![]() |
სოლიდარობა №3(12)'07 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნიჟარაძე ნანა, ჯანაშია სიმონ, თარხნიშვილი ლევან, გახელაძე ლევან, კვაჭაძე დიმიტრი, ჩიგოგიძე ქეთევან, გიორგაძე არჩილ, დავითაშვილი ზურაბ, ნახუცრიშვილი ლუკა, თინიკაშვილი დავით, კომახია მამუკა, საყვარელიძე ფრიდონ, მებაღიშვილი თათია, ნატროშვილი ირაკლი, რუხაძე ნინო |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე დათო ხუციშვილი გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი შენიშვნა: მე-11 ნომერში გამოქვეყნებული მასალები – ინტერვიუ ევროპის საბჭოს კომისართან, თომას ჰამარბერგთან და თარგმანი სტატიისა „ინერრელიგიური დიალოგის აუცილებლობა და მიზანი“ – მოამზადა მარიამ ღავთაძემ ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 კანონდამრღვევები |
▲back to top |
ჩვენი წრე
ასეთები ბევრნი არ არიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბავშვო სახლებში მიბარებულთა 90 პროცენტს ერთი მშობელი მაინც ჰყავს, აქვს სახლიც. ისეთი, ვისაც არც მშობელი და არც სახლ-კარი ეგულება გარეთ, რამდენიმე ათეული იქნება. დიღმის საბავშვო სახლში, მაგალითად, ასეთი ექვსია, 19-დან 28 წლამდე ასაკის ქალ-ვაჟები, რომელთაც დღესაც იმ კედლებში უწევთ ყოფნა, სადაც თავისი ცხოვრების არცთუ ბედნიერი წლები გაუტარებიათ. მათი ისტორიები, ფაქტობრივად, ერთნაირია, - ნიკას და ინას მამები არ ახსოვთ, დედებმა მიატოვეს, ნინო და გიორგი დაობლდნენ და საბავშვო სახლში ასე მოხვდნენ, ეკას და მარიამს თვალითაც არ უნახავთ თავიანთი მშობლები, წლისანიც არ იყვნენ, როცა ისინი მიატოვეს.
ნანა ნიჟარაძე
ისტორიები
ნიკა, 19 წლის:
„დედა მყავს, მაგრამ რად მინდა? ამდენი ხანი არ ვუნდოდი და ახლა მოვუნდები? 7 წელი ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და სულ რამენჯერმე მყავს ნანახი. სახლი მქონდა რუსთავში და გამიყიდა. სადღაც ცხოვრობს ახლა, მაგრამ მასთან არ მივალ... გამოდის, რომ არაფერი მაქვს. 6-7 წლის რომ ვიყავი, მაშვილებდნენ, მაგრამ ბებიაჩემმა არ ქნა, - უამისოდ მოვკვდებიო. ერთი სამჯერ იყო ჩემს გაშვილებაზე ლაპარაკი, არც ერთხელ არ გამოვიდა; მერე კიდე, დიდი, ვის რად ვუნდოდი? ბებია გარდაიცვალა. სანამ ცოცხალი იყო, მოდიოდა, ასე, სამ თვეში ერთხელ, მომიტანდა რაღაცას... მძინავს აქ და ვჭამ, რაც დარჩება, მშიერს არ მტოვებენ, თუმცა, სიიდან ამოღებული ვარ და აღარაფერი მეკუთვნის“.
ნინო, 28 წლის:
„10 წელია აქ ვარ. დავამთავრე სკოლა, მომაწყვეს სამედიცინო კოლეჯში, ფასიანი იყო და სამინისტრომ დამაფინანსა. დავამთავრე, მაგრამ სპეციალობით ვერ ვიშოვე სამუშაო ადგილი. აქ დამაწყებინა ქალბატონმა ნინო ყანდარელმა სამსახური, ძიძად. აქ ვცხოვრობ. ვცხოვრობ როგორ, - ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ, მორიგე ვარ და ბავშვებთან ვარ სულ. ჩემი საწოლი მაქვს აქ, არ უნდა იდგეს, წესით, მაგრამ დგას... ნათესავები კი მყავს, მაგრამ არ მაქვს მათთან ურთიერთობა... კარგი ნათესავები რომ მყოლოდა, აქ არ უნდა მოვხვედრილიყავი. რომ გავიზარდე, მერე მაინც უნდა წავეყვანე რომელიმეს. ცუდი არ იყო აქ, მაგრამ სახლი სულ სხვაა“.
ინა, 19 წლის:
„ერთი წლის ვიყავი, დედაჩემმა წყნეთში რომ ჩამაბარა. მერე აქ გადმომიყვანეს. დღესაც აქ ვარ. დედაჩემი ახლა საბერძნეთშია. მეც უნდა წავეყვანე, პასპორტიც ამაღებინა, მაგრამ მერე სულ დაიკარგა. შარშანწინ იყო ეს, ზაფხულში. მთელი ნათესავები იქ მყავს, მაგრამ არავინ მეხმიანება. დეიდაშვილები მყავს, მაგრამ სურათებით ვიცნობ მხოლოდ, ისიც ბებიაჩემს წავართვი. ბებიაც საბერძნეთშია“.
ეკა, 27 წლის:
„27 წელია ბავშვთა სახლში ვიზრდები. დავიბადე, მიმატოვა დედაჩემმა და ჩვილ ბავშვთა სახლიდან მოვყვები აქამდე. სკოლა დავამთავრე და მერე მოვეწყვე კოლეჯში, კვების ტექნოლოგიაზე. მერე დროებით ვიყავი უმუშევარი და, რომ მოვიდა ახალი დირექტორი, დამაწყებინა აქ მუშაობა. ნათესავი მყავს, დედაჩემის ბიძაშვილი, მაგრამ მე თუ შევეხმიანები თორემ, თვითონ - არა“.
გიორგი, 23 წლის:
„წლინახევრის დავობლდი. ცოტა ხანს ბებია და ბაბუა მზრდიდნენ, ისინი რომ გარდაიცვალნენ, ბავშვთა სახლში მოვხვდი. სკოლა დავამთავრე, დავამთავრე თბილისის ბუნებათსარგებლობის კოლეჯი. წელიწადნახევარი ვიმსახურე ჯარში. რომ ჩამოვედი, წასასვლელი არსად მქონდა. აქედანაც ამომიღეს სიიდან, - აღარ მეკუთვნოდა აქ ყოფნა ასაკით. ახლა აქვე ვცხოვრობ, ლტოლვილებთან ვარ მიკედლებული. „კოკა-კოლაში“ ვმუშაობ მუშად. ხელფასი ნორმალური მაქვს, მაგრამ იმდენი არა, რომ ბინის დაქირავებაც და თავის რჩენაც მოვახერხო“.
მარიამი, 28 წლის:
„დედ-მამა არასდროს მინახავს. მთელი ცხოვრება საავადმყოფოებში გავატარე. ფეხის რამდენიმე ოპერაცია გამიკეთეს. „საქართველოს ბავშვთა ფონდმა“ ამისთვის გერმანიაში წამიყვანა. ოთხი წელი ვიყავი იქ და ისე კარგად თავი არსად მიგრძვნია. რომ ჩამოვედი, გერმანელების დახმარებით გერმანული ენაც შევისწავლე, დიპლომით მასწავლებელი ვარ, მაგრამ არსად მიმუშავია. აქ ვცხოვრობ, ვეხმარები აქაურებს და ეკლესიაში დავდივარ. სულიერება მაძლებინებს...“
რა იქნება ხვალ?
ამბობენ, რომ ამაზე ფიქრობენ და ეს ფიქრები ყოველთვის შფოთიანი არაა. ნიკა წელს სკოლას ამთავრებს და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უნდა ჩაბარება. იმედი აქვს, რომ მოხვდება, რადგან სწავლა ეხალისება და ყველაზე რთულ საგანში ემზადება კიდეც, ფულს თანაკლასელის დედა უხდის. როგორ უნდა იცხოვროს, თუ უმაღლესში ვერ მოეწყო, ამაზე არც კი ფიქრობს - ამ შესაძლებლობის დაშვებაც არ სურს.
ინა პოლიგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს, თუმცა იქ მისვლას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა დრო რჩება და ძალიან დაღლილი არაა, - რესტორნის მიმტანია და გვიანამდე უწევს მუშაობა. ნეტა სულ იქ მამყოფაო, - ამბობს. ისე კი საზღვარგარეთ უნდა წასვლა, საბერძნეთში, დედასთან, ნათესავებთან. „სახლი რომ მქონდეს...“, - ყველაზე ხშირად ამ ფრაზას წარმოთქვამენ ეს ბავშვები. ნინო ამბობს, რომ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რადგან პროფესიაც აქვს, ასე თუ ისე დასაქმებულიცაა და ერთადერთი, რაც ახლა სჭირდება, სწორედ სახლია.
მერე, თანდათან, როცა ეკითხები, საკუთარი ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობენ, ნათელი ხდება „სახლს“ რა დატვირთვა აქვს მათთვის. ნინო: „ცხოვრება ისეთია, შეიძლება, კარგი ვინმე შეგხვდეს, შეიძლება - ცუდი. არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვერ გავთხოვდები. რატომ ვერა? მაგრამ ცოტა მაინც მეშინია - ოჯახში პრობლემა რომ შემექმნას, წასასვლელი ხომ უნდა მქონდეს, გასაქცევი?.. ჩემი უნდა მქონდეს რაღაც. რა იცი, რა ხდება? ყველანი ადამიანები ვართ“. ეს ოპტიმიზმი, რომ ვინმეს შეხვდებიან და მარტონი არ დარჩებიან, წინა პლანზე გამოაქვთ, რაც უფრო მხნეობის შესანარჩუნებელ აუტოტრეინინგს ჰგავს.
გასაგები მიზეზების გამო ბიჭები ამ თემაზე უფრო მძიმედ საუბრობენ. ნიკა: „იმის ლაპარაკს, ასეთი ვის რად ვუნდივარ-მეთქი, არ დავიწყებ, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ახლა თვითონ არ მაქვს ჭერი თავზე და ოჯახზე როგორ უნდა ვიფიქრო?“ გიორგი: „რა თქმა უნდა, არის ასეთი სურვილი, მე ვიტყოდი, უფრო - ოცნება, რადგან დღესდღეობით არც სახლი მაქვს, არც კარი, არც წინსვლის პერსპექტივა. მართალი რომ გითხრათ, ძალიან შორეულ ამბად მეჩვენება ეგ ყველაფერი, მაგ საკითხში პესიმისტი ვარ“.
არ იციან, როგორ შეიძლება მოხერხდეს, მაგრამ სახელმწიფოსგან ეს ახალგაზრდები ბინისა და სამსახურის მიღებაში ხელშეწყობას ითხოვენ. „ვიცით, რომ საქართველოში ახლა ბევრი პრობლემაა, ამდენი ლტოლვილია, ბინაზე რა ლაპარაკი შეიძლება იყოს, მაგრამ... - სიტყვებს ეძებს ნიკა, - სახელმწიფო თავის თავს უქმნის პრობლემებს - ბავშვს ზრდის, აჭმევს, ასმევს, აცვამს, მერე კი გარეთ უშვებს ბედის ანაბარა. გამოდის, რომ ტყუილად დაახარჯა ფული... რაღაცნაირად უნდა მოგვხედოს“. მიუხედავად ამისა, სახლის რაიონში, დედაქალაქიდან შორს მიღებას არცერთი მათგანი არ თანხმდება.
ნიკა: „რაღაც კარგი მინდა ვნახო ცხოვებაში, ამდენი გაჭირვების შემდეგ. ჯერ ეს რა არის და ამაზე უარეს ადგილას რომ წავიდე, რაღა უნდა იყოს?“
ეკა: „ფული ხომ გინდა, რაღაც რომ იყიდო, სოფელში ადვილი ხომ არაა ცხოვრება, საიდან უნდა იშოვო?“
ნინო: „ვთქვათ, წავედი, სახლი მომცეს, მიწა. რა გავაკეთო იქ? მიწაზე ვიმუშაო? შეიძლება გათხოვდე სოფელში და იქ გადახვიდე საცხოვრებლად, მაგრამ ასე... ვერა. მშვენიერია სოფელი, როცა ქალაქშიც გაქვს თავშესაფარი, მაგრამ...“
გიორგი: „მართალია, არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ შორს წასვლა და მიწაზე მუშაობა... როგორც გინდათ, გამიგეთ, ნამდვილად ვერ წავალ, სულ სხვა მიზანი მაქვს. ყველას სხვანაირი მომავალი გვინდა, წარმატებული. როცა ასეთ დაწესებულებაში ვიზრდებით, როცა არ გვინახავს ცხოვრება, სითბო, რაც სხვა ბავშვებს არ აკლიათ, გვინდა რაღაცას მივაღწიოთ და ესეც ვნახოთ, ახლა მაინც რომ ავინაზღაუროთ, რაც დაგვაკლდა. ეს იქ არ იქნება და ამაზე არავინ დათანხმდება. ვფიქრობ, ასეთ დაწესებულებაში გაზრდილები იმსახურებენ იმას, რომ ზრდასრულ ასაკში მაინც ნახონ ნამდვილი სითბო და სიყვარული“.
რა იყო გუშინ
შეიძლება ამ გოგო-ბიჭების ნათქვამი პრეტენზიული ჩანს, მაგრამ მათი ბავშვობა საქართველოსთვის მართლაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა - შინაომები, არეულობა, მოშლილი ეკონომიკა. სითბოსა და სიყვარულის გარდა საბავშვო სახლების ბინადართ მაშინ საარსებოდ აუცილებელი მატერიალური პირობებიც არ ჰქონდათ. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ იმ წლებში ჩატარებული სიტუაციური ანალიზის მიხედვით შემდეგი სურათი იხატება: „საკვები ამ სახლებში არასაკმარისია და ერთგვაროვანი, ძირითადად, პურის, ბრინჯის, ლობიოსა და ზეთისგან შედგება; რძე, რძის პროდუქტები და ხორცი იშვიათობაა, ხილი კი მათ რაციონში საერთოდ არ შედის. საკვებისთვის ფული ბავშვთა სახლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, ერთი ბავშვისთვის 2 ლარია გათვალისწინებული, მაგრამ ადგილებზე ამ მცირე თანხის მხოლოდ ნაწილი აღწევს, ისიც - ყოველთვის ვერა. ბავშვებს აკლიათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქრონიკულად არ აქვთ საპონი, კბილის პასტა და სხვა ჰიგიენური საშუალებები. ხშირად ერთ ოთახში 20-30 ბავშვს ერთად სძინავს, ოთახები კი, ფაქტობრივად, არ თბება. არ თბება წყალიც, რომლითაც ზამთრის ცივ დღეებში ცივი საწოლებიდან წამომდგარ ბავშვებს ხელ-პირის დაბანა უხდებათ. შედეგად, სურდო, გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები მათ მთელი წლის განმავლობაში აწუხებს, სახელმწიფო კი მათთვის მედიკამენტების შეძენასაც ვერ ახერხებს. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვთა სახლებს არ შესწევს უნარი, სრულფასოვანი განათლება მისცეს პატარებს“.
დიღმის საბავშვო სახლი საქართველოს სხვა საბავშვო სახლებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა იმდენად, გაეროს დოკუმენტში წარმოდგენილი პრობლემები ასივე პროცენტით რომ მოეგვარებინა. ამდენად, დასკვნა, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ფსიქოლოგებმა მრავალწლიანი კვლევების შემდეგ გამოიტანეს, მის აღსაზრდელებსაც ეხება. ეს დასკვნა კი ასეთი გახლავთ: ინსტიტუციურ დაწესებულებებში, ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში ცხოვრებამ ბავშვებს შეიძლება გაუჩინოს ინტელექტუალური და ფსიქიკური განვითარების პრობლემები, ჩამოუყალიბოს მათ ასოციალური ქცევა, შეაფერხოს მათი ფიზიკური ზრდა; ინსტიტუციურ დაწესებულებებში აღზრდილებს შესაძლებელია განუვითარდეთ უკან, ნაცნობ გარემოში დაბრუნებისკენ ქვეცნობიერი ლტოლვა, რის გამოც ისინი ხშირად ხვდებიან ციხეებსა და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში.
დიღმის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი მაია ალფაიძე მიიჩნევს, რომ ნაცნობ გარემოსთან, ბავშვთა სახლთან ამ ახალგაზრდების მიჯაჭვულობა შეიძლება სწორედ ასეთი ლტოლვის შედეგი იყოს. „მიუხედავად იმისა, რომ გეტყვიან, საკუთარი სახლი გვინდაო, აქაურობის მიტოვება ძალიან უჭირთ, - ამბობს მაია, - თავის დროზე, მახსოვს, პრობლემა იყო ამათი დროებით გარეთ გაყვანაც კი, ეზოდან ფეხის გადგმაც არ უნდოდათ. დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ამათთვის სრულიად უცხო გარემოში გადასვლას, ახლებურ ურთიერთობებში ჩაბმას ნიშნავს, ამისი კი ძალიან ეშინიათ. არა აქვთ იმედი, რომ საზოგადოებაში თავს დაიმკვიდრებენ. შარშან აქედან დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ გავისტუმრეთ ბავშვები, რომლებსაც ოჯახები აქვთ. ახლა მოდიან და მადლობას გვიხდიან ამისთვის“.
რას ფიქრობენ უფროსები?
18 წელს გადაცილებული ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვისაც საბავშვო სახლებში ცხოვრება კანონით აღარ ეკუთვნით, მაგრამ არც სხვა საცხოვრებელი აქვთ სადმე, სახელმწიფო დღეს სპეციალურ პროგრამებს არ ახორციელებს. სახალხო დამცველის სამსახურთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ მდგომარებაში მყოფი, პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის თავშესაფარი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
„ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ბავშვთა სახლების მონიტორინგს, შევდივართ ყველა ტიპისა და დაქვემდებარების სახლებში, როგორც კერძოში, ისე სახელმწიფოს კუთვნილში. შარშან ასეთი 54-მდე სახლი მოვინახულეთ. თითოეულ მათგანში საშუალოდ 5 ბავშვი იყო ისეთი, რომელსაც სრულწლოვანების გამო სახლის დატოვება უწევდა, წასასვლელი კი არსად ჰქონდა. როცა არსებობს ინფორმაცია, რომ სადღაც ნათესავები ჰყავთ, ადგილობრივი გამგეობების დახმარებით მათ მოძებნას და ახალგაზრდების მათთან დაბინავებას ვცდილობთ.
განსაკუთრებით რთულია შეზღუდული შესაძლობის მქონეთა მდგომარეობა. ზრდასრული ასაკის უნარშეზღუდულებისთვის, თითქოს, არის თავშესაფარი, მოქმედებს სახლი ქუთაისში, მაგრამ იქ იმდენად მძიმე პირობებია, აღმზრდელები თავიანთ აღზრდილებს იქ გასაგზავნად ვერ იმეტებენ.
პრობლემებს ვაწყდებით გლდანის სოციალური ადაპტაციის ცენტრში მოხვედრილი ზრდასრულების თავშესაფრებში გადანაწილების დროსაც, როცა ისინი არც შეზღუდული შეასძლებლობის არიან და არც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. ასეთებისთვის თავშესაფრები მოქმედებს, ჯანმრთელებისა და უსახლ-კაროებისთვის კი - არა“.
ოფიციალური პოლიტიკა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, შვილობილად აყვანის ხელშეწყობასა და გაშვილებას ითვალისწინებს. თუმცა საბავშვო სახლების ხელმძღვანელებს არ უკრძალავენ, მათი აწ უკვე სრულწლოვანი კონტინგენტი თვითონვე შეიფარონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კანონდარღვევაზე სახელმწიფო თვალს ხუჭავს.
ლალი ალფაიძე, დიღმის საბავშვო სახლის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში:
„დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, - ჩვენ კანონდამრღვევები ვართ. მაგრამ რა ვქნათ? ვცდილობთ, სამსახურები ვუშოვოთ. ორი აქ გვყავს დასაქმებული, დანარჩენების დასაქმებაც მოვახერხეთ - მივდივართ ორგანიზაციებში, ვთხოვთ. მეტი რა შეგვიძლია? ბინებს ვერ მივცემთ... გვინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყოთ, ვიფიქრეთ, ხელფასი რომ ექნებათ, იქნებ რამდენიმემ ერთად მაინც მოახერხოს ბინის დაქირავება-თქო, მაგრამ არ ისურვეს ასე. იყო შემთხვევა, სამსახური ვუშოვეთ და საქმეს უგულისყუროდ მოეკიდნენ. ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ეშინიათ, ხელფასი გვექნება და აქედან დაგვითხოვენო. გადაჭრით ვერ ვიტყვი, აქაურობის მიტოვება არ უნდათ-მეთქი, მაგრამ მარტო დარჩენის შიში ნამდვილად აქვთ. მეტი ხელშეწყობა რომ ჰქონდეთ, შეიძლება ეს შიში დაეძლიათ. გვქონდა ამ თემაზე საუბარი განათლების სამინისტროში. ფიქრობენ“.
რა შეიძლება გაკეთდეს ამ ახალგაზრდებისთვის, ამაზე საბავშვო სახლშიც ფიქრობენ. ექიმი ირინა რუხაძე ამბობს, რომ ამ საქმეში წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს - საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, ეკლესიამ, -
„ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვები არ არიან იმდენნი, რომ საზოგადო ებამ, სახელმწიფომ, ეკლესიამ მათი მიხედვა ვერ შეძლოს, ვერ დაიგეგმოს, რა არის აუცილებელი მათთვის და ვერ განისაზღვროს, რისთვის ვამზადებთ მათ. ამ სახლის ახალმა ადმინისტრაციამ ბევრი გააკეთა თავისი ბავშვებისთვის, მაგრამ ცალკეული სახლების აქტივობები საკმარისი არ იქნება, აქ საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. მით უმეტეს, რომ ამ ბავშვების გაზრდაზე, განათლებაზე თანხა იხარჯება, მათ აქვთ პოტენციალიც. ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არსებობს მათდამი საზოგადოების მხრიდან, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპის შედეგია. ამ ბავშვებს დღემდე ისე ექცევიან, როგორც მათხოვრებს, რომელთაც პირში ლუკმა უნდა ჩაუდო; ესენი კი მათხოვრები არ არიან, ჩვენ - საზოგადოებამ - ისინი სრულყოფილ ადამიანებად უნდა აღვიქვათ“.
როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა სახელმწიფომ, შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს. საკამათო არ არის ის, რომ საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად.
„თუ ამ ბავშვებს უყურადღებოდ მივატოვებთ, შეიძლება საკუთარი ემოციები ვეღარ გააკონტროლონ, - ამბობს მაია ალავიძე, - ზოგჯერ მათი თვითშეფასება არეალურია: ითხოვენ ძალიან კარგ სამსახურებს, ძალიან კარგ პირობებს. ასე აღზარდეს და, სამწუხაროდ, მიიჩნევენ, რომ ყველაფერი სხვამ უნდა მოუგვაროთ. მერე, როცა წინააღმდეგობა ხვდებათ, აგრესიულები ხდებიან. თავიანთი მოვალეობები საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე გაცნობიერებული არა აქვთ. პატარებს ვასწავლით, რომ ყველაფერს შრომით, კარგი საქციელით უნდა დამსახურება; ამათთან ამაზე საუბარი დაგვიანებული იყო. მიხედავად ამისა, რაღაც წარმატებებს მივაღწიეთ. თუნდაც იმას, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებაზე დაიწყეს ლაპარაკი. აქამდე ამაზე არც საუბრობდნენ. მათთან სხვაგარი მიდგომა, სხვაგვარი ურთიერთობაა საჭირო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ახლა ჯერი სხვა სტრუქტურებზეა სახელმწიფომ ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ადამიანებთან დამოკიდებულებაში.“
ჯერჯერობით ეს, ასე ვთქვათ, კეთილშობილური კანონდარღვევა, რომლის მონაწილე სუბიექტები - ხელისუფლება, მისი ქვედა რგოლები და რიგითი მოქალაქეები არიან, იმ საკითხების რიგში დგას, რომლის მოგვარების გარეშეც ჩვენს საზოგადოებას სრულფასოვნების შეგრძნება ვერ ექნება.
![]() |
2 კლდის პირას, ჭვავის ყანაში |
▲back to top |
მრგვალი მაგიდა
„საქართველოს სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემა ძალიან უხეშია და არ ემსახურება ბავშვების მოთხოვნილებებს. სამწუხაროდ, საქართველოში თავისუფლების აღკვეთა არის პირველი და ერთადერთი ზომა და ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თავისუფლების აღკვეთის მაგივრად გამოყენებულ იქნას სხვა ალტერნატიული ზომები“.
UNICEF-ის ექსპერტი, ქეროლაინ ჰამილტონი
როგორ უნდა გადაიჭრას არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემა საქართველოში, კანონის გამკაცრებით, თუ სარეაბილიტაციო პროგრამების ამუშავებით? ყველა შემთხვევის ინდივიდუალური გაანალიზებით თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის ზღვარის ჩამოწევით? ამ თემაზე საუბრობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი სიმონ ჯანაშია, სოციოლოგი, ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ლევან თარხნიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ კოორდინატორი ლევან გახელაძე, იურისტი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა კვაჭაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ჩიგოგიძე და გენერალური პროკურორის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი არჩილ გიორგაძე.
ნინო ცინცაძე: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა წარმოაჩინა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემა საქართველოში არსებობს და ეს პრობლემა სერიოზულია. იქნებ ჯერ ამ პრობლემის ასე გამწვავების მიზეზებზე გვესაუბრა.
ლევან გახელაძე: პრობლემა ბოლო დროს არ გამწვავებულა. ბოლო დროს, უბრალოდ, მისი იდენტიფიცირება და გაშუქება მოხდა მეტი ინტენსივობით. თორემ პრობლემა დიდი ხანია, აგერ უკვე 20 წელია, ამ სიმწვავით არსებობს.
ნინო ცინცაძე: ამ სიმწვავით?
ლევან გახელაძე: დიახ! 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებში, ანუ იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის პრობლემები ყველაზე მეტად გვაწუხებს, დანაშაულის რაოდენობასა და სისასტიკეს დიდად არ მოუმატია. უბრალოდ, დღეს ამ პრობლემაზე მეტად გამახვილდა ყურადღება, ამ საკითხით დაინტერესდა პრესა და, გარკვეულწილად, ამას ინიცირება განათლების სამინისტრომაც გაუწია. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზი ბევრია, მაგრამ მათ შეიძლება ერთი საერთო სახელიც ეწოდოს - მთელი.
საზოგადოების დესოციალიზაცია. ეს პროცესი არ დაწყებულა დღეს ან გუშინ, ან თუნდაც 15 წლის წინ. ეს გაცილებით ადრე დაიწყო და გავლენა მოახდინა ურთიერთობების მთელ სპექტრზე, მათ შორის მშობლისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებზეც. დესოციალიზაციამ მარტო ეს უბედურება როდი მოიტანა. თუ მხოლოდ სკოლაზე ვისაუბრებთ, დესოციალიზაციას იქ ბევრი სხვა მიმართულებაც აქვს, მაგალითად, სასწავლო პროცესისადმი დამოკიდებულება - არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მხრივაც. სასწავლო პროცესმა ძალიან დიდი ხანია ფორმალური ხასიათი მიიღო და ამის ერთ-ერთი შედეგი ის პრობლემაცაა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ.
ლევან თარხნიშვილი: ვეთანხმები ლევანს, ახლა, უბრალოდ, ამ პროცესის სააშკარაოზე გამოტანა მოხდა. ის მდგომარეობა, რაც ჩემი სკოლაში სწავლის დროს, 80-იანი წლების დასაწყისში, იყო, ამ მხრივ დიდად არ განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც დღეს არის. ჩემს სკოლაში იმ დროს რამდენიმე დაჭრა და ორი მკვლელობა მოხდა. ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავი იყო. თანაც ჩემი სკოლა - 1-ლი ექსპერიმენტული - არ იყო ყველაზე ცუდი სკოლა საბჭოთა გაგებით. „თავმოსაწონებელი ობიექტების“ ნუსხაში ის სკოლაც შედიოდა და როდესაც საქართველოში სტუმარი ჩამოდიოდა, იქ მიარბენინებდნენ. შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, ამას ისიც დაემატა, რომ მოიშალა ყველანაირი ინსტიტუტი და მხედრიონისა თუ მსგავსი შენაერთების გავლენით „ქურდული გაგების“ კიდევ უფრო გააქტიურება მოხდა. დღეს ყოველივე ამის შედეგებს ვიმკით.
ლევან გახელაძე: ძველ დროსთან შედარებით, ერთადერთი სიახლეა: საბჭოთა პერიოდში სკოლის მოსწავლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ცეცხლსასროლი იარაღი. დღეს, სამწუხაროდ, მისი მოპოვება სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ლევან გახელაძე
მარინა კვაჭაძე, იურისტი: ვითარებას ყველაზე კარგად წარმოაჩენს სტატისტიკა. მე ხელთ მაქვს UNISEF-ის ექსპერტის, პროფესორ ქეროლაინ ჰამილტონის საექსპერტო დასკვნა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ანალიზი საქართველოში“. ამ მონაცემებიდან კარგად ჩანს საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდის თუ კლების ტენდენცია. ეს არის იმ არასრულწლოვანთა მონაცემები, ვისაც უკვე მიესაჯა ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი. 2000 წელს 14-15 წლამდე არასრულწლოვანები შეადგენდნენ 18 წლამდე მსჯავრდებულთა 16, 8 პროცენტს; 2003 წელს 26,6%25-ს ხოლო 2004 წელს პროცენტული მაჩვენებელი 28-მდე გაიზარდა; 2005 წელს 26,7%25; 2006 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით კი არასრულწლოვნები 18 წლამდე მსჯავრდებულთა 31,4 პროცენტს შეადგენდენ.
16-17 წლის ასაკის პირებში 18 წლამდე მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება: 2003 წ. - 73,5%25; 2004 წ. - 71,6%25; 2005 წ. - 73,3%25; ბოლო 9 თვის მონაცემებით 2006 წელს 16-17 წლის ასაკის მსჯავრდებულები 68,6%25 შეადგენდნენ. ასევე მოყვანილია იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, ვინც ციხეში იხდის სასჯელს: 2004 წ. - 23,4%25; 2005 წ. - 21,9%25; 2006 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით მათი რაოდენობა 37,4%25-ია.
ნინო ცინცაძე: ანუ დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა რაოდენობა იზრდება?
მარინა კვაჭაძე: ასე ცალსახად ვერ ვიტყვით იზრდება თუ არა. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა საერთო რაოდენობა 2006 წლის ბოლო 9 თვეში 11043 შეადგენს, მაშინ როდესაც დანაშაულისათვის მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობა 633-ია. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თავისუფლების აღკვეთა უფრო მძლავრ ბერკეტად არის გამოყნებული, ხოლო ალტერნატიული ზომები უფრო ნაკლებად გამოიყენება.
მარინა კვაჭაძე
არჩილ გიორგაძე: მეც ვიზიარებ აზრს, რომ ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა. ადრინდელი არ მახსოვს - არც ისე დიდი ხნისა ვარ, მაგრამ ჩემი მოწაფეობის ბოლო წლებში ჩემს სკოლაშიც და სხვა სკოლებშიც ხდებოდა მსგავსი ამბები. ბოლო დროს ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღება გამძაფრდა, გამწვავდა სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია ამ დანაშაულობებზე. სხვა საკითხია, რამდენად სწორია ეს რეაქცია, ან სხვა რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ. ფაქტია, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა და პოლიტიკის ჩამოყალიბება სჭირდება, ცალმხრივი მიდგომით ეს საქმე ვერ გამოსწორდება.
სიმონ ჯანაშია: ამ პრობლემაზე საუბრის დაწყება არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება რეალური საფრთხის გაცნობიერებამდე მივიდა. აქამდე მთავარი თემა მისაღები გამოცდები ან კონკურსები იყო. ახლა ეს პრობლემები აღარ არის ისეთი აქტუალური და იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა 4-5 წლის წინ დავფიქრებულიყავით ამაზე.
ეს პრობლემა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა მისი კრიმინალიზება მოხდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ჩვენს ბავშობაში იყო. მაშინ ცნობილი დაჯგუფებები არსებობდა, ახლა კი ბავშვებში არსებობს განცდა, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ჯიბეში იარაღი გიდევს. ლევანს ვერ დავეთანხმები, 20 წლის წინ სკოლის მოსწავლეებში ცივი იარაღი გამონაკლისი იყო, დღეს მისი ტარება არის წესი. მართალია, ჩვენი შემოწმებები ამას რეალურად არ ადასტურებს, მაგრამ ჩემი პრაქტიკა, სკოლაში მუშაობის ჩემი გამოცდილება, ამაში მარწმუნებს. მახსოვს, მშობლებისთვის ტრაგედია იყო, როდესაც მათ შვილს დანას აღმოუჩენდნენ. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. დაახლოებით 9 თვის წინ ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილზე ბავშვმა დანა ამოიღო და თამაში დაიწყო. როდესაც მასწავლებელმა დანის ჩამორთმევა სცადა, ბავშვმა არ დაანება. შემდეგ მასწავლებელმა შესთავაზა დანა მისთვის მიეცა და ეს ამბავი მათ შორის დარჩებოდა, მაგრამ ვერ დაითანხმა. როდესაც ეს მოსწავლე სკოლიდან გააგდეს, ძალიან ბევრი ადამიანი ურეკავდა სკოლის დირექტორს თხოვნით, ბავშვი სკოლაში დააბრუნეთ, ისეთი არაფერი დაუშავებია, რა მოხდა, დანით თამაშობდაო. ადრე მშობლები ცდილობდნენ არ გაეხმაურებინათ, როცა მსგავსი რამ მათ შვილს შეემთხვეოდა. ერთი ჩვენი მოსწავლის დედა, როცა მის ვაჟს დანა აღმოვუჩინეთ, გვარწმუნებდა: ეს მისი კი არა, მისი დის დანააო.
ლევან გახელაძე: რაც მოხდა, ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. ჩვენი სახელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში გამოდიოდნენ და საჯაროდ გვიმტკიცებდნენ, ბიჭმა ქუჩის აკადემია და ქუჩის სკოლა თუ არ გაიარა, ის რა ბიჭიაო. აკადემიკოსები ქურდებთან მეგობრობდნენ - რა მოხდა, კაცური კაცია, რა ვუყოთ რომ ქურდიაო. ეს ყველაფერი ამ პროპაგანდის ლოგიკური გაგრძელებაა.
ნინო ცინცაძე: გასაგებია, რომ დღევანდელი ვითარება გარკვეულწილად წინა წლებში დაგროვილი პრობლემების ბრალია, მაგრამ, ცხადია, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ასეთი რამ ყველგან ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც და განვითარებადშიც. საინტერესოა, სად რა სოციალური საფუძველი აქვს არასრულწლოვანთა დანაშაულს, სად რა ტიპის დანაშაული გვხვდება უფრო მეტად და როგორ რეაგირებენ მათზე სხვადასხვა ქვეყნებში.
სიმონ ჯანაშია
ლევან გახელაძე: დანაშაულის პრობლემა ყველაზე მწვავედ დიდ ქალაქებში დგას. უფრო მეტი და უფრო სასტიკი დანაშაული დიდ ქალაქებში ხდება. როგორც მე ვიცი, დიდი ბრიტანეთის ყველა დიდი ქალაქისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. აშშ-შიც არსებობს ეს პრობლემა, თუმცა იქ გარკვეული გეოგრაფიული ზღვრები შეინიშნება: ჩრდილო-დასავლეთის შტატებში უფრო ნაკლებია დანაშაული; რაც უფრო სამხრეთისკენ მოვდივართ, დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მატულობს. ამას თავისი სოციალური მიზეზები აქვს. საერთოდ, ეს პრობლემა უფრო მეტად საჯარო სკოლების პრობლემაა, ვიდრე კერძო სკოლების; თანაც გარეუბნების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მიგრანტთა უბნებისთვის უფროა დამახასიათებელი. იქ ამას ძალიან მკაფიოდ გამოხატული სოციალური ქვეტექსტი აქვს. ჩვენთან კი საქმე მთლად ასე არ არის. ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში დანაშაულს უფრო სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლები სჩადიოდნენ; პირიქით, ჩვენთან ეს საკითხი უფრო მწვავედ ქალაქის ცენტრის სკოლებში დგას.
ნინო ცინცაძე: როგორი უნდა იყოს რეაგირება ამ პრობლემაზე? სად არის გამოსავალი, ზომების გამკაცრება გამოასწორებს ვითარებას (გავიხსენოთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 12 წლის ასაკიდან უნდა დაწესდეს) თუ მუშაობა უფრო პრევენციის მიმართულებით უნდა წარიმართოს?
მარინა კვაჭაძე: არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა პრობლემებზე მუშაობისას დავინტერესდით, ჩატარდა თუ არა რაიმე კვლევა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. სხვადასხვა ქვეყნებში ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. ევროკავშირის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, საფრანგეთსა და იტალიაში უფრო მაღალია არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელი, ვიდრე შვეიცარიაში, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში პასუხისმგებლობა 7 წლის ასაკიდან იწყება. ვიდრე ამ მიმართულებით რაიმე კანონი იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობათა და მონაცემთა ანალიზი.
სიმონ ჯანაშია: რა თქმა უნდა, დასავლეთშიც მწვავედ დგას ეს საკითხი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის, ხარისხისა და ფორმის დანაშაულზეა ლაპარაკი. მაგალითად, გერმანელებისთვის გამაოგნებელი იყო, როცა შარშან ერთი მოსწავლე იარაღით შევარდა სკოლაში, აშშ-სთვის კი ეს თითქმის ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, პრობლემა სხვადასხვაა. ჩვენთან, ყველას გახსოვთ, ბიჭების გარკვეული ნაწილი აძალებდა მეორე ნაწილს რაღაცის გაკეთებას ან გოგოებს ავალებდნენ რაღაცების გაკეთებას და გოგოები მათ არ ემორჩილებოდნენ. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხარისხია განსხვავებული. როდესაც არასრულწლოვანებს შორის ძალადობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს სკოლებში მასწავლებლებიც ძალადობენ ბავშვებზე, ხოლო ბავშვები - მასწავლებლებზე, რაც არ ხდებოდა 20 წლის წინ. მაშინ ბავშვი ვერ დააშინებდა მასწავლებელს. დღეს ბევრს შეუძლია ეს ძალიან მარტივად მოიმოქმედოს. აშშ-ის ზოგიერთი შტატისთვის, მაგალითად, სერიოზული პრობლემაა, რომ მშობლები სცემენ მასწავლებლებს.
პრობლემები სხვადასხვაგვარია და ამ პრობლემათა აღმოფხვრის სხვადასხვა მიდგომები არსებობს. ზოგისთვის პრევენცია სკოლის დერეფნებში ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლით სიარულია, ზოგისთვის კი ის, რომ მოსწავლეებს ასწავლონ, რა არის ნარკოტიკი.
ლევან გახელაძე: თუ გვინდა ერთმანეთს შევადაროთ დანაშაულის გამომწვევი მიზეზები ჩვენთან და სხვაგან, ჯობია ისეთ ქვეყნებზე ვილაპარაკოთ, რომლებთანაც კულტურული მსგავსება გვაქვს - მედიტერანული იდენტობის მქონე ქვეყნები მაქვს მხედველობაში, სადაც დანაშაული ინდივიდუალიზებული კი არ არის, არამედ უფრო კლანთანაა დაკავშირებული. საქართველოს სკოლებში დანაშაული ინდივიდუალურად თითქმის არ ხდება. დანაშაულში მონაწილეობს რამდენიმე ადამიანი. ეს ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა. შემდეგ დანაშაულს თავის თავზე ერთი იღებს და დანარჩენი „ქვემოდან გამოჰყავს“. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის გამოცდილება, როგორ ებრძვიან იქ ამას.
ნინო ცინცაძე: იქნებ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვარი 12 წლამდე დაიწევს, და შევეხოთ აგრეთვე განათლების სამინისტროსა და შს სამინისტროს ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანიც სკოლებში დანაშაულის პრევენციაა.
სიმონ ჯანაშია: ახალი კანონპროექტის მიხედვით იქმნება სპეციალური დაწესებულება, რომელიც ამ ასაკის ბავშვებს მოემსახურება. ხდება არასრულწლოვანი დამნაშავეების იზოლირება და მათთან მუშაობა მათი რესოციალიზაციის მიზნით, რომლის განმავლობაში განსასჯელებმა საგანმანათლებლო პროგრამებიც უნდა აითვისონ. ეს არ არის, როგორც ბევრს წარმოუდგენია, ბავშვის ციხეში გამომწყვდევა. თავიდან ეს კანონ-პროექტი სულ სხვანაირი იყო: ის გულისხმობდა, რომ ყველა დანაშაულზე 12 წლის ბავშვი ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. ახლა ეს ასაკი მკვლელობებს და სხვა მძიმე დანაშაულობებს ეხება. თუმცა ამ დროს რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ: რამდენად შეეძლო გაეცნობიერებინა ბავშვს, რას გამოიწვევდა მისი ქმედება, რამდენად შეიძლება პასუხისმგებლობა დააკისრო ადამიანს იმაზე, რაც მას შეიძლება არ სცოდნოდა, თუ სათანადო განათლება არა აქვს და არ იცის, რომ ეს ქმედება დასჯადია.
შესწავლილი უნდა იყოს ყველა კონკრეტული პრობლემა. მე მყავდა მოსწავლეები, რომლებიც „ძველბიჭობდნენ“, ვიღაცებს ატერორებდნენ, მაგრამ ცუდ ნიშანს რომ ვუწერდი, ტირილს იწყებდნენ; მათი ფსიქიკა არ არის ჩამოყალიბებული. ისინი, ერთი მხრივ, ცდილობენ მოერგონ რაღაც არსებულ კლიშეებს, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვთ, რაზეა ლაპარაკი და რას აკეთებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც დანაშაულს სრულიად გაცნობიერებულად სჩადიან. ზუსტად იციან, რატომ აკეთებენ ამას და რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებას. რაც შეეხება სამოქალაქო განათლებას, ახალი სასწავლო გეგმებით ის მე-9 კლასიდან დაიწყება; მე-7 კლასიდან კი სკოლებში უკვე ისწავლება სამოქალაქო განათლების ელემენტები, რომელიც მოსწავლეებს აუხსნის, რა გარემოში ცხოვრობენ, რა კანონები მოქმედებს და რა ქმედება არის დასჯადი.
არჩილ გიორგაძე
ქეთევან ჩიგოგიძე
მარინა კვაჭაძე: ძალიან კარგია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ცხადია, მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა არასრულწლოვანებთან მათი ინფორმირების თვალსაზრისით. მაგრამ არის თუ არა გათვალისწინებული მუშაობა მშობლებთან და ბავშვთა ყველაზე რთულ კატეგორიასთან - ქუჩის ბავშვებთან, რომლებიც სკოლაში არ დადიან? ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგებთან მუშაობა, რომელთაც სისტემატურად უნდა მიეწოდებოდეთ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია.
ლევან თარხნიშვილი: კანონს, მისი დღევანდელი რედაქციით, რომლის თანახმადაც მხოლოდ მძიმე დანაშაულზე დაიწევს ზღვარი 12 წლამდე, იზოლირებულად ვერ განვიხილავთ და ვერ ვიტყვით, კარგია იგი თუ ცუდი. ცალკე აღებული ის არც კარგია და არც ცუდი. დაჭრა ან მკვლელობა პირამიდის წვეროა. იქამდე რომ მიხვიდე, წვრილ-წვრილ დანაშაულთა გზა უნდა გაიარო, იქნება ეს 5 ლარის წართმევა თუ ფანჯრის ჩალეწვა. ყველა არასრულწლოვანი დამნაშავე ამ გზას გადის. საჭიროა პრევენცია იმისთვის, რომ ბავშვი აქამდე არ მივიდეს, თორემ, თუ ის პირამიდის წვერომდე ავიდა, მაშინ უნდა დაისაჯოს.
ნინო ცინცაძე: ამასწინათ კახეთში მომხდარი ამბავი გავიხსენოთ: არასრულწლოვანი ბავშვი რაღაცის ქურდობისთვის ჩასვეს ციხეში, სამი წლის მერე ციხიდან გამოსულმა მოკლა სკოლის დირექტორი და გააუპატიურა მისი თანმხლები ქალი. ციხემ დამნაშავე ვერ გამოასწორა, პირიქით - განთავისუფლების შემდეგ მან უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
ლევან თარხნიშვილი: მაგრამ, მეორე მხრივ, დამნაშავის გარეთ დატოვება მასში დაუსჯელობის განცდას ბადებს და შესაძლოა მან ხელახლა სწორედ ამის გამო ჩაიდინოს დანაშაული.
სიმონ ჯანაშია: საინტერსოა, როგორია ციხიდან გამოსვლის შემდეგ არასრულწლოვანებში დანაშაულის გამეორების სტატისტიკა.
მარინა კვაჭაძე: როდესაც არასრულწლოვანი ციხეში ხვდება, ამ დროს მახინჯდება მისი თვითაღქმა, დამნაშავის იარლიყი მის ცნობიერებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და, რაც მთავარია, დანაშაულებრივი სამყაროს მხრიდან ხდება, მისი, როგორც დამნაშავის აღქმა. ციხის გარემო ხელს უწყობს მასში კრიმინალური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას და ციხიდან გამოსვლის შემდეგ რეციდივის დიდი ალბათობა ჩნდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასრულწლოვანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ადეკვატური აღქმის უნარი, ზედმეტად მძიმედ დასჯის შემთხვევაში, ბოროტდება საზოგადოების მიმართ.
რაც შეეხება სასჯელებს, დახურულ ინსტიტუციებში მოხვედრას, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან ხშირად მოყავთ ინგლისის, შოტლანდიის ან უელსის მაგალითები, სადაც ძალიან დაბალია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, მაგრამ ავიწყდებათ დაამატონ, რომ 10 წლის არასრულწლოვანი პირდაპირ არ მიდის საპყრობილეში. მაგალითად, შოტლანდიაში არსებობს კომისია, სადაც არის სპეციალური მომხსენებელი. იგი მოზარდს გარკვეული პერიოდი აკვირდება, აქვს თუ არა გაცნობიერებული დანაშაული, როგორ იქცევა, არის თუ არა საზოგადოებისათვის საშიში, კომისია სწავლობს ბავშვის საერთო მდგომარეობას და გარემოს, მის საჭიროებებს. ციხეში ძირითადად ხვდებიან 15 წლიდან. ჩვენს პრაქტიკაში კი ხშირია მაღალი სანქციების გამოყენება. განვითარებულ ქვეყნებში განზრახ მკვლელობაზეც კი 10 წლით ბავშვი ძალიან იშვიათ შემთხვევაში იგზავნება დახურულ ინსტიტუციაში. ამ ქვეყნებში მოქმედებს მძლავრი სოციალური პროგრამები არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა მიმართ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია) ფუნქციონირებს სპეციალური სასამართლოები არასრულწლოვანებისთვის. ამასთან მოსამართლეებს, პროკურორებს და პოლიციელებს, გავლილი აქვთ არა 3 დღიანი და ორ კვირიანი ტრენინგები, არამედ სერიოზული სპეციალურ მომზადება, რათა იმუშაონ არასრულწლოვან დამნაშავეთა საქმეებზე.
არჩილ გიორგაძე: დავუბრუნდები საკანონმდებლო ინიციატივას. მისი წარდგინება ცუდად მოხდა და ხალხი ფიქრობს, რომ 12 წლის ბავშვებს იმ ციხეებში გაუშვებენ, ახლა რომ გვაქვს, და თანაც არავითარი სხვა მუშაობა მათთან არ ჩატარდება. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფო და კანონმდებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვარის დაწევას პრობლემის გადაჭრის ერთადერთ საშუალებად არ მიიჩნევს. ჯერ ერთი, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დანაშაულს არ შეეხება; მეორეც: ეს კანონი მანამდე არ ამოქმედდება, ვიდრე პენიტენციური სისტემის რეფორმირება არ მოხდება. რამდენადაც ვიცი, პოლიციაში და საპატრულო განყოფილებებში ასეთი რეფორმა მიმდინარეობს - საპატრულო განყოფილებებში არასრულწლოვანებთან მუშაობისთვის სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას აპირებენ. ვეთანხმები ქალბატონ მარინას: მოსამართლეებისათვის არ არის საკმარისი 2 დღიანი ტრენინგები. მათ სპეციალური განათლება უნდა მიიღონ, რათა იცოდნენ, როგორ მოექცნენ არასრულწლოვანს.
ქეთევან ჩიგოგიძე: მართლაც, ეს ძალიან რთული პრობლემაა. დასავლეთში დიდი ხანია ამაზე მუშაობენ და, მიუხედავად ამისა, აღიარებენ რომ ქვეყნების უმეტესობაში დანაშაულის კლება უმნიშვნელოა. აშშ-ში ძალიან ბევრს მუშაობენ ამ საკითხზე, მაგრამ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით დახარჯული თანხა მაინც არ არის საკმარისი მდგომარეობის გამოსასწორებლად. სანამ დამნაშავე ბავშვი ციხეში გაიგზავნებოდეს, დანაშაულის დიფერენცირება არის საჭირო. ყველას ერთი საზომით ვერ მივუდგებით. დამნაშავე ბავშვების სხვადასხვა კატეგორია არსებობს: ვიღაცა იძულებით გახდა დამნაშავე, ვიღაცა - შემთხვევით, ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთჯერადი დამნაშავეა, ვიღაცა ვერ აცნობიერებს თავის დანაშაულს, ვიღაც მართლა დამნაშავეა. კანონის გამკაცრება არ ამცირებს დანაშაულს; აი, დისციპლინის გამკაცრება, ბავშვებში წესრიგისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა ჩანერგვა კი დანაშაულის შემცირებას იწვევს. მიჩიგანში ჩატარდა ერთი ძალიან წარმატებული ექსპერიმენტი. აკვირდებოდნენ დამნაშავეობის რისკკატეგორიაში მყოფი, დაბალი სოციალური ფენის სამიდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ადამიანების ორ ჯგუფს. ერთი ჯგუფის წევრები პირველი ორი წლის განმავლობაში (3-დან 5 წლამდე) მთელი კვირის განმავლობაში ჩართულები იყვნენ სკოლამდელი აღზრდის პროგრამაში. მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები მათთან ინტენსიურად მუშაობდნენ. მეორე ჯგუფში კი მსგავსი არაფერი ხდებოდა. ორი წლის შემდეგ მუშაობა პირველ ჯგუფშიც შეწყდა. მხოლოდ დროდადრო, წლიდან წლამდე ხდებოდა ხოლმე მათზე პასიური დაკვირვება. 25 წლის შემდეგ, მიღებული შედეგების თანახმად, აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის 98 პროცენტი კარგად სწავლობდა სკოლაში, წარმატებული ადამიანები გახდნენ და კარგი ოჯახები შექმნეს. მეორე ჯგუფის წევრთა იმდენივე პროცენტი კი დამნაშავე გამოვიდა.
ლევან თარხნიშვილი
ლევან გახელაძე: ფაქტია, რომ დისციპლინის გაძლიერება პრობლემას სიმწვავეს მოუხსნის. ამ მიზნით ჩვენ რეგულარული შემოწმებების ჩატარებას ვაპირებთ დიდი ქალაქების სკოლებში. დარწმუნებული ვართ, ეს რაღაც შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, გვინდა ავამაღლოთ მშობლების პასუხისმგებლობა მათი შვილების მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობებისა და ქონების დაზიანების ფაქტებზე. ლევანმა მართალი თქვა, ყველაფერი წვრილმანიდან იწყებაო. ერთ საინტერესო მონაცემს მოგაწვდით: სკოლების ვაუჩერული დაფინასების თითქმის 25 პროცენტი ვანდალიზმის ფაქტების აღმოსაფხვრელად იხარჯება.
ნინო ცინცაძე: თუმცა, ქალბატონი ქეთევანის ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, შესაძლოა უფრო ეფექტური ყოფილიყო მეტი გვემუშავა სკოლამდელი აღზრდის პროგრამებზე. ადამიანის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან წლებში მარტივი, მაგრამ კარგად მოფიქრებული თამაშების მეშვეობით ჩაგვენერგა ბავშვებისთვის კრეატიულობა, შენებისადმი და არა ნგრევისადმი მიდრეკილება, გვეზრუნა, ერთი მხრივ, მათი ინდივიდუალობის განმტკიცებისა და, მეორე მხრივ, მათში სხვებთან თანაარსებობის სოციალური ჩვევების გამომუშავებაზე.
ლევან გახელაძე: სკოლამდელ აღზრდას რაც შეეხება, ამისთვის გამიზნული ობიექტები გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცა. ცხადია, ამის გამო პასუხისმგებლობა სამინისტროს მთლიანად ვერ მოეხსნება, ვინაიდან იქ გარკვეული აღმზრდელობითი მუშაობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდა ძალიან განსხვავდება სასკოლო აღზრდისაგან. არ არის სავალდებულო ასეთი აღზრდა მაინცდამაინც სპეციალურ დაწესებულებაში (საბავშვო ბაღში) მიმდინარეობდეს. სხვადასხვა პროგრამების მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს მარტივი განსახორციელებელი არ არის.
მნიშვნელოვანია შევქმნათ გარემო, რომელიც შეძლებისამებრ ნაკლებად იქნება კრიმინალიზებული, და ინდივიდუალური პროგრამებიც არის საჭირო. თუ ვიცით, რომ ვიღაცა მაღალი რისკის მატარებელია, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმუშაოთ მასთან. განათლების სამინისტროში არის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: გარემოს შეცვლის, პიროვნებებთან მუშაობის, საჭიროებებიდან გამომდინარე პრევენციის, ინტერვენციისა და რეპრესიის მიმართულებით.
ქეთევან ჩიგოგიძე: თქვენ რომ გისმენთ, მიხარია: ისე გამოდის, თითქოს ყველაფერი მოგვარებულია. მაგრამ რომ არ არის ასე? ჯერჯერობით შედეგი რომ არ ჩანს? არსებობს არაჩვეულებრივი ფსიქოკორექციული სატრენინგო პროგრამები; აშშ-ის გამოცდილების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ მიუხედავად ასეთი არაჩვეულებრივი პროგრამებისა, რომლებსაც ბავშვები სპეციალურ ინსტიტუციებში გადიან (არის, მაგალითად, გრინვუდის პროგრამა, რომელიც ბრწყინვალე შედეგებს იძლევა - მისი გავლის შემდეგ რეციდივი აღარ ხდება ხოლმე), დანაშაულის რაოდენობრივი კლება მაინც არ ხდებოდა და, როცა ამაზე დაფიქრდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ტელეცენზურის უქონლობის ბრალი იყო. ამრიგად, ბევრი მუშაობაა საჭირო სოციალური ფაქტორების ფართო სპექტრზე.
გადაწყვეტილებების მიღება ასე მარტივი არ არის.
ჩვენ გვაქვს სატესტო ბატარეა, რომელიც, ჩემი აზრით, სკოლაში წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს. არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი რისკის ჯგუფში მყოფი სოციალური ფენიდან იყოს; შეიძლება ნევროზი აწუხებდეს, შფოთვა ჰქონდეს მომატებული, მძიმე ოჯახურ პირობებში უწევდეს ცხოვრება და პროტესტის ნიშნად სჩადიოდეს დანაშაულს. ამიტომ ეს ტესტირება ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ გამოიყოს ჯგუფები ან ჯგუფი ან ცალკეული ბავშვები მათთან ინდივიდუალური მუშაობისათვის. თუ ასეთი მონიტორინგი ყოველ წელს ჩატარდება, მაშინ შეიძლება რაღაც გაუმჯობესება მოხდეს.
რა თქმა უნდა, ასეთი მუშაობის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ: ღირებულებითი ორიენტაცია და გარემო. თუ გარემო არ არის ჯანსაღი, არაფერი არ გამოვა. არსებობს რაციონალური არჩევანის თეორია. ბავშვი ირჩევს იმას, რაც მას გამოადგება იმისათვის, რომ მერე რიგიანი ადაპტაცია მოახდინოს გარემოსთან: თუ საჭიროა, რომ მგელი ვიყო და მხოლოდ აგრესიით მივაღწევ რაღაცას, ასეთი ვიქნები. და კიდევ თავიდანვე უნდა მქონდეს ღირებულებითი ორიენტირები. ხდება ხოლმე, რაღაც დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას ცდილობ, ცდილობ, არაფერი გამოდის და ბოლოს ხვდები, რომ თურმე საჭიროა ბავშვმა იცოდეს ელემენტარული რამ - რა არის კარგი და რა არის ცუდი.
მარინა კვაჭაძე: მთელი ჩვენი მსჯელობა პირამიდის წვეროსკენ მიმავალ გზას მიეძღვნა. მაინტერესებს, რამეს თუ აკეთებს განათლების სამინისტრო მათთვის, ვინც ამ პირამიდის პიკზე იმყოფება, ანუ მათთვის, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული და სასჯელს იხდის?
სიმონ ჯანაშია: ასეთებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები. მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ცენტრების გასახსნელად, რათა მცირეწლოვანი პატიმრობამისჯილები ხელობას დაეუფლონ და შემდეგ საზოგადოებაში რესოციალიზაცია არ გაუჭირდეთ. საუბარია ასეთ დაწესებულებებში სკოლების ფორმის შეცვლაზე. საუბარია სამტრედიის სკოლის აღდგენაზეც.
ახლა ჩვენ უფრო მეტს პრევენციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ არც კი ვიცით, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვიცით რამე იმის შესახებ, რა მასშტაბის დაშინება ხდება სკოლებში? პროგრამის განხორციელება რომ დაიწყო, კონკრეტულ კითხვებზე უნდა გქონდეს პასუხი. მაგალითად, როგორი დანაშაული ხდება და რატომ გლდანში, ვაკეში, ქუთაისში. როცა სკოლამდელ აღზრდაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა ვითარებაა სოფლებში, რა - ქალაქებში, სად როგორ უკითხავენ ბავშვებს წიგნებს, ეუბნებიან თუ არა მათ, რა არის ცუდი და რა - კარგი. უყურებს თუ არა ბავშვი დღე-ღამეში 24 საათს ტელევიზორს და ა.შ. აშშ-ზე რომ ვსაუბრობთ, იქ ცენზურა არის, მაგრამ ახლა სხვა ტიპის პრობლემამ იჩინა თავი: საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ოჯახში არის ორი ტელევიზორი და ორივე ჩართულია 24 საათის განმავლობაში. საქართველოში ასე არ არის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გადმოიღო რომელიმე ქვეყნის მოდელი და პირდაპირ მიუსადაგო აქაურობას.
მარინა კვაჭაძე: ისევ იმას მივადექით, რითაც დავიწყეთ. კარგი იქნებოდა, ჯერ სერიოზული კვლევა ჩატარებულიყო, გამოკვლეულიყო არასრულწლოვანთა დანაშაულის მიზეზები, სახეები, არასრულწლოვან დამნაშავეთა ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის სოციალური სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავსულიყავით საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ნინო ცინცაძე: ე.ი., შესაძლებელია ჩვენი საუბარი ასე შევაჯამოთ: ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიერ მრავალი მიმართულებით გაწეული შრომის შედეგებს გაითვალისწინებს.
![]() |
3 თანამედროვე ნაციონალიზმი და გლობალიზებული მსოფლიო |
▲back to top |
პოლიტიკა და იდეოლოგია
ზურაბ დავითაშვილი
დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც გლობალიზაციის პროცესით არის მოცული, ნაციონალიზმის გამოვლინება და ეთნოკონფლიქტები ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად გვევლინება. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ინტერესი, რომელსაც ამ პრობლემების შესწავლა იწვევს. კერძოდ, რით განსხვავდება დღევანდელი ნაციონალიზმი გლობალიზაციამდელი ეპოქის ნაციონალიზმისაგან?
ერიკ ჰობსბაუმი წიგნში „ერები და ნაციონალიზმი 1780 წლის შემდეგ“ (Hobsbawm 1990) აღნიშნავს, რომ XX საუკუნის დასასრულის ნაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაციონალიზმისაგან და იგი აღარ წარმოადგენს ისტორიული განვითარების ძირითად ვექტორს. თუკი XIX საუკუნის ნაციონალიზმი ეროვნული სახელმწიფოებისა და ეროვნული ინდუსტრიული ეკონომიკის გარშემო ერების ჩამოყალიბების ეპოქა იყო, ხოლო XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაციონალიზმი ეროვნულ-განმანთავისუფლებელ და ანტიკოლონიურ მოძრაობად და იდეოლოგიად უნდა ჩაითვალოს, XX საუკუნის ბოლოს ნაციონალიზმმა უკიდურესად ნეგატიური და აგრესიული სახე მიიღო. იგი არის დამანგრეველი ძალა, რომელიც ეთნიკურ და ენობრივ განსხვავებულობას ეყრდნობა და ხშირად გადაჯაჭვულია რელიგიასთან. როგორც მარქსისტი, ჰობსბაუმი პარალელს ავლებს ესტონელების და კვებეკელების ნაციონალიზმსა (რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი მოსახლეობის იმიგრაციას) და XIX საუკუნის შუა წლების ჩეხურ ანტიგერმანულ ნაციონალიზმს შორის, რომელსაც მარქსი და ენგელსი უარყოფითად აფასებდნენ.
ჰობსბაუმის მიხედვით, ეროვნულგანმანთავისუფლებელი მოძრაობების დრო დამთავრდა. ახალი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა კაცობრიობისთვის არავითარი სარგებლობის მომტანი არ არის. ამიტომ ყოველი დღევანდელი ნაციონალისტური მოძრაობა ანტიპროგრესული, ქაოსის მომტანი და დამანგრეველია. ასეთი დასკვნის გაკეთებისას ჰომსბაუმი ისევ მარქსიზმს ეყრდნობა და მარქსის მსგავსად ერებისათვის ისიც გარკვეულ ეკონომიკურ ზღურბლს აწესებს. ე.ი. ერი თავისი შესაძლებლობებით მზად უნდა იყოს თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკისთვის და მისმა სახელმწიფოებრიობამ სარგებელი უნდა მოუტანოს სხვებსაც. მას ან მდიდარი ბუნებრივი რესურსები უნდა გააჩნდეს, ანდა მომზადებული მოსახლეობა ჰყავდეს. მაგრამ დღეს ყველა ასეთ ხალხს უკვე აქვს სახელმწიფო და ახალი, მოუმზადებელი ხალხების სახელმწიფოებრიობა არავის კარგს არ მოუტანს. სწორედ ასეთი ხალხების ნაციონალიზმია გაბატონებული თანამედროვე მსოფლიოში.
ე.სმიტი ეწინააღმდეგება რა ჰობსბაუმის ამ დებულებას, გადაჭრით ამტკიცებს, რომ XX საუკუნის II ნახევარში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობებიდან ბევრი დემოკრატიული და პროგრესულია, ხოლო ისეთი პატარა ხალხების დამოუკიდებლობას, როგორიც სლოვენები, ჩეხები, სლოვაკები, ხორვატები ან თუნდაც კუვეიტელები და სინგაპურელები არიან, მსოფლიოსათვის არაფერი ზიანი არ მოუტანია, ისევე როგორც არც კატალონიელების, ბასკების ან კვებეკელების დამოუკიდებლობა არ მოიტანს რაიმე უბედურებას ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ნაციონალიზმის და სახელმწიფოების შექმნის დაკავშირება ეკონომიკურ საფუძველთან სმიტს გამართლებულად არ მიაჩნია (Smith 1995).
მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ეთნონაციონალიზმის გამოცოცხლება ფაქტია. სმიტი ამის მიზეზებს კულტურაში ეძებს. კერძოდ, გლობალიზაციის ეპოქამ კომუნიკაციების არნახული განვითარება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია ეროვნული ტრადიციები და კულტურა. ირღვევა ტრადიციული ღირებულებები და ამის შიშით ხალხი უბრუნდება ეთნიკური გამორჩეულობისა და რელიგიური ცნობიერების რადიკალურ ფორმებს და ხსნას მასში ეძებს. ეს აძლევს თანამედროვეობის ბევრ ნაციონალისტურ მოძრაობას უკიდურესად რადიკალურ და ზოგჯერ აგრესიულ ფორმას.
ეროვნული სახელმწიფო ეროვნული იდენტურობის დაცვის ყველაზე საიმედო გარანტია და ამიტომ ხშირად ნაციონალიზმი და ერისახელმწიფო განუყოფელ ცნებებად არის წარმოდგენილი. ე. სმიტს მიაჩნია, რომ ერი-სახელმწიფო არ არის ერთადერთი დამცველი და, ამდენად, ნაციონალიზმი და ერი-სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: ნაციონალიზმის მიზანია შექმნას ერი (სამოქალაქო ან ეთნიკური), ხოლო სახელმწიფო ამ ერის გამოხატულებაა. თანამედროვე ეპოქაში ნაციონალიზმი არ შემოისაზღვრება მარტო ერი-სახელმწიფოს შექმნით და მისი დაცვით, იგი ეთნიკური კულტურის შენარჩუნებითა და განვითარებითაც არის დაინტერესებული. ყველა ერ-სახელმწიფოში არის დომინანტი ეთნოსი, რომლის ეთნიკური კულტურაც, მისი სიმბოლოები და მითები, მახსოვრობა და ფასეულობები აყალიბებს სამოქალაქო ერის (სახელმწიფო ერის) ხასიათს.
სწორედ ამ ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებას მიიჩნევს სმიტი თანამედროვე ნაციონალიზმის ძირითად მიზნად. იგი თვლის, რომ ინტეგრაციული პროცესები და გლობალიზაციის შედეგები ვერ ცვლიან ეროვნული იდენტურობის, ეროვნული კულტურისა და ეროვნული ხასიათის უპირატეს და დომინანტურ მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერები და ნაციონალიზმი გლობალიზაციის ეპოქაშიც რჩებიან თანამედროვე მსოფლიო წესრიგის რეალურ საყრდენად. მათ არ ჰყავთ მეტოქე დღევანდელ პირობებში. ერი ისეა მიბმული თავის ისტორიულ ძირებს, მახსოვრობას, მითებსა და სიმბოლოებს, რომ ვერავითარი გლობალური კულტურა ამათ ვერ ჩაენაცვლება, ხოლო ერი-სახელმწიფოები კვლავაც დარჩებიან პოლიტიკური ერთობების მთავარ ფორმად (Smith 1995).
სმიტის ამ მოსაზრებას, ბუნებრივია, გლობალისტები არ იზიარებენ, მიიჩნევენ რა, რომ ერი-სახელმწიფოებისა და მით უფრო ნაციონალიზმის ეპოქა უკვე წარსულის კუთვნილებაა. ხოლო თვით ნაციონალისტური გამოსვლებიც ძირეულად განსხვავდება იმ კლასიკური ნაციონალიზმისაგან, რომელიც წარსული ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი.
ჯ. დელანტი და პ. ომაჰონი (Delanty and O'Mahony 2002) ნაციონალიზმის ტიპოლოგიას ახდენენ და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თანამედროვე ნაციონალიზმს, რომელსაც ისინი ახალ რადიკალურ ნაციონალიზმს უწოდებენ. თავის მხრივ, ამ ახალ ნაციონალიზმში კიდევ სამი ქვეტიპი გამოიყოფა: ახალ მემარჯვენე რადიკალთა ნაციონალიზმი, რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმი და რადიკალური რელიგიური ნაციონალიზმი.
ახალი რადიკალური მემარჯვენეების ნაციონალიზმი ძირითადად დასავლეთის ქვეყნებშია გავრცელებული. იგი უფრო სხვადასხვა მემარჯვენე პარტიების იდეოლოგიაა და ნაკლები მხარდამჭერები ჰყავს მასაში. მაშინ, როცა ნაციონალიზმის სხვა ფორმების მართვა, როგორც წესი, ორგანიზაციებიდან ხდება, მემარჯვენე რადიკალების ნაციონალიზმი აქტივისტებისა და საარჩევნო პოლიტიკის მოხერხებულად წარმართვის დამსახურებაა. ახალი მემარჯვენე რადიკალების იდეოლოგია ნეოლიბერალიზმისა და კულტურული ავტორიტარიზმის ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენს. კლასიკური ფაშიზმისაგან განსხვავებით, რომელიც ეკონომიკაში ანტიკაპიტალისტურ და ანტილიბერალურ პოზიციებზე იდგა, მემარჯვენე ნაციონალიზმი მხარს უჭერს რადიკალურ ლიბერალიზმს ეკონომიკაში და რადიკალურ კონსერვატიზმს სოციალურ და კულტურულ სფეროში. ბოლო წლებში ამ ნაციონალიზმის წარმომადგენლები საგრძნობლად გაემიჯნენ რასიზმს და აცხადებენ, რომ მათი წინააღმდეგობა იმიგრაციის პროცესისადმი სოციალური შინაარსისაა და არა ბიოლოგიური ან კულტურული. სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება ამ ნაციონალიზმის სხვადასხვა მიმართულებებს შორის განსხვავებულია. არიან მიმართულებები, რომლებიც ძლიერი სახელმწიფოს აქტიურ მხარდამჭერებად გამოდიან (მაგ., ლე პენის ეროვნული ფრონტი საფრანგეთში), ზოგნი კი ანტისტატისტებად, ანუ სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების, და რადიკალური მულტიკულტურალიზმის მომხრეებად გვევლინებიან. ეს თავისებურება თანამედროვე რადიკალ მემარჯვენეებს საგრძნობლად განასხვავებს ევროპული ფაშიზმის ადრეული ფორმებისაგან და მისი სახით ფაქტობრივად ახალი ტიპის მემარჯვენეობასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ახალი მემარჯვენე რადიკალური ნაციონალიზის იდეოლოგია არ არის მიმართული მასობრივ პუბლიკაზე და უფრო წარსულზეა ორიენტირებული, ვიდრე მომავალზე, მაშინ, როცა ფაშიზმი მოდერნიზმის პროდუქტი იყო და ისეთ ღირებულებებს ქადაგებდა, როგორიცაა პროგრესის რწმენა, ტექნოლოგიური მიღწევები, სახელმწიფოს პრიმატი, პოლიტიკა როგორც ხელოვნება, ქარიზმატული ლიდერი და ა.შ. ახალი მემარჯვენე რადიკალური ნაციონალიზმის შერეული იდეოლოგიური ბუნება, მიუხედავად აშკარა ქსენოფობიისა და არატოლერანტულობისა, არ იძლევა მის ფაშიზმთან გაიგივების საფუძველს და ამიტომაც დელანტი და ომაჰონი ამჯობინებენ იგი ახალ მემარჯვენე რადიკალურ ნაციონალიზმად მიიჩნიონ და არა ნეოფაშიზმად, როგორც უფრო ხშირად მოიხსენიებენ მას.
რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმი ექსტრემისტული ნაციონალიზმის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ეთნიკური მილიტარიზმის სახეს იღებს. უკეთეს შემთხვევაში იგი ეთნოდემოკრატიის ფორმით გვევლინება, როცა სახელმწიფო დომინანტი ეთნოსის ნება-სურვილით იმართება. ასეთმა „დემოკრატიამ“ შესაძლებელია უკიდურესად შეზღუდოს სხვა ეთნიკური ჯგუფების უფლებები და ეთნიკურ წმენდამდეც კი მიიყვანოს საქმე. ეს უკვე ეთნიკური მილიტარიზმის გამოვლინებაა, რასაც ადგილი ჰქონდა იუგოსლავიაში 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ასე რომ, ეთნოდემოკრატია და ეთნომილიტარიზმი ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებული ფენომენებია და ფაქტობრივად ერთ მთლიან მოვლენას ქმნიან. რადიკალური ეთნონაციონალიზმი გაცილებით პოპულისტურია და მას უფრო სახელი „ნეოფაშიზმი“ შეეფერება, ვიდრე მემარჯვენე რადიკალური ნაციონალიზმი. იგი როგორც წესი, უფრო სახელმწიფოს შიდა აპარატის დომინანტი ელიტისაგან მომდინარეობს, ვიდრე საზოგადოების მარგინალური ჯგუფებისაგან. ამიტომ იგი უფრო სახელმწიფო „პროექტია“.
რადიკალური ეთნიკური ნაციონა ლიზმი ჩვენს დროში ყველაზე აშკარად პოსტსოციალისტურ ქვეყნებში გამომჟღავნდა. მაგრამ პოსტკომუნისტურ ნაციონალიზმს აკლია იდეოლოგიური თანამიმდევრობა და ამ თვალსაზრისით არ შეიძლება მისი შედარება დასავლურ ნაციონალიზმთან. პოსტ-კომუნისტური ნაციონალისტური მოძრაობების დამახასიათებელი ნიშანია ისტორიული ამნეზია. კომუნისტურმა რეჟიმებმა გარკვეული სიცარიელე დატოვეს, რომელსაც დღეს ნაციონალიზმი ავსებს, მაგრამ ამ ნაციონალიზმს ცოტა რამ აქვს საერთო ადრეული ნაციონალიზმის ძველ ტრადიციებთან. ნაციონალიზმის მილიტარისტული ფორმა იმ ქვეყნებშია წარმოდგენილი, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა კომუნისტურ პერიოდში მოიპოვეს ანდა რომელთა ეროვნული იდენტურობის დონე კომუნისტურამდელ ხანაში საკმაოდ დაბალი იყო.
რადიკალური რელიგიური ნაციონალიზმი მებრძოლი რელიგიური ნაციონალიზმიც თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. იშვიათი გამონაკლისის გარდა (სიონიზმი და ადრეული ნაციონალიზმის ზოგიერთი სხვა შემთხვევა) ნაციონალიზმი, როგორც წესი, არარელიგიური, სეკულარული მოვლენაა და გარკვეულწილად რელიგიას უპირისპირდება კიდეც. მაგრამ დღეს როგორც ნაციონალიზმის, ისე რელიგიის გამოცოცხლებამ მათი საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირება გამოიწვია მსოფლიოს ბევრ რეგიონში. რელიგია, კერძოდ, შიიტური მიმართულების ისლამი, ირანული ნაციონალიზმის მთავარი კომპონენტია. ისლამური პარტიები ძირითადი ოპოზიციური ძალებია ალჟირში, ტუნისში, ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ისლამურ სახელმწიფოში. დელანტი და ომაჰონი განსაკუთრებით უსვამენ ხაზს რელიგიისა და ნაციონალიზმის კავშირს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
ჟან მარი ლე პანი, საფრანგეთის მთავარი ნაციონალისტი
მათი აზრით, „საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1992 წლიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული ნაციონალიზმი მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ეს კავშირი შევარდნაძის მხარდაჭერით სარგებლობს“ (Delanty, O'Mohany 2002 p. 151). ამავე ავტორების აზრით, რუსეთის ფედერაციის ბევრ რეგიონში რუსული მართლმადიდებლობა გახდა ეროვნული იდენტურობის მთავარი სიმბოლო, ხოლო აზიურ რესპუბლიკებში სულ უფრო და უფრო მზარდ პოლიტიკურ როლს თამაშობს ახალი, რადიკალური რეფორმისტული ისლამი. რელიგიის „ნაციონალიზაცია“ და პოლიტიზაცია სულ უფრო შესამჩნევი ხდება სხვა რეგიონებშიც (ინდოეთი, ინდონეზია, თურქეთი და სხვ.). ამიტომ ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ რელიგიური ნაციონალიზმი მოდერნიზმის პროდუქტია და იგი გლობალურ ძალად იქცა. კრიზისისა და არეულობის დროს ის შეიძლება მარგინალური ჯგუფების მართვის საშუალება გახდეს.
თანამედროვე ნაციონალიზმის ეს სამი ტიპი რეალურად არსებობს და ეს სადავო არ არის. მაგრამ უფრო რთული და საინტერესო საკითხია იმ მიზეზების ახსნა, რამაც გამოიწვია თანამედროვე ნაციონალიზმის ჩამოყალიბება და მისი ასეთი გააქტიურება უკანასკნელ წლებში, ანუ საინტერესოა ამ მოვლენის თეორიული გააზრება. იმავე დელანტისა და ომაჰონის მიერ გამოყოფილია ხუთი მთავარი მიდგომა, რომლებიც თანამედროვე ნაციონალიზმის ასეთ აღმავლობას და ფართო გავრცელებას სხვადასხვანაირად ხსნის.
1. ისტორიის დაბრუნება. პირველ მიდგომას ისტორიის დაბრუნება შეიძლება ვუწოდოთ. ამ მიდგომის გამზიარებელ ავტორთა აზრით, ნაცინალიზმის „აფეთქება“ პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში გამოწვეულია იმით, რომ დიქტატურის შესუსტების შემდეგ თავი იჩინა საუკუნეების მანძილზე არსებულმა ეთნიკურმა და რელიგიურმა შუღლმა. კომუნისტური რეჟიმი ასე თუ ისე აკავებდა ამ დაპირისპირებას, მაგრამ როცა შემკავებელი ძალა შესუსტდა, ურთიერთწინააღმდეგობამ და სიძულვილმა მთელი ძალით იფეთქა. ასე რომ, თანამედროვე ეთნოკონფლიქტები მხოლოდ ისტორიის დაბრუნებაა, ხოლო თანამედროვე პოსტკომუნისტური ნაციონალიზმის წყარო ტრაიბალიზმი და ეთნიკური სიძულვილია.
ამ მოსაზრებას ძირითადად ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ემხრობიან. იშველიებენ რა ისტორიას, ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის და მით უმეტეს აზიის ნაციონალიზმი ყოველთვის იყო ეთნიკური ნაციონალიზმი. მისგან განსხვავებით დასავლური ნაციონალიზმი სახელმწიფო, სამოქალაქო ნაციონალიზმია და ამიტომაც მისთვის ეთნოკონლიფქტები დამახასიათებელი არ არის.
მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა ისტორიის დაბრუნების იდეას არ იზიარებს. საკმაოდ ბევრი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ეთნიკურ მილიტარიზმს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ადრეულ კოლექტიურ იდენტურობასთან. ს. კოენის მტკიცებით (Cohen 1999) პოსტ-კომუნისტური ნაციონალიზმი ისტორიის არქონის შედეგია და არა ისტორიის დაბრუნებისა, ხოლო ბალკანეთის კონფლიქტი სულ სხვა მიზეზების გამო დაიწყო და ეთნიკური ხასიათი შემდეგ შეიძინა. სარაევო ხუთასი წლის განმავლობაში ეთნოკულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი ქალაქი იყო ევროპაში და არავითარ ეთნოკონფლიქტს იქ ადგილი არ ჰქონია. ამიტომ არ არის სწორი იმის მტკიცება, რომ ნაციონალისტური წარმოდგენები უკვე წარსულშია ჩამოყალიბებული და თანამედროვე პერიოდში მათ, უბრალოდ, გამოვლენის საშუალება მიეცა.
2. ინტერნაციონალიზმი და მოდერნიზაცია. ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად გამოყენებული არგუმენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაციონალიზმის აღზევების ასახსნელად არის ის, რომ ეს მოვლენა ვერსალის სისტემის შემდგომი ერი-სახელმწიფოების მოდელის შედეგია, რომელიც დასავლეთმა მოახვია თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ამ მოდელს იცავდა, ძველმა შეცდომამ თავი ეთნიკური ნაციონალიზმის სახით იჩინა. ამდენად, ამ მოვლენის ისტორიული მიზეზი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე კულტურული ან ეთნიკური. ამ რეგიონში სახელმწიფოების ფორმირება დიდი სახელმწიფოების ზემოქმედების შედეგია და ამდენად ბალკანეთი თანამედროვეობის პროდუქტად უნდა ჩაითვალოს. ამ თვალსაზრისით პოსტკომუნისტური ნაციონალიზმის წარმოშობის მიზეზი ინტერნაციონალიზმის მიერ წარმოქმნილი მოდერნიზაციაა.
ეს მიდგომა თავისუფალია იმ უკიდურესობისაგან, რომელიც ისტორიის დაბრუნებას, როგორც თეორიულ მიმართულებას, ახასიათებდა და ნაციონალიზმის მთავარ მიზეზად კულტურულ განსხვავებებს მიიჩნევდა. მაგრამ ამ მიმართულებასაც სერიოზული ნაკლი აქვს, რადგან იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოთა ფორმირების ადრეულ ისტორიულ სტრუქტურებს და სათანადო ყურადღების გარეშე ტოვებს მოქმედი ძალების (აგენტების) როლს. ცხადია, სტრუქტურულ ფაქტორებს (კულტურა იქნება ეს თუ ისტორია) დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მოქმედი ძალების გარეშე მათი როლი მცირდება. მეოცე საუკუნის უმეტეს დროს ბალკანეთში მშვიდობა იყო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ადრინდელი დასავლური მოდელის გადმოტანა არ უნდა იყოს მიმდინარე კრიზისის მთავარი მიზეზი. საერთაშორისო ინტერვენციაც მხოლოდ პასუხი იყო უკვე დაწყებულ კონფლიქტზე და იგი ვერანაირად ვერ ჩაითვლება მის პირველმიზეზად. თუ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოთა ჩამოყალიბების მოდელი და საზღვრების დადგენისას დაშვებული ძველი შეცდომები არის ეთნიკური მილიტარიზმის მიზეზი, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნაციონალური ინტერვენციით შედეგი ვერ მიიღწევა. მხედველობაშია მისაღები ისეთი აგენტებიც, როგორიცაა მოქალაქეთა აღშფოთება უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ, დემოკრატიზაციის მოთხოვნა და სხვ.
3. ინსტიტუციონალიზმი. ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ თანამედროვე პოსტკომუნისტური ნაციონალიზმი სათავეს კომუნისტური მმართველობის დროს ერებისა და ეროვნებების ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკიდან იღებს. საბჭოთა კავშირი დაფუძნებული იყო მრავალეროვნულობის ოფიციალურ ინსტიტუციონალიზაციაზე, რომელიც არა მარტო ოფიციალურ, სახელმწიფო და პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა ეთნიკურ ეროვნებას, არამედ ცენტრალურ ინსტიტუციონალურ კატეგორიად მიიჩნევდა მას. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა, ისევე როგორც ხელისუფლების ორგანოების შემადგენლობა, ეროვნულ პრინციპს ემყარებოდა. ამან კი თავისი შედეგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიღო, როცა ეს პრინციპი ანაქრონიზმად იქცა. ეროვნებათშორისი დამოკიდებულება უკიდურესად გამწვავდა, რადგან საბჭოთა ეთნონაციონალური პოლიტიკის მემკვიდრეობას ღრმა ფესვები აქვს გადგმული. ამიტომ ნაციონალიზმის წყარო პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტურ სამყაროში პოლიტიკური ინსტიტუტების მდგომარეობაა და არა ეთნიკურობა ან კულტურა. ე.ი. ნაციონალიზმს წარმოშობს არა ერები, არამედ პოლიტიკა.
მთელ რიგ ავტორებს სხვადასხვა მაგალითები მოჰყავთ ამ მოსაზრების დასამტკიცებლად. კერძოდ, ახალი მემარჯვენე რადიკალი ნაციონალისტების წარმატებებს ისინი მიაწერენ არა იდეოლოგიას, არამედ პოლიტიკური და, კერძოდ, საარჩევნო სტრუქტურების თავისებურებებს. ის, რომ მემარჯვენეებმა შეძლეს ისეთი ფორმულების მოძებნა, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნებოდა როგორც მემარჯვენეებისთვის, ისე მემარცხენეებისთვისაც, არის მათი წარმატების მიზეზი.
ინსტიტუციონალისტური მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ იგი თავისუფალია როგორც ეთნიკურობისა და კულტურის როლის უზომოდ გაზვიადებისგან, ისე საერთაშორისო ფაქტორების გადაჭარბებული შეფასებისგანაც. ამასთანავე საეჭვოა, რომ პოსტკომუნისტური ნაციონალიზმის მიზეზები მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის ინსტიტუციები იყოს. გარდა ამისა, ეს მიმდინარეობა ვერ წარმოაჩენს, თუ როგორ არის ინსტიტუციონალიზებული პოსტკომუნისტური ნაციონალიზმი. ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი მხოლოდ საპროტესტო მოძრაობა იყოს.
4. გადასვლა დემოკრატიაზე. პოსტკომუნისტური ნაციონალიზმის წარმოშობისა და გაღვივების ასახსნელად გამოყენებულ თეორიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია დემოკრატიაზე გადასვლის თეორიაა. იგი ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიაზე გადასვლის კანონზომიერებებს იკვლევს (ძირითადად სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მაგალითზე) და ამას ემატება ის თავისებურებები, რაც ცენტრალიზებული ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას უკავშირდება. ასეთი გადასვლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოვლენა, ის მთელი საზოგადოების სერიოზულ ტრანსფორმაციას მოითხოვს.
დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში ინგრევა ის პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებიც ცივი ომის ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი. ძველი იდეოლოგიების მსხვრევას მოსდევს ახალი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, იდეოლოგიების გავრცელება, რომლებიც ძნელად იკიდებენ ფეხს საზოგადოებაში. წარმოიშობა ერთგვარი სიცარიელე, ვაკუუმი და სწორედ ამ ვაკუუმის შევსება ხდება ახალი ნაციონალიზმით. დასავლეთის სამყაროში იგი რადიკალური კონსერვატიზმის სახით არის წარმოდგენილი (ახალი მემარჯვენე რადიკალები) პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კი - რადიკალური ეთნიკური ნაციონალიზმით. იგი უფრო ძლიერია იქ, სადაც დემოკრატია სუსტია, და დემოკრატიული მობილიზაციის შემცვლელად გვევლინება.
ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ეთნიკური პოლიტიკა რაციონალური არჩევანია. „ეთნიფიკაცია“ კულტურული იდენტიფიკაციის საერთო სურვილის გამოხატულება კი არ არის, არამედ რაციონალური სტრატეგიაა იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საზღვრების ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოება, სადაც ეთნიკური უმცირესობები ასოცირდებიან მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასთან და ხელისუფლების სისუსტის პირობებში დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე იქმნება. სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის პირობებში ეთნიკური პოლიტიკა ხშირად რაციონალური რესურსია. ეს მდგომარეობა ხუმრობით ასე შეიძლება შევაჯამოთ: „მემარცხენეებს არა აქვთ იდეოლოგია, მემარჯვენეებს კი ფული. შედეგი ნაციონალიზმია“ (Delanty, O'Mahony 2002 პ. 155).
დემოკრატიაზე გადასვლის თეორია ხსნის ნაციონალიზმის მიზეზებს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მაგრამ გაუგებარს ტოვებს ნაციონალიზმის გამოცოცხლების მიზეზებს დასავლეთში. ამ მიდგომით ძნელი ასახსნელია ის ფაქტიც, რომ დემოკრატიაზე გადასვლა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში (იუგოსლავია და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია) მშვიდობიანი გზებით განხორციელდა. ცხადია, რაციონალური სტრატეგიის როლი ექსტრემისტულ ნაციონალისტურ და ეთნიკურ პოლიტიკაში არ უნდა დავამციროთ, მაგრამ არც კულტურული იდენტურობის უარყოფა შეიძლება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „პერესტროიკამ“ უდავოდ დიდი როლი ითამაშა იმ პირობების ჩამოყალიბებაში, რომელმაც შემდგომ თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმი წარმოშვა.
5. რეაქცია გლობალიზაციაზე. თანამედროვე ნაციონალიზმის აღორძინების მიზეზების ახსნას მკვლევართა უმრავლესობა იმ თეორიული მიდგომით ცდილობს, რომელსაც შეიძლება გლობალიზაციაზე რეაქცია ვუწოდოთ. ამ მიდგომით თანამედროვე ექსტრემისტული ნაციონალისტური გამოსვლები, ნაციონალისტური იდეოლოგიების წარმატება, ეთნიკური დაპირისპირებები და კონფლიქტები არის რეაქცია, რაც იმ ეკონომიკური და კულტურული ღირებულებების შეცვლას მოჰყვა, გლობალიზაციამ რომ მოიტანა.
ნაციონალიზმზე, როგორც გლობალიზაციის პროცესის მიმართ რეაქციაზე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აქ ამაზე დიდხანს არ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ ზოგიერთ მოსაზრებას. იურგენ ჰაბერმასი (Habermas 2001) ამ მოვლენას დასავლეთის ქვეყნებში „კეთილდღეობის ნაციონალიზმს“ უწოდებს, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური დაცემის, ინფლაციის, უმუშევრობის შიშით და მიმართულია იმიგრაციის წინააღმდეგ.
ჯ.დელანტი და პ.ომაჰანი ლაპარაკობენ ნაციონალიზმის ისეთ ფორმებზე, რომლებიც სოციალისტური ცენტრალიზებული ეკონომიკის ნგრევას მოჰყვა და გაზარდა დისპროპორცია ცენტრსა და რეგიონებს შორის, რამაც ცენტრის მიმართ ნაციონალისტური ოპოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. იგივე ავტორები მიუთითებენ, რომ ნაციონალიზმმა მთელ რიგ ქვეყნებში და, პირველ ყოვლისა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, წინააღმდეგობის ფორმა მიიღო, როცა ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს არ სურთ ე.წ. „კომუნალურ სამოთხეში“ ყოფნა და თავის იდენტურობის დაცვის ერთადერთ გზად მებრძოლი ეთნიკური ნაციონალიზმი მიაჩნიათ.
მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თანამედროვე ნაციონალიზმი არ შეიძლება მივიჩნიოთ გლობალიზაციის პირდაპირ შედეგად. ისევე როგორც ანტიგლობალისტური მოძრაობების დიდი ნაწილი უფრო მემარცხენე და ანტიიმპერიალისტური ხასიათისაა, ვიდრე ნაციონალისტური. ასევე ნაციონალიზმის თანამედროვე გამოვლინებებს შორის შედარებით ცოტაა ისეთი, რომლებიც თავისი გამომწვევი მიზეზებით უშუალოდ გლობალიზაციასთან იყოს დაკავშირებული.
ახალი რადიკალური ნაციონალიზმის მიზეზებისადმი ხუთი აღნიშნული მიდგომა ერთმანეთს არ გამორიცხავს. სხვა საქმეა, რომ შეიძლება ცალკეული მკვლევარები ერთ რომელიმე მათგანს აძლევდნენ უპირატესობას ან რომელიმეს საერთოდ გამორიცხავდნენ (მაგ., დელანტი და ომაჰონი თანამედროვე ნაციონალიზმის მთავარ მიზეზად მიიჩნევენ რეაქციას გლობალიზაციაზე და საერთოდ უარყოფენ ისტორიის დაბრუნების თვალსაზრისს). ფაქტია, რომ ისეთი რთული და წინააღმდეგობრივი ფენომენი, როგორიც ნაციონალიზმია, ერთი რომელიმე მიზეზით ვერ აიხსნება, თუნდაც ეს მიზეზი ასეთივე რთული და მრავალმხრივი ფენომენი - გლობალიზაცია იყოს.
გლობალიზაციასთან არის დაკავშირებული ნაციონალიზმის, უფრო სწორად, სეპარატიზმისა და სეცესიონიზმის შედარებით ახალი ფორმა, რომელიც სხვა მიზეზებითაა გამოწვეული - არა იმით, ტრადიციულად რომ ახასიათებდა ამ მოძრაობებს. როგორც წესი, სეპარატიზმი და სეცესია ეთნიკური უმცირესობებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოცემულ სახელმწიფოში მათი ყოფნა უკანონოა და საფრთხეს უქმნის მათს - როგორც ეთნოსის - არსებობას. ცხადია, ასეთი სეპარატიზმი და სეცესიისადმი მისწრაფება გლობალიზაციის ეპოქაშიც განაგრძნობს არსებობას და ძლიერდება კიდეც, მაგრამ მის გვერდით თავი იჩინა სეპარატიზმმა და სეცესიონიზმმა თვით ტიტულარული ერის შიგნით და ეს ეკონომიკური განვითარების დონეთა განსხვავებით არის გამოწვეული.
გლობალიზაციის პერიოდში ტრანსნაციონალური კორპორაციების როლის ზრდა და სახელმწიფოს გავლენის შესუსტება საშუალებას აძლევს ცალკეულ რეგიონებს უშუალოდ გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე და გარკვეული ეკონომიკური ავტონომიურობაც მოიპოვონ. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურად დაწინაურებულ რეგიონს პრივილეგიები აქვს და მისი შემოსავლებიც საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად ყალიბდება აზრი: რეგიონი რომ ცალკე სახელმწიფო იყოს და მასზე მიტმასნილი არ იყვნენ ქვეყნის სხვა, ჩამორჩენილი რეგიონები, მაშინ აქ ცხოვრების დონე და მოსახლეობის კეთილდღეობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. ეს კი საკმარისი საბაბია რეგიონული ნაციონალიზმის, სეპარატიზმისა და სეცესიონიზმის წარმოშობისა და გავრცელებისთვის.
ასეთი ნაციონალიზმის მაგალითია იტალიის ჩრდილოეთი ლიგა, რომლის მიზანი ახალი სახელმწიფოს - პადანიის - შექმნაა, რომელშიც იტალიის ჩრდილოეთის ინდუსტრიული ოლქები გაერთიანდებიან. იტალიის სამხრეთის ჩამორჩენილი ოლქებისაგან განთავისუფლება საშუალებას მისცემს პადანიის სახელმწიფოს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ ქვეყნად იქცეს. დაახლოებით ასეთივე მიზნებს ისახავს ბავარიული ნაციონალიზმი, რომლის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ბავარიის უშუალოდ შესვლა ევროკავშირში გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მისი მოსახლეობისათვის.
ზოგჯერ ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონი თვითონ გამოთქვამს პრეტენზიას, რომ მას „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“, და თუმცა აქ ეთნიკური პრობლემები არ დგას (ლაპარაკია იმ შემთხვევაზე, როცა რეგიონის მოსახლეობა იმავე ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რასაც ქვეყნის ტიტულარული ერი), მაინც თავს იჩენს სეპარატიზმი იმის იმედით, რომ დამოუკიდებლად ყოფნის ან მეზობელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.
XX საუკუნის 70-იან წლებში შოტლანდიური ნაციონალიზმის აღზევების მიზეზი იმდენად ტრადიციული ანტიინგლისური განწყობა არ ყოფილა, რამდენადაც ჩრდილოეთის ზღვაში, შოტლანდიის სანაპიროებთან ახლოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი მარაგის აღმოჩენა. შოტლანდიელი ნაციონალისტების აზრით, ამ საბადოებიდან მიღებული შემოსავალი შოტლანდიას დამოუკიდებლობის შემოხვევაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქვეყნად გადააქცევდა.
ზოგადად აღნიშნული ტიპის ნაციონალიზმი დასავლეთის სამყაროსათვის არის დამახასიათებელი და შეიძლება ის ნამდვილად მივიჩნიოთ გლობალიზაციის ერთ-ერთ შედეგად, ხოლო ის რეგიონები, რომლებიც ეთნიკურადაც განსხვავდებიან ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისაგან ავტონომიის განსაკუთრებულ ფორმებად ჩამოყალიბდნენ. მათ ხშირად უწოდებენ სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის გარეშე. ასეთი ერების მაგალითია შოტლანდიელები, კატალონიელები და კვებეკელები. საით წარიმართება მომავალში მათი ნაციონალიზმი, მთლად ნათელი არ არის. გლობალიზაციის პირობებში დამოუკიდებლობის მოთხოვნა უფრო იმ მოტივით ხდება, რომ აღნიშნული ხალხები და მათი „არასუვერენული სახელმწიფოები“ უშუალოდ ჩაერთონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციულ პროცესებში. მეორე მხრივ, ადგილი აქვს ინტეგრაციულ პროცესებს ქვეყნებს შიგნითაც, რაც გარკვეულწილად ასევე გლობალიზაციის შედეგია. ამგვარად, ერთდროულად მიმდინარეობს ორი თითქოსდა შეუთავსებელი პროცესი: ერთი მხრივ, მისწრაფება გამოცალკევებისაკენ, მეორე მხრივ, ზოგადსახელმწიფოებრივი იდენტურობის გაძლიერება.
ამ უკანასკნელ ტენდენციაზე შემდეგი მაჩვენებლები მეტყველებს: 1982 წელს შოტლანდიელების 37%25-თვის თვითიდენტიფიკაცია იყო მხოლოდ შოტლანდიელი - არაბრიტანელი, 27%25-თვის - უფრო შოტლანდიელი, ვიდრე ბრიტანელი, 25%25-თვის - თანაბრად შოტლანდიელი და ბრიტანელი, 4%25-თვის - უფრო ბრიტანელი, ვიდრე შოტლანდიელი და - 2%25- თვის ბრიტანელი, არაშოტლანდიელი. 1998 წელს კი თავის თვითიდენტიფიკაციად მხოლოდ შოტლანდიელი - არაბრიტანელი ჩათვალა შოტლანდიელთა მარტოოდენ 19%25-მა, მაშინ, როცა თანაბრად ბრიტანელად და შოტლანდიელად თავს თვლიდა უკვე შოტლანდიელთა 40%25.
იგივე ტენდენცია შეიმჩნევა კატალონიელებშიც. თუ მხოლოდ კატალონიელად, არაესპანელად 1982 წელს თავს თვლიდა კატალონიელთა 20%25, უფრო კატალონიელად, ვიდრე ესპანელად - 16%25, თანაბრად კატალონიელად და ესპანელად - 35%25, უფრო ესპანელად, ვიდრე კატალონიელად - 5%25 და მხოლოდ ესპანელად, არაკატალონიელად, არც ერთი კატალონიელი, 1998 წლისთვის მხოლოდ კატალონიელად თავი ჩათვალა კატალონიელთა 10%25-მა, ხოლო თანაბრად ესპანელად და კატალონიელად - 44%25-მა (Spenser and Wollman 2002 პ. 178).
ეს ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ მოთხოვნა შოტლანდიის ან კატალონიის სეცესიის შესახებ ეკონომიკურ მიზნებს ისახავს და არ არის დაკავშირებული ეთნიკურ ნაციონალიზმთან, განსხვავებით პოსტკომუნისტური ქვეყნებისა და განვითარებადი სამყაროსაგან, სადაც ანალოგიური მოთხოვნა ეთნიკური მტრობისა და შეუთავსებლობის შედეგია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განვითარებულ სამყაროში ყველგან ასეთი სურათია. მაგალითად, კვებეკელების ეთნიკური თვითიდენტიფიკაცია როგორც კვებეკელის, ფრანკოფონის და ამიტომ დანარჩენი კანადელებისგან განსხვავებულის, მეტიც, არაკანადელის, ძლიერდება კიდეც.
საერთოდ, დასავლეთისთვის დამახასიათებელი ეს რეგიონული ნაციონალიზმი, რომელიც ნამდვილად არის დაკავშირებული გლობალიზაციასთან, არ გამოირჩევა აგრესიულობით და არატოლერანტულობით. ის სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტები კი, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაჩაღებული, თავისი მიზეზებითა და ხასიათით ნაკლებად არის დაკავშირებული გლობალიზაციასთან. რაც შეეხება ანტიგლობალისტურ მასობრივ გამოსვლებს, ისინი ნაციონალისტური ნამდვილად არ არის და მემარცხენე, ანტიიმპერიალისტურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ანტიგლობალისტები მიიჩნევენ, რომ გლობალიზაცია დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპანსიაა მთელ მსოფლიოში და თანაც ცხოვრების ყველა სფეროში.
ლიტერატურა:
1. Cohen S. J. 1999 - Politics Withou???????????????????????????????????????????????????????????????Duke University Press. Durham. NJ.
2. Delanty G. O'Mahony P. 2002 - Nationalism and Social Theory. Sape Publication. London.
3. Habermas J. 2001 - The Postnational Constellation. Cambridge Polity Press. Cambridge.
4. Hobsbawm E. J. 1990 - Nations and Nationalism since 1780: Programme, Myth,Realality. Cambridge University Press. Cambridge
5. Smith A. D. 1995 - Nations and Nationalism in a Global Era. Cambridge Polity Press. Cambridge.
6. Spenser P. Wollman H. 2002 - Nationalism. A Critical Intrudiction. Sage Publication. London.
![]() |
4 სათემო პოლიცია |
▲back to top |
დიალოგი
სათემო პოლიციის საერთაშორისო მრჩეველის, მარკო კუბნის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება პოლიციურ სტრუქტურებში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ხმარდება. იგი რამდნიმე წელი მუშაობდა გაეროს მისიით ბოსნია-ჰერცოგოვინაში, შემდეგ კი ეუთოს მისიით ხორვატიაში. მუშაობდა ასევე ყირგიზეთშიც. ახლა ბატონი კუბნი თავის გამოცდილებას ქართველ სამართალდამცავებს უზიარებს. „სათემო პოლიციას“ (ინგლისურად - „community policy“) მის სამშობლოში - გერმანიაში - „მოქალაქეებთან დაახლოებულ პოლიციად“ თარგმნიან, რადგან იგი მოქალაქეებს ემსახურება და ის ინსტანციაა, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ საქართველოში რთული დასანერგავია.
ესაუბრა ლუკა ნახუცრიშვილი
ბატონო კუბნი, თქვენ მუშაობთ დემოკრატიზაციის გზაზე დამდგარი პოსტსოციალისტური ქვეყნების სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმაზე, რაც ალბათ ძალიან რთული განსახორციელებელია. თქვენი დაკვირვებით, ძირითადად რა პრობლემებია პოლიციის რეფორმირების საქმეში?
მე თავად აღმოსავლეთ გერმანიიდან ვარ და მას შემდეგ, რაც ბერლინის კედელი დაინგრა, ტრანსფორმაციის პროცესი ჩვენც გავიარეთ. ამიტომ დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რა მდგომარეობაშია ის ხალხი, ვინც ადრე სოციალისტურ ქვეყნებში ცხოვრობდა და შემდეგ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში ჩაერთო. რაც შეეხება პოლიციას, საქართველოში ორი წლის წინათაც ვიყავი ერთი თვით ამავე საქმესთან დაკავშირებით და შემიძლია გითხრათ: მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიციაში არ აქვთ ერთიანი ხედვა, არ შესწევთ გეგმის შედგენის, რეფორმის დაგეგმვის უნარი, რათა არა მარტო სადღეისო პრობლემებზე მოახდინონ რეაგირება, არამედ გრძელვადიან ანალიზს დაუქვემდებარონ მოვლენები. მეორე პრობლემა არის პოლიციელთა განათლება და ტრენინგი. საქართველოში პოლიციელთა საბაზო განათლება საკმაოდ ხანმოკლეა, ჩემი აზრით, მომავალში ამასთან ერთად საჭირო გახდება ე.წ. inservice treningi - ანუ სწავლა და სამსახური ერთროულად. ექვსკვირიანი კურსები პოლიციის აკადემიაში ნამდვილად არაა საკმარისი, რომ შემდეგ პირდაპირ ქუჩაში გაგიშვან.
ე.წ. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ყოფილა შემთხვევები, როცა პოლიციის მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მასობრივი არეულობები მოჰყოლია. როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია, რომ, ერთი მხრივ, თავისი მოვალეობა შეასრულოს და კანონი დაიცვას, მეორე მხრივ კი მოსახლეობას და, კერძოდ, უმცირესობებს პოლიციელის მიმართ გაუცხოებისა და უნდობლობის გრძნობა არ დაეუფლოთ?
ეს საკითხი მიგრაციას უკავშირდება და კიდევ იმას, რომ უმცირესობებს - და ამიტომაც უწოდებენ მათ უმცირესობებს - პრობლემები აქვთ განსხვავებულ კულტურულ გარემოში ინტეგრაციის მხრივ, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ენასთან, ტოლერანტულობასთან, გულგახსნილობასთან, ინტეგრაციის უნართან. როცა ბავშვები სკოლაშივე სწავლობენ, რომ ტოლერანტულები უნდა იყვნენ სხვაგვარად მოაზროვნეთა, სხვანაირი ყოფის და გარეგნობის მქონეთა მიმართ, ამით უკვე მნიშვნელოვანი წვლილია შეტანილი ინტეგრაციის საქმეში. დასავლეთ ევროპაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, აშშ-შიც, აქაც არსებობს დაძაბულობის ველები - დაძაბულობის ველები ყოველთვის იარსებებს სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შორის, ამას 100 პროცენტით ვერასდროს აღმოვფხვრით, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ტოლერანტულობისა და გულგახსნილობის კლიმატი შევქმნათ.
საქართველოში თქვენ სათემო პოლიციის პროექტზე მუშაობთ. პირველ ყოვლისა, მოდით, „სოლიდარობის“ მკითხველს განვუმარტოთ „სათემო პოლიციის“ რაობა და მნიშვნელობა.
სათემო პოლიცია ძირითადად ორი კომპონენტისგან შედგება. პირველია ის, რასაც ჩვენთან „საკონტაქტო მოხელეს“ ვუწოდებთ - „contact officer“ ინგლისურად, რომელიც ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ კვარტალს კურირებს; ყველა, ვინც იქ ცხოვრობს, იცნობს მას, მას ფორმაზე თავისი სახელი აწერია, იგი ყოველთვის ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ეს პრევენციის სერიოზული მექანიზმია ისეთი საზოგადო პრობლემებისთვის, როგორებიცაა მოზარდების მხრიდან ვანდალიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გადატვირთული მოძრაობა და სხვა. მეორე კომპონენტი, რომელიც სათემო პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის არა მარტო კრიმინალური შემთხვევების, არამედ ნარკოტიკებთან, სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციაც. გერმანიაში პოლიციის მოხელეები სკოლებს სტუმრობენ, კლასებში შედიან და ბავშვებს უსაფრთხოების წესებს უხსნიან - ვთქვათ, როგორ შეიკრან დამცავი ღვედი, როგორ გადაჭრან ქუჩა... უფროსებს კი ვასწავლით, როგორ დაიცვან თავი ჯიბის ქურდებისგან და ა.შ. ჩემს პროექტში განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალური შემთხვევების პრევენციას ექცევა. უკვე დავიწყეთ ფლაერებსა და პოსტერებზე მუშაობა; ეს საზოგადოებასთან მუშაობის ნაწილია, ის იმისთვისაა საჭირო, რომ პოლიცია მოქალაქეებისკენ მოტრიალდეს და გააგებინოს მათ, რომ რაღაც კეთდება, რომ ცხელი ხაზი არსებობს და ა.შ.
თქვენ საუბრობდით კულტურულ სივრცეზე, იმაზე, რომ გერმანიაში უსაფრთხოების პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა, ვიდრე საქართველოში. რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ ამ პროექტის განხორციელებას ჩვენთან?
მე სავსებით ვაცნობიერებ, რომ აქ ვითარება რადიკალურად სხვაა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოსთვის წარმომიდგენია ქართული მოდელი, რომელიც ამ სიტუაციაზე იქნება მორგებული. თუმცა, ამავე დროს, ეს ქართული მოდელი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოთხოვნებს, პრინციპებს და სტანდარტებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ეს სტანდარტები კი საკმაოდ მყარია იმისათვის, რომ რაიმე განსაკუთრებული სიახლეები შეიტანო მათში. როცა დემოკრატიის პირობებში ცხოვრობ, არსებობს წესებიც, რომლებსაც უნდა მისდიო, ვინაიდან დემოკრატია არ ნიშნავს აბსოლუტურ თავისუფლებას, ის ვალდებულებასაც გულისხმობს. ასე რომ, ჩემი აზრით, საქართველოში უბნის ინსპექტორობის ბაზაზე სათემო პოლიციის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი „წვრთნასაც“ მოითხოვს, რასაც ახლა ვაკეთებთ კიდევაც. მთავარია, რომ სამინისტროში ამ ცვლილებების განხორციელების ნებას იჩენენ. რას მივაღწევთ ექვს თვეში, ძნელი სათქმელია, რადგან ზოგი პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველია.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ ხორვატიაშიც მიგიღიათ მონაწილეობა ასეთივე რეფორმის განხორციელებაში. საინტერესოა, რა მსგავსებები და განსხვავებებია ამ მხრივ ამ ორ პოსტსოციალისტურ ქვეყანას შორის.
ხორვატია, რა თქმა უნდა, ის ქვეყანაა, რომელიც ევროპასთან უფრო ახლოსაა გეოგრაფიულად, რაც განაპირობებს იმას, რომ მისი კავშირი ევროპასთან და განსაკუთრებით გერმანიასთან საკმაოდ მჭიდროა. ხორვატიამ ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით ნათლად განაცხადა, რომ ევროკავშირში სურს შესვლა. მას მართლაც დიდი შანსები აქვს გაწევრიანებისა. ამიტომ ხორვატიელები ძალიან მოტივირებულები არიან, რომ პოლიციაში რეფორმა გაატარონ და სათემო პოლიციის პრინციპები დაამკვიდრონ, რადგან სათემო პოლიციის იდეა არის საერთოდ პოლიციის რეფორმირების საფუძველი. მათ ამასობაში საკმაოდ ბევრი რამ გადაიღეს გერმანული მოდელიდან: ჰყავთ საკონტაქტო მოხელეები, რომლებიც კრიმინალური შემთხვევების პრევენციაზე ზრუნავენ. გერმანიაშიც მყავდა ისინი წაყვანილი სასწავლო მიზნით. ხორვატიაში, უმაღლესი ეშელონებიდან დაწყებული უკანასკნელი სერჟანტით დამთავრებული, ხვდებოდნენ, რომ მათთვისვე უკეთესია, როცა მოქალაქეებს პოლიციისადმი ნდობა აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს, მეჩვენება, რომ აქ ჯერ კიდევ სერიოზული მუშაობაა ამ მხრივ საჭირო. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც დღეს დაიწყება და ხვალ დამთავრდება. მინდა ვთქვა, რომ ორი წლის განმავლობაში უამრავი პოზიტიური ცვლილება მოხდა სამინისტროში, ატმოსფერო უკეთესია, პოლიციელები უფრო მოტივირებულები არიან, ჩემი აზრით, კორუფციასთან ბრძოლაც წარმატებით მიმდინარეობს. ხოლო, თუ ისეთი პოლიციის ჩამოყალიბება შევძელი, რომელსაც პოზიტიური თვითშეგნება ექნება, მაშინ იგი არც უმცირესობებს მოეპყრობა ცუდად. მარტო ნაციონალურ უმცირესობებს კი არ ვგულისხმობ, არამედ დავრდომილებსაც, ავადმყოფებსაც, მოხუცებსაც, ჰომოსექსუალებსაც, ნებისმიერი სახის უმცირესობას, რაც საზოგადოებაში არსებობს. უამრავი რამ ტრადიციის მიერაა მართული და ზოგი დამოკიდებულება ასე მარტივად არ შეიცვლება. რასაც მე აქაური პოლიციისთვის ვისურვებდი, არის ის, რომ უმცირესობები მოიწვიონ, ასაუბრონ, მოუსმინონ, მათი პრობლემები გაიგონ.
ყირგიზეთსა და ხორვატიაში ერთი გამოცდილებაც შევიძინე და მინდა გაგიზიაროთ: მრავალეთნიკური პოლიცია მაქვს მხედველობაში. მიზანშეწონილია ეთნიკური უმცირესობების ჩართვა პოლიციის საქმიანობაში. ისინი, საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი სათემო პოლიციელები არიან, რადგან მათ უკეთ ესმით თავისიანებისა. სამცხე-ჯავახეთში პოლიციის უფროსი გავიცანი, რომელიც სომეხია. ის სრულიად ინტეგრირებულია, მან პირად საუბარშიც მითხრა, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აწუხებს, ჩინებული კოლეგიალური ურთიერთობა აქვს ქართველ პოლიციელებთან. არ ვიცი, თბილისში რა მოხდებოდა ამგვარ შემთხვევაში, მაგრამ, მე მგონი, იმაზეც საჭიროა ფიქრი, რომ პოლიციაში და, საზოგადოდ, საჯარო თანამდებობებზე იმ პროცენტული შეფარდებით დაინიშნონ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რა პროცენტული შეფარდებაც არის საზოგადოებაში ამ ეროვნების ადამიანთა შორის.
ე.ი. ვთქვათ, სომეხი მოქალაქე არ ენდობა ქართველ პოლიციელს და ურჩევნია, სომეხ პოლიციელთან მივიდეს?
ჩემი აზრით, ეს ასეა. როცა მე სოფელში ვცხოვრობ, რომლის, ვთქვათ, 95%25 სომხებისგან შედგება, ასე წარმომიდგენია, რომ, თუ ამ 95 პროცენტში შევდივარ, სომეხი პოლიციელისადმი მეტი ნდობა მექნებოდა, ვიდრე ქართველისადმი. დასაწყისისთვის ისიც საკმარისი იქნება, თუკი ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები საერთოდ მივლენ პოლიციაში, იჩივლებენ და მოხელეები ამ საჩივრებს ყურადღებით მოეკიდებიან.
თქვენ ბრძანეთ, რომ ფლაერები მზადდება მოქალაქეებისთვის და სხვა ამდაგვარი ღონისძიებები ხორციელდება მათი ნდობის მოსაპოვებლად. თუმცა პოლიცია თუნდაც 90 პროცენტით რომ „გამოსწორდეს“, შეიძლება მოქალაქეებს მაინც ძველი ნეგატიური დამოკიდებულება შერჩეთ მათ მიმართ („ჯობია პოლიციაში არ წახვიდე, რადგან კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეგიქმნიან“ და ა.შ.). როგორ შეიძლება ასეთი აზროვნების დაძლევა?
მე ნამდვილად არ მაქვს მზა რეცეპტი საამისოდ. საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა და ამით მან გარკვეული ვალდებულებები აიღო თავის თავზე. რაც კვლავაც ძალიან პრობლემატური რჩება, არის ის, რომ პოლიციელი „ზევიდან“ ელოდება ბრძანებას, როგორც ჯარში ან როგორც ეს ადრე ჩემს პოლიციაშიც იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ისიც საკმარისია, თუ პოლიციელი უბრალოდ ადამიანურად მიუდგება ხოლმე რაიმე საკითხს, რა თქმა უნდა, კანონის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ პატიოსან და „არაკრიმინალ“ მოქალაქეს ესმის, რომ პოლიციელი ხანდახან მკაცრი უნდა იყოს და დამნაშავე დაიჭიროს. ამიტომაცაა ის პოლიციელი. მაგრამ მცირე პრობლემებს და საჩივრებს რაც შეეხება ანდა ადამიანის უფლებების დარღვევებს, აქ პოლიცია უფრო ადამიანური უნდა იყოს, და, ჩემი აზრით, ვინც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემს, მას პოლიციაში არაფერი ესაქმება. დასავლეთ ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოშიც, ასეთი ადამიანების მიმართ საკმაოდ მკაცრ ზომებს ვიღებთ. ამ სამინისტროში უკვე ხდება საკუთარი თანამშრომლების მხილება. დაკვირვებით ვიკვლევთ, ვინაა კორუმპირებული, ვინ არ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს, ვისზეა საჩივრები. რაც გვაკლია, ეს არის საჯარო მონიტორინგი. თავად პოლიციის გარდა სხვა არავინაა, ვინც პოლიციას დააკვირდებოდა. დასავლეთ ევროპაში, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის სამინისტრო მეთვალყურეობენ, რა ხდება შინაგან საქმეთა ორგანოებში.
ჩემი აზრით, მთავარია უმაღლეს ეშელონებში დარწმუნებულნი იყვნენ ამ რეფორმის წარმატებაში. სტრუქტურა ისეთია, რომ ყველაფერი „ზევიდან“ „ქვევით“ მოდის. როცა რიგითი ინსპექტორი გარეთ, თავის მანქანაში, თავისი უფროსისგან ისმენს, რომ პოლიცია მოქალაქეების მიმართ უფრო გახსნილი უნდა იყოს, მაშინ ისიც, „ქვევით“ მდგომი, დაიწყებს აზროვნებას, რათა სამუშაო არ დაკარგოს. სხვათა შორის, რეგიონებში შევამჩნიე, რომ პოლიცია საკმაოდ დამოუკიდებელია. მაგალითად, პოლიციის უფროსს დიდი თავისუფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება თბილისს, აქ საქმე უფრო რთულადაა. ცოტა სივრცეა კრეატიულობისთვის, ახალი იდეებისთვის, ყველა „ბრძანების“ „ჩამოსვლას“ ელოდება. მაგრამ სათემო პოლიციის დანერგვაც ხომ სწორედ იმას ნიშნავს, რომ აზროვნება შევცვალოთ. ადამიანები კი აზროვნების წესს ერთ ღამეში არ იცვლიან. ეს დაკავშირებულია განათლებასთან, გამოცდილებასთან, ცხოვრების პირობებთან.
და ბოლო კითხვა, ბატონო კუბნი. რის გათვალისწინებას ურჩევდით ყველაზე მეტად ქართველ სამართალდამცავებს ეთნიკურ, რელიგიურ და სოციალურ უმცირესობებთან ურთიერთობისას? თანაც, თუ შეიძლება, დავაზუსტოთ, კერძოდ რა სირთულეები არსებობს უმცირესობებთან დამოკიდებულებაში - შეურაცხყოფენ მათ, ლანძღავენ თუ საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას პოლიციაში?
რადგან კონკრეტულ შემთხვევბს კარგად არ ვიცნობ, გამიჭირდება განსჯა. თუმცა ბევრჯერ მისაუბრია სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებთან. მეტწილად საქმე ლანძღვას, გულგრილობას ეხება; ზოგჯერ ადამიანებს თავს ესხმოდნენ შუა ქუჩაში, პოლიცია კი უმოქმედოდ იდგა. მსმენია, რომ უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც პრობლემა აქვთ, ზოგჯერ ვერ ბედავენ პოლიციაში ამის გაცხადებას, ანდა მხოლოდ იმ პიროვნების მეშვეობით ამყარებენ კონტაქტს სამართალდამცავ ორგანოებთან, ვისაც ენდობიან როგორც უმცირესობის ოფიციალურ წარმომადგენელს. ვიცი, ადვილი არ არის, მაგრამ როცა უმცირესობაში ხარ, მოქალაქეობრივი გამბედაობაც უნდა გქონდეს. ჩემი აზრით, ასეთი შემთხვევები უნდა გახმაურდეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ, როცა უმცირესობაში ხარ, არსებობს იმის ცდუნებაც, გამუდმებით მსხვერპლად აღიქვა თავი.
საქართველოში ხშირად პრობლემა ისაა, რომ რაღაც სტრუქტურებს აყალიბებენ, მაგრამ წესიერად არ იციან, რისთვის. თუმცა პოლიციას მეტწილად მარტო ტოვებენ პრობლემის წინაშე და ამიტომ ის საკუთარ თავში იკეტება. ჩემი ქვეყნის პოლიცია რომ ნახოთ, ისინი ყოველდღე ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, ლობისტებს. რაც შეეხება ისევ და ისევ უმცირესობების თემას, ჩემი აზრით, პოლიციამ და უმცირესობამ უამრავი რამ ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ. და, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ უმნიშვნელოვანესია განათლება, რადგან ხშირად პოლიციელებმა, უბრალოდ, არ იციან, როგორ უნდა მოექცნენ ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენლებს, რადგან ეს არ უსწავლიათ და ამის გამო მათ ვერც გაამტყუნებ. იმიტომ ვატარებთ ტრენინგებს, რომ შეგნება ჩამოვაყალიბოთ, გავერკვეთ, რა ხდება, ვინ რას წარმოადენს, და არიან კი „ისინი“ მართლა ასეთი განსხვავებულები? რა თქმა უნდა, პოლიციას არ შეუძლია ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ მას ის მაინც მოეთხოვება, რომ მოუსმინოს მოქალაქეებს. ბევრი საჭირბოროტო საკითხია ისეთი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტო ვერ მოაგვარებს. მრავალი ინსტიტუციის ერთობლივი ძალისხმევაა საამისოდ საჭირო, უპირველეს ყოვლისა კი - თვითონ მოქალაქეებისა.
![]() |
5 მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა: მოწმობის ორიენტირი |
▲back to top |
Tolerance
დღეს თქვენს ყურადღებას სამ ფუნდამენტურ საკითხზე გავამახვილებ: მართლმადიდებლობისა და თანამედროვეობის ურთიერთმიმართება; მართლმადიდებლობის დამოწმების ორიენტირი; მოძღვრობა - თანამედროვე ადამიანის ეკლესიის საიდუმლოთა თანამონაწილედ ქცევის შესაძლებლობა.
დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი ეგნატე IV
თანამედროვეობის რისკი
მართლმადიდებლები თანამედროვეობას ხშირად შიშით შევყურებთ და „ერეტიკული“ დასავლეთის მიერ უხეშად თავსმოხვეულ სინამდვილედ მივიჩნევთ ხოლმე. უიმედობა გვეუფლება, როცა ჩვენი სარწმუნოებით მეტნაკლებად გამსჭვალული კულტურა და, საერთოდ, ცხოვრების წესი ირღვევა, რასაც შეუზღუდავი ტექნიციზმი, ტრადიციული საზოგადოებისთვის მიუღებელი ინდივიდუალიზმი, დაუდგრომელი და უხეში ჰედონიზმი იწვევს და ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანს თავის მარადიულ დანიშნულებას ავიწყებს.
მართლაც, თანამედროვეობა ნიჰილიზმთან და სიცარიელესთან არის წილნაყარი, რომელშიც ახალი კერპთმსახურება ინთქმება და რომლის სიმბოლოებს ილუზორულობა, ბაზარი, ეროტიზმი, ნარკოტიკები წარმოადგენს. მთელი პლანეტის მატერიალურად გამაერთიანებელი აწმყო ჯერაც უღონოა, რამდენადმე სამართლიანად გაანაწილოს რესურსები და გაითავისოს კულტურული მრავალფეროვნება; ამას ჩრდილოეთისა და სამხრეთის, უფრო კონკრეტულად, დასავლეთისა და ისლამის დაპირისპირება მოწმობს. ჩრდილოეთში ადამიანები უსაზრისობით, სამხრეთში კი წყლისა და საკვების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ღირსების გათელვის გამო იტანჯებიან. იწამლება ტყეები და ზღვები, თითქმის უიმედო ხდება ქმნილების შენარჩუნებისკენ სწრაფვა.
მაგრამ უფრო სახიფათოა, თანამედროვეობის მხოლოდ ეს ერთობ რთული ასპექტები შევნიშნოთ. თანამედროვეობა მუდამ კრიტიკულად აფასებს თავის თავს და არ წყვეტს ძიებას. მასში არც ისე შეუმჩნეველია მის ანტიკურსა და ბიბლიურ წარმომავლობაზე მიმანიშნებელი კვალი. სხვის მიმართ პატივისცემა და სულის თავისუფლება - პლურალისტური დემოკრატიის ეს საუკეთესო თვისებები პიროვნების აღიარებაში, იესოს მიერ ღმერთსა და კეისარს შორის გაკეთებულ განმათავისუფლებელ განსხვავებაშია ფესვგადგმული.
„ერთიანი მსახურების“ ცნობიერება
ასე რომ, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის თანამედროვეობა სულაც არ არის უცხო. საჭიროა საერთო ძალისხმევა, რათა შიგნიდან შევცვალოთ მისი ორიენტაცია. მე ვიყენებ ტერმინ „რეორიენტაციას“ (re-orienteრ) სიტყვასიტყვითი მნიშვნელობითაც, რადგან თანამედროვეობას თუკი რამ აკლია, სწორედ რომ მისი აღმოსავლეთია (orient).
„რელიგიებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება და წინააღმდეგობა, თუმცა ეს განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტრობის, არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს. ჩვენ შეგვიძლია აღვფრთოვანდეთ ყოველგვარი რელიგიური გამოცდილებით, რადგან ვიცით, რომ ქრისტე ყველა მათგანის „რეკაპიტულაციას“ ახდენს - თავის თავში შემოკრებს და მათზე მაღლდება, როგორც ამბობენ წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ჩვენ შეგვიძლია, ყოველ ადამიანში უფლის სახე დავინახოთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი შექმნილია ღვთის სიტყვის - ლოგოსის მიერ და აღდგენილია მისი განკაცებით. აქედან გამომდინარე, ქრისტეში ცხოვრების მცდელობა ნიშნავს საკუთარ ლოცვაში, მსახურებაში, სიყვარულში მთელი კაცობრიობის ჩაბმას.
აწმყოს „ორიენტირის შეცვლა“, ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის საღვთო „ენერგიებისა“ და თანაზიარებაში მყოფი პიროვნების შესახებ თამამ მოწმობას ნიშნავს. ამით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დევიზს: „მშვიდობა, სამართლიანობა, ქმნილების შენარჩუნება“ საკუთრივ თეოლოგიური და ჭეშმარიტად სულიერი შინაარსი შეიძლება შევსძინოთ შემოქმედებითი რელიგიურობის პერსპექტივაში.
მაგრამ ამის დამოწმებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ თავისუფლად და თვალნათლივ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი ტრადიცია წარსულის ნოსტალგიური გამეორება კი არა, მისი შემოქმედებითი ერთგულებაა. ვლადიმერ ლოსკი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი გარდამოცემა არის სულიწმინდის ცხოვრება ქრისტეს სხეულში და რომ სულიწმინდა ამავე დროს ეკლესიის კრიტიკულ სულს წარმოადგენს. თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი საუკეთესო მახასიათებლებით (მიღწულით დაუკამყოფილებლობა, ძიება, დიალოგი, ჰიპოთეზა) მართლაც ბევრ რამეში ემთხვევა ჩვენი გარდამოცემის მომთხოვნ ბუნებას და დროის იმგვარი გაცნობიერებისკენ გვიბიძგებს, რაზედაც მე ვსაუბრობდი.
მეგობრებო! ჩვენ შევდივართ ეპოქაში, როდესაც რწმენა ვეღარ გაძლებს მისი გააზრების გარეშე, რადგან, წმ. ნიკოლოზ კაბასილას თანახმად, „მრთელი ადამიანი აზროვნებისა და თავისუფლებისგან შედგება“.
პასუხი ბოროტების არგუმენტზე
ქრისტიანობის დამოწმების არსებით ამოცანათაგან გამოვყოფდი ორს, ყველაზე მნიშვენლოვანს: ერთ მხრივ, პასუხი უნდა გაეცეს ბოროტების არგუმენტებს. პასუხი უნდა გაეცეს იმას, რაც ღმერთის წინააღმდეგ გვამხედრებს და მისი უარყოფისკენ გვიბიძგებს; მეორე მხრივ, ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თანამედროვე ნეოწარმართობის მიმართ არა იმიტომ, რომ ვწყევლოთ, არამედ დავძლიოთ ჩვენი რწმენის გაღრმავებით, როგორც ეს წმ. იუსტინე მარტვილმა გააკეთა (II ს.), ყველაფერში „ლოგოსის თესლებს“ რომ ხედავდა.
გვეუბნებიან: „თქვენ ამტკიცებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ სამყარო მაინც აბსურდულ ქაოსს წარმოადგენს; რომ ღმერთი კეთილია, მაგრამ უამრავი მსჯავრდებულისთვის წამების მარადიული საკანი აქვს გამზადებული. უხსოვარი დროიდან ადამიანები ერთმანეთს ღმერთის სახელით ჟლეტენ. თქვენ ამბობთ „ღმერთი მოწყალეა“, ჩვენ კი გვეჩვენება, რომ იგი სიძულვილსა და დაუნდობლობას აღვივებს“. ფრანგი ფილოსოფოსი რენე ჟირარი არც თუ უსაფუძვლოდ აახლოებდა ერთმანეთს ძალადობასა და საკრალურობას: ყველა საზოგადოებას ერთ მუშტად კრავს რომელიმე „განტევების ვაცის“ მოკვეთა, ყოველი გაერთიანება ფუნქციონირებს გამორიცხვის მექანიზმების წყალობით, რომელიც ადვილად პროეცირდება მარადისობაში.
ვთქვათ გარკვევით: დროა, ბოლო მოვუღოთ ამ „სატანური ღმერთის“ ხატს, რომელიც წარმოშვა, ერთ მხრივ, უსიცოცხლო თეოლოგიურმა სისტემატიზაციებმა, მეორე მხრივ კი, შიშის დამახინჯებულმა პროექციამ, შურისძიების მოთხოვნილებამ - კომპენსაციის წყურვილმა, მათ შორის ე.წ. მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, მიუწვდომელი ძალაუფლებისკენ სწრაფვით რომ არიან შეპყრობილი. ჩვენი უფალი არის ჯვარცმული ღმერთი (წმინდა მამებმა ეს მოლტმანზე გაცილებით ადრე თქვეს). ღმერთისთვის უცხოა ბოროტების იდეა. იგი მანამდე იცლება სისხლისგან, სანამ ადამიანი არ მისცემს ნებას, შევიდეს მის გულში, აღადგინოს, გარდაქმნას იგი, რათა თავისი ნათელით აღავსოს ყოველივე, გამოგლიჯოს კაცობრიობა არარსებობის საცდურს და გზა გაუხსნას აღდგომისკენ.
ჯვარცმულ ღმერთს წილი არ უდევს ტირანებისა და სტიქიების ბატონობაში. მას მხოლოდ მშვიდობის, სინათლის, სიყვარულის გადმოღვრით შეუძლია მოქმედება. იგი „საღვთო ომებისა“ და ჯვაროსნული ლაშქრობების კი არა, ცხოველმყოფელი ჯვრის ღმერთია და მისი აღდგომის კეთილი ძალა ჩვენზე გადმოდის ყოველთვის, როცა ჩვენს ჯვარს მის ჯვართან, ჩვენს ჭრილობებს კი მის წყლულებთან ვაიგივებთ.
რელიგიებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება და წინააღმდეგობა, თუმცა ეს განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტრობის, არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს. ჩვენ შეგვიძლია აღვფრთოვანდეთ ყოველგვარი რელიგიური გამოცხადებით, რადგან ვიცით, რომ ქრისტე ყველა მათგანის „რეკაპიტულაციას“ ახდენს - თავის თავში შემოკრებს და მათზე მაღლდება, როგორც ამბობენ წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. მაქსიმე აღმსარებელი. ჩვენ შეგვიძლია, ყოველ ადამიანში უფლის სახე დავინახოთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი შექმნილია ღვთის სიტყვის - ლოგოსის მიერ და აღდგენილია მისი განკაცებით. აქედან გამომდინარე, ქრისტეში ცხოვრების მცდელობა ნიშნავს საკუთარ ლოცვაში, მსახურებაში, სიყვარულში მთელი კაცობრიობის ჩაბმას.
ამგვარად ვხვდებით, რომ შეუძლებელია იმედის შემოსაზღვრა, რადგან ეს აღდგომისთვის საზღვრის დადგენა იქნებოდა. საყოველთაო ხსნისთვის ლოცვა მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უძვირფასესი მარგალიტია, ვინაიდან ხსნა მარტოობაში კი არა, მიმდინარე ცხოვრების ნაკადში ღმერთთან თანაზიარებით აღსრულდება და გულით მოქცეული მეზვერე თუ მეძავი წინ უსწრებს ურიცხვ ფარისეველს....
ნეოწარმართობა და რწმენის გაღრმავება
ვფიქრობ, აუცილებელია ნეოწარმართობის მიმართ ყურადღების გამახვილება, რათა იგი ჩვენი რწმენის გაღრმავებით დაიძლიოს. დღეს გავრცელებული ახალი „სულიერება“ მეტისმეტად ბუნდოვან ფორმებს იღებს ოკულტიზმიდან მოკიდებული გნოსტიციზმის საკმაოდ დახვეწილ სახეებამდე და New Age-ის სახელით ცნობილ მისტიკურ მოძრაობაში კრისტალიზდება. ეს სულიერება, ჩანს, ანტიქრისტიანულია, მაგრამ ქრისტიანობა, რომელსაც იგი უპირისპირდება, ხშირად გადაგვარებულია და სენტიმენტალურ პიეტიზმამდე, გაბოროტებულ მორალიზმამდე არის დაყვანილი. შევჩერდეთ ამ „ახალი რელიგიურობის“ სამ ძირითად თემაზე: კოსმოსზე, ეროსსა და ცნობიერების გარდამქმნელ მედიტაციაზე.
პლუტარქე დიდ მოთქმას ახსენებდა, რომელმაც ზღვას გადაუარა: „დიდი პანი მოკვდა! დიდი პანი მოკვდა!“ იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს იგი მკვდრეთით უნდა აღსდგეს. შეყვარებულის მომლოდინე ახალგაზრდა გოგონა თუ მოსამსახურეთა დამქირავებელი გენერალური დირექტორი ბედს ეკითხებიან ვარსკვლავებს და ზოდიაქოს ნიშნებს იკვლევენ. პრესითა თუ ტელევიზიით მერწყულის ეპოქის დასაწყისს გვამცნობენ. ადამიანები თავიანთ სხეულებზეც კი კოსმიური რიტმების შესაბამისად ზრუნავენ. აღტაცებით საუბრობენ ზღვასთან, მთებთან, თოვლთან კონტაქტის შესახებ. ჰაიდეგერი ხის მდუმარე ზრდის ჭვრეტისას ყოფიერების საიდუმლოს განადიდებს. პოეტები სამყაროს მშვენიერებაში ღვთაების ახალ სახელებს ეძებენ. აზიური რელიგიები კოსმოსში თეოფანიის დანახვას გვასწავლიან. გერმანიაში კი ეკოლოგიური მოძრაობა და ბუდიზმი ერთიანდება იდეით, რომ მეტად აღარ იბატონონ ბუნებაზე, არამედ შეერწყან მას - პანთეიზმის ძველი ოცნება!
წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „მე თაყვანს ვცემ არა მატერიას, არამედ ღმერთს, რომელიც ჩემი ხსნისთვის გახდა მატერია“. ასკეზა (სულის წრთობა. მთ.) შესაძლებელს ხდის „ყოფიერებაში დაფარული ღმერთის დიდების ჭვრეტას“. ორიგენე ამბობს, რომ სამყარო არის ლოგოს ალოგოს - უსიტყვო სიტყვა და ჩვენ შეგვიძლია, ქრისტეში - ხორცშესხმულ ლოგოსში გაცნობიერებულად ვადიდოთ რმერთი. ადამიანი - სიცოცხლისა და სამყაროს მღვდელი, მოწოდებულია, რომ ქრისტეს ყოვლის გამაერთიანებელ მსხვერპლში ძღვნად შესწიროს ღმერთს საგანთა ლოგოსები.
ახალ ეპოქაში ეს ნაყოფიერი იდეა დაიჩრდილა ან მხოლოდ ბერმონაზვნურ პერსპექტივაში განიმარტა. ჩვენ მას კულტურული და სოციალური მნიშვნელობა უნდა დავუბრუნოთ და ამით ქმედითი გავხადოთ ეკოლოგიური აზროვნება.
ეროსი და პიროვნება
დღესდღეობით აშკარად მწვავდება კონფლიქტი ქრისტესა და ეროსს შორის, თითქოსდა ისინი ორი მტრული ღვთაება იყვნენ. რა თქმა უნდა, ქრისტიანობის ისტორიაში სექსუალობამდე დაყვანილი ეროსისადმი (თუმცა იგი გაცილებით მეტს წარმოადგენს) იჭვნეულობა დიდი ხნის მანძილზე პიროვნების მთლიანობის დაცვის აუცილებლობით იყო გამართლებული გვაროვნულ საწყისთან, უპიროვნო ექსტაზური შერწყმის სურვილთან დასაპირისპირებლად. ქალი მარტოოდენ როგორც შთამომავლობის გაგრძელების საშუალება კი არა, უპირველეს ყოვლისა როგორც პიროვნება უნდა დამკვიდრებულიყო, ისევე როგორც ღმერთთან შეერთება მასთან თანაზიარებად უნდა ყოფილიყო გაგებული, რომლის სიმბოლო არა წუთიერი ეროტიკული ეგზალტაცია, არამედ მოყვარული ერთგულებაა. ბერმონაზვნობა ადამიანში ბიოლოგიური სიცოცხლის საპირისპიროდ ღვთის ხატის ტრანსცენდენტულობაზე აკეთებდა აქცენტს. ამავე დროს ეროსი არა იმდენად გარდასაქმნელი, რამდენადაც უარსაყოფი რამ ხდებოდა. სწორედ ამის შედეგი იყო სიცოცხლის ამბოხი. XIX საუკუნის დასასრულის საოცარმა ნოვაციებმა და აღმოჩენებმა ძალიან სწრაფად მიგვიყვანეს ქალის უფლებამდე, იბატონოს თავის მშობელ საწყისზე (ფროიდისეული გაგებით). არყოფნით მოჯადოებული თანამედროვეობა განადიდებს ეროტიზმს, როგორც სხეულის ზეიმს და იმავდროუილად დაკარგული ნახევრის ძიებას...
მაგრამ აქაც გაერთიანებისა და დაძლევის გზები უნდა ვეძებოთ. ჭეშმარიტ ქრისტიანობას სიცოცხლისა და სიყვარულის - ქალისა და მამაკაცის ღარიბი, დიადი, კეთილშობილი გრძნობის არ ეშინია. ჭეშმარიტი სიყვარული თავის საზრისზე საუბრობს. ჭეშმარიტ სიყვარულს ეროსი პიროვნებათა შეხვედრის სივრცეში შეჰყავს და მაშინ სექსუალობა ზიზღსა და მოხიბვლას კი არ უკავშირდება, არამედ ურთიერთობის ენად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, სექსუალობა როგორც ასეთი არ არსებობს: არის მხოლოდ შეხვედრა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორი „ცხოველი სულის“ თანაზიარებას ითხოვს.
გარდამქმნელი მედიტაცია
გნოსტიციზმი ე.წ „გარდამქმნელი მედიტაციის“ სახით თანამედროვეობის კიდევ ერთი კომპონენტია, რომელიც ჩვენი რწმენის გაღრმავებას გვაიძულებს. ინტელიგენტი, ან სამეურნეო თუ სოციალური საქმიანობით დაკავებული ადამიანები სიჩუმის, მყუდროობის მოთხოვნილებას კონცენტრაციის ინდური ან შორეული-აღმოსავლური მეთოდებით იკმაყოფილებენ. ისინი იოგას, ძენს, ტრანსცენდენტალურ მედიტაციას ადამიანის შინაგანი სამყაროს ექსპერიმენტულ კვლევად მიიჩნევენ. მათი საშუალებით ზოგჯერ ახერხებენ კიდეც ყოველდღიური ამაოებისგან გარიდებას, გარკვეული შინაგანი მყუდროების მოპოვებასა და „საკუთარი ცნობიერების გაცნობიერებას“. მაგრამ ამ გზაზე ადამიანს საფრთხეს უქმნის საკუთარი „ეგოს“-ს ჰიპერტროფული აღქმა, რასაც შეცდომით აღმოსავლურ „მე“-ს არქმევენ, მიღწეული კონცენტრაციის ფონზე კი უპიროვნო ღვთაების კონცეფციასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვით „სხვა“, „მეორე“ მხოლოდ საშუალებაა და, საბოლოო ჯამში, ილუზია.
მართლმადიდებლობამ პასუხად ხელახლა ინდა მოიპოვოს და გააცოცხლოს ისიქაზმის (მართლმადიდებლური ასკეტიკის კომპონენტი, რომელმაც მდუმარე ლოცვისა და გონების განწმენდის გამოცდილება შეაჯამა. მთ.) დიდი სულიერი მემკვიდრეობა. მაგალითად, თუ იოგი თანდათან აბსოლუტთან გაიგივებული „მე“-ს უფსკრულში ეფლობა, ისიქასტი ასკეტი ხედავს, რომ სინათლის წყარო არის პიროვნება - უსასრულოდ მახლობელი და მიუწვდომელი. აქ ერთიანობა და განსხვავება ერთმანთს აძლიერებს. ქრისტიანული სულიერება, ევაგრე პონტოელის თქმით, „ყოველივესგან გამოყოფა და ყოველივესთან შეერთებაა“. იგი წარგვმართავს მოყვასის თავმდაბლური მსახურებისკენ. აქ მედიტაცია თავის თავში არ იკეტება, არამედ იქცევა ლოცვად - „საუბრად“, ურთიერთობად. „ლოცვა ლოცვის საზღვრებს მიღმა“ მდუმარების, „მომავალი ცხოვრების ამ საიდუმლოს“ წინათგრძნობას გვანიჭებს, თუმცა ეს მამის დუმილია. მამა საუბრობს და წარგზავნის თავის სიტყვას, სიტყვა მსახურებისათვის წარგზავნის მოციქულებს, მოციქულები - ეპისკოპოსებს და ამგვარად, მთელი ეკლესია ხდება წარგზავნილი სიყვარულის დასამოწმებლად. ქრისტიანული შემეცნების საბოლოო სიტყვა სწორედ სიყვარულია და წმ. ეგნატე ანტიოქელიც ხომ გვეუბნება, „ღმერთის ჭეშმარიტი შემეცნება იესო ქრისტე არისო“.
ეკლესია თანამედროვე ადამიანისათვის, ხოლო თანამედროვე ადამიანი -ეკლესიისათვის
დღეს, ისტორიული წყვეტის გამო ორიენტირებისა და ფასეულობების მოშლის ეპოქაში, მრავალი ეძებს „სულიერებას“, მაგრამ ამასთან ზურგს აქცევს ეკლესიას, როგორც რიტუალებში მანიაკალურად გაყინულსა და მოძველებულ სტრუქტურას, გამყოფ კედლად აღმართულს ადამიანსა და საიდუმლოს შორის. „განა თქვენ არ იცით, რომ ეკლესიები ღმერთის საფლაავებია?!“ - ამბობდა ნიცშე. თუ დასავლელი ქრისტიანები მეტისმეტად გაიხსნენ ქვეყნიერების მიმართ, აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის დამახასიათებელია საპირისპირო ტენდენცია - მარგინალიზება, სწრაფვა იზოლაციისკენ - იმისკენ, რომ ლამაზად მოკაზმულ საფლავებში გამოიკეტონ. ჩვენ ისტორიის დიდ შაბათს მივაღწიეთ და ამ საფლავიდან კვირა - აღდგომა უნდა ამობრწყინდეს. მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენი საფიქრალი, მუდმივი საზრუნავი თანამედროვე ადამიანისთვის ეკლესიის განცდისა და მნიშვნელობის დაბრუნებაა. ეკლესიამ კი თანამედროვე ადამიანი უნდა შეიგრძნოს და გაიაზროს.
ეკლესია არის ქრისტეს სხეული, მამის სახლი, სულიწმინდის ტაძარი. ეკლესია არის ევქარისტიული ბარძიმი, საიდანაც „ქვეყნიერების სიცოცხლისათვის“ აღდგომის ძალა და სიხარული იღვრება. მისი მეშვეობით ქრისტე, კოსმოსისა და ისტორიის შუაგული, ჩვენს შორის მყოფობს ყოველთვის, როცა ეკლესია თავს წარმოაჩენს, როგორც თანაზიარება თავისუფალი, ერთგული შემოქმედი ადამიანებისა. აუცილებელია, რომ ეს ცხადი გახდეს. ვეცდები, გიჩვენოთ რამდენიმე კონკრეტული გზა.
რაც გვხიბლავს, მაგრამ არ გვმოძღვრავს
ორი ერთმანეთის მსგავსი ლათინური სიტყვის თამაშით შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესიის მსახურება ლუმენ და ნუმენ - ანუ აზრისა და საიდუმლოს წარმოჩენა უნდა იყოს.
მართლმადიდებელ ეკლესიას ზღვრამდე მიჰყავს ღვთისმსახურების „ნუმინოზური“, საიდუმლო ასპექტი: ეკლესია არის „ცა მიწაზე“, სიმბოლოთა სამყარო, ადამიანის უნარებისა და გრძნობების დამამშვიდებელი და განმანათლებელი. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არაფერი ხდება თავისთავად, განსაკუთრებით ჩვენს დროში. შეძლებს თუ არა „ნუმენი“ არსებობას ქმედუნარიანი „ლუმენის“ ანუ გააზრების, განსჯის გარეშე?
წმ. პავლე კორინთელების მიმართ ეპისტოლეში წერს: „ეკლესიაში მირჩევნია მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა უცხო ენაზე“. (1 კორინთ. 14,19.) დავფიქრდეთ, ჩვენი ღვთისმსახურება ხომ არ ემსგავსება „ენებზე მეტყველებას“, რაც გვხიბლავს მაგრამ არ გვმოძღვრავს? როცა რელიგიურობა ემოციამდე, თავისებურ ესთეტიკამდეა დაყვანილი, მაშინ რწმენა აღარ ნათლდება გონებით, გონება კი აღარ ნაყოფიერდება რწმენით და ხდება ეკლესიის გაუცხოება ჩვენი დროის კულტურული, მეცნიერული და ტექნიკური ცხოვრებისგან.
ამ საკითხებს მოძღვარი ყურადღებით უნდა მოეკიდოს. ბიზანტიური ლიტურგია დიდებული ძეგლია. ჩვენი ლიტურგიკული ძეგლების უმრავლესობა ცხად თეოლოგიურ და სულიერ ძალას ფლობს, მათ მშობლიური კულტურული კონტექსტისაგან დამოუკიდებლად სულიწმინდის ბეჭედი ანიჭებს ღირებულებას. მაგრამ ზოგიერთი ტექსტი წარსულის სიმძიმეს ატარებს, მეტყველებს ჩენთვის სრულიად გაუგებარი წყევლის ან იმპერიული ენით.
რატომ შეწყდა ასე მჩქეფარე და ხშირად წინააღმდეგობრივი ლიტურგიკული შემოქმედება პირველ ათასწლეულში, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ „თვენის“ გვიანდელ მექანიკურ და „რიტორიკულ“ მიბაძვებს? განა ყოველ ეპოქას, განსაკუთრებით კი ჩვენსას - ერთსა და იმავე დროს ტრაგიკულიც რომ არის და ამასთან, თავისი ტრაგიზმის გამო ყველაფერში სარგებლის მაძიებელიც, არა აქვს უფლება და მოვალეობა, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო მემკვიდრეობაში? ერთ მხრივ, უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი ლიტურგიკული მემკვიდრეობის ზოგიერთი „მკვდარი რტოსაგან“, მეორე მხრივ კი, ლამაზი, მარტივი, ნათელი ტექსტებით გავმდიდრდეთ. უამისოდ ბევრ ჩვენს მორწმუნეს დავკარგავთ. ისინი უბრალოდ რწმენას შეიცვლიან.
სინანულის საიდუმლოს გააზრება
ამბობენ, რომ ახალგაზრდობამ დაკარგა ცოდვის გაცნობიერების უნარი. ეს მართლაც ასეა, თუკი ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, სექსუალურ შეპყრობილობად, ანუ მართლმადიდებლური კი არა, უფრო ვიქტორიანული ან იანსენისტური გაგებით გვესმის. მაგრამ ესაუბრეთ ახალგაზრდას ნოსტალგიის, სასოწარკვეთის, ნარკომანიის, თვითმკვლელობის, ქალაქებსა და მთელს მსოფლიოში სოციალური უსამართლობის, ომის ან ონკოლოგიური კატასტროფის შესახებ და თქვენ დაინახავთ, აქვთ თუ არა მათ ცოდვის შეგრძნება.
აი, რად უნდა დავარღვიოთ ის მაგიური კავშირი, ჩვენი წყალობით რომ წარმოიშვა სინანულისა და ზიარების საიდუმლოთა შორის. უნდა აღვასრულოთ სინანულის სპეციალური რიტუალები, რათა ავხსნათ, რა არის სინამდვილეში ცოდვა. და ბოლოს, საჭიროა რომ სულიერი მოძღვრები (საბერძნეთის მონასტრებში მათი რიცხვი არცთუ მცირეა) ქალაქებში გავიდნენ განმანთავისუფლებელი სწავლების განსახორციელებლად. ქრისტიანობაში შიშის ეპოქის დასასრული მოწოდებისა და პასუხისმგებლობის ეპოქის დადგომას უნდა მოასწავებდეს.
ახალი ევანგელიზაცია
ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენს უმთავრეს ამოცანად მრევლის ახალ ევანგელიზაციას მივიჩნევ. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უსაფუძვლოდ არ ამახვილებს ყურადღებას ეკლესიის საყრდენზე - სიწმინდიზე. წმინდანების გამოცდილება ღმერთთან მუდმივი კავშირის აუცილებლობაზე მიგვითითებს. ეს აუცილებლობაა ნებისმიერი პიროვნებისთვის, ეკლესიის ყოველი წევრისთვის, უპირველეს ყოვლისა კი ეპისკოპოსებისა და პატრიარქებისთვის.
ამ თვალსაზრისით უკანასკნელი წლები ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ერთ მხრივ, კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობა მოინანია ზოგიერთმა ეპისკოპოსმა. მეორე მხრივ, არაქალკედონიტებისადმი (ეკლესიები რომლებმაც არ მიიღეს IV მსოფლიო კრების გადაწყვეტილებები. მთ.) ოდინდელი მტრობისა და სიძულვილის შემდეგ ვაღიარეთ მათთან ჩვენი რწმენის სიღრმისეული ერთობა და მივიღეთ გადაწყვეტილება მათ მიმართ ანათემის მოხსნის თაობაზე.
ღვთიურისა და ადამიანურის გამოცდილება, რომლითაც ვართ მოცულნი, საიდუმლოდ ხორციელდება სულიწმინდის მიერ და ყოველივეს „შემოსაკრებად“ მოსული ქრისტესკენ მიემართება, „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული და უხილავი, საყდარნი და უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი; ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა (კოლას. 1,16).
„ტრანსცენდენტალურ“ რელიგიებს ჩვენ ვეტყვით განკაცების შესახებ. უსახო აბსოლუტში განზავების მსურველებს - სამებასა და ერთარსობაზე დაველაპარაკებით. ათეისტ ჰუმანისტებსაც მივუგებთ, რომ ადამიანი არაფერი იქნებოდა, მისი პიროვნების მიღმა გამოცანა ან ხატი რომ არ ყოფილიყო. ყველას, და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავს შევახსენებთ, რომ ქრისტიანობა გვაუწყებს სიტყვას - საზრისს, რომელიც ხორციელ იქმნა, რათა ხორცი ქმნილიყო სიტყვად. ეს არის ღმერთკაცებრივი განგებულება, გამოთქმული ქალკედონის დოგმატით, რომლის მშვენიერ ინტერპრეტაციას გვთავაზობს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი: არც „გაყოფა“, რაც არის თავისუფლება უსიყვარულოდ, არც „შერწყმა“, რაც არის სიყვარული თავისუფლების გარეშე.
დე, გამოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც განვლეს პასექის გამოცდილება - მოკვდნენ და აღდგნენ ქრისტეში. მათ, ვისაც იმედი გაუცრუა რევოლუციებმა, ვისაც უმტყუნა კაპიტალმა და საბაზრო ეკონომიკამ, მკვდრეთით აღმდგარნი არა უკან დახევის არამედ გამარჯვების გზას უჩვენებენ. უჩვენებენ ჭვრეტის, არა იზოლაციონიზმის, არამედ მომავლის გზას, რომელიც ისტორიაში განხორციელდება და შეარყევს მის საფუძვლებს; უჩვენებენ თავმდაბლობის შეუპოვარ წინააღმდეგობას, სულიწმინდის სუნთქვით წარმართულს. უჩვენებენ ნამდვილ შემოქმედებას, რადგან აღდგა ქრისტე!
![]() |
6 არ ინდომო შენი თვისტომის სახლი* |
▲back to top |
Tolerance
„ზუსტად არც მახსოვს რომელი წელი იყო, ეს იქნებოდა დაახლოებით 17-18 წლის წინ, როცა ბათუმში ყოფილი კათოლიკური ტაძრის კურთხევა მოხდა. ეს ტაძარი მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. ტაძრის კურთხევის შემდეგ მის ეზოში ათასობით მორწმუნე მოინათლა. მე იქ ვიყავი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. ჩემთვის ეს მოვლენა იყო ათეიზმზე რწმენის, სიბნელეზე სინათლის გამარჯვების სიმბოლო. ჩემთვის ეს იყო ნიშანი, რომ საბჭოთა იმპერია ინგრეოდა და საქართველო კვლავ მოიპოვებდა ადგილს დამოუკიდებელ, ცივილიზებულ ერთა შორის. თბილისში ჩამოსულს ჩემს სიხარულს ცივი წყალი გადაასხა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც მკითხა - როგორ მოგეწონებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო, მართლმადიდებელი ტაძარი კათოლიკეებისთვის გადაეცათო? ეს იყო ცივი შხაპი, რომელმაც გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ აქ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც საჭიროა. მივხვდი, რომ ყველაზე დიდი სიხარული მაშინ გეწვევა, როცა მართალი ხარ, მართლად გრძნობ თავს. მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავიცნობიეროთ და შევცვალოთ როგორც ჩვენს აზროვნებაში, ისე ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ეს არის პრობლემები, რომლებიც დღესაც მწვავედ დგას და მოელის გადაწყვეტას“.
სოზარ სუბარის გამოსვლიდან
საქართველოს კათოლიკური ეკლესიის სინოდზე
საქართველოში დასავლური ანუ ლათინური წესის რომის კათოლიკე ეკლესია XIII საუკუნეში, 1240 წლიდან დაფუძნდა. XIV-XVI საუკუნეებში თბილისში კათოლიკური საარქიეპისკოპოსო კათედრაც არსებობდა. რუსეთის ცარიზმის ბატონობამ, შემდგომ კი ბოლშევიკურმა ოკუპაციამ, მეტად მძიმე კვალი დაამჩნია კათოლიკურ ეკლესიას საქართველოში და იგი თითქმის განადგურების პირას მიიყვანა.
XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოსათვის მანამდე არსებული 30 ეკლესიიდან მოქმედი მხოლოდ ერთი ტაძარი დარჩა. დანარჩენი სატაძრო ნაგებობები მუშათა და გლეხთა სახალხო დეპუტატების საბჭოების რაიონული აღმასრულებელი კომიტეტების ბალანსზე გადაიყვანეს და არამიზნობრივად, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინმა საკმაოდ ფართო შეღავათები მისცა იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომელთა იერარქიული ცენტრები სსრკ-ს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდნენ. განხორციელდა რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო რეგისტრაცია.
იმ ტაძარ-ეკლესიათა დიდი ნაწილი, რომელებიც გადაურჩნენ განადგურებას, კვლავ მორწმუნეებს დაუბრუნეს. თუმცა ეს შეღავათები არ გავრცელდა ზოგიერთ კონფესიაზე და უპირველესად კათოლიკეებზე.
საბჭოურ იურიდიულ სივრცეში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ჩნდება ახალი ცნება - არარეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად მოქმედი რელიგიური გაერთიანება. ამგვარად იმ საკრებულოებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც, ხელისუფალთა რეპრესიების მიუხედავად, სისტემატურად აგრძელებდნენ შეკრებას და რელიგიური რიტუალების აღსრულებას.
წლიდან-წლამდე ფიგურირებდა არარეგისტრირებული საკრებულოები: ადიგენის რაიონში - სოფლები არალი და უდე; ახალციხის რაიონში - ვალე, ივლიტა, სხვილისი, აბათხევი, წინუბანი, ნაოხრები, წყალთბილა; ასპინძის რაიონში - ხიზაბავრა, ვარგავი; ახალქალაქის რაიონში - ბავრა, ტურცხი, ხულგუმო, კართიკამი; ბოგდანოვკის რაიონში - ეშტია. აი, არასრული ჩამონათვალი სამცხეჯავახეთის სოფლებისა, სადაც საბჭოთა რეპრესიების დროსაც მოქმედებდნენ კათოლიკური საკრებულოები.
1987-1991 წლებში საქართველოში 5 კათოლიკური ტაძარი ხელისუფლებამ, მიუხედავად კათოლიკური მრევლის არაერთგზის მოთხოვნისა, მართლმადიდებლებს გადასცა.
ამ მოვლენიდან საკმაო ხანი გავიდა, მაგრამ ტაძრების წართმევით გამოწვეული ტკივილი არათუ მინელდა, არამედ უფრო გამძაფრდა და მასშტაბური გახდა. მთელ მსოფლიოში გახმაურდა 90-იან წლებში ჩადენილი უსამართლობის ამბავი. და ეს ფაქტი, ცხადია, ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის და, პირველ ყოვლისა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო სახეს. მით უმეტეს, რომ კათოლიკური ეკლესია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც კი ამის სურვილი და საჭიროებაა, ქართველ მართლმადიდებელ მღვდლებს თავაზიანად უთმობს წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ტაძარ-ეკლესიებს.
უდე
უდე ადიგენის რაიონის უდიდესი სოფელია. უდეს ცენტრში უმოქმედოდ დარჩენილი მართლმადიდებლური ეკლესიის სიახლოვეს 1904-1906 წლებში კათოლიკე და მუსლიმი ქართველების მიერ აიგო სოფლის კვალობაზე დიდი ტაძარი.
30-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. მაგრამ უდელი მორწმუნეები ღამღამობით ფარულად ლოცულობდნენ ტაძრის შენობაში დარჩენილ ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკებასთან. 70-იან წლებში ტაძარი, რომელიც უკვე ფორმალურად მუზეუმს წარმოადგენდა, სოფლის მოსახლეობამ გადახურა და იქ მორწმუნეები ფარულად იკრიბებოდნენ. 80-ანი წლებიდან უდელმა კათოლიკეებმა არაერთგზის მიმართეს ხელისუფლებას ეკლესიის რეგისტრაციის თაობაზე.
უდე
1986 წელს ხელისუფლება დათანხმდა სოფ. უდეში კათოლიკური საკრებულოს (რელიგიური საზოგადოების) რეგისტრირებას. თუმცა წარმოიშვა გადაულახავი წინააღმდეგობა: არ იყო ქართველი კათოლიკე მღვდელი, ვინც უდეში მსახურებისათვის გაიგზავნებოდა. ვინაიდან კათოლიკე მღვდელმსახური ვერ მოიძებნა, ხელისუფლება იმაზეც თანახმა იყო, რომ მართლმადიდებელ მღვდელს მიეღო კათოლიკობა ან „დაჩქარებული წესით“ მოემზადებინათ ქართველი კათოლიკე მღვდლები.
ამიტომ ხელისუფალთა მხრიდან გაჩნდა შეთავაზება, რომ უდელებს ქართული ქრისტიანული ეკლესიის რეგისტრაცია მოეთხოვათ კონკრეტული კონფესიის დაუსახელებლად. უდელთა ნაწილი დათანხმდა ამ შეთავაზებას და რელიგიათა საბჭოში რეგისტრაციის მოთხოვნით ახალი განცხადებები გაიგზავნა.
საეჭვო აღარ იყო, რომ უდელებს ეკლესიის შენობა გადაეცემოდათ და მათ ქართველ მართლმადიდებელ მღვდელსაც გაუგზავნიდნენ, რომელიც მანამდე სრულყოფილად შეისწავლიდა კათოლიკური წესით მსახურებას.
უდეში მართლმადიდებელი მღვდლის საქმიანობას ის შედეგი მოჰყვა, რომ მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა კიდევ ერთი განცხადება გაგზავნა რელიგიათა საბჭოში, სადაც უკვე კონფესია დაზუსტებული იყო. მოსკოვში კარგად უწყოდნენ, რომ „ქართული ქრისტიანული ეკლესია“ უკვე „ახალი კონფესიაა“, ხოლო კათოლიკური ეკლესიის გახსნა მოსკოვის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. ადიგენში ქართული ეკლესია რომ გახსნილიყო, მისი მართლმადიდებლურ ეკლესიად დარეგისტრირება იყო საჭირო, და ხელისუფლებამაც გადადგა ეს ნაბიჯი, დარწმუნებულმა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მიზანი ამ ექსპერიმენტისა, რომელიც რაიონის მასშტაბით ქართველი ქრისტიანებისათვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, პატრიოტული, თუმცაღა გულუბრყვილო გახლდათ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა გართულებები მოჰყვებოდა ამას. ამიტომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში შეშფოთება გამოიწვია ამ ექსპერიმენტის მყისიერმა უარყოფითმა შედეგმა. პრობლემებმა ეკლესიის გახსნის პირველ დღესვე იჩინა თავი. უდელმა მორწმუნეებმა იმთავითვე მოითხოვეს კათოლიკური რიტუალის აღსრულება და წინააღმდეგობა გაუწიეს მართლმადიდებელ მღვდელს მამა თევდორეს, თუმცა მამა თევდორე უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა, ვინაიდან ეკლესია რეგისტრირებული იყო როგორც მართლმადიდებლური, და მას, როგორც მართლმადიდებელ მღვდელს, სურვილიც რომ ჰქონოდა ლათინური წესით მსახურებისა, საკუთარი იერარქი არ მისცემდა ამის უფლებას. თუმცა პირველ ხანებში უდელი მორწმუნეები ტრადიციული კათოლიკური წესით ასრულებდნენ სავარდის ლოცვებს და იმედოვნებდნენ, რომ წირვაც კათოლიკური წესით ჩაუტარდებოდათ, მაგრამ კათოლიკური წესის მიმდევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაძლიერდა და საბოლოოდ სოფელი კონფესიური თვალსაზრისით ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო.
დღეს უდეში აშკარად იგრძნობა კონფესიური განსხვავება თვით დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებშიც კი. ბევრი კათოლიკე უდელი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ შვილებს სკოლაში ავიწროებენ კათოლიკური მრწამსის გამო. იმის ნაცვლად, რომ დაპირისპირება თანდათან ჩამცხრალიყო, იგი უფრო მწვავდება და ამაში უდელი კათოლიკეები კონფესიაშეცვლილ თანასოფლელებს ადანაშაულებენ.
განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე უდელმა კათოლიკეებმა სამი სამლოცველო ააგეს, ორი სოფელში და ერთიც იალაღზე, მაგრამ ეს სამლოცველოები სიმცირის გამო ვერ იტევს ყველა მორწმუნეს და ისინი თავიანთი წინაპრების მიერ აგებული ტაძრის დაბრუნებას მოითხოვენ, მით უმეტეს, რომ უდეში მართლმადიდებლური ძველი, ისტორიული ეკლესია ახლაც უმოქმედოა და თავის მრევლს ელის.
გორი
გორში ქალაქის ციტადელის სიახლოვეს კათოლიკე მისიონერებს ტაძრის ასაგებად მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ თეიმურაზ I-მა უბოძა მადლიერების ნიშნად, ირანიდან ქართლში ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილების ჩამოსვენებისათვის. 1632 წელს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს, ამ ტაძარში პირველი წირვა დონ პიეტრო ავიტაბილემ აღავლინა. ძნელბედობის გამო კათოლიკე მღვდლებს გორის დატოვება მოუხდათ, ტაძარი კი მართლმადიდებელთა ხელში გადავიდა. შემდგომ, როდესაც კვლავ განახლდა კათოლიკური მისიონი გორში, სასულიერო პირებს ახალი სამლოცველოს აგება მოუწიათ.
გორი
XIX საუკუნის დასაწყისში გორელ კათოლიკეთა დიდი მეცადინეობითა და ძალისხმევით დაიწყო ქალაქში ყველაზე გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა. 1820 წლისათვის ტაძარი, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს, საზეიმოდ ეკურთხა. გორის კათოლიკურ ტაძარში XX საუკუნის დამდეგს წინამძღვრად ცნობილი საზოგადო მოღვაწე დონ დომენიკე პაწაძე მსახურობდა, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ დამფუძნებელი და ქართველ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის დაუღალავი მებრძოლი. ეროვნული საქმიანობისათვის დონ დომენიკე 1911 წელს ვერაგულად იქნა მოკლული, დაკრძალულია ტაძრის ეზოში სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
1921 წელს, ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, 26 მაისს, ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე საფარიშვილი ქართული ეროვნული დროშით წარუძღვა ახალგაზრდობას ქალაქის ქუჩებში, რის გამოც დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს.
30-იან წლებში მოძღვრის გარეშე დარჩენილი გორის კათოლიკური ტაძარი დახურეს. ტაძარის შენობა სახალხო დეპუტატთა საბჭოს რაიონული აღმასკომის მფლობელობაში რჩებოდა. XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ტაძრის შენობა გორის კომკავშირს გადაეცა და იქ ახალგაზრდულმა ცენტრმა დისკოთეკა მოაწყო. „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ, მორწმუნეთა დაჟინებული მოთხოვნით, დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა მორწმუნეთათვის ტაძრის დაბრუნებას ხელისუფლება არ აპირებდა.
გორში კათოლიკურ საკრებულოს ფუნქციონირება. თბილისიდან კათოლიკე მღვდელი პერიოდულად ჩადიოდა გორში და მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვასა და სხვა რიტუალებს.
კათოლიკე მრევლი სისტემატურად ითხოვდა რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციას. 1987 წლიდან გორელი კათოლიკეების მოთხოვნები უფრო დაჟინებული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიების საქმეთა საბჭო არ იყო წინააღმდეგი გორში კათოლიკური ეკლესიის ამოქმედებისა, გორის საქალაქო აღმასკომი ჯიუტად აფერხებდა რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციას. 1989 წლიდან გორელ კათოლიკეებს ადგილობრივი ხელისუფლების აქტივისტები ფსიქოლოგიურ ბრძოლას უცხადებენ, ლამის ერისა და მართლმადიდებლობის ღალატში ადანაშაულებენ მათ. ხოლო რელიგიათა საბჭოს მიერ რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციის მოთხოვნას რეაგირების გარეშე ტოვებენ. შემდგომ კი ქალაქის აღმასკომმა გორის კათოლიკური ტაძრის ნაგებობა სრულიად მოულოდნელად მართლმადიდებლებს გადასცა. მოტივაცია ნათელია: პარტიულ და საბჭოთა ფუნქციონერებს ეროვნული მოძრაობის თვალში ღირსეულ მამულიშვილებად სურდათ თავის წარმოჩენა.
90-იანი წლებში ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის მიზანიც კათოლიკური კვალის წაშლა გახლდათ. გადაიღება ფრესკები, განადგურდა ტაძრის ეზოში არსებული კათოლიკე მღვდელმსახურთა საფლავები. გრძელდებოდა კათოლიკე მორწმუნეთა დაშინება და შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, ვითარება არც დღეისათვის არის გამოსწორებული. გორელ კათოლიკეებს არც თავიანთ ყოფილ ტაძარში უშვებენ და არც ახალი ტაძრის აგების საშუალებას აძლევენ, ხოლო თუკი სამართლიანი უკმაყოფილების გამოთქმა გაბედეს, ქალაქიდან გაძევებით ემუქრებიან.
ქუთაისი
ქუთაისში კათოლიკური ტაძრები XVII -XVIII საუკუნეებში უკვე არსებობდა. კათოლიკური მისიის გაუქმების შემდგომ კათოლიკეთა საეკლესიო ნაგებობები მართლმადიდებელთა ხელში გადადიოდა. XIX საუკუნის დასაწყისში იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ მეორე თავისი წერილობითი ბრძანებით ქუთაისელ კათილიკეებს უბოძებს მიწის ნაკვეთს ეკლესიის ასაგებად. ეტყობა მეფეს გული უგრძნობდა, რომ შესაძლოა ვინმეს კათოლიკეების აგებული ტაძრის მითვისება განეზრახა, რაც მანამდე არაერთგზის მომხდარა, და ამიტომ სიცოცხლის ბოლოს საკუთარ ძალაუფლებას აღარ ენდობა და ღვთის რისხვით ემუქრება მათ, ვინც გაბედავს კათოლიკეთა ეკლესიის მიტაცებას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქუთაისელი კათოლიკეები აგებენ ჯერ მცირე ზომის ეკლესიას, ხოლო 1826 წლიდან იწყება დიდი, განსხვავებული არქიტექტურული ფორმების მქონე ტაძრის მშენებლობა. ქუთაისლები ცდილობდნენ, რომ მათი ტაძარი გამორჩეული ყოფილიყო. ქუთაისის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ძმები ელისაშვილები, კათოლიკე მღვდლის დონ დიმიტრი თუმანიშვილის ლოცვა-კურთხევით. ტაძრის აგება 1862წელს დასრულდა დონ ანტონ გლახაშვილის წინამძღვრობისას. როგორც ყველა სხვა კათოლიკურ ტაძარს, ქუთაისის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიასაც გარშემო ბაღი ერტყა, იქვე აღმართული იყო ორსართულიანი შენობა საკვირაო სკოლისათვის. სხვათა შორის, ამ ტაძარში ეზიარა მუსიკას ზაქარია ფალიაშვილი, მამამისი ტაძრის ორგანისტი გახლდათ.
ქუთაისი
1937 წელს მუშათა და გლეხთა ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს საქალაქო აღმასკომმა კათოლიკე მრევლს ტაძარი ჩამოართვა, ხოლო უკანასკნელ წინამძღვარს, დონ დამიანე სააკაშვილს მღვდელმსახურება აეკრძალა და სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქუთაისის კათოლიკური ტაძარი შედარებით უვნებლად გადაურჩა განადგურებას. გასული საუკუნის 70 წლებში მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს, აღადგინეს ორგანი და ყოფილი ტაძარი კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზად აქციეს.
1988 წლიდან ქუთაისელმა კათოლიკე მორწმუნეებმა განცხადებით მიმართეს ადგილობრივ და რესპუბლიკურ ხელისუფლებას რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციისა და მათთვის მათივე წინაპრების მიერ აგებული ტაძრის დაბრუნების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო ხელისუფლება თითქმის ერთ წელიწადს განიხილავდა ქუთაისელ კათოლიკეთა კონსტიტუციურ მოთხოვნას; ამ ხნის განმავლობაში განცხადებაზე ხელისმომწერნი სისტემატურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ.
1989 წელს ქუთაისელმა მართლმადიდებლებმაც მოითხოვეს ყოფილი კათოლიკური ტაძრის მათთვის გადაცემა, თუმცა ქუთაისში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძართა გარდა რამდენიმე უმოქმედო მართლმადიდებლური ეკლესიაც იყო და, წესით, მორწმუნეებს მათ აღდგენაზე უნდა ეზრუნათ. ღვთისმშობლის ტაძრის წარმომავლობაზე და მის ისტორიულ კუთვნილებაზე ძირძველ ქუთაისლებში არც იმხანად და არც დღეს არავითარი ეჭვი არ არსებობს. ცხადია, ამ მოთხოვნაში მოსკოვური ანტიკათოლიკური პოლიტიკის გამოძახილი იგრძნობოდა. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხვდებოდა კათოლიკე მორწმუნეებს, ვითომდა სწავლობდა საკითხს, მაგრამ სინამდვილეში მუდმივ გაურკვევლობაში ამყოფებდა მთხოვნელებს.
1989 წლის ზაფხულში ქუთაისის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც კარგად გრძნობდა თავისი ძალაუფლების დასასრულს და ყოველნაირად ცდილობდა კვლავაც სათავეში დარჩენას, საშუალება მიეცა თავი მოეწონებინა მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქებისათვის. ქუთაისში კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დროს, ქალაქის მესვეურებმა მართლმადიდებელ მორწმუნეებს კათოლიკური ტაძრის მთელი კომპლექსი გადასცეს.
ამ ფაქტის შესახებ ქუთაისელმა კათოლიკეებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც რამდენიმე კვირის შემდეგ სრულიად მოულოდნელად დაინახეს, თუ როგორი გულმოდგინებით ყრიდნენ ტაძრიდან სპეციალურად ჩამოყვანილი არაქუთაისელი ახალგაზრდები მლოცველთა დასაჯდომ მერხებს და ორგანის დემონტაჟს ახდენდნენ, რათა ამით ტაძრის კათოლიკურობის კვალი წაეშალათ. მხოლოდ ტაძრის მფარველი ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკების ხელყოფა ვერავინ გაბედა. ეს სკულპტურა დღესაც ტაძრის ინტერიერში დგას, ოღონდ კათოლიკეებს ნებას არ აძლევენ მის წინაშე ილოცონ. ამის შემდგომაც არ შეუწყვეტიათ ქუთაისელ კათოლიკეებს ისტორიულად მათი კუთვნილი ტაძრის ცივილიზებული საშუალებებით დაბრუნების მცდელობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის განჩინებით (დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირის „სავარდი“ საკასაციო სარჩელის თაობაზე) ქუთაისის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკუთრებად გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც საოლქო სასამართლო, რატომღაც მხოლოდ კათოლიკეთა სამართალმემკვიდრეობის საკითხით დაინტერესდა და არ გაარკვია, არის თუ არა ტაძრის დღევანდელი მფლობელი იმ მართლმადიდებლური „ოცეულის“ სამართალმემკვიდრე, რომელსაც 1989 წელს სარგებლობისათვის გადაეცა ეს ეკლესია.
ქუთაისელი კათოლიკეების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათ რელიგიურ საზოგადოებას, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, არც ახალი ტაძრის აგების ნებას აძლევენ და სისტემატური შეურაცხყოფით კიდევ უფრო უმძიმებენ ყოფას. ქუთაისელ კათოლიკეთა მოთხოვნა უცვლელია: ან დაგვიბრუნეთ ჩვენი ტაძარი და ქალაქის ცენტრში ბევრად უფრო დიდი მართლმადიდებლური ტაძარის აგებაში დაგეხმარებით, ან გამოგვიყავით ქალაქში ტერიტორია ახალი ტაძრის ასაგებად
ბათუმი
XIX საუკუნეში ბათუმში ახალციხიდან გადმოსულ კათოლიკეთა მცირე რაოდენობა სახლობდა. 1878 წელს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ ბათუმში კათოლიკეთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. მალე სომხური წესის კათოლიკეებმა ააგეს თავიანთი სამლოცველო. 1896 წელს ქართველმა კათოლიკეებმაც, უცხოეთის საკონსულოების აქტიური მხარდაჭერით, მიაღწიეს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლებისაგან ტაძრის აგების ნებართვა მიიღეს.
ბათუმი
ბათუმის კათოლიკური ტაძარის მშენებლობას 1897 წელს ჩაეყარა საფუძველი და 1903 წელს საზეიმოდ ეკურთხა კიდეც სარატოვიდან საგანგებოდ მოწვეული ეპისკოპოსის მიერ (1842 წლიდან, როდესაც რუსეთის თვითმპყრობელობამ საქართველოდან უშუალოდ პაპის იურისდიქციაში მყოფი იტალიელი და ქართველი სასულიერო პირები გააძევა და ქართული მსახურება აკრძალა, ლათინური წესის კავკასიის კათოლიკეები სარატოვის ეპისკოპოსს დაუქვემდებარა). ბათუმის ტაძრის ასაგებად ტერიტორია ქალაქგარეთ შეირჩა. როგორც მწერალი დავით კლდიაშვილი წერს (იგი იმჟამად რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდათ და ბათუმში მსახურობდა), „იქ, სადაც ახლა კათოლიკეთა ეკლესიაა, იყო განიერი ტბა, სავსე გარეული ფრინველებით და იქ იცოდნენ ხოლმე სანადიროდ გასვლა მონადირეებმა. ტბის გადაღმა დასავლეთისაკენ მისდევდა უდაბური ტყე“.
სწორედ ამ უდაბურ ტერიტორიაზე ბათუმელმა კათოლიკეებმა დიდი თხოვნის შემდეგ ქალაქის მმართველობისაგან მიიღეს 400 საჟენი მიწის ფართი, ხოლო 200 კვადრატული საჟენი მიწა თავიანთი შეგროვილი თანხით შეიძინეს. ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა სტეფანე ზუბალაშვილმა ტაძრის ასაგებად 15 ათასი მანეთი გამოყო და უცხოელი ოსტატებიც მოიწვია. სულ მალე ბათუმის კათოლიკური ტაძარი მთელი ქალაქისა და მხარის მშვენებად იქცა.
ტაძრის ფასადი დამშვენებულია წმ. ანდრიასა და წმ. ნინოს სკულპტურებით, აგრეთვე მარმარილოს დიდი ფილით, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „ტაძარი ესე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა მარიამისა, თვისის ზღუდითურთ, აღვაგე მე, სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა, საცხოვნებლად სულისა ჩემისა, მშობელთა და დათა ჩემთასა“.
ტაძარმა დაახლოებით მეოთხედი საუკუნე იარსება, ოცდაათიანი წლების რეპრესიების დროს დააპატიმრეს იქ მოღვაწე სასულიერო პირები, ხოლო სატაძრო ნაგებობა წლების მანძილზე არამიზნობრივად გამოიყენებოდა.
1988 წელს კათოლიკე მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა, დაახლოებით ოცდახუთმა მოქალაქემ, თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას (ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება არ ან ვერ აკმაყოფილებდა კათოლიკეთა მოთხოვნას ეკლესიის დაბრუნების შესახებ) რეგისტრაციაში გაეტარებინა კათოლიკეთა რელიგიური საზოგადოება და დაებრუნებინა მათთვის ყოფილი საეკლესიო ნაგებობა - წმ. მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი.
სანამ ეს დროში გაწელილი კამათი გრძელდებოდა შესახებ იმისა, თუ როგორ, რა პირობებში უნდა დაეთმოთ ტაძარი მისი ისტორიული მეპატრონისათვის, ბათუმელმა მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც შექმნეს ახალი რელიგიური საზოგადოება და წმ. მარიამის ტაძრის შენობა მოითხოვეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ ჯგუფს, რომელსაც კათოლიკეებისათვის ტაძრის დაბრუნება არ სურდა და ყველგან ვატიკანის აგენტები ელანდებოდა, გაუჩნდა შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრების მიხედვით ემოქმედა. დამოუკიდებლობის გზაზე მდგარ საქართველოში კი რელიგიური დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გაჩნდა.
სწორედ ამ დროს რესპუბლიკურ პრესაში ქვეყნდება წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ქართული ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები. წერილში გამოთქმული იყო სურვილი, რომ ხელისუფლებას გამოეჩინა გონიერება, არ დაეძაბა ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის, დროებით შეეჩერებინა ტაძრის გადაცემის პროცესი, გაერემონტებინა ნაგებობა და ვითარების განმუხტვამდე ქალაქის საერთო კულტურული ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა იგი. ამ წერილმა დროებით დააცხრო ვნებათა ღელვა ბათუმის ტაძრის ირგვლივ. ცოტა ხნის შემდეგ კი სახელმწიფოს მიერ რესტავრირებული წმ. მარიამის ტაძარი სრულიად მოულოდნელად, საკმაოდ ოპერატიულად და ფარულად ახლად შექმნილ ადგილობრივ მართლმადიდებელთა რელიგიურ საზოგადოებას გადასცეს. გულგატეხილ და შეურაცხყოფილ აჭარისა და გურიის კათოლიკე მორწმუნეებს კი წლები დასჭირდათ, სანამ ახალი ტაძრის აგების ნებართვას მიიღებდნენ.
დღეს ბათუმში ახლად აგებული, თანამედროვე არქიტექტურული სახის მქონე კათოლიკური ტაძარი მოქმედებს, თუმცა საქართველოს კათოლიკეები მაინც დიდი იმედითა და რწმენით არიან, რომ აღდგება სამართლიანობა და ისტორიულ ტაძარს დაიბრუნებენ.
ივლიტა
ივლიტა პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სოფელია. იგი ახალციხის რაიონული ცენტრიდან ორიოდე კილომეტრში მდებარეობს. სოფლის განაპირას, ციცაბო კლდეზე მცირე ზომის ეკლესიაა, უბრალო ქვით ნაგები, არქიტექტურული თვალსაზრისით არაფრით გამორჩეული, თუმცა ივლიტის ტაძარს სასწაულებს მიაწერენ და მას მთელი სამცხე-ჯავახეთის მორწმუნე კათოლიკენი (როგორც ლათინური, ასევე სომხური წესისა) სისტემატურად მოილოცავდნენ და თაყვანს სცემდნენ. ივლიტელი მორწმუნეები რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად ხშირად იწვევდნენ მეზობლად მდებარე სოფელ სხვილისის წინამძღვარს მღვდელ იოსებ კორნაშევსკის.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, მას შემდეგ, რაც მესხეთში ეკლესიები ამოქმედდა, ივლიტელმა მორწმუნეებმაც გადაწყვიტეს დარეგისტრირებულიყვნენ. მოტივი მარტივი გახლდათ: ეკლესია წლების მანძილზე ფაქტიურად მოქმედი იყო, ქართველი და სომეხი კათოლიკე მორწმუნეები დაუბრკოლებლად შედიოდნენ ტაძარში და სანთლებს ანთებდნენ, ოღონდ კათოლიკე მღვდელმსახურს, საბჭოთა კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უფლება არარეგისტრირებულ ეკლესიაში ჩაეტარებინა წირვა-ლოცვა.
1989 წელს სოფელ ივლიტის მორწმუნე კათოლიკეთა რელიგიური საზოგადოება რეგისტრაციაში გაატარეს. შეიძლება ითქვას, ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი ბოლო რეგისტრირებული რელიგიური საზოგადოება. რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს ხელისუფლებამ მღვდელ იოსებ კორნაშევსკის ივლიტაში მსახურების ნება დართო. ისიც ერთ ხანს სისტემატურად ახორციელებდა ივლიტაში მოძღვრის ფუნქციას.
1991 წელს იმჟამინდელი პოლიტიკური განწყობების ფეხის ხმას აყოლილმა მოსახლეობამ კრება ჩაატარა. ამ კრებაზე საკმაოდ კურიოზული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა იმ დროისათვის რელიგიურ-კონფესიური თვალსაზრისით გაუთვითცნობიერებელ და გულუბრყვილო ადამიანებს გულწრფელად სწამდათ ამ ექსპერიმენტის წარმატებისა. ივლიტელებმა დაადგინეს, რომ სანამ ქართველი კათოლიკე მღვდელი არ ეყოლებოდათ, მანამდე სოფლის ეკლესიაში მართლმადიდებელ მღვდელს აღესრულებინა ღვთისმსახურება.
1999 წლამდე ივლიტელთა სურვილით მართლაც მართლმადიდებელი მღვდელი აღასრულებდა მსახურებას ივლიტის ტაძარში. გაუგებარია კონფესიურად რა მსახურება იყო ეს, თუმცა მოსახლეობა პროტესტს არ გამოთქვამდა. მაგრამ 1999 წლიდან მართლმადიდებელმა მოძღვარმა ივლიტის ტაძრის რეკონსტრუქცია წამო იწყო, რასაც კათოლიკური წარსულის კვალის განადგურება მოჰყვა. ბეტონის საფარქვეშ მოექცა ინტერიერში დაკრძალული კათოლიკე მღვდლების საფლავის ქვები. ღვთისმსახურებასაც კონფესიური სახე მიეცა. სოფელში აღმსარებლობის ნიადაგზე უკვე აშკარა დაპირისპირებამაც იჩინა თავი. საქართველოში ქართველი კათოლიკე სასულიერო პირთა დაბრუნებამ და მსახურების დაწყებამ ივლიტელებს კათოლიკური საკრებულოს აღდგენის სურვილი გაუჩინა (ის ხომ რეგისტრირებული იყო თავის დროზე) და, რაც მთავარია, მოითხოვდნენ ტაძარში ღვთისმსახურების უფლება ჰქონოდათ (მართლმადიდებელი მოძღვარი ივლიტელებს ლათინური წესით მსახურების ნებას უკვე აღარ რთავდა). ამ მცირერიცხოვან სოფელში, სადაც საკმაოდ ჰარმონიული ყოფა სუფევდა, კონფესიურმა დაპირისპირებამ ოჯახებშიც შეაღწია და ერთმანეთს გადაჰკიდა ადამიანები, ასაკოვნებიცა და მცირეწლოვანნიც.
ივლიტა
სოფელში კათოლიკეთა მიმართშეფარულ რეპრესიებს მიმართავენ, რის შესახებაც ცენტრალურმა მედიამ არაერთხელ გვამცნო. საქართველოს სახალხო დამცველსაც არაერთგზის მიმართეს შევიწროებულმა და შეურაცხყოფილმა ივლიტელებმა. მიმართეს ვატიკანის ელჩსაც, თუმცა ოფიციალური ვატიკანის პოზიცია ასეთია: მსოფლიოში მიმდინარეობს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების ინტენსიერი პროცესი და ერთი მცირე სატაძრო ნაგებობის გამო არ ღირს მისი შეფერხება. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამ გლობალური პროცესის წარმატებას ივლიტელ მორწმუნეთა კანონიერი უფლებები არ უნდა ეწირებოდეს, მით უმეტეს, რომ ივლიტის ეკლესია, გორის, ქუთაისის ან უდეს ტაძრებისაგან განსხვავებით, კათოლიკურ ეკლესიად იყო რეგისტრირებული და ამისი აღიარება და მორწმუნეთა კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი საერო და სასულიერო ხელისუფლების კეთილ ნებაზეა მხოლოდ დამოკიდებული. ასევე მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული სხვა ყოფილი კათოლიკური ტაძრების ბედიც.
მიმდინარე წლის 3 მარტს ივლიტელებმა სოფლის საერთო კრება მოიწვიეს. კრებაზე ორივე კონფესიის სასულიერო იერარქები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყვნენ მოწვეულნი. საგანგებო შეკრების მიზანს ივლიტის ტაძრის კუთვნილების საკითხში სიცხადის შეტანა წარმოადგენდა. სოფლის კრებას კავკასიაში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, სახალხო დამცველის სამსახურის თანამშრომელი და თავისუფლების ინსტიტუტის წევრებიც დაესწრნენ. კრებაზე ივლიტის 120 მკვიდრი შეიკრიბა, რომელთა შორის მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები და მოძღვარიც იყვნენ. მათ თავიდან შემტევი პოზიცია დაიკავეს, მაგრამ მხარდაჭერა ვერ პოვეს და დემონსტრაციულად დატოვეს შეკრება. კენჭისყრაში 79 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ერთმა თავი შეიკავა, ერთი ბიულეტინი გაუქმებულად ცნეს, 77 დამსწრემ კი ივლიტის ტაძრის კათოლიკეთა საკრებულოსათვის დაბრუნებას მისცა ხმა.
ამჟამად საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შექმნილია მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ორმხრივი კომისია ორივე მხარისათვის მისაღებ, სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ივლიტელი კათოლიკეებიცა და მართლმადიდებლებიც ქრისტესმიერი სიყვარულით თანაცხოვრებას შეძლებენ და ეს პრეცედენტი საერთოდ საქართველოს მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის ურთიერთობის დათბობას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ გაერთიანებული ევროპა თანამშრომლობის კარგ მაგალითს გვაძლევს: ქართველი მართლმადიდებლები კათოლიკე ეკლესიის ტაძრებში აღავლენენ მსახურებას და არავის უჩნდება ამის გამო პროტესტის გრძნობა.
არსებობს რელიგიების ოქროს წესად აღიარებული ფორმულა: „ისე მოექეცი სხვას, როგორც გსურს, რომ შენ მოგექცნენ სხვები“. თუ ის არ მოგვწონს, სადმე ქართულ ტაძარს რომ სხვები დაეპატრონენ ან ქართული ფრესკა გადაღებეს, ან ქართველ მორწმუნებს რომ არ უშვებენ ისტორიულად ქართულ მონასტერში, ჩვენს თავსაც დავეკითხოთ: ჩვენ როგორღა ვექცევით რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ თანამემამულეებს? უნებურად, ცხადია, წინასწარი განზრახვის გარეშე, ჩვენც ხომ არ ვარღვევთ მეათე მცნებას: „არ ისურვო შენი მოყვასის სახლი... და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა“.
_____________
* გამოსვლა 20. 17
![]() |
7 ხსნის არმია |
▲back to top |
რელიგიები საქართველოში
მოამზადა დავით თინიკაშვილმა
წარმოშობა და განვითარება
ხსნის არმია (Salvation Army) - საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.
1865 წელს ბრიტანელმა მეთოდისტმა პასტორმა უილიამ ბუთმა (William Booth) აღორძინების ევანგელურ-ქრისტიანული ასოციაცია ჩამოაყალიბა. სანამ ორგანიზაცია თავის ამჟამინდელ სახელწოდებას მიიღებდა, მან ორჯერ გამოიცვალა სახელი - თავიდან „აღმოსავლეთ ლონდონის ქრისტიანულ მისიად“ იწოდებოდა, ხოლო შემდგომ „ქრისტიანული მისია“ დაერქვა.
თავის დროზე უილიამ ბუთმა ოფიციალური აღიარება მოიპოვა აშშ-ს პრეზიდენტისა და ინგლისის მეფე ედუარდისგან. როდესაც უილიამმა გენერალის წოდება მიიღო, მის მეუღლეს, კატერინას, „ხსნის არმიის დედა“ შეარქვეს. უილიამი ღარიბებს უქადაგებდა, კატერინა კი ამის პარალელურად მდიდარ ადამიანებს ფინანსურ დახმარებას სთხოვდა იმ დიადი მისიისათვის, რომლის განხორციელებაც ცოლ-ქმარს ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობად მიაჩნდა. ღვთისმსახურებას კატერინაც ატარებდა, რაც იმ დროისთვის რევოლუციური მოვლენა გახლდათ. იგი საკმაოდ გაბედულად აცხადებდა, რომ ქალებს ისევე აქვთ ქადაგების უფლება, როგორც მამაკაცებს.
ასე და ამგვარად, ცოლ-ქმარი ბუთები საკუთარი თავგანწირული მსახურებით ცდილობდნენ ადამიანებისთვის სულიერი და მატერიალური შემწეობა აღმოეჩინათ.
1886 წლიდან ხსნის არმიის განყოფილებები უკვე არსებობს ავსტრალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ინდოეთში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ისლანდიაში და გერმანიაში. დღეს კი ხსნის არმია მსოფლიოს ას თერთმეტ ქვეყანაში მოქმედებს. 1990-იანი წლების ბოლოს მასში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული.
წეს-ჩვეულებები
ხსნის არმიის პრინციპები ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ეფუძნება. ორგანიზაცია ბიბლიურ შეხედულებებსა და მოწოდებებს ქადაგების საშუალებით ავრცელებს. ხსნის არმიის წევრები ყოველ კვირას იკრიბებიან ღვთისმსახურებაზე, რომელიც ლოცვაგალობის, წმ. წერილის კითხვისა და ქადაგებისგან შედგება. რაც შეეხება საიდუმლოებებს, ხსნის არმია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ევანგელური ეკლესიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, მაგრამ ეკლესიაში მხოლოდ ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები არსებობს. ნათლობისა და ზიარების საიდუმლოებები არ აღესრულება იმგვარად, როგორც ეს დანარჩენ ქრისტიანულ ეკლესიებშია. ხსნის არმიელთა რწმენით, მთავარია ადამიანი შინაგანად, საკუთარი ცხოვრების წესით ეზიაროს ცოცხალ ქრისტეს, ხოლო ამ აქტის გარეგნული, რიტუალური ფორმები (პური და ღვინო, ნათლობის წყალი) მეორეხარისხოვანია. ასევე არ არსებობს სტაბილურად დადგენილი მარხვის პერიოდები. მარხვის დაწყების დრო და მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალურად დგინდება (მარხვა კი საკვებისგან სრულ თავშეკავებას გულისხმობს). როგორც გიორგი სალარიშვილი ამბობს, „ადამიანის ყოველი განზრახვა და ფიქრი სუფთა და უბიწო გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელიც პირველყოვლისა უფალს ასიამოვნებს, ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.
სახელწოდება „ხსნის არმია“ მიგვანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნაწილობრივ სამხედრო სტრუქტურის მქონეა. მის ხელმძღვანელს გენერალი ეწოდება, ის ხსნის არმიაში ამ წოდების მქონე ერთადერთი პირია. დანარჩენი წევრები ოფიცრებად და ჯარისკაცებად იწოდებიან და უნიფორმას ატარებენ. აუცილებელი საშუალო განათლების შემდგომ თითოეულმა მსახურმა ორწლიანი სასწავლო კურსები უნდა გაიაროს ხსნის არმიის შესაბამის სკოლებში. იქ ისინი საჭირო განათლებას ღებულობენ, აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენენ, მკაცრ დისციპლინას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ეჩვევიან (ხსნის არმიის წევრები უარს ამბობენ ალკოჰოლსა და თამბაქოზე).
თავისი არსებობის ადრეული ხანიდანვე ხსნის არმია ყოველთვის აძლევს ქალებს მსახურების უფლებას ნებისმიერ პოსტზე, ნებისმიერ სფეროში. თანაბარი შესაძლებლობები არსებობს აგრეთვე ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც.
ხსნის არმიას მსოფლიო 5 ზონად აქვს დაყოფილი. თითოეულ ზონაში 10-15 ტერიტორია შედის, ხოლო ტერიტორია თავის მხრივ რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. მაგალითად, საქართველო (რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და რუმინეთთან ერთად) აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაში შედის (მისი ტერიტორიული შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს).
სოციალური მსახურება
უილიამ ბუთმა ხსნის არმია ჩამოაყალიბა როგორც რელიგიურფილანტროპული ორგანიზაცია. მისი აზრით, ჩვენ, ადამიანებმა, არა მხოლოდ სულის ხსნასა და იმქვეყნიურ არსებობაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, საზოგადოების დაბალ ფენებს ყოველდღიური გაუსაძლისი ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ამიტომაც ხსნის არმიის უმთავრესი საქმიანობა მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო და მორალური მხარდაჭერაა. აქტივისტთა შესაბამისი დანაყოფები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სტიქიური უბედურებების დროს განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ხსნის არმიას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქვს გახსნილი უფასო სასადილოები, ღამის გასათევი შენობები უსახლკაროთათვის, ახალგაზრდული კლუბები, აქტიურად ეწევა ნარკომანიის, პროსტიტუციის საწინააღმდეგო კამპანიას, მისი წარმომადგენლები მუშაობენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ხსნის არმია დახმარებას უწევს ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად მისი რასისა, ნაციონალობისა, აღმსარებლობისა, სქესისა თუ ასაკისა.
ხსნის არმია საქართველოში
საქართველოში ხსნის არმია პირველად 1992-93 წლებში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა: აფხაზეთის ომი, რომელმაც უამრავი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. ხსნის არმია იმ დროს აქტიურად ეხმარებოდა ლტოლვილებს საკვებითა და ტანსაცმლით. გაიხსნა მრავალი სასადილო, სადაც დღეში ასი ათასი ადამიანი იკვებება ცხელი კერძით. ხსნის არმიის აქტივისტებს ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანებთან შინ მიაქვთ მშრალი საკვები. ამგვარი აქტიური ქველმოქმედების გამო საქართველოს იმჟამინდელმა მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ „ხსნის არმიას“ ოფიციალური მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხის სახელით იმ თანადგომისათვის, რომელიც გაეწია ჩვენს ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების სახით ძნელბედობის ჟამს“.
1993 წლის ნოემბრიდან საქართველოში ოფიციალურად იხსნება ხსნის არმიის საქართველოს წარმომადგენლობა (პირველი სამლოცველო სახლი, ანუ იგივე „კორპუსი“, თბილისის ჟურნალისტთა სახლში განთავსდა).
დღეისათვის ხსნის არმიას საქართველოში რვა ამგვარი კორპუსი აქვს: 4 თბილისში, 2 რუსთავში, 1 ბათუმში და 1 ლაგოდეხში. წევრთა საერთო რაოდენობა საქართველოში 600-მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანს მოიცავს. საქართველოს ზემოთ დასახელებულ რეგიონებში თითოეულ კორპუსს 2-3 ოფიცერი ხელმძღვანელობს - სულ საქართველოში 19 ასეთი ოფიცერია. რეგიონალური ოფიცერი კი გახლავთ კაპიტანი გიორგი სალარიშვილი, რომელიც 2004 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს ხსნის არმიის საქართველოს განყოფილებას (1993-96 წლებში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა კაპიტანი რონალდ ლი; 1996-2000 წლებში -კაპიტანი ალექს ნესტერენკო; 2000-03 წლებში - კაპიტანი ალისტერ ბეითი; 2003-04 წლებში - კაპიტანი ანტონი კენედი).
ხსნის არმიას აქვს ორწლიანი სასწავლებლები, რომლებშიც განათლებას ღებულობენ და შესაბამის მომზადებას გადიან მომავალი აქტივისტები. დაწყებით ეტაპზე მათ „მეგობარი“ ეწოდებათ, შემდგომ - უმცროსი ჯარისკაცი, ჯარისკაცი, ოფიცერი და ასე შემდეგ გენერლობამდე.
საქართველოში ხსნის არმიას, გარდა სასადილოებისა, გახსნილი აქვს აგრეთვე ბავშვთა ცენტრები, მოხუცთა ცენტრები, შესაბამის დაწესებულებებს ამარაგებს სამედიცინო აპარატურით, აწყობს საზაფხულო ბანაკებს ბავშვებისათვის განურჩევლად მათი აღმსარებლობისა. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით შესაბამის კორპუსებში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეები (უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი), განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ტრადიციების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას (მაგალითად, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში აქტიურად შეისწავლება ეროვნულ საკრავების დაკვრა და ქართული ხალხური ცეკვები. ეს პროგრამა ამჟამად ფინანსების უქონლობის გამო დრობით შეჩერებულია).
აქვე უნდა ითქვას დიდი დიღმის ახალგაზრდული ცენტრის შესახებაც, სადაც თითქმის მთელი დიდი დიღმის ბავშვებს შეუძლიათ სკოლის შემდგომ მისვლა. აქ მასწავლებლები მათ საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარებიან; ახალგაზრდებს შეუძლიათ სპორტულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. ისინი აქ შინაარსიანად ატარებენ დროს კეთილგანწყობილ და თბილ ატმოსფეროში, იმის მაგივრად, რომ უსაქმოდ იდგნენ ან იხეტიალონ ქალაქის ქუჩებში.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხსნის არმიამ საქართველოში პროფესიული გადამზადების ცენტრები დააარსა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს საშუალებას აძლევს პროფესიული ჩვევები 6 თვის განმავლობაში შეიძინონ. ცენტრებში არსებობს მდივან-რეფერენტის, საბუღალტრო, სამშენებლო საქმის, წყალგაყვანილობისა და სხვა კურსები. დამატებით გახსნილ იქნა ოთხი კომპიუტერული ცენტრი ლაგოდეხში, გორში, წყალტუბოსა და ჯვარში.
ხსნის არმია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელოს საქართველოში. ერთ-ერთი ბოლო პროექტი ახალგაზრდა და მომავალი დედების საგანმანათლებლო კურსს მოიცავს. ცხინვალის რაიონში ხსნის არმიამ აღადგინა და შეაკეთა წყალგაყვანილობა.
მესამე წელია, რაც ლაგოდეხში ხსნის არმია სასმელი წყლის დაქლორვას ახორციელებს, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სერიოზული მოწამვლა ააცილა.
![]() |
8 Поляки, Чехи, Белорусы, Болгары в Грузии |
▲back to top |
ეთნოსები საქართველოში
Мамука Комахия
Самую большую часть проживающего в Грузии славянского населения составляют русские и украинцы. Хотя в Грузии также проживают представители и других славянских национальностей: Поляки, Чехи, Белорусы, Болгары, которых связывают с Грузией длительные и интересные отношения.
Поляки
Согласно Всеобшей переписи населения Грузии 2002г., в стране проживают 870 поляков. Их большенство живёт в г. Тбилиси, в малом каличестве представлены и в других регионах Грузии.
«Кавказская Польша» одна из самых древних в мире. Появление первой серьёзеой волны поляков в Кавказе связано с политическими репрессиями. В 1794 году тут расселяли пленных польских солдат, участвовавших в мятеже. Переселение более многочисленног потока поляков было связано с репресиями после мятежа. Длительное проживание поляков в Кавказе было обусловлено также войной России на территории Дагестана и Чечни. Именно в ходе войны и сформировался феномен, получивший в Польше название «кавказцы», то есть поляки, проживающие в Кавказе.
В 30-50 гг. XIX века существовала т.н. «Группа Кавказских поэтов», в которую входили 40 сосланных писателей. В 30-50 гг. XIX в. В Тбилиси проживали около 900 поляков. Позже, по данным 1897 г., число поляков возрасло до 4200 человек. По переписи 1922 г., кроме военнослужащих, число поляков в Тбилиси составляло 2300 человек, в 1926 г. - до 1780, в 1939 г. - около 1300, в последуюшие годы их число всё более сокрашается. Последняя волна миграции поляков была обусловлена экономическими факторами. Они были, в оснавном, инжинерами, музыкантами, педагогами, врачами, художниками.
Интересно, что в 20-х гг. XX в. В Грузии действовала польская школа. До 1924 г. в Тбилиси также действовал «Клуб национальных меньшинств» польских рабочих. Инициатива строительства клуба и имушества принадлежали польскому общесту, где в одной из частей здания функционировала Польская школа труда. Польская интеллигенция сыграла значительнаую роль формировании культурно-просветительских институтов. С 1907 г. были основаны организации, в названии которых фигурировало слово «польский». В Тбилиси и Батуми было созданы общества «Польский дом», которые с местным польским населением занимались культурно-просветительской деятельностью. Функционировал польский любительский театр, были открыты библиотеки, читальни, устроивались литературно-музыкальные вечера, конференции читателей. В 1914 г. при «Польском доме» был создан Комитет помощи жертвам войны, который оказывал ьатерияльную помощ польским беженцам.
В тот же период оснавную политическую роль исполняли Польский демократический центр в Тбилиси, который объединял представителей всех местных организаций. Интиллигенция участвовала в создании военный союз поляков. Для поляков, проживающих в Кавказе, огромное значение имел созваный в 1917 г. в Тбилиси съезд представителей польских организаций и союзов. В 1918 году был издан первый номер «Польского еженедельника», в котором речь шла о делах местной польской колонии. Последний седьмой номер был издан 7 августа 1918 г.
В1918-21 гг. Проживающие в Кавказе многие поляки вернулись на родину, и особенно те, которые переселились на Кавказ в годы войны. В 1926 г. на территории тогдашней Закавказской федерации проживало более шести тысяч поляков.
После обретения Грузией независимости и у поляков Грузии открылся путь к новым возможностям. 9 февраля 1995 г. потомки эмигрантов XIX-XXвв. Создали объединение проживающих в Грузии поляков «Польша», несменным президентом которого стала профессор, Мария Филина.
С 1997 г. в Ереване успешно действует филиал объеденения проживающих в Грузии поляков «Польша». В Грузии объеденение постоянно пополняет свой архив, в который уже внесены данные около 1000 поляков или людей смешенного происхождения. В настояшее время в объеденении числится около 700 человек. По большей части, они являются профессорами университета, врачами, инжинерами, педагогами.
Изначально главную задачу организации представляло оказание финансовой и гуманитарной помощи. С их усилий гуманитарной помощи. С их усилий гуманитарную помощ получили проживающие в селах люди, инвалиды, а также Каспский детский дом.
Слабое знание польского языка является острейшей проблемой поляков в Грузии. Большая часть поляков, фактически, испытала ассимилацию. В настоящее время они являются членами польско-грузинских, польско-русских, польско-армянских семей. Часто можно услышать мнение, что, фактически, они поляками уже не считаются и об их польском происхождении свидетельствуют лишь их фамилии.
В 1966 году поляке сформировали школу для детей т подростков. В том же году удалось отправить детей на каникулы а Польшу.
По инициативе объеденения «Польша», 3-5 декабря 1998 г. в Тбилиси были проведены дни Мицкевича, которые, фактически, стали днями польской культуры. 3 декабря в Государственном университете был проведён научный семинар, в связи с которым были созданы две книги. Такие культурные мероприятия по инициятиве организации проводится периодически.
В октябре 2000г. в Тбилисском государственном университете прошла международная конференция под названием «200 лет поляков в Кавказе», на которой были подведены итоги деятельности поляков в Кавказе. В тот же год был отмечен пятилетный юбилей объеденения. Деятельность объеденения «Польша» была дана высшая оценка со стороны сената республики Польша и Парламента Грузии. Кроме того, прошло мероприятие награждению культурно-просветительского обшества поляков Грузии «Полония» международной наградой «Fidelis Polonae».
Примечательно, что Абхазии функционирует Центр польской культуры «Белый орёл» А в воскресной школе обучают польскому языку.
Чехи
Согласно результатам всеобшей переписи населения Грузии 2002 г. в Грузии проживает 46 чехов. Из них 39 в Тбилиси. Их число сократилось незначительно в 1990-х гг. Правительство республики Чехия разработало программу, которая предусмотривала переселение их соотечественников из тех стран, где было создана тяжёлая экономическая обстановка (Это касалось СССР и Румынию), но, из Грузии уехали лишь еденицы.
Первая волна чехов в Грузии появилась в XIX В Грузию считавшуюся в XIX веке частью Росийской империи, чехов первоначально привлекла экзотика. Многие в дальнейшем создали семьи и остались жить в Грузии. Причиной приезда в Грузию был также и поиск работы на территории Российской империи квалифицированными чешскими специалистами. Вторая волна чехов вошла в Грузию в 1925 году, когда в Грузию приехали высококвалифицированные чешские специалисты, учёные, инжинеры, механики.
Проживающие в Грузии чехи внесли свой серьёзный вклад в развитие различных отраслей. Они активго участвовали в строительстве и организации заводов, гидротехнических устроиств, железнодорожных линий. Под руководством Петра Шмальцеля был построен подземный переход под центральным ЖД вокзалом Тбилиси. Он также участвовал в строительстве тоннеля на зелёном мысе (Аджария). Одным из первых гидротехников в Грузии был Николай Шмальцель, который был занят моделированием гидротехнических процессов почти для всех крупных гидроэлектростанций на территории Грузии.
Чехи внесли особый вклад в развитие культуры. В 1880 году в Грузию на гастроли приехл известный оперный певец Иосиф Ратиль (настояшая фамилия Навратиль), который был солистом, концертмейстером и педагогом Парижского и Хельсинского оперных театров. Известный грузинский педагог, общественный деятель, фолклорист, писатель и журналист Ладо Агнияшвили предложил ему сформирование и руководство хором грузинских народных песен. Он прожил в Грузии32 года и 10 из них посвятил хоровому исскуству. Он был первым, кто перенёс более 30 грузинских песен на ноты, записал и обработал их.
С оперным театром связана деятельность известного художника-декоратора Франца Новака. Оснвателем первой фабрики духовных инструментов в Тбилиси был Иван Сокол. Художник-декроатор Йозиф Броучек оформлял интерьер оперного театра им. З. Палиашвили, а также Театр им. Шота Руставели. Доцент Батумской консерватории Ирина Херж подгатовила пять лауреатов на «Гран-при» международного конкурса. Солистом опери в течение нескольких лет была Гертруда Шмальцель. Она пела ведушие партии в оперных постановках «Абесалом и Этери», «Тоска», «Евгений Онегин» и др. Грузинское музыкальное общество отметило 90-летний юбилей со дня рождения.
Особый вклад внес в развитие медицины Иван Прибиль, доктор медицины и хирургии. В 1922 году он основал Тифлисский военный госпиталь, главным врачом которого и был сам. Особый вклад внёс он также и в изучении бальнеоклиматических богатств Восточной Грузии. В1838 году по его поручению были исследованы источники Абастумани и Уравела, а также окрестности Ахтала и Гурджаани. Особую заслугу имеет гн и в строительстве курорта Боржоми и популяризации боржомских минеральных вод. Он также основал Кавказское медицинское общество. Чех Анатолий Лукеш был организатором общества гимназистов Грузии «Шевардени» (Сокол).
В настоящее время прожиающие в Грузии чехи не владеют родным языком и они в оснавном являются русскоязычными. Их большенство получают образование в русских школах.
С 1996 года в Грузии чехов представляет чешское землячество «Злата Прага», которое было основано по рекомендации тогдашнего заместителя министра иностранных дел Грузии Михаила Уклеба и его чешского коллеги Александра Вонда. Землячество объединяет 110 человек, из них 70 имели предков чешской национальности, остальные же являются грузинами или людьми других национальностей, которые заинтересованы Чешской республикой. В статусе юридического лица в землячество входит научное объеденение «Аналитприбор», Институт научно-технической информации, Национальный центр здравоохранения Гррузии, который безвозмездно уступил землячеству здание для офиса. Но, в связи с планами продажи данного здания в ближайшее время землячество может остаться без здания.
Землячество имеет связи на всей территории Грузии, а также с Чешской республикой и странами СНГ. В его деятельности приоритетными являются: развитие бизнес-связей между двумя странами, изучение и пропаганда в Грузии чешской политики, культуры, науки и исскуства; изучение чешского языка, истории Чехии и культуры; участие в разработке политики в отношении национальных меньшенств и гражданской интеграции идр. В 2005 году землячество провело 13 мероприятии. В том числе три крупных концерта и две конференции. Землячество при поддержке Европейского центра по вопросам национальных меньшенств издало грузино-армяно-русско-азербайджанский словарь часто используемых слов, который переведён на несколько языков.
Каждую субботу в офисе землячества проходит обучение чешского языка, истории, культуры и песен. По инициативе землячества проводятся концерты в католическом соборе св. Петра и Павла и в зале Музыкального общества Грузии. В сотрудничестве с Посольством Чехии проводятся мероприятия в Государственном театре оперы и балета, в государственных драматических театрах, Посольстве республики Чехия. Примечательно, что после открытия Посольства Чешской республики, в лице посольства у землячества появилась серьёзная поддержка в своей деятельности.
Белорусы
По результатам Всеобшей переписи населения Грузии 2002 г., в Грузии проживает 542 белорусов. Их половина проживает в г. Тбилиси, а остольные расселены в различных регионах Грузии. По сравнению с регионами, белорусы в большом количестве проживают на территории автономной республики Аджария. У белорусов нет чётко выраженной идентификации и они, в оснавном, ассоциируются с русскими.
Болгаре
Болгаре в Грузии появляютя в XIX веке. В 60-хгг. Из Украины, побережий Азовского моря двумя кораблями прибыли 62 семей (около 300-400 человек) переселённых болгар. Одна группа переселённых заселились в Очамчире, а вторая около Сухуми, в село Владимировка. Компактное расселение болгар было создано и в с. Чакви. По результатам переписи1989 года в Грузии проживали 650 болгар. А по результатам Всеобшей переписи 2002 года, в Грузии проживают 138 болгар. В том числе 65 в Тбилиси, а также явтономной республике Аджария, в Гурии и в малом количестве в различных районах Грузии. Большая из часть являются женщинами и они находятся в смешенных браках. Проживаюшие в Грузии болгар являются в оснавном русскоязычными. В г. Тбилиси действует землячество болгар Грузии. При Консульстве Болгарии в Грузии действует воскресная школа по изучению болгарского языка.
![]() |
9 ლიბერალიზმი ახალი გამოწვევები |
▲back to top |
Lumen
ფრიდონ საყვარელიძე
უკვე რამდენიმე თვეა სისტემატურად ვაქვეყნებთ სტატიებს ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ. თითოეული კონკრეტული იდეოლოგიის განხილვისას ვცდილობდით მისი განვითარების ისტორია, დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განგვეხილა. ამჯერად გვინდა სპეციალური წერილი მიუძღვნათ ლიბერალიზმის თანამედროვე მდგომარეობას, როგორც მის მიღწევებსა და წარმატებებს, ასევე მის პრობლემებს, ამოცანებსა და პერსპექტივებს. მით უმეტეს, რომ ამას წინათ გერმანიაში ვიმყოფებოდი ნაუმანის ფონდის მიწვევით და პატარა ქალაქ გუმერსბახში ფონდთან არსებულ თეოდორ ჰოისის სახელობის აკადემიაში გამართულ სემინარსაც დავესწარი, რომელიც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მიეძღვნა. მანამდე კი ფონდისა და აკადემიის შესახებ მცირე ექსკურსს შემოგთავაზებთ.
ფრიდრიხ ნაუმანი
ლიბერალური პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და პასტორი ფრიდრიხ ნაუმანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი გერმანიის დემოკრატიული პარტიის პირველი თავმჯდომარე იყო. მას სწამდა, რომ დემოკრატიის წარმატებული განვითარებისათვის გათვითცნობიერებული, განათლებული და აქტიური ადამიანები იყვნენ საჭირო.
1918 წელს ნაუმანმა ბერლინში სამოქალაქო განათლების კოლეჯი დააარსა, რომელიც დღემდე მოქმედებს და თავის ძირითად მიზნად მოქალაქეთა პოლიტიკურ განათლებას ისახავს.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს ბევრი რამ აქვს ნასესხები ამ ინსტიტუტის მოღვაწეობიდან. ის 1958 წელს დაარსდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, გერმანიის თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ნაუმანის მიმდევრისა და თანამოაზრის თეოდორ ჰოისის და მისი ლიბერალი მეგობრების ჯგუფის მიერ. ზემოთ ნახსენები თეოდორ ჰოისის აკადემია სწორედ ნაუმანის ფონდის ეგიდით მოქმედებს.
ფონდის ძირითადი საქმიანობა ლიბერალიზმის განვითარებასა და სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების საკითხებთან არის დაკავშირებული. აქ შეისწავლიან ლიბერალიზმის ისტორიას, თეორიას და პოლიტიკას, პრაქტიკულ საკითხებს - რიტორიკას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ადგილობრივი თვითთმართველობის პრობლემებს და სხვ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (აირჩიეს 1949 წლის 12 სექტემბერს) - თეოდორ ჰოისი
ფონდს მჭიდრო ურთიერთობა აქვს გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან.
ფონდის პროგრამა და მოღვაწეობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ფინანსდება. თუმცა ეს ორგანოები არ ახდენენ გავლენას ფონდის მოღვაწეობის მიმართულებებზე. კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ხარჯვით ნაწილზე, რომელიც ფედერალური სააუდიტორო ბიუროს რეგლამენტს უნდა შეესაბამებოდეს.
ფონდი ახორციელებს პოლიტიკურ დიალოგს ლიბერალებს შორის ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. ადამიანის უფლებების სფეროში ფონდი მხარს უჭერს პოლიტიკური განათლებისკენ მიმართულ ქმედებებს, წარმოადგენს რეკომენდაციებსა და სტრატეგიებს, უძღვება დიალოგს ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.
ლიბერალიზმის წარმატებები
ზემოთ ნახსენებ სემინარში მონაწილეობდნენ ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები. ორგანიზატორთა მტკიცებით, სემინარის მონაწილენი ლიბერალური იდეოლოგიისადმი ერთგულების ნიშნით იყვნენ შერჩეულნი. დღეს ლიბერალები ფიქრობენ, რომ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ამის შესახებ ყოველგვარი ტრიუმფალური მედიდურობის გარეშე საუბრობენ. მათ ესმით, რომ კაცობრიობის ისტორიაში არაფერია წინასწარგანსაზღვრული და მუდმივი, თავისუფლების იდეის გავრცელების საქმეში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი კი შეიძლება რეგრესმა შეცვალოს.
სახელგანთქმული პერუელი მწერლისა და ლიბერალის მარიო ვარგას ლიოსას აზრით, მეოცე საუკუნეში ლიბერალიზმის ყველაზე დიდი გამარჯვება ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ლიბერალური ღირებულებებისა და ცხოვრების წესის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის მოგერიება იყო1. დღეს, საბედნიეროდ, ფაშიზმი და კომუნიზმი ისტორიის ყველაზე უფრო ბნელ ფურცლებს ჩაბარდა და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ვერ აღორძინდება. მართალია, პერიოდულად ულტრანაციონალისტური პარტიების რეიტინგი საშიშ ზღვარს უახლოვდება ხოლმე (გავიხსენოთ ჟან-მარი ლეპენის ნაციონალური ფრონტი საფრანგეთში და იორგ ჰაიდერის ლიბერალური პარტია ავსტრიაში), დღემდე არსებობს მარქსისტული კუნძულები კუბისა და ჩრდილოეთ კორეის სახით, მაგრამ ეს არ არის სერიოზული ალტერნატივა და მით უმეტეს სერიოზული საფრთხე დემოკრატიისათვის.
ისიც მართალია, რომ დღეს მსოფლიოში არაერთი დიქტატორული რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ტოტალიტარული იმპერიებისაგან განსხვავებით მათ არა აქვთ მესიანური და ყოვლისმომცველი მიზნები. ჩინეთი, მაგალითად, ცდილობს ერთპარტიული სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკას და კერძო მეწარმეობას შეუხამოს. არც ზოგიერთ აფრიკულ და აზიურ ქვეყანაში (მაგალითად, ლიბიაში, ირანში, სუდანში) არსებული ფუნდამენტალისტური დიქტატორული რეჟიმები წარმოადგენენ საფრთხეს თავისუფლებისათვის ზოგადი მასშტაბით, რადგან ეს რეჟიმები იდეოლოგიური ჩამორჩენილობის გამო მარცხისთვის არიან განწირულნი.
ლიბერალებს შეუძლიათ იტრაბახონ, რომ თავისუფლების კულტურამ საოცარ წარმატებას მიაღწია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში, ისტორიაში პირველად, ხელისუფლების სათავეში მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნების შედეგად სამოქალაქო ხელისუფლებები მოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში, მართალია, დიდი ენთუზიამის გარეშე და ზოზინით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს საბაზროეკონომიკური რეფორმები. მთავარი ცვლილება, რომელიც ლათინურ ამერიკაში მოხდა, ისაა, რომ საზოგადოება დარწმუნდა - მართვის დემოკრატიული სისტემა დიქტატურის და კოლექტივისტური უტოპიების საუკეთესო ალტერნატივაა. და თუმცა ეს კონსენსუსი ყოველთვის არ ვრცელდება ეკონომიკურ სფეროზე, ლათინოამერიკული მთავრობები მაინც მიაგებენ კუთვნილს ლიბერალურ ეკონომიკურ დოქტრინას. ამ ქვეყნების ბევრმა ლიდერმა გაიარა გზა ეკონომიკური თავისუფლების სრული მიუღებლობიდან ვაცლავ ჰაველის ბრძნული გამონათქვამისადმი სრულ თანხმობამდე: „თუმცა ჩემი გული ცენტრიდან მარცხნივ ძევს, ყოველთვის მესმოდა, რომ ერთადერთი ქმედითი ეკონომიკური სისტემა - საბაზრო ეკონომიკაა. ეს ერთადერთი რაციონალური, ბუნებრივი ეკონომიკური მოდელია, რომელსაც აყვავებისკენ მივყავართ“.
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ორი გიგანტი: კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. პირველი ცნობილი მემარცხენე და ფიდელ კასტროს მეგობარია, მეორე კი ცნობილი ლიბერალი და პერუს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. ისინი მეგობრები იყვნენ და დღესაც მეგობრებად რჩებიან (ნუ გავიხსენებთ ინციდენტს, როდესაც 30 წლის წინ ლიოსას მარჯვენა ჰუკმა მარკესი ნოკაუტში ჩააგდო).
ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები და მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებებთან
ასრულებს თუ არა ლიბერალი მთავარ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში?
არსებობს თუ არა ადამიანის უფლებები, რომლებსაც ლიბერალი ყურადღებას არ აქცევს, ხოლო თუ არსებობს, რატომ არ აქცევს?
უნდა ეცადნონ თუ არა ლიბერალები უფრო მეტის გააკეთებას ადამიანის უფლებების განმტკიცების და დაცვის მიზნით?
შეიძლება თუ არა იყო უფლებების დამცველი და არ იყო ლიბერალი?
რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ლიბერალებისა და უფლებათა დამცველების ინტერესები?
ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ლიბერალიზმის თანამედროვე ურთიერთმიმართებებს ეხება.
ლიბერალიზმის, ისევე როგორც ადამიანის უფლებების კონცეფციის ეთიკური და მორალური საფუძველია რწმენა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური და მნიშვნელოვანია. ინდივიდის უფლებების და მისი ინდივიდუალურობის გამყარებისათვის ბრძოლაზე უარის თქმა თავად ადამიანის უფლებების იდეაზე უარის თქმის ტოლფასია.
ლიბერალიზმი, რომელიც იცავს ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების უფლებას, იცავს ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს სიცოცხლეს, საკუთრებასა და პიროვნების თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიასა და განათლებასთან მჭიდრო კავშირში განიხილავს. ლიბერალიზმი ამტკიცებს, რომ ესენი ადამიანს საკუთარი ინდივიდუალობის სრულად წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
ლიბერალიზმისათვის თავისუფლება და ინდივიდი ყურადღების ცენტრშია. ეს განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ბინომია, რომელიც მართავს ცხოვრებასა და საზოგადოებას, ანუ ინდივიდებს შორის ურთიერთობის დინამიკას.
ამგვარად, როდესაც ლიბერალი თავისუფლებაზე საუბრობს, ის გულისხმობს ინდივიდის თავისუფლებას, მის უნარს გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილებები. ამასთან ერთად, ლიბერალისათვის თავისუფლების კონცეფცია მჭიდრო კავშირშია პასუხისმგებლობის კონცეფციასთან. ადამიანი ვერ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე, თუ მას ამ ქმედების ალტერნატივა არა აქვს. მაგრამ ეს კონცეფცია უფრო შორს მიდის და გულისხმობს, რომ ინდივიდი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ ქმედების შედეგთა გამო, რომელიც მან თავისუფლად ჩაიფიქრა და შეარჩია. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ინდივიდის პასუხისმგებლობა სხვა ინდივიდის მიმართ ემყარება ამ უკანასკნელის არჩევანისა და გადაწყვეტილებებისადმი პატივისცემასა და შემწყნარებლობას, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ადამიანის უფლებების პატივისცემას. მის გარეშე ადამიანის უფლებები კარგავს თავის აზრს და მნიშვნელობას. აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა - ეს არის თავისუფლების დაცვა, რადგან ეს იგივეა, რაც უფლებების თანასწორობა.
ადამიანს აქვს პოლიტიკური თავისუფლება, თუკი მას შეუძლია შევიდეს რომელიმე ორგანიზაციაში, გამოხატოს თავისი აზრი და, თუ ამის უფლება აქვს, აირჩიოს ან იყოს არჩეული. ეს ის უფლებებია, რომელთაც დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ყველა უფლება და თავისუფლება ურთიერთდაკავშირებულია. მაგრამ ლიბერალიზმი ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირის აღიარებისას არ ქმნის ამ უფლებების იერარქიას, რადგან ყველა უფლება დამოკიდებულია მოქმედების, არჩევანის და გადაწყვეტილების თავისუფლებაზე. ამგვარად, მაგალითად, პიროვნება ვერ იქნება თავისუფალი, თუ მას საკვები არა აქვს (რაც იგივეა, რომ მას წართმეული აქვს საკუთარი თავის გამოკვების უფლება), მაშინ მას არც მუშაობის ძალ-ღონე ექნება, ვერც საკუთარ აზრს დაიცავს სხვების წინაშე, ვერც საარჩევნო პროცესში მიიღებს მონაწილეობას და ვერც განათლებას შეიძენს, რადგან დაქვეითებული ექნება განათლების შეძენის უნარი. უფლებების ურთიერთკავშირი იმას კი არ ნიშნავს, რომ ინდივიდი არაა თავისუფალი, თუ მას არა აქვს უფლებების ერთობლიობა, არამედ იმას, რომ ის არ არის თავისუფალი, თუ მას ეს უფლებები მხოლოდ ქაღალდზე აქვს, რადგან არ შეუძლია მათი გამოყენება. და აი მივადექით კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან ლიბერალურ ცნებას, რომელსაც საკუთრება ჰქვია (დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია „სახელმწიფო და კერძო საკუთრება“ - „სოლიდარობა“ №?).
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ადამიანი არ არის თავისუფალი, თუ ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, თუ არა აქვს თავისუფალი არჩევანი, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ვერ მოქმედებს საკუთარი შეხედულებების მიხედვით. მაგრამ ასეთი ადამიანი ხომ მონაა. რაღაცას უნდა ფლობდე, რათა შეძლო საკუთარი თავისუფლებების შენარჩუნება და განმტკიცება. როდესაც ინდივიდს არა აქვს რაიმე სახის ქონება, ის მთლიანად სხვებზე ხდება დამოკიდებული და მაშინ მის უფლებებს სხვათა გადაწყვეტილება და არჩევანი ზღუდავს.
კანონის უზენაესობა
უზრუნველყოფს თითოეულის თანასწორობას კანონის წინაშე. ანუ ეს უფლებები და თავისუფლებები თანაბრად ეკუთვნის ყველას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება კანონის გამოყენება ვინმეს დისკრიმინაციის მიზნით. ეს არის ხელისუფლების თვითნებობისაგან ინდივიდებისა და უმცირესობების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების თვითნებობა, კანონის უზენაესობის კონცეფცია აწესებს სახელისუფლო ბალანსს, წონასწორობას, რომელიც ეფუძნება ხელისუფლების დაყოფას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რომლებიც აკონტროლებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს. ესეც დემოკრატიის პირობა.
კონკურენციის კონცეფცია შემოტანილია ლიბერალურ იდეოლოგიაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კონცეფციების გასამტკიცებლად, რადგან კონკურენციის თანაბარი შესაძლებლობა ასევე ამცირებს ხელისუფლების თვითნებობის შესაძლებლობებს.
რაც შეეხება კონკურენციის შესაძლებლობას ინდივიდის ხელთ არსებული სახსრების (და მათი მუდმივი ტრანსფორმაციის) საფუძველზე, ის ბადებს ძირითად სტიმულს ალტერნატივების მუდმივი შექმნა-აღდგენისათვის, პირადი სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც არ აძლევს საშუალებას ერთ ადამიანს მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი სხვების მაგივრად. როდესაც კონკურენცია ამგვარადაა გარანტირებული, ხელისუფლების პრაქტიკული წონასწორობა რეალური და სტაბილური ხდება. და ეს საერთო კეთილდღეობისათვის კეთდება, რაც თავიდანვე წარმოადგენდა საბოლოო მიზანს.
როგორც ზემოთ ითქვა, თანასწორობა თავისუფლებას ექვემდებარება. ერთი მხრივ იმიტომ, რომ თანასწორობა ნიშნავს თანასწორობას კანონის წინაშე, იმ ჩარჩოების წინაშე, რომლებიც ჩემი თავისუფლების გარანტიაა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინდივიდი თანასწორია მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს აირჩოს თავისი ცხოვრების წესი, თუ ეს არ შელახავს სხვების უფლებებსა და თავისუფლებებს. მეორე მხრივ, თანასწორობა ასევე ნიშნავს შესაძლებლობების (და საუკეთესო შესაძლებლობების) თანასწორობას ყველასათვის. როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას ინდივიდზე ამახვილებს, ლიბერალიზმი არ კმაყოფილდება თეზისით, რომლის მიხედვითაც ინდივიდმა სხვებზე უკეთ იცის საკუთარი ინტერესები. თანასწორობის ცნება ინდივიდის შესაძლებლობების მაქსიმიზაციის და მისი საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობასაც მოიცავს.
მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმიზაცია (რაც საბოლოოდ პროგრესის საწინდარია) წარმოუდგენელია განათლების გარეშე; მხოლოდ მას შეუძლია უზრუნველყოს შესაძლებლობების ქმედითი თანასწორობა. სწორედ ამიტომაა ნათქვამი, რომ „ლიბერალიზმი გვთავაზობს არა თევზს, არამედ ანკესს თევზის დასაჭერად“. სწორედ ანკესი უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში თანაბარ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მეთევზის მიერ უფრო მეტი თევზის დაჭერის შესაძლებლობა იზრდება, თუ მას ამის გაკეთებას ვასწავლით. აი მაშინ თავად ადამიანი გადაწყვეტს როგორ გამოიყენოს ეს ანკესი. ლიბერალებს სწამთ, რომ დღეს მათი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა განამტკიცონ ადამიანების ცოდნა და შეასწავლონ მათ ამ ცოდნის ეფექტიანი მოხმარება საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების განკარგვის მიზნით.
ახალი გამოწვევები
„ლიბერალს ესმის ყველასი, გარდა იმ ხალხისა, რომელთაც მისი არ ესმით.“
უცნობი ავტორი
ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების დღიდან არ წყდებადებატები იმის თაობაზე, ხომ არ არის ადამიანის უფლებები ნიშანდობლივი და ჩვეული მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიებისათვის და დასავლური კულტურა ძალით ხომ არ ახვევს მათ თავს დანარჩენ მსოფლიოს? როგორც უკვე ითქვა, ისტორიის ფორმირებაში ლიბერალიზმთან ერთად სხვა პოლიტიკურმა მიმდინარეობებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ გარკვეულმა ლიბერალურმა ღირებულებებმა მოახდინა გავლენა ადამიანის უფლებებზე. თუმცა ისინი იმასაც აღიარებენ, რომ საკუთარი ისტორიული მონაპოვრებით ტკბობისას ადამიანის უფლებების ევოლუციის მხრივ წინ ნაბიჯი ვეღარ გადადგეს, რათა პასუხი გაეცათ XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.
ბერლინის კედლის დაცემა, სსრკ-ს დაშლა, ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის გადაწყვეტის მეთოდები, სიღატაკე, განსაკუთრებით აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, ახლანდელი მოვლენები ავღანეთსა და ერაყში - ეს სია, რომელიც ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ასახავს, კარგად წარმოაჩენს გამოწვევებს, რომლებსაც, უნდა ითქვას, ლიბერალების მხრიდან ჯეროვანი და ეფექტური პასუხი და კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია.
თანამედროვე პირობებში ლიბერალებმა ისეთი მიდგომები უნდა შეიმუშაონ, რომლებიც ადგილობრივ თავისებურებებს გაითვალისწინებენ და რომლებშიც ფილოსო ფია რეალობასთან იქნება შეხამებული. სუდანის პრობლემები განსხვავდება კოსტა-რიკის პრობლემებისაგან, ამიტომ ლიბერალები მზად უნდა იყვნენ საიმისოდ, რომ კონკრეტული პასუხები გასცენ განსხვავებულ საზოგადოებებში წამოჭრილ კითხვებს.
ამასთან ერთად, გლობალიზაციის პირობებში ნაციონალური პრობლემები ზეგავლენას ახდენს სხვა, განსაკუთრებით კი მეზობელ, სახელმწიფოებზე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების პრობლემები სახელმწიფოში არსებული კონკრეტული ვითარებისდა მიხედვით უნდა განიხილებოდეს, საჭიროა რეგიონულად ორიენტირებული თანამედროვე სტრატეგიული ხედვების შემუშავება ადამიანის უფლებათა სფეროში.
სიღატაკე ასევე უნდა გახდეს ლიბერალების პროგრამის საკვანძო საკითხი, კერძოდ იმიტომ, რომ სიღატაკე არჩევანის შესაძლებლობის არქონას ანუ თავისუფლების არქონას ნიშნავს. ლიბერალებმა უნდა შექმნან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობები თითოეული ადამიანის განვითარებისა და მათი კეთილდღეობის მიზნით. თუმცა ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ ლიბერალებს ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, მეტიც, ბევრი სწორედ ლიბერალებს აკისრებს პასუხისმგებლობას მსოფლიოში სიღატაკის ასეთი დონის გამო. ამიტომ ლიბერალებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ ეკონომიკური ლიბერალიზმის გარდა არსებობს პოლიტიკური ლიბერალიზმიც.
უმცირესობების უფლებები - ამ მიმართულებით ლიბერალები აპირებენ გავიდნენ იმ დისკუსიის საზღვრებს მიღმა, რომელიც პირად და კოლექტიურ უფლებებს ეხება. რა დასამალია და, ბევრ ლიბერალს უჭირს ამ ბარიერის დაძლევა, რადგან არ ცნობს ადამიანთა კოლექტიურ უფლებებს. თუმცა ისინი აპირებენ სახელმწიფოებისაგან უმცირესობების განვითარების უზრუნველყოფის მოთხოვნას და მათ დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან.
ბავშვთა უფლებები - რადგან ბავშვები ნებისმიერი საზოგადოების მომავალია, ლიბერალები აპირებენ აქტიურად იმუშაონ ბავშვთა განათლებისა და ზოგადად ოჯახის პრობლემებზე. ადრე ლიბერალებს არ ჰქონდათ კონკრეტული პასუხები ამ მიმართულებით დასმულ კითხვებზე.
ლიბერალებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს შორის ურთიერთობა არ არის ისე მჭიდრო და მტკიცე, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. შეხების წერტილების ძებნა და არსებული მდგომარეობის შეცვლა ჯერჯერობით ლიბერალების მიერ ხელუხლებელი თემაა. ცნობილია, რომ, ერთი მხრივ, ყველა ლიბერალი არ არის აქტიური ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში, მეორე მხრივ კი, არც ადამიანის უფლებათა ყველა დამცველი იზიარებს ლიბერალიზმის პრინციპებს. დადგა ბარიერების გადალახვის ჟამი. საჭიროა როგორც ლიბერალების გააქტიურება ადამიანის უფლებების უფრო ფართო გააზრებისა და მათი დაცვის მიზნით, ასევე ადამიანის უფლებების დამცველთა მუშაობაში ლიბერალური წინადადებების დანერგვა, როგორც ეს სხვა ისტორიულ ეპოქებში ხდებოდა.
დასკვნა
ამრიგად პროგრესი აშკარაა. ისტორიაში თავისუფლების როლისთ ვის ინტელექტუალურმა ბრძოლამ გამარჯვება ლიბერალებს მოუტანა. კარლ მარქსს, ვლადიმირ ლენინს და მაო ძედუნს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ისტორიული განვითარების კანონები აღმოაჩინეს და მათ მიერ შემოთავაზებული პროლეტარიატის დიქტატურა და ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმვა საყოველთაო კეთილდღეობის საწინდარი გახდებოდა. თუმცა საბჭოთა იმპერიის დაშლამ დაადასტურა ადამ სმიტის, ალექსის ტოკვილის, კარლ პოპერის, ისაია ბერლინისა და სხვათა არგუმენტების მართებულობა ღია საზოგადოებისა და თავისუფალი ეკონომიკის უპირატესობის შესახებ.
მიუხედავად ამისა, ლიბერალები მიიჩნევენ, რომ მიღწეულით თვითკმაყოფილება დაუშვებელია, ვინაიდან ისტორია არაა წინასწარ დაწერილი და არ გამორიცხავს განვითარების ალტერნატიულ გზებს. ისტორია ადამიანთა ხელით იქმნება, ამიტომ ადამიანებს ხელეწიფებათ მისი წარმართვა სწორი მიმართულებით - პროგრესისა და ცივილიზაციისკენ. ადამიანებს ასევე შეუძლიათ რწმენის, აპათიის თუ სიმხდალის გამო ანარქიისკენ, სიღატაკისა და დეგრადაციისაკენ წარმართონ ისტორია. აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ კულტურას ახალ-ახალი ტერიტორიების ათვისება და საკუთარი მიღწევების განმტკიცებაც ძალუძს, მაგრამ არც გავლენის დაკარგვისა და მიღწეული წარმატებების ბალზაკისეული შაგრენის ტყავის მსგავსად ნელი განლევისაგან არის დაზღვეული. მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს იდეებზე, ჩვენს ქმედებებზე და ჩვენს არჩევანზე - ფიქრობენ ლიბერალები.
--------------------------
1. ლიოსას სტატია - Liberalism in the new millennium - პირველად გამოქვეყნდა წიგნში Global Fortune: The Stumble and Rise of World Capitalism, Cato Institute, 2000
![]() |
10 ცერებრული დამბლა |
▲back to top |
Stigma-free
თათია მებაღიშვილი
რამდენიმე ათეული წლის წინ ცერებრული დამბლის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, სპეციალურ დაწესებულებებში ათავსებდნენ ხოლმე - საზოგადოებისგან მოშორებით - და ამის აუცილებლობას მხოლოდ და მხოლოდ მათი განსხვავებულობით ხსნიდნენ. არავინ იცის, რატომ ან როგორ ხდება, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ. დღემდე არავის ამოუხსნია სამყაროს მრავალფეროვანი საიდუმლო და ვერც ვერავის მოუგია ბრძოლა მის გასანადგურებლად.
ცერებრული დამბლა - „ჩვენც ცოცხლები ვართ!“
ცერებრული დამბლა გულისხმობს არაპროგრესირებად ნევროლოგიურ დარღვევებს, რომლებიც მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე განსაკუთრებით მოძრაობასა და პოზაზე. ამის მიზეზია განვითარებად თავის ტვინში მოძრაობის მარეგულირებელი ცენტრების დაზიანება. მოძრაობის პრობლემები დაავადებულთა საერთო მახასიათებელია, მაგრამ მათი დიაპაზონი უმოძრაობიდან დამბლის მცირე ხარისხით გამოხატულებამდე იშლება. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკურნალობის რაც შეიძლება ადრე დაწყებას, ვინაიდან ადრეულ ასაკში თავის ტვინი უფრო მოქნილია და, შესაბამისად, უფრო ადვილად ამთვისებელი. არსებობს დაზიანების სხვადასხვა ხარისხი, რომელიც გავლენას ახდენს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარზე, თუმცა ეს დაავადება არ ეხება რეპროდუქციულ ფუნქციას, ამიტომ ცერებრული დამბლის მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია ბავშვები იყოლიოს და წარმატებული მეურვეობაც გაუწიოს მათ.
სპეციალური ფეხსაცმელი ცელებრალური დამბლის მქონე ბავშვებისათვის
ირაკლი ნატროშვილი, ექიმი-ნევროლოგი: „ცერებრული დამბლა არის კრებითი დიაგნოზი, რომელიც აერთიანებს გარკვეულ სიმპტომთა ჯგუფს. დაავადებას იწვევს თავის ტვინის დაზიანება, რაც შეიძლება მოხდეს მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს დადაბადებიდან უახლოესი პერიოდის (1-2 წლის) განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ დაბადების შემდეგ განვითარებული დაავადება იმავე სიმპტომებს იწვევს, რასაც, დავუშვათ, მუცლად ყოფნის პერიოდში წარმოშობილი... ცერებრული დამბლის სრული განკურნება ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ ამ დაზიანების აღმოფხვრა შეუძლებელია. დაავადება არ პროგრესირებს. რადგან დაზიანების კერის აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ მკურნალობა მიმართული უნდა იყოს იმ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, რომელიც დარჩენილი აქვს თავის ტვინს და მთელ ორგანიზმს“.
მიუხედავად იმისა, რომ ცერებრული დამბლის სრული განკურნება არ ხდება, სარეაბილიტაციო მკურნალობა აუცილებელია და დროული და ადექვატური მკურნალობის შედეგად ბევრ შემთხვევაში ასეთი ბავშვები ჩვეულებრივ ზრდასრულ ცხოვრებას ეწევიან.
ირაკლი ნატროშვილი: „სარეაბილიტაციო მკურნალობა მიმდინარეობს დასავლური სტანდარტებით, ე.წ. მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისაგან შემდგარი გუნდის მუშაობას გულისხმობს თითოეულ პაციენტთან. ექიმი-ნევროლოგი, ექიმი-ორთოპედი, ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, და ორთოზისტი - ეს არიან გუნდის შემადგენლობაში შემავალი ის ძირითადი სპეციალისტები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ცერებრული დამბლის ან სხვა ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტებთან“.
ნინო რუხაძე, ოკუპაციური თერაპევტი: „ოკუპაციური თერაპია ახალი პროფესიაა. თერაპევტი იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმცირესობაში იმყოფებიან, მარგინალიზებულნი არიან და პრობლემები აქვთ იმ საქმიანობის განხორციელებისას, რომელსაც სურთ, რომ მისდიონ.
ბავშვის შემთხვევაში თერაპიული პროცესი თამაშის გამოყენებით მიმდინარეობს, იმიტომ, რომ თამაში ბავშვისათვის ყველაზე ბუნებრივი საქმიანობაა. ეს პროცესი ასე მიმდინარეობს: ვადგენთ საქმიანობათა სახეებს, რომლებიც ბავშვის ასაკისთვის არის შესაფერისი, ვიკვლევთ რისი გაკეთება სურს ბავშვს, მაგრამ ვერ ახერხებს; ვარკვევთ რა სურვილები და საჭიროებები აქვს მშობელს. საქმიანობის სფერო შეიძლება იყოს თვითმოვლა - დამოუკიდებლად ჭამა, დაბანა, ტუალეტის ჩვევის გამომუშავება. საბავშვო ბაღში წასვლამდე ბავშვს ეს ჩვევები უკვე უნდა ჰქონდეს. მეორე მხარეა პროდუქტიულობა, საბავშვო ბაღის თუ სკოლის პროგრამისთვის მზაობა და მასში ჩართულობა, საჭირო საქმიანობის წარმატებულად განხორციელება: მაგალითად, წერა, კითხვა, დასვენება ან საქანელაზე ქანაობა. ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც სრულფასოვანი ცხოვრება მოიცავს, ჩვენი მუშაობის სფეროა.
ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ჩვენი კომპეტენცია, რითიც არ ვგავართ სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, არის ის, რომ ვიცით, როგორ შეიძლება გარემო ისე მოარგო ადამიანს, რომ ქცევა განხორციელდეს, და როგორ შეიძლება თვითონ საქმიანობის წესი შეცვალო ისე, რომ წარმატებული ქცევა მიიღო, ანდა როგორ შეიძლება ჩაანაცვლო ერთი ქცევა მეორით და იმავე შედეგს მიაღწიო. მაგალითად, ბავშვი, რომელიც რეაბილიტაციის ცენტრში დადის, დადის ჩვეულებრივ სკოლაში (რაც, ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება), ძლევს სასწავლო პროგრამას, ოღონდ, თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან უჭირს წერა. თავიდან, დაწყებით კლასებში, პრობლემა ის იყო, რომ მასწავლებელი ვერ არჩევდა მის დაწერილს. რეაბილიტაციის პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ თანდათან დაიხვეწოს მისი მოძრაობები და ისე, რომ გასაგებად წეროს. მეორე მხრივ, სხვა ბევრი გზაც არსებობს. შეიძლება მასწავლებელთან შეთანხმდე, რა კრიტერიუმებით შეაფასებს ამ მოსწავლეს, ანდა მაგიდა და სკამი ისე მოარგო ბავშვს, რომ უკეთ დაწეროს.“
სტატისტიკა
ირაკლი ნატროშვილი: „საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს ცერებრული დამბლის სიხშირის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ცერებრული დამბლის სტატისტიკური სიხშირე დაახლოებით ერთი და იგივეა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: თუ განვითარებულ ქვეყნებში ცერებრული დამბლის სიხშირე იმით არის გამოწვეული, რომ ნაადრევად დაბადებულ და ძალიან მცირე წონის ახალშობილებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, - რაც სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით არის განპირობებული, - განვითარებად ქვეყნებში იგივე რაოდენობა დროული ახალშობილების ცუდი პატრონაჟის შედეგია. ამიტომ, აშშ-სა და, დავუშვათ, კამბოჯაში ცერებრული დამბლის სიხშირე დაახლოებით თანაბარია. ამ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ცერებრული დამბლით დაავადებული დაახლოებით 10-12 ათასი ადამიანი უნდა იყოს.“
განვითარებულ ქვეყნებში შემთხვევათა რაოდენობა 1000 მშობიარობიდან დაახლოებით 2-2,5%25 შეადგენს და, მიუხედავად მედიცინის წინსვლისა და განვითარებისა, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ეს რიცხვი კი არ შემცირდა, გაიზარდა, რაც შეიძლება სწორედ ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსის ზრდას უნდა მივაწეროთ. აშშ-ში დაახლოებით 500 000 ადამიანს აქვს ცერებრული დამბლა, ყოველწლიურად 1500 სკოლამდელი ასაკის ბავშვს ცერებრული დამბლის დიაგნოზს უსვამენ. გავრცელებული ცრურწმენა ძველადაც და დღესაც ის არის, რომ თითქოს ცერებრული დამბლა გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. სინამდვილეში, გონებრივ ჩამორჩენილობას ადგილი მაშინ აქვს, როდესაც თავის ტვინის ქერქია დაზიანებული, ან მაშინ, თუ ბავშვს სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევა. ასეთი ბავშვები ისედაც მიდრეკილნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებისკენ, თუმცა მათი ინტელექტის დონე გენიოსიდან გონებრივ ჩამორჩენილობამდე მერყეობს. ამიტომ მთავარი ისაა, რომ ბავშვის შესაძლებლობები ეჭვქვეშ არ დავაყენოთ და ყველანაირად ვეცადოთ სწავლის პირობები შევუქმნათ მას.
როცა ხელს გამომიწვდი, საკუთარ თავს ეხმარები
ცერებრული დამბლის მქონე ადამიანები ხანდახან სტიგმატიზებულნი არიან და დაცინვის ობიექტები ხდებიან, თუმცა ეს ტენდენცია ნელ-ნელა მცირდება საერთო განათლების დონის ამაღლებისა და სხვადასხვა ძალისხმევათა წყალობით. XX საუკუნეში ასეთი ბავშვების უმრავლესობას ჯერ კიდევ სპეციალურ თავშესაფრებში უშვებდნენ ხოლმე. თუმცა ამერიკაში, მინესოტას შტატში, 1962 და 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა წარმოაჩინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1961 წელს ცერებრული დამბლის მქონე ადამიანების უმრავლესობა საზოგადოების თვალსაწიერიდან უჩინრად, სახელმწიფო დაწესებულებებში ცხოვრობდა. დღეს კი მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში - უნდა იზრდებოდნენ თავიანთ ოჯახებში, უნდა მუშაობდნენ და სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რითიც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი სარგებლობს. მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ როდესაც საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეხმარება თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, ყველანი უკეთესად არიან.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცერებრული დამბლის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება მით უფრო დადებითია, რაც უფრო განათლებულია საზოგადოება და იცის, რას წარმოადგენს ეს დაავადება. 1990 წელს ფინეთში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთაგან (1200 შემთხვევით შერჩეული ადამიანი გამოიკითხა) 95,4%25-ს გაგონილი ჰქონდა ცერებრული დამბლის შესახებ, 60,7%25-მა კი იცოდა, რაც იყო ეს. ათიდან ცხრა თავის შვილს მისცემდა უფლებას, ეთამაშა ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთან, ხოლო 48%25 სამსახურში აიყვანდა ასეთ ადამიანს. 47,5%25 შესაძლებლად მიიჩნევდა, ხოლო 28%25 - სრულიად შესაძლებლად, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანებს თავიანთი ოჯახები შეექმნათ და შეენარჩუნებინათ.
საქართველო ცერებრული დამბლის პირისპირ
როგორც ირაკლი ნატროშვილი ამბობს, „მკურნალობა ყველა შემთხვევაში ეფექტურია. უბრალოდ, საქმე ის არის, თუ რას ელოდებიან მშობლები და თვითონ ბავშვი ამ მკურნალობისგან და რას თვლიან ისინი დამაკმაყოფილებელ ან არადამაკმაყოფილებელ შედეგად. ჩვენი მკურნალობის მიზანი არის ბავშვის რაც შეიძლება აქტიურად ჩართვა სოციუმში, მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალიზაციის ხარისხის გაზრდა, მიღწევა იმისა, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანი და საზოგადოების სრულყოფილი წევრი იყოს. ბევრმა ჩვენმა ყოფილმა პაციენტმა დაამთავრა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი და ახლა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობენ“.
ნინო რუხაძე: „იყო ისეთი შემთხვევაც, როცა აქ დადიოდა ადამიანი, რომელმაც შემდგომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა მუშაობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან, რომლებიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი არიან. რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა“.
მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი ბავშვების ბოლომდე მისაღებად.
ერთ-ერთი ასეთი ბავშვის მშობლის ჩანაწერიდან: „საბას ძალიან უყვარს მეზობლის ბავშვები. მასთან რომ მოდიან, მთელ სათამაშოებს გადმოყრის ხოლმე, აჩვენებს, ათამაშებს. არავინ არ დასცინის, პირიქით, მათ თვალებში შეცოდების გრძნობა უფრო არის, რაც არ მსიამოვნებს, მაგრამ აგრესიას სჯობს.“ ასეთია საბას დედის მოკრძალებული არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.
ირაკლი ნატროშვილი: „ძალიან ხშირად პრობლემები ჯანმრთელი ბავშვების მშობლებისა და თვითონ ჯანმრთელი ბავშვების მხრიდან მომდინარეობს, რასაც ხშირად ვაწყდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, სკოლაში, საბავშვო ბაღში. ხშირად ჩვენი პაციენტები ძალიან განაწყენებულნი მოდიოდნენ უმაღლესი სასწავლებლებიდან, ვინაიდან პედაგოგს არ სურდა გაეგო, რომ მისი მეტყველება განსხვავებულია. საზოგადოებამ ეს ადამიანები უნდა მიიღოს ისეთებად, როგორებიც არიან, არ უნდა გაამახვილოს ყურადღება მათ თავისებურებებზე. ესენი ასეთები დაიბადნენ და სიბრალული და შეცოდება კი არ სჭირდებათ, არამედ თანადგომა, როგორც ყველა ჯანმრთელ, ნორმალურ ადამიანს.“
ნინო რუხაძე: „ზოგი უფრთხის ჯანმრთელთა მხრივ არაჯანსაღ დამოკიდებულებას და ურჩევნიათ ბავშვები იშვიათად გამოიყვანონ გარეთ. ხშირად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები ასეთი ბავშვების მიმართ სიბრალულს გამოხატავენ, რაც, ცხადია, არავის სიამოვნებს. არიან მშობლები, რომლებსაც ასეთი მოპყრობა აქტიური ქმედებისკენ უბიძგებთ - მათ თანამოქალაქეების განათლების სურვილი უჩნდებათ, უნდათ ყველას შეაგნებინონ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ხოლო მათი შვილები ჩვეულებრივი ბავშვები არიან.
ეს არის პროცესი. საქართველოში ახლა სწორედ ის დროა, როდესაც სპეციალისტები და ის ადამიანები, ვისაც ეს ევალება, ცდილობენ, საზოგადოებას განუმარტონ, რომ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულობას; ნელ-ნელა სკოლები ხდება ინკლუზიური, ასეთი ბავშვები შემდგომ უნდა დასაქმდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეიძლება ძალიან წარმატებულნი იყვნენ ამა თუ იმ სფეროში. ცხადია, საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი სიძნელე შეექმნება საზოგადოებას, თავად ამ ადამიანებს, მათ მშობლებსა და სპეციალისტებსაც. ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. სამაგიეროდ, მომავალი თაობებისათვის ბევრი რამ უფრო ადვილი იქნება.“
სპეციალური სათამაშო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის რეაბილიტაციისას
შემწყნარებლობა და თანადგომა, როგორც უმთავრესი ღირებულებები, სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიღებასა და მათთან ჯანსაღ დამოკიდებულებაში უნდა გამოვლინდეს. ეს არის განათლებული, ძლიერი და საღად მოაზოვნე საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი.
„საქმე არ ეხება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისებას. მათ არ სჭირდებათ უნარიანი ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის საერთო გაგების მიღება; გაგება იმ სიმდიდრისა, თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება; აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა“ (ნელსონ მანდელა).
![]() |
11 ვიზრუნოთ ერთმანეთზე |
▲back to top |
pro-აქცია
კავშირი „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ 25 სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან შედგება. აქ გაერთიანებულნი არიან თბილისის, საგარეჯოს, ბაკურიანის, რუსთავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, დუშეთის და სურამის საბავშვო ბაღების, სკოლების, სკოლისგარეშე დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თოჯინა „ტოლერანტი“
კავშირის მიზანია ისეთი აქტივობების გატარება, რომელიც კონკრეტულ თემში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება თემში მცხოვრები არაქართული მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაციაცაა. აქტივობებს კავშირი თავისი მიზნის მისაღწევად ყევალზე შესაფერის გარემოში - სკოლამდელ და სასკოლო სასწავლო დაწესებულებებში - ახორციელებს, მშობლებისა და თემის სხვა წარმომადგენლების ჩართვით.
კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა პირველად 2006 წლის 26 თებერვალს გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“, სადაც ყოველმა მათგანმა წარადგინა მათ მიერ განხორციელებული აქტივობა, იქნებოდა ეს ქუჩებისა და მდინარის კალაპოტის დასუფთავება, ხეების დარგვა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სადარბაზოებზე ბანერების გაკეთება თუ სხვა. მოგვიანებით მათ პროგრამის „ბავშვთა ტოლერანტობისა და სათემო თანამშრომლობის ღონისძიების“ ფარგლებში მოისმინეს სემინარები თემებზე: „ინკლუზიური სწავლება“, „სათემო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ“, „საქართველო - ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება“. 2007 წლის თებერვალში ეს 25 სასწავლო დაწესებულება დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაციად „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ და პროგრამის „ბავშვთა ტოლერანტობისა და სათემო თანამშრომლობის ღონისძიების“ ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განახორციელა:
1. ეკოლოგიური აქცია - მთაწმინდა-კრწანისის რაიონში გამოიყო ტერიტორია და თემში მცხოვრებმა ყველა ეროვნების წარმომადგენლებმა ერთად დარგეს ნერგები.
2. ტოლერანტული სუფრა - რესტორან „ქალაქურში“ თბილისში მცხოვრებმა ყველა ეთნოსმა მზა ტრადიციული კერძი წარმოადგინა. ღონისძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში გაშუქდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამის ფარგლებში 2007 წლის 18 იანვარს კავშირმა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გამოაცხადა კონკურსი „ტოლერანტული კოსტიუმის“ ესკიზის დასამზადებლად. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა ასაკისა და ეროვნების მოქალაქეს. კოსტიუმის ესკიზში უნდა გამოკვეთილიყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული შესამოსელის დეტალები, ფერები და ხასიათი. კონკურსის არსი ტოლერანტობის ყველა სფეროში გამოვლენა იყო.
პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ დამზადდა ლოგო, რომელიც ტოლერანტული განწყობის გამომხატველი იქნება მსგავს აქციებსა და ღონისძიებებზე. ამასთან ერთად შეიქმნა თოჯინა „ტოლერანტი“, რომელიც თავშეყრის ადგილებზე ტოლერანტობის შესახებ თავის მოსაზრებებს გაგვიზიარებს.
კავშირი „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ სამომავლოდაც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს არაქართული და ქართული მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რათა თანაბარ პირობებში ყველა მოქალაქეს გაუჩნდეს სურვილი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნულ პროცესებში თანამონაწილეობისა. ორგანიზაციის წევრები აცნობიერებენ, რომ რამდენიმე ათეული, თუნდაც ასეული ამგვარი ღონისძიება ვერ გადაჭრის საქართველოში არსებულ ეთნოგაუცხოების პრობლემას, მაგრამ ამგვარი აქტივობები უთუოდ შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ეთნოსებს შორის მეგობრობისა და სოლიდარობის განმტკიცებას.
![]() |
12 ჯვრის გზის პროცესია |
▲back to top |
ახალი ამბები
6 აპრილს, წითელი პარასკევის დილას, სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები სუბ გევორქის ტაძრიდან ერთად დაიძრნენ და, კათოლიკურის გავლით, ლუთერული ეკლესიისკენ გაემართნენ. მსვლელობა ბაპტისტურ ეკლესიაში წირვით დასრულდა.
პროცესიის მიზანსა და მთავარ სათქმელზე გზაში ევანგელურბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი მალხაზ სონღულაშვილი გვესაუბრა. ეკუმენურ ანუ ეკლესიათა დაახლოების იდეას მათ შორის არსებული დოგმატური, რიტუალური და პრაქტიკული განსხვავებები უშლის ხელს. მთვარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თქმით კი, წითელი პარასკევის მსვლელობა იმის მოწმობაა, რომ, ქრისტიანებს შორის გადაულახავი განსხვავებების მიუხედავად გვაერთიანებს უმთავრესი: იესოს დაბადება, ჯვარცმა და აღდგომა. დღეს ქრისტიანებს შეუძლიათ ერთად ილოცონ, თაყვანი სცენ ერთ სახარებას, ერთ მაცხოვარსა და ერთ ჯვარს.
ჯვრის გზის პროცესია უკვე ხუთ წელზე მეტია რაც ტარდება და მასში ევანგელურ-ბაპტისტური, კათოლიკე, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები მონაწილეობენ. ვერ გეტყვით ეს უბრალო დამთხვევაა, თუ განზრახ იქნა შერჩეული ასეთი მარშრუტი, მაგრამ ჯვრის მტვირთველებმა ეკლესიები ზუსტად იმ თანმიმდევრობით გაიარეს, რომლითაც ეს ქრისტიანული კონფესიები წარმოიქმნა ისტორიის განმავლობაში.
ეკუმენური მსვლელობის არსზე საუბრობს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ლაუნჰარდტიც - რადგან ადამისა და ევას პირველყოფილი წყევლა ჯვარცმით მოიხსნა, ჯვრის ეს პროცესია მოგვიწოდებს, გავიაზროთ გზა, რომელიც ქრისტემ ჯვარცმისაკენ გაიარა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც ყველაფერი უფრო და უფრო სწრაფი და ქაოტური ხდება. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რა მოხდა წითელ პარასკევს. იმის გარდა, რომ დღეს ჯვარცმის მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ, ეს პროცესია ამავე დროს მოგვიწოდებს, რომ არ გახევდეს აზროვნება, მუდამ ვიყოთ გზაში და არ შევუშინდეთ მოძრაობას, რადგან როცა გზაში ვართ, მაცხოვარი ჩვენ გვერდით მოაბიჯებს.
![]() |
13 Summary |
▲back to top |
The first column of the 12th issue of magazine „Solidaroba“ is traditionally „Our Circle“. This time we will tell you about life of those young people who grew up in orphanages and now have nowhere to go.
„Round Table“ is also about youth. Representatives of the Ministry of Education and Prosecutors Office, sociologist and psychologist are discussing the topic of crime among juveniles and talking about the ways of its prevention. In the heading „Dialogue“ you can read interview with Mr. Marco Kubni - International Police Adviser, who introduces in Georgia projects such as Community Police.
Zurab Davitashvilis article is about Nationalism; Fridon Sakvarelidze tells us about new challenges of Liberalism.
In the column „Tolerance“ we present speech of Patriarch Ignatius IV of Antioch and all the East „Orthodoxy and contemporary life“; here you can also read Nugzar Bardavelidze's article about those Catholic Churches in Georgia which now are in the property of the Orthodox Church.
In our traditional columns „Ethnos in Georgia“ and „Religions in Georgia“ you can get acquainted with representatives of Small Slav Nations living in Georgia and religion „Salvation Army“.
In the heading „Stigma Free“ physicians and occupational therapeutic are telling about cerebral palsy. In this issue you can also read about activities of the NGO „Lets care about each other“ and about the Ecumenical tradition of carrying the Cross existing in Georgia since 2002.