სოლიდარობა №3(24)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ზურიაშვილი ნინო, ცინცაძე ნინო, ვეშაპიძე პაატა, ანთაძე ია, პაიჭაძე დავით, გოცირიძე გიორგი, ბექიშვილი ნინო, ნიკიტინსკი ლეონიდ, ალფაიძე თამარ, მსხილაძე ქეთი, ჩიხლაძე ირაკლი, ჯაიანი მაკა, აღდგომელაშვილი ეკა, ვაჩნაძე ანა, ნაჭყებია თამთა
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა



1 მედია თავისუფლება - ერთი წამის საქმე

▲back to top


არ არსებობს დიდი და პატარა უფლება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება მაინც გამორჩეულია იმით, რომ ყველა სხვა უფლება და თავისუფლება მას ეფუძნება. სადაც არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სადაც ადამიანს არ შეუძლია თავისი აზრისა და შეხედულების ხმამაღლა, შიშის გარეშე გამოთქმა, იქ რაიმე თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამგვარ საზოგადოებაში ადამიანის სხვა უფლებებიც ვერ იქნება დაცული. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის, დიქტატურის პირველი ნიშანია.

საქართველოს ხელისუფლება ამაყობს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით, რამაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავე დროს, ამ სფეროში შექმნილია უმძიმესი ვითარება, რომელიც დღითიდღე ემსგავსება არცთუ შორეულ კომუნისტურ წარსულს. ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, გარდა „კავკასიისა“, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. დანარჩენი ტელევიზიები მუშაობენ სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის, დიქტატურის პირველი ნიშანია. საქართველოს ხელისუფლება ამაყობს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით, რამაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავე დროს, ამ სფეროში შექმნილია უმძიმესი ვითარება, რომელიც დღითიდღე ემსგავსება არცთუ შორეულ კომუნისტურ წარსულს. ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, გარდა „კავკასიისა“, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. დანარჩენი ტელევიზიები მუშაობენ სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი ცენზურის ქვეშ და საინფორმაციო პოლიტიკას წარმართავენ სახელმწიფო მოხელეების მითითებით და დაკვეთით.

საერთოდ უარი ეთქვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ლიბერალურმა კანონმდებლობამ ვერ დაიცვა დარბევისგან და დახურვისგან ტელეკომპანია „იმედი“, რომელშიც შეიჭრნენ ნიღბიანი პირები, ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაანადგურეს და გაიტაცეს ძვირადღირებული ქონება. ცხადია, არც ბრძანების გამცემს და არც შემსრულებლებს ამაზე პასუხი არ უგიათ.

ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესმენების დაბარება და დამუშავება, რათა მათ რეკლამა არ განათავსონ „კავკასიაზე“. ამ ვითარებაში ლიბერალური კანონმდებლობა რჩება იმ შირმად, რომლის მიღმაც თავისუფალი სიტყვას გუდავენ.

ცენზურის მკაცრი წნეხი უფრო მეტად ტელევიზიებზე ვრცელდება, თუმცა ამ პროცესისგან არც რადიო და ბეჭდვითი მედიაა დაცული და არც ის ტელეკომპანიები, რომლებიც მხოლოდ საკაბელოთო ვრცელდებიან და შესაბამისად მათ არ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ამის მრავალი მაგალითი არსებობს - რადიო „ჰერეთი“, გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“, ტელეკომპანია „მაესტრო“...

როდესაც ტელეკომპანია „მაესტროს“ არ აძლევენ ეთერში საინფორმაციო გამოშვებით გასვლის საშუალებას, შეგვიძლია ვილაპარაკოთ არსებული კანონმდებლობის არასრულყოფილებაზეც, ვინაიდან ტელეკომპანიის მოთხოვნაზე უარს იმით ამართლებენ, რომ მარეგულირებელი კომისია მოსახლეობის მოთხოვნებს შეისწავლის და ამის შედეგად განსაზღვრავს, ვის მიანიჭოს მაუწყებლის და ვის მხოლოდ გასართობი გადაცემების გაშვების ლიცენზია. რამდენადაც სიხშირეები არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის და ამოწურვადი რესურსია, სახელმწიფო კონტროლს აწესებს სიხშირეებზე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, ყველა ტიპის ინტერესი დაიკმაყოფილოს. ეს მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ მიუღებელია, იმავე სახის სახელმწიფო კონტროლი განახორციელო საკაბელო ტელევიზიებზე. სიხშირეებისგან განსხვავებით, აქ რესურსი განუსაზღვრელი რაოდენობითაა, შესაბამისად, აქ კონტროლის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ ნიშნავს ცენზურის დაწესებას. ეს იგივეა, რომ სახელმწიფომ გაზეთების რედაქციებს დაავალოს, ვინ გასართობი გამოცემა მოამზადოს, ვინ - საინფორმაციო და ვინ - ანალიტიკური. „მაესტრო“ საკაბელო ტელევიზიაა და, შესაბამისად, ის თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლისგან.

სიტყვის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არ არის გზა დემოკრატიისკენ. როდესაც სწორი მიმართულებით მოძრაობ, შეიძლება შეცდომები დაუშვა, შეიძლება ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომელთა გადაჭრა უცბად ვერ მოხერხდება, მაგრამ იგრძნობა, რომ დროთა განმავლობაში ესენიც მოგვარდება. სწორი მიმართულებით რომ ვმოძრაობდეთ, სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არ უნდა იყოს ის სფერო, სადაც დღეს სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემები ჩნდება. სიტყვის თავისუფლების დამკვიდრება ძალიან სწრაფად ხდება, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება წლები დასჭირდეს მაღალპროფესიონალ ჟურნალისტთა კორპუსის ჩამოყალიბებას ან ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის დახვეწას, მაგრამ სიტყვის თავისუფლება წამში მკვიდრდება, თუკი ხელისუფლების მხრივ ამისი სურვილი არის.

2 მრგვალი მაგიდა

▲back to top


2.1 შეზღუდული (მედია) შესაძლებლობები

▲back to top


თავისუფალი მედიის არსსა და საქართველოში მის პრობლემებზე საუბრობენ ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი და გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ რედაქტორები ლაშა ტუღუში და პაატა ვეშაპიძე.

ნინო ცინცაძე

  • ნინო ცინცაძე: ხშირად ამბობენ, რომ დღევანდელთან შედარებით ვარდების რევოლუციამდელ პერიოდში, მედია უფრო თავისუფალი იყო. ისინი, ვინც მედიისა და ხელისუფლების უფრო ღრმა ანალიზს ცდილობენ, სხვადასხვა პერიოდში ამ ურთიერთობების სხვადასხვაგვარ ნიშნებზე საუბრობენ. როგორია თქვენი აზრი - როგორ შეიძლება დავახასიათოთ შევარდაძიდროინდელი მედია და რა შეიცვალა დღეს.

ნინო ზურიაშვილი: შევარდნაძის დროს არ იყო მკვეთრად და ძლიერად გაკონტროლებული ელექტრონული მედია. არსებობდა „რუსთავი 2“, რომელიც დამოუკიდებელი ტელევიზია იყო და როგორღაც ქმნიდა ამინდს. ასე თუ ისე, არსებობდა გამოძიებითი ჟურნალისტიკა, თუმცა - ერთადერთ ტელევიზიაში. გადაცემა „60 წუთი“ ერთსა და იმავე დროს გადიოდა ეთერში და მაყურებელიც ჰყავდა. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ამდენი პრობლემა. ახლაც არსებობს გამოძიებითი ჟურნალისტიკა, ვერ ვიტყვი, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ გადაცემებს არ აქვს დათმობილი მუდმივი საეთერო დრო და ის არხი, რომელზეც გავდივართ, ვერ ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. როდესაც გადაცემა თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ გადის ეთერში, მაყურებელს ავიწყდება მისი არსებობა, აღარ ელოდება მას. „რუსთავი 2“ იყო და აღარ არის დამოუკიდებელი ტელევიზია, აღარ არის არცერთი დამოუკიდებელი ტელეარხი ნაციონალურ მაუწყებლებს შორის, გარდა „კავკასიისა“, რომელიც ძალიან ღარიბი ტელევიზიაა, არა აქვს საიმისო ფინანსები, რომ დამოუკიდებელი პროგრამები შექმნას, შეინახოს გამოძიებითი ჟურნალისტიკის ჯგუფი, სტუდია ან კარგი გადაცემები შეიძინოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრად გართულდა ინფორმაციის გამოთხოვა საჯარო დაწესებულებიდან, ხდება მოთხოვნის იგნორირება. შევარდნაძის ხელისუფლების დროს წვალებით, მაგრამ მაინც იღებდი ინფორმაციას. ერთი დადებითი ის არის, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რეგიონული პრესა გაძლიერდა, შევარდნაძის დროს რეგიონული პრესა ძალიან სუსტი იყო. აქ არ გვაქვს საუბარი რეგიონულ ტელევიზიებზე, რადგან დღეს ყველა რეგიონული ტელევიზია ბიუჯეტიდან ფინანსდება. შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის დროს ტელეკომპანია „მზე“ დამოუკიდებელი ტელევიზია იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი, რადგან ძალიან იგრძნობოდა მფლობელის, ოლიგარქის გავლენა, ისევე როგორც ტელეკომპანია „იმედში“.

  • ნინო ცინცაძე: „რუსთავი 2“-ზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მფლობელებიც ბიზნესმენები იყვნენ და გარკვეული ინტერესები მათაც ექნებოდათ. ცნობილ მოვლენებამდე ტელეკომპანია „იმედიც“ თავისუფალი მედიასაშუალება იყო, თუმცა მასაც ბიზნესმენი ფლობდა, რომელსაც ასევე გარკვეული ინტერესები ჰქონდა. გამოდის, რომ მაშინაც და მერეც არსებობდა თითო ტელევიზია, რომლებიც მათი მედიამფლობელების ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კონტექსტით ქმნიდნენ თავისუფალი ტელევიზიების სახეს და რომ სტრუქტურულად შევარდნაძისდროინდელი და ახლანდელი ტელევიზიების მუშაობაში არაფერი შეცვლილა.

ნინო ზურიაშვილი: ის სამი ადამიანი, რომლებმაც „რუსთავი 2“ დააფუძნეს, მხოლოდ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები იყვნენ და სხვა არაფერი. იმ სამ ადამიანს, ტელევიზიის მეპატრონეთ, სხვა ბიზნესი არ ჰქონიათ. მათი შედარება ბადრი პატარკაციშვილთან არ შეიძლება. სხვანაირი იყო დროება. ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზიაზე მთავრობის პოლიტიკა ახდენდა ზეგავლენას მაშინაც და ახლაც ასეა. შესაძლოა „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებს რაღაც კავშირები ჰქონდათ პოლიტიკოსებთან სარეკლამო და კორპორაციული ინტერესების გამო, შეიძლება არც ის იყო მთლად დამოუკიდებელი ტელევიზია. მახსოვს „ბათუმი 2“-საც ეძახოდნენ, რადგან ეთერს უხსნიდა ასლან აბაშიძეს. რაღაც ამგვარი მცირე პროექტები ჰქონდათ, მაგრამ ზოგადად „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი ტელევიზია იყო და არ კონტროლდებოდა პრეზიდენტის კანცელარიიდან.

პაატა ვეშაპიძე: თუ მარტო მფლობელზე გავამახვილებთ ყურადღებას, ძალიან ძნელი დასადგენი იქნება, არის თუ არა მედიასაშუალება თავისუფალი. რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ მფლობელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ. შეგვიძლია მედია საშუალებების თავისუფლების ხარისხი დავადგინოთ იმის მიხედვით, თუ რა პროდუქტს აწოდებს ის საზოგადოებას, მაგრამ ესეც შედარებითია, რადგან აბსოლუტურად თავისუფალი არ არის არცერთი მედია საშუალება, მათ შორის არც „ნიუ-იორკ ტაიმსი“. რაღაც დინებები და ნაკადები განსაზღვრავენ მედიასაშუალებების საინფორმაციო პოლიტიკას, ამის კარგი მაგალითია „რუსთავი 2“ მისთვის ყველაზე თავისუფალ პერიოდში და ამის კარგი მაგალითია „იმედიც“. კარგად გვახსოვს ის დრო, როგორ იცვლებოდა ინფორმაციების ტენდენცია იმის მიხედვით, ახლოს იყო ეროსი კიწმარიშვილი ავთანდილ ჯორბენაძესთან თუ არა. „რუსთავი 2“ ოქრუაშვილის მფარველობის ქვეშ სხვა ტელევიზია იყო; დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ როდესაც ვანო მერაბიშვილის ფრთისკენ გადაიხარა, სხვა ტელევიზია გახდა და სულ სხვა საინფორმაციო პოლიტიკა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ორივე გავლენიანი პირის მფარველობიდან გამოვიდა.

ყველაფერი შედარებითია და თუ პროდუქტის მიხედვით ვიმსჯელებთ, მედიასაშუალებებს რაღაც პერიოდებში აქვთ თავისუფლების მაღალი, ხოლო რაღაც პერიოდში დაბალი ხარისხი. საქართველოში ძალიან ცოტა - ალბათ ხუთამდე - მედიასა-შუალებაა, რომლებიც არავის გავლენის ქვეშ არ იმყოფება. სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, მაგალითად ავიღებ „24 საათს“: ეს გამოცემა არავის გავლენის ქვეშ არ იმყოფება, მაგრამ მისი ინტერესია, რომ არ დაკარგოს სახელმწიფო შეკვეთა ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და ყოველივე ამას ანგარიშს უწევს, ანუ ვერ ვიტყვი, რომ „24 საათის“ თავისუფლების ხარისხი აბსოლუტურია. რაღაც სეგმენტში ძალიან მაღალი თავისუფლების ხარისხი აქვს, რაღაც სეგმენტში კი შედარებით დაბალი. იგივე სურათია ყველა მედიასაშუალებაში - ყველგან არსებობს ამა თუ იმ ფინანსური, სახელისუფლებო ან სხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების გავლენა. არსებობს კარგი რეკლამის დამკვეთების ზეგავლენაც, კორპორაციული ინტერესიც, რაც აგრეთვე ახდენს გავლენას მედიასაშუალების თავისუფლების ხარისხზე.

0x01 graphic

ნინო ზურიაშვილი

  • ნინო ცინცაძე: არგუმენტები სავსებით გასაგებია, რაღაც გავლენისგან ძალიან ძნელია თავისუფალი იყოს მედიასაშუალება, მაგრამ საქართველოში თავისუფლების შეზღუდვის ხერხები, მგონი, მაინც განსხვავდება იმ ქვეყნების ვითარებისაგან, სადაც ითვლება, რომ მედია თავისუფალია.

პაატა ვეშაპიძე: საქართველოში ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენთან რაც უფრო ნაკლებად ხარ სახელისუფლებო გავლენის ქვეშ, ითვლება, რომ მით მეტად თავისუფალი ხარ. ჩემი აზრით, ეს არასწორი სქემაა.

  • ნინო ცინცაძე: როგორი სქემა მუშაობს სხვა, უფრო მეტი დემოკრატიის და მედია თავისუფლების მქონე ქვეყნებში?

პაატა ვეშაპიძე: იგივე სქემა მუშაობს, ოღონდ მეტ-ნაკლები ინტენსივობით. კარგ საშუალო ფრანგს რომ ჰკითხო, რომელმაც წერა-კითხვა იცის, ლე მონდი ან ლუმანიტე რა გავლენებს განიცდის, ეგრევე გიპასუხებთ (ასეთივე მდგომარეობაა გერმანიაში, ბრიტანეთში - ნაკლებად). სადღაც სოციალისტების გავლენაა მეტი ან საფრანგეთის სამხრეთის ფინანსური დაჯგუფებებისა, რომლებიც საზღვაო ბიზნესთან არიან დაახლოებულნი, ან საფრანგეთის ჩრდილოეთის წრეებისა, ქვანახშირის აუზებთან რომ არიან დაკავშირებულნი. ეს ყველაფერი ცხადია საშუალო ფრანგისთვის. ჩვენ ხშირად „24 საათში“ სხვადასხვა უცხოური გაზეთებიდან თარგმნილ მასალებს ვაქვეყნებთ. რამდენიმე ხნის წინ ძალიან სერიოზული შენიშვნა მივიღეთ: როცა მკითხველს სხვა გაზეთის მასალას ვთავაზობთ, რომელიც, ვთქვათ, აფხაზეთის თემაზე რაღაც პოზიციას აფიქსირებს, სრულად უნდა მივუთითოთ ეს გაზეთი თავის ქვეყანაში რა მიმართულებისაა და ვისი გავლენის ქვეშ იმყოფება, რათა ჩვენი მკითხველისთვის გასაგები იყოს ამა თუ იმ დასავლური მედიასაშუალების პოზიცია. მაგალითად, „გარდიენის“ მოსაზრებები ხშირად რადიკალურად ეწინააღმდეგება „ლე მონდის“ თვალსაზრისს. მკითხველი რომ დეზორიენტირებული არ აღმოჩნდეს, ის მაინც უნდა ვუთხრათ, ეს მედიასაშუალება მემარცხენეთა გავლენას ექვემდებარება თუ მემარჯვენეთა ინტერესებს გამოხატავს.

როცა მედიის თავისუფლების ხარისხზე ვსაუბრობთ, შედარებისთვის რაღაც უნდა გამოვიყენოთ: ქართული ბეჭდვითი მედიის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია მისი მეზობელი ქვეყნების ბეჭდურ მედიასთან შედარებით, მაგრამ აღმოსავლურ ევროპულ (მაგალითისათვის, პოლონურ ან სლოვაკურ) გაზეთებთან შედარებით ქართული ბეჭდური მედიის თავისუფლების ხარისხი არც ისე მაღალია. თავისუფლების ხარისხში ვგულისხმობ არამარტო სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფლებას. ჩემთვის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული მედია ვერ არის თავისუფალი, ის გახლავთ, რომ ქართული მედია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა როგორც თვითკმარი ბიზნესი, მან ვერ მიაღწია ისეთ მატერიალურ დონეს, რომ იქცეს არა მხოლოდ თვითკმარ, არამედ ამავე დროს მომგებიან ბიზნესად. დღეს მედიასაშუალებები საქართველოში ვიღაცების პოლიტიკური ნების გამო არსებობენ (ეს ყველაზე ნაკლებად გაზეთებს ეხება). ტელევიზია ვერა და ვერ გახდა თვითკმარი ბიზნესი. ტელევიზიაში არსებული წარმოუდგენლად იაფი რეკლამა აზარალებს გაზეთებს. როცა რვაასიდან ათას დოლარამდე ღირს პრაიმ ტაიმში წუთი, რეკლამის დამკვეთი გაზეთში არ მოვა და გვერდში 600 დოლარს არ გადაიხდის. შედარებისთვის - დღეს პრაიმ ტაიმში რეკლამის მაქსიმალური ფასი 1500 დოლარია, ხოლო სომხეთში პრაიმ ტაიმში წუთი ხუთიდან რვაათას დოლარამდეა, უკრაინაში რეკლამის ღირებულება ჩვიდმეტი ათასიდან ზემოთაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართული ტელევიზიები ვიღაცის ფინანსებით არსებობენ. ტელევიზიებს ოლიგარქების ჯიბეების იმედი რომ არ ჰქონდეთ, მაშინ არ გააკეთებდნენ ყოვლად უაზრო ჩართვებს მოსკოვიდან ან ნიუიორკიდან, დააწესებდნენ სხვანაირ ფასებს რეკლამებზე და ამის შედეგად მედიაბაზარიც სხვაგვარი გახდებოდა.

ლაშა ტუღუში: მედიის თავისუფლების შესახებ საუბრისას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს. განვითარებულ ქვეყნებში ლაპარაკობენ მესაკუთრის ბიზნეს ინტერესებზე, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ყველაზე ძლიერი მოთამაშე სახელმწიფოა, სახელმწიფო ჩართულია ყველაფერში, მათ შორის მედიასაშუალებების მართვის პროცესში, მას შეუძლია შეცვალოს ამა თუ იმ მედიასაშუალების ხელმძღვანელი. კარგი მედიაგარემოს შესაქმნელად ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ერევიან ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის საქმიანობაში. საქართველოში ხელისუფლებას შეუძლია შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც, მაგრამ ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენთან ვერ ვითარდება სატელევიზიო ბიზნესი, სწორედ ხელისუფლების ძალიან დიდი აქტიურობაა.

საქართველოში ამა თუ იმ მედია-საშუალების მესაკუთრე იძულებულია, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ხელისუფლებასთან. თუ ის ხელისუფლების დადგენილი წესებით არ ითამაშებს, მაშინ მედიასაშუალების მესაკუთრე საშიში ხდება მმართველთათვის. ჩვენი პოლიტიკოსების გაგებით, ასეთი ტელევიზიის მესაკუთრე რევოლუციას აწყობს ქვეყანაში და მედიასაშუალება ამთავრებს თავის არსებობას ისე, როგორც დაამთავრა ტელეკომპანია „იმედმა“. შევარდნაძის დროს მსგავს ვითარებაში შედარებით კულტურულად მივიდოდნენ ტელევიზიაში გენერლები, პოლკოვნიკები ან მაიორები და, თუ ტელევიზია მათ მითითებებს არ გაითვალისწინებდა, მაშინ მასაც ის დაემართებოდა, რაც „იმედს“ დაემართა.

მეორე თემა ბიზნესია. ძალიან გაუგებარია, როგორ ხდება სარეკლამო ბაზრის ფორმირება, რამდენად თავისუფალია რეკლამის მომცემი პოლიტიკური ზეწოლისგან. ბიზნესმენებმა არჩევნების დროს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა დააფინანსეს და არა ოპოზიცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ბიზნესი ძალიან შეშინებულია. დასავლეთში ყველაზე პოპულარული თემაა, რამდენად თავისუფალია მედიასაშუალება ბიზნესჯგუფების ინტერესებისგან. მე, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა, შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის რეკლამის მომცემი. მესაკუთრისთვის, რომელსაც ჩვენთან რეკლამა მოაქვს, არასდროს დაგვისვამს კითხვები იმის გასარკვევად, ვინ არიან, რა ინტერესები ამოძრავებთ. ვეთანხმები პაატას, რომ საქართველოში ბეჭდური მედია სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრად უფრო თავისუფალია ელექტრონულ მედიასთან შედარებით. ამ ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ მან შეიმუშავა ძალიან კარგი კანონები მედიის შესახებ, ამ მხრივ ჩვენ არ ჩამოვუვარდებით არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ ევროპას.

ნინო ზურიაშვილი: როდესაც მედია საშუალებების თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ითქვას, რომ საზღვარგარეთ, საქართველოსგან განსხვავებით, არ კონტროლდება ახალი ამბების გაშუქება. ტელევიზიაში ახალი ამბების გაშუქება კლასიკურად გაწერილი სქემით ხდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბების მეცხრე ბლოკში გადატანა ან მიჩქმალვა წარმოუდგენელია.

პაატა ვეშაპიძე: თუ მედიასაშუალება ახალ ამბებს არ გააშუქებს, მაშინ ის, როგორც ბიზნესორგანიზაცია, კონკურენციას წააგებს. ამიტომ ის არავის მისცემს იმის კონტროლის საშუალებას, თუ რა გააშუქოს პირველ ან მეორე ბლოკში. ამას იგი თვითონ გადაწყვეტს იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს მისი აუდიტორია.

  • ნინო ცინცაძე: ფაქტია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა ტელედებატები; მედიამფლობელები, როგორც წესი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. ეს ყოველივე ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებების თავისუფლების შეზღუდვაზე მეტყველებს, თუმცა ხელისუფლების კონტრარგუმენტი ის არის, რომ მან მიიღო ძალიან ლიბერალური კანონი მედიის შესახებ, რომელიც თვით ჟურნალისტების დაბალი პროფესიული დონის გამო ვერ მუშაობს.

ნინო ზურიაშვილი: ხელისუფლება მედიის დატერორების ბრალდებას ვერ აიცილებს. მედიას ხელისუფლების გამო დაემართა ყველაფერი. როდესაც პროკურატურაში დაგიძახებენ და წილის დათმობას გაიძულებენ, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, როდესაც ტელევიზიები კონტროლდება, ამ პირობებში ძნელია მედიის თავისუფლებაზე ილაპარაკო. არ არსებობს იმის თეორიული შანსიც კი, რომ ხვალ ვინმე სიხშირეს იყიდის და ეთერში გავა. ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევა ძალიან ნიშანდობლივია. „მაესტრო“ არ ითხოვს სიხშირეს, ის ითხოვს უფლებას, რომ ეთერში გავიდეს - ეს საკაბელო ტელევიზიაა - და ამის უფლებას არ აძლევენ, ხელისუფლება არ რთავს მას ამის ნებას. და მიზეზად რას ასახელებენ? იმას, რომ თურმე სახელმწიფოს არ ჩაუტარებია საზოგადოებრივი კვლევა და არ არის ცნობილი, რა ტიპის ტელეარხზე არის მოთხოვნა საზოგადოებაში, ისეთზე, რომელზედაც გასართობი გადაცემები გადის თუ ინფორმაციულზე! ჯერ ერთი, სახელმწიფოს კანონით ევალება ყოველ ორ წელიწადში ჩაატაროს საზოგადოების აზრის კვლევა ამ მიმართულებით და, თუ მას ეს არ გაუკეთებია, თვითონ დაურღვევია კანონი. მოკლედ, ფაქტია, რომ „მაესტროს“ არ აძლევენ ლიცენზიას.

ლაშა ტუღუში: ჩემი აზრით, კანონის არასწორად ინტერპრეტირება ხდება. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება თვითონ არღვევს მის მიერვე მიღებულ კანონს. ის, რომ ხელისუფლებამ ყველა არხი გათიშა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო, კანონმდებლობის დარღვევა იყო. მათ შეეძლოთ შეეზღუდათ ინფორმაციის გადაცემა გარკვეული დროით, იმის უფლება კი არ ჰქონდათ, რომ ყველა მედიასაშუალება გაეთიშათ. უკანონოდ შეაჩერეს „კავკასიის“ მაუწყებლობა და პასუხიც არ გასცეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს შეკითხვაზე, თუ რატომ მოიმოქმედეს ეს. როდესაც „კავკასიამ“ ეს შეკითხვა გააგზავნა მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი ცარიელი ფურცელი დაუბრუნდა უკან.

ის, რაც საკაბელო ტელევიზია „მაესტროსთან“ დაკავშირებით ხდება, ჩემი აზრით, ყოველგვარ ზღვარსგადასული ქმედებაა. ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით ხელისუფლების მიერვე მიღებულ კანონში წერია: თუ ტელევიზიის მეშვეობით ვინმე ძალადობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ამისთვის პასუხისმგებელია თვითონ ის ადამიანი, ვინც ამ მოწოდებას აკეთებს, და არა ტელევიზია; არ შეიძლება ასეთი მოწოდების გამო ტელევიზიის გათიშვა. ეს არის მედიის შესახებ კანონის არასწორი გაგება. მაგალითად, როდესაც ბენ ლადენი გამოდის და ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს, ამის გამო დახურეს სიენენი ან ალჯაზირა, რომელთაც ეს მოწოდება გადასცეს? გამოდის, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მოიპოვებოდნენ ადამიანები, რომლებსაც თავი მოჰქონდათ ლიბერალობით, მათ პარლამენტს მედიის შესახებ ძალიან ნორმალური და ლიბერალური კანონი მიაღებინეს, მაგრამ შემდეგ თვითონ შეეშინდათ საკუთარი ლიბერალურობის, უკან დაიხიეს და რეაქციონერთა რიგები შეავსეს. ისინი ამჟამად მათ მიერვე შექმნილი სიტუაციის მძევლები არიან.

დღეს მედიაში არ არსებობს არანაირი კონკურენტული გარემო, რადგან არ არის უზრუნველყოფილი ახალი, პატიოსანი მოთამაშის გამოჩენა მედიაბაზარზე. შეიძლება მქონდეს ძალიან ბევრი ფული, მაგრამ ამ სივრცეში შემოსვლა ჩემთვის შეუძლებელი იქნება, ხოლო ის მედიასაშუალებები, რომლებიც უკვე არსებობენ, მართვადნი არიან. მათ, როცა უნდათ, შეუვარდებიან, როცა უნდათ, დირექტორს მოუხსნიან, როგორც მოხდა ძალიან რეიტინგულ რადიო „იმედში“. აი ეს არის ჩვენი რეალობა. როდესაც ქვეყანაში ასეთი გარემოა, ვერაფერი ვერ განვითარდება. რა კონკურენციაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ყველა ტელევიზია ხელისუფლების ხელშია. ის, რაც საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით ხდება, მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა. გაუთვლელი, ვოლუნტარისტული ნაბიჯები იდგმება... სანამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა დასავლურ ღირებულებათა შესაბამისი არ გახდება, მანამდე ამ ვითარებაში ვიქნებით.

  • ნინო ცინცაძე: საზოგადოებრივი არხი ცდილობდა ყოფილიყო დაბალანსებული, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სრული დამოუკიდებლობისაგან შორს იდგა: არსებობდა „რუსთავი 2“, რომელიც მფლობელის მეშვეობით ასევე კონტროლდებოდა ხელისუფლებისგან და ამასთან არსებობდა „იმედი“, რომელსაც ჰქონდა შანსი სხვა გზით წასულიყო და ყველასთვის თავისუფალი ტელემედიის სტანდარტების მაგალითი გამხდარიყო. მაგრამ იგი არა თავისუფლების, არამედ პოლიტიკური თამაშის გზით წავიდა, რამაც გამოიწვია ამ ტელევიზიის სრული ბლოკირება. დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ბრალეულობაზეც უნდა ვისაუბროთ.

პაატა ვეშაპიძე: ქართულ მედიას რომ პროფესიონალიზმის პრობლემა უდგას, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ამაზე საუბარი უკვე მოსაწყენი გახდა. ნორმალურად ისეთი ვითარება ჩაითვლება, როდესაც ესა თუ ის ახალი ამბავი, რომელიც ჟურნალისტმა ძალიან დიდი რისკის ფასად მოიპოვა, ძალიან ძნელი გადასასმელი იქნება მეცხრე ან თუნდაც მეორე ბლოკში, რადგან მას თავად ჟურნალისტი დაიცავს, ხოლო დადგმული ნიუსი, ავტომატების კაკანი და დრამატიზმი, შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე ჩაისვას, რადგან ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მხოლოდ დაკვეთას ასრულებს.

ქართულ ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიონალიზმის არქონა ნამდვილად უპირველესი პრობლემაა და აუცილებელია ჟურნალისტურ სკოლაზე სერიოზული ფიქრი. ნინომ ახსენა რეგიონული მედია და თქვა, რომ მან უფრო მეტად შეინარჩუნა თავისუფალების ხარისხი. ჩემი აზრით, ეს იმის გამო მოხდა, რომ რეგიონული მედია უცხოური ექსპერტების და ტრენერების ყურადღებით სარგებლობს, ისინი მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან. ჩემი აზრით, მათი პროფესიონალიზმი უფრო მაღალია, ვიდრე ქართული პრესის ლიდერი ჟურნალისტებისა. მე ვფიქრობ, ჟურნალისტის პროფესიონალიზმია თავისუფლების გზამკვლევი. ჟურნალისტის პროფესიულ ზრდას მისთვის თავისუფლების უფრო მეტი ხარისხი მოაქვს.

ეს პროფესიული ზრდა თავისუფალ მედიაგარემოში უნდა მოხდეს, რადგან ანგაჟირებულ და სხვადასხვა გავლენის ქვეშ მყოფ მედიაგარემოში ჟურნალისტი მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთის შემსრულებლად ყალიბდება, რაც მის დეგრადაციას, მის გარყვნას უწყობს ხელს. თავისუფალი მედიაგარემო ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს, რადგან აქ, თუ დამფუძნებელი ან მეპატრონე არა, მაშინ პროდიუსერი წყვეტს, სად წავიდეს ჟურნალისტი და რა ინფორმაცია მოიპოვოს. მახსენდება „რუსთავი 2“ 2000 წელს. ეს იყო წარმოუდგენელი დინამიკა, იქ იყო ძალიან კარგი გარემო ჟურნალისტის პროფესიული ზრდისთვის, ჟურნალისტი თვითონ ირჩევდა თემას და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს ათანხმებდა ხელმძღვანელობასთან. შეიძლება რაღაც დავალებებსაც ასრულებდა, მაგრამ ჟურნალისტი უმთავრესად თავისუფალი იყო. დღეს პირიქით ხდება - სხედან ჟურნალისტები და პროდიუსერს ან რედაქტორს ელოდებიან, რომელიც დარეკავს კანცელარიაში, პროკურატურაში ან სხვაგან, ასე შეაგროვებს რაღაც ნიუსებს და ჟურნალისტებს ამის მიხედვით აძლევს დავალებებს, თუ სად წავიდნენ და რა ინფორმაცია მოიტანონ. ასე რომ, დაეცა თავისუფლების ხარისხი. უპირველესი არის პროფესიონალიზმი და მისი განვითარებისთვის არსებული თავისუფალი გარემო. დღეს კი ჩვენს ჟურნალისტიკას, სამწუხაროდ, არც ერთი აქვს და არც მეორე. მე ძალიან მინდა, რომ შევქმნათ რეალური ჟურნალისტური პროდუქტი სტუდენტებისგან, მინდა ისინი გავიდნენ ბაზარზე, გაყიდონ გაზეთი, ან გავიდეს სტუდენტური რადიოსადგური ეთერში. ამის შედეგად თვითონ ნახავენ ეს ადამიანები, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც მუშაობენ, მიხვდებიან, რომ კარგი გარემო მათი ცოდნით, პრინციპულობით და მათი პატიოსნებით იქმნება. დღეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ყველას ის უნდა, რომ ტელევიზიაში წამყვანად იმუშაოს. ძლივს ვიპოვე ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ტელეწამყვანობა კი არა, პრესაში მუშაობა და წერა აინტერესებს. ის, რაც დღეს ჟურნალისტიკას სჭირს, მეტწილად თუ არა, სანახევროდ მაინც ჟურნალისტიკაში მომუშავეთა - რედაქტორების, პროდიუსერების, ჟურნალისტების - ბრალია.

0x01 graphic

პაატა ვეშაპიძე

ნინო ზურიაშვილი: ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი პრობლემა ჟურნალისტური სოლიდარობის არქონაა. ქართული მედია ძალიან ქედმაღალი იყო. იმავე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ვარსკვლავების დაავადება ჰქონდათ შეყრილი, რაც თვითონ ტელეკომპანიის შიგნითაც იგრძნობოდა. მედიასივრცეში არსებული კონკურენცია ჯანსაღი არ არის. ძლიერ გაზეთებს შორის ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს მათ არაფერი აქვთ საერთო, ტელევიზიებზე აღარ ვლაპარაკობ. როდესაც „რუსთავი 2“-ის ახალ ამბებში პირდაპირი ჩართვა იყო ჟვანიას დასაფლავების დღეს, რედაქტორი „იმედს“ უყურებდა პარალელურად და თავის ჟურნალისტს უყვიროდა, არ გაჩერებულიყო, სანამ იმედის ჟურნალისტი არ დაამთავრებდა ჩართვას. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ორივე ტელეკომპანიას თითო აგენტი ჰყავდა, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა, რა მასალები უნდა მომზადებულიყო „დროებისა“ თუ „P.S. კურიერისთვის“.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ ჟურნალისტები ერთად დავსხდეთ, შევადგინოთ გეგმა, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, როგორ შევასუსტოთ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გავლენა, რომელიც ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის მონაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ იქცეოდა ამ კომისიის ხელმძღვანელი დიმიტრი ქიტოშვილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიმიტრი ქიტოშვილის შემცვლელიც ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს. როდესაც ტელეკომპანია „ალანიას“ მისცეს სიხშირე, მისთვის არავის უთქვამს, როგორც ეს „მაესტროს“ განუმარტეს, რომ ჯერ სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებდნენ იმის გასაგებად, თუ როგორი ტელევიზია სურს ტელემაყურებელს.

  • ნინო ცინცაძე: რამ შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია, როგორია საქართველოში თავისუფალი მედიის პერსპექტივები?

პაატა ვეშაპიძე: ჩემი სურვილია, რომ ქართული ჟურნალისტიკა პროფესიულად განვითარდეს და მიუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რაც განვითარებულ მედიაქვეყნებშია დამკვიდრებული. ქართულმა ჟურნალისტიკამ, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მედიის თვითრეგულირების ინსტიტუციის შექმნა. სწორედ ამის გამოა, რომ ქართულ მედიას სხვისი მორჩილი არეგულირებს - სხვისი შეკვეთის შემსრულებელი ორგანიზაცია ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სახით. რაც შეეხება ეთიკის კოდექსს, ქართულ მედიაში არსებობს პროფესიული სტანდარტების ძალიან კარგი კოდექსი, რომელიც აღიარა ქართული მედიასაშუალებების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგრამ ამ კოდექსმაც ვერ იმუშავა. იყო მცდელობა, შექმნილიყო თვითრეგულირების ორგანო, თუმცა ამ ორგანოს იგნორირება თვითონ ქართულმა მედიამ მოახდინა. შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ დღეს არსებული მედიასაბჭოს შემადგენლობა არ მოსწონს ქართულ მედიას. თუ ასეა, მაშინ ეს საბჭო უნდა დაიშალოს და მის მაგივრად უნდა შეიქმნას უფრო ქმედითი თვითრეგულირების ორგანო. თვითონ მედიის მესვეურებმა უნდა მოიფიქრონ და გაწყვიტონ, როგორი სისტემა უნდათ. ქმედითი მედიის თვითრეგულირების ინსტიტუცია რომ არსებობდეს, მედია ეფექტურად დაიცავდა თავს და ვერც მარეგულირებელი კომისია და ვერც ხელისუფლება მის მიმართ ასეთი თავნება ვეღარ იქნებოდა.

ბრიტანეთში არსებობდა „პრესის საბჭო“, რომელიც თავიდან მხოლოდ ბეჭდურ მედიას არეგულირებდა, შემდეგ ის გაიზარდა და ელექტრონული მედიაც მოიცვა, თუმცა მისი მუშაობა აღარ იყო დამაკმაყოფილებელი. ბეჭდური მედიის დიდმა ნაწილმა ამ საბჭოდან გარკვეული სეგმენტი აიღო და შექმნა ახალი, ბევრად ეფექტური თვითრეგულირების ორგანო - „პრესის საჩივრებისა და განცხადებების განხილვის საბჭო“. ასევე უნდა მოხდეს ჩვენთანაც - თუ მედია-საშუალებებს არ აკმაყოფილებთ არსებული თვითრეგულირების ორგანოს მუშაობა, მაშინ დასხდნენ და შექმნან ახალი უფრო ეფექტური ინსტიტუცია. გერმანიაში, მაგალითად, ცენტრალიზებულმა თვითრეგულირების ორგანომ ვერ გაამართლა და ამის შემდეგ თვითონ მედიის წარმომადგენლებმა შექმნეს ყველა ფედერაციულ ერთეულში დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან განსხვავებული თვითრეგულირების ორგანოები. იქნებ ჩვენ იმით დავიწყოთ, რომ შევქმნათ გაერთიანება კლუბის სახით, სადაც ერთად დავსხდებით და არსებულ პრობლემებზე ვიმსჯელებთ. ამის შედეგად იქნებ იქამდე მივიდეთ, რომ შეიქმნას საბჭო ან ადამიანთა კრებული, რომელიც მედია სივრცეში არსებულ პრობლემებს შეისწავლის და ადეკვატურ პასუხს გასცემს მას. ეს გვჭირდება პირველ რიგში ჩვენ - ასეთი ორგანო დაიცავს მედიას დანარჩენი საზოგადოებისგან და ასევე დანარჩენ საზოგადოებას დაიცავს მედიისაგან.

ლაშა ტუღუში: ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და ბევრი რამ, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს, ჩვენც გვჭირს. რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიული დონე უნდა ამაღლდეს, მეტი თავდადება და მეტი აქტიურობა გვმართებს. მთელი სტრუქტურა არის გარდასაქმნელი, განათლების სისტემის ჩათვლით. უნდა დაიწეროს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს ჟურნალისტის პროფესიის ათვისებაში. ამ ბოლო დროს გახშირდა მედიის წარმომადგენელთა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატით. ეს მაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების ზღურბლზე ვდგავართ. ამ შეხვედრებზე ძალიან სერიოზულად განიხილება მედიის თავისუფლების საკითხი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ვფიქრობ, გვეყოფა ძალა, ავიდეთ თვისებრივად ახალ საფეხურზე. იმის ფიქრი, რომ მედიათავისუფლების მხოლოდ პატარ-პატარა ოაზისები არსებობს და სხვაგან სულ უდაბნოა, არ არის კარგი. ჩვენ მოგვიწევს სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ არამარტო საკუთარი თავის დაცვის, არამედ განვითარების თვალსაზრისითაც.

საზოგადოება, რომლისთვისაც ჩვენ ვქმნით პროდუქტს, უკვე გაიზარდა და მთლიანობაში მას ჩვენი მუშაობა აღარ აკმაყოფილებს. არსებულ პრობლემებს უნდა მივუდგეთ კომპლექსურად, დაწყებული მედიის შესახებ კანონის რევიზიით, მესაკუთრეებთან ურთიერთობების მოწესრიგებით (ვგულისხმობ კოლექტიური ხელშეკრულებების საკითხს), ეთიკის წესების ამოქმედებით და დამთავრებული ეფექტური თვითრეგულირების ორგანოს შექმნით. ჟურნალისტები უნდა დავიცვათ სხვადასხვა ზეწოლისაგან, მათ შორის - პოლიტიკური ზეწოლისგანაც, უნდა დარეგულირდეს სარეკლამო ბაზარი. ამათ გარდა სხვა უამრავი საკითხია მოსაწესრიგებელი და მე დარწმუნებული ვარ, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ერთი რომელიმე მედიასუბიექტი, თუ ერთმანეთთან ურთიერთობები არ მოვაგვარეთ და საერთო მიზნები არ დავისახეთ, ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, კონკურენციის მიუხედავად უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და პოზიტიური მიზნებისთვის გავერთიანდეთ. ჩემი აზრით, ეს პროცესი დაწყებულია და მომავლისთვის კიდევ უფრო გაღრმავდება.

0x01 graphic

ლაშა ტუღუში

3 კონტრაპუნქტი

▲back to top


3.1 ცხოვრება ჭვავის ყანაში

▲back to top


ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!

ია ანთაძე

ქართული მედიის დღევანდელი მდგომარეობა დიდწილად განპირობებულია იმ საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, რომ ვარდების რევოლუცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოახდინა. თუ ტელევიზიას რევოლუციის მომწიფება და ხელისუფლების „გადატრიალება“ შეუძლია, ცხადია, ამგვარი გზით სახელმწიფოს სათავეში მოსული ლიდერისა და მისი გუნდის უმთავრესი მიზანი იყო, არის და იქნება, სრულად გააკონტროლოს ყველა ტელეკომპანია და, მათთან ერთად, სხვა მედიასაშუალებებიც.

სინამდვილეში, საქმე გაცილებით რთულადაა.

ვარდების რევოლუციის წარმატება სამი ფაქტორის დამთხვევამ განაპირობა. პირველი მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერია, რომლის გარეშეც ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ჯერჯერობით, არც არჩევნებით არის შესაძლებელი და, მით უმეტეს, არც რევოლუციით. მეორე ფაქტორი ხალხია - საქართველოს მოსახლეობა. ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც 2003 წლის 2 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე ქუჩაში იდგნენ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ჯორჯ სოროსის ან სხვა ვინმეს ფულით იყვნენ მოსყიდულები. სინამდვილეში, გაზაფხულიდან მოყოლებული, საქართველოში არ დარჩენილა სოფელი, მიხეილ სააკაშვილს თავისი ფეხით რომ არ მოევლო და ზოგან რამდენჯერმეც იყო ნამყოფი. ის საპროტესტო მუხტი, რაც მაშინ ოპოზიციის ახალგაზრდა, ენერგიულმა ლიდერმა გააღვივა საქართველოს მოქალაქეების გულში, სულ რამდენიმე თვეში ქვეყანას რევოლუციად დაატყდა თავს. მაშინდელი ხელისუფლება იმდენად მობეზრებული, უსაყრდენო და უგულშემატკივრო იყო, რომ 23 ნოემბრის შემდეგ ყველა ძველი ლიდერი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. მიხეილ სააკაშვილს კი მთელი საქართველო გულში იკრავდა. მესამე ფაქტორი, რომელმაც მართლაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ვარდების რევილუციის მომზადებასა და განხორციელებაში, საინფორმაციო უზრუნველყოფაა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ნებაყოფლობით გადაიქცა პოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ და მისი მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი, რევოლუციის დღეებში ხშირად ეუბნებოდა ჟურნალისტებს: ნაცრისფერი და გაურკვეველი ფერები არ დამანახოთ, მხოლოდ შავი და თეთრი აჩვენეთო.

ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ქართული მედია აღმოჩნდა, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს არა მხოლოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო რაიმე მოძრაობის საინფორმაციო უზრუნველყოფას, არამედ, ახალი პოლიტიკური ლიდერის დაბადებასაც აბრკოლებს და მოსახლეობაში ბუნებრივად გაღვივებულ საპროტესტო მუხტსაც ხელოვნურად ახშობს.

ასე რომ, ახლა ჩვენთან სწორედ ის მდგომარეობაა, როცა ამბობენ ხოლმე - ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთო.

როგორ ამოყირავდა სამკუთხედი

მართალია, „რუსთავი 2“ ნებაყოფლობით ჩადგა რევოლუციის სამსახურში, მაგრამ კარგახანს ეს ჟურნალისტებისთვის დიდი ზიანის მომტანი არ ყოფილა. პირიქით, რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრეც და რევოლუციის დღეებშიც მედიამფლობელი დაინტერესებული იყო კორუფციაში ჩაფლული, დაუძლურებული ხელისუფლების რეალური სახის ჩვენებით და ჟურნალისტებისგან ითხოვდა სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. მაშინ ჟურნალისტები, თავის მედიამფლობელთან ერთად, ქმნიდნენ შეკრულ გუნდს, რომელიც თავდაუზოგა ვად უტევდა ხელისუფლებას. თუ წარმოვიდგენთ სამკუთხედს, წვერით ზევით, ხელისუფლება სწორედ ამ წვერზე იყო განთავსებული, მედიამფლობელი და ჟურნალისტები კი ქვედა ორ კუთხეში იყვნენ „გამაგრებულნი“ ერთმანეთის გვერდით და ერთიანი ძალით ებრძოდნენ შევარდნაძეს თუ მის გარემოცვას.

რევოლუციის შემდეგ სამკუთხედი ამოყირავდა და დაეშვა წვერით ქვევით. ზედა ორ კუთხეში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ ხელისუფლება და მედიამფლობელი, ქვედა წვერში კი აღმოჩნდა დაუცველი ჟურნალისტი, რომელსაც ეს ორი დიდი ძალა - ერთ გუნდად გაერთიანებული ხელისუფლება და მედიამფლობელი - გაუსაძლის ტვირთად დააწვა მხრებზე.

„ამოყირავებული სამკუთხედის“ სქემა პირველად სწორედ „რუსთავი 2“-ში განხორციელდა: რევოლუციის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა ხელისუფლების ბანაკში გადაინაცვლა და სულაც აღარ იყო დაინტერესებული, ჟურნალისტებს სიმართლე ეკვლიათ. შემდეგ მედიამფლობელი შეიცვალა ყველა საერთო ეროვნულ ტელეკომპანიაში, რომელიც რევოლუციის შემდეგ არ დახურულა. ის ტელევიზიები, რომლებშიც მფლობელის შეცვლა დიდ დავიდარაბასთან იყო დაკავშირებული, უბრალოდ, დახურეს; ახალი მედიამფლობელები კი ხელისუფლებისთვის ბოლომდე სანდო ადამიანები გახდნენ. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც „ამოყირავებული სამკუთხედის“ სქემას არ დაექვემდებარა და, უფრო მეტიც, თანდათან საკუთარ თავზე აიღო „რუსთავი 2“-ის ძველი ფუნქცია - ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის ჩვენება და ამ მიზნით საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდება - „იმედი“ იყო. თუმცა, მოგვიანებით „იმედიც“ დაიხურა და, ვიდრე გაიხსნებოდა, მფლობელიც შეიცვალა. ასე რომ, დღეისათვის ამოცანა ბოლომდე შესრულებულია: ყველა კერძო ტელეკომპანიის მფლობელი ან თავად არის ხელისუფლება, ან ხელისუფლებასთან უკიდურესად დაახლოებული წრის წარმომადგენელია.

ვისია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2?

ტელეკომპანიის ბედი პირდაპირ რომ არის მიბმული პოლიტიკურ პროცესზე, ამას ყველაზე თვალსაჩინოდ „რუსთავი 2“-ის ისტორია მოწმობს. როდესაც ეროსი კიწმარიშვილი - ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების გამო - საქართველოდან წავიდა, მან რეალური თანხა, მილიონობით დოლარი მიიღო „რუსთავი 2“-ის სანაცვლოდ. შემდეგ ეს ტელევიზია „შეიძინა“ გავლენიანი ხელისუფლის - ირაკლი ოქრუაშვილის - მეგობარმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, ოქრუაშვილის გადადგომისთანავე მის ხელთ არსებული 75%25-იანი პაკეტი გადასცა „გეოტრანსს“. ამ „გეოტრანსს“ კი, სინამდვილეში, არაფერი ებადა. შემდეგ მფლობელობის საკითხი კიდევ მეტად ჩაიხლართა და ზედაპირზე ამოვიდა მხოლოდ მმართველი რგოლი: სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ჯერ კობა დავარაშვილი გახდა, შემდეგ კი, როცა მისი მფარველი გიორგი არველაძე პოლიტიკურად დასუსტდა, გენერალურ დირექტორად დავარაშვილზე უფრო სანდო ადამიანი - ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.

ერთი შეხედვით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „რუსთავი 2“ ხელიდან ხელში გადადის. სინამდვილეში, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს კომპანია რეალურად გაყიდა, ეროსი კიწმარიშვილი იყო. ბუნებრივია, ახალი მფლობელიც ის არის, ვინც მას რეალური ფული გადაუხადა. მაგალითად, ქიბარ ხალვაშს ეს კომპანია არც უყიდია და არც გაუყიდია - უბრალოდ, ინახავდა მას, რადგან ტელევიზია დოტაციური იყო. ასევე იქცევა ყოველი მორიგი „მფლობელი“ - არც ყიდულობს და არც ყიდის, უბრალოდ, ინახავს.

მაშ, ვინ არის ის იდუმალებით მოცული ადამიანი, ვინც ეროსი კიწმარიშვილს ფული გადაუხადა? ქართველი მაყურებელი, ალბათ, ამას კი ადვილად დაუჯერებდა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც სხვა ამბებს შორის ესეც გვაცნობა - „რუსთავი 2“ თავად მიშას ეკუთვნისო. იმ ფულის ნაწილი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ყოფილ ჩინოვნიკებს ჩამოართვეს, სავარაუდოდ, ტელეკომპანიის შეძენას მოხმარდა. შესაბამისად, აზრს კარგავს „რუსთავი 2“-ის მფლობელის ძებნა ოფშორულ ზონაში, სადაც ვინმეს პოვნა შეუძლებელია. დავაკვირდეთ: ყველაფერი, რაც ამ კომპანიის ეთერით გადაიცემა, უშუალოდ გამოხატავს ქვეყნის პირველი პირის ინტერესებს. ამ მხრივ „რუსთავი 2“ გაცილებით უსწრებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჰოდა, მფლობელიც იქ არის, სადაც მისი ინტერესებია.

რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ?

სამკუთხედის ქვედა წვერში მოქცეულმა ჟურნალისტებმა, რომლებსაც პრეზიდენტისგან, მისი გარემოცვისგან თუ თავისი მედიამფლობელისგან დაცვის რაიმე მექანიზმი არ გააჩნიათ, ნელნელა იწვნიეს რევოლუციის შედეგების სიმწარე. თუ ადრე ჟურნალისტებისგან მფლობელები ხელისუფლების ჭეშმარიტი სახის ჩვენებას ითხოვდნენ, ახლა მოთხოვნა ზუსტად საპირისპიროა. ტელეეთერით უნდა გავიდეს ის, რაც საზოგადოებისთვის ილუზორული რეალობის შექმნას მოემსახურება, ან ის, რაც (ჯოზეფ ქეის მახვილი შეფასების თანახმად) „ობიექტურია დადებითი ნიშნით“. ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის ისიც, რაც „ობიექტურია უარყოფითი ნიშნით“, ეთერში ან ვერ ხვდება, ან ხვდება საინფორმაციო პროგრამების ბოლო სიუჟეტებად და არაადეკვატურად აისახება.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბედი რევოლუციის შემდეგ. ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ პროგრამა „60 წუთის“ გამომძიებელ ჟურნალისტთან, ნინო ზურიაშვილთან, რომელიც თავის მწარე გამოცდილებას მკითხველს გულწრფელად უზიარებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი, თურმე, სერიოზულად შიშობდა, ახალი ხელისუფლების ხელში გამომძიებელი ჟურნალისტები უსაქმოდ არ დავრჩეთო. უსაქმოდ არა, მაგრამ უმუშევრად კი დარჩნენ, რადგან საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალები ყველა ტელევიზიამ გამოაძევა ეთერიდან. მეტი გზა რომ აღარ დარჩა, „60 წუთის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა ორი სტუდია შექმნეს: „რეპორტიორი“ და „მონიტორი“. ამ სტუდიებში მომზადებული ფილმები მხოლოდ თბილისელებისთვის არის ხელმისაწვდომი კინოს სახლში გამართული ჩვენებებისა და „კავკასიის“ ეთერის მეშვეობით. თუმცა, ის ინტერესი, რაც „60 წუთის“ მიმართ ჰქონდა საზოგადოებას, ახლა აბსოლუტურად განელებულია. არადა, საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია მანამ, სანამ საგამოძიებო ჟურნალისტიკა საერთო ეროვნული ტელევიზიების ეკრანებს არ დაუბრუნდება და მაყურებელს საშუალება არ მიეცემა, დოკუმენტურად გაეცნოს ხელისუფლების საქმიანობის ჩრდილოვან მხარეებს. ეს ერთგვარი ტესტია: როდესაც საქართველოს სხვა- დასხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანებისთვის - ლაგოდეხიდან ბათუმამდე - გამომძიებელი ჟურნალისტები აკაკი გოგიჩაიშვილივით პოპულარულები გახდებიან, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით ან რაიმე სხვა გზით. მანამდე - ფრაგმენტული საპროტესტო გამოსვლები მიხეილ სააკაშვილს ვეღარც შეაშინებს და ვერც რამეს დააკლებს.

როგორ აქციეს ჟურნალისტები მილიციონერებად

საკუთარი მედიამფლობელების პირისპირ დარჩენილი, დაუცველი და ღირსებაშელახული ჟურნალისტები იძულებულნი არიან ზუსტად ისე იმუშაონ, როგორც „ზემოდან“ ჰკარნახობენ. მათი საქმიანობა საზოგადოების ნაწილს უბრალოდ აღიზიანებს, ნაწილში კი სერიოზულ აგრესიას იწვევს.

თავის მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სიტყვის თავისუფლების ბურჯები იყვნენ და დღეს კი მიხეილ სააკაშვილის გუნდის საყრდენი „სახეები“ არიან, საჯაროდ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველგან და ყოველთვის ცდილობს, დაიქვემდებაროს ჟურნალისტები; ამიტომ, თავად ჟურნალისტებმა უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ხელისუფლებას და დაიცვან საკუთარი პროფესიული ღირსება.

ეს თვალსაზრისი ნაკლებად ცინიკური იქნებოდა, დღევანდელ საქართველოში ან თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, ან თავისუფალი ბიზნესი, ან - შრომითი კოდექსი, რომელიც დაქირავებულთა ინტერესებს დაიცავდა. რაკი ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ჟურნალისტი, რომელიც მედიამფლობელს და მის ინტერესებს დაუპირისპირდება, იძულებული ხდება, თავი სხვა პროფესიას შეაფაროს. ვისაც ამის რესურსი არ გააჩნია, ის ხშირად ხელფასისა და ფუნქციის მძევალია: ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს, კომენტარებს წინასწარ მიღებული შეკვეთის მიხედვით ამზადებს და, არცთუ იშვიათად, აგრესიასაც ნერგავს.

სულ ცოტა ხნის წინ სტუმრად ვიყავი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგმა ქალბატონმა შოკისმომგვრელი რამ მითხრა: ჩემთვის ჟურნალისტი საბჭოთა მილიციონერივით არის - კიდეც მეზიზღება და კიდეც მეშინიაო. ალბათ, ასეთივე განწყობა აქვთ იმ მომიტინგეებს, რომლებიც, ერთმანეთის თანადგომით შეგულიანებულები, მზად არიან, ჟურნალისტები ნაწილ-ნაწილ გაგლიჯონ. ზუსტად იმავე განწყობით არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში ბოიკოტს უცხადებენ ტელეკომპანიებს, უარეს შემთხვევაში კი ჟურნლისტებს ხელით ეხებიან. კონფლიქტი მხოლოდ ერთ ან ორ სუსტი ნერვების მქონე პოლიტიკოსს არ მოსვლია. თითქმის ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტს შეურაცხყოფა უნდა მიაყენო, რადგან იგი, სინამდვილეში, მიკროფონით და კამერით შენიღბული საბჭოთა მილიციონერია.

ასე გადააქცია ხელისუფლებამ (მედიამფლობელის დახმარებით) ჟურნალისტი საბჭოთა მილიციონერად, თავად კი აცხადებს, რა ჩვენი ბრალია, თუ ჟურნალისტებს ღირსება არ გააჩნიათო...

სად ვეძებოთ ჟურნალისტის ღირსება?

წავალთ თუ წამოვალთ, ბოლოს მაინც ფინანსებს მივადგებით. იქ, სადაც მედიასაშუალების დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა, სადაც ჟურნალისტებს ფულს იმისთვის უხდიან, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ, ნახავთ, რამდენად ღირსეულები არიან ჩვენი კოლეგები - როგორ ფლობენ სიტუაციას, რა ხარისხის ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და როგორ წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას. ეს, ნაწილობრივ, თბილისურ პრესასაც ეხება და, დიდწილად - რეგიონულ გაზეთებს თუ რადიოკომპანიებს.

ორი მიზეზი აქვს იმ რეალობას, რომ დღეს ქართული ჟურნალისტიკის სინდისის გადამრჩენი სწორედ რეგიონული მედიაა. პირველი ის არის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე მედიაორგანიზაციები, ძირითადად, უცხოელი დონორების მხარდაჭერით დაარსდნენ და დღემდე (ადგილობრივი ტელევიზიების გარდა), ძირითადად, მათი დახმარებით არსებობენ. უფრო ყოჩაღები საკუთარ მენეჯმენტსაც აუმჯობესებენ და პროფესიონალიზმის ხარისხსაც სისტემურად ზრდიან. ის რეგიონული გაზეთები და რადიოკომპანიები, რომელთა ბიუჯეტიც გამჭვირვალეა, რომლებიც ხელისუფლებისგან კაპიკსაც არ ღებულობენ და თავის ჟურნალისტებს ხელფასს კეთილსინდისიერ მუშაობაში - ესე იგი, სიმართლის თქმაში - უხდიან, გაცილებით მეტი ნდობით სარგებლობენ, ვიდრე საერთო ეროვნული ტელეკომპანიები. არადა, ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას სწორედ ეს ტელევიზიები ქმნის და არა რომელიმე რეგიონული გაზეთი ან, თუნდაც, ამ გაზეთების ერთობა.

მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენი კოლეგები რეგიონებში ღირსეულად ასრულებენ საკუთარ ფუნქციას - მუდმივი ტრენინგების რეჟიმია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. თბილისელი ჟურნალისტებისგან განსხვავებით - რომლებსაც თითქმის ვერ ნახავთ იქ, სადაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს იუმჯობესებენ - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ჟურნალისტები მუდმივად გზაში არიან: ხან თბილისში მოემართებიან, ხან - საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში, ხან კიდევ - უცხოეთში. „ბი-ბი-სის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - მეთიუ კოლინი - შარშან ხუთდღიანი წვრთნის ფარგლებში გაეცნო 20 ჟურნალისტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და არ დაუმალავს, რომ განცვიფრებული დარჩა პროფესიონალიზმის დონით და აზროვნების სიღრმით, რაც ქართულ რეგიონულ ჟურნალისტიკაში აღმოაჩინა.

0x01 graphic

თბილისური ილუზიები

რა პროდუქციასაც უნდა ქმნიდნენ ჩვენი კოლეგები რეგიონებში, საზოგადოების ინფორმირების კუთხით მთავარი მაინც ის არის, რაც თბილისში ხდება. თბილისში კი, ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“ ვარდების რევოლუციის წინ, „იმედი“ დახურვამდე მრავალი თვის განმავლობაში და „კავკასია“ დღეს - ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ - დგებიან მხარედ პოლიტიკურ კონფლიქტში. მართალია, მათ არც მაყურებელი აკლიათ და არც საზოგადოების მხარდაჭერა, მაგრამ საქართველოში ჯერ არ გვქონია სატელევიზიო მაუწყებლობა, რომელიც იქნებოდა ობიექტური მთხრობელი და არა - მხარე პოლიტიკურ კონფლიქტში. ამიტომ, ქართველმა მაყურებელმა არ იცის, რა არის კარგი ტელევიზია საქართველოს სინამდვილეში.

მოგვწონს ეს თუ არა, ობიექტური მთხრობელის ფუნქცია ოდესმე საკუთარ თავზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს. კერძო ტელეკომპანია ყოველთვის მისი მფლობელის ინტერესების გამტარებელი იქნება. საზოგადოებრივი ტელევიზია კი მთელი საქართველოსია და, პირველ რიგში, მისი მოვალეობაა, ობიექტური, კეთილსინდისიერი თხრობის ტრადიცია დანერგოს. ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფი ვერ მიხვდება, რომ ანა კალანდაძის გარდაცვალება ბოლოდან მეორე ახალი ამბავი არ არის; ვიდრე ავტოავარიაში გარდაცვლილი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია წინა სიუჟეტად გავა, მომდევნო სიუჟეტში კი ზერელედ გვეტყვიან, როგორ მოკლა პატრულმა უიარაღო ადამიანი - ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობით კმაყოფილი ვერ ვიქნებით.

ილუზიების ტყვეობაში რომ არ მოვექცეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუნდაც ერთი ტელევიზიის გაშვება კონტროლის სივრციდან სრულად უკარგავს აზრს იმ უამრავ რესურსს, რაც სხვა ტელევიზიებში იდება. საკმარისია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ობიექტური მაუწყებლობა დაიწყოს, რომ აღარავინ შეხედავს არც „რუსთავი 2“-ს, არც „მზეს“ და არც „იმედს“. ამიტომ არ არის ადვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი სამეურვეო საბჭოს არჩევა ან ისეთი გენერალური დირექტორის დანიშვნა, რომელსაც ბოლომდე ექნება გაცნობიერებული, რომ საზოგადოების მსახურია.

მეორე ილუზია - რომელიც, ფაქტობრივად, უკვე განქარვებულია - ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდება. ხელისუფლება, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, შეძლო და ეს ტელეკომპანია თავისთვის სანდო ადამიანს გადააბარა, არ დაუშვებს „იმედის“ მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას. ეს ტელეკომპანიაც, ისევე, როგორც „რუსთავი 2“ და „მზე“, თავიდან ბოლომდე გაკონტროლდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ორი საქართველო: ერთი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მეორე, რომელიც საინფორმაციო სივრცეში იარსებებს. მართალია, ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან საერთო არაფერი ექნება, მაგრამ როგორც პრაქტიკამ დაადასტურა, არჩევნების მოსაგებად მეორე - ალტერნატიული, ილუზიური - საქართველოს შექმნა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.

როგორ წააგო არჩევნები მედიამ

იმ ილუზიურ საქართველოში, რომელიც ტელევიზიების მეშვეობით იანვრიდან მაისამდე ჩამოყალიბდა, სრულიად რეალური არჩევნები ჩატარდა. დღეს ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ამჯერად საკუთარი ნებით შემოხაზა N5 - სახელისუფლო პარტია. ოღონდ, ჩვენსავით პატარა და კომუნიკაციებით დახუნძლულ ქვეყანაში საიდუმლოდ არც ის რჩება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თითოეული ოჯახის დონეზე იმუშავა: ვინც ვერ დაარწმუნა, ისინი ან დააშინა, ან მოისყიდა, ან დაპირებებით გადმოიბირა. თითოეული ადამიანი სრულიად მარტო აღმოჩნდა ისეთი გიგანტური მანქანის პირისპირ, როგორიც დღევანდელ საქართველოში სახელისუფლო პარტიაა - მთელი თავისი ცენტრალური თუ ადგილობრივი რესურსით. ქართულმა ჟურნალისტურმა კორპუსმა ვერ უზრუნველყო, რომ ადამიანები, რომლებსაც აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ, ან რომელთა მოსყიდვას ცდილობდნენ, ერთიან ინფორმაციულ ველში გაეერთიანებინა და ერთმანეთის თანადგომით გაეძლიერებინა. როდესაც სკოლის მასწავლებლებს ლაგოდეხში ან სიღნაღში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიების შედგენას სთხოვდნენ, მათ არ იცოდნენ, რომ მთელი საქართველოს პედაგოგები ამ დღეში იყვნენ. როდესაც ერთი პატიმრის ოჯახისგან და მათი გულშემატკივრებისგან მწვანე პასტით ითხოვდნენ ხელისუფლების მხარდაჭერის დადასტურებას, მათ არ იცოდნენ, რომ მეორე ოჯახს წითელ პასტებს ურიგებდნენ იმავე მიზნით.

საქართველო დასავლეთის სამყაროსგან, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთიან საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობენ. ჩვენ კი იმ სივრცეში არ ვცხოვრობთ, რადგან შეუძლებელია ადამიანმა ერთიანი ევროპული სივრცის რომელიმე კუნჭულში იზოლირებული კუნძულები შექმნას და ხალხი მირაჟში აცხოვროს. დემოკრატია სწორედ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას ეფუძნება და თითოეული მოქალაქეც თავს დაცულად მაშინ გრძნობს, როდესაც ინფორმაციულ ველში მთელ პროგრესულ სამყაროსთან არის გაერთიანებული.

ქართველმა ჟურნალისტებმა ვერ შევძელით საქართველოს ამომრჩევლების გაერთიანება წინასაარჩევნო პერიოდში და თითოეული მათგანი - თავისი გასაჭირით - ხელისუფლების პირისპირ სრულიად მარტო დავტოვეთ. თუნდაც ერთი ტელევიზია, რომელიც მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, რადიკალურად შეცვლიდა ვითარებას, რადგან გაარღვევდა ინფორმაციულ ვაკუუმს და ილუზიური საქართველოს გვერდით, რეალური საქართველოს სურათს დადებდა. იმ რეალურ საქართველოში კი ნებისმიერი ამომრჩეველი ათასობით თავისნაირ ამომრჩეველს დაინახავდა და თავს ეულად ან უსუსურად აღარ იგრძნობდა.

ასე რომ, ქართველი ჟურნალისტების წილი და პასუხისმგებლობა შეუფასებელია იმ საფრთხეების ჩამოყალიბებაში, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ემუქრება დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყანას 119 წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნით.

რა ვიღონოთ, რით ვუშველოთ იარებს?

როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლებისთვის საამო მორიგ ნაბიჯს დგამდა და „სტუდია მაესტროს“ ლიცენზიას უჩერებდა, ალბათ, ამ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ძნელად თუ წარმოედგინათ, რა შარში იგდებდნენ თავს. სტუდიის ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი პირისპირ შეეჩეხა იმ მანქანას, რომლის წინაშეც ნებისმიერი ერთი ადამიანი უძლურია. სწორედ მამუკა ღლონტის მოწოდება გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც არაერთი ქართველი ჟურნალისტის გულში პოვა გამოძახილი. „ერთად დავდგეთ და ერთმანეთი პოლიტიკური ზეწოლისგან დავიცვათ, ვიდრე ცალ-ცალკე გაგვანადგურებენ!“ - ეს იყო მესიჯი, რომელმაც ჟურნალისტებს ჯერ სახალხო დამცველის ოფისში მოუყარა თავი, შემდეგ კი შეაქმნევინა ორგანიზაცია „ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის“. ამ ორგანიზაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტ წევრს მოუყაროს თავი და გაერთიანებული ძალით იბრძოლოს თითოეული ჟურნალისტის პრობლემების მოსაგვარებლად, თუკი ეს პრობლემები პოლიტიკური წნეხის შედეგად წარმოიქმნება. ორგანიზაციის კარი ღიაა ყველასთვის, იმის მიუხედავად, მოქმედი ჟურნალისტია თუ - ყოფილი, პროფესიონალია თუ - დამწყები, ობიექტურია თუ - ტენდენციური, კეთილსინდისიერია თუ - სულაც, უსინდისო.

ჟურნალისტების გაერთიანება საქართველოში ჯერ არავის მოუხერხებია. თუ ახლად შექმნილი ორგანიზაცია მრავალრიცხოვანი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება, მას ექნება შანსი, რეალურად დაიცვას ამოყირავებული სამკუთხედის ქვედა კუთხეში მომწყვდეული ჟურნალისტის უფლებები. ეს კი ყველაზე ცუდია, რაც პიარისტულ ილუზიებზე ორიენტირებულ ხელისუფლებას შეიძლება დაემართოს.

ოქროს შანსი

და მაინც, ის, რაც დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება ჟურნალისტებისგან, მათი პროფესიული და პიროვნული კეთილსინდისიერებაა. ჟურნალისტები მხოლოდ მაშინ შეძლებენ სასარგებლონი გახდნენ საზოგადოებისთვის, როცა მათ მიმართ ნდობა გაჩნდება. სხვა შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვისთვის გაერთიანებული ასობით ჟურნალისტი ასობით მილიციონერის კრებულს შეიძლება დაემსგავსოს და კიდევ მეტად საშიში და მიუღებელი აღმოჩნდეს ჩვეულებრივი მოქალაქისთვის.

ამიტომ, უფლებების დაცვის პარალელურად, აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა პასუხისმგებლობების და მოვალეობების აღიარებისა და დაცვის მიმართულებით, რაც ნდობის მოპოვების ერთადერთი გზაა.

საქართველოში ბევრჯერ შექმნილა ჟურნალისტური სტანდარტი, ეთიკის პრინციპებიც ბევრჯერ ჩამოწერილა და ცნობილი ხელმოწერებითაც დამშვენებულა. მაგრამ პასუხისმგებლობის სისტემას რეალურად არასოდეს უმუშავია. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჟურნალისტის დაუცველობაა: ქვეყანაში, სადაც რუსთაველი მკვდარია, ვის უნდა შესჩივლო, როგორ გარღვევინებს სტანდარტს და ეთიკას რედაქტორი ან მედიამფლობელი? სასამართლოს? სხვა მედიამფლობელს? სხვა ჟურნალისტს? სახალხო დამცველს?

ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს იმ სივრცეში, რომელიც სხვებზე მეტად თავისუფალია - ესე იგი, არა თბილისში (როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა), არამედ, რეგიონებში. ნიშანდობლივია, რომ ის მედიასაშუალება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტს შრომობს სტანდარტის შექმნისა და დანერგვის მიმართულებით, „გაზეთი ბათუმელებია“. ამ კუთხით, „გაზეთ ბათუმელებს“ კონკურენციას ვერ გაუწევს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გასულ წლებში ბევრს საუბრობდა სტანდარტის დანერგვაზე, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ იცავდა, როცა ამით ხელს არავის უშლიდა. მეორე მხრივ, აქვე უნდა ვახსენოთ „რადიო თავისუფლება“, რომლისთვისაც სტანდარტის დაცვა ჰაერივით ბუნებრივი გარემოა, მაგრამ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდში ათეული წლობის განმავლობაში დამკვიდრებული სტანდარტი ქართული ჟურნალისტიკის მიღწევებს ვერ მიეწერება.

14 ივნისს თბილისში თავი მოიყარეს რეგიონული გაზეთებისა და რადიოკომპანიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც რამდენიმე თბილისელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ იწყება მუშაობა ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტზე. სამუშაო პროცესი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. თუ სტანდარტზე და ეთიკურ გაშუქებაზე მუშაობა ამჯერად მაინც ჯანსაღ ნიადაგზე აღმოცენდება, არსებობს შანსი, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა საზოგადოების ნდობა დაიბრუნონ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ეს ოქროს შანსია.

ვდგებით უფსკრულის პირას

გამოდის, რომ სამკუთხედის ქვედა წვერში გარიყული და გამილიციონერებული ჟურნალისტების სამშობლოში ორი ახალი ორგანიზაცია შეიქმნება. ერთი რაც შეიძლება მეტ ჟურნალისტს გააერთიანებს პოლიტიკური წნეხისგან საკუთარი თავის და კოლეგების დასაცავად; მეორე კი ჟურნალისტურ სტანდარტს შექმნის და მეთვალყურეობას გაუწევს მის დაცვას, რაც საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ნდობას გაზრდის. ორივე ორგანიზაციის საბოლოო მიზანი ერთია - მოვიპოვოთ უფლება, ვთქვათ სიმართლე და მოვიპოვოთ ნდობა, რათა ჩვენ მიერ ნათქვამი სიმართლე თითოეული ადამიანის გულამდე მივიდეს.

მანამდე კი ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც საზოგადოებისთვის ილუზიების შექმნით, ადამიანების დაშინებით, მოსყიდვით და გადაბირებით მმართველ პარტიას არჩევნებში 80%25-იანი უპირატესობის მოპოვება შეუძლია; ქვეყანაში, რომელშიც აღარავინ იცის, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს და ვინ არის ოპოზიცია; ქვეყანაში, სადაც საზოგადოების თვითორგანიზაციის უნარი მხოლოდ მიტინგებზე იჩენს თავს; ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების მიმართ რიგითი მოქალაქეები ზიზღსა და შიშს ერთდროულად განიცდიან.

ეს ქვეყანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჭვავის ყანად, რომელიც ყველა მხრიდან საფრთხეშია მოქცეული; ყანად, რომელსაც ყველა მხრიდან უფსკრული აკრავს. ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ზემოთ აღწერილ ორ ორგანიზაციას ვქმნით, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით ვდგებით უფსკრულის პირას, რათა ამ უფსკრულში აღარავინ გადაიჩეხოს. საფიქრებელია, რომ ხვალ გვერდით სხვა პროფესიის ადამიანებიც დაგვიდგებიან და ჭვავის ყანის დანარჩენ ნაპირებს ისინი გაამაგრებენ.

მაგრამ ჩვენ პირველები ვართ. ავანგარდში ყოფნა არის კიდეც ჟურნლისტის ფუნქცია და ჩვენი საქმიანობის ჭეშმარიტი არსი.

3.2 მარადიული ღამის მოამბე

▲back to top


მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობათა ზოგიერთი ასპექტი

დავით პაიჭაძე

ვარდების რევოლუციის შემდეგ, სანამ საქართველოს სამოქალაქო სექტორის თვალსაჩინო წევრები პოლიტიკაში გადაინაცვლებდნენ, ერთი შეხვედრა გაიმართა. ის შედგა სოროსის ფონდში და მიეძღვნა ქართული მედიის მომავალს. შეკრებას მეც ვესწრებოდი და მახსოვს იქ გამოთქმული ერთი აზრი: თუ ახალი ხელისუფლება აპირებს ქვეყნის მოდერნიზებას, მედია მისი მოკავშირე ვერ იქნება იმიტომ, რომ ვერ გაიგებს და ვერ მიიღებს ამ პროცესს. ჟურნალისტები „უკან დაქაჩავენ” პოლიტიკოსებს, რადგან არ ეყოფათ ცოდნა, განათლება და გამოცდილება, აჰყვნენ ახალ დღის წესრიგს. საკითხავია, როგორ უნდა გაიხადო მოკავშირეებად ასეთი ჟურნალისტები?

ცხადია, აქ შეიძლება გაშალო დისკუსია, რა არის მედია და ვინ არიან ჟურნალისტები: ევალებათ მათ იყვნენ პოლიტიკოსთა მოკავშირეები, თუნდაც ეს მოკავშირეობა ეფუძნებოდეს საზიარო ღირებულებებს თუ უნდა იდგნენ საზოგადოების ინტერესთა სადარაჯოზე, უგუშაგონ დემოკრატიას და მაქსიმუმ, კრიტიკული პარტნიორობა გაუწიონ პოლიტიკურ კლასს. მაგრამ ეს ფუჭი დისკუსია იქნება. უფრო საინტერესოა, რა გამოდის საქართველოში ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობიდან.

რატომ იყო რევოლუციამდელი ჟურნალისტი?..

ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობათა წესები საქართველოში კომუნიზმის მიმწუხრის დროიდან იცვლებოდა და ყალიბდებოდა: თავად კომუნისტები ბოლოს არ ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციების, არსებითად, პარტიული პრესის გაჩენას. იმავე წლებში პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერთა ერთი ჯგუფი „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იშვიათად ერჩოდა ხოლმე მათდამი კრიტიკულად განწყობილ პრესას (ვიღაცას ეხსომება გაზეთ „ქართული ფილმის“ ობსტრუქცია). გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნისას გაჩნდა თითო-ოროლა დამოუკიდებელი გამოცემა - „7 დღე“ და „დრონი“ სწორედ მაშინ დაიბეჭდა პირველად. ამ და ზოგი სხვა გაზეთის ოპოზიციურობის მიუხედავად, დიდი პრესი მათზე არ ყოფილა. 1992 წლის იანვრის შემდეგ ბევრი გაზეთი გაჩნდა და ძალიან მოკლე დროის მანძილზე იარსება. ოღონდ ეს ხანმოკლეობა ხელისუფლების ბრალი არ იყო. ბნელი წლების პრესას არც თუ ხშირად, მაგრამ მტკივნეულად აწუხებდნენ: ერთხელაც მხედრიონზე კრიტიკული პუბლიკაციის შემდეგ გაზეთ „რეზონანსის“ რედაქციას შეიარაღებული ჯეელები ესტუმრნენ და ჟურნალისტებს დაეკითხნენ, ხო ღირსები ხართ, ეხლა ყველანი რომ გადაგკუზოთო? (წყარო მყავს, მაგრამ არ ვასახელებ). პრესასთან ურთიერთობის მსგავსი პრაქტიკა ახლობელი იყო არა მხოლოდ ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფებისათვის: ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გია ჭანტურიას ლიდერობისას გაზეთ „7 დღის“ რედაქციას ჯანიანი პარტაიგენოსეები მიადგნენ, ოფისი დაურბიეს, ჟურნალისტებს სცემეს და ერთს თავზე გიტარაც გადაამტვრიეს, რომელიც შემდეგ რედაქციაში რელიკვიად ინახებოდა. ამგვარ „წვრილმანთა“ გახსენება მეც შემიძლია და პირველი პოსტსაბჭოთა თაობის არაერთ ჟურნალისტსაც. მაგრამ ჩავთვალოთ ეს დამოუკიდებლობის ხანის „საყმაწვილო სენად“. ურთიერთობების რეალური მოდელი კი თავის სამომავლო კონტურებს ხელისუფლების ტელევიზიებთან დამოკიდებულებაში იძენდა.

ტელევიზიებთან და არა ტელევიზიასთან, რადგან სახელმწიფო ტელევიზიის გარდა იმხანად კიდევ ერთი ტელევიზია - იბერვიზია მუშაობდა. იბერვიზიას მუდმივად უწევდა ხელისუფლებაში ძალთა ბალანსის, უკეთ, ძალაუფლების მქონე პირთა და უწყებათა ურთიერთობის გათვალისწინება: ხან იგორ გიორგაძეს აამებდა გია ყარყარაშვილის საზარალოდ, ხანაც შოთა კვირაიას უმღერდა ოსანას... ირონიით არ ვამბობ. ხელისუფლება ულაპარაკოდ ბატონობდა სახელმწიფო ტელევიზიაში, იქ მას საიმედო მსახურები ეგულებოდა. არასახელმწიფო ტელევიზიის დამოუკიდებელ მედიად აღქმა-მიღება კი ყველას უჭირდა, რადგან ჯეროდათ: ვინც ფლობს ტელევიზიას, ის ფლობს ძალაუფლებას. იმავე 1992 წლის 24 ივნისის ოპერაცია ამ რწმენის დასტური იყო: იმ დღეს დამხობილი უზენაესი საბჭოს წევრის, ვალტერ შურღაიას ხელმძღვანელობით, ზვიადისტებმა რამდენიმე საათით ხელთ იგდეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. ხუთი ადამიანი ემსხვერპლა იმ შენობის „გათავისუფლებას“. ტელევიზიისთვის, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტისთვის ცილობას, არ ვიცი, სათავე სადა აქვს. კომუნიკაციის საშუალებები XX საუკუნეში ყოველთვის იყო ძალაუფლების „მოჭიდების წერტილი“: რევოლუციის მოსახდენად ლენინი ტელეგრაფის აღებას მიიჩნევდა აუცილებლად. თბილისის ზღვაზე გამაგრებული თენგიზ კიტოვანი მითური გადამცემით ცდილობდა, ემაუწყებლა. 1993 წლის ოქტომბერში რუსეთის ამბოხებულმა დუმამ ოსტანკინოსკენ გაგზავნა ტანკები.

მედიასთან ურთიერთობის მეტნაკლებად სტრუქტურირებულ, ცივილიზებულ ფორმებს ხელისუფლებამ მიმართა მას შემდეგ, რაც აირჩიეს 1995 წლის პარლამენტი. თუ მანამდე ხელისუფლება და სხვა პოლიტიკური ჯგუფები მედია ორგანიზაციებს უყურებდნენ, როგორც მთლიან ერთეულებს, პარლამენტის სპიკერად ზურაბ ჟვანიას არჩევამ ასპარეზი მისცა „დიფერენცირებულ მიდგომებს“; ჟვანია პირველი იყო, ვინც მედიას მიუდგა არა ძალადობრივი ან ადმინისტრაციული მეთოდებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად საქმე დაიჭირა არა მედიებთან, არამედ ჟურნალისტებთან. გაუჩინა მათ არა მსახურების, არამედ პარტნიორობის განცდა. ჟვანიამ ჟურნალისტების დამორჩილებას მათი მომადლიერება არჩია. ოღონდ რამდენადმე არატრადიციული გზით: ის არ თავაზობდა ჟურნალისტებს მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებს, მხოლოდ ამალის წევრობას, თანხლებას უცხოეთში ვიზიტების დროს და ა.შ. ამაში ზურაბ ჟვანია შევარდნაძეს ვერ გაეჯიბრებოდა. მეორე პრეზიდენტის კარზე ჟურნალისტებისგან მარტივად ითხოვდნენ ლოიალობას პრივილეგიების ფასად: ილაპარაკებ ირონიულად, თუნდაც ვიწრო წრეში, შევარდნაძის ოჯახზე და დაემშვიდობები საზღვარგარეთ ვიზიტებს. თუ თავზე ნაცარს წაიყრი, შეგინდობენ, მაგრამ არ დაგივიწყებენ. ზურაბ ჟვანიამ სხვა იარაღი აამოქმედა: ის „თავის“ ჟურნალისტებს ინფორმაციას აძლევდა

რეგულარული ექსკლუზიური ინფორმაცია სულაც არ გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნოუ ჰაუ. ეს პრაქტიკა, დახურული ბრიფინგების სახით, კარგა ხნით ადრე ბრიტანეთის პარლამენტში არსებობდა. ჟურნალისტთა შეზღუდული წრისათვის მეტის განდობა მიღებული იყო კრემლშიც, ელცინის დროს. ეგრევე უნდა ითქვას, რომ არაფერი უკანონო აქ არ არის. დახურული ბრიფინგები გულისხმობს მეტი, ახალი, უფრო დეტალური ინფორმაციის გაცემას არა მაინცდამაინც გამოსაქვეყნებლად, არამედ, ასე ვთქვათ, კონტექსტისათვის. ზურაბ ჟვანიამ საფუძველი ჩაუყარა ჟურნალისტების ინსაიდერებთან მუშაობას, ხელი შეუწყო ინსაიდერული ინფორმაციის გათვალისწინებას ამბების მიწოდებისას. სწორედ ამ პერიოდის ქართულ მედიაში ჩნდება ისეთი საქცევები, როგორიცაა: კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, მაღალი რანგის (თანამდებობის) პირის ინფორმაციით, ჩვენი წყარო პარლამენტში (ან კანცელარიაში) და ა.შ.

ვერ იტყვი, რომ ასეთი ინფორმაცია ყოველთვის სანდო იყო. მაგრამ ის ყოველთვის ამრავალფეროვნებდა ამბების პალიტრას. ჟურნალისტებმა მეტი იცოდნენ ხელისუფლების შიდა ურთიერთობებსა და იქ მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოებამ - შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც „რაღაცა“ იცოდა. ზურაბ ჟვანიას თავი ისე ეჭირა, რომ ასეთი ვითარება უწინარესად მას და მის ჯერაც გაუფორმებელ გუნდს აწყობდა და აძლიერებდა. ალბათ, ასეც იყო, რადგან ინფორმაციულ იზოლაციაში ყოფნა მხოლოდ დაასუსტებდა, რომ არა ვთქვათ, დაღუპავდა პოლიტიკოსს, რომელიც არ ეკუთვნოდა კომუნისტების კლასს. ჟვანიამ შევარდნაძის ღვიძლ თანაგუნდელებს შესთავაზა თამაშის ახალი წესები, რომელთაც ბოლო და ბოლოსწინა თაობის კომკავშირლებმა, იმდროინდელ ძალოვნებთან ერთად, მალე აუღეს ალღო: მათაც გაიჩინეს საკუთარი ჟურნალისტები, მათაც დაიწყეს ინფორმაციის გაჟონვა, მათაც ჩანერგეს საკუთარი ხალხი მედიაში. პოლიტიკა აღარ იყო ძველებურად დახშული, მედიას შეეძლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებაზე ასე თუ ისე, დამაჯერებლად ემსჯელა.

იდეალურ თუ არა, უკეთეს ვითარებად მოჩანს, ხომ? მაგრამ ეგრეც არ იყო საქმე. ახალი თამაშის წესებმა (თუ თამაშის ახალმა წესებმა) დაარღვია ჟურნალისტური ჰიგიენა (რომელიც, კაცმა რომ თქვას, არც არასოდეს ახასიათებდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართულ ჟურნალისტიკას). თუ ჟურნალისტისაგან ადრე მორჩილებას ელოდნენ და მოითხოვდნენ, ახლა კაბალა შეიცვალა: პარლამენტარი ან მოხელე მეგობრულად გიმხელს ინფორმაციას, რომლის გახმაურების მორალური უფლება წართმეული გაქვს სწორედ „მეგობრობის“ ძალით. წყაროს ვერ დაიმოწმებ, ყოველთვის ანონიმურ წყაროს კი ვერ მოიხსენიებ. ეს ახლა ხდება, როცა პირველი სიკაშკაშის ვარსკვლავებიც კი დაუბრკოლებლად ეყრდნობიან კულუარებსა და ვითომდაც იქიდან გამოჟონილ ინფორმაციას. მაგრამ ამაზე ქვემოთ ვილაპარაკოთ. მაშინ კი, XX საუკუნის მიწურულს, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მეტისმეტად დაახლოვდნენ, რაც პოლიტიკოსის არა, მაგრამ ჟურნალისტის პროფესიას ძალიან ვნებს. პროფესიული ვნება იქით იყოს: სახელისუფლებო ოლიმპის კალთებზე მობინადრე ჟურნალისტებს ჩრდილოვანი ჰონორარები გაუჩნდათ, ან, ცოტა უკეთესი, გაუჩნდათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობისა და პროცესებზე ზემოქმედების განცდა. ძალაუფლების განხორციელების ამ ილუზიას, ხელისუფლებასთან სიახლოვის ბანგს ბევრი ჟურნალისტისთვის თვითკმარი ღირებულება აღმოაჩნდა. მეორეც, მიწოდებულ ექსკლუზიურ ამბებს ხშირად ანაცვლებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ფიგურის სასარგებლოდ ინტერპრეტირებული ინფორმაცია, რომლის სხვა წყაროსთან გადამოწმებით ჟურნალისტი თავს არ იწუხებდა. ხელისუფლებასთან, ზოგადად, პოლიტიკურ კლასთან მედიის წარმომადგენელთა იდენტიფიკაციის ყველაზე მკაფიო მაგალითია იმ დროს დაწყებული და დღემდე მოქმედი პრაქტიკა ჟურნალისტების გადანაცვლებისა პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ინსტიტუტებისა და პროექტების PR სამსახურებში. იმთავითვე ანუ მედიაში ჟვანიას ეპოქის დასაწყისში ერთეულმა ჟურნალისტებმა თქვეს უარი ერთდროულად ჟურნალისტად დარჩენასა და ხელისუფლებასთან შეთამაშებაზე და პროფესია გამოიცვალეს: ზოგი პოლიტიკაში წავიდა, ზოგმაც არასამთავრობო სექტორში ლობისტური საქმიანობა ამჯობინა.

„ჟვანიას ეპოქა“, ცხადია, გადაჭარბებაა, რადგან ეს მაინც შევარდნაძის ეპოქა იყო: ხელჩაქნეული, ინერტული, არსებითად უმოქმედო ხელისუფლება, სადაც მნიშვნელობა ენიჭებოდა უმცირეს ძვრასაც კი ხელისუფლების შიგნით, რადგან ხედავდნენ: ქვეყანას პოსტიდან მსწრაფლწარმავალი ლიდერი ჰყავდა. მყიფე სახელისუფლებო ბალანსს არყევდა ერთი განცხადება, ერთი ნაბიჯი, ერთი დადასტურებული ფაქტი. ასეთ ვითარებაში ჟურნალისტები საიმედო იარაღი იყო ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა ხელში. ხოლო ხელისუფლებამ ასეთ რყევებს სხვა ვერაფერი დაუპირისპირა - მხოლოდ მუდმივი წაყრუება. არ ვამბობ, რომ ნელი და მდორე რყვნა სახელისუფლებო მჭიდის ყველა ჟურნალისტს შეეხო, მაგრამ არაერთს შეეხო ნამდვილად. ასეთი ჟურნალისტის პროფესიულ ნიშნად არა ცნობისმოყვარეობა, ამბების მიგნებამოპოვების ჟინი და დაუზარელობა, არამედ აბსოლუტური მორალური რელატივიზმი იქცა. ეს გაძლევდა კომფორტული არსებობის საშუალებას და გართმევდა სტიმულს, გეზრუნა პროფესიულ ზრდაზე: შენი სტატუსი და უნარები ჰყოფნიდა როგორც პოპულარობასა და კარგ ხელფასს, ისე ამა ქვეყნის ძლიერებთან სიახლოვის სნობური ჟინის მობანას.

გამოწვევები და პერსპექტივა

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთხელ ცდილან, გაეაზრებინათ, რა შეცვალა ახალმა ელიტამ მედიასთან ურთიერთობებაში და ყველაზე ხშირად ეს შეუნიშნავთ: ხელისუფლებამ თავი დაანება ჟურნალისტებს და საქმე დაიჭირა მფლობელებთან. საკუთარი ინტერესების წარმოჩენასა და მიწოდებას ანდობდნენ კონკრეტულ მედიას და არა კონკრეტულ ჟურნალისტს. ჟურნალისტებს დროს აღარ ახარჯავდნენ „პარტიისა და მთავრობის პოლიტიკის ასახსნელად“. მფლობელის ლოიალობა კმაროდა ამ მიზნის მიღწევისათვის. ჟურნალისტი ვერ ეურჩება დამქირავებელს. რასაც ეტყვიან, გააკეთებს. ეტყვიან კი ისინი, ვისაც ჩვენ ვეტყვით.

ამ სქემატური აღწერის მიღმა ძევს რამდენიმე საინტერესო ნიუანსი, რომელიც ეგრე მარტივადაც არ წარმოაჩენს სურათს. შევეცდებით, განვმარტოთ.

ვფიქრობ, პოლიტიკის ახსნით 2003 წელს მოსული ხელისუფლება დიდად არ გარჯილა. ხელისუფლების წევრები ამას აღიარებდნენ შარშანდელი ნოემბრის შემდგომ წარმართულ ორსავე საარჩევნო ციკლში: ამბობდნენ, რომ იყო შეცდომები, კომუნიკაციური კრიზისი, რომ კარგად ვერ მიაწოდეს და გააგებინეს, აკლდათ კავშირი საზოგადოებასთან და ა.შ. შეიძლება, ეს მართალია. სხვა გზა ხელისუფლებას არც ჰქონია. ხელისუფლებას უნდა ემოქმედა, ხოლო მისი პოლიტიკის კრიტიკული განმარტება მხოლოდ პოლიტიკოსთა საქმე არ გახლდათ. ეს როლი მედიას უნდა შეესრულებინა, მედიამ კი ეს ვერ შეძლო. მახსოვს, ერთმა ამჟამინდელმა ოპოზიციონერმა 4 წლის წინათ იხუმრა მიხეილ სააკაშვილზე, მოთამაშე მწვრთნელი გამიგია, მაგრამ მოთამაშე კომენტატორს პირველად ვხედავო. ასეთ ამპლუაში პოლიტიკოსი დიდხანს ვერ იქნება - წესით, საამისოდ დრო არ უნდა დარჩეს. მოგვიანებით, ხელისუფლების წევრები თავადაც არ მალავდნენ ირონიას ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ, ამ ბოლო დროს ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები გახდნენო. პოლიტიკური ვითარების თან შექმნა და თან ანალიზი პოლიტიკოსებმა შეითავსეს იმიტომ, რომ არც მედიას და არც მთლიანად საზოგადოებას არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი მეორე ფუნქციის - ანალიზის შესასრულებლად. შევარდნაძის პერიოდის პოლიტიკურ ინტრიგებში ღრმად ჩახედული ჟურნალისტებისა არც ეიმედებოდათ. ისინი ახალ პოლიტიკას ვერ გაიგებდნენ, რადგან მანამდელმა მანიპულირებამ, რომელიც შეუწყვილდა ჟურნალისტების უკმარ განათლებას, მათ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოუყალიბა პოლიტიკის აღქმის სტერეოტიპი: პოლიტიკა უპირატესად ეფუძნება ძალთა ბალანსს ხელისუფლებაში, ის კეთდება კონსპირაციულად, კულუარებში; მთავარია, ვინ ვის უკან დგას, ვინ წააგებს, ვინ იხეირებს. მთავარია პროცესი, რიტუალი და არა შედეგი.

ხელისუფლებაში, ჩანს, ფიქრობდნენ, რომ განმარტება, დასაბუთება, დისკუსია მოითხოვს დროს, რომელიც არ აქვთ და უნარებს, რომელიც ჟურნალისტებს აკლიათ. ამიტომაც კრიტიკული დისკურსი ჩანაცვლდა უფრო მარტივი ხერხით - პროპაგანდით: ხელისუფლება აკეთებს ამას და ამას და ეს კარგია. ეს ჟურნალისტებს შეეძლოთ და შეუძლიათ.

პროპაგანდისათვის ხელისუფლებას არ დაუკავებია მთელი მედია სივრცე. გაზეთები და რადიოსადგურები ამ ხელისუფლებას ან არ აინტერესებდა, ან პრინციპულად ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, ან ორივე ერთად: ყოველ შემთხვევაში, თბილისში გაზეთები და რადიო არავის შეუზღუდავს. რადიო „იმედს“ ცალკე ვერ განიხილავ, ქართული ანდაზის ქათმისა არ იყოს, ძროხა დაკლეს და მე წამაკლესო. ტელეიმედის შემუსვრისა და ახალი პატრონის მოვლინების შემდეგ რადიო „იმედში“ ყველაფერი ძველებურად ვერ დარჩებოდა. სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ახალი მფლობელი, ამას წინამდებარე წერილი არ ეხება.

რადიოსადგურები და გაზეთები უნდა წარმოადგენდნენ ადგილს, სადაც შეიძლება გამართო თავისუფალი დისკუსია. მართლაც, ამ ორ მედიაში აზრთა მრავალფეროვნებას ვერ მოისაკლისებ. რადიო, ამასთან, ყველაზე ინტერაქტიური მედიაა, რადიოში ყველაზე ხშირად ისმის მოქალაქის ხმა. ამას არავინ აბრკოლებს. მთავარი, რაც გაზეთებსა და რადიოს აკლია, ინფორმაციაა - სანდო, ოპერატიული, დეტალური, ღირებული ინფორმაცია. ასეთი ინფორმაცია არც ტელევიზიებს გადასდით თავზე. რევოლუციური ხელისუფლება გაემიჯნა შევარდნაძის პერიოდის პრაქტიკას და შეწყვიტა ინფორმაციის რეგულარული გაჟონვები. ხელისუფლება საკმარისად კონსოლიდირებულია, რათა მისი წევრები ერთი-მეორეს მედიის მეშვეობით არათუ არ ებრძოლონ, არამედ არც ელაპარაკონ. თითო-ოროლა ასეთ ფაქტს თუ გაიხსენებ. ჟურნალისტები კი მოუქნელნი აღმოჩნდნენ, რათა შევარდნაძის პერიოდის დაცლილი საინფორმაციო შპრიცებიდან გადამსხდარიყვნენ და წყაროებთან მუშაობის სხვა ხერხებისათვის მიეგნოთ. ამ ლომკის გამოძახილია ის ჰალუცინაციები, რომელიც არაერთ ჟურნალისტს, პრესაშიც და ტელევიზიაშიც, კულუარებისა და კულუარული ინფორმაციის სახით დღემდე ელანდება. არ გამოვრიცხავ, პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, ინფორმაციის განდობით, „ჩაწვეთებით“ უბრალოდ მანიპულირებდნენ ჟურნალისტებით, რადგან იციან, რომ გადამოწმება საქართველოში ჟურნალისტებს, უბრალოდ, ეზარებათ და ერთ წყაროს ჯერდებიან. რა თქმა უნდა, ზოგი ჟურნალისტი, მათ შორის კრიტიკული, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი ამყარებს და ინარჩუნებს საქმიან კავშირს ხელისუფლების წევრებთან, მაგრამ ამ კავშირით თითქმის ვერასოდეს მოიპოვებ ღირებულ და ექსკლუზიურ ინფორმაციას. კომენტარს, შეფასებას, განსჯით ინტერვიუს - დიახ; ამბავს, მნიშვნელოვანი მოქმედების ანონსს, მოკლედ, რეალურ ინფორმაციას - ვერა. ხელისუფლებას, ადრინდელისგან განსხვავებით, ვერაფერს დააცდენინებ; ის ახლა თვითონ ირჩევს და წყვეტს, გაამხილოს თუ არა ის, რასაც მოიმოქმედებს. მედიასთან ურთიერთობის წესებზე, ეტყობა, ხელისუფლებაში იმთავითვე მყარად შეთანხმდნენ. ჩვენ ვმოქმედებთ; გიმხელთ, რასაც გვინდა; თქვენი საქმეა, მიაგნოთ მეტს - ასეთი ჩანს ხელისუფლების ლოგიკა, რაც წარმოადგენს გამოწვევას დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკისათვის.

ხელისუფლებისა და ტელევიზიების ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ზემოაღნიშნული დაკვირვება მედიამფლობელებთან საქმის დაჭერის თაობაზე სწორედ ტელევიზიებს ეხებოდა. ტელე ვიზია ხელისუფლებისთვის არის Old Flame, რომელსაც ვერ ელევა. ტელევიზია რჩება ხელისუფლების ინსტრუმენტად. ხელისუფლება თან იყენებს და თან ბოლომდე ვერ ენდობა ტელევიზიას. ვერ ენდობა ჟურნალისტების ღირებულებებს, ეჭვით უყურებს მათ პროფესიონალიზმს, როგორც ოთხი წლის წინათ, ახლაც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი ვერ იგებს ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტს. ხელისუფლებამ ჯერ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ გააგრძელოს ტელევიზიის გამოყენება ანუ უყუროს ტელევიზიას ისე, როგორც მას უყურებდა საქართველოს აქამდე არსებული ყველა ხელისუფლება.

მთავარი შიდა მოწინააღმდეგე აღარ არსებობს, მისი იარაღი - ტელეკომპანია „იმედი“ - „საიმედო“ ხელშია. ასეთ ფონზე შეიძლება ტელესივრცეში პლურალიზმის განსახიერებაც და ტელეკომპანია „კავკასიაზე“ სიცილი იმათთან ერთად, ვის სულსაც სალბუნად ედება დავით აქუბარდიას მაუწყებლობა.

რუსთავი 2, რათა არ შესწამონ ხელისუფლების მხოლოდ მსახურება, აცხადებს რომ, უბრალოდ, ერთგულებს იმ ძალას, რომელსაც თანაუგრძნობდა და ხელს უწყობდა რევოლუციამდე და რევოლუციის დროს. ასეთი ერთგულების პირობებში თითქოს ჟურნალისტიკასაც რჩება თავისი ადგილი.

ქართულ ჟურნალისტიკას კი განახლების იმპულსები ჭირდება. ჟურნალისტიკაში უკვე დიდი ხანია მწიფს თაობა, რომელიც აღარ განვითარდება, ახალს არაფერს ისწავლის. განახლებას, ალბათ, ახალი თაობა (რა თქმა უნდა, არა გაზეთი) მოიტანს, თუ შესაფერ განათლებას მიიღებს. ვშიშობ, მანამდე, არ დავრჩეთ „ღამის მოამბის“ ამარა, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა სატელევიზიო დისკუსიებს შორის. მას მე-11 წელია აკეთებს ინგა გრიგოლია სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა სტუდიაში, სხვადასხვა ანტურაჟით. და მე-11 წელია, უფრთხილდება საქართველოს ხელისუფლებაც. ის არის ჟანრის ნიმუში, ახალგაზრდების ორიენტირი, წარმატებისა და პოპულარობის მაგალითი. გამოდის, ქართული ჟურნალისტიკა, თავის უმწვერვალეს გამოვლინებაში, სწორედ მარადიული ღამის მოამბეა.

დასასრულ, არაფერი დაგვრჩენია, გარდა ტევადი მხატვრული სახის მოხმობისა, რომელიც ასრულებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“.

0x01 graphic

3.3 ელექტრონული მედია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

▲back to top


გიორგი გოცირიძე

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობისა და თავისუფლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

მხოლოდ კანონი?!

2004 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. ამ საკანონმდებლო აქტმა ისტორიის კუთვნილებად აქცია „ვარდების რევოლუციამდე“ არსებული სასამართლო პრაქტიკა, როდესაც მედიასაშუალებებსა და პოლიტიკოსებს შეფასებითი მსჯელობისა და მამხილებელი ფაქტების საჯაროდ გაცხადებისათვის სოლიდურ ჯარიმებს აკისრებდნენ. ეს გარემოება სერიოზულ ზიანს აყენებდა განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკას, იწვევდა მედიასაშუალებების გაკოტრებას და ჟურნალისტებს თვითცენზურისკენ უბიძგებდა, რათა მომავალში თავი შეეკავებინათ კრიტიკული მასალის გამოქვეყნებისაგან.

ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლისაგან განსხვავებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონმა ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნა ფაქტი და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტი იქცა კვალიფიციური პრივილეგიით დაცვის საგნად, რაც ახალმა კანონმა განმარტა, როგორც ცილისწამებისათვის პირის ნაწილობრივი ან პირობით გათავისუფლება. შეფასებითი მსჯელობის (აზრის) მიმართ კანონმა გაავრცელა აბსოლუტური პრივილეგიით დაცვა, რაც ნიშნავს თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოთქმისათვის პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. ამგვარად, სასამართლო ვეღარავის დააკისრებს მორალური ზარალის ფულად ანაზღაურებას ისეთი შეფასებითი მსჯელობის გამოხატვისათვის, როგორიცაა „გურული მაფია“ (გამონათქვამი, რომელიც ცილისმწამებლურად მიიჩნია სასამართლომ საქმეში „ივანე ჩხარტიშვილი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ“), და ვერც ამგვარი გამოთქმებისთვის: „სტიქიური უბედურება“, „მალფუჭებადი პროდუქტი“ („თამაზ წივწივაძე აკაკი გოგიჩაიშვილისა და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ“).

ახალმა კანონმა გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩელეზე გადაიტანა. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა საჯარო და კერძო პირის ცილისწამების მტკიცების სტანდარტი. საჯარო პირად მიჩნეულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი (ამ მუხლში თანამდებობის პირთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს, პრაქტიკულად, ყველა იმ პირს, ვინც პოტენციურად მედიის ინტერესის სფეროში შეიძლება მოხვდეს). კანონი დამატებით იძლევა საჯარო პირის შედარებით ზოგად დეფინიციასაც, კერძოდ, საჯაროა ის პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, და პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

საჯარო პირმა, რომელსაც სარჩელი შეაქვს მედიის ან სადავო გამოხატვის ავტორის მიმართ, უნდა ამტკიცოს არა მარტო ის, რომ გავრცელებულია არსებითად მცდარი ფაქტი, რის შედეგადაც მას ზიანი მიადგა, არამედ ისიც, რომ ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა ან უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება გამოიწვია. ამ უკანასკნელი სტანდარტის დაძლევა მოსარჩელე საჯარო პირისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. კანონმდებელმა გაითვალისწინა დანერგილი მავნე სასამართლო პრაქტიკა, როდესაც თანამდებობის პირები პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლოში სარჩელებითა და მედიის დასასჯელად სოლიდური სანქციებით პასუხობდნენ.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს შეიძლება ეწოდოს წინგადადგმული ნაბიჯი და ქართული სასამართლო პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების პირველი მცდელობა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი სრულიად სამართლიანად შეფასებულია როგორც ლიბერალური. კანონს უკვე აქვს პრაქტიკული შედეგი. მისი მიღებიდან დღემდე, „ვარდების რევოლუციამდელ“ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა ცილისწამებისათვის ზიანის ფულადი ანაზღაურებით სარჩელების რიცხვი. კიდევ უფრო მცირეა საჯარო პირების სარჩელების დაკმაყოფილების სტატისტიკა. 2004 წლიდან საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ცილისწამებამ დეკრიმინალიზაცია განიცადა ანუ ამგვარი ქმედებისთვის გაუქმდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და იგი მთლიანად სამოქალაქო კანონმდებლობის რეგულირების სფეროში მოექცა.

საკმარისია თუ არა ლიბერალური კანონმდებლობა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან მინიმუმ სტატუს კვოს შესანარჩუნებლად მაინც? „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ - არა.

თუკი „ვარდების რევოლუციამდე“ არსებული სატელევიზიო სივრცისათვის თამამად შეიძლებოდა გვეწოდებინა როგორც პლურალისტური, ასევე დამოუკიდებელი, დღეისათვის ეს მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. ხელისუფლებამ, როგორც კანონიერი, ასევე არაკანონიერი გზებით, მოახერხა მართვადი სატელევიზიო სივრცის შექმნა. მედიის რეგულირების სფეროში სპეციალური ლიბერალური კანონმდებლობის მიღების პარალელურად ხდება ზოგადი და ნეიტრალური რეგულირების საკანონმდებლო აქტების შემუშავება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სიტყვის თავისუფლების ისეთ უმნიშვნელოვანეს პრინციპზე, როგორიცაა სარედაქციო დამოუკიდებლობა. სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებში განსაკუთრებით დაუცველია ჟურნალისტი. მისი პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას ერთდროულად უპირისპირდება როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ასევე მედიის მფლობელი, რომელიც ხელისუფლებასთან არის ასოცირებული. ასეთ პირობებში ჟურნალისტს ორი არჩევანი აქვს: ან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა მედიასაშუალებასთან, ან შეურიგდეს არსებულ მდგომარეობას. დღეს მოქმედმა შრომის კოდექსმა შემოიტანა ზეპირი ხელშეკრულების ცნება, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ჟურნალისტის, როგორც დასაქმებულის, მდგომარეობა. მედიაში ახალი შრომის კოდექსის მიღებამდეც დამკვიდრებული იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც ჟურნალისტები ან შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ ან მათთან ფორმდებოდა ერთთვიანი წერილობითი ხელშეკრულებები. ეს ტენდენციები დღესაც გრძელდება. ისეთ პირობებში, როდესაც დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს ადვილად შეუძლიათ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება, შეუძლებელია ვისაუბროთ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

მედიის დამორჩილების პირველი ნაბიჯები

„ვარდების რევოლუციიდან“ მოკლე ხანში, 2004 წელს, ტელეკომპანია „მე-9 არხისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ ლიკვიდაცია მოხდა. ამის შემდეგ ქართულ მედიაში იწყება ფარული გადანაწილების პერიოდი. მედიასივრცის მონოპოლიზაციისა და სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანის შესაქმნელად ხელისუფლება მედიის მესაკუთრეთა მიმართ რეკეტს ახორციელებდა. ამგვარი ზემოქმედების ძალით 2004 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის საწესდებო კაპიტალის 100%25-ის მფლობელმა, ქეთევან ასათიანმა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, დავით კაკაურიძეს, უსასყიდლოდ გადაუფორმა საწესდებო კაპიტალის საკონტროლო პაკეტი. ქეთევან ასათიანის წარმომადგენლის, მიხეილ აგლაძის, განმარტებით, ხელისუფლება №499-ე ლიცენზიით ტელეკომპანია „ობიექტივი 2“-ის კუთვნილ 35-ე სატელევიზიო არხის გამოყენებით ტელეკომპანია „ალანიის“ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობას გეგმავდა. დავით კაკაურიძემ განცხადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შიდა ქართლის სამაუწყებლო ზონაში საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად, იმისათვის, რომ ტელეკომპანია „ალანიის“ პროგრამები გორისა და ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. ამ პერიოდში შპს „ობიექტივი 2“-ის დავალიანებამ 1.643.040 ლარი შეადგინა. 2008 წლის 17 მარტს დავით კაკაურიძემ განცხადება შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში „ობიექტივი 2“-ის კუთვნილი №499 სპეციალიზებული სამაუწყებლო სიხშირის გაუქმების თაობაზე. ქეთევან ასათიანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და დავით კაკაურიძისათვის გადაფორმებული წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. იმისათვის, რომ შეუძლებელი გამხდარიყო დავით კაკაურიძის მფლობელობიდან წილის 51%25-ის გამოთხოვა, საწესდებო კაპიტალის საკონტროლო პაკეტი გურამ კვირიკაშვილზე გასხვისდა. ეს უკანასკნელიც გახდა საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი). გურამ კვირიკაშვილის წარმომადგენელმა 2008 წლის 21 მარტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა „ობიექტივი 2“-ის კუთვნილი ლიცენზიის გაუქმებას. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საწარმოს დირექტოდა ტელეკომპანია „ობიექტივ 2“-ს გაუუქმდა მაუწყებლობის ლიცენზია. ტელეკომპანია „ალანიის“ ულიცენზიო მაუწყებლობის ლეგალიზაცია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 16 მაისს მოახდინა, როდესაც იგი კერძო საეთერო-სამაუწყებლო ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა. ამ დრომდე კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებდა, რომ ტელეკომპანია „ალანიაზე“ არ იყო გაცემული მაუწყებლობის ლიცენზია და მათთვის უცნობი იყო რა სიხშირეზე მაუწყებლობდა აღნიშნული კომპანია ან საერთოდ მაუწყებლობდა თუ არა.

0x01 graphic

ამგვარად, საკუთარი პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალების შესაქმნელად ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეებს დაათმობინა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ტელევიზიის წილის საკონტროლო პაკეტი. როგორც კი დათმობის ხელშეკრულების კანონიერების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, წილი სხვა პიროვნების სახელზე გადააფორმეს. იმისათვის, რომ ქეთევან ასათიანს საწარმოს სადავო 51%25 წილის მიმართ ინტერესი დაეკარგა, „ობიექტივ 2“-ს ჩამოაცილეს მისი უმნიშვნელოვანესი აქტივი - სამაუწყებლო ლიცენზია. ტელეკომპანია „ალანიამ“ კი სრულიად უმტკივნეულოდ მიიღო მაუწყებლობის ახალი ლიცენზია და, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რადიო „ჰერეთისაგან“ განსხვავებით, ორი წლის განმავლობაში ულიცენზიო მაუწყებლობისათვის სანქცია არ დაჰკისრებია.

ტელეკომპანია „202“-ის ყოფილმა მფლობელმა, პრინცმა ჰანს ფონ ალტენბურგმა, გაასხვისა კუთვნილი წილი. ახალმა მფლობელმა ერთ დროს კრიტიკული ტელეარხის სიხშირეზე თავდაცვის სამინისტროს ინტერესების გამომხატველი უწყებრივი ტელეკომპანია „საქართველო“ შექმნა, რომელსაც „ალანიის“ მსგავსად პროპაგანდისტული მანქანის ფუნქცია დაეკისრა.

გამარჯვებული ხალხის ტელევიზია

„ვარდების რევოლუციის“ მთავარი ფლაგმანი, „რუსთავი 2“ აღნიშნული მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაკოტრებულად გამოცხადდა. მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, დაახლოებული ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში. ამ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ეროსი კიწმარიშვილი, ნიკა ტაბატაძემ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია სახელისუფლებო ძალების პლატფორმად იყო ქცეული, ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე ზეწოლა მაინც გრძელდებოდა. „თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ის პირობები, რაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ინტერვიუს ფორმატთან დაკავშირებით წაუყენეს და წავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან. ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამდა თავისუფლების იმ ხარისხით, რითაც, დაწესებული ჩარჩოების მიუხედავად, სარგებლობდნენ ტელეარხის ცალკეული ჟურნალისტები. არხის გენერალური დირექტორი და მფლობელი კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ სატელევიზიო სადგურის ჩაყენებას მმართველი ძალის ინტერესთა სამსახურში. ნიკა ტაბატაძე გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კობა დავარაშვილმა შეცვალა. ეს იყო გარკვეული გზავნილი ტელეკომპანიაში დასაქმებული ზოგიერთი ჟურნალისტისათვის. ამის შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტმა, კერძოდ ნანა ლეჟავამ, თამარ რუხაძემ, ნათია ლაზაშვილმა და თამარ ღვინიანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს ტელეკომპანია. მოგვიანებით ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე უარი თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა, რასაც სატელევიზიო ჰოლდინგში ქიბარ ხალვაშის კუთვნილი წილის „გეომედია გრუპზე“ გადაფორმება მოჰყვა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეისათვის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ორი პარტნიორი ჰყავს: საწესდებო კაპიტალის წილის 45%25 ეკუთვნის შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, რომლის დამფუძნებელია საქართველოს პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბეჟუაშვილი. საკონტროლო პაკეტი, წილის 55%25, ეკუთვნის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას „გეომედია გრუპს“. იგივე წილობრივი მონაცემები არსებობს ტელეკომპანია „მზეშიც“.

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ცნობით, კობა დავარაშვილმა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს წარუდგინა ე.წ. „ახალი ადამიანის“ კონცეფცია. გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებისაგან აზროვნებაში „რევოლუციის მოხდენა“ მოითხოვა. ჟურნალისტებს უნდა მოემზადებინათ ოპტიმისტური განწყობის შემქმნელი სიუჟეტები. მოვლენები ისე კი არ უნდა აღეწერათ, როგორც სინამდვილეში იყო, არამედ ისე, როგორც ხელისუფლებისთვის იქნებოდა სასურველი. ტელეკომპანიას არ უნდა გაეშუქებინა მოვლენები, რომლებიც შესაძლოა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინა. ერთ-ერთი თემა, რომლის გაშუქებასაც გენერალური დირექტორის აზრით, შეიძლება საფრთხე შეექმნა საქართველოსთვის, იყო ვაზის აჩეხვა კახეთში.

ხელმძღვანელობის მუდმივი ცვლილების მიუხედავად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, ისევე, როგორც მასთან ერთ ჰოლდინგში მყოფი ტელეკომპანია „მზე“, რჩება მმართველი ძალის ინტერესების გამომხატველ სატელევიზიო სადგურად. ყველაზე მწვავედ ეს ტელეკომპანიები განიცდიან სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობას.

პირველი არხი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი?

სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობისა და პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად 2004 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი. კანონის მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს აეკრძალა პროგრამებში საკუთარი აზრის გამოხატვა, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეკისრა საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვა. აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა გამოერიცხა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი ძალის ან თუნდაც ოპოზიციის გავლენა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თითოეული გადასახადის გადამხდელისაგან ფინანსდება, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისათვის. ამ მხრივ პირველ ეტაპზე პოზიტიური ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. საინფორმაციო გამოშვებები გათავისუფლდა პროპაგანდისტული ფორმატისაგან, რაც სახელმწიფო ტელევიზიას ტრადიციულად ახასიათებდა, გაჩნდა ეროვნული უმცირესობების შესახებ მომზადებული პროგრამა „იტალიური ეზო“, საქართველოში მცხოვრებ ყველა მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობისთვის მათ მშობლიურ ენაზე მომზადებული ახალი ამბები და ადაპტირებული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. რეიტინგის კლების ხარჯზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბები გახდა უფრო დაბალანსებული და, ამგვარად, იგი განსხვავდებოდა სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ოპოზიციური „იმედისაგან“. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაინც ვერ შეძლო საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხების სათანადოდ ასახვა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასათანადოდ გაშუქებისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებელის იდეის დისკრედიტაცია მოხდა 2007 წლის ნოემბრის დღეებში, როდესაც ტელეეთერში გავიდა გენერალური პროკურატურის მიერ ბრეჟნევისეული პროპაგანდის სტილში მომზადებული დოკუმენტური ფილმი „პატარკაციშვილის საქმე“ და შსს-ს ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“. აღნიშნული ფილმები მტკიცებითი ფორმით შეიცავდა ბრალდებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი დანაშაულების ჩადენის თაობაზე. დოკუმენტურმა ფილმებმა საზოგადოების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ამ ფილმების ეთერში გაშვებისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკას სერიოზული არგუმენტები ვერ დაუპირისპირა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, იმ დროს შექმნილ პოლიტიკურ რეალობასთან ერთად, გენერალური დირექტორის, თამარ კინწურაშვილის, გადადგომისა და სამეურვეო საბჭოს შეცვლის მიზეზად იქცა.

უიმედოდ

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ოპოზიციის პლატფორმის როლს „ტელეიმედი“ ასრულებდა. ტელეკომპანია მაყურებელს სთავაზობდა ჟურნალისტურ გამოძიებებს, ისეთ ახალ ამბებს, რასაც სხვა არხები არ აშუქებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მომზადებული მასალის ეთერში გაშვების შემდეგ „იმედს“ ბოიკოტი გამოუცხადეს. „ტელეიმედი“ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. „ტელე-იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა მისი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის, პოლიტიკური შეხედულებებით განისაზღვრებოდა. ოპოზიციის სასარგებლოდ „ტელეიმედშიც“ არსებობდა სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა. მიუხედავად ამისა, „ტელეიმედი“ აბალანსებდა სამთავრობო არხებს და ეროვნულ მედიასივრცეში პლურალისტურ გარემოს ქმნიდა.

2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის მარტამდე „ტელეიმედის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, გამოხატვის თავისუფლებაზე უარის თქმისა და ძალადობის ნათელ ნიმუშს წარმოადგენს.

2007 წლის 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საღამოს 20 საათსა და 20 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეიჭრნენ. სამართალდამცავებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისთვის არ წარუდგენიათ მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. თანამშრომლებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, ძირს დააწვინეს და ოცი წუთის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს „ტელეიმედის“ ჟურნალიტებსა და ტელეკომპანიის შენობაში მყოფ პარლამენტის წევრებს. ამ დროის განმავლობაში ზოგიერთი თავისუფლებააღკვეთილი პიროვნების მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ჟურნალისტების შენობიდან გამოყვანის შემდეგ სპეცრაზმელებმა ლუბლიანას ქუჩაზე შინ მიმავალი ჟურნალიტების მიმართ გამოიყენეს რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

2007 წლის 13 ნოემბრისათვის ცნობილი გახდა, რომ თურმე 2007 წლის 18:30 საათიდან 20:20 საათამდე გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს, მანუჩარ ქაჯაიას, პროკურორ ჩაჩიბაიას თანხმობით შუამდგომლობით მიუმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის „ტელეიმედის“ ქონების დაყადაღების თაობაზე. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა ბრძანებით დააკმაყოფილა. ბადრი პატარკაციშვილის მიმართ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით (ქმედება, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით).

ტელეკომპანია „იმედი“ ჩათვალეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, რომელიც თითქოს საზოგადოებას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდებდა. ამგვარ მოწოდებად მიიჩნიეს „ტელეიმედის“ ეთერში გასული ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „მზემაც“ გაავრცელეს, თუმცა ამ ტელეკომპანიების მიმართ იმავე სახის ღონისძიება არ გამოუყენებიათ. ბადრი პატარკაციშვილი ეჭვმიტანილი არ ყოფილა კონსტიტუციური წყობილების დასამხობად მოწოდებაში, ქმედებაში, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, შესაბამისად, გაუგებარი დარჩა მოწოდების გარდა სხვა რა ქმედებისათვის გამოიყენა ბადრი პატარკაციშვილმა „ტელეიმედი“ დანაშაულის ჩადენის იარაღად. ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეაფასა როგორც „ფაშისტური“, წარმოადგენს პოლიტიკური ხასიათის შეფასებით მსჯელობას, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

ძირითადი ელემენტი, რომლის მიხედვითაც ევროსასამართლო მსჯელობს ამა თუ იმ შემთხვევაში იყო თუ არა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, არის ძალადობის ფაქტორი. იმისათვის, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მოწოდებას ან პუბლიკაციას უშუალოდ უნდა შეეძლოს ძალადობის გამოწვევა. განცხადების გავრცელების დროს არ არსებობდა ხელისუფლების დამხობის რაიმე რეალური საშიშროება, ვინაიდან ამ დროისთვის ხელისუფლებამ უკვე დაშალა ბოლო საპროტესტო აქცია რიყეზე და, პრაქტიკულად, აღარავითარი აქციები აღარ იმართებოდა. ევროსასამართლომ საქმეში „ოკუიოღლუ თურქეთის წინააღმდეგ“ მიუთითა, რომ ნებადართული კრიტიკის საზღვრები უფრო ფართოა მთავრობასთან მიმართებაში, ვიდრე კერძო პირებისა და თვით პოლიტიკოსების შემთხვევაშიც კი. დომინანტური ადგილი, რომელიც მთავრობას უკავია, ავალდებულებს მას თავშეკავებული დამოკიდებულება გამოამჟღავნოს სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებისას მაშინ, როდესაც შესაძლებელია არა სისხლისსამართლებრივი, არამედ სხვა სახის ღონისძიების გამოყენება იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს მოწინააღმდეგეების დაუსაბუთებელ თავდასხმებსა და კრიტიკას. ამგვარად, ბადრი პატარკაციშვილის განცხადების კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებად შეფასება და ტელეკომპანიის მიმართ სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიების - ყადაღის - გამოყენება უკანონო იყო.

ასევე უკანონო იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული №672/18 გადაწყვეტილება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მაუწყებელი კანონმდებლობას დაარღვევს, მის მიმართ გამოიყენება გაფრთხილება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე ან ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მაუწყებელს ჯარიმა დაეკისრება. ერთი ადმინისტრაციული აქტით შპს „ტელეიმედს“ ერთი და იმავე ქმედებისათვის დაეკისრა როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა, ხოლო მეორე ადმინისტრაციული აქტით ლიცენზია შეუჩერდა.

აქვე თვალშისაცემია ის სიყალბე, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაიდინა. ამ კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, 17 საათსა 40 წუთზე თურმე შპს „ტელეიმედმა“ რამდენჯერმე გადასცა თავის ეთერში ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა. ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა ეთერში პირველად გავიდა 18 საათსა და 28 წუთზე. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 28 წუთით ადრე, 18:00 საათზე გამოიტანა გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ გაფრთხილებისა და დაჯარიმების თაობაზე.

ბადრი პატარკაციშვილი არაპირდაპირ, თავისი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, ფლობდა „ტელეიმედის“ 15%25 პროცენტს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას, და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ტელეიმედის“ ლიცენზიის შესაჩერებლად. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰქონდა გარკვეული, რომელი პარტიის რა სახის თანამდებობა ეკავა ბადრი პატარკაციშვილს. ასევე არ არსებობდა ამ მოტივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ვინაიდან ბადრი პატარკაციშვილის მიერ პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისათვის „ტელეიმედს“ ადრე დაკისრებული არ ჰქონია უფრო მსუბუქი სანქცია - გაფრთხილება და ჯარიმა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად იმპერატიულად მიუთითებს, რომ ერთი და იგივე დარღვევისათვის ჯერ გამოყენებული უნდა იყოს გაფრთხილება, შემდეგ - ჯარიმა.

„ტელეიმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა. ტელეკომპანიის წილის საკონტროლო პაკეტი გარდაცვლილი ბიზნესმენის ნათესავის, ჯოზეფ კეის, მფლობელობაში გადავიდა. ამ ეტაპზე ძნელი მტკიცება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მფლობელის შეცვლა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიამფლობელი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი პიროვნებით შეიცვალა. ოპოზიციამ დაკარგა მისი ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი „ტელეიმედის“ სახით, ხელისუფლებამ კი მიაღწია იმ მიზანს, რისთვისაც მანამდე კანონის აშკარა დარღვევისა და ძალადობისგანაც არ იკავებდა თავს.

მეტიც, ჯოზეფ კეიმ საქართველოში ყველაზე პოპულარული რადიო „იმედის“ დირექტორის, ირაკლი ხეთერელისა, და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნონა ყანდიაშვილის გათავისუფლებით საზოგადოებას უკვე გაუგზავნა არაორაზროვანი სიგნალი, რომ არ დაუშვებს თავის კუთვნილ მედიაში ხელისუფლების კრიტიკასთან მიახლოებულ სარედაქციო პოლიტიკას, ვინაიდან ამის შედეგად შესაძლოა მის ბიზნესინტერესებს საფრთხე დაემუქროს ხელისუფლების მხრიდან.

არა, მაესტრო!

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკაბელო ქსელით მაუწყებლობა ლიცენზირებას ექვემდებარება. აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონ-ვენციის მე-10 მუხლს და სტარსბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმეში „აუტრონიკ ეი ჯი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირების საგანი შეიძლება იყოს სიხშირული სპექტრი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივად ამოწურვად რესურს, სახელმწიფოს ბუნებრივ მონოპოლიას. რაც შეეხება საკაბელო მაუწყებლობას, იგი არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს, ბუნებრივად ამოწურვად რესურსს, რომლის განაწილებისთვისაც საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა.

საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზირება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აშკარა ცენზურის ფორმით გამოიყენა ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ. ამ ტელეკომპანიას მიღებული ჰქონდა სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზია. 2007 წლის დეკემბრიდან „მაესტრომ“ დაიწყო საზოგადოებრივ პოლიტიკური ფორმატის თოქ-შოუს მომზადება, რისთვისაც საჭირო იყო საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური თოქ-შოუს ეთერში გაშვებისათვის გაფრთხილება მისცა ტელეკომპანია „მაესტროს“, მოგვიანებით კი უარი უთხრა საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სანქციის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ლიცენზიის გაცემა დაუშვებელიაო. 2008 წლის 17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მეშროპ მოვსესიანი და A+1 (სომხეთის სატელევიზიო სადგური) სომხეთის წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ კომისიას უფლება არა აქვს, უარი თქვას ლიცენზიის განახლების ან ახალი ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სატელევიზიო მაუწყებლობის მიზნებთან შეუსაბამობის მოტივით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. იმედს გამოვთქვამთ, „მაესტროსთან“ მიმართებაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს ზემოხსენებულ პრეცედენტს.

მოყვანილი ფაქტები ნათლად მეტყველებს, რომ ლიბერალური კანონმდებლობის არსებობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება. მედიის თვისუფლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკური ნება, თავი შეიკავოს მედიის საქმიანობაში ჩარევისაგან. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად შეზღუდა სამი დამოუკიდებელი ეროვნული სატელევიზიო სადგურის („რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „იმედის“) თავისუფლების ის ხარისხი, რითაც ისინი შევარდნაძის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სარგებლობდნენ. დღეს მოქმედი სამი ეროვნული სატელევიზიო სადგური - „რუსთავი 2“, „მზე“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებენ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი დარაჯის (წატცჰდოგ) ფუნქციას. ამის ნაცვლად მათ შეითავსეს სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურის მოვალეობა და, ძირითადად, სახელისუფლო ღონისძიებების პიარით არიან დაკავებული. „რუსთავი 2“-ის და, უფრო იშვიათად, „მზის“ ეთერში გასულ სიუჟეტებში უარყოფით კონტექსტში ძირითადად ოპოზიციის ლიდერები იხსენიებიან. პოლიტიკური ნიშნით მომხდარი თავდასხმები და ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები თუ ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტობრივი გარემოებები საერთოდ არ ხვდება ხსენებული ორი კერძო ტელეკომპანიის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. ასეთი თემები მოკლე კომენტარის სახით რიგით მე-7 ან მე-8 ამბად გადის დილისა და შუადღის ახალი ამბების გამოშვებებში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით მხოლოდ ადგილობრივი და ისიც საქართველოს ორ ქალაქში (თბილისსა და ბათუმში) მოქმედი სატელევიზიო სადგურები „კავკასია“ და „TV-25“ გამოირჩევა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მედიის თავისუფლების თემაზე წამოწყებული საზოგადოებრივი დისკუსია ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე კამათით არ შემოიფარგლება და ეროვნული ელექტრონული მედიის თავისუფლების ხარისხსაც შეეხება. არაფრის მომცემია საუბარი დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, თუკი პოპულარული მედია-საშუალებები, რომლებიც აქტიურ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკური ნების გახმოვანებით იქნებიან დაკავებულნი.

შენიშვნა:

1. 2007 წლის 20 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კამპანია „ჰერეთს“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის 20%25-ის, 1032,75 ლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ბოლო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 20 მაისი. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ დადგენილ ვადაში გადაიხადა ზემოაღნიშნული გადასახდელი, თუმცა მაუწყებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარედგინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სექტემბრის თვეში სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ დაიწყო ლაგოდეხის 102.8 მჰც რადიოსიხშირეზე მაუწყებლობა. ეს არის ის სიხშირე, რომელზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ 2007 წლის 20 აპრილს გამოაცხადა გამარჯვებულად. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სექტემბრიდან მაუწყებლობის დაწყება მიიჩნია ულიცენზიო საქმიანობად, ვინაიდან „ჰერეთზე“ სალიცენზიო გადასახდელის გადახდამდე, ჯერ კიდევ არ იყო ლიცენზია გაცემული. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 11 დეკემბრის №757/18 გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით იმ ულიცენზიო მაუწყებლობისათვის, რომელიც განხორციელდა 2007 წლის სექტემბრიდან ამავე წლის დეკემბრამდე (ოთხი თვე). იმავე დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჰერეთზე“ გასცა კერძო მაუწყებლობის №B 95 ლიცენზია. ამგვარად, ოთხი თვის განმავლობაში იმ სიხშირის ულიცენზიო გამოყენებისათვის დაეკისრა სანქცია, რომლის მინიჭებისათვის გამოცხადებულ კონკურსში იგი გამარჯვებულად გამოაცხადეს.

4 ორიენტირი

▲back to top


4.1 ჟურნალისტი, როგორც მეომარი

▲back to top


ანა პოლიტკოვსკაია

ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა, და ასეთი ათობით იყო, ბოლომდე არ გამოძიებულა. რამდენჯერმე შემსრულებლები დააკავეს, მაგრამ ვერც ერთხელ - დამკვეთები. ესეც ამტკიცებს, რომ დამკვეთები ზედა ეშელონებში სხედან, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა გაიხსნება? ეს მწარე რეალობაა.

ლუდმილა ალექსეევა

ნინო ბექიშვილი

2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. შაბათი დღე იყო, ანა მაღაზიიდან შინ პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა, ლიფტში შევიდა, ბარგის ნაწილი სახლის კართან დატოვა და როცა დარჩენილი პაკეტების ასატანად ბრუნდებოდა, სწორედ იმ დროს ესროლეს. სახლის სადარბაზოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა მკვლელი, კაპიუშონდახურული, გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი.

„მოკლეს რუსეთის სინდისი“, „მოკლეს მსოფლიოს ყველაზე ღირსეული ჟურნალისტი“, ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა რუსული და მსოფლიო პრესა ანა პოლიტკოვსკაიას. დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა, ისინი, ძირითადად, მისი სტატიების უბრალო მკითხველები, უბრალო ადამიანები იყვნენ, ვისაც სიცოცხლეში ერთხელაც არ ენახათ ის. ემშვიდობებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის ელჩები. პანაშვიდებზე იდგნენ მუსლიმი თავსაფრებით თავდაბურული ქალებიც, შეიძლება სწორედ ისინი, ვის შესახებაც ანა პოლტკოვსკაია წერდა. ფორმიანები არ ჩანდნენ, მაგრამ ამდენ ხალხში იოლად გამოარჩევდით სამხედრო ყაიდაზე გაჯგიმულ მამაკაცებს. თუ არ ჩავთვლით ომბუდსმენ ვლადიმირ ლუკინს, დაკრძალვაზე რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან არავინ მოსულა.

პოლიტკოვსკია რუსულ და, ალბათ, მსოფლიო ჟურნალისტიკაშიც, მართლაც, მოვლენა გახლდათ. ერთი შეხედვით სუსტი ქალი იმას ახერხებდა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ - ძირითადად ჩეჩნეთის ომზე წერდა, უფრო სწორად, ამ ომს და მის მიზეზებს იკვლევდა, იძიებდა კონკრეტული ადამიანების ისტორიებს და შემდეგ, რითიც შეეძლო ეხმარებოდა მათ - დაჰყვებოდა სასამართლოებში და ჩინოვნიკების კაბინეტებში; ცდილობდა, ყველაზე მძიმე წუთებში არ მიეტოვებინა ისინი. უნიკალური მისი მოღვაწეობა სწორედ იმით იყო, რომ როგორღაც ახერხებდა და მათ გვერდით აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვისაც ძალიან უჭირდა. პოლიტკოვსკაია აკრედიტაციის გარეშეც ახერხებდა იქ მოხვედრას, სადაც შეღწევა ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. მას ბევრჯერ შესთავაზეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა ბასაევთან და სხვა ჩეჩენ საველე მეთაურებთან, მაგრამ რადგანაც სენსაცია, სახელი და დიდება არ აინტერესებდა, ყოველთვის უარობდა ხოლმე - აბა, რაზე უნდა ველაპარაკო ბასაევსო.

ბევრი მიტოვებული და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი სწორედ ანა პოლიტკოვსკაიასგან ელოდა დახმარებას. ყოველდღიურად ურეკავდნენ, სწერდნენ წერილებს, რედაქციაში აკითხავდნენ. მისი ძალიან ბევრს სჯეროდა. რუსეთის ხელისუფლებასა და გენერალიტეტს, ბუნებრივია, არ უყვარდათ; ეშინოდათ კიდეც მისი და როცა ვერაფერს გახდნენ - ვერ დააშინეს და ვერ გააჩუმეს - მოკლეს და ასე მოიშორეს თავიდან.

ანა პოლიტკოვსკია ისე წერდა, რომ სრულიად შესაძლებელია შურისძიების საბაბად მისი ნებისმიერი სტატია ქცეულიყო. ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს, პოლიტიკოსებს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მრავალი ვერსია ჰქონდათ. მაგრამ ეს მკვლელობა რომ სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდა, ამაზე არავინ კამათობდა. ბევრს, ძალიან ბევრს უშლიდა ეს ქალი ხელს. შეიძლება ამიტომაც ახერხებდა უამრავი ადამიანისთვის რეალური დახმარების გაწევას.

მისი სიკვდილის პირველივე დღეებში ეჭვი ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვზე აიღეს, რომელსაც პოლიტკოვსკაია ძალიან ხშირად ამხილებდა და აკრიტიკებდა, სიკვდილის წინა დღეებშიც სწორედ მის შესახებ ამზადებდა სტატიას. შემდეგ გაახსენდათ მილიციის ოფიცერი ლაპინი, რომელსაც პოლიტკოვსკაიმ 2001 წელს თავის პუბლიკაციაში - „ადამიანები, რომლებიც ქრებიან“ - ბრალი დასდო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, სტატიის საფუძველზე აღიძრა საქმე და 2005 წლის მარტში ლაპინს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მხოლოდ ერთი ლაპინი ხომ არ ყოფილა? მსოფლიო და რუსული პრესა, უამრავი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი პირდაპირ თუ ირიბად ბრალს პუტინის ხელისუფლებას სდებდა. რუსეთის პრეზიდენტი იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ „პოლიტკოვსკაიას სიკვდილმა გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე ჟურნალისტს თავისი პუბლიკაციებითა და მოღვაწეობით მოჰქონდა“. ეს ცინიკური განცხადება, ალბათ, კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც რუსეთის პრეზიდენტს არა მხოლოდ პოლიტკოვსკაიას, არამედ, ზოგადად, მედიის, უფრო ზოგადად კი - საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჰქონდა. თუმცა პუტინი იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ იმ ჟურნალისტის მკვლელობა, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, უსმენდნენ და პატივს სცემდნენ, დიდი დარტყმა იყო რუსული სახელმწიფოსთვის და 2007 წლის აგვისტოში პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. თუმცა, ვინ იყო დამკვეთი, დღემდე უცნობია და ალბათ უცნობად დარჩება ბოლომდე.

2007 წლის 25 იანვარს ევროპარლამენტის სესიაზე მოისმინეს ბრიტანელი დეპუტატის ენდრიუ მაკინტოშის მოხსენება „მუქარა და ჟურნალისტების მიერ აზრის გამოთქმის თავისუფლება“. მოხსენებაში შეშფოთება იყო გამოთქმული 2006-2007 წლებში ევროპაში ჟურნალისტებზე განხორციელებული მრავალი თავდახსმის გამო. მომხსენებელმა ცალკე ისაუბრა თურქეთში მოკლული სომეხი ჟურნალისტის გრანტ დინკისა და ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ. ევროპარლამენტმა მოუწოდა რუს პარლამეტარებს ამ მკვლელობის „დამოუკიდებელი საპარლამენტო გამოძიება“ ეწარმოებინათ. რეზოლუციაში ამ პუნქტის შეტანა რუსულმა დელეგაციამ გააპროტესტა. რუსული დეპუტაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კასაჩოვმა დაურიდებლად აღნიშნა, რომ „პარლამენტარებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ეჭვი შეეტანათ სამართლადამცავთა მუშაობაში და რომ პოლიტკოვსკიას ოჯახის წევრებსაც და კოლეგებსაც არანაირი პრეტენზია არა აქვთ გამოძიების მიმართ“. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად მთელი ცივილიზებული მსოფლიოს აღშფოთებისა, პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ რუსულ პრესაში გაჩნდა სტატიები, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ, მართალია, ქალი არ უნდა მოკლა, მაგრამ, მტერს სქესი არა აქვს; შესაბამისად, პოლიტკოვსკაიამაც „დაიმსახურა“ სიკვდილი, ის ხომ მტერი იყო - ტერორისტებს თანაუგრძნობდა.

0x01 graphic

ანა პოლიტკოვსკაია 1958 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც მისი მშობლები დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდნენ. მამამისი, საპან მაპზეპა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბჭოთა კავშირის წამომადგენლობაში მუშაობდა. ანა მოსკოვში გაიზარდა და შემდეგ იგონებდა, რომ ბავშვობაში ძალიან ეშინოდა, სკოლიდან საყვედური არ გაეგზავნათ ამერიკაში, მშობლებთან; ამიტომაც ფრიადებზე სწავლობდა. შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სადიპლომო ნაშრომი მარინა ცვეტაევას შესახებ დაწერა. ცვეტაევას სახელს უკავშირდება ანას და მისი მომავალი ქმრის, ცნობილი ჟურნალისტის, „ვზგლიადის“ ერთ-ერთი დამაარსებლის, ალექსანდრ პოლიტკოვსკის შეხვედრაც. ანას მშობლების მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი ცვეტაევას კრებულები ჰქონდა, რაც მაშინ, საბჭოთა ეპოქაში, დიდი იშვიათობა გახლდათ. ამ კრებულებმა დააახლოვა ისინი და ძალიან მალე ანა უკვე ორი შვილის დედა გახდა. სანამ შვილები არ წამოიზარდნენ, ანას მუშაობის საშუალება არ ჰქონია. იწყებდა ხოლმე სამსახურს, მაგრამ რადგან ბავშვების მიმხედავი არავინ ჰყავდა, მალე ისევ თავს ანებებდა. თანაც მაშინ, როცა შვილები პატარები ჰყავდათ და მარტო ქმარი მუშაობდა, ძალიან უჭირდათ. ანას კი უნდოდა ბავშვებისათვის მუსიკალური განათლება მიეცა და ფორტეპიანო და ვიოლინო ეყიდა მათთვის. ამ მიზნის მისაღწევად თურმე ღამღამობით დამლაგებლად მუშაობდა - იატაკს რეცხავდა და ამით მოაგროვა ფული. შემორჩენილია კადრები, სადაც ის ამბობს: „ძალიან არ მინდა ჩემი შვილები პოლიტიკოსები ან ჟურნალისტები გახდნენ, კარგი სმენა და მონაცმები აქვთ და, დაე, დაუკრანო“.

ანამ აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობა 1994 წლიდან დაიწყო, ჯერ „ობშჩაია გაზეტას“ განსაკუთრებული მოვლენების განყოფილების გამგედ მუშაობდა. 1999 წლიდან სიკვდილამდე კი „ნოვაია გაზეტას“ სპეც-კორესპონდენტი იყო. დაწერა სამი წიგნი - „მოგზაურობა ჯოჯოხეთში. ჩეჩნური დღიური“, „ჩეჩნეთის მეორე ომი“ და „პუტინის რუსეთი“, სადაც წერდა:

„რატომ არ მიყვარს პუტინი? გულგრილობის გამო, რომელიც დანაშულზე უარესია, ცინიზმის გამო; რასიზმის გამო; ტყუილის გამო; იმ გაზის გამო, რომელიც ნორდოსტის აღებისას გამოიყენა, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის გამო.

ანა პოლიტკოვსკაიას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2002 წელს რეპორტაჟების სერიისთვის რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია „ოქროს კალამი“ მიენიჭა, იმავე წელს კორუფციასთან ბრძოლისათვის - „ოქროს გონგი“. მას სიცოცხლეშივე აღიარებდნენ უცხოეთშიც. 2003 წელს „Lettre Ulysses Award“, „Hermann-Kesten-Medaille“ მიანიჭეს საუკეთესო რეპორტაჟისათვის. 2004 წელს „Olof-Palme-Preis“, ერთი წლის შემდეგ კი - „Preis für die Freiheit und Zukunft der Medien“.

თავიდან ანა პოლიტკოვსკაია კორესპონდენტად მუშაობდა, მაგრამ თანდათან, მას შემდეგ, რაც უამრავი უსამართლობა და სისასტიკე ნახა, უნებურად, ადამიანის უფლებების დამცველად იქცა. მისთვის ჟურნალისტიკა მხოლოდ სტატიების წერა არ იყო: ცდილობდა გაჭირვებასა და უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს რეალურად დახმარებოდა. მას ასე ესმოდა თავისი მისია: არა მარტო წერდა და აქვეყნებდა სტატიებს, არამედ დაუღალავად დადიოდა ჩინოვნიკების კაბინეტებში, სასამართლო დარბაზებში და სიმართლეს ეძებდა.

1999 წელს მან წარმოუდგენელი რამ შეძლო. თითქმის დაცლილ გროზნოში, როცა უკვე გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა ჩეჩნებსა და ფედერალურ ძალებს შორის, ორივე მხარესთან მოახერხა მოლაპარაკება და ცეცხლი რამდენიმე საათით შეწყვიტეს, რათა გროზნოს მოხუცებულთა სახლის ევაკუაცია მოეხდინათ. სწორედ პოლიტკოვსკაიამ გამოიყვანა ალმოდებული გროზნოდან და უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა 89 უმწეო მოხუცებული. ამისთვის მას ტყუილის თქმა დასჭირდა - რუსი ჩინოვნიკები მოატყუა, გროზნოს მოხუცებულთა სახლში მხოლოდ ეთნიკურად რუსი მოხუცებიღა არიან დარჩენილიო. შემდეგ დაწერს, ამას რომ ვაკეთებდი, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო საიმისოდ, რომ რუსი ჩინოვნიკები დამეყოლიებინა და ამ მოხუცებულთა სახლის ევაკუაცია მომეხერხებინაო. შემდეგ, ერთ-ერთ მინისტრს მისთვის საყვეურიც კი უთქვამს, ევაკუირებულთა შორის თხუთმეტი ჩეჩენი აღმოჩნდაო. ერთი წლის შემდეგ ჩეჩნეთის მთავრობამ, იმ საბაბით, რომ თითქოს ჩეჩნეთში მშვიდობა დამყარდა და უკვე აღარაფერი იყო საშიში, 22 მოხუცებული ისევ გროზნოში დააბრუნა. პოლიტკოვსკაიამ მოინახულა მოხუცები და როცა ნახა, რა მძიმე დღეში იყვნენ ისინი, კვლავ დაწერა მათზე და მკითხველთა დახმარებით მოახერხა საკვები და ფული მოეგროვებინა ამ გაჭირვებული ადამიანებისათვის.

ანა პოლიტკოვსკაია რამდენჯერმე დააკავეს ჩეჩნეთში და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს აკრედიტაციის უქონლობის გამო გამოაძევეს იქიდან. ის კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩეჩნეთში, ისევ და ისევ წერდა ომზე და ცდილობდა აეხსნა, რატომ და როგორ გადაიქცნენ ტერორისტებად ერთ დროს ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები. თავისი წიგნის („ჩეჩნეთის მეორე ომი“) შესავალში პოლიტკოვსკაია წერდა:

ვინ ვარ და რატომ ვწერ ჩეჩნეთის ომზე?

ჟურნალისტი ვარ. ნოვაია გაზეტას სპეცკორესპონდენტად ვმუშაობ და მხოლოდ ამის შედეგია ის, რომ ვნახე ჩეჩნეთის ომი. ამიტომაც 1999 წლიდან თითქმის ყოველთვე დავდივარ ჩეჩნეთში. ბუნებრივია, უკვე მთელი ჩეჩნეთი მაქვს მოვლილი....

ხშირად მისვამენ ერთსა და იმავე შეკითხვებს - რატომ წერთ ყველაფერ ამას? რატომ გვაშინებთ? რა საჭიროა?

მჯერა, ეს აუცილებელია. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ომის თანამედროვეები ვართ და, სულ ერთია, მაინც უნდა ვაგოთ პასუხი.

და მაშინ ვეღარ მოვიშველიებთ კლასიკურ საბჭოურ ფრაზებს: არ ვყოფილვარ, არ მინახავს, არ ვმონაწილეობდი...

იცოდეთ.

მხოლოდ ასე გათავისუფლდებით ცინიზმისაგან.

რასიზმისაგან, რომელშიც უფრო და უფრო ეფლობა ჩვენი საზოგადოება.

ომის მთავარ დამნაშავედ პოლიტკოვსკაია პუტინის ხელისუფლებას მიიჩნევდა. ფიქრობდა, რომ ჩეჩნეთის ომი არ ყოფილა ეთნიკური კონფლიქტი, რომ ორივე მხარე, ჩეჩნებიცა და რუსებიც, რუსეთის ხელისუფლებისა და სისტემის მსხვერპლი იყვნენ და რომ რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ, მთელ რუსეთში ისეთ წყობას სთავაზობდა მოსახლეობას, რომელიც ხელს უწყობდა ანტიკავკასიური და ანტისემიტური განწყობების გაღვივებას. მისი აზრით, სწორედ პუტინის ხელისუფლებამ დააბრუნა რუსეთი ავტორიტარიზმში: ბესლანისა და ნორდოსტის ტრაგედიების შემდეგ ხალხი აღარ ითხოვდა პასუხს ხელისუფლებისაგან და არ ინტერესდებოდა იმით, რა მოხდა სინამდვილეში, როგორც საბჭოეთში, იმ ქვეყანაში, სადაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველას სჯეროდა ოფიციალური განცხადებებისა. ანა პოლიტკოვსკაიას მესამე წიგნი „პუტინის რუსეთი“, ასე მთავრდება:

ძნელი ასატანი იქნება, თუ პოლიტიკური ზამთარი რუსეთში ათწლეულობით გაიჭიმება. ჩვენ გვინდა, რომ ცხოვრება გაგრძელდეს. გვინდა, რომ შვილები თავისუფლებაში გავზარდოთ, გვინდა, რომ ჩვენი შვილიშვილებიც თავისუფლებაში დაიბადონ. ამიტომაც გვინდა მალე დათბეს. მაგრამ მინუს გრადუსის პლიუსად ქცევა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, სხვას არავის. დათბობას რომ კრემლიდან ველოდოთ, ისე, როგორც გორბაჩოვის დროს მოხდა, არარეალური და სულელურია. არც დასავლეთი მოგვეხმარება... დასავლეთს ბევრი რამ აწყობს - არაყი, ხიზილალა, გაზი, ნავთობი, დათვები, უცნაური ადამიანები. რუსულმა ეგზოტიკურმა ბაზარმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა აღარაფერი უნდა ჩვენი პლანეტის ერთი მეშვიდედისგან...

და ისევ ისმის ალ-ქაიდა, ალ-ქაიდა - ეს დაწყევლილი და მარტივი სიტყვები, რომელთაც შეიძლება გადააბარო პასუხისმგებლობა ყოველი ახალი სისხლიანი ტრაგედიის გამო; თანაც ყველაზე პრიმიტიულიც - რითაც შეგიძლია მიაძინო საზოგადოების ცნობიერება, რომელსაც ისედაც სურს, მიძინებული იყოს.

თავის რეპორტაჟებსა და წიგნებში ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის მეორე ომის კატასტროფას აღწერდა, აღწერდა ადამიანების წამების სცენებს, დაკვეთილ მკვლელობებს, სახელმწიფოსა და ჩინოვნიკების ცინიზმს, მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკებში. ამხილებდა პრეზიდენტს, გენერლებს, რუსეთის არმიას. მისი სტატიებისა და წიგნების ენა მარტივია, პირდაპირი და მოურიდებელი. არაფერს ალამაზებს, ცდილობს ფაქტების აღწერით რეალობა ასახოს და იკვლიოს კიდეც. მისი წიგნები სავსეა სულისშემძვრელი ეპიზოდებით - ფედერალური ჯარების თანამშრომლები ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იტაცებდნენ ადამიანებს, ხოცავდნენ ბავშვებს და ქალებს, 45-ე პოლკის ტერიტორიაზე ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო მოწყობილი ჩეჩნებისათვის. დოკუმენტურადაა აღწერილი როგორ ეპყრობოდნენ ოფიცერები ჩეჩენ ქალებსა და ბავშვებს, როგორ ხოცავდნენ და აწამებდნენ უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას. მშვიდობიანი, ჩვეულებრივი ადამიანები თანდათან, სწორედ ხელისუფლებისა და გენერალიტეტის პოლიტიკის მეშვეობით ტერორისტებად იქცნენ. ეს შემზარავი პროცესია. აი, მიადგა ოჯახის მამა დაბომბილ სოფელს და საზარელი სურათი დახვდა - დაბომბილ სახლში მისი ცოლი და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დახოცილები ეყარნენ, დედა ცდილობდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ბავშვები, ვერ შეძლო, ყველანი ერთად დაიღუპნენ. რაღა დარჩენია კაცს? ან თავი უნდა მოიკლას, ან პაციფისტი უნდა გახდეს, ან ტერორისტი. და რადგან გარემოც, ტრადიციაც და რელიგიაც ამას სთავაზობს, ის შაჰიდი ხდება. შაჰიდებად, ანუ სარწმუნოებისათვის წამებულებად აცხადებენ მის დაღუპულ ცოლ-შვილსაც. ანდა საზღვარს გადადიან, ჩეჩნეთს ტოვებენ ბავშვები და ქალები. ბავშვებს რუსი ოფიცრები ასაკის მიხედვით არჩევენ, 14 წლამდე ბიჭუნებს არაფერს ერჩიან, 14 წლისებს დედებს კალთებიდან აგლეჯენ და ტყვედ იტოვებენ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 14 წლისაა და უკვე შეიძლება ბასაევის რაზმში ჩაეწეროს. ჟურნალისტის აზრით, ბავშვი, რომელიც ყოველივე ამას ნახავს და მოისმენს, თუ ცოცხალი გადარჩება, შეიძლება მართლაც ჩაეწეროს ბასაევის ან რომელიმე სხვა საველე მეთაურის დაჯგუფებაში. ფედერალური არმია თვითონვე ქმნის ტერორისტებს.

ომს საშინელი კანონები აქვს, ადამიანები ნელ-ნელა იცვლებიან. სწორედ ამ ცვლილებას მიიჩნევს პოლიტკოვსკაია ომის ყველაზე დიდ დანაშაულად:

1999 წლის შემოდგომასა და 2000 წლის ზამთარში, მიუხედავად უმძიმესი ბრძოლებისა, ყველაზე გაჭირვებული და საცოდავი ადამიანების გვერდით ყოველთვის იდგა კეთილი მეზობელი. ზაფხულისათვის ყველაფერი შეიცვალა - ის ადამიანები, რომლებიც ომის დასაწყისში სტოიკურად ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ყოველი ახალი დღის აზრს იმაში ხედავდნენ, რომ ლუკმაპური იმისთვის გაენაწილებინათ, ვისაც უფრო უჭირდა, შეიცვალნენ. მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყეს ზრუნვა.

პოლიტკოვსკაიას ყოველი ვიზიტი ჩეჩნეთში სახიფათო იყო, შეიძლება იქიდან ვეღარც დაბრუნებულიყო. 2002 წელს, თებერვალში, ჩეჩნეთში მივლინების დროს ანა რამდენიმე დღით დაიკარგა და შემდეგ, ინგუშეთში აღმოჩნდა. როგორც თვითონ განაცხადა, იგი დამალვია უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების გამოძიებაში უშლიდნენ ხელს.

2005 წლის 2 სექტემბერს ანა პოლიტკოვსკაია ბესლანში მიფრინავდა - მას სკოლაში გამოკეტილი ბავშვების მშობლები ელოდნენ როგორც ერთადერთ მშველელს, მაგრამ ჟურნალისტი თვითმფრინავში მოწამლეს. ჩაი დალია და 10 წუთით გონება დაკარგა. მაშინვე გადაიყვანეს როსტოვის საავადმყოფოში. მისი ანალიზის პასუხები რატომღაც გაქრა. ვერც ის დაადგინეს, რომელი შხამით იყო მოწამლული. ანამ მაშინვე განაცხადა, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მომწამლეს, გზიდან ჩამომიშორეს, რათა სიტუაციის დარეგულირების საშუალება არ მოეცათ ჩემთვისო. მოწამვლამდეც და მას შემდეგაც ანას სულ ემუქრებოდნენ, ურეკავდნენ, ანონიმურ წერილებს სწერდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ასეთ ქმედებებს არ აპატიებდნენ. ღიადაც, საჯაროდ აცხადებდნენ, პოლიტკოვსკაია ტერორისტების მხარეს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის და რუსეთის მტერიაო. ესეც ერთ-ერთი მითი გახლდათ, რომელიც მასზე ოფიციალურმა პროპაგანდამ შექმნა. ის, რომ მისი სტატიები გენერლებს აცოფებდა და ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ მას „ხალხის მტრად“, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ გენერლების ხმა ყველას ესმოდა. მაგრამ ვინ იფიქრებდა დედაზე, რომელმაც ერთადერთი შვილი ჩეჩნეთის ომში დაკარგა, ან 18 წლის ჯარისკაცზე, რომელიც ამ უსამართლო და უაზრო ომში დაინვალიდდა და ახლა აღარავის ახსოვს და სჭირდება? ანა პოლიტკოვსკაია გვერდით ედგა ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, ზრუნავდა და წერდა ომში დასახიჩრებულ პირტიტველა ყმაწვილებზე, არ ასვენებდა ჩინოვნიკებს, ითხოვდა დაჭრილთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურებას... პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში ანონიმური წერილი მივიდა. ავტორები, ჩეჩნეთში მყოფი რუსი ოფიცრები მის გამოქვეყნებას ითხოვდნენ, ანონიმურობისთვის ბოდიშს იხდიდნენ და წერდნენ:

როგორც თვითონ ამბობდა, ის არ ყოფილა მართლმადიდებელი, მაგრამ ღმერთი მას წმინდანებთან მიუჩენს ადგილს. ღმერთი არ განსჯის იმის მიხედვით, დადიხარ თუ არა შობასა და აღდგომას ეკლესიაში, ღმერთი იმახსოვრებს, ვფიქრობთ თუ არა მასზე არჩევანის წუთებში, არჩევანისა, რომელსაც ანა სტეპანოვნა ყოველთვის სინდისის კარნახით აკეთებდა.

ანა სტეპანოვნა არასდროს მალავდა თავის ანტიპათიას მილიტარიზმისა და რუსეთის არმიის წინაშე, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით. მაგრამ ანა სტეპანოვნას არ ადარდებდა, რას იფიქრებდნენ მასზე სხვა უფლებების დამცველები, როცა ის მოქმედ რუს ოფიცრებს ეხმარებოდა. ის ცოცხალ ადამიანებზე ზრუნავდა.

და მსურს იცოდეთ, რომ ის ბევრ რუს სამხედროს უყვარს და ბევრი - ისინი, ვისაც ეხმარებოდა, და ისინიც, ვინც ამას ხედავდა - წმინდანადაც მიიჩნევს მას. ანა დაგვამახსოვრდება როგორც წმინდანი, რადგან მხოლოდ წმინდანს შუძლია დაეხმაროს მას, ვინც მის წინააღმდეგ იბრძვის.

ანა სტეპანოვნა ეპოლეტებიანების მოწინააღმდეგე იყო, ლიბერალების და უფლებების დამცველების მხარეს იბრძოდა, მაგრამ რეალურად ის ყველა ჩვენგანზე მაღლა იდგა. იქ იყო, სადაც არ არიან თეთრგვარდიელები და წითელი ოფიცრები... იქ იყო, საითაც ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიხედებით, როცა ხანდახან, თავს მაღლა, ცისაკენ ვწევთ ხოლმე.

1998 წელს ჩეჩნეთში მოხდა ის, რისი გახსენებაც არც გენერლებს, არც ხელისუფლებას არ უყვართ. ვიღაცას რაღაც აერია და რუსულმა არმიამ საკუთარი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყვანა სპეცრაზმი, ბრძოლაში ავიაციაც ჩაერთო. მოხდა ისე, რომ მთელ რუსეთში ათობით თუთიის კუბო დააგზავნეს. ბუნებრივია, ხელისუფლებამ და გენერლებმა ამ ფაქტის მიჩუმათება სცადეს, არც დაღუპული ჯარისკაცების დედებისათვის აუხსნიათ რამე... მაგრამ მიჩქმალვა არ მოხერხდა. ამ ფაქტზე მაშინ ბევრს წერდნენ. ვინ იყო დამნაშავე, ვინ გასცა დანაშაულებრივი ბრძანება? გამოძიება მაშინვე დაიწყო. მაშინაც ანა პოლიტკოვსკიას ყველასაგან განსხვავებული და მარტივი კითხვა ჰქონდა: რა ეშველებათ იმ მოხუც, მარტოხელა დედებს, რომელთათვისაც ეს დაღუპული ჯარისკაცები ერთადერთი იმედი და საყრდენი იყვნენ? ვინ უპატრონებდა მათ? სასამართლოდან და ჩინოვნიკების კაბინეტებიდან ჯარისკაცების მშობლებს უარით ისტუმრებდნენ, ისიც კი არ უნდოდათ, რომ მატერიალურად დახმარებოდნენ. ანა პოლიტკოვსკაია სასამართლოს ყველა სხდომას ესწრებოდა; სხვა რომ ვერაფერი გააკეთა - სტატია გამოაქვეყნა და მკითხველებს სთხოვა, რადგანაც სასამართლო ღია იყო, მოსულიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ უსამართლოდ დახოცილი ჯარისკაცების მშობლებისთვის. იმ დღეს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. სასამართლოს დარბაზი გადაიჭედა და ამდენი ხალხის თვალწინ, მოსამართლეებმა ვეღარაფერი გაბედეს - დაღუპული ჯარისკაცების მარტოხელა დედებს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადეს. პირველად ისტორიაში მოსახლეობამ რუსეთის არმიას მოუგო.

2003 წლის ნორდ-ოსტის მოვლენების დროს ანა პოლიტკოვსკაია იყო ერთადერთი, ვისაც ჩეჩნები ენდნენ, ვისთანაც დალაპარაკება მოინდომეს, მან მოახერხა ჩვილი ბავშვების გამოყვანა და მძევლებისათვის წყლისა და წვენების შეტანა.

მოგვიანებით ანა იგონებდა, ტერორისტები მხოლოდ იმიტომ მენდნენ, რომ მათთან ერთად ვიჯექი ჩეჩნეთში ფედერალური არმიის მებრძოლების მიერ გათხრილ ორმოშიო.

ეს ადამიანები მარტო იმიტომ მენდნენ, რომ ჩვენ ერთნაირი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ. მე არა მაქვს ამ ტიპის სოლიდარობის განცდა. მათ კი აქვთ.

რა შეუძლია ადამიანს, როცა უკვე ყველაფერი დაკარგულია? როცა ერთადერთ შვილს მოგიკლავენ და გვამის საძებნად მორგიდან მორგში დადიხარ? თურმე კიდევ შეუძლია რაღაც - ანა პოლიტკოვსკიამ მაშინ, ნორდ-ოსტის ტრაგედიის შემდეგ ბევრი ქალი გადაარჩინა. გადაარჩინა ისინი, ვისაც უკვე აღარაფერი შველოდა, არც წამლები, არც ექიმები, არც ნათესავებისა და მეგობრების თანადგომა - ქალები, ვისაც შვილები ნორდ-ოსტის აღების დროს დაეხოცათ. გადაარჩინა ისინი თანაგრძნობით, თანაზიარობით, მოქმედებით. წერდა სტატიებს სრულიად უბრალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, ვინც იქ ხელისუფლების მიერ გაშვებული გაზით გაიგუდნენ. ეს სტატიები ერთადერთი ნუგეში იყო გამწარებული დედებისათვის. მისი წერილები ამხნევებდა და ძალას მატებდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ქალებს. არა მარტო წერდა მათზე, არამედ სასაფლაოებზე დაჰყვებოდა, ღამღამობით ტელეფონით საათობით ელაპარაკებოდა სასოწარკვეთილ ადამიანებს; აიძულებდა მათ ებრძოლათ საკუთარი უფლებებისათვის, მოეთხოვათ კომპენსაციები ხელისუფლებისგან. მოგვიანებით აღიარა, ყველაზე ძნელი ჩემთვის ის იყო, დედები დაღუპული შვილების ამოსაცნობად მორგში გაყოლას რომ მთხოვდნენო.

მიდიხარ მათთან ერთად და სახეზე არაფერი არ უნდა გეწეროს, გეშინია, მაგრამ არ უნდა შეიმჩნიო - ეს ქალები ელიან, რომ შვილების გვამებს იპოვიან. ჩემი მოვალეობა მათი დამშვიდება იყო.

უცნაურია, საიდან ჰქონდა მას ამდენი ძალა, დრო, ენერგია? როცა ნორდ-ოსტის ტრაგედიის დროს დაღუპული 17 წლის ბიჭის უკვე სიგიჟის ზღვარზე მყოფმა დედამ ბავშვთა სახლებში დაუსრულებელი სიარული დაიწყო, რათა ეპოვა ბიჭუნა, რომელიც მის შვილს ემგვანებოდა, ანამ მას პირდაპირ უთხრა, რომ ასე შვილს ვერ დაიბრუნებდა. სამაგიეროდ დაჰყვებოდა ბავშვთა სახლებში, მერე წერდა სტატიებს უდედმამო ბავშვებზე და მათთვის მთელ რუსეთში დაეძებდა მშობლებს. სწორედ ამ სტატიების მეშვეობით რამდენიმე ბავშვმა მართლაც „იპოვა“ ახალი მშობლები და ოჯახი.

მასზე მოგვიანებით იტყვიან - ცხოვრობდა როგორც მეომარი და მოკვდა როგორც მეომარიო. ის მარტოხელა გმირი იყო ვინც საკუთარი ცხოვრებითა და სიკვდილით დაამტკიცა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ბევრი გადაარჩინოს შიმშილს და სიკვდილს, რომ უსამართლობისა და ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თუნდაც მარტო იბრძოდე, თუნდაც მოგკლან.

5 თარგმანი

▲back to top


5.1 გავჩერდეთ - განვლილ გზას გავხედოთ

▲back to top


ღვთის წინაშე ჟურნალისტის პასუხისმგებლობის თაობაზე*

ლეონიდ ნიკიტინსკი
ნოვაია გაზეტას მიმომხილველი

ჟურნალისტის პროფესია უაღრესად საზოგადოებრივია, ცოდვიანიც კია. ეს პროფესია უშუალოდ ეხება ადამიანურ ნაკლოვანებებს. ზოგჯერ მართლაც აუტანელია მთელ ამ ნაგავში ქექვა, რომელიც ფულთან, ქრთამთან, ბინძურ პოლიტიკასთან, ხშირად ჭუჭრუტანიდან თვალთვალთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტი ალბათ იმასაც ფიქრობს, რაიმეში არ გავისვაროო. ასეთ დროს ქრისტიანობა, რომელსაც მე არავის არ ვახვევ თავს, უბრალოდ აზროვნების და ადამიანური მოქმედების ერთგვარ მოდელად მიმაჩნია - სისუფთავის მომნიჭებელი, ფსიქიკური სიჯანსაღის შემნარჩუნებელი ძალაა. ეს გამწმენდი საშუალება ადამიანმა არც დღისით უნდა დაივიწყოს და არც ღამით.

მეორე მხრივ, ჟურნალისტის პროფესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა პატივმოყვარეობაა. ვიდრე მაგიდას მივუჯდები და რაიმეს წერას დავიწყებ, საკუთარი სიდიადის შეგრძნებით უნდა გავიმსჭვალო, თორემ არაფერი გამომივა. პატივმოყვარეობა ის საწვავია, რომელიც ჩემს ძრავას ამუშავებს. მე დიდხანს ვეძებდი პასუხს კითხვაზე, როგორ შემეთავსებინა ეს პროფესიულად აუცილებელი პატივმოყვარეობა თავმდაბლობასთან და საბოლოო პასუხს მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის შრომების წიგნში მივაკვლიე. ის ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვის პასუხად ამბობს: პატივმოყვარეობა ყველანაირ, მათ შორის კეთილი საქმის კეთებაშიც მონაწილეობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კეთილი საქმე არ უნდა აკეთო. არა! საჭიროა პატივმოყვარეობის დაძლევა. შეძლებისდაგვარად მე კიდევაც ვძლევ პატივმოყვარეობას, თუმცა ის მაინც იჩენს ხოლმე თავს, როცა მაგიდას მივუჯდები.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა საკითხების გადაჭრა: ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, არის კი არსებითად კეთილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ზოგჯერ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული ადმიანური გონების მეშვეობით ძალზე ძნელია.

ამას კიდევ უფრო აძნელებს იმ ისტორიული ვითარების შიგნით ყოფნა, რომლის გარეთ ჯერჯერობით ვერ გადიხარ.

აქ ჩამოვთვლი იმ კითხვათა ჯგუფს, რომლებზეც თუნდაც ჩემთვის ვისურვებდი პასუხის გაცემას. რადგან პასუხის გაცემას დროის სიმცირის გამო ვერ მოვასწრებ, ამიტომ მხოლოდ ჩამოთვლით დავკმაყოფილდები. ამ კითხვების მასშტაბი ასე წარმოჩნდება: პასუხების გაცემას, არ ვცდილობ, არ ძალმიძს.

მაშ ასე:

  1. კარგი ვქენით თუ ცუდი? - ჩვენ შევარყიეთ 80-იანი წლების ბოლოს საზოგადოებრივი ცნობიერება და შესაძლებელი გავხადეთ 1991 წელს სსრკ-ს დაშლა.

  1. კარგი ვქენით თუ ცუდი? - ჩვენ 1993 წელს პუტჩის დროს დავდექით ელცინის მხარეს. დავუშვით და გავამართლეთ პარლამენტის დახვრეტის პრეცედენტი და კონსტიტუციის შეცვლა.

  1. კარგი ვქენით თუ ცუდი? - ჩვენ გავაზვიადეთ ელცინის რეიტინგი, პრაქტიკულად ნულიდან დაწყებული 1996 წელს, და ამით უზრუნველვყავით არჩევნებზე ელცინის და არა ზიუგანოვის გამარჯვება.

  1. კარგი ვქენით თუ ცუდი? - ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ რუსეთის ოლიგარქებს შორის გაჩაღებულ საინფორმაციო ომებში და გამოვაქვეყნეთ თუმცაღა არსებული სინამდვილის შესატყვისი, მაგრამ უკიდურესად ბინძური კომპრომატები.

  1. კარგი ვქენით თუ ცუდი? - ჩვენ გზა მივეცით ყვითელ, ზოგჯერ პორნოგრაფიულ პრესასაც კი, და მსუბუქ ტელევიზიას?

და ასე შემდეგ. ვლადიმერ პუტინის მოსვლასთან ერთად (ეს სრულიად ახალი ფენომენი იყო), რუსეთის ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება, რაც ცალკე სასაუბრო თემაა.

აქაც და შემდგომაც მე ვამბობ - „ჩვენ, ჟურნალისტებმა“ - მეთქი და ამით არამც თუ ვიხსნი, არამედ ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას რუსი ჟურნალისტების იმ მოქმედებების და აქციების გამოც, რომლებშიც მე უშუალოდ მონაწილეობა რატომღაც არ მიმიღია.

მოვიყვან მაგალითებს რუსეთის არცთუ შორეული და ჩემი წარერთი და იგივეა. კვლავ ვუბრუნდები დასმულ შეკითხვებს და უნდა ვთქვა - არცერთ მათგანზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ შეიძლება.ყოველი კერძო შემთხვევა უზარმაზარ დადებით მომენტსაც შეიცავს და უარყოფითსაც. არსებობს აგრეთვე ისტორიის ულმობელი დინება, რომელსაც თავისი ლოგიკა აქვს (ჩემი აზრით, ესქატოლოგიური, ღვთაებრივი). ის არ გვათავისუფლებს პირადი პასუხისმგებლობისგან, პირიქით, გვიმძაფრებს ამ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ანუ ჩემი, ჟურნალისტის, პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე.

ახლა კი ჟურნალისტის ერთგვარ აპოლოგიაზე გადავალ.

ჟურნალისტის გამართლებას წარმოადგენს მისი დანიშნულება და მისწრაფება გაიგოს და ყველას შეატყობინოს, გამოაქვეყნოს ფაქტები, რომლებიც მიეწოდება მსმენელს თუ მკითხველს როგორც „ახალი ამბები“. ჟურნალისტიკა არ ცდილობს ჭეშმარიტების წვდომას, ეს ფილოსოფიის საქმეა. ის არ არის დაკავებული გამოცხადებებით - ეს ეკლესიას ეხება. მისი მიზანი არ არის ჭეშმარიტების გამოთქმა და გამოხატვა - აქ ხელოვნება ამბობს თავის სიტყვას. ყოველივე ეს შეიძლება საგაზეთო შენიშვნაშიც იყოს მოცემული, ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს. ზოგჯერ შენიშვნას გარკვეულ პათოსს ანიჭებენ, უფრო ხშირად კი ეს ზედმეტია და ზიანის, სიყალბის მომტანი. სწორად, მკაფიოდ ასახულ ფაქტებს და სიახლეებს საკუთარი პათოსი აქვთ. ჟურნალისტის დამოკიდებულება ფაქტებისადმი განსხვავებულია პუბლიცისტის დამოკიდებულებისაგან. პუბლიცისტიკა არის ჟანრი, რომელსაც საკუთარი პათოსის გარდა სხვა გამოკვეთილი ნიშნები არ გააჩნია... აქ მე შემთხვევით არ გამომიყენებია სიტყვა „შენიშვნა“ სტატიის ნაცვლად. ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელსაც ძველი „კომსომოლკას“ სკოლა აქვს გავლილი, გაეცინება თქვენს ნათქვამზე, თუკი იტყვით, რომ მავანმა სტატია დაწერა. სტატიები აკადემიკოსებმა უნდა წერონ, ჩვენ კი შენიშვნებს დავწერთ. არ ვიქნებით დამოკიდებული მოცულობაზე და, ასე ვთქვათ, მოქალაქეობრივი გაბედულების ხარისხზე. ეს მხოლოდ შენიშვნები იქნება. აქ გამოსჭვივის პროფესიისადმი პატივისცემა, საკუთარი ადგილის ცოდნა და აუცილებელი ირონიაც.

ჟურნალისტიკა მართალი ხელობაა და სიმართლეზე მეტი არც უნდა მოვთხოვოთ მას, თუმცა ამ ხელობაშიც შეიძლება დახელოვნება. ჟურნალისტიკის მეშვეობით შეიძლება მივუახლოვდეთ ხელოვნებას. თუმცა ჟურნალისტის სამუშაო მასალა ჭეშმარიტება არ არის. მისი სამუშაო მასალაა: ფაქტები, სიახლეები, უწყებანი. ამ თვალსაზრისით ჩვენ მემატიანენი ვართ. ვართ ახალი ამბების მოწმენი, მექრონიკენი (როგორ არ გავიხსენოთ აქ „მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა“, რომელსაც იმ გადაყრუებულ 70-იან წლებში ფარულად გამოსცემდა დისიდენტების ჯგუფი). ჩვენ ისტორიკოსები ვართ, ოღონდ ისტორიული მომენტის წიაღში მსხდომნი. ჩვენ არ გვაქვს საიმისო დრო, რომ სწორად და ღრმად გავიაზროთ ფაქტები, იმიტომ, რომ თუ ესა თუ ის მოვლენა დღეს ფაქტია, ხვალ ის გაზეთში გამომზეურდება როგორც სიახლე და სწორედ ამაშია ამ ხელოვნების აზრი. თუ არა გაქვს ფაქტების გააზრების დრო, მაშინ ეს ფაქტები უბრალოდ უნდა აუწყო საზოგადოებას. ეს აუცილებელია, ვინაიდან ჩვენი მომზადებული ქრონიკის და მატიანეთა სიზუსტეზეა დამოკიდებული ცალკეულ ადამიანთა, მმართველთა, სახელმწიფოთა, ზოგადად კაცობრიობის მომავლის წერილობითი ისტორია.

ფაქტების დამახინჯება ხელობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მოტივები, რომელთა გამოც ჟურნალისტები ფაქტებს ამახინჯებენ ანდა ჩქმალავენ ახალ ამბებს, შეიძლება სრულიად სხვადასხვა იყოს. ეს შეიძლება იყოს ანგარება, კონფორმიზმი, ორიგინალობის სურვილი, შიში ან სხვა რაიმე. ასეა თუ ისე, ეს ყოველთვის პროპაგანდისკენ გადახრაა. ეს არის ცდა ფაქტების მანიპულირებით სწრაფად გაუკეთო ისტორიას შიგნიდან კორექტირება, ზოგჯერ ეს, უბრალოდ, ფაქტების გადანაცვლებით ხდება. პროპაგანდისტული ცდუნება ერთ-ერთი მთავარი ცდუნებაა ჟურნალისტიკისა.

აქ საინტერესო იქნება ასეთი საგულისხმო პარალელის მოყვანა. მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი წიგნში „ახალი აღთქმის კითხვისას“ ოთხ კანონიკურ სახარებას ურიცხვ აპოკრიფს ადარებს და ერთ მნიშვნელოვან დეტალს აქცევს ყურადღებას: აპოკრიფები ყოველთვის ატარებენ პროპაგანდის ბეჭედს. ქრისტეს ცხოვრებისეული ფაქტებით მანიპულირებისას (იგულისხმება სარწმუნო ფაქტებიც) ზოგიერთი უძველესი დროის მემატიანე იმის პროპაგანდისაკენ იხრება და სურს ის დაამკვიდროს, რაც ვიღაცას სჭირდება ან, უბრალოდ, უნდა, ანდა ცდილობს ის განამტკიცოს, რაც უკვე არის, ოღონდ არა აქვს ტენდენციის ელფერი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სიღარიბის მხსნელი ძალა (სოციალისტური პროპაგანდა), ებრაელების ბრალეულობა და რომაელების უდანაშაულობა ქრისტეს დასჯაში (ნაციონალისტური პროპაგანდა) და ა. შ.

იქნებ ცოდვილნი იმას აკეთებენ, რაც ჩვენ მოვიმოქმედეთ 1993 წლის შემოდგომაზე, ჩვენ - წესიერი და პროგრესული რუსი ჟურნალისტების უმრავლესობამ? მხედველობაში მაქვს კრემლისა და რუსეთის თეთრი სახლის დაპირისპირების ჩვენეული გაშუქება. ყველაზე უფრო პროგრესული შეხედულებების კარნახით ჩვენ, დემოკრატიის გულმხურვალე დამცველებმა, ეს ძალზე რთული კონფლიქტი გაზეთებშიც და სატელევიზიო არხებზეც ინფორმაციულად ერთ მხარეს გადავწონეთ. ამ ისტორიულ მოვლენებში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ (მათ მხარეს იყვნენ) მწერლები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ელცინისადმი ერთ-ერთ მოწოდებას ისეთმა არაპოლიტიკურმა და დიდმა ადამიანმაც კი მოაწერა ხელი, როგორიც ბულატ ოკუჯავა იყო. ოკუჯავასთვის, პოეტისთვის, ეს შეიძლებოდა, ჩვენგან, ჟურნალისტებისგან განსხვავებით. ჩვენ ჩვენივე სამუშაოს ნაწილი არასწორად გავიგეთ და არასწორად შევასრულეთ. ფაქტებს კი არ ვატყობინებდით საზოგადოებას, ვეშმაკობდით - ერთ მხარეს წარმოვადგენდით და მეორეს ვჩრდილავდით. ელცინს არა იმდენად ინტელიგენციის (მერე რომ არაფრად ჩააგდო!) არამედ ჟურნალისტების „სწორი“ მხარდაჭერის იმედი რომ არ ჰქონოდა, არც მიუშვერდა ტანკების ლულას „თეთრ სახლს“. ეს მოქმედება დღეს ჩვენთვის უკვე ზედმეტია, ფეტიშიზმის ველური აქტია, ვანდალიზმია, ანტიპარლამენტარიზმია და ა.შ.

სწორედ აი აქ შორდება ერთმანეთს ადამიანების დაწერილი ისტორია და ის ესქატოლოგიური ისტორია, რომელსაც ღმერთი წერს. ადამიანები ხშირად ღალატობენ თავიანთ ვალდებულებას - მართლად, სწორად გადმოსცენ ისტორია. ისინი პროპაგანდად აქცევენ იმას, რაც არ უნდა აქციონ პროპაგანდად, ახალ ამბებს სხვა ლოგიკას ანიჭებენ, ფაქტები რომ არ შეიცავენ, იმ ლოგიკას.

თუ ჩვენთვის მისაღებია ის აზრი, რომ ღმერთი წერს კაცობრიობის ესქატოლოგიურ ისტორიას, მაშინ უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ისტორიაში ის საკუთარ თავს ფაქტების და უწყებების მეშვეობით გამოხატავს. ეს ფაქტები ჩვენ ჯერ უნდა დავაფიქსიროთ და მერე, თუკი შევძლებთ, ავხსნათ, გავაანალიზოთ. ღმერთის ნება ჩვენ ისტორიული ფაქტების მეშვეობით უნდა გავიგოთ. ამიტომ, ხელობიდან გამომდინარე, უფრო სწორი იქნება ვისაუბროთ არა მოვლენებსა და ადამიანებზე, არამედ იმ ფაქტების უჯრედებზე, რომელთაგან ყოველი ცოცხალი ქსოვილივით ადამიანები და მოვლენები „იქსოვება“. როგორც კი წარმოვთქვამთ სიტყვა „მოვლენას“, მაშინვე გვიპყრობს ახალი ამბების შიგნით ფაქტების გადანაცვლების ცდუნება: რაღაც წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ, რაღაც ჩრდილში მოვაქცოით, რაღაც საერთოდ მივჩქმალოთ ან დავმალოთ. ასე ხდებოდა სწორედ „მოვლენებით მდიდარ“ 1993 წელს.

0x01 graphic

აქ ჩვენ მივადექით ჟურნალისტის პროფესიული ტვირთის საკითხს. ამ ხელობის აზრი ისაა, რომ პროფესიულად გაეცნოს ჟურნალისტი ფაქტებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ჩრდილში არიან მოქცეული ან მოვლენებს არიან „გადაჯაჭვულნი“. საჭიროა არა მხოლოდ გაცნობა ამ ფაქტებისა, არამედ გამომზეურება, „მთელი ხმით გაჟღერება“, როგორც სახარებაშია ნათქვამი. ოღონდ აქ სიტყვა „ფაქტს“ უნდა დაემატოს ეპითეტი „ისტორიული“, რადგან არსებობს რიგითი ფაქტებიც. არცთუ ისე იოლია ისტორიის ბრძმედში ჩვეულებრივი ფაქტი ისტორიული სიახლისაგან განასხვაო.

2000 წლის 20 თებერვალს კალინინგრადთან მოულოდნელად გარდაიცვალა „პერესტროიკის“ ყოფილი რომანტიკოსი ანატოლი სობჩაკი. ამ სიახლეს, რა თქმა უნდა, ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომაც, რომ ეს ხელსაყრელი გამოდგა ხელისუფლებაში იმჟამად მოსული პუტინისათვის.

ყოველივე ეს ძალზე საეჭვოდ გამოიყურებოდა. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას დაუმალეს დასკვნა სობჩაკის სიკვდილის მიზეზების შესახებ. და სწორედ იმ დროს მოსკოვის ერთ-ერთი გაზეთის მთავარი რედაქტორი და ჩემი მეგობარი იჯდა ამ სამედიცინო დასკვნით ხელში და თავისთვის წყვეტდა საკითხს - დაებეჭდა თუ არა ეს დასკვნა. აქ კარგად ჩანს რა ტვირთი აწევს ჟურნალისტს და რა პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩემი მეგობარი მეც მეკითხებოდა ჭკუას. მე მას ვუთხარი, აკი ჩვენ მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია, ეს არის-მეთქი ჩვენივე ჭუჭყიანი ხელობის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი კი ისაა, რომ რადგან მოვიპოვეთ, უნდა მთელი ხმით გავახმაუროთ კიდეც, ჩავრთოთ ახალ ამბებში და სულაც არ არის საჭირო ჭოჭმანი. ინფორმაციის სანდოობა 90 პროცენტს უდრიდა, მაგრამ მთავარმა რედაქტორმა ამ ინფორმაციის სრული უტყუარობა არ დაიჯერა, თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა. უბრალოდ, გადაწყვიტა არ დაებეჭდა და ახლა მე მადლიერებით ვიხსენებ მას. ის მართალი იყო, ვინაიდან არსებობს პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა სობჩაკის მეგობრებისა და ოჯახის წინაშეც. არსებობს, უბრალოდ, ექიმის საიდუმლოც, რომელიც ჟურნალისტის თვალითაც კი არ არის უაზრობა. სობჩაკის სიკვდილი ისტორიულ ფაქტად იქცა, მაგრამ ვინაიდან ის არ იყო ძალადობრივი, მისი მიზეზები არ იქცა ისტორიულ სიახლედ და დარჩა ადამიანის პირადული ცხოვრების ფაქტად.

რაღაც გარეგნულად მსგავსი რამ მოხდა (საექიმო საიდუმლოს ვგულისხმობ) 1996 წლის ზაფხულში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის: ბორის ელცინის მორიგი ინფარქტი. რუსეთის პირველი პრეზიდენტის ლოთობა ადრეც არ მიჩქმალულა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ დოზირებული იყო და სხვაგვარად მოწვდილი. ადრეული ინფარქტები და ავადმყოფობებიც მთლად არ მიუჩქმალავთ. ეს მორიგი ინფარქტი კი იმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომლის ფინალშიც გავიდნენ ელცინი და ზიუგანოვი, პროგრესულმა ჟურნალისტებმა მიაჩუმათეს. არადა, ამის შესახებ უკვე ყველამ იცოდა. სობჩაკის სიკვდილის პირადული მიზეზებისაგან განსხვავებით, ეს სიახლე ამ ისტორიულ კონტექსტში არ იყო პირადული, სწორედაც ისტორიული გახლდათ. იმ პერიოდში ჩვენ ყველაზე მეტად გვაშინებდა კომუნისტების შესაძლო მოსვლა ქვეყნის სათავეში. თუმცა იმხანადვე დიდი როლი ითამაშა ფულმა, რომელიც „ოლიგარქებმა“ ელცინის სასარგებლოდ დადეს. ტელევიზია მოვლენების უმთავრესი მონაწილე იყო. ამ ფულის ოდენობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ „ქსეროქსის“ ცნობილი ყუთის მეშვეობით, რომელშიც ნახევარი მილიონი დოლარი ეწყო. აი, კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც ცნობილი გახდა HTB-ს ნაუცბათევი შეტყობინებიდან იმის გამო, რომ ვიღაცას სურდა კორჟაკოვის მოშორება. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს ფაქტი ახალი ამბების მიღმა დარჩებოდა. ყუთთან ერთად ტელევიზიის პიარისტ სერგეი ლისოვსკის დაჭერის ამბავი და შემდეგ ელცინის მეგობრის (მომავალში მტრის) ალექსანდრ კორჟაკოვის გადადგომა შესაძლოა გახდა ელცინის ინფარქტის მიზეზი. ახლა შეიძლება ეცადო და გაერკვე ამ საქმეში, ოღონდ მხოლოდ თავის დროზე გამოქვეყნებულ და დაფიქსირებულ ფაქტებზე დაყრდნობით.

ახლა მთავარი ის კი არ არის, თუ რატომ დავმალეთ ინფარქტის ფაქტი ან რა იყო საამისო მოტივი და რატომ ვაუწყეთ საზოგადოებას ყუთის შესახებ. არა! მთავარი ისაა, რომ ერთის მიჩქმალვით და მეორის გამომზეურებით ჩვენ, შესაძლოა, 1996 წლის არჩევნების შედეგებზე მოვახდინეთ ზეგავლენა. იმ საარჩევნო კამპანიის ამ და სხვა მომენტებში პროპაგანდისკენ რომ არ გადავხრილიყავით, ქვეყნის სათავეში მოვიდოდა არა ელცინი, არამედ ზიუგანოვი. ისევე, როგორც 1993 წელს, როცა ჩვენ სიტყვა მოქანავე სასწორზე შევაგდეთ, ხელისუფლების სათავეში შეიძლება ხაზბულატოვი მოსულიყო. 1993 და 1996 წლებში ყოველივე ეს ჩანდა როგორც ქვეყნიერების აღსასრული. ახლა (არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მოაზროვნე ადამიანი) მე ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი არჩევანი უკეთესი იქნებოდა: ხაზბულატოვი და ზიუგანოვი ძალიან სწრაფად აღმოჩნდებოდნენ დისკრედიტებულნი და მაშინ სადღეისოდ ხელისუფლების სათავეში იავლინსკის ვიხილავდით და არა პუტინს. ერთმა ღმერთმა იცის, როგორი იქნებოდა ალტერნატიული სცენარი. არსებობს სუბიექტური განცდა იმისა, რომ პუტინი სწორედ ცოდვათა გამო გვერგო სასჯელად და ეს ჩვენც გვეხება - ჟურნალისტებს, ვინაიდან პროპაგანდისკენ გადავიხარეთ და ხელობას ვუღალატეთ. უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, იქნებ ვითარება გამოსწორდეს.

იქნებ გაზვიადებული ამპარტავნებაა იმის დაშვება, რომ ჟურნალისტებმაც მივიღეთ ისტორიაში მონაწილეობა, ჩვენ „შევქმენით“ ისტორია? კაცობრიობის ისტორია ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ მთელი ჩვენი საქმეებით, გრძნობებით, აზრებით და მოქმედებებით სწორედ ფაქტები ვართ, ახალი ამბები და უწყებები ვართ, ის მასალა ვართ, რომლითაც ღმერთი ოპერირებს ადამიანისავე სიყვარულის გამო. აქ ფილოსოფიურ და რელიგიურ თემატიკას ვუღრმავდებით. ეს თემატიკა ეხება ღმერთის და ადამიანის ნებას ისტორიაში. არადა, მე ჟურნალისტი ვარ და არა ფილოსოფოსი. ამიტომაც ამ თემაზე საუბარს შევწყვეტ.

მაგრამ ჟურნალისტის ტვირთის და ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობის საილუსტრაციოდ მე მოვიყვან კიდევ ერთ უკიდურესად მძაფრ მაგალითს. 90-იანი წლების ბოლოს ცხადი შეიქნა, რომ 90-იანი წლების შუა ხანებში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეურნეობაში არსებული რაღაც გაჭირვების მოტივით უბაჟოდ, დაუბეგრავად შემოიტანა ქვეყანაში არყის და თამბაქოს ძალზე დიდი პარტია. ეს გამოვჩხრიკეთ და გამოვამზეურეთ ჟურნალისტებმა. ახლა დადექით თქვენ ჩემს ადგილას. როგორც ზემოთ დავძინე, მე მწამს იესო ქრისტე, მე მესმის, თუკი ასეთ ფაქტებს მთელი ხმით გავახმაურებთ, არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიას, არამედ მსოფლიო ეკლესიას და ქრისტეს ჩამოვაშორებთ მრავალ ადამიანს იმიტომ, რომ მასობრივ ათეისტურ ან კიდევ წარმართულ ცნობიერებაში ქრისტე და კონკრეტულ-ისტორიული ემპირიული მღვდლები ერთმანეთისგან მაინცდამაინც მკაფიოდ არ განირჩევიან. რა არის ასეთ დროს ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ვალი?

როცა არყის და თამბაქოს კონტრაბანდით ვიღაც ბანდიტები არიან დაკავებულნი და მათ სახელმწიფო მფარველობს, ეს სიახლე არ არის, ეს ფაქტია და არცთუ განსაკუთრებულად ისტორიული, ამიტომაც ჰქვიათ ბანდიტებს ბანდიტები. როცა იმავეს (როგორც ხდებოდა) სპორტის ფონდი აკეთებს, ეს ფაქტი ერთგვარ პირმოთნეობის ელფერს იძენს და ამიტომაც უფრო მეტად ისტორიულია. როცა არყის და თამბაქოს კონტრაბანდას ეკლესია ეწევა, ეს უკვე, რაღა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტია, ვინაიდან ფარისევლობაა, რომელსაც წინ აღუდგა იესო ქრისტე. ამიტომ ღვთის ნების თანახმად, მისი ესქატოლოგიურ-ისტორიული ნების კვალად, მე ვალდებული ვარ ახალი ამბავი გამოვამზეურო და მთელი ხმით გავაჟღერო, დე, მოსკოვის საპატრიარქომ თავისი საქმე აკეთოს, როგორცმას ესმის, მე ჩემსას გავაკეთებ, როგორც მესმის. ალბათ ვიღაცამ ქვებიც უნდა დაგვიშინოს, ეს ნორმალური ისტორიული პროცესია.

კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა პროპაგანდის თაობაზე. იმიტომ, რომ ეს, ერთი მხრივ, თითქოსდა ნათელი, მაგრამ არცთუ უბრალო საკითხია. მე არ მიმუშავია ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდის წლებში. ჩემი, როგორც ჟურნალისტის, პროფესია ისე აეწყო, რომ ამ პროფესიას „პერესტროიკის“ დროს მივყავი ხელი. ამიტომაც არ მქონდა აუცილებლობა ტყუილის თქმისა. მე, საერთოდ, საუბარში შემიძლია ვთქვა ტყუილი (ვთქვათ, ცოლთან საუბარში, აქაც თანდათან მძიმდება ხოლმე ვითარება). წერილობით კი ერთხელ ვცადე ტყუილის თქმა „კრაკადილში“, მაგრამ არ გამომივიდა, დასაბეჭდადაც კი არ ივარგა იმ მასალამ. თუმცა, როგორც ყოფილ საბჭოთა ადამიანს, არა იმდენად გამოთაყვანებულს, რამდენადაც ცოდნის ფართო თვალსაწიერს მოკლებულს, ყოველგვარი პროპაგანდა გულს მირევს და მაინც, მე დავეთანხმები იმ აზრს, რომ აუცილებელია ჟურნალისტს თავისი რამენაირი პოზიცია ჰქონდეს. ასეთი პოზიცია ყოველთვის მქონდა, ზოგჯერ ბოროტადაც ვიყენებდი მას. ასეთი რამ „შენთვის“ უნდა გქონდეს. ჩვენც მწერლების, ფილოსოფოსების, მღვდლების, ისტორიკოსების მსგავსად გულის სიღრმეში ჩვენი ღირებულებები უნდა გვქონდეს შენახული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ღმერთი უნდა გვწამდეს. და მაშინ ეს რწმენა აუცილებლად გამოჩნდება გაზეთის ფურცელზე და ტელეეკრანზეც. რა თქმა უნდა, თუ საკუთარი პატივმოყვარეობა არ გვიბიძგებს და ამ ღირებულებების მეშვეობით თვითრეკლამას არ გავიკეთებთ. პროპაგანდა ჭეშმარიტ ღირებულებებსაც ზიანს აყენებს და ღმერთსაც.

მაშ ასე, რადგან საკმაოდ ცოტა დრო მრჩება, და რადგან იმ ისტორიულ მოვლენათა შესახებ, რომელთა მონაწილეც გახლდით, უკვე გიამბეთ კიდეც, მინდა ნახტომი გავაკეთო და თვალის ერთი გადავლებით შევაფასო ის წლები, პროფესიული ჟურნალისტიკის სამსახურში რომ გავატარე. ჩემი ჟურნალისტური კარიერა უმთავრესად აქ, რიგაში დაიწყო ერთი უნიკალური ქალბატონის წყალობით, რომელმაც მომიწვია (ეს იყო ლატვიის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელსაც მაგიდაზე მუდამ ახალი ყვავილები ედგა). ჩამოვედი 1988 წელს. მასალები მჭირდებოდა რიგის ახლოს არსებულ შრომით-გამასწორებელ კოლონიაში მომხდარი ამბოხის შესახებ. აგვისტოში „ოგონიოკში“ დაიბეჭდა ნარკვევი „დანაშაული“. ნარკვევი ეხებოდა იმას, რაც რეალურად ხდებოდა საბჭოთა დროს თავისუფლების აღმკვეთ ადგილებში. იმავე ადგილებში, მე მგონი, ახლაც ბევრი არაფერი შეცვლილა. კიდევ იმით გავითქვი სახელი, რომ სწორედ 1988 წელს წამოვიღე სიტყვა „ბესპრედელი“ დანაშაულებრივი სამყაროდან და გაზეთების ფურცლებზე გავავრცელე. იმხანად ეს იყო ძალზე ტევადი, პატიმრების ფილოსოფიური გაგების აღმნიშვნელი სიტყვა. მას არ გააჩნდა ეკვივალენტი რუსულ ენაში და ამიტომაც მოიკიდა ფეხი. საინტერესოა ის ამბავი, რომ ერთ-ერთი ჩემი ნარკვევი გამოუცდელობის გამო უღიმღამოდ დავასათაურე და სიტყვა „ბესპრედელი“ ვალია იუმაშევმა ტექსტიდან სათაურად ამოიტანა. ვალია „ოგონიოკის“ განყოფილების კარგი რედაქტორი იყო. მომდევნო პერიოდში ის პრეზიდენტ ელცინის წიგნების რედაქტორი გახდა და ამავე დროს - სიძეც და ფულის გაფლანგვაში გამოჭერილი მისი ადმინისტრაციის უფროსიც. ასე რომ, „ბესპრედელს“ რაც შეეხება, მე და ვალია შეიძლება თანაავტორებად ჩავითვალოთ.

ასეთია შემთხვევითი ფაქტებისა და ახალი ამბების მზაკვრული ხლართი, მაგრამ საქმე ის კი არ არის, რომ ეს ერთი სიტყვა ჩვენ შემოვიღეთ, საქმე ისაა, რომ, როგორც გაირკვა, სწორედ ჩვენ, ჟურნალისტებმა, გავუკაფეთ გზა რეალურ „ბესპრედელს“, რომელიც დღემდე მეფობს რეალურ რუსეთში ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. 1989 წელს „კომსომოლკაში“ მივედი სამუშაოდ. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ყოველივეს მხილებაში. იმ დროს ვიგონებ, როგორც ყველაზე ბედნიერს ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით. ჩვენ მაშინ არ ვაგროვებდით განძს საჩვენოდ და არ ვზრუნავდით არსობის პურზე. ჩვენ ცუდად არ გვიხდიდა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი. ჩვენთვის გამოყოფილი იყო არც თუ მშვენიერი, მაგრამ უფასო ნომენკლატურული აგარაკები, ჩვენ მონდომებით ვჭრიდით იმ ტოტს, რომელზედაც ვისხედით.

იმ წლების ჟურნალისტიკა დაკავებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების და, უბრალოდ, სისულელეების მხილებით. დაწყებული ლენინის მიერ მღვდლების სიკვდილით დასჯით და დამთავრებული გორბაჩოვის ანტიალკოჰოლური რეფორმით. სიტყვა „მხილებას“ ირონიული ელფერი ახლავს იმიტომ, რომ რადიშჩევის დროიდან მოყოლებული რუსული ჟურნალისტიკა ყველაფერს ამხელდა, მაგრამ ამ მხილებას სიკეთე არასდროს მოჰყოლია. არადა, ეს ზუსტი სიტყვაა: ვიღაც ფარისევლურ, მზაკვრულ ტანსაცმელშია გამოწყობილი, მე კი მას ვამხელ, ე. ი. „ვაშიშვლებ“. ეს არის ჟურნალისტიკის არსი.

ჩვენ საუკეთესო ზრახვათა კარნახით მაშინ, როცა თავისუფლების ჟანგბადით ვსუნთქავდით, თავისუფლების ამ იდეას მასებში ვავრცელებდით. სწორედ ასეა, ვინაიდან „კომსომოლკას“ ტირაჟი მაშინ 20 მილიონ ეგზემპლარს აღწევდა. მართლაც რომ წარმოუდგენელი რიცხვია. ჩვენ უკვე ვკითხულობდით ბერდიაევს, რომელიც მოსკოვში 1990 წელს გამოსცეს. ისიც მასებში გავრცელდა, მაგრამ ყველას არ ესმოდა. ბერდიაევმა თქვა ჭკვიანური და გასაგები რამ: „არ შეიძლება ადამიანი გაათავისუფლო გარედან, თუ ის ჯერ შიგნიდან არ გათავისუფლებულა. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება ეშმაკთა ხელში ჩავარდეს“.

ჩვენთვის ეს მოგვიანებით გახდა გასაგები, მაშინ, როცა „პერესტროიკამ“ კრახი განიცადა. ადამიანს გარკვეული დრო სჭირდება, რათა შინაგანად გათავისუფლდეს, ვიდრე მის გარედან გათავისუფლებას მივყოფდეთ ხელს. ამას 10 წელი არ ეყოფა. მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალ, ოღონდ სრულიად გაუნათლებელ არსებად შექმნა, ღმერთის იდეაც ამას გვკარნახობს, რომ ადამიანი განისწავლოს.

მას კი ეს არ სურს, იქვეა ტელევიზორი, რომელიც ადამიანის იმანენტურ სიზარმაცეს ეყრდნობა და თავის საზიზღარ სარეკლამო მიზნებს მიდევნებული მაყურებელს ისეთ პარადიგმას ახვევს თავს, რომლის მიხედვითაც მას ცხოვრება შრომისთვის კი არ აქვს ბოძებული, არამედ გართობისათვის. ადამიანი დეზორიენტირებულია, ვინაიდან ის უმეცარია, თავისუფლებაში გზას ვერ იკვლევს. არადა, ჩვენ მისი გარედან გათავისუფლება მოვინდომეთ!

მე ძალზე რთული დილემის წინაშე აღმოვჩნდი: სახიფათოა თუ არა ადამიანის უფლება მიანიჭო მაიმუნს, რომელიც ახლახან ჩამოცოცდა ხიდან, ის ხომ ამ უფლების გამოისობით ისეთ ამბავს დაატრიალებს, რომ მერე 2000 წლის მანძილზე ვეღარ დააყენებ საშველს? თავდაპირველად სწავლა ხომ არ არის საჭირო? ეგებ ადამიანის უფლება მძღოლის უფლების მსგავსია - მხოლოდ მას შემდეგ უნდა მისცე მავანს, როცა საჭეს დაეუფლება და ადამიანის გატანის საფრთხე გამოირიცხება. ეს აზრი 1993 წელს გავანდე რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველს სერგეი კოვალიოვს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთვის სამართალდამცავისა და პრაქტიკულად წმინდანის ნიმუშად (თუმცა ის ათეისტია), მან კი პასუხად კინაღამ შემაჩვენა. ეს იმიტომ მოხდა, რომ „ადამიანის უფლების“ ამგვარი განაწილების იდეას აუცილებლად მოჰყვება შემდეგი შეკითხვა: „ვინ და ვინ იქნებიან იმ საგამოცდო კომისიაში, რომელიც გასცემს ადამიანის უფლებებს?“ შემდეგ კი უნდა ჩახედო დოსტოევსკისეულ ლეგენდას დიდ ინკვიზიტორზე....

ერთი სიტყვით, არსებობს სხვა საგამოცდო კომისია, რომელიც ზემოთ არის და არა ჩვენთან.

როგორც ვატყობ, ძალზე წინ გავიჭერი. მაშ ასე, ეს ჩვენ ვიდექით 1991 წლის აგვისტოში ტანკის ლულებქვეშ ბრბოში „თეთრ სახლთან“. ეს ჩვენ, ჟურნალისტებმა, მოვაბრუნეთ გე-კა-ჩე-პეს ტანკები, მოვიყვანეთ ხელისუფლებაში ელცინი და გავაძევეთ გორბაჩოვი. ეს ჩვენ დავაჩქარეთ და საერთოდ შესაძლებელი გავხადეთ სსრკ-ს დაშლა.

კარგი ვქენით თუ ცუდი? ახლა ვფიქრობ, რომ მართლა საუკეთესო სურვილები გვამოძრავებდა, მაგრამ რაღაც კითხვები მაინც მაწვალებს. მაშინ ჟურნალისტების გუნდში მეც ვერიე და ტაშს ვუკრავდი ელცინის მოსვლას და გორბაჩოვის წასვლას (თუმცა მე მისთვის ზურგში სხვებივით არ მიმიფურთხებია, ღმერთმა ამისგან მიხსნა). ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მართალი იყო გორბაჩოვი. თუმცა ყველაფერს ვერ აბამდა თავს, მაგრამ ლიბერალური რეფორმების შემოვლითი გზა ყველაზე სწორი და სარწმუნო იქნებოდა. ღმერთისათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, განსაკუთრებით შუა აზიის ახალ ქვეყნებში, ბელორუსიაში, რუსეთში პოლიტიკური, ეკონომიკური უფლებების და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავაც მძიმე ვითარებაში ცხოვრობენ. მათი ცხოვრება უკეთესი არ გამხდარა, არც ლუკმაპური მომატებიათ და არც თავისუფლება, უჭირთ და შიში დაუფლებიათ.

მაშ რისთვის დაიღვარა სისხლი იმ ყმაწვილებისა, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ და ტანკმა იმსხვერპლა „თეთრი სახლის“ სიახლოვეს? და ეს ხომ მხოლოდ დასაწყისი იყო მსხვერპლთშეწირვისა, მერე რომ ბესლანისა და კიდევ სხვა ტრაგედიებში გადაიზარდა. მათი რიცხვი ასეულია და ათასეულიც. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ღმერთს აქვს, ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა, რადგან ამაო და ფუჭი მსხვერპლი არ არსებობს ღვთის თვალით დანახულ სამყაროში.

თუკი რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ჩამოვაგდებთ სიტყვას (ჩვენ თვითონვე რომ შევქმენით), მივხვდებით, რომ ის საკმაოდ ნათელია. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევარყიეთ ვითარება, უშუალოდ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი მოვლენების განვითარებაში აღარ შეუტანიათ. ყველაფერი პიარისტებმა გააკეთეს, ისინი კი სულ სხვა ფენომენს წარმოადგენენ. ამიტომ ზედმეტ ცოდვებს ნუ დავიბრალებთ. დღევანდელი რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ, ნორმალური ჟურნალისტები, თითქმის არ ვართ ჩართულნი, ტელევიზია და უმთავრესი გაზეთები პროპაგანდისტებმა დაიპყრეს. ნორმალური ჟურნალისტები კი (რომლებიც მაინც დარჩნენ) მთავარი საინფორმაციო ნაკადების განაპირა ადგილებში არსებობენ.

მახსოვს, პუტინის ერა რომ დადგა, დასაწყისში, ასე, 2000 წლის ახლო ხანებში, იყო რაღაც ოფიციალური ღონისძიება: შობა, მგონი, თუ პასექი. და ვხედავ ტელეგადაცემას: ტაძარში ერთმანეთის გვერდით დგანან პატრიარქი და პუტინი. პატრიარქს მარცხენა ხელში უჭირავს სანთელი, ასეც უნდა იყოს, მარჯვენათი ხომ პირჯვარი უნდა გადაისახოს. პუტინს კი სანთელი მარჯვენა ხელში უჭირავს. მე მაშინვე დავურეკე მთავარ რედაქტორს, გადაიღე პირდაპირ ტელეეკრანიდან-მეთქი. ეს იქნება პირველი გვერდი. აი, ეს არის სწორედ ისტორიული ფაქტი, ბრმა ტელეკამერით დაფიქსირებული, და მასში უკვე ყველაფერია. ეს არის ახალი ამბავი, ადამიანებმა უნდა ნახონ და თვითონვე გამოიტანონ დასკვნა. რა საჭიროა კომენტარები, როცა არსებობს ფაქტი?

აქ ცოტაოდენი დამცავი ირონიაა აუცილებელი, რომ ყოველგვარ ზღვარს არ გადავცდეთ. სამწუხაროდ, ჩემმა მთავარმა რედაქტორმა, ორმა მთავარმა რედაქტორმა, ვისაც მე დავურეკე, ვერ შეაფასა ამ ისტორიული ფაქტის მნიშვნელობა. და კადრმა გაირბინა. ტელევიზიას არ აქვს გაზეთივით გაყვითლების უნარი, თუმცა ინახება, როგორც ისტორიული ფაქტის ნივთიერი მტკიცებულება.

საქმის ვითარებას ის როდი ამძიმებს, რომ პუტინი სუკში მუშაობდა. როგორც ძალზე ადრეული ხანის „ჟურნალისტები“ იტყობინებიან, პავლეც „ძალოვანთაგანი“ იყო, „სპეცნაზის“ რაზმთან ერთად ქრისტიანი დისიდენტების მოსათვინიერებლად დამასკოში მიდიოდა, როცა მას გზად ვიღაც შეეყარა და რაღაცები განუმარტა. მაგრამ არც თვითონ პუტინია ისეთი და არც მის გარემოცვაში მოიძებნება ადამიანი, იმგვარი ფიგურა, რომელიც მონანიების გზით სახეს შეიცვლიდა.

აქ სხვა რამე უფრო საინტერესოა. დავანებოთ თავი ყოველგვარ განსჯას იმის თაობაზე, თუ რატომ გაიმარჯვა ყვითელმა პრესამ და ტელევიზიამ, ან კიდევ როგორ დასწიეს მათ დაბლა ადამიანის თამასა. გაზეთის ფურცლებზე და ტელეეკრანებზე ამ განუწყვეტელი, გამოუფხიზლებელი და მიუწვდომელი „პოლიტიკის“ და ყოველგვარი „გახურებების“ საზეიმო პერიოდში დაიბადა და გაიზარდა ახალი და არც თუ მთლად გასაგები თაობა. ეს ჩვენი დამსახურება არ არის, ყვითელ პრესას როცა ვქმნიდით, ასეთი მიზანი არ დაგვისახავს. ჩვენ შეგვიძლია (ჩვენი სუბიექტური თვალთახედვით) შევაფასოთ ეს თაობა და ვთქვათ, რომ იგი მოკლებულია იდეალებს, უსმენს ფილიპ კირკოროვს, არ კითხულობს წიგნებს, მეტწილად კომპიუტერული თამაშებით ერთობა, ერთი სიტყვით, ვიტყვით, რომ ჩვენ ამ თაობის არ გვესმის ისევე, როგორც მათ არ გაეგებათ ჩვენი.

ერთმა ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა, რომელიც ამავე დროს სკოლაში ბავშვებსაც ასწავლის, მიამბო: თურმე იმ სკოლაში გადაუწყვეტიათ ბავშვებისთვის დილდილობით სახელმწიფო (ყოფილი საბჭოთა) ჰიმნი ემღერებინათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოსულა. მე ვეკითხები: რა, არ მღეროდნენ? არა, ისინი უბრალოდ 15 წუთის დაგვიანებით მოდიოდნენ სკოლაში. რაიმე პოლიტიკური კონტექსტი იყო ამაში? არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკა მათ სრულებით არ აინტერესებთ, არ გაეგებათ. და აი, ეს საბჭოთა ადამიანისათვის საკვირველი და გაუგებარი თაობა ძალზე შორს დგას პუტინის ახალი კომკავშირული სულისკვეთებისგან, მათ ეს, უბრალოდ, არც კი ესმით, მაგრამ თუკი ვინმე შესთავაზებს მავანის ცემას ან მოპარულის მოპარვას, შეიძლება ამ „სულისკვეთებამ“ ისინი გაახალისოს და აიყოლიოს. თუმცა შეიძლება არც მოხდეს ასე. ეს ადამიანები თავისუფლები არიან, ოღონდ რად უნდათ ეს თავისუფლება, რას მოხმარდება ეს თავისუფლება, არავინ იცის. ეს ჩვენ მათთან ერთად როგორმე უნდა გავარკვიოთ.

მომავალში რა მოხდება, თუნდაც ჩვენი შეწევნით, ესეც არავინ იცის. შეუცნობელია უფლის გზები. შეიძლება მან წყალობის თვალით გადმოგვხედოს.

ჩემი საქმე კი ახალი ამბების მთელი ხმით გაჟღერება და ისტორიულ ნაგავში ახალი ფაქტების გამოქექვაა. რა თქმა უნდა, საკმაოდ ჭუჭყიანი საქმეა. უმალვე ხელის დაბანა უნდა შეძლო. მე ასეთ დროს ვლოცულობ. განგებას შევთხოვ დახმარებას და განწმენდას...

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

______________________________

* პროტოპრესვიტერ ალექსანდრ მენის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება. რიგა, ლატვია, 14-15 სექტემბერი, 2004 წ

6 ინტერვიუ

▲back to top


6.1 დემოკრატიის 27 წუთი

▲back to top


ინტერვიუ ნინო ზურიაშვილთან*

შორენა შვერდაშვილი

ნინო, ჩემი მთავარი კითხვა შენთან ასეთია: ვარდების რევოლუციამდე, ქვეყანაში არსებობდა ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი არასამთავრობო სექტორი და ძლიერი მედია, რომლებიც ფაქტობრივად კონსოლიდირებულად მოქმედებდნენ და ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამ ძლიერი მედიის ნაწილი იყავი შენც და გადაცემა 60 წუთიც”. ვარდების რევოლუციამდე უფრო მეტი ბერკეტი არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის თუ რევოლუციის შემდეგ? ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ამ თვალსაზრისით ნაბიჯი წინ გადავდგით თუ უკან?

სახელმწიფოს მშენებლობის მხრივ, ნაბიჯი წინ გადავდგით. აგერ ჩემი მეგობარი საბა ამბობს, რომ გორიდან 40 წუთში თბილისში ვარო და მართლა არის, და ეს დიდი რაღაცაა. კიდევ ნაბიჯი წინ გადაიდგა იმიტომ, რომ ვასიკომ იმ დღეს განაცხადი რომ მიიტანა პასპორტის აღებაზე, რამდენიმე წუთში, ტელეფონზე მესიჯი მიიღო, თქვენი პასპორტი დამზადებულია, მობრძანდით და ინებეთო. ჩვენი მძღოლი როცა არღვევს საგზაო წესს, სახლში მისდის ქვითარი და ინტერნეტით ამოწმებს, მართლა დაარღვია თუ არა. შეხვალ ნებისმიერ სასამართლოში, თუნდაც სულიერად გაპარტახებულ, უზნეო მოსამართლეების სასამართლოში, მაგრამ შეხვალ და გრძნობ, რომ სახელმწიფო დაწესებულებაა. თავმოყვარეობა აღარ გელახება, გაუცხოება აღარ გემართება და ტუალეტის სუნი აღარ ასდის იქაურობას. შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის სუნი, ტუალეტის სუნი წავიდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და გულზე მალამოსავით მედება ეს ყველაფერი. მე შადრევნებიც მომწონს და არ ავიგდებ მასხრად, განათებული ქუჩებიც, შეღებილი, უსახური კორპუსებიც - შეღებილი მართალია უგემოვნოდ არის, არქიტექტორებიც თურმე ცენზურის ქვეშ ცხოვრობენ, ახლა შევიტყვე ეს ამბავი, მაგრამ მერე რა, უგემოვნოდ შეღებილი მირჩევნია ათეული წლების განმავლობაში გამურულს. ის რა, უმნიშვნელო მოვლენაა, უნივერსიტეტი რომ შენდება? ისიც მიხარია, რომ ვეღარ შეგვაშინებენ. ამას წინათ, პრეზიდენტმაც იგივე თქვა და ვეთანხმები - ადრე იყო ხოლმე პანიკა, ვაიმე, პრობლემა შეგვექმნება ახალციხეში, ნელი მოქმედების ბომბი ამუშავდა, ტერიტორიის ანექსირება მოხდება და ასე შემდეგ. ამ ჯარის პირობებში, ფეხები არ მოგვჭამონ! ღირსეული ჯარის პირობებში, იმ ბიჭებს რომ აღარ შიათ, სცივათ და სწყურიათ, ტილები რომ აღარ ჭამენ ჯარისკაცებს, ესეც მალამოდ მედება. ჰო, კიდევ, ოცნების მინისტრია ნიკა ვაჩეიშვილი. ხარაჩოდან არ ჩამოსულა. გული მშვიდად მაქვს, იმიტომ, რომ არაპროფესიონალი და გუშინდელი გამოჩეკილი კი არ არის, პროფესიონალი და მაგარი ტიპია. სხვათა შორის, სიღნაღიც მომწონს და ეს ყველაფერი ჩემს ნაციონალურ თავმოყვარეობაზე მაგრად მოქმედებს და კმაყოფილი ვარ, მაგრამ სიტყვის თავისუფლების გარეშე, არ მერგება, არ მერგება და არ მერგება ეს ყველაფერი! იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გახშობენ, სიმართლეს რომ ვეღარ ამბობ.

მე ვარ შერცხვენილი ჟურნალისტი. სირცხვლის ვატარებ 2004 წლის მერე. როცა მირეკავს გორჯოლაძე და მეუბნება, ინტერვიუ მოგეცი, სად წაიღე, რატო ვერ მიიტანე ტელევიზიამდეო, რა ვუპასუხო? ამ დროს, ინტერვიუ იცი როგორ მთავრდება?! მიშა, მომეხმარე, ასეთი და ასეთი პრობლემა მაქვსო. ამ დროს, როგორც ჟურნალისტს, არ მაქვს არაფერი იმისათვის, რომ ეს მასალა ეთერში გავუშვა. მთრგუნავს ის, რომ კონფორმისტი უნდა იყო ტელევიზიაში, ჟურნალისტმა რომ იმუშავო. იატაქვეშეთში მიწევს ყოფნა, ფაქტობრივად, მარტო მე კი არა, ბევრ ჟურნალისტს. წინ გხვდება ეს პროპაგანდისტული მანქანა. თუ მაგარი ხელისუფლება ხარ, ყურებში თითს რატო იკეთებ? მოუსმინე რა იმ ადამიანებს, ვისაც წვრილ-წვრილი პრობლემა აქვს, ეს ხომ შენთვის წამალია! უკრაინაში იყო მოძრაობა, ხალხს შუბლზე ეწერა „ვიცით!“ აი, ასე ვიცით, რასაც აკეთებს ხელისუფლება! სახელმწიფომ აღარ იცის, ჩვენ რა გვაწუხებს, ჩვენ კი ვიცით, ისინი რასაც ჩადიან. საბოლოოდ კი, სახელმწოფო ვარ მე, უბრალო, მარტოსული ადამიანი, რომელსაც აქვს ღირსება და ჩემი ღირსებისათვის, ამათ, მალამო არ წაუცხიათ.

ცოტა ხნის წინ ვნახე ფილმი „სხვების ცხოვრება“, მგონი ასე ითარგმნება სათაური ფილმისა, სადაც მთავარი გმირი გერმანიის უშიშროების სამსახურის, შტაზის თანამშრომელია, რეჟიმის ტიპური წარმომადგენელია, გარეგნულადაც, იდეოლოგიურადაც, ცოდნითაც, თვისებებითაც, ცხოვრების წესითაც. შტაზის თანამშრომელია, მაგრამ უყვარს გერმანია და ყველაზე კრიტიკულ მომენტში აკეთებს არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ. ამ მოსმენა-მოსმენაში ნელ-ნელა ხვდება, რომ ამ დრამატურგების, ამ სცენარისტების დაკნინება, ამათი ჩაჩექმვა და ჩაწიხვლა არ არის კარგი ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლა საფრთხეს წარმოადგენენ რეჟიმისათვის, რომლის ღვიძლი შვილიც ეს კაცია. როცა ქალი საკუთარ ქმარს ასმენდა, როცა მის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას შტაზის თანამშრომელს, ამ კაცის გაფართოებულ თვალებშიც იკითხებოდა, რომ იყო მომხრე, რომ ქალს სიმტკიცე შეენარჩუნებინა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის გატყდა.

ამ ბოლო დროს, რაღაცნაირად მაქვს ხოლმე განცდა, რომ ჩემი ქვეყანა შემზიზღდა. განსაკუთრებით მის მერე დამეწყო ეს, რაც ძალიან ბევრი ადამიანი გატყდა ჩემს თვალწინ. ორშაურა ხალხის აღლუმი იყო ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მასმედიაში და ძალიან დავიწრიტე ემოციურად. ფრუსტრირებული და იმედგაცრუებული ვარ. ამდენი ადამიანი არ უნდა გატყდეს, არ უნდა დახურდავდეს, ვიღაცა ხომ უნდა გამოჩნდეს, ვინც არ გატყდება, პატარა გმირობას ჩაიდენს და ამით რაღაც შეიცვლება. არ ვიცი რა არის ამდენი იმედგაცრუების მიზეზი, არ ვიცი, რით არის ეს გამოწვეული. სოციოლოგები და ფილოსოფოსები უკეთ იტყვიან, მაგრამ მე ვარ ერთი ადამიანი და ბევრი მიფიქრია ამაზე. იმ დღეს ლევან ბერძენიშვილი თავის ლექციაში ამბობდა, თუ არ გაქვს ცოდნა, განათლება, თუ არ გაქვს წაკითხული რაღაც, როცა გაგიჭირდება და პრობლემის წინაშე დადგები, სიგნალს ვერ მოგცემს შენი ცოდნა, აქ ასე მოიქეციო. ჩვენს გარშემო, შევატყვე, რომ ბევრმა ადამიანმა ვერ მიიღო სიგნალი და დაითრგუნა, დაექვემდებარა შიშს და გატყდა. ამის შედეგად, რაღაცნაირად მივიღეთ უზომოდ დამუხტული ქვეყანა. და ეს ყველაფერი, იცი, რატომ არის? იმიტომ, რომ ჩაიხშო თავისუფალი სიტყვა. ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, პრობლემა მიეტანათ მასმედიამდე, მერე ხელისუფლებამდე და მერე უკან, საზოგადოებამდე. ეს ჯაჭვი გატყდა იმიტომ, რომ მასმედია ამოვარდა. მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებამ მასმედია დაითრია თავისთვის და თვითონ ცხოვრობენ ტელევიზორში. კობა სუბელიანი არ მივა ლტოლვილთან და ხელს არ ჩამოართმევს, თუ არ არის სამი კამერა. ამ დროს, კობა სუბელიანი გულიანი ადამიანი და კარგი მოხელეა. პირადად მისი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს. მაგრამ შიშით კამერის გარეშე ლტოლვილთან ვერ მისულა და ხელი ვერ ჩამოურთმევია. ის კი არ მაინტერესებს, სუბელიანმა ხელი რომ ჩამოართვა ლტოლვილებს, ის მაინტერესებს ამ ლტოლვილებს რა აწუხებთ, რისთვის მივიდა იქ მინისტრი. ამ დროს, მაგას არავინ არ გეტყვის. ამიტომ, ამ ჯაჭვის დარღვევით, ტელევიზია პროპაგანდის მანქანად იქცა და ხელისუფლებაც ვაკუმში აღმოჩნდა. არ დამავიწყდება, ხალხის ნაკადი რომ მივიდა მიშასთან და წერილებს რომ აწვდიდნენ, მერე ეს კადრები „ნაციონალებმა“ რეკლამაშიც გამოიყენეს, თითქოს ამაში რამე საამაყო იყოს. მაგრამ რა არის იმის მიზეზი, რომ ათასობით ადამიანს დაუგროვდა ამდენი პრობლემა, ამას არავინ ამბობს, არავინ არის მთქმელი.

ამას აკეთებდა 60 წუთი? მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ, როდის იწყება საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკა, სად დაიწყო პირველად, გაზეთებში, ტელევიზიაში?...

0x01 graphic

როგორც ერთმა ძველმა ჟურნალისტმა მითხრა, შენ კი ხარ „60 წუთელი“, მაგრამ ადრე ჩვენც ვაკეთებდით „ოქროპირს“, სადაც ამათრახებდნენ ხალხს ცუდი საქციელისთვისო. ამ დროს, მე არანაირი სერვილი არ მაქვს, რომ ის, ვიზეც ვაკეთებ გამოძიებას, გავამათრახო, მიწასთან გავასწორო. უკვე გამოცდილებამ მოიტანა ეს განცდაც. თავიდან არ მენაღვლებოდა, მაგრამ მერე გამოდიოდა ჭორები, ადამიანები როგორ მძიმედ განიცდიდნენ, რომ მათზე „60 წუთში“ მასალა გაკეთდა და პასუხისმგებლობაც უფრო მძიმდებოდა და მძიმდებოდა. ამ დროს, ჩემი მიზანი ერთადერთია, ნათელი მოვფინო ბნელით მოცულ თემას და პრობლემის მოგვარებას შევუწყო ხელი. ხშირად ეს პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ადამიანების წყენა.

შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, სოზარ სუბარი, ვახო კომახიძე და გივი თარგამაძე ერთდროულად იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, 93 წელს. სამივე კარგად წერს, არცერთს არ აკმაყოფილებს ნიუსის ფორმა და წერენ ბევრად უფრო სერიოზულ სტატიებს, ვიდრე ყოველდღიური საგაზეთო წერილებია. პირველი, რაც მახსოვს, სოზარი იძიებდა თურქულ კრედიტს, ვახო - კავშირგაბმულობას და გივი იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კოორდინატორი და თავის გამოძიებებს სხვადასხვა გაზეთებში, ხშირად „რეზონანსში“, და „ახალ ვერსიაში“ აქვეყნებდა. ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და ისიც ეხმარებოდა. ჟინვალჰესზე და შევარდნაძის ნათესავებზე ძალიან სერიოზული მასალები დადეს.

ცოტა მოგვიანებით, შემოდის ოთხი ადამიანი: ელისო ჩაფიძე, ლიკა ბასილაია, ბესო კურტანიძე და მე. ელისო და ლიკა - „რეზონანსში“, მე და ბესო - „კავკასიონში“ და მოგვიანებით, „დილის გაზეთში“. მე და ლიკა ვაკეთებდით აზოტზე, ეს იყო ჩვენი პირველი ჟურნალისტური გამოძიება, პირველი ქრთამიც ამ დროს შემოგვთავაზეს.

1999-ში, „კავკასიის ინსტიტუტმა“ - გია ნოდია იყო დირექტორი, პროგრამის კოორდინატორი ზურა ჭიაბერაშვილი - გამოაქვეყნა კონკურსი ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ამ პროექტის ფარგლებში ორი თემა გავაკეთე. მათ შორის, „ვის სასარგებლოდ ეპარება თბილგაზს გაზი“. რომელიღაცა ბროშურაში ნაზად ეწერა, რომ საქართველოში გაზის დანაკარგი 49 თუ 52 %25-იაო. გავოცდი. დავიწყე გამოძიება და გაირკვა, რომ ახალი მონაცემებით, დანაკარგი 70%25 ყოფილა. ამიხსნეს, რომ არსებობს კომერციული და ტექნიკური დანაკარგები. ეს დანაკარგები გავშიფრე და აღმოვაჩინე, რომ არავის არ აწყობს ამ დანაკარგებთან ბრძოლა. პირიქით, „თბილგაზი“ სუბსიდიებს იღებდა და იღებდა მერიიდან და კარგადაც ხეირობდა. მოკლედ, მძვინვარებდა კორუფცია. რამხელა სტატიაც იყო - გაზეთის ორი დიდი გვერდი - იმხელავე პასუხი გამომიქვეყნა თბილგაზმა.

ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს იყო ჟურნალისტიკა. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ჩემთვის საინტერესო. როცა ახალ ამბავს კითხულობ, 80 კითხვა გიჩნდება თემის მიმართ და ხვდები, რომ რეალური პრობლემა სხვაგან დევს. ეს რეალური პრობლემა უნდა ამოწიო. საკეთებელიც ეს არის და რაღაცა ყოველთვის მეძახდა აქეთკენ.

შემდეგ დგება „60 წუთის“ ერა. თუმცა, აქაც იყო ეტაპები. თავიდან კონტროლის პალატის მასალების ვიზუალიზაცია ხდებოდა. მერე უკვე გადაცემამ თავის ინიციატივით დაიწყო თემების მოკვლევა: რკინიგზა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქონების მართვის სამინისტრო და პრივატიზაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უშიშროების სამინისტრო, პროკურატურა. როცა კვირაში ერთხელ გავდიოდით ეთერში, ფაქტობრივად ღამეებს ვათენებდით, ფანჯრის რაფაზე გვეძინა ხოლმე, მაგრამ მაინც გვიჭირდა მოსწრება. თემის გამოძიებას ვასწრებდით, მაგრამ მერე მონტაჟისათვის არ გვყოფნიდა დრო და ამის გამო, ხშირად გადაცემა იმაზე ნაკლებად ეფექტური გამოდიოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მოგვიანებით, ჩვენი მოთხოვნით, ორკვირიან ფორმატზე გადავედით და ცოტა ამოვისუნთქეთ.

  • ეთერში გასულ გადაცემებზე გამოხმაურებებიც მყისიერი იყო?

კი, მთავრობის მხრიდან მეორე დღესვე რაღაც შედეგი იყო ხოლმე. ძირითადად, პრესკონფერენციებს მართავდნენ და გვლანძღავდნენ. გენერალური პროკურორი, ჯამლეტ ბაბილაშვილი ყოველ ორშაბათობით მართავდა ხოლმე პრესკონფერენციებს. ერთხელ რომ მივედი, ჩხუბი დამიწყო, როგორ შეიძლება ეკრანიდან სასამართლოებს რომ გვიმართავთ, ეს რა წესია, ვინა ხართ, თქვენ რა იცით სიმართლეო! მეც ვეჩხუბე, რა შემიშლიდა ხელს. ვეუბნებოდი, თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ-მეთქი. ხელჩართული ომი იყო. მერე ცალკე გამომიყვანა და მითხრა, თქვენ რასაც აკეთებთ, ყურში გეტყვი, სისხლის სამართლის დანაშაულია და დაგიჭერთო! მე, რა თქმა უნდა, სასაცილოდაც არ მყოფნიდა ეს ყველაფერი.

  • ასევე მახსოვს საპარლამენტო სხდომები, სადაც იხილებოდა ხოლმე 60 წუთის მასალები...

კი, ყოფილა, რომ მოუწვევიათ კომიტეტის სხდომა და ჩვენს მიერ წამოწეული საკითხი განუხილავთ. ერთხელ, ოღონდ ეს უკვე ვარდების რევოლუციის მერე, ჩვენი გადაცემის პასუხად გააუქმეს სასამართლო ფსიქიატრია. ჩემი გამოძიება ეხებოდა იმას, თუ როგორ იღებდნენ კანონიერი ქურდები ერთი და იმავე ფსიქიატრებისაგან ცნობას, რომ იყვნენ შეურაცხადები. ამის შემდეგ ისინი წელიწადნახევარი მიდიოდნენ ფოთში, სადაც იგივე ფსიქიატრები გასცემდნენ დასკვნებს, რომ ესა და ეს უკვე განიკურნა და შეგიძლიათ გაუშვათო. ჩემი გამოძიება ეხებოდა იმას, რომ ეს კრიმინალები ისევ ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს - ადამიანის გატაცებას, მკვლელობას, ქურდობას და ასე შემდეგ და ისევ, როგორც ვითომ შეურაცხადები, მიდიოდნენ ფოთში... მე კი ჩემს გამოძიებებზე ვყვებოდი, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც მიყვარს და მიმაჩნია, რომ „60 წუთის“ ყველაზე მაგარი გამოძიება ყურაშვილის საქმე იყო, ბესო კურტანიძის, როცა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, თითქმის მინისტრის მოადგილის რანგის ფიგურა, საკუთარ კაბინეტში ფარულად ჩავწერეთ, თუ როგორ ყიდდა ნარკოტიკს. შედეგიც მყისიერი იყო, ყურაშვილი მეორე დღესვე მოხსნეს…

  • რეალურად, გეძლეოდათ საშუალება გამოგეძიებინათ ნებისმიერი თემა და მერე ეს გაგეშვათ ეთერში?

კი, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე, ამას ვამბობ სუფთა სინდისით. შეიძლება, იყო ერთი-ორი თემა ჩვენს ცხოვრებაში, რომელზეც არხის ერთ-ერთმა მფლობელმა, ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, ჩვენი დამკვეთია, მორჩება კონტრაქტი და მერე რაც გინდათ, ის ქენითო. ზოგადად, მთელი ხიბლი „60 წუთის“ ის იყო, რომ სამი წელი ვაკეთეთ მართლა თავისუფალი ჟურნალისტიკა. თამამად შემიძლია ვთქვა და ეს ჩემს მეგობრებზეც ვრცელდება, - ჩვენ ვიცით ჟურნალისტიკის გემო. ჩვენთან იდგა ხალხის რიგი, გვქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ისტორიას მიეცა. საჩივრის წერილები იცი როგორ იწყებოდა? ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ბატონ ზურაბ ჟვანიას, ქალბატონ ელენე თევდორაძეს და ბატონ აკაკი გოგიჩაიშვილს - ბოლო ინსტანცია ვიყავით, სადაც ადამიანები მოდიოდნენ და სიმართლეს ეძებდნენ. ერთხელ მოვიდა ერთი კაცი, მეუბნება, თქვენ ყველაფერს იძიებთ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხი სამართალს პოულობს, ერთი დარდი მაწუხებს და იქნებ მიშველოთო. 1943 წელს, დიდ სამამულო ომში ვიბრძოდი, რაღაც შეტევაზე გადავდიოდით, მე ჩავიდინე გმირობა, მაგრამ ჩემმა ოცმეთაურმა მიითვისა, ისე არ მინდა მოვკვდე, ეს სიმართლე არ გამოაშკარავდეს, გეხვეწები გამოიძიეო. ვკითხე, ის ოცმეთაური ცოცხალია-მეთქი? არაო, ყველა მკვდარიაო. ომი დამთავრდა, ყველა მოკვდა, ოცმეთაური მოკვდა, სტალინიც მოკვდა, როგორ ვიპოვო სიმართლე, ბაბუა, ბოდიში, მაგრამ უძლური ვარ ამ საქმეში-მეთქი.

მახსოვს, ეროსი რომ შემთხვევით შემხვდებოდა ხოლმე ლიფტში და მკითხავდა, ვისზე აკეთებთ გადაცემასო და ვეტყოდი, მოიცა, ჯერ წავალ მთაში და მერე დაატრიალეთ გადაცემის ანონსი, რომ რეკვით არ ამიკლონო. რამდენჯერ უთქვამს, იცი? რომელიმე სამინისტროში რომ შევდიოდით, მაშინაც ეროსის ურეკავდნენ, რატომ მოვიდა ეს გოგონა, სამინისტროში ყველაფერი წესრიგშიაო.

  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის არხის მხარდაჭერა?

თავიდან გვეგონა, რომ მთელ ამ გმირობაში იყო 80%25 ჩვენი და მხოლოდ 20 %25 - არხის ხელმძღვანელობის. ცუდად რომ წავიდა საქმე, მერე მივხვდი, რომ პირიქით ყოფილა, ანუ, ჩვენი იყო ალბათ 20%25, დანარჩენი და შესაძლოა მეტიც - არხის მფლობელებისა და ხელმძღვანელების. როცა ბეჭებზე დაგვდეს, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია დამფუძნებლის ნება. თუ ეს ნება არ არის, ისეთ დღეში იქნება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, როგორ დღეშიც მე ვარ. შემეძლო უფრო კომფორტული სამსახური მქონოდა, მაგრამ არ მეთმობა ჩემი პროფესია. ან რატომ უნდა დავთმო? არანაირად არ შევეგუები იმას, რომ ჩვენმა ყოფილმა მეგობრებმა ბეჭებზე დაგვდეს და არ მსურს, რომ ბეჭებზე ვიყო დაკრული.

  • რას გულისხმობ?

ბეჭებზე დადება ნიშნავს იმას, რომ რევოლუციის მერე, „რუსთავი 2“ გაიყიდა, „მზის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა, „მე-9 არხი“ და „იბერია“ დაიხურა. ყველგან მოდიოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. ხელისუფლებას ჰქონდა მიზანმიმართული მცდელობა არ დარჩენილიყო ტელევიზია გაუკონტროლებელი. არ ყოფილიყო კრიტიკული აზრი. ანუ, ჩვენ ბევრ რამეს ჩავიდენთ, ცუდს თუ კარგს, ქვეყანას ვაშენებთ და თქვენი საკრიტიკებელი ვინ არისო.

ამ დროს აქამდე, ჩვენი ყველაზე კარგი მეგობარი „თავისუფლების ინსტიტუტი“ იყო. მაგალითად, უნივერსიტეტზე ორჯერ გავაკეთე ჟურნალისტური გამოძიება და ორივეჯერ თავისუფლების ინსტიტუტის შემოთავაზებით. ხშირად ხდებოდა მათ მიერ ძალიან აქტუალური თემების ინიცირება. გიგა ბოკერია იყო სიტყვის თავისუფლების და საერთოდ, ადამიანის უფლებების დაცვის საყრდენი. სიმართლე გითხრა, ჟურნალისტურ გამოძიებებს კი ვაკეთებდით, მაგრამ ადამიანის უფლებები არ ვიცოდით. არც კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ. არც ის, მაგალითად, თავს რომ დამესხმებოდნენ, თავი როგორ დამეცვა. როცა ლადო ჭანტურიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მიმართა გენერალურ პროკურორს ღია წერილით და უთხრა, „60 წუთის“ საქმიანობაში არის დანაშაულის ნიშნები და რატომ არ იძიებთო. მაშინ „არტიცლე 19“-მა და CFG-მ დაგვიჭირა მხარი, მაგრამ უპირველესად, „თავისუფლების ინსტიტუტის“ იმედი გვქონდა. როდესაც გვიკრძალავდნენ ფარულ ჩანაწერებს და მტკიცებულებად არ იღებდნენ სასამართლოში, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ გაიტანა, რომ უნდა მიეღოთ, როგორც მტკიცებულება. ასევე ზურა ადეიშვილის, როგორც ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტის დამსახურებაა, რომ პარლამენტმა მიიღო ადმინისტრაციული კანონი. მოკლედ, მხარდაჭერისათვის მივმართავდით პროგრესულ ადამიანებს. ისინი როგორც ექსპერტები, ინფორმაციის წყაროები და დამცველები, მათ შორის, ვანო მერაბიშვილიც, აქტიურად გვეხმარებოდნენ, რომ არ შევეჭამეთ ხელისუფლებას, რომელიც მზად იყო ჩვენს გადასასანსლად. ერთხელ ვანომ დამირეკა და მითხრა, არ გინდა გააკეთო სერიალი პრეზიდენტის უკანონო ბრძანებულებებზეო და გადმომიღო წიგნების დასტა, წაიღე, ნახე, რა მაგარი რამეები წერიაო. მართლა დავიწყე და მაგარი გადაცემების ციკლი გამოვიდა. (ისე, ახლაც უნდა გავაკეთო პრეზიდენტის უკანონო ბრძანებულებებზე გადაცემა და გამოვაცხადო, ვანო მერაბიშვილის იდეაა-მეთქი.) ასე რომ, ვინც შეეცდებოდა ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა, საქმე ექნებოდა ბოკერიასთან. თავისუფლების ინსტიტუტის ავტორიტეტიდან გამომდინარე, ამის ყველას ეშინოდა. ჩვენ შეიძლება გვქონოდა რაღაც შეცდომები, მაგრამ მთლიანობაში, ყველამ იცოდა, რომ ვცდილობდით სერიოზული ჟურნალისტიკა გვეკეთებინა და არ ვყოფილიყავით ყვითელი ჟურნალისტები, ინტრიგანები. სერიოზულ საქმეს ვაკეთებდით და ზოგჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც.

  • თუმცა, ვალერი ასათიანზე გადაცემებით ამას ვერ იტყვი და, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სწორედ ამ წარუმატებელი გადაცემებით ახსოვთ 60 წუთი

გეთანხმები, ეგ ორი თემა არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და თანაც, გარკვეული შეცდომებიც იყო სცენარში, ვაღიარებ. მაგრამ 200 სიუჟეტიდან ამ ორზე მეტი შეცდომა ჩვენ არ გვქონია. შეიძლება იყო სუსტი და ნაკლებად ეფექტური გადაცემები, მაგრამ ადამიანის უფლებების დარღვევა, დაბრალება სხვაგან არ მომხდარა. მიზეზი იმისა, რომ ამ გადაცემებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე ჩვენს წარმატებულ გადაცემაზე, ის მგონია, რომ ჩვენ ვიყავით მაღალრეიტინგული გადაცემა, ჟურნალისტიკაში უფრო ბევრი მტერი გვყავდა, ვიდრე პოლიციაში, რომელსაც სულ ვაკრიტიკებდით. იყო დიდი ბოღმა ჩვენს მიმართ, რომელსაც დღესაც კი ვაწყდებით ხოლმე.

0x01 graphic

თუმცა, მაშინ არ გვეცალა ამისათვის. მუშაობის ტემპი და ის დიდი პასუხისმგებლობა, გადაცემაში გასული შეცდომის ფასი იმდენად მძიმე იყო, რომ ზოგჯერ მეგონა, ფრონტზე ვიყავი. ვინც თანადგომას გვიცხადებდა, მათზე ვამბობდით, ეს ჩვენი ფრონტელი მეგობარია-მეთქი. ჩვენთვის სხვა არაფერი არსებობდა, არც კინოში ვყოფილვარ იმ პერიოდში, არც თეატრში, არც არსად, იმდენად დამძიმებული ვიყავი პასუხისმგებლობით. ასე გავიდა 3 წელი. ეს იყო ეტაპი, ეს იყო ეტაპი ქართულ ჟურნალისტიკაში, შეიძლება ითქვას, საქართველოს ისტორიაშიც, რადგან როგორც მე-19 საუკუნის ინგლისში კაპიტალიზმი ყველაზე ბუნებრივ ფაზაში იყო, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა მწვერვალზე და ყველაზე ბუნებრივ ფაზაში „60 წუთის“, „რუსთავი 2“-ის დროს. ჩვენ ამას მოვესწარით, ჩვენი ხელით კეთდებოდა ეს და ბედნიერი ვარ ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ იყო მძიმე წლები, მუქარა და შანტაჟი. იყო ასეთი შემოთვლები - გადამხდელი ვარ და ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. ძალიან რომ შევწუხდებოდი, მივდიოდი და ჩემს რამდენიმე მეგობარს შევჩივლებდი ხოლმე - სოზარს, იას, გიგა ბოკერიას. მეგონა, ეს ადამიანები არ გაჩუმდებოდნენ, მე რომ რამე მომსვლოდა. მათი მხარდაჭერა რაღაცნაირი სულიერი თანადგომის ტოლფასი იყო.

აკაკი ჩხაიძემ რომ გვიჩივლა და სასამართლოში 1 მილიონი წავაგე, ბოკერია და ზურა ადეიშვილი დამეხმარნენ. სქემა იყო ასეთი: პროკურატურაში დაადგენდნენ, რომ ჩვენს გადაცემაში მოხმობილ ფაქტებში არანაირი დანაშაული არ არის, არანაირი ფულის გათეთრება არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად დასტურდებოდა, ჩაწერილი მქონდა ყველაფერი. პროკურატურა ამბობდა, არასაკმარისი დრო გაქვთ ჩაწერილი იმისათვის, რომ დავადასტუროთ, რომ ჩხაიძის ხმაა ჩაწერილიო. ესე იგი, შენ აფერისტი და ცილისმწამებელი ხარ, ამიტომ შენმა ტელეკომპანიამ მილიონი უნდა გადაიხადოსო. საოლქო სასამართლომ გამოიტანა ეს განაჩენი. მთელი ამ პროცესის მანძილზე ზურა ადეიშვილი გვმფარველობდა. ეს განაჩენი რომ გავასაჩივრეთ, უზენაესმა სასამართლომ მაქსიმალური ვადა აიღო, ეშინოდა, რამე ზედმეტი არ მომივიდესო და 2004 წლის 30 იანვარს დანიშნა ჩემი სასამართლო პროცესი. ამ შუალედში მოხდა ვარდების რევოლუცია და პირველი მსხვერპლი ახალი ესტაბლიშმენტისა აკაკი ჩხაიძე იყო. სანამ ჩემი სასამართლოს დრო მოვიდა, ამ კაცს ბიუჯეტისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა 7 მილიონი. ამ დროს ოფიციალური ხელფასი 1000 ლარი ჰქონდა. ეს იყო ირიბი დადასტურება ჩემი სიმართლისა. მერე პროცესზე გამოცხადდა ადვოკატი და განაცხადა, გაგვაქვს სარჩელიო. მოვიგე.

  • რომ შევაჯამოთ ის 3 წელი, რა იყო 60 წუთის რეალური შედეგი?

ჩვენ მოვახდინეთ ინფორმირება. ყველა სფეროში უშიშრად გამოვააშკარავეთ რაც ხდებოდა ყველაზე ღრმა ჭაობის წლებში, კორუფციაში რომ იხრჩობოდა საქართველო, იმ პერიოდში. დანარჩენი თუ გინდა სხვებს ჰკითხეთ, რას აკეთებს ინფორმირება. ადამიანი როცა ხდება ინფორმირებული, ის იცვლის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი და შემდეგ იცვლის საქციელს.

  • როდის შეწყდა გადაცემა?

ზუსტად ვარდების რევოლუციის პერიოდში უნდა გავსულიყავით ეთერში, მომზადებული გვქონდა გადაცემა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტელევიზიას, პირველი არხის მაქინაციებს, როგორ იპარავდა ზაზა შენგელია სარეკლამო დროს და სხვა. ოქტომბერში უნდა გავსულიყავით ეთერში განახლებული ფორმატით, სიუჟეტებს უნდა მოჰყოლოდა დისკუსია, „თოქშოუ“. რევოლუციის მერე ზაფხულში სულ 4 თვე გავდიოდით ეთერში. ეგ იყო და ეგ. ეს ის პერიოდია, როცა ეროსი ყიდის ტელევიზიას და იწყება ჩვენი დაბლოკვები. დაიბლოკა გორი, ცრუ მოწმეები, ჩვენ მაინც წყალწაღებულებივით ხავსს ვეკიდებოდით. ამას მოჰყვა ის, რომ სხვა პროექტის კეთება შემოგვთავაზეს და გავხდით სხვა გადაცემის - „იდეა, ფული და ერთი შანსის“ პროდიუსერები. ამ პერიოდში ყველა ტელევიზიას მივაკითხეთ, ხომ არ გინდათ საგამოძიებო ჟურნალისტიკამეთქი. გვეუბნებოდნენ, - არც თქვათ, რომ აქ იყავითო.

  • იმის გამო, რომ გადაცემა რევოლუციის მერე დაიხურა, შესაძლოა ასეც შევაფასოთ, რომ რუსთავი 2 არსებული პოლიტიკური კონიუნქტურით იმართებოდა. რამდენად აცნობიერებდით მაშინ, რომ იყავით ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში?

ჩვენ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან არანაირი შეხება არ გვქონია. შეიძლება, „60 წუთს“ ვიღაც იყენებდა სათავისოდ, მაგრამ მე ეს არ მადარდებს. ყველა ჩემი გამოძიება თვითონ დავგეგმე და გამოვიძიე. ბოლოსკენ წამოვიდა ეს დაბლოკვები. შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს ზოგადად გარკვეული „ხახუნი“ ჰქონდა აბაშიძესთან, თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ მთლიანობაში, ის დამოუკიდებელი ტელევიზია იყო. თუმცა, როცა ასლან აბაშიძის 45 წუთიანი ჩართვები იყო ეთერში, „ბათუმი 2“-იც კი ერქვა „რუსთავი 2“-ს, დასცინოდნენ. რეალურად, ასლანმა საეთერო დრო იყიდა.

ამ დროს რა ხდება ვარდების რევოლუციის მერე? მიტინგზე რომ ვიდექით, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ესენი არ მოგვიტრიალდნენ და არ დაგვაწყონ ეს ვარდები გულზეო. მართლა მოგვიტრიალდნენ და პირველი, რაც გააკეთეს, ჩვენ დაგვაწყეს გულზე ვარდები და მერე თავისუფალ მედიას მთლიანად. ჯერ ერთ გადაცემაზე მითხრეს, მოიცა, დღეს არა რა, ხვალ არა რა, მოიცა შეათანხმე და მერეო. მერე მეორეზე მითხრეს იგივე. მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. არ მესმოდა, რატომ აკეთებდნენ ამას. ძალიან კარგად ვხვდებოდი, რატომ იყო „60 წუთი“ მწვავე და „სახიფათო“, მაგრამ მეგონა, რომ ახალ ხელისუფლებაში ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, უფრო შორს მჭვრეტელები და გადაცემას არ დახურავდნენ. მათი მთავარი მესიჯი, მიხეილ ქარელმა რომ გაგვაცნო და მერე აღმოჩნდა, რომ მთლიანად ხელისუფლების მესიჯი იყო, - რა დროს კანონია, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო - ანუ, ეს ყველაფერი, სასამართლო, მასმედია, სამოქალაქო ინსტიტუტები ჩათვალეს მაიმუნობად და სახელმწიფოს აშენებად მონათლეს გზების, ფასადების, შადრევნების, ხელისუფლების სტრუქტურების მშენებლობა. კუთხეში მიყარეს სასამართლო, მასმედია, ახლა თქვენ ხელი არ შეგვიშალოთო. ჩვენ არ უნდა შეგვეშალა მათთვის ხელი სახელმწიფოს მშენებლობაში.

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი გამოვიდა და მასწავლებლებს უთხრა, ეს ლოტოტრონი რა ცუდი რაღაც იყო, მასწავლებლების ღირსების შემლახავი, ვინ მოიგონა მასწავლებლების სერტიფიცირება, თქვენი წერილების შედეგად მივხვდი ამასო. ჩვენ უნდა შევქმნათ რამე ისეთი, საიდანაც 24 საათში და არა 5 წელიწადში გავიგებთ რას ფიქრობს ხალხი ჩვენს ნამოქმედარზეო. ამას რომ ვისმენდი, ვიყვირე, მაგ რაღაცას თავისუფალი მედია ჰქვია-მეთქი! რა უნდა შექმნა, შენ არ დამარხე? - ვფიქრობდი ჩემთვის. ამ დროს, ეს იყო გულწრფელი რეპლიკა. პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ რომ დადიოდა, ხალხი წერილებს რომ უტენიდა, ეს იყო მათი სათქმელი, რომელიც მისატანი იყო ხელისუფლებამდე. ეტყობა, ამათ ქიმია არ იციან, არ იციან, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება, ეს სათქმელი სადღაც მაინც ამოხეთქავს და შესაძლოა ძალიან ცუდი ფორმითაც. ამ დროს მე, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს, მინდოდა კონკრეტული ადამიანის ტკივილები გაეგოთ, არა მარტო პრეზიდენტს და ხელისუფლებას, ხალხსაც, იმიტომ, რომ ხალხმაც უნდა იცოდეს ერთმანეთის ტკივილი და ხელისუფლებამაც. მინდოდა გენერალურ პროკურორს გაეგო კონკრეტული ფაქტები, გაეგო, როგორც ადამიანის მონათხრობი, გაეგო ცრემლთან ერთად. მგონია, რომ კაბინეტში უფრო დაბალი ტემპერატურაა, კაბინეტში ემოციაც არ გაქვს, ზიხარ სადღაც, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებ, სახელმწიფოს აშენებ და გეკარგება იმის შეგრძნება, რა რეაქციაა, რა ემაცია, რა შედეგი აქვს ამას ადამიანებზე. რა მევალება მე, ვისი მუშა ვარ? მე ვარ დაჩაგრულის, უფლებაშელახულის, დამცირებულის მუშა. ვინ მოდის ჩვენთან? ის, ვინც სამართალი ვერ იპოვა, ვინც გადაჭყლიტა სახელმწიფო მანქანამ, როგორც ჭიანჭველა. ეს ადამიანი ცდილობს რისკის ფასად გაახმაუროს თავის ტრაგედია. არ უნდოდა ხელისუფლებას სცოდნოდა გორჯოლაძის ტრაგედია? არ უნდოდა სცოდნოდა, მხეიძე როგორ გაასამართლეს? იმით, რომ მან ეს ამბები ვერ გაიგო, ტკივილები მოშუშდა? ბოღმა აღარ არსებობს, არ დაგროვდა ამ ხალხში? განიკურნენ იმით, რომ სააკაშვილმა ყურები დაიხშო და ჩვენ პირში ბურთი ჩაგვჩარა?

  • მას მერე, რაც შენი გადაცემა აღარ გადიოდა ეთერში, რამე ღონე იხმარე? იბრძოლე იმისათვის, რომ გასულიყო?

როგორც კი გადაცემების დაბლოკვა დაიწყეს, რკინის ქალამნები ჩავიცვი და წავედი პარლამენტში ბოკერიასთან, ჩემს მამა-მარჩენალთან. ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სრული აღტკინება იყო, ამჩატებული და ეგზალტირებული ვფიქრობდი, იქნებ, საქმეც აღარ გვქონდეს გამომძიებელ ჟურნალისტებსმეთქი. ერთი, რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა, - ბოკერია და ადეიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვლენ, ალბათ, აღარ იარსებებს დოკუმენტი, რომელზეც ხელი აღარ მიგვიწვდებამეთქი. ვფიქრობდი, რომ დგებოდა გამჭვირვალობის ეპოქა საქართველოში. ამ დროს სრული დეგენერატი აღმოვჩნდი!

თავიდან ბოკერია მამშვიდებდა, ეთერში არ გასვლა დროებითიაო. მერე მითხრა, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა გაქვსო. ვერც მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. მეორე გადაცემაც რომ დაიბლოკა, ისევ მივედი გიგასთან, დაფიქრდა და ისევ იგივე მითხრა, რა სისულელეა, არაფერი იბლოკებაო. მესამედ უკვე ცხარედ ვიკამათეთ, მაგალითად, ჩხაიძეზე ვეუბნებოდი, ეს კაცი რატომ დაიჭირეთ, გამოუშვით და ხომ მაინც დამნაშავეა, ფული ისე გადაახდევინეთ-მეთქი. მაგრამ ესენი ჩქარობდნენ, ფორმას და პროცედურებს აღარ იცავდნენ. არადა, ამ ფორმების და პროცედურების დაცვაა მთელი დემოკრატია. როცა პირველად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წავიკითხე და გავიაზრე, მაშინ ვთქვი, როცა ჩვენი ქვეყანა ამ კოდექსს შეასრულებს, მაშინ ვიქნებით ევროპის ნაწილი-მეთქი. როცა ამას არ ასრულებ, მაშინ მოგდის ბევრი შეცდომა, შხამიანი ნაყოფი ჰქვია, ცუდ ნაყოფს იძლევა. ბევრი ადამიანი რეალურად იყო დასაჭერი, მაგრამ ისეთი ცუდი მეთოდებით დაიჭირეს, მათ ბევრი უდანაშაულო ადამიანიც მიჰყვა. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ეტაპი საქართველოს ისტორიაში. ეს საქმეები მართლა განაჩენებია, მარტო იმ ხალხისთვის კი არა, ვინც ახლა საპატიმროებში ზის, არამედ იმათთვისაც, ვინც ეს განაჩენი გამოიტანა. მაგალითად გორჯოლაძე, კაცი, რომელსაც მიწები წაართვეს, ფერმა დაუწვეს, ცხოველების საკვები გაუნადგურეს, ცოცხალი ღორები დაუწვეს. ამბობენ, რომ ეს სოფელმა ჩაიდინა. სინამდვილეში, ეს არის პატარა ადამიანების ჯგუფი, რომელსაც პროკურატურა აფარებს ხელს. 65 ათასი გადაახდევინეს და აღმოჩნდა, რომ 5000 ჰქონია გადასახდელი. ახლა უკან ითხოვს იმ თანხას და ეუბნებიან, რომ 65 000-ს თუ არ მოითხოვ, საქმეს შეგიწყვეტთ, თუ არა და, არაო. ეს კაცი კი ფულზე არ ამბობს უარს და დღემდე ეჭვმიტანილია. პროკურატურა ეომება, შენ რაღაც ბევრი დაგიგროვდა, ხელი დაადე, პრივატიზაციისას ამ ადამიანს რომ ქრთამი გადაუხადე, რომ გამგებელი წილში გეჯდაო. ეს ეუბნებოდა, მიწის მუშა კაცი ვარ, მართალია, ბევრი ვიშრომე, ორი გროში დავაგროვეო, მაგრამ რა მაქვს იმდენი, გუბერნატორი რომ წილში მეჯდესო.

  • ბოლო-ბოლო გაარკვიე, რას ნიშნავდა სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა?

თითქოს, ეს იყო პრობლემა ჩემსა და დამფუძნებელს შორის. ამ დროს ეროსის უკვე გაყიდული ჰქონდა ტელევიზია და მაშინ არავინ იცოდა, ვინ იყო ახალი დამფუძნებელი. მიმაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვა არ იყო უფრო ნაკლები მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში, ვიდრე ვარდების რევოლუცია. ამით დასამარდა თავისუფალი სიტყვა საქართველოში. ეს იყო ცუდად გათვლილი ნაბიჯი ხელისუფლების მიერ. ტელევიზია გაყიდვით ეროსიმ გაყიდა, მაგრამ იგი ამ დროს უკვე მოქმედებდა როგორც ხელისუფალი. ამით თავად მოიჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა. ის არგუმენტი, რომ ტელეკომპანია სახელმწიფო დავალიანებების გამო გაიყიდა, ძალიან არადამაჯერებელია. „რუსთავი 2“-ისთვის, რომელსაც ამხელა წვლილი მოუძღვოდა რევოლუციაში, არ შეეძლოთ გადაევადებინათ ეს ვალები ან რეაბილიტაციის რეჟიმში ჩაესვათ?

კიდევ ერთი, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდოდა ხელისუფლებას, რომლის მიხედვითაც აძლიერებდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ერთ ღამეში დახურეს ყველა სატელევიზიო თოქშოუ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა პასუხი გაეცა მწვავე კითხვებზე. ამ დროს ეროსი ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო და თოქშოუების დახურვაც მისი ხელით განხორციელდა.

მოკლედ, ბოკერიამ მითხრა, მე შენ ვერ დაგიცავ, ეს შენ გაქვს პრობლემა შენსავე დამფუძნებელთან და გაარკვიეო. დღემდე არავინ იცის, ვინ გამოდის დამფუძნებლის როლში და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიცოდით, რომ ყველაფერი სადღაც თანხმდებოდა, მაგრამ სად - არა. უბრალოდ, ვხვდებოდით, რომ ეს იყო ხელისუფლება.

  • რა ქენით მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაგეწურათ გადაცემის ეთერში გასვლის იმედი?

დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, დავწერე გრანტი, ჯერ „60 წუთის“ სახელით, მერე სტუდია „მონიტორის“ სახელით. „60 წუთის“ გრანტზე დავმარცხდით. მითხრეს, რომ მთელი ფული თქვენს დემოკრატიულ ხელისუფლებას მოვახმარეთ და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ახალი გრანტების გაცემა - რა სისულელეაო. მერე ჩემი გამზადებული გადაცემები ვათარგმნინე ინგლისურად და წავიღე საელჩოებში. პირველი დაფინანსება მივიღე ბრიტანეთის ელჩისგან, დონალდ მაკლარენისგან. მერე უკვე - ამერიკის საელჩოსგან, ევროკომისიისგან, სოროსის ფონდისგან. თუმცა, ახლა ისევ დავმარცხდით.

  • რთული იყო ასპარეზის შეცვლა?

„დიდი ავიაციიდან“ წავედი გაუკვალავში. კომფორტიდან გადავედი ტურბულენციაზე. დავიწყე ბრძოლა დაფინანსების მოსაპოვებლად. დავმარცხდი ერთხელ, მეორედ, მაგრამ მოვიგე მესამედ. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ, ზუსტად ვხვდებოდი იმის მნიშვნელობას, რასაც ვაკეთებდი და არ მინდოდა 3-4 წლიანი ინტენსიური გამოცდილება ნაგავზე გადამეგდო. თან მნიშვნელობას ვხვდებოდი ხელისუფლებისთვისაც და ჩვენთვისაც და მიჭირდა გამეგო, ისინი რატომ ვერ ხვდებოდნენ ამას. რას ვაკეთებდი ისეთს, ძირს რომ გამოუთხრიდა ამ ქვეყანას? უბრალოდ, გავაგებინებდი კონკრეტულ ისტორიებს, რომლებზეც რეაქციითაც ეს ხელისუფლება მიიღებდა ალალ და დაუყვედრებელ რეიტინგს. აღარ დასჭირდებოდათ მერე ასობით ათასი დოლარის დახარჯვა რაღაც სარეკლამო კლიპებში, აღარ მოუწევდათ უკან დახევა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რაც მიიღეს. ჩვენ ვიყავით მენაგვეები, როგორც ამერიკის ერთმა პრეზიდენტმა თქვა პრესაზე. ჩვენ ცუდს ვააშკარავებდით. თითქოს თვითონაც ჰქონდათ პოლიტიკური ნება, მაგრამ რაღაც დაემართათ, ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ ვიზამთ, თქვენი ჭკუის სწავლება არ გვჭირდებაო, გვეუბნებოდნენ. წამოდით ხელისუფლებაში და საქმე აკეთეთო - ზურა ადეიშვილმა მითხრა, მორჩი მაიმუნობას, წამოდი სამინისტროშიო.

რაც მთავარია, ჟურნალისტებს აღარავინ გველაპარაკებოდა. წეღან ტყუილად კი არ ვახსენე, ჯამლეტ ბაბილაშილი 2 კვირაში ერთხელ პრესკონფერენციას მართავდა-მეთქი. არც გენერალურ პროკურორს, არც პრეზიდენტს პრესკონფერენცია არ ჩაუტარებიათ. პუტინიც კი ესაუბრება ჟურნალისტებს წელიწადში ერთხელ. ესენი რას აკეთებენ? მართავენ ბრიფინგს, პრესკონფერენციას, სადაც გაწვდიან ინფორმაციას და კითხვის დასმის საშუალება არ გაქვს, ისე გარბიან ოთახიდან. ანუ, რასაც პრესკონფერენცია ჰქვია, არ გაუკეთებიათ. გაუმარჯოს მობილურ კათედრას! დაარჭობენ სადღაც ტყე-ღრეში, დადგებიან და იქიდან მონოლოგის რეჟიმში გველაპარაკებიან.

უფლებაშელახულად მარტო იმიტომ კი არ ვგრძნობ თავს, ჩემი გადაცემები რომ არ გადის ეთერში, იმიტომაც, რომ ვერ ვიღებ ინფორმაციას. შეიძლება, სადღაც, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე თვითმფრინავი ჩამოვარდეს, მაგრამ თუ პრეზიდენტს არ უნდა, ვერ გავიგებ. გამოხატვის თავისუფლება მარტო ის კი არ არის, შენ თქვა და სხვამ გაიგოს, ისიცაა, სხვამ თქვას და შენ გაიგო. უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია და ვერ ვიღებ. ოდესღაც, „60 წუთში“ რომ უფლებაშელახული ხალხი მოდიოდა, ახლა შევდივარ მათ მდგომარეობაში. თუმცა ვცდილობ, ეს ყველაფერი, როგორც წლის მოსავალი ისე მივიღო და განვიხილო რაღაც ცუდ ეტაპად ქართული მედიისათვის, რომელიც მალე დამთავრდება.

  • საპასუხოდ, არსებობს ასეთი არგუმენტი, რომ ამ ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა ძალიან მტკივნეული რეფორმები და შესაბამისად, იგი მაინც დაკარგავდა რეიტინგს. იქნებ სჭირდებოდათ დროის მოგება და ამიტომ არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება მედიის ლუპის ქვეშ გატარებულიყო?

ყველაზე კარგად ამაზე პასუხი სოზარ სუბარმა პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში გასცა. მან თქვა, რომ რეფორმებს ჰქონდა საზოგადოების სრული მხარდაჭერა. ქურდების ინსტიტუტის აღმოფხვრა მნიშვნელოვანი იყო. ან თუნდაც პოლიციის რეფორმის შედეგად, კვლევებში ეკლესიის შემდეგ მეორე ადგილზე პოლიცია აღმოჩდა. როგორ, ეს არ არის ხალხის მხარდაჭერა? მათი არგუმენტი იცი რაზეა გათვლილი? - იცი რა, მე გავატარე რეფორმა, შენ ამას ვერ მიხვდი, ვერ შეაფასე, გეტკინა და ვერ აღიქვი სათანადოდ. სინამდვილეში, შესაძლოა ის 16 ათასი პოლიციელი, ვინც სამსახურიდან გააგდე, დავუშვათ ოჯახის 5 წევრით, დაგემდუროს, მაგრამ სამაგიეროდ, დანარჩენი 3 მილიონი? თან ფორმასაც ხომ გააჩნია?

  • როცა გიგა ბოკერიას ეკითხებიან, რევოლუციამდე ძალიან ბევრს აკეთებდით თავისუფალი მედიის დასაცავად და ახლა რას აკეთებთ მედიის გასაძლიერებლადო, ის ასე პასუხობს: ჩვენმა ხელისუფლებამ დადო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მაუწყებლობის შესახებ. როგორც კანონმდებელმა, მეტი რა უნდა გავაკეთოო. შენთვის მისაღებია ეს პასუხი?

ეს პილატე პონტოელის პოზიციაა, რომელიც ხელებს იბანს! შენ კი დადე კანონი, მაგრამ ადამიანი აღარ არის, ვისაც ეს სჭირდება. ყველა შსს-ში და უშიშროებაში დაიბარეს, სხვადასხვა სქემებით მიუდგნენ და ყველგან გამოცვალეს ტელევიზიების მფლობელები. პანტაპუნტით გადაყარა ხალხმა ეს ტელევიზიები და სხვებს მიყიდა. ეს სხვები იყვნენ, მაგალითად, გელა ბეჟუაშვილის ძმა, დათო ბეჟუაშვილი, სააკაშვილის მეგობარი ქიბარ ხალვაში, რომელიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია. მე-9 არხი საერთოდ დახურეს. თან ეს ყველაფერი ხდება მიჯრით. რამდენიმე თვის მანძილზე დახურეს ყველა თოქშოუ. თუ დაახშობ ყველას და ყველაფერს, ვისაც ეს შენი კანონი შეიძლება დასჭირდეს მომავალში და ამას შენი მინისტრი, შენი გუნდის წევრი აკეთებს და ხმას არ ამოიღებ, მაშ რა გამოდის? შესაძლოა, შენ არ იღებ ხმას, მაგრამ ვინც ამოიღებს, იმას რომ მუშტით და წიხლით უმასპინძლდები და სიტყვის თავისუფლებას არა თუ იცავ, არამედ იქით ესხმი თავს, პილატე ხარ, სინამდვილეში, აბა რა ხარ?! ასევე, კი ამბობ, რომ კანონმდებელი ხარ და კანონი დადე, მაგრამ შენი ფუნქციაა გააკონტროლო აღმასრულებელი ხელისუფლება. გააკონტროლა ბოკერიამ აღმასრულებელი ხელისუფლება? თუ არაფერი ხდებოდა, როცა 10 ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად ერთად მიდიოდა „რუსთავი 2“-დან, ირაკლი იმნაიშვილს შეიძლება შეეშალა რაღაცეები, მაგრამ კისერს რომ უგრეხდნენ, „60 წუთი“ რომ დაიხურა, თოქ-შოუები რომ დაიხურა? თოქ-შოუების დახურვა რომ შევჩივლე გიგას, იცი, რა მიპასუხა? შენ რა, მოგწონს ეგ თოქშოუებიო? ასეთ შემთხვევაში, კანონის დადება ფარისევლობაა და მეტი არაფერი.

  • კარგი, მედიის შეზღუდვა ერთი პრობლემაა, მაგრამ თავად ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ არის?

მოდი ასე ვთქვათ. ერთი მხრივ, არსებობს კარგად ორგანიზებული სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელსაც ერთი თავი მართავს და მეორეს მხრივ, არის ბატებივით დაქსაქსული, დასუსტებული სამოქალაქო საზოგადოება გოგია უიშვილის პოზაში (იხილეთ ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება). მასმედიაში და სამოქალაქო სექტორში სრული დაქსაქსულობაა. ერთ მაგიდასთან ვერ ვსხდებით, ერთი აზრი არა გვაქვს, ერთ საკითხს ვერ იპოვი, რაზეც ვთანხმდებით. ჩვენ რომ ორგანიზება შეგვეძლოს, მერწმუნე, რაღაც გამოვა, სადღაც რაღაცას გავიტანთ და გავხდებით საზოგადოების ნაწილი. ახლა ამ საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი მარგინალიზებულია და არ შეგვიძლია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი აზრის ხელისუფლებამდე, ან თუნდაც ოპოზიციამდე მიტანა. ხელისუფლება, იმ თავის ვერტიკალში, დაგეგმავს და ყველაფერს გაიტანს, თუ რამე არ დაუპირისპირე.

  • იქნებ რევოლუციამდელი თავისუფლების ინსტიტუტის ანალოგი გაქვთ გასაკეთებელი?

მაგის მცდელობა მქონდა მედია-კლუბში... ვიცი რა მჭირდება, მაგრამ როგორ მივიღო ის, რაც მჭირდება არ ვიცი. ყველაფერს გამოცდილება უნდა. აქტივისტი სხვა ადამიანია. მე მიყვარს ჩრდილში დგომა, გამოძიებას გავაკეთებ, მოვიპოვებ ინფორმაციას, აგიკინძავ მარგალიტივით და მოგცემ, მერე ადექი და შენ იყვირე. აქტივისტობა არ არის ჩემი ხელობა, ჯერ, მაგრამ თუ ძალიან გამიჭირდა, ბოლო-ბოლო აქტივისტიც გავხდები!

  • წარმოიდგინე, რომ მედია სრულიად განთავისუფლებულია ყველანაირი ზეწოლისაგან. როგორ გგონია, ის იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის? მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა დღევანდელი მედიის პრობლემა?

არ იცი, რომ ვეფხვები თავისუფლებაში იბადებიან? რა დროს არაპროფესიონალიზმზე საუბარია? ცენზურის ქვეშ როგორ გაიზრდება პროფესიონალი? „კურიერში“, ჩექმის ქვეშ, პროფესიონალს რა უნდა? ჩვენ გვქონდა თავისუფალი სივრცე, მიდიოდი, მოგქონდა თემა და აფეთქებდი ბომბივით. ახლა რომ იტყვი, აი, თემაო, იქვე ხელში ჩაგარტყვამენ, მორჩი ახლა, წადი და გააკეთე პეტრე ცისკარიშვილზე, როგორ გახსნა პამიდვრის ფაბრიკაო. რომ წახვიდე და გააკეთო, როგორ წაართვეს კერძო საკუთრება ფერმერს, ვიღაცა გითაქებს, წადი, კამერა დაუყენე პრეზიდენტსო, - აქ თავისუფლება არ არის. ვიდრე თავისუფალი სივრცეები არ იქნება, ანუ ადგილები, სადაც თავისუფალი ჟურნალისტიკა გაკეთდება, აზრი არა აქვს პროფესიონალიზმზე საუბარს. თავისუფლებას მოაქვს პროფესიონალიზმი. როცა გეუბნებიან, რა დროს სიმართლეაო, იძულებული ხარ თვალებში უყურო და შეასრულო, რასაც დაგავალებენ. თუ თვალებში არ უყურებ, თუ აზროვნებ, შენით იღებ გადაწყვეტილებას და შენი პრიორიტეტი არის იმაზე საუბარი, სადაც მეტი პრობლემაა, მაგრამ ვერ მიდიხარ ამ პრობლემამდე, თუ არჩევანის განმსაზღვრელი არის პროდიუსერი, რომელიც კანცელარიის დავალებით მოქმედებს, მაშინ რა უნდა გააკეთო პროფესიონალურად, რომ პეტრემ გახსნა პამიდვრის ფაბრიკა?

___________________

* გადმობეჭდილია ჟურნალიდან „ცხელი შოკოლადი“ N38 (იბეჭდება მცირე შემოკლებით)

7 სამართალი

▲back to top


7.1 გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში

▲back to top


გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. უფლებით დაცული ღირებულების მნიშვნელობა ვრცელდება არა მხოლოდ „ინფორმაციისა“ და „მოსაზრებების“ მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის. ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმისა, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“.1

ბესარიონ ბოხაშვილი

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად:

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, მოითხოვონ რადიოსამაუწყებლო, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ წარმოებათა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება (იმდენად, რამდენადაც აკისრებს მას ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას) შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისათვის, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.

გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში ნებადართული შეზღუდვები, რომელთა დაწესებაც შესაძლებელია მოხდეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების განხორციელებაზე, იყოფა 3 კატეგორიად:

  • შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა საზოგადოებრივი ინტერესების (ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან ზნეობის) დაცვა;

  • შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა სხვა პირად უფლებათა დაცვა (სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება);

  • შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი სასამართლომ პირველად განიხილა 1960 წელს De Becker-ის საქმეში, რომელიც ეხებოდა პირისათვის ჟურნალისტისა და ავტორის პროფესიების სამუდამო აკრძალვას. ბელგიის კანონმდებლობაში დაზარალებულის სასარგებლოდ 1961 წელს შეტანილ ცვლილებათა შემდგომ სასამართლომ საჭიროდ აღარ ჩათვალა საქმის გაგრძელება და განსახილველ განაცხადთა სიიდან ამოიღო.2 Engel and others-ის საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ დანიელ ჯარისკაცებზე დაწესებული დისციპლინარული სასჯელი იმ სტატიების გამოქვეყნებისათვის, რომლებიც ხელყოფდა სამხედრო დისციპლინას, მიზნად არ ისახავდა მათთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ წარმოადგენდა სასჯელს გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისათვის, ამიტომაც, მე-10 მუხლის დარღვევად3 არ ჩაითვალა.

პრესაში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პირველი განაცხადი, რომლის შესახებ სასამართლოს არსებით განხილვაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, იყო Sunday Times (No. 1)-ის საქმე, რომელიც ეხებოდა გაერთიანებულ სამეფოს. ამ საქმეში 1979 წლის აპრილში სასამართლომ დაადგინა მე-10 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ეროვნული სასამართლოს ბრძანება Sunday Times-ს უზღუდავდა იმ სტატიის გამოქვეყნებას, რომელიც ეხებოდა წამალსა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას. სტატიის გამოქვეყნების აკრძალვა, რომელიც ეფუძნებოდა ინგლისის კანონმდებლობას სასამართლოს უპატივცემლობის შესახებ, არ იქნა მიჩნეული „აუცილებელ ზომად დემოკრატიულ საზოგადოებაში“4.

უმნიშვნელოვანეს Lingens-ის საქმეში სასამართლომ შემდეგნაირად განმარტა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრინციპების ფარგლები პრესასთან მიმართებაში:

„მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადალახოს ის ზღვარი, რომელიც დადგენილია inter alia „სხვათა რეპუტაციის დასაცავად“, ამავე დროს მას აკისრია ვალდებულება, გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები როგორც პოლიტიკურ, ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. ამასთან, არა მარტო პრესას აქვს ასეთი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელების ამოცანა, არამედ საზოგადოებასაც გააჩნია უფლება, მიიღოს ისინი“.5

სასამართლოს მტკიცებით, „პრესის თავისუფლება საზოგადოებას ანიჭებს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებას, რათა მან აღმოაჩინოს და ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება იმ იდეებსა და მიდგომებთან დაკავშირებით, რომლებიც გააჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს“. ამიტომაც არის, რომ მოცემულ კონტექსტში - „დასაშვები კრიტიკის ზღვარი პოლიტიკოსთან მიმართებით უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირთან. კერძო პირისგან განსხვავებით, პოლიტიკოსი, განზრახ და შეგნებულად, თავის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას ჟურნალისტებისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცევს. შესაბამისად, მან უფრო მეტი მოთმინება უნდა გამოამჟღავნოს“ (პუნქტი 42).

ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებში სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ერთმანეთისაგან განესხვავებინა ფაქტები და შეფასებითი მსჯელობები. „ფაქტების არსებობა შესაძლებელია დემონსტრირებულ იქნეს მაშინ, როდესაც შეფასებით მსჯელობათა ჭეშმარიტება არ ექვემდებარება მტკიცებას“ (პუნქტი 46).

აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ფულადი ჯარიმა, რომელიც დაეკისრა განმცხადებელს საგაზეთო სტატიაში პოლიტიკოსის ცილისწამებისათვის (ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი), წარმოადგენდა გაუმართლებელ ჩარევას მე-10 მუხლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებაში.

სასამართლომ Barfod-ის საქმეზე დაადგინა, რომ განმცხადებლის მსჯავრდება იმ ორი მოსამართლის (რომლებიც არ იყვნენ პროფესიონალი იურისტები და დახმარებას უწევდნენ თავმჯდომარეს) ცილისწამებისათვის, რომლებიც განიხილავდნენ პოლიტიკური კონოტაციის (სარჩულის) მქონე მტკივნეულ საქმეს, არ არღვევდა მე-10 მუხლს. თუმცა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სისხლის სამართლებრივი თუ სხვა სანქციის შიშით არ მოერიდოს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე აზრის გამოთქმას“.6

1990 წლის მაისში სასამართლომ გამოიტანა განაჩენი Weber-ის საქმეზე. იგი ეხებოდა შვეიცარიელი ჟურნალისტის მსჯავრდებას მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის პრესკონფერენციაზე გამჟღავნების გამო, რაც არღვევდა ვაუდის კანტონის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით უზრუნველყოფილ გამოძიების საიდუმლოებას. სასამართლომ დაასკვნა, რომ ხსენებული მსჯავრდება წარმოადგენდა მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც მას შედეგად მოჰყვა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, რომელიც სასურველი კანონიერი მიზნის მისაღწევად „არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაცია უკვე გამჟღავნებული იყო წინა პრესკონფერენციაზე და ამიტომაც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ინტერესი აღარ არსებობდა7.

0x01 graphic

Oberschlick (No. 1)-ის საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას. საქმე ეხებოდა განმცხადებლის წინააღმდეგ ავსტრიის პოლიტიკოსის მიერ ცილისწამების ბრალდებით აღძრულ საქმეს და განმცხადებლის მსჯავრდებას. სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც განმცხადებლის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდნენ შეფასებით მსჯელობებს და, ამდენად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში8.

1991 წლის ნოემბერში ორი განაცხადი იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა 1986 წლის ივლისში გაზეთებზე - Observer-სა და Guardian-ზე, მოგვიანებით კი „Sunday Times“-ზე, დროებით დაწესებულ სასამართლო შეზღუდვებს, რომლის თანახმადაც, მათ ეკრძალებოდათ წიგნ Spycatcher-ის (ბრიტანეთის უშიშროების სამსახურების ყოფილი წევრის მემუარების) ნაწყვეტების გამოქვეყნება ან გამჟღავნება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე საქმეში ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც ჩარევა აღარ იყო „აუცილებელი“ მას შემდეგ, რაც წიგნის შინაარსის კონფიდენციალურობა უკვე დარღვეული იყო მისი გამოქვეყნებით შეერთებულ შტატებში. Observer and Guardian9-ის საქმეში დარღვევა მიჩნეულ იქნა მეორე (1987 წლის ივლისიდან - 1988 წლის ოქტომბრამდე) და არა პირველ პერიოდთან (1986 წლის ივლისიდან -1987 წლის ივლისამდე) მიმართებით, რადგანაც გამჟღავნება ზიანს მოუტანდა უშიშროების სამსახურს. ხოლო დაუჯერებელი იყო, რომ ხელნაწერის შინაარსი წამოჭრიდა საზოგადოებისათვის პრობლემატურ ისეთ საკითხებს, რომლებიც ეროვნული უშიშროების ინტერესებს გადაწონიდა. Sunday Times (No. 2)-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ლორდთა პალატის მიერ დაწესებული აკრძალვები არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრულ განმცხადებლის უფლებას10.

Castells-ის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას. განაცხადი ეხებოდა განმცხადებლის, ბასკი სამხედროსა და ესპანეთის პარლამენტის წევრის, მსჯავრდებას მთავრობის შეურაცხყოფისათვის იმ სტატიის გამოქვეყნების გამო, რომელშიც იგი ბრალს სდებდა მთავრობას შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ბასკებზე განხორციელებული თავდასხმების მხარდაჭერასა და შემწყნარებლობაში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ გააკეთა შემდეგი განმარტება:

„სახელმწიფოში, რომელშიც აღიარებულია კანონის უზენაესობა, არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი პრესის უპირატესი როლი... პრესის თავისუფლება საზოგადოებას ანიჭებს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებას, რათა მან ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება იმ იდეებსა და მიდგომებთან დაკავშირებით, რომლებიც გააჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს. კერძოდ, პრესა პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს კომენტარები გააკეთონ საზოგადოებრივ აზრზე. ამრიგად, პრესა ყველას აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს კონცეფციას წარმოადგენს“.11

სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ მე-10 მუხლის თანახმად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის უფლებების დარღვევას Thorgeir Thorgeirson-ის საქმეში. ამ საქმეში განმცხადებლის მსჯავრდება მოჰყვა მის მიერ გაზეთში გამოქვეყნებულ 2 სტატიას, რომლებშიც იგი პოლიციას ძალადობაში სდებდა ბრალს. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა არ იყო „სხვათა რეპუტაციის დაცვის“ კანონიერი მიზნის პროპორციული. მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადალახოს დადგენილი ზღვარი, მას აკისრია ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელების ვალდებულება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს. არა მარტო პრესას აქვს ასეთი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელების ამოცანა, ასევე საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ისინი.12

Schwabe-ს საქმეზე გამოტანილ განაჩენში სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც ჩარევა არ შეიძლებოდა ყოფილიყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა რეპუტაციის დაცვისათვის“. საქმე ეხებოდა განმცხადებლის მსჯავრდებას ცილისწამებისათვის მას შემდეგ, რაც მან ბრალი დასდო პოლიტიკურ ფიგურას სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა.13

1994 წლის სექტემბერში სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ცნო მე-10 მუხლის დარღვევა Jersild-ის საქმეში, რომელშიც ჟურნალისტი დანიის ეროვნული სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ იქნა ახალგაზრდების ჯგუფისაგან ინტერვიუს აღებისათვის. ხსენებული ინტერვიუს დროს ახალგაზრდებმა გააკეთეს რასისტული განცხადებები. სასამართლომ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ რეპორტაჟის მიზანს წარმოადგენდა რასისტული იდეებისა და მოსაზრებების გავრცელება:

„...მოვლენათა ობიექტური და გაწონასწორებული აღწერის მეთოდები განსხვავდება და, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია ინფორმაციის მოცემულ საშუალებაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც ევროპული და არც ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში არ შედის იმის განსაზღვრა, თუ გადაცემის რა ხერხი უნდა იქნეს არჩეული ჟურნალისტების მიერ“.14

სასამართლოს განმარტების თანახმად,

„ჟურნალისტის დასჯა, ინტერვიუს დროს სხვა პირის მიერ გამოთქმული აზრის გავრცელებისთვის, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა პრესის წვლილს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხთა განხილვაში და არ უნდა იქნეს დაშვებული, სანამ ამისათვის არ იარსებებს განსაკუთრებით სერიოზული მიზეზები“ (პუნქტი 35).

Vereinigung Demokratischer Soldaten Österreichs and Gubi-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენში სასამართლომ ცნო ორი განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრომ ნებართვა არ გასცა, რომ ერთ-ერთი შენაერთის ჯარისკაცებს დარიგებოდათ ჟურნალი DerIgel-ი. ხსენებული აკრძალვა არ ჩაითვალა აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამგვარად, იგი იყო არაპროპორციული მართლწესრიგის დაცვასთან - კანონიერ მიზანთან, რომლის მიღწევასაც თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა15.

Prager and Oberschlick-ის საქმეში სასამართლომ დაასკვნა, რომ ჟურნალისტისა და გამომცემლის მსჯავრდება მოსამართლის ცილისწამებისათვის, რაც მოჰყვა კრიტიკული კომენტარების გამოქვეყნებას, არ წარმოადგენდა მე-10 მუხლის დარღვევას. მიუხედავად „უპირატესი როლისა“ იმ სახელმწიფოში, რომელშიც აღიარებულია კანონის უზენაესობა, პრესამ არ უნდა გადალახოს გარკვეული ზღვარი. განმცხადებლის მიერ მოსამართლის პიროვნული და პროფესიული პატიოსნების მეტად მკაცრი კრიტიკა მოკლებული იყო კეთილსინდისიერებას და ეწინააღმდეგებოდა ჟურნალისტურ ეთიკას. გამომდინარე საქმის გარემოებებიდან და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული შეფასების ზღვრიდან, გამოხატვის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა სასამართლოსათვის არ იყო არაპროპორციული სხვათა რეპუტაციისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნების მიზნისათვის. ამიტომაც აღნიშნული ჩარევა შესაძლებელია ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში16.

1996 წლის მარტში სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას Goodwin-ის საქმეში. ეს უკანასკნელი ეხებოდა კანონს, რომელიც ავალდებულებდა განმცხადებელ ჟურნალისტს, გაემჟღავნებინა ინფორმაციის წყაროები. სასამართლომ დაადგინა, რომ „ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის წყაროების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პრესის თავისუფლებისათვის“. აღნიშნულის მნიშვნელობა ხაზგასმულ იქნა მრავალ ეროვნული ეთიკის კოდექსში, „ჟურნალისტური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ“ რეზოლუციაში17 და „ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის შესახებ“ ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში18. მხოლოდ „საზოგადოების ინტერესებში შემავალი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების საფუძველზე“ (პუნქტი 39) შეიძლება გამართლებულ იქნეს ჩარევა ინფორმაციის წყაროების დაცვაში. ამ საქმეში, როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნებასთან დაკავშირებული ბრძანება, ასევე დაუმორჩილებლობისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმა არ იყო გამართლებული მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით19.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას, რაც გამომდინარეობდა ორი ჟურნალისტის მსჯავრდებიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ცილისწამებისათვის. კვლავაც დაადასტურა რა პრეცედენტული სამართლის ზემოხსენებული ფართო პრინციპები, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ჟურნალისტური თავისუფლება ასევე მოიცავს მოვლენების შესაძლო გაზვიადებას ან, თუნდაც, პროვოკაციას“.20

ამ საქმეში ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ბრალდებები მიეკუთვნებოდა იმ მოსაზრებებს, „რომელთა ჭეშმარიტება, განსაზღვრების თანახმად, არ ექვემდებარება მტკიცებას“ (პუნქტი 47). თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსაზრება შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს, როდესაც იგი მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რაც არ მომხდარა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომაც განმცხადებელთა მსჯავრდება არ შეიძლება გამართლებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით.

Oberschlick (No. 2)-ის საქმეში სასამართლომ დაადასტურა აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ საქმეში ჟურნალისტი მსჯავრდებულ იქნა შეურაცხყოფისათვის. სტატიაში, რომელშიც იგი კომენტარებს უკეთებდა პოლიტიკოსის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, განმცხადებელმა იგი მოიხსენია „იდიოტად“ (Trottel). სასამართლოს აზრით, პოლიტიკოსმა „თავად განიზრახა ყოფილიყო პროვოკაციული და მძაფრი რეაქცია გამოეწვია საზოგადოების მხრიდან“.21

შესაბამისად, „განმცხადებლის გამოთქმა [...] შესაძლებელია ჩაითვალოს აშკარად პოლემიკურად. თუმცა არ შეიძლება ამის საფუძველზე იგი მიჩნეულ იქნეს უმიზეზო პიროვნულ აგრესიად, ვინაიდან ავტორმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრების ობიექტური და გასაგები ახსნა-განმარტება, რომელიც გამომდინარეობდა პოლიტიკოსის სიტყვებიდან [...]“ (პუნქტი 33). სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვა „იდიოტი“ „შეესაბამება იმ აღშფოთებას, რომელიც განზრახ იქნა გამოწვეული“ (პუნქტი 34) პოლიტიკოსის მიერ თავის სიტყვაში. ამიტომაც ჟურნალისტის მსჯავრდება წარმოადგენს მე-10 მუხლის დარღვევას.

Worm-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტისათვის ჯარიმის დაკისრება ისეთი სტატიის გამოქვეყნებისთვის, რომელსაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა ყოფილ მინისტრთან დაკავშირებული სისხლის სამართალწარმოების შედეგზე, არ წარმოადგენდა მე-10 მუხლის დარღვევას. სასამართლომ აღნიშნა: „გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ ლახავს მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებისათვის დადგენილ ზღვარს, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მოხსენებები - კომენტარების ჩათვლით - ხელს უწყობს მათ საჯაროობას და, ამგვარად, სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან, რომლებიც მოითხოვს, რომ სასამართლო მოსმენა იყოს საჯარო“.22

ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის სტატიამ გადალახა ის ზღვარი, რომელიც დადგენილია მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისათვის, რადგანაც მას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა სასამართლო განხილვის შედეგზე.

1999 წლის 8 ივლისს თურქეთის წინააღმდეგ შეტანილ განაცხადებაზე სასამართლომ 5 განაჩენი გამოიტანა და გააკეთა განმარტება განმცხადებელთა (სხვადასხვა გაზეთების მთავარი რედაქტორებისა და მესაკუთრეების) მსჯავრდებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო. ეს მოჰყვა სტატიათა გამოქვეყნებას, რომელშიც გაკრიტიკებული იყო სახელმწიფოს პოლიტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ხუთივე საქმეზე სასამართლომ განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა კონფლიქტებისა და დაძაბული მდგომარეობის შემთხვევაში, რადგანაც ისინი შეიძლება გახდნენ „სიძულვილის გამომხატველი და ძალადობისაკენ მომწოდებელი მასალის გამავრცელებელნი“. თუმცა ადრინდელი პრეცედენტული სამართლის თანახმად სასამართლომ აღნიშნა, რომ პრესის მოვალეობას წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მოსაზრებების (თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების) გავრცელება, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოების ინფორმაციის მიღების უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ძალიან მცირე ზღვარი“.

Erdogdu and Ince-s23, Sürek and Özdemir-isa24 da Sürek (No. 4)25-ის საქმეებში სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ შინაარსის მხედველობაში მიღებით, რომლითაც ისინი იქნა გამოქვეყნებული, სადავო განცხადებები ძალადობისაკენ მოწოდებას არ წარმოადგენს. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. სასამართლოს აზრით, განცხადებების უხეში ტონი ან ის ფაქტი, რომ იგი წარმოთქმული იყო უკანონოდ გამოცხადებული ორგანიზაციის ლიდერის მიერ, არ ამართლებდნენ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას.26 სასამართლომ შემდგომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საზოგადოებას სრული უფლება აქვს სხვადასხვა კუთხით დაინახოს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული ვითარება“. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელთა მსჯავრდება ჩაითვალა არაპროპორციულად მისაღწევ მიზნებთან, სახელდობრ, ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან.

ერთმანეთისაგან განსხვავებით Sürek (No. 1)-სა27 და Sürek (No. 3)-ის28 საქმეებში სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც სადავო პუბლიკაციები წარმოადგენდა ძალადობისაკენ მოწოდებას. განმცხადებელს, როგორც პუბლიკაციის მესაკუთრეს, ეკისრებოდა იგივე მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რაც რედაქტორებსა და ჟურნალისტებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის პირადად მხარს არ უჭერდა სტატიებში გამოხატულ მოსაზრებებს, საშუალება მისცა ავტორებს, გამოშვებულ საგაზეთო ნომერში „გამოექვეყნებინათ მოწოდება დანაშაულის ჩადენისაკენ“. შესაბამისად, მისი მსჯავრდება ორივე საქმეში ეხმაურება გადაუდებელ სოციალურ აუცილებლობას.

1999 წლის ივლისში სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას Ceylan-ის საქმეში. განაცხადი შეეხებოდა პროფკავშირის თავმჯდომარის მსჯავრდებას სიძულვილის გაღვივებისათვის მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა. მიუთითა რა დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კრიტიკის ნებადართული ზღვარი შედარებით ფართოა მთავრობასთან, ვიდრე კერძო პირთან ან თუნდაც პოლიტიკოსთან მიმართებაში“.29 ამ საქმეში სადავო სტატია, მიუხედავად იმისა, რომ უხეში იყო, არ წარმოადგენდა სიძულვილისა და ძალადობისკენ მოწოდებას. უფრო მეტიც, ოფიციალურად დაკისრებული სასჯელები მეტად მკაცრი იყო. ამიტომაც განმცხადებლის მსჯავრდება ჩაითვალა არაპროპორციულად მისაღწევ მიზნებთან.

Sürek (No. 2)-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენში სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. საქმე ეხებოდა განმცხადებლის მსჯავრდებას ტერორიზმთან ბრძოლის პასუხისმგებელი პირების გვარების გამოქვეყნების გამო. შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების კანონიერ ინტერესებში შედიოდა - ინფორმაცია მიეღო არა მხოლოდ ამ თანამდებობის პირების ქმედების, არამედ მათი პირადი მონაცემების შესახებაც. უფრო მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო უკვე სხვა გაზეთებში, შესაბამის ოფიცერთა პირად მონაცემთა საიდუმლოდ შენახვის ინტერესი „არსებითად შემცირდა“.30 მეორე მხრივ, მსჯავრდებასა და სასჯელს შეეძლო, უარყოფითად ემოქმედა პრესაზე. შესაბამისად, არ არსებობდა რა სამართლიანი ბალანსი პრესის თავისუფლების დაცვასა და საჯარო მოხელეთა პირად მონაცემთა დაცვას შორის, სასამართლომ ჩარევა მისაღწევ კანონიერ მიზანთან არაპროპორციულად ცნო.

Okçuoglu-ს საქმეში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ განმცხადებლის მსჯავრდება სეპარატიზმის პროპაგანდისთვის, რაც მოჰყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალში მისი მოსაზრებების გამოქვეყნებას, წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. სინამდვილეში სტატიაში გამოხატული შენიშვნები ძალადობისაკენ არ მოუწოდებდა. ამასთან, სტატია დაბეჭდილი იყო მცირეტირაჟიან ჟურნალში. სასამართლოს თვალსაზრისით, აღნიშნულმა ფაქტებმა „მნიშვნელოვნად შეამცირა პოტენციური გავლენა ეროვნულ უშიშროებასა, მართლწესრიგსა თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე“.31 სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებადართული კრიტიკის ზღვარი შედარებით ფართოა მთავრობასთან, ვიდრე კერძო პირთან ან თუნდაც პოლიტიკოსთან მიმართებით. სასამართლომ გაითვალისწინა ასევე დაკისრებული სასჯელის სიმკაცრე და გააკეთა განმარტება, რომ განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა არაპროპორციული იყო მისაღწევ მიზანთან. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას 1999 წლის 28 სექტემბრის Öztürk-ის საქმეში. განმცხადებელი მსჯავრდებულ იქნა სიძულვილის მოწოდებისათვის მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა წიგნის მეორე გამოცემა, რომელიც დაწვრილებით აღწერდა თურქეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ცხოვრებას. ავტორი, რომელსაც ბრალი წაეყენა იმავე დანაშაულის ჩადენაში, გამართლებულ იქნა. ეს კონკრეტული გამოცემა, რომელიც თავისი შინაარსით არაფრით განსხვავდებოდა სხვა გამოცემებისგან, არ შეიძლებოდა, ჩათვლილიყო ძალადობისკენ მოწოდებად და ავტორის მიერ გამოცხადებულის გარდა სხვა მიზნებს არ ისახავდა. ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ დროისათვის, როდესაც შესაბამისი გამოცემა გამოქვეყნებულ იქნა, არ არსებობდა გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობა.32

1999 წლის სექტემბერში Dalban-ის საქმეზე სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომ ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება ცილისწამებისათვის, რაც მოჰყვა რამდენიმე სტატიის გამოქვეყნებას და საჯარო მოხელეების დადანაშაულებას თაღლითობაში, წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. სასამართლომ კვლავაც აღნიშნა, რომ პრესის მოვალეობაა, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებისათვის საინტერესო თემაზე და, ამავე დროს, დაიცვას სხვების რეპუტაცია. ამასთან, სასამართლომ უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „ჟურნალისტს უნდა ჩამოერთვას უფლება გამოხატოს შეფასებითი მსჯელობები, სანამ მას მათი ჭეშმარიტების დამტკიცება არ შეუძლია“.33 აღნიშნულ სტატიებში გაშუქებულია არა საჯარო პირთა პირადი ცხოვრება, არამედ მათი საქმიანობა პროფესიული მოვალეობების შესრულებისას. გარდა ამისა, არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ სტატიაში აღწერილი მოვლენები არასწორი იყო და ცილისმწამებლური კამპანიის წამოწყებისკენ იყო მიმართული. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ დანაშაულში მსჯავრდება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას ჟურნალისტის მიერ გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში.

News Verlags Gmbh and CoKG-ის საქმე ეხებოდა ბრძანებას, რომლითაც ჟურნალს ეკრძალებოდა ეჭვმიტანილის იმ ფოტოების გამოქვეყნება, რომლებიც დაკავშირებული იყო მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან. ფოტოსურათებს თან ერთვოდა კომენტარები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებდნენ განმცხადებლის ბრალეულობაზე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე არსებული ყველა გარემოება, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ ფოტოსურათების გამოქვეყნება მოჰყვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის შესახებ სტატიების სერიას, რაც საკითხის აქტუალობაზე მიუთითებდა. ეჭვმიტანილი - ცნობილი მემარჯვენე ექსტრემისტი - ეჭვმიტანილი იყო აგრეთვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ძირგამომთხრელ საქმიანობაში. და ბოლოს, გამოქვეყნებული ფოტოები არ ამჟღავნებდნენ ეჭვმიტანილის პირად ცხოვრებას და არ არღვევდნენ მისი პირადი ცხოვრების უფლებას.

სასამართლომ შემდგომ აღნიშნა, რომ ხსენებული ფოტოსურათების გამოქვეყნება აკრძალული იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ფოტოებზე თანდართული კომენტარები თავისთავად საფრთხეს უქმნიდა ეჭვმიტანილის კანონიერ ინტერესებს. უფრო მეტიც, დაკისრებულმა სასჯელმა შეზღუდა განმცხადებელი კომპანიის თავისუფლება, წარმოედგინა სტატიები ისეთი სახით, როგორც ეს მას სურდა. მაშინ, როდესაც მედიის სხვა საშუალებებს უფლება ჰქონდათ, თანდართული სახით გამოექვეყნებინათ ფოტოები სასამართლო სხდომების მსვლელობისას. შესაბამისად, სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომ სადავო ღონისძიებები არაპროპორციული იყო კანონიერი მიზნის მისაღწევად და არ ეთანხმებოდა მე-10 მუხლს34.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი Özgür Gündem-ის საქმეზე ეხებოდა გაზეთსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინციდენტს (თავდასხმას, ჩხრეკას, დაკავებასა და სისხლის სამართლებრივ მსჯავრდებას). ძალადობის სავარაუდო აქტებთან დაკავშირებით სასამართლომ მხედველობაში მიიღო გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც ერთ-ერთი წინაპირობა დემოკრატიის განვითარებისათვის და განაცხადა:

„ამ თავისუფლების ჭეშმარიტი, ეფექტური განხორციელება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებაზე - არ ჩაერიოს, არამედ მოითხოვოს დაცვის პოზიტიური ღონისძიებები, თუნდაც პირთა ურთიერთობის სფეროში. იმის განსაზღვრისას, არსებობს თუ არა პოზიტიური ვალდებულებები, ყურადღება უნდა მიექცეს ბალანსის არსებობას საზოგადოებრივ და პირად ინტერესებს შორის“.35

სასამართლოს აზრით, არგუმენტი, რომ გაზეთი და მისი თანამშრომლები მხარს უჭერდნენ ქურთთა მუშათა პარტიას, „არ ამართლებდა იმ ფაქტს, რომ არ იქნა გადადგმული ნაბიჯები ეფექტური გამოძიების წარსამართავად და ძალადობის უკანონო აქტებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“ (პუნქტი 45). სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, ემოქმედა მისი პოზიტიური ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა გაზეთის დაცვას გამოხატვის თავისუფლების განხორციელების დროს.

„სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების დომინანტური პოზიცია ავალდებულებს მათ, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისაგან. დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ კრიტიკისადმი, თუნდაც ეს უკანასკნელი იყოს პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი“ (პუნქტი 60).

სასამართლოს აზრით, სტატიები თავისი შინაარსით, ტონითა და კონტექსტით არ წარმოადგენდნენ ძალადობისაკენ მოწოდებას. ამასთან, არც უკანონოდ გამოცხადებული ორგანიზაციის წევრების ინტერვიუები, სახელმწიფო პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა თუ ტერმინ „ქურთისტანი“-ს გამოყენება (იმ კონტექსტში, რომ იგი განცალკევებულია თურქეთის ტერიტორიისაგან) არ ამართლებენ გაზეთის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. მხოლოდ სამ სტატიასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ისინი ხელს უწყობდნენ ძალადობის გაღვივებას. ამგვარად, კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები შესაბამისობაში იყო მე-10 მუხლთან.

დასკვნა

როგორც ზემოთ მოცემული საქმეებიდან ნათლად ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად იცავს გამოხატვის თავისუფლებას და შეზღუდულ დისკრეციას უტოვებს სახელმწიფოებს ჩაერიონ გამოხატვის თავისუფლებაში. პრეცედენტული სამართლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ უფლების შეზღუდვის შედარებით ფართო (მაგრამ მთლიანობაში მაინც შეზღუდული) თავისუფლება სახელმწიფოებს გააჩნიათ, როდესაც ხსენებული მიმართულია სასამართლოს რეპუტაციის დაცვის მიზნით. ამავე დროს აღსანიშნავია სახელმწიფოებზე დაკისრებულ ვალდებულებათა ხასიათიც, რომელიც გულისხმობს როგორც ნეგატიურ ასევე პოზიტიურ მხარეს. აღნიშნული ვალდებულებები ჯეროვნად უნდა იქნეს განხორციელებული სახელმწიფოების მიერ, რადგანაც ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად წააწყდება კრიტიკას და შეფა სებას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუმცა აღნიშნული კრიტიკა, რომელიც ზოგჯერ შოკის მომგვრელიც კი შეიძლება იყოს, არამც და არამც არ უნდა გახდეს ხელისუფლებისათვის საცდური, რომ არაჯეროვნად ჩაერიოს და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რადგანაც ამ უკანასკნელის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ჯეროვანი განვითარება.

___________________

შენიშვნები:

1. Handyside-ს საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, №24, პუნქტი 49.

2. De Becker-ის საქმე, 1962 წლის 27 მარტი, სერია A №4.

3. Engel and others-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1976 წლის 8 ივნისი, სერია A, №22.

4. Sunday Times (No. 1)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1979 წლის 26 აპრილი, სერია A №30, პუნქტი 65.

5. Lingens-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1986 წლის 8 ივლისი, სერია A, №103, პუნქტი 41.

6. Barfod-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1989 წლის 22 თებერვალი, სერია A, №149, პუნქტი 29.

7. Weber-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1990 წლის 22 მაისი, სერია A, №177.

8. Oberschlick (No. 1)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1991 წლის 23 მაისი, სერია A, №204.

9. The Observer and Guardian Newspapers Ltd-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1991 წლის 26 ნოემბერი, სერია A №216.

10. Sunday Times (No. 2)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1991 წლის 26 ნოემბერი, სერია A №217.

11. Castells-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1992 წლის 23 აპრილი, სერია A №236, პუნქტი 43.

12. Thorgeir Thorgeirson-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1992 წლის 25 ივნისი, სერია A №239, პუნქტები 59-70.

13. Schwabe-ს საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1992 წლის 28 აგვისტო, სერია A №242-B.

14. Jersild-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1994 წლის 23 სექტემბერი, სერია A №298, პუნქტი 31.

15. Vereinigung Demokratischer Soldaten Österreichs and Gubi-ს საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1994 წლის 19 დეკემბერი, სერია A №302. თუმცაღა, 1997 წლის თებერვალში კომისიამ დაადგინა, რომ მსჯავრდება სამხედრო კანონებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებისათვის არ წარმოადგენდა მე-10 მუხლის დარღვევას, რადგანაც მისი მიზანი იყო კანონისა და მართლწესრიგის დაცვა. იხ. განაცხადი №23697/94, R. Saszmann v. Austria, 1997 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, არ არის გამოქვეყნებული.

16. Prager and Oberschlick-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1995 წლის 26 აპრილი, სერია A №313.

17. მიღებულია ევროპული ქვეყნების მინისტრთა მე-4 კონფერენციაზე თემით: „მასმედიის პოლიტიკა“ (1994 წლის 7-8 დეკემბერი, პრაღა).

18. 1994 წლის 18 იანვარი, OJEC № C 44/34.

19. Goodwin-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1996 წლის 27 მარტი, მოხსენებები 1996-I I . მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აშკარად არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, დაცულია თუ არა გამოხატვის თავისუფლების „ნეგატიური უფლება“ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით, კომისიამ ნათლად განაცხადა ამ გარანტიის შესახებ თავის მოხსენებაში. იხ. განაცხადი №17488/90, Goodwin v. the United Kingdom, 1994 წლის 1 მარტის მოხსენება, პუნქტი 48.

20. De Haes and Gijsels-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1997 წლის 24 თებერვალი (პუნქტი 46), მოხსენებები 1997-I. კომისიამ მოხსენებაში ასევე განაცხადა, რომ „ზოგადი ინტერესი საზოგადოებრივი დებატისადმი, რომელსაც გააჩნია სერიოზული მიზანი, გადაწონის სხვათა რეპუტაციის დაცვის კანონიერ მიზანს, თუნდაც ეს დებატები შეიცავდეს საწყენ ან შეურაცხმყოფელ ტონს“. იხ. განაცხადი №19983/92, L. De Haes and H. Gijsels v. Belgium, 1995 წლის 29 ნოემბრის მოხსენება, პუნქტი 63.

21. Oberschlick (No. 2)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1997 წლის 1 ივლისი, მოხსენებები 1997-IV, პუნქტი 31.

22. Worm-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1997 წლის 27 აგვისტო, მოხსენებები 1997-V, პუნქტი 50. კონვენციის მე-6 მუხლი განსაზღვრავს, რომ „სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ან სისხლის სამართლებრივი ნებისმიერი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან და საჯარო მოსმენაზე. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული სასამართლო განხილვის მთელ პროცესზე ან მის ნაწილზე, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა ან სასამართლოს შეხედულებით განსაკუთრებულ გარემოებებში - მკაცრი აუცილებლობის ზღვრამდე, თუ საჯაროობა ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

23. Erdogdu and Ince-ს საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, მოხსენებები 1999-IV.

24. Sürek and Özdemir-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, მოხსენებები 1999.

25. Sürek (No. 4)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, არ არის გამოქვეყნებული.

26. Sürek and Özdemir-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, პუნქტი 61, არ არის გამოქვეყნებული.

27. Sürek (No. 1)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, მოხსენებები 1999-IV.

28. Sürek (No. 3)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, არ არის გამოქვეყნებული.

29. Ceylan-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, მოხსენებები 1999-IV, პუნქტი 34.

30. Sürek (No. 2)-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, პუნქტი 40, არ არის გამოქვეყნებული.

31. Okçuoglu-ს საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 8 ივლისი, პუნქტი 48, არ არის გამოქვეყნებული.

32. Öztürk-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 28 სექტემბერი, მოხსენებები 1999-VI.

33. Dalban-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1999 წლის 28 სექტემბერი, მოხსენებები 1999-VI, პუნქტი 49.

34. News Verlags GmbH and CoKG-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 2000 წლის 11 იანვარი, მოხსენებები 2000-I.

35. Özgür Gündem-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 2000 წლის 16 მარტი, მოხსენებები 2000-III , პუნქტი 43.

7.2 ოთხი კითხვა ჟურნალისტიკის სამართლებრივი რეგულირების სფეროში

▲back to top


„მხოლოდ ყველაზე მაღალ იდეალებს, ყველაზე კეთილსინდისიერ ზრახვას - მოიქცეს სამართლიანად, იმ პრობლემების ყველაზე ზუსტ ცოდნას, რომლის წინაშეც მას მოუწევს დადგომა და პასუხისმგებლობის გაძლიერებულ გრძნობას ძალუძს გადაარჩინოს ჟურნალისტიკა მდიდარი კლასის მონობისაგან, რომელიც მისდევს ეგოისტურ მიზნებს და ეწინააღმდეგება საზოგადოების კეთილდღეობას“.

ჯ. პულიცერი

თამარ ალფაიძე

პირველი კითხვა:

რა პროფესიაა ჟურნალისტიკა და ვინ არის ჟურნალისტი?

ჟურნალისტიკა თავისუფალი პროფესიაა, რომლის როლი თანამედროვე საზოგადოებაში თითქმის შეუფასებელია. იგი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მძლავრი საშუალებაა. ჟურნალისტიკის მისიაა - ინფორმაცია გაავრცელოს მთელ პლანეტაზე სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებლად, დააახლოვოს ადამიანები და ზემოქმედება მოახდინოს მილიონობით ადამიანთა შეგნებაზე.

„მასმედია, - აღნიშნავს გამოჩენილი მკვლევარი რ. ჰარისი, - ეს არა მარტო „მაგიური ფანჯარაა“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვუყურებთ სამყაროს, არამედ „კარები“, რომლის მეშვეობითაც იდეები აღწევენ ჩვენს აზროვნებაში“.

მსოფლიოში ინფორმაცია ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტია, რომელზედაც კოლოსალური მოთხოვნილებაა. ინფორმაცია და მისი გაცვლა ყველა ადამიანური ურთიერთობის საფუძველია.

სწორედ ჟურნალისტიკა უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული უზარმაზარი ინფორმაციული ნაკადის რეგულირებას, ადამიანებამდე მიაქვს სოციალურად მნიშვნელოვანი ცოდნა, ცნობები, იდეები გარემომცველი სამყაროს შესახებ.

ჟურნალისტი მასობრივი ინფრასტრუქტურის მთავარი სუბიექტია. მისი სამართლებრივი სტატუსი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სტატუსითაა განსაზღვრული. თუ მასმედიის მუშაობაში ძირითადია აუდიტორიისათვის ყველაზე ახალი, ობიექტური და სრული ინფორმაციის მიწოდება, ჟურნალისტისათვის აუცილებელია - მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. სწორედ ეს ძირითადი უფლება ფიგურირებს ჟურნალისტის სამართლებრივ სტატუსსა და პროფესიულ საქმიანობაში.

ჟურნალისტის უფლება-მოვალეობათა სრულყოფილი რეგლამენტაცია დროის მოთხოვნაა, თუმცა როგორც ეს სამეცნიერო ლიტერატურაშია მითითებული, მასმედიის შესახებ კანონმდებლობაში განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც არ არის სპეციალური იურიდიული ნორმები, რომლებიც სათანადოდ განამტკიცებენ ჟურნალისტის განსაკუთრებულ უფლებებს და სოციალურ როლს.

ანალოგიური სურათია ჩვენს ქვეყანაშიც. ძირითადი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ჟურნალისტის სტატუსის სამართლებრივ კონსტრუქციას, იყო საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“. იგი ძალადაკარგულად ცნო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონმა.

2003 წლის 14-15 მაისს საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით მოეწყო სემინარი თემაზე „მედიის თვითრეგულირების მექანიზმის ჩამოყალიბება საქართველოში“. სემინარზე ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის სახელწოდებაა „მედიის პროფესიული სტანდარტი“.1 ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე მუშაობა საქართველოში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა.

ევროპის საბჭოს ექსპერტი მარიო ოთჰეიმერი მიიჩნევს, რომ მედიის თვითრეგულირების ისეთი მექანიზმების ამოქმედება, როგორიცაა პრესის საბჭოები, საგრძნობლად განტვირთავს სასამართლოებს მედიასთან დაკავშირებული დავებისაგან.

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ თვითრეგულირების მექანიზმები ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ჟურნალისტთა კეთილ ნებას ეფუძ ნება, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით ნებისმიერი საკამათო საკითხის, ასევე მკითხველთა საჩივრების განხილვა და რეგულირება გაცილებით ნაკლებ დროსა და მატერიალურ რესურსს საჭიროებს.

„მედიის პროფესიული სტანდარტი“, იგივე მედიის ეთიკური კოდექსი, რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო ძალის დოკუმენტი და იგი რეგულირების გარეშე ტოვებს მთელ რიგ საკითხებს, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან. აღნიშნული დოკუმენტი მოცულობით მცირეა და სრულად არ მოიცავს ჟურნალისტური საქმიანობის დახასიათებას. არ განსაზღვრავს ვინ არის ჟურნალისტი, მითითებულია მხოლოდ ჟურნალისტის მოვალეობაზე - საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია, რომ იგი მოვალეა, საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები.

ზოგიერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ჟურნალისტთა სტატუსი განსაზღვრულია სწორედ ასეთი სტანდარტებითა და ქცევის კოდექსებით. მსოფლიო ინტელექტუალური თანამეგობრობისათვის ნათელია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პრინციპები და დეონტოლოგიური ნორმები უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ჟურნალისტებისაგან. პროფესიულად სწორი მეთოდები წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის ეფექტურ გარანტიას. მაგრამ როგორია პროფესიულად სწორი მეთოდები? შეიძლება თუ არა, ეთიკის კოდექსებმა უზრუნველყოს ჟურნალისტური საქმიანობის ესოდენ მნიშვნელოვანი და თავისებური სფეროს რეგულირება? რა თქმა უნდა, მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მიზანშეწონილი და სასარგებლოა, მაგრამ არამიზანშეწონილად მიგვაჩნია სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების შაბლონური გადმონერგვა ჩვენს ქვეყანაში.

გასაგებია, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები მყარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება თითქმის დამთავრებულია და კანონმდებლობა დახვეწილი, საკმარისია ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტები და ქცევის კოდექსები მასმედიასა და საზოგადოებას შორის წარმოშობილი ურთიერთობის რეგულირებისათვის. საქართველოში კი, რომელიც იმყოფება დემოკრატიული გადრაქმნების და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების სტადიაზე, ნაჩქარევად მიგვაჩნია ჟურნალისტის სტატუსის ამოგდება სამართლებრივი სივრციდან. პროფესიული სტანდარტები და ეთიკური ნორმები საკმარისი არ არის ჟურნალისტთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრისათვის, აუცილებელია ჟურნალისტის სტატუსის სამართლებრივი რეგლამენტაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 23 დეკემბერს მიიღო საკმაოდ ვრცელი კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისს კი კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“. თუ აუცილებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სამართლებრივი რეგულირება, აუცილებელია ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაც, პრესის შესახებ კლასიკური კანონის შემუშავება და მიღება.

ჟურნალისტის სტატუსის საკანონმდებლო რეგლამენტაცია არ ეწინააღმდეგება „პროფესიული სტანდარტისა“ და ეთიკის კოდექსის დებულებებს, პირიქით შეავსებს მათ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც არსებობს მასმედიასა და საზოგადოებას შორის.

ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, რედაქციას უკეთებს და ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად. საამისოდ მას აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი და თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ განსაზღვრული პრინციპებით.

2000 წლის 8 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია სათაურით - „ჟურნალისტების უფლება არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყაროები“. აღნიშნულ რეკომენდაციას თან ახლავს დანართი, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგულარულად ან პროფესიულად ჩართულია საზოგადოებისათვის ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებაში მასობრივი საშუალებების მეოხებით.

„მედიის პროფესიულ სტანდარტში“ აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის პროფესია შეუთავსებელია აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, სარეკლამო თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის და სპეციალურ სამსახურებში თანამშრომლობასთან, აგრეთვე სხვა საქმიანობასთან, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ჟურნალისტისა და ჟურნალისტის პროფესიის სანდოობა.

ჟურნალისტის სამართლებრივ სტატუსში შერწყმულია სამი კომპონენტი: ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შემოქმედებითი ხასიათი, საჯარო სამსახურის ელემენტები (public service), ჟურნალისტსა და რედაქციას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკა. გარდა ამისა, ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში რეალიზდება ის განსაკუთრებული სოციალური როლი, რომელიც ჟურნალისტს აკისრია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.

მეორე კითხვა:

რა უფლებებით სარგებლობს ჟურნალისტი?

ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსი მისი უფლება-მოვალეობების კომპლექსია, რომელშიც შეიძლება გამოვყოთ სამი ჯგუფი:

  • ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი;

  • ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი;

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობასა და გავრცელებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი.

თავისი პროფესიის სპეციფიკა საშუალებას აძლევს ჟურნალისტს, ისარგებლოს ისეთი უფლებებით, რაც მიუწვდომელია სხვა მოქალაქეებისთვის. ჟურნალისტის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც რეალიზდება ინფორმაციის მოძიებასა და შეკრების პროცესში, შემდეგია:

  • უფლება, მოიძიოს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია; მოითხოვოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისგან, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანიზაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მათი პრესსამსახურებისგან ინფორმაციის მიწოდება; თავისი მოვალეობის შესრულებისას ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში შესვლის, თანამდებობის პირებთან შეხვედრის უფლება; უფლება, ხელი მიუწვდებოდეს დოკუმენტებსა და მასალებზე, გარდა იმ ფრაგმენტებისა, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ და კანონით სპეციალურად დაცულ საიდუმლოებას;დოკუმენტებისა და მასალის ასლების გადაღების უფლება, საავტორო უფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების გათვალისწინებით; ჩაწერის უფლება, მათ შორის აუდიო და ვიდეოტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება, კინო და ფოტო გადაღებები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ეს აკრძალულია კანონით; უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების, მასობრივი არეულობების, მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სპეციალურად დაცულ ზონებში შესვლის უფლება, აგრეთვე იმ ადგილებში შესვლის უფლება, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე დასწრებისა და მათი გაშუქების უფლება; შემოსული მასალების საიმედოობის შემოწმების უფლება; ავტორობის საიდუმლოების შენახვის უფლება;

მოვალეობა დააკმაყოფილოს პირთა თხოვნა ინფორმაციის წყაროების დასახელებისა, მიუთითოს ციტირებული გამოთქმების ავტორებზე, თუ ციტატა პირველად ქვეყნდება; მოვალეობა დაიცვას ინფორმაციისა და მისი წყაროების კონფიდენციალობა; მოვალეობა მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღების დროს აცნობოს მათ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, კინო და ფოტოგადაღებების ჩატარების შესახებ; მოვალეობა თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პერიოდში პირველი მოთხოვნისთანავე წარადგინოს რედაქციის მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ჟურნალისტის პიროვნებასა და უფლებამოსილებას.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნება უფლება-მოვალეობანი, რომლებიც რეალიზდება ჟურნალისტის მიერ აუდიტორიისთვის ინფორმაციის გადაცემის პროცესში:

  • ინფორმაციის გავრცელების უფლება; უფლება, გამოაქვეყნოს, გადმოსცეს ან სხვა საშუალებებით ასახოს დოკუმენტები და მასალა ისე, რომ არ დაირღვეს ავტორისა და სხვა განსაკუთრებული უფლებები (ინტელექტუალური საკუთრების უფლება); გამოთქვას თავისი პირადი მოსაზრება და შეფასება ცნობებსა და მასალებში, რაც გათვალისწინებულია მასმედიაში გავრცელებისთვის; მოხსნას თავისი ხელმოწერა ცნობისა და მასალის ქვეშ, რომელთა შინაარსი, მისი აზრით, დამახინჯებულია რედაქციული დამუშავების დროს; გაავრცელოს მის მიერ მომზადებული ცნობა ან მასალა თავისი ხელმოწერით, ფსევდონიმით ან ხელმოუწერლად;

  • მოვალეობა, შეამოწმოს მიღებული ინფორმაციის საიმედოობა; მოვალეობა მიიღოს თანხმობა, მასმედიაში გაავრცელოს ცნობები მოქალაქის პირადი ცხოვრების შესახებ, პირადად მისგან ან მისი კანონიერი წარმომადგენლისგან (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად); იმ ცნობებისა და მასალების გავრცელების უფლება, რომლებიც მომზადებულია ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოყენებით, კინო და ფოტოგადაღებით.

მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ჟურნალისტის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც რეალიზდება რედაქციის შიგნით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოშვების პროცესში:

  • ჟურნალისტის უფლება, უარი თქვას იმ ცნობებისა და მასალების მომზადებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება მის მრწამსს;

  • ჟურნალისტის მოვალეობა, დაიცვას იმ რედაქციის წესდება, რომელთანაც ის თანამშრომლობს; საქმის კურსში ჩააყენოს მთავარი რედაქტორი მომზადებული ცნობების ან მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით; უარი თქვას მთავარი რედაქტორის ან რედაქტორის დავალებაზე, თუ მისი შესრულება დაკავშირებულია კანონის დარღვევასთან; აღნიშნულ უფლება-მოვალეობათა კომპლექსი ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსის ქვაკუთხედია. ისინი მთლიანობაში უზრუნველყოფენ ჟურნალისტზე დაკისრებული სოციალური ფუნქციის განხორციელებას, რომელიც უმთავრესად ინფორმაციასთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტს აქვს მნიშვნელოვანი უფლება, შეამოწმოს მისთვის ცნობილი ინფორმაციის საიმედოობა. მეორე მხრივ, იგი მოვალეა ინფორმაციის გავრცელებამდე დარწმუნდეს მის უტყუარობაში. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტი პასუხს აგებს მის მიერ მომზადებული და გავრცელებული თითოეული სიტყვისთვის, რომელიც მოცემულია სტატიაში ან გამოცხადებულია ტელე-რადიომაუწყებლობით.

თუ ჟურნალისტს მივიჩნევთ, როგორც შუამავალ პირს მოქალაქის უფლების რეალიზაციაში - მოიპოვოს ინფორმაცია, ნათლად შეიძლება განისაზღვროს მისი ადგილი შემდეგ ჯაჭვში: „ფაქტი - ინფორმაციის წყარო - ჟურნალისტი - აუდიტორია“. როცა ჟურნალისტი არის მოვლენის უშუალო მხილველი, იგი ვალდებულია, „ზუსტად და კეთილსინდისიერად გადასცეს აუდიტორიას ის, რაც ნახა და მოისმინა“. სწორედ ასე არის ფიქსირებული დეკლარაციაში ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების შესახებ, რომელიც დამტკიცებული იქნა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ: „აშუქებს რა მოვლენებს, ჟურნალისტი მოვალეა, დაეყრდნოს მხოლოდ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია პირადად მის მიერ“.2 აქედან გამომდინარეობს ჟურნალისტის მოვალეობა - შეამოწმოს ის ინფორმაცია, რისი მოწმეც უშუალოდ თვითონ არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში მისთვის აუცილებელ ცნობებს ღებულობს სხვა წყაროებიდან. ინფორმაციის შემოწმება იმ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჟურნალისტს, მოითხოვოს პასუხი დასმულ კითხვაზე, მიმართოს სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებს, გაეცნოს დოკუმენტებსა და მასალებს, ჩაიწეროს, მივიდეს სტიქიური კატასტროფის ადგილზე და ა. შ.

ამდენად, გასავრცელებელი ინფორმაციის ყოველმხრივი შემოწმება ჟურნალისტის არა მარტო უფლებაა, არამედ მოვალეობაც, რაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ჟურნალისტის სოციალურ პასუხისმგებლობას. მოპოვებული ინფორმაციის შემოწმება ჟურნალისტის მოვალეობა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აუდიტორიას აცნობებს იმ ფაქტისა და მოვლენების შესახებ, რომლის უშუალო მოწმე თვითონ არ არის. ასეთ შემთხვევაში ის თავის თავზე იღებს მხილველის როლს (თუმცა სინამდვილეში არ არის თვითმხილველი) და როგორც მხილველი ვალდებულია, უპასუხოს მისთვის ცნობილი ინფორმაციის საიმედოობაზე. ინფორმაციის საიმედოობის შემოწმება ზოგჯერ გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტს ყოველთვის არა აქვს შესაძლებლობა, დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტის უტყუარობაში. მოკვლევის, გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისგან განსხვავებით ჟურნალისტს არ შეუძლია ჩაატაროს რაიმე სახის ექსპერტიზა, მოახდინოს დაპირისპირება და სხვა საგამომძიებლო მოქმედება ჭეშმარიტების დასადგენად. მაგრამ ჟურნალისტი ვალდებულია, ნებისმიერ სიტუაციაში განახორციელოს ყველა ღონისძიება ინფორმაციის საიმედოობის დასადასტურებლად, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესი მხოლოდ მაშინ შეიძლება ნორმალურად და გონივრულად განვითარდეს, როცა იგი ნამდვილ ფაქტებსა და ინფორმაციას ეყრდნობა.

ბუნებრივია, ჟურნალისტი პასუხს არ აგებს იმ ცნობების გავრცელებისთვის, რომლის წყარო ცნობილია და იმსახურებს ნდობას, კერძოდ, თუ ცნობებს შეიცავდა ოფიციალური ინფორმაციები, თუ ისინი მიღებულია საინფორმაციო სააგენტოების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების პრესსამსახურებისგან, თუ ისინი სიტყვასიტყვით იმეორებს სხვადასხვა ოფიციალურ თავყრილობაზე პასუხისმგებელ პირთა გამოსვლებს, თუ ასეთი ცნობები იყო გამოსვლებში, რომლებიც ეთერში გავიდა წინასწარი ჩაწერის გარეშე ან ტექსტებში, რომლებიც ექვემდებარება რედაქტირებას.

მესამე კითხვა:

რას ნიშნავს ინფორმაციის წყარო და მისი დაცვის საიდუმლოება?

ინფორმაციის წყაროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ზოგჯერ წყარო გაცხადებულია და არავისთვის არ არის საიდუმლო, ზოგჯერ კი ფარულია და ამდენად - საიდუმლო. ჟურნალისტი მოვალეა, საიდუმლოდ შეინახოს წყარო, თუ ამას მოითხოვს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესები. ეს ერთ-ერთი პროფესიონალური პრინციპია, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: საზოგადოებრივი თავისუფლების მონაპოვრად მიჩნეულია ის, რომ ადამიანებს უმტკივნეულოდ შეიძლება ეცნობოს სოციალურად მნიშვნელოვანი საგნებისა და მოვლენების შესახებ მედიის მეშვეობით, ამასთანავე მედიაში გააშუქონ სათანადო მოვლენები, ჩაებან დისკუსიაში, გამოთქვან საკუთარი აზრი და ა. შ. ამასთანავე, ინფორმაციის დაცვის ინსტიტუტი ავალდებულებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებსა და მათ თანამშრომლებს, საიდუმლოდ შეინახონ მოქალაქეებისაგან მინდობილი ინფორმაცია, არ გამოაქვეყნონ პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა ავტორის პიროვნების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

„პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს ამ ინფორმაციის გამხელა“ - მითითებულია საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.3

ჟურნალისტი არ არის უფლებამოსილი, გააცხადოს ინფორმაციის წყაროს შესახებ არც პოლიციის, არც პროკურატურისა და არც უშიშროების სამსახურის მოთხოვნით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა სასამართლოდან არის შესაბამისი მოთხოვნა, მის წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით გაცხადებული იქნეს ინფორმაციის წყაროს შესახებ. „დაუშვებელია საიდუმლოების გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“ - ადგენს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.4

ინფორმაციის წყაროს დაცვის ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, ვრცელდება კორესპონდენციების გაცვლის თავისუფლებაზე. არავინ არ არის უფლებამოსილი გაეცნოს, და გამოაქვეყნოს რედაქციაში შემოსული წერილებისა და ტელეგრამების შინაარსი, მოითხოვოს თანამშრომელთა სატელეფონო საუბრების მოსმენა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

„მედიის პროფესიულ სტანდარტში“ მითითებულია, რომ „პროფესიული სტანდარტი გულისხმობს ფაქტების გადამოწმებას სხვა დამოუკიდებელი წყაროების საფუძველზე. თუ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, მისი გავრცელებისას უნდა გაკეთდეს შესაბამისი დათქმა. წყაროს დასახელება დამაჯერებლობას მატებს ინფორმაციას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის წყაროს დაცვის აუცილებლობას“.

ჟურნალისტის უფლება - არ გახსნას ინფორმაცია, რომელიც ახდენს მისი წყაროს იდენტიფიცირებას, არ უნდა შეიზღუდოს. ინფორმაციის წყაროს გახსნა მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ დადგინდა, რომ არ არსებობს გახსნის ალტერნატივა ან ალტერნატიული ზომები უკვე ამოწურულია ან ინფორმაციის გახსნის საზოგადოებრივი ინტერესი აჭარბებს კერძო ინტერესს და მისი გახსნის აუცილებლობა გამომდინარეობს საზოგადოებრივი მოთხოვნილებიდან.

ინფორმაციის წყაროს გახსნა უნდა მოხდეს კანონით რეგლამენტირებული პროცედურის შესაბამისად. კერძოდ, აუცილებელია კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ინფორმაციის წყაროს გახსნის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ თანამდებობის პირებმა ან ხელისუფლების ორგანოებმა, რომელთაც აქვთ ინფორმაციის გახსნის კანონიერი უფლებამოსილება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უნდა აცნობონ მათი უფლების შესახებ - არ გახსნას ის ინფორმაცია, რომელიც ახდენს წყაროს იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტი დაეთანხმება მოთხოვნას - გახსნას ინფორმაცია, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები გახსნის მასშტაბის შესაზღუდავად და თავად უნდა დაიცვას გახსნის კონფიდენციალობა. ინფორმაციის წყაროს დაცვის ინსტიტუტს აქვს სოლიდური საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა. იუნესკოს 1997 წლის სოფიის დეკლარაცია ადგენს: „ჟურნალისტი არ შეიძლება აიძულონ, გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო“. ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანონმდებლობის დონეზეც. საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ადგენს „ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებანი“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს ჟურნალისტი, თუ მას ნაკისრი აქვს ვალდებულება, არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაციის წყარო, პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოუქვეყნებელი მასალის ავტორი და შინაარსი. ამასთანავე, ჟურნალისტს უფლება აქვს, უარი განაცხადოს სასამართლო ორგანოებისათვის ჩვენების მიცეაზე, თუ იგი მის პროფესიულ საქმიანობას შეეხება.

ჟურნალისტისათვის სპეციალური უფლებებისა და მოვალეობების მინიჭება გულისხმობს მისი სამართლებრივი მდგომარეობის ნათლად გამოხატულ საზღვრებს. ჟურნალისტის სამართლებრივ სტატუსში უპირველესია ინფორმაციის მოთხოვნის მიღებისა და გავრცელების უფლება.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობაა. დღეს აღარავინ დაობს იმაზე, რომ ინფორმირებულობის ხარისხი განსაზღვრავს ცივილიზებული საზოგადოების წარმატებას. საზოგადოება, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობას სოციალურ ღირებულებად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპად აღიარებს, დაცულია პოლიტიკური თუ სოციალური კატაკლიზმებისგან.

„დემოკრატია მოქალაქეთა უფლების გარეშე, იცოდნენ - ფარსია. მოქალაქის უფლება იცოდნენ პროცედურის გარეშე - ბლეფია. პროცედურები მოქალაქეთა გარეშე, რომლებიც ისწრაფიან იცოდნენ - ტრაგედიაა“ - ასეთი ტევადი პოსტულატი ბევრის მთქმელია.

ასეთივე აზრია ჩაქსოვილი აბრამ ლინკოლნის ბრძნულ სიტყვებში - „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ცხოვრებამ დაადასტურა. ამიტომ არის, რომ ნორმები ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ მრავალი საერთაშორისო კონვენციითა და დეკლარაციით არის განმტკიცებული, რომელთა ნებისმიერი სახით ხელყოფას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა განიხილავს როგორც მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

ინფორმაციის მისაწვდომობასთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს არავითარ პრიორიტეტულ უფლებას და ყველა მოქალაქეს ანიჭებს შესაძლებლობას - შეუფერხებლად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, რეალურად ინფორმაციის ძირითადი მასა ჟურნალისტებზე მოდის და ჟურნალისტისა და საზოგადოების ურთიერთობის ხასიათს განსაზღვრავს.

მასმედია და ჟურნალისტები წარმოადგენენ შუამავლებს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში. ამ მოვალეობის შესასრულებლად კანონმდებლობა ჟურნალისტებს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას - მოიძიონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია. ამ უფლების რეალიზაციის პროცესში ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან პრობლემებს იმის გამო, რომ არ არსებობს ინფორმაციის მიღების სრულყოფილი სამართლებრივი მექანიზმი. ერთი მხრივ, ეს სავსებით გასაგებია, რადგან საქართველოში დღეისათვის არ არსებობს სპეციალური კანონი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“. მეორე მხრივ, ამ ხარვეზს ავსებს საქართველოს ზოგადი ადმინის- ტრაციული კოდექსი, რომელიც შეიძლება დეტალურად არ არეგულირებს ინფორმაციის მიღების სრულ მექანიზმს, მაგრამ ითვალისწინებს მის ცალკეულ ელემენტებს.

რამდენადაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელოვანი პირობაა, აუცილებელია არსებობდეს სპეციალური კანონი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ“, რომელშიც დეტალურად იქნება განმტკიცებული „ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელების სამართლებრივი მექანიზმი“. ასეთი კანონის არარსებობის გამო მოქალაქენი და მათ შორის ჟურნალისტებიც იძულებულნი არიან ეძებონ ცალკეული დებულებანი სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, რაც არცთუ ისე ადვილია.

ჟურნალისტი უფლებამოსილია ინფორმაციის მფლობელს დაუსაბუთოს ინფორმაციის მიღების აუცილებლობა, თუმცა ეს მისი მოვალეობა არ არის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პირი არ არის ვალდებული, განცხადებაში მიუთითოს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ეს წესი, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჟურნალისტს, რომლისთვისაც ინფორმაციის მიღება და გავრცელება ყოველდღიური საქმიანობაა.

ჟურნალისტს უფლება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი ფორმით, როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტის ზეპირი მიმართვა, მაგალითად, მინისტრისადმი - მისცეს ინტერვიუ, სხვა არაფერია, თუ არა ინფორმაციის მოთხოვნა ზეპირი ფორმით. ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხი იმ პირის მიერ, ვისაც მიმართეს ინტერვიუსთვის, უნდა განვიხილოთ როგორც პასუხი ინფორმაციის მოთხოვნაზე. ეს თეზისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტს პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ ინფორმაციის შინაარსისთვის, რომელიც მიღებულია ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად.

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების ოთხ ვარიანტს: 1) ინფორმაციის მიწოდება; 2) უარი ინფორმაციის მიწოდებაზე; 3) ინფორმაციის მიწოდების გადადება; 4) საქმის ბიუროკრატიული გაჭიანურება. ჟურნალისტს შეუძლია ინფორმაციის მიწოდებაზე მიღებული უარი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში. იგულისხმება, რომ ჟურნალისტს აქვს შესაძლებლობა ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში გაასაჩივროს როგორც ინფორმაციის მიღებაზე უარი ან მისი გადაცემის გაჭიანურება, ასევე თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა ჟურნალისტის უფლების დარღვევას - მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია, აკვალიფიცირებს როგორც სერიოზულ სამართალდარღვევას, რომელიც ხელყოფს ინფორმაციის თავისუფლების ზოგადსაკაცობრიო პრინციპს.

მეოთხე კითხვა:

რა მოვალეობა აკისრია ჟურნალისტს?

ფართო უფლებებთან ერთად ჟურნალისტს აკისრია გარკვეული მოვალეობანიც. კერძოდ, ჟურნალისტი მოვალეა, დაიცვას რედაქციის წესდება და პროგრამა, შეამოწმოს მოპოვებული ინფორმაციის საიმედობა, უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არღვევს კანონს, პატივი სცეს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა კონსტიტუციურ უფლებებს, პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს ღირსებას ა. შ.

ჟურნალისტს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ჟურნალისტის სოციალური პასუხისმგებლობის ინსტიტუტი მოიცავს არა მარტო სამართლებრივ, არამედ პროფესიული ეთიკის ნორმებსაც. მსოფლიო ჟურნალისტურმა პრაქტიკამ შეიმუშავა სოციალური პასუხისმგებლობის საშუალებანი, რომელთა შორის მთავარია მასმედიის შესახებ კანონებისა და კანონქვემდებაე აქტების დაცვა. ბევრ ქვეყანაში მიღებულია ჟურნალისტური ეთიკის კოდექსები, რომელთა დარღვევა იწვევს შრომის კონტრაქტების შეწყვეტას.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას იცავს სხვადასხვა სამართლებრივი ნორმა. ამ საქმიანობის დანაშაულებრივი ხელყოფა საფრთხეს უქმნის დემოკრატიის პრინციპებს, სიტყვის, აზრისა და ინფორმაციის თავისუფლებას. ამით არის განპირობებული, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი დანაშაულად მიიჩნევს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც გამოიხატება მის იძულებაში გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. უკანონოდ ხელის შეშლაში იგულისხმება წინააღმდეგობის გაწევა როგორც ჟურნალისტის, ასევე ჟურნალისტური საქმიანობისათვის. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიჩნეულია იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული ნორმა ჟურნალისტის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების სისხლის სამართლებრივი გარანტიაა და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ ნორმათა სისტემაში, რომლებიც იცავს ჟურნალისტის უფლებებსა და ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას.

ჟურნალისტის საქმიანობის ძირითადი ამოცანაა, ინფორმირებული გახადოს საზოგადოება, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის, მაგრამ თუ ინფორმაცია ობიექტური და უტყუარია, ხალხის ნდობა უმალვე ჩნდება. პირადმა სიმპატიებმა ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებისას სიტუაციის გამწვავება და საზოგადოების გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს. ჟურნალისტი მართალი უნდა იყოს არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ იმ პირთან, ვისზედაც აქვეყნებს ინფორმაციას და უპირველეს ყოვლისა ქვეყანასა და საზოგადოებასთან.

საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესია პრესისადმი ზოგჯერ იმ ჟურნალისტების ბრალია, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას, ზერელედ ეპყრობიან ადამიანებს და საკუთარ პროფესიას.

ხარვეზები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხშირად გამოწვეულია დაბალი სამართლებრივი კულტურით, მართლშეგნების დაბალი დონით. მასმედიის წარმომადგენლებს - ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს, მაუწყებლობის ორგანიზატორებს საერთო კულტურასთან ერთად უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი კულტურა და თანამედროვეობის შესატყვისი სამართლებრივი ცნობიერება, უნდა იყვენენ კანონმორჩილნი, თვითნებურად არ უნდა შეიჭრან სამართლებრივ სივრცეში და არ გადალახონ სამართლებრივი ზღვარი.

როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად საქართველოში ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსი არცერთი საკანონმდებლო აქტით არ არის რეგულირებული. აუცილებელია არსებობდეს როგორც პრესის თვითრეგულირების დეტალურად დამუშავებული სისტემა, აგრეთვე ნორმატიული აქტი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ.

დემოკრატიულ საზოგადოებაში განმტკიცებული უნდა იყოს ჟურნალისტური შემოქმედებითი თავისუფლების გარანტიები და სათანადო სამართლებრივი სივრცე მედიის ეფექტური, ხარისხიანი და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი საქმიანობისათვის.5

შენიშვნები:

__________________

1. მიგვაჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის სახელწოდება ყოფილიყო „ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტი“, ვინაიდან პროფესიული სტანდარტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ჟურანლისტებს, რომლებიც მედიაში მუშაობენ.

2. Op. cit.: Dennis E., Rivers W. Other Voices. The New Journalism in America. - N.Y., 1994. p.- 187

3. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, თბ. 2004 წ. ¹ 19 გვ. 15, მუხლი 3. პუნქტი 2.

4. იქვე, მუხლი 11. პუნქტი 1.

5. თ. ალფაიძე, მედია სამართალი, თბ. 2008. გვ. 195

8 LUMEN

▲back to top


8.1 მედიაეთიკის ასპექტები

▲back to top


ქეთი მსხილაძე

თავისუფალი მედია დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტიაა იმისა, რომ საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული. ამ ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა უზრუნველყოფილია კონსტიტუციებით, შესაბამისი კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედია ყოველთვის იცავს პროფესიულ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

პროფესიული სტანდარტები და ეთიკის პრინციპები იმ ღირებულებათა სისტემაა, რომლებიც ჟურნალისტიკას უდევს საფუძვლად და რომლებითაც მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას უნდა იხელმძღვანელონ. მხოლოდ ამ ღირებულებების ერთგულებით შეძლებენ ჟურნალისტები პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად გაუწიონ თავიანთ საზოგადოებებს სამსახური.

ლიბერალური ღირებულებების და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისთვის ხარისხიანი მედიაა საჭირო. მაგრამ მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ხარისხიანი ინფორმაცია, მარტო სიტყვის თავისუფლების დამცავი კანონები ვერ უზრუნველყოფს. ეს შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო ურთიერთკავშირით მედიასა და საზოგადოებას შორის. ამის მისაღწევად ჟურნალისტებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ საზოგადოების წინაშე, ისინი უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც მოსახლეობას აწვდიან. თავის მხრივ, საზოგადოებამ, ხარისხიანი ინფორმაცია რომ მიიღოს და კარგად იყოს ინფორმირებული, უნდა იცოდეს, რა ევალება და მოეთხოვება ჟურნალისტს. ეთიკის კოდექსი ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების - ერთი მხრივ, ჟურნალისტის პასუხისმგებლობის და, მეორე მხრივ, საზოგადოების მიერ ამ პასუხისმგებლობის გაკონტროლების - ერთ-ერთი ინსტრუმენტია

რას განსაზღვრავს ეთიკის კოდექსი

დასავლეთში მედიაეთიკის კოდექსების შექმნა განსაკუთრებული ინტენსივობით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და გასული საუკუნის დასასრულისთვის ყველა დემოკრატიულ ქვეყანას მედიის ეთიკის რამდენიმე თუ არა, ერთი კოდექსი მაინც ჰქონდა.

მედიაეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალისტის მოვალეობებს და უფლებებს, განმარტავს, რას ნიშნავს „კარგი“ ჟურნალისტიკა, ისეთი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ იმგვარი ზოგადი პრინციპით, როგორიც არის „სიმართლის თქმა“. ჩვეულებრივ კოდექსი ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხება, როგორებიცაა ადამიანის ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ადამიანებს შორის სოლიდარობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და სხვა; კრძალავს სიცრუეს, გაუმართლებელი ზიანის მიყენებას; მასში დეკლარირებულია ჟურნალისტიკის პრინციპები - კომპეტენტურობა, შეცდომების აღიარება, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა ძალისაგან დამოუკიდებლობა, მოვლენების სრულად, ზუსტად და სამართლიანად ასახვა, საზოგადოების ყველა ფენისა და ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება, მიუკერძოებელი ქმედება, რათა საზოგადოებამ ნდობა არ დაკარგოს მედიისადმი, საზოგადოების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ზოგი პრინციპი ჟურნალისტიკის იდეალის სფეროს განეკუთვნება და ძნელად მისაღწევია თანამედროვე მსოფლიოში; ზოგი ძალზე ზოგადია, როგორც, მაგალითად, სიმართლის თქმა; ზოგიერთი პრინციპი ადამიანის რაიმე უფლების, მაგალითად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დარღვევას ითვალისწინებს საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში; ზოგიც საკამათოა, როგორც, მაგალითად, ანონიმური წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა.

0x01 graphic

კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალისტის პასუხისმგებლობას საკუთარი კოლეგების, წყაროების, რესპონდენტების, მომხმარებლების მიმართ; მოიცავს წესებს ინფორმაციის მოპოვების, შერჩევის, დამუშავებისა და გავრცელების შესახებ, ასევე, რეკომენდაციებს, რა არ უნდა გაკეთდეს ან რა უნდა გაკეთდეს და როგორ ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში. მაგრამ არც ერთი კოდექსი არ არის სრულყოფილი. შეუძლებელია კოდექსში ჟურნალისტური საქმიანობის ყველა ასპექტისა თუ დეტალის ასახვა, ასევე შეუძლებელია ყველა იმ ვითარების გათვალისწინება, რომელშიც შეიძლება ჟურნალისტი აღმოჩნდეს. ქცევის კოდექსი არ წარმოადგენს ზუსტი, მათემატიკური ფორმულების ნაკრებს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოდგებოდა და ჟურნალისტს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა. გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ისევ ჟურნალისტის შინაგან ეთიკასა და პროფესიულ ინტუიციაზეა დამოკიდებული.

თუმცა ეთიკის კოდექსი ეხმარება ჟურნალისტს გაიგოს, საიდან უნდა ელოდეს საფრთხეს ან სად ეძებოს უკეთესი გამოსავალი, და ხელს უწყობს მას სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში, როდესაც ეთიკური დილემის წინაშე აღმოჩნდება.

თავისთავად კოდექსის არსებობა მორალურ ზემოქმედებას ახდენს მედიის წარმომადგენლებზე, ზრდის მათ პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი კოდექსის არსებობა და მისი შინაარსი ფართო საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი.

საბჭოთა პერიოდში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უკიდურესად შეზღუდული იყო, მედიას ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა. ამიტომ საქართველოში მედიის პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკაზე სერიოზული მსჯელობა მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაიწყო. მედიის ორგანიზაციებმა ამ სტანდარტების რამდენიმე ერთობლივი კოდექსიც შეიმუშავეს, რომლებშიც ძირითადი პრინციპები მოკლედ არის ჩამოყალიბებული. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მაუწყებლებისათვის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე, რომელსაც, იმედია, მალე მიიღებენ. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ რადიო და ტელეჟურნალისტები, ალბათ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას. კოდექსი მათ დაეხმარება აღასრულონ თავიანთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ისე, რომ გაუმართლებლად არ შელახონ, ვთქვათ, ადამიანის ფუნდამენტური უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, არ მიაყენონ არასრულწლოვანებს ზიანი, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით და ა.შ.

მედიაში (როგორც, საერთოდ, ცხოვრებაში) ყველაფერი დასაშვები და გამართლებული არ არის. 2006 წელს დანიაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებას, რაც ბევრმა მუსლიმმა შეურაცხყოფად აღიქვა, მასობრივი ქუჩის პროტესტები მოჰყვა, რომელთაგან ზოგი ძალადობაში გადაიზარდა და ადამიანთა სიცოცხლეც კი შეიწირა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ადვილად შეიძლება ერთმა უფლებამ, ამჯერად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ, მეორე შელახოს.

ინფორმაციის სიზუსტე

ადამიანების თანდაყოლილი მოთხოვნილებაა შეიტყონ იმის შესახებ, რაც მათი უშუალო მონაწილეობის გარეშე ხდება. ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია, რათა იცხოვრონ, დაიცვან საკუთარი თავი, ამოიცნონ მეგობრები და მტრები, მოახდინონ სწორი არჩევანი, მართებულად შეაფასონ მოვლენები. ინფორმაცია ზეგავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე, აზროვნებაზე, ზოგადად, კულტურაზე. სწორედ ამიტომ არის დიდმნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ხასიათი და ხარისხი.

ჟურნალისტიკამ საზოგადოება უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებელი, სანდო, ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციით, ანუ ისეთი ინფორმაციით, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, რათა თავისუფალი იყოს. ისეთი ჟურნალისტიკა, რომელიც ზემოთქმულისაგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, ძირს უთხრის დემოკრატიულ კულტურას.

ინფორმაციის სიზუსტე და მიუკერძოებლობა, ბუნებრივია, ჟურნალისტიკის იმპერატივია. ეთიკის ნებისმიერ კოდექსში ამ ტიპის წესებს და რეკომენდაციებს შეხვდებით: ჟურნალისტებმა უნდა დაადგინონ სიმართლე, ზუსტად ასახონ რეალობა; დაეყრდნონ ფაქტებს, უტყუარ მონაცემებს და სანდო წყაროებს; არ შეიყვანონ შეცდომაში აუდიტორია შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით; ობიექტურად და დაბალანსებულად ასახონ განსხვავებული პოზიციები საკითხის შესახებ; არ უგულებელყონ რომელიმე საგულისხმო და ღირებული აზრი; დაიცვან მიუკერძოებლობა და არ გამოხატონ მხარდაჭერა რომელიმე პოზიციისადმი და ა.შ.

მიუხედავად ამისა, დღეს მედიაში ხშირად ქვეყნდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, ჭორები, ხშირია ფაქტობრივი შეცდომები, ხოლო ამ შეცდომების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის შემთხვევები იშვიათია, მკაფიოდ არ არის გამიჯნული ფაქტი და კომენტარი, ხშირია ტენდენციურობა, რაც, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მედიისადმი უნდობლობას იწვევს.

ამრიგად, ჟურნალისტის უპირველესი ვალდებულებაა, დაადგინოს სიმართლე და ზუსტად და სრულად ასახოს რეალობა. თუმცა რეალობის სამართლიანად და სრულად ასახვა არც ისე ადვილი საქმეა. იმ ფიზიკური შეზღუდვების გამო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ახლავს (შეზღუდულია ტელე თუ რადიოსიუჟეტისთვის გამოყოფილი დრო, საგაზეთო სტატიისთვის გამოყოფილი ადგილი), ჟურნალისტი იძულებულია, რეალობა შემოკლებულად, ნაწილობრივ ასახოს. რაგინდ თანამედროვე ტექნოლოგიით იყვნენ აღჭურვილი, რაგინდ მაღალი იყოს ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და რაოდენ დიდი მოთხოვნილებაც უნდა იყოს მათ პროდუქციაზე, მედიას არ ძალუძს სრულად ასახოს რაიმე მოვლენა და მხოლოდ გარკვეული დეტალების ჩვენება. ჟურნალისტი, პრაქტიკულად, „ქმნის“ რეალობას და აუდიტორიას რეალობის მისეულ ვარიანტს სთავაზობს. რაიმე მოვლენის პირდაპირი ეთერით გადაცემის დროსაც კი აუდიტორია მოვლენებს სხვების, ანუ კორესპონდენტების, თვალით უყურებს ან უსმენს. მაყურებელი არ არის მოვლენის ადგილზე, არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს - მიმოიხედოს, შეიცვალოს რაკურსი, დასვას საკუთარი კითხვები და თავად მოიპოვოს ინფორმაცია. მაყურებელს შეუძლია უყუროს მხოლოდ იმას, რასაც აჩვენებენ. მოვლენის ადგილზე კი ის არის, ვინც მის მაგივრად მივიდა იქ და სწორედ ამ ვიღაცის გადასაწყვეტია, როგორ აჩვენოს და განაცდევინოს მაყურებელს ეს მოვლენა. ჟურნალისტი პასუხისმგებელია იმ რეალობის წინაშე, რომლის უშუალო მონაწილეც საზოგადოება არ არის, და ამ პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვაში მას ეთიკის ზემოხსენებული პრინციპებიც ეხმარება.

ბალანსი

ჟურნალისტურმა მასალამ რომ მოვლენა რეალობასთან მაქსიმალური სიახლოვით ასახოს, ამისთვის ის (მასალა) დაბალანსებული უნდა იყოს. დაბალანსებულობა და ტენდენციურობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც ბალანსია, იქ ტენდენციურობა არ არსებობს და პირიქით. ამბის დაბალანსებულად გადმოცემა მოითხოვს მიუკერძოებლობას, ე.ი. ობიექტური პოზიციის დაკავებას და ამ პოზიციის ბოლომდე ერთგულებას, ანუ ამბის ისე მოთხრობას, როგორც ის სინამდვილეში მოხდა. იყო ობიექტური ნიშნავს, გაუმართლებლად არ გამოყო მოვლენისა თუ საკითხის რაიმე ასპექტი რეალობის არასწორად ასახვის მიზნით (რაც არ უნდა იყოს ამის მოტივი). ამიტომ ობიექტურობა მოითხოვს მოვლენისაგან გარკვეულ დისტანცირებას და მის იმგვარად ასახვას, როგორც ამას ის ადამიანი გააკეთებდა, რომელსაც არანაირი დაინტერესება არ ექნებოდა ამ ამბის მიმართ.

აუდიტორიისთვის საკითხის, მოვლენის სრულყოფილად მიწოდების შეუძლებლობის გამო ჟურნალისტი არჩევანის წინაშე დგას: რაზე გაამახვილოს ყურადღება და რაზე - არა. რეალობის ასეთი შერჩევითი ასახვა მაინც მართებულად ჩაითვლება, თუ საპირისპირო პოზიციები ისეა გადმოცემული, რომ არც ერთი მათგანი არ იძენს უპირატესობას იმ ჩარევის შედეგად, რომელსაც ჟურნალისტი ზემოაღნიშნული შეზღუდვების გამო ახორციელებს. არასამართლიანი, ანუ ტენდენციური, ასახვა კი ამბის ერთ-ერთი ასპექტის თუ არგუმენტის ისე გაშუქებაა, რომ ამ ასპექტსა თუ არგუმენტს სხვა ასპექტებთან თუ არგუმენტებთან შედარებით გაუმართლებელი უპირატესობა ენიჭება (ეს უპირატესობა პოზიტიური ხასიათისაც შეიძლება იყოს და ნეგატიური ხასიათისაც). ასეთ შემთხვევაში აუდიტორია ძალიან შორდება რეალობას.

თუმცა არის საკითხები, სადაც ბალანსის დაცვა არ არის საჭირო. მაგალითად, ნარკომანია რომ საშინელი სენია და მის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, ამას საპირისპირო მოსაზრებით დაბალანსება არ სჭირდება. არა მგონია, რომელიმე ჟურნალისტს თავში აზრად მოუვიდეს გარემოზე ზრუნვის არგუმენტების დაბალანსება გარემოსთვის ზიანის მიყენების არგუმენტებით ან ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ რჩევების დაბალანსება იმის სწავლებით, თუ როგორ ვავნოთ თავს. ზოგჯერ არც ისე ცხადია, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ საკითხის გაშუქებისას ბალანსის დაცვა. ასეთ დროს დაფიქრება, კოლეგებთან კონსულტაცია და საერთო სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგალითად, როგორ მოვიქცეთ, როდესაც დიდი უმუშევრობის პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით გარემოს ზიანი ადგება?

სამწუხაროდ, ბევრ ტელე თუ რადიოჟურნალისტს ბოლომდე არ ესმის ბალანსის მნიშვნელობა - საპირისპირო მოსაზრებებს შორის დროის ზუსტი განაწილება ჰგონია დაბალანსება. მოსაზრებათა დაბალანსებული გაშუქება საპირისპირო პოზიციებს შორის წმინდა მათემატიკური ბალანსის დაცვას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს თითოეული განსხვავებული მოსაზრებისთვის მისი მნიშვნელობის შესაფერისი დროის დათმობას.

დისკრიმინაცია და ტოლერანტობა

არის, ასევე, შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტმა არ უნდა დაიცვას პროფესიული ქცევის ერთ-ერთი მოთხოვნა - შეიკავოს თავი საკუთარი აზრის გამოხატვისაგან. მაგალითად, ჟურნალისტმა უნდა გააკრიტიკოს რესპონდენტის არატოლერანტული, ქსენოფობიური, დისკრიმინაციული გამონათქვამები და მოსაზრებები და გამოხატოს საკუთარი, ამავდროულად, თავისი მედიაორგანიზაციის ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი მიდგომებისადმი.

ორიოდე დღის წინ რადიოს ერთ-ერთი ინტერაქტიური გადაცემის დროს ქალბატონი, რომელიც ტელეფონით ჩაერთო გადაცემაში, ჩიოდა, რომ „სომეხი ეროვნების მასწავლებელი“ ცუდად ეპყრობოდა მოსწავლეებს. როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს გადაცემის წამყვანი? წამყვანს არ უნდა დაეტოვებინა ეს დისკრიმინაციული გამონათქვამი რეაგირების გარეშე და უნდა გაეკრიტიკებინა იგი. ალბათ უნდა ჩაჰკითხოდა ქალბატონს, რა კავშირი ჰქონდა მასწავლებლის საქციელს მის ეროვნებასთან. ცოტა გვინახავს და გაგვიგონია ქართველი თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების მასწავლებლების უხეშობის და არაკორექტულობის შესახებ? წამყვანს იქვე უნდა გამოეხატა საკუთარი პოზიცია მსგავსი ქსენოფობიური გამონათქვამების მიმართ. ასეთი გამონათქვამები არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ცნობილი ადამიანისგან, მათ შორის პოლიტიკოსებისგანაც. სამწუხაროდ, არც მედია (განსაკუთრებით ბეჭდვითი მედია) არის უცოდველი ამ თვალსაზრისით. რა უნდა ქნას მედიამ, როდესაც პოლიტიკოსები თუ სხვა ცნობილი ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ? თავი შეიკავოს მათი ტირაჟირებისაგან, თითქოს არაფერი მომხდარა? ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა გამოვიდოდა. შეცდომა იქნებოდა, არ შეეტყო საზოგადოებას ერთ-ერთი მაჟორიტარი პარლამენტარის ცნობილი გამონათქვამი მიკირტუმას შესახებ. ასევე არ იქნებოდა სწორი მედიას საზოგადოებისთვის დაემალა ის, რომ პარლამენტში მოხვედრის მსურველი ერთ-ერთი პოლიტიკოსი მოსახლეობას საფრთხედ უხატავდა ტაბახმელაში არაბების მიერ ნაყიდ მიწაზე მეჩეთის ჰიპოთეტურ მშენებლობას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ღირებულებების მატარებელია ესა თუ ის ადამიანი (განსაკუთრებით საჯარო თუ საზოგადო მოღვაწე, რომელიც შეიძლება გარკვეულ ავტორიტეტსაც კი წარმოადგენდეს), რათა შეძლოს სწორი შეფასებისა და არჩევანის გაკეთება. ამავე დროს მედიამ ასეთი განცხადებები სათანადო კონტექსტში უნდა მოაქციოს, დაანახოს აუდიტორიას მათი დისკრიმინაციული ხასიათი და განმარტოს, რომ არ იზიარებს ამგვარ პოზიციას.

სტერეოტიპები

საქართველო მრავალეთნიკური და, შესაბამისად, მრავალფეროვანი აღმსარებლობის მქონე მოქალაქეთა ქვეყანაა. საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეა და მათი მოხსენიება სწორედ ამ ნიშნით უნდა ხდებოდეს და არა ეთნიკური ნიშნით. ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, თუ ეს განხილული თემის ცენტრალური საკითხია. ამა თუ იმ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის ხელაღებით მოხსენიება ხელს უწყობს არასწორი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

ასეთი სტერეოტიპების შექმნის საშიშროება განსაკუთრებით დიდია კრიმინალური ამბების გაშუქებისას. ამიტომ ჟურნალისტებმა არ უნდა აღნიშნონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, თუ ამას სიუჟეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს; არ აღწერონ ისეთი ფიზიკური მონაცემები, რომლებმაც დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება სრულიად არასწორად ეთნიკურ წარმომავლობას დაუკავშიროს; თავი აარიდონ კრიმინალურ ქრონიკებში ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის არასათანადო სიხშირით წარმოჩენას. ჟურნალისტებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ უმცირესობებსა და სოციალურ პრობლემებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან ანდა უმცირესობის ინდივიდუალური წარმომადგენლისა და, ზოგადად, მთელი უმცირესობის საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირებისგან, ცალკეული ინდივიდის მთელ უმცირესობასთან გაიგივებისგან.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ტერმინოლოგიის გამოყენებისას. დაუშვებელია ისეთი სიტყვებისა თუ ტერმინების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. მაგალითად, არასწორია ყველა მუსლიმის „ფუნდამენტალისტად“ შერაცხვა, დამამცირებელია სომეხთა მღვდლის „ტერტერად“მოხსენიება, არც იმის თქმაა კორექტული, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი აღმსარებლობა მართლმადიდებლობაა და ა.შ. ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა არ უნდა აღინიშნოს ისეთი სიტყვებით, რომლებსაც უარყოფითი, შეურაცხმყოფელი ან დამცინავი ელფერი დაჰკრავს (მაგალითად, „თათარი“ აზერბაიჯანელის ან „ურია“ ებრაელის ნაცვლად). იმასაც ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ენა ცვალებადი ფენომენია და ესა თუ ის სიტყვა, რომელიც ადრე შეურაცხმყოფელად არ ითვლებოდა, ახლა შეიძლება ასეთად აღიქმებოდეს. ჟურნალისტებმა არც ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უნდა გამოიყენონ, რომლებიც ადრე ხშირად გამოიყენებოდა, თუმცა ამჟამად მივიწყებულია. ამა თუ იმ დამცინავი ელფერის მქონე სიტყვის ხმარებიდან ამოღება არ აქცევს მას ნეიტრალურ, მით უფრო, საქებარ სიტყვად.

აღნიშნული სტანდარტები მხოლოდ რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებზე წერის ან საუბრისას როდი უნდა დავიცვათ, ისინი სხვა ტიპის უმცირესობებთან თუ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებაშიც მოქმედებს. ასეთები არიან, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქალები, მოხუცები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირები და სხვა. გარდა სამართლიანი, მიუკერძოებელი თუ ზუსტი ასახვის ზოგადი პრინციპების ერთგულებისა, ჟურნალისტებმა მათთან მიმართებითაც უნდა დაიცვან ტერმინოლოგიური კორექტულობა. განა კორექტული და თავაზიანი არ იქნება ადამიანს, რომელსაც ცუდად ან სულ არ ესმის, „ყრუ“ კი არ ვუწოდოთ, არამედ „სმენადაქვეითებული“, ანდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი ჰომოსექსუალად ან ბისექსუალად მოვიხსენიოთ ნაცვლად ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებისა, როგორებიცაა „პედერასტი“ თუ „ცისფერი“. ზოგადად, ადამიანის სექსუალური ორიენტაცია ჟურნალისტმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღნიშნოს, თუ ეს უშუალოდ უკავშირდება თემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, სტერეოტიპული და არატოლერანტული დამოკიდებულების კიდევ უფრო გაძლიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჟურნალისტებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი საზოგადოების ისეთივე წევრია, როგორიც ნებისმიერი სხვა.

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოში, როგორც იტყვიან, „ახალი ხილი“ არ არის.

უკვე მრავალი წელია ამ სფეროში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოღვაწეობს, ბევრი იწერება ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქალებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და დღევანდელ საქართველოში ქალები საკმაოდ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევიან, ჯერ კიდევ ძლიერია სტერეოტიპები, რომლებიც ბევრი ქალისათვის შეურაცხმყოფელია. ჟურნალისტები ხშირად ვერც კი ხვდებიან, ისე ექცევიან ამ სტერეოტიპების ტყვეობაში. მაგალითად, ერთ-ერთ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი ერთი სკოლის დირექტორობის ლოტოტრონით გამოვლენილ ორ კანდიდატზე. ამ კანდიდატების კონკურსი უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან სკოლის კოლექტივმა არც ერთი არ აირჩია. ეს სიუჟეტი ჟურნალისტმა ასეთი ფრაზით დაასრულა: „დირექტორობის ორი კანდიდატი ქალბატონის კონკურსი უშედეგოდ დასრულდა“ - თითქოს კონკურსის უშედეგობის მიზეზი ის იყო, რომ ორივე პრეტენდენტი ქალბატონი იყო. ჩნდება კითხვა - მამაკაცები რომ ყოფილიყვნენ, სხვა შედეგს მივიღებდით? ანდა ერთი რომ ქალი ყოფილიყო, მეორე კი მამაკაცი, არჩევანი აუცილებლად მამაკაცის სასარგებლოდ გაკეთდებოდა? ამიტომ ჟურნალისტებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ასეთი საკითხების გაშუქების დროს, ქალებზე მსჯელობისას უნდა მოერიდნონ გენდერული თვალსაზრისით დისკრიმინაციული, ე.წ. სექსის-ტური გამოთქმების გამოყენებას, სექსისტური შეფასებებისა თუ შედარებების გაკეთებას. მაგალითად, ქალის ისეთი დახასიათება, როგორიცაა „კაცს ტოლს არ უდებს“, „კაცივით ჭკვიანია“ და სხვ. ზოგი ქალისთვის ძალზე შეურაცხმყოფელია.

არასრულწლოვნები

მედიაეთიკის პრინციპებს შორის უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვანებთან დაკავშირებული საკითხების კორექტულად გაშუქება. ამ მხრივ მდგომარეობა ძალზე არასახარბიელოა ქართულ მედიასივრცეში. რამდენიმე მაგალითს მოვიტან ტელევიზიიდან:

სამდღიანი ინტერვალით ერთ-ერთ ნაციონალურ ტელეარხზე ორი შემთხვევა გაშუქდა. პირველი ეხებოდა საქართველოს ერთ სოფელში სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, 12 წლის ბიჭუნას. ტელეარხის საინფორმაციო სიუჟეტში დასახელდა დანაშაულის ადგილი - რეგიონი და სოფელი, მსხვერპლის ვინაობა და ასაკი, თუმცა იგი არ უჩვენებიათ. სიუჟეტში გამოყენებული იყო ერთი ქალბატონის კომენტარი, რომელიც, ტიტრების თანახმად, მსხვერპლის დედა იყო. მეორე სიუჟეტი ეხებოდა ტრეფიკიორის დაკავებას, რომლის ორი მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო. ტელეარხს არ დაუსახელებია მსხვერპლთა ვინაობა, არც მათი ამსახველი კადრები თუ ფოტოები უჩვენებია. სიუჟეტი მოიცავდა ინტერვიუს ერთ-ერთ მსხვერპლთან, რომელიც კამერასთან ზურგით იჯდა, მისი მამის კომენტარს და მეორე მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მსხვილ ხედებს და მეზობლების კომენტარებს.

ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის მედიასაშუალების ეთიკის კოდექსში წერია, რომ ჟურნალისტებმა, ჩვეულებრივ, არ უნდა გაამჟღავნონ დანაშაულის მსხვერპლის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა, რომელიც ცოცხალი გადარჩა. გამონაკლისი დაიშვება მკაფიოდ გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, რაც ამართლებს მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებას, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული თავად არის ამაზე თანახმა ან თავად სურს მოუთხროს საზოგადოებას, რა გადახდა. ოღონდ ეს ნორმა სრულწლოვანებს ეხება.

არასრულწლოვანების შემთხვევაში კი ეს პრინციპი უფრო მკაცრდება და ეთიკის კოდექსებში დაახლოებით ამ შინაარსის აკრძალვებს შეხვდებით: დაუშვებელია სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის ვინაობის დასახელება, ასევე ისეთი დეტალების ჩვენება ან ინფორმაციის გავრცელება, რამაც შეიძლება გააადვილოს სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის ვინაობის დადგენა. ასეთი დეტალი ან ინფორმაცია შეიძლება იყოს, მაგალითად, მსხვერპლის საცხოვრებელი სახლის კადრები, მსხვერპლის მშობლების ან მეზობლების ჩვენება, სასწავლებლის დასახელება და ა.შ.

ზემოაღნიშნულო ორი შემთხვევა მძიმე დანაშაულს ასახავს და ისინი მედიით უნდა გაშუქებულიყო, ვინაიდან მათ საინფორმაციო ღირებულებაც ჰქონდათ და საზოგადოებრივი ინტერესის საგანსაც წარმოადგენდნენ. თუმცა არასრულწლოვანის ანონიმურობის დაცვის ზემოაღნიშნული პრინციპი დაირღვა. რაღა აზრი აქვს მსხვერპლის ვინაობის დამალვას, თუკი მის მშობლებს აჩვენებ ტელემაყურებელს და მათ კომენტარებს გაუშვებ ეთერში?! ამ შემთხვევაში ვინმემ შეიძლება თქვას, რომ პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, რომლებიც დათანხმდნენ კომენტარის გაკეთებაზე. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ ჟურნალისტებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მშობლები, რომლებიც ასეთ დროს სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რომ შვილების საზიანოდ მოქმედებენ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები მათ ამასაც შეახსენებენ. მსხვერპლის კამერასთან ზურგით დასმაც არ უზრუნველყოფს მის ანონიმურობას. მართალია, სახე არ ჩანს, მაგრამ მსხვერპლის ხმით ამოცნობა მის ნაცნობებს არ გაუჭირდებათ. არც იმ დაზარალებულის ვინაობის დადგენაა ძნელი, რომლის საცხოვრობელი ადგილი და მეზობლები გვაჩვენეს. ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას მსხვერპლისგან, მისი მშობლებისა თუ ახლობლებისაგან კომენტარის აღებაზე. უბრალოდ, არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ადვილად შეიძლება სახისა და ხმის შენიღბვა ისე, რომ სიუჟეტიც საინტერესო გამოვიდეს და პროტაგონისტებიც არ დაზარალდნენ. ტიტრებზე კი სახელისა და გვარის ნაცვლად საკმარისია მიეთითოს, რომ შენიღბული რესპონდენტი მსხვერპლის მშობელი ან მეზობელია.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ახალი ამბავი, რომელსაც საინფორმაციო ღირებულება გააჩნია და საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, არის დანაშაული, ანუ ჟურნალისტმა საზოგადოებას უნდა ამცნოს, რა ტიპის დანაშაული მოხდა, როგორ მოხდა, დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილი, მსხვერპლის მდგომარეობა როგორია და ა.შ. ანკეტური მონაცემები კი - მსხვერპლისა თუ მშობლების ვინაობა, სახლის მისამართი, სკოლის ნომერი და მრავალი სხვა მსგავსი დეტალი - საზოგადოებისათვის ღირებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს. საზოგადოებრივი ინტერესის საგანი დანაშაულია, ანკეტური მონაცემები კი საზოგადოების ცნობისმოყვარეობის (ან უხეში ფორმით თუ ვიტყვით, ჭორაობის) სფეროს განეკუთვნება, რომლის დაკმაყოფილებით სხვა არ უნდა დაზარალდეს.

ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი წინდაუხედავი ქმედებით ისინი კიდევ უფრო ამძიმებენ მსხვერპლის სულიერ მდგომარეობას და მის სტიგმატიზაციას უწყობენ ხელს. ბავშვის კეთილდღეობა საზოგადოების ინტერესზე მაღლა დგას რაც არ უნდა დიდი იყოს საზოგადოების ინტერესი, ბავშვის ანონიმურობის დაცვა ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს ბავშვის ანონიმურობის დაცვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა გაამჟღავნოს იმ ბავშვის ვინაობა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმეა, არ უნდა გადასცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან მოწმის ვინაობის დადგენას. დაუშვებელია ასეთ ვითარებაში მოხვედრილი არასრულწლოვანის ფოტოს ეთერში ჩვენება ან ვებ-გვერდზე განთავსება. იგივე პრინციპები ვრცელდება იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებზეც განიხილება ბავშვის შვილად აყვანის, მეურვის დანიშვნისა და მსგავსი საკითხები. ბავშვების მიერ ჩადენილ ანტისაზოგადოებრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გადაღებულ მასალაში არ უნდა იყოს შესაძლებელი ბაშვების ამოცნობა. მოკლედ, ჟურნალისტის საქმიანობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ბავშვის კეთილდღეობას.

ზემოთ არა ერთხელ ვახსენეთ ახალი ამბის საინფორმაციო ღირებულება და საზოგადოებრივი ინტერესი. ხშირად მედია ორმაგად ცოდავს - ისეთ ამბავს აშუქებს, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს და თანაც ისე აშუქებს, რომ არასრულწლოვანს ზიანს აყენებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნაციონალური ტელეარხით გადაცემულ სიუჟეტში მოთხრობილი იყო ერთ-ერთ სოფელში მე-11 კლასელი გოგონასა და ბიჭის ინტიმური ურთიერთობის ირგვლივ ატეხილი გაუგებრობის შესახებ. სიუჟეტიდან ჩანდა, რომ ეს არ იყო კრიმინალური შემთხვევა. გოგონას მხარე ამტკიცებდა, ბავშვი გააუპატიურესო, ბიჭის მხარე კი ამას უარყოფდა. ყველა მონაცემით ეს ერთი ყოფითი შემთხვევათაგანი იყო. ამ სიუჟეტშიც არასრულწლოვანთა დაცვის ყველა პირობა დაირღვა. ერთადერთი, რაზედაც ტელეკომპანიამ თავი შეიწუხა, ის იყო, რომ გოგონას სახე შენიღბა, მაგრამ ეს რას შველის, როცა სოფელიც დაასახელეს, გოგონასა და ბიჭის ვინაობაც, მათი მშობლები, მეზობლები აჩვენეს და ა.შ. გაუგებარია, საერთოდ რატომ გააშუქა ტელეარხმა ეს ამბავი, რა მიზანს ემსახურებოდა ეს გადაცემა? სიუჟეტის თემა რომ ქალწულობის ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტისადმი არსებული დამოკიდებულებების განსჯა-განხილვა ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ეს პრობლემა ნამდვილად არ მდგარა სიუჟეტის ავტორთა წინაშე. ესეც რომ ყოფილიყო განხილვის თემა, მაინც ყოვლად დაუშვებელია მსგავს ვითარებაში მოხვედრილ არასრულწლოვანთა ასე საჯაროდ წარმოჩენა.

ამ კატეგორიასვე შეიძლება მივაკუთვნოთ კიდევ ერთი ბავშვის ამბავი, რომელიც ჰერმაფროდიტად დაიბადა და სქესის საბოლოოდ დადგენის შემდეგ ოპერაცია გაუკეთდა. ამ სიუჟეტის ავტორი, რომელმაც ბავშვის შესახებ ყველა მონაცემი გაამჟღავნა და აუდიტორიას დედის კომენტარიც შესთავაზა, ალბათ ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, რომ ამ ამბის გახმაურებამ შეიძლება 5 წლის გოგონას მომავალი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. ამბის საინფორმაციო ღირებულებაც საკამათოა, ვინაიდან რაიმე სამედიცინო სიახლეზე გადაცემაში საუბარი არ ყოფილა.

სამწუხაროდ, არასრულწლოვანთა შემთხვევების გაშუქებისას ეთიკის პრინციპების დარღვევის უამრავი მაგალითი მოიპოვება ქართულ მედიასივრცეში და არამარტო ზემოაღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით უწყინარი საკითხის დაუდევრად გაშუქებამაც კი შეიძლება ბავშვზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრ ჩვენს ჟურნალისტს ეს არ ანაღვლებს ან წარმოდგენაც არა აქვს რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

და ბოლოს

შეუძლებელია, მედიაეთიკის ყველა საკითხი მოიცვა ერთ საჟურნალო სტატიაში. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასპექტს შევეხეთ. უტოპიაა იმაზე ფიქრი, რომ ერთ მშვენიერ დღეს იდეალური კოდექსი შეიქმნება, რომელშიც ყველა ეთიკურ დილემაზე იქნება პასუხი გაცემული. სანამ მედია არსებობს (მედია კი იარსებებს მანამ, სანამ კაცობრიობა იარსებებს), ეს პრობლემაც იქნება და იქნება. ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტები და ეთიკის პრინციპები მუდმივი მსჯელობისა და განხილვის საგანი უნდა იყოს და მათ გაუმჯობესებასა და დახვეწაზე მარტო მედიის წარმომადგენლები კი არა, ფართო საზოგადოებაც უნდა ზრუნავდეს.

9 ეთნიკური უმცირესობები

▲back to top


9.1 ЭТНИЧЕСКИЕ МЕНЬШИНСТВА И СМИ ГРУЗИИ

▲back to top


ИРАКЛИЙ ЧИХЛАДЗЕ

Средства массовой информации играют огромную роль в интеграционных процессах, в построении гражданского общества страны. В то же время нельзя не сказать о том, что зачастую именно СМИ становились катализатором обострения межэтнических, межрелигиозных отношений между различными группами в Грузии, провоцировали конфликты между разными этническими и религиозными группами. Конечно, после революции роз проявления расовой, религиозной нетерпимости, ксенофобии в грузинских СМИ пошли на убыль, но, тем не менее, подобные публикации еще имеют место.

Можно отметить, что в последнее время сократилось количество материалов, в которых в негативном свете выставлены те или иные представители этнических меньшинств, проживающих в Грузии. Но, как бы взамен этого, увеличилось число статей в печатных СМИ, в которых явно видно отрицательное отношение по религиозному признаку (например, к депортированным месхам-мусульманам); отрицательное отношение к мигрантам (например, к китайцам).

Большинство экспертов сходятся во мнении, что грузинские СМИ, как печатные, так и электронные, слишком мало места уделяют меньшинствам, проживающим в Грузии, что они находятся в информационном вакууме. А это в итоге способствует отчуждению этой части населения страны.

„Для этнических меньшинств по-прежнему недоступна полноценная информация о происходящих в стране событиях, изменения законодательства, государственные программы, происходящие или запланированные в разных сферах реформы. Естественно, что это мешает обеспечению включения этнических меньшинств (в особенности в регионах их компактного проживания) в процессы, проходящие в стране и их гражданской интеграции. Нужно отметить, что в этом направлении единственным исключением является подготовленные Общественным телевидением информационные программы на языках этнических меньшинств и телепрограмма „Итальянский двор“. В то же время необходимо отметить, что эти программы недостаточны для полноценного информирования этнических меньшинств“, - говорится в докладе Народного защитника Грузии Созара Субари за 2007 год.

0x01 graphic

„Права человека и вопросы религиозной и этнической толерантности - это те вопросы, над которыми надо постоянно работать. Главное - не дать умереть той культуре толерантности, которая всегда существовала в Грузии. И стоит отметить, что в вопросах религиозной и этнической толерантности есть продвижения и успехи. До совершенства далеко, но есть улучшения», - отмечает Субари.

Постоянный представитель программы развития ООН (UNDP) в Грузии Роберт Уоткинс считает, что „Важно привлечь внимание к этим важным проблемам и стимулировать журналистов, чтобы они писали и освещали проблемы религиозной и этнической толерантности, то есть выполняли свою роль „сторожевого пса“ и способствовали развитию понятия толерантности в обществе“.

ИССЛЕДОВАНИЯ

В прошлом году НПО „Молодежная альтернатива» провела исследования по вопросу освещения тематики этнических меньшинств на четырех основных грузинских телеканалах - „Имеди“, „Рустави 2“, Общественном телевидении Грузии (ОТГ), „Мзе“.

В процентном отношении больше времени уделялось азербайджанским и армянским этническим группам на ТВ „Имеди“ - 32,9%25 и ОТГ - 30,0%25. „Рустави 2“ - 24,3%25, „Мзе“ - 12,9%25.

Интересны данные исследования, согласно которым ОТГ набрало наиболее высокий процент по критерию „позитивности поданной информации“ - 38%25. Затем следуют „Рустави 2“ - 24%25, „Мзе“ - 22%25, „Имеди“ - 13%25. На „Рустави 2“ больше времени уделялось информации с более негативным оттенком - 29%25; „Мзе“ - 22%25; ОТГ - 14%25; „Имеди“ - 13%25.

Стоит отметить, что все телекомпании получили достаточно высокий процент по критерию „нейтральность поданной информации“: „Имеди“ -74%25; „Мзе“ - 56%25; ОТГ -48%25; „Рустави 2“ 47%25.

В целом чаще всего упоминалась в телевизионных сюжетах азербайджанская этническая группа - 38,6%25, затем следует армянская группа - 27,1%25. Остальные этнические меньшинства набрали в общем 34,3%25.

В ходе исследования в рамках Программы интеграции национальных меньшинств и толерантности в Грузии (NITG), осуществленной НПО Ассоциация ООН Грузии, которое было проведено в декабре 2006 года и в апреле 2007 года, в масштабах Грузии было опрошено 2400 респондентов. Основной акцент был уделен регионам Квемо Картли и Самцхе-Джавахети, где преимущественно проживают, соответственно, этнические азербайджанцы и армяне.

В результате мониторинга четырех национальных телекомпаний - „Рустави-2“, „Имеди“, „Мзе“, ОТГ и двух региональных телекомпаний, выяснилось, что СМИ в меньшей степени уделяют внимание представителям этнических меньшинств и вопросам, связанным с ними.

Согласно докладу, освещая новости, журналисты акцентируют внимание на этничес-кое происхождение героев сюжета, „часто, в негативном контексте“. Для примера приводится один из терминов, применяемых в СМИ - „осетинский криминал“.

Также, как и в остальной Грузии, и в Квемо Картли и в Самцхе-Джавахети основным источником информации является телевидение. Согласно докладу, более половины опрошенных в масштабах страны (51,8%25) и большинство респондентов в Квемо Картли и Самцхе-Джавахети (70%25 и 66,4%25 соответственно) не читает газет.

Согласно докладу, из-за того, что лица, принадлежащие национальным меньшинствам, часто предпочитают промолчать, „со стороны некоторых радикальных политических групп слышны жесткие заявления» в СМИ в их отношении.

В то же время интересно отметить, что грузинские СМИ уделяют больше внимания этническим меньшинствам, чем, например, СМИ Азербайджана и Армении.

Международная организация Media Diversity Institute (MDI) провела мониторинг печатных СМИ стран региона. Так, в прессе Азербайджана тематике этнических меньшинств было посвящено менее 1%25 публикаций, в СМИ Армении - 1,7%25. Наиболее высоким уровень освещения оказался в грузинской прессе - 7,5%25.

МНЕНИЯ ЭКСПЕРТОВ

Большинство экспертов, в том числе и международных, считают, что в грузинских СМИ недостаточно внимания уделяется представителям этнических меньшинств.

Правозащитник
Эмиль Адельханов:

„Грузинские СМИ нечасто пишут об этнических меньшинствах. В основном, если и пишут, то о происшествиях, которые внушают страх перед сепаратизмом в регионах компактного проживания этнических меньшинств. Некоторые журналисты пишут об этнических меньшинствах как об источнике опасности. Отмечу, что в последние годы реакционные статьи попадаются реже, чем это случалось раньше. Лет десять тому назад даже бывали случаи, когда подобные статьи провоцировали конфликты. Спасает ситуацию то, что сами представи тели этнических меньшинств почти не читают грузинскую прессу, телевидение смотрят редко. Если появляются переводы подобных статей, то этнические меньшинства резко реагируют на них, особенно это показательно для региона Джавахети“.

Главный редактор журнала „Чеми сопели“ и газеты „Кавказский акцент“ Гамлет Зукакишвили:

„Проблемы этнических меньшинств практически никак не отслеживаются в грузинских СМИ, им не уделяется должного внимания. В основном пресса акцентирует свое внимание в случае какого-либообострения ситуации. В свою очередь, этнические меньшинства не информированы о том, каким образом освещаются их проблемы в СМИ, так как в своем большинстве не владеют грузинским языком. Я считаю, что должен существовать хотя бы один печатный орган на русском языке, в котором сами представители этнических меньшинств могли бы выступать со своими проблемами. В данном случае русский язык является средством общения между представителями разных этносов, проживающих в Грузии“.

Руководитель Кавказского проекта Международной кризисной группы (Interna-tional Crisis Group)

Магдалена Фричова:

„У меня создалось впечатление, что большинство грузинских СМИ вспоминает об этнических меньшинствах, когда появляются какие-то проблемы в регионах, или в других случаях статьи - это выполнение политического заказа. Часто вспоминают о меньшинствах во время выборов. К сожалению, я не вижу качественного изменения в СМИ по отношению к этническим меньшинствам“.

Руководитель исследовательской группы Международного центра по конфликтам и переговорам

Гага Нижарадзе:

„Если грузинские СМИ и освещают вопросы, связанные с жизнью и проблемами этнических меньшинств, то в очень небольшом обúеме и по большей части тенденциозно. Мне трудно однозначно ответить на вопрос, с чем это связано. Вполне возможно, что журналистам не хватает профессиональной квалификации или же они выполняют определенный заказ. В материалах больше прослеживается негатива. Однако в последние годы меньше стало случаев проявления ксенофобии и материалов, содержащих негативное отношение к этническим меньшинствам, как в печатной прессе, так и на телевидении“.

Руководитель Европейского центра по делам этнических меньшинств (ECMI)

Том Триер:

„Я очень положительно оцениваю передачи, посвященные этническим меньшинствам, которые идут на Обществен- ном телевидении и новости на языках меньшинств. Стоит особо отметить, что в этом году возобновилось вещание радиопередач на курдском языке. Выходят газеты на азербайджанском, армянском, русском языках. Но, тем не менее, количество выпусков на языках меньшинств остается мизерным. Мне кажется, что в интересах государства способствовать получению меньшинствами обúективной информации в больших обúемах. Грузинские СМИ очень мало времени и места уделяют освещению проблем меньшинств. Иногда происходит так, что СМИ цитируют или публикуют заявления некоторых политиков, содержащих неприемлемые и обидные для меньшинств заявления и т.д. Всем памятно выступление депутата Бесо Джугели… Такие факты, конечно же, вызывают понятное раздражение у представителей меньшинств. В то же время нельзя обвинять телевидение или прессу в том, что, цитируя подобные высказывания, она занимается разжиганием национальной розни.

СМИ в отношении меньшинств чаще фокусируют внимание на несчастных случаях, проблемах, инцидентах в регионах компактного проживания или же с участием представителей меньшинств. За последнее время ситуация с ксенофобскими проявлениями в грузинских СМИ намного улучшилась, чему способствовала и интеграция регионов, в результате чего СМИ стали более положительно относится к регионам и меньшинствам. Одной из проблем является то, что, когда журналисты пишут о регионах, они часто даже не представляют себя, что там происходит на самом деле. Было бы неплохо, если бы в Грузии существовал институт медиа-омбудсмена, который не только защищал бы журналистов, но и следил бы за соблюдением принципов этики самими журналистами. Неплохо бы также чаще проводить тренинги для журналистов в регионах, знакомить их с жизнью меньшинств“.

Координатор Совета этнических меньшинств при аппарате Народного защитника Грузии

Коба Чоплиани:

„Очень трудно найти грань, где кончается право на свободу слова, и начинаются нормы журналистской этики. Уголовным кодексом Грузии предусматривается наказание за разжигание межнациональной розни, но пока это не работает. В скором будущем будет создан Кодекс журналистской этики, в котором будут установлены морально-этические нормы для журналистов.

В грузинской прессе, к сожалению, встречаются статьи, в которых проявляются ксенофобские настроения, они поражают несостоятельностью своей аргументации и зачастую противоречат сами себе“.

Главный эксперт центра толерантности при аппа-рате Народного защитника Грузии Бека Миндиашвили:

«Грузинские СМИ никак не могут осмыслить свою роль в деле культивирования толерантности и поддержания процесса гражданской интеграции. Часто такие импульсы исходят от церковных кругов, которые имеют немалое влияние на определенный сегмент грузинского общества, в том числе и на журналистов. Подобные настроения поддерживаются и некоторыми оппозиционными партиями, которые пытаются использовать их в своих политических интересах. В отношении этнических и религиозных меньшинств в грузинских СМИ зачастую изобилуют негативные стереотипы. Народный защитник Созар Субари неоднократно подвергал критике наши СМИ за подобные публикации и даже отказал в интервью газете, в которой была опубликована статья фашистского характера.

Офис Народного защитника планирует в ближайшее время начать широкую кампанию по преодолению ксенофобских настроений в СМИ Грузии. Мы намерены отслеживать

появление публикаций, содержащих элементы ксенофобии, встречаться с авторами этих статей, представителями СМИ, проводить с ними дискуссии на эту тему. Не исключено, что будут приниматься и более жесткие меры.

В конце прошлого года в офисе Народного защитника состоялось награждение победителей конкурса для журналистов по темам религиозной и этнической толерантности. Мы отобрали 13 работ по критерию оригинальности, толерантного отношения авторов и духовной позиции. К сожалению, статей на подобную тематику в грузинских СМИ очень мало. Можно сказать, что если бы не было этого конкурса, могло бы и не появиться этих статей. Конкурс стал определенным стимулом для журналистов с тем, чтобы они затронули эти проблемы“.

И НЕСКОЛЬКО ПРИМЕРОВ…

В качестве примера отношения отдельных центральных газет к представителям этнических меньшинств можно привести несколько заголовков опубликованных статей:

Газета „Алиа“ - „Армяне не собираются учить грузинский язык“, „С одной стороны Азербайджан оспаривает у нас Давид Гареджи, с другой стороны армяне - церкви“, „Не смогли обучить армян грузинскому языку, обучим корейцев“. Газета „Ахали таоба“ - „Армяне оспаривают у нас Ахалкалаки“, „Каких провокаций нужно ждать от армян?“, „Позволим открыть магазины и цыганам?“, „Новая армянская провокация“, „Не дадим открыть армянам университет!“. Газета „Асавал-Дасавали“ - „SOS! Для Марнеули, Болнии, Дманиси, Сагареджо, Гардабани и Тетрицкаро уже подобрали турецкие названия!“. Газета „Сакартвелос республика“ - „Что нужно цыганскому лагерю?“, „В Панкиси не осталось ничего грузинского“.

Наверное, комментарии излишни…

В то же время стоит отметить, что и сами представители этнических меньшинств далеко не всегда придерживаются принципа толерантности по отношению друг к другу.

Так, руководитель армянского Центра сотрудничества Грузии Карен Элчян в одном из своих интервью отмечает „нтиармянскую истерию в грузинских СМИ“: „Она направлена на разжигание межнациональной розни. В скором будущем мы будем подавать в суд за клевету и оскорбления… Могу открыто сказать, что пресса даже не „желтая“, а она „черная“ - „Асавал-Дасавали“, „Georgian times“. Очень часто факты подаются в искаженном виде, и у основной массы вырабатывается негатив по отношению к армянам. Я знаю, что все это является специаль- ным заказом, который преследует цель поссорить армянский и грузинский народы“.

В том же интервью элчян утверждает, что он знает, кто является заказчиком подобных статей: „Одним из первых заказчиков развития подобной ситуации является соседняя Турция, у которой свои планы в нашем регионе…“ И тут же „предупреждает“, что если „идеи пантюркизма будут иметь успехи в Грузии, это чревато катастрофой, как для самой страны, так и для всего региона“. Говорить о толерантности в данном случае не приходится…

А газета „Асавал-Дасавали“ публикует интервью с руководителем НПО „Грузия - моя родина», причем в заголовок выносится цитата Бабаева - „Почему армянам можно все, а азербайджанцам ничего?“

Можно отметить, что достаточно большая часть представителей этнических меньшинств (особенно это касается регионов их компактного проживания) получает информацию о Грузии из российских, азербайджанских, армянских и турецких СМИ, но не из грузинских. А подаваемая ими информация также зачастую содержит ксенофобские настроения, что также не способствует интеграции этнических меньшинств в грузинское общество.

10 STIGMA-FREE

▲back to top


10.1 მედია-ინკლუზიურობისათვის

▲back to top


როგორ შუქდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა პრობლემები მედიაში

1993 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 48-ე სესიამ მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები“ (რეზოლუცია 48/96). წესები გაეროს მიერ გამოცხადებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა დეკადის ფარგლებში (1983-1992 წლები), ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე შემუშავდა. კონვენცია მოიცავს: ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, ბავშვის უფლებების კონვენციას, ქალების მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის დაგმობას, შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით მოქმედებათა მსოფლიო პროგრამას.

მაკა ჯაიანი

რას მოითხოვს გაერო?

სტანდარტული წესები ასახავს იმ სფეროებს, რომელთაც გადამწყვეტი როლი ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობის განხორციელების საქმეში. ეს დოკუმენტი გახლავთ საფუძველი, რომელსაც ქვეყნების მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის შემუშავებისა და საქმიანობის დროს უნდა დაეყრდნონ. 22 წესის ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ისეთივე უფლებები მიანიჭოს და ისეთივე პასუხისმგებლობები დააკისროს, როგორიც საზოგადოების სხვა წევრებს აქვთ.

ხელმისაწვდომობა, განათლება, დასაქმება, შემოსავლებით უზრუნველყოფა და სოციალური დახმარება, ოჯახური ცხოვრება და პიროვნების თავისუფლება, კულტურა, დასვენება და სპორტი, რელიგია - ეს ის სფეროებია, სადაც, დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. ამისთვის, იმავე დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია: ინფორმაცია და გამოკვლევა; პოლიტიკის ფორმირება და დაგეგმარება; კანონმდებლობა; ეკონომიკური პოლიტიკა; საქმიანი კოორდინაცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციები; სპეციალისტთა მომზადება; ნაციონალური კონტროლი და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის მოქმედი პროგრამების შეფასება; ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობა.

0x01 graphic

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სხვადასხვა სახის ინვალიდობა მსოფლიოს 600 მილიონ მცხოვრებს აქვს, აქედან 236280 საქართველოს მკვიდრია. როგორც საერთაშორისო მონაცემები ცხადყოფს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების 80 პროცენტი ე.წ. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ღარიბია და მოკლებულია დასაქმების, განათლებისა და რეაბილიტაციის შესძლებლობებს. ეს პრობლემები განსაკუთრებით გარდამავალი განვითარების ქვეყნებში მწვავდება. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ ჩვენთან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ. მათი პარტნიორი ამ საქმეში საზოგადოება უნდა იყოს, მეკავშირე კი - მედია.

რას ამბობს ომბუდსმენი?

საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ მიმოხილვებში არაერთხელ გაესვა ხაზი მედიის როლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. 2007 წლის I I ნახევრის მოხსენებაში ამ საკითხს მთელი თავი დაეთმო. კერძოდ, იქ ნათქვამია:

„საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არაერთგვაროვანია. როგორც თავად შშმ პირები აღნიშნავენ, საზოგადოება ძირითადად კეთილგანწყობილია მათ მიმართ, თუმცა მოქალაქეების არაინფორმირებულობას და შშმ პირების პრობლემების გაუთვითცნობიერებას უნდა დავაბრალოთ ამ თანაგრძნობის ხშირად შემაწუხებელ და შეურაცხმყოფელ ფორმებში გამოხატვა, რაც შშმ პირს საზოგადოებისგან გარიყულად აგრძნობინებს თავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც, ერთი მხრივ, დაეხმარება შშმ პირებს, საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ თავი და, მეორე მხრივ, მიაჩვევს დანარჩენ მოქალაქეებს მათთან თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ურთიერთობას.

დიდია ამ კუთხით მედიის როლი. პრესა და ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების სერიოზულ იარაღს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოების ფართო მასების მენტალურ ადაპტაციაში. მას აქვს საშუალება და შესაძლებლობაც შშმ პირთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაუცველობიდან საზოგადოების ინტერესი მათ ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე გადაიტანოს. ინფორმაცია, რომელსაც მასმედია წარმოადგენს, ხშირად ასახავს ე.წ. „ჩარჩოს“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ურთიერთობს შშმ პირებთან. მათი პრობლემების სწორი წარმოჩენა კი შეძლებდა ე.წ. „სტერეოტიპების“ მსხვრევას. ყურადღება უნდა მიექცეს მედიაში ინვალიდობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებასაც, ასევე ისეთ ასპექტებს, როგორიცაა, მაგალითად, მასალის წარდგენის სტილი და ა.შ.“

რეკომენდაცია, რომელსაც სახალხო დამცველი დასკვნის სახით გასცემს ასეთია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები შშმ პირთა პრობლემების აქტიურად და სწორად გაშუქების მიზნით“.

რაზე მეტყველებს კვლევა?

მონიტორინგი იმისა, თუ როგორ შუქდება მედიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები, ფაქტობრივად არ წარმოებს. სპეციალური კვლევა ამ მიმართულებით ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციამ ჩაატარა 2005 წელს იმ პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ომბუდსმენი ინვალიდობის სფეროში“. კვლევაში, ძირითადად, განხილული იყო ქართულ გაზეთებში („საქართველოს რესპუბლიკა“, „24 საათი“, „ახალი ვერსია“, „ზუგდიდი“, „ჩემი ქალაქი“) 2004-2005 წლებში გამოქვეყნებული მასალები. შედეგები ასეთია:

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ - „გაზეთის მიმოხილვამ გამოავლინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე გამოქვეყნებული სტატიების ინტონაცია ხშირად ნეგატიურია. არასწორად გამოიყენება ტერმინოლოგია: „ფეხმოჭრილი“, „გონებაჩლუნგი“, „კოჭლი“, „ხეიბარი“, „უფეხო“, „უპოვარი“ და ა.შ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები წარმოჩენილი არიან არა როგორც ჩვეულებრივი, არამედ როგორც „საწყალი“, „საბრალო“, „გმირი“ ან „ტანჯული“ ადამიანები, იშვიათად როგორც სრულფასოვანი ადამიანები. რუბრიკაში „ჩვენ გვეკითხებიან“ პასუხი გაცემულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საინტერესო და სასურველ კითხვებზე. კითხვები უმთავრესად ეხება სოციალური დახმარებისა და ინვალიდობის პენსიასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოქვეყნებულია აგრეთვე სოციალურად დაუცველი ადამიანების მადლობის წერილები“.

გაზეთი „24 საათი“ - „გაზეთის მიმოხილვამ გამოავლინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე გამოქვეყნებულ სტატიებში ძირითადად საუბარია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ღონისძიებებსა და უმწეოთა პროგრამებზე, რომელთა ფარგლებში განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ეტლებით, ფულადი დახმარებით (50 ლარი), უფასო მედიკამენტებით, სასადილოებითა და საგზურებით (თბილისში მცხოვრები ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების) უზრუნველყოფა. ეს ღონისძიებები და პროგრამები ძირითადად თბილისსა და თბილისის ხუთივე რაიონში განხორციელდა... არაეთიკურად არის ნახმარი ტერმინები „უნარშეზღუდული“, „მთლიანობადარღვეული სხეული“. „ინვალიდი“ გამოყენებულია სალანძღავ სიტყვად პოლიტიკურ კონტექსტში - „...მათ იციან, რომ ფედერალური საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ინვალიდი სახელმწიფო იქნება”.

კვლევის მიხედვით, „ზემოხსენებულ გაზეთებში დაბეჭდილი პუბლიკაციები პირობითად შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

1) საინფორმაციო;

2) საქველმოქმედო: სტატიები, სადაც ინვალიდები წარმოჩენილნი არიან ქველმოქმედებისა და მოწყალების ობიექტად;

3) სარკაზმული: სტატიები, სადაც სალანძღავ ტერმინად გამოიყენება ინვალიდი, უფეხო, დებილი, გიჟი;

4) სტატიები, რომლებშიც ინვალიდობა განხილულია ჰეროიკული რაკურსით, ანუ ინვალიდები წარმოჩენილნი არიან, როგორც გმირები;

5) ტრაგიკულ-სენტიმენტალური;

6) მადლობის წერილები.

სასურველი იქნება, თუ ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება გაითვალისწინებენ იმას, რომ ინვალიდები ჩვეულებრივი ადამიანები არიან სხვათა თანაბარი მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით აღჭურვილნი, ხაზი არ უნდა გაესვას ადამიანის შეზღუდულობას, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს“.

როგორ მუშაობენ მედიაში?

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების გაშუქებაში, თუმცა მოთხოვნებს, რომელიც მის წინაშე სახალხო დამცველის მოხსენებაში დაისვა, იგი ჯერ ვერ აკმაყოფილებს. სოფო კვინტრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი: „ჩვენ ვაშუქებთ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეხება. ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. გავაშუქეთ ყველა ღონისძიება, რომელიც „ინვალიდის“ დღეს მოეწყო. არჩევნების დღეს გავაშუქეთ, როგორ აძლევდნენ ხმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ადაპტირებულ უბნებზე. გარდა ამისა, მოგვდის ბევრი წერილი - მსმენელები და მაყურებლები თავიანთი კონკრეტული საწუხარის შესახებ გვწერენ; ამის მიხედვით ჩვენი კორესპონდენტები სიუჟეტებს ამზადებენ, რომლებიც თვეში სამჯერ მაინც გადაიცემა“.

დაახლოებით ასეთივე ვითარებაა საზოგადოებრივ რადიოშიც. თინათინ იზორია, საზოგადოებრივი რადიოს დირექტორი: „ჩვენს გადაცემაში „ღია სტუდია“, რომელიც კვირაში ორჯერაა ეთერში, ხშირად განიხილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საკითხები. ამ თოქშოუში სტუმრად ვიწვევთ სახელისუფლო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ხალხი რეკავს მათთან სასაუბროდ და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მსმენელებს იქვე, გადაცემის მიმდინარეობის დროს, მოუგვარებიათ თავიანთი პრობლემები. რაც შეეხება ისეთ გადაცემას, რომელიც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთ მიეძღვნებოდა, არა გვაქვს“.

კერძო ტელეკომპანია „მზე“, ეკა შანიძე, პროდიუსერი: „ჩვენ აქცენტს ახალ ამბებზე ვაკეთებთ. როცა არის ნიუსი ინვალიდობის მქონეთა შესახებ, იგი შუქდება. თუ დარეკავს ადამიანი, საკუთარ გასაჭირს გაგვიზიარებს და თუკი მივიჩნევთ, რომ ეს საინტერესო და სასარგებლო იქნება სხვებისთვისაც, შესაძლებელია დამოუკიდებელი თემის სახითაც გაშუქდეს ეს შემთხვევა. სხვა ტიპის სიუჟეტები არ გვქონია“.

შედარებით მეტ ყურადღებას აქცევს შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონეთ ქართული პრესა, თუმცა ყველა გამოცემაზე ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, გაზეთი „24 საათი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა საკითხებით კარგა ხანია აღარ დაინტერესებულა. სოფო ჩხაიძე, გაზეთ „24 საათის“ აღმასრულებელი რედაქტორი:

„არჩევნების პერიოდში ინვალიდობის მქონეთა შესახებ მასალა, ფაქტობრივად, არ გვქონია. ამ კუთხით, ძირითადად, საკანონმდებლო ცვლილებებს და ღონისძიებებს ვაშუქებთ“.

მეტის თქმა შეუძლიათ გაზეთ „რეზონანსში“. ზვიად შვანგირაძე, გაზეთ „რეზონანსის“ ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და დედაქალაქის განყოფილებების რედაქტორი:

„ჩვენ გვაქვს რუბრიკა „ხალხის ხმა“, სადაც რედაქციაში შემოსული წერილები ქვეყნდება, მათ შორის ბევრია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისგან მოწერილი. ამ წერილების საფუძველზე მზადდება დამოუკიდებელი მასალებიც, რომლებიც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ქვეყნდება. გაზეთის დამატების, „ჩვენი ბიუჯეტის“, ერთ-ერთი ნომერი სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის ინვალიდების სახელმწიფო დაფინანსების საკითხს მიეძღვნა. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებზე გაზეთში საშუალოდ თვეში ერთი ან ორი სტატია ქვეყნდება“.

რა სურთ ინვალიდებს?

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა. მისი წარმომადგენლების საყვედურები მედიისადმი რამდენიმე სახისაა.

კობა ნადირაძე, კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი:

„ჯერ ტერმინები, რომლებსაც მედიაში და საზოგადოებაში იყენებენ: „კოჭლი“, „დებილი“, „დაუნი“ - ამ სიტყვებით ხალხი შეურაცხყოფის მიზნით მოიხსენიებს ერთმანეთს და არ უკვირდებიან, რომ სხვებს, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, ტკენენ გულს. ამას წინათ ერთ-ერთ ტელესიუჟეტში, რომელიც არჩევნებს შეეხებოდა, ასეთი ფრაზები გაისმა: „ბრმები ხომ არა ვართ“, „როგორც ინვალიდი ვერ იქნება ბალერინა, ისე თქვენ ვერ იქნებით...“

როგორც ჩანს, არ იციან, რომ სმენადაქვეითებულები საუკეთესონი არიან პანტომიმის ხელოვნებაში, მათი პლასტიკა არაჩვეულებრივად დახვეწილია; არ იციან, რომ, თუკი ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ხედავენ. ეს ადამიანები საოცრად საინტერესოდ ხედავენ და, ვისაც მათთან ურთიერთობა ჰქონია, ეს კარგად იცის. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა, რატომ დადიან უსინათლოები სამხატვრო გალერეების დასათვალიერებლად ან რატომ მონაწილეობენ ტურისტულ ტურებში.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ტერმინოლოგიას, არამედ იმასაც, თუ რა სურათი იხატება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მონაწილეობით, რა კუთხით წარედგინება საზოგადოებას მათთან დაკავშირებული საკითხები. არსებობს ორი მიდგომა - სამედიცინო და სოციალური. პირველი აქცენტს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ პრობლემებზე აკეთებს, მეორე - დამაბრკოლებელ გარემოებებზე, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს, სრულყოფილად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თუ სამედიცინო კუთხით გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ჩიხში მოვექცეთ. ვთქვათ, ადამიანს გადაადგილების პრობლემა აქვს. ექიმები ამბობენ, რომ მისი განკურნება შეუძლებელია. გამოდის, რომ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ - რა ვქნათ, ასეთი ბედი ჰქონია! - და საზოგადოებაც ვითარებას ეგუება. მაგრამ, როცა საკითხს სოციალური კუთხით განვიხილავთ, ნათელი ხდება, რომ ამ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად გადააადგილდეს, თუკი ინფრასტრუქტურა შესაბამის პირობებს შეუქმნის. ეს უკვე საქმიანი საუბარია. პრობლემის მოგვარებაც მხოლოდ და მხოლოდ ასეთი მიდგომითაა შესაძლებელი“.

რატი იონათამიშვილი,
კოალიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი:

„სოციალური მოდელი გვეუბნება, რომ ინვალიდობა არის არსებული ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი აზრისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ისეთი ერთობლიობა, რომლის დროსაც ადამიანი, რომელსაც რაიმე სახის ფიზიკური ან მენტალური შეფერხება აქვს, სხვა ადამიანებთან თანაბარ პირობებში არ იმყოფება. ინვალიდობა არ არის დიაგნოზი, ეს არის სოციალური პრობლემა, რომელიც ადამიანის მიღმა არსებობს და ადამიანზე ზემოქმედებს. დამოუკიდებლობის ხარისხის დაქვეითება - აი, რა არის ინვალიდობა“.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ მედიის მონიტორინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა საკითხების გაშუქების კუთხით აუცილებლად და პერიოდულად უნდა ხდებოდეს, რადგან მედია საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

კობა ნადირაძე:

„ჭარბობს ქველმოქმედების ამსახველი გადაცემები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკოსის „პი-არს“ ემსახურება - გვაჩვენებენ როგორ ეხმარება იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. გვქონდა ასეთი შემთხვევა: გოგონაზე, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, ფილმი გადავიღეთ. მასში ვთქვით ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ. ტელეკომპანია „იმედმა“ ჩვენი გოგონა სტუდიაში მიიწვია, ფილმს ამოაჭრა ყველაფერი მნიშვნელოვანი და ტელემაყურებელს „საწყალი ინვალიდის ისტორია“ შესთავაზა. ამის შემდეგ გოგონას ბინა გამოუყვეს, ერთი შეხედვით, კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ რა ფასად? ყველა დანარჩენი ინვალიდობის მქონე ადამიანის დამცირების ფასად“.

რატი იონათამიშვილი:

„მიდგომები აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, რადგან მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და საზოგადოება ამა თუ იმ საკითხზე აზრს მედიის მეშვეობით იქმნის. მედია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად. ამდენად, მედიის მიზანმიმართულ და მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობას ჩვენი პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“.

რამდენიმე სიტყვა სიტყვაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ ტერმინებზე საბოლოო შეთანხმებისთვის მსოფლიოში ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა არსებობს ფორმულირებები, რომელთა გამოყენება შეურაცხმყოფელად არ ითვლება და - პირიქით - არის ისეთებიც, რომელთა გამოყენებაზე ხელი უნდა ავიღოთ, რათა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ვინმეს. ასეთი ტერმინების ჩამონათვალი კობა ნადირაძემ თავაზიანად მოგვაწოდა. მათი გაცნობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის დროის ფუჭად დახარჯვა ნამდვილად არ იქნება.

რატომ არ შეიძლება ასე ლაპარაკი?
რეკომენდაციები
როდესაც განსხვავებულ ადამიანებზე საუბრობთ ან წერთ:

გამოიყენეთ სიტყვები და ცნებები რომლებიც არ ქმნის სტერეოტიპებს

თავი აარიდეთ სიტყვებს და ცნებებს, რომლებიც ქმნის სტერეოტიპებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ინვალიდი ადამინი, რომელიც მოკლებულია თანაბარ შესაძლებლობას სოციალურ გარემოში.

ავადმყოფი, ხეიბარი, დასახიჩრებული, ნაკლიანი, დეფორმირებული, არასრულყოფილი, დეფექტური, ბეცი და ა.შ.

არაინვალიდი ან ინვალიდობის არ მქონე პირი - ჩვეულებრივი ტიპობრივი ადამიანი.

ნორმალური, ჯანმრთელი (შეზღუდულობის მქონე ადამიანთან შედარებისას)

ადამიანი, გადაადგილების არათანაბარი შესაძლებლობით, რომელიც იყენებს ეტლს.

ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული.

თანდაყოლილი ინვალიდობა, ბავშვობიდან ინვალიდი.

თანდაყოლილი დეფექტი, უბედურებადა ა.შ.

აქვს ბცდ (ბავშვთა ცერებრალური დამბლა).

იტანჯება ბცდ-თი

გადაიტანა პოლიომელიტი;
ინვალიდობა აქვს პოლიომელიტის შედეგად; ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ავადმყოფობა; გახდა ინვალიდი... შედეგად.

იტანჯება პოლიომელიტით,
პოლიომელიტის შედეგებით;
პოლიომელიტის მსხვერპლი

გონებადაქვეითებული ადამიანი (მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე).

ჩამორჩენილი, გონებრივად არასრულყოფილი

ბავშვი, შეფერხებული განვითარებით;
ბავშვი, რომელიც ნელა ითვისებს;
ადამიანი, შეფერხებული განვითარებით.

„მუხრუჭებიანი“, ჭკუასუსტი;
დებილი, დაუნი და ა.შ

ადამიანი დაუნის სინდრომით,ბავშვი (ბავშვები) დაუნის სინდრომით

„დაუნი“, „მონგოლოიდი“ და ა.შ.

ადამიანი ეპილეფსიით; ადამიანები, რომელთაც აქვთ ეპილეფსიის შეტევები.

ეპილეპტიკი, ბნედიანი

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები

გიჟი, ფსიხი და ა.შ.

უსინათლო, მხედველობა დაქვეითებული, ცუდი მხედველობის მქონე ადამიანი, სმენადაქვეითებული ადამიანი, ჟესტურენოვანი, სუსტი სმენის მქონე ადამიანი, ადამიანი (ბავშვი) სმენის ნარჩენებით.

ბრმა, თხუნელასავით ბრმა, სრულიად ბრმა, ყრუ-მუნჯი და ა.შ.

ადამიანი, რომელსაც აქვს სირთულე ვერბალურ ურთიერთობაში, ადამიანი, რომელსაც მეტყველებაში დაბრკოლება, სირთულე აქვს.

მუნჯი, ბლუ და ა.შ.

11 გენდერი

▲back to top


11.1 დედა ფუტკარი, მონანიე ცოდვილები და პროფესიონალი პოლიტიკოსები

▲back to top


ეკა აღდგომელაშვილი

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა მოძრაობის სამოქალაქო აქტივობის ხარისხი მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია. კონფერენცია-სემინარ-ტრენინგების ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც ძირითადად ერთი და იგივე სუბიექტები მონაწილეობენ და/ან თუნდაც აქცენტის გაკეთება ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობასა და გენდერულ საკითხებზე კომისების შექმნაზე, ისეთი პატრიარქალური ღირებულებების მქონე ქვეყანაში, როგორც საქართველოა, როგორც ჩანს, არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ საკითხის მარგინალიზაციას. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელისა და ფემინისტისათვის, ამ პრობლემასა და მისი დაძლევის გზებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ქალთა მოძრაობის სუსტი განვითარება პრაქტიკულად გამორიცხავს არა მხოლოდ პოლიტიკოსი ქალების რეკრუტირებას საზოგადოებრივი აქტივიზმიდან, არამედ ქალთა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების არტიკულირების შესაძლებლობასაც საჯარო სივრცეში.

უნდა ითქვას, რომ ცალკეული ქალი პოლიტიკოსების მიმართ მედია ყოველთვის იჩენდა მეტ-ნაკლებ ყურადღებას. მეორე საკითხია, როგორ ხდებოდა პოლიტიკაში მონაწილე სუბიექტების გენდერული მარკირება. ეს ეტაპი მეტ-ნაკლებად გავიარეთ და მაია ნადირაძის კარტოფილის ღვეზელის რეცეპტი და ნაზი არონიას წავის ქურქის ფასი დღეს უკვე ყვითელი პრესის ინტერესის საგანია. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი წინასაარჩევნო მარათონი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მედიაში კანტი-კუნტად, თუმცა მაინც დაიწყო საუბრები ზოგადად ქალთა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვანებასა და საჭიროებაზე. ცხადია, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ პარტიებთან მრავალწლიანი მუშაობის გარდა, ამ საკითხით მედიის დაინტერესებას და საჯარო დისკუსიების პროვოცირებას (მოკრძალებული მასშტაბებით, მაგრამ მაინც) ხელი შეუწყო ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილმა ახალმა პოლიტიკურმა სუბიექტმა „ქალთა პარტიამ“.

წინასაარჩევნო მედიის მიმოხილვამდე სურათის უკეთ წარმოსაჩენად სტატისტიკას მოვიშველიებ. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 12 პარტიიდან და ბლოკიდან ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა შეძლო. თუ წინასაარჩევნო პარტიულ სიებში ქალები საერთო რაოდენობის 28 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილნი, კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო გენდერული დისბალანსი მაჟორიტარ კანდიდატთა შორის - 12%25. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 4 ივლისს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, 150-კაციან პარლამენტში სულ 9 ქალია (6%25). მათ შორის 8 პროპორციული წესითაა არჩეული, მაჟორიტარი კი ერთია. ქვეყნისათვის, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტს ქალები შეადგენენ, ამგვარი თანაფარდობა საკმაოდ არაადეკვატურია. თუ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გადავავლებთ თვალს, მოვლენათა განვითარების დინამიკა ნაკლებად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს (1992 წ. - 5%25, 1995 წ. - 5,8%25, 1999 წ. - 6,8%25, 2004 წ. - 9,3%25).

0x01 graphic

მიზეზები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალების აქტიურ ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში, სხვადასხვაა - არსებული საარჩევნო კანონმდებლობიდან დაწყებული საზოგადოებაში არსებული ტრადიციული გენდერული სტერეოტიპებით დამთავრებული. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე“ საუბრისას, პოლიტიკურ აქტივობას რომ ნამდვილად არ გულისხმობს, ეს ამ სტატისტიკიდანაც ჩანს.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ ცოდვილ დედამიწას სრული დემოკრატია მხოლოდ ერთხელ მოევლინა და ისიც ძალიან ცოტა ხნით. დიახ, ეს მაშინ იყო, როცა უფალმა უარყო უკუნი, ჰქმნა ნათელი, მოზილა მტვერი, შთაბერა სული და უთხრა მას: აჰა, ადამ, მიდექ-მოდექ, გაიარ-გამოიარე, ილაპარაკე რამდენიც გინდა, მთელი დუნია შენ გეკუთვნის, თავში ქვაც გიხლიაო... უფალი დათმობაზე წავიდა, როგორც კი ადამს ჩაეძინა, ფერდიდან ერთი ნეკნი გამოუღო და შექმნა ქალი, ანუ ევა, რომელმაც (ეს უკვე თქვენც იცით) დემოკრატიასა თუ სიტყვის თავისუფლებას დედა უტირა.

ასე იწყებს თავის სტატიას თუ ფელეტონს „ალიას“ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. ერთკაციან დემოკრატიაზე მეოცნებე ჟურნალისტის თავისუფალი ვარიაციები ბიბლიურ თემაზე იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ავტორი ზოგადად ქალების პოლიტიკური აქტივობის შეფასებას ახდენს. იმის საჩვენებლად, თუ როგორ აგრძელებენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები (ნინო ბურჯანაძე, მაია ნადირაძე, ელენე თევდორაძე) სამოთხეში ევას მიერ დაწყებულ საქმეს, სტატიის ავტორი საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართავს: ახდენს ქ-ნ ელენე თევდორაძის ნათქვამის საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციას:

ელენე თევდორაძე: ისე, ევროპა გონს მოეგოს... (რუსეთი) აშანტაჟებს არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს... ევროპამ ამას უნდა უპასუხოს თავისი აბსოლიტურად ნათელი პასუხით, იმიტო, რო რაც უფრო იქნება შეშინებული ევროპა, მით მეტ შანტაჟს მოუწყობს რუსეთი მათ. ავტორი იქვე ქართულად უთარგმნისმკითხველს ელენე თევდორაძის სიტყვებს: გონს მოდი, ბებერო ევროპავ, შე გამოუსწორებელო ძუკნავ. გონს მოდი-მეთქი, თორემ რუსეთი კიდევ არაერთხელ გაგაუპატიურებს! ...დღეს სტრასბურგში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც ჩადის და გაბოროტებულ ქართველ ქალებს შეუძლიათ შეკითხვებიც დაუსვან. იმედია, ელენე თევდორაძე თავს შეიკავებს და ქალბატონ მერკელს ბოზანდარას არ უწოდებს...

სტატიაში მოყვანილ სხვა „ბოზანდარულ“ პრაქტიკებზე საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ საერთო შეფასებით, ქალების პოლიტიკაში მოსვლას სტატიის ავტორი, ჩემთვის გაუგებარი ლოგიკის წყალობით, საფრთხედ მიიჩნევს „დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისათვის“ (გაზეთი „ალია“, .№45, 15-16 აპრილი. გელა ზედელაშვილი. „გონს მოდი ბებერო ევროპავ, შე გამოუსწორებელო ძუკნავ...“).

შედარებით კორექტული ფორმითაა გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ქალთა პოლიტიკური აქტივობისა და კვოტირების საკითხის მიმართ ნინო ლოლაძის სტატიაში „პოლიტიკოს ქალებს პოლიტიკოსების ქალები სჭარბობენ“:

დღეს ქართულ პოლიტიკაში ქალები საკმაოდ აქტიურობენ, თუმცა მათ შორის თავისი გავლენით ძლიერ ფიგურას ნაკლებად ვხედავთ. თითოეულ პარტიაში მხოლოდ თითოოროლა ქალია, ვისაც მამაკაცები, შესაძლოა, აზრს დაეკითხონ....

სხვათა შორის, მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოშიც, ქალები ბევრ შემთხვევაში არაპირდაპირ მონაწილეობენ კიდეც ქვეყნის მართვაში. თუმცა ამის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ეს ქალები არიან ან ცოლები, ან დედები, ან, სულაც - საყვარლები“.

როგორც ჩვენს ჟურნალისტებს სჩვევიათ, არც ამ სტატიაშია დაცული ბალანსი და რესპონდენტები, ვინც კვოტირების შესახებ გამოთქვამს აზრს, სტატიის ავტორის შეფასებას იზიარებენ:

პოლიტიკა ავტობუსი არ არის და ქალისთვის ადგილის დათმობა არ ღირს. ქალმა საკუთარი ადგილი თავად უნდა მოიპოვოს, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე - როგორც კი ვიტყვით, ქალებს ადგილი უნდა დავუთმოთ, ეს უკვე შეურაცხყოფაა. ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცით არასრულფასოვანია ქალი და თუ ადგილი არ დაუთმე, ისე თავისას ვერ მიაღწევს. ეს რომ არასწორი წარმოდგენაა, გვიჩვენებს როგორც მსოფლიო ისტორია, ისე - საქართველოს წარსულიც. უბრალოდ, დრო უნდა იმას, რომ ქალმა თავის თავში იგრძნოს ის თავდაჯერებულობა, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას სჭირდება.

პოლიტიკა რომ ავტობუსი არაა და მით უმეტეს, მხოლოდ მამაკაცებისათვის განკუთვნილი ტრანსპორტი, ამას მგონი კვოტირების მომხრეები უკეთ ხვდებიან. საქმე ისაა, რომ ამგვარი მიდგომა აპრიორი უგულებელყოფს იმ არათანაბარ წინასასტარტო პირობებს, რომელშიც ქალები და კაცები იმყოფებიან: მაგ., პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესში არსებული გენდერული განსხვავებები, რომელიც თავის მხრივ, განაპირობებს ქალის პოლიტიკაში მოსვლის დაბალ მოტივაციას; როგორც მატერიალური, ისე არა-მატერიალური რესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობა ქალებისა და მამაკაცებისათვის, რაც ზღუდავს ქალი პოლიტიკოსების შესაძლებლობებს; შიდაპარტიული დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლის წყალობითაც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საპასუხისმგებლო პოსტებზე და, როგორც წესი, პარტიული სიის ბოლოში არიან მოქცეულები; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რომელიც გავლენას ახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე თანაბარი პირობების შემთხვევაშიც კი არჩევანი მამაკაცი პოლიტიკოსის სასარგებლოდ გააკეთოს და ა.შ.

სტატიის ავტორის მიერ შერჩეული კიდევ ერთი რესპონდენტი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საერთოდ გამონაკლისად მიიჩნევს ქალებში „გონითის და გრძნობელობითის ერთნაირი სიძლიერით მოცემულობას“ და ამით ხსნის ქალების სიმცირეს პოლიტიკაში:

პოლიტიკური თამაშის წესებში თვითონ წესების უგულებელყოფაა წესი. ეს ქალისთვის პრობლემაა. ქალი ვერ მანევრირებს, კარგავს თავის ბუნებას. იმ ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში მოღვაწეობენ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. მათ გააჩნიათ პოლიტიკური ხედვა. როგორც ილია იტყოდა, ეს ქალები არიან დედაკაცები. ანუ, ამ ქალებში რაციონალური და ირაციონალური ძლიერად არის მოცემული. ეს უნარი ქალში, გონითი და გრძნობელობითი ერთნაირი სიძლიერით რომ იყოს მოცემული, იშვითობაა. ამიტომ ქალები იშვიათად არიან პოლიტიკაში და ჭეშმარიტი პოლიტიკოსები კი, კიდევ უფრო იშვიათად არიან.

პოლიტიკაში ჩართული ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც ბიოლოგიურად დეტერმინირებული გენდერული როლიდან ამოდის, მაქსიმალურად ერიდება ამგვარ გადედაკაცებას. საჯარო/პრივატული სფეროების განაწილება სქესის მიხედვით აიძულებს მათ ლიდერობის სურვილი, რომელიც მამაკაცურ თვისებად მიიჩნევა, მაქსიმალურად „შეფუთონ“ საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმებში, ან უბიძგებს მათ დათმონ პოლიტიკური ამბიციები, ძლიერ პარტიას შეაფარონ თავი და ამ გზით გაზარდონ პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამ ტიპის პოლიტიკოსი ქალები, ერთი მხრივ, შეიძლება ორიენტირებულნი იყვნენ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც გავლენას მოახდენს ქალთა მდგომარეობაზე, მაგრამ, იმავდროულად, როგორც წესი, ნაკლებად ცდილობენ განავრცონ ტრადიციული მიდგომები ქალთა საკითხისადმი.

შედარებით აქტიური პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც, ერთი მხრივ, აკრძალულ საჯარო სისტემაში იჭრებიან და იმავდროულად ცდილობენ შეინარჩუნონ პატრიარქალური კულტურისათვის მისაღები იმიჯი (რათა არ დაკარგონ ქალურობა), პოლიტიკური ამბიციების გასამართლებლად საკუთარ აქტივობას საზოგადოებისათვის სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვის მოთხოვნილებით ხსნიან. იზიარებენ რა გავრცელებულ თეზისს, რომ ქალური პოლიტიკა სოციალურადაა ორიენტირებული, რაც დაადასტურა მსოფლიო გამოცდილებამ, ამ ტიპის პოლიტიკოსები ცდილობენ შეესაბამებოდნენ ტრადიციულ მოლოდინებს და არ ითხოვენ იმაზე მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ამის საშუალებას გენდერული სისტემა აძლევს. მათი საარჩევნო პოლიტიკა მშვიდია და გაწონასწორებული, რათა არ გააღიზიანონ მამაკაცი ამომრჩევლები. მათ რიტორიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება სიტყვათშეთანხმებები ქალი - და, ქალი - ერთგული მეუღლე, მზრუნველი დიასახლისი და ა.შ.

ქვეყნისათვის რთულ პერიოდში ქართველმა ქალებმა საკუთარ მხრებზე იტვირთეს მძიმე ფუნქცია. თავის დროზე მეც ამიტომ მომიწია ბიზნესში ჩართვა და მოხარული ვარ, რომ ქალების ეს კეთილშობილური აქტივობა ფასდება. საქართველოში ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს უჭირს და ეს ყველაზე ზუსტად ქალებმა ვიცით. ქალი ხომ დედა და მეუღლეა...

...იქ საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სალაპარაკოდ მისვლას არ ვაპირებ... კონსტრუქციულ, საქმიან პარლამენტში ჩემი თავი წარმომიდგენია დედაფუტკრის მდგომარეობაში (რუსუდან კერვალიშვილი. კვირის ქრონიკა, №16, 21-27 აპრილი).

საერთო ისტერიამ, რომლის ფონზეც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მთავარ სტრატეგიად ამომრჩევლებისთვის სხვაზე მეტად „პროუფლისტურობის“ მტკიცება იქცა, ქალი-პოლიტიკოსის კიდევ ერთი იმიჯის შექმნას შეუწყო ხელი. მონანიე ცოდვილი, რომელიც აღიარებს საკუთარი ქცევის შეუსაბამობას ეკლესიის შეხედულებასთან ქალის როლისა და ადგილის შესახებ საზოგადოებაში, „უცხოს“ იდეალურ კონსტრუქტს ქმნის:

მინდა თქვენი პირველი კითხვით დავიწყო: ქალი პოლიტიკაში უფრო უკეთესი არჩევანია თუ მამაკაცი პოლიტიკაში. თემა თავისი შინაარსიათა და სპეციფიკით ცოტა სახიფათოც კი შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი პოზიციის გამო, შეიძლება მამაკაცი ამომრჩეველი დაგვაკარგვინოს, მაგრამ მაინც გავბედოთ და ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ... დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც ერთი თქვენთაგანი, მართლმადიდებელი აღმსარებელი, უპირობოდ ვიღებ ფორმულას, ფრაზასა და მტკიცებულებას, რომ კაცი არის თავი და ქალი მას უნდა მორჩილებდეს. მეც კი, ქალი, რომელსაც მიმაჩნია, რომ ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი, აქტიური და ა.შ., უპირობოდ ვიღებ ამ ფრაზას და ამ განმარტებას. (ეკა ბესელია. გადაცემა ტაბუ. 07.05.08).

ქალი პოლიტიკოსის კიდევ ერთი იმიჯი, რომელიც ჩვენთან არსებობს, გენდერულად ნეიტრალურ პოზიციას გულისხმობს. ამ ტიპის ქალი პოლიტიკოსები აქცენტს პროფესიონალიზმზე აკეთებენ და, როგორც წესი, ან თავს არიდებენ ქალთა პრობლემების ცალკე საკითხად გამოყოფას და მასზე საუბარს, ან მეორეხარისხოვნად თვლიან მათ („არა მგონია, რომ საქართველოში ეს საკითხი მწვავედ იდგეს, თუმცა, უდავოდ, არსებობს“. - ნინო ბურჯანაძე). ვინაიდან ქალის პოლიტიკური მონაწილეობა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, ამიტომ მათი მაგალითი არ გამოდგება სხვა ქალების ცხოვრებისეული თვითრეალიზაციისათვის.

პროფესიონალ პოლიტიკოს ქალთა ამ ტიპისათვის დამახასიათებელია იმის მტკიცება, რომ ქალისათვის პროფესიული პოლიტიკური კარიერა არატიპურია. იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან საკუთარ განსაკუთრებულობასა და როლს, ისინი აუცილებლად თვლიან ამტკიცონ სტერეოტიპული გენდერული ნორმების ურყევობა სხვა დანარჩენი ქალებისათვის („მიმაჩნია, რომ ქალი საქართველოში ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო, თუ ის დიასახლისია, სულაც არ ნიშნავს, რომ დაჩაგრულია. ვერ ვიტყვი, რომელია უკეთესი, ოჯახი თუ პოლიტიკა - მათ შორის უკეთესი ან უარესი არ არსებობს“. - ფიქრია ჩიხრაძე).

საკითხის მიმართ გენდერულად ნეიტრალური მიდგომა აქვს თინა ხიდაშელსაც. არსებული რთული სტრუქტურული თუ სიტუაციური ბარიერების დაძლევის მთავარ სტრატეგიად ის მაღალ პროფესიონალიზმსა და პოლიტიკური მოკავშირეების ძიების გზას მიიჩნევს და ეწინააღმდეგება კვოტირების სისტემის შემოღების საჭიროებას. თუმცა, სხვა „პროფესიონალი“ ქალი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, თავს არ არიდებს ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებასა და არგუმენტირებას:

იმ ქალებმა, რომლებიც უკვე არიან პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიაში... უნდა გააჩინონ მოტივაცია, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და არა სქესი... პოლიტიკაში მნიშვნელობა არა აქვს, ქალი ხარ თუ კაცი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პრინციპულობა. მთავარი ის კი არაა პარლამენტში ვინ იქნებიან, ქალები თუ კაცები, არამედ - გონიერება, წესიერება... ქალების სასარგებლოდ ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ ხოლმე, როგორც წესი... (თინა ხიდაშელი. თოქ-შოუ ტაბუ, 07.05.08).

ზემოთ ჩამოთვლილი იმიჯის მატარებელი ქალი პოლიტიკოსები, იმისდა მიუხედავად, აღიარებენ თუ უარყოფენ საკუთარ განსხვავებულობას, უარს ამბობენ ქალების, როგორც სპეციფიკური ჯგუფის, ინტერესების გამოყოფაზე. ცხადია, მათი პოლიტიკური კარიერისათვის უფრო მნიშვნელოვანია არა ჯგუფური, არამედ ზოგადსამოქალაქო ინტერესები. შედეგად, ქალებისათვის აქტუალური საკითხები დღემდე იგნორირებულია.

ქალები ზოგადად პოლიტიკაში და მით უმეტეს მაღალი რანგის თანამდებობებზე ფაქტობრივად არ არიან. ან თუ არიან, ძირითადად ისეთები, რომლებიც თავად ჩვენ, ქალებს არ მოგვწონს და რომლებიც ქალური სოლიდარობის პრინციპით არ მოქმედებენ ანუ არ თამაშობენ ქალური თამაშებით. გამოდის, რომ ქალი აბსოლუტურად გამოთიშულია საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მაშინ, როცა ყველა სხვა დონეზე ქალი გადამწყვეტ როლს ასრულებს (ლია მუხაშავრია. საინფორმაციო ბიულეტენი ქალი და პოლიტიკა. მარტი, 2008).

„ქალთა პარტია“, რომელიც სწორედ არჩევნებისწინა პერიოდში შეიქმნა, ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ზემოაღნიშნული სტრატეგიების საპირისპიროდ აქცენტს სწორედ განსხვავებულობაზე აკეთებს და საქართველოში პოლიტიკური სივრცის თვისებრივი ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

ნაკვლევია, რომ, თუ ქალი და მამაკაცი პოლიტიკოსები განსხვავდებიან მათი ძირითადი ღირებულებების მიხედვით, პოლიტიკის პრიორიტეტების და საკანონმდებლო სტილის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში თუ პარლამენტი გადადის არაბალანსირებულიდან ტიტულიროვან ჯგუფისკენ ან დაბალანსებულისკენ, ადგილი ექნება ტრანსფორმაციას ინსტიტუციონალურ კულტურაში, პოლიტიკურ დისკურსში და პოლიტიკურ დღის წესრიგში (გუგული მაღრაძის სიტყვა ქალთა პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე).

„ქალთა პარტიის“ შექმნას არაერთგავაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა დაახლოებით ისეთივე შინაარსის იყო, როგორიც ბ-ნ რამაზ საყვარელიძის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ „ქალებს პოლიტიკა და ავტობუსი ერთმანეთში ერევათ“, მცირე ნაწილი - ქედმაღლურ-შემწყნარებლური:

გუგული მაღრაძეს რაც შეეხება, იგი ჩვენი პარტიის წევრი იყო და დიდი ხანია ვიცნობ.... ახლა ქალთა პარტია დააფუძნა, რაც, ჩემი აზრით, მისაღები და მომხიბლავი იდეა იყო. თვალს თუ გადავავლებთ მათ წევრებს, დავრწმუნდებით, რომ ამ ადამიანებს ქვეყნისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ, მაგალითად, ადვოკატ ლია მუხაშავრიას... ქალთა პარტიის წევრები როცა აქ მოდიან, განცვიფრებული ვარ მათი აქტიურობითა და საზოგადოებრივი აზროვნებით. (აკაკი ასათიანი)

დამეთანხმებით, ისეთი მრავლისმნახველი პოლიტიკური ფიგურის განცვიფრება და მოხიბვლა „აქტიურობითა და საზოგადოებრივი აზროვნებით“, რომელიც კონდოლიზა რაიზს „იმ შავ ქალად“ მოიხსენიებს, არცთუ ისე ადვილი საქმეა; კიდევ უფრო ძნელი მისაღწევია ასეთ პოლიტიკოსთან პოლიტიკურ ალიანსში შესვლა და მასთან ბლოკში გაერთიანება!

თუმცა, ამგვარი პარადოქსები უცხო არაა ქართულ პოლიტიკური სპექტრისათვის. „ახალი მემარჯვენეები“ ერთ-ერთია იმ სამი პარტიიდან, რომლებსაც ცალკე აქვთ ქალთა კლუბი ჩამოყალიბებული და „აქცენტს იღებენ ქალთა მომზადებაზე პოლიტიკაში მოსასვლელად, პოლიტიკურ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“ (ქალთა ორგანიზაციები აქვთ „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“). თუმცა რამდენად შეესაბამება დეკლარირებული პრინციპები რეალობას, კარგად ჩანს საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადებული საარჩევნო სარეკლამო რგოლიდანაც, რომელშიც მხოლოდ ხორუმის მოცეკვავე მამაკაცები ჩანდნენ, კადრს მიღმა კი მამაკაცის ხმა ომახიანად მოუწოდებდა ამომრჩეველს ხმის მისაცემად: „თქვენი ხმები გვჭირდება, ძმებო!“ ქალი ამომრჩეველი, რომელიც ელექტორატის 53%25-ს შეადგენს, ალბათ, რეკლამის დამკვეთსაც და შემსრულებელსაც „ბუნებრივად“ გამორჩათ მხედველობიდან.

პარტიაში ქალების რიცხვით ჯერჯერობით „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ლეიბორისტული (შრომის)“ პარტია ლიდერობენ. თუმცა ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის აუცილებლობაზე დღეს ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. რაც შეეხება მიზნის მისაღწევ სტრატეგიებს, ამაზე უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ამ თვალსაზრისით, ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, გენდერული კვოტების შემოღების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. „ქალთა პარტიის“ გარდა, პოლიტიკური სპექტრის არცერთი წარმომადგენელი მისაღებად არ თვლის კვოტირების პრინციპს როგორც გენდერული დისბალანსის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებას. კვოტირების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი პარლამენტში არაპროფესიონალი კადრების შედინების საშიშროებაა. პროფესიონალებს მოძებნა და წახალისება სჭირდებათ, არაპროფესიონალებს მომზადება, ყოველივე ამას კი - პოლიტიკური ნება და ძალაუფლების გადანაწილების რეალური სურვილი. ისე კი, ჩვენი პარლამენტის შემადგენლობას პროფესიონალურობის თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, ამგვარი შიში ცოტა გაზვიადებული მეჩვენება.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე „ტაბუმ“ ცალკე გადაცემა მიუძღვნა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. კითხვებს, რომლებიც გადაცემაში დაისვა - არიან თუ არა ქალები საჭირო ოდენობით წარმოდგენილი პარლამენტში? თუ არა, რა არის იმისთვის საჭირო, რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და რა შეიძლება შეცვალოს ქალის მოსვლამ პოლიტიკაში? - წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული ქალი კანდიდატები პასუხობდნენ.

მოწვეული სტუმრებიდან რუსუდან კერვალიშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც საერთოდ უარყოფს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემის არსებობას:

„მე საერთოდ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ქალი არის რაიმე დისბალანსში საქართველოში. ვერ წარმომიდგენია... საქართველო ის ქვეყანაა სადაც ლეკვი ლომისა სწორია და ესე იყო ეს ყოველთვის... იმ ქვეყანაში, სადაც ქეთევან წამებულის კულტია, სადაც წმინდა ნინო არის განმანათლებელი ქვეყნის. ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალისაგან მიიღეს განმანათლებლობა... ქვეყანაში, სადა თამარ-მეფე მართავდა ქვეყანას...“

გადაცემის მონაწილე ქალი კანდიდატებისათვის, გუგული მაღრაძის გამოკლებით, მიუღებელია კვოტების შემოღება. კვოტირების საჭიროება/აუცილებლობის არგუმენტირება კრიტიკული მასის თეორიით და მისი გამყარება სკანდინავიური ქვეყნების გამოცდილებით, როგორც ჩანს, არასაკმარისად მიიჩნევა ჩვენს რეალობაში. საკუთარი პოზიციებისა და მოსაზრების ლეგიტიმაციისათვის პატრიარქის გამონათქვამებისა და რელიგიური დოგმების დამოწმება ქართველი პოლიტიკოსებისთვის რომ ნორმად იქცა, არ ახალია, თუმცა, ჩემთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა კვოტირების აუცილებლობის ამგვარი ინტერპრეტაცია:

რაც შეეხება რელიგიას... ახლახანს უწმინდესმა თქვა, რომ ზუსტად, ოჯახი როცა იქმნება, მამაკაცმა უნდა იმეფოს და ქალმა უნდა იდედოფლოს. და აი ზუსტად, ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, რომ შევძლოთ... მამაკაცმაც და ქალმაც, შევძლოთ ეს ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე და არა იმისთვის, რომ ქალმა წაართვას ძალაუფლება მამაკაცს და ან მამაკაცმა არ დაუთმოს მას ძალაუფლება.... (მაია კუპრავა-შერვაშიძე).

ნიშანდობლივია, რომ იმ გადაცემის შეფასება, რომელიც ქალთა პოლიტიკური აქტივობის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა და მასში უკვე შემდგარი პოლიტიკური ლიდერი ქალები და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას, გადაცემის წამყვანმა მაინცადამაინც მამაკაცს სთხოვა. ყოველივეს მიუხედავად, თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დისკუსიები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და საამისო სტრატეგიების შემუშავების შესახებ მედიის წყალობით საჯარო ხასიათს იღებს.

ისე კი, არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს: წაგების შემთხვევაშიც კი ისინი საჭირო გამოცდილებას და ერთგვარ, თუნდაც სიმბოლურ, პოლიტიკურ კაპიტალს იძენენ, რაც დადებით გავლენას ახდენს მათ პოლიტიკურ თვითდამკვიდრებაზე. საინტერესოა როგორ გამოიყენებს ამ სიმბოლურ კაპიტალს „ქალთა პარტია“ და რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დეკლარირებული პრინციპების განსახორციელებლად.

12 სტუდენტის გვერდი

▲back to top


12.1 თავისუფალი ჟურნალისტიკა*

▲back to top


„თუკი ოდესმე გაუმჯობესდება კაცობრიობის მდგომარეობა, ფილოსოფოსები, თეოლოგები, კანონმდებლები, პოლიტიკოსები და მორალისტები აღმოაჩენენ, რომ პრესის რეგულირება არის ყველაზე რთული, სახიფათო და მნიშვნელოვანი იმ საკითხთა შორის, რაც ოდესმე მათ გადაუწყვეტიათ“.

ჯონ ადამსი

ანა ვაჩნაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მესამე კურსის სტუდენტი ჟურნალისტიკის მიმართულება

„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს მოქალაქეს, იქონიოს ადეკვატური შეხედულება და კრიტიკული აზრი იმ საზოგადოების მდგომარეობაზე, რომელშიც ის ცხოვრობს და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მას მართავს“1.

ინფორმაციის მიღების უფლება გამოხატვის თავისუფლებიდან იღებს სათავეს, რომელიც მრავალი საერთაშორისო აქტით არის აღიარებული. 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

ერთ-ერთი სწორედ გამოხატვის თავისუფლება იყო თავისუფლების საყოველთაოდ ცნობილ იმ ოთხ პრინციპს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წინ, 1941 წლის იანვარში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა მომავალი მსოფლიო წესრიგის საყრდენ ფასეულობებად დაასახელა.

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესში უმთავრესი მისია მედიას ეკისრება. ეს მისია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ტექნოლოგიების განვითარებამ ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას შეუწყო ხელი, ამან კი საზოგადოება სამოქალაქო უფლებების ცოდნით აღჭურვა და შესაბამისად გაზარდა მისი წილი სახელმწიფოს მართვის პროცესში.

ინფორმაცია გახდა მძლავრი იარაღი რიგითი მოქალაქის ხელში, რათა კონტროლი გაუწიოს თავის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმიანობას და იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცავად. ამის გამო თავისუფალი მედიის არსებობა პლურალისტური საზოგადოების აუცილებელი ელემენტი გახდა. პრესის თავისუფლება (ამ გამოთქმას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყენებდა ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი) არის „დაცვის გადამწყვეტი საშუალება კორუფციული და ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ“. მართლაც, პირველი, რასაც ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმები ძალაუფლების განმტკიცებისთვის აკეთებდნენ, მედიის თავისუფლების შეზღუდვა იყო.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმთავრესი მისია ის არის, რომ ხელი შეუწყოს აზრთა სხვადასხვაობის წარმოჩენას და თანაბრად გააშუქოს ყველა განსხვავებული აზრი თუ მიდგომა ნებისმიერი საკითხის მიმართ, საზოგადოებას კი დაუტოვოს თავისუფალი არჩევანი დასკვნების გამოსატანად და საკუთარი ხედვის ჩამოსაყალიბებლად. „მე არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს, მაგრამ თავს გავწირავ თქვენი უფლებისათვის, რათა გამოხატოთ ისინი“ (ვოლტერი) - დაახლოებით ამგვარი უნდა იყოს თავისუფალი მედიის მოქმედების ამოსავალი პრინციპი, რითაც იგი განამტკიცებს თავის უმთავრეს ფუნქციას - პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

თავისუფალი მედიის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი მისია ხელისუფლების კონტროლია. მას დასავლეთში „მეთვალყურე ძაღლის“ (watchdog) ფუნქციასაც უწოდებენ. მედია სწორედაც რომ დარაჯად უნდა უდგეს იმ უზარმაზარი ძალაუფლების მართებულად გადანაწილების და ამოქმედების პრინციპს, რომელიც ხელისუფლების სამი შტოს ხელშია მოქცეული, ვინაიდან „ძალაუფლების სიტკბო მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაშია“ (პოლ ვალერი), ნამდვილად დემოკრატიული და თუნდაც იდეალს ყველაზე მიახლოებული ხელისუფლებაც ამ ცდუნების წინაშე დგას, მედიამ კი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მას ლაგამი უნდა ამოსდოს და კორუფციისა და ტირანიისკენ სწრაფვის გზაზე სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას. ამ ურთულესი მისიის შესრულებისათვის დღესდღეობით თავისუფალ და მიუკერძოებელ მედიას ნამდვილად შესწევს ძალა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაცია მეტად მძლავრი იარაღია. სწორედ ამ იარაღის ფლობის გამო უწოდებენ ჟურნალისტიკას „მეოთხე ხელისუფლებას“.

თავისუფალ მედიას რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, ეს ცხადია, მაგრამ საინტერესოა, რა მოიაზრება თავად მედიის თავისუფლებაში და ექცევა თუ არა ეს ცნება რაიმე ჩარჩოების ფარგლებში?! მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფალი ჟურნალისტიკა გულისხმობს ობიექტური, ზუსტი, მიუკერძოებელი და ეთიკური სტანდარტების დაცვით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, იდეათა გაცვლის (და არა თავს მოხვევის) ხელშეწყობას; ანუ ეს არის ჟურნალისტიკა, რომლისთვისაც „ფაქტი წმინდაა, კომენტარი კი - თავისუფალი“, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი უმთავრესი პრინციპი: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, მედიასაც ეხება, ამიტომ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებათა მფლობელებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ, რათა მათ თავიანთი საქმიანობის პროცესში სხვათა უფლებები არ შელახონ. ეს კი ისეთი სამართლებრივი სისტემის შექმნას მოითხოვს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მეარსებობას, მეორე მხრივ კი, ზედამხედველობას გაუწევს მედიის საქმიანობას ობიექტურობის, სამართლიანობისა და ეთიკის ნორმების დაცვის მიზნით.

მედიის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, იგი გარკვეულ შემთხვევებში სამართლებრივი ნორმებით იზღუდება და ეს ასეც უნდა იყოს. კანონმდებლობა შეიძლება შეიცავდეს როგორც შეზღუდვებსა და, შესაბამისად, სანქციებს, ასევე რიგ გარანტიებსაც, ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებას. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეათე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით უნდა იყოს აკრძალული ნებისმიერი მოწოდება ომისაკენ. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოებული ომების ინსპირირებაში საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა მედიას დააკისრა, რომელიც ომის, შუღლისა და ეთნიკური წმენდის პროპაგანდას ეწეოდა. 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს, რამაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძირითად დამნაშავედ რადიო Mille Colline-ს პროგრამები ცნეს. კრიზისის დასრულების შემდეგ საომარი მოქმედებების წაქეზებაში პასუხისმგებელ ჟურნალისტთა უმრავლესობა დააპატიმრეს.

ამასთანავე მედიას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს, ისტორიულ-კულტურული ტრადიციებით შექმნილ სივრცეში უხდება ფუნქციონირება. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთაგან განსხვავებით, მედიის მუშაკებს საზოგადოება არ ირჩევს, შესაბამისად ისინი არ არიან უშუალოდ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან არ იღებენ მისგან მატერიალურ საზღაურს საკუთარი საქმიანობისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მედიის პროდუქცია ყიდვა-გაყიდვის საგანს წარმოადგენს, იგი ავტომატურად ექცევა საბაზრო ურთიერთობების სფეროში, რაც, გარდა ზოგადეთიკური განზომილებებისა, პროფესიული ეთიკის ჩანასახებსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე, მედიის საქმიანობა პროფესიული ეთიკითაც რეგულირდება. არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა მიმართაც იდენტური დამოკიდებულება აქვს როგორც კანონს, ასევე პროფესიულ ეთიკას, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ეთიკური შეზღუდვები, რომელთა დარღვევისთვის სანქციებს კანონი არ ითვალისწინებს. ამიტომ ჩნდება პროფესიული ეთიკის ნორმების კანონმდებლობით გამყარების „ცდუნება“, თუმცა ამას გარკვეული ფაქტორები ეღობება წინ.

მედიაზე სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ცენზურისა და თვითცენზურისაგან. ცენზურა გულისხმობს, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ მთავრობის ან ზემდგომი ავტორიტეტული ფიგურის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი, როგორც ეს სოციალისტური ბანაკის ქვეყანაში ხდებოდა ცივი ომის დასრულებამდე. თვითცენზურაში კი მოიაზრება ჟურნალისტის ან მედიამფლობელის პოლიტიკური თუ სხვა კერძო ინტერესების გათვალისწინება და აუდიტორიის ინფორმირების პროცესში ამის შესაბამისად მოქმედება.

როგორც ვხედავთ, თავისუფალი მედია დღეს მრავალი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. აქ კვლავაც უნდა აღინიშნოს ტექნოლოგიური წინსვლის, როგორც მედიის თავისუფლების ხელშემწყობი ფაქტორის, მნიშვნელობა. ინტერნეტი ჟურნალისტიკას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მსოფლიო აბლაბუდას ქსელში ნებისმიერ ჟურნალისტსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია სრულიად ანონიმურად ისეთი ინფორმაცია გამოაქვეყნოს, რაც სხვა მედიასაშუალებების ფორმატში შეიძლება ვინმეს გაეკონტროლებინა. მართალია, მედალს მეორე მხარეც აქვს და ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაცია ნაკლებად სანდო და დამაჯერებელია, ვიდრე სხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული, ჟურნალისტის მიერ გადამოწმებული, პროფესიული სტანდარტების მიხედვით დამუშავებული მასალა, მაგრამ თავისუფლების ხარისხის მხრივ ინტერნეტი უნიკალურ პერსპექტივებს უსახავს ჟურნალისტიკას.

___________________

* ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცხადებული სტუდენტური მედიაკონკურსის პუბლიკაცია

1. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოთა მიმართ ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის თაობაზე.

12.2 ჟურნალისტი შებოჭილია*

▲back to top


თამთა ნაჭყებია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მესამე კურსის სტუდენტი ჟურნალისტიკის მიმართულება

კითხვაზე - რა არის თავისუფლება? - პასუხი ყველას აქვს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ერთდროულად სწორიც არის და არასწორიც. თავისუფლების ერთი კონკრეტული განმარტება არ არსებობს და ალბათ არც არასდროს იარსებებს.

თუმცა დაახლოებით: „თავისუფალი ადამიანი - საკუთარი არსების იმდენად დამმორჩილებელი, რომ თავისუფალი“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა შეეძლოს. მასმედია საკუთარ თავისუფლებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებისგან შედგება. ანუ ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთისგან გაარჩიონ კარგი და ცუდი. არჩევანს კი, რა თქმა უნდა, კარგის სასარგებლოდ აკეთებენ...

მაგრამ მედიას ხომ არა აქვს უფლება ზედსართავი სახელებით ილაპარაკოს? ჟურნალისტი სტატიის ან სიუჟეტის მომზადების დროს პიროვნება არ არის, მან საზოგადოებას უბრალოდ სხვისი პოზიციები უნდა გააცნოს.

არც თუ მარტივი საქმეა. განსაკუთრებით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ თვრამეტი წლის წინ გათავისუფლდა საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან, სამოქალაქო ომი, რევოლუციები და ათასგვარი „უბედურება“ გადაიტანა. ქვეყანაში, სადაც თხუთმეტი წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა, რას და როგორ წერდა და ამბობდა მედია, ძნელია მოითხოვო მედიაეთიკის სტანდარტების სრულყოფილად დაცვა. ქართულ ჟურნალისტიკას არა აქვს დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, არ იცის, როგორ დაიმორჩილოს საკუთარი არსება ისე, რომ იყოს თავისუფალი.

მედიამ ხალხის ხმა ხელისუფლებას უნდა მიაწვდინოს, მაგრამ დღეს საქართველოში პირიქით ხდება - ხელისუფლების ხმა მიაქვს ხალხამდე. ის მედიასაშუალებები, რომლებიც თვლიან, რომ ასე მოქცევა არასწორია, ძალიან მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ - გაზეთების ფურცლები უხამსი და შეურაცხმყოფელი ფრაზებით არის სავსე. ბევრია შეუმოწმებელი, „ყურით მოთრეული“, ანტისახელისუფლებო ინფორმაცია. გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები პირადი პოზიციების გაზეთში გამოქვეყნებას ჟურნალისტურ თავისუფლებას უწოდებენ და უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში დაგადანაშაულებენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ის დაწეროს და თქვას, რაც სურს, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტიკა. შესაბამისად, არც გაზეთში უხამსი მასალის დაბეჭდვის შესაძლებლობა ნიშნავს მედიის თავისუფლებას. მედიასაშუალებები ვერც კი ხვდებიან, ისე ექცევიან ოპოზიციის გავლენის ქვეშ და კარგავენ თავისუფლებას.

რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი.

მედია მაშინ არის თავისუფალი, თუ ის საკუთარ თავს თვითონ განაგებს და არც ერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არ იმყოფება, როცა თვითონ წყვეტს რა არის კარგი ჟურნალისტიკა და რა - ცუდი და არ იწყებს იმის გარჩევას, რომელი პოლიტიკური პარტია რომელს სჯობია. აკრიტიკებს და ამხელს ყველას, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, თუ ის ამას იმსახურებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უპირატესობა ლიბერალურ დემოკრატიას ენიჭება - მმართველობას, რომლის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი მედიის თავისუფლების ხარისხით იზომება.

თავისუფალი მედია ქვეყნის მაღალგანვითარებულობას უწყობს ხელს. 21-ე საუკუნეში, როცა ცხოვრების ტემპი ისე დაჩქარებულია, რომ ყოველი ქმედება ზუსტ გათვლებსა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას საჭიროებს, ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება; ის საზოგადოებას ოპერატიულად და მიუკერძოებლად უნდა მიეწოდებოდეს. თავისუფალი მედიის მისიაც სწორედ ეს არის - აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

საქართველოში ფორმალურად მართლაც ლიბერალური დემოკრატიაა - თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და თავისუფალი არჩევანის საშუალება. ამ თემებზე ბევრი თქმულა და დაწერილა. სხვა იტანა ან მოიტანა თუ არა შედეგი საერთოდ. სხვა საკითხია ისიც, თუ რა იმალება აღნიშნული გარეგნული „მონაცემების“ მიღმა. საქართველოში, ამის კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, აზიური მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს. აზიური მენტალიტეტი კი ავტორიტარულია - ყოველთვის ესმევა ხაზი ერთის უპირატესობას სხვებთან მიმართებაში. ხელისუფლებაც ავტორიტარული მენტალიტეტის ხალხით არის დაკომპლექტებული და არასოდეს დაუშვებს მოწინააღმდეგე მხარის უპირატესობა ერთ რომელიმე პუნქტში მაინც აღიაროს (ასევეა ოპოზიციაც, მაგრამ ის ამის გამომჟღავნებას ვერ ახერხებს, რადგან მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია). ვერც იმას იგუებს ხელისუფლება, ხოტბა არ შეასხან მას და მის საქმიანობას ათიდან შვიდ შემთხვევაში მაინც.

ჟურნალისტები აღიარებენ, რომ მაშინაც კი, როცა სტატიის თუ სიუჟეტის მომზადებისას რედაქტორისგან არაეთიკურ დირექტივებს არ ღებულობენ, თვითონ არიან თავიანთი თავის ცენზორები. თვითცენზურასთან ბრძოლა კი გაცილებით ძნელია, ვიდრე რომელიმე გარეშე ძალასთან დაპირისპირება.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის არა ერთი ლექცია თუ შეხვედრა ტარდება, რომელთა თემა „ინფორმაციის თავისუფლებაა“. და ყველა, ვინც ამ შეხვედრას ესწრება, აღნიშნავს, რომ მასალის მომზადებისას ჟურნალისტი ყოველთვის შებოჭილია ვიღაცის ან რაღაცის მიერ.

ხალხის ცნობიერების კონტროლი ყოველთვის იქნება საქართველოს ხელისუფლების მიზანი, არა აქვს მნიშნელობა, ვინ მოგვევლინება ხელისუფლების სათავეში. თუმცა ამის სურვილი ყველა ხელისუფლებას აქვს და არც ერთი ქვეყნის მთავრობა მედიისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, მაგრამ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მედიის სარედაქციო სამქიანობაში ხელისუფალნი არ ერევიან. ასეთ ქვეყნებში მედია ფინანსურად უზრუნველყოფილია, მაგრამ არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ.

რა შეიძლება მედიამ გააკეთის იმისათვის, რომ თავი დაიხსნას პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლისაგან?

პირველ ყოვლისა ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს. ფინანსური დამოკიდებულება დამფინანსებლის ინტერესების მომსახურებასაც გულისხმობს - არც ერთ ბიზნესმენს არ აქვს სურვილი, ფული არამომგებიან (ყველანაირი გაგებით) საქმეში დააბანდოს. თუ ფინანსურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს, მედია გათავისუფლდება - როცა სხვისი ხელის შემყურე არა ხარ, ყოველთვის უფრო თამამად და თავისუფლად მოქმედებ, თავისუფლად იღებ გადაწყვეტილებებს და ძალიან ხშირად ეს გადაწყვეტილებები სწორია.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს ქართულ მედიას ფინანსური და, შესაბამისად, სარედაქციო დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს შორეული პერსპექტივაა - ქართული ეკონომიკა წინ კუს ნაბიჯით მიიწევს - მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი საქართველოს საკმაოდ მაღალი აქვს, ხალხის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. მედიამ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის რეკლამა ქვეყნის მოსახლეობას უნდა მიჰყიდოს, მას კი დღეს ამის საშუალება არა აქვს. ამიტომ, სანამ საერთო ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მედიის თავისუფლებაზე ფიქრი დიდზე დიდი ფუფუნებაა.

________________

* ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცხადებული სტუდენტური მედიაკონკურსის პუბლიკაცია

13 სიახლე

▲back to top


13.1 О людях лишенных родины

▲back to top


В июне 1944 года Сталиным был подписан Приказ о выселении мусульманского населения Самцхет-Джавахетии в Среднюю Азию и казахстан, и в ноябре этого года было депордировано более 92 000 мусульман, проживающих в приграничной полосе Грузинской ССР. Известно, что с 1917 по 1952 год подверглось депортации миллионы людей разных национальностей и вероисповеданий, но впоследствии всем было разрешено возвратиться на родину. Лишь многострадальный народ месхети в течении 63 лет скитается по бывшим республикам СССР, так как никак не решится вопрос о его репатриации.

Центр культурных взаимосвязей “Кавказский дом” со дня своего основания занял активную позицию в связи с реабилитацией и репатриацией депортированных месхетинцев. С декабря 1999 года “Кавказский дом” издавал газету “Кавказский акцент”, в которой депортированным месхетинцам уделялось большое внимание.

Недавно этим центром, при финансовой поддержке фонда „Открытое общество - Грузия”, был выпущен сборник материалов по теме депотрированных месхетинце - „Месхетинцы - люди, лишенные родины”, в который вошли публикации в газете „Кавказский акцент” с 1999 по 2006 годы. Составители сборника Г.Зукакишвили и М.Гогебашвили, редактор Г.Зукакишвили, оператор Е.Галашевская, верстка Н.Гелашвили.

В сборник вошли публикации Марата и Клары Бараташвили, Наиры Гелашвили, Гурама Мамулия, Зазы Баазова, Ираклия чихладзе, Майи Небиеридзе, чингизха Нейман-заде, Исо Молидзе и других авторов. Обращает на себя внимание, впервые опубликованный на русском языке, закон Грузии 2007 года „О репатриации лиц, вынужденно переселенных из Грузинской ССР в 40-х годах XX века”. Серия фотографий удачно дополняет авторские материалы. Большой интерес представляет раздел „Этноография месхетинцев”, в котором говорится об украшениях месхетинских женщин, некоторых верованиях месхов-мусульман и т.д.

Публикуемые материалы представляют интерес не только для историков и специалистов, занимающихся проблемой месхетинцев, но и для учащихся, которых интересует история нашей страны. Надеемся, что читателям журнала „Солидароба”, данный сборник тоже будет интересен.

Презентацию сборника предполаганется провести в „Кавказском доме”.

Отар Капанадзе

14 Summary

▲back to top


If there is a will of the government only one second is required for the establishment of free journalism - says Mr. Sozar Subari, the Public Defender of Georgia in the preface of the magazine „Solidaroba” (Solidarity) № 3(24). This issue is wholly dedicated to the problem of free media and freedom of expression in Georgia.

„Limited (Media) Abilities” is the heading of the round-table meeting with participation of the famous journalists Ms. Nino Zuriashvili, Mr. Paata Veshapidze and Mr. Lasha Tugushi. In this issue of „Solidaroba” our readers can meet Ms. Nino Zuriashvili once more with an interview that was first published in the 38th issue of the magazine „Tskheli Shokoladi”.

Two different positions on relations of media and government are presented in the articles by the experts Mr. David Paichadze and Ms. Ia Antadze.

The Article „Media after the Rose Revolution” was written by Mr. George Gotsiridze based on the complaints on media related issues studied by the Office of the Public Defender of Georgia.

The article „Liability of the Journalist before the God” by the Russian journalist Leonid Nikitinski is about responsibilities and mission of journalist. Our rubric „Orienteer” is dedicated to the legendary Russian journalist Anna Politkovskaia.

Mr. Besarion Bokhashvili offers overview of the cases of the European Court of Human Rights on Freedom of Expression. Issues of media ethic and media regulations are discussed in the articles by Ms. Ketevan Mskhiladze and Ms. Tamar Alpaidze, experts in the above field.

In addition, we also offer separate articles on problems of ethnic minorities, persons with disabilities and gender issues in media.

In this issue of „Solidaroba” we present two publications of the students' media contest announced by the Tolerance Centre