![]() |
ინტელექტუალი №11 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მუჯირი სოფიო, ბაქანიძე ანა, გერმისაშვილი მარინე, ჭანტურია გვანცა, ავეტისიანი ვიოლეტა, კაჭარავა ნათია, აბაშიძე გივი, გრძელიძე მერაბ, გაბუნია მიხეილ, საზანდრიშვილი ნინო, ჯანდიერი გიგო, ხუნწარია ლალი, გოგბერაშვილი მანანა |
თემატური კატალოგი ინტელექტუალი |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია GEORGIAN SOCIAL ACADEMY OF YOUNG SCIENTISTS საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი International Scientific Journal Intellectual №11 ჯურნალ „ინტელექტუალის“ რედაქცია ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ.№77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323. ტელ.: 36-53-51, 8-99-79-10-12 el–fosta giorgi–maduashvili@yahoo.com www.inteleqtuali.ge მთავარი რედაქტორი გიორგი მადუაშვილი EDITOR-IN-CHIEF GIORGI MADUASHVILI ГЛАВНЫЙ РЕДАКТОР ГИОРГИ МАДУАШВИЛИ სარედაქციო კოლეგია თამაზ გამყრელიძე რალფ ილნერი ვაჟა პაპასკირი თემურ ჯაგოდნიშვილი მარინა ხარატიშვილი ზიგფრიდ კრაინერი ვანო ჭიაურელი ჰარალდ სუმა ქეთი ქოქრაშვილი კარლო ღურწკაია ნიკოლას თეოდორისი ნუგზარ სიხარულიძე რეზო კლდიაშვილი თენგიზ წივწივაძე სერგო თოფურია გოგი ფანცულაია რუდი ვან მეიერი არჩილ მოწონელიძე ლევან კლიმიაშვილი ლალი ღოღელიანი არჩილ ფრანგიშვილი ზურაბ წვერაიძე გელა ყიფიანი ერვინ შვინგი დავით თავხელიძე გიორგი სალუქვაძე EDITORIAL BOARD Tamaz Gamkrelidze Ralph Illner Vaja Papaskiri Temur Jagodnishvili Marina Kharatishvili Siegfried Kreiner Vano Chiaureli Harald Summa Keti Kokrashvili Karlo Gurtskaia Nikolas Theodoris Nugzar Sikharulidze Rezo Kldiashvili Tengiz Tsivtsivadze Sergo Topuria Gogi Pantsulaia Rudi van Meier Archil Motsonelidze Levan klimiashvili Lali Gogeliani Archil Prangishvili Zurab Tsveraidze Gela Kipiani Erwin Schwing David Tavkhelidze Giorgi Salukvadze РЕДАКЦИОННАЯ КОЛЛЕГИЯ Тамаз Гамкрелидзе Ральф Ильнер Важа Папаскири Темур Джагоднишвили Марина Харатишвили Зигфрид Краинер Вано Чиаурели Гаральд Сума Кети Кокрашвили Карло Гурцкаиа Николас Теодорис Нугзар Сихарулидзе Резо Клдиашвили Тенгиз Цивцивадзе Серго Топуриа Гоги Панцулаиа Руди ван Меиер Арчил Моцонелидзе Леван Климиашвили Лали Гогелиани Арчил Прангишвили Зураб Цвераидзе Гела Кипиани Ервин Швинг Давид Тавхелидзе Гиорги Салуквадзе თბილისი Tbilisi 2009 |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტუალის“ მეთერთმეტე ნომერს.
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტუალი“ საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს. ჟურნალი „ინტელექტუალი“ 2005 წელს დაფუძნდა. ჟურნალს მინიჭებული აქვს სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი, საერთაშორისო გრიფი. ჟურნალი „ინტელექტუალი“ რეფერირებულია როგორც ქართულ (ტექინფორმი), ასევე რუსულ (винити) და საერთაშორისო ელექტრონულ გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებში, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ჟურნალი „ინტელექტუალი“ მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდა თუ ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებისა და ნაშრომების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. ჟურნალი გამოიცემა პერიოდულობით სამ თვეში ერთხელ (წელიწადში ოთხი გამოცემა). ჟურნალ „ინტელექტუალის“ კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს როგორც ქართველი ახალგაზრდა, ისე ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერების ყველა სფეროს მიმართულებით (საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, ჰუმანიტარული, სოციალური და ა.შ.)
![]() |
2 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები |
▲back to top |
![]() |
2.1 „სახლი ღმრთისაი“ - შიომღვიმის მონასტერი |
▲back to top |
ნათია ვარძელაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებლურ მონასტრებს ფასდაუდებელი წვლილი აქვთ შეტანილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღვთისმსახურების ეს კერები, არა მარტო უფლის სადიდებელ ღვაწლს ეწეოდნენ, არამედ ქართული კულტურის არაერთ ღირებულ ნიმუშსაც ქმნიდნენ. ჩვენი კულტურის განუმეორებლობა მსოფლიო კულტურის საგანძურში სათავეებს სწორედ ამ წმინდა სავანეებიდან იღებს.
შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წმინდა ადგილი იყო საუკუნეების განმავლობაში და არის დღესაც. მონასტერი დაარსდა VI საუკუნეში, როდესაც ასურეთიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით წმინდა იოანე ზედაზნელი, თავის 12 მოწაფესთან ერთად საქართველოში წამოვიდა, რათა წმინდა ნინოს მიერ მოქცეულ ხალხში ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს დრო უმძიმესი პერიოდია. 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. საკუთარი გავლენის საბოლოოდ დაამკვიდრების მიზნით, ირანი ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლობის ანუ მაზდეანობის დამკვიდრებას ცდილობს, შემდეგ მონოფიზიტური სწავლებისას.
ქრისტიანული, ორთოდოქსალური, ანუ დიოფიზიტურ სწავლების განმტკიცებას ისახავდა მიზნად „ათცამეტ“ ასურელ მამთა შემობრძანება საქართველოში და მათ მიერ დაარსებული წმინდა კერები. 12 ბერი წმინდა იოანემ ხანგრძლივი ლოცვისა და მარხვის შემდეგ ამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. წმინდა მამები ზედაზნის მთაზე დამკვიდრდნენ. ერთ ღამეს კი წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეში გაეგზავნა საქადაგებლად. წმინდა მამებმა იმ დღიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მიაშურეს. მათ მიერ აგებული ტაძრები და მონასტრები დღესაც მტკიცედ დგას. წმინდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები რწმენით, გონებითა და ზნეობით.
ერთ-ერთ 13 ასურელ მამთაგანს უკავშირდება ფრიად მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსის დაარსება მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თბილისიდან 29,9 კილომეტრის დაშორებით. ეს ადგილი იმ პერიოდში უკაცრიელი იყო, უამრავი ნადირი და ქვეწარმავალი ბინადრობდა. ძველი წყაროები ისეთი რეალობით აგვიწერენ ამ ადგილის ბუნებას, რომ თანამედროვე მნახველიც სავსებით დაეთანხმება. „კაცთაგან ყოვლად უვალთა, მაღნართა და კლდეთა საშინელთა, ვლო და ინახულა ხევი რაიმე ღრმა უნუგეშისცემო, ურწყული, სავსე მხეცთა მიერ, რომელ იგი კმა ეყოფოდა მფარველად სხეულსა მას მისსა, ამას შინა დაემკვიდრა ნეტრი შიო მარტოობით...“ (ბ. ლომინაძე გვ.8).
სტატიის დაწერისას პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთე თოთხმეტი საუკუნის წარსულის მქონე ამ მონასტერში, რომელიც მართლმადიდებელი მომლოცველების, ქართველ მეფე-მთავრების სულის დამამშვიდებელი სავანე იყო. მონასტერი თანდათანობით შენდებოდა, მისი ისტორია ქვეყნის ისტორიის მსგავსად ხან ამაღლების და ხანაც დაკნინიების პერიოდებს განიცდიდა. სწორედ ამ წარსულის გაცოცხლებაა ჩემი სტატიის მიზანი.
ადგილი სადაც პირველად წმინდა მამა დაემკვიდრა მოგვიანებით არა უადრეს XI საუკუნისა ეკლესიად უქცევიათ, ამჟამად ეს პატარა მღვიმე-ეკლესია მონასტრისაგან გამოცალკევებით მდებარეობს. საფუძვლიანი გადაკეთების გამო XIX საუკუნის 90-იან წლებში, მას ძველი სახე დაუკარავს. მღვიმეში შესვლა სატრაპეზოდან შეიძლება სწორედ ამ მღვიმე-საფლავის თავზე რამდენიმე ხნის შემდეგ ეკლესია დაუშენებიათ, რომელიც უფრო გვიან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისათვის შეუერთებიათ, როგორც მისი დასავლეთი მკლავის გაგრძელება.
რაც შეეხება წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკელესიას, ეს უძველესი ტაძარია, რომელიც 560-570 წლებს შორის აშენებულა, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გამოკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. 1010-1033 წწ-ს შორის კათალიკოსმა მელქისედეკ I-მა ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი. მის ოთხ მოჩუქურთმებულ ფილაზე თითო რელიეფური გამოსახულებაა - ძველი აღთქმის სამება, ჯვარცმა, წმ. სვიმეონ მესვეტე და წმ. მართა, წმ. შიოსა და წმ.ევაგრეს შეხვედრა. ეს რელიეფი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება.
ნათლისმცემლის ეკლესიის მრავალრიცხოვან მინაშენთაგან უადრესია მცირე მართკუთხა სათავსი ეკლესიის დასავლეთი მკლავის სამხრეთით და აფსიდიანი სამლოცველო სამხრეთ-დასავლეთით. შესაძლოა ამ ორ ნაგებობას ეხება წმ. შიოს ცხოვრებაში მოთხრობილი ამბავი, რომლის მიხედვითაც ნათლისმცემლის ეკლესიასთან ერთად მონასტერში კიდევ ორი ეკლესია აუგიათ - სამების და ღმრთისმშობლისა. 1733 წელს გივი ამილახვარმა აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეკვტერი და ფართო ისრული თაღი უშულაოდ დააკავშირა ეკლესიის დასავლეთ მკლავთან (გივი ამილახვარის წარწერა თაღზეა ამოკვეთილი). მანვე გააკეთა ღრმა თაღი მღვიმის შესასვლელის თავზე და ააშენა სამრეკლო თაყა ზევდგინიძის ეგვტერის დასავლეთით. 1890-იან წწ-ში ეკლესიისა და მინაშენების სახურავები განაახლა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.
ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ტაძარი 1103-1123 წწ-ში აღაშენა მეფე დავით IV აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. 1614-1616 წწ-ს შორის ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა (შესაბამისი წარწერა მოთავსებულია დასავლეთ კარის ზემოთ). შენობა სამნავიან ბაზილიკად აღადგინეს. 1722-1726 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-1733 წლებში ის სხვა სამონასტრო ნაგებობებთან ერთად ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარიზ ძე ამილახვარმა და ნართექს დასავლეთიდან მიაშენა ორსართულიანი კოშკი მონასტრის დაცვისათვის. შესასვლეში არის წარწრა მისი განახლების შესახებ. 1890-იან წ-ში ეკლესია კვლავ განაახლა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ, ამ დროს გაკეთდა დიდი მართკუთა ფანჯრები და ლითონის აივანი ნართექსის მეორე სართულზე.
მონასტრის იოანე ნათლისმცემლისა და ღმრთისმშობლის მიძინების ეკლსიები 1901-1903 წლებში მოახატვინა იმ დროის გამოჩენილმა საეკლესიო მოღვაწემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ, შემდგომში კათალიკოსმა, რუს მხატვარ ნ. ანდრეევს. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.. ღმრთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით ბურჯზე გამოსახული ალექსანდრე ოქროპირიძის პორტრეტი 1914 წელს არის შესრულებული ქართველი მხატვრის გ. ზაზიაშვილის მიერ.
მონასტრის ჩრდილოეთით, სხალტბის ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, ზოგი ბუნებრივი, ზოგი ბერების მიერ გამოკვეთილი, რომლებსაც ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ, მათი უმეტესობა ახლა მიუდგომელია. შიო მღვიმის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, ძველი ქართული სამშენებლო ხელოვნების მაღალი დონის მაჩვენებელია. შედარებით ადვილ მისადგომ გამოქვაბულების შესახებ საინტერესოა XIX საუკუნის მოგზაურ-დამკვირვებელთა ცნობები. მათ შეუნიშნავთ ზოგ გამოქვაბულში აგურით გამაგრებული თაღი, შესასვლელი გვირაბები, კედელზე ნიშები და მჭვარტლი.
1948 წელს ქართველ მთასვლელთა ერთმა ჯგუფმა, საქართველოს ფიზიკური კულტურის სამეცნიერო საკვლევო ინსტიტუტის ალპინიზმის სექტორის დავალებით, მოახდინა ამ ძნელად მისადგომ გამოქვაბულებში შესვლა და მათი აღწერა. გამოირკვა, რომ მღვიმეები ერთი გარკვეული სისტემით არიან განლაგებულნი. შექმნილია რამდენიმე ჰორიზონტალური მწკრივი, თითოეულში 3-4 გამოქვაბულით. ერთ მწკრივში შემავალი გამოქვაბულები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან გვირაბისებური ან აივნისებური გასასვლელებით. ამჟამად ისინი ზოგან ჩანგრეულია და ერთიდან მეორეში გადასვლა არ ხერხდება. თუ როგორ ხდებოდა ქვევიდან გამოქვაბულებში შესვლა ექსპედიციის წევრთა აზრით, არსებოდა ვერტიკალური გვირაბები, რომლის კვალი დღესაც არის დარჩენილი.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყრო (ცრემლის წყრაო), რომელიც იხსენიება წმ. შიოს ცხოვრებაში. მისი არქიტექტურული გაფორმება 1901 წელს განეკუთვნება. ამ წყალს მაკურნებელი ძალა აქვს, მადლიანი წყალია და კვალვ ცრემლების სახით მოდის, როგორც მონასტერში მოღვაწე მამები აღნიშნავენ დღის განმავლობაში 100-120ლ წყალი მოდის. მონასტერი არახელსაყრელი ბუნებრვი პირობები გამო ადრიდანვე განიცდიდა სასმელი წყლის ნაკლებობას „მამანი ჭირსა და იწროებასა შინა ურწყულობასა არიან“ ჩივის XII საუკუნეში სახელმწიფოს პირველი ვაზირი ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, როემლიც ამავე დროს მონასტრის მეურვედაც იყო დანიშნული. წყაროებზე დაყრდნობით შიო კლდიდან გამონაჟონი წყლით სარგებლობდა.
წყლის საკითხის მოგვარება თამარ მეფის დროს მოხერხდა. ანტონ ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესის ინიციატივით 1202 წელს სოფელ სხალტბიდან გამოყვანილ იქნა წყალსადენი. 1202 წლის თამარ მეფის სიგელის ბოლოში დამატებული აქვს ანტონ ჭყონდიდელის განჩინება, რომელშიც ის აღწერს შიომღვიმის მონასტრის წყალსადენს: „მე მიწამან და მლოცველმან მეფობისა მათისამან ანტონ ჭყონდიდელმან ვიხილე სახლი ღმრთისა უდაბნოი მღუიმისა და მას შინა მყოფნი წმინდანი მამანი ჭირსა და იწროებასა შინა ურწყულობისასა და შემწეობითა წმიდისა მამისა შიოსითა ვსძებნე და ვჰპოვე წყალი ადგილსა სხალტბისასა და ხელვყავ მოქმედებად და შეწევნითა მისითა მოვიყვანე წყაროი კარსა წმიდისა ეკლესიისასა ჟამთა წელიწადისა სამისათა დიდითა შრომითა და გულსმოდგინებითა და მოსვლისა თავსა ვჰძებნე სხუაი წყალი, რომელი მკვიდრ მის ადგილისათა არა მოაკლდა, ეგზომ მოვიდა და უმეტესიცა წყალი;...“(თ.ჟორდანია. ისტორიული საბუთები შიო მღვიმის მონასტრისა. თბილისი 1896წ. გვ27).
აქ ორი რამ არის ფრიად საგულისხმო; პირველი, - წყალსადენის მშენებლობა სამი წელი მოსდომებია და დიდი შრომა დაუხარჯავთ; მეორე, - როგორც ეტყობა, წყალი ძნელად მოსაპოვებელი ყოფილა. წყაროს დებიტი გაუდიდებიათ, სწორედ ამით აიხსნება ეს რთული მიწისქვეშა წყალშესაკრებელი სამუშაოები გვირაბების სახით, რომელიც ამ მიზნით უწარმოებიათ.
სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენი XVIIIს-ის 30-იან წლებამდე მოქმედებდა, იგი განადგურებულ იქნა ყიზილბაშთა ერთ-რთი შემოსევის დროს.
მონასტრისათვის მზრუნველობას მუდმივად იჩენდნენ ქართველი მეფეები შიომღვიმის მონასტერში მოღვაწე მამები გვიამბობენ, რომ როდესაც ქართლის ერისმთვარი ფარსმანს შებრძანებულს მონასტერში უხილავს წმინდა ბერი შიო, მას მიტრა მოუხდია და ისე უცია თაყვანი ბერისთვის, მაგრამ წმინდა ბერმა თავისი ხელით კვლავ დაახურებია მიტრა და დაულოცია ფარსმანი. ფარსმანის შეწირულობებით ნელ-ნელა აშენებულა პირველი გუმბათიანი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელზე.
თ. ჟორდანიას გადმოცემებითაცაა ქრონიკებში დადასტურებული შიო მღვიმის ისტორიული საბუთები ქართველ მეფეთა სიგელ გუჯრები, არაერთი წყალობის დამადასრურებელ ფაქტებს გვამცნობს მონასტრისადმი. მონასტრის საკუთრებაში იყო უამრავი ყმა-მამული: მთლიანი სოფლები და ცალკეული კომლები გაფანტული სხვადასხავ სოფლებში, წისქვილები ზეთსახდელები, სავაჭრო დუქნები, მსხვილფეხა საქონლის ჯოგი და სხვა.
დავით აღმაშენებელმა დიდი ამაგი დადო შიო მღვიმის მონასტერს. 1123 წელს მას, შირვანზე გალაშქრების წინ, საგანგებო ანდერძი დაუწერია, რომლის ძალითაც მონასტრისათვის უამრავი ქონება უბოძებია. ამავე ანდერძით განუსაზღვრავს ყოველგვარი წესი და კანონი მონასტერში ცხოვრებისა. დავით აღმაშენებელს. მონასტერის ანდერძის დაწერისას საბაწმინდის ტიპიკონი გამოუყენებია და ისე შეუქმნია შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი. ჯვრის მონასტრიდან ჩამოტანილი ტიპიკონი ერთადერთი ტიპიკონია, როემლიც დღეს ქართულ ენაზეა შემორჩენილი ხელნაწერის სახით. შიო მღვიმის მონასტერი მრავალ მეფეს მოულოცია ამიტომ სამეფო მონასტერს ეძახდნენ შიო მღვიმეს. დავით აღმაშენებელის ზრუნვა მონასტრისადმი გაგრძელდა მისი გარდაცვალების შემდეგაც. მისი მემკვიდრის დემეტრე I-ის და გიორგი III-ის დროს.
თამარ მეფის ბრძანებით იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ააგეს სატრაპეზო. არის ცნობები, რომ გიორგი V ბრწყინვალე, ლაშა-გიორგი IV ხშირად ამოდიოდნენ შიომღვიმის მოსალოცად.
XIV საუკუნეში შიომღვიმის მონასტრის ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები მოხდა. მონასტერი ერთ-ერთ დიდგავროვან ფეოდალს ზევდგინიძე-ამილახვარს გადასცეს. აქედან მოყოლებული XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე მონასტერი ამილახვართა საგვარეულო სასფალოდ ითვლებოდა. ამილახვრები, როგორც მეპატრონეები, მონასტრის თავდადებულ მაშენებლად გვევლიანებიან.
XX საუკუნეში რუსეთმა არამარტო გააუქმა სახელმწიფოებრიობა დაშლილი-დაქუცმაცებულ საქართველოში, არამედ თხუტმეტ საუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკელსიას თვითმწყემსობის უფლება წაართვა და ავტოკეფალობა გააუქმა. რუსულ სინოდს საეგზარხოსოს უფლებებით დაქვემდებარებულმა ქართულმა ეკლესიამ მრავალი მტკივნეული დარტყმა მიიღო ერთმორწმუნე ძმისგან. ეს ბუნებრივია სამონასტრო ცხოვრებასაც შეეხო და მათ შორის შიომღვიმესაც.
რუსეთის ბატონობის პერიოდში, შიომღვიმის მონასტერი მიტოვებულია. აკრძალვის მიუხედავად რა თქმა უნდა ზოგი ბერი მაინც ამოდიოდა და ღვთისმსახურებას ეწეოდა. არის ცნობები დაცული, რომ ასევე აქვე ხდებოდა ბერად აღკვეცაც, მაგრამ მონასტრული ცხოვრება შეწყვეტილი იყო. ტაძრები იყო მიტოვებული. ცნობილი ღვთისმსახურის, ალექსანდრე ოქროპირიძის დროსაც კი XIX საუკუნეში, მონასტერი დანგრეული და განადგურებული იყო, ცხოვრება შეუძლებელი იყო. ტაძარი ღამურების სადგომად იყო ქცეული. დიდი მღვდელმთავრის, სასულიერო მოღვაწის, ძალისხმევითა და მონდომებით მისი მეთავეობით მოხდა ამ მონასტრის აღდგენა და მისთვის მიწების გადაცემა. მაშინ ვენახი გაუშენებიათ, ფუტკრების მეურნეობა აუღირძინებიათ. აქ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა, რომლებმაც გაწმინდეს ტაძრები, გადახურეს და მოხატეს.. ამ პერიოდში რამდენიმე ბერი მოღვაწეობდა. როგორც წყაროები გადმოგვცემენ ბერებს ამ გზაზე, მდინარეზე ბორანი გაუკეთებიათ, რადგან მომლოცველებს შესძლებოდათ ტაძარში ამოსვლა. გზა და გზა დასასვენებელ ჩარდახებსაც აკეთებდნენ, რომ ჩრდილიში მოესვენათ მომლოცველებს. კომუნისტების პერიოდში მოღვაწეობდა ბერ-მონაზონი იოანე, რომელიც თავისი სათნოებითა და კეთილი საქმეებით განთქმლი იყო, მისი საფლავი დღესაც არის შემორჩენილი. უფრო ზუსტი და სრული ცნობები ამ წმინდა ბერზე სამწუხაროდ არ არსებობს.
ალექსანდრე ოქროპირიძის ძმამ, იოანე ნათლისმცემლის ტაძრის გვერდით, პატარა მიწის ნაკვეთზე ბაღი გააშენა, ხეები დარგო და წყლის არხიც გაკეთებინა.
შიო მღვიმის მონასტერს, როგორც უკვე აღვნიშნე ბოლოს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ალექსანდრე ოქროპირიძის დროს. ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში მრევლის შემოწირულობებით დღესაც ტარდება რესტავრაცია. საქართველლოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ შესწირა თანხა და ამ თანხით იოანე ნათლისმცემლის ტაძრის სახურავი კრამიტით გადაიხურა, რაც კიდევ უფრო მეტად ამშვენებს ისედაც ულამაზეს მონასტერს.
მონასტერში სტუმრობის დროს წინამძღვარმა, მამა მიქაელმა (..) და ბერებმა ბრძანეს, რომ ისინი დღესაც დადგენილი ტიპიკონით მოღვაწეობენ. შეძლებისდაგვარად, ბერები ცდას არ აკლებენ და მონდომებულად ემსახურებიან უფალს. უფლის წყალობით ნელ-ნელა, ალბათ საძმოც გაიზრდება და უფრო მეტად გაძლიერდება მონასტერი. ქრისტიანული თავმდაბლობით შიო მღვიმეში მოღვაწე ბერები აღნიშნავენ, რომ მათი სულიერება კნინია შიო მღვიმელის, თუნდაც დავით აღმაშენებლის პერიოდში მოღვაწე ქრისტიან ძმათა შედარებით, ისინი ხომ მხოლო ხმელ პურით და ჩირით აღწევდნენ წმინდა მარხვის შენახვას. დღეს მოღვაწე ბერთა დამსახურებაა ის, რომ ღვთისმსახურება მშვიდად მიმდინარეობს და მრევლთან ერთად ივერიის გაბრწყინებას ევედრებიან უფალს.
მონასტერში არ წყდება მომლოცველთა ნაკადი. ტაძარს რესტავრაცია და აღდგენა ესაჭიროება, რაც საკმაოდ დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. მაგრამ იმედია გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და მონასტერი კვალ რესტავრირებული იქნება, რდაგან ეს მონასტერი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი ქვეყვნის განუმეორებელი ისტორია იქმნებოდა და იმედია მომავალშიც ღირსეულად გაგრძელდება.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
თ. ჟორდანია „ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა“
ბ. ლომინაძე „შიომღვიმე“, თბილისი - 1953
3.შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა 1938 წ.
მცხეთა 2006 წ. „შიომღვიმის მონასტერი“
საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III „ცხოვრება შიოსი და ევაგრესი“
ქართველ წმინდანთა ცხოვრება. თბილისი-ათენი
რ ე ზ ი უ მ ე
„სახლი ღმრთისაი“ - შიომღვიმის მონასტერი
ნათია ვარძელაშვილი
სტატიაში გადმოცემულია ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი დიდი მოღვაწის შიო-ღვიმელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული შიომღვიმის მონასტრის ისტორია, მონასტრის აღმავლობის და დაცემის პერიოდები. ქართველ მეფე-მთავართა ზრუნვის შესახებ მონასტერზე. შიომღვიმის მონასტერს განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი ამ ისტორიისთვის. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კერაა, რომელიც ფუძეა ჩვენი რწმნეისა და გადარჩენისა.
S U M M A R Y
„GOOD'D HEAVEN“- SHIOMGVIME MONASTERY
NATIA VARDZELASHVILI
In this article, we talk about the history of the Shio-Mgvime monastery, literally meaning (the cave of Shio) which was founded by the 6th-century monk Shio, one of the Thirteen Assyrian Fathers: (who came to Georgia as Christian missionaries). There is a history of rise and decadence of this monastery about the care of the king and nobility for the monastery Shio-Mgvime. Monastery took the special part in our country's history. I decided to review to this history again. The target of this article is to remember this most important monastery once more. Which was and is the foundation and the support: to keep and save of our belief.
Р Е З Ю М Е
„БОЖИЙ ДОМ“ - МОНАСТЫР ШИОМГВИМЕ“
НАТИА ВАРДЗЕЛАШВИЛИ
В статье передана история основания в шесть веке. одним из тринадцати ассурийских монахов, великим деятелем Шио Мгвимели монастыря, периоды его подъема и упадкаю а также о заботе грузинских царей и князей о монастыре.
Монастыр виполнил особенную роль в истории нашей страны и поетому я посчитала нужные еще раз пересмотреть эту историю.
Цель этой статьи напомнить читателям об этом особенно важном монастырской очаге,который был и остается основанием и опорой спасения и сохранения нашей вери.
![]() |
2.2 იდიომატური ხატისა და მატერიალური სურათის ურთიერთმიმართების სახეები |
▲back to top |
სოფიო მუჯირი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
დასურათებული სარეკლამო განცხდებები ეფუძნებიან ყოველი ენობრივი საზოგადოების სოციოკულტურულ ტრადიციებს და წარმოადგენენ ამ საზოგადოების ენიციკლოპედიური ცოდნის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. დასურათებულ სარეკლამო განცხადებებს ხშირად თან ახლავს ტექსტი, რომელშიც განთავსებულია იდიომები. სარეკლამო განცხადებების თანმხლები იდიომები ადრესატზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ თავიანთი ხატოვნებისა და ექსპრესიულობის მეშვეობით. რეკლამაში ამ იდიომთა მოდიფიცირებული ვარიანტები კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდებიან და უფრო მეტად იზიდავენ ადრესატის ყურადღებას.
ტექსტისა და სურათის კორელაცია ბოლო წლებში მეცნიერთა აქტუალური ინტერესის საგანია, რომელზეც ინტენსიურად მუშაობენ ლინგვისტიკის, ფსიქოლინგვისტიკისა და სემიოტიკის სფეროში. მოცემულ ნაშრომში შევეხებით ამ თემატიკის მხოლოდ ერთ საკითხს, კერძოდ ტექსტისა და სურათის ისეთ კომბინაციას, როგორიც მაგალითად მოცემულია იდიომში: „das Tüpfelchen auf dem i“ (რაიმის ბოლო ნიუანსით, ბოლო შტრიხით დასრულება, რაიმესათვის ბოლო წინწკალის დასმა). სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით იდიომის ,,ხატი“ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც „წინწკალი i-ზე“, ამიტომ იდიომის ასეთ მნიშვნელობას პირობითად ვუწოდებთ „იდიომატურ ხატს“. სურათის თანმხლებ ტექსტში ეს იდიომი მოდიფიცირებულია, რადგან მას დამატებული აქვს ერთი კომპენენტი, კერძოდ, ასო „i“. (E) i - გერმანულად ნიშნავს კვერცხს. ცხადია, რომ სურათს იდიომის სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან აქვს რაღაც საერთო და ამ საერთოს წარმოადგენს არა „წინწკალი i-ზე“, არამედ ერთი ციდა მაიონეზი, რომელიც დაწვეთებულია კვერცხზე. იდიომის ფრაზეოლოგიური მნიშვნელობა განაპირობებს იმას, რომ „მაიონეზის წინწკალს“ აღვიქვამთ როგორც „საკმაზს,“ რომელიც კვერცხით დამზადებულ კერძს ბოლო შტრიხს, ბოლო ნიუანსს სძენს. მოცემული იდიომის ასეთი მოდიფიკაციისათვის ალბად სურათის თანხლება არ იყო აუცილებელი. ის შეიძლებოდა მხოლოდ ვერბალურად გამოგვეხატა, მაგრამ მაშინ იდიომი ჩვენზე ასეთ ეფექტს აღარ მოახდენდა. მოცემული იდიომის მოდიფიკაციისათვის გადამწყვეტ როლს თამაშობს სურათის მხოლოდ ერთი ასპექტი: „მაიონეზის წინწკალი კვერცხზებ“ სურათით გადმოცემული დანარჩენი ინფორმაცია კი იგნორირებულია. ადრესატი ტექსტ-სურათის კომბინაციას აღიქვამს როგორც ერთ მთლიან აზრს.
როგორც ვხედავთ, ვიზუალურად აღქმადი მატერიალური სურათისაგან განსხვავებით, იდიომატური სურათ-ხატი არსებობს მხოლოდ აზროვნებაში და ენაში. თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს მენტალური თუ ენობრივი სურათ-ხატი - ეს ცალკე კვლევის საგანია. ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, არის იდიომატური ხატისა და მატერიალური სურათის ურთიერთმიმართებისა და ურთიერთზემოქმედების საკითხი.
იდიომატური ხატის არსებობას განაპირობებს: ა) იდიომის სიტყვასიტყვითი, კონკრეტული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა; ბ) ენის მატარებლისთვის გასაგები ხდება იდიომის სიტყვასიტყვით და ფრაზეოლოგიურ ინტერპრეტაციებს შორის არსებული (მეტაფორული, მეტონიმური, სიმბოლური და სხვა სახის) კავშირი, ანუ სხვაგავრად რომ ვთქვათ, იგი იდიომს აღიქვამს, როგორც მოტივირებულს; გ) აღნიშნულ კავშირს უნდა ჰქონდეს კონვენციონალური ხასიათი, ანუ იგი უნდა იყოს ქმედითი მოცემულ ენობრივ საზოგადოებაში ან ამ საზოგადოების ნაწილში; დ) ეს კავშირი ვერბალურად უნდა იყოს გამოხატული (ამ დროს მიმდინარე მეტაფორული გადააზრება საფუძვლად ედება ერთ ინტერპრეტაციას), ანუ იდიომის ფრაზეოლოგიური ინტერპრეტაცია განსაზღვრავს მის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას, როგორც სწორედ ამ მეტაფორის ხატის მომწოდებელს. (მოცემული მეტაფორული ხატი გერმანული ენობრივი საზოგადოების ქვეცნობიერში ძევს როგორც ერთგვარი სიმბოლო, რომლის რეალიზებისას ეს მეტაფორა აქტუალიზდება). იდიომატურ ხატს მიეკუთვნება მხოლოდ ის ელემენტი, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში უკავშირდება სწორედ ამ მოცემულ იდიომს, როგორც ენობრივ ნიშანს.
მოდიფიკაცია ფაქტიურად ფრაზეოლოგიზმის ინტენციონალურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. მოდიფიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხებია: იდიომის ინტერნული ცვლილება ლექსიკური სუბსტიტუციის სახით; იდიომის ექსტერნული ვალენტობის ცვლილება სუბიექტის შეცვლის ბაზაზე; იდიომის უშუალო გარემოცვაში მისთვის უცხო ელემენტების ხმარება; იდიომის კონტექსტთან შეუთავსებლობა; იდიომის და სარეკლამო სურათის კომბინაცია, სადაც სურათი გავლენას ახდენს იდიომის სემანტიკაზე და ა.შ. ისმის კითხვა: ყველა მოდიფიკაცია ახდენს ზეგავლენას იდიომატურ ხატზე? მაგ. ტიპური ჟურნალისტური მოდიფიკაციის (კომპონენტის დამატების) შედეგად, როგორიცაა „Öl ins politische Feuer gießen“ („პოლიტიკურ ცეცხლში ნავთის ჩასხმა“), იდიომატური ხატი არ იცვლება. იდიომი მხოლოდ უკეთესადაა მისადაგებული პოლიტიკურ კონტექსტთან. მატერიალური სურათიც ასევე ყოველთვის არ ახდენს გავლენას იდიომატურ ხატზე. თუმცა, არსებობს ასეთი გავლენის მაგალითებიც. გამოვყოფთ მატერიალური სურათით იდიომატურ ხატზე ზემოქმედების რამდენიმე ტიპს, რომელთა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა ძნელია.
სარეკლამო სურათმა იდიომატურ ხატზე შეიძლება მოახდინოს გავლენა იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ერთდროულადაა აქტუალიზებული იდიომატური ხატის ერთი კომპონენტის სიტყვასიტყვითი და გადატანითი მნიშვნელობა; ბ) სარეკლამო სურათი იწვევს იდიომატური ხატის ან მისი რომელიმე კომპონენტის სპეციფიკაციას. ამასთან, იდიომის მნიშვნელობა უცვლელი რჩება, მაგრამ შესაძლებელია მისი ორმაგი ინტერპრეტაცია; გ) სარეკლამო სურათში ვიზუალიზებულია იდიომატური ხატის ერთი კომპონენტი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ მისი ფრაზეოლოგიური ინტერპრეტაცია; დ) იდიომატური ხატის ერთი ელემენტი ჩანაცვლებულია მეორეთი და იგი ინარჩუნებს იგივე ფრაზეოლოგიურ მნიშვნელობას; ე) სარეკლამო სურათის მეშვეობით, იდიომის ექსტერნული სუბიექტის ვალენტობა შეუსაბამოდაა შევსებული, რაც იწვევს იდიომის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას; ვ) სარეკლამო სურათი იწვევს იდიომატური ხატის ისეთ შეცვლას, რომ ორივე ერთმანეთისათვის შეუსაბამო ხდება.
ა) მატერიალური სურათი უშუალოდ არის დაკავშირებული იდიომატურ ხატთან. ეს შემთხვევა გვაქვს მე-2 მაგალითში, იდიომში: uns stinkts. სურათი, რომელზეც ქალი ცხვირზე ხელს იფარებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ასახავს იმას, თუ „ვის რა სუნი აღიზიანებს“. არამწეველ ქალს შეწუხებული სახე აქვს, რადგან როგორც ამას ტექსტი გვამცნობს, “აქ არ ეწევიან”. იდიომის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობაა: „ცუდი სუნი გვცემს“, ფრაზეოლოგიური კი: „აქ რაღაცის სუნი ტრიალებს = აქ საქმე ვერაა კარგად“. მოცემული ტექსტ-სურათის კომბინაციაში ერთდროულად იგულისხმება იდიომის ორივე ინტრპრეტაცია.
ბ) მატერიალური სურათი სათაურით: „ამითი თქვენ ყველა წვეულებაზე გატეხავთ ყინულს“, ხდება იდიომატური ხატის სპეციფიკაცია, მისი ფრაზეოლოგიური მნიშვნელობის შეცვლის გარეშე. თანამედროვე გერმანული ენის ლექსიკონში (Duden), სიტყვა „Eis“ (ყინული) - ის განმარტებაში ვპოულობთ იდიომს: Das Eis ist gebrochen („ყინული გატყდა“) ანუ მაგ. წვეულების დროს, „თავდაპირველმა უხერხულობამ ჩაიარა და ოფიციალური ურთიერთობა შეიცვალა უშუალო და ხალისიანი განწყობითა და ურთიერთობით” (Eis ≈ განწყობა, brechen ≈ შემსუბუქება). მატერიალური სურათის ზეგავლენით აქტუალიზებულია იდიომის კომპონენტი „Eis“. სახეზეა მისი სპეციფიკაცია, რადგან სურათის ზეგავლენით იგულისხმება: „საჭმელი ყინული“ ან „ყინულის ნატეხი“. იდიომატური ხატი შეიცვალა, მაგრამ იდიომმა თავისი ფრაზეოლოგიური მნიშვნელობა არ დაკარგა. რეკლამაში იდიომის ორივე ინტერპრეტაცია ერთდროულადაა რეალიზებული. დანადგარი, რომელიც სიტყვასიტყვით „ტეხს ყინულს“, შეესაბამება წვეულების („Party“) სიტუაციას.
გ) ავეჯის მაღაზიის რეკლამაში ვიზუალიზებულია იდიომატური ხატის მხოლოდ ერთი კომპონენტი, კერძოდ „sitzen“ („ჯდომა“). ის, რომ მამა საყიდლებითაა დაკავებული, რადგან დედამ ის „hat sitzen lassen“ („დასვა“), ფრაზეოლოგიური გაგებით: „მიატოვა“ (≈im Stich gelassen”), ადვილად მისახვედრია. მაგრამ ის, რომ ეს ავეჯის მაღაზიასთან და სკამებთანაა დაკავშირებუილი, ანუ მეტონიმურადაა დაკავშირებული იდიომის სიტყვასიტყვით გაგებასთან („ჯდომასთან“) - არაა მოტივირებული. მატერიალურ სურათზე არ ჩანს ბავშვის მამა ან დედა, არამედ მხოლოდ სკამი და სავარძელი, ანუ ვიზუალიზებულია მხოლოდ კომპონენტი „ჯდომა“. გარდა ამისა, მიზეზის დამოკიდებული წინადადება: „რადგან დედამ იგი დასვა/მიატოვა“ შეესაბამება იდიომის ფრაზეოლოგიურ მნიშვნელობას, მისი სიტყვასიტყვითი ინტერპრეტაციის შემთხვევაში კი იგი უაზრობას წარმოადგენს.
დ) იდიომატურ ხატში ერთი ელემენტი მეორეთია შეცვლილი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა №1 მაგალითში, სადაც „i“ შეცვლილი იყო „(E)i“-თი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ ერთი ვიზუალური წარმოდგენის მეორეთი ჩანაცვლებაზე, სადაც ორივე ფრაზეოლოგიურადაა ინტერპრეტირებული. ე) მომდევნო მაგალითი განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს: „die Fliege machen“ (die Fliege - ბუზი, machen - კეთება. იდიომის მნიშვნელობაა: „აორთქლება, გაუჩინარება“) - იდიომი მოტივირებულია, იდიომატური ხატი კი ნათელი. მაგრამ, იდიომატურ ხატზე მოქმედებს სურათის კომპონენტი: „Mücke“(კოღო). აქ იდიომის ელემენტი კი არ არის ჩანაცვლებული, არამედ შეუსაბამოდაა შევსებული ექსტერნული სუბიექტის ვალენტობა. ჩვეულებრივ, ადამიანზე ამბობენ ხოლმე, რომ ის „აორთქლდა, გაუჩინარდა“ (Fliege macht). აქ კი ადამიანის ნაცვლად სუბიექტ კოღოზეა ლაპარაკი. კოღოს მატერიალური სურათით ძლიერადაა აქტუალიზებული იდიომის სიტყვასიტყვითი დონე. მართალია, სიტყვასიტყვითი გაგებით, უაზრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ იქმნება „კოღოს“ „ბუზად“ მეტამორფოზის შთაბეჭდილება.ვ) იდიომატური ხატი მატერიალური სურათის გავლენით ისეა შეცვლილი, რომ შეუსაბამობას აქვს ადგილი: „პატიოსანი ბანანები გონებას გინათებენ“. იდიომს აქვს ხატი: მეტაფორულ მიმართებას „სინათლეს“ (Licht) და „გონების განათებას“ („j-m geht ein Licht auf“) შორის, დასავლეთში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. „Bei fairen Bananen“ („პატიოსანი, რიგიანი ბანანებით“) არ მიეკუთვნება იდიომის ბირთვს, არამედ წარმოადგენს ადვერბიალურ დამატებას, რომელიც უნდა დაუკავშირდეს იდიომს, ანუ „გონების განათებას“. მატერიალური სურათის შესაბამისად, იდიომატურ ხატში ცვლილება ხდება: ნათურაში ჩასმულმა ბანანებმა ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ “გონება გაგინათდეს”. თანმხლები ტექსტის გარეშე ეს „მანიპულაცია“ გაუგებარი იქნებოდა: „მაქს ჰაველერის სერტიფიცირებული ბანანების ყიდვით, თქვენ გლეხებსა და მათ ოჯახებს გაანათებთ“. დღევანდელ პრესაში ტექსტ-სურათის ისეთ მოდიფიკაციებს ვხვდებით, რომლებიც იდიომატურ ხატს კი არ ცვლიან, არამედ მხოლოდ მენტალურ ხატს ქმნიან. ორი მაგალითით შეიძლება ამის ილუსტრირება: 1) იდიომს არა აქვს იდიომატური ხატი, მაგრამ აქვს კომპონენტი, რომელიც შეიძლება კონკრეტულად წარმოვიდგინოთ. მომდევნო ტექსტ-სურათზე გამოსახული ტუბი ინდენტიფიცირებულია ცხიმის გამხსნელთან. ვიზუალიზებულია წარმოდგენა „ცხიმის ლაქების მოცილება“. იდიომს „sein Fett (ab) kommen, (ab) kriegen“ყ (“ის მიიღო, რაც დაიმსახურა: გაკიცხვა, საყვედური და ა.შ”.), არა აქვს იდიომატური ხატი, მაგრამ ის შეიცავს კომპონენტს „Fett“ (ცხიმი), რომელიც კონკრეტულად შეიძლება წარმოვიდგინოთ. იდიომის ფრაზეოლოგიური მნიშვნელობა არაა მოტივირებული „ცხიმით“, გარდა ამისა, მას აქვს ნეგატიური კონოტაცია. იდიომის სიტყვასიტყვითი ინტერპრეტაცია ალბად „გახდომის პროცესს" დაუკავშირდებოდა, რომლითაც შეუძლებელია ფრაზეოლოგიური მნიშვნელობის მოტივირება. აქ ჩაფიქრებულია არა ფრაზეოლოგიური მნიშვნელობის აქცენტირება, არამედ დომინანტური ხდება ის კონკრეტული ინტერპრეტაცია, რომელიც მატერიალური სურათითაა გამოწვეული. 2) იდიომს: „aus der Rolle fallen` (“როლიდან ამოვარდნა, არაკორექტული საქციელი”) არა აქვს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ხატი. ამ გამოთქმას ადრე ხმარობდნენ მსახიობთან მიმართებაში, რომელიც ტექსტში ვერ პოულობდა თავისი როლის ამსახველ ადგილს. თუ იდიომს სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გავიგებთ, მას უფრო მიესადაგება მნიშვნელობა: „მსახიობის როლი“. მაგრამ, მატერიალურ სურათში წარმოდგენილია იდიომის კონკრეტული ინტერპრეტაცია, რომელიც ამავე იდიომის ფრაზეოლოგიური ინტერპრეტაციის ომონიმურია. გარდა ამისა, იდიომი მოითხოვს სუბიექტად ადამიანს, თუმცა კონკრეტულად ინტერპრეტირებული სუბიექტის როლს ასრულებს „ბისკვიტი“. რეკლამაში ორივე ომონიმური ინტერპრეტაცია ერთდროულადაა ნაგულისხმები. ამ შემთხვევაშიც საქმე გვქვს არა იდიომის ნამდვილ მოტივირებასთან, არამედ მხოლოდ ენისა და სურათის რელაციასთან. ისმის კითხვა, თუ რა ზეგავლენას ახდენს რეკლამა ადრესატზე. ამის დასადგენად ჩატარდა გამოკითხვა გერმანისტ სტუდენტთა შორის. დავალება ასეთი იყო: „თქვენ ჩემს კითხვებზე პასუხის გასაცემად დაახლოებით ნახევარი საათი გჭირდებათ. გთხოვთ, დარიგებულ ტექსტ-სურათებს გადახედოთ (როგორც ეს ბუნებრივი რეცეფციის სიტუაციას შეესაბამება) და მიპასუხოთ, თუ როგორ გაიგეთ მსხვილი შრიფტით გამოყოფილი რეკლამის სათაური, რა ინფორმაციას გვაწვდის სურათი, მოგწონთ თუ არა რეკლამა და თუ მოგწონთ ან არ მოგწონთ, დაასაბუთეთ რატომ”. სტატისტიკური შეფასების გარეშეც გამოვლინდა, თუ რამდენად კარგად შეეძლოთ ცდისპირებს ტექსტ-სურათის კომბინაციების გაგება. ყველაზე უპრობლემო იყო ის რეცეფცია, როდესაც მოდიფიკაცია მიახლოებული იყო იდიომატურ ხატთან და არ ეხებოდა ფრაზეოლოგიურ მნიშვნელობას. ცდისპირებმა მაგალითი „Uns stinkt's“ გაიგეს როგორც სიტყვაიტყვითი („Uns stinkt's“, რასაც არამწევლები მწეველებზე ამბობენ), ასევე გადატანითი („კმარა, გვეყოფა“) მნიშვნელობით. მაგალითში: „Eis brechen“ აღქმული იყო როგორც ორივე ინტერპრეტაცია, ასევე მათ შორის არსებული კავშირიც (ყინულის გატეხვა ყინულსატეხით წვეულებისათვის, რაც სტუმრებს ფორმალური ურთიერთობის გადალახვაში ეხმარება). ბევრი რეციპიენტისათვის პრობლემას წარმოადგენდა სურათთან შეუთავსებადი მოდიფიკაცია. მაგალითში: „j-m geht Licht auf“ გამოკითხულთა მეოთხედმა ვერ აღიქვა, თუ ბანანებსა და სინათლეს შორის რა შეიძლება იყოს საერთო, თუმცა მათ შემდგომში, თანმხლები ტექსტის მეშვეობით შესძლეს ამ კავშირის ამოცნობა. იმ შემთხვევაში, თუ ფრაზეოლოგიური და სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ორივე იყო ნაგულისხმევი, ამას ბევრი ცდისპირი ხუმრობად აღიქვამდა და ადეკვატურად იგებდა. მაგალითთან: „aus der Rolle fallen“ დაკავშირებით, ცდისპირების პასუხი ასეთი იყო: “ბისკვიტები მრგვალფორმიან შეფუთვაშია და ამიტომ ისინი მართლაც რგოლიდან და როლიდან ვარდებიან, თანაც მათი როლიდან ამოვარდნას ისიც განაპირობებს, ასე იაფად რომ იყიდებიანო.“
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
თეა შურღაია (2007): სამეტყველო ქმედებათა სახეობები თანამედროვე ქართულ რეკლამაში (გვ. 45-53). გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი № 7. გამომცემლობა „ინტელექტი“, ქუთაისი.
DUDEN UW=Duden Deutsches Universalwörterbuch. 5. Aufl. Mannheim 2003 (zitiert nach CD-ROm-Ausgabe 2003).
FIX, U.; WELLMANN, H. (2000): Bild im Text - Text und Bild, Heidelberg: Winter.
KLEINBUB, I. (2002): „Prozesse der Bedeutungsmodifikation bei Phraseologismen“, in Pohl, I. (Hrsg.): Prozesse der Bedeutungskonstruktion, Frankfurt a.M.: Lang; 93-109.5.
SABBAN, A (1998): Okkasionelle Variationen sprachlicher Schematismen. Eine Analyse französischer und deutscher Presse- und Werbetexte, Tübingen: Narr.
STÖCKL, H (2004): Die Sprache im Bild - Das Bild in der Sprache . Zur Verknüpfung von Sprache und Bild im massenmedislen Text, Berlin: de Gruyter.
VARGA, E (2004): „Sprachspielerische Modifikationen: Einige Beobachtungen zur Phraseologie in der Werbesprache im Vergleich Deutsch-Ungarisch“, in Brdar-Szabo, R,; Knipf-Komlosi, E. (Hrsg): Lexikalische Semantik, Phraseologie und Lexikographie. Festgabe für Regina Hessky, Frankfurt a.M.: Lang; 297-312.
რ ე ზ ი უ მ ე
იდიომატური ხატისა და მატერიალური სურათის
ურთიერთმიმართების სახეები
სოფიო მუჯირი
რეკლამა ითვალისწინებს მომხმარებლის მენტალიტეტს. იგი მწარმოებლისა და მომხმარებლის არაპირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს. მწარმოებელი ცდილობს, რაც შეიძლება ლაკონიური და ეფექტური საშუალებით: ტექსტისა და სურათის კომპლექსური მიწოდებით, მოიპოვოს მომხმარებლის ინტერესი და კეთილგანწყობა. ამ ინტენციის განხორციელება განსაკუთრებით პროდუქტიულია მაშინ, როდესაც მწარმოებელი და მომხმარებელი ერთი და იმავე ენობრივ, ეთნიკურ, ფსიქო-ემოციურ სამყაროს მიეკუთვნება, რის საფუძველზეც მომხმარებელი ტექსტისა და სურათის კომბინაციის დეკოდირებას ადეკვატურად მოახერხებს. რეკლამის შემქმნელი ცდილობს მოხერხებულად, გონივრულად და იუმორით შეარჩიოს სარეკლამო ტექსტში განსათავსებელი ენობრივი საშუალებები, რომელთა შორის, მომხმარებელზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტური მოდიფიცირებული იდიომებია. ტექსტისა და სურათისაგან შემდგარ რეკლამებში განზრახაა გამოკვეთილი მიმართება იდიომს, იდიომატურ ხატს (თუ ის არსებობს) და სურათს შორის, რომელსაც შეიძლება არც კი ჰქონდეს რაიმე საერთო იდიომატურ ხატთან. უმეტეს შემთხვევებში გვხვდება ერთი ხატოვნად აღქმული კომპონენტის ან მთელი იდიომის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის აქტუალიზაცია, რასაც შეიძლება „მოტივირება“ ვუწოდოთ. დასურათებულ რეკლამაში იდიომები ხშირ შემთხვევაში მოდიფიცირებული არიან სურათების ზეგავლენით. ყველა მოდიფიკაცია არ ახდენს ზეგავლენას იდიომატურ ხატზე და მის შეცვლაზე. თუმცა, არსებობს ასეთი გავლენის მაგალითებიც. სარეკლამო სურათმა იდიომატურ ხატზე შეიძლება მოახდინოს გავლენა იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ერთდროულადაა აქტუალიზებული იდიომატური ხატის ერთი კომპონენტის სიტყვსიტყვითი და გადატანითი მნიშვნელობა; ბ) სარეკლამო სურათი იწვევს იდიომატური ხატის ან მისი რომელიმე კომპონენტის სპეციფიკაციას. ამასთან, იდიომის მნიშვნელობა უცვლელი რჩება, მაგრამ შესაძლებელია მისი ორმაგი ინტერპრეტაცია; გ) სარეკლამო სურათში ვიზუალიზებულია იდიომატური ხატის ერთი კომპონენტი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ მისი ფრაზეოლოგიური ინტერპრეტაცია; დ) იდიომატური ხატის ერთი ელემენტი ჩანაცვლებულია მეორეთი და იგი ინარჩუნებს იგივე ფრაზეოლოგიურ მნიშვნელობას; ე) სარეკლამო სურათის მეშვეობით, იდიომის ექსტერნული სუბიექტის ვალენტობა შეუსაბამოდაა შევსებული, რაც იწვევს იდიომის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციას; ვ) სარეკლამო სურათი იწვევს იდიომატური ხატის ისეთ შეცვლას, რომ ორივე ერთმანეთისათვის შეუსაბამო ხდება.
ადრესატების გამოკითხვა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი დასურათებულ სარეკლამო განცხადებას ერთი მთლიანი აზრის გამოხატულებად მიიჩნევენ. ყველაზე ადვილად და კარგად ადრესატები იმ მოდიფიკაციებს იგებენ, რომლებიც მიახლოებული არიან იდიომატურ ხატთან. ადრესატებს პრობლემებს უქმნიან იდიომის კალამბურული მოდიფიკაციები, ასევე ისეთი მოდიფიკაციები, რომლებიც არ შეესაბამებიან მონაცემებს სარეკლამო სურათზე.
S U M M A R Y
THE FORMS OF INTERRELATION OF THE IDIOMATIC IMAGE
AND THE PICTURE
SOPHIO MUJIRI
The advertisement takes the consumer's mentality into consideration. It is a direct means of the manufacturer's and consumer's communication. The manufacturer tries to attract the consumer's interest and favor by laconic and effective means: by presenting a text and a picture together. The realization of this intention is especially productive when the manufacturer and consumer belong to the same language, ethnic, psycho-emotional world. On this basis the consumer will manage to decode the combination of the text and the picture adequately. The person who makes the advertisement tries to select the language means of the advertisement text skillfully, sensibly and with humor. Among these, from the point of view of influencing the consumer, modified idioms are the most effective. In the advertisements, consisting of a text and a picture, the relation between the idiom, idiomatic image (If the latter exists) and the picture is specially emphasized, even if the picture has nothing in common with the idiomatic image. In most cases we come across the actualization of the literal meaning of the idiom which can be called “motivation”. In advertisements with pictures idioms are frequently modified, owing to the pictures. Not all the modifications influence the idiomatic image and cause its change. However, examples of such influence exist. The picture of the advertisement can affect the idiomatic image in the case when a) the literal and metaphoric meaning of one component of the idiomatic image is actualized simultaneously; b) the advertising picture causes the specification of the idiomatic image or some of its components. Herewith, the meaning of the idiom remains unchanged, but its double interpretation becomes possible; c) one component of the idiomatic image is visualized in the advertising picture. In this case only its phraseological interpretation is possible; d) one element of the idiomatic image is substituted by another and it retains the same phraseological meaning; e) the valency of the external subject of the idiom is filled in idequately due to the advertising picture, causing the word-for-word interpretation of the idiom; f) the advertising picture causes such a change of the idiomatic image that they both become incompatible with one another.
The enquiry of addresses corroborates the fact that they consider the advertisement with a picture one whole. The addressees understand best of all the modifications close to the idiomatic image. The modifications close to the idiomatic image. The modifications with puns and those that have nothing in common with the advertising picture make problems to the addressees.
Р Е З Ю М Е
ВИДЫ ВЗАИМООБРАЩЕНИЯ ИДИОМАТИЧЕСКОГО ОБРАЗА И МАТЕРИАЛЬНОГО РИСУНКА
СОФИО МУДЖИРИ
Реклама предусматривает менталитет потребителя. Она представляет непрямое коммуникационное средство между производителем и потребителем. Производитель старается лаконичным и эффективным способом, комплексным предоставлением текста и картины, вызвать интерес и доброе расположение потребителя. Осуществление этой интенции особенно продуктивно тогда, когда производитель и потребитель относятся к одной и тоже языковой, этнической, психо-эмоциональной среде, на основе чего потребитель сможет адекватно декодировать комбинацию текста и картины. Создатель рекламы старается удобно, разумно и с юмором подобрать размещаемые в рекламном тексте языковые способы, среди которых, с точки зрения воздействия на потребителя, самыми эффективными являются модифицированные идиомы. В рекламах, составленных из текста и картины, нарочно выделены обращения между идиомами, идиоматическими образами (если он существует) и картиной, которая может не иметь ничего общего с идиоматическим образом.
В большинстве случаев встречаем актуализацию дословного значения компонента одного образного восприятия или всей идиомы, что можно назвать „мотивацией“. В рекламах с картинами, идиомы часто модифицированы под влиянием картин. Не все модификации влияют на идиоматический образ и его изменение. Хотя существует примеры такого влияния. Рекламная картина может оказать влияние на идиоматический образ в том случае, когда: а) одновременно актуализированы дословное и переносное значения одного компонента идиоматического образа; б) рекламная картина обусловливает спецификацию идиоматического образа или какого-либо его компонента. При этом, значение идиомы остаётся неизменным, но возможна его двойная интерпретация; г) в рекламной картине визуализирован один компонент идиоматического образа. В таком случае возможна только его фразеологическая интерпретация; д) один элемент идиоматического образа замещён вторым и он сохраняет то же фразеологическое значение; е) с помощью рекламной картины валентность экспертного субъекта идиомы заполнена не соответствующим образом, что вызывает дословную интерпретацию идиомы; в) рекламная картина вызывает такое изменение идиоматического образа, что оба становятся не соответствующими друг другу.
Опрос адресатов подтверждает тот факт, что рекламное объявление с картиной они воспринимают как выражение одной единой мысли. Лучше и легче других адресаты понимают те модификации, которые приближены к идиоматическому образу. Адресатам создают проблемы каламбурные модификации идиомы, также такие модификации, которые не соответствуют данным на рекламной картине.
![]() |
2.3 XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დამოკიდებულება აფხაზური ენის ფუნქციონირების საკითხისადმი |
▲back to top |
ანა ბაქანიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი
ენა ერის თვითმყოფადობის უპირველესი გამოვლინებაა და როცა ერს ენას ართმევენ, ეს ნიშნავს, რომ ის კარგავს საკუთარი იდენტობის გაცნობიერების საშუალებას. დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე არაერთი კავკასიური ენა დგას, მათ შორისაა აფხაზურიც. ისედაც მცირე ფუნქციონირების არეალი, რომელიც აფხაზურს აქვს, რუსული ენის შემოტევების გამო კიდევ უფრო ვიწროვდება.
აფხაზური ენის წინააღმდეგ მიზანმიმართული რუსული შოვინისტური პოლიტიკა ძირითადად XIX საუკუნიდან იღებს სათავეს. ისტორიულ თუ თანამედროვე ვითარებათა გათვალისწინებით, საინტერესოა როგორი იყო XIX საუკუნის ქართველ საერო თუ სასულიერო მოღვაწეთა დამოკიდებულება აფხაზური ენის ფუნქციონირების საკითხისადმი. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამ ეპოქის პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწეთა შეხედულებანი მათ ბიოგრაფიებსა და ნაშრომებშია საძიებელი და ჯერჯერობით ეს საკითხი კომპლექსურად არ არის შესწავლილი.
განსაკუთრებით საყურადღებოა იმ სასულიერო პირთა მოღვაწეობა, რომელთაც უმძიმეს პერიოდში ებარათ აფხაზეთის ეპარქია.
ალექსანდრე ოქროპირიძეს სასულიერო ხელისუფლება აფხაზეთში სამოღვაწეოდ ამზადებდა. 1851 წლის 15 აპრილს ის ჯერ კიდევ არარსებული აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად და ადგილობრივი ეპისკოპოსის კრებულში მღვდელმონაზონად დანიშნეს. სასულიერო სასწავლებლის გახსნამდე ,,საკუთარი ხარჯებით აწყობს ილორში მოსამზადებელ საცდელ სკოლას და თვითვე ასწავლის ბავშვებს მომავალი სასწავლებლის პროგრამით'' (1.22).
აფხაზეთის სასულიერო სასწავლებელში სხვა საგნების სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა ინტენსიური პრაქტიკული მეცადინეობები აფხაზურ ენაში. ამ მეცადინეობებში სავალდებულო იყო არა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი, არამედ ქართველი მოსწავლეების ჩართვაც, რადგან ეს ბავშვები მომავალი სასულიერო თუ საერო მოღვაწეები უნდა გამხდარიყვნენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის კი, ალექსანდრე ოქროპირიძის აზრით, უმნიშვნელოვანესი გახლდათ როგორც ქართული, ისე აფხაზური ენების სრულყოფილად ცოდნა.
სწორედ ეპისკოპოს ალექსანდრეს მმართველობის პერიოდში გამოჩდნენ პირველი ეთნიკურად აფხაზი სასულიერო პირები, მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ლიხნის მკვიდრი ივანე გეგია. ქართული და აფხაზური ენების ბრწყინვალე მცოდნე. ის გახლდათ ლიხნის ტაძრის მღვდელი და იმ კომისიის წევრი, რომელმაც აფხაზური ანბანი შექმნა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად (1.146) ცნობილი ხდება, რომ ეპისკოპოსი ეგზარქოსისაგან მოითხოვდა მღვდელ ივანე გეგიას დანიშვნას სასულიერო სასწავლებელში აფხაზური ენის მასწავლებლად. ამრიგად, ეპისკოპოსი მხოლოდ აფხაზური ენის სწავლებას არ უწყობდა ხელს, იმ მოღვაწეებსაც ეხმარებოდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ეს ენა. რადგან, ეს ფაქტი, მისი აზრით, წარმატებული მუშაობის საწინდარი უნდა გამხდარიყო.
ეპისკოპოსი მარტო პატივს კი არ სცემდა აფხაზ ხალხს, აფხაზურ ენასა და კულტურას, არამედ თავადაც ცდილობდა მეტის გაგებასა და შესწავლას მათ შესახებ. მაგალითად, მისი ამალისთვის სახლის აშენებას მთავრის სასახლესთან ახლოს ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ ამ შემთხვევაში უკეთ გაიცნობდა აფხაზებს, მათ ზნე-ჩვეულებებს, შეისწავლიდა ენას, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო მისიონერისათვის (2.442). სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია თავად იცოდა თუ არა სრულყოფილად აფხაზური ენა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში (1.104), სადაც საუბრობს ქართული ენის აღორძინების, განვრცობისა და განმტკიცების შესახებ, ჩანაწერების საერთო სათაურად გამოაქვს აფხაზური სიტყვა ,,ჟვაბზეი - ამბავი“, ხოლო დოკუმენტის ბოლოში მიწერილი აქვს კვლავ აფხაზური სიტყვა ,,ააფსთეი - დავიღალე“.
ალექსანდრე ოქროპირიძემ წერილობით ჩამოაყალიბა ,,მოსაზრება აფხაზეთში ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ“ და პირველ ხელისშემშლელ ფაქტორად აფხაზური დამწერლობისა და, შესაბამისად, ამ ენაზე ლიტერატურის არარსებობა მიუთითა. მისი აზრით, მნიშვნელოვანი იყო აფხაზური ენის შესწავლა და შენარჩუნება, ამ ენაზე ლიტერატურის შექმნა. ამ აზრს XIX საუკუნეში მოღვაწე არაერთი სხვა ქართველი იზიარებდა.
ალექსანდრე ოქროპირიძის მსგავსად, სასულიერო თუ საერო სფეროში აფხაზური ენის ინტენსიური ფუნქციონირების ერთ-ერთი მომხრე იყო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელსაც აფხაზეთის ეპარქია ოფიციალურად 1869 წლის მაისში დაექვემდებარა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. მეუფეს შესანიშნავად ესმოდა, რომ მისიონერული საქმიანობის წარმატებისთვის ღვთისმსახურების ენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი აზრით, მრევლის ენისა და ზნე-ჩვეულებების ცოდნა მისიონერისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეციალური სასულიერო განათლება. აფხაზურის ცოდნას მეუფე სავალდებულოდ მიიჩნევდა არა მარტო საკუთრივ აფხაზი ან ქართველი მოღვაწეებისთვის, არამედ რუსებისთვისაც.
მეუფე ღვთისმსახურებას ქართულ ან რუსულ ენაზე ატარებდა. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, თარჯიმანი რომელ ენას ფლობდა უკეთ, რუსულს თუ ქართულს, რათა აფხაზური თარგმანი სრულყოფილი გამოსულიყო. ეპისკოპოსის ქადაგებებს ძირითადად ივანე გეგია თარგმნიდა, თუმცა ცნობილია სხვა თარჯიმნებიც: სიმონ ეშბა, რომელიც მეცნიერ ჯემალ გამახარიას ვარაუდით, 1868 წლის 15 მაისს ბიჭვინთაში პირველად ჩაბრძანებული მეუფის სიტყვებს თარგმნიდა, გრიგოლ შერვაშიძე - მისი დახმარებით სწირა გაბრიელმა მოქვის ტაძარში 1879 წლის 20-21 მაისს, შესანიშნავად თარჯიმნობდა კესარია დადიანიც, რომელსაც ეპისკოპოსმა სთხოვა მღვდელ ი. გეგიასთან და დეკანოზ დ. მაჭავარიანთან ერთად შეედგინა კომიტეტი და პირველდაწყებითი ლოცვების, მრწამსის, ათი მცნების, ასევე ლიტურგიისა და საკვირაო ბიბლიის მონაკვეთები ეთარგმნათ აფხაზურად. რა მუშაობა ჩაატარა ამ ჯგუფმა უცნობია, ფაქტი ისაა, რომ ეპისკოპოსი უმთავრესი კურთხევების თარგმნასაც კი ითხოვდა.
რუსული ადმინისტრაცია აფხაზურ ენას პირველ ეტაპზე რეგიონიდან ქართული ენის განდევნის საშუალებად განიხილავდა, როცა მიხვდნენ, რომ აფხაზური ვერ დაჩრდილავდა ქართულს, გეზი აფხაზური კადრების რუსულ სასწავლებელში მომზადებაზე აიღეს. აფხაზური ენა დროებით დავიწყებას მისცეს. ამ გარემოებამ შეუშალა ხელი ეპისკოპოს გაბრიელს სისრულეში მოეყვანა საკუთარი გეგმები ამ ენასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია საღვთისმსახურო ენისადმი ეპისკოპოს კირიონის დამოკიდებულება. მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ ქართველებს, რუსებსა და ბერძნებს - საკუთარ ენაზე ღვთისმსახურების შესაძლებლობა შეუქმნა. ასეთი შესაძლებლობა აფხაზებსაც რომ ჰქონოდათ, კირიონმა ჩამოაყალიბა საეკლესიო ლიტერატურის აფხაზურ ენაზე მთარგმნელი კომისია, ეს ფაქტი აღნიშნული აქვს ი. გოგებაშვილს: ,,უსამღვდელოესი კირიონი დიდად თანაუგრძნობდა აფხაზური დამწერლობისა და ლიტერატურის შექმნას. მან მოითხოვა მონაწილეობა მიმეღო აფხაზური ენის ნაციონალური სახელმძღვანელოს შედგენაში“ (3.134).
იმასვე წერდა ნ. ჯანაშია. მისი აზრით, ეპისკოპოსს არ დააცალეს საქმის ბოლომდე მიყვანა. არადა მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა მთარგმნელობითი კომისია, მოიწვია მისი ორი ყრილობა..
კირიონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკადრო პოლიტიკას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეროვნებით აფხაზს ან აფხაზურენოვან ქართველს ეხებოდა. შესაბამის გადაწყვეტილებას აფხაზ ინტელიგენციასთან მოთათბირებისა და აფხაზური კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებდა. ეს კომისია კანდიდატის აფხაზური ენის ცოდნის დონეს ამოწმებდა. ამგვარი მუშაობის შედეგად, ქართველი მღვდლების დიდი ნაწილი მშვენივრად ფლობდა აფხაზურ ენას. მიუხედავად ამისა, 1887 წელს რელიგიური განათლებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორებად კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი კომისიის ანგარიშის თანახმად, აფხაზური ენის მცოდნე მღვდლების ნაკლებობა დასახელდა. ამ დროს ქართველი მღვდლების უმრავლესობამ კარგად იცოდა აფხაზური ენა, მაგრამ ხელისუფლებას მათი შეცვლა ჰქონდა განზრახული.
ამრიგად, XIX ს.-ის მეორე ნახევარში ქართველი სასულიერო მოღვაწეები ცდილობდნენ აფხაზური ენის განვითარებას ორი მიმართულებით: მოითხოვდნენ სასწავლებლებში მათ სწავლებას, ხელს უწყობდნენ ენის შემსწავლელი კომისიების შექმნას და ამ ენაზე ლიტერატურის თარგმნას, და მეორე: ღვთისმსახურებას აფხაზურ ენაზე აღავლენდნენ, ხელს უწყობდნენ ისეთ სასულიერო პირთა დაწინაურებას, რომლებმაც იცოდნენ აფხაზური. ეს მაშინ, როცა მეტწილად რუსი მოხელეებით დაკომპლექტებული მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების საბჭომ 1868 წელს აფხაზური ,,ჩვილ და განუვითარებელ'' ენად გამოაცხადა. ასევე იმ „აფხაზურ“ ანბანს მიანიჭა უპირატესობა, რომელიც რუსული გრაფიკის საფუძველზე შეიქმნა და უარყო ქართული ანბანი, რომელიც უფრო მიესადაგება აფხაზური ენის ურთულეს ფონემატურ სისტემას.
საინტერესოა აფხაზური ენისადმი საერო პირთა დამოკიდებულება. თუ მწერალი ან მეცნიერი ნამდვილად პატრიოტია თავისი ენისა და კულტურისა ის არ შეიძლება გულგრილად შეჰყურებდეს სხვა ერის კულტურისა და ისტორიის განადგურებას. ამ პოზიციას განსაკუთრებით აქტიურად იცავდა იაკობ გოგებაშვილი. იაკობს ქართველი და აფხაზი ხალხების ურთიერთმეგობრობის განმტკიცებისათვის საჭიროდ მიაჩნდა აფხაზების მიერ საკუთარი ერის ისტორიის საფუძვლიანად შესწავლა, აფხაზი ხალხის კულტურული განვითარებისთვის კი მნიშვნელოვნად აფხაზურ ენაზე წიგნების გამოცემას მიიჩნევდა.
იაკობი მოუწოდებდა სოხუმის ქართველ და ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობას შეერთებული ძალით შეექმნათ აფხაზური დედა-ენა და თავის მხრივ დახმარებასაც ჰპირდებოდა: ,,თუ ადგილობრივ ვერ შეძლებენ ამ წიგნების დაბეჭდვას, გამოუგზავნონ თბილისში ,,წერა-კითხვის საზოგადოებას'' და იგი სიამოვნებით გამოსცემს თავისი ხარჯით'' (3.174). დიდი ქართველი პედაგოგი ილაშქრებდა იმ მოსაზრების წინააღმდეგ, თითქოს პირველდაწყებითი ელემენტარული სწავლების წარმოება აფხაზურ ენაზე შეუძლებელი იყო. მისი აზრით, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანური ენა, რომელზედაც არ მოხერხდება პირველდაწყებითი სწავლების მოგვარება. ამიტომაც უჭერდა მხარს ასე კატეგორიულად აფხაზურ ენაზე დამწერლობისა და ღვთისმსახურების შემოღებას. ,,მართალია, აფხაზეთი საუკუნეების მანძილზე შეადგენდა საქართველოს პოლიტიკური სხეულის ნაწილს, იქ ღვთისმსახურება სრულდებოდა ქართულ ენაზე და დამწერლობაც ქართული იყო თვით აფხაზთა სურვილისამებრ, მაგრამ ხომ უეჭველი ფაქტია, რომ აფხაზური ენა ქართული ენის კილო არ არის, არამედ დამოუკიდებელი ენაა, თუმცა ქართული ენის მონათესავე. როგორც დამოუკიდებელ ენას, მას უდავოდ აქვს უფლება თავის ღვთისმსახურებაზე, თავის დამწერლობაზე, თავის ხალხურ ლიტერატურაზე“ (3.134).
მშობლიურ ენაზე დედა-ენის შექმნის აუცილებლობაზე წერდა ილია ჭავჭავაძეც (იხ., სტატია ,,ბ-ნ იანოვსკის წერილის გამო''). ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მზადყოფნა აფხაზური წიგნების დაბეჭდვის საქმეში თავისთავად მიუთითებს ილია ჭავჭავაძის დადებით პოზიციაზეც.
მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის დამოკიდებულება აფხაზური ენისა და ფოლკლორის მიმართ. ,,აკაკის კრებულში“ ქართულთან ერთად დიდი ადგილი ეთმობოდა აფხაზური ხალხური სიტყვიერების ნაწარმოებთა პუბლიკაციას. აფხაზეთიდან „აკაკის კრებულის” მუდმივი თანამშრომელი იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ეთნოგრაფი, ქართული და აფხაზური ენების ბრწყინვალე მცოდნე ნ. ჯანაშია, რომელიც არაერთხელ შეხებია აფხაზური დამწერლობის თემას. 1909 წელს „დროებაში“ წერდა, რომ ისეთი სასიამოვნო და კულტურული მოვლენა, როგორიც არის დამწერლობის შექმნა აფხაზურ ენაზე რუსებმა შუღლისა და მტრობის დასათესად გამოიყენეს. ამ მიზნით იმ კომისიაში, რომელიც აფხაზურ ენაზე თარგმნიდა საღმრთო წერილს არ მიიწვიეს არც ერთი ისეთი პირი, რომელსაც ქართველებისადმი მიდრეკილება შესწამეს. ნ. ჯანაშია ხაზს უსვამს, რომ კომისიამ არ გამოიყენა ის ქართველები, რომლებიც ამ შემთხვევაში დაუფასებელ სამსახურს გაუწევდნენ აფხაზთ. მათ შორის დასახელდა პეტრე ჭარაიაც, ,,რომელმაც ზედმიწევნით იცის აფხაზური ენა და თან ლინგვისტური მომზადებაც აქვს, გარნა სამწუხაროდ სათოფეზედაც არ გაიკარეს იგი, აქაო და ქართველიაო. უშლის ქართველობა ამაში რასმეს? რა თქმა უნდა არა, ქართველებს თავის ზურგზე ძალიან კარგად გამოუცდიათ, თუ რა არის ეროვნული დევნა, და ეს მწარე გამოცდილება თავმდებია იმისა, რომ თვითონ არ იკისრებს ჯალათის როლს, მერე ჯალათის არა ერთი ადამიანისა, არამედ მთელი ხალხისა და რამდენადაც საქმესთან გაცნობილი ვარ, ჯერ არც ერთს ქართველს არ უთქვამს: ,,აფხაზნო, ნუ გინდათ საკუთარი მწერლობა, ჩვენი იკმარეთო“ (2.672-673).
ქართველი ერი ყველა ეპოქაში სცემდა პატივს სხვათა კულტურას, ზოგადად, ამა თუ იმ ერის მთავარ ღირებულებებს. XIX საუკუნის სასულიერო თუ საერო მოღვაწეთა დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი ჩვენი ხალხის ისტორიული აზროვნების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენა და მისი გადარჩენა-შენარჩუნების საკითხია, არცერთ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს არასოდეს არ უარუყვია აფხაზური ენის მნიშვნელობა.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
გამახარია ჯემალ, წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე და აფხაზეთი, თბ., 2006;
გამახარია ჯემალ, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005;
გოგებაშვილი იაკობ, რჩეული თხზულებანი 5 ტომად, ტ. III, თბ., 1990;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006;
გამახარია ჯემალ, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი და აფხაზეთი, თბ., 2007;
ქავთარაძე ივანე, იაკობ გოგებაშვილი და ქართული ენა, თბ., 1956;
გამახარია ჯემალ, წმინდა აღმსარებელი ამბროსი და აფხაზეთი, თბ., 2006;
გამახარია ჯემალ, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი, თბ., 2006.
რ ე ზ ი უ მ ე
XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დამოკიდებულება აფხაზური ენის ფუნქციონირების საკითხისადმი
ანა ბაქანიძე
ნაშრომში განხილულია XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი. დღესდღეისობით ამ ენის ფუნქციონირების არეალი მეტად დავიწროვდა, მოხდა მისი რუსული ენით ჩანაცვლება. ამიტომ აფხაზური ენის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალური პრობლემაა. სამწუხაროდ ამ საკითხის შესახებ ფუნდამენტური კვლევა არ არსებობს. მისი შესწავლა აუცილებელ პერსპექტივად გვესახება.
S U M M A R Y
THE ATTITUDE OF GEORGIAN PUBLIC FIGURES OF THE XIXth CENTURY TOWARDS THE QUESTION OF FUNCTIONING OF ABKHAZIAN LANGUAGE
ANA BAKANIDZE
This work considers position of Georgian public figures of XIX century in relation to Abkhazian language. At present the language functioning area has been significantly narrowed as it is superseded by Russian language. Its why struggle for Abkhazian language maintenance is an urgent problem of Georgian statehood. Unfortunately, there is not a fundamental research on the issue. We believe research of it is a necessary perspective.
Р Е З Ю М Е
ОТНОШЕНИЕ ГРУЗИНСКИХ ОБШЕСТВЕННЫХ ДЕЯТЕЛЕЙ ВЕКА К ВАПРОСУ О ФУНКЦИОНИРОВАНИИ АБХАЗСКОГО ЯЗЫКА
АНА БАКАНИДЗЕ
В данном труде рассмотрена позиция грузинских деятелей XIX века в отношении абхазского языка. В настоящее время ареал функционирования этого языка значительно сужен, он был замещен русским языком. Поетому борьба за сохранение абхазского языка является актуальной проблемой грузинской государственности. К сожалению, не существует фундаментального исследования по этому вопросу. Мы полагаем неабходимой перспективой его изучение.
![]() |
2.4 სემიტური ნასესხობები გერმანულსა და ქართულში (ორი თვალსაზრისი) |
▲back to top |
სოფიო მუჯირი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
მოცემული ნაშრომი ეძღვნება სემიტური ენებიდან, განსაკუთრებით კი, არაბული და ებრაული ენებიდან გერმანულ და ქართულ ენებში შემოსული ნასესხობების საკითხს და უმთავრესად ეყრდნობა ორი მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი გამოკვლევის1 მონაცემებს, საყოველთაოდ ცნობილი რეალიების, სამეცნიერო, ბიბლიურ-ლიტურგიული ცნებების, წმინდანთა სახელების და ა.შ. შესახებ.
ცნება „სემიტური ენები“ შეიქმნა 1781 წელს გიოტინგენში - ისტორიკოსის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის აუგუსტ ლუდვიგ შლიოცერის (1735-1809) მიერ, ნოეს ძის - სემის ვაჟთა გენეალოგიურ ხეზე დაყრდნობით („დაბადება“, თავი 10). თანამედროვე სემიტოლოგია „სემიტურ ენებს“ ჰყოფს შემდეგ შტოებად: აღმოსავლურ-სემიტური (აქადური, ბაბილონური, ასირიული), დასავლურ-სემიტური (უგარითული, ფინიკიური, ებრაული, არამეული) და სამხრეთ-სემიტური (არაბული და ეთიოპიური). ჩვ. წ-მდე მე-3 ათასწლეულში ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ „ებლას“ ენას - ებლაურს (რომელიც 1974 წლიდანაა იდენტიფიცირებული და დგას აღმოსავლურ და დასავლურ-სემიტურს შორის) ხშირად მიაკუთვნებენ ჩრდილო სემიტურს (Kreuzer,2001:98-99).
I სემიტური ნასესხობები გერმანულ ენაში
როდის, სად და როგორ გავრცელდნენ სემიტური სიტყვები? ისინი „მოგზაურობდნენ“ იმ ობიექტებთან და კულტურულ საგანძურთან, იმ იდეებთან და რელიგიურ წარმოდგენებთან ერთად, რომლებსაც ისინი აღნიშნავდნენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ფეხს იკიდებდნენ სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში მაშინდელი ვაჭრების, ჯარისკაცების, სწავლულებისა თუ მისიონერების მეშვეობით. ეს საკითხი როგორც ენათმეცნიერების, ასევე კულტურულ-ისტორიული ინტერესის საგანია, რის გამოც გერმანულ ენაში სემიტური ნასესხობების შემოსვლის ოთხ პერიოდს განასხვავებენ:
ადრეული პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვ. წ-მდე I ათასწლეულს, ელინისტურ-რომაულ პერიოდამდე. „ეს ის პერიოდია, როდესაც ბერძნებმა დასავლელი სემიტებისაგან, კერძოდ ფინიკიელებისაგან, ანბანი გადმოიღეს.... და... რომაელები ფინიკიელი კართაგენელების მოკავშირეები გახდნენ.” (Kreuzer, 2001:100).
ძველაღთქმისეულ-ებრაული, შემდგომში კი არამეული სახელებისა და სიტყვების გავრცელების ხანა ებრაული დიასპორის, ქრისტიანული მისიონერებისა და ეკლესიების მიერ.
ჯვაროსნული ლაშქრობების ხანა, როდესაც დასავლეთის ხალხებმა უფრო ახლოს გაიცნეს აღმოსავლეთი, უპირველეს ყოვლისა - არაბული სამყარო.
ბოლო პერიოდს მიეკუთვნება ადრეული შუასაუკუნეებიდან დაწყებული და დღემდე შენარჩუნებული კონტაქტი ებრაელობასთან ევ,როპაში.
1. ადრეული პერიოდი
ანბანის გადმოტანამ, რომელიც სამხრეთ სირიასა და პალესტინაში მე-2 ათასწლეულის შუაში დასრულდა, დააჩქარა დამწერლობის ხელოვნების განვითარება და გავრცელება სხვა ქვეყნებშიც. ჩვ. წ-მდე პირველი ათასწლეულის პირველ მეოთხედში, ფინიკიურმა დამწერლობამ მნიშვნელოვანი გავრცელება ჰპოვა სამხრეთ და დასავლეთ სემიტურ ქვეყნებში, რასაც მოჰყვა არაბულ და ებრაულ ნასესხობათა გავრცელებაც.
ანბანთან არის დაკავშირებული სიტყვა Element (ელემენტი, ლათ. elementum). ის ჯერ ანბანის, მერე კი ფართო გაგებით - ნებისმიერი საგნის შემადგენელი ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება. ის, რომ სიტყვა ელემენტუმ ბერძნულიდან არ მოდის, მეტყველებს კართაგენულ გავლენაზე. შემდეგი სემიტური სიტყვა, რომელიც ასევე უშუალოდ შევიდა ლათინურში, არის მისალმებისა და თაყვანისცემის შეძახილი ავე, მაგ. ave Caesar! იგი ზუსტად შეესაბამება ფინიკიურ hawe-ს ფუძიდან chawah - ცხოვრება (შეადარ.: ებრ. chajah=ცხოვრება, თაყვანისცემა; jechi hammäläk=გაუმარჯოს მეფეს!). მხოლოდ მოგვიანებით აუღლეს ეს სიტყვა: avete!=გაგიმარჯოთ! თაყვანისცემის ამ შეძახილით ჯერ კიდევ ჩვ.წ-მდე 2-ე საუკუნეში მიმართავდნენ ქანაანულ ღმერთებს, შემდეგ რომის იმპერიაში გაღმერთებულ იმპერატორს და ბოლოს, დასავლეთის ლათინურ ეკლესიაში წმიდა მარიამს: Ave Maria. ის თაყვანისცემის შეძახილია (მდ. ან მამრ. სქესის) ღვთაებრივი მეუფისადმი.
კულტურული მემკვიდრეობის აღმნიშვნელი სიტყვების გადაადგილებას თვალსაჩინოდ ადასტურებენ სიტყვები: Wein (ღვინო), უგარითულად და ფინიკიურად jn (jajnu), ებრაულად jaj[i]n, არაბულად და ეთიოპურად წაინ, ბერძნულად (w)oinos, ლათინურად ვინუმ. Kamel (აქლემი) მომდინარეობს არაბული, ებრაული, ეთიოპური და ა.შ. gamal-იდან. ეს სიტყვა ცხოველთან ერთად გავრცელდა: ბერძ. kamelos, ლათ. camelus. ჯვაროსნებმა იგი გადააკეთეს: „აქლემ-ცხოველად” - Kemeltier. გერმანული რთული სიტყვა ბოლო სიტყვის არტიკლს ინარჩუნებს, ამიტომ ამ სიტყვას გერმანულში შემორჩა საშუალო სქესი: das Kamel - აქლემი. ძველსემიტური სიტყვა ktn=ტილო, ტილოს სამოსი, ასევე ფართოდ გავრცელდა. ამ სიტყვას ვპოულობთ მთელ ძველ აღმოსავლეთში, ჯერ კიდევ ძველ ბაბილონურში kitu=ტილო, kitintu=ტილოს სამოსელი. იმ ჭრელ კვართს, რომლის გამოც იოსებს ძმები გადაეკიდნენ, ერქვა kutonät (იხ. ბიბლია, 1989, დაბადება, თ. 37,3, გვ. 44). აქედან ბერძნულში მივიღეთ სიტყვა kiton, an Chiton tilo (შეადარეთ ახალ აღთქმაში: მარკოზი, 14, 51, გვ.1007), ლათინურში კი tunika - ტუნიკა. მოგვიანებით ეს სიტყვა გადაიქცა die Kutte -დ ( ანაფორა, ბერების სამოსი). არაბული სიტყვიდან kuttun =ბამბეული (შესაბამისად qutn), აღმოსავლეთ აფრიკასა და ჰოლანდიის გავლით მე-17 ს-ში გერმანულში შევიდა სიტყვა Kattun და როგორც ჩანს, ასეთივე გზით მოხვდა იგი ინგლისურში (სიტყვა cotton=ბამბეული).
მსგავსი „ზოგადსაკაცობრიო” სიტყვაა Sack (ტომარა), ასირიულად: schakku=ტომარა, მომნანიებლის სამოსელი; ებრაულად და ფინიკიურად sak=ტომარა, უხეში სამოსი, თეძოსსაკრავი; ბერძნულად sakko, ლათინურად saccus. ტომარა, როგორც ტრანსპორტირების საშუალება გერმანულ ენაში შემოიტანეს რომაელმა ვაჭრებმა ცეზარის დროს.
სრულიად შესაძლებელია, რომ სემიტურიდან იღებდნენ დასაბამს სიტყვები: circa და Zirkus (ცირკი). ლათ. circus, ბერძნ. კირკოს. უგარითულ-ებრაულ-ფინიკიური კირკარ-ის, შესაბამისად, kikkar-ის მეშვეობით შეიძლება ავხსნათ ინდოგერმანული სიტყვა Kreis= რგოლი, წრე. იგივე ითქმის სიტყვაზე ანტიკ, ლათ. antiquus=ძველი, ღირსეული. ეს სიტყვა შეესაბამება არამეულ ტექსტებში სირიიდან ეგვიპტის ჩათვლით დამოწმებულ სიტყვას attik (Kreuzer, 2001:102, იხ. დანიელ წინასწარმეტყველი 7,9.13.22.: „ძველი [დღეთა]“), სიტყვა kanna-ს სიტყვა-სიტყვითმა, ასევე გადატანითმა მნიშვნელობებმა (მილი, ღერო, ჯოხი, კვერთხი, მასშტაბი, საზომი) ებრაულში, (მსგავსი ფორმები აქვს ფინიკიურში, უგარითულში და აქადურში) ასევე ფართო გავრცელება ჰპოვა. ბერძნული kanna - და ლათინური canna-დან(=მილი) წარმოიშვა იტალიური ფორმა Kanone, როგორც ქვემეხის დასახელება, მაშინ, როდესაც ამ სიტყვის ლათინური ვარიანტი canalis, იქცა სიტყვად: Kanal =არხი. გადატანითი მნიშვნელობების (მასშტაბი, კრიტერიუმი, წარმმართველი საწყისი) ბაზაზე, სიტყვა Kanone იქცა თეოლოგიურ ცნებად (მაგ. ბიბლია არის რჯულის კანონი), ხოლო სიტყვამ kanonisch მიიღო მნიშვნელობა: „კანონიკური“ - ყველასათვის საავალდებულო.
2. დიასპორის ებრაელობა და ქრისტიანული მისიონერობა
ძველი აღთქმიდან ძალიან ბევრმა სიტყვამ და ცნებამ მოაღწია ჩვენამდე, დაწყებული ბიბლიური, ლიტურგიული ცნებებით და საკუთარი სახელებით, დამთავრებული იმ სიტყვებამდე, რომლებიც გავრცელდა ცხოვრების ისეთ სპეციალურ სფეროში, როგორიცაა ბერ-მონაზვნობა.
ა).ბიბლიურ და ლიტურგიულ ცნებებს შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ სიტყვა: ამინ! - Amen (ასეა ეს! ან: ეს ასე უნდა იყოს! ასევე: მტკიცედ მდგომი, ურყევი), ალილუია - Halleluja (=ვადიდებთ უფალს! უფრო ზუსტად: დიდება იაჰვეს!)2; Hosianna =გვიხსენი! (შველისათვის მოწოდება შემდეგში გადაიქცა სამადლობელად გაწეული დახმარებისათვის). kein Jota = იოტიც კი არა. Jota არის ყველაზე პატარა ასო ებრაულ და შესაბამისად არამეულ კვადრატოვან დამწერლობაში (შდრ.: ბიბლია:1989,სახარება მათესი 5, 18); Messias (=ებრ. Maschiach, არამ.: meschicha=მირონცხებული);
ბ. საკუთარ სახელებში პირველ რიგში უნდა დავასახელოთ იესოს სახელი
Jesus <jeschua<Jehoschua (=უფალი გვიხსნის), შემდეგ: Daniel (=ღმერთი განსჯის, ან: ღმერთი არს ჩემი მსაჯული); David (განმარტება დაუზუსტებელია: =საყვარელი? ან აქადურის მიხედვით: დაწიდუმ=წარმმართველი); eva უფრო სწორედ, Hewa, ბიბლიური განმარტების თანახმად ნიშნავს: ყოველი ცოცხალის დედას (ბიბლია:1989, დაბადება, 3, 20). Gabriel (=ღვთის ძალა, ძლევამოსილება), Jakob (მოკლე ფორმა სიტყვისა Jacakob-el (=ღმერთი იცავს); ზმნა cakob, რომელიც მას საფუძვლად ედო, მოგვიანებით აღარ გამოიყენებოდა, ან სხვანაირად გაიგებოდა. ბიბლიურმა მთხრობელებმა სახელი იაკობი გაიგეს როგორც cakeb=ქუსლი (ბიბლია:1989, დაბადება, 25,26) და როგორც cakab=მოტყუება (ბიბლია:1989, დაბადება, 27,36; იერემ. 9,3 და ოსია წინასწარმეტყველი, 12, 4); Maria ახალი აღთქმის პერიოდისათვის არის სახელ Mirjam-ის უფრო გავრცელებული ფორმა, (თუმცა განმარტება სადავოა) და ის ალბათ უფრო ნიშნავს=ღვთის საჩუქარს; Michael (=ვინ არის ღმერთის დარი?); Raffael (=ღმერთი კურნავს); Elisabeth (=ღმერთი არის სიუხვე, ბედნიერება, ან: ღმერთი არის სანდო, ერთგული); Emmanuel, Manuela, Immanuel-(=ღმერთი ჩვენთან არს); Esther (ეს სახელი შეიძლება შეესაბამებოდეს ბაბილონური ღმერთქალის iS-taris Isch-tar-ის სახელს, თუმცა უნდა ვიფიქროთ ასევე ძველ სპარსულ stara-zecStern=ვარსკვლავი (შდრ. ბერძნული და ლათინური aster). Johanna, Johannes (=ღმერთი მოწყალეა); Hanna (=მოწყალებამიღებული), რომლის კონკრეტული ფორმაა: Anna; Josef (=[ღმერთმა] შემატოს, იგულისხმება შემდეგი ბავშვი); Judith (=Jüdin, ებრაელი ქალი);
ადამიანებისათვის ამ მადლიერებისა და რწმენის აღმნიშვნელი სახელების დარქმევა უმთავრესად უკავშირდებოდა მათი დაბადების დროს და სიტუაციას.
3. შუა საუკუნეები და ჯვაროსნული ომების პერიოდი
მე-8 ს.-ში ესპანეთის დაპყრობის შემდეგ, დასავლეთი უფრო ახლო გაეცნო არაბულ/ისლამურ ხელოვნებას, მეცნიერებას და ცხოვრების წესს. კულტურათა შეხვედრის ცენტრები ესპანეთის გარდა, მოგვიანებით სხვაგანაც გაჩნდა, მაგ, სიცილიაში, ქვედა იტალიაში - სალერნოში, სადაც სამედიცინო სკოლა არაბული ზეგავლენის წყალობით აყვავდა. და ბოლოს, ჯვაროსნები თავად ჩავიდნენ ისლამურ ქვეყნებში და თან შეიტანეს სხვადახვა სიტყვათა დასახელებები, რომლებსაც ისინი აქამდე უკვე იცნობდნენ. ბევრი სიტყვით, რომელიც მათ აქ პირველად გაიგეს (მაგალითად. იხ. ზემოთ Kameltier) თავისი ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს. არაბულიდან დასავლურ ენებში შესული სიტყვების უმეტესობა იწყება „ალ“ მარცვლით, რომელიც არაბულში არტიკლის ფუნქციას ასრულებს. ასეთებია სიტყვები მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროდან. მაგალითად, algebra=დამატება, რომელიც წარმოიქმნა იმ დროს ფართოდ გავრცელებული სახელმძღვანელოს სათაურის საფუძველზე: „დამატება და გათანაბრება“ (Kreuzer,2001:105). Alchemie=ალქიმია, ქიმიას ნიშნავდა და მომდინარეობდა სიტყვიდან kimija=შავი ქვა. არაბი ალქიმიკოსები ასე უწოდებდნენ „სიბრძნის ქვას“, რომელსაც ისინი ეძებდნენ. წვრილად დაფქვილ ფხვნილს ალქიმიაში უწოდებდნენ ალცოჰოლ-ს. მუსიკაში გამოყენებული ბგერათა მწკრივი: do-re-mí-fa-so-la-si-do გამის არაბული დასახელებიდან წარმოიქმნა, რაც ნიშნავდა მარგალიტის მძივივით აკინძულ ნოტებს. არაბმა ვაჭრებმა კონგოდან შემოიტანეს სიტყვა: Banana-ბანანი. დაუზუსტებელია, თუ საიდან წარმოიშვა სიტყვა Dattel-არაბულიდან (dakal=ცუდი ხარისხის ხურმა) თუ ბერძნულიდან (daktylos=თითი). ყოველ შემთხვევაში ხურმა როგორც სოფლის მეურნეობის კულტურა უკვე შუმერებში გვხვდება. სიტყვა Haschisch=ჰაშიში, არაბულად ნიშნავს ბალახს, თივას, რაც დღევანდელი ნარკოტიკის დასახელებას შეესაბამება. სიტყვა: Kabel (არაბულად: chabl, ებრაულად: häwäl) ელექტროდენის გამოყენებამდე არსებობდა და ნიშნავდა თოკს. Kaffee და Mokka-ს არაბები აბისინიიდან და იემენიდან იცნობდნენ. Moka იემენის ნავსადგურის სახელია. ჭადრაკის თამაში=Schachspiel მთავრდება მატით, ანუ Schachmatt-ით, რაც ნიშნავს: „შახი ან შეიხი მოკვდა“ (არაბ. და ებრ. mat=მკვდარი). Imam=წინამძღოლი, Islam=(ალაჰისადმი) მორჩილება, Kismet= წილი, ბედი, Minarett=სიტყვიდან: minara=ამაღლებული ადგილი, სადაც სინათლეა ან ცეცხლია დანთებული.; Mos[ch]ee სიტყვიდან mas[ch]gid=ადგილი, სადაც ლოცვად მუხლს მოიდრეკ. Talisman= არაბული tilasm-იდან=ჯადოსნური სურათი. ეს სიტყვა ჯერ ბერძნულიდან შევიდა არაბულში, არაბულიდან კი ევროპულ ენებში. Bluse -ეგვიპტეში მდებარე ადგილის: პელიზიუმის სახელწოდებიდანაა წარმოქმნილი, სადაც იმ ცისფრად შეღებილ მოსასხამებს ამზადებდნენ, რომლებსაც ჯვაროსნები აღჭურვილობაზე მოიცვამდნენ.
4. ებრაული ევროპაში
შუასაუკუნეების არაბულ სამყაროსთან და ებრაელებთან პირველ რიგში კონტაქტი ჰქონდათ ვაჭრებსა და მეზღვაურებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის მხარიდან ჩრდილოეთში ჩადიოდნენ და ამგვარად ხელს უწყობდნენ ნასესხობათა გადატანას. ებრაულ სამყაროსთან კონტაქტზე მოწმობენ შემდეგი სიტყვები: Chetto, რომელიც არ არის ებრაული სიტყვა, არამედ ვენეციაში იმ კუნძულის სახელია, სადაც 1516 წ. ებრაელთა პირველი გეტო ააშენეს; das Beisel (შვეიცარულად: Beiz; beith=სახლი; th გადაიქცა s-დ), der Ganove: (ganov=ქურდი, ganav=ქურდობა), das Kapperl - ებრაული ქუდი, რომელიც ალბათ წარმოქმნილია ლათ. Cappa-დან: (Kappe=კაპიშონიანი პალტო), Kis - სიტყვიდან kis=ფულის ქისა, ფული, Meschugge - წარმოიქმნა meschugga-დან=შმაგი, შეშლილი, Rewach, ასევე Rewag, წარმოქმნილია სიტყვიდან rewah=მოგება, Schachern - წარმოქმნილია სიტყვიდან: S(ch)ahar=ვაჭარი, მევაჭრე.
II. სემიტური ნასესხობები ქართულში, „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე
ქართული ნაციონალური ეპოსი, შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ დიდი ხანია სერიოზული კვლევის საგანი და რუსთველოლოგიის დარგის სახელმდებელია. ამავე დროს, სამეცნიერო ლიტერატურაში ის მიჩნეულია სემიტური, ასევე ირანული ლიტერატურისა და კულტურის ზეგავლენის ნიმუშად (Delshad,2009). წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ვეფხისტყაოსანში მოპოვებული სემიტური ნასესხობების მხოლოდ მცირე ნაწილის ეტიმოლოგია.
სემიტური ნასესხობები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შემოდიოდა და მკვიდრდებოდა ქართულ ენაში, უმთავრესად ორ დიდ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ადრეულ ხანაში შემოსული სირიულ-არამეული სიტყვები, რომლებიც ქართულ ენაში უმთავრესად ბიბლიის თარგმანის, წმ. წერილის ინტერპრეტაციის, ასევე ქართულ-არამეულ კულტურათა შეხვედრის მეშვეობით დამკვიდრდნენ. პარალელურად ვრცელდებოდნენ ის ნასესხობები, რომლებიც 2600 წლის წინ ებრაელთა საქართველოში დასახლების შემდეგ და მათთან ურთიერთობის საფუძველზე გაჩნდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში, ძველ ხელნაწერებზე და არქეოლოგიური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ სემიტურ-ქართული ურთიერთობები უკვე წინა ქრისტიანული ხანის დასაწყისში დაიწყო. ამ კულტურათა შეხვედრაზე საქართველოში უშუალოდ მიგვანიშნებს არამეული დამწერლობის ისტორია (Delshad, 2009:7). გარდა ამისა, საქართველოს, გაქრისტიანების შემდეგ, მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა სირიულ ეკლესიებთან და სამონასტრო ცენტრებთან ქვეყნის საზღვრებს გარეთ. არსებობს იმისი დამამტკიცებელი ფაქტები, რომ საქართველოში, მისი მოსახლეობის განათლებული და ამავე დროს რელიგიურად მოაზროვნე ნაწილი, ბერძნულ ენასთან ერთად სირიულსაც სწავლობდა. ქართველი ბერები სირიასა და პალესტინაში მიდიოდნენ მოსალოცად, იქაურ მონასტრებში ჩერდებოდნენ თავიანთი სპირიტუალური და რელიგიური განათლებისა და გამოცდილების გასაღრმავებლად. ამან ხელი შეუწყო სირიულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებასაც. მოვლენათა ამ კონტექსტში ქართულში ჩნდება ლექსიკური ნასესხობების და სირიულ და არამეულ საკუთარ სახელთა დიდი რიცხვი (Tsereteli, 1980: 341).
სემიტურ ნასესხობათა მეორე ჯგუფი, რომელიც ქართულ ენაში გაცილებით უფრო გვიანაა შემოსული, უკავშირდება არაბულ ნასესხობებს. აქ შეიძლება ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ისეთი არაბული ნასესხობები, რომლებიც პირდაპირი გზით არიან ქართულ ენაში შემოსული და ისეთები, რომლებიც სპარსული ან თურქული ენის მეშვეობით დამკვიდრდნენ ჩვენს ენაში. იმ დროს, როდესაც პირდაპირი გზით შემოსული არაბული ნასესხობები უმთავრესად ზეპირმეტყველების საშუალებით გავრცელდნენ ქართულ ენაში, სპარსული ენიდან ნასესხები არაბული სიტყვები, ქართულში ძირითადად ლიტერატურული თარგმანის მეშვეობით დამკვიდრდნენ. ეს, როგორც ჩანს, იმით უნდა აიხსნას, რომ ქართულ-არაბულ ურთიერთობებს თითქმის არ ჰქონდა კულტურული და მშვიდობიანი ხასიათი და პირველ რიგში, ისლამის საქართველოში გავრცელებასა და დამკვიდრებას და საქართველოს დაპყრობას უკავშირდებოდა. მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ არაბებს იმ პერიოდში არც გააჩნდათ ლიტერატურის ისეთი ღირშესანიშნავი ნიმუშები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ქართულ ენაში ლექსიკური ნასესხობების გადმოტანა. შესაბამისად, არაბული უცხო სიტყვები, როგორც ფონეტიკურ-მორფოლოგიური თვალთახედვით, ასევე სემანტიკური ასპექტებიდან გამომდინარე, მათი ზეპირი გზით გავრცელებაზე მიგვანიშნებენ, მაგ: ასეთი სიტყვებია: დავლა, დოვლათი, ხალვა, ხალვათი და ა.შ.
ბევრი არაბული გამოთქმა და ლექსემა სპარსული ენის მეშვეობით პოულობს გზას ჩვენს ენაში. ასეთია არაბული წარმოშობის სიტყვათა დიდი რიცხვი, რომლებმაც ქართულში სპარსული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნის მეშვეობით მოიკიდეს ფეხი. ქართულში ნასესხობები შემოსულია როგორც სპარსული, ასევე ირანული და სომხური ენებიდანაც. არაბული უცხო სიტყვების ნაწილი ახალი სპარსულის მეშვეობითაცაა შემოჭრილი. ამ სიტყვებს თითქმის იგივე ფორმა აქვთ ფონეტიკასა და სემანტიკაში, რაც საწყის ენაში.
არაბული ლექსიკის ქართულში შემოჭრის კიდევ ერთი წყაროა თურქული, განსაკუთრებით ოსმანურ-თურქული. ესენია უმთავრესად ტერმინები და სამხედრო სფეროში გამოყენებული გამოთქმები.
რუსთაველის ქმნილებაში გამოყენებულ სპარსულ და არაბულ ნასესხობათა დიდი რიცხვი გვხვდება ძველ ქართულ ხელნაწერებში, ძველი და ახალი აღთქმის თარგმანებში და ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში, თუმცა გვხვდება ისეთი ნასესხობებიც, რომლებიც პირველადაა გამოყენებული „ვეფხისტყაოსანში“ (Fashid, 2009:36) მოცემულ ნაშრომში შემოვიფარგლეთ „ვეფხისტყაოსანში“ მოძიებული, არაბულიდან შემოსული რამდენიმე ნასესხობის ეტიმოლოგიის გადმოცემით:
არამი (არაბ. არს. და ზედს. სახ. Îarām = 1. ცოდვა, აკრძალული, უკანონო 2, წმინდა, ტაბუ.: „არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა“ (რუსთაველი, 1986:1311/3) ამ სიტყვის ძირი გვხვდება სემიტურ ენებში: ებრაულსა და არამეულში, ქართულში ეს სიტყვა არაბული ი-ს ამოვარდნით დამკვიდრდა.
აშიკი (არაბ.: ‛āšiq =საყვარელი, შეყვარებული).
„ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს“ (რუსთაველი, 1986:18/2).
„თქვა: არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა, ვისი“ (რუსთაველი, 1986:1089/3).
არაბული ყრუ უვულარული ქ ქართულში შეცვლილია ბგერებით: „ყ“ და „კ“. შესაბამისად, არაბულ „აშიკ“-ს ქართულში ორი ვარიანტი აქვს: აშიყი და აშიკი.
მახალი: ( ma[a]xāl lkaf)ama „საჭმლის“ მნიშვნელობით გვხვდება არამეულში.)
„დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა“ (რუსთაველი, 1986:1021/1).
ა. შანიძის „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკონის მიხედვით, ეს სიტყვა ნიშნავს „ტკბილ სასმელს“, „ღვინოს“. ი. აბულაძესთან კი ის ახსნილია როგორც „სასმელი,“ „სასმელის ჭურჭელი“ და „დუქანი” (Delshad, 2009:46) “ვეფხისტყაოსანში” ეს სიტყვა როგორც ჩანს, „სასმელის“ მნიშვნელბითაა ნახმარი. ეს ფორმა ძველი აღთქმის მეშვეობით შესულია ძველ ქართულ სასულიერო და ჰაგიოგრაფიულ ხელნაწერებში. ფორმა „მახალი“ უფრო არამეულ ma[a]xāl -ს შეესაბამება, ვიდრე არაბულ ma‛kal مأآل -ს. იგი განიხილება როგორც არამეული ნასესხობა, რომელიც ბიბლიის ძველი ქართული თარგმანით არის ქართულში შემოსული.
მოლი: (არაბ.: mulā' ნიშნავს „პალტოს, მოსასხამს“, რომელიც მთელ ტანს ფარავს და ადამიანს კოჭებამდე წვდება.)
„მან გრძნეულმან მოლი რამე წამოიცვა ზედა ტანსა“ (რუსთაველი, 1986:1285/3). ეს სიტყვა სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში და ა. შანიძის “ვეფხისტყასნის ლექსიკონში“ ახსნილია როგორც „ახალი, მწვანე ბალახი“, ვეფხისტყაოსნის კონტექსტი მისი მნიშვნელობის დაზუსტების შესაძლებლობას იძლევა:
„ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა,
ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!
მან გრძნეულმან მოლი რამე წამოიცვა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა გარდაფრინდა ბანის-ბანსა“ (რუსთაველი, 1986:1276/3).
ნაღები (არაბ.: naqb შესაბამისად ნაქიბ =გაჭრა, ამოჭრა, ამოთხრა) „ვეფხისტყაოსანში“ მხოლოდ ერთხელ გვხვდება: „ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ ნაღებად“ (რუსთაველი, 1986:459,2) ა. შანიძის ლექსიკონში ეს სიტყვა ახსნილია როგორც „ხელში დაკოდილი, დაჭრილი“ (Fashid, 2009:49). რუსთველის გმირი ტარიელი თავის ჭრილობას ასევე აღწერს.
შაირი (არაბ.: šā‛irī = პოეზია. ეს სიტყვა „ვისრამიანში“ გვხვდება, მნიშვნელობით „ლექსი, ამბავი“) „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“ (რუსთაველი, 1986:12,1).
„და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ (რუსთაველი, 1986:12,4).
________________
1.Kreuzer, S.(2001): Von Ave bis Zores. Hebräische und semitische Wörter in unserer Sprache. Delshad, F.(2009): Studien zu den iranischen und semitischen Lehnwörtern im georgischen Nationalepos „Der Recke im Pantherfel
2 ისეთი ელემენტები, როგორიცაა ja (შდრ. ისეთი სახელები, როგორიცაა Jesaja, Jeremija) და jo (შდრ. Joel, Jonatan), წარმოადგენენ ღმერთის სახელის „iahves“ (Jahwe) შემოკლებულ ფორმებს. ადრეებრაულ ხანაში, ანუ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნიდან აიკრძალა ღმერთის სახელის წარმოთქმა და მას ცვლიდნენ სახელით ადონაი-adonaj=უფალი. სეპტუაგინტას ბერძნული თარგმანების გავრცელების შემდეგ, სადაც ღმერთის ფსევდოაღნიშვნა kyrios-ით არის მოცემული, ბიბლიის პრაქტიკულად ყველა მთარგმნელი მისდევს ამ ტრადიციას. (იხ.http://ru.wikipedia.org/wiki/Септуагинта
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Delshad, F.(2009): Georgica et Irano-Semitica. Philologische Studien zu den iranischen und semitischen Lehnwörtern im georgischen Nationalepos: „Der Recke im Pantherfell“ in: Beiträge zur Vergleichend-Historischen Sprachwissenschaft (= Ars poetica. Schriften zur Literaturwissenschaft, Bd. 7), Baden-Baden. Deutscher Wissenschafts-Verlag.
Kreuzer, S.(2001): Von Ave bis Zores. Hebräische und semitische Wörter in unserer Sprache. in: Zeitschrift für Literaturwissenschaft und Linguistik , 121.
Tsereteli, K. (1980): Zur Frage der semitisch-georgischen Sprachbeziehungen, Wiesbaden
ბიბლია (1989): საქართველოს საპატრიარქო. თბილისი.
რუსთაველი, შ. (1986): ვეფხისტყაოსანი. გამომცემლობა „განათლება“
რ ე ზ ი უ მ ე
სემიტური ნასესხობები გერმანულსა და ქართულში
(ორი თვალსაზრისი)
სოფიო მუჯირი
მოცემული ნაშრომი ეძღვნება სემიტური ენებიდან, განსაკუთრებით კი, არაბული და ებრაული ენებიდან გერმანულ და ქართულ ენებში შემოსული ნასესხობების საკითხს და უმთავრესად ეყრდნობა ორი მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი გამოკვლევის1 მონაცემებს, საყოველთაოდ ცნობილი რეალიების, სამეცნიერო, ბიბლიურ-ლიტურგიული ცნებების, წმინდანთა სახელების და ა.შ. შესახებ. იმის მიხედვით, თუ როდის და როგორ გავრცელდნენ სემიტური სიტყვები გერმანულ ენაში, დადგენილია ოთხი ძირითადი პერიოდი: 1. ადრეულ პერიოდში ფინიკიელებისაგან ანბანის გადმოღებამ, დააჩქარა დამწერლობის განვითარება სამხრეთ და დასავლეთ სემიტურ ქვეყნებში, რასაც მოჰყვა არაბულ და ებრაულ ნასესხობათა გავრცელება. 2. ებრაული დიასპორის, ქრისტიანული მისიონერებისა და ეკლესიების მეშვეობით გავრცელდა სემიტური წარმოშობის ბიბლიური, ლიტურგიული ცნებები და საკუთარი სახელები. 3. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ისლამურ ქვეყნებში, ესპანეთსა და იტალიაში დასავლეთისა და აღმოსავლეთი ხალხების შეხვედრამ, ხელი შეუწყო არაბული სიტყვებით მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. 4. შუა საუკუნეების არაბულ სამყაროსთან და ებრაელებთან ვაჭრებისა და მეზღვაურების, ხელი შეუწყო ებრაულ ნასესხობათა გადატანას.
წინამდებარე ნაშრომში გამოყოფილია ქართულ ენაში დამკვიდრებული სემიტური ნასესხობების ორი ჯგუფი და მოცემულია ვეფხისტყაოსანში მოპოვებული სემიტური ნასესხობების მცირე ნაწილის ეტიმოლოგია. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ადრეულ ხანაში შემოსული სირიულ-არამეული სიტყვები, რომლებიც ქართულ ენაში უმთავრესად ბიბლიის თარგმანის, წმ. წერილის ინტერპრეტაციის, ასევე ქართულ-არამეულ კულტურათა შეხვედრის მეშვეობით დამკვიდრდნენ. პარალელურად ვრცელდებოდნენ ის ნასესხობები, რომლებიც 2600 წლის წინ ებრაელთა საქართველოში დასახლების შემდეგ და მათთან ურთიერთობის საფუძველზე გაჩნდნენ. სემიტურ ნასესხობათა მეორე ჯგუფი რომელიც ქართულ ენაში გაცილებით უფრო გვიანაა შემოსული, უკავშირდება პირდაპირი, ზეპირმეტყველების გზით და სპარსული ენიდან ლიტერატურული თარგმანის მეშვეობით, ჩვენს ენაში დამკვიდრებულ არაბულ ნასესხობებს.
ბევრი არაბული გამოთქმა და ლექსემა ახალი სპარსული, თურქული, ირანული და სომხური ენების ენის მეშვეობითაც პოულობს გზას ჩვენს ენაში. რუსთაველის ქმნილებაში გამოყენებულ სპარსულ და არაბულ ნასესხობათა დიდი რიცხვი გვხვდება ძველ ქართულ ხელნაწერებში, ძველი და ახალი აღთქმის თარგმანებში და ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში, თუმცა გვხვდება ისეთი ნასესხობებიც, რომლებიც პირველადაა გამოყენებული „ვეფხისტყაოსანში“.
S U M M A R Y
SEMETIC BORROWINGS IN GERMAN AND GEORGIAN
(TWO POINTS OF VIEW)
SOPHIO MUJIRI
The present paper deals with the question of the borrowings from Semitic languages, especially from the Arabic and Hebrew languages by the German and Georgian languages and is mainly based on the data of two important researches, written in German, concerning the universally known realities, scientific, biblical-liturgic concepts, names of Saints, etc. Four main periods are defined according to the time and the way the Semitic words were spread in German: 1.In the early period taking the alphabet from the Phenicians hastened the development of the written language in the southern and western Semitic countries. It was followed by spreading the Arabic and Hebrew borrowings. 2. Biblical, liturgic concepts and proper names spread through the Hebrew Diaspora, Christian missionaries and churches. 3. Meetings of eastern and western peoples in Islamic countries, Spain and Italy during the crusades assisted enriching the vocabulary of these peoples with Arabic words. 4. The relations of merchants and sailors with the Arabic words and Jews in the Middle Ages assisted spreading Hebrew borrowings.
The present work deals with the two groups of Semitic borrowings spread in the Georgian language and gives the etymology of a small number of Semitic borrowings found in “The Knight in the Panther's Skin”. The Syrian-Aramean words belong to the first group. The came into the Georgian language in the earlier period and found their place in it mainly through the translation of the Bible, the interpretation of the Holy Writ and also through the contact of the Georgian and Aramean cultures. Simultaneously the borrowings that appeared 2600 years ago after the Jews settled down in Georgia and were the result of their relations began spreading. The second group of Semitic borrowings appeared in the Georgian language at a much later date. The latter found their way into the Georgian language through direct contacts and literary translations from the Persian language and are connected with the Arabic borrowings well-grounded in our language.
Many Arabic phrases and lexical items find their way into our language through the modern Persian, Turkish, Iranian and Armenian languages. A great number of Persian and Arabic borrowings, used in Rustaveli's work, can be found in Old Georgian manuscripts, in the translations of the Old and New Testaments and hagiographic literature, although we also come across the borrowings that were first used in “The Knight in the Panther's Skin”.
Р Е З Ю М Е
СЕМИТСКИЕ ЗАИМСТВОВАНИЯ В НЕМЕЦКОМ И ГРУЗИНСКОМ
(ДВЕ ТОЧКИ ЗРЕНИЯ)
СОФИО МУДЖИРИ
Данный труд посвящён воросу привнесения заимствований из семитских языков, особенно же из арабского и еврейского языков в немецкий и грузинский языки и главным образом опирается на данные двух значительных немецкоязычных исследований о всеобще известных реалиях, научных, библейско-литургических понятиях, именах святых и т.д. В зависимости от того, когда и как распространились семитские слова в немецком языке, установлено четыре основных периода: 1. В раннем периоде применение финикийского алфавита ускорило развитие письменности в южных и западных семитских странах, что повлекло распространение арабских и еврейских заимствований. 2. Посредством еврейской диаспоры, христианских миссионеров и церквей распространились библейские, литургические понятия и собственные имена семитского происхождения. 3. Крестовые походы в исламские страны, встречи западных и восточных народов в Испании и Италии содействовали обогащению их лексического запаса арабскими словами. 4. Взаимоотношения купцов и моряков со средневековым арабским миром и евреями оказали благоприятное влияние на перенос еврейских заимствований.
В представленной работе выделены две группы семитских заимствований укоренившихся в грузинском языке и даётся этимология малой части семитских заимствований обнаруженных в поэме „Витязь в тигровой шкуре“.
К первой группе относятся вошедшие в ранний период сирийско-арамейские слова, которые закрепились в грузинском языке главным образом переводом библии, интерпретацией св. письма, а также посредством соприкосновения грузинско-арамейских культур. Параллельно распространялись те заимствования, которые появились 2600 лет назад после поселения евреев в Грузии и на основе их взаимоотношений. Вторая группа семитских заимствований, которая в грузинском языке появилась гораздо позже, связана с арабскими заимствованиями укоренившимися в нашем языке посредством прямой устной речи и путём их литературных переводов с персидского языка.
Многие арабские выражения находят дорогу в наш язык посредством нового персидского, турецкого, иранского и армянского языков. Большая часть использованных в произведении Ш. Руставели персидских и арабских заимствований встречается в древних грузинских рукописях, в переводах старого и нового заветов, в агиографической литературе, хотя встречаются и такие заимствования, которые в первые использованы в поэме „Витязь в тигровой шкуре“.
![]() |
2.5 XIX საუკუნის ქართული კომედიის თეატრალური ნიღბები |
▲back to top |
მარინე გერმისაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი
ყოველი მხატვრული ნაწარმოები ხომ თავის დროს, თავის ხალხს და თავის გარემოს ეკუთვნის. თეატრიც, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, თავისი არსით მჭიდროდ არის დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, ისტორიასა და კულტურასთან. შესაბამისად, მასში აისახება ის ტენდენციები, რაც ზოგადად ამა თუ იმ ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი.
საქართველოში კომედია, როგორც ჟანრი, XIX საუკუნის 50-იან წლებში, გ. ერისთავის თაოსნობით იკრეფს ძალას, ხოლო მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ზურაბ ანტონოვმა, ავქსენტი ცაგარელმა, დავით კლდიაშვილმა და სხვებმა. ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც XIX საუკუნის ქართველ დრამატურგთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, უფრო კომედიას შეეფერებოდა, ვიდრე ტრაგედიას.
კომედიის უმნიშვნელოვანეს ტენდენციას ძირითადად, რეალიზმი წარმოადგენს. ნამდვილი კომედია, თავისი მხატვრული სახეებით, ხომ საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებური მხატვრული სურათია. კომედიის სიუჟეტები მჭიდროდაა დაკავშირებული რეალობასთან, ვინაიდან მიზნად ისახავს საგნებისა და მოვლენების ისე ასახვას, როგორადაც ისინი სინამდვილეში არსებობენ. პერსონაჟებიც თითქოს რეალური ცხოვრებიდან არიან შემოსულნი.. აქედან გამომდინარე, ქართული კომედიის გზაც წმინდა რეალისტური ხასიათის იყო. გ. ერისთავის დევიზი: „ჩვენც ვეცადოთ და გავდევნოთ, რაც რამ არის ჩვენში ცუდი.“-კარგად ეხმიანებოდა კომედიის ძირითად დანიშნულებას.
წინამდებარე სტატიაში, შევეცდებით მოკლედ წარმოვაჩინოთ XIX საუკუნის ქართული რეალისტური კომედიის ყველაზე მეტად გამოკვეთილი თეატრალური ნიღაბების სავარაუდო დეფინიციაა, და შესაძლებელი ანალოგიები მოვუძებნოთ XVII საუკუნის ფრანგი კლასიცისტი კომედიოგრაფის - ჟან-ბატისტ მოლიერის შემოქმედების შედარებითი ანალიზის საფუძველზე.
XIX საუკუნის საქართველოში, გავრცელებული წმინდა ქართული კომედიური სახე არის ე.წ „რუსეთუმე“. მისი გამოჩენა კომედიებში გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება და ე.წ. „თერგდალეულებს“ გულისხმობს. ქართველი დრამატურგის კომედიებში ასეთი ნიღბები გვხვდება „დავასა“ და „გაყრაში“. კერძოდ, აღწერილია ევროპისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული ქართველობა, ერთის მხრივ, სერიოზული სახით, როდესაც აღელვებდათ და აწუხებდათ ეროვნული საკითხები, თუმცა, არცთუ იშვიათად, ეროვნული ტრადიციების დამგმობი და ასევე იუმორისტული ფორმითაც, როგორსაც გიორგი ერისთავი, ზურაბ ანტონოვი, ავქსენტი ცაგარელი გვიხატაენვ თავანთ ნაწარმოებებში.
მაგრამ საინტერესოა, ისეთი ქართული კომედიური ნიღბების მოძიება, რომლებსაც, შეასძლებელია, მოლიერისეულ კომედიის გმირებთან ჰქონდეთ რაიმე მსგავსება და იმ სავარაუდო ანალოგიების ძიება, რაც, ჩვენის აზრით, საერთო შეიძლება ყოფილიყო ამ ორი დრამატურგის შემოქმედებაში.
მნიშვნელოვანი ნიღაბია ე.წ. მაძიებელი. XIX საუკუნი ოცდაათიან წლებში ქართული ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩნდება ძირითადად სომხური წარმოშობის ახალი ტიპი. მათი ეროვნული დამახასიათებლობა ნაწარმოების ენობრივი ფონის დამახინჯებით, კუთხურობითა და დიალექტიზმის სიხშირით, ამძაფრებს კომიზმს. ახლადგამდიდრებულ ქალაქელი ვაჭრის მთავარი მახასიათებელი არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა და რეალური პრივილეგიების მოპოვების მცდელობა. მაშინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილება ამ იდეის განხორციელების მხოლოდ ერთ საშუალებას სთავაზობდა მათ -სარფიანი ქორწინება. თავისთავად ესეც კომიკურ ეფექტს ქმნიდა, რამეთუ მაშინ ქორწინება ვაჭრობის საგნად იყო გადაქცეული. XIX საუკუნის ქართული სალიტერატურო პალიტრა ამის უხვ მაგალითს იძლეოდა. მაგალითად მიკირტუმ გასპარიჩი- „გაყრა“: „ეს რა კარგი ფიქრი ვქენ; ამათ გაყრას შვრებიან. ეგება სე ფრანტს ჩემი შუშანი მივცე. ბაქლამ ეს არის: ესტი ჩკა! ენდი ჩკა!...მაგრამ ჩემი შუშანი კნეინა დაიძახონ: კნეინო, კნეინო! ბაზარშიაც დიდი რამე იქნება, დიდებულიძიანთ ხნამე! ბურდენ ბუღდანიჩ აჭკით-კუჰანიმ!...“ (1995:299).
თათელა ამავე კომედიიდან: „შენმა მზემ, ბუღდანოვიანთ ხამფერას შურობით ორივ თვალები დავარდება, მე რომ კნეინი ვიქნები.“(1995:329) ბარბარე- „მე მინდა კნეინა გავხდე“, ბარბარე „მე მინდა კნეინა გავხდე“ „...ერთი რო კნეინა გავხდე, უჰ, უჰ, უჰ, რა დიდი რამ არ ვიქნები. ქუჩაში რო დავივლი, იტყვიან კნეინ ბარბარე გალისე,რუსებიც რო მნახავენ, ვაში სიატელსტვოს დამიძახებენ. მაშინ მეც კნეინურად დავიწყებ ლაპარაკსა....(1897:16)
აკოფა- „ხანუმა“ „სონაჯან ! ახლა ვინ იცის, გამარჯობაც არ გვითხრა, კნეინა რომ გახდები, ვაში სიატელსტვა! მგონია ასე გაიფხვირები,როგორც გალანცკის მამალი! კოზლაზედ ერთი ხმლიანი ლაქია ...დაროგუ კნეინუ! ჰაი ქუდის ხდა! ჰაი პაკლონები, ჰაი კავალრები“ (1882:121).
მათი საუბრებიდან ჩანს თავადობის მაძიებლობის უდიდესი სურვილი და ამბიციები. ამ სახეების გარეშე იშვიათია XIX საუკუნის ქართული კომედია. მაძიებლის ნიღაბი ქართულ დრამატურგიულ ლიტერატურაში ორგვარია თავად მაძიებელი და ე.წ. „კუტრი კნიაზი“ - ეს სახელწოდება გიორგი ერისთავის „გაყრის“ პერსონაჟის, თათელას მიერ (1995:212) მოსწრებულად შერქმეული სახელია და მასში იგულისხმება გაკოტრებული თავადი. „ხანუმაში“ ავქსენტი ცაგარელს, ეს სახე ფანტიაშვილის გვარით ყავს გამოყვანილი, რაც გაფანტვასა და გაკოტრებაზე მიგვითითებს. გიორგი ერისთავის კომედიებში წარმოდგენილია მთლიანად გაკოტრებული ოჯახი ასეთ თავადობას თავისი ერთადერთი ქონება ფეოდალური წოდება ღა დარჩა გასაყიდად და მათთვის კეთილდღეობისა და სტატუსის შენარჩუნების ერთადერთი გზა სარფიანი დაქორწინებაა.
კომედიის ეს ნიღაბიც მაშინდელი ქართული წყობილებისთვისაა დამახასიათებელი. ეს გაღარიბებული და გაკოტრებული თავდაზნაურობა რომელთაც მოჩვენებითი დიდება ღა აცოცხლებთ, ცდილობენ რაც შეიძლება ძვირად დააფასონ თავიანთი წოდება.
საინტერესოა რომ ევროპულ დრამატურგიაში არსებობს მსგავსი ანალოგიებიც, მაგალითად მოლიერის „ჟორჟ დანდენი ანუ გასულელებული ქმარი“ და „გააზნაურებული მდაბიო“ - ანალოგიურ პრობლემატიკაზე - ახლად წარმოქმნილი ბურჟუაზიისა და წარმავალი თავად აზნაურობის ურთიერობის თემაზეა შექმნილი. („ჟორჟ დანდენი“ /George Dandin ou le Mari confondu/, სამმოქმედებიანი კომედია, დაწერილია 1668 წ. ქართულად თარგმნა გიორგი თუმანიშვილმა (1887), დაბეჭდილია „ალმანახის“ 1878. №1; ,,დროება“ 1878 № 222. წ. ნომრებში. მოგვიანებით იგივე კომედია თარგმნა კოტე მესხმა).
ჟორჟ დანდენი ახალ გამდიდრებული ბურჟუაა, რომელიც ცოლად ირთავს მაღალი საზოგადოების, მაგრამ უკვე გაკოტრებულ ოჯახის შვილს. ჟორჟ დანდენი ამ ჟესტით ცდილობს გზა გაიკაფოს მაღალი საზოგადოებისაკენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მოტყუებული და შეურაცჰყოფილი რჩება. თავის მხრივ საცოლის ოჯახსაც თავისი მიზანმიმართული მიზანი ამოძრავებს: სურთ ისარგებლონ ჟორჟ დანდენის სიმდიდრით. „ეჰ, საკვირველი რამეა აზნაურის ქალის შერთვა! მე რო მიყურონ კარგ ჭკუას ისწავლიან ის გლეხები, რომელთაც სურთ მაღლა აწევა და ჩემსავით დანათესავება კეთილმშობილებთან! კარგი-გვარის შვილობა, რასაკვირველია, კარგი რამ არის! მაგრამ იმას იმდენი ცუდი საქქმეც სჩემებია, რომ სჯობია არ მიეკაროს კაცი. ისინი უმოყვრდებიან ჩვენ ფულს და არა ჩვენ...“(1878:,I.9) „დამწყევლა ღმერთმა... ეგ გინდოდა, ეგ გინდოდა რაღა ჟორჟ დანდენო, ეგ გიმდოდა! შენთვის ახია! რისიც ღირსი იყავ სწორედ ის მოგივიდა...“ (1878.:34).
იგივე თემა განაგრძო მოლიერმა კომედიაში „გააზნაურებული მდაბიო“. („გააზნაურებული მდაბიო“ /Le Bourgeois gentilhomme/, კომედია - ბალეტი. პირველად დაიდგა 1670 წ. შამბორში. ქართული თარგმანი შესრულებულია კონსტანტინე ანდრონიკაშვილსა და ირ. ქავჟარაძის მიერ. დაიბეჭდა .,,დროების''1875 №143; 1878 №95 ნომრებში).
„გააზნაურებული მდაბიო“ მთელი თავისი დანიშნულებით დაუნდობელი სატირაა XVII საუკუნის საფრანგეთის ბურჟუაზიის დამახასიათებელი სენით-გააზნაურებისაკენ სწრაფვა.
ბატონი ჟურდენი გაუნათლებელი პიროვნებნა რომელიც აღტაცებაში მოდის ყოველივე სისულელეზე და ყოველ ღონეს ხმარობს რადაც არ უნდა დაუჯდეს თავადაზნაურებს მობაძოს შეისწავლოს მათი მანერები და შეითვისოს მათეული ქცევა. მის მიერ მოწვეული მასწავლებლები გაიძვერა დ ავერაგები აღმოჩნდებიან სარგებლობენ ჟურდენის მიამიტობით და ატყუებენ მას.
ახლადდაბადებული ბურჟუების მცდელობა მაღალ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისათვის მოლიერისეული სატირის ერთ-ერთი თემაა. აღნიშნული კომედია პირველი იყო, სადაც ეს თემა გამოჩნდა. მოლიერი მკაცრად აკრიტიკებს ყველა იმ დროინდელ ჟორჟ დანდენებს, რომლებიც ხელსაყრელი ქორწინებით „ხალხში თავის დამკვიდრებას“ ცდილობდნენ. ფულის მაგიური ძალა საშუალებას აძლევდა ახლად დაბადებულ ბურჟუაზიას, წარჩინებულ საზოგადოებამდე ამაღლებულიყო, და რაც მთავარია, ფული ყველანაირ ადამიაურ სიწმინდესა და ერთგულებას აკარგვინებდა ადამიანებს. მათთვის უკვე უცხო ხდებოდა წმინდა გრძნობები.
მოლიერის კომედიის ამ პერსონაჟებს ქართულში სწორედაც „კუტრი კნიაზი“ და „მაძიებელი“ ჰყავს ანალოგებად.
ერთ-ერთი საინტერესო კომედიური სახეა მაჭანკალი, რომელიც გიორგი ერისთავის „გაყრაშიც“ გვხვდება. პირველი მაჭანკალი ქართულ ლიტერატურაში მიკირტუმ გასპარიჩია, რომელიც თავგადაკლული ცდილობს ქალიშვილის გათხოვებას.
XIX საუკუნის ქართული კომედიური ლიტერატურის სიუჟეტებში მაჭანკლობის ხაზი საკმაოდ გამოკვეთილად ვითარდება. ზ. ანტონოვის კომედიაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ - მაჭანკალი ჯერ ისევ მამაკაცია, ხოლო ბ. ჯორჯაძის კომედიაში „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ სიუჟეტური ხაზის განმავითარებელი უკვე პროფესიონალი მაჭანკალი ქალია. მაჭანკალი - მაქთაღა, პირველი პროფესიონალი მაჭანკალია ქართულ დრამატურგიაში; ეშმაკი, მაგრამ, ამავე დროს, გონებაშეზღუდული და პროფესიულად თავგადაკლული. რაც შეეხება ამ ნიღბის ყველაზე განვითარებულ, მხატვრულად დამუშავებულ და დასრულებულ სახეს ვხვდებით ავქსენტი ცაგარელის „ხანუმაში“. მეცნიერ დ. ჯანელიძეს „ხანუმა“ XIX საუკუნის ქართული კომედიოგრაფიის მწვერვალად მიაჩნია.
ავქსენტი ცაგარელმა აქ ორი მაჭანკალი გამოიყვანა, მაგრამ ყველაზე სრულყოფილი მხატვრული სახე მაინც ხანუმაა. იგი პროფესიონალც არის, კეთილიც, ინტრიგების დამხლართავიც და მათი მომკვარახჭინებელიც; იუმორით აღსავსე და ანგარიშიანი.
ქართველ მაჭანკალს მსოფლიო ლიტერატურასა და თეატრში მრავალი წინამორბედი და ანალოგიები ჰყავს, ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული. იმდროინდელ „ხანუმებად“ შეიძლება მივიჩნიოთ ბერძნულ- რომაული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც ოსტატურად წყვეტდნენ ადამიანთა ბედ-იღბალს. პროტოტიპები, რა თქმა უნდა, მოიძებნება ევროპულ ლიტერატურაში, მაგრამ არა ისეთი მრავალფეროვანი სახით, როგორც მხოლოდ ქართველებს გაგვაჩნია.
ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, არისტოფანეს კომედიებში, გვხვდება მსახურის ნიღაბი უუფლებო და უქონელი მონის სახით. მენანდრეს კომედიაში მონები უკვე ბატონების სამიჯნურო საქმეებს აკვარახჭინებენ. რომაულ კომედიაში, სახელდობრ პლავტუსის „განძში“, მონა სტრობილი, - ბატონის განძის ქურდი, კომედიის მთავარი ღერძია; შუა საუკუნეების ფარსში კი უკვე გაიძვერა მსახურად გარდაისახა და ასეთია იგი, თუნდაც არიოსტოს ,,სკივრის კომედიაში'', ანდა მაკიაველის „მანდრაგორაში''. ამან საფუძვლი დაუდო მსახურის ყველაზე სრულყოფილი სახეების შექმნას „ნიღბების კომედია“ - ში: არლეკინი, ბრიგელა, სერვესტადა სხვა. სწორედ ისინი არიან ინტრიგის შემქმნელნიც და დამაგვირგვინებელნიც. ეს სახე მოლიერმა განსაკუთრებით დახვეწა და განავითარა. მოლიერის შედმოქმედებას რომ გადავხედოდ, ვნახავთ, რომ მისეული „მაჭანკალი,“ უფრო მოხერეხებული, ჭკვიანი და გონებამახვილია. ხან ეხმარებიან, ხან კი დაუნდობლად დასცინიან თავიანთ ბატონებს,მოლიერისეული და შემდგომი ეპოქის კომედიოგრაფთა მიერ დახატული მსახურები (მაგალითად ბომარშესთან) ზნეობრივად უფრო მაღლა დგანან, ვიდრე მათი პატრონები. მოლიერის ლაფლეში, სკაპენი, მასკარილი, კოვიელი და სგანალერი და ბომარშეს ფიგარო ამ ნიღბის უკვდავი ტიპები არიან. მათი განსაკუთრებული მისწრაფება ინტრიგებისა და ოინებისადმი, ქმნიან მსახურთა ტიპების იმ პარადიგმას, რომელიც შემდგომ მტკიცედ დამკვიდრდა ევროპულ კომედიებსა და ვოდევილებში.
ქართულ კომედიურ ლიტერატურაში მსახურთა მოლიერისეული პარადიგმა გიორგი ერისთავმა დაამკვიდრა, რაც მოგვიანებით XIX საუკუნის ქართული კომედიების დამახასიათებელი თავისებურება გახდა.
რაც შეეხება ქართული ,,მსახურის“ ნიღაბს - იგი ისევ ერისთავის კომედიებში ,,გაყრა“-სა და ,,დავა“ -ში გვხვდება. გიორგი ერითავთან პირველად ჩნდება იმერელი მსახური მართალია მას მხოლოდ მიზერული ადგილი უკავია, მაგრამ ჩნდება საკმაოდ კულმინაციურ მომენტში („გაყრა“ გაფრენილი მიმინოს ამბავი.)
მსახურის ნიღბის ყველაზე აქტიური მხარე გ. ერისთავმა გამოხატა მთელი თავისი სიმძაფრით კომედია „ძუნწში“. მსახური ივანიკკა აქ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტრიგის გასავითარებლად და ყველაფერი ისე მთავრდება როგორც მას აქვს ჩაფიქრებული.
ისე როგორც მოლიერის ლაფლეში, ივანიკაც ყველაზე მოხერხებულია, ძუნწი კარაპეტას მოდრეკა მხოლოდ ივანიკამ შეძლო. ეშმაკობით თავისი ჩანაფიქრიც განახორციელა და კარაპეტას წინააღმდეგობისდა მიუხედავად, არჩილი და ხამფერა დააქორწინა. ივანიკა, გამოცდილებითა და ფანტაზიის მრავალფეროვნებით მოლიერის „ცუღლუტების მეფეს“ - სკაპენს ვერ შეედრება მაგრამ ეშმაკობით მას ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
თუ მაშინდელ დასავლეთ ევროპის დრამატურგიულ ლიტერატურში და თეატრში მსახურის ნიღაბი ერთ-ერთი წამყვანი მხატვრული მოვლენაა, ამ მხრივ ქართგული „მსახური“ ცოტა არ იყოს ინერტულია. მაგრამ მსახურის ნიღბის ქართული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის ყოველთვის იმერელია, რომელსაც კუთხური ენის გამოყენებით დამახასიათებელი ხასიათის შექმნა შეუძლია. იგი კომიზმის გამძაფრებას თავისი დამახასიათებელი დიალექტიზმით აღწევს.
რა თქმა უნდა ქართული კომედიისთვის დამახასიათებელი მსახური არ არის ისეთი სრულყოფილი და გამოცდილი, როგორც მოლიერის სკაპენი, მაგრამ ქართველ „სკაპენებს“ უფრო მრავალსახოვანი დამხმარე ძალა ჰყავს.
მსახურის კიდევ ერთ თავისებურ ნიღბად შეიძლება ჩაითვალოს კინტო. იგი წმინდა წყლის ქართული და თანაც თბილისური სახეა. როგორც ი. გრიშაშვილი ხსნის, „იგი შექმნილია შორეული ბაზრის წრეში როცა ვაჭრობამ ხელოსნობას გაუსწრო. კინტო წვრილი ვაჭარია, მისი წინამორბედი ყარაჩოღელივით ქეიფის მოყვარული, მაგრამ ყალთაბანდი, დაღლარა.“ (1928 :17). კინტო შესაძლებელია, არ იყოს მაჭანკალივით და მსახურებივით საქმის გამჩარხავი, მაგრამ ხშირად მათი მარჯვენა ხელია. გრიშაშვილი დასძენს, რომ „კინტო ყარჩოღელის გადაგვარებული მოდგმაა“. ყარაჩოღლის სიტყვა თამამია, სამართლიანი. ყარაჩოღელთა დაუწერელი კანონები და რაინდობა ხელგაშლილობა, უდარდელობა და ძმაბიჭობა კინტოსთვის, ცოტა არ იყოს, მიუღებელია. კინტო ნამდვილი ოინბაზია, მშიშარა, მატყუარა, სიტყვამოსწრებული, რის გამოც ქართული კომედიის პერსონაჟის სახე უკეთ მოირგო. მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშს წარმოადგენს აგრეთვე ამ ნიღბების კიდევ ერთი- ქართული მახასიათებელი: კინტოსა და ყარაჩოღელის ცეკვები: „კინტოური“, „ბაღდადური“, „მუხამბაზი“...(საუკეთესოდ ჩანს ამ ორი ნიღბის განმასხვავებელი ნიშნები კონოფილმ „ქეთო და კოტეში“).
გიორგი ერისთავმა, ზ. ანტონოვმა, ა. ცაგარელმა და სხვებმა დაგვიტოვეს თავიანთი ეპოქის ხასიათები და ცოცხალი სურათები. ეს არის, ასე ვთქვათ, იმ დროინდელი ადამიანთა Kკომედია სადაც იმ ეპოქის მთელი ცხოვრება იშლება კომედიურ ჟანრში. XIX საუკუნის ქართულ დრამატურგიაში გამოხატული სინამდვილე და ცალკეული ტიპაჟები იმდენად ნაცნობნი იყვნენ რომ ხშირად მაყურებელი პირდაპირ პარალელს ავლებდა ცხოვრებისეულ ტიპსა და სცენურ ტიპს შორის. ეს წმინდა რეალისტური კომედიისათვის დამახასიათებელი, ასეთივე დანიშნულება ჰქონდა XVII საუკუნის მოლიერისეულ კომედიას.
ამგვარად, ქართულ კომედიურ ლიტერატურაში დაბადებული კომედიური ნიღბები უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მისი ევროპული ანალოგიები.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
გრიშაშვილი ი. „ძვ. თბილისის ლიტერატურული ბოჰემა. თბილისი. 1928
ერისთავი გ. „გაყრა“ ქართული მწერლობა. ტ.10 თბილისი 1995
ერისთავი გ. „დავა“ ქართული მწერლობა. ტ.10 თბილისი 1995
მოლიერი ჟ.ბ. „გააზნაურებული მდაბიო“ ,,დროება“ 1875 №143; 1878 №95
მოლიერი ჟ.ბ. „ჟორჟ დანდენი“ „ალმანახი“ 1878. №1; ექვთიმე ხელაძის სტამბა ტფილისი. 878
ცაგარელი ავქ. კომედიები. „ფედერაცია“ თბილისი 1936
,,Œuvres complets de Moliere“ classique Larouss. Paris 1995
რეზიუმე
XIX საუკუნის ქართული კომედიის თეატრალური ნიღბები
მარინე გერმისაშვილი
თეატრი, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, თავისი არსით მჭიდროდ არის დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, ისტორიასა და კულტურასთან. შესაბამისად, მასში აისახება ის ტენდენციები, რაც ზოგადად ამა თუ იმ ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. ნამდვილი კომედია, თავისი მხატვრული სახეებით, ხომ საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებური მხატვრული სურათია.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს XIX საუკუნის ქართული რეალისტური კომედიის (გიორგი ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. ცაგარელის და სხვ.) - ყველაზე მეტად გამოკვეთილი თეატრალური ნიღბების: „რუსეთუმე“ „მაძიებელი“ „კუტრი კნიაზი“ „მაჭანკალი“ „კინტო“ „ყარაჩოღელი“ - ის შესაძლებელი ანალოგიების მოძიებას, XVII საუკუნის ფრანგი კლასიცისტი კომედიოგრაფის - ჟან-ბატისტ მოლიერის შემოქმედების კომპარატივისტული ანალიზის საფუძველზე.
Р Е З Ю М Е
ТЕАТРАЛЬНЫЕ МАСКИ ГРУЗИНСКОЙ КОИЕДИИ XIX ВЕКА
МАРИНЕ ГЕРМИСАШВИЛИ
Театр, как и другие виды искусства, своей сущностью связан с жизнью народа, с его историей и культурой. Соответственно в нём отражаются те тенденции, которые типичны для той или иной страны. Ведь реальная комедия, своими художественными образами, и есть своеобразные художественные картины общественной жизни.
В данной статье попытаемся представить наиболее выделенные театральные маски грузинской реалистической комедии XIX века (Г.Эристави, З. Антонова, А. Цагарели и др.), такие как ,,Русетуме“ Мадзиебели“ Кутри Князь“ ,,Мачанкали“ Кинто“ Карачогели“ и постараемся добывать возможных аналогий во Франции XVII века у классициста-комедиографа Ж. Б. Мольера на основе компаративного анализа.
S U M M A R Y
THEATRE MASKS OF THE 19-TH CENTURY GEORGIAN COMEDY
MARINE GERMISASHVILI
Theatre by its essence like other forms of art is closely related to people's life, history and culture. Correspondingly, it reflects those trends which are typical of this or that country in general. After all, a real comedy with its artistic images features artistic picture of social life in its own way.
In the present paper, we make an attempt to seek possible analogs of the most of all represented theatre masks of the 19-th century Georgian realistic comedy (Giorgi Eristavi, Z.Antonov, A.Tsagareli, etc.) such as Rusetume, Madziebeli, Kutri Kniazi, Machankali, Kinto, Karachogeli with those of the 17-th century French classicist-playwright - Jean-Baptiste Moliere on the basis of comparative analysis.
![]() |
2.6 კომუნიკაციის აბსურდულობა ეჟენ იონესკოს პიესის ,,მელოტი მომღერალი ქალის” მიხედვით |
▲back to top |
გვანცა ჭანტურია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
სიტყვა ,,აბსურდი“ იმ ადამიანის არსებობის უაზრობას აღნიშნავს, ვისთვისაც ეს განსხვავებული და მტრული სამყარო სავსებით უცხოა. თავდაპირველად ცხოვრების აბსურდულობის თემა თავს იჩენს სარტრის ,,გულზიდვა“- ში და კამიუს ,,უცხო“-ში. 1950-1960 წლების მრავალ პიესას ,,აბსურდის თეატრის“ სახელით იხსენიებენ. ეს ახალი თეატრი ტრაგიკულია, რადგან არაერთხელ წარმოგვიდგენს ადამიანს საკუთარი ბედისწერის მონად და ცხოვრებისეული სიძნელეებიც უკიდურეს ზომამდე მიჰყავს.
აბსურდის თეატრის პერსონაჟები, რომლებსაც მასხარები წარმოადგენენ, ცხოვრების სიცარიელის შენიღბვას სიტყვათა უსაზღვრო ნაკადში ჩაფლობით ახერხებენ, მაგრამ ამ ფუჭ ლაპარაკს იმისთვის მიმართავენ, რომ სინამდვილეში არაფერი თქვან. აბსურდის თეატრი ტრაგიკულობას მთელი თავისი სიმძაფრით წარმოადგენს.
ტრაგიკულობა აქ წარმოდგენილია კომუნიკაციის შეუძლებლობით. კომუნიკაციისას ძირითადად ხდება შეტყობინების გადაცემა, რომელიც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია, თუმცა აბსურდის თეატრში შეტყობინება აზრს მოკლებულია.
,,მელოტი მომღერალი ქალის“ გმირები არც ბედნიერები და არც უბედურები არიან, ისინი არიან ცხედრები (ანუ მკვდრები). ,,ამ პიესას მე ვუწოდე ,,მეტყველების ტრაგედია“ - განაცხადა იონესკომ (იუბერი, 1990). ეს პიესა, უფრო სწორედ კი ანტიპიესა, რომელიც დაიწერა 1950 წელს მიანიშნებს ახალი თეატრის დაბადებას. აქ წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის სხვასთან ურთიერთობის შეუძლებლობის თემა; ენა ერთგვარ სტერეოტიპულ მექანიზმადაა გარდაქმნილი, პერსონაჟები კი - მარიონეტებად. იმისათვის, რომ კომუნიკაცია შედგეს არ არის საკმარისი ენის, ლინგვისტური სისტემის ცოდნა, ამასთანავე აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენო იგი შესაბამის სოციალურ კონტექსტში.
უსაგნო დისკუსიები ძირითადი კამათის საგანს წარმოადგენს ამ პიესაში; ოთხ მოქმედ პირს ავტორი სიტყვებით უპირისპირებს ერთმანეთს. ,,მელოტი მომღერალი ქალის“ მეთერთმეტე სცენის ბოლოს არის ვარიაცია მარცვალ ,,ცა“-ზე, რომელსაც დაუღლელად იმეორებენ ან უფრო ხშირად აორმაგებენ ,,ცაცა“. შემდეგ მოდის ტერმინების სერია, რომელიც შეიცავს ბგერებს (უშ), (ოძ), რასაც ოთხი პერსონაჟი ერთმანეთს ღმუილით ეუბნება. შემდეგ ბატონი სმიტი წარმოთქვამს ხმოვნებს. პირქუში ყვირილით თავის ჯერზე ქალბატონი მარტენი წარმოთქვამს თანხმოვნებს. ოთხ მოქმედ პირს ერთმანეთის არ ესმით, მეტყველება მათ გახლეჩს, წარმოქმნის კონფლიქტს და აცალკევებს. ,,ჩვენ ვიმყოფებით უდაბნოში. არავის არავისი არ ესმის“ - წერდა აბსურდის თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადამოვი (იუბერი, 1987). როგორც ვხედავთ, პერსონაჟები ვერ თანხმედბიან ვერც მეტყველებაზე, ვერც მნიშვნელობაზე, რომელიც შეიძლება მიანიჭონ რეალურ მოვლენებს.
ქალბატონი და ბატონი მარტენები სმიტების სალონში ხვდებიან ერთმანეთს, რომლებთანაც ისინი მოწვეულები არიან. მასპინძლების მოლოდინში ისინი იწყებენ საუბარს, როგორც ორი უცნობი. ისინი ერთმანეთს მიშტერებით უყურებენ, გარკვეული გაოცებითაც კი.
,,ბატონი მარტენი: მაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ მეჩვენება, თუ არ ვცდები, მე თქვენ უკვე შემხვედრიხართ სადღაც.
ქალბატონი მარტენი: მეც ასევე ბატონო, მეც მეჩვენება, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ სადღაც“(იონესკო, 1954).
გარკვეული კითხვების მერე ისინი აღმოაჩენენ, რომ ლონდონში ერთი და იმავე მატარებლით ჩამოვიდნენ ერთსა და იმავე კუპეში იმყოფებოდნენ, ცხოვრობენ ერთსა და იმავე ქალაქში, ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთსა და იმავე ბინაში და ჰყავთ ერთი და იგივე ქალიშვილი. აქედან გამომდინარე გაარკვევენ, რომ ისინი ცოლ-ქმარი არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სცენა წარმოიშვა სასაცილო სიტუაციიდან: ,,მარტენების დიალოგი იყო უბრალოდ თამაში. მე იგი მოვიგონე ჩემს ცოლთან ერთად ერთ დღეს მეტროში. ჩვენ ბრბომ დაგვაშორა. იგი ავიდა კარისაკენ, მე კი - მეორისაკენ წავედი. ორი თუ სამი სადგურის მერე, როცა მგზავრები გამოდიოდნენ და ვაგონი იცლებოდა, ჩემი ცოლი, რომელსაც აქვს კარგი იუმორის გრძნობა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: ,,ბატონო, მეჩვენება, რომ მე თქვენ სადღაც შემხვედრიხართ!“ მე ეს თამაში მივიღე და ამგვარად, ჩვენ გამოვიგონეთ ეს სცენა. გაოცებული ხალხი ჩვენ გვიყურებდა, რადგან ჩვენ ჩასვლისას ბევრს ვიცინოდით“.
პიესაში არ ხდება კვანძის გახსნა, იგი არც კი მთავრდება. დიდი ხნის სიბნელის მერე მარტენები ცვლიან სმიტებს. ისინი იმავე ადგილს იკავებენ, რასაც სმიტები პირველი სცენის დასაწყისში; წარმოთქვამენ ზუსტად იმავე რეპლიკებს; წარმოდგენის ამგვარი სტრუქტურა გარდაქმნის რადიკალურად ილუზიას და პერსონაჟის ცნებას. ,,სმიტები, მარტენები ვერ ლაპარაკობენ, რადგან ვეღარ ფიქრობენ, ისინი ვეღარ ფიქრობენ, რადგან ვეღარ ღელავენ, აღარ აქვთ ვნებები, აღარ იციან, როგორები იყვნენ, მათ შეუძლიათ ,,გახდნენ” არა აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა, რადგან ისინი არიან ისევე, როგორც სხვები ინდივიდუალობას მოკლებული, ისინი არიან ურთიერთშეცვლადი: შეიძლება სმიტის ნაცვლად მარტენის დაყენება, მანკიერებას ისინი ვერ შეამჩნევენ.
ეჟენ იონესკოს სურდა, გრძნობადი გაეხადა მეტყველების აბსურდულობა. სარტრისაგან და კამიუსაგან განსხვავებით, რომლებიც სამყაროს აბსურდულობას განიხილავდნენ, ეჟენ იონესკო მეტყველების აბსურდულობაზე მსჯელობს. მეტყველება არის კომუნიკაციის ინსტრუმენტი, თუმცა აქ სწორედ მეტყველება ქმნისწ გაუგებრობას და კომუნიკაციის შეუძლებლობას. როცა სმიტები იხსენებენ ბობი ვოტსონს, იონესკო ერთობა იმით, რომ გაუგებრობას ქმნის. ყველა ვოტსონს ჰქვია ბობი და ყველა ბობი ვოტსონი კომივოიაჟერია. მათ ერთნაირი სახელი და ერთნაირი პროფესია აქვთ, არაფრით არ შეიძლება მათი განსხვავება. ,,რომელ ბობი ვოტსონზე ლაპარაკობ?“ - ეკითხება ბატონი სმიტი ცოლს; ,,მოხუცი ბობი ვოტსონის შვილსა და მკვდარი ბობი ვოტსონის მეორე ბიძა ბობი ვოტსონზე“ - პასუხობს ქალბატონი სმიტი (იონესკო, 1954).
კომუნიკაცია, მეტყველება მოკლებულია მნიშვნელობას. დიალოგი, პერმანენტული ორაზროვნების, ნონსენსის საშუალებაა. იგი მარცხით მიიწევს წინ. ამ პიესაში ელემენტები შენაწევრებულია წესრიგის გარეშე. შეუთავსებელი ტერმინების ასოციაციები ისეთი ტიპის, როგორიცაა ,,ჩემი პატარა შემწვარი წიწილა“, ,,ავსტრალიური ბურგუნდიულის ერთი პატარა ჭიქა“, პარადიგმული შეცდომები, როგორიცაა ,,ძროხა გვაძლევს თავის გვერდებს“ - ეს წარმოქმნის უცნაურობის პერმანენტულ ეფექტს და იწვევს სიცილს (ბიგო, 1991).
იონესკომ ,,ჩანაწერებსა და საწინააღმდეგო ჩანაწერებში“ (იონესკო, 1966) მოგვცა თავისი, როგორც ავტორის, დრამატულისაკენ მიდრეკილების ახსნა, რომელიც გახდა ლეგენდარული: ასიმილის მეთოდით ინგლისურის სწავლისას მან შეამჩნია, რომ თავის სალაპარაკო წიგნში თავისთავად ფრაზები გამოხატავდა ,,გასაოცარსა და უდავოდ ნამდვილ“ აზრებს (,,იატაკი ქვევითაა, ჭერი-ზევით“), რომელთა შეუსაბამობა გრძელდებოდა დიალოგებშიც (ჩემს გასაოცრად მადამ სმიტმა აცნობა თავის ქმარს, რომ მატ რამდენიმე შვილი ჰყავდათ, რომ ისინი ცხოვრობენ ლონდონის მიდამოებში, რომ მათი გვარიც არის სმიტი....“).
პიესაში სემანტიკურად შეუთავსებელი მტკიცებები ერთი-მეორის შემდგომაა წარმოთქმული. ასეთია სათაურის გასაღები. მანამ, სანამ მეხანძრე წავა, იგი ახსენებს მელოტ მომღერალ ქალს. ქალბატონი სმიტი ამბობს: ,,მას მუდამ ერთნაირი ვარცხნილობა აქვს“. ორი წინააღმდეგობრივი წინადადება ექვივალენტური ხდება.
იონესკო არ იყენებს მაერთებლებს (კონექტორებს). ყველანაირი ლოგიკური კავშირი მომსპარია. იგი იყენებს მხოლოდ დამოუკიდებელ წინადადებებს. ყველანაირი მტკიცება შეუქცევადია. მას შემდეგ, რაც იგი გამოთქმულია, მას საწინააღმდეგო წინადადება გამოუჩნდება. სცენები საოცრად წინააღმდეგობრივია, ახალი სცენა უარყოფს წინა სცენის უტყუარობას:
,,მეხანძრე: მე მინდა, კასკა მოვიხადო, მაგრამ დრო არა მაქვს, რომ დავჯდე (იგი ჯდება, მაგრამ კასკას არ იხდის)“ (იონესკო, 1954).
დეკორაცია - კედლის საათი, ზარი - ჰქმნის დიალოგთან შეუთანხმებლობას. რეალობის ელემენტები, რომლებიც თითქოს საგრძნობია, ორაზროვნების ფაქტორებია. როცა „ინგლისური კედლის საათი 17-ჯერ ინგლისურად დარეკავს”, ქალბატონი სმიტი აცხადებს: „ბიჭოს, შვიდი საათია“. ეს შეუთავსებლობა გამოთქვამს აზრს, რომ ყველა აგებული კოდი კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად მოშლილია. კედლის საათი იმდენჯერ რეკავს, რამდენჯერაც სურს. მას წინააღმდეგობის გრძნობა აქვს. იგი მიუთითებს ყოველთვის იმის საწინააღმდეგო დროს, რაც სინამდვილეშია“ - აცხადებს ქალბატონი სმიტი. საათი ისევე უძლურია აღნიშნოს დრო, როგორც მეტყველებას არ შეუძლია რალობას ჩაწვდეს. სიუჟეტი მიემართება მეტყველების წინააღმდეგობრიობიდან კომუნიკაციის ნგრევამდე. ეს არის ახალი პრობლემატიკა - ფსიქოანალიზი. ფროიდმა გვიჩვენა, რომ არაცნობიერი არ ცნობს უარყოფას. ორი საწინააღმდეგო აზრი შეიძლება იქ თავისუფლად იყოს ისე, რომ ორივე სინამდვილეს წარმოადგენდეს.
„სამყაროს ბნელ ლაბირინთში ადამიანი არაცნობიერად და ხელის ფათურით ეძებს დაკარგულ სივრცეს, რომლის ნახვა მას არ შეუძლია“ - წერდა იონესკო (მილო, 1991). მისი პერსონაჟები მეტყველების უძრაობაში არიან ჩაფლული. ისინი საუბრობენ, მაგრამ არაფერს ამბობენ; მათი სიტყვები ფუჭი და ცარიელია. სწორედ ამ „მეტყველების ტრაგედიის“, კომუნიკაციის არ ქონის გამო ვერ თანხმდებიან ისინი. „კომუნიკაციის მცდელობა იქ, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არის შესაძლებელი, არის წმინდა წყლის მიბაძვა“ - ამბობდა ბეკეტი (ბონადელი, 1990).
XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი სულიერი კრიზისის ხანაა მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ამ დროს აღინიშნება ქრისტიანული იდეალების მსხვრევა და ურწმუნოების ტრაგედია, რაც კარგად გამოიხატა ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ გამოთქმაში „ღმერთი მოკვდა“. რაკი ღმერთი არ არსებობს, ადამიანი მარტოა; რწმენის დაკარგვას კი ტოტალური გაუცხოება და სიცარიელე ახლავს თან. თუ არ არსებობს ღმერთი, იშლება ყოველგვარი მორალური საზღვრები და ადამიანი მარტო რჩება გაუგებარი, გაუცხოებული და აბსურდული სამყაროს წინაშე. როგორც ჩანს, ეპოქის დასაწყისის ასეთმა აზროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა იმ დროის მწერლებზე, კერძოდ კი აბსურდის თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე, ეჟენ იონესკოს შემოქმედებაზე, რომელიც ძირითადად ტრაგიზმის კომიკური ვერსიით დაინტერესდა. ეს კარგად გამოჩნდა ჩვენს მიერ განხილულ პიესაში „მელოტი მომღერალი ქალი“.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ბიგო, 1991: Bigot, Michel, Savean, Marie-France, ,,La Cantatrice chauve et La leçon d'Eugène Ionesco“, Folio, Gallimard, Paris, 1991
ბონადელი, 1990: Bonnadel, Anne-Marie, ,,A la découverte du theater“, Ellisse, 1990
იონესკო, 1954: Ionesco, Eugène, ,,La cantatrice chauve“, Folio, Gallimard, Paris, 1954
იონესკო, 1966: Ionesco, Eugène, Notes et contre-notes, coll. ,,Idées“, Gallimard, 1966
იუბერი, 1990: Hubert, Marie-Claude, ,,Ionesco Eugène“, Edition du Seuil, octobre 1990, Paris
იუბერი, 1987: Hubert, Marie-Claude, ,,Langage et corps fantasme dans le théâtre des années cinquante (Ionesco, Beckett, Adamov), suivi d'entretiens avec E.Ionesco et J.L.Barrault,ed. Jean Corti, 1987
მილო, 1991: Milhaud, Marie-Louise, Collection Balises par Henri Mitterand ,,La cantatrice chauve“, Edition Nathan, Paris, 1991
რ ე ზ ი უ მ ე
კომუნიკაციის აბსურდულობა ეჟენ იონესკოს პიესის
,,მელოტი მომღერალი ქალის“ მიხედვით
გვანცა ჭანტურია
აბსურდის თეატრის პერსონაჟები, რომლებსაც მასხარები წარმოადგენენ, ცხოვრების სიცარიელის შენიღბვას სიტყვათა უსაზღვრო ნაკადში ჩაფლობით ახერხებენ, მაგრამ ამ ფუჭ ლაპარაკს იმისთვის მიმართავენ, რომ სინამდვილეში არაფერი თქვან. აბსურდის თეატრი ტრაგიკულობას მთელი თავისი სიმძაფრით წარმოადგენს. ტრაგიკულობა აქ წარმოდგენილია კომუნიკაციის შეუძლებლობით. კომუნიკაციისას ძირითადად ხდება შეტყობინების გადაცემა, რომელიც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია, თუმცა აბსურდის თეატრში შეტყობინება აზრს მოკლებულია. აქ წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის სხვასთან ურთიერთობის შეუძლებლობის თემა; ენა ერთგვარ სტერეოტიპულ მექანიზმადაა გარდაქმნილი, პერსონაჟები კი - მარიონეტებად. იმისათვის, რომ კომუნიკაცია შედგეს არ არის საკმარისი ენის, ლინგვისტური სისტემის ცოდნა, ამასთანავე აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენო იგი შესაბამის სოციალურ კონტექსტში. უსაგნო დისკუსიები ძირითადი კამათის საგანს წარმოადგენს ამ პიესაში;
S U M M A R Y
THE ABSURDITY OF COMMUNICATION ACCORDING TO THE PLAY OF
EUGENE IONESCO ,,LA CANTATRICE CHAUVE“
GVANTSA TCHANTURIA
The personages of the theatre of the Absurd, who are buffoon, try to mask the emptiness of the life with the flow of dialogue full of clichés, wordplay, and nonsense, but they speak for say nothing in reality. The theatre of the absurd is full of tragism. It is shown in the plays with cruelty, brutality. The tragism is that it is impossible to communicate. In general during the communication the interlocutors try to transmit a message with some sense, but in the theatre of Absurd there is senseless message. They, instead, focus on human beings trapped in an incomprehensible (misunderstanding) world subject to any occurrence, no matter how illogical. The theme of incomprehensibility is coupled with the inadequacy of language to form meaningful human connections. Though Theatre of the Absurd may be seen as nonsense, they have something to say and can be understood. Personages are puppets, marionettes. For communication there is not enough, sufficient to know a language, linguistic system, it is necessary to know how to use, apply it in the suitable, proper social context. Objectless discussions appear very often in this play.
Р Е З Ю М Е
АБСУРДНОСТЬ КОМУНИКАЦИИ ПО ПЬЕСЕ ЭЖЕНА ИОНЕСКО
„ЛЫСАЯ ПЕВИЦА“
ГВАНЦА ЧАНТУРИА
Персонажи театра абсурда, которые представляют из себя шутов, стараються замаскировать пустоту своей жизни в безграничном потоке слов. Но они прибегают к этому праздному, напрасному разговору для того, чтобы в действительности ничего не сказать. Театр абсурда представляет трагичность во всей своей ярости, свирепости. Трагичность состоит в невозможности коммуникации. Во время общения, в основном, передают сообщение, которое имеет определенное значение, но в пьесах театра абсурда сообщение не имеет смысла. Здесь, в первую очередь, выявлена тема невозможности общения с другим человеком. Язык представляет собой стереотипический механизм, а персонажи-марионеты. Для того, чтобы коммуникация осуществилась, не достаточно знания языка-лингвистической системы, а обязательно знать и уметь, употреблять язык в социальном контексте. В этой пьесе безсмысленные дискусии представляют основную тему прения, спора.
![]() |
2.7 ე. ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო!“ და უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ |
▲back to top |
ვიოლეტა ავეტისიანი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის
უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი
ერთხელ ე. ჰემინგუეიმ თქვა: „მშვიდობით, იარაღო!“ - ესაა ჩემი „რომეო და ჯულიეტა“ [4]. მწერალმა მიმართა შედარებას, იმიტომ რომ შედარება არც თუ ჩქმალავს შესასწავლი მოვლენის სპეციფიკას, პირიქით მხოლოდ შედარების გზით, ანუ მსგავსებათა და განსხვავებათა დადგენით შესაძლებელი ხდება ზუსტად განისაზღვროს თუ რაში მდგომარეობს ეს სპეციფიკა.
უილიამ შექსპირი (William Shakespeare, 1564-1616) ცხოვრობდა იმ სახელოვან პერიოდში, რომელსაც ერქვა აღორძინების ეპოქა. ძველ საბერძნეთის „ოქროს საუკუნის“ შემდეგ ეს იყო მეორე ეპოქა ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში, როცა კაცობრიობამ მოახდინა გრანდიოზული ნახტომი თავის კულტურულ განვითარებაში. ცივილიზაციის და კულტურის საგანძური გამდიდრდა ახალი მნიშვნელოვანი ფასეულობებით, რომლის შორის იყო უ. შექსპირის დრამატურგია.
შექსპირის შემოქმედების იდეურ საფუძველს შეადგენს ჰუმანიზმის ფილოსოფია. ჰუმანიზმის იდეებით გამსჭვალულია მთელი მისი შემოქმედება.
შექსპირის ნაწარმოებებში კარგად არის ნაჩვენები ადამიანური გრძნობების არსი, საზოგადოებრივ-მორალური წინააღმდეგობები, რომელთა ჩამოყალიბებაც იწყებოდა მაშინდელი დროის ადამიანთა ცნობიერებაში.
იგი სრულყოფილად აღწერა სოციალური ცხოვრება, ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, ყოფა და ჩვევები. შექსპირი ცდილობდა დაეკავშირებინა ადამიანის ბედი იმ გარდაუვალ ცვლილებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ აღორძინების ეპოქაში.
უილიამ შექსპირის, როგორც დრამატურგის სიდიადე, მდგომარეობს იმაში, რომ იგი განსაკუთრებული თავისებურებით ხოტბას ასხამს სიყვარულს. მისი შემოქმედება მთლიანად გამსჭვალულია სიყვარულის კონცეფციით. ამიტომაა, რომ შექსპირის დრამატურგია ითვლება სიყვარულის ჰიმნად.
ყოველი ნამდვილი მწერლის შემოქმედებაში ასახულია ის დრო, როცა იგი მოღვაწეობდა. უილიამ შექსპირის დრამატურგია და პოეზია გამოხატავს აღორძინების ეპოქის მსოფლმხედველიბას ისევე ნათლად, როგორც ერნესტ ჰემინგუეის (Ernest Miller Hemingway, 1899-1961) შემოქმედება გვიჩვენებს XX საუკუნეს.
აღორძინების ეპოქის ლიტერატურისგან განსხვავებით, XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ომის თემას, რომლის პარალელურად გაშუქებულია სიყვარულის თემა. სიყვარული, XX საუკუნის მწერლების შემოქმედებაში, მნიშვნელოვნად განსხვავდება შექსპირის სიყვარულის კონცეფციისგან.
თუ აღორძინების ეპოქა გამოირჩევა აღმავლობით, ზრდით და განვითარებით ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, XX საუკუნე გვევლინება, როგორც ორი მსოფლიო ომის საუკუნე, რაც თავისთავად ახდენდა ზეგავლენას ამ თაობის მწერლების მსოფლმხედველობაზე.
ის ვინც ომი გაიარა, დაბერდა ისე, რომ ვერ ნახა ახალგაზრდობა. ყოფილი ჯარისკაცები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ შემდგომშიც. მათ უჭირდათ ყველგან - ევროპაში თუ ამერიკაში, პატარა თუ დიდ ქალაქებში. ისინი აგრძელებდნენ ცხოვრებას სულიერად დაცარიებულნი, გაუბედურებულნი და იმედგაცრუებულნი. მათ ყველას ერთად “დაკარგული თაობა” ერქვათ. მაგრამ ისინი სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, განსხვავებული იყო მათი სოციალური მდგომარეობა და მათი ბედი.
სახელწოდება „დაკარგული თაობა“ პარიზში მცხოვრები ამერიკელი მწერლის გერტრუდ სტაინის გამონათქვამიდან არის: „თქვენ ყველა - დაკარგული თაობა ხართ“ [2, 18]. ეს გამონათქვამი ჰემინგუეიმ ეპიგრაფად გამოიყენა თავის პირველ რომანში „აღმოხდების მზე“ („ფიესტა“). ეს სიტყვები, მთელი სიზუსტით განსაზღვრავენ იმ დანაკარგის და ტკივილის შეგრძნების სიძლიერეს, რომლებიც ასახულია ამ თაობის წიგნებში, რომელთა ავტორები ომის უშუალო მონაწილეები იყვნენ.
„დაკარგული თაობის“ ლიტერატურა ჩამოყალიბდა ევროპაში და ამერიკაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოციან წლებში და გაგრძელდა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში. ამ წლებში გამოვიდა რომანები: ამერიკელის - ერნესტ ჰემინგუეის „აღმოხდების მზე“ და „მშვიდობით, იარაღო!“, ინგლისელის - რიჩარდ ოლდინგტონის „გმირის სიკვდილი“ და გერმანელის - ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელელია“.
„დაკარგული თაობის“ მიერ შექმნილი ლიტერატურა, როგორც წესი, ღრმად პესიმისტურია. მათ წიგნებში წამყვანი ადგილი უკავია ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული ბედის თემას. იგი ომით დამახინჯებულია სულიერად და ზოგჯერ ფიზიკურადაც. მას დაკარგული აქვს სამართლიანობის და გონივრულობის რწმენა. იგი ორგანულად ვერ ეგუება ცხოვრებას, არსებულ გარემოს; ვერ პოულობს თავის ადგილს მაძღრების სამყაროში და განცხრობით მაცხოვრებელ ადამიანთა შორის.
ბევრი რომანის გმირი იღუპება, როგორც დონალდი (ფოლკნერის „ჯარისკაცის საზღაური“), ან მიდიან „არსად“, ჯიმი ჰერსტის მსგავსად (დოს-პასოსის „მანჰეტენი“). სინამდვილის ქაოსს მათ შეუძლიათ დაუპირისპირონ მხოლოდ მეგობრობის, სიყვარულის რწმენა, რომლებიც თავის მხრივ მეტისმეტად მყიფე არიან და ხშირად ვერ უძლებენ ცხობრების ნაკადს.ომი სიცოცხლეს აკარგვინებს ადამიანს, მაგრამ უფრო მეტი საშინელება ისაა, რომ ომი სიყვარულს ართმევს მას.
„დაკარგული თაობის“ ლიტერატურაში სიყვარული განწირულია გარდაუვალი მარცხისა და დაღუპვისთვის. აქ სიყვარული უკვე არ არის ის ლამაზი და ძლიერი გრძნობა, რომელსაც ხოტბას ასხამდა შექსპირი და საერთოდ აღორძინების ეპოქის პოეტები. XX საუკუნის ლიტერატურაში სიყვარული წააგავს პატარა ნაპერწკალს, რომელიც ქრება ისე, რომ ანთებასაც ვერ ასწრებს. ამის ნათელი მაგალითია ჰემინგუეის რომანი „მშვიდობით იარაღო“ („A Farewell to Arms“, 1929).
დასავლეთის ლიტერატურაში ცოტაა ისეთი ნაწარმოებები, სადაც პროტესტი ომის წინააღმდეგ გამოხატულია ისე გულრწფელად და გატაცებით, როგორც ჰემინგუეის რომანში „მშვიდობით, იარაღო!“. აქ თვით სათაურიც თავისებური პროტესტია, ლოზუნგია ომის წინააღმდეგ. „მშვიდობით, იარაღო!“ შექსპირის თანამედროვის - დრამატურგის და პოეტის ჯორჯ პიილის ლექსის სათაურია, თუმცა საკუთრივ ლექსთან რომანს არაფერი აქვს საერთო:
„თმა ოქროსფერი დრომ ვერცხლისფრად გადააქცია,
ო, დროის ქროლა! ო, სისწრაფე სწორუპოვარი!
დრომ გაიტაცა სიყმაწვილე, ახალგაზრდობა,
მაგრამ ამაო და ფუჭია მცდელობა დროის:
დაჭკნენ ყვავილნი - სილამაზე, ძალა, მხნეობა,
ხოლო ფესვები - სიყვარული - მწვანეა მარად!“[1, 84]
ჰემინგუეისგან განსხვავებით, ჯორჯ პიილს ეს სათაური სულ სხვა მიზნით აქვს გამოიყენებული. იგი ემშვიდობება იარაღს, იმიტომ რომ უკვე დაბერდა და არ შეუძლია ემსახუროს დედოფალს. ჰემინგუეი კი ამბობს “მშვიდობით, იარაღო!”, არა იმიტომ რომ მას ეშინია ან არ შეუძლია იარაღის ხმარება, არამედ იგი წინააღმდეგია იარაღის გამოყენების და საერთოდ ომის. როგორც ომის უშუალო მონაწილე, ჰემინგუეიმ იცის, რომ ნებისმიერი ომი არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, სადაც სინამდვილეში არ არიან არც გამარჯვებულები და არც დამარცხებულები.
რომანში „მშვიდობით, იარაღო!“ ავტორმა გვაჩვენა ორი თემა - ომისა და სიყვარულის. ეს თემები ერთმანედთან ისე დაკავშირებულნი არიან, რომ პირველი განსაზღვრავს მეორეს.
უმძიმესია ადამიანთა ფიზიკური, თუ მორალური მდგომარეობა ომის პერიოდში და განსაკუთრებით მათთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ომში. თუ როგორი საშინელებების და სისასტიკის გარემოში იმყოფებოდნენ ადამიანები, საკმარისია გავიხსენოთ ამ გარემოს ჰემინგუეისეული შეფასება, რომ „იგი წააგავდა ჩიკაგოს ხორცის ქარხანას, ოღონდ იმ სხვაობით რომ ომში ხორცს პირდაპირ მიწაში ყრიან“ [2, 38]. ასეთ ატმოსფეროშიც კი, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამინი იღუპება, სადაც ყველგან სისხლი და უბედურებაა იბადება სიყვარულის გრძნობა. ჰემინგუეი ეთაყვანება ასეთ სიყვარულს, მაგრამ იცის, რომ ომში სიყვარული განწირულია, მისი ბოლო ტრაგიკულია. სწორედ ასეთ სიყვარულზეა რომანი „მშვიდობით, იარაღო!“.
ამერიკელ ლეიტენანტს ჰენრის შეუყვარდება ინგლისელი მოწყალების და - ქეთრინ ბარკლი. შეყვარებული წყვილი აღტაცებულია ამ გრძნობის სილამაზით, მისი კეთილშობილურობით. მაგრამ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ გაუჭირდებათ ამ ლამაზი გრძნობის შენარჩუნება, იმიტომ რომ მათ ყავთ ისეთი ძლიერი და სასტიკი მტერი, როგორიც ომია. ქეთრინი ეუბნება თავის შეყვარებულს: „ასე მგონია, ყოველგვარი საშინელება დაგვატყდება-მეთქი თავს“ [3, 116], ანუ მთელი მსოფლიო მათი წინააღმდეგია, ისინი კი მარტო ორნი არიან. ქეთრინს ეშინია, რომ მას და ჰენრის შორის არ გაჩნდეს რაიმე უთანხმოება: „რადგან ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ რომ ერთმანეთში რამე მოგვივიდეს, დავიღუპებით, მაშინვე გაგვქაჩავენ.“ [იქვე, 142].
რომანის დასაწყისში ჰენრი არც თუ ისე კარგად აცნობიერებდა ომის არსს. ის უბრალოდ, არ ფიქრობდა ამაზე. მაგრამ საკუთარი დაკვირვებით და თანამებრძოლეების აზრების გაზიარებით მან ნათლად დაინახა ომის, არა მარტო დამანგრეველი ძალა, არამედ მისი უაზრობაც და ანტიჰუმანურობაც.ცხადია, რომ რომანში „მშვიდობით, იარაღო!“ მკვეთრად არის დაგმობილი კლასების დანაშაული ადამიანობის და ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პროტესტი ინდივიდუალური ხასიათისაა. ლეიტენანტ ჰენრი, გაივლის რა ფრონტის მკაცრ გამოცდებს დარწმუნდება ომის უაზრობაში. მას უკვე ესმის, რომ ომს მართავს მმართველი კლასი, ხალხი კი ამ ომის მსხვერპლია.
ჰენრის არ ყოფნის უნარი შეუერთდეს მათ, ვინც მზად არის აქტიურად და მიზანდასახულად იმოქმედოს ომის წინააღმდეგ. მას არ უნდა გახდეს უაზრო, არაფრით გამართლებული მკვლელობის მსხვერპლი. ის არაფერშია დამნაშავე და არ სურს სხვების სისულელეების გამო შესწიროს საკუთარი სიცოცხლე: „... არც ისინი შემიძულებია. ეს იყო, რომ მოვრჩი ყველაფერს...“ [იქვე, 315].
ლეიტენანტ ჰენრი ყრის იარაღს და დეზერტირობს ქეთრინთან ერთად ნეიტრალურ შვეიცარიაში. იგი ცდილობს პირადი ბედნიერებით ეწინააღმდეგებოდეს ომს. მათთვის ეს გაქცევა არის ერთად-ერთი გამოსავალი, რათა შეინარჩინონ თავისი სიყვარული.
ქეთრინის სიყვარულმა გამოყავს ჰენრი სისასტიკის და სასოწარკვეთილების სამყაროდან. სიყვარული ფრთებს ასხავს ჰენრის, სულიერად ამდიდრებს მას, უკეთესობისკენ ცვლის და რაც მთავარია, მომავლის იმედს აძლევს.
ქეთრინი და ჰენრი ცდილობენ, თავისი გრძნობების დახმარებით დაივიწყონ ომში ნანახი საშინელებები და ოცნებობენ მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებაზე. მაგრამ კონფლიქტი სიყვარულს და ომს შორის თავდება სიყვარულის ტრაგიკული მარცხით. ქეთრინინი იღუპება მძიმე მშობიარობის დროს და მასთან ერთად კვდება ჰენრის უკანასკნელი იმედიც, დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას. ქეთრინის სიკვდილის შემდეგ ჰენრი კვლავ უბრუნდება იმ სიცარიელეს, რომელიც ომმა შექმნა მის სულში. ერთადერთი ახლობელი ადამი-ანის სიკვდილმა დააკარგვინა მას სიყვარულის იმედი და საერთოდ სიცოცხლის რწმენა. ჰემინგუეი საბოლოოდ დაარწმუნებს თავის გმირს ცხოვრების უაზრობასა და სისასტიკეში.
ომი თავისთავად ტრაგედიაა, სიყვარულიც კი ომით მოცულ სამყაროში, სადაც ყველგან სისხლია, ბოროტება და სიკვდილი, მითუმეტეს ტრაგიკულია. შემთხვევითი არ არის, რომ ე. ჰემინგუეიმ საკუთარ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“ თავისი „რომეო და ჯულიეტა“ უწოდა. ქეთრინ ბარკლის და ფრედერიქ ჰენრის სახით, ჰემინგუეიმ შექმნა XX საუკუნის “რომეო და ჯულიეტა“. ეს შეყვარებული წყვილები ერთმანეთის მსგავსად ომის მსხვერპლნი არიან, იმ განსხვავებით, რომ რომეო და ჯულიეტა შუასაუკუნეობრივი მტრობის მსხვერპლნი არიან, ქეთრინ და ჰენრი კი პირველი მსოფლიო ომისა. მაგრამ შექსპირის გმირებისგან განსხვავებით, ჰემინგუეის გმირები არ იბრძვიან, და მითუმეტეს, ვერ იმარჯვებენ ომზე. ჰემინგუეის გმირები ეძებენ სიყვარულში გა-დარჩენის გზას. სიყვარული ეხმარება მათ ომის საშინელებების დავიწყებაში. ქეთრინს და ჰენრის ძალა არ ყოფნით, რომ დაიცვან თავისი სიყვარული. და ბოლოს ქეთრინის მოულოდნელი სიკვდილი ხდება მათი სიყვარულის ტრაგიკული ფინალი. თუ რომეო და ჯულიეტას სიკვდილში არის მათი გამარჯვება სიძულვილზე და შუასაუკუნეობრივ მტრობაზე, ქეთრინის სიკვდილი არის გარდაუვალი დამარცხება ომის გამო.
რომეომ და ჯულიეტამ თავისი სიკვდილით მარადიული გახადეს სიყვარული, მაშინ, როცა ქეთრინის სიკვდილმა ხაზი გაუსვა XX საუკუნის ომის თაობის გარდაუვალ განწირულობას, უიმედობას და სისუსტეს.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ბერჯესი ე., ერნესტ ჰემინგუეი და მისი სამყარო. - თბ.: მერანი, 1987.
თოფურიძე ც., ერნესტ ჰემინგუეი. - თბ.: განათლება, 1973.
ჰემინგუეი ე., „მშვიდობით, იარაღო!“, „აღმოხდების მზე“ (ფიესტა)/თარგმ. ვახტანგ ჭელიძისა. - თბ.: “საბჭოთა საქართველო”, 1961.
Robert Merrill, Tragic Form in A Farewell to Arms / Duke University Press //Available online at: http://www.jstor.org/pss/2924097 [15 July 2009]
რ ე ზ ი უ მ ე
ე. ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო!“ და უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“
ვიოლეტა ავეტისიანი
ნაშრომის მიზანია ე. ჰემინგუეის რომანის „მშვიდობით, იარაღო!“ და უ. შექსპირის ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტა“ შორის მსგავსებათა და განსხვავებათა დადგენა.
S U M M A R Y
E. HEMINGWAY'S „A FAREWELL TO ARMS“ AND
W. SHAKESPEARE'S „ROMEO AND JULIET“
VIOLETA AVETISIAN
The aim of the work is to define the similarities and differences between E. Hemingway's „A Farewell to Arms“ and W. Shakespeare's „Romeo and Juliet“.
Р Е З Ю М Е
„ПРОЩАЙ, ОРУЖИЕ!“ Э. ХЕМИНГУЭЙЯ И
„РОМЕО И ДЖУЛЬЕТТА“ У. ШЕКСПИРА
ВИОЛЕТТА АВЕТИСЯН
Целью данной работы является определение сходств и различий между романом Э. Хемингуэйя „Прощай, оружие!“ и трагедией У. Шекспира „Ромео и Джульетта“.
![]() |
2.8 სიყვარულის ფენომენი როგორც რუსული და დასავლური ფილოსოფიის ასპექტი XIX-XX საუკუნეებში |
▲back to top |
PHENOMENON OF LOVE AS AN ASPECT OF RUSSIAN AND WESTERN PHILOSOPHY IN XIX-XX CENTURIES
VIOLETA AVETISIAN?PhD STUDENT AT ILIA CHAVCHAVADZE STATE UNIVERSITY
Love is one of the greatest and universal human feelings. At all times, people of all nations wrote poems, tragedies in praise of love. It was also admired in mythology. But every nation has its own understanding of love which tells about a nation's features of culture: traditions, features of a national character, etc.
Philosophy of love is an ancient science. Love is a timeless theme which has always been discussed by European philosophers. The idea of love always occurred when the meaning of life, human nature, death and immortality was discussed. Even ancient philosophers supposed that love could defeat death because due to love a person continues living in other people and generations. Therefore, a person escapes tragedy of personal, individual mortality.
Philosophy of love is closely related to ethics (i.e. the branch of philosophy that deals with moral principles). European philosophy also connected love with knowledge. Thus, the great conception of Plato's Eros was born.
In Plato's theory love is interpreted as a way of `erotic knowledge', as a try to fathom the truth and understand the universal values of human being. Plato also thought that Eros helps the soul recall knowledge of beauty, and contributes to an understanding of spiritual truth. Lovers and philosophers are all inspired to tell the truth by Eros, the god of love. Therefore, in European philosophy love was connected not only with ethics, but also with logic (i.e. a method of understanding truth).
Philosophy of love was also related to aesthetics (i.e. the branch of philosophy that studies the principles of beauty and its manifestation). A lot of philosophers paid attention to the close relationship between love and beauty. Beauty was considered to be an expression of a need for love. To love meant to find in a beloved person real beauty and perfection. The theory of the relation between love and beauty has been elaborated by European philosophers from that time.
So the conception of love, which was connected with the other branches of philosophy; ethics, aesthetics and theory of knowledge, took the place in European philosophy all the time.
Phenomenon of love was one of the leading themes of philosophy at different times. Every epoch has brought its conceptual novelties in understanding and appreciation of this phenomenon.
In ancient times philosophers believed in power of love. It seemed to be the gift of life but also some cosmic feeling which could cause as good as evil. Love was considered not just as a fact of personal life, but as a universal cosmic process, in which a person was taking place but did not play a major role. Marriage between a man and woman was thought as a connection of two opposite poles. Each of them performed their own function that brought philosophers to the thought about unequal rights of a man and woman in love relationship.
In the Middle Ages erotic love was neglected because love for God was the only love for a thinker. The main task for a religious thinker was the salvation of his soul. Later man's love for woman was acknowledged to be a necessary and beautiful quality of human nature. The feeling was considered to be respectable if a man and woman were married and kept chastity.
The epoch of the Renaissance brought the former understanding of phenomenon of love. Love between a man and woman was acknowledged as a character of human nature.
After the Renaissance, phenomenon of love became one of the leading themes of philosophy. Though every philosophic work had its own profound meaning, they all had the common idea - anthropocentrism. It has become the leading motive of modern ideology.
Unlike Western philosophy, Russian philosophy made phenomenon of love one of the leading aspects of their philosophy only at the end of the nineteenth century. Before that time Russian philosophy had paid no attention to the aspect of love, unlike Russian literature which was rich with poetry and prose about love.
The reasoning about love was understood as a style of romanticism, which was not so popular in Russian aesthetics at that time. That is why philosophy was not interested in the aspect of love. Only at the end of the nineteenth century love became the main theme of literature and philosophy in Russia.
There were two development trends in Russian philosophy of love. One has come from Solovyov the other from Florensky. The basis of the first theory has been an ancient philosophy with humanistic neo-platonic conception of love; the other one has had a medieval Christian understanding of love.
Vasily Rozanov was one of the philosophers who paid attention to the theme of love in the late nineteenth century. His books were seen as an apologia for love. According to Rozanov, every kind of love is beautiful because love is the only real thing in this world. Love is - truth, thus when love dies the truth also dies.
Rozanov studied the problem of love as an essayist and a moralist. He did not take into consideration the philosophy of Eros and the problem of ethics, aesthetics, morality which were connected with it.
Another Russian thinker of that time - Vladimir Solovyov made the conception of the moral meaning of Eros the main aspect of his philosophic writings. In his work „The Meaning of Love“ (1892) Solovyov substantiated the conception of the moral meaning of Eros. By his theory human love has an individual character. Every person considers himself/herself as the centre of the universe and treats people according to his/her own needs and interests. Love is the only power that can reduce egoism, at the same time keeping one's individuality. It happens because due to love a person accepts the certain meaning of other individual.
V. Solovyov thought that only sexual love could completely defeat egoism, because such kind of love keeps equality between a man and woman. But if physical love becomes the aim it can destroy a person.
Solovyov's teaching about Eros has its roots in European culture and philosophy. It has been organically related to Russian culture.
Nikolai Berdyaev - Russian philosopher who dedicated the most part of his works to phenomenon of love. The problem of love and sex has a significant place in Berdyaev's book „The Meaning of the Creative Act“ (1916). The book presents two new themes: 1) erotic energy is an eternal source of a creative work, therefore we cannot understand creation without understanding the nature of love; 2) erotic is connected with beauty, Eros means the quest for perfection. Berdyaev's philosophy of love is connected with Russian literature, especially with Dostoevsky's works.
The analyses of a philosophic, moral and aesthetic essence of love are presented in Lev Karsavin's philosophic treatise „Noctes Petropolitanae“ (1922). In the work Karsavin tells about dialectical nature of love. He supposes that the essence of love must be interpreted according to the dialectical idea (which tells about the fusion of love and a person who is in love). Karsavin defined love as a powerful, invincible and great feeling. In his view, a person finds himself/herself only in love.
At the beginning of the twentieth century Pavel Floresky was the first Russian thinker who followed an orthodox tendency in philosophy. He considered love as a way of understanding divine essence. Florensky thought that love was related to truth. He drew the conclusion from Christian teachings; that love was not only an individual personal act but it was also the process of joining all people (who are in love) with divine essence (1: p. 14).
Florensky's theory of love was followed and developed by Russian religious thinker Sergei Bulgakov. The philosopher was against the development of the theory of love in a philosophical-platonic way. He saw a person's real idea of the simplicity and purity in the medieval asceticism, in an ascetic's feat (for religious reasons they did not allow themselves physical pleasures and had a simple strict way of living).
Another religious philosopher of that time was Ivan Ilyin, the author of works on philosophy, law, religion and culture. Ilyin supposed that love was the main source of spiritual development and the source of a religious revival.
In the late nineteenth and early twentieth century Russian philosophy created its own original understanding of phenomenon of love. The philosophy acknowledged the complication and the significance of the phenomenon. It also connected the different aspects of the research. Philosophy of love was at the same time an aspect of ethics, aesthetics, psychology and theology. It was a characteristic feature of Russian philosophy of love in the epoch of Silver Age (1890-1917).
There was quite other understanding of this aspect in Western philosophy, at the beginning of the twentieth century. The epoch created a new system of spiritual and moral values which was quite different than it had been in former times. In the epoch of scientific, technical progress and development of scientific knowledge, many traditional moral values appeared to be dated. To some extent it concerned phenomenon of love.
Philosophy of love, which had been so appealing for idealism and romanticism in the nineteenth century, became old-fashioned in the twentieth century. In Western culture, not unexpectedly, the theme of love was superseded by a fashionably-sounding theme of sex and the philosophy of love - by the psychology of sexuality.
American sociologist Pitirim Sorokin, who researched the consequences of a social revolution in the United States, affirmed that in the twenties century a concept `homo sapiens' was replaced by `homo sexual' (2).
In the twentieth century sex became a research object of many branches of Western science, especially of psychoanalysis. It is known that the most influential theory, which has brought a substantial contribution to the study of psychology, is Freud's psychoanalytic theory.
Sigmund Freud sometimes used the concept of `love', but the main object of his researches was human sexuality. He treated the notion of `sexuality' as the primary motivational energy of human life.
Freud supposed that love was based on illusions. From his point of view, value of love was defined not by a person's qualities such as beauty and attractiveness but due to a person's subjective impulses. So in Freud's theory many forms of love have been based on the illusion which is related to one's revaluation with an element of narcissism.
S. Freud considered love as an irrational feeling. It was an initial, vital instinct without divine essence; in fact Freud defined love as a biological process. His theory excluded a possibility of researching the concept of love in historical-cultural aspect, because he considered culture as a system of prohibition, an instrument of repression.
Freud's method of interpreting human sexuality led him to the disregard of culture which is a constructive factor of modern civilization.
Sigmund Freud was the founding father of a new tradition which had many followers: Wilhelm Reich, Herbert Marcuse and Norman Brown.
Wilhelm Reich was one of the first theoreticians of a sexual revolution and a founder of Freudo-Marxism. In his writings, he did not restrict himself to a traditional Freud's theory aiming at drawing social conclusions from the theory. Unlike Freud, who had decided that the instinct for death led a person to self-destruction, Reich supposed that sexual repression led to sadism and violence. He thought that love also led to masochism; therefore, the existence of an authoritarian family leads to the repression of personality and in the end to fascism (2).
Herbert Marcuse, who was a follower of Wilhelm Reich, criticized Freud's theory for its pessimistic character. Unlike Freud, Marcuse confirmed that Eros was the only way of surmounting the negative consequences of modern civilization.
In the twentieth century a connection between love and violence became one of the main problems of Western philosophy. Existentialism, which was one of the leading theories of that time, had its view of the problem.
An existentialist Jean-Paul Sartre made the problem of love a permanent aspect of his philosophic writings. He discussed the philosophy of love connecting it with the main problem of existentialism - the problem of freedom.
Sartre supposed that the nature of love is paradoxical. Trying to achieve a mutual love and a mutual understanding we actually want to bend a beloved person to our will, take his/her freedom. So, love is a confrontation because it deals with a person's freedom. In Sartre's view, it is impossible to make a person love you, as to take one's freedom without breaking it. A lust for power leads not to love but only to fear.
Jean-Paul Sartre presented a new aspect of understanding love, which dealt with the juxtaposition of two kinds of sexual desires: love and sadomasochism. The aspect made him look at the problem of sex and violence in a new manner. S. Freud's theory had shown an organic connection between love and violence emanating from the unity of the initial instincts - Eros and an instinct for self-destruction. Sartre took the reverse point of view. He supposed that sadism was the opposite of love; it was an attempt to use a person's body as an instrument. So a sexual desire becomes a method of domination, a way of destroying somebody's freedom. Sadism denies another person's subjectivity, masochism - your own subjectivity. Sadism as well as masochism means the loss of freedom, and both are connected with a sense of guilt.
Sartre characterized sadism and masochism as `affection for failure'. Both are the forms of a sexual perversion, illnesses which have spread in modern civilization. Therefore, they quite often are reflected in art and literature of the twentieth century.
Existentialist - Erich Fromm considered love as a reflection of an aspiration to leave `the prison of loneliness', to overcome fear of loneliness. According to Fromm, love is a means of understanding another person, as well as the process of understanding yourself. And the understanding itself is the emotional process rather than rational one.
In his book „The Art of Loving“ (1956) Erich Fromm classified love into five types: fraternal love, maternal love, erotic love, love towards yourself, and love to God. A description of the types of love has formed the most part of Fromm's book, which gives the book a didactic character. However, the book is the author's attempt to continue European tradition of philosophy of love and also criticize Freud's theory of sexuality (2).
Another trend, in analyzing love theoretically, has been a religious philosophy. Such kind of interpretation belongs to English writer - Clive Lewis.
In his book „The Four Loves“ (1960) Lewis described divine love as a supreme eternal power which unifies a person and God. But, he did not juxtapose divine love and human love; he drew an analogy between them.
Lewis's consideration about the nature of love had an intimate, pantheistic meaning. He classified love into two types: `love - need' and `love - gift'. The first type is an imperfect, egoistic love; related to the need of somebody's love. And `love-gift' is a rare type of love which is based on self-sacrifice. In fact, the division of the types of love has revived an idea of the ancient Greek philosopher Plato about the existence of Aphrodite Urania (Heavenly) and Aphrodite Pandemos (Common).
Lewis did not refer to psychoanalysis in his book. The book has no didactic character.
From the very beginning of its arising Russian philosophy of love has become an original and independent branch of science. A key feature of Russian philosophy of love was a tendency to unify philosophic, religious, psychological and aesthetic aspects of love. It means that Russian Eros has come from neo-platonic philosophy of the Renaissance rather than from European positivism.
At the beginning of the twentieth century the theory of psychoanalysis widely spread in Western culture but it had no influence on Russian literature and art. So, Freud's theory defined phenomenon of love in Western culture but it did not influence Russian philosophy of love.
If the first half of the twenties century was the time when Western philosophy of love was actively developing, Russian philosophy of love just came into existence. Unlike Russian thinkers who developed the theory of love synthesizing Eros and philosophic, moral and religious values, Western thinkers based philosophy of love on existentialist theory and religious philosophy.
In the 1970s love becomes an aspect of feminism and post-structuralism. At that time Western researchers based their scientific works on the theory of feminism and post-structuralism. These movements became the bases of many Western researches of phenomenon of love in the late twentieth century.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Русский Эрос, или Философия любви в России / Сост. и авт. вступ. ст. В. П. Шестаков; Коммент. А. Н. Богословского. - М.: Прогресс, 1991. - 448 с.: ил.
Шестаков В. П., Эрос и культура: Философия любви и европейское искусство//URL: http://lit.lib.ru/s/shestakow-w-p/text-0010.shtml №17 (2009. 15 августа)
რ ე ზ ი უ მ ე
სიყვარულის ფენომენი როგორც რუსული და დასავლური ფილოსოფიის ასპექტი XIX-XX საუკუნეებში
ვიოლეტა ავეტისიანი
წინამდებარე სტატია განიხილავს სიყვარულის ფენომენის განვითარებას რუსულ და დასავლურ კულტურაში XIX-XX საუკუნეებში. ნაშრომში წარმოდგენილია სიყვარულის ფილოსოფიის შეპირისპირებითი ანალიზი.
S U M M A R Y
PHENOMENON OF LOVE AS AN ASPECT OF RUSSIAN AND
WESTERN PHILOSOPHY IN XIX-XX CENTURIES
VIOLETA AVETISIAN
The present article deals with the development of phenomenon of love in Russian and Western culture in XIX-XX centuries. The work presents a comparative analysis of philosophy of love.
Р Е З Ю М Е
ФЕНОМЕН ЛЮБВИ КАК АСПЕКТ РУССКОЙ И ЗАПАДНОЙ ФИЛОСОФИИ В XIX- XX ВЕКАХ
ВИОЛЕТТА АВЕТИСЯН
Данная статья рассматривает развитие феномена любви в русской и западной культуре в XIX-XX веках. В работе представлен сопоставительный анализ философии любви.
![]() |
2.9 საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხები |
▲back to top |
ნათია კაჭარავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
საქართველომ მჭიდრო და სანდო ურთიერთობა სამართლებრივი ბაზისით ევროატლანტიკურ სივრცესთან კერძოდ ნატოსთან და ევროკავშირთან მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. 1993 წლის მაისში დაარსდა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ევროპაში-ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან საელჩო. ბრიუსელში მდებარე და ყოფილ საბჭოთა კავშირში „აგრესიულ ბლოკად“ მოხსენიებულ ნატოს შტაბბინასთან კონტაქტით, საფუძველი დაედო საქართველოს ინტეგრაციულ ურთიერთობებს ევროატლანტიკურ სივრცესთან. ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს კონტაქტი უნდა გამხდარიყო მისი ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. საერთოდ ევროატლანტიკური სივრცე -არის „პირობითი“ რეგიონი რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორული ქვეყნები შედიან.
ნატოს, როგორც სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციას და საერთაშორისო სამართლის სუბიექტს განსაკუთრებული ადგილი უკავია საერთაშორისო უსაფრთხოებათა სისტემაში, იგი მოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებლად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებს მის წესდებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები შეესაბამება.
საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამისკენ, ეს არის საქართველოს არჩევანი. ნატოში გაწევრიანებით საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების მყარი გარანტიები. დღეისათვის საქართველოს უსაფრთხოება ნატოსთან ეფუძნება ისეთ სამართლებრივ დოკმენტს, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (North Atlantic Treaty organization) წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის 26 ქვეყნის ალიანსს.
უპრეცენდენტო ისტორიულ მოვლენად იქცა ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალურ ოლქში 1949 წლის 4 აპრილს მოწერილი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულება რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ნატოს (NATO - North Atlantic Treaty Organization) დაფუძნებას, შეიქმნა უსაფრთხოების ახალი სისტემა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, 12 დამფუძნებელ ქვეყანას 14 ქვეყანა შეუერთდა და NATO - ს მოკავშირეთა რიცხვი 26 - ით განისაზღვრა.
მოკლედ, ალიანსი არის თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანება, სადაც ორმხრივი გარანტიისა და სხვა ქვეყნებთან სტაბილური ურთიერთობის საშუალებით დაცულია მათი თავისუფლება.
კავკასიის რეგიონში საქართველო გახდა ის ქვეყანა, რომელმაც პირველი ნაბიჯები ნატოსაკენ გადადგა. 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (ნაქსი - NACC), მისი კონტაქტები და ურთიერთობები ნატოსთან 1993 წლის მაისიდან ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსებით დაიწყო.
სამომავლოდ, ალიანსი მის რიგებში გასაწევრიანებლად მოიწვევს იმ ქვეყნებს, რომლებსაც იმის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნიათ, რომ წევრობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა და მოვალეობები თავის თავზე აიღონ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ალიანსი ჩათვლის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს გაწევრიანება ორგანიზაციის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება და ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ნატოს ლიდერებმა NATO - ში ინტეგრაციის მსურველ ქვეყნებისთვის სპეციალურად შეიმუშავეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).
გაწევრიანების სამოქმედო გეგმა
(Membership Action Plan - MAP)
ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგა წარმოადგენს დახმარებას და პრაქტიკული მხარდაჭერის სისტემას, რომელიც მოიცავს ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო ყველა ასპექტს და შემუშავებულია ალიანსის გაწევრიანების მსურველი პარტნიორი ქვეყნებისათვის.
MAP წარმოადგენს დროში გაწერილი რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულებაში და ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ქვეყანა განიხილება ალიანსის წევრად. მასში არ არსებობს დადგენილი ვადები თუ რამდენი ხანი შეიძლება ქვეყანა იყოს ნატოს წევრი. ქვეყნები რომლებიც MAP-ში არიან ჩართულნი შემდგომ ეტაპზე ხდებიან ალიანსის წევრობის კანდიდატები.
ნატო ატარებს „ღია კარის“ პოლიტიკას, რაც აძლევს შანსს ყველა ევროპულ სახელმწიფოს გახდეს ალიანსის წევრი. გარდა ამისა წევრობის მსურველმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს რეფორმები სახელმწიფო მოწყობის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვით სისტემაში არსებულ ვითარებას ეთმობა. ინტენსიური დიალოგი ალიანსის მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის პირობებში მიმდინარეობს.
2006 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე ინტენსიური დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.
2007 წლის 4 ნოემბერს შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოპ სხეფერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების ეხებოდა.
2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის ნატო-ს სამიტმა საქართველოსათვის მაპ-ის მინიჭების საკითხი 2008 წლის დეკემბრისათვის გადადო. ნატო-მ მაპ-ის ნაცვლად „ინტენსიური ჩართულობის“ პროგრამა მოიფიქრა. დღეს უკვე მთავარ კითხვად რჩება დეკემბერში მაინც თუ შევძლებთ მაპ-ის მიღებას.
საქართველოსა და უკრაინისათვის მაპ-ის მინიჭება ბუქარესტის ნატო-ს სამიტმა დეკემბრისათვის გადადო. ბუქარესტში მიმდინარე სამიტზე ორი ქვეყნისათვის მაპ-ის მინიჭებას ორგანიზაციის 26 წევრი სახელმწიფოდან 10-მა დაადო ვეტო. მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის აღმოსავლეთევროპულმა ქვეყანამ - უნგრეთმა.
აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ მოკლევადიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი. ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული ვითარებისა და კონფლიქტის დარეგულირების იმ 6-პუნქტიანი დოკუმენტის განხილვა, რომელზეც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მან აღნიშნა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება არ შეცვლილა და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ისმება კითხვა, საქართველო ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთს ეს შეაჩერებდა თუ არა აგვისტოში, ზოგიერთი ცნობილი ანალიტიკოსის აზრით რუსეთს ალბათ ვერც ეს შეაჩერებდა. რუსეთს პრეზიდენტის აღიარებით MAP ხელს ვერ შეუშლიდა საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს.
2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ შეკრებაზე დადმობილ იქნა რუსეთის ექსპანია საქართველოში და მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა ჯარები საქართველოდან.
აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ პოლიტოლოგებში დაიწყო მუსირება აზრისა იმის შესახებ, რომ აშშ-სთან სამოკავშირეო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე, რომელიც გარკვეულწილად ნატო-ს ალტერნატივად აღიქმება (იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება გადაიდება), NON NATO, ALLY, ანუ ნატო-ს „გარეთ“ ის სამოკავშირეო სელშეკრულებაა, რითაც აშშ, „განსაკუთრებული ურთიერთობებიდან“ გამომდინარე ზოგიერთი ქვეყნის უსაფრთხოებას გარკვეულწილად უზრუნველყოფს.
აღნიშნული სტატუსი დღეს მსოფლიოში 14 ქვეყანა სარგებლობს. ეს ქვეყნებია: არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მაროკო, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, პაკისტანი, იაპონია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ქუვეითი, ბაჰრეინი და ტაილანდი.
მიუხედავად საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის პირველი პირების მოწოდებისა, ნატოს საბჭოს სხდომა თბილისში 2008 წლის 15-16 სექტემბერს მაინც ჩატარდა. ნატოს საბჭოს თბილისის სხდომა ოყო საქართველოსადმი ალიანსის სრული მხარდაჭერის დემონსტრირება. იგი გახდა მზადება ნატოს 2008 წლის დეკემბრის სამიტისათვის. ნატოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი. შეხვედრა მიმდინარეობდა 26+1 ფორმატით.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა ის რომ რუსეთ საქართველოს ომის ინიციატორი საქართველო არ ყოფილა, ერთი თვის უკან რუსეთმა განახორციელა საქართველოს ანექსია და უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, თუ ვინ იყო რუსეთ საქართველოს ომში აგრესორი. ეს ავანტიურა დიდი ხნის წინ დაიგეგმა. საქართველოში რუსული ჯარი 7 აგვისტოს დილით შემოიჭრა და საქართველოს ათ რაიონს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ამის მიუხედავად, ჩვენ მივიწევთ წინ და ვერ შევურიგდებით ტოტალიტარიზმში დაბრუნებას“.
ნატოს თბილისის შეხვედრაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა რუსეთ საქართველოს კონფლიქტში რუსეთის როლი შეაფასა:
„ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. საბჭოს წევრებს ძალიან კარგად ესმით, ჩვენ ამ მეტად სერიოზულ ეტაპზე, კონფლიქტის მერე ჩამოვედით. ნატოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და გარდა ამისა რუსეთი არ ასრულებს 6-პუნქტიან შეთანხმებას“.
რუსეთ-საქართველოს სამდღიანმა ომმა მხარეები მოსკოვში ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესრულების წინაშე დააყენა. რუსეთმა საქართველის უსაფრთხოების სასარგებლიდ ევროკავშირისაგან წნეხის ძალა მტკივნეულად იგრძნო, მაგრამ რუსულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მანქანამ ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ იოლად დანებება არ ისურვა. რუსეთმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტის ექვს პუნქტიანი გეგმა უგულვებელყო სხვადასხვა მოტივითა და მიზეზით. ამით რუსეთი შეეცადა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დაეკნინებინა.
2008 წლის სექტემბრის ევროკავშირის საგანგებო სამმიტმა მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს უსაფრთხოებასთან მიმართებაში ერთიან პოზიციაზე იყვნენ.
2008 წლის 10 ოქტომბრისათვის რუსეთმა ნაწილობრივ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულების ნაწალი, გაიყვანა ე.წ. „ბუფერული“ ზონებიდან ჯარის ნაწილები, მაგრამ ვალდებულებები მაინც ბოლომდე არ შეასრულა, რაც საერთაშორისო, სამართლის ნორმების დარღვევა იყო.
ეს და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შემდგომი განვითარება ცხადყოფს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო როგორც აშშ ასევე ევროპის ქვეყნებისათვის. საქართველო თავისი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიო რუკაზე.
მოვლენების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი იყო 2009 წლის 7 ივლისს ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე, შეერთებულმა შტატებმა არ დათმო თავისი პოზიციები საქართველოს საკითხში. ბარაკ ობამამ განაცხადა რომ: „მე დავადასტურე, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს საზღვერბის გამო ჩვენ შორის არსებულ უთანხმოებებზე, ვთანხმდებით იმაზე, რომ არ ვართ დაინტერესებულნი ახალი სამხედრო კონფლიკქტით. წინსვლას რომ მივაღწიოთ საჭიროა უთანხმოებები გულწრფელი, მშვიდობიანი და კონსტრუქციული მსჯელობის გზით დავძლიოთ“.
22-23 ივლისს საქართველოს ვიზიტით ეწვია ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მან განაცხადა რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რადგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თავისი დემოკრატიული რწმუნების გაფართოებას ცდილობს. Mman BBC-ის განუცხადა რომ 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შმდეგ, აშშ-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მაგრამ ეს არ გულისხმობდა იმას რომ, ამერიკამ ქვეყანას ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა“განაცხადა ბაიდენმა.
საქართველო აცხადებს, რომ თავისი ორი სადაო რეგიონის, სამხრეთ-ოსეთისსა და აფხაზეთის საზღვრებთან პატრულირების გასაუმჯობესებლად ბაიდენისთვის ამერიკის დახმარების თხოვნას გეგმავს.
BBC-ის ვაშინგტონის კორენსპონდენტთან, ჯონათან ბილთან საუბარში, ბაიდენმა განაცხადა, თუ საქართველო მას თხოვნით მიმართავს. ,,თუ გვთხოვენ, ჩვენ გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ“ - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა. ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობს ვაღიარებთ“ - უთხრა მან ქართველებს. ,,ჩვენ უარს ვამბობთ იმის აღიარებაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოს ნაწილი არ არის.“ მაგრამ რუსი სამხედრო დღეს საქართველოს სადაო ტერიტორიაზეა განლაგებული.
,,აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს, რადგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თავისი დემოკრატიული რწმუნებების გაფართოებას ცდილობს“ განაცხადა ჯონ ბაიდენმა მან აღნისნა აგრეთვე, რომ ,,... გასაგებია, რომ რუსეთი ნატოს ექსპანსიის გამო შინაგანად სწუხს, მაგრამ არავის არა აქვს უფლება, სხვა ქვეყანას თავისი დიქტატი თავს მოახვიოს“.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველო - ნატო, საწყისები რეალობა პერსპექტივები;
უსაფრთხოება პარტნიორობის მეშვეობით, თბ., 2005
ზ. აბაშიძე, ნატო და საქართველო, უტოპიიდან რეალობისაკენ, თბ., 2000
ა. რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები, თბ., 2006
ჯ. გახოკიძე, ,,რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიოს ახალი წესრიგი (პრობლემები, ანალიზი და დასკვნები) ჟურნ. ,,საისტორიო ვერტიკალები“, № 16, 2008.
NATO handbook—NATO office of iformation and press brassels, 1995
Cuide to the NATO, science for peace and security programme, brassel 2008
გაზეთი 24 საათი. № 15, 16, 17; 2009
www.info@foreignpress.ge
ა. რონდელი, პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში, თბ., 2003
შემდეგი გაჩერება - ნატო, თბ., 2000
რ ე ზ ი უ მ ე
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხები
ნათია კაჭარავა
ევროატლანტიკური პარტნიორობის ფუძემდბლური პრინციპები ძირითად სამართლებრივ ნორმებს ეყრდნობა და მასში ყურადღება მახვილდება: დიალოგზე და თანამშრომლობაზე უსაფრთხოების საკითხებზე, მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებზე, თავდაცვით სისტემის რეფორმირებაზე, მზაობა საგანგებო სიტუაციებისათვის და თანამშრომლობაზე მეცნიერებასა და ეკოლოგიის დარგში.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მასშტაბები დამოკიდებულია ქვეყნის გეოსტრატეგიულ მდგომარეობაზე მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურაზე. საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე ევროატლანტიკურ სივრცესთან წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ასპარეზს.
საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს იმპერიული ამბიციები. ამიტომ ვფიქრობ რომ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს რუსეთთან არასახარბიელო ურთიერთობების ნორმალიზაცია და ასევე კეთილმეზობლური და კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება. იგივე აზრი გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთში ვიზიტის დროს.
S U M M A R Y
POLITICAL ISSUES OF IMPORTANCE OF EURO
ATLANTIC INTEGRATION OF GEORGIA
NATIA KACHARAVA
Fundamental principles of Euro Atlantic partnership is based on basic legal norms and great attention is paid to: dialogue and issues of security on cooperation, operations supporting to peace, reformation of defense system, readiness for emergency situations and cooperation in the field of science and ecology.
Scales of national security policy of Georgia depends to geo-strategic situation of the country, its political and economic structures. Cooperation of Georgia with Euro Atlantic space on security issues represents he field of security affairs of the country.
Factor of Russia is to be taken into consideration at relation with euro Atlantic space of Georgia, as Russia has empiric ambitions yet. So, I think, that one of the principal objects of Georgia should be normalization of unprofitable relations with Russia and formation of friendly and constructive relations as well. The same opinion has been expressed by the USA president during his visit in Russia.
Р Е З Ю М Е
ПОЛИТИЧЕСКИЕ ВОПРОСЫ ЗНАЧЕНИЯ ЕВРОАТЛАНТИЧЕСКОЙ ИНТЕГРАЦИИ ГРУЗИИ
НАТИА КАЧАРАВА
Основопологающие принципы Евроатлантического партнёрства опираются на основные правовые нормы и в них обостряется внимание на: диалог и сотрудничество в вопросах безопасности, операции по поддержанию мира, реформирование оборонной системы, готовность к чрезвычайным ситуациям и сотрудничеству в области науки и экологии.
Масштабы политики национальной безопасности Грузии зависят от геостратегического расположения страны, от его политических и экономических структур. Сотрудничество Грузии в вопросах безопасности с Евроатлантическим пространством представляет фактор обеспечения безопасности страны.
При сотрудничестве Грузии с Евроатлантическим пространством должен учитываться фактор России, так как эта страна ещё не лишена имперских амбиций. Поэтому одной из основных задач Грузии, думаю, является нормализация неблагоприятных отношений, а также налаживание добрососедского и конструктивного сотрудничества. Эту же мысль выразил президент США во время визита в Россию.
![]() |
2.10 შეკვეცილი სასამართლო განხილვა საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში |
▲back to top |
გივი აბაშიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებელი
საქართველოში სისხლის სამართალწარმოების ჩამოყალიბების საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია არის ისეთი ინსიტუტების შექმნა,რომელიც მიმართულია სისხლის საპროცესო საქმიანობის დაჩქარებისა და გამარტივებისაკენ.
1998 წლის 20 თებერვალს მიღებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოჩნდა სასამართლო გამოძიების ჩატარების შეკვეცილი ფორმა.კერძოდ, სსს კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავას და სასამართლო ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება შეიკვეცოს, მაგრამ განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში აუცილებელია.
შეკვეცილი სასამართლო განხილვის ინსიტუტის შემოღების მიზანია სისხლის სამართლის საქმეების უფრო სწრაფი განხილვა, მათი განხილვის ეფექტურობის გაზრდა. მიგვაჩნია, რომ კანონმდებელმა სამართალწარმოების განხორციელების გამარტივებით სისხლის სამართლის პროცესში საჯაროობისა და კანონიერების პრინციპების გვერდის ავლის გარეშე სისხლის სამართალწარმოებაში არსებითად გააფართოა დისპოზიციურობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების გამოყენება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სასამართლო გამოძიების შეკვეცილი წესით წარმოების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის მიერ მისი ბრალის აღიარება, რომელიც ნებაყოფლობითია და არ იწვევს მხარეთა დავას და სასამართლოს ეჭვს. ვთვლით, სამართლიანად არის გადაწყვეტილი საკითხი, რომ ეს განსაკუთრებული წესი გამოიყენება მხოლოდ განსასჯელის მიერ მისი ბრალის სრულად აღიარების პირობებში. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს იმაში, რომ განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი, შედეგები და ამ ბრალში მან თავი დამნაშავედ ცნო ნებაყოფლობით, ყოველგვარი მუქარის, დაშინების, იძულების ან სხვაგვარი ზეწოლის ან/და მოტყუების შედეგად, რაც ასევე დადასტურებული იქნება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.
Pპრაქტიკულად სასამართლო იმ განსასჯელის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც ნებაყოფლობით აღიარა ჩადენილი დანაშაული, აცხადებს სასამართლო გამოძიების დამთავრებას და გადადის მხარეთა კამათზე, მაგრამ პრაქტიკაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა განსასჯელმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, თუმცა დაკითხვის დროს განაცხადა ისეთი ფაქტები, რომლებიც სასამართლოს მხრიდან შემოწმებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, რომლებიც შეკვეცილი პროცესის ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებენ განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებისა და მხარეების სურვილის მიუხედავად, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით ბრალის სრულად აღიარების გარეშე სასამართლოში საქმის შეკვეცილი განხილვა დაუშვებელია. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებიდან, პირველ რიგში კი უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება სრული სასამართლო განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ განსასჯელის მიმართ, რომელიც არ აღიარებს თავის დანაშაულს, თავს არ ცნობს დამნაშავედ და საერთოდ არ სურს შეედავოს ბრალდებას? საკითხისადმი ასეთი მიდგომა ჩვენი აზრით ჯერ ერთი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან და მეორეც, იგი საერთოდ არ ჯდება ქართულ სამართლებრივ ტრადიციებში. პირიქით, საქართველოს ს.ს.ს.კოდექსის 473-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო გამოძიების შეკვეცის თაობაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სრული მოცულობით ან იმ მოცულობით, რომელსაც ითხოვს განსასჯელი.
შეკვეცილი სასამართლო განხილვისათვის სხვა წინაპირობებთან ერთად, კანონმდებელი ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლო გამოძიების შეკვეცა. კერძოდ, თუ განსასჯელს არ შესრულებია 16 წელი, აქვს ფსიქიკური ნაკლი, ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, თუ საქმეში არის ორი ან მეტი განსაჯელი და თუნდაც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს.
მიგვაჩნია, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში და არასრულწლოვანთა მიმართ შეკვეცილი წესით სასამართლო განხილვისათვის გარკვეული შეზღუდვის გამოყენება მართებულია, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვები არ არის დაწესებული. მაგ, რუსეთში არასრულწლოვანთა მიმართ შეკვეცილი სასმართლო განხილვისათვის შეზღუდვა არ გამოიყენება, ხოლო ბელორუსიაში შეკვეცილი ფორმით განხილვა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეში რამდენიმე განსასჯელია და თუნდაც ერთ მათგანს განსხვავებული აზრი აქვს სასამართლო სხდომის შეკვეცის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ ქვეყნებში, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, სასამართლო გამოძიების შეკვეცა დაუშვებელია ისეთ დანაშაულთა საქმეებზე, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით.
საქართველოს ს.ს.ს.კოდექსის 473-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეკვეცილი ფორმით, სრული სასამართლო განხილვის გარეშე განაჩენის დადგენისათვის როგორც წესი, აუცილებელია განსასჯელის შუამდგომლობა და პროცესში მონაწილე მხარეთა თანხმობა. ამასთან ამავე მუხლის თანახმად განსაკუთრებული წესით სისხლის სამართლის საქმის განხილვის აუცილებელი მონაწილეებია სახელმწიფო ბრალმდებელი, განსასჯელი და მისი დამცველი. ამ უკანასკნელმა განსასჯელს უნდა მისცეს საჭირო კონსულტაცია შეკვეცილი წესით სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე, დაესწროს მისი განცხადება-საჩივრებისა და საქმის სასამართლო განხილვას. სასამართლოს უფლებას წარმოადგენს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს შეკვეცილი სასამართლო განხილვის ჩატარების საკითხი, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით შეკვეცილი სასამართლო განხილვის ჩატარების შესახებ საკითხი წყდება სასამართლო გამოძიების სტადიაზე განსასჯელის დაკითხვამდე, მას შემდეგ როცა განსასჯელი მოსამართლის (სასამართლოს) წინაშე თავს დამნაშავედ ცნობს და ეს აღიარება არის ნებაყოფლობითი, მაგრამ შემდგომში განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ამ საკითხში აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყნის პოზიცია, სადაც შეკვეცილი წესით სასამართლოს ჩატარების შესახებ საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე განსასჯელის დაკითხვის შემდეგ. თუმცა ამ პოზიციისაგან განსხვავებით რუსეთის საპროცესო კანონმდებლობით შუამდგომლობა შეკვეცილი სასამართლო განხილვის შესახებ იხილება როგორც წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობის პროცესში, ასევე სასამართლოში საქმის წინასწარი მოსმენის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან განსხვავებით სხვადასხვა ქვეყნების საპროცესო კანონმდებლობით შეკვეცილი სასამართლო განხილვის განსხვავებული ვარიანტებია დადგენილი, ამ ნორმებს მაინც აქვს საერთო ნიშნები.
შეკვეცილი სასამართლო განხილვა და საერთოდ გამარტივებული სისხლის სამართალწარმოება გხვდება საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, რომელსაც უფრო ხშირად მიმართავენ დიდი საზოგადოებრივი საშიშროების არ მქონე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სახეზე არსებობის შემთხვევაში.
დასავლეთის ქვეყნების, მაგ. საფრანგეთის, ინგლისის და გერმანიის კანონმდებლები თვლიან, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გამარტივებული სასამართლო განხილვა ხელს უწობს სამართალწარმოების სწრაფად განხორციელებას და სასამართლო ხარჯების შემცირებას.
საფრანგეთის და გერმანიის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გამარტივებული სასამართლო განხილვა გამოიყენება ისეთი კატეგორიის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს მოკლევადიან თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ინგლისში შეკვეცილი წესით სასამართლოში გაინხილება დიდი საზოგადოებრივი საშიშროების არ მქონე და შერეული სახის სისხლის სამართლის დანაშაულთა საქმეები, რომლებზედაც დაწესებულია განხილვის ალტერნატიული წესები, მიუხედავად მხარეების თანხმობისა და მიყენებული ზარალის ოდენობისა, ასევე რიგი მძიმე დანაშაულთა საქმეები, რომლებზედაც დადგენილია შემამსუბუქებელი გარემოებები ან საზოგადოებისათვის არ არიან განსაკუთრებული საშიშროების შემცველნი.
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, პრაქტიკულად უკანასკნელ წლებში საქართველოში გამარტივებული სისხლის სამართალწარმოებით არაერთი სისხლის სამართლის საქმე არის განხილული. ჩვენს სინამდვილეში თუ ამ საკანონმდებლო სიახლის მიმართ შესაბამისი პრაქტიკოსი მუშაკების მხრიდან იქნება სწორი, გააზრებული და გონივრული მიდგომა, ეს ინსიტუტი საქართველოში მართლმსაჯულების გამარტივებული, დაჩქარებული და ეფექტური განხორციელების საშუალება გახდება.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თბილისი. 2008
Рыбалов, К.А. Особый порядок судебного разбирательства в Российской Федерации и проблемы его реализации . М . Юрлитинформ, 2004 г
Калиновский К. Б. Уголовный процесс современных зарубежных государств. Петрозаводск: Изд-во ПетрГУ, 2000 г
რ ე ზ ი უ მ ე
შეკვეცილი სასამართლო განხილვა
საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში
გივი აბაშიძე
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სასამართლო გამოძიების შეკვეცილი ფორმით ჩატარების მიზანი და ამოცანები, გამარტივებული წესით სისხლის სამართალწარმოების განხორციელების თავისებურებანი და მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში.
S U M M A R Y
SHORTENED TRIAL IN GEORGIAN CRIMINAL LEGISLATION
GIVI ABASHIDZE
The given Work discusses the aims and purposes of the trial conducted in the shortened form, peculiarities of Criminal law execution and its judicial regulation issues in the process of Georgian Criminal Lawю
Р Е З Ю М Е
СОКРАЩЕННОЕ СУДЕБНОЕ РАЗБИРАТЕЛЬСТВО В УГОЛОВНОМ ПРОЦЕССЕ ГРУЗИИ
ГИВИ АБАШИДЗЕ
В представленной работе рассмотрены цели и задачи сокращенного судебного разбирательства, особенности осуществления упрощенного уголовного судопроизводства и вопросы его правового регулирования в уголовном процессе грузии.
![]() |
2.11 პროკურორის მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის |
▲back to top |
გივი აბაშიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებელი
პროკურორის მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტია სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, რისთვისაც მას მინიჭებული აქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლება-მოვალეობანი.
პროკურორის საპროცესო მდგომარეობა სასამართლო განხილვის სტადიაზე განსაზღვრულია საქართველოს სსს კოდექსის 57-ე მუხლით, რომლის თანახმად პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა. საპროცესო კანონმდებლობის ამ მოთხოვნებმა რეალური ასახვა ჰპოვა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ნორმებში, რომლის მიხედვით პროკურორი კანონით დადგენილი წესით სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა. ამასთან აღნიშნული კანონი ყველა პროკურორს ავალდებულებს მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე, საკასაციო წარმოების სტადიაზე კი მხარი დაუჭიროს თავის საჩივარს ან გამოთქვას აზრი, როგორც მხარემ, ყველა იმ საჩივარზე, რომელიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
პროკურორის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში დაფუძნებული უნდა იყოს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების პრინციპზე.
სახელმწიფო ბრალმდებლის საქმიანობა სარწმუნო, შედეგიანი და სამართლიანი უნდა იყოს არა მარტო სასამართლოსათვის, არამედ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ყველა მხარისათვის, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი მოქალაქეებისათვის.
პროკურორის საბრალდებო საქმიანობა, როგორც საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ფორმა, პროკურორისაგან მოითხოვს დიდ დატვირთვას, მობილიზებას, დეტალურ მომზადებას, აქტიურ მონაწილეობას სასამართლო გამოძიების პროცესში და სახელმწიფო ბრალდების სამართლიან და ობიექტურ მხარდაჭერას.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მომზადება პროკურორს ეხმარება სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მრავალი ამოცანის გადაწყვეტაში. სასამართლოში საქმის განხილვის წარმატება ძირითადად დამოკიდებულია პროკურორის მომზადებაზე.
მიგვაჩნია, რომ, თუ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის პროკურორს ზუსტად აქვს შედგენილი თავისი მოქმედების გეგმა, კარგად მოემზადება ის სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის, მაშინ მისი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ბრალდების სრულყოფილი და ეფექტური მხარდაჭერა.
ამდენად, პროკურორის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის სხვა გარემოებებთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის მომზადებას და დაგეგმვას, რადგან პროკურორის მიერ სასამართლო სხდომისათვის მომზადება, ბრალდების მხარდაჭერისათვის სათანადო ტაქტიკის შემუშავება და მისი დაგეგმვა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა.
საერთოდ, ჩვენი არაერთი დაკვირვების, პრაქტიკული გამოცდილების და ამ მიმართულებით ქვემდგომი პროკურორების საქმიანობისადმი ხელმძღვანელობის განხორციელების პროცესში ხშირად მივსულვართ იმ დასკვნამდე, რომ პროცესში მონაწილე პროკურორის მხრიდან განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალების უცოდინარობა ან სუსტი ცოდნა, ნიშნავს სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის პასიურ როლს, რაც თავისთავად გამორიცხავს პროკურორის რეალურ და აქტიურ მონაწილეობას სასამართლო პროცესის მიმდინარეობასა და შედეგზე.
პრაქტიკოს მუშაკებს შორის ხშირად ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა მოემზადოს პროკურორი სახელმწიფო ბრალდებს მხარდაჭერისათვის, როგორი ტაქტიკა უნდა აირჩიოს და რა ფორმით მოხდეს მისი დაგეგმვა.
ჩვენი აზრით, შეიძლება გამოყოფილი იქნას სასამართლო განხილვისათვის პროკურორის მომზადების შემდეგი შემადგენელი ნაწილები:
ა).საქმის მასალების შესწავლა, მისი შესწავლისას გარკვეული ტაქტიკური მეთოდების გამოყენება;
ბ). სასამართლოში განსახილველი კონკრეტული კატეგორიის საქმეებზე სპეციალური ლიტერატურის, ნორმატიული მასალების და სასამართლო პრაქტიკის შესწავლა;
გ). სხვადასხვა სიტუაციების წინასწარი პროგნოზირება, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სასამართლოში საქმის განხილვის დროს და მათი გადაწყვეტისათვის სათანადო ტაქტიკური მეთოდების შემუშავება;
დ).ბრალდების ვერსიის ჩამოყალიბება;
ე).სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის პროკურორის საქმიანობის დაგეგმვა;
სასამართლოში თითოეული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თავისი არსით არის გარკვეული დუელი, შეჯიბრება ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის, უმთავრესად პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელსა და დამცველს შორის. სასამართლო პროცესზე მოწმდება ყველა ის მასალა, მტკიცებულება, რომელიც მიღებულია კონკრეტულ საქმეზე წინასწარი გამოძიების შედეგად და რომელთა გამოკვლევა, როგორც წესი კვლავ ხდება სასამართლო გამოძიების პროცესში. პროკურორის მთავარი იარაღი სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალების ღრმა და დეტალური ცოდნა.
სრულიად ნათელია, რომ სასამართლო სხდომისათვის მოსამზადებლად სახელმწიფო ბრალმდებელმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების დაწვრილებით შესწავლა წარმოადგენს განსაკუთრებულ საფუძველს სახელმწიფო ბრალდების ხარისხიანი მხარდაჭერისათვის.
სახელმწიფო ბრალმდებელი საქმის მასალების შესწავლის შედეგად განსაზღვრავს მტკიცებულების შინაარს და შემადგენლობას, რასაც ფლობს ბრალდების მხარე და რომელსაც იყენებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის, დაცვის მხარის არგუმენტების უარყოფისათვის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის მეთოდების ფლობას.
სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საქმის მასალების შესწავლა უნდა მოხდეს კონკრეტულად, დეტალურად და გარკვევით. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის ორგანიზება პროკურორის მერ ისე უნდა მოხდეს, რომ მან შეისწავლოს არა მარტო ძირითადი პროცესუალური დოკუმენტები, რაც ხშირად გვხდება პრაქტიკაში, არამედ, ის გულდასმით უნდა გაეცნოს საქმის ყველა მასალას, მათ შორის იმ მასალებსაც, რომლებიც ერთი შეხედვით მას შეიძლება მოეჩვენოს მეორეხარისხოვნად.
საჭიროდ ვთლით, პროკურორმა დაწვრილებით შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის მასალები იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი სასამართლოში განსახილველ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას და შეადგინა საბრალდებო დასკვნა. თუ პროკურორი პროცესზე წავა ისე, რომ დაწვრილებით არ შეისწავლის საქმის მასალებს და დაეყრდნობა მხოლოდ მის ცოდნას, განათლებას ან პრაქტიკულ გამოცდილებას, ის ვერასოდეს ვერ შეძლებს სახელმწიფო ბრალდების ხარისხიან მხარდაჭერას, თუნდაც მარტივ სისხლის სამართლის საქმეზე. საქმის მასალების არ ცოდნა ყოველთვის შებოჭავს პროკურორს სრულყოფილად განახორციელოს ბრალდების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პრაქტიკის ანალიზიც ადასტურებს, რომ პროცესზე ცალკეული პროკურორის გამოსვლის დაბალი დონის მიზეზია სასამართლო პროცესისათვის მათი სუსტი მომზადება, საქმის მასალების სრულყოფილი არ ცოდნა და სათანადო პრაქტიკული გამოცდილების არ ქონა.
სასამართლო განხილვისათვის პროკურორის მზადებას მისი მხრიდან სჭირდება ბევრი ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო ბრალმდებლის ცოდნიდან და სხვა ფაქტორებიდან, როგორიცაა მახსოვრობა, ანალიზის შესაძლებლობა, გარკვეული მოვლენების წინასაწარი პროგნოზირება, ლოგიკური აზროვნება და სხვა. ამიტომ საჭიროა გაირკვეს თუ როგორი თანმიმდევრობით შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლა. იურიდიულ ლიტერატურაში ცალკეული მეცნიერების მხრიდან ამის თაობაზე გამოთქმულია გარკვეული მოსაზრებანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმის მასალების შესწავლა შეიძლება დაიწყოს როგორც გამოძიების დაწყების მომენტიდან და გაგრძელდეს საქმეში არსებული მასალების თანმიმდევრობით, ასევე საბრალდებო დასკვნიდან და შემდეგ მოხდეს საქმეში არსებული სხვა მასალების შესწავლა.
მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლა დავიწყოთ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების, შეტყობინების ან ზეპირი ცნობის თაობაზე შედგენილი ოქმის შესწავლის მომენტიდან.
საჭირო და აუცილებელია სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დანაშაულის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესწავლა. რა თქმა უნდა იგი უშუალოდ არ წარმოადგენს საფუძველს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებისათვის, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესწავლა სახელმწიფო ბრალმდებელს გარკვეულ წარმოდგენას მისცემს მომხდარ შემთხვევაზე, იმაზე თუ როგორ აღიქვა შემთხვევის ადგილის გარემოებები და დათვალიერების შედეგები იმ გამომძიებელმა, რომელმაც ჩაატარა მოცემული საგამოძიებო მოქმედება, შეამოწმოს იყო თუ არა ამოღებული დანაშაულის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კვლები და სხვა ობიქტები, რაც ექსპერტიზის კვლევის საგანს შეადგენს, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში დართულია თუ არა ისინი საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების სახით და რამდენად აისახება ეს ყველაფერი წარდგენილი ბრალდების დასამტკიცებლად.
სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმ მტკიცებულებისა და მათი წყაროების (დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, სხვა მოქმედებები და საბუთები) შესწავლას, რომლებიც ადასტურებენ კონკრეტულ პირზე წარდგენილი ბრალდების უტყუარობას, აგრეთვე გამოიყენებიან მათი უარყოფისათვის დაცვის მხრიდან.
ჩვენ წარმოგვიდგენია ისე, რომ თითოეულ ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისას უნდა შეადგინოს თავისი წერილობითი ცნობები, რომელშიც გაანალიზებული იქნება მოცემული მტკიცებულებების ფორმირების ყველა თავისებურება, მათი ხასიათი და მტკიცებულებითი მნიშვნელობა.
პროკურორმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს, უნდა გაარკვიოს თუ რამდენად არის ისინი მოპოვებული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით.
სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მზადების პროცესში სახელმწიფო ბრალმდებელმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს დათვალიერების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ოქმები, რომლებიც მიღებულია ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების დროს, დეტალურად უნდა გაშიფროს საქმეში არსებული სქემები, ნახაზები, სხვა ჩანაწერები.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროკურორის მიერ სასამართლოში განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალების კონსპექტირებას, მიუხედავად იმისა, თითქოს გვეჩვენება, რომ ეს არის ტექნიკური მხარე. მაგრამ ეს ასე არ არის და ამგვარი წერილობითი ცნობების შედგენა აუცილებელია.
საქმის სასამართლო განხილვისათვის მზადების ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაწილია პროკურორის მიერ იმ მოქმედი კანონმდებლობის გაცნობა, რაც კავშირშია სასამართლოში განსახილველ კონკრეტულ საქმესთან. ასევე პროცესში მონაწილე პროკურორმა უნდა გაარკვიოს ხომ არ არის რაიმე დამატება ან ცვლილება კანონმდებლობაში, საჭიროა მათი გაცნობა. გარდა ამისა სახელმწიფო ბრალმდებელმა უნდა შეისწავლოს სპეციალური მეთოდური ლიტერატურა, ნორმატიული მასალები და სასამართლო პრაქტიკა განსახილველ საქმესთან მიმართებაში. სასურველია სასამართლოში მონაწილე სხვა ბრალმდებლების გამოსვლების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.
სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის დაგეგმვას.
სახელმწიფო ბრალმდებელი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სწავლობს რა სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის ადგენს თავისი მოქმედების გეგმას. სახელმწიფო ბრალმდებლის საქმიანობის დაგეგმვა წარმოადგენს კომპლექსურ, შეუჩერებელ, მრავალეტაპიან და შედარებით გრძელ პროცესს, რომელიც იწყება სისხლის სამართლის საქმის შესწავლის მომენტიდან და მთავრდება სასამართლო სხდომის დამთავრებისას.
სახელმწიფო ბრალმდებელს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე გეგმა, რომელიც დაეხმარება მას სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტაში. Gგეგმის ოდენობა და მათი შინაარსი დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის მოცულობაზე, განსასჯელ პირთა რაოდენობაზე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. შეიძლება გამოყოფილი იქნას გეგმის რამდენიმე სახე, კერძოდ:
- საქმის სასამართლო განხილვაში ბრალმდებლის მონაწილეობის საერთო გეგმა;
- ცალკეულ სასამართლო მოქმედებაში სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილეობის გეგმა;
- მრავალეპიზოდიან და მრავალბრალდებულიან საქმეებში ბრალდების მხარდაჭერის გეგმა;
- დანაშაულებრივი კავშირების გეგმა-სქემა;
- მტკიცებულებათა გამოკვლევის განმსაზღვრელი გეგმა.
გეგმა პირველ რიგში უნდა დაეხმაროს პროკურორს საქმის განხილვის პროცესში, ხოლო შემდეგ გახდეს მისი მხარეთა კამათში გამოსვლის მომზადების საფუძველი. ამდენად, გეგმა მუდმივად ივსება და გარკვეულ კორექტირებას განიცდის საქმის სასამართლო განხილვის დროს.
სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მომზადების მნიშვნელოვანი საკითხია პროკურორის მიერ ბრალდების მხარის მოწმეებთან და დაზარალებულებთან ეფექტური თანამშრომლობა,რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პროკურორმა ამ მიმართულებით თავისი საქმიანიობის დაგეგმვის დროს.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა სახელმწიფო ბრალმდებელი კარგად უნდა იცნობდეს ბრალდების მხარის მოწმეებს და დაზარალებულებს,რისთვისაც საჭიროა შეისწავლოს მათი ვინაობა,შემხებლობა კონკრეტულ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.
მნიშვნელოვან ამოცანას პროკურორისათვის სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მზადების პროცესში წარმოადგენს მოწმის და დაზარალებულის უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მოსამზადებელი ეტაპი ჩვენი აზრით მთავრდება დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, მათი წარმომადგენლების, ბრალდების მხარის მოწმეთა სასამართლოში გამოსაცხადებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სათანადო ზომების მიღებით.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველოს კონსტიტუცია. თბილისი. 1995 წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თბილისი. 2008 წ.
საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ”, თბ. 2008 წ
Строгович М.С. Курс Советского уголовного процесса. М. 1958 г
Баев О.Я. Прокурор как субьект уголовного преследования. Научно-практическое пособие.из-во ,,Юрлитинформ“, М. 2006 г.
რ ე ზ ი უ მ ე
პროკურორის მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის
გივი აბაშიძე
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია პროკურორის,როგორც სახელმწიფო ბრალდების სუბიექტის საბრალდებო საქმიანობა, ფუნქციები და საპროცესო მდგომარეობა, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისათვის მომზადების ტაქტიკა და მისი დაგეგმვა.
S U M M A R Y
PROSECUTOR'S PREPARATION FOR THE SUPPORT
OF THE GOVERNMENT CHARGE
GIVI ABASHIDZE
The given work discusses the prosecutive activities, functions and process condition, the tactic of preparation for the support of the Government charge and its planning.
Р Е З Ю М Е
ПОДГОТОВКА ПРОКУРОРА К ПОДДЕРЖАНИЮ
ГОСУДАРСТВЕННОГО ОБВИНЕНИЯ
ГИВИ АБАШИДЗЕ
В представленном труде обсуждено роль прокурора, как субьекта государственного обвинителья,его обвинительное деятельност,функции и процессуальное положения, тактика подготовки к поддержанию государственного обвинения и его планирование.
![]() |
2.12 სახელმწიფო ბრალმდებლის პროფესიული ეთიკის საკითხები |
▲back to top |
გივი აბაშიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებელი
ირაკლი აბაშიძე
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი
სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა არის პროკურორის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბრალმდებელი არის პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოში. ამავე კოდექსისს 57-ე მუხლის მიხედვით პროკურორი სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
სახელმწიფო ბრალმდებლის პროფესიული მოღვაწეობა ითხოვს დიდ პირად ინიციატივას, სიმტკიცეს, მიზანმიმართულობას, მნიშვნელოვან ორგანიზატორულ ნიჭს და პროფესიული ეთიკის წესების დაცვას. საპროცესო კანონმდებლობით პროკურორის მიერ ეთიკის დაცვის სქემა არ არის განსაზღვრული, მაგრამ სახელმწიფო ბრალმდებელი პრაქტიკული საქმიანობის პროცესში თვითონ იმუშავებს იმ ჩვევებსა და წესებს, რაც მისი პროფესიული ეთიკის საკითხებთან არის დაკავშირებული. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებში დიდი ხნის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
პროკურორი არის სახელმწიფოსა და კანონის წარმომადგენელი, ამიტომ მისი პიროვნული წარმოდგენა სიკეთესა და ბოროტებაზე, კეთილშობილებასა და სინდისზე, ერთგულებასა და ღალატზე, პატიოსნებასა და ღირსებაზე სახელმწიფო მნიშვნელობის საქმედ იქცევა.
სასამართლოში პროკურორის ქცევის კულტურა ფართო და მრავალმხრივი ცნებაა. ის თავისთავად მოიცავს პროკურორის მოღვაწეობის ზნეობრივ საწყისებს, სიტყვის ფლობის ცოდნას, პროკურორის მანერებს და იმასაც კი, თუ როგორ გამოიყურება ის გარეგნულად.
სახელმწიფო ბრალმდებელს თავისი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის უნდა ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:
1. აზროვნების მობილურობა, რათა შეძლოს მობილიზაცია გაუკეთოს და გამოიყენოს მისი ცოდნა, როგორც ჩვეულებრივ, ასევე რთულ პირობებშიც;
2. სიღრმისეული ჩვევა, რათა შეაღწიოს ფაქტების არსში, იმის მიღმა, რასაც ხედავს, გამოიტანოს მოვლენებისა და ქმედებების პირდაპირი და ირიბი შედეგები, მოიცვას საკითხებისა და ფაქტების ფართო წრე, ამისათვის მოიხმოს შესაბამისი ცოდნა მეცნიერებისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროდან;
3. სისწრაფე, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანები გადაწყვიტოს უმოკლეს დროში, შეაფასოს ვითარება და დროულად მიიღოს სათანადო აუცილებელი ზომები;
4. დამოუკიდებლობა, ანუ იმის უნარი, რომ წარმოადგინოს მიზანი და ამოცანები, იპოვოს მისი გადაწყვეტის გზები სხვისი დახმარების გარეშე;
5. მიზანმიმართულობა, რათა გარკვეული ამოცანების გადაწყვეტისათვის მიმართოს თავისი აზროვნება და ნებისყოფა;
6. კრიტიკულობა-უნარი აწონ-დაწონოს ფაქტები, ვარაუდები, მოძებნოს შეცდომები, ახსნას მათი მიზეზები;
7. მოქნილობა-უნარი მოვლენებს მიუდგეს სხვადასხვა შესახედიდან, შეცვალოს თავისი მოღვაწეობა და მიღებული გადაწყვეტილებები ახალი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მის პატივსა და ღირსებას განიხილავს, როგორც სახელმწიფოს უმთავრეს ღირებულებას.
საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპი არის პრინციპულად ახალი ეტაპი სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობის ზნეობრივი საწყისების როლის გაცნობიერებისა, რაც განპირობებულია კანონის ჰუმანურობით, პიროვნებისადმი გაძლიერებული ინტერესით, მისი უმაღლეს ფასეულობად ცნობით.
ეთიკას უშუალო მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ბრალმდებლის მოღვაწეობაში, რადგან ჯერ ერთი, სისხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განმსჭვალულია ეთიკური ნორმებით, მეორე, როგორც პროკურორები, ასევე კანონის დამრღვევი პირები არიან საზოგადოებრივი ურთიერთობების მონაწილენი და თავიანთ ქმედებებში ხელმძღვანელობენ მორალურ-ეთიკური ნორმებით და მესამეც, დამნაშავეობასთან ბრძოლა, თუ შევხედავთ ფართო გაგებით, არის ბოროტებასთან ბრძოლა სიკეთის სახელით. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის საქმიანობის მთელ პროცესს ყოველთვის აქვს მორალურ-ეთიკური ფონი.
სახელმწიფო ბრალმდებლის მოღვაწეობაში ზოგადი ეთიკური კატეგორიები, როგორიც არის მორალი,ზნეობა,შეგნება,ღირსება,სინდისი,სიკეთე,სამართლიანობა და სხვა, განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს პროცესში მონაწილე პირებთან მისი ურთიერთობის გარკვეული თავისებურებების გამო. ამ ეტაპზე მის საქმიანობაში სამართლის ნორმებთან, სხვა მეცნიერულ დებულებებთან და ლოგიკასთან ერთად ჩაერთვება მორალის ნორმებიც.
ჩვენი აზრით ამორალურია სისხლის სამართლის საპროცესო ურთიერთობებში კონფრონტაციისა და ბრძოლის ისეთი მეთოდების ჩართვა, როგორიც არის მოწინააღმდეგე მხარის შეცდომაში შეყვანა, დანაშაულის თანამონაწილეთა შორის კონფლიქტის გაღვივება, განსასჯელის მიმართ არასასურველი ქმედებების განხორციელების მუქარა, მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მოულოდნელობის ელემენტების, უცნობი მეთოდების და საშუალებების გამოყენება, განსასჯელის ზნეობრივ და ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედება და სხვა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და პროკურორის პრაქტიკული საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფსიქიკური თვალსაზრისით უფრო რაციონალურია განსასჯელთან მშვიდი და საქმიანი ურთიერთობა. სახელმწიფო ბრალმდებლის გადამეტებული, გაუმართლებელი სიხისტე ერთის მხვრივ მსჯავრდებულში ბადებს წყენას, გაბოროტებას, პროტესტის გრძნობას, რაც ხელს უშლის მის გამოსწორებას და ხელახლა აღზრდას. მეორეს მხრივ საშიში დამნაშავის დაუსაბუთებლად მსუბუქად დასჯა ვერ აღწევს ვერც საერთო და ვერც კერძო პრევენციის მიზანს, აღიქმება როგორც დაუსჯელობა, რის გამოც დაზარალებულისა და პროცესზე დამსწრე სხვა პირების თვალში სახელი უტყდება კანონისადმი რწმენას, მის ძალასა და სამართლიანობას.
ამგვარად, პროკურორის საბრალდებო საქმიანობა მხოლოდ მაშინ იქნება სარგებლობის მომტანი, როცა ის ხორციელდება მკაცრი ზნეობრივი პრინციპების საფუძველზე, როდესაც დაცულია საზოგადოებისა და პიროვნების ღირსება და პატივი. პროკურორმა ყველა საქმეში უნდა დაინახოს საქმის მიღმა მდგარი ცოცხალი ადამიანი თავისი რთული განცდებით.
სრულიად განსაზღვრული და კატეგორიული სამართლებრივი და ზნეობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე დაუშვებელია პროკურორის მიერ ბრალდების მხარდაჭერა, როცა ბრალი არ არის დადასტურებული. პროკურორის მთავარი მიზანია ობიექტურად და ყოველმხრივ გამოარკვიოს საქმის ნამდვილი გარემოებები და მხოლოდ ბრალის დადგენის შემთხვევაში მოხდეს მისი მხარდაჭერა.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევის და განსაკუთრებით კი დაკითხვის პროცესში პროკურორს უნდა ახასიათებდეს ზომიერების გრძნობა. მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა, ეთიკური კრიტერიუმებისა და დასაშვებობის საზღვრების შემუშავება.
როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომის გარემო ართულებს ფსიქოლოგიური მიდგომის საშუალებას არა მარტო განსასჯელთან, არამედ დაზარალებულთან და მოწმეებთან. ამიტომ აუცილებელია პროკურორს ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა, რაც დაფუძნებული იქნება პიროვნების შესახებ მონაცემების ყოველმხრივ გათვალისწინებაზე. მაგრამ არ არის რეკომენდირებული სწორხაზოვნად გამოვიდეთ იქიდან, რომ თუ ადამიანი უარყოფითად ხასიათდება, ის ყოველთვის იცრუებს, თუ დადებითად ხასიათდება, ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებს. Aასე ხდება ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის.
სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შესახებ ნაშრომებში მეცნიერები სწორად მიუთითებენ, რომ პროკურორმა დაკითხვა უნდა აწარმოოს მშვიდად, ზრდილობიანად და კორექტულად. დაუშვებელია დაკითხვის დროს გამოავლინო გაღიზიანება, უტაქტობა, უხეშობა, არ შეიძლება განსასჯელის დაშინება და შეურაცყოფა. საქართველოს სსს კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად ჩვენება შეიძლება მიღებული იქნას მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია.
სახელმწიფო ბრალმდებლების საქმიანობის პრაქტიკაში მყარად შევიდა დაკითხვის ისეთი ფორმები, როგორიც არის ჩვენების დაზუსტება, მათი შეჯერება სხვა მტკიცებულებებთან, დაკითხვის დროს გეგმების, სქემების და სხვა საშუალებების გამოყენება. მაგრამ პროკურორის მიერ დაკითხვის დროს ასეთი ტაქტიკური ხერხების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს დასაკითხი პირის ღირსება და პატივისცემა, დასაკითხი პირის ქცევის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოვლინებების მიმართ გულისხმიერება და ყურადღება, დასაკითხისადმი სამართლებრივად და ტაქტიკურად გააზრებული, საქმიანი მიმართვა და სხვა. ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა იმის მიუხედავად, კეთილსინდისიერია თუ არა დასაკითხი პიროვნება, აქტიურად თუ პასიურად არის ის განწყობილი დაკითხვის დროს. ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რაც ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა შესახებ განსასჯელისაგან მაქსიმალურად სწორი ინფორმაციის მიღებას.
განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას პროკურორის მიერ მოწმეების მიმართ პატივისცემით მოპყრობის აუცილებლობას, რომლებიც როგორც წესი, პირადად არ არიან დაინტერესებული საქმის ბედით, მაგრამ იხდიან მნიშვნელოვან სამოქალაქო ვალდებულებას. დაუშვებელია პროკურორის მხრიდან მოწმის მიმართ არასწორი მიდგომა, მისი ჩვენებების წინასწარი ხმამაღალი შეფასება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარა, მაშინ როცა მოწმე არ იძლევა სწორ ჩვენებას ან ცვლის წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას.
სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის დროს პროკურორის შეკითხვები უნდა იყოს კონკრეტული, პირდაპირი, გარკვეული, ნათელი და გასაგები დასაკითხი პირისათვის. შეკითხვების ფორმულირებისას წინასწარ უნდა გაითვალისწინოს დარბაზის რეაქცია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს დასაკითხ პიროვნებას გაიხსენოს და წარმოაჩინოს მნიშვნელოვანი ფაქტები. უნდა აღმოიფხრას სამწუხაროდ პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებული ისეთი ფაქტები, როცა პროკურორები სვამენ მისახვედრ კითხვებს, სვამენ კითხვას, როცა წინა კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ აქვს მიღებული, პასუხის მოღების დროს საუბრობენ ბრალდების მხარის წარმომადგენლებთან, ფურცლავენ ჩანაწერებს და სხვა. საჭიროა პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე დაამყაროს ფსიქოლოგიური კონტაქტი დასაკითხთან და აჩვენოს, რომ დაინტერესებულია საქმის მასალების ობიექტური, ყოველმხრივი და სამართლიანი გამოკვლევით.
სახელმწიფო ბრალმდებელი ზნეობრივი პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს პროცესის სხვა მონაწილეებთან, კერძოდ განსასჯელის დამცველთან ურთიერთობის დროსაც. მათ შორის პოლემიკას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საქმიანი ხასიათი. სახელმწიფო ბრალმდებელს უნდა ესმოდეს, რომ დამცველი ასრულებს მნიშვნელოვან საპროცესო ფუნქციას და ეხმარება სასამართლოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. სასამართლო პროცესზე სხვადასხვა აზრების შეჯახება ამა თუ იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, სასამართლოს საშუალებას აძლევს უარყოს ცრუ ვერსიები და მივიდეს სწორ დასკვნამდე, დაადგინოს ჭეშმარიტება და გამოიტანოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზნეობრივ-ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურორის გარეგნულ იერს, მის მანერებს, ტონს და ა. შ. სახელმწიფო ბრალმდებლის ქცევის კულტურა, სიფაქიზე, ზრდილობა, ტაქტი, ყურადღება და სხვა თვისებები, რომლებიც განეკუთვნება ქცევის ეთიკას, უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა პროკურორისათვის.
როგორც წესი, პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, ის ბრალს სდებს სახელმწიფოს სახელით, რაც მისგან მოითხოვს მტკიცებულებების გულმოდგინე ანალიზს, დასაბუთებულ დასკვნებს, დამაჯერებელ საბრალდებო სიტყვას, რომლებიც უნდა პასუხობდეს მნიშვნელოვან ეთიკურ მოთხოვნებს და რომელთა შორის მთავარია არსებითად მართებული პოზიციის მხარდაჭერა, მისი დასკვნების კანონთან მკაცრი შესაბამისობა, მსჯელობის ობიექტურობა და დასკვნების სამართლიანობა.
ვფიქრობთ, რომ ეთიკური თვალსაზრისით საბრალდებო სიტყვის ყველაზე რთული ელემენტია განსასჯელის პიროვნების დახასიათება. სახელმწიფო ბრალმდებელმა უნდა გამორიცხოს სუბიექტური მიდგომა პიროვნების შეფასებისას. სასამართლო სიტყვაში გაშუქებული უნდა იყოს განსასჯელის წარსული ცხოვრების მხოლოდ ის გარემოებები, რომლებიც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ მის სოციალური საშიშროების ხარისხზე და რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ განაჩენზე. პროკურორმა თავის საბრალდებო სიტყვაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას შეურაცხმყოფელი ეპითეტები, უადგილო გაზვიადება (ჰიპერბოლა). გარკვეული შედარებები, ფრაზები, ანდაზა ან ლიტერატურული სახეები გამოყენებული უნდა იქნას ზომიერად, დროულად, თავის ადგილზე და უნდა იყოს გასაგები. სახელმწიფო ბრალმდებლის კამათში გამოსვლის სიძნელე იმაშია, რომ პროკურორი კამათში პირველი გამოდის, ის ჯერ კიდევ არ იცნობს დაცვის მხარის პოზიციას, ამიტომ მან თავის საბრალდებო სიტყვაში ფრთხილად უნდა შევიდეს პოლემიკაში დაცვის მხარესთან.
განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აღინიშნოს პროკურორის სასამართლო სიტყვის აღმზრდელობითი ასპექტი, რომელიც არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სამართლებრივი ნორმების განმარტებით, არამედ უნდა ატარებდეს დარწმუნების მუხტს, ხელს უნდა უწყობდეს მართლშეგნების ფორმირებას.
მიგვაჩნია, რომ პროკურორის საბრალდებო სიტყვაში დაუშვებელია უპრინციპო პოლემიკა, წვრილმანი ჩაძიება და პიროვნული თავდასხმები, რადგან ასეთი სიტყვა გადაიქცევა ცარიელ ფრაზეოლოგიად, რომელიც ვერ შეარხევს დარბაზში მყოფთა აზრსა და გრძნობებს. ზედმეტი მჭერმეტყველების დროს იკარგება საქმის არსი.
სახელმწიფო ბრალმდებლის გამოსვლაში სასამართლო დარბაზში მყოფებმა უნდა იგრძნონ მისი პატივისცემა სასამართლოსადმი, მისი რწმენა თავისი პოზიციის სისწორეში, რაშიც ის სასამართლოსაც არწმუნებს.
მკაცრად იცავს რა კანონის მოთხოვნებს, პროკურორმა არ უნდა ჩაიდინოს უზნეო საქციელი. ამასთან ზნეობრივი ნორმების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო ბრალმდებელს უნდა ჰქონდეს საკუთარი მნიშვნელოვანი ზნეობრივი პოტენციალი, რომელიც სასამართლო განხილვაში მონაწილეობის დროს სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან შეცდომების თავიდან აცილების მყარი გარანტია იქნება.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
საქართველოს კონსტიტუცია. თბილისი. 1995 წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თბილისი. 2008 წ.
Строгович М.С. Проблемы судебной етики.Из. ,,Наука“,М.1947 г
Ковал Н.В.Введение в юридическую специальность.Курс лекций.Донецк.1998 г
Профессиональная етика сотрудников правоохранительных органов.уч.пособие.Под.ред.А.В.Опралева и Г.В.Дубова. М.1997 г
Алексеев Н.С. Макарова З.В.Ораторское искуство в суде.Изд-во ЛГУ,1989 г
რ ე ზ ი უ მ ე
სახელმწიფო ბრალმდებლის პროფესიული ეთიკის საკითხები
გივი აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის ქცევის კულტურის,პროფესიული ეთიკის,კანონიერების და ზნეობრივი პრინციპების,პროცესის მონაწილეთა პატივისა და ღირსების დაცვის,პროცესის სხვა მონაწილეებთან პროკურორის ურთიერთობის საკითხები.
S U M M A R Y
PROSECUTOR'S PROFESSIONAL ETHIC QUESTIONS
GIVI ABASHIDZE, IRAKLI ABASHIDZE
The given work discusses the questions concerning the culture of Prosecutor's behavior, legality of professional ethics and moral principles, professional relationship with the participants of the process and reservation of their honor and respect at the Court.
Р Е З Ю М Е
О ПРОФЕССИОНАЛЬНОЙ ЕТИКЕ ГОСУДАРСТВЕННОГО ОБВИНИТЕЛЬЯ
ГИВИ АБАШИДЗЕ, ИРАКЛИ АБАШИДЗЕ
В представленном труде обсуждено вопросы поведение културы, профессиональной етики,принципи законносты и нравственносты,честь и достоинство участников процесса на суде государственного обвинителья.
![]() |
2.13 ტერორიზმის კვალიფიკაციის პრობლემები |
▲back to top |
მერაბ გრძელიძე
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
ტერორიზმის ერთიანი ცნების შემუშავება თანამედროვე სამართლებრივი მეცნიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. დღეისათვის არსებობს ტერორიზმის ორასამდე განმარტება, თუმცა არცერთი არ არის საყოველთაოდ აღიარებული. ამგვარი სიტუაცია გამოწვეულია როგორც თვითონ ტერორიზმის მოვლენის რთული სტრუქტურით, ასევე სუბიექტური ხასიათის პრობლემებით, რომლებიც არსებობენ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე.
თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურაში ტერორიზმი (მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან terror - შიში, საშინელება) ძირითადად განიმარტება, როგორც ცალკეულ პირთა, პირთა ჯგუფის ან სხვადასხვა ობიექტებისაკენ მიმართული…ძალადობა ან ძალადობის მუქარა პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური ან ტერორისტებისათვის ხელსაყრელი სხვა რეზულტატის მისაღწევად.
ტერორიზმის ცნების შემუშავებაზე შექმნილი ნაშრომების ანალიზი გვაჩვენებს, რომ თითქმის ყველა მეცნიერისათვის საერთო პრობლემას წარმოადგენს „ტერორი“-ს, „ტერორიზმი“-ს და „ტერორისტული აქტი“-ს ცნებების ერთმანეთისგან უფრო გარკვევით გამიჯნვა. თუმცა, ამასთანავე მეცნიერთა შორის არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ტერორიზმის სისიხლის-სამართლებრივი განმარტების თაობაზე. ზოგიერთი რუსი მეცნიერი (მაგ. ს. ა. ეფიროვი, ა. ვ. ნაუმოვი) მიიჩნევს, რომ უფრო ნაყოფიერი იქნება არ ვეძებოთ ტერორიზმის უნივერსალური განმარტება, უმჯობესია შემოვიფარგლოთ მისი ზოგიერთი ძირითადი ნიშნით. სხვების აზრით კი (მაგ. ა. ე. ჟალინსკი), უმჯობესი იქნებოდა გვეცადა სამართლებრივ დონეზე ტერორიზმისათვის ქმედითი განმარტების შემუშავება. ხსენებულ მოსაზრებას ზოგიერთი დასავლელი ავტორიც ეთანხმება (მაგ. ა. მ. ლიზენი), თუმცა სხვა მეცნიერები (მაგ. ვ. მალისონი) მიიჩნევენ, რომ თუკი ჩვენ გვინდა ჩავწვდეთ ამ მოვლენის ფართო შინაარსობრივ მნიშვნელობას, მაშინ არ უნდა ხდებოდეს ტერორისა და ტერორიზმის ცნებების გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების მეშვეობით იდენტიფიცირება. ტერორიზმი უნდა აღვიქვათ, როგორც დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოიხატება ცალკეულ პირთა ან პირთა ჯგუფის მიმართ განხორციელებული ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომელსაც თან ახლავს მოსახლეობის დაშინება და საშიში, დამრთგუნველი და დაძაბული გარემოს განზრახ შექმნა, გადაწყვეტილებაზე ტერორისტების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რაც თავისმხრივ საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის მატარებელი იქნება. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ტერორისტებს შესაძლებელია სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეთ - რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვ.
ხსენებულ აზრთა სხვადასხვაობას მივყავართ ერთ დასკვნამდე - ტერორიზმის ცნების დასადგენად საჭიროა ჩავწვდეთ მის არსს, შევისწავლოთ ტერორიზმის ნამდვილი რაობა და მისი, როგორც დანაშაულებრივი ქმედების, სტრუქტურული ელემენტები. აღნიშნული თავსატეხის ამოხსნის საკითხი უკვე დიდი ხანია დგას მსოფლიოს სამეცნიერო წრეების დღის წესრიგში, თუმცა არცერთი ავტორის მიერ შემუშავებული განმარტება არ გახდა საყოველთაოდ აღიარებული. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხდებოდა ტერორიზმის მოვლენის ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ და სხვა ასპექტებში შესწავლა და ყველა მეცნიერი საკუთარ განმარტებას იძლეოდა.
ტერორიზმის არსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს ორიგინალური, მახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშანების ერთობლიობით, რომლებიც არიან მისი, როგორც სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი მოვლენის ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ტერორიზმის პრობლემისადმი მიძღვნილ თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურაში გამოყოფენ მის, როგორც დანაშაულებრივი ქმედების, შემდეგ განმასხვავებელ ნიშნებს:
ტერორიზმის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი წარმოშობს გადამეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს, რომელიც წარმოიქმნება საყოველთაოდ საშიში ქმედების განხორციელებით, ან ამგვარი ქმედების ჩადენის მუქარის შედეგად. ამასთანავე ტერორისტს გააჩნია მძევლად აყვანილი, აფეთქების ადგილის სიახლოვეში მყოფი და სხვა უდანაშაულო პირების მკვლელობის განზრახვა.
ტერორიზმს გამოარჩევს მისი ჩადენის საზოგადოებრივი ხასიათი. სხვა დანაშაულს ჩვაულებრივ სჩადიან გახმაურების სურვილის გარეშე, ან იმ პირთა ინფორმირებით, რომელთა ქმედებაც წარმოადგენს დამნაშავეთა განსაკუთრებულ ინტერესს. ტერორიზმი კი ფართო რეზონანსისა და მოთხოვნების წაყენების გარეშე ფაქტიურად არ არსებობს.
ტერორიზმის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს საშიში, დამრთგუნველი და დაძაბული ატმოსფეროს განზრახ შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ატმოსფერო იქმნება არა ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ დონეზე და წარმოადგენს ობიექტურად ჩამოყალიბებულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას ახდენს სხვა პირებზე და აიძულებს მათ ტერორისტთა სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელებას, ან ამ უკანასკნელთა მიერ წაყენებული პირობების მიღებას. ხსენებული გარემოებების იგნორირებას ხშირად შევყავართ შეცდომაში და ტერორიზმს მიაწერენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც საზოგადოებაში გამოიწვევს შეშფოთებას.
ტერორიზმის კიდე ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისი ჩადენის პროცესში საყოველთაო საფრთხის მატარებელი ქმედება მიმართულია განსაზღვრული პირთა ჯგუფის ან საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო გარკვეულ ქმედებებზე დაყოლიებისკენ მიმართული ფსიქოლოგიური ზეგავლენა ხორციელდება სხვა პირებზე. ანუ, ძალადობა ამ შემთხვევაში ხორციელდება არა პირდაპირ დაზარალებულის მიმართ, არამედ იძულებითი გადაწყვეტილება მიიღება ტერორისტების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად შექმნილი დამრთგუნველი და საშიში გარემოს გამო. ამავდროულად, ზემოქმედება იმ პირებზე, რომლებისგანაც ტერორისტები რაიმე შედეგის მიღებას ელიან, შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სეპარატისტების მიერ განხორციელებული აფეთქება, რომელიც მიზნად ისახავს აიძულოს ხელისუფლება სეასრულოს რაიმე მოთხოვნა, წარმოადგენს პირდაპირი ზემოქმედების ფაქტს. მაგრამ, იგივე ქმედება, ჩადენილი ვინმეს მიერ, რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს უსუსურობა და გამოიწვიოს ხალხში სახელისუფლებო პარტიის მიმართ უნდობლობა, რადგან შემდგომ გააკეთოს რეგიონში სტაბილურობის დამყარების დაპირება საკუთარი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, წარმოადგენს ირიბი ზემოქმედების მაგალითს.
ტერორიზმის არსისა და განმარტების შემუშავების პროცესში მაინც წარმოიქმნება გარკვეული სირთულეები. როგორც ცნობილი რუსი მეცნიერი გ. ვ. ოვჩინნიკოვა აღნიშნავს, ძირითად გარემოებას, რომელიც აფერხებს ტერორიზმის განმარტებისა და მისი იურიდიული გაფორმებისადმი ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ხელს უშლის მასთან ბრძოლის საყოველთაოდ შეთანხმებული, საერთაშორისო ზომების მიღებას, წარმოადგენს შეფასებების უკიდურესად პოლიტიზირებული ხასიათი.
ტერორიზმის განმარტების შემუშავების შემაფერხებელ კიდევ ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მისი ცნების ტერორის ცნებისგან განცალკევების საკითხი, ვინაიდან მათ არცთუ იშვიათად გამოიყეენებენ როგორც სინონიმებს. უცხოელი მეცნიერები ძირითადად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ტერორიზმი არის დანაშაული, ხოლო ტერორი არის ნებისმიერი სუბიექტის (სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის) მიერ ძალის, მუქარის ან შეშინების გამოყენებით განხორციელებული ქმედება. ვ. პ. ემილიანოვი ტერორის ცნებას ადარებს აგრესიას, გენოციდს, ომს და მიიჩნევს, რომ ტერორი არის მასიური ძალადობა, რომელიც გამოიყენება სახელისუფლებო სუბიექტების მიერ. თავის ნაშრომში იგი განასხვავებს „იდეოლოგიური“, „სახელმწიფო“, „შიდასასამართლოებრივი“ და „ადმინისტრაციული“ ტერორის ცნებებს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტერორიზმთან შინაარსობრივად ძალიან ახლოს დგას ტერორისტული აქტის ცნება. შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში მათი სიახლოვის თანაფარდობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი მთელი და მისი ნაწილი. აღნიშნული საკითხი ნათლად ჩანს რეალურად ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების განხილვის პროცესში, ვინაიდან იმისთვის, რომ ქმედება ვაღიაროთ ტერორისტულ აქტად, არ არის აუცილებელი, რომ იგი ჩადენილი იყოს საზოგადოებისათვის საფრთხის შექმნით, განუსაზღვრელი პირთა ჯგუფისათვის ზიანის მიყენებით ან სხვა რაიმე მძიმე შედეგის გამოწვევით. ამგვარად, ტერორისტული აქტისათვის აუცილებელია ტერორიზმის მახასიათებელი ყველა ნიშანი, გარდა ერთისა - საზოგადოებრივი საფრთხის შექმნა, თუმცა მისი არსებობაც არ არის გამორიცხული.
არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ვ. პ. ემილიანოვი მიიჩნევს, რომ „ტერორიზმი“ და „ტერორისტული აქტი“ იძლევიან დანაშაულის უფრო ფართო, საერთო განმარტებას. განსახილველი საკითხის ნამდვილ საფუძველს წარმოადგენს „ტერორიზირების“ (ფრანგული სიტყვისგან terroriser) ცნება, ანუ ვინმეს დევნა ძალადობის მუქარის, ძალადობის და დაშინების გზით. ტერორიზირებას, როგორც დამოუკიდებელ შემადგენლობას, გააჩნია შემდეგი განმასხვავაებელი ნიშნები:
დამნაშავის ძალადობრივი და სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებები წარმოადგენენ უფრო მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას.
დამნაშავეთა მიერ შექმნილი შიშის ატმოსფერო გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალებად ბოროტმოქმედთა სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღების, ან მიღებაზე უარის თქმის პროცესში.
საბოლოო შედეგის მიღწევა ხდება არა თვითონ დამნაშავის მოქმედებით, არამედ იმ პირების მოქმედების ხარჯზე, რომელთა მიმართაც ხორციელდებოდა დამრთგუნველი ზემოქმედება.
ძალადობრივი ქმედება შესაძლებელია მიმართული იყოს პირთა გარკვეული ჯგუფის მიმართ, ხოლო დანაშაულის საბოლოო შედეგი დადგეს მესამე პირის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად.
მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ იურიდიულ ლიტერატურაში ტერორიზმს განიხილავენ, როგორც ექსტრემიზმის გამოვლინების უკიდურეს ფორმას. თავად ექსტრემიზმში იგულისხმება -
ფიზიკურ პირთა ან სხვადასხვა ორგანიზაციების (რელიგიური, საზოგადოებრივი და ა.შ.) მიერ ისეთი ქმედებების დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობილების ძალადობის გზით შეცვლისკენ, სახელმწიფოს ერთიანობის დარღვევისკენ, სახელისუფლებო უფლებამოსილების ხელში ჩაგდების ან მითვისებისკენ, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისკენ, ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ და ა.შ.
ნაცისტური ან მისი მსგავსი ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის პროპაგანდა და სახალხო დემონსტრაცია.
ზემოხსენებული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდება.
ხსენებული ქმედებების დაფინანსება.
ტერორიზმის სწორი კვალიფიკაციისათვის ასევე აუცილებელია შევისწავლოთ მისი ძირითადი სახეობები. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ტერორიზმის განმარტებისა და ცნების თაობაზე, შესაბამისად ძნელია მივაღწიოთ ტერორიზმის სახეობების კლასიფიკაციისადმი ერთიან მიდგომას. მთელ მსოფლიოში იურისტები ახდენენ ტერორიზმის სხვადასხვა კუთხით სისტემატიზაციას და გვთავაზობენ კლასიფიკაციის სფეციფიურ კრიტერიუმებს, რაც თავისმხრივ კიდე უფრო ართულებს ტერორიზმის ისედაც ჩახლართულ და მრავალმხრივ ბუნებას. აუცილებელია შემუშავებულ იქნას კლასიფიკაციის ერთიანი კონცეფცია, რადგან მოხერხდეს ტერორიზმის იმ ნიშნების დაჯგუფება, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და შესაძლებელი გახდეს მათი სისხლისსამართლებრივი თავისებურების გამოვლენა დანაშაულის შემადგენლობის კონსტრუირების მიზნით. თუმცა, მაინც არსებობს რამოდენიმე ფართოდ გავცელებული და საყოველთაოდ აღიარებული ტერორიზმის სახეობა - პოლიტიკური ტერორიზმი (წარმოადგენს სხვადასხვა სახის ტერორისტულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და სახელისუფლებო ლიდერებზე, ან მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე), საინფორმაციო ტერორიზმი (ხალხის ფსიქიკაზე და ცნობიერებაზე პირდაპირი ზეგავლენა, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტებისათვის მომგებიანი მოსაზრებებისა და მსჯელობის ჩამოყალიბებას, რომლებიც გარკვეულწილად ხალხის საქციელსაც განაპირობებს), ეკონომიკური ტერორიზმი (სხვადასხვა დისკრიმინაციული ხასიათის ეკონომიკური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტებზე, სოციალურ ჯგუფებზე, მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე, სახელმწიფოსა და მის ლიდერებზე ზეგავლენის მოხდენას, ტერორისტებისათვის ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილების მისაღებად), სოციალური ტერორიზმი (საზოგადოებაში კრიმინალური ატმოსფეროს მატება, საერთო სოციალური არასტაბილურობა) და სხვა.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტერორიზმი სწორედ იმით განსხვავდება სხვა შიშისა და დაშინების გამომწვევი დანაშაულებისაგან, რომ ამ შემთხვევაში შიში თავისთავად არ წარმოიქმნება (როგორც უბრალოდ რაიმე საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი), იგი განკუთვნილია განსხვავებული მიზნებისთვის და მოქმედებს როგორც ერთგვარი ბერკეტი მიზანმიმართული ზემოქმედებისათვის. ანუ ამ შემთხვევაში შიშის ატმოსფეროს შექმნა არ წარმოადგენს ტერორისტთა ძირითად მიზანს, იგი გვევლინება ამ მიზნის მიღწევის უტყუარ საშუალებად. სწორედ აღნიშნული გარომოების გამო წარმოადგენს ტერორიზმი ამდენად საშიშ და საზარელ დანაშაულს, რომლის წინასწარ გამოცნობაც ფაქტიურად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც არ არსებობს ტერორიზმის, როგორც სოციალური და სამართლებრივი მოვლენის, კლასიფიკაციის ერთიანი საფუძვლები და სისხლის სამართლის კოდექსში კვლავაც რჩება სხვა თავებში გაბნეულად არსებული ტერორისტული ხასიათის დანაშაულები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კანონმდებლები უახლოეს მომავალში შეძლებენ აღნიშნული პრობლემის გამოსწორებას.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Михеев И.Р. Терроризм: понятие, ответственность, предупреждение.http://www.kiev-security.org.ua/box/4/123.shtml
Овчинникова Г.В. Терроризм: Серия „Современные стандарты в уголовном праве и уголовном процессе“ / Науч. редактор проф. Б.В. Волженкин. - СПб., 1998.
Ольшанский Д.В. Психология терроризма. - СПб.: Питер, 2002.
Емельянов В.П. Терроризм и преступления с признаками терроризирования: уголовно-правовое исследование. - СПб.: Издательство „Юридический центр Пресс“, 2002.
Ольшанский Д.В. Психология терроризма. - СПб.: Питер, 2002.
რ ე ზ ი უ მ ე
ტერორიზმის კვალიფიკაციის პრობლემები
მერაბ გრძელიძე
სტატიაში განხილულია ტერორიზმის სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემები და მისი ზუსტი განმარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავების აუცილებლობის საკითხები. დასკვნის სახით აღინიშნება, რომ ტერორიზმი სწორედ იმით განსხვავდება სხვა შიშისა და დაშინების გამომწვევი დანაშაულებისაგან, რომ ამ შემთხვევაში შიში თავისთავად არ წარმოიქმნება (როგორც უბრალოდ რაიმე საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი), იგი განკუთვნილია განსხვავებული მიზნებისთვის და მოქმედებს როგორც ერთგვარი ბერკეტი მიზანმიმართული ზემოქმედებისათვის. ანუ ამ შემთხვევაში შიშის ატმოსფეროს შექმნა არ წარმოადგენს ტერორისტთა ძირითად მიზანს, იგი გვევლინება ამ მიზნის მიღწევის უტყუარ საშუალებად.
S U M M A R Y
THE PROBLEMS OF QUALIFICATION OF TERRORISM
MERAB GRDZELIDZE
In this article we discuss the problems of criminal qualification of terrorism and the necessity of development of correct definition and classification. In conclusion we admit, that terrorism differs from other crimes that cause fear in society. The fear doesn't occur by itself, but it is a weapon used to achieve certain goals set by the terrorists. In this case the goal of terrorists is not to set the atmosphere of fear, but it appears to be the manifestation of terrorism.
Р Е З Ю М Е
ПРОБЛЕМЫ КВАЛИФИКАЦИИ ТЕРРОРИЗМА
МЕРАБ ГРДЗЕЛИДЗЕ
В статье обсуждаютса проблемы угаловно-правогой квалификации терроризма и необходимость разработки точной сути и системы классификации. В результате делается вывод, что терроризм отличается от других порождающих страх преступлений тем, что здесь страх возникает не сам по себе в результате получивших общественный резонанс деяний и создается виновными не ради самого страха, а ради других целей, и служит своеобразным объективным рычагом целенаправленного воздействия, при котором создание обстановки страха выступает не в качестве цели, а в качестве средства достижения цели. Таким образом, создание обстановки страха есть выражение терроризма, проявление его сути, а не его конечная цель.
![]() |
2.14 ტერორიზმთან ბრძოლის აქტუალური საკითხები |
▲back to top |
მერაბ გრძელიძე
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
თანამედროვე ტერორიზმის მეცნიერული ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნები მისი ბუნების, მექანიზმისა და მიზეზების თაობაზე. ხსენებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თუნდაც თეორიული ცოდნის გარეშე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელი და არაეფექტური იქნება.
ტერორიზმის ცნებისადმი რამოდენიმე მიდგომა არსებობს. დისკუსია აღნიშნული საკითხის გარშემო არასდროს ჩამცხრალა, ახლა კი უფრო აქტუალური გახდა, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ტერორიზმში უნდა გამოიკვეთოს ისეთი განმასხვავებელი ნიშანი, როგორიც არის დაშინება. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ვისაუბროთ არა მხოლოდ ტერორიზმზე, არამედ ტერორისტულ დანაშაულზე, როგორც დანაშაულებრივი ქმედების ერთ-ერთ სახეობაზე, რომელიც თავისმხრივ მოიცავს სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფას, მძევლად აყვანას, გამოძალვას, მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ზოგიერთ დანაშაულს. თუმცა, ამავე დროს ხშირად დავიწყებას ეცემა ის ფაქტი, რომ ტერორისტული ქმედება შეიძლება მიზნად ისახავდეს არა მხოლოდ დაშინებას (ან არა იმდენად დაშინებას), არამედ რომელიმე კონკრეტული ადამიანისა და უფრო იშვიათად, რაიმე მატერიალური ღირებულების განადგურებას. ტერორიზმი შეიძლება შეიცავდეს შურისძიების, ძალის, აღმატებულობის და სიმამაცის დემონსტრაციას.
თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული მოვლენები უფლებას გვაძლევს ვისაუბროთ ახალ და განსაკუთრებით საშიშ დანაშაულებრივი ძალადობის სახეობაზე, როგორიც არის ტერორისტული ომი, რომელიც თავისმხრივ აუცილებლად უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მთავარი საგანი. ამგვარი ომის საერთაშორისო ხასიათის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხსენებულ დანაშაულზე შესაძლებელია განისაზღვროს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების საშუალებით. თანამედროვე ტერორისტული ომის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ იგი წარიმართება არა ქვეყნის, არამედ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, თუმცა არცთუ ისე იშვიათად ზოგიერთი სახელმწიფოს ფარული მხარდაჭერითა და ხელშეწყობით (მაგ. ერაყი, ავღანეთი, ლიბია და სხვ.).
ტერორიზმის ტიპოლოგია შეიძლება ბევრ კრიტერიუმს მოიცავდეს, რომელთაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს მისი შინაარსობრივი ასპექტი. უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი (ტოტალური), სამხედრო, ეთნიკური, რელიგიური, სეპარატისტული, პოლიტიკური, განგსტერული, „იდეოლოგიური“ ტერორიზმის განსხვავება. სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ სახელმწიფოები, მოძრაობები, პარტიები და სხვა ჯგუფები, მაგრამ შესაძლებელია იყვნენ მარტოხელა ფანატები. ასეთი ადამიანები არიან არცთუ ისე ჯანმრთელი, უფრო ხშირად კი ფსიქიკურად დაავადებული პირები, რომლებიც მზად არიან დაშინების გზით მიაღწიონ საკუთარი იდეების რეალიზაციას, როგორიც შეიძლება იყოს მსოფლიოს გადარჩენა ან სამართლიანობის აღზევება და შესაბამისად მათ ქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ „იდეოლოგიური“. თუმცა ასეთი ადამიანები შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ჯგუფებში და გაერთიანებებშიც.
ეჭვს არ იწვევს, რომ დღეისათვის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებელია ეთნორელიგიური ტერორიზმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები ცდილობენ გამოხატონ მნიშვნელოვანი მაშტაბების მქონე ნაციონალური და რელიგიური ჯგუფების ინტერესები (მაგ. ისლამური ფუნდამენტალისტები უცხადებენ ტერორისტულ ომს მთელ დასავლურ სამყაროს). ტერორიზმის ამგვარ ტიპს შეიძლება ვუწოდოთ გლობალურ-კულტურული. იგი საშიშია მთელი ცივილიზაციისთვის, იმ ხალხისთვისაც კი, რომელთა ნებასაც ეს დამნაშავეები ვითომდა გამოხატავენ.
კაცობრიობისთვის აქტუალურ პრობლემად იქცა არ დაუშვან მსოფლიო კულტურების ერთმანეთთან შეჯახება. XX საუკუნეში ხალხი იტანჯებოდა სახელმწიფო ტერორიზმისაგან, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან იტალიური ფაშიზმი, გერმანული ნაციზმი და საბჭოთა ბოლშევიზმი, რომლებმაც თავისმხრივ ბიძგი მისცეს II მსოფლიო ომს. XXI საუკუნეში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ტერორიზმს შემცვლელად მოევლინა გლობალურ-კულტურული ტერორიზმი. თუმცა ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, იქნება თუ არა მისი შედეგები ისეთივე გამანადგურებელი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არა, იმიტომ რომ მისი მხარე ღიად არცერთმა სახელმწიფომ არ დაიკავა, ხოლო ფარული მხარდაჭერა და ხელშეწყობა გამოხატეს იზოლაციაში მყოფმა სახელმწიფოებმა, რომელთა სამხედრო პოტენციალი არცთუ შთამბეჭდავია. თუმცა ამგვარი ვარაუდი არ უნდა მივიღოთ მოწოდებად შესუსტდეს პროფილაქტიკური ქმედებების გატარების ძალისხმევა, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში ტერორისტულ ომს შეუერთდეს რამოდენიმე ძლიერი სახელმწიფოც (მაგ. მასიური განადგურების იარაღის ფარული მიწოდების გზით).
იმის თვალსაჩინო მაგალითს, რომ ეთნორელიგიური ტერორიზმი გადაიზარდა გლობალურ-კულტურულ ტერორიზმში წარმოადგენს 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა, რომელიც წარმოადგენდა ამერიკისა და დასავლეთის ეკონომიური აყვავების სიმბოლოს და პენტაგონზე თავდასხმა, რომელიც არის ამერიკისა და დასავლეთის სამხედრო სიძლიერის სიმბოლო.
არ შეიძლება დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ ეთნორელიგიური ტერორიზმის არსებული ამოფრქვევა წარმოადგენს ისლამის ომს ქრისტიანობის წინააღმდეგ. ბევრმა ისლამურმა ქვეყანამ და ისლამურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ აქტიურად გამოხატა პროტესტი რელიგიური ფუნდამენტალისტების ტერორის წინააღმდეგ და ზოგიერთმა სახელმწიფომ ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებშიც მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისლამი აგრესიული რელიგიაა, რადგან ძველ აღთქმაშიც გვხვდება ძალადობის ფაქტები. სურვილის არსებობის შემთხვევაში ორივე რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოძებნონ აგრესიის გასამართლებელი საბაბი, თუმცა საქმე სხვა რამეში მდგომარეობს: თანამედროვე მსოფლიოში წარმოიქმნა მრავალმილიონიანი ხალხის მასა, რომლებიც არიან უკიდურესად უკმაყოფილო საკუთარი ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური, პსიქოლოგიური და სხვა სტატუსით და დაკავებული არიან საკუთარი იდენტურობის გამომჟღავნების ზედმეტად ენერგიული მეთოდების ძიებით. უბრალოდ ეს ჯგუფი ძირითადად ისლამის მიმდევარია.
წარმოიქმნება შეკითხვა: რატომ არ არიან ეთნორელიგიური ტერორიზმის მიმდევრები, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო მაშტაბით, იმ ხალხის წარმოადგენლები, რომელთა რელიგია არის ბუდიზმი ან ინდუიზმი? სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამ უკანასკნელებს არ წამოექმნათ საკუთარი სტატუსით უკმაყოფილების ესოდენ მტკივნეული შეგრძნება და ისინი არ არიან დაკავებული საკუთარი იდენტურობის, საკუთარი ადგილის ძიებით სამყაროში. მათთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუ ვინ არიან. ამგვარ ჭრილში, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველა მსოფლიო რელიგიას შორის, ისლამი ყველაზე ახალგაზრდაა და ამიტომ იგი იბრძვის მისთვის კუთვნილი ადგილის მოსაპოვებლად. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტერორიზმის რომელიმე რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილობა ნამდვილად ახდენს ზეგავლენას მის მიმართულებასა და დანაშაულებრივი ქმედების ხასიათზე, მათი რეალიზაციის მეთოდებზე, ტერორისტული აქტების მომზადებაზე და ა.შ.
ტერორიზმის მიზეზები გამოკვლეულ უნდა იქნას ისე, რომ ყურადღების ცენტრში იყოს ფაქტორები, რომლებიც არა რომელიმე სხვა დანაშაულს, არამედ მართლა ტერორიზმს წარმოქმნიან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური, კონკრეტული და საფუძვლიანი მისი თავიდან აცილების მეთოდები. ტერორიზმის სხვადასხვა სახეობის და უმთავრესად ეთნორელიგიური ტერორიზმის გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოვყოთ თანამედროვე ტერორიზმის გამომწვევი რამოდენიმე ძირითადი მიზეზი.
ნაციონალური, ეკონომიური, სოციალური, სახელმწიფოებრივი, რელიგიური და სხვა სახის პრობლემების არსებობა, რომლებსაც აღნიშნული ჯგუფისათვის აქვს სასიცოხლო მნიშვნელობა, ასევე განსაზღვრული ცხოვრებისეული რესურსებისა და ბუნებრივი სიმდიდრის გადანაწილება.
ეთნიკური და რელიგიური საზღვრების შეუთავსებლობა და აქედან გამომდინარე ერთი ნაციის მხრიდან მეორის მიმართ, ერთი აღმსარებლობის მხრიდან მეორის მიმართ ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიების წარმოშობა, სევე გადამეტებული მისწრაფება გახადონ ქვეყანა მონორელიგიური ან მონონაციონალური.
რომელიმე ეთნორელიგიური, ნაციონალური ჯგუფის ან ორგანიზაციის მისწრაფება ხელში ჩაიგდოს სახელმწიფო ხელისუფლება დანარჩენი სახელმწიფოსაგან გამოყოფის (სუვენერიზაციის) გზით (მაგ. ავღანეთი). ამგვარი მისწრაფება ხშირად წარმოიქმნება ცალკეული ეთნიკური და რელიგიური რეგიონების მიმართ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული მოუქნელი და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ასევე იერარქიული სტრუქტურების შეცვლის პროცესში ნეიტრალიზაციის აუცილებელი პირობების გაუთვალისწინებლობის, არსებული ძალთა და შესაძლებლობების ბალანსის დარღვევის, არსებული ეთნოსისა ან აღმსარებლობის წარმომადგენლების უფლებების შელახვის შედეგად.
რომელიმე ნაციის ან რელიგიური (პროფესიული) ჯგუფის საკუთარი ნაციონალური (რელიგიური) იდენტურობის შენარჩუნებისკენ მისწრაფება. სხვა კულტურების, ხელისუფლების ან სხვა სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მიერ უცხო ცხოვრების წესის, კულტურის, ღირებულებებისა და სოფლმხედველობის თავზე მოხვევისათვის წინააღმდეგობის გაწევა. არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთი მუსლიმანური თანამეგობრობის დასავლური კულტურისადმი განსაკუთრებით მტრული დამოკიდებულება, რომელიც თავის მხრივ საზრდოს აძლევს მათ ტერორისტულ მისწრაფებებს, გამოწვეულია სწორედ დასავლური და მთლიანად ქრისტიანული (ზოგჯერ საკმაოდ აგრესიული) სტანდარტებისა და მიზნებისადმი აქტიური შეუთავსებლობით.
ნაციონალური ან რელიგიური ჯგუფის საკუთარი მიწის, კულტურის, ენის, სიმბოლოების და სულიერებისადმი ზედმეტი სიმბიოზური კავშირი, რომელიც ჩამოყალიბებულია „დიდი დედის“ ხატის სახით. მისი ნებისმიერი სახით ხელყოფა კი, წარმოქმნის ტოტალური კატასტროფის შიშს და შესაბამისად ხდება მისი დაცვისათვის განკუთვნილი ზოგჯერ ყოვლად მიუღებელი საშუალების გამართლებაც კი. აღზრდიდან გამომდინარე, ამგვარი დამოკიდებულება წარმოშობს, როგორც პატრიოტიზმს, ასევე უკიდურეს ნაციონალიზმს, მისი ტერორისტული გამოვლინებებითურთ.
ერთი კულტურის, ქვეყნის ან სოციალური და ეთნორელიგიური ჯგუფების მიერ სხვა ჯგუფებისადმი, რომლებიც არიან უფრო მდიდარი და ძლიერი, რომელთა წარმომადგენლები ეწევიან უფრო პრესტიჟულ და უზრუნველყოფილ ცხოვრების წესს, შეუძლიათ თავზე მოახვიონ და უკარნახონ საკუთარი ცხოვრების წესისა და სტანდარტის პირობები, მიმართული მწვავე შური, ზიზღი და სიძულვილი. სწორედ ასეთი გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ქრისტიანული რელიგიის მიმდევარსაც, რომელიც არის ღატაკი (თუნდაც იმის გამო, რომ არ სურს მუშაობა) თავისი მდიდარი მეზობლის მიმართ, რომლის სახლი და საკუთრებაც ხსენებული მიზეზის გამო შეიძლება უბრალოდ გადაწვას.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი იმ მრავალ მიზეზთაგანი, რომელმაც სტიმული მისცა ტერორისტ-კამიკაძეებს განეხორციელებინათ თავდასხმა ამერიკის სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოებზე 2001 წლის სექტემბერში. ხსენებული გარემოების ყოველმხრივი განხილვის გარეშე შეუძლებელია ჩავწვდეთ ბევრი ტერორისტული აქტის ჭეშმარიტ აზრს. მაგრამ ამის გაკეთება არ არის ადვილი, რადგან შესაბამისი მექანიზმები ფუნქციონირებენ ქვეცნობიერების დონეზე.
ფარული ნაციონალური კომპონენტის ფორმირება ნაციონალური ბურჟუაზიისა და წარმოების ჩამოყალიბების პროცესში. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეიძლება მიმართონ ნაციონალურ და რელიგიურ ტერორიზმს საკუთარი ეკონომიური ინტერესების დასაცავად და გასამყარებლად მწვავე საბაზრო კონკურენციის პირობებში (ამგვარი ხასიათის ტერორის მაგალითები მრავლად იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რუსეთის ფედერაციის პოსტსაბჭოთა რეალობაში).
პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ეყრდნობა რელიგიურ ან ნაციონალურ მოძრაობას და ექსპლუატაციას უკეთებს ყველაზე ჩამორჩენილი ფენების ირაციონალურ და შეზღუდულ მისწრაფებებს.
უმუშევრობისა და მოთხოვნების, სერიოზული ეკონომიკური პრობლემების (განსაკუთრებით ჭრელი ნაციონალობის, რელიგიური აღმსარებლობისა და სხვადასხვა რასობრივ დიდ ქალაქებში) ზრდა. უმუშევრობის და მატერიალური უზრუნველყოფის არარსებობის პირობებში მოხდება სხვადასხვა ნაციის ან აღმსარებლობის წარმომადგენლების დადანაშაულება, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესობას, ზოგჯერ შესაძლოა ლტოლვილებს ან მიგრანტებს.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, თუ ერთი შეხედვით როგორი მარტივი, მაგრამ ამავე დროს როგორი მზაკვრული და საზარელი შეიძლება იყოს ტერორიზმის ნამდვილი სახე და ბუნება. შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემებისა და არსებული მაგალითების ჯეროვანი შესწავლა, საკანონმდებლო ბაზის ოპტიმიზაცია და აღმასრულებელი ორგანოების სათანადო მომზადება, რადგან შესაძლებელი იქნას ყოველდღიურად ზრდადი ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილება, მითუმეტეს საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Социальные и психологические проблемы борбы с международным терроризмом. 2002.
Терроризм и религия. 2006.
რ ე ზ ი უ მ ე
ტერორიზმთან ბრძოლის აქტუალური საკითხები
მერაბ გრძელიძე
სტატიაში განიხილება ტერორიზმის ბუნება და სავარაუდო წარმოშობის მიზეზები. დასკვნის სახით აღინიშნება, რომ საჭიროა ტერორიზმის პრობლემის ჯეროვანი შესწავლა, საკანონმდებლო ბაზის ოპტიმიზაცია და აღმასრულებელი ორგანოების სათანადო მომზადება, რადგან შესაძლებელი იქნას ყოველდღიურად ზრდადი საფრთხის თავიდან აცილება, მითუმეტეს საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.
S U M M A R Y
TOPICAL MATTERS OF ANTITERRORIST LEGISLATION
MERAB GRDZELIDZE
In this article we discuss the nature and probable causes of terrorism. In conclusion we admit that it's necessary to study the problem of terrorism very carefully and thoroughly, to optimize the legislation and to train the executive organs in order to make it possible to protect people from the threat of terrorism.
Р Е З Ю М Е
АКТУАЛЬНЫЕ ВОПРОСЫ ПО БАРЬБЕ С ТЕРРОРИЗМОМ
МЕРАБ ГРДЗЕЛИДЗЕ
В статье обсуждаютса своиства и причины возникнавения терроризма. В результате делается вывод, что необходима точное изучение проблем терроризма для оптимизации законодателства и подгатовки правоохранителных органов, чтобы сделать вазможным избежаные надвигаюшеися опасности терроризма.
![]() |
2.15 შედარებითი და კლინიკური კრიმინოლოგია |
▲back to top |
მიხეილ გაბუნია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
კრიმინოლოგიის მეცნიერება მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა შედარებითი კრიმინოლოგია და კლინიკური კრიმინოლოგია.
შედარებითი კრიმინოლოგიის გამოყენება მეცნიერებაში აფართოებს მკვლევარის შემეცნების სპექტრს, ხელს უწყობს სხვა ქვეყნებისა და ხალხების გამოცდილების ნაყოფიერ გამოყენებას დანაშაულობისა თუ დევიანტურ ქმედებათა თავიდან აცილების სფეროში. მისი დანიშნულება საკმაოდ აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მეცნიერების აღნიშნული დარგი, შედარებითი მეთოდების გამოყენებით, შეისწავლის დანაშაულობას და მისი კონტროლის მექანიზმებს ეროვნებათშორისი მონაცემების საფუძველზე, კერძოდ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე აკეთებს საბოლოო დასკვნებს; აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კულტურათა ეროვნებათშორის დონეზე შედარება, რომლის მიზანია დანაშაულობის გამომწვევი მიზეზების უკეთ შესწავლა და დანაშაულობაზე სოციალური კონტროლის ეფექტური ზომების შემუშავება.1 განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ემპირიული კვლევები ხანგრძლივ და შრომატევადი საქმიანობის პროცესს წარმოადგენს, რომელთაც თავიანთი არსით, მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ კონკრეტული რეგიონისათვის და გააჩნიათ დანიშნულება მხოლოდ იმ რაიონისათვის, რომელშიც კვლევები ტარდება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცხოვრების სწრაფი ტემპებით ცვლილებებისდა გამო ემპირიული კვლევები ხდებიან მოძველებულნი იმ პერიოდისათვის, როდესაც სრულდება მათი დამუშავება. ამიტომ კრიმინოლოგები, დღიდან მეცნიერების ჩამოყალიბებისა დიდ ყურადღებას უთმობენ შედარებით კრიმინოლოგიას, რომელიც პირველ ადგილას აყენებს დანაშაულობის სოციალურ მიზეზებს. შედარებითი კრიმინოლოგიური კვლევები ტარდება ისეთ ქვეყნებში, სადაც სოციალური პირობები და საზოგადოების სტრუქტურა ერთმანეთთან ახლოს დგანან.
საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებამ, სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა იმპლემენტაციამ შიდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ხელი შეუწყო იმ გარემოებას, რომ კრიმინოლოგია თანამედროვე პირობებში ჩამოყალიბდა საერთაშორისო მეცნიერებად.2
დღეისათვის საერთაშორისო კრიმინოლოგიურ საკითხებზე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოება და ცივილიზებული სამყაროსათვის შეიმუშავებს სახელმძღვანელო დებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ უფრო მშვიდობიან და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრების წინაპირობას. შედარებითი კრიმინოლოგიის აქტუალობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მსოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებით, იმ სოციალურ-ეკონომიკური ანტაგონიზმით, რომელიც დამახასიათებელია კაპიტალისტური ფორმაციისათვის. დანაშაულობათა შედარება, პროგნოზირება და მიზეზები, საშუალებას გვაძლევს გავაკეთოდ ერთობ საინტერესო დასკვნები.
პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საზოგადოების მაღალი ეკონომიკური დონე, (თუკი საზოგადოებაში შენარჩუნებული არ არის ისტორიული ტრადიციები) არ აბრკოლებს დანაშაულობათა ზრდას; მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მსოფლიოში ეკონომიკურად უმდიდრესი სახელმწიფოა, ამავე დროს გამოირჩევა დანაშაულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე, დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე.3 ამავე დროს, იაპონიაში, რომელიც ძალზედ განვითარებული ქვეყანაა ინდუსტრიულად და არცერთ დასახელებულ სახელმწიფოზე ნაკლებ განვითარებული არაა ეკონომიკურად, დანაშაულობის დონე საკმაოდ დაბალია,4 ვინაიდან, იაპონიაში, მიუხედავად მისი ინდუსტრიალიზაციისა, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ისტორიული ტრადიციები რჩება ძველებურად, მოსახლეობა ვალდებულად თვლის თავს შეინარჩუნოს პატივისცემა ოჯახისადმი, საზოგადოებისა და ერისადმი. იაპონელთა ცხოვრების წყობა განისაზღვრება ოჯახის პატრიარქალური სტრუქტურით, საზოგადოებაში ძლიერად მოქმედებს ოჯახურ-ნათესაური ტრადიციები, პატივისცემა უფროსებისადმი, სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ არაკანონიერი გზით მიღებული შემოსავლებით. ხელისუფლება დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა შეინარჩუნოს ეფექტური სისტემა ოჯახური ურთიერთობებისა. საზოგადოება და საზოგადოებრივი ცნობიერება ავსებენ და აძლიერებენ ოჯახის გავლენას; ახალგაზრდობა კარგად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, თაობათა შორის კონფლიქტი პრაქტიკულად არ არსებობს ან ასეთის არსებობის შემთხვევაში წყდება მშვიდობიანად, ურთიერთშეთანხმებით. დანაშაულობაზე სოციალური კონტროლის განხორციელების პროცესში მონაწილეობს მთლიანად მოსახლეობა. დანაშაულობის თავიდან აცილების სისტემები ეფექტურად მოქმედებენ დასახლებულ სექტორებში, ქუჩებში, სკოლის მოწაფეებში, მასში ჩართულნი არიან მრავალრიცხოვანი სტუდენტური, ახალგაზრდული, ქალთა ორგანიზაციები. პოლიცია აწარმოებს სისტემატურ გასვლებს სახლებში, აძლევს რჩევებს მოქალაქეებს ოჯახური დავების შემთხვევაში და აგვარებს მათ. მოქალაქეები დადებითად არიან განწყობილნი პოლიციის მიმართ, თავს მორალურად ვალდებულად თვლიან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ინფორმაციით უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოები, მათდამი ნდობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად იაპონია ერთერთი ყველაზე გამორჩეული და მისაბაძი ქვეყანაა დანაშაულობის დაბალი დონის მხრივ მსოფლიო საზოგადოებისათვის.5
შვეიცარია, იაპონიის მსგავსად დანაშაულობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა.6 ჩვენთვის მეტად საყურადღებოა გამოკვლევა იმ ფაქტორებისა, თუ დანაშაულობაზე რა ზემოქმედების საშუალებები არსებობს აღნიშნულ ქვეყანაში და კრიმინოლოგიური თვალსაზრისით რით განსხვავდება შვეიცარია სხვა დანარჩენი ევროპული სახელმწიფოებისაგან; ვფიქრობ, შვეიცარიისა და იაპონიის მიღწევები დანაშაულობის თავიდან აცილების საქმეში ყველაზე მეტად მისაღები უნდა იყოს საქართველოსათვის, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს საზოგადოებაში არსებობს სინთეზი ევროპულსა და აზიურ ტრადიციებს შორის.
კრიმინოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადჰყვეს, რომ შვეიცარიაში დანაშაულობის დაბალი დონე განპირობებულია მთელი რიგი კომპლექსური ფაქტორების არსებობით. კერძოდ, მათ რიცხვს განეკუთვნება - ურბანიზაციის შენელებული პროცესები (შვეიცარიაში არ არსებობს ქალაქები სადაც დასახლებული იყოს მილიონზე მეტი ადამიანი); - მრეწველობის დეცენტრალიზაცით, რის გამოც არ არსებობს დიდი სამრეწველო ქალაქები, რომელთა არსებობასაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თან სდევს ე.წ. „ღარიბთა კვარტლების“ და კრიმინოგენური რაიონების არსებობა; - შვეიცარიაში უმეტეს წილად ცხოვრობს ძირძველი მოსახლეობა, თაობიდან-თაობამდე ოჯახებიცხოვრობენ ერთი და იმავე ადგილას, ამდენად ადამიანები კარგად იცნობენ ერთმანეთს და ითავისებენ ერთმანეთის პრობლემებს, აქტიურად მისდევენ დადგენილ ტრადიციებს. - სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნება მოსახლეობის მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროცესებთან მიმართებაში, მათ შორის დანაშაულობაზე (შვეიცარიაში ღრმად აქვთ გაცნობიერებული ურთიერთდახმარების მოვალეობა და სოლიდარობა; ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ანდაზა, რომლის თანახმად „ ყველა მოქალაქე თავისთავად პოლიციელია“); - პოლიციის დეცენტრალიზაცია და მისი ორიენტაცია საზოგადოების ინტერესებზე - დანაშაულობაზე განსაკუთრებული რეაქციების არ არსებობა, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად ძალიან ხშირად გვევლინება პირობითი მსჯავრი, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით განაჩენის დადგენისას, ჭარბობს მცირე ვადის სანქციები. - დაოჯახებული ქალები პრაქტიკულად არ არიან დაკავებულნი პროფესიული საქმიანობით, ამდენად მათ გააჩნიათ შესაძლებლობა უკეთ მოუარონ თავიანთ შვილებს და წარმატებით აღზარდონ ისინი, აქედან გამომდინარე ძალზედ დაბალი დონეა დანაშაულობის ახალგაზრდობაში, მოზარდ თაობაში 18 წლამდე ფაქტიურად არ ფიქსირდება კანონდარღვევები. - სასკოლო პროგრამები მოიცავენ ძალიან ბევრ აკრძალვებს, მასწავლებელს გააჩნია საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსი. ყოველივე ამას შეიძლება დავუმატოდ ის გარემოება, რომ ახალგაზრდობაში შვეიცარიაში არ არის უმუშევრობა და ოჯახის განვითარება ქვეყანაში, სადაც უმთავრეს როლს სოფლის საზოგადოება ასრულებს, დაფუძვნებულია ტრადიციულ პატრიარქალურ ურთიერთობებზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ განაჩენების 2/3, რომლებიც შეეხება თავისუფლების აღკვეთას სასამართლოებს გამოაქვთ პირობითად.7
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთ ძველი დროის ყველაზე მეტად განვითარებულ ელინურ სახელმწიფო - სპარტაში - მოქმედებდა ორიგინალური სისტემა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე ზემოქმედებისა, სახელმწიფოს მხრიდან ოჯახურ ურთიერთობებში აქტიური ჩარევის მხრივ. სპარტაში ითვლებოდა, რომ ქორწინება არის „დაწესებულება“, რომელსაც გააჩნია ერთადერთი მიზანი - ფიზიკურად და ზნეობრივად განვითარებული, ჯანმრთელი მოქალაქეების „წარმოებისა“; სახელმწიფო არათუ აქტიურად აკონტროლებდა მოზარდ-ახალგაზრდობის გონებრივ და ფიზიკურ აღმზრდელობით პროცესს, არამედ აწარმოებდა დასაქორწინებელი წყვილების მკაცრ შერჩევასაც. ქორწინება, რომლის შედეგადაც არ დაიბადებოდნენ ბავშვები, გაუქმებულად ითვლებოდა და მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ სხვასთან ექორწინათ. დაუქორწინებლობა - დანაშაულად ითვლებოდა. ბავშვების რაოდენობა, რომელიც სპარტანელ ოჯახებს უნდა ჰყოლოდათ მკაცრად განსაზრვრული იყო. ქვეყანაში მოქმედებდნენ მკაცრი კრიტერიუმები მოზარდ ახალგაზრდობის გონებრივ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებასთან მიმართებაში.8 სპარტამ დაბეჯითებით დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ოჯახური ურთიერთობანი და მოზარდ-ახალგაზრდობის აღმზრდელობითი პროცესი, შესაძლებელია ეფექტურად იქნას კონტროლირებადი სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის დანაშაულობაზე სოციალური კონტროლის უმნიშვნელოვანესი მიზნისათვის.
ვფიქრობ, სპარტის სახელმწიფოს ზოგიერთი მიღწევის გაანალიზება და იმპლემენტაცია ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფოსა და საზოგადოებას არა მარტო დანაშაულობაზე სოციალური კონტროლის განსახორციელებლად, არამედ საქართველოს გამთლიანების პროცესსაც, მით უმეტეს, როცა თანამედროვე ამერიკელი სწავლული კრიმინოლოგების, მათ შორის კოგანის, გამოკვლევებმა დაადასტურეს ძველი ჭეშმარიტების სისწორე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ოჯახის სიმტკიცეს და მოზარდ-ახალგაზრდობის სწორ აღმზრდელობით საქმიანობას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულობის წინააგმდეგ ბრძოლაში, მის თავიდან აცილებასა და აღკვეთაში.9
ამდენად, შედარებითი კრიმინოლოგიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებამ, საშუალება მოგვცა დაგვედგინა დანაშაულობის გამომწვევი და ამავე დროს დანაშაულობაზე სოციალური კონტროლის ერთ-ერთი ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - საზოგადოების ტრადიციული ღირებულებები. დიურკგეიმი ამის შესახებ წერდა, რომ თუკი რომელიმე საზოგადოებაში ტრადიციული ინსტიტუტები კარგავენ თავიანთ ძალას, თუკი სუსტდება კავშირი ინდივიდისა საზოგადოებასთან, ღირებულებათა სისტემა იმსხვრევა და წარმოიქმნება ანომია.10
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრიმინოლოგიის საგანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ. კლინიკურ კრიმინოლოგიას, რომელიც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს; მის ბაზაზე წარმოიქმნა და რეალიზებულ იქნა პრაქტიკაში არასადამსჯელო ზემოქმედება დამნაშავეებზე. ამ მიმართულებით ლიდერობენ იტალია და საფრანგეთი, სადაც დაინერგა ე.წ. „კრიმინოლოგ-კლინიცისტების“ პროფესია,11 რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებზე პატიმართა რეაბილიტაციის საკითხებთან მიმართებაში. კრიმინოლოგიის აღნიშნული დარგის განვითარებამ გამოიწვია სადამსჯელო პოლიტიკის ჰუმანიზაცია ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში. საფრანგეთში ამას მოჰყვა პენიტენციალური სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც პენიტენციალურ სისტემაში შეიქმნა სოციალურ-აღმზრდელობითი სამსახური, პატიმრებს გაუჩნდათ შესაძლებლობა პროფესიული განათლების მიღებისა, სწავლების შესაძლებლობა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში და მიღება აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა თავისუფლების აღკვეთის ადგილების ფარგლებს გარეთ.12 ვფიქრობ აღნიშნული მოდელის შეთავაზება ქართული პენიტენციალური სისტემისათვის დღევანდელ დღეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება.
___________________
1. იხ. Г.И. Шнайдер. Криминология. М., 1994. C. 31-43.
2. იხ. დასახელებული ნაშრომი. გვ. 31-32.
3. იხ . Г.И. Шнайдер. Криминология. М., 1994. C. 35-38.
4. იხ. С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М. 1997. С. 8.
5. იხ. С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М., 1997. С. 8. aseve, Г.И. Шнайдер. Криминология. М., 1994. C 41.
6. იხ.С.М. Иншаков. Зарубежная криминология . М., 1997. С. 202
7. იხ. Г.И. Шнайдер. Криминология. М., 1994. C. 36-37. aseve, С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М., 1997. С. 202.
8. იხ. H. Michell. Sparta. Camb., 1952.
9. იხ. У. Коган. Криминологические иследование в мире. М. 1995. С. 160
10. იხ. Д.Ж. Массионис. Социология. СПТ. 1999. C. 126-127.
11.იხ . С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М., 1997. C. 199-200.
12. С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М., 1997. C. 199-200
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Г.И. Шнайдер. Криминология. М., 1994.
С.М. Иншаков. Зарубежная криминология. М., 1997.
Д.Ж. Массионис. Социология. СПТ. 1999.
У. Коган. Криминологические иследование в мире. М. 1995.
H. Michell. Sparta. Camb. 1952.
რ ე ზ ი უ მ ე
შედარებითი და კლინიკური კრიმინოლოგია
მიხეილ გაბუნია
სტატიაში განხილულია კრიმინოლოგიის მეცნიერების ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგების არსი და დანიშნულება როგორიცაა შედარებითი და კლინიკური კრიმინოლოგია. აღნიშნული დარგები კი ქართულ კრიმინოლოგიაში ძალზედ მწირედაა დამუშავებული. ვფიქრობ, სტატიაში განხილული საკითხები შემდგომი კვლევებისათვის სასარგებლო იქნება.
S U M M A R Y
COMPARATIVE AND CLINICAL CRIMINOLOGY
MIKHEIL GABUNIA
The article provides the discussion of nature and assignment of such important fields of criminal science, as comparative and clinical criminology. The aforementioned fields are very poorly developed in Georgian criminology. I think that the issues discussed in the article would be useful for subsequent surveys.
Р Е З Ю М Е
СРАВНИТЕЛЬНАЯ И КЛИНИЧЕСКАЯ КРИМИНОЛОГИЯ
МИХЕИЛ ГАБУНИА
В статье рассматривается суть и назначение таких отраслей криминологической науки как сравнительная и клиническая криминология. В грузинской криминологии указанные отрасли разработаны очень скудно. Думаю, вопросы, рассматриваемые в статье окажутся полезными для дальнейшего исследования.
![]() |
2.16 სტრატეგიული დაგეგმარების მნიშვნელობა ორგანიზაციული მართვის ეფექტურობის გაზრდისათვის |
▲back to top |
კახაბერ გორდაძე
სსიპ გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი
ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ორგანიზაცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სტრატეგიული დაგეგმარება მათი წარმატებული ფუნქციონირების განმსაზღვრელი ფაქტორია. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ისინი სხვადასხვა მიდგომებს, მეთოდებსა და მოდელებს იყენებენ. ეს, ძირითადად, დამოკიდებულია ორგანიზაციის სხვადასხვა მახასიათებლებზე, მაგალითად, როგორებიცაა: ორგანიზაციის საქმიანობის სფერო და არეალი, მმართველობის სისტემა და ორგანიზაციული კულტურა.
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციის გაწევა მათი უკეთესი მართვისთვის, ხოლო კვლევის არეალს წარმოადგენს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად სიტყვა „სტრატეგიული“ საჯარო სექტორში უკვე გამოიყენება ათასგვარი ინიციატივის, გეგმის, პროგრამის, მოქმედების, ბიუჯეტირებისა თუ საზოგადოების აღსაწერად და მან დაკარგა თავის კონკრეტულობა, რასაკვირეველია თუკი იგი ოდესმე იყო კონკრეტული. რას ნიშნავს შეიმუშავო სტრატეგიული ინციატივა ან სტრატეგიული გეგმა? ზოგადად, იგი განიმარტება, როგორც ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანი, კომპლექსური, ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი ინიციატივა ან გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ფართო, მნიშვნელოვანი მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.1 სტრატეგიული დაგეგმარება ორი ურთერთდამოკიდებული ფაქტორის განსაზღვრის პროცესია: ერთი მხრივ, თუ რის მიღწევას ისახავს ორგანიზაცია მიზნად და, მეორე მხრივ, როგორ მოხდება რესურსების გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად.
სტრატეგიულ დაგეგმარება, როგორც წესი, მოიცავს ისეთი ფუნდამენტური საკითხების განსაზღვრას, როგორებიცაა: ორგანიზაციის მისია, მიზნები და ხედვა; ვის ემსახურება ორგანიზაცია; ორგანიზაციის როლი საზოგადოებაში; პროგრამები, მომსახურება ან პროდუქტი, რომელსაც იგი სთავაზობს მომხმარებელს; დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსები (ადამიანური, ფინანსური, პროფესიონალური და სხვა); როგორ უნდა მოხდეს არსებული რესურსების, პროგრამებისა და ურთიერთობების შეთავსება ერთმანეთთან იმგვარად, რომ ორგანიზაციამ დასახული მისია მაღალ დონეზე შეასრულოს.
მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარების გამიჯვნა ოპერაციული, ტაქტიკური და სხვა სახის მოკლევადიანი დაგეგმარებებისგან. ყოველწლიურად სამოქმედო და სასწავლო გეგმების, ასევე ფინანსური ხარჯების გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენა წარმოადგენს ოპერაციულ დაგეგმარებას. როგორც წესი, ოპერაციული გეგმები არის შედარებით მოკლევადიანი და ისინი განსაზღვარავენ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული გეგმით დასახული სასურველი მომავლისკენ.
სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია იგი აიგოს დასავლურ ორგანიზაციებში ფართოდ აპრობირებული SMART2 პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს, რომ მიზანი არის კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. აღნიშნული მეთოდის გამოყენება საშუალებას იძლევა მიზნები იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, რაც, თავის მხრივ, აადვილებს მის შესრულებაზე მონიტორინგის განხორცილებას.
მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები და ვიმყოფებით დაგეგმარების იმ ეტაპზე, როდესაც ხდება იმ პროდუქტის (მაგ.: პროგრამები, მომსახურეობა) განსაზღვრა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს სამიზნე ჯგუფს, გასათვალიწინებელია რა რესურსები გვესაჭიროება დასახული მიზნების მისაღწევად. აღნიშნულ ეტაპზე ეფექტურია ალბერტ ჰამფრეის მიერ შემუშავებული SWOT3 ანალიზის მეთოდის გამოყენება. აღნიშნული მეთოდი ბევრად აადვილებს კონრეტულად განვსაზღვროთ შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს ან შეაფერხებს ჩვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას. SWOT ანალიზის გაკეთების პროცესში, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განხილვისას, მნიშვნელოვანია განვიხილოთ მაკრო გარემოს შემდეგი ფაქტორები: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური. აღნიშნული ფაქტორების ანალიზს მეცნიერულ წრეებში გარემოს სკანირებასაც უწოდებენ და მისი ინგლისური აბრევიატურიდან გამომდინარე PEST4 ანალიზის სახელითაა ცნობილი.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ეფექტურობის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში ზემოთ აღნიშნული მეთოდების გამოყენება.
სტრატეგიულმა დაგეგმარებამ ქართული განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის დამტკიცების შემდეგ, რომლის თანახმადაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ, როგორც საერთო სტრატეგიული განვითარების გეგმას, ასევე ფაკულტეტების სტრატეგიულ გეგმებს. კანონმდებლობის მიერ სტრატეგიული დაგეგმარების აუცილებლობის შემოტანა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში შემთხვევითი არაა. ბოლონიის პროცესთან საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის მიერთებით ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მოითხოვს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, რათა სწარაფად მოხდეს ცვალებად გარემოსთან ადაპტირება.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს. კანონის ეს ნორმა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ სტარტეგიული დაგეგმარების - სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი უნდა წარმართოს დახურულად, მხოლოდ საკუთარი წევრების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარების სარგებლიანობისა და აუცილებლობის გააზრება გადაწვეტილების მიმღები ყველა მმართველი სუბიექტისა (რექტორი, დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კანცლერი) და მმართველი ორგანოს (აკადემიური, წარმომადგენლობითი და ფაკულტეტების საბჭოები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) მიერ, ხოლო გეგმის შემუშავების პროცესში უნდა მონაწილეობდეს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეული. დასავლურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკმაოდ აპრობირებულია სტრატეგიული დაგეგმარების კონსულტანტების ჩართვა ამ პროცესში, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დაგეგმარების პროცესს, ახდენენ საჭირო მსჯელობების ინიცირებასა და უზრუნველყოფენ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებას. ეს მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ მსჯელობის პროცესში წამოჭრილი ყველა საკითხი ადექვატურად აისახოს სტრატეგიულ გეგმაში. უფრო მეტიც, ამგვარი ორგანიზაციების უმეტესობას მუდმივი შტატი გააჩნია აღნიშნულ პოზიციაზე. მსგავსი ტენდენცია მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში და მცირედ, მაგრამ მაინც შეინიშნება.
როგორც კვლევამ აჩვენა, სტრატეგიული დაგეგმარების გაგებაც საკმაოდ სხვადასხვაგვარია იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებიც წარმართავენ დაგეგმარების პროცესს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთი ნაწილი სტარტეგიულ დაგეგმარებაში უბრალოდ მოიაზრებს მიზნების თავმოყრასა და თანმიმდევრობით ჩამოწერას, ზოგნი უფრო ღრმად ფიქრობენ და ორგანიზაციის ფასეულობებს, მისიასა და ხედვასაც გვათავაზობენ, ძალიან მცირე ნაწილი (ძირითადად კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) კი შედარებით სრულყოფილად და საჭირო ანალიზზე დაყრდნობით წარმოადგენენ სტრატეგიული განვითარების გეგმას.
ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-სივრცეში სტრატეგიული განვითარების გეგმების შეფასება ჩავატარე, რათა გამომეკვლია აღნიშნულ გეგმებში რამდენად განსაზღვრულია უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის მისია და ხედვა, მიზნები და ამოცანები შედგენილია თუ არა SMART პრინციპზე დაყრდნობით.
ამ მხრივ, ყველაზე დამახასიათებელი პრობლემა გამოიკვეთა ის, რომ ხშირ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის უნივერსიტეტის მისია და ხედვა, ხოლო სტარტეგიული ამოცანები წარმოდგენილია ზოგადი ფრაზებით, რომელიც პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას უფრო წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ ამოცანები არ არის კონკრეტული და დროში გაწერილი, შეუძლებელს ხდის მათი შესრულების მონტორინგსა და შეფასებას. კვლევისას აღმოვაჩინეთ შემთხვევები, როდესაც არასწორადაა გაგებული SMART კონცეფციის მნიშვნელობა, ვინაიდან იგი გეგმის ბოლოს მოხსენიებულია, როგორც „SMART ანალიზი“ და თან ერთვის სტრატეგიულ გეგმას SWOT ანალიზთან ერთად. “თან ერთვის” პირობითად, რადგან შესაბამის დოკუმენტში მხოლოდ SWOT ანალიზის ნახვაა შესაძლებელი. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს უმეტეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გვაქვს ანალოგიურ პრობლემასთან საქმე. სტარტეგიული გეგმის ნაცვლად, ხშირად ვხვდებით საქმომედო გეგმას. უფრო მეტიც, ზოგიერთ სტრატეგიულ გეგმაში საუბარია მხოლოდ დაწესებულების ისტორიაზე, ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე. ასევე იშვიათად ვხვდებით აკადემიური საბჭოს დადგენილებებს სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სტრატეგიული დაგეგმარება სარგბელის მომტანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რადგან იგი:
ნათლად განსაზღვრავს ორგანიზაციის მისიას, მიზნებს, ამოცანებსა და ძირითად პრიორიტეტებს, ასევე რამდენად უნარიანია დაწესებულება მათ მისაღწევად;
ქმნის შესაძლებლობას წარუდგინოს დასახული მიზნები და ამოცანები ფართო საზოგადოებას, მათ შორის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს;
დაგეგმარების პროცესში ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით უზრუნყველყოფს ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის მუშაობის ეფექტურობას;
საშუალებას აძლევს ორგანიზაციას შეაფასოს გარემო, რომელშიც უწევს ფუნქციონირება და გამოკვეთოს საკუთარი უპირატესობები;
უზრუნველყოფს ორგანიზაციის, როგორც ერთიანი მექანიზმის მუშაობას, რესურსების სწორად და ეფექტურად ფოკუსირებას ძირითად პრიორიტეტებზე;
ქმნის მექანიზმს ცვლილებებთან დროულად და ეფექტურად ადაპტირებისთვის.
მას შემდეგ რაც აღვწერე სტრატეგიული დაგეგმარების მნიშვნელობა, განვიხილავ მის ეტაპებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ორგანიზაციამ უნდა გადადგას დაგეგმარების პროცესში.
პირველი ნაბიჯი არის მისიისა და ხედვის განსაზღვრა ანუ ის, რისთვისაც არსებობს ორგანიზაცია და როგორია მისთვის იდეალური მდგომარეობა. მისიიდან გამომდინარე ორგანიზაცია ისახავს მიზნებსა და ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები და ამოცანები იყოს SMART პრინციპზე აგებული, რომელზეც ვისაუბრე პრობლემის მიმოხილვისას.
სტრატეტეგიული დაგეგმარების განუყოფელ ნაწილს სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს ანუ იმის განსაზღვრა თუ როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, ვინ იქნება კონკრეტული მოქმედებების განხორცილებაზე პასუხისმგებელი და რა ვადაში უნდა განახორციელოს მან ეს მოქმედებები. უნდა აღინიშნოს, რომ SMART პრინციპის მიხედვით დასახული მიზნები ბევრად აადვილებს სამოქმედო გეგმის შედგენას.
მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ნათლად განსაზღვრავს მისიასა და ხედვას, ჩამოაყალიბებს მიზნებსა და ამოცანებს, საჭიროა ანალიზი გაუკეთდეს შიდა და გარე გარემოს. გარემოს სკანირებისთვის ყველაზე აპრობირებული მეთოდებია:
1) SWOT ანალიზი, რაც გულისხმობს ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შეფასებას;
2) PEST ანალიზი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური (დემოგრაფიული) და ტექნოლოგიური ფაქტორების შეფასება. გარდა ზემოთ აღნიშნული სარგებლიანობისა, წარმოდგენილი მეთოდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რა მოთხოვნილებები გააჩნიათ სტუდენტებს. სწორად განვსაზღვროთ ჩვენი სამიზნე ჯგუფი, შევაფასოთ რამდენად ადექვატურია ფაკულტეტების მიერ შეთავაზებული პროგრამები არსებულ მოთხოვნასთან და კონკურენტული უპირატესობები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში მნიშვნელოვანია გაკეთდეს არსებულ მდგომარეობისა და სამომავლოდ სასურველ მდგომრეობას შორის სხვაობის ანალიზი, რაც უფრო ნათლად დაგვანახებს იმ გასავლელ გზას, რომელიც საჭიროა დასახული მიზნების მისაღწევად.
წარმატებული დაგეგმარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს განისაზღვროს სტრატეგიული გეგმის შეფასებისა და გადახედვის სტრატეგია. პერიოდულად უნდა მოხდეს განხორციელებული მოქმედებების შეფასება, თუ რამდენად ემსახურებოდა იგი სტრატეგიული გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. შეფასების საფუძვლეზე კი საჭიროა არსებობდეს მექანიზმი სტრატეგიულ გეგმაში შესაბამისი საჭირო ცვლილებების შესატანად.
_________________
1. Herman B. Leonard, „A Short Note on Public-Sector Strategy-Building“, Harvard University J. Keneddy School of Government, USA, 2002, p.1
2. SMART - Specific, Measurable, Achievable, Realistic and Time bound
3. SWOT - Strengths, Weaknesses, Opportunities and Threats
4. PEST - Political, Economic, Social and Technological
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Bryan W. Barry, „Strategic Planning Workbook for Nonprofit Organizations, Revised and Updated“, Amherst H. Wilder Foundation, Saint Paul, USA, 1997
Christine W. Letts, William P. Ryan, Allen Grossman, „High Performance Nonprofit Organizations: Managing Upstream for Greater Impact“, John Wiley & Sons, Inc; 1999
Herman B. Leonard, „A Short Note on Public-Sector Strategy-Building“, Harvard University Keneddy Scnhool of Government, USA, 2002
Porter M.E. “Competitive Strategy”, Free Press, New York, USA, 1980
Richard P. Chait, William P. Ryan, Barbara E. Taylor, „Governance as Leadership“, John Wiley & Sons, Inc; BoardSource Inc, USA, 2005
საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 21.12.2004წ.
რ ე ზ ი უ მ ე
სტრატეგიული დაგეგმარების მნიშვნელობა ორგანიზაციული
მართვის ეფექტურობის გაზრდისათვის
კახაბერ გორდაძე
ნაშრომში საუბარია ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის აქტუალური საკითხის - სტრატეგიული დაგეგმარების მნიშვნელობაზე. განხილულია არსებული პრობლემატიკა, სტრატეგიული დაგეგმარების გაგებისა და დაგეგმარების პროცესში სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის საკითხი. ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მისი აუცილებლობისა და სარგებლიანობის ფაქტორები. ხოლო დასასრულს საუბარია იმ ძირითად ნაბიჯებზე, რაც უნდა გადადგან საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარმატებული სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.
S U M M A R Y
Importance of Strategic Planning for Increasing Management Effectiveness
Kakhaber Gordadze
This article presents an issue very relevant and timely to the Georgian educational system - the importance of strategic planning. It describes current problems connected to the general understanding of strategic planning and the involvement of structural divisions in the planning process. In addition, the benefits of strategic planning for high educational institutions are explained. At the end, the article discusses the main steps necessary to educational institutions for successful planning.
Р Е З Ю М Е
Значение стратегического планирования для роста эффективности организационного правления
КАХАБЕР ГОРДАДЗЕ
В статье разработан вопрос значимости стратегического планирования для грузинской образовательной системы. Даётся обзор реальной проблематики, также вопрос содействия структурных единиц в процессе планирования и его осмыслённости. В статье представлены факторы его пригодности и значимости для высших образовательных учреждений. В конце речи идёт о тех действиях, которые должны осушествлять образовательные учреждения для успешного стратегического планирования.
![]() |
2.17 საერთაშორისო საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები და მათი თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნებში |
▲back to top |
ნინო საზანდრიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ციური დურული
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მრავალეროვნული კომპანიების ფუნქციონირება 1960-იანი წლების დასასრულამდე შემოიფარგლებოდა სხვადასხვა ქვეყნებში მათ მიერ დაფუძნებული ავტონომიებისა და ფილიალების ბიზნესით, სადაც მასპინძელი სახელმწიფო რეგულირების საკუთარ მოთხოვნებს უწესებდა მრავალეროვნულ კომპანიებს. კორპორატიული მენეჯმენტის ძირითად ფუნქციას იმ პერიოდში წარმოადგენდა: საფინანსო საკითხები, ტექნოლოგიების გადაცემა და ექსპორტის კოორდინირება. სახელმწიფოების მხრიდან წაყენებული მოთხოვნების საპასუხოდ, მრავალეროვნულ კომპანიათა კონკურენტული უპირატესობა დაფუძნებული იყო მის უნარზე, თუ როგორ მოახერხებდა ტექნოლოგიების, წარმოების ნოუ-ჰაუს, მარკეტინგული და მენეჯერული გამოცდილების გადატანას და სავაჭრო მარკების იდენტიფიკაციას ერთი ქვეყნიდან მეორეში უფრო იაფად, ვიდრე ამას მასპინძელი ქვეყნის კონკურენტი მოახერხებდა. ხშირად, მრავალეროვნულ კომპანიათა მოღვაწეობა სხვა სახელმწიფოში მოტივირებული იყო ამ ქვეყნების მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი პირობებით უფრო მეტად, ვიდრე საერთაშორისო კონკურენციის კარნახით.
1970-იანი წლებიდან ეროვნული მოთხოვნების საპასუხოდ აგებულმა მრავალეროვნულმა სტრატეგიამ თანდათანობით აქტუალობა დაკარგა. მსოფლიოში შეინიშნებოდა ეროვნული ბაზრების დაახლოების ტენდენციები და შესაბამისად საერთაშორისო კონკურენციამ უფრო გლობალური მასტაბი მიიღო. უფრო და უფრო მეტი იაპონური, ევროპული და აშშ-ს კორპორაციები სხვადასცვა ინდუსტრიებში საერთაშორისო დონეზე ცდილობენ გაფართოებას სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციის და მსოფლიო ბაზრების ათვისების შესაძლებლობათა მკვეთრად ზრდის ხარჯზე, როგორც მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად, უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა გლობალურმა სტრატეგიამ. ყველაზე მეტად, გლობალურ მოვლენებში იხეირეს იაპონურმა კომპანიებმა. იაპონიაში აკუმულირებული დიდი მოცულობის მოგების რეზერვების ხარჯზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკვეთრად ამცირებენ ფასებს პროდუქციაზე და ქმნიდნენ კონკურენტულ უპირატესობას. გლობალური კონკურენტების საპასუხოდ, ტრადიციულ მრავალეროვნულ კომპანიებს უნდა მოეხდინათ ეროვნულ ბაზრებზე წარმოებულ ოპერაციათა ინტეგრირება კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და შედარებით დაბალ საწარმოო დანახარჯებზე ორიენტაციის მიზნით. ცალცალკე თითოეულ ქვეყანაში პროდუქციათა წარმოების ნაცვლად, მრავალეროვნული კომპანიები დასპეციალდნენ ცალკეულ საწარმოთა ოპერაციებზე მასშტაბის დიდი ეკონომიურობის უზრუნველყოფის მიზნით.
1980-იანი წლებიდან ბიზნესში კონკურენტული უპირატესობის წყაროს წარმოადგენს სტრატეგიული სარგებლის უპირატესობის მოპოვებაზე დაფუძნებული დივერსიფიკაციის სტრატეგია მყარი პოზიციების შესაქმნელად ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული მონათესავე ინდუსტრიებში. ადრე წოდებული მრავალეროვნული კომპანია (MNE) გადაიქცა, როგორც მრავალეროვნული დივერსიფიკაციის მწარმოებელი კომპანია (DMNC), შესაბამისად კომპანიათა საქმიანობის არეალი გაფართოვდა ინდუსტრიათა გლობალიზაციის ხარჯზე. აქაც კონკურენტული უპირატესობის ხარისხი დამოკიდებულია სინერგიულ ქმედებათა ერთობლიობაზე, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუსა და სხვა გამოცდილების გადატანა ერთი ინდუსტრიიდან მეორეში.
ყველა მსხვილი თანამედროვე მრავალეროვნული კომპანია წარმოადგენს საფინანსო-სამრეწველო გაერთიანებას, რომელიც თავის სტრუქტურაში აერთიანებს საფინანსო ან საწარმოო ორიენტაციის სათაო კომპანიას და მასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან კორპორაციული (სააქციო) მონაწილეობის შვილობილ და ასოცირებულ ფირმებს, რომლებიც მუშაობენ მრეწველობის, ლოგისტიკის, ვაჭრობის, მარკეტინგის, ფინანსების და სხვა სფეროებში, განლაგებულს, როგორც ბაზირების ძირითად ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ინტეგრირებული კორპორაციული სტრუქტურის ამგვარ ფორმას საფინანსო-სამრეწველო ჯგუფს უწოდებენ.
ინტეგრირებული გაერთიანებების ფუნქციონირების სტრუქტურას და ხასიათს სხვადასხვა ქვეყნებში ახასიათებს, როგორც მსგავსება, ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ეს განსხვავებები განპირობებულია ამა თუ იმ ქვეეყანაში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის ფორმირების კონკრეტული ისტორიული გარემოებებით, განსაკუთრებით კორპორაციული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით, საფონდო ბაზრის განვითარების ხარისხით, კორპორაციული საკუთრების და მართვის სფეროში სახელმწიფოსა და საფინანსო ორგანიზაციების როლით.
ცხრილი 1.
საერთაშორისო ბიზნესში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ძირითადი მახასიათებლები
ცხრილით გადმოცემულია რამდენიმე, ჩვენის აზრით, შედარებით განსხვავებული ქვეყნების საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ძირითადი მახასიათებლები. აქცენტი გაკეთებულია კაპიტალის მოზიდვის ფორმებზე, კორპორაციული მართვის მექანიზმზე და წარმოების ინტეგრაციის ტიპებზე.
განვიხილოთ ცხრილში ასახული თითოეული ქვეყნის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების მახასიათებლები:
აშშ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები. აშშ-ში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები შეიქმნა განვითარებული საბაზრო სისტემის პირობებში, როდესაც უკვე არსებობდა კაპიტალის ბაზარი, ხელმისაწვდომი, როგორც მსხვილი ინვესტორებისათვის, ისე საფონდო ინსტრუმენტების წვრილი მეანაბრეებისათის.
მრეწველობის განვითარების მაღალმა დონემ და ტემპმა, კონკურენტულმა საბაზრო გარემომ საშუალება მისცა კორპორაციებს გაეზარდათ კაპიტალი აქციების ემისიის გზით. ამასთან, დამხმარე როლი შეასრულეს ბანკებმა - საფინანსო-საანგარიშსწორებო აგენტების როლში გამოსვლით. ამას კი ხელი შეუწყო აშშ-ს ანტიმონოპოლიურმა კანონმდებლობამ, რომელიც საწყის ეტაპზე ეწინააღმდეგებოდა საბანკო და სამრეწველო კაპიტალის შერწყმას.
1960-1970 წლებიდან აშშ-ში თანდათანობით დაიწყო იმ შეზღუდვების შერბილება, რომლებიც ბანკებს ჰქონდათ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ფორმირებისას.
შედეგად, დღეისათვის, აშშ-ში რამდენიმე ასეული საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი არსებობს და ისინი ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია. მათგან 100 წამყვან ჯგუფზე მოდის ერთიანი ეროვნული პროდუქტის 50-60%25.
აშშ-ში ჩამოყალიბდა საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ორი ტიპი, ფორმირებული სამრეწველო კორპორაციის გარშემო და ფორმირებული ბანკის გარშემო.
გერმანიის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები. გერმანიის ეკონომიკის სტრუქტურის თავისებურებანი დაფუძნებულია ბანკების მნიშვნელოვან როლზე და მათ მჭიდრო კავშირზე არასაფინანსო სექტორთან (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტი). ბანკების განსაკუთრებული როლი განპირობებულია გერმანული კანონმდებლობით, რომლის თანახმად კერძო ინვესტორებს არ აქვთ უფლება საფონდო ბირჟაზე მონაწილედ გამოვიდენენ. აქციების ყიდვა-გაყიდვას ისინი შუამავლის მეშვეობით ახდენენ. შუამავალები კი ძირითადად ბანკებია. დამოუკიდებელი, წვრილი აქციონერები მაღალი ტრანსაქციური დანაკარგების გამო ამჯობინებენ შესყიდული აქციები ჰქონდეთ არა ხელზე, არამედ ბანკებში. ამასთან, ბანკი უზრუნველყოფს კლიენტს კორპორაციული ინფორმაციით აქციონერთა კრებების შესახებ. კერძო აქციონერების უმრავლესობა ამჯობინებს მინდობილობის საფუძველზე ბანკს გადაეცეს ხმის უფლება დეპონირებულ აქციებზე.
შედეგად, წამყვანმა გერმანულმა ბანკებმა კუთვნილი აქციების, ხმის უფლებითა და შვილობილი კომპანიების აქციების მეშვეობით გერმანიის წამყვან ღია სააქციო საზოგადოებებზე მოიპოვეს გავლენისა და კონტროლის უდიდესი ხარისხი - კრებებზე ხმების 80%25 მათ ეკუთვნით. ეს უფლებას აძლევს გერმანიის ბანკებს აირჩიონ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, დანიშნონ სხვადასხვა ხელმძღვანელები, აგრეთვე მკაცრად აკონტროლონ კორპორაციების წესდების ცვლილებების პროცესი.
ამ ბანკების ირგვლივ აღმოცენდა მსხვილი ჰორიზონტალურად ინტეგრირებული საფინანსო-სამრეწველო გაერთიანებები. იერარქიის სათავეში ბანკი დგას, მასთან დაკავშირებულია სამრეწველო-სავაჭრო კომპანიების მსხვილი ჯგუფი, რომელთა ირგვლივაც ჯგუფდება მრავალი მსხვილი და საშუალო ფირმა. გერმანული საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების თავისებურებაა აგრეთვე კომპანიების ურთიერთმონაწილეობა ერთმანეთის კაპიტალში.
Deutsche Bank-ის ჯგუფი ნათელი მაგალითია ჰორიზონტალურად ინტეგრირებული მრავალეროვნული საფინანსო-სამრეწველო სტრუქტურისა.
Deutsche Bank -ის საფინანსო ორგანიზაციები შეიძლება დაჯგუფდნენ ექვსი ძირითადი მიმართულების მიხედვით, ესენია:
კომერციული ბანკები;
იპოთეკური ბანკები;
საინვესტიციო კომპანიები;
ლიზინგის და ფაქტორინგული კომპანიები;
სპეციალიზიბული და საკონსულტაციო კომპანიები;
მრავალეროვნული საფინანსო კომპანიები.
Deutsche Bank - ის საქმიანობის ფარგლები გერმანიის საზღვრებსაა გაცდენილი. გლობალიზაციის ფონზე ბანკის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული ბაზარი, რომელზე გასვლაც ხორციელდება მსხვილ ამერიკულ კომპანიებზე კონტროლის დაწესებით.
გარდა იმისა, რომ სამი უმსხვილესი ბანკი უდგას სათავეში გერმანიის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებს, არსებობს აგრეთვე ვერტიკალურად ინტეგრირებული გაერთიანებები, რომელთა საფუძველია სამრეწველო კონცერნები. ასეთი ჯგუფის მაგალითია კონცერნი თყსსენ, მომუშავე ფოლადისა და ქვანახშირის წარმოებაში. ჯგუფი ფორმირებულია ორი იერარქიული ჰოლდინგური სტრუქტურის სახით. ჯგუფის სათაო ბანკი არის კერძო საბანკო სახლი Oppenheim, რომელიც ტისენების ოჯახის კუთვნილებაა და წარმოდგენილია ორივე ჰოლდინგურ კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში.
იაპონიის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები. თანამედროვე ეტაპზე იაპონიის ეკონომიკის საფუძველია ექვსი უმსხვილესი საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი, რომელთა გაყიდვების ერთობლივი მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 15%25-ს შეადგენს.
იაპონიის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები წარმოედგენს იერარქიულ სტრუქტურებს აქციების გადაკვეთილი მფლობელობით (ურთიერთ მონაწილეობით). იაპონური კომპანიების ძირითად ბირთვს, რომლის ირგვლივაც ფორმირებულია მთელი სტრუქტურა, წარმოადგენს ერთ-ერთი ძირითადი ბანკი. ჯგუფში ასევე ჩართულია მსხვილი სავაჭრო კომპანია (“სავაჭრო სახლი”), სადაზღვევო საზოგადოება, საინვესტიციო კომპანია, ერთი ან რამდენიმე ვერტიკალურად ინტეგრირებული სამრეწველო გაერთიანება. სამრეწველო საწარმოები ერთმანეთთან აგრეთვე დაკავშირებული არიან კაპიტალში ურთიერთმონაწილეობით, აგრეთვე სპეციფიკური დაფინანსებით ჯგუფის სათაო ბანკის (კეირეტსუ) მონაწილეობით.
იაპონიის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ამგვარი კორპორაციული სტრუქტურა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ეკონომიკის რეკონსტრუქციის პროცესში. პრიორიტეტული გახდა საბანკო სისტემის განვითარება. უდიდესი იყო სახელმწიფოს მონაწილეობა, რომელიც ძირითადი ბანკების მეშვეობით მიმართავდა გრძელვადიან საფინანსო რესურსებს მრეწველობის აღდგენისა და სამრეწველო პოტენციალის ამაღლების მიზნით.
სამხრეთ კორეის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები. სამხრეთ კორეისათვის დამახასიათებელია ეკონომიკის მონოპოლიზაციის მაღალი დონე. ამასთან მის საფუძველს წარმოადგენს უმსხვილესი საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები, როგორიცაა შამსუნგ, Daewoo, LG, Hyundai.
კორეული ჯგუფები თავისი აგებულებით მსაგავსია იაპონური ჰოლდინგური კომპანიებისა, რომლებიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდე. ისინი წარმოადგენს იერარქიულ პირამიდებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ოჯახური კაპიტალი. საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები გამოირჩევა დივერსიფიკაციის მაღალი დონით, ყოველ მათგანში წარმოდგენილია მრეწველობის ყველა წამყვანი დარგი. მაგალითად კომპანია LG-ის ჰორიზონტალური ინტეგრაციის პროცესი დაიწყო პლასტმასის წარმოებით, შემდგომ ელექტროტექნიკური, ელექტრონული და სატელეკომინიკაციო პროდუქციისა და მოწყობილობების წარმოებით, ნავთობის გადამუშავებით. შემდგომი ეტაპი იყო ტანკერების წარმოებაზე გადასვლა, და ბოლოს - სადაზღვევო ბიზნესზე.
კორეული ჯგუფების საქმიანობა ხასიათდება ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით, ამასთან ძირითადი აქცენტი კეთდება აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებსა და აშშ-ზე. ამგვარი მრავალეროვნული კომპანიის სათაო ჰოლდინგური კომპანია, როგორც წესი, მთავარი სავაჭრო სახლის ფუნქციას ასრულებს.
რუსეთის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები. რუსული საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები ფორმირების საწყის ეტაპზე იმყოფება, მხოლოდ ზოგიერთი შეიძლება მივაკუთვნოთ მრავალეროვნული კომპანიებს. (როგორც წესი შვილობილი უცხოური საწარმოები განთავსებულია დსთ-ს ქვეყნებში). საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნა რუსეთში დაიწყო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციისა და აქციონერიზაციის გზით. ჯგუფების უმრავლესობა აღმოცენდა სამრეწველო ან სავაჭრო ორგანიზაციების ირგვლივ და ხასიათდება ვერტიკალური ინტეგრაციით, ერთი დარგის ჩარჩოებში (ნავთობის წყაროები, სატყეო სექტორი, შავი მეტალურგია). შემდგომ საფინანსო - სამრეწველო ჯგუფების შექმნა დაიწყეს ბანკებმაც, რომლებმაც დაიწყეს მსხვილი სააქციო პაკეტების შეძენა ფულად და საგირავნო აუქციონებზე. ამგვარი ჯგუფები ჰორიზონტალურად ინტეგრირებული გაერთიანებები ან კონგლომერატებია, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის საწარმოებს.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
მსოფლიო ეკონომიკა, გ. თოდუას და შ. ვეშაპიძის რედაქციით, თბ.,2001.
ლ. ჩაგელიშვილი - საერთაშორისო ბიზნესი, თბ., 2003.
Д.Дениелс, Х.Радеба. Международный бизнес, 1998.www.geplac.org
რ ე ზ ი უ მ ე
საერთაშორისო საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები და მათი
თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნებში
ნინო საზანდრიშვილი, ციური დურული
ყველა მსხვილი თანამედროვე მრავალეროვნული კომპანია წარმოადგენს საფინანსო-სამრეწველო გაერთიანებას, რომელიც თავის სტრუქტურაში აერთიანებს საფინანსო ან საწარმოო ორიენტაციის სათაო კომპანიას და მასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან კორპორაციული (სააქციო) მონაწილეობის შვილობილ და ასოცირებულ ფირმებს, რომლებიც მუშაობენ მრეწველობის, ლოგისტიკის, ვაჭრობის, მარკეტინგის, ფინანსების და სხვა სფეროებში, განლაგებულს, როგორც ბაზირების ძირითად ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ინტეგრირებული კორპორაციული სტრუქტურის ამგვარ ფორმას საფინანსო-სამრეწველო ჯგუფს უწოდებენ.
ინტეგრირებული გაერთიანებების ფუნქციონირების სტრუქტურას და ხასიათს სხვადასხვა ქვეყნებში ახასიათებს, როგორც მსგავსება, ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ეს განსხვავებები განპირობებულია ამა თუ იმ ქვეეყანაში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის ფორმირების კონკრეტული ისტორიული გარემოებებით, განსაკუთრებით კორპორაციული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით, საფონდო ბაზრის განვითარების ხარისხით, კორპორაციული საკუთრების და მართვის სფეროში სახელმწიფოსა და საფინანსო ორგანიზაციების როლით.
S U M M A R Y
FINANSIAL AND INDUSTRIAL GROUPS IN THE
INTERNATIONAL BUSINESS
NINO SAZANDRISHVILI, TSIURI DURULI
All largest modern multinational companies represent financially - industrial associations including in the structure the main company financial, or industrial orientation and numerous systems connected with it of corporate participation, affiliated and associated the firms working in sphere of the industry, logistics, trade and marketing, the finance, etc., located as in the basic country of basing of the international company, and abroad. Such form of the integrated corporate structure name financially - industrial group.
The structure and character of activity of the integrated associations in the various countries find out both similar lines, and appreciable differences. These differences are caused by concrete historical circumstances of formation financially - industrial group in this or that country - USA, Germany, Japan, Korea, Russia; features of legislative regulation of corporate relations, degree of development of the share market, a role of the financial organisations and the states in questions of the corporate property and management.
Р Е З Ю М Е
ФИНАНСОВО-ПРОМЫШЛЕННЫЕ ГРУППЫ
В МЕЖДУНАРОДНОМ БИЗНЕСЕ
НИНО САЗАНДРИШВИЛИ, ЦИУРИ ДУРУЛИ
Все крупнейшие современные многонациональные компании представляют собой финансово - промышленные объединения, включающие в свою структуру главную компанию финансовой, либо производственной ориентации и многочисленные, связанные с ней системы корпоративного участия, дочерние и ассоциированные фирмы, работающие в сфере промышленности, логистики, торговли и маркетинга, финансов и т. п., расположенные как в основной стране базирования международной компании, так и за границей. Такую форму интегрированной корпоративной структуры называют финансово - промышленной группой.
Структура и характер деятельности интегрированных объединений в различных странах обнаруживают как схожие черты, так и заметные отличия. Эти отличия обусловлены конкретными историческими обстоятельствами формирования финансово - промышленной группы в той или иной стране- США, Германии, Японии, Кореи, России; особенностями законодательного регулирования корпоративных отношений, степенью развития фондового рынка, ролью финансовых организаций и государства в вопросах корпоративной собственности и управления.
![]() |
2.18 კოლექტიური ინვესტირების ძირითადი ეკონომიკური უპირატესობანი |
▲back to top |
ნინო საზანდრიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ციური დურული
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერების უმრავლესობის ერთსულოვანი აზრით, უკანასკნელ პერიოდში ფინანსური ბაზრის ყველაზე დინამიურ სექტორად კოლექტიური ინვესტირების სხვადასხვა ფორმები ითვლება. კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების ზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი კოლექტიური ინვესტირების ინსტრუმენტებია.
საინვესტიციო ფონდები თავის მოღვაწეობას აგებენ რიგითი მეანაბრეების სახსრების აკუმულირებაზე და მათ განთავსებაზე შემოსავლიან ფასიან ქაღალდებში. ფონდები სახსრების აკუმულირებას ახდენენ საკუთარი აქციების და პაების გამოშვებით და გაყიდვით. საინვესტიციო ფონდებს აკუმულირებული სახსრების მიმართვა მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე შეუძლიათ [1].
ამგვარად, რიგითი მეანაბრეების სახსრების მოზიდვით, საინვესტიციო ფონდი აყალიბებს პორტფელს სხვადასხვა სახის საინვესტიციო საქონლით, უმეტესად ფასიანი ქაღალდებით. შესაბამისად, ფონდის ყოველი აქციონერი ან მეწილე ხდება - პორტფელის თავისი წილი შეტანის პროპორციული ზომით, ან მესაკუთრე. იგი ფლობს პორტფელში შემავალი ყოველი ფასიანი ქაღალდის პროპორციულ წილს. ფონდები თავისი ფასიანი ქაღალდების პორტფელის ფორმირებისათვის ქირაობენ გამოცდილ, კომპეტენტურ სპეციალისტებს [3].
საინვესტიციო ფონდები სხვა ფორმირებებისაგან განსხვავებით ხასიათდებიან სპეციფიური განმასხვავებელი ნიშნებით:
პირველი: პირები, რომლებიც თავის სახსრებს გადასცემენ საინვესტიციო შუამავალს (მმართველს) თვითონ არიან პასუხისმგებელი ინვესტორებთან დაკავშირებულ რისკებზე.
მეორე: შუამავალი აერთიანებს მრავალი პირის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულის) საზღვრებს ცალკეული შენატანების ერთ ფულად ერთეულში დაჯგუფებით და მონაწილეთათვის საინვესტიციო რისკის ერთიანი სქემის გათვლა-გაცნობით.
მესამე: რიგი ტრადიციული ინვესტირების ფორმირებისაგან განსხვავებით (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა) საინვესტიციო ფონდების სქემები არ ითვალისწინებენ წინასწარ შეთანხმებულ ფიქსირებულ გადახდებს.
მეოთხე: საინვესტიციო სქემაში მონაწილე ინვესტორები ინფორმირებული არიან სახსრების გამოყენების მიმართულებებზე და შეუძლიათ აირჩიონ ინვესტირების მათთვის მისაღები და მოსაწონი მიმართულებები.
კოლექტიური ინვესტირების პოზიტიური როლი როგორც ცალკეულ ქვეყნების ფინანსური სისტემის, ასევე მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესში რთული შესაფასებელია.
საინვესტიციო ფონდების ყველაზე გავრცელებული და პერსპექტიული უპირატესობანია [2]:
ეფექტიანობა და საინფორმაციო გამჭირვალეობა;
- დივერსიფიკაცია;
- პროფესიული მართვა;
- ლიკვიდურობა;
- მოხერხებულობა;
- საგადასახადო შეღავათები;
- რეგულირებადობა.
ეფექტიანობა და საინფორმაციო გამჭირვალეობა. გასაგებია, რომ საფონდო ბაზრის შედარებით მაღალ შემოსავლებს თან ახლავს ამ ბაზრის ცვალებადობისა და გაურკვევლობის მაღალი დონე. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საინვესტიციო ფონდების აქციები უნდა განვიხილოთ, როგორც გრძელვადიანი ინვესტიციები. ფინანსურ ბაზარზე რყევების დროს საინვესტიციო ფონდებს არ ახასიათებს პანიკური მოქმედება, ანუ აქტივობის დაცემისას ისინი არ ახდენენ თავისი პაკეტების ლიკვიდაციას.
საინვესტიციო ფონდი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ინვესტორებს სთავაზობს ისეთ შემოსავლებს, როგორსაც ვერც ერთი ფინანსური ინსტიტუტი ვერ შესთავაზებს. დამატებითი შემოსავალი მიიღება დანახარჯების შემცირების გზით, მასშტაბის ეფექტის გზით, იმდენად, რამდენადაც, რაც დიდია გასაყიდი ან შესაძენი ფასიანი ქაღალდების პაკეტი, მით ნაკლებია გარიგების განხორციელების ღირებულება. სახსრების ვადამდელი გამოხმობის შემთხვევაში ინვესტორს აქვს დამატებითი დანახარჯები და საფრთხე, რომ მისი სახსრები შეიძლება გაიყინოს ხანგრძლივი ვადით.
ფონდების მიერ ინფორმაციის გახსნილობა ხელს უწყობს მეანაბრეთა ინფორმირებულობას და რთულ საბაზო ურთიერთოებში ინვესტორებისათვის საჭირო გამოცდილების დაგროვებას. ზრდადი კომპეტენტურობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები დაბანდებების შესახებ. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფასები ყალიბდება ინფორმირებული ინვესტორების ვაჭრობის შედეგად. შესაბამისად, ფასები ასახავს მთლიანად ეკონომიკაში არსებულ ვითარებას.
ბაზარს, სადაც ფასში აისახება სრული ინფორმაცია, სადაც ფასი ყალიბდება ცოდნაზე და ინფორმირებულობაზე დაყრდნობით, ეფექტიან ბაზრებს უწოდებენ. ამგვარი ბაზარი გაცილებით საიმედო და ნაკლებრისკიანია [2].
დივერსიფიკაცია. ინვესტორებს აქვთ რისკების გაწევის შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებში და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში აქციების ფლობის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ფონდები მიმზიდველია, რამდენადაც იძლევა ახალ საინვესტიციო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას.
საინვესტიციო ფონდები აღმოცენდა მწვავე კონკურენციულ ბრძოლაში ბანკებთან და სხვა საფინანსო დაწესებულებებთან. ამ კონკურენციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ბანკებიც, სადაზღვევო ფონდებიც, საინვესტიციო ფონდებიც არიან შუამავლები. შუამავლის სარგებლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ვლინდება მისი მომსახურების აუცილებლობის საჭიროება, რომ რიგითმა მეანაბრემ გააცნობიეროს კონსულტაციის ან შუამავლის მომსახურების გარდაუვალობა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შემოსავლები და მოთხოვნა კაპიტალზე მაღალია. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სწორედ მაღალი შემოსავლების მისაღებად უნდა ჩაიდოს დიდი კაპიტალი. საინვესტიციო ფონდები აგროვებენ მრავალი მეანაბრის დანაზოგებს, აბანდებენ მათ მრავალ ფასიან ქაღალდში, რის შედეგადაც მიიღწევა დივერისიფიკაციის ეფექტი.
საინვესტიციო ფონდების არსებობის და წარმატების საფუძველია სწორედ ის, რომ მათ მისცეს საშუალება რიგით ინვესტორებს, მიეღოთ შემოსავლები მათთვის სრულიად ახალი წყაროებიდან, რაც გამოხატავს ინვესტორის დაბანდებათა დივერსიფიკაციის შესაძლებლობას.
საინვესტიციო ფონდების წყალობით ინვესტორებს (მეანაბრეებს) მიეცათ შესაძლებლობა შეექმნათ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი, რაც ხელს უწყობს არაკომპენსირებული რისკის შემცირებას და ზრდის კომპენსირებადობის რისკს. რისკის სტრუქტურაში ამგვარი ცვლილება შესაძლებლობას იძლევა რისკისათვის მაღალი კომპენსაცია იქნას მიღებული.
პროფესიული მართვა. მმართველები დიდ დროს და ფულს უთმობენ გამოკვლევებს, აანალიზებენ, რომელი აქციები და ობლიგაციები იყიდონ ან გაყიდონ, აქტიურად ვაჭრობენ კაპიტალის ზრდისა და სადავო შემოსავლის გადიდებისათვის. ფონდების მმართველობის საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს საბაზრო აქტივობაზე, ხელს უწყობს ბაზრის სტაბილიზაციას [1].
წვრილ ინვესტორებს ნაკლები გავლენა აქვთ ბაზარზე, გასცემენ რა თავის დანაზოგებს პროფესიონალურ მართვაში. წვრილი ინვესტორი ბაზრისათვის სახიფათოა, ხშირად ვარდება პანიკაში, ხელმძღვანელობს რა ემოციებით, ჭორებით და არა ინფორმაციით და ცოდნით. შესაბამისად, ბაზარი, რომელსაც მართავს არაორგანიზებული ინვესტორი არამდგრადია და ექვემდებარება მკვეთრ რყევებსა და პანიკას. ბაზარი, სადაც პროფესიონალი ინვესტორები მოქმედებენ წვრილი კლიენტების დაკვეთით, უფრო სტაბილურია.
ლიკვიდურობა. კოლექტიური სქემიდან გამოსვლისას ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ თავისი ფული ჩვეულებრივ რამოდენიმე დღეში. არასაინვესტიციო ფონდი ვალდებულია დააბრუნოს როგორც ძირითადი თანხა, ისე შემოსავალი, მეანაბრის მოთხოვნისთანავე ნებისმიერ დროს. დახურული საინვესტიციო ფონდის აქციები კი მიმოიქცევა ბაზარზე, როგორც ჩვეულებრივი კორპორაციის აქციები და ექვემდებარება უპირობოდ თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას.
მოხერხებულობა. აქციების ან პაის ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია ბროკერის ან პირდაპირ კომპანიის მმართველის მეშვეობით. ფონდის მეწილეს აქვს მუდმივი უფლება ფონდის შემოსავლის წილზე, იმის მიუხედავად რამდენი ხანია ფლობს აქციებს ან პაის. შემოსავალი შეიძლება მოიტანოს აქციების ან პაის ერთი დღით შეძენამაც კი.
საგადასახადო შეღავათები. მრავალი ქვეყნის მთავრობა განიხილავს ფონდებს, როგორც საინვესტიციო რესურსების მობილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს და ქმნის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმს, რომელიც ხელს უწყობს ამ ფონდებში ინვესტიციების შემოდინებას. უმეტეს ქვეყნებში საინვესტიციო ფონდები არ ექვემდებარება საგადასახო დაბეგვრას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საგადასახადო შეღავათები არ არის, საინვესტიციო ფონდები მაინც მიმზიდველია, აქციებში ან ობლიგაციებში პირდაპირ ინვესტირებასთან შედარებით.
ზოგიერთ ქვეყანაში პოპულარობა შეიძინა საგადასახადო კრედიტების და საგადასახადო გადავადებების სქემებმა, ანუ მომუშავეს შეუძლია თავისი შემოსავლის ნაწილი ჩადოს საინვესტიციო ფონდში, ეს ნაწილი პენსიაზე გასვლამდე თავისუფლდება დაბეგვრისაგან.
რეგულირება. მრავალ ქვეყანაში შემოღებულია ამ სახის ბიზნესის კონტროლისა და რეგულირების მკაცრი სქემები. საინვესტიციო ფონდები ემორჩილებიან მკაცრ კანონებსა და წესებს, რაც საშუალებას აძლევს მათ თავიდან აიცილონ სკანდალები და სხვადასხვა უსიამოვნებანი.
ჩვეულებისამებრ, კომპანიებს აღებული აქვთ ლიცენზია და პასუხისმგებლობა მთელ საქმიანობაზე, რომელზედაც, როგორც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების, ასევე თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მხრიდან, ხორციელდება მუდმივი კონტროლი. ეს ორგანოები მაღალ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უყენებენ საინვესტიციო კომპანიების მუშაობას და ითავსებენ დამკვირვებლის ფუნქციებს, რაც მოქალაქეებს საინვესტიციო ფონდებისა და მათი მმართველების მიმართ საიმედოობის გრძნობას უნერგავს.
საინვესტიციო ფონდები შექმნისას განცხადებას აკეთებენ, თუ ზუსტად სად იქნება ინვესტირებული მათ მიერ შეგროვილი სახსრები. მის შესახებ ფონდის მონაწილეებს წინასწარ აქვთ სრული ინფორმაცია, რაც საშუალებას აძლევს მათ აირჩიონ ფონდები “გემოვნების” მიხედვით.
თანამედროვე ეტაპზე ფინანსურ ბაზარზე შეიძლება გამოვყოთ კოლექტიური ინვესტირების რამდენიმე ძირითადი ფორმა: შენატანები კომერციულ ბანკებში, არასახელმწიფო საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები. ისინი არსებითად განსხვავდებიან მთელი რიგი ნიშნებით: შემოსავლებით, საიმედოობის ხარისხით, ლიკვიდობით, ინფორმაციის გახსნილობით, სახელმწიფო რეგულირების ხარისხით, მინიმალურ შენატანზე შეზღუდვებით, სარეზერვო მოთხოვნებით და სხვ.
შემოსავლიანობა - შემოსავლიანობის რა დონეს სთავაზობს ინვესტორებს მოცემული საინვესტიციო ინსტიტუტი;
საიმედოობა - რამდენად საიმედოა სახსრების ჩადება მოცემულ საინვესტიციო ინსტიტუტში;
ლიკვიდობა - რამდენად ადვილად და სწრაფად შეიძლება ამოღებული იქნეს ინვესტორების მიერ ჩადებული სახსრები;
ინფორმაციული გახსნილობა - შეუძლია თუ არა ინვესტორს მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია მათ მიერ ჩადებული სახსრებისა და აღნიშნული საინვესტიციო ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ;
სახელმწიფო რეგულირება - რამდენად სრულადაა შემუშავებული სახელმწიფო რეგულირების ნორმატიული ბაზა და რამდენად მკაცრად არეგულირებს სახელმწიფო მოცემულ საინვესტიციო ინსტიტუტეს;
შეზღუდვები მინიმალურ შენატანზე - დაწესებულია თუ არა შეზღუდვები მინიმალურ შენატანზე.
სარეზერვო მოთხოვნები - დაწესებულია თუ არა მოცემული საინვესტიციო ინსტიტუტისათვის მოთხოვნები სავალდებულო სარეზერვო ფონდების ფორმირებაზე.
ჩატარებული შეფასება გვიჩვენებს, რომ უმრავლესი კრიტერიუმების -საიმედოობა, ლიკვიდურობა, საინფორმაციო გახსნილობა, სახელმწიფო რეგულირების ხარისხი, მინიმალური შენატანის შეზღუდულობის არ არსებობა - საინვესტიციო ფონდში სახსრების დაბანდება უპირატესად ხელსაყრელია [2].
საინვესტიციო კომპანიები, თუ ისინი ჯეროვნადაა დაფუძნებული და მართული, ინვესტირების ძალზედ საიმედო ფორმაა. მათ შეუძლიათ არალიკვიდური ბაზრის პრობლემის, ეკონომიკური ვარდნის, ინფლაციის გადატანა. გარდა ამისა მათ აქვთ მძლავრი სტიმული დაამტკიცონ, რომ არიან კარგად მართული და იმსახურებენ ინვესტორების ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებენ ახალი შენატანებით თავიაანთი ფონდების შევსებას.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
ქოქიაური ლ. საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა, I-II ტ, თბ. 2008
Под редакцией Пивоварова С.Э., Тарасевича Л.С., Майзеля А. И. , изд. „ПИТЕР“, 2001
ქოქიაური ლ. ინვესტიციების თეორიული გენეზისი, წიგნი I, თბ. 2007
რ ე ზ ი უ მ ე
კოლექტიური ინვესტირების ძირითადი ეკონომიკური უპირატესობანი
ციური დურული, ნინო საზანდრიშვილი
უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერების უმრავლესობის ერთსულოვანი აზრით, უკანასკნელ პერიოდში ფინანსური ბაზრის ყველაზე დინამიურ სექტორად კოლექტიური ინვესტირების სხვადასხვა ფორმები ითვლება. კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების ზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი კოლექტიური ინვესტირების ინსტრუმენტებია.
საინვესტიციო ფონდები თავის მოღვაწეობას აგებენ რიგითი მეანაბრეების სახსრების აკუმულირებაზე და მათ განთავსებაზე შემოსავლიან ფასიან ქაღალდებში. ფონდები სახსრების აკუმულირებას ახდენენ საკუთარი აქციების და პაების გამოშვებით და გაყიდვით. საინვესტიციო ფონდებს აკუმულირებული სახსრების მიმართვა მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობაზე შეუძლიათ.
კოლექტიური ინვესტირების პოზიტიური როლი როგორც ცალკეულ ქვეყნების ფინანსური სისტემის, ასევე მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესში რთული შესაფასებელია.
საინვესტიციო ფონდების ყველაზე გავრცელებული და პერსპექტიული უპირატესობანია: ეფექტიანობა და საინფორმაციო გამჭირვალეობა; დივერსიფიკაცია; პროფესიული მართვა; ლიკვიდურობა; მოხერხებულობა; საგადასახადო შეღავათები; რეგულირებადობა.
S U M M A R Y
THE BASIC ECONOMIC ADVANTAGES
OF COLLECTIVE INVESTMENT
TSIURI DURULI, NINO SAZANDRISHVILI
In unanimous opinion of the majority of foreign and local experts, the most dynamical sector of the financial market, in last years act various forms collective investments. Tools of collective investments become more and more important element of growth of the international markets of the capital
Investment funds build the activity by accumulation of means of ordinary investors, and their placing between considerable number of profitable securities.
Funds accumulate means of investors by release and sale of own actions by it or shares. The accumulated means can direct investment funds only on investment activity.
It is difficult to overestimate a positive role of collective investments in process of financial system stabilization, both the separate countries and regions, and economic as a whole.
The main economic advantages of investment funds concern: efficiency and an information transparency; a diversification; professional management; liquidity; convenience; tax privileges; regulation.
Р Е З Ю М Е
ОСНОВНЫЕ ЭКОНОМИЧЕСКИЕ ПРЕИМУЩЕСТВА
КОЛЛЕКТИВНОГО ИНВЕСТИРОВАНИЯ
ЦИУРИ ДУРУЛИ, НИНО САЗАНДРИШВИЛИ
По единодушному мнению большинства зарубежных и местных специалистов, наиболее динамичным сектором финансового рынка, в последные годы выступают различные формы колективного инвестирования. Инструменты колективного инвестирования становятся все более важным элементом роста международных рынков капитала
Инвестиционные фонды строят свою деятельность путем аккумулирования средств рядовых вкладчиков, и размещения их между значительным числом доходных ценных бумаг.
Фонды аккумулируют средства вкладчиков путем выпуска и продажи им собственных акций или паев. Аккумулированные средства инвестиционные фонды могут направить только на инвестиционную деятельность.
Трудно переоценить позитивную роль коллективных инвестиций в процесе стабилизации финансовой системы, как отдельных стран и регионов, так и мировой экономики в целом.
К главным экономическим преимуществам инвестиционных фондов относятся: эффективность и информационная прозрачность; диверсификация; професиональное управление; ликвидность; удобство; налоговые льготы; регулирование.
![]() |
3 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |
▲back to top |
![]() |
3.1 მატერიალურ სხეულთა გრავიტაციული ურთიერთქმედების პოტენციალური ენერგიის შესახებ |
▲back to top |
К ВОПРОСУ О ПОТЕНЦИАЛЬНОЙ ЭНЕРГИИ ГРАВИТАЦИОННОГО ВЗАИМОДЕЙСТВИЯ МАТЕРИАЛЬНЫХ ТЕЛ
ОРДЖОНИКИДЗЕ А.А.
ГЕОФИЗИК
Потенциальная энергия материального обьекта это его кинетическая энергия в будущем и поэтому она не может быть отрицательной величиной. В случае двух изолированных м.т., с массами m1 и m2, отдаленных друг от друга на расстоянии R (Рис. 1), благодаря гравитационному взаимодействию, каждое из них относительно ,,нижележащих“ уравней обладает ,,скрытой” (потенциальной) энергией - Emp[1], которая заставляет его двигаться и встретиться со вторым м.т.-ом в их общем центре тяжести ,,С“. Уровни r m1t и r m 2t, до которых м.т. в процессе такого ,,падения“ к ,,С“, достигают одновременно, ниже будем называть взаимосопряженными уровнями и обозначим это знаком r m1t r m 2t . Из Рис. 1 видно, что: r m1t + r m2t = Rt и . r m1t= m1/ m2 r m2t
Рис. 1.
Схема расположения уровней по отношению уровня центра тяжести ,,С“ (r „c“ =0 ).
В процессе ,,падения“ от начального уровня rmt0=rm0, при пересечении любого уровня rmw<rmo м.т. свою потенциальную энергию, с которой оно владело в начале падения относительно этого уровня Emp, rmb mw, проявляет в виде кинетической энергии - Emk, rmb, mw' или работы - A (rmo+rmw,) выполненной силой Fg=-G m1m2/R2 на перемещение м.т. в интервале уровней (rmo/rmw.)
С целью установления количественной взаимосвязи этих величин с потенциальной энергией, рассмотрим уравнение движения, например, для м.т. m1:
и представим его в виде:
Интегрируя ур. (2) в интервале (Rrm10/Rrmw1), получаем:
где, R rm10 и R rm1w1 - значений R на уровнях r m10 и r m1w1(Рис. 1).
По условию V rm1o и из вырожении (3) получаем:
(4)
Таким образом: потенциальная энергия м.т., с массой m1 (или m2), находящегося на уровне r m10 (или на rm20), относительно уровня rm1w1<rm10 (или rm2w2<rm2o) представляет собой кинетическую энергию, которую приобретет м.т. до пересечения уровня R m1w1 (или rm2w2) и по величине равна работе, выполненой на перемещение м.т. от уровня r rm10 до r m1w1 [4].
Исходя из такого определения, с учетом того, что R rm1=Rrm2имеем:
Ур. (5) указывает на то, что: 1. как кинетическая, так и потенциальная энергий м.т. относительно взаимосопряженных уровней равны и в том случае, когда m1<<m2; 2. потенциальная энергия м.т равна нулью только тогда, когда rmo=rmw, но это не значит что потенциальная энергия относительно rmw<rmo имеет отрицательное значение -Rp,r mw > 0.
Наконец, для любого промежуточного уровня ri данного интервала (r0/rw), наидены формулы для определения абсолютных величин компонентов закона сохранения полной механической энергии м.т. - Emr2=E(rmo/rmw2)=Emk, rmo, r mw2 где:
Конкретно: E k,r0,r2- реализованная в кинетическую энергию часть Ep max м.т., до пересечения им уровня ri, a E p, r2, rw ставшая, не реализованная в кинетическую энергию часть той же Ep max к моменту пересечения уровня r i .
Выше сказанное доказывает, что: E pr # - G m1m2/R, mv2r/2 - Gm1m2/R=L=const не выражает закон сохранения энергии и уравнение Фридмана H2/2 - 4/3 π Gd=-K/2R2 [2] не является законом сохранения энергии ,,Большого взрыва” (уравнением ,,Большого взрыва”).
Равенство G m1m2/R, mv2r/2 - Gm1m2/R=L=const вытекает из ур. (3) [1], [3], но оно выражает не закон сохранения энергии (L # E ), а указывает лишь на то, что в ходе рассматриваемого процесса сохраняется разность двух положительных величин - mv2r/2 и G m1m2/R.
Это обстоятельство формально не влияет на результаты решения таких задач, в которых потенциальная энергия фигурирует в виде своего производного, например, при определении силы взаймодеиствия, или в виде разности ее значений на двух разных уровнях, как например, при вычислении работы, выполненной на перемещения м.т. с одного уровня на другой. Одноко это сильно сказывается, например, при вычислении полной механической энергии м.т., особенно тогда, когда m1 << m2. В этом случае считается, что м.т. m1, практически не влияет на движение м.т. m2. Исходя из этого, м.т. m2 рассматривается всюду неподвижным и уровень, проходящии через его центр принимается нулевым уровнем. Этим самым необосновано допускается, что в ходе данного процесса везде и всюду E m2p = 0, отиворечит ур. (5). В действительности, в любом случае E m2p=E m1p=B>O о этому, полная механическая энергия всей системы (m1,m2), с нулевым уровнем в m2 - E (m1m2) m2 = Em1+Em2=Em1 , а E (m1,m2) “c”= rE m1 . Здесь коментарии излишни и можно утверждать, что нулевым считать уровень, проходящий через центр м.т. m2 принципиально недопустимо, ибо в этом случае приходиться пренебречь как всякими вращательнимы, так и поступательными движениями м.т. m2. А это, в частности приводит к тому, что скорость вращения перигелея Меркурия вокруг Солнца, расчитанная с допущением E m2k=Em2p=O,получается существенно заниженной. В действительности, как известно и как это видно на Рис. 2, в ходе рассматриваемого процесса, оба м.о. вращаются на собственных орбитах и все время находятся во взаимосопряженных точках. Их всегда соединияет прямая, проходящая через общий F фокус их орбит и вращающая вокруг его, выполняя роль вращающеися системы отсчета.
Рис. 2. Схема взаиморасположения орбит движений двух небесных объектов
В таких условиях, вращающие на своих орбитах оба м.т. непрерывно передвигаются взад и вперед вдоль этой прямой линии, вращающей в плоскости их орбит. Поэтому, на обеих м.т. во всех точках, непрерывно действуют Кориолисовые силы - F m1k=km1√m2 и F m2k=km2√m1, моменты которых, по отнашению ,,с“ и обусловливают вращение перигелея меркурия вокруг F.
Когда нулевым принимается уровень, проходящий через центр Солнца, считается, что f2=0 и по этому, скорость вращения перигелея Меркурия, рассчитанная с учетом только f1, получается существенно заниженной. Помимо сказанного по указанному вопросу, из вышеприведенных суждений следует дополнительно отметить, что всякое вращение вокруг Солнца - кажущееся. В действительности все вращается вокруг F и такого вращения соверщают не только перигелей и апогей Меркурия. Вокруг F вращаются в целом, как орбита Меркурия, так и орбита самого Солнца.
В общем, необходимо отметить, что в фокусе орбит небесных обьектов не может находиться никакой другой материальный обьект, в том числе и ,,Черная дыра”. Это обстоятельство может сыграть существенную роль в процессе ,,пойска” черных дыр.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Мирианашвили М.. Курс общей физики, т. 1, 1973, с. 332, на грузинском языке.
Силк Д. Большой взрыв, Москва, ,,Мир” 1982, с. 305.
А. Гуревич, А. Чернин. Общая теория относительности в физической картине мира, Москва, ,,Знание“ 1970, с. 165.
А. Орджоникидзе. К вопросу о потенциальной энергии гравитационного взаимодействия материальных тел. Тбилиси, Техинформ, №1256, 2008, с. 28.
რ ე ზ ი უ მ ე
მატერიალურ სხეულთა გრავიტაციული ურთიერთქმედების პოტენციალური ენერგიის შესახებ
აბო ორჯონიკიძე
შრომაში განხილულია ორი, მ1 და მ2 მასათა მფლობელი, ერთმანეთისაგან ღ მანძილით დაშორებული მატერიალური სხეულის (მ.ს.) გრავიტაციული ურთიერთქმედება, როგორც მათი ,,ვარდნა“ საერთო სიმძიმის ცენტრის მიმართ.
მოცემულია პოტენციალური ენერგიის (პ.ე.) განმარტება.
მოცემულია ამ სხეულთა სრული მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონის კომპონენტთა ფიზიკური იტერპრეტაცია და გამოყვანილია მათი აბსოლუტური მნიშვნელობების გამოსათვლელი ფორმულები.
დამტკიცებულია, რომ Ep ≠ G m1m2/R და ამდენად, გამოსახულება mv2/2 - G m1m2/R = L=Const არ არის ენერგიის მუდმივობის კანონი. ასევე, ფრიდმანის განტოლება, H2/2-4/3 πd=-K/2R2, არ არის ,,დიდი აფეთქების“ განტოლება.
უარყოფილია მტკიცება იმისა, რომ გრავიტაციის ნიუტონისეულ თეორიაზე დაყრდნობით შეუძლებელია მერკურის პერიჰელიუმის მზის გარშემო ბრუნვის სიჩქარის გამოთვლა.
უარყოფილია მოსაზრება სამყაროში ,,შავი ხვრელების” არსებობისა და ,,დიდი აფეთქების” შესაძლებლობათა შესახებ.
S U M M A R Y
ABOUT POTENTIAL POWER OF GRAVITATION INTERACTION
F MATERIAL BODIES
ABO ORJONIKIDZE
In the given work gravitational interaction of two material bodies (m.b.), parted from each other by R distance and having m1 and m2 masses, are discussed as „falling“ of these bodies in relation with common center of gravity.
Explanation of potential energy is given.
Physical interpretations of components of complete mechanical energy conservation law of these bodies are given and equations for calculation of their absolute values are made.
It is proved that E p ≠ G m1m2/R and so expression mv2/2 - Gm1m2/R=L=Const is not energy conservation law. Also Fridman equation H2/2 - 4/3 πd =-K/2R2 does not represent the equation of “great explosion”.
Assertion that on the base of Newton gravitation theory it is impossible to calculate rotation speed around mercury helium sun is denied.
The consideration about possibility of “great explosions” and existence of “black holes” in the world is denied.
Р Е З Ю М Е
К ВОПРОСУ О ПОТЕНЦИАЛЬНОЙ ЭНЕРГИИ (П.Э.) ГРАВИТАЦИОННОГО ВЗАИМОДЕЙСТВИЯ МАТЕРИАЛЬНЫХ ТЕЛ (М.Т.)
АБО ОРДЖОНИКИДЗЕ
В статье рассматривается гравитационное взаимодействие двух неподвижных м.т. с массами m1 и m2, удаленных друг от друга на расстоянии R, как процесс их свободного ,,падения” к их центру тяжести.
Дано определение п.э. и физическая интерпретация компонентов закона сохранения полной механической энергии м.т., выведены формулы для определения их абсолютных величин.
Доказано, что E p ≠ G m1m2/R и mv2/2 - Gm1m2/R=L=Const следовательно уравнение не является законом сохранения энергии. Исходя из этого, уравнение Фридмана H2/2 - 4/3 πd =-K/2R2, также не является уравнением ,,Большого взрыва”.
Показана ошибочность утверждении того, что теория гравитации Ньютона не дает возможность для вычисления реальной величины скорости врашения перигелея Меркурия вокруг Солнца.
Показано, что в фокусе орбит небесных обьектов не может находиться никакой материальный обьект, в том числе и ,,Черная дыра”.
![]() |
3.2 ვირტუალური კვარკებისა და მატერიალური სხეულების ურთიერთქმედების შესახებ |
▲back to top |
О ВЗАИМОДЕЙСТВИИ ВИРТУАЛЬНЫХ ЭЛЕМЕНТАРНЫХ ЧАСТИЦ КВАРКОВ И МАТЕРИАЛЬНЫХ ТЕЛ
ОРДЖОНИКИДЗЕ А.А.
ГЕОФИЗИК
Кварковая модель адронных элементарных частиц убедительно указывает на то, что в вакууме существуют свободные адронные кварки, но в виртуальном виде. Несмотря на то, что для виртуальных частиц не выполняется обычное соотношение между энергией, импульсом и массой [1], виртуальный кварк (в.к.), из которых состоят виртуальные адронные элементарные частицы (в.а.ч.) [2], при отражений от кварка материального тела (м.т.), самостоятельно или в составе в.а.ч., на м.т. действует определенной виртуальной силой fv, являющеися функцией от его массы - mv и от скорости их взаимной встречи - V= Vм.т+Vv.
Можно сказать, что любая точка вакуума одновременно является ядром стока и источника какого то постоянного конечного количества в.к.-ов. Следовательно, в вакууме на неподвижный точечный материальный обьект (м.о.) в единице времени притекает, в среднем одинаковое n конечное количество в.к.-ов, которые, отражаясь от его кварков на него обусловливают действие определенной суммарной виртуальной силы -
С нашей точки зрения, предпочтительнее считать, что в.к. образуются из протокварков (из супэлементарных реальных частиц вещества), которые в процессе их хаотического движения, когда их нужное количество в нужном составе, случайно, на мгновение оказывается в обьеме, равном условному обьему кварка, определенного вида. Повидимому по такому физическому механизму образуются виртуальные частицы любого типа (разное количество протокварков определенного спектра и определяет характерные черты разных элементарных частиц).
Протокварки, в отличие от в.к.-ов, неадронные частицы и если кварки последные составные частицы вещества (весомой материи), то протокварки могут быть реальными, понастоящему элементарными частицами, движущимся повсем направлениям вакуума, со скоростью близкой скорости света. Таким образом, в.к. в данной точке вакуума образуются приходящими из ,,далека” протокварками. Поэтому, уменьшением числа приходящих протокварков, пропорционально уменьшается и число образовавшихся в.к.-ов в данной точке вакуума [2].
На неподвижном изолированном материальном обьекте в единице времени, со всех сторон притекает, в среднем одинаковое количество в.к.-ов и тем самым, м.о. сохраняет неподвижное состояние. Однако, в отдельных равных, но очень маленьких промежутках времени ∆t1=∆t2=…=∆tn, количество притекающих в.к.-ов могут быть разными и по этой причине всякий м.о. постоянно испытывает слабое калебание, которое может обусловить, например, двойную природу элементарных частиц - ,,частица - волна”, броуновское движение, тепловые процессы в целом, ,,мерцание” электронов в атомных ядрах и т.д..
В конечном итоге, в.к. в вакууме по отношению м.о.-ов образуют однородное и изотропное силавое поле, типа не Фарадея-Максвелла, в котором все м.о., в том числе и реальные элементарные частицы, находятся в условии постоянной ,,бомбардировки” в.к.-мы, со всех сторон. Действие этих сил (этого поля) на неподвижное м.т. обусловливает его инертность и гравитационное сжатие. В случае изменении скорости движения м.т. действие этого поля проявляется в виде инерционных сил, а в системе, состоящей из множество м.о., порождает их гравитационное взаимопритяжение. В случае атомного ядра и реальной элементарной частицы действие этого поля становится источником глуонного поля. Они попадаются в условии ,,вечного пленства” со стороны в.а.к.-ов. Если нам каким то образом удастся перекрить протокваркам доступ к атомным ядрам, то мы в своем распаряжение получим дешевый источник колосальной энергии. Не исключено, что такой эффект осуществляется при ,,бомбардировке” атомных ядер большим количеством замедленных нейтронов. Таким образом, инерционные, гравитационные и глуонные процессы порождаются действием одного и тогоже силового поля и все они управляются одним и тем же физическим механизмом.
Поэтому, все эти проявления можно назвать гравитационными, а поле именовать фоновым гравитационным полем (ФГП), только типа не Фарадея - Максвела и по этому оно не может испускать гравитационные волны - повидимому их просто нет в природе.
В заключение следует утверждать, что в вакууме существует одно общее однородное и изотропное фоновое гравитационное силевое поле типа не Фарадея-Максвела, созданное и постоянно поддерживаемое виртуальными потоками в.а.ч. и не массами м.о.-ов или потоками энергии. М.о. в вакууме лишь локально искажают Ф.Г.П. Исходя из этого в.а.ч. можно условно отождествить с гравитонами а протокварки - с гравитино.
Когда неподвижное м.т., под действием внешней силы начинает движение, постепенно растут число встречных в.к.-ов и скорость встречи м.т. с ними. Следовательно, растет и суммарная виртуальная сила со стороны встречных в.к.-ов -
Это прирощение силы сопротивляется всякому тенденцию роста скорости движения м.т.. Одновременно с этим, постепенно уменьшаются число доганяющих (сопутствующих) м.т. в.к.-ов и скорость их встречи с м.т.-ом. Этим самым уменьшается и суммарная виртуальная сила действия этих в.к.-ов -
Такое приращение силы, также направлено против всякой тенденций роста скорости движения м.т.. Обратная картина будет наблюдаться в случае уменьшения скорости движения м.т.. Сумма абсалютных величин этих прирощений виртуальных сил
всегда противостоит всякой тенденции изменения скорости движения м.т.. Легко узреть, что, именно они порождают инерционные силы всех видов, с целью сохранения величины скорости движения м.т.. После прекращения деиствий указанной внешней силы, с одной стороны, установится наблюдаемое равновесное состояние:
mv=c1 =const (1)
и м.т. продолжит движение с какой то постоянной скоростью. Одновременно с этим, исхадя из вышеприведенных рассуждений, необходимо допустить существование другого ненаблюдаемого (скрытого) равновесия виртуальных сил
Вместе с этим, легко представить себе существование одного равновесия, которое обьединяет указанных двух разных равновесий и вывести его уравнение:
где, и его размерность [c]=cek-1. Из ур. (3) получается, что
Простые расчеты показывают, что всякое флюктуационное изменение mv - ∆(mv) когда такое изменение не поддерживается действием внешней силы,
и моментально восстановляется (3) равновесие [2].
Исходя из этого, ур. (3) служит и даказательством принципа инерции, т.е. доказательством первого и третьего законов механики Ньютона. Из этих уравнений, также вытекает, что инерционные силы возникают в процессе взаимодействия м.т. и в.к.-ов, с целью сохранения равновесий (3). Поэтому, ур. (3) можно назвать уравнением инерции м.т. и конкретно, силу инерции следует записать в следующем виде:
Fin=-d(mv)/dt=-Fn (41)
Фактический ур. (41) является выражением третьего закона Ньютона - действие внешней силы FN моментально порождает равную и противоположную себе виртуальную инерционную силу Fin , со стороны натекающих на м.т. в.а.к-ов.
Исходя из ур. (3), так же легко представить себе сущность массы м.т. и физический механизм ее зависимости от скорости движения м.т.. Ур. (4) является обобщенным уравнением движения м.т., учитывающее действие как внешне наблюдаемой силы, так и действие скрытых виртуальных сил. В принципе, из ур.ур. (3) и (4) можно вывести и уровнение всемирного тяготения.
Как говорилось выше, гравитационное сжатие изолированного м.т. осуществляется действием в.к.-ов, отраженных от кварков м.т., число которых можно считать пропорциональной величиной числа кварков м.т., составляющих количество его вещества -μ. Однако, невозможно определить конкретное количество таких в.к.-ов или протокварков, т.к. определенное число приходящих протокварков может так проити через м.т., что не встретиться с его кварками.
Постараемся найти силу гравитационного взаимодействия Fg двух неподвижных изолированных м.т., с количествами вещества μ1 и μ2, отдаленных друг от друга на расстояние R (см. рис.): допустим, что r1 и r2 - радюси эквивалентных сфер м.т. μ1 и μ2, соответственно. Тогда N1=4πr12, n=kμ1, а N2=4πr22 n=kμ2, где N1 и N2, число в.к.-ов, отраженных от поверхностей эквивалентных сфер м.т., соответственно, n = const - количество в.к.-ов, отраженных от единичной площади эквивалентных сфер, а к - постоянный коэффициент пропорциональности. От сюда получается, что r=B√μi где B=√k/πn=cost
.
При таких обозначениях, общее количество в.к.-ов, отраженных от поверхности изолированной э.с. м.т. μi - Ni=4 πnri2=4πnB2μi=D μi, где D=4πB2n=cost. Действие этих в.к.-ов на изолированном м.т. уровновещены со всех противоположенных сторон. В случае двух м.т., каждый из них частично перекрывает доступ протокварков ко второму м.т. и нарушает равновесие действующих виртуальных сил.
где y=k2y1 и его размерность совпадает с размерностью универсального постоянного коэффициента гравитации G. Поэтому, уравнение (7) можно полностью отожествить с уравнением гравитации Ньютона -
Рис.
Схема перекрытия доступа протокваркам к материальному телу
m1 материальным телом m2
с той разницей, что:
где Q - максимальное, но конечное значение Fg, которое с увеличением R уменьшается обратно пропорционально R2 и наоборот.
К такому естественному заключению невозможно приити без учета ур. (5), которое, конечно, не было известно Ньютону.
С усчетом тех соображений, которые привели к выводу ур. (7), можно утверждать, что раскрывается природа гравитации, отподает необходимость введения понятии „дальнодействия”, подтверждается принцип Маха и закон всемирного тяготения Ньютона (ур.ур. (7), (8)) принципиально можно приспособить к любому случаю гравитационного взаимодействия м.о.-ов., не прибегая к ОТО Эйнштэйна.
Степень гипотетичности того допущения, что протокварки в вакууме двигаются со скоростью близкой скорости света, не выше степени гипотетичности допущения о существовании гравитационных волн и излучения виртуальных элементарных частиц м.т.-ми и реальными элементарными частицами.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Станюкович К. Гравитационное поле и элементарные частицы. Изд. ,,Наука”, Москва 1965, с. 297.
Орджоникидзе А.. К вопросу физического механизма взаимодействия материальных тел, Тбилиси, Техинформ №1248, 2006, с. 82, на груз. языке.
რ ე ზ ი უ მ ე
ვირტუალური კვარკებისა და მატერიალური სხეულების ურთიერთქმედების შესახებ
აბო ორჯონიკიძე
ნაშრომში გრავიტაციული, ინერციული და გლუონური პროცესები წარმოდგენილია, როგორც მატერიალური სხეულების (მ.ს) და ვირტუალური კვარკების (ვ.კ) მიერ ვაკუუმში შექმნილი ერთგვაროვანი ძალური, არა ფარადეი-მაქსველის ტიპის ფონური გრავიტაციული ველის (ფგვ) ურთიერთქმედების გამოვლინება.
შემოთავაზებულია ვირტუალური ელემენტარული ნაწილაკების წარმოქმნისა და გრავიტაციის ფიზიკური მექანიზმის ახლებური გააზრება. მასზე დაყრდნობით გამოყვანილია ინერციისა და მსოფლიო მიზიდულობის (ნიუტონის) კანონების გამომხატველი განტოლებები. მოცემულია ახლებური გააზრება მასის ფიზიკური არსისა და მისი სიჩქარეზე დამოკიდებულების შესახებ.
დამტკიცებულია ,,ინერციის პრინციპი” და ნაჩვენებია, რომ
რითაც ეჭვის ქვეშაა დაყენებული ,,შავი ხვრელების” არსებობა და ,,დიდი აფეთქების” შესაძლებლობა.
გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამყაროში არ არსებობს გრავიტაციული ტალღები და არც არის ამის საჭიროება-აუცილებლობა. ნებისმიერი გრავიტაციული გამოვლინება შესაძლებელია აიხსნას ნიუტონის თეორიაზე დაყრდნობით, აინშტაინის ფზთ-ის დახმარების გარეშე.
S U M M A R Y
ABOUT INTERACTION BETWEEN MATERIAL BODIES
AND VIRTUAL QUARKS
ABO ORJONIKIDZE
In the work gravitation, gluon and inertial processes are represented as homogeneous mass formed in vacuum by M.B. and V.Q.-s, expression of interaction of non-Faradey-Maxsvwel type background gravitation field (BGF).
New consideration of gravitation physical mechanism and formation of virtual elementary particles are suggested. On its base equations expressing inertia and world gravity (Newton) laws are made. New consideration of mass physical meaning and about its dependence on speed is given.
“The concept of inertia” is proved and it is shown that
which puts under doubt existence of “black holes” and possibility of “great explosion”.
The consideration is expressed that there are not gravitation waves in the universe and there is no need for that. Any gravitational occurrence might be explained on the ground of Newton theory, without helping of Einstein general theory of relativity.
Р Е З Ю М Е
О ВЗАИМОДЕЙСТВИИ ВИРТУАЛЬНЫХ ЭЛЕМЕНТАРНЫХ ЧАСТИЦ КВАРКОВ (В.К.) И МАТЕРИАЛЬНЫХ ТЕЛ (М.Т.)
АБО ОРДЖОНИКИДЗЕ
В статье гравитационные, инерционные и глуионные процесы представлены как проявлений взаимодействия м.т. и силавого поля, созданного в.к.-ми в вакууме.
Предлагается новое осмысление физического механизма образования виртуальных элементарных частиц. Выведены уравнений законов инерции и всемирного притяжения Ньютона. Дано новое осмысление сущности массы м.т. и ее зависимости от скорости движения. Даказан ,,Принцип инерции” и принцип Маха и показано, что
тем самым поставлены под сериозным сомнением возможности существования „Черных дыр“ и осуществления „Большого взрыва“.
Высказано мнение о том, что во Вселенной не существуют гравитационные волны и нет нужды в этом. Любое гравитационное проявление можно обьяснить с применением теории Ньютона, не прибегая к ОТО Эйнштейна.
![]() |
3.3 ასფალტის საფარის რესინკლირება ცხელი მეთოდით |
▲back to top |
ASPHALT SURFACE RECYCLING ACCORDING TO THE HOT METHOD
MANUCHAR SHISHINASHVILI
ASSISTANT PROFESSOR OF TRANSPORTATION AND MECHANICAL ENGINEERING FACULTY OF TECHNICAL UNIVERSITY OF GEORGIA
The operating principle of hot recycling
Hot recyclers are eminently suitable for rehabilitating surface courses within extremely short periods of time. The method is suitable for use with all asphalt pavements, whether motorway or urban road.
The damaged asphalt layer is gently heated to a maximum working depth of 6 cm by panel heating machines and by the infrared heating elements of the hot recycler (Remixer) itself. The heated bituminous pavement is then scarified by a rotating scarified unit.
(Pic. 1.)
With the Remix method, the asphalt pavement is homogeneously mixed with corrective aggregate and / or hot bitumen in a twin-shaft compulsory mixer. A paving screed then places the new asphalt mix again true to profile.
The Remix Plus method also recycles the existing asphalt pavement. With this method, a second layer of virgin mix is paved on top of the recycled layer in one single machine pass. The result is a 100%25 hot recycled layer overlaid with a new surface course.
The entire recycling operation is carried out in one single work step and as a moving job site directly on the pavement to be recycled.
Infrared heating system
The damaged road surface is heated by individually engage able infrared heating elements. They are operated with propane gas that is carried on the machine in gas tanks.
(Pic. 2.)
Variable scarifier unit
Rotating shafts fitted with carbide metal tools arranged in the shape of a helix scarify the preheated road pavement to the required working depth. Their overlapping arrangement behind one another permits the working width to be adjusted continuously. The central shaft passes the scarified pavement material to the compulsory mixer.
(Pic. 3.)
Twin-shaft compulsory mixer
The scarified material, virgin aggregate and binding agents are blended in the continuous mixer to form a new, homogeneous asphalt mix. The mixing chamber is lined with highly wear-resistant material.
(Pic. 4.)
Bitumen injection system
Bitumen is carried on the machine in a heated binding agent tank. A microprocessor-controlled pump delivers the bitumen via heated feed lines from the recycler's tank to the compulsory mixer where it is injected in precisely metered quantities.
(Pic. 5.)
Paving screed
The machine's sensor-controlled spreading auger distributes the recycled mix evenly in front of the paving screed. A Vögele screed equipped with tamper and vibrator places the recycled pavement material in accordance with the specified profile and compacts it to produce a compact layer.
(Pic. 6.)
Remix Plus
Remix Plus requires the recycler to be equipped with a second paving screed. Conveyors deliver virgin mix from the receiving hopper to behind the first paving screed, where it is distributed evenly across the full working width by a second spreading auger. Both layers are then compacted by the second paving screed.
This method enables a thin surface course of high quality and specific properties to be placed on top of the remixed layer (hot-in-hot application).
(pic. 7. )
1. Hot recycling involves the in-situ rehabilitation of a road pavement while making full use of the existing asphalt material. This technology saves natural resources and is therefore extremely beneficial to the environment.
2. Hot recycling mostly requires only small quantities of new aggregate or binding agents to improve the functional properties of the existing construction material. It is therefore a very cost-efficient method requiring only a small number of transports.
3. Hot recycling projects can be carried out in moving traffic. These traveling job sites cause only minor disruptions to traffic. The lane next to the recycler can be used by traffic during the entire hot recycling operation.
4. Hot recycling is economical, for it saves between 20%25 and 30%25 in terms of construction time, transport costs, energy and natural resources.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Emery, J J, Terao, M - Asphalt Technology For Hot In-Place Surface Recycling - Transportation Research Record, Issue 1337, Washington, 1992
US Patent 6939079, - Hot-in-place asphalt recycling machine and process - US Patent Issued on September 6, 2005
Е. Г. МАРГАЙЛИК - Установки для рециклирования асфальтобетонных смесей - Строительство и недвижимость - #12, Минск, 1998
რ ე ზ ი უ მ ე
ასფალტის საფარის რესინკლირება ცხელი მეთოდით
მანუჩარ შიშინაშვილი
ნაშრომში განხილულია ძველი ასფალტობეტონის საფარის ცხელი მეთოდით რესინკლირების სხვა და სხვა სახის ტექნოლოგიები, ასევე მოცემულია ამ ტექნოლოგიების უპირატესობები და დადებითი თვისებები.
S U M M A R Y
ASPHALT SURFACE RECYCLING ACCORDING TO THE HOT METHOD
MANUCHAR SHISHINASHVILI
The proceedings considers various kinds of technologies for asphalt concrete surface recycling according to the hot method, advantages and positive points of these technologies are also given here
Р Е З Ю М Е
ГОРЯЧИ МЕТОД РЕЦИКЛИРОВАНИЯ АСФАЛЬТНОГО ПОКРЫТИЯ
МАНУЧАР ШИШИНАШВИЛИ
В настоящем труде рассматриваются разные виды технологий рециклирования асфальтобетонного покрытия горячим методом, а также приведены преимущества и позитивные свойства этих технологий.
![]() |
3.4 წვენებისა და ღვინომასალების თბური დამუშავება |
▲back to top |
ТЕРМООБРАБОТКА СОКОВ И ВИНОМАТЕРИАЛОВ
ШОТА МАТИАШВИЛИ
КАНДИДАТ ТЕХНИЧЕСКИХ НАУК
ПРИГЛАШЁННЫЙ УЧИТЕЛЬ
ТЕЛАВСКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО УНИВЕРСИТЕТА
В задачу исследования входило изучение общего физико-химического состава виноградного сока и виноматериалов. Изменение физико-химических показателей и дегустационной характеристики виноматериалов, полученных различных способах обработки сусла об исследовании различных культур дрожжей, получение высококачественного виноградного сока с сохранением исходных компонентов, обогащения сусла II-III фракции биоактивными соединениями на основе применения инфракрасных лучей. Инфракрасные (ИК) лучи - это невидимое глазом электромагнитное излучение, испускаемое нагретыми телами. Поэтому ИК-лучи называют тепловыми лучами. Способность тела излучать ИК-лучи возрастает пропорционально повышению температуры в четвёртой степени. При нагревании же конвективным способом или путём теплопередачи, количество тела возрастает пропорционально повышению температуры лишь в первой степени. Поэтому при одной и той же температуре мощность теплового потока, создаваемого ИК-лучами, в десять раз больше, чем при других способах передачи тепла. ИК-лучи приникают в тело на несколько миллиметров. Вода обладает способностью почти полностью поглощать падающие на неё лучи (коэффициент светопоглощения воды равен 0,95-0,96). Таким образом, методы термообработки соков и виноматериалов ИК-лучами основан на высокой способности влажных материалов поглощать мощный тепловой поток ИК-лучений, в результате чего время термообработки соков и виноматериалов сокращается. В начале проведения экспериментальных работ. Нами была сконструирована из нержавеющей стали камера с рифленой поверхностью днище, над которой были навешены 30 ламп инфракрасного облучения. Самотёк и прессовые фракции подавались в камеру, которую самотёк проходил за 30 сек., а прессовая фракция - за 20 сек., после чего они подогревались ИК-лучений. При этом масса для пастеризации сокоматериалов нагревалось до 77-800 С, а прессовые фракции до 55-600С.
Дальнейшие работы проводились с использованием производственной установки сконструированной нами инфракрасных лучей для пастеризаций виноградного сока и тепловой обработки виноматериалов. Рис. 1.
Рис. 1. Установка для термообработки соков и виноматериалов.
Установка состоит из аппарата инфракрасного облучения (1), который соединён переходными трубами (2) с охлаждающим аппаратом (3), аппарат (1) соединён с пультом управления (5), который регулируют режим работы установки. Охлаждающий аппарат снабжён трубой (6) для подачи сокоматериала и вин, трубой (7), соединяющий аппарата (3), нижней частью аппарат (1) и трубой (8) для входа сокоматериалов и вин. Средняя часть аппарата (3) снабжена системой труб (9). Установка также снабжена трубой (10) для подачи сокоматериалов и вин непосредственно аппарат (1), Минуя аппарат (3). Аппарат (1) в свою очередь состоит из корпуса, в котором размещены кварцовые трубки (11) диаметром 5 см, длиной 55 см внутри трубок (11) проходят хромоникелевые спирали диаметром 0,12 см длиной 1100 см, спирали соединены между собой звёздочно.
Разработана технология приготовления виноградного сока и виноматериалов с помощью вышеуказанной установки.
Изучены условия перехода фенольных и других соединений при непрерывной обработке прессовых II-III фракций сусла в потоке инфракрасной лучами с целью обогащения сусла биоактивными соединениями.
Установлено, что использование винных дрожжей штамма Телиани 46, обладающего высокой пектолической активностью, при брожении обогащает сусло продуктами разложения пектина.
В результате применения вышеуказанной установки достигается получение стерильного виноградного сока с сохранением исходных органолептических свойств, а при изготовлении виноматериалов усиление и ускорение реакций этерификаций. Наблюдается превращение высших спиртов в сложные эфири. Накопление меланоидинов.
В бугете и вкусе опытных виноматериалов отмечается появление медовых тонов и плодовых ароматов.
Опыты показали (таблица 1), что лучшие результаты при производстве виноградного сока были получены в варианте с пастеризацией инфракрасными лучами с доведением температуры виноградного сока до 77-800 С в течении 30-35 сек. При этом почти во всех опытных образцах содержание химических соединений было выше, чем в контрольных.
Таблица 1.
Общий химический состав виноградного сока
Вариант опыта |
|
Опытн. |
Контр. |
Сахар %25 |
нач кол. после обр. |
17 |
17 |
титр кислотн. г/л |
нач кол.. после обр. |
6,2 |
6,2 |
пектин вещества мг/л |
нач кол..после обр. |
15 0,8 |
15 |
фенольн.соедин. |
нач кол.. после обр. |
640 |
640 |
общий азот |
нач кол.. после обр. |
210 |
210 |
Аминныйазот |
нач кол.. после обр. |
112 |
112 88,1 |
сухие вещества |
нач кол.. после обр. |
18,4 |
18,4 |
плотность %25 |
нач кол.. после обр. |
1,1 |
1,1, |
дегустационная оценка |
|
8,5 |
8,2 |
По ускорению созревания виноматериалов, как показали опыты, лучшие результаты нами были получены в варианте с обработкой прессовых фракций виноградного сусла
инфракрасными лучами (Таблица 2) в этом случае наблюдались интенсификации карбониламинных процессов и накопление наибольшего количества альдегидов в пробах опытных виноматериалов. Так, если при контроле количество альдегидов достигает 49,6-66,2 мг, то в опытных наблюдается увеличение альдегидов в пределах 12,1-14,8 мг.
Полученные результаты экспериментов свидетельствуют так же о том, что применение способа обработки сусла инфракрасными лучами позволяет изменить состав виноматериалов, т.е. содержание в них экстракта, особенно фенольных соединений, ускорит в них развитие типичного тона и тем самым улучшить букет и вкус, виноматериалов. Вышеуказанное наблюдается при сравнении данных дегустационной оценки контрольных и опытных виноматериалов. Наивысшая оценка (8, 4 балла) присвоена виноматериалу, полученному в результате обработки прессовых фракций сусла воздействием инфракрасных лучей и использования для брожения сока дрожжей штамма Телиани 46. Подробное исследование физико-химического состава креплённых виноматериалов из виноградного сусла различных способов приготовления и в зависимости от примененного штамма винных дрожжей показали. что по содержанию некоторых компонентов, ОВ- потенциалу, содержание альдегидов между контрольными пробами и опытами образцами имеются различия. Чёткая зависимость установленная между способом получения виноградного сусла и количеством фенольных соединений 724,2 мг/л контроли 780,2 Мг/л - опытный, объясняется результатом более глубокого гидролиза коллоидных веществ в варианте опытов. по принятому методу обнаружено меньшее количество приведённого экстракта 18,5 г/л, чем в опытном - 21,3 г/л.
В пробах виноматериалов, полученных от брожения сусла на дрожжах Телиани 46 при инфракрасном облучении прессовых фракций сусла обнаружено снижение (351 против 395 мВ) показателя ОВ - потенциала, появление вина тона выдержанного с плодовым ароматом.
В результате проведённых нами исследований сконструированы „Установка для обработки соков и виноматериалов“ и разработана технология „Способ приготовления портвейнов“, получено авторское свидетельство № 1336555, № 1289063. Вышеуказанное даст возможность существующий метод настаивания сусла на мезге заменить обработкой прессовых II-III фракций сусла инфракрасными лучами, обеспечивающей получение экстрактивных, ординарных вин высокого качества.
Таблица 2.
Изменение физико-химических показателей и дегустационной характеристики виноматериалов, полученных при различных способах обработки сусла, с использованием различных культур дрожжей.
Наименование |
Виноматериал, полученный |
Виноматериал полученный |
||
Варианты |
Контроль |
Опыты |
||
|
Кахури 42 |
Телиани 46 |
Кахури 42 |
Телиани 46 |
Крепость об %25 |
18,7 |
18,8 |
18,7 |
18,9 |
Титруемая |
5,5 |
5,0 |
5,5 |
4,7 |
Летучие |
0,19 |
0,19 |
0,19 |
0,16 |
ОВ-потенциал |
412 |
395 |
386 |
351 |
Альдегиды мг/л |
66,2 |
49,6 |
78,3 |
91,4 |
Фенольные |
702,0 |
724,2 |
755,6 |
780,2 |
Содержание |
7,0 |
7,0 |
7,0 |
7,0 |
Экстракт |
17,8 |
18,5 |
18,1 |
21,3 |
Дегустационная |
8,13 |
8,2 |
8,1 |
8,4 |
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Великая Е.И., Сухолод В.Ф. - Лабораторный практикум по курсу общей технологии бродильных производств - „лёгкая и пищевая промышленность“ - Москва 1983г. ст. 25.
Матиашвили Ш. И. „Способ приготовления портвейнов“. - Авторское свидетельство № 1289063, государственный комитет ССС по делам изобретений и открытии 8 октября 1986г.
Матиашвили Ш.И. - „Установка для термообработки соков и виноматериалов“. Авторское свидетельство № 1336555. Государственный комитет СССР по делам изобретений и открытии 8 мая 1987г.
რ ე ზ ი უ მ ე
წვენებისა და ღვინომასალების თბური დამუშავება
შოთა მათიაშვილი
ნაშრომში განხილულია ინფრაწითელი სხივების თვისებები და მისი გამოყენებით წვენებისა და ღვინომასალების დანადგარის კონსტრუირება, მისი შემადგენელი კომპონენტები. აღნიშნული დანადგარის გამოყენებით ყურძნის წვენის და ღვინომასალების დამზადების ტექნოლოგიის შემუშავება. შესწავლა ნაწნეხი (II-III) ფრაქციებიდან ღვინომასალებში ფენოლური და სხვა კომპონენტების გადასვლის, ინფრაწითელი სხივებით ნაწნეხი ფრაქციების დამუშავების დროს, ალკოჰოლური დუღილისათვის საფუარის სახეობა ,,თელიანი-46“ გამოყენებისას, რომელიც გამოირჩევა პექტოლიტური აქტივობით და ღვინოს ამდიდრებს პექტინის დაშლის პროდუქტებით.
ამ დანადგარის გამოყენების შედეგებიდან გამომდინარე შესწავლილია ყურძნის ნატურალური წვენის მიღება, სადაც შენარჩუნებულია მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები. ხოლო ღვინომასალებში შეიმჩნევა ეთერიფიკაციის გაძლიერება და დაჩქარება. უმაღლესი სპირტების მონაწილეობა რთული ეთერების წარმოქმნაში. მელანოიდინების დაგროვება შაქარამინური რეაქციის შედეგად. მიღებულ ღვნომასალებში აღინიშნება თაფლის ტონის და ყვავილოვანი სურნელების წარმოქმნა.
ზემოთ აღნიშნული გვაძლევს საშუალებას არსებული მეთოდი ტკბილის დურდოზე დაყოვნების, შევცვალოთ ნაწნეხი II-III ფრაქციების ინფრაწითელი სხივების დამუშავებით, რომელიც უზრუნველყოფს ექსტრაქტული მაღალხარისხოვანი ორიდინარული ღვინომასალების დამზადებას.
S U M M A R Y
THERMAL TRATMENT OF JUICES AND WINE MATERIALS
SHOTA MATIASHVILI
Characters of infra-red rays and with using of them, construction of mounting of juices and wine materials, its components, are discussed in the work. With the using of above mentioned mounting elaboration of preparing technology of juice of grapes and wine materials. Learning of moving phenol and other components from pressed factions in wine materials during the treatment of pressed factions by infra-red rays. Using the variety of yeast „Teliani - 46“ for alcoholic boiling for enrichment of wine materials by products dividing pectin because of hectoliter activation of yeast.
Following from the results of using this mounting receive of sterile juice of grapes, where its organ leptical indicators are preserved. And in wine materials strengthen and hasten of etherification is noticeable. Participation of highest alcohol in the processing of difficult ethers. Gathering of melanoids by the result of reaction of sugar ammonal. Forming of honey tone and aroma of Muscat nut is designated in received wine materials.
Above mentioned gives us means to change existed method of delaying sweet stum by treatment of infra-red rays of II-III fractions, which provides to produce high qualified oridinar wine materials.
Р Е З Ю М Е
ТЕРМООБРАБОТКА СОКОВ И ВИНОМАТЕРИАЛОВ
ШОТА МАТИАШВИЛИ
В труде рассмотренное свойство инфракрасных лучей и её с использованием конструированные установки инфракрасных лучей для тепловой обработки соков и виноматериалов, и её компоненты. Разработаны технологии приготовления виноградного сока и виноматериалов с помощью вышеуказанных установок. Изучение условия перехода фенольных и других соединений при непрерывной обработке прессовых (II-III) фракции сусла в потоке инфракрасными лучами с целью обогащения сусла биоактивными соединениями, использование винных дрожжей штамма Телиани - 46. Обладающие высокой пектолитической активностью, обогащение сусла продуктами разложенного пектина.
В результате применения вышеуказанной установки достигается получение стерильного виноградного сока сохранением исходных органопептичесих свойств, а при изготовлении виноматериалов - усиление и ускорение этерификации наблюдается превращение высших спиртов в сложные эфиры. Накопление меланоидинов.
В букете и вкусе опытных виноматериалов отмечается появление медовых тонов и плодовых ароматов. Вышеуказанное даст возможность существующий метод настаивания сусла на мезге заменить обработкой прессовых II-III фракций сусла инфракрасными лучами, обеспечивающей получение экстрактивных, ординарных вин высокого качества.
![]() |
3.5 ელექტროღუმელის მართვის ავტომატიზებული სისტემა ფეროშენადნობების მადანთერმული წარმოებისათვის |
▲back to top |
გიგო ჯანდიერი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ა. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
ფეროშენადნობთა წარმოების მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დომინირებად პოზიციას იკავებს შენადნობთა მძლავრ (22,5-35 მვა) და ზემძლავრ (35-95 მვა) მადანთერმულ ელექტრორკალურ ღუმელებში გამოდნობის ტექნოლოგიები. ამ მხრივ ერთ-ერთ წარმატებულ პოზიციაზე იმყოფებოდა საქართველოს ელექტრომეტალურგიული წარმოებაც (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა) [1].
1981-1983 წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა „თანაბე“-ს ფირმის ორი ზემძლავრი (75 მვა) ჰერმეტული ელექტროღუმელი. ამავდროულად, საქართველოს მეტალურგიულ ინდუსტრიაში ეს იყო პირველი სრულად ავტომატიზებული და კომპლექსურად მექანიზებული ერთიანი საწარმოო კომპლექსი. ანალოგიური განვითარება მოხდა ევროპის ყველაზე დიდ, - ნიკოპოლის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც (უკრაინა), სადაც ოთხი 75 მვა და ექვსი 63 მვა სიმძლავრის ღუმელი აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს [2]. დარგის ინტენსიური განვითარება მოხდა მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაშიც.
მძლავრი მეტალურგიული აგრეგატების ფართომასშტაბიანმა დამკვიდრებამ ავტომატიზაციის როლი ელექტრომეტალურგიულ პროცესებში განსაკუთრებით გაზარდა. ასეთი აგრეგატების მართვის პროცესებში ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცდომილებაც კი საწარმოო მაჩვენებლების არსებით გაუარესებას განაპირობებს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, XX საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან უკვე ინტენსიურად იქმნებოდა და დღესაც გრძელდება სხვადასხვა ტიპის ავტომატიზებული მართვის სისტემების დამუშავება და სრულყოფა. ავტომატიზებული მართვის სისტემების შექმნის მთავარი მიზანია უშუალოდ წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში სხვადასხვა ტექნოლოგიური რეჟიმის ოპერატიული პარამეტრული კონტროლი, პროგნოზირება და ოპტიმალური მართვა მიზნობრივი ამოცანიდან გამომდინარე [3-6]. თანამედროვე მართვის სისტემები დაფუძვნებულია კომპიუტერული ტექნიკისა და სპეციალური პროგრამების შექმნა-გამოყენებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია გერმანული, სამხრეთ აფრიკული, უკრაინული და რუსული კომპანიების - „SMS Demag“, „Jasper mbH“, ЗАО „ВЕГА ПЛЮС“ და „АСУ-Проект“ მიღწევები [7-10].
ცნობილია, რომ ელექტრომეტალურგიული პროცესებისა და ელექტრული რეჟიმების ოპტიმალურად წარმართვისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რკალის სიმძლავრის რეგულირება და სტაბილიზაცია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ელექტროდების გადაადგილების ელექტრომექანიკური კვანძების ავტომატური რეგულირების სისტემაზე, რამდენადაც ამ გზით შესაძლებელი ხდება კაზმთან ელექტროდების კონტაქტის ფართის რეგულირება, ანუ - ელექტრული რეჟიმების ოპერატიული მართვა. მაგრამ რიგ შემთხვევებში, მათ შორის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეალობაშიც, დნობის ტექნოლოგიური პროცესის მართვა მხოლოდ ელექტრული რეჟიმების ლოკალური რეგულირების გზით, მართალია განაპირობებს ღუმელის რაციონალურ ექსპლოატაციას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს საკაზმე ნედლეულიდან წამყვანი ლითონური ელემენტების აღდგენა-ამოკრეფის ნომინალურ 70-80%25-ან მაჩვენებელს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოებული სტატისტიკური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოების ტექნიკური მაჩვენებლები მკვეთრად უარესდება საკაზმე მასალების ცვლილებისთანავე, მიუხედავად ამ უკანასკნელთა ხელახლი ტექნოლოგიური გაანგარიშებით რეკომენდებული რაოდენობით მიწოდებისა. ახალი გვარობის საკაზმე მასალების გამოყენება ცვლიდა რა კაზმის ელექტროწინაღობას მთლიანად არღვევდა ღუმელის დამყარებული მუშაობის რეჟიმს, რისი სტაბილიზაციაც მოითხოვდა ღუმელის სიმძლავრის შემცირებას, კაზმში ელექტროდების ჩაჯდომის სიღრმის (კონტაქტის ფართის) შემცირებას და ა.შ. ყოველივე აღნიშნული კი ზრდიდა თბურ დანაკარგებს ღუმელის საკერძეზე, ამაღლებდა ელექტროენერგიის ხვედრით ხარჯს, ზრდიდა აღმდგენელის (კოქსის) ფუჭ ხარჯს, ზრდიდა გამონაბოლქვი აირებისა და მტვერის რაოდენობას, რომელთა აგრესიულობის გამოც დაჩქარებულად ზიანდებოდა ასპირაციული დანადგარის საფილტრე სახელურები და სხვა. აღნიშნული დასტურდება ცხრილით 1, სადაც ასახულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო-ტექნიკური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკაზმე მასალებზე მუშაობისას.
ცხრილი 1. საწარმოო-ტექნიკური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი
საწარმოო მაჩვენებლები (ხარჯი) ტონა წარმოებულ პროდუქციაზე, კგ/ტ. |
2005 წ. |
2006 წ. |
2007წ. |
2008 წ. |
MN მადანი გაბონიდან; MN-45%25 |
0 |
0 |
0 |
53 |
MN მადანი კოტ დივუარიდან; MN 42-45%25 |
0 |
0 |
246 |
107 |
MN მადანი ბრაზილიიდან; MN 43-48%25 |
5 |
85 |
70 |
178 |
MN მადანი განიდან; MN 31-32%25 |
0 |
0 |
591 |
608 |
I ხ. ჭიათურის კონცენტრატი; MN 49%25 |
870 |
126 |
39 |
32 |
II ხ. ჭიათურის კონცენტრატი; MN 44%25 |
1433 |
1407 |
389 |
198 |
IIIხ. ჭიათურის კონცენტრატი; MN -35-40%25 |
1047 |
256 |
1193 |
1449 |
IVხ. ჭიათურის კონცენტრატი; MN -32-33%25 |
0 |
0 |
48 |
69 |
ჭიათურის სპეცკონცენტრატი; MN-19-20%25 |
173 |
0 |
132 |
13 |
ს/ნ Fe MN -ის წიდა; Mნ-28-29%25 |
2320 |
68 |
135 |
135 |
დაბალფოსფორიანი სპეცწიდა; MN -28-34%25 |
0 |
92 |
75 |
186 |
კოქსწვრილა (10-25 მმ) |
392 |
354 |
568 |
531 |
ელ.ენერგიის ხვედრითი ხარჯი; კვტ.სთ/ტ |
4790 |
4996 |
5613 |
5647 |
MN -ის ამოკრეფა გამოყენებული წიდიდან; %25 |
24,52 |
30,76 |
14,95 |
13,99 |
MN -ის დანაკარგი გამოყოფილ მტვერთან ერთად (აორთქლება); %25 |
6,13 |
6,50 |
24,25 |
26,92 |
MN -ის ამოკრეფა მადნური ნაწილიდან; %25 |
81,96 |
82,81 |
70,34 |
68,39 |
ცხრილიდან 1 გამომდინარე ნათელია, რომ აფრიკული, განსაკუთრებით კი განის კარბონატული მადნების ფართომასშტაბიანი გამოყენების პირობებში საწარმოო მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, კოქსის ხარჯი გაიზარდა 50%25-ით, ელექტროენერგიის ხვედრითმა ხარჯმა მოიმატა 10-15%25-ით, MN-ის დანაკარგი გაიზარდა 4-ჯერ, ხოლო მისი ამოკრეფის მაჩვენებელი საშუალოდ შემცირდა 15%25-ით.
აღნიშნული პრობლემის სრულმასშტაბიანი გამოვლენის და გადაუჭრელობის განმპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი წარმოების პრევენციული არაპროგნოზირებადობა და შესაბამისი ფუნქციონალური შესაძლებლობების მართვის სისტემების არ არსებობაა.
პრობლემის წარმატებით გადაჭრის მიზნით ზემოთდასახელებული ფირმების მიერ შექმნილი ავტომატური მართვის სისტემების უშუალო კოპირება მსგავს შემთხვევებში არარაციონალურია, რადგანაც, როგორც წესი, თითოეული მათი ტექნიკური გადაწყვეტა ითვალისწინებს მადანთერმულ ღუმელში მიმდინარე დნობის ტექნოლოგიური პროცესის მართვას სტაბილური ფიზიკო-ქიმიური შედგენილობისა და ერთგვაროვანი გრანულომეტრიის კაზმზე მუშაობის შემთხვევაში. რაც გათვალისწინებულია კიდეც წარმოების უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებითაც.
ამდენად, პრაქტიკაში არსებული შემთხვევების ყველა რეალობის გათვალისწინებით, საკითხი, დნობის ტექნოლოგიური პროცესის (ელექტროღუმელის) რაციონალური ავტომატური მართვის შესახებ, კვლავაც აქტუალურია და მოითხოვს ალტერნატიულ მიდგომას.
ფეროშენადნობთა მადანთერმული ელექტრორკალური წარმოება ხასიათდება დნობის უწყვეტი პროცესით, ნადნობის (წიდა-ლითონის) პერიოდული 2 საათიანი გამოშვებებით. ამასთან, დნობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი კომპონენტით წინასწარდოზირებული კაზმი მექანიზებულად მიეწოდება კაზმსავალ მილებს, რომლელთა მეშვეობითაც ღუმელის საკერძის „კვება“ ასევე უწყვეტად წარმოებს.
დნობის უწყვეტი ტექნოლოგიური პროცესის მაღალეფექტური წარმართვა დამოკიდებულია ღუმელის სარეაქციო ზონაში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესების თავისებურებებზე და მოითხოვს რეაქციის ირიბი (საკერძის ტემპერატურა, ელექტრული რეჟიმების ცვალებადობა, გამონაბოლქვი აირები) და პირდაპირი შედეგების (ნადნობის რაოდენობა, ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა) ოპერატიული კონტროლის კომპლექსური სისტემების სინთეზს და ინტეგრაციას მართველი ზემოქმედების გამომუშავების სისტემასთან (კომპიუტერულ ტექნიკასთან).
მოცემული პირობებისათვის დნობის ტექნოლოგიური პროცესის ძირითად მართველ ზემოქმედებას მადანთერმული წრიული ელექტრორკალური ღუმელისათვის წარმოადგენს შემდეგი პარამეტრები:
ა) ტრანსფორმატორის მიერ განვითარებული სიმძლავრე და მისი საფეხურეობრივი რეგულირება; ბ) დამყარებული ელექტრული რეჟიმების სტაბილურობის შენარჩუნება ელექტროდების დატვირთვის კონტროლითა და კაზმში ჩაჯდომის სიღრმის რეგულირებით; გ) კორექტივების შეტანა კაზმის კომპონენტების დოზირებაში.
იმ ფაქტორებიდან, რომლებიც არსებით მადესტაბილირებელ გავლენას ახდენენ ღუმელის მუშაობის პროცესზე, უნდა გამოვყოთ შემდეგი: ა) კაზმში ელექტროდების ჩატეხვა; ბ) ღუმელის აბაზანაში თხევადი ფაზის დონის გაუთვალისწინებელი ამაღლება და ელექტროდებთან უშუალო კონტაქტი (მოკლე შერთვის ეფექტი); გ) კაზმის გრანულომეტრული შედგენილობის, ტენიანობის და სხვა ფიზიკური თვისებების არაერთგვაროვნება; დ) ცალკეულ ელექტროდთან კაზმის არათანაბარი გადანაწილება; ე) კოქსის ნაკლებობა-სიჭარბე (კაზმის ელექტროწინაღობის არასტაბილურობა).
ამდენად, ფეროშენადნობთა სადნობი მადანთერმული ელექტროღუმელის ავტომატური მართვის სისტემის დამუშავება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ზემომოყვანილი ფაქტორების სისტემური გავლენა. აქედან გამომდინარე, დნობის პროცესის ავტომატიზებული მართვის ამოცანის დასმისას ძირითად გადასაჭრელ საკითხებად გვევლინებიან:
დნობის პროცესის პარამეტრული კონტროლი და რაციონალური მაჩვენებლებიდან გადახრის ფიქსაცია.
1.2..განვითარებული სიმძლავრის კონტროლი და ნომინალიდან გადახრის დადგენა;
1.3. ცალკეული ელექტროდის დენური დატვირთვის კონტროლი;
1.4. კაზმის ელექტროწინაღობის კონტროლი;
1.5. საკერძის ტემპერატურის კონტროლი;
1.6. .საკერძეზე კაზმის დონის კონტროლი;
.ნადნობის გამოშვების ტემპერატურის, რაოდენობისა და ქიმიური შედგენილობის კონტროლი.
2.დნობის ტექნოლოგიური პროცესის მართვის უზრუნველყოფა:
2.1.ელექტრული სიმძლავრის ოპტიმიზაცია ტრანსფორმატორის საფეხურების ავტომატური გადართვის გზით, ნადნობის ტემპერატურიდან და რაოდენობიდან გამომდინარე;
2.2.ელექტროდების გადაადგილების მექანიზმის მართვა კაზმში ელექტროდების ჩაჯდომის სიღრმის რეგულირების მიზნით, ელექტროდებზე დენური დატვირთვების გათანაბრებისათვის;
2.3.კაზმის კომპონენტების დოზირებისა და მიწოდების სისტემის მართვა, მიმდინარე პირობებისათვის აღმდგენელის რაციონალური რაოდენობით მიწოდების, ოპტიმალური ელექტროწინაღობის უზნუნველყოფისა და ღუმელში თანაბარი განაწილების მიზნით.
დასმული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობების გათვალისწინებით შემუშავებულია ღუმელის მართვის ავტომატიზებული სისტემის ახალი სტრუქტურული სქემა, ნახ. 1.
ნახ.1 ფეროშენადნობთა გამოსადნობი მადანთერმული ელექტროღუმელის მართვის ავტომატიზებული სისტემის სტრუქტურული სქემა.
ავტომატური მართვის სისტემის ფუნქციონირების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სქემა გათვლილია დნობის პროცესის პრევენციულ-ოპერატიულ პროგნოზირებაზე, რაც ხორციელდება ღუმელის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ტექნოლოგიური პარამეტრების საკონტროლო სისტემის მონაცემთა ბაზის ექსპრეს გადამუშავების გზით. აღნიშნულის შედეგად, სისტემაში წინასწარ ჩაწერილი კანონზომიერი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, წარმოებს მოცემული პირობებისათვის ოპტიმალური ელექტრული რეჟიმებიდან ფაქტიური მაჩვენებლების გადახრის დადგენა და ამ ინფორმაციის მიწოდება მართვის ცენტრალურ ბლოკში - კომპიუტერში, რომელიც თავის მხრივ გასცემს ახალ დავალებებს შემსრულებელი ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებისათვის. შედეგად ღუმელის ყველა კვანძი და დნობის პროცესი იმართება მოცემული ტექნიკური გარემოებების ადეკვატურად, მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული სისტემის რაციონალური-წონასწორული მდგომარეობა.
შემუშავებული ავტომატური მართვის სისტემა შედგება ორი ქვესისტემისაგან, ესენია - მართველი და მაკონტროლებელი სისტემები. მართველი სისტემა წარმოადგენს ელექტროძალოვანი ტრანსფორმატორის, ელექტროდების გადაადგილების მექანიზმის, ღუმელის კრიჭის გასახსნელი მოწყობილობის და კაზმის დოზირება-მიწოდების მექანიზმების მართველ ბლოკთა ერთობლიობას. თავის მხრივ, მაკონტროლებელი სისტემა შედგება კაზმის დონის, საკერძის ტემპერატურის, კაზმის ელექტროწინაღობის, სიმძლავრის, ელექტროდების დენური დატვირთვის, ნადნობის ქიმიური შედგენილობისა და ტემპერატურის ოპერატიული კონტროლის სისტემებისაგან. ამ ტექნოლოგიური პარამეტრების მონაცემთა ბაზიდან გამომდინარე, ბლოკში “ოპტიმალური ელექტრული რეჟიმების შერჩევა” განისაზღვრება ოპტიმალური ელექტრული რეჟიმებიდან გადახრის მაჩვენებლები. სათანადო სიგნალების ავტომატური მართვის კომპიუტერულ ცენტრში ფიქსირების შემდეგ ამ უკანასკნელში გამომუშავდება ღუმელის თითოეული ელექტრომექანიკური კვანძის მართველი ზემოქმედების ადეკვატური სიგნალები და მიეწოდება შემსრულებელ მექანიზმებს.
ამგვარად, ელექტროღუმელის ყველა რეგულირებადი ელემენტი ჩაერთვება ერთიან ავტომატიზებულ სისტემათა ჯაჭვურ ციკლში, რითაც მიიღწევა საღუმელე აგრეგატის ინტელექტუალური მოქნილობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი.
განსხვავებით არსებული სისტემებისაგან, შემოთავაზებული სისტემა დამატებით ახდენს კაზმის კომპონენტთა ხელახალ დოზირებას და მოცემულ შემთხვევაში, შექმნილი კონკრეტული პირობებისათვის რაციონალური პროპორციებით, კაზმის დონისა და რელიეფური განაწილებიდან გამომდინარე ახორციელებს მის მიწოდებას ღუმელის საკერძეზე.
ამდენად, ელექტრული რეჟიმების რეგულირების პარალელურად წარმოებს ამ უკანასკნელთა მადესტაბილირებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის კაზმის ელექტრო-ფიზიკური მახასიათებლების არარაციონალურობისა და არაერთგვაროვნების გავლენის თვითკომპენსირება, რაც არსებითად გაზრდის დნობის ტექნოლოგიური პროცესის ეფექტიანობას და აამაღლებს ელექტროღუმელის ფუნქციონირების საიმედოობას.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Richard Serjeantson. Ferro-Alloys Directory & Databook. Metal bulletin Books Ltd, 1992/Thrid Edition 1993. 340 p.
М.И. Гасик, О.Г. Ганцеровский, А.Н. Овчарук, И.П. Рогачев. Ферросплавы Украины-2000.-Днепропетровск:, „Системные технологии“, 2001.-143 с.
G. Jandieri. Ways of Improving the Efficiency of the Production of Cast Iron and Ferroalloys in Blast Furnaces and Electric Furnaces. „Metallurgist“, №1-2. New York, 2005. p.7-10. http://www.springerlink.com/content/u623680m62130560/
Г.В. Джандиери, Д.В. Робакидзе. Автоматизация плавки рафинированных ферросплавов и МФШ из дисперсных отходов производства. Ж. „Новация“ Кутаисского научного центра АН Грузии, №2, 2008. с. 127-131.
В.Д. Белан, А.Л. Фишман, В.В.Годына, С.Л.Степанянц, В.Я.Свищенко, Г.И. Быков. Особенности измерения электрических параметров руднотермических печей для целей управления. „Сталь“, №2. 2001. с. 25-27. http://vegaplus.com. ua/upload/s/stil-2001-2.pdf
В.В.Годына, В.Я.Свищенко, М.С. Леднев. Опыт автоматизации ферросплавного производства в СНГ и зарубежом. 17 с. http://vegaplus.com.ua/upload/s/doklad-081009.pdf
მ. ცეცხლაძე, რკალური ღუმელის ელექტრული რეჟიმების ოპტიმიზაცია. „ენერგია“, №2, 2006. გვ2
ЗАО „ВЕГАПЛЮС“. АСУ Технологическими процессами, автоматизация производственных процессов. www.vegaplus.com.ua
„АСУ-Проект“. Челябинск. www.asu-proekt.com
Jasper. Gesellschaft für Energiewirtschaft und Kybernetik mbH. www.jasper-gmbh.com
SMS Demag South Africa (Pty) Ltd. http://www.smsdemagsa.com
რ ე ზ ი უ მ ე
ელექტროღუმელის მართვის ავტომატიზებული სისტემა
ფეროშენადნობების მადანთერმული წარმოებისათვის
გიგო ჯანდიერი
განხილულია ფეროშენადნობების წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზებული მართვის ცნობილი სისტემები და მეთოდოლოგიური მიდგომები. წარმოდგენილია მძლავრი და ზემძლავრი (36-75 მვა) ელექტროღუმელების მართვის ახალი სტრუქტურული სქემა, რომელიც არსებული ანალოგებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს პროცესის მადესტაბილირებელი ისეთი ფაქტორების გავლენას, როგორიცაა კაზმის ფიზიკო-ქიმიური არაერთგვაროვნება, კაზმში ელექტროდების ჩატეხვა და სხვა. შემოთავაზებული სისტემა ელექტრული რეჟიმების რეგულირების პარალელურად აწარმოებს აღნიშნული ფაქტორების თვითკომპენსირებას, რითაც ზრდის დნობის პროცესის ეფექტიანობას.
S U M M A R Y
THE AUTOMATED CONTROL SYSTEM OF THE ELECTRIC FURNACE IN
ORE-THERMIC MANUFACTURE OF FERROALLOYS
GIGO JANDIERI
There are analysed available systems and methodological approaches automatical managements of technological process of manufacture ferroalloys. Presented is the new block diagram of automatical management powerful and over powerful (36-75 mva) electric furnaces, which in difference from analogues foreknown influence of such destabilizing factors, as physical and chemical heterogeneity material, sliver an electrode in material, etc. The offered system together with regulation of electric regime, carries out self-indemnification of destabilizing factors, than raises efficiency process of fusion of ferroalloys.
Р Е З Ю М Е
АВТОМАТИЗИРОВАННАЯ СИСТЕМА УПРАВЛЕНИЯ ЭЛЕКТРОПЕЧЬЮ В РУДНОТЕРМИЧЕСКОМ ПРОИЗВОДСТВЕ ФЕРРОСПЛАВОВ
ГИГО ДЖАНДИЕРИ
Проанализированы существующие системы и методологические подходы автоматизированного управления технологическим процессом производства ферролавов. Представлена новая структурная схема управления мощными и сверх мощными (36-75 мва) электропечами, которая в отличии от аналогов предусматривает влияние таких дестабилизирующих факторов, как физико-химическая неоднородность шихте, облом электрода в шихте и др. Предложенная система совместно с регулировании электрических режимов, осуществляет самокомпенсацию дестабилизирующих факторов, чем повышает эффективность процесса плавления ферросплавов.
![]() |
3.6 გამოსახულებათა კოდირების პრინციპები წრფივი გარდასახვების საფუძველზე |
▲back to top |
ლალი ხუნწარია
ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მანანა გოგბერაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტი
გამოსახულებათა ორგანზომილებიანი წრფივი გარდასახვებით კოდირებისას ხდება საწყისი გამოსახულების დაყოფა ზოგადად n1xn2 ზომის ფრაგმენტებად (ბლოკებად), სადაც ნ1 - ფრაგმენტის სტრიქონების, ხოლო n2 - თითოეულ სტრიქონში გამოსახულების დისკრეტული X(i,j) ანათვლების (ელემენტების) რაოდენობებია (i=0,1,2,…,n1-1; j=0,1,2,…,n2-1). Vინაიდან უმრავლეს შემთხვევაში განიხილება კვადრატული ბლოკების კოდირება, ამიტომ ფრაგმენტის სტრიქონებისა და თითოეული სტრიქონის ელემენტების რაოდენობები ტოლია (n1= n2=n). მაგალითად, გამოსახულებათა კოდირების JPEG და MPEG სტანდარტების რეკომენდაციით კადრებს შიგნით გათვალისწინებულია გამოსახულების დაყოფა 8ხ8 ზომის (n=8) ფრაგმენტებად. გამოსახულების კვადრატულ ბლოკებად დაყოფის შემთხვევაში X(i,j) ელემენტისაგან (i,j=0,1,2,…,ნ-1) შედგენილ თითოეულ ფრაგმენტს (საწყისი ელემენტების მასივს) წარმოადგენენ ნხნ ზომის მატრიცის სახით, რომელსაც მარცხნიდან ამრავლებენ გამოყენებული გარდასახვის nxn ზომის ძირითად საბაზო მატრიცაზე, ხოლო მარჯვნიდან - მის ტრანსპონირებულ მატრიცაზე. შევნიშნოთ, რომ ძირითადი და ტრანსპონირებული მატრიცები ერთმანეთისაგან განსხვავდება სატრიქონებისა და სვეტების მონაცვლეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი მატრიცის სტრიქონი წარმოადგენს ტრანსპონირებული მატრიცის სვეტს და პირიქით [1, 2, 3]. G გადამრავლების შედეგად მიიღება nxn ზომის მატრიცის სახით წარმოდგენილი ახალი სივრცე (მასივი), რომელსაც ტრანსფორმანტას, ხოლო მის ცალკეულ ელემენტებს - გარდასახვის (ტრანსფორმანტას) Y(u,v) კოეფიციენტებს უწოდებენ (u,v=0,1,2,…,ნ-1). შევნიშნოთ, რომ ჩვეულებრივ n=2k, k=1,2,3,….
ცნობილია [4], რომ წრფივი გარდასახვებით გამოსახულებათა კოდირებისას X(i,j) ელემენტებისაგან შედგენილ საწყის მასივში ენერგიის თანაბარი განაწილების ნაცვლად გარდასახვის შედეგად Y(u,v) კოეფიციენტების ტრანსფორმანტაში მიიღება მათი მკვეთრად არათანაბარი განაწილება, რაც გამოიხატება კოეფიციენტების ენერგიის თავმოყრაში ტრანსფორმანტას დაბალსიხშირულ სივრცეში და მაღალსიხშირული კოეფიციენტების სიმცირეში. ტრანსფორმანტას კოეფიციენტების ენერგიის განაწილების ეს თავისებურება იძლევა მრავალი კოეფიციენტის გადაგდების საშუალებას, რაც წარმოადგენს ტრანსფორმანტას კომპაქტურად კოდირების საფუძველს საწყის მასივთან შედარებით.
ტრანსფორმანტების კომპაქტურად კოდირების შემდეგ მიღებული ახალი მასივების Y*(u,v) ელემენტები გადაიცემა სატელეკომუნიკაციო ხაზში ან ხდება მათი მახსოვრობის მოწყობილობაში ჩაწერა.
კომპაქტურად (ეფექტურად) კოდირებულ გამოსახულებათა აღდგენა შესაძლებელია უკუგარდაქმნის შედეგად, ანუ Y*(u,v)-გან შედგენილი მატრიცის გარდასახვის პირდაპირ უკუმატრიცაზე მარცხნიდან, ხოლო შესაბამის ტრანსპონირებულ მატრიცაზე - მარჯვნიდან გადამრავლებით, რის შედეგადაც ხდება გამოსახულების X*(i,j) ელემენტების ფორმირება, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს საწყისი გამოსახულების შესაბამისი X(i,j) ელემენტისაგან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, წრფივი ორგანზომილებიანი პირდაპირი და უკუგარდასახვები შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი ფორმულებით:
[Y(u,v)] nxn =[B] nxn ხ[X(i,j)] nxn x[B] nxn t, (1)
[X*(i,j)] nxn =[B]-1 nxn x[Y*(u,v)] nxn d [B]-1 nxnt, (2)
სადაც: [B]nxn და [B]nxnT პირდაპირ, ხოლო [B]-1nxn და [B]-1nxn უკუგარდასახვის საბაზო და ტრანსპონირებული მატრიცებია შესაბამისად; [X(i,j)] nxn და [X*(i,j)] nxn - გამოსახულების საწყისი და კომპრესიის შედეგად მიღებული ფრაგმენტების ელემენტების მატრიცებია; [Y(u,v)] nxn და [Y*(u,v)] nxn -ტრანსპორმანტის კოეფიციენტების მატრიცებია კომპრესიამდე და კომპრესიის შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად, ანალიზის გამარტივების მიზნით, მიზანშეწონილია ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი (გარდასახვის პროცესში მონაწილეობს მეზობელი კადრების შესაბამისი ორგანზომილებიანი ფრაგმენტები) გარდასახვების გარდაქმნა ერთგანზომილებიან გარდასახვებად. მაგალითად, გამოსახულების ორგანზომილებიანი მასივის X(i,j) ელემენტები უნდა დალაგდეს n2x1 ზომის [X(i)] n2x1 ვექტორ-სვეტის სახით და შემდეგ [Y(u)] nxn 1 ტრანსფორმანტას ფორმირება უნდა მოხდეს [X(i)] n2x1-ის მარცხნიდან გადამრავლებით n2xn2 ზომის შესაბამის საბაზო მატრიცაზე. რაც შეეხება უკუგარდაქმნას, ამ შემთხვევაში იგი ასევე განხორციელდება ვექტორ-სვეტის სახით წარმოდგენილი კოდირებული [Y*(y)]n2x1 ტრანსფორმანტას მარცხნიდან გადამრავლებით საბაზო n2xn2 ზომის უკუმატრიცაზე. შესაძლებელია აგრეთვე საწყისი [X(i,j)]nxn მასივებისა და შესაბამისი [Y(u,v)]nxnტრანსფორმანტების წარმოდგენა 1xn2 ზომის [X(v)]1xn2 და [Y(v)] 1xn2 ვექტორ-სტრიქონების სახითაც. იმ შემთხვევაში პირდაპირი და უკუ გარდასახვები უნდა ჩატარდეს ვექტორ-სტრიქონების მარჯვნიდან გადამრავლებით შესაბამისად პირდაპირ და უკუმატრიცაზე.
გამოსახულების პირდაპირი გარდასახვისას ორგანზომილებიანი ფრაგმენტების ვექტორ-სვეტის ან ვექტორ-სტრიქონის სახით წარმოდგენის შემთხვევაში უკუგარდასახვის განხორციელების შემდეგ უნდა მოხდეს ფრაგმენტის გადალაგებული ელემენტების მოთავსება თავ-თავის ადგილას, ანუ პირდაპირი გარდასახვისას ფორმირებული ვექტორ-სვეტის (ან ვექტორ-სტრიქონის) ელემენტების გადალაგება უკუმიმართულებით, რის შედეგადაც აღდგება კოდირებული ფრაგმენტის სტრუქტურა.
გამოსახულებათა ორგანზომილებიანი ფრაგმენტების ვექტორ-სვეტებისა და ვექტორ-სტრიქონების სახით წარმოდგენის შემთხვევაში (1) და (2) ფორმულები ჩაიწერება შემდეგი სახით:
nxn ზომის ფრაგმენტების ვექტორ-სვეტის სახით წარმოდგენისას:
[Y(u)]1xn2=[B]n2xn2x[X(i)] 1xn2, (3)
[X*(i)] 1xn2=[B]-1n2xn2x[Y*(u)] 1xn2, (4)
სადაც i,u=0,1,2,…n2 -1.
nxn ზომის ფრაგმენტების ვექტორ-სტრიქონის სახით წარმოდგენისას:
[Y(v)] 1xn2=[X(j)] 1xn2x[B] n2xn2 , (5)
[X*(j)] 1xn2=[Y*(v)] 1xn2x[B]-1 n2xn2 , (6)
სადაც j,v=0,1,2,…n2-1.
წრფივი გარდასახვებით გამოსახულებათა კოდირების მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ერთგანზომილებიანი (1xn1), ასევე ორგანზომილებიანი (n1xn2) და სამგანზომილებიანი (n1xn2xn3) ფრაგმენტების დამუშავებისათვის. პირველი ორი ვარიანტი მიეკუთვნება შიდასაკადრო, ხოლო მესამე - კადრთაშორისი კოდირების მეთოდებს. უნდა აღინიშნოს, რომ განსაზღვრავს საწყისი გამოსახულების ზომას კადრის ჰორიზონტალური ანუ სტრიქონული განშლის მიმართულებით, - კადრის ვერტიკალური მიმართულებით, რის გამოც ის გამოსახულების ფრაგმენტის სტრიქონების რაოდენობის ტოლია, ხოლო - კოდირების პროცესში მონაწილე მეზობელი კადრების რაოდენობას.
კოდირების თანამედროვე სისტემებში, როგორც წესი, გამოიყენება გამოსახულების ორგანზომილებიანი ფრაგმენტების გარდასახვის ვარიანტი. ორგანზომილებიანი (ისევე, როგორც სამგანზომილებიანი) გარდასახვა კი, როგორც წინამდებარე სტატიიდან ჩანს, შეიძლება დავიყვანოთ ერთგანზომილებიან გარდასახვამდე, თუ საწყისი ფრაგმენტების ელემენტებისაგან შედგენილი მატრიცების სტრიქონებს დავალაგებთ ვექტორ-სვეტის ან ვექტორ-სტრიქონის სახით. ამის გამო, გარდასახვის ერთ-ერთი რომელიმე ვარიანტის გამოკვლევის შედეგები შეიძლება გავავრცელოთ სხვა ვარიანტებზეც.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
Претт У. К. Цифровая обработка изображений. Книга 1 и 2. - М.: МИР., 1982.- 790 c.
Ахмед Н., РАО К. Р. Ортогональные преобразования при обработке цифровых сигналов. - М.: Связь, 1980.-248 с.
Корн Г., Корн Т. Справочник по математике.-М.: Наука, 1970.-720 с.
Понсен Дж. Использование преобразования Адамара для кодирования и сжатия сигналов изображения. - Зарубежная радиоэлектроника, 1972, №3,с. 30-56.
Ватолин Д. С. Методы сжатия изображений. Интернет Университет информационных технологий. http://www.intuit.ru, 2007.
Яшин В. В. Анализ и обработка изображений// ISBN 5-89407-041-4.-М., Диалог-МГУ, 1999.
Шульгин В. И. Основы теории передачи информации// Учебное пособие. - Харьков, ХАИ, 2003.
რ ე ზ ი უ მ ე
გამოსახულებათა კოდირების პრინციპები წრფივი
გარდასახვების საფუძველზე
ლალი ხუნწარია, მანანა გოგბერაშვილი
ნაჩვენებია გამოსახულებათა მატრიცების სახით წარმოდგენილი ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ფრაგმენტების გარდაქმნის შესაძლებლობა ვექტორ-სვეტების ან ვექტორ-სტრიქონების სახით, რაც ამარტივებს წრფივი გარდასახვების გამოყენებისას ფრაგმენტების გარდასახვის პროცესის მათემატიკურ წარმოდგენას
S U M M A R Y
PRINCIPLES OF CODING OF IMAGES ON THE BASIS OF
LINEAR TRANSFORMATIONS
LALI KHUNTSARIA, MANANA GOGBERASHVILI
Possibility of transformation of matrixes in the form of a vector-column or a vector-line corresponding to two-dimensional and three-dimensional fragments of images, simplifying mathematical representation of process of transformation of fragments on the basis of linear transformations is shown.
Р Е З Ю М Е
ПРИНЦИПЫ КОДИРОВАНИЯ ИЗОБРАЖЕНИЙ НА ОСНОВЕ
ЛИНЕЙНЫХ ПРЕОБРАЗОВАНИЙ
ЛАЛИ ХУНЦАРИА, МАНАНА ГОГБЕРАШВИЛИ
Показана возможность преобразования матриц в виде вектора-столбца или вектора-строки, соответствующих двумерным и трехмерным фрагментам изображений, упрощающее математическое представление процесса преобразования фрагментов на основе линейных преобразований.