ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №8(17) (სექტემბერი, 2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: საყევარიშვილი რევაზ, მარკოზაშვილი ნიკოლოზ, თავაძე აკაკი, ლილუაშვილი ზურაბ, დერინგი დეტმარ, ხარბედია მალხაზ
თემატური კატალოგი ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები
საავტორო უფლებები: © ამირან ბაბუნაშვილი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



ISSN 1512-4487

1 XXI საუკუნის ომი

▲back to top


0x01 graphic

ავტორი: რევაზ საყევარიშვილი

ჟურნალისტი,
ეკონომიკური ანალიტიკოსი

არც ერთი მოვლენა არსაიდან, სწორ ადგილზე არ ჩნდება. ყველას თავისი წინაისტორია და გამომწვევი გარემოებები გააჩნია. ამ თვალსაზრისით არც 2008 წლის აგვისტოს ომია გამონაკლისი. ომი, რომელსაც ჯერ საბოლოოდ სახელიც კი არ აქვს დარქმეული. ომს, რომელშიც საქართველომ თავის თავზე კიდევ ერთხელ გამოსცადა რუსული აგრესიის სიმძაფრე და დაუნდობლობა და დღეს ამ ღრმა და მრავალწახნაგოვანი შოკიდან გამოსვლას ცდილობს.

დღესაც, ისევე როგორც ომის დაწყების პირველსავე წუთებში და ისევე, როგორც მისი დასრულებიდან ბევრი წლის შემდეგაც, მუდმივად აქტუალური იქნება შეკითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში? რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ასეთი განცხადება, დღეს - ომის შემდგომ განვითარებული მოვლენებისა და გამოვლენილი ინფორმაციის შედეგად - იკვეთება, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. ფაქტია ის, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო და მისი დაწყება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ იყო შორეული მომავლის საქმე.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მთელი პოსტსაბჭოთა ისტორიის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა უღრუბლო. მეტიც: მეზობლების პოსტსაბჭოთა ურთიერთობა თავიდანვე ორი ომით დაიწყო, რომელთა შედეგად რუსეთმა ჯერ კიდევ 1992-93 წლებში საქართველოს ორი ძირძველი ტრადიციული ტერიტორია ჩამოაჭრა.

დღევანდელი ომიც სწორედ იმ ომების გაგრძელებაა. ომის, რომელსაც ჯერ კიდეც არ უჩანს და, სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს არ გამოუჩნდება დასასრული.

ეკონომიკური ომი

საქართველოში აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო, სავარაუდოდ, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური პროფილი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში, ეკონომიკის უამრავ სექტორში და მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი წყალგამყოფი გაჩნდება ომამდელი და ომის შემდგომი პერიოდების თვალსაზრისით.

საომარი მოქმედებების ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობის ტესტი ჩააბარა. მიუხედავად იმ სოლიდური ზარალისა და ეკონომიკის ცალკეული სექტორების საქმიანობაში გაჩენილი წყვეტისა, ქვეყნის მეურნეობა სამხედრო მოქმედებების უარყოფით გავლენას საკმაოდ მყარად დაუხვდა და მეტ-ნაკლებად გაუმკლავდა.

რასაკვირველია, არასერიოზული იქნებოდა მტკიცება, რომ საომარი მოქმედებები ქვეყანას და მის ეკონომიკას არაფერს ავნებს. ცხადია, ვნებს და საკმაოდ სერიოზულადაც. პირდაპირ დანაკარგებს რომ თავი დავანებოთ (და, მათ შორის, უპირველესად, ადამიანურ დანაკარგებს, რაც ყველაზე აუნაზღაურებელი დანაკლისია), უამრავი ოდენობის სახსრები იმ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება მისამართი, რასაც რუსული სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ ანადგურებს და კიდევ გაანადგურებს, სანამ საქართველოს ტერიტორიის სხვა და სხვა ნაწილებში ჯარი უყენია და სამოქალაქო აქტივობას აფერხებს. და ეს არის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უპირატესად სწორედაც რომ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა - გზები, კომუნიკაციები თუ სხვა და სხვა ტიპის და მასშტაბის სამრეწველო თუ საწარმოო ობიექტები, რომელზეც რუსულმა ტანკებმა და ავიაგამანადგურებლებმა არაერთი იერიში მიიტანეს.

არაერთგზის დაიბომბა ისეთი ობიექტები, რომელთა გამართულ მუშაობაზეც დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქართული ეკონომიკის გამართული მუშაობა. რუსული ჭურვები ჩამოიყარა, მაგალითად, თბილისის საავიაციო გაერთიანებაში, რომელიც წინა წლებში ქართული ექსპორტის 10%25-მდე უზრუნველყოფდა. არაერთგზის დაიბომბა ქვეყნის მთავარი საზღვაო ეკონომიკური კარიბჭე - არაბული „რაკ ინვესტმენტის” მფლობელობაში გადასული ფოთის პორტი, რომელიც ჯერაც ვერ აღდგა ჩვეულ სამუშაო რეჟიმში და სერიოზული სარეაბილიტაციო თანხები და სამუშაოები ესაჭიროება. ავიადაბომბვის მსხვერპლი გახდა კასპის ცემენტის ქარხანა - გერმანული „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოო ობიექტი. და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მით უფრო, დღეს, როდესაც რუსი სამხედროები და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები ჯერ კიდევ უმოწყალოდ ძარცვავენ და ანადგურებენ მცირე და საშუალო საწარმოებს სამეგრელოსა და შიდა ქართლში - ამ რეგიონების ეკონომიკის ხერხემალს. ასევე მათ დაქვემდებარებაშია, მაგალითად, უკვე თურქული „ეფესის“ კუთვნილი „ლომისის“ ახალგორის ქარხანა, რომელიც გაძარცვული და გაჩერებულია. ჯერ უცნობია, აპირებენ თუ არა ეს კომპანიები სასამართლოში ჩივილს და საკუთარი ქონების ასე დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას.

მძიმე დარტყმა მიადგათ იმ სფეროებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დიდწილად განაპირობებდნენ. მაგალითისთვის, საომარი დღეების განმავლობაში წამყვან სამშენებლო კომპანიებს თბილისში ერთი ბინაც კი არ გაუყიდიათ, რაც, ისედაც კრიზისში მყოფი სამშენებლო სექტორისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას დიდწილად განაპირობებს, კიდევ ერთი დამატებითი განსაცდელია.

გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს სუვერენული რეიტინგები ჩამოაკლო ორივე წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch-ma da Standard & Poor's-მა. საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება იწინასწარმეტყველა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. უსაფრთხოების გარანტიების აღდგენამდე, ენერგორესურსების ტრანზიტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ოპერატორმა ბრიტანულმა BP-მ და ბათუმის პორტის მფლობელმა ყაზახურმა „ყაზმუნაიგაზმა“ (თუმცა, დღეს ბრიტანული კომპანიის საქმიანობა უმეტესწილად აღდგა, უსაფრთხოების მოსაზრებებით მხოლოდ ბაქო-სუფსის ნავთობსადენია კვლავაც გაჩერებული. „ყაზმუნაიგაზმა“ კი სულ სხვა გადაწყვეტილოება მიიღო - ბათუმზე გასატარებელი ნავთობის დიდი წილი შიდა ბაზარზე გადაამისამართა, ოფიციალური ვერსიით, შიდა დეფიციტის აღმოსაფხვრელად).

ეს არის ის ნეგატიური შედეგი, რაც გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა რუსეთის საომარ ინტერვენციას და მოჰყვა კიდეც. ნათელია, რომ რუსული სამხედრო მანქანის აღვირახსნილი თარეში ქართულ მიწებზე მიზნად არა მხოლოდ ტერიტორიების მიტაცებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შერყევას და სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ დაუძლურებასაც ისახავდა მიზნად.

დახმარება - ამერიკელები და... სხვებიც

ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ყოველდღიური რეჟიმის აღდგენა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკა საომარი მოქმედებების დაწყებამდე ფუნქციონირებდა. ამ მხრივ საყურადღებოა ის თითოეული სიახლე და ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური პარტნიორები და დონორები ავრცელებენ და რომელთა რეალური განხორციელებაც საქართველოს პოსტსაომარი რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს.

წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ზარალი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას ომის შედეგად მიადგა, მილიარდიდან ორ მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. განვლილ კვირებში უკვე გამოიკვეთა იმ დონორ ორგანიზაციათა და პარტნიორ სახელმწიფო- თა ნუსხა, ვინც ჩვენს ქვეყანას დანაკარგების აღდგენაში დაუჭერს მხარს.

ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი - მსოფლიო ბანკი, საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად, საქართველოსთვის ახალი კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს. საქართველოსთვის განსაზღვრული მსოფლიო ბანკის ახალი კრედიტების მოცულობა 300-350 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. ეს თანხები საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, გააგრძელოს რეფორმების კურსი და განავითაროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა.

საქართველოს მხარდაჭერის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობის დროს მიიღო ქვეყნის მეორე უმსხვილესმა დონორმა - საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. „ფონდი მზად არის, საქართველოს აღმოუჩინოს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს საომარ კონფლიქტთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდი მჭიდრო კონტაქტშია საქართველოს ხელისუფლებასთან და მისგან მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას მოელის“, - ითქვა ფონდის განცხადებაში, - „ამის საფუძველზე, ფონდი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს კონსულტაციებით, ტექნიკური და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური დახმარებით“.

სწორედ ამ განცხადების ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 750 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო-სარეზერვო ხაზს გამოუყოფს, რაც ფონდის წესებით საქართველოსთვის დადგენილ ლიმიტს სამჯერ აღემატება. საჭიროების შემთხვევაში, ეს თანხა ეროვნული ბანკის ანაგარიშზე ჩაირიცხება და სავალუტო რეზერვებს გაზრდის. გადაწყვეტილებას, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე მიღებულია, უახლოეს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო დაადასტურებს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარებიან. აღნიშნული ერთობლივი გადაწყვეტილება იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გახმოვანდა. აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა და იტალია მზად არიან რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებული ფინანსური სისტემისა და ეკონომიკური სექტორის რეკონსტრუქციაში დაეხმარონ. ამისათვის შვიდეულის ქვეყნები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ. ინიციატივის ავტორია აშშ-ის ადმინისტრაცია.

გაერო საქართველოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის 57 მილიონი დოლარის მობილიზებას ცდილობს. მანამდე კი საქართველოში დღეისათვის 450 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთია ჩამოტანილი. ჰუმანიტარული ტვირთის გამომგზავნი პირების და ორგანიზაციების ოდენობა კი დღითი დღე იზრდება. ტვირთი საქართველოში ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ და აშშ-მ გამოგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების თვალსაზრისით პრიორიტეტულად გორის, ქარელისა და ხაშურის რაიონები ითვლება.

ევროკავშირის სამიტმა რუსეთს სანქციები არ დაუწესა. თუმცა, მისი საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საკმაოდ მკაცრი იყო, ვიდრე დაქსაქსული ევროპისგან იყო მოსალოდნელი. „ევროპა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს აღდგენაში, კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში. უახლოეს მომავალში ჩვენ მოვიწვევთ დონორთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების თაობაზე“, - განაცხადა ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკოლა სარკოზიმ.

უფრო მკაცრი იყო ევროპარლამენტი. მის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ თუ რუსეთი 8 სექტემბრამდე არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მის მიმართ სერიოზული სანქციები გატარდება. ევროპარლამენტარები სანქციების პრინციპზეც საუბრობენ - ისინი დაწესდება არა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესმენებსა და კონკრეტული გადაწყვეტიებების მიმღებებზე. ამასთან, რეზოლუციაში გაწერილია საქართველოს ეკონომიკური დახმარებების საკითხიც, მათ შორის დახმარება რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის და ეკონომიკური ზრდის განახლების მიზნით.

ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდ დოლარს გამოყოფს, აქედან 700 მილიონი პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში გადმოირიცხება, დანარჩენი კი - მისი მემკვიდრის დროს.

აშშ-ს მთავრობა, კერძოდ, ვაჭრობის მინისტრი გუტიერესი ხელს შეუწყობს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. კერძოდ, ისინი სოლიდური შეღავათებით ისარგებლებენ.

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და მზადყოფნას გამოთქვამს, შეუერთდეს სხვა ქვეყნებს სწრაფვაში, დაეხმარონ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს განვითარებაში ინვესტიციებს დებენ, - ომის შეწყვეტის პირველსავე დღეებში განაცხადა აშშ-ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რობერტ კამიტმა. „ძლიერი მაკროეკონომიკური ბაზისა და საბიუჯეტო პოლიტიკის, ასევე საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმირებაში უდიდესი პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო მზად არის გადაიტანოს ამჟამინდელი კრიზისი“, - მიიჩნევს კამიტი. მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა გატარებული რეფორმების მიხედვით ერთ-ერთი უძლიერესია რეგიონში და რეფორმებისადმი სწრაფვა საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს.

აგვისტოს ბოლოს საქართველოში მიყენებული ზარალის შემსწავლელი საგანგებო ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში მოადგილის რუბენ ჯეფრის ხელმძღვანელობით. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებებს აშშ-ს სხვადასხვა სააგენტოების მაღალჩინოსნები, მათ შორის აშშ-ს განვითარების სააგენტოს, კომერციულ საქმეთა დეპარტამენტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციის, აშშ-ს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.

მათი დასკვნა ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რამდენად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის აღდგენა და კალაპოტში ჩაჯდომა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა. მისი ოფისის განცხადებით, ამას 3-დან 4 მილიარდამდე დოლარი დასჭირდება. ლუგარმა გაიზიარა საქართველოს პრემიერის შეშფოთება და განაცხადა, რომ თუ დახმარება არ იქნება დროული, საქართველოს მშპ-ს, 10%25-იანი ზრდის ნაცვლად, ამავე მოცულობის დაცემა ემუქრება.

პრეზიდენტმა ბუშმა კი საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 5,75 მილიონი დოლარი გამოყო. ეს თანხა მიმართულია კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული საჭიროებისთვის. აშშ-დან საქართველოში ჰუმანტარული ტვირთი თვითმფრინავებისა და გემების მეშვეობით შემოდის.

გრძელდება საქართველოს ინტეგრაცია ნატოს ფარგლებშიც. საქართველოს საჰაერო შეტყობინების კონტროლის სისტემა ნატოს ანალოგიურ სისტემას მიუერთდა. საჰაერო კონტროლის ქართული სისტემა საომარი მოქმდებების გამო მწყობრიდან გამოვიდა და გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რათა დაკმაყოფილდეს თბილისის თხოვნა რადარების აღდგენის შესახებ. ნატოს პროგრამასთან საქართველოს მიერთების გადაწყვეტილება 2008 წლის მარტშია მიღებული. ამ დროისთვის ნატოს საჰაერო კონტროლის ერთიან სისტემაში შედიან ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ავსტრია. გარდა ამისა, ნატოს სისტემასთან მიერთებაზე ხელშეკრულებას ხელი ალბანეთმა, ფინეთმა და უკრაინამაც მოაწერეს.

გაჭირვებით, მაგრამ უპანიკოდ

საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის ფონი, რაც იქმნება უშუალოდ ქვეყნის შიგნით. ერთდღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში მოქმედი ყველა ბანკი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება მხოლოდ კრედიტების გაცემასა და ინტერნეტ- ბანკინგზე. ინტერნეტ-ბანკინგის მომსახურების შეზღუდვა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება, რათა ჰაკერებმა არ მოახდინონ ბაზის დაზიანება ან ლიკვიცადია.

ნელ-ნელა სრული სვლით ამოქმედებული საბანკო სექტორის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა ბანკმაც. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის ძირითადი - ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი 12%25-დან 11%25-მდე შეამცირა. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, ლიკვიდურ რესურსებზე მოთხოვნის გაზრდისა და ეკონომიკური აქტივობის შესაძლო შენელების გამო, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გარკვეული შემსუბუქება. ამასთან, ბოლო პერიოდის პროგნოზებით, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შემცირებისკენ არის მიმართული. თუმცა, ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკის მიმართ გაურკვევლობა გაზრდილია, ვინაიდან, ამ ეტაპზე, რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემამ გამოავლინა მდგრადობა კრიზისული სიტუაციის მიმართ. ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპის შენელებას ექნება ადგილი, რაც შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას.

საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად შენელდება. ასევე გაგრძელდება მონეტარული აგრეგატების ზრდის ტემპის შენელება. აგვისტოში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე, შეინიშნება ფასების დაწევის ტენდენცია. გრძელდება საბაზო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება.

იმ დაშვებების გათვალისწინებით, რომ არ მოხდება დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, არსებული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისობაშია წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8%25-ის ფარგლებში მოქცევის ამოცანასთან.

18 აგვისტოდან კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სესხებზე დაწესებული შეზღუდვები და ისინი განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკომენდაციას აძლევს კომერციულ ბანკებს, რომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე.

მოკლედ, ბანკებმა გაუძლეს. თუმცა, დანაკარგებიც აშკარაა. საომარი მოქმედებების დროს მარტო „საქართველოს ბანკიდან“ კლიენტებმა 165 მილიონი დოლარის დეპოზიტები გაიტანეს. სექტემბრისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია გადადო კახი კალაძის „პროგრესბანკმაც“.

რაც შეეხება სავალუტო ბაზრის მდგომარეობას, მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და 1,41 ნიშნულის გარშემო ირყეოდა. სერიოზული სავალუტო რყევები მოსალოდნელი არც მომავალში არის, თუმცა, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი, რათა სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს.

რაც შეეხება საბიუჯეტო პროცესს, ის რყევებს, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გადაურჩა. ომის და მის შემდგომ პირველ დღეებში ფუნქციონირება შეუქცევადი იყო. მაგალითისთვის, მარტო ერთ დღეს - 13 აგვისტოს ქვეყნის ბიუჯეტმა 18 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ, როდესაც საშუალო დღიური მაჩვენებელი 15-16 მილიონი ლარია ხოლმე. მაგრამ მომდევნო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც საქართველოს მთავრობამ და საექსპერტო წრეებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების შეზღუდვას დაუკავშირეს. უფრო კონკრეტულად, 18-22 აგვისტოს სამუშაო კვირის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლების საშუალო დღიური მაჩვენებელი 10,1 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 11-15 აგვისტოს სამუშაო კვირის მონაცემთან შედარებით 38%25-ით ნაკლები და იანვარ-ივლისის საშუალო მაჩვენებელზე 29%25-ით ნაკლები იყო.

აგვისტოს მესამე დეკადის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის იყო, რომ, როგორც იქნა, გაიხსნა ქვეყნის ცენტრალური ავტომაგისტრალი, რაც როგორც ადამიანების, ასე ტვირთების (როგორც შიდა მოხმარების, ასევე სატრანზიტო) შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებელი წინაპირობა იყო.

უდიდესი იყო ზარალი, რომელიც განიცადა საქართველოს რკინიგზამ. კასპთან დაზიანებულმა სარკინიგზო ხიდმა ორმხრივი ზარალი გამოიწვია: ერთი მხრივ, პირდაპირი ხარჯები, რომელიც აღდგენაზე იქნება გაწეული და მეორე, ყოველდღიურად ტვირთების გაუტარებლობის შედეგად დაკარგული შემოსავალი. ეკონომიკური ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ის 30 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან, „საქართველოს რკინიგზას“ მოუწევს სოფელ სკრასთან მომხდარი აფეთქების დროს განადგურებული შემადგენლობის ღირებულების ანაზღურებაც.

რაც შეეხება სატვირთო ოპერაციებს, ისინი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უკვე მოხდა დაგროვილი ტვირთების რკინიგზაზე დატვირთვა. დაგროვილი ტვირთების ტრანსპორტირებას რამდენიმე დღე დასჭირდა. ტვირთების მოძრაობა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით აღდგა, მათ შორის საქართველოს შავი ზღვის პორტებიდან. პირველი სექტემბრიდან ყველა მიმართულებით აღდგა შეწყვეტილი სამგზავრო რეისებიც. თუმცა, მათი წყვეტით გამოწვეული ზარალიც საკმაოდ სოლიდური იყო, რაც ასევე უახლოეს ხანებში გამოითვლება.

შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობაც განახლდა, რომელიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას შეჩერებული იყო.

ტვირთნაკადების შემცირების ან შეფერხების გამო სერიოზულ ზარალშია ქვეყნის მთავარი საზღვაო ეკონომიკური კარიბჭე - ფოთის პორტიც, მისი სამხედრო ნაწილი სერიოზულადაა დაზიანებული.

ნელ-ნელა იწყება ამ ზარალის ცალკეული კომპონენტების დათვლაც. ფოთის ნავსადგურმა პორტის დაბომბვისას მიყენებული ზარალი დაითვალა. პორტის ცალკეული ელემენტების პარალიზების გამო, დღეისათვის პორტი მხოლოდ 35%25 დატვირთვით მუშაობს. ტვირთნაკადის შემცირების გამო, ნავსადგურმა მხოლოდ ომის პირველსავე დღეებში 2 მილიონი დოლარი იზარალა.

დაბომბვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 279 ათასი დოლარის ტექნიკა და ქონება. 100 ათასი დოლარით დაზარალდნენ პორტის მეიჯარე კომპანიები. 1,1 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია „ჩენელ ენერჯის“ - კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა მისი რეზერვუარები დააზიანა. ფოთის ნავსადგური რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და სარჩელში ზარალის ამსახველი ყველა ფაქტი შევა.

რუსი სამხედროების თვითნებობის გამო პროტესტს რეგიონული გამანაწილებელი ქსელების მფლობელი ჩეხური კომპანია „ენერგო პროც“ გამოთქვამს. დასავლეთ საქართველოში მიმობნეულმა ოკუპანტებმა უკვე საკუთარი ყოფის მოწყობა დაიწყეს და ელექტროენერგიასაც იტაცებენ. „ენერგო პრომ“ ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში უკვე რამდენჯერმე ჩაჭრა უკანონო მიერთებები, მაგრამ რუსები კვლავ განაგრძობენ დენის მოპარვას და „ენერგო პროს“ თანამშრომლებს უკანონო ხაზების ჩაჭრის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

რუსული შეტევა ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაც გრძელდება. რუსეთის აერონავიგაციის სამსახურმა ავიაკომპანიებს მოუწოდა, არ გამოიყენონ საქართველოს საჰაერო სივრცე ფრენებისთვის ვითომდა მისი მაღალი რისკიანობის გამო და გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო საჰაერო ტრასებს დღე-ღამეში 200-მდე ავიაკომპანია იყენებს და სატრანზიტო გადაფრენები ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ატენის ხეობისთვის მიყენებული ზარალი, წინასწარი მონაცემებით, ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა ტყის მასივის 950 ჰა მოიცვა. ხანძრის შედეგად სასიცოცხლო ფუნქცია შეუწყდა 150 ათას კბმ ზეზემდგომ ხეს. 70%25-ით განადგურდა 700 ჰა, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია 140 ათას კბმ ხეს შეუწყდა. „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ რამდენიმე სახეობასთან ერთად, მთლიანად განადგურდა კავკასიის ენდემური სახეობა - უთხოვარი, რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება. მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ფაუნამაც, დაიწყო ცხოველთა მიგრაცია. კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი, კავკასიური გველგესლა - ეს ის სახეობებია, რომლებიც შეტანილი არიან ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსით.

არანაკლებ დიდია ეკოლოგიური ზარალი, რომელიც რუსების მიერ აფეთქებული და ჩაძირული ქართული გემებიდან ზღვაში ჩაღვრილმა ნავთობმა გამოიწვია. საერთოდაც, ეკოლოგიური კატასტროფების კერების შექმნა რუსული აგრესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ცეცხლგამჩენი ჭურვები თბილისის მიმდებარედ, კიკეთის ტყის თავზეც ჩამოყარა, რის შედეგადაც დამწვარია 1500 კვადრატულ მეტრამდე ტყის მასივი.

გარემოს დაცვის სამინისტრომ შავი ზღვის დაცვის კონვენციიდან რუსეთის გარიცხვაც კი მოითხოვა. კონვენციის მმართველ სამდივნოს მიმართვა უკვე გაეგზავნა, რომელშიც ფოთის პორტში ჩაძირული გემებისა და იქ ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების შესახებ არის საუბარი. „რუსეთმა საქართველოს დიდი ზარალი მიაყენა, ააფეთქა ფოთის პორტი და ჩაძირა რამდენიმე ხომალდი. ზღვაში გემების საწვავი ნავთობპროდუქტები ტონობით ჩაიღვარა, რამაც შავი ზღვის დაბინძურება და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე გამოიწვია“, - ნათქვამია მიმართვაში. „შავი ზღვის დაცვის კონვენციის“ მინისტერიალი 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთის გარიცხვის საკითხს შეიტანს.

ინვესტორთა დასამაგრებლად

ინვესტორების, კონტრაქტორების და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება კი მთელი საომარი მდგომარეობის დროს ძალაში იყო. თავდაპირველად მოქმედების ვადა მას 24 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის 8 სექტემბრამდე გადავადების შესაბამისად გაგრძელდა.

ბრძანების თანახმად, ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის დასრულებამდე ინვესტორების, კონტრაქტორებისა და სხვა პირების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (მისი ტერიტორიული ორგანოების) მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა და, შესაბამისად, გამოწვეული ზარალიც საპატიოდ მიიჩნევა.

საომარი მდგომარეობის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელებისთვის მზად არიან. ნავთობისა და გაზის ხუთი სალიცენზიო ბლოკისთვის ინდური კომპანიები 37,1 მილიონ დოლარს გადაიხდიან. ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ ინდური კომპანიებიდან ENSearch Petroleum LTD და GSPL Oil and Natural Gas LTD საბანკო გარანტიები უკვე მიიღო.

„მადნეულის“ და „კვარციტის“ მფლობელმა რუსულმა კომპანია „ჯეოპრომაინინგმა“ კი ნავთობის და გაზის მოპოვების და ძებნა-ძიების ლიცენზიის მოპოვებაზე უარი თქვა იმის მიუხედავად, რომ მან XIV სალიცენზიო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, დმანისის, წალკის და ბორჯომის ტერიტორიას მოიცავს, ოფიციალურად გაიმარჯვა.

სამაგიეროდ, ინტერესს არ კარგავს მეორე რუსული კომპანია - „თელასის“ მფლობელი „ინტერ რაო“, რომელმაც რაჭაში ჰესების მშენებლობით დაინტერესება დაადასტურა. „თელასის” მიერ ჰესის მშენებლობას საქართველოს მთავრობასა და „რაო ეეს“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. სექტემბრის ბოლოს გამოცხადდება კონკურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე, რომელშიც „თელასს“ მონაწილეობის მიღება შეეძლება. რაც შეეხება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ პროექტს საქართველოს ტერიტორიაზე - „ხუდონჰესს“, მის განხორციელებას ბოლო მოვლენების გამო საფრთხე არ შეექმნება.

ფუნქციონირებას ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს „ენგურჰესიც“ და გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოსაც და რუსეთსაც მიეწოდება და თითქმის მთლიანად ამარაგებს აფხაზეთს. ამ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროც ადასტურებს.

უზრუნველყოფილია ქვეყნის 24-საათიანი ელექტრომომარაგება და გაზით უზრუნველყოფა და ამ კუთხით საკმარისი რეზერვებია. ასევე, არსებობს საწვავის, ხორბლისა და ფქვილის საჭირო რეზერვიც. უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის, შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფას“ დამატებით 5 მილიონი ლარი გამოეყო ხორბლის არსებული მარაგის კიდევ უფრო გასაზრდელად.

თუმცა, საფრთხისგან არ არის დაზღვეული რთველი-2008, რომელიც უკვე დაიწყო. სამწუხაროდ, წინასწარი პროგნოზით, წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, 130 ათასი ტონა იქნება, რაც შარშანდელზე 100 ათასი ტონით ნაკლებია. ამის მიზეზია არა მხოლოდ ცუდი კლიმატური პირობები, არამედ ისევ და ისევ რუსული აგრესია, რომელმაც ქართლში ვენახების სოლიდური ნაწილი დააზიანა.

ოფიციალურმა სტატისტიკამ კი ბოლო ომამდელი მონაცემებიგამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს სავაჭროეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

უკანასკნელი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ომის წინა პერიოდს ასახავს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის მდგომარეობა ასეთი იყო: 2008 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 723 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 42,6%25-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 966 მილიონი დოლარი იყო (შარშანდელზე 46,7%25-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 3 მილიარდ 757 მილიონი დოლარი (41,5%25-ით მეტი). შესაბამისად, 2008 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2 მილიარდ 791 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 101 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 2 მილიარდ 932 მილიონი დოლარია (შარშან იყო 97 ქვეყანა და 2 მილიარდ 64 მილიონი დოლარის დეფიციტი). ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 19 ქვეყანასთან ჯამური 141 მილიონი დოლარის თანხით (ნაცვლად შარშანდელი 22 ქვეყნისა და 67 მილიონი დოლარისა).

2008 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 709 მილიონ დოლარს გადააჭარბა (წინა წლის მაჩვენებელზე 52,1%25-ით მეტი). ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 0,9%25-ით - 14,1%25-დან 15%25-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 493 მილიონ დოლარს აღემატება (შარშანდელზე 81,2%25-ით მეტია), რითაც აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის წილმა 2,2%25-ით - 8,2%25-დან 10,4%25-მდე მოიმატა.

უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილზეა 462 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით, რაც შარშანდელზე 41,1%25-ით მეტია. შედეგად, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 0,1%25-ით - 9,9%25-დან 9,8%25-მდე შემცირდა.

სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია - მათ წილად 2008 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის 18,3%25 მოდის (შარშან 11,2%25-თან შედარებით, ზრდა 7%25-ზე მეტია) და თანხობრივად 177 მილიონ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილზე შავი ლითონების ჯართის ექსპორტია ექსპორტის 10,8%25-იანი (შარშან 9,3%25) წილით (104 მილიონი დოლარი).

მესამე ადგილზე მყოფი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაზრდილია 8,9%25-მდე (86 მილიონი დოლარი). შარშანდელთან შედარებით წილი 0,4%25-ით არის მომატებული.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი, 2008 წლის იანვარ-ივლისში, ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 12,8%25-ია (შარშან იყო 10,4%25) და ფულად გამოსახულებაში 481,4 მილიონ დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი მთლიანი იმპორტის 10,3%25 (შარშან იყო 7,7%25) და 387 მილიონი დოლარია.

მკვეთრად - 6,9%25-დან 3,1%25-მდე შემცირებულია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი და მისი მოცულობა 116 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, საიმპორტო სამეულში ეს მაინც მესამე პოზიციაა.

ეს ომამდელი სტატისტიკაა, რომელიც, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგნოზით, რუსული აგრესიის შემდეგ, ისევე შეიძლება შეიცვალოს, როგორც მთელი ეკონომიკური პეიზაჟი.

ომის შემდეგ

საომარი მოქმედებების დროს ფოთის პორტის ბლოკირებისა და საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვის, აგრეთვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების და საავიაციო მიმოსვლის შემცირების, ასევე საბანკო და სხვა სექტორებში ამუშავებული დროებითი შეზღუდვების გამო ქვეყანაში ტვირთების მოძრაობა და სავაჭრო ოპერაციების მოცულობა მნიშვნელოვანწილად შემცირდა.

ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამ პერიოდში ბევრ იმპორტიორს ექმნებოდა პრობლემა საქართველოს საზღვრიდან თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მიმართულებით ტვირთების გადაადგილებაში.

მეტიც: მთელი რიგი საიმპორტო ტვირთები, რომელმაც იმპორტის სტრუქტურაში სოლიდური წილი უკავიათ, ქვეყანაში საერთოდ ვერ შემოდიოდა და უმეტესწილად დღესაც ჯერ ვერ შემოდის. უპირველესად, ეს ითქმის საიმპორტო სიაში წილით მეორე ადგილზე მყოფ მუბუქ ავტომობილებზე, რომელთა შემოტანას ვერ ახერხებენ ვერც საავტომობილო კომპანიების ოფიციალური დილერები და ვერც ინდივიდუალური იმპორტიორები.

უკეთეს დღეში არც ექსპორტიორები იყვნენ, ვინაიდან მათი წარმოებული პროდუქციის გატანაც ყველანაირად შეფერხებული იყო. ექსპორტის ძირითადი საზღვაო არხი, რომელიც ფოთის პორტზე გადის, პარალიზებული იყო, ტვირთების სხვა არხებისკენ გადამისამართება კი - ნაკლებად შესაძლებელი უსაფრთხოების მოსაზრებების, ასვე დროისა და ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გამო.

იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზირება, ასევე საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად, შენელდება.

ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპის შენელებას ექნება ადგილი, რაც ასევე ჰპოვებს ასახვას ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის მახასიათებლებსა და კონფიგურაციაზე.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2008 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიარდი ლარით (56,9%25-ით) გაიზარდა და 5,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აქედან იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - მთელი 47%25 ვაჭრობის სფეროზე მოდიოდა. შედარებისთვის: ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 37,5%25-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია.

სესხების გაცემის გამკაცრება უდავოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ამ მაჩვენებელსა და დინამიკაზე, რაც საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემდგომი განვითარების კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება იქნება.

ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული სიტუაციებისთვის მზაობამ საომარი მოქმედებებით გამოწვეული ზარალი შეამცირა, თუმცა მისი სრული ნეიტრალიზება, ცხადია, ვერ მოხერხდა.

ნათელია, რომ ის ტენდენციები, რაც ეკონომიკის თითოეულ სეგმენტზე ომის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთება, ჯერ ბოლომდე არ ჩანს. მით უფრო, დღეს, როდესაც რუსული სამხედრო ძალები კვლავაც საქართველოს ტერიტორიაზე არიან და შეძლებისდაგვარად აფერხებენ მისი ეკონომიკის ფუნქციონირებას. მათ შორის, ეს პირდაპირ ეხება საგარეო ვაჭრობასაც, რომელიც აშკარად შეფერხებულია იმ პირობებში, როდესაც რუსებს ბლოკირებული აქვთ ფოთის პორტი, ასევე გადაკეტილი ჰქონდათ და ზოგჯერ დღესაც კეტავენ ავტომაგისტრალებს, რაც ტვირთების გადაადგილებას აფერხებს.

თუმცა, ცნობილია, როგორი იყო მდგომარეობა ომამდე. შესაბამისად, გვაქვს ის სურათი და მოცემულობა, რასთანაც მოგვიხდება მომავალში შედარება როგორც შედეგების სალიკვიდაციოდ, ასევე პერსპექტივების დასანახადაც.

ფაქტი უკვე ის არის, რომ წლეულს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%25-დან უკვე 5-6%25-მდე დაეცა. თუ შარშან საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, წელს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის შემცირებას, საუკეთესო შემთხვევაში, 1,7 მილიარდ დოლარამდე ვარაუდობს. ეს კი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ჰაერივით საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს, მძიმე დარტყმაა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ 1,7 მილიარდი უცხოური ინვესტიციის პროგნოზიც საეჭვოა და საინვესტიციო დანაკარგების მოცულობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.

ერთი სიტყვით, სამედიცინო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, საქართველოს ეკონომიკაში მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ საომარ შოკს, ავად თუ კარგად, გაუძლო. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისი საომარი რეჟიმიდან ნაკლები დანაკარგებით გამოყვანაა.

ევროპული ზურგი

სადაც საქართველომ ომი უდავოდ მოიგო, საერთაშორისო ასპარეზია. ეს არის ამ ომის ყველაზე პოზიტიური შედეგი. მოიგო იმის მიუხედავად, რომ ეს სულაც არ იყო იოლი. განსაკუთრებით, ევროპულ სივრცეში, რომელსაც მჭიდროდ აქვს შემორტყმული რუსული საცეცები და მათზე მიბმული ინტერესთა ჯგუფებიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ომის დაწყებამდე ჩანდა.

ამიტომაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთიანი პოზიციის გენერირება უკიდურესად რთულია. თავად განსაჯეთ, საერთო აზრის მიღწევა (თუნდაც ყველაზე ნაკლებად სადავო თემებზე) 4,5-მილიონიან საქართველოშიც კი ჭირს და წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება იმ ორგანიზაციაში, სადაც სრულიად განსხვავებული ისტორიის, კულტურის, მისწრაფებების, პარტნიორული და მტრული დამოკიდებულებების 3 ათეულამდე ქვეყანაა თავმოყრილი.

ფაქტია, რომ საქართველოს მოვლენების გამო თვით ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა და ევროკავშირის ლოკომოტივი გერმანიაც კი გაიყო. მისმა ექსკანცლერმა კი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული „გაზპრომის“ ჩინოვნიკია, საქართველო დაადანაშაულა. მართალია, მას ამის გამო მშობლიური სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგანაც კი მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთები - სხვა და სხვა ინტერესების ჯაჭვებით რუსეთზე მკვიდრად მიბმული ადამიანები ევროპაში უხვად არიან. და ეს არა მხოლოდ შედარებით ნაკლებად განვითარებული ევროპული სახელმწიფოები, არამედ თუნდაც დიდი რვიანის წევრი იტალიაა, რომელსაც მთელი კონფლიქტის განმავლობაში საკმაოდ მშვიდი და აუღელვებელი პოზიცია ეკავა და დიდად არ უჩქარია რუსული აგრესიის დაგმობა.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო საგანგებო რეჟიმით - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დაჟინებული მოთხოვნით შეიკრიბა. ამ მექანიზმის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება და, როგორც ჩანს, ევროპამ სცნო რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ასეთ გადაუდებელ გარემოებად.

ამის დასტური 5 ევროპელი ქვეყნის პრეზიდენტის მყისიერი თბილისური ვიზიტიც იყო (პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და, მოგვიანებით, რუმინეთიც). იმ ქვეყნების პირველი პირებისა, რომლებიც უშუალოდ არტყიან გარს რუსეთს და, მისგან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, მორიგ დარტყმას საკუთარ თავზე ელიან.

სწორედ მათი ინიცირებული იყო ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების საკითხიც, რაც რუსებისთვის საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. საერთოდ, რუსეთთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტზე საბოლოო განცხადების ორი - პოლონური და იტალიური პროექტები არსებობდა. ამის შესახებ კონფლიქტის მონაწილე კიდევ ერთმა აქტიურმა პერსონამ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ღიად განაცხადა. პოლონური პროექტი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებდა, იტალიური კი რუსეთის მიმართ მხოლოდ კრიტიკას შეიცავდა.

ე.წ. რბილი ვარიანტი საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის, ფოთიდან და ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, დოკუმენტით ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვდა გარანტიებს, რომ მოსკოვი საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნების მიმართაც არ იმოქმედებს.

რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით შემუშავებული განცხადების მკაცრ ვარიანტში კი საუბარი იყო მოსკოვის წინააღმდეგ ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. ევროკავშირს რეკომენდაციით უნდა მიემართა მსხვილი ბიზნესისთვის, რათა მან შეამციროს რუსეთში თავისი კაპიტალის დაბანდება, რითაც აღიარებს, რომ რუსული ბაზარი არამყარია და რისკებთანაა დაკავშირებული. დაბოლოს, ევროკავშირს შეეძლო ერჩია ევროპული ბანკებისთვის, აღარ გასცეს ან არ გაზარდოს ლიმიტები რუსულ კომპანიებზე გაცემული ან გასაცემი სესხების ნაწილში.

სამიტამდე რუსეთი ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაეჭირათ იტალიური პროექტისთვის, რომელიც, პოლონურისგან განსხვავებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ითვალისწინებდა.

ამ მიზნით რუსეთი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან და ფინეთთან. მოსკოვი პარტნიორებს, რუსეთისთვის მხარის დაჭერის სანაცვლოდ, ირანის საკითხში პოზიციის შეცვლასა და ეკონომიკურ პრეფერენციებს ჰპირდებოდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ოფიციალურად აღიარა, რომ პირველი სექტემბრისათვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. კუშნერის თქმით, პირადად მას არანაირი სანქციების დაწესება არ შეუთავაზებია, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ სანქციებს ითხოვენ.

მოსკოვი ევროკავშირისგან ეკონომიკური სანქციების დაწესებას მართლაც დღემდე ელოდება. სამი ნაბიჯი, რომელიც ევროპელებში კამათს არ იწვევს, არის რუსეთთან ევროკავშირის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების შეჩერება; რუსეთთან სავიზო რეჟიმის შერბილებაზე უარის თქმა; ევროპაში რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შემცირება და არხების დივერსიფიკაცია.

ეს უკანასკნელი კი რუსეთს ძალიან აღელვებს, რადგან შესაძლოა, აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ფაქტორი რუსული პროექტების - „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „სამხრეთ ნაკადის“ განხორციელებისთვის.

ასე იყო თუ ისე, ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებო დოკუმენტი მიიღო და მასში ისეთი დეტალები გაწერა, რაც ოპტიმისტებისთვის არასაკმარისი, პესიმისტებისთვის კი მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა.

კერძოდ, დოკუმენტში აღინიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ღია კონფლიქტით, რომელიც საქართველოში მოხდა, ასევე, შედეგად გამოწვეული ძალადობით და რუსეთის რეაქციის დისპროპორციულობით. ამ კონფლიქტმა გამოიწვია მძიმე შედეგები ორივე მხრიდან. ასეთი ტიპის სამხედრო მოქმედება არ არის გამოსავალი და მიუღებელია. ევროკავშირი წუხს ადამიანთა სიკვდილის, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის, გადაადგილებულ პირთა და დევნილთა რიცხვის და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო.

იმავდროულად, ევროკავშირი გმობს რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ აღიარონ გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მოუწოდებს ევროკომისიას, შეისწავლოს პრაქტიკული შედეგები. საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვაზე, ეუთოს 1975 წლის აქტზე და გაეროს რეზოლუციებზე.

ამავე დროს, ევროკავშირმა საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს უფლება აქვთ განსაზღვრონ საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, მეზობლური ურთიერთობების პრინციპებისა და მშვიდობიანი კოოპერაციის დაცვით.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოიწონა 6-პუნქტიანი შეთანხმება (მიღწეული 12 აგვისტოს ევროკავშირის დახმარებით), რომელმაც გამოიწვია ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების უკეთესი გაწევა დაზარალებულებისთვის და რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივი გაყვანა. გეგმა ბოლომდე ჯერ კიდევ შესასრულებელია. სამხედრო ძალებმა, რომლებიც არ დაბრუნდნენ იმ ადგილებზე, სადაც კონფლიქტამდე იყვნენ განლაგებულნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. უნდა დასრულდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, რომელშიც ევროკავშირი მზად არის მიიღოს მონაწილეობა. ევროკავშირი ასევე მზად არის ჩაანაცვლოს ამ მონიტორინგის მექანიზმით რუსეთის დამატებითი უსაფრთხოების ზომები სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე. უნდა დაიწყოს ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხების განხილვა.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულად მონაწილეობენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებაში სამხრეთ ოსეთში, კერძოდ, დამკვირვებლების გაგზავნით და მატერიალური და ფინანსური დახმარებების უზრუნველყოფით.

ევროკავშირმა უკვე განახორციელა სასწრაფო ზომები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენისთვის. ორგანიზაცია მზად არის აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღდგენისთვის. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენის ზომებს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ფარგლებში უნდა იქნას მიღებული ზომები სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე უნდა მოხდეს სრული და მრავალმხრივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლო შექმნის საკითხის განხილვა, როგორც კი ამის პირობები იქნება შეთანხმებული. ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, მოწვეულ იქნას საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში რეკონსტრუქციისთვის საჭირო დახმარებისთვის და მოუწოდებს ევროკომისიას დაიწყოს ამ კონფერენციის მომზადება.

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამჟამინდელი კრიზისი გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ, როგორც არასდროს, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა, ასევე ურთიერთობის განვითარება აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით, ევროპის მეზობლური პოლიტიკის მონაწილეებთან; „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის განვითარება და „აღმოსავლური პარტნიორობა“, რომლის დამტკიცებას ევროკავშირი 2009 წლის მარტში გეგმავს. ევროკავშირი სთავაზობს ევროკომისიას, აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებები 2008 წლის დეკემბერში წარადგინოს.

ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, შექმნილი კრიზისის გამო საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, ბოლო მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ევროპამ უნდა გაააქტიუროს მცდელობები ენერგორესურსების უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირმა, ევროკომისიასთან ერთად, უნდა შეისწავლოს ინიციატივები, ენერგოწყაროების და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის მხრივ. სწორედ ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მოხდეს „ნაბუკოს“ (ნავთობსადენი კასპიის ზღვიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით) პროექტის ფორსირება.

ევროკავშირი აღიარებს, რომ, საქართველოში კრიზისის გამო, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებმა გზაგასაყარს მიაღწია. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით და მათ წინაშე არსებული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, არ არსებობს ალტერნატივა, გარდა ძლიერი ურთიერთობებისა, დამყარებული თანამშრომლობაზე, ნდობაზე და დიალოგზე, საერთაშორისო პრინციპების პატივისცემაზე, რომლებიც აღიარებულია გაეროსა და ეუთოს მიერ. ეს არის მიზეზი, რის გამოც დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ამიტომაც მოუწოდებს ევროკავშირი რუსეთს, შეუერთდეს ევროპულ არჩევანს, ორმხრივი ინტერესის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სასარგებლოდ. რუსეთის ინტერესებში არ შედის ევროპისგან იზოლაცია. ევროკავშირმა, თავის მხრივ, აჩვენა სურვილი, ჩაერთოს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში, იმ პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით, რაზეცაა იგი დაფუძნებული. ევროპა მოელის, რომ რუსეთი მოიქცევა პასუხისმგებლობით და შეასრულებს მის ვალდებულებებს. ევროკავშირი მიადევნებს თვალყურს სიტუაციას, გააგრძელებს სიტუაციის ღრმა შესწავლას. შეფასება უნდა დაიწყოს ახლა და გაგრძელდეს 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილ სამიტამდე. ევროკავშირი აძლევს მანდატს ევროკავშირის პრეზიდენტს, გააგრძელოს ექვსი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით განხილვები. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ჯარები არ იქნება დაბრუნებული პოზიციებზე, რომლებზეც 7 აგვისტომდე იყვნენ განლაგებულნი, შეხვედრები და მოლაპარაკებები რუსეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებაზე გადატანილი იქნება.

საბოლოო სიტყვა

ასეთი იყო ევროკავშირის საკმაოდ მტკიცე ვერდიქტი, რომელიც ერთი კვირის თავზე საქართველოში ევროპის სამი უმსხვილესი ჩინოვნიკის - ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის ხელით, მოსკოვის გავლით და შეთანხმებით, ახალ დოკუმენტად გადაიქცა და თბილისში ჩამოვიდა.

თუმცა, მოლაპარაკებები არ ყოფილა უღრუბლო და იოლი. მეტიც: როგორც ფრანგული მედია იუწყებოდა, რომელიც თავის პრეზიდენტს ყველგან ახლდა, მოსკოვის შეხვედრაზე სარკოზი მოლაპარაკებათა დატოვებით დაიმუქრა. სარკოზის მუქარის შესახებ მათ საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიაში აცნობეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, სარკოზისა და მედვედევს შორის მოსკოვის მახლობლად გამართულ მოლაპარაკებებზე საკმაოდ დაძაბული მომენტები იყო. იმავე წყაროს მტკიცებით, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი დროებით ოთახიდან გავიდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები შეეცადნენ დოკუმენტიდან ამოეღოთ ფრაზა, რომ მოსკოვი იღებდა ვალდებულებას, გაეყვანა რუსეთის სამხედრო ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ხაზზე. მაშინ სარკოზი ამდგარა და უთქვამს - „ჩვენ მივდივართ. ეს განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას“.

ამის შემდეგ რუსული დელეგაციის წევრები გავიდნენ დიმიტრი მედვედევის მოსაძებნად, რომელმაც დაბრუნებისთანავე თქვა: „მოდით, დავწყნარდეთ“.

იმავე წყაროს განმარტებით, ამ ინციდენტის შემდეგ მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდა.

შეთანხმება კი ასეთია: რუსული ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებს ერთი თვის ვადაში დატოვებენ; ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის სულ ცოტა 200 დამკვირვებელი განთავსდება; ეუთოს დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას შეძლებენ; გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში დარჩებიან; 15 ოქტომბერს საერთაშორისო განხილვები დაიწყება; საქართველომ ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო.

უფრო კონკრეტულად, მაქსიმუმ 15 სექტემბრისთვის მოხდება ფოთიდან სენაკისკენ არსებულ მთელ ხაზზე მდებარე ხუთივე საგუშაგოდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანა. ასევე მოხდება რუსული სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან ხაზზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებობდა. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღეში მას შემდეგ, რაც ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდება, მათ შორის განთავსდება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, რაც უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა იმ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერის გათვალისწინებით, რომლებიც გარანტიას იძლევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე (პრეზიდენტმა სარკოზიმ პრეზიდენტ მედვედევს გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის წერილი, რომელშიც საქართველო იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა).

შეთანხმების სხვა პუნქტები კი შემდეგს ითვალისწინებს: გაეროს დამკვირვებლები საქართველოში კვლავაც გააგრძელებენ თავიანთი მანდატის შესრულებას თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში 7 აგვისტოს მდგომარეობის რიცხოვნობის და დისლოკაციის სქემის მიხედვით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შესაძლო სამომავლო კორექტივების გათვალისწინებით.

გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კოდორის ხეობის ჩათვლით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების განხორციელებას გააკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა ამ შეთანხმების ანულირება მოახდინა, 8 სექტემბრის შეთანხმება ქმნის იმის გარანტიებს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ განაგრძოს თავისი საქმიანობა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

რაც შეეხება ეუთოს დამკვირვებლებს, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები ისევ შეასრულებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში 7 აგვისტოს მდგომარეობის რიცხოვნობის და დისლოკაციის სქემის მიხედვით ეუთოს მუდმივი საბჭოს მიერ შესაძლო სამომავლო კორექტივების გათვალისწინებით. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ეუთოს უიარაღო დამკვირვებლები შეძლებენ ცხინვალის ოფისში დაბრუნებას და განაგრძობენ ცხინვალის გარშემო 15-კილომეტრიანი რადიუსის ტერიტორიის გაკონტროლებას, როგორც ამას ისინი კონფლიქტის დაწყებამდე აკეთებდნენ.

8 სექტემბრის შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი დამკვირვებლების განთავსების მომზადების დაჩქარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება რუსული სამშვიდობო ძალების შესაცვლელად 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, მათ შორის, მინიმუმ 200 დამკვირვებლის ევროკავშირიდან. ევროკავშირი კი, როგორც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტი, აქტიურად ამზადებს დამატებითი მისიის განთავსების საკითხს, არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების დამატების სახით.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო განხილვები, როგორც ამას 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს, 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში დაიწყება და შეეხება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე დევნილთა დაბრუნებას საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების და პოსტ-კონფლიქტური მოგვარების პრაქტიკის საფუძველზე.

ევროკავშირი და მისი ლიდერები იმედოვნებენ, რომ რუსეთი აღნიშნულ შეთანხმებას არ დაარღვევს და 15 ოქტომბერს საქართველოში არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ იქნება. მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება, „საქმე სულ სხვაგვარად იქნება“.

სარკოზის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის შეთანხმება, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარის გასვლას მოჰყვება. საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები შემოვლენ. და, რაც მნიშვნელოვანია, სარკოზიმ აღნიშნა, რომ დამკვირვებლები განთავსდებიან არა მარტო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები შევლენ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

სარკოზის თქმით, ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლები აუცილებლად ჩავლენ, ვინაიდან „ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ორი დღის წინ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, სამშვიდობო მისია შეასრულონ“. სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ დამკვირვებლები იმ პროცესებსაც მიადევნებენ თვალს, თუ რა ინტენსივობით უბრუნდებიან დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ იმ დევნილებზე, რომლებიც ბოლო შეიარაღებული დაპირისპირების დროს იქნენ გამოძევებული საკუთარი სახლებიდან, არამედ 1992 წელს საკუთარი ოჯახებიდან გამოყრილ ადამიანებზე.

ეს თემა განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება იმ მაღალი რანგის კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ოქტომბერში იგეგმება და რომელიც ომის შემდეგ საქართველოს აღდგენას მიეძღვნება. მას რამდენიმე დასავლელი ლიდერიც დაესწრება, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აპირებენ კონფერენციაში მონაწილეობას. ჩამოსვლას გეგმავს აშშ-ს პრეზიდენტიც.

ეს უფრო პოლიტიკური ხასიათის კონფერენცია იქნება, საქართველოს მეგობართა სამიტი. ცალკე იგეგმება ევროკავშირის კონფერენცია, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში გაიმართება და მიზნად ისახავს საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევისთვის საჭირო სახსრების მობილიზებას.

ენერგოსახრჩობელის მოლოდინში

ასეთი აღმოჩნდა ევროპის პოზიცია. რამდენად მტკიცე და თანმიმდევრული, თავად განსაჯეთ. ცხადია, გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე ამერიკული ისტებლიშმენტისა, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ბევრი სკეპტიკოსი თავად ევროპასა და საქართველოში მოელოდა.

ფაქტია, რომ ევროპაში არავინ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დასრულებას. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არც რუსეთი აპირებს ევროპის ენერგორესურსების გარეშე დატოვებას - მას, ბოლოს და ბოლოს, საამისო კონტრაქტები აქვს დადებული და თავის ისედაც შელახულ იმიჯს მეტად ვეღარ დააზარალებს.

თუმცა, პროგნოზებისგან დღეს თავს მაინც ყველა იკავებს და რუსეთისგან ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებას ელის, რომლის რეალური შედეგიც, ოპტიმისტური გათვლებითაც კი, შეიძლება რუსი სამხედროების გასვლა იყოს სეპარატისტულ ზონებს მიღმა არსებული ქართული ტერიტორიებიდან. თუმცა, სამხედრო ძალის გარდა, რუსეთს კვლავ რჩება ენერგოზეწოლის დიდი რესურსი, რის გამოყენებასაც იგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგაც უცერემონიოდ ცდილობს.

გავიხსენოთ თუნდაც უკანასკნელი დღეები, როცა სწორედ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა სამიტის დაწყების მომენტისთვის რუსეთმა პოლონეთს და გერმანიას გაზის მიწოდება სამი დღით შეუზღუდა. ოფიციალური რუსული ვერსიით, ამ დღეებში გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდებოდა, რის გამოც მილსადენი „იამალი-ევროპა“ 2-3 სექტემბერს გაჩერდა, ხოლო 3-4 სექტემბერს გაზის ტრანსპორტირება შეზღუდულ რეჟიმში ხორციელდებოდა.

მართალია, ამ ინფორმაციას პუტინის განცხადებაც მოჰყვა, სადაც იგი იუწყებოდა, რომ მიუხედავად გართულებული ურთიერთობისა, რუსეთი ევროპისთვის გაზის შეზღუდვას არ აპირებს, მაგრამ რუსული „სარეაბილიტაციო შეზღუდვები“ ზოგადად სწორედ ისე იქნა აღქმული, როგორც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება გახლდათ. ექსპერტების მოსაზრებით, ეს თემა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ჩრდილოეთ აფრიკაში ვიზიტის მთავარი საკითხიც იყო.

მიიჩნევენ, რომ 55 წლის მანძილზე აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი ლიბიაში სწორედ ლიბიური გაზის მარაგებზე „გაზპრომისთვის“ გზის გადაჭრის მიზნით შედგა. ნავთობრესურსები იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-იტალიის მარშრუტის ერთერთი უმთავრესი საკითხიც. თუმცა, სანამ დასავლეთი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებს, რუსეთისთვის ენერგორესურსები კვლავ რჩება პოლიტიკური ზეწოლის მთავარ ბერკეტად.

ზამთარი სულ რამდენიმე თვეში დადგება და კვლავ ისმის კითხვა, ომის შემდეგ, რუსული აგრესიის გაზრდის პირობებში, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ დასრულდება, რამდენად მზად არის დღეს საქართველო, გაუძლოს მოსალოდნელ ენერგოზეწოლას? მით უფრო მაშინ, როცა ქართული ენერგეტიკის უდიდესი ნაწილი რუსების ხელშია, „ენგურჰესის“ მართვის პულტი კი რუსების მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე?

მართალია, დღეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კუთხით, საქართველოში არანაირი პრობლემები არ არსებობს და მიმდინარეობს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში არ შეიქმნას პრობლემები, მაგრამ უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაზღვეული ნამდვილად არავინ არის. ამიტომაც კიდევ დიდხანს იქნება ყველაზე აქტუალური კითხვა, მოახერხა თუ არა საქართველომ რეალურად ის, რაც ჯერჯერობით ვერ შეძლო ევროპამ - ენერგოდივერსიფიკაციის გზით ენერგოსაფრთხეების შემცირება?

ენერგეტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ უკვე ორი წელია ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი, პრაქტიკულად, აღარ ხორციელდება. ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება შიდა რესურსებით („ენგურჰესი“, „თბილსრესი“, სხვა ჰესები) და ზაფხულში ექსპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ მიღებული უცხოური ელექტროენერგიით ხდება. „ენგურჰესს“ ამ ეტაპზეც რუსი სამხედროები აკონტროლებენ, თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ჰესი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა კი, წმინდა ტექნიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია. თბილისის ენერგომომარაგებას რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ საკუთრებაში მყოფი „თელასი“ ახორციელებს. მის საკუთრებაშია ასევე გარდაბნის მეცხრე და მეათე ბლოკები, რომლებიც ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ერთ-ერთი საყრდენია.

საქართველოს ხელისუფლებაში დღეს აცხადებენ, რომ ქვეყანაში რუსული კომპანიების მუშაობას მთავრობის მხრიდან პრობლემები არ შეექმნება. თუმცა, საკითხავია, რამდენად არის იგივე განწყობა რუსული მხრიდან. გამორიცხულია თუ არა მიზანმიმართული საბოტაჟი და გასული წლების მსგავსად, კრიტიკულ სიტუაციაში ამ ბლოკების დაზიანება და აფეთქება, ან სულაც რუსეთიდან გაზის მოწოდების შეწყვეტა, ამაზე დღეს, ცხადია, ღიად ვერავინ საუბრობს.

რაც შეეხება ქვეყნის გაზმომარაგებას: დღეს საქართველო ბუნებრივ აირს, მართლაც, დივერსიფიცირებული წყაროებიდან იღებს. კერძოდ: აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას, ახალი კონტრაქტის საფუძველზე, გაზმომარაგება 2008 წლის 10 მაისს განუახლა. კონტრაქტის თანახმად, 2008 წელს საქართველო დღეში 1,5 მილიონ კუბურ მეტრს მიიღებს. 2007 წლის განმავლობაში საქართველო ამ წყაროდან დღეში 1,3 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებდა. ბუნებრივი აირის ფასს არც ერთი მხარე არ ახმაურებს, თუმცა ის, სავარაუდოდ, არ არის 1000 კუბურ მეტრზე 200 დოლარზე იაფი.

გარდა ამისა, სახელმწიფო კორპორაცია ბუნებრივ აირს იღებს „შაჰ-დენიზის“ პროექტის ფარგლებში, ასევე „გაზპრომისგან“ სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის სატრანზიტო წილს 10%25-ის ოდენობით. ასე რომ, ოფიციალური ინფორმაციით, „გაზპრომისგან“ საქართველოს სახელმწიფო კორპორაცია ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს არ ყიდულობს. თუმცა, „გაზპრომის“ კონტრაქტორებად რჩებიან კერძო კომპანიები, რომელთაც რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან პირდაპირი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. ამ კომპანიებს შორის დღევანდელი მდგომარეობით არ არის „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებას ახდენს. აქვე სათქმელია, რომ საქართველოს 12 რეგიონის გაზმომარაგებას რუსული კომპანია „იტერა“ ახორციელებს, დანარჩენისას კი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დივერსიფიკაციის მიუხედავად, ზამთრის თვეებში „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის გარეშე ქვეყნის სრული ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება და მიუხედავად იმისა, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს - სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები, „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა გარდაუვალია. ესეც კიდევ ერთი საფრთხე და მოსალოდნელი დარტყმა ქართული საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის, რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, ძალიან მალე განახორციელებს.

არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რაც უკვე აზერბაიჯანულ მხარეს უკავშირდება: „გაზპრომმა“ აზერბაიჯანს მოპოვებული გაზის სრულად შესყიდვა შესთავაზა. მართალია, ამ შეთავაზებას მსგავსი წინადადება თურქეთიდანაც მოჰყვა, თუმცა ფაქტია, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით კვლავ გრძელდება და კონკრეტული შედეგი, საით გადაიხრება აზერბაიჯანის არჩევანი, ჯერაც უცნობია. რუსეთი კი აშკარად გეგმავს (და ამას ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს), რომ აზერბაიჯანზე ზეწოლისთვის მთიანი ყარაბაღის საკითხი გამოიყენოს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ბაქოში ვიზიტის მთავარი თემაც, გავრცელებული ინფორმაციით, ენერგოსაკითხები გახლდათ. სწორედ ამერიკული და ბრიტანული კაპიტალის დომინირების გამო, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი პრორუსული გადაწყვეტილების მიღებისგან თავს შეიკავებს. თუმცა, თავად დიკ ჩეინის ვიზიტს დასავლეთმა უკვე უწოდა ნაკლებად წარმატებული. მართალია, რუსული წყაროების მიერ აქტიურად ატაცებული თემა, რომ ალიევმა ჩეინის „ნაბუკოს“ პროექტთან დაკავშირებით ცივი წყალი გადაასხა, არ დადასტურდა, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები ამ მიმართულებით ჯერ ბოლომდე მაინც არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ ასამუშავებელი აქვს. მაგალითად, თუნდაც თავის დროზე დაწყებული ინტეგრირებული ბლოკების მშენებლობის დასრულება, რომელიც ელექტროენერგიის საწარმოებლად დღევანდელზე 40%25-ით ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ასევე აუცილებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, რათა საქართველომ ჰიდროელექტროსადგურებზე ზაფხულში არსებული ჭარბი ელექტროენერგიის მეზობლებისთვის მიყიდვა შეძლოს - მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც თბოელექტროსადგურებზე წარმოებულ ძვირ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ზამთარში კი ამავე ხაზებით ეს ელექტროენერგია თავად მიიღოს.

ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებს შორის არის ასევე გაზის საცავის მშენებლობა, რომელმაც ბუნებრივ აირზე სეზონური მოთხოვნა უნდა დააბალანსოს. სხვათა შორის, გაზსაცავის ტექნიკური დასაბუთების მომზადება საქარ- თველოში, „ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში“ უკვე დაწყებულია და შექმნილი სიტუაციის ფონზე ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ უფრო დაჩქარდეს. არსებობს ასევე ქვანახშირის გარკვეული რესურსიც. ყველა ამ მიმართულების ამოქმედება კი, ექსპერტების მოლოდინით, საბოლოო ჯამში, რუსეთისგან საქართველოს სრულ ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, რომელიც ამ ეტაპზე დიდწილად მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და მდგრადობასაც აშკარად განსაზღვრავს.

ანუ, ახლა საქართვლო სწორედ იმ ფაზაში შედის, როცა ომი დამთავრდა და მშვიდობის უნდა გვეშინოდეს. მშვიდობისა, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და ბევრ ბეწვის ხიდზე გასვლას გულისხმობს.

21-მილიარდიანი აგრესია

რუსული ოკუპაციის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ საქართველოს ეკონომიკამ უმძიმეს გამოცდას გაუძლო და თუ მისი დროული რეაბილიტაცია განხორციელდა, დანაკარგების ლოკალიზება საკმაოდ ეფექტიანად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რუსები არ ჩქარობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენონ ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებას, ასევე მეურნეობის ფუნქციონირებასაც.

საქართველოსთვის მიყენებული ზარალი, სხვა და სხვა წყაროებით, 1-დან 2 მილიარდამდე დოლარის ფარგლებში მერყეობს. საიმისოდ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ისევ იყოს უზრუნველყოფილი, მასში 3-დან 4 მილიარდ დოლარამდე ინვესტირებაა საჭირო. აი, ასეთია რუსული აგრესიის ფასი საქართველოსთვის.

მაგრამ რამდენია რუსული აგრესიის ფასი თავად რუსეთისთვის? რა მოიგო მისმა ეკონომიკამ საქართველოზე ასეთი გავეშებული შეტევისგან?

მიკერძოება რომ არ დაგვწამონ, თავად რუსების მონაცემებსვე დავეყრდნოთ: 7 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, რუსეთის სავაჭრო სისტემის (РТС) ინდექსი 1842,58 პუნქტი იყო. დაცემა 8 აგვისტოდანვე დაიწყო და მისი მოცულობა კატასტროფული იყო. მარტო იმ ერთ დღეს РТС-მა 6,51%25 დაკარგა. ცხადია, ამაში მაშინ, ისევე როგორც დღეს, თავისი წვლილი მიუძღვის ნავთობზე ფასების ვარდნას, დოლარის რუბლთან მიმართებით გამყარებას და ძვირფასი ლითონების თუ სხვა ინდიკატური პროდუქტების გაიაფებას. მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ დაუფარავად აღიარა: რუსული აქციების ასეთი დაცემა მაინც საქართველოში ინტერვენციის პირდაპირი შედეგი იყო და ამ გარემოებაზე თვალის დახუჭვა თავად რუსეთის საფონდო ბაზრის ანალიტიკოსებსაც კი არ უცდიათ.

ის, რომ რუსული აგრესია მისი ეკონომიკის ერთერთი ყველაზე სწრაფად და დინამიურად მზარდი სეგმენტის - საფონდო ბაზრის ჩამოქცევის ყველაზე მეტად ხელშემწყობი გარემოება გახდა, განვლილმა პერიოდმა კიდევ ერთხელ და თვალსაჩინოდ დაადასტურა.

თავად განსაჯეთ: 7 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე რუსეთის სავაჭრო სისტემაში 20 ვაჭრობა გაიმართა. აქედან, ბაზარზე 8 დღის განმავლობაში ინდექსი წინა დღის მონაცემთან შედარებით იზრდებოდა, 13 დღის განმავლობაში იკლებდა. მაგრამ ეს სტატისტიკა ვერანაირად ვერ ასახავს რეალურ ვითარებას, ვინაიდან ზრდა ამ პერიოდში, ტრადიციულად, უმნიშვნელო იყო, კლება კი - სოლიდური.

შედეგმაც არ დააყოვნა: უბრალო არითმეტიკული გამოთვლა ცხადყოფს, რომ არასრული ერთი თვის განმავლობაში რუსულმა საფონდო ბაზარმა, არც მეტი, არც ნაკლები, 17,15%25 დაკარგა. და ეს ტენდენცია რომ ჯერაც შეუქცევადია და გრძელვადიანი, მასშტაბური დაცემის ხასიათს ატარებს, უკანასკნელმა დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ორიოდე დღის მონაცემების მოხმობაც კმარა: 4 სექტემბერს ინდექსი ერთი სესიის განმავლობაში 1659,48 ნიშნულიდან 1589,19-მდე ანუ მთელი 4,25%25-ით დაეცა, 5 სექტემბერს კი რუსული სავაჭრო ინდექსი ასევე ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში 1589,19-დან კიდევ 3,94%25-ით - 1526,57 პუნქტამდე გაიაფდა. ეს არა მხოლოდ ძალიან დიდი ფინანსურ-ეკონომიკური ზარალი, არამედ არანაკლები მნიშვნელობის ფსიქოლოგიური დარტყმაც იყო, ვინაიდან 1550 პუნქტს ქვემოთ ჩამოსვლით ინდექსმა ერთწლიანი მინიმუმის ქვედა ზღვარი „გაარღვია“ და ანალიტიკოსებს მისცა იმის მტკიცების საფუძველი, რომ ესეც არ არის ფსკერი და შემდგომი დაცემაც გარდაუვალია.

ცხადია, აქაც, ისევე, როგორც აგვისტოს დასაწყისში, გასათვალისწინებელია გლობალური რისკების წილი: ისევ და ისევ ნავთობის გაიაფება, ცუდი კორპორატიული ანგარიშები როგორც ამერიკაში, ისევე ევროპაში, ბუნებრივი კატაკლიზმების ნეგატიური გავლენა და უამრავი სხვაც. მაგრამ, ამჯერადაც, ფაქტი ის არის, რომ რუსეთიდან კაპიტალის მიგრაციის უსერიოზულესი განმაპირობებელი მისი სამხედრო-პოლიტიკური აგრესიაა, რომელმაც გარდაუვალი ასახვა ჰპოვა ქვეყნის ეკონომიკის იმიჯსა და სანდოობაზეც.

შედეგიც ნათელია: მარტო აგვისტოში რუსეთიდან კაპიტალის გადინების ოდენობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ ინფორმაციის ავტორი თავად რუსეთის ცენტრალური ბანკია. თუმცა, რუსული ეკონომიკური ინსტიტუტები არ გამორიცხავენ, რომ ეს მაჩვენებელი სინამდვილეში 8-10 მილიარდის ფარგლებშიც მერყეობდეს. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთი ოფიციალური წყარო - რუსეთის ფინანსთა მინისტრი ომის დაწყების პირველ დღეებში 8 მილიარდის გადინებაზე საუბრობდა. „ფაინენშნლ თაიმსმა“ კი რუსეთიდან გაზიდული კაპიტალის სიდიდედ მთელი 21 მილიარდი დოლარი დაასახელა.

როგორც ირკვევა, ესეც გრძელვადიანი ტენდენციის ნაწილია: წლეულს წლის პირველ ნახევარში რუსეთში კაპიტალის შედინება, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა და, 2007 წლის იანვარ-ივნისის 68,7 მილიარდის ნაცვლად, წლევანდელ პირველ 6 თვეში მხოლოდ 12,3 მილიარდი შეადგინა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთში შესული ფულის უდიდესი ნაწილი კომპანიების (მათ შორის, სახელმწიფო კომპანიების) მიერ აღებული სესხებია. ამ მაჩვენებელმაც უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მათი უმეტესობა მოკლევადიანია და სასწრაფო გასტუმრებას ითხოვს. დასავლური ბანკები კი, პრაქტიკულად, წურავენ ან უკვე ხურავენ იმ ლიმიტებს, რაც რუსი მსესხებლებისთვის ჰქონდათ გახსნილი.

ცხადია, ასეთ დროს გეოპოლიტიკური დაძაბულობის გაზრდა, მით უფრო, იმ ფონზე, როცა რუსული კაპიტალი სულ უფრო მეტად არის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და მართული, ჩვენი მეზობლის ეკონომიკას უფრო მიმზიდველს ნამდვილად არ ხდის. ამდენად, უახლოეს მომავალში რუსეთს დიდი ფულადი ინექციები დასავლეთისგან არ ელის. მეტიც: ის უკვე გადავიდა იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც პოტენციური სანქციების მსხვერპლად მოიაზრებენ.

და ის, რომ ევროკავშირმა სანქციები არ დააწესა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სანქციები არ არსებობს ან უკვე არ მუშაობს. მათზე ასე გამალებული მსჯელობაც კი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ რუსული ბაზარი კაპიტალის დამატებით ნაკადებს დაეტოვებინა. ამდენად, ამ საკითხით აპელირებამ და თემაზე მრავალდღიანმა ხმამაღალმა მსჯელობებმა თავისი საქმე უკვე გააკეთა.

ევროზონის ქვეყნების გახლეჩამ კი ნათელი გახადა, რომ ამიერიდან კიდევ უფრო მაღალი ალბათობით მოსალოდნელი იქნება როგორც, ერთი მხრივ, რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების ბლოკირება, ასევე, მეორე მხრივ, ყველა იმ ინიციატივის ჩაგდება, რომელიც ჩრდილოელ მეზობელთან ევროპის დამოკიდებულების შერბილებას გამოიწვევს. რუსეთ-ევროკავშირის ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განუსაზღვრელი ვადით შეჩერება და სავიზო რეჟიმის გამარტივების იდეის უკუგდება ამის ნათელი დასტურია.

და, კიდევ ერთიც: ხშირად ძალიან მაღალი ტრიბუნიდან და გავლენიანი ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვაზე გაცილებით მეტი წონა მცირე საგაზეთო პუბლიკაციას შეიძლება ჰქონდეს. ორიოდე დღის წინ მსოფლიო საქმიანი პრესის ლიდერმა - ბრიტანულმა „ფაინენშნლ თაიმსმა“ მცირე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითა, რომ კრემლი ვეღარ აკონტროლებს რუსულ გენერალიტეტს. გენერალიტეტს, რომლის ბიზნესიც არა ნავთობი ან გაზი, არამედ საომარი მოქმედებებია. ისინი აქ ახდენენ თვითრეალიზაციას, აქ შოულობენ ფულს და აქ იხვეჭენ გავლენას და კეთილდღეობას. ამ სამხედრო ერთობას ცხინვალის კამპანიის შემდეგ მადა უკიდურესად გაეხსნა და ახლა მისი მოთოკვა სულ უფრო და უფრო რთული გახდება.

მსგავსი პუბლიკაციის ნახვა „ფაინენშნლ თაიმსში“, რომლის ყოველ ბწკარსაც მთელი საქმიანი სამყარო გაფაციცებით კითხულობს, ალბათ, ვერაფრით წაახალისებს რუსეთში საქმიანობის სურვილს და მისწრაფებას. მით უფრო, რომ მსგავსი პუბლიკაციები მთელ მსოფლიოში ბოლო ერთ თვეში ასეულობით და ათასეულობით დაიბეჭდა. მათი დიდი დამსახურებაცაა რუსული ეკონომიკის ის მცოცავი ეროზია, რომელსაც სწორედ ახლა ეყრება საფუძველი.

ცხადია, საქართველოსთვის არანაირი პირდაპირი სარგებელი არ დევს რუსული ეკონომიკის რღვევაში. ეს პირდაპირ არც ჩვენი ქვეყნის აყვავებას და არც სხვა პოზიტიურ მოვლენებს უკავშირდება. მით უფრო, ეს ვერაფრით გადაფარავს იმ უდიდესი ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და, რაც მთავარია, უდანაშაულო ადამიანური მსხვერპლით გამოწვეულ დანაკარგებს, რაც საქართველოსთვის რუსულ აგრესიას მოჰყვა.

მაგრამ, ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ აგრესია და ძალადობა დაუსჯელი არ რჩება და მასზე გაცილებით ადეკვატური რეაგირება რუსული ეკონომიკის დასავლური ინექციებისგან დაწრეტა შეიძლება იყოს, ვიდრე მათ ტანკებთან შეჯახება და ავიაციით შერკინება. დღეს სწორედ ასეთი ასიმეტრიული პასუხებით შეიძლება მიეჩინოს რუსეთს თავისი კუთვნილი ადგილი და კისერი მოეგრიხოს მის ზღვარგადასულ აგრესიას ყველას და ყველაფრის მიმართ.

თუ ასე გაგრძელდა და რუსული პოლიტიკის უიმედო ტყვეობაში მოქცეული რუსული ეკონომიკა ასე დაზარალდა, ის უბრალოდ „ნაკერებზე გაიხევა“ ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. სხვა და სხვა ანალიტიკური ეკონომიკური ცენტრები უკვე თავად რუსეთში მიუთითებენ, რომ გაზაფხულიდან მოსალოდნელია ხელფასებისა და სამუშაო ადგილების შემცირება, რაც სწორედ დღევანდელი მოვლენების ლოგიკური დაგვირგვინება იქნება. ეს კი თავად რუსეთში დიდი წინააღმდეგობის პოტენციური საფუძველია. იმავე საფონდო ბაზარზე რუსულმა ბიზნესმაც ძალიან ბევრი იზარალა. და დღეს აღარანაირი სურვილი არ აქვს, მომავალშიც ასეთივე პირობებში მოუხდეს ცხოვრება და საქმიანობა.

და ეს მხოლოდ ეკონომიკური ზარალია. რაც შეეხება სხვა ზარალებს, არც ეს არის ძნელი დასათვლელი. იგივე რუსეთის ბირჟა 2006 წლის დონეზე დავარდა. მაშინ, როცა ბოლო დრომდე რუსეთი წარმოდგენილი იყო, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა, დღეს თავად რუსები ამბობენ, რომ ეს აღარ გაგრძელდება, რადგან რუსეთი პოლიტიკური და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური იზოლაციონიზმის გზას ადგას.

რუსეთი უახლოეს მომავალში ვერ გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ამის გამო, ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ექსპერტის აზრით, რუსეთი წელიწადში ეკონომიკური ზრდის 1%25-ზე მეტს დაკარგავს.

„არავინაა დაინტერესებული, რუსეთის ფედერაციის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო მოვლენების გამო გააჭიანუროს, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში პიტერ მანდელსონმა, - არა მგონია, რომ ვინმეს ინტერესებშია რუსეთი ვმო-ში არ დაუშვას ერთი დღით დიდხანს, თუ ამის თავიდან არიდება შესაძლებელია. ჩვენთვის აუცილებელია, ამას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად თავის პოსტსაბჭოთა საზღვრებთან შეგუების პრობლემები აქვს, მაგრამ არც ერთი დიდი სახელმწიფო ადვილად არ შემცირებულა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მანდელსონის თქმით, „ევროპის რეაქცია ამ ზაფხულის მოვლენებზე სიმტკიცის და რეალიზმის შერწყმა უნდა იყოს“.

მანამდე აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მაღალი წრეების რიგი წარმომადგენლები რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ვადების გადახედვის შესახებ ქართულ-ოსურ კონფლიქტთან მიმართებაში მოსკოვის პოზიციასთან დაკავშირებით ადრევე აცხადებდნენ.

რუსეთმა 1993 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ტარიფების და ვაჭრობის გენერალურ შეთანხმებასთან მიერთების თაობაზე, რომელიც 1995 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციად გარდაიქმნა. მოლაპარაკებები რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ 1995 წელს დაიწყო.

რუსეთი ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასრულებას 2008 წლის შემოდგომაზე გეგმავდა, ხოლო ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში პიტერ მანდელსონმა ივნისში განაცხადა, რომ სურს რუსეთის ფედერაცია 2009 წლის თებერვლისთვის ვმო-ს სრულუფლებიან წევრად იხილოს. დღეისთვის რუსეთმა 60 პარტნიორ ქვეყანასთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაასრულა, მაგრამ რიგი პრინციპული პოზიციები არ შეუთანხმებია, მათ შორის სოფლის მეურნეობასთან, ხის მასალაზე საექსპორტო გადასახადების ტარიფებთან და რიგი სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის მოგვარებასთან დაკავშირებით. არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან რიგი საკითხები უახლოეს მეზობლებთან - საქართველოსა და უკრაინასთან.

რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის თქმით, რუსეთის მთავრობას ვმო-ში გაწევრიანება რაც შეიძლება, სწრაფად სურს, მაგრამ პარტნიორები მოლაპარაკებების დასრულების საშუალებას არ იძლევიან.

მანამდე ცოტა ხნით ადრე შუვალოვმა თავისი აზრი გაახმოვანა და თქვა, რომ კავკასიაში კრიზისის შემდეგ რუსეთი ხედავს, რომ ვმო-ში შესვლის პერსპექტივები არამც თუ უახლოეს თვეებში, არამედ უახლოეს წელსაც არ ექნება.

გარდა ამისა, ჩავლილი ომი საბოლოო და უტყუარი ნიშანია იმისა, რომ კრემლში გაძლიერდნენ ძალოვანი მეთოდების მოტრფიალენი. შესაბამისად, არ იქნება ან ძალიან დიდ ბორძიკით განხორციელდება ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ასე სჭირდება რუსეთს.

შეწყდება მსხვილი უცხოური ინვესტიციების ნაკადი, მათ შორის - ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკიდან უზარმაზარი შემოსავლების მიღების მიუხედავად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა არ არის მნიშვნელოვნად მოდერნიზებული. მაგალითად, გზების მშენებლობისთვის თანხების გამოყოფა წელიწადში დაახლოებით 1%25-ით იზრდება, რაც ძალიან ცოტაა.

გარდა ამისა, რუსეთი აღარ არის ენერგორესურსების მონოპოლისტი ევროპაში. მან იმას მიაღწია, რომ ევროპაში სანდო პარტნიორად აღარ ითვლება. ევროპა გააგრძელებს ალტერნატიული ენერგორესურსების ძებნას. ამას, შესაძლოა, არაერთი წელიწადი დასჭირდეს, მაგრამ რუსეთისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ევროპისთვის სანდო პარტნიორი ყოფილიყო.

საქართველოს მსგავსად, უკვე ბევრ სახელმწიფოს მოუხდება ეკონომიკის გადამისამართება ევროპისკენ. ეს კი რუსეთის კიდევ ერთი და ძალიან დიდი, შეიძლება - აუნაზღაურებელიც კი, დანაკარგია.

დანაკარგები დღითი დღე იზრდება: რუსეთის ცენტრალურ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშებზე საკრედიტო ორგანიზაციების ფულადი სახსრების ნაშთი, მაგალითად, მარტო ერთ დღეს 8 სექტემბერს, 5 სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, 37 მილიარდი რუბლით შემცირდა და 675,6 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამას ოფიციალურად იუწყებოდა ცენტრალური ბანკის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტი. ნაშთი სადეპოზიტო ანგარიშებზე 1,3 მილიარდი რუბლით - 83,1 მილიარდ რუბლამდე შემცირდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის ნეტო-შეძენა აგვისტოში თითქმის ნულოვანი იყო, მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში მან 100 მილიარდი დოლარი შეადგინა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ილიუკაევმა. სამაგიეროდ, დაფიქსირდა კოლოსალური ოდენობის ვალუტის გაყიდვები. „გუშინ, ისევე, როგორც ყველა ბოლო დღეს, ჩვენ საკმაოდ (დოლარები) გავყიდეთ”, - განაცხადა მან.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკიდან კაპიტალის გადინება რუბლის სავალუტო კურსის დინამიკაზე გავლენას მოახდენს, რაც უკვე თვალსაჩინოა, თქვა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სერგეი იგნატევმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს შეინიშნება რუბლის დასუსტება დოლართან მიმართებაში და ეს, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ინფლაციაზე.

ასეთი ფაქტი უამრავია. ყველა მათგანი მიუთითებს, რომ პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის სახელმწიფომ გაცილებით სერიოზულად იზარალა. აღარაფერს ვამბობ იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც თავად რუსული სახელმწიფოს ერთიანობა აღმოჩნდა. ცხინვალის აღიარების შემდეგ გააქტიურებული ინგუშეთის, დაღესტნის და ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობები, რომლებიც უკვე დამოუკიდებლობას ითხოვენ, ამის ძალიან თვალსაჩინო დასტურია, რასაც თავად რუსეთისთვის შორს მიმავალი დამღუპველი ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

ინგუშეთის ოპოზიცია უკვე განიხილავს მიმართვას მსოფლიო საზოგადოებისადმი, რომელიც რესპუბლიკის რუსეთისგან გამოყოფას შეეხება. „ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროპას ან ამერიკას, რათა რუსეთიდან გამოგვყონ. ამასთან აუცილებელია, შეწყდეს ინგუში ხალხის გენოციდი, რომელსაც კრემლი ახორციელებს“, - ასეთია მათი პოზიცია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში.

და კიდევ ერთი: ყველა ომი, როგორც წესი, ბოლოს მაინც მოლაპარაკებით სრულდება. და ამ მოლაპარაკებების დროს შედეგი ყოველთვის არ არის ისეთი, როგორც ომის ან მის შემდგომ მოკლე პერიოდში ჩანს.

ომის შედეგად გამოკვეთილ ახალ ვითარებაში ხშირად სულაც არ იმარჯვებს ის, ვინც გამარჯვებული ჩანს ან საომარი მოქმედებებისას დაამარცხა მეტოქე. ბოლოს და ბოლოს, საქართველო და რუსეთი ცალკე კონტინენტზე ან პლანეტაზე არ ცხოვრობენ, რომ მათ ურთიერთობას მხოლოდ მათზე ჰქონდეს გავლენა.

შევხედოთ, რა ხდება პარალელურად? ირანის ბირთვული იდეის გარშემო სრულიად ახლებური კონფიგურაცია იკვეთება; სომხეთი და თურქეთი აქამდე წარმოუდგენელ რამეზე - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ალაპარაკდნენ და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, კავკასიურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურები სულ სხვა კომბინაციით ლაგდებიან. პაიკებს დედოფლობის მეტი შანსი უჩნდებათ, მეფეები კი ახალ ქიშებს და შამათებს ელოდებიან. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა წერილის თემაა.

2 ძიუდოს სტრატეგია -1

▲back to top


0x01 graphic

ავტორები: ნიკოლოზ მარკოზაშვილი

სასწავლო ცენტრი Sapienti Sat- პარტნიორი.
GMCG Ltd - პარტნიორი.
ESM-თბილისი - მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი

აკაკი თავაძე

ESM-თბილისი - მენეჯმენტის პროგრამის მასწავლებელი

ძიუდოში გამარჯვება მიიღწევა მოწინააღმდეგის წონისა და ძალის მის საწინააღმდეგოდ გამოყენების უნარით, რაც ნაკლებად ძლიერ ადამიანს აძლევს შანსს, მასზე ძლიერს აჯობოს.

კოლუმბიის ენციკლოპედია

მეტაფორა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესისა და ეკონომიკის მექანიზმების აღქმაში, ჩვენი აზრებისა და იდეების გასაგები ფორმით წარმოდგენაში. მეტაფორის აზრი ადვილი აღსაქმელია და ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს რჩება.

ძიუდოში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა სისწრაფე, მოხერხებულობა და ბრძოლის მოქნილი ტაქტიკა. ძიუდოში ის იმარჯვებს, ვინც მოწინააღმდეგის უპირატესობებს წონასა და ძალაში თავის სასარგებლოდ იყენებს. ანალოგიურად - ძიუდოს სტრატეგიის გამოყენება მცირე ფირმებს ბიზნესში საშუალებას აძლევს, კონკურენტულ უპირატესობას მიაღწიონ მძლავრ ფირმებთან ბრძოლისას. მეტიც, ძიუდოს სტრატეგიის ცოდნა გარკვეულ დახმარებას გაუწევს პატარა სახელმწიფოს დიდ სახელმწიფოაგრესორთან დაპირისპირების შემთხვევაში.

ბიზნესში ძიუდოს სტრატეგიის გამოყენებას მიეძღვნა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის სპეციალისტების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები, რომელთა შედეგები აისახა ბესტსელერად აღიარებულ წიგნში: David B. Yoffe, Mary Kwak, „Judo Strategy“, 2001, by Harvard Business School Publishing Corporation.

ცხადია, მეტაფორას არ შეუძლია ამომწურავი ინფორმაციისა თუ ცოდნის მოცემა. და ანალოგიაც ვერასდროს იქნება სრული. „ძიუდოს მეტაფორის“ მიზანია, დაეხმაროს ბიზნესმენს ან პოლიტიკოსს, ძიუდოსათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული აზროვნების სტილი აითვისოს. ამისათვის ძიუდოს სამი ძირითადი პრინციპის დეტალური ანალიზია საჭირო: მოძრაობა, წონასწორობა და ბერკეტის ეფექტი. მოძრაობით თქვენ შეძლებთ, მოწინააღმდეგეს წონასწორობა დააკარგვინოთ, რაც მას ხელს შეუშლის თავისი საწყისი უპირატესობის სრულად გამოყენებაში; წონასწორობის შენარ- ჩუნება საშუალებას მოგცემთ, მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიოთ; დაბოლოს, ბერკეტის საშუალებით თქვენ შეძლებთ, მოწინააღმდეგე „მიწას დაანარცხოთ“.

ბიზნესში და პოლიტიკაში, როგორც ძიუდოში, შეიძლება, სხვადასხვა ტიპის მოწინააღმდეგე შეგხვდეთ. აქედან ის გამოდის, რომ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ილეთების შესაბამისი, კონკრეტული ერთობლიობა უნდა შეიმუშავოთ.

ვინ უნდა გამოიყენოს ძიუდოს სტრატეგია?

უპირველეს ყოვლისა, მცირე ფირმებმა და პატარა სახელმწიფოებმა, რომლებიც უპირატესობას აღწევენ არა ორგანიზაციის სიდიდის ხარჯზე, არამედ - მოხერხებულობითა და ბრძოლის სწორად წარმართვით. გამოიყენეთ ძიუდოს სტრატეგია მაშინ, როცა:

  • თქვენს მცირე ორგანიზაციას უწევს კონკურენტული ბრძოლის წარმოება უფრო ძლიერ კონკურენტთან;

  • თქვენი კომპანია ცდილობს, შევიდეს იმ ბაზარზე, სადაც უფრო დიდი ფირმააგამაგრებული“; ან თქვენი სახელმწიფო ცდილობს, თავიდან მოიცილოს უფრო დიდი მეზობელი სახელმწიფოს გავლენა;

  • თქვენ გაქვთ მოქნილობა, სისწრაფე და ყველა ის საქმიანი უნარი, რაც, არსებულ ძალთა არათანაბარი განაწილების მიუხედავად, საკმარისია წარმატების მისაღწევად მოხერხებული ტაქტიკის დახმარებით.

როდის უნდა გამოიყენონ ძიუდოს სტრატეგია?

როცა წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი როლი მოქნილობას, სისწრაფეს და ბრძოლის წარმოებისადმი შემოქმედებით მიდგომას ენიჭება. ეს თვისებები განსაკუთრებით ფასეულია მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესში, ამიტომაც, არსებული მაგალითები ძირითადად ამ სფეროს ეხება. თუმცა, ისინი საკმაოდ ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ტრადიციულ ეკონომიკაშიც, სადაც დომინანტის პოზიცია „მოუქნელ და ტლანქ“ ფირმებს უჭირავთ. ეს კი „ძიუდოისტისთვის“ იდეალური სამიზნეა. მაშასადამე, გამოიყენეთ ძიუდოს სტრატეგია, თუ:

  • კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება თქვენი სტრატეგიული პრიორიტეტია;

  • თქვენს კონკურენტს უპირატესობა აქვს ძალასა და ზომაში;

  • პირდაპირი შეტევით წარმატების მიღწევის შანსი მცირეა.

ძირითადად ვისაუბრებთ ძიუდოს სტრატეგიის გამოყენებაზე ბიზნესში, მაგრამ ხშირად მოვიყვანთ პოლიტიკური დაპირისპირების მაგალითებსაც, მით უმეტეს - საქართველოში შექმნილი სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევს.

მოძრაობა

ძიუდოს სტრატეგია მოძრაობით იწყება. ცნობილია, რომ ყოველ კონკრეტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას განსაზღვრავენ მსხვილი, სოლიდური ორგანიზაციები, რომლებმაც ბევრი დრო და სახსრები დახარჯეს, კლიენტების ნდობა მოიპოვეს, მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან მჭიდრო კავშირები დაამყარეს. ისინი კარგად ერკვევიან ბაზრის უმნიშვნელო ნიუანსებშიც კი. მაგრამ გარკვეული უპირატესობები მცირე ფირმებსაც აქვთ: როგორც ახალ მოთამაშეებს, მათ შეუძლიათ, ბაზარს კონკურენტული ბრძოლის საკუთარი წესები შესთავაზონ. არსებობს მოძრაობისთვის დამახასიათებელი მრავალი ილეთი. სამი ძირითადი პრინციპი ასეთია:

ნუ მოახდენთ შეტევის პროვოცირებას, იმის მიუხედავადაც კი, რომ ბაზარზე ადგილის დამკვიდრების მცდელობისას ახალბედა ფირმა, უმეტესწილად, აგრესიულია. ეს ბუნებრივია, რადგან მას სჭირდება, მომხმარებელთა ყურადღება მიიქციოს და, შესაბამისად, საკუთარი პროდუქციის საბაზრო ღირებულება გაზარდოს. ძიუდოს სტრატეგია კი სხვა ტაქტიკას გვთავაზობს. მცირე ფირმა უნდა მოქმედებდეს ისე, რომ კონკურენტებმა დროზე ადრე არ აღიქვან იგი საკუთარი ბიზნესის საფრთხედ. შედეგი - ბაზარზე მცირე ფირმების გამოჩენის იგნორირებაა.

მაგალითი 1.

საიდუმლოს ძალა.

.. Silicon Valley-ის ერთ-ერთი მობინადრე კომპანია - Transmeta 1995 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მიკროსქემების შემუშავება იყო. აღიარებულია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ფირმებისთვის მნიშვნელოვანია მცირე წარმატებაზეც კი მომხმარებელთა ფართო ფენების ყურადღების მიპყრობა. მიუხედავად ამისა, Transmeta ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და მისი საქმიანობა იმ დონეზე იყო გასაიდუმლოებული, რომ ფირმას ტელეფონიც კი არ ჰქონდა რეგისტრირებული. Transmeta-სადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა კომპანიის რიგებს ოპერაციული სისტემა Linux-ის შემქმნელი ლინუს ტორვალდსი შეემატა. ხუთი წლის გასაიდუმლოებული საქმიანობის შემდეგ, კომპანიამ საკმაოდ პომპეზური ფორმით განაცხადა ახალი მიკროპროცესორის, Crusoe-ის გამოშვების შესახებ. Crusoe- შეეძლო ემუშავა როგორც ოპერაციულ სისტემა Windows-თან, ისე Linux-თან. გარდა ამისა, იგი მოიხმარდა გაცილებით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ჩიპების ცნობილი მწარმოებლის - Intel-ის მიერ შექმნილი პროცესორები. ამასთან, Crusoe- კონფიგურაცია მათი ნოუთბუკებში გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლეოდა. ამ მოვლენამ ჩიპების მთელი ბაზარი შეაზანზარა. სწორედ ამიტომაც ცდილობდა თრანსმეტა, ადრე არ მიეპყრო საზოგადოების ყურადღება და არ გამოწვია Intel-ის საპასუხო რეაქცია. საბოლოოდ, Transmeta- ამ ტაქტიკამ გაამართლა. ინვესტორებმა - Gateway- და AOL-მა გადაწყვიტეს, ახალი თაობის ქსელურ მოწყობილობებში Crusoe გამოეყენებინათ. მათ კვალდაკვალ მიჰყვნენ კომპიუტერების მწარმოებლები IBM და Sony, რომლებმაც გამოაცხადეს ახალი მოდელის ნოუთბუკების Crusoe- პროცესორით დაკომპლექტების შესახებ.

Transmeta- შეეძლო, კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის მიეღწია, გასაიდუმლოებული საქმიანობა უფრო მეტი ხნით რომ შეენარჩუნებინა და უფრო მოკრძალებული ფორმით მოეხდინა ახალი პროდუქტის წარდგენა. მართალია, მან სწრაფად მოახერხა მნიშვნელოვანი და საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება, მაგრამ ამგვარმა ქმედებამ Intelis საპასუხო რეაქცია გამოიწვია - მან სულ რამდენიმე თვეში გამოუშვა Crusoe- კონკურენტი პროდუქტი და Transmeta- პარტნიორების გადაბირებაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, Transmeta- ზრდა იმდენად სწრაფი იყო, რომ 2000 წლისათვის იგი საჯარო კომპანია გახდა და თავისი აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა.

მაგალითი 2.

გოლიათებზე გამარჯვებული

კომპანია Netscape საკუთარ თავსგოლიათებზე გამარჯვებულადმიიჩნევდა. მიუხედავად Netscape-ის ბაზარზე არამყარი პოზიციისა, მისი დამაარსებლები, ჯიმ კლარკი და მარკ ანდერსენი, ყველანაირად ცდილობდნენ პირდაპირ შეეტიათ Microsoft-ისთვის. 1995 წელს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კლარკმა მოიყვანა ანალოგია ფილმიდანვარსკვლავური ომებიდა Microsoft-სიკვდილის ვარსკვლავიუწოდა, ხოლო საკუთარი კომპანიამეამბოხეთა რესპუბლიკასშეადარა, რომლის მისია სამყაროს ამ ბოროტებისაგან ხსნაა. თავის მხრივ, ანდერსენი, რომელიც მხოლოდ 24 წლის იყო, ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ინტერნეტის განვითარება გამოიწვევდა Windows-ის პოპულარობის დაცემას და, საბოლოოდ, იგი გახდებოდამხოლოდ ცუდად შედგენილი დრაივერების უბრალო კრებული“. ახალგაზრდების აგრესიულმა პოზიციამ მართლაც მოუტანა Netscape- მოკლევადიანი პოპულარობა, მაგრამ Microsoft-ის მისამართით მათმა მუდმივმა გამოხტომებმა ბილ გეიტსი აიძულა, Microsoft-ის უმნიშვნელოვანეს ამოცანად ინტერნეტისთვის იმ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება დაესახა, რომელსაც Internet Explorer- უწოდეს. ასე იქცა Netscape მძლავრი კორპორაციის სამიზნედ და, ათთვიანიბრძოლისშემდეგ, Netscape- აქციების ფასი ნულამდე დაეცა.

მაგალითი 3.

საქართველო vs რუსეთი.

როგორც ჩანს, რუსეთის აგრესიის პროვოცირება მოახდინა საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ რუმინეთში გახმოვანებულმა განაცხადმა და, რაც მთავარია, იქ დაფიქსირებულმა დროებითმა უარმა. შედეგად, რუსეთმა მოამზადა საქართველოზე შეტევის გეგმა და პირდაპირი დარტყმის განხორციელებისათვის შესაფერისი დრო შეარჩია. ცხადია, სამხედრო თვალსაზრისით, ასეთი ტიპის შეტაკების დროს პატარა სახელმწიფო განწირულია.

გამოკვეთეთ თქვენი კონკურენტული სივრცე. ბაზარზე შესვლის ამ ეტაპზე უნდა მოახერხოთ, არამარტო გადარჩეთ, არამედ მიაღწიოთ უპირატესობას თამაშის საკუთარი წესებისა და პარამეტრების შემოღებით. Netscape Communications-ის ყოფილი ტოპმენეჯერი, ჯიმ ბარკსდეილი, ამ აზრს მეტაფორით გამოხატავს: „ნიანგისა და დათვის ბრძოლის შედეგი მნიშვნელოვნად განპირობებულია ადგილის რელიეფით“. თითოეული მათგანი განსაკუთრებით საშიშია თავის ტერიტორიაზე, მაგრამ დათვი ეფლობა ჭაობში, ხოლო ნიანგს არ შეუძლია თავისი ძალის სრულად დემონსტრირება ხმელეთზე. ამიტომაა, რომ თანაბარი ძალის მქონე მოწინააღმდეგეების შერკინებისას გამარჯვება იმას რჩება, ვინც საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის.

ამ მეტაფორის აზრი შემდეგია: ეცადეთ კონკურენტული ბრძოლა მოწინააღმდეგისათვის უჩვეულო პირობებში აწარმოოთ; აიძულეთ იგი, ითამაშოს ახალი წესებით; ეძებეთ ბაზრის ახალი სეგმენტები; შექმენით „სწორი“ პროდუქტი; განსაზღვრეთ, სად შეიძლება დომინანტის პოზიციის დაკავება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყოველ „ჩემპიონს“ სუსტი წერტილები აქვს, რადგანაც თითოეული მათგანი ზედმეტად ენდობა საყვარელ „ილეთებს“.

ამ ტაქტიკის გამოყენება ორ უპირატესობას მოგცემთ: ერთი მხრივ, კონკურენტს მისთვის უცხო პირობებში ბრძოლა მოუხდება და, მეორე მხრივ, მოულოდნელობის ფაქტორით ისარგებლებთ. მართალია, გრძელვადიან პერიოდში თქვენი კონკურენტი ახალ წესებს შეეჩვევა, მაგრამ მოკლევადიანი პერიოდი საკმარისია, რათა კონკურენტი შეასუსტოთ. ეს კი თქვენს ქმედებებზე სერიოზული საპასუხო რეაქციის დაგვიანებას გამოიწვევს.

მაგალითი 4.

პარადიგმის ცვლილება.

80-იანი წლებიდან დაწყებული, ფინანსური კომპიუტერული პროგრამების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. იმ დროს გავრცელებული იყო დარგის პარადიგმა - პროგრამული უზრუნველყოფა იქმნება მსხვილი კომპანიებისათვის და ეყრდნობა შემდეგ პრინციპს: „პროგრამა მით უკეთესია, რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს“. აქედან გამომდინარე, ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიმარტივე და მოხერხებულობა ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებოდა. შედეგად, ლიდერის პოზიცია ყოველთვის მრავალფუნქციურ პროგრამას ეკავა. მაშინ ასეთ პროგრამას ენდი ტობაიასას მიერ ფინანსური ანგარიშებისათვის შექმნილი Managing Your Money წარმოადგენდა, რომელიც, კონკურენტებთან შედარებით მეტი ფუნქციის რეალიზაციის გამო, ბაზრის 70%25- ფლობდა. ამ პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა კომპანია Intuit, რომლის დამაარსებელი ჰარვარდის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, სკოტ კუკი გახდა. მან გაითვალისწინა Procter & Gamble-ში მიღებული ოთხწლიანი გამოცდილება, რომლის თანახმად, უნდა გამოიკვლიო მომხმარებელთა მოთხოვნები, ახალი პროდუქტი მყიდველთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავო და პროდუქტების სამომხმარებლო ტესტირება ჩაატარო. შედეგად მან დარგს Procter & Gamble-ის სამომხმარებლო პარადიგმის ანალოგი ახალი პარადიგმა შესძინა.

ერთი შეხედვით, ასეთ პირობებში Intuit- ბაზარზე შესვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. კუკი არც კი ფიქრობდაუკეთესიპროდუქტის შექმნაზე. მან გადაწყვიტა შეექმნასწორიპროდუქტი - Quicken. ამ პროგრამას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ფუნქციები ჰქონდა, მაგრამ იგი ასრულებდა ყველა იმ ფუნქციას, რაც რეალურ ცხოვრებაშია საჭირო: ჩეკების გამოწერა, ანგარიშების შედარება და .. ამასთან, ამ ფუნქციებს Quicken- გაცილებით უფრო სწრაფად ასრულებდა და ამ პროგრამით მუშაობა შეეძლო ყველა მსურველს სპეციალური განათლების გარეშე. თავისი პროგრამის უპირატესობის დემონსტრირებას სკოტ კუკი ყოველ პრესკონფერენციაზე ახდენდა და თავისი ნოუთბუქის საშუალებითიმპროვიზებულტესტს ატარებდა: ყოველ მსურველს შეეძლო ფინანსური ოპერაციები სხვადასხვა პროგრამით შეესრულებინა და ისინი ერთმანეთთან შეედარებინა.

ახალი წესების შემოტანით Intuit-მა კონკურენტები რთული ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე დააყენა. დარგის ლიდერებმა ცადეს საფასო ომის წარმოება (Quicken 99 დოლარი, ხოლო Managing Your Money - 199 დოლარი ღირდა), თუმცა კრახი განიცადეს. მაშინაც კი, როცა Intuit უკვე ბაზრის 70%25- ფლობდა, დარგის ყოფილმა ლიდერებმა ვერ გაიგეს, თუ რაში იყო საქმე. სწორედ ეს გახლდათ ახალი პარადიგმის ძალა. თუ კომპანია დარწმუნებულია მხოლოდ ერთი მოსაზრების სისწორეში, მაშინ გაუჭირდება, სამყაროს სხვა თვალით შეხედოს.

მაგალითი 5.

საქართველო vs რუსეთი.

რას არ ელოდებოდნენ რუსები? საქართველოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას და ჯარის პოზიციებიდან მოხსნას. მათ ინერციით გააგრძელეს მოქმედება შემუშავებული გეგმის მიხედვით და აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავის მართლება დასჭირდათ. სწორედ ამ სიტუაციაში ცხადად გამოიკვეთა რუსეთის პოლიტიკის ცინიზმი და იგი რამდენიმე დღეში პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა. რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი გეგმის ბოლომდე მიყვანა და მოქმედება მას მისთვისვე მოულოდნელ და მოუხერხებელ კონკურენტულ სივრცეში მოუხდა. მეორე მხრივ, საქართველომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მკვეთრად გაზარდა ნატო-ში გაწევრიანების შანსები.

იმოქმედე მიზანმიმართულად. ზემოთ აღწერილი ორი მეთოდი საშუალებას იძლევა, მოიგოთ დრო და განახორციელოთ მანევრი, გამოიყენოთ მოხერხებული მომენტი და საკუთარი პოზიცია განიმტკიცოთ. ადრე თუ გვიან კონკურენტები მიხვდებიან, რომ ბაზარზე თქვენი გამოჩენა მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. მართალია, დასაწყისში მათ ქმედებებს შეიძლება აკლდეს დამაჯერებლობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისინიც დაიწყებენ თქვენი წესებით და მეთოდებით თამაშს. უდავოა, რომ თქვენი წარმატება თქვენს სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ სისწრაფემ არ უნდა დაჩრდილოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელთა კმაყოფილება. ზედმეტად არც კომპანიის სახსრები უნდა დაიხარჯოს. ძიუდოს სტრატეგებისთვის სისწრაფე საშუალებაა და არა მიზანი!

მაგალითი 6.

სისწრაფე, როგორც სწრაფი ზრდის საშუალება.

კომპანია Ariba იმ დროს შევიდა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ბაზარზე, როცა ბაზრის ერთპიროვნული ლიდერი Oracle იყო. თუმცა, Ariba-ს მხოლოდ 4 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ დარგის ლიდერი გამხდარიყო. კომპანიის ყურადღება ორი ძირითადი ამოცანის გადაწყვეტისკენ იყო მიმართული: კონკურენტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და წარმოების მასშტაბების სწრაფი ზრდა.

თავდაპირველად Ariba ცდილობდა, თავისი პროდუქციის სწრაფად გასაღების ბაზარი მოეძებნა. „წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა ყოველთვის მყიდველით იწყება, - აცხადებდა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სტრატეგიული განვითარების დარგში ბობი ლენტა, - მყიდველი კი მოიზიდავს მომწოდებელს, როგორც სადრენაჟო ჭა იზიდავს წყალს“. Ariba-მ მოახერხა მყიდველთა ყურადღების მიპყრობა, შეძლო მომწოდებლებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და საკუთარი კომერციული ქსელის შექმნა დაიწყო. Ariba თანმიმდევრობით გადადიოდა ერთი ეტაპიდან მომდევნოზე და მოახერხა ბაზარზე სასურველი პოზიციის დაკავება, თანაც ისე, რომ კლიენტების ნდობა არ დაუკარგავს.

პარალელურად, დაარსების დღიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა კომპანიის განვითარების გეგმა, რომელშიც მოკლედ იყო ჩამოყალიბებული კომპანიის მისია, გრძელვადიანი მიზნები, სტრატეგია, ორგანიზაციის ფასეულობები. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი მიიჩნევდა, რომ სანამ კომპანია პატარაა, მათ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლიათ. მაგრამ ისიც კარგად ესმოდათ, რომ, კომპანიის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, კონტროლი საკმაოდ გართულდებოდა.

ამ პრობლემის გადაწყვეტა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტ კრეჩმა იკისრა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში უშუალოდ აცნობდა ყოველ ახალ თანამშრომელს კომპანიის გეგმებს. კომპანიის ზრდასთან ერთად, ასეთი ინდივიდუალური მიდგომა შეიცვალა კოლექტიური შეხვედრებით და სასწავლო სემინარებით, თუმცა, ორგანიზაცია მაინც ცდილობდა, კონტროლი არ შეესუსტებინა.

ასევე საფუძვლიანი მიდგომა ჰქონდა Ariba-ს ახლად შეძენილი ფირმის კომპანიაში ინტეგრაციის საკითხში. მიუხედავად კომპანიის სწრაფი ზრდისა, მას არ შეეძლო საკუთარი ძალებით, დამატებითი ტექნოლოგიებისა და კომპეტენტური სპეციალისტების გარეშე, კონკურენცია გაეწია Oracle-სთვის. აუცილებელი გახდა ახალი ფირმების ინტეგრაცია არსებულ კომპანიაში. აქ კარგად ესმოდათ, რომ ბევრ სხვა სწრაფად განვითარებად კომპანიაზე ასეთმა ნაბიჯებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა განსხვავებული კორპორაციული კულტურების არათავსებადობის გამო. Ariba-მ გაითვალისწინა Cisco-სა და GE-ის გამოცდილება - მან ახალი ფირმების ინტეგრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაყო. უპირველესად, შესაძენი ფირმის კორპორაციული კულტურა უნდა ყოფილიყო მისაღები Ariba-სთვის; შემდეგ, კომპანიაში აუცილებლად ინიშნებოდა მაღალი რანგის მენეჯერი, რომელიც პასუხს აგებდა ახალი ფირმის არამარტო შეძენაზე, არამედ კორპორაციაში მის ინტეგრაციაზე. ახლად შეძენილი ფირმის თანამშრომლებს პირველივე შეხვედრისას გარკვევით უხსნიდნენ, რომ ისინიც იმავე უფლებებით ისარგებლებდნენ, როგორითაც ძველი თანამშრომლები. მართალია, ასეთი მიდგომით Ariba-ს შინაგანი პოტენციალი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, ახალი პროექტების შემუშავებაში პარტნიორებიც ჩაერთოთ. ეს, თავის მხრივ, სწავლების ისეთი მეთოდებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების აუცილებლობას იწვევდა, რომლებიც საშუალებას მისცემდა პარტნიორ კომპანიას, დამოუკიდებლად მოეხდინა Ariba-ს მიერ შემუშავებული სისტემების ინსტალაცია და გამართვა. ასეთი მიდგომა დამახასიათებელია კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრისათვის, მაგრამ Ariba ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ პროცესი მაქსიმალურად მოქნილი ყოფილიყო. შედეგად, თუ Ariba-ს პროდუქტის ინსტალაცია-გამართვაში ფირმა-პარტნიორის ყოველ 15 ადამიანზე მისი ერთი ან ორი თანამშრომელი მონაწილეობდა, ანალოგიური დავალების შესასრულებლად კონკურენტები იყენებდნენ საკუთარ 50 და ფირმა პარტნიორის 200 თანამშრომელს. ამიტომაც სარგებლობდა Ariba-ს პროდუქცია მეტი პოპულარობით (შედარებისათვის: 2000 წელს Ariba-მ გააფორმა 200 კონტრაქტი, მაშინ, როცა Oracle-მ - მხოლოდ 30). 2000 წლიდან Ariba-ს ახალ კონკურენტებთან შერკინება და ახალი ამოცანების გადაჭრა მოუხდა. Ariba-ს ხელმძღვანელებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ მათ პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია შექმნეს.

მაგალითი 7.

საქართველო vs რუსეთი.

საქართველო დღემდე საკმაოდ სწრაფად მოქმედებდა და შეძლო მსოფლიო საზოგადოების ინფორმირება რუსეთის აგრესიის შესახებ. დღეს რუსეთს თავისმართლება უხდება გაეროში და ევროკავშირის სახელმწიფოების წინაშე. ამავე დროს, რუსეთმამოახერხაგარკვეული ხასიათის რეაგირებაც: უხეშად დაარღვია გაეროს მშვიდობისმყოფელის მანდატი და საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა .. ბუფერული ზონები, რაც, პრაქტიკულად, ტერიტორიის ანექსიის ტოლფასი ქმედებაა. გარდა ამისა, მოსკოვმა ოფიციალურად აღიარა სეპარატისტების დამოუკიდებლობა.

საქართველო შეზღუდულია მოქმედებების სისწრაფის მხრივ: ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება ნოემბერში (მანამდე კი არაბუნებრივია ბუშის ადმინისტრაციამ მიიღოს მკაცრი ზომები, რადგან მათი რეალიზება და კონტროლი სხვას მოუწევს), ხოლო ნატო მხოლოდ დეკემბერში თუ მიიღებს გადწყვეტილებას. როგორც ჩანს, რუსეთის სტრატეგიავაჭრობასთანაადაკავშირებული: თუ ზეწოლა გაიზრდება - ბუფერულ ზონებს გავაუქმებ, სეპარატისტების დამოუკიდებლობის აღიარებას კი არ დავთმობ.

ძიუდოს სტრატეგიის განხილვას ჟურნალის შემდეგ ნომერში გავაგრძელებთ.

3 მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები და სახელმწიფოს მართვა

▲back to top


მიზანი ამართლებს საშუალებებს

ნიკოლო მაკიაველი

სახელმწიფო ორგანიზაციაა. და, როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია, იგი მართვას ექვემდებარება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არაა ბიზნეს-ორგანიზაცია ჩვეულებრივი გაგებით, თუმცა, ეკონომიკური მდგენელი არსებით როლს თამაშობს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.

სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციას, მთელი რიგი თავისებურებები აქვს. აი, ზოგიერთი მათგანი:

  • ნებისმიერი სახელმწიფოს მისია მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. ამასთან, სახელმწიფოები განსხვავდებიან იმ გზით, რომელსაც ისინი ამ კეთილდღეობის მისაღწევად ირჩევენ;

  • სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლებია:

    • ეკონომიკური პოტენციალი (საწარმოო შესაძლებლობები და მასშტაბი, რესურსებით უზრუნველყოფა, ადგილმდებარეობა და ტერიტორია, ექსპორტზე ორიენტირება და ..);

    • პოლიტიკური პოტენციალი (საერთაშორისო ურთიერთობების დონე და იმიჯი, ძალოვანი სტრუქტურების განვითარება და ..);

    • მმართველური პოტენციალი (რეჟიმის ხასიათი: დემოკრატია, ავტორიტარიზმი, დიქტატურა; გადაწყვეტილებლების მიღების ცენტრალიზაციის დონე, მოსახლეობის ნდობა და ..).

  • სახელმწიფოში წარმოებული პროდუქციის (ან არსებული რესურსების) ნაწილს მოსახლეობა მოიხმარს (ანუ თვით მწარმოებელი!). მეორე ნაწილი სახელმწიფოს მსოფლიო ბაზარზე გააქვს, საიდანაც შემოაქვს ის აუცილებელი პროდუქცია, რომლის წარმოება თვითონ არ შეუძლია.

  • სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მძაფრი და შეუპოვარი კონკურენტული ბრძოლა, რომლის საბოლოო შედეგი თავისი ბუნებით ეკონომიკურია, მაგრამ თვით ბრძოლა არ არის შემოფარგლული ეკონომიკური სივრცით და სამივე (ეკონომიკური, პოლიტიკური და მმართველური) მიმართულებით იშლება.

მაგალითის სახით განვიხილოთ საქართველოში მომხდარი მოვლენები. ამ მოვლენებში ჩართულებია: „ზე“-სახელმწიფო - რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო და სულ ცოტა ხნის წინ თვითაღიარებული სახელმწიფოების სტატუსის მქონე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნატო-ს სტრუქტურაში გაერთიანებული - აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები.

დავიწყოთ რუსეთით. როგორ აპირებს დღევანდელი რუსეთი კეთილდღეობის მიღწევას? პასუხი ცხადია: ე.წ. „держава“-ს (ანუ იმპერიის) აღდგენა-აშენების გზით. მენეჯმენტის ერთ-ერთი პირველადი პრინციპია: ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალი უნდა იზიარებდეს მფლობელების და ტოპ-მენეჯერების მიერ ჩამოყალიბებულ მისიას. ამ თვალსაზრისით, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთანხმება იმპერიის აღდგენის გზას და სურს, თავისი წვლილი შეიტანოს „დერჟავის“ აშენების საქმეში. მაგრამ ერთია სურვილი, ხოლო სხვა - მისი რეალური განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ცდება ცალკეული სახელმწიფოს საზღვრებს და წინაღმდეგობებს აწყდება სხვა სახელმწიფოების მხრიდან (რადგან ერთის გაძლიერება აქაც, როგორც ბიზნესში, სხვების ხარჯზე ხდება). საჭიროა კონკურენტული უპირატესობა. და თან ისეთი, რომლის გამეორება, ან გვერდის ავლა სხვა სახელმწიფოებს არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, მძლავრი სამხედრო პოტენციალი აუცილებელი პირობაა. მაგრამ ის არაა საკმარისი, რადგან ამ სიბრტყეში უპირატესობის შენარჩუნება დიდი ხნით, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შეუძლებელია.

მაშ, რაზე ამყარებს იმედებს რუსეთი? თავისი წინაპრების სხვისი მიწების დაპყრობაზე ორიენტირებული სტრატეგიის შედეგზე: ბუნებრივი რესურსების (ნავთობი და აირი) დიდ მარაგზე. ენერგორესურსების დეფიციტის გამო, ევროპული სახელმწიფოები დღეს ცალსახად არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან მიღებულ ენერგომატარებლებზე (განსაკუთრებით - ბუნებრივ აირზე). რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არ უნდა არსებობდეს მომარაგების ალტერნატიული ვარიანტები. გარდა ამისა, რუსეთი ძირითად კონკურენტად მასზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო მძლავრ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებთან ტრადიციულად ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიცია აქვს. მათ შორის არსებული ურთიერთობები ფორმალურად სპეციალურად შექმნილ ორგანიზაციაში გამოიხატება, რომელიც ცნობილია ნატოს სახელით. მაშასადამე, რუსეთის სტრატეგიული მიზანია ნატოს დასუსტება აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს შორის აზრთა და ინტერესების სხვაობის დაფიქსირებისა და გაღრმავების გზით. რუსეთი ცდილობს ისეთი სიტუაციების გენერირებას, რომლებიც ამერიკელების მხრიდან უარყოფით რეაქციას იწვევს, შემდეგ კი იყენებს რესურსების ბერკეტს, რათა აიძულოს ევროპის ქვეყნები, მხარი არ დაუჭირონ აშშ-ის პოზიციას. ევროპელები პრინციპულობით არც არასდროს გამოირჩეოდნენ (ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ ორივე მსოფლიო ომი, ძირითადად, ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა) და, ალტერნატივის არარსებობის პირობებში, ხშირად ნაწილობრივ მაინც ეთანხმებიან სიტუაციის რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტაციას (მაშინაც კი, როდესაც მშვენივრად ხედავენ ამ ინტერპრეტაციის სიყალბეს). ენერგოშანტაჟის სტრატეგიის წარმატების უტყუარი ნიშანია ევროპელების ფრაზა: „რუსეთი ჩვენი პარტნიორია!“. რუსეთი კი ამ დროს კატა ლეოპოლდის როლს ასრულებს და თაგვებს მოუწოდებს: „Давайте, ребята, жить дружно!“

მეორე მხრივ, რუსეთის მიერ არჩეული სტრატეგია მაშინაა ეფექტიანი, როდესაც ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიული ვარიანტები არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რატომ გაიყვანა ასე ადვილად რუსეთმა საკუთარი ჯარი ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანიდან? თურქმენეთი მდიდარია ბუნებრივი აირით, მაგრამ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია საკუთარი ძალებით მიაწოდოს აირი ევროპას ან ჩინეთს. ამიტომ ყიდულობს რუსეთი მისგან და შემდეგ თავად ყიდის ბუნებრივ აირს. ამასთან, როგორც რესურსის მფლობელთან, ასევე, პოტენციურ მომხმარებელთანაც, რუსეთს უფრო ძლიერი პოზიცია აქვს: ერთს არ შეუძლია მიაწოდოს, მეორეს კი - სხვაგან იშოვოს. ამიტომაც, რუსეთი ყიდულობს იაფად, ყიდის ძვირად, ანუ ამ თამაშში „მილის მფლობელი“ იგებს.

როგორც ჩანს, გარკვეული ანალოგია დაინახა რუსეთმა აზერბაიჯანული ნავთობის შემთხვევაშიც: სამხრეთით ირანია, რომელსაც საკუთარი ნავთობი აქვს, აღმოსავლეთის გზა ჩაკეტილია არასტაბილური და ეკონომიკურად სუსტი ავღანეთით. ჩრდილოეთის გზა კი რუსეთში (გროზნოს გავლით, ნოვოროსიისკის მიმართულებით) გადის. ამ გზის ამუშავება სრულად შეესაბამება რუსეთის მიერ არჩეულ სტრატეგიას. ამით, სხვათა შორის, აიხსნება კიდეც ჩეჩნების მიმართ რუსეთის მიერ გამოჩენილი სისასტიკეც: „მილს“ საფრთხე დაემუქრა.

და სწორედ აქ ჩნდება საქართველო, რომელსაც, საკუთარი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, შეუძლია ჩაშალოს რუსეთის მიერ აწყობილი სტრატეგია. აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყანა საკუთარ კეთილდღეობას თავისი ადგილმდებარეობის გამოყენებას უკავშირებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილის სტრატეგიული მნიშვნელობა ენერგომატარებლების ევროპაში მიწოდების ალტერნატიული შესაძლებლობის შექმნაშია. მომავალში ამ გზას შეიძლება შეუერთდეს ყაზახეთი (და თურქმენეთიც კი) და ევროპას მიეწოდოს არამარტო ნავთობი, არამედ ბუნებრივი აირიც. ევროპა ამით თავს დააღწევს ენერგოშანტაჟს... სცენარის ასეთი განვითარებისას, რუსეთის მხრიდან „დერჟავის“ შექმნის სტრატეგიას საფრთხე ემუქრება - დღეს სხვა სტრატეგიული შესაძლებლობა რუსეთს უბრალოდ არ გააჩნია და თავისი ნებით მისიაზე უარს არ იტყვის. საქართველოს ნატოში შესვლის სურვილი სწორედ ამ სტრატეგიული მოსაზრებებით უნდა ავხსნათ: ენერგომატარებლების ტრანსფერი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და, ამავე დროს, მოითხოვს დაცვას, რადგან ძირს უთხრის „ზე“-სახელმწიფოს სტრატეგიას.

რუსეთისთვის მიუღებელია საქართველოს სტრატეგია „მილი + ნატო“, ანუ ნატო საქართველოში, რომელიც მილს იცავს. უბრალოდ „ნატო“ ამ რეგიონში დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს: ნატო ისედაც ხომ უკვე თურქეთშია! რუსეთისთვის პრობლემურია სტრატეგია „მილი“. მაგრამ დაუცველი მილი რუსეთს სხვადასხვა ვარიანტის გათამაშების საშუალებას აძლევს, რომლებშიც ძირითადი მაინც არსებული მმართველი გუნდის შეცვლაა.

გავიხსენოთ - ბიზნესში ორგანიზაცია თავის განვითარებას ხშირად უკავშირებს სხვა ორგანიზაციების ე.წ. შთანთქმა-შესყიდვის სტრატეგიას (merger-acquisition strategy). ამასთან, არსებობს შთანთქმის ორი განსხვავებული ვარიანტი: მეგობრული და მტრული. მეგობრული შთანთქმის დროს შეძენილი ფირმის მენეჯმენტი ორგანიზაცია-აგრესორთან თანამშრომლობს. შესყიდვის შემდეგ ფირმა ხშირად რჩება დამოუკიდებელი ოპერაციული თვალსაზრისით, ხოლო მენეჯმენტი საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებს. ორგანიზაციამყიდველი მფლობელის როლით კმაყოფილდება და ფირმის ფინანსურ პოლიტიკას აკონტროლებს. თუმცა, ზოგჯერ შეძენილი ფირმა დამოუკიდებლობას კარგავს და ორგანიზაცია-აგრესორის ქვედანაყოფად გარდაიქმნება. ამ შემთხვევაშიც, მენეჯმენტი ქვედანაყოფის სათავეში რჩება. მტრული შთანთქმის დროს კი ფირმის მენეჯმენტი ეწინააღმდეგება საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვას. თუ შთანთქმა მაინც განხორციელდა, ორგანიზაცია-აგრესორი ცვლის მენეჯმენტს და მოჰყავს მის მიმართ ერთგულ მმართველთა გუნდი.

სახელმწიფოებს შორის მფლობელის ფორმალური სტატუსი არ არსებობს, მაგრამ არსებობს „ქვეყანა სატელიტის“ ცნება: ეს ისეთი სახელმწიფოა, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ რეალურად სახელმწიფო-პატრონის ინტერესების სრული დაცვით მოქმედებს. ხშირად იგი იძულებულია ასე ობიექტური გარემოებების გამო მოიქცეს (მაგალითად, საკუთარი არასასურველი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე). შეიძლება გავიხსენოთ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი შუა აზიის რესპუბლიკები და სომხეთი. ეს მეგობრული შთანთქმის ანალოგიაა. საქართველოს უაღრესად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, რეალურ დამოუკიდებლობაზე იფიქროს. ამ შემთხვევაში, რუსეთისთვის გამოსავალია „მეგობრული“ მმართველური გუნდის არსებობა. ამის მიღწევა კი რთულია. მაგრამ „მილი + ნატო“ სტრატეგიის ვარიანტში ეს გამოსავალი ერთადერთია და განსაზღვრავს „ზე“-სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართულებას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტი რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - მისწრაფებები. აფხაზეთი შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს, რაც მას ტურიზმის განვითარების საშუალებას აძლევს. ამიტომაა იგი დაინტერესებული „მეგობრული“ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. სამხრეთ ოსეთს კი დამოუკიდებელი არსებობა, უბრალოდ, არ შეუძლია. ამიტომ „ნატრობს“ იგი რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ შესვლას.

საქართველოს „მილი+ნატო“ სტრატეგიის ჩაშლა არსებულ პირობებში რუსეთისგან მოითხოვდა ძალისმიერ ჩარევას ანუ პირდაპირ სამხედრო აგრესიას. ამას კი შეეძლო, საგრძნობლად გაეფუჭებინა რუსეთის ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან (როგორც ეს მოხდა უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში სამხედრო შეჭრის დროს). აქ კი გადამწვეტი როლი შეასრულა რუმინეთში საფრანგეთის და გერმანიის „თამადობით“ საქართველოს ნატოში შესვლაზე უარის თქმამ. ამ გადაწყვეტილებით ევროპის ქვეყნები აშშ-ს დაუპირისპირდნენ. რუსეთმა სწორედ აქ დაინახა შესაძლებლობა - ერთდროულად შეუტიოს საქართველოს და არ „დაკარგოს“ ევროკავშირის ქვეყნები: თუ დაგეგმილ აგრესიას ევროპული ქვეყნები საბოლოო ჯამში შეეგუებიან, ამით მათი დაპირისპირება ამერიკელებთან კიდევ უფრო გაღრმავდება. ამასთან, რუმინეთში ნატომ რუსეთს, ფაქტობრივად, „დედლაინიც“ დაუწესა: 2008 წლის დეკემბერი, როდესაც იგი ამ საკითხის ხელახალ განხილვას გეგმავდა.

მენეჯმენტში მოქმედებს წესი: „ნუ გაიტან დირექტორთა საბჭოზე მოუმზადებელ საკითხს“. მენეჯერი წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ საბჭო მხარს დაუჭერს მის წინადადებას. სხვანაირად შეიძლება უარი ეთქვას მართლაც ღირებულ წინადადებას. „მილი“-ს სტრატეგია, რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნების ინტერესებშია, მაგრამ ეს „ხვალინდელი ქათამია“, ხოლო დღეს კი რუსეთმა შეიძლება მათ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდოს. ამიტომ ისინი არც უარს ამბობენ და არც გადაწყვეტილებას იღებენ. ეს კი საქართველოსთვის ომს ნიშნავს, ომს, რომლის მოგება შეუძლებელია...

მოკლედ ჩამოვაყალიბოთ რუსეთის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა:

საქართველოს „მილი+ნატო“ სტრატეგია;

ქვეყნის „ურჩი“ მმართველი გუნდი;

კავკასიაში თავისუფალი ქვეყნის არსებობის პრეცედენტი.

ბოლო პუნქტთან დაკავშირებით საინტერესოა რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას შემდეგი მოსაზრება:

„...реальная причина недовольства режимом Саакашвили, конечно, заключалась в том, что Грузия при нем становилась европейской страной. Это в Грузии чувствуется и в поведении людей на улицах - вот понимаете, приезжаешь из Грузии в Армению - уже приезжаешь в другую страну, там, в Армении, царит совок (იგულისხმება საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი საერთო ატმოსფერო). Это ощущение, которое невозможно передать. Даже в сейчасошнем, полувоенном Тбилиси люди ведут себя свободно.… И я помню, что когда я стояла в Батуми на набережной и мне премьер Аджарии объяснял, что это дом правительства и мы его продали, это здание МВД, мы его продали, я впервые подумала, что может есть шансы на воссоединение Грузиии Абхазии, потому что рано или поздно приедет какой-нибудь человек из Сухуми, где сплошной совок и где эти страшные гостиницы образца 70-х годов, посмотрит на начинающийся Дубай - на «Хаятт» и «Мариотт» и спросит себя - ну хорошо, независимость независимостью, все понятно, но почему у нас вот такая труба с туристами? А ведь туристическую инфраструктуру невозможно поменять, не поменяв инфраструктуру государства. И когда я на это смотрела, я это подумала, и я не понимала, что на самом деле я смотрю на основание для будущей войны. Потому что это и являлось основной проблемой“.

სხვა დაბრკოლება რუსეთისთვის არ არსებობდა. საინტერესოა, რატომ გაურბის რუსეთს ყველა მეზობელი სახელმწიფო (ვისაც სირბილი შეუძლია; ამ თვალსაზრისით, ყაზახეთი „განწირულია“ - ყველა მიმართულებით რუსეთია - სად გაიქცევი). მიზეზი - რუსეთის ყველა სუტუაციაში ძალაზე ორიენტირებული „ტრადიციული“ მიდგომაა. მონღოლების ბატონობას ამ ქვეყნისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია: აქ არ იციან, რა არის ნდობა; ურთიერთობა მათთვის, როგორც წესი, იძულებას ნიშნავს. იძულება კი ცინიზმის წინაპირობაა. ცინიზმის მოკლე ფორმულა ეპიგრაფად მოყვანილი მაკიაველის სიტყვებია: „მიზანი ამართლებს საშუალებებს“. აი, როგორ განმარტავს ცინიზმს რუსული წყაროები:

„а вот что такое цинизм по научному: „ЦИНИЗМ, негативное моральное качество, выражающееся в презрительном отношении к культурным и нравственным ценностям общества; форма морального зла. Циник, как правило, демонстрирует собственную аморальность. ЦИНИЗМ характерен для людей, добивающихся своих целей любым, даже безнравственным способом. ЦИНИЗМ проявляется в ситуациях, когда человек ощущает собственную безнаказанность либо отчаяние (когда ему нечего терять). ЦИНИЗМ тесно связан с грубостью, хамством, бестактностью и пр“.

სწორედ ცინიზმით აიხსნება რუსეთის ყველა დროის პოლიტიკისთვის დამახასიათებელი შეუსაბამობა სიტყვასა და საქმეს შორის. მოვიყვანოთ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებული რამდენიმე მაგალითი:

  • ქვეყნის დამოუკიდებლობა რეფერენდუმის ჩატარების გზით დაფიქსირებული მოსახლეობის სურვილის შედეგია. ესსიტყვაა“, ხოლოსაქმეეხება რეფერენდუმის ჩატარების დროს. ჯერ ჩეჩნეთი დავიმორჩილოთ, ფიზიკურად მოვსპოთ მოწინააღმდეგეები, მერე კი რეფერენდუმი ჩავატაროთ. ან, ჯერგავწმინდოთაფხაზეთი მოსახლეობის ძირითადი ქართული ნაწილისგან, მერე კი გავიგოთ უმრავლესობად დარჩენილი უმცირესობის აზრი.

  • საქართველო - აგრესორია. სწორედ ის დაესხა თავს რუსეთს, რომელიც უბრალოდ იცავდა საკუთარ მოქალაქეებს. ამსიტყვისთქმასსაქმეუსწრებს: რუსული პასპორტების დარიგება. პასპორტი, როგორც ტერიტორიის მითვისების გარანტი! რომ დავფიქრდეთ - ფანტასტიკაა: რუსეთმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა! არადა, საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის უვიზო პასპორტის მქონე ადამიანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. ვინ ვის ეომებოდა? რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს, რუსეთმა კიიძულებითიმშვიდობა დაამყარა.

აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ლატინინა:

„...это именно российско-грузинская война, причём давно спланированная. Понятно, что такие людские массы, особенно в России, не разворачиваются ни за день, ни за два... И говорить о том, что это война за Южную Осетию, это приблизительно то же, как если бы Вторую мировую войну объясняли бы битвой за права немцев в Судетах“.

  • პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სტალინმა აჩუქა. მან ყველა იმ ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას, „სტალინისტიუწოდა. კომენტარი აქ ზედმეტია... ამის შემდეგ პუტინმა ქართველი ხალხის მიმართ სიყვარულზე დაიწყო საუბარი, ტელევიზორის ეკრანზე კი აჩვენებდნენ თბილისში რუსეთიდან დეპორტირებული ადამიანების ჩამოსვლას, რომელთა ერთადერთდანაშაულსმათი გვარი წარმოადგენდა.

კიდევ ერთხელ მივმართოთ რუსულ წყაროებს და ვნახოთ, როგორ განმარტავენ ისინი ფაშიზმის ცნებას:

„Фашизм - это идеология и практика, утверждающие превосходство и исключительность определенной нации или расы, отрицание демократии, установление культа вождя; применение насилия и террора для подавления политических противников и любых форм инакомыслия; оправдание войны как средства решения межгосударственных проблем“.

„დერჟავა“, სუვერენული დემოკრატიის ცნება, სკინჰედები, ცინიზმი, ძალადობა ... აი, რისი უნდა ეშინოდეს რუსეთს...

სეპარატისტების აღიარებისას რუსებმა აღნიშნეს, რომ ისინი აკმაყოფილებენ დამოუკიდებელი ქვეყნისთვის არსებულ სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია კოკოითის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული შემდეგი ორი განცხადება. პირველი: „Я назначу новое правительство“. მაშასადამე, ბატონი კოკოითი თვლის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში მთავრობა ინიშნება. მეორე: „Я попрошу Россию на территории признанной республики Южная Осетия открыть свои военные базы“.

აქ ჩვენ ვუბრუნდებით დასაწყისში მოყვანილ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მისია დაკავშირებულია მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებს უნდა დაუქვემდებარონ.

იულია ლატინინა აღნიშნავს:

„Россия _ это страна, в которой у чиновников есть счета за границей, виллы за границей, и разумеется, эти чиновники не хотят, чтобы по их счетам или виллам был нанесен такой же сокрушительный удар, какой, скажем, грузины нанесли по Цхинвали или Россия нанесла по грузинским селам... Это не исключение из ВТО, это не превращение Восьмерки в Семерку. Это именно преследование личных счетов. А все остальное наше руководство мало заботит“.

რუსეთი დიდი კულტურის ქვეყანაა. მაგრამ რუსი მმართველები, როგორც წესი, არ უსმენენ საკუთარ პოეტებს. ჩვენ კი სტატიას ცნობილი რუსული სიმღერის შემდეგი სიტყვებით დავამთავრებთ:

„Любовь нельзя купить,
Стократ поправ законы“.

4 რუსეთმა საბრძოლო მოქმედებებში გაიმარჯვა, მაგრამ საინფორმაციო ომი წააგო

▲back to top


კლიფორდ ლევი
სტატიის დაწერაში მონაწილეობდა ვიკტორ კლიმენკო
N
ew York Times
22.08.2008

მასმედიაზე კრემლის კონტროლი საქართველოში გაჩაღებული კონფლიქტის დღეებში ბევრად უფრო შესამჩნევი გახდა. ეს ნათლად ჩანს რუსეთის ტელეარხების მიერ საქართველოს ლიდერის გამოსვლათა გადმოცემებიდანაც, სადაც სააკაშვილის სიტყვებს ყივანა ხმით თარგმნიან, რომ წარმოაჩინონ იგი პატარა ტირანად, რომელიც რეგიონს მანიაკალური შემართებით მიაქანებს კრიზისისაკენ.

ახალი ამბების მიწოდების ორგანიზებაში მიღწეული დიდი წამატებების მიუხედავად, რუსეთის მთავრობა საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციის დაცვისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამის გამო, რუსები (ყოველ შემთხვევაში, თავიდან) რთულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ რუსეთის იმიჯი არ დამდგარა. რუსეთიცა და საქართველოც ცდილობდნენ, მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ კონფლიქტის დაწყებაში მეორე მხარე იყო დამნაშავე, რომ მეორე მხარე იქცეოდა ბარბაროსულად და არ ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ამ საკითხებზე საბოლოო დასკვნას საერთაშორისო დამკვირვებლები გააკეთებენ. ამასთან ერთად, კრიზისი საერთაშორისო განსჯის საგნადაც იქცა. ეს განსაკუთრებით ევროპაზე ითქმის, რომელმაც, ვითარების დაძაბვის პარალელურად, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არბიტრის როლი იკისრა.

კრემლის მაღალჩინოსანი წარმომადგენელი კონფლიქტის დაწყებიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ (ეს კი სამყაროში, სადაც ახალი ამბების მიწოდება დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება, მთელ საუკუნეს უდრის) გამოვიდა CNN-ზე. ამ მაღალჩინოსანმა - პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სერგეი ივანოვმა - რომელიც ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს და დასავლეთში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, მალევე აღიარა, რომ მოხდა სამწუხარო გაუგებრობა.

„ყველას ჰგონია, - განაცხადა მან, - რომ პატარა, მშვიდობისმოყვარე საქართველოს უზარმაზარი რუსული დათვი დაესხა თავს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. სწორედ საქართველო დაესხა თავს პატარა და დაუცველ, თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“.

ის ფაქტი, რომ კრემლი ისეთივე ენთუზიაზმით არ იცავს თავის პოზიციას, როგორი ენთუზიაზმითაც ტანკები შეაქანა საქართველოში, თვალნათლივ ასახავს მსოფლიოს მისეულ ხედვას. პუტინის მმართველობისას დასავლეთის მიმართ მისი დამოკიდებულება ერთგვარად გაორდა. იგი დისკომფორტს განიცდის, როცა საკუთარი ქმედებებისთვის დასავლეთის წინაშე უხდება თავის მართლება და გამუდმებით ღრღნის ეჭვი, რომ რაც გინდა თქვას, მაინც ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შეტრიალდება.

რუსეთის მაღალჩინოსანმა წარმომადგენლებმა, რომლებისთვისაც სრულადაა ხელმისაწვდომი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საკუთარი პოზიციის გამოხატვა დამამცირებლად მიიჩნიეს. მათთვის სააკაშვილი არარაობა და დასავლეთის პაიკია, რომელიც მათს „უკანა ეზოში“ NATO-ს მოყვანას ცდილობს. ისინი ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ საქართველოს - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ჯარები დაამარცხა - მსოფლიო არენაზე თანასწორ პარტნიორად მიიჩნევენ.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

სერგეი მირონოვი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე.

დიახ, რუსეთი წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა სააკაშვილის უკან და ვინ გაუწია რეჟისორობააგრესიის ამ ბარბაროსულ აქტს. თუმცაღა, ბატონი სააკაშვილის ოკეანისგაღმელმა მფარველებმა ვერ გაითვალისწინეს რუსეთის მხრიდან ასეთი მკვეთრი, მკაცრი, ადეკვატური და ელვისებური რეაქცია.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

გარდა ამისა, კრემლი, პერიოდულად, ინფორმაციის მართვის საბჭოურ სტილსაც უკეთებდა კოპირებას: მან მასმედიას ჩინოვნიკებამდე მისასვლელი გზები მოუჭრა და საერთაშორისო კამერების წინაშე ინგლისურად მოლაპარაკე ოფიციალური პირების მიერ დეკლარირებული მაღალფარდოვანი პროკლამაციებით გამოდიოდა.

საქმე ის კი არაა, რომ კრემლს ჭკვიანური რჩევის მიმცემი არ ჰყავდა - ბოლო წლების განმავლობაში მას საზოგადოებასთან ურთიერთობის ნიუ-იორკული კომპანია Ketchum-ი ემსახურება, რომელმაც სწორედ მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს. ბოლო დღეებში ამ რჩევამ ნაყოფი გამოიღო. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რუსები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რამდენად ჩამორჩნენ ქართველებს.

პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა: „ეს ისეთი საქმეა, რომელსაც პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ, და რომელსაც მეტი აქტიურობა ესაჭიროება. მაგრამ მედია-სპექტაკლებს ჩვენ არასოდეს დავდგამთ“.

ქართველებსაც ემსახურება საზოგადოებასთან ურთიერთობების დასავლური ფირმა, მაგრამ მათ მის გარეშეც აქვთ გარკვეული უპირატესობა. სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მაღალჩინოსან წარმომადგენელთა უმრავლესობა შედარებით ახალგაზრდაა, ტელეგენურია, თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და კავშირებიც აქვს დასავლეთთან.

სააკაშვილის თანაგუნდელები მიხვდნენ, რომ რუსეთის საომარ მანქანასთან შეჯახების შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებისკენ მიმართული პიარ-კამპანიის აგორება იქნებოდა აუცილებელი.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა ინფორმაციული სტრატეგიის განხორციელებას მიჰყო ხელი, მაინც თავისი კლასიკური ტაქტიკით დაიწყო მოქმედება. ავიღოთ, თუნდაც, 12 წლის კალიფორნიელი გოგონას საეჭვო მაგალითი.

გასულ კვირას პატარა გოგონამ, დეიდასთან ერთად, ინტერიუ მისცა Fox News Channel-ს იმის შესახებ, თუ როგორ სტუმრობდა ნათესავებს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, როცა ომი დაიწყო. რუსი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ინტერვიუ მაშინ შეწყდა, როცა სტუმრებმა ქართველების კრიტიკა დაიწყეს. საუბრის ეს ნაწყვეტი მრავალგზის აჩვენეს რუსეთის ტელევიზიის არხებზე.

Fox News-მა განაცხადა, რომ მათ საბოდიშო არაფერი აქვთ და რომ არასრული ოთხი წუთი ჩვეულებრივი ინტერვიუსთვის ნორმალური ხანგრძლივობაა. Fox News-ის წამყვანი შეპარდ სმიტი დიდი პატივისცემით ესაუბრა გოგონას, ამანდა კოკოევას, შეაქო მისი გმირული საქციელი და, დროის ამოწურვის შემდეგ, ბოდიში მოუხადა დეიდამისს. ერთი სიტყვით, ქართველების გაკრიტიკებაში მათთვის ხელი არავის შეუშლია.

მაგრამ კრემლი ჩაეჭიდა ამ ინტერვიუს და სხაგვარად ცადა საქმის წარმოჩენა. მისთვის ეს ჩანაწერი დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა, თუ როგორ ხვდება შეერთებულ შტატებში ცენზურის ქვეშ სააკაშვილის კრიტიკა. რუსი წამყვანის თქმით, სტუმრების მიმართ ასეთი მოპყრობა იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის საწარმოებლად ყველანაირ საშუალებას იყენებს.

რუსებმა ინტერვიუ ისე გაარედაქტირეს, რომ Fox News-ი აშკარად მტრულად განწყობილი მოგეჩვენებათ. ადამიანი, რომელიც რუსულ დუბლირებას უკეთებს სმიტის ლაპარაკს, მაშინ იწყებს ხვნეშას და ხველებას, როცა გოგონას დეიდა სააკაშვილს კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს. სინამდვილეში მსგავსი რამ არ მომხდარა.

5 როგორ წააგო რუსეთმა საქართველოსთან ინფორმაციული ომი

▲back to top


ფრაგმენტები

ნარგიზ ასადოვა
Эхо москвы

19.08.2008

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მსვლელობისას, მოსკოვი საინფორმაციო ომში დამარცხდა.

სინფორმაციო ომში თამაშის წესები ძალიან ჰგავს თამაშ „მაფიის“ წესებს: მონაწილეებს ბანქოს ქაღალდი ურიგდებათ. ვისაც ყვავის პაპა და ქალი შეხვდება, ის მაფიოზოა, ვისაც არა - უბრალო მოქალაქე, პოლიციელი, ექიმი და ა.შ. მთავარი მიზანი თამაშის მსვლელობისას მაფიოზოების გამოვლენა და მათი დახოცვაა. თავიდან, ვინ ვინ არის - გაუგებარია, რადგან კარტი პერანგით ზემოთ რიგდება. შემდეგ იწყება თათბირი, მონაწილეები მაფიოზოების გამოვლენას ცდილობენ და ყველას ყველაში ეპარება ეჭვი. თამაშს ის იგებს, ვინც დამსწრეებს თავის უდანაშაულობაში დაარწმუნებს.

აშკარაა, რომ ამ თამაშში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

გამარჯვება კი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჟურნალისტებთან კრემლის უუნარო მუშაობამ და უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში დამკვიდრებულმა რუსეთის ნეგატიურმა იმიჯმა.

რუსეთის ხელმძღვანელობა იმდენად შეეჩვია ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესობის სრულად გაკონტროლებას, რომ უბრალოდ აღარ ახსოვს, როგორ უნდა იმუშაოს დასავლეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან. კრემლმა არამარტო არ იცის, ეს როგორ გააკეთოს, არამედ ვერც ხვდება, რომ ეს აუცილებელია.

სხვაგვარად რით აიხსნება, რომ საქართველოში ჯარების შეყვანამდე (სამხრეთ ოსეთს კი რუსეთი საქართველოდ აღიარებს) არც პუტინსა და არც მედვედევს არ გაუმართავთ არც ერთი პრესკონფერენცია, რომელზეც ომის დაწყების მიზეზებს აუწყებდნენ მსოფლიო საზოგადოებას? ან რატომ არ უშვებდნენ რუსი სამხედროები მსოფლიო მასმედიის წარმომადგენლებს ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში? ამგვარ ვითარებაში დასავლელ ჟურნალისტს ასეთი კითხვა უჩნდება: „რატომ არ მიშვებენ კონფლიქტის ზონაში, რას მალავს რუსეთის ხელისუფლება?“

მიხეილ სააკაშვილი კი სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა. მან მაშინვე მიიწვია დასავლეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები და უშურველად იძლეოდა ინტერვიუებს მსოფლიო ტელეარხებისათვის. ჟურნალისტებთან ერთად დადიოდა რუსული ავიაციის მიერ დაბომბილ ობიექტებზე და ყველას უჩვენებდა: აი, გორის განადგურებული რადარი, საცხოვრებელი სახლი, აი, თავზე როგორ გადაგვიფრინეს რუსულმა ბომბდამშენებმა და სამხედრო თვითმფრინავებმაო.

შედეგად, ცხინვალში ძლივსშეღწეული რამდენიმე ჟურნალისტის ხმა სრულიად ჩაიკარგა რუსული არმიის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების დროს დანგრეული გორიდან, ფოთიდან და ქართული სოფლებიდან მოწოდებული რეპორტაჟების სიმრავლეში.

ამ საინფორაციო ომში სააკაშვილის კიდევ ერთი კოზირი ის იყო, რომ იგი ინტერვიუებს ინგლისურად იძლეოდა. ასევე იქცეოდნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომელთაგან ბევრს დასავლეთის უმაღლესებში აქვს განათლება მიღებული. შეერთებული შტატების ტელეარხებზე გამოსვლისას სააკაშვილი ამერიკელებისათვის კარგად ნაცნობ ცნებებს იშველიებდა. მაგალითად, იგი არწმუნებდა მათ, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს „ბორცვზე მდგარი ქალაქი“ (city on a hill), ანუ ხორცი შეასხას ამერიკის დამაარსებლების ოცნებას, და იქცეს სახელმწიფოდ, რომელშიც კანონი და სამართლიანობა, თანასწორობა და კეთილდღეობა გამეფდება. რუსი პოლიტიკოსები კი, პირიქით, ან ფორმალურ ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ, რომელსაც ძნელად აღიქვამს ჩვეულებრივი ადამიანი, ან სულაც რუსულად ელაპარაკებოდნენ თარჯიმნებს. მე საერთოდ გამაოგნა ჩემი მეგობრის, გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტის, ალექსანდრ გაბუევის, მონაყოლმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ბრიფინგს ესწრებოდა. როცა ტელეკომპანია ВВС-ის ჟურნალისტებმა სთხოვეს ლავროვს, მათს კითხვებზე ინგლისურად ეპასუხა (დროის დაზოგვის მიზნით), მინისტრმა, რომელიც ათ წელიწადს მუშაობდა შეერთებულ შტატებში, მათ მიუგო: „ინგლისურად? მაგ თხოვნით სააკაშვილს მიმართეთო“. და კითხვას რუსულად უპასუხა.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

გენადი ზიუგანოვი, КПРФ-ის ლიდერი.

მაშინ ვიამაყებდი, რუსეთს რომ ოპერაცია ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანა და საქართველოს მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა. სწორედ ეს უნდა გაგვეკეთებინა, რომ ქართველებს აღარასოდეს გაუჩნდეთ მეზობლების მიმართ აგრესიის გამომჟღავნების სურვილი. ეს კონფლიქტი ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს: დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, მოხდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური ცნობა, რომ ისინი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

სააკაშვილის წისქვილზე იმანაც დაასხა წყალი, რომ დასავლეთი უნდობლადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, რომლის იმიჯიც ბოლო წლებში საკმაოდ შეილახა.

რუსი პოლიტიკოსების განცხადებას, თითქოს, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და რუსეთი იძულებული გახდა, ცხინვალში სამშვიდობო ოპერაცია ჩაეტარებინა, დასავლეთის მასმედიამ ეჭვის თვალით შეხედა. ყველასათვის ცნობილია, რომ ედუარდ კოკოითის სეპარატისტული რეჟიმი იარაღსა და ფინანსურ დახმარებას მოსკოვიდან იღებს. რუსეთის ფედერაციამ რუსული პასპორტები დაურიგა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90%25-ს. ოსებსა და ქართულ ჯარს შორის ბოლო თვეების მანძილზე გახშირდა სროლები. არც ისე დიდი ხანია, რაც სეპარატისტებმა ქართველი სამხედროები და მათი მანქანა ააფე- თქეს. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს და მხოლოდ ათი კაცის სიკვდილის შემდეგ გასცა სააკაშვილმა ცხინვალზე შეტევის განხორციელების ბრძანება. სწორედ ამიტომ გაჩნდა დასავლეთში ეჭვები, რომ რუსეთმა და მისმა ერთგულმა ედუარდ კოკოითის რეჟიმმა მოახდინეს ომის პროვოცირება. ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს თავიანთი თვალით ენახათ, რა ხდებოდა ცხინვალში, რადგან ისინი ქალაქში არ შეუშვეს.

დასავლეთმა არც მაშინ დაუჯერა რუს პოლიტიკოსებს, როცა მათ თქვეს, სააკაშვილმა და ქართულმა ჯარმა ეთნიკური წმენდა მოაწყვეს ცხინვალში, რის შედეგადაც 2000 ადამიანი დაიღუპაო. დასავლელ ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ, როგორ ცრუობდნენ კრემლი და მისი მორჩილი ჟურნალისტები ბესლანის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ. ასე რომ, ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურების გარეშე, არც ამერიკაში და არც ევროპაში, მათ არავინ დაუჯერებს. ტელეარხ FOX-ის წამყვანიც სწორედ ამიტომ შეეცადა, სწრაფად დაესრულებინა საუბარი ცხინვალის მკვიდრ ოს ქალბატონთან, როდესაც ამ უკანასკნელმა 2000 დაღუპულის შესახებ დაიწყო ლაპარაკი. „დიახ, ეს სწორედ ისაა, რისი გაგონებაც რუსებს სურთო“, თქვა წამყვანმა. მას შემდეგაც კი, რაც ჟურნალისტები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეუშვეს, ცნობები ეთნიკური წმენდის შესახებ არ დადასტურებულა. კორესპონდენტები გვიამბობდნენ სროლებისა და დაბომბვების შედეგად დაღუპულებსა და დაჭრილებზე, და არა ოსების მასობრივ ჟლეტაზე, როგორც ამას რუსეთის ტელეარხები გადმოსცემდნენ.

ქართული ხელისუფლებისა და პარლამენტის საიტებზე ჰაკერების შეტევა კი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი ამ სფეროშიც საფრთხეს წარმოადგენს. რაღა თქმა უნდა, უპირველესად, ტექნოლოგიურად განვითარებული დასავლეთის ქვეყნებისათვის.

მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებამ მაინც ვერ მოახერხა ქართველი სადამ ჰუსეინი შეექმნა მიხეილ სააკაშვილისგან, რომელმაც, ერაყელი მმართველის მსგავსად, საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეების ეთნიკური წმენდის ბრძანება გასცა. პირიქით, მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველოს პრეზიდენტი წააგავს კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ლიდერ ალექსანდრ დუბჩეკს, რომელიც მოსკოვისგან დამოუკიდებლობას მიელტვოდა და ლიბერალურ რეფორმებს ახორციელებდა. რუსეთის მიერ საქართველოში ჩატარებული საომარი ოპერაცია კი ძალიან ჰგავს 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკების შეყვანას.

6 მოსკოვური მეზღაპრეობა

▲back to top


რედაქცია
Washington Post
18.08.2008

გასულ კვირას პატარა კავკასიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები უსათუოდ გამოიწვევს გაცხარებულ კამათს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შემდგომი ურთიერთობის თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს მოვლენები აშკარად მიგვითითებს იმ საფრთხეზე, რომელიც ყოფილი იმპერიული სამფლობელოების სუვერენიტეტის აღიარების არმოსურნე ავტორიტარული რეჟიმებისგან მომდინარეობს. არსებულ პრობლემას მრავალი ადამიანი უყურებს ამ კუთხით. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ კამათში ფაქტებზე დაყრდნობაა საჭირო. მიუხედავად ამისა, კვლავაც ცირკულირებს რუსეთის ხელმძღვანელობის ფაქტების საპირისპირო განცხადებები. ესენია:

- საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი მოაწყო. თავდაპირველად, ამ ბრალდებით პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა და შემდეგ აიტაცეს ის სხვებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც. ხუთშაბათს მან საზოგადოებას ძალიან საინტერესო ფორმულირება შესთავაზა, როცა განაცხადა, რომ ოსმა ხალხმა „გენოციდი გადაიტანა“. მედვედევმა „ათასობით“ დაღუპული ახსენა, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები გაიძახოდნენ, რომ დაღუპულია სამხრეთ ოსეთის 2 ათასი მაცხოვრებელი (რესპუბლიკის მოსახლების საერთო რაოდენობა 70 ათასია). მათ განაცხადეს, რომ ქართველებმა დაანგრიეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი - ცხინვალი. რუსეთის სამხედრო ჩარევის მთავარ მოტივად სწორედ ამ მტაცებლურ თავდასხმაში ბრალდება იქცა.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ცხინვალში მყოფმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ცხინვალის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა (რომელიც 7 აგვისტოდან მორიგეობდა) Human Rights Watch-ს შეატყობინა, რომ 6-იდან 12 აგვისტოს ჩათვლით საავადმყოფომ 273 დაჭრილ სამხედრო და სამოქალაქო პირს გაუწია დახმარება... მან აგრეთვე თქვა, რომ ბრძოლების დაწყებიდან საავადმყოფოში 44 გვამი მოასვენეს - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და სამხედროებიც. ექიმი დარწმუნებულია, რომ ქალაქში დაღუპულთა უმრავლესობა მხოლოდ საავადმყოფოში მიყვანის მერე დაასაფლავეს, რადგან ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო ქალაქის მორგი არ ფუნქციონირებდა“.

Human Rights Watch-ის ცნობა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმაც დაადასტურეს. მაგალითად, გუშინ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტმა გვაცნობა, რომ ცხინვალი, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობდა, უმეტესწილად არ დანგრეულა და რომ „დაღუპულთა ასეთი დიდი რაოდენობის არსებობის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს“.

- რუსები მშვიდობისმყოფელები არიან და საქართველოში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ჰუმანიტარულ მისიას ასრულებენ. ამ ტიპის განცხადებები გამუდმებით ენაცვლება რუსული მხარის შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები აღარ დარჩა და რომ ისინი ტოვებენ ან აპირებენ ქვეყნის დატოვებას (ამ ინფორმაციის საწინააღმდეგო ფაქტებს გამუდმებით ვაწყდებით). სინამდვილეში, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეიჭრნენ და გორი და ფოთის პორტი დაიკავეს. ისინი ანგრევენ, ნაღმავენ და ძარცვავენ ქართულ სამხედრო ბაზებსა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს.

რუსეთის ჯარების შემადგენლობაში შედიან სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სხვა რეგიონების მაცხოვრებლებიც. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, მეთიუ ბრაიზა მათ უწოდებს „ჩრდილოკავკასიელთა არარეგულარულ ჯარებს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთში ხალხის დასახოცად და გასაძარცვად შერეკეს“. ისინი თავს ესხმოდნენ გორის მცხოვრებთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ გუშინ რუსეთის ერთგულმა სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ რუსულ გაზეთ „Коммерсант-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეთნიკური წმენდა აღიარა, თუმცა, მშვიდობიანი ქართველების ხოცვის - დამკვირვებელთა მიერ დოკუმენტურად დაფიქსირებული - ფაქტები კი უარყო.

ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ მისმა ჯარმა „კორიდორი გააკეთა და მშვიდობიან მოსახლეობას წასვლის საშუალება მისცა“, მაგრამ იგი „არ აპირებს“ მათთვის უკან დაბრუნების უფლების მიცემას.

ეს სამხედრო დანაშაულია. მაგრამ კოკოითი მაინც გულწრფელად საუბრობს ამაზე.

7 სიამოვნებით მოვტყუვდებოდი

▲back to top


ალექსანდრ გოლცი
Ежедневный журнал
-ი
2008 წლის 1 სექტემბერი

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მეჩვენებოდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელები, განცხადებებით გამოსვლისას, შეგნებულად ისულელებდნენ თავს. იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც დღესდღეობით მოსკოვი ატარებს, არაადეკვატურობის სიმულირება უაღრესად სასარგებლოა - მსოფლიო ლიდერები მოგისმენენ, შეეშინდებათ გიჟთან საქმის დაჭერა და თავს დაგანებებენ.

მაგრამ ვლადიმერ პუტინის მიერ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, შემდეგ კი გერმანული ARD-ისთვის მიცემული იტერვიუები უფრო შემაშფოთებელ ეჭვებს ბადებს. საქმე ისაა, რომ რუსეთის პრემიერი რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს. CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა აშკარა კმაყოფილებით დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უშლიდა ხელს 12 წლის გოგონას და მის დეიდას ცხინვალის მოვლენებზე სიმართლის თქმაში ამერიკული ტელეარხის, FOX-ის წამყვანი. „იგი მას გამუდმებით აწყვეტინებდა. როცა მისი სიტყვები არ მოეწონა, დაიწყო ხველება, ხროტინი, ჭრაჭუნი... ერთი ჩასვრაღა დააკლდა, ოღონდ ეს ისე მეტყველად უნდა ექნა, რომ რესპონდენტები გაჩუმებულიყვნენ“. უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი მრისხანებით მოცული ვლადიმერ პუტინი არაფრით განსხვავდებოდა უბრალო რუსი ადამიანებისგან, ანუ ტელეარხ РТР-ის მაყურებლებისგან. რადგან, როგორც აღმოჩნდა, ისიც, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის მსგავსად, ჩვენს ტელევიზიაში დამზადებული ნაყალბევი ფირით იყო მოტყუებული. უკვე კვირაზე მეტია, რაც ქსელში განთავსებულია ფალსიფიცირების დამადასტურებელი საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულება - უფრო ზუსტად კი, FOX-ზე გასული სიუჟეტის სრული ვერსია. ერთადერთი, რაზეც ამ ვერსიის მიხედვით შარის მოდება შეიძლება, ისაა, რომ წამყვანმა ერთხელ მართლაც შეაწყვეტინა რესპონდენტებს ლაპარაკი და სარეკლამო პაუზა გამოაცხადა. მაგრამ მას არც უხველებია, არც უხროტინია და არც უჭრაჭუნია - ეს ხმები ფირს РТР-ის სპეციალისტებმა „დაურთეს“.

პუტინს რომ ამერიკული აუდიტორიისთვის რაიმე ძნელად შესამოწმებელი დეზინფორმაცია შეეპარებინა, ჯანდაბას, არაფერს ვიტყოდი. აი, თუნდაც, სამხედრო მოქმედებებში ამერიკელი სპეცრაზმელების მონაწილეობის ზღაპრის მსგავსი, რომელსაც ჩვენი გენშტაბი ავრცელებდა. მართალია, ამ ინფორმაციის დამადასტურებელ საბუთად ჯერჯერობით მხოლოდ სამი წლის წინ დაკარგული და გაუქმებული ამერიკული პასპორტი მოჰყავთ, თუმცა, ამაში მაინც არის რაღაც ლოგიკა. მაგრამ არგუმენტად მოიყვანო სიყალბე, რომლის გამოაშკარავებაც ხუთ წუთში შეიძლება, რბილად რომ ვთქვათ, უგუნურებაა.

აქედან გამომდინარეობს, რომ პუტინი მოატყუეს. და თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. უკვე ათასჯერ თქმულა, რომ ის, ვინც სახელისუფლო ვერტიკალს ქმნის, საბოლოო ჯამში საკუთარი მდივნების მძევალი ხდება - რადგან მათ მისთვის მისაწოდებელი ინფორმაციით მანიპულირება შეუძლიათ. ამიტომაც ცდილობენ გამოცდილი დიქტატორები სხვადასხვა სპეცსამსახურს შორის პერმანენტული კონფლიქტის შენარჩუნებას. თუმცა, თავისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებში პუტინმა ძლივს დააშოშმინა ერთმანეთზე გადაკიდებული ძალოვანთა კლანები. ასეთ ვითარებაში კი ინფორმაციის სისწორეზე ზრუნვისთვის აღარავის ცხელა. ქართულრუსული კონფლიქტის დროს სამხედრო დაზვერვამ ტყუილად კი არ დაიმსახურა ამდენი კრიტიკა.

დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების (და მასთან ერთად, ხალხის) ინფორმირების საქმეში მზვერავებს მასმედია ცვლის. მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ როგორ გამაოცა იმის ნახვამ, რომ პენტაგონის მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრში დიდ ეკრანზე CNN-ი ჰქონდათ ჩართული. ჟურნალისტები კრიზისის რაიონიდან სამხედრო მზვერავებზე ბევრად უფრო ადრე მოგვაწვდიან ინფორმაციასო - ამბობდნენ ამერიკელი სამხედროები. მაგრამ ამას აზრი მაშინ აქვს, როცა ჟურნალისტები განზრახ არ თითხნიან ყალბ სიუჟეტებს.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

თინა კანდელაკი, ტელეწამყვანი.

დიახ, მე ვამაყობ, ჩემი სამშობლოთი, მისი კულტურით, სტუმართმოყვარეობითა და ჩემი თანამემამულეებით. მაგრამ ახლა მრცხვენია საქართველოს ხელისუფალთა გამო, რომლებსაც დაავიწყდათ, რას ნიშნავს იყო ქართველი. მე ასევე ვამაყობ და მიხარია ჩემი მეორე სამშობლოს, რუსეთის, ნებისმიერი გამარჯვება, და ძალიან განვიცდი მის წარუმატებლობას.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

პრესის გასრესით და დეზინფორმაციის სახელმწიფო მანქანის შექმნით პუტინმა, პრაქტიკულად, თავისთვისაც ხელმიუწვდომელი გახადა სიმართლე. სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერის მომდევნო ინტერვიუერი - გერმანული არხის, ARD-ს კორესპონდენტი. ერთ-ერთი მისი კითხვა ასეთი იყო: „თვლით თუ არა, რომ თქვენ თავად იმყოფებით ავტორიტარული სახელმწიფოს მარყუჟებში? ...მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც კი სულ იმის შიშში არიან, ისეთი რამე არ თქვან, რისი მოსმენაც არ გესიამოვნებათ. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენ მიერ შექმნილი სისტემა თქვენვე გივიწროებთ თვალსაწიერს და არ გაძლევთ ევროპასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე რეალური პროცესების დანახვის საშუალებას?“ ამის პასუხად, პუტინი, უკვე კარგად ცნობილი სოფიზმების გამოყენებით, მოჰყვა იმის მტკიცებას, რომ რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფო არ არის და რომ თავად დასავლური პრესა არაა თავისუფალი. ხოლო როცა მას ჰკითხეს - კმაყოფილია თუ არა იგი მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, - არაფერი უპასუხა. ან არ მოისურვა, ან თავად შეკითხვა ჩათვალა არაარსებითად.

საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ ხელმძღვანელს, გინდ დემოკრატი იყოს და გინდ - ტირანი, უსათუოდ აღაშფოთებდა იმის გაგება, რომ მისით სახელმწიფო ტელევიზიის საშუალები მანიპულირებენ. თუმცა, დღესაც არავინ იცის, გაბედა თუ არა ვინმემ - მოეხსენებინა პუტინისთვის, რომ მისი სიტყვები ფალსიფიკაციას ეფუძნებოდა. აი, დიმიტრი მედვედევმა კი, როგორც ინტერნეტის აქტიურმა მომხმარებელმა, უნდა იცოდეს სიმართლე. მას ხომ მაინც შეუძლია პატრონისთვის თვალის ახელა? მით უმეტეს, რომ ამისათვის სამსახურიდან ვერავინ დაითხოვს.

8 ქვაკუთხედები

▲back to top


ალექსანდრ ჩერკასოვი
Ежедневный журнал
-ი
2008 წლის 27 აგვისტო

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობის შესახებ.

ამგვარი აღიარების საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძვლად რუსეთის ხელისუფლება გაეროს რეზოლუციის 2625 (XXV) დებულებით გათვალისწინებულ, ერების თვითგამორკვევის უფლების პრინციპს ეყრდნობა.

წინა დღით, „არაღიარებული რესპუბლიკების“ აღიარების მოწოდებით რუსეთის პრეზიდენტს ერთხმად მიმართა რუსეთის პარლემენტის ქვედა და ზედა პალატამ.

მიმართვის დასაბუთებისას, ზედა პალატის სპიკერმა, სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ სსრკ-ს კანონმდებლობის თანახმად, მოკავშირე რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის შემთხვევაში, მის ავტონომიურ სუბიექტებში რეფერენდუმები ცალკე უნდა ჩატარებულიყო. ამგვარად, თუკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა რესპუბლიკებმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოსთან ერთად გასვლა არ მოისურვეს, ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა ჩაითვალოს.

მაგრამ არსებობს რამდენიმე ფორმალური პრობლემა.

ჯერ ერთი, ზემოთ მოყვანილი სიტყვებით, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ძალაუნებურად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაც დაასაბუთა. ჩეჩნეთს ჯერ კიდევ 1991 წლიდან, მონაწილეობა არ მიუღია საკავშირო და რუსეთის კენჭისყრებში, როცა სსრკ-ს შენარჩუნებისა თუ რუსეთის პრეზიდენტის პოსტის შემოღების საკითხები იდგა და, შემდგომ, საბჭოთა კავშირიდან და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

გურამ საღარაძე, მსახიობი, საქართველოს საზოგადო მოღვაწე. დიახ, მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით, რომელიც უდიდეს ძალას აღუდგა წინ და არ ნებდება. თბილისის ცენტრში მიტინგზე, დაბომბვის მუქარის მიუხედავად, ასობით ათასი ადამიანი მოვიდა საქართველოს დროშებით. თან მცირეწლოვანი ბავშვები მოიყვანეს, რომ ეჩვენებინათ ჩვენი ერთობა. ნუთუ შესაძლებელია, არ იამაყო ასეთი ქვეყნითა და ხალხით?!

ანფისა ჩეხოვა, ტელეწამყვანი.

არა, ვიამაყებდი, რომ შეგვძლებოდა და ომი თავიდან აგვეცილებინა. ბუდისტები ამბობენ, რომ მოგებულია ის ომი, რომელიც არ დაწყებულა.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

მეორე - 1970 წლის რეზოლუცია, რომელსაც ხელისუფლება ეყრდნობა და რომლის სრული სახელწოდებაცაა - „დეკლარაცია გაერთიანებული ერების ქარტიის შესაბამისად, სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპების შესახებ“ - ვერაფრით დაეხმარება მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების დასაბუთებაში.

ეს რეზოლუცია, როგორც ტექსტიდან ჩანს, სავსებით კონკრეტულ პირობებში მიიღეს. რეზოლუციის იმ ნაწილში, სადაც ერების თვითგამორკვევის უფლების პრინციპებზეა საუბარი, ჯერ ერთი, არსებობს მითითება იმის თაობაზე, თუ რა კონტექსტში მოქმედებს იგი: „რათა ერების სურვილის გამოხატვის გზით სწრაფად მოეღოს ბოლო კოლონიალიზმს“ („To bring a speedly end to kolonialism, having due regard to the freely expressed will of the peoples concerned“). იქნებ, უმჯობესი ყოფილიყო, ეს დოკუმენტი სსრკ-ს დაშლის პერიოდში მოეშველიებინათ (თუ, რა თქმა უნდა, რუსეთის ახალი ხელისუფლება საბჭოთა კავშირს კოლონიურ იმპერიად თვლის!), მაგრამ არა ჩვიდმეტი წლის შემდეგ, როცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უკვე დიდი ხანია საერთაშორისო სამართლის აღიარებული (თანაც, ურთიერთაღიარებული!) სუბიექტები გახდნენ.

სწორედ ამ ნაწილის ბოლო აბზაცში მკაფიოდაა ხაზგასმული - რა მიზნით არ შეიძლება ხსენებული რეზოლუციის გამოყენება: „ნებისმიერმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომლებიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი თუ სრული მოშლისკენ იქნება მიმართული“ („Every State shall refrain from any action aimed at the partial or total disruption of the national unity and territorial integrity of any other State or country”).

რეზოლუციის შემდგომ ნაწილში კი ჩამოყალიბებულია „სახელმწიფოთა სუვერენიტეტის თანასწორობის პრინციპი“.

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოკუმენტის იმ კარს მხოლოდ კოლონიური იმპერიების დაშლის პროცესი უნდა მოეწესრიგებინა და მეტი არაფერი. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოყენებულიყო.

ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თუ რუსეთსა და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას დამოუკიდებლობის ცნობა რამდენად შეუწყობს ხელს - კიდევ ცალკე საკითხია.

ბოლოს და ბოლოს, კონკრეტული ადამიანების უფლებების დაცვა ხომ ორივე პრინციპზე (როგორც თვითგამორკვევის უფლებაზე, ასევე სახელმწიფოს სუვერენიტეტზე) უფრო მნიშვნელოვანია.

სიტუაციის დარეგულირება უნდა ეფუძნებოდეს სამ უმთავრეს პირობას. ესენია: ძალის არგამოყენება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა.

ბოლო პირობას თუ გავითვალისწინებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილების კანონიერება ცოტა საეჭვოა, რადგან ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რბილად რომ ვთქვათ, სადავოა.

მოკლედ, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეს შეცდომაა“.

9 ხაკი თუ „არმანი“?

▲back to top


მზადაა თუ არა ელიტა სამხედრო ფრენჩის ჩასაცმელად

ანდრეი რიაბოვი
„Новая газета“
-ს მიმომხილველი
01.09.2008

რუსეთ-საქართველოს „ხუთდღიანი ომის“ გამო დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში, რუსეთის შიდაპოლიტიკური წყობა უწინდელი სახით ალბათ აღარ შენარჩუნდება. პირველ რიგში, საუბარია სახელისუფლებო ელიტისა და მის მიერ შექმნილი ინსტიტუტების ბედზე.

საქმე ისაა, რომ ეს წყობა თავიდან რუსეთის მმართველი ფენების გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოქმნილ გაორებულ და წინააღმდეგობრივ ახალ ინტერესებს ემსახურებოდა. ქვეყნის ახალ ბატონ-პატრონებს, ერთი მხრივ, ძალიან სურდათ გლობალური ელიტის სრულუფლებიან წევრებად ქცეულიყვნენ, მეორე მხრივ კი, საკუთარ ქვეყანაში რესურსებზე სრული მონოპოლიური კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდნენ - რადგან სწორედ ასეთი მონოპოლია მისცემდა მათ მსოფლიო ელიტურ კლუბში შესვლის საშუალებას. მეორე მიზანი გულისხმობდა, რომ ქვეყნის მართვა მაღალი ეშელონებისთვის ოპტიმალური წესებით უნდა განხორციელებულიყო.

90-იან წლებში რუსეთის მმართველი ფენა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი იყო, რადგან იძულებული გახდა „დემოკრატიზაციის“ აუცილებლობას შეჰგუებოდა. 2000 წლიდან ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. რესურსების რჩეულთა ვიწრო წრის ხელში კონცენტრირებისკენ ლტოლვამ ელიტები კანონზომიერად „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელამდე მიიყვანა. ამგვარმა ვითარებამ სოციალური ყოფის შესაბამისი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. ამ ფილოსოფიის არსი ასეთია: ვშოულობთ რუსეთში, ხოლო ვაბანდებთ, ან ვხარჯავთ საზღვარგარეთ. ეს მოდელი, დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობების (პოლიტიკურ-იდეოლოგიური და ფასეულობრივი უთანხმოებების მიუხედავად) პირობებში, საათივით მუშაობდა. კონფრონტაცია თუკი წარმოიქმნებოდა კიდეც, მას სუფთა ბუტაფორიული ხასიათი ჰქონდა. ასეთი საჩვენებელი უთანხმოებები შიდა ბაზრისთვის იყო განკუთვნილი - რომ თანამოქალაქეებს თვალნათლივ დაენახათ, როგორ ეპოტინება ქვეყნის დოვლათს თავისი ბინძური ტორებით მსოფლიო ბურჟუაზია და როგორ იცავს ამ დოვლათს რუსული ხელისუფლება ეროვნულად ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით.

მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და კონფრონტაციამ სერიოზული ხასიათი მიიღო. მზადაა თუ არა ჰედონიზმსა და მომხმარებლობას მიჩვეული რუსული ელიტა თავისი ყოფიერების უმთავრეს არსზე უარის სათქმელად? განა გაიხდიან ისინი ძვირად ღირებულ იტალიურ კოსტიუმებს და ჩაიცვამენ ნახევრდსამხედრო ფრენჩებს, რომელსაც ტრადიციულად ატარებენ პოლიტიკოსები, როცა მათი ქვეყანა გარეშე მტერთან და „შიდა აგენტურასთან“ შეჯახების მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება? ეჭვი მეპარება.

ამგვარი პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული სირთულეები დღევანდელი ელიტის ყველა „რაზმს“ ემუქრება - იქნებიან ესენი სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების ძალოვნები, ხელისუფლების ფედერალურ სტრუქტურათა მაღალჩინოსანი სამოქალაქო ბიუროკრატები, რეგიონების ხელმძღვანელები თუ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ბიზნესმენები. გაურკვეველია, ნამდვილი კონფრონტაციის პირობებში, რა უნდა უყონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, რომლებიც უხვად შექმნეს „გარეშე მტრებთან“ და მათს დამქაშებთან საბრძოლველად. ან რაღაში დასჭირდებათ, მაგალითად, ყველა ეს პროკრემლური ახალგაზრდული ორგანიზაცია? თვით „Единая Россия“-ც, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ ახალი ნომენკლატურა არხეინად, ხვალინდელი დღის შიშის გარეშე დატკბეს ნავთობ-საგაზო ბუმის ფუფუნებით, ვერანაირად აუბამს ფეხს ახალ რეალობას.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

ვალერია ნოვოდვორსკაია, დემოკრატიული კავშირის ლიდერი.

1991 წლის აგვისტოსა და 1993 წლის ოქტომბრის გარდა, არასოდეს მქონია საბაბი, მეამაყა ჩემი ქვეყნით. ის, რაც ახლა ხდება, სამარცხვინო და თავისმომჭრელია. ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა, პუტინმა, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა. რა სიამაყეზეა ლაპარაკი?

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

რა ბედი ეწევა იმ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც გამალებით უხსნის დასავლელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს, რომ დასავლეთისკენ ორიენტაციის მიუხედავად, თავისი ისტორიულ-კულტურული და პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, რუსეთი იძულებულია, ამ მიმართულებით საკუთარი - სუვერენული დემოკრატიის - გზით იაროს? ახალ პირობებში, როცა დასავლეთთან დიალოგი აღარ იარსებებს, აღარც პოლიტიკური ინტერიერის დეტალები იქნება საჭირო.

სინამდვილეში, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, რუსეთის მთავრობას ჯერ არ სჯერა, რომ კონფრონტაცია სერიოზული და ხანგრძლივი იქნება. ალბათ, მათ ჰგონიათ, რომ დროთა განმავლობაში ემოციები ჩაცხრება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ამიტომაც ისე იქცევიან, თითქოს, გარდაქმნა არასოდეს მოუწევთ. შესაბამისად, არც არსებობს საზოგადოებრივი წყობის ძირეული რეკონსტრუქციის ისეთი პროექტი, რომელიც „ფრონტების რკალში“ მოქცეულ ქვეყანას შეესაბამება.

თუმცა, ისტორიაში უხვადაა იმის მაგალითები, რომ მსგავსი პროექტები პოლიტიკურ მოაზროვნეთა თავებში კი არა, ნაბიჯ-ნაბიჯ - პრაქტიკის პარალელურად ყალიბდებოდა. როცა მართვის მეთოდების გამკაცრება, საბოლოო ჯამში, სრულიად ახალ პოლიტიკურ კონტრუქციას ქმნიდა. მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაშიც კი, დღევანდელი ელიტის თვისებრივად ახლებურ სახელმწიფოში ცხოვრების მზაობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. კომფორტსა და სამხედრო-მობილიზაციურ რეჟიმს შორის არჩევანის პირობებში, გამორიცხული არაა, მმართველმა ფენამ მეორეს პირველი ალტერნატივა ამჯობინოს. და დაიწყება უკან დახევა - ბუნებრივია, დიდი დანაკარგებით.

მაგრამ თუკი შეეგუებიან სიტუაციას და უკან არ დაიხევენ, სარბიელზე გამოვა „ეროვნული რეკონსტრუქციის“ ახალი ძალები, რომლებიც გაუბედაობისთვის, ნახევრულობისა და „გახრწნილობისთვის“ განდევნის წინამორბედებს. ასეთ ძალთა კონტურები ჯერ არც კი გამოკვეთილა, მაგრამ თუკი მოთხოვნა და პოლიტიკური პროცესის შესაბამისი ლოგიკა იარსებებს, აუცილებლად გამოჩნდება.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

ვალენტინა მატვიენკო, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი.

დიახ, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა თავისდროულ ზომებს მიმართეს და აიძულეს საქართველო, საბრძოლო მოქმედებები შეეწყვიტა. რუსეთის პოზიციას მე ვაფასებ, როგორც ადეკვატურს და სიტუაციის შესატყვისს. რუსეთი ზედმიწევნით იცავდა მშვიდობისმყოფელთა მანდატის ფარგლებს.

ვლადიმერ პოზნერი, ტელეწამყვანი,
რუსეთის ტელევიზიის აკადემიის პრეზიდენტი.

სიამაყის საბაბი არ მაქვს. რუსეთს, კონფლიქტში ჩარევის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ იმან, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ბევრი კითხვა გამიჩინა.

ნიკოლაი სვანიძე, ტელეწამყვანი,
საზოგადოებრივი პალატის წევრი.

ახლა ჩემში სხვა გრძნობები ჭარბობს. კი, ბატონო, რუსეთს, ჩარევის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ ეს იმდენად საშინელი იყო, რომ ყველა პოზიტიური ემოცია უკან იხევს. სიამაყის ხმა არ მესმის.

იგორ გვრიტიშვილი, რუსეთის ქართველთა კავშირის წევრი.

არა. მე ვამაყობდი საბჭოთა კავშირით, ვამაყობდი პრიმაკოვით, რომელიც შტატებში მიფრინავდა და როდესაც იუგოსლავიაში სამხედრო მოქმედებების შესახებ შეიტყო, პროტესტის ნიშნად თვითმფრინავი მოაბრუნებინა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩემი მეგობარი მოკლეს - როგორ უნდა ვიამაყო რუსეთით?

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

10 ომის არგამხელილი მიზეზი

▲back to top


მოისეს ნაიმი
EL MUNDO
01.09.2008

ვლადიმერ პუტინმა ზუსტად იცის, რომ საქართველოში ომის დაწყების მიზეზი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებია. პრემიერ-მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაკკეინის კანდიდატურას მხარდაჭერა დასჭირდა და რომ პატარა ომი ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. პუტინის სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის ძალისმიერი გზით დამყარებისკენ თეთრმა სახლმა უბიძგა. ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამას „ტყუილი“, „აბსურდი“ და „ბოდვა“ უწოდეს.

შესაძლოა, კონფლიქტის მონაწილეები სხვაგვარად მოქცეულიყვნენ, თავიდანვე რომ სცოდნოდათ ის, რაც ახლა იციან. ახლა საქართველოს პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ შეერთებულ შტატებთან მისი მჭიდრო ალიანსი უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს მას. რუსებმა კი იციან, რომ მათი არაადეკვატური რეაქცია ქვეყანას პოლიტიკურ და ეკონომიკურ (საფონდო ბაზარი ჩამოიქცა, დაიწყო კაპიტალის გადინება) საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს. ამერიკელებმა კი იციან, რომ არ ღირს მათ მიერ ცივ ომში დამარცხებული რუსული დათვის პროვოცირება და რომ არცთუ ომის არგამხელილი მიზეზი ისე გონივრულია იმის ვარაუდი, რომ რუსეთმა დაკარგა კვლავ ზესახელმწიფოდ ქცევის სურვილი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი, პუტინი ან ბუში ამას აღიარებენ. ისინიც და მათი პროპაგანდისტებიც კვლავ თავიანთი ვერსიების გამოთქმასა და ყველაფრის ერთმანეთზე გადაბრალებას განაგრძობენ.

ბრალდებათა ამგვარი ურთიერთგაცვლა საჭიროა კონფლიქტის მთავარი მიზეზის მისაჩქმალად. საქმე ისაა, რომ აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც - უკანონო ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ცენტრებია. ნარკოტიკები, იარაღი, ადამიანები, გამდიდრებული ურანი, ყალბი დოლარები და სხვა აკრძალული საქონლის მთელი გამა ექსპორტირდება მთელ მსოფლიოში ძლევამოსილი დანაშაულებრივი ქსელების საშუალებით, რომლებიც ამ რეგიონებს საოპერაციო ბაზებად იყენებს. დნესტრისპირეთის მსგავსად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც ძალაუფლება ხელისუფლებას კი არა, დამნაშავეებს უპყრიათ. სწორედ მათ აქვთ იარაღი, ფული და შესაძლებლობები საიმისოდ, რომ გულუხვად დააჯილდოვონ მოკავშირეები და მკაცრად დასაჯონ მტრები. ისინი აკონტროლებენ ძლიერ ინტეგრირებულ მსოფლიო ეკონომიკას და, შესაბამისად, ყველაზე უფრო მომგებიან და სწრაფად მზარდ სფეროს - უკანონო ვაჭრობასაც. ამ დანაშაულებრივი ქსელებისთვის status-quo-ს შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან სეპარატისტთა მუდმივი კონფრონტაცია იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების (პოლიციის, სასამართლო სისტემის, არმიის, საბაჟოსა თუ საფინანსო ორგანოების) დასუსტებას და დანაშაულებრივ ორგანიზაციებს მსოფლიოზე საკუთარი გავლენის გავრცელების მეტ საშუალებებს აძლევს.

უდავოა, რომ რუსული რეაქციის მასშტაბები ნაციონალიზმმა, NATO-ს გაფართოების შეჩერების წადილმა, გეოპოლიტიკურმა გათვლებმა და მსოფლიოსთვის ძალის დემონსტრირების სურვილმა განაპირობა. მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ გასული ორი დეკადის განმავლობაში რუსეთში დანაშაულებრივი წრეების პოლიტიზაცია და პოლიტიკური წრეების ღრმა კრიმინალიზაცია განხორციელდა. როგორც ჟურნალისტმა და კრემლის მცოდნემ სუზან გლასერმა მითხრა, თუკი ელცინის დროს მიმდინარეობდა რუსული მაფიის მასშტაბური ექსპანსია, პუტინის დროს მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების კონსოლიდაცია მოხდა. „ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც დაზვერვის სამსახურებთან, ასევე ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთანაც, ასე რომ, დღესდღეობით, სახელმწიფოსა და მაფიის ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია“.

საქართველოსა თუ მის ყოფილ (რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ აღიარებულ) პროვინციებში მომხდარი და მოსახდენი ამბების ანალიზისას აუცილებელია ამ მონაცემთა გათვალისწინება. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბაზირებული კრიმინალური სტრუქტურები წელიწადში მილიონობით ევროს აკეთებენ. შეუძლებელია, ასეთი გაქანების დანაშაულებრივი საქმიანობა რუსულ კრიმინალურ საზოგადოებასთან არ იყოს დაკავშირებული. ამ საზოგადოებებს კი, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურასთან. ზემოთ თქმულიდან კი გამომდინარეობს, რომ მხოლოდ დამნაშავეებმა კი არ შეაღწიეს ხელისუფლებაში, არამედ, ხელისუფლებაც აკონტროლებს დანაშაულებრივ საქმიანობას.

ამის გაუთვალისწინებლად, კავკასიაში მიმდინარე მოვლენების საფუძვლიანად გააზრება შეუძლებელია.

11 შეუძლებელის აღიარება

▲back to top


სარედაქციო წერილი
„Газета.
Ru“// ИТАР-ТАСС
25.08.2008

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მისცემს ამ რესპუბლიკებს სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და არც რუსეთს მოუტანს რაიმე სარგებელს.

„განგებო“ სხდომებზე შეკრებილი სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს სავსებით მოსალოდნელი მიმართვა-რეკომენდაცია რუსეთის პრეზიდენტისადმი, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთს საკმაოდ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში აყენებს.

სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების არსებული მექანიზმის ჩამოყალიბება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო, როცა ოთხი - ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოტომანთა და რუსეთის იმპერიები დაიშალა. და რამდენიმე წელიწადში ფანტომურ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა ნამდვილი აღლუმი გაიმართა.

ბელორუს-ლიტვურმა რესპუბლიკამ, ესტლანდიის მშრომელთა კომუნამ, ბავარიის სოციალისტურმა რესპუბლიკამ და ბალტიის ერთიანმა საჰერცოგომ სულ რამდენიმე თვე იარსებეს და აღიარება მხოლოდ მათგან (ანტანტის ქვეყნების, მეოთხე კავშირის სახელმწიფოსა და საბჭოთა კავშირისგან) მოიპოვეს, ვის ინტერესებსაც ემსახურებოდნენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი სახელმწიფოების ცნობა გაეროთი იწყება და მთავრდება. გაეროს წევრობა არის ერთადერთი „დამოუკიდებლობის ჭეშმარიტი დადასტურება“. მასში გაერთიანებულია ყველა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო, ისტორიული გამონაკლისის, ვატიკანის გარდა. გაერთიანებული ერების წევრად მიღება-არმიღების საკითხს გაეროს გენერალური ასამბლეა წყვეტს, მაგრამ ამ საკითხის თვითნებურად დასმა არც მას ხელეწიფება. ამისათვის მას უშიშროების საბჭოს თანხმობა სჭირდება და, როგორც კოსოვოს შემთხვევამ უჩვენა, უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი ქვეყნის (ამ შემთხვევაში რუსეთისა და ჩინეთის) ხმა აღმოჩნდა საკმარისი, რომ თვითაღიარებული სერბსკაია კრაინას სრულფასოვანი ცნობა განუსაზღვრელად ხანგრძლივი დროით გადადებულიყო.

ამჟამად მსოფლიოში არაღიარებული ან ნახევრად აღიარებული სახელმწიფოების რამდენიმე ჯგუფი არსებობს. პირველი ესაა 1991 წელს ქაოსში ჩაძირული სომალის ნარჩენებზე აღმოცენებული სომალილენდი, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. მეორე ჯგუფში შედის ყოფილი დსთ-ს ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული რესპუბლიკები - აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი და სამხრეთ ოსეთი - რომლებმაც ერთმანეთთან დიპლომატიური კავშირები დაამყარეს.

მესამე ჯგუფში შემავალ სახელმწიფოებს გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ, მაგრამ თვითონ გაერო სუვერენულად არ თვლის. ეს ქვეყნებია: კოსოვო, რომელიც 2008 წლის თებერვალში დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ცნო 40-მა ქვეყანამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ; ტაივანი, რომელიც თავს ისევ ჩინეთის რესპუბლიკას უწოდებს, და რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები ძირითადად წყნარი ოკეანისა და კარიბის აუზის ჯუჯა კუნძულოვან სახელმწიფოებთან აქვს; და სახარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციაც მხოლოდ ესპანეთის ყოფილი კოლონიის სამხრეთ სახარის ნაწილს აკონტროლებს და რომელიც, სხვადასხვა დონეზე, 49 სახელმწიფოს მიერაა აღიარებული; დაბოლოს, თურქეთის მიერ 1974 წელს ოკუპირებული კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოქმნილი ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც მხოლოდ ანკარა ცნობს.

ქვეყნების მეოთხე ჯგუფმა ოფიციალური აღიარება თვით გაეროსა და მისი წევრების უმეტესობისკენ მოიპოვა, მაგრამ ზოგი ქვეყანა მათ ბოიკოტს უცხადებს. პირველ რიგში ესაა ისრაელი, რომლის „არსებობის უფლებასაც“ ბევრი არაბული ქვეყანა უკვე 60 წელია არ ცნობს, და ორივე კორეული, ურთიერთარმცნობი რესპუბლიკა. ტაივანის ადმინისტრაციის მაღიარებელ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც, რომელიც მკაცრად მისდევს „ერთი ჩინეთის“ კონცეფციას. ლიხტენშტაინის სამთავრო, მაგალითად, არ ცნობს ჩეხეთსა და სლოვაკეთს 1940-1945 წლების ე.წ. ბენეშის დეკრეტების თაობაზე წამოჭრილი მოუგვარებელი დავის გამო. იმ წლებში ჩეხოსლოვაკიის დევნილმა მთავრობამ, პრეზიდენტ ედვარდ ბენეშის მეთაურობით, გამოსცა დადგენილება, მესამე რაიხის მოქალაქეთა და თავად ლიხტენშტაინის მთავრის (რომელსაც პრაღაში ნაციზმის ხელშემწყობად თვლიდნენ) ქონების კონფისკაციის შესახებ. არც ჩეხეთსა და სლოვაკეთს დაუყოვნებია საპასუხო ჟესტი, მათაც გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები ლიხტენშტაინის გულზვიად სამთავროსთან.

ასე რომ, აღიარების წარმატების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვიქონიოთ, თუკი მას მხარს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა დაუჭერს. ეს ვარიანტი, თვითონ რუსი დიპლომატების აზრითაც კი, აბსოლუტურად საეჭვოა. საკითხავია, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ აღიარებას თვით დსთ-ს ქვეყნები, რომელთაც საკუთარი „ოსები“ ჰყავთ. და რომც ცნონ მათ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარება სულაც არაა საკმარისი.

ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს მხოლოდ საზოგადოების არაჯანსაღი ნაწილის გულუბრყვილო წარმოდგენებს ქვეყნისაღორძინებადი იმპერიული ძლიერებისადასამართლიანობისშესახებ.

პოლიტიკური სასწორის მეორე პინაზე შეცდომების გარდა არაფერი დევს.

საყოველთაოდ აღიარებული სტატუსისა და სამშვიდობო მექანიზმის არარსებობის პირობებში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერს აძლევს.

ჩვენ მუდმივად უკანონოდ უნდა გვყავდეს იქ ჩვენი ჯარი, მაშინ, როდესაც საქართველოს სავსებით კანონიერი უფლება ექნება, დაიცვას (მათ შორის, სამხედრო გზითაც) თავისი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი კი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარებით, ავტომატურად გახდება კონფლიქტის მხარე და დაკარგავს არბიტრად ან მშვიდობისმყოფელად ყოფნის შესაძლებლობას.

თუკი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვაღიარებთ, რატომ არ უნდა ვცნოთ დნესტრისპირეთი? ეს კი უკვე ორმაგი კი არა (რუსეთმა ხომ კატეგორიულად დაგმო კოსოვოს პრეცედენტი) სამმაგი სტანდარტია. დსთ-ს პარტნიორებთან ისედაც არცთუ თბილი ურთიერთობების სისტემური გაუარესება კი გარანტირებული გვაქვს. ადვილი შესაძლებელია, პოსტსაბჭოთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ცალმხრივი მცდელობები დსთ-ს ქვეყნებმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ წამოჭრილ საფრთხედ შეაფასონ.

დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარება თუ არ უგულებელყოფს, ყოველ შემთხვევაში, არსებითად აკნინებს მაინც რუსეთის როლს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსის განსაზღვრის საკითხში.

ამგვარად, პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და მორალური თვალსაზრისითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება უაზრობაა.

12 რუსული კანონშემოქმედება

▲back to top


ბორის ვიშნევსკი
Грани.Ру
18.08.
2008

„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება უკან არ შეუშვებს იმ ქართველ ლტოლვილებს, რომელთაც საომარი მოქმედებების დაწყების გამო დატოვეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლები“, - განაცხადა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენ აღარ ვაპირებთ იქ ვინმეს შეშვებას. 18 000-ზე მეტი ოსი ლტოლვილი დღეს ჩრდილოეთ ოსეთშია. ჩვენ ისინი სამხრეთ ოსეთში უნდა დავაბრუნოთ“, - ამბობს კოკოითი. კითხვაზე - ფაქტობრივად, მართლა განადგურებულია თუ არა ქართული ანკლავები სამხრეთ ოსეთში, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ იქ პრაქტიკულად ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ. დავადგინეთ სამხრეთ ოსეთის საზღვრები... აბა, იქიდან ჩვენთვის სროლა უნდა დაგვეშვა? ისევ ზურგში გვესროდნენ და ჩვენს ხალხს აბუჩად იგდებდნენ“.

ბორის ვიშნევსკი: თუ სიმართლე გინდათ, „ეთნიკური წმენდა“ სწორედ იმას ჰქვია, რასაც კოკოითი ასე მიამიტურად აღიარებს და რაშიც პუტინი, მედვედევი, ლავროვი და სხვები, აქაოდა, „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო“, საქართველოს სდებენ ბრალს. ამასთან, პრეზიდენტი მედვედევი კრემლში საზეიმო ვითარებაში ხვდება ბატონ კოკოითის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის „გარანტიებსაც“ აღუთქვამს. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია. ვინ არიან ჩვენი მეგობრები? მაჰმუდ ახმადინეჯადი და ჰამასი? თუკი მოსკოვში გულღიად ხვდებიან ჰამასისა და ირანის ლიდერებს ანუ მათ, ვინც სახალხოდ მოგვიწოდებს „ებრაელთა საკითხის გადაჭრისაკენ“, „ქართული საკითხის“ მომგვარებელი კოკოითი ვისზე ნაკლებია“?

რუსეთის ფედერაციის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის (რომელიც ცხინვალში რუს გამომძიებელთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა) განცხადებაზე დაყრდნობით, ИТАР-ТАСС-ი გვაუწყებს, რომ: სამხრეთ ოსეთში გენოციდისა და მასობრივი მკვლელობების ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს დაემატება სტატიები სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. როგორც ბასტრიკინი ამბობს, მიმდინარეობს მოკვლევა ქართველების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ შეიარაღების აკრძალული სისტემების (კერძოდ, ზალპური ცეცხლის სისტემისა, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებაც, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, დაუშვებელია) გამოყენების ფაქტების შესახებ“.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

ნიკიტა ბელიხი, СПС-ის ლიდერი.

მხოლოდ ავადმყოფმა შეიძლება იამაყოს იმ ქვეყნით, რომელიც ომშია ჩაბმული. თანაც, ეს ომი ხომ მოგებული არაა. არც ამ კონფლიქტის შედეგებია გარკვეული. ჯერჯერობით, საამაყო არაფერია.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

ბორის ვიშნევსკი: როგორც მახსოვს, ეს საერთაშორისო შეთანხმებები ჩეჩნეთის ომამდე კარგა ხნით ადრე გაფორმდა. ჯერ კიდევ ჰააგის 1907 წლის კონვენციაშია ლაპარაკი იმაზე, რომ „იკრძალება დაუცველ ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებელ სახლებსა თუ შენობებზე შეტევის განხორციელება და მათი ნებისმიერი საშუალებით დაბომბვა“. „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ 1949 წლის ჟენევის კონვენციაშიც (1977 წლის დამატებითი ოქმებით) ყველაფერია ნათქვამი მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

ყველამ კარგად იცის, როგორც „იცავდა“ რუსეთი ამ კონვენციას ჩეჩნეთში. შესაბამისი ფაქტები დიდი ხნის გამოკვლეული და დოკუმენტირებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ზოგი რამ კი - ადამიანთა უფლებების დამცველი ევროპის სასამართლოს მიერ. ერთი სული მაქვს, ვკითხო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს: როდის აღძრავენ საქმეებს ამ დანაშაულებებში ბრალეულ პირთა წინააღმდეგ? ოდესმე მაგ კომიტეტში დაკითხვაზე მაინც თუ გამოიძახებენ (საქმის აღძვრაზე აღარაფერს ვამბობ) ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალ პუტინს, რუსეთის გმირ გენერალ შამანოვს, გენერალ ხრულიოვსა და სხვა „მშვიდობისმყოფელებს“?

რა თქმა უნდა, ვითომდა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში მოწყობილი გენოციდის შესახებ ლაპარაკი ბევრად უფრო ადვილი და სასიამოვნოა. მაგრამ, ჯერ ერთი, ამ სიტყვას აბსოლუტურად მკაფიო იურიდიული განსაზღვრება აქვს. 1948 წლის 9 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული „გენოციდის თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულისათვის სასჯელის შესახებ“ კონვენციის თანახმად, სიტყვა „გენოციდში“ იგულისხმება „რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის ნაწილობრივი ან სრული განადგურების მიზნით ჩადენილი ქმედებები“, სახელდობრ: ა) ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობები; ბ) ასეთი ჯგუფის წევრთათვის სერიოზული ფიზიკური ან გონებრივი ზიანის მიყენება; გ) ასეთი ჯგუფისათვის წინასწარგამიზნულად ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც ამ ჯგუფის სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს; დ) ასეთ ჯგუფში შობადობის შეწყვეტის ხელშესაწყობად მიმართული ღონისძიებები; ე) ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობრივი გადაყვანა. აქ ჩამოთვლილთაგან არც ერთი შეესაბამება იმას, რაც 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში მოხდა, იქნება ეს ცხინვალის შტურმი თუ საომარი მოქმედებები ქალაქსა და მის შემოგარენში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც საქართველოს მიერ ჟენევის, ზემოთ ხსენებული, 1949 წლის კონვენციის დარღვევაზე, მაგრამ არა გენოციდზე. რუსეთის ოფიციალური პირები კი მაინც გაუთავებლად გენოციდზე ლაპარაკობენ. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ეჭვს იწვევს სამხრეთ ოსეთში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ არსებული მონაცემები. რუსეთის პროსახელისუფლებო მასმედიაში ხშირად ნახსენებ ციფრს (2000), ოფიციალურ პირთა განცხადებების გარდა, სხვა არაფერი ადასტურებს.

ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი რუს მედიკოსებზე დაყრდნობით ადასტურებს 50-60 ადამიანის დაღუპვისა და დაახლოებით 500 ადამიანის დაჭრის ფაქტს. არაფერია ცნობილი 6 000 დაჭრილის (არადა, სწორედ ამდენი დაჭრილი უნდა ყოფილიყო 2000 დაღუპულის შემთხვევაში) შესახებ. მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულია და მათგან უმეტესობა სამოქალაქო კი არა, სამხედრო პირია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მონაცემები მაინცდამაინც სარწმუნო არ იყოს და რეალური დანაკარგები მნიშვნელოვნად მეტია, მაგრამ რუსული მხარე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოგვიდგენს და არც დათვლის საკუთარ მეთოდებზე გვეუბნება რამეს.

საკამათო არაა, რომ ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაც ტრაგედიაა. მაგრამ რადგან დაღუპულთა შემაშფოთებელი რიცხვი კონფლიქტის პირველივე დღეებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის ძირითად პროპაგანდისტულ დასაბუთებად გამოიყენებოდა, ბუნებრივია, ისმება კითხვა: წინასწარგამიზნული დეზინფორმაციის გავრცელებასთან ხომ არ გვაქვს საქმე - საქართველოს მიმართ რუსეთის მოქალაქეების სიძულვილის გაღვივების მიზნით? ამ ყველაფრით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის გამართლებას ხომ არ ცდილობენ?

ისე, კაცმა რომ თქვას, საინტერესოა, ამისთანა რა „სამშვიდობო მანდატი“ აქვს რუსეთს?

სოჭის (დაგომისის) 1992 წლის შეთანხმებები უკუგდებულია, რამდენადაც სწორედ ისინი უარყოფდა „კონფლიქტში რუსეთის ფედერაციის შეაიარაღებული ძალების ჩაბმის შესაძლებლობას“. ასევე უარყოფილია ამავე შეთანხმებით დამტკიცებული „დებულება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ნორმალიზაციისთვის მოწოდებული სამხედრო კონტინგენტისა და სამხედრო დამკვირვებლების მოქმედების ძირითადი პრინციპების შესახებ“. სწორედ ამ დებულების თანახმად, სამშვიდობოებს უნდა აღეკვეთათ „მხარეების მიერ ნებისმიერი არაკონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებების“ მოქმედება და დაუყოვნებლივ დაერეგულირებინათ ჯგუფური, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტები. სამშვიდობოებს ჰქონდათ კონფლიქტის ზონაში არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არდამორჩილებული შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების დევნისა და დაკავების, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი - მათი განადგურების უფლება. კონფლიქტის ზონის გარეთ მათთან საბრძოლო მოქმედებების წარმოების აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინათ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები. დაბოლოს, სამშვიდობოებს უფლება ჰქონდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გამოეყენებინათ მხოლოდ და მხოლოდ მათს ხელთ არსებული სამხედრო საშუალებები, და ისიც - სარდლის ბრძანებით. ცხადია, რომ ყველა ეს დებულება უგულებელყოფილია.

დარღვეულია 1995 წლის 23 თებერვლის ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც, სამშვიდობო მოქმედებებში რუსეთის ტერიტორიის გარეთ შეიარაღებული ძალების გაგზავნის გადაწყვეტილებას ფედერაციის საბჭოს დადგენილების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იღებს. როგორც ვიცით, ეს საკითხი ფედერაციის საბჭოში არც განხილულა.

დაბოლოს, სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო მოქმედებებში მონაწილეობის გაეროს მიერ მინიჭებული მანდატი რუსეთს არ გააჩნია და არც არასდროს ჰქონია. რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე - სენაკში, ფოთში, გორში, ბორჯომში, ზუგდიდში - რუსეთის „სამშვიდობო მოღვაწეობის“ თაობაზე.

ამგვარად, როდესაც დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთი, როგორც კავკასიასა და რეგიონში მშვიდობის გარანტი, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არაორაზროვნად გამოხატავს ამ ორი კავკასიელი ხალხის ნებას“ და „იგი არა მხოლოდ მიიღებს ამ ნებას, არამედ, შინა პოლიტიკაში ამ ნებით იხელმძღვანელებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე იმ სამშვიდობო მანდატის შესაბამისად, რომელიც მას აქვს“, პრეზიდენტი ვერანაირ იურიდიულ ნორმას ვერ ეყრდნობა, ვინაიდან არავითარი „სამშვიდობო მანდატი“ უკვე აღარ არსებობს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ „კავკასიასა და რეგიონში უსაფრთხოების გარანტის“ სტატუსი რუსეთის ხელმძღვანელობამ თვითონ მიაწერა საკუთარ თავს. არანაირი საერთაშორისო ნორმებითა თუ ორმხრივი შეთანხმებებით ეს არ დადგენილა.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

ალექსანდრ დუგინი, საერთაშორისო ევრაზიული
მოძრაობის ლიდერი.

ჩვენ გადავარჩინეთ ოსები გენოციდს, არ დავნებდით აშშ-ს, ჩვენ მოვახერხეთ, შეგვეჩერებინა ადგილობრივი მეხუთე კოლონის ზეგავლენა. ტანკებო, ახლა - თბილისისაკენ. და საერთოდ, არ გვაწყენდა გეოგრაფიულ სამეზობლოში წესრიგის დამყარება. ჩემი სიამაყე კი აპოგეას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა „Эхо Москвы“-ს მაუწყებლობას გათიშავენ, რადგან სააკაშვილის დამარცხება და ნოვოდვორსკაიას მსგავსი, აშკარად აშშ-ს აგენტურის ყურება ეთერში - ურთიერთგამომრიცხავი პუნქტებია.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

13 არაადეკვატურობის იმიჯი, ანუ გენოციდი თქვენი მოგონილია

▲back to top


კირილ როგოვი
დამოუკიდებელი მიმომხილველი
Новая газета
01.09.2008

პუტინის მიერ CNN-ისადმი მიცემული ინტერვიუ და რუსეთის ოფიციალური პირების დასავლეთისათვის საკუთარი თვალსაზრისის თავსმოხვევის მცდელობები თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ რა მახეში შეიძლება გააბას თავისი ლიდერები და სამწყსო არათავისუფალმა პოლიტიკურმა რეჟიმმა.

დიდი ქვეყნის პრემიერი არ უნდა იმეორებდეს ბლოგერებისა და ტელეკომენტატორების სიტყვებს და მხოლოდ „შეთქმულების თეორიით“ არ უნდა ოპერირებდეს. საჯარო პოლიტიკის სივრცეში „შეთქმულების თეორიას“ აშკარად მარგინალური ნიშა უკავია. და პირიქით, იქ, სადაც საჯარო პოლიტიკა დისკრედიტებული და განადგურებულია, იგი მოვლენების ინტერპრეტირების ერთადერთ პატივსაცემ საშუალებად გვევლინება. საერთო ჯამში, პროპაგანდისტული მანქანა პრემიერის, ბლოგერისა თუ უბრალო ობივატელის მიერ სიტუაციის შეფასებისას, გასაოცარი ერთსულოვნების მიღწევის საშუალებას იძლევა, მაგრამ აბსოლუტურად უსუსურს ხდის მათ არგუმენტაციას იმ ადამიანთა თვალში, რომლებიც ინფორმაციული თუ ემოციური ნარკოტიკებით გაბრუებული არ არიან.

რუსეთის ოფიციალურ პირთა, დეპუტატთა და ტელეწამყვანთა (აგრეთვე, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის) მთელი არგუმენტაცია, ფაქტობრივად, სამი პუნქტით შემოიფარგლება:

  • პირველი. სააკაშვილი აგრესორი და ფაშისტია, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და გენოციდში მიუძღვის ბრალი. „გენოციდი სწორედ ის სიტყვაა, რომლითაც, საერთაშორისო ჰუმანიტარული დოქტრინის შესაბამისად, ჯარების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის გამართლება შეიძლება.

  • მეორე. დასავლეთთან კონფლიქტი ჩვენი კი არა, თავად დასავლეთისთვალთმაქცური“ (როგორც საბჭოურ ეპოქაში ამბობდნენ) პოზიციის ბრალია. ფაშისტი სააკაშვილის გაკიცხვისა და დიმიტრი მედვედევის ჰუმანიტარული გმირობის მოწონების ნაცვლად, იგი სამხედრო დამნაშავეს თანაუგრძნობს, მოსკოვს კი ამტყუნებს.

  • მესამე. დასავლეთთან დაპირისპირებაში საშიში არაფერია. ახლა დასავლეთი, შიდა უთანხმოებების გამო, ძალიან დასუსტებულია და ჩვენზე სერიოზულ ზეწოლას ვერ განახორციელებს. ჩვენ კი, პირიქით, საკმაოდ ძლიერები ვართ და ყველაფერზე დასავლეთის ნებართვა აღარ გვჭირდება.

პირველი ორი თეზისი იმით არის აღსანიშნავი, რომ პირდაპირ უარყოფს ყველა იმ პრინციპს, რომლებსაც ბოლო ათი წლის მანძილზე რუსული ანტიდასავლური რიტორიკა ეფუძნებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში განა დასავლეთი არ ამბობდა, რომ სეპარატიზმთან ბრძოლა არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების გამამართლებელი საბუთი? განა დასავლეთი არ გამოვიდა პირველად ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებისა და იძულებით მშვიდობის დამყარების იდეით? განა ამ არგუმენტებს არ ეყრდნობოდა იუგოსლავიის დაბომბვა და კოსოვოს გამოყოფა? განა ჩვენ არ მოვნათლეთ ეს ყველაფერი მსოფლიო წესრიგის მოშლად, კეთილშობილურ მიზნებს ამოფარებულ პირად ინტერესებად და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად?

მიზანმიმართული პროპაგანდით აღგზნებული გონება ამგვარ შეუთავსებლობებს ვერ ამჩნევს. მაგრამ გარეშე დამკვირვებლისათვის საქმე სულ სხვაგვარადაა. ეს ასეა როგორც დასავლეთში, ასევე - აღმოსავლეთშიც. ათწლეულის მანძილზე, ორივეგან ყურადღებით ადევნებდნენ თვალს რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული ომის პერიპეტიებს. ამგვარად, სამხრეთ ოსეთის საომარი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი, რუსეთის ხელმძღვანელობის ჰუმანიტარულ-მშვიდობისმყოფლური შემართება ვერასოდეს მოიპოვებს გულწრფელ თანაგრძნობასა და თუნდაც მინიმალურ ნდობას. საინტერესოა, როგორ ატესტაციას აძლევდნენ ვლადიმერ პუტინს (პოლიტიკოსს, რომელმაც დაიწყო და სამ წელიწადში წარმატებით დააგვირგვინა ჩეჩნეთის ომი) ის ადამიანები, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილს ფაშისტად ნათლავენ? ნუთუ მათ სერიოზულად ჰგონიათ, რომ ჩეჩნეთის სამწლიანი ომის დროს უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამი დღის განმავლობაში - ცხინვალში? პროპაგანდით გაჟღენთილ რუსეთში ამგვარი კითხვა უბრალოდ მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ იმ ადამიანებს, XXI საუკუნის ომი რომლებიც რუსეთის ტელევიზიას არ უყურებენ, ამაზე არდაფიქრება, ბუნებრივია, არ შეუძლიათ.

განსაკუთრებით საყურადღებოა სიტყვა „გენოციდი“. გასული სამი კვირის განმავლობაში რუსულ მასმედიაში მან უფრო მეტჯერ გაიჟღერა, ვიდრე მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, რადგან არც საბჭოთა და არც რუსეთის ხელმძღვანელობა მას მაინცდამაინც არ წყალობდა. ახლა კი, რუს დეპუტატებს, როგორც ჩანს, რაღაც განაწესი აქვთ დადგენილი, რადგან ამ მოდური სიტყვის ჩაჩხერას მოკლე ინტერვიუებშიც კი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ცდილობენ.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კაცობრიობის მთელი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ეს ტერმინი მხოლოდ რამდენიმე - განსაკუთრებით ამაზრზენ - სასაკლაოს ხვდა წილად. ყოველ შემთხვევაში, ცხინვალში განვითარებული მოვლენები უფრო გვიან იქნება აღიარებული გენოციდად, ვიდრე - რუსეთის მიერ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროს განხორციელებული ქმედებები. რუსეთის პროპაგანდისტული ჯადოსნური სამყაროს მიღმა ორდღიანი ომის დროს განხორციელებული გენოციდის თეზისი სიტყვებით ჟონგლიორობას ჰგავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ტერმინს ხმარობენ, არ ესმით, ან არ სურთ გაიგონ მისი არსი. რუსეთს ისეთივე წარმატებითა და დამაჯერებლობით შეეძლო ეთქვა მსოფლო თანამეგობრობისათვის, რომ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ატომური იარაღი გამოიყენა.

ასევე გამაოგნებელია დასავლეთის სისუსტის თეზისიც, რომელსაც ასე გატაცებით იმეორებენ რუსი პოლიტიკოსები. საქმე ისიც კი არაა, რომ მხოლოდ ვიგინდარა ლაწირაკების ხროვას თუ შეშვენის იმით ტრაბახი, რომ ხულიგნობისთვის „ყურებზე ხახვსაც ვერავინ დააჭრის“. სამეზობლოში ჩხუბი და ყაყანი - თუგინდ მეზობლებმა წასვლისას ჭიშკარიც ჩამოგიგლიჯონ - დავიწყებას ადვილად მიეცემა. მაგრამ სტუმარს, რომელიც თქვენს საკუთარ ოჯახში შეურაცხგყოფთ და თანაც ბაქიბუქობს, რომ თქვენი სახლიდან მანამ არ მოიცვლის ფეხს, სანამ არ მოეპრიანება - არავინ აპატიებს და ადრე თუ გვიან სამაგიეროსაც გადაუხდიან.

ბოლო წლების რუსული საგარეო პოლიტიკის ტრაგიკული შეცდომა ისაა, რომ ყველაფერი, რასაც სახელმწიფო პროპაგანდა საგარეო არენაზე მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებად წარმოაჩენს, და რაც შიდა კვაზიპარტიოტული ეგზალტაციის ტემპერატურას ინარჩუნებს, გარედან სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. და ეს ყინულის ნამსხვრევები სულ უფრო შორდება ერთმანეთს. თუმცა, შიდა ეგზალტაციის გრადუსის შენარჩუნების აუცილებლობა რუსეთის ხელმძღვანელობას კვლავაც და კვლავაც აიძულებს საგარეო არენაზე ისეთი საქციელის ჩადენას, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს არაადეკვატურ, არასრულფასოვან, არათანმიმდევრულ და სახიფათო იმიჯს.

14 ხომ არ იქცევა რუსეთი ხელახალ საბჭოთა კავშირად?

▲back to top


ჯონ 'სალივანი
The Globe and Mail
21.08.2008

ქვეყნის ლიდერები - ავტორიტარული მმართველები, მილიტარისტები, გაუმაძღარი ადამიანები არიან. ამასთან, არც თავიანთი ქვეყნის საზღვრების ადგილმდებარეობას უწევენ ანგარიშს.

„Well the Ukraine girls really knock me out They leave the West behind And Moscow girls make me sing and shout That Georgia's always on my mind. I'm back in the USSR You don't know how lucky you are boys Back in the USSR

(ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი)

ამ დილით სსრკ-ში მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი არ დაბრუნებულან. საქართველოს სხვა მცხოვრებლებს, რუსეთის „ახლო აღმოსავლეთის“ ქვეყნებს (კავკასიიდან ბალტიკამდე), ჩეჩნების მსგავს „ეროვნულ უმცირესობებს“, დასავლეთსა და თვითონ რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქმე ისეთ სახელმწიფოსთან და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან აქვთ, რომლებიც მეტისმეტად საბჭოთა თარგზე არიან მოჭრილნი. ქვეყნის ლიდერები - ავტორიტარული მმართველები, მილიტარისტები, გაუმაძღარი ადამიანები არიან, თანაც, ვერც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ეტევიან.

„ბითლზი“ მღეროდა: „ბიჭებო, ვერც წარმოგიდგენიათ, როგორ გაგვიმართლა“. აი, ჩვენ კი გაგვიმართლა თუ არა, საბჭოთა კავშირში რომ დავბრუნდით, საკითხავია.

ბოლო წლების მანძილზე რუსეთს დაჟინებით ადანაშაულებდნენ ლონდონში ერთი ემიგრანტის მკვლელობაში; რუსეთი ახდენდა უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციას იმ ენერგეტიკული კომპანიის სასარგებლოდ, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც თვითონ გახლავთ; პოლიტიკური დაშინების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებს ენერგომატარებლების მიწოდებას უზღუდავდა; ეხმარებოდა მეზობელი სახელმწიფოების ამბოხებულ სეპარატისტებს (რითაც ზიანს აყენებდა ამ ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნების ხელისუფლებას); დაბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ღიად ანება თავი ჯენტლმენობას, დამოუკიდებელ საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიები დაბომბა.

ზოგჯერ ეს ქმედებები საგადასახადო კანონმდებლობით ან „სამშვიდობო მისიით“ ინიღბებოდა. სიტყვა „დემოკრატიაც“ ერთგვარი კამუფლაჟია ავტორიტარული სისტემისათვის, სადაც ძალაუფლება და სიმდიდრე სულ უფრო და უფრო იყრის თავს პრემიერმინისტრ ვლადიმერ პუტინისა და სხვა „ძალოვნების“ (ანუ სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების) ხელში. მართალია, ძალოვნებმა იციან ქონების მოხვეჭა, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ იქმნება სიმდიდრე. როგორც წესი, წართმეულს უხეიროდ განკარგავენ, შესაბამისად, კიდევ რაღაცეების მიტაცება უხდებათ ხოლმე.

პარატიზების ამ სისტემის ექსპორტი წარმატებით ხორციელდება საქართველოსსეპარატისტულრეგიონებში, რომლებსაც კრემლი, მისსავე მტკიცებას თუ დავუჯერებთ, იცავს. სამხრეთ ოსეთისმთავრობისთითქმის ყელა წევრი რუსეთის სხვადასხვა პროვინციის სუკ-ის ყოფილი თანამშრომელია. მაგალითად, „შინაგან საქმეთა მინისტრიადრე ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. როგორც იულია ლატინინამნოვაია გაზეტაშიაღნიშნა, სამხრეთ ოსეთი - ტერიტორია, ქვეყანა ან რეჟიმი კი არაა, ესააერთობლივი საწარმო“, რომელიც ოსი ბანდიტებისა და ძალოვანი გენერლების სასარგებლოდსაქართველოსთან საბრძოლველადხაზინიდან ფულის გამოსაცინცლად მუშაობს. ამ ყველაფრის შედეგად კი მივიღეთ - მწირად დასახლებული ზონა, რომელიც მისწრებაა უბაჟო ვაჭრობის, ნარკოტრაფიკის, კონტრაბანდის, ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობებისათვის.

ძალოვანების გამდიდრების გარდა, სამხრეთ ოსეთს პროდასავლურად განწყობილ საქართველოში დესტაბილიზაციის მომწყობის ფუნქციაც აკისრია. მეზობელი ქართული სოფლების მიმართულებით სპორადულმა სროლებმა პროვოცირება გაუწია საპასუხო სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა.

მაგრამ საქართველო გულხელდაკრეფილიც რომ მჯდარიყო, რუსეთი ნელ-ნელა მაინც მიიერთებდა ამ სეპარატისტულ პროვინციას. ხომ დაურიგა პუტინმა რუსული პასპორტები სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს. რუსეთის ექსპანსია (ანუ საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ იგი დასავლეთის მოკავშირეა) და რუსისამშვიდობოებისმიერ სამხრეთ ოსეთის ანექსია - ერთ მიზანს ემსახურება.

დიახ, back in the USSR“ - ვერაფერს იტყვი.

დაკმაყოფილდება თუ არა ამით პუტინი, რომელიც სახელმწიფო საზღვრებს როგორც თვითონ უნდა, ისე ჭრის და კერავს? 11 აგვისტოს საღამოს რუსული ტანკები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. რა მოხდება, პუტინმა რომ საქართველოს დანაწევრება გააგრძელოს და გადაკეტოს ერთადერთი მილსადენი, რომელსაც ცენტრალური აზიის ენერგომატარებლები დასავლეთში რუსეთის გვერდის ავლით გადააქვს? ნუთუ შეარჩენს დასავლეთი ამას პუტინს?

მოსკოვი, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მიტაცებას იოლად შენიღბავსსამშვიდობოოპერაციად, რომელიც ქართული მხარის მიერ მოწყობილიგენოციდისადაეთნიკური წმენდისაღსაკვეთად ჩაატარა. „მოვლენათა სურათისგასავრცელებლად რუსეთისა და უცხოეთის პრესაში კარგად მოფიქრებული, ტყუილებით გაბერილი კამპანია ხორციელდება. თავიდან ამის სჯეროდათ იმ დასავლელ მიმომხილველებს, ვისთვისაც ჯორჯ ბუშის ან მისი მეგობრების ნებისმიერი მტერი ყოველთვის ყველაფერში მართალია.

მაგალითად, გამოითქვა მოსაზრება, თითქოს, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება (ასეა ორიგინალში. - რედ. შენიშვნა) აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კოსოვოს ცნობას მოჰყოლოდეს პასუხად. ის ფაქტი, რომ რუსეთი უკვე 16 წელიწადია ეხმარება სეპარატისტებს, რუსეთის რეაქციას უნიკალურ ისტორიულ ფენომენად აქცევს: ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც შედეგებმა მიზეზს გაუსწრო.

რუსეთის მიმართ კრიტიკის შერბილების კიდევ ერთ გამამართლებელ საბუთად ის მიიჩნევა, რომ პუტინი განარისხა სააკაშვილის NATO-ს წევრად გახდომის სურვილმა. ეს არგუმენტი ერთი კერძო შემთხვევაა იმ საერთო თეზისიდან, რომელსაც ჰქვია - „თავდაცვა აგრესიის ტოლფარდია“ (როგორც ეს ფილოსოფოსმა როჯერ სკრუტონმა ირონიულად შენიშნა). გასულმა კვირებმა ნათლად უჩვენა, რომ თურმე სააკაშვილი რუსული აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებას მართებულად ეძებდა NATO- წევრობაში. ყოველ შემთხვევაში, კრემლს ერთი სერიოზული მიზეზი ხომ მაინც ექნებოდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სარისკო შეჭრისაგან თავის შესაკავებლად.

შესაძლოა, რუსულ პრესაში წარმოებული კარგად გათვლილი კამპანიისა და დასავლეთის საზოგადოებრიობისათვის დამახასიათებელი თვითგვემის ამგვარ შეხამებას შეეპარებინა კიდეც დასავლეთისთვის ეს სატყუარა. იქნებ, დასავლეთი კიდევაც შერიგებოდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და, თუნდაც, აფხაზეთის დაპყრობას, შემოფარგლულიყო რამდენიმე მკვეთრი განცხადებით და ყველაფერი „ჩვეულ კალაპოტში დაებრუნებინა“. შეიძლება ასეც მოხდეს. გერმანიაში საზოგადოებრივი აზრი განსაკუთრებით წამოეგება ხოლმე ამგვარ პაციფისტურ საცდურს. თუმცა, აქვე სამი ხელისშემშლელი პირობა იჩენს თავს.

მათ შორის პირველი ის თვალსაჩინო ფაქტია, რომ რუსული ტანკების მუხლუხოები საქართველოს ტერიტორიას აუთოებენ. იმ დღეებში, როცა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრიდან 40 წელი გავიდა, ამ ამბავმა სსრკ-ს ბრუტალური პოლიტიკის ყველა მოგონება ამოატივტივა. მეორე - ტანკები საქართველოს სიღრმეში შეიჭრნენ. ეს სერიოზულად უთხრის ძირს რუსულ ვერსიას „სამშვიდობო მისიის“ შესახებ და ძალიან ძნელი გასარჩევია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრისგან. და მესამე - ამჟამად NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ყოფილი სსრკ- სატელიტი ქვეყნები (მათ შორის, ჩეხეთი და სლოვაკეთი), ენერგიულად იბრძვიან რუსეთის აგრესიისგან დაცვისათვის. შაბათს პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივად მოუწოდეს ორივე ამ ორგანიზაციას.

მაგრამ როგორ მოიქცეს დასავლეთი? რუსეთი ამ რეგიონში კოლოსალურ სტრატეგიულ უპირატესობას ფლობს. დასავლელმა დიპლომატებმა დიდი-დიდი მოახერხონ, „ხელახლა გაყინონ“ კონფლიქტი ძველ საზღვრებში (რაც რუსეთს თავისი ანკლავ-კლეპტოკრატიების შენარჩუნების საშუალებას მისცემს) და მოითხოვონ რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული ჯარი შეტევას განაგრძობს, პრობლემის დარეგულირების ასეთი ვარიანტი დიდ მიღწევად მოგვეჩვენება.

სხვა საკითხია, რა უნდა გაკეთდეს შორეულ პერსპექტივაში. თუკი რუსეთი ხელახლა აპირებს სსრკ-დ გადაქცევას, დასავლეთს მოუწევს, პუტინის ნეოიმპერიალიზმისგან დაიცვას ცივი ომის შემდგომ შექმნილი გლობალური სტრუქტურა და პოსტკომუნისტური სახელმწიფოების დამოუკიდებლობა.

საქართველოს ღია დაპყრობა აუცილებლად გამოიწვევდა ახალ ცივ ომს და დასავლეთის მხრიდან ეკონომიკურ სანქციებს. რეგიონულ დონეზე რუსეთისთვისაც წარმოიქმნებოდა რისკი, რადგან კავკასიაში მდგომარეობა არასტაბილურია და რუსული არმია სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული ჩეჩნებსა თუ სხვა ეროვნულ უმცირესობებზე: სწორედ ისინი უზრუნველყოფენ წვევამდელების ნაკადს. გარემოებათა ასეთი თანხვედრა მოსკოვისათვის კატასტროფის ტოლფასია. გაიხსენეთ ავღანეთი.

რუსეთის ნაკლებად მასშტაბური ქმედებებიც კი სერიოზულ, ხაზს ვუსვამ, სერიოზულ პოლიტიკურ საპასუხო ზომებს საჭიროებს. ქართული კრიზისით შეშფოთებული ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები უმალ დათანხმდნენ თავიანთ ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსებას, რასაც ასეთი გააფთრებით ეწინააღმდეგება პუტინი. ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოზე თავდასხმამ კრემლს მხოლოდ უსიამოვნებები მოუტანა. NATO-ში საქართველოს ხელახლა მიწვევა კი გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნის დასჯით, რუსეთმა მას დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისაკენ უბიძგა. იგივე მიწვევით შეიძლება მიემართოს უკრაინასაც, რამდენადაც კიევი რუსეთის საქართველოზე თავდასხმას საკუთრივ უკრაინის შენიღბულ გაფრთხილებად აღიქვამს. დაბოლოს, დასავლეთს შეუძლია რუსეთს სამხრეთ ოსეთისათვის ბევრად დიდი ეკონომიკური საფასური გადაახდევინოს, თუკი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის ჩამორიგებულ პასპორტებს ბათილად გამოაცხადებს (თავის ტერიტორიაზე შესასვლელად) და ვაჭრობის სფეროშიც სხვა სანქციებს დაუწესებს. აი, მაშინ კი, კრემლს გაღატაკებული, არასტაბილური და ამოუპირავი პროვინციის მართვა მოუწევს.

როგორც ჩანს, ფართო ეკონომიკური სანქციების სამომავლოდ გადადება ჯობია. ისინი ბევრად ქმედითია, როგორც მუქარა, ვიდრე, როგორც რეალობა. ამგვარად, დასავლეთმა შეიძლება გააფრთხილოს რუსეთი, რომ თუკი ამ პოლიტიკური ზომების პასუხად იგი ძალას გამოიყენებს, მას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ და, პირველ რიგში, დიდი რვიანიდან გარიცხავენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ძლიერ დამოკიდებულია ენერგომატარებლებით ვაჭრობაზე და ბაზრებზე დასავლეთის კაპიტალდაბანდებები ესაჭიროება, მისი მოსახლეობა კი სწრაფად მცირდება, იგი ასეთ მუქარებს ვერ წაუყრუებს.

რასაკვირველია, რუსეთს თავადაც შეუძლია ეკონომიკური სანქციის დაწესება - გადაკეტავს ენერგომატარებლებს და ევროპა ბნელში აღმოჩნდება. მაგრამ, იქნებ, დროზე გაგვერკვია, რა მოგველის?

თორემ ქართველების გარდა სხვებსაც მოუწევთ, ხმა ააყოლონ მისამღერს:

Show me round your snow peaked mountains way down south Take me to your daddy's farm Let me hear your balalaika's ringing out Come and keep your comrade warm. I'm back in the USSR You don't know how lucky you are boys Back in the USSR

ჯონ ო'სალივანი - Radio Free Europe/Radio Liberty-ს აღმასრულებელი რედაქტორი. სტატიაში გადმოცემულია ავტორის პირადი აზრი.

15 „ფილატელისტები“ ჯობია, არ გააბრაზოთ

▲back to top


ფრაგმენტები სტატიიდან

პაველ ფელგენგაუერი
Новая газета
-ს მიმომხილველი
01.09.2008

ცივი ომის გაჩაღების შემთხვევაში რუსეთი NATO-სთან საბჭოთა კავშირზე ბევრად უფრო მალე დამარცხდება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დიმიტრი მედვედევმა უმალ განუმარტა ყველას, რომ „ჩვენ არ გვაშინებს ცივი ომის პერსპექტივა“; თუ ევროპელი პარტნიორები „დაწყნარდებიან“, ხომ კარგი; „ხოლო თუკი კონფრონტაციულ სცენარს აირჩევენ, რა გაეწყობა - ადრეც გვიცხოვრია ცალ-ცალკე და ახლაც ვიცხოვრებთ“. როგორც ჩანს, დასავლეთიც მზადაა საამისოდ. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, განიხილავენ მოსკოვზე ზეწოლის ვარიანტებს. არც სანქციების დაწესებაა გამორიცხული.

რა თქმა უნდა, ეს რთული ამოცანაა. ნებისმიერი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად ევროკავშირს ყველა მისი წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ამერიკის კონგრესმაც ჯერ კიდევ უნდა განიხილოს და მიიღოს სპეციალური კანონები და შესწორებები, რომ ადეკვატური პასუხი მოამზადოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი პროცესი დაიწყო, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. თუ დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდებიან, რომ საქართველოში რუსეთის ქმედებები „აბსოლუტურად მიუღებელია“ (როგორც განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა), მაშინ ზეწოლა და სანქციები ყველა ფრონტზე შეუქცევადად დაიწყებს ზრდას.

მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ მთელ მსოფლიოს ერთი სული აქვს, ოღონდაც ამერიკას დავუპირისპირდეთ, და რომ საქართველოში შეჭრა, ბოლოს და ბოლოს, ესოდენ მონატრებულ მრავალპოლარულობას დაამყარებს მსოფლიოში. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან პოპულარული სცენარი, რომელიც პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა CNN-ის გაოგნებულ კორესპონდენტს გაუმხილა: თურმე საქართველოში მომხდარი ამბები რესპუბლიკელებმა წამოიწყეს, რომ ჯორჯ ბუშის მემკვიდრედ თავიანთი კაცი მოეყვანათ.

ვშიშობ, ჩვენს მეოცნებეებს არასასიამოვნო გამოფხიზლება ელით. უწინ დაქსაქსული დასავლეთი ახლა საოცრად შეიკრა, ხოლო „საცოდავმა“ NATO-მ, რომელიც დიმიტრი როგოზინმა ცოტა ხნის წინ ფილატელისტების საზოგადოებას შეადარა, უეცრად, შავ ზღვაში მანევრების ჩასატარებლად და საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მრავალნაციონალური ესკადრა გაგზავნა. სხვათა შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს, NATO-ს მასშტაბებით, შედარებით მცირე ესკადრა (მხოლოდ ათამდე ვიმპელი, რაც მათი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო ძალების ორიოდ პროცენტია) რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დღევანდელ ნარჩენებზე ბევრად უფრო ძლიერი გამოდგა.

შეიძლება ჩვენს ხელმძღვანელობას დაავიწყდა, რომ წინა ჯერზე ჩვენმა ქვეყანამ ცივი ომი მძიმედ გადაიტანა - საბჭოთა კავშირი გაკოტრდა და ნაწილებად დაიშალა. მართალია NATO ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში დიდად ეფექტიანი არ გამოდგა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თავიდან რუსეთის (სსრკ-ს) შესაკავებლად შეიქმნა და ახლის არაფრის გამოგონება აღარაა საჭირო. რუსეთის საქართველოში შეჭრამ, ჯარის სწრაფად გაყვანის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე უარის თქმამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივმა ანექსიამ, მედვედევის დაპირებამ, რომ მომავალშიც დაარტყამს ყველას, ვინც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს დაემუქრება - ევროპისთვის ომის საფრთხის აჩრდილი გააცოცხლა. ამგვარად, ძველმა NATO-მ, თვალსა და ხელს შუა, უწინდელი აზრი შეიძინა.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება, დასავლეთის თვალთახედვით, არა მარტო უკანონო, არამედ, ამორალურიცაა. არანაირი აზრი არ აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დამოუკიდებლობის ფიქტობრივ რეფერენდუმებს, რადგან მათში ქართულ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. აფხაზეთში ქართველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, აფხაზები კი - 20 %25-ზე ნაკლებს. ამ პირობებში დამოუკიდებლობის აღიარება 300 ათასი უდანაშაულო ქართველის ძირითადი უფლებების უმაგალითო დარღვევაა. ამგვარად, სისულელეა იმის ვარაუდი, რომ დასავლეთი ადვილად „დაწყნარდება“ და დაშოშმინდება.

დღეს რუსეთის წინააღმდეგ ირაზმებიან მემარცხენეებიცა და მემარჯვენეებიც, რეალისტებიც და იდეალისტებიც, „ძველი“ და „ახალი“ ევროპა, ნეიტრალური სკანდინავია, ამერიკა და იაპონია. მრავალპოლარულ მსოფლიოზე რუსეთის ხელმძღვანელობის ოცნება ამაო გამოდგა. ჩინეთიც, ირანიცა და რუსეთის მოკავშირეებიც ОДКБ-დან თუ СНГ-დან, ჯერჯერობით ჩუმად არიან და უყურებენ, როგორ გამოძვრება მოსკოვი ამ მდგომარეობიდან. კაცმა რომ თქვას, ამ ქვეყნებისთვის შექმნილი ვითარება მომგებიანია, რადგან დასავლეთს მათი ცელქობებისთვის ყურადღების მისაქცევად აღარ ეცლება. გასულ კვირას, დუშანბეში ჩატარებულ შანხაის ორგანიზაციის შეკრებაზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საქმეში რუსეთის ძალისხმევა, თითქოს, მოიწონეს, მაგრამ, ამავდროულად, ოფიციალურად (ჩინეთის მოთხოვნით), საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც დაუჭირეს მხარი - ეს კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების აშკარა დაგმობაა.

მოსკოვის პოლიტიკური იზოლაცია ნელ-ნელა ფაქტად იქცევა. შეერთებულ შტატებსა და ევროპას შეუძლია რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური იზოლირება. ამავდროულად, დასავლეთი სხვადასხვა მიმართულებით შეგვიქმნის ომის საფრთხეებს და ჩვენს უკიდურესად შეზღუდულ რესურსებს საბჭოური ხანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეანიმირების უაზრო მცდელობებში გაგვაფანტვინებს. ამგვარმა სტრატეგიამ საბჭოთა კავშირი დაანგრია. რუსეთის ფედერაციას კი ბევრად უფრო სწრაფად მოუღებს ბოლოს.

შეიძლება შემოიღონ ემბარგო იარაღის მიწოდებაზე, რაც სრულად მოშლის რუსული იარაღის ექსპორტს ინდოეთსა თუ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში და, ამასთანავე, შეუძლებელს გახდის ჩვენსავე გადაიარაღებას. რუსეთი - სსრკ არაა, ჩვენ საფრანგეთში ვყიდულობთ ტელევიზორებს, როგორც ჩვენთვის, ასევე - საექსპორტოდ; შეერთებული შტატები და ევროპა გვაწვდის იარაღს, ელექტრო-კომპონენტებსა და სპეციალურ მასალებს. შეიძლება ხელახლა დაწესდეს რუსეთის ფედერაციაში მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიათა ექსპორტის კონტროლი. შედეგად, ქვეყნის ნებისმიერი მოდერნიზაცია და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი გახდება.

ბუნებრივია, რუსეთს, ისევე, როგორც 80-იანი წლების საბჭოთა კავშირს, გაზის, ნავთობისა და სხვა ნედლეულის გაყიდვის ნებას მისცემენ. სხვა მყიდველის არარსებობის გამო (აღმოსავლეთისკენ მიმავალი ალტერნატიული მილსადენები არ არსებობს), რუსეთიც კარგი მიმწოდებელი იქნება - ფული ხომ დასჭირდება სურსათისა და სხვა აუცილებელი საქონლის იმპორტისთვის. გარდა ამისა, ნედლეულის ექსპორტზე ჩვენი ხელმძღვანელობა პირადად შოულობს ფულს. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არაა, ასე რომ, ნებისმიერ ქვეყანას ადვილად შეეძლება ჩვენი ექსპორტის (რა თქმა უნდა, არა ნედლეულის) უზარმაზარი გადასახადებით მოხრჩობა. დასავლეთთან კონფრონტაცია რუსეთს იმავე დასავლეთის ნავთობ-საგაზო დანამატად დააკონსერვებს.

სანამ ჩვენი ჯარი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იქნება გაჩხერილი, ვერაფერს ვიღონებთ ყირიმში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენს ფლოტს აქტიურად დაბლოკავენ და გამოაძევებენ სევასტოპოლიდან. ხოლო ინგუშეთსა და ჩრდილოეთი კავკასიის სხვა ადგილებში, სადაც აჯანყებულთა ფართოდ განტოტილი იატაკქვეშეთი მოქმედებს, მდგომარეობა დღითი დღე გაუარესდება. საქართველო და დასავლეთი მათ არ ეხმარებოდა, იმდენად, რამდენადაც ეს მოძრაობები ძირითადად, ისლამისტური იყო. ახლა კი, ავღანეთის მსგავსად, შეიძლება ისლამიზმისა და დემოკრატიის მომხრეთა დროებითი ანტირუსული კავშირი შეიქმნას.

ახალი ცივი ომის მსვლელობისას შავი ზღვის აკვატორიასა თუ სხვა ადგილებში დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო ძალების დაპირისპირებაც არ არის გამორიცხული. თუმცა, კონფლიქტის ესკალაციის სურვილი არც ერთ მხარეს არ ექნება. ამის ნაცვლად, დასავლეთი საქართველოს მასირებულ ეკონომიკურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს. კავკასია ისევე, როგორც ოდესღაც ნიკარაგუა, ავღანეთი, ანგოლა და ეთიოპია, ახალი ცივი ომის ბრძოლის ველად გადაიქცევა. საქართველოს არმია, რომელმაც საკადრო ბირთვი შეინარჩუნა, ახალი ტანკებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, რეაქტიული გამანადგურებლებით, ბომბდამშენებითა და სხვა თანამედროვე იარაღით აღიჭურვება. საქართველოში, ბუფერულ ზონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე მომავალ წელს უნდა ველოდოთ მასშტაბური დივერსიულპარტიზანული ომის გაჩაღებას. ამის საპასუხოდ, რუსეთი გარნიზონებს გაზრდის ამიერკავკასიაში და ევრაზიის ამ მიყრუებულ კუთხეში ატეხილ სტრატეგიულად უპერსპექტივო დაპირისპირებას სულ უფრო მეტ ძალებსა თუ სახსრებს მიახარჯავს.

ერთი სიტყვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ საფასური რუსეთის საბოლოო გაღატაკება და გაკოტრება იქნება. მაგრამ უფროსობა ამას, ალბათ, ვერ შეამჩნევს. ისინი არხეინად სხედან სახელმწიფო რეზიდენციებში და ადვილად გადაიტანენ ჩვენს უბედურებებს.

16 ერთი ომის ორი ვერსია

▲back to top


ანდრეი ილარიონოვი
Ежедневный журнал
-ი
2008 წლის 29 აგვისტო

რუსეთ-საქართველოს ომის მთავარმა სტრატეგებმა, ორგანიზატორებმა, ხელმძღვანელებმა და პროპაგანდისტებმა - ვლადიმერ პუტინმა და მიხეილ სააკაშვილმა - ამ კონფლიქტის ორი ვერსია წარმოგვიდგინეს.

მათს (შესაბამისად, მათი ქვეყნებისა თუ საზოგადოებების) მიზნებზე, ჩანაფიქრებზე, გეგმებზე, ბრძოლაზე, მეტოქეობაზე, შეცდომებზე, დამარცხებებსა თუ გამარჯვებებზე (რომლებსაც უკვე თან სდევს ნაციონალური, რეგიონული და გლობალური დანაკარგები და ათასობით ადამიანის ტრაგედია) კიდევ ბევრი რამ ითქმება.

მათი საკუთარი სიტყვები დღეს ახალი ორთაბრძოლის იარაღადაა ქცეული. ორთაბრძოლისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ომთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებებისა და ინტერპრეტაციების ურთიერთდაპირისპირება.

მინდა თქვენი ყურადღება ამ ორთაბრძოლის ზოგიერთ ფორმალურ, მაგრამ არა უშინაარსო მახასიათებლებზე გავამახვილო. დაპირისპირება მიმდინარეობს ორ არაორდინარულ ფიგურას შორის, რომლებიც თავიანთი ძალისხმევის წყალობით, პრინციპულად განსხვავებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემების - დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის - სიმბოლოებად იქცნენ.

1. დასწრება/დაგვიანება

მ. სააკაშვილმა მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია 22 აგვისტოს გაახმოვანა. ვ. პუტინმა - 6 დღის შემდეგ.

2. აუდიტორიის სიდიდე და ხასიათი

მ. სააკაშვილი ეროვნული პარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოვიდა.

ვ. პუტინი - ტელეკომპანია CNN-ის ერთადერთი კორესპონდენტის წინაშე, რომელიც იმ ქვეყანას წარმოადგენდა, უკვე თითქმის ოფიციალურად რომ გამოცხადდა წელში გამართული რუსეთის მტრად. სახელმწიფო სათათბიროსთან ან ფედერაციის საბჭოსთან საუბარი (რომ აღარაფერი ვთქვათ, რიგით მოქალაქეებზე) - როგორც თავად იდეის, ასევე ამ ორგანიზაციების აშკარა უაზრობის გამო - მას თავში არც მოსვლია.

3. მიწოდებული მონაცემების სისრულე, თანმიმდევრულობა და დეტალიზაცია

ყველაფერი (ფორმალური ნიშნებიც კი) იმას მიუთითებს, რომ ქართველი ლიდერი ათმაგი სხვაობითაა წინ.

ყველაზე უფრო საინტერესო ეტაპი - მიწოდებული მონაცემების, ფაქტების, მოვლენების დაწვრილებითი ანალიზი, მათი დაზუსტება და შემოწმება კი მოგვიანებით დაიწყება. რას ფიქრობთ, როგორი იქნება საბოლოო ანგარიში, და ვის სასარგებლოდ?

17 წააგო თუ არა სააკაშვილმა

▲back to top


ბორის სოკოლოვი
„Газетა”, №155
19.08.2008

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები არც ისე ცალსახაა, როგორც ამას ოფიციალური პროპაგანდა გვიხატავს. რუსეთისთვის ამ ომის, ერთი შეხედვით, ელვისებური და წარმატებული დასასრული, ხანგრძლივ პერსპექტივაში, მოსკოვისათვის სამხედრო- პოლიტიკურ და დიპლომატიურ მარცხს უფრო მოასწავებს. რასაკვირველია, უფრო ადვილია, ირწმუნო ვერსია, თითქოს საქართველოს დამთხვეულმა, უტიფარმა და არაადეკვატურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ერთი ხელის მოსმით გადაეჭრა სამხრეთ ოსეთის პრობლემა. სააკაშვილი, ალბათ, იმედოვნებდა - მოსკოვი არ გარისკავს ოლიმპიური ზავის დარღვევას და მხოლოდ მრისხანე რიტორიკას დასჯერდებაო. მაინც, სად ჰქონდათ ჭკუა ქართველებს, „ვარდების რევოლუციაში“ ასეთ სულელს რომ მიანდეს ლიდერობა? ან, საერთოდ, როგორ მოახერხა ამ ბრიყვმა ოთხ წელიწადს ქვეყნის სათავეში დარჩენა?

ვერსია

სინამდვილეში, რომ არა ცხინვალზე ქართველების შეტევა, მოსკოვი სხვა საბაბსაც იოლად იპოვიდა. უფრო სავარაუდოა, რომ ასეთ საბაბად იქცეოდა აფხაზური ფორმირებების მიერ კოდორის ხეობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. ამაზე ქართველები აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას. რუსეთი კი საქართველოს უსაფრთხოების ზონაში აკრძალული შეიარაღებისა და სამხედრო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულებდა, და სამშვიდობოების დასახმარებლად უმალვე 58- არმიის ნაწილებს გადმოისროდა თბილისზე შეტევის განსახორციელებლად.

ზღვაზე კი შავი ზღვის ფლოტის ქვეითთა დესანტს გადმოსხამდა. ოპერაციის დასრულება სავარაუდოდ ერთ დღე-ღამეში იყო დაგეგმილი. ქართული ჯარები უიმედოდ ჩარჩებოდნენ სამხრეთ ოსეთის მთებსა და აფხაზეთის საზღვრებთან. ამ დროისათვის რუსეთის ტანკები უკვე თბილისში იქნებოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ საქართველოს დედაქალაქში შემოსული სამხედროები ოს და აფხაზ მოლაშქრეებად გაესაღებინათ.

სააკაშვილს დაამხობდნენ, პრეზიდენტად კი პრორუსულად განწყობილ ერთადერთ ქართველ პოლიტიკოსს, იგორ გიორგაძეს, გამოაცხადებდნენ (შემთხვევითი ხომ არაა, ახლა რომ გიორგაძე აფხაზეთშია). ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროკავშირი რეაგირებას ვერ მოასწრებდნენ და საქართველოს ოკუპაციისა და ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლების მოსვლის ფაქტის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. „ვარდების რევოლუციის“ გამო სამაგიეროც მიეზღვებოდათ.

მტკიცებულებები

რუსეთის ჯარები რომ თავდაპირველად აფხაზეთში შეჭრას გეგმავდნენ, ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთში ბრძოლების დაწყების პირველივე დღეს რუს სამხედროებს ხელში ჩაუვარდათ მითიური ქართული რუკა, რომელსაც თან აფხაზეთზე თავდასხმის გეგმა ერთვოდა. საქმე ისაა, რომ ამ რუკაზე ყველა ჩანაწერი რატომღაც რუსულად იყო გაკეთებული. ეს არცაა გასაკვირი, რუსეთის გენშტაბში ხომ ქართული არ იციან, ამ ნაყალბევის დასამუშავებლად კი ეთნიკური ქართველების მოწვევა ინფორმაციის გაჟონვის შესაძლო საფრთხის გამო სარისკო იყო. უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, სამხრეთ ოსეთში ცხინვალის აღების ქართული გეგმა აღმოეჩინათ? მაგრამ რადგანაც აფხაზეთიდან აპირებდნენ დაწყებას, გენშტაბში იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის რუკა უნდა მოემზადებინათ.

სააკაშვილის ქმედება კი დაწვრილებითი განხილვისას არა მხოლოდ სავსებით რაციონალური, არამედ მისი გადარჩენისათვის აუცილებელი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. რუსეთი რომ საქართველოში შეიჭრებოდა, სააკაშვილსა და მის მრჩეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ. ამაზე მეტყველებდა აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობის დასრულება, სამშვიდობოების კონტინგენტის გაძლიერება, წვრთნების საბაბით საქართველოს საზღვრების ახლოს რუსეთის ელიტური სამხედრო ნაწილების თავმოყრა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან პროვოკაციული სროლების გახშირება. განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო ბრძოლის დასაწყებად აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი იყო. როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის უკანასკნელი ბიძგი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ომის დაწყება ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი. თბილისში უთუოდ იფიქრეს, რუსეთი ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაგვესხმება თავს, სანამ დასავლეთის ოლიმპიური ვნებებით გაბრუებული ლიდერები გონს მოსვლას და რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას მოასწრებენო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, დაესწრო პოტენციური მეტოქისათვის და ომის დაწყება ზუსტად ოლიმპიადის გახსნას დაამთხვია. ამ დროს რუსეთის პრემიერი ჩინეთში იმყოფებოდა, პრეზიდენტი კი ვოლგაზე ისვენებდა. ყოველივე ამის გამო, რუსეთის ჯარი იძულებული შეიქნა საქართველოში შეჭრილიყო, და ორი დღე ებრძოლა ქართველებისთვის ცხინვალის წასართმევად.

ქართულ ჯარს სამხრეთელი ოსების ლაშქრის განადგურება (ჯერ კიდევ არაა ცნობილი ოსების დანაკარგების ოდენობა) ქართველებს შეიძლება „პრესტიჟის გოლად“ ჩაეთვალოთ. სააკაშვილსა და ქართული ჯარის ხელმძღვანელობას საბოლოო გამარჯვების მოპოვების ილუზია, რა თქმა უნდა, არ ჰქონია. მართალია, საბრძოლო მოქმედებები ორიოდ დღეს გაგრძელდა, მაგრამ რუსული მხარის დანაკარგები სულაც არ აღმოჩნდა მცირე. ოფიციალური (და სავარაუდოდ, არასრული) მონაცემებით, რუსეთის არმიამ 264 მოსამსახურე დაკარგა (74 მოკლული, 171 დაჭრილი და 19 უგზო-უკვლოდ დაკარგული). მძიმედ დაიჭრა 58-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი. ქართველებმა გაანადგურეს რუსეთის, სულ მცირე, 4 თვითმფრინავი, მათ შორის, ბომბდამშენი Ту-22 . შავი ზღვის ფლოტის გემებმა კი ქართველების სარაკეტო კატერი ჩაძირეს, მაგრამ თვითონაც გვარიანი ზიანი მიადგათ.

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ქართულმა ჯარმა, აშკარად წინასწარგანზრახული გეგმის მიხედვით, უკან დაიხია თბილისის მისადგომებისკენ, ისე, რომ ტყვეების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, დანაკარგი არ ჰქონია (ტელევიზიით ცხინვალში აყვანილი მხოლოდ ორი სამხედრო ტყვე გვიჩვენეს). სწრაფი უკანდახევის გამო, ქართველებს შეიარაღებისა და ტექნიკის დიდი ნაწილის დატოვება მოუხდათ, თუმცა, როგორც ჩანს, თბილისის დასაცავად რაღაც მაინც დაიტოვეს. ქართველებმა არ გარისკეს საკუთარი ქალაქების დაცვა, რომ თვალსაჩინო უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეს ნაწილ-ნაწილ არ გაენადგურებინა ისინი.

ამაყობთ თქვენი ქვეყნით?

იგორ გუბერმანი, პოეტი.

ვერ ვხედავ სიამაყის მიზეზს, რუსები ხომ საქართველოს ქალაქებს ბომბავდნენ. ჩემი აზრით, ეს ლოკალური უგუნურების მორიგი აფეთქებაა. როგორც ჩანს, ისევ პუტინი და არა მედვედევი მართავს სიტუაციას. პრინციპში, იქნებ, არც კი ვიცი, სინამდვილეში რა ხდება, რადგან ისრაელში ვარ.

ვალენტინა მელნიკოვა,

ჯარისკაცთა დედების კომიტეტთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი.

არა. ჯერ ერთი, 1992 წლიდან ბუზები არ უნდა გვეთვალა. ელცინიცა და პუტინიც ჩეჩნეთის ომით იყვნენ დაკავებული და თავს იკატუნებდნენ, თითქოს ოსეთის პრობლემა არ არსებულიყო. და მეორე, ჩვენი სამშვიდობოები არ იყვნენ დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენი შიდა დაზვერვა ცუდად მუშაობს.

ჟურნალი „Власть“, 32(785) 18.08.2008

მსხვერპლი

არსებული ვითარების რუსულმა ვერსიამ დასავლეთი ვერ დაარწმუნა. კონფლიქტის დაწყებისთანავე ცხინვალის 2000 მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ გაკეთებული განცხადება, რომელსაც ოსების გენოციდის თეზისი უნდა გაემყარებინა, აშკარად ფანტასტიკური იყო: აბა, ვინ მოახერხებდა გარდაცვლილების დათვლას სულ რამდენიმე საათში? ქალაქში რომ ამდენი დახოცილი ყოფილიყო, მეორე დღეს ცხინვალში ყველას რესპირატორებით უნდა ევლო. მაგრამ არაფერი მსგავსი ჩვენთვის არ უჩვენებიათ. ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა კი 44 დაღუპული დათვალეს. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ ოსეთში ათობით (მაგრამ არა ასობით და ათასობით) ადამიანია გარდაცვლილი. რუსების მიერ წარმოებული სროლებისა და დაბომბვების შედეგად დაღუპული 180 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ ცნობები კი, როგორც ჩანს, სიმართლესთან ახლოსაა. არც ისე დაუჯერებლად ჟღერს სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ცხინვალი რუსულმა მოიერიშეებმა დაანგრიეს. საეჭვოა, საქართველო ამხელა რისკზე წასულიყო და ცხინვალის დასაბომბად გაეგზავნა მის ხელთ არსებული ათიოდე თვითმფრინავი, რომლებიც რუსულ ავიაციას ლუკმადაც არ ეყოფოდა. მაგრამ ცხინვალს რომ თვითმფრინავები ბომბავდნენ, ფაქტია, რუსულმა ტელეარხებმა ამის შესახებ პირველივე საათებში გვამცნეს. როგორც ჩანს, თვითმფრინავები მართლაც დაფრინავდნენ ცხინვალის თავზე და ქართულ ჯარებს ბომბავდნენ.

დანაკარგები და მიღწევები

რა მოიგო და რა წააგო სააკაშვილმა? დაკარგა კოდორის ხეობა, ქართული ანკლავები სამხრეთ ოსეთში და იმის იმედი, რომ უახლოეს ხანში შეძლებს ორი მეამბოხე ავტონომიის გაკონტროლებას. მიაღწია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციას, უცხოელი დამკვირვებლების გამოგზავნას და მომავალში, იქნებ, სამშვიდობოების ჩამოყვანაც მოახერხოს. და, რაც ყველაზე მთავარია, სააკაშვილმა ფაქტობრივად მოიპოვა ევროპელებისა და ამერიკელების გარანტიები, რომ მას რუსეთი ვერ დაამხობს.

რა მიიღო და რა დაკარგა რუსეთმა? პრორუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს კოდორის ხეობაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა ჩაატარეს. აღარ არსებობს ამ რესპუბლიკებში საქართველოს შეჭრის საშიშროება. აი, ყველა პლუსი. მინუსი გაცილებით მეტია. 1991 წლის შემდეგ რუსეთი პირველად დადგა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე. მისმა მოქმედებამ დასავლელ პარტნიორებს ძალიან მოაგონა 1938-1939 წლებში გერმანიის და 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირის ქცევა. საეჭვოა, ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მეთაურებს მიუნხენი გაემეორებინათ. სამხრეთ ოსეთისა და ჩეხეთის სუდეტების მსგავსებაზე ხომ უკვე მთელი მსოფლიო პრესა ლაპარაკობს. შეერთებულ შტატებში კი, რომლის ხელისუფლებაც ცალსახად საქართველოს მხარეს დადგა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მიზანმიმართული ანტირუსული პოზიციის მქონე ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი. ამ დღეებში შვიდ წამყვან სამრეწველო ქვეყანას შორის გამართულ ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებულ კონსულტაციებს რუსეთი არ დაასწრეს. 19 აგვისტოს NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მისი გარიცხვის საკითხი უნდა განიხილონ.

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მოსკოვმა, როგორც ჩანს, დაკარგა მთავარი მოკავშირე ევროპაში - გერმანია. გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მიუხედავად, კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საქართველოს დაუჭირა მხარი და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სასწრაფოდ გაყვანა მოითხოვა. არა მგონია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გარისკოს და უპირობოდ გაამართლოს საქართველოში რუსეთის ქმედებები. იგი უკვე ემუქრება რუსეთს სერიოზული შედეგებით, თუკი საქართველოდან ჯარების გაყვანას დააყოვნებს. მოგვიწევს, დავივიწყოთ ლიბერალების ასე ნაოცნებარი „მედვედევის დათბობა“. დასავლეთს კი, ჩანს, სერიოზულად აშფოთებს არც ისე დიდი ხნის წინათ დაჩოქილი რუსეთის წელში გამართვა.

საქართველოდან რუსების რაც შეიძლება მალე გასვლის ყველაზე საიმედო საშუალება იქ ამერიკული არმიის რამდენიმე ბრიგადის გაგზავნაა. მაგრამ ამერიკელები, ჯერჯერობით, არ ჩქარობენ. ალბათ, პრეზიდენტი ბუში იმედოვნებს, რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გარეშეც აიძულებს რუსებს საქართველოს ტერიტორიიდან წასვლას. თბილისში პრორუსული ხელისუფლების მოსვლა კი სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. დაბოლოს, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში შესვლის შანსები ასეთი დიდი არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, ბრიუსელში იჩქარებენ ალიანსში თბილისისა და კიევის მიღებას, რომ თავიდან აიცილონ რუსეთის მორიგი „მშვიდობისაკენ იძულება“ სადმე ყირიმში, დნესტრისპირეთსა თუ აჭარაში.

18 ენერგეტიკა

▲back to top


0x01 graphic

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის იარაღი

ავტორი: ზურაბ ლილუაშვილი

ESM-თბილისი
მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელი

1956 წელს მოსკოვმა არმიითა და ტანკებით ჩაახშო უნგრელი ხალხის აჯანყება თავისუფლებისათვის. ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბუდაპეშტში აჯანყებაში დაღუპულთა მემორიალის გახსნისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის სიტყვაში აღნიშნა: „მსხვერპლი, რომელიც უნგრელმა ხალხმა გაიღო, სტიმულს აძლევს ყველას, ვისაც თავისუფლება უყვარს. ამერიკა ყოველთვის დადგება თავისუფლების მოყვარე ხალხების გვერდით“. ეს იყო მესიჯი კრემლისათვის. მაშინ ბატონი ბუში ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის შემდეგ იმავე ჯურის ოკუპანტები საქართველოში შეიჭრებოდნენ და კვლავ მოახდენდნენ მრავალწლიანი საბჭოთა ტირანიისგან გათავისუფლებული ქვეყნის ანექსიას. რუსი ოკუპანტებისგან საქართველოს დასაცავად ხმა აიმაღლეს არამარტო ამერიკამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ.

უკანასკნელ წლებში რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასების ზრდასთან ერთად იზრდებოდა. ამ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება არალოგიკურად მოგეჩვენებოდათ, თუ არ გაითვალისწინებდით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე აგრესიულ გეოპოლოტიკურ თამაშს, რომელიც, თავისი შედეგებიდან გამომდინარე, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე ცივი ომი იყო.

ბრძოლა ამ ქვეყნებს შორის, რომელიც ნავთობისა და გაზის მილსადენებისათვის მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაში შევიდა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მთლიანად დაიპყროს ევროპის ენერგეტიკული ბაზარი და გააძლიეროს ამ ქვეყნებზე როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური გავლენა. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებს ენერგომატარებლების ახალი არხების შექმნაში, რათა არ დაუშვას რუსეთის მონოპოლია ევროპაში. თუმცა, როგორც ამ დარგის ანალიტიკოსები ამბობენ, „რუსეთი გაცილებით სწრაფად იდგამს ფესვებს დასავლეთის ეკონომიკაში, ვიდრე დასავლეთი ისწრაფვის ენერგიის ალტერნატიული არხების მოსაძიებლად“.

დასავლეთში ენერგეტიკულ ექსპანსიას რუსეთი „გაზპრომის“ საშუალებით ახორციელებს. ეს ნახევრად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანია-გიგანტი, რომლის აქციების საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციასაც ასრულებს.

„გაზპრომი“ მიხეილ გორბაჩოვის მიერ გატარებული რეფორმების პერიოდში შეიქმნა. იგი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნავთობისა და გაზის კომპანია იყო, რომლის ძირითად ფუნქციებს ბუნებრივი აირის წარმოება, დისტრიბუცია და გაყიდვები წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპანიის აქტივების დიდი ნაწილი, მილსადენების ქსელის ერთი მესამედი და კომპრესორების ერთი მეოთხედი უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 1992 წელს კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა და უკვე 1997 წელს მისი აქციების გაყიდვა ლონდონის ბირჟაზე დაიწყეს.

ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ „გაზპრომის“ გეოგრაფიული დივერსიფიკაცია საგრძნობლად გაიზარდა. 2005 წელს შემუშავებული იქნა $5 მილიარდიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1200 კმ სიგრძის მილსადენის გაყვანას ბალტიის ზღვის ქვეშ. „ბალტიკის ხაზის“ სახელით ცნობილი მილსადენის დამთავრება 2010 წლისათვისაა ნავარაუდევი და იგი ერთმანეთთან რუსულ და გერმანულ პორტებს დააკავშირებს. ბალტიის მილსადენი საგრძნობლად შეამცირებს ევროპასთან დამაკავშირებელი, დღეს ფუნქციონირებადი „ცისფერი აირის ნაკადის“ მილსადენის მნიშვნელობას და სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს უკრაინას, პოლონეთსა და ბელარუსს.

ბოლო წლებში რუსეთის ენერგეტიკული ექსპანსია გასცდა ევროპის საზღვრებს. 2006 წლის თებერვალში, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრისას, თეირანში ამ ქვეყნებს შორის გაზის ალიანსის შექმნა გადაწყდა. ალიანსის მთავარ მიზნად დასახულ იქნა გაზის ფასების სტაბილიზაცია და ჩინეთში, გლობალურად მეორე უდიდეს ენერგეტიკულ ბაზარზე, რუსეთისათვის დახმარება. თეირანმა რუსეთს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო იმ მილსადენის მშენებლობაში, რომელიც ირანს, პაკისტანს, ინდოეთსა და ჩინეთს დააკავშირებდა. ვლადიმერ პუტინისა და ვენესუელის ანტი-ამერიკულად განწყობილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ „გაზპრომი“ მონაწილეობას მიიღებდა ვენესუელასა და არგენტინას შორის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობაში. სანაცვლოდ, ვენესუელა თავისი ნავთობისა და გაზის ექსპორტის 87%25-ს რუსეთის საშუალებით განახორციელებდა.

ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკა ამ ქვეყნებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებისკენაა მიმართული, რაც სერიოზული შეშფოთების საგანი ხდება. მაგალითად, ბალტიის მილსადენის მშენებლობამ, რომლის 51%25 „გაზპრომს“ ეკუთვნის, ხოლო დანარჩენ 49%25-ს თანაბრად ინაწილებენ კომპანია BBASF-ი და E.ON. Ruhrgas-ი, უკმაყოფილება გამოიწვია გერმანიაში, „გაზპრომის“ ძირითად ბაზარზე. ამ კონსორციუმის თავმჯდომარედ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის დანიშვნამ რიგითი გერმანელები გააღიზიანა და ეს ფაქტი მითქმა-მოთქმის საბაბი გახადა.

ახალი მილსადენის მშენებლობამ გლობალური ენერგეტიკული სცენარიდან ამოაგდო პოლონეთი, უკრაინა და ბელარუსი. ადრე „გაზპრომს“ სურვილი ჰქონდა, უკრაინის მილსადენი გაეკონტროლებინა. მაგრამ უკრაინის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან უკრაინას ჯერ გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო შემდეგ კი გაუძვირა იგი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რუსეთს უნდოდა მისი უპირატესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის ეჩვენებინა. საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არჩევნების შედეგად პროდასავლური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსეთმა უარი განაცხადა მათთვის გაზი სუბსიდირებული ფასით მიეწოდებინა.

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ ახალი მილსადენის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მათი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მათ გააკრიტიკეს გერმანია იმისათვის, რომ მან ხელი მოაწერა გარიგებას რუსეთთან ისე, რომ არ გაითვალისწინა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინტერესები.

0x01 graphic

ნავთობისა და გაზის დარგის ექსპერტები ბალტიის ხაზის პროექტს ეკონომიკურად აბსურდულად და პრაქტიკულად განუხორციელებლად მიიჩნევენ. ამასთან, დიდია ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პროექტი მინიმუმ 12 მილიარდი ევრო დაჯდება. ბალტიის მილსადენის მშენებლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც აკრიტიკებენ. ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, ანდრის პიბალგსმა, შეშფოთება გამოხატა ამ პროექტთან დაკავშირებით და უსაყვედურა გერმანიას იმის გამო, რომ მათ რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამდე კონსულტაციები არ გაიარეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.

ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე და რუსეთის როლის ზრდა ვაშინგტონსაც აღელვებს. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ენერგეტიკული ექსპანსია სერიოზულ გავლენას მოახდენს ევრაზიის კონტინენტის პოლიტიკურ რეალობაზე. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოიზიდოს თავის კონსორციუმში. მაგალითად, 2006 წლის ივნისში უნგრეთის მთავრობამ ხელი მოაეწერა შეთანხმებას „გაზპრომთან“ „ცისფერი აირის ნაკადის“ მილსადენის გაგრძელებაზე. უნგრეთის მიერთებამ რუსულ კონსორციუმთან პრობლემა შეუქმნა „ნაბუკოს“ მილსადენის პროექტს, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობდა და კასპიის ზღვის ქვეყნებს აკავშირებდა ცენტრალურ ევროპასთან თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის გავლით. ძნელი იქნება „ნაბუკოს“ მსგავსი ალტერნატიული პროექტების წარმატებით განხორციელება, თუ „გაზპრომი“ თავის კონსორციუმში რაც შეიძლება მეტ ქვეყანას გააერთიანებს. გაფართოება ასევე დაეხმარება რუსეთს, გააკონტროლოს კასპიის ზღვის ქვეყნები (ყაზახეთი და თურქმენეთი), რათა მათ არ დაიწყონ ახალი მილსადენების ძებნა ევროპის ბაზარზე გასასვლელად. ასეთი პოლიტიკის საშუალებით „გაზპრომი“ თურქმენეთისაგან ათას კუბურ მეტრ თხევად აირს 50 დოლარად ყიდულობდა და ევროპაში ხუთჯერ ძვირად ყიდდა.

ერთდადერთი მილსადენი, რომელსაც რუსეთმა, დიდი სურვილის მიუხედავად, თავისი ტორი ჯერ კიდევ ვერ დაადო, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მიერ ოპერირებადი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია. საქართველოზე თავდასხმის დროს რუსებმა 50 ბომბი ჩამოაგდეს მილსადენიდან 50 მეტრის დაშორებით. „რუსებს მიზანში ჰქონდათ ამოღებული მილსადენი, იმიტომ, რომ აქ სხვა დასაბომბი არაფერია“, - განუცხადა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს ადგილობრივმა ქართველმა პოლიციელმა. ალბათ, ეს დაბომბვა უფრო მეტად გაფრთხილება იყო დასავლეთისათვის, თორემ, რუსებს რომ დასჭირვებოდათ, მიზანშიც კარგად მოარტყამდნენ.

ნავთობის გლობალურ ანალიტიკოსებს Merry Lynch-იდან, McKinsey-დან და KPMG-დან მიაჩნიათ, რომ 2008-2010 წლები გადამწყვეტი იქნება „გაზპრომისათვის“. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ამ პერიოდში მიიღებენ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს „გაზპრომისა“ და რუსეთის როლს გლობალური ენერგეტიკის ბაზარზე მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში. იმისათვის, რომ კომპანიამ გაზზე მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, მას ესაჭიროება გაზის ახალი რეზერვების მოძიება, რაც სერიოზულ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მარტო იამალის გაზის საბადოების ასათვისებლად $70 მილიარდამდეა საჭირო.

ახალი რეზერვების ათვისებასთან ერთად კომპანიას ესაჭიროება გაზის ტრანსპორტირების ახალი სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც გაზი საერთაშორისო ბაზრებს უნდა მიეწოდოს. იამალ-ევროპის და ბალტიის მილსადენის მშენებლობა მიუთითებს იმაზე, რომ „გაზპრომის“ ძირითადი ბაზარი აღმოსავლეთ ევროპიდან ჩრდილო-დასავლეთი ევროპისკენ და ბალტიის ზღვის რეგიონისკენ გადაინაცვლებს.

რუსეთის ენერგეტიკულ ექსპანსიას დიდი მომავალი არ ექნება სოლიდური ინვესტიციების გარეშე. ასეთი ფულადი სახსრები კი მას არ გააჩნია. ინვესტიციების მოსაზიდად იგი დასავლეთისაკენ იყურება.

დაბოლოს, გავიხსენოთ პროლეტერიატის ბელადის ლენინის „გენიალური“ იდეა: „კაპიტალისტებს მათ მიერ მოყიდულ თოკზე ჩამოვახრჩობთ“. ეს იდეა ყურადსაღები უნდა გახდეს ჩვენი დასავლური პარტნიორებისათვის.

19 პუტინი და „გაზპრომი“

▲back to top


ვლადიმერ მილოვისა და ბორის ნემცოვის არასამთავრობო მოხსენება

ნაწილი I

Новая газета № 63
28.08.2008

როგორ იქცა საპრეზიდენტო ძალაუფლების ატრიბუტად ბირთვული ჩემოდნის ნაცვლად გაზის ვენტილი

2008 წლის თებერვალში ჩვენ გამოვაქვეყნეთ საექსპერტო მოხსენება „პუტინი. შედეგები“, რომელშიც საკუთარი ხედვა წარმოვადგინეთ რუსეთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტის მოღვაწეობისა და პოლიტიკური მემკვიდრეობის შედეგებთან დაკავშირებით. მოხსენებაში არცთუ სახარბიელოდ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სამართლიანად (ციფრებსა და ფაქტებზე დაყრდნობით) შევაფასეთ ვლადიმერ პუტინის მუშაობის შედეგები, რომლებიც რუსეთის რიგითი მოქალაქეებისაგან ოფიციალური პროპაგანდის მიღმაა მიჩქმალული. ეს ეხება ეკონომიკას, არმიას, საპენსიო სისტემას, განათლებას, ჯანდაცვას, საგზაო ინფრასტუქტურასა და სხვა სფეროებს.

თუმცა, ბევრმა, ვინც ამ მოხსენებას გაეცნო, სამართლიანად შენიშნა, რომ ერთი პრობლემა ჩვენ საკმაოდ ზედაპირულად გვაქვს განხილული. ესაა - რუსეთის ენერგეტიკისა და ქვეყნის უმთავრესი ენერგეტიკული კომპანიის - „გაზპრომის“ საკითხი.

ეს შემთხვევით არ მომხდარა. ჩვენი აზრით, „გაზპრომის“ ირგვლივ არსებული სიტუაცია ცალკე საუბრის თემაა, რომელიც ერთ-ორ აბზაცში ვერაფრით ჩაეტეოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „გაზპრომსა“ და იმას, რაც ამ კომპანიაში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მეორე, იმიტომ, რომ „გაზპრომის“ პრობლემას ყურმოკვრით არ ვიცნობთ - ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში, როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მასთან პირდაპირი და უშუალო შეხება გვქონდა.

და, მესამე - „გაზპრომი“ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ, პირად პროექტად გადაიქცა. თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან იგი უშუალოდ მეურვეობდა ამ კომპანიას, მის საკვანძო თანამდებობებზე თავის უახლოეს ადამიანებს ნიშნავდა და გულდასმით ეცნობოდა მის საქმიანობას. „გაზპრომი“ ერთი იმ მცირერიცხოვან პროექტთაგანია, რომელზე პასუხისმგებლადაც პირადად ვლადიმერ პუტინი უნდა ჩაითვალოს და რის მიხედვითაც მის საქმიანობაზე რეალურად მსჯელობა შეიძლება.

ამ ნაშრომში ჩვენ განვავრცობთ ანალიზს, რომელიც წამოვიწყეთ მოხსენებაში - „პუტინი. შედეგები“, და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში „გაზპრომში“. თუკი ყოველივე ამის შესახებ სიმართლის გაგება გსურთ, თქვენ წინაშეა მოხსენება „პუტინი და „გაზპრომი“.

გაზპრომი“ - პუტინის მთავარი პირადი პროექტი

„გაზპრომის“ მოვლენა რუსულ პოლიტიკურ და საქმიან ცხოვრებაში - უნიკალურია. 2007 წელს მისმა მოგებამ 93 მლრდ. დოლარი, ანუ რუსეთის საერთო შიდა პროდუქტის 7%25 შეადგინა. ეს 2.5-ჯერ აღემატება თავდაცვის ხარჯებს. „გაზპრომი“ სამრეწველო წარმოების მოცულობის დაახლოებით 12%25-ს, ხოლო რუსეთის ექსპორტის ღირებულებით სტრუქტურაში 16%25-ს უზრუნველყოფს. „გაზპრომზე“ მოდის პირველადი ენერგომატარებლების წარმოების, დაახლოებით, 43%25 და ამდენივეა მისი წილი რუსეთის ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაშიც. „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მიწოდება ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%25-ს უზრუნველყოფს. თავისი არსით, კომპანია რუსეთის ეკონომიკის ენერგეტიკული ბირთვია; და მის ეფექტიან და საიმედო მუშაობაზე ბევრადაა დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა და პერსპექტივები.

„გაზპრომი“ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზეც საკვანძო როლს თამაშობს. კომპანიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობა ენერგორესურსების მსოფლიო წარმოების 5%25-ს და მსოფლიოს ნავთობისა და გაზის წარმოების 8.3%25-ს შეადგენს. „გაზპრომის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირი ევროკავშირის გაზის იმპორტის 50%25-ზე მეტია.

ძნელია მეორე ასეთი მასშტაბისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის მქონე კომპანიის პოვნა. ევგენი იასინმა შემთხვევით კი არ უწოდა მას „ხელისუფლების საფულე“: ფინანსური რესურსების კონცენტრირების ხარისხისა და ამ რესურსების სხვადასხვა მიზნებისთვის სწრაფად მობილიზების შესაძლებლობების მიხედვით, „გაზპრომს“ ბადალი არ ჰყავს.

90-იან წლებში ხელისუფლება ამ რესურსებს პერიოდულად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდა. მაგალითად, როცა 1997 წელს ხელისუფლება პენსიების გადახდის პრობლემის წინაშე დადგა, პრეზიდენტმა ელცინმა „გაზპრომს“ საპენსიო ფონდის წინაშე არსებული დავალიანების ნაწილის (2 მლრდ. დოლარის) დაუყოვნებლივ დაფარვა დაავალა.

პრეზიდენტ პუტინის მმართველობის წლებში „გაზპრომის“ რესურსები სრულიად განსხვავებული მიზნით გამოიყენებოდა. მოცემულ ბროშურაში სწორედ ამაზე ვაპირებთ საუბარს.

„გაზპრომი“ პრეზიდენტ პუტინის უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცა. ამ კომპანიას მან თვალი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე დაადგა. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას აშკარა იყო, რომ ენერგეტიკის თემა და „გაზპრომი“ მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური ელემენტებია. 2000 წლის ივნისში, პუტინის ინაუგურაციიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, პუტინმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ოპერატიულად ჩამოაცილა ვიქტორ ჩერნომირდინი და მის ნაცვლად თავისი უახლოესი თანამებრძოლი დიმიტრი მედვედევი დანიშნა. 2001 წელს კი რემ ვიახირევი, რომელიც კომპანიას დაარსების დღიდან (1992 წლიდან) ხელმძღვანელობდა, ალექსეი მილერით შეცვალა.

„კომპანია „გაზპრომი“ უბრალო სააქციო საზოგადოება არაა. ქვეყნის მთელი ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად, გაზის მრეწველობის დარგს ეფუძნება“ - პუტინის ეს სიტყვები, რომლებიც მან ვიახირევის მოხსნასა და მილერის დანიშვნასთან დაკავშირებულ თათბირზე წარმოთქვა, თვალნათლივ გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას ამ კომპანიის მიმართ.

„გაზპრომი“ პირველი ბიზნეს-სტრუქტურა იყო, რომელშიც პუტინმა გეგმაზომიერად დაიწყო სახელმძღვანელო სიმაღლეების დაპყრობა, მენეჯერთა ძველი გუნდის წარმომადგენელთა განდევნა და საკვანძო თანამდებობებზე თავისი ხალხის დანიშვნა. „გაზპრომის“ უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობები სწრაფად შეივსო პუტინის პეტერბურგის ადმინისტრაციაში მუშაობისდროინდელი ძველი ნაცნობებით. დღესდღეობით, კომპანიის მმართველობის 18 წევრიდან 11 90-იან წლებში ან სანკტ-პეტერბურგის ადმინისტრაციაში, ან სააქციო საზოგადოება „Морской порт Санкт-Петербург“-ში, ან პეტერბურგის სხვა რომელიმე კომერციულ სტრუქტურაში, ანდა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში მუშაობდა.

მსგავსი პრაქტიკა უმსხვილესი გლობალური ენერგეტიკული კომპანიებისთვის უჩვეულოა. როგორც წესი, წამყვან პოზიციებს იქ იკავებენ პროფესიონალები, რომლებსაც სხვადასხვა მსხვილ ენერგეტიკულ კორპორაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ყოფილ წვრილფეხა რეგიონულ ჩინოვნიკებს, პორტისა და სამშენებლო კომპანიების მუშაკებს წამყვანი ნავთობ-საგაზო კორპორაციების ტოპ-მენეჯერთა თანამდებობებზე (თანაც ასეთი რაოდენობით) არ ნიშნავენ.

მაგრამ პუტინისთვის „გაზპრომში“ საკადრო ცვლილებების განხორციელებისას (რომლებსაც, უდავოდ, პირადად ხელმძღვანელობდა) მთავარი პროფესიონალიზმი კი არა, თავისი კლანისადმი („პიტერელთა კლანისადმი“) კუთვნილება იყო.

საქმე მხოლოდ კომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას არ ეხება: პუტინი თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს „გაზპრომის“ ფუნქციონირების მიმდინარე პრობლემების მოგვარებას უთმობდა. მისი საერთაშორისო შეხვედრებისა და საზღვარგარეთული ვიზიტების დღის წესრიგის უდიდესი ნაწილი „გაზპრომის“ სხვადასხვა პროექტის ლობირებასთან იყო დაკავშირებული.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გაზის მრეწველობის რეგულირებისა და განვითარების საკითხების განხილვისას, პუტინი გულმოდგინედ იცავდა „გაზპრომის“ ინტერესებს. როცა 2002-2003 წლებში მიხეილ კასიანოვის კაბინეტმა სამთავრობო სხდომების დღის წესრიგში გაზის მრეწველობის რეფორმირებისა და გაზის მოპოვების სექტორის კონკურენციისთვის გახსნის საკითხის ჩართვა სცადა, ამ თემის განხილვა კრემლის ჩარევით არაერთხელ გადაიდო. როცა ბოლო დროს, „გაზპრომის“ მიერ ბიუჯეტში შეტანილი მიუღებლად დაბალი გადასახადების გამო, კომპანიის მიმართ პრეტენზიებმა იმატა (მათ შორის მთავრობის ჩინოვნიკთა მხრიდანაც), გადასახადების მომატებისგან კორპორაცია პუტინმა იხსნა - მთავრობამ გადაწყვიტა არ გაეზარდა გადასახადები და ამ საკითხს 2010 წლამდე არ მიბრუნებოდა.

პუტინის კურთხევით მთავრობამ ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეთათვის გაზზე ფასების მკვეთრი მომატებისა და ევროპული ფასების პარიტეტულ დონეზე გაზრდის პროგრამას. ამ გადაწყვეტილებას „გაზპრომი“15 წლის განმავლობაში ლობირებდა, მაგრამ ვერაფრით ვერ „გაათრია“ გაიდარის, ჩერნომირდინის, კირიენკოს, პრიმაკოვისა და კასიანოვის კაბინეტებში. პროგრამა მიიღეს პრემიერ მიხეილ ფრადკოვის 2007 წლის 28 მაისის №333 დადგენილებით. მის მიხედვით რუსი მომხმარებლისთვის გაზის შიდა ფასები 2011 წლისთვის დღევანდელ დონესთან შედარებით, უნდა გაორმაგდეს და 1000 კუბმეტრში, საშუალოდ, 125 დოლარი უნდა შეადგინოს (დღეს - დაახლ. 64 დოლარია). შესაძლოა, რეალურად, 2011 წლისთვის გაზის ფასი კიდევ უფრო მაღალიც იყოს, რადგან ბოლო ხანებში ევროპაში ბუნებრივი აირის საფასური მკვეთრად მატულობს.

თავისი მმართველობის პერიოდში პუტინმა „გაზპრომის“ უაღრესად ეფექტიან ლობისტად გამოავლინა თავი.

რამდენად წაადგა ეს ქვეყანას? რა მოგება ნახეს რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მთავარი კომპანიისადმი პრეზიდენტის ესოდენ დიდ ყურადღებაში?

გაზმომარაგება სულ უფრო და უფრო უარესდება.

პუტინის მიერ დანიშნული მენეჯმენტი „გაზპრომში“ უკვე 7 წელიწადზე მეტია მუშაობს და სამართლიანი იქნებოდა, ამ პერიოდში კომპანიის მოღვაწეობის საწარმოო-ეკონომიკური შედეგებისათვის პასუხი მისგან მოგვეთხოვა. ეს შედეგები კი საკმაოდ სავალალოა. უპირველეს ყოვლისა, „გაზპრომმა“ საერთოდ ვერ შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია - რუსი მომხმარებლის საიმედო გაზმომარაგებით უზრუნველყოფა. ითვლება, რომ სწორედ ამ ფუნქციის შესრულების სანაცვლოდ სარგებლობს „გაზპრომი“ ყველა პრივილეგიით, მათ შორის, მონოპოლისტის სტატუსითა და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით.

მაგრამ ამ პერიოდში „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მოპოვება პრაქტიკულად არ გაზრდილა და 2007 წელს 1999 წლის დონემდე დაეცა. თუ ძველი საბადოების გამოფიტვას გავითვალისწინებთ, უახლოეს მომავალში, გაზის მოპოვებაში სტაგნაცია შეიძლება მკვეთრი კლებით შეიცვალოს.

„გაზპრომს“ არც რუსი მომხმარებლისთვის გაუზრდია ბუნებრივი აირის მიწოდება. 2007 წელს რუსეთის ბაზარზე გაზის მიწოდების მოცულობამ 307 მლრდ. კუბმეტრი შეადგინა, რაც 2001 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2%25-ით აღემატება. ამავდროულად, გაზზე შიდა მოთხოვნა 18%25-ით, ანუ წელიწადში 67 მლრდ. კუბმეტრით გაიზარდა!

ამგვარად, შიდა ბაზარზე გაზის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის სხვაობა მკვეთრად მატულობს. თუკი 2001 წელს ეს სხვაობა 72 მლრდ. კუბმეტრს შეადგენდა, 2007 წლისთვის იგი 132 მლრდ. კუბმეტრამდე ავარდა. დღესდღეობით, რუსეთის მომხმარებელთა დაახლოებით მესამედი „არაგაზპრომისეული“ ბუნებრივი აირით მარაგდება.

ზემოთ ხსენებულ სხვაობას, ტრადიციულად გაზის დამოუკიდებელი მწარმოებლები და ცენტრალური აზიიდან იმპორტი ფარავდა, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ მწარმოებლებს გაზის მოპოვების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ, ხოლო დღითი დღე სულ უფრო ძვირი შუააზიური ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულება მკვეთრად ზრდის „გაზპრომის“ დანახარჯებს (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ).

შიდა ბაზარზე გაზის არასაკმარისად მიწოდების პრობლემა „გაზპრომის“ საექსპორტო ვალდებულებების ზრდის ფონზე სულ უფრო რთულდება. ჯერჯერობით კომპანიას ბედი წყალობდა - ბოლო ორი ზამთარი შედარებით თბილი იყო, რამაც საგრძნობლად შეარბილა გაზის მოხმარების ზამთრის პიკები. მაგრამ ამის მიუხედავად, ზამთრის თვეებში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მაინც დიდია.

არაპირდაპირ, ამის დანახვა 2007-2008 წლების ზამთრის მაგალითზეც შეიძლება. 2007 წლის იანვარში გაზის მოპოვების სტაგნაციის პირობებში მიწისქვეშა გაზსაცავებიდან ბუნებრივი აირის ამოღებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ბოლო ზამთრის სეზონში რეკორდული ციფრი - 50,1 მლრდ. კუბმეტრი - შეადგინა. ეს ციფრი გასული სამი ზამთრის სეზონის საშუალო მაჩვენებელს 20%25-ით აღემატება! იანვრის ბოლოსათვის „გაზპრომის“ მიწისქვეშა გაზსაცავები, პრაქტიკულად, სრულად გამოცარიელდა. თანაც საგულისხმოა, რომ 2007-2008 წლების ზამთარში დღე-ღამეში მოპოვებული გაზის მოცულობა, წინა სეზონთან შედარებით მხოლოდ 2-3%25-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის დეკემბერში ამოქმედდა ახალი, შედარებით დიდი სამხრეთ-რუსული საბადო.

2007-2008 წლებში მიწისქვეშა გაზსაცავებიდან გაზის მოპოვებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და დღე-ღამეში 583,6 მლნ. კუბმეტრი შეადგინა, რაც 2005-2006 წლების უაღრესად ცივი ზამთრის რეკორდს აღემატება.

აქედან ნათლად ჩანს, შედარებით თბილი ზამთრის მიუხედავად, როგორ მკვეთრად გაიზარდა გაზზე მოთხოვნა. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მძიმე შედეგები ემუქრება რუსეთს, თუკი მომდევნო ზამთართაგან ერთი მართლაც მკაცრი იქნება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივი აირის უკმარისობის გამო, სასიცოცხლო ობიექტების გათიშვას უნდა ველოდოთ.

მოვლენათა ასეთ განვითარებასთან მიახლოებული სურათი ჩვენ 2005-2006 წლების ზამთარში ვიხილეთ, როცა მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების მასობრივი შეზღუდები იქნა დაწესებული. РАО ЕЭС-ის მონაცემებით, 2006 წლის იანვარ-თებერვლის ცივ დღეებში, გეგმურ მოცულობასთან შედარებით, რუსეთის ელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების ჯამურმა შეზღუდვებმა ქვეყნის მთელს ენერგოსისტემაში 12.5%25, ხოლო ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში 80-83%25 შეადგინა.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის ევროპული ნაწილის ელექტროსადგურებს გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეუწყვიტეს (შეგახსენებთ, რომ გაზი რუსეთის ენერგოგამომუშავებისთვის დომინანტი საწვავია).

2006 წლის იანვარში სერიოზული პრობლემები გაზის ექსპორტთან დაკავშირებითაც წამოიჭრა. მასმედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის იანვარში „გაზპრომმა“, გაზის უკმარისობის გამო, უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი 390-დან 350-მდე მლნ. კუბმეტრამდე შეამცირა. ამავე დღეს კომპანიამ თავის იტალიელ პარტნიორს, კონცერნ ENI-ს შეატყობინა, რომ ძლიერი ყინვების გამო ვერ მისცემდა ბუნებრივი აირის სრული მოცულობით მიწოდების გარანტიას. ამის შემდეგ „გაზპრომის“ მხრიდან მიწოდების შეზღუდვების შესახებ განაცხადა სერბეთმა (25%25-ით), ხორვატიამ (6-10%25-ით) და უნგრეთმა (20%25-ით).

მოთხოვნის გამუდმებული ზრდის პირობებში შიდა ბაზარზე გაზის მიწოდების სტაგნაციის მთავარი მიზეზი ბუნებრივი აირის მოპოვებაში ინვესტიციების მუდმივი უკმარისობაა. რუსეთში საკმარისადაა მოძიებული გაზის საბადოები, რომლებიც მოპოვების თანამედროვე დონის პირობებში 80 წელი გვეყოფა. მაგრამ ამ საბადოთა უმეტესობა არ მუშაობს. მათი დიდი ნაწილი თავმოყრილია ახალ, აუთვისებელ რეგიონებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. საერთოდ, ეს რაიონები ძალიან რთული ასათვისებელია.

მაგალითად, გაზის მოპოვების მოქმედი რეგიონებისგან 500-600 კილომეტრით მოწყვეტილი იამალის ნახევარკუნძულის საბადოების ასამუშავებლად საჭიროა 540 კილომეტრიანი რკინიგზის გაყვანა, რომელმაც 50- 60%25-ით დაჭაობებულ, მარადი გაყინულობისა და უამრავი მდინარითა თუ ღელით დასერილ რაიონში უნდა გაიაროს. იამალის ნახევარკუნძულიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის უნდა აშენდეს 1100 კმ-ის სიგრძის ბაბანენკოვო-უხტას გაზსადენი, რომლის წყალქვეშა ნაწილმა ბაიდარატის უბეში უნდა გაიაროს და კვლავ დაჭაობებული და გაყინული მიწები გადაკვეთოს.

გაცემული ლიცენზიის პირობების თანახმად, იამალის საბადოს ამუშავება „გაზპრომს“ 90-იანი წლების ბოლოსთვის უნდა დაეწყო - მაგრამ, რეალურად, არაფერი გაკეთებულა. 2000 წელს კომპანიის ყოფილმა თავკაცმა რემ ვიახირევმა ლიცენზიის გახანგრძლივება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაგრამ მას შემდეგ, რაც „გაზპრომს“ მილერი ჩაუდგა სათავეში, იამალის საბადოების ათვისების სალიცენზიო ვადები ჩუმად გაახანგრძლივეს 8-12 წლით. თუმცა კომპანია ვეღარც ამ ვადებში ეტევა.

გაზის მოპოვების დღითი დღე კლებადი მოცულობის ფონზე, გაზის დეფიციტის პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ამოქმედებული ქვეყნის უმსხვილეს - ურენგოსა და იამბურგის - საბადოებზე იჩენს თავს. 2007 წლის დეკემბერში ამოქმედებული სამხრეთ-რუსეთის საბადო განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე მოპოვების რეგიონში დარჩენილი უკანასკნელი, შედარებით მსხვილი, საბადოა. აწი „ახალი გაზისთვის“ შესვლა მოგვიწევს აუთვისებელ, მსოფლიოში ყველაზე უფრო ძნელად დასამორჩილებელ, რეგიონებში, სადაც საბადოს ამუშავებასა და ინფრასტრუქტურის გამართვას უზარმაზარი კაპიტალდაბანდებები დასჭირდება. „გაზპრომის“ სულ უახლესი გამოთვლებით, მხოლოდ ბოვანენკოვო-უხტას გაზსადენის მშენებლობა 80-90 მლრდ. დოლარი დაჯდება, ხოლო იამალის ნახევარკუნძულის ათვისების მთელმა პროექტმა შეიძლება, 200 მლრდ. დოლარს „მიუკაკუნოს“, რაც რუსეთის სასტაბილიზაციო ფონდის მოცულობას აღემატება!

მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ არ ხორციელდებოდა ეს კაპიტალდაბანდებები? ხომ დაიგეგმა, რომ იამალის ნახევარკუნძულის საბადოებიდან გაზს „დიდ მიწამდე“ 90-იანი წლების ბოლოსთვის უნდა მიეღწია?

პრობლემა ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში „გაზპრომი“ შეგნებულად ხარჯავდა მცირე თანხებს თავისი ძირითადი ბიზნესის - გაზის მოპოვების - განვითარების ინვესტირებისთვის. ქვეყნის შიგნით გასაყიდი და საექსპორტო გაზის ფასების სწრაფი ზრდით მიღებული უზარმაზარი მოგება „გაზპრომმა“ ინვესტიციებში კი არა, აქტივების შესყიდვასა და გამალებით მზარდი დანახარჯების დაფინანსებაში დახარჯა.

ასე რომ, 2001-2007 წლებში „გაზპრომმა“ თავისი ძირითადი ბიზნესის ინვესტირებაში მხოლო 27 მლრდ. დოლარი ჩადო.

შედარებისთვის: 2003-2007 წლებში მან აქტივების საყიდლად 44.6 მლრდ. დოლარი დახარჯა. აქედან 30 მლრდ. დოლარზე მეტი ისეთი აქტივების შეძენას მოხმარდა, რომლებსაც გაზის მრეწველობასთან შეხება არ ჰქონია - ესენია, უპირველეს ყოვლისა, ნავთობ- („სიბნეფტი“, „ტომსკნეფტი“) და ელექტროენერგეტიკულ კომპანიათა (РАО ЕЭС-ი, „მოსენერგო“, საბითუმო და ტერიტორიული მაგენერირებელი კომპანიები) და, აგრეთვე, ტრეიდერ „როსენერგოს“ აქტივები.

ეს თანხები გაზის საბადოების ათვისებაზე რომ დახარჯულიყო, რუსეთს გაზმომარაგების კრიზისი არ დაემუქრებოდა.

ხოლო სანამ იამალის ნახევარკუნძულის საბადო არ ამოქმედებულა, „გაზპრომი“ ცენტრალური აზიის გაზზეა „შემჯდარი“. თუკი 2002 წლისთვის „გაზპრომის“ ბალანსში შუააზიური ბუნებრივი აირის წილი 4%25-ს ოდნავ აღემატებოდა, დღეს ეს წილი 8%25-ს შეადგენს. თანაც, ეს გაზი სწრაფად ძვირდება. ჯერ კიდევ 2003 წელს 1000 კუბმეტრი თურქმენული გაზი „გაზპრომს“ 30 დოლარი უჯდებოდა, ახლა კი - 150 დოლარი უჯდება, ხოლო 2009 წლისთვის ეს თანხა შეიძლება 250- მდე გაიზარდოს.

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „გაზპრომის“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა საფინანსო ანგარიშგებამ 2007 წელს პარადოქსული რეზულტატი წარმოაჩინა: შემოსავლის 8%25-ით გაზრდის მიუხედავად, მოგებამ 11%25-ით დაიკლო! და ეს ყველაფერი გაზის ფასების მკვეთრი ზრდის (22,5%25-ით რუსეთისთვის და 25.5%25-ით თანამეგობრობის ქვეყნებისთვის) ფონზე მოხდა.

როგორ შეიძლება გაყიდვებიდან მიღებულმა მოგებამ იკლოს ფასების ზრდის პირობებში? „გაზპრომის“ ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ ამის მიზეზი - გაზრდილი ხარჯებია, რაც, ძირითადად, ნავთობისა და გაზის მესამე პირთაგან ყიდვაში (მათი შეძენის ხარჯები 36%25-ით გაიზარდა) გამოიხატება. თუკი 2003 წელს საყიდი ნავთობისა და გაზის ხარჯი „გაზპრომისთვის“ მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო, 2007 წლისთვის ეს ციფრი 15 მილარდამდე გაიზარდა, რაც კომპანიის მთელი საოპერაციო ხარჯების მეოთხედზე მეტია!

ამ გასავალთა უდიდეს ნაწილს, ცენტრალური აზიის გაზის საყიდლად გაწეული ხარჯები შეადგენს: 11.7 მლრდ. დოლარი (შედარებისთვის, ეს ხარჯები 2006 წელს 7.5 მლრდ-ს, ხოლო 2005 წელს 1 მლრდ. დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენდა).

2008 წლის მარტში ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ნავთობ-საგაზო კომპანიათა ხელმძღვანელებმა „გაზპრომს“ გამოუცხადეს, რომ 2009 წლიდან რუსეთის გაზის მონოპოლისტთან ანგარიშგებისთვის ახალ, ევროპულთან მიახლოებულ ფასებზე აპირებენ გადასვლას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1000 კუბ. მეტრი ბუნებრივი აირის შესაძენმა ფასმა შეიძლება 250-300 დოლარი შეადგინოს. ამგვარად, შუააზიური გაზის შეძენის ხარჯები წელიწადში 17-21 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, გაზის მოპოვებაში ინვესტიციების გაზრდას „გაზპრომის“ მუშაობის უაღრესად დაბალი ეკონომიკური ეფექტიანობაც უშლის ხელს.

კომპანიის საოპერაცო ხარჯები (გადასახადების ჩაუთვლელად) 2003 წელთან შედარებით, სამჯერ (ბარელზე 4.9 დოლარიდან 14.8 დოლარამდე) გაიზარდა.

საყიდელ გაზთან დაკავშირებული ხარჯების (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) გარდა, დანახარჯების ზრდის მთავარ სტატიას შრომის ანაზღაურების დანახარჯის ზრდა წარმოადგენს. იგი 3.7 მლრდ. დოლარიდან (2003 წ.) 9.7 მლრდ. დოლარამდე (2007 წ.) გაიზარდა (თუკი მოპოვებული თითოეული ბარელი ნავთობის ეკვივალენტით ვიანგარიშებთ - ბარელში ერთი დოლარიდან (2003 წ.) 2.5 დოლარამდე (2007 წ.)).

„გაზპრომის“ პერსონალის რაოდენობა გამუდმებით მატულობდა და 391 ათასიდან (2003 წ.) 445 ათასამდე (2007 წ.) გაიზარდა.

აქტივების შესყიდვის მზარდი მადისა და მზარდი დანახარჯების დასაფინანსებლად, მიმდინარე მოგება საკმარისი არ იყო. შედეგად, „გაზპრომი“ კოლოსალურ ვალებში ჩაეფლო. კომპანიის ვალი, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წლის დასასრულისთვის 13.5 მლრდ. დოლარს შეადგენდა, 2007 წლისთვის 61.6 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, რაც „გაზპრომის“ წლიური გაყიდვების 66%25-ს (ორ მესამედს) შეადგენს (საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ნავთობ-საგაზო კომპანიებში დამკვიდრებული ნორმის თანახმად, ვალისა და წლიური ამონაგების თანაფარდობა 10-15%25-ს არ უნდა აღემატებოდეს).

ვალის დასაფარად განხორციელებული უზარმაზარი გადახდები ხელს უშლის ინვესტირებას. მეტიც, არსებობს საშიშროება, რომ ექსპორტის საფასო კონიუნქტურის გაუარესების შემთხვევაში „გაზპრომს“ ინვესტიციების შეკვეცა მოუწევს და, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, გაკოტრების საფრთხის წინაშეც დადგეს.

ამას შედეგად მოჰყვება რუსი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის ფასების სწრაფი ზრდა, გაზის მოპოვების კრიზისის უფრო დამძიმება და სახელმწიფოს მიერ დაგროვილი ფინანსური რესურსების „გაზპრომის“ გადასარჩენად დახარჯვა.

მოკლედ, გამოდის, რომ მიწაში არსებული გაზის რესურსი კი „ეკუთვნის ხალხს“, მაგრამ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი, მოვიპოვოთ თუ არ მოვიპოვოთ ბუნებრივი აირი და სხვა საკითხები, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრის გადასაწყვეტია.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ნაწილი II
Новая газета № 65
04.09.2008

როგორ და ვისთვის გაიტანეს კონცერნიდან
60
მლრდ. დოლარის ღირებულების აქტივები

ნოვაია გაზეტას“ №63-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვლადიმერ მილოვისა და ბორის ნემცოვის არასამთავრობო მოხსენებაპუტინი დაგაზპრომი“. მის პირველ ნაწილში გაზის კონცერნი განიხილებოდა, როგორც წინა პრეზიდენტის პირადი პროექტი, რომელიც თავისი სტატუსით ბირთვულ ჩემოდანს უტოლდება. ახლა კი მოხსენების ავტორები განმარტავენ, რა დივიდენდები შეეძლო მოეტანა ამპირად პროექტსვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის.

<...> თავიდან პუტინი საკმაოდ აქტიურად იღვწოდა იმ აქტივების დასაბრუნებლად, რომლებიც კომპანიიდან გვერდით სტრუქტურებში რემ ვიახირევის დროს გაიტანეს. <...> მაგრამ როცა აქტივთა უმრავლესობა უკან დაბრუნდა, ეს ტენდენცია საპირისპირო ტენდენციით შეიცვალა და კვლავ დაიწყო აქტივების (ხშირ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულის) უკან გადინება. გარდატეხა პუტინის მეორე ვადით არჩევის შემდეგ მოხდა.

ამ საეჭვო გარიგებების დროს დაკარგული ათობით მილიარდი დოლარი შეიძლებოდა, გაზის მოპოვების ინვესტირებასა და ქვეყნის გაზმომარაგების კრიზისის დაძლევას მოხმარებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

გაზპრომისაქციებით მანიპულირება

2000 წლის დასაწყისში, რემ ვიახირევის დროს კომპანიიდან გასული „გაზპრომის“ აქციების უკან დაბრუნება პუტინის ერთ-ერთი ხმაურიანი პროექტი იყო. კერძოდ, რეზონანსი „გაზპრომის“ აქციათა 4.8%25-ის კომპანია „სტროიტრანსგაზისგან“ უკან დაბრუნების ისტორიას მოჰყვა. მაგრამ აქციებმა კვლავ „გაზპრომის“ ბალანსზე დაბრუნების შემდეგ გაქრობა დაიწყო. ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობდა, მაგრამ მსურველებს, „გაზპრომის“ ყოველკვარტლური საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური ანგარიშგების (МСФО) საფუძველზე ადვილად შეუძლიათ მისთვის თვალის გადავლება:

როგორც 2003 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, 2003 წლის 31 მარტისთვის „გაზპრომის“ „შვილობილთა“ კონტროლის ქვეშ მისი აქციების 17%25 იყო. 2007 წლის 31 დეკემბრისთვის კი, მხოლოდ 0.3%25. ამასთან, 2005 წელს აქციათა 10%25 სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანია „როსნეფტგაზმა“ გამოისყიდა.

მაგრამ 17.4%25 - 10.7%25 - 0.3%25 = 6.4%25. ამგვარად, 2003 წლიდან აქციათა 6.4%25 „გაზპრომის“ ბალანსიდან სადღაც გაქრა. თანაც, მასშტაბების მიხედვით, ყველაზე მსხვილი გაუჩინარება 2007 წელს შეიმჩნევა: თუკი 2007 წლის 1 იანვრისთვის „გაზპრომის“ „შვილობილები“ კომპანიის აქციათა 3.4%25-ს აკონტროლებდნენ, წლის ბოლოსთვის მათ მხოლოდ 0.3%25 ჰქონდათ დარჩენილი.

აქციათა ნაწილი ანგარიშგებიდან, როგორც ჩანს, „გაზპრომის“ კონსოლიდირებულ საფინანსო ანგარიშგებაში საპენსიო ფონდ „გაზფონდის“ (რომელსაც პუტინის მეგობარი კოვალჩუკი მართავს) მაჩვენებლების აღნუსხვის შეწყვეტის გამო ამოიღეს. გარდა ამისა, „გაზპრომმა“ განმარტა, რომ იგი პერიოდულად ყიდის და ყიდულობს საკუთარ აქციებს.

მაგრამ ბოლო ხუთი წლის შედეგები გვიჩვენებს, რომ „გაზპრომის“ აქციების მსხვილი პაკეტი ნელ-ნელა გაუჩინარდა მისი შვილობილი კომპანიების ბალანსიდან. სად? უცნობია.

<...> ეს, „გაზპრომის“ აქციათა სახელმწიფო პაკეტის შემდეგ, ზომით მეორე პაკეტია და იგი სიდიდით გერმანულ კომპანია E.ON-Ruhrgas-ის კუთვნილ წილს უტოლდება. აქციათა ასეთი რაოდენობიდან მისაღები დივიდენდების რაოდენობა, 2007 წლის „გაზპრომის“ დივიდენდების დონით თუ ვიმსჯელებთ, წელიწადში 170 მლნ. დოლარს, ხოლო თუ სადივიდენდო გადახდების დონით დავთვლით (როგორც რუსეთის კერძო ნავთობკომპანიებშია მიღებული) - 1.1-1.7 მლრდ. დოლარს აღემატება. ასეთი პაკეტის მფლობელს ადვილად შეუძლია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში (11 წევრი) თავისი კაცის შეყვანა.

გაუგებარია, როგორ მოხვდა ამგვარი პაკეტი სახელმწიფოს კონტროლს მიღმა. <...>

ეს აქციები ამჟამად ღია ბაზარზე, აუქციონის საშუალებით რომ გაყიდულიყო, „გაზპრომი“ 20 მლრდ. დოლარადე თანხას მიიღებდა, რომლის წარმართვაც გაზის მოპოვების განვითარებაზე იქნებოდა შესაძლებელი.

საინტერესოა „გაზპრომის“ აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი აფიორაც. ესაა სახელმწიფოს მიერ აქციათა 10,7%25-ის გამოსყიდვა იმისათვის, რომ აქციათა სახელმწიფო პაკეტი საკონტროლო პაკეტი გამხდარიყო.

<...> სახელმწიფოს კონტროლის დაბრუნება უსისხლოდ, შედარებით მცირე თანხის საფასურადაც შეეძლო, თუკი აქციებს „შვილობილთა“ ბალანსიდან „გაზპრომის“ ბალანსზე გადაიყვანდა და მათს საფასურს სახაზინო აქციებით დაფარავდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის აქციათა პაკეტს 39.3%25-იდან (სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი კომპანია „როსგაზიფიკაციის“ აქციათა 0.9%25-ის გათვალისწინებით) თითქმის 48%25-მდე უფასოდ გაზრდიდა, ხოლო დარჩენილი 2%25 შეეძლო ბაზარზე ეყიდა (ასეთი პაკეტის ღირებულება 2003 წელს 500-700 მლნ. დოლარზე მეტს არ შეადგენდა).

მსგავსი წინადადებები რუსეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ 2000 წელს განიხილებოდა. „გაზპრომის“ აქციების უკან გამოსასყიდად ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხების გადახდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, აშკარა უგუნურება იყო. არ აჯობებდა ეს თანხები, მაგალითად, საპენსიო ფონდის დეფიციტის შესავსებად მიმართულიყო?

მაგრამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ჯერ ერთი, „გაზპრომის“ საბაზრო კაპიტალიზაციის გაზრდასა და გამოსასყიდი აქციების გაძვირებას დალოდებოდა, მერე მეორე - სახაზინო აქციათა საფასურის უდანახარჯოდ დაფარვის ნაცვლად, 2005 წელს დიდ თანხად გამოესყიდა აქციათა 10.7%25. ამ ოპერაციაზე 7.2 მლრდ. დოლარი დაიხარჯა - ანუ იმ თანხაზე 10-ჯერ უფრო მეტი, რაც „გაზპრომის“ აქციათა 2%25-ის ბაზარზე ყიდვას დასჭირდებოდა 2003 წელს. ორიოდე თვის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში ეს ფული რომან აბრამოვიჩისგან ნავთობკომპანია „სიბნეფტის“ გამოსყიდვასთან დაკავშირებული გარიგების ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

ბიუჯეტმა ამ გარიგებაში 6.5 მლრდ დოლარამდე დაკარგა. საინტერესოა, ჯდება თუ არა ამგვარი „გარიგება“ „საბიუჯეტო სახსრების დანაშაულებრივი გაფლანგვის“ კლასიფიკაციაში?

სხვათა შორის, 2005 წელს „გამოსყიდულ“ აქციათა 10.7%25 რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში არ გადასულა და კომპანია „როსნეფტგაზის“ ბალანსზე დარჩა.

სიბნეფტისგამოსყიდვა

2005 წლის სექტემბერ-ნოემბერში „გაზპრომმა“ კომპანია Millhouse Capital-ისგან (რომელიც, როგორც ითვლება, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის, თუმცა წინა მოხსენებაში/„პუტინი. შედეგები“/აღვნიშნავდით, რომ მისი ნამდვილი მფლობელები უცნობია) „სიბნეფტის“ აქციათა 75%25 გამოისყიდა.

ჩვენ ერთხელ უკვე დაწვრილებით აღვწერეთ ეს გარიგება; ვთქვით, რომ მისი ხელმოწერის წინ, ბაზარზე ვიღაცამ ხელოვნურად გაზარდა „სიბნეფტის“ ფასი. ჯერ კიდევ 2005 წლის დასაწყისში აქციის ფასი 3 დოლარი იყო, ხოლო გარიგების წინ ის უკვე 4 დოლარი ღირდა. ამჟამად, „სიბნეფტთან“ დაკავშირებული გარიგების დასრულებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, უკვე თამამად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ „გაზპრომის“ ნავთობის ბიზნესის მართვაში ჩაბმამ კრახი განიცადა. „სიბნეფტის“ მიერ ნავთობის მოპოვების საშუალო მაჩვენებელი დღეღამეში 95.8 ათასი ტონიდან (2005 წ. - კომპანიის შეძენის პერიოდი) 84.7 ტონამდე (2008 წ.) დაეცა. ეს სამი წლისწინანდელ მაჩვენებელზე 11.5%25-ით ნაკლებია.

„გაზპრომმა“ 13.7 მლრდ. დოლარი, საწარმოო შედეგების თვალსაზრისით, უპერსპექტივო პროექტში ჩადო, რითაც, როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩის სტრუქტურებს დამატებითი თანხები მიაწოდა. ამ გარიგების უშუალო კურატორი პუტინი იყო. საბოლოოდ, „სიბნეფტის“ შეძენის ამ უნიჭო და ჩაფლავებული პროექტისათვის პასუხი, რა თქმა უნდა, არავის უგია.

სოგაზი

„სოგაზის“ გაყიდვა „გაზპრომის“ აქტივების პუტინის პირადი მეგობრებისთვის გადაცემის პირველი მაგალითი იყო. „სოგაზი“ - „Страховое общество газовой промышленности“ - რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2004 წელს მას რუსეთის სადაზღვევო კომპანიათა რეიტინგში მე-6 ადგილი ეკავა და მისი სადაზღვევო პრემიების ოდენობა 500 მლ. დოლარს შეადგენდა.

<...> „სოგაზი“„გაზპრომმა“ <...> მიჰყიდა კონსორციუმს, რომლის შემადგელობაშიც შედიოდა - „ევროფინანს მოსნარბანკი“, „სევერსტალგრუპი“ და ბანკი „როსია“. „სოგაზის“ 2005 წლის I კვარტლის ანგარიშგებიდან ნათლად ჩანს, რომ მისი 51%25 მოგვიანებით პეტერბურგულ ბანკ „როსიას“ „შვილობილ“ ფირმა „აბროსს“ გადაეყიდა. აქციათა 12.5%25 ერგო კომპანია „აქცენტს“, რომელიც ბანკ „როსიას“ 3.93 %25-ს ფლობს.

რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, კომპანია „აქცენტი“ 99.99%25-ით რუსეთის მეორე პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის შვილს, მიხეილ შელომოვს ეკუთვნის.

ბანკი „როსია“ 1990 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი მეანაბრე სკკპ-ის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის საქმეთა სამმართველო იყო. რუსული მასმედიის მონაცემებით, ბანკის უმსხვილესი აქციონერია მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პუტინის ლენინგრადისდროინდელი ნაცნობი, იური კოვალჩუკი. იმავე მასმედიის ინფორმაციით, კოვალჩუკი პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული ბიზნესმენია.

ასე დაკარგა „გაზპრომმა“ უმსხვილეს კომპანიაზე კონტროლი. ბანკ „როსიას“ კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ, „სოგაზის“ ბიზნესი სწრაფად გაიზარდა: სადაზღვევო პრემიამ 500 მლნ. დოლარიდან (2004 წ.) თითქმის 1.5 მლრ. დოლარამდე (2007 წ.) იმატა. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეფასებით, პრემიათა ზრდის ფაქტორად მსხვილ სახელმწიფო კომპანიებთან (მათ შორის, „როსენერგოატომთან“, РЖД-სთან და სხვ.) გარიგებების დადება იქცა. <...>

ბანკ „როსიას“ ხელმძღვანელთა შეფასებით, „სოგაზის“ ყიდვა მათ, დაახლოებით, 120 მლნ. დოლარი დაუჯდათ მაშინ, როცა დღესდღეობით კომპანიის ღირებულებამ შეიძლება 1.5-2 მლრდ. დოლარი შეადგინოს.

გაზფონდიდაგაზპრომბანკი

2006 წლის აგვისტოში უკვე ბანკ „როსიას“ კუთვნილმა „სოგაზმა“, „გაზპრომის“ საპენსიო ფონდის („გაზფონდის“) მმართველის, კომპანია „ლიდერის“ აქციათა 75%25 და 1 აქცია შეისყიდა. „გაზფონდი“ ქვეყნის უმსხვილესი საპენსიო ფონდია, რომლის საპენსიო რეზერვები 2006 წლის 1 ივლისისთვის 6 მლრდ. დოლარზე მეტს შეადგენდა.

ეს სახსრები საპენსიო ფონდსა და მის მმართველ კომპანია „ლიდერს“ არ ეკუთვნის, მაგრამ ისინი შეიძლება ხსენებული კომპანიის ნებისმიერ პროექტში ჩაიდოს. მმართველი კომპანია „ლიდერის“ შეძენის მომენტისთვის, ბანკ „როსიას“ ხელმძღვანელები უკვე მზად იყვნენ საპენსიო ფონდზე კონტროლის დასამყარებლად: 2005 წელს „გაზფონდის“ პრეზიდენტი ნიკოლაი შამალოვის შვილი - იური შამალოვი გახდა, რომელიც 2004 წლიდან ბანკ „როსიას“ აქციონერი იყო.

სწორედ „გაზფონდის“ ფულით იქნა შეძენილი ქვეყნის უმსხვილესი ბანკის - „გაზპრომბანკის“ აქციები <...>.

2006 წლის ბოლოს, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა „გაზპრომბანკის“ აქციათა ნაწილის გასხვისებას არა ფულის, არამედ „გაზფონდის“ კუთვნილი „მოსენერგოს“ აქციათა პაკეტის სანაცვლოდ. „გაზპრომს“ შეეძლო „მოსენერგო“ თავისთვის დაეტოვებინა ან ბაზარზე გაეყიდა როგორც ამ ენერგეტიკული კომპანიის, ასევე თავად „გაზპრომბანკის“ აქციებიც. მაგრამ, საბოლოოდ, ამჯობინეს „გაცვლა“, რომლის შედეგადაც, 2007 წლის აპრილისთვის (როგორც „გაზპრომბანკის“ პრეს-სამსახურის შეტყობინებიდან ჩანს), ბანკზე კონტროლი (50%25 + 1 აქცია) „გაზფონდმა“ მოიპოვა. ამგვარად, „გაზპრომს“ ხელიდან გამოეცალა „გაზპრომბანკი“, რომლის საბაზრო ღირებულებაც რიგ ექსპერტთა შეფასებით, 25 მლრდ. დოლარს შეადგენს. თანაც „გაზპრომს“ აქედან, ცოცხალ ფულად, კაპიკიც არ მიუღია.

გაზპრომ-მედია

აქტივების მრავალრიცხოვანი შიდაგაცვლების მსვლელობისას მოხდა ისე, რომ „გაზპრომის“ უშუალო კონტროლიდან გამოვიდა რუსეთის უმსხვილესი მედია- ჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“. „გაზპრომ-მედიას“ შემადგენლობაში შედის ტელეარხები НТВ, ТНТ და სხვა მედია-აქტივები. ჰოლდინგის აქციები „გაზპრომბანკის“ ბალანსზე გადაიყვანეს მანამ, სანამ ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი „გაზფონდის“ კუთვნილება გახდებოდა. როცა 2005 წლის ივლისში „გაზპრომ-მედია“ ჯგუფისა და ტელეარხების - НТВ- სა და ТНТ-ს აქციები „გაზპრომბანკს“ გადაეცა (მაშინ ეს ჯერ კიდევ „გაზპრომის“ ჯგუფის ფარგლებში მომხდარი შიდაგარიგება იყო), „გაზპრომმა“ ამ აქტივებისთვის „გაზპრომბანკისგან“ მხოლოდ და მხოლოდ 166 მლნ. დოლარი მიიღო.

მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ, მას მერე, რაც „გაზპრომ-მედიამ“ - „გაზპრომბანკის“ აქტივების შემადგენლობაში - ბანკ „როსიას“ კონტროლქვეშ გადაინაცვლა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა „გაზპრომ-მედიას“ აქტივთა ღირებულების ახალი შეფასებები: 7.5 მლრდ დოლარი. გამოდის, რომ „გაზპრომს“ ეს აქტივები ათჯერ - ანუ 7.3 მლრდ. დოლარით უფრო იაფად გაუცია!

„გაზპრომ-მედიასთან“ ერთად ბანკ „როსიას“ მფლობელობაში დღესდღეობით სხვა უმსხვილესი მედია-აქტივებიც აღმოჩნდა კონცენტრირებული. ესენია - РЕН ТВ და „СанктПетербург — Пятый канал“-ი, ათობით ტელე- თუ რადიოკომპანია და გაზეთი. 2005-2007 წლებში მედია-ჯგუფმა მოიგო კონკურსი რუსეთის 41 რეგიონში მაუწყებლობის უფლებაზე; ამას, მოგვიანებით, კიდევ 29 რეგიონი მიემატა. „გაზპრომის“ მიერ „გაზპრომ-მედიაზე“ კონტროლის დაკარგვის გამო ხელიდან გაშვებულმა მოგებამ 7.3 მლრდ. დოლარი შეადგინა.

როსუკრენერგო

არაგამჭვირვალე შუამავლების გამოყენებით თურქმენული გაზის უკრაინისთვის გადაყიდვისა და შემდგომი რეექსპორტისთვის საეჭვო სქემა პუტინის ჯგუფმა ჯერ კიდევ 2002 წელს შეიმუშავა. რემ ვიახირევის დროს ამგვარი საეჭვო ოპერაციებით კომპანია „იტერა“ იყო დაკავებული. <...>

პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში დიდი იმედი არსებობდა იმისა, რომ ასეთი შუამავლები თურქმენეთის, რუსეთისა და უკრაინის გაზის სამკუთხედიდან გაქრებოდნენ და „გაზპრომი“ ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე კომერციულ მოგებას უშუალოდ მიიღებდა.

მაგრამ რემ ვიახირევის კეთილგანწყობით აღჭურვილი „იტერა“ უკვე 2003 წელს, ოთხ ფიზიკურ პირზე უნგრეთში დარეგისტრირებულმა კომპანია Eural-TransGas-მა შეცვალა. ვადიმ კლეინერის შეფასებით (წყარო: პრეზენტაცია „How Should Gazprom Be Managed in Russia's National Interests and the Interests of It's Shareholders. Vadim Kleiner, Gazprom Board Candidate, 2005 წლის ივნისი) 2004 წელს, „გაზპრომის“ აქციონერ საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital Management-იდან (ამ ფონდის თავკაცს, უილიამ ბრაუდერს, მოგვიანებით, უარი ეთქვა რუსეთის ვიზაზე, ხოლო ფონდის თანამშრომლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გაჩაღდა), რომელიც კომპანიიდან ფულადი სახსრების გადინებას აპროტესტებდა, „გაზპრომა“ შუამავალ EuralTransGas-ს, თურქმენული გაზის უკრაინაში გადაყიდვითა და შემდგომი რეექსპორტით მიღებული მოგებიდან, 767 მლნ. დოლარი აჩუქა.

2005 წლიდან თურქმენეთის, რუსეთისა და უკრაინის გაზის სამკუთხედში შუამავლის როლი EuralTransGasma დაუთმო შვეიცარიაში დარეგისტრირებულ ფირმა „რუსუკრენერგოს“, რომელმაც თურქმენული ბუნებრივი აირის უკრაინაში გადაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. „რუსუკრენერგოს“ დამფუძნებლები „გაზპრომბანკი“ (აქციათა 50%25) და უცნობი პირები არიან. არაერთხელ გაჟღერებულა „რუსუკრენერგოსა“ და EuralTransGas-ის საქმიანობაში კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობის ბრალდებები. მოგვიანებით, ამ კომპანიების მოწილეობა ბიზნესმენებმა დიმიტრი ფირტაშმა და ივან ფურსინმა აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ „გაზპრომი“ თურქმენული აირის, ევროპაში რეექსპორტისთვის უკრაინაში გადაყიდვიდან მიღებული მოგების კუთვნილ წილს „გაზპრომბანკიდან“ იღებდა, მის მიერ დაკარგულმა და „რუსუკრენერგოს“ უცნობი მფლობელების ჯიბეში წასულმა მოგებამ 2005 წელს 478 მლნ. დოლარი შეადგინა.

ამგვარად, 2004-2005 წლებში, „გაზპრომმა“ უცნობ შუამავლებს თურქმენული გაზის გაყიდვიდან მიღებული 1.25 მლრდ. დოლარი აჩუქა.

საგულისხმოა, რომ მოგვიანებით, „რუსუკრენერგოს“ როლი კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის 2006 წლის 4 იანვრის ავადსახსენებელი გაზის ხელ- შეკრულების შემდეგ „რუსუკრენერგომ“ მთელი რუსული და შუააზიური გაზის უკრაინისთვის გადაყიდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ამ შეთანხმებით მოხდა „გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზ უკრაინის“ შორის პირდაპირი ურთიერთობების ლიკვიდირება. როგორც ქვემოთ გიჩვენებთ, ეს სქემა „გაზპრომისთვის“ სულაც არ იყო მომგებიანი.

2006 წლის ბოლოს, მანამ, სანამ „გაზპრომბანკი“ ბანკ „როსიას“ კონტროლს დაექვემდებარებოდა, „გაზპრომმა“ მისგან 2.3 მლრდ. ევროდ (დაახლ 3.5 მლრდ. დოლარი) „როსუკრენერგოს“ აქციათა 50%25 გამოისყიდა. გარდა ამისა, ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე, „გაზპრომბანკმა“ და „როსუკრენერგოს“ კერძო აქციონერებმა ჯამში 730 მლნ. დოლარის ოდენობის დივიდენდები მიიღეს. ამგვარად, ბანკ „როსიასთვის“ გადაცემის წინ, „გაზპრომბანკი“ „გაზპრომმა“ გაავსო დამატებითი მილიარდებით, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ბანკ „როსიას“ ერგო.

ამის სანაცვლოდ „გაზპრომი“ გახდა მის მიერვე ცარიელ ადგილას შექმნილი შუამავლის მოწილე. კომპანიისა, რომლის ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია. ხვალ რომ ვინმემ „როსუკრენერგოს“ უკრაინისთვის გაზის მიყიდვის სქემიდან გაძევება გადაწყვიტოს, აღმოჩნდება, რომ „გაზპრომმა“ ამ კომპანიის პაკეტში გადახდილი 3.5 მლრდ. დოლარი ქარს გაატანა.

ერთი სიტყვით, ამგვარი „საშუამავლო“ აფიორების გამო, თურქმენული გაზის უკრაინისათვის მიწოდების ოპერაციებში „გაზპრომმა“ 5 მლრდ დოლარამდე დაკარგა. <...>

სიბური

2008 წელს, კერძო პირთა მხრიდან ნავთობგაზქიმიურ ჰოლდინგ „სიბურის“ გაყიდვის მცდელობა - „გაზპრომიდან“ აქტივების გამოწოვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავხედური მაგალითია. „სიბური“ - ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგაზქიმიური კომპანიაა. მისმა კაპიტალბრუნვამ 2007 წელს 6 მლრდ., ხოლო ოპერაციულმა მოგებამ - 1.2 მლრდ. დოლარი შეადგინა.

2002-2003 წლებში „სიბურის“ უკან დაბრუნების მცდელობა (მას შემდეგ, რაც „სიბურის“ ყოფილმა პრეზიდენტმა იაკოვ გოლდოვსკიმ კომპანიის „გაზპრომის“ კონტროლიდან გამოყვანა სცადა) რემ ვიახირევის დროს დაკარგული აქტივების დაბრუნების პუტინისეული პროპაგანდისტული კამპანიის ერთერთი ხმაურიანი ეპიზოდია. <...>

მაგრამ აღმოჩნდა, რომ „სიბური“ მხოლოდ იმიტომ დააბრუნეს, რომ კვლავ ვიღაც კერძო პირთა საკუთრებად ექციათ <...>. მთელი რიგი მანიპულაციების წყალობით „სიბური“ ჯერ „გაზპრომის“ კონტროლიდან გამოვიდა და „გაზპრომბანკისა“ (70%25 მინუს 1 აქცია) და „გაზფონდის“ (25%25 პლუს 1 აქცია) ხელში აღმოჩნდა. მოგვიანებით „გაზპრომს“ თავად ეს კომპანიები გამოეცალა ხელიდან და ბანკ „როსიას“ საკუთრებად იქცა (ამაზე დაწვრილებით ზემოთ ვისაუბრეთ). ამასთან ერთად, „გაზპრომმა“ „სიბურს“ 40 მლრდ. რუბლის ვალი ჩამოაწერა.

<...> 2008 წელს „სიბურის“ პრეზიდენტმა დიმიტრი კონოვმა და კიდევ ოთხმა უმაღლესმა მენეჯერმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ამცნეს, რომ „გაზპრომბანკთან“ მოლაპარაკებების დაწყებას აპირებდნენ. მოლაპარაკების მიზანი „გაზპრომბანკისგან“ „სიბურის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მათი კუთვნილი კვიპროსული ოფშორის Hidron Holdings Limited-ის სახელზე გამოსყიდვა იყო. მხარეებმა სულ რაღაც ხუთ დღეში შეათანხმეს ფასი და გარიგების წინასწარი პირობები. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობით, Hidron-ი „გაზპრომბანკისგან“ სრულ 70%25-ს, მთელი კომპანიის ღირებულების წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით - 3.8 მლრდ. დოლარად - გამოისყიდის.

ამავდროულად, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, „სიბურის“ რეალური ფასი სულ მცირე, 6.5 მლრდ დოლარია.

გარიგების პირობების თანახმად, „სიბურის“ მენეჯერთა „გაზპრომბანკისთვის“ გადასახდელი თანხის თითქმის ნახევარი (53.5 მლრდ. რუბლიდან 25 მლრდ. რუბლი) ისევ „გაზპრომბანკს“ უნდა მიეცა სამწლიანი სესხის სახით. მოკლედ, „გაზპრომბანკი“ მყიდველებს თავადვე უფინანსებს გარიგებას! თანაც, „სიბურის“ გამოსყიდვის შემდეგ მის ახალ მფლობელებს შეეძლებათ შვილობილი ბიზნესების - „სიბურ რუსკიე შინისა“ და „სიბურმინუდობრენიას“ - „გაზპრომისთვის“ უკან მიყიდვა, თანაც, სავარაუდოდ, ფასნამატით. გაუგებარია, რა დამსახურებისთვის ერგო „სიბურის“ ხუთ ტოპ-მენეჯერს (რომლებიც კომპანიაში სულ რამდენიმე წელია მუშაობენ) ასეთი გულუხვი საჩუქარი? <...> თანაც საკითხავია, ვინაა მყიდველი კოომპანის - კვიპროსული Hidron Holdings Ltd-ის - ბენეფიციარი? გარიგების სისწრაფისა და ფანტასტიკური პირობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კონოვი და Co კი არა, რომელიმე გავლენიანი სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც მონური სამსახურისთვის ამგვარად უხდიან მადლობას.

საერთო ჯამში, „სიბურთან“ დაკავშირებული ისტორიის გამო, „გაზპრომმა“ შეიძლება სულ მცირე, 3 მლრდ. დოლარი დაკარგოს.

გაზპრომიდანაქტივების გატანასთან
დაკავშირებული აფიორები: შედეგები.

„გაზპრომიდან“ აქტივების გატანასთან დაკავშირებული აფიორების შედეგად, კომპანიამ ბოლო წლებში 60 მლრდ. დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები (საკუთარი აქციების 6.4%25, აგრთვე, „გაზპრომბანკის“,„სოგაზის“„სიბურის“, „გაზპრომ-მედიასა“ და უმსხვილესი არასამთავრობო საპენსიო ფონდის, „გაზფონდის“ აქციათა პაკეტები) და 20 მლრდ. დოლარის ოდენობის ფულადი სახსრები (გავიხსენოთ, „სიბნეფტის“ ყიდვის საბაბით კომპანიიდან თანხების გატანა და ტრეიდერ „როსუკრენერგოსთან“ დაკავშირებული მაქინაციები) დაკარგა.

ამ ხელიდან გაშვებულ გარიგებათაგან შესაძლო მოგება, ჩვენი შეფასებით, შტოკმანოვოს, ბოვანენკოვოსა და ზოგი სხვა მსხვილი გაზის საბადოს ათვისების ღირებულების ეკვივალენტურია. ეს სახსრები შეიძლებოდა გაზის მოპოვების დარგის განვითარებასა და რუსი მომხმარებლის საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფას მოხმარებოდა.

მაგრამ ამის ნაცვლად, ჩვენ დავინახეთ მხოლოდ ბანკ „როსიას“ ბიზნეს იმპერიის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც „გაზპრომიდან“ აქტივების გატანაზე იყო აგებული (იხ. სქემა).

0x01 graphic

წყარო: პრეზენტაცია „How Should Gazprom Be Managed in Russia's National Interests and the Interests of It's Shareholders“. Vadim Kleiner, Gazprom Board Candidate 2005 წლის ივნისი.

20 ლიბერალიზმი: განსჯა თავისუფლებაზე

▲back to top


0x01 graphic

დეტმარ დერინგი

მთარგმნელი: დავით ახალაძე

დეტმარ დერინგი - ფილოსოფიის დოქტორი, მოღვაწეობს გერმანიის ქალაქ ბონში, ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის ლიბერალურ ინსტიტუტში.

შემოთავაზებული ესეი დააინტერესებს ყველას, ვინც თავისი ქვეყნის მომავალზე, თავისი ხალხის ბედზე ფიქრობს.

შესავალი: ლიბერალიზმი

ქვემოთ ვისაუბრებთ მხოლოდ ლიბერალიზმზე. და სხვა არაფერზე. თანაც, ლიბერალიზმს თავისუფლების პოლიტიკური წყობის იდეის რანგში განვიხილავთ, რადგან სწორედ თავისუფლებაში ხედავს იგი თავის საბოლოო მიზანს.

ჩვენ თანმიმდევრულად მიმოვიხილავთ ამ იდეის ძირითად თემებსა და ასპექტებს. ავტორი მრავალრიცხოვანი შემადგენელი ელემენტისგან ლიბერალიზმის იდეის საკუთარი თვალით დანახული მთლიანი შენობის აგებას შეეცდება. მაგრამ ამგვარი წამოწყება მაინც ყოველთვის უბრალო ცდად დარჩება. ავტორს არ შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და არც აქვს ამის უფლება, რადგან ეს თავად ლიბერალიზმის ბუნებას შეეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მისი ძირითადი ეთიკური კონცეფციების ფორმულირება და მათი სისტემურად განზოგადება დღესდღეობით სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ამას თავისი ახსნაც აქვს.

ლიბერალიზმმა არა მხოლოდ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მსხვილ პოლიტიკურ მიმდინარეობათა შორის, არამედ უზარმაზარი პოტენციალიც შეინარჩუნა. იგი სულ უფრო და უფრო მეტად მოიაზრება ერთგვარი წამქეზებელი სტიმულის საწყის წერტილად. ლიბერალიზმთან მებრძოლი ძალები მუდამ ისეთი ძლევამოსილებით გამოირჩეოდა, რომ მხოლოდ ნაწილობრივი (თუმცაღა, საგულისხმო) წარმატებების მიღწევის საშუალებას აძლევდა მას. ამის გამო, იგი ძალიან ხშირად კარგავდა ერთიანობის შეგრძნებას და მოიპოვებდა უფლებებს, მაგრამ არა - თავისუფლებას. ლიბერალიზმი ხშირად იძულებული იყო, ისეთი მოკავშირეები ჰყოლოდა, რომლებიც მის განვითარებას აფერხებდნენ და მის იდეებს ამახინჯებდნენ. ლიბერალურ პარტიათა ისტორიას უხვად ახსოვს ასეთი მაგალითები. იგი:

  • მიუსადაგეს სოციალიზმს, რომელმაც, „სოციალური ლიბერალიზმისნიღაბს ამოფარებულმა, თავისუფლების ფარგლებში თანამშრომლობის კლასიკური ლიბერალური პრინციპი სახელმწიფოს მხრიდან იძულების ძალით კოოპერაციის პრინციპით შეცვალა;

  • მიუსადაგეს ნაციონალიზმს, რომელიც ესოდენ ხშირად ცვლიდა ხალხთა შორის მეგობრობისა და თავისუფალი მსოფლიო ვაჭრობის კლასიკურ ლიბერალურ პრინციპებს ჰეგემონისტური ამბიციებით, იმპერიალისტური სწრაფვებითა და პროტექციონიზმით;

  • მიუსადაგეს ჯგუფური ინტერესებისა თუ ყალბისაქმიანი ინტერესებისნაირგვარ ფორმებს, რომლებმაც ლიბერალიზმს პოლიტიკური ძალაუფლების მხრიდან ეგოისტური პირადი ინტერესების პრივილეგირებისადმი სიძულვილი მალევე დაავიწყეს.

ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა მრავლად შეიძლება. პოლიტიკურ ისტორიაში ლიბერალიზმისთვის რაიმე ორიენტირს ვერ იპოვი. ისტორია მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენადაა ლიბერალიზმი კვლავაც რეალიზების მომლოდინე, ჯერ არგანხორციელებული, უტოპია.

უმჯობესია, საკუთარ სათავეებს მივმართოთ - განვიხილოთ თავისუფლების ყოვლისმომცველი პოლიტიკური თეორია და მისგან გამომდინარე ყველა შედეგი.

ლიბერალიზმის ამგვარ ხედვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის კი არა, რომ რაიმე სრულყოფილი თუ ჩამორჩენილი საზოგადოებრივი მოწყობის სისტემა შეცვალოს, არამედ იმისათვის, რომ, მასზე დაყრდნობით, კაცობრიობის ისტორიის ჯერ კიდევ არდასრულებულ პროცესში, ნებისმიერი გამოწვევისთვის იყოს მზად. იგი ესაჭიროება მას საიმისოდ, რომ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგოს თავისუფლების პოლიტიკური წყობის პრინციპები, და საიმისოდ, რომ ახალი დაბრკოლებების წინაშე, თავისი თავდაპირველი, მთავარი მიზანი არ გამორჩეს მხედველობიდან.

თავისუფლება

„ვინც თავისუფლებაში თავისუფლებას კი არა, სხვა რამეს ეძებს, ის მონად დაბადებულა“, - ეს სიტყვები ალექსის დე ტოკვილმა 1856 წელს დაწერა და მათში ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები გამოხატა. ლიბერალიზმის გამართლების კიდევ არაერთი სხვა მცდელობაც ყოფილა. XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ფილოსოფოსმა იერემია ბენტამმა წამოაყენა „უმრავლესობის ბედნიერების“ თეორია, რომლის მიხედვითაც, სამწუხაროდ, ადვილად შეიძლება ტოტალიტარული იძულებითი „გაბედნიერების“ გამართლება.

მეცნიერული აზროვნების განვითარება განმანათლებელთა დროიდან კაცობრიობის უმთავრესი მიზანი იყო. მაგრამ უფრო ყურადღებით შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მას ინტელექტუალური ელიტის პრივილეგირებამდე ან ტექნოკრატთა ბატონობამდე მივყავართ.

მაგრამ რა დასაბუთებაც გინდა ვიქონიოთ, ჭეშმარიტება უცვლელია: ლიბერალიზმის ერთადერთი გამართლებაა - თავისუფლება თავისუფლებისთვის. სწორედ თავისუფლებიდან მოდის მისი სახელიც, რომლის ფუძეცაა ლათინური სიტყვა LIBERTAS.

ლიბერალიზმის მიერ ნაგულისხმევი თავისუფლება უნივერსალურია. იგი არ ცნობს ადამიანის ინსტრუმენტალიზაციასა და რაიმე გარეშე მიზნებისადმი დაქვემდებარებას. ესაა იძულებისგან თავისუფლება.

ლიბერალიზმი მიესალმება ადამიანის თვითსრულყოფისადმი ლტოლვას. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არაა თავისუფლების დასაბუთება. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ამით არ ამოიწურება. ბევრი რამ იქიდან, რასაც „პატარა ადამიანის“ ინტერესთა დამცველი ლიბერალიზმის მოწინააღმდეგეები „სულმდაბლობად“ რაცხავენ, თავისუფლების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. სხვებთან ერთად, მათ რიცხვს განეკუთვნება ადამიანის მიერ მორალისაგან თავისუფალი მატერიალური თუ სულიერი პროდუქტების მოხმარება. პროდუქტებისა, რომლებიც მისი განათლების დონეს რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ უყენებს და არც, საზოგადოდ, განათლების სტიმულირებას ახდენს.

ლიბერალიზმი არ ცნობს ცხოვრების ერთი სტილის მეორის მიმართ უპირატესობას, რადგან ამაში ინდივიდუუმის მკაცრი მეურვეობის საფრთხე იმალება. კაცთმოძულე კომუნისტურმა რეჟიმებმა თვალნათლივ გვიჩვენა, სადამდე მივყავართ თითქოსდა სულმდაბლური, მაგრამ, სინამდვილეში, განსაკუ- თრებული მნიშვნელობის მქონე ცხოვრებისეული მიზნების უგულებელყოფას. ახალი, სრულყოფილი ადამიანის შექმნისკენ ლტოლვას, ჩვეულებრივ, ტოტალურ ტერორამდე მივყავართ. ასევეა წვრილმანი ეკონომიკური პრობლემებისგან „გათავისუფლებაც“, რასაც საკუთარი თვითრეალიზაციის „მაღალი“ მიზნების შესასრულებლად ესოდენ დიდი „მზრუნველობით“ სთავაზობს ხოლმე ადამიანს სახელმწიფო. ამას, როგორც წესი, საპირისპირო შედეგამდე, კერძოდ კი, ზემოთ ხსენებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ინდივიდუუმის სრულ დამოკიდებულებამდე მივყავართ.

განსაკუთრებულობაზე პრეტენზიის არმქონე თავისუფლება მხოლოდ თავისუფლების საზღვრებს ცნობს. არც ერთ ადამიანს არ აქვს საკუთარი თავისუფლების სხვათა თავისუფლების შესაზღუდად გამოყენების უფლება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების დროს არავის აქვს თვითნებურად მსაჯულის მანტიის ჩაცმისა და მტყუან-მართლის გარჩევის უფლება. თავისუფლება მხოლოდ იქაა, სადაც ინდივიდუუმი სხვათა თვითნებობისგან დაცულია.

ლიბერალიზმის თვალით დანახული თავისუფლება რაღაც მეტაფიზიკური, „შინაგანი“ თავისუფლება არაა. ესაა - ადამიანთა ურთიერთობების მარეგულირებელი და, შესაბამისად, პოლიტიკურ მიზნად ქცეული თავისუფლება.

თავისუფლების დასაცავად აუცილებელია ნეიტრალური და პროგნოზირებადი ინსტიტუტი, რომელსაც ცალკეულ ადამიანთა შორის აქტივობის სფეროთა და ავტონომიურ ზონათა საზღვრების დადგენა შეეძლება. ეს ინსტიტუტია - სამართალი. სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა სამართლებრივი ნორმების დაცვა და შესრულებაა.

სახელმწიფო

ლიბერალიზმი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ანტისახელმწიფოებრიობაში. მაგრამ ჭეშმარიტება ისაა, რომ საქმე პირიქითაა. ლიბერალიზმის იდეალი - სამართლის ფუნდამენტზე დაფუძნებული და თავისუფლების პრინციპების პატივისმცემელი სახელმწიფოა. მხოლოდ ასეთ სახელმწიფოს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი.

და პირუკუ: ვისაც სამართლებრივისგან განსხვავებული სახელმწიფო სურს, მას სახელმწიფო სულაც არ ესაჭიროება. აუცილებლად უნდა შეგვეძლოს სახელმწიფოს გარჩევა ადამიანთა სხვა სახის ერთობათაგან. ყაჩაღურ ბანდებს, პროფკავშირებს, სამრეწველო კარტელებს, ცხოველთა დაცვის საზოგადოებებსა და ადამიანთა სხვა სახის გაერთიანებებს (თუ არ ჩავთვლით ჭეშმარიტ მეგობრობასა და სიყვარულზე დაფუძნებულ კავშირებს) ერთი რამ ახასიათებს - ესაა მატერიალური და/ან საერთო მიზნების მიღწევისკენ ლტოლვა. მოწინააღმდეგეებიც სწორედ იმიტომ აკრიტიკებდნენ ლიბერალიზმს, რომ ისინი სახელმწიფოს ცნებაში ჭეშმარიტ სახელმწიფოს კი არა, პირად ინტერესებზე დაფუძნებულ ადამიანთა გაერთიანებას გულისხმობდნენ. ასეთი ანტილიბერალური სახელმწიფო ყოველთვის, ყველა ეპოქაში მათი ერთგული მსახური იყო. იგი ემსახურებოდა კლასობრივ ინტერესებს, „რჩეული“, თითქმის გაღმერთებული „ბატონთა რასისა“ თუ პოლიტიკური პარტიის „ერთადერთ ჭეშმარიტ“ სწავლებაზე დაფუძნებულ ინტერესებს. იგი, „საყოველთაო კეთილდღეობის“ ახალ სამოსში გამოწყობილი, მხოლოდ ერთს ცდილობს. მისი მიზანი ადამიანთა ერთი ჯგუფის გულის მოგება, რაღაც აბსტრაქტული (შესაბამისად, ნებისმიერი თავნებობის გამამართლებელი) „სოციალური სამართლის“ დამყარება და ოდესღაც ლეგიტიმური სახელმწიფო ძალაუფლების ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების მონად გადაქცევაა.

ლიბერალური სამართლებრივი სახელმწიფო ცნობს პირად ინტერესებს. სწორედ ამიტომაც, იგი თავისუფლებას მათ აძლევს და არა პოლიტიკურ ძალაუფლებას. პარტიკულარული ინტერესების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს ჩარევისას წარმოქმნილი ყალბი პოლიტიკური პლურალიზმის ილუზია ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მრავალფეროვნების ხარჯზე წარმოიქმნება, რადგან იგი სხვა (არანაკლებ ლეგიტიმური) ინტერესების დისკრიმინირებას ახდენს.

ლიბერალურ სამართლებრივ სახელმწიფოს მატერიალური მიზნები არ ამოძრავებს. იგი არ ერევა ადამიანის აქტივობისა და მეურნეობის გაძღოლის პროცესში. იგი მხოლოდ უზრუნველყოფს წესრიგს, რომლის ფარგლებშიც ვითარდება ეს პროცესი. ლიბერალიზმი თავის იდეალს ღია, მაგრამ გარკვეული წესებით რეგულირებად პროცესებში ხედავს.

ამგვარი რთული ამოცანის შესრულება სახელმწიფოსგან თვითშეზღუდვასა და დისციპლინას მოითხოვს. მართლაც მხოლოდ ნამდვილად ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია გაუძლოს კორუფციის გზაზე გადახვევის ცდუნებას და შეზღუდოს დიდი ძალაუფლების მქონე ეგოისტური დაჯგუფებები. მხოლოდ ძლიერ ხელისუფლებას ხელეწიფება საზოგადოების სამსახურში ყოფნა სამართლიანობის პრინციპების დაურღვევლად.

საზოგადოება

ლიბერალიზმის თვალთახედვით, სახელმწიფო და საზოგადოება მჭიდრო კავშირშია ერთი-მეორესთან, მაგრამ, ამავდროულად, მკაცრადაა ურთიერთგამიჯნული.

ერთი მხრივ, საზოგადოება სახელმწიფოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი გაერთიანების ინსტიტუტის გარეშე ვერ იარსებებს, რადგან მას, ისევე, როგორც სახელმწიფოს, არ გააჩნია საკუთარი თავის მიღმა არსებული მიზნები. თავისუფლების პირობებში მცხოვრები საზოგადოება ერთობათა და ინდივიდუუმთა თანამეგობრობაა. მას არ აქვს უფლება, თავს მოახვიოს ხალხს მიზნები, რომლებიც არსებული სამართლებრივი წესების საზღვრებს სცდება. მაგრამ, ამავდროულად, ეს ერთობები და ინდივიდუუმები სახელმწიფოს გარეშე ცალკეული ინტერესების მატარებელთა ბრბოდ გადაიქცეოდნენ და, თანაც, მათი სამართლებრივი გაწონასწორების რაიმე შესაძლებლობა არ იარსებებდა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს საზოგადოების კონსტიტუირება.

მეორე მხრივ, თავისუფლების პრინციპების მიხედვით, ლიბერალიზმი საზოგადოების სახელმწიფოსაგან მკაცრად გამიჯვნას მოითხოვს, რადგან რუსოს მიერ XIX საუკუნეში ჩამოყალიბებული დოქტრინა - სახელმწიფოსა და საზოგადოების ცალკეულ წევრთა თუ ჯგუფთა ინტერესების იდენტურობის შესახებ - უსაფუძვლო და განუხორციელებელია. საზოგადოება (საბედნიეროდ!) ბუნებით ყოველთვის პლურალისტულია.

და, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთიან ორგანიზმად სწორედ სახელმწიფოს წყალობით მოიაზრება, მისი საფუძველი მაინც საკუთარი ინტერესების ან შეხედულებების მქონე კონკრეტული ინდივიდუუმებისა და ადამიანური ერთობებისგან შედგება. მათთვის რაღაც უმაღლესი, დამკვიდრებული სამართლის ჩარჩოებს მიღმა არსებული ნების მინიჭება უაღრესად სახიფათო შეცდომა იქნებოდა. XX საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების საშინელმა გამოცდილებამ თვალნათლივ გვიჩვენა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სახელმწიფოსა და საზოგადოების „საერთო ნების“ იდეამ.

დემოკრატია

მხოლოდ თავისუფლებას (რომლის მატარებელიც ლიბერალური სახელმწიფოა) შეუძლია მთელი საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომაა ლიბერალიზმისთვის დემოკრატია და სამოქალაქო უფლებების მისთვის დამახასიათებელი თანაბარი (და, ამდენად, სამართლიანი) გადანაწილება სახელმწიფოს მართვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმა. მაგრამ დემოკრატია თვითმიზანი არაა, რადგან მოქალაქისთვის სახელმწიფოს მართვაში თანამონაწილეობის უფლების მინიჭება სულაც არ აძლევს მას სხვა სფეროებში თავისუფლების გარანტიას. პირიქით, თანამონაწილეობის უფლების თვითგამორკვევის უფლებით ჩანაცვლების ფართოდ გავრცელებულმა პრაქტიკამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას თავისუფლებას.

დემოკრატიის ის ფორმა, რომლისკენაც ლიბერალიზმი მიილტვის, პრაქტიკულად, სამართლებრივი სახელმწიფოს იდენტურია. საქმე აბსოლუტური ძალაუფლების უმრავლესობის ხელში გადაცემას კი არა, ამ ძალაუფლების მთელი ხალხისთვის (როგორც სუვერენული სუბიექტისთვის) გადაცემას ეხება. მაგრამ, ნებისმიერი ხელისუფლების მსგავსად, დემოკრატიული ხელისუფლებაც გარკვეული ჩარჩოებით უნდა შეიზღუდოს. არაფრით შეიძლება იმის დაშვება, რომ უმრავლესობამ ან რაიმე კოალიციამ თავი უმცირესობის თავისუფლებაზე მაღლა დააყენოს. დემოკრატიის ლოგიკაც სწორედ ისაა, რომ მისი კანონშემოქმედი ხელისუფლება კანონის ზედმიწევნით დაცვის პრინციპით ხელმძღვანელობს. ნამდვილად დემოკრატიული შეიძლება მხოლოდ ის საერთო წესები და ნორმები გახდეს, რომლებიც თითოეული მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესების დაცვით საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძვლად იქცევა. „უმრავლესობის ტირანია“ (რომელიც, თუ დავაკვირდებით, უთუოდ კარგად ორგანიზებული უმცირესობის ტირანიაა), რომლის საფრთხის თაობაზეც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გვაფრთხილებდნენ ლიბერალიზმის ისეთი დიდი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ალექსის დე ტოკვილი, ჯონ სტიუარტ მილი და უილიამ ლეჯეტი, არა მხოლოდ ლიბერალური საწყისისთვის, არამედ დემოკრატიის იდეისთვისაც მიუღებელია.

XX საუკუნის ტოტალიტარულმა „სახალხო დემოკრატიებმა“ ეს თვალნათლივ დაგვანახა.

მართალია, ლიბერალიზმი სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას მოითხოვს და, ამავდროულად, ქმნის დემოკრატიული მოწყობის ლეგიტიმური ფორმის საფუძველს, თვით თავისუფლებისა და დემოკრატიის „შერიგება“ უაღრესად რთული სულიერი და პოლიტიკური პრობლემაა. დემოკრატიის საწყისი ფორმისთვის მართლაც უცხოა სამართლისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ესოდენ აუცილებელი გამიჯვნა. სახელმწიფოს შეზღუდვისა და კონტროლის სირთულე კიდევ იმითაც აიხსნება, რომ ისინი ოდითგანვე, ერთგვარი გარეშე ძალის სახით კი არა, ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვისა და თვითკონტროლის სახით არსებობდა. ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვა კი ადამიანს ყოველთვის უჭირს.

ლიბერალიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დემოკრატიამ მისთვის ესოდენ ძვირფას - შეუზღუდავი სუვერენიტეტის - პრინციპზე უნდა თქვას უარი. ამით იგი თავის მოკლევადიანი და პარტიკულარული მიზნებისაგან თავისუფალ ნებას კონსტიტუციის მარეგლამენტირებელი ყველა ნორმისთვის აუცილებელ ფორმულირებებში აქცევს და ექვემდებარება მას, როგორც ზემდგომ ინსტანციას. ამის მისაღწევად იგი თავის ძალაუფლებას საზოგადოების მიერ კონტროლირებული დამოუკიდებელი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს. იგი ანაწევრებს სახელისუფლებო სფეროებს და ამ გზით მინიმუმამდე ამცირებს საკუთარ ძალაუფლებას. იმისათვის, რომ დასაბამშივე აღკვეთოს უმრავლესობის მხრიდან ძალადობრივი გზით უპირატესობის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა, იგი სახელისუფლებო სტრუქტურას მრავალრიცხოვან ორგანოსა და უწყებას შორის ანაწილებს. მრავალპალატიანი საპარლამენტო სისტემა და ფედერალიზმი დემოკრატიული საფუძვლების ლიბერალური ხედვის ლოგიკური შედეგია.

ამგვარად ავიცილებთ თავიდან დემოკრატიის კონფორმიზმის ჭაობში ჩაძირვის საფრთხეს. მხოლოდ ასე შეიძლება დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ჭეშმარიტად პლურალისტური და თავისუფალი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.

ცოდნა

საზოგადოების სირთულეში ლიბერალიზმი განვითარების საუკეთესო შანსს ხედავს. მისთვის უცხოა ძალადობის სახელმწიფოებრივი მანქანის საშუალებით მცირე ჯგუფთა საკუთარ თვალსაწიერში მოქცევის ჯერ კიდევ წინაისტორიული ხანიდან მომდინარე მცდელობები.

ამიტომაც გაიაზრა ლიბერალიზმმა საზოგადოებასთან მიმართებაში არსებული ცოდნის საზღვრები. მისი მხრიდან ტექნიკური გონის (რომელსაც ყველა პრობლემის წამლობის პრეტენზია ჰქონდა) გადამეტფასების კრიტიკის სისწორე საზოგადოების რაციონალიზატორული, „გეგმური“ მოწყობის მცდელობათა კრახმაც დაადასტურა - ასეთი მცდელობები ყოველთვის ძალადობითა და ტერორით მთავრდებოდა.

დიდი მნიშვნელობა აქვს საჭირო ცოდნის არა მხოლოდ „რაოდენობას“, არამედ „ხარისხსაც“.

სახელმწიფოს, როგორც თავისუფლების დამცველ სამართლებრივ თანამეგობრობას, მხოლოდ ერთი რაიმე ცოდნა (ეს იქნება ცოდნა უნარებისა თუ ილეთების (ტექნიკა) შესახებ), თეორიული თუ აბსტრაქტული ცოდნა (მეცნიერება), ან სხვა რამ დამოუკიდებელი სახის ცოდნა (მაგალითად, პოეტური ან იუმორისტული) ვერ ექნება დაგროვილი. ყველა ეს ცოდნა მეტ-ნაკლებად საზოგადოების ცალკეულ შესაკრებთა მონაპოვარია (მაგალითად, ტექნიკა ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!). მაგრამ, ამავდროულად, გააბსოლუტურების შემთხვევაში, ნებისმიერი მათგანი კატასტროფულად იმოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე. პოლიტიკური ცოდნა უნდა ითვალისწინებდეს როგორც კონკრეტულ რეალობას, ასევე - დაგროვილი ცოდნის ნაირსახეობებსაც. სწორედ ისინი გვაძლევს ადეკვატური განსჯისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას. მხოლოდ ამგვარად შეიძლება თავისუფლების პოლიტიკის წინაშე არსებული დიდი ამოცანების შესრულება; პოლიტიკისა, რომლის მიზანიცაა არსებული მრავალფეროვანი ცოდნის განვითარების გასაგები და მკაფიო მეთოდების პოვნა და მათი ჰარმონიზება საზოგადოების ცხოვრებასა თუ მოთხოვნებთან. აგრეთვე, მისი ამოცანაა ამ ცოდნის საზოგადოების სამსახურში შეუზღუდავად ჩაყენება.

ამით ლიბერალიზმი, გადამეტებულ რაციონალიზმში დადანაშაულების მიუხედავად, ძირეულად განსხვავდება არსებული ირაციონალისტური მიმდინარეობებისგან. პოლიტიკური ცოდნა მის წინაშე არსებულ რთულ ამოცანებს უნდა შეესაბამებოდეს. ღია საზოგადოება იმ ფენომენს ჰგავს, რომელსაც ოდესღაც ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა „კაცობრიობის დიდი საუბარი“ უწოდა. ამ საუბარში ყველა ხმა უნდა ისმოდეს. ამ დისკუსიის ცენტრში უნდა იყოს პოლიტიკური განსჯა - ოღონდ, მხოლოდ განსჯა და არა აბსოლუტური ჭეშმარიტება. ცოდნა მხოლოდ რაციონალური დისკუსიისა და კრიტიკული გააზრების წყალობით ვითარდება და არასოდეს ისახავს რაიმე საბოლოო მიზანს, რომელსაც მაინც ვერასოდეს მიაღწევს.

ამიტომაც, განსჯისა თუ აზრის თავისუფლება შემწყნარებლობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისათვის არა მხოლოდ იმპერატიულად აუცილებელი მორალური ელემენტი, არამედ ადამიანური სულის პროგრესისკენ მიმავალი ერთადერთი გზაცაა. ამ გზის გავლა კი მხოლოდ იდეებისა და ცოდნის თავისუფალი ბაზრის პირობებში შიძლება.

ბაზარი

თავისი იდეალის განსაკუთრებით სრულ და სრულყოფილ განსხეულებას ლიბერალიზმი ბაზარში ხედავს. ბაზარი - გაცვლის, კონკურენციისა და კოოპერაციის თავისუფლებაა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ლიბერალიზმის კრიტიკოსები, რატომღაც, ვერ ამჩნევენ. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ადამიანთა ნამდვილი „სოლიდარული“ კოოპერაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა იძულება არ არსებობს.

ლიბერალიზმის თვალთახდვით, თავისუფლება ყოველთვის გულისხმობს ბაზრის არსებობას. თავისუფალი შეთავაზება და მოთხოვნა თავისუფლების საფუძველთა საფუძველია. ნებაყოფლობითი ფაქტორი სიყვარულშიც კი იგულისხმება, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ დევს მატერიალური მოგებისაკენ სწრაფვის ელემენტი. ან ავიღოთ, თუნდაც, აზრის თავისუფლება. ისიც შეიძლება იდეებისა და ინფორმაციის თავისუფლად გაცვლის ერთგვარ ბაზრად მოვიაზროთ. და პირიქით, თავის მხრივ, ბაზარიც (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით) ყოველთვის იდეებისა და ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ცენტრალიზებულ დაგეგმარებასთან მისი უდავო უპირატესობა ისაა, რომ იგი დაგროვილი ცოდნის ეფექტიანად გამოყენებისთვის ბევრად უფრო ფართო გასაქანს იძლევა.

ზემოთ თქმული, პირველ რიგში, ეკონომიკას ეხება. სწორედ ამ სფეროშია თავისუფლება ყველაზე უფრო აუცილებელი და სწორედ ამ სფეროში მივყავართ მის დაკარგვას ყველაზე მეტად მტკივნეულ შედეგებამდე. სწორედ ამიტომაა კერძო საკუთრებასა და ქონებრივი უფლებების თავისუფალ გაცვლაზე დამყარებული საბაზრო მეურნეობა ლიბერალური წყობის საფუძველი.

ეკონომიკური თავისუფლების გარეშე ნებისმიერი სხვა თავისუფლება წარმოუდგენელია. აბა, თუ არა ბაზრის მეშვეობით, როგორ უნდა უზრუნველყო პრესის თავისუფლება, ან, თუგინდ, აღმსარებლობის თავისუფლება და იძულებითი მუშაობისგან თავისუფლება (კარგი იქნებოდა, შრომის უფლების სანაცვლოდ კონსტიტუციაში შრომისგან თავისუფლების უფლება ჩაწერილიყო) და ა.შ?

გარდა ამისა, საბაზრო მეურნეობა მრავალი „არაეკონომიკური“ თავისუფლებების ფუნდამენტიცაა.

ყველაზე ელემენტარული თავისუფლება ყიდვისა და გაყიდვის თავისუფლებაა. თუკი აზრისა და თვალსაზრისის გამოთქმის თავისუფლება ძირითადად ინტელექტუალებს ეხება (რის გამოც მისი, როგორც სამართლის პრინციპების ქვაკუთხედის მნიშვნელოვნება სულაც არ მცირდება), ეკონომიკური თავისუფლება ყველა ადამიანს მოიცავს, გამონაკლისის გარეშე. მეტიც, მასზეა დამოკიდებული მათი არსებობაც. მისი ღალატი და სახელმწიფო „დაგეგმვის“ წნეხში მოქცევა (თუგინდ, ეს სახელმწიფო თავს დემოკრატიულად ასაღებდეს) ადამიანის სრულ, აბსოლუტურ დამოკიდებულებაში მოქცევას ნიშნავს.

საბაზრო მეურნეობა ეკონომიკის სფეროში სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპების უკანასკნელი განხორციელებაა. მან, თავისუფლების უფლების მტკიცედ დაცვით, მხოლოდ ისეთ წყობას უნდა შეუქმნას პირობები, რომლის ფარგლებშიც ადამიანი ძალდატანების გარეშე შეძლებს საქმიანობას. XX საუკუნის ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეკონომიკის სფეროშიც აუცილებელია სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმებით შეზღუდვა. მომავლის ლიბერალიზმის უმთავრესი ამოცანა სწორედ ამგვარი შეზღუდვების გამომუშავებაა.

საკუთრება

ბაზრის შექმნა და ინდივიდუალური ცოდნის მთელი საზოგადოების სასიკეთოდ ეფექტიანად გამოყენება მხოლოდ ისეთი წყობის პირობებში შეიძლება, რომელიც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა. ჯერ კიდევ ჯონ ლოკიდან მოყოლებული, კერძო საკუთრების უფლებას ადამიანის უფლებათა საფუძვლად ტყუილად კი არ მიიჩნევდნენ ლიბერალიზმის დიდი მოაზროვნეები. მეორე მხრივ, ნებისმიერი უფლება, მათ შორის, სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებაც კი, შეიძლება საკუთრების უფლებად მივიჩნიოთ.

ეს ფაქტი მხოლოდ იმით როდი აიხსნება, რომ ადამიანი პირადი მატერიალური საკუთრების გარეშე ვერ შეძლებდა ინდივიდუალური თუ უნიკალური, შინაგანი თუ სულიერი მონაცემების (რომლებიც თავისთავად მისი საკუთრებაა) კონკრეტულ რეალობად გარდაქმნას.

ამის ახსნა არც მხოლოდ იმით შეიძლება, რომ ქონებრივი უფლებების თავისუფალი და ნებაყოფლობითი გაცვლის ერთადერთი ალტერნატივა ძალადობა და ძალდატანებაა. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკური ცოდნის მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ქონებას და თავისუფლად განკარგავს მას. ორივე ეს ფაქტორი კერძო სკუთრების აუცილებლობას განაპირობებს. და პირიქით, საზოგადოებრივი მართვის გამოცდილებამ (არა მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში) გვიჩვენა, რომ ეს ფაქტორები ეკონომიკური რაციონალურობის ნებისმიერ ფორმას უკუაგდებს, თუკი რესურსებისა და მატერიალური ფასეულობების მიმართ პასუხისმგებლობით აღსავსე და გულმოდგინე დამოკიდებულებას ყოველგვარ სტიმულს მოაცილებ.

რაც უფრო ზედმიწევნით სრულდება საკუთრების უფლების დაცვა და რაც უფრო ნაკლებადაა იგი შეზღუდული (მოკლედ, რაც უფრო მეტი თავისუფლება არსებობს), მით უფრო ეფექტიანად შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება. შრომის განაწილებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში (რაც თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნამდვილი გარანტია) არ არსებობს ცენტრალიზებული ინსტანცია, რომელიც საკუთრებისგან მაქსიმალური უკუგების მიღების საშუალებათა განსაზღვრას შეძლებდა.

მხოლოდ კერძო საკუთრების თავისუფალი განკარგვა იძლევა „მიკროეკონომიკური“ ინფორმაციის (ანუ ეკონომიკური პრაქტიკის კონკრეტული, კერძო სიტუაციებიდან ამონარიდი ფრაგმენტების) ეფექტიანად გამოყენების საშუალებას. ყველას და ყველაფრის შემზღუდველი სახელმწიფო არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდუუმებს, არამედ, მთელ საზოგადოებასაც ართმევს არსებული ეკონომიკური პოტენციალის ყველაზე უფრო ეფექტიანი და გონივრული გამოყენების შესაძლებლობას. ამიტომაცაა საკუთრების უფლება საბაზრო მეურნეობის ძირითადი საფუძველი და ის შემაკავშირებელი რგოლი, რომელიც ყოველ ადამიანს თავის თანამოქალაქეებთან აერთიანებს და რომელიც მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

კაპიტალიზმი

იქ, სადაც ლიბერალიზმმა ნაწილობრივ მაინც შეასხა ხორცი თავის იდეებს, ადამიანები იქამდე არნახულ მატერიალურ კეთილდღეობას ეზიარნენ. ლიბერალიზმის ყველაზე დიდი ტრიუმფი გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებაა. აქ მან თვალნათლივ გვიჩვენა თავისი უპირატესობა ყველა მეტოქე მოძრაობასთან შედარებით.

მაგრამ ამ წარმატებას ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ. ლიბერალიზმის წყალობით მიღწეული კეთილდღეობის დონე და მისი გამომწვევი მიზეზები, უკვე დიდი ხანია, უსამართლო კრიტიკის სამიზნედაა ქცეული.

ლიბერალიზმით განპირობებული, ხალხის კეთილდღეობის დონის მკვეთრი აწევის ძირითადი მიზეზი კაპიტალიზმია, რომელიც სულაც არ ეწინააღმდეგება მას. უფრო მეტიც, ლიბერალიზმი კაპიტალიზმში ყველა სანუკვარი ოცნების შესრულების საწინდარს ხედავს! მხოლოდ თავისუფლების სადარაჯოზე მდგარმა ლიბერალიზმმა მისცა კაპიტალიზმს განვითარების შემაფერხებელი ყველა დაბრკოლების გადალახვის საშუალება.

შრომის გადანაწილებაზე დაფუძნებული თავისუფალი საბაზრო მეურნეობა არა მხოლოდ ქონებრივი უფლებების თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კაპიტალის არსებობას გულისხმობს. კაპიტალის აკუმულირება, რომელიც წინასწარი ფინანსირებისა და სესხის გაცემის თანამდევი რისკის წყალობით წარმოიქმნება, თავისუფალი მეწარმეობის დამსახურებაა. მან ჭეშმარიტი ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ღირსეული პირობები სწორედ ამ ფაქტორმა შეუქმნა.

ჯერ კიდევ 1776 წელს ადამ სმიტი წერდა, რომ შრომა კი არ ქმნის კაპიტალს (როგორც მარქსი და ლიბერალიზმის სხვა კრიტიკოსები ამტკიცებდნენ), არამედ კაპიტალი ქმნის შრომის პირობებს. ამგვარად, კაპიტალიზმი ადამიანებს თავისუფლების საზღვრების გაფართოების რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აძლევს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კაპიტალისტებს სესხის გაცემის, ანუ შრომისა და მისი საშუალებით წარმოქმნილი პროდუქციის წინასწარ დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ. ეს კი ყოველგვარ საფუძველს აცლის შრომის ექსპლუატაციაში კაპიტალიზმისთვის წაყენებულ ბრალდებას. ლიბერალიზმი, რომელმაც თავის დროზე ადამიანებს პროცენტის აღებაზე ქრისტიანობის მიერ დაწესებული აკრძალვა მოუხსნა, თანდათანობით, კაპიტალიზმის შემაფერხებელ ყველა სახელმწიფო თუ წოდებრივ რელიქტს დაუპირისპირდა. და იგი გააგრძელებს ბრძოლას მათი აღდგენის მსურველი ნებისმიერი სოციალისტური თეორიის (როგორი პროგრესულიც უნდა ჩანდეს იგი) წინააღმდეგ.

ლიბერალიზმი ადამიანთა კეთილღეობისთვის მხოლოდ იმიტომ კი არ იბრძვის, რომ იგი მისი არსებობის წინაპირობაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი მიზანი თავად კეთილდღეობის, როგორც ასეთის, დანერგვაა. არავითარი სიჭარბე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. კაპიტალიზმმა მხოლოდ დეფიციტის მოსპობა შეძლო. გახსნილ და რთულ საზოგადოებაში თავისუფლება შესაძლო ალტერნატივების დიდი მრავალფეროვნების ადამიანებისთვის შექმნისა და შეთავაზების საქმეს ემსახურება. ეს ალტერნატივები (მათი უსასრულობის გამო) არასოდეს ამოიწურება. დეფიციტი, თავისი ბუნებით, ქრონიკულ დაავადებას ჰგავს და მისი მეტ-ნაკლებად შერბილება მხოლოდ მეორე უკიდურესობით, ფუფუნებით შეიძლება.

ფუფუნების, როგორც რეალიის არსებობა (რომელიც ასეთად მომხმარებლის წყალობით გადაიქცა) ცხოვრების ინდივიდუალურ სტილთა არჩევანსა და გარედან თავსმოხვეული მიზნებისაგან თავისუფალი პიროვნების მატერიალური და სულიერი ფორმირების საშუალებას იძლევა. ასეთი თავისუფლება კი მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში მიიღწევა, სადაც იძულება და ძალადობა არ არსებობს. მართალია, ეს გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები, რომლებიც მათ კაპიტალიზმის ყველა „ნაყოფის“ დაუფლების საშუალებას მისცემდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უფლებათა რეალიზების უტყუარი გარანტია არ არსებობს. საზოგადოებაში, სადაც დეფიციტია გაბატონებული, ფუფუნებისკენ ადამიანის ბუნებრივი ლტოლვის შეჩერება მხოლოდ ძალადობის გზით შეიძლება. ამგვარი ძალადობა არა მხოლოდ თავისუფლების უზურპაცია, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა და სამართლიანობის პრინციპების პირდაპირი შელახვაცაა.

სამართლიანობა

ლიბერალიზმი რეალობად ქცეული სამართლიანობაა. სამართლიანობის ცნების მკაფიოდ განსაზღვრის არაერთი მცდელობა ყოფილა, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ლიბერალიზმმა შეძლო.

მისი ხედვით, სამართლიანობა არის მოქმედების ეთიკური ლეგიტიმურობის დადგენილი მასშტაბი, რომელიც, სარგებელზე ფიქრის უკუგდებით, მორალური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. სამართლიანობა მატერიალურ მიზნებს არ ეხება. მისი ობიექტი ამ მიზნების მისაღწევად განხორციელებული ქმედებების საფუძველში არსებული საერთო წესებია. სამართლიანობის მოწინააღმდეგეები (რომლებიც თავისუფლების მოწინააღმდეგეებიც არიან) ყოველთვის მის სახელს ამოფარებულები მოქმედებდნენ, რომ თავიანთი შეტევებისთვის მეტი ქმედუნარიანობა მიენიჭებინათ.

სწორედ ასეთი შეტევა (რომელიც ფალსიფიკაციისა და მოტყუებით შეცვლის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელდა) იყო პოლიტიკური დისკუსიის პრაქტიკაში „სოციალური სამართლიანობის“ ცნების შემოტანა. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „სოციალურს“ თავიდან ამგვარი დამახინჯებული და ბუნდოვანი მნიშვნელობა არ ჰქონია. იგი ყველაზე უფრო მკაფიო და გასაგები ცნებების რიცხვს განეკუთვნებოდა. ლათინური სიტყვა societas-იდან (საზოგადოება) წარმოქმნილი ეს სიტყვა თავიდან მთელ საზოგადოებაზე რაღაც იდეალის ზემოქმედებას აღნიშნავდა. ამ თვალსაზრისით, „სოციალურად“ გააზრებული სამართლიანობა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული წესების საშუალებით შეზღუდვის თანასწორობასა და ყველა ინდივიდისათვის თანაბარი თავისუფლების მინიჭებაში უნდა გამოიხატებოდეს. ლიბერალიზმის დევიზი კანონისა და სამართლის წინაშე ყველას თანასწორობაა. საწინააღმდეგო მოსაზრებებს არც ამ კონტექსტში გამოყენებული „სოციალური“ თავისუფლების ცნება ბადებს; - ცნება, რომელიც ყველასათვის საერთო (და, შესაბამისად, სამართლიანი) წესების საშუალებით თავისუფლების შეძლებისდაგვარად დიდი სივრცის დაცვის გარანტიას უნდა იძლეოდეს.

1790 წელს ედმუნდ ბერკის ფორმულირებით, „ამგვარი თავისუფლება მეტი არაფერია, თუ არა სხვაგვარად სახელდებული თავისუფლება“. სამწუხაროდ, ცნება „სოციალური“ დღესდღეობით ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ყველაზე უფრო „ბოროტად გამოყენებული“ ტერმინია. „სოციალურ სამართლიანობას“ ახლა უწინდელის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. დღეს იგი მთელ საზოგადოებას კი არა, მის ცალკეულ ჯგუფებს ემსახურება. მისი გამოყენება სხვების ხარჯზე, სახელმწიფოს იძულების მანქანის დახმარებით და „სოციალური უსამართლობის“ მსხვერპლობის საბაბით, ცალკეული ჯგუფების სუბიექტური ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას გულისხმობს. ამგვარი აზროვნების მიზეზი შურია, ხოლო შედეგი - სახელმწიფოს „წარმართვისა და ხელმძღვანელობისკენ“ ზღვარგადასული ლტოლვა და უკიდურესად გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი.

მსოფლიოს ჯერ არ შეუქმნია ისეთი საზომი, რომელიც ობიექტურად განსაზღვრავდა, თუ რისი მიღება შეუძლია ადამიანს სხვისგან სამართლიანად. ერთი რამ ნათელია: ამგვარი პრაქტიკა სრულებით აცლის აზრს ჭეშმარიტი სამართლიანობის უმაღლეს პრინციპს. ეს პრინციპია კანონის წინაშე თანასწორობა. „სოციალური სამართლიანობა“ მხოლოდ იძულებისა და განუკითხაობის დაფარვას ემსახურება. ის „სოციალ-ლიბერალები“, რომლებიც „სოციალურ სამართლიანობას“ თავისუფლების განუყოფელ დანამატად მოიაზრებენ, ამგვარ მიდგომაში არსებულ ლოგიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ.

ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ გულისხმობს, რომ სამართლიანი კანონშემოქმედნი არ ფიქრობენ ადამიანთა მატერიალურ კეთილდღეობასა და გაჭირვებულთა მდგომარეობის შემსუბუქებაზე. სამართლიანი, გონივრული და ეფექტიანი ნორმები და წესები მხოლოდ ხელს შეუწყობს ადამიანურ შესაძლებლობათა საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენებას. მაგრამ თუკი „სოციალური სამართლიანობის“ ცნება განუკითხაობის გზით რაღაც სამართლიანობის მიღწევას გულისხმობს, იგი ვერანაირად ვერ შეუთავსდება სამართლებრივი სახელმწიფოსა და ლიბერალური თავისუფლების პრინციპებს. მაშინ გამოგვივიდოდა, რომ არ არსებობს „სოციალურ სამართლიანობაში“ სამართლიანობა, „სოციალურად სამართლებრივ სახელმწიფოში“ სამართლებრივი სახელმწიფო, „სოციალურ თავისუფლებაში“ თავისუფლება, დაბოლოს, „სოციალურ ლიბერალიზმში“ ლიბერალიზმი.

ბარბაროსობა

ლიბერალიზმის მოწინააღმდეგეები ხშირად აპელირებენ ადამიანის ბუნებაში გამჯდარი ინსტინქტებით. თავისი ევოლუციური განვითარების დიდი ნაწილი ადამიანმა მცირე ჯგუფებში გაატარა. ამიტომაც თანდაყოლილ ინსტინქტთაგან მრავალი მას ამგვარ კოლექტივებთან შეწყობასა და შეგუებაში ეხმარება.

მაგრამ „მცირე ჯოგის“ დაცული გარემოსკენ მრავალი ადამიანის ასეთი, თითქმის დაუძლეველი, შინაგანი ლტოლვა, ამავდროულად, ლიბერალიზმის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერია. თანამედროვე ცივილიზაციაში მისი არსებობა ბოლოს მოუღებდა არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ იმ დაცულობასა და მოყვასის სიყვარულსაც, რითიც მის გამართლებას ცდილობენ.

პრაქტიკულად ყველა ტოტალიტარული სისტემა ამ მისწრაფებას ეფუძნება. ჭეშმარიტი ინდივიდუალურობის დათრგუნვის ყბადაღებულ კრიტიკასა და იმის მტკიცებას, რომ ინდივიდუალიზმის გამოვლენა მასობრივი საზოგადოების პირობებში შეუძლებელია, ყოველთვის თან სდევდა ნაციონალიზმის სულით გაჯერებული ბელადებისა და მითიური გმირების შექმნის წადილი. პრაქტიკაში სწორედ ეს სპობდა პიროვნების ცნებას, რაც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალისტური მასობრივი საზოგადოების პროდუქტი იყო.

სოციალიზმს კი „კოლექტივის“ - ანუ ჯოგის - მითი უდევს საფუძველში. ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება და იმის მიცემა, რასაც იგი სუბიექტურად იმსახურებს, მხოლოდ მეგობრების წრეშია შესაძლებელი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრობას იძულება არ ახასიათებს. მაგრამ ჯოგის პირობებში ასეთი სურვილი შურად და გარშემომყოფებზე სრული სოციალური კონტროლის მოპოვების დაუოკებელ წყურვილად გადაგვარდება, რაც, თავისთავად, თავისუფლების დასასრულს ნიშნავს. მთელი სახელმწიფოსა და საზოგადოების მასშტაბით ეს სხვა არაფერია, თუ არა - პიროვნების ტოტალიტარული დათრგუნვა. სოციალიზმი ასუსტებს და აკნინებს საზოგადოების განვითარების თავისუფალ ძალებს და სულაც არ არის პროგრესის ისეთი „ქომაგი“, როგორადაც უნდა, თავი წარმოაჩინოს. სინამდვილეში იგი უკიდურესად რეაქციულია და საბოლოო ჯამში ბარბაროსობის დამანგრეველ მუხტს შეიცავს.

ბარბაროსობისგან თავის დაღწევა ძნელია, რადგან მის სათავეში ადამიანში ღრმად გამჯდარი პრიმიტიული ინსტინქტები დევს. მრავალს ეს ინსტინქტები (უზარმაზარი ისტორიული გამოცდილების მიუხედავად) ჭეშმარიტი ჰუმანურობის განსახიერებად ესახება. მაგრამ სახელმწიფოს სამართლებრივი და ეკონომიკური ორგანიზებისას ბარბაროსობასთან დათმობებზე წასვლა უსათუოდ იმ გზით წაგვიყვანს, რომელსაც დიდი ლიბერალი, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი „მონობის გზას“ უწოდებდა. ლიბერალიზმის უდიდესი აღმზრდელობითი მისია სწორედ ისაა, რომ მან უნდა გამოუღვიძოს ადამიანს ის სულიერი საწყისები, რომლებიც ჯოგურ არსებას ცივილიზებულ ადამიანად აქცევს.

ცივილიზაცია ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ თავისუფლება ცივილიზაციას, ხოლო ცივილიზაცია თავისუფლებას მოითხოვს. ეს ნათლად ჩანს თავად სიტყვა „ცივილიზაციის“ ფუძიდანაც. ლათინური სიტყვა civitas-იდან წარმოქმნილი ეს ტერმინი თავისუფალ მოქალაქეთა (cives) სამართლებრივ ერ- თობლიობას ნიშნავს. მხოლოდ ესეც საკმარისია იმის დასანახად, რომ ცივილიზაცია, ბარბაროსობისგან განსხვავებით, ცნობს მხოლოდ წესებს და არა - მიზნებს.

ამით თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცე ბარბაროსული ბრბოს ჩაკეტილობასა და შეკრულობას უპირისპირდება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმის წყალობით, რომ ადამიანს საკუთარი ინსტინქტების დათრგუნვის უნარი ახასიათებს. ადამიანს, სხვა არსებებისგან განსხვავებით, კულტურული ევოლუციის პროცესში მის მიერვე შექმნილი კანონებით ცხოვრება შეუძლია. იგი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვაგვარ როლს თამაშობს და საკუთარ განვითარებას ნაირგვარი კალაპოტით წარმართავს. თავისუფლების მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ადამიანის „ჭეშმარიტი“, „ავთენტიკური“ საწყისისგან „დაშორებაზე“ მოთქვამენ, არაფერი ესმით ადამიანური ბუნებისა, რომელმაც კაცობრიობას ცივილიზაცია შეაქმნევინა. ისინი, უბრალოდ, ბარბაროსობის მქადაგებლები არიან.

ცივილიზაციის აღიარება საზოგადოებრივი განვითარების თვალუწვდენელი მასშტაბების აღიარებასაც გულისხმობს. ეს კი ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ მიზნების შესახებ თავისუფლად თანამოარსებე განსხვავებული წარმოდგენებიდან ჩამოყალიბებული სპონტანური საზოგადოებრივი წყობა უფრო შეესაბამება ადამიანსა და მის მრავალფეროვან უნარებს, ვიდრე ვიწრო ჯგუფური მიზნების მარეალიზებელი ორგანიზაცია. შესაბამისად, ნებისმიერი ჭეშმარიტი ცივილიზაციის ფუნდამენტურ პოლიტიკურ პრინციპად ლიბერალიზმი, ხოლო უმთავრეს ეკონომიკურ პრინციპად - ბაზარი უნდა ჩაითვალოს. ეს ბაზარი სულაც არ უარყოფს ინტიმური სფეროებისა და მათთვის დამახასიათებელი ფასეულობების არსებობას. ამგვარი სფეროს ნათელი მაგალითია - ოჯახი, რომლის ავტორიტეტიც ადამიანს დიდი ცივილიზაციის პირობებში ცხოვრებისთვის ამზადებს. ამ თვალსაზრისით ლოკალური ცხოვრებისეული სფეროები საზოგადოებრივი პლურალიზმის განვითარებას უწყობს ხელს. მაგრამ არც ერთი სფერო თუ ჯგუფი განსაკუთრებული უფლებებით ან სახელმწიფო პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს. შეუძლებელია ტოტალიტარულობის ელემენტების არდანახვა „სოციალური დაცულობის“ უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ არცთუ იშვიათად განხორციელებულ ღონისძიებებში (რისი განხორციელებაც მხოლოდ მცირე ჯგუფებში შეიძლება). სახელმწიფოს მხრიდან ცხოვრების ამა თუ იმ ყაიდის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა და მოქალაქეებში დახმარების მზადყოფნის სპონტანური გამოვლინებები გაცილებით დიდ ეფექტს მოგვცემდა.

კაპიტალიზმი კი არა, სწორედ „საყოველთაო კეთილდღეობისთვის“ შექმნილი სახელმწიფო უსპობს ადამიანებს (ანონიმ ბიუროკრატთა სასარგებლოდ) მოყვასის სიყვარულსა თუ ნებაყოფლობითი კოოპერაციის სურვილს და ძირს უთხრის პლურალისტურ ცივილიზაციას. მხოლოდ ჭეშმარიტად ლიბერალური და კაპიტალისტური ცივილიზაცია აძლევს ადამიანს საშუალებას, აირჩიოს - საკუთარ თავზე იზრუნოს, თუ - სხვებზე. სწორედ ესაა თავისუფლების უმთავრესი მცნება. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი დაცულობის, მზრუნველობისა და ადამიანურობის უზრუნველყოფა. იგია ამის, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა. ლიბერალიზმი, როგორც ცივილიზაციის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მოსაზრებათა თუ მიზანთა მრავალფეროვნება და მრავალგანზომილებადობა უმთავრესი და უძვირფასესი ადამიანური კაპიტალია, ყველაფერთან ერთად, უმაღლესი (და, შესაბამისად, მრავლისთვის გაუგებარი) ემოციური, ეთიკური თუ ნივთიერი მიღწევებისთვის თვითშეზღუდვასაც ნიშნავს. ცივილიზაციის შიში ყოველთვის იქცევა ხოლმე ამ მიღწევათა უმთავრესი წინაპირობის - თავისუფლების შიშად.

ამგვარი ცივილიზაცია ადამიანისგან ცივილიზებულ მორალსაც მოითხოვს. მაგრამ ეს ის ყბადაღებული „ახალი“ მორალი არაა, რომელსაც „ახალი“ ადამიანის სახელით გვახვევენ თავს და რომელიც ინდივიდს, ფაქტობრივად, ბარბაროსად აქცევს. ესაა დისციპლინა, რომელსაც თავისუფალი მართლწესრიგის დასამყარებლად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ბუნება

როცა ადამიანი პრიმიტიული ინსტინქტებისგან - ანუ ბარბაროსობისგან - თავისუფლდება და ცივილიზაციისკენ სწრაფვას იწყებს, იგი ბუნების მიმართ თავისი დამოკიდებულების ხელახლა განსაზღვრის აუცილებლობის წინაშე დგება. ამ ამოცანას განსაკუთრებულ აქტუალურობას სძენს კაპიტალიზმის უნარი - არნახულად აამაღლოს ადამიანთა ცხოვრების დონე. რამდენადაც ჯოგისთვის დამახასიათებელი, „ბუნებრივი“ ბარბაროსული ეთიკისკენ შემობრუნებამ შეიძლება დამღუპველი ზეგავლენა იქონიოს თავისუფლებასა და თვით ადამიანის არსებობაზეც კი (ხოლო ბუნების გადასარჩენად - რის შესახებაც ამდენს ლაპარაკობენ - არაფერი გააკეთოს), ბუნების შენარჩუნება და დაცვა ცივილიზაციის სრულყოფის მთავარი საკითხია. ლიბერალიზმის კრიტიკოსები, რომელთა თეორია საზოგადოების „დაგეგმვის“ შესახებ თვით განვითარების პროცესმა უარყო, ახლა ადამიანის მიერ, თითქოსდა, ბუნების განადგურებაზე ტეხენ განგაშს, რომ კვლავაც ახლებურად შელამაზებული ძველი იდეები დანერგონ. იმდენად, რამდენადაც უახლოეს მომავალში ბუნება უსათუოდ თავად უარყოფს ყველა ვარაუდს მისი „დაგეგმვადობის“ შესახებ (რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნებისა და საზოგადოების ერთობლივ დაგეგმვაზე), ყველა კითხვაზე ერთადერთ სწორ პასუხს მხოლოდ ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული ცივილიზაცია გაგვცემს. მეტიც, ბუნებას - ისევე, როგორც საზოგადოებას - ცოდნის დეცენტრალიზაციის ელემენტი ახასიათებს. ამ ცოდნას სრულად ვერანაირი დამგეგმავი გონი ვერ მოიცავს. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრისა და ბუნების ეკოლოგიის საფუძველში ერთი და იგივე სტრუქტურული პრინციპი დევს. ამიტომაც, სწორედ ბაზარია ბუნებისა და ცივილიზაციის „შერიგების“ ყველაზე უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი. მართლაც, ადამიანის მიერ ბუნების განადგურების საფრთხე მხოლოდ იქაა აქტუალური, სადაც ბუნება ბაზრის მიღმაა დარჩენილი. ეს შეეხება, მაგალითად, განვითარებული მრეწველობის მქონე იმ ქვეყნებს, რომლებიც პროტექციონიზმის პოლიტიკას ატარებენ (რასაც, ხშირად, დამახინჯებულად გაგებული „სოციალური“ და „ბუნების დაცვის“ მიზნებით ასაბუთებენ) და ღარიბ ქვეყნებს ბუნებრივი რესურსების უმოწყალო ექპლუატაციის გარდა, არანაირ გამოსავალს აღარ უტოვებენ. მეორე მაგალითია ტოტალიტარული კომუნიზმი და მის მიერ ნაქადაგები საზოგადოებრივი საკუთრების პრინციპი, რომელმაც არა მხოლოდ გააღარიბა ხალხი, არამედ, ბუნებასაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ეს გასაგებიცაა, რადგან ბუნებრივი რესურსების განიავებას, საკუთრების ნებისმიერ სხვა ფორმაზე უკეთ, საზოგადოებრივი საკუთრება (ანუ ის, რაც არავის ეკუთვნის) უწყობს ხელს. შედეგად ვიღებთ - ჰაერის დაბინძურებას, ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის გადაშენებასა და ა.შ. ამიტომაც, პოლიტიკის უმთავრესი მიზანი - ბუნებრივი რესურსებით გონივრულად სარგებლობის საიმედო საბაზრო (ან, სულ მცირე, ბაზარზე ორიენტირებული) მექანიზმების დანერგვაა. იქ, სადაც ბაზარი არ არსებობს, აუცილებელია მისი შექმნა. ბუნება აღარ უნდა იყოს ყველასი და, ამავდროულად - არავისი. ბუნებასთან მიმართებაშიც საკუთრების უფლება უნდა მოქმედებდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცივილიზაციისა და ბუნების თანმიმდევრული ურთიერთშერწყმისა და ურთიერთგამდიდრების პროცესი. ბუნება თითოეული ადამიანის რაციონალური და მეპატრონული მზრუნველობის ობიექტად იქცევა, ხოლო მისი ცოდნა ბუნებისა და საზოგადოებისკენ იქნება მიმართული. ეს ბოლოს მოუღებს ბუნებრივი რესურსების ფლანგვას (სახელმწიფო დაგეგმვის განუყოფელ ატრიბუტს) და ეკოლოგიურ საბაზრო მეურნეობას ჩაუყრის საფუძველს.

ადამიანში ცივილიზაციისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება მხოლოდ თავისუფლების ამგვარი პოლიტიკით შეიძლება.

აღზრდა

ბარბაროსობის პირისპირ, ნებისმიერი სახის ცივილიზაციის უმთავრესი მიზანი ადამიანის აღზრდაა.

ამ აღმზრდელობითი სამუშაოს ნაწილის შესრულებას სამართლებრივი სახელმწიფო კისრულობს. იგი იცავს ინდივიდუუმთა და ადამიანების ერთობლიობათა უფლებებს. ამ პროცესში თავისი წვლილი თავად საზოგადოებასა და ბაზარსაც შეაქვს, რადგან სწორედ მათი წახალისებით ხდება სხვადასხვა თვალსაზრისის, იდეისა და წარმოდგენის მსოფლიოს მასშტაბით ურთიერთქმედება.

მაგრამ აღზრდას უფრო მეტი რამ ესაჭიროება. მას სჭირდება: მშობლების მზრუნველობა, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლება და ა.შ. მას განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოკიდება. ამიტომაც, სახელმწიფოს მიერ სავალდებულო განათლების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღება და შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების შექმნა სავსებით გამართლებული და აბსოლუტურად ლეგიტიმური ღონისძიებებია.

ლიბერალური საგანმანათლებლო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იდეათა და ღირებულ წარმოდგენათა ხელთ არსებული მრავალფეროვნების საზოგადოების სამსახურში ჩაყენებაა. ამით თავისუფლება აღზრდის თაობაზე არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმს უკვალავს გზას. ამიტომაც გამოვიდნენ ლიბერალები განათლების სფეროში ნებისმიერი მონოპოლიის (მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო იქნება იგი თუ - საეკლესიო) შემოღების წინააღმდეგ.

განათლების სისტემაში სახელმწიფოს მონოპოლია შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური მანიპულირების, ადამიანთა გათანაბრებისა და გამოთაყვანების ინსტრუმენტად გადაიქცეს. ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რისი დამსახურებაცაა ამგვარი მონოპოლიის არსებობა, იგი პიროვნების დათრგუნვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახვეწილი იარაღია და სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობის განსაკუთრებულად ქმედითი მეთოდების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს შეეხება როგორც სასწავლო მასალის შერჩევასა და განმარტვას, ასევე პრიორიტეტების თავს მოხვევის პრაქტიკასაც.

განათლების სფეროში სახელმწიფოს მონოპოლიის კიდევ ერთი საფრთხე ისაა, რომ აღზრდა მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს - მას, აგრეთვე, მორალური ხელმძღვანელობის ფუნქციაც აკისრია. მხედველობაში მაქვს ეთიკური თუ რელიგიური წარმოდგენები და, თუნდაც, უბრალოდ, კარგი მანერები (რაც სხვადასხვა ფასეულობრივი წარმოდგენის ურთიერთქმედების აუცილებელი წინაპირობაა). ამ საკითხებში სახელმწიფო დიქტატმა შეიძლება მხოლოდ ფასეულობრივ წარმოდგენათა თავისუფლების ტოტალურ შეზღუდვამდე, ან საზოგადოებრივი დისკურსიდან ამგვარი ასპექტების საერთოდ ამოღებამდე მიგვიყვანოს.

თავისუფალი საზოგადოების მოთხოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ პლურალისტურ საგანმანათლებლო სისტემას შეუძლია. სისტემას, რომელიც პატივს სცემს მშობელთა არჩევანს, დაკავშირებულს განათლებასთან. სახელმწიფომ კი არ უნდა შეაფერხოს ეს პლურალიზმი, არამედ შესაბამისი წესებისა თუ ნორმების შემუშავებითა და დაცვით ხელი უნდა შეუწყოს მას.

ამ წესებისა და ნორმების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ თავისუფლება და პლურალიზმი ერთიმეორესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს და ყალბი აღმზრდელობითი მიზნებისა (რელიგიური მტრობა, რასობრივი სიძულვილი და ა.შ.) და, განათლების სისტემაზე ახალი მონოპოლიის გენერირებით, ხაზი არ გადაუსვას მათში ჩადებულ დადებით ასპექტებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცდება აღზრდა რუტინული ტრანსლაციის ფარგლებს და მხოლოდ ასე დაუსხლტება იგი მანიველირებელი პოლიტიკური იძულების მარყუჟებს. აღზრდას არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო - მთელი საზოგადოებისთვის საერთო - მიზნები, რადგან ლიბერალური საზოგადოების ფარგლებში საზოგადოებრივი თანხმობა შესაძლებელია მხოლოდ ღია, სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, სადაც ამგვარი მიზნების არსებობა დაუშვებელია.

ლიბერალიზმი კულტურულ და ზნეობრივ აღზრდას სულაც არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მას არ სწამს ე.წ. ანტიავტორიტარული აღმზრდელობითი მეთოდებისა. თავის აღმზრდელობით ამოცანას ლიბერალიზმი სხვა მოსაზრებებისა და ფასეულობების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების დანერგვაში ხედავს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ბარბაროსული ინსტინქტების დაძლევა. მას სჯერა, რომ აღზრდის საშუალებით შესაძლებელია ადამიანისთვის თავის შეზღუდვისა და თვითკონტროლის სწავლება. ამიტომაც მოითხოვს ლიბერალიზმი აღზრდის განსხვავებული კონცეფციებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას.

0x01 graphic

სილამაზე

სილამაზესა და ლიბერალურ იდეებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. სილამაზის მეშვეობით სიხარულის მინიჭება ადამიანზე ემოციური ზემოქმედების ერთი იმ მცირერიცხოვან ფორმათაგანია, რომელიც მხოლოდ ინდივიდის ინტიმური წრით არ შემოიფარგლება და თავისუფალია ნებისმიერი იძულებისგან. მას მხოლოდ იუმორი შეედრება, რადგან არანაირი აზრობრივი ანგარება არ გააჩნია და არ ზღუდავს ადამიანს შინაგან თავისუფლებას.

სამწუხაროდ, ადამიანის აღზრდის ხელშემწყობ ცოდნათა დანარჩენ სახეობათაგან განსხვავებით, ესთეტიკურ ცოდნას ლიბერალიზმი უაღრესად ცოტა ყურადღებას უთმობდა. ეს მით უფრო დასანანია, რომ ჯერ კიდევ ადრეული ლიბერალიზმი აცნობიერებდა ესთეტიკის უდიდეს მნიშვნელობას თავისუფლების ცივილიზაციისთვის. 1756 წელს ბერკი წერდა მასზე, როგორც „სულის ამაღლების“ საშუალებაზე, ხოლო კანტი და შილერი მასში „განსჯის უნარის სკოლას“ ხედავდნენ.

ესთეტიკისადმი ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ესთეტიკის არსი, მისი კვინტესენცია - თავისუფლებაა. ამით იგი უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება. რა თქმა უნდა, პოლიტიკაც შეიძლება იყოს ხელოვნების თემა. მაგრამ იგი მხოლოდ მრავალთაგან ერთი თემა იქნება და სხვა არაფერი. ამით ხელოვნება არაფერს კარგავს. მხოლოდ ტოტალიტარიზმი უმორჩილებს ხელოვნებას რაღაც „უმაღლეს“ ეთიკურ მიზნებს.

სწორედ ყოველგვარი მიზნისგან თავისუფლება ქმნის ხელოვნებისა და ესთეტიკური აზროვნების ჭეშმარიტ აღმზრდელობით ფასეულობას. მოტივებს, მინიშნებებს, ხატებს, თემებსა და ხელოვნების ქსოვილის შემადგენელ უამრავ სხვა რამეს ადამიანის- თვის მხოლოდ მაშინ მოაქვს ჭეშმარიტი სიხარული, როცა უსასრულო ნაირფეროვნებით ვლინდება და საგანსა და სულიერ ძალებს თავისუფალი თამაშის საშუალებას აძლევს. ამიტომაც არ აქვს არაფერი საერთო ხელოვნებასთან პორნოგრაფიასა (თავისუფალ საზოგადოებაში მისი ლეგიტიმურობის მიუხედავად) და სიძულვილის წაქეზებას (რაც ნაკლებად ლეგიტიმურია). თითოეული მათგანი მხოლოდ ერთი მოშიშვლებული ინსტინქტით აპელირებს და ართმევს ადამიანს სულიერ გონივრულ საწყისს, რაც, თავის მხრივ, არჩევანის ბუნებრივ უფლებას უარყოფს.

ესთეტიკა, რომელსაც თავის გამოვლინებათა მრავალფეროვნება თავსმოხვეული მიზნებით (მაგალითად, ტენდენციურ პოლიტიკურ პროპაგანდაში გამოყენებით) არ აქვს შეზღუდული, ცივილიზაციის (ლიბერალიზმისეული გაგებით) განვითარების ღია და თავისუფალი პროცესის სრულფასოვანი ანარეკლია.

ეს შეეხება არა მხოლოდ მაღალ ხელოვნებას, არამედ, თუ დღევანდელი მსოფლიოს მიხედვით ვიმსჯელებთ, მრავალ ისეთ რამესაც, რაც „ჩვეულებრივად“ და „ტრივიალურად“ გვეჩვენება. „სუფთა კომერციულ“ კატეგორიამდე დაუმსახურებლად ჩამოქვეითებულმა კაპიტალიზმის მასობრივმა კულტურამ ფართოდ ხელმისაწვდომი გახადა კულტურული ფასეულობები. საკმარისია, წარმოვიდგინოთ, რამდენად გაუფერულდებოდა თანამედროვე ქალაქები რეკლამის გარეშე (ეს თვალნათლივ გვიჩვენა კომუნიზმმა, რომელიც ყველაფერს რუხ ტონებში წყვეტდა). პოპ-მუსიკამ, კომიქსებმა, დიზაინმა და მოდამ სპონტანურ საბაზრო პროცესში საკუთარი უნიკალური და ყველასთვის გასაგები უნივერსალური ესთეტიკური ენა შექმნა. მასობრივმა კულტურამ ადამიანებს ესთეტიკური სიგნალების ურთულეს და გადატვირთულ გარემოში თავისუფლად ორიენტირებისა და მსოფლიოს მრავალგანზომილებადობის შეცნობის საშუალება მისცა.

მსოფლიო

ლიბერალიზმის ცივილიზაციის შედარებით ხანმოკლე ისტორიის მანძილზე ბაზარმაც შეძლო დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის საერთო კულტურის ფრაგმენტების შექმნა. ზოგიერთი მათგანი ყოველდღიური ცხოვრების იმდენად განუყოფელ ნაწილად გადაიქცა, რომ მხოლოდ ბარბაროსულ ძალადობას შეუძლია (ისიც ნაწილობრივ) ამ შეძენილი ახალი თვისების წართმევა.

ამ მსოფლიო კულტურის აკვანი ევროპაა (აგრეთვე ამერიკა, როგორც ევროპელ იმიგრანტთა ქვეყანა). თავის მხრივ, ევროპის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა - ერთიანობა მრავალფეროვნებაში. სხვა მაღალგანვითარებულ კულტურათაგან განსხვავებით, ევროპის განვითარება ერთი ცენტრიდან მომდინარე იძულებამ კი არა (როგორც, მაგალითად აღმოსავლური დესპოტიზმის შემთხვევაში), ძალაუფლების სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრის ურთიერთშეჯიბრებამ განსაზღვრა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზე ამ მეტოქეობაშიც უხვად იყო ძალადობის ელემენტი. სწორედ შეჯიბრების ფაქტორი იქცა თავისუფლების გარანტად. ევროპის გაერთიანების მცდელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუკი ამ თანამეგობრობაში „მშვიდობის“ არსებობას „შიდა“ მრავალფეროვნება და „გარე“ გახსნილობა არ შეეწირება (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკასთან ურთიერთობების გაწყვეტის, ან სხვა ეკონომიკურ კავშირებთან მიმართებაში პროტექციონისტული შლაგბაუმის აღმართვის ხარჯზე).

ლიბერალიზმს სულაც არ სწამს ერთი რაღაც ეფემერული კანონის, რომელმაც, თითქოსდა, უნდა განსაზღვროს ისტორიული განვითარება და ყოველმხრივ სრულყოფილი მსოფლიო წყობა დაამყაროს. მაგრამ იგი მართლაც გრძნობს, რომ საკმაო ძალა აქვს ამგვარი ოცნების პრაქტიკულად განსახორციელებლად. დღესდღეობით მსოფლიო მრავალი თვალსაზრისით უკვე „მრავალფეროვნების (რისი თქმაც ადრე მხოლოდ ევროპაზე შეიძლებოდა) ერთობლიობად“ გადაიქცა. იგი ერთა შორის თავისუფალი გაცვლის თავისებური პროდუქტია. ამგვარი გაცვლა კი მხოლოდ კაცობრიობის ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის წყალობით გახდა შესაძლებელი. სწორედ ასეთი პროგრესის ხელშეწყობაა ლიბერალიზმის უმთავრესი ამოცანა.

ლიბერალური პრინციპების დეფიციტი არსად ისე მძაფრად არ შეიგრძნობა, როგორც სახელმწიფოსა და ხალხებს შორის ურთიერთობის სფეროში. აუცილებელია საერთაშორისო ძალადობაზე უარის თქმა. ხალხებს შორის ძალადობის ყველაზე უფრო მკრეხელური გამოვლინება ომია, რადგან იგი ადამიანს არსებობის უფლებას ართმევს. „ომის ეთიკას“ ლიბერალური ტრადიციების მქონე დემოკრატიულ საზოგადოებებშიც კი ნაციონალიზმის აღორძინებამდე, კულტურულ კონფორმიზმამდე და სახელმწიფოს მხოლოდ ერთადერთი მიზნისკენ ორიენტირებამდე მივყავართ. სხადასხვა ჯურის სოციალისტები ცენტრალიზებულ მილიტარისტულ ეკონომიკას ხოტბას ტყუილად კი არ ასხამენ.

ხალხებისა და სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველს ლიბერალიზმი თავისუფალ ვაჭრობასა და კულტურულ გაცვლაში ხედავს. თავისუფალი მსოფლიოს პირობებში სახელმწიფო ძალის გამოყენების სუვერენულ უფლებას (რა თქმა უნდა, საფუძვლიანად!) თანდათანობით ზენაციონალურ ბლოკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემს, რომლებსაც აქვთ თავდაცვის ან მსოფლიოს ტოტალიტარული აგრესიისგან დაცვის მიზნით საომარი მოქმედებების წარმოების უფლებამოსილება. ჩრდილოატლანტიკური ბლოკი - განსხვავებული ფასეულობებით ურთიერთგამიჯნული, თავისუფლების მოყვარე სახელმწიფოთა ერთობლიობა - ამგვარი კავშირის ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი მაგალითია.

აქედან ნათლად ჩანს, როგორ სცემს ლიბერალიზმი საკადრის პასუხს არა მხოლოდ ომს, როგორც ეგოისტური და ამბიციური ნაციონალური ინტერესების რეალიზების საშუალებას, არამედ ძალაუფლების გლობალურად კონცენტრირების (რაგინდ მომხიბვლელად გვეჩვენებოდეს იგი, როგორც ძალთა ბალანსის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი) იდეასაც.

ტოტალიტარიზმი თავის უძლურებას საერთაშორისო ურთიერთობებშიც ავლენს. ძალადობის მეთოდებითა და რესურსების ცენტრალიზებული გადანაწილებით (თითქოსდა, უფრო ეფექტიანი ეკონომიკური გამოყენების მიზნით) ერთგვარი მსოფლიო კულტურის შექმნის ყველა მცდელობას უსათუოდ საპირისპირო შედეგამდე მივყავართ. ამ შემთხვევაში «სოციალური სამართლიანობის» ავადსახსენებელი იდეალი მხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად და განუკითხაობად გადაიქცევა.

თავის მხრივ, ლიბერალიზმი საკუთარ იდეალს თავისუფალ გაცვლაში, კოოპერაციასა და სხვადასხვა ხალხს, სახელმწიფოსა თუ კულტურას შორის შეჯიბრებაში ხედავს. ლიბერალიზმის მთავარი მიზანია არა ძლევამოსილი მილიტარისტული სახელმწიფო და არა მსოფლიო სახელმწიფო, რომელიც დიდი „მზრუნველობით“ ანაწილებს ყველაფერს, არამედ ღია მსოფლიო ცივილიზაცია და თავისუფალი მსოფლიო ბაზარი.

სწავლება

ლიბერალიზმმა ჯერ ვერსად შეძლო თავისუფლების ცივილიზაციის მისეული იდეალის ხორცშესხმა. მაგრამ იმაში, რაც უკვე გაკეთებულია, კარგად ჩანს მისი შესაძლებლობები.

ლიბერალიზმი „კონკრეტული“ სწავლებაა. იგი დღესდღეობით არსებული ყველა სხვა სწავლებისგან განსხვავდება. იგი არ ატარებს ძალადობრივი რევოლუციურობის ნიშანს, რადგან ტოტალური რევოლუცია განუყოფელია ტოტალური ხელისუფლებისგან და ადამიანის ცოდნისა თუ შესაძლებლობების გადაფასებასა და საზოგადოების გეგმურ მართვაზეა დაფუძნებული. პლატონის „სახელმწიფოთი“ დაწყებული და მორის „უტოპიით“ დამთავრებული, სახელმწიფო მოწყობის ვერც ერთმა „დიდმა“ უტოპიამ ვერ შეძლო იმ სწავლებად ქცევა, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესს დააკმაყოფილებდა. საზოგადოების იდეალური მოწყობის თაობაზე უტოპისტთა გაუთავებელი კამათი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ამიტომაც არ ისახავს ლიბერალიზმი რაიმე კონკრეტულ მიზანს, რომელიც, თითქოსდა, დასაბამიდანვეა ჩადებული ადამიანის გონებასა და კეთილ ნებაში, რადგანაც ადამიანიც და მისი გონებაც არასრულყოფილია. ამგვარი მიზნის დასახვა, ძალაუნებურად, იძულების ცდუნების აყოლას ნიშნავს.

ლიბერალიზმს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ «გეგმური გონივრულობის» პრინციპებზე დაფუძნებული „დიდი“ უტოპიების მიმართ სკეპტიციზმის გამო, მას, თითქოსდა, არ შესწევდა ხალხის შთაგონებისა და აყოლიების ძალა. მართლაც, ამ მხრივ, ლიბერალები, უფრო ხშირად, შეტევით კი არა, თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ, რის გამოც მისი მოწინააღმდეგეები ნიშნის მოგებით ქადაგებდნენ - მაგათ რა უნდა ელაპარაკო, როცა თვითონვე ჩამოიკიდეს „პრაგმატიზმის“ იარლიყებიო.

მაგრამ განა ლიბერალიზმის მხარეს არ არის მორალი? ნუთუ რეალიზებული უტოპია არაა წყობა, რომელშიც არავინ არავის აიძულებს სხვათა მიერ თავსმოხვეული მიზნებისკენ წინსვლას? ნუთუ თავისუფლება არ არის ის სწავლება, რომელიც ადამიანს საკუთარი თეორიების ქონის საშუალებას აძლევს? ნუთუ ლიბერალიზმი არ არის ყველასათვის ხელსაყრელი ერთადერთი შესაძლო სწავლება? განა ეს ის სწავლება არ არის, რომელიც სიყვარულსა და შეყვარების იძულებას ერთმანეთში არ ურევს? ან ეგებ ლიბერალური სახელმწიფო არ არის ერთადერთი სამართლიანი სახელმწიფო? ნუთუ ყველა უტოპიის დასასრული არ იქნება სახელმწიფოს სამართლიანობისა და თავისუფლების სამსახურისგან გათავისუფლება? დაბოლოს, განა თავისუფლება არ არის ადამიანის ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ცივილიზაციის ყოველი მიღწევის მასაზრდოებელი ნიადაგი?

ედმუნდ ბერკი წერდა: „თავისუფლების სულში მუშაობის უდიდეს პრინციპს ვხედავ“.

მოვა დრო და ლიბერალიზმი ამ პრინციპის მთელ სიძლიერეს გააცნობიერებს.

21 ომის მტევნები

▲back to top


0x01 graphic

ვუძღვნი ქართლელ გლეხსა და ქართლის ვენახებს

ავტორი: მალხაზ ხარბედია
პუბლიცისტი

მთავარი მოკავშირე

პოეტები ვენახს ხშირად მეომრებს, ჯარებს ადარებდნენ ხოლმე. ანტიკურობიდან მოყოლებული ეს შედარება საკმაოდ გავრცელებულია ლიტერატურის ისტორიაში და იგი არასდროს ისეთი ზუსტი არ ყოფილა, როგორც დღეს, აგვისტოს ამ ცხელ დღეებში. ქართლის ვენახებიც ჩვენი მეომრების მხარდამხარ იდგნენ, იფარავდნენ მათ, იფარავდნენ მშვიდობიან მოსახლეობასაც, ბევრი რეზერვისტიც შეიფარეს უკვე შეთვალულმა ჩინურმა და გორულმა მწვანემ, თავკვერმა და შავკაპიტომ. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაიფარა ქართველების მთავარმა მოკავშირემ, ჩვენმა მარადიულმა თანამოსაგრემ, ვაზმა. ბევრი ჩვენიანი გახდა ჩვენივე შეცდომებისა და სხვისი უხეში აგრესიის მსხვერპლი. გარდა ამისა, ათეულობით ათასი ადამიანი გამოდევნეს თავისი სახლიდან, წაართვეს საქონელი, მოსწყვიტეს ვენახს და გაუქრეს მომავლის იმედი. ეს ჰუმანიტარული კატასტროფა აუცილებლად მოითხოვს შეფასებას, რომლის დროც იმედია მალე დადგება უცნაური ეიფორიით შეპყრობილ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოება ზუსტ პასუხს მიიღებს ყველაფერზე. მანამდე კი ერთი რამ დაგვრჩენია, გავიხსენოთ ის, რაც იყო და გავარკვიოთ, თუ რა დავკარგეთ.

ეს სტატია ერთი კონკრეტული თემის გარშემო ტრიალებს, იგი ქართლის მევენახეობას და მეღვინეობას შეეხება და შევეცდები ჩვენს გამოცემაში პირველივე ნომრიდან ჩემზე დაკისრებულ თემატურ ფარგლებს არ გავცდე.

ზუსტად ჯერ არაფერი არ ვიცით, არც განადგურებული ვენახებისა და არც გაქურდული მარნების შესახებ, ვიცით მხოლოდ დევნილებისა და მეომრების მონათხრობი, ჰექტრობით ალმოდებული ვაზის ამბავი, რომელიც ლეგენდასავით გადადის ხალხში, თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტებიც (ინტერვიუები ჩაიწერა ლევან სეფისკვერაძემ):

კახა ჩოჩიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: „ზოგიერთ სოფელში ერთი სახლიც კი არ არის გადარჩენილი. ყველაფერი ბოროტულადაა განადგურებული და გადამწვარი. რუსებმა საქონელიც კი დახოცეს და განა ჭამეს, უბრალოდ გართობის მიზნით ესროლეს ტყვიები და ქუჩებში დაყარეს. არ მეგონა, თათრების გარდა, ვენახს ცეცხლს ქრისტიანი კაციც თუ მოუკიდებდა. მტერი ქართულ სოფლებში შედიოდა თუ არა, სახლების გადაწვის მერე, ბაღებსა და ვენახებს წვავდა. ასეთი ღორობა არათუ მინახავს, არც კი გამიგია“.

0x01 graphic

როგორც თვითმხილველნი ამბობენ, ძალზე დაზარალდა ამ მხრივ სოფელი ერედვი. გიორგი ქრისტესიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრი, სოფელი ერედვი: „ჩვენს სოფელში ძირითადად ჩინური და გორული მწვანეს ჯიშის ყურძენია ჩაყრილი. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ომების დროს, მდინარე ლიახვის გასწვრივ მდებარე ძალიან ბევრი ვენახი განადგურდა, მაგრამ რაც ამ დღეებში მოხდა, ამის აღწერაც კი ძნელია. 8 აგვისტოს, როცა რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ, ბრძოლების დიდი ნაწილი ჩვენს ვენახებში გაჩაღდა. ძნელი სანახავია, შვილივით მოვლილ ვაზებს როგორ აცვივა ყუმბარები და შენ ვერაფერს შვრები. როდესაც სოფლიდან გამოვრბოდი, მახსოვს, რომ მთელს სოფელს ცეცხლი ეკიდა. ჩემი მეზობლის თავკვერის ვენახის ადგილზე კი ნახშირიღა იყო. რუსები და ოსები ქრისტიანი ხალხია და რას წარმოვიდგენდით, ვაზისადმი ასეთი სიძულვილი თუ ექნებოდათ. ზნაურის რაიონის ქართულ სოფელ ავლევში, რუსებსა და ოსებს შესვლისთანავე ვენახებისათვის წაუკიდებიათ ცეცხლი, თითქოს თურქები და მონღოლები ყოფილიყვნენ. ესენი თათრებზე უარესები ყოფილან“.

რუსის თუ სხვა დაქირავებული მებრძოლებისმადაზებევრი რამ იცოდნენ ქართლელებმა, თუმცა ისეთს არავინ მოელოდა, რაც ფრონის ხეობის მკვიდრმა, კობა ქარიაშვილმა ნახა: „ჩვენს დროში სასმელზე ხალხი ასე თუ ფეთდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. როდესაც კაზაკები და რუსები ქართულ სოფლებში შედიოდნენ, უნდა გენახათ რა დღეში იყვნენ. სახლებში იჭრებოდნენ და მარნებში ვირთხებივით დაეძებდნენ სასმელს. სოფელ ნიქოზში შუა გზაზე გამოიტანეს სასმელი. ზოგს ღვინო ჰქონდა ნაშოვნი, ზოგს არაყი და ზოგს კიდევ მთხლე. მაგათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? გაიტანეს შუა გზაზე და ეგრევე, მისაყოლებლის გარეშე დალიეს. ნიქოზელები გადარეულები იყვნენ, ეგეთი რამის მნახველი არა ვართო. ზოგ ჯარისკაცს, თურმე, გზაზე ეძინა, ზოგიბეტეერზეიწვა. დალევა ქართველებსაც გვიყვარს, მაგრამ ასეთი სასმლის უნახავობა პირველად გავიგე. სასმელი ამ რუსებს კი უყვართ, მაგრამ ამ ვაზის მოვლა და პატივისცემა მაგათმა არ იციან. მთელს ქართლში, სადაც კი ესენი შევიდნენ, ყველგან ვენახების გადაწვა დაიწყეს. ამათ ალბათ ჰგონიათ, რომ ის ღვინო და არაყი თავისით კეთდება“.

იყო ტიპიური ქართული შემთხვევებიც. აი, მაგალითად ერთი, რომელიც ქალაქ გორის მკვიდრმა, ნანა კოკორაშვილმა მოუყვა ლევან სეფისკვერაძეს: „როდესაც რუსები ქალაქს იკავებდნენ, მაშინ ჩემი ქმარი და მისი ქარელელი ძმაკაცი მამაჩემის მიერ სოფელ ფხვენისიდან გამოტანებულ არაყს სვამდნენ. ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, ჩვენც სადმე გავიქცეთ, რუსები მოდიან და დაგვხოცავენ მეთქი, მაგრამ ყურიც კი არ შეუბერტყავს, მითხრა, სანამ მე ამ არაყს ძირს არ გამოვუჩენ, მანამდე აქედან ფეხის გამდგმელები არც მე და არც ჩემი სტუმარი არა ვართო. აბა, 3 ლიტრი არაყის დალევას ეხუმრებით თქვენ? რა უნდა მექნა, დავჯექი და დაველოდე, როდის მორჩებოდნენ სმას. როდესაც იმათმა სმა დაასრულეს, გორში უკვე რუსული ტანკები დაგრიხინობდნენ და ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი იყო. მესამე დღეს ძლივს გამოვაღწიეთ თბილისისაკენ. მამაჩემი ახლა ისევ ფხვენისშია და როდესაც ყველაფერი დამთავრდება, უნდა ვუთხრა, რომ ჩემს ქმარს არაყი აღარასოდეს გამოატანოს“.

გარდა ამისა ბევრი რამ გადმოცემით ვიცით, კერძოდ კი ის, რომ ოსებმა და რუსებმა ახალგორში ავტომატის კონდახებით სცემეს ადგილობრივი ოსი მოსახლე, ვინმე გაბოევი, რომელმაც არყის მიცემაზე უარი უთხრა ოკუპანტებს. ხაშურში კი, სოფელ ალში ჩამოცვენილმა ბომბებმა მთლიანად გაანადგურა ბლიაძეების ნახევარჰექტრიანი ვენახი და მრავალი სხვა.

ეს უბედურება რომ არა, კარგა ხნის მანძილზე ნაგროვები მასალები ქართლის ღვინოზე შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ჩემს სამუშაო „ფოლდერში“, მაგრამ ახლა სწორედ დროა შედარებით დეტალურად გავეცნოთ იმ მხარის ღვინის კულტურას, რომელსაც უკანასკნელი დროის მანძილზე ყველაზე მეტის გადატანა მოუხდა. ამ წერილში მთლიანად ქართლის რეგიონს ვერ შევეხებით, არაგვისა და ქსნის ხეობას (მუხრანი, ოკამი და ა.შ.), ლეხურის ხეობას, ძეგვის მიკროზონას, ასევე კავთურასა და თეძმის ხეობას, ხვედურეთის, სურამის, ტაშისკარისა და ქვიშხეთის, ასევე ბორჯომის მიკროზონებს სხვა დროს გაგაცნობთ, ამჯერად კი მეჯუდის, დიდი და პატარა ლიახვის, ფრონესა და ოქონეს ფრონეს ხეობებზე, ატენის ხეობაზე და ასევე ერედვის მიკრორაიონზე გვექნება საუბარი. ესაა რაიონები, რომლებიც ძალიან დაზარალდა და რომლის შესახებაც ჩვენ გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ.

ისტორიის 5 აბზაცი

ლიახვის ხეობის ისტორია ყოველთვის ქართლის ჩრდილო საზღვრის დაცვასთან იყო დაკავშირებული მომთაბარე ტომებისგან. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ამ მხარის გასამაგრებლად. თუკი ჯუანშერს დავემოწმებით, ჩრდილოელ ტომთა (ოვსთა) პირველი დიდი შემოსევა ვახტანგის ბავშვობაში მომხდარა: „მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თვინიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაი ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი“. თხუთმეტისა რომ შეიქნა, ვახტანგმა შური იძია ოსებზე, ლაშქრად წასვლის წინ კი ეს უთხრა თავის სარდლობას, „არა დავითმინო კიცხევა ოვსთა... უკეთუ-მცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ხამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათვის“ (ანუ სპარსელებს ან ბერძნებს რომ ჩაედინათ იგივე, შეიძლებოდა მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან ამ შეურაცხყოფის მოთმენას სიკვდილი სჯობსო). ვახტანგი პირველი იყო, ვინც „დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მას ზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი“.

ეს მხარე არაბების დროსაც მოვლენების ეპიცენტრში იყო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ ლიახვის ხეობით გაექცნენ არაბებს და დასავლეთ საქართველოში, მაშინდელი სვანეთის მიწა-წყალზე გადავიდნენ ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რისი წყალობითაც მე-8-მე-9 საუკუნეებში რაჭა-ლეჩხუმი გაჩნდა. მოგვიანებით, მე-11 საუკუნეში შიდა ქართლი თურქ-სელჯუკებმა ააოხრეს, სულთან ალფარსლანის მეთაურობით. გიორგი ბრწყინვალეს პერიოდში (მე-14 საუკუნე) მონღოლების წაქეზებით ოსებმა კიდევ ერთხელ ააოხრეს ლიახვის ხეობა, გორიც აიღეს და იქ გამაგრდნენ. ხოლო როდესაც გიორგი ბრწყინვალე „მოადგა ოვსთა გორსა მყოფთა“, მას სამ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა, რათა ისინი მთლიანად განედევნა გორიდან, შემდეგ საქართველოდანაც გადაერეკა და ბოლოს საიმედოდ ჩაეკეტა ლიახვის სათავეები („გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ დასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსე- თამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკად დაგსჯითო. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს“. - ზ.ჭიჭინაძე).

სწორედ გიორგი ბრწყინვალეს შემდგომი პერიოდიდან, მე-14 საუკუნიდან იხსენიება ამ რეგიონთან დაკავშირებით მაჩაბლის გვარი, რომელსაც ლიახვის ხეობის დაცვა-მეთვალყურეობა ჰქონდა მეფისგან დაკისრებული. მაჩაბელს არც ერისთავის ტიტული ჰქონია მინიჭებული და არც მთავრის, არამედ ხევისთავისა, თუმცა ამის მიუხედავად (ან პირიქით, სწორედ ამიტომაც) ლიახვის ხეობა მომდევნო საუკუნეებში კარგად გამაგრებული ჩანდა. დიდ ლიახვზე მუგუთის, გუფთის, სვერის, კეხვისა და აჩაბეთის ციხე იდგა, პატარა ლიახვზე კი ძირითადი ციხეები იყო ვანათის, ანუ დმენისა, კულბითისა და ერედვის ციხე-გალავანი. აჩაბეთში მეფის რეზიდენციაც იყო მოწყობილი.

მოგვიანებით ლიახვის ხეობა ერეკლე II-მ იულონ ბატონიშვილს უბოძა, იულონმა კი დედამისს, დარეჯან დედოფალს ცხინვალი მიართვა და იმ დროიდან იგი სადედოფლო ქალაქად იწოდებოდა.

ოსური მოსახლეობა პირველად სიმონ მეფის დროს ჩამოსახლებულა, თუმცა ძირითადი ნაწილი მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსულა ქართლში. მაშინ ჩამოყალიბებულა ჯავის მხარე, ამ პერიოდშივე დასახლებულან ოსები ცხინვალში და ლეკიანობისგან დაცარიელებულ ქართლის სოფლებში. სამაგიეროდ, ყოველთვის კარგად იყო დასახლებული ფრონეს ხეობა და მე-16 საუკუნიდან ეს მხარე ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომლის მედროშედაც ამილახვარი ითვლებოდა, ხოლო ამ ხეობის მფლობელები ფალავანდიშვილები და ამირეჯიბები იყვნენ.

უმჯობესიღვინის მხარე

თავდაპირველად ქართლის ტრადიციულ მევენახეობასა და მეღვინეობაზე მინდა ვისაუბრო, ანუ იმაზე, რაც ძველი საუკუნეებიდან ვიცით ამ მხარის ღვინოებზე და ის, რაც მე-19 საუკუნეში დახვდათ აქაურობის პირველ აღმწერებსა და ქომაგებს.

თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვახუშტი ბატონიშვილი უნდა ვახსენოთ, ვისაც ქართლის მეღვინეობის ლამის არცერთი ცნობილი მიკროზონა არ დაუტოვებია აღუნიშნავი. ატენის შესახებ იგი წერდა: „ხეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი... არს ციხე მაღალს კლდეთა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამხრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული... დამჩხერალოდან ტფილისამდე, მტკურის კერძო მთამდე, არს ნაყოფიერი... ხილი და ვენახი მრავალნი; ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა“.

ვახუშტისთან ლიახვის ხეობის შესახებაც ნახავთ აბზაცებს: „ვანათამდე არს ვენახიანი, ხილიანი... მცირე ქალაქი ქცხილვანი, კეთილ ჰაოვანი. მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. გარემოს წალკოტოვან-ვენახოვანი, საზრდელით მაძღარი... გორიდან სუერამდე არიან ლიახვის იმიერ და ამიერ დაბნები ხილიან-ვენახიანნი. არამედ არს ღვინო თხელი და მომჟავო, სასმელად მშუენი“, „ხეობა დვანისა არს ვენახოვანი, ხილიანი, მარცვლითა ყოვლითა ნაყოფიერი“. ჯარიაშენიდან ვანათამდე მხარეს მაშინ „გუერდის-ძირს“ უწოდებდნენ და ეს ადგილიც „ვენახოვანი, ხილიანი“ ყოფილა, და აქაური ღვინოც „თხელი და მომჟავო, გარნა საამო სასმელად“. ძალიან ბევრი ვენახი იყო გაშენებული საამილახვროშიც, მეჯუდას ხეობაში: „არს ბიყრამდე მეჯვდა ვენახოვანი, ხილიანი“.

აქაურობის სერიოზული აღწერა მევენახეობისა და მეღვინეობის კუთხით 1830-იან წლებში დაიწყო, გაგრძელდა 1870-იანებში და საუკუნის დასასრულ უკვე დეტალურად იყო აღწერილი მხარე, განსაკუთრებით ყანდურალოვის ამომწურავი „ნარკვევის“ შემდეგ, რომელიც 1896 წელს გამოქვეყნდა (ამას დაუმატეთ აუარება სტატია თუ ეთნოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში).

მეღვინეობა გორის მაზრაში

უკვე მე-19 საუკუნეში იყო განსაზღვრული მხარის ნიადაგური, კლიმატური და ყველა სხვა მახასიათებელი. ნიადაგში ძირითად შემადგენლად ლიოსი, ქვიშა, კირი, თიხანარევი კაჟი და თიხიანი ქვიშა დასახელდა. ლიახვის, ლეხურასა და სხვა მდინარეების ხეობებში ნარიყიც შეინიშნება, სადაც ძირითადად მდინარის კაჟი ჭარბობს, თიხასთან და ქვიშასთან ერთად. ერთი სიტყვით, შიდა ქართლის ნიადაგის სტრუქტურაში ძირითად მონაწილეობას თიხა, კირი და ღორღი იღებს. ამას გარდა, ლიახვის ხეობაში (ორივე ლიახვზე) ხშირი წყალდიდობების გამო საკმაოდ დიდ სივრცეზე ლამიანი ნიადაგი ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან მდიდარია საკვები ნივთიერებებით.

რელიეფის თავისებურების გამო ქართლი მკაცრი კლიმატით ხასიათდება, ამიტომ ვაზი ძირითადად ხეობებშია გავრცელებული. ხშირია ქარები, რომელიც ნიადაგის გაშრობას იწვევს ზაფხულში და ამის გამო მორწყვა ხდება აუცილებელი. ზამთარში ცივი ქარების გამო ქართლის დაბლობში თოვლი დიდხანს არ რჩება ხოლმე, ქარს თოვლი ხევებში მიაქვს და მას არსებითად არანაირი სარგებელი არ მოაქვს ვენახებისთვის, უფრო მეტიც, ვნებს მას, რადგან ყოველთვის ჩნდება ვაზის მოყინვის საშიშროება. ამან გარკვეულ წლებ- ში ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ქართლის ვენახებს, ამიტომაც აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე მხოლოდ ქართლში მიმართავენ ვენახის დამარხვას, ძველად კი ამ ხერხს ხშირად იყენებდნენ (ძალიან ცივი ზამთრები იყო 1888-89 და 1892-93 წლებში და როგორც ამბობენ, მაშინ ძალიან ბევრი ვენახი მოიყინა გორის მაზრაში).

ბარში გაზაფხული საკმაოდ ადრე დგება, მთიან რეგიონებში კი მარტის ბოლოს იწყება თოვლის დნობა. ამ პერიოდში ხშირია წვიმები და თოვლიც, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები უბერავენ, რომლებიც ნიადაგს აშრობენ, ძალზე ცხელ ზაფხულში კი დასავლეთის და ძლიერი ჩრდილოდასავლეთის ქარები აყენებენ ვაზს ზიანს (ყოფილა შემთხვევები, როცა ზაფხულში ერთი წვეთი წვიმაც არ მოსულა გორის რაიონში). ყვავილობის პერიოდში ხშირი და ძლიერი ქარები ვაზის სწორ დამტვერვასაც უშლის ხელს. შემოდგომაზე მალე აცივდება ხოლმე, ხშირია წვიმები, ზოგჯერ თოვლიც კი. წვიმიანი ოქტომბრის გამო რთველის პერიოდის შერჩევა ყოველთვის ჭირს და ხშირად მოსავალი ვერც მწიფდება კარგად. შემოდგომაზე ძალიან ხშირია ე.წ. „რთვილის“ შემთხვევები, რომელიც ძალიან ადრე, სექტემბერში იწყებოდა და ძალიან ვნებდა ვაზს. მაგალითისთვის, 1886 წელს „რთვილის“ გამო ლამის მთელი ქართლის მოსავალი წახდა.

სპეციალისტების აზრით მხარეში ზღვის დონიდან 750-800 მეტრზეცაა ვენახები გაშენებული, თუმცა საუკეთესო ღვინოები 400-500 მეტრის სიმაღლეზე მოწეული ყურძნიდან მიიღება.

მევენახეობა გორის მაზრაში ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო ლეკიანობისას, თუმცა მე-19 საუკუნის 20-30-იან წლებში დარგის აღორძინება დაიწყო და თუკი 1830-იან წლებში ფლოროვსკის აღწერით მთელს ქართლში (გორისა და დუშეთის მაზრაში ერთად) 1 257 დესეტინაზე (1 დესეტინა -1 ჰექტარზე ცოტა მეტია) იყო ვენახი გაშენებული, 70-იან წლებისთვის მარტო გორის მაზრაში 1800-მდე გაიზარდა ეს ფართობი, ხოლო მე-19 ს-ის ბოლოს, გორის მაზრაში უკვე 5 086 დესეტინა ვენახი იყო და ამ მოცულობამ მთელი ქართლის ვენახების 80%25-ს მიაღწია.

ძირითადი ნაწილი ვენახებისა გლეხების იყო, განსხვავებით კახეთისგან, სადაც მებატონეები ფლობდნენ დიდ მამულებს. ქართლში მე-19 საუკუნის ბოლოს 20 560 ვენახი იყო, აქედან წარჩინებული კლასის მხოლოდ 2 507, 18 053 კი გლეხებისა გახლდათ. ფართობის მიხედვითაც, 80%25 გლეხების ნაკვეთებისა გამოდიოდა.

ყველაზე სახელოვანი მემამულეები, რომლებიც ამ მხარეში განთქმულ ღვინოს წურავდნენ, იყვნენ დ. ერისთავი, რომელსაც სოფ. ტეზში და ლამისყანაში 50 დესეტინა კარგი ვენახი ჰქონდა და თავადი ამილახვარი სოფ. ჭალაში (ახლ. ქვემო ჭალა). თამარაშენში, ცხინვალის ჩრდილოეთით, გამორჩეულ ღვინოს აყენებდა თავადი ვ.მაჩაბელი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა სახელოვან ქართლურებს.

მე-19 საუკუნეში მთელს გორის მაზრაში საუკეთესო მიკროზონებად ატენი, მეჯვრისხევი, ჭალა და ლამისყანა ითვლებოდა, ძირითადი თეთრი ჯიშები იყო: რქაწითელი, გორულა, მწვანე (ქართლური), ჩინური, ბუდეშური, შაბა. წითლებში: რკო, თავკვერი, ძველ-შავი, საფერავი, დანახარული, ხარისთავალა, ბუზის ყურძენი, ანდრეული.

ამ ჩამოთვლილი ჯიშებიდან მე-19 საუკუნეში ქართლში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ქართლური მწვანე (მაშინ ასე უწოდებდნენ გორულ მწვანეს), რომელიც მაგარ ღვინოს იძლეოდა, წითლებში კი თავკვერი და საფერავი იყო ყველაზე მეტი. რაოდენობის მიხედვით თავკვერს უტოლდებოდა თეთრი ბუდეშური, რომელიც საადრიო ჯიშია და შესაბამისად ჩრდილო დასავლეთ ქართლშიაც იყო გავრცელებული, გარდა ძირითადი ზონებისა. ბუდეშურიდან ძალიან სასიამოვნო ღვინო დგებოდა თურმე და იგი დიდი რაოდენობით მოდიოდა ატენის ხეობაში. განხსვავებით ახლანდელი ატენურისგან, ზოგიერთი ავტორის ცნობით მე-19 საუკუნის განთქმული „ატენური“ მთლიანად ბუდეშურიდან იწურებოდა. ასევე მაღალი ხარისხის ჯიშად მიიჩნეოდა ჩინური და მისგან საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ ატენში, ხიდისთავსა და მეჯვრისხევში. ძველშავი (ძელშავი) ძირითადად ატოცისწყალისა და აბანოსწყალის ხეობაში იყო გაშენებული და, თუკი ყანდურალოვს ვენდობით, ამ რაიონის გარდა საერთოდ უცნობი იყო მე-19 საუკუნეში. ძველი ამპელოგრაფები ძალიან ამგვანებდნენ ძელშავს რკოსა და თავკვერს და მიაჩნდათ, რომ ჯიში დასავლეთის პირობების მიხედვით გადაგვარდა (თანაც, რკო იმერეთიდან შემოტანილ ჯიშად ითვლებოდა და ქართლის უკიდურეს დასავლეთში იყო გავრცელებული). გორულა კი მხოლოდ იმ სოფლებში იყო გავრცელებული, სადაც რკინიგზა გადიოდა და მოსახლეობა ადვილად ახერხებდა ამ სუფრის ყურძნის ტფილისამდე ტრანსპორტირებას. გორულა ზამთარშიც კარგად ინახებოდა და არც გადატანისას ფუჭდებოდა.

ქართლში ხეზე გაშვებულ ვაზს (მაღლარს) ბაბილოს უწოდებდნენ, სარზე გამართულს კი ფეხის ვაზს. ამ მხარეში ძალზე ძნელი იყო ისეთი ვენახის ნახვა, სადაც მხოლოდ ერთი ჯიში იქნებოდა გაშენებული, ძირითად ჯიშთან ერთად ვენახში ბევრი სხვა სახეობის ვაზიც იყო, რომელიც შესაძლოა ბევრით ჩამოუვარდებოდა ძირითადს, მაგრამ ამ შერევის მთავარი მიზანი ერთი გახლდათ, გლეხი უმოსავლოდ არ უნდა დარჩენილიყო, რადგან იცოდა, რომ ყველა ჯიში სხვადასხვანაირად რეაგირებდა ამა თუ იმ დაავადებაზე და ატმოსფერულ პირობებზე.

გლეხები საკმაოდ ადრე იწყებდნენ რთველს, ფაქტობრივად დამწიფებას არ აცლიდნენ ყურძენს, განსხვავებით მემამულეებისგან, რომლებიც მხოლოდ კარგად მოწეულ ყურძენს იღებდნენ. სხვათა შორის, ასე იყო მთელს საქართველოში და ნაწილობრივ დღესაც ასეა. იმ მხარეებში, სადაც აქტიურად მისდევდნენ მევენახეობას, გლეხი პირველ რიგში რაოდენობით იყო დაინტერესებული და არა ხარისხით, იგი ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება ადრე გაეყიდა თავისი ტკბილი თუ მაჭარი, თანაც ამას ის ემატებოდა, რომ ყურძნის საჭყლეტს გლეხების უდიდესი უმრავლესობა, როგორც წესი, სხვისგან თხოულობდა ან ქირაობდა და, შესაბამისად, აქაც მოსწრებაზე იყო საქმე. გარდა ამისა, თუკი ვინმემ დაიწყო რთველი და გაკრიფა თავისი ვენახი, მისი მეზობლებიც იძულებულნი ხდებოდნენ მალევე შედგომოდნენ მოსავლის აღებას. ამას ერთი მიზეზი ჰქონდა, რთველის დამთავრებისთანავე გლეხი მაშინვე საქონელს უშვებდა ვენახში, რომელიც მეზობლის დაუკრეფავ ვენახებშიც გადადიოდა და ბალახის გარდა ყურძენსაც ჭამდა.

ქართლში საუკეთესო ქვევრებად იმერული, ბოსლეველი და შროშელი ოსტატების მიერ დამზადებული ქვევრები ითვლებოდა. უფრო მეტად ძველი ქვევრები ფასდებოდა, რადგან ახალი გემოს აძლევდა ღვინოს, ქვევრის გასაჟღენთად ქონს იყენებდნენ, თუმცა ცხინვალში და ლიახვის ხეობის ზოგიერთ სოფელში მე-19 ს-ის ბოლოს კუპრის გამოყენებაც დაიწყეს საამისოდ, რომელიც იქაურების აზრით უკეთესად ავსებდა ფორებს. ქვევრთან დაკავშირებული ყველა დეტალის მოყოლა ახლა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ პირდაპირ ღვინის ტექნოლოგიაზე სჯობს გადავიდეთ.

წითელი ღვინის დაყენებაში მთავარი თავისებურება ის გახლდათ, რომ გამოწურვის შემდეგ ტკბილში ჭაჭისა და კლერტის სრულ მოცულობას ამატებდნენ, ამით ღვინო ინტენსიური ფერის გარდა ბევრ სხვა სიკეთესაც იღებდა. თეთრი ღვინოების შემთხვევაში ტკბილში ერთ მესამედ ჭაჭას და კლერტს ამატებდნენ, ანუ ყოველ 10 ვედრო (1 ვედრო = 12,299 ლიტრს) ტკბილზე 30 გირვანქა (დაახლ. ნახევარი კილო) ჭაჭას უმატებდნენ. ქვევრში ცოტა ადგილს ტოვებდნენ, რათა დუღილისას წვენი არ გადმოღვრილიყო ქვევრიდან და 2-3 დღეში აქტიური დუღილიც იწყებოდა, რომელიც მაქსიმუმ 15 დღის მანძილზე გრძელდებოდა. დუღილისას ხდებოდა ე.წ. „ქუდის დარევაც“. „ქუდს“ ზედაპირზე ამოსული ჭაჭა ქმნიდა და ქართლში, კახეთისგან განსხვავებით, სადაც სარცხით ურევდნენ დურდოს, სპეციალური ნიჩაბი არსებობდა დარევისთვის, მას „ფარსახოდს“ უწოდებდნენ. განსაკუთრებით ხშირი დარევა უნდოდა წი- თელ ღვინოებს, რათა ჭაჭას კარგად გამოეღო ყველა საფერი და სხვა ნივთიერება და რათა დიდხანს არ ყოფილიყო ჭაჭა ჰაერთან შეხებაში. ზოგჯერ დუღილისას ქვევრს სარქველს ახურავდნენ და მიწასაც აყრიდნენ, ოღონდ დუღილისას წარმოქმნილი გაზის გამოსათავისუფლებლად სარქველის ქვეშ ტოტებს უწყობდნენ, ქვევრის სასუნთქად.

როცა დუღილი დამთავრდებოდა, „ქუდს“ დაძირავდნენ, რის შემდეგაც ქვევრს აუცილებლად იმავე ასაკის ტკბილით აავსებდნენ (ცოტათი ახალგაზრდა ტკბილ-მაჭარმა შესაძლოა ხელახალი დუღილი გამოიწვიოს) და კარგად დალუქავდნენ. ახალგაზრდა წითელი ღვინო არანაკლებ 2 თვისა დახურულ ქვევრში ინახებოდა. დაახლოებით დეკემბერში ღვინოს აუცილებლად გადაიღებდნენ, ანუ ჭაჭიდან მოხსნიდნენ. თეთრ ღვინოს კი უფრო დიდხანს ტოვებდნენ ჭაჭაზე და კლერტზე, რადგან, როგორც ადგილობრივები ფიქრობდნენ, ამით ღვინო უმჯობესდებოდა და უფრო ინტენსიურ შეფერვას იღებდა. ასევე სიმწკლარტესაც. ამიტომაც ჭაჭა-კლერტზე ქართლელები საკმაოდ დიდხანს აყოვნებდნენ ღვინოს, გაზაფხულამდე. და, თუკი მაისამდე ღვინო არ გაიყიდებოდა, ჭაჭიდან ხსნიდნენ, წითელს კი ამ დროს მეორედ გადაიღებდნენ ხოლმე.

ღვინის ძირითადი ნაწილის გადაღება თუნგების მეშვეობით ხდებოდა, ხოლო თუნგისთვის მოუხერხებელ დარჩენილ ღვინოს, პატარა ჭურჭლით, გონულათი იღებდნენ, რომელიც თოკზე იყო მიბმული.

ქართლში ამზადებდნენ ე.წ. მეორე ღვინოსაც, ანუ ნაქაჯს, რომელსაც ძირითადად მეორადი გამოწნეხილი წვენისგან აყენებდნენ და სულ რამდენიმე დღეში მზადდებოდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ქართლელ მევენახეთა უმრავლესობა და ღვინის მსყიდველები ხშირად ამბობდნენ, რომ ადრე გაცილებით უკეთესი ხარისხის ღვინო დგებოდა მათ მხარეში და ფასებიც შედარებით მაღალი იყო. ღვინის ხარისხის გაუარესება კი, მათი აზრით, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანიდან შემოტანილმა იაფმა ღვინომ გამოიწვია, რის გამოც დაეცა მოთხოვნა ქართლის ღვინოზე, დაიწია ფასმა და გლეხმაც დაკარგა ინტერესი ხარისხიანი მოსავალი მიეღო. 1886 წელს „ივერია“ წერდა, „ქართლის ღვინო, რომელიც საკმაოდ მდარეა კახეთისაზედ, აქამდე მარტო ადგილობრივ ახმარებდნენ და ეხლა კი ტფილისშიც იყიდება. ტფილისის სირაჯები ქართლის ღვინოში უფრო ბევრს იგებენ, ვიდრე კახეთისაში. ბოთლი ქართლის ღვინოსი ადგილობრივს სირაჯს 5-6 კაპ. უჯდება. ტფილისში ამ ღვინოს აუკეთესებენ, განაკარგებენ ხოლმე და კახეთის ღვინოდა ჰყიდიან, აბაზად ბოთლსაო“. მთავარი ის გახლდათ, რომ მაშინდელი ექსპერტები ქართლურ ღვინოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან თუკი რკინიგზა შევიდა კახეთში, სულ რუსეთში და ევროპაში გაზიდავენ კახურს, ამიტომ ბურთი და მოედანი ქართლელებს შეიძლება დარჩეთო. ამის გამო 80-იან წლებში ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა ქართლში.

ცხინვალი და მაჩაბლის მარანი

მე-20 საუკუნის 40-60-იან წლებში შიდა ქართლში რამდენიმე მიკრორაიონი გამოიყო და უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში მხარე საშამპანურე მასალებზე გადაერთო და ძირითადად ცქრიალა ღვინისთვის პერსპექტიურ რეგიონად დასახეს იგი.

ახალგორის მიკრორაიონში ახალგორის, იკოთის, კორინთას, წირქოლის, ქვემობოლის, ზემობოლის, ოძისისა და სხვა მიკროზონები გამოიყო.

ლეხურის ხეობაში საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინო დგებოდა სოფლებში საკორინთლო, სამთავისი, ჭალა, კასპი. საბჭოთა პერიოდში აქ წლების მანძილზე მზადდებოდა საცდელი ღვინოები და შამპანურები. ჯიშებიდან ძირითადად გავრცელებული იყო რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე.

0x01 graphic

მეჯუდას ხეობაში გამოყოფდნენ მეჯვრისხევს, ხელთუბანს, ახალუბანს, ფლავისმანს. აქაც ძირითადად ჩინურიდან და გორული მწვანედან ამზადებდნენ ღვინოებს.

დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს სამ მიკრორაიონად ყოფდნენ. ა). გორის მიკრორაიონი, სოფლებით-გარეჯვარი, ხელთუბანი, ტინის ხიდი, აშენდა, ტყვიავი, ნიქოზი, შინდისი და სხვ. გავრცელებული იყო ჩინური და გორული მწვანე, რომლებიც საკმაოდ ნაზ, მსუბუქ და ხალისიანი მჟავიანობის ღვინოსა და შამპანურს იძლეოდა. ბ). სტალინირის (ცხინვალის, რომელსაც 1934-1961 წლებში სტალინირი ერქვა) - ცხინვალი, თამარაშენი, ქურთა, გუჯაბაური, ქართული ფრისი, ოსფრისი და სხვ. ასევე მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მთის კალთებზე შეფენილი სოფლები: დიდი და პატარა ძარწემი, ქემერთი, მინდიანთ უბანი, ჩალისუბანი. ეს ადგილები ურწყავია და მაღალხარისხოვან ღვინომასალას იძლეოდა შამპანურისთვის. ამ მიკრორაიონში ძირითადად რქაწითელი, ჩინური და გორული მწვანე მოდის, ასევე შავკაპიტო. გ) ერედვის მიკრორაიონში მსუბუქ, მაღალი მჟავიანობის ხალისიან ღვინოებს ამბობენ. 1946 წელს ერედვის ყურძნიდან ენოლოგ ნიკოლოზ გელაშვილს დაუმზადებია შამპანური, რომელსაც დიდი მოწონება დაუმსახურებია.

ცხინვალზე ცოტა დიდხანს უნდა შევჩერდეთ. საქმე ისაა, რომ მთელი ცხინვალი ყველა მხრიდან, ოთხივ კუთხით ვენახებით იყო გარშემორტყმული თურმე. 1872 წელს „დროებაში“ „სემინარიელის“ ფსევდონიმს ამოფარებული ერთი ავტორი წერდა: „საითკენაც გაიხედავდით ცხინვალის არემარეზედ, ყოველგან ლამაზად გაშენებული ვენახები წარმოგიდგებათ. თითქმის მთელი საცხინვალო მინდორი ვენახებად არის გადაქცეული, ასე რომ სახნავ-სათესი მამული აქაურებს ძალიან ცოტა აქვთ“. ცხინვალი გარკვეული საზღვრის როლსაც თამაშობდა, მისი დასავლეთი რეგიონი დასავლეთ ქართლის მეღვინეობის რეგიონად მოიხსენიებოდა მე-19 საუკუნეში და შესაბამისად აღმოსავლეთიც, თუმცა ღვინოები მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირების მიხედვითაც განირჩეოდა მაშინ და სხვა მდინარეების ხეობებითაც. დასავლეთ ქართლის ღვინოები კლიმატისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ სუსტი, მაღალი მჟავიანობისა და შენახვის დაბალი პოტენციალისა იყო. საკუთრივ ცხინვალის მიკროზონას საშუალო ადგილი ეკავა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მასში ერთი რაოდენობით მოყავდათ წითელი საღვინე ჯიშებიც და თეთრიც. წითლებს ფერის ინტენსივობა და სხეული აკლდა თურმე, ზედმეტად მჟავე იყო და დიდხანს არ ინახებოდა. ღვინით მოვაჭრეები ცხინვალში სასმელის საყიდლად მხოლოდ მას შემდეგ ჩადიოდნენ, რაც სხვა, უფრო კარგ რეგიონებში მთელი ღვინო გაიყიდებოდა და ფასები საბოლოოდ დადგინდებოდა. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხინვალის ღვინოებს ძირითადად გაზაფხულზე ყიდულობდნენ, როცა მისი ვარგისიანობა გაირკვეოდა და მყიდველი დარწმუნდებოდა, რომ ღვინო ტრანსპორტირებასაც გაუძლებდა და კარგადაც შეინახებოდა. თუმცა ამ რეგიონში იყო გამონაკლისებიც, რომელიც ზემოთაც ვახსენე. კერძოდ სოფ. თამარაშენში, თავად ვ. მაჩაბელს ჰქონდა ევროპულად მოწყობილი მარანი, იგი ღვინოს კაპიტალურ, ქვით ნაგებ მარანში ავარგებდა, ზუსტ დროს ხდებოდა ღვინის გადაღება (პომპის მეშვეობით) და მარანში ტემპერატურაც მუდამ კონტროლის ქვეშ იყო და ა.შ.

მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი რაიონი იყო ფრონეს ხეობაც - ერკეთი, არკნეთი, ხეთაგუროვი, დიდმუხა, ნული, ავნევი, ურბნისი, დვანი, ძლევისჯვარი, ბებნისი, ბრეთი. აქ, სხვა მიკრორაიონებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტადაა გავრცელებული ბუდეშური, ასევე შეხვდებით ხეობაში თავკვერსა და შავკაპიტოს, გორულსა და ჩინურს. ოქონეს ფრონეს ხეობაში შედის სოფლები ზნაურკაუ, ხუნდის უბანი, ზემო ოქონა, ქვემო ოქონა და სუნისი. აქ ძირითადად რქაწითელი, მწვანე და თავკვერი მოჰყავდათ 60-იან წლებში.

სხვათა შორის, მდინარე ფრონეს ხეობაში 1990- იან წლებში საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი პინო ნუარიც, პინო გრიც და პინო ბლანიც. ენოლოგ გიორგი სამანიშვილის ცნობით, ამ მხარეში 120 ტონაზე მეტი საკმაოდ მაღალი ხარისხის პინო მოდიოდა 90-იან წლებში.

ფრონეს ხეობაში ხარობს ასევე ძველშავი (ძელშავი) და ჰიბრიდებიც, ქიწნურა და დირბულა, საიდანაც დაბალი ხარისხისა და ღირსების ღვინო დგება. ამ ორი ჯიშიდან ძალიან ბევრი წურავს შიდა ქართლში ღვინოს, სურნელითა და გემოთი ღვინო საკმაოდ სასიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდთან, ე.წ. „პირდაპირმწარმოებელ ვაზთან“. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს ფრონის ხეობის მკვიდრი გლეხი ნუგზარ თარაშვილი ჩიოდა: „ჩვენთან, შიდა ქართლში, დირბულასგან ვწურავთ ღვინოს. ეს არის შავი ყურძნის ჯიში, უწამლი და ცივი კლიმატისადმი გამძლე ვაზი. თითქმის მთელს ხეობას ეს ვაზი გვაქვს. ჩვენს სოფლებში ღვინის გაყიდვა გამორიცხულია. ვინ იყიდის? ყველას ისედაც თავზესაყრელი ღვინო აქვს. თბილისში კი, დირბულა არავინ არ იცის და ყველას მაინც კახური ღვინის ყიდვა ურჩევნია. რუსული ბაზარი კარგა ხანია, დაკეტილია და ფაქტობრივად შანსი არა გვაქვს, რომ ჩვენი ღვინო იქ გავყიდოთ. წელს მართლაც კარგი მოსავალი მოგვივიდა, მაგრამ რა აზრი აქვს? წელსაც, შარშანდელივით, მთელი ღვინო, ალბათ, ისევ ჩვენი დასალევი იქნება“.

სამწუხაროდ, წელს ფრონელი და ლიახველი გლეხები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დადგნენ, მათ ძალიან ბევრი დაუნდობელი მოზიარე გამოუჩნდათ და დაცლილ, ეთნიკური ნიშნით „გაწმენდილ“ მხარეში ოქტომბერი ალბათ რთველის გარეშე ჩაივლის.

ატენური წარჩინებული

გორის მაზრის აღმოსავლეთ მხარეს დაწურული ღვინოები უფრო მაგარი, სხეულიანი, სასიამოვნო სიმწკლარტისა და გემოსი იყო. აქ ორი ძირითადი ზოლი განირჩეოდა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირი. მარცხენა სანაპიროზე ლამისყანისა და თეზის ღვინოებს გამოარჩევდნენ, მარჯვენა კი ძირითადად წითელი ღვინოებით იყო განთქმული (ხიდისთავი), თუმცა აქვე, ამავე ნაპირზე აყენებდნენ ქართლის მშვენებას, თეთრ ატენურს.

ყველაზე დაწვრილებითი დახასიათების ღირსი ალბათ ატენურია, რადგან იგი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში იყო ცნობილი და ამ ტიპის ღვინოს ამ ხეობაში დღემდე წურავენ. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას ვენახების საერთო ფართობის შესახებ, სამაგიეროდ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1892 წელს ვენახები 43 დესეტინაზე იყო გაშენებული და მხოლოდ 4 წლის განმავლობაში, 1896 წელს, ამ ციფრმა 63-ს მიაღწია. მეღვინეობის მნიშვნელობა მდ. ტანას ხეობაში იქიდანაც ჩანს, რომ 100 წლის წინ აქ 75%25 სამეურნეო მიზნებისთვის განკუთვნილი მიწებისა ვენახს ეკავა.

მე-20 საუკუნეში ატენის ხეობა ორ ზონად დაიყო. ე.წ. ზედა ზონა: სიონი, დიდი ატენი, პატარა ატენი, გარდატენი, მიხანათ უბანი და სხვ. ქვედა ზონაში: ხიდისთავი, ჯებირი, დეგეულა. თანამედროვე მონაცემებით, მიკროზონაში ვენახები 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებშია მოქცეული და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

ეს ზონა საკმაოდ განსხვავდება შიდა ქართლის სხვა ხეობებისგან, პირველ რიგში კი იმით, რომ მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდ. ტანას ხეობა ქარებისაგან მაქსიმალურადაა დაცული. საქპატენტის მონაცემების მიხედვით, თრიალეთის ქედის განშტოებები XXI საუკუნის ომი საცხენისისა და წერეთის ქედები მდ. ტანას ხეობას აღნიშნული მიმართულებებიდან ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან იცავენ. ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრიან, რომლის სიღრმეში მათი სიძლიერე თანდათან მცირდება.

ატენური ე.წ. კლასიკურ მოგუდულ ღვინოდ ითვლება (მას ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ.). ენოლოგ ნიკოლოზ გელაშვილის მიხედვით, ატენურის დასამზადებლად ყურძენს გვიან კრეფდნენ, სიცივის დადგომის გამო დუღილი ბოლომდე არ მიდიოდა, ღვინოში ნარჩუნდებოდა ცოტაოდენი შაქარი და ნახშირორჟანგით ღვინის გაჟღენთვის გამო იგი ცქრიალის თვისებებით ხასიათდებოდა (იყო შემთხვევები, როცა გაზაფხულზე აგრძელებდა ღვინო დუღილს). შაქრისა და ნახშირორჟანგის შენარჩუნების მიზნით ატენის ხეობაში, მაღლობ ადგილას სპეციალურად იყო მოწყობილი ქვევრები, სადაც ბუნებრივ სიცივეს იყენებდნენ (გაიხსენეთ ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვები, „საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“) და ამ ადგილს დღემდე საცივი ჰქვია.

ყანდურალოვისა და სხვა ავტორების სიტყვით, ატენის ხეობაში ძირითადად მწვანე, თავკვერი და ბუდეშური მოდიოდა და ზოგიერთის თანახმად ძველი ატენური მხოლოდ ბუდეშურიდან დგებოდა. უფრო გავრცელებულ ვარიანტებში-ჩინურიდან და გორული მწვანედან, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალიგოტეც ემატებოდა.

საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინო დგებოდა ატენში თავკვერისგანაც (მე-20 საუკუნის 30-50-იან წლებში და მერეც), თუმცა მე-19 საუკუნეში თითქმის არ მოიხსენიება ეს ჯიში ატენის ხეობაში.

დღესდღეობით ატენში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინური მოდის, რასაც გორული მწვანე, ასევე მცირე რაოდენობით ბუდეშური, ალიგოტე და რქაწითელი) მოსდევს; გარდა ამისა, საფერავიდან და თავკვერიდან დღესაც საკმაოდ მაღალი ხარისხის მსუბუქი წითელი ღვინოები მიიღება.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ატენში ღვინის წარმოებისთვის წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური პროცესის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიდანაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნიეს გ.ბერიძის სქემა, სადაც ჩინურს ცოტაოდენ ბუდეშურს უმატებდნენ, ტკბილი 12-საათიანი დაწრეტის შემდეგ დუღილისთვის ქვევრებში გადაჰქონდათ და ყურძნის წვენში გარეცხილ ჭაჭას ამატებდნენ, ტკბილის წონის 0.1- 0.2%25-ს. დუღილი 6-7 დღე გრძელდებოდა 15-17 გრ. ტემპერატურაზე და მას სიცივით აჩერებდნენ, როცა დაუდუღარი რჩებოდა 1.5-2%25 შაქარი. შემდეგ მასალას ფილტრავდნენ და ასხამდნენ სატირაჟე ბუტში, უმატებდნენ „დედოს“ და კარგად არევის შემდეგ შამპანურის ბოთლებში ჩამოსხმა ხდებოდა. ეს შამპანური ღვინო 3 წლის მანძილზე სარდაფში ინახებოდა, დანარჩენი პროცესები კი ბოთლური მეთოდის მიხედვით ვითარდებოდა და ბოლოს საექსპედიციო ლიქიორს უმატებდნენ, ისე, რომ ღვინოში შაქრიანობა 2-5%25-მდე ასულიყო.

ასევე აყენებდნენ ატენურს რეზერვუარული მეთოდით, ძირითადად ჩინურის ჯიშის ყურძნის გამოყენებით. იგი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინის ტექნოლოგიის მიხედვით მზადდებოდა. დადუღებული ღვინო კი 60-დღიან დამუშავებას გადიოდა.

პიარისხანა

დღესდღეობით ქართლური ღვინო გაურკვეველ მდგომარეობაშია. კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო, ძალიან ბევრი გლეხი მოწყდა მიწას და შეიძლება ითქვას, ასეთი კატასტროფული ვითარება მხარეში მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ძირითადი ქარხანა, ატენისა და ხიდისთავის, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არ დაზარალებულა, მაინც ძნელია რაიმე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული შიდა ქართლი ფალსიფიკაციის ცენტრად ითვლებოდა, სადაც ქართლური და კახური ღვინოების გაყალბების გარდა, ხვანჭკარის ჩამოსხმითაც იყვნენ დაკავებულნი და წლების მანძილზე ხარისხიანი ღვინო არც გამოსულა რეგიონიდან. გარდა ამისა, არავინ იცის, რა შედეგებს მოიტანს ათეულობით ჰექტარი გადამწვარი ტყე ატენის ხეობაში, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მიკროზონის თავისებურებები. გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორიც.

მახსოვს, შარშან ამ დროს, ვითარების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოკე“-ს წევრი, თორნიკე რეხვიაშვილი, კრიტიკის მიუხედავად იმედიანი თვალით შესცქეროდა მომავალს: ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რეგიონში არსებული თითო-ოროლა ღვინის ქარხანა საქმეს ვერ უშველის. უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი, კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან დაწყებული, სტანდარტების შესრულებით გაგრძელებული და ევროსტანდარტებით მიღებული შესაფუთი კომბინატით დამთავრებული. იგულისხმება, რომ ამ საქმეს მძლავრი და დიდი რაოდენობით ჭურჭელ-დანადგარებიც სჭირდება. საჭიროა სახელმწიფო ინვესტიცია მეხილეობის დარგში და შემდეგ ქართლის (კახეთისაც) ხილის 85%25 მშვენივრად იპოვის თავის ადგილს ევროპისა და დანარჩენი სამყაროს (რუსეთის გარდა) ბაზრებზე. ქართული ღვინო ფრანგულ და ზელანდიურ ღვინოზე ბევრად იაფიც იქნება და მიკროელემენტებითაც არანაკლებ მდიდარი. ეს კი კონკურენტუნარიანობას ნიშნავს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ყველა ჯიშს ვერ გავიტანთ. არსებობს საერთაშორისო სტანდარტებით მკაცრად განსაზღვრული პირობები და თამაშის წესები ამ ბაზარზე. ამასაც ცოდნა და გათვალისწინება სჭირდება“.

სამწუხაროდ, წლევანდელი წელი ცოდნისა და ხარისხზე ზრუნვის გარეშე ჩაივლის, ამისთვის ჩვენთან აღარავის სცალია, ახლა „პიარის“ ხანაა, ჩვენმა ამერიკელმა, ლიტველმა, ლატვიელმა, ესტონელმა, პოლონელმა და უკრაინელმა მეგობრებმა საქართველოს და ქართული ღვინის მხარდასაჭერად უკვე მოაწყეს აქციები. 3 კვირის წინ, პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსების შესახებ შეთანხმების აღსანიშნავად გახსნილმა რამდენიმე ბოთლმა ქართულმა საფერავმაც შეახსენა თავი მსოფლიოს. ამ ამბავზე ყველა წამყვანი საინფორმაციო სააგენტო წერდა და იმ კონკრეტული ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ, მგონი, სწორედ ახალი ამბებიდან შეიტყო, რომ „პრეზენტაციაზე“ მათი ღვინო იყო წარმოდგენილი.

ერთი სიტყვით, მთელი საქართველო დღეს ეკრანსაა მიჯაჭვული. თუმცა რთველი კარს მოგვადგა და არც ჩვენი მთავარი მოკავშირე, ვაზი უნდა დავივიწყოთ, მას ისედაც ბევრი დააკლდა ჩვენი თუ სხვების გულგრილობით, უცოდინრობით და უსამართლობით.