![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №21 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ფუტკარაძე სულიკო, ჭიჭინაძე ბორის, ანანიძე ჯემალ, აქუბარდია თამაზ, სამადაშვილი უშანგი, ბიწაძე კობა, კვატაშიძე ნადეჟდა, გრიგალაშვილი ლევან, ჯიმშელაძე ეკა, ბებიაშვილი ნატო, ჭილაძე გიორგი, კაკაშვილი ნატალია, კოღუაშვილი პაატა, ზიბზიბაძე გიორგი, ბერიძე ზურაბ, მაისურაძე გიგა, ლაჭყებიანი თენგიზ |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სექტემბერი 2010 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.b-k.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, კონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, გიორგი ჭილაძე, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე, მერაბ ვანიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გახოკიძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. |
![]() |
1 ექსპერტის კომენტარი |
▲back to top |
![]() |
1.1 სიახლე საგადასახადო კოდექსში, თუ ფინანსური სანქციების კასკადი |
▲back to top |
სულიკო ფუტკარაძე,
ექსპერტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
გადამხდელებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის (№3489 რს) კანონით მოქმედ საგადასახადო კოდექსში შევიდა მორიგი ცვლილებები და დამატებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაშია მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან.
კანონპროექტის ინიციატორი ამჯერადაც საქართველოს მთავრობა იყო, ავტორი კი - ფინანსთა სამინისტრო.
როგორც ყოველთვის, კანონპროექტის გაცხადებული მიზანი კოდექსის დებულებების გამარტივება და დახვეწა, გადამხდელებისთვის ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა დასახელდა. ცხადია, ამაში არაფერია მიუღებელი, მაგრამ საინტერესოა, თუ რამდენად იცავს იგი მეწარმეთა ინტერესებს და რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას. გამოკვეთილად შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან გადამხდელებს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მოუწევთ საქონლის მოძრაობის აღრიცხვის მოწესრიგებაზე, რადგანაც ამ მიმართებით ფინანსური სანქციების ნორმები იმდენად „დაიხვეწა“, რომ უყურადღებობის შემთხვევაში 2010 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებულმა ფინანსურმა სანქციებმა შესაძლოა გადამხდელი სრულ გაკოტრებამდე (კატასტროფამდე) მიიყვანოს.
უსაფუძვლოდ რომ არ მოგეჩვენოთ ეს განაცხადი, ერთად მივადევნოთ თვალი საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების განსაკუთრებით საყურადღებო დებულებებს და ვნახოთ მართლაც ასეა თუ არა ეს:
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის - კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება, 26-ე ნაწილი:
„26. დანაკლისი - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაკლებობა (მათ შორის ინვენტარიზაციის საშუალებით). ისეთ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია. (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი). დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა.“
აქამდე მოქმედ რედაქციაში დანაკლისად განიხილებოდა სსკ-ის 110-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ნაკლებობა, ახალი რედაქციით კი იგი უფრო ფართო მცნებაა და დანაკლისად ჩაითვლება სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ყოველგვარი ნაკლებობა (მათ შორის ინვენტარიზაციით გამოვლენილი). ეს ხდება მაშინ, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამანაზღაურებელი ან/და მიმთვისებელი) და იგი აღემატება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკლისის ნორმის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას. განსხვავება როგორც ვხედავთ, მოქმედ და ახალ რედაქციას შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ, თუ ადრე დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მხოლოდ ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად შეეძლო დაედგინა, ახლა უკვე დანაკლისის დადგენა საგადასახადო ორგანოს საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების შემოწმების შედეგადაც შეუძლია. აღნიშნული ეხება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის გამოვლენის შემთხვევებსაც სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციიდან გამომდინარე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს დაემატა 11 ნაწილი, რომელმაც იურიდიული ძალა მიანიჭა ელექტრონული ფორმით განხორციელებულ ყველა სახის მიმოწერას გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის. დიახ, ამიერიდან მათ ისეთივე იურიდიული ძალა აქვთ, როგორც წერილობითი ფორმით წარდგენილ, გაგზავნილ დოკუმენტს.
ამასთან, ამავე მუხლს დაემატა ახალი მე-7 და მე-8 ნაწილები:
„7. თუ ვერ ხერხდება პირისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარება, მაშინ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.“
თუ ჩაუკვირდებით, ნორმის ეს მე-8 ნაწილი არამართლზომიერია, რადგან ამ ვადაში (20 დღეში) თუ მიზეზთა გამო მას გადამხდელი ვერ გაეცნო (ამისთვის ყველას ხომ ტექნიკური და სათანადო ცოდნა არ გააჩნია), საგადასახადო დავის დაწყების შესაძლებლობას ჰკარგავს. ვფიქრობთ, ეს სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ნაადრევია. ამასთან, ჩანაწერი აშკარად ეწინააღმდეგება სსკ-ის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის მიხედვითაც: „საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე“.
საგადასახადო კოდექსში დამატებით შევიდა 471 და 472 მუხლები. 471 მუხლის (პირადი საგადასახადო აგენტი) შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით, პირადი საგადასახადო აგენტი კი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. იგი არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას (?!).
სავსებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა - აბა, სხვა რა მომსახურებას გაუწევს საგადასახადო აგენტი გადამხდელს?
საყურადღებოა ისიც, რომ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება - 6 თვით შეადგენს 2000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). დღევანდელი ბიზნესგარემოდან გამომდინარე, დამეთანხმებით, ასეთი „ფუფუნება“ გადამხდელთა უმეტესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არაა.
სიახლეა აგრეთვე საგადასახადო კოდექსში დამატებით შეტანილი 472 მუხლი (წინასწარი გადაწყვეტილება), რომლის მიხედვითაც:
„1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.
2. წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა.
3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოიცა იგი, ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა გადაწყვეტილება.
4. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის დახურვა ან/და სანქციის დაკისრება.
5. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ: ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს; ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება.
6. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.
7. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
8. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.
9. შემოსავლების სამსახურს შეუძლია თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება და დამატება. თუ პირს ცვლილებებისა და დამატების შეტანამდე არ გამოუყენებია გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა იგი.
10. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“
ამ მუხლის ავ-კარგიანობაზე უკვე ითქვა ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ 2010 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ბატონ იური პაპასქუას სტატიაში: „რევოლუციური კოდექსის მოლიპული ზიგზაგები“, (გვ. 6) და მას მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც მთლიანად ვიზიარებთ.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის (ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება) მე-5 ნაწილი, რომელიც საშუალებას იძლევა ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხების ავტომატური დაბრუნება, ან კიდევ საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა მოხდეს. ცხადია, ეს დადებითი მომენტია, მაგრამ ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ იმუშავებს იგი?
სიახლეა 84-ე მუხლში (საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები) დამატებით შეტანილი მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელსაც საგადასახადო კოდექსის XI თავი ითვალისწინებს, შეიძლება გაუქმდეს, ან შეჩერდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის, ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 841 მუხლის (საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება) მე-2 ნაწილი. კერძოდ, ამიერიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ან შემოსავლების სამსახურის უფროსს (აქამდე ამ უკანასკნელს ამის უფლება 250.000 ლარამდე, თანაც 6 თვის ვადით ჰქონდა მხოლოდ), შეუძლია განახორციელონ საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება, თუ იგი არ აღემატება 5 მილიონ ლარს, ხოლო, 5 მილიონ ლარს ზევით ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ ფინანსთა მინისტრის პრეროგატივაა.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“, 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის „გ“, 85-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნა, რომლებიც განსაზღვრავდნენ, რომ იძულებით ღონისძიებები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებებით ჩერდებოდა, თუ მასში სახელმწიფო ინტერესები გამოიხატებოდა.
93-ე მუხლის (გადასახადით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვა) მე-2 ნაწილის ახალ რედაქციაში დადებით მომენტად მიმაჩნია ის გარემოება, რომ პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა ისეთი საგადასახადო დოკუმენტიც (ფიზიკური პირის შემთხვევაში), როდესაც მასში მითითებულია ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აქამდე მოქმედი რედაქცია აღნიშნულთან ერთად დამატებით ითვალისწინებდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელებას და მისი გაცემის თარიღს, რაც ნამდვილად ზედმეტი იყო, რამდენადაც სახელითა და გვარით, ფიზიკური პირის პირადი ნომრით სრულიად შესაძლებელია მომწოდებლის (გამყიდველის) იდენტიფიცირება.
მეტად საყურადღებო 51 ნაწილი დაემატა სსკ-ის 971 მუხლს საკონტროლო- სალარო აპარატებით მომსახურე გადამხდელთათვის (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება), რომლის შესაბამისადაც, საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების შემთხვევაში პირი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის, მომსახურების მოწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გადამხდელის ინიციატივით არაგეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარება (აღნიშნულის აუცილებლობები კი წარმოიშობა გადასახადების გადამხდელთა რეორგანიზაციის, შერწყმის დროს) ფასიანი გახდა, საგადასახადო კოდექსების 99-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მოსამართლის ბრძანების გარეშე საგადასახადო შემოწმების ჩატარება აგრეთვე შესაძლებელია „გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმებისას“. ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლი (საგადასახადო საიდუმლოება). მასში მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ (ნაწ. 2. პუნქტი - ბ) თუ აქამდე სამართალდამცავი ორგანოები საგადასახადო საიდუმლოებების შემცველ მონაცემებს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ღებულობდნენ, ამიერიდან, აღნიშნულზე მათ მოსამართლის ბრძანება აღარ სჭირდებათ.
საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციის შესაბამისად, საგადასახადო სანქციად საურავთან და ფულად ჯარიმასთან ერთად უკვე გაფრთხილებაც გამოიყენება.
ცვლილებები განიცადა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 1281 მუხლმა (საგადასახადო შეთანხმების არსი). მასში მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს ის დისკრიმინაციული ჩანაწერი, რაზეც თავის დროზე მივუთითეთ ჩვენს კომენტარში (ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ 2010 წლის იანვარი, გვ. 9-10). თუ ადრე საგადასახადო შეთანხმება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის პროცესში ძირითად გადასახადებსა და ფინანსურ სანქციებზე ფორმდებოდა, სასამართლო სისტემაში დავის შემთხვევაში კი მხოლოდ ფინანსური სანქციების ნაწილზე, ამიერიდან, ეს შეზღუდვა აღარ არსებობს!
საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა) მნიშვნელოვნად გამკაცრების პირობებში ამ მუხლის ახალ რედაქციაში გამოჩნდა, გადამხდელთა სასარგებლოდ გაკეთებული რამდენიმე ჩანაწერიც, კერძოდ, ამ მუხლის ახალი რედაქციის 14-ე პუნქტის შესაბამისად:
„საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასებების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიწეროს გაფრთხილება“.
ჩვენის აზრით, ეს აუცილებელიც იყო, რამდენადაც აქამდე მოქმედი წესის შესაბამისად, გადამხდელების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებაში (განსაკუთრებით რეგისტრაციის და აღრიცხვის წესების დაცვაში) თვით საგადასახადო ორგანოებს უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული (რაზეც მოქმედი ნორმები მეტად მკაცრ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს). ვფიქრობთ, ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, თუ დადგინდება, რომ გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის, ან კიდევ გამოყენების დადგენილი წესის დარღვევას არსებითი გავლენა არ მოუხდენია გადამხდელის მიერ შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გაფრთხილებით უნდა შემოიფარგლოს და გადამხდელზე ფინანსური სანქციით დაკისრებისაგან თავი უნდა შეიკავოს!
ამავე მუხლში შეტანილი ცვლილებებით დაზუსტდა თუ რას ნიშნავს საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებითობა. იგი განმეორებითად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, გარდა სალარო აპარატის დაკარგვის შემთხვევებისა.
ვფიქრობ, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალმა რედაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუ აქამდე არსებული რედაქციის შესაბამისად, აღურიცხავი საქონლის გამოვლენა იწვევდა პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულებებით (დღგ-ის გადამხდელისა - დღგ-ს გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისა - აქციზურ საქონელზე, აქციზისა და დღგ-ს გარეშე).
2010 წლის 1 აგვისტოდან ასეთ შემთხვევებზე უკვე გადამხდელები ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან (ახალ რედაქციაში უკვე ლაპარაკია საქონლის მთლიან საბაზრო ღირებულებაზე), რაც უდავოდ კატასტროფულია.
ასევე არანაკლებ მკაცრი გახდა საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან დანაკლისის გამოვლენა. თუ აქამდე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისის გამოვლენა გადამხდელისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, იგი ჩვეულებრივ რეალიზაციას მიეკუთვნებოდა და იბეგრებოდა გადასახადით (რაც ვფიქრობთ, სავსებით რეალური და კანონზომიერი იყო), 2010 წლის 1 აგვისტოდან საგადასახადო ორგანოს მიერ დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში გადამხდელი დანაკლისის გამოვლენის მომენტში საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით დაჯარიმდება (თუმცა, საბედნიეროდ, კანონი აღნიშნულ დანაკლისზე გაწეული ხარჯებისა და დღგ-ს ჩათვლის გაუქმებას არ ითვალისწინებს).
ისმება კითხვა: როგორ მოიქცნენ ისინი, თუ დანაკლისი უშუალოდ გადამხდელის მიერ იქნება აღმოჩენილი (იგულისხმება საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე)?
ამ კითხვას 143-ე მუხლში დამატებით შეტანილი მე-9 ნაწილი პასუხობს, რომლის შესაბამისადაც, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკლისის შესახებ ინფორმაციას ასახავს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და ამის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე, ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (დანაკლისი საქონლის საბაზრო ღირებულების - 50%25-იანი ჯარიმა) არ გამოიყენება.
სწორედ ზემოთ აღნიშნულებიდან გამომდინარე, ამიერიდან გადამხდელებმა მეტი სიფრთხი ლით უნდა მოეკიდონ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა მოძრაობის აღრიცხვას - პერიოდულად, საკუთარი ინიციატივით უნდა ჩაატარონ ინვენტარიზაციები თავიანთ საწარმოებში, სავაჭრო ობიექტებში და გამოვლენილი დანაკლისი დროულად ასახონ საგადასახადო ორგანოებში წარსადგენ დეკლარაციებსა და ანგარიშებში, რათა თავიდან აიცილონ ის კოლოსალური სანქციები, რაც საქონლის ზედმეტობასა და დანაკლისთან დაკავშირებით ამოქმედდა 2010 წლის 1 აგვისტოდან.
ცვლილებებით გარკვეულად გაკეთილშობილდა სსკ-ის 1431 მუხლი - ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება. 7 კალენდარული დღის მიხედვით, ჯამურ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობისათვის ახლა უკვე გადამხდელები ნაცვლად ორმოცი და ათმაგი ოდენობისა - მხოლოდ ოცმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ამასთან, ამ მუხლის ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იქნება ჯამურ ბრუნვებს შორის დასაშვები სხვაობის ზღვრული ოდენობა (არაუმეტეს 10%25-ისა), რომელიც ასევე გარკვეულად ამსუბუქებს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის მოქმედების არეალს.
ამ მუხლში შეტანილი ახალი მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ქრონომეტრაჟით გამოთვლილი 7 კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა არ აღემატება 25.000 ლარს, ამ შემთხვევაში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის გადამხდელზე დასაკისრებელი ჯარიმა არ შეიძლება აღემატებოდეს 100.000 ლარს.
მაგალითისთვის, ვთქვათ, მომსახურების ობიექტზე (სასტუმრო, რესტორანი) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ქრონომეტრაჟით გამოვლინდა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვებს შორის მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) სხვაობა - 24500 ლარი, მაშინ, გადამხდელს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობის ოცმაგი ოდენობა - 490.000 ლარია (24500X20), ჯარიმის სახით მხოლოდ 100.000 ლარამდე დაეკისრება.
ვფიქრობთ, სანქციის ასეთი დიფერენცირება არასამართლიანია. გამოდის, რომ იმ მომსახურე ობიექტებს, სადაც გამოვლენილი სხვაობა 5000 ლარამდე იქნება, ფაქტობრივად არავითარი შეღავათი არ ეძლევათ. საქმე იმაშია, რომ თუ მათთვის ჯარიმის ოცმაგი ოდენობა არ იცვლება. ე.ი. ფაქტიურად შეღავათი ეკუთვნით მათ, ვინც უფრო მეტს მალავს.
ამავე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, მომსახურების გაწევის ობიექტზე ქრონომეტრაჟის მიმდინარეობისას ზემოქმედება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების მიზნით - იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ეტყობა, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა, საგადასახადო ორგანოების მიერ ქრონომეტრაჟების ჩატარებისას და შესაბამისად ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ მოიტანა ამ ნაწილის კანონში გათვალისწინების აუცილებლობაც.
146-ე მუხლის მე-13 ნაწილში შეტანილი ცვლილება რედაქციული ხასიათისაა და ფაქტობრივად მის შინაარსს არ ცვლის. ლაპარაკია, საგადასახადო დავის განახლების, ან, კიდევ აღიარებული საგადასახადო ვალდებულებებზე საგადასახადო დავის განახლების/ დაწყების შესაძლებლობაზე ხანდაზმულობის ვადაში (6 წლის შიგნით).
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლში - შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები და 208-ე მუხლში - სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი, შეტანილი მე-9 და მე-10 ნაწილები გადასახადის გადამხდელს უფლებას ანიჭებს შემოსავლები და ხარჯები, აგრეთვე სასაქონლო მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით (რომლის წესიც ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება).
როგორც იქნა ყინული დაიძრა და ამიერიდან სსკ-ის 208 მუხლში დამატებით შეტანილი მე-7-9 ნაწილების შესაბამისად გადამხდელებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩამოწერონ ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად, ან შემდგომი მოწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობანი და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულის წერილობითი წესით დადასტურების შემდეგ, გაანადგურონ იგი. საგულისხმოა, რომ სსკ-ის 147-ე მუხლში შეტანილი მე-9 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა არ უქმდება.
ახალი რედაქციითაა წარმოდგენილი 223-ე მუხლი, რითაც უქმდება დღგ-ს სერთიფიკატის არსებობა. შესაბამისად, დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცემა შესაბამისი ქვენორმატიული აქტი).
230-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის ბოლოს, რომელიც განსაზღვრავს დღგ-საგან განთავისუფლებულ ბრუნვას, დაემატა წინადადება „ელექტრონული მატარებლის (დისკის) საშუალებით საელექტრო კურსის მიწოდება, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და რომლის წიგნად გამოცემაც შესაძლებელია“.
ამასთან, საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს ნაწილი (უკუქცევის წესით) ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. (ამ კანონის პირველი მუხლის მე-60 ნაწილის შესაბამისად).
აქვე, 280-ე მუხლს დაემატა ჰ10 და ჰ11 ქვეპუნქტები, რომლებიც დღგ-საგან ანთავისუფლებს ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც აქტივების და როგორც მომსახურების მიწოდებებს.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლს დაემატა 31 ნაწილი, რომელიც აზუსტებს, რომ უკუდაბეგვრის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა დღგ-ში არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით შემოიტანს პირი ქვეყანაში საინჟინრო პროდუქტს. მაგალითად, ნახაზებს - ელექტრონული თუ ფიზიკური მატარებლის გამოყენებით. ცვლილებებით თანაბარ მდგომარეობაში დგება ორივე შემთხვევის განმხორცილებელი პირი. კერძოდ, თუ საგადასახადო აგენტის მიერ საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა.შ.) მიწოდება არ არის დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან (საგადასახადო აგენტს იგი მიეწოდება ელექტრონული ფორმით), მაშინ, ასეთი მიწოდებისთვის გასაცემი თანხა ექვემდებარება დღგ-თი უკუდაბეგვრას.
სიახლეა საგადასახადო კოდექსის 2441 მუხლი - იმპორტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური წესი. კერძოდ, თუ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა გადააჭარბებს 200.000 ლარს, პირს უფლება ეძლევა გადავიდეს იმპორტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალურ წესზე (იმპორტის სპეციალური წესით დაბეგვრის წესს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი).
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის - დღგ-ს ჩასათვლელი თანხა - მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. თუმცა, შინაარსობრივად იგი არ შეცვლილა. ამავე მუხლში მე-8 ნაწილის სახით სიახლეა ის, რომ დღგ-საგან განთავისუფლებული, ან კიდევ, ისეთი ბრუნვების შემთხვევაში, რომლებიც დღგ-ს მიზნებისთვის დასაბეგრი ბრუნვებად არ განიხილებიან, მათზე გამოყენებული დღგ-თი დაბეგრილი საქონლის (მომსახურების) შემთხვევაში, თუ ეს ბრუნვები საერთო ბრუნვის 5%25-ს არ აღემატება, დღგ-ს ჩათვლების გადაანგარიშება, ან გაუქმება სავალდებულო აღარ არის.
248-ე მუხლის - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მე-3 ნაწილში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, არასწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ არის აუცილებელი გაუქმების მიზნით იმავე თვის საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს საგადასახადო ანგარიში. იგი შეიძლება წარდგენილ იქნას შემდგომი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოტანისას, მაგრამ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
ასევე, მუხლში 41 ნაწილის სახით შევიდა დამატება, რომლის შესაბამისადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საქართველოს კანონით, ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საფასური განსაზღვრულია დღგ-ს ჩათვლით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად ითვლება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - შესაბამისად, მათ უფლება ეძლევათ აღნიშნულის საფუძველზე მიიღონ შესაბამისი დღგ-ის ჩათვლაც (ცხადია, მ.შ. შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურზე გადახდილი საზღაურის შესაბამისი დღგ-იც).
253-ე (აქციზის გადამხდელი), 255-ე (აქციზის დასაბეგრი ოპერაცია) და 256-ე (აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა) მუხლში შეტანილი ცვლილებები განპირობებულია კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების აქციზის 10 %25-იანი განაკვეთით დაბეგვრის შემოღებით, რომელიც 2010 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
258-ე მუხლში შეტანილი ცვლილებებით არაყზე, მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის განაკვეთი გაორმაგდა. ასევე, გაიზარდა შავი და ფერადი ლითონის ჯართზე აქციზი და იგი 2010 წლის 1 აგვისტოდან 120 ლარს შეადაგენს ერთ ტონაზე.
281-ე მუხლში - (გარდამავალი დებულებები) დამატებით შეტანილი 58-ე ნაწილის შესაბამისად, 2010 წლის 1 აგვისტომდე გაცემული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლით განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია ან დასაბეგრი იმპორტი, მისი განხორციელების მიუხედავად დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლით განსაზღვრული ანალიზის განაკვეთებით, რომელიც მოქმედებდა 2010 წლის 1 აგვისტომდე.
![]() |
1.2 ბუნდოვანი ცვლილებები და დაბნეული მეწარმეები |
▲back to top |
ბორის ჭიჭინაძე,
სოხუმის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ
იუნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი
2010 წლის 21 ივლისს საგადასახადო კოდექსში შეტანილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბიზნეს-გარემოს გაუარესებას გამოიწვევს. აღნიშნულ ცვლილებებში სულ სხვანაირადაა განმარტებული გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო სამსახურის მიერ გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრის საკითხები.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება.“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2010 წლის 1 აგვისტოდან. განვიხილოთ ეს ცვლილება კონკრეტულ მაგალითზე: ვთქვათ, მეწარმემ სასაქონლო ზედდებულით შეიძინა საქონელი თავისი კუთვნილი მაღაზიისთვის სულ 1000 ლარის ოდენობით, მაღაზიის ფასნამატი შეადგენდა 15 პროცენტს, ანუ, ეს საქონელი გადასახადის გადამხდელს უნდა გაეყიდა 1150 ლარად, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს გამოუვლინდა საქონლის დანაკლისი 350 ლარის (საბაზრო ფასებით) ოდენობით, აქედან გამომდინარე, გადამხდელი უნდა დაჯარიმდეს 350 ლარის 50 პროცენტით, ანუ 175 ლარით, მაშინ, როცა გადასახადის გადამხდელი სულ 1000 ლარის საქონლის გაყიდვისას მიიღებდა 150 ლარის მოგებას. ისმება კითხვა! როგორ უნდა გადაიხადოს მან 175 ლარი? ეს ძალიან ბუნდოვანია და სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამის ცვლილებას, რათა არ მოხდეს მეწარმე პირების უფლებების შელახვა. იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული სანქცია არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადამხდელმა დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე. თუმცა, არსად არ არის აღნიშნული, თუ როგორი კორექტირება უნდა მოახდინოს მეწარმემ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთებისა და როგორ უნდა აისახოს წლიური დეკლარაციის წარდგენისას ინვენტარიზაციით დაფიქსირებული დანაკლისი? მნიშვნელოვნადაა ასევე გამკაცრებული სანქცია გადასახადის გადამხდელთან აღურიცხავი საქონლის გამოვლენისას, კერძოდ; საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი საქონლის გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. როგორც ვხედავთ, აღურიცხავი საქონლის გამოვლენისას ფინანსური სანქცია მანამდე მოქმედი სანქციისგან განსხვავებით ხუთჯერაა გაზრდილი. გამომდინარე აქედან, მეწარმე-სუბიექტებს დიდი სიფრთხილე მართებთ, რათა მათ არ აღმოაჩნდეთ აღურიცხავი (უზედდებულო, უფაქტურო და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი საქონელი) და არ დაერიცხოთ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები. როგორც ე.წ. „მცირე მეწარმეთა“ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ანალიზმა გვიჩვენა, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული მეწარმეების მიერ ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებს ბევრად სჭარბობს ფინანსური სანქციებით გადახდილი თანხები, რაც მეტად გაკვირვებას იწვევს და ბიზნეს-გარემოს არაჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს.
საჭიროა ასევე აღვნიშნოთ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებზე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ფულადი ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი - მე-11 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა, ამავე მუხლის მე-14-ე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანო/პირი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად პირის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება. აღნიშნული საგადასახადო ცვლილებები მეტად ბუნდოვანია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადასახადის გადამხდელის უფლებების შელახვაც გამოიწვიოს, ასევე, მოსალოდნელია საგადასახადო ორგანოს მიერ არაობიექტურად იქნეს გამოყენებული აღნიშნული საგადასახადო ცვლილება და გადამხდელის დაჯარიმება სუბიექტური ფაქტორების გამოყენებით და საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელდეს. გადამხდელის დაჯარიმებისას საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაობიექტურობის განცდას აძლიერებს ასევე ისიც, რომ არანაირი საკანონმდებლო მეთოდური მითითება, ან ფინანსთა სამინისტროს წერილი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გადასახადის გადამხდელის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მხრიდან დაჯარიმების ნაცვლად გაფრთხილება, რით უნდა იხელმძღვანელოს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელმა ამა თუ იმ პირის დაჯარიმებისას. დიახ, საკითხი მეტად ბუნდოვანია და ის გადამხდელების მხრიდან სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევს. საჭიროა აღნიშნული ცვლილებით დაინტერესდეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. ჩემის აზრით, უნდა გაუქმდეს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, (რომელიც ძალაშია 2010 წლის 1 აგვისტოდან), ან უკიდურეს შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შესაბამისი მეთოდური მითითება, რათა მკაცრად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იქნეს ჩამოთვლილი იმ კრიტერიუმებზე, რომლის დაცვა სავალდებულო იქნება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი პირებისათვის (გადასახადის გადამხდელებზე ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების დაკისრებასთან დაკავშირებით). ასევე კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა დროულად მიიღებს შესაბამის დადგენილებას, რომ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-13-ე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთნაირად არ დაჯარიმდეს ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული სუპერმარკეტი და მაღალმთიან სოფელში მომუშავე მინი მაღაზია, ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ მიღებას საჭიროებს.
მეტად ბუნდოვანია ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს №232 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ. ბუნდოვანებას ამძაფრებს ის, რომ კანონით არ არის განსაზღვრული იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გათავისუფლებული იქნენ შემოსავლების სამსახურში დაწესებული საფასურისგან. მთავრობის აღნიშნული დადგენილება უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, აკისრებს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის უფროსს საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გათავისუფლებულნი იქნენ საგადასახადოში დაწესებული საფასურის გადახდისაგან. ეკონომიკაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ საკითხის ასე დასმა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია და გადასახადის გადამხდელთა უფლებების შელახვას გამოიწვევს.
ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლში დამატებული მე-7— მე-10 ნაწილები, ამ დამატებების მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლომატერიალური ფასეულობების სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, ამის შემდეგ საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. თუმცა, არსად არ არის მითითებული, თუ რამდენ დღეში უნდა მოახდინოს საგადასახადო ორგანომ რეაგირება გადასახადის გადამხდელის წერილზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ფასეულობების ჩამოწერის წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის მიერ, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მხოლოდ ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მოხდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. როგორც ვხედავთ, მიღებული ცვლილება მეტად დისკრიმინაციულია, აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგადასახადო ორგანოს მონაწილეობა ჩამოწერის პროცესში ფასიანია და გადასახადის გადამხდელს მინიმუმ 300 ლარის გადახდა მოუწევს დადგენილი წესის შესაბამისად. ერთი სიტყვით, 2010 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შესული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში გაუგებარია და საგადასახადო ორგანოების მხრიდან საკითხის არაობიექტურად გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.
ზემოთაღნიშნული საგადასახადო ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომლის ძალაში შესვლა ნავარაუდევია 2011 წლის 1 იანვრიდან. იმედია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვისას გათვალისწინებული იქნება ის მანკიერი მხარეები, რაც შეიძლება მოჰყვეს ძნელადაღსაქმელ საგადასახადო კოდექსს.
![]() |
2 სპეციალისტის კომენტარი |
▲back to top |
![]() |
2.1 მიკრო და მცირე ბიზნესის გადასახადები - მითი, თუ რეალობა |
▲back to top |
ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტზე ბევრი კრიტიკული შენიშვნა და წინადადება დაიწერა. მათი უმნიშვნელო ნაწილი გაითვალისწინეს კიდეც, თუმცა, ძირითადი ხარვეზები, თუ პრინციპულად მიუღებელი დებულებები აწ უკვე პარლამენტის მიერ მიღებულ კოდექსს კვლავ შერჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტიც არ იმუშავებს, გაიზიარებს მისი წინამორბედის ხვედრს და დაუსრულებელი ცვლილებების (ექსპერიმენტების) ობიექტად იქცევა.
წინამდებარე წერილის მიზანია კონკრეტული გათვლების საფუძველზე დავინახოთ, პრაქტიკულად, თუ რა შედეგს იძლევა მთავრობის მიერ რევოლუციურად შერაცხული ახალი საგადასახადო კოდექსით შემოთავაზებული მიკრო და მცირე ბიზნესის გადასახადების გადამხდელთა ახალი კატეგორიები - ვისთვის უფრო მისაღები და მომგებიანია ისინი - მეწარმისთვის, თუ სახელმწიფოსთვის?
მიკრო ბიზნესის გადასახადი
დავიწყოთ იმით, რომ მიკრო ბიზნესის გადასახადის გადამხდელები, რომლებზეც სპეციალური დაბეგვრის ეს რეჟიმი გავრცელდება, პრაქტიკულად მეწარმე ფიზიკური პირები არიან - ისინი, ვინც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას. ამასთან, ეს შეეხება სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ ჩამონათვალს, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. სავარაუდოდ, ის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა წრეს არ გასცდება. ისინი ისედაც იყვნენ ყველანაირი გადასახადებისგან განთავისუფლებულნი. ამდენად, აქ სიახლე არაფერია. ახალი კოდექსით წარმოდგენილ ამ ნაწილში მიუღებელია ის, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან საქონლის, ან მომსახურების შემძენ/მიმღებ პირს, დოკუმენტურად დადასტურების მიუხედავადაც კი, საგადასახადო მიზნებისათვის მისი გამოსაქვით ხარჯად აღიარების უფლება არა აქვს. რა გამოვიდა? ფაქტობრივად, სახელმწიფომ ასეთი საქონლის/მომსახურების გამწევი პირი გაანთავისუფლა გადასახადისგან, მაგრამ, თუ მას სხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმდევარი პირი გამოიყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, გამოსაქვით ხარჯად ვერ აღიარებს - შესაბამისად, დასაბეგრ შემოსავალს ვერ შეამცირებს და მასზე გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა. გამოდის, რომ გამყიდველის/მომსახურების გამწევი პირის ვალდებულება, მყიდველს/მომსახურების მიმღებს გადაეკისრა. ამასთან, აღნიშნულს თან სდევს მეორე უკიდურესობაც. კერძოდ, ასეთ პირობებში ცხადია, სხვა მეწარმეები (მცირე და მსხვილი ბიზნესის) წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენაზე. მოკლედ, მიკრო ბიზნესის წარმომადგენელს აქედანვე ჩამოეკიდა ისეთი იარლიყი, რომ მასთან ურთიერთობას სხვა პირი არ მოისურვებს.
მოდით ამ ყველაფერსაც დავანებოთ თავი და გავთვალოთ: კონკრეტულად რა მოცულობის გადასახადისგან განთავისუფლდება ამ „შეღავათით“ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელი.
ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური საქმიანობიდან ფასნამატი 10-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში, მიკრობიზნესის წარმომადგენელი პირი 30 ათასი ლარიანი ბრუნვიდან წელიწადში სულ 3000-დან 4500 ლარამდე ფასნამატს მიიღებს. მაგრამ აქვე თუ სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, შუქი, წყალი, კომუნიკაციები, ქირა და ა.შ) გავითვალისწინებთ, ეს შემოსავალი ფაქტობრივად განახევრდება და დასაბეგრიც არაფერი რჩება, რადგან ასეთი ფიზიკური პირის ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმის ფარგლებსაც ვერ გასცილდება (მით უმეტეს, მუდმივად მზარდი ინფლაციის პირობებში), შესაბამისად, დამერწმუნეთ, ვერაფერი დამაიმედებელი შეღავათია.
მცირე ბიზნესის გადასახადი
კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა მცირე ბიზნესის შემთხვევაში. დავიწყოთ იმით, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე შეიძლება იყოს ფიზიკურ პირთა ვიწრო წრე - რამდენადაც ახალი საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთვარობას უფლება აქვს აკრძალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთა მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება.
ახლა კი უშუალოდ გადასახადზეც ვიმსჯელოთ. კოდექსით განსაზღვრული პროექტის შესაბამისად, მცირე ბიზნესის გადასახადის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ბიუჯეტში გადასახადი 3-5 პროცენტის ფარგლებშია.
100 ათასიანი ბრუნვიდან 5 პროცენტის შემთხვევაში გადასახადის თანხა შეადგენს 5,000 ლარს. ვთქვათ, მეწარმე ფიზიკურმა პირმა არ აირჩია აღნიშნული (მცირე ბიზნესის) სტატუსით სარგებლობა და იგი იხდის საშემოსავლო გადასახადის - 5.000 ლარს, მაშინ, მისი დასაბეგრი შემოსავალი იქნება - 25.000 ლარი (ამ თანხიდან, ჩვეულებრივ, 20%25-იან რეჟიმში საშემოსავლო გადასახადი უდრის 5.000 ლარს).
მარტივი გათვლითაც ცხადია, რომ 100 ათას ლარ ერთობლივ შემოსავალში, თუ დასაბეგრი შემოსავალი 25.000 ლარია, ასეთ შემთხვევაში, ფასნამატი სულ ცოტა 25%25 მაინც უნდა იყოს, რაც არსებული ეკონომიკური საქმიანობის პირობებში ფაქტობრივად არარეალური და მიუღწევადია.
უკეთესი მდგომარეობა ვერც იმ შემთხვევაშია, როცა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმით იმუშავებს. (მუხლი 89, ნაწილი 2). ამ პირობებში იგი ფიქსირებული გადასახადის სახით 100 ათასი ლარი შემოსავლის შემთხვევაში 3000 ლარს გადაიხდის. ჩვეულებრივი რეჟიმით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში 3000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გადახდისას მისი დასაბეგრი შემოსავალი იქნებოდა 15.000 ლარი.
თუ ამ პირობას შეღავათიან რეჟიმს მოვარგებთ, ფასნამატი არანაკლებ 15%25 მაინც უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკულად ეს მაქსიმალური დონეა და აღნიშნულ ზღვარს ზევით ფასნამატი იშვიათ გამონაკლისს თუ წარმოადგენს.
ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო წელს მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება (თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გასვლა) და მას ყველა შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, საგადასახადო წელი მოგებით დაამთავრა თუ ზარალით), მიღებული შემოსავლებიდან გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის გადასახადის სტატუსის მიღების შემთხვევაში მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან მხოლოდ ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის რენტაბელობის დონე 25%25-ზე მეტი იქნება.
მაგალითისთვის, თუ მეწარმე ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის რენტაბელობა 30%25-ია, მაშინ, მას ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით გადასახდელი ექნება - 12.000 ლარი (200.000ლX30%25) X20%25), მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში კი მას მაქსიმუმ 10.000 ლარი ექნებოდა გადასახდელი (200.000 X 5%25).
საგადასახადო კონტროლი
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ნიუანსები, რომლებიც თან ახლავს მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლის (მუხლი 96) ღონისძიებებს. კერძოდ, საგადასახადო ორგანოები მათ მიმართ ანხორციელებენ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს:
ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;
ბ) დათვალიერება;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა (გარდა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევებისა);
დ) ქრონომეტრაჟი;
ე) ინვენტარიზაცია, გარდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევებისა.
უფრო მეტიც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
დამეთანხმებით (პრაქტიკიდან გამომდინარე), ზემოაღნიშნულ საგადასახადო კონტროლის ფორმებს საგადასახადო ორგანოები მოხერხებულად გამოიყენებენ გადამხდელთა მიმართ. საგადასახადო დავები კი, როგორც წესი, გადამხდელთათვის უშედეგოდ მთავრდება. ამდენად, საგადასახადო ორგანოებს აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტები იმისათვის, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები მარტივად გადაიყვანონ ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მკაცრი ფინანსური სანქციების წნეხის ქვეშ მოაქციონ.
ამ გადასახედიდან, მითია, თუ რეალობა მიკრო და მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ახალი რეჟიმები ამ სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, დრო მას მალევე გამოცდის, გადამხდელი კი უფრო ადრე მიხვდება.
სულიკო ფუტკარაძე,
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“
ექსპერტი საგადასახადო საკითხებში
ჯემალ ანანიძე,
სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალური მეცნიერებისა და
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
![]() |
3 თვალსაზრისი |
▲back to top |
![]() |
3.1 მევახშეთა ზეობა, ანუ, რატომ არის ჩვენთან ჯერ კიდევ ველური კაპიტალიზმი?! |
▲back to top |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისთვის სრულიად უცნობია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საბანკო სექტორში და რამდენად ხელს უწყობს ეს სფერო ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას. ეს მხოლოდ იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საბანკო სფეროში მიმდინარე პროცესები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებივით ურთულესია, არამედ იმითაც, რომ ეს პროცესები საზოგადოებისთვის ისევე დახურულია, როგორც ნებისმიერი ქვეყნის უშიშროების სამსახურის საქმიანობა.
ის, რომ ეკონომიკის ამ ბურუსით მოცულმა სფერომ (როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვისაც), მსოფლიო საფინანსო კრიზისის პროვოცირება გამოიწვია, ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია.
ის, რომ მსოფლიოს საბანკო სფეროში მიმდინარე პროცესების მოსალოდნელ შედეგებზე, ჩვენთან არც არაფერი იცოდნენ და, არც არაფერს ფიქრობდნენ, იქიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთმა საკმაოდ წარმატებულმა ბანკირმა, ამერიკაში მიმდინარე საფინანსო კრიზისის კულმინაციის პერიოდში, იმავე ამერიკაში, ცხადია ინგლისურ ენაზე, გამოსცა წიგნი საბანკო სფეროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სფეროს, განვითარების პერსპექტივების შესახებ.
დაახლოებით ამავე პერიოდში, ან ცოტათი უფრო ადრე, ჩვენმა ბანკირებმა დაიწყეს საბანკო წილების უცხოელ პარტნიორებზე მიყიდვის პერმანენტული პროცესი, ოფიციალურად ინვესტორების შემოყვანის მოტივით (ხოლო, რეალურად, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გაკეთდა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის ხელყოფისაგან თავიანთი ბიზნესის გადასარჩენად).
თუ დავეთანხმებით ეკონომიკურ თეორიაში მიღებულ თეზას, რომ საბანკო სფერო, საფინანსო სფეროსთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების სისხლძარღვთა სისტემაა, მაშინ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საბანკო სისტემას ჰიპერტონიული კრიზი თუ არა, მკვეთრად გამოხატული ჰიპერტონია აქვს, რაც ნებისმიერ დროს (ეს დრო კი, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, მავანთა და მავანთა მიერ მათემატიკური სიზუსტით იქნება შერჩეული), შეიძლება ჰიპერტონიულ კრიზში გადაიზარდოს.
ის, რომ ჩემს მიერ ნათქვამი ლიტონი სიტყვები არ არის, ალბათ საკმარისია მსოფლიო საფინანსო კრიზისის წარმოქმნის ოფიციალური ვერსიის გახსენებაც.
არ შეიძლება მთელ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთის წლიური სიდიდე 6-8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდეს, ხოლო ჩვენთან არავითარი პერსპექტივაც კი არ არსებობდეს იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი როდესმე მაინც ამ სიდიდემდე დავა. ის არგუმენტები, რაც ბანკებს საპროცენტო განაკვეთის დღეს არსებული სიდიდის გასამართლებლად მოჰყავთ, იმდენადვე უსუსურია, რამდენადაც უსინდისო.
თუმცა, ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება. რამდენადაც ბანკები, გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს დაბლა არ წევენ, კრედიტებს არ გასცემენ საკმარისი ხელფასისა და შესაბამისი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე, გამოჩნდნენ ენერგიული ადამიანები, რომლებმაც ბანკების ამ შეზღუდვებით ძალიან კარგად ისარგებლეს და, რამდენადაც 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ, ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს კრედიტების „არ გადახდების“ გამო, შეიძლება ითქვას, - „ბართლომეს ღამე“ გაუთენდა, დააფუძნეს ე.წ. საშუამავლო ფირმები, რომლებიც კრედიტებს გასცემენ გაცილებით უფრო „ადვილად“, ვიდრე ბანკები, მაგრამ იმდენად დიდი საპროცენტო განაკვეთით, რომ ეს უკვე სცილდება ყოველგვარ ეკონომიკურ, გნებავთ სოციალურ და მითუმეტეს, - მორალურ ნორმებს.
ცხადია, ასეთი ზღვარგადასული უსინდისობა, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა და სქემაც ამუშავდა. ამ სქემაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. „თავისუფალი პროფესიის“ ადამიანები, რომელთა პროფესიის თავისუფლება პირადად მე ძალზე საკამათოდ მიმაჩნია. ესენი, არც მეტი, არც ნაკლები, ნოტარიუსები არიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, „უტყაპუნებენ და უბრახუნებენ“ გერბიან ბეჭდებს ხელშეკრულებებზე, რომლის ყოველი დარტყმა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს უსუსურობის აღიარებაა, იმის უტყვი თანხმობაცაა, რომ „ჩვენს შემდეგ თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა“, - თითქოს საფრანგეთის „მეფე მზის“, ლუი XIV-ის სიტყვების პრაქტიკული რეალიზაცია ხდებოდეს. არადა, საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.
ეს სიტყვები მხოლოდ დეკლარაციის დონეზე რომ არ დარჩეს, შევეცდები აღვწეროთ ის მექანიზმი, რომლითაც, ქართველთა მიზანმიმართული გაკოტრებისა და გაუბედურების პროცესები მიმდინარეობს.
ვინაიდან 2008 წლის ომის შემდგომ, ძალიან ბევრი ადამიანის ბიზნეს-ინტერესები დაზარალდა და, თუნდაც ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს, აღებული კრედიტების გადახდა პრობლემატური გაუხდა, ბევრმა მათგანმა კრედიტების აღების სწორედ ამ იძულებით ფორმას მიმართა, ანუ მათ ბანკებიდან კრედიტების აღების შეუძლებლობის გამო, მიმართეს კრედიტების აღების სწორედ იმ ფორმას, რომელსაც ე.წ. საშუამავლო ფირმები გასცემდნენ წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სესხების არ გასტუმრება და სუიციდის ისეთი ფორმებით სიცოცხლის დამთავრება ემუქრებოდათ, როგორიცაა მრავალსართულიანი სახლების სახურავებიდან გადმოვარდნა, ან მტკვარში ხიდიდან გადახტომა და ა.შ.
ამგვარად, ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, ბევრი ჩვენი თანამემამულე იძულებულია აიღოს ნებისმიერ პროცენტიანი სესხი და, რადგანაც ბანკები ყველას არ აძლევენ სესხს (ქვემოთ აუცილებლად ვიტყვი იმ ეჭვების შესახებ, რაც ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა), ამიტომ გამოჩნდნენ ე.წ. საშუამავლო ფირმები, რომლებიც იძლევიან იპოთეკურ სესხებს თვიური 5-6 პროცენტით, ამასთან, თვითონ შუამავლებს მიაქვთ მთლიანი თანხის 5 პროცენტი, ცალკე კიდევ ნოტარიუსის მომსახურება, რომელიც „თავისუფალი პროფესიის“ წარმომადგენლებს რომ ეკადრება, ისეთ თანხას იღებენ და ... საბოლოოდ, როგორც ირკვევა, ადამიანი განწირულია. და აი, ამ განწირულ ადამიანს „სიკვდილი რომ გაუადვილდეს“, საკანონმდებლო დონეზე მიიღეს ცვლილება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გვერდის ავლით, ე.წ. „სააღსრულებლო ფურცლით“, ქონება პირდაპირ გაიყიდება აუქციონზე. აქ კი პროცესებში ერთვებიან უკვე ზემოთ დასახელებული „ენერგიული ადამიანები“ და, ეს იპოთეკით დატვირთული ქონება, რომელიც პირველ აუქციონზე, როგორც წესი ვერ (თუ არ) იყიდება, უკვე მეორე აუქციონზე იგივე ქონება, უკეთეს შემთხვევაში, ნახევარ ფასად თუ გაიყიდება და, როგორც წესი, ამ ქონებას ეს ზემოთხსენებული „ადამიანები“ ყიდულობენ. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, უკვე მხოლოდ ტექნიკის საქმეა. ამ ქონებას ან დაიტოვებ, ან აუჩქარებლად, დინჯად გაყიდი სათანადო ფასად. ფულის კეთების ეს გზა რამდენადაც აღტაცებას იწვევს თავისი გამომგონებლობით, იმდენადვე აღშფოთების მომგვრელია თავისი სრული უსულგულობითა და მხოლოდ ველური კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი თავისი უაპელაციობით. თუ ისევ მეტაფორას გამოვიყენებთ, ბანკებს, რომლებიც დამკვიდრებული ტრადიციით, ეკონომიკის სისხლძარღვთა სისტემას წარმოადგენენ, ძალზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, ამ ე.წ. „წვრილ სისხლძარღვთა სისტემის“ სახით, და, რამდენადაც სისხლძარღვთა სისტემა, მიუხედავად მისი სიდიდისა, ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ბანკები ამ პროცესებში არაპირდაპირ მონაწილეობენ, ე.წ. „უსახელო ფირმების“ სახით, ან ამ პროცესებში მათ უბრალოდ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. სხვა ახსნა, ბანკების შინაგანად დამახასიათებელი მომხვეჭელობის ბუნებიდან გამომდინარე, უბრალოდ არ არსებობს.
ახლა მოდით ამ არაადამიანური ურთიერთობების სამართლებრივ მხარესაც შევხედოთ.
რატომ იძლევიან სესხებს ეს, ე.წ. საშუამავლო ფირმები იმ ადამიანებზე, რომლებზედაც ბანკები სესხებს არ იძლევიან? მე უკვე აღვნიშნე, რომ ბანკები გარკვეულ პირობებს უყენებენ კრედიტის აღების მსურველებს ხელფასთან და საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებით, რასაც მათ, გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო ნორმები ავალდებულებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთებაც ზღუდავს.
მაშასადამე, ამ საშუამავლო ფირმებმა კარგად იციან, რომ კრედიტის არდაბრუნების ალბათობა საკმაოდ დიდია, და თითქოს გაუგებარი უნდა იყოს, რატომ მიდიან ისინი ასეთ რისკზე. მაგრამ აქ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც, რაც უფრო დიდია არდაბრუნების რისკი, მით უფრო მოგებული რჩება ფირმა. მიზეზი რამდენადაც მარტივია, - შედეგის თვალსაზრისით, იმდენადვე ამორალურია.
მართლაც, იპოთეკა უკეთეს შემთხვევაში მისი საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით არის დატვირთული. ამდენად, თუ სესხის ამღები კრედიტს ვერ დაფარავს, ამასთან, რადგანაც იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე გატანა პროცედურულად გამარტივებულია (თუნდაც იმიტომ, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ამას სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება), მას ამ ქონებას ხელაღებით უყიდიან. ამასთან, როგორც ვხედავთ, ეს ქონება საბოლოოდ მეოთხედ ფასში თუ გაიყიდება, რაც ხშირ შემთხვევაში კრედიტსაც ვერ ფარავს და ამიტომ, ისედაც გაუბედურებულ ადამიანს უყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც კი შეიძლება, - სახლს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და საერთოდ ყველაფერს.
ახლა მინდა დავსვა რიტორიკული შეკითხვა: - რამდენად ჯდება ასეთი ქმედება, გნებავთ კონსტიტუციის და გნებავთ სამოქალაქო კოდექსის ნორმებში? ნებისმიერი ქვეყნის, თვით ყველაზე ავტორიტარული ქვეყნის კონსტიტუციით, ადამიანი, მისი სიცოცხლე, უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსშიც უნდა იყოს ნორმები, რომელიც არა მარტო ცალკეულ ადამიანს, არამედ, მისი ოჯახის წევრებსაც, უზრუნველყოფს გარანტირებული საარსებო გარემოს მინიმალური დონით მაინც. ეს საარსებო მინიმუმი ცხადია მოიცავს საცხოვრებელს, - სულ მცირე, სანიტარულად დადგენილი ნორმის ფარგლებში, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს და, რაც მთავარია, შემოსავლების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც ოჯახის წევრებს უნდა დარჩეს საარსებოდ.
ჩვენს შემთხვევაში კი რა გამოდის? ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ აღებული, პრაქტიკულად დაუბრუნებელი სესხის გამო, მთელი ოჯახი რჩება ყოველგვარი სახსრების გარეშე და ამას ხელისუფლება არა თუ გულხელდაკრეფილი უყურებს, არამედ ყველანაირად ხელს უწყობს კიდეც. ეს მხოლოდ ველური კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი პროცესებია, რომელიც ამერიკამ თითქმის ორი საუკუნის უკან განვლო. უფრო მეტიც, ეს რასობრივი სეგრეგაციის მსგავსი პროცესებია, რომლის მიზანია საზოგადოების კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაცია.
![]() |
3.2 საქართველოს ეკონომიკა, როგორც მცირე და ღია |
▲back to top |
უშანგი სამადაშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
საერთაშორისო კონკურენცია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მძლავრი ფაქტორია, რადგან იგი თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე პროდუქციის მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამასთან, მისი ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების ხარჯების (ფასების) შემცირებას. ამგვარი, კონკურენციის არსებობის აუცილებელი პირობა კი მსოფლიო მეურნეობაში შემავალი ყველა ქვეყნის ეკონომიკათა კარგახსნილობაა.
თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის განვითარების ძირითადი ტენდენცია და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური საფუძველი სწორედ ჩაკეტილი ეროვნული მეურნეობიდან საგარეო ბაზარზე ორიენტირებულ, ანუ, „ღია ეკონომიკაზე“ თანდათანობით გადასვლაა. გლობალიზაცია კი ღია ეკონომიკის შედეგია. შესაბამისად, ქვეყნების ეკონომიკები რაც უფრო გაიხსნება, მით უფრო განვითარდება გლობალიზაცია.
ისმება კითხვა: რას ნიშნავს ღია ეკონომიკა? ღია ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც შეუზღუდავად ურთიერთქმედებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებთან. ამგვარი ურთიერთქმედება საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის ყიდვა-გაყიდვას გულისხმობს ქვეყნებს შორის. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს გაცილებით უფრო ფართო ასორტიმენტის საქონელი მოიხმარონ, ვიდრე თვითონ აწარმოებენ თავიანთ ქვეყანაში და მნიშვნელოვნად აიმაღლონ თავიანთი კეთილდღეობის დონე. მოკლედ, საერთაშორისო ბიზნესში ჩართული ყველა ქვეყანა (მათ შორის საქართველოც) მეტ-ნაკლებად ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც ქვეყნის შიგნით საქმიან ოპერაციებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციებიც (ექსპორტი, იმპორტი და სხვა) ხორციელდება. აღნიშნულ ოპერაციებზე ანგარიშსწორება კი ხდება, როგორც ეროვნული ისე, მსოფლიო ვალუტით. სხვა სიტყვებით, ღია ეკონომიკა ეს ისეთი ეკონომიკაა, სადაც არარეზიდენტებს, განსაკუთრებით უცხოურ ფირმებს, გახსნილი აქვთ ეროვნული მეურნეობის ბაზრების, დარგებისა და სფეროების უმრავლესობისკენ მიმავალი გზა (დახურულ ეკონომიკაში კი ბაზრების, დარგებისა და სფეროების უმრავლესობისკენ მიმავალი გზა მათთვის ჩაკეტილია). თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში თითქმის არ არსებობს სრულიად გახსნილი, ანუ, ლიბერალიზებული ეკონომიკა რამდენიმე დიდი სახელმწიფოს გამოკლებით. სწორედ ამიტომ უფრო ხშირად მსჯელობენ შედარებით ღია, ან ნაკლებ ღია ეკონომიკაზე. ასე მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა უფრო გახსნილია, ვიდრე, ჩინეთისა, თუ ვიმსჯელებთ იმპორტულ საქონლეზე ტარიფებით, იმპორტული საქონლის წილით შიდა ბაზარზე, ან სავალუტო-საანგარიშსწორებო ურთიერთობებითა და სხვა მაჩვენებლებით.
ქვეყნის ეკონომიკის ღიაობისა და დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციის კარგი ინდიკატორია ექსპორტისა და იმპორტის კვოტა. მათი გაანგარიშება ხდება ექსპორტისა და იმპორტის ღირებულების პროცენტული ფარდობით ქვეყნის მშპ-თან. ამ მაჩვენებლების საფუძველზე კი გაიანგარიშება ეროვნული ეკონომიკის გახსნილობის ინდექსი, ანუ, საგარეო სავაჭრო კვოტა (წილი), რომელიც ტოლია ექსპორტისა და იმპორტის წლიური მოცულობის ჯამისა და მშპ-ის პროცენტული განაყოფისა.
იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში პროტექციონიზმი აშკარად სჭარბობს ლიბერალიზმს, სახეზეა დახურული ეკონომიკა. ღიასგან განსხვავებით ჩაკეტილ (ავტარკიულ) ეკონომიკაში მხოლოდ იმ საქონლითა და მომსახურებით სარგებლობა შეიძლება, რომელიც მოცემული ქვეყნის შიგნით იწარმოება, საქმიანი გარიგებები და ოპერაციები ხორციელდება მოცემული ქვეყნის შიგნით, ხოლო მათზე ანგარიშსწორება მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ვალუტით ხდება. სხვაგვარად, ავტარკია ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური თვითუზრუნველყოფაა, გამოცალკევებაა სხვა ქვეყნების ეკონომიკებისგან. ასეთ ქვეყანაში, თუ ქვეყნებში არ არსებობს საქონლის, სამუშაო ძალის, კაპიტალისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი. შესაბამისად, გამორიცხულია, სავალუტო კურსი, საბაჟოები და სხვა. ხატოვანი ალეგორიული შედარებით - ძლიერი ქარის შემთხვევაში, კარჩაკეტილი (ავტარკიული) ქვეყნები აშენებენ ქარსაცავ ზოლს (ჯებირს), რათა ქარი არ შემოუშვან. ღია ეკონომიკის ქვეყნები კი ამ ქარს გონივრულად იყენებენ ელენერგიის გამომუშავებისა და ქარის წისქვილის ასამოქმედებლად. მსოფლიოში ამგვარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ძალიან ცოტა დარჩა. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, არსებობს ძლიერი კორელაცია (ურთიერთდამოკიდებულება) საგარეოე კონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის. ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტთა მიერ ჩატარებულმა გათვლებმა გვიჩვენა, რომ იქ, სადაც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ჩაკეტილი ეკონომიკის (პროტექციონისტული) პოლიტიკა, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 0,7%25, ხოლო იქ, სადაც ატარებდნენ ღია ეკონომიკის (ლიბერალურ) პოლიტიკას, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ გაიზარდა ხუთჯერ მეტად.
განასხვავებენ დიდ და მცირე ღია ეკონომიკას. დიდი ღია ეკონომიკა ეს ისეთი ეკონომიკაა, რომელშიც მისი მასშტაბების წყალობით საპროცენტო განაკვეთი შიდა ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვანი ზემოქმედებით ყალიბდება. სახელმწიფოები, სადაც ჩამოყალიბდა დიდი ღია ეკონომიკა (მაგ. აშშ, იაპონია, გერმანია), მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობაზე და პროცენტის მსოფლიო განაკვეთის დონეზე.
„მცირე ღია ეკონომიკა“ კი არის ეკონომიკა, სადაც პროცენტის მსოფლიო განაკვეთი შემოთავაზებულია მსოფლიო ფინანსური ბაზრის პირობებით. მცირე ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ვერ ახდენს არსებით გავლენას მსოფლიო ბაზრის პროცესებზე და პროცენტის მსოფლიო განაკვეთის მოძრაობაზე. დიდი ღია ეკონომიკა კი, მისი შრომის საერთაშორისო დანაწილებაში რეალური მონაწილეობით, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის მსოფლიო ბაზრებზე ზეგავლენის ხარისხით, ასევე, არსებული ეროვნული ეკონომიკისა და რესურსული პოტენციალის წყალობით (მაგალითად, მსოფლიო პროდუქციის 21%25 ამერიკულია, მსოფლიოს ოქროს მარაგის 25%25 აშშ-ია, სავალუტო ბაზრების ბრუნვის საერთო მოცულობაში აშშ-ის დოლარის წილი 41%25-ს შეადგენს) რეალურ ზემოქმედებას ახდენს ყველა ძირითადი ეკონომკური პარამეტრების ფორმირებაზე. ესაა: ინფლაციისა და მსოფლიო ფასების დონე; მნიშვნელოვანი ჯგუფის საქონელზე მოთხოვნისა და მიწოდების დინამიკა; მსოფლიო ფინანსური ბაზრების მდგომარეობა, პროცენტის განაკვეთის მოძრაობის ჩათვლით; საგარეო ეკონომიკური კავშირების მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების და წესების განსაზღვრის პოლიტიკა და სხვა. საქართველოს ეკონომიკა მცირეა დანარჩენ სამყაროსთან შედარებით და, ამიტომ, უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრებზე.
საქართველოში ღია ეკონომიკის ფორმირების ძირითადი მიმართულებებია: შრომის საერთაშორისო დანაწილებაში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება; საგარეო ეკონომიკური კავშირების, როგორც ეკონომიკური ზრდისა და სტრუქტურული გარდაქმნების ინტენსიური ფაქტორის, როლის გაძლიერება; კაპიტალ-აღჭურვილობის, პროდუქციის წარმოების ხარჯებისა და ხარისხის, ანუ, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიხედვით სამამულო წარმოების მსოფლიო დონეზე გასვლა. საქართველოს მსოფლიო მეურნეობასთან ურთიერთქმედების მოდელის შეცვლა: ქვეყნის ახალი საგარეო ეკონომიკური სპეციალიზაციის ბაზაზე ტრადიციული საქონელ-გაცვლიდან თანამშრომლობის უფრო მაღალ ფორმებზე გადასვლა-კაპიტალების გადახლართვა, სამეცნიერო-ტექნიკური კოოპერაცია, საწარმოო ინტეგრაცია და სხვა; ქვეყანაში ცალკეული საბაზრო ინსტიტუტების, მექანიზმებისა და მთლიანად კონკურენტული გარემოს ფორმირების დაჩქარება, რომელიც ჯერ კიდევ სუსტია, ან, საერთოდ არ არსებობს.
ხაზგასასმელია, რომ დღეს ყველა ქვეყანა გლობალურ გარემოში ცხოვრობს და, ბუნებრივია, რომ მათი ეკონომიკაც მეტნაკლებად გახსნილია. ქვეყნის მონაწილეობის გააქტიურებას მსოფლიო მეურნეობაში ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია ეწოდება. თუმცა, ეკონომიკური კარგახსნილობა შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. ასე მაგალითად, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია (იმპორტი ოთხნახევარჯერ აღემატება ექსპორტს). რომ არა ესოდენ დიდი უარყოფითი სავაჭრო სალდო, საქართველოს ორჯერ მეტი ბიუჯეტი ექნებოდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო დეფიციტი იფარება აღებული ვალით. ამ უკანასკნელის მომსახურება კი ბიუჯეტის მიერ ხდება, რაც ზრდის მის დეფიციტს.
ამასთან, ქვეყანაში იმპორტის სახით უპირატესად მზა პროდუქტი შემოედინება და არა რესურსები. ექსპორტის სახით კი უპირატესად რესურსები გაედინება. როგორც ერთი, ისე, მეორე ტენდენცია ქვეყანაში ახალი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მულტიპლიკაციის (გამრავლების) შემაფერხებელია. მრავალი ჩვეულებრივი სამომხმარებლო საქონელიც კი გარედან შემოგვაქვს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ასე მაგალითად, 2008 წლის განმავლობაში 22 მილიონი ლარის ღირებულების კარტოფილი, 19 მილიონის პომიდორი, 17 მილიონის ხახვია იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნიდან. მხოლოდ ამ ოთხმა კულტურამ 70 მილიონი ლარი შედაგინა. მთლიანად იმპორტირებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ კი - 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (რაც ჩემი გათვლებით მინიმუმ 100 000 დასაქმებული ადამიანის ეკვივალენტია, თუკი ამ რაოდენობის პროდუქციის წარმოება საქართველოში მოხდებოდა).
აღნიშნული ნეგატიური ტენდენციების მინიმიზებისათვის, ჩემის აზრით, საჭიროა:
ექსპორტის ზრდა და პარალერულად იმპორტჩამნაცვლებელი სამამულო პროდუქციის წარმოება;
ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ექსპორტისა და იმპორტის ოპტიმიზება;
უფრო აქტიური მონაწილეობა მსოფლიო ვაჭრობაში. თავის არიდება შიდა ბაზრის ზომაზე მეტად დაცვისგან და იმ ფირმების წახალისება, რომლებიც მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. ასევე, მნიშვნელოვანია ფასი, ხარისხი, ლარის ბუნებრივი კურსი და სტაბილური მიწოდება. ციტრუსების, ხილისა და სხვათა მიწოდების სტაბილურობა და ხარისხი კი შეუძლებელია მიღწეულ იქნას სასაწყობო და სამაცივრო მეურნეობის გარეშე, ე.ი. აუცილებელია ამ სფეროებში ინვესტიციების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს წელიწადის ნებისმიერ დროს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიზნესში ფუნქციონირებადი ფირმის მართვა გაცილებით რთულია, ვინაიდან, მისი მენეჯერები კარგად უნდა ერკვეოდნენ მსოფლიო ეკონომიკურ პირობებსა და ტენდენციებში. ამასთან, თვალი უნდა ადევნონ მიზნობრივ (მიმღებ) ქვეყანაში პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, სადაც ისინი ახორციელებენ, ან აპირებენ ბიზნესს, შეისწავლონ მათი ენა, ეროვნული კულტურა, ტრადიციები, მეურნეობის გაძღოლის მეთოდების სპეციფიურობანი, ფულადი სისტემა, გადასახადები, სამეურნეო კანონმდებლობა და თავიანთი ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური ქცევები პარტნიორთა ქცევის სტილს, ორგანიზაციის მართვა კი ბაზრის ცვალებად პირობებს მიუსადაგონ. ბაზრის პირობებისადმი კომპანიათა ადაპტირების ამგვარ მეთოდოლოგიას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გარემოს ყველა შესაძლებლობის, მათ რიცხვში, ცალკეულ შემთხვევებში კონკურენტების რესურსების გამოყენებასა და ახალ ბიზნესში სწრაფად შესვლას, აუთსორსინგი ეწოდება.
АНТОАЦИЯ
Грузинская экономика, как малая и открытая
Ушанги самадашвили,
Доктор экономических наук, профессор
Открытая экономика-это такое национальное хозяйство, где нерезидентам, особенно иностранным фирмам, открыт доступ на большинство рынков. Страны с открытой экономикой-это страны активно учавствующие в международных экономических связях, что позволяет значительную часть своих доходов. Однако в мире почти нет польностью открытых, т. е. полностью либерализованных экономик, за исключением нескольких небольших государств. Поетому нередко говорят о более открытых или менее открытых экономиках. Так, Грузинская экономика более открыта, чем китайская, если судить по уровню тарифных ставок на импортные товары, доле этих товаров на внутреннем рынке, степени либерализации валютно-расчетных отношении и другим показателям. Существует большая открытая экономика-способная оказывать значительное влияние на состояние международного рынка и на уровень мировой ставки процента. И малая-экономика, незначительные размеры которой не позволяют оказывать влияние на процессы на мировом рынке.
Грузинская экономика, это малая и открытая экономика, незначительные размеры которой не позволяют оказывать существенного влияния на процессы на мировом рынке, в частности на ставку процента, которая задается для нее условиями мирового финансового рынка.
![]() |
3.3 ქართული ბიზნესი სტერეოტიპების ტყვეობაში |
▲back to top |
კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი
უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, რომ თანამედროვე ბიზნესის განვითარების ლოკომოტივი - ინოვაციებია. საქართველოში კი უპირატესი მნიშვნელობა მხოლოდ ტურიზმს ენიჭება. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ტურიზმზე ეკონომიკის „აკიდება“ სასურველ შედეგს არ მოიტანს.
საინტერესოა, რის საფუძველზე აქვს თითქმის ყველა ევროპელს საქართველოში მოგზაურობის საშუალება, ქართველების დიდ ნაწილს კი საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება უჭირთ - თუნდაც სამკურნალოდ.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის კომპლექსური ჩამორჩენილობის მიზეზი მხოლოდ სტერეოტიპებია - პირველ რიგში სოციო-კულტურული. დამოუკიდებლობის 20 წელიწადმა დაგვარწმუნა, რომ ეკონომიკის განვითარების აუცილებელი საფუძველი სამართლებრივი სახელმწიფო სისტემაა. თუმცა, ინსტიტუციონალური გარემო ცივილიზირებული სახით ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
უცხოელ ექსპერტებს უხარიათ - ეს რა ორიგინალური კონსტიტუცია მოგიფიქრებიათ - ასეთი დემოკრატიული მოდელი ევროპაშიც კი არ არისო.
შუასაუკუნეობრივი და საბჭოთა სტერეოტიპებით თანამედროვე ეკონომიკას ნამდვილად ვერ განავითარებ.
მმართველებს რომ თავი დავანებოთ, არც ფართო მასებში „გაბნეული“ სტერეოტიპებია მაინცდამაინც პროგრესული. უმრავლესობა უქმად ზის და ელოდება როდის მოვა ვინმე „კეთილი ძია“ ნათელი მომავლიდან და დაასაქმებს მათთან მაღალი ხელფასით.
ასეთი „ძიები“ ყველას არ ჰყოფნის. ამიტომ, ბევრი საკუთარ სახლქართული ბიზნესი სტერეოტიპების ტყვეობაში კარს ჰყიდის და საზღვარგარეთ მიემგზავრება. სტერეოტიპები კი ასეთია. ან კიდევ: „ღმერთი მოწყალეა - განსაცდელში არ მიგვატოვებს“. მაგრამ, რატომ გიშველის ღმერთი მაინცდამაინც საზღვარგარეთ და არა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში?
ალბათ, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში „კეთილი ძიას“ ნაცვლად ბოროტ ექსპლუატატორებს პოულობენ, რომლებიც მათ 2-ჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიან, ვიდრე ადგილობრივებს. საკმაოდ ბევრს კი საერთოდ იმონებენ და მხოლოდ საკვების ფასად ამუშავებენ.
ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ სამუშაო უფრო მძიმე და არაკვალიფიციურია, ვიდრე, საქართველოს სოფლებში მოუწევდათ.
ხომ არ სჯობს, მოწყალე ღმერთს სთხოვო, რომ თვითონ გახდე სამუშაოს მიმცემი, ვიდრე, ვიღაც-ვიღაცეებს მიექირავო გროშებად?!
საზღვარგარეთ წასვლა მინიმუმ 2500 ევრო ჯდება. ამ ფასად თავისუფლად შეიძლება იყიდო მინი-ტრაქტორი და მიწაც აიღო იჯარით. საქართველოში 400 000 ჰექტარზე მეტია მიტოვებული - ბოსტნეული კი ისევ იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ქართველ ემიგრანტებს ბოსტნებს ამარგვლინებენ. (უკვე აღარც იჯარაა აუცილებელი - საქართველოს ეკლესია საჩუქრად გადასცემს ათასობით ჰექტარ მიწას მსურველებს. თუმცა, არც მანამდე იყო ძვირი მიწის იჯარით აღება...).
თვით საერთაშორისო ორგანიზაცია IFC-ის ექსპერტები გაკვირვებული არიან, თუ რატომ არის დამოკიდებული საქართველო აგრარული პროდუქციის იმპორტზე.
თუ მეფის რუსეთის სტატისტიკოსებს დავუჯერებთ, 1913 წლამდე საქართველო ხორბლის ექსპორტიორიც კი იყო. დღეს კი თავისი მოთხოვნილების მხოლოდ 30%25-ს იკმაყოფილებს.
ეს იმიტომ, რომ კომუნისტებმა ადრინდელ ხორბლის ყანების ფართობებზე ვენახები გააშენეს. ოქტომბრის რევოლუციამდე ქართველ გლეხებს იმდენი ვენახი ჰქონდათ, რამდენიც ღვინო ეყიდებოდათ. კომუნისტების მმართველობის პერიოდში კი ვენახების ფართობი 10-ჯერ მაინც გაიზარდა, რამაც თავისთავად შეზღუდა სხვა კულტურები. რომ არა რუსეთის ემბარგო - ეს გაზრდილი ფართობები დღესაც მომგებიანი იქნებოდა.
ახალ რეალობას კი ახალი მიდგომები სჭირდება. რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, თუ შადმან ვალავის დავუჯერებთ და ვენახებს ავჩეხთ. მაგრამ უნდა დაინერგოს მიწის კომპლექსური გამოყენების კულტურა - რასაც ისევ სტერეოტიპები ზღუდავენ.
მაგალითად, იმერლებს ვენახშივე მოჰყავთ სხვა კულტურები და იქ ვაზის მომგებიანობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. კახელებს კი მხოლოდ ყურძნის გაყიდვით უნდათ დანახარჯების ამოღება - აქაოდა, ვენახში სხვა მცენარე არ გაიხარებსო, არადა, თუ ვენახში სოიას დავთესავთ - ეს მცენარე მიწას აზოტოვანი შენაერთებით ამდიდრებს - ე.ი. ვაზის მოსავლიანობასაც გაზრდის და პირუტყვის საკვებადაც გამოდგება. ეს დამატებითი შემოსავალი კი ალბათ დაფარავს ვაზის მოვლის ფინანსურ ხარჯებს. ზოგიერთი ფერმერი ვენახებს ასევე სათიბებად იყენებს, მაგრამ უმრავლესობა ამ გამოცდილებას რატომღაც არ იზიარებს.
სოფლის მეურნეობის თუ სხვა პერსპექტიული დარგების განვითარებას ასევე აფერხებს ქართველი ბიზნესმენების პასიურობა. უმეტესობა ცდილობს იმოქმედოს იმ ბაზარზე, რომელზედაც უკვე დამკვიდრდა და არ აქცევს ყურადღებას ახალ შესაძლებლობებს.
საინვესტიციო პასიურობის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ სტერეოტიპია - „ეს არ არის ჩემი საქმე“. ამიტომაცაა, საქართველოში მხოლოდ ძველმოდური ტიპის წარმოება რომ ვითარდება - ინვესტიციები ხორციელდება ისეთ „გადატვირთულ“ დარგებში, როგორებიცაა: მაგალითად, ლიმონათის, ან საკონდიტრო წარმოება.
ბევრ ბიზნესმენს რატომღაც მიაჩნია, რომ ის მაინცდამაინც მეპურედ, ან მენავთობედაა დაბადებული - შესაბამისად, მას ურჩევნია თავის სფეროში გაკოტრდეს, ვიდრე ახალ სფეროში მიიღოს მაღალი მოგება.
რა თქმა უნდა, ცოდნას და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება - მაგრამ მათი უკმარისობის შევსებაც შეიძლება ისევ და ისევ აპრობირებული მეთოდებით.
როდესაც ევროპელ, ან თუნდაც არაბ ბიზნესმენს ახალ სფეროში ინვესტირება სურს, მაგრამ შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება არ გააჩნია, იგი მიმართავს კონსალტინგურ კომპანიას, რომელიც თავის თავზე იღებს ინვესტიციის მართვას.
ასეთი ტიპის კონსალტინგმა ისეთი დიდი მასშტაბები მიიღო, რომ საქმიანი მიმოწერის დროს პირველ რიგში გეკითხებიან:
თქვენ თვითონ ხართ ამ პროექტის მფლობელი, თუ უბრალოდ მართავთ?
თუ სხვა ქვეყნის ბიზნესმენებმა შეიგნეს, რომ ზედმეტი ფული ზემომგებიან პროექტებში უნდა დააბანდონ და ეს ინვესტიცია შესაბამისი დონის კონსულტანტებს უნდა ამართვინონ, მაშინ, რატომ პასიურობენ ქართველი ბიზნესმენები? რატომაა მიუღებელი ჩვენთვის კონსალტინგი და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირება?
მით უმეტეს, რომ საქართველოში ძალიან ბევრია კვალიფიციური ადამიანი, ვისაც უბრალოდ საკუთარი საქმის ფლობის ეშინია. სხვისი საქმის მართვას კი დიდი სიამოვნებით თანხმდებიან.
ასეთ მცოდნე კონსულტანტებს უკვე სხვა ტიპის სტერეოტიპი აწუხებთ. კერძოდ, ისინი ფიქრობენ, რომ ზედმეტი სიმდიდრე - ეს ბოროტებაა. მათი ლოგიკა მარტივია: თუ გექნება ბევრი ფული - მაშინ ადვილად გახდები სხვადასხვა ჯურის კრიმინალების სამიზნე. ამიტომ, სჯობს მხოლოდ საშუალო ხელფასი გქონდეს, რომ ვინმეს შენზე „თავდასხმის ცდუნება“ არ გაუჩნდეს.
„ბოროტების უარმყოფელები“ საკმაოდ ბევრ შესაძლებლობებს უშვებენ ხელიდან, რითაც ხელს უწყობენ საზოგადოების გაღატაკებას. არადა, რაც უფრო მდიდარია საზოგადოება, მით უფრო მეტია შეუმჩნეველი საშუალო ხელფასის დონე. ამიტომ, ზუსტად რომ „ჭკუის კოლოფმა“ არ უნდა გაუშვას ხელიდან ინვესტიციების მოზიდვის შანსი.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია დაცვის მექანიზმების შექმნაც, ამისათვის უნდა მოძებნო თანამოაზრეები (რაც შეიძლება მეტი). ძალა ხომ ერთობაში და სიმრავლეშია?
ქართველი მძარცველების მთავარი უპირატესობა ზუსტად რომ ერთობა და სოლიდარობა იყო.
„ჭკვიან ჰუმანისტებს“ კი უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ერთობლივად მოქმედება.
ევროპელი ჰუმანისტები ამას ახერხებენ და ისინი იცავენ არა მარტო თავიანთ უფლებებს, არამედ, ეროვნულ უმცირესობებსაც სადღაც აფრიკაში, თუ ინდონეზიაში. საქართველოში კი პირიქით ხდება - საზოგადოების დიდ ნაწილს ურჩევნია თავის სტერეოტიპებს შეეწიროს, ვიდრე, ელემენტარული, მართლმადიდებლური ჭეშმარიტებები აღიაროს.
![]() |
4 აღრიცხვა-ანგარიშგება |
▲back to top |
![]() |
4.1 არამატერიალური აქტივებისა და არამაკონტროლებელი წილის აღრიცხვა |
▲back to top |
(ფასს 3 „საწარმოთა გაერთიანება“)
ნადეჟდა კვატაშიძე,
ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გუდვილი
ფასს 3 „საწარმოთა გაერთიანება“ მოითხოვს, რომ მყიდველმა საწარმომ გამოავლინოს და აღიაროს გუდვილისგან განცალკევებულად საწარმოთა გაერთიანებაში შეძენილი იდენტიფიცირებადი არამატერიალური აქტივები. არამატერიალური აქტივი არის იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, ფიზიკური ფორმის გარეშე. აქტივი არის იდენტიფიცირებადი, თუ იგი: ა) განცალკევებადია, ე.ი. შესაძლებელია მისი განცალკევება ან გამოყოფა სამეურნეო ერთეულისგან და გაყიდვა, გადაცემა, იჯარით გაცემა, მასზე ლიცენზიის გაცემა ან გაცვლა, ცალკე, ან შესაბამის ხელშეკრულებასთან, იდენტიფიცირებად აქტივთან ან ვალდებულებასთან ერთად, იმის მიუხედავად, ამის გაკეთებას აპირებს თუ არა სამეურნეო ერთეული; ან
ბ) წარმოიქმნა სახელშეკრულებო ან სხვა იურიდიული უფლებებიდან, იმის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა ამ უფლებების გადაცემა, ან საწარმოსგან ან სხვა უფლებებიდან თუ ვალდებულებებიდან მისი განცალკევება.
ამდენად, არამატერიალური აქტივი ითვლება იდენტიფიცირებად აქტივად, თუ იგი აკმაყოფილებს განცალკევების კრიტერიუმებს, ან სახელშეკრულებო-იურიდიულ კრიტერიუმებს. არამატერიალური აქტივი, რომელიც სახელშეკრულებო-იურიდიულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იდენტიფიცირებადად მიიჩნევა მაშინაც კი, თუ შეუძლებელია მისი გადაცემა ან გამოცალკევება შეძენილი საწარმოდან, ან სხვა უფლებებიდან და ვალდებულებებიდან. მაგალითად, შეძენილი საწარმო საოპერაციო იჯარით იღებს საწარმოო მოწყობილობას და საოპერაციო იჯარის პირობები მისაღებია საბაზრო პირობებთან შედარებით. იჯარის პირობები კრძალავს იჯარის გადაცემას (გაყიდვის ან ქვეიჯარის საშუალებით). თანხა, რის გამოც საიჯარო პირობები მისაღებად ითვლება იმავე, ან მსგავსი მუხლების მიმდინარე საბაზრო გარიგებების პირობებთან შედარებით, არის არამატერიალური აქტივი, რომელიც აკმაყოფილებს გუდვილისგან განცალკევებით აღიარების სახელშეკრულებო-იურიდიულ კრიტერიუმებს, თუმცა მყიდველ საწარმოს არ შეუძლია მისი გაყიდვა ან საიჯარო ხელშეკრულების რაიმე გზით სხვაზე გადაცემა.
არამატერიალური აქტივი, რომელიც მყიდველ საწარმოს შეუძლია გაყიდოს, ლიცენზიით გასცეს, ან სხვაგვარად გაცვალოს ისეთ რამეში, რასაც ღირებულება აქვს, აკმაყოფილებს განცალკევების კრიტერიუმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყიდველი საწარმო არ აპირებს მის გაყიდვას, ლიცენზიით გადაცემას ან სხვაგვარად გაცვლას. შეძენილი არამატერიალური აქტივი განცალკევების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუ არსებობს ამ ტიპის ან მსგავსი ტიპის აქტივის გაცვლის გარიგების ფაქტი, თუნდაც ასეთი გარიგებები ხშირი არ იყოს და იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა მასში მყიდველი საწარმო.
არამატერიალური აქტივი, რომელიც ინდივიდუალურად არ განცალკევდება შეძენილი საწარმოსაგან, ან გაერთიანებული სამეურნეო ერთეულისაგან, აკმაყოფილებს განცალკევების კრიტერიუმებს, თუ შეიძლება მისი განცალკევება შესაბამის ხელშეკრულებასთან, აქტივთან ან ვალდებულებასთან ერთად. მაგალითად, შეძენილი საწარმო ფლობს რეგისტრირებულ სავაჭრო მარკას და დოკუმენტირებულ, მაგრამ უპატენტო ტექნიკურ ცოდნას, რომელიც გამოიყენება ამ სავაჭრო მარკის პროდუქციის საწარმოებლად. სავაჭრო მარკაზე საკუთრების გადასაცემად, მესაკუთრემ ასევე უნდა გადასცეს ყველაფერი, რაც ახალ მესაკუთრეს დასჭირდება გარკვეული პროდუქტის საწარმოებლად ან მომსახურების გასაწევად, რომელიც არ განსხვავდება ყოფილი მესაკუთრის მიერ წარმოებული იმავე პროდუქტისა და მომსახურებისგან. იმის გამო, რომ უპატენტო ტექნიკური ცოდნა უნდა განცალკევდეს შეძენილი საწარმოსგან ან გაერთიანებული სამეურნეო ერთეულისგან და გაიყიდოს, თუ ეს სავაჭრო მარკა გაიყიდება, იგი აკმაყოფილებს განცალკევების კრიტერიუმებს.
მყიდველმა საწარმომ, მას შემდეგ, რაც აღიარებს იდენტიფიცირებად აქტივებს, ვალდებულებებსა და არამაკონტროლებელ წილებს, უნდა დაადგინოს განსხვავება:
აგრეგირებულ გადაცემულ კომპენსაციას, შეძენილი საწარმოს ნებისმიერ არამაკონტროლებელ წილსა და ეტაპობრივად განხორციელებულ საწარმოთა გაერთიანების დროს - შეძენილ საწარმოში მყიდველი საწარმოს ადრე კუთვნილი სააქციო წილის შეძენის თარიღისთვის განსაზღვრულ რეალურ ღირებულებასა; და
შეძენილ წმინდა იდენტიფიცირებად აქტივებს შორის.
განსხვავება აღიარდება როგორც გუდვილი. არამატერიალურ აქტივის გუდვილისგან განცალკევებულად ასაღიარებლად, საკმარისია აღიარების ერთ-ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ბასსს-მა) გადაწყვიტა გაეუქმებინა შეფასების საიმედოობის კრიტერიუმი, როგორც აბსოლუტური კრიტერიუმი, რომელიც, მისი აზრით, ზედმეტია, რადგან შეფასების საიმედოობა აღიარების საერთო კრიტერიუმების ნაწილია, სტრუქტურული საფუძვლების მიხედვით1. ფასს 3 აღარ მოითხოვს მომავალში მისაღები ეკონომიკური სარგებლის საიმედოობის შეფასების ალბათობის მაღალ დონეს,
გუდვილი არის საწარმოთა გაერთიანებაში შეძენილი სხვა აქტივებიდან წარმოქმნილი მომავალი ეკონომიკური სარგებელი, რომელთა ცალკე იდენტიფიცირება და აღიარება შეუძლებელია. გუდვილი გაიანგარიშება როგორც სხვაობა შეძენილი საწარმოს ღირებულებასა (გადაცემულ კომპენსაციასა) და ამ საწარმოს იდენტიფიცირებადი აქტივებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ რეალურ ღირებულებას შორის. სხვაგვარად, გუდვილი წარმოადგენს ისეთი აქტივების ერთობლიობას, რომელთა ინდივიდუალურად იდენტიფიცირება და აქტივად აღიარება შეუძლებელია, მაგრამ საწარმოსთვის არის მომავალი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ვერ იქნება ბიზნესისგან განცალკევებულად „გაყიდული“ ან „გაცვლილი“. გუდვილის თანხა მოიცავს ინტეგრაციის სარგებელს - ბიზნესში საკონკურენტო უპირატესობებს, რასაც შეუძლია დამატებითი შემოსავლებისა და ფულადი ნაკადების გენერირება. ასეთ არამატერიალურ ფაქტორებს მიეკუთვნება საწარმოს საფირმო სახელი, რეპუტაცია ბაზარზე, ტექნოლოგიური და მმართველობითი კულტურა, კავშირები კონტრაგენტებთან და სხვა (როგორიცაა: ხარჯების შემცირება, ოპერაციების მასშტაბების ზრდა, ბაზარზე გავლენისა და წილის ზრდა). გუდვილი არ ამორტიზირდება, მას ყოველწლიურად უტარდება ტესტირება გაუფასურებაზე.
იშვიათად შესაძლებელია2, რომ მყიდველმა საწარმომ განახორციელოს ხელსაყრელი შესყიდვა, რომელიც წარმოადგენს საწარმოთა ისეთ გაერთიანებას, რომელშიც შეძენილი იდენტიფიცირებადი აქტივებისა და აღებული ვალდებულებების წმინდა ღირებულება შეძენის თარიღისთვის აღემატება კომპენსაციის თანხას
ხელსაყრელი შესყიდვით მიღებული შემოსულობის აღიარებამდე, მყიდველმა საწარმომ ხელახლა უნდა განიხილოს, სწორად განსაზღვრა თუ არა ყველა შეძენილი აქტივი და ყველა აღებული ვალდებულება და უნდა აღიაროს ნებისმიერი დამატებითი აქტივი ან ვალდებულება, რომლებიც ამ შემოწმებისას გამოვლინდა. თუ ეს გადამეტება ისევ შენარჩუნებულია, მყიდველმა საწარმომ მიღებული შემოსულობა უნდა აღიაროს მოგებაში ან ზარალში, შეძენის თარიღით.
არამაკონტროლებელი წილი
როდესაც შეძენილია შვილობილი საწარმოს კაპიტალის 100%25-ზე ნაკლები წილი, შვილობილი საწარმოს ღირებულება შედგება ორი ნაწილისგან: იმ ნაწილისგან, რომელიც ეკუთვნის სათაო საწარმოს; და იმ ნაწილისგან, რომელიც ეკუთვნის შვილობილ საწარმოს. შვილობილი საწარმოს წილი არ იძლევა კონტროლის უფლებას, რის გამოც მას უწოდებენ არამაკონტროლებელ წილს. არამაკონტროლებელი წილი არის წილი შვილობილი საწარმოს საკუთარ კაპიტალში, რომელიც სათაო საწარმოს არ ეკუთვნის არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ. ვინაიდან სათაო საწარმო აკონტროლებს შვილობილ საწარმოს, კონსოლიდირებულ ბალანსში აისახება ჯგუფის (და არა მხოლოდ სათაოს) აქტივები და შესაბამისად, კაპიტალის და რეზერვების განყოფილებაში ცალკე მუხლის სახით აისახება არამაკონტროლებელის წილი, რათა გამოჩნდეს წმინდა აქტივების ის ნაწილი, რომელსაც სათაო საწარმო აკონტროლებს, მაგრამ მას არ ეკუთვნის.
გუდვილის და არამაკონტროლებელი წილის შეფასება
ფასს 3-ით არსებობს გუდვილის გაანგარიშების ორი მეთოდი:
ნაწილობრივი გუდვილი (პროპორციული);
სრული გუდვილი (რეალური ღირებულებით).
გუდვილის გაანგარიშების პროპორციულობის მეთოდი ითვალისწინებს მხოლოდ სათავო საწარმოს ნაწილის ასახვას შეძენილი წმინდა აქტივების წილის პროპორციულად, ანუ გუდვილის მხოლოდ იმ ნაწილის ასახვას, რომელიც შეძენილია. გუდვილის ის ნაწილი, რომელიც არ არის შეძენილი სათაო საწარმოს მიერ, არ აისახება კონსოლიდირებულ ბალანსში. სრული გუდვილის მეთოდი ითვალისწინებს მთლიანად (100%25-ით) ჯგუფის გუდვილის ასახვას, რომელიც ეკუთვნის მაკონტროლებელ (სათაო) საწარმოს და არამაკონტროლებელი წილის მფლობელებს (შვილობილ საწარმოს).
ფასს 3-ით მყიდველი საწარმოსთვის დაშვებულია არამაკონტროლებელი წილის შეფასება რეალური ღირებულებით (ანუ გუდვილის გათვალისწინებით), ან შეძენილი საწარმოს იდენტიფიცირებად წმინდა აქტივებში არამაკონტროლებელი წილის პროპორციული წილით (ფასს 3, პ.19, დს 209). ანუ, საწარმოს არამაკონტროლებელი წილის შეფასება შეიძლება ორი მეთოდიდან ერთ-ერთით:
შეძენის თარიღით განსაზღვრული რეალური ღირებულებით; ან
როგორც არამაკონტროლებელი წილის პროპორციული წილი შეძენილი საწარმოს წმინდა იდენტიფიცირებად აქტივებში.
შეძენილ საწარმოში მყიდველი საწარმოს წილის რეალური ღირებულება და არამაკონტროლებელი წილის რეალური ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი აქციის რეალური ღირებულების მეთოდის გამოყენებისას. ძირითადი განსხვავება შეიძლება იყოს შეძენილ საწარმოში მყიდველი საწარმოს წილის თითო აქციის რეალურ ღირებულებაში კონტროლისთვის პრემიის ჩართვა, ან პირიქით, არამაკონტროლებელი წილის თითო აქციის რეალურ ღირებულებაში კონტროლის არქონისთვის დისკონტის (რომელსაც სხვანაირად უმცირესობის დისკონტსაც უწოდებენ) ჩართვა. (ფასს 3, დანართი „ბ“, მითითებები გამოყენებაზე, პ. 44-45).
ზოგჯერ მყიდველ საწარმოს საშუალება ექნება, არამაკონტროლებელი წილის რეალური ღირებულება შეძენის თარიღისთვის შეაფასოს ჩვეულებრივი აქციების (რომელსაც არ ფლობს მყიდველი საწარმო) აქტიური ბაზრის ფასების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი აქციებისთვის აქტიური ბაზრის ფასები ხელმისაწვდომი არ იქნება, მყიდველმა საწარმომ არამაკონტროლებელი წილის რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს შეფასების სხვა მეთოდებით.
არამაკონტროლებელი წილის შეფასება რეალური ღირებულებით მიიღება ორი ელემენტის შეფასების ჯამით: წილით წმინდა აქტივებში საანგარიშგებო თარიღისთვის და არამაკონტროლებელ წილზე მისაკუთვნებელი გუდვილის ნაწილით. როდესაც გუდვილი აისახება პროპორციულობის მეთოდით, მაშინ არამაკონტროლებელი წილი ფასდება მხოლოდ არამაკონტროლებელი წილის ნაწილით წმინდა აქტივებში საანგარიშგებო თარიღისათვის.
ამდენად, გუდვილი და არამაკონტროლებელი წილი ერთნაირად უნდა შეფასდეს: ან რეალური ღირებულებით/სრული გუდვილით; ან პროპორციული გუდვილით. საწარმო თავად ირჩევს გუდვილისა და არამაკონტროლებელი წილის შეფასების მეთოდს.
მაგალითი. გუდვილისა და არამაკონტროლებელი წილის შეფასება
ორი წლის წინ A საწარმომ 4,4 მილიონ ლარად შეიძინა B საწარმოს 80%25, რომლის წმინდა აქტივების რეალური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს. არამაკონტროლებელი წილის რეალური ღირებულება შეძენისას შეფასდა 1.100 ათას ლარად.
საანგარიშგებო თარიღისთვის შვილობილი საწარმოს წმინდა აქტივები შეადგენს 6 მილიონ ლარს.
გავიანგარიშოთ გუდვილი და არამაკონტროლებელი წილი რეალური ღირებულების და პროპორციულობის მეთოდით.
ცხრილი 1 გუდვილის და არამაკონტროლებელი წილის გაანგარიშება პროპორციულობის მეთოდით
მაჩვენებლები |
ათასი ლარი |
გუდვილის გაანგარიშება |
|
შესყიდვის კომპენსაცია |
4.400 |
შეძენილი წმინდა აქტივები (5.000 * 80%25) |
(4.000) |
გუდვილი - სათაო საწარმოს წილი |
400 |
არამაკონტროლებელი წილის |
|
არამაკონტროლებელი წილი (წილი |
1.200 |
ცხრილი 2
გუდვილის და არამაკონტროლებელი წილის გაანგარიშება რეალური ღირებულების მეთოდით
მაჩვენებლები |
ათასი ლარი |
ათასი ლარი |
გუდვილის გაანგარიშება |
||
შესყიდვის კომპენსაცია |
|
4.400 |
შეძენილი წმინდა აქტივები: |
|
|
სათაო საწარმოს წილი |
|
(4.000) |
გუდვილი - სათაო საწარმოს წილი |
400 |
|
არამაკონტროლებელი |
1.100 |
|
არამაკონტროლებელი |
(1.000) |
|
გუდვილი - არამაკონტროლებელი წილი |
100 |
|
სრული გუდვილი |
500 |
|
არამაკონტროლებელი წილის გაანგარიშება |
||
წილით წმინდა აქტივებში |
1.200 |
|
არამაკონტროლებელ |
100 |
|
არამაკონტროლებელი |
|
1.300 |
1. გუდვილი წარმოადგენს სხვაობას შვილობილი საწარმოს წმინდა აქტივების შესაძენად გადახდილ თანხასა და ამ წმინდა აქტივების რეალურ ღირებულებას შორის.
2. გუდვილი ფასდება რეალური ღირებულების მეთოდით ან პროპორციული მეთოდით.
3. გუდვილი არ ამორტიზდება, მას ყოველწლიურად უტარდება ტესტირება გაუფასურებაზე.
4. კონსოლიდირებული ბალანსის საკუთარი კაპიტალის განაყოფში, სათაო საწარმოს მესაკუთრეთა საკუთარი კაპიტალისგან განცალკევებით, არამაკონტროლებელი წილი ცალკე მუხლის სახით აისახება, რათა გამოჩნდეს აქტივების ის ნაწილი, რომელსაც სათაო საწარმო აკონტროლებს, მაგრამ მას არ ეკუთვნის.
АННОТАЦИЯ
Учет гудвилла и неконтролирующей доли
Надежда Кваташидзе, ассоцированный профессор
Тбилисского государственного университета им.И.Джавахишвили
В статье рассмотрены некоторые вопросы МСФО 3 „Объединения бизнеса“, в частности критериумы определения нематериальных активов при объединении бизнеса, гудвилл и неконтролирующая доля (доля меньшинств). Определенное внимание уделено вопросу отмены критериума признания нематериальных активов - надежность оценки, как абсолютного критериума. Дан порядок определения гудвилла как разницы между суммой компенсации (стоимости) бизнеса и реальной стоимости чистых активов приобретенного предприятия. Рассмотренопонятие неконтролирующей доли (доли меньшинств), оценки гудвилла и неконтролирующей доли по методу реальной стоимости и пропорциональному методу.
___________________
1.ფასს 3, დს 125.
2.მაგალითად, ხელსაყრელ შესყიდვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს საწარმოთა გაერთიანებაში, რომელიც წარმოადგენს იძულებით გაყიდვას, სადაც გამყიდველი იძულებით მოქმედებს.
![]() |
4.2 საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია - საბიუჯეტო დაგეგმვის საფუძველი |
▲back to top |
ლევან გრიგალაშვილი,
საქართველოს კონტროლის პალატის
უფროსი აუდიტორი, ეკონომიკის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი შემოსულობებისა და გადასახდელების სახეები. ამასთან ერთად, ზოგჯერ ცალკეული ხარჯების ერთგვაროვნობის გამო გარკვეულ წინააღმდეგობებს ვაწყდებით მისი ამა თუ იმ მუხლზე მიკუთვნების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, წინამდებარე სტატიის მიზანია მკითხველს გაუადვილოს ამ დოკუმენტის მთლიანობაში წარმოდგენა (ზოგადი აღქმა), რათა პრაქტიკაში უფრო ადვილად გამოსაყენებელი გავხადოთ იგი.
საბიუჯეტო კლასიფიკაცია გულისხმობს შემოსულობებისა და გადასახდელების დაჯგუფებას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. კერძოდ, იგი მოიცავს:
შემოსულობების კლასიფიკაციას;
ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას;
ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას;
არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციას;
ფინანსური აქტივების კლასიფიკაციას.
საბიუჯეტო შემოსულობების კლასიფიკაცია შედგენილია სახელმწიფო შემოსულობების სწორი და სრული აღრიცხვისთვის. მასში მოცემული საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები იყოფა ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული კრიტერიუმების, ნიშნებისა და სპეციფიკის მიხედვით.
ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა, კერძოდ:
შემოსავლები, მათ შორის:
გადასახადები;
გრანტები;
სხვა შემოსავლები;
არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები;
ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები;
ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები;
გადასახადები მოიცავს კანონით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებს და ამ გადასახადების გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხულ სანქციებს.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადი არის საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
სახელმწიფო გადასახადებს მიეკუთვნება:
საშემოსავლო გადასახადი;
მოგების გადასახადი;
დამატებული ღირებულების გადასახადი;
აქციზი;
საბაჟო გადასახადი.
ადგილობრივ გადასახადებს მიეკუთვნება:
ქონების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი - არის ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობით ან დაქირავებული შრომით მიღებული შემოსავლებიდან გადასახადი. აქ გაერთიანებულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და არასაბიუჯეტო სექტორიდან ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.
მოგების გადასახადი - არის საწარმოთა მოგების გადასახადი. აქ გაერთიანებულია როგორც საქართველოს საწარმოს, ასევე უცხოური საწარმოს მოგების გადასახადი და გადასახადი დივიდენდებიდან და პროცენტებიდან. აქვე აღირიცხება მოგების გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.
დამატებული ღირებულების გადასახადი - არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების მიწოდებაზე და საქონლის იმპორტზე. აქვე აღირიცხება დღგ-ს გადაუხდელობაზე და დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.
აქციზი - არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას. აქ აღირიცხება ქვეყნის შიგნით წარმოებული და მიწოდებული აქციზური პროდუქციიდან, იმპორტირებული აქციზური პროდუქციიდან, აქციზური პროდუქციის ექსპორტიდან გადასახადი და აქციზის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.
საბაჟო გადასახადი - არის სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი, რომელსაც საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით იხდის იურიდიული და ფიზიკური პირი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისთვის. აქვე აღირიცხება საბაჟო გადასახადის გადაუხდელობაზე და დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.
ქონების გადასახადი მოიცავს ორი სახის გადასახადს - საწარმოთა და ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადს და მიწის გადასახადს. აქვე აღირიცხება ქონების გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული სანქციები.
გრანტი არის უსასყიდლოდ მიღებული მიზნობრივი სახსრები, რომელიც გამოიყენება: ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისთვის. გრანტი შეიძლება მიღებული იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, უცხო ქვეყნის მთავრობებიდან და სხვ.
სხვა შემოსავლები მოიცავს მიმდინარე დანიშნულების ყველა საბიუჯეტო შემოსავალს, საგადასახადო და გრანტების სახით მიღებული შემოსავლების გარდა. აქ გაერთიანებულია:
მოსაკრებლები;
შემოსავლები სახელმწიფო ქონების მართვაში გადაცემიდან;
შემოსავლები მომსახურების გაწევიდან;
შემოსავლები დივიდენდებიდან და ეროვნული ბანკის მოგებიდან;
როიალტი;
ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები;
შემოსავლები გაცემული სესხების დაბრუნებიდან და სხვ.
მოსაკრებლების კატეგორიას მიეკუთვნება ბიუჯეტში მიღებული ყველა სახის შემოსავლები, რომლებსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებისა და ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისთვის.
მათ მიეკუთვნება:
საბაჟო მოსაკრებლები;
სალიცენზიო მოსაკრებლები;
სანებართვო მოსაკრებლები;
სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;
სარეგისტრაციო მოსაკრებლები;
სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლები;
სახელმწიფო ბაჟი;
საკონსულო მოსაკრებლები;
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი;
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებლები.
სახელმწიფო ქონების მართვაში გადაცემიდან მიღებული შემოსავლები მოიცავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც მიიღება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან გამოსყიდვის უფლების გარეშე.
მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებს მიეკუთვნება სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, მათი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური.
შემოსავლები დივიდენდებიდან და ეროვნული ბანკის მოგებიდან მოიცავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებულ დივიდენდებს; შემოსავალს ეროვნული ბანკის მოგებიდან და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს.
როიალტი არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური. აგრეთვე საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების, ნოუ-ჰაუს, კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების გამოყენებისთვის მიღებული შემოსავალი.
ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლების კატეგორია მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სისხლის სამართლის კოდექსით და სხვა სახის სამართალდარღვევებიდან მიღებულ შემოსავლებს.
გაცემული სესხების დაბრუნებიდან მიღებული შემოსავლების კატეგორია მოიცავს ქვეყნის შიგნით და სხვა ქვეყნის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაცემული სესხების (კრედიტების) დაბრუნებიდან მიღებულ შემოსავლებს. არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლებს მიეკუთვნება: შემოსავლები სახელმწიფო ქონების, მათ შორის ძირითადი კაპიტალის, სახელმწიფო მარაგების, სახელმწიფო მიწის, არამატერიალური აქტივების და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წილის გაყიდვიდან და სხვ.
ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები. კერძოდ, ხელისუფლების სხვა დონის ორგანოებზე გაცემული სესხებიდან მიღებული პროცენტები, საფინანსო ინსტიტუტებზე და საწარმოებზე გაცემული სესხებიდან მიღებული პროცენტები, აგრეთვე ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები, როგორიცაა: გრძელვადიანი და მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და კრედიტები (კერძოდ, გრძელვადიანი კრედიტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვა ქვეყნის მთავრობებიდან, კომერციული ბანკებიდან და სხვა.) გარდამავალი საბრუნავი სახსრები, წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები.
ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია გულისხმობს ხარჯების დაჯგუფებას შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
1. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება. აღნიშნული ჯგუფი მოიცავს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს; ფინანსური და ფისკალური ორგანოების (ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, საბაჟო და საგადასახადო ორგანოები და სხვა) ადმინისტრაციულ და შესაბამისი აპარატების შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს; ფინანსური და ფისკალური ხასიათის ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ხარჯებს, აგრეთვე აუდიტორული მომსახურებისა და კონტროლის ხარჯებს. აქვე შედის საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვ.
2. თავდაცვა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: შეიარაღებული ძალების საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: სამხედრო ორგანოების ადმინისტრაციულ და მათი აპარატების შენახვასა და ფუნქციონირებასთან, დაკავშირებულ ხარჯებს; სამხედრო საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ძალების მართვის, საჯარისო კავშირგაბმულობის და დაზვერვის ხარჯებს. აგრეთვე, სარეზერვო და დამხმარე ძალების მართვის და საზღვარგარეთ სამხედრო ატაშეების ოფისების და საველე ჰოსპიტლების ხარჯებს. სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ, ხარჯებს; საგანგებო სიტუაციებისათვის გეგმების შემუშავებასა და სწავლებების ჩატარებასთან დაკავშირებულ, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარჯებს. სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, საზღვარგარეთის ქვეყნებში, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებსა და ალიანსებში აკრედიტებული სამხედრო მისიების ფუნქციონირების, აგრეთვე დაზღვევის ხარჯებს და სხვ.
3. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. აღნიშნული მუხლი მოიცავს: პოლიციის საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ფუნქციონირებისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს; სასამართლო სისტემის ორგანოების ადმინისტრაციულ და ფუნქციონირების ხარჯებს; სასჯელაღსრულების დაწესებულებების და გამოსასწორებელი კოლონიების შენობების მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით და სხვ.
4. ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს საერთო ეკონომიკურ, კომერციულ და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობას. კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხარჯებს; მთავრობის სხვადასხვა ორგანოებსა და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების უზრუნველყოფის ხარჯებს; საბანკო სექტორის კონტროლისა და რეგულირების, აგრეთვე გრანტების, სუბსიდიებისა და სესხების განხორციელების პოლიტიკისა და პროგრამების მხარდასაჭერ ხარჯებს; კონკრეტულ სფეროში შრომითი რესურსების რეგულირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და სხვ.
5. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: სოფლის მეურნეობის სექტორის მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაცია-დაწესებულებების ფუნქციონირების ხარჯებს, როგორიცაა: სახნავი მიწების მოვლა-შენახვასთან, დამუშავებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხარჯები; აგრარული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, წყალდიდობებისგან დაცვის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მშენებლობა-ექსპლუატაციის ვეტერინარული, მცენარეთა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების ხარჯები და სხვ. აქვეა გაერთიანებული სატყეო მეურნეობის სფეროში განსახორციელებელი საქმიანობისა და მომსახურების, აგრეთვე მეთევზეობასა და მონადირეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
6. სათბობი და ენერგეტიკა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: ყველა ტიპის ნახშირის და სხვა მყარი მინერალური საწვავის მოპოვებისა და გამდიდრების, აგრეთვე სხვა ტიპის საწვავად გარდაქმნის ხარჯებს; ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების, გადამუშავებისა და განაწილების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში გაწეული საქმიანობის, მომსახურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით; ბირთვულ საწვავთან დაკავშირებული საქმიანობის, მომსახურებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს; ბირთვული საწვავის რესურსების მოპოვებასთან, გადამუშავებასთან, დაკონსერვებასთან და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; სხვა დანარჩენი სახის საწვავის მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ელექტროენერგიის როგორც ტრადიციული, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან (მზისა და ქარის ენერგია) წარმოების ხარჯებს; ელექტროენერგიის გამომუშავებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და სხვ.
7. სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: მინერალური რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ: ლითონების შემცველი მინერალების, სილის, ქვის, თიხის, ქიმიური ნედლეულის, მინერალური სასუქის, მარილის, ძვირფასი ქვების, აზბესტის, თაბაშირის და ა.შ მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; სამთომომპოვებელ მრეწველობასთან და მინერალური რესურსების მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის და მომსახურების ხარჯებს, აგრეთვე მრეწველობასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს.
8. ტრანსპორტი. აღნიშნული მუხლი მოიცავს: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, ფუნქციონირებასთან, ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
9. კავშირგაბმულობა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: კავშირგაბმულობის სისტემების (საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო, ფიჭური და სატელიტური სისტემების) მშენებლობასთან, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
10. ვაჭრობა, მარაგების შექმნა, შენახვა და დასაწყობება. აღნიშნული მუხლი მოიცავს: ვაჭრობასთან, მარაგების შექმნასა და დასაწყობებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; კერძოდ, საბითუმო და საცალო ვაჭრობის რეგულირებისა და კონტროლის (ლიცენზიების გაცემა, ვაჭრობის წესების დაცვა, დაფასოებული სასურსათო და სხვა საოჯახო პროდუქტის მარკირება, სასწორებისა და სხვა ასაწონი საშუალებების შემოწმება და ა.შ.), აგრეთვე მარაგების შენახვისა და დასაწყობების ნორმების დაცვისა და რეგულირების ხარჯებს;
12. გარემოს დაცვა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასთან, გადამუშავებასა და განადგურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; საკანალიზაციო სისტემების ექსპლუატაციისა და ჩამდინარე წყლების გადამუშავების ხარჯებს; სხვადასხვა სახის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰაერის, კლიმატის, ბუნებრივი წყლების და ზოგადად გარემოს დაბინძურების, აგრეთვე ვიბრაციის, ხმაურისა და რადიაციის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვ.
13. საბინაო-კომუნალური მეურნეობა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: ბინათმშენებლობის, კომუნალური მეურნეობის, წყალმომარაგების, გარე განათების სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მომსახურების ადმინისტრაციულ ხარჯებს და სხვ.
14. ჯანმრთელობის დაცვა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: ფარმაცევტული პროდუქციით უზრუნველყოფისა და მომარაგების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული და მმართველობითი ხარჯების ჩათვლით, აგრეთვე ზოგადი და სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო კლინიკების, ამბულატორიებისა და საოჯახო მედიცინის ცენტრების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; ჯანდაცვის სფეროში გამოყენებითი და სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განმახორციელებელი სახელმწიფო დაწესებულებების მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და სხვ.
15. დასვენება, კულტურა და რელიგია. აღნიშნული მუხლი მოიცავს: სპორტისა და დასვენების სფეროში საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს. კერძოდ, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს;
16. ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: ტელერადიო მაუწყებლობასა და საგამომცემლო სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობისა და მომსახურების ხარჯებს, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული, კოტროლისა და რეგულირების ხარჯების ჩათვლით;
17. განათლება აღნიშნული მუხლი მოიცავს: სკოლამდელი აღზრდის, დაწყებითი ზოგადი განათლების, უმაღლესი და უმაღლესისშემდგომი პროფესიული განათლების, აკადემიური განათლების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათი ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით.
18. სოციალური დაცვა. აღნიშნული მუხლი მოიცავს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების, უმუშევართა სოციალურ დაცვას, საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებს და სხვ.
![]() |
5 საუბრები ბუღალტერიაზე |
▲back to top |
![]() |
5.1 ვის სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება |
▲back to top |
კითხვა: მაქვს საუნივერსიტეტო განათლება მენეჯმენტის სპეციალობით. მონაწილეობა მივიღე ფირმის მენეჯერის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში. თავაზიანი უარის შემდეგ ამიხსნეს, რომ სასურველი იყო ბუღალტრული აღრიცხვის უფრო ღრმა ცოდნა. რამდენად სამართლიანია ასეთი მოთხოვნა არაფინანსური მენეჯერისთვის, ან ადვოკატისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფირმას ჰყავს ფინანსური მენეჯერიც და ბუღალტერიც.
პასუხი: ცალკეულ ადამიანს, ოჯახს, საწარმოსა და მთლიანად სახელმწიფოს ხშირად წარმოექმნება პრობლემები გამოწვეული ტრადიციული დაპირისპირებით, მიმდინარე მოთხოვნებსა და მათ ხელთ არსებულ რეალურ რესურსებს შორის. როგორც წესი, პირს, ფიზიკური იქნება იგი, თუ იურიდიული, ან საერთოდ პირის არმქონე, ყოველთვის სურს ჰქონდეს მასზედ მეტი რაც აქვს, ან რაც შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინის ამოცანა- როგორ წყვეტს საზოგადოება სულ უფრო მზარდი მოთხოვნების პირობებში, შეზღუდული და მუდმივად შემცირებადი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემას.
ყოველი ადამიანი, აცნობიერებს იგი ამას თუ არა, თავისი ცხოვრების ადრეული წლებიდან ხდება ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილე. ასეთი ურთიერთობების განმსაზღვრელ და ყველაზე საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს სამეწარმეო-ორგანიზებული და მართლზომიერი საქმიანობა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით, ანუ ბიზნესი, რომელიც მოწოდებულია გადაწყვიტოს საზოგადოების ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორებიცაა:
რა პროდუქცია (საქონელი, სამუშაოები, მომსახურება) უნდა იქნეს წარმოებული და რა რაოდენობით;
როგორ უნდა მოხდეს ამ პროდუქციის წარმოება;
როგორ უნდა განაწილდეს და მივიდეს პროდუქცია მომხმარებლებამდე.
ამ პრობლემების გადაწყვეტაში, სამეწარმეო საქმიანობასა და მთლიანად ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებული როლი აქვს დათმობილი ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას, რომლის მიზანია: აღრიცხოს საწარმოს ხელთ არსებული რესურსები, ამ რესურსებისა და მათი წყაროების მოძრაობა, შეადაროს ერთმანეთს საქმიანობის პროგნოზირებული და ფაქტიური შედეგები, გააანალიზოს მიღწევები და დროებითი წარუმატებლობის მიზეზები.
ბუღალტრულ აღრიცხვას სამართლიანად უწოდებენ „ბიზნესის ენას“, იგი ფართოდ გამოიყენება საქმიან სამყაროში სხვადასხვა სახის გარიგებების აღწერისა და დახასიათების, საქმიანი ინფორმაციის გაცვლის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისათვის. ბუღალტრული აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები უდევს საფუძვლად მენეჯერთა, მესაკუთრეთა, კრედიტორთა, ბანკირთა, ინვესტორთა, იურისტთა, აუდიტორთა და ეკონომიკურ ურთიერთობათა ყველა სხვა მონაწილეთა საქმიან ურთიერთობას.
სიტყვა „ბუღალტერია“, ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების კონტექსტში, გულისხმობს სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ჩანაწერების შესრულებას გარკვეული, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით. ფაქტიურად ბუღალტრული აღრიცხვა არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის, მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შეფასება, რეგისტრაცია, ანალიზი და გადაცემა დაინტერესებული მომხმარებლებისთვის, მათთვის მისაღები ფორმით, მოცულობითა და პერიოდულობით, დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს თავისებურ მაკავშირებელ რგოლს სამეურნეო საქმიანობასა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს.
არჩევენ მმართველობით, საწარმოო, საგადასახადო და ფინანსურ ბუღალტრულ აღრიცხვას. მმართველობითი და საწარმოო ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება სამეურნეო საქმიანობის მართვისათვის საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ. მისი მიზანია: საწარმოს სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შესახებ უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება. საწარმოს ქონებასა და მის მოძრაობაზე, მატერიალური და შრომითი რესურსების გამოყენებაზე შიდა კონტროლის უზრუნველყოფა. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების დროული გამოვლენა და აღკვეთა. საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და რეალიზაცია.
საგადასახადო ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია მოაწესრიგოს სამეურნეო სუბიექტის ურთიერთობა სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებთან, არასაბიუჯეტო ფონდებთან და მკაცრად რეგულირდება, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში.
ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს სააღრიცხვო ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება, ძირითადად საწარმოს ფინანსური ანგარიშგების გარეშე მომხმარებლის მიერ, ანუ მათ მიერ, ვისაც ხელი არ მიუწვდება სრულ და დეტალურ ინფორმაციაზე საწარმოს სამეურნეო და ფინანსურ საქმიანობაზე.
ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზანია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მის მომხმარებელს, დროული და დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
მმართველობითი აღრიცხვის წესები არ ექვემდებარება რამდენადმე მკაცრ რეგლამენტაციას. მისი მოცულობა, სიზუსტე, პერიოდულობა, წარდგენის ფორმა დამოკიდებულია საწარმოში მიღებულ სააღრიცხვო პრაქტიკაზე და საწარმოს მართვის ცალკეული რგოლების ხელმძღვანელების მოთხოვნებზე.
რაც შეეხება ფინანსურ აღრიცხვას, მისი წარმოება საკმაოდ მკაცრად რეგულირდება ნაციონალური კანონმდებლობითა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. საქართველოში ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება რეგულირდება: სპეციალური კანონით „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, დებულებით „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, ინსტრუქციით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საწარმოებლად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
ბუნებრივია კითხვა, ვისთვისაა ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის, ოფიციალური დებულების, ინსტრუქციებისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ვისთვის კეთდება, ვის სჭირდება ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, ვინ არიან ასეთი ანგარიშგების მომხმარებლები?
კითხვა სავსებით ლოგიკური და სამართლიანია. მასზე ამომწურავ პასუხს იძლევა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სტრუქტურის საფუძვლები.
ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არიან: არსებული და პოტენციური ინვესტორები, დაქირავებული მუშაკები, კრედიტორები, მომწოდებლები, მომხმარებლები, მთავრობა და სამთავრობო უწყებები, საზოგადოება, პროფკავშირული ორგანიზაციები, რომლებსაც საწარმოს ფინანსური ანგარიშგება სჭირდებათ დასაბუთებული, დროული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და სხვადასხვა საინფორმაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. განსხვავებულია ფინანსური ანგარიშგების ჩამოთვლილ მომხმარებელთა ჯგუფები, განსხვავებულია თითოეული ამ ჯგუფის მოთხოვნები ფინანსური ანგარიშგების მიმართ. ასეთი მოთხოვნებიდან აღსანიშნავია:
ა. ინვესტორები. ინვესტიციების - სარისკო კაპიტალის მომწოდებლები, მათი მრჩევლები, ექსპერტები და კონსულტანტები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც თან ახლავს ინვესტიციებიდან მისაღებ ამონაგებს. (შემოსავლებს, მოგებას). მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმისათვის, რათა განსაზღვრონ: იყიდონ თუ გაყიდონ მოცემული კონკრეტული ფირმის ფასიანი ქაღალდები. მიიღონ თუ არა მონაწილეობა კონკრეტული საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში, მიიღონ თუ უარი თქვან მოცემულ საინვესტიციო წინადადებაზე. აქციონერები დაინტერესებული არიან საწარმოსა და მისი მენეჯმენტის უნარით, გაზარდონ აქციების ღირებულება, დროულად გადაიხადონ დივიდენდები.
ბ. დაქირავებული მუშაკები. დაქირავებული მუშაკები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული მათი დამქირავებლის ფინანსური მდგომარეობით, საწარმოს სტაბილურობითა და მომგებიანობით. რაზეც უშუალოდაა დამოკიდებული მათი დასაქმება, შრომის ანაზღაურება, შრომის პირობები, საპენსიო უზრუნველყოფა და სხვ.
გ. კრედიტორები. კრედიტის გამცემი კომპანიები დაინტერესებული არიან საწარმოს ფინანსური სტაბილურობით, უნარით დროულად დაფარონ აღებული კრედიტი და გადაიხადონ სარგებელი (პროცენტი) კრედიტით სარგებლობისთვის.
დ. მომწოდებლები. მომწოდებლები და სხვა სავაჭრო პარტნიორები დაინტერესებული არიან საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობით, მისი გადახდისუნარიანობით. დამკვეთის ფინანსური ანგარიშგება საშუალებას აძლევთ მათ განსაზღვრონ რამდენად დროულად და სრულად მიიღებენ კუთვნილ თანხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომწოდებლების დაინტერესება, სტრატეგიული მომხმარებლის ფინანსური სტაბილურობით
ე. მომხმარებლები. შესაძლოა უჩვეულოდ მიიღოთ მომხმარებლის დაინტერესება მომწოდებელი საწარმოს ფინანსური მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დამკვეთი დაინტერესებულია, მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ მომწოდებელი დროულად შეძლებს დაკვეთის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ეს კი სრულადაა დამოკიდებული საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით სერიოზულია მომხმარებლის დაინტერესება, სტრატეგიული მომწოდებლის ფინანსური მდგომარეობით.
ვ. მთავრობა და სამთავრობო უწყებები. მთავრობა და სამთავრობო უწყებები დაინტერესებული არიან რესურსების განაწილებითა და ეფექტური გამოყენებით, შესაბამისად საწარმოს საქმიანობითა და მისი ფინანსური მდგომარეობით. სახელისუფლებო ორგანოები მოითხოვენ ინფორმაციას ეფექტური დაგეგმვის, სწორი ფისკალური პოლიტიკის განსახორციელებლად, ეროვნული შემოსავლების აღრიცხვისა და მოწესრიგებული სტატისტიკის საწარმოებლად.
ზ. პროფკავშირული ორგანიზაციები. საწარმოს ფინანსურიანგარიშგება, საშუალებას აძლევს პროფკავშირულ ორგანიზაციებს განსაზღვრონ:
ხომ არ არის მოსალოდნელი საწარმოს საქმიანობის შეკვეცა ან შეწყვეტა;
ხომ არ ემუქრება დაქირავებულთა ნაწილს დათხოვნა, ხელფასების შემცირება, შრომის პირობების გაუარესება.
თ. საზოგადოება. სავსებით ბუნებრივია საზოგადოებისა და შესაბამისად, მასმედიის დაინტერესება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობით. ყოველი ცალკეული საწარმო უშუალოდაა დაკავშირებული საზოგადოების ცალკეული წევრებისა და მთლიანად საზოგადოების ინტერესებთან. მნიშვნელოვანია საწარმოების წვლილი ადგილობრივ ეკონომიკაში: სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში შენატანების, ადგილობრივი მწარმოებლოებისგან განხორციელებული შესყიდვების, მოსახლეობის დასაქმების, სოციალური ინფრასტრუქტურის სრულყოფაში მონაწილეობის, საქველმოქმედო საქმიანობის სახით.
როგორც ვხედავთ, განსხვავებული საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მოთხოვნები ფინანსური ანგარიშგების მიმართ. არ ვიქნებით ობიექტური, თუ არ აღვნიშნავთ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ერთი ფინანსური ანგარიშგებით, მისი ყველა მომხმარებლის საინფორმაციო მოთხოვნების რამდენადმე სრულად დაკმაყოფილება. ამავე დროს, არსებობს მოთხოვნების ჯგუფი, რომლებიც საერთოა პრაქტიკულად ყველა მომხმარებლისთვის.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა შორის ნახსენები არ არიან საწარმოს ხელმძღვანელობა და საგადასახადო, ფისკალური ორგანოები. საქმე იმაში გახლავთ, რომ საწარმოს ფინანსური ანგარიშგება დგება სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით, წლის დასრულების შემდეგ. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ საწარმოს ადმინისტრაცია და საგადასახადო ორგანოები ვერ დაელოდებიან წლის დასრულებას იმისათვის, რათა მიიღონ ინფორმაცია საწარმოს სამეურნეო საქმიანობის შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე. საწარმოს ხელმძღვანელობა სისტემატიურად და ოპერატიულად აკონტროლებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას მმართველობითი ბუღალტრული აღრიცხვის მეშვეობით. საგადასახადო ორგანოები კი მთელი წლის განმავლობაში ღებულობენ აუცილებელ ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციების, ცნობების, კამერალური, გასვლითი და საკონტროლო საგადასახადო შემოწმებების შედეგად.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც შესაძლოა გაუჩნდეს მკითხველს, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია დაიწყოს თუ არა ბუღალტერიის შესწავლა - საჭიროა კი ბუღალტერიის ცოდნა ყველასათვის?
როდესაც ყიდულობთ ერთ, ან ორ საბურავს თქვენი ავტომანქანისთვის, თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია საბურავების მწარმოებელი ფირმის ფინანსური მდგომარეობა, მითუმეტეს, მისი აქტივების, კაპიტალისა და ვალდებულებების მოცულობა, სტრუქტურა და ცვალებადობის დინამიკა.
პრინციპულად იცვლება სურათი:
ა. როდესაც ამავე ფირმასთან დებთ გრძელვადიან ხელშეკრულებას საბურავების დიდი პარტიების მოწოდებაზე. თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ხდება ეჭვი არ გეპარებოდეთ საწარმოს ფინანსურ სტაბილურობაში, იმაში, რომ იგი სრულად და დროულად გაართმევს თავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ბ. როდესაც ამავე ფირმასთან დებთ ხელშეკრულებას დიდი მოცულობის ნედლეულის მიწოდებაზე, ძალზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დამკვეთი დროულად და სრულად აანაზღაურებს მიწოდებული ნედლეულის სახელშეკრულებო ღირებულებას.
ასევე აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია სრული და საიმედო ინფორმაცია, პარტნიორი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, გადაწყვეტილების მისაღებად მისთვის კრედიტის მიცემაზე, კრედიტის მოცულობისა და პირობების განსაზღვრისათვის.
ვფიქრობთ, რომ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური სტაბილურობის შესახებ, სადაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული, ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას.
ჩვეულებრივად, ბუღალტრული ინფორმაცია გადამწყვეტ გავლენას ახდენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალზე სასურველია, საწარმოს საშუალო და მაღალი რგოლების მენეჯერები სათანადოდ ერკვეოდნენ აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითად საკითხებში.
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ბუღალტრული ინფორმაციის, ასეთი ინფორმაციის სწორი ინტერპრეტაციის მნიშვნელობა იმ პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამეურნეო, საგადასახადო, მთლიანად ბიზნესის სამართლის სფეროში, თუნდაც იმ მოცულობით, რომ შეეძლოს სწორი კითხვების დასმა ექსპერტებისთვის და ექსპერტის დასკვნის სწორი და სრული ინტერპრეტაცია.
ყველა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, დროული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, აუცილებელი ფინანსური ინფორმაციის ერთადერთი ძირითადი და ლეგიტიმური წყაროა საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, მომზადებული ბუღალტრული აღრიცხვის აღიარებული პრინციპების, საერთაშორისო სტანდარტების, წესებისა და ნორმების ბაზაზე.
ბუღალტერია ბიზნესის ენაა. თუ გადაწყვეტილი გაქვთ საქმიანობა, კარიერის გაკეთება საქმიანი ურთიერთობების უკიდეგანო სივრცეში, ბუღალტერიის შესწავლას, მის არც თუ ისე რთულ ლაბირინთებში გარკვევას, ალტერნატივა არა აქვს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია უსამართლოდ მოთხოვნა-საწარმოს მენეჯერმა იცოდეს ბიზნესის ენა, ან იგივე მოთხოვნა ადვოკატისთვის, რომელსაც პროფესიული კარიერის სფეროდ ბიზნესის სამართალი აქვს არჩეული.
![]() |
6 PR |
▲back to top |
![]() |
6.1 „აი სი ჯგუფი“ სრული დაცვის გარანტი |
▲back to top |
ფინანსური კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება. სადაზღვევო პროდუქტების მიმართ ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაც საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის დამკვიდრებაზე მეტყველებს. სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას სხვადასხვა სახის რისკებისგან თავის დაცვის გზით მშვიდ ცხოვრებას ჰპირდებიან...
ამჯერად საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და სწრაფად განვითარებად კომპანიაზე მოგითხრობთ.
აი სი ჯგუფი“ 2005 წლის 10 ნოემბერს დაფუძნდა. მოღვაწეობის 4 წლის მანძილზე კომპანიამ რთული და პროდუქტიული გზა განვლო და ბაზრის ლიდერთა შორის ღირსეული ადგილი დაიკავა. ამ ხნის მანძილზე „აი სი ჯგუფმა“ მომხმარებელთა ნდობის მოპოვებაც მოახერხა. ამის დასტურია იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთი რისკების მართვას „აი სი ჯგუფს“ ანდობენ, კერძოდ: უმსხვილესი საბანკო-საფინანსო სტრუქტურები, კვებისა და მძიმე მრეწველობის, უცხოური კომპანიების წარმომადგენლობები, გადამზიდავი კომპანიები, სახელმწიფო უწყებები (მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური), საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა.
„აი სი ჯგუფის“ შესაძლებლობები მისი დამფუძნებლის - ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის - სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სიძლიერესა და მის მზარდ ფინანსურ საშუალებებს ეყრდნობა.
2009 წლის 14 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, „აი სი ჯგუფმა“ სადაზღვევო კომპანია „სახალხო დაზღვევის“ აქციათა 100 პროცენტი შეისყიდა. ამ გარიგების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა „აი სი ჯგუფის“ პორტფელი, რამაც, შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარზე მისი წილი 14,5 პროცენტამდე გაზარდა. „აი სი ჯგუფი“ კომპანიის განვითარებაში სოლიდურ ინვესტირებას გეგმავს, რაც ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და რეგიონული ქსელის გაფართოებას მოხმარდება.
„ჩვენი კომპანია კლიენტის ხარისხიან მომსახურებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ვზრუნავთ კლიენტის სიმშვიდეზე და ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს - უფრო უკეთ ვაკეთოთ საქმე და ერთ-ერთი სამაგალითო ორგანიზაცია შევქმნათ. ცხადია, ეს არც თუ ისე მარტივია, თუმცა, ჩვენ გვჯერა ჩვენი პოტენციალის,” - აცხადებს „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი თენგიზ მეზურნიშვილი.
„აი სი ჯგუფის“ მენეჯმენტი კვალიფიციური, ენერგიული და გამოცდილი პიროვნებებისაგან შედგება. იმისათვის, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს პოზიცია და მუდმივად წინსვლაზე იყოს ორიენტირებული, მას მძლავრი ფინანსური საფუძველი, სოლიდურ საწესდებო კაპიტალზე დაყრდნობით წარმოქმნილი საბრუნავი ფულადი საშუალებები, უმაღლესი კვალიფიკაციისა და სადაზღვევო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი გააჩნია. „აი სი ჯგუფი“ საქმიანობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ანაზღაურების გამარტივებულ ფორმებს, კონფიდენციალურობასა და ინოვაციურობას.
კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე რეგიონებში კლინიკების მშენებლობის ვალდებულება აიღო. ამჟამად მიმდინარეობს ონის, ცაგერისა და ხაშურის საავადმყოფოების შენობების განახლება, დმანისსა და ბოლნისში კი ახალი შენობები შენდება. 15-25 საწოლიანი კლინიკები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალ კლინიკებში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი კადრი, რომელიც გადამზადდება, აიმაღლებს კვალიფიკაციას და ექნება მაღალანაზღაურებადი სამსახური. საგულისხმოა, რომ კომპანიის თანამშრომლები თბილისშიც და რეგიონებშიც თანაბარი ოდენობის ხელფასს მიიღებენ.
„აი სი ჯგუფმა“ თბილისის ცენტრში ახალი შენობა შეიძინა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ დედაქალაქის იერსახეს დაამშვენებს. შენობის შეძენა კომპანიას კლიენტთა რაოდენობის ზრდამ უკარნახა. 10 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე შენობაში განთავსდება როგორც სათაო ოფისი, ასევე მომსახურების ცენტრი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ყველა ტიპის სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს.
„აი სი ჯგუფი“ ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევების მაღალი პროცენტითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ბაზარზე 52.5 პროცენტია, აღნიშნული კომპანია 53,4 პროცენტს ანაზღაურებს.
2009 წლის განმავლობაში კომპანია აქტიურად განაგრძობდა მოსახლეობის სოციალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობას. წლის განმავლობაში დაზღვეულთა რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 160 000-ს გადააჭარბა. პარალელურად მიმდინარეობდა საჯარო სკოლების პედაგოგთა დაზღვევის პროექტიც, რომლის ფარგლებში „აი სი ჯგუფმა“ თბილისისა და რეგიონების საშუალო სკოლის 10 000-მდე პედაგოგი დააზღვია.
კომპანია მუდმივად მონაწილეობს ტენდერებში და ამ მიმართულებითაც გარკვეული წარმატებები აქვს. 2009 წლის 10 იანვარს „აი-სი ჯგუფმა“ მერიის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში გამართულ ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერში გაიმარჯვა. პროგრამით 7 000-მდე ბენეფიციარი დაეზღვია.
ერთი სიტყვით, „აი სი ჯგუფი“ უნივერსალური ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს ყველა ტიპის სერვისს, ანუ სრული დაცვის ქოლგას სთავაზობს. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გადამზღვევი კომპანიები. მათ შორის: SCOR, Polish Re (Poland), Lloyd's (UK), Chartis Europe (UK), Munich Re (Germany), Hanover Re (Germany).
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
6.2 იმოგზაურეთ მსოფლიოში პრომეთე-ვოიაჟთან ერთად |
▲back to top |
„პრომეთეა-ვოიაჟი“ ახალი ტურისტული სააგენტო არ გეგონოთ: ეს ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ფრანგული ტურისტული კომპანია „სჟტტ ვოიაჟის“ წარმომადგენლობა გახლავთ, რომელმაც სახელწოდებასთან ერთად მისამართიც შეიცვალა.
2000 წლიდან მოყოლებული, „სჟტტ ვოიაჟი-საქართველოს“ ოფისი სასტუმრო „საქართველოს“ შენობაში მდებარეობდა. ახალი „ბინა“ სააგენტომ ძველის მახლობლად, სასტუმრო „ვარაზში“, ასევეძალიან მოსახერხებელ და ლამაზადგილას დაიდო.
თუმცა, რასაც ცვლილებები არ შეხებია, გახლავთ კომპანიის მრავალენოვანი და გამოცდილი გუნდი და მომსახურების მართლაც უმაღლესი ხარისხი.
ახლა კი „პრომეთეა ვოიაჟის“ უკვე პოპულარულ პროდუქტებსა და სიახლეებზე მოგითხრობთ...
კომპანიის ძირითად მიმართულებად კვლავ ევროპა, კერძოდ კი საფრანგეთი და მისი მიმდებარე ქვეყნები რჩება. განსაკუთრებით პოპულარულია დასვენება „ფრენჩ რივიერაზე“ - საფრანგეთის საუკეთესო კურორტებზე: ნიცა, კანი, ანტიბი; „პარიზიპრაღა“ - დაუვიწყარი მოგზაურობა ევროპის ორ ულამაზეს დედაქალაქში; ტური იტალიის უმშვენიერეს ქალაქებში: რომში, ვენეციაში, მილანსა და ფლორენციაში და, რასაკვირველია, მოგზაურობა პარიზის დისნეილენდში, რომელზეც თითქმის ყველა პატარა ოცნებობს...
„პრომეთეა ვოიაჟის“ ფრანგი პარტნიორები კომპანიას კლიენტებისთვის უმაღლესი დონის ტურისტული მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზების საშუალებას აძლევენ, რაც ქართული ბაზრისთვის დღემდე დეფიციტურია. რაც მთავარია, ტურების ფასები საკმაოდ მისაღებია და ყველანაირ კლიენტურაზეა მორგებული. კომპანია ტურისტებს საელჩოებთანაც შუამდგომლობს.
„პრომეთეა ვოიაჟი“ მხოლოდ ევროპაზე აღარ არის ორიენტირებული და მსოფლიოს ყველა ძირითად ტურისტულ მიმართულებას წარმატებით ითვისებს. არაჩვეულებრივადაა ორგანიზებული ტურები ისეთი პოპულარული მიმართულებებით, როგორიცაა: თურქეთი, ეგვიპტე, ტუნისი... მაგრამ „პრომეთეა-ვოიაჟი“ ამით არ კმაყოფილდება და კიდევ უფრო შორეულ, საინტერესო ქვეყნებში მოგზაურობით სურს ტურისტების გახარება. „ბევრმა ჩვენმა მუდმივმა კლიენტმა ევროპა უკვე აითვისა - მას სიახლე სჭირდება. ჩვენც ვცდილობთ, ვიზრუნოთ მათი სურვილების შესრულებაზე და ყოველთვის მზად ვართ, ვიყოთ მათ სამსახურში!“ - აცხადებს „პრომეთეა-ვოიაჟის“ დირექტორი შორენა ნინიაშვილი. მართლაც, უახლოეს მომავალში კომპანია ტურისტებს დუბაიში, იაპონიასა და ჩინეთში მოგზაურობას შესთავაზებს.
გარდა ამისა, „პრომეთეა-ვოიაჟი“ შიდა ტურიზმის სფეროშიც წარმატებულად მოღვაწეობს და მსურველებს როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოემსახურება. მარშრუტი მრავალგვარია: „ისტორიული საქართველო“, „მითიური საქართველო“, „მოგზაურობა ქრისტიანულ კავკასიაში“, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“... სპეციალისტები თქვენთვის სასურველ ტურს თქვენივე სურვილის შესაბამისად, დროის, ადგილისა და მომსახურების ტიპის მიხედვით დაგიგეგმავენ.
კომპანიაში დანერგილია სასტუმროებისა და ბილეთების დაჯავშნის მაღალგანვითარებული კომპიუტერული სისტემები. აქვე შემოგთავაზებენ ტრანსფერებს ქალაქიდან აეროპორტსა და აეროპორტიდან ქალაქში, მანქანის დაქირავებას კვალიფიციური მძღოლით, საინტერესო საექსკურსიო მარშრუტებს, გიდისა და თარჯიმნის მომსახურებას... განსაკუთრებით კომფორტულია, რომ ტურისტს მთელი მოგზაურობის მანძილზე მისთვის სასურველ ენაზე ურთიერთობის საშუალება ეძლევა, იყენებს საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად შერჩეულ მომსახურებას, რომლის ხარისხიც მკაცრად მოწმდება. კომპანიის თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან, შეასრულონ კლიენტის უმცირესი თხოვნაც კი. მაგალითად, ბილეთის თარიღის შეცვლა, სასტუმროს ჯავშნის გადავადება და სხვა. სააგენტოშივე შეიტყობთ ინფორმაციას თვითმფრინავის შიდა რეისებისა თუ მატარებლის მოძრაობის განრიგებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კოსტავას ქ. 45ა;
სასტუმრო ვარაზი - II სართული; 0179 თბილისი.
ტელ : 22-14-25,
ტელ/ფაქსი: 22-14-26
მაგთიფიქსი : 890 22-14-25
contact@promethea-voyages.com
www.promethea-voyages.com
![]() |
7 აღრიცხვა-ანგარიშგება |
▲back to top |
![]() |
7.1 რელევანტური დანახარჯები |
▲back to top |
ნატო ბებიაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავარკვიოთ, რომელ დანახარჯებს აქვს გავლენა მოცემულ პრობლემაზე.
დანახარჯებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მისაღებ გადაწყვეტილებაზე, რელევანტურ დანახარჯებს (Relevant costs) უწოდებენ, ხოლო, დანახარჯები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მისაღებ გადაწყვეტილებაზე, არარელევანტურია და მათი გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებენ.
მაგალითების განხილვის საფუძველზე განვსაზღვროთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი დანახარჯი შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად და რომელი არა.
მაგალითი. კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს შეისყიდოს ახალი დეტალი სხვა საწარმოსგან, თუ აწარმოოს ის თავისი ძალებით. დანახარჯები ამ დეტალის წარმოებაზე შემდეგია:
ძირითადი მასალები |
400 |
ძირითადი საწარმოო მუშების შრომა |
200 |
ცვლადი ზედნადები დანახარჯები |
100 |
მუდმივი ზედნადები დანახარჯები |
300 |
|
_____ |
ერთი დეტალის შეძენა საწარმოს დაუჯდება 600 ლარი. ე.ი. საჭირო 100 დეტალის ერთეულის შესყიდვისთვის გადაიხდის 60 000 ლარს.
შევადაროთ ორი ვარიანტი:
|
100 დეტალის წარმოება |
100 დეტალის შეძენა |
ძირითადი მასალები |
40 000 |
|
ძირითადი საწარმოო მუშების |
20 000 |
20 000 |
ცვლადი ზედნადები დანახარჯები |
10 000 |
|
მუდმივი ზედნადები დანახარჯები |
30 000 |
30 000 |
შესყიდვის ფასი |
|
60 000 |
|
110 000 |
100 000 |
მაგალითში გათვალისწინებულია, რომ მუდმივი ზედნადები ხარჯები (რომელშიც ვგულისხმობთ იჯარისა და ამორტიზაციის ხარჯებს) გაწეული იქნება იმის მიუხედავად, შეიძენს, თუ დაამზადებს საწარმო საჭირო დეტალს. აგრეთვე იგულისხმება, რომ მუშები ნებისმიერი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში კუთვნილ ხელფასს მაინც მიიღებენ, ე.ი. მუდმივი ზედნადები ხარჯები და მუშების ხელფასი დარჩება უცვლელი ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ, ისინი არარელევანტურია და მათ არ ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღებისას.
თუ ჩვენ მაგალითს წარმოვადგენთ მხოლოდ რელევანტური დანახარჯებით, მაშინ გვექნება:
|
100 დეტალის წარმოება |
100 დეტალის შეძენა |
ძირითადი მასალები |
40 000 |
|
ცვლადი ზედნადები |
10 000 |
|
შესყიდვის ფასი |
|
60 000 |
|
50 000 |
60 000 |
რელევანტური დანახარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოვადგინეთ ორი ფორმით და ორივე შემთხვევაში მივიღეთ, რომ დეტალის წარმოება 10 000 ლარით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე მისი შესყიდვა.
გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია რელევანტური დანახარჯების განსაზღვრა. თუ საწარმოს ხელმძღვანელი გაითვალისწინებდა ყველა საწარმოო დანახარჯს და ჩათვლიდა, რომ ერთეულის წარმოება 1000 ლარი ჯდება, ხოლო, ყიდვა - 600 ლარი, ის მიიღებდა არასწორ გადაწყვეტილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაითვალისწინოს რელევანტური დანახარჯები.
ერთ შემთხვევაში დანახარჯი შეიძლება იყოს რელევანტური, სხვა შემთხვევაში კი არარელევანტური. ჩვენს მაგალითში მუშების ხელფასი იყო არარელევანტური, მაგრამ, თუ საწარმოსა და მუშებს შორის არ იარსებებდა კონტრაქტი და ფირმა დამატებით ამ სამუშაოსთვის დაიქირავებდა მუშებს, ამ შემთხვევაში მათი ხელფასი იქნებოდა რელევანტური დანახარჯი, რადგან, დეტალის შესყიდვის შემთხვევაში ფირმა მუშების ხელფასზე დანახარჯებს საერთოდ არ გასწევდა. აგრეთვე, ჩვენ მაგალითში მასალები იყო რელევანტური დანახარჯი, მაგრამ თუ ფირმას ჰქონდა ადრე შესყიდული ეს მასალები ჭარბად და არ ექნებოდა საშუალება ისინი სხვა მიზნით გამოეყენებინა, ან გაეყიდა, მაშინ, დანახარჯები ძირითად მასალებზე იქნებოდა არარელევანტური.
შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ რელევანტურობა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ერთ შემთხვევაში დანახარჯები რელევანტურია, მეორეში კი არა. შეუძლებელია შევადგინოთ დანახარჯების ნუსხა, რომელიც რელევანტურია ყველა შემთხვევაში. დანახარჯების რელევანტურობის განსაზღვრისას აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პრინციპი: რელევანტური დანახარჯები მომავალი დანახარჯებია, რომლებიც იცვლებიან შერჩეული ვარიანტის მიხედვით.
ხარისხობრივი (თვისებრივი) ფაქტორები გადაწყვეტილების მიღებისას. რთულია გადაწყვეტილების ყველა ელემენტის ღირებულებითი გამოსახულებით შეფასება. აუცილებელია, რომ ხელმძღვანელის მიერ გათვალისწინებული იქნეს ხარისხობრივი (თვისებრივი) ფაქტორები გადაწყვეტილების მიღებისას, რათა თავიდან აიცილოს არასწორი გადაწყვეტილების მიღების საშიშროება, მაგ., დანახარჯები გარკვეული კომპონენტის წარმოებაზე უფრო მაღალია, ვიდრე, დანახარჯები მის შესყიდვაზე და ამიტომ გადაწყდა შესყიდვა. ამ გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება გაჩერდეს წარმოება, რაც გამოიწვევს შტატების შემცირებას და საბოლოო ჯამში შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას. ამასთან, ფირმა დამოკიდებული იქნება სხვა საწარმოზე, რომელმაც შეიძლება ვერ დაიცვას მოწოდების ვადები. თუ ეს მოხდება, მაშინ ფირმა ვერ დააკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნას და დაკარგავს მათ ნდობას, რაც მომავალში რეალიზაციის მოცულობის შემცირებას გამოიწვევს. მორალური ზარალის და კლიენტის ნდობის დაკარგვის გამოხატვა ღირებულებით საზომში შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებისას მათი გათვალისწინება.
გადაწყვეტილება საკუთარი წარმოების თუ შესყიდვის შესახებ. განვიხილეთ მაგალითი, სადაც საწარმო გადაწყვეტილებას იღებდა დეტალის შესყიდვაზე, ან საკუთარი ძალებით წარმოებაზე, განვსაზღვრეთ რელევანტური დანახარჯები და გადავწყვიტეთ, რომ წარმოება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე, შესყიდვა. მაგრამ თუ განვიხილავთ სიტუაციას, როცა საწარმო მუშაობს საწარმოო სიმძლავრეების სრული დატვირთვით, მან უნდა შეამციროს საჭირო დეტალის დამზადებისთვის დაგეგმილი სამუშაოთა მოცულობა, რაც შეამცირებს საწარმოს მთლიან მოგებას. თუ დავუშვებთ, რომ მოცემული დეტალის დამზადება მოითხოვს 20 მანქანასაათს შეზღუდული სიმძლავრეების დროს და ეს დრო ამჟამად გამოიყენება X ნაწარმის წარმოებისთვის, რომელიც იძლევა 1 მანქანა საათზე 10 ლარის მოგებას, მაშინ მოგების დანაკარგები შეადგენს 200 ლარს. მაშასადამე, საწარმოში საჭირო დეტალის საწარმოებლად გაწეული რელევანტური დანახარჯები შეადგენს:
ძირითადი მასალები............................................ 400
ცვლადი ზედნადები დანახარჯები ...................100
დაკისრებული დანახარჯები
შეზღუდული რესურსების მიხედვი..................200
................................................................................._____
.................................................................................. 700
ე.ი. შეზღუდული რესურსების პირობებში დეტალის საწარმოებლად უარს ვამბობთ უკეთეს ალტერნატივაზე (X ნაკეთობაზე), რითაც რელევანტური დანახარჯები გაიზარდა 700 ლარამდე, ამიტომ აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება და დეტალის შეძენა 600 ლარად, რაც მოგვცემს 100 ლარის ეკონომიას. ასეთი გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ისეთ ხარისხობრივ (თვისებრივ) ფაქტორებს, როგორიცაა: მომწოდებლის მხრიდან ვადების დარღვევა, ან უხარისხო საქონლის მოწოდება.
სპეციალური გადაწყვეტილებები. ზოგჯერ საწარმოსთვის მისაღებია საქონლის გაყიდვა თვითღირებულებაზე უფრო დაბალ, მაგრამ დანახარჯებზე მაღალ ფასად. თუ ნამეტი შემოსავლები ნამეტ დანახარჯებს გადააჭარბებს, მაშინ, ფირმის მოკლევადიანი მოგება გაიზრდება.
მაგალითი. კომპანიამ მიიღო ერთჯერადი შეკვეთა და აწარმოებს ერთი სახის პროდუქციას, რომლის ერთ ერთეულზე ცვლადი ხარჯი 8 ლარს შეადგენს, ხოლო, გასაყიდი ფასი 20 ლარია. შემკვეთი სთავაზობს კომპანიას, რომ დამატებით შეისყიდის 3 000 ცალს, თითოს 10 ლარად. კომპანიის წლიური სიმძლავრე 10 000 ცალია, მაგრამ აწარმოებს მხოლოდ 5 000 ცალს. გავარკვიოთ, მიიღოს თუ არა კომპანიამ ეს წინადადება?
რადგან, მუდმივი დანახარჯები არარელევანტური დანახარჯებია, ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ცვლადი დანახარჯები.
დამატებით გაწეული დანახარჯები 3 000 X 10 = 30 000;
დამატებით მიღებული შემოსავალი 3 000 X 8 = 24 000.
ე. ი. საწარმოს შეუძლია დამატებით მიიღოს 6 000 ლარის მოგება.
გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია გავითვალისწინოთ:
3 000 ერთეულის ნახევარ ფასში გაყიდვა გავლენას არ მოახდენს მომავალ საბაზრო ფასზე;
ფირმას არა აქვს სხვა უკეთესი შემოთავაზება;
საწარმოს არ გააჩნია რესურსების გამოყენების ალტერნატიული შესაძლებლობა;
მუდმივი დანახარჯების შემცირება შეუძლებელია.
მხოლოდ ამ პირობების გამო სპეციალური შეკვეთა მისაღები და მომგებიანია.
მაგალითი. ფირმას შესთავაზეს კონტრაქტი, რათა მომავალ წელს გამოუშვას ახალი პროდუქცია 20 000 ცალი, თითოეულის ფასი 80 ლარია. ერთეულის სპეციფიკაცია შემდეგია:
შრომა .................................... 4 საათი
კომპონენტიX ...................... 4 ცალი
კომპონენტიY....................... 3 ცალი
აგრეთვე საჭირო იქნება დამატებითი მოწყობილობის ხარჯი - 200 000 ლარი, ამავე დროს გამოცდილ მუშაკებს გადაუხდიან საათში 5 ლარს.
X კომპონენტს ისედაც იყენებენ და აქვთ პატარა მარაგი, რომელიც ივსება რეგულარულად.
Y კომპონენტის 100 000 ცალი იყო სხვა მიზნებისთვის შესყიდული და ზედმეტ მარაგად აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ზარალიანად შეიძლება გაიყიდოს.
მასალების დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ მომარაგებული XDდა Y კომპონენტების ალტერნატიული ღირებულების შედარება შემდეგია:
|
X |
Y |
ისტორიული |
4 |
10 |
შეცვლის ხარჯი |
5 |
11 |
წმინდა |
3 |
|
4 10 5 11 3 8 დაანგარიშებით სხვა დამატებითი დანახარჯები კონტრაქტის მიხედვით იქნება 8 ლარი ერთ ცალზე.
გავაანალიზოთ ინფორმაცია და გადავწყვიტოთ რამდენად სასურველია ეს კონტრაქტი.
ამოხსნა: რელევანტური დანახარჯები არის:
მოწყობილობის დანახარჯი …………………….. 200 000
X კომპონენტი (20 000X4X5ლ)........................... 400 000
Y Y კომპონენტი (20 000X3X8ლ).......................... 480 000
დამატებითი დანახარჯი (20 000X8ლ)................. 160 000
....................................................................................________
....................................................................................1 240 000
შემოსავალი კონტრაქტიდან
20 000X80ლ =1 600 000
ე.ი. კონტრაქტი მისაღებია.
შრომა არ არის რელევანტური დანახარჯი, რადგან, მუშაკებს კონტრაქტისგან დამოუკიდებლადაც უხდიან ხელფასს.
მაგალითი. ფირმა ტენდერში კონტრაქტის დასადებად იღებს მონაწილეობას. ეს არის სპეციალური კაბელის წარმოების ბიზნესი. მოცემული გვაქვს შემდეგი ინფორმაცია:
საჭიროა 10 000 მეტრი ლითონის კაბელის დამზადება, რომელიც სპეციალურ პლასტიკატშია ჩასმული.
პლასტიკი საჭიროა - 0,10 კგ/მეტრზე.
პირდაპირი შრომა მაღალკვალიფიციური - 10 წთ/მეტრზე
არაკვალიფიციური - 5 წთ/მეტრზე
საწარმოს გააჩნია საკმარისი მასალების მარაგები.
მარაგების ღირებულებაზე გაგვაჩნია ინფორმაცია:
|
ლითონი |
პლასტიკი |
ისტორიული ღირებულება |
1,50 |
0,60 |
მიმდინარე საბაზრო ღირ |
2,10 |
0,70 |
ჯართის ღირებულება |
1,40 |
0,10 |
საწარმოს ლითონის შეძენა მოუწევს, ხოლო, პლასტიკი წინა კონტრაქტიდან დარჩა ზედმეტი. მუშებს კონტრაქტის დადების შემთხვევაში გადაუხდიან საათში 3,50 ლარს, ხოლო მაღალკვალიფიციური მუშაკები ისედაც იღებენ საათში 4,50 ლარს.
უნდა განვსაზღვროთ კონტრაქტის მინიმალური ფასი, რომელიც მისაღები იქნება.
ამოხსნა: კონტრაქტის მინიმალური ფასი განისაზღვრება შემდეგნაირად:
მასალები
ლითონი 10 000X2,10 ლ ..........21 000
პლასტიკი ..................................100
შრომა
მაღალკვალიფიციური .................. -
არაკვალიფიციური 10 000X5/60X3,50ლ..........2 917
..................................................................................______
..................................................................................24 017
ე.ი. კონტრაქტის მინიმალური ფასი არის 24 017 ლარი.
ზემოთმოყვანილი მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინება და მხოლოდ საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება.
АННОТАЦИЯ
Релевантные расходы
Нато Бебиашвили
В статье на основе практических примеров рассмотрены вопросы о релевантных расходах,
принятии решения о производстве или закупке оборудования, а также о важности учета качественных факторов при принятии управленческих решений.
![]() |
8 ინტელექტუალური საკუთრება |
▲back to top |
![]() |
8.1 არამატერიალური აქტივების შეფასების მეთოდოლოგია |
▲back to top |
გიორგი ჭილაძე,
სამართლის დოქტორი, ბიზნესის
ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, სსიპახალციხისსახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპილია ჭავჭავაძის სახელმწიფოუნივერსიტეტი
ინტელექტუალური საკუთრების შეფასება ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური, იურიდიული ხასიათის ღონისძიებათა კომპლექსია. იგი გამოიყენება ინტელექტუალური საკუთრების, - როგორც შეფასების ობიექტის, საქონლის, - ფასის დადგენის მიზნით.
გაცვლის დროს, ინტელექტუალური საკუთრების ღირებულებაში (Exchange Value) უნდა ვიგულისხმოთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გაყიდვის დროს სავარაუდო ფასი იმ დაშვებით, რომ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გაცვლის პირობები ცნობილია მხარეებისათვის და გარიგება ურთიერთსასარგებლოა.
დასაბუთებული (სამართლიანი) საბაზრო ღირებულების (fair Exchange Value) ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ფულად ეკვივალენტში გამოხატული ყველაზე საალბათო ფასი, რომლის მიხედვითაც, ინტელექტუალური საკუთრების შეფასებისას ნებაყოფლობითი გამყიდველიდან ნებაყოფლობითი მყიდველის ხელში შეიძლება გადავიდეს საქონელი კომერციული გარიგების საფუძველზე - ინტელექტუალური საკუთრების ღია, კონკურენტულ ბაზარზე იმ პირობით, რომ ორივე მხარე იმოქმედებს კომპეტენტურად, ანგარიშიანობის საფუძველზე და მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული რაიმე იძულების გარეშე.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ბონიფიკაციის - მზარდი ღირებულების საფუძველს, მისი შეფასების მომენტში დამცავი დოკუმენტის (პატენტი, მოწმობა და სხვ.) მოქმედების ვადისგან დამოუკიდებლად, შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის კონკურენტუნარიანობა, ისე აღნიშნული ობიექტის გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობა. აქ, აგრეთვე, გასათვალისწინებელია ისეთი ასპექტი, როგორიცაა: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის სამართლებრივი დაცვის მოცულობა და საიმედოობა. ცხადია, რომ ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის სიახლის ხარისხს, პერსპექტივაში დამატებითი პატენტებით მისი დაცვის შესაძლებლობას და სხვა ფაქტორებს. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა შეფასებისას კონკრეტული მიდგომის არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს როგორც აუცილებელი ინფორმაციის არსებობას, ისე, ინტელექტუალური საკუთრების მესაკუთრეთა, ან მყიდველთა მოთხოვნებს, შეფასების დროს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას და სხვ.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შეფასების საბაზრო მიდგომისას გამოიყენება ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე გაყიდვების შედარების ხერხი, როდესაც განსახილველი აქტივი უნდა შეუდარდეს ინტელექტუალური საკუთრების ანალოგიურ ობიექტებს, ან, ამ ობიექტების მიმართ კონკრეტულ, ფიქსირებულ ინტერესებს. ასე მაგალითად, „HP“ კომპანიის კომპაქტური დისკების წარმოებაზე გაცემული მარტივი ლიცენზიის შეფასებისას, იგი შეიძლება შევადაროთ „Verbatim“ კომპანიის მიერ გაცემული მარტივი ლიცენზიის საბაზრო ფასს, ვინაიდან, ამ ორი კომპანიის მიერ გამოშვებული კომპაქტური დისკების ხარისხი და ფასი დაახლოებით ერთნაირია. თუ ვიცით „Verbatim“ დისკების საწარმოებლად გაცემული მარტივი ლიცენზიის ფასი, მაშინ შეიძლება განვსაზღვროთ ფასი მის ანალოგიურ პროდუქტზე ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე.
ჩემის აზრით, შედარების ძირითად ელემენტებს უნდა წარმოადგენდეს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის სტრუქტურა და გარიგების საფუძველზე გადასაცემ ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე, იურიდიულ უფლებათა მოცულობა (მაგალითად, სოლო, ექსკლუზიური, განსაკუთრებული, ნახევრად განსაკუთრებული, ან მარტივი ლიცენზიის გაყიდვა), აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეციალურ პირობათა და შეთანხმებათა არსებობა. ამ დროს გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური პირობები, რაც არსებობს ინტელექტუალური საკუთრების შესაბამის მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას (მაგალითად, პატენტმფლობელის მიერ ნახევრად განსაკუთრებული ლიცენზიის დამატებით კიდევ სხვა სუბიექტებზე გაყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ ასეთი სახის ლიცენზიის მფლობელი არსებული სუბიექტის მიერ მეორად ბაზარზე გაყიდული მარტივი ლიცენზიების რაოდენობა და გაყიდვების ფასი).
შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული დარგი, ან სამეწარმეო საქმიანობის სფერო, სადაც გამოიყენებოდა, ან იქნება გამოყენებული ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტი, არამატერიალური აქტივის სახით. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების მიზნით ლიცენზიების გაყიდვის საკითხებს, ვინაიდან, პატენტმფლობელმა უნდა გაითვალისწინოს სამხედრო მრეწველობის სფეროში ლიცენზიატის შეღწევის ალბათობა და ამის შედეგად მიღებული სამხედრო შეკვეთების რაოდენობა. გაყიდვების შედარების ხერხის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის როგორც ფიზიკური, ისე ფუნქციონალური და ტექნოლოგიური მახასიათებლები, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გადაცემასთან, ან მათზე უფლებათა დათმობასთან დაკავშირებით გაფორმებულ გარიგებაში სხვა არამატერიალური აქტივების ჩართვა (არც თუ ხშირად, გარიგების პირობებში, ლიცენზიის შეძენისას ლიცენზიატი დამატებით ითხოვს აგრეთვე არამატერიალური აქტივის - ნოუ-ჰაუს გადაცემასაც, რომლის გარეშეც, როგორც წესი, შეუძლებელი ხდება მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოება).
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე ფასის განსაზღვრის პროცესში იკვეთება ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული შეფასება, კერძოდ: 1)პატენტმფლობელისთვის მისაღებ შეფასებათა შორის მინიმალური, რომელთაგან ერთი მათგანი გაიანგარიშება პატენტმფლობელის, ხოლო მეორე - კონკურენტის მიერ. 2) კონკურენტისთვის მისაღებ შეფასებათა შორის მაქსიმალური, რომელთაგან ერთი მათგანი გაიანგარიშება პატენტმფლობელის, ხოლო, მეორე - კონკურენტის მიერ. როგორც პატენტმფლობელი, ისე, მისი კონკურენტი მოლაპარაკებების დროს უნდა იყენებდნენ შესაბამის სავარაუდო შეფასებათა შორის არსებულ ისეთ სეგმენტს, არეალს, რომელიც ნაწილობრივ მაინც იქნება თანხვედრილი.
ინტელექტუალური საკუთრების ქართულ ბაზარზე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შეფასებისას გართულებულია ისეთი ობიექტის - ანალოგის მოძებნა, რომელსაც შევუდარებდით ინტელექტუალური შემოქმედების შესაბამის პროდუქტს. ეს შეიძლება აიხსნას ქართული ბაზრის შეზღუდული საბაზრო ასორტიმენტით. როდესაც არ არსებობს მსგავსი ობიექტების რეალიზაციის რაიმე გამოცდილება, ან მაღალი ალბათობით არაპროგნოზირებადია მომავალი შემოსავლების რაოდენობა, უმჯობესია, თუკი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ღირებულებას შევაფასებთ იმ დანახარჯთა კალკულაციის საფუძველზე, რაც აუცილებელი არის შეფასების მომენტისათვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესაქმნელად (დასაცავად, საწარმოებლად) ან/და სარეალიზაციოდ. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესაქმნელად საჭირო ხარჯები შეიძლება შევაჯამოთ შეფასების ობიექტის ანალოგიურად, საბაზრო ფასებში, რაც არსებობს შეფასების თარიღისთვის, შეფასების ობიექტის ცვეთისა და ამორტიზაციის გათვალისწინებით.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესაფასებლად, შეიძლება შევაჯამოთ მოცემული თარიღისთვის საბაზრო ფასებით გაწეული დანახარჯები, რაც საჭიროა შესაფასებელი ობიექტის იდენტური ობიექტის შესაქმნელად, იგივე მასალებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით. ცხადია, ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ შესაფასებელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ცვეთა და ამორტიზაცია.
ინტელექტუალური საკუთრების შეფასება შეიძლება განვახორციელოთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე წარსულში არსებული, საწყისი დანახარჯების დაჯამებით, რომელთა გადაანგარიშება, დროის მიმდინარე მომენტისთვის, უნდა მოვახდინოთ არსებული პირობებისა და მოცემულ დარგში ფასის ცვლილების ინდექსის გათვალისწინებით. შეფასებისას გასათვალისწინებელია ყველა არსებული დანახარჯი. თუმცა, ჩემის აზრით, სრულყოფილი შეფასებისთვის მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება არ იქნება საკმარისი და უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც ფიზიკური ცვეთა, ისე, - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - ფუნქციონალური, ტექნოლოგიური, მორალური და ეკონომიკური დაძველების ფაქტორებიც.
ინტელექტუალური შემოქმედების ახალი, პერსპექტიული პროდუქტის შემუშავებისას - რომელსაც დიდი ალბათობით შეუძლია მოგვცეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი, - მისი, როგორც არამატერიალური აქტივის ღირებულება უნდა განისაზღვროს მოცემული მომენტისთვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ღირებულების თანაფარდობით მომავალში მისი რეალიზაციის, ან გამოყენების შედეგად მიღებულ პროგნოზირებად სარგებელთან. (ასე მაგალითად, პროგრამულად მართვად ჩარხებში გამოიყენება პლასტიკური მასები. შესაბამის მოდიფიკატორებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ აამაღლონ კომპოზიტის ტრიბოქიმიური მახასიათებლები და ამით გაზარდონ ძვირადღირებული ჩარხის ექსპლუატაციის პერიოდი. ახალ ნივთიერებაზე საპატენტო განაცხადის შეტანისას უნდა იქნეს გაანგარიშებული ის სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება განხორციელდეს გამოგონების შესაბამისი მასშტაბით გამოყენების შემთხვევაში). შესაბამისი დაშვებებით, აქ შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც დისკონტირებული ფულადი მასის მეთოდი (Discounted Cash Flow - DCF), ისე, პირდაპირი კაპიტალიზაციის მეთოდი (შეიძლება წარმოიშვას ფასზე დანამატის ხარჯზე, ხარჯების შემცირებით ან მასშტაბის ეფექტის გამო). DCF მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მომავლის ყველა ფიქსირებული პერიოდისთვის უნდა განისაზღვროს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული სავარაუდო ფულადი შემოსავლები. ამ შემოსავალთა ღირებულებაში კონვერტირება კი უნდა განვახორციელოთ დისკონტირების განაკვეთისა და ღირებულების გაანგარიშების ტექნიკის გამოყენებით, მოცემულ მომენტთან მიმართებაში. ცხადია, რომ დისკონტირების მეთოდის გამოყენება გამართლებული იქნება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებისათვის, რომლებსაც აქვთ გამოყენების კონკრეტული ვადა, რაც შეიძლება ემთხვეოდეს პატენტის, ან ლიცენზიის მოქმედების ვადას. რაც შეეხება დისკონტირების განაკვეთს, მისი განსაზღვრა შეფასების მომენტისათვის უნდა განხორციელდეს ინტელექტუალური საკუთრების ბაზრის მონაცემების მიხედვით. იგი წარმოადგენს ფასთა მულტიპლიკატორს და განისაზღვრება გარიგებების მონაცემების, ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ღიად განხორციელებული ბიზნეს-გაყიდვების მიხედვით. იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შესაძლებელია, დავუკავშიროთ ინტელექტუალური საკუთრების კონკრეტულ ობიექტში განხორციელებულ ალტერნატიულ ინვესტიციებს. ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტის შექმნის, წარმოებისა და რეალიზაციის დროს დისკონტირების ნორმად შეიძლება მივიჩნიოთ სავარაუდო მოგების დონე, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტებზე დისკონტის განაკვეთის ქვედა ზღვარი არ აღემატება 15%25.-ს შეიძლება ვამტკიცოთ, რომ არამატერიალური აქტივების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათთვის თეორიულად გაანგარიშებული შემოსავლის დონის დროს მისი მიუღწევლობის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე, რისკი, გაანგარიშებული განსხეულებული აქტივებისა და სუფთა საბრუნავი კაპიტალის შემთხვევაში.
პატენტის ეკონომიკური შეფასების მიზნით, შეიძლება გავიანგარიშოთ ეფექტურობის განმაზოგადებელი მაჩვენებელი. კერძოდ, ძვირადღირებული ინვესტიციური პროექტის რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში შეიძლება განვახორციელოთ ჯამური ფულადი ნაკადის დინამიკის ცვლილების ანალიზი.
მნიშვნელოვანია როიალტის განაკვეთის განსაზღვრა. იგი შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც ლიცენზიარის სასარგებლოდ განხორციელებული ანარიცხების შეფარდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ღირებულების საერთო სიდიდესთან (ლიცენზიების მიერ ნაწარმოები და რეალიზებული პროდუქციის ხელშეკრულებით დადგენილ ფასთან). როიალტის ეკონომიკური არსი უკავშირდება უფლებამფლობელის (ლიცენზიატი, ფრენშაიზერი) მიერ ლიცენზიის გამოყენების შედეგად მიღებული მოგების განაწილებას. ეს ხორციელდება სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი პროპორციის შესაბამისად. პროცენტის განსაზღვრა კი ხდება წარმოებული და რეალიზებული პროდუქციიდან, უფლებამფლობელის სასარგებლოდ გარკვეული წილის დადგენის გზით.
ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის ფასი შეიძლება გამოისახოს, როგორც სალიცენზიო ხელშეკრულების მიხედვით პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის თვითღირებულებისა და ახალი პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის შედეგად მიღებული საერთო მოგების ჯამი.
როიალტის განაკვეთის სიდიდე, ანუ, უფლებამფლობელის სასარგებლოდ განხორციელებული პერიოდული გადარიცხვების პროცენტი გაიზრდება, რაც მეტი იქნება დამატებითი მოგება, და შესაბამისად, რაც მეტი იქნება დამატებითი რენტაბელობა, ანუ, რაც მეტი იქნება სხვაობა საერთო რენტაბელობასა და საბაზისო რენტაბელობას შორის.
საპატენტო ლიცენზიის ფასი შეიძლება განისაზღვროს როიალტის მეშვეობით, რომელიც ფიქსირებული არის ადრე დადებულ სალიცენზიო ხელშეკრულებებში (საპატენტო ლიცენზიის კონკრეტული საგნისგან დამოუკიდებლად.).
როიალტი შეიძლება განისაზღვროს ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე არსებულ საერთოდარგობრივ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემულ დარგში ჩამოყალიბდა ანალოგიურ, ან ურთიერთშემცვლელ პროდუქციაზე. ასე მაგალითად, კომპაქტ-დისკებზე როიალტის განაკვეთი, როგორც წესი, მერყეობს 1-12%25-ის ფარგლებში. ყველაზე უფრო ხშირად იგი იმყოფება 2-8%25-ის ფარგლებში. როიალტის განაკვეთები შეიძლება იცვლებოდეს საპატენტო სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების წლების მიხედვით. (ეს ბუნებრივიცაა.). აქედან გამომდინარე, უმჯობესია როიალტის მცოცავი განაკვეთის გამოყენება. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ლიცენზიატის მიერ ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტის წარმოების, ან გაყიდვების მოცულობაზე. ინტელექტუალური შემოქმედების კონკრეტული პროდუქტის, მაგალითად, კომპაქტური დისკების, წარმოების მოცულობის გაზრდის შემთხვევაში როიალტი მცირდება, ხოლო, წარმოების მოცულობის შემცირების დროს - იზრდება. ცხადია, რომ როიალტის მცოცავი განაკვეთი ლიცენზიატს აძლევს სტიმულს, რათა მან გაზარდოს პროდუქციის წარმოებისა და გასაღების მოცულობა. ამ დროს არ უარესდება არც ლიცენზიარის მდგომარეობა, ვინაიდან, იზრდება მისი მოგება. საპატენტო სალიცენზიო ხელშეკრულებაში, გარიგების მოცემული ტიპისთვის დამახასიათებელი სტანდარტის შესაბამისად, შეიძლება იქნეს გათვალისწინებული ანაზღაურების მინიმალური თანხა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნეს გადახდილი ლიცენზიატის მიერ.
ინტელექტუალური საკუთრების განსახილველ ობიექტს პირი შეიძლება ფლობდეს და იყენებდეს მხოლოდ სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, როიალტის გადახდის პირობით, თუმცა, არ იყოს ობიექტის მესაკუთრე. ამ შემთხვევაში, როიალტის გადახდის მიხედვით, მიზანშეწონილია გამოვიანგარიშოთ გასავლების ფსევდო ეკონომია. მათი კაპიტალიზირებული სიდიდე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინტელექტუალური საკუთრების საბაზრო ღირებულება.
პატენტები და ლიცენზიები, სავაჭრო მარკები, ფრანშიზა, სხვა ქონებრივი უფლებები შეიძლება იძლეოდნენ წინასწარ გაანგარიშებულზე უფრო მაღალ ეკონომიკურ სარგებელს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმ არამატერიალური აქტივების გამოყენების ხარჯზე მიღებულ ეფექტს, რომელიც არ არის ასახული საწარმოს ბალანსზე. ხშირად, საპატენტო ლიცენზიის ყიდვით დაინტერესებული პირი მზად არის გადაუხადოს პატენტმფლობელს იმ მოსალოდნელი ჯამური მოგების 25%25, რასაც იღებს კონკურენტი ლიცენზიის გამოყენების საფუძველზე. ცხადია, რომ ასეთი შეფასების გაკეთებისას ლიცენზიანტი დაინტერესებული არ არის, გაამჟღავნოს ის პოტენციური პერსპექტივები, რაც უკავშირდება ლიცენზიის გამოყენებას. ამიტომ, მოსალოდნელი მოგების დიაპაზონის წინასწარი შეფასება შეიძლება განხორციელდეს მაქსიმუმ ორი-სამი წლის განმავლობაში.
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა შეფასებით სულ უფრო ხშირად იყენებენ ექსპერტთა დასკვნებს. ექსპერტთა მუშაობის პროცესში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ეტაპები: 1) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შეფასების მიზნის დასახვა; 2) ექსპერტთა წინასწარი შერჩევა; 3) ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება; 4) ექსპერტთა დასკვნების შეგროვებისა და ანალიზის ძირითადი მიდგომების შემუშავება; 5)საექსპერტო კომისიის საბოლოო სახით ფორმირება; 6) საექსპერტო ინფორმაციის შეგროვება; 7) საექსპერტო ინფორმაციის ანალიზი; 8) მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია; 9) საქმიანობის დასრულება და ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნება.
![]() |
9 სადაზღვევო საქმე |
▲back to top |
![]() |
9.1 აქტუარული ანგარიშსწორება საზღვარგარეთის ქვეყნებში |
▲back to top |
აქტუარებზე მოთხოვნაა, როდესაც საქმე გვაქვს რისკზე დაფუძნებულ დაზღვევასთან („risk-based insurance“), ანუ, როდესაც სადაზღვევო რეგულირების პროცესში ჩადებულია რისკი, რომელიც დაკავშირებულია დამზღვევთან, მზღვეველთან და გამოხატულია მომავალ გადახდებში.
რეალური რისკი, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლის დაზღვევასთან და საპენსიო დაზღვევასთან ტრადიციულად გამოიხატება სიკვდილიანობის ცხრილებში, არამარტო შედგენილი და გამოცემულია, არამედ, მათი შესაბამისობა გადამოწმებული და დადასტურებულია სახელმწიფოს მიერ. შესაბამისი ცხრილების შედგენა, შემოწმება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიის, თუ მას სურს შეინარჩუნოს მისაღები სოციალური რეპუტაცია.
სადაზღვევო სიკვდილიანობის ცხრილების არსებობა და მისი შესაბამისობა სადაზღვევო ბაზრის განვითარების და მოსახლეობის ინტერესების დაცვის ერთერთი მთავარი შემადგენელია.
რისკის აღწერის არასრულყოფილებამ შეიძლება იქონიოს ზეგავლენა ბიზნესის სფეროზე. მაგალითად:
გადაზღვევაზე პორტფელის მოთხოვნა, რომელმაც არ გაიარა აქტუარული ანალიზი, იწვევს უსაფუძვლოდ მაღალ გადაზღვევის პრემიებს.
რეალური რისკის არცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს დემპინგი ბაზარზე.
სიკვდილიანობის ცხრილები არის რისკის შეფასების ფორმა, რომელიც მიღებულია სიცოცხლის დაზღვევაში. სიცოცხლის გარდა სხვა სადაზღვევო მომსახურებაში რისკების რაოდენობა საკმაოდ იზრდება და შესაბამისად, მისი შეფასებაც ძნელი ხდება, ხოლო პრინციპი რჩება იგივე.
ნებისმიერი დამზღვევი, ჩათვლის დაზღვევას კეთილსინდისიერად, თუ იგი იქნება დარწმუნებული, რომ შემოთავაზებული მომსახურება არის მის მიერ გადახდილი პრემიების ექვივალენტური. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევაში, რადგან, კლიენტის უკმაყოფილება იქნება მიმართული სახელმწიფოსკენ, რომელიც ყიდულობს სადაზღვევო პოლისს. რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო ბაზრის მოდელები გამოხატულია „ექვივალენტობის პრინციპში“. თუმცა, ასეთი ექვივალენტობის დაცვა საკმაოდ რთულია. საკმაოდ რთულია მოუმზადებელი ადამიანისთვის იმის ახსნა, თუ რაში მდგომარეობს ეს პრინციპი, რადგან, მართვის ერთ მხარეს არის კონკრეტული რიცხვი (სადაზღვევო პრემია), ხოლო, მეორეს მხრივ, შემთხვევითი სიდიდე (გადახდა, რომელიც იცვლება ნულიდან - სადაზღვევო შემთხვევის არ მოხდენის შემთხვევაში, უზარმაზარ რიცხვებამდე - რომელსაც ადგილი აქვს კატასტროფების შემთხვევაში).
ექვივალენტურობის პრინციპის მეორე მხარეა გადახდისუნარიანობა, რომლის თანახმად, პრემიები უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ სადაზღვევო კომპანიამ შეძლოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
სწორედ ამაში მდგომარეობს აქტუარული მათემატიკის უმთავრესი ამოცანა, სადაზღვევო რეგულირებასთან მიმართებაში. „ექვივალენტობის - გადახდისუნარიანობის“ ბალანსის შეფასება მოითხოვს რისკის ზუსტ ცოდნას. ამასთან, სტატისტიკური და ალბათობითი ანალიზის საკმაოდ კარგად დამუშავებას.
1980-იან წლებში ფინეთში და შემდგომ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა „Finnish Solvency Working Party“ და „British Solvency Working Party“, რომელთა მიზანი იყო სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შესწავლა. ამ ჯგუფების მიზანი გახლდათ სადაზღვევო პროცესის მოდელების შექმნა და ამ მოდელების მეთოდიკის შესწავლა. ამ დირექტივების საფუძველზე შემდგომში შეიქმნა თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა, რისთვისაც აუცილებელი იყო ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ახალი სტანდარტები და ა.შ. რომლებიც შემუშავებული იყო „Finnish Solvency Working Party“ და „British Solvency Working Party“-ს საფუძველზე.
განვითარებულ ქვეყნებში არსებობს აქტუარული პროფესიის საზედამხედველო ორგანოებში და სადაზღვევო ბაზრის მაკონტროლებელ ორგანოებში გამოყენების სხვადასხვა მოდელები - პასუხისმგებელი აქტუარიის მოდელი (კანადური) და ორაქტუარული მოდელი (ფრანგული). კანადურ მოდელში აქტუარს ეკისრება პასუხისმგებლობის დიდი წილი სადაზღვევო კომპანიის ზედამხედველობაში და კონტროლში. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე მოსახვედრად აქტუარებს უხდებათ საკმაოდ მკაცრი შერჩევის გავლა. ზედამხედველობის მეორე მოდელში პასუხისმგებლობა დაკისრებულია სახელმწიფო ორგანოზე, აქტუარი კი არის წარმოდგენილი, როგორც მრჩეველი და შუამავალი პრობლემების გადაჭრისას საზედამხედველო ორგანოსა და კომპანიებს შორის.
მოდელის არჩევაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა: სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა, ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა, აქტუარული პროფესიის განვითარება ქვეყანაში, საზედამხედველო სამსახურების სურვილი სრულყოს ფინანსური კონტროლისა და მდგრადობის შეფასების სისტემა აქტუარების აქტიური გამოყენებით.
თუ სადაზღვევო ბაზარი იყენებს უმარტივეს მეთოდებს ტარიფებისა და რეზერვების გამოსათვლელად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი არ არის მზად აქტუარებისთვის. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ბაზარზე მონაწილე სადაზღვევო კომპანიების რაოდენობას: რაც უფრო მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ აქტიურად იქნება გამოყენებული აქტუარები საზედამხედველო მიზნებისათვის. ეს მისცემს საშუალებას საზედამხედველო სამსახურს უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავისი ისედაც შეზღუდული რესურსები. ასევე აღსანიშნავია, რომ როდესაც სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა არის მცირე, მაგრამ ამასთან, ისინი არიან საკმაოდ მძლავრები და ასრულებენ რთულ ოპერაციებს, საზედამხედველო ორგანოებისთვის აქტუარების დახმარება შეიძლება უფრო მეტად საჭირო გახდეს, ვიდრე, პირველ შემთხვევაში, როცა, საქმე გვქონდა კომპანიების დიდ რაოდენობასთან, რომლებიც ასრულებენ მარტივ ოპერაციებს.
მეორე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია თვითონ აქტუარის პროფესიის განვითარების დონე სადაზღვევო ბაზარზე. საზედამხედველო სისტემის შემუშავებისას საჭიროა გააზრებულ იქნას, არის თუ არა სადაზღვევო ბაზარზე შესაბამისად მომზადებული აქტუარები. თუ ბაზარზე ცოტაა იმ აქტუარების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ოფიციალური ფუნქციები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს პრაქტიკულ სირთულეებთან. აქტუარების საქმიანობის სრულყოფილებისთვის გამოიყენება ისეთი პრაქტიკული მეთოდები, როგორიცაა: მოქმედი აქტუარების სერტიფიცირება, შედარებითი მიმოხილვის განხორციელება, კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც შეიძლება იყოს განხორციელებული როგორც აქტუართა ასოციაციებით, ისე საზედამხედველო ორგანოთი.
საფრანგეთისა და ესპანეთის ზედამხედველობის მიდგომა განსხვავდება კანადური მოდელისგან იმით, რომ ხაზს უსვამს პირდაპირი კონტროლის მნიშვნელობას. ამასთან, აქტუარი შეიძლება იყოს როგორც კომპანიის თანამშრომელი, ისევე, გარე კონსულტანტი. ითვლება, რომ პასუხისმგებელი აქტუარის მოდელის გამოყენება ავიწროებს საზედამხედველო ორგანოების შესაძლებლობებს, როდესაც ბაზარს შეიძლება სჭირდებოდეს ფინანსური ანგარიშგების მკაცრი კონტროლი, აქტუარული სისტემების შეფასება, შიდა მონაცემთა ბაზის შესწავლა, აქტუარული მეთოდების ტესტირება კონკრეტულ შემთხვევებში. სწორედ აქტუარების არსებობამ როგორც საზედამხედველო სამსახურში, ისევე კომპანიებში, მისცა სახელი - ორაქტუარული.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დაბერებისა და საპენსიო სახსრების დეფიციტის პერსპექტივა გახდა პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. კარგი იქნება, თუ საპენსიო სქემების აქტუარული შეფასების გამოცდილების სხვადასხვა ასპექტებს ჩვენთანაც გამოვიყენებთ. დღესდღეობით უმსხვილესი, არამარტო აქტივების რაოდენობის მხრივ (5.5 ტრილიონ დოლარზე მეტი), არამედ საპენსიო უზრუნველყოფის ფორმების ვარიაციის მიხედვით, საპენსიო ფონდი გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომაც შესაბამისი აქტუარული შეფასებები და საზედამხედველო სამსახურის გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა მომუშავე მოსახლეობაზე ფინანსური ზეწოლის ზრდას, რაც დაკავშირებულია (1946 - 1964 წწ.) ომის შემდგომი დემოგრაფიული ბუმის თაობის საპენსიო ასაკში შესვლასთან. თუ 2000 წელს 100 მომუშავე პირზე მოდიოდა 22 პენსიონერი, 2020 წლისათვის მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 29-მდე, 2040 წლისათვის კი იქნება უკვე 38. ეს პრობლემას შეუქმნის, როგორც სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემას, ასევე, სახელმწიფო გარანტიების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს არასახელმწიფო პენსიებს, რომელიც ხორციელდება ეგრეთწოდებული „საპენსიო საგარანტიო დახმარების კორპორაციით“ (Pension Benefit Guarantee Corporation, PBGC).
რუსეთში აქტუარების მოღვაწეობის რეგულირება ძირითადად ხორციელდება არასახელმწიფო საპენსიო ფონდებში. აქტუარებისთვის წაყენებული კანონმდებრივი მოთხოვნები წარდგენილია კანონში „არასახელმწიფო საპენსიო ფონდების შესახებ“ და გამოიხატება სადაზღვევო ფონდების ზედამხედველობაში აქტუარის მიერ. კანონის თანახმად, ყოველი საპენსიო ფონდი უგზავნის ზედამხედველობის სამსახურს ყოველწლიურად აქტუარის დასკვნას ფონდის საქმიანობაზე.
„არასახელმწიფო ფონდების შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანამდე (2002 - წლამდე) ზოგიერთ შემთხვევაში ფონდის აქტუარები ადეკვატური შეფასების მიცემის საშუალებას იყვნენ მოკლებულნი. საქმე იმაშია, რომ ისინი იყვნენ სრულებით დამოკიდებულები ხელმძღვანელობაზე. ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო ხელმძღვანელს (რომელსაც სურს დამალოს ნეგატიური ტენდენციები ფონდის საქმიანობაში) და აქტუარს შორის, (რომელმაც უნდა ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასოს ფონდი), ნაკლებად იქნებოდა გადაწყვეტილი აქტუარის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში აქტუარი დგებოდა არჩევანის წინაშე - გააკეთოს არასწორი დასკვნა, თუ დაკარგოს სამსახური.
ფონდის ხელმძღვანელობის მიერ აქტუარებზე ზეგავლენისგან თავის დასაცავად კანონში მიღებულ იქნა სპეციალური პუნქტი. კერძოდ, აქტუარი, რომელიც ასრულებს სადაზღვევო ფონდის საქმიანობის შეფასებას, არ შეიძლება იყოს ამ ფონდის წარმომადგენელი. ეს კანონი მატებს ნდობას აქტუარის საქმიანობას და უზრუნველყოფს მისი შეფასების დამოუკიდებლობას. ახლანდელ პირობებში აქტუარულ გამოთვლებში ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ითვლება ინვესტიციებისა და ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის დარგები. მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბაზარი სწრაფ განვითარებას დაიწყებს, რადგან, იმისათვის, რომ თავისუფალმა ფულადმა სახსრებმა დაიწყონ შემოსავლის მოტანა, აუცილებელია ამ სახსრების ინვესტირება. ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის მთავარი მიზანია - ფასიანი ქაღალდების ოპტიმალური პორტფელის შექმნა. ეს ამოცანა საკმაოდ რთული საქმეა აქტუარიისთვის.
აქტუარი თამაშობს რისკის სტაბილიზატორის როლს, რადგან, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სქემები, დაზღვევა (ნებაყოფლობითი და იძულებითი) და სხვა სფეროები წარმოადგენს რისკის სტაბილიზაციის მექანიზმის მაგალითს. მოთხოვნა აქტუარულ გამოთვლებზე მოსალოდნელია ქვეყანაში გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევისა და ანუიტეტების განვითარებასთან ერთად. მაგალითად, აშშ-ში და კანადაში მუშაობს დაახლოებით 20 000 სერტიფიცირებული აქტუარი (დაახლოებით 1 სპეციალისტი 18 000 მოსახლეობაზე). Wall Street Journal-ის ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, 2002 და 2009 წლებში აქტუარიის პროფესია შედიოდა პროფესიების ყველაზე საუკეთესო სამეულში.
ნატო კაკაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
АННОТАЦИЯ
Актуарные расчети в зарубежных странах
Нато Какашвили,
академический доктор
В развитых странах в надзирательных органах над актуарной професии и в канролируемых органах над страховым рынком применяются разные модели в частности, модель ответственного актуара (Канада) и двуактуарная модель (Франция). В Канадской модеи актуары несут большую ответственность за надзор и контроль над страховыми компариями. Во втором моделе надзора ответственность несут государственные органы, а актуарь является советчиком и посредником между надзирательным органом и комрании.
На существование модели взаимодействуют многие факторы, такие как, состояние страхового рынка количества страховых комрании на этом рынке. Требования надзирательных органов -усовершенствования финансового контроля иустойчевости оценочной системы осуществляется с помощю актуаров.
Для усавершенствования деятельности актуаров используются такие практические модели как сертификация дествующих актуаров осуществления сравнительного обзора повышение квалификации, которая может осуществица как с помощью актуарных ассоциации, так и надзирательными органамы.
![]() |
10 აგრარული სექტორი |
▲back to top |
![]() |
10.1 შეფარდებითი უპირატესობა და საქართველოს აგრარული მეურნეობა |
▲back to top |
„მიწისა და ხელის მოცდენა ფასმოკლე ჭირნახულისათვის, ჩვენი ფიქრით, დიდი შეცდომაა, სულ სხვა იქნებოდა, რომ ჩვენ რუსეთში შეგვეტანა იგი ჭირნახული, რომელიც რუსეთის ჰავასა და მიწის მიზეზით, იქ არ მოდის და სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ, და რუსეთიდამ პური გვეზიდნა; ამ შემთხვევაში გამორჩენა დიდი იქნებოდა: ჯერ ერთი ესა, რომ ჩვენი სასყიდელი უფრო იაფად დაგვიჯდებოდა და მერე ჩვენი გასაყიდი უფრო მეტს ამოიღებდა. ანუ, უკეთ ვსთქვათ, ის გარჯა, ის ჰავა და მიწა, რასაც ეხლა იეფად სასყიდ ჭირნახულს ვახმარებთ, რომ უფრო ძვირფასს რასმე მოვახმაროთ, ორგზით მოგებაში ვიქნებით.“
ილია ჭავჭავაძე
კლასიკური ეკონომიკური თეორიის მთავარმა იდეოლოგმა ადამ სმითმა თავის ნაშრომში „ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ პირველად განავითარა აზრი იმის თაობაზე, რომ უმჯობესია თითოეულმა გონიერმა ადამიანმა ისეთ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რომელშიც მას აქვს გარკვეული უპირატესობა მეზობელთან შედარებით, ხოლო თავისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით კი შეიძინოს ის, რისი საჭიროებაც მას გააჩნია. (შრომითი საქმიანობისადმი ასეთ მიდგომას კარგად ეხმიანება ქართული ანდაზა - პური მეპურეს გამოაცხობინე და ერთი პურიც მიეციო). ეს აქსიომატური დებულება შეფარდებითი (შედარებითი, ფარდობითი) უპირატესობის პრინციპისა, რომელიც, მართლაც, ისტორიულია შრომის დანაწილების, წარმოების სპეციალიზაციის, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების და საქონლის (მომსახურების) ურთიერთგაცვლის სარგებლიანობის შესახებ, ძალაში რჩება თანამედროვე მსოფლიოში.
შეფარდებითი უპირატესობის პრინციპი მეცნიერულად ჩამოაყალიბა კლასიკური ეკონომიკური თეორიის მეორე იდეოლოგმა დეივიდ რიკარდომ. ა. სმითისა და დ. რიკარდოს თეორიის ძირითადი ამოსავალი დებულება მოკლედ შეიძლება ასე გამოვხატოთ: შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის თანახმად, თითოეული სახეობის პროდუქტი უნდა აწარმოოს იმ ქვეყანამ, რომელსაც ამ საქონლის წარმოებაზე ნაკლები ალტერნატიული დანახარჯი აქვს სხვასთან შედარებით. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეს პრინციპი მართლზომიერია არამარტო ქვეყნების, არამედ ცალკეული ინდივიდების და საოჯახო მეურნეობის მიმართაც.
შეფარდებითი უპირატესობის დადგენა ხდება ერთი და იგივე საქონლისა და მომსახურების მწარმოებელთა ალტერნატიული დანახარჯების შედარების გზით. შეფარდებითი უპირატესობა გააჩნია მას, ვისაც ნაკლები ალტერნატიული დანახარჯი აქვს იდენტური საქონლის წარმოებაზე (ანუ მას, რომელიც ყველაზე ნაკლებს თმობს (კარგავს) კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების წარმოებისათვის).
ამ კონტექსტში ბუნებრივად ისმება კითხვა: როგორ ვიყენებთ შეფარდებითი უპირატესობის პრინციპს საქართველოს აგრარულ მეურნეობაში? პასუხი ცალსახად უარყოფითია, რაც შესაბამისი ფაქტებითაც დასტურდება. კერძოდ, პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ წლებში ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებისათვის უცხოელი სპეციალისტთა მონაწილეობით რამდენიმე პროექტი შემუშავდა. პირველი ასეთი პროექტი Tacis-ის პროგრამის ფარგლებში დამუშავდა 1992-1993 წლებში ფრანგი ექსპერტის, დოქტორ მიშელ სიგოს ხელმძღვანელობით. ხსენებულ პროგრამას საფუძვლად დაედო სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც ძირითადად აგებული იყო შეფარდებითი უპირატესობის პრინციპზე. მასში გათვალისწინებული იყო მრავალწლიანი ნარგავების, მათ შორის ვაზის, ხეხილის, ჩაის და ა.შ. ფართობის მკვეთრი შემცირება და სამაგიეროდ, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილის, ეთერზეთების, მარცვლეულის, პირუტყვისთვის საკვების და სხვა სასურსათო თუ ტექნიკური კულტურების ფართობის გაზრდა. პროექტი, რომელიც მრავალწლიანი ნარგავების ფართობის საშუალოდ 2-2,5-ჯერ შემცირებას ითვალისწინებდა, მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, რომელიც მანამდე სწორედ ვაზის, ხეხილის, სუბტროპიკული და სხვა სამხრეთული კულტურების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული.
2001-2004 წლებში საქართველოში ამოქმედდა მსოფლიო ბანკის პროექტი (IFAD), რომლის მიერ ჩატარებული კველვის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ხორბალი შეფარდებითი უპირატესობა და საქართველოს აგრარული მეურნეობა და სხვა მარცვლეული კულტურები შემოსავლიანობის მიხედვით მნიშვნელოვნად აგებს ბოსტნეულთან, ბაღჩეულთან, თხილთან და სხვა კულტურებთან, რადგან მათ (მარცვლეულ კულტურებს) შეფარდებითი უპირატესობა არ გააჩნიათ.
დაბოლოს, USAID-ის დაფინანსებით ქვეყანაში 2006-2007 წლებში დამუშავდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2015 წლამდე პერიოდისათვის, რომელშიც ვკითხულობთ (215 გვ.): „საქართველოში მარცვლოვანებს და ზეთოვან კულტურებს არ გააჩნიათ არც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების საშუალება და არც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი. სამაგიეროდ, მოგებიანი იქნება ხილის, ბოსტნეულის, რძის, თევზისა და ხორცის პროდუქტების წარმოება“. აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებობს კარგი შესაძლებლობები ისეთი პროდუქტების საწარმოებლად, რომელთა ბაზრები იზრდება და მოწოდებაც დეფიციტურია, მაგალითად, კენკრა, ეთერზეთები, სამკურნალო მცენარეები და სუნელები, გამშრალი ხილი და ბოსტნეული, ასევე ორგანული პროდუქტების ფართო ასორტიმენტი. ამასთან, მათ წარმოებაში ინვესტიციები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნება კონკურენტული (შეფარდებითი) უპირატესობა შედარებით ხანგრძლივვადიან პერიოდში.
ობიექტურ კრიტიკას და შესაბამის რჩევებს არც სხვა უცხოელი ექსპერტები იშურებენ. კერძოდ, „Tacis“-ის პროექტის („საქართველოში აგრობიზნესბანკის შესაძლებლობათა გაძლიერება“) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი ქრისტოფერ კორდონიე თავის სტატიაში „საქართველოს სოფლის მეურნეობა და სოფლის საზოგადოების განვითარების პერსპექტივები. სამოქმედო გეგმის მონახაზი“ (ჟურ. „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები“, 2005 წ., დეკემბერი) აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი ცვლილებები საქართველოს სოფლის მეურნეობაში წინააღმდეგობაში მოდის მისივე საერთაშორისო კომერციულ სტრატეგიასთან. ისეთ პროდუქტებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რომლებშიც საქართველოს შეფარდებითი უპირატესობა გააჩნია და დამატებული ღირებულება შეუძლია შექმნას (ხილი, ღვინო და ა.შ.), ქართველი ფერმერები ძირითადად არაპერსპექტიულ პროდუქციას აწარმოებენ, როგორიც ხორბალი ან კარტოფილია და რომელშიც ქვეყანას შეფარდებითი უპირატესობა არ გააჩნია“ (გვ. 81).
ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი 2 საუკუნის წინათ დადგენილი ჭეშმარიტება შეფარდებითი უპირატესობის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში რეალური ეკონომიკის დარგებში წარმატების მიღწევის ძირითად გარანტს წარმოადგენს? იქნებ, მიზეზი შეფარდებითი უპირატესობის დადგენის სირთულეა. არა გვგონია, რადგან დარგების თუ კულტურების რანჟირება შემოსავლიანობის დონის მიხედვით არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს. აქ მთავარია, თითოეულმა საქონელმწარმოებელმა იცოდეს, რას თმობს კულტივირებული დარგის თუ კულტურის სანაცვლოდ, ანუ, რამდენად პასუხობს მისი მეურნეობრივი საქმიანობა შეფარდებითი უპირატესობის პრინციპს. ჩვენი აზრით, მთავარი მიზეზი უფრო მამაპაპური ტრადიციებისადმი ჩვენი შეუვალი ერთგულებაა. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ სოფლის (თემის), რაიონის, ზონის თუ მხარის მასშტაბით აგროსაწარმოში თუ ოჯახურ მეურნეობაში ძირითადად ერთიდაიგივე სასოფლო-სამეურნეო კულტურებია გაადგილებული: კერძოდ, კახეთში ვაზი (თუმცა, ბოლო პერიოდში მას გაუჩნდა ალტერნატივა „ვენახის ატმის“ და საზამთროს სახით. არაა გამორიცხული მოკლე ხანში მას ზეთისხილიც ჩაენაცვლოს), ხორბალი, მზესუმზირა, ბაღჩეული, ბოსტნეული და ა.შ. ქართლში ხილი, ბოსტნეული, კარტოფილი, ბაღჩეული და სხვა, დასავლეთ საქართველოში ვაზი, სიმინდი, სოია, სუბტროპიკული კულტურები და ა.შ. ფაქტია, რომ საკარმიდამო ნაკვეთებზე ოჯახური მეურნეობები აწარმოებენ ყველა სახის კულტურას, რომლის მოვლა-მოყვანაც კი შეიძლება მოცემულ ზონაში თუ მიკროზონაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეისთვის სოფლად თვითდასაქმებულთა ძირითადი ამოცანა სურსათით (მათ შორის ხილით, ბოსტნეულით, კარტოფილით, მარცვლეულით, მეცხოველეობის პროდუქტებით და ა.შ.) თვითუზრუნველყოფაშია, მაგრამ ეს ამოცანა, ჩვენი აზრით, უფრო იოლად გადაწყდება სასოფლო წარმოებაში შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის გამოყენების და წარმოებული პროდუქციის ურთიერთგაცვლის (ვაჭრობის) პირობებში. სხვაგვარად საოჯახო მეურნეობათა საქონლიანობის დონე მუდამ დაბალი იქნება მისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგებით.
ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მსჯელობა, მართალია, საოჯახო მეურნეობებს შეეხებოდა, მაგრამ ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ქვეყნებს შორის მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ვინაიდან ყველა ქვეყანას საკუთარი ეროვნული ვალუტა გააჩნია შეფარდებითი უპირატესობის და ურთიერთვაჭრობის სარგებლიანობის დონის დასადგენად, როგორც ცნობილია ფარდობით ფასებს იყენებენ (ეს არის ფასი, როცა ერთი საქონლის ფასი გამოხატულია მეორე საქონლის ნატურალურ ერთეულში და ამგვარად, ამ საქონლის წარმოების ალტერნატიულ დანახარჯებს გვიხასიათებს). ასე მაგალითად, თუ რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში წარმოებული ხორბლისა და ხილის ღირებულებას ფარდობით ფასებში გამოვსახავთ, აღმოჩნდება, რომ ხილის ტონებში გამოსახული 1 ტ. ხორბლის ფასი (ანუ ალტერნატიული დანახარჯი) რუსეთში რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთს (საქართველოსთან შედარებით) აქვს შეფარდებითი უპირატესობა ხორბლის წარმოებაში. რაც შეეხება ხილს, აქ პირიქით - საქართველოს აქვს შეფარდებითი უპირატესობა რუსეთთან შედარებით, რადგან ერთი ტონა ხილის საწარმოებლად ბევრად ნაკლებ ხორბალზე უწევს უარის თქმა. ამ პრინციპის მიხედვით რუსეთმა ხორბალი უნდა აწარმოოს (რადგან ხორბლის ალტერნატიული დანახარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში), ხოლო საქართველომ კი პირიქით - ხილი (რადგან ხილის ალტერნატიული დანახარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსეთში).
როგორც ვხედავთ, შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის მოქმედება ვლინდება როგორც ნატურალურ, ასევე ფულად თანაფარდობაში. მაგრამ იმის გამო, რომ მეწარმის გადაწყვეტილებაზე განმსაზღვრელ გავლენას ფასწარმოქმნითი ფაქტორები ახდენს (მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობიდან გამომდინარე), პროდუქტების გაცვლითი ურთიერთობა განიხილება არა ნატურალურ, არამედ ფულად ერთეულებში.
შეფარდებითი უპირატესობის პრინციპი წარმოადგენს მნიშნელოვან ფაქტორს, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს სხვადასხვა დარგისა თუ პროდუქტების პოტენციურ შემოსავლიანობაზე. მისი გათვალისწინება საქონელმწარმოებლისათვის განსაკუთრებით აუცილებელი ხდება მაშინ, როცა მის წინაშეა მრავალი ალტერნატივა და მან უნდა გადაწყვიტოს რომელი დარგი (კულტურა) შეარჩიოს და რა რაოდენობის პროდუქტი აწარმოოს თითოეულისგან.
ამრიგად, სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას მთელი ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კულტურების (დარგების) წარმოება-განვითარებას, რომლითაც შეგვეძლება „საქვეყნო და შინაურ ვაჭრობაში თავის გამოჩენა და ეკონომიკური სარგებლის მიღება“ (ი. ჭავჭავაძე).
უკანასკნელ წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში სტაბილური ხასიათის უკუსვლა აღინიშნება. პირველ ყოვლისა, ეს არის ნათეს-ნარგავი ფართობების და შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პერმანენტული შემცირება (მიუხედავად ამისა, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია ასახულია მხოლოდ მიმდინარე საბაზრო ფასებში და ზრდის ტემპიც საკმაოდ „შთამბეჭდავია“), სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურიდან ისეთი დარგებისა და კულტურების გაქრობა, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ ექსპორტის საგანს წარმოადგენდა, და სხვა. ყოველივე აღნიშნულმა, განაპირობა სურსათის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა ზრდის ტემპების მკვეთრი შეუსაბამობა და ძირითადი სასურსათო პროდუქტებით ქვეყნის მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის დონის მინიმუმამდე შემცირება.
თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს იმპორტულ სურსათზე მოთხოვნის პერმანენტული ზრდისა და საქართველოს საგადასახდელო ბალანსის უკიდურესი დაძაბულობის პირობებში, ქვეყანაში არ ტარდება რაიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც დარგის უკუსვლას შეაჩერებს და აგრარულ წარმოებას ქვეყანაში განვითარების იმპულსს მისცემს.
დღეს ბევრი საუბრობს რუსეთის ბაზრის დაბრუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ქართულმა პროდუქტმა შესაძლოა ვერც ფასით და ვერც ხარისხით სათანადო კონკურენცია ვერ გაუწიოს უცხოურ ანალოგებს, რადგან ისინი მაღალი დონით სუბსიდირებულია. რაც შეეხება დაუცველ ადგილობრივ ბაზარს, აქ კონკურენცია ახლო მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (გზები, ტრანსპორტის სიმრავლე და ა.შ.) იმპორტულ პროდუქციას იოლად შეღწევადს გახდის საქართველოს ყველა რაიონსა და შორეულ სოფლებშიც კი, რაც ადგილობრივ აგროწარმოებას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. აგროსასურსათო სექტორი უფრო დაკნინდება, ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში უმუშევრობის მაღალი დონის გამო, სოფლად თვითდასაქმებულების დიდ არმიას მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩება - გააგრძელოს იძულებითი შრომა მიწაზე, რომელიც იმდენად დაბალმწარმოებლურია, რომ ვერ უზრუნველყოფს შემოსავლებს საარსებო მინიმუმის დონეზეც კი.
ამდენად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის ძირითადი მიზეზი აგრარული წარმოებისადმი ხელისუფლების უყურადღებო დამოკიდებულებაა. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნის აშშ-ის ეკონომიკური სიძლიერის საფუძველს სასოფლო-სამეურნეო წარმოება წარმოადგენს. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ აქსიომატურ დებულებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია განვითარებული სოფლის მეურნეობა, ე.ი. აქვს სათანადო მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, მინერალურ სასუქებზე, მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებებზე, კომბინირებულ საკვებზე და წარმოების სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწოდება მრეწველობის შესაბამისმა დარგებმა უნდა უზრუნველყოს, ანუ სოფლის მეურნეობის განვითარება ობიექტურად მოითხოვს სხვადასხვა მომსახურე დარგების განვითარებასაც. მეორე მხრივ - განვითარებული სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს საჭირო ნედლეულით კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ისეთ საწარმოებს, როგორიცაა: ღვინისა და ხილ-ბოსტნეულის საკონსერვო ქარხნები, წისქვილკომბინატები, ელევატორები, ჩაის ფაბრიკები, ხორცისა და რძის კომბინატები და სხვა, რომელთა მიერ წარმოებულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე აქვს შესაბამისი მოთხოვნა. ამგვარად, იკვრება წრედი - აგრარული პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება, პირველადი სამრეწველო გადამუშავება და რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, ადვილი დასათვლელია, რამდენად შემცირდებოდა საქართველოში უმუშევრობის დონე, რამდენად გაიზრდებოდა თითოეული სახის საკვები პროდუქტით თვითუზრუნველყოფის დონე და რა თანხით შეუმცირდებოდა სურსათის იმპორტი ქვეყანას, რომ მოთხოვნის ადეკვატური რაციონალური აგრარული პოლიტიკა და ნორმალურად ფუნქციონირებადი აგროსასურსათო სექტორი გააჩნდეს. ფაქტია, რომ ისედაც მცირემიწიან საქართველოში დამუშავებას დაქვემდებარებული მიწის თითქმის ნახევარი დღეს არ მუშავდება (მიტოვებულია) და აგრარული პროდუქციის წარმოების პოტენციური შესაძლებლობა ერთი მესამედითაც არაა გამოყენებული. რის გამოც იზრდება უმუშევრობის დონე და ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი. აქედან დასკვნა: დღეს საქართველოს არა იმდენად იმის ცოდნა სჭირდება, რომელ რაიონსა თუ მხარეში სასოფლო-სამეურნეო წარმოების როგორი სპეციალიზაციაა, არამედ იმისა, სად როგორი უნდა იყოს ის მუდმივად ცვლად საბაზრო გარემოში. ბუნებაში მუდმივი არაფერია და ერთხელ დადგენილი სპეციალიზაციაც ვერ იქნება მუდმივი, მით უფრო, თუ მას ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა პერიოდში მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დარგების საქონლიანობის დონე უდევს საფუძვლად.
აგრარულ სექტორში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით უნდა დამუშავდეს და ამოქმედდეს აგროსასურსათო სექტორის აღორძინების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელშიც დარგების (კულტურების) განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში დაფუძნებული იქნება შეფარდებითი უპირატესობის პრინციპზე. ამასთან, ვიდრე რომელიმე დარგზე თუ კულტურაზე შევჩერდებით, საჭირო იქნება შიგა თუ გარე სასურსათო ბაზრის საფუძვლიანი მარკეტინგული შესწავლა, ანუ, დადგენა იმისა, რა მიეწოდება მას ჭარბად და რა პროდუქტებზეა შედარებით დეფიციტი.
მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები შეირჩევა, საჭიროა დავადგინოთ, გვექნება თუ არა კონკურენტული (ფარდობითი) უპირატესობა გამიზნული პროდუქტების წარმოებაში შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ კუთხით უნდა შეფასდეს არა მარტო ჩვენი სოფლის მეურნეობის ტრადიციულად მაპროფილებელი დარგები, არამედ ისეთებიც, რომლებიც დღემდე ჩრდილში არიან მოქცეულნი. ამ მიმართულებით არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. მათ შორის მოხვდება ისეთი კულტურები, როგორიცაა: ტუნგო, ბალახოვანი, ეთერზეთოვანი კულტურები, დაფნა, სამკურნალო მცენარეები, გამშრალი ხილ-ბოსტნეული და ა.შ. დარგის აღორძინების სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში პერსონალური მიდგომით უნდა შეირჩეს ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგები, რომელთაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეფარდებითი უპირატესობა ექნებათ. ყველა შემთხვევაში აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალხარისხოვანი და უნიკალური ღვინოების წარმოებაზე, რაც, თავის მხრივ, მაღალხარისხოვანი და უნიკალური ვაზის ჯიშების გამრავლებას და შესაბამის ზონებში (მიკროზონებში) გაადგილებას მოითხოვს. ასეთივე მიდგომით უნდა იქნეს განხილული მეჩაიეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა და სხვა დარგები. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მაღალხარისხოვანი პროდუქტების (მათ შორის, ორგანული) წარმოება და შესაბამისი მარკეტინგი შეიძლება გახდეს ადგილობრივი ბაზრის დაბრუნების და მსოფლიო ბაზარზე კუთვნილი სეგმენტის დაკავების გარანტი. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია მსოფლიო სასურსათო ბაზრის კონიუნქტურა, საკვებ პროდუქტებზე ფასების პერმანენტული ზრდა და სურსათით თვითუზრუნველყოფის გარანტიებიც.
საბედნიეროდ, საქართველოს ჰავა, ნიადაგი და კლიმატი ბევრი აგროკულტურისათვის ქმნის შეფარდებითი უპირატესობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - წარმოებული პროდუქტის ხარისხობრივ პარამეტრს, რომლის გამოყენება დღემდე ვერ ხერხდება. შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაცია მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ მაშინ, თუ გაადგილებული კულტურის (ჩაი, ხეხილი, მარცვლეული და სხვა) ჩანაცვლება სხვა კულტურით ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, აგრეთვე საქართველოს მთიანეთში, სადაც მიწის სავარგულს გარდა პროფილური ფუნქციისა სხვა დატვირთვა გააჩნია (სასაზღვრო, მესაზღვრეთა საკვებით უზრუნველყოფა, მეცხოველეობის განვითარება, რომელიც მთიანეთის აღორძინებისა და თავდაცვის უპირველესი პირობაა და ა.შ.). თუმცა, არსებობს დაუმუშავებელი (მიტოვებული, არაპრივატიზებული) ფართობის დიდი ოდენობა, რომელზედაც შეიძლება არატრადიციული კულტურების გაადგილება. ამაზე ნათლად მეტყველებს კახეთში უკანასკნელ წლებში ფეხმოკიდებული ისეთი კულტურები, როგორიცაა: „ვენახის ატამი“, თხილი, ბაღჩეული, ზეთისხილი და სხვა, რომელთაც შეფარდებითი უპირატესობა გააჩნიათ (ანუ, მათი მეპატრონეები წარმოების ტრადიციული სპეციალიზაციის შეცვლით სხვა თანაბარ პირობებში უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ).
ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს არსებული სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაცია შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება, ჩვენი აზრით, მეტად საჭირო და გარდაუვალი აუცილებლობაა.
რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით საწყის ეტაპზე? რამდენადაც საქართველოს აგრარული წარმოების საფუძველს დღეისთვის საოჯახო მეურნეობები წარმოადგენს, საჭიროა მათთან კვალიფიციური სპეციალისტების მიერ სათანადო ახსნაგანმარტებითი კონსულტაციების ჩატარება, თუმცა, გადამწყვეტი როლი ამ საქმეში, ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. მხედველობაში გვაქვს სოფლად ინდივიდუალურ საქონელმწარმოებელთა სხვადასხვა მიმართულების სასოფლო კოოპერატივებში ნებაყოფლობითი გაერთიანების სტიმულირება, რაც ადვილად მიიღწევა ყველა ქვეყანაში კოოპერატივებისათვის საგადასახადო და სხვა შეღავათების დაწესების საშუალებით.
შრომისა და წარმოების ორგანიზაციის პროგრესული სამართლებრივი ფორმების დანერგვა სოფლად და აქტიური სახელმწიფო მხარდაჭერა შექმნის შესაბამის პირობებს საქართველოს აგროწარმოების დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაციისათვის შეფარდებითი უპირატესობის პრინციპისა და მარკეტინგული მოთხოვნების გათვალისწინებით.
დასასრულ, თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია მიმდინარეობს არა მარტო სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელებს შორის, არამედ ეროვნულ მეურნეობათა მოდელებსა და ეკონომიკის დარგთა ორგანიზაციისა და გაძღოლის ფორმებს შორისაც, რათა მიღწეული იქნას ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობა. ის, რაც ოპტიმალურია ჩინელისათვის, ან ამერიკელისათვის, შეიძლება ჩვენთვის არ იყოს ოპტიმალური. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ეროვნული სპეციფიკა (ხასიათი, ჩვევები), რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს ერის ყოფაცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მექანიზმები ადამიანთა ურთიერთობის რეგულირებისა - ფსიქოლოგიური, ტრადიციისმიერი, ღირებულებათა შკალით განსაზღვრული, კულტურული, მიწასთან დამოკიდებულებისა და სხვა. გაგვაჩნია განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემო, რესურსული პოტენციალი, ბიოგეოკლიმატური პირობები, საიდანაც მომდინარეობს საკვების შემადგენლობა, კვების თავისებურებები, კვების ხასიათი (კვების ტრადიცია) და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მოითხოვს აგროსასურსათო სექტორის რეფორმირებისა და განვითარების განსხვავებულ მიდგომას, მის რეალიზაციას ქართული (ეროვნული ტრადიციების) სპეციფიკის გათვალისწინებით, და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც ძალიან წარმატებულის) გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა-გამეორებას.
საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობაში (რასაც განაპირობებს მრავალფეროვანი ბიოგეოკლიმატური პირობები, ურთულესი ვერტიკალური ზონალობა, ადამიანის კვებისათვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა), მცირე სიდიდის ფერმათა სიჭარბე არ არის საგანგაშო, რამდენადაც ქვეყნების უმრავლესობაში მათი ოპტიმალური სიდიდე ადგილობრივი ბიოგეოკლიმატური პირობებით, კულტურათა მოვლა-მოყვანის სპეციფიკურობითა და აგრომრავალდარგოვნებით არის განპირობებული. მცირე აგრომეურნეობათა ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი გზა, მიწაზე მეურნეობრიობის კოოპერატიული ფორმის დაფუძნებაა. მეურნეობრიობის ეს ფორმა გარკვეულწილად ხსნის როგორც მიწის დამუშავების, ასევე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს და საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლოსამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი დონის მქონე სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმების შექმნას.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ აგროეკოლოგიური წარმოების ის ტრადიციები და უნიკალური წესები, რომლებიც თანხვედრაში მოვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ასეთი მიდგომა გამართლებულია, მით უმეტეს, რომ უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები და გარემო, ხალხის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და სხვა ფაქტორების კომპლექსი - ქმნის ქართული აგრარული მეურნეობის შედარებით უპირატესობას.
პაატა კოღუაშვილი,
თსუ პროფესორი, ემდ
გიორგი ზიბზიბაძე,
აეი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
![]() |
10.2 სასურსათო უსაფრთხოება და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პერსპექტივა |
▲back to top |
ზურაბ ბერიძე,
საქართველოს სახელმწიფო
აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი
XXI საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მიღწეული დონე უკიდურესად ნეგატიურია. წარსული განვითარების არაოპტიმალურმა და ხელოვნურმა პირობებმა, გარდამავალი ეტაპის სისტემურმა კრიზისებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სრულფასოვანი სურსათისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.
შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არსებობს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური პირობები. პოზიტიურს განეკუთვნება: ხესაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, აგრომეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის საკმარისი დონე, რეზერვები, რომელიც ექსტენსიურ განვითარებასთან ერთად, აისახება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდაში, ოპტიმალურ-დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ მრავალფეროვნებაში, წარსულის გამოცდილება, როცა ჩვენ გვქონდა განვითარების უფრო მაღალი შედეგები.
რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდში ეკონომიკური ზრდის თითქმის ყველა ფაქტორები დაქვეითდა. რეზერვებმა, რომლებიც რეფორმების საწყის ეტაპზე არსებობდა, მკვეთრი დაცემა განიცადეს. ამასთან, აგროპროდუქციის წარმოებისთვის კვლავაც არახელსაყრელი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა შექმნილი - სამამულო წარმოების პროდუქცია არაპრიორიტეტულ მდგომარეობაშია, ჯერ კიდევ მაღალია კორუფციული ფონი.
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კვლავაც განსაკუთრებულ მუქარებად რჩება.
სოფლის მეურნეობის არაოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურა, მისი მაღალი წილი მშპ-ში; სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობის დაბალი დონე; ადგილობრივი პროდუქციის დაბალკონკურენტუნარიანობა და საგარეო ბაზარზე შეღწევის სირთულე; იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ეკოლოგიურობის დაბალი ხარისხი; სასოფლოსამეურნეო წარმოების ტექნიკური აღჭურვის დაბალი დონე; ქვეყნის დამოკიდებულება სტრატეგიული სურსათის იმპორტზე.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნად ისახავს 2020 წლამდე პერიოდში საქართველოში სურსათისადმი ხელმისაწვდომობისა და საკმარისობის, ეკოლოგიურობის ხარისხისა და თვითუზრუნველყოფის მიხედვით ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობის პირობების ფორმირებას. ისეთი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარების კვალობაზე კრიზისის დაძლევა, სოფლისთვის ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ფუნქციის დაბრუნება.
აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი ამოცანებია:
სოფლის მეურნეობის ოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებისადმი ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფორსირებული ზრდის კვალობაზე მშპ-ში მისი ხვედრითი წონის 7-9%25-მდე შემცირება;
სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობის ამაღლება;
სასურსათო პროდუქციის იმპორტის წილის შემცირება და ექსპორტის წილის მკვეთრი ზრდა;
სტრატეგიული სურსათით უზრუნველყოფის საკმარისი დონის მიღწევა.
საქართველოში განვითარებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ არსებითი გავლენა მოახდინა საწარმოთა შესაძლებლობებზე და არამდგრადი გახდა მათი საქმიანობა.
კვლევამ გვიჩვენა, რომ არსებულ გარემოში ძირითადი სასურსათო პროდუქტების საკუთარი წარმოების მოცულობები დინამიკაში არასტაბილურია, რის გამოც მოსახლეობის უზრუნველყოფის მაჩვენებლებიც დაბალია ფიზიოლოგიურ ნორმებთან შედარებით და შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ასე მაგალითად, 2009 წელს 2000 წელთან შედარებით 40%25-ით შემცირდა ხორბლის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ხოლო 2003 წელთან შედარებით 77,0%25-ით. ანალოგიური სიტუაციაა სხვა პროდუქტებთან მიმართებაშიც (იხ. ცხრილი1).
კვების პროდუქტების ერთ სულზე წლიური მინიმალური მოხმარების ნორმისა და ფაქტიური მოხმარების პარამეტრების დისტრიბუცია ავლენს, რომ მათ შორის ძირითადი კვების პროდუქტების მიხედვით ნეგატიური დისპროპორციებია. კერძოდ, 2009 წლისთვის პურისა და პურპროდუქტების ფაქტიური მოხმარება წლიურ მინიმალურ ფიზიოლოგიურ ნორმას ჩამორჩება - 9%25-ით, კარტოფილი - 37,2%25-ით, ბოსტნეული - 62,2%25-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 67,3%25-ით, რძე და რძის პროდუქტები 67,2%25-ით, კვერცხი - 57,1%25-ით. ამასთანავე, ხორცისა და ხორცის პროდუქტების, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კვერცხის, ხილის, ჩაის მოხმარების მიხედვით აღნიშნული ნეგატიური ტენდენცია გრძელვადიანი ხასიათისაა.
ქვეყანაში კვების პროდუქტების წარმოებასა და ზღვრულ მოთხოვნილებას შორის არსებული დისპროპორცია ცხადყოფს, რომ სურსათის საკმარისობა ქვეყანაში ნეგატიური პარამეტრებითაა წარდგენილი, დაბალია მოსახლეობის მხრიდან მათზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. კერძოდ, 2009 წლის მდგომარეობით, ერთი პენსიონერის საშუალო თვიური შემოსავალი 100.0 ლარია მაშინ, როცა საშუალო მომხმარებლისთვის საარსებო მინიმუმი 114.1 ლარს შეადგენს. ამასთანავე, ქვეყანაში პოზიტიური პარამეტრებია შექმნილი კვერცხით (101%25), ყურძნით (118%25) თვითუზრუნველყოფის მხრივ. მაგრამ დანარჩენი კვების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ნეგატიურია, განსაკუთრებით დაბალია სტრატეგიული კვების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფა. ბოსტნეული - 76%25. ხორბალი - 8%25, ხორცი - 47%25, რძე და რძის პროდუქტები - 92%25, კარტოფილი - 93%25.
თვითუზრუნველყოფის დაბალი დონის ნეგატიურობას ამძაფრებს იმპორტული სასურსათო საქონლის უმეტესწილად დაბალხარისხოვანება და ეკოლოგიური არასაიმედოობა. ამასთანავე, უპირატესად დაბალი ფასების გამო, ისინი ფაქტიურად უშლიან ხელს სამამულო პროდუქციის წარმოების განვითარებას.
თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე (ერთ სულზე)
პროდუქცია |
ფიზიოლოგ |
2000წ |
2003წ |
2009წ |
2009წ. |
2009წ |
2009წ |
2009წ. |
პური და |
120 |
20 |
52 |
12 |
60 |
23 |
-40 |
-77 |
კარტოფილი |
70 |
67 |
98 |
49 |
73.1 |
50 |
-16.9 |
-50 |
ბოსტნეული |
140 |
80 |
99 |
37 |
46.3 |
37.4 |
-53.7 |
-62.6 |
ხორცი |
78 |
24.5 |
24.9 |
12 |
49 |
48.2 |
-51 |
-51.8 |
რძის და რძის პროდუქტები |
400 |
141 |
176 |
124 |
88 |
70.5 |
-12 |
-29.5 |
კვერცხი |
210 |
82 |
105 |
97 |
118.3 |
92.4 |
+18.3 |
-7.6 |
სასურსათო უსაფრთხოების ნეგატიური პარამეტრები განპირობებულია XX საუკუნისათვის საქართველოს აგრარულ სექტორში არაოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ხელოვნური ჩამოყალიბებით, პოსტსოციალისტურ პერიოდში გასაღების ტრადიციული ბაზრების დაკარგვითა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დაცემით. 2009 წლისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საბაზო პარამეტრები კვლავაც ნეგატიურია.
ცხრილი 2.
ქვეყნის რეალური მოთხოვნილება ძირითად (ადგილობრივ და იმპორტულ) სასურსათო პროდუქტებზე 2009 წ.
პროდუქცია |
სულ |
ადგილობრივი |
საჭირო |
ადგ. წარმ. |
იმპორტის |
ხორბალი |
767 |
54 |
713 |
7 |
93 |
კარტოფილი |
222 |
217 |
5 |
97.7 |
2.3 |
ბოსტნეული |
523 |
170 |
353 |
32.5 |
67.5 |
ხორცი |
244 |
54.3 |
189.7 |
22.3 |
77.7 |
რძის და |
1397 |
551 |
846 |
39.4 |
60.6 |
კვერცხი |
665 |
431 |
234 |
64.8 |
35.2 |
პირველი რიგის ამოცანაა ქვეყნისთვის საარსებოდ აუცილებელი და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პროდუქციის მინიმალურად აუცილებელ დონეზე წარმოება (იხ. ცხრილი 2.).
წარმოების მეორე (ნორმალური პირობები) დონე ქვეყანაში სტაბილურობის საფუძველზე ჩამოყალიბდება და იგი გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცებას და თავდაცვითუნარიანობის ამაღლებას.
მესამე დონეზე (ხელსაყრელი პირობები) ქვეყანაში გადაწყდება უმნიშვნელოვანესი ამოცანები. შეიქმნება შედარებით საუკეთესო საშინაო და საგარეო პირობები, მიღწეული იქნება ეკონომიკის რეგულირების ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრები.
თანამედროვე მეცნიერულტექნიკური პროგრესის პირობებში ქვეყანაში შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წარმოებულ იქნას შემდეგი მოცულობით (IV დონე (ნორმატიული დონე)), მარცვლეული 1500-2000 ათასი ტონა, ყურძენი 800-900 ათასი ტონა, ციტრუსი 230-250 ათასი ტონა, კარტოფილი 700-800 ათასი ტონა, ჭარხალი 300-350 ათასი ტონა, ხილი1000-1200 ათასი ტონა, ბოსტნეული 900-1100 ათასი ტონა, ხორცი 300-400 ათასი ტონა, რძე 1200-1400 ათასი ტონა, თევზი 100-120 ათასი ტონა, კვერცხი 1400-1600 მლნ ცალი.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემური კრიზისის ხანგრძლივ და მტკივნეულ გზაზე აგრარულ სექტორში არსებული რესურსების დიდი ნაწილი არაეფექტიანად გაიხარჯება. ამასთან, გარკვეული რეზერვები, კრიზისის დაძლევის შიგადარგობრივი ფაქტორები კვლავაც არსებობს. ისევე, როგორც მთლიანად ეკონომიკაში, აგრარულ სექტორშიც, წარმოების ზრდა მოკლევადიან პერიოდში მოთხოვნის სტიმულირებასა და რაციონალურ სავაჭრო-სატარიფო პოლიტიკას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში სამ პრიორიტეტს: ინვესტიციებს, ექსპორტსა და მცირე ბიზნესს დაეყრდნობა, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა აგრარულ სექტორში სწორედ ამ მიმართულებების განვითარებას უზრუნველყოფს.
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი გახდება წარმოების ფაქტორთა (მიწა, შრომა, კაპიტალი, სამეწარმეო უნარი, სამთავრობო რეგულირება) გამოყენების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ამაღლება და ამ ეკონომიკურ ბერკეტთა ამოქმედების საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა. დღეისათვის საქართველოში მიწის ფაქტორი მესამედითაც არ არის ამოქმედებული. ქვეყანაში დამუშავებაში, მყოფი ერთი ჰექტარი დაახლოებით 1200 (2009წ) დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქციას იძლევა, როცა ნორმატიული გაანგარიშებით მისგან შესაძლებელია 3-ჯერ მეტის მიღება. მითუმეტეს, რომ სახნავის მოცულობით (0.16 ჰა)
საქართველო ისეთი განვითარებული ქვეყნების გვერდითაა, როგორიცაა: საფრანგეთი (0.16 ჰა), ინგლისი (0.14 ჰა), ბელგია (0.12 ჰა), ჰოლანდია (0.11 ჰა). დიდი რეზერვებია სასოფლოსამეურნეო სავარგულების ექსტენსიური ზრდის თვალსაზრისით. კერძოდ, შესაძლებელია 2015 წლისთვის 2003 წელთან შედარებით დამუშავებაში მყოფი მიწა (სახნავი, მრავალწლიანი ნარგაობა) გაიზარდოს 136 ათასი ჰექტარით. აქედან, სახნავის ფართობი გაიზრდება 106 ათასი ჰექტარით, ხოლო მრავალწლიანი ნარგაობის - 30 ათასი ჰექტარით.
მნიშვნელოვანი რეზერვებია ინტენსიური განვითარების თვალსაზრისითაც: სასოფლოსამეურნეო სავარგულებში სარწყავი სისტემის რეკონსტრუქცია, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის მსოფლიო საშუალო დონემდე ამაღლება.
სასურსათო უსაფრთხოების და მასზე მოქმედი ფაქტორების კვლევა თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. იგი განსაკუთრებული ინტერესის საგანია საქართველოსთვის, სადაც მიმდინარეობს საბაზრო ეკონომიკის ადაპტირება და რადიკალური აგრარული გარდაქმნები. ამ პრობლემების აქტუალობას კიდევ უფრო აძლიერებს თანამედროვე მსოფლიოს სასურსათო ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენციები და სურსათზე ფასების ზრდის ტენდენცია, აქედან გამომდინარე, ცხოვრების დონის შემცირების მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სიღარიბის დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია ეროვნული აგრარული ეკონომიკის საბაზო ურთიერთობებთან ადაპტირების, აგრარული სექტორის ინტენსიური, მდგრადი და უსაფრთხო განვითარების გარეშე.
ამ საკითხების გადაჭრის აუცილებელი პირობაა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, აგრარული სექტორის განვითარების საერთო სახელმწიფო პროგრამები და ქვეყნის სწორი საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკა.
აგრარულ სფეროში მოქნილი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის ფუნქციონირების თვალსაზრისით საჭიროა შემოღებულ იქნას მიწის კოდექსი.
ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი და პროგნოზური გაანგარიშებები გვიჩვენებს, რომ რადიკალური ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში წარმოების დაცემა კვლავ გაგრძელდება, დაირღვევა აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოო სტრუქტურა, ქვეყანა მოექცევა განვითარებული ქვეყნების სრულ სასურსათო დამოკიდებულებაში.
მრავალ ქვეყანაში მომხდარი გარდაქმნების ანალიზის შედეგად შეიძლება ერთი საერთო დასკვნის გაკეთება: რეფორმების ჩატარებისას პირველ პლანზე წამოიწია შოკურმა თერაპიამ, ფასების სწრაფი ზრდით და საწარმოზე დაწესებული უკიდურესად მაღალი გადასახადებით. განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული ფასების გათავისუფლების მექანიკური გადმოღება სრულიად უსარგებლო გამოდგა საქართველოსთვის.
საქართველოს პირობებში არსებული ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის არსებობისას, საქონლის უზარმაზარი დეფიციტის პირობებში ფასების გათავისუფლება თვითნებურად არის ამოგლეჯილი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობიდან.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ცხადია, დაკავშირებულია დროებით სიძნელეებთან, მაგრამ არა ისეთი გიგანტური მასშტაბებით, როგორც ამას აქვს ადგილი დღეს საქართველოში. ფასების გაბერვა ძირს უთხრის ეკონომიკას, არღვევს კვლავწარმოების ნორმალურ სვლას, ქმნის დაბრკოლებებს თვით მეურნეობრიობის პროცესის აღრიცხვა-ანგარიშსწორებაში, ხელოვნურად აქცევს გამოსადეგარ წარმოებას, მის სრულყოფას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გამოყენებას.
მიზანშეწონილია ეკონომიკური რეფორმის დაწყება ერთი დიდი ღონისძიებათა „პაკეტის“ მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივმართოთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ფერმერობა საკმაოდ კარგადაა განვითარებული. უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მატერიალური მხარდაჭერა. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო განათლების სისტემის, ფერმერული მეურნეობების გადასახადის და იმ პროგრამის სრულყოფა, რაც სტიმულს მისცემდა ფერმერებს კაპიტალი დააბანდონ წამოწყებაში, ფერმერთა სოციალური უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვაში.
არსებითად ეს არის განვითარებული ქვეყნების აგრარული პოლიტიკა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი სწორი პოლიტიკის წარმართვისათვის. დასავლეთის ქვეყნები საქართველოსგან პრინციპულად განსხვავებულ ურთიერთობებს აგებს თავის მოქალაქეებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთან სულ უფრო პოპულარული ხდება განსახელმწიფოებრიობის იდეა, რომელიც მთლიანად გამომდინარეობს მოქალაქეთა მისწრაფებებიდან.
ANNOTATION
Food safety and prosp ect of maintenance
of the population by the food stufs
Zurab Beridze
In the work „Food safety and prospect of maintenance of the population by the foodstuffs“ are considered questions of food safety of the population of Georgia. On the basis of the analysis of statistics of self-maintenance at scientificlevel is calculated the real requirement of the population on the basic food products (local and import) which maintenance should be carried out on the basis of agriculturedevelopment. Predicted indicators are accordingly offeredandwell-based, the conclusions and offers are made on value and a role of development of agrosector in business of food safetyand poverty overcoming in the country.
![]() |
11 საერთაშოროსო ტურიზმი |
▲back to top |
![]() |
11.1 საერთაშორისო ტურიზმი - ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი |
▲back to top |
ტურიზმი, როგორც მომსახურების ინდუსტრია XXI საუკუნეში სწრაფი ტემპით ვითარდება. მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის გამო მას ეკონომიკური ფენომენის სტატუსი მიენიჭა. ტურიზმი ასევე განიხილება, როგორც საერთაშორისო ბიზნესის სახეობა და მსოფლიო მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ბერკეტი. იგი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია, მისი როლი და მნიშვნელობა განუწყვეტლივ იზრდება, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე, საზოგადოებაში მთლიანად. ტურიზმის განვითარება პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოთა ურთიერთობებთან, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებთან.
საერთაშორისო ტურიზმი ზოგადად გადაადგილებაა (მოგზაურობა) მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კონკრეტულად კი იგი მოგზაურობათა სისტემაა, სახელმწიფოებს შორის მტკიცედ აღიარებული პროცედურების დაცვით. საერთაშორისო ტურიზმი ორი სახისაა: შემომყვანი (ქვეყნის საზღვრებში იმ პირთა გადაადგილება, რომლებიც მოცემულ ქვეყანაში მუდმივად არ ცხოვრობენ) და გამყვანი (მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადაადგილება უცხო ქვეყანაში).
საერთაშორისო ნორმებითა და სტატისტიკით, უცხოელ ტურისტებს მიეკუთვნება ყველა ის პირი, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის სხვადასხვა მიზნით, გარდა იმ პროფესიული საქმიანობისა, რომლის ანაზღაურება ამ ქვეყნის მიერ ხდება. ასეთი აღრიცხვის სისტემით, უცხოელ ტურისტთა რიცხვში შედიან არა მარტო ექსკურსიით ჩამოსული ადამიანები, არამედ, დასვენების, მკურნალობის, სპორტულ და სხვადასხვა სანახაობებზე დასასწრებად, ნათესავებთან, მეგობრებთან უცხო ქვეყანაში ჩასული პირები და სხვ.
საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების შეთანხმებითა და ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ძირითადად გამოიყოფა ექვსი ტურისტული რეგიონი:
ევროპა (საბაზრო წილი 57,7%25);
ჩრდ. და სამხრ. ამერიკა კარიბის ზღვის აუზთან ერთად (საერთო საბაზრო 33,5%25);
ახლო აღმოსავლეთი (საბაზრო წილი 4,9%25);
აზია, ავსტრალია და ოკეანეთი (საბაზრო წილი 1,4%25);
აფრიკა (საბაზრო წილი 4,5%25).
ევროპა დღევანდელი მსოფლიო ტურიზმის ლიდერია. იგი გამოირჩევა შიდა ტურიზმის სტაბილური განვითარებით. აღსანიშნავია სამეული საფრანგეთი-ესპანეთი-იტალია, რომელთა წილი ბაზარზე არის 14,3-15,2-13,7%25, ხოლო ტურისტთა წლიური რიცხვი მერყეობს 75-68-59 მლნ-ის ფარგლებში. ტურების და ტურისტების ძირითადი მოტივაციაა შედარებით მცირე ტერიტორიაზე კულტურათა მრავალფეროვნება, მომსახურების მაღალი ხარისხი და კარგი ინფრასტრუქტურა. აქ განვითარებულია ტურიზმის ყველა სახეობა და წლის ოთხივე სეზონზე მოთხოვნა სტაბილურია. ბუნებრივი ზონები დაწყებული ცივი და ზომიერი სარტყლიდან დამთავრებული ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული სარტყლით ქმნის რეკრეაციის მრავალფეროვნებას, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტული ნაკადების ზრდისა.
საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ტურიზმი გამორჩეულ როლს ასრულებს. აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, იგი ჩამორჩება ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მოხმარების საგნების ექსპორტს. პროცენტულად კი საერთაშორისო ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკაში ასეა წარმოდგენილი:
ტურიზმზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის (მ.შ.პ.) 13,6%25;
მომსახურების სფეროს - 17,3%25;
მსოფლიო ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების - 14,8%25;
საერთო დანახარჯების მოცულობაა 700-800 მლრდ ა.შ.შ. დოლარი;
მსოფლიო ეკონომიკაში ყოველი მეათე სამუშაო ადგილი მოდის ტურინდუსტრიაზე.
საერთაშორისო ტურიზმს ორი ტენდენცია ახასიათებს:
1. მისი დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე;
2. ეკონომიკური ციკლების ცალკეული ფაზების დროს საქმიანობის მასშტაბების სწრაფი აღდგენის შესაძლებლობები (უნარი).
მსოფლიო ეკონომიკაში საერთაშორისო ტურიზმს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რისი გამოვლენაც ხდება არა მარტო ეკონომიკურ, არამედ, პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ახალი ტიპები ქმნიან ტურიზმის განვითარების განსაკუთრებულ პირობებს (იგულისხმება, როგორც საერთაშორისო, ისე, ეროვნული ტურიზმი). ტურისტული მოთხოვნის ფორმირება საერთაშორისო ბაზარზე, გარკვეულწილად ახასიათებს საწარმოო ძალთა განვითარების დონეს, ტურპროდუქტების მოხმარების თავისებურებებს და საერთოდ, ტურისტული ბაზრის ფუნქციონირებისა და სეგმენტაციის მასშტაბებს.
მსოფლიოს ყველა ტურისტულ რეგიონს გააჩნია ღირსშესანიშნაობანი, რომლითაც შეიძლება ტურისტების დაინტერესება. ზოგიერთი მათგანი აღიარებულია მსოფლიოში და ხშირ შემთხვევაში გამოდის ქვეყნის „ტურისტულ მარკად“ - ტურისტების მოზიდვის ბუნებრივ საშუალებად. მაგ: შვეიცარიის ალპები (განსაკუთრებით კურორტები დავოსი და აროზა). არსებობს აგრეთვე ხელოვნურად შექმნილი ღირსშესანიშნაობანიც, მაგალითად, დისნეილენდი. მსოფლიო ტურბაზარზე შესამჩნევია „განსაკუთრებული ეგზოტიკური“ ადგილების ტურისტთა ყურადღების ცენტრში მოქცევა, ამ მხრივ მოთხოვნის შესამჩნევი ზრდა უკვე გამოიკვეთა აზიისა და ავსტრალია - ოკეანეთის რეგიონზე. ტურბაზრის სრული ათვისების მიზნით საჭიროა სუსტად განვითარებულ ქვეყნებში მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგჯერ შეიმჩნევა ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა ტრანსფორმაციის ტენდენცია მათი ტურიზმში გამოყენების მიზნით. მაგ: საინტერესო ბუნებრივი ლანდშაფტების გადაქცევა ეროვნული პარკებად, აგრეთვე ტრადიციული ადგილობრივი დღესასწაულების აღნიშვნა უფრო საინტერესოდ და კოლორიტულად ტურისტების დაინტერესების მიზნით.
საერთაშორისო სტატისტიკით ტურების საერთო რაოდენობაში მეტი წილი მოდის ე.წ. „გამოსასვლელი დღეების ტურებზე“, მას მოსდევს მოკლევადიანი (6-10) დღეზე ტურმოგზაურობები, შემდეგ კი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ტურები. საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლა ყოველწლიურად საშუალოდ 6-8%25-ის ფარგლებში იზრდება, ხოლო შემოსავლები კი 10-15%25 ფარგლებში. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წ. ტურისტების რიცხვმა 900 მლნ გადაამეტა, რაც 52 მლნით მეტია გასულ 2007 წელზე, რაც შეეხება შემოსავლებს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 783 მლრდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია (რაც თითქმის 57 მლრდ ა.შ.შ. დოლარით მეტია 2007 წლის მაჩვენებელზე).
ყველა ტურრეგიონი და ქვეყანა ცდილობს აამაღლოს საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური ეფექტიანობა, გაზარდოს ტურისტთა რაოდენობა, ტურების ვადები და საშუალო ამონაგები. ტურინდუსტრიის ეფექტიანობის მაჩვენებელს, რომელიც ზოგადად ახასიათებს დარგის შემოსავლიანობას, შემდეგი სახე აქვს:
Е = (П + ДwВ) х 100/Рк П - მოგება; ДwВ - ადგილობრივ და უცხოურ ვალუტებს შორის გაცვლითი კურსის სხვაობა; Рк - კაპ. დაბანდებათა მოცულობა.
როგორც ვთქვით, ტურისტთა მიმოსვლისა და შემოსავლების მხრივ ბოლო წლებში ევროპა ლიდერობს. მოგახსენებთ, ნებისმიერ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მთავარ ტურისტულ ბაზართან - ევროპასთან მის ტერიტორიულ სიახლოვეს. ამ თვალსაზრისით საქართველოს უდავოდ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია. ტურიზმის სათანადოდ განვითარების შემთხვევაში მას შეუძლია გარკვეული პრეტენზია განაცხადოს ევროპული (და არა მარტო ევროპული) ტურისტების დანახარჯების გარკვეულ სეგმენტზე.
დარგის მულტიპლიკატორული ეფექტიდან გამომდინარე, ჩვენის აზრით საქართველოში ტურიზმის განვითარების უახლეს (3-5 წლის) პერსპექტივის ამოცანად უნდა დაისახოს ქვეყანაში 1,0-1,5 მლნ ტურისტის მიღება, საიდანაც მიღებული შემოსავალი მიაღწევს 1 მლრდ ა.შ.შ. დოლარს. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში მხოლოდ ტურიზმიდან შეიძლება შევიდეს 500-700 მლნ. ლარი. საერთაშორისო გამოცდილებით, უცხოეთიდან შემოსულ ყოველ 10 ტურისტზე მოდის 1 სამუშაო ადგილი უშუალოდ ტურიზმის სფეროში. ამიტომ 1 მლნ. ტურისტის მიღების შემთხვევაში დარგში დასაქმდება 100 000 კაცი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ტურიზმში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი ქმნის ორ ახალ სამუშაო ადგილს მის მონათესავე დარგებში. ე.ი. დამატებით ჩვენს ქვეყანაში შეიძლება დასაქმდეს 200 000 ადამიანი.
საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას უდავოდ შეუწყობს ხელს ევრაზიის დერეფნისა და „აბრეშუმის გზის“ სრულმასშტაბიანი ამოქმედება. დარგის შემდგომი აღმავლობისათვის კი აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
დარგისადმი პროტექციონიზმი და ლიბერალური პოლიტიკის გატარება;
ტურინფრასტრუქტურის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ტურიზმის მენეჯმენტის უცხოური გამოცდილების აქტიური ანალიზი და გაზიარება;
დარგის მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტის მაქსიმალური და გონივრული გამოყენება;
მარკეტინგული კვლევების დივერსიფიკაცია - ბაზრის პერსპექტიული სეგმენტების მოძიება და მარკეტოლოგთა ძალისხმევის გააქტიურება.
გიგა მაისურაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი;
თენგიზ ლაჭყეპიანი,
სსაუ ასოცირებული პროფესორი
ANNOTATION
The international tourism - significant segment of tourist market
G. Maisuradze, T. Lachkepiani
International tourism is the economical complex which development is mainly stipulfted by the globul economical processes and relationship and not by internfal reasons, however at the same time tourism is in important multiplier of economical rise of many countries as it plays a role of a distributivechanel for the GN P withinthe countries.
Procecding from the world experience, in the tourism countries, thanks to tourist business the trade and service sphere considerably develops, which is a source of growth of currency incomes and local population employment.
Georgia tourism is passing through a new stage of development. Considerations about elaboration of proper tourism policy and the recomendations are given.
![]() |
12 მარკეტინგული სტრატეგია |
▲back to top |
![]() |
12.1 რებრენდინგის სტრატეგიები |
▲back to top |
21-ე საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ პოპულარული გახდა რებრენდინგი. საკუთარი ბრენდის ცვლილებას წარმატებული კომპანიებიც კი ახდენენ. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ მყიდველების გემოვნება ფორმების და შინაარსის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის ახალი სახე, არამედ, ისიც, თუ როგორ მოხდება მისი წარდგენა.
თანამედროვე გაგებით, ბრენდი არის არა უბრალოდ კომპანიის ლოგო, ან ახალი პროდუქტის დასახელება და დიზაინი, არამედ, მათ შესახებ წარმოდგენების, თუ ემოციების მთელი გამა.
ბრენდის დადებითი აღქმის შექმნისთვის შემუშავებული იყო მრავალი სტრატეგიული მიდგომები, რომელთა საშუალებითაც ცდილობდნენ ეპოვნათ გზა მომხმარებელთა გულებისკენ.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტურია წარდგენის 7 ძირითადი მეთოდი.
1. ემოციური მიდგომა
ეს მეთოდი გულისხმობს საქონლისა და ბრენდის სარგებლიანობის პირდაპირ რეკლამირებას. თანამედროვე ბაზარზე თითქმის ყველა საქონელს თანაბარი თვისებები აქვს, მაგრამ თუ მწარმოებელი დაარწმუნებს მომხმარებელს, რომ ეს თვისებები ყველაზე მეტად მის პროდუქციას ახასიათებს, მაშინ, ბრენდი იქნება ასოცირებული ამ პროდუქციასთან. მაგალითად, ტერმინ გამაგრილებელი სასმელის ხსენებისას უმეტესობას პირველ რიგში „კოკა-კოლა“ ახსენდება. სიტყვა ავტომობილი „მერსედესთან“ ასოცირდება, თვითმფრინავი კი „ბოინგთან“.
ამ მიდგომის მიხედვით, ეფექტურია საქონლის თვისებების ახალი რაკურსით, უფრო „პოეტურად“ წარმოჩენა. მაგალითად, სარეცხი მანქანების მწარმოებელმა Whirlpool პოპულარობა სრულიად მარტივი სარეკლამო ტექსტით მოიპოვა, რომელიც ასე ჟღერდა: „იგი, რეცხავს, ავლებს და აშრობს კიდევაც თქვენს ტანსაცმელს“. რა თქმა უნდა, იგივე ოპერაციების შესრულება სხვა სარეცხ მანქანებსაც შეუძლიათ, მაგრამ ეს ტექსტი ისე იყო მოწოდებული, რომ თითქოს სარეცხი მანქანა ამ ყველაფერს თავისი ინიციატივით აკეთებდა, თან დიდი სიამოვნებით. ნივთის ასეთმა „ემოციურობამ“ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მომხმარებელზე და Whirpool საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა გაყიდვების ლიდერის პოზიციას.
ამ მიდგომის სისუსტეა ის, რომ ეს ემოციები დიდი ხანი ვერ ძლებს.
ერთი და იგივე სლოგანი, თუ მელოდია ადრე, თუ გვიან მოსაბეზრებელი ხდება.
ამიტომ, ეს მიდგომა უფრო ეფექტურია სხვებთან ერთად კომბინირებისას, მაგალითად ისეთთან, როგორიცაა:
2. ფუნქციონალური მიდგომა
ამ მიდგომით ფოკუსირება ხდება ასევე თვისობრივ მხარეებზე, მაგრამ პრეტენზიით, რომ უპირატესობა გააჩნია გარკვეული პარამეტრების მიხედვით. მიწოდების მანერა კი ისეთი უნდა იყოს, რომ მომხმარებელი დაინტერესდეს, მართლა გააჩნია თუ არა ეს უპირატესობა ახალ ბრენდს.
ამ მიდგომის მაგალითებს საკმაოდ ბევრ რეკლამაში შეხვდებით. ყველაზე პრიმიტიული „ფეირის“ სარეკლამო სლოგანია - „...რეცხავს 1,5-ჯერ მეტს“. იშვიათად თუ ითვლის ვინმე, თუ რამდენ თეფშს ჰყოფნის ერთი ფლაკონი სარეცხი საშუალება. მაგრამ „ფეირის“ ეს განაცხადი ზოგიერთს უჩენს სურვილს რომ დაითვალოს. უმეტესობა კი გადამოწმების გარეშეც ენდობა. მაგრამ საკმაოდ ბევრს მიაჩნია, რომ თვითონაც შეძლებს ჩვეულებრივი სარეცხი საშუალების ეკონომიას და ამიტომ „ფეირი“-ში ზედმეტის გადახდა არ ღირს, მით უმეტეს, რომ მისი რაოდენობრივი უპირატესობის შემოწმება საკმაოდ ძნელია. ასეთი უნდო და გულგრილი მომხმარებლე ბისათვის სხვა მიდგომებია საჭირო. ასეთია:
3. უნიკალური წინადადების მიდგომა
ეს მიდგომა გულისხმობს პრეტენზიას უპირატესობაზე, რომელიც ეფუძნება უნიკალურ თვისებას, რაც მიუწვდომელია სხვა ბრენდებისათვის. მომხმარებლების მიერ მოთხოვნილ ემოციურ, თუ რაციონალურ სარგებლიანობას შეიძლება სხვა ბრენდებიც უზრუნველყოფენ, მაგრამ, განაცხადი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ახალი ბრენდი ამას აკეთებს უკეთესად და თან უნიკალური საშუალებებით.
ეს მიდგომა ფუნქციონალურს აღემატება რამდენიმე ასპექტში. პირველ რიგში, ხდება უნიკალურობის ზუსტი დასაბუთება. ამის გამო სარგებლიანობა შეიძლება მიეწოდოს უფრო მეტი ემოციონალური დატვირთვით.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა. მაგალითად გამოდგება Head & Shoulders. ეს ბრენდი აცხადებს, რომ ყველაზე ეფექტურად ებრძვის ქერტლს და არწმუნებს კიდევაც მომხმარებელს თავის განსაკუთრებულობაში.
პრეტენზიას უნიკალურობაზე თითქმის ყველა სარეცხი საშუალება აცხადებს. ზოგ მათგანს ჩამჯდარი ჭუჭყი ამოჰყავს, ზოგი საერთოდ არ აზიანებს ქსოვილს და ა.შ.
4. პოზიციონირების მიდგომა
ეს მიდგომა გულისხმობს მომხმარებლის ცნობიერებაში ისეთი მენტალური ნიშის ჩამოყალიბებას, რომელიც დაკავშირებულია რაიმე მოლოდინის დაკმაყოფილებასთან. ამისათვის ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს იმ სიტყვასთან, რომელიც ამ მოლოდინს აღნიშნავს, ან ახასიათებს.
ეს მიდგომა გულისხმობს არა იმდენად უნიკალურობაზე აპელირებას, ან კონკურენტებთან შედარებას, არამედ, რაიმე მოთხოვნილების განსაკუთრებული მეთოდით დაკმაყოფილებას.
ეს მიდგომა არის პასუხი არა კონკრეტულ მოთხოვნებზე მყიდველის მხრიდან, არამედ, მის მენტალურ განწყობებზე. ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითებად გამოდგება შემდეგი წარდგენები: „Lux“ - საპონი, რომელიც სილამაზეს გჩუქნით“, „მეტი „Fanta“ - მეტი მხიარულება“ ან „Happy Vestel To You“.
ამ სლოგანებში ოდნავი მინიშნებაც არ არის არც ბრენდის ფუნქციონალურ პარამეტრებზე და არც რაიმე უპირატესობაზე.
5. ბრენდის იმიჯის მიდგომა
ეს მიდგომა გულისხმობს სიმბოლური ასოციაციების შექმნას. ამ შემთხვევაში ბრენდი ცდილობს დაუკავშირდეს პიროვნების განსაკუთრებულობას და ცხოვრების წესს. ასეთი კონტექსტით დანერგილი ბრენდი კლიენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. მომხმარებელი გრძნობს, რომ თუ იგი ამ ბრენდით ისარგებლებს, მაშინ, მას ჩათვლიან მაღალი დონის სრულფასოვან პიროვნებად. და რაც მთავარია, თვითონ კლიენტი უნდა გრძნობდეს თავს აღმატებულად.
ამიტომ, ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს იმ ცხოვრების სტილთან, რომლისკენაც ისწრაფვიან მისი კლიენტები.
პოზიციონირების მეთოდისგან განსხვავებით, ბრენდის პრესტიჟის მიდგომა უნდა აკმაყოფილებდეს არა რომელიმე კონკრეტულ მენტალურ მოლოდინს, არამედ, კლიენტის ოცნებებს აბსტრაქტულ სამყაროზე. ეს აბსტრაქციები კი უფრო მაღლა დგას, ვიდრე, ყოველდღიური ემოციები, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ასეთ მიდგომის წარმატებული რეალიზაციის შედეგად ბრენდი შეიძლება გახდეს ელიტარული და ძვირადღირებული.
მაგალითად გამოდგება „Baccardi“ - შეიძლება მისი გემო დიდად არ აღემატება სხვა ანალოგიური სასმელებისას, მაგრამ ამ ბრენდის რეკლამების გადაღება მიმდინარეობდა ძვირადღირებული იახტების, ოქროსქვიშიანი პლაჟების და ჰოლივუდის ვარსკვლავების წვეულებების ფონზე. ზუსტად ამ ფონების წყალობით „ Baccardi“-მ დაიკავა ღირსეული ადგილი ძვირადღირებული სიგარების, კონიაკების, თუ შამპანურების გვერდით.
6. რეზონანსული მიდგომა
ეს მიდგომა მიზნად ისახავს მომხმარებლების მეხსიერებაში გარკვეული გამოცდილების და მოგონებების გაღვიძებას. დროთა განმავლობაში ბრენდი ასოცირდება ამ გამოცდილებასთან და შესაბამის ემოციებს აყალიბებს მომხმარებლის ცნობიერებაში. ამრიგად, ბრენდი იძენს მნიშვნელოვან ადგილს კლიენტის ცხოვრებაში.
მაგალითად, Johnson & Johnson, არის რა ბავშვთა მოვლის საშუალებების მწარმოებელი, თავის რეკლამებში იყენებს დედისა და ბავშვის ურთიერთობის გამოცდილებას. შესაბამისად, ამ კომპანიის ბრენდი ყველაზე ძლიერად უკავშირდება დედობრივ გრძნობებს - ეს კი ერთ-ერთი უძლიერესი ინსტინქტია.
საბავშვო ნივთების სხვა მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ ბავშვის ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე, ან გონებრივ განვითარებაზე - ეს კი პოზიციონირების მიდგომის ელემენტებია. ეს მიდგომაც ეფექტურია, მაგრამ დედობრივ გრძნობებზე „აპელირებას“ ვერც კი შეედრება - ამიტომაცაა Jonson & Jonson უმსხვილესი კომპანია თავის დარგში.
7. აფექტური მიდგომა
ეს მიდგომა ძალიან ჰგავს რეზონანსულს იმით, რომ ზეგავლენას ახდენს კლიენტის ფასეულობებზე და ემოციებზე, მაგრამ, ამავე დროს პრინციპული განსხვავებაც გააჩნია. აფექტური წარდგენა - ეს უფრო მეტად არის მხოლოდ მინიშნება ამ ბრენდის უპირატესობებზე და ღირსებებზე და არა მათი პირდაპირი რეკლამირება.
არ არის აუცილებელი, რომ კლიენტის გამოცდილება, თუ ემოციები დაკავშირებული იყონ ბრენდისგან მოსალოდნელ სარგებლიანობასთან. მაგრამ წარდგენა უნდა იწვევდეს ისეთ ასოციაციებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტის პიროვნულ ღირსებებთან.
მაგალითად, „ჯილეტი - მამაკაცებისთვის უკეთესი არ არსებობს“.
სლოგანში არანაირად არ ხდება ჯილეტის უპირატესობის დასაბუთება სხვებთან შედარებით - რადგან, აქ მთავარია მამაკაცურობაზე აპელირება. ამ ფრაზის გაგონების შემდეგ საკმაოდ ბევრ კლიენტს უყალიბდება ასეთი აფექტური განწყობა: „თუ მე მართლა ნამდვილი კაცი ვარ - ე.ი. ჯილეტით უნდა გავიპარსო“. ეს მიდგომა საკმაოდ დახვეწილ ფსიქოლოგიურ მეთოდებს მოითხოვს. ამიტომ, იგი გამოიყენება ისეთი ბრენდებისთვის, რომლებმაც უკვე მოიხვეჭეს ავტორიტეტი და მის შენარჩუნებას მხოლოდ სტიმულირება სჭირდება.
ცნობილი ავტომწარმოებლები ხშირად აკეთებენ რეკლამას ყოველგვარი სიტყვიერი კომენტარების გარეშე. სარეკლამო რგოლში აჩვენებენ ავტომობილის ახალ აქსესუარებს, ახალ გრაციოზულ ფორმებს - ამ დროს კი კადრს მიღმა არავინ განმარტავს, თუ რისთვისაა ეს ყოველივე. შესაბამისად, მომხმარებელს უჩნდება აფექტური სურვილი, რომ ეს ყველაფერი გაიგოს და თვითონ გამოსცადოს.
აჟიტირებული კლიენტი მიდის უახლოეს ავტოსალონში, სადაც მოხერხებულმა დილერმა შეიძლება ეს ახალი ავტომობილი მიასაღოს კიდეც.
ამრიგად, განხილული 7 მეთოდიდან უნდა შეირჩეს ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ბრენდის მახასიათებლებს. ბევრი მიიჩნევს, რომ ბრენდინგში თეორია ზედმეტია - რომ ბრწყინვალე იდეები მოულოდნელად, ქვეცნობიერად იბადება. მაგრამ არსებული გამოცდილების შესწავლა და განზოგადოება უფრო აღრმავებს იმ ქვეცნობიერ ბაზას, რომელიც ახალ იდეებს წარმოშობს. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ დაცული იყოს მკვეთრი თეორიული წესები. თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ყოველი შემდგომი მიდგომა აუცილებლად შეიცავს წინა მიდგომის ელემენტებს. ასე რომ, მათი კომბინირება, ან იმპროვიზაციული თვითშემოქმედება ნამდვილად არ იკრძალება.
ყველაზე მარტივი პირველი მიდგომა სუფთა სახით იშვიათად გამოიყენება, რადგან, გამალებული კონკურენციის პირობებში მხოლოდ მოკლე ვადით უზრუნველყოფს ბრენდის წარმატებას.
მეორე მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ბრენდს გააჩნია თვალშისაცემი ნოუ-ჰაუ.
შემდგომი მიდგომები კი უზრუნველყოფენ კომპანიის მდგრადობას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
ასე რომ, ამ მეთოდების კომბინირება უნდა მოხდეს იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიციები უჭირავს ბრენდს მოცემულ მომენტში. ამასთანავე, დრო და დრო უნდა მოხდეს ბრენდის აღქმადობის შემოწმება. ხშირად კლიენტების განწყობები ისე იცვლება, რომ ამის შესახებ კომპანიის ფსიქოლოგებს მცდარი წარმოდგენა აქვთ. ასეთი დისონანსის თავიდან აცილების მიზნით ხშირად უნდა ჩატარდეს გამოკითხვები და კონკურსები ბრენდის რეკლამის სიუჟეტზე, ან საიმიჯო წერილებზე.
კობა ბიწაძე
![]() |
13 ინოვაციები |
▲back to top |
![]() |
13.1 ინოვაციები - ქვეყნისათვის ფუფუნება, თუ განვითარების ერთადერთი გზა?! |
▲back to top |
თამაზ ვაშაკიძე,
აკადემიური დოქტორი, საწარმოთა
ინოვაციურიგანვითარების ცენტრი
ჩვენს ჟურნალში ხშირად იბეჭდება პუბლიკაციები, საქართველოში ინოვაციური პროცესების და შესაბამისად ინვესტიციების ჩადების არ არსებობის შესახებ. ივლისის დასაწყისში ევროკავშირის უწყვეტი განათლების, ჟან მონეს პროგრამის ეგიდით და ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის (ეგსიგ)“ ორგანიზაციული და კვლევითი მონაწილეობით, ჩატარდა სემინარი „ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“. სემინარზე წარმოდგენილი იყო გზამკვლევი „მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“, სადაც ქართველი მეცნიერების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ინოვაციების განვითარების სხვადასხვა მიმართულებების ირგვლივ ჩატარებული კვლევების შედეგებია წარმოდგენილი.
გთავაზობთ ამ გამოცემის ერთ-ერთი ავტორის, ბ-ნ თამაზ ვაშაკიძის, საინტერესო მსჯელობებს საქართველოში მცირე და მცირე ინოვაციური მეწარმეობის განვითარებაზე.
რამდენიმეჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ ალბათ ერთადერთი გამოცემაა, რომელიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მუდმივად ცდილობს მკითხველს, საქართველოში, ინოვაციური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასოციაცია „ეგსიგ“-ი არ იშურებს არც ძალისხმევას და არც მის განკარგულებაში არსებულ მწირე სახსრებს, რათა საზოგადოებას გააცნოს მსოფლიოში ინოვაციური განვითარების მდგომარეობა და ის გზები, რომლებითაც შეიძლება ეს გამოცდილება ეტაპობრივად იქნეს გადმოტანილი საქართველოში. ამ საქმიანობაში აუცილებელია უფროსკლასელთა, სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა უფრო აქტიური ჩართვა, რათა შევქმნათ სამომავლო კადრები, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას საქართველოს შიდა და გარე მტრებს, ქვეყანა უცოდინარობის ჭაობში ჩაფლონ. აქვე დავძენ, რომ ეს არ არის ასეთი ძალისხმევის პირველი მცდელობა. აკადემიკოსმა, საქართველოს ეროვნული საინოვაციო სამსახურის „საქინოვაციის“ (გაუქმებულია ყოფილი ეკონომიკის განვითარების მინისტრის კ.ბენდუქიძეს მიერ) გენერალურმა დირექტორმა ბ-მა შოთა ჭალაგანიძემ ჯერ კიდევ 2003 წელს გააკეთა მცდელობა თავი მოეყარა იმ მკვლევარებისათვის, ვინც გაიაზრა, რომ XXI საუკუნე - ინოვაციების საუკუნეა და პირველად საქართველოში გამოსცა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ინოვაცია“. სამწუხაროდ, ეს ძალიან კარგი და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციისთვის აუცილებელი გამოცემა „საქინოვაციის“ გაუქმებას გადაყვა.
სხვათა შორის, არა საქართველოსთვის ინოვაციების „ფუფუნებაზე“ განაცხადა იმავე კახა ბენდუქიძემ, როდესაც გააუქმა სამინისტროს წიაღში არსებული ინვესტიციების და ინოვაციების დეპარტამენტი.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდის ეკონომიკის სამინისტროს მამამთავრები ყველაფერს აკეთებდენ გარდა ეკონომიკის განვითარების. ასე მაგალითად, ლაშა ჟვანიას დანიშვნაწინგადადგმულ ნაბიჯად მივიღებთ მცირე მეწარმეობის და განსაკუთრებით მცირე საინოვაციო ბიზნესის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. იგი 3-4 წელიწადი იყო ელჩად ისრაელში. მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად არის დაყრდნობილი მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ამასთან, ისრაელი თავისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსებით ისრაელს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია - 4.5%25, ასევე პირველი ადგილი უკავია მეცნიერთა და ინჟინერთა რაოდენობით (10 ათას მომუშავეზე - 140). გამომდინარე აქედან, ბ-ნ ლაშა ჟვანიას როგორც ეკონომიკის მინისტრს რაიმე ქმედითი ღონისძიება მაინც უნდა გაეტარებინა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელის ქალბატონ ელენე ბერკოვიჩის და მისი ზემდგომის „ებრაელთა ევროაზიური კონგრესის“ დახმარებით საქართველოში დავპატიჟეთ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის „Polimate“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ისრაელის გამომგონებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 500-ზე მეტი პატენტის ავტორი, პროფესორი ოლეგ ფიგოვსკი. ჩემს შეკითხვაზე შეუძლია თუ არა მეცნიერებას ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი გახდეს? - მიპასუხა რასაკვირველია და იქვე ისრაელის მაგალითზე მიმითითა. ბ-ნ ფიგოვსკიმ ჩაატარა 2 ლექცია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მეტალურგიის ინსტიტუტში და „საქინფორმში“. ლექციების თემატიკა იყო: „ინოვაციების დანერგვა - ისრაელის მოდელი“ და „მეცნიერება მართო მეცნიერებით“ (მოთავსებულია საიტზე www.tech.caucasus.net) მეცნიერებათა აკადემიის მესვეურნი და სხვა მაღალჩინოსანნი დაკავებულობის გამო ვერ შეხვდნენ მას.
ისმება კითხვა! როგორ გავხადოთ ინოვაციური ბიზნესი წარმატებულად? ამისათვის სიახლესთან ერთად საჭიროა, რომ ინოვაციურმა პროდუქტმა მიიზიდოს ნებისმიერი წამყვანი კომპანიის ყურადღება და იყოს მისთვის მოხერხებული. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ინვესტორი კაპიტალს დებს არა ინოვაციაში, არამედ ბიზნესში, სადაც ინოვაცია მისი წარმატების ერთ-ერთი საშუალებაა.
როგორც ვიცით, ინოვაციებისადმი ორნაირი მიდგომა არსებობს. ერთნი ინოვაციურად მიიჩნევენ საბოლოო პროდუქტს, მოვლენას, მეორენი - კი მთლიანად ინოვაციურ პროცესს, სიახლესთან გაცნობას. ამასთან, ტერმინ „ინოვაციის“ გაგებისას ბევრს წარმოუდგენია, მეცნიერები, ინჟინრები, რომლებიც კათედრებზე და ლაბორატორიებში დღე და ღამეს ათენებენ. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ძირითადში ინოვაცია შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ადგილზე და წამოვიდეს ნებისმირი ადამიანისაგან, რომელიც გარკვეულ დარგში მთელი დატვირთვით მუშაობს. ამიტომ მეწარმის პარტნიორები და თანამშრომლები მოტივირებულნი უნდა იყვნენ აზრთა გაცვლა-გამოცვლაზე, არ უნდა ერიდებოდნენ ნებისმიერი იდეის გაჟღერებას. ხომ თქვა ხალხურმა სიბრძნემ: „ერთი თავი კარგია, ორი უკეთესია“. ტერმინ „ინოვაციის“ ავტორმა, ცნობილმა ავსტრიელმა ეკონომისტმა იოზეფ ცუმპენტერმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე სადად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა: „ინოვაცია არის კომერციალიზირებული გამოგონება“. ანუ დანერგილი გამოგონება!!!
ბიზნესმენმა ინოვაცია შეიძლება დაინახოს საკუთარი ბიზნესის წარმართვისას და ეს ფაქტი ისეთივე ეფექტით ისარგებლებს, როგორც ბაზარზე ახალი პროდუქტის გატანა. მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ინოვაცია რაღაც ახალს და უკეთესს ნიშნავს და ამიტომ ინოვაციური მენეჯმენტის სტილის ფლობამ შემოსავლები უნდა გაუორმაგოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ ეკონომიკაში მცირე საინოვაციო ბიზნესი ჯერჯერობით მხოლოდ უახლოვდება ე.წ. „start up“ -ის პოზიციებს მაგრამ ინოვაციების უდიდეს მნიშვნელობაში დარწმუნებულ ადამიანთა წრეში ეს პოზიციები შორეულ პერსპექტივაში ქვეყანაში ახალი ბაზრის წარმოქმნაზე მეტყველებს.
ჯერ კიდევ 1957 წელს ამერიკელმა ეკონომისტმა რობერტ სოლოუმ დაადგინა, რომ ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ფაქტორი - შრომის წარმადობა, პირდაპირ დამოკიდებულებაშია ინოვაციების დანერგვასთან.
საქართველოში დღეისათვის 8 000-დე პატენტია გაცემული. დაახლოებით ამდენივეა ყოფილი სსრკ საავტორო მოწმობები. გამოდის, რომ ინტელექტუალური კაპიტალი არის, მხოლოდ არ არის მისი კომერციალიზაცია და შესაბამისად გავლენა ეკონომიკაზე. რა ჭირდება მეწარმეს პირველ რიგში?
მეცენატები, სპონსორები, „ბიზნეს-ანგელოზები“, რომლებიც მოგცემენ საშუალებას „ხვნის“ ეტაპის გავლისა. ვენჩურული კაპიტალისტები, რომლებიც „თესვის“ ეტაპზეა აუცილებელი. პირდაპირი ინვესტიციების მომცემნი (ფონდები, კომპანიები, ფიზიკური პირები), რომლებიც კომპანიის გაწეული სამუშაოთი და ინოვაციური ზრდით დაინტერესდებიან. ეს არის პრაქტიკით აპრობირებული ჯაჭვი, იდეიდან პროდუქტამდე, მაგრამ ჩვენში ამ ჯაჭვის დასაწყისში რამდენიმე გარღვეული რგოლია.
მოგეხსნებათ, რომ ქართულად ტერმინი „გამოგონება“ ალბათ გონებიდან, ტვინიდან გამოღებულ აზრს, იდეას ნიშნავს. ინგლისური inventure - სამი განმარტების ნარევია: innovation (სიახლე), venture (რისკი), და ალბათ ადვენტურე-თავგადასავალი, ანუ, სიახლის დანერგვა დაკავშირებულია რისკთან (ელემენტარულად ჩადებული ფულის დაკარგვასთან), ხოლო, მთლიანი პროცესი თავგადასავლის ტოლია, რასაკვირველია სასურველი happy-end-ით.
ნებისმიერი ინოვაციის დანერგვა დიდ დროს და ხარჯებს მოითხოვს, ხოლო, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული კანონმდებლობის, წესებისა და ნორმების მუდმივი ცვალებადობა მკვეთრად ართულებს კაპიტალის ჩადებას - შედეგის გათვლა შეიძლება მიუღწეველი იყოს. ვინაიდან, სახელმწიფო არ ქმნის მცირე ბიზნესში ინვესტიციების ჩადების ხელსაყრელ პირობებს, ქართულ მცირე ბიზნეს ურჩევნია ეკონომიკის ტრადიციულ დარგებში ისაქმიანოს.
მოგეხსენებათ ინოვაციებში ჩადებული ინვესტიციის ძირითადი მახასიათებელი რისკისა და შემოსავლის შეფარდება ხდება. რისკი ერთმნიშვნელოვნად მაღალია. რაც შეეხება შემოსავლიანობას, ვიცით, რომ ინოვაციის დანერგვას შეუძლია დიდი მოგების მოტანა, მაგრამ საწყის ეტაპზე საჭიროა დიდი ინვესტიციები, ხოლო ამონაგები შეიძლება 5-6 წელიწადზე გაიწელოს.
სილიციუმის ველი, სილიკონის ველი, ვინ ქმნის ასეთ ინოვაციურ ბიზნეს-ინკუბატორებს? რასაკვირველია სახელმწიფო, მეცნიერებაში ჩადებული მშპ-ის მინიმუმ 3%25 ით. რა გვაქვს სინამდვილეში - 0,1-0,2%25. ცნობილი გამოთქმა „ცოდნა-ძალაა” ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოსულა. საიდან მოვა, როდესაც საქართველოში უდიდესი ტექნიკური სასწავლებლის პირველი პირი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ინოვაციების დრო არ არის!
თანამედროვე ბაზრის პირობებში, სისტემამ, რომელმაც ვერ შეაფასა ინოვაციური პოტენციალის როლი, კარგავს თავის პოზიციებს ბაზარზე, კარგავს მომხმარებელს და შესაბამისად მოგების წილს. ასეთი მიდგომა თვითონ იწვევს კრიზისულ სიტუაციას და მთლიანად სისტემის დაშლას. განსაკუთრებით ზიანდება სახელმწიფო სექტორი, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მომხმარებლისთვის, საზოგადოებისთვის სპეციფიკური მომსახურების მიმწოდებელია. შესაბამისად, სახელმწიფოს და საზოგადოების სწრაფვა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ინოვაციური სექტორის განვითარებას და მის ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანას.
ერთი რამ ფაქტია, ქართულ ეკონომიკაში ინოვაციური კრიზისი, სიახლეების შექმნისა და დანერგვის პროცესის ფინანსირების წყაროების არარსებობით და კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის მიზერული დაფინანსებითაა გამოწვეული. ეკონომიკური კრიზისის დროს ის საწარმოები აღწევენ წარმატებას, სადაც ინოვაციური საქმიანობა და ახალი პროდუქტის დანერგვა ინოვაციური აქტიურობის მართვის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ანუ ანტიკრიზისული მართვის პირობებში ძირითად როლს არა ცალკეული ინოვაციები თამაშობენ, არამედ, მასშტაბური ინოვაციური სტრატეგიები, რომლებიც მიწოდებულნი არიან, დროის ხანგრძლივ პერიოდში, წარმოების ცალკეული დარგებისა და მთლიანად ქვეყნის სამეწარმეო სექტორის განვითარების კოორდინირებაზე.
კრიზისის პირობებში, ეფექტიან სამეწარმეო გარემოს ხელს უწყობს განვითარებული ინოვაციური ინფრასტრუქტურა, რომელიც ზოგადად შეიცავს საორგანიზაციო, მატერიალურ, საფინანსო-საკრედიტო და ინფორმაციულ ბაზას. იგი სამსახურს გაუწევს ინოვაციური საქმიანობის განვითარებას, ტექნოლოგიური და სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის კომერციალიზაციას.
მუდმივად განახლებაში ყოფნა - ჯანსაღი ეკონომიკის ბუნებრივი მდგომარეობაა.
![]() |
14 რუბრიკის პრემიერა: ეკონომიკა ყველასათვის |
▲back to top |
![]() |
14.1 მოგზაურობა ეკონომიკის სამყაროში |
▲back to top |
საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის აშკარად გამოირჩევა სწავლების ორიგინალური სისტემით. ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტის თითქმის ყველა სპეციალობაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის სწავლებას. სწორედ ამითაა განპირობებული ის გარემოებაც, რომ უნივერსიტეტის ინიციატივით რედაქცია იწყებს ახალი მუდმივმოქმედი რუბრიკის პრემიერას: „ეკონომიკა ყველასათვის“.
რუბრიკას გაუძღვება საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, კოტე აბულაძე
დღეს მოსახლეობის ის ფენებიც კი, რომლებიც ჩვეულებრივ ნაკლებად ან თითქმის არ ინტერესდებოდნენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებით, ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ცდილობენ გაერკვნენ სიტუაციაში.
ამდენად, ინფორმაციაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბაზარზე მისი მიწოდების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა. თავისი განსაზღვრული მარკეტინგული ნიშა ამ ბაზარზე კარგა ხანია მოიპოვა ჟურნალმა „ბიზნესი და კანონმდებლობა“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს უნივერსალური გამოცემაა, რომელიც სწრაფად ეხმაურება ჩვენი ქვეყნისა და საერთაშორისო ეკონომიკური ცხოვრების საკვანძო საკითხებს, უმალვე ამჩნევს თანამედროვე ტენდენციებს.
ვფიქრობ, ჟურნალი საინტერესოა არა მხოლოდ ბიზნესმენებისთვის, არამედ, მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც გასჩენია სურვილი გაიკვლიოს გზა ეკონომიკურ ლაბირინთებში. ჟურნალის თემატიკა არა მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემატიკას, არამედ მომიჯნავე ცოდნის იმ ბლოკსაც მოიცავს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბიზნესის განვითარება. პუბლიკაციების მეცნიერული თავდაჭერილობა გადმოცემის პოპულარულ სტილთანაა შერწყმული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჟურნალის შემეცნებითობას.
ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ ჭეშმარიტი გზამკვლევია ბიზნესმენებისა და მენეჯერებისთვის. იგი აცნობს მკითხველს ცნობილ ეკონომისტთა, ექსპერტთა და პრაქტიკოსთა შეხედულებებს.
ტრადიციულად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმატების ფაქტორებად მიჩნეულია განხილული თემების აქტუალურობა, ინოვაციურობა და რაც მთავარია - ინფორმაციის სარწმუნოება, ანალიზის სიღრმე, დასკვნებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესაძლებლობა.
თუ გაეცნობით ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს, დარწმუნდებით, რომ მის შემადგენლობაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ავტორიტეტული მეცნიერები, ეკონომისტები, იურისტები, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სპეციალისტები არიან. სწორედ ეს განაპირობებს მასალების აქტუალურობას, სიღრმესა და მრავალფეროვნებას, ფართო თეორიული ჰორიზონტის, ზოგადი თეორიის დაკავშირების უნარს ჯანსაღ პრაქტიციზმთან, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაეხმარო შენი ქვეყნის ეკონომიკურ აღმშენებლობას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ საკმაოდ გამოცდილი პერსონალური ეკონომიკური მრჩეველია ყველასათვის. იგი ხშირად სთავაზობს მკითხველს პრობლემათა გადაწყვეტის ალტერნატიულ ვარიანტებს, ცდილობს გაარკვიოს რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში, დაეხმაროს დასკვნების გამოტანასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
ამრიგად, ბრენდი ჩამოყალიბებულია. საფუძველი უკვე ჩაყრილია, ანუ სახეზეა ის, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ. მიუხედავად ამისა, რედაქცია არ უნდა დამშვიდდეს, თამასა სწორედ ახლა უნდა აიწიოს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს მკითხველთა ინტერესი, რომ გამოქვეყნებული მასალები იყოს საინტერესო და სასარგებლო არა მხოლოდ მეცნიერების, ბიზნესმენებისა და მენეჯერებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს აითვისოს ეკონომიკის ანბანი, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა მიერ არჩეული სპეციალობა არ არის უშუალოდ დაკავშირებული ეკონომიკასთან, ვინაიდან, როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგორი მენქიუ აღნიშნავს: „ეკონომიკის პრინციპები შეიძლება მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოიყენოთ, მნიშვნელობა არა აქვს, რას გააკეთებთ მომავალში - გაზეთს იკითხავთ, კომპანიას ჩაუდგებით სათავეში თუ ოვალურ ოფისში იჯდებით - თქვენ ყოველთვის კმაყოფილი იქნებით, რომ ეკონომიკას სწავლობდით.“
ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბების პრობლემა ძალზე აქტუალურია არა მხოლოდ ბიზნესისთვის (განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისათვის), არამედ არაეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებისა და უფროსკლასელთათვისაც, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს ეფექტიანად გაუძღვეს საოჯახო მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეკონომიკური კრიზისის პირობებში მრავალმა ადამიანმა ცხადად შეიგრძნო ძირითადი ეკონომიკური პრობლემების შესწავლის აუცილებლობა.
ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ავტორისა და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრისათვის სასიამოვნო და საამაყოა რედაქციასთან თანამშრომლობა. აქ ნებისმიერ საკითხს გულისხმიერად, კონკრეტულად და მაღალპროფესიულად უდგებიან. ამჯერადაც (როგორც ყოველთვის), ჟურნალის სამეცნიერო საბჭომ მხარი დაუჭირა ჩემს წინადადებას ჟურნალში შემოვიღოთ რუბრიკა „ეკონომიკა ყველასათვის“. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს სურს პოპულარულ დონეზე გაეცნოს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების არსს. აღსანიშნავია, რომ ეს სურვილი გამოწვეულია არა მხოლოდ მატერიალური გამდიდრებისკენ სწრაფვით, არამედ იმითაც, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ როგორია თითოეული ჩვენგანის მომავალი - როგორ ვითარდება ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, რას გულისხმობს ამჟამად ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური ტერმინები: ინფლაცია, უმუშევრობა, სრული დასაქმება, ეკონომიკური ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტი, ინვესტიციები, და სხვა.
ბუნებრივია, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში სოციუმის ყველაზე აქტიურ ნაწილს: ბიზნესმენებს, პოლიტიკურ ელიტას, შემოქმედებით ინტელიგენციას, სტუდენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ნეოლიბერალური მოდელის შეუცდომლობაზე, ბაზრის „უხილავი ხელის“ მუდმივ ეფექტიანობაზე, რაც მავანთა აზრით თითქოს სრულად გამორიცხავს ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობას. ზოგი ეჭვის ქვეშ აყენებს ჰიპერურბანიზაციის გარდუვალობას, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვენი პროექტი მათთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურთ გაერკვნენ ეკონომიკის ელემენტარულ საკითხებში, მაგრამ აქტიური საქმიანობისა და ყოველდღიური პრობლემების გამო არა აქვთ ამის დრო და საშუალება. ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ მათ საინტერესო მასალა მაქსიმალურად მოკლე ფორმით, რათა მისმა ათვისებამ არ მოითხოვოს დიდი დრო და ძალისხმევა.
დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენი ახალი რუბრიკა დაეხმარება მკითხველს ეკონომიკური სამყაროს უკეთ გააზრებაში.
ეკონომიკური ანბანის გაცნობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან (აქ კვლავ პროფესორ გ. მენქიუს დავესესხები) „ეკონომიკა იმ საგნებს მიეკუთვნება, სადაც მცირე ცოდნასაც კი შორს მივყავართ.“
თუ ეს მიზანი მიღწეული იქნება, ე.ი. ჩვენს ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ეკონომიკის საოცარ სამყაროში მოგზაურობის მსურველებს ვუსურვოთ ბედნიერი მგზავრობა.
ეკონომიკის საგანი და მეთოდი
ეკონომიკა (ბერძ. ოიკოს - სახლი, მეურნეობა, ნომოს - კანონი) საოჯახო მეურნეობის გაძღოლის წესს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად ანტიკური ეპოქის ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ქსენოფონტემ გამოიყენა.
ეკონომიკური თეორიის საგანი საბაზრო მეურნეობის ანალიზია. იგი შეისწავლის არა რესურსებს, როგორც ასეთს, არამედ ადამიანების ეკონომიკურ ქცევას. ამრიგად, ეკონომიკური თეორია ჰუმანიტარული (საზოგადოებრივი) მეცნიერებაა. მისი მთავარი ფუნქცია ადამიანებისთვის საჭირო დოვლათის შექმნა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ეკონომიკური მეცნიერების საგანი ის ეკონომიკური ურთიერთობებია, რომლებიც ყალიბდება ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ეკონომიკური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში.
ეკონომიკური თეორია შეისწავლის დოვლათის წარმოებისა და განაწილების პრობლემებს შეზღუდული რესურსების პირობებში, წარმოების, ფასწარმოქმნის, უმუშევრობის პრობლემებსა და ტენდენციებს. ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია - ეკონომიკური ზრდა, სრული დასაქმება, ეკონომიკური ეფექტიანობა (მაქსიმალური უკუგება მინიმალური დანახარჯებით), ფასების სტაბილურობა, ეკონომიკური თავისუფლება, შემოსავლების სამართლიანი განაწილება, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტისა და იმპორტის ღირებულების თანაფარდობა).
ეკონომიკური თეორია მჭიდროდაა დაკავშირებული მრავალ სხვა მეცნიერებასთან - ფილოსოფიასთან, მათემატიკასთან, სტატისტიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ისტორიასთან, დემოგრაფიასთან, და სხვა.
კვლევის ობიექტის თვალსაზრისით ეკონომიკური თეორია პირობითად ორ ნაწილადაა წარმოდგენილი, რომლებსაც მიკროეკონომიკასა და მაკროეკონომიკას უწოდებენ.
მიკროეკონომიკა შეისწავლის შედარებით მცირემასშტაბიან ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებს, ცალკეული ეკონომიკური სუბიექტების - საწარმოების, ფირმების, კომპანიების, საოჯახო მეურნეობების, ინდივიდუალური მეწარმეების სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მიკროეკონომიკის შესწავლის ობიექტია აგრეთვე მომხმარებლები, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათი საბაზრო ქცევა, ეკონომიკური ურთიერთობა სახელმწიფოსთან.
იმ შემთხვევაში, როდესაც მიკროეკონომიკაზე, როგორც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ სიტყვა „მიკრო“ უმნიშველოვანეს პრინციპზე - ეკონომიკურ ატომიზმზე მიგვანიშნებს, რაც გულისხმობს ეკონომიკის, როგორც სამეურნეო სისტემის ცალკეული შემადგენლების შესწავლას.
მაკროეკონომიკა განიხილავს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს, ქვეყნის ეკონომიკას, მის მეურნეობას მთლიანად, შემოსავლების, დასაქმების, ფასების დინამიკის, აგრეგირებულ (ერთობლივ) მაჩვენებლებს, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის კანონზომიერებებს.
ყოველი სისტემა ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობაა. სწორედ ამიტომ ეკონომიკური სისტემის გაცნობას დავიწყებთ ერთ-ერთი მთავარი ელემენტით, ძირითადი შემადგენელი ნაწილით ამ სისტემისა.
წარმოების რესურსები და ფაქტორები
საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ეკონომიკური თვალსაზრისით მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეწარმე და დაქირავებული მუშაკი სრულიად განსხვავებული ეკონომიკური კატეგორიებია. მეწარმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - წარმოების ფაქტორთა ეფექტიანი გამოყენებაა. მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ადამიანი შრომასთან ერთად მუდამ იყენებს ბუნებრივ რესურსებს. ამრიგად, მოთხოვნილებათა ზრდის კვალობაზე იზრდება ეკონომიკური წრებრუნვის პროცესში ჩართული რესურსების მოცულობა. ეს მოსახლეობის ზრდასთან და ადამიანის მოთხოვნილებების ხარისხობრივ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
ეკონომიკურ რესურსებში იგულისხმება ბუნებრივი, შრომითი და ადამიანის შრომით შექმნილი მატერიალური რესურსები. აღსანიშნავია, რომ მათგან განუსაზღვრელი რაოდენობით არც ერთი არ არის, ყველა მათგანი შეზღუდულია, რაც აგრეთვე ზღუდავს საქონლისა და მომსახურების წარმოებას.
სიტყვა „რესურსი“ (ფრანგ.) დამხმარე საშუალებას, ხოლო ეკონომიკური რესურსი კი - წყაროებს, წარმოების უზრუნველყოფის საშუალებებს ნიშნავს. ზოგჯერ „რესურსს“ წარმოების ფაქტორების სინონიმადაც ტიპები და ფორმები იყენებენ, მაგრამ ეს გარკვეულ უზუსტობასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივი და შრომითი რესურსები წარმოების მხოლოდ პოტენციური კომპონენტებია, წარმოების ფაქტორები კი (მიწა, შრომა, კაპიტალი) - წარმოების პროცესში უშუალოდ ჩართული რესურსებია. წარმოების ფაქტორები ოთხ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
წარმოების პროცესში ჩართული ბუნებრივი რესურსები;
წარმოების პროცესში უშუალოდ დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი;
კაპიტალი - ადამიანის მიერ შექმნილი მატერიალური და ფინანსური რესურსები;
სამეწარმეო უნარი.
რესურსების შეზღუდულობა ამცირებს ეკონომიკის შესაძლებლობებს. ამრიგად, „A“ საქონლის წარმოების გაზრდა მოითხოვს „B“ საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული რესუსების ნაწილის გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ამ უკანასკნელის წარმოებას. ყოველივე ამის შედეგად ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის ყველაზე მდიდარი საზოგადოების მატერიალური მოთხოვნილებების სრული დაკმაყოფილება შეუძლებელია. ეს კი აყენებს მათ არჩევანის (ალტერნატივის) წინაშე.
საკუთრების არსი და ფორმები, მისი ადგილი საზოგადოების ეკონომიკურ სისტემაში
არსებობს საკუთრების ორი ძირითადი სუბიექტი (სახელმწიფო და მოქალაქეები) შესაბამისად, საკუთრების ორი ფორმა - კერძო და სახელმწიფო საკუთრება. კერძო საკუთრების ფორმებია - ინდივიდუალური და კოლექტიური.
საკუთრება გულისხმობს სუბიექტ-ობიექტისა და სუბიექტ-სუბიექტის ურთიერთობებს ქონების მითვისების, ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის პროცესში.
საკუთრების ტიპები და ფორმები
საკუთრების ტი პები |
საკუთრების ფორმები |
|
|
საკუთრების უფლება საზოგადოების მიერ სანქცირებული (კანონები, ტრადიციები, ჩვეულებები) ადამიანების ქცევითი ურთიერთობაა, რომელიც დოვლათის არსებობასა და მის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. საკუთრების უფლება მოიცავს:
უვადო ფლობის უფლებას;
გამოყენების უფლებას;
ქონების მართვის უფლებას;
შემოსავლის მიღების უფლებას;
სუვერენის უფლებას (გასხვისება, მოხმარება, შეცვლა);
უსაფრთხოების უფლებას (ქონების დაცვა ექსპროპრიაციისა და ზიანის მიყენებისგან გარეშე პირების ან ძალების მხრიდან);
მემკვიდრეობით გადაცემის უფლებას.
ფლობის, გამოყენებისა და მართვის უფლება უშუალოდაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, ხოლო შემოსავლის მიღების უფლება კი - ქონების ეკონომიკური ფუნქციის ეკონომიკური რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ფორმაა.
აღნიშნული უფლებები უთუოდ ახდენს გავლენას რესურსების განაწილებაზე, შემოსავლების განაწილებასა და დონეზე, ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე, ტრანსაქციულ დანახარჯებზე (ინფორმაციის მოძიების, მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების დადების, საკუთრების უფლებების დაცვისა და სხვა ოპერაციული დანახარჯები).
საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტულ-ისტორიულ პირობებთან უშუალოდაა დაკავშირებული საკუთრების ტიპები (განსაკუთრებული ეტაპი საკუთრების განვითარების პროცესში) და ფორმები (იხ. სქემა).
საკუთრების ტიპი და ფორმა, როგორც ხედავთ, უშუალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტულ-ისტორიულ პირობებს უკავშირდება. საკუთრების ტიპი კი განსაზღვრული სოციალურეკონომიკური სისტემის არსებობითაა განპირობებული. საკუთრების ტიპებს საკუთრების სხვადასხვა ფორმები შეესაბამება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო საკუთრების წარმოიშობის ძირითადი მიზეზებია ნაციონალიზაცია (როგორც წესი, გამოსყიდვის მეთოდით), ახალი ობიექტების მშენებლობა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით, სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა.
საკუთრების თითოეული ფორმა მაქსიმალურად ეფექტიანია ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებში. სახელმწიფო საკუთრება წარმატებით გამოიყენება საბაზრო სტიმულირების შეზღუდული შესაძლებლობების სფეროებში, აქციონერული და კოლექტიური კი მიზანშეწონილია სახსრების კონცენტრირების აუცილებლობის პირობებში. აქციონერული საკუთრება - ჯგუფური საკუთრებაა, რომელიც იქმნება ფასიანი ქაღალდების ემისიისა (მიმოქცევაში გამოშვების) და რეალიზაციის გზით.