობები სამხრეთ კავკასიაში, ქურთები თურქეთში და ერაყში, რუსეთის ირანთან ლაციცი, ჰუსეინის რეჟიმი, ისრაელ-არაბული პრობლემა, ამასწინდელი არეულობები სრუტისპირა იემენში - ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ ბრძოლა უკვე „მერიდიანული ღერძის“ მთელ სიგრძეზეა გაჩაღებული. ამ ღერძის დათმობა ევროპული თანამეგობრობისათვის უმძიმესი შედეგების მომტანია.
შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებით და გერმანიის გაერთიანებით გამოწვეული კმაყოფილების გამო ევროგაერთიანებაში შემავალმა სახელმწიფოებმა ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმეს შორეული კავკასიის პრობლემებს, რომელიც სინამდვილეში ძალიან მახლობელი აღმოსავლეთის კარიბჭეა. ყველა უფრთხის რუსეთს. მოსკოვი კი მიუხედავად ეკონომიკური დაუძლურებისა ვერასოდეს შეეგუება გეოპოლიტიკური ცვედანის როლს. ეკონომიკის გამოსწორება ყოელთვის შეიძლება, გეოგრაფია კი ძნელად იცვლება. რუსეთი არასოდეს ყვაოდა ეკონომიკურად. არსებითად მისი ეკონომიკური შესაძლებლობები არასოდეს მისი გეოპოლიტიკუეუი ამბიციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მინიმუმს არ გასცდენია.
ყოველივე ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს რაიმე ტრიუმფალური წარმატებები ელის „მერიდიანული ღერძის“ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამეფოს მაგალითი ისტორიის კლასიკური გამოცდილებაა. რაც უფრო მწვავდება შიდასახელმწიფოებრივი კრიზისი „გეოპოლიტიკური საპირწონის“ მისიით დაჯილდოვებულ და დაწყევლილ ქვეყნებში და რაც უფრო მკაფიო ხდება მისი შინაგანი გაორებულობა, მით უფრო დაბეჯითებით ცდილობენ ისინი საგარეო პოლიტიკური წარმატების ხარჯზე განმუხტონ ვითარება, ანუ, თუ ალეგორიულად ვიტყვით, მით უფრო მეტი სასოებით აღაპყრობენ თავიანთ მზერას იერუსალიმისაკენ - კატასტროფა კი მოულოდნელად ატყდებათ. რუსეთის უკვე ისედაც გამოფიტული ენერგიის „მერიდიანული ღერძის“ მიმართულებით ხანგრძლივი გადაძაბვა ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.
მაგრამ, როგორც არ უნდა შაეიცვალოს თანამედროვე პირობებში ომების წარმოების წესები და რა ახალ-ახალი დოქტრინებიც არ უნდა დაინერგოს, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების თავი და თავი მაინც ბირთვული პოტენციალია. რაც უფრო ღრმად შეტოპავს რუსეთი „მერიდიანული ღერძის“ კრიზისში, მით უფრო აიწევს მისი ძირითადი სამხედრო პოტენციალის გამოყენების ალბათობა. თუმცა მისი როგორც გამოყენების, ისე აცილების შემთხვევაში რუსეთის საბოლოო სამხედრო მარცხი მაინც გარდაუვალია, რადგან ტაქტიკური მანჭვა-გრეხის მიუხედავად, რუსეთი, ფაქტიურად, ერთსა და იმავე დროს დასავლეთსაც უპირისპირდება და მის გარე აღმოსავლეთსაც, ეს კი საბოლოო მარცხის კარგი გარანტიაა.
საქართველო კიდევ ერთხელ გახდა ის ქვეყანა, სადაც მსოფლიო პოლიტიკის გორდიას კვანძია გამონასკვული. ჩვენი მდგომარეობა საგანგებოა, შეიძლება ითქვას საგანგაშოც. ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში გაბატონებული ჩვენი გამორჩეულობის მითოლოგემა დადასტურდა, მაგრამ ის არც ისე სასიამოვნო გამოდგა - როგორც საპასუხისმგებლო. ვის მხარეს იდგება საქართველო მომავალ, უფრო სწორად უკვე დაწყებულ გლობალურ ჭიდილში, რომელსაც თავისი კულმინაციისათვის ჯერ არ მიუღწევია, ამ საკითხზე პასუხის გაცემა პოლიტიკოსებისათვის მიგვინდვია. ჩვენ კი მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ მკვეთრი არჩევანი ქვეყანამ აუცილებად უნდა გააკეთოს, თუ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გლობალური დაპირისპირების თეატრად იქცეს.
____________________
1. პირველი ნაწილი იხ. ,,საზოგადოება და პოლიტიკა“ I. თბილისი 1996.
2. გასაცვიფრებელი პოლიტიკური ინტუიციის მქონე მონღოლებმა იქნებ თავისებურად აუღეს ალღო ამ კანონზომიერებას. ყოველ შემთხვევაში, მაშინ უფრო გასაგები ხდება მათი უცნაური გადაწყვეტილება: მონღოლებმა ევროპის უკიდურეს დასავლეთ საზღვრებს, ატლანტის ოკეანეს მიაღწიეს, მაგრამ მერე ვროპის დასაპყრობად აღარ გარჯილან. უფრო მეტიც, ოქროს ურდოს შემადგენლობაში რუსეთიც არ ჩართეს და იმპერიის დასავლეთი საზღვარი „საბედისწერო სამანს“ შიგნით ღრმად შეწიეს, რითაც ურდოს არსებობა გაუხანგრძლივეს.
![]() |
8 ქართული ნაციონალიზმი |
▲back to top |
მამუკა ბიჭაშვილი
ქართული ნაციონალიზმის თაობაზე ჩვენში გამართული დისკუსია უფრო ჩაცხრა, ვიდრე პოზიტიური შედეგებით დასრულდა. კამათში ჩაბმულმა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა ოპონენტების დარწმუნება. თითოეული მათგანი, საკუთარი ჭეშმარიტების გადმოცემით დაღლილი, ურყევ პოზიციაზე დარჩა. ვითარება, შესაძლოა, ნაკლებ საგანგაშო იქნებოდა, საქმე რომ განყენებული, მხოლოდ თეორიული ჟღერადობის პრობლემას შეეხებოდეს. მაგრამ საქართველოში კარგა ხანია დასრულდა ეპოქა, რომელზედაც იმ პერატორ ადრიანეს კვალად შეგვეძლო გვეთქვა: „Georgia feiix, saeculum aureum, Tellus stabiiita,Temporum felitas“ 1
პირიქით, ისეთ დროს, როდესაც ნაციონალური სახელმწიფოს აშენების შანსი არსებობს, ერის სოციალური მნიშვნელობის საკითხები გამოკვეთილ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ შემთხვევაში არასწორი ტერმინოლოგია მხოლოდ ხელისშემშლელ გარემოებად შეიძლება იქცეს. მართლაც ორაზროვანი ტერმინების გმოყენება ბუნდოვანი აზროვნების უტყუარი მოწმეა, ხოლო ბუნდოვანი აზროვნება კი ვერაფერი მოკავშირეა კრიტიკულ და პასუხსაგებ სიტუაციებში.
საქმე ეხება ნაციონალური სახელმწიფოს იდეას და მასთან დაკავშირებულ აუცილებელ პრინციპებს. თვითკრიტიკულად განწყობილი ქართველების დიდმა ნაწილმა უყოყმანოდ გაიზიარა დამკვირვებლის შეშფოთება ეროვნულული ენერგიის არაერთი ოდიოზური გამოვლენის გამო. ამან პირველი კორექტივები შეიტანა ტერმინ „ნაციონალურის“ მეტისმეტად ლაღი გამოყენების პრაქტიკაში. შემდგომში საქართველოს, რომელსაც დასავლეთის თანადგომის იმედი ჰქონდა, მოუწია გაეთვალისწინებინა იქ გაბატონებული იდეოლოგიური ატმოსფერო, რომელშიც ნაციონალიზმი უმაღლეს პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოადგენს. პირიქით, დასავლეთში ნაციონალიზმზე დიდი სიფრთხილით მსჯელობენ და სავსებით გასაგებია, რადგან გარდა ნაცისტური პარტიის იდეურ-პოლიტიკურ პრინციპებთან აშკარა ასოციაციისა, ნაციონალიზმი დასავლურ მენტალიტეტში ხშირად უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების სეპარატისტულ მოძრაობებს, რომლებიც დიდ პრობლემებს უქმნიან ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკურ ერთიანობას. საქართველოში ყოველივე ეს, ბოლოს და ბოლოს საკმაოდ ნათლად გაითავისეს, მაგრამ ამის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, გასაკეთებლი სრულუიად სხვა რამ იყო, ვიდრე ნაციონალიზმის ზედაპირული კრიტიკა. ფაქტია, რომ ამგვარ კრიტიკას, რომელშიაც უხვად იყო შეზავბვული თვითგვემის ელმენტები, სულაც არ შეუწყვია ხელი ნაციონალური სახელმწიფოს აგების სტანდარტული პრინციპების იდენტიფიკაციისათვის. პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა, რომელიც ხედავდა სრულ შეუთავსებლობას გარკვეული წრეების მიერ გაჩაღებული ანტინაციონალურ კამპანიასა და ნაციონალური სახელმწიფოს აშენების ამოცანას შორის, გამოსავალი „ეროვნულის“ და ნაციონალურის“ გამიჯვნაში მოძებნა. დაიწყეს მტკიცება, რომ საქართველო მხოლოდ ეროვნულ თვითგმორკვევას ესწრაფვოდა და მას არაფერი ჰქონდა საერთო ნაციონალიზმმთან (და, მაშასადამე, არც ნაციზმთან). „ეროვნულითა“ და „ნაციონალურით“ ჟონგლიორობამ სულ არივ-დარია საქმე: მათი შემოთავაზებული გამიჯნვა ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, რადგან როგორც „ეროვნული“ ასევე „ნაციონალური“ დასავლურ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ერთი ცნების ქვეშ ((national”) იყრის თავს. გარდა ამისა არავითარი გარანტია არ არსებობს საიმისოდ რომ ისეთი პოზიტიური მნიშვნელობის კონტექსტებში, როგორიცაა „National Security” ან “National Interest” სწორედ „ეროვნული“ იგულისხმება და არა „ნაციონალური“.
თანდათანობით უფრო გასაგები გახდა, რომ „ნციონალური“ როგორც მას მოიხმარენ დასავლეთში, სახლმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული. ამ აზრით, „ნაციონალური სახელმწიფო“ ნაციონალური კულტურისა და სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სპეციფიკური შერწყმის შედეგია. ამიტომ, ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ეროვნული უსაფრთხოება“ და ეროვნული ინტერესები“, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო „უსაფრთხობას“ და სახელმწიფო ინტერსებს უკავშირდება. მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებით „სახელმწიფოს“ ცნებას, მით უფრო საეჭვო სახეს იღებს ჩვენი „ნაციონალიზმი“. მართლაც, თუ ნაციონალიზმი ურყევად უკავშირდება სახელმწიფოს, მაშინ არსებული ქართული ნაციონალიზმი ისეთივე დეფექტური იქნება, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
„აზერბაიჯანზე მეტად, - ვკითხულობთ ჩვენ ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებლის ანგარიშში, - საქართველო გახლეჩილი იყო შინაგანი პოლიტიკური დაპირისპირებითა და ძალადობით. სომხებისაგნ განსხვავებით, რომელთაც ნაციონალური ერთსულოვნების უფრო ძლიერი გრძნობა აღმოაჩნდათ, ქართველბმა თავიანთი ნაციონალიზმის მხოლოდ ხმამაღალი დეკლარირების უნარი გამოავლინეს. ქართველები არ მოქცეულან როგორც ერი. ურთიერთკომპრომისებზე წასვლისა და გაერთიანებული ძალებით რუსეთის დაწოლაზე წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, რეგიონალური და ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერები ყოველთვის მზად იყვნენ მიყიდულიყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, რათა თავიანთ ქართველ ოპონენტებთან ანგარიშსწორების შანსი მისცემოდათ. რუსეთის დაახლოებით ორსაუკუნოვანი ბატონობის შემდგომ, საქართველომ, როგორც ჩანს, დაკარგა დამოუკიდებლად თავდაცვის უნარი“.2
ამრიგად, ნაციონალიზმის დეფიციტი, თუ შემოთავაზებულ მკაცრ, მაგრამ სამართლიან შენიშვნას გავიზიარებთ, ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოფის წესთან და შესაბამისი მენტალიტეტის პრობლერმასთან არის დაკავშირებული. ნაციონალიზმი, ერთი გაცვეთილი, მაგრამ საქმის არსთან ახლო მდგომი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, შეესიტყვა „სახელმწიფოებრივ აზროვნებას“ და არა საკუთარი ეროვნული ღირსებების დეკლარირებას.
„ქართული სახელმწიფოებრიობა“
„ეროვნულის“ და ნაციონალურის“ გამიჯვნიდან საკმაოდ შორს მიმავალი დასკვნები გამოიტანეს. თუმცა, თავისთავადაც ნაციონალური სახელმწიფოს აშენების სამომავლო ამოცანებზე სჯა-ბაასი არაერთი ჩვენი თანამემამულის გაღიზიანებასა და გულისწყრომას იწვევს. „ქართველი ერი დღეს როდი ყალიბდება, - ამბობენ ისინი, - ქართული კულტურა უძველესი თვითმყოფადი კულტურაა, ხოლო ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორის. რა ნაციონალურ სახელმწიფოს აშენებაზეა ლაპარაკი, როდესაც უკვე XII საუკუნეში, რომ აღარფერი ვთქვათ გაცილებით უფრო ადრეულ ლოკალურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაზე, საქართველოში შეიქმნა სათანადოდ სტრუქტურული, ცენტრალიზებული სახელმწიფო? ერთიანი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებელმა არსებობამ, შემდგომში, რიგი არახელსაყრელი ისტორიული მოვლენების თანხვედრის გამო არსებობა შეწყვიტა და ამჟამად ქართველი ერის ამოცანა ქართული ნაციონალური სახელმწიფოს აღდგენა-განმტკიცებაა“.
რა შეიძლება ითქვას ამგვარი არგუმენტების შესახებ? პირველი და ძირითადი, რისი აღნიშვნაც აუცილებელია, ის გახლავთ, რომ რომელიმე ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესი იმთავითვე როდი აყალიბებს ნაციონალურ სახელმწიფოს, ამით სახელმწიფოც არ არის ერთგვაროვანი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც ყველა ეპოქაში მდგრადი და იდენტური სტრუქტურების შემცველი იქნებოდა. არსებობს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოები და ნაციონალური სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთია მათ შორის. საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები. ისინი ანტიკური ეპოქის ტიპიური ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციები იყვნენ, რომლებშიც პოლიტიკური აზროვნება და ცხოვრება სრულ თანხმობაში გახლდათ ძალზე მაღალი დონის კულტურასთან. ამისდა მიუხედავად, ცნობილია, რომ ანტიკური ეპოქა ისე დასრულდა, რომ არ უარსებია არც ბერძენ ერს და არც ერთიან ბერძნულ სახელმწიფოს. იმ ფაქტმა, რომ ბერძნები მკაცრად მიჯნავდნენ ერთმანეთისაგან ჰელინსა და ბარბაროსს, არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში: საბერძნეთი არსებობდა როგორც ლოკალური ქალაქ-სახელმწიფოების კულტურული არეალი, რომელშიც პოლიტიკური და კულტურული საზღვრები მნიშვნელოვნად სცილდებოდა ერთმანეთს, მართალია, ბერძნულმა პოლისებმა კოორდინირებული ძალისხმევით მოიგერიეს სპარსეთის აგრესია, მაგრამ ინტერსების დროებით გაერთიანებას ხელი არ შეუშლია შიდაბერძნული კონფლიქტებისათვის. პირიქით, ქალაქ-სახელმწიფოების სტანდარტული პოლიტიკური ცხოვრება გმუდმებულ დაპირისპირებებსა და ერთმანეთთან ომებში მიედინებოდა.
ხომ არ შექმნილა მოცემულ ვითარებაში რომელიმე ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პრიორიტეტი, რომელიც თავს მოახვევდა დანარჩენს საკუთარ ნებას და წარმატების შემთხვევაში იქცეოდა ნაციონალურ სახელმწიოდ? არა, რადგან როგორც ალექსანდრე მაკედონელს ან შესაძლოა, უფრო დამაჯერბლად, რომის იმპერიის პრეცენდენტები გვასწავლის, ლოკალური პოლიტიკური რეჟიმის უბრალო გაფართოება ვერ იძლევა ასეთ ნაციონალურ სახელმწიფოს. რომი თავის დროზე, როგორც გვახსოვს, ტიპიური ქალაქ-სახელმწიფო იყო. მისმა წარმატებულმა სამხედრო ლაშქრობებმა იგი იმპერიად აქცია. მიუხედავად ამისა, რომ რომაელი პოლიტიკოსები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს „რომაელი ხალის“ („Populum Romanum”) სახელით, მსგავსი განცხადებები სულაც არ გულისხმობდა რომაელი ხალხის არსებობას. იმპერიაში, სადაც თავი მოიყარა უაღრესად ჭრელმა ეთნიკურმა შემადგენლობამ, უნიფიცირებულმა, ძალზე მაღალი დონის სამართლებრივმა პრაქტიკამ მაინც ვერ მოახერხა ნაციონალური ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისდა მიუხედავად, რომ უნიფიცირებული კანონმდებლობა ყოველთვის მსგავსი ცხოვრების წესს უკარნახებს მოსახლეობას. რომმა ვერ შექმნა ნაციონალური კულტურა. კოსმოპოლიტური ფასეულობების გაბატონება, რომლებიც მშვენივრად შეერწყნენ სტოელთა და ეპიკურელთა მსოფლმხედველობებს, ამ უკანასკნელის მიერ ფართოდ რეკლამირებული „მსოფლიო მოქალაქეობის“ იდეით, შთამბეჭდავი არგუმენტია იმაში დასარწმუნებლად, რომ რომაელთა პოლიტიკური ცხოვრება არ წასულა ნაციონალური სახელმწიფოს ფორმირებისაკენ. თვით ამ იდეის ვერ მიღება თანმხლები ნიშანია. ამგვარად, შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ თვით ასეთმა მაღალმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა დონემაც კი, როგორიც რომს გააჩნდა, ვერ უზრუნველყო ავტომატურად ნაციონალური რომაული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს. საბერძნეთისა და რომის ისტორიიდან მოხმობილი მაგალითები ერთსა და იმავეს გვეუბნება - ამა თუ იმ ეთნოსის, ხალხის სახელმწიფოებრივი გაერთიანება ჯერ კიდევ არ იძლევა ნაციონალურ სახელმწიფოს. რა „მორალის“ გამოტანა შეგვიძლია ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით? ხომ არ წარმოადგენენ ქართველები ბედნიერ გამონაკლისს?
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ შეგვაქვს ეჭვი ერისა და ქართული კულტურის სიძველეში, „ქართულ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაზე“ მსჯელობა, თუნდაც ის შეეხებოდეს თამარის ეპოქის ცენტრალიზებულ და მკვეთრად სტრუქტურიზირებულ სახელმწიფოს, დაზუსტებას საჭიროებს. გამოთქმა „თამარის ეპოქის ეროვნული სახელმწიფო“ ისევე, როგორც მრავალი მისი მონათესავე, არაერთმნიშვნელოვანია. ამ მნიშვნელობების ექსპლიკაციისათვის კი საკმარისი იქნება არც თუ დიდი ძალისხმევის ლინგვისტური ანალიზი.
რისი თქმა გვსურს, როდესაც „თამარის ეპოქის ქართულ სახელმწიფოზე“ ვლაპარაკობთ? ეს გამოთქმა, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ XII საუკუნეში ქართველები ნომადური ყოფის ეთნოსი კი არ ყოფილა, არამედ ორგანზებული იყო სახელმწიფოებრივად. ასეთი მნიშვნელობა, რომელიც სავსებით კორექტულია, როგორც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს და რომის მაგალითზე ვნახეთ, არ იძლევა სასურველ შედეგს: „სახელმწიფოებრივი ორგანიზაციიდან“ ანალიტიკურად არ გამომდინარეობს „ნაციონალური სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია“. სახელმწიფოებრივად ქართველი ხალხი ორგანიზებული იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც, მაგრამ არავინ ლაპარაკობს მის ნაციონალურ სახელმწიფოებრიობაზე.
არსებობს „ქართული ეროვნული სახელმწიფოს“ სხვა მნიშვნელობაც. ამ მნიშვნელობით „ქართულ სახელმწიფოზე“ მსჯელობისას მხოლოდ იმის თქმა კი არ სურთ, რომ „ქართველები სახელმწიფოებრივად იყვნენ ორგანიზებულნი“ გარკვეულ ეპოქაში, არამედ იმისა, რომ „ამ სახელმწიფოს სუვერენი იყო ქართველი ერი“. მაგრამ „სუვერენი“ „უმაღლესი ხელისუფლების“ ტოლმნიშვნელოვანია. ამიტომ, თავის მხრივ, „ქართველი ერის სუვერენობა“ შეიძლება ნიშნავდეს ორიდან ერთს: კერძოდ იმას, რომ გარკვეულ ეპოქაში „საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი ეთნიკურად ქართველი იყო“ და, ან იმას, რომ „ამ სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი ქართველი ხალხი იყო“. თუ, ახლა თითოეულ მათგანს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ პირველი მნიშვნელობა მიუღებელია, ხოლო მეორე - არარეალური.
შეგვიძლია თუ არა განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო ნაციონალურია, თუკი მისი უმაღლესი მმართველი იმავე ერის წარმომადგენელია, რომელიც სახელმწიფოებრივადაა ორგანიზებული? რა თქმა უნდა, არა დავანებოთ თავი იმას, თუ როგორ იწონებდნენ ბაგრატიონები თავს ბიბლიურ დავითთან ნათესაობით, ნურაფერს ვიტყვით ნურც სამეფო ოჯახის შერეულ ქორწინებაზე, რაც ეპოქის სავსებით ნორმალური მოვლენ იყო. გავიხსენოთ უფრო ახლო წარსული. გავიხსენოთ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა ქართველი მმართველებით არა მხოლოდ თბილისში, არამედ მოსკოვშიც. სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე... ეს გვარები ფრიად შთამბეჭდავად ჟღერს საიმისოდ, რომ შემოთავაზებული მნიშვნელობის მიხედვით, საქართველოს ნაციონალური სახელმწიფოებრიობა უზრუნველვყოთ. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. სწორედ ამ პიროვნებების მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული პირველი ქართული ნაციონალური სახელმწიფოს დასასრული.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელობას, თავისთავად ის, რა თქმა უნდა, მისაღებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი ამ სახელმწიფოს მკვიდრი მოსახლეობაა, ნაციონალური სახელმწიფოა. მაგრამ როდის იყო საქართველო ასეთი სახელმწიფო? ყოველ შემთვეაში არა XII საუკუნეში. კარგად ცნობილი ფრაზა „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების...“ უდავოდ მეტყველებს ძალზე მაღალი დონის ნაციონალურ და სახელ წიფოებრივ თვითშეგნებაზე, მაგრამ მხოლოდ ის არ იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ, რომ „ოქროს ხანის“ საქართველო ნაციონალური სახელმწიფო იყო. ქართველი მეფეების უმრავლესობის თავდადებული ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ და მათი ბრძოლის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიერ ქმნის იმის ილუზიას, თითქოს საქართველოს მეფე რაღაც მემკვიდრეობითი პრეზიდენტის მსგავს ფუნქციას ასრულებდა ქვეყანაში. ზოგიერთი ჩვენი მკვლევარი სწორედ ამგვარად გვიხატავს საქმის ვთარებას, როდესაც საქართველოს მეფეებს ქართველი ხალხის წარმომადგენლებად მიიჩნევს საერთაშორისო ასპარეზზე. იმისდა მიუხედავად, რომ მეფის, როგორც სუვერენისა, და მოსახლეობის უფართოესი ფენების ინტერესები უმეტესწილად ემთხვეოდა ერთმანეთს, სინამდვილეში, თამარ მეფე ისევე, როგორც მინამდელი და შემგომი ერთიანი ქვეყნის ქაართველი მეფეები საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ უმნიშვნელოვანეს საშინაო პოლიტიკურ აქტებში, წაარმოადგენდა მხოლოდ საკუთარ თავს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას. არ უნდა დავივწყოთ აქვე არც ის, რომ ეს უმაღლესი ხელისუფლება შესაბამის გამოხატულებას პოულობდა ეკონომიკურ ასპექტში. საქართველოს მეფე ქვეყნის ბატონი და პატრონი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. მართალია, საქართველოს მეფე, კალიტას ოჯახის მსგავსად, რომელიც მთელი მოსკოვიტიის ერთადერთი მესაკუთრე შეიქნა, არ ფლობდა საკუთრებაში სრულიად საქართველოს, მაგრამ იგი მაინც საბოლოო განმსაზღვრელი ინსტანცია იყო საკუთრებისა. ბაღვაშების კონფლიქტი მეფესთან სწორედ ამგვარი ეკონომიკური საკითხებით იყო განსაზღვრული. არც კონფლიქტამდე და არც კონფლიქტის შემდეგ მეფე არ აპირებდა ფეოდალების მამულის ხელყოფას. დავა ერთი საკითხის ირგვლივ მიმდინარეობდა: ბაღვაშებმა მეფისაგან მიიღეს მამული თუ თავად „შეეწივნენ“ მას. უმაღლესი რანგის არისტოკრატიის მიმართ ასეთი დამოკიდებულებისაგან გასაგები ხდება უმაღლესი ხელისუფლების ურთიერთობა უფრო ფართო ფენებთან. ამრიგად, საქართველოს რუსეთის იმპერიაში ინკორპორაციამდე (და მით უფრო მას შემდეგ) ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა „საკუთარი“ პოლიტიკური გაერთინების სუვერენი, არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობათა რეალური სუბიექტი. რუსეთის მიერ საქართველოს შეერთებამდე, ჩვენში კონსტიტუციური მონარქიის რეჟიმის დამყარების წარუმატებელი ერთადერთი ცდის გარდა, საქართველოში ერთი და იგივე პოლიტიკური რეჟიმი არსებობდა - საქართველო იყო სამეფო ყველა გამომდინარე შედეგით.
ჩვენი მოსაზრების მართებულობის საილუსტრაციოდ შეგვიძლია ავიღოთ „გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომლის პირველი არტიკული გვამცნობს: „უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცვლეთა თვისითა, დღესასწაულობით უკუნსთქუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტდიონისა, მოკიდულებისა სპარსთასა ანუ სხუათა მპყრობელთასა“. როგორც ვხედავთ „ქართველი ხალხის“ ან „ქართველი ერის“ სახელით აქ არავინ ლაპარაკობს და სავსებით კორექტულადაც. შევადაროთ ახლა ციტირებული ფრაგმენტი მეორე დოკუმენტს, 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს: „ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა, აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგნ თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვთარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ...ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო - სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო“. როგორც ვხედავთ, განსხვავება საკმარისად მეტყველია. მეორე დოკუმენტში ქართველი ხალხი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენი, ცალსახადაა წარმოდგენილი და ორაზროვნებისათვის აღარავითარი საფუძველი აღარ არსებობს. აქედან შეიძლება ითქვას, რომ თუ, განსაზღვრების მიხედვთ, ნაციონალურია სახელმწიფო, როდესაც პოლიტიკური ორგანზაციის სუვერენი შესაბამისი ქვეყნის მკვიდრი ხალხია, მაშინ ამგვარ ნაციონალური სახელმწიფო პირველად 1918 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში. შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და არ შემოისაზღვრება შიშველი პოლიტიკური აქციით. თუმცა, „ქართული სახელმწიფოს“ მნიშვნელობისათვის შემოთავაზებული ანალიზი სავსებთ საკმარისია. მის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერონულ სახელმწიფოს“ არ გააჩნია „ნაციონალური სახელმწიფოსაგან“ განსხვავებლი პოლიტიკური საზრისი, თუკი, რა თქმა უნდა, გვსურს რასისტული თეორიებისგან გამიჯვნა.
ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი.
იქედან, რაც ნაციონალურ სახელმწიფოს შესახებ ითქვა, გვმართებს ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ. მათი აღრევა ჩვენს ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში დიდ იშვიათობას როდი წარმოადგენს. საკუთრივი მნიშვნელობის დაზუსტებამდე, უკვე მოპოვებული მასალის საფუძველზე ცხადია, რომ ნაციონალიზმი მხოლოდ გარკვეულ ეპოქაში წარმოიშვება, მაშინ, როდესაც პატრიოტიზმი ყოველთვის არსებობდა.
„ნაციონალიზმს“ ზოგჯერ უკავშირებენ რასობრივი თავისებურების საფუძველზე შექმნილ სულიერი წყობის თავსებურებებს. მოკლედ, ეს არის ჯიშის ამბავი. ისევე როგორც სეტერი განსხვავდება, ვთქვათ, ბულდოგისაგან ან არაბული ულაყი ინგლისურისაგან, ასე განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ერიც. ამგვარი თვალსაზრისი „ნაციონალიზმის“ ნეგატიურ მნიშვნელობას გვამცნობს. იგი სინამდვილეში ემთხვევა „ეროვნულის“ კიდევ ერთ მნიშვნელობას, რომელსაც დებენ ხოლმე „ეროვნული სახელმწიფოს“ იდეაში. „ეროვნული სახელმწიფო“, ამ აზრით, „ქართველების სახელმწიფოა“. ეროვნულის იდეის სახელმწიფოებრივი მშენებლობის ფუნდამენტში ჩადება, მაშინ როდესაც ერი რასასა და ჯიშთან არის გაიგივებული, „სხვა ჯიშის“ საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში მძიმე პრბლემის წინაშე გვაყენებს. საილუსტრაციოდ აფხაზებთან უთიერთობა ავიღოთ. ერთი მხრივ, ვერა და ვერ ვეგუებით აზრს, რომ აფხაზეთი საქართველოს მიღმა დარჩეს; ჩვენ გვსურს, რომ აფხაზები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და როგორც მოქალაქეებს შორის ჩვენსა და მათ შორის არავითარი განსხვავბა არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი ჩვენ ვაპირებთ ჩვენი სახელმწიფო ეროვნულ საფუძველზე ავაგოთ, ავაგოთ როგორც „ქართველების სახელმწიფო“, მაშინ, ცხადია, აფხაზებს უნდა გავემიჯნოთ. ასეთი „მანკიერი წრე“ მხოლოდ თეორიული სპეკულაციების საგანი როდია. ურთიერთგამომრიცხავი ორიენტირები ჩვენი საშინაო პოლიტიკური კურსის მერყეობისა და არათანმიმდევრვულობის განმაპირობებელი მიზეზია. ვფიქრობთ „საქართველოს ნაციონალური სახელმწიფოს“ იდეა მხოლოდ მოგებული დარჩება თუკი ცალსახად გავემიჯნებით მსგავს რასისტულ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური ერთიანობა ნატურალური განსხვავებაა, რომელიც არსებობდა და იარსებებს იმისაგან დამოუკიდებლად, რა სახელმწიფოში, რა საზოგადოებაში და რა კულტურულ გარემოშიაც არ უნდა ტრიალებდეს ადამიანი. ამ აზრით, ნაციონალიზმი არის კაცობრიობის ნატურალური და უნივერსალური მოწყობის წესი, რომლის პოლიტიკური ექვივალენტი თან უნდა სდევდეს ერთ ცნობილ პრინციპს: „Ein Reich, Ein Volk, Ein Fuehrer”.
აღნიშნული დოქტრინა უაღრეად პრობლემურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას აუცილებლობით უნდა მოჰყვეს აბსუდამდე მიმავალი ჯიშის სიწმინდის დამცველი და გამომკვლევი ღონისძიებანი, არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფოების ასეთი წესით დაყოფის მოთხოვნის სამართლიანობა მხოლოდ მოჩვენებით სიცხადეს ფლობს. სინამდვილეში, პრინციპი დიდი ხფათის შემცველია და მისი პრაქტიკაში გატარება გამოიწვევს არსებული სახელმწიფოების უმრავლესობის დესტრუქციას ყველა იმ ხალხის მიერ, რომელთაც „მთვლემარერად“ ყოფნიდან სახელმწიფოებრივ არსბობაზე გადასვლის პრეტენზია გააჩნათ.
როგორია, ამისგან გასხვავებით, „ნაციონალიზმის“ ჩვენთვს მისაღები მნიშვნელობა? ახლავე შეგვიძლია ამ მხრივ მივუთითოთ, რომ ტერმინი არ მოითხოვს ადამიანების ხსენებული ნატურალური გაერთიანების არსებობას ერთხელ და სამუდამოდ მოცემული და დასრულებული სახით. ნაციონალიზმი სულაც არ არის „ჯიშის საკითხი“. პირიქით, იგი უფრო ახალი კავშირების შექმნის კრისტალიზაციას წარმოადგენს, რომელიც წინა-ნაციონალური ეპოქის ნედლ მასალას საკუთარი მიზნებისათვის გადაამუშავებს. სხვაგვარად ეს იმასაც ნიშნავს, რომ ერების ნაციონალიზმი ისტორიის სიღრმეში როდი იკარგებოდა. ნაციონალიზმის ლტოლვა იმისაკენ, რომ შრომის ახლებურად ორგანიზაციის საფუძველზე ერი ჩამოაყალიბო თვისობრივად ახალ გაერთიანებად, სინამდვილეში ძალზე დიდია და თუმცა იგი თანამედროვე სამყაროში მოქმედი ერთადერთი ძალა არ არის, მაინც განსაზღვრავს პოლიტიკური გაერთიანების ნორმებს, რომელთა უმრავლესობამ უნდა დააკმაყოფილოს ნაციონალიზმის იმპერატივი.
ნაციონალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი, როგორც შემდგომ ვნახავთ, ერთიანი ეროვნული კულტურაა, რომელმაც უნდა მოახერხოს ცალკეული კულტურული არეალების თავმოყრა უნივრსალური სტანდარტების ქვეშ. კულტურების ასეთი შერწყმისათვის საჭირო რესურსები ადრეულ ისტორიულ ეპოქებს არ გაჩნიათ. საჭირო რესურსები მხოლოდ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ჩნდება, რომლის ხელშეწყობითაც ნაციონალური სახელმწიფო ყალიბდება ანონიმურ, იმპერსონალურ საზოგადოებად ურთიერთშენაცვლებადი, ატომიზირებული ინდივდებით. ეს უკანასკნელნი გაერთიანებულნი არიან იმით, რომ თითოეული მათგანი ერთიანი კულტურის მონაწილეა, რომელიც, თავის მხრივ, ენაცვლება ფოლკლორისა თუ მაღალი დონის კულტურული მონაპოვრების საფუძველზე არსებული ლოკალური ჯგუფების კომპლექსურ სტრუქტურებს.
ნაციონალიზმის ეპოქა დგება მხოლოდ მაშინ, ოდესაც საზოგადებაში თავს იყრის იმგვარი სოციალური პირობები, რომლებიც ერთიან ჰომოგენურ გარემოში, მაღალ ღირებულებებზე ორიენტირებით, გააერთიანებენ არა მხოლოდ ელიტარულ უმცირესობებს, არამედ საკუთარი ნებით თავს მოიყრიან ამგვარ კორპორაციაში. აი, უკვე გაერთიანების შემდეგ დგება საკითხი საზოგადოების პოლიტიკური საზღვრების დაცვისა და უზრუნველყოფის შესახებ. ეს სავსებით ბუნებრვია, რადგან ნაციონალიზმი, რომელიც წარმოადგენს მისწრაფებას ერთმანეთს დაამთხვიოს პოლიტიკური და კულტურული საზღვრები, პოლიტიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს. სახელმწიფო ასეთ დროს გაავრცელებს თავის საზღვრებს ამ კულტურის ბოლომდე და ნებაყოფილობის საფუძველზე დაიცავს მას გარეხელყოფისაგან. ამგვარი წესით მიღებული პოლიტიკური გაერთიანება სხვა არაფერია თუ არა ნაციონალური სახელმწიფო.
„ნაციონალიზმის“ და „ნაციონალური სახელმწიფოს“ შემოთავაზებული გაგება მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც ნატურალური დოქტრინისაგან, ასევე სტანდარტული მარქსისტული თვალსაზრისისაგან. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, ნაციონალური სახელმწიფოს (ისევე როგორც ერის) ჩამოყალიბებას ბურჟუაზიის ინტერესების განხორციელებად მიიჩნევდა. მართლაც, მარსიზმის მიხედვით, რომელიც უფრო დავიწყებულია ჩვენში ვიდრე თეორიულად დაძლეული, ნაციონალურ სახელმწიფოს ბურჟუაზია ქმნის და ქმნის მას იმ მიზნით, რომ დაიცვას საკუთარი კაპიტალი უცხო ქვეყნის კაპიტალის კონკურენციისაგან. მარქსისტული დოქტრინა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც კლასობრივ მიდგომას უხდის ხარკს. სინამდვილეში ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება რომელიმე ერთი კლასის ოინი კი არ არის, არამედ ღრმა სოციალური ცვლილებების შედეგია, რომელსაც თან სდევს მდგრადი სოციალური სტრუქტურების მოშლა და ერთიანი კუტურული ველის ჩამოყალიბება. სხვა სიტყვებით, მხოლოდ მაშინ შეიქმნება ნაციონალური სახელმწიფო, როდესაც მარქსისტული ტერმინებით რომ ვთქვათ, მოისპობა კლასობრივი დიფერენციაციის პოლიტიკრი მექანიზმები. მდგრად, გაყინულ სოციალურ სტრატებს, რომლებიც მკაცრად არიან ერთმანეთისაგან გამიჯნულნი, ნაციონალიზმი ვერ მოითმენს. აი, სხვათაშორის, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც განაპირობებდა „ფორმით ნაციონალური“ საბჭოთა რესპუბლიკების ფაქტიურ ანტინაციონალურ ხასიათს. საქართველოს სსრ კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „საქართველოს სსრ არის სოციალისტური საერთო სახალხო სახელმწიფო, რომელიც მუშების, გლეხების, ინტელიგენციის, რესპუბლიკის ყველა მშრომელის ნებასა და ინტერესებს გამოხატავს“. ძირთადი სპეციფიკა, რომელზედაც ამ პარაგრაფში ღირს ყურადღების შეჩერება, სოციალური სტრატიფიკაციის აღდგნაა, რაც ძირს უთხრის ზოგადნაციონალური მენტალიტეტისათვს აუცილებელ ერთიან კულტურულ საფუძველს. რა გასაკვირია ამის შემდეგ, რომ მსგავსი საზოგდოებიდან გამოსულმა ადამიანებმა, სულ ერთია, ისინი თავს იწონებენ ფსევდოარისტოკრატიული კვალიფიკაციებით თუ აკვიატებული იდეით საკუთარი უნიკალურობის შესახებ, ვერ გამოავლინონ ნაციონალური ერთსულოვნება და მოიქცნენ ისე, როგორც ამას აღგვიწერს კრიტიკულ შენიშვნაში ზემოთციტირებული უცხოელი დამკვირვებელი.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ადამიანთა გონებრივი უნარების უნიფიკაციას ნაციონალურ სახელმწიფოში. ნიჭიერები და უნიჭოები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ მომავალშიაც, მაგრამ მათ შორის განსხვავება უნდა გადაწყდეს ღია კონკურენციის საფუძველზე და არა ამა თუ იმ კასტისადმი მიკუთვნებულობით.
ჯერ-ჯერობით არაფერი გვითქვამს „პატრიოტიზმის“ შესახებ. „პატრიოტიზმი“, ჩვეულებრივ, სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებას ნიშნავს. „ერთგულების“ მნიშვნელობით ის უფრო ფართოდაც გამოიყენება. შეიძლება, მაგალითად,ილაპარაკონ ვინმეს საკუთარი ქალაქის, სოციალურ-პოლიტიკური გართიანების ან ბოლოს, სულაც საკუთარი სპორტული კლუბის პატრიოტიზმზე. „პატრიოტიზმის“ ამგვარი გაფართოებული მოხმარების პოტენციალი მეტყველებს იმაზე, რომ ნაციონალიზმი არ წარმოადგენს პატრიორტიზმის შემადგენელ ელემენტს. სავსებით შესაძლებელია, რომ მავანი ძალზე დიდი პატრიოტი იყოს თავისი ქვეყნისა, მაგრამ ამავე დროს არ იყოს ნაციონალისტი და პირიქით, არავითარი აუცილებლობა არ არის იმაში, რომ ყოველ ნაციონალისტს მამულის სიყვარულით უდუღდეს გული. პატრიოტიზმი ადამიანის უფრო ფსიქოლოგიურ, ემოციურ კვალიფიკაციას წაროადგენს, ხოლო ნაციონლიზმი კი პირველ რიგში სოციალურ - პოლიტიკური მახასიათებელია. თუ ამ ორ ფენომენს ეთიკურ პლანში განვიხილავთ, განსხვავება აქაც თვალსაჩინო იქნება. პატრიოტიზმი, როგორც წესი, ალტრუიზმს უკავშირდება, ხოლო ნაციონალიზმისათვის უცხო არ არის ეგოიზმი. მართალია, ორივე ფენომენის ურთიერთმორიგება არც თუ ისე იოლია, მაგრამ არსებობდნენ პიროვნებები, რომლებიც ერთდროულად პატრიოტებიც იყვნენ და ნაციონალსტებიც. რაც შეეხება ქართულ სინამდვილეს, მონიშნული პოზიციებიდან მისი შეფასებისას მივალთ ერთი შეხედვით მოულოდნელ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად უამრავი პატრიოტი გვყავდა, თითებზე ჩამოსათვლელია ქართველი ნაციონალისტები, რომელთაც არასდროს შეუცვლიათ პოზიცია და კიდევ უფრო იშვიათია ქართველი პატრიოტი ნაციონალისტები. ამ „აღმოჩენის“ ახსნა არა მხოლოდ დამაკმაყოფილებლად დაგვიხასიათებს ნაციონალურ სახელმწიფოს, არამედ ქართული ნაციონალიზმის დღევანდელ ტიპსაც.
ნაციონალური სახელმწიფო
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ პირველი ქართული ნაციონალური სახელმწიფო 1918 წ-ის დამოუკიდებლობის აქტით შეიქმნა. მან სულ რამდენიმე წელი იარსება და დაიღუპა ისე, რომ ვერ მოასწრო ნაციონალური სახელმწიფოსათვის აუცილებელი ელემენტების სრულყოფილი გაშლა. მეორე ნაციონალური ქართული სახელმწიფო 1991 წელს სსრკ-ის დაშლის შემდგომ ჩამოყალიბდა და მიუხედავად თავისი წინა ორეულისათვის უცნობი შინაგანი დაპირისპირებისა და დიდი ქაოსისა, უფრო დღეგრძელი აღმოჩნდა ვიდრე თვრამეტ წელს შექმნილი რესპუბლიკა. იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს საქართველოში ნაციონალური სახელმწიფოს აშენების წინაშე მდგარი პრობლემები, ისევე როგორც ქართული ნაციონალიზმის პრობლემები, ნება მოგვეცით დავახასიათოთ რამდენიმე ფორმალური ნიშანი, რომელიც თან ახლავს ნაციონალურ სახელმწიფოს.
პირველი მათგანის შესახებ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ წინა თავში. ეს გახლავთ უნიფიცირებული, ერთიანი კულტურა, რომლის შექმნაშიაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიანი ენობრივი ფულის შექმნას, ლინგვისტური ჩვევების სტანდარტიზაციას. ვფიქრობთ, ზედმეტია იმის მტკიცების საჭიროება, რომ ერთიანი ენობრივი ველი, თავის მხრივ, ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის მოსახლობის გონებრივი ჰორიზონტის იდენტიფინკაციაზე. ამგვარი რამ კი მიუღწეველი იქნება მანამდე, ვიდრე ქვეყნის ენობრივი ველი დიფერენცირებულია არამხოლოდ დიალექტიკურად, არამედ სულიერად საჟამთააღმწერლო, პოლიტიკურ, სასამართლო თუ, ბოლოს, ყოველდღიურ სამეტყველო ენებად. ამ ფონზე მით უფრო დასაფასებელია ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობა ლინგვისტური ნორმების სტანდარტიზაციისა და გავრცელებისათვის.3
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კულტურის უნივერსალიზაციის საქმეში არის განათლების საყოველთაო სისტემის ჩამოყალიბება. ვიდრე არ არსებობს ზოგადნაციონალური განათლების სისტემა და თუნდაც ძალზე მაღალი დონის მნიშვნელობის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლები, შეუძლებელია ერთიან კულტურაზე საუბარი. მაგრამ თუ ერთიანი კულტურა არ გვაქვს, არც ნაციონალური იდენტიფიკაციისათვის საჭირო საფუძველი გვექნება. მართლაც, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ნაციონალური ერთიანობა, იძულებული ვიქნებით, დავამყაროთ რასისა თუ ჯიშის ერთიანობაზე, ე.ი. დავუბრუნდეთ თვალსაზრისს, რომელსაც საგანგებოდ გავემიჯნეთ. კულტურის უნიფიკაცია პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სტრატებად, ფენებად დანაწილების მოსპობასთან, რაც იწვევდა ამ საზოგადოების ცალკეული წევრების გარდაქმნას შიდაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ სუბიექტბად. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის უტყუარი ინდიკატორია „მასების ამბოხი“ და მაღალი კულტურული ღირებულებებით მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენების დაინტერესება, რაც, საბოლოო ჯამში, მოუწყვეტელია ეგალიტარიზმისაგან.
შემდეგი მნიშვნელოვნი ფაქტორი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის გზაზე შრომის ნაციონალური დანაწილება და მის მიერ გამოწვეული სოციალური და ფსიქოლოგიური ძვრებია. შრომის ნაციონალური დანაწილება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის შიგნით არსებულ ლოკალურ სამეურნეო სისტემებს არღვევს ნაციონალური ბაზრის შექმნის გზით, არამედ ადამიანთა ურთიერთკავშირების ახალ ტიპს წარმოშობს, რომელსაც მორალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტში ეგოიზმი უძევს საფუძვლად. ამ პროცესის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარობს, რომ რაც უფრო დეტალიზირებულია ქვეყნის მეურნეობის ცალკეული სფეროები, შესაბმისად, რაც უფრო დიფერენცირებული და ატომიზირებულია საზოგადოება, მით უფრო უსუსურია დამოუკიდებლად ცალკეული მათგანი. ამ პირობებში, ბაზარი, გაცვლა-გამოცვლა სოციალური კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო, როგორც ვაჭართა კორპორაცია. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან უბრალო ქურთუკი რომ ავიღოთ და ჩამოვთვალოთ ყველას შრომა, რომელიც აუცილებელი იყო იმისათვის, რათა ეს ქურთუკი ეწარმოებინათ და ბაზარზე გამოეტანათ, საკმაოდ გრძელი სია გამოგვივა. თუკი ყვალაფერ ამას დაწვრილებით მიმოვიხილავთ და დავფიქრდებით იმაზე, თუ როგორი მრავლფეროვანი შრომაა დახარჯულლი იმ წესიერი ცხოვრების წასამართავად, რომლითაც ჩვეულებრივ ცხოვრობენ, მივხვდებით, რომ მრავლი ათასი ადამიანის თანამშრომლობის გარეშე საზოგადოების ყველაზე ღარიბი წარმომადგენელიც კი ვერ შესძლებდა არსებობას. ამრიგად, რაც უფრო დიფერენცირებულია საზოგადოების შრომითი სქმიანობა, მით უფრო დამოკიდებული ხდება თითოეული მოქალაქე სულ უფრო მეტი რაოდენობის სხვა წევრების შრომით საქმანობაზე. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ნაციონალურ სახელმწიფოში მანამდე არნახულ კონსოლიდაციას.
რით მიიღწევა სახელმწიფოს წევრთა ამგვარი შესაშური თანადგომა და თანამშრომლობა, პატრიოტული გრძნობების მოზღვავებით თუ ქველმოქმედების განზრახვით? რა თქმა უნდა, არც ერთით. საზოგადოებაში აქამდე არნახული კონსოლიდაცია ინდივიდუალური ეგოიზმით, რომელიც საფუძვლად უძევს ერთიან ბაზარს და საბაზრო ურთიერთობებს პრინციპით - „მომეცი ჩემთვის საჭირო და მიიღებ იმას, რაც გჭირდება შენ“. ეს კი ნიშნავს, რომ ვაჭრობა და ინტენსიური საქონელბრუნვა ნაციონალური სახელმწიფო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. სწორედ აქედან გამომდინარეა ნათქვამი, რომ ასეთ პირობებში, როდესაც საზოგადოების ყოველი წევრის შრომა გამიზნულია ბაზარზე გასატანად, მნიშვნელობა არა აქვს იმას, შექმნილი პროდუქტი მუსიკალური ნაწარმოებია თუ ყოველდღიური მოხმარების საგანი, ყოველი ადამიანი ვაჭარი ხდება, ხოლო მთელი საზოგადოება გადაიქცევა სავაჭრო კავშირად.
ასეთი ტიპის ახალმა ურთიერთობებმა მოარღვიეს XIX საუკუნეში ტრადიციული ქართული მეურნეობრიობა. ქართველები, რომელთა კლასიკური დამოკიდებულება კომერციულ-ფნანსური ოპერაციებისადმი შეიძლება განისაზღვროს პრინციპით - „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ...“ სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ ამ მოვლენას. ამაზე მეტყველებს ქართული არისტოკრატიის მიერ თავისი არსებობის ძირითადი სახსარის - ადგილმამულების - მასიური გაყიდვა. ამან აიძულა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები, რომლებიც თვალნათლივ ხედავდნენ საკუთრების უპრეცენდენტო განიავებას, საბანკო საქმისათვის მოეკიდათ ხელი, რათა სტიქიური პროცესი შეძლებისდაგვარდ ნაციონალური იდეისათვის მისაღები გაეხადათ.
დღევანდელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ვაჭრობისადმი ამბივალენტურია. საზოგადოების ნაწილი, სულ ერთია, მათი პოზიცია ძველი კომუნისტური წრთობითაა განსაზღვრული თუ საქმოსნისათვის აუცილებელი ინდივიდუალური ინიციატივის ბუნებრივი ნაკლით, შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებებს და რეფორმებს სტიქიურ უბედურებად აღიქვამს. კითხვაზე „რითაა დაკავებული თქვენი შვილი?“ მათ მიერ გაცემული პასუხი „არაფრით, უბრალოდ ბიზნესშია“, ადექვატურად გამოხატავს საზოგადოების ამ ნაწილის ეკონომიკურ დოქტრინას. ეს უკანასკნელი, სისრულისათვის, შეგვიძლია შევავსოთ საკმაოდ უცნაური თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც საქონლის საცვლელ ღირებულებაში არა და არ შედის ვაჭრობის მიერ გაწეული სამსახური, რადგან შრომად მათთვის მხოლოდ ნამგალისა და უროს გამოყენება ითვლება.
საზოგადოების მეორე, გაცილებით უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილი, ნაკლებადაა შეწუხებული „ბუტკების ესთეტიკით“, თუ მათი რიგებდან ამოვრიცხავთ სახელმწიფო დოტაციების ხელშემყურე ბიზნესმნებს და გავლენიან ფუნქციონერებთან „წილნაყარ“ საწარმოებს, დაგვრჩება ე. წ. წვრილბურჟუაზიული სტიქია, რომელიც დღევანდელი საქართველოს საბაზრო ურთიერთობებს განასახიერებს. მრავალ მიზეზთა გამო მათ შორის ცოტაა მრეწველი, მაგრამ მთლიანობაში, მოგებაზე და კომერციულ ეფექტზე ორიენტირებული შრომითი ჩვევებს გამო მათ შორის ცოტაა მრეწველი, მაგრამ მთლიანობაში, მოგებაზე და კომერციულ ეფექტზე ორიენტირებული შრომითი ჩვევების შემუშავება იმედისმომცემ ფაქტორად შეგვიძლია ვიგულოთ.
დღევამდელ ქართულ საზოგადობაში მიმინარე ძვრებიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გმვიტანოთ ქართული ნაიონალიზმის და ნაციონალური სახელმწიფოს შესახებ. საზოგადოება რომელიც ემყარება ინდივიდისა და შემოსავლის განუწყვეტელ ზრდას, არ შეიძლება არ იყოს ეგოისტური. ჩანს მოვიდა დრო, გადავაფასოთ ჩვენი კოლექტივისტური დამოკიდებულება ამ უკანასკნელის მიმართ, რომელიც გამორიცხავს იმთავითვე საზოგადოებრივი თანაცხოვრების საფუძვლად ეგოიზმის დაშვებას. არადა, როგორც ვნახეთ, სინამდვილეში სწორედ რომ საპირიპიროდაა. ვიდრე ინდივიდი არ დაინახავს სახელმწიფოში მისი პიროვნული და საკუთრებითი უსაფრთხოების მტკიცე გარანტს, ის ყოველთვის ინდიფერენტული იქნება ამ სახელმწიფოს ბედის ცვალებადობისადმი. სოციალისტური თეორიების ზეგავლენით სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ლეგიტიმური ძალადობის იარაღს (თვალსაზრისი, რომელიც საერთო იყო მარქსისა და ვებერისათვის), მაგრამ აღარ ვეძებთ ამ ლეგიტიმურობის საფუძველს. ცალკეულ ატომებად დიფერენცირებულ საზოგადოებაში, რომლის თითოეული წევრი დიდადაა დამოკიდებული სხვებზე, ლეგიტიმურობის საფუძველს თითოეული ინდივიდის საარსებო მოთხოვნილებები და საკუთარი კეთილდღეობის ინტერესები ქმნის. მათგან გამომდინარე პოლიტიკური ხედვა აიძულებს ინდივიდს, მხარი დაუჭიროს არსებული სოციალური და ეკონომიური მიმართების სტაბილურობას. თუ ახლა, ამ სახელმწიფოს დავაფუძნებთ ერთიან კულტურულ ნიადაგზე, მაშინ უკვე შეგვიძლია ნაციონალურ საწყისებზე ვილაპარეაკოთ.
ყოველივე ეს არ არის განყენებული თორიული კონსტრუქცია. ვიდრე ინდივიდუალური ეგოიზმი და სახელმწიფოებრიობა ამგვარი წესით არ არის შერწყმული, ვერაფერი აიძულებს საზოგადოებას, აღიქვას ან, როგორც ზემოთ ვუწოდეთ, „იაზროვნოს სახელმწიფოებრივად“. საზოგადოება, შესაბამისად სახელმწიფო, რომელიც ამ წესითაა მოწყობილი, როგორც წესი, ემყარება საზოგადოებრივი წესრიგის არაძალადობრივი გზით უზრუნველყოფას. ასეთ პირობებში სახელმწიფოს, როგორც უნივერსალი აგრესორის, ფუნქცია მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.
ყოველ საზოგადოებასა და ყველა დროში არსებობდნენ პატრიოტები, მაგრამ მათმა აქტივობამ შეიძლება მხოლოდ დამატებითი სტიმული სესძინოს ნაციონალურ ერთიანობას. ქათული ნაციონალიზმის ძირითადი ნაკლი იქედან გამომდინარეობს, რმ დღემდე ვერ მოხერხდა პიროვნებისა და სხელმწიფს ისეთი ურთიერთმორგება, რომლის დროსაც პიროვნული ინ ტერესები დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის გზით. ისეთ პირობებში კი, როდესაც პირადი კეთილდღეობს მისაღწევად არა მხოლოდ საკუთარ სინდისთან კომ პრომისზ წასვლაა საჭირო, არამედ აუცილებელია სახელმწიფოსათვის საზიანო ქმედებაც, აშკარაა, რომ ამგვარი საზოგადოების ნაციონალიზმი და სახელმწიფოებრიობა მრავალმხრივ დეფექტურია. ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი არაერთი რეციდივი გვახლავს თან და მათგან გათავისუფლება არც ისე იოლია, როგორც ეს წარმოედგინა ჩვენს ეროვნულ ოპტიმიზმს რეფორმების ადრეულ ეტაპზე.
______________________
1. „ამ ბედნიერ დოში დედამიწაზე ყველგან სიმშვიდეა. საქართველო ბედნიერია. დადგა ოქროს ხანა“.
2. W.E. Odom and R. Dujaric Commonwealth or Empire? Russia, Central Asia and Transcaucasus. Hudson Institute. Indianapolis 1995 p. 86.
3. ენის ამგვარი დიფერენციცია არ უნდა ავურიოთ „ენობრივი თამაშების“ ახალი სიმრავლის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ერთიანი, უნიფიცირებული ენის შემდგომი განვითარების პროდუქტია.
![]() |
9 ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიური ბუნება |
▲back to top |
გაგა ნიჟარაძე
ყოველთვის ცხადია, ტოტალიტარიზმის საბჭოური ვარიანტის კრახი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ტოტალიტრიზმის კრახს საერთოდ. ფაქტია, რომ ტოტალიტარიზმის იდეები და მიმდინარეობები სპონტანურად იჩენს თავს თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვყნებშიც კი. ისიც ფაქტია, ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები ხშირად სწორედაც ტოტალიტარულ მეთოდებს მიმართავენ და ერთ დიქტატურას მეორით ცვლიან. ყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ ტოტალიტარიზმი, სულ ერთია „წითელი“ თუ ყავისფერი“ ადამიანის ფსიქიკის რაღაც სიღრმისეულ მექანიზმებს ემყარება, ხოლო მისი საბოლოო დამარცხება და ლიკვიდაცია ძალიან ძნელი სქმეა. წინამდებარე წერილში შევეცდები შეძლებისდაგვარად ვაჩვენო ის ფსიქოლოგიური მექანიზმები და ტენდენციები, რომლებიც შობენ ტოტალიტარიზმს, რომლებსაც იგი ეყრდნობა და რომლებსაც თავადვე ხელოვნურად აღვივებს.
XIX საუკუნე ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში უდიდესი სოციალური ძვრების ხანა იყო. კაპიტალიზმმა საბოლოოდ გაიმარჯვა, მკვეთრად გაიზარდა შრომის ნაყოფიერება, ფართოვდებოდა მოქალაქეობრივი უფლებები, სწრაფად ვითარდებოდა მეცნიერება და ტექნიკა, იქმნებოდა უზარმაზარი სიმდიდრე. მაგრამ ყოველივე ამას მეტად მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა.
არ შევუდგები კაპიტალიზმის პოლიტეკონომიურ ანალიზს; შევჩერდები საკმაოდ ზოგადად მხოლოდ იმ ასპექტებზე, რომელთაც განსაზღვრეს გარკვეული ტენდენციები მასობრივ ფსიქოლოგიაში.
მთავარი მანკი, რომელიც თან ახლდა კაპიტალიზმს და მის არსებით თვისებას წარმოადგენდა, იყო ის, რომ არსებობის ძირითად მოდუსად, სხვა სიტყვებით, ადამიანის ცხოვრების ძირითად წესად და მიზნად იქცა ფლობა. „ფლობა“ ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მხოლოდ რაღაც მატერიალური ფასეულობის ფლობას. არა, „ფლობისეული“ მომხმარბლობითი დამოკიდებულება მთელ სინამდვილეზე გავრცელდა - ბუნებაზე, სხვა ადამინებზე, სხვა ხალხებზე, ცოდნაზე, ძალაუფლებაზე, ოჯახის წევრებზე, ინფორმაციაზე, საზოგადოებრივ მგომარეობაზე, თვით ღმერთზეც კი (ღმერთისა და სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის სანაცვლოდ გავრცელდა რწმენა, რომ ღმერთს ჩემს მაგივრად უყვარს: სინამდვილეში, ღმერთი იქცა ადამიანის ცხოვრების გამაადვილებელი რაღაც ტექნიკური მოწყობილობის ანალოგად).
რა თქმა უნდა, ფლობის მოდუსი არ არის კაპიტალიზმის პირმშო. იგი საზოგადოების მთელ ისტორიას თან სდევს. მაგრამ კაპიტალიზმამდელ ეპოქებში მას უპირისპირდებოდა და ხშირად სჯობნიდა კიდეც მეორე მოდუსი, რომელსაც ე. ფრომი (აქ მე ამ გამოჩენილი ფსიქოლოგის კონცეფციას ვეყრდნობი) „ყოფნას“ უწოდებს. „ყოფნისეული“ ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ სინამდვილეს, სხვა ადამიანებს აქვთ არა გამოყენებითი, მომხმარებლობითი ფუნცია, არამედ თავისთავადი ღირებულება; მათთან ურთიერთობის პროცესში ხდება „მე“-ს შინაგნი ბუნების, მისი შესაძლებლობების რეალიზაცია. „ყოფნის“ მოდუსისათვის დამახასიათებელია ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან, ღმერთთან ერთიანობის განცდა, სიცოცხლის პროცესში უშუალოდ ჩართვა (ვაჟა-ფშაველას ლირიკა გავიხსენოთ), მიმართულობა არა შედეგზე, არამედ პროცესზე (მაგალითად, სიყვარულისა). აი, სწორედ ცხოვრების ამგვარი წესი თითქმის მთლიანად დაითრგუნა კაპიტალიზმის გამარჯვების შემდეგ. ფლობის მოდუსის გაბატონებამ კი განსაზრვრა ადრეული კაპიტალიზმის ის მანკიერებანი, რომლებიც თვალში საცემი იყო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად სღად მოაზროვნე ადამიანისათვის: ეგოიზმისა და სიხარბის ზრდა, ტრადიციული ზნეობრივი ღირებულებების რღვევა, დიდი მასების გაღატაკება, სოციალური, ეთნიკური, პოლიტიკური დაპირისპირების გაძლიერება.
ყოველივე ამან კაპიტალისტური ცხოვრების წესის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, თანაც სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციიდან. კაპიტლიზმს აკრიტიკებდა ყველა - ლიბერალები, ქრისტიანები, არისტოკრატები, ქალთა ორგანიზციები, მუშები... ისინი კაპიტალიზმის „გაადამიანურებსათვის“, მისი წინააღმდეგობების შერბილებისათვის იბრძოდნენ და თანდათან აღწევდნენ კიდეც მიზანს. მაგრამ ამავე დროს ცხოვრების ასპარეზზე გამოჩნდა ძალები, რომელთაც საბედისწერო როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში. ლაპარაკია იდეოლოგიურ მიმდინარეობაზე, რომლებიც „აგრესიული ნიჰილიზმის“ ტერმინით შეიძლება გავაერთიანოთ; მარქსიზმი, ანარქიზმი, ნიცშეანობა და მათი განშტოებანი (ნიცშეანობა ნაკლებად იმსახურებს ეპითეტს „აგრესიული“, რადგან ნიცშე სრულიადაც არ მოუწოდებადა სოციალური რევოლუციისაკენ, პირიქით; მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გერმანელი ნაცისტები თავიანთ სულიერ მამად სწორედ ფრიდიხ ნიცშეს მიიჩვნევდნენ. უნდა ითქვას, რომ ნიცშეს იდეებმა ნაცისტების მიერ კიდევ უფრო მეტი ვულგარიზაცია და დამახინჯება განიცადა, ვიდრე მარქსიზმის იდეებმა - ლენინის და სტლინის მიერ; მაგრამ მიუხედავად ამისა აშკარაა, რომ ნიცშეანობაში თავიდანვე იდო ფაშიზმის საშიშროება). ამ მოძღვრებებში ყველაზე სახიფათო ის იყო, რომ ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ ახალი მორალის დამკვიდრებაზე. კაპიტალიზმის გაბატონების შედეგად ტრადიციული ქრისტიანული ღირებლებების დევლვაციის ფაქტიდან გმომდინარე, „აგრესიული ნიჰილიზმის“ წამომადგენლები ასკვნიდნენ, რომ ტრადიციულმა მორალმა სრული კრახი განიცადა და მისი ძირეული შეცვლაა აუცილებელი. მარქსისტული მოძღვრებიდან გამომდინარობდა, რომ მორალი კლასობრივი კატეგორიაა, ყველაზე „პროგრესული“ კლასი პროლეტარიატია, ამიტომ კარგია ყველაფერი ის, რაც კარგია პროლეტარიატისათვის. ანარქისტები გლეხებსა და ლუმპენ-პროლეტარებს მოუწოდბდნენ „პირდაპირი ქმედებით“, ანუ, უფრო გასაგებად, ტერორის გზით, მოეპოვებინათ „თავსუფლების სამეფო“; ნიცშეანელების იდეალი იყო „ზეკაცი“, რომელიც კეთილისა და ბოროტის მიღმა იდგა და თვით ქმნიდა საკუთარ მორალს. ამას დაემატა ჟ. გობინოსა და მისი მიმდევრების „თეორია“ ნორდული რასის უპირატესობისა და მისი სხვა რასებზე ბატონობის მოწოდების შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ამგვარი იდეები ნოყიერ ნიადაგს პოულობდა: ევროპაში ამ დროისათვის უკვე მომწიფდა ძალები, რომლებისთვისაც „ახალი მორალის“ იდეა „ზედგამოჭრილი იყო (აქ ისევ უნდა გავაკეთოთ შესწორება ნიცშეს იდეებთან დაკავშირებით, რდგან ნიცშე თავის მოძღვრებას განიხილავდა არა როგორც მასობივს, არამედ - როგორც უაღრესად ელიტარულს. როდესაც ნიცშეს იდეები მასობრივი ცნობიერბის ფაქტად იქცა, მათ, არსებითად ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო პირვეწყაროსთან).
როგორც ითქვა, კაპიტალიზმმა მეტად ღრმა ცვლილებები გამოიწვია საზოგადოების სტრუქტურაში. ამ ცვლილებების შედეგად ევროპასა და რუსეთში ძალზე გაფართოვდა და გაიზარდა მოსახლეობის ე. წ. „მარგინალური“ შრე. მარგინალური პიროვნება შეიძლება დახასიათდეს როგორც ადამიანი, რომელმაც დაკარგა ტრადიციული სოციალური ნიდაგი. ახალი კი ვერ შეიძინა, ან მას ვერ შეეგუა. მარგინალურ შრეს შეადგენდნენ გაღატაკებული გლეხები თუ წვრილი მეწარმეები, ლუპენ-პროლეტარები, უმუშევრები, პროლეტარები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და მისთ. მარგინალური ადამიანის დამახასიათებელი ნიშნებია შფოთვის მაღალი დონე (ე.ი. „მოუსვენრობის“ გრძნობა მუდმივად მოქმედი სტრესული ფაქტორების გამო, აგრესიულობა, ავადმყოფური პატივმოყვარეობა, ეგოცენტრიზმი, მაღალი პოტენციური აქტივობა, მიუსფრობის განცდა. ყოველივე ეს ადვილად კრავს მარგინალური ადამიანების ჯგუფს ბრბოდ, ანუ ისეთ ერთობად, რომელშიც პირონება სრულიად ითქვიფება, ინდვდუალური პასუხისმგებლობის გრძნობას (ანუ ის, რაც ადამიანს პიროვნებად აქცევს) კარგავს და ადვლად იქცევა მანიპულაციის საგნად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მარგინალურ მასებში განსაკუთრებით ძლიერი იყო „ფლობის“ ტენდენცია - ამ უკანასკნელის აბსოლუტური დაუკმაყოფილებლობის გამო. ეს კი კვებავდა აგრესიას „მესაკუთრე“ საზოგადოებრივ შრეების მიმართ. კაპიტალიზმმა, მოსპო რა საზოგადოების მკაცრი წოდებრივი დიფერენციაცია, მეტად ფართო გასაქანი მისცა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. ფხიან პიროვნებას, გარკვეულ პირობებში, ხშირად კი ფრიად არაზნეობრივი ხერხებით შეეძლო სიმდიდრისა და მეტ-ნაკლებად მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვება. გასაგებია, რომ ბევრ შურსა და აგრესიას იწვევდა მის ყოფილ თანამოძმეთა და, საერთიოდ, „უიღბლოთა“ შორის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერად რუსეთში ვლინდება, რუსული ეროვნული ხასიათის გარკვეული თვისებიდან გმომდინარე, სახელდობრ, თვისებიდან, რომელიც ცნობილმა ისტორიკოსმა-დისიდენტმა ა. ამალრიკმა ასე დაახასითა: როდესაც გერმანლი გლეხი დაინახავს, რომ მისი მეზობელი მასზე უკეთესად ცხოვრობს, იგი დღეს და ღამეს გაასწორებს, ცოლ-შვილს სიკვდილის პირამდე მიიყვანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისეთივე კეთილდღეობას მიაღწევს, როგორც მეზობელი; როდესაც იმავე სიტუაციაში რუსი გლეხი აღმოჩნდება, ისიც თავს მოიკლავს, ოჯახსაც დაასამარებს, მაგრამ მეზობელსაც ისეთივე მათხოვრად გახდის, როგორიც თვითონაა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარგინალური ჯგუფები ყოველთვის არ არიან მხოლოდ დესტრუქციულობის მატარებლები. მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი მარგინალური ჯგუფები ნებისმიერ საზოგადოებაში, მთელი ისტორიის მანძილზე გვხვდებიან. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ გადაიზრდება ამგვარი ჯგუფისაგან მომდინარე იმპულსები სტიქიურ, დამანგრეველ ჯანყში (ამ შემთხვევაში საინტერესო არაა, რომ ამგვარ ჯანყს ხშირად ობიექტურად პოზიტიური შედეგები მოჰყვებოდა. რეჟიმის შერბილებას, უფრო დემოკრატიული და მოქნილი რეჟიმის დამყარება, ანტიდესტრუქციული მექანიზმების შექმნა და მისთ. მე ვეხები სტიქიური ჯანყის, ასე ვთქვათ, სუბიექტურ მოტივს - სიძულვილს ააგრესიას. სოციალური აფთქების მიზანი არსებული რეალობის დანგრევაა, დანგრევა, რომელსაც არ მოჰყვება ახალი რეალობის აშენება - სიძულვილი არაკონსტრუქციულია). მაგრამ, ამასთან ერთად, არის ბევრი მაგალითი იმისა, რომ სწორედ მარგინალურ ჯგუფებში ისახებოდა კონსტრუქციული, პროგრესული სოციალური, იდეოლოგიური თუ კულტურული ტენდენციები. თვით ქისტიანობის მატარებლები, მისი წარმშობის ადრეულ ეტაპზე, სწორედაც მარგინალური ჯგუფები იყვნენ (რახან სიტყვამ მოიტანა, თავს უფლებას მივცემ, მცირე ექსკურსი გავაკეთო ქრისტიანობისა და მარქსიზმის ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე. არაერთხელ აღნიშნულა, რომ მარქსიზმი იუდაიზმისაგან, ხოლო შემდგომ ქრისტიანობისაგან მომდინარე ესქატოლოგიური და მესიანისტური ტრადიციის კარიკატურულ გაგრძელებას წრმოადგენს, სადაც სასუფევლის ადგილს კომუნისტური საზოგადოება იკავებს. მაგრამ თუ ქრისტეს მოძღვრება აგებულია სიყვარულზე, სულიერ ღირებულებებზე, ერთი სიტყვით „ყოფნის“ მოდუსზე, მარქსიზმი, მთლიანად „ფლობას“ ემყარება - მარქსისტული სამოთხე ხომ სხვა არაფერია, თუ არა განუსაზღვრელი მოხმარების ფლობის სამფო.
ამრიგად, 19-20 ს. დასაწყისასთვის მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მომწიფდა მრავალრიცხოვანი და მეტად მაღალი დესტრუქციული პოტენციალის (ფლობის ტენდენციის დომინირების გამო) მქონე საზოგადოებრივი ძალები. განსაკუთრებული აქტიურობით ეს ძალები ორ ქვეყანაში გამოირჩეოდა - გერმანიასა და რუსეთის იმპერიაში. ეს გასაგებია, თუ გავიხსენებთ, რომ გერმანიამ მეტად მოკლე დროში გნვლო ის გზა, რომლისთვისაც ინგლისსა თუ საფრანგეთს საუკუნენახევარი დასჭირდა, და ამდენად „დრო არ ჰქონდა“ დაბალი იმპულსების განეიტრალების მექანიზმების გამოსამუშავებლად. იგივე კიდევ უფრო მეტი ხარისხით ითქმის რუსეთზე, სადაც ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ, ერთბაშად მოხდა უზარმაზარი მასების მარგინალიზაცია. გარდა ამისა, გერმანიასა და რუსეთს არ ჰქონდათ მარგინალური მასებისაგან განტვირთვის ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიცაა ემიგრაცია კოლონიებსა და ამერიკაში. „ახალ სამშობლოში“ (ეს განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ ითქმის) ემიგრანტი აღარ აღიქვამდა თავს, როგორც განკიცხულს, პარიას, რადგან მთელი საზგადოება მისნაირი ადამიანებისაგან შედგებოდა. ეს კი, რაღა თქმა უნდა, ამცირებდა აგრესიას (სინამდვილეში მდგომარეობა არც თუ ასე მარტივი იყო, მაგრამ ამ საკითხის რამდენადმე დეტალური გარჩევა მოცემული წერილის თემას სცილდება).
ის თუ რა მიმართულებას მიიღებდა აქტივობა, დამოკიდებული იყო იმ იდეოლოგიაზე, რომელიც მასობრივ ცნობიერებას დაეუფლებოდა. ასეთი იდეოლოგიებიდან, როგორც აღინიშნა, სამი ყველაზე რადიკალური იყო: მარქსიზმი, ანარქიზმი, სოციალ-შოვინიზმი (გობინოსა და ნიცშეს ნარევი). ზოგჯერ ისინი ეხლართებოდნენ ერთმანეთს და ეკლექტიკურ კომბინაციებს ქმნიდნენ (ასეთი იყო, მაგალითად, ესერების თეორიული ბაზა), მაგრამ უფრო ხშირად იყო არსებული წყობილების მძაფრი და, რაც მთავარია, ცალმხრივი კრიტიკა. კრიტიკული აზროვნების სიღრმე და სიზუსტე ვლინდებოდა მხოლოდ კონკურენტებთან პოლემკაში. მაგალითად, ანარქიზმის ერთ-ერთმა ლიდერმა მ. ბაკუნინმა გულმოსაკლავი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, თუ რა მოჰყვებოდა მარქსისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას: პარტიის, ხოლო შემდეგ ერთი პიროვნების სისხლიანი დიქტატურა, ტოტალიტარული ბიუროკრატიზაცია და მილიტარიზაცია, გლეხობის გადაგვარება და ა.შ. „ასეთი საზოგადოება, წერდა ბაკუნინი, არ დააყოვნებს და სულ მალე დაეშვება იდიოტიზმის ყველაზე დაბალ საფეხურზე“. მაგრამ, ამასთან ერთად, არანაკლებ გამანადგურებელი და ღრმა იყო თვით ბაკუნინის იდეების კრიტიკა მარქსისა და ენგელსის მიერ.
ერთადერთი, რაც აერთიანებდა სამ იდეოლოგიას, ეს იყო სავსებით გაცნობიერებული (სტიქიური ჯანყისაგან განსხვავებით) დესტრუქტივიზმი: არსებული საზოგადოება უნდა დაინგრეს და ისტორიის დინებამ სხვა მიმართულება მიიღოს, მაგრამ რა უნდა აშენებულიყო ნანგრევებზე, ამის თაობაზე რევოლუციის იდეოლოგებს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ერთი ნიშანი კი ყველა პროგრამას საერთო ჰქონდა - ყველა მათგანი წმინდა წყლის უტოპია იყო.
ფსიქოლოგიისათვის კარგადაა ცნობილი შემდეგი ფაქტი: პიროვნება შეიძლება სავსებით ობიექტურად და ღრმად აფასებს სხვის ნააზრევს, შეიძლება მძლავრი ანალიტიკური ნიჭით იყოს დაჯილდოვებული, მაგრამ საკუთარი იდეების მიმართ ყოველგვარ კრიტიკულობას იყოს მოკლებული. ამ ფაქტის მიზეზების ანალიზი ამ შემთხვევაში ჩემს მიზნებს სცილდება, შემოვიფარგლები მხოლოდ იმის კონსტატაციით, რომ ჩვენ გაცილებით ადვილად ვამჩნევთ „ბეწვს სხვის თვალში“, ვიდრე „დირეს“ - საკუთრში. თითქოს ყველასათვის გასაგები უნდა ყოფილიყო გულუბრყვილობა, მეტი რომ არ ვთქვათ, ენგელსის იდეისა კომუნისტურ საზოგადოებაში პროფესიების ურთიერთშენაცვლების შესახებ: კაცი ერთ დღეს არქიტექტორის ფუნქციებს შეასრულებსო, მეორე დღეს კი - მენაგვისას. იმავე ყაიდისაა ლენინის გამონათქვამი: „ჩვენ ყოველი „კუხარკა“ უნდა ჩავაბათ სახელმწიფოს მართვაში“ მაგრამ არც ავტორებს, არც მათ მიმდევრებს ამგვარი იდეების სისწორეში არავითარი ეჭვი არ შეჰქონდათ.
სინამდვილეში კი კონსტრუქციული პროგრამების მთავარი ძალა დესტრუქტივიზმში მდგომარეობს, რადგან სწორედ დესტრუქტივიზმია ის, რაც ბრბოს იზიდავს; მომავალზე ან სხვა რაიმე საგანზე ფიქრი ბრბოს პრინციპულად არ შეუძლია. გავიხსენოთ ნაპოლეონის სიტყვები, რომლებიც ეგზომ უყვარდა ლენინს: მთავარია ჩხუბი ავცტეხოთ, მერე კი ვნახოთ...“
ამრიგად „ჯოჯოხეთის მანქანის“ ორი კომპონენტი, რევოლუციური მასები და დესტრუქციული იდეოლოგია, მზად იყო. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი; აუცილებელია „დეტონატორი“ რომელიც მას აამოქმედებს.
ალბათ, არ უნდა თქმა, რომ „რევოლუციურ მასებთან“ შეუძლებელია ლაპარაკი იმ ენაზე, რომელზედაც მარქსი თუ სხვა იდეოლოგები ლაპარაკობდნენ. მუშისათვის, გლეხისათვის მთელი ეს „ზედმეტი ღირებულება“, „შრომის პროდუქტის განსხვისება“ და სხვა ამგვარი ჩინურ წიგნზე უარესია. ამიტომ საჭირო იყო რევოლუციური იდეოლოგიის მარტივ ენაზე გადაყვანა, სწორედ ეს ფუნქცია აიღო თავის თავზე მემარცხენე-რადიკალურმა ინტელიგენციამ.
* * *
ინტელიგენცია, როგორც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი „საზოგადოებრივი ფენა“, მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ცხოვრების დონის საერთო აწევამ, განათლების სისტემის გაფართოებამ და სრულყოფამ, ინტელექტუალურ კადრებზე მზარდმა მოთხოვნილებამ შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ინტელექტუალურ სიმდიდრეს ზიარებოდნენ ისეთი სოციალური შრეების წარმომადგენლები, რომელთაც ადრე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ - გლეხების, მღვდლების, წვრილი მეწარმეების და ა.შ. შვილები.
ამგვარი მეტამორფოზა, მხედველობაში მაქვს ერთი წოდებიდან მეორეში გადასვლა, ერთი შეხედვით, პიროვნების ისეთივე მარგინალიზაციით უნდა ხასიათდებოდეს, როგორც ეს ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ხდებოდა. სინამდვილეში კი აქ ვითარება ცოტა სხვაგვარია. ჯერ ერთი, განათლების მიღება ნიშნავდა მაღალ რანგს, უფრო პრესტიჟულ სტატუსს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა ტრადიციული ფესვების დაკარგვასთან დაკავშირებულ შფოთვას. მეორე მხრივ, სულიერ ღირებულებებს ზიარება თავისთავად იძლევა „ახალი ნიადაგის“ მოპოვების საშუალებას. ყოველივე ეს ნიშნავს არა იმას, რომ წარსულთან დამაკავშირებელი ყოველი ძაფი უმტკივნეულოდ წყდება, არამედ იმას, რომ ახლად გამოჩეკილი ინტელიგენტისათვის ახალ გარემოსთან შეგუება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე დეკლასირებული ელემენტისათვის. აქედან გამომდინარე, ინტლიგენციის ნაწილისათვის დამახასიათებელი დესტრუქციულობის საფუძველი სხვაგან უნდა ვეძეოთ.
შემდგომ მსჯელობას ძირითადად რუსეთის მაგალითზე წარვმართავთ, რადგან სწორედ რუსეთში წარმოიშვა ინტელიგენცია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ყველა უცხოურ ლექსიკონში სიტყვა „ინტლიგენციას“ დართული აქვს „რუს“. საქმე იმაშია, რომ „გონებრივი შრომით დაკავებულ ადამიანს“, რაც საბჭოთა კავშირში „ინტელიგენტის“ მიღებულ ზოგად განსაზღვრებას წარმოადგენდა, დასავლეთში „ინტელექტუალს“ უწოდებენ. სიტყვა „ინტლიგენტს“ კი, „ინტელექტუალისაგან“ განსხვავებით კიდევ ერთი არსებითი მომენტი ახლავს, კერძოდ, აუცილებელი ზნეობრივი ელფერი. „ინტელიგენტი“ ესაა ინტელექტუალი, რომელიც თავს გარკვეული მისიის მატარებლად განიცდის, მისიისა, რომელიც ჯერ-ჯერობით ცნობილი ლოზუნგის სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: „ინტელიგენცია -ხალხის სამსახურში“. „ჯერ-ჯერობით“ ვამბობ იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ლოზუნგი მეტად ზედაპირული გამოხატულებაა ფენომენებისა, რომელიც საფუძველი გახდა თითქოსდა კეთილშობილური განზრახვების უაღრესად სავალალო რეალობად გადაქცევისა.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ინტელიგენცია, სულ ერთია, რუსეთში თუ სხვაგან, ყოველთვის უკმაყოფილოა არსებული წყობილებით. ეს გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იდეალური წყობილება არ არსებობს (როგორც ერთხელ უ. ჩერჩილმა განაცხადა, დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენ ფორმას, რომლებიც მასზე უარესია“), ინტელიგენტი კი, როგორც საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტელექტუალური წრის წარმომადგენელი, ნაკლოვანებებს სხვებზე კარგად ხედავს. გარდა ამისა, ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის ქსელში ჩართული ადამიანი, ინტელექტუალიც კი, ძნელად ამჩნევს ამ სისტემის დადებით მხარეებს, იგი მათ იღებს როგორც თავისთავად ცხადს, როგორც სუნთქვას; მაგრამ სამაგიეროდ იმ ღირებულებების გადაფასებას ახდენს, რომლებიც მას სხვა სისტემაში დადებითად ესახება.
აღნიშნული უკმაყოფილების გამოხატვის ფორმები საკმაოდ მრავალფეროვანია. ზოგი საერთოდ ემიჯნება პოლიტიკის სფეროს და ოლიმპიური სიმაღლიდან ღიმილით შესცქერის პოლიტიკურ ვნებათაღელვას; ზოგი ბუზღუნით გამოხატვს უკმაყოფელებას, რაც ზოგჯერ (თუმცა არა ყოველთვის) საკუთარი შინაგანი პრობლემების გარეთ გადატანას წარმოადგენს; ზოგიც აქტიური პოლიტიკური ბრძოლის გზას ირჩევს. პოლიტიკური გზა კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ ფართოა. თუ ამ გზის რომელ ნაწილს დაადგება მომავალი პოლიტიკოსი - მარჯვენა კიდეს, მარცხენას თუ შუაში ივლის, - ეს მის პიროვნულ თვისებებზე და აგრეთვე არსებულ სოციალურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
არსებობს ინგლისური აფორიზმი: „ვინც 30 წლამდე რადიკალი არ ყოფილა მას ალბათ გული არ აქვს. ხოლო ვინც 30 წლის შემდეგაც რადიკალად რჩება, იმას კი ნამდვილად ჭკუა არა აქვს“ რა თქმა უნდა როგორც ყველა ამგვარ გამონათქვამში, აქაც საქმე გამარტივებულადაა წარმოდგენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ აფორიზმში ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლე ძევს.
მართლაც, კარგადაა ცნობილი, რომ რადიკალური მოძრაობების ძირითად ძალას ახალგაზრდები შეადგენენ, თანაც, როგორც წესი, მარტოხელები. ისიც ცნობილია, რომ ასაკთან ერთად, დაოჯახების შემდეგ გუშინდელი რადიკალი გაცილებით უფრო ზომიერ პოზიციებზე გადადის. გავიხსენოთ, რომ ჰიპების მოძრაობის - პასიური პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის - უმრავლესობა სავსებით „წესიერ“ მოქალაქედ იქცა.
მეტად საინტერესოა, რომ ახალგაზრდობაში „რადიკალური ფაზის“ გაჩენაც კაპიტალიზმთანაა დაკავშირებული. წოდებათა გაუქმებამ, განათლების ქსელის გაფართოებამ განაპირობა არა მარტო სოციალური განფენილობის შეცვლა, არამედ ტრადიციული ასაკობრივი ინსტიტუტების მოშლაც. კერძოდ დაირღვა ტრადიციული, ასე ვთქვათ, პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება ასაკსა და ავტორიტეტს შორის. შვილებში მშობელთა ავტორიტეტი შეირყა. ფორმალურად ძალაუფლებას ისევ ძველი თაობა ინარჩუნებდა, მაგრამ ახალი თაობის პროტესტი სულ უფრო აშკარა ხდებოდა. მკითხველი ისე ნუ გამიგებს, თითქოს „კლასთა ბრძოლის“ ადგილზე „თაობათა ბრძოლის“ დაყენებას ვაპირებდე. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ისტორიის პროცესში თაობათა ბრძოლასაც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სინამდვილეში „კლასთა ბრძოლა“ და „თაობათა ბრძოლა“ ხშირად ერთი და იმავე პროცესის ორ ჰიპოსტასს წარმოადგენდა, რომელთა ერთმანეთისაგან გამოცალკევება საკმაოდ ძნელია. მაგალითად, ავიღოთ ანარქისტებისა და ზოგიერთი სხვა რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - მემკვიდრეობის უფლების გაუქმება. აშკარაა, რომ აქ წინა პლანზე სწორედ „თაობათა ბრძოლა“ წამოიწევს - ახალი თაობა ცდილობს მოსპოს ძველი თაობის ბატონობის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი - ქონება: თუ შვილი ურჩობას გამოიჩენს ქონებასაც ვერ ეღირსება.
ახლგაზრდობის მაქსიმალიზმი, მისი მემბოხე სული უფრო გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას, სახელდობრ იმას, რომ ადამიანის ფიზიკური და ინტელექტუალური მომწიფება წინ უსწრებს პიროვნებისეულ ჩამოყალიბებას. ამ უკანასკნელში იგულისხმება საკუთარი თავისა და სხვების რეალური, ობიექტურთან მიახლოებული პატივისცემა, ნებელობითი თვისებები.
აღნიშნული კანონზომიერება საფუძვლად ედება ძლიერ კონფლიქტს ახალგაზრდის სუბიექტურ და ობიექტურ შესაძლებლობებს შორის. მოზარდი თავს სავსებით ჩამოყალიბებულ პიროვნებად აღიქვამს, მეტიც, ხშირად იგი თავს უფრო მეტად აფასებს, ვიდე ახლობლებს - იგი მათზე ჭკვიანია, ენერგიულია, მას ყველა პრობლემის გადაწყვეტის რეცეპტი მზად აქვს. „უსამართლო“ რეალობა კი - ოჯახი, სკოლა, უბრალო გამვლელები - მას ისევ როგორც ბავშვს უყურებენ. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მეტად მწვავედ განიცდის თავის რეალურ სოციალურ სტატუსსა და პრეტენზიის დონეს შორის შეუსაბამობას. იგი საკუთარ თავში უდიდეს შესაძლებლობას გრძნობს, მთელი საზოგადოება კი თითქოს ცდილობს, რომ ეს შესაძლებლობები დათრგუნოს. რასაკვირველია, ასეთი საზოგადოება უსამართლოა და იგი უნდა დაინგრეს!
აღწერილი მექანიზმის სახესხვაობას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც თანატოლებში განათლებითა და ნიჭით გამორჩეული მოზარდი ძალზე გადამეტებულად აფასებს საკუთარ ტალანტებს და „კაცობრიობის გაბედნიერების“ მისიის მატარებლად განიცდის თავს. სინამდვილეში ასეთ ახალგაზრდას კაცობრიობის სიყვარული კი არ ამოძრავებს, არამედ ახალგაზრდული პატივმოყვარეობა, რომელიც ამგვარ „აბსტრაქციულ ჰუმანიზმში“ ვლინდება. „აბსტრაქტული ჰუმანიზმი“ კი („საერთოდ“ კაცობრიობის სიყვარული), თუ იგი კონკრეტულ ჰუმანიზმსაა მოკლებული (ე. ი.. კონკრეტული ადამიანის სიყვარულს), საკმაოდ სხიფათო რამაა, რადგან იგი ხშირად საზოგადოების ძალდატანებით „გაბედნიერებას“ გულისხმობს. დიდმა ინგლისელმა პოეტმა უ. ბლეიკმა ეს აზრი ასე გამოხატა: „მხოლოდ მას მოაქვს სიკეთე ადამიანისათვის, ვინც ქმნის სიკეთეს ამ წუთში. საერთო სიკეთე - ფარისევლისა და არამზადის არგუმენტია“.
„აბსტრაქტულ-ჰუმანური“ რეფორმატორი დარწმუნებულია, რომ იცის უკუღმართი ცხოვრების რადიკალური გაუმჯობესების გზა და ამ დაუსაბუთებელი რწმენის ნიადაგზე მზადაა ათასობით ადამიანი შესწიროს. აბა, როგორ, „ისტორიული პროგრესი“ მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია! (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აღვნიშნავ, რომ მე, რასაკვირველია, არაფერი მაქვს ნიჭისა და ტალანტის საწინააღმდეგო, პირიქით, მე მხოლოდ იმ შემთხვევას ვეხები, როდესაც ტალანტი ბოროტების სამსახურში დგება. „ნიჭიერი“ ბოროტება კი რაღა თქმა უნდა, „უნიჭოზე“ ბევრად სახიფათოა, ტალანტმა რომ თავისი ჭეშმარიტი მოწოდება შეასრულოს, იგი სწორ აღზრდას საჭიროებს. სწორად ორგანიზებულ პედაგოგიურ გარემოში არც ერთი ზემოთ და ქვემოთ აღწერილი მექანიზმი არ ვლინდება ან სახიფათო ზღვარს არ აღწევს).
არცთუ იშვიათად „აგრესიულ რადიკალთა“ ბანაკში ახალგაზრდას უბიძგებს ფსიქიკური ან ფიზიკური ტრავმის თუ ნაკლის შედეგად ჩამოყალიბებული „არასრულფასოვნების კომპლექსი“. ასეთი ინდივიდი თავის არასრულფასოვნებაში (რომელიც ხშირად მოჩვენებითია, ანუ სუბიექტური შეფასების ნაყოფი) მთელს საზოგადოებას ადანაშაულებს და შურისძიების წყურვითით იმსჭვალება. ასე იბადება „იდეური“ ტერორისტი ანდა, სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი დამნაშავე.
ყოველივე ზემოთქმული საშუალებას მაძლევს ჩამოვაყალიბო მოცემული წერილის ერთ-ერთი მთავარი თეზისი, სახელდობრ, იმის შესახებ, რომ მემარცხენე რადიკალური იდეოლოგია, რომელიც არსებული საზოგადოების ძირეულ და ძალდატანებით გარდასახვას ისახავს მიზნად, პრინციპულად ინფანტილურია. უკანასკნელი ტერმინი გაშიფრვას მოითხოვს, ამიტომაც მასზე უფრო დეტალურად შევჩერდები.
* * *
ფსიქოლოგებისათვის კარგადაა ცნობილი თუ რაოდენ დიდ, შეიძლება ითქვას გადამწყვეტ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე მისი ბავშვობის გარემო, აღზრდის სტილი, საერთოდ, ბავშვური შთაბეჭდილებები. მოზრდილის პიროვნული თვისებების დიდი ნაწილის ფესვები სწორედ მის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. სინამდვილეში, 5-7 წლისათვის პიროვნების „კარკასი“ ძირითადად უკვე ჩამოყალიბეულია და შემდგომ მისი შეცვლა ძალზე ძნელია (თუმცა შესაძლებელი). ფსიქოლოგიურად ბავშვი ძლიერ განსხვავდება მოზრდილისაგან. ქართველსა და იაპონელს შორის ამ მხრივ არანაკლები სხვაობაა, ვიდრე ერთი და იმავე „მე“-ს შორის ბავშვობასა და მოზრდილობის ხანებში - საყვარელი სათამაშოს დაკარგვა ბავშვმა შეიძლება ფსიქოლოგიურად არანაკლებ მტკივნეუად განიცადოს, ვიდრე მოზრდილმა - ახლობლის გარდაცვალება. აბსტრაქტულად აღებული „მოზრდილი“, შეიძლება ითქვას, სულ სხვა არსებას წარმოადგენს, ვიდრე ბავშვი. მაგრამ ეს მხოლოდ აბსტრაქტულად. სინამდვილეში კი ნებისმიერი „რეალური“ მოზრდილის სულიერ ცხოვრებაში ასე თუ ისე აუცილებლად თავს იჩენს ესა თუ ის ინფანტილური (ე.ი. ბავშვის ფსიქიკისათვის დამახასიათებელი ან მისგან წარმოშობილი) ტენდენცია თუ თვისება. ისეთი ფართოდ გავრცელებული პიროვნული თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, ეგოიზმი, ცნობისმოყვარეობა, ჰედონიზმი (მაქსიმალური სიამოვნების მიღებისაკენ სწრაფვა), გულუბრყვილობა, სიზარმაცე, თავდაჯერებულობა, უშუალობა და მრავალი სხვა, „სუფთა სახით“ სწორედ ბავშვისთვისაა დამახასიათებელი.
როგორც ჩამოთვლილი პიროვნული თვისებებიდან ჩანს, სრულიად არაა აუცილებელი, რომ ინფანტილური თვისება მორალის თვალსაზრისით „უარყოფითი“ მიუღებელი ან დასაგმობი იყოს. პირიქით, ზოგიერთი ასეთი თვისება აუცილებელიც კია შემოქმედებთი პროფესიებისათვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრაქტიკულად ერთადერთი უნარი, რითაც გამოჩენილი მეცნიერები, მხატვრები, პოეტები განსხვავდებიან ჩვეულებრივ, „არაგამოჩენილი“ ადამიანებისაგან, ესაა „ბავშვური გაკვირვების უნარი“, ანუ დიმიტრი უზნაძის ტერმინოლოგიით ობიექტივაციის განვითარებული უნარი. გავიხსენოთ კითხვა, რომელიც ნიუტონმა დაუსვა საკუთარ თავს და რომელმაც იგი ფუნდამენტური კანონის აღმოჩენამდე მიიყვანა: „რატომ ეცემა ვაშლი მიწაზე?“ ეს ხომ იმავე რიგის კითხვაა, როდესაც ყოველი ბავშვი დღეში ათეულობით სვამს: „რატომაა ბალახი მწვანე“, ან სად მიდის ღამე დღისით“ და მისთ.
ამრიგად, პიროვნებაში ინფანტილური თვისებების არსებობა თავისთავად ჯერ კიდევ არაფრის მთქმელია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, თვისებებიცაა და თვისებებიც. თუ ინფანტილური ტენდენცია ინდივიდუალურად ფაქტად რჩება, მან, უარეს შემთხვევაში, მხოლოდ მის მატარებელს ან მის ახლობლებს შეიძლება მოუტანოს უსიამოვნება, უკეთეს შემთხვევაში კი მთლიანად საზოგადოებისათვის იყოს სასარგებლო. მაგრამ როდესაც ინფანტილური პიროვნება პოლიტიკაში ებმება, პასუხისმგებლობას იღებს სხვა ადამიანებზე და თავს უფლებას აძლევს სხვებივით მანიპულაციისა, - აი, ამ შემთხვევაში კი ინფატილურმა თვისებებმა შეიძლება საბედისწერო როლი ითამაშოს საზოგადოების ცხოვრებაში. და ეს სამართლიანია მაშინაც, როდესაც სოციალური მოძრაობა თავისთავად პროგრესულია და ჰუმანური (მაგალითად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა).
ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ზემოთმოყვანილ ინგლისურ აფორიზმს. 30 წელი - ეს ის ასაკია, როდესაც პიროვნებაში საბოლოოდ უნდა განეიტრალდეს საზოგადოებისათვს სახიფათო ინფანტილური ტენდენციები. ეს კარგად იცოდა ჯერ კიდევ პლატონმა, რომელმაც თავის „სახელმწიფოში“ სწორედ 30 წელი დააწესა იმ ასაკად, რომლიდანაც პირონებას სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის უფლება ეძლევა, რა თქმა უნდა, სათანადო აღზრდისა და განათლების შემთხვევაში. მაგრამ ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ინფანტილური ტენდენციები არ ქრება და არც მაინცდამიანც გადასხვაფერდება, ასე რომ პიროვნებას მთელი ცხოვრების მანძილზე ინფანტილიზმის დაღი დაჰყვება. ე. წ. „პროფესიული რევოლუციონერი“ უფრო ხშირად სწორედ ასეთი პიროვნება. იგი მთელი ცხოვრების განმვლობაში ბავშვად რჩება, მაგრამ „ცუდ ბავშვად“ ანუ პიროვნებად, რომელსაც ფრანგები „ანფან ტერრიბლ“ - „საშინელ ბავშვს“ ეძახიან. აქვე დავამატებ, რომ სტრესის, ფსიქოლოგიური ტრავმის, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების შემთხვევაში „მიძინებული“, გამქრალი ინფანტილური ნიშნები შეიძლება კვლავ აღმოცენდეს. ამ მოვლენას (რეგრესიას) უფრო დეტალურად ცოტა ქვემოთ განვიხილავ, საკუთრივ ტოტალიტარული საზოგადოების ანალიზისას, ახლა კი „რევოლუციურ ინფანტილიზმს“ დავუბრუნდეთ.
ბავშვის ფსიქიკის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი თვისებაა ეგოცენტრიზმი ანუ, სხვა სიტყვებით, საკუთარი „მე“-თი შემოფარგვლა. ბავშვი დარწმუნებულია, რომ მისი სულიერი ცხოვრება, არსებობა სავსებით სწორია და ეთადერთი შესაძლებელი. გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე აღნიშნავს, რომ ბავშვის სულიერი ცხოვრება დაფუძნებულია ოთხ „წანამძღვარზე“ (რომელთაც ბავშვი, (რომელთაც ბავშვი, რა თქმა უნდა, არ აცნობიერებს) 1) ბავშვს აბსოლუტურად სჯერა თავისი აზრებისა; 2) იგი დარწმუნებულია, რომ ყველასათვის სავსებით გასაგებია ის, რასაც იგი ლაპარაკობს; 3) მას არ ძალუძს შეამჩნიოს საკუთარი „მე“-ს წინააღმდეგობები; 4) იგი დარწმუნებულია, რომ გარე სამყაროს ყველა მისი თვალებით უყურებს. 30 წლისათვის კი ფსიქიკის ამგვარი ორგანიზაცია უნდა საბოლოოდ შეიცვალოს მოზრდილი ცივილიზებული პიროვნებისათვის დამახასიათებელი არსებობის წესით, რომელიც გულისხმობს თვითკრიტიკულობას, სხვების აზრის პატივისცემას და ა .შ. მაგრამ, დამეთანხმებით, არცთუ იშვიათად გვხვდებიან სავსებით მოწიფული ადამიანები, რომელთა პიროვნება შეიძლება ზუსტად აღიწეროს ზემოთმოყვანილი „ბავშვური მოდელით“ და თუ ასეთმა ადამიანმა გუმანით იცის ბრბოს ფსიქოლოგია, უკომპრომისოა, ამბიციური, გარკვეული, თუმცა ცალმხრივი აზროვნების უნარი და ერუდიცია აქვს. ხოლო ზნეობას პრაგმატული თვალით უყურებს, - ჩვენს წინაშე ტიპიური რადიკალი ინტელიგენტის პორტრეტი იხატება. სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეასრულეს რევოლუციურ მოძრაობაში იმ დეტონატორის როლი, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.
მემარცხენე რადიკალური ინტელიგენტის ისტორიული ბრალი ძალზე მძიმეა. მისი ერთადერთი გამართლებაა - „არა იციან რას იქმან“, მას პრინციპულად არ ძალუძს და არ სურს გააცნობიეროს, რომ მთელი ეს მაღალფარდოვანი და სავსებით გულწრფელი ლაპარაკი „ისტორიული პროგრესის“, კლასობრივი ბრძოლისა“ თუ „რასობრივი უპირატესობის“ შესახებ სხვა არაფერია, თუ არა კამუფლაჟი პრიმიტიული ბავშვური „მე მინდა“-სი.
* * *
მაგრამ ამგვარი, საზოგადოებისათვის საბედისწერო ფატალიზმი თავის თავშივე ატარებს საკუთარ აღსასრულს, მორალურსაც და ფიზიკურსაც. საქმე ისაა, რომ ამ რომანტიკულ-დესტრუქციულ-ინფანტილური ინტელიგენტების ნაკვალევს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პოტენციური დიქტატორი, როდესაც რევოლუციური მოძრაობა გარკვეულ ძალას იძენს და აქტიურად გამოდის პოლიტიკურ სცენაზე, მის წიაღში შეუმჩნევლად ყალიბდებიან პიროვნებები, რომელთათვისაც რევოლუციური იდეოლოგია, მასები, მათი შემართება მხოლოდ საშუალებებია ერთი მიზნის - პირადი ძალაუფლების მოსაპოვებლად (ა. ადლერის მიხედვით ძალაუფლებისაკენ სწრაფვასაც ინფანტილური საფუძველი აქვს - იგი წარმოადგენს ბავშვური არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაციას. ჩემის აზრით, ინფანტილური „ძალაუფლების წყურვილი“ მართლაც არსებობს, მაგალითად, ბრეჟნევის ტიპის ფიგურები სწორედ ამ რიგს განეკუთვნებიან; რაც შეეხება პოლ პოტის ან სტალინისნაირ დიქტატორის ტიპს, თუ მისთვის დამახასიათებელ ძალაუფლების წყურვილს კიდევაც აქვს ინფანტილური ფესვები, - მაინც სპეციფიკური და არა ზემოთაღწერილი გაგებით. სამწუხაროდ, ეს ძალზე სინტერესო საკითხი სცილდება ამ წერილის ჩარჩოებს). ასეთი პიროვნება, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი მორალური შეზღუდვებისაგან, საბოლოო ჯამში, უთუოდ ამარცხებს გონებადაბნელებულ „რევოლუციის რაინდებს“. როგორ მოხდა, რომ სტალინმა ასე ადვილად დაამარცხა ტროცკი. ზინოვიევი, ბუხარინი და სხვები, რომლებიც თითქოს მასზე ინტელექტუალებიც იყვნენ, რევოლუციური „დამსახურებაც“ მეტი ჰქონდათ და თანაც არანაკლები არამზადებიც იყვნენ. სწორედ იმიტომაც, რომ მათ მაინც შემორჩათ გარკვეული ილუზიები, რომელთაგან უმთავრესი იყო წმინდა ინფანტილური რწმენა, რომ მათ წინაამდეგ შეუძლებელი იყო იმ მეთოდის გამოყენება, რომლებსაც თვით ისინი სხვების მიმართ ხმარობდნენ. ჭეშმარიტად, „რევოლუციას ტალანტები გეგმავენ, ფანატიკოსები ახორციელებენ, ხოლო მისი შედეგებით ნაძირალები სარგებლობენ“...
თუმცა, არცთუ იშვიათად, სხვანაირადაც ხდება. ახალგაზრდა ინტელიგენტი, რომელიც მთელი შემართებით ებმევა ბრძოლაში ნათელი იდეალების განსახორციელებლად და უსამართლო რეალობის დასანგრევად, დროთა განმავლობაში, პოლიტიკური ბატალიების პერიპეტიებში გამობრძმედასთან ერთად, შეუმჩნევლად ეთხოვება საყმაწვილო ილუზიებს და იქცევა ცინიკოს პრაგმატიკოსად, რომელსაც ერთადერთი მიზანი რჩება - ისევ და ისევ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ასეთი „ევოლუციის“ კარგ მაგალითად მე ლენინი მესახება.
სანამ მემარცხენე რადიკალური ინტელიგენციის შესახებ საუბარს დავასრულებდეთ, რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ რუსულ „რაზნოჩინულ ინტელიგენციას“.
ინტელიგენციის „გამარცხენების“ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, მძიმე სოციალური პირობების გამო, რუსეთში განსაკუთრებული ინტენსივობით მოქმედებდა. დასავლეთთან შედარებით რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ჩამორჩენილობა, მმართველი წრეების კონსერვატიზმი, ბურჟუაზიის სისუსტე და ა.შ. - ყველაფერი ეს აძლიერებდა სოციალურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას საზოგადოებაში. ჩვენთვის საინტერესო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძალიან მკვეთრ წოდებრივ დიფერენციაციას; უფრო სწორად, ძალზე დიდ დისტანციას ხალხის მასებსა და უფრო მაღალ ფენებს შორის. ამასთან, ამ დისტანციას განსაზღვრავდა არა მარტო ქონებრივი უთანასწორობა, არამედ, ძირითადად - კოლოსალური კულტურული განსხვავება.
ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანი, გნათლების მიღებისა და ინტელიგენციის წრეებთან ზიარბის შემდეგ, ხვდებოდა სრულიად სხვა სამყაროში - ლიტერატურის, ფილოსოფიის, მეცნიერების - მოკლედ, ცივილიზებულ სამყაროში. და ამ ფონზე კიდევ უფრო კონტრასტულად ჩანდა მისი მშობელი გარემოს სავალალო მდგომარეობა და საშინელი ჩამორჩენილობა. სწორედ ევროპული კულტურის გაცნობამ და მისი სიმაღლიდან ხალხის მასების კატასტროფული მდგომარეობის გაცნობიერებამ განსაზღვრა რუსული ცხოვრების ერთ-ერთი „მარადიული პრობლემა“ - ინტელიგენცია და ხალხი. მშობლიური ფესვებისაგან მოწყეტა და სხვა სამყაროში შესვლა ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილში შობდა რთული განცდების მთელ „თაიგულს“: ბრალის გრძნობას „ხალხთან“ შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობის გამო, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილს, ვალდებულების განცდას, მაგრამ ამასთან ერთად ქედმაღლობას, შემდეგ მონანიებას და თვითგვემას ამ ქედმაღლობის გამო და ა.შ. სბოლოოდ ეს განცდები ერთიანდებოდა, კრისტალდებოდა „ხალხის“ მიმართ სიყვაულში, რომელსაც აშკარად გამოხატული ნევროტული ელფერი დაჰკრავდა (ან, სხვა შემთხვევაში, სიძულვილში, აგრეთვე ნევროტულში). ამ ფენომენმა, რომელიც, ჩემი აზრით, ფროიდისეული „ოიდიპოსის კომპლექსის“ იდენტური თუ არა, მონათესავე მოვლენა უნდა იყოს, შედეგად გმოიღო ინტელიგენციის მიერ აბსტრაქტულად აღებული „ხალხის“ იდეალიზაცია (ეს სტრიქონები უკვე დაწერილი იყო, როდესაც წავაწყდი ცნობილი რუსი ფილოსოფოსის გ. ფედოტოვის სიტყვებს: რუსული ნაციონალური გრძნობის სიმწვავეს, სსრკ-ის ფარგლებში და ამ ფარგლებს გარეთაც, ანალოგიები მხოლოდ ტოტალიტარულ იმპერიებში შეიძლება გამოიძებნოს. მასში ცოცხლობს ვნების ეროსიც, ავხორცობის ჟინიც, საკუთარი სიძლიერის სიმაყე და დამცირების ტკივილი - მთელი ის ავადმყოფური კომპლექსი, რომელმაც გერმანია აშკარა სიგიჟემდე მიიყვანა“). ინტელიგენციის ცნობიერებაში „ხალხი“ გადაიქცა უმაღლესი ზნეობისა და ჭეშმარიტების მატარებლად: ღარიბი ადამიანი, მისი სხვა თვისებების მიუხედავად, იმთავითვე ზნეობრივ იდეალად აღიქმებოდა. რადიკალურმა ინტელიგენციამ თავის მორალურ ვალად „ხალხის სამსახური“ დაისახა, ამასთან ეს სამსახური საკმარისად თავისებურად იყო გაგებული. გლეხების, ხოლო შემდეგ პროლეტარიატის გარდა ყველა სხვა საზოგადოებრივი ჯგუფი თუ კლასი „პარაზიტებად“, „დამპალ ლიბერალებად“ გამოცხადდნენ, რომელთა ადგილი ერთი იყო - „ისტორიის სანაგვეზე“.
ამგვარი პოზიციის არაჯანსაღი, ნევროტული ხასითი კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, კერძოდ, იმ ფაქტში, რომ სამოქალაქო ომისდროინდელი „თეთრი ტერორი“, რომლის ინსპირატოთა შორის „ხალხის“ გუშინდელი თაყვანიმცემლებიც იყვნენ, სისასტიკით ოდნვადაც არ ჩამოუვარდებდა „წითელ ტერორს“.
აღსანიშნავია, რომ „ხალხის“ იდეალიზაცია ორი - „სლავოფილური“ და „ინტერნაციონალისტური“ - ფორმით გამოვლინდა. სლავოფილებს მიაჩნდათ (და ახლაც მიაჩნიათ), რომ სწორედ რუსი ხალხია ის ხალხი, „რომელთან არს ღმერთი“ („Народ - богоносец“ და რომელიც მოწოდებულია სხვა ხალხებს ჭეშმარიტების ნათელი მოჰფინოს. ინტერნაციონალისტური პოზიციის მიხედვთ კი „ისტორიული ჭეშმარიტების“ მატარებელნი არიან ღარიბი და ჩაგრული მასები ეროვნების მიუხედავად, თანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ღარიბნი და ჩაგრულნი არიან.
ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარი სტერეოტიპები იდეალურად ესადაგება ზემოაღწერილ ინფანტილურ ტენდენციებს. მართლაც, მემაცხენეობის „ზოგადი“ და „კერძო“ (რუსული) ფაქტორები ურთიერთზემოქმედებდა, ავსებდა და აძლიერებდა ერთმანეთს. ყოველივე ამის გამო რუსეთში მემარცხენე ინტელიგნციის (და როგორც გვახსოვს, ხალხის მასების) დესტრუქციული პოტენციალი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ევროპაში (გერმანიის გამოკლებით). ასეთ ვითარებაში „რევოლუციურმა მოძღვრებმა“ სწრაფად დაკარგეს ის მცირე დადებითი, ანუ მარქსისტების საყვარელი გამოთქმით „რაციონალური მარცვალი“, რაც მათ ჰქონდათ, და დაყვანილ იქნენ ველურ ლოზუნგამდე: „ძარცვე ნაძარცვი!“ დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ნებიმიერ საღ იდეას აუცილებლად ამოუდგებ გვარდში ბრიყვი, რომელსაც იგი ბეჯითად მიჰყავს აბსურდამდე. რაღა ითქმის ისეთ იდეაზე, რომელიც იმთავითვე „არასაღია“ და ძალადობას გულისხმობს...
* * *
კიდევ ორიოდე სიტყვა მოცემულ საკითხთან დაკვშირებით.
ზემოთქმული სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს მთელი რუსული ინტელიგენცია, ან თუნდაც დიდი ნაწილი დესტრუქციული იდეებითა და სისხლის წყურვილით იყო შეპყრობილი. არა, რუსეთის ინტელიგენციაში იყო წრეები, რომლებიც სავსებით ობიექტურად აფასებდნენ ხალხსაც, არსებულ რეჟიმსაც, კარგად ხედავდნენ რევოლუციური გზის დამღუპველობას, მოკლედ, საღად აღიქვმდნენ არსებულ რეალობას. პირველ რიგში მხედველობაში მყავს ე. წ. „კადეტებს (კონსტიტუციურ დემოკრატებს) მიახლოებული“ („oколокадетская“) ინტელიგინცია. ამ წრეებში კარგად ესმოდათ, რომ უმძიმესი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობდა რეფორმების გატარებაში. მაგრამ ამ პროგრამას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ულტრამემარცხენე პარტიები (მემარჯვენეებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომელთა მიზანი სრულიადაც არ იყო დემოკრატიული საზოგადოების აშენება. დამახასიათებელია შემდეგი ეპიზოდი: კადეტების მიერ შემოთავაზებული მიწის რეფორმის წინააღმდეგ ბოლშევიკებმა ყველა ხერხს მიმართეს და საბოლოოდ ჩააგდეს კიდეც იგი. ამ კამპანიის მოტივებთან დაკავშირებით ბოლშევიკური პრესა დაუფარავად წერდა, რომ გატარების შემთხვევაში რეფორმა დააკმაყოფილებდა გლეხებს და ჩამოაშორებდა მათ რევოლუციურ ბრძოლას. გულწრფელი აღიარებაა იმისა, რომ რევოლუციური მოძრაობის მიზანი სრულიადა არაა ხალხის დაკმაყოფილება!
კადეტებისა და რუსეთის სახელმწიფოს სხვა ჯანსაღი ძალების პოლიტიკური კრახი ფსიქოლოგიურად იმით შეიძლება აიხსნას, რომ მათი პროგრამები გულისხმობნენ დძაბულ, ყოველდღიურ, შემოქმედებით შრომას, თანდათანობით წინსვლას: პიროვნების ღირსების ამაღლებას (და არა „მასების დარაზმვას“), თავისუფლების, პასუხისმგებლობის და კანონის ევროპული იდეალების დანერგვას, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად განუვითარებელი და ინფანტილური რუსული საზოგადოებისათვის, რომელსაც ყოვლად უნიათო, გახრწნილი და მოუქნელი სახელმწიფო აპარატი „აჯდა“, პრიმიტიულ-ბარბაროსული, დესტრუქციული მოწოდებები გაცილებით უფრო ქმედითი აღმოჩნდა...
მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერავითარი ულტრარევოლუციური ლოზუნგები ვერ მოიტანდნენ იმ შედეგს, რომ არა უაღრესად მნიშვნლოვანი „დამატებითი ფაქტორი“ - პირველი მსოფლიო ომი (გერმანიაში დაახლოებით იგივე როლი ითამაშა ომისშემდგომმა ნგრევამ და ანარქიამ). და რევოლუცია ცალკე ვრცელი საუბრის თემაა, მე აღვნიშნავ ომის მხოლოდ ერთ შედეგს, რომელსაც მასობრივ ფსიქოლოგიასთან აქვს უშუალო კავშირი. სახელდობრ, ომმა განაპირობა ადამიანის სიცოცხლის მკვეთრი გაუფასურება და ამით საზოგადოებრივ ცნობიერებაში მასობრივი ძალადობა და ტერორი ფსიქოლოგიურად მისაღები გახადა.
* * *
ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ რევოლუციური პროცესის ყველა კომპონენტის სიღრმეში იმალება პრიმიტიული, ინფანტილური ფესვი. რევოლუციურ იდეოლოგიებში ესაა უტოპიურობა, ტრადიციული ღირებულებების ხელაღებით უარყოფა; ამასთან, რეალურ რევოლუციურ პროცესში ეს ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრდება და უკიდურესობამდე მიდის. რევოლუციის ძირითადი ძალა - მარგინლური მასა, ბრბო, განსაზღვრის მიხედვით პრიმიტიულია და მხოლოდ უმარტივეს სტიმულებზე ახდენს რეაგირებას. რაც შეეხება რევოლუციის „ტვინს“, მემარცხენე რადიკალურ ინტელიგენციას, მის მოქმედებას, ზოგადად რომ ვთქვათ, საფუძვლად უდევს ინფანტილური „აბსტრაქციული ჰუმანიზმი“, რაც გულისხმობს საეჭვო იდეალების გულისათვის მასობრივი ძალადობისა და ტერორის დაშვებას, ანდა ძალაუფლების წყურვილი.
რევოლუციების გამარჯვების შემდეგ ეს ტენდენციები არათუ არ ქრება, არამედ პირიქით, ძლიერდება, „მდიდრდება“ და თანაც გარკვეულ ტრანსფორმაციასაც განიცდის. ქემოთ შევეცდები გავაანალიზო ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებები.
რუსულმა კომუნიზმმა (ხოლო შემდეგ სხვ ტოტალიტარულმა რეჟიმებმა) ქვეყნად მოავლინა საზოგადოების სრულიად ახალი, უნიკალური ტიპი, რომელსაც შეიძლება „ლატენტური“ ანუ „ფარული ბრბო“ ვუწოდოთ.
საერთოდ ცნობილია, რომ ბრბო წარმოადგენს ადამიანთა უსტრუქტურო ერთობას, რომელსაც აერთიანებს საერთო ემოციური განწყობა (უფრო ხშირად აგრესიული) და რომელიც მაღალი სუგესტიურობით, შთაგონებადობით ხასიათდება. სწორედ ასეთ ბრბოს შეადგენს, მაგალითად, გულშემატკივართა ჯგუფი, რომელიც საყვარელი გუნდის წაგებას ან, პირიქით, მოგებას ვიტრინების მსხვრევითა და მანქანების გადატრიალებით „აღნიშნავს“.
მაგრამ ხშირად ბრბოში გარკვეული, ძალზე მარტივი სტრუქტურა ისახება. ეს ხება მაშინ, როდესაც ბრბოს ლიდერი გამოეყოფა და ისახება აგრესიის (ან, მაგალითად, თაყვანისცემის) კონკრეტული მიზანი, ობიექტი. ლიდერის გმოყოფა ხშირად სტიქიურად, სპონტანურად ხდება. ასეთ შემთხვევაში ლიდერი დროებითია და არსებითად არ განსხვავდება ბრბოს სხვა წევრებისაგან. მაგრამ ზოგჯერ ლიდერის როლში გვევლინება პიროვნება, რომელმაც გუმანით იცის ბრბოს ფსიქოლოგია, დაჯილდოებულია მჭერმეტყველური ნიჭით, დემაგოგია, ხშირად „დემონური“ გარეგნობა აქვს და კარგად ახდენს ბრბოსთან ერთიანობის იმიტაციას; სინამდვილეში კი ინდივიდუალურობას არ კარგავს, ხოლო ბრბოს იარაღად იყენებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ამგვარმა ბრბოებმა, რომელთაც პარტიული ლიდერები ედგნენ სათავეში, შეასრულეს უდიდესი, ალბათ გადამწყვეტი როლი ოქტომბრის გადატრიალებაში.
თქმა არ უნდა, „კლასობრივი ზნეობის“, არსებითად კი უზნეობის მქონე ადამიანთა ხელში ამგვარი იარაღი ძალზე ეფექტურია და დიდი დამანგრეველი პოტენციალის მქონეცაა. მაგრამ ბრბოს ერთი არსებითი „ნაკლი“ აქვს - იგი საკმაოდ არასტაბილური წარმონაქმნია და დიდი დროით ვერ ძლებს. საბრძოლო მდგომარეობაში ბრბო შეიძლება შეინარჩუნო დღეების, მაქსიმუმ, თვეების განმავლობაში. შემდგ კი ემოციური მუხტი სუსტდება, ამის გასაღვივებლად სულ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ეს ტენდენცია მით უმეტეს ძლიერდება, როდესაც დასახული მიზანი მიღწეულია (მეფე ჩამოგდებულია, „პროლეტარიატის დიქტატურა“ დამყარებულია, სამოქალაქო ომი მოგებულია). მაგრამ ძალაუფლების უზურპატორი პარტია, „პროლეტარიატის დიქტატურას“ ამოფარებული, სრულიადაც არ აპირებდა თავისი ძირითადი დასაყრდენის დაკარგვას, - ეს ძალაუფლების სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვასაც ნიშნავდა. ამიტომ მმართველმა წრეებმა შეიმუშავეს მთელი რიგი ზომებისა, რომელთა მიზანი იყო ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნწილის პერნამენტულად ბრბოს მდგომარეობაში ყოლა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ზომები რაიმე წინასწარი პროგრამის მიხედვით ხორციოელდებოდა; ისინი ძირითადად ინტუიციაზე და „ცდისა და შეცდომის“ მეთოდზე დაყრდნობით ტარდებოდა. მაგრამ ასე თუ ისე, მეთოდთა ეს კომპლექსი საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა. განვიხლოთ ეს მეთოდები; ამასთან გვახსოვდეს, რომ ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და მხოლოდ კომპლექსში ხდებიან ქმედითნი.
პირველი, ეს იყო ე. წ. მტრის ხატის შექმნა. სულ ერთია, ვინ იქნება ეს მტერი - მსოფლიო იმპრიალიზმი, „ჯაშუშები“, „მავნებლები“, „მასონები“ თუ სხვა. მთავარია, მასებში მუდამ ღვიოდეს აზრი, რომ ვიღაცა ყოველ წუთში, ყოველ წამში „ვნებს“ და მხოლოდ მომენტს ელოდება, რომ მთელი ქვეყანა მოსპოს ან გაყვლიფოს. სწორედ მტრის ხატის შექმნა იყო ერთ-ერთი მიზანი სტლინის მიერ წამოყენებული ულტრადემაგოგიური ლოზუნგისა, რომლის თანახმადაც, სოციალიზმის განმტკიცებასთან ერთად კლასობრივი ბრძოლა კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება და მწვავდება. მაგრამ „თეორიულ დოქტრინაზე“ დაყრდნობით ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა „ლატენტური ბრბოს“ ნამდვილ ბრბოდ გადაქცევა და „ხალხის ნებით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ანგარიშის გასწორების გამართლება. მაგრამ, „გამართლებისა“ - და კიდევ სხვა მიზნებისა -პოლიტიკურ სარბიელზე ახალ-ახალი მტრის გამოჩენას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა - ლატენტური ბრბოსათვის, ასე ვთქვათ, „სპორტული ფორმის“ შენარჩუნება და აგრესიის წარმართვა სასურველი მიმართულებით.
ამგვარი მექანიზმის ამოქმედება ბრბოს ფსიქოლოგიის ძალზე ღრმა ცოდნას მოითხოვს, ცოდნას, რომელიც მითიური „პრომპარტიის“ პროცესიდან მოყოლებული, სატლინმა არაერთხელ გამოავლინა. განა აბსურდად არ უნდა ჟღერდეს ტროცკის გამოცხადება „იმპერიალიზმის აგენტად“, იმ ტროცკისა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მსოფლიო რევოლუციის მედროშე იყო? ანდა როგორ გინდა ასეთად წარმოიდგინო ბუხარინი, რომელიც ლამის თავისი ხელით ყრიდა დაფშვნილ შუშას მშრომელბისათვის განკუთვნითვნილ კარაქში? მაგრამ სწორედ აქაა ბრბოს სპეციფიკა - მისთვის უცხოა ლოგიკური განსჯა, ყოველგვარი რაციონალური საწყისი. და რაც უფრო აბსურდულ ტყუილს გადმოუგდებენ, მით უფრო აღტაცებული ხვდება მას, რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ტყუილის გადმომგდებმა უკვე მოიპოვა ლიდერის სტატუსი.
აღნიშნული მექანიზმის მოქმედებას დიდად შეუწყო ხელი ტოტალიტარიზმის კიდევ ერთმა, მეტად ეფექტურმა „ღონისძიებამ“ - იფორმაციის საშულებათა მონოპოლიზაციამ. პრესის ძალა ბოლშევიკებმა ძალიან კარგად იცოდნენ - მათ წარმატებაში ბეჭდვითმა სიტყვამ უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ იმიტომ, ოქტომბრის გადატრიალების მეორე დღესვე ლენინის დეკრეტით აიკრძალა, უმნიშვნელო გამონაკლისით, ყველა არაბოლშევიკური ორგანო. ხსენებული გამონაკლისიც სულ მალე მოისპო. ერთი ხელის მოსმით გზა მოეჭრა ყოველგვარ ალტერნატიულ აზრს. ბეჭდვითი სიტყვა ოფიციოზის რუპორად, მორიგი „მტრის“ წინააღმდეგ „მასების დამრაზმველად“ იქცა. უნდა ითქვას, რომ გამოთქმა „გაზეთი კოლექტიური ორგანიზტორია“ (ისვე, როგორც სხვა რიტუალური ფორმულები), ცარიელ პროპაგანდისტურ შტამპად იქცა მხოლოდ 60-იანი წლებიდან, ისიც საზოგაობის შედარებით დამოუკიდებლად მოაზროვნე ნაწილში. მანამდე კი ინფორმაციის ყველა წყარო მართლაც ასრულებდა „დამრაზმველთა“ ფუნქციას, იწყებდა რა „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ მიმართულ მორიგ კამპანიას. საქმე ისაა, რომ ინფომაციის ალტერნტიული წყობის აბსოლუტური უქონლობის პირობებში ადამიანი, ზოგჯერ მოაზროვნეც კი, ძალაუნებურად ექცევა ოფიცილური პროპგანდის ქვეშ, მიენდობა მას. როგორც გაზეთში წერია! აბა, უსაფუძვლოდ ხომ არ დაწერს „პრავდა“, კამენევი ანტანტის აგენტიაო!
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრა. როგორც ითქვა, რევოლუციური მოძრაობის მთავარი „დამრტყმელი ძალა“ მარგინალური მასებია, ხოლო ამ მასების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ე. წ. პრეტენზიის დონის აწევით: „თქვენ გჩაგრავენ, არად გაგდებენ, ამ დროს კი თქვენ ხართ ყელაზე პროგრსულები, უმაღლსი ზნეობის მატარებლები, ისტორიის მამოძრავებელი ძალა, თქვენ განასახიერებთ კაცობრიობის მომავალსა და იმედს!“ ბოლშევიკებმა სწორედ ამდაგვარი პროპაგანდით აღტკინებულ მასებზე დაყრდნობით მოიპოვეს ძალაულება. მასებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო მარგინალური მასების გაღვძებული ამბიციბის რაღაცნაირი დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რისხვა ბოლშევიკებს უკან მოუბრუნდებოდათ (როგორც ეს კრონშტადტის ამბოხბამ აჩვენა). სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მოიმართა მთელი ტოტალიტარული პროპგანდისტული მანქანა. საზოგადოებას, მის ყოველ წვრს დღე და ღამე ჩასჩიჩინებდნენ, რომ არსებული რეჟიმია სწორედ ის, რაზედაც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა მთელი კაცობრიობა; აღთქმული სამოთხისაკენ გზაზე მთავარი ნაბიჯი უკვე გაკეთებულია, დარჩა წვრილმანი - ორი-სამი ხუთწლედის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა და ოციოდე მილიონი „მტრის“ განადგურება... ყოველივე ამას თან ახლდა დეზინფორმაცია დანარჩენი მსოფლიოს შესახებ: იქ შიმშილია, იმპერიალიტებისაგან ქანცდაცლილი ხალხი უკანასკნელ ზღვრამდეა მისული და მხოლოდ საბჭოეთს შეჰხარის, მსოფლიო რევოლუცია კარსაა მომდგარი...
ყოველივე ეს იმისაკენ იყო გამიზნული, რომ ლატენტური ბრბოს მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების ენერგია მიმართულიყო, ერთი მხრივ, რეჟიმისათვის რეალურად თუ პოტენციურად სახიფათო ელემენტების წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ - რეჟიმის განმამტკიცებელ შრომით საქმიანობაში ეპოვა გამოხატულება. უდიდესი მნიშვნელობა ჰონდა იმას, რომ საბჭოთა საზოგადოებას მიზანი დაუსახეს. კარგადაა ცნობილი, რომ ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი, რომელსაც სართო მიზანი აქვს, თუნდაც ილუზორული, დიდი პროდუქტულობითა და აქტივობით გამოირჩევა. სწორედ საერთო მიზნის არსებობამ განსაზღვრა ის ძლიერი შრომითი ენთუზიაზმი, რომელმაც 20-30 -იან წლებში თავი იჩინა საბჭოთა კავშირში და რომელსაც საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგეებიც აღნიშნავენ (მაგალითად, ანდრე ჟიდი).
მაგრამ ისიც ცნობილია, რომ თუ მიზანი ილუზორულია ან მიუღწვადი, ან კიდევ ძალზე შორეულია, აქტიურობა ხანმოკლეა, ხოლო თვით ჯგუფი თანდათან დეგრადაციასა და გადაგვარებას განიცდის. მმართველ წრეებს ესმოდათ, რომ ისეთი ილუზორული მიზანი, როგორიც კომუნისტური საზოგადოებაა, არ იყო საკმარისი მასებში მუდმივი შრომითი ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად. ამიტომ პროპაგნდა საზოგადოების წინაშე გამუდმებით სახავდა ახალ-ახალ „ქვემიზნებს“ - „სოციალიზმის სრული გამარჯვება“, ხუთწლედის გადაჭარბება, წლიური გეგმა, კვარტალი, „საიუბილეო შრომითი პატაკები“... და თუმცა ეს ზომები თავის მიზანს აღწევდა, მათი ეფექტიანობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ეცემოდა. უკვე ოციან წლებში თავი იჩინა სოციალისტური წყობის იმანენტური ტენდენციების ჩანასახებმა - იმ ტენდენციებისა, რომელთაც მწვერვალს 80-იან წლებში მიაღწიეს და „პერესტროიკის“ აუცილებლობა გამოიწვევს. მხედველობაში მაქვს შრომის დისციპ;ინის დაცემა, მიწერები, მექრთამეობა, ქურდობა და სხვ. თუმცა ვიმეორებ, სტალინიზმის აღზევების პერიოდში ეს ტენდენციები სუსტი იყო და საერთო ფონზე მაინცდამაინც არ ჩანდა.
აღნიშნული „დიდი მიზნის“და „ქვემიზნის არსებობა“, თანაც კაპიტალიზმის მითიური „საერთო კრიზისის“ პირობებში, საზოგადოებაში თავისთავად შობდა გადამეტებულ და სრულიად არაობიექტურ თვითშეფასებას, უნიკალობის (ამ სიტყვის მაღალი გაგებით), კაცობრიობის ავანგადში ყოფნის განცდას, „ჩვენის“ ძლიერ შეგრძნებას, ანუ, სხვა სიტყვებით, ხდებოდა პრეტენზიის დონის ილუზორული დაკმაყოფილება. პროპაგანდა წარმატებით ნერგავდა მარქსისტულ სამოსელში გამოწყობილ ძველ მესიანისტურ იდეას.
სხვათა შორის, ოფიციოზის მიერ აქტიურად დანერგილმა ჯაშუშომანიამ თავისი წვლილი შეიტანა ამგვარი საზოგადოებრივი განწყობილების დამკვიდრებაშიც. „ჯაშუშებისა“ და „დივერსანტების“ გამაოგნებელი რაოდენობა ობივატელს თვითშეფასებას კოდევ უფრო უზრდიდა: აი, რანი ვართ ჩვენ, რომ მთელი მსოფლიოს ბნელი ძალები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ოღონდ კი რაიმე ზიანი მოგაყენოს!
გარდა ამისა, პრონპაგანდის წარმატებას გარკვეულწილად აპირობებდა საბჭოთა იმპერიის კოლოსალური ზომა და გადაადგილების სიძნელე, რაც, თავის მხრივ, სატრანსპორტო ქსელის განუვითარებლობითა და სატრანსპორტო რეჟიმით იყო განსაზვრული. როდესაც შუა რუსეთის რომელიმე გაძვალტყავე ბულ სოფელში ჩამოჰქონდათ „ყუბანლი კაზაკების“ ტიპის ფილმი, გლეხს იმედი უჩნდებოდა, რომ მისი გასაჭირი შემთხვევითია და დროებითი, ანდა მტრების ხრიკებითააა განპირობებული; ნამდვილი სოზციალიზმი კი იქაა დანარჩენ საბჭოთა კავშირში; აბა, კინოში ტყუილს ხომ არ უჩვენებენ?!..
მაგრამ ასეთი იმედების დასამკვიდრებლად, კინოსა და ლიტერატურის გარდა რაღაც უფრო რეალური დასყრდენი იყო საჭირო. ასეთ დასაყრდენად სრულიად ბუნებრივად იქცა ქვეყნის დედაქალაქი - მოსკოვი. თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანისათვის მოსკოვი ოცნების ქალაქი იყო. და მართლაც, სხვა საბჭოთა ქალაქებთან შედარებით, პროვინციაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსკოვი, ყოველ შემთხვევაში მისი ფასადი, მართლაც გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა - მაღალი შენობები, სიუხვე მაღაზებში (რასაკვირველია, სსრკ-ის კვალობაზე), ბოლოს და ბოლოს აქ თვით სტალინი ცხოვრობდა... მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ მოსკოვის „სანიმუშო ქალაქად“ გადაქცევა, რასაც მთელი ქვეყნის რესურსები ხმარდებოდა, პირველ რიგში პროპაგანდისტული ილეთი, „ნათელი მომავლის“ განსახიერება იყო. რა თქმა უნდა, ამ ილეთის წარმატებისათვის აუცილებლი ხდებოდა დასავლეთთან კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვა, ხოლო თუ კონტაქტი გარდაუვლი იყო - საბჭოთა მხარეში შიშისა და უნდობლობის განწყობის შექმნა, თუნდაც დასავლეთის წარმომადგენელი ლენინზე უარესი კომუნიტი ყოფილიყო. აქედან ცხადია, რომ „რკინს ფარდის“ არსებობა საბჭოთა სისტემის ერთ-ერთ ბურჯს წარმოადგენდა.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ნებისმიერი ბრბოს არებითი ნიშანია პიროვნების, ინდივიდუალობის სრული გათქვეფა კოლექტიურ ცნობიერებაში. საზოგადოების ლატენტური ბრბოს მდგომარეობამდე დასაყვანადაც ეს მომენტი აუცილებელია. და სწორედ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ჩაიდინა ტოტალიტარიზმმა თავისი ყველაზე საზარელი დანაშაულებანი.
უნდა ითქვას, რომ „საზოგადოების დეინდივიდუალიზაციის პროგრამას“ გარკვული საფუძველი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვები ხალხების, პირველ რიგში, რუსი ხალხის დაბალ ფენებში გავრცელებული „უარყოფითი ეგალიტარიზმის“ ანუ თანასწორობის ტენდენციის სახით (იხ. ზემოთ ა. ამალრიკის გამონათქვამი). იმ ფაქტმა, რომ საკუთარი ძალებით, ნიჭითა და უნარით დაწინაურებულ პიროვნებას რუსი ობივატელი ყოველთვის ეჭვითა და ანტიპატიით უყურებდა, მეტად გააადვილა ხსენებული „პროგრამის“ განხორციელება.
აღნიშნულ ტენდენციაზე დაყრდნობით გაიშალა უზარმაზარი პროპაგანდისტული კამპანია ინდივიდუალიზმის დისკრედიტაციისა და კოლექტივიზმის გაღმერთების მიზნით. „ინდივიდუალისტის“ იარლიყი ლამის „ტროცკისტისა“ და „კაპიტალიზმის“ სინონიმად იქცა. საზოგადოებას დღენიადაგ ჩასჩიჩინებდნენ: საჭოთა ადამიანი, რაგინდ ნიჭიერიც იყოს იგი, პირველ რიგში, საბჭოთა ადამიანია და კოლექტივის წევრი. აქედან გამომდინარე, საბჭოთა პოეტი თუ ფიზიკოსი, მუშა თუ ექიმი, პირველ რიგში უნდა საპირველმაისო დემონსტრაციებზე დადიოდეს, პოლიტსემინარებსა თუ სხვა „ღონისძიებებზე“ აქტიურობდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ წერდეს ლექსებს, იკვლევდეს სამყაროს, დაზგასთან მუშაობდეს თუ ხალხს მკურნალობდეს. მოკლედ, თუ საბჭოთა ადამიანი არასაკმარისად ეწევა „საზოგადოებრივ მუშაობას“, კაპიკია ყველა მისი ღირსების ფასი. აქედან ყველა მოქალაქის ვალია არა მარტო თვით იყოს კოლექტივისტი, არამედ ფხიზლად ადევნებდეს თვალყურს, რომ მის გარემოცვაში არავის შეეპაროს ინდივიდუალიზმის სენი. თუკი ასეთს შეამჩნევს, დაუყოვნებლივ აცნობოს კოლექტივს - პიონერულ, კომკავშირულ თუ პარტიულ; ორგანიზაციას, ანდა პირდაპირ „ორგანოებს“; ისინი გზას აცდენილ „ამხანაგს“ „დახმარებას“ აღმოუჩენენ და „ჯანსაღ“ მდგომარეობაში დაუბრუნებენ საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, კოლექტივიზმს, რომელსაც ასე გაშმაგებით ნერგავდა საბჭოთა რეჟიმი არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ კოლექტივიზმმთან, რომელიც ადმიანისა და მეტ-ნაკლებად ნორმალური საზოგადოების განუყოფელ თვისებას წარმოადგენს და რომელიც გულისხმობს გაერთიანებისა და კოოპერაციისაკენ სწრაფვას ზოგადადამიანური ღირებულებებისა და გრძნობების - მეგობრობის, თანაგრძნობის, თანაზიარების და ა.შ. - საფუძველზე. „საბჭოთა კოლექტივიზმისათვის“ კი (რომელიც, სინამდვილეში, ოფიციალური აღნიშვნა იყო იმ სოციალური ფენომენისა, რომელსაც მე ლატენტურ ბრბოს ვუწოდებ) უცხოა ყოველგვარი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, მისი ერთადერთი გამაერთიანებელი ნიშანია საბჭოურობა, ანუ სხვა სიტყვებით, რეჟიმის მიმართ ლოიალობა, თანაც ლოიალობა არა პასიური, არა „თანაგრძნობა“, არამედ აქტიური და მებრძოლი (უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინი „ლოიალობა“ ზუსტად ვერ გადმოსცემს იმ კატეგორიის შინაარსს, რასაც ვგულისხმობ. ჩვეულებრივი გაგებით, ლოიალური მოქალაქეა ის, ვინც არსებულ კანონებს იცავს და არ შედის კონფლიქტში ოფიციოზთან. მაგრამ საბჭოთა სინამდვილეში ეს არ იყო საკმარისი. „ჰომო სოვეტიკუსს“ გარდა ამისა მოეთხოვებოდა, ასე ვთქვათ, გულზე ხელის ბრაგუნი, ხოლო ჩვეულებრივი გაგებით ლოიალურ მოქალაქეს, საბჭოთა ტერმინოლოგიით „თანამგრძნობს“, ოფიციოზი ეჭვის თვალით უყურებდა და „თანამგრძნობი“, ამრიგად, ავტომატურად ხვდებოდა „რისკის ჯგუფში“, ასე რომ, ტერმინს „ლოიალური“ აქ და შემდგომ ვხმარობ სპეციფიკურად საბჭოთა მნიშვნელობით).
ნებსმიერ სხვა საზოგადოებაში ქვევით ჩამოთვლილი თუ შეძენილი თვისებები ინდივიდს მეტ-ნაკლებად მაღალი სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს: სიმდიდრე, სოციალური წარმოშობა, ჭკუა, ტალანტი, გერგილიანობა, შრომისმოყვარეობა, სილამაზე, ფიზიკური გამორჩეულობა და ზოგიერთთი სხვა. რა თქმა უნდა, ამ ღირებულებათა შეფარდება სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურებში იცვლებოდა და ზოგჯერ მნიშვნელოვნადაც, მაგრამ მთლიანად რომელიმე მათგანზე ხელი არსად აუღიათ. და აი, ტოტალიტარიზმმა ძირეულად დაანგრია მთელი ეს საუკუნეებით გამოცდილი სოციალური ცხოვრების რეგულატორთა სისტემა, ზოგი ღირებულება ძირეულად მოისპო, ზოგსაც მესამეხარისხოვანი ადგილი მიუჩინა. მათი ადგილი კი დაიკავა „აბსოლუტურმა ღირებულებამ“, რომელიც არა მარტო სტატუსის მიღწევის და კარიერის, არამედ თვით სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია გახდა; ამასთან გარანტია არცთუ სანდო, მაგრამ სრულიად აუცილებელი. მხედველობაში მაქვს ისევ ლოიალობა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საზოგადოების დეინდივიდუალიზაცია და ლოიალობის ერთადერთ ღირებულებად დამკვიდრება მხოლოდ პროპაგანდის საშუალებით. პიროვნების ინდივიდუალობის გადაკეთება, მისი მოქცევა გახევებული დოგმებისა და პრიმიტიული ქცევის ნორმების ჩარჩოებში, თუნდაც გარეგნულად, წარმოუდგენელია; ინდივიდუალურობა სწორედ კოლექტიური ცხოვრებისადმი დაუმორჩილებლობაში მდგომარეობს. რჩება ერთადერთი გზა: რეალურად ან პოტენციურად დამოუკიდებლად მოაზროვნე საზოგადოების წევრების ნაწილის ფიზიკური განადგურბა, ხოლო დარჩენილი ნაწილის მაქსიმალურად დაშინება და ამ გზით მათი პიროვნული დეგრადაციის უვზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით საჭოთა კავშირში განხორციელებული გაუგონარი მასშტაბისა და სისასტიკის რეპრესიები სრულებითაც არ იყო არამოტივირებული და აბსურდული. საქმე ისაა, რომ ტოტალიტარული რეჟიმისავის მაღალი ინტელექტუალური და სულიერი თვისებების მქონე ადამიანი, თუნდაც იგი რეჟიმის ერთგული იყოს, მაინც უდიდეს ხიფათს წარმოადგენს, რადგან პოტენციურად იგი ბრბოს „დამშლელია“. ყოველივე ეს კარგად ესმოდათ „ბელადებს“, არ ვიცი, მხოლოდ - ცნობიერად თუ ინტუიციის დონეზე. აქედან გამომდინარე, საბჭოთა რეპრესიული მანქანა ორ მეტად მნიშვნელოვან „სოციალურ“ ფუნქციას ასრულებდა. პირველი, ეს იყო საზოგადოების რადიკალური დეინდივიდუალიზაცია, ანუ მეტ-ნაკლებად გამორჩეული პიროვნებების ფიზიკურად მოსპობა; მეორე ფუნქცია კი საზოგადოების ყველა წევრში შიშისა და დაუცველობის გრძნობის ჩანერგვა გახლდათ. ეს ჯოჯოხეთური კომბინაცია - საშინელი ინდივიდუალური შიში და ერთდროულად მძლავრი კოლექტიური, ბრბოსეული „ჩვენ“ შეგრძნება, რაც საზოგადოებით მანიპულირების იდეალურ საშუალებას იძლევა, აგრეთვე ტოტალიტარიზმის გამოგონებად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება რეპრესიების მესამე ფუნქციას - პატიმრების მონური შრომის გამოყენებას - ისიც მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მაინც ხსენებულ ორ ფუნქციას დაქვემდებარებული.
* * *
ჩვენ დაგვრჩა ტოტალიტარული შენობის „დამაგვირგვინებელი“ დეტალის განხილვა, დეტალისა, რომელიც დამკვირვებლისათვის ყველაზე მეტადაა თვალში საცემი. საუბარია, რათ ქმა უნდა, „ღვთისდარ“ დიქტატორზე.
მე უკვე აღვნიშნე, რომ ხშირად ბრბოსათვის დამახასიათებელია მეტად თუ ნაკლებად გამოხატული ლიდერის არსებობა. „იდეალური ბრბოს“ მდგომარეობა კი, რომლისკენაც „პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობით“ მიისწრაფვოდა საბჭოთა საზოგადოება, იდეალურ ლიდერს საჭიროებდა. შესაბამისად, საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის პირველივე წლებიდან შეიმჩნეოდა ქვეყნის მმართველი ორგანიზაციის პარტიის, მისი ხელმძღვანელი რგოლის, ბოლოს, მისი ერთპიროვნული ლიდერის „ქარიზმატიზაციის“ ტენდენცია, ანუ მათთვის „აბსოლუტური“ თვისებების მიწერა. თანდათანობით პარტია, მისი ლიდერები ყოველგვარი კრიტიკის ზონიდან გამოყვანილ იქნენ (ხოლო თუ ოფიციალურ პრესაში ესა თუ ის ფუნქციონერი კრიტიკის საგანი მაინც ხდებოდა, ეს ავტომატურად მოასწავებდა მის სწრაფ პოლიტიკურ, ხოლო მოგვიანეით ფიზიკურ სიკვდილს). ლიდერის კულტის სახით ინერგებოდა ძალაუფლების კულტი (სხვათა შორის, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საბჭოთა კავშირისათვის ეგზომ დამახასიათებელი გასაიდუმლოების მანია. ნებისმიერ რლიგიურ ან კვაზირელიგიურ სისტემაში პროფანებისაგან დაცული საიდუმლოება ძალზე დიდ როლს თმაშობს და სპეციფიკურ მიტიკურ შარვანდედს ქმნის. გარდა ამისა, ყოველგვარი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციის გასაიდუმლოება იდეალური საშუალებაა პროფესიული უნიათობის დაფარვისა). ძალაუფლების პერსონიფიკაცია, სტალინი, გადაიქცა ყველა შესაძლბელი დადებითი თვისებების განსახიერებად, „ბრძენი ხელმძღვანელი, უმაღლესი ექსპერტი ხელოვნებისა და მეცნიერები ყველა დარგში, მარქზისმ-ლენინიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, „ყველა დროისა და ხალხის გენია“, ფიზკულტურელთა, რკინიგზელთა და მისთანათა „საუკეთესო მეგობარი“ და ა.შ. და ა.შ., ერთი სტყვით, ლიდერს მიეწერა ისეთი მასშტაბის თვისებები, რომელიც სხვა საზოგადოებაში მხოლოდ ღვთაებრივ არსებას შეიძლება მიეწეროს.
ამ მხრივ, გნსაკუთრებით საინტერესოა სტალინის ერთ-ერთი ჰიპოსტასი - „ხალხების მამა“, რომელშიც სარკესავთ აისახება ტოტალიტარული საზოგადოების სპეციფიკა. ეს ეპითეტი სიმბოლური გამოხატვაა ამ სავსებით რეალური შინაარსისა, რომელიც საბჭოთა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცხოვრების საფუძველს შეადგენდა: სანამ ჩვენ, „ჩვეულებრივი ადამიანები“, ვსწავლობთ, ვშრომობთ, ვისვენებთ, ვერთობით, ის, „მამა“, მუდამ ფხიზლობს და დღენადაგ ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. აი, სწორედ ამგვარი ფსიქოლოგიური შინაარსის გადაქცევა საზოგადოების უდიდესი ნაწილის სულიერი ცხოვრების საფუძვლად მოასწავებდა „ახალი ადამიანის“ - „ჰომო სოვეტიკუსის“ - საბოლოო ჩამოყალიბებას. „ჰომო სოვეტიკუსი“ აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ პიროვნულ თავისუფლებას და პასუხისმგებლობის გრძნობას. იგი ამ ღირებულებებზე უარს ამბობს და მათ სახელმწიფოს „აბარებს“, სმაგიეროდ კი იღებს გარკვეული უფრთხოების გრძნობას. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ილუზორულია და ირაციონალური, ამასთან იგი ძირითადად დაკაშირებულია ცხოვრების გარკვეული დონის გარანტიასთან და გლობალური კატაკლიზმებისაგან დაცულობას გულისხმობს: თუ ვინმე ომს დაგვიწყებს, მეორე დღესვე კისერს მოვტეხთ, კატასტროფები ჩვენთან არ ხდება, „ბრძნული ხელმძღვანელობის“ პირობებში თვით სტიქიური უბედურებაც არ შეიძლება მოხდეს - და არც ხდება: 1948 წ. აშხაბადის მიწისძვრა, ისევე როგორც მრავალი სხვა უბედურება, როგორც ცნობილია, ოფიცილურად „არ მომხდარა“.
ფსიქოლოგებისათვის ცხადია, რომ ამგვარი ეიფორიული უსაფრთხოების გრძნობა ნევროტული წრამოშობისაა, ე. წ. დაცვითი მექანიზმია იმ მუდმივი შიშის გრძნობის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ საბჭოთა მოქალაქეს დღენადაგ ახლდა. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას არ შეუძლია მუდმივი შიშის პირობებში ცხორება. ასეთ შემთხვევაში, მით უმეტს, თუ შიშის მიზეზის მოხსნის არავითარი შანსი არ არსებობს, ფსიქიკა მთელი თავისი ძალების მობილიზაციას ახდენს და განდევნის ამ შიშს ცნობიერებიდან, ანდა მას სხვა ფორმას აძლევს, „ნიღაბს უკეთებს“. მაგრამ ცნობიერებიდან განდევნა არ ნიშნავს, რომ შიში აღარაა. იგი არაცნობიერად განაგრძობს მოქმედებას და ფსიქიკას მის დასათრგუნად სულ უფრო მეტი რესურსების მოხმობა სჭირდება. ყოველივე ამის შედეგად პიროვნება ღარიბდება და და დეგრადაციას განიცდის.
ეიფორიული უსაფრთხოების განცდის გარდა ამ დაცვით მექანიზმს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინება ჰქონდა (რომელიც მჭიდროდ იყო პირველთან დაკვშირებული). ეს იყო შიშის შეცვლა, მისი გადაზრდა სტალინის მიმართ სიყვარულში. სწორედ აღწერილი მუდმივმოქმედი შიშია ის შიში, რომელიც „შეიქმს სიყვარულსა“. მაგრამ ეს სიყვარული აგრეთვე ნევროტულია, არაჯანსაღი და დეგრადაციის მანიშნებელი. აღწერილი მექანიზმი ერთ-ერთია იმ მექანიზმთა რიგში, რომელთაც განაპირობეს სტალინს მიმართ სიყვარულის ის ზღაპრული მასშტაბი, რამაც თავი იჩინა სბჭოთა საზოგადოებაში და რომელიც დღევანდელობაშიც ცოცხლობს. მაგრამ სხვა მექანზმებზე ცოტა ქვემოთ.
გარეგნულად კი მთელი ამ რთული ფსიქოლოგიური პროცესებისა და მექანიზმების შედეგად ჩამოყალიბდა მარტივი სოციალური სტრუქტურა: ერთი მხრივ, არსებობენ „ბავშვები“ - მთელი სსრკის მოსახლეობა; ისინი ძალზე შეუგნებელნი არიან, მაგრამ დამჯერენი, თუმცა მუდმივ მეთვალყურეობასა და მითითებებს საჭიროებენ. მეორე მხრივ კი არის „მამა“, რომელიც ყველა მამაზე მამაა - იგი ყველაზე მოსიყვარულეა, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე სამართლიანი; მართალია, ზოგჯერ გაბრაზებაც იცის, მაგრამ, აბა რა გაეწყობა, ბავშვები ცუდად რომ იქცევიან...
აი, ასე და ამგვარად, ერთი მხრივ, რევოლუციური მოძღვრების ინფანტილიზმმა, ხოლო მეორე მხრივ, თვით რევოლუციონერთა ინფანტილობამ წმინდა ინფანტილურ, პატერნალისტურ (სიტყიდან „პატერ“ - „მამა“) საბჭოთა საზოგასდოებრივ სტრუქტურაში პოვა განსახიერება.
* * *
აღწერილ პატერნალისტურ მოდელს არ ეწინააღმდეგება სსრკ-ში საკმაოდ რთული პარტიული, სახელმწიფოებრივი თუ სამეურნეო იერარქიის არსებობა. საქმე ისაა, რომ ტოტალიტარულ იერარქიაში, რაც უფრო მაღალი მგომარეობა უკავია ინდივიდს, მით უფრო მკვეთრად უნდა ჰქონდეს მას გამოხატული ბრბოსეული თვისებები - აბსოლუტური ლოიალობა ზემდგომი ორგანოების მიმართ, უინიციატივობა და მორჩილება. სხვა საზოგადოებებში ნებისმიერი იერარქია სხვა და ხშირად კონკურენციის გამწევ იერარქებთან ერთად არსებობს. გარდა ამისა, არატოტალიტარული იერარქია აუცილებლად გულისხმობს კონტროლს არა მარტო ზემოდან, არამედ ქვემოდანაც. ამის გამო, საკუთარი მდგომარეობა და თვით სოციალური ინსტიტუტის შესანარჩუნებლად, რომელსაც იერარქია განასახიერებს, გარკვეული სტატუსის მქონე ფუნქციონერს ლოიალობის გარდა, აუცილებლად მოეთხოვება გარკვეული პოზიტიური თვისებებიც, პირველ რიგში ინიციატივა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი (გამონაკლისს ამ მხრივ არმია შეადგენს; დემოკრატიულ ქვეყნებში არმია წარმოადგენს ერთადერთ ინსტიტუტს, რომელსაც, მართალია, შერბილებული სახით, მაგრამ მაინც ახასიათებს ტოტალიტარული ნიშნები). რაც შეეხება საბჭოთა ფუნქციონერს, მისთვის მაღალი სტატუსის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ დესტრუქციული მეთოდებით და ზემდგომი ორგანოების მიმართ სრული მორჩილების აქტიური გამოხატვით. აქ იგულისხმება აპარატული ხერხებით ბრძოლა ტოლი და ოდნავ მაღალი სტატუსის მქონე კონკურენტების წინააღმდეგ და ლოიალობის თავდაუზოგავი დემონსტრირება. საქმიანი თვისებები არავის აინტერესებს; მეტიც, თუ საქმის ინტერესებს ფუნქციონერი უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სისტემის მიმართ ერთგულებას, იგი ძალიან მალე კარგავს სტატუსს. სწორედ ამიტომაა, რომ საბჭოთა ფუნქციონერს ზუსტად ერთნაირი წარმატებით შეეძლო ეხელმძღვანელა რძის კომბინატის, მელიორაციის სამინისტროსა და თუ რაიონული პარტორგანიზაციისათვის.
„თამაშის წესების“ პირნათლად შემსრულებელ ფუნქციონერს კი სისტემა ჯილდოდ აძლევდა გარკვეულ მატერიალურ პრივილეგიებს (ძეხვისა თუ პერსონალური მანქანის სახით) და, რაც მთავარია, ძალაუფლების მცირე ულუფას; ამ ულუფის ჩარჩოებში კი ზუსტად მეორდებოდა, ხელმძღვანელის პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ის პატერნალისტური მოდელი, რაც მთელი საზოგადოებისათვის იყო დამახასიათებელი: ხელმძღვანელის ძალაუფლება აბსოლუტურია, მის გარეშე არ წყდება უმნიშვნელო საკითხებიც კი, ქვეშევრდომები უსახო მასას შეადგენენ და მხოლოდ თვალებში შესციცინებენ „პატარა სტალინს“;
ამრიგად, დავაზუსტოთ ჩვენი მოდელი; ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ უფრო სწორია საბჭოთა საზოგადოება წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ გიგანტური ლატენტური ბრბოსა და ქარიზმატული ლიდერის სისტემის სახით, - ეს ძალზე გამარტივებული სურათია, არამედ როგორც სხვადასხვა დონის ლატენტური ბრბოებისა და შესაბმისი პატარ-პატარა ლიდერებისაგან შემდგარი ქვესისტემებით შედგენილი სისტემა. მაგრამ ეს დაზუსტება, რასაკვირველია, არ ცვლის საბჭოთა საზოგადოების პრინციპულად ბრბოსეულ ხასიათს, თანმხლები პატერნალიზმითა და ინფანტილიზმით.
* * *
აქ შეიძლება დავასრულოთ ტოტალიტარული რეჟიმის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ბუნების აღწერა. ზემოთქმულს სულ ორიოდე სიტყვას დავუმატებ.
ლენინურ-სტალინური ბოლშევიზმის მიერ შემუშავებული ძალაუფლების განმტკიცებისა და ქვეშევრდომთა დეგრადაციისაკენ მიმართული სისტემის შესახებ საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს წორედ „ღონისძიებათა“ სისტემაზე, კომპლექსზე. ამ სისტემის თუნდაც ერთი კომპონენტის გამორიცხვა („მტრის ხატის“ შემუშავება, ინფორმაციის წყაროთა მონოპოლიზია, საზოგადოებისათვის ილუზორული მიზნის დასახვა, გადამატებული თვითშეფასებისათვის ხელის შეწყობა, საზოგდოების დეინდივიდუალიზაცია და ეიფორული კოლექტივიზმის დანერგვა, ლოიალობის გადაქცევა ერთადერთ რეალურ ღირებულებად, უცხოელებთან კონტაქტის აკრძალვა, გასაიდუმლოების მანია, ლიდერის ქარიზმატიზაცია) ავტომატურად იწვევს მთელი სისტემის რღვევას და ტოტალიტარიზმიდან ავტორიტარიზმისაკენ გადასვლას. ამასთან, არ იქნებოდა სწორი იმის მტკიცება, თითქოს ის სავალდებულო მდგომარეობა, რომელშიც საბჭოთა საზოგადობა ჩავარდა, მხოლოდ მმართველი ძალების ავი ნებით იყო განპირობებული, საქმე ისაა, რომ ეს სისტემა გარკვეულწილად პასუხობდა საზოგაოების სიღრმისეულ განწყობას. საბჭოთა, ხოლო შემდგომ კი სხვა ტოტალიტარულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ განუვითარებელი პიროვნება და ასეთი პიროვნებებისაგან შემდგარი საზოგადოება საკმაოდ ადვილად თმობს უმაღლესი ადამიანური ღირებულებების - თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის - ტვირთს ილუზორული უსაფრთხოებისა და ინფანტილური კოლექტივიზმის წილ.
და მაინც, ბოლშევიკური მართვის სისტემის „ეფექტიანობის“ მიუხედავად, ისეთი სახელმწიფო, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, 80-იან წლებზე გაცილებით უფრო ადრე, სტალინის სიცოცხლეშივე დაიწყებდა რღვევას, რომ არა მეორე მსოფლიო ომი, რეალური მრისხანე მტრის გამოჩენამ, ექსტრემალურმა სიტუაციამ განაპირობა საზოგადოების კონსოლიდაცია რეალურ და არა ილუზორულ საფუძველზე. შედეგი პარადოქსული გამოდგა; ორი ტოტალიტარული მონსტრის შეჯახების შედეგად დამარცხებული ერები, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულნი აღმოჩნდნენ - გერმანიის დამარცხებამ სამუდამოდ თუ არა. ძალიან დიდი ხნით გამორიცხა ევროპაში ფაშიზმის აღორძინების შესაძლებლობა. საბჭოთა საზოგადოებისათვის კი გამარჯვება აღმოჩნდა ის დოპინგი, რომელმაც ახალი საკვები მისცა ეიფორიულ-კოლექტივისტურ „ჩვენ“ გრძნობას და ტოტალიტარულ რეჟიმს (რომელმაც „გზად“ კიდევ რამდენიმე ერი გააუბედურა) ლამის საუკუნის ბოლომდე გაუხანგრძლივა სიცოცხლე.
* * *
წერილის ბოლო ნაწილში მე შევეხები საკითხს, რომელიც, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ აქტუალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც ერთ-ერთ უმძიმეს წინააღმდეგობას ქმნის დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. ვგულისხმობ სტალინის ადგილს ყოველი ჩვენთაგანის ტვინსა და გულში.
უკვე მესმის გაღიზიანებული მკითხველის რეპლიკა: დაგვანებეთ თავი, დავიღალეთ, აღარ გვინდა სტალინის ლანძღვის მოსმენა, ჩაბარდა ეს კაცი წარსულს... გეთანხმებით, სტალინს უკვე კარგა ხანია, რაც ჯოჯოხეთის ყველაზე ნაკლებად კეთილმოწყობილ კუთხეში აქვს ბინა. მაგრამ ცოცხლობს და ძალიან კარგად გრძნობს თავს ტოტალიტარული რეჟიმის მიერ „გამოყვანილი“, ტიპი, რომელიც მუდამ მზადაა თაყვანი სცეს ახალ დიქტატორს, ახალ „მამას“, და დღენიადაგ „ძლიერ ხელზე“ ოცნებობს. ამგვარად, მე არ შევეხები თვით სტლინის პიროვნებას, მით უმეტეს, რომ სტალინის ინდივიდუალურ ნიშნებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ; გავაანალიზებ მხოლოდ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს დიქტატორისადმი თაყვანისცემას და ერთგულებას. ამისთვის კი სტალინის მიმართ დმოკიდებულება საუფეთესო მასალას წარმოადგენს.
თავიდანვე აღვნიშნავ შემდეგს: ის რთული ფსიქოლოგიური პროცესები თუ მექანიზმები, რომლებიც დიქტატორისადმი სიყვარულს თუ თაყვანიცემის გრძნობაში გამოიხატება, ძირითადად, არაცნობიერად მიმდინარეობას. ცნობიერების ფაქტი ხდება მხოლოდ საბოლოო შედეგი - სიყვარული და თაყვანისცემა, ხოლო ის პროცესები, რომლებიც აპირობებს ამ გრძნობას, ინივიდისათვის შეუმჩნეველი რჩება და მხოლოდ ანალიზის საშუალებით შეიძლება წარმოჩნდეს.
ერთი მექანიზმი, სახელდობრ, შიშის ტანსფორნმაცია, ერთი მხრივ, ეიფორული უსაფრთხოების განცდაში, ხოლო მეორე მხრივ, დიქტატორის სიყვარულში, ზემოთ უკვე განვიხილე და მას აღარ დავუბრუნდები.
მეორე მექანიზმი გარკვეულად უკავშირდება პირველს, მაგრამ მაინც ცალკე ანალიზს მოითხოვს.
როგორც ცნობილია, რევოლუციამდელი რუსეთის იმპერიის ხლხებში რელიგიური გრძნობა საკმაოდ ძლიერი იყო. რევოლუციის შემდეგ კი, რელიგიის გააფთრებული დევნისა და ლიდერის ყველა ხერხით ქარიზმატიზაციის პირობებში, რელიგიური გრძნობა „ახალ ღმერთზე“ სტალინზე გადაირთო. ეს გარემოება იმის მანიშნებელია, რომ ადრინელ მასობრივ რელიგიურ გრძნობას არსებითად წარმართული ხასიათი ჰქონდა; კოლექტიურ წარმოდგენაში ქრისტიანული ღმერთი იყო არა სიყვარულისა და გულმოწყალეობის ღმერთი, არამედ მსოფლიოს მბრძანებელი, რომელსაც თაყვანი უნდა სცე მხოლოდ იმისათვის, რომ არ დაისაჯო. ხოლო ახალმა ძალამ, რომელსაც სტალინი განასახიერბდა, „დაამარცხა“ ძველი ღმერთი და არა მარტო დაიკავა მისი ადგილი, არამედ მისი, როგორც მსოფლიოს მბრძანებლის, ფუნქციებიც აიღო თავის თავზე. ღმერთების ამგვარი მონაცვლეობა წარმართულ ცნობიერებაში კარგადაა ცნობილი; იგი უამრავ მითშია ასახული, მაგალითად, ზევსისა და სხვა ე. წ. ახალი ღმერთების ტიტანების (ძველი ღმერთების) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მითში.
რელიგიური ცნობიერების აღწერილი სტრუქტურა ზუსტად ემთხვევა ზ. ფროიდის მიერ შემუშავებულ რელიგიის ფსიქოლოგიურ მოდელს, რომელსაც ავტორი უნივერსალურად თვლიდა. ამ მოდელის მიხედვით, ნებისმიერი ღმერთი წარმოადგენს ხალხური ფსიქიკის წიაღში აღმოცენებულ მრისხანე „აბსოლუტური მამის“ ხატს. ფროიდი, რა თქმა უნდა, ცდებოდა, როდესაც ამ მოდელს უნივერსალურად აცხადებდა, მაგრამ იგი სრულიად მართალი იყო იმაში, რომ ასეთი მოდელი არსებობს და საკმაოდ გავრცელბულიცაა; მეტიც, თვით ყველაზე განვითარებული რელიგიები, როგორიცაა ქრისტიანობა, ბუდიზმი და ზოგიერთი სხვა, გაკვეულ პირობებში წარმართულ, პატერნალისტურ ნიშნებს იძენენ. ამრიგად, საბჭოთა საზოგდოებისათვის დამახსიათებელ პატერნალისტურ მოდელში, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, საკმაოდ ძლიერი იყო რელიგიური, უფრო სწორად - მისი წარმმართველი ელემენტი.
გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. ფ. დოსტოევსკიმ, ეგზისტენიალისტებმა, ფსიქოანალიტიკოსებმა დამაჯერებლად აჩვენეს, რომ პიროვნული თავისუფლების, ამ უმაღლესი ადამიანური ღირებულებების განუყოფელი თნამგზავრია პასუხისმგებლობის გრძნობა; მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რომლებზედაც აქ არ შევჩერდები, ბევრი ადამიანისათვის პასუხისმგებლობა უმძიმეს ტვირთს წარმოადგნს; ამის გამო ინდივიდს ურჩევნია უარი თქვას მასზე, ხოლო მასთან ერთად თავისუფლებაზეც, და ბრმად ემსახუროს რაიმე ავტორიტეტს (ავტორიტეტი აუცილებლად პიროვნებას არ გულისხმობას; ავტორიტტი შეიძლება იყოს დოგმა, სოციალური გარემო, პარტია და სხვ.). ეს მექანიზმი საბჭოთა კავშირში უკიდურესობამდე იქნა მიყვანილი, რადგან იგი, ემყარებოდა რა ყველა ადამიანისათვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელ ტენდენციას, ყველა ხერხით ინერგებოდა ზემოდან. ამ ორმხრივი პროცესის შედეგი კი შემდეგი იყო: „ჰომო სოვეტიკუსის“ ფსიქიკაში, ხატოვნად რომ ვთქვათ, წარმოიშვა „დახშული სივრცე“, რომლის შიგნით საიმედოდ იქნა ჩაკეტილი რეფლექსიის, მორალური არჩევანისა და დამოუკიდებელი ქცევის უნარი, ხოლო ამ სივრცის გარსი შეადგინა სტალინის ხატმა, როგორც განსახიეებამ იმ ძალებისა, რომლებმაც ინდივიდი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს, სანაცვლოდ კი ეიფორიული უსაფრთხოების გრძნობა უბოძეს.
ზემოთქმულთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან. საბჭოთა და გერმანულ ტოტალიტარულ სისტემებს შორის მცირერიცხოვან გნსხვავებათაგან ერთ-ერთი იყო ნაცისტური პროპაგანდის გაცილებთ მეტი „გულახდილობა“. ფაშიზმის ლიდერები სრულიად დაუფარავად ქადაგებდნენ აბსოლუტურად ამორალურ, კაციჭამიურ იდეებს (სხვათა შორის, ამ გარემოებამ განსაზღვრა დემოკრატიული სამყაროს გაცილებით მეტი ანტიპატია ფაშიზმის მიმართ კომუნიზმთან შედარებით). არსი კი, რა თქმა უნდა, ერთი იყო. ამიტომ ქვემოთმოყვანილი მაგალითი ზუსხტდ ასახავს არა მარტო ნაცისტური, არამედ კომუნისტური რეჟიმის ხასიათსაც: გერინგმა, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, გერმანელ ჯარისკაცებს მოუწოდა უწყალოდ გაეჟლიტათ ყველა ებრაელი, სლავი და სხვა „დაბალი რასების“ წარმომადგენლები, გაეჟლიტათ სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე, „პასუხს მე ვაგებო“. ისინიც, გერმანელებიც და „სოვეტიკუსებიც“, ჟლეტდნენ და ასმენდნენ, და გულწრფელად უყვარდათ ის, ვინც ისინი ელემენტარული მორალისაგან „გაათავისუფლა“.
შემდეგი მექანიზმი, როგორც უკე აღინიშნა, კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა გარკვეული ღირებულებები (ტალანტი, სიმდიდრე, წარმოშობა და სხვ., იხ. ზემთ), რომელთა მატარებელს მეტ-ნაკლებად მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ამ თვისებებს თუ ღირებულებებს მოკლებული პირებისათვის ასეთი ადამიანი ხშირად იქცეოდა შურის საგნად („მოცარტი და სალიერი“). საბჭოთა რეჟიმმა, ისტორიაში პირველად მთლიანად გაანადგურა ეს ღირებულებები ან უკეთეს შემთხვევაში ისინი მესამე პლანზე გადაისროლა, სამაგიეროდ, წინ წამოსწია ლოიალობა, როგორც აბსოლუტური ღირებულება. შეიქმნა გასაოცარი სიტუაცია: ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომელსაც სალიერი ულაპარაკოდ ერჩივნა მოცარტს! აქედან გასაგებია, რომ სტალინი, როგორც რეჟიმის განსახიერება, იქცა კერპად იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ხვა, ნორმალურ პირობებში „თავის გამოჩენის“ არავითარი შანსი არ ჰქონდათ, ანდა სტატუსის მისაღწევად დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა დასჭირდებოდათ.
„უნიჭოსა და ზარმაცების არმიას“ უნდა დავუმატოთ, ასე ვთქვათ, „უსინდისოების“ არცთუ მცირე კონტიგენტი.
სახელმწიფო სისტემის დონის ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, თუ რამდენად აქვს „ცუდ“ ადამიანს საზოგადოებისათვის ზიანის მოტანის საშუალება. ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან, „საიუმლო თანამშრომლების“ გიგანტური ქსელის შექმნითა და დასმენის ყოველმხრივი ხელშეწყობით, საზოგდოების ყველაზე უზნეო ნაწილს აგრესიული იმ პულსების დაუბრკოლებელი რეალიზაციის საშუალება მისცა. ბუნებრივია, სტალინი სალოცავი ხატი გახდა საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომლისთვისაც გუშინდელი დანაშაულის დღევანდელობაში მისასალმებელ საქციელად გადაქცევა სოციალიზმის უდიდესი მიღწევა იყო.
* * *
და უკანასკნელი მექანიზმი. იგი ცოტა განსხვავდება უკვე განხილული მექანიზმებისაგან. რადგან მათთან შედარებით ყველაზე ინფანტილური და პრიმიტიულია. გარდა ამისა, თუ ოთხი აღწერილი მექანიზმი ამა თუ იმ სახით გვხვდება ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში, წინამდებარე მექანიზმი, რამდენადაც ვიცი, არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი, მისი განხილვისათვის დაგვჭირდება კიდევ ერთი მოკლე ექსკურსი ფსიქოლოგიაში.
ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ბავშვების ქცევას არ შეიძლება მივუდგეთ ზნეობრივი კრიტერიუმებით. როდესაც ხუთი წლის ბიჭუნა თავდავიწყებით თამაშობს ომობანას და აზარტულად „კლავს“ ყველა შემხვედრს, იგი ამას უზნეობის ან მილიტარისტული სულისკვეთების გამო კი არ აკეთებს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვია. სოციალიზმის პიროვნული ჩამოყლიბების ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში ბავშვისათვის დამახაიათებელი ეგოცენტრიზმი და ჰედონიზმი ადგილს უთმობს ზნეობრივ გრძნობებს, სხვა ადმიანების პატივისცემას და ა.შ. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ბავშვური ქცევის სტერეოტიპები ზოგ შემთხვევაში არ ქრება და ინდივიდს მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან სდევს, ანდა, სხვა შემთხვევაში, ისინი გარკვეულ პირობები კვლავ იჩენენ თავს. სწორედ ერთ ასეთ მექანზმზე მექნება საუბარი.
ალბათ ბევრი მშობლისათვის ნაცნობია შემდეგი სიტუაცა: თქვენ ბავშვს უწყრებით, ის კი ყურებს იცობს, თვალებს ხუჭავს და გამაყრუებლად ყვირის. თუ დაფიქრებულხართ, რისი მიღწევა სურს ამგარი ქცევით პატარას? მას ძლიერ არ უნდა საყვედურის გაგონება. ამისათვის კი ყველაზე რადიკალური საშუალებაა „საყვედურის წყაროს“ არარსებობა და ბავშვიც თავის განკარგულებაში მყოფ ყველა საშუალებას იყენებს, რომ ამას მიაღწიოს - მას თქვენი სიტყვები აღარ ესმის, თქვენ ვეღარ გხედავთ, ესე იგი, თქვენ მისთვის ისპობით!
კ. ჩუკოვსკის თავის ცნობილ წიგნში „2-დან 5-მდე“ მოჰყავს პატარა ბიჭუნას დიალოგი ბებიასთან: ბები, შენ მოკვდები?“ „მოვკვდები“, „დაგმარხავენ?“ „კი“. „აი, მაშინ კი ვატრიალებ და ვატრიალებ შენს საკერავ მანქანას!“
ეს საკმაოდ ტიპიური მაგალითები იმისათვის მოვიყვანე, რომ ბავშვს ფსიქიკის ერთი თავისებურება წარმოეჩინა. ბავშვისათვი სხვა ადამიანი არ არსებობს როგორც გონებით და გრძნობით დაჯილდოვებული არსება, ბავშვს არ ძალუძს წარმოიდგინოს, სხვა ადამიანიც ფიქრობს, განიცდის, ზოგჯერ სულ სხვანაირად, ვიდრე თვითონ, და ამ სხვის სურვილები და წარმოდგენები ყოველთვის არ ემთხვევა მისას (ჩუკოვსკის ამავე წიგნიდან: რაღაცით გაღიზიანებული ბიჭუნა იმუქრება: „ეხლა ყველაფერს დავაბნელებ!“ და თვალებს ხუჭავს, სრულიად დარწმუნებული, რომ ამ პროცედურის შედეგად მთელ დედამიწის ზურგზე ბნელდება). სხვა ადამინი, მით უმეტეს ახლობელი, ბავშვის წამოდგენაში მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მისი სურვილი შეასრულოს, ხოლო თუ ახლობელი არათუ ასრულებს, არამედ ეწინააღმდეგება მის სურვილებს, თავის ფანტაზიაში ბავშვი საკმაოდ ადვილად „წირავს“ მას მოსასპობად. რასაკვირველია, სოციალიზაციასთან ერთად ამგვარი „პრაგმატული“ დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ თანდათან ქრება და ადგილს უთმობს უფრო ჰუმანურ და ზნეობრივ დამოკიდებულებას.
ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კი, როდესაც მთელი საზოგადოება განიცდის ფსიქოლოგიურ დეგრადაციას და პრიმიტიულ ტენდენციებს ეხსნებათ ხელი, აღწერილი ტენდენციაც ცოცხლდება, მაგრამ მისი რეალიზაცია „ბავშვური“ გზით, ე.ი. ფანტაზიის მეშვეობით, უკვე არასაკმარისია. ასეთ პირობებში იგი ქარიზმატული ლიდერის, ჩვენს შემთხვევაში სტალინის, თაყვნისცემაში პოულობს. „ჰომო სოვეტიკუსს“ სტალინი უყვარს არა მიუხედავად იმისა, რომ იგი რეპრესიებს ახორციელებდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ სტალინი რეპრესიების ავტორია. სტალინი ხდება სიმბოლო ბავშვური ოცნების განხორციელებისა და აგრესიული იმპულსების დაკმაყოფილებისა - ეს ის კაცია, ვინც რეალურად, ფიზიკუად მოსპო ისინი, ვინც მას, სტალინს, ასე ვთქვათ, არ მოსწონდა!.
* * *
აქ ვამთავრებ სტალინის კულტის განმსაზღვრელი შინაგანი პროცესებისა და მექანიზმების განხილვას. მხოლოდ ორიოდე შენიშვნას დავამატებ.
პირველი აღწერილი მექანიზმებიდან თითოეული შეიძლება მოქმედებდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე დანარჩენთან კომპლექსში.
მეორე, მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ აღწერილი მექანიზმების შინაარსში თვითონ სტალინი ფიგურირებს არა როგორც რეალური პიროვნება, არამედ როგორც სიმბოლო, როგორც სიმბოლური გამოხატულება იმ შინაგნი თუ გარეგანი ძალებისა, რომლებიც ინდივიდუალურად ფსიქიკაში გარკვეული სტრუქტურების წარმოქმნას აპირობებენ, რის შედეგადაც ხდება ამა თუ იმ შინაგანი კონფლიქტის ილუზორული მოხსნა. ეს გარემოება მეტად საგულისხმოა და იმაზე მიანიშნებს, რომ საბჭოთა მასობრივ ცნობიერებაში გამომუშავებული სტალინის ხატი მითოლოგიური აზროვნების ნაყოფს წარმოადგენს, იმ მითოლოგიური აზროვნებისა რომლის ძალითაც ადმიანს ათასწლეულების მანძილზე მოჩვენებითი წესრიგი შეჰქონდა რთულ და გაუგებარ ბუნებრივ თუ სუბიექტურ პროცესებსა და მოვლენებში მათი სიმბოლური გაადამიანურების გზით. სხვა სიტყვებით, ეს აზროვნების ის ფორმაა, რომლის სუბიექტიც ჭექა-ქუხილში ზევსის რისხვას ხედავს. ხოლო სიყვარული ეროსის ნასროლი ისრის შედეგად მიაჩნია.
და მესამე, თქმულიდან ცხადი ხდება, რომ ის არგუმენტები, რომლებიც სტალინისტებს მოჰყავთ თავიანთი გრძნობების დასაყრდენად („ომი მოიგო“, „ფასებს უკლებდა“ და მისთ.), როგორც წესი, წარმოადგენს ე. წ. რაციონალიზაციას, ანუ პრიმიტიულ ან უზნეო საფუძველზე აღმოცენებული ძლიერი გრძნობის გამართლების მცდელობას რაციონალური, უფრო სწორად კი ფსევდორაციონალური, არგუმენტების საშუალებით.
* * *
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტოტალიტარიზმის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა არის არა ეკონომიკა, არა ბიუროკრატია, არა სუკი, არამედ ფსიქოლოგია. სტალინისდროინდელი სტალინისტის გაგება და გარკვეულად გამართლება შეიძლება. სხვანაირად, „არასაბჭოურად“ ფიქრი და ქცევა ადამიანს უფრო ხშირად ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა. უკეთეს შემთხვევაში კი უკიდურესად უძნელებდა ცხოვრებას. მაგრამ ტოტალიტარული ინერცია იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დღეს, როდესაც ნელ-ნელა ჩნდება ნორმალური საზოგადოების შექმნის პერსპექტივა, ადამიანთა გარკვეული ნაწილი სუბიექტურად ვერ ელევა წარსულის ჯაჭვებს. ეს ჯაჭვები კი უნდა დაიმსხვრეს და სტალინის დრო საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს.