![]() |
ახალი აზრი № 5 (19), 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნატროშვილი დავით, წერეთელი ნინო, პეტრიაშვილი სოფო, ჩიტაძე ნიკა, ნადაშვილი ივანე, ხმალაძე ნათია, ბიუზანი ბარი |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 ჯორჯ ბუშის მსოფლიო და ევროპა |
▲back to top |
საერთაშორისო ურთუერთობები
დავით ნატროშვილი
ივ. ჯვახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი
ამერიკელები და ევროპელები ერთსა და იმევე ძირითად იდეებს იზიარებენ საზოგადოების მოღვაწეობის მოწყობის შესახებ; ისინი ერთმანეთისაგან თანაბრად მოითხოვენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მცველის როლში ყოფნას, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. თუმცა, ერთთა გამოსვლები ყოველთვის იწვევდა მეორეთა გაღიზიანებას, ხოლო მათი კონცეფციები ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს. მათ შორის უთანხმოება იშვიათად ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ჯორჯ ბუშის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ.
საჭიროა იმის აღიარება, რომ ევროპელების მიერ წარმართული კრიტიკა ყოველთვის ბოლომდე დაწყობილ სახელს არ ატარებდა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ მისი იზოლაციონიზმის, ხოლო შემდეგ ამის საწინააღმდეგოდ, მისი იმპერიალიზმის და უნილატერალიზმის გმობა განიცადა. ევროპელებმა გააკრიტიკეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტი, სანამ მას შეუერთდებოდნენ და ამ სფეროში სამრეწველო თანამშრომლობის გზებს გამოძებნიდნენ ამერიკულ საწარმოებთან. შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში კი მანამდე შეფასდება მკაცრად, სანამ ევროპელებს აქვთ იმის განცდა, რომ ვაშინგტონი არც კი განიხილავს მათი იქ მონაწილეობის მოთხოვნას.
ერაყში აგრესიის მომზადებასა და დაწყებას დიდი უთანხმოება მოჰყვა. ამ საკითხზე ბევრმა ამერიკელმა მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა თავისი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ. ,,ბებერი ევროპის“ მთავრობებს ,,ახალი ევროპის“ მთავრობები გამოეყო; ყველა ქვეყანაში მოხდა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა. მის საფუძველზე მძლავრი ოპოზიცია აღმოცენდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და იტალიის ხელისუფლებას მათ წინაშე არ დაუხევია. ამევე დროს, მოეწყო დემონსტრაცია, რომელსაც სურდა ეჩვენებინა, რომ განხეთქილება არა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის, არამედ ატლანტიკის ორივე სანაპიროზე მყოფ ბუშის დოქტრინის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორისაა. აშშ-ის პრეზიდენტი კი თავის მოხსენებებში მეტად წინააღმდეგობრივ აზრებს გამოხატავდა.
იზოლაციონიზმი თუ იმპერიალიზმი: ბუშის დოქტრინის წარმომავლობა
2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯ ბუშმა ძალზე ნოვატორული ხასიათის მქონე მოხსენება გააკეთა საერთაშორისო ურთიერთობების მისეული ხედვის შესახებ. მისთვის ცივი ომი დასრულდა, რუსეთი აღარ არის აშშ-ის მტერი და ამიტომ, ამერიკელებმა ცალმხრივად უნდა მიჰყონ ხელი ბირთვული არსენალის შემცირებას, რათა იმ ახალი საფრთხეების წინაშე მოუყარონ თავი საკუთარ ძალებს, რომლებიც მათ ემუქრება: ეს არის მასობრივი განადგურების იარაღით და ბალისტკური რაკეტებით აღჭურვილი სახელმწიფოები, რომელთა მიმართ არც ნდობა და არც კანონი არ მოქმედებს, მაშინ, როცა ტერორისტული ჯგუფები ამერიკის ტერიტორიაზე მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრის საშუალებას იძლევიან.
პირველი ვადით არჩეულმა ჯორჯ ბუშმა სამხედრო აპარატის ღრმა რეფორმის ძირითადი მიმართულებები ჩამოაყალიბა, რომელიც მისი ელექტორატის სურვილებზე იყო გათვლილი. რეფორმა ეფუძნებოდა ძლიერ, პროტექციონალისტურ ამერიკას, რომელიც უარყოფდა გარე სამყაროს; აცნობიერებდა რა მოსალოდნელ საფრთხეებს, იგი გამოსახავდა რწმენას, რომ აშშ არ ჩაერიოს მსოფლიო საქმეებში. ეს ამომრჩეველს აფიქრებინებდა, რომ ჯორჯ ბუშმა თავიდნავე იზოლაციონისტური პოლიტიკა განსაზღვრა: დაისვა ამერიკული შენაერთების ბალკანეთიდან გამოყვანის, უცხოეთში ბაზების დიდი ნაწილის დახურვის საკითხი და თეთრი სახლი რამდენიმე თვის განმავლობაში უარყოფდა შუა აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩარევას. ამავე დროს, პრეზიდენტი განიხილავდა სამხედრო მექანიზმის მოდერნიზაციის გეგმას, რომელიც ემყარება უფრო მსუბუქი, უფრო ზუსტი, უფრო ქმედითი შეიარაღებით აღჭურვილი ავტონომიური ერთეულების შექმნას, რომელთა გადასროლაც შორ მანძილზე უცხოეთში არსებულ ბაზებზე და გიგანტურ ავიამზიდებზე დაყრდნობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
ჯორჯ ბუში უშუალოდ შეეჯახა ორ უპრველეს წინააღმდეგობას. პირველი წინააღმდეგობის წყარო მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საწარმოები იყო, რომლებმაც, თავის დროზე, დიდად შეუწყვეს ხელი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და რომლებსაც იზოლაციონისტური პოლიტიკით არ შეეძლო თავიანთი სურვილების ასრულება. ერთი კონსერვატორი მიმომხილველის თქმით, მათი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ შეერთებული შტატები მსოფლიო იმპერია გახდა და მიუხედავად სულიერი განწყობისა, მათ ეს როლი უნდა ითავონ, ამიტომ საჭიროა არსებული ბაზების დაცვა და ახლების დანერგვა იმისათის, რათა ამერიკულმა ჯარებმა შესძლონ მთელ მსოფლიოში მიაგებინონ პატივი Pax American-სთვის.
მეორე წინააღმდეგობა სამხედრო მრეწველობისაგან ზორგმომაგრებული სამხედროებისაგან მომდინარეობდა. მათ მაშინვე აღნიშნეს რომ მოდერნიზაციის პროექტი მათთან არ იყო შეთანხმებიული. სამხედროებისათვის, რა თქმა უნდა, არსებობს ახალი საფრთხეები, რომლებთან საბრძოლველად საჭიროა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განვითარება, ახალი აღჭურვის ბოლომდე მიყვანა, პირადი შემადგენლობის და ბიუჯეტის ზრდა. არ იღებენ რა მონაწილეობას იზოლაციონიზმს და იმპერიალიზმს შორის მომდინარე თეორიულ დავაში, ისინი ფიქრობენ, რომ უცხოეთში არსებული ბაზები არ უნდა დაიხუროს და ცივი ომის დასრულება არ ნიშნავს, რომ რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად გამიზნული შეიარაღება უნდა გაუქმდეს. ეს იმ მესიჯის დედაარსია, რომელიც პენტაგონმა კონგრესს 2001 წლის სექტემბერში წარუდგინა.
2001 წლის ზაფხულის მიწურულს გონების მოთხოვნილება შესმენილი იყო: დიდი საწარმოების, სამხედროების და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მეურვეობით ამერიკის პოლიტიკად იმპერიის დაცვა გამოცხადდა. სამხედრო მექანიზმი დაეფუძნა მრავალრიცხოვან და მძიმედ აღჭურვილ ჯარს, რომელიც დამოკიდებული იქნება მსოფლიოს ყველა არამდგრად ზონაში განთავსებულ ბაზებზე, მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რასაც მათი არსებობა სულ უფრო და უფრო იწვევს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საუდის არაბეთში და რომელმაც ხელი შეუშალა სუპერსახელმწიფოს ერაყში ინტერვენციისათვის თურქეთის ტერიტორია გამოეყენებინა.
ნეოკონსერვატორების დოქტრინა
გადასაჭრელი რჩებოდა ბირთვული არსენალის პრობლემა, რაზეც ბუშმა ძალზედ მტკიცე პოზიცია დაიკავა. სამხედროებს თავიანთი კონცეფციების უფრო დეტალურად განვიტარების სესაძლებლობა მიეცათ. მათ ისარგებლეს ვითარებით და დაამტკიცეს, რომ უნდა დაეცვათ თავიანთი შეიარაღების ძირითადი არსი, აგრეთვე დააზუსტეს, რომ ბირთვული შეიარაღების გამოყენება ისევე შეიძლებოდა, როგორც ყველა დანარჩენის და არა მხოლოდ შეკავებითი საშუალების სახით და სათავე უნდა დადებოდა განსაკუთრებულ ამოცანებზე მოსარგებად გამოზნული ახალი იარაღის შექმნას.
პენტაგონის მიერ ბირთვული შეიარაღების ბედის შესახებ მომზადებული დოკუმენტი მსოფლიოს და საერთაშორისო ურთიერთობების მეტად სრულ ანალიზს ანვითარებს. ამერიკული ხელისუფლების ძირითადი მოვალეობა შეერთებული შტატების მოსახლეობის დაცვაა. რადგან კომუნიზმის დაცემის შემდეგ ყველა მუქარა ერთმანეთს შეერწყა, მთავრობა არ უნდა ელოდოს, როდია მიაღწევს მტერი ამერიკულ მიწას. ნებადართულ უნდა იქნეს პრევენტიული დარტყმებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბირთვულითაც კი, ისეთი ქვეყნების სიძლიერის განადგურება, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ერაყი, ირანი, ლიბია, სირია. ასევე გაფრთხილება მიეცა რუსეთს და, განსაკუთრებით, ჩინეთს იმ შემთხვევისათვის თუ იქ სხვა პოლიტიკური რეჟიმები დამყარდებოდა. აშშ-მა უნდა დაიცვას აბსოლუტური სამხედრო პირველობა ყველა სხვა სახელმწიფოზე და შეინარჩუნოს მზადყოფნა, პრევენტიულად გაანადგუროს ყველას წინააღმდეგობა, ვინც შეძლებს დაუპირისპირდეს მათ პირველობას.
მთელი ეს ანალიზი და ხედვა განახლებულია მსოფლიოს თავისეული ხედვის შესახებ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში 2002 წლის სექტემბერში. ეს მოხსენება ნეოკონსერვატორების იდეებს გადმოგვცემს. მისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ღონისძიებებმა მარცხი განიცადა, საერთაშორისო ორგანიზაციებზე მბრძანებლობენ სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ის გაცხადებული მტრები არიან, ხოლო უშიშროების საბჭომ უსუსურობა გამოიჩინა საკუთარი რეზოლუციების სხვების მხრიდან პატივისცემის საკითხებში: როდესაც ნათლად დადგენილია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფომ თავისი ნებაყოფლობითი ვალდებულებები დაარღვია, ყოველთვის მოიპოვება ქვეყანა, ჩინეთი, რუსეთი, თუ საფრანგეთი, რომელიც მზად არის პოლიტიკური დახმარება აღმოუჩინოს მას ან მიაწოდოს აღჭურვილობანი, რომელიც ფარული ქმედებების განსახორციელებლად სჭირდება. შეკავება და იარაღის გაუვრცელებლობა ცივ ომთან დაკავშირებული ცნებების და მათ ახალი მეტოქეობის წინაშე ქმედითი ძალა აღარ შესწევთ. აშშ მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში უფრო მსხვერპლის, ვიდრე სარგებლის მიმღების როლში გამოდის: იმ დროს, როდესაც დანარჩენი ქვეყნები ხელ-ფეხშეკრულნი არიან ტექნიკური, ეკონომიკური და საფინანსო იძულებითი წესებით, ამერიკელებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ ის, რაც სურთ; მათ მხოლოდ იურიდიული ვალდებულებანი ზღუდავთ. ასე, რომ საჭიაროა საერთაშორისო ურთიერთობების არსებული სისტემის და ნახევარსაუკუნოვანი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ქსელის დაშლა, რათა ვაშინგტონმა ყოველთვის შესძლოს ამერიკელ მოქალაქეთა ინტერესებთან შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება.
ვივე-პრეზიდენტ დიკ ჩეინთან დაახლოებული ნეოკონსერვატორები ისეთ ადამიანებს მოითვლიან, რომლებსაც ისევე როგორც დონალდ რამსფელდს, პოლ ვოლფოვიცს, რიჩარდ პერლს, რიჩარდ არმიტიჯს, ჯონ ბოლტონს, დუგლას ფეითს თუ ლუის ლიბის სამთავრობო პასუხისმგებლობა გააჩნიათ. მათთან ახლოს დგანან რესპუბლიკური პარტიის მოაზროვნე წრეების მეტად აქტიური ინტელექტუალები, როგორებიც არიან რობერტ კაგანი, ირვინ კრისტოლი თუ ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე ლინ ჩეინი. ზოგიერთი ამ ნეო-კონსერვატორებიდან წარსულში გულწრფელად იყო დარწმუნებული მრავალმხრივი ზომების განხორციელების და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ძირითადი წესების დაარსების აუცილებლობაში. არა აქვთ რა მათი განხორციელების იმედი, ისინი დღეს უკვე ივიწყებენ თავიანთ გუშინდელ რწმენას და გამოსავალს მხოლოდ ისეთ ქმედებებში ხედავენ, რომელიც ყველაზე ძლიერის კანონს დაიცავს.
ეს ღრმა გარდატეხა ამჟამინდელი ამერიკული ადმნისტრაციის იდეებმა გამოიწვია. როგორც რობერტ კაგანი ამტკიცებს, ძირითადი წინააღმდეგობა ორი იდეის დაპირისპირებაში არსებობს. პირველი იდეების მომხრეები ჰობსის მსგავსად ფიქრობენ, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობანი მხოლოდ კონფლიქტური ხასიათისაა, სადაც სამხედრო უპირატესობა გადამწყვეტია და მეორე იდეის მიმდევრები კანტივით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზებს ეძიებენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიის ხელმეორე და თანაც, ორიგინალური გარჩევაა, იმის დასამტკიცებლად, რომ 1945 წლის შემდეგ თითქოს ევროპელები იყვნენ ვილსონისეული თეორიების მხურვალე დამცველნი, მაშინ, როცა აშშ მსოფლიოს ისეთ ხედვაზე აკეთებს არჩევანს, სადაც მხედველობაში მარტო სამხედრო ძალა მიიღება. სინამდვილეში, სან-ფრანცისკოს ქარტია და გაერო-ს დაარსება უფრო მეტად ფრანკლინ დელანო რუზველტს ედება ვალად, ვიდრე რომელიმე ევროპელ მმართველს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ყველა მრავალმხრივი ხელშეკრულების წარმომავლობა, რომლებმაც სკეპტიკოსი და გაუბედავი ევროპელები წამოიკიდეს, აშშ-ის სახელს უკავშირდება. ცივი ომის დამათავრების შემდეგ სწორედ ჯორჯ ბუში უფროსი და არა რომელიმე ევროპელი იყო, ვინც ,,ახალი მსოფლიო წესრიგის“ იდეა წამოისროლა. იგი იმპერიის და ამოცანის სირთულის წინაშე მერყეობდა, მაგრამ მისი ამბიცია მაინც სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების დამკვიდრება იყო.
რასაკვირველის, ჯორჯ ბუშს არ გამოუგონია რეალ-პოლიტიკა. ვიეტნამის ომიც, რომელიც წინ უსწრებდა ერაყში ომის პრევენტიული ომის მაგალითი იყო. მაგრამ ჯონსონისა და კისინჯერის ეპოქაში ამერიკული ადმინისტრაცია ითვალისწინებდა, როგორც ცივი ომის განსაკუთრებულ პირობებში გადაზრდას (ამ შემთხვევაში იგი ამართლებდა სამართლის ფრჩხილებში მოთავსებას), ისე ,,უკეთესი მსოფლიოს“ მშენებლობა რჩებოდა თეორიულ მიზნად. ამჟამად ნეოკონსერვატორები ამ ტრადიციას ამსხვრევენ და უკუაგდებენ იმედს, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ესრთ დღესაც სხვა წესებს დაემორჩილება და არა ყველაზე ძლიერ კანონს. წინააღმდეგობა დღეს არის არა ევროპელებს და ამერიკელებს შორის, არამედ ნეოკონსერვატორებსა და მათ შორის, ვისთვისაც ცივილიზაცია ყოველთვის იმ წესების დადგენაში მდგომარეობს, რომლებიც ისე ამცირებენ თამაშის საშინელ შედეგებს, რომ ძალისმიერ ურთიერთობებს არ მიმართავენ.
აუცილებელი გადასინჯვები
თვით იმათთვისაც კი ვინც მათ იდეებს არ იზიარებენ, ნეოკონსერვატორების ანალიზს ის ღირსება ჰქონდა, რომ ცხადი გახდა ის რეალობები, რომელთა უგულვებელყოფას თორმეტიოდე წელიწადია მთელი მსოფლიო ცდილობს. საჭიროა სიძულვილის და უიმედობების მიზეზების შემცირების საშუალებების ძებნა, მაგრამ შემწყნარებლობა და სისუსტე კრიმინელების მიმართ არ არის გამოსავალი. ამდენად, საჭიროა სიმტკიცის გამოჩენა.
აგრეთვე, მთელ რეგიონში, შუა აღმოსავლეთიდან ჩინეთის ზღვამდე, ისეთი რეჟიმების არსებობა, რომლებიც ყველაზე უფრო ექსტრემისტულ და ძალადობრივ მოძრაობებს იმისთვის არჩენენ, რათა თავიანთი ავტორიტარიზმით, კორუფციით და არაკომოპეტენტურობით გამოწვეული საკუთარი ხალხის რისხვის დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ შემობრუნება სცადონ, საშიში გახდა დემოკრატიებისათვის. ამერიკელებს არ ძალუძთ სიტუაციის რეაგირების გარეშე დატოვება.
ასევე მთლიანად მისაღებია ამჟამინდელი მსოფლიოს 1945 წელს ფეხზე დამდგარ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემასთან შეუგუებლობის ხაზგასმა, რომლის ყველა პრინციპი დღეს უკვე მოძველებულია. სახელმწიფოთა თანასწორობა მხოლოდ გონების დამაკმაყოფილებელი ფიქციაა; სინამდვილეში კი ძნელია იმის მტკიცება, რომ ბელიზს თუ ვანუატუს ისეთივე წონა უნდა ჰქონდეს მსოფლიოს საქმეებში, როგორც გერმანიას თუ ინდოეთს. ეროვნული სუვერენულობა, თავის დროზე იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული იარაღი იყო, მაგრამ დღეს იგი უარიყოფა ყველას მიერ, ვისაც მსოფლიო მასშტაბით მოქმედება საზღვრებზე ყოველგვარი ზრუნვის გარეშე ძალუძთ, იქნებიან ესენი ტრანსნაციონალური კორპორაციები, ფინანსური ჯგუფები, რომლებიც კაპიტალს მსოფლიოში აბრუნებენ თუ კრიმინალური ორგანიზაციები. ყველაზე საზიზღარი რეჟიმებისათვის ჩაურევლობა საკუთარი მოსახლეობის საგარეო მიზნებისათვის შეწირვის საშუალებად იქცა. მავე დროს, იგი კრიმინალებს საუკეთესო თავშესაფრის გარანტიას აძლევს. ხალხის უფლებამ თავად განაგოს საკუთარი ბედი იმდენად საშიში თვისებები გამოამჟღავნა, რომ საკითხი ხალხის რაობის გასარკვევად დგება. იგი ყველა ეთნიკური, რასისტული თუ რელიგიური კონფლიქტების ლეგიტიმაციას ემსახურება, იგი ცინიკოსი და უსინდისო პოლიტიკოსებისათვის ძალაუფლებრივ ინსტრუმენტად იქცა.
ნეოკონსერვატორები ასევე მართლები იყვნენ, როცა ხაზი გაეროს ხარვეზებს გაუსვეს. ორგანიზაციას არ აქვს ამოცანად პატივი მიაგებინოს ნებაყოფლობითი ვალდებულებებისათვის და, შესაბამისად, ხელი შეუწყოს სამართლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფას საერთაშორისო ურთიერთობებში; გაერო-ს ინტერვენციის განხორციელება მსოფლიოში მხოლოდ მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელყოფის დროს ძალუძს. ეს ცნება კი გარკვევით არასოდეს განსაზღვრულა. ამას გარდა, უშიშროების საბჭოს არც ერთი მცირეოდენ ენერგიული გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს თუკი იგი მეორე მსოფლიო ომის ხუთი გამარჯვებული ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩადებულ მექანიზმს არასოდეს უმოქმედია, 1947 წლიდან კი მას ცივი ომის წესები ჩაენაცვლა, ხოლო იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღესაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ამოქმედება ილუზიად იქცა. თუ ბუშის დოქტრინას ეს პასუხგაუცემელი პრობლემები მოჰყავს, მაშინ საკითხები, რომლებსაც იგი სვამს, მეტისმეტად დროულია.
ლიბერალური თვისებები და ევროპელები
ამერიკული აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს ნეოკონსერვატორთა შეხედულებებს. ამიტომ, კონგრესის საბოლოო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტს არ შეეძლო უარეყო იმათი იდეები, ვისაც რესპუბლიკელები ზიზღით ,,ლიბერალებს“ უწოდებენ; ასე რომ, 2002 წლის სექტემბერში თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ,,ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ შესახებ გადმოგვცემს ორ სავსებით დაწყობილ, თუმცა სიტყვა-სიტყვით წინააღმდეგობრივ დოქტრინას.
ლიბერალური თეზისების თანახმად, შეერთებული შტატები ამჟამად ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით ისეთი უპირატესობით სარგებლობს, რომელსაც მანამდე ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონია. მან იგი არა ცალმხრივი სარგებლის მისაღებად უნდა გამოიყენოს, არამედ მსოფლიოს ყოველ კუთხე-კუნჭულში თავისუფლების, დემოკრატიის და თავისუფალი გავრცელების განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია ახალი, ზომიერი, დემოკრატიული რეჟიმების დაცვა. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უფრო რთული ამოცანები მოჰყვება: ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ დღეს საქმე გვაქვს არა ცივილიზაციების შეჯახებასთან, არამედ კონფლიქტთან ცივილიზაციის შიგნით. აშშ-მა აქ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს განათლების და ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობით იმ ქვეყნებში, სადაც ის არ გვხვდება. კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, აშშ-სთვის ძირითადი საფრთხე იმ ქვეყნებიდან მომდინარეობს, რომლებშიც სახელმწიფოებრივი სტრუქტურები საგარეო კონფლიქტის თუ სამოქალაქო ომის შემდეგ დაშლილია; უპირველესი ამოცანა შეერთებული შტატებისათვის ამ ქვეყნებისათვის სტაბილური და ორგანიზებული საზოგადოების აღდგენაში დახმარების გაწევაა. ამ პოლიტიკის პირველ მაგალითად ავღანეთის აღმშენებლობა უნდა იქცეს.
ამიტომ, აშშ-მა უნდა გაუზარდოს ეკონომიკური და ფინანსური დახმარება ყველაზე უფრო არახელსაყრელ პირობებში მყოფ ქვეყნებს და მისცეს ყველაზე რარიბებს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი განმსაზღვრელ როლს ასრულებს ისლამური ქვეყნების მოსახლეობის განწყობაში და აშშ აქტიურად უნდა ესწრაფვოდეს დამოუკიდებელი და დემოკრატიული პალესტინის დაარსებას, რომელიც ისრაელის გვერდით მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იცხოვრებს. ლიბერალების აზრით. არცერთ სახელმწიფოს არ ძალუძს ყველა ამ მიზნის დამოუკიდებლად მიღწევა. ამიტომ, ამერიკელებმა უნდა განამტკიცონ კავშირები თავიანთ მოკავშირეებთან და ისარგებლონ რუსეთსა და ჩინეთში ახლახან მომხდარი გარდაქმნებით.
ალბათ ბევრი ევროპელი იქნებოდა მზად დაიცვას ეს ,,ლიბერალური“ დოქტრინა. ხოლო, ამჟამინდელი გაყოფის მიზეზად იქცა ის, რომ ჯ. ბუშმა, რომელიც, ვითომდა, იძულებული იყო დაეწერა ორი წინააღმდეგობრივი დოქტრინა, სინამდვილეში ხელი არ შეუშლია ნეოკონსერვატორებს. ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იემენი, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები კვლავაც აშშ-ს მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და, ზოგჯერ, სამხედრო პარტნიორებად აღიქმებიან. თეთრი სახლის მიერ არიელ შარონთან შეთანხმებული ამ ქვეყნების უპირობო მფარველობა, აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია ერაყში სამომავლოდ იმ სიმპათიის შემცირებას უზრუნველყოფს, რაც ყველაზე ფანატიკოსმა ისლამისტებმა შეიძლება მუსლიმურ მოსახლეობაში გამოძებნონ. დღევანდელობამდე, იმის მიზეზით, რომ ეს ზაინს მიაყენებდა ალ კაიდას წინააღმდეგ ბრძოლას, პენტგონი წინააღმდეგობას უწევდა ამერიკელების მონაწილეობას ავღანეთის რეკონსტრუქციაში.
ტრანსატლანტიკური ერთობის ინტეგრაცია
საქმე გავქვს არა პოლიტიკურ არჩევანთან, რამედ, პრაქტიკულ წინდახედულობასა და ინტერესთა სხვაობასთან, რომელმაც, როგორც ჩანს, ევროპა და ამერიკა თავდაცვის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა განაცალკევოს. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ის მიზეზები, რომლებიც 1949 წელს ატლანტიკური ალიანსის შექმნას ამართლებდა, გაქრა. ევროპას აღარ ემუქრება დაპყრობის საფრთხე.
დღეს კონფლიქტების სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლა ზონისაკენ, რომელიც ბოსფორიდან ჩინეთის ზღვამდე გადის და მოიცავს შუა აღმოსავლეთს, ინდოეთის სუბკონტინენტს, ცენტრალურ აზიას, ინდონეზიას, კორეას, ტაივანს. სწორედ აქ მოიპოვება ნავთობპროდუქტების ძირითადი მსოფლიო რეზერვები. ეს არის, აგრეთვე, სახმელეთო მიმოსვლის გზა ევროპასა და აზიას შორის. იგი მოიცავს საზღვაო კავშირის ძირითად ხაზებს და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრუქტურებს, კერძოდ, ბოსფორის, ორმუზის, მალაკისა და ფორმოზის.
ამგვარად, XIX საუკუნის დასაწყისიდან საქმე ეხება დიდი სახელმწიფოების ერთ-ერთ ყველაზე მეტად სასურველ რეგიონს. ცივი ომის დასასრულმა და განსაკუთრებით ბოლო აღწლეულებში ნავთობზე მოთხოვნილების წინასწარ განჭვრეტილმა ზრდამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი მნიშვნელობა, მაგრამ ეს არის, აგრეთვე პალესტინის უველაზე მყიფე ზონა, სადაც თავს იყრის ლოკალური, ეთნიკური, ლინგვისტური, რელიგიური, ნაციონალისტური კონფლიქტების ყველა წყარო, სასაზღვრო დავები, გავლენისა და პრესტიჟისათვის ბრძოლები. უკანასკნელი წლების განმავლობაში აფეთქების რისკმა კიდევ უფრო იმატა,რის მიზეზადაც იქცა ძალმომრეობასთან შერწყმული ისლამისტური მოძრაობების განვითარება, შიდა დაძაბულობები ქვეყნებში, სადაც არქაული, ავტორიტარული, არაკომპეტენტური და შეუწყნარებელი რეჟიმები აუტანელ სოციალურ უთანასწორობას და ჩამორჩენილ მდგომარეობას იცავენ. ამასთან დაკავშირებულია სახალხო მოძრაობების ზრდა, ნარკობიზნესის და ყველა სახეობის კრიმინალური ორგანიზაციების განვითარება. სამი ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება აქ არის - ერაყსა და ირანს, ინდოელებსა და პაკისტანელებს, ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. ისისნი თითქმის ყოველ წუთს საფრთხის წინაშე აყენებენ რეგიონში ამერიკელთა ბატონობას.
ყველა ამ მიზეზთა გამო რეგიონი აშშ-სთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. შუა აღმოსავლეთი განსაზღვრავს ნავთობზე მსოფლიო ფასს. სწორედ აქედან ირყევა აშშ-ის პოლიტიკური, სამხედრო და სავაჭრო გავლენა მსოფლიოს დიდ ნაწილში. მისი დასუსტების შემთხვევაში რეგიონის უდიდესი სახელმწიფოს - ჩინეთს ძალუძს, ერთ დღესაც, შეერთებული შტატები აზიაში ჩაანაცვლოს.
მაგრამ, თუ ევროპული ქვეყნები ამ რეგიონში პირდაპირ ჩაბმულნი ნაკლებად არიან, ვიდრე შეერთებული შტატები, მათი ინტერესები აქ თანაბრად ახლოსაა ამერიკელთა ინტერესებთან. ევროპა უფრო მეტად დამოკიდებულია შუა აღმოსავლეთზე ნავთობით, ვიდრე აშშ, ის აგრეთვე დაინტერესებულია სრუტეებში თავისუფალი ნავიგაციის შენარჩუნებით და, ამასთან ერთად, გეოგრაფიული სიახლოვე მას მეტად მგრძნობიარეს ხდის შუა აღმოსავლეთსა და აზიაში სოციალური სტრუქტურების დეგრადაციასა და ინდოსტანის ნახევარკუნძულის კონფლიქტის შესაძლებლობაზე. არცერთი ევროპელი კეთილგანწყობილად არ მიიღებს სამხედრო ბირთვული პროგრამის განხორციელებას ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში. არცერთას არსურს აზიაში არსებული ურთიერთობების დაშლა და ჩინეთის სამომავლოდ ბატონობა არ იქნება მიღებული, როგორიც სარგებლის მომტანი მოვლენა.
არა მხოლოდ ინტერესები არის წინააღმდეგობრივი ევროპასა და ამერიკას შორის, არამედ ტრანსატლანტიკურ ერთობაში ევროპის დაჩქარებული ინტეგრაციის მძიმე ტენდენციები შეიმჩნევა. როგორც აშშ, ევროპაც იმგვარია რეგიონია, სადაც ეკონომიკა მონდიალიზაციის გზაზე იმყოფება, სადაც განვითარება დაფუძნებულია ერთსა და იმავე ტექნიკაზე, სადაც საქონელი, ინფორმაცია და კაპიტალი ისე ბრუნავს, რომ სათვალავშიც კი აღარ აგდებს ნაციონალურ ხარვეზებს. ამ ევოლუციაში თვით სამხედრო ინდუსტრიის ჩართვა იწყება. თანდათან, ევროპელი სამხედრო მრეწველები ხვდებიან, რომ ამერიკული ფირმების სავაჭრო ძლიერება და, განსაკუთრებით, ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის თვალუწვდენელი სიდიადე მათ მცირეოდენ შანსსაც კი აღარ უტოვებს საკუთარი დამოუკიდებელი ნაყოფიერების დასცავად. ისინი ეძებენ თანამშრომლობას ამერიკელ კონკურენტებთან და, ამჟამინდელ ეტაპზე, მზად არიან გაერთაინდნენ სამომავლო პარტნიორებთან. აშშ-ში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული ტექნიკური პროგრესი მხოლოდ გააძლიერებს ამ მოძრაობას.
50-იან წლებში აშშ-მა სსრკ-ის შემოვლით ბაზების მთელი რკალი განალაგა, რათა საბჭოთა ტერიტორიის დაბომბვის შესაძლებლობა ჰქონდა იმ ეპოქაში, როცა მხოლოდ თვითმფრინავებს შეეძლოთ ამ მისიის განხორციელება. ეს პირველი ფუნქცია საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოჩენის შემდეგ გაქრა, მაგრამ ბაზები დარცა ამჯერად იმისათვის, რათა დაედასტურებინათ ამერიკელთა ყოფნა ევროპოაში, შუა აღმოსავლეთში, პაკისტანში, აზიაში, საბჭოთა კავშირისათვის იქ დამკვიდრებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, და რათა წინ წაეწიათ რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო ინტერესები. სპარსეთის ყურის ომმა აშშ-ს საუდის არაბეთსა და ქუვეიტში ახალი ბაზების გახსნის საშუალება მისცა, ინტერვენციამ ავრანეთში ნება დართო ახალი ძალები შეეყვანა ცენტრალურ აზიაში და ვიეტნამსა და ინდოეთში ამერიკელი ზღვაოსნებისათვის სანავსადგურო შეღავათები მოეპოვებინა. ერაყში ომის მოახლოებამ კატარში, ბაჰრეინსა და იემენში არსებული ბაზების განმტკიცებას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, ერაყში ინტერვენციის მსვლელობისას ამერიკული ბომბდამშენები ფრენდნენ კუნძულ დიეგოგარსიადან, რომელსაც ოდესრაც ბრიტანელები განმგებლობდნენ, ხოლო ერაყში ომისთვის აშშ-მა ფრანგების მიერ შექმნილი ჯიბუტის აეროდრომიც გამოიყენა.
ნატო-ს მომავალი
კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ევროპელებს და ამერიკელებს ალბათ შეეძლოთ ბოლო მოეღოთ ნატო-ს არსებობისათვის, მაგრამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ინტერესები ჯერ კიდევ არ განელებულა. აშშ-სათვის ამ ორგანიზაციას სულაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ევროპაში არსებული ბაზები შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში შესაძლო მისიების განხორციელებისათვის გადამწყვეტი სამხედრო როლის თამაშს განაგრძობს, ხოლო ნატო-ს გაფართოებამ ამერიკელებს შესაძლებლობა მისცა თავიანთი არსებობა ევროპის იმ ნაწილში დაეფიქსირებინათ სადაც ეს მანამდე გამორიცხული იყო. ნატო ასევე ქმედითი ინსტრუმენტია პოლიტიკური გავლენის დაცვისა და გაძლიერებისათვის. მხოლოდ ამით არ ამოიწურება ნატო-ს ღირსებები. ორგანიზაცია ამერიკული შეიარაღებით ვაჭრობის განვითარებისათვის პრივილეგირებულ ადგილად რჩება. ორგანიზაცია განსაკუთრებით ძვირფასი იარაღია ევროპული თავდაცვის სისტემის განვითარების თავიდან ასაცილებლად რომელის აშშ-გან დამოუკიდებელი იქნება და არ არის გამორიცხული ერთ დღესაც შემავიწროვებელ კონკურენტად იქცეს. ბევრი ევროპული სახლემწიფოსათვის ნატო-ს შენარჩუნებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს, რაც მათ ახალი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრისაგან ათავისუფლებს. ეს კი შესძლებდა მხოლოდ შიდა უთანხმოებათა და განხეთქილებების გამოწვევას ეროვნული სუვერენულობის მომხრეებს შორის. აღნიშნული ორივე ელემენტი უმნიშვნელოვანესია ევროპული პოლიტიკისათვის და, ამავე დროს, ორივე მჭიდროდ დაკავშირებული რჩება აშშ-სთან. წინანდელი პოლიტიკის გაგრძელება მათ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სამხედრო მანქანის მფარველობით უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, თავიდან იქბენება აცილებული ფინანსური პრობლემები, რაც ახალი არმიის ფეხზე დაყენებას სჭირდება, რომლის მიზნების და კონტურების განსაზღვრა, სხვათა შორის, ძნელი იქნება. ნატო-სკენ განსაკუთრებით ძლიერი სწრაფვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შეიმჩნევა. ამ ქვეყნების უმეტესობა ჯერ კიდევ გარემოცულია რუსეთის, ხოლო შემდეგ სსრკ-ის მხრიდან დაპყრობის და მბრძანებლობის ისტორიული მოგონებებით, რისი რისკიც მათ ყოველთვის შესაძლებლად მიაჩნიათ.
მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა ორგანიზაციის წევრებს შორის ამოცანათა დანაწილებაში ახალი წონასწორობის გამოძებნა. უკვე რამდენიმე წლის წინ შესაძლებელი გახდა ამ გეოგრაფიული გაყოფის წარმოდგენა, სადაც ევროპელები მხოლოდ ევროპაში უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, მაშინ, როცა აშშ სავარაუდოდ მარტო იმოქმედებს მსოფლიოს სხვდასხვა ნაწილებში, ან სამუშაოს გაყოფა, რომელშიც ევროპელები ჯარებს მიაწოდებენ იქ, სადაც ისინი განსაკუთრებულ საქმეებს განაგებენ. არცერთი ამ ორი ფორმულიდან არ არის დამაკმაყოფილებელი; განსაკუთრებით კი ევროპელთათვის; მათ არ აქვთ ევროპაში უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ბალკანების სიტუაცია ამის დემონსტრაცია იყო. რაც შეეხება აშშ-ს უცხო ლეგიონის სამსახურში მყოფ მიწაზე ჯარების მიწოდებას, იგი ევროპელებს შორის ცალკეულთა ენთუზიაზმს არ სცილდება.
სხვა გამოსავალი სათავეს გამოცდილების შედეგად იღებს. დღეს ევროპული და ამერიკული ძალები ამოცანათა გეოგრაფიული გაყოფის გარეშე იღებენ მონაწილეობას დასავლური ინტერესების დაცვისათის, მიუხედავად იმისა არიან ისინი ევროპული, ამერიკული თუ აზიური, ამ როლს ასრულებენ ფრანგული ჯარები, რომლებიც კოტ დ ივუარში უცხოელ მოქალაქეებს მფარველობენ, ამის მაგალითია ომანის ყურეშე მოპატრულე ესპანური გემები.
აშშ არ არის განწყობილი იმ ექსპერიმენტის გასანახლებლად, რომელიც მან 1999 წელს კოსოვოში ინტერვენციისას განახორციელა, სადაც ოპერაციების წარმართვის თაობაზე ალიანსის 19 წევრს ეკითხებოდა რჩევას. მომავალში, უეჭველია, ინტეგრაციული სამხედრო ოპერაციები შემცირდება, ხოლო ის რაც ამჟამად მკაფიოდ ჩანს, არის ძალზედ რბილი სისტემა, სადაც წევრი სახელმწიფოებისათვის ორგანიზაცია უმთავრესად პოლიტიკური კონსულტაციების ადგილს წარმოადგენს. კონფლიქტის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისაგან თითოეული სახელმწიფო ან თავს იკავებს ან არა და მისი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ბევრად იქნება დამოკიდებული შეერთებული შტატების მიმართებაზე იმ შესაძლო შედეგთან, რაც მას მოჰყვება.
პოლიტიკური როლი ევროპისათვის?
ავღანეთში ამერიკულმა ინტერვენციამ მხოლოდ ქაბულელი თალიბები მოინადირა, მაგრამ მან ვერ შესძლო ვერც ბენ ლადენის დაპატიმრება, ვერც ალ-კაიდას დემონტაჟი და კიდევ უფრო ნაკლებად განახორციელა ჯ. ბუშის მიერ დაპირებული ,,ტერორიზმის აღმოფხვრა.“ ავღანური მთავრობა დიდი გაჭირვებით აკონტროლებს ქალაქ ქაბულს, ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობა ბრკოლდება ცალკეული კლანების ხელმძღვანელების მიერ კონტროლირებული შეიარაღებული ბანდების ქმედებათა შედეგად, ოპიუმის ყაყაჩოს მწარმოებლურობამ კვლავ 1994 წლამდე არსებულ დონეს მიაღწია. დიდი რჩება ამ პირობების კვლავ წარმოქმნის რისკი, რომლებმაც თავის დროზე შესაძლებელი გახადეს თალიბთა მოსვლა ხელიუფლებაში. ომი ერაყში, ისედაც მყიფე რეგიონში, ძნელად კონტროლირებადი სიტუაციის შექმნის საშიშროებას ქმნის. ძალის გამოყენებას, ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ დამოუკიდებლად გადაწყვეტის პრაქტიკას მხოლოდ სიძულვილის გამძაფრება და ექსტრემისტული ჯგუფების აქციათა განვითარება შეუძლია.
საერთაშორისო ურთიერთობების სქემა, რომელიც სამომავლოდ ისახება, წარმოადგენს მსოფლიოს სურათს, სადაც არც ერთ წესს აღარ მიაგებენ პატივს, სადაც შანტაჟი ხდება ჩვეულება, სადაც დაშლილი სოციალური სტრუქტურების მქონე ქვეყნების რიცხვი იზრდება, სადაც კრიმინალური ორგანიზაციები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე საქმიანობენ. ხაზგასმული ქაოსური მდგომარეობის მიმართ ამერიკელთა მიერ დროდადრო თვითნებურად განხორციელებული დარტყმები კიდევ უფრო დაამძიმებს დაძაბულობას.
ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ტრანსატლანტიკურ ერთობას არ სჭირდება ევროპის მხრიდან ამერიკული არსენალისათვის ახალი შემავსებელი ტანკებისა და ბომბდამშენების დამატება, რაც უფრო ჭარბსისხლიანობა იქნებოდა. ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ნეოკონსერვატორთა დოქტრინისათვის დაწყობილი ალტერნატივის მიწოდება იქნება. ამ მხრივ ყველაზე საჭირბოროტოდ იმის ჩვენება იქცევა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შესწევს უნარი პატივი მიაგებინოს მის მიერვე დაკანონებული წესებისათვის. ყურის ომის შემდეგ, 1991 წელს, რამდენიმე სახელმწიფომ, თვით უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმაც კი, გაერო-ს მიერ დადებული სანქციების მოხსნისა და საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვისადმი უფრო მეტი ლტოლვა გამოამჟღავნა, ვიდრე, სადამ ჰუსეინის მიერ მისი ვალდებულებების შესრულების იძულებისადმი. ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, სადაც აშშ-ს პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ აქვს პრევენტიული დარტყმები და მხოლოდ ენერგიული კოლექტიური აქციის განხორციელებით ცდილობს აიძულოს კორეელი დიქტატორი სამართალს პატივი სცეს, დანარჩენი სახელმწიფოები სულაც არ ფიქრობენ ინტერვენციაზე და შეერთებული შტატების ანაბარა ტოვებენ პრობლემების გადაჭრას, თანაც იტოვებენ მათი კრიტიკის უფლებას, თუკი ისინი ძალას იხმარენ.
თეორიაში ევროპის მოქმედების ველი უსაზღვროა და მოიცავს მეტად ძნელ სამუშაოს, ვინაიდან საქმე ეხება 1991 წელს ჯ. ბუშის მიერ მოწოენბულ ,,ახალი საერთაშორისო წესრიგის“ განსაზღვრას. ამის განსახორციელებლად იგი ალბათ შესძლებს ამერიკული აზრის ერთ ნაწილზე და იმ ქვეყნების დიდ რიცხვზე დაყრდნობას, რომელთა პირველადი ინტერესი არ არის აშშ-ის სამხერდო პირველობის დაცვა თეთრი სახლის მიერ 2002 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ,,ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ ,,ლიბერალური“ ნაწილი წარმოადგენს ოპერაციების პირველად ნუსხას, რომლებიც ალბათ ასევე სწრაფად იქნება ამოქმედებული. უფრო გრძელ ვადაში საჭირო გახდება XXI საუკუნის მსოფლიოში გამოყენებული პრინციპების და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დიდი მიმართულებების განსაზღვრა, მონდიალიზაციის განვითარების რეგულირება, კრიმინალური ორგანიზაციების საქმიანობის შემოსაზღვრისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და იმ საშუალებების შეზღუდვა, რომლითაც ისინი ბატონობენ.
დღევანდელობამდე, ევროპელებს არცერთი ამ მიმართულებით არ აუღიათ ინიციატივა. მაგრამ, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც რობერტ კაგანი ამტკიცებს, თუ ევროპას საერთაშორისო სცენაზე არ აქვს სათანადო წონა, ეს არაა იმიტომ, რომ თხუთმეტის ბიუჯეტი არასაკმარისია ან ევროპელები 1945 წლიდან მიამიტურ პაციფისტურ ფილოსოფიაში ჩაკეტილები არიან. თუკი ევროპა არ არის მსოფლიო ძალა, ეს იმიტომ, რომ მისი წევრები ვერ თანხმდებიან ვერც მიზნებზე, ვარც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ვერც იმ როლზე, რომელიც ევროპამ ალბათ უნდა ითამაშოს მსოფლიოს განსხვავებულ რეგიონებში, კიდევ უფრო ნაკლებად აშშ-სთან ურთიერთობების ხასიათზე. თავისი წარმომავლობით ევროპული აღმშენებლობა წმინდად ეკონომიკური განაზრახი იყო; არასოდეს ყოფილა საერთო პოლიტიკური მიზნის განსაზღვრის მცდელობა და მისი ზოგიერთი დამაარსებლის მიერ დანერგილი იმედების მიუხედავად, ევროპა დღეს იმის წარმოჩენის პროცესში იმყოფება, რომ პოლიტიკური ერთობა ყოველთვის სპონტანურად ეკონომიკური ერთობიდან არ წარმოიშვება. ევროკავშირის გაფართოებამ და ტრანსატლანტიკური ერთობის მზარდმა ინტეგრაციამ შეიძლება მხოლოდ დაამძიმოს ეს სიტუაცია.
საერთო პოლიტიკური მიზნის უქონლობით შექმნილ ვითარებაში, ევროპელები ერთმანეთს კიცხავენ ევროპის საზღვრების თაობაზე მიმდინარე სიურრეალისტურ დისკუსიებში და თავს იძულებულად გრძნობენ თავიანთი სურვილების საწინააღმდეგოდ აირჩიონ ან ამერიკული პოლიტიკის მფარველობა ან ოპოზიციაში ჩაკეტვა, რომელსაც არ გააჩნია სამომავლო პერსპექტივა. იმის მაგივრად, რომ დაჟინებით შევეცადოთ განვსაზღვროთ საყოველთაო პოლიტიკა, ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ავამუშავებთ ორამდე ან სულაც რამდენიმე ღონისძიებას, რომელსაც დანარჩენები მოგვიანებით შეუერთდებოდნან, თუკი ისინი წარმატებით განხორციელდება.
![]() |
2 ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეკონსტრუქცია |
▲back to top |
საერთაშორისო ურთუერთობები
ნინო წერეთელი
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობებში რომ ყველაფერი რიგზე არ გახლავთ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ზოგიერთმა მკვლევარმა, უკვე დღეს დაიწყო საუბარი ამ ურთიერთობების შინაარსის ცვლილებების აუცილებლობაზე და მის მთავარ შემადგენელ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირეულ რეფორმებზე. გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი ექსპერტის რონალდ ასმუსის (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე) მეტად საყურადღებო სტატიას ევროატლანტიკური ალიანსის მომავლისა და ამერიკა-ევროპის ურთიერთობის განვითარების შესახებ.
ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მარცხი გამოიწვია. ეს ალიანსი დიდხანს განიხილებოდა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკის წარმატების საზომი, თუმცა ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციების გამო, ამერიკა-ევროპის ურთიერთობას საფუძველი შეერყა. ჩრდილოატლანტიკურ სამყაროში უთანხმოება სიახლეს არ წარმოადგენს: აშშ ეწინააღმდეგებოდა სუეცის არხის დაკავებას საფრანგეთის, ბრიიტანეთისა და ისრაელის ძალების მიერ 1950-იან წლებში, საფრანგეთი გამოვიდა გაერთიანებული შეიარაღებული ძალებიდან 1960-იან წლიან, ათიოდე წლის წინ შეინიშნებოდა სერიოზული დაძაბულობა ბალკანეთის ომის შეჩერებასთან დაკავშირებით. და მაინც, დღევანდელი დაპირისპირება უპრეცედენტოა თავისი მოცულობითა და ინტენსიურობით.
კრიზისი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სფეროში დაიწყო 90-იან წლებში, ალიანსის აღმავლობის ეტაპზე. აღწლეულის დასაწყისში, ბოსნიასთან დაკავშირებული უთანხმობის შემდეგ, აშშ და ევროპა ერთმანეთის გვერდით იდგნენ 1995 და 1999 წლებში ბალკანეთის სისხლისღვრის შესაჩერებლად. ვაშინგტონი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნატო-ს გაფართოების პროცესში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ამ ინიციატივას ახლდა ალიანსის თანამშრომლობის განვითარება რუსეთთან. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა ,,ცივი ომის“ შემდგომ მშვიდობის დამყარებას.
ბუშის ადმინისტრაციას გაუფუჭდა ურთიერთობა ევროპასთან. ნაწილობრივ, ამის მიზეზი გახდა რამდენიმე არახელსაყრელი ნაბიჯი: გლობალური კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კიოტოს ოქმისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უარყოფა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმებმა აშშ-ს ევროპის მხარდაჭერა მოუტანა და ურთიერთობების განახლების საშუალება მისცა. ნატომ პირველად აამოქმედა თავისი წესდების V მუხლით გათვალისწინებული თავდაცვითი პუნქტი. აშშ-ის მოკავშირეებმა ავღანეთის საომარ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ სამიზნედ ერაყი იქცა. აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო ჰუსეინზე თავდასხმის გადაწყვეტილება, მაგრამ ქაბულსა და ბაღდადს შორის აშშ-მა და ევროპამ ერთმანეთი დაკარგეს. პარიზისა და ბერლინის გარდა, ვაშინგტონი ანკარამაც მიატოვა. პრეზიდენტ ბუშის მეგობრობა რუს კოლეგასთან, პუტინთან არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. შეერთებული შტატების გვერდით დადგა ტრადიციული, ერთგული მოკავშირე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელი იყო. ეს მთელს მსოფლიოს შეცვლის უკეთესობისაკენ, თუმცა დღეს არსებული ქაოსი რეკონსტრუქციას დაბრკოლებებს უქმნის. აშშ-ის სამხედრო კამპანია წარმატებით წარიმართა, მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო კოალიციის შექმნისაკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა. სამხედრო მიღწევების ფონზე ვაშინგტონის პოლიტიკური და მორალური გავლენა შეირყა.
ათი წლის წინ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა გააჩნდა. დადგა ყოფნა-არყოფნის საკითხი. ბევრი ადამიანი ალიანსის მოახლოებულ დაშლაზე ალაპარაკდა, სხვები კი საუბრობდნენ კრიზისის დაძლევისა და ორგანიზაციის ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნის აუცილებლობაზე - საჭირო იყო ბალკანეთის ომის შეჩერება, ვითარების სტაბილიზირება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, მშვიდობის დამყარება ,,ცივი ომის“ შემდეგ. ამგვარი ცვლილებების განხორციელება საჭიროებდა სერიოზულ გააზრებას. აშშ-მა და ევროპამ უნდა მოახერხონ გაერთიანება და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება სირთულეების დასაძლევად. სხვაგვარად თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი ალიანსის ფუნქციონირება აზრს დაკარგავს.
ახალი სირთულეები
რა არის აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების გაუარესების მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, დაპირისპირება შეიძლება დაუკავშირდეს ძალაუფლების მზარდ ასიმეტრიას და განსხვავებულ ხედვას სტრატეგიულ საკითხებთან. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრიზისის მიზეზი დიპლომატიური წარუმატებლობა გახდა. ცხადია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვება, რადგან მხოლოდ საკუთარი ძლიერების დემონსტრირებას ახდენდა და კოალიციის მშენებლობის პროცესში ვეროპულ ინტერესებს არ ითვალისწინებდა.
დადგა ალიანსის რეკონსტრუქციის აუცილებლობა. აშშ-მა და ევროპამ უნდა განსაზღვრონ საერთო სტრატეგიული მიზანი, რაც უმნიშვნელოვანესი სირთულეების დაძლევას უკავშირდება. ამ ეტაპზე საჭიროა ორი პრობლემის გადაჭრა: ახალი ,,აღმოსავლური“ დღისწესრიგი და ევროატლანტიკური საზოგადოების შემდგომი კონსილოდაცია. 90-იანი წლების უმთავრეს მიღწევად იქცა დასავლურ სამყაროში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მიღება. დასავლეთმა დახმარება უნდა გაუწიოს ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ახალ ტალღას. ურთულესი ამოცანაა უკრაინის დემოკრატიზაცია და დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია, რუსეთთან პარტნიორობის გაღრმავება. საჭიროა უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონების მიმართ. ბევრი ქვეყანა გამოთქვამს ალიანსში გაწევრიანების სურვილს, თუმცა მათ მიზნის მისაღწევად ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდებათ. 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა აღიარა ტერორიზმთან ბრძოლაში ამ სახელმწიფოების განსაკუთრებული როლი და ხაზი გაუსვა მათი ტრანსფორმაციის მნიშვნელობას. რეფორმების გატარება და პროდასავლური ორიენტაციის გაძლიერება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.
მასოფლიოს ამ ნაწილის სტაბილიზაცია, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, დღესდღეობით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული რეგიონი წარმოანდგენს ანტიდასავლური იდეოლოგიის, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის ბუდეს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-სა და ევროპას. მთელი მსოფლიო მიიწევს 21-ე საუკუნისაკენ, ცენტრალური აზია კი რეგრესს განიცდის, რაც ექსტრემისტული იდეოლოგიებისა და რეჟიმების ფორმირებას უწყობს ხელს. დასავლეთმა უნდა მოახდინოს ამ საფრთხის წარმომქმნელი მიზეზების ლიკვიდაცია რეგიონის ტრანსფორმირების, დემოკრატიზაციისა და სტაბილურობის გზით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ერაყის რეკონსტრუქცია და ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების დარეგულირება, ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს რეგიონში. აშშ-მა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის მოკავშირეებთან, საუდის არაბეთსა და ეგვიპტესთან ურთიერთობას და ამ ქვეყნების პოლიტიკურ ტრანსფორმაციას. პრიორიტეტული ამოცანაა ავღანეთში მშვიდობის დამყარება. საჭიროა აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების პოლიტიკის გადახედვა დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად. პროგრესის უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება საგარეო დახმარების გარეშე. დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპული გამოცდილების საფუძველზე რეგიონული სიტემის შექმნას. პოლიტიკური და სამხედრო ძლიერება გადამწყვეტი იქნება ამ სირთულეების დასაძლევად. ამავე დროს საჭიროა აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების დარეგულირება.
შეუძლიათ თუ არა აშშ-სა და ევროპას საერთო ენის გამონახვა და ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების გადაჭრა? ორივე მხარეს გააჩნია განსხვავებული შეხედულება არსებული სირთულეების დაძლევასთან დაკავშირებით. წარსულში წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი იყო არა სრული თანხმობა, არამედ ერთიან ჩარჩოში სხვადასხვა იმპულსების გაერთიანება.
1960-იან წლებში შემუშავებული სტრატეგია დაეფუძნა ჰარმელის მოხსენებას (Harmel Report) და საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა ,,ცივ ომში“ გამარჯვებისათვის. ეს წარმატებული გეგმა ეფუძნებოდა თავდაცვისა და თავდასხმის ელემენტებს. ნატო იყენებდა სამხედრო პოტენციალს საბჭოთა კავშირის დაშინების მიზნით და ამავე დროს, ხელს უწყობდა კომუნისტური ქვეყნების პოლიტიკურ ტრანსფორმაციას - რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლას. დღესაც ამგვარი მიდგომაა საჭირო.
ტერორისტები და მასობრივი განადგურების იარაღის მფლობელი სახელმწიფოები უდიდეს საფრთხეს ქმნიან და ასეთ ვითარებაში თავდაცვითი ფუნქცია ნატო-მ უნდა იკისროს. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის განვითარება და ევროკავშირის გაძლიერება აშშ-ის ინტერესებში შედის, თუმცა აშშ-ევროპის ურთიერთობებში პრობლემების არსებობა ცხადი გახდა ერაყის კამპანიის დროს, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი სამამულო უშიშროების სამსახური ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით. სამხედრო პოტენციალი თავდაცვის აუცილებელი კომპონენტია. საჭიროა, გრძელვადიანი სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობისათის. ნატო-მ უნდა შესარულოს წამყვანი როლი ერაყის უშიშროების უზრუნველყოფაში და მოძებნოს გზები რეგიონის სხვა არაბული სახელმწიფოებისაკენ. მაშასადამე. დღეს ალიანსს სჭირდება ჰარმელის მოხსენების თანამედროვე ექვივალენტი აღმოსავლეთთან მიმართებაში, რომელიც ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისაგან თავდაცვის მექანიზმს შექმნის და ამავე დროს, ხელს შეუწყობს ისლამური და არაბული სამყაროს ტყრანსფორმაციასა და დემოკრატიზაციას.
ძველ კვალზე დაბრუნება
თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძველ კვალზე დაბრუნებას აპირებს, აშშ-მა და ევროპამ უნდა დაძლიონ აზრთა სხვდასხვაობა და პრობლემების გადასაჭრელად საერთო სტრატეგია შეიმუშავონ. ვაშინგტონს, როგორც ძლიერ მოკავშირეს, მოეთხოვება ინიციატივის გამოჩენა ახალი მიმართულების დასახვასა და მხარეთა გამაერთიანებელი სტრუქტურის შემუშავებაში. ამის მისაღწევად, ბუშის ადმინისტრაციამ პოზიცია უნდა შეიცვალოს ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი - აშშ-მა უნდა აღიაროს ევროპა, როგორც სტრატეგიოლი პარტნიორი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას. აუცილებელია, თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის სწორხაზოვანი პოლიტიკის უარყოფა, რაც ითვალისწინებს აშშ-ის გაბატონებული მდგომარეობის შენარჩუნებასა და საჭოროების შემთხვევაში ევროპისა და ნატო-ს გამოყენებას კოლიციების შესაქმნელად. ამგვარი მიდგომა, როგორც გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი, მიუღებელია ნებისმიერ ევროპული სახელმწიფოსათვის. ვაშინგტონმა უნდა შეიცვალოს ქედმაღლური დამოკიდებულება ევროპის მიმართ, ხელი გაუწოდოს ,,ძველ“ კონტინენტს. მოიპოვოს მისი მხარდაჭერა, რაც მომავალში წარმატების გარანტი გახდება. ამ ეტაპზე უმთავრესია, არსებული ინსტიტუტების რეფორმირება და იმ ღირებულებათა გადაფასება, რომლებიც ალიანსის ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენენ. უნდა მოხდეს ალიანსის ფარგლებში კონსულტაციათა ქსელის აღდგენა და დიალოგის წარმართვა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში წარმატების საფუძველი იყო. ,,ცივი ომის“ დროს აშშ-სა და ევროპას შორის მიღწეულ იქნა კომპრომისი, რადგან მათ გააცნობიერეს ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობა საერთო პრობლემების გადასაჭრელად. უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ჩრდილოატლნტიკური ალიანსის ჩამოყალიბება. ფორმალური და არაფორმალური კონსულტაციების შედეგად მოხდა განსხვავებულ შეხედულებათა შეჯერება და ინტეგრაცია საერთო სტრატეგიაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ მხარეთა მზადყოფნის პირობებში შესაძლებელი იქნება საერთო პოზიციის შემუშავება.
1999 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს ლიდერებმა გამოთქვეს ტრანსატლანტიკური ალიანსის რეფორმირების სურვილი. ახალი ეპოქის სირთულეებთან გასამკლავებლად აშშ-მა და ევროპამ უნდა მოახერხონ გაერთიანება და საერთო სტრატეგიის შემუშავება. უცნობია, შეძლებენ თუ არა ჯორჯ ბუში, გერჰარდ შრიოდერი და ჟაკ შირაკი შეთანხმებას, თუმცა ერთი რამ ცხადია, ტრანსატლანტიკური სტრატეგიული თანამშრომლობა გახდა მრავალი პოზიტიური მოვლენის მიზეზი XX საუკუნის მეორე ნახევარში. თუ ლიდერები შეთანხმების მიღწევასა და ერთობლივი პოზიციის შემუშავებას მოახერხებენ, ბევრი რამ, უთუოდ, უკეთესობისკენ შეიცვლება.
![]() |
3 რეფორმები ცენტრალური ევროპის თავდაცვის სფეროში |
▲back to top |
უსაფრთხოება
სოფო პეტრიაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი
უკანასკნელ პერიოდში ნატო-სა და ევროკავშირის ყველაზე მასშტაბურმა გაფართოებამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. სავარაუდოდ, ყოფილი საბჭოთა სატელიტები ევროპულ თანამეგობრობასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უფრო მეტად მათ ქვეყნებში არსებულ პრობლემებს შემატებენ, ვიდრე ხელშესახებ წვლილს. მთავარი პრობლემა კი, რომელიც ჯერაც მოუგვარებელია, ამ ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტების განსხვავებაა ორგანიზაციის სხვა წევრებში წლობით დამკვიდრებული ტრადიციებისაგან. უსაფრთხოების უმთავრესი კომპონენტის, თავდაცვის სფეროს რეფორმირება და ევრო-ამერიკულ ანალოგებთან მიახლოება აღნიშნულ ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო და უმნიშვნელოვანეს წარმატებებიც იქნა მიღწეული. თუმცა, იმის მტკიცება, რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა და ძველ და ახალ წევრებს აღარაფერი ექნებათ ერთად გადასაწყვეტი, ნაადრევია.
თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესში ცენტრალურ ევროპას არაერთი სერიოზული პრობლემის მოგვარება მოუხდა. ასე მაგალითად, დემოკრატიული მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებას გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი დრო და ენერგია დასჭირდა. მართალია, სამხედრო სფეროზე სამოქალაქო კონტროლის დაწესება წარმატებით განხორციელდა, მაგრამ სრულყოფილი შედეგის მისაღწევად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
ეფექტური მმართველობისათვის საჭირო დემოკრატიული ნორმები და ღირებულებები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის დაპირისპირებამ პოლიტიკურ და სამხედრო ისტებლიშმენტებს შორის პაექრობის მსგავსად ათეული წელი გასტანა. დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსებს კი, შესაბამისი განათლების არქონის გამო, მეტად უძნელდებათ სამხედრო სფეროს მართვა.
თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნული არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოჰყვეს სამხედრო და სამოქალაქო სფეროებს შორის გათიშულობას. მუდმივი ურთიერთთანამშრომლობის გარეშე გრძელვადიანი თავდაცვის პოლიტიკის გატარება წარმოუდგენელია.
მორიგი პრობლემა, რომელსაც წააწყდა ცენტრალური ევროპა რეფორმების გატარების პროცესში, სტრატეგიული თავდაცვის პოლიტიკის განვითარებას უკავშირდებოდა.
სტრატეგიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრის პირველივე მცდელობა კრახით დასრულდა. თუმცა, ცვალებადი გარემო და სავარაუდო საფრთხეთა ბუნდოვანება ზემოაღნიშნული წარუმატებლობის მხოლოდ უმნიშვნელო მიზეზს წარმოადგენდა.
სერიოზული რეფორმების გატარება გაბედულ და ენერგიულ ხელისუფლებასა და თავდაცვის სფეროსთვის საჭირო ხარჯებზე ყურადღების გამახვილებას საჭიროებდა. ვარშავის პაქტის შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობის სტრუქტურა კი, ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა, რაც ძნელად გადასალახ ბარიერად იქცა ცენტრალური ევროპისათვის.
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზევე პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა განიზრახეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ,,უსაფრთხოების გარანტს“ წარმოადგენდა. თუმცა, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას პირველ რიგში პოლიტიკურ-იდეოლოგიური საფუძველი გააჩნდა: ნატოში გაწევრიანება დასავლეთ ნახევარსფეროში დაბრუნებას ნიშნავდა.
მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის ბოლოს ნატოში გაწევრიანების იდეამ განხორციელება დაიწყო, ცენტრალური ევროპა უფრო აქტიურად შეუდგა ახალი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებას. მართალია, შედარებით მშვიდი გარემო და საფრთხეთა ბუნდოვანება ხელს უშლიდა რეფორმების გატარებას, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უდიდესმა გავლენამ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების დაუოკებელმა სურვილმა საბოლოოდ მაინც სძლია ხელისშემშლელ ფაქტორებს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ცენტრალური ევროპის გაერთიანებას ხელი შეუწყო რიგმა ფაქტორებმა. ოფიცერთა შემოწმებასა და შეიარაღებული ძალების შემცირებას სერიოზული წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ახალი კადრების წრთვნა კი ნატოსთან თანამშრომლობით ხდებოდა. რეფორმების დამამუხრუჭებელი სირთულეები თანდათან ქრებოდა, მაშინ როდესაც ცვლილებების მხარდამჭერთა რიცხვი იზრდებოდა. თუმცა პრობლემებმაც მალევე იჩინეს თავი.
შესაბამისი წრთვნის, აღჭურვილობისა თუ საომარი სულისკვეთების ნაკლებობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ჯარისკაცთა მდგომარეობის სწრაფმა გაუარესებამ კვლავ წინ წამოწია სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული სირთულეები.
ცხადი იყო, რომ ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყნებისთვის სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნდა გამხდარიყო პრიორიტეტული. შესაბამისად, უნდა შექმნილიყო შედარებით მცირე, კარგად გაწრთვნილი და აღჭურვილი მობილური სამხედრო შენაერთები, რომელნიც უკეთ უზრუნველყოფდნენ საერთაშორისო უსაფრთხოებას. თუმცა ყოველივე ამას მხოლოდ დადებითი შედეგები არ მოჰყოლია.
საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობაზე ორიენტირებული მცირე სამხედრო შენაერთები ვერ უზრუნველყოფდნენ ეროვნულ თავდაცვას. ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უყურადღებობის გამო კი ძირითადმა შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა. საერთაშორისო და ეროვნულ სამხედრო სტრუქტურებს შორის არსებულმა შეუსაბამობამ ცენტრალურ ევროპას მორიგი თავსატეხი გაუჩინა.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში სამხედრო სფეროს რეფორმირებას ფინანსურმა პრობლემებმაც საგრძნობლად შეუშალა ხელი. ცენტრალური ევროპის მწირ რესურსებს არა ერთი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაღალკვალიფიციური ოფიცერთა კორპუსის შექმნა, მოძველებული შეიარაღების განადგურება და თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების შეძენა დანახარჯების გაზრდას მოითხოვდა. პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის მწირი ბიუჯეტებით კი ამის განხორციელება შეუძლებელი იყო.
სწორედ ამიტომ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა საწყის ეტაპზე შედარებით ადვილად შესრულებადი გეგმები შეიმუშავეს. ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი სამხედრო პოლიტიკა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა არც ამ იდეამ გაამართლა.
მოკლე და საშუალოვადიანი ფინანსური კონვერტების არარსებობა საგრძნობლად ამუხრუჭებდა ცენტრალური ევროპის მიერ წამოწყებულ სამხედრო რეფორმას. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების ოდნავი ცვლილების შემდეგაც კი ბიუჯეტი გადახედვას საჭიროებდა.
აშკარა იყო, რომ ძლიერი საფინანსო სისტემისა და ყოველწლიური საბიუჯეტო ციკლების ჩამოყალიბების გარეშე ცენტრალური ევროპა წარმატებას ვერ მიაღწევდა მისთვის ასე მნიშვნელოვან სამხედრო სფეროს რეფორმირებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად უნდა ითქვას ისიც, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ცენტრალური ევროპის ქვეყნები უუნარონი აღმოჩნდნენ განეხორციელებინათ თვით მოკლევადიანი და ნაკლებად პრიორიტეტული რეფორმები. ამის მიზეზი კი ვარშავის პაქტის დროინდელი მოძველებული სტრუქტურა და ცვლილებების მხარდამჭერი სტრატეგიული ჯგუფების ნაკლებობა გახლდათ.
გარდა ამისა, პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის საერთო ევროპული უსაფრთხოების ხედვა მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზემოაღნიშნულ ქვეყნებს არ უხდებათ საერთო ბარიერების ერთობლივად გადალახვა სამხედრო სფეროს რეფორმირებისას. თუმცა, პოლონეთში, დანარჩენი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უფრო მომძლავრებულია ქვეყნის სუვერენიტეტის მილიტარისტული გზით დაცვის სურვილი. ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ამ სახელმწიფოში სამხედრო რეფორმებისთვის მზადყოფნას.
ზოგადად, სამხედრო სფეროს რეფორმირების ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოცემული ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა. ძალიან ხშირად სტატუს კვოს შენარჩუნებაში დაინტერესებული მთავრობა რეფორმების წარმატებით განხორციელებას ხელს უშლის ხოლმე. შესაბამისად, თუ პოლიტიკური ელიტა უარს იტყვის ინსტიტუციონალური და ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე, წარმატებული სამხედრო რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
ცხადია, ზემოთ განხილული ფინანსური სირთულეები საგრძნობლად ამუხრუჭებს სამხედრო სფეროს რეფორმირებას. თუმცა ვარშავის პაქტის დროინდელი მოძველებული ადმინისტრაციული და სამხედრო სტრუქტურების არსებობა გაცილებით დიდ პრობლემებს წარმოშობს ამ პროცესში.
აშკარაა, რომ ინსტიტუციონალური ცვლილებების გარეშე ცენტრალური ევროპა, თვით ფინანსური რესურსების გაზრდის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევს. რეფორმების ეფექტურად განხორციელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საჭირო დანახარჯები ქვეყნის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ბიუჯეტის დაგეგმვა კი პოლიტიკური პროცესია, რომელსაც მოცემული სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს. სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ცენტრალურ ევროპაში ინსტიტუციონალურ ცვლილებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ სამხედრო სფეროს რეფორმირების პროცესში მხოლოდ ერთ რომელიმე ფაქტორზე ყურადღების კონცენტრირება სასურველ შედეგებს არ მოიტანს. საჭიროა ერთდროულად გაუმჯობესდეს როგორც დემოკრატიული მმართველობის სისტემა და ფინანსური მენეჯმენტი, ასევე პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და რეფორმების განხორციელების შესაძლებლობები.
გაკვეთილები და რეკომენდაციები
აქამდე განხილული საკითხები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ცენტრალური ევროპის სამხედრო სფეროს რეფორმირების პროცესში წამოჭრილი სირთულეები სწორედ ამ ქვეყნებში რეფორმების გატარების არაადეკვატურ შესაძლებლობებს უკავშირდება. ტონი კილიკი და ქრისტოფერ სტივსი ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (1991 წელი) შეეცადნენ გამოეყოთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმების გატარებისათვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორები.
საყურადღებოა როგორც ზემოაღნიშნული ავტორების რეკომენდაციები, ასევე გასათვალისწინებელია სხვა მკვლევარების რჩევებიც იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უპირველეს ყოვლისა სამხედრო სფეროს რეფორმირებისათვის საჭირო.
რეალიზმის ადეკვატური აღქმა
ცივი ომის დასრულების შემდეგ ცოტამ თუ შეძლო მოძველებული სამხედრო სტრუქტურის ეფექტურად შეცვლა. სამხედრო სფეროს რეფორმირება ნელი ტემპით მიმდინარეობს არა მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. თუმცა, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ცეტრალური ევროპის უმთავრეს პრობლემებს რეფორმების განხორციელების არაადეკვატური შესაძლებლობები და ფინანსური რესურსების შეზღუდულობა წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო სფეროს რეფორმირების პროცესი ძირითადად ხასიათდება ტექნიკური დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატების ნაკლებობითა და უსაფუძვლო ოპტიმიზმით. ცენტრალური ევროპა ვერ აფასებს სათანადოდ იმ საფრთხეს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასავლური სამხედრო აღჭურვილობის შეძენამ. ახალი შეიარაღების შენახვა აუცილებლად გაზრდის სამხედრო ხარჯებს. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს ისედაც მწირ ფინანსურ რესურსებზე. მატერიალური პრობლემების გამო კი სახელმწიფოს შეიძლება მეტად მნიშვნელოვან პროექტებზე უარის თქმა მოუხდეს.
მნიშვნელოვანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უუნარობა აიძულებს ცენტრალური ევროპის მთავრობებს გააკეთონ არა ის, რაც საჭიროა, არამედ ის, რისი გაკეთების ძალა და შესაძლებლობაც მათ შესწევთ. ეს კი, სავარაუდოდ, ერთ მეტად არასასურველ შედეგამდე მიიყვანს სახელმწიფოებს. ქვეყნები შეიძლება უბრალოდ დაიღალონ რეფორმებისგან.
გრძელვადიანი ჩარჩოების ჩამოყალიბება
თავდაცვის სფეროს რეფორმირება მეტად ხანგრძლივი პროცესია. იგი აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების პარალელურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სებასტიან გორკას თქმით, სახელმწიფოში სტაბილური და უსაფრთხო გარემო ვერ ჩამოყალიბდება. სამხედრო სფეროში ცვლილებების შეტანის წარმატებით დასრულებისათვის საჭიროა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო აპარატი. რეფორმების იზოლირებულად ჩატარების ნებისმიერი მცდელობა კი, როგორც ამას გამოცდილება გვიჩვენებს, თვით საგარეო ფინანსური დახმარებების შემთხვევაშიც კი, განწირულია კრახისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამხედრო რეფორმები სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. თავდაცვის პოლიტიკა ხომ განუყოფელია თავდაცვის ბიუჯეტისგან. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, წარმატების მისაღწევად საჭიროა არა მარტო თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ-ტექნიკური დახმარება, არამედ ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა-გაფართოებაც.
ფართო სექტორული მიდგომა
ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ იმავდროულად ურთიერთდამოკიდებული ცვლილებების ერთობლივად განხორციელების აუცილებლობა რეფორმების გატარების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. წარმატების მისაღწევად საჭიროა მკვეთრად განსაზღვრული მოქმედების გეგმა, რომელიც რეფორმის ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ასეთი გეგმის შემუშავება კი, გადაწყვეტილების მიმღებთა ვალდებულებას წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რეფორმების გატარება დაუყოვნებლივ შედეგებს არ იძლევა. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიებისა თუ აღჭურვილობის შეძენა სამხედრო ბიუჯეტის ისედაც მწირ შესაძლებლობებს დიდ ტვირთად აწევს. საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზადება კი ეროვნულ თავდაცვაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობებს ამცირებს.
ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მსურველი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა საერთაშორისო სამხედრო ნაწილების შექმნაზეა ორიენტირებული. ამის გამო მთელი ყურადღება და ფინანსური რესურსები ეროვნული თავდაცვისგან შორს არის მიმართული. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, შედეგად შეიძლება არასწორად განვითარებული სამხედრო სექტორი მივიღოთ.
გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული ასევე სამხედრო სექტორზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებაც. ეს პროცესი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისა და სხვა არასამხედრო პირებისაგან სამხედრო საქმიანობაში გათვითცნობიერებულობას მოითხოვს. თუმცა, თანამედროვე სამოქალაქო სექტორი ამ მხრივ ნაკლებად არის ინფორმირებული, რაც სამხედრო-სამოქალაქო ერთობების ჩამოყალიბებას საგრძნობლად ამუხრუჭებს. გარდა ამისა, ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება ასევე საჭირო ფინანსური რესურსების ნაკლებობაც.
პოლიტიკური მმართველობა
რეფორმების გატარება მეტად ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, რასაც ხშირად თან სდევს ხოლმე პოლიტიკური უკუსვლა. ეს იმითაც აიხსნება, რომ რეფორმების დადებითი შედეგები ძალიან ზოგადია, მაშინ როდესაც დანახარჯები საგრძნობლად დიდია. სწორედ ამიტომ, რეფორმების ინიციატორი ნებისმიერი მთავრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ, მხარდაჭერა კი მინიმალური იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავდაცვის სფეროს რეფორმირებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამხედრო სექტორისთვის, არამედ სოციალურ-ეკონომიკური სფეროებისთვისაც. ეს იმითაც მტკიცდება, რომ სამხედრო ბაზების დახურვა თუ სხვა ამ სახის ცვლილება აუცილებლად იქონიებს თავის გავლენას მოსახლეობასა და მათ ზოგად სოციალურ მდგომარეობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ ორი გზა არსებობს. რეფორმები ან უნდა განხორციელდეს დამატებითი სოციალური საშუალებების გამოყენებით (გათავისუფლებული სამხედრო პერსონალის გადამზადება, ეროვნული ინდუსტრიის რესტრუქტურიზაცია და ა.შ.) ან უბრალოდ უნდა გადაიდოს.
თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული მარტივად განსახორციელებელი როდია. დამატებითი საშუალებების გამოყენება კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ რეფორმირების პროცესს და ზრდის დანახარჯებს. სწორედ ამიტომ, მთავრობათა უმრავლესობა უმეტესწილად უპირატესობას რეფორმების გადადებას ანიჭებს.
მოქნილი და მრავალმხრივი მიდგომა
თავდაცვის სფეროს რეფორმირებას საგრძნობლად ართულებს საგარეო საფრთხის ბუნდოვანება. შეიარაღებული ძალების ახალი, რეფორმირებული სტრუქტურა უსაფრთხო გარემოს შექმნაზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ მკვეთრად გამოხატული საფრთხის არარსებობა ართულებს თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრას.
სწორედ ამიტომ, გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან შემდეგში უნდა ვეძიოთ: სამხედრო სექტორის რეფორმირებისას უნდა განვითარდეს თავდაცვისათვის საჭირო არა ერთი კომპონენტი, რათა რეფორმირებული სისტემა ქმედუნარიანი აღმოჩნდეს თითქმის ყველა ვითარებაში.
ამ მხრივ საგრძნობი წინსვლა შეიმჩნევა, რადგან იქმნება მრავალი სახის აღჭურვილობის მქონე მრავალმხრივი დანიშნულების შეიარაღებული ძალები (სწრაფი რეაგირების ძალები, როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო დანიშნულების).
ასეთი შენაერთების შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო დანახარჯებს ამცირებს. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულს საბოლოოდ მივყავართ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახეშეცვლილ მოდელთან, რომელიც მეტად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცენტრალური ევროპის შემდგომ განვითარებაში.
საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
დღევანდელ დღეს სამხედრო შეიარაღების ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ინფლაციის დონე. ამის გამო, ისედაც მწირი თავდაცვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ახალი აღჭურვილობის შეძენაზე იხარჯება. ყოველივე ამის შედეგად კი, სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების შენახვისათვის საკმარისი თანხების მოძიება უფრო და უფრო რთული ხდება. როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალს მეზობელ ქვეყნებთან ერთობლივი თავდაცვის სისტემის შექმნა წარმოადგენს (საჰაერო სივრცის ერთობლივად დაცვის სისტემა, ერთობლივი სატრანსპორტო პროგრამები და ა.შ.). ეს არა მხოლოდ შეამცირებს თითოეული სახელმწიფოს სამხედრო ხარჯებს, არამედ გაზრდის მათ შორის ურთიერთნდობას და გამოათავისუფლებს ფინანსურ რესურსებს ახალი პრიორიტეტული რეფორმების განსახორციელებლად.
გაზრდილი და გაუმჯობესებული საერთაშორისო დახმარება
ცენტრალური ევროპისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ თუ ტექნიკურ საგარეო დახმარებას. ისინი, გარდა იმისა, რომ აადვილებენ რეფორმების განხორციელების პროცესს, ხელს უწყობენ, ასევე, სოციალური ხარჯების შემცირებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთვრობები აღნიშნული დახმარებების წყალობით უფრო ადვილად არწმუნებენ ცვლილებების მოწინააღმდეგე ჯგუფებს რეფორმების გატარების აუცილებლობაში. თუმცა საგარეო დახმარებას ყოველთვის როდი მოაქვს ასეთი დადებითი შედეგები.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ცუდად კოორდინირებულ დახმარებას სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია მიმღები ქვეყნისთვის. გარდა ამისა, პირდაპირ თუ ირიბად კომერციულ მიზნებთან დაკავშირებული საგარეო დახმარება თავის მნიშვნელობას კარგავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ძალიან ხშირად დონორი ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ ცენტრალური ევროპის რეფორმირების პროცესებს, ვერაფერს შველიან საკუთარ მოძველებულ და ქმედუუნარო სისტემებს.
თუმცა აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ცენტრალური ევროპა მაინც საჭიროებს კარგად კოორდინირებულ და მოქნილ საგარეო დახმარებას. გარედან შემოსული ფინანსური და ტექნიკური რესურსები აადვილებენ სამხედრო სფეროს რეფორმირებას და ხელს უწყობენ ამ პროცესის თანმხლები სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების გადალახვას. ზემოაღნიშნული დახმარებები ხომ სხვა არაფერია, თუ არა ევროპის უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია. ეს გახლავთ ე.წ. ,,სამხედრო დიპლომატია,“ რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაამკვიდრა და დღეს ფართოდ გამოიყენება.
დასასრულს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება ყურადსაღები და გასათვალისწინებელი უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებას თავის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად მიიჩნევს.
![]() |
4 კასპიური პოლიტიკის თავისებურებები |
▲back to top |
რეგიონი
ნიკა ჩიტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი
კასპიის ნავთობის ათვისებასა და მის შემდგომ ტრანსპორტირებას ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების გარდა, თავისი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ასპექტებიც გააჩნია და სხვადასხვა ქვეყანათა ინტერესები კასპიის ნავთობის პროექტების მიმართ, ისევე როგორც მათი სტრატეგიული ინტერესები კავკასიის რეგიონში და საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებულია. განვიხილოთ კასპიის სანავთობო ,,თამაშში“ ჩართული უმთავრესი მონაწილის პოზიციები, მისი ძირითადი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოსთან ურთიერთობა.
აშშ-ის რეგიონში რამდენიმე მიზანი ამოძრავებს, რომელთაგან ძირითადი სამია:
პირველი, აშშ-ს, რომელსაც ნავთობი პოლიტიკურად არასტაბილური რეგიონიდან, სპარსეთის ყურიდან შემოაქვს, სურს შექმნას ალტერნატიული წყარო კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკების სახით, რათა გააჩნდეს არჩევანის უფრო დიდი შესაძლებლობა და შემცირდეს დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ნავთობზე.
მეორე, აშშ-ს გააჩნია თავისი კომერციული ინტერესები ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების საქმეში. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მისი კომპანიების შეღწევა რეგიონში ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების განვითარებას და რეგიონის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ამერიკელი კომპანიების მიერ კავკასიაში კომერციული საქმიანობის გაფართოებას, რასაც თან ახლავს მსხვილი კაპიტალდაბანდებები და უახლესი ტექნოლოგიების დამკვიდრება, აუცილებლად მოჰყვება რეგიონში ვაშინგტონის პოლიტიკური გავლენის გაძლიერება.
მესამე, ეს არის რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მხარდაჭერა. ამერიკელთა აზრით, როგორც ნავთობით მდიდარი ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, ყაზახეთი), ასევე სატრანზიტო ქვეყნის-საქართველოსთვის, ნავთობი ეკონომიკური აღმავლობის ძირითადი საწინდარი გახდება.
აშშ-ის სტრატეგია კასპიის რეგიონში მეტად საინტერესოდ არის აღწერილი ცნობილი ამერიკელი ექსპერტის პოლ სტარობინის მიერ 1999 წლის გაზაფხულზე ჟურნალ National Journal“-ში გამოქვეყნებულ მეტად საყურადღებო სტატიაში, რომელიც ეხება აშშ-ის ინტერესებს ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის რეგიონში. სტატიის სათაურია ,,დიდი თამაშის“ ახალი დასაწყისი“. ავტორი თავის სტატიას შემდეგნაირად იწყებს:
,,შეიძლება თუ არა, აშშ ახალ იმპერიად მივიჩნიოთ? თვით ეს იდეაც კი ეწინააღმდეგება ამერიკის საკუთარ ხედვას. ამერიკელებს დიდად არ სურთ საკუთარი თავის უცხოელებზე გაბატონებულ ერად წარმოდგენა. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ მე-19 საუკუნის დასასრულის შოვინისტურ ისტერიას, მათ იმპერიული დიდებისადმი მისწრაფება არც არასოდეს ჰქონიათ.
მიუხედავად ყველაფრისა, აშშ წარმოშობის დღიდან ექსპანსიონისტურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ტეხასი, ალასკა, ჰავაი - ამერიკამ ყველაფერი ეს ,,გადაყლაპა.“ ამჟამად ამერიკა უკვე აღარ ყიდულობს და აღარც იპყრობს ტერიტორიებს, იგი უბრალოდ ,,ითრევს“ მათ - ზოგჯერ გარკვეული მიზნით, ხშირად კი სრულიად განუსჯელად - საკუთარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული გავლენის სფეროებში“.
შემდგომში ავტორი აღნიშნავს: ,,ამჯერად ამერიკის ყურადღება მსოფლიოს ერთ-ერთი ეგზოტიკური ნაწილისაკენ არის მიპყრობილი, სადაც მისი გავლენა ხელშესახები და თვალსაჩინო არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს რეგიონი 21-ე საუკუნის ძირითადი სტრატეგიული და ეკონომიკური დაპირისპირების ასპარეზად ყალიბდება. ეს თურქეთის აღმოსავლეთით მიმდებარე ცენტრალური აზიის უზარმაზარი სივრცეა, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს - აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს - მოიცავს. რეგიონი კასპიის გაუდინარ ზღვას ესაზღვრება, რომელიც ფართობით დაახლოებით ორჯერ აღემატება ოკლაჰომას“.1
მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, დაახლოებით საუკუნის განმავლობაში, რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთმოქიშპე იმპერიები არავითარ დანახარჯს - ფინანსებს, იარაღსა და ადამიანურ რესურსებს - არ ერიდებოდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ბატონობისათვის. რ. კიპლინგმა ეს ბრძოლა ისტორიაში ,,დიდი თამაშის“ სახელწოდებით უკვდავყო (და, ერთგვარად, გარკვეული რომანტიკული ელფერიც შესძინა). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში საფუძველი ეყრება განახლებულ თამაშს, რომელშიც დიდ სახელმწიფოთა მხრიდან დიდი ინტერესებია ჩადებული, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები გვევლინება.
ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამერიკული, დასავლეთ ევროპული, რუსული და ჩინური კომპანიების კონკურენციას, რომლებიც ერთმანეთს რეგიონის უზარმაზარი ნავთობისა და გაზის რესურსებზე დომინირებისათვის ეცილებიან. ეს სწორედ ის კომერციული ინტერესებია ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომელმაც აშშ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კასპიის თამაშში ჩაითრია.
თუკი თავდაპირველად კასპიის რეგიონისადმი ყურადღებას მხოლოდ დიდი ბიზნესის ინტერესები განსაზღვრავდა, ამჟამად კომერციულმა დაინტერესებამ ადგილი სერიოზულ პოლიტიკურ მიზნებს დაუთმო. ერთ-ერთი ამგვარი მიზეზი, იმის მიუხედავად, რომ თავიდან კლინტონისა და შემდგომ ბუშის ადმინისტრაციაც ტერმინების შერჩევისას დიდ სიფრთხილეს ავლენდა, რუსეთის ,,შეკავებაა.“ ამ მიზნის მიღწევას აშშ ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების სუსტი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ხედავს. ამ გზით ამერიკას შეუძლია ხელი შეუშალოს რუსეთს იმპერიული გავლენის სფეროების აღდგენაში. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ ქლინტონმა დაურეკა ალიევს და დიდი ხანი ესაუბრა მომავალი ნავთობსადენების რუსეთის გვერდის ავლით გაყვანის პერსპექტივაზე.
ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად თანდათან აფართოვებს სამხედრო ექსპანსიას მისგან გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულ კასპიის მოსაზღვრე რეგიონში (ამის დასტურია აშშ-ის სამხედრო ბაზები ცენტრალურ აზიაში, საქართველოში განხორციელებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და სხვა), სადაც დასუსტებული რუსეთი უკვე კარგავს ორსაუკუნოვან გავლენას.
გარდა ამისა, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კასპიის რეგიონში მშენებარე ნავთობისა და გაზსადენების სისტემა სწორედ ის ფაქტორია, რომელიც არარუსული ტერიტორიების გავლით რესურსებს რუსეთის ისტორიული მოქიშპისა და აშშ-ის ნატო-ელი პარტნიორის, თურქეთისაკენ მიმართავს. ამიტომ, ჯერ კიდევ კლინტონის ადმინისტრაცია და კონგრესი, 1998 წელს ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემის პირობებშიც კი, ყოველმხრივ ცდილობდნენ გამოენახათ გზები, რომლებიც აღნიშნულ პროექტებს კომერციულად მომგებიანს გახდიდა.
,,სტრატეგიული მნიშვნელობა მას (კასპიის რეგიონს) დასაწყისიდანვე ჰქონდა - და ეს მხოლოდ ნავთობის გამო არ ყოფილა,“ - აცხადებს ზბიგნევ ბჟეზინსკი - ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში2 და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი კულისებსმიღმა არქიტექტორი.. ბჟეზინსკის აზრით, პროამერიკული კასპიური სახელწიფოები შეასრულებენ იმ დიდი ხნის ჩანაფიქრს, რომლის განხორციელებასაც იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტ კარტერს ურჩევდა - ნაციონალისტური ტენდენციების ფარულ მხარდაჭერას, რათა რუსეთის მიერ საკუთარი სატელიტების კონტროლი შეესუსტებინა.
ამერიკის ექსპანსიას კასპიის რეგიონში დრეს მეტად მწვავედ მდგარი პრობლემები: ტერორიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმის ექსპორტის მცდელობაც განაპირობებს. ეს კი უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია. გარდა ამისა ამერიკელები კასპიის ენერგოდოლარებისაგან ირანის იზოლირებას ესწრაფვოდენ და ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ნავთობსადენს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ უნდა გაევლო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნავთობკომპანია ირანის მარშრუტს ეკონომიკურად ყველაზე მისაღებ ვარიანტად აღიარებდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ძალისხმევამ მიზანს მიაღწია, და საბოლოოდ ამერიკისათვის სასარგებლო მარშრუტები იქნა დამტკიცებული.
აშშ-ის ინტერესს კასპიის რეგიონის მიმართ მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხები არ განსაზღვრავს. იგი დემოკრატიის მშენებლობის უამრავი პროექტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს გავლენიანი ამერიკელების მხრიდან, როგორც ქვეყნის მთავრობაში, ასევე მის გარეთაც.
აშშ-ისათვის კასპიის ახალ ,,დიდ თამაშში“ უკვე სამი ფაქტორი დომინირებს: მოგება - თავისთავად - ძალაუფლება და იდეალები, რაც კლასიკურ იმპერიულ ტრიადას ქმნის.
ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს შექმნას ეკონომიკური საფუძველი, გააფართოვოს პოლიტიკური და სამხედრო გავლენა და საფუძველი ჩაუყაროს სტაბილურ დემოკრატიასა და კეთილდღეობას შორეულსა და მისთვის რამდენიმე ხნის წინ უცხო რეგიონში, რომელსაც ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ სტრაბონი თავის ნაშრომში უწოდებს როგორც ,,საყოველთაო სიღატაკით, დაუსრულებელი ტომობრივი და ეთნიკური შუღლითა და კორუფციის დიქტატით გამორჩეული“3 იგივე პოლ სტრაბონის აზრით-„რეგიონი შესანიშნავ საბაბს ქმნის მესამე მსოფლიო ომისათვის. გარდა ამისა, ამერიკის მცდელობამ, რეგიონის ენერგეტიკული რეზერვები პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ბერკეტებად გამოიყენოს, როგორც ჟურნალი ,,ეკონომისტი“ აღნიშნავს, მსოფლიო, შესაძლოა, ,,ნავთობის ჭაობში ჩაითრიოს“.4
სწორედ ამის გამო, ზოგიერთი ოპოზიციონერები და კრიტიკოსები ამერიკის უკანასკნელი 2 პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიდგომას რეგიონის მიმართ ზედმეტად ამბიციურად, გულუბრყვილოდ, არათანმიმდევრულად და სახიფათოდ მიიჩნევენ. ,,ეს პრობლემათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს, - აცხადებდა კარნეგის მშვიდობის დაცვის ფონდის ექსპერტი, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარი, მარტა ბრილ ოლკოტი, - ჩვენ გეოპოლიტიკურ დილემათა იმგვარ მიმართულებას ვიქმნით, რომელსაც თავი შეიძლება ვეღარც დავაღწიოთ“.5
ყოფილი სახელმწიფო მდივანი, უილიამ როჯერსი აცხადებს, რომ აშშ-ის კასპიური პოლიტიკა ,,აძლიერებს რუსეთის ეჭვს რეგიონში ჩვენი ინტერესების მიმართ, - და აქედან გამომდინარე, - ეს ყველაფერი იმ ინტერესების საფასურად გვიჯდება, რომლებიც რუსეთში გაგვაჩნია, იქნება ეს შეთანხმებები შეიარაღების შემცირებაზე, ვაჭრობა, სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) რეფორმების განხორციელება და ა.შ.“7
,,შეიძლება თუ არა, ეს ყველაფერი ძველმოდურ იმპერიალიზმზე დაბრუნებად მივიჩნიოთ?“ ამერიკელი პოლიტიკოსები არ ეთანხმებიან ,,დიდ თამაშად“ წოდებულ მეტაფორას. ,,იმპერია ნამდვილად არ გვჭირდება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი ფერთი.7
მაგრამ ფერთის საწინააღმდეგოდ ფრანგი ჟურნალისტი ჟან შრეიბერი წერს, ,,ფერთის ავიწყდება, რომ ამერიკას ერთხელ უკვე ჰქონდა იმპერია. ფრანგი ჟურნალისტი ომის შედეგად დანგრეულ ევროპაში ამერიკული ექსპანსიის ადრეულ დღეებში წერდა: ,,როცა ერი რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, იგი, მისი სურვილის მიუხედავად, იმპერია ხდება.“ კასპიის რეგიონი, ამერიკის ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, აღნიშნული იმპერიის საზღვარს წარმოადგენს, სურს ეს ამერიკას, თუ - არა.8
ამერიკული პრესის თვალსაჩინო წარმომადგენლის პოლ სტრაბონის აზრით: ,,კასპიის რეგიონი ნავთობის საუკუნის დასაწყისიდანვე ,,შავი ოქროს“ წყაროს წარმოადგენდა. 1880-იან წლებში ბაქო, აზერბაიჯანის დედაქალაქი, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქალაქი იყო ნავთობის გადამამუშავებელი უზარმაზარი ინფრასტრუქტურით. ამერიკა ამ თამაშიდან განზე იდგა. კასპიის სარეწებზე როკფელერის ,,სტანდარტ ოილის“ ნაცვლად ევროპის უმდიდრესი ოჯახების - შვედი ნობელებისა და ფრანგი როტშილდების ორი კონკურენტი ფირმა მუშაობდა.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ უცხოურმა კომპანიებმა რეგიონში საქმიანობა შეწყვიტეს. ამჯერად ისინი ისევ ბრუნდებიან. დასავლურ კომპანიებს ამჯერად ჩინეთის ეროვნული სანავთობო კორპორაციაც შეუერთდა. კასპიის თამაშში ამერიკის მრეწველობა მოგების ყველაზე დიდი წილის მითვისებას ცდილობს. რეგიონის რესურსების ათვისებაში თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული ნავთობგიგანტია ჩაბმული: ,,ატლანტიკ რიჩფილდი“, ,,შევრონი“, ,,ექსონი“, ,,მობილი“, ,,პენზოილი“, ,,ფილიპს პეტროლეუმი“, ,,ტექსაკო“, აგრეთვე სხვა დასავლური ნავთობკომპანიები, რომლებიც მხოლოდ აზერბაიჯანში 28 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებენ“.
კასპიის რეგიონი ახალ სპარსეთის ყურედ არ გადაიქცევა, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, მაგრამ, ცხადია, რომ იგი გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვან მარაგს შეიცავს. მხოლოდ ყაზახეთში ნავთობის დადგენილი მარაგი რამდენიმე ათეულ მლრდ ბარელს შეადგენს, რითაც იგი ნორვეგიას, ლიბიასა და ნიგერიას უტოლდება. ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, რეგიონის რესურსებმა, შესაძლოა, 100 მლრდ ბარელიც შეადგინოს“-ასკვნის ავტორი.9
აშშ-ის ადმინისტრაცია ნავთობსარეწების ექსპლოატაციის დაწყებას რეგიონის ახალი სახელმწიფოების ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტად მიიჩნევს. ამასთანავე, არჩეული და უკვე დამტკიცებული მარშრუტები ირანისა და რუსეთის ტრანსპორტირების პროექტებიდან იზოლირებასაც ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, კასპიის ენერგორესურსების ათვისება აშშ-ის პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს განეკუთვნება.
ყველაფერი ეს ცხადი გახდა 1990-იანი წლების შუაგულში, როდესაც კლინტონის ადმინისტრაცია ჯერ მხოლოდ იწყებდა კასპიის მიმართულებით მოქმედებას. აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტი, ჰეიდარ ალიევი, რუსეთის ზეწოლის საპასუხოდ, ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მხოლოდ ჩრდილოეთის მარშრუტის (ბაქო-ნოვოროსიისკი) არჩევას აპირებდა შავი ზღვის იმ პორტის მიმართულებით, რომელიც მე-18 საუკუნეში ეკატერინე II წაართვა თურქეთს. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფოდ ზბიგნევ ბჟეზინსკი გააგზავნა მოსალაპარაკებლად.
ვიზიტის შემდეგ ალიევმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა კასპიის საკითხებში აშშ-ის ჩართვას რუსეთის გავლენის გასაწონასწორებლად, განაცხადა: ,,აზერბაიჯანის მოსახლეობა მონა არ არის“10 და არჩევანი აღმოსავლეთი-დასავლეთის მარშრუტის სასარგებლოდ გააკეთა.
მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტში კასპიის პროექტების მხარდასაჭერად ელჩის თანამდებობა შეიქმნა. აღნიშნულ პოსტზე რიჩარდ მორნინგსტარი დაინიშნა - ბოსტონელი იურისტი, რომელიც მანამდე საზღვარგარეთული კერძო ინვესტიციების კორპორაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. მორნინგსტარის ოფისი სახელმწიფო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც ახდენს პოლიტიკური რისკის დაზღვევას იმ კომპანიებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ და აწარმოებენ მათი დანაკარგების კომპენსირებას ტერორიზმის, საბოტაჟისა და სხვ. შემთხვევებში). რამდენიმე წლის წინ მორნინგსტარმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს რამდენიმე ნავთობსადენის პოლიტიკას, მათ შორის ერთ-ერთი ჩრდილოეთის მარშრუტიც იქნება. ,,რუსეთთან ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ, - აცხადებდა იგი, - საექსპორტო მარშრუტებიდან მხოლოდ ირანი გამოითიშება“.11
ამ განცხადების მიუხედავად, ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი ენერგია სწორედ იმ პროექტის რეალიზაციის მცდელობას მოანდომა, რომელმაც რუსეთი ,,თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვა. ბაქო-ჯეიჰანის 1.100 მილის სიგრძის მარშრუტის პროექტმა საბოლოო სახე ბჟეზინსკის ალიევთან შეხვედრის შემდეგ შეიძინა. ენერგორესურსებით დაინტერესებული თურქეთის აქტიური ჩარევის შემდეგ და ისრაელის მხარდეჭერით, რომელიც დიდადაა დაინტერესებული ნავთობის არაარაბული წყაროს არსებობით. მორნინგსტარმა თანხმობა მიიღო აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის მხრიდან, მაგრამ ამერიკული ნავთობკომპანიები სხვადასხვა ფინანსური საკითხების გადაუჭრელობის გამო ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ. ისინი თავიდან შეთანხმდნენ, რომ ნედლი ნავთობის პირველი ნაკადი ბაქო-სუფსის მილსადენით გადაიქაჩებოდა. ნავთობკომპანიებს იმის მყარი გარანტიები სჭირდებოდათ, რომ რეგიონში არსებული ვითარება და ნავთობის ფასები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენში ინვესტირებულ თანხებს გაამართლებდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ის მთავრობა უარზე იყო გამოეყო გარკვეული საბიუჯეტო სახსრები ბაქო-ჯეიჰანის პროექტის დასაფინანსებლად. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუკი რეგიონს ამგვარი მნიშვნელობა გააჩნია აშშ-ისათვის, საინტერესოა, რატომ არ შეიძლებოდა მთავრობას გარკვეული თანხები გაეღო აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად?
ამასთან დაკავშირებით რიჩარდ მორნინგსტარი მიიჩნევდა, რომ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებმა, მათ შორის ,,ექსიმბანკს“, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მთავარი როლი უნდა შეასრულებინა იმ პროექტებში, რომლებსაც აშშ-ის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს. იგი ამტკიცებდა, რომ ბაქო-ჯეიჰანის პროექტისადმი მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან მისი ნაწილობრივი დაფინანსების გარანტიას ქმნიდა. აშშ-ის მთავრობა კი, მისივე თქმით, ნავთობის მრეწველობისათვის ,,ჩეკის გამოწერას“ არ აპირებდა.
ყოფილი დემოკრატი სენატორი ინდიანას შტატიდან, ლი ჰამილტონი აცხადებდა, რომ მოხდა კასპიის ნავთობის საკითხის კერძოდან კვაზი-საზოგადოებრივ ინიციატივაში ტრანსფორმაცია. რამდენიმე წლის წინ კლინტონის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს მისთვის განუცხადებიათ, რომ არ აპირებენ სახელმწიფო სახსრების ინვესტირებას კასპიის რესურსების ათვისებაში, რადგან ეს კერძო სექტორმა უნდა გააკეთოს. ,,ახლა, - აცხადებდა ჰამილტონი, - ცხადია, რომ ჩვენ, მართალია, არაპირდაპირი გზით, მაგრამ მაინც ბევრის გაკეთებას ვაპირებთ; იქნება ეს ,,ექსიმბანკის“ მეშვეობით, თურქეთის დახმარებით თუ სხვა, რადგან გვჭირდება კასპიის ნავთობი და თანაც საკუთარი ნავთობსადენის მეშვეობით“.12
აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს აგრეთვე გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის (და შემდგომ შეიძლება თურქმენეთის) ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის აზერბაიჯანი-საქართველო- თურქეთის ტერიტორიების გავლით, რომელიც ბაქო-ერზერუმის სახელითაა ცნობილი და რომლის მსენებლობაც გასულ წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დამტკიცებასთან ერთად ხელი მოეწერა კონტრაქტს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესახებ. თუმცა 2000 წლის ბოლოსათვის ნათელი გახდა, რომ ეს პროექტი არ განხორციელდებოდა. თურქმენული გაზის საბადოების ექსპლოატაციით რუსული ,,გაზპრომიც“ არის დაინტერესებული. ამის გამო რუსეთი ამერიკული კონტრაქტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში თავისი გავლენის გაფართოებას ამერიკა გარკვეულწილად სამხედრო ხასიათის ღონისძიებების ჩატარებითაც აპირებს. მაგალითად 1998 წლის სექტემბერში, აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდმა საქართველოს ნავსადგურ ფოთში ჩაუშვა ღუზა. როგორც ნატო-ს საზღვაო მანევრების ნაწილი, ეს აშშ-ის სამხედრო გემის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში, რომელიც ფოთიდან რუსეთის სასაზღვრო სამხედრო შენაერთების გაყვანას მოჰყვა. ამის სემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობები სამხედრო სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდა, რასაც 60 მილიონიანი ,,წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა მოჰყვა.
ეს გაცილებით სერიოზული დარტყმაა რუსეთისათვის, რადგან ამიერკავკასიის რეგიონი რუსი ხალხის ცნობიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რუსების წარმოსახვაში მას დაახლოებით იგივე ადგილი უკავია, რაც ინდოეთს - ბრიტანელთა მენტალიტეტში.
,,შავი და კასპიის ზღვებზე დომინირება, ან უკიდურეს შემთხვევაში, მათი ნეიტრალურობა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის, - განაცხადა რუსმა გენერალმა როსტისლავ ფადეევმა ჯერ კიდევ 1850 წელს, - რუსეთის საზღვრები რომ კავკასიის თოვლიან მწვერვალებზე თავდებოდეს, აზიის კონტინენტის მთელი დასავლეთი ნაწილი ჩვენი გავლენის სფეროს გარეთ აღმოჩნდება და, თურქეთისა და სპარსეთის ამჟამინდელი უძლურებიდან გამომდინარე, ახალი ,,პატრონის“ გარეშე იგი დიდხანს არ დარჩება“.13
,,ახალ პატრონში“ ფადეევი, რასაკვირველია, კასპიის რეგიონში რუსეთის ძლევამოსილ მეტოქეს - ბრიტანეთის იმპერიას გულისხმობდა. საუკუნენახევრის შემდეგ საკითხი უკვე სხვაგვარად დგას: აშშ რუსეთის დასუსტებით წარმოქმნილ ვაკუუმს თავად შეავსებს, თუ ამას ნატო-ს დახმარებით განახორციელებს?
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი შეეცადა შეენარჩუნებინა ყოფილ სატელიტებზე ზეგავლენა დსთ-ის მეშვეობით, მაგრამ კასპიის რეგიონში ეს მცდელობა ჩაიშალა. აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და საქართველომ უარი განაცხადეს განეახლებინათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება.
ახლა, როცა დსთ-სა და მის მეზობლად პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, აშშ-ს ეძლევა ისტორიული შანსი, მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონში ახალი ძალთა ბალანსი ჩამოაყალიბოს.
თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, უახლოეს მომავალში ნატო-ს შეუძლია მხოლოდ ფორმალური წევრობა შესთავაზოს კასპიის სახელმწიფოებს. მათი უმრავლესობა მონაწილეობს პროგრამაში ალიანსის არაწევრი სახელმწიფოებისათვის, რომელიც ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სახელით არის ცნობილი. ამ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქმენეთს მუდმივი წარმომადგენლობები აქვთ ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. რობერტ ჰანთერმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობასა და ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობას შორის საზღვარი თანდათან მცირდება.14
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბის შემადგენლობამ, ბჟეზინსკისა და სხვა ანალიტიკოსთა ვერსია მსოფლიოს ძალთა ბალანსის პრინციპით მოწყობის შესახებ ცივი ომის ანაქრონისტულ გადმონაშთად მიიჩნია.
შეიძლება ასეცაა, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობისათვის კასპიის რეგიონი ნატო-სა და აშშ-ის მომავალი შესაძლო სამხედრო ჩარევის ობიექტად ყალიბდება.
,,იმპერიები ხშირად აფართოვებენ საკუთარი უსაფრთხოების საზღვრებს არა აგრესიული ქმედების საპასუხოდ, არამედ უკეთესი თავდაცვითი პოზიციის მისაღწევად. კასპიის ენერგეტიკული რესურსების ათვისება და მისი უსაფრთხოება ნატო-ს სამხრეთი ფლანგის დაცვის გარანტია. ამგვარი რეფლექსი ისევე ძველია, როგორც თავად იმპერიების არსებობა. ,,იგი რომის იმპერიის ექსპანსიის საფუძველს წარმოადგენდა. ლოგიკა მდგომარეობდა შემდეგში: იმისათვის, რომ დავიცვათ რომი, მას გარშემო მეორე რომი უნდა შემოვავლოთ,“ - აცხადებს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ისტორიის მკვლევარი, პოლ ჰარვი.15 ეს ძველი, მაგრამ ჯერ კიდევ ქმედითი პრინციპია, რომელიც მტკიცედაა გამჯდარი სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტთა შორის. 1997 წელს, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ხავიერ სოლანამ განაცხადა: ,,ევროპის სრულ უსაფრთხოებაზე საუბარი არ შეიძლება, სანამ კასპიის სახელმწიფოები ამ უსაფრთხოების ზონის გარეთ იქნებიან.“
ამგვარად, განიხილავს თუ არა ამერიკის ლიდერობით არსებული ნატო კასპიის რეგიონს მისი უსაფრთხოების სისტემის განუყოფელ ნაწილად? თუკი ამ უსაფრთხოებას ნატო-ს წესდების მე-5 მუხლთან მიმართებაში განვიხილავთ, რომელიც ალიანსის წევრ სახელმწიფოებს მოკავშირეების დახმარებას ავალდებულებს, მაშინ პასუხი შეიძლება უარყოფითი იყოს. მაგრამ, თუკი ამას სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ პასუხი ცალსახად დადებითია.
ნატო-ს უსაფრთხოების სისტემის წევრობის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა კითხვა ენერგორესურსებისა და მილსადენების უსაფრთხოებას ეხება.
პენტაგონი და ნატო იმედოვნებენ, რომ რეგიონის ქვეყნები თავად შეძლებენ გაუმკლავდნენ საფრთხეებს, მაგრამ თუკი სპარსეთის ყურის ისტორიას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, აშშ იძულებული გახდეს, ჩაერიოს რეგიონის კონფლიქტებში, თუკი მისი მოკავშირეები თავად ვერ შეძლებენ აგრესიის შეჩერებას. ,,შეუძლებელია ამტკიცო, რომ ათ წელიწადში აშშ-ს შეიარაღებული ძალები არ ეყოლება ბაქოში,“ - აცხადებდა ცნობილი ანალიტიკოსი ჰოვარდი.16
არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. ქრისტიან სომხებსა და მუსლიმ აზერბაიჯანელებს შორის დასავლეთ აზერბაიჯანის ამ ნაწილისათვის ბრძოლა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, როგორც ვიცით 1988 წელს დაიწყო. ამჟამად იგი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული. საომარი მოქმედებების დაწყებიდან კონფლიქტში 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა; რუსეთის მხრიდან სომხეთის არმიის შეიარაღების პერმანენტული შევსება აზერბაიჯანელთა შეშფოთებას იწვევს.
ამგვარად, არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ კასპიის რეგიონი იარაღით უკანონო ვაჭრობისა და მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ზონად გადაიქცეს. რეგიონი სავსეა ატომური რეაქტორებით, ქარხნებით, რომლებიც ურანს აწარმოებენ და საბჭოთა ბირთვული ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტებით. რა მოხდება, თუკი ყველაფერი ეს ტერორისტებისათვის გახდება ხელმისაწვდომი?
,,კასპიის რეგიონი, მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიო ანარქიის ერთ-ერთი საზღვარია,“ - ასე უწოდებს მას ამერიკელი მწერალი რობერტ კაპლანი 1996 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ,,მსოფლიოს აღსასრული.“17 ანარქიას მხოლოდ წესრიგი შეიძლება დაუპირისპირდეს და ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც ამჟამად ეს ძალუძს მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატებია.
ბრიტანეთის არმიის შეუპოვარი რაზმებისათვის, რომლებიც მე-19 საუკუნეში მუსლიმურ ცენტრალურ აზიაში ბრიტანეთის იმპერიის საზღვრების გაფართოებისათვის იბრძოდნენ, არსებობდა არა მხოლოდ თავგადასავლების ძიებისა და რუსეთისათვის დასწრების სურვილი, არამედ გარკვეული მაღალი იდეალებიც. ოფიცრებს სწამდათ ,,ქრისტიანობის ცივილიზაციური მისიისა და იმ მოვალეობისა, რომელიც მათ ერგოთ წილად - გაევრცელებინათ გადარჩენის ჭეშმარიტი გზა სხვა, ნაკლებად იღბლიანთა შორის, - აღნიშნავს ჟურნალისტი იან კულბერტსონი სტატიაში ,,დიდი თამაში,“ რომელიც ამ პერიოდის ბრწყინვალე მატიანეს წარმოადგენს, - ბრიტანული მმართველობა, რომელსაც საფუძვლად ქრისტიანული პრინციპები ედო, მათი აზრით, ღვთისაგან ბოძებული წყალობა იყო ბარბაროსებისათვის.“18
დღეისათვის ქრისტიანობა საუკუნის იდეალმა - დასავლური ტიპის დემოკრატიამ - შეცვალა. სწორედ მის თავსმოხვევას ცდილობს გაბატონებული ძალა-აშშ, კასპიის რეგიონისათვის. აი, რას ,,ქადაგებს“ ,,ახალ ჯვაროსანთა“ ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ბრაუნბეკი: ,,მსოფლიოს ამ ნაწილში კომუნიზმის წინააღმდეგ ათწლეულების ბრძოლის შემდეგ ახლა გზა ხსნილია დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პლურალისტული საზოგადოების შესაქმნელად.“19
სემ ბრაუნბეკი აცხადებს, რომ ამ პროცესების მიზანია არა მარტო მოსწყვიტოს კასპიის სახელმწიფოების ხალხები კომუნიზმის დისკრედიტირებულ იდეოლოგიას, არამედ დაიცვას ისინი ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებისაგან. ბრაუნბეკი კასპიის საკითხებთან 1997 წლის შემდეგ აღმოჩნდა დაკავშირებული, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანი მეჩეთების მშენებლობასა და, ამ გზით, მეზობელ სახელმწიფოებში რადიკალური ისლამური ტენდენციების მხარდაჭერას აპირებდა, მათ შორის, აზერბაიჯანშიც. ,,ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ადამიანის უფლებათა შორის, რწმენის თავისუფლებაა, - აცხადებს სენატორი, - ამგვარად, აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კასპიის ხალხებმა, რომლებიც ძირითადად ისლამს აღიარებენ, საერო სახელმწიფოში იცხოვრონ და არა თეოკრატიულში, რომელიც რელიგიისა და პოლიტიკის ,,ნაჯვარს“ წარმოადგენს. სხვა ვინ უბიძგებს მათ იმისათვის, რომ იყვნენ დამოუკიდებელნი, სუვერენულნი, დემოკრატიულნი და თავისუფალნი?“ - კითხულობს იგი.20 ასე გრძელდება ,,დიადი ამერიკული ტრადიცია“, რომელსაც ისტორიკოსი უოლტერ მაკდუგალი ,,პროგრესულ იმპერიალიზმს“ უწოდებს.
იდეალებისათვის ბრძოლა კასპიის რეგიონში სენტიმენტალურად და არარეალურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არაა. ეს უფრო ,,ცივილიზაციათა შეჯახების“ მაგალითია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამუელ ჰანტინგტონმა ჩამოაყალიბა 1993 წელს და შეეცადა ეწინასწარმეტყველებინა ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს მომავალი. ცივილიზაცია, რომელსაც შესწევს უნარი თავიდან აიცილოს აღნიშნული კონფლიქტი - აშშ-ია. რეგიონში რადიკალური ისლამის ფაქტორებს შორის ანტიამერიკანიზმი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ განწყობათაგანია.
,,აბრეშუმის გზის სტრატეგიის აქტი,“ რომელსაც ადმინისტრაცია უჭერს მხარს, ბრაუნბეკის ხელსაწყოა რეგიონში დასავლური ღირებულებების დასამკვიდრებლად. მისი შესავალი ამერიკული იდეალების საეჭვო და ისტორიულად სადავო ,,ნაზავს“ წარმოადგენს - ,,ბედნიერი იდეა“ იმის შესახებ, რომ კეთილდღეობა ბადებს დემოკრატიას. ისტორიულად, ,,აბრეშუმის გზა“ 5 ათასი მილის სიგრძეზე იყო გადაჭიმული. მისი მეშვეობით ჩინეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით სხვადასხვა საქონელი და სანელებლები მიედინებოდა. ,,აბრეშუმის გზის“ ბრაუნბეკისეული ხედვა ხორცშესხმული ამერიკული იდეალია - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მხარე, რომლის სიმტკიცე სამართალსა და დემოკრატიული შენობის სხვა ,,აგურებს“ ემყარება.
კანონპროექტი, რომელიც ბრაუნბეკმა 1997 წელს შესთავაზა კონგრესს, ითვალისწინებს აშშ-ის სრულ ჩართვას კასპიის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ერთი მხრივ, აღნიშნული კანონი ამართლებს საგარეო დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის - სამართლებრივი ინსტიტუტების, დამოუკიდებელი მასმედიის მხარედაჭერა და ა.შ. იგი აგრეთვე დახმარებას უწევს ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულებით.
ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოულოდნელად მიღებულმა დამოუკიდებლობამ, შესაძლოა, დემაგოგიასა და უწესრიგობას დაუდოს საფუძველი კასპიის ქვეყნებში, რომელთაც თავისუფალი არჩევნების გამოცდილება და ევრო-ამერიკული ცივილიზაციის ელემენტები არ გააჩნიათ და მზად არ არიან დემოკრატიისათვის. ამგვარ შეხედულებას უარყოფს ამ ქვეყნების დასავლეთზე ორიენტირებული ელიტა - იურისტები, ჟურნალისტები, მეცნიერები და მეწარმეები.
ერთ-ერთ სადილზე ვაშინგტონში, რომელიც რადიო ,,თავისუფლების“ მიერ იქნა გამართული, ცნობილმა ბაქოელმა იურისტმა ასლან ისმაილოვმა, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დამცველად არის ცნობილი აზერბაიჯანში, განაცხადა: ,,ჩვენი მოსახლეობა საკმარისად ცივილიზებულია. იგი მზადაა დემოკრატიისათვის და საჭირო არაა მისი ნაწილობრივი დოზებით მიწოდება“21 ბრაუნბეკის ოფისში შეხვედრის შემდეგ ახალი იდეებით ,,დატვირთული“ ისმაილოვი მიესალმა ,,აბრეშუმის გზის აქტს“ და განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარება ისეთ სფეროებში უნდა იქნეს გამოყენებული, როგორიცაა აზერბაიჯანული თავისუფალი პრესისა და ტელეკომუნიკაციების დამოუკიდებელი წყაროების განვითარება.
,,აბრეშუმის გზის აქტს“ კიდევ ერთი გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავს - ვაშინგტონის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი კასპიის საკითხებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ფრედერიკ სტარი. ინსტიტუტი შეიქმნა 1996 წელს, სმიტ რიჩარდსონის ფონდის გრანტის საფუძველზე, რომელიც ცენტრს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ - ფონდის დირექტორმა - გამოუყო. ინსტიტუტი დამოუკიდებელ ძალად იქცა ,,აბრეშუმის გზის“ განვითარების სტრატეგიაში - მისი წესდება ითვალისწინებს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და იმ ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდაჭერას, რომლებიც აქ საქმიანობენ და, ამგვარად, ,,სწყალობენ“ ინსტიტუტის ფონდებს. მის სპონსორებს შორის შეიძლება დავასახელოთ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა ,,შევრონი“ და ,,იუნოკალი“.
ბრაუნბეკის ინიციატივას მხარს უჭერს ამერიკელ ებრაელთა გავლენიანი ჯგუფები, მათ შორის B',,ნაი რიტჰ“-ი, ამერიკელ ებრაელთა კონგრესი და კასპიის რეგიონის ქალაქების - ბაქოს, ტაშკენტისა და ბუხარას - უძველესი ებრაული თემები. ისრაელმა ბოლო წლებში შეძლო ახლო პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ამჟამად აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და სხვა თურქულენოვან ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ისრაელი და ებრაელთა ამერიკული სათვისტომო ვარაუდობენ, რომ ამერიკას შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, შექმნას ცენტრალური აზიის პანთურქული მასივი, რომელიც ხელს არ შეუშლის ადგილობრივ ებრაელთა ინტერესებს და მეგობრულად იქნება განწყობილი ისრაელის მიმართ.
კასპიის საქმეებში მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ამერიკა ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ იქცა. იგი ყოველგვარი წინასწარი გათვლის გარეშე, უწესრიგოდ ფართოვდება ტერიტორიებზე, რომლის სახელმწიფოებიც ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან ის დიდი შანსი, რასაც აშშ ჰქვია.
ამერიკის კავშირები კასპიის რეგიონთან, გეოგრაფიული სიშორისა და შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის მიუხედავად, თანდათან უფრო მრავალმხრივი და მჭიდრო ხდება. ფაქტობრივად, ეს არის მრავალმხრივი გეგმა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ და უსაფრთხოების საკითხებს; გეგმა, რომელიც აშშ-ის მიზნების უკან ფულსა და შესაძლებლობებს დებს. ,,გულწრფელი რომ ვიყოთ, - აცხადებს ცნობილი ანალიტიკოსი გოლცი, - ჯერჯერობით სტრატეგია არ არსებობს.“ ამის ნაცვლად, არის სხვადასხვა პოლიტიკათა ნარევი: ნავთობსადენები, უსაფრთხოება, რუსეთი, ირანი, თურქეთი - და ყველაფერი ეს ქმნის კიდეც კასპიის ერთიან პოლიტიკას.22
იმპერიები, შესაძლოა, ყოველგვარი გეგმის გარეშეც გაფართოვდნენ, თუ მათ დინამიკური ეკონომიკა და კულტურა გააჩნიათ, და განსაკუთრებით, თუკი მათ გაფართოებას ხელს არ უშლიან მოსაზღვრე სახელმწიფოები. ,,რომის იმპერიის ექსპანსიაც სწორედ ამგვარად განხორციელდა: ხდებოდა მოსაზღვრე ტერიტორიების კონფედერატობის პრინციპით თანდათანობითი ჩართვა ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, ძირითადად, ე.წ. მეგობარი ხელმწიფეების დახმარებით,“ - წერს ზბიგნავ ბჟეჟინსკი, თავის წიგნში ,,დიდი საჭადრაკო დაფა.“23
შემთხვევითი იმპერიები, რასაკვირველია, არაშემთხვევითებზე მეტი სიმყარით არ გამოირჩევან. ყოველი იმპერია ოდესმე ზედმეტად გაფართოების პრობლემას აწყდება - კასპიის რეგიონი აშშ-ისათვის, შეიძლება, სწორედ ამ პროცესის ქვაკუთხედად იქცეს.
თუკი კასპიის რეგიონის რესურსების მარაგი არსებულ იმედებს ვერ გაამართლებს, აშშ-ის წასვლა რეგიონიდან მაინც ნაკლებად შესაძლებელია. ზემოაღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ ფინანსებითა და დემოკრატიული გარდაქმნებისათვის გაღებული დახმარებით უკვე მასზეა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. თუ აღნიშნულ რეგიონში დამატებითი სათბობ-ენერგეტიკული რესურსები იქნა აღმოჩენილი და ხელი მოეწერება ახალ კონტრაქტებს მათი ათვისების თაობაზე, მაშინ რეგიონისადმი აშშ-ის მიჯაჭვულობა და, შესაბამისად, რისკის შესაძლებლობაც გაიზრდება.
აშშ-ის პოლიტიკაზე რეგიონის მიმართ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს რუსეთის პოზიციამ. ,,პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ კასპიის პოლიტიკა ნულოვანჯამიანი თამაშია - აშშ-ის მოგება - რუსეთის წაგებად განიხილება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი მარგოთ ლაითი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტიდან,24 მაგრამ კრემლს, რომელსაც მრავალრიცხოვანი საიდუმლო აგენტურა და სამხედრო გავლენა აქვს კასპიის რეგიონში, ჯერ კიდევ შესწევს სერიოზული პრობლემების შექმნის უნარი. მას შეუძლია დაემუქროს გაზისა და ნავთობსადენების უსაფრთხოებას, ან შეცვალოს ხელისუფლება კასპიის ზოგიერთ სახელმწიფოში.
,,რუსეთი ძალზე დასუსტებული დათვია, მაგრამ თუკი მას ჯერ კიდევ შერჩა ძალა, გამოაჩინოს კლანჭები, იგი კასპიის ზღვის ქვეშ ნავთობსადენის გავლას არ დაუშვებს,“ - აცხადებს ოლკოტი ადმინისტრაციის შედარებით ფრთხილი წევრები მიიჩნევენ, რომ აშშ-ისათვის კასპიის რეგიონში ადგილი არ არის. თუმცა, ბჟეზინსკი აცხადებს, რომ ,,ვალდებულებასა და იძულებას შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ ვაიძულებთ კასპიის სახელმწიფოებს, გაზარდონ დამოუკიდებლობის შანსი, მაგრამ საკუთარ თავს უსაფრთხოების გარანტიების მიცემით ვერ დავავალდებულებთ“.
შეიძლება ეს ასეცაა (აშშ არ აწარმოებს რუსეთის შეკავების პოლიტიკას), მაგრამ ხსენებული ,,იძულება“ ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სავაჭრო კავშირებს ქმნის კასპიის რეგიონში მოგების, ძალაუფლებისა და იდეალების საძიებლად.
__________________
1. Starobinue, Paul. The New Beginning of the ,,Great Game”. ,,National Journal”, New-York, April, 1999, pp. 12-21
2. Brzezinski, Zbigniev. Geostrategy toward Eurasia. ,,The Grand Chessboard.” Washington. 1997, pp. 234-235
3. Strabon, Paul. Armed Conflicts in Caucasian Region. ,,Foreign Policy.” Washington. Spring 1998. No. 128. p. 91
4. Lepingwell, John. US Economic Interests in the Caucasus. ,,The Economist”. http://www.gasandoil.com/goc/news/nta/990323 htm
5. Olcot, Martha Brill. Sovereignty and the ,,Near Abroad”. ,,Orbis”, Vol. 39, N 3, Summer 1995, p. 353
6. Rodgers, William. Commonwealth or Empire? Russia, Central Asia, and the Transcaucasia. Hudson Institute, Indianapolis, Indiana, 1999, p. 49
7. Fertt, James. American National Interests in the new world.,,International Affairs”, Vol. 73. January, 1999, p. 64
8. Shreuber, Jean. America and Caucasian Region. ,,World Policy Journal”. Vol. XV, N3, spring 1999, p. 27
9. Strabon, Paul. htpp://www.wsws.org/news/1999/February/1999/casp.htm
10. მალხაზიშვილი, დავით. კასპიის სანავთობო პროექტები დa საქართველო. ,,რეზონaნსი.“ 17 მაისი, 1997
11. Morningstar, Richard. The US Department of State, Caspian Region Energy Development Report, May, 1998, p.22.
12. Hamilton, Lee.HThe US Department of State, Caspian Region Energy Development Report, May, 1998, p.53.
13. მალხაზიშვილი, დავით. იარსებებს კი რუსეთი XXI საუკუნეში. ,,რეზონანსი.“ 17 იანვარი, 1998
14. Hunter, Robert. Democracy and Foreign Policy. October, 1999. htpp://www.ourworld.compuserve.com/homepages/usazerb/casp.htm. October, 1999.
15. Harve, Paul. University of Pensilvania. Bulletin N3, 1999, p.11
16. Howard, Paul. The Political and Security Dimensions of Energy Development in the Caspian Sea Zone, in ,,The National Bureau of Asian Research”, NBR Analysis, Vol.9, No.4, Seattle, September, 1998.
17. ცქიტიშვილი, ალეკო. რობერტ კაპლანი და მისი წიგნი ,,მსოფლიოს აღსასრული“. ,,რეზონანსი“. 17, ნოემბერი, 1998.
18. Culbertson, Ian. The New ,,Great Game”. ,,World Policy Journal”. Vol.XI, N4, Winter 1994/95, p. 14.
19. Brawnback, Sam. Our Security Predicament. Foreign Policy. Winter, 1999, No. 135, p.34.
20. Brawnback, Sam. Our Security Predicament. Foreign Policy. Winter, 1999. N135. p. 35.
21. Olcot, Martha Brill. Sovereignty and the ,,Near Abroad”. ,,Orbis”, Vol. 39, N3, Summer 1995, pp.353-367
22. Goltz, Thomas. Catch-907 in the Caucasus. ,,The National Interest”, #48, Summer,1997.
23. Brzezinski, Zbigniew. The Grand Chessboard. Washington. 1997, pp. 21-23.
24. Light, Margot. Russia and Transcaucasia. In: Transcaucasian Boundaries. UCL Press, London, 1998, p. 53.
![]() |
5 ნარკვევები თურქეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიიდან (მე-VIII პრეზიდენტი თურგუთ ოზალი) |
▲back to top |
რეგიონი
ივანე ნადაშვილი
აღმოსავლეთმცოდე-თურქოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
თურქეთის მე-VIII პრეზიდენტს თურგუთ ოზალს ძველმა რეჟიმმა საკმაოდ მძიმე, შეიძლება ითქვას კრიზისულიEმემკვიდრეობა უანდერძა. 80-იანი წლების დასაწყისში თურქეთი სრული განუკითხაობისა და ანარქიის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბიუჯეტის ქრონიკულმა დეფიციტმა, უზარმაზარმა შიდა და საგარეო ვალმა, დასავლეთ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ვაჭრობაში უარყოფითმა სალდომ და მაღალმა ინფლაციამ ქვეყანა ფინანსურ-ეკონომიკური დისბალანსისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე დააყენა. თურქეთი წარმოადგენდა გარე სამყაროსაგან იზოლირებულ, ჩამორჩენილ, მხოლოდ იმპორტზე ორიენტირებულ აგრარულ ქვყანას.
თურქეთში მხოლოდ ერთი ტენდენცია შეიმჩნეოდა - თავისუფლება და იმასაც ,,ქემალიზმი“ ეწოდებოდა. მინისტრთა კაბინეტის შერყეულმა პოზიციამ ნეგატიური ზეგავლენა იქონია თურქეთის საერთაშორისო რეიტინგზე,1 რაც თავისთავად ართულებდა ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე, კრიზისულ ვითარებას. მოსახლეობის 40% უმუშევარი იყო. ქალაქებში თარეშობდნენ ბოროტმოქმედთა დაჯგუფებები. თურქეთი აღმოჩნდა გაბმული ულტრა-მემარჯვენე ტერორიზმის ქსელში. ორი წლის განმავლობაში (1978-1980 წწ.) თურქეთის დიდ ქალაქებში მოკლულ იქნა 5.000 თურქზე მეტი, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობამ შეადგინა 14.000 ადამიანი.
ასე აღწერდა 80-იანი წლების დასაწყისში თურქეთში არსებულ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ამსახველ ვითარებას ერთი ადგილობრივი გაზეთი: ,,.ვალუტის არ არსებობის გამო გაყინულია ანგარიშები, ხოლო პირველადი მოხმარების საქონელს უცხოეთიდან თვეობით ელიან, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია საათობით იდგეს რიგში, ქვეყანას თითქმის არ მიეწოდება ნავთობპროდუქტი, აქედანაა გამოწვეული შეფერხებები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, დამყარებული სოც. ფასების მიხედვით ვერაფერს ვერ შეიძენთ, სანაცვლოდ ყველაფერი იშოვება შავ ბაზარზე. ქვეყანაში, რომელშიც აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის თამბაქოს არ არის სიგარეტი, დიდ ქალაქებში განვითარებულია კონტრაბანდული ვაჭრობა დასავლური საქონლით. ბოლომდე დაკარგულია ეკონომიკური პარტნიორების ნდობა, მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნისათვის კრედიტის გამოყოფა“.
ზემოხსენებულ ვითარებაში, თანამედროვე თურქეთის განვითარების ისტორიაში 1980 წ. 12 სექტემბერს სამხედრო ისტებლიშმენტის მე-3 ჩარევამ, ბოლო დაუდო ეროვნულ კატასროფას.
1980 წ. 12 სექტემბერს, დილის 4 საათზე თურქეთის რადიომ აუწყა მოსახლეობას სამხედრო გადატრიალების შესახებ.
აკრძალულ იქნა ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ფუნქციონირება შეწყვიტა პროფკავშირებმა, დაპატიმრებულ იქნა მრავალი პოლიტიკური ლიდერი (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი - ს. დემირელი, პრემიერ-მინისტრი - ბ. ეჯევიტი, რადიკალურ-ისლამური მიმართულების ,,ეროვნული წესრიგის პარტიის“ ფუძემდებელი - ნ. ერბაქანი და ა.შ.), შემოღებულ იქნა კომენდატის საათი და სიკვდილით დასჯა.
1950 წლიდან 1980 წლამდე თურქეთი იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკური დისბალანსისა და სრული განუკითხაობის მდგომარეობაში. 1980 წლის დასაწყისში თურქეთმა დაამტკიცა საბაზრო ეკონომიკაზე დამყარებული, ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა. თ. ოზალის საბაზრო ეკონომიკამ რამოდენიმე წელში საოცრად შეცვალა თურქი საზოგადოების გარეგანი სახე. სავაჭრო დეფიციტმა დაიკლო 27%-ით. თ. ოზალის ხელისუფლება (სხვათაშორის ყველაზე ახალგაზრდა რესპუბლიკის ისტორიაში, საშუალო ასაკი 40 წელი) აქტიურად ატარებდა უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას. მკვეთრად იქნა შემცირებულ ფასები საქონლის იმპორტზე: 300%-დან 40%-მდე პირველადი მოხმარების საქონელზე; 80%-დან 20%-მდე ნახევარფაბრიკატებზე და ბოლოს 50%-დან 10%-მდე ნედლეულზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკაში დაბანდებული უცხოური კაპიტალის რაოდენობა. უცხოელებს იზიდავდა. იაფი, მაგრამ საკმაოდ კვალიფიცირებული მუშა ძალა (1990 წ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ წასული თურქების რაოდენობა აღწევდა 2 მლნ. 200 ათას ადამიანს). გარდა ამისა, მათ იზიდავდა თურქეთის უაღრესად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, განლაგებული, როგორც ხშირად ამბობენ ხიდზე ევროპასა და აზიას შორის (ე.წ. აღმოსავლეთსა [ისლამურ სამყაროსა] და დასავლეთს [ქრისტიანულ სამყაროს] შორის).
1984 წლის იანვარში, თ. ოზალმა მიმართა ხალხს ერთობ უცნაური განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო: ,,ალაჰმა არ დაასაჩუქრა ჩვენი მიწა-წყალი ნავთობით, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა გავიდეთ ხვალინდელ დღეში“. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ იგი არ მალავდა ქვეყანაში შექმნილ შემზარავ ვითარებას და არ აძლევდა ხალხს ზღაპრულ დაპირებებს. პირიქით, იგი აფრთხილებდა მათ, რომ მომავალი ხუთი წელი ყველაზე რთული იქნებოდა თურქეთის განვითარების ისტორიაში და სურდა მათი ნდობის კრედიტის მოპოვება. ასეთი კრედიტი მან თავისი ხალხისაგან მიიღო.
პრემიერი მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა დაეწყო ეკონომიკური განახლებით. ,,მანამ, სანამ ეკონომიკა ძლიერია, ქვეყნის ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, - ამბობდა იგი - ხოლო, თუ ეკონომიკა სუსტია და საზოგადოებაში გაბატონებულია ანარქია, ვერც ერთი პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. თურქეთი უკვე ცხოვრობდა ეკონომიკური ანარქიის პირობებში 1930-დან 1980 წლამდე, მანამ სანამ ჩვენ არ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღწია დასავლეთევროპული ქვეყნების სტანდარტებამდე, ცხოვრების დონემდე და დაგვემკვიდრებინა ადგილი ინდუსტრიული თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის“, - ამბობდა იგი. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ საუბრისას თ. ოზალი თავის თანამემამულეებს ეკონომიკის გაჯანსაღების კონკრეტულ პროგრამას სთავაზობდა, რომელიც მიზნად ისახავდა: ,,თურქეთის გადადაქცევას ე.წ. ახლო აღმოსავლეთის იაპონიად“.
,,მე ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამბობდა პრემიერი, ხოლო შემდგომში პრეზიდენტი, თ. ოზალი - რომ XXI საუკუნის დასაწყისში თურქეთი შევა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიცხვში“.
მას არასოდეს არ ტოვებდა თავისუფალი მეწარმეობის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იმედი. იგი კატეგორიულად უარყოფდა სხვა ეკონომიკურ თეორიებს, მათ შორის კომუნისტურს. კომუნიზმმა, მისი თვალსაზრისით, ითამაშა მხოლოდ ერთი დადებითი როლი: გამოასწორა კაპიტალიზმის ნეგატიური მხარეები.
სწორედ თ. ოზალის დროს დაიწყო ორიენტირება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა: ,,მე ვხელმძღვანელობ შემდეგი პრინციპით, აუცილებელია ბოლომდე გამოირიცხოს ყოველგვარი აკრძალვა და ეკონომიკა განთავისუფლდეს ცენტრალიზირებული მმართველობისაგან, მხოლოდ ასე შეიძლება მიეცეს ინიციატივა თავისუფლებას, რომლის გარეშეც სოფლის მეურნეობის დინამიური განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია“.
პრინციპში, თურქეთის ეკონომიკური განვითარების რეცეპტში არაფერია ორიგინალური. ეს სოფლის მეუნეობის განვითარების ჩვეულებრივი კაპიტალისტური სქემაა, რომელიც წარმატებით იქნა აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თ. ოზალის დამსახურება მდგომარეობდა იმაში, რომ მან იგი გამოიყენა თურქეთის პირობებში, გაითვალისწინა რა თავისი ერის თავისებურებები. ე.წ. ,,ოზალის მოდელის“ ძირითად პრინციპებს შემდეგნაირად აყალიბებს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ილდირიმ აქბულუთი: ,,1980 წ. თურქეთმა მიიღო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დამყარებული ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა. ყოველიყე ზემოხსენებული კი, ნიშნავდა ეკონომიკის სახელმწიფო ცენტრალიზებული რეგულირების განსაზღვრას, კერძო სექტორის სტიმულირებას, მცირე საწარმოების ფორმირების პროცესის დაჩქარებას, წამყვანი დასავლური ტექნოლოგიების ათვისებას, მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან კოოპერაციისა და ინტეგრაციის გაფართოებას“.
და ბოლოს აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევის პოლიტიკაზე, რასაც აკეთებდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.
ოზალის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო მცირე და საშუალო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესი. აუქციონზე გაიყიდა მთელი რიგი სახელმწიფო კორპორაციების აქციები. წარმატება გასაოცარი იყო, - წარსულში წამგებიანი საწამოები რენტაბელური გახდა, მაგრამ ფრთხილი თ. ოზალისათვის, რომელმაც შელახა თურქული სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების წმინდათაწმინდა პრინციპთაგანი, დამკვიდრებული ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქის მიერ - ,,სახელმწიდო პასუხისმგებელია ყველაფერზე“ - ყოველივე ეს იყო მხოლოდ საკუთარი ძალების მოსინჯვა. შემდეგ ოზალის გუნდი შეუდგა თურქეთის ეკონომიკის ნავთობქიმიაზე და მსუბუქ მრეწველობაზე სპეციალიზებული ძირითადი საწარმოების დენაციონალიზაციას. მაგრამ არც ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, როგორც ამბობდნენ თურქეთში: ,,მე-XX საუკუნის ბოლოს, დაგეგმილია არამხოლოდ ყველა სახის წარმოების, არამედ მთელი სავაჭრო-სამრეწველო სექტორისა და მოხმარების სფეროს კერძო საკუთრებაში გადაცემა“.
სახელმწიფო მოხელეები პრივატიზაციისაგან მხოლოდ იგებენ. კერძო წარმოებებზე მკვეთრად იზრდება შრომისუნარიანობა, შესაბამისად, მომსახურე პერსონალი იღებს მაღალ ანაზღაურებას. თ. ოზალი ამტკიცებდა, რომ როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ქვეყანაში სამუდამოდ დარჩება, ხოლო თურქეთის მე-VIII პრეზიდენტის (მეორე არასამხედრო პირის ზემოხსენებულ თანამდებობაზე) ეკონომიკური დემონტაჟით გამოწვეული პოზიტიური ძვრები, რომლებმაც გამოაჯანსაღა და საგრძნობლად წინ წასწია თურქეთის ეკონომიკა, დღეისათვის სახეზეა.
რადიკალურმა რეფორმებმა სოფლის მეურნეობაში, დადებითი შედეგები გამოიღო და თურქეთმა ძალიან მალე დაიბრუნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საპატიო მაცხოვრებლის სტატუსი. ქვეყანა იქცა პარკოსანი კულტურების უძლიერეს ესქპორტიორად მსოფლიოში. მას უკვე შეეძლო არამარტო საკუთარი თავის გამოკვება, არამედ მეზობელ ქვეყნებში - ქერის, ჭვავის, ხორბლისა თუ სხვა მცენარეული კულტურების ექსპორტირება.
მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა მაკროეკონომიკურ და და საფინანსო სექტორშიც. თ. ოზალმა გააუქმა დადგენილება თურქული ლირის შეუცვლელი კურსის შესახებ, რომელიც საგრძნობლად ამახინჯებდა რეალურ წარმოდგენას მის შესაძლებლობებზე და ხშირ შემთხვევებში მიჰყავდა სავალუტო სპეკულაციებამდე. დაამყარა რა ლირის მცურავი კურსი, ოზალმა განახორციელა მძლავრი იერიში შავ ბაზარზე და ამით გადაკეტა ადგილობრივი მაფიოზური კლანებისა და სინდიკატების გამდიდრების არხები, საიდანაც მოედინებოდა მილიარდობით თურქული ლირა (იგულ. სპირტი, ალკოჰოლური სასმელი, ოქრო და ა.შ.) ამიერიდან აღნიშნული თანხები მიედინებოდა სახელმწიფო ხაზინაში. ეს მილიარდები არ ნაწილდებოდა ზედა ეშელონებში, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე და არ იხარჯებოდა არამიზნობრივად. ზემოხსენებული თანხებით ეტაპობრივად ათვისებულ იქნა დასავლური ტექნოლოგიები, უმჯობესდებოდა ქვეყნის სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს კეთდებოდა მიზანდასახულად. ერთი სიტყვით, თურქეთის ხელისუფლების სათავეში აღმოჩდნენ არა დროებითი, არამედ საკუთარი ერის ბედით სერიოზულად შეწუხებული პოლიტიკური მოღვაწეები. ყოველ შემხვევაში ასეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა გარედან. სახელმწიფო თანდათან გარდაიქმნა გონიერ კოორდინატორად. თურქული ლირა 1988 წლის აგვისტოდან იქცა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტად. შიდა სავაჭრო ბალანსი, პირველად რესპუბლიკის არსებობის მანძილზე დაყვანილ იქნა დადებით სალდომდე. თურქეთის მეგაპოლისები, უმთავრესწილად კი ქ. სტამბოლი, იქცა ერთ უზარმაზარ ვიტრინად და ეროვნული წარმოების საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით აივსო. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან თურქეთში შემოდიოდა ხარისხიანი საქონელი. მრავალრიცხოვან ტურისტებს ამიერიდან იზიდავდა არამხოლოდ კაბადოკიის, ეფესის და ბიზანტიის იმპერიის უძველესი ისტორიული ძეგლები, არამედ შედარებით იაფი თურქული საქონელი. თურქეთში ხშირად ხუმრობდნენ: ,,ადრე ჩვენთან ჩამოდიოდნენ ორი ჩანთით, ხოლო მიდიოდნენ ერთით, ახლა კი პირიქით ხდება“, ეს ხუმრობა, გარკვეულწილად შეესაბამება სინამდვილეს.
როგორც უკვე აღინიშნა, უცხოელებს იზიდავდა თურქეთის სტრატეგიული ადგილმდებარეობა (ხიდზე აზიასა და ევროპას შორის). სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის თავმჯდომარე - არიფ დემირქანი ამბობდა: ,,დღეისათვის, თურქეთში მოქმედებს 400-მდე უცხოური კომპანია, ისინი იყენებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ვალუტის გადამამუშავებელ პუნქტს, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში საქონლის ექსპორტირებისათვის“.
უცხოელებს, მიუხედავად ნეო-ფუნდამენტალისტების გააფთრებული იერიშებისა ოზალის გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსის მიმართ, დაერთოთ მიწის 20 წლით იჯარით აღების უფლება და მათი სავაჭრო ოპერაციები არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
* * *
თურქეთის მე-VIII პრეზიდენტის თ. ოზალის კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაჩინო შედეგს წარმოადგენს თავისუფალი ეკონომიკური ზონების პროექტი, ე.წ. თეზ-ი. ოზალმა თურქეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირების საკითხი ხელისუფლების წინაშე ჯერ კიდევ ადრეულ წლებში დააყენა. მას აღნიშნული პროექტის განხორციელების აუცილებლობის მტკიცება მოუწია თურქეთის სახელმწიფო აპარატის, თურქეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, გავლენიან მინისტრებთან და სხვა მაღალი სახელმწიო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებთან, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ თეზ.-ის პროექტის განხორციელებას იმ მოტივით, რომ იგი თითქოს იქცეოდა ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის შემოდინების პლაცდარმად. მიუხედავად ამისა, ოზალის ენთუზიაზმა დადებითი შედეგი გამოიღო. თავისუფალი ზონების იდეა, სხვათაშორის ინიცირებული ჯერ კიდევ მე-XX საუკუნის პირველ ათწლეულში მაინც განხორციელდა. თურქეთში 1985 წლის 6 ივნისს ძალაში შევიდა კანონი ,,თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ № 3218“.
1988 წლის მარტში, გაიხსნა პირველი ასეთი ზონა - თურქეთის ქ. მერსინში, ხმელთაშუა ზღვის პირას, შემდეგ თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაჩნდა - ანტალიაში, ეგეოსის ზღვის პერიმეტრის - ქ. იზმირში, ტრაპიზონსა და ქ. სტამბულში - ათათურქის სახ. აეროპორტში. მცირე ხნის შემდეგ ზუსტად განისაზღვრა ადანა-იუმურთალიქის, სტამბულ-თრაკიის, ზონგულდაკ-ფილუროსის, მარდინის, აღმოსავლეთ ანატოლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სტამბულის სახ. აეროპორტის თეზ.-ის საზღვაო-საბანკო ცენტრის ადგილმდებარეობა და საზღვრები. ზონები განლაგებულია 370 ჰექტარის ტერიტორიაზე და მათში მოქმედებს 300-მდე მეტი თურქული და უცხოური ფირმა. თავისუფალი ეკონომიკური ზონების იმდროინდელი გენერალური დირექტორი - იალჩინ ალაბეიოღლუ აღნიშნავდა: ,,თურქეთის მთელი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ექსპორტზე და ამ საქმეში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს“. 1994 წლის 4 ოქტომბრისათვის ზემოხსენებულ 6 თავისუფალ ზონაში ვაჭრობის საერთო მოცულობამ გადააჭარბა 4,3 მლრდ. აშშ დოლარს, რაც 1,586 მილიარდით მეტია 1993 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იგი გაიზარდა თითქმის 99%-ით.
თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში წლიური ვაჭრობის ამსახველი მოცულობა2
ზონები |
1988 |
1989 |
1990 |
1991 |
1992 |
1993 |
1994 |
ანტალია |
1.320.972 |
34.683.069 |
7.910.060 |
14.781.448 |
30.428.003 |
62.750.205 |
63.9991.089 |
მერსინი |
152.447.119 |
117.782.340 |
272.532.928 |
420.353.872 |
414.641.453 |
543.148.106 |
791.567.455 |
სტამბული |
- |
- |
1.583.722 |
27.947.682 |
121.788.623 |
173.741.886 |
324.506.643 |
ეგეოსი |
- |
- |
82.200 |
28.124.162 |
55.831.538 |
227.653.424 |
370.930.190 |
ტრაპიზონი |
- |
- |
- |
- |
4.878.396 |
13.616.072 |
35.224.197 |
სტამბულის ტყავის ზონა |
- |
- |
- |
- |
- |
- |
- |
ჯამი |
153.768.091 |
152.465.409 |
282.108.910 |
491.207.164 |
627.568.013 |
1.020.909.693 |
1.586.219.574 |
თურქეთის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილმდებარეობა მას ურთიერთობების დამყარების ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს არამხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალ 12 სახელმწიფოსთან, არამედ პოსტ-საბჭოური სივრცის რესპუბლიკებთან, ცენტრალური აზიის თურქულენოვან სახელმწიფოებთან და ა.შ.
რა სარგებელს ნახულობს აქედან თურქეთი? აღნიშნულ კითხვაზე გვპასუხობს კაა ტანსერი - იზმირის თავისუფალი ეკონომიკური ზონის გენერალური დირექტორი: ,,ჩვენ პრაქტიკულად უფასოდ ვიღებთ, უახლეს დასავლურ ტექნიკას, ვხსნით ახალ რეზერვუარებს თურქული საქონლის ექსპორტირებისათვის და რაც მთავარია თეზ.-ის განლაგების ადგილებში მკვეთრად ეცემა უმუშევრობის დონე“. სწორედ ასე, კაა ტენსერის მტკიცებით 72.000 სამუშაო ადგილი იქნა უზრუნველყოფილი ქ. იზმირში თეზ-ის გახსნითა და ამოქმედებით. თეზ-ის ჩამოყალიბება და განვითარება მიმდინარეობდა - ,,BUILD-OPERATE AND TRANSFER“-ის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ანტალიისა და მერსინის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში თურქეთის ხელისუფლება უზრუნველყოფდა ტერიტორიის გამოყოფასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თურქეთის თავისუფალ ზონებში არსებობს რიგი პრივილეგიებისა, რომლებიც ფაქტიურად უზრუნველყოფენ დინამიურ მუშაობას.
როგორც ჩანს, მართალი აღმოჩნდა თურქეთის ერთ-ერთი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი - იბრაჰიმ ჩაქირი, რომელიც თვლიდა, რომ ქვეყანაში შეიქმნა კონსენსუსი, თურქეთის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის დაბანდების აუცილებლობის თაობაზე.
თ. ოზალის დროს, არსებითად გაუმჯობესდა თურქეთის ურთიერთობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ჯერ კიდევ 1979 წელს, როდესაც თ. ოზალი გახლდათ ს. დემირელის ხელისუფლების წარმომადგენელი, აღიარა მისი პერსპექტიული რეფორმები და მწვანე შუქი მისცა დასავლურ კრედიტებს. 1981 წლის იანვარში, თ. ოზალმა მოახერხა დიდი სახელმწიფოებრივი ვალის რესტრუქტურიზაცია, რომელიც იმ დროისათვის 3,2 მლრდ. დოლარს შეადგენდა და ახალი სესხების აღება. თურქეთში ღიმილით იხსენებდნენ იმ პერიოდს, როდესაც ლუქსემბურგმა გამოუყო ქვეყანას კრედიტი 1 მლნ. დოლარის ოდენობით. მართლაც, დღევანდელ დროს ვერ შეადარებ 1970-იანი წლების დასაწყისს, როდესაც ქვეყანა პარალიზებული იყო საგადასახადო ბალანსის დარღვევის გამო. დღეისათვის თურქეთს აქვს საშუალება თვითონ განსაზღვროს, თუ ვინ და რა პირობებში გამოუყოფს მას კრედიტს.
შიდასახელმწიფოებრივმა ვალმა 1986 წელს მიაღწია 38,5 მლნ. დოლარს (60 მილიონიანი საერთო პროდუქტის არსებობის პირობებში). რესპუბლიკამ 1989 წელს, ვალის ძირითადი ნაწილის დასაფარავად გადაიხადა 7,3 მლრდ. დოლარი. ,,ქვეყანა გამოირჩევა მყარი გადამხდელუნარიანობით“, სიამაყით აცხადებდა პრეზიდენტი თ. ოზალი. საერთოდ კი სახელმწიფო ვალის არსებობა, როგორც ჩანს არ აყენებდა პრეზიდენტს ცუდ განწყობაზე. მისი თვალსაზრისით, თანამედროვე სამყაროში სესხებისა და კრედიტების გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. გარდა ამისა, თურქეთი თვითონაც დიდი სიამოვნებით აძლევდა კრედიტებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ცენტრალური აზიის თურქულენოვან სახელმწიფოებს, რომლებიც მცირე ხანში ოზალის გონივრული საგარე-პოლიტიკური კურსის შედეგად მოექცნენ ე.წ. ,,უფროსი ძმის“ გავლენის ქვეშ.
თურქეთი ქვეყნის ეკონომიკურ არქიტექტორად წოდებული ოზალის დროს გახდა ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი ქვეყანა და არსად მთელს მსოფლიოში არ შეიმჩნეოდა გადამხდელუნარიონობის ასეთი მაღალი დონე.
მაგრამ მთავარი მიღწევა მაინც იმაში მდგომარეობდა, რომ ოზალის დროს, თურქი საზოგადოების მსოფლმხედველობაში კარდინალური ცვლილება მოხდა.
თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის იყო ტელე-რადიომაუწყებლობის პირდაპირ ეთერში თუ ბეჭდვითი პრესის მეშვეობით საკმაოდ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროპაგანდა-აგიტაციის წარმოების მომხრე.
ოზალის მიერ, წარმოებული კოორდინირებული ეკონომიკური პროპაგანდის წყალობით, არამარტო თურქი მეწარმე მიუტრიალდა გარე სამყაროს სახით, არამედ რიგითმა თურქმა იწამა თავისი შესაძლებლობები. იწამა ის, რომ ნაყოფიერი შრომის შედეგად, მას შესწევდა უნარი გამხდარიყო მატერიალური თვალსაზრისით უზრუნველყოფილი და შესაბამისად საზოგადოებაში პატივსაცემი და მიღებული ადამიანი. ფაქტიურად ოზალის რეფორმებმა ბოლო დაუდო გარკვეულ ,,არასრულფასოვნების კომპლექს“, რომლითაც თურქული საზოგადოების ძირითადი ნაწილი იყო დაავადებული. პრეზიდენტს გააჩნდა სრული მორალური უფლება განეცხადებინა: ,,1980 წლამდე თურქეთში ამბობდნენ - ჩვენ არ შეგვწევს უნარი ნორმალური სამეწარმეო მოღვაწეობისა, ეს შეუძლიათ მხოლოდ ევროპელებსა და ამერიკელებს. ამიერიდან ასეთი განწყობილება უკვალოდ გაქრა“. სწორედ, ეკონომიკური განახლების საფუძველზე ქვეყანამ დაიბრუნა თავისი ეროვნული ღირსება.
მაგრამ, ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად ქვეყანაში არსებობდა მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, რომლებიც ოზალისა და მისი გუნდის ოპოზიციაში მყოფი პირების მითითებით არ სარგებლობდნენ აღნიშნული პრივილეგიებით. ამდენად, ქვეყანაში შეიქმნა მოსახლეობის ფენა, რომელიც ძალიან წააგავდა თურქ-სოციალისტებს.
რა თქმა უნდა, ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ არამარტო დადებითი შედეგი გამოიღო. ქვეყანაში დღესაც შეიმჩნევა ინფლაციის მაღალი დონე. 1984 წელს ინფლაცია შეადგენდა 40%. ოპტიმისტი ოზალი, ხსნიდა ყოველივე ამას თურქეთის სახელმწიფოებრივი განვითარების ჩქარი ტემპებით. იგი თვლიდა ინფლაციას ჩამორჩენილობის გადალახვის პროცესის გარდაუვალ ასპექტად.
მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ინფლაციასთან ქვეყნის ხელმძღვანელობის უშედეგო ბრძოლა, შემდგომში გახდა თურქეთის მე-VIII პრეზიდენტის მიერ ქ. მალათიაში ფორმირებული ,,დედასამშობლოს პარტიის“ (ANAP) მიმართ, ამომრჩეველთა უნდობლობის მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც, 1989 წლის ნოემბერს თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,დედასამშობლოს პარტიამ“, დათმო თავისი მოწინავე პოზიციები.
_________________
1. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის მინისტრთა კაბინეტი თოთხმეტჯერ შეიცვალა.
2. აშშ დოლარებში
![]() |
6 ისლამი: დასავლეთით უკმაყოფილება |
▲back to top |
ახლო აღმოსავლეთი
ნათია ხმალაძე
გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი ორიენტალისტის ბერნარდ ლუისის ახალი წიგნის ,,ისლამის კრიზისის“ ერთ-ერთი თავის განხილვას, რომელშიც ავტორი რადიკალური ისლამის დასავლეთთან დაპირისპირების ფესვებს განიხილავს.
,,პრეზიდენტ ბუშსა და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმის ნათელსაყოფად, რომ ომი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართულნი, ტერორიზმის და არა არაბთა, ან ზოგადად მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა, რომელთაც ვურჩევთ შემოგვიერთდნენ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ უსამა ბინ ლადენის მოწოდება კი სრულიად საწინააღმდეგოა. ბინ ლადენისა და მისი თანამოაზრეებისათვის ეს რელიგიური ომია, ბრძოლა ისლამისათვის, რომელიც ურწმუნოთა, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არის მიმართული, რამეთუ ეს უკანასკნელი ურწმუნოთა სამყაროს ყველაძე დიდი ძალაა.
თავის გამოსვლებში ბინ ლადენი ხშირად საუბრობს ისტორიაზე. საყურადღებოა 2001 წლის 7 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერში მის მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომ ისლამი ,,აი უკვე 80 წელიწადზე მეტია“ ,,შეურაცხყოფასა და დამცირებას“ განიცდის. ამერიკელთა და ევროპელთა უმრავლესობამ, ვინც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და იკვლევს, სასწრაფოდ დაიწყო ძიება, თუ რა მოხდა ,,80 წელიწადზე მეტი ხნის“ წინ. პასუხი არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ბინ ლადენის მუსლიმი მსმენელი - აუდიტორია, რომელსაც ის მიმართავდა - უყურადღებოდ არ დატოვებდა ამ მინიშნებას და სასწრაფოდ შეაფასებდა მის მნიშვნელობას.
1918 წელს თურქეთის სასულთნო - უკანასკნელი დიდი მუსლიმური იმპერია, საბოლოოდ დამარცხდა. მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ოკუპირებულ იქნა, მისი ხელისუფალი შეპყრობილი, ხოლო მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი გამარჯვებულ ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებს შორის განაწილდა. არაბულენოვანი თურქული პროვინციები სამ ახალ ერთეულად დაიყო, რომელთაც ახალი სახელები და საზღვრები მიენიჭათ. ორი მათგანი - ერაყი და პალესტინა ბრიტანეთის მანდატის ქვეშ აღმოჩნდა; მესამე, რომელსაც სირია ეწოდებოდა, საფრანგეთს გადაეცა. მოგვიანებით საფრანგეთმა იგი ორად დაყო, ერთ ნაწილს ლიბანი ეწოდა, ხოლო მეორემ სირიის სახელი შეინარჩუნა. მსგავსი ქმედება განახორციელა ბრიტანეთმა პალესტინასთან მიმართებაში, როდესაც მდინარე იორდანი ორ ნაპირად დაყო: აღმოსავლეთ სეგმენტს ტრანსიორდანია ეწოდა, მეორეს კი უბრალოდ იორდანია. სახელი პალესტინა დასავლეთის სეგმენტისთვის იქნა შენარჩუნებული.
არაბეთის ნახევარკუნძული, რომელიც ძირითადად უნაყოფო და თვალუწვდენელ უდაბნოებსა და მთებს მოიცავდა, მაშინ თავის შეწუხებად არავის უღირდა. მის მმართველებს ნება ეძლეოდათ არამყარი და შეზღუდული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. თურქებმა წარმატებით მოახერხეს მათი ანატოლიური სამშობლოს გათავისუფლება, არა ისლამის სახელით, არამედ სეკულარული ეროვნული მოძრაობის მეშვეობით, რომელსაც სათავეში თურქი გენერალი მუსტაფა ქემალი, იგივე ქემალ ათათურქი ედგა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დასავლეთის ბატონობისაგან თურქეთის გასათავისუფლებლად იბრძოდა, სწორედ ქემალ ათათურქმა გადადგა პირველი ნაბიჯები დასავლური, ან როგორც იგი ამბობდა, თანამედროვე ღირებულებების დასამკვიდრებლად. მისი ერთ-ერთი პირველი ქმედება 1922 წელს სასულთნოს გაუქმება იყო.
თურქი სუვერენი მხოლოდ სულთანი (განსაკუთრებული სახელმწიფოს მმართველი) როდი იყო, იგი ასევე ფართოდ აღიარებულ ხალიფად, მთელი სუნიტური ისლამის მეთაურად გვევლინებოდა. იგი მმართველთა შორის უკანასკნელი მმართველი იყო, რომელიც მოციქული მუჰამედის სიკვდილის შემდეგ (632 წელი) მის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, მუსლიმური სახელმწიფოსა და საზოგადოების არა სულიერ, არამედ რელიგიურ და პოლიტიკურ მეთაურად. დანაწევრებული სახალიფოს ხანმოკლე მცდელობის შემდგომ, 1924 წელს თურქებმა სახალიფოც გააუქმეს.
არსებობის 13 საუკუნის მანძილზე სახალიფომ მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ იგი მუსლიმთა ერთობის და თვითშეგნების სიმბოლოდ დარჩა. მისი განადგურება, რაც უცხოელი იმპერიალისტებისა და ადგილობრივი მოდერნისტების ორმაგი მცდელობის შედეგი იყო, მთელს მუსლიმურ მსოფლიოზე აისახა. სხვადასხვა მუსლიმი მონარქები და ლიდერები ამ წოდების მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ დიდი მხარდაჭერით არც ერთი მათგანი არ სარგებლობდა. დარჩენილ სიცარიელეს მუსლიმები დღემდე მტკივნეულად განიცდიან. იმასაც ამბობენ, რომ სახალიფოსადმი ლტოლვა თვითონ უსამა ბინ ლადენსაც გააჩნდა, ან გააჩნია.
სიტყვა ხალიფა არაბული წარმომავლობისაა და იგი როგორც ,,მემკვიდრის“, ასევე ,,წარმომადგენლის“ მნიშვნელობებს აერთიანებს. თავდაპირველად, ისლამური საზოგადოების მეთაური ,,უფლის მოციქულის ხალიფა“ იყო. უფრო ამბიციურებმა წოდება ,,უფლის ხალიფამდე“ შეამოკლეს. სულიერი ძალაუფლების ეს მოთხოვნა მწვავე დისკუსიის საგნად იქცა და შემდეგ საერთოდ უგულებელყოფილ იქნა. თუმცა, წოდება, რომელიც მსგავს, მაგრამ შედარებით ნაკლებ ამბიციას გამოხატავს - ,,დედამიწაზე უფლის აჩრდილი“ ფართოდ გამოიყენებოდა მუსლიმი მმართველების მიერ. ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიის მანძილზე სახალიფოს მმართველები ყველაზე ხშირად შედარებით მოკრძალებული წოდებით კმაყოფილდებოდნენ, როგორიც არის ამირ ალ-მუ მინინ, რაც ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც ,,მორწმუნეთა მბრძანებელი“.
ისტორიული მინიშნება, მაგალითად ბინ ლადენისეული, რომელიც შესაძლოა მრავალი ამერიკელისთვის ძნელად გასაგები და გაურკვეველია, მუსლიმთათვის ჩვეული მოვლენაა და მისი სწორად გაგება მხოლოდ თვითშეგნების ახლო აღმოსავლურ კონტექსტშია შესაძლებელი, ახლო აღმოსავლეთის ისტორიული ფონის გათვალისწინებით. დასავლელი ადამიანისათვის, რომელიც თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ბუნების გაგებას ცდილობს, თავად ისტორიისა და თვითშეგნების ცნებებიც საჭიროებს ხელახლა განსაზღვრას. თანამედროვე ამერიკულ ხმარებაში, ფრაზა - ,,ეს ისტორიაა“, ძირითადად გამოიყენება, როდესაც რაღაც ნაკლებმნიშვნელოვანია, არ ეხება და არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად დიდი შრომისა, რაც ისტორიის სწავლებისა და მისი დაწერისათვის გასწიეს, ამერიკულ საზოგადოებაში ისტორიის ცოდნის ზოგადი დონე უკიდურესად დაბალია. მუსლიმი ხალხი, მსოფლიოს სხვა ხალხების მსგავსად, საკუთარი ისტორიის ნაყოფია, მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით, ისინი ამას მეტად მწვავედ აღიქვამენ. მათი ცოდნა ისლამის წარმოქმნიდან თარიღდება, მინიმალური კავშირით პრეისლამურ დროსთან, რაც აუცილებელია ყურანში ისტორიული მითითებების და ადრეული ისლამური ტრადიციებისა და ქრონიკის ასახსნელად. ისლამის ისტორიას მუსლიმთათვის მნიშვნელოვანი რელიგიური და სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია, რამეთუ იგი ასახავს უფლის მიზნის აღსრულებასა და განხორციელებას მისი ხალხისათვის, ანუ ადამიანებისათვის, ვინც მუსლიმურ განათლებას იღებს და მორჩილებს მას. არაისლამური სახელმწიფოებისა და ხალხის ისტორია არ არის ამგვარი დატვირთვის მატარებელი და შესაბამისად ნაკლებად ღირებული და საინტერესოა. უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ათეისტური ისტორიის ცოდნა - მათივე საკუთარი წინაპრების ისტორია, რომელთა მიერ შექმნილი ძეგლებითა და უძველესი დამწერლობებით მათივე მიწაა მოფენილი - მინიმალურია. უძველესი ენები და დამწერლობები დავიწყებას მიეცა, უძველესი ხელნაწერები დამარხულ იქნა, სანამ ისინი არ აღმოაჩინეს და დაშიფრეს თანამედროვე ეპოქის ცნობისმოყვარე დასავლელმა არქეოლოგებმა და ფილოლოგებმა. თუმცა, უკვე ისლამის წარმოქმნის პერიოდიდან, მუსლიმმა ხალხმა მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიული ლიტერატურა შექმნა. მართლაც, მრავალ რეგიონში, ისეთი უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებშიც კი, როგორიც ინდოეთია, სერიოზული ისტორიული დოკუმენტები ისლამის გამოჩენის პერიოდიდან ჩნდება.
მაგრამ, ისმის კითხვა: ვისი ისტორია? დასავლურ სამყაროში ადამიანთა მთავარი ორგანიზაციული ერთობა ერია. ამერიკული, მაგრამ არა ევროპული მნიშვნელობით, ეს ქვეყნის სინონიმია. თავის მხრივ ერის დაყოფა სხვადასხვა კრიტერიუმებით ხდება, ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი რელიგიაა. მუსლიმთა ხედვა სხვაგვარია. ისინი ერს კი არ მოიაზრებენ რელიგიურ ჯგუფებად დაყოფილს, არამედ რელიგიას ერებად დანაწევრებულს. ამის გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ერი-სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელსაც თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი მოიცავს, შედარებით ახალი წარმონაქმნია, რაც ინგლისურ-ფრანგული იმპერიული ბატონობის ეპოქის შემდეგ დარჩა და ისინი ამ პერიოდის სახელმწიფო მოწყობისა და საზღვრების დემარკაციის ფორმას ინარჩუნებენ. ეს ხელოვნურობა მათ სახელწოდებებშიც აისახება: ერაყი შუასაუკუნეების პროვინცია იყო, რომელსაც თანამედროვე რესპუბლიკისაგან მეტად განსხვავებული საზღვრები გააჩნდა, არ მოიცავდა რა მესოპოტამიას ჩრდილოეთით და ეკუთვნოდა დასავლეთ ირანის ზოლი; სირია, პალესტინა და ლიბია კლასიკური ანტიკური სახელწოდებებია, რაც რეგიონში ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღარ გამოიყენებოდა, სანამ მეოცე საუკუნის ევროპელმა იმპერიალისტებმა ისინი კვლავ გააცოცხლეს და დააწესეს, რა თქმა უნდა ახალი და, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული საზღვრებით; ალჟირი და ტუნისი, როგორც სიტყვები, არაბულ ენაში არც კი არსებობს, ერთიდაიგივე სახელწოდებით იწოდება როგორც ქალაქი, ასევე ქვეყანა. თუმცა, ყველაზე მეტად საყურადღებო ის გახლავთ, რომ არაბულ ენაში არ არსებობს სიტყვა არაბეთი და თანამედროვე საუდის არაბეთს ,,საუდის არაბეთის სამეფოს“ ან ,,არაბთა ნახევარკუნძულს“ უწოდებენ, გააჩნია კონტექსტს. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ არაბული ენაა ღარიბი, არამედ ის, რომ არაბებს უბრალოდ არ უცდიათ ტერიტორიული და ეთნიკური თვითშეგნების ურთიერთდაკავშირება. მართლაც, ხალიფა უმარი არაბებს მიმართავდა, ,,ისწავლეთ თქვენი გენეალოგია და ნუ დაემსგავსებით ადგილობრივ გლეხებს, რომლებიც კითხვაზე ვინ ხართ, პასუხობენ: მე ვარ ამა და ამ ადგილიდანო“.
მუსლიმური ეპოქის ადრეულ საუკუნეებში, ისლამური საზოგადოება ერთი მმართველის ქვეშ, ერთ სახელმწიფოდ ერთიანდებოდა. ერთიანი ისლამური პოლიტიკის იდეა მას შემდეგაც შენარჩუნდა, რაც ეს საზოგადოება მრავალ სახელმწიფოდ დაიშალა. თითქმის ყველა სახელმწიფო დინასტიური იყო, ცვალებადი საზღვრებით. უდაოდ მნიშვნელოვანია, რომ ისლამური მსოფლიოს საოცრად მდიდარ ისტორიოგრაფიაში (არაბული, სპარსული, თურქული) დინასტიების, ქალაქების და უპირველეს ყოვლისა, ისლამური სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიაა აღწერილი და არა სპარსეთის, ან თურქეთის ისტორია. ეს სახელწოდებები, სირიის, პალესტინისა და ერაყისაგან განსხვევებით, არა ახალ, არამედ ძველ პოლიტიკურ ერთეულებს ასახავენ - სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. თუმცაღა, თანამედროვე დრომდე, არაბულ, თურქულ, ან სპარსულ ენებზე ამ სახელწოდებებსაც ვერ შეხვდებოდით. სახელწოდება - თურქეთი იმ ადამიანებით დასახლებულ სახელმწიფოს მოიაზრებს, რომელთაც თურქებს უწოდებენ და რომლებიც თურქულ ენაზე საუბრობენ. სახელმწიფოთა ეთნიკური სახელწოდებით განსაზღვრა ნორმალურ ევროპულ წესს სავსებით შეესაბამება. თუმცა, თურქეთში ამ სახელწოდების დანერგვა (რომელიც ევროპაში შუასაუკუნეებიდან დამკვიდრდა) 1923 წლის რესპუბლიკის გამოცხადებამდე არ მოხდა. სახელწოდება - სპარსეთი ევროპული, ბერძნული წარმოშობის პერსიდადან, მოგვიანებით ფარსიდან მომდინარეობს, რაც დასავლეთ ირანის პროვინციის სახელია. არაბთა გამარჯვების შემდეგ იგი ფარსად იწოდებოდა, რამეთუ არაბულ ანბანში ასო ,,პ“ არ შედის. როგორც კასტილიური იქცა ესპანურად და ტუსკანური იტალიურად, ასევე სპარსული - ფარსის რეგიონული დიალექტი, ქვეყნის სტანდარტულ ენად იქცა. თუმცა, სპარსულ ენაში პროვინციის სახელი არასოდეს გამოიყენებოდა ქვეყნის, როგორც მთლიანის აღსანიშნავად.
არაბებმა, ისევე როგორც თურქებმა, საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა შექმნეს, რომელშიც აღწერილია მათი ბრძოლა ქრისტიანული ევროპის წინააღმდეგ, მე-18 საუკუნის პირველი არაბული შემოსევებიდან დაწყებული მე-20 საუკუნეში თურქეთის უკანასკნელი მარცხით დასრულებული. თუმცა, თანამედროვე ეპოქამდე, სადაც ევროპული კონცეფციები და პრინციპები ბატონობს, მუსლიმი მებრძოლები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსები საკუთარ ოპონენტებს ტერიტორიული და ეროვნული თვალსაზრისით როდი უდგებოდნენ, არამედ მათ უბრალოდ ურწმუნოებად (კაფირ) აღიქვამდნენ და ხშირად ბუნდოვანი, ზოგადი ტერმინით - ფრანკებად და კათოლიკებად მოიხსენიებდნენ. შესაბამისად, საკუთარ მხარეს არასოდეს აღიქვამდნენ, როგორც არაბულს, სპარსულს ან თურქულს. ისინი საკუთარ თავს მუსლიმებად მოიაზრებდნენ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას პაკისტანის დამოკიდებულება თალიბებთან და ავღანეთში მათ მიმდევრებთან. სახელწოდება პაკისტანი, რომელიც მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა, აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც მთლიანად ისლამური რელიგიით და მისდამი ერთგულებით განისაზღვრება. სხვა ყველა თვალსაზრისით პაკისტანი და მისი ხალხი არის და საუკუნეების განმავლობაში იყო ინდოეთის ნაწილი. ავღანეთი, თუ მას ისლამური თვითშეგნებით განვსაზღვრავთ, ბუნებრივი მოკავშირე და პაკისტანის თანამგზავრი-სახელმწიფოა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთს თავისი ეთნიკური ეროვნულობით განვსაზღვრავთ, იგი შესაძლოა სახიფათო მეზობლადაც ჩაითვალოს, რომელიც ირედენტისტულ მოთხოვნებს აყენებს პუშტუნებით დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანს მოიცავს და შესაძლოა ინდოეთთან ალიანსსაც გულისხმობს.
ტიპიურ საზოგადოებრივ საუბრებში ხშირად მიმართავენ ადრეულ და ანტიკურ ისტორიას. 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, ორივე მხარე აწარმოებდა მასობრივ საპროპაგანდო კამპანიას, ხშირად მიმართავდნენ და იხსენებდნენ რა ისეთ მოვლენებსა თუ პიროვნებებს, რომლებიც ადრეული მე-7 საუკუნით თარიღდება, მაგალითად, კადისიასა (637) და ქარბალას (680) ბრძოლებს. კადისიას ბრძოლა არაბმა მუსლიმმა თვდამსხმელებმა მოიგეს სპარსეთის შაჰის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ არ მოქცეულიყო მუსლიმურ რჯულზე და მისი ჯარი მუსლიმთა მიერ ურწმუნოდ და მოღალატედ მიიჩნეოდა. ორივე მხარე ამას საკუთარ გამარჯვებად თვლიდა: სადამ ჰუსეინისათვის ეს იყო არაბთა გამარჯვება სპარსელებზე; აიათოლა ხომეინისათვის, ეს მუსლიმთა გამარჯვება იყო ურწმუნოებზე. ამ ბრძოლებს დეტალურად არ იხსენებდნენ, ორივე მხარეს მოკლე და დაუსრულებელი ფრაგმენტები მოყავდა, ღრმად სწამდათ რა, რომ მსმენელი მათ მიიღებდა და გაიგებდა, მაშინაც კი, თუ ეს მსმენელი, ხშირ შემთხვევაში, წერა-კითხვის უცოდინარია. რთული წარმოსადგენია, რომ დასავლეთში სახალხო პროპაგანდა ამავე ისტორიულ პერიოდს ეფუძნებოდეს, მაგალითად, ინგლისში ანგლო-საქსონური კავშირის, ან საფრანგეთში კაროლინელი მონარქების ეპოქას. უსამა ბინ ლადენი შეურაცხყოფს პრეზიდენტ ბუშს, როდესაც იგი მას ფარაონს ადარებს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტ ჩეინისა და სახელმწიფო მდივან პაუელს 1991 წლის ყურის ომის დროს ერაყის განადგურებაში სდებს ბრალს და მხოლოდ ამის შემდეგ იხსენებს და გმობს მონღოლ ხანს, რომელმაც მე-13 საუკუნის შუა ხანებში ბაღდადი დაიპყრო და აბასელების სახალიფო გაანადგურა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები ხალხის მიდგომა ისტორიისადმი ინერგება და იმართება როგორც რელიგიის, ასევე სკოლებისა და მედიის მეშვეობითაც. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა ხშირად მიკერძოებული და არაობიექტურია, იგი მაინც მეტად მკაფიო და მძლავრია.
1998 წლის 23 თებერვალს ,,ალ-ქუდ ალ-არაბი“ - ლონდონის არაბული გაზეთი, ,,ებრაელთა და ჯვაროსანთა წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო ისლამური ფრონტის დეკლარაციის“ სრულ ტექსტს აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, დეკლარაციას თან ახლდა უსამა ბინ ლადენის და ეგვიპტის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ჯიჰადის დაჯგუფებათა მეთაურების ხელმოწერები. დეკლარაცია - გასაოცრად მჭერმეტყველური და ზოგჯერ პოეტური არაბული პროზა - ისტორიის იმ ვერსიას გვთავაზობს, რომელიც დასავლელთა უმრავლესობისათვის უცნობია. ბინ ლადენის უკმაყოფილება, რაც ამ დოკუმენტშია გამოხატული, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. დეკლარაცია იწყება შესავლით, ყურანსა და მუჰამედის წმინდა წერილებში მოცემული სამხედრო ხასიათის ფრაზების ციტირებით და შემდეგ გრძელდება: ,,მას შემდეგ, რაც უფალმა არაბეთის ნახევარკუნძული შექმნა, მოავლინა მისი უდაბნოები და გარს ზღვები შემოაკრა, არ განუცდია ამ ქვეყანას ისეთი დიდი უბედურება, როგორიც ჯვაროსანმა მტრებმა დაატეხეს თავს, რომლებიც კალიებივით შეესიენ მის მიწას, მისი ნაყოფით გამოიკვებენ და მის აყვავებას ბოლო მოუღეს; და ყოველივე ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მუსლიმთა წინააღმდეგ მრავალი ქვეყანა იბრძოდა და გარს ეხვეოდა მას, როგორც სანოვაგით სავსე ხონჩას“.
შემდეგ დეკლარაციაში საუბარია ვითარების სწორად გაგებისა და მისი გამოსწორების აუცილებლობაზე. ფაქტები ყველასთვის ცნობილია, ნათქვამია მასში, და სამ ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს:
პირველი - 7 წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებს მუსლიმური მიწები, მისი ტერიტორიების ყველაზე წმინდა ნაწილები უპყრია. იგი ფლანგავს მის სიმდიდრეს, ამხობს მის მმართველებს, შეურაცხყოფს მის ხალხს, ემუქრება მის მეზობელ ქვეყნებს და ნახევარკუნძულზე განლაგებულ ბაზებს მეზობელი მუსლიმი ხალხების წინააღდეგ საბრძოლველად იყენებს.
მართალია, ამ ოკუპაციის ჭეშმარიტი ბუნება წარსულში განხილვის საგნი იყო, ახლა არაბმა ხალხმა იგი აღიარა და სცნო.
ამას საუკეთესოდ ცხადყოფს ერაყელი ხალხის წინააღმდეგ ამერიკელთა გამუდმებული აგრესია, რომელთაც არაბეთიდან დევნიან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მმართველები წინააღმდეგნი არიან მათი ტერიტორიების ამგვარი მიზნებით გამოყენებისა, ისინი მაინც მორჩილებენ მტერს.
მეორე - მიუხედავად დიდძალი ნგრევისა, რაც ერაყელ ხალხს დაატყდა თავს ჯვაროსნებისა და ებრაელთა კავშირის შედეგად, და მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობა მილიონს აღემატება, ამერიკელები მაინც ცდილობენ ამ საშინელი სასაკლაოს განმეორებას. როგორც ჩანს, ხანგრძლივი ბლოკადა, რაც სისხლისმღვრელ ომს მოჰყვა, განხეთქილება და ნგრევა, მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რამეთუ ისინი ისევ ბრუნდებიან დღეს, რათა ისიც გაანადგურონ, რაც გადარჩა და კიდევ ერთხელ შეურაცხყონ მათი მუსლიმი მეზობლები.
მესამე - ამერიკელებს ამ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური და ეკონომიკური მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ამასთანავე ისინი ებრაელთა მცირე სახელმწიფოსაც ემსახურებიან, რათა აქცენტი იერუსალიმის ოკუპაციასა და მათ მიერ მუსლიმთა მასობრივ განადგურებაზე არ გაკეთდეს.
ამას ნათელჰყოფს მათი დიდი ძალისხმევა გაანადგურონ ერაყი, უძლიერესი არაბული სახელმწიფო და განხეთქილება ჩამოაგდონ რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის, როგორც გათიშეს ერაყი და საუდის არაბეთი, ეგვიპტე და სუდანი. ამერიკელები ცდილობენ ისინი მცირე, უმნიშვნელო სახელმწიფოებად აქციონ, რამეთუ მათ შორის განხეთქილება და მათი სისუსტე ისრაელის გადარჩენის ერთადერთი გარანტია, ისევე როგორც არაბეთის მიწებზე მომაკვდინებელი ჯვაროსნული ოკუპაციის გაგრძელებისა.
ყველა ეს დანაშაული, ნათქვამია დოკუმენტში, ნიშნავს ,,ამერიკელთა მიერ ომის აშკარა გამოცხადებას უფლის, მისი მოციქულისა და მთელი მუსლიმი ხალხის წინააღმდეგ. ამგვარ ვითარებაში, მუსლიმური უმმას ერთსულოვანი მოსაზრება საუკუნეების მანძილზე უცვლელი იყო: როდესაც მტერი მუსლიმურ მიწებს ესხმის თავს, ჯიჰადი თითოეული მუსლიმის პირადი მოვალეობა ხდება.“
სხვადასხვა მუსლიმ მოღვაწეთა ხელმოწერის შემდეგ დეკლარაციის საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება, რომელშიც განცხადებულია, რომ ,,ამერიკელთა და მათ მოკავშირეთა (როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირების) ფიზიკური განადგურება თითოეული მუსლიმის პირადი მოვალეობაა, ვისაც ამის განხორციელება ძალუძს, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეს შესაძლებელია, სანამ ალ-აქსას მეჩეთი (იერუსალიმში) და ჰარამის მეჩეთი (მექაში) არ იქნება საბოლოოდ გათავისუფლებული და სანამ მტრის ჯარი, შერყეული და ფრთამოტეხილი, არ გაეცლება ისლამის მიწას, დაუძლურებული მუსლიმი ხალხის წინააღმდეგ რაიმე მუქარის განსახორციელებლად.“
ყურანიდან მოყვანილი რამოდენიმე ციტატის შემდეგ, დოკუმენტი განაგრძობს: ,,ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მუსლიმს, ვისაც ღმერთის სწამს და იმედოვნებს, რომ დაჯილდოვებულ იქნება უფლის ბრძანების მორჩილებისათვის, დახოცოს ამერიკელები და გაანადგუროს მათი ქონება, სადაც არ უნდა ნახოს ისინი, ნებისმიერ დროს, როცა მას ამის შესაძლებლობა შეექმნება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მუსლიმ ხალხს, მათ მეთაურებს, ახალგაზრდებსა და ჯარისკაცებს, განახორციელონ თავდასხმები ამერიკულ ჯარებზე და მათ მოკავშირეებზე, როგორც სატანის თანაშემწეებზე.“ დეკლარაცია და ფატვა მთავრდება ისლამის წმინდა წერილებიდან მოყვანილი რიგი ციტატებით.
1991 წლის ყურის ომი, საყოველთაო დასავლური მიდგომის თანახმად, მიმართული იყო შეერთებული შტატების და არაბი და სხვა მოკავშირეების კოალიციის მიერ ერაყის ოკუპაციისაგან ქუვეითის გასათავისუფლებლად და ერაყის აგრესიისაგან საუდის არაბეთის დასაცავად. ამ ომის მოსაზრება ერაყის წინააღმდეგ ამერიკულ აგრესიად ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა, ამგვარი ხედვა ფართოდგავრცელებულია ისლამურ სამყაროში. დავიწყებას ეძლევა რა ქუვეითზე სადამ ჰუსეინის თავდასხმა, აქცენტი ერაყის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, ამერიკულ და ბრიტანულ თვითმფრინავებზე (რომლებიც არაბეთის ბაზებიდან საჰაერო პატრულს ახორციელებენ), ერაყელი ხალხის ტანჯვაზე და რა თქმა უნდა ისრაელის სასარგებლოდ ამერიკელთა განწყობაზე კეთდება.
დეკლარაციაში მოყვანილი 3 მხარე, რაც უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგენს - არაბეთი, ერაყი, იერუსალიმი - ახლო აღმოსავლეთის მკვლევართათვის უცხო არ არის. სამაგიეროდ უცხოა ის თანამინდევრობა და დატვირთვა, რომლითაც ზემოხსენებული 3 სფეროა წარმოდგენილი. თუმცა, ეს ნაკლებად მოულოდნელია მათთვის, ვინც ისლამის ისტორიასა და ლიტერატურაში ღრმად არის ჩახედული. მუსლიმთათვის წმინდა მიწა, უპირველეს ყოვლისა, არაბეთია (რაც დასავლეთში ხშირად ავიწყდებათ), განსაკუთრებით ჰიჯაზი და მისი 2 წმინდა ქალაქი - მექა, სადაც მოციქული დაიბადა და მედინა, სადაც მან პირველი მუსლიმური სახელმწიფო დააარსა; სწორედ ამ ქვეყნის მოსახლეობა ეზიარა პირველად ახალ სარწმუნოებას და მისი მედროშეც გახდა. მოციქული მუჰამედი ცხოვრობდა და გარდაიცვალა არაბეთში, ისევე, როგორც მისი შთამომავლები - ხალიფები. მას შემდეგ, გარდა სირიაში ხანმოკლე ცვლილებისა, ისლამური სამყაროს ცენტრი და მისი ძირითადი მიღწევების ეპიცენტრი ერაყი იყო, ხოლო მისი დედაქალაქი - ბაღდადი ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში სახალიფოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. მუსლიმები ისლამის სამეფოსთან ერთხელ მიერთებულ ტერიტორიას არასოდეს აღარ უგულებელყოფენ, თუმცა, არაბეთისა და ერაყის მნიშვნელობას ვერაფერი შეცვლის და შეედრება. ამ ორიდან არაბეთი ყველაზე მნიშვნელოვანია. კლასიკოსი არაბი ისტორიათმცოდნენი გადმოგვცემენ, რომ მუსლიმური ეპოქის მეოცე წელს, რაც 641 წელს შეესაბამება, ხალიფა უმარის ბრძანების თანახმად ებრაელებსა და ქრისტიანებს სამხრეთ და აღმოსავლეთ არაბეთის მიწები უნდა დაეტოვებინათ, რაც მოციქულის მითითება იყო, რომელიც სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გასცა: ,,და ნუ იქნება არაბეთში 2 რელიგია“.
ხსენებული ხალხები ჩრდილოეთში, ხაიბარის ოაზისში მცხოვრები ებრაელები და სამხრეთში, ნეჯრაში მცხოვრები ქრისტიანები გახლდათ. ორივე მათგანი უძველესი და ღრმად ფესვგადგმული თემი იყო. ორივე მათგანი არაბულენოვან, არაბული კულტურისა და ცხოვრების წესის მიმდევარ საზოგადოებას წარმოადგენდა. მეზობლებისაგან მათ მხოლოდ რწმენა განასხვავებდა.
ზოგიერთმა მუსლიმმა ხელმძღვანელმა მოციქულის ეს მოწოდება ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა მისი საყოველთაოდ მიღება მაინც მოხდა და, შესაბამისად, მისი განხორციელებაც დაიწყო. რელიგიურ უმცირესობათა დევნა ისლამის ისტორიაში მეტად იშვიათად გვხვდება, შუასაუკუნეების ქრისტიანული სამყაროსაგან განსხვავებით, სადაც ებრაელთა და მუსლიმთა დევნა ნორმალურად ითვლებოდა და საკმაოდ ხშირიც იყო. ევროპაში განხორციელებულ რელიგიურ გადასახლებებთან შედარებით, უმარის დადგენილება საკმაოდ ლიმიტირებული და ნაკლებად მკაცრი იყო. იგი არ მოიცავდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთს, რაც წმინდა ისლამურ მიწად არ მიიჩნეოდა. ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან განდევნილი ებრაელებისა და მუსლიმებისაგან განსხვავებით, რომელთაც სადაც მოუხდებოდათ, იქ უნდა ეპოვნათ თავშესაფარი, არაბეთში მცხოვრები ებრაელები და ქრისტიანები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე გადაასახლეს: ებრაელები - სირიასა და პალესტინაში, ქრისტიანები - ერაყში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ეტაპობრივი იყო და არა სწრაფი და მოულოდნელი.
გადასახლების პროცესი დასრულდა და მას შემდეგ ჰიჯაზის წმინდა მიწა არამუსლიმთათვის ჩაკეტილ იქნა. ისლამური სამართალმცოდნეობის სკოლის თანახმად, რაც საუდის სახელმწიფოსათვის და უსამა ბინლადენისა და მის თანამოაზრეთათვის სავსებით მისაღები იყო, წმინდა მიწაზე არამუსლიმის ფეხის დადგმაც კი დიდი შეურაცხყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ არამუსლიმები დაიშვებიან, როგორც დროებითი სტუმრები, მათ იქ ცხოვრებისა და რწმენის თავისუფლების უფლება არ აქვთ. ჯედდას წითელი ზღვის პორტი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ერთგვარი რელიგიური იზოლატორი, სადაც უცხოურ დიპლომატიურ, საკონსულო და სავაჭრო წარმომადგენლობებს ნება ეძლეოდათ ეცხოვრათ მკაცრად განსაზღვრული დროის განმავლობაში.
1930-იანი წლებიდან, ნავთობის აღმოჩენისა და ექსპლუატაციის შემდეგ საუდის არაბეთის კაპიტალის სწრაფი ზრდის შედეგად, ერ-რიადი, მცირე ოაზისიდან მთავარ მეტროპოლისად იქცა, რამაც დიდი ცვლილებები და უცხოელთა დიდი რაოდენობით შემოდინება განაპირობა. მათ უმრავლესობას ამერიკელები წარმოადგენდნენ, რაც არაბი ხალხის ცხოვრების ყველა ეტაპზე ნათლად აისახა. მათი იქ ყოფნა, მრავალი მუსლიმის მიერ დღესაც მკრეხელობად აღიქმება, რაც მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
მე-12 საუკუნეში არაბეთს ჯვაროსნები ემუქრებოდნენ. მათი დამარცხებისა და განდევნის შემდეგ, მომდევნო საფრთხე არაბთათვის მე-18 საუკუნეში წარმოიქმნა, როდესაც სამხრეთ აზიაში ევროპული ძალების კონსოლიდაცია შეინიშნა და არაბეთის ნაპირებთან ევროპული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანული ხომალდები გამოჩნდა. უკმაყოფილება და მრისხანება რელიგიურ მეტოქეობაში აისახა, რასაც არაბეთში ვაჰაბიტური მოძრაობა აღვივებდა და სათავეში საუდის სახლი, საუდის სახელმწიფოს დამაარსებლები ედგნენ. ინგლისურ-ფრანგული გავლენის და შემდგომ ახლო აღმოსავლეთში მათი ბატონობის პერიოდში (მე-19 და მე-20 საუკუნეები), ეგვიპტეს, სირიასა და პალესტინას იმპერიალისტური ძალები მართავდნენ. ისინი ადენისა და სპარსეთის ყურის პერიფერიების მიტაცებას ცდილობდნენ, თუმცა იმდენ სიფრთხილეს მაინც იჩენდნენ, რომ სამხედრო მოქმედებები არ ეწარმოებინათ და ნახევარკუნძულის საქმეებში მათი პოლიტიკური ჩარევა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაეყვანათ.
ვინაიდან უცხოური ჩარევა ცალსახად ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა და რადგან ჯილდო იმაზე ბევრად უფრო მაღალი იყო, რაც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ესაჭიროებოდა, უცხოელთა ყოფნა მოსათმენი შეიქნა. თუმცა, უკანასკნელ წლებში პირობები შეიცვალა. ნავთობის ფასის დაცემის და მოსახლეობის რაოდენობისა და დანახარჯების ზრდის ფონზე, ჯილდო ადეკვატური აღარ იყო. მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზარდა, რასაც სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავდნენ. აღარც უცხოური ჩარევა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით. ირანის რევოლუციამ, ისევე როგორც სადამ ჰუსეინის ამბიციებმა, რეგიონში არსებული პრობლემების გამწვავება გამოიწვია, განსაკუთრებით ეს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს ეხება. ამის შედეგად უცხოურმა ჩარევამ პოლიტიკური და სამხედრო ფორმა მიიღო და ,,იმპერიალიზმის“ კრიზისს გარკვეული სიცხადე შესძინა, რაზეც სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ. წმინდა მიწებთან მიმართებაში მუსლიმთა უმრავლესობა ბრძოლას და ზოგჯერ მტრის ცნებასაც რელიგიურ განსაზღვრებას აძლევს და ქუვეითის გასათავისუფლებლად და საუდის არაბეთის სადამ ჰუსეინის რეჟიმისაგან გადასარჩენად გაგზავნილ ამერიკულ ჯარებს ურწმუნო დამპყრობლებად და ოკუპანტებად მოიაზრებს. ურწმუნოთა სამყაროს სხვა ძალებთან შედარებით აშშ-ის აშკარა უპირატესობა ამ მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს.
ამერიკელთა უმრავლესობისათვის ბინ ლადენის დეკლარაცია პაროდიაა, არაბეთში აშშ-ის ძალების ყოფნის ხასიათისა და მიზნების სრული დამახინჯება. მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბევრი მუსლიმისათვის, სავარაუდოდ უმრავლესობისათვის, დეკლარაცია თანაბრად აბსურდულია და ხშირ შემთხვევაში ისლამის ბუნებას და თვით ჯიჰადის დოქტრინასაც არ შეესაბამება. ყურანში საუბარია არა მხოლოდ ომზე, არამედ მშვიდობაზეც. ასობით და ათასობით ტრადიცია და გამონათქვამი, რაც მოციქულს მიეწერება და რომელთა ინტერპრეტირება ხშირად მეტად მრავალრიცხოვანია, გვთავაზობს უაღრესად ვრცელ და მრავალფეროვან მოძღვრებას, ხოლო რელიგიის სამხედრო და ძალადობრივი ინტერპრეტაცია მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთა შორის.
აღსანიშნავია, რომ რელიგიის ამგვარ ინტერპრეტაციას მუსლიმთა უმრავლესობა აღიარებს, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი მიმართავს და იყენებს პრაქტიკაში. ტერორიზმი კი მცირედითაც კმაყოფილდება. ცხადია, დასავლეთმა ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას თავი. თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებათა შემუშავებისას, ურიგო არ იქნება იმის გარკვევა, თუ რა ძალები მართავენ მას.
![]() |
7 უსაფრთხოება, საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო სისტემა |
▲back to top |
ხალი წიგნები
ბარი ბიუზანი
ერაყის ომმა ბევრი კითხვა წარმოშვა საერთაშორისო უსაფრთხოების მომავლის, სახელმწიფოთა სისტემის სიმყარისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესების ეფექტიანობის შესახებ. ერთი მხრივ, საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხე და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი ცალმხრივი ქმედებები მნიშვნელოვნად ცვლის საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ სურათს.
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, ბარი ბიუზანის წიგნი ,,ხალხი, სახელმწიფონი და შიში: ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის დღის წესრიგი“ (მე-2 გამოცემა) ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაშრომია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით. ეს წიგნი 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, მაგრამ აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.
ვფიქრობ, ,,ახალი აზრის“ მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს ამ მოაზროვნის შეხედულებები საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ურთიერთკავშირის თაობაზე. წიგნი ქართულ ენაზე ახლა ითარგმნება და მალე ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.
საერთაშორისო ანარქიის პირობებში უსაფრთხოების პოლიტიკური დეტერმინანტების თაობაზე არსებული კარგად განვითარებული ლიტერატურის მესამედი საერთაშორისო საზოგადოებას ეძღვნება. ჰედლი ბული და ადამ უოტსონი ასე განსაზღვრავენ საერთაშორისო საზოგადოებას:
სახელმწიფოთა ჯგუფი (ამ, უფრო ზოგადად, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობების ჯგუფი), რომელიც არა მარტო ქმნის სისტემას იმ გაგებით, რომ თითოეულის ქცევა სხვათა გათვლებში აუცილებელ ადგილს იკავებს, არამედ დიალოგითა და თანხმობით აღწევს საერთო წესებსა და ინსტიტუტებს თავიანთი ურთიერთობების წარმართვისათვის და აღიარებს ამ წესებისა და ინტერესების შენარჩუნებით დაინტერესებას.1
განსხვავება სისტემასა და საზოგადოებას შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს ამ ლიტერატურაში. სისტემა უფრო ბაზისური და უპირატესი იდეაა, რომელიც მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ფუნქციას გამოხატავს. საზოგადოება შეიძლება სისტემის არსებობის ისტორიულ გამოძახილად მივიჩნიოთ. როდესაც სისტემის შემადგენელი ერთეულები აღიარებენ თავიანთი ურთიერთდამოკიდებულების მუდმივობასა და მნიშვნელობას, ისინი იწყებენ წესების შემუშავებას არასასურველი კონფლიქტების თავიდან აცილებისა და სასურველი გაცვლების ხელშეწყობისათვის. ბულის მიხედვით, საერთაშორისო საზოგადოება მჭიდროდაა დაკავშირებული საერთაშორისო წესრიგის იდეასთან, სადაც წესრიგი ნიშნავს: ,,საზოგადოებრივი ყოფის იმგვარ მოწყობას, რომ მან გარკვეული მიზნების მიღწევასა და ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი“.2
ისტორიული თვალსაზრისით, გლობალური საერთაშორისო საზოგადოების განვითარება დასავლეთის სამყაროს გავრცელების შედეგად მოხდა. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული ევროპული სახელმწიფოების აღზევებამ ჯერ ძირი გამოუთხარა, მერე კი დაარღვია დიდი ხნის წინ დამკვიდრებული კონფიგურაცია, რომელიც ოთხ თვითკმარ ცივილიზაციურ არეალს მოიცავდა - ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას.3 მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს თითქმის მთელი საერთაშორისო სისტემა ან ევროპის ხატის მიხედვით იყო შექმნილი (როგორც ეს მოხდა ამერიკასა და ავსტრალიაში), ან პირდაპირ ექვემდებარებოდა ევროპას (როგორც აფრიკისა და აზიის კოლონიების შემთხვევაში), ან კიდევ ბეჯითად ცდილობდა ევროპას დაწეოდა (როგორც ეს იყო იაპონიისა და რუსეთის შემთხვევაში). ევროპული ძალაუფლების ტრიუმფი მარტო იმას კი არ ნიშნავდა, რომ ურთიერთქმედების დონე მკვეთრად და მუდმივად იზრდებოდა (და ამგვარად მატულობდა სიმჭიდროვეცა და ურთიერთდამოკიდებულებაც), არამედ იმასაც, რომ დასავლური ნორმები, ღირებულებები და ინსტიტუტები გაბატონებულ ადგილს იკავებდა მთელ სისტემაში.
ბული და სხვები ამ ისტორიულ მონაკვეთს განიხილავენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების აღზევების უმაღლეს წერტილს, რადგან ევროპული ქვესისტემის შედარებით შეკავშირებულ და კარგად განვითარებულ საერთაშორისო საზოგადოებას ამ მოკლე პერიოდში მთელ პლანეტაზე თავისი გავლენა ჰქონდა. ამ მოსაზრების საფუძველზე ბული და სხვა მკვლევარები შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უფრო პირქუშად აფასებენ - დეკოლონიზაციას, ევროპის მნიშვნელობის შემცირებასა და იდეოლოგიურ საფუძველზე აღმოცენებული ზესახელმწიფოების წარმოშობას განიხილავენ, როგორც ერთმანეთის გამომრიცხავი და ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი ღირებულებების გავრცელების ხანას. ამ მოვლენებს ისინი საერთაშორისო საზოგადოების დასუსტების ნიშნებად მიიჩნევენ, რადგან მათ საზიარო ღირებულებების რაოდენობის შემცირება ახლავს თან.4 ჩემი აზრით, ეს თვალსაზრისი არა მარტო ეთნოცენტრულად ვიწრო და დამაბნევლად პირქუშია, არამედ მცდარიცაა. ვარაუდი, რომ თავსმოხვეული ღირებულებები ისეთივე ძლიერ საზოგადოებას ქმნიან, როგორც გაზიარებული ღირებულებები, ნიშნავს საზოგადოების (როგორც ძალის პოლიტიკის საწინააღმდეგო მოვლენის) ცნების არასწორად გაგებას. რასაკვირველია, მართალია, რომ ევროპის აღზევებამ შექმნა გლობალური საბრძანებელი და, ამრიგად, გაბატონებულ სახელმწიფოებს შორის საზოგადოებრივი ერთგვაროვნების გამონაკლისურად მაღალი დონეც განაპირობა. მართალია ისიც, რომ ეს საბრძანებელი აწესებდა გლობალური საერთაშორისო საზოგადოების პირობებსაც, როგორც სისტემის სიმჭიდროვის გაზრდით, ასევე სისტემის ნაწილების მიერ იმის გაცნობიერებით, რომ ისინი ჩაკეტილები იყვენენ ურთიერთქმედების ერთიან სქემაში, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილი იყო იმისთვის, რომ მათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადარჩენის მთავარი პირობები ჩამოეყალიბებინა. მაგრამ ამ საბრძანებელს საზოგადოება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ რისკის ფასად, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს ძალაუფლებისა და სტატუსის უზარმაზარი უთანაბრობა, რომელიც კოლონიზატორებსა და კოლონიზირებულებს შორის არსებობდა. საზოგადოების იდეა მოითხოვს, რომ მის წევრებს შორის თანასწორი სტატუსის მნიშვნელოვანი აღქმა არსებობდეს. ამ საფუძველზე მეცხრამეტე საუკუნის მიწურული წარმოდგენდა არა გლობალურ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ გლობალიზებულ ევროპულ საერთაშორისო საზოგადოებას.
ამ გადასახედიდან საერთაშორისო საზოგადოების პირობების თაობაზე პესიმიზმის ბევრი მიზეზი ქრება. მეოცე საუკუნის განმავლობაში არავითარი დაცემა არ მომხდარა, რადგან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ღირსების არც არავითარი რეალური პიკი არ ყოფილა. მეოცე საუკუნის განმავლობაში მოხდა უზარმაზარი ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ორ ნაწილად განხორციელდა. პირველ ყოვლისა, დაემხო ვიწრო საფუძველზე დამყარებული, დიდთავა, გლობალური საბრძანებელი. მეორეც, აღმოცენდა საერთაშორისო სისტემა, რომელიც ჭეშმარიტად გლობალურია ორი გაგებით: (ა) გლობალური ურთიერთქმედების წყაროები ამჯერად მთელი სისტემის მასშტაბითაა განლაგებული და არ არის თავმოყრილი მსოფლიოს მხოლოდ ერთ ნაწილში; (ბ) სისტემის შემადგენელი ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან სამართლებრივი თანასწორობის და არა იერარქიული პრინციპით (როგორც სახელმწიფოები, სამანდატო ტერიტორიები, დაქვემდებარებული ტერიტორიები და კოლონიები). ეს ახალი სისტემა ძველი სისტემის დამხობის შედეგად წარმოიქმნა და ბევრი მნიშვნელოვანი კუთხით ძველი სისტემის საფუძველზე შეიქმნა. ევროპულმა საბრძანებელმა წარმოშვა საერთაშორისო საზოგადოების საჭიროება და უზრუნველყო ის პოლიტიკური ფორმა, რომელშიც ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა. ამრიგად, საკითხავი ის კი არაა, თუ რამდენად დაიკარგა საერთაშორისო საზოგადოების საფუძველი ევროპული საზოგადოების ზეობის შემდეგ, არამედ ის, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა ძველმა სისტემამ ახალს? რამდენად მიიღეს ევროპული საერთაშორისო საზოგადოება არაევროპულმა სახელმწიფოებმა და რამდენად უარყვეს იგი? რა სახის საერთაშორისო საზოგადოება აღმოცენდა ჭეშმარიტად გლობალური საერთაშორისო სისტემის წარმოშობის პირველი ათწლეულების შემდეგ?
საერთაშორისო საზოგადოების ისტორიული სტანდარტების მიხედვით კარგ ფორმაში ყოფნის თაობაზე შეხედულების მთავარი მიზეზი სუვერენული ტერიტორიული სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ლეგიტიმურობის ფუნდამენტური ერთეულის თითქმის უნივერსალური აღიარებაა. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევროპული საბრძანებლის დიადი, თუმც კი წინასწარი განზრახვის გარეშე შექმნილი პოლიტიკური მემკვიდრეობა. ევროპული სახელმწიფო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ადამიანის პოტენციალის გამოვლენაში, რომ მან პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა იმ სხვა ფორმას აჯობა, რომელიც სისტემაში არსებობდა. ევროპის ბატონობისაგან თავდასაღწევად საჭირო გახდა ევროპული პოლიტიკური ფორმების დამკვიდრება. ზოგიერთმა ეს მიბაძვით სცადა, სხვებს კი ევროპული პოლიტიკური ფორმების მიღება დეკოლონიზაციის შედეგად მოუხდა. ბული და უოტსონიც კი აღიარებენ, რომ ევროპული საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი დანარჩენმა სამყარომ მხოლოდ მას შემდეგ გაითავისა, რაც დამოუკიდებელი გახდა: განსაკუთრებით ეს ეხება სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტური მაორგანიზებელი პრინციპი, რომელიც სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის მიმართ სამართლებრივად თანასწორ მოპყრობას გულისხმობს. ეს პრინციპი თითქმის უპრობლემოდაა აღიარებული და სისტემის ბაზისურ პოლიტიკურ ნორმას წარმოადგენს.5 ისლამის გამოკლებით, ყველა ქრისტიანობიდან გამომდინარე ყველა უნივერსალური პოლიტიკური იდეოლოგია - ლიბერალიზმიდან სოციალიზმამდე და კომუნიზმამდე - ნაციონალიზებულ იქნა. როგორც სპარსეთის ყურის ომმა დაგვანახა, ისლამიც კი ამ მიმართულებით მიდის. ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლების ორმხრივი აღირება სისტემის ნორმაა, ხოლო სერიოზული სასაზღვრო დავები - რაც, ალბათ, ანარქიულ სისტემაში საერთაშორისო დაუცველობის მთავარ წყაროს წარმოადგენს - სულ უფრო მცირდება, რადგან მწყობრში დგება სახელმწიფოთა ახალი უნვერსალური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ ღრმა სტრუქტურის უოლცისეული ორი კომპონენტი - ანარქიის მომწესრიგებელი პრინციპი და იდეა, რომ სისტემის შემადგენელი ერთეულები ფუნქციების მიხედვით არ განსხვავდებიან, რადგან ყველა მათგანი სუვერენიტეტის სრულ სპექტრს მოითხოვს6 - ახლა აღიარებულია და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიჩნეულია საყოველთაოდ გაზიარებულ და უპირატეს ღირებულებად.
პოლიტიკური სტრუქტურის შესახებ არსებული ეს თანხმობა უზარმაზარი მნიშვნელობისაა. ის უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების სიცოცხლისუნარიან ჩარჩოს, პოსტკოლონიური საერთაშორისო სისტემის კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი შემადგენელი სახელმწიფოების შიგნით არსებული არასტაბილურობის მიუხედავად. ანარქიული საერთაშორისო სისტემა ადამიანთა კულტურის ბუნებრივი მრავალფეროვნების ყველაზე თვითმყოფადი საცავია. საზღვრების შესახებ ზოგადი შეთანხმება რომ არსებობდეს, სუვერენული სახელმწიფოების სისტემა კარგადაა აწყობილი იმისთვის, რომ თავი გაართვას განსხვავებულ სოციალურ და პოლიტიკურ კულტურებს შორის ურთიერთობების ლეგიტიმიზაციას. მართლაც, ამ მრავალფეროვნების სპექტრისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, რომელიც უდაოდ გაბატონებულ ისტორიულ რეალობას წარმოადგენს, სუვერენული სახელმწიფოების სისტემაშეიძლება ერთადერთი გზა იყოს მომავალ ათწლეულებში სტაბილური საერთაშორისო პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად, თუმც კი სუსტ სახელმწიფოებს შიგნით ლეგიტიმურობისათვის ბრძოლები შეიძლება კვლავაც გაგრძელდეს. როდესაც სუვერენული სახელმწიფოები ერთმანეთს იურიდიულად თანასწორებად აღიარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების საძირკველი ჩაყრილია, ვინაიდან საზოგადოების არსებობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მასში თანასწორობის რაიმე მნიშვნელოვანი ელემენტი არსებობს. როგორც ბული შენიშნავს:
მრავალი სუვერენული სახელმწიფოს მიერ შექმნილი სისტემა წარმოშობს კლასიკურ საფრთხეებს, მაგრამ ეს საფრთხეები უნდა განვიხილოთ იმ საფრთხეების ფონზე, რომლებიც თან ახლავს მცდელობას, რომ ერთიანი მთავრობის მიერ მოხდეს უთანასწორო ერთობების ერთ ჩარჩოში შეკავება. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მსოფლიო წესრიგს ყველაზე უკეთ ძველი საფრთხეების თანხლებით ცხოვრება ემსახურება და არა ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩენა.7
სახელმწიფოთა სისტემის, როგორც ევროპული საბრძანებლის მემკვიდრეობის გაგრძელება ხელს უწყობს ბევრი დამხმარე მექანიზმის შენარჩუნებას, რომლებსაც ბული ევროპის საერთაშორისო სისტემის დამხმარე როლს ანიჭებდა: ძალთა წონასწორობა, საერთაშორისო სამართალი, დიპლომატია, ომი და დიდ სახელმწიფოთა ერთობლივი მართვა.8 ბულს აღელვებდა ის, რომ ეს მექანიზმები დასუსტდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისტემა უფრო კოსმოპოლიტური გახდა. იგი მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო სამართლის კონსენსუსით შექმნილი საფუძველი ვიწროვდებოდა, დიპლომატიის პატივისცემა ილახებოდა რადიკალური რეჟიმების მიერ, ხოლო იდეოლოგიური დაპირისპირებები ხელს უშლიდა დიდი სახელმწიფოების მიერ ერთობლივი მართვის განხორციელებას. ყველა ეს დაკვირვება სწორია, მაგრამ მათზე მთელი ყურადღების გადატანა ანალიზს არასწორ მიმართულებას აძლევს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებობს ბაზისური პოლიტიკური შეთანხმება სისტემის პოლიტიკური სტრუქტურის თაობაზე. ისიც ფართოდაა აღიარებული, რომ დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი თანამშრომლობითი ქცევის შესაფერის ფორმებს წარმოადგენს. ამ შეთანხმებების გადარჩენა ევროპული საერთაშორისო საზოგადოების ჭეშმარიტად გლობალურ საერთაშორისო საზოგადოებად ქცევის არეულ-დარეულ პერიოდში მეტად შესანიშნავი და დადებითი მოვლენაა. თითქმის სასწაულებრივია ის, რომ ამ ნორმების დარღვევის ფაქტები მათი შესრულების ფაქტებთან შედარებით უფრო მცირერიცხოვანია, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ოთხი ათწლეული ახალი, არსებითად ჯერ გამოუცდელი, და ბევრგან ცუდად აგებული საერთაშორისო სისტემის მოწყობის პერიოდი იყო. ამ თვალსაზრისით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენდა. ყოველდღიური მოსაბეზრებელი და ფუჭი განხილვების მიუხედავად, გაერო წარმოადგენს სუვერენიტეტის, სამართლებრივი თანასწორობის, სამართლისა და დიპლომატიის, როგორც თანამედროვე საერთაშორისო სისტემის საფუძვლების აღიარების კონკრეტულ განსხეულებას. მართლაც, სისტემის წარმატება ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომაა გაერო ხშირად მოსაწყენი და მოსაბეზრებელი.
მეოცე საუკუნის მიწურულს ჯერ ისევ ახალი საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში ვიმყოფებით, ამიტომაც მისი ყველა ღირსების ცხადად დანახვა ჯერ ისევ ჭირს. მისი აგება მეტად მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა, რომელმაც გამოიარა ორი მსოფლიო ომი, დეკოლონიზაციის მშობიარობის ტკივილები, მრავალი რევოლუცია, დასავლური გამოწვევის გამკლავებაზე გამიზნული ბევრი იდეოლოგიური ექსპერიმენტი და, ბოლოს, მწვავე და წინააღმდეგობებით სავსე ცივი ომის იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ორ ზესახელმწიფოს შორის, რომლებმაც ძალაუფლება მემკვიდრეობით ევროპისაგან მიიღეს. ამ არეულობამ გადაფარა საერთაშორისო საზოგადოების მყარი საფუძვლები, რადგან წინა პლანზე წამოწია უკიდურესი პოლიტიკური განსხვავებანი, რომლებიც ხელს უშლიან დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის მოქმედებას. გარდა ამისა, ეს პოლიტიკური განსხვავებანი აქცენტს აკეთებენ ომისა და ძალთა წონასწორობის იმ თვისებებზე, რომლებიც არეულობას იწვევს და ჩრდილში აქცევენ იმ ღირსებებს, რომლებიც წესრიგს ქმნიან. ამ ნაშრომის წერისას (1990-იანი წლების დასაწყისში) ყოველივე ამისგან აყრილი მტვერი უკვე ჯდება და ზოგიერთი საერთო ღირებულების მოხაზულობა ნელ-ნელა თავს იჩენს.
უეჭველია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ამ საერთო ღირებულებებიდან ყველაზე უნივერსალური და მნიშვნელოვანი თავად სახელმწიფოთა სისტემაა. სახელმწიფოთა სისტემას, როგორც ღირებულებას, ერთგულად იცავენ ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც აფრიკაა (სადაც სახელმწიფოთა სისტემის პრაქტიკული განხორციელება ყველაზე ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა). სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნა და მათი საშუალებით განხორციელებადი მატერიალისტური მიღწევები ასევე თითქმის უნივერსალურ ღირებულებას წარმოადგენს, რომელიც თითქმის ყველა იდეოლოგიას შორის გადებულ ხიდს წარმოადგენს. ბოლო დრომდე ეკონომიკა მწვავე დაპირისპირების სფერო იყო, მაგრამ ცენტრალურ გეგმურ ეკონომიკაზე დამყარებული კომუნისტური ექსპერიმენტის წარუმატებლობამ საბაზრო ეკონომიკა წარმოებისა და საქონლის განაწილების ყველაზე ეფექტიან და ხელსაყრელ გზად აქცია. საერთაშორისო თანამეგობრობა - ან, სულ ცოტა, მის სათავეში მყოფ დიდ სახელმწიფოთა ჯგუფი - 1914 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლებადაა იდეოლოგიურად დაპირისპირებული. როგორც კი ეს ახალი ნორმა გამყარდება, იგი დაასუსტებს და, ალბათ, აღმოფხვრის კიდეც ნულოვანჯამიან იდეოლოგიურ ნაპრალს, რომელიც ცივი ომის ეპოქაში უსაფრთხოების დილემას იდეოლოგიურად ესოდენ უხვად კვებავდა. როგორც ბული და უოტსონი შენიშნავენ, ბოლო ათწლეულებში კეთილდღეობის ლოგიკის ინტერნაციონალიზაციაც მოხდა.9 ეს ლოგიკა მოქმედებს როგორც კერძო სტრუქტურების, ისე მთავრობების ხელშეწყობით, თუმც კი კვლავაც არსებობს სერიოზული უთანხმოება კერძო და სამთავრობო სტრუქტურებს შორის ამ კეთილდღეობის განაწილების წონასწორობის დადგენის თაობაზე, ისევე, როგორც არსებობს უთანხმოება იმაზე, თუ როგორ და რამდენად უნდა გადანაწილდეს რესურსები სისტემის უფრო მდიდარიდან უფრო ღარიბი ნაწილებისკენ.
უფრო ვიწრო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ნორმაა ის კონსენსუსი, რომელიც დიდ სახელმწიფოებს შორის არსებობს - რომ ომი მათ შორის აღარაა სასურველი და არც ნაყოფიერი გზა წინააღმდეგობების მოსაგვარებლად. ზოგ დიდ სახელმწიფოში - ყველაზე მეტად კი იმ ქვეყნებში, რომლებიც სხვებზე უფრო დაზარალდნენ ბოლო ომისგან ევროპასა და იაპონიაში - ეს ნორმა საკმაოდ ღრმადაა გამჯდარი მათ საზოგადოებებში. სხვა ქვეყნებში ეს ნორმა უფრო ბირთვული შეკავებისა და იმის შიშის შედეგია, რომ გამარჯვება და მარცხი ამგვარ ომში განურჩეველი იქნება. ამ ნორმამ განსაკუთრებულად გაიდგა ფესვი ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. ასევე, სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო ეს ნორმა დაინერგა პერიფერიის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით კი ასეანის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის) ქვეყნებში.10 ამ რეგიონებში უსაფრთხოების თანამეგობრობების არსებობა იმის მიკროდემონსტრირებაა, თუ როგორ შეუძლია ძლიერ საერთაშორისო საზოგადოებას შეარბილოს ანარქიის პირობებში არსებული უსაფრთხოების პრობლემები იმ მეთოდით, რომელსაც ჯანმა და სხვა ავტორებმა ,,არაძალადობრივი კონფლიქტის კულტურა“ უწოდეს.11 ამ კონცეფციის მიხედვით, მშვიდობა არ მოითხოვს ჰარმონიას. ივარაუდება, რომ უთანხმოება და კონფლიქტი ადამიანის არსებობის პოლიტიკური პირობებია სახელმწიფოს შიგნითაც და სახელმწიფობს შორის ურთიერთობებშიც. მაგრამ ომი, როგორც პოლიტიკის ლეგიტიმური ინსტრუმენტი გამოირიცხება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი სამხედრო თავდასხმისაგან თავდაცვის მიზნით გამოიყენება. საერთაშორისო საზოგადოება თუ საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ ცვლილების ლეგიტიმურ მექანიზმებს დაუჭიროს მხარი, მაშინ ანარქია შეიძლება გადაიქცეს ჩარჩოდ, რომლის შიგნითაც საერთაშორისო დავები და კონფლიქტები შეიძლება იწარმოებოდეს და გვარდებოდეს ფართომასშტაბიანი ძალადობის გარეშე.
არსებობს მზარდი შეხედულება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ახალი ნორმა გაჩნდება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების შედეგადაც. ამ საკითხების ხასიათი, ველური ბუნების დაცვიდან დაწყებული გარემოს დაბინძურებითა და კლიმატური ცვილებებით დამთავრებული, გლობალურ ცნობიერებას შეეხება. პლანეტის ატმოსფეროსა და ბიოსფეროში მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს ყველაზე, თანაც ისე, რომ მისი შედეგები გაცილებით უფრო თანაბრად ნაწილდება მთელ მსოფლიოზე, ვიდრე უფრო დიდი ხნის წინ წამოჭრილი დედამიწის ჭარბი მოსახლეობის პრობლემა. ეს განსაკუთრებით მძლავრი საპირწონეა ადამიანებში ღრმად გამჯდარი პროვინციალიზმის დასაძლევად, რომელიც ჯერ კიდევ თითქმის ყველგან მცხოვრებ ადამიანებს ახასიათებს. ეკოლოგიური, ანუ ,,მწვანე“ ცნობიერება არავითარ შემთხვევაში არაა უნივერსალური, მაგრამ მისი გავრცელება მეტად შთამბეჭდავად მოხდა. ამ ცნობიერების გავრცელება კიდევ უფრო ფართოდ მოხდება იმის კვალდაკვალ, თუ როგორ იზრდება ეკოლოგიური პრობლემების გავლენა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამ ღირებულებათაგან ბევრი დასავლური აზროვნებისა და პოლიტიკური პრაქტიკის ნაყოფია. მიუხედავად ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისინი საერთაშორისო საზოგადოების ნორმების ნაწილად იქცნენ - არა მათი ძალით თავსმოხვევის, არამედ ნებაყოფლობით მიღებისა და გათავისების საფუძველზე. საერთაშორისო საზოგადოებაში მთავარი არადასავლური წვლილი, ალბათ, რასობრივი თანასწორობის ფორმალური აღიარება და რასობრივ დიფერენციაციაზე დამყარებული პოლიტიკური დოქტრინების უარყოფაა. ეს იდეები დასავლური ჰუმანიზმისთვისაცაა დამახასიათებელი, მაგრამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი პოლიტიკურად ქმედითუნარიანი გამხდარიყო არაევროპული სამყაროს მხრიდან წნეხის გარეშე. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ დასავლეთის მხრიდან წინააღმდეგობის გამო იაპონელებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ 1919 წლის ერთა ლიგის ქარტიაში რასობრივი თანასწორობის მუხლის ჩამატებისათვის. მოსალოდნელია, რომ არადასავლური ქვეყნები კვლავაც ჩაწერენ თავიანთ ინტერესებსა და შეხედულებებს საერთაშორისო სამართალში, როგორც, მაგალითად, მოხდა მოლაპარაკებებზე საზღვაო სამართლის მასიური შეცვლის შესახებ 1973 და 1981 წლებში.
პირდაპირი კონტროლის დაკარგვის მიუხედავად, დასავლეთი საერთაშორისო სისტემის ჯერ ისევ ყველაზე ძლევამოსილი და მიმზიდველი ცენტრია. ეს უპირატესობა დასავლეთს აქცევს პოტენციური სისტემური ღირებულებების მთავარ გამტარებლად. ამ ღირებულებების სპექტრი ფართოა - ინგლისურის, როგორც საერთაშორისო ენის, გამოყენებიდან დაწყებული, მომხმარებლური კულტურის უხეში მატერიალიზმითა და ისეთი წინააღმდეგობრივი სოციალურ-პოლიტიკური ნორმებით დასრულებული, როგორებიცაა ადამიანის უფლებები. ეს ნორმები პირდაპირ ემუქრება სისტემის შემადგენელი ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ პრაქტიკას (და ასევე უქმნის საფრთხეს ბულისეულ განსხვავებას საერთაშორისო და მსოფლიო საზოგადოებებს შორის). მოსალოდნელია, რომ დასავლეთი კვალავაც იბატონებს საერთაშორისო საზოგადოებაში, უახლოეს მომავალში მაინც. მან გადაიტანა კომუნიზმის სოციალურ-პოლიტიკური (და სამხედრო) გამოწვევა და სისტემაში სერიოზული მეტოქის გარეშე დარჩა.
თავად დასავლეთი მეტად გაძლიერდა გერმანიისა და იაპონიის პოლიტიკური რეკონსტრუქციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი სრული ჩართვით. ეს ის მიღწევაა, რომელსაც ისტორია შეერთებულ შტატებს დაუმადლებს. ამის შედეგად მოწინავე კაპიტალიზმის სამი მთავარი ცენტრი ამჟამად ქმნის გიგანტურ უსაფრთხოების თანამეგობრობას. ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე შიშის გაქრობის შემდეგ ამ ქვეყნებს მიეცათ იმის საშუალება, რომ ერთმანეთის ზურგი იგრძნონ. მათ დიდი უპირატესობაც მიიღეს სხვა, დასავლეთთან ნაკლებად ასოცირებულ ქვეყნებთან შედარებით. ეს უპირატესობა კარგად ხსნის ცივ ომში დასავლეთის გამარჯვების მიზეზებს. ისეთი გოლიათიც კი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, ვერ შეერკინებოდა ამგვარ კოალიციას, ხოლო ჩინეთს ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი სიღარიბის ხარჯზე შეუძლია. ეს კაპიტალისტური უსაფრთხოების თანამეგობრობა წარმოადგენს დიდი სახელმწიფოების ჯგუფის მიერ შექმნილ საკმაოდ უპრეცედენტო ფორმაციას. იგი კვლავაც ხელს შეუწყობს ,,ვესტერნიზაციის მსოფლიო რევოლუციას“, როგორც მას ლაუე უწოდებს.12
საერთაშორისო საზოგადოების არსებობა საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. იმდენად, რამდენადაც არსებობს საერთაშორისო საზოგადოება, იგი არა მარტო ხელს უწყობს სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის ლეგიტიმურობის აღიარებას, არამედ მათ შორის ცივილიზებულ (ანუ არაძალადობრივ) ურთიერთქმედებასაც აიოლებს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოების თაობაზე არსებული (ძირითადად ბრიტანული) ლიტერატურა და საერთაშორისო რეჟიმების შესახებ არსებული (ძირითადად ამერიკული) ლიტერატურა დაახლოებით ერთსა და იმავეს ეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიულ საზოგადოებას საერთაშორისო წესრიგის დამყარება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები აღიარებენ ნორმებს, რომლების ფონზეც ისინი შეძლებენ თავიანთი და სხვა სახელმწიფოების ქცევის გაშუალებას, რეგულირებასა და განსჯას. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც სისტემის სიმჭიდროვე იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ერთმანეთის ქმედებების შედეგების თავიდან არიდება. ძლიერი სახელმწიფოების მსგავსად, კარგად განვითარებული საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო უსაფრთხოების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ძლიერმა ევროპულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი ვერ შეუშალა კატასტროფულ ომს და როგორც მაკკინლი და ლიტლი ამტკიცებენ, საერთაშორისო საზოგადოების წესრიგის ნორმები თავისთავად იდეოლოგიური და საკამათოა.13 მაგრამ თუ ანარქია კვლავაც უსაფრთხოების ჩარჩოდ დარჩება, მაშინ საერთაშორისო საზოგადოების განვითარებას პროგრესის კუთხით (ამ სიტყვის ნებისმიერი მნიშვნელობით) ცენტრალური როლი მიენიჭება.
თარგმნა გიორგი ხელაშვილმა
____________________
1. Hedley Bull and Adam Watson, The Expansion of International Society, (Oxford: Oxford University Press, 1984), p. 1.
2. Bull, op. cit. (note 31), ch. 1, and in Bull and Watson, ibid., pp. 117-21. იხ. აგრეთვე, ადრეული ნაშრომები საერთაშორისო საზოგადოების შესახებ: E. H. Carr, The Twenty Years' Crisis (London: Macmillan, 1946), 2nd edn, pp. 162-9; and Martin Wight, Power Politics (Hardmondsworth: Penguin, 1979), pp. 105-12.
3. Bull and Watson, op. cit. (note 39), p. 1. დაწვრილებითი ისტორიული განხილვისათვის იხ.: McNeill, op. cit. (note 1).
4. Bull, op. cit. (note 39), pp. 38-40, 257-60, 315-317; E. Kedourie, A. Bozeman, and H. Bull and A. Watson in Bull and Watson, op. cit. (note 39), pp. 347-56, 387-406, 425-35.
5. Bull and Watson, op. cit. (note 39), pp. 434-5.
6. Waltz, op. cit. (note 1), pp. 88-97.
7. Bull, op. cit. (note 31), p. 287.
8. ibid., chs 5-9.
9. Bull and Watson, op. cit. (note 39), p. 434, See also note 14.
10. Barry Buzan, ,,The Southeast Asian security complex”, Contemporary Southeast Asia, 10:1 (1988), pp. 12-13.
11. Egbert Jahn, Pierre Lemaitre, Ole Waever, European Security: Problems of research on non-military aspects, Copenhagen Papers, no. 1, Center for Peace and Conflict Research, Copenhagen, 1987, p. 55.
12. Von Laue, op. cit. (note 5).
13. R. D. McKinley and R. Little, Global Problems and World Order (London: Pinter, 1986), chs 1 and 11.