თავისუფლება № 9 (33), სექტემბერი, 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვახარია გიორგი , მაკლასკი ჯონ, პაპუაშვილი ნუგზარ , შარპი ჯინ, ჯენკინსი ბრუს , სულუხია თამარ , ლიპარტელიანი გვანცა
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge



1 სნობიზმი და კორუფცია

▲back to top


0x01 graphic

გიორგი გვახარია

თავის ესეში ,,სნობიზმის ანატომია” არტურ კესტლერი სნობიზმის ეტალონად მიიჩნევს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სკოლაში დამკვიდრებულ განათლების სისტემას, ომელშიც ძირითადი აქცენტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე კეთდება და ნაკლები ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო სწავლებას. მწერალი იხსენებს ადამიანებს, რომლებიც

,,უხერხულად გრძნობენ თავს, როცა მესამე ხარისხის მწერლის გვარი ავიწყდებათ, მაგრამ თითქმის ამაყად აცხადებენ, რომ წარმოდგენა არა აქვთ, როგორია ელექტრონული ნათურის მოქმედების მექანიზმი.

ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, დღევანდელ საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, ისინი ამერიკული განათლების სისტემაზე ქილიკობენ, უკვირთ, რომ იქ კიბერნეტიკის პროფესორმა ,,არ იცის ვინაა დოსტოევსკი”, სახელგანთქმულ ფიზიკოსს კი ,,არასდროს მოუსმენია მოცარტის ,,რექვიემი”. არტურ კესტლერს ამერიკული ცხოვრების წესის გაფეტიშებას ნამდვილად ვერავინ დააბრალებს. 20-იან წლებში იგი გერმანიის კომპარტიის წევრი და კომინტერნის აქტივისტი იყო. თუმცა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, მოგვიანებით კი ჟან-პოლ სარტრთან დაახლოებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა კომუნისტური იდეალებისადმი მისი დამოკიდებულება. კესტლერი დარწმუნდა, რომ კომუნისტურ ქვეყნებში ფეოდალური ეპოქის ფასეულობათა სისტემაა დამკვიდრებული... უფრო მეტიც, მისი აზრით, ძველი სისტემების არქეტიპული ფესვები დროდადრო ლიბერალურ-დემოკრატიულ ქვეყნებშიც იჩენს თავს.

,,ბასტილიის აღებისა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების შემდეგ ფასეულობათა ეს სისტემა შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე მაინც... მაგრამ ძველი სისტემის საფუძვლები - კეთილშობილი მეფეები, მშვენიერი პრინცესები, მტაცებელი ბარონები და უშიშარი რაინდები - კვლავაც ცოცხლობენ და კვლავაც იჭრებიან ჩვენს ცნობიერებაში,

- წერს არტურ კესტლერი ,,სნობიზმის ანატომიაში”, რომელიც დღეს პოსტკომუნისტური საზოგადოების, მათ შორის თანამედროვე ქართული საზოგადოების პორტრეტად შეიძლება აღვიქვათ.

სოციალური ქედმაღლობა საქართველოში გასაბჭოების შემდეგ არ დამკვიდრებულა. თავის დროზე, დავით კლდიაშვილმა კარგა მაგრად იქილიკა ქართული თავადაზნაურობის სნობიზმზე. კლდიაშვილის ნაწარმოებებში სწორედ ქედმაღლობა, ფარისევლობა და სნობიზმი აფერხებდა საზოგადოების განვითარებას... საბჭოთა ეპოქაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიის სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, კულტურული და სოციალური სნობიზმის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა... შევარდნაძემ ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, მექრთამეობასა და პროტექციონიზმს, ცეკას პირველი პირი დაუნდობელი იყო სახელმწიფო ქონების გამფლანგველთა მიმართ, და, ამავე დროს, ჩინმედლებსა და პრემიებს არ იშურებდა ინტელიგენციისთვის. რეჟისორები, მსახიობები, პოეტები და მხატვრები უზარმაზარ სასახლეებს იშენებდნენ, დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდნენ, ქარხნის დირექტორებს კი აგარაკებს ართმევდნენ და აპატიმრებდნენ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში. არც ისაა შემთხვევითი, რომ ედუარდ შევარდნაძის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერთა ორგანიზაციას ,,თბილისელები” ერქვა... არტურ კესტლერი ანალოგიურ მაგალითებს იხსენებს და თავის ესეში რასელ ლაინსის ცნობილი ციტატაც მოჰყავს:

,,სნობიზმი - საკუთარი ,,ეგოს მოფხანის საუკეთესო საშუალებაა,

ე.ი. თუ ბოღმა გაღრჩობს იმის მიმართ, ვინც, ოდესღაც, თავის წრეში არ გიღებდა, შურს ნუ იძიებ მასზე... პირიქით, მიეცი გზა ფართო და ასე გამოხატე შენი ძალაუფლება... დაარწმუნე ისიც, საკუთარი თავიც და მთელი საზოგადოებაც, რომ შენ სწორედ მის წრეს მიეკუთვნები, მისი თანამოაზრე ხარ... თუ სოფლიდან ჩამოხვედი და სიტყვა ,,პროვინციელის” გაგონებაზე სახე გიწითლდება, ქალაქელებს ზეიმი მოუწყე და შენც იზეიმე მათთან ერთად, როგორც ,,ჭეშმარიტმა ქალაქელმა”, ამ შემთხვევაში კი, როგორც ,,ჭეშმარიტმა თბილისელმა”.

ამა თუ იმ მოვლენის შეფასების დროს, სნობი, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი არ ასვენებს, ადვილად ცვლის ფასეულობათა სისტემას.

როცა კულტურულ ფასეულობებზეა საუბარი, სნობიზმმა შესაძლებელია, მართლაც შეუწყოს ხელი კულტურის განვითარებას (სნობი, რომელსაც არ ესმის, დავუშვათ, მალევიჩის ,,წითელი კვადრატის” მნიშვნელობა, ვერ გაბედავს იქილიკოს ამ სურათზე, და, შესაბამისად, სიახლით აღფრთოვანებულ, ხელოვნების ნიუანსებში მეტნაკლებად გარკვეულ ადამიანებზე), მაგრამ როცა სნობიზმი საზოგადოებრივ ურთიერთობებში იჭრება, როცა სნობი ქვეყნის სათავეში მოდის, როცა სნობიზმით გაჟღენთილია მთელი მედია, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, კულტუროლოგები ვალდებულნიც კი არიან აღიარონ, რომ საზოგადოება დაავადებულია სენით, რომელსაც ერთი დარტყმით ვერც ,,ვარდები” უშველის, ვერც ამ სნობიზმს მოკლებული ახალი ხელისუფლება და ვერც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი კამპანია.

0x01 graphic

,,გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ,

- ეს იყო ედუარდ შევარდნაძის პოპულარული ლოზუნგი, რომელმაც, თავის დროზე, ,,ეგო მოფხანა” ქართული კულტურის მუშაკებს... არა და ეს იყო ლოზუნგი, რომელიც ფსიქოლოგებს თუ დავესესხებით, ,,წამოცდენაა” და მეტი არაფერი. იმხანად ხელისუფლებამ თავის გადარჩენა კულტურის მოღვაწეებით სცადა. ედუარდ შევარდნაძემ თავის დაბადების დღეზე მოიწვია ქართული კულტურის ახალგაზრდა მუშაკები, უფრო სწორად, ,,ქართული შოუბიზნესის” ის ახალგაზრდა მუშაკები, რომლებიც მეტნაკლებად პოპულარულნი იყვნენ საზოგადოებაში, მრავალი ტკბილი სიტყვა უთხრა მათ ,,კრწანისის ბუხართან” და მრავალი ტკბილი სიტყვა ,,მოისმინა” მათი ბაგიდან. იმხანად ამ ხალხს სახელმწიფო და კომერციულ ტელეარხებზე, პოლიტიკური ტოკ-შოუების ფინალურ ბლოკში იწვევდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჟურნალისტების ჟარგონით, პოლიტიკური ტოკ-შოუს ამ ნაწილს ,,ლაითი” ჰქვია, ეს მოდელი ჩვენმა მედიამ რუსული ტელეარხებისგან ისესხა. ქართული მედიის ხელშეწყობით, საზოგადოებამ ზეპირად იცოდა ,,ლაითის გმირთა” ბიოგრაფია, მათი ცხოვრების წესი (როგორც წესი, მოგონილი და ყალბი), ის, თუ ვინ როგორ ჰალსტუხს იკეთებდა და ვინ რას კითხულობდა თავის ფეხსალაგში... დაუსაქმებელი საზოგადოება იმხანად ფეტიშიზმის ვნებამ მოიცვა - გაიღვიძა ეგრეთ წოდებულმა ,,კრიიონის კომპლექსმა”, როცა ღარიბი, სამუშაოსა და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ადამიანები თავიანთ თავს, თუნდაც ვირტუალურად, იმის გვერდზე ხედავენ, რომელმაც, მათი აზრით, რაღაცას მიაღწია ცხოვრებაში... ისინი პირდაპირ ეთერში ურეკავდნენ ,,ვარსკვლავებს”, სიყვარულს უხსნიდნენ (თუმცა, როგორც წესი, მხოლოდ მოგონილი ინტერვიუებით იცნობდნენ მათ), ეფერებოდნენ მათ შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, ქმრებს, მამებს, სიძეებს, ქვისლებს. რამდენიმე წლის წინ ევგენი ევტუშენკომ დაბალი ხარისხის კულტურის ასეთ პოპულარიზაციას ,,რუსული პოლიტიკის ბერკეტი” უწოდა.

,,ცუდი გემოვნების ადამიანების მანიპულაცია უფრო ადვილია. ეს ძველი ხერხია, ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც, ხელი შეუწყო ცუდი გემოვნების ჩამოყალიბებას და შემდეგ თავი იმართლო იმით, რომ ესაა ,,უმრავლესობის ნება... გემოვნების მმართველი ბიუროკრატია სნობიზმია და მეტი არაფერი, - აღნიშნავდა რუსი პოეტი.

0x01 graphic

ნოემბრის ამბების შემდეგ პოლიტიკურ ტოკ-შოუებში ისევ გამოჩნდნენ ,,ლაითის” გმირები. ოღონდ ამჯერად თავიანთი ნათესავების - ძმების, ქმრების, მამების, სიძეების, ქვისლების დამცველების როლში. ახალმა ხელისუფლებამ ,,ვარსკვლავების” ნათესავები, სწორედ ის ხალხი, ვინც მათ კონცერტებს აფინანსებდა, ციხეში ჩასვა. პოლიტიკური ტოკ-შოუების წამყვანები აშკარად დაბნეულები ჩანდნენ. ის ხალხი, ვის პოპულარიზაციასაც მათ არაერთი გადაცემა მიუძღვნეს, მოულოდნელად იქცნენ მარგინალებად, რომელთა აზრს ხელისუფლება აღარ ითვალისწინებდა. დაიბნა ჩვენი საზოგადოებაც - მას გული” აუჩუყდა, დავუშვათ, მერაბ ჟორდანიას დაპატიმრებაზე, რადგანაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შოუბიზნესის პოპულარული ვარსკვლავები მხარში ამოუდგნენ.

მამალაძეს, ჩხაიძეს და სხვებს კი არ გაუმართლათ. მათ მომღერლები, მოდელიორები, კომპოზიტორები არ იცავდნენ, ამიტომ საზოგადოებამ ეს ხალხი ადვილად მოინელა. მანამდე კი არც საზოგადოებას, არც ჟურნალისტებს, არავის გამოუხატავს პროტესტი დაახლოებით ასეთი სახის დიალოგებზე პოპ-ვარსკვლავებთან:

- მოძრაობის წესებს ხშირად არღვევ თიკო?

- რაღა დაგიმალოთ და მიყვარს სწრაფად სიარული.

- ინსპექტორები, ალბათ გცნობენ?

- რა თქმა უნდა... გამაჩერებენ თუ არა, მაშინვე გამიღიმებენ ხოლმე... ერთმა ჩემი სიმღერა მიმღერა კიდეც და მთხოვა, კონცერტზე დამპატიჟეო.

- დაგაჯარიმა?

- რას ამბობ?!... ყველამ იცის უკვე, რომ სწრაფად სიარული ჩემი ჰობია.

თავის ესეში ,,სნობიზმის ანატომია” არტურ კესტლერს ერთხელაც არ უხსენებია სიტყვა ,,კორუფცია”... დიდმა მწერალმა, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო იმის გააზრება, რომ სხვადასხვა კულტურაში და სხვადასხვა ეპოქაში სნობიზმი განსხვავებულად ვლინდება ხოლმე. საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ სნობიზმმა არა მარტო კულტურული ფასეულობების აღრევა გამოიწვია, არამედ კორუფციის აყვავებასაც შეუწყო ხელი - პოპულარულ ადამიანებს, ,,ელიტას” არ ასამართლებენ - ასე სჯეროდა მოსახელეობას, ასე სჯეროდათ ,,ლაითის” წამყვანებს, ასე სჯეროდათ პოპულარულ ადამიანებსაც.

0x01 graphic

დღეს, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლება, მეტნაკლებად ინარჩუნებს პოპულარობას, აშკარად იქმნება საშიშროება, თავად ხელისუფლებამ არ მოახდინოს ,,კრიიონის კომპლექსის” ჩანაცვლება და თავად არ იქცეს, ,,შოუ-ბიზნესის ვარსკვლავად” ხალხის თვალში. მით უმეტეს, რომ ქართულ მედიას ამგვარი ,,პრომოუშენის” დიდი გამოცდილება აქვს. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ ადამიანების დასაქმებაზე უფრო უნდა იზრუნოს, ვიდრე კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ქართველ არტისტებთან ერთად გამოდიან სცენაზე... ასე რომ არ მოხდეს, საქართველოში ყველა პირობა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ ადამიანს არ შერცხვეს თავისი ცხოვრებით ცხოვრება. ასე რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს კრიტიკული აზრის, დისკუსიის და მის მიმართ ქილიკისაც კი... უფრო მეტიც, ხელიც უნდა შეუწყოს ასეთი გარემოს დამკვიდრებას... ასე რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს, რომ მას მხარდამჭერები სჭირდება და არა მონები, და არა ფეტიშისტები.

დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე იძლევა ინტერვიუს თავისი პორტრეტის ფონზე, ბათუმის რომელიღაც დაწესებულებაში. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ამ დაწესებულების მესვეურთა რეაქცია, პრეზიდენტს რომ ეთხოვა მათთვის ,,ჩამოხსენით ეს პორტრეტები, მე არც კეთილშობილი მეფე ვარ და არც უშიშარი რაინდი - მე მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ვარო.”

პრეზიდენტს, რომელიც კორუფციას ებრძვის, უნდა ეყოს გამბედაობა და უთხრას ეს თავის ხალხს, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ტელეარხებზე ისევ არ აღდგეს სნობური ,,ლაითი”... უფრო მეტიც, ამ ,,ლაითმა” საინფორმაციო გადაცემების პირველ ბლოკში არ გადაინაცვლოს . პოპვარსკვლავად ქცეული პრეზიდენტით, მისი ცოლ-შვილით, მეგობრებით, ნათესავებით, რომელთაც ხალხი პირდაპირ ეთერში აუხსნის სიყვარულს.

2 კანონის უზენაესობა

▲back to top


0x01 graphic

ონ მაკლასკი

ჩვენ ყველანი ვიყენებთ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, როგორიცაა ,,დემოკრატია, ,,ადამიანის უფლებები და ,,კანონის უზენაესობა. თუმცა ბუნდოვანია, რამდენად ერთნაირად გვესმის ყველა ჩვენთაგანს მათი მნიშვნელობა და ვიზიარებთ თუ არა იმ ღირებულებებს, რომელიც ამ ტერმინებში იგულისხმება. შესაძლოა, ზემოხსენებულ ცნებათაგან ნაკლებად გაცნობიერებული ,,კანონის უზენაესობაა.

ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კანონის უზენაესობის შესაბამისად ვცხოვრობთ (როგორც ამას საერთო სამართლის სისტემა ითვალისწინებს), თუ ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს საკანონმდებლო სისტემა, რომელსაც შემდეგი უმთავრესი მახასიათებლები აქვს:

[1] კანონის ცოდნა:

კანონი ხელმისაწვდომი უნდა იყოს: სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა გამოაქვეყნოს კანონის შინაარსი (როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო) ისეთი ფორმით, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს იმ უფლებებსა და მოვალეობებს რომლებიც მას კანონით აქვს მინიჭებული.

[2] კანონის წინაშე თანასწორობა:

კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, იურიდიული (მაგალითად, კომპანიები), საჯარო თუ ოფიციალური პირი, მინისტრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ჩათვლით.

[3] მართლმსაულების ხელმისაწვდომობა:

მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, დაიცვან (ამტკიცონ და დაიცვან) თავიანთი უფლებები დამოუკიდებელ სასამართლოებში (ან ტრიბუნალებში). ეს მოთხოვნა (№[1]-თან ერთად) ნიშნავს, რომ უნდა არსებობდნენ ხელმისაწვდომი, კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადვოკატები, ან ბოლოსდაბოლოსპარალეგალები, რომლებიც დაეხმარებიან და წარმოადგენენ მოქალაქეებს მათი უფლებების გაცნობისა და დაცვის პროცესში.

[4] დამოუკიდებელი სასამართლო:

მოსამართლეები, რომლებიც სასამართლოებსა და ტრიბუნალებში იხილავენ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და კომპეტენტურები. იმისათვის, რომ მოსამართლე იყოს ,,დამოუკიდებელი”, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საიმედო/დაცული ვადით: რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსამართლის დათხოვა იმ მიზეზით, რომ მთავრობას ან რომელიმე საჯარო არასამართლებრივ პირს მიუღებლად მიაჩნია მისი გადაწყვეტილება. მოსამართლის დათხოვა შეუძლებელია იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის არღვევს ქცევის წესებს ან თანამდებობისთვის შეუფერებელია: გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად დამნაშავე და თანამდებობისთვის შეუფერებელია მოსამართლე, უნდა მიიღოს ორგანომ, რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. მექრთამეობის რისკის გამოსარიცხად მოსამართლეები სათანადო ანაზღაურებას უნდა იღებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური მომზადება და უნდა გააჩნდეთ კანონის ამოქმედების/პროფესიული გამოცდილება.

[5] საარო სამართალი:

სასამართლო ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის, მათ შორის პრესისათვის. სადავო გადაწყვეტილებები ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, ისევე როგორც მოსამართლეთა მოტივაცია, რაც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანას. არცერთ კერძო პირსა და ორგანიზაციას აქვს უფლება, მოსამართლეთა წინაშე კერძო წესით წარმოადგინოს მოქალაქეთა უფლებები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი სასამართლო (პროცედურების) შესახებ.

[6] აღსრულების გასაჩივრების უფლება:

თუ აღმასრულებელი, პოლიციის და სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების ქმედებები, მათ შორის განზრახ ქმედებები, კანონით ნებადართული არ არის, მათი გასაჩივრება და განხილვა სასამართლოში უნდა მოხდეს.

[7] სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა:

ყველა მოქალაქე და სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც ეხება სასამართლოს ნებისმიერი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, უნდა დაემორჩილოს, პატივი სცეს მას და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება.

3 რელიგიური სწავლების საქართველოში Via Dolorosa

▲back to top


0x01 graphic

ნუგზარ პაპუაშვილი

მორწმუნეობის კულტურა

იმ საკითხებსა და პრობლემებს შორის, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში დღეს აზრთა სხვადასხვაობასა და ვნებათაღელვას იწვევს, ერთ-ერთ პირველ ადგილზე რელიგიის სწავლების შინაარსისა და მეთოდიკის განსაზღვრა დგას. ლაპარაკია განათლების სისტემის სახელმწიფო სექტორზე, რომლის სტილი, გეზი და ორიენტაცია იმავე სახელმწიფოს ოფიციალურად გაზიარებულ ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

საგანს რელიგიის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ საგანმანათლებლო დისციპლინათა რიგში საპასუხისმგებლო ადგილი უჭირავს. პიროვნების ზნეობრივი კრედო და საზოგადოებრივი პოზიცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია მისი სარწმუნოებრივი თვალთახედვა. ვგულისხმობთ მორწმუნეობის სტილს ანუ რელიგიურობის გამოვლენის კულტურას. კითხვა ასე უნდა დაისვას: ამკობს თუ არა ინდივიდს, ანდა კოლექტივს ის, რასაც სამოძღვროპრაქტიკულ ღვთისმეტყველებაში საღ სარწმუნოებას უწოდებენ. სარწმუნოების ქვეშ ამ შემთხვევაში მოიაზრება არა დოგმატთა რაობა და რაგვარობა ანუ მოძღვრება ღმერთზე, არამედ ნებისმიერი რელიგიურ-თეოლოგიური მოძღვრების გათავისებისა და მის კვალდაკვალ მოქალაქეობის წესი, - სინდისის, პირადი რწმენის, საკუთარი შეხედულების გამოვლენის რეგლამენტი, ერთი სიტყვით - მორწმუნეობის კულტურა.

ამდენად, კითხვა, თუ რა ფორმით და რა სულისკვეთებით ასწავლიან სკოლებში რელიგიის საკითხებს, საჭირბოროტო კითხვაა, რაც ახლო წარსულის გადახედვისკენ გვიბიძგებს.

უძრაობიდან პერესტროიკამდე

ისეთი სასწავლო კურსის შემოღების სურვილი, რომელშიც ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი საკითხები ობიექტურად და არაიდეოლოგიზირებულად იქნებოდა გაშუქებული, საქართველოში პირველად მეცნიერთა და პედაგოგთა შორის დაიბადა. ამის თაობაზე განცხადებები აქა-იქ ჯერ კიდევ ,,გლასნოსტის” დროს (1983-1985) გაკეთდა. განსაკუთრებით ჟურნალ ,,სკოლა და ცხოვრების” დამატება ,,ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში” აქტიურობდა (რედაქტორი თამაზ კვაჭანტირაძე). მოტივად შემდეგს ასახელებდნენ: საქართველოს ისტორია, მისი კულტურა და, კერძოდ, ლიტერატურა იმდენადაა დაკავშირებული ბიბლიასა და ქრისტიანობასთან, რომ ამ უკანასკნელთა გათვალისწინების გარეშე ქართველოლოგიური საგნების ჯეროვნად ათვისება ვერ მოხერხდება.

პერესტროიკის წყალობით, საქართველოში 1988 წლიდან ჰუმანიტარული პროფილის სასწავლებლებში დაუშვეს საგანი ,,ქრისტიანული რელიგიის ისტორია”, რომელიც მოაზრებული იყო როგორც ხელოვნებისა და ლიტერატურის ძეგლების რიგიანად გაგებისა და შესწავლისათვის საჭირო საგანმანათლებლო საგანი. ანალოგიური სურვილი მალე არაპროფილირებულმა, ე.ი. ჩვეულებრივმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლებლებმაც გამოთქვეს და მიზანს კიდეც მიაღწიეს. ნებისმიერ სკოლას ჰქონდა უფლება, რელიგიის საკითხების შესასწავლად ფაკულტატურული კურსი შემოეღო და მისთვის კვირაში ერთი ანუ წელიწადში 40 აკადემიური საათი დაეთმო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავიდან სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველასათვის ცხადი გახდა: ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირში გაბედული ნაბიჯების გადადგმა სახიფათო აღარაა.

პირველი ნაბიები

მეთოდისტები მაშინ საკითხს ასე სვამდნენ: დამოუკიდებელი დისციპლინის სახით ვასწავლოთ რელიგია თუ ,,ჰუმანიტარული ციკლის საგნებში თემატურ ჩანართებად”? ამასთანავე: რა მიზანდასახულობითა და სულისკვეთებით - როგორც საღვთო რჯული თუ როგორც საგანმანათლებლო საგანი? უკანასკნელი კითხვა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გახდა აქტუალური. ყველამ ვიცით, რომ მაშინ საქართველოში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი არნახული ლტოლვა გამოამჟღავნა; პარტიული და სახელმწიფო ნომენკლატურა ერთბაშად მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად იქცა. ,,საღი სარწმუნოების” გაგება მათ, ბუნებრივია, არ გააჩნდათ. მათ შორის მოდასავით მოიკიდა ფეხი გამოთქმამ: ,,რა ვქნათ, სარწმუნოებაში უმეცარნი ვართ!” ამიტომ იჯერებდნენ ყველაფერს (ასე ჩანდა), რასაც ავტორიტეტული სასულიერო პირები და მართლმადიდებლური შეფერილობის მანიფესტატორები ეტყოდნენ (რომ, მაგალითად, საჭიროა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობის კურთხევა, იქიდან ეშმაკების განდევნის მიზნით).

ასე დაიწყო განათლების სისტემაზე ზეწოლა და მასების დარწმუნება, ეროვნული და სხვა პრობლემებიც მოგვარდება, თუკი სკოლა თავის თავზე სარწმუნოებრივ-ზნეობრივი აღზრდის ფუნქციას აიღებსო.

გ. გუმბარიძის მმართველობის დროს (1989-1990) პროცესები თითქმის უმართავი გახდა. რელიგიური განათლების სკოლებში შეტანას სტიქიური ხასიათი მიეცა. ვისაც როგორ გაეგებოდა, ისე ატარებდა გაკვეთილს და იმ კლასში შედიოდა, სადაც მოუხერხდებოდა. საგანს ზოგან საღვთო რჯულს უწოდებდნენ, ზოგან - ბიბლიას, ზოგან - რელიგიის ისტორიას, ზოგან იმას, რაც სანქცირებული იყო - ქრისტიანული რელიგიის ისტორია. ბევრი დირექტორი, სიტუაციის მოულოდნელი შეცვლით დაბნეული და გაორებული, აქტიური მღვდლებისა და მოქადაგე ,,არაფორმალების” მითითებებს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ენთუზიასტები როგორც მასწავლებლებს, ისე აღსაზრდელებს ხშირად ეკლესიურ-ნაციონალისტური შინაარსის ლექცია-გაკვეთილებს უტარებდნენ, რასაც ალაგ-ალაგ მძიმე შედეგები მოჰყვა (მაგალითად, ბათუმსა და ხულოს სკოლებში მოქადაგე გოჩა აბულაძის ანტიისლამურ გამოსვლებს ყმაწვილები ზოგჯერ წონასწორობიდან გამოჰყავდა). ალტერნატივა - საღვთო რჯული თუ საგანმანათლებლო საგანი - დიდ ჩოჩქოლს და შეხლა-შემოხლას იწვევდა.

0x01 graphic

კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა

მართლმადიდებელი ეკლესია (საპატრიარქო) აღნიშნულ ღონისძიებებში თავიდან ოფიციალურად არ მონაწილეობდა, რადგან, ძველი განწყობილების გავლენით, მას ჯერჯერობით არავინ ეპატიჟებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც დღის წესრიგში ,,რელიგიის მასწავლებელთა” მომზადებისა და კვალიფიკაციის მინიჭების სკითხი დადგა. ეს მისია საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკურ ინსტიტუტს დაეკისრა (დირექტორი გია მურღულია). ,,რელიგიის ისტორიის საკითხები” (მეორე ვარიანტით: ,,ქრისტიანული მოძღვრების შესავალი”) მის სასწავლო გეგმებში 1989 წლის შემოდგომიდან შეიტანეს (ვკითხულობდით ედიშერ ჭელიძე და, შემდეგ, მე - ამ სტრიქონების ავტორი); საზოგადოებათმცოდნეობისა და ესთეტიკის კათედრაზე, პროფ. ზ. კიკნაძისა ინიციატივით და დირექტორის, გ. მურღულიას, აქტიური პოზიციის შედეგად, შეიქმნა უჯრედი, რომელშიც ხსენებული ლექტორები და სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ლევან აბაშიძე მუშაობდნენ. მათ ახალი საგნის მასწავლებლის უფლების მოპოვებისათვის ერთთვიანი, შემდეგ კი ცხრათვიანი გადამზადების კურსების ორგანიზება დაევალათ. ამ შინაარსის კურსები მუშაობას 1990 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგა. პროგრამა რელიგიურ და რელიგიის მონათესავე დისციპლინათა ფართო სპექტრს მოიცავდა. ლექციებს, დასახელებული პირების გარდა, ზაზა ალექსიძე, ვახტანგ როდონაია, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ნინო ბარდაველიძე, მალხაზ სონღულაშვილი, თამაზ კოჭლამაზიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და ნიკოლოზ ხუციშვილი კითხულობდნენ. პრობლემებმა მას შემდეგ იჩინა თავი, რაც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდა და დირექტორმა, გ. მურღულიამ, მასში პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი და დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი (პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი) შეიყვანა როგორც საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლები.

სახალხო განათლების ერთ-ერთი რგოლის მუშაობაში ეკლესია ჩაერთო. სახელმწიფო დაწესებულებაში სათანამშრომლოდ ეკლესიის მსახურები პერსონალურად კი არ იქნენ მიწვეულნი პროფესიული მონაცემების მიხედვით და დარგის სპეციალისტობის შესაბამისად (რაც სავსებით ნორმალური მოვლენა იქნებოდა), არამედ - ეკლესიის სახელით. ამით ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კონსტიტუციური პრინციპი აირღვა. ასეთი დაშვების შემდეგ, ამ დაშვების ანალოგიით და დამოწმებით, შეიძლებოდა, ქვეყნის ყველა კონფესიას გასჩენოდა პრეტენზია, რომ გაეკონტროლებინა იმ სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტრუქტურის საქმიანობა, რომელიც შესაბამისი კონფესიის ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის საკითხების სასწავლო-სალექციო კურსში შეტანას განიზრახავდა.

,,ვინ მოიწვია ბაპტისტი . სონღულაშვილი?

მოსალოდნელმა შედეგმაც არ დააყოვნა. ეკლესიის წარმომადგენლებმა საბჭოს პირველ სხდომაზე კურსის ხელმძღვანელებს ერთადერთი კითხვით მიმართეს: ვინ მოიწვია ბაპტისტი მ. სონღულაშვილი ლექტორად? პასუხმა, რომ ბ-ნ მალხაზს საუნივერსიტეტო განათლება აქვს; კათალიკოსპატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი ბიბლიის მთარგმნელთა ჯგუფის წევრია და ბიბლეისტიკის რიგიანი მცოდნე, რის გამოც მას რეკომენდაცია პროფ. ზ. კიკნაძემ მისცა; ამასთანავე, - ეს საერო დაწესებულებაა და აქ კადრების რელიგიური ნიშნით შერჩევა დაუშვებელია, ოპონენტები არ დააკმაყოფილა. მათ მოითხოვეს, რომ აღნიშნულ პირს თანამდებობა დაეტოვებინა. სხდომას განათლების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები და ხელისუფლების აღალჩინოსნები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო სამთავრობო ბლოკ ,,მრგვალი მაგიდის” აქტივისტი და განათლების სფეროში პრეზიდენტის რწმუნებული ამურ ძოძუაშვილი, რომელმაც იმ და სხვა ანალოგიურ თათბირებზე პირდაპირ განაცხადა: ,,ეკლესიის პოზიცია გადამწყვეტია!” მოულოდნელ პრეტენზიას საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ შეეწინააღმდეგა, ზოგიც დაეთანხმა. გადაწყვეტილების მიღებას ზ. კიკნაძის და კიდევ ერთი თანამშრომლის აღშფოთებამ შეუშალა ხელი, ხოლო კ. გამსახურდიას მტკიცე პოზიციამ,” რომელიც მან განათლების მინისტრის, ლია ანდღულაძის წინაშე გამოიჩინა, საკითხის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო. ეს ფაქტი გავიხსენეთ, რათა მივანიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს მაშინდელ მესვეურებს ეკლესიისა და სახელმწიფოს (სკოლის) ერთმანეთისაგან გამიჯნვის პრინციპი გაცნობიერებული არ ჰქონდათ. იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება, თუკი ღვთის არსებობას დავიჯერებთ და მართლმადიდებლებადაც ჩამოვყალიბდებით, სიახლით აღფრთოვანებულ ადამიანთა გონებაში თანდათან იბეჭდებოდა. გუშინდელი პირგამეხებული ათეისტები და პარტმუშაკები უეცრად ულტრამართლმადიდებლურ პლატფორმაზე დადგნენ. ბევრი ათეისტურ-ანტირელიგიური გამოცემის ცნობილი ავტორი აკაკი გელოვანი, მაგალითად, აცხადებდა: ,,... საღვთო სჯული უნდა ისწავლებოდეს და თანაც სერიოზულად. სხვაგვარად წარმოუდგენელია სწავლების პროცესი უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც ათი ათასამდე ტაძარია” (,,განათლება”, 1991, 18. 12, №15).

ობსკურანტიზმს მწვანე შუქი აენთო

1990-1994 წლების პრესას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მსგავს შეხედულებებს იმხანად მწვანე შუქი ენთებოდა. მასწავლებლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა ახალი საგნის ანიშნულებად მართლმადიდებელი სარწმუნოების ქადაგება მოიაზრა. არავის ანაღვლებდა, რომ საქართველო არა მარტო მრავალეთნიკური, არამედ მრავალკონფესიური ქვეყანაცაა; ავიწყდებოდათ, რომ დემოკრატიული სისტემა სწორედ მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფოს სტაბილიზაციის შენარჩუნებისთვისაა შექმნილი. მოწოდების სიმაღლეზე მაშინ არც განათლების სამინისტრო აღმოჩნდა, თუმცა მისი სისტემის ბევრი პასუხისმგებელი პირი აღნიშნული ტენდენციის მოსალოდნელ შედეგებზე ლაპარაკობდა და იმასაც ცდილობდა, რომ მოცემულ საგანს სამოქალაქო შინაარსი შეეძინა, მაგრამ, როგორც ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები მიგვანიშნებს, ეს მცდელობა თანმიმდევრული არ იყო და გაბედულებაც აკლდა.

,,რელიგიური განათლება თუ რელიგიის შესწავლა?

1991 წელს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკურ ინსტიტუტში ,,ქრისტიანული მოძღვრების სწავლების მეთოდიკათა” კათედრა შეიქმნა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ ,,რელიგიების ისტორიის კათედრა” ეწოდა. პარალელურად განათლების სამინისტროში რელიგიების ისტორიის სასწავლო-მეთოდური საბჭო ჩამოყალიბდა, რომელშიც სასულიერო პირები (ეპ. აბრაამი და დეკ. გიორგი ზვიადაძე) არა ინდივიდუალური ნიშნით შეიყვანეს, არამედ როგორც .,საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები”. კათედრის გამგედაც და საბჭოს თავმჯდომარედაც პროფ. რევაზ თვარაძე დაინიშნა. კათედრაზე ,,საქართველოს სკოლებში რელიგიური განათლების დანერგვის” კონცეფცია შემუშავდა, რომელიც საბჭომ განიხილა და დასამტკიცებლად სამინისტროს კოლეგიას წარუდგინა. კონცეფცია 1993 წლის 8 ივლისს დამტკიცდა. ახალ საგანს ,,რელიგია და კულტურა” ეწოდა. იგი საგანმანათლებლო და სავალდებულო საგნად გამოცხადდა. კურსი ორ ნაწილადაა გაყოფილი: პირველს ,,ქრისტიანული მოძღვრების შესავალი” ჰქვია, მეორეს - ,,მითოსი და რელიგიები”. ამ აქტის საფუძველზე 1994 წლის 16 მაისს მინისტრმა თამაზ კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 1994-1995 სასწავლო წლიდან ,,რელიგიისა და კულტურის” სწავლება დამკვიდრდა. სახელმძღვანელოდ რ. თვარაძის ამავე სახელწოდების წიგნი დაამტკიცეს.

ყველაფერი თითქოს კონსტიტუციურ ფორმატში მოექცა, მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც დარჩა. ეჭვს, პირველ რიგში, კათედრის გამგისა და საბჭოს თავმჯდომარის გულწრფელობა ბადებდა. კითხვას, რატომ ,,რელიგია და კულტურა” და არა ,,საღვთო რჯული”, იგი ასე უპასუხებდა: ,,ერთობ მცირეა რიცხვი იმ ადამიანებისა (სასულიერო პირები ან თეოლოგები), ვისაც სკოლებში საღვთო რჯულის სწავლება ხელეწიფება. არადა რელიგიური სწავლება ჩვენი სახელმწიფოს ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს” (რ. თვარაძე, ,,საქ. რესპ.”, 1996, 03. 08, №159). ,,რელიგიური სწავლება” რელიგიის რელიგიურ, რჯულისმიერ შესწავლას ნიშნავს. ესაა პროცესი, რომლის პირდაპირი მიზანი პიროვნების მორწმუნედ ჩამოყალიბებაა. ზოგადი სარწმუნოება (რელიგია) არ არსებობს; იგი კონკრეტულია - ქრისტიანული, ისლამური, ბუდისტური და კიდევ მეტად დაკონკრეტებული - მართლმადიდებლური, სუნიტური, მაჰაიანური და ა. შ. ,,რელიგიური სწავლება” რომელიმე რელიგიური რჯულის (კანონის) დაუფლებას და სულიერ წვდომას ითვალისწინებს, რაც საღვთო რჯულის გამჭოლი მიზანი და არსებაა. დასაშვებია კი, ასეთი საგნის შეტანა იქ, სადაც კლასები რელიგიური ნიშნით არ კომპლექტდება? თუ არ არის დასაშვები, რა საჭიროა რევერანსი - ,,საღვთო რჯულზე” უარი კადრების დეფიციტმა გვაიძულაო? მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული გადაწყვეტილების (საგანმანათლებლო საგნის შემოღების) მოტივი პოსტსაბჭოური საქართველოს შესაბამისმა უწყებამ კონცეპტუალურად ვერ დაასაბუთა.

რა ხდებოდა მეზობელ რუსეთში?

მართლმადიდებელ რუსეთში ვითარება ამ მხრივ უფრო მოწესრიგებული ჩანდა. ,,უჩიტელსკაია გაზეტას” მასალებიდან ვგებულობთ, რომ იქ სახელმწიფო სკოლებში ბიბლიური და სხვა რელიგიური თემების კონსტრუქციულად შესწავლა 1987 წლიდან დაუწყიათ. იქაც დაუსვამთ კითხვა: საღვთო რჯული თუ საგანმანათლებლო საგანი, მაგრამ, საქართველოსაგან განსხვავებით, მოსკოვში გამოჩენილან მღვდლები, რომელთაც პედსაბჭოს წინაშე განუცხადებიათ: ,,არ შეიძლება, სკოლა ეკლესიის მრევლად გადავაქციოთ. გავითვალისწინოთ რევოლუციამდელი სკოლის გამოცდილება, როდესაც საღვთო რჯული კომპრომეტირებული საგანი იყო მასწავლებლების უმეცრებისა და დაზეპირების მეთოდის გამო” (1991, №4: ა. როდიონოვისა და ბ. კოვშოვის წერილები).

კლერიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ

საქართველოში, რევოლუციამდელი სკოლის მწარე გამოცდილების მიუხედავად, დემოკრატიული პოზიცია სამღვდელოთა შორის მაშინ არავის ჩამოუყალიბებია. მასმედიაც კლერიკალიზმის სამსახურში იდგა და ისეთი გარემოს შექმნას უწყობდა ხელს, რომელშიც ,,რელიგიისა და კულტურის” გაკვეთილები ფუნდამენტალიზმით აღბეჭდილ საღვთო რჯულის სწავლების პროცესს მოგაგონებდათ. მასწავლებელთა გადამზადების კურსებს და ინდივიდუალურ ატესტაციას ძირითადად საეკლესიო სამსახურით გატაცებული პირები აკითხავდნენ სულიერი მამების სარეკომენდაციო ბარათებით. გაკვეთილები, საგნის კონცეფციისა და მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგაც, უმეტეს შემთხვევაში, ლოცვით იწყებოდა და ლოცვით მთავრდებოდა, სახელმძღვანელოს ფუნქციას მეტწილად მეფის რუსეთის სამრევლო სკოლებისათვის განკუთვნილი წიგნები ასრულებდა. ბევრი პედაგოგი არც ფიცავდა, რომ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას უფრო ემორჩილება, ვიდრე განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. ,,ლოცვა-კურთხევები” კი, ჩვეულებრივ, ობსკურანტული სულისკვეთებით იყო აღბეჭდილი. გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ განათლების სამინისტროს ეძინა და ვერ ამჩნევდა, რომ ,,ერი და ბერი” რეალურად და ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ ირაზმებოდა.

პირველი ლაშქრობა 1997 წლის თებერვალში მოეწყო. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა (თავმჯდომარე პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი) განათლების სამინისტროს მოსთხოვა, რომ გრიფები გაეუქმებინა წიგნებისათვის ,,რელიგია და კულტურა”, ,,რელიგიის კარიბჭე (რელიგიის ისტორიის შესავალი)” (ნ. პაპუაშვილი), ,,ბიბლიური მოთხრობები” (მ. სონღულაშვილი) და ,,შუასაუკუნეების ისტორია” (კ. ანთაძე). წიგნებს ბრალად ,,არამართლმადიდებლობა” ედებოდათ. რისხვის მთავარი ობიექტი ,,რელიგიის კარიბჭე” აღმოჩნდა. ავტორს ამუნათებდნენ: არაქრისტიანულ რელიგიებსა და არამართლმადიდებელ კონფესიებს რატომ ისე არ განიხილავ, როგორ განხილვასაც ჩვენ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ველოდებითო. ამის გამო ექსტრემისტები (არქ. ლაზარეს მეთაურობით) წიგნის აკრძალვას მოითხოვდნენ და პატრიარქს გმობის ცერემონიალის ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. რადგან მთავარ საწადელს (აკრძალვას) იმ ეტაპზე ვერ მოაღწიეს, მუქარაზე გადავიდნენ. პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა აღდგომას, საყოველთაო სიხარულის და შერიგების დღეს, სახელმწიფო ტელეეთერში (პროგრამაში ,,მსგეფსი”) ,,რელიგიის კარიბჭის” შესახებ განაცხადა: ,,თუ განათლების სამინისტრო არ აღკვეთს სახელმძღვანელოს აი ამ სახით შეტანას სკოლებში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მრევლი მოითხოვს სასამართლოს წესით ავტორის დასჯას”. არც ტელეწამყვანს (გ. ახვლედიანს), არც ტელევიზიის ხელმძღვანელობას და არც განათლების სისტემის მესვეურებს არ დაუგმიათ ეს სიტყვები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა მრევლის მიქსევა. აღნიშნული გადაცემა ცხადყოფდა, რომ ტელევიზია მაშინ ექსტრემიზმის, უკულტურობის და ფუნდამენტალიზმის სამსახურში იდგა. ხელისუფლება დუმდა. მისი თავკაცები იდგნენ და უცქერდნენ, თუ როგორ ინთებოდა კოცონები ქალაქის ცენტრში და იწვოდა წიგნები. ხელთ გვაქვს გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” ოტოინფორმაცია: ,,ხელისუფლება დაწვას გადაურჩა!” (1998, 11-17. 03, №11), რომლის თანახმად ჩინოსანი სამართალდამცავები კმაყოფილები არიან, რადგან დარწმუნდნენ, რომ, თურმე, აუტოდაფეები ,,ხელისუფლების დაწვას” კი არ ისახავს მიზნად, არამედ ,,ეკუმენური ლიტერატურის” განადგურებას.

0x01 graphic

მეორე ლაშქრობა ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” წამოიწყო. მან დიდუბის რაიონის სასამართლოში 1998 წლის 27 მარტს სასარჩელო განცხადება შემდეგი მოტივით შეიტანა: ,,სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებების საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან ამოღებულ იქნას საგანი ,,რელიგია და კულტურა” და არ დაიშვას დამხმარე სახელმძღვანელოდ ,,რელიგიის კარიბჭე”, რადგან სახელმძღვანელოში ,,რელიგია და კულტურა” და დამხმარე სახელმძღვანელოში, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ,,მცდარადაა წარმოდგენილი მართლმადიდებელი სარწმუნოების არსი”. სასამართლომ სარჩელი მიიღო, თუმცა აღიარა, რომ სათანადო კომპეტენცია არ გააჩნია და დახმარება საპატრიარქოს სთხოვა. ოფიციალური პასუხისათვის საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტში პროტ. გიორგი გამრეკელის ხელმძღვანელობით საექსპერტო კომისია შეიქმნა, რომელმაც სასამართლოს შვიდი პუნქტისაგან შემდგარი დასკვნა გადაუგზავნა (ტექსტი - ,,ახალი 7 დღე”, 1998, 16-22, X, №38). ,,დასკვნაში” კონკრეტულად სახელმძღვანელოზეა ლაპარაკი, რასაც ავტორის საპასუხო წერილი მოჰყვა - ,,ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი” (,,კავკასიონი”, 1998, 9-15.XI, №83). აქ მოცემულია თავისმართლება და კონტრარგუმენტები, მაგრამ ალიაქოთის მიზეზი ანუ მთავარი კითხვა - სახელ-მწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რომელიმე აღმსარებლობის ქადაგება რატომ არაა მიზანშეწონილი - პასუხგაუცემელი დარჩა. საჭირო იყო გასაგებად, მკაფიოდ და კვალიფიციურად გასცემოდა პასუხი კითხვას: არის თუ არა საქართველო ,,მართლმადიდებელი სახელმწიფო”? და თუკი იგი არ არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, არამედ საერო და დემოკრატიული ქვეყანა, რამდენად დასაშვებია, რომ მან, არაკონფესიურმა სახელმწიფომ, რომელიმე ეკლესიის მსახურის ფუნქცია იტვირთოს?

0x01 graphic

სამართლებრივი ცნობიერების დეფიციტი

ამ საკითხების სახელმწიფოებრივი შინაარსი და მნიშვნელობა, ჩანს, არც დიდუბის რაიონის მოსამართლეს ჰქონდა გაცნობიერებული. წინააღ მდეგ შემთხვევაში იგი ისე მოიქცეოდა, როგორც, ვთქვათ, რომაელი მოსამართლე გალიონი მოიქცა. იუდეველებმა პავლე მოციქულს უჩივლეს, ჩვენი რჯულის საწინააღმდეგო აზრებს ავრცელებსო. გალიონმა სარჩელი მოისმინა, თავი გადააქნია და თქვა, რჯულის საკითხები სასამართლოს განსახილველი არ არისო, და არც განიხილა (საქმე 18:12-17). პოსტსაბჭოურ საქართველოში ანალოგიური სარჩელი კიდეც განიხილეს და კიდეც დააკმაყოფილეს. მოტივად ის ფაქტი გამოიყენეს, რომ საგანი ,,რელიგია და კულტურა” იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ იყო. ,,მართლმადიდებელი მშობლების” სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. განაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ განათლების სამინისტრომ საგანს სახელი შეუცვალა, ,,რელიგიების ისტორია და კულტურა” დაარქვა და რეგისტრაციაში გაატარა. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, რის გამოც მომჩივანებმა სამინისტროს ულტიმატუმი წაუყენეს: III-IV კლასების ალტერნატიულ სახელმძღვანელიდ ან ის წიგნი დაამტკიცე, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ანდა კვლავ მოგიწევთ სასამართლოში სიარული! სამინისტრომ 2002 წელს სახელმძღვანელოს გრიფი მიანიჭა წიგნს ,,ქრისტეს გზა”, რომელიც, როგორც ანოტაციაში ვკითხულობთ, ,,შედგენილია საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოს მიხედვით”.

თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ: მასწავლებლებისა და მათი კურატორების უმრავლესობა აღნიშნულ საგანს საღვთო რჯულთან აიგივებს და სწავლების პროცესს შუა საუკუნეების კლერკალიზმისათვის ნიშანდობლივი მეთოდებით წარმართავს. ასეთი რამ არა მარტო რელიგიურ ცნობიერებას აუკუღმართებს, არამედ თავის თავში ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამართლებრივი ცნობიერების გაღვივების მუხტსაც შეიცავს.

და ბოლოს: როგორია საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით? კანონში განათლების შესახებ, რომელიც 1997 წლის 27 ივნისს მიიღეს, ვკითხულობთ: ,,საქართველოს განათლების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, საქართველოს საპატრიარქოსთან და მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების... პროექტებს” (18,2).

ეს პუნქტიც ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი პროფილი სათანადოდ მოაზრებული არა აქვს და ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შინაარსი ვერ გაუცნობიერებია, რაც შესაძლებელია, ახალ-ახალი ექსცესების სტიმულად იქცეს. ვითარება კანონისა და კონსტიტუციის შესატყვისი რომ გახდეს, განათლების სამინისტრომ ამ მხრივაც მტკიცე და ქმედითუნარიანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

4 გადატრიალების წინააღმდეგ

▲back to top


0x01 graphic

ინ შარპი

0x01 graphic

ბრუს ენკინსი

პოლიტიკური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის ქომაგებს სერიოზული საფუძველი აქვთ, შეშფოთდნენ სახელმწიფო გადატრიალებების გამო. უკანასკნელ ათწლეულებში ძალზედ გახშირდა სახელმწიფო აპარატის ხელში ჩაგდების მოულოდნელი შემთხვევები. გადატრიალებების შედეგად დაემხო ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემები, შეჩერდა დემოკრატიისთვის მებრძოლი მოძრაობები და თავს მოგვახვიეს სასტიკი და დესპოტური რეიმები. სახელმწიფო გადატრიალება იქცა დიქტატურის დამყარების ძირითად საშუალებად. გადატრიალებებმა ასევე შეიძლება, დააჩქაროს სამოქალაქო ომები და საერთაშორისო კრიზისები. სახელმწიფო გადატრიალება თავდაცვის უმთავრესი გადაუჭრელი პრობლემაა.

სახელმწიფო გადატრიალება1 არის სახელმწიფო აპარატზე ფიზიკური და პოლიტიკური კონტროლის სწრაფად ხელში ჩაგდება, რაც კონსპირაციული ჯგუფის არაკანონიერი ქმედების, მუქარის ან ძალის გამოყენების გზით ხორციელდება. წინა მთავრობის წევრებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ დაითხოვენ დაკავებული თანამდებობებიდან. საწყისს ეტაპზე, გადატრიალების მომწყობი ჯგუფი სწრაფად იკავებს სახელისუფლებო და ადმინისტრაციულ ცენტრებს. ის წინა მთავრობის პირველ პირებს ცვლის თავისი კადრებით (სამოქალაქო ან სამხედრო პირებით). საბოლოოდ ისინი მთელ სახელმწიფო აპარატზე ავრცელებენ თავიანთ მმართველობას. წარმატებული გადატრიალება, როგორც წესი, მალე - 28 საათში მთავრდება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებებმა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში იჩინა თავი. ასეთი ქვეყნებია: ტაილანდი, ბირმა, ფილიპინები, ბრაზილია, ჩეხოსლოვაკია, განა, ლიბერია, ჩილე, ფიჯი, საბერძნეთი, ლიბია, ლაოსი, გვატემალა, არგენტინა, გრენადა, პოლონეთი და საბჭოთა კავშირი.

სახელმწიფო გადატრიალებები ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკის პოსტ-კოლონიურ დამოუკიდებელ ქვეყნებში. მათ შორის პირველი იყო 1966 წლის სამხედრო გადატრიალება განაში, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა კვამე ნკრუმა. 1951-1976 წლებში ტაილანდში ხუთი გადატრიალება მოხდა, რამაც შეაფერხა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესი. ლიბიაში 1969 წლის სამხედრო გადატრიალების შედაგად ძალაუფლება მოიპოვა მუამარ კადაფიმ. 1973 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ჩილეში დაემხო ალენდეს ხელისუფლება. 1964 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ბრაზილიაში წლების განმავლობაში ქვაყანას მართავდა რეპრესიული სამხედრო რეჟიმი. გვატემალაში 1982 წლის გადატრიალებას კიდევ ერთი გადატრიალება მოჰყვა, რის შედეგადაც დააპატიმრეს გადამდგარი გენერალი რიოს მოტი. ბოლო ათწლეულების ყველაზე ცნობილი მაგალითებია 1981 წელს პოლონეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის პრეზიდენტად გენერალ იარუზელსკის მოყვანა, მშრომელთა პროფკავშირების შევიწროების მიზნით; ისევე როგორც, 1991 წლის აგვისტოს გადატრიალების მცდელობა საბჭოთა კავშირში. სახელმწიფო გადატრიალებები და გადატრიალების მცდელობები ამით არ ამოიწურება.

ზოგიერთი ავტორის აზრი გადატრიალებებთან დაკავშირებით ასეთია: სახელმწიფო გადატრიალება და არა არჩევნები არის

,,ხელისუფლების შეცვლის ყველაზე გავრცელებული საშუალება;

პოსტკოლონიური აფრიკისთვის კი

,,სამხედრო გადატრიალება ფაქტიურად ხელისუფლების შეცვლის ინსტიტუციონალიზებულ მეთოდად იქცა.

არსებობს აზრი, რომ მართალია, გადატრიალებების რიცხვმა ბოლო დროს იკლო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა შესაძლოა, დიდხანს არ შენარჩუნდეს. გადატრიალების თავიდან აცილების შემთხვევაშიც კი, ქვეყანას შეიძლება დიდხანს ემუქრებოდეს საფრთხე.

საგარეო აგრესიასთან გამკლავებისათვის რეგულარულად დიდი ძალისხმევა და თანხები იხარჯება. მიუხედავად მსოფლიო პოლიტიკაში გადატრიალებების სიხშირისა, ჯერჯერობით ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ საზოგადოება მზად იყოს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული თავდაცვის პრობლემის გადასაწყვეტად. დროა სერიოზული ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს.

როგორ ხორციელდება სახელმწიფო გადატრიალება

მმართველობის პოლიტიკური აპარატის ხელში ჩაგდება ხშირად წინა ხელისუფლების მაღალი რანგის პირებზე იერიშის მიტანით, სამთავრობო შენობების, სამხედრო და პოლიციის შტაბების, კომუნიკაციის და ტრანსპორტის ცენტრების დაკავებით იწყება. სახელმწიფო გადატრიალება, როგორც წესი, ძალიან სწრაფად - ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი ხდება. ამდენად ძალზედ მნიშვნელოვანია მოქმედების კონსპირაციული გეგმის არსებობა.

სახელმწიფო გადატრიალებას მეტწილად შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმართავს. ის მოქმედებს მარტო ან პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, სადაზვერვო სამსახურებთან (ქვეყნის შიგნით ან გარეთ) ან პოლიციასთან ალიანსში. სახელმწიფო გადატრიალების გზით ზოგჯერ ხელისუფლების უზურპაცია ხდება: სახელმწიფოს კანონიერი მეთაური (მაგალითად, პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი) აცხადებს ცრუ საგანგებო მდგომარეობას, რათა გააუქმოს კონსტიტუციური მმართველობა და დაამყაროს დიქტატურა. ზოგჯერ სახელმწიფო გადატრიალებას ახორციელებს დიქტატორული პოლიტიკური პარტია თავისი გასამხედროებული ძალების მეშვეობით, ან მათ გარეშე. გადატრიალება ასევე შეიძლება ინიცირებული იყოს მმართველი ელიტის ნაწილის მხრიდან, რომელსაც სხვა დაჯგუფებები უმაგრებენ ზურგს. სახელმწიფო გადატრიალების წარმატებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც არ მონაწილეობს გადატრიალებაში, მხარს უჭერდეს მას ან ინარჩუნებდეს პასიურობას. თავისი მცირერიცხოვნებისა და კონსპირაციული ხასიათის გამო სახელმწიფო გადატრიალება განსხვავდება მასობრივი რევოლუციისგან (მიუხედავად იმისა, რომ პუტჩისტებმა თავიანთ ქმედებას შეიძლება ,,რევოლუციაც” კი უწოდონ).

გადატრიალების ინიციატორი ჯგუფი, როგორც წესი, ცდილობს, მის მიერ უკვე კონტროლირებადი სახელმწიფო სეგმენტი გამოიყენოს სხვა სეგმენტების წინააღმდეგ, სახელმწიფოზე აბსოლუტური კონტროლის მოპოვების მიზნით. ხშირად ის სახელმწიფო სექტორები, რომელთაც გადატრიალების ორგანიზატორები ვერ აკონტროლებენ, სწრაფადვე ავლენენ კაპიტულაციის მზადყოფნას. ასეთი ქცევის მიზეზი არის იმ დიდი ძალის პირისპირ აღმოჩენა, რომელიც გადატრიალების ინიციატორ ჯგუფს უმაგრებს ზურგს. გარდა ამისა, დანებების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ისინი ნაკლებად უჭერენ მხარს არსებულ მთავრობას, სიმპათიით არიან განწყობილი პუტჩისტების მიმართ, ან უბრალოდ არ იციან, სხვაგვარად როგორ მოიქცნენ.

უზურპატორები, როგორც წესი, მორჩილების სანაცვლოდ ცდილობენ, შეინარჩუნონ წესრიგი და ხელუხლებლად დატოვონ ბიუროკრატიული აპარატი, სახელმწიფო სამსახური, შეიარაღებული ძალები, ადგილობრივი თვითმმართველობა და პოლიცია (ყოველ შემთხვევაში, არსებული მომენტისათვის). სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ახალი მთავრობის შემადგენლობა შეიძლება იყოს მთლიანად სამხედრო, ნაწილობრივ სამხედრო ან მთლიანად სამოქალაქო. საჭიროების შემთხვევაში, შერეულმა ხელისუფლებამ, უზურპატორის თაოსნობით, საკუთარი ძალაუფლება შეიძლება მიმართოს საზოგადოების დანარჩენი ნაწილის წინააღმდეგ, რათა მოიპოვოს კონტროლი მთელ ქვეყანაზე.

როდისაა მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალებები?

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ნორვეგიასა და შვეიცარიაში წარმოუდგენელია შიდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. არსებობს გადატრიალების დამაბრკოლებელი რამდენიმე წინაპირობა. ისეთ ქვეყნებში, სადაც პატივს სცემენ მოქმედ დემოკრატიულ კონსტიტუციურ ნორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობიან, ინსტიტუციონალიზებულ საშუალებებს შიდა კონფლიქტების მოგვარებისათვის, ხელისუფლების ცვლილებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის, სახელმწიფო გადატრიალებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუ იმ ჯგუფებს (მაგალითად, ჯარს), რომელთაც ხელეწიფებათ გადატრიალების მოწყობა, სჯერათ დემოკრატიული პროცესების და აცნობიერებენ იმ შეზღუდვებს, რომელიც მათი უფლებამოსილებითაა განპირობებული, ძნელი საფიქრალია, რომ ისინი გადატრიალების მოწყობას შეეცადონ. პირიქით, შესაძლოა, მათ თავად შეზღუდონ საკუთარი ძალაუფლება, თუ გადატრიალების მოწყობას არასწორად ჩათვლიან.

0x01 graphic

სახელმწიფო გადატრიალების პროგნოზირებისას მნიშვნელოვანია საზოგადოების სოციალური სტრუქტურის გათვალისწინება. იქ, სადაც სამოქალაქო და არასამთავრობო ინსტიტუტები ძლიერია, სამხედრო ინსტიტუტები და არადემოკრატიული პოლიტიკური პარტიები კი შედარებით სუსტი, გადატრიალების ალბათობა ნაკლებია. სახელმწიფო გადატრიალება ნაკლებად მოსალოდნელია იმ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც მეტ-ნაკლებად შეთანხმებულად მოქმედებენ. ცხადია, ასეთი სიტუაცია იშვიათია და ყოველთვის არ არის გადატრიალების შემაფერხებელი ფაქტორი. თუ შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემები არ არის ძალიან მძიმე და მათი გადაჭრა შესაძლებელია ინსტიტუციონალიზებულ დონეზე და სხვა მშვიდობიანი მეთოდებით, გადატრიალება, ალბათ, არ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მძაფრი კონფლიქტები, მაგრამ მათი მოგვარება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით, გადატრიალებას ვერ განახორციელებს ის ჯგუფი, რომელიც პირობას დებს, რომ წერტილს დაუსვამს ქვეყანაში ძალადობას და აღადგენს წესრიგს. ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკოსები ცდილობენ, ემსახურონ ხალხს და თავი აარიდონ კორუფციას, სახელმწიფო გადატრიალების ერთი წინაპირობა გამორიცხულია.

მეორე მხრივ, ამ წინაპირობების არარსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება გადატრიალების საფრთხის წინაშე. შესაძლოა, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის საფუძველი იყოს სუსტი; საზოგადოება ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევდეს და უკმაყოფილო იყოს მისი ქმედებებით. კრიზისების დროს ის შესაძლოა, აღმოჩნდეს არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ქმედუუნარო. გამორიცხული არ არის, არსებობდეს ნდობის დიდი დეფიციტი, რომ პროცესები დემოკრატიული გზით წარიმართება; ზოგიეთ შემთხვევაში შესაძლოა, საზოგადოებაში ვერ მოხერხდეს კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლების ცვლილების მეთოდებთან დაკავშირებით.

საზოგადოების სამოქალაქო არასამთავრობო ინსტიტუტები - სხვადასხვა სახის მოხალისე ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რელიგიური ორგანიზაციები, პროფკავშირული გაერთიანებები და ბევრი სხვა - შეიძლება სუსტად იყოს განვითარებული ან თითქმის არც არსებობდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოსახლეობა ვერ იღებდეს აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. შედეგად, არ იარსებებს არც ერთი ჯგუფი და ინსტიტუტი, რომელიც წინ აღუდგება სახელმწიფო აპარატის უზურპაციას.

საზოგადოებაში შესაძლოა, არსებობდეს ძალადობასთან დაკავშირებული სერიოზული შიდა პრობლემები. საზოგადოებრივმა მღელვარებამ, მძაფრმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, პოლიტიკურმა კონფლიქტებმა, ან შიდა ძალადობამ და მკვლელობებმა შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილში გააღვივოს სურვილი, მიემხროს ახალ ძლიერ მთავრობას, რომელიც მას კანონიერების აღდგენას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაჰპირდება.

არასასურველმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ,რასაც პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებს, შესაძლოა, საზოგადოება სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშე დააყენოს. ბევრს მსჯელობენ იმაზეც, რომ ექსპორტის განუვითარებლობამ და საერთაშორისო ბაზარზე ზედმეტად დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს გადატრიალების განხორციელებას.

ზოგიერთ შემთხვევაში ინდივიდები, გავლენიანი ჯგუფები, დიქტატორული პარტია ან სამხედრო დაჯგუფება შესაძლოა, ყოველგვარი კეთილშობილური ზრახვების გარეშე, მარტოოდენ ძალაუფლების მოპოვებისთვის ისწრაფვოდნენ.

თუმცა, ზემოხსენებული წინაპირობები ყოველთვის არ ხდება სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი. გადატრიალებისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელი მარცხის შიშით პუტჩისტებმა შესაძლოა, ვერ განახორციელონ ის. მარცხის შიშის გაჩენას შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. სამხედრო პერსონალის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, პოლიციამ, სახელმწიფო მოხელეებმა, ისევე როგორც ხელისუფლების დაბალი რანგის მოხელეებმა შესაძლოა, მხარი არ დაუჭირონ სახელმწიფო გადატრიალებას და წინააღმდეგობაც კი გაუწიონ მას. დამოუკიდებელი ინსტიტუტები შესაძლოა, არ ემხრობოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და საკმაო ძალაც შესწევდეთ წინააღმდეგობის გასაწევად.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პოტენციური ოპონენტების არსებობამ შეიძლება, დიდი გავლენა მოახდინოს გადატრიალების პოტენციური ორგანიზატორების გადაწყვეტილებაზე, სცადონ თუ არა გადატრიალების მოწყობა. იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი, სახელმწიფო გადატრიალება, ალბათ, არ მოხდება.

ისინი, ვინც ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას და იხვეჭს ძალაუფლებას, მზად უნდა იყოს ბიუროკრატიისა და მოსახლეობის მხრიდან მინიმალური წინააღმდეგობის დასაძლევად. ასეთი რამ შეუძლებელია პოლიტიკურად მობილიზებულ, აქტიურ და ძლიერ საზოგადოებებში.

რა უწყობს ხელს გადატრიალებას?

სახელმწიფო გადატრიალების ძირითად წინაპირობას წარმოადგენს საზოგადოების რწმენა, რომ პუტჩისტების ორგანიზაციული და რეპრესიული ძალები ბევრად აღემატება სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების ძალას. მოკლედ რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება უფრო სუსტია, ვიდრე სამხედრო ძალები. მართლაცდა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში შეირაღებული ძალები საზოგადოების ყველაზე ძლიერ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ხშირად სამხედრო ძალები მიმართულია სწორედ იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელზეც არის დამოკიდებული მათი არსებობა და რომლის დაცვაც მათი დანიშნულებაა. სამხედრო გადატრიალების ალბათობა გაცილებით დიდია, როცა ჯარისკაცები მეტად ლოიალურნი არიან საკუთარი ოფიცრებისადმი, ვიდრე დემოკრატიული მთავრობის მიმართ.

თუ გადატრიალება ხდება უზურპაციის სანაცვლოდ (რასაც ზოგჯერ ,,თვითგადატრიალებას” უწოდებენ), აუცილებელია, რომ სახელმწიფოს გაერთიანებული სამოქალაქო და სამხედრო ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ ხელისუფლების მიტაცებას, სამოქალაქო ინსტიტუტებზე ძლიერნი აღმოჩნდნენ. გადატრიალებას შეიძლება მართავდეს დისციპლინირებული პოლიტიკური პარტია საკუთარი გასამხედროებული ძალების მეშვეობით. პარტიის მხარდამჭერები, ამავე დროს შეიძლება მოქმედებდნენ სტრატეგიული სამინისტროების ან ჯარისა და პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილების დახმარებით. წარმატების მისაღწევად საჭიროა, ეს პარტია გაცილებით ქმედუნარიანი იყოს, ვიდრე საზოგადოების ოპოზიციური ნაწილი. ზოგჯერ გადატრიალების განხორციელებაში პოლიტიკურ და სამხედრო ჯგუფებს შეიძლება უცხო ქვეყნის აგენტები დაეხმარონ.

უკვე განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებების დროს პოლიტიკური თავისუფლების მომხრეები ხშირად პასიურები იყვნენ და დუმილს ინარჩუნებდნენ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარმატება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მას ემხრობა. ხშირად მოსახლეობა შეიძლება, გადატრიალების წინააღმდეგი იყოს, მაგრამ არ იცოდეს, რა მოიმოქმედოს. სამოქალაქო ომის (ომი, რომელსაც დემოკრატიული ძალები უთუოდ წააგებენ) პერსპექტივა ძალინ ცოტას თუ ხიბლავს. კონსტიტუციური მეთოდებისა და სოციალური სამართლიანობის დამცველებმა ხშირად არ იციან, როგორაა შესაძლებელი სახელმწიფო გადატრიალების დამარცხება.

გადატრიალების წინააღმდეგ სერიოზული თავდაცვითი მომზადების გარეშე, საეჭვოა, დემოკრატიულმა სისტემამ ხანგრძლივად იარსებოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალებების გამოცდილება უკვე არსებობს. თვით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შედარებით დემოკრატიულ პოლიტიკურ მდგომარეობას მიაღწიეს, აუცილებელია გადატრიალების საწინააღდმეგო ზომების მიღება, იმისდა მიუხედავად, რომ პოტენციური პუტჩისტები, შესაძლოა, საჯაროდ საუბრობდნენ თავიანთი კეთილი ზრახვების შესახებ.

გადატრიალების თავიდან აცილების მცდელობები

ცხადია, უმჯობესია, გქონდეს გადატრიალების თავიდან აცილების გამოცდილება, ვიდრე იძულებული იყო, მისგან თავი დაიცვა. ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სახელმწიფო გადატრიალება.

ბევრ კონსტიტუციურ დემოკრატიაში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, თუ სახელმწიფო გადატრიალება იკრძალება კონსტიტუციითა და კანონებით. ამ მოსაზრების სიმცდარე არაერთმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა.ის დემოკრატიები, სადაც ხელისუფლების მიტაცება კანონმდებლობითაა აკრძალული, ხშირად თავად გამხდარან სახელმწიფო გადატრიალებების მსხვერპლნი. ასეთი სამართლებრივი აკრძალვები უნდა არსებობდეს, მაგრამ ხშირად ისინი ვერ აფერხებენ გადატრიალებებს. როგორც წესი, გადატრიალების ორგანიზატორებს განზრახული აქვთ, თავიანთი ქმედებებით დაარღვიონ კონსტიტუციური და საკანონმდებლო შეზღუდვები. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ასეთი დებულებები საჭირო არ არის, უბრალოდ, ისინი არასაკმარისია. ამასთანავე, საჭიროა მათი აღსრულების მექანიზმების არსებობაც.

ადამიანები და ჯგუფები, რომელთაც თანამდებობის პირთა მოცილების და მათი ადგილების დაკავების სურვილი ამოძრავებთ, არაფრად დაგიდევენ კანონის დარღვევას. კანონი დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს შეიარაღებული ჯგუფებისათვის, რომლებიც აპირებენ ,,ერის ხსნას” ან ძალაუფლების ხელში აღებას. შესაძლოა, ვერც იმ პოლიტიკური პარტიების შეფერხება მოხერხდეს, რომელთაც საკუთარი თავი ხალხის მხსნელად და მომავალი იდეალური საზოგადოების შემქმნელად წარმოუდგენიათ და რომელთაც ძალაუფლების მოხვეჭისა და საკუთარი მისიის შესრულების სურვილი ამოძრავებთ.

საზოგადოებაში არსებული სამართლიანი უკმაყოფილების აღმოფხვრის მცდელობაც საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი. ასეთმა უკმაყოფილებამ შესაძლოა, წააქეზოს პოტენციური პუტჩისტები ან გაამართლოს ისეთი გადატრიალება, რომელიც ნაკლებად არის კეთილშობილური ზრახვებით მოტივირებული.

ნაკლებსავარაუდოა, პუტჩისტები საერთაშორისო სანქციებმა დააფრთხოს. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ გადატრიალების თავიდან აცილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოხდება. საუკეთესო შემთხვევაში საერთაშორისო ზეწოლას ძალუძს, გააძლიეროს სახელმწიფოს შესაძლებლობები, ხელი შეუშალოს უზურპაციის მცდელობას. სხვა შემთხვევაში საერთაშორისო მხარდაჭერა შესაძლოა, აღმოჩნდეს სახელმწიფო გადატრიალების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი, როგორც, მაგალითად, რამდენიმე შემთხვევაში აშშ-ს მთავრობა იყო.

აშკარაა, სახელმწიფო გადატრიალების დამაბრკოლებელი უფრო ძლიერი საშუალებების საჭიროება. მოცემულ ესეიში ნაჩვენებია, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყნის შიგნით ასეთი ბარიერების შექმნა, გადატრიალებებისგან თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავების გზით.

იმის გამო, რომ გადატრიალებები ხშირად წარმატებით სრულდება, მოსახლეობას ნაკლებად სჯერა გადატრიალების შემაფერხებელი ეფექტური საშუალებების არსებობისა. გადატრიალებების თანმხლები დაბნეულობა და უძლურების განცდა გამოწვეულია საზოგადოების მოუმზადებლობით - წინ აღუდგეს ამ პროტესტს. მოსახლეობის სასოწარკვეთა იზრდება, როდესაც გადატრიალებას ემხრობა საზოგადოების სავარაუდო დამცველი - შეიარაღებული ძალები, რომლის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლებელია.

წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალებები

რომ არ არსებობდეს გადატრიალებების აღკვეთის გამოცდილება, სახელმწიფო გადატრიალების პრობლემას გადაუჭრელად ჩავთვლიდით. არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, მოქალაქეები ზოგჯერ ახერხებენ ხელისუფლების უკანონოდ უზურპაციის მცდელობის აღკვეთას. ასეთი შემთხვევები მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია.

სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებლობა ზოგჯერ განპირობებულია იმით, რომ ვერ ხერხდება თანამშრომლობა და წყდება კავშირი სამთავრობო ბერკეტების ფიზიკურ კონტროლსა და სახელმწიფოს პოლიტიკურ კონტროლს შორის. სახელმწიფო აპარატის კონტროლზე უარის თქმის გზით, სახელმწიფო მოხელეები, ბიუროკრატები, სამხედრო დაჯგუფებები და სხვები ზოგჯერ უარს აცხადებენ პუტჩისტებთან თანამშრომლობაზე. სახელმწიფო გადატრიალებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება, როცა წყდება კავშირი სახელმწიფო მანქანის კონტროლსა და საზოგადოების (მათ შორის დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტების, ადგილობრივი მთავრობებისა და მთლიანად მოსახლეობის) კონტროლს შორის. პუტჩისტები ხშირად შეზღუდულად მსჯელობენ და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გაკონტროლება პოლიტიკური და სოციალური კონტროლის ტოლფასია. თუმცა, საზოგადოების ყველა სეგმენტის დამორჩილების გარეშე გადატრიალების მეთაურები დიდხანს ვერ შესძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას.

1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა საბჭოთა კავშირში გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი ბოიკოტის შედარებით ახალი შემთხვევაა. გადატრიალებების დამარცხების გაცილებით ადრეული ფაქტებია: 1920 წელს გერმანიაში კაპ-ის პუტჩის წარუმატებლობა (რომელიც საფრთხეს უქმნიდა ვაიმარის ახალ რესპუბლიკას) და 1961 წელს საფრანგეთში ალჟირელი გენერლების აჯანყების ჩახშობა (რომელიც ალჟირის საფრანგეთის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, დე გოლდებრეს ხელისუფლების შევიწროების გზით). ხსენებულ სამ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში გადატრიალება აღიკვეთა შიდა არაძალადობრივი წინააღმდეგობის საშუალებით. საერთაშორისო დიპლომატიურ და ეკონომიკურ ბერკეტებს ისე, როგორც ეს 1991 წელს საბჭოთა კავშირში გამოიყენეს, იშვიათად მიმართავდნენ.

0x01 graphic

გერმანია, 1920 წელი

1920 წლის 12 მარტს ბერლინი დაიკავეს ფრაიკორპის არაოფიციალურმა გაერთიანებებმა, რომლებიც ყოფილი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირებისგან შედგებოდა. ვაიმარის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ დოქტორი ვოლფგანგ კაპი და გენერალლეიტენანტი ვალტერ ფონ ლუტვიტცი. გადატრიალება მიზნად ისახავდა ,,ექსპერტების” ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. გერმანიისპატარა არმიამ ,,ნეიტრალიტეტი” შეინარჩუნა. პრეზიდენტ ფრიდრიხ ებერტის კანონიერმა დემოკრატიულმა მთავრობამ გაქცევით უშველა თავს. მიუხედავად იმისა, რომ გადატრიალება ცუდად იყო ორგანიზებული, წინააღმდეგობის არგაწევის შემთხვევაში, ის წარმატებით დაგვირგვინდებოდა.

კანონიერმა ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, დამორჩილებოდნენ მას, პროვინციებს კი - უარი ეთქვათ კაპის ჯგუფთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე. ბერლინში დაიწყო მუშათა გაფიცვა, პრეზიდენტ ებერტისა და სოციალ-დემოკრატი მინისტრების სახელით, მათი ოფიციალური თანხმობის გარეშე, ვრცელდებოდა საყოველთაო მოწოდებები გაფიცვისაკენ.

სახელმწიფო მოხელეებმა და კონსერვატიული მთავრობის ბიუროკრატიამ ბოიკოტი გამოუცხადეს კაპისტებს. კვალიფიციურმა პირებმა უარი თქვეს მინისტრების პოსტებზე ახალ მთავრობაში. კაპისტებმა სასტიკი რეპრესიები განახორციელეს. ზოგიერთ გაფიცვას რამდენიმე ადამიანი შეეწირა. მიუხედავად ამისა, ბოიკოტი უფრო მასშტაბური გახდა და საყოველთაო გაფიცვებმა ბერლინის პარალიზება გამოიწვია. Reichsbank-მა უარი უთხრა უზურპატორებს დაფინანსებაზე. 17 მარტს ბერლინის უშიშროებამ კაპის გადადგომა მოითხოვა. კაპი იმავე დღეს შვედეთში გაიქცა. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა მისმა მოკავშირეებმა ბერლინი დატოვეს, ხოლო ლუტვიტცი გადაგა. ბერლინი ფრაიკორპებმაც დატოვეს და გაქცევისას აქციის მონაწილეთა სიცოცხლეებიც იმსხვერპლეს.

0x01 graphic

ეთანამშბარიკადები, გერმანია, 1920 წელი

მუშების, სახელმწიფო მოხელეების, ბიუროკრატებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით გადატრიალება დამარცხდა. მათ უარი თქვეს უზურპატორების მოთხოვნაზე, ეთანამშრომლათ მათთან. გადარჩენილი ვაიმარის რესპუბლიკა სხვა მძაფრი შიდა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოიკოტის ფინანსური დანახარჯი მცირე იყო, თუმცა გაცილებით დიდი იყო ადამიანური დანაკარგი: კაპისტებმა ასეულობით ადამიანი მოკლეს და არაერთი დაჭრეს.

საფრანგეთი, 1961 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა აპრილის დასაწყისში გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ალჟირის საფრანგეთის შენარჩუნების მცდელობის გამო. საპასუხოდ, 21-22 აპრილის ღამეს აჯანყებულმა ფრანგმა სამხედრო დანაყოფებმა ალჟირის დედაქალაქის სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს. თუმცა ამ გადატრიალების წარმატება მხოლოდ პარიზის მთავრობის შეცვლაზე იყო დამოკიდებული.

პოლიტიკურმა პარტიებმა და პროფკავშირულმა გაერთიანებებმა 23 აპრილს საფრანგეთში მასობრივი მიტინგი მოაწყვეს და ხალხს ერთსაათიანი საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს. იმ ღამით ეთერში გადაიცა დე გოლის გამოსვლა, რომელსაც ალჟირშიც ისმენდნენ. ის მოუწოდებდა ხალხს, არ დამორჩილებოდნენ აჯანყებულებს და ,,ყველა საშუალება” გამოეყენებინათ მათ დასამარცხებლად.

,,მე ვუკრძალავ ყველა ფრანგს და პირველ რიგში ყველა არისკაცს, შეასრულონ მათი რომელიმე ბრძანება (დე გოლი).

პრემიერ მინისტრი დებრე ალჟირის მხრიდან საჰაერო შეტევის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა ხალხს. მიუხედავად ამისა, ჯარის ნაცვლად, მან ხალხს მოუწოდა მოქმედებისკენ:

,,როგორც კი სირენის ხმას გაიგონებთ, წადით იქ [აეროპორტში] ფეხით, მანქანით და შეაგნებინეთ არისკაცებს, რომ დიდ შეცდომას უშვებენ.

0x01 graphic

საფრანგეთი, 1961 წელი

მოსახლეობა და საფრანგეთის ერთგული ჯარისკაცები მასობრივად ავრცელებდნენ ალჟირში დე გოლის გამოსვლის ასლებს.

24 აპრილს ათმა მილიონმა მუშამ მონაწილეობა მიიღო სიმბოლურ გაფიცვაში. ხალხმა თავიანთი ტრანსპორტი აეროდრომის ასაფრენ ბილიკებზე განალაგა, რათა არ დაეშვა თვითმფრინავების აფრენა. ალჟირი ფინანსურ და საზღვაო ბლოკადაში მოაქციეს.

ალჟირში მყოფი ლოიალური ფრანგული ჯარი ცდილობდა აჯანყების ჩახშობას. ავიამზიდების ორიმესამედი და მრავალი რეაქტიული თვითმფრინავი ალჟირიდან გაფრინდა. ამასობაში სხვა პილოტები კეტავდნენ აეროდრომებს და ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდნენ. ჯარისკაცები უბრალოდ თავიანთი ყაზარმებიდან არ გამოდიოდნენ. განზრახ უმოქმედობის არაერთი შემთხვევა მოხდა. ბრძანებები და დოკუმენტები ,,დაკარგულად” ცხადდებოდა, ხოლო კომუნიკაცია და ტრანსპორტი განზრახ ფერხდებოდა. სახელმწიფო მოხელეები დოკუმენტებს მალავდნენ.

25 აპრილს ეთერში გავიდა დე გოლის ბრძანება, ცეცხლი გაეხსნათ აჯანყებულებისთვის, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან აჯანყება იმ დროისათვის უკვე ჩახშობილი იყო. აჯანყების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ბუნტი; სადესანტო პოლკმა, რომელმაც თავდაპირველად დაიკავა ალჟირი, 25 აპრილის ღამით ქალაქი დატოვა.

ამ პროცესების შედეგად ძალიან ცოტა დაზარალდა: ალჟირსა და პარიზში დაახლოებით სამი მოკლული და რამდენიმე დაჭრილი იყო. დე გოლის მთავრობაზე თავდასხმა დაუმორჩილებლობის გზით აღიკვეთა.

საბჭოთა კავშირი, 1991 წელი

საბჭოთა კავშირის ხელისუფლების რადიკალური დეცენტრალიზაციის შეჩერების მიზნით, 1991 წლის 18 აგვისტოს საბჭოთა ოფიციოზის ერთმა ჯგუფმა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი დააკავა. მას მოსთხოვეს, ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაეცა, რაზეც გორბაჩოვმა უარი განაცხადა.

თვითგამოცხადებულმა ,,საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა”, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუკის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრი - ექვსთვიანი ,,საგანგებო მდგომარეობა” გამოაცხადა. ოპოზიციური გაზეთები დაიხურა, პოლიტიკურმა პარტიებმა (გარდა კომუნისტური პარტიისა) შეწყვიტეს თავიანთი საქმიანობა. დემონსტრაციები აიკრძალა. ხუნტის პირველი დეკრეტი აცხადებდა საბჭოთა კონსტიტუციის უპირატესობას სხვა რესპუბლიკებთან მიმართებაში დამოითხოვდა საგანგებო კომიტეტის ყველა ბრძანების უსიტყვო მორჩილებას.

ხუნტის განკარგულებაში საბჭოთა კავშირის მთელი სამხედრო პოტენციალი აღმოჩნდა. შეიარაღებული დივიზიები და სამხედრო-საჰაერო დესანტი მოსკოვში განლაგდნენ. გადატრიალების მომხრეებმა ბალტიისპირეთში ხელთ იგდეს ფოსტა, რადიო, ტელევიზია და დაიკავეს სტრატეგიული პუნქტები. შეიარაღებულმა დანაყოფებმა დაიწყეს ლენინგრადში შესვლა.

გადატრიალების დასაგმობად ათიათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაგმო პუტჩისტების მოქმედება და მას ,,მემარჯვენე, რეაქციული, ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა. ელცინმა ,,ამ კომიტეტის ყველა გადაწყვეტილება და მითითება უკანონოდ” გამოაცხადა. მან მიმართა მოსახლეობას, წინააღმდეგობა გაეწიათ პუტჩისტებისთვის და არ მიეღოთ მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში. ელცინმა ხალხს ,,საყოველთაო უვადო გაფიცვისკენ” მოუწოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით ელცინმა უბრძანა რუსეთის არმიასა და სუკს, რომ დამორჩილებოდნენ მას და არა პუტჩისტებს.

რუსეთის ,,თეთრი სახლის” (პარლამენტის შენობა) დასაცავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აღიმარ თა ბარიკადები; ტროლეიბუსებმა და ავტომობილებმა გადაკეტეს ქუჩები. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო გაფიცვა არ შედგა, კუზბასის და სვერდლოვსკის მაღაროელები მაინც გაიფიცნენ.

,,მასობრივი აქციების, დემონსტრაციების და აჯანყების მცდელობათა” გამო პუტჩისტებმა მოსკოვში სპეციალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გადატრიალების მეორე ღამეს წინააღმდეგობის ორგანიზატორებმა ქალაქის მეტროში გაავრცელეს ლიფლეტები, რომლითაც მოუწოდებნენ მოსახლეობას მომდევნო დღეს, ,,თეთრ სახლთან” მასობრივ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ.

ლენინგრადის მერის ანატოლი სობჩაკის მოწოდებაზე - ,,ყველაზე ფართომასშტაბიანი კონსტიტუციური დაუმორჩილებლობა სახელმწიფო გადატრიალებას” - ქუჩებში 200 ათასი ადამიანი გამოვიდა. საბჭოთა ჯარების შესაჩერებლად ათიათასობით მოლდოველმა ქუჩები გადაკეტა. უკრაინის და ყაზახეთის ლიდერებმა დაგმეს სახელმწიფო გადატრიალება. ფართომასშტაბიან მიტინგზე მინსკში მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდება გაისმა. ლიტვის პრეზიდენტმა ლანდბერგისმა მოუწოდა მოქალაქეებს, ალყა შემოერტყათ ვილნიუსში პარლამენტის შენობისათვის, რათა ის თავდასხმისგან დაეცვათ. ლატვიამ და ესტონეთმა პარლამენტების საგანგებო სხდომებზე საბჭოთა კავშირისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. აკრძალულმა ოპოზიციურმა გაზეთებმა მოსკოვში საიდუმლოდ დაბეჭდეს პროკლამაციები, რომლებიც მოქალაქეებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდა. ნაჩუქარი რადიოგადამცემის საშუალებით რუსეთის მთავრობამ მთელს ქვეყანაში გაავრცელა ინფორმაცია წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. აკრძალული დამოუკიდებელი რადიოსადგური ,,Эхо Москвы” პირდაპირ ეთერში გადასცემდა რუსეთის პარლამენტის საგანგებო სხდომებს. აკრძალვის მიუხედავად, რუსეთის ტელევიზიის თანამშრომლები ვიდეოკასეტების საშუალებით ავრცელებდნენ თავიანთ საინფორმაციო პროგრამებს საბჭოთა კავშირის ოცამდე ქალაქში.

0x01 graphic

მოსკოვი, 1991 წელი

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების ხელმძღვანელებმა უარი თქვეს პუტჩისტებთან თანამშრომლობაზე. ელცინის და სობჩაკის გამომწვევ გამოსვლებს აშუქებდა ღამის საინფორმაციო პროგრამა, რომელიც ცენზურას გადაურჩა. მოგვიანებით, საბჭოთა ტელევიზიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვალენტინ ლაზუტკინს შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ დაურეკა: ,,შენ ორი ბრძანება დაარღვიე... მიუთითე ხალხს, სად წასულიყო და რა მოემოქმედებინა. ამისთვის პასუხს აგებ”. იმ ღამით უამრავი ადამიანი მიაწყდა მთავრობის სახლს, რათა დაეცვა რუსეთის მთავრობა.

პუტჩისტების ძალების შესასუსტებლად დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. ჯარისკაცებს დაურიგდათ საკვები და ბროშურები. ელცინი მოითხოვდა დისციპლინას: ,,ნუ ახდენთ ჯარის პროვოცირებას. ჯარი პუტჩისტების იარაღად იქცა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჯარსაც და შევინარჩუნოთ წესრიგი და დისციპლინა მათთან ურთიერთობაში”.

რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფმა პუტჩისტები მიატოვა. თეთრი სახლის წინ მდგომმა ათმა ტანკმა თავისი ქვემეხი პარლამენტის შენობას მოაცილა. ისინი შენობის თავდასხმისგან დასაცავად დარჩნენ. ამბოხების შესახებ შეიტყვეს ლენინგრადის საზღვაო ბაზამ და პარაშუტისტთა საწრთვნელმა აკადემიამ. შორეული აღმოსავლეთის ქვედანაყოფები არ შეუერთდნენ ხუნტას. რუსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუკის ქვედანაყოფები ელცინს მიემხრნენ. პუტჩისტებისადმი საეჭვო ერთგულების გამო, თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა უბრძანა ტულის დივიზიას, დაეტოვებინა პოზიციები თეთრ სახლთან. იმავე მიზეზით, შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ დაითხოვა მოსკოვის პოლიცია.

რუსეთის თეთრი სახლის შტურმის მიზნით, გადატრიალების მეორე დღეს, შუადღისას პუტჩისტები ახალი ჯგუფის შეკრებას შეეცადნენ. პარაშუტისტებისა და შინაგანი ჯარების ძალებს ალყა უნდა შემოერტყათ თეთრი სახლისთვის, რათა გზა გაეხსნათ სუკის ელიტარული ალფა ჯგუფისთვის, რომელსაც უნდა განეხორციელებინა თავდასხმა. პარაშუტისტთა ნაწილისა და საბჭოთა საჰაერო ძალების მეთაურებმა უარი თქვეს შტურმში მონაწილეობის მიღებაზე. შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე ალფა ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არც მისი ნაწილი მიიღებდა მონაწილეობას შტურმში:

,,არავითარი თავდასხმა არ იქნება. მე ხალხის წინააღმდეგ არ წავალ, - განაცხადა მან.

მომდევნო დილით საბჭოთა კავშირის თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა მოსკოვიდან ჯარის გაყვანას. მოგვიანებით დააპატიმრეს საგანგებო კომიტეტის წევრები. ერთ-ერთმა მათგანმა თავი მოიკლა. პრეზიდენტი გორბაჩოვი ხელისუფლებას დაუბრუნდა. დანაკარგი მცირე იყო - გადატრიალების მცდელობისას მოკლეს ხუთი ადამიანი. სახელმწიფო გადატრიალება დამარცხდა. მასობრივმა სამოქალაქო დაუმირჩილებლობამ და სამხედრო წინააღმდეგობამ ჩაშალა პუტჩისტების მცდელობა, აღედგინათ ავტორიტარული რეჟიმი.

წარმატებული წინააღმდეგობის ეს სამი შემთხვევა - გერმანია 1920 წ., საფრანგეთი 1961 წ. და რუსეთი 1991 წ. - ადასტურებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებისგან თავის დაცვა შესაძლებელია. ცხადია, არსებობს საწინააღმდეგო გამოცდილებაც, მაგრამ წარმატებული მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადატრიალების დამარცხება შესაძლებელია, თუ ამისთვის რამდენიმე წინაპირობა მაინც იარსებებს.

სახელმწიფო გადატრიალებისგან თავდაცვა

სახელმწიფო გადატრაილების განხორციელებისა და მისი დამარცხების მექანიზმებზე ყურადღების გამახვილება ბევრ რამეს გვასწავლის. მთავარი გაკვეთილი, ალბათ, ის არის, რომ არ უნდა ვიყვეთ პასიურები, თავისუფლება და სამართლიანობა საფრთხის ქვეშაა. თავდაცვა თავად საზოგადოებასაც ძალუძს.

ამ ესეის მთავარი იდეა არის ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელია. თავდაცვითი პოლიტიკის არსი კი შემდეგში მდგომარეობს:

(1) მას, ვინც დარტმას აყენებს კონსტიტუციურ სისტემას და ცდილობს, შეცვალოს არჩეული მთავრობა მისთვის სასურველი რეჟიმით, უარი უნდა ეთქვათ ყოველგვარ ლეგიტიმაციაზე - მათ ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი მორალური და პოლიტიკური უფლება არა აქვთ.

(2) მათ უარი უნდა ეთქვათ ყოველგვარ თანამშრომლობაზე - არავინ, არც ხელისუფლებაში და არც მოსახლეობაში არ უნდა დაემორჩილოს მათ.

სახელმწიფო გადატრიალების პროცესში სამთავრობო შენობების, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ცენტრების და სტრატეგიული გეოგრაფიული პუნქტების ხელში ჩაგდება მათ საკეთილდღეოდ არ ხორციელდება. ასეთი ქმედების მიზანი სახელმწიფო აპარატისა და მთელი ქვეყნის გაკონტროლების სურვილია, რაც პუტჩისტებს სახელმწიფო გადატრიალების წარმატებისთვის ესაჭიროებათ.

თუმცა სტრატეგიული პუნქტების დაკავება თავისთავად ხელისუფლებისა და საზოგადოების სასურველ კონტროლს სულაც არ ნიშნავს. თავდაპირველად პუტჩისტები ვერ გააკონტროლებენ მოსახლეობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებს და ვერც მთლიანობაში სამხედრო ძალებსა და პოლიციას. პუტჩისტებს თავდაპირველად არც რაიმე იდეოლოგიური მიზნების რეალიზების საშუალება აქვთ. სამხედროების მიერ სამთავრობო შენობების, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საკვანძო ადგილების დაკავების შემდეგ დგება გადამწყვეტი მომენტი, რომლის დროსაც პუტჩისტებმა უნდა დაამყარონ თავიანთი მმართველობა. წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ასეთი კონტროლის მიღწევას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. დროის ეს მონაკვეთი არის სწორედ თავდაცვის საშუალება საზოგადოებისათვის.

პუტჩისტების მოთხოვნები...

სახელმწიფო გადატრიალების დაწყებისთანავე პუტჩისტები მოითხოვენ ლეგიტიმაციას. ეს კი მათი მორალური და პოლიტიკური უფლებების, ძალაუფლებისა და წესების აღიარებას ნიშნავს. სასულიერო ლიდერების, აღიარებული პოლიტიკური პერსონების, ზოგ შემთხვევაში კი სამეფო ოჯახის წევრებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მხარდაჭერა პუტჩისტებს ასეთი აღიარების მოპოვებაში ეხმარება.

პუტჩისტები მოითხოვენ, რომ მათი მმართველობა აღიარონ იმ ადამიანებმა და ინსტიტუტებმა, რომელთაც გააჩნიათ მორალური და ლეგიტიმური პოლიტიკური ძალაუფლება - იქნება ეს არჩეული ხელისუფლება, არაოფიციალური სულიერი ლიდერი თუ სამეფო ოჯახი.

გადატრიალებისგან თავდაცვის პირველი ძირითადი პრინციპი პუტჩისტების ლეგიტიმურობის უარყოფაა.

პუტჩისტები ასევე მოითხოვენ მხარდაჭერას ან პასიურობის შენარჩუნებას საჯარო ლიდერებისა და მოსახლეობის მხრიდან. პუტჩისტები დამატებით გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს სპეციალისტებთან და მრჩევლებთან, ბიუროკრატიასა და სახელმწიფო მოხელეებთან, ადმინისტრატორებთან და მოსამართლეებთან, რათა მიაღწიონ აბსოლუტურ კონტროლს მთელ საზოგადოებაზე. ჟურნალისტებს, გამომცემლებსა და ტექნიკურ პერსონალს უბრძანებენ, იმოქმედონ პუტჩისტების შეხედულებისამებრ. პოლიციას, ციხის ხელმძღვანელობას და სამხედროებს დაპატიმრებების განხორციელება მოუწევთ. პუტჩისტები დამორჩილებას და მათი მითითებისამებრ მოქმედებას მოსთხოვენ იმ ჯგუფებს, ვინც პოლიტიკურ სისტემას, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და ეკონომიკის სფეროს მართავს.

ერთი სიტყვით, საკუთარი მმართველობის გასამყარებლად პუტჩისტები მოითხოვენ საზოგადოებისგან, რომლის მართვაც განზრახული აქვთ, არა მხოლოდ ლეგიტიმაციას, არამედ თანამშრომლობასაც.

ცხადია, ამ მოთხოვნებიდან შესაძლოა, შესრულდეს მცირედი ან არცერთი მათგანი. უარის, ბოიკოტის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ორთავე ,,მოთხოვნა” - ლეგიტიმაცია და თანამშრომლობა - სათუოა, რადგან ყველა ზემოხსენებულმა ჯგუფმა და მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა შეიძლება, უარი თქვას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და შედეგად, პუტჩისტების მმართველობა ვერ დამყარდეს.

თვით სუსტ ოპოზიციასაც კი შეუძლია აიძულოს პუტჩისტები, რათა ისინი შეეცადონ საჭირო მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მოპოვებას. ძლიერი თავდაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა მასობრივი ბოიკოტის გზით აღკვეთს სახელმწიფო აპარატზე თავდამსხმელების კონტროლს. ის მხარს დაუჭერს კანონიერ მთავრობას და დაემორჩილება წინააღმდეგობის მოწოდებებს. საზოგადოების ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობას პუტჩისტების გეგმის ჩაშლა და სახელმწიფო გადატრიალების დამარცხება ძალუძს.

გადატრიალებისგან თავდაცვის მეორე ძირითადი პრინციპია პუტჩისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბოიკოტისა და დაუმორჩილებლობის გზით.

ლეგიტიმაციასა და თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში, პუტჩი დამარცხდება.

საზოგადოების დაცვა

გადატრიალებისგან თავდაცვითი პოლიტიკა ფოკუსირებულია არა გეოგრაფიული ობიექტების, გნებავთ, სამთავრობო შენობების დაცვაზე, არამედ საზოგადოების მიერ საკუთარი თავის დაცვაზე. გადატრიალების ლიდერებისთვის გეოგრაფიული მდებარეობა და შენობები მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როცა მათი დაკავება ადამიანების დახმარებით ხორციელდება. მაგალითად, მათთვის, ვინც განათლების სისტემის გაკონტროლებას ცდილობს, აზრი არა აქვს სკოლის შენობის ხელში ჩაგდებას, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე. რკინიგზის სადგურის დაკავება არ ნიშნავს ტრანსპორტის ამ სექტორზე კონტროლის დამყარებას, თუ რკინიგზის მუშები და მენეჯერები ბრძანებებს არ დაემორჩილებიან. თავისთავად პარლამენტის შენობის გაკონტროლება ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს პარლამენტის წევრებსა თუ იმ მოსახლეობაზე, ვისაც საპარლამენტო მმართველობის სჯერა.

შენობებისა და გეოგრაფიული ობიექტებისთვის ბრძოლას ხალხი ამჯობინებს, აქტიურად იბრძოლოს საკუთარი ინსტიტუტების, საზოგადოებისა და თავისუფლებების დასაცავად. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქმედებების თანმიმდევრულობას. კონსტიტუციური მეთოდების შეუცვლელობა, ან მაგალითად, თავისუფალი პრესის შენარჩუნება დემოკრატიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე გზაჯვარედინის ან შენობის აღება.

ცხადია, გარკვეულ ადგილებსა თუ შენობებს ზოგჯერ სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მოქალაქეებმა შესაძლოა, სცადონ მათი დაცვა. მაგალითად, 1991 წ. ლიტვის პარლამენტის შენობა და რუსეთის ,,თეთრი სახლი” სწორედ ხალხის ძალამ დაიცვა შტურმისაგან. მიუხედავად ამისა, ცხადია, არ შეიძლება ამ ორი შემთხვევის განზოგადება. უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალი ბარიკადების აღმართვა ყოველთვის რეალისტური არ არის. ექსტრემალურ პირობებში, განსაკუთერებით სიცივეში, შეუძლებელია ერთი და იმავე ადამიანების დიდი ხნით შენარჩუნება. ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ გადატრიალებისგან თავდაცვა პირველ რიგში საზოგადოების დაცვაა, და არა იმ გეოგრაფიული ობიექტებისა თუ შენობების, რომელთა ხელში ჩაგდებას პუტჩისტები მოახერხებენ, თუ მზად არიან, წავიდნენ მსხვერპლზე.

ცოცხალ ბარიკადებს შესაძლოა, შედეგი მოჰყვეს იმ შემთხვევაში, თუ პუტჩისტები არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ განზრახვებსა და მეთოდებში, ან მათი ჯარი არ მოისურვებს, იარაღი აღმართოს მშვიდობიან პროტესტანტებზე. მიუხედავად ამისა, შენობების დასაცავად ადამიანური რესურსის გამოყენება სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. თუ გადატრიალების მოწინააღმდეგეთა მცდელობის მიუხედავად, პუტჩისტები მაინც შესძლებენ შენობების ხელში ჩაგდებას, ეს გამოიწვევს ბარიკადის მონაწილეთა და ძირითადი მოსახლეობის დემორალიზებას. ამ ფონზე ბოიკოტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის აღება შესაძლოა, აღიქვან, როგორც თავად პარლამენტის ლიკვიდირება. ბოიკოტის მონაწილეებმა და მოსახლეობამ შესაძლოა ირწმუნონ, რომ ყოფილი მთავრობის სათაო ოფისების ფიზიკური დაკავება პუტჩისტების მმართველობის დამყარების ტოლფასია.

შენობების დაცვის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია. ბოიკოტის მონაწილეებმა და მოსახლეობამ ყურადღება კონსტიტუციური სისტემისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დაცვაზე უნდა გაამახვილონ, რადგან იმისდა მიუხედავად, თუ რა ბედი ეწევათ შენობებს, ისინი ფუნქციონირების გაგრძელებას შესძლებენ. პუტჩისტებს არ ძალუძთ საზოგადოების, ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და მთავრობის მართვა მოსახლეობის დამორჩილების გარეშე.

თადარიგის აუცილებლობა

ადრე განხილულ სამ შემთხვევაში, თავდაცვა იმპროვიზირებულად, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვისა და მომზადების გარეშე განხორციელდა. საოცარია, როგორი ძალა შეიძლება ჰქონდეს თვით იმპროვიზირებულ სოციალურ აქციასაც კი. თუმცა ისიც ცხადია, რომ ასეთი მოუმზადებელი წინააღმდეგობა გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება. წინასწარი მომზადების გზით შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ - დაბნეულობა, გაურკვევლობა, თუ რა უნდა ვაკეთოთ, უშედეგო და არაეფექტური პროტესტი და გადამწყვეტი მოქმედების დაყოვნება. სპეციალურად მომზადებული აქტიური მოქალაქეები კი, პირიქით, გადატრიალების საწინააღმდეგო მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ასეთი მომზადების მიზანია, მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მომზადება იმისათვის, რომ ისინი ნებისმიერ სახელმწიფო გადატრიალებას ერთობლივი წინააღმდეგობით დაუხვდნენ. მომზადება უნდა გულისხმობდეს, როგორც ზოგად მითითებებს თავდაცვის საკითხებში, ასევე სპეციფიკურ ვალდებულებებს მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებთან და ინსტიტუტებთან მიმართებაში. ესენი არიან: სახელმწიფო მოხელეები, რელიგიური ლიდერები, პოლიცია, ჟურნალისტები, ტრანსპორტის მუშაკები და ბევრი სხვა.

გადატრიალებისგან თავდაცვის სტრატეგიის დაგეგმვა და მომზადება სრულიად შესაძლებელია. მიმართავენ თუ არა საზოგადოების დამოუკიდებელი ინსტიტუტები ან მთავრობა (არასამთავრობო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობით) ამგვარ თავდაცვით ზომებს, დიდწილად დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საზოგადოების სიძლიერისა და სიცოცხლისუნარიანობის ხარისხზე.

სამოქალაქო დამცველების მიზნები

თავდაცვითი პოლიტიკის თანახმად, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა მიზანია:

- უარყონ პუტჩისტების ლეგიტიმურობა, რადგან მათ არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის უფლება;

- არ მისცენ პუტჩისტებს საზოგადოების მართვის საშუალება;

- ხელი შეუშალონ პუტჩისტების მცდელობას - განასახიერონ ქმედუნარიანი მთავრობა;

- შეინარჩუნონ საკუთარ საზოგადოებაზე კონტროლი;

- გადააქციონ საზოგადოებაში არსებული ინსტიტუტები წინააღმდეგობის ორგანიზაციებად;

- უარი თქვან პუტჩისტების დამატებითი მოთხოვნების განხორციელებაზე;

- მიუღებელი გახადონ შეტევაზე გადასვლისა და სასურველი ძალაუფლების ფასი;

- გადმოიბირონ პუტჩისტების ჯარისკაცები და აიძულონ ისინი, გაექცნენ მეამბოხე მეთაურებს;

- ხელი შეუწყონ უთანხმოებასა და ოპოზიციურ განწყობებს პუტჩისტთა მხარდამჭერებს შორის;

- წაახალისონ გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ოპოზიციური აზრი;

- მოიპოვონ საერთაშორისო მხარდაჭერა კომუნიკაციების, ფინანსების, საკვების, დიპლომატიისა და სხვა რესურსების მხრივ.

წინააღმდეგობა: საყოველთაო და ორგანიზებული

გადატრიალებისგან თავდაცვის სტრატეგია შეიძლება ორ ფართო კატეგორიად დაიყოს: ,,საყოველთაო” და ,,ორგანიზებულად”. შეტევის წინ ხდება რამდენიმე სტრატეგიული საკითხის შერჩევა და მოსახლეობისათვის განმარტება, თუ რას უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიდერების მხრიდან სპეციალური ინსტრუქციები არ არსებობის. ასეთი ტიპის წინააღმდეგობას ეწოდება ,,საყოველთაო წინააღმდეგობა” და ის შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, პუტჩისტების რეჟიმის ლეგიტიმაციის ხელშეწყობის, არჩეული ხელისუფლების ლიკვიდაციის, სასამართლოების გარდაქმნის და ახალი კონსტიტუციის თავს მოხვევის, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, საზოგადოების დამოუკიდებელი ინსტიტუტების მართვის მცდელობებს. ზემოხსენებული რომელიმე ინსტიტუტის ან უფლების ხელყოფა მოსახლეობისთვის წინააღმდეგობის სიგნალი იქნება. საყოველთაო წინააღმდეგობისთვის წინასწარი მომზადება მას იმ შემთხვევაშიც კი უქადის წარმატებას, თუ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ თავდაცვითი მოძრაობის ლიდერებს დააპატიმრებენ ან დასჯიან. საყოველთაო წინააღმდეგობა იმ შემთხვევაშიც განხორციელდება, თუ კავშირი წინააღმდეგობის ლიდერებსა და მოსახლეობას შორის გაწყტდება.

,,ორგანიზებული წინააღმდეგობა” საყოველთაო წინააღმდეგობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში თავისუფლების დამცველები ლიდერების ინსტრუქციების თანახმად მოქმედებენ. ლიდერთა ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს კანონიერი ხელისუფლების, გადატრიალების საწინააღმდეგოდ შექმნილი სპეციალური ორგანოს წარმომადგენლებისა ან სხვა გზით შერჩეული პირებისაგან. ლიდერები შეიძლება იყვნენ მოხალისე ორგანიზაციების (საგანმანათლებლო, სამოქალაქო, შრომის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვ.) წარმომადგენლები, რომელთაც საზოგადოება არაოფიციალურად აღიარებს (იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი საჯარო ფიგურები).

ორგანიზებული წინააღმდეგობა იქნება დამატებითი ზომა, რომელიც საყოველთაო წინააღმდეგობას არ ჩაანაცვლებს. ხშირად ორგანიზებული წინააღმდეგობა ისეთ ქმედებებს ითვალისწინებს, რომლებიც ფოკუსირებულია სპეციფიურ მოვლენაზე, ან იმართება სპეციფიკურ ადგილასა და დროს. ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, სპეციფიური ფორმა მიიღოს. პროტესტის ფორმები კი უამრავია. ესენია: სიმბოლური პროტესტი ან წინააღმდეგობა, დემონსტრაციები, მოკლევადიანი გაფიცვები, საპროტესტო მარშები, პროტესტის ნიშნად ელექრტოენერგიის დროებითი გამორთვა, ეკლესიების ზარების რეკვა, სახელმწიფო დროშების ფრიალი, წერილების წერის ორგანიზებული კამპანია, რელიგიური მსახურებისას სასულიერო პირების მიერ ოფიციალური განცხადებების წაკითხვა, ორგანიზებული შიმშილობის აქციები, რადიოგადაცემები ფარული გადამცემით, სამგლოვიარო ცერემონიები (თავდამსხმელების სისასტიკის ან ტერორისტული აქტების გამო).

სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისას ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საყოველთაო, ასევე ორგანიზებული წინააღმდეგობაც. ცალკეულის უპირატესობა კი არსებული ვითარებისდა მიხედვით განისაზღვრება.

სტრატეგიის მნიშვნელობა

სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ეფექტური საშუალება რაძალადობრივი ბრძოლაა. ის გამორიცხავს პუტჩისტებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას. შეიარაღებული ძალის მხრივ უპირატესობა უზურპატორების მხარეზეა. თუმცა არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდები ზრდის თავისუფლების დამცველების ძალას, ძალადობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ჯარისკაცების პუტჩისტებისადმი ერთგულებას.

მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდების - როგორიცაა გაფიცვები, ბოიკოტი, პოლიტიკური ბოიკოტის სახეები და ამბოხი - გამოყენება შემთხვევით არ უნდა მოხდეს. ამ მეთოდების შერჩევა არ უნდა მოხდეს ვინმეს კაპრიზზე ან უმნიშვნელო მოვლენის საპასუხოდ, არც იმპროვიზირებულად და არც ინტუიციურად. ამ მეთოდების ეფექტურობას დიდად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად წარმოადგენს ხსენებული მეთოდები წინასწარგააზრებული, საყოველთაო სტრაატეგიის ნაწილს.

ჩამოუყალიბებელი სტრატეგიის გარეშე თავდაცვით ზომებზე გადასვლა სარისკო და სავარაუდოდ წარუმატებელია. წარსული გამოცდილება ცხადყოფს, რომ არაძალადობრივი ბრძოლის კრახის მთავარი მიზეზი რამდენიმე შემთხვევაში სწორედ სუსტი სტრატეგია ან ხშირად საერთოდ სტრატეგიაზე უარის თქმა იყო. არადა, არძალადობრივი ბრძოლისას ისევე მნიშვნელოვანია სტრატეგია, როგორც საომარი მოქმედებებისას. საჭიროა არსებობდეს კონფლიქტის მართვის ყოვლისმომცველი გეგმა, რასაც დიდ სტრატეგიას უწოდებენ. დიდი სტრატეგია უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სტრატეგიებს. სტრატეგია არის კონცეფცია, ზოგადი გეგმა, თუ რა ზომების მიღება უნდა მოხდეს მიზნის მისაღწევად კონფლიქტის გადამწყვეტ ფაზაში. მიზანი კი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაა. შერჩეული სტრატეგიით განისაზღვრება როდის და როგორ უნდა წარიმართოს ბრძოლა.

სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება გარკვეული ტაქტიკა - შეზღუდული მოქმედებების გეგმა - და ინდივიდუალური მეთოდები - მოქმედების განსაკუთრებული ფორმა. შეზღუდული მიზნების მისაღწევად ეს მოქმედებები შეზღუდულია დროში, მასშტაბებსა და სპეციფიკურ საკითხებთან მიმართებაში.

გადატრიალებისგან თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავება მეტ სიფრთხილესა და დაფიქრებას მოითხოვს. სტრატეგიული მიზნებისთვის უნდა მოხდეს საუკეთესო რესურსების გამოყენება. სტრატეგია უნდა ემყარებოდეს არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების, გადატრიალების დინამიკის, სპეციფიური კონფლიქტური სიტუაციისა და როგორც მოსახლეობის, ასევე პუტჩისტების ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნას.

გადატრიალების საწინააღმდეგო მეთოდები

სათანადო მეთოდების შერჩევას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თავდაპირველად გადატრიალების საწინააღმდეგო სტრატეგიაში, შესაძლოა, შემდეგი არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება: სახლიდან მასობრივი გაუსვლელობა; პოლიტიკური სისტემის ყველა იმ რგოლის პარალიზება, რომლის ხელში ჩაგდებასაც პუტჩისტები ცდილობენ; პოლიტიკური სისტემის არაკონტროლირებადი რგოლების ამუშავება გადატრიალებამდელი კანონების მიხედვით (პუტჩისტების მიერ გამოცემული დეკრეტებისა და პოლიტიკის უარყოფა); მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები ქუჩებში; ან პირიქით, ქუჩების მთლიანად დაცარიელება; თავდამსხმელ ჯარისკაცთა და ფუნქციონერთა მასობრივი გადმობირება; გადატრიალებისა და დაუმორჩილებლობის მოძრაობის შესახებ გაზეთების, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით კამპანიის წარმოება; საყოველთაო გაფიცვა; ეკონომიკური ბლოკადა - წარმოების დახურვა (მუშებისა და მენეჯერების მხრიდან).

თავდაცვითი ბრძოლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უპირატესობა მიენიჭოს იმ მეთოდებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია პუტჩისტების გეგმებთან. ეს გეგმები კი უკავშირდება პოლიტიკური სისტემის კონტროლსა და მის გამყარებას, ასევე პუტჩისტთა ოპოზიციის გაუვნებელყოფას. პუტჩისტების პირველად გეგმებში ეკონომიკური მიზნები ნაკლებად შედის (ეკონომიკური მიზნები ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, გაცილებით გრძელვადიანი იყოს, მაგალითად, ეკონომიკური სისტემის კონტროლის შენარჩუნება არსებული ელიტის ხელში ან სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით მისი ხელთ ჩაგდება).

რამდენადაც სახელმწიფო გადატრიალების საწყის ეტაპზე პუტჩისთა გეგმებში ეკონომიკური სისტემის კონტროლი იშვიათად შედის, საყოველთაო გაფიცვა ან წარმოების დახურვა გადატრიალების საწინააღმდეგო რელევანტურ და ეფექტურ მეთოდად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ეს წინააღმდეგობის მტკიცე ნების ერთგვარი გამოხატულებაა. რაც შეეხება ხანგრძლივ პერსპექტივას, ცხადია, ეკონომიკურ ბერკეტებს შეუძლია, საფრთხის წინაშე დააყენოს საზოგადოების თავდაცვა. მაგალითად, საყოველთაო გაფიცვა, როგორც წესი, გამოიყენება წინააღმდეგობის მოძრაობის საწყის ეტაპზე, რათა მოხდეს საზოგადოების წინააღმდეგობის განწყობის დემონსტრირება, ან მოგვიანებით რაიმე სპეციფიური, მაგრამ შეზღუდული მიზნით, მაგალითად, უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისას. საყოველთაო გაფიცვისა და წარმოების დახურვის მეთოდებს შეიძლება ასევე მიმართონ მაშინ, როცა ვარაუდობენ, რომ მასობრივი წინააღმდეგობის გამოხატვას გადამწყვეტი დარტყმა მოჰყვება.

გაცილებით მნიშვნელოვანი თავდაპირველად ის სპეციფიური მეთოდები იქნება, რომლებიც უშუალოდ პუტჩისტების საწყისი გეგმების წინააღმდეგაა მიმართული. ესენია:

(1) პუტჩისტების ლეგიტიმაციის მოთხოვნის უარყოფა;

(2) პუტჩისტების მიერ სახელმწიფოს პოლიტიკური აპარატის ხელში ჩაგდების მცდელობის ბლოკირება (სახელმწიფო მოხელეების, პოლიციის, სამხედრო ძალების და დაბალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენელთა და სხვათა მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის გზით);

(3) მოსახლეობის მხრიდან ბოიკოტისა და დაუმორჩილებლობის დემონსტრირება;

(4) ხელის შეშლა პუტჩისტებისათვის, გააკონტროლონ კომუნიკაციის საშუალებები და სანაცვლოდ, წინააღმდეგობის კამპანიისათვის ბეჭდვითი მედიისა და რადიოს გამოყენება;

(5) პუტჩისტების მცდელობის აღკვეთა, მოახდინონ საზოგადოების დამოუკიდებელი ინსტიტუტების ნეიტრალიზება და მათი კონტროლი;

თუ მიზნის მისაღწევად აქ მოყვანილი მეთოდების გამოყენება მასობრივად და ეფექტურად მოხდება, სახელმწიფო გადატრიალება აუცილებლად მარცხით დასრულდება.

საყოველთაო წინააღმდეგობის გზამკვლევი

საყოველთაო წინააღმდეგობის გზამკვლევის ჩამოყალიბება ყველა სავარაუდო გადატრიალების წინ არის შესაძლებელი. ასეთი გზამკვლევი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მითითებებს:

- სახელმწიფო გადატრიალების დაგმობა და მისი ლიდერების არაკანონიერად გამოცხადება. პუტჩისტების არალეგიტიმურად გამოცხადებას მხარს უნდა უჭერდნენ სულიერი, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, ოფიციალური პირები (მათ შორის სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები) და ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის (მათ შორის საგანმანათლებლო, მედია, კომუნიკაციები) წევრები, ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობები. უარის თქმა რაიმე სახით ლეგიტიმაციის მინიჭებაზე, აგრეთვე მათსა და კანონიერ პოლიტიკურ ლიდერებს შორის კომპრომისზე.

- პუტჩისტების ყველა დეკრეტისა და ბრძანების უკანონოდ მიჩნევა და უარის თქმა მათ შესრულებაზე.

- ყოველგვარი წინააღმდეგობა არაძალადობრივ ხასიათს უნდა ატარებდეს, რათა გადატრიალებისგან თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ძალადობრივი ან სხვა არაგონივრული მოქმედების პროვოცირებისთვის თავის არიდება.

- პუტჩისტების მცდელობის უარყოფა, გააკონტროლონ სახელმწიფო აპარატი და საზოგადოება.

- პუტჩისტებისთვის ბოიკიტის გამოცხადება. ეს ეხება მოსახლეობას, ყველა ექსპერტსა და ტექნოკრატს, წინა მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ცენტრალური ან ფედერალური მთავრობის, შტატის, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების ყველა შტოს, აგრეთვე მათ სახელმწიფო მოხელეებსა და ბიუროკრატებს, მნიშვნელოვან პროფესიულ ჯგუფებს, მედიისა და კომუნიკაციების წარმომადგენლებს, სატრანსპორტო სისტემის მთელ პერსონალს, პოლიციას, ყველა სამხედრო შენაერთს, ყველა მოსამართლესა და სასამართლო სისტემის ყველა მოხელეს, ყველა სამთავრობო თუ კერძო ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომელსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

- წინააღმდეგობის გაწევა, რათა აღსდგეს კონსტიტუციური წესრიგი და კანონიერმა მთავრობამ და საზოგადოების დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა შესძლონ თავიანთი პოლიტიკის განხორციელება. წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ადამიანებს ფიზიკურად არ მოაშორებენ სამუშაო ადგილებსა და ოფისებს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ნორმალური მუშაობის გაგრძელება სხვა ადგილიდან. ეს განსაკუთრებით ეხებათ სამთავრობო სტრუქტურების სხვადასხვა შტოებისა და დეპარტამენტების თანამშრომლებს.

- ლეგიტიმური პოლოტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირების შენარჩუნება. პუტჩისტების მიერ მათი დახურვის შემთხვევაში, ანალოგიური ტიპის ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც იგივე ფუნქციებს განახორციელებენ.

- პუტჩისტებისა და მათი მომხრეებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა. მაგალითად, საგზაო ნიშნების, ქუჩებისათვის სახელებისა და სახლის ნომრების მოხსნა, რათა პუტჩისტების აქტივისტებს საქმე გაურთულდეთ და ადამიანები დაპატიმრებას გადაურჩნენ.

- პუტჩისტებისთვის უარის თქმა მათთვის საჭირო რესურსებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე.

- პუტჩისტების მოკავშირე ფუნქციონერებთან და ჯართან ,,მეგობრული ურთიერთობის” დამყარება. მათთვის თავდაცვითი ბრძოლის მიზეზების ახსნა, მათი დარწმუნება წინააღმდეგობის მოძრაობის არაძალადობრივ ზრახვებში, მათი გადმობირების მცდელობა და მათი ჩაყენება თავისუფლების დამცველთა სამსახურში. ეს დახმარება შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სახით: რეპრესიებში მონაწილეობაზე უარის თქმა, დამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საბოლოოდ თავისუფლების დამცველებთან ერთად მშვიდობიან ბრძოლაში ჩართვა. მცდელობა, დაარწმუნონ ჯარისკაცები და ფუნქციონერები, რომ საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა.

- პუტჩისტებისთვის პროპაგანდის გაწევაზე უარის თქმა.

- პუტჩისტების საქმიანობისა და რეპრესიების დოკუმენტირება, როგორც წერილობით, ისე აუდიო-ვიდეო სახით. დოკუმენტების შენახვა და მათი ფართოდ გავრცელება როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებსა და პუტჩისტების მხარდამჭერებს შორის, ასევე საერთაშორისო მასშტაბითაც.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თარგმნა თათია ულაყიძემ

______________________

1. ,,გადატრიალება” და ,,პუტჩი” ამ ნაშრომში სინონიმებად იხმარება

5 E- დემოკრატია

▲back to top


0x01 graphic

თამარ სულუხია

როგორც თანამედროვე დემოკრატიის პალიტრის აუცილებელი კომპონენტი

არაერთ მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში დღეს მოქალაქეებს აღარ უწევთ საათობით სიარული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა უწყებებში, კაბინეტიდან კაბინეტში, რათა მოიპოვონ ინფორმაცია, რომელიც სააროა და მათ ეკუთვნით. ინფორმაციის მოპოვების სისწრაფე და ხარისხი აღარ არის დამოკიდებული ამა თუ იმ მოხელის გადაწყვეტილებასა თუ სურვილზე. მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, მოიპოვოს მისთვის საინტერესი საარო ინფორმაცია; ასევე ელექტრონულ რეიმში მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება. ინტერნეტით შესაძლებელია საარო თუ ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება და მთავრობისათვის საკუთარი პრეფერენციების შეტყობინება. ყოველივე ეს კი შესაძლებელი გახდა ამ ქვეყებში პოლიტიკური ნების არსებობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების, ისევე როგორც მათზე ხელმისაწვდომობის შედეგად. და ბოლოს, ელ-დემოკრატია გლობალიზაციის შედეგს წარმოადგენს.

საინფორმაციო რევოლუცია და გლობალიზაცია

გლობალიზაცია მიანიშნებს პროდუქციის, ადამიანთა და იდეათა მოძრაობის მზარდ ინტენსივობასა და სიჩქარეზე.1 საინფორმაციო რევოლუციამ შექმნა ინფორმაციის მიერ მანძილის გადალახვის ღირებულების (ფასის) შემცირების შესაძლებლობა. დღეს ინფორმაცია სრულიად უფასოდ მოძრაობს მთელ დედამიწაზე და მისი შეჩერება ან მონიტორინგი შეუძლებელია. ინფორმაცია არის ძალაუფლება - თქვა 400 წლის წინათ ფრენსის ბეკონმა, თუმცა მაშინ მაინც შეუძლებელი იყო იმის წინასწარმეტყველება, თუ რაოდენ დიდ გავლენას მოახდენდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება მსოფლიო პოლიტიკაზე. ტრადიციულ სამყაროში ძალაუფლება დამოკიდებულია გეოგრაფიულად განსაზღვრულ ინსტიტუტებზე, რაც აღარ შეესატყვისება თანამედროვე სამყაროს, სადაც არაგეოგრაფიული ღირებულებების გავრცელება ხშირად გეოგრაფიულ თემატიკის გავრცელებას სჭარბობს. დღეს ინფორმაციის გადაცემის მანძილი (ტელეფონითა თუ ინტერნეტით) აღარ განსაზღვრავს მისი გადაცემის ფასსა თუ ამისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობას.

საინფორმაციო რევოლუცია მიანიშნებს კომპიუტერისა და კომუნიკაციების ფასის დრამატულ შემცირებაზე, რასაც უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. 1980 წელს სატელეფონო ხაზის გამტარუნარიანობა წამში მხოლოდ ერთი გვერდი იყო, დღეს კი უწვრილესი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით წამში 90,000 ტომის შესატყვისი ინფორმაციის გატარებაა შესაძლებელი.2

მეორეს მხრივ, სტატისტიკა მიგვითითებს იმ რეალურ უფსკრულზე (ეგრეთ წოდებულ ციფრულ განხეთქილებაზე), რომელიც ქვეყნებს შორის ინტერნეტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის კუთხით გაჩნდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2005 წლისათვის მსოფლიოში ერთი მილიარდ ადამიანს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.3 თუმცა ჯერჯერობით მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ უფსკრულის მეორე მხარეზე რჩება და მათი ჩართვა გლობალიზაციის პროცესში მეტად ნელი და რთული პროცესია.

ინფორმაციას გააჩნია მისი წარმომქმნელი და მიმღები მხარე. ინტერნეტში ინფორმაციის წარმომქმნელნი ძირითადად დემოკრატიული ქვეყნებია, ისევე როგორც მისი მომხმარებლები. ზოგიერთ ავტორიტარულ ქვეყანაში ინტერნეტ პროვაიდერების კონტროლის მეშვეობით მთავრობა მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა ქსელში შესვლას, რაც, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.

უკანასკნელ წლებში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად ორმაგდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტის მოხმარება უახლოეს 10 წელიწადში გადააჭარბებს ტელევიზიისა და ბეჭდური პრესის მოხმარების დონეს. იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ამერიკაში ერთხელ მაინც უსარგებლია ინტერნეტით 1995 - 1998 წლებში 14%25დან 57%25მდე გაიზარდა. ამავე დროს, 1998 წელს 35%25 უკვე სარგებლობდა ელ- ფოსტით, 13%25 კი ელ-კომერციის საშულებებს რაიმეს შესაძენად იყენებდა.4

საინფორმაციო ტექნოლოგიები და სახელმწიფო მმართველობა

ინტერნეტმა ასევე შეცვალა ინსტიტუციური თუ ქვეყნის მართვის შესაძლებლობები და რელობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრა სკაკოს აზრით, ელ-მთავრობა ჩვენ შეგვიძლია განვმარტოთ როგორც ,,მთავრობის საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენება მომხმარებლის (მოქალაქეები და ბიზნესი) ინტერესების დაკმაყოფილებისა და მისივე ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.5

მმართველობა სულ უფრო მეტად ხდება E-ზე დამოკიდებული. ინფორმაციულმა ეპოქამ ხელი შეუწყო არაგეოგრაფიული თემებისა და ერთობების ჩამოყალიბებას და ახალი ტიპის მონაწილეობის შესაძლებლობის ფორმირებას. მან ასევე ხელი შეუწყო მთავრობის ,,ქსელის” (networked government) განვითარებას, ისევე როგორც უფრო მცირე, კომპაქტური მთავრობის ფორმირებას. მან საშუალება მისცა მთავრობას, უფრო ეფექტურად (სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით) შეისწავლოს მოსახლეობის მოთხოვნები და ასევე უფრო ეფექტურად უპასუხოს მათ მოთხოვნებს ინფორმაციისა თუ სერვისის მეშვეობით.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს ანგარიშში განხილულია სამი კომპონენტი: ელ-მმართველობა, ელმთავრობა და ელ-ადმინისტრაცია.6 ელ-მმართველობა განსაზღვრულია როგორც მოქალაქეთა, საჯარო უწყებათა და არჩევით მოხელეთა ურთიერთობების ხელშეწყობა საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით; ელ-მთავრობა, როგორც საჯარო პოლიტიკისა და მომსახურების კოორდინაცია ინტერნეტის მეშვეობით; ხოლო ელ-ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სექტორის შიდა მენეჯმენტის სრულყოფა კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ რადიკალური ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში და შექმნა შემდეგი შესაძლებლობები:

- კერძო სექტორისათვის მომსახურებათა სხვადასხვა სისტემების გადაცემა, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიები კონტრაქტის შესრულების და სამუშაოს შეფასების მონიტორინგის საშულებას იძლევა;

- საინფორმაციო რევოლუციას აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს სახელმწიფო მართვა და უფრო გამჭვირვალე გახადოს პრივატიზაციის პროცესი;

- სახელმწიფო სექტორში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება მას კერძო სექტორის მენეჯმენტის პრინციპებს აახლოვებს; საშუალებას იძლევა, შემცირდეს იერარქიული ბიუროკრატიის დონე;

- მაღალი ხარისხის დეცენტრალიზაციის პირობებშიც კი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართებულად გამოყენება საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს ეფექტური კავშირი მთავრობის ყველა დონის (ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის) ინსტიტუტებს შორის.

ჯეიმს დემპსი აღნიშნავს, რომ ,,ელ-მთავრობა არ ნიშნავს საჯარო მოხელეების სამუშაო მაგიდებზე ახალი კომპიუტერების დადგმას, არამედ გულისხმობს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა ფორმების ცვლილებას... ტექნოლოგიური ინოვაციები ვერ შეცვლიან ბიუროკრატთა აზროვნებას, თუკი ისინი მოქალაქეებს მომხმარებლებად და გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრულუფლებიან მონაწილეებად არ მოიაზრებენ,” - თვლის დემპსი. მართლაც, ელმართველობისა და ელ-მთავრობის დამკვიდრებას დემოკრატიული პრინციპები და შესაბამისი პოლიტიკური ნება ესაჭიროება.

0x01 graphic

ევროპის კავშირისა და დიდი რვიანის ქვეყნებმა 2000 წელს მიიღეს საინფორმაციო საზოგადოების დამკვიდრების ეროვნული სტრატეგიები, რითაც გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სახელმწიფო მმართველობის დახვეწისაკენ, ინფორმაციის საჯაროობისა და კოლექტიური და კოორდინირებული საქმიანობისა და განვითარებისაკენ. 2002 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა ასევე მიიღეს რეგიონული თანამშრომლობისათვის საინფორმაციო საზოგადოების გამოყენების ინიციატივა ელ-საე, რომელსაც საფუძვლად პროგრამა ,,ელ-ევროპა +” დაედო. ,,ელ-საეს” გეგმის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, განახორციელონ სპეციალური რეგიონალური ღონისძიებები საინფორმაციო საზოგადოების დამკვიდრების პროცესის ხელშესაწყობად.

ქვემოთ მოცემულია ელ-მთავრობის ელემენტარული მაგალითები, რომელიც ბევრ ქვეყანაში საჯარო ფორმად იქცა:

- სამოქალაქო მოსმენები ვიდეოკონფერენციის საშუალებით;

- სხვადასხვა უწყებები ინტერნეტის საშულებით იკვლევენ მოსახლეობის აზრს და აგროვებენ კომენტარებს კონკრეტულ ნორმატივებსა თუ კანონპროექტებზე, სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე;

- სახელმწიფო უწყებები ამყარებენ ელექტრონულ კავშირებს არასამთავრობო უწყებებთან;

- ინტერნეტი გამოიყენება ლობირებისა და პოლიტიკური კამპანიებისათვის;

- შესაძლებელი ხდება არჩევნების ჩატარება ინტერნეტში ხმის მიცემის საშუალებით;

- სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად შეიმუშავებენ ელ-სწავლებისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს;

- რეგიონალური იტეგრაციის მიზნით, ქვეყნები შეიმუშავებენ ეროვნულ ელ-სტრატეგიებს.

ელ-მმართველობის პროცესი მიმართულია მოქალაქეთა სწრაფი და ეფექტური ინფორმირებისაკენ, ზოგიერთი მომსახურების ონ-ლაინის რეჟიმში მოწოდების შემოღებისაკენ, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის ინტერაქტიული ურთიერთობის დამკვიდრებისაკენ. მაგალითად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, დაბადების მოწმობების გაცემა და სხვა ტრანსაქციები ბევრ ქვეყანაში სწორედ ასე მიმდინარეობს, რაც მოსახლეობას დროის და ფინანსური რესურსების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს და ამავე დროს, პირდაპირ ანტიკორუფციულ მექანიზმსაც წარმოადგენს. იგი ცვლის გარე საინფორმაციო არხების მენეჯმენტს, მოსახლეობის მონაწილეობის ინოვაციურ ფორმებს, მომსახურების მიწოდების სტილს იმგვარად, რომ ის მომხმარებელს მაქსიმალურად ეფექტურ სამსახურს უწევდეს. სამხრეთ კორეაში, არგენტინასა და ინდოეთში ელმმართველობის სხვადასხვა კომპონენტების (საინფორმაციო ტექნოლოგიების) დანერგვამ და გამოყენებამ საჯარო უწყებებში მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფციული პრაქტიკა.

სხვადასხვაა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ელ-მმართველობას შეუძლია განვითარების პროცესის დაჩქარება. ამ მხრივ განსაკუთრებით წინ წავიდა ესტონეთი, რასაც ხელი შეუწყო პოლიტიკურმა ნებამ და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულმა სწრაფმა ნებიჯებმა. 1998 წელს ესტონეთმა მიიღო საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და დღეს ეს ქვეყანა ბევრ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოსაც კი უსწრებს ელ-დემოკრატიის განვითარების კუთხით. მისი მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია ნაწილობრივ ამ ფაქტორსაც ეფუძნება.

ელ-მმართველობას აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს სახელმწიფო სექტორის მენეჯმენტი და შექმნას ბიუროკრატიის შემცირების ხელსაყრელი პირობები, რაც, თავის მხრივ, დადებით ზეგავლენას მოახდენს საჯარო (თუ მუნიციპალური) მომსახურების ხარისხზე. მას აქვს პოტენციალი, შექმნას ეფექტური ადგილობრივი (თვით)მმართველობის ხელსაყრელი პირობები, გაზარდოს საჯარო სექტორის გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება, გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გაზარდოს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლება; ხელი შეუწყოს რეგიონალურ ინტეგრაციასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; თვისობრივად შეცვალოს (გააუმჯობესოს) მოქალაქეთა და საჯარო უწყებების ურთიერთობა.

რატომ ირჩევს საქართველო ელ-მმართველობას?

ყველაზე მარტივი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა, ამიტომ მისი მმართველობისა და განვითარების ,,პალიტრა” ბუნებრივია თანამედროვე დემოკრატიის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტით უნდა შეივსოს. ევროპული ინტეგრაციისაკენ მძლავრი ორიენტაციაც მყარ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველოში ელ-მმართველობის დამკვიდრებისაკენ გადაიდგას ნაბიჯები.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ელ-მმართველობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს რამოდენიმე საკითხთან მიმართებაში:

საკითხი 1: მეტად კომპაქტური და ,,მცირე ზომის სახელმწიფო სექტორი

სტრუქტურული რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, თავის თავში უწყებათა რაოდენობისა და საჯარო მოხელეთა რიცხოვნობის შემცირებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმები სახელმწიფო აპარატში ბიუროკრატიის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამგვარი რაციონალიზაცია მიმართულია სამთავრობო უწყებების ეფექტურობის ზრდისაკენ და უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ბუნებრივია, ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მთავრობის განვითარების ხელშეწყობა სწორედ ამგვარი რეფორმების შემდგომ ნაბიჯებად უნდა იქცეს, რადგან იგი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პირდაპირ მექანიზმს წარმოადგენს. ბევრ ქვეყანაში ბიუროკრატიის დონის შემცირებას სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყა ხელი.

ამჟამინდელი რეალობა ჩვენს ქვეყანაში მმართველობის დახვეწის რეალურ სურვილზე მიუთითებს: ღრმა პრივატიზაციის პროცესი და საწარმოთა მართვისაგან სახელმწიფო სექტორის ჩამოშორება, სახელმწიფო სტრუქტურების რიცხვის რადიკალური შემცირება (სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო ორგანიზაციების), სახელმწიფო მოხელეთა რიცხვის შემცირება - ეს პროცესები მიმართულია ეფექტური სახელმწიფო მმართველობის აპარატის ჩამოყალიბებისაკენ. თუმცა ეს პროცესი წარმოუდგენელია მმართველობის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის ზრდის გარეშე.

საკითხი 2. ეფექტური მმართველობა

ელ-ადმინისტრაცია სწორედ შიდა ინდივიდუალური უწყებრივი საქმიანობის დახვეწის მნიშვნელოვან იარაღად არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში. იგი იძლევა დროისა და ფინანსური დანახარჯების მნიშვნელოვან ეკონომიას შიდაუწყებრივი, უყწებათაშორისი და ასევე მთავრობის სხვადასხვა დონეებს (ცენტრალური თუ ადგილობრივი) შორის კოორდინაცისას.

0x01 graphic

დემოკრატიული ანგარიშვალდებულება რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს. ეს არის შიდა და გარე ანგარიშვალდებულება.7 შიდა ანგარიშვალდებულება ეფუძნება იერარქიულ კონტროლს ორგანიზაციის შიდა სუბორდინაციის ჯაჭვში. ბუნებრივია, საინფორმაციო ტექნოლოგია მხოლოდ ამარტივებს ამ ჯაჭვის ფუნქციონირებასაც და მის კონტროლსაც. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა ეფექტურს ხდის არა მარტო თითოეული მოხელის მუშაობას, არამედ მთელი მენეჯმენტის პროცესს დროისა და ხარისხის თვალსაზრისით. გარე ანგარიშვალდებულება კი გულისხმობს ანგარიშვალდებულებას გარეშე სუბიექტების მიმართ და მთავრობის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, დიალოგის წარმართვისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობას მოსახლეობისა და სხვა უწყებების მხრიდან. დემოკრატიულ ქვეყნებში ინტერნეტი ამ პროცესის ეფექტურად წარმართვის პირდაპირი საშუალებაა.

და ბოლოს, ელ-მმართველობის პირობებში უმჯობესდება არა მარტო მოსახლეობასა და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთობა, არამედ შედეგის მიღწევა შესაძლებელი ხდება ფულისა და დროის დაზოგვის ხარჯზე.

საკითხი 3: დეცენტრალიზაცია

დეცენტრალიზაციის საკითხი უმნიშვნელოვანესია საქართველოსათვის. დემოკრატიული ქვეყნების მართვა ემყარება პრინციპს, რომელიც ეფექტური მმართველობის, მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ანიჭებს უპირატესობას. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა არ არის მარტოოდენ პოპულარული ლოზუნგი ან მითი. ეს პრაქტიკული გამოცდილებაა. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობაში მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე ცენტრალური მთავრობა.8 თუმცა ცენტრალურ მთავრობას არ შეუძლია, უბრალოდ გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას ქონება, ფუნქციები და რესურსები, თუ იგი არ იქნა აღჭურვილი შესაბამისი უნარითა და რესურსებით - განახორციელოს დელეგირებული ფუნქციები ან ეფექტურად მართოს გადაცემული რესურსები. სწორედ ამგვარი შესაძლებლობების ერთ-ერთი კომპონენტია საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით, ერთის მხრივ, ადგილობრივი დონე ნაკლებად დამოკიდებული ხდება ცენტრალურ მთავრობაზე ინფორმაციულად, მეორეს მხრივ კი, მოიპოვებს ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ ცენტრალურ მთავრობასთან ეფექტური და გამჭვირვალე კომუნიკაციის საშუალებას.

ინფორმაციის თანასწორი ხელმისაწვდომობა ხსნის გეოგრაფიულ, სოციალურ და ორგანიზაციულ ბარიერებს და სრულყოფილს ხდის მოსახლეობის მონაწილებას მიმდინარე პროცესებში. თუმცა ელექტრონული კომუნიკაციის განვითარებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ისეთ დაბალ დონეზე, როგორიც საქართველოშია, ურთულესია ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას შესაძლებლობების თანასწორობის პრეცედენტი. ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება სწორედ ადგილობრივ დონეზე - პერიფერიულ თუ მცირე ქალაქებში და სოფლებშია რთული მოსახლეობისათვის. იქ, სადაც ინფორმაცია ფართოდ არის ხელმისაწვდომი, ნდობა ადგილობრივი მთავრობის მიმართ მაღალია. მაგალითად, ინტერნეტში ადგილობრივმა სამთავრობო უწყებებმა უნდა განათავსონ ინფორმაცია საჯარო შეხვედრების შესახებ, ვებ-გვერდებზე ასევე უნდა წარმოადგინონ სრული ინფორმაცია საჯარო თუ ადგილობრივი უწყების სტრუქტურის, საქმიანობის, ბიუჯეტის, სამუშაო საათების, სხვადასხვა მომსახურების ტარიფების და სხვადასხვა რელევანტური საკითხების შესახებ, რამაც შეიძლება დახმარება გაუწიოს მოქალაქეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმაციისა და მომსახურების მიღებაში, ისევე როგორც საკუთარი აზრის გამოხატვაში.

საკითხი 4. არჩევანის თავისუფლება - დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა

ინტერნეტმა დასაბამი მისცა იმ ერთობებს, რომელთა წევრობა არ არის დაკავშირებული გეოგრაფიულ მდებარეობასთან და დამოუკიდებელია დროსა და სივრცეზე. ტელეკომუნიკაციები მეტად ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე ინფორმაციას, იძლევა ჯგუფის წევრობის მზარდ საშუალებას, წარმოადგენს მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმს და აიოლებს მთავრობის მუშაობის მონიტორინგს.

ინტერნეტი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მზარდ შესაძლებლობებს ქმნის მარგინალური მოსახლეობისათვის (თუმცა ზოგიერთი მეცნიერი უარყოფს ამ ჰიპოთეზას). ოფიციალურ ვებ-გვერდებზე თავს იყრის ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა - კანონები, მათი ანალიზი, ფაქტები, პრეს-რელიზები, ახალი ამბები და მოვლენები. ამით გარკვეულ ჯგუფებს ეზრდებათ ხელიმისაწვდომობა ობიექტურ ფაქტებსა და ამბებზე.

ინტერნეტი ინტერაქტიულია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ინტერნეტის მიბმის ხარისხი მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს, რაც მნიშვნელოვან რესურსს ქმნის პოლიტიკური კამპანიებისათვის. ეს არის: ინდივიდზე გასვლა და მისი მოტივირება ხმის მისაცემად, პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

რამდენად არის საქართველო მზად ელ-მმართველობის განვითარებისათვის?

ამ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის: საქართველოში იკვეთება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფაქტორები. გაეროს მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში ელ-მთავრობის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს მიეკუთვნება ინსტიტუციური სისუსტე, კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი კვალიფიციური მოხელეების ნაკლებობა, სახელმწიფო ფინანსების სიმწირე, მოსახლეობის დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობები, მაღალი ტექნოლოგიების განუვითარებლობა (ოპტიკურ ბოჭკოვანი გადამცემი ხაზი და სატელიტური გადამცემების არარსებობა) და კომპიუტერების/ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობა.9

ცხადია, ამას ემატება პოლიტიკური ნების დეფიციტის საკითხიც, რომლის გარეშეც შეუძლებელია ელდემოკრატიის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნისათვის ელ-მმართველობა უკვე არის არა პოპულარული მიმართულება, არამედ რეალობა, ზოგიერთი ქვეყანა ჯერ მხოლოდ შორიდან ეცნობა მის სიკეთეებსა თუ შესაძლებლობებს. მეორეს მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში ელექტრონული მზარდყოფნის სხვადასხვა ხარისხია.

რაც შეეხება საქართველოს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო მმართველობის დახვეწის და მოსახლეობისათვის უკეთესი მომსახურების გაწევის პოლიტიკური ნება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებობს ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენცია და ხელშემწყობი გარემო (საკანონმდებლო-ნორმატიული და საინვესტიციო, ტექნიკური). ბოლო პერიოდში შეინიშნება ელ-მმართველობის განვითარებისათვის სხვა ხელსაყრელი ფაქტორების აკუმულირებაც. კერძოდ, რეგიონებში იზრდება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც მთელი მოსახლეობის (40 წელს ქვემოთ) განათლება და უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, ზრდის ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობაში ჯერ კიდევ დაბალია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი სახელმწიფო სექტორშიც: სახელმწიფო უწყებები არ არიან აღჭურვილი კომპიუტერებით (ყოველი სამუშაო ადგილი უნდა იყოს კომპიუტერიზებული); არ არიან უზრუნველყოფილი ინტერნეტის ხელმისაწვდომობით; მეტად დაბალია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა; არ არსებობს ელექტრონული ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა და არარსებობს ელ-კავშირი სახელმწიფო უწყებებს შორის.

გეოგრაფიული (რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლებში) ან ასაკობრივი ნიშნით (სტატისტიკურად 40 წელს ზემოთ მოსახლეობა) კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლება საქართველოში გარკვეულ დროს მოითხოვს და ამ ფაქტორის დაძლევა თავად ელ-მმართველობის განვითარებასთან ერთად არის მოსალოდნელი.

__________________

1. Nye, Joseph S. 1999. ,,Information Technology And Democracy Governance.” P.6 In Elaine Ciulla Kamarch and Joseph S. Nye, Governance in a Networked World. Hollis NH: Hollis Publishing Company.

2. Op cit. p.7.

3. Keohane, Robert O. and Nye, Joseph Jr. 1999. ,,Power and Independence in the Informatio Age”. P.199. In Elaine Ciulla Kamarch and Joseph S. Nye, Governance in a Networked World. Hollis NH: Hollis Publishing Company. 4. Norris, Pippa. 1999. ,,Who Surfs? New Technology, Old Voters, and Virtual Democracy”. P. 75. In Elaine Ciulla Kamarch and Joseph S. Nye, Governance in a Networked World. Hollis NH: Hollis Publishing Company.

5. სკაკო, ალექსანდრა. 2003. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ციფრული საშუალებებით. გვ.67-70. გამჭვირვალე მმართველობა: პრობლემები, კონცეფციები და მაგალითები. თბილისი.

6. United Nations, DPEPA, ASPA. Benchmarking E-government: A Global Persepctive - Assessing the UN Member States.

7. Brinkerhoff D. W. 2001. Taking account of accountability: A conceptual Overview and Strategic Options. (USAID Project: Implementing Policy Change). Washington D.C.: US Agency for International Development).

8. Swianiewicz P. (ed.), 2001. Public Perception of Local Governments. Budapest: OSI/LGI

9. მისნიკოვი, იური. 2003. როგორ დაგვეხმარება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მმართველობის გაუმჯობესებაში. გვ. 41-52 გამჭვირვალე მმართველობა: პრობლემები, კონცეფციები და მაგალითები. თბილისი.

6 ერთი ომბუდსმენი ბევრ ...-ს გვპირდება

▲back to top


სახალხო დამცველის ინსტიტუტს საქართველოში აქამდე ეფექტურად არ უმუშავია. მიზეზების ძიება, ცხადია, შესაძლებელია, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე პერსონალურ დონეზე. თუმცა წარსულში ქექვას ჩვენ ახლადდამტკიცებულ ომბუდსმენთან სახალხო დამცველის ინსტიტუტის სამომავლო სახეზე საუბარი ვამობინეთ. სოზარ სუბარი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მივიდა სახალხო დამცველის ოფისში ამ უწყების რეორგანიზაციის აუცილებლობას რამდენიმე მიზეზით ხსნის:

პირველი, საჭიროა ოფისის ოპტიმიზაცია მრავალი კუთხით, რადგან პრაქტიკულად ნორმალურად მას არასდროს არ უმუშავია, - განაცხადა სოზარ სუბარმა, - ერთერთი პრიორიტეტულია, რბილად რომ ვთქვათ, კადრების გადახალისების საკითხი. რადგან დღესდღეობით სახალხო დამცველის ოფისში მუშაობს ბევრი ადამიანი, რომლებიც მონიტორინგის ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, სხვადასხვა საეჭვო გარიგებებზე მიდიოდნენ ხელისუფლებასთან და ცხადია, ასეთ შემთხვევებში გამოსავალი მხოლოდ ძირეული ცვლილებებია.

0x01 graphic

აბსოლუტურად აბსურდული ვითარებაა შიდა სტრუქტურული თვალსაზრისით: ორმოცდაათამდე თანამშრომლის არსებობის პირობებში, ოფისში არის 32 სტრუქტურული ერთეული და იურიდიულად არარსებული და არარეგისტრირებული სტრუქტურა, სადაც დანარჩენი თანამშრომლები არიან დაკავებულნი. თანაც 32 სტრუქტურულ ერთეულში არ შედიან დარაჯები, თავად სახალხო დამცველი, მოადგილე და ა.შ. - გამოდის, რომ კაცზე ერთი სტრუქტურა მოდის! ერთი და იგივე პიროვნება ერთდროულად არის, მაგალითად, საჩივრებზე პასუხის გაცემის და რეაგირების დეპარტამენტის თანამშრომელი და იმავე დროს რომელიმე ცენტრის, მაგალითად, ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი.

ვაპირებთ დავნერგოთ ბევრ ქვეყანაში გამოცდილი და აპრობირებული, ერთი სტრუქტურის შიგნით არსებული რამოდენიმე ომბუდსმენის ინსტიტუტი. მაგალითად, მართლმსაულების ომბუდსმენი, განახორციელებს მონიტორინგს და ზედამხედველობას შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციაზე, პროკურატურაზე, სასამართლოებზე, უშიშროებაზე და ა.შ. არის თავისუფლებისა და თანასწორობის ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებს, იქნება ეს სიტყვის, პრესის, აღმსარებლობის თავისუფლება, უმცირესობათა უფლებები, მიტინგებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, სამართლიანი არჩევნების უფლება თუ სხვა. გათვალისწინებულია სოციალური სფეროს ომბუდსმენიც, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დევნილები, უმწეოები, შრომითი უფლებები. ალბათ, აქვე შევა, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ, ბიზნესმენთა უფლებები და საგადასახადო საქმიანობის მონიტორინგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგში მოხელეებისაგან ბიზნესის დაცვის აუცილებლობაც დგას. ცალკე გამოიყოფა და შესაბამისი ომბუდსმენი ეყოლება არის მიმართულებას. მართალია, რევოლუციის შემდეგ გარკვეულწილად გამოსწორდა ვითარება ქართულ არმიაში. ჯარისკაცებს აღარ შიათ და აცვით კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შიგნით პრობლემები მოიხსნა. საუბარია ადმინისტრაციულ საქმეთა ომბუდსმენზეც, რომელიც განახორციელებს ადმინისტრაციის, ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების მონიტორინგს და მისი ერთ-ერთი ამოცანა ქვეყნის მართვაში სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა იქნება. საჩივრებზე რეაგირებას მოახდენს კანცელარია, რომელიც მიიღებს და გაანაწილებს საჩივრებს მიმართულების მიხედვით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონული ოფისები აქმდე რეალურად არ ფუნქციონირებდა. მხოლოდ ორ რეგიონში გვყავს შტატიანი თანამშრომლები, დანარჩენებს აქვთ სახალხო დამცველის ოფისის საბუთები, მაგრამ რეალურად ისინი არ არიან ჩვენი წარმომადგენლები, გაურკვეველია მათი დაფინანსებაც, სტრუქტურაც და ა.შ. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, შეიცვლება, ჩამოყალიბდება და განისაზღვრება დებულებით. ადრე სახალხო დამცველს ბათუმში არ ჰყავდა წარმომადგენელი, იყო ცალკე . აჭარის სახალხო დამცველი, რომელსაც ნიშნავდა და ათავისუფლებდა ასლან აბაშიძე. ამჟამად ის ძველი, ასლან აბაშიძის დროინდელი სტრუქტურა გაუქმებულია და მალე ბათუმში გვეყოლება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი. ჯერჯერობით ცალკე არის ასევე აფხაზეთის სახალხო დამცველი და ალბათ ეს საკითხიც ცალკე მსჯელობის საგანია.

ზემოთჩამოთვლილი სტრუქტურული ცვლილებები, ალბათ, იმის წინაპირობა იქნება, რომ ამ ინსტიტუტის მუშაობა საქართველოში გაცილებით ეფექტური გახდება. სახალხო დამცველი იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო ნებისმიერი დარღვევის მიმართ და იგივეს მოითხოვს ყველა თანამშრომლისგან.

ჩაიწერა გვანცა ლიპარტელიანმა