![]() |
ელ-გამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში (ინსტიტუციური მზადყოფნის შეფასებითი კვლევა 2006 წლის აგვისტოს მდგომარეობით) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები (ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო") |
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები №5/2 ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ მოამზადა ირაკლი საკანდელიძემ (სოციალური კვლევების ინსტიტუტი) ღია საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსათვის“ 2006 |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
წინამდებარე კვლევის მიზანი საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და განვითარების საჭიროების, ასევე ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის სისტემების დანერგვისთვის მისი მზადყოფნის შეფასებაა.
კვლევა ეფუძნება:
ელ-მმართველობის არსებულ კვლევებს, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი, ა.შ.) მიერ ან მათი დახმარებით და სამთავრობო სტრუქტურების მიერ;
საქართველოში ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული განხილვებისა და დისკუსიების შედეგებს;
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ინტერნეტ-რესურსების ანალიზს.
ელ-გამჭვირვალობის განვითარება წარმოუდგენელია ელ-მმართველობის სისტემის გარეშე. შესაბამისად, კვლევა თავდაპირველად განიხილავს ელმმართველობის განვითარების დონეს საქართველოში, რასაც მოჰყვება ელგამჭვირვალობისათვის ინსტიტუციური მზადყოფნის შეფასება.
![]() |
2 კონცეფცია |
▲back to top |
2004 წელს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისმა და NCTeam (CIMS Consulting)-მა მოამზადა და გამოსცა დოკუმენტი „საქართველოში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიის განვითარების პროექტი“1 (მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი UNDP/GEO/00031399).
დოკუმენტი წარადგენს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების კონცეფციას.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა, რომლებთანაც შედგა ინტერვიუ წინამდებარე კვლევის მზადებისას, დაეთანხმა ამ კონცეფციას.
კონცეფციის თანახმად, ძალზედ მნიშვნელოვანია შემდეგი პრიორიტეტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელება:
ფიზიკური პირების მონაცემთა სახელმწიფო ბანკის შექმნა:
ამ ამოცანის პრიორიტეტულობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
მოქალაქეთა შესახებ ზუსტი და განახლებული მონაცემების ქონა სახელმწიფოს მიერ სოციალური საკითხების წარმატებით გადაჭრის საფუძველი და მნიშვნელოვანი პირობაა. ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია (პირადი მონაცემები) სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში აკუმულირდება (შინაგა საქმეთა სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, საპენსიო ფონდი, და ა.შ.) იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც შესაბამის უწყებებს აქვთ მინდობილი. ამ სახელმწიფო უწყებების მიერ თავიანთი ფუნქციების წარმატებით განხორციელება პირდაპირ არის დამოკიდებული მოქალაქეთა შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტესა და მოცულობაზე, მათ მიერ მოქალაქეთა იდენტიფიცირების სისწრაფესა და სიზუსტეზე, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა, სხვადასხვა კანონიერი მიზნით მოქალაქეებთან სწრაფად დაკავშირება. სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის უკუკავშირის განხორციელება (კონსულტაციისა თუ ინფორმაციის მიწოდების მიზნით) რთულდება, თუ სახელმწიფო სტრუქტურებს არ გააჩნია მოქალაქის სოციალური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, რაც ასევე პირადი მონაცემების ნაწილია;
მოქალაქეთა სამიზნე ჯგუფებთან ეფექტური და ოპტიმალური მუშაობის მიზნით პირადი მონაცემების მუდმივად განახლებადი, ზუსტი და სრული რეესტრის ქონა აუცილებელია. ეს საჭიროა, მაგალითად, სოციალური მიზნების - როგორიცაა: პენსიების გაცემა და სოციალური დახმარება - თანამიმდევრული და ზუსტი განხორციელებისათვის;
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოებისთვის ქონების ზუსტი და სრული რეესტრისა და მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის ამსახველი მონაცემების არსებობაა აუცილებელი. ეს საჭიროა, მაგალითად, ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა: გადასახადების წარმატებით ამოღება, საბაჟო პროცედურების ჩატარება, მიგრაციის კონტროლი;
სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებისას პირადი ინფორმაციის პირდაპირი გამოყენებისა და სარგებლის გარდა (რაც 1-3 პუნქტებშია მითითებული), ფიზიკური პირების მონაცემთა სახელმწიფო ბანკი მრავალი სხვა ფუნქციის შესრულებასაც შეუწყობს ხელს. მაგალითად, სხვადასხვა სახის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა დაზუსტებული სიის შედგენას და, ზოგადად, არჩევნების ჩატარებას; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისა და რეფერენდუმების, მოსახლეობის აღწერის (არა იმ ფორმით, როგორც ეს ახლა ტარდება) ჩატარებას და სხვ. რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასევე საფოსტო და კომუნიკაციის სხვა სამსახურების მუშაობის ეფექტურობას.
ამ ამოცანის გადასაწყვეტად აუცილებელია შესაბამისი კონცეფციის შემუშავება იმ სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, რომლებიც პირად ინფორმაციაზე მუშაობენ. ამასთან საჭიროა შესაბამისი პროექტის შექმნაც, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და სამართლებრივი ასპექტები. აუცილებელია შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფაც, რაც, პირველ რიგში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიძლება განხორციელდეს. ამ მიზნებისათვის „ინფორმაციული უზრუნველყოფა“ გულისხმობს პირად მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საინფორმაციო ბანკში. ეს მონაცემებია: ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი; ინფორმაცია მისი სოციალური, ჯანმრთელობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და ა.შ. ასევე უნდა დადგინდეს ამ ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი და ხასიათი (მაგ., საკონსულტაციოდ, მონაცემების შეცვლის შესაძლებლობით და ა.შ.) ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან მიმართებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ინფორმაციის დაცვას, ისე, როგორც საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დაცვას. ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის სტრუქტურა და მისი მინიჭების მექანიზმებიც შემუშავებას საჭიროებს. ტექნიკური საკითხების განხილვისას შესაბამისი ყურადღება უნდა დაეთმოს ინფორმაციის გადანაწილების საკითხებს. გადანაწილება უნდა იყოს ლოგიკური და ფიზიკურად შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა პირადი მონაცემების სახელმწიფო ბანკთან სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილიდან იმუშავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და მთელი სისტემის დაცვა. ქვეყნის მოსახლეობას, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ამ საინფორმაციო ბანკით უსაფრთხოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ისეთი ფართოდ გამოყენებული საშუალებებით, როგორიც, მაგალითად, ინტერნეტია.
იურიდიულ პირთა მონაცემების სახელმწიფო ბანკის შექმნა
იურიდიულ პირთა შესახებ ინფორმაცია საჭიროა სახელმწიფოს ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ამოცანების გადასაწყვეტად. ასეთი ამოცანების ჩამონათვალს მიეკუთვნება: იურიდიულ პირთა რეგისტრაცია, გადასახადების აკრეფა, იმპორტ-ექსპორტის კონტროლი, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება, ოპტიმალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება, სპეციფიკურ სექტორებში ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი და სტატისტიკური შესწავლა, დაგეგმვა და ა.შ.
იურიდიული პირების მონაცემთა ბანკის შესაქმნელად აუცილებელია შესაბამისი კონცეფციის შემუშავება იმ სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, რომლებიც იურიდიული პირების პირად ინფორმაციაზე მუშაობენ. ამასთან საჭიროა შესაბამისი პროექტის შექმნაც. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და სამართლებრივი ასპექტები. აუცილებელია შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფაც, რაც, პირველ რიგში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამ მიზნებისათვის „ინფორმაციული უზრუნველყოფა“ გულისხმობს პირად მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს იურიდიულ პირთა საინფორმაციო ბანკში. ეს მონაცემებია: იურიდიული პირის სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი და ადგილი, საქმიანობის სფერო, ფინანსური მონაცემები, კონტრაქტები და ა.შ. ასევე უნდა დადგინდეს ამ ინფორმაციაზე დაშვების ხარისხი და ხასიათი (მაგ., საკონსულტაციოდ, მონაცემების შეცვლის შესაძლებლობით და ა.შ.) ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან მიმართებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კომერციული საიდუმლოების დაცვას, ისე როგორც საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დაცვას. ტექნიკური საკითხების განხილვისას ინფორმაციის გადანაწილების საკითხებს შესაბამისი ყურადღება უნდა დაეთმოს. გადანაწილება უნდა იყოს ლოგიკური და ფიზიკურად შესაძლებელი, იმის გათვალისწინებით რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა პირადი მონაცემების სახელმწიფო ბანკთან სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილიდან იმუშავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და მთელი სისტემის დაცვა. იურიდიულ პირებს, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ამ საინფორმაციო ბანკით უსაფრთხოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ისეთი ფართოდ გამოყენებული საშუალებებით, როგორიც, მაგალითად, ინტერნეტია.
საქართველოს სკოლების (საგანმანათლებლო სისტემის) კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია
მიზანი: კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია - ახალი საინფორმაიცო ტექნოლოგიის იმპლემენტაცია - სახელმწიფოს ამოცანა.
ამოცანებია:
სასწავლო პროგრამები
X-XI კლასები
V-VI კლასები
VII-IX კლასები
სპეციალური პროგრამები და სასწავლო გეგმები
სპეციალური პროექტები
სასკოლო პროგრამები საგნების მიხედვით
დისტანციური სწავლება
მეთოდოლოგია (მასწავლებელთა ქსელი)
სასკოლო ქსელი
საგანმანათლებლო სისტემის ქსელი (სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, აკადემია, სამინისტრო...)
საბიბლიოთეკო/მედია ცენტრები
მომსახურე პერსონალისა და მომხმარებელთა მომზადება და გადამზადება
სკოლის მასწავლებლები
მომსახურე პერსონალი
სპეციალური პროგრამების მასწავლებლები
საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის მომზადება მომხმარებლის დონეზე
კომპიუტერული და ტექნიკური აღჭურვილობა
კომპიუტერები და სხვა ტექნიკური საშუალებები
ოთახები
ავეჯი
ინტერნეტის ხაზები და სხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობა
მომსახურების ცენტრები
იმპლემენტატორები
განათლების სამინისტრო
რეფორმების ჯგუფი
IBM/Aviacom
მეცნიერებათა აკადემია
…
…
…
…
დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტით სარგებლობის საჯარო ცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების შექმნა
ასეთი ცენტრების შექმნა მიმართულია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და მცირე შემოსავლიანი მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე. მათ მიერ განხორციელებული მომსახურება უფასო იქნება.
ცენტრების შექმნის მიზანია, უზრუნველყოს:
ტრენინგი - კომპიუტერული ტექნიკის, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისათვის, ისე პროფესიული ამოცანების გადასაჭრელად. პროფესიული გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლების) მეშვეობით ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
გლობალურ კომპიუტერულ ქსელზე (ინტერნეტი) ხელმისაწდომობა, ინტერნეტის საინფორმაციო რესურსების ეფექტური გამოყენების სწავლება;
საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარების გაწევასა და სიღარების დაძლევის პროგრამებთან დაკავშირებული სპეციალური ელ-მმართველობის საინფორმაციო რესურსების შექმნა და შერჩევა;
დისტანციური სწავლების კომპიუტერული პროგრამების შექმნა და გამოყენება. ამ პროგრამების საფუძველზე ახალი სპეციალიზაციის მისაღებად სპეციალისტთა გადამზადების კურსების ორგანიზება;
ელექტრონული ჯანდაცვის პროექტების შექმნა და იმპლემენტაცია;
ელექტრონული კომერციის კომპიუტერული სისტემების შექმნა და იმპლემენტაცია;
ვირტუალური სამუშაო ცენტრების შექმნა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეფიციტურ სპეციალობებში პარალელური მომზადების გათვალისწინებით;
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს ინკუბატორების შექმნა და ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობა.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სათანადო საბაზო ინფრასტრუქტურა (შესაბამისი შენობები ან სივრცე ცენტრებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, კომპიუტერული და საოფისე აღჭურვილობა, სწრაფი ინტერნეტ კავშირი), ცენტრის ინსტრუქტორების გაწრთვნა, საჭირო კომპიუტერული პროგრამებისა და საინფორმაციო რესურსების შექმნა და მიწოდება და ა.შ. ყოველივე ეს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს, რაც, სასურველია, პირველ რიგში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოზიდვით განხორციელდეს. მოგვიანებით, სისტემის მდგრადი მოქმედებისათვის შეიძლება სახელმწიფოს მხრივ გარკვეული დაფინანსება გახდეს საჭირო.
დისტანციური სწავლებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნეტთან მიერთება, დისტანციური სწავლების პროგრამების იმპლემენტაცია
საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო დონეზე რეფორმირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობა სწავლის პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის სრულად გამოყენება და საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო ქსელებთან დაკავშირებაა.
ამ მიზნით, საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტით სარგებლობის სხვა საჯარო ცენტრებში დისტანციური სწავლების ცენტრების შექმნა. უნდა მოხდეს ამ ცენტრების აღჭურვა მულტიმედია ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც მაღალსიჩქარიან ქსელებთან იქნება დაკავშირებული და დისტანციური სწავლების სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით იქნება აღჭურვილი. ცენტრებისთვის უნდა მომზადნენ დისტანციური სწავლების ინსტრუქტორები. ამასთან, ქართულ და უცხოურ მულტიმედია ინტერაქტიულ კომპიუტერულ პროგრამებზე დაყრდნობით უნდა დაარსდეს ელექტრონული სწავლების კურსები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლო კომპიუტერული პროგრამის შემუშავებას. ეს პროგრამები უნდა შეიქმნას საშუალო, უმაღლესი და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონტრიბუციითა და მისი მეთვალყურეობით. კომპიუტერული პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სპეციალობების შესწავლის ნორმებს, რომლებიც სამინისტროს მიერაა განსაზღვრული. დისტანციური სწავლების ცენტრების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამები და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატები და დიპლომები. ამ მიმართულებით საჭიროა შესაბამის უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთობების დამყარება და მოლაპარაკების წარმართვა. დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი მულტიმედია პროგრამების შექმნა და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრონული მეთოდებით სწავლებას არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან საჭიროა მათი სერთიფიცირების სისტემის შექმნა. საშურია დისტანციური სწავლების კერძო სექტორის განვითარებაც. დისტანციური სწავლების დასრულებისას კურსდამთავრებულებზე უნდა გაიცეს სერთიფიკატები. უნდა შემუშავდეს ციფრული ფორმით წარმოდგენილი ნაშრომების საავტორო უფლებების დამცავი კანონმდებლობა და მისი იმპლემენტაციის მექანიზმი. ყოველივე ამის განსახორციელებლად კი უცხოური ფინანსური დახმარების მოზიდვა და ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების მობილიზებაც იქნება საჭირო.
ჯანდაცვის დისტანციური მეთოდების იმპლემენტაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, სამედიცინო კონსულტაციების, მკურანლობისა და მონიტორინგის დისტანციური ელექტრონული სისტემების შექმნა და ჩამოყალიბება
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვა, სახელმწიფოს სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უნდა შეიქმნას საინფორმაციო, ტექნიკური და ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას იაფ და, მრავალ შემთხვევაში, უფასო დისტანციურ და კვალიფიციურ სამედიცინო კონსულტაციას, მკურნალობასა და მონიტორინგს შესთავაზებს. ამ ამოცანის განხორციელება მოიცავს: სამედიცინო დაწესებულებების მიერ ავადმყოფობის ისტორიების ადგილობრივად კომპიუტირებულ აღრიცხვას და მის ეროვნულ საინფორმაციო ქსელში ინტეგრირებას; ქართველ სამედიცინო ექსპერტთა მონაცემთა ბაზების შექმნას; წამლებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ სრული და უახლესი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას; სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის ელექტრონული კატალოგების შექმნას: ელექტრონული სამედიცინო დაზღვევის სისტემის შემოღებას; სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე უახლესი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.
ინტერნეტის საფუძველზე ამგვარი მომსახურების შექმნა მრავალ რეალურ პრობლემას მოხსნის, განსაკუთრებით დაშორებულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სწრაფი და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ ამოცანის გადასაჭრელადადაც ქვეყნის ყველა დასახლებულ ადგილას ინტერნეტით სარგებლობისა და საინფორმაციო საჯარო ცენტრების შექმნაა აუცილებელი.
გარდა ამისა, საჭიროა მთელი სისტემის ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ელექტრონული დოკუმენტების დაშიფვრა, ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ტექნოლოგიის გამოყენება) და ჯანდაცვის სფეროში პროფესიული კონფიდენციალობის დაცვის გარანტიების საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბება.
მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი, დაცული ელექტრონული დისტანციური გადახდისა და ელექტრონული კომერციის სისტემის შექმნა; მიკროპროცესორიანი ბარათების დანერგვა
საბაზრო ეკონომიკის განვითარება და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება შეუძლებელია თანამედროცე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის სრულყოფილად გამოყენების გარეშე. მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი (ინტერნეტის მეშვეობით) ელექტრონული კომერციის სისტემების შექმნა აუცილებელია. სისტემები უნდა იყოს დაცული და საკმარისად სანდო იმისათვის, რომ მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს. სისტემებმა შესაძლებლობა უნდა მისცეს მოსახლეობას ინტერნეტის მეშვეობით მოიპოვონ და სხვასაც შესთავაზონ გარკვეული მომსახურება. ელექტრონული ფორმით ხელშეკრულებების დადება და ფასიანი მომსახურების შეთავაზება, ასევე ინტერნეტის მეშვეობით ფულის გადახდა შესაძლებელი და დაცული უნდა იყოს. შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით მრავალმხრივი - კერძოდ, ბიზნესი-მომხმარებელი, ბიზნესი-ბიზნესი, მთავრობა-მომხმარებელი (ელექტრონული ფასიანი მომსახურებები), მთავრობა-ბიზნესი (სახელმწიფო შესყიდვები), და მომხმარებელი-მომხმარებელი - საქმიანი ურთიერთობის განხორციელება. შესაბამისად, შესაძლო საკონტრაქტო ურთიერთობები უნდა მოიცავდეს მომსახურებისა და შესყიდვების ფართო სპექტრს, ისეთი მომსახურების (ელექტრონული ფორმით) ჩათვლით, როგორიცაა საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, გადასახადების გადახდა (მათ შორის კომუნალური მომსახურების, ელექტროენერგიის, ტელეფონის, გაზის, წყლის) კინოსა და თეატრის ბილეთების დაჯავშნა და შესყიდვა და ა.შ.
ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა ტექნოლოგიური, საორგანიზაციო, სამართლებრივი და სხვა ასპექტების გათვალისწინება. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ელექტრონული კომერციის, ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული გადასახადების პლატფორმის შექმნაა აუცილებელი.
სხვადასხვა სფეროში აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული მიკროპროცესორიანი ბარათები. უნდა დაინერგოს მათი შექმნისა და გამოყენებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ეს ინფრასტრუქტურა ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისი უნდა იყოს. ორგანიზაციული თვალთახედვით მასერტიფიცირებელი უწყებების შექმნაა აუცილებელი, ისე როგორც ელექტრონული გადასახადების გამტარი ცენტრების, ჩართული ბანკების ქსელისა და კომერციული რისკის დამფარავი დაზღვევის სისტემისა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ელექტრონული დოკუმენტების, ელექტრონული კომერციის, ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის და ინტერნეტ-დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი სტატუსის აღიარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნაა აუცილებელი. ამასთან ერთად, ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას. სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს პირადი ინფორმაციის (ბიომეტრული მონაცემების ჩათვლით) დაცვას.
ამ ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვება უნდა მოხდეს, პირველ ყოვლისა, ქართველი ან უცხოელი კერძო ინვესტორებისა და უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან, ისევე როგორც მსგავს ევროპულ პროექტებსა და ინციატივებში ინტეგრაციის მეშვეობით.
ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის ინტეგრირებული სახელმწიფო სისტემის შექმნა
ღია, გამჭვირვალე და საჯარო საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ერთ-ერთი ნაბიჯი აღრიცხვის, პერსონალის მენეჯმენტისა და კორესპონდენციის რეგისტრაციის თანამედროვე კომპიუტერული სისტემების გამოყენება და ერთიან კომპიუტერულ ქსელში მათი ინტეგრირებაა. ეს სახელმწიფო კანცელარიიდან, კონტროლის პალატიდან, ფინანსთა სამინისტროდან, საგადასახადო და სხვა ორგანოებიდან განზოგადებული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
დღეისათვის ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ამგვარი კომპიუტერული სისტემები უკვე მოქმედებს, თუმცა უმეტეს მათგანში ეს სისტემები ურთიერთ შეუთავსებელია და ყველა საერთაშორისო (ამერიკული, ევროპული, დსთ-ს) სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ამდენად, ყველა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სამსახური, რეგიონალური და ადგილობრივი სამსახურები, ისე როგორც სხვა უწყებები და ორგანიზაციები, უნდა იყენებდნენ ისეთ კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს:
ამერიკული, ევროპული, ყოფილი საბჭოთა კავშირის, დსთ-ს და საქართველოს სტანდარტების დაკმაყოფილებასა და ინფორმაციის ერთი სტანდარტიდან მეორეში კონვერტაციას;
აღრიცხვიანობის, პერსონალისა და კორესპონდენციის მენეჯმენტის სრულ გამჭვირვალობასა და ინფორმაციის იმ ფორმატით წარმოდგენას, რომლის გაგება არაპროფესიონალს არ გაუჭირდება;
სახელმწიფო კორესპონდენციის ცირკულაციის ეფექტურ კონტროლსა და დავალებათა შესრულებას;
სახელმწიფო კანცელარიიდან, კონტროლის პალატიდან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან განზოგადებული ინფორმაციის მიღებას (ერთიან კომპიუტერულ ქსელში ინტეგრაციის გზით);
ამ ამოცანის გადასაჭრელად მოეწყო გამოფენა-კონკურსი და შედგა კომისია, რომელსაც უნდა შეერჩია აღრიცხვიანობის, პერსონალისა და კორესპონდენციის აღრიცხვის საუკეთესო კომპიუტერული სისტემები. შედეგად, რამდენიმე ქართული კომპიუტერული პროგრამა გამოირჩა, რომლებიც ქართულ, დსთ-სა და საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამასთან, ხელი მოეწერა სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტის ბრძანებულებებს სახელმწიფო მენეჯმენტში ამგვარი სისტემების გამოყენებაზე. სატენდერო პირობებიც შემუშავებულ იქნა.
ამოცანის წარმატებით დასრულება შესაბამის დაფინანსებას საჭიროებს.
სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაერთიანებული ბანკის შექმნა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, გარდა ადმინისტრაციული აქტის აღსრულების და გასაჩივრების, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის რეგულირებისა, სახელმწიფო მართვის სისტემის ღია და გამჭვირვალედ ფუნქციონირებას, ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტერესებისა დაცვას ემსახურება. კოდექსი ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, მოთხოვნის საფუძველზე, მათთან დაცული და ნებისმიერი სხვა საჯარო დოკუმენტი საზოგადოების თითოეული წევრისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ამ ვალდებულების განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბანკის შექმნაა. ბანკში განთავსდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში დაცული საჯარო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოების თითოეული წევრისათვის.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტიური გამოყენების ერთიანი სახელმწიფო ბანკის შექმნა აუცილებელია. ბანკში უნდა ინახებოდეს ინფორმაცია პერსონალის, ფინანსების, აღრიცხვიანობის, დოკუმენტირების, დაგეგმილი და დასრულებული სამუშაოების შესახებ, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ინფორმაციის როგორც შევსება, ასევე გამოყენება მოხდება ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ისე როგორც საკანონმდებლო და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ. საინფორმაციო ბანკი უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ინტერნეტი სახელმწიფო დაწესებულებებს ავტომატურად მისცემს ამ პორტალის გამოყენების შესაძლებლობას, მიუხედევად მათი გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობისა. ბანკი ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის. ამ ამოცანის წარმატებით გადასაჭრელად შესაბამისი კონცეფციისა და ტექნიკური დავალებების შექმნა და განხორციელებაა საჭირო. შესაბამისი ფინანსური რესურსების მოპოვება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და, ნაწილობრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების მობილიზებით იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული მმართველობის კომპიუტერული სისტემის შექმნა
ელექტრონული მმართველობა ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საშუალებაა სახელმწიფოს მიერ საინფორმაციო მომსახურების გასაუმჯობესებლად. ამ გზით სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს სრულიად ახლებურ სერვისებს, რომელნიც თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. საინფორმაციო ქსელების (კერძოდ ინტერნეტის) მეშვეობით საზოგადოებას სახელმწიფო სტრუქტურების მიმდინარე, ჩატარებულ და მომავალ საქმიანობებზე მუდმივად განახლებული ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს. ინტერნეტის მეშვეობით ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისათვის ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში არსებული საჯარო ინფორმაცია. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნება ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობით სახელმწიფო ორგანოებში დაცული საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისათვის. ეს უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობასა და კონტროლს, ისე როგორც მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და საჯარო ინტერესების უკეთ დაცვას. ასეთი სისტემის შექმნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც მნიშვნელოვნად წაადგება. ამ ამოცანის ოპტიმალურად გადასაჭრელად კოლექტიური გამოყენების საინფორმაციო ბანკის შექმნაა აუცილებელი. ყველა სახელმწიფო უწყებამ მის განკარგულებაში არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია სისტემაში უნდა შეიტანოს. ეს დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სააღრიცხვო ინფორმაციას (ბიუჯეტი, დოკუმენტების ბრუნვა) შესრულებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ისე როგორც სხვა ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას. ბანკში არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დონის ადმინისტრაციული ორგანოებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, რაც მათი საქმიანობისა და კოორდინაციის ეფექტურობას აამაღლებს. მეორე მხრივ, გაუმჯობესდება მოსახლეობის ხელმისაწდომობა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ საჯარო ინფორმაციაზე. უფრო მეტიც, ხელისუფლებას უკეთესი კონტაქტი ექნება მოსახლეობასთან და შესძლებს მისთვის ახალი ტიპის სერვისების შეთავაზებას.
საჭიროა ისეთი სისტემის პროექტის შექმნა, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მომხმარებელთა საჭიროებებს დაფუძნებულ საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.
ამ ამოცანის გადაჭრა მოითხოვს სისტემურ მიდგომას ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობით. შესაბამისი კონცეფციის შემუშავება და პროექტის ეტაპობრივად განხორციელებაა საჭირო. დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად ჩამოსაყალიბებისათვის საჭირო ასეთი პრიორიტეტული ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური სახსრების მოძიება, მიზანშეწონილია, ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან განხორციელდეს.
ელექტრონული ლექსიკონების, გრამატიკული ანალიზის გამკეთებელი და სათარგმნი სისტემების შექმნა ქართული ენისათვის
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მოიცავს კომპიუტერით ტექსტის სხვადასხვა ენაზე დამუშავების სერიოზულ სისტემებს, რაც გრამატიკული, ლექსიკური და სხვა ტიპის ანალიზის საშუალებას იძლევა. ამგვარი სისტემები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დოკუმენტებისა და ტექსტების მომზადების ხარისხსა და რედაქტირების სისწრაფეს. ელექტრონული ლექსიკონები და ავტომატური თარგმნის კომპიუტერული პროგრამები უცხო ენაზე კომპიუტერის გამოყენების ეფექტურობას აუმჯობესებს, აადვილებს სხვა ენებზე კომუნიკაციას. ეს პროგრამები, გარდა იმისა, რომ უცხოურ ენაზე შექმნილი თემატური ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი თარგმნის საშუალებას იძლევა, ქვეყნის საინფორმაციო რესურსების უცხოელი მომხმარებლის წრესაც აფართოვებს. საინფორმაციო რესურსების ჩამოტვირთვისას ინტერნეტში ხშირად გვხვდება შესაძლებლობა პარალელურ რეჟიმში ამ ინფორმაციის უცხო ენაზე ნახვისა. ამ ჭრილშიც ელექტრონული ლექსიკონებისა და ელექტრონული თარჯიმნების როლი ინტერნეტის ინფორმაციის თარგმნაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ასეთი პროგრამების დღეისათვის არსებული ქართული ანალოგები ძალზედ არაეფექტურია და შესაბამისად, აუცილებელია სრულყოფილი სისტემების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში, აღმოფხვრის ენობრივ ბარიერებსა და წაადგება ინფორმაციის გაცვლას: დაეხმარება ქართველ მომხმარებლებს უცხოური საინფორმაციო წყაროების მოხმარებაში, ხოლო უცხოელ მომხმარებლებს - ქართული მასალის გამოყენებაში.
ამ ამოცანის განსახორციელებლად სახელმწიფო ექსპერტთა ჯგუფმა ფართომასშტაბიანი პროექტი უნდა განახორციელოს, რომელიც მუდმივად დაიხვეწება. პროექტის ფარგლებში საჭიროა საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლინგვისტიკის, სოციოლოგიისა და სხვა სფეროების ექსპერტთა კოორდინირებული მუშაობა. ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა ასევე საჭიროა. პროექტის იმპლემენტაციის შედეგად ქართული ენის ელექტრონული ლექსიკური მარაგი, ქართული ენის სრული გრამატიკული ანალიზის გამკეთებელი და სხვადასხვა თემატური ინგლისურ-ქართული, ქართულინგლისური (და მომდევნო ფაზაში სხვა ევროპული ენებისაც) კომპიუტერული თარჯიმნები შეიქმნება.
პროექტის დაფინანსება, მიზანშეწონილია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელდეს. იგივე ითქმის სახელმწიფოს მიერ კულტურისა და განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე.
საქართველოს ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა
ქვეყნის სტრატეგიული რესურსების ეფექტური და ოპტიმალური მენეჯმენტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრიორიტეტულ იმპლემენტაციას საჭიროებს იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც მართავენ შესაბამის სექტორებს. ეს სექტორებია: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მშენებლობა და ურბანიზაცია, მიწისა და ტყეების მართვა და ა.შ. ამ სექტორების ეფექტური მართვისათვის ისეთი კომპიუტერული სისტემებისა და მონაცემთა ბანკების შექმნაა აუცილებელი რომელთაც შემდეგი მახასიათებლები გააჩნიათ:
(1) აქვთ დანაწილებული სტრუქტურა და ისეთი მომსახურება, როგორიცაა: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მშენებლობა და ურბანიზაცია, მიწის მართვა, ტყის მართვა, ეროვნული პარკები, გეოდეზია და კარტოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია და რადიაციული უსაფრთხოება;
(2) ფლობენ ინფორმაციას მიწის კადასტრის შესახებ და შესაბამისი ეროვნული რესურსების იმპორტის, ექსპორტისა და მდგომარეობის შესახებ.
ამ ამოცანის გადასაჭრელად 7 უწყების მონაწილეობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ნორმატიული აქტი და სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე საჭიროა შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიება.
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის სტრატეგიული კვლევებისა და გლობალური მოდელირების სისტემის შექმნა
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კვლევებში, მოდელირებასა და პროგნოზირებაში. ეს ხელს უწყობს ოპტიმალური მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კომპიუტერული სისტემების იმპლემენტაცია სახელმწიფოს მართვის ნებისმიერ დონეზე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დაიწყოს საექსპერტო სისტემის შექმნით, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოემსახურება და ყოველდღიურად ნათლად ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას. ამ სისტემის მეშვეობითვე უნდა მოხდეს სხვადასხვა მოდელის გამოცდა და ოპტიმალური ქმედების შერჩევა.
ამ ამოცანის გადასაჭრელად, უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობით, კომპიუტერული სისტემა „დიდგორი“ მუშავდება. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო დეპარტამენტსა და IBM კორპორაციას შორის. თანამშრომლობის წარმატებით გაგრძელებისა და ამ ამოცანის გადასაჭრელად დაფინანსების პრობლემის გადაჭრაა აუცილებელი.
ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამების ქართული ვერსიების შექმნა და ამ მიმართულებით ქართული ენის გამოყენების ხელშეწყობა
ბუნებრივია, რომ საქართველოში ხშირად გამოყენებული კომპიუტერული პროგრამები ქართულ ენაზე უნდა იყოს ადაპტირებული, რათა მომხმარებელმა ადვილად მოახერხოს მათი გამოყენება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კომპიუტერულ პროგრამას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს თითქმის ყველა პერსონალურ კომპიუტერში Microsoft Corporation-ის ოპერატიული სისტემა „Windows“ და პაკეტი „Office“ გამოიყენება. შესაბამისად, საჭიროა ამ პროდუქტების ქართული ვერსიების მომზადება და დანერგვა საქართველოში. ნათელია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა მხოლოდ Microsoft Corporation-თან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, აღნიშნული კომპიუტერული პროგრამებისათვის შესაბამისი ქართული კომპიუტერული ტერმინოლოგიის შექმნაა აუცილებელი. ეს პროცესი დაწყებულია (Microsoft Corporation-თან მიღწეული შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე) საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენის სახელმწიფო პალატის მიერ (ქართული კომპიუტერული ტერმინოლოგიის ვერსია, რომელიც შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას მოითხოვს); თუმცა, ამ ეტაპზე საჭიროა პროექტის დაფინანსება და კომპიუტერული პროგრამების ქართული ვერსიის შესამნელად Microsoft Corporation-ის მხარდაჭერა.
ღია ტიპის („open source“) კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ხელშეწყობა
საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ძირითადად „მზა” და დახურული ტიპის კომპიუტერული პროგრამები გამოიყენება ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა: განათლება, კვლევა, ადმინისტრაციული მართვა, და თუნდაც, თავად საინფორმაციო ტექნოლოგიები. მეორე მხრივ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებისათვის ხშირად საჭიროა კომპიუტერული პროგრამების მუშაობის პრინციპების დადგენა და მათი გამოყენების კონტროლი. ასევე მნიშვნელოვანია კომპიუტერული პროგრამის შეცვლა კონკრეტულ მოთხოვნასთან მისი მისადაგების მიზნით. ამის შესაძლებლობას მხოლოდ ღია ტიპის - ე.წ. „open source“ კომპიუტერული პროგრამები იძლევა. ამ ტიპის პროგრამების გამოყენება განსაკუთრებით ღირებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურების ინფორმაციის საიმედოდ დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვა და უსაფრთხოება.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კიდევ ერთი ყურადსაღები პრობლემაა: არალეგალური კომპიუტერული პროგრამების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებებში. ეს ძირითადად Microsoft Corporation-ის პროდუქტებია.
უფრო მეტიც, ალტერნატიული ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (როგორებიცაა ოპერაციული სისტემები) გამოყენების შესაძლებლობა თავად ინფორმაციის დაცვის საკითხს მიეკუთვნება. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითები გვაჩვენებს, რომ საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევით და სხვა სფეროებში Microsoft-ის ოპერაციული სისტემის პარალელურად წარმატებით ხდება ღია ტიპის ოპერაციული სისტემის - Linux/Unix-ის გამოყენება. ხსენებული მახასიათებლების პარალელურად ამ ოპერაციული სისტემის წარმატება განპირობებულია მოქმედების მაღალი ხარისხით, საიმედოობითა (ხანგრძლივი პერიოდის განმავალობაში მრავალი მომხმარებლის მიერ ტესტირება) და იმ კომპიუტერული პროგრამების დიდი რაოდენობით, რომლებიც Linux/Unix-ისთვის იქმნება. ეს ოპერაციული სისტემა ასევე ხშირად გამოიყენება საინფორმაციო ქსელების (ინტერნეტი) ძირითად კომპიუტერებზე - სერვერებზე. Linux/Unix აუცილებელი ინსტრუმენტია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კომპიუტერულ ტექნოლოგიების სწავლებისა და სამეცნიერო დაწესებულებებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევითი მუშაობის წარმართვისათვის.
დასკვნის სახით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საჭიროა საქართველოში Linux/Unix სისტემის შესწავლისა და შესაბამისი სპეციალისტების მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნა. ცენტრმა უნდა მოამზადოს Linux-ის მომხმარებლები და პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები. ცენტრის ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს ლაბორატორია, რომელიც იმუშავებს ქართული შრიფტის, კომპიუტერული პროგრამების ქართული ვერსიების შექმნასა და ორგანიზაციებში დაყენებული ოპერაციული სისტემების მომსახურებაზე. ცენტრს ასევე უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე Linux/Unix-ის შესახებ ლიტერატურის მომზადების შესაძლებლობა, და ა.შ.
ცენტრის შესაქმენლად საჭიროა შესაბამისი პროექტის მომზადება და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (მათ შორის ევროკავშირის შესაბამისი პროგრამებიდან) სათანადო ფინანსური რესურსების მოპოვება.
ინტერნეტ-პორტალების განვითარება საქართველოში
ინტერნეტის გამოყენების პროგრამების უმეტესობა (მაგალითად, დისტანციური სწავლება, ელექტრონული ჯანდაცვის პროგრამები, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული მომსახურება, ელექტრონული კომერცია და სხვ.) საბოლოოდ თავს იყრის ინტერნეტ-გამშვებებთან, რასაც ხშირად „პორტალად“ მოიხსენიებენ. უნივერსალურის გარდა არსებობს თემატური პორტალებიც. უმნიშვნელოვანესია პორტალები, რომლებიც:
ქვეყნის მოსახლეობას აწვდიან საჭირო ინფორმაციასა და მომსახურებას („ონლაინ“ კონსულტაციები, ელექტრონული მმართველობის ელემენტები, დისტანციური სწავლება, ელექტრონული გადახდები, და სხვ.). ამ მომსახურების წყალობით მოქალაქენი იუმჯობესებენ მდგომარეობასა და ამცირებენ დანახარჯებს;
ეხმარება საზოგადოებას განვითარების ხელშესაწყობად ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაში;
უზრუნველყოფს იმ ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებთან.
სთავაზობს მომსახურებას, რომელიც საინტერესოა როგორც ქართველი საზოგადოებისათვის და ქართული დიასპორისათვის, ისე უცხოელი მოქალაქეების, ორგანიზაციების, დონორებისა და ინვესტორებისათვის;
უზრუნველყოფს საერთაშორისო დახმარების პროგრამების კოორდინაციის სტიმულირებასა და მათი ეფექტურობის გაზრდას შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნის მეშვეობით;
ხელს უწყობს ანტიკორუფციულ ინიციატივებს;
ხელს უწყობს მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის „know-how“-ზე და ეხმარება მათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საკითხების გადაწყვეტაში;
ქმნის ელექტრონული კომერციული ინიციატივების გასავითარებლად ერთიან გარემოსა და დიალოგის შესაძლებლობას; ხელს უწყობს პარტნიორებს, სპონსორებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ცოდნის გაცვლას;
ხელს უწყობს საზოგადოებაში დაგროვილი ცოდნის უკეთ გამოყენებას; მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას; აწვდის საჯარო სექტორს მნიშვნელოვან ინტერნეტ-მომსახურებას, ინტერნეტ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს, ელექტრონული პროდუქციის სფეროში მათი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
იზიდავს უცხოელ ინვესტორებს;
ხელს უწყობს საზოგადოების გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში ინტეგრაციას და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩევვების განვითარებას.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინიციატივის მხარდასაჭერად ქართველი საზოგადოების თითოეულმა სეგმენტმა უნდა გააცნობიეროს პორტალების მნიშვნელობა (სასწავლო კურსების, კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების, მას-მედიის მეშვეობით) და განავითაროს უნივერსალური და თემატური პორტალები ინტერნეტში. იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც უკვე აქვთ ინტერნეტ პორტალების შექმნის გარკვეული გამოცდილება (მაგალითად, „საქართველოს განვითარება ინტერნეტის საშუალებით“) საზოგადოების სხვა წევრებს უნდა გაუწიონ ყველა სახის კონსულტაცია, გაუზიარონ ცოდნა. სასურველია, პორტალების განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა დონორი ორგანიზაციებისა და ინვესტორების მხრიდან.
___________________
1 დოკუმენტის ქართული ვერსია თანდართულია
![]() |
3 ელ-მმართველობა |
▲back to top |
![]() |
3.1 არსებული მდგომარეობა და ძირითადი სუსტი მხარეები |
▲back to top |
![]() |
3.1.1 საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა |
▲back to top |
განვითარებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქვეყნის შემდგომი წინსვლის მყარი საფუძველია. ამავე დროს ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლისათვის მზადყოფნის შეფასებაში.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №456 ბრძანებულების თანახმად საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წახალისებისა და ხელშეწყობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. 1999 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სხვადასხვა კანონი და დააფუძნა შესაბამისი მმართველი ორგანოები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.
ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ (გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი და სხვ.). მაგალითისათვის, გაეროს განვითარების პროგრამამ შექმნა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათშორისი ქსელი თბილისში.
მიუხედავად აღნიშნული საქმიანობისა, რეალურად მცირე რამ თუ გაკეთდა. მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა მინიმალური იყო, ფინანსური უზრუნველყოფა კი არასაკმარისი.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანწილად შედგება ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული აღჭურვილობისგან. კერძოდ, ეს არის რადიო და ტელე ქსელი, ქალაქისა და მობილური ტელეფონები, ინტერნეტ მომსახურება და ფართო და ადგილობრივი კომპიუტერული ქსელები. საქართველოს ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად განვითარებული ტელე- და რადიო ქსელი აქვს. სატელეფონო ქსელი უფრო მეტად ადექვატურია, თუმცა მომსახურება ნელია და სამუშაობის ხარისხი დაბალი. საერთაშორისო ტარიფების სიდიდესთან ერთად ეს იმას განაპირობებს, რომ ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლები არ არიან დაინტერესებულნი, მაღალი სიჩქარის ხაზებს დაუკავშირდნენ.
საქართველოში არაა კომპიუტერული პერიფერიული პროდუქტის (აღჭურვილობისა და კომპიუტერული პროგრამების) დამამზადებელი ადგილობრივი ფირმები. კომპიუტერული აღჭურვილობის იმპორტი უმეტესწილად აზიიდან ხორციელდება. მომხმარებლების უმრავლესობას არ ძალუძს კომპიუტერული აღჭურვილობისა და კომპიუტერული პროგრამების შეძენა. ქართულ ენაზე მხოლოდ სამართლებრივი, საბუღალტრო და ფინანსური კომპიუტერული პროგრამებია ხელმიწასვდომი. საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის მხოლოდ 2005 წლის თებერვალში იქნა მიღწეული შეთანხმება Windows ოპერაციული სისტემის ქართული ინტერფეისის შექმნასთან დაკავშირებით.
ქართულ ინტერნეტ-სექტორს 12 ინტერნეტ პროვაიდერი ემსახურება. ინტერნეტ კავშირის 70%-ზე მეტის მოწოდებას 5 მთავარი კომპანია ახორციელებს. ესენია: SANET, Georgia Online, Caucasus Network, Telenet da Global-1.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 150,000 კომპიუტერია 4,46 მილიონ მოსახლეზე. მათი უმეტესობა მოძველებული ან შეკეთებულია. კომპიუტერების რაოდენობის, ინტერენტ მომსახურების, ქსელების და ვებ-გვერდების არსებობის თვალსაზრისით სამინისტროებსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებში შემდეგი სურათია: საგარეო საქმეთა სამინსიტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან შედარებით, უკეთ არის აღჭურვილი. თუმცა, კომპიუტერების რაოდენობა არც ერთში საკმარისი არ არის.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არა მხოლოდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე, არამედ მომსახურების ფასზეც. რაც უფრო მაღალია ინტერნეტის მომსახურების ფასი, მით უფრო დაბალია გამოყენების სიხშირე. ბაზარზე არსებული მონოპოლიური მდგომარეობა მხოლოდ ხელს უშლის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას: საქართველოში მხოლოდ ერთი ინტერნეტტრეფიკის მომწოდებელია - ფოთი-ნოვოროსიისკის ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელი.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობამ საქართველოში თბილისში შექმნა უწყებათაშორისი სახელმწიფო ქსელი, რომელიც აერთიანებს სამინისტროებს, პარლამენტს, ეროვნულ ბანკსა და სხვა უწყებებს. ეს ქსელი არასდროს გამოუყენებია მთავრობას. ამ ეტაპზე არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ ითვლება ამ ქსელის მფლობელად და/ან მასზე პასუხისმგებლად. ქსელი კი უკვე ნაწილობრივ დაზიანებულია.
![]() |
3.1.2 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ადამიანური რესურსები |
▲back to top |
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი სიძნელე საჯარო სფეროში სათანადო უნარ-ჩვევების მქონე კადრების ნაკლებობაა. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც კვალიფიციური თანამშრომლების ნაკლებობა და ადამიანური რესურსების არაადექვატური ტრენინგი წლების განმავლობაში პრობლემა იყო. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტები, რომლებშიც შერწყმულია ტექნიკოსისა და მენეჯერის თვისებები: როგორც ინსტალაციის, მომსახურების, დიზაინისა და იმპლემენტაციისთვის, ასევე „ონლაინ“ პროცესებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
კომპიუტერის გამოყენების სწავლება უნივერსიტეტებში მხოლოდ ახლახანს დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის კომპიუტერული პროგრამირებისა და ინფორმატიკის სპეციალური კურსები. რამდენიმე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, დონორები და კომერციული ორგანიზაციებიც აწარმოებენ კომპიუტერულ განათლებასა და შესაბამის წვრთნას. საქართველოში კომპიუტერულ მომსახურებაზე, ტრენინგსა და შესაბამის განათლებაზე მომუშავე დაახლოებით ოცდაათი ორგანიზაციაა; მათი უმეტესობა თბილისში მუშაობს. უნივერსიტეტებში მასწავლებელთა კომპიუტერული განათლება მინიმალურია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა (პროექტი „ირმის ნახტომი“), რომელიც მიმართულია სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვაზე ქვეყნის მასშტაბით, იმედს იძლევა, რომ დაახლოებით 5-10 წელიწადში საქართველოში მოსახლეობის 100%-ს შეეძლება კომპიუტერის გამოყენება. თუმცა, ეს არ ამსუბუქებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა ნაკლებობის პრობლემას.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა დიდია და კერძო სექტორში მათი ანაზღაურებაც მაღალია. თუმცა სახელმწიფოს პრაქტიკულად არ ძალუძს ამ სპეციალისტების სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რის შედეგადაც მათი უმეტესობა კერძო სტრუქტურებშია დასაქმებული. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე კვალიფიციური, პროფესიონალი კადრის სახელმწიფო სტრუქტურებიდან გადინების პროცესი მუდმივად გაგრძელდება. ეს კი სახელმწიფო სტრუქტურებს დიდ სირთულეს შეუქმნის საკომუნიკაციო გარემოს შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებაში.
![]() |
3.1.3 საკანონმდებლო ჩარჩო |
▲back to top |
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასან დაკავშირებული ყველა საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. კერძოდ, ეს საკითხებია: ელექტრონული ხელმოწერა, დოკუმენტების ელექტრონულ შენახვა, ინფორმაციის თავისუფლება, ინტელექტუალურ საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა და სხვ.
საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული მმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო დეპარტამენტში 2000 წელს მომზადდა ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ კანონის პროექტი, მას არანაირი ყურადღება და მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან არ ჰქონია.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკანონმდებლო ბაზის განვითარებაზე. გაეროს განვითარების პროგრამას მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა აქვს პარლამენტთან. ფონდის «ღია საზოგადოება - საქართველოს» მიერ მომზადებულია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი, რომლის განხირციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ქართული ენის სახელმწიფო სტანდარტის არ არსებობაა. პრობლემაა ასევე სხვადასხვა კოდის ქართული შრიფტის გამოყენება. დღეისათვის სახელმწიფო სტრუქტურები შეთანხმებულნი არიან, გამოიყენონ კოდი Unicode, თუმცა ეს მაინც არ არის „ოფიციალური სტანდარტი“. ამასთანავე, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, ვებ გვერდები და ფორუმები ქართული ენისათვის სხვადასხვა კოდების სისტემებს იყენებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან რთული არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წარმატებული მაგალითი არსებობს, რომელთა გამოყენებაც ქართველ სპეციალისტებს შეუძლიათ. უცხოელი ექსპერტებიც მზად არიან დაეხმარონ მათ ამ საქმეში.
![]() |
3.1.4 ორგანიზაციული სტრუქტურა |
▲back to top |
1999 წლიდან შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდის ბოლომდე საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა - საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. დეპარტამენტი პასუხისმგებელი იყო თანამედროვე ტექნოლოგიისა და გამოცდილების შემოღებასა და სახელმწიფო მშენებლობის ყველა სფეროში მათ გამოყენებაზე.
1999 წელს პრეზიდენტის №456 ბრძანებულებით, საკონსულტაციო მიზნებისთვის, შეიქმნა შეიქმნა კიდევ ერთი უწყება - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო. საბჭო, რომლის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი იყო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინიციატივებზე იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, რამდენიმე სამინისტროსაც ჰქონდა საკუთარი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო გაუქმდა (შევარდნაძის დროს შექმნილი ყველა საბჭოს მსგავსად), საინფორამციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო დეპარტამენტი კი ახლადშექმნილ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს შეუერთდა.
ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქმედებდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც ადრე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში შედიოდა. ასეთი გაურკვეველი ვითარება გაგრძელდა 2004 წლის აგვისტომდე, როდესაც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო შეუერთდა ახლად შექმნილ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
ახალ სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი შენარჩუნდა შეცვლილი სახელწოდებით - კომუნიკაციების დეპარტამენტი, ძველი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი კი გაუქმდა. კომუნიკაციების დეპარტამენტის სტრუქტურა და დებულება ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით 2004 წლის ნოემებრში დამტკიცდა.
„სახელმწიფო სპეციალური კომუნიკაციების და ინფორმაციის სააგენტო“ დაფუძნდა 2005 წელს, პრეზიდენტის №533 და №534 ბრძანებულებებით. მისი ძირითადი ფუნქცია მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დაცული საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფაა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად ეს ახალი სააგენტო მხოლოდ აფერხებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას, კომპიუტერული ტექნოლოგიების სკოლებში შემოღებასთან დაკავშირებით, ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურად შექმნილი პროგრამის „ირმის ნახტომის“ მეშვეობით. ეს პროგრამა ანალოგია ესტონური პროგრამისა „ვეფხვის ნახტომი“, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში.
ამასთან ერთად, 1999 წელს შექმნილი საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაც უნდა ვახსენოთ. კომისია მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც, მისი წესდების თანახმად, არც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურას არ ექვემდებარება. კომისია არ ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომისიის სამ წევრს, თავმჯდომარის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტი ექვსწლიანი ვადით ნიშნავს. როგორც მარეგულირებელი ორგანო, კომისია უფლებამოსილია:
გამოსცეს, შეაჩეროს ან გააუქმოს ფოსტისა და კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის ლიცენზიები;
განახორციელოს ლიცენზიების გაცემის პირობების დაცვის მონიტორინგი;
აწარმოოს ლიცენზიების რეესტრი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი ცალკე სახელმწიფო ორგანო საქართველოში არ არსებობს.
![]() |
3.2 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების დონე სახელმწიფო დაწესებულებებში |
▲back to top |
ყველაზე კარგად განვითარებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა შემდეგ სახელმწიფო დაწესებულებებს აქვთ:
პრეზიდენტის ადმინსიტრაცია და სახელმწიფო კანცელარია
(საქართველოს მთავრობა)
პასუხისმგებელი: ვალერი ტყეშელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის აღმასრულებელი სამდივნოს მთავარი მრჩეველი
e-mail: valeri@admin.gov.ge
გიგა უმეკაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
e-mail: gumekashvili@geo.gov.ge
პროექტები: საქართველოს სამთავრობო ქსელის პროექტი. მომზადებულია საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის მიერ (GRENA)
დონორები: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI); Cisco Systems; საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA)
საქართველოს პარლამენტი
პასუხისმგებელი: გიორგი გიორგანაშვილი, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი
e-mail: george@parliament.ge
პროექტები: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება
დონორი: UNDP
კონტროლის პალატა
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
პროექტები: სახელმწიფო სისტემის გაძლიერება ფინანსურ-ეკონომიკური კონტროლისათვის
დონორი: UNDP
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პასუხისმგებელი: მერაბ ლაბაძე
პროექტები:
განათლების სისტემის რეფორმის პროგრამა, პროექტი „ილია ჭავჭავაძე“
პასუხისმგებელი: გია შერვაშიძე, ჯგუფის ხელმძღვანელი;
e-mail: Guia@mes.gov.ge
პროექტები: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
პროექტის მიზანია განათლების სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის საჭირო, შესაბამისი და სანდო ინფორმაციის დროულად და სათანადო ფორმით მიწოდება მათი ნორმალური საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს შესაბამის მართვას, დაგეგმარებასა და გადაწყვეტილებების მიღებას.
ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხებზე:
სკოლების ეროვნული აღწერა;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტრანეტი;
საგანმანათლებლო გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS)
განათლების მართვის სისტემის საინფორმაციო ვებ პორტალი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პასუხისმგებელი:
მერაბ გოცირიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელი;
e-mail: gotsiridze@naec.ge
მაია გაბუნია, საზოგადოებასთან ურთიერთობების ჯგუფის წევრი
e-mail: pr@naec.ge
საქართველოს საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა „ირმის ნახტომი”
პასუხისმგებელი:
რუსუდან ზურაბიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი;
e-mail: rusudan@dlf.ge
გიგა შუბითიძე, პროგრამის მენეჯერი;
e-mail: gshubitidze@dlf.ge
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
პასუხისმგებელი: თამაზ ქაჩლიშვილი, კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
e-mail: tamaz@iberiapac.ge
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
სტატისტიკის დეპარტამენტი
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
ენერგეტიკის სამინისტრო
პასუხისმგებელი: ვახტანგ კეკელიძე, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
e-mail: mail@minenergy.gov.ge
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
იუსტიციის სამინისტრო
პასუხისმგებელი: ზაზა იტრიაშვილი, ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
e-mail: z.itriashvili@justice.gov.ge
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პასუხისმგებელი: დავით ლაბაძე, საინფორმაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი
e-mail: dlabadze@napr.gov.ge
პროექტები და დონორები:
კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტი
KfW - გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი
პროექტი: მიწის მართვა UNDP
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მიწის რეგისტრაციის კომპონენტი
WB/IFAD - მსოფლიო ბანკი/სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
პროექტი: მიწის მართვა საქართველოში
GTZ - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობა
მართვისა და ტრენინგის მხარდაჭერა რეგისტრაციის კადასტრისთვის საქართველოში
SIDA - შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
პროექტი: მიწის ბაზრის განვითარება
USAID - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პროექტი: თანმდევი რეესტრის განხორციელება და განვითარება საქართველოში
EBRD - რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი
შედეგის მისაღწევად კანონების, ადმინისტრაციის, შემოსავლების, ინსტიტუტების კონსოლიდაცია
USAID/CLARITY
სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი: სანდრო ხუსკივაძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორიდნატორი
e-mail: akhuskivadze@cra.gov.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო
პასუხისმგებელი: დავით მწყერაშვილი, მთავარი სპეციალისტი
e-mail: david@mfa.gov.ge
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
ფინანსთა სამინისტრო
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი
საბაჟო დეპარტამენტი
სახელმწიფო ხაზინა
პასუხისმგებელი: დავით ცეკვავა, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
e-mail: d.tsekvava@mof.ge
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
საქართველოს ეროვნული ბანკი
პასუხისმგებელი: შალვა გიორგაძე, საინფორმაციო საკომუნიკაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
e-mail: shalvag@nbg.gov.ge
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო
პასუხისმგებელი: ბესარიონ კვეტენაძე, საინფორმაციო ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი
პროექტები და დონორები: სამხრეთ კავკასიის ჯანმრთელობის საინფორმაციო პროექტი - CIDA;
პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი - მსოფლიო ბანკი
დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დაავადების კონტროლის სახელმწიფო ცენტრი
პასუხისმგებელი: მერაბ მირცხულავა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
e-mail: inftech@ncdc.ge
პროექტები: ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები
დონორები: USAID, UNICEF
თბილისის მერია; ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
პროექტები: ინფორმაცია არ მოიპოვება
დონორები: ინფორმაცია არ მოიპოვება
როგორც ჩანს, ე.წ. „ძალოვან უწყებებსაც“ კარგად განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურა აქვთ, თუმცა ეს უწყებები საკუთარი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაწესებულებები თავს არიდებენ ინფორმაციის მიწოდებას თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს მთავრობის ქსელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით მოთხოვნის პასუხად.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
პასუხისმგებელი პირი: ინფორმაცია არ მოიპოვება
თავდაცვის სამინისტრო
პასუხისმგებელი პირი: ინფორმაცია არ მოიპოვება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პასუხისმგებელი: ივანე რევიშვილი
საქართველოს გენერალური პროკურატურა
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
სასამართლო სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია, რაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასამართლო სისტემის რეფორმის პროექტის დამსახურებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებაც საჭიროა, განსაკუთრებით ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის ნაწილში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
საქართველოს უზენაესი სასამართლო
პასუხისმგებელი: თეიმურაზ გოგბერაშვილი, სასამართლო სტატისტიკისა
და ინფორმატიზაციის დეპარტამენტი
საქართველოს საერთო სასამართლო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად (მაგ., ევროკავშირის TACIS პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური მართვის გაუმჯობესება“), შემდეგი დაწესებულებები შეიძლება დავასახელოთ, როგორც ნაკლებად განვითარებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მქონენი:
ცენტრალური საარჩევნო კომისია
პასუხისმგებელი: რუსუდან ლელაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პასუხისმგებელი: დავით ბარამიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
e-mail: david@cec.gov.ge
ქვემოთ ჩამოთვლილ უწყებეში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისია
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
საქართველოს რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის სამსახური
პასუხისმგებელი: გიორგი ახალაია მთავარი სპეციალისტი - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი
საქართველოს სახალხო დამცველი
პასუხისმგებელი: ინფორმაცია არ მოიპოვება
![]() |
3.3 პრიორიტეტული პროგრამები და შიდა პროექტები |
▲back to top |
![]() |
3.3.1 ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების სახელმწიფო ბანკების შექმნა |
▲back to top |
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუშაობს იურიდიული პირების მონაცემთა სახელმწიფო ბანკის შესაქმნელად.
ახლად შექმნილმა სამოქალაქო რეესტრის სახელმწიფო სააგენტომ მუშაობა დაიწყო ფიზიკური პირების მონაცემთა სახელმწიფო ბანკის შესაქმნელად.
ეს ორი მონაცემთა ბაზა იქნება საქართველოს სამთავრობო ელექტრონულსაინფორმაციო
ქსელის განვითარების საფუძველი.
![]() |
3.3.2 საქართველოს სკოლების (საგანმანათლებლო სისტემის) კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია |
▲back to top |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის - „ირმის ნახტომის“1 ფარგლებში, მუშაობს საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე.
„ირმის ნახტომი“ 4-წლიანი პროგრამაა, რომელსაც კიდევ 4 წლით გაგრძელების რეალური პერსპექტივა აქვს. პროგრამა მოიცავს საქართველოში მოქმედ 3000-ვე საჯარო სკოლას.
2005 წლის მარტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ესტონელი ექსპერტების დახმარებით, საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა („ირმის ნახტომი“) წამოიწყო. პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოში საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზების ხელშეწყობაა. ეს ქვეყნის მასშტაბით სკოლებზე დაფუძნებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის შექმნითა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწდომობის შესაძლებლობის ზრდით უნდა იქნეს მიღწული.
სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა „ირმის ნახტომი“ ძალზედ ეფექტურ თანამედროვე ინიციატივად ითვლება, რომელმაც გავლენა უნდა მოახდინოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე, ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ წინსვლაზე. ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში გამოყენება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ზოგადი რეკონსტრუქციისა და გლობალურ პროცესებში მისი ჩართვის პროცესში.
ფონდი „ირმის ნახტომი“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს განათლების სამინისტროსთან 2005 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ძალზედ წარმომადგენლობითია და აერთიანებს განათლების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირებს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-ასიციაციების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, უნივერისტეტებისა და სკოლების მასწავლებლების წამომადგენლებს.
პროგრამის მიმდინარე ფაზა (2005-2009) უზრუნველყოფს:
თითოეულ სკოლაში კომპიუტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას;
ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამების შექმნასა და შესაბამის მომსახურებას;
ხარისხიან ტექნიკურ მხარდაჭერას;
მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას;
სასწავლო პროგრამაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას;
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინტეგრაციას სკოლის, რაიონის და ქვეყნის დონეებზე.
პროგრამა შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ესტონელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. პროგრამა განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და პროექტის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხანგრძლივად მხარდაჭერის ვალდებულება აიღო. ასევე ნავარაუდებია დამატებითი სახსრების გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი (2005-2009 წლებში) 26,459,200 ლარია. 2005 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დასაფინანსებლად 3 მილიონი ლარი გამოიყო. ასევე მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული დამატებითი კონტრიბუციები.
დაფინანსება გამოყენებულ იქნება:
სკოლების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღსაჭურვად;
სკოლებში ინტერნეტ-კავშირის უზრუნველსაყოფად;
ქართულ ენაზე კომპიუტერული სასწავლო პროგრამების შექმნისა და სრულყოფისათვის;
ტრენინგებისა და კონფერენციების მოსაწყობად.
დღეისათვის შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:
ღია ტენდერით შეძენილ იქნა პირველი 1200 თანამედროვე კომპიუტერი;
კომპიუტერები დანაწილდა საქართველოს 8 ქალაქის 200 სკოლაში;
საუკეთესო ადგილობრივმა პროგრამისტებმა, სასკოლო მიზნებისათვის, სპეციალურად შეიქმნეს და კომპიუტერებზე დაყენეს LINUX-ზე დაფუძნებული ღია ოპერაციული სისტემა;
მიმდინარეობს ზემოაღნიშნული ოპერაციული სისტემისა და კომპიუტერული პროგრამების თარგმნა, რომლის დასრულების შედეგად მივიღებთ პირველ სრულიად ქართულ კომპიუტერს ყველა ასაკის მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის;
მიმდინარე აკადემიური წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს 2000 მასწავლებლის გაწვრთნა კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში;
რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის სასწავლო პროცესში ინტეგრაციისა და ვებ-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტების სხვადასხვა ასპექტებს (ჩაატარებენ წამყვანი ესტონელი ექსპერტები).
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის წარმატებულ განხორციელებას ღირებული დამატებითი ეფექტები ექნება. ეს, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის განვითარებაა. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით იგეგმება ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ძნელადმისადგომი (მაღალმთიანი) რაიონების სოფლების ჩათვლით, ნებისმიერ სახელისუფლებო დაწესებულებას ექნება სამთავრობო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
_____________________
1 პროექტ „ირმის ნახტომის“ გენერალური გეგმა მოცემულია დანართში
![]() |
3.3.3 ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის ინტეგრირებული სახელმწიფო სისტემის შექმნა |
▲back to top |
დღეს ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ფლობს და იყენებს ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის სისტემას.
ამ სამინისტროს გამოცდილება, შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს სხვა სამთავრობო დაწესებულებებისათვის, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ კანონმდებლოვბის არ არსებობა ამუხრუჭებს ამ საკითხის განვითარებას.
![]() |
3.3.4 ელექტრონული მმართველობის კომპიუტერული სისტემის შექმნა |
▲back to top |
2004 წელს საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ - Cisco Systems (www.cisco.com) - სურვილი გამოთქვა, მხარი დაეჭირა საქართველოსთვის სამთავრობო დაწესებულებების ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. Cisco Systems მზად არის, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად 1 მილიონ დოლარად (პრეისკურანტის ფასი) მიაწოდოს საქართველოს საკუთარი პროდუქტი. ეს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას განაახლოს სამთავრობო დაწესებულებების ქსელური ინფრასტრუქტურა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში და შექმნას სამთავრობო ქსელი. ცხადია, მხოლოდ Cisco-ს დახმარება არ იქნება საკმარისი პროექტის განსახორციელებლად. საჭირო გახდება მნიშვნელოვანი დამატებითი სახსრების მოზიდვა. ქვემოთ შემოთავაზებული პროექტი მოიცავს Cisco Systems-ების წვლილს არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის განახლებასა და საქართველოს სამთავრობო ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნაში. თუმცა, პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა აუცილებელი დამატებითი რესურსების დეტალური დათვლაც.
Cisco Systems დაუკავშირდა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციას - GRENA (www.grena.ge) საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისათვის პროექტის ჩისცო-ს ნაწილის მოსამზადებლად. პროექტი1 მომზადებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის განვითარების საწყის ეტაპზე რამდენიმე უწყება შეირჩა. პროექტში ჩართულ სახელმწიფო უწყებათა სია თბილისში მოიცავს:
სახელმწიფო კანცელარიას;
პარლამენტს;
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
ენერგეტიკის სამინისტროს;
ფინანსთა სამინისტროს;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს;
იუსტიციის სამინისტროს;
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
საგარეო საქმეთა სამინისტროს;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
ამ პროექტში ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყება მიიღებს მონაწილეობას:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური სამცხეჯავახეთში;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური შიდა ქართლში და ქალაქ გორის ადმინისტრაცია;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური იმერეთში და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაცია;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური მცხეთა-მთიანეთში;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური გურიაში;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური ქვემო ქართლში;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური კახეთში და ქალაქ თელავის ადმინსიტრაცია;
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამსახური სამეგრელო-ზემო სვანეთში და ქალაქ ზუგდიდის ადმინისტრაცია.
________________
1. პროექტის დოკუმენტი მოცემულია დანართში.
![]() |
3.3.5 საქართველოს ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა |
▲back to top |
რამდენიმე სამთავრობო დაწესებულება, როგორებიცაა: ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროებს გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს. ზოგიერთმა მათგანმა დაიწყო ამ სახის სისტემების შემუშავება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სამუშაოები კოორდინირებული არ არის და დაწესებულებების უშუალო საჭიროებებს ეფუძნება. ამან, მომავალში შეიძლება სირთულე შეუქმნას ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას.
ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული 2006 წლის მარტში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე: შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, კოორდინაირებულად წარმართონ საქმიანობა ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად (იხ. ქვემოთ).
![]() |
3.3.6 საქმიანობის კოორდინაცია |
▲back to top |
2006 წლის თებერვალში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო სტრუქტურებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფი შედგება სამინისტროებისა და ყველაზე მეტად განვითარებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების იფნრასტრუქტურის მქონე სხვა სამთავრობო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან. კერძოდ:
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო კანცელარია (საქართველოს მთავრობა);
საქართველოს პარლამენტი;
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა “ირმის ნახტომი”;
ენერგეტიკის სამინისტრო;
იუსტიციის სამინისტრო;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ფინანსთა სამინისტრო;
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი;
საბაჟო დეპარტამენტი;
სახელმწიფო ხაზინა;
საქართველოს ეროვნული ბანკი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მეორე ეტაპზე იგეგმება შემდეგი უწყებების წარმომადგენლების მოწვევა:
ჯანდაცვის სამინისტრო;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამწუხაროდ, ე.წ. „ძალოვანი უწყებები“ (თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვ.) უსაფრთხოების ზომებზე აპელირებით უარს აცხადებენ ნებისმიერ ერთობლივ ინიციატივაში მონაწილეობაზე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრები იგეგმება ორ კვირაში ერთხელ. ჯგუფის წევრები ცვლიან ინფორმაციას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების თაობაზე; განიხილავენ სფეროში არსებულ ძირითად პრობლემებს, შესაძლო თანამშრომლობის საშუალებებსა და გზებს.
ჯგუფის მუშაობა დადებითია, თუმცა სამწუხაროდ ჯგუფს სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია და მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულიო არ არის, შესაბამისად, შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.
![]() |
4 ელ-გამჭვირვალობა - არსებული მდგომარეობა და მთავარი სისუსტეები |
▲back to top |
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უწყებების ცენტრალიზებული ვებ-გვერდი ან პორტალი არ არსებობს. საძიებო სისტემები, როგორიცაა www.internet.ge, არ შეიცავს ბმულებს ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ვებ-გვერდისათვის. სამთავრობო ვებ-გვერდების უმეტესობას აქვს ურთიერთმითითების ღილაკები, თუმცა ისინი სრულყოფილი არ არის. შესაბამისად, საჭირო ვებ გვერდების მოძიება პრობლემურია.
უფრო მეტიც, არ არსებობს ერთიანი დადგენილი სტანდარტი ინტერნეტ გვერდების მისამართებისათვის და სამთავრობო დაწესებულებებს ინტერნეტ გვერდები განსხვავებული დომენებით აქვთ: მაგ.: http://www.mod.gov.ge (თავდაცვის სამინისტრო); http://www.minenergy.gov.ge (ენერგეტიკის სამინისტრო); http://www.mof.ge (ფინანსთა სამინისტრო); http://www.police.ge (შინაგან საქმეთა სამინისტრო); http://moe.caucasus.net (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო).
ზოგიერთი ვებ გვერდი არ მუშაობს ან გვერდების უმეტესობა „დამუშავების პროცესშია“.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი სამთავრობო დაწესებულებების სია ვებგვერდების მითითებით:
საქართველოს პრეზიდენტი
Web Site: http://www.president.gov.ge
საქართველოს პარლამენტი
Web Site: http://www.parliament.ge
საქართველოს მთავრობა
Web Site: http://www.government.gov.ge
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Web Site: http://www.adjara.gov.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Web Site: http://www.abkhazeti.info
ვებ-გვერდი არ მუშაობს
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო
Web Site: http://nsc.gov.ge
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
Web Site: http://www.constcourt.gov.ge
საქართველოს უზენაესი სასამართლო
Web Site: http://www.supremecourt.ge
საქართველოს საერთო სასამართლო
Web Site: http://www.court.gov.ge
საქართველოს გენერალური პროკურატურა
Web Site: http://www.pog.gov.ge
საქართველოს სახალხო დამცველი
Web Site: http://www.ombudsman.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისია
Web Site: http://www.cec.gov.ge
კონტროლის პალატა
Web Site: http://www.control.ge
ევრო ინტეგრაციის სამთავრობო კომისია
Web Site: http://www.eu-integration.gov.ge
საქართველოს რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის სამსახური
Web Site: http://www.reforms.ge
ვებ-გვერდის უმეტესი ნაწილი ახლა იქმნება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
Web Site: http://www.mes.gov.ge
განათლების რეფორმის პროგრამა - პროექტი „ილია ჭავჭავაძე“
Web Site: http://www.reform.edu.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
Web Site: http://www.naec.ge
საქართველოს საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა „ირმის ნახტომი“
Web Site: http://www.dlf.ge
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
Web Site: http://moe.caucasus.net
ბმულების უმეტესობა ახლა მუშავდება
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
Web Sites: http://www.economy.ge
http://www.privatization.ge
სტატისტიკის დეპარტამენტი
Web Site: http://www.statistics.ge
ენერგეტიკის სამინისტრო
Web Site: http://www.minenergy.gov.ge
ბმულების უმეტესობა ახლა მუშავდება
თავდაცვის სამინისტრო
Web Site: http://www.mod.gov.ge
იუსტიციის სამინისტრო
Web Site: http://www.justice.gov.ge
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
Web Site: http://www.napr.gov.ge
სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო
Web Site: http://www.cra.gov.ge
ვებ-გვერდი არ მუშაობს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
Web Site: http://www.mc.gov.ge
ვებ-გვერდი არ მუშაობს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
Web Site: ვებ-გვერდი არ იძებნება
საგარეო საქმეთა სამინისტრო
Web Site: http://www.mfa.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Web Site: http://www.police.ge
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Web Site: http://www.maf.ge
ფინანსთა სამინისტრო
Web Site: http://www.mof.ge
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი
Web Site: http://www.tax.ge
საბაჟო დეპარტამენტი
Web Site: http://www.customs.gov.ge
სახელმწიფო ხაზინა
Web Site: ვებ-გვერდი არ იძებნება
საქართველოს ეროვნული ბანკი
Web Site: http://www.nbg.gov.ge
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Web Site: http://www.healthministry.ge
გაერთიანებული სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი
Web Site: http://www.susif.ge
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო
Web Site: http://saesa.gov.ge
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი
Web Site: http://www.ncdc.ge
თბილისის მერია; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი
Web Site: http://www.thsd.ge
საქართველოს წამლის სააგენტო
Web Site: http://www.gda.ge
ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ვებ-გვერდები:
თბილისის მერია
Web Site: http://www.tbilisi.gov.ge
ბმულების უმეტესობა ახლა მუშავდება
შიდა ქართლის ოფიციალური ვებ-გვერდი
Web Site: http://www.shidakartli.ge
ბმულების უმეტესობა შემუშავების სტადიაშია
ქვემო ქართლის ოფიციალური ვებ-გვერდი
Web Site: http://kvemokartli.gov.ge
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამთავრობო ვებ-გვერდი
Web Site: http://www.s-j.ge
იმერეთის რეგიონალური პორტალი
Web Site: http://www.imereti.ge
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ადმინისტრაცია
Web Site: http://www.szs.gov.ge
ბმულების უმეტესობა ახლა მუშავდება
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სამთავრობო პორტალების უმეტესობის ვებგვერდების ყველაზე უკეთესად განვითარებული ნაწილია „სტატუტი“ ან „კანონმდებლობა“. უმეტეს შემთხვევებში ვებ-გვერდები გამოყენებულია როგორც სარეკლამო ინსტრუმენტი - პრესრელიზების, ახალი ამბებისა და ა.შ. გამოსაქვეყნებლად.
ზოგ შემთხვევაში ვებ-გვერდზე სახელმწიფო სატენდერო განცხადებების გამოქვეყნებაც ხდება. ხშირად ეს ერთადერთი მინიშნებაა “გამჭვირვალობაზე”.
ზოგიერთი ვებ-გვერდი საკმაო ინფორმაციის შემცველია: საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდები საკანონმდებლო აქტების ინტერაქტიულ ბაზას მოიცავს; ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ფრინველის გრიპის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს დანაშაულის ქრონიკას, ა.შ.
ერთადერთი „სასიამოვნო“ გამონაკლისია ენერგეტიკის სამინისტრო, სადაც ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის სისტემა მუშაობს. მოქალაქეებს შეუძლიათ მათი წერილის სტატუსის გაგება სამინისტროს ვებ-გვერდიდან, წერილის რეგისტრაციის ნომრის მიხედვით.
რაც შეეხება ადგილობრივი მმართველობის ვებ-გვერდებს, განვითარების ზოგადი დონე საკმაოდ დაბალია - ბმულების უმეტესობა არ მუშაობს. ერთადერთი გამონაკლისი იმერეთის რეგიონალური პორტალი (სავარაუდოდ, ეს საუკეთესო სამთავრობო პორტალია საქართველოში) და ნაწილობრივ ქვემო ქართლის ოფიციალური ვებ-გვერდია. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახელისუფლებო ვებ-გვერდების უმეტესობა შორს არის ელგამჭვირვალობის თუნდაც მინიმალური სტანდარტებისგან.
ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სამთავრობო დაწესებულებებისგან არ მოითხოვს ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რაიმე საქმიანობას. ამდენად, ელ-გამჭვირვალობის განვითარება სახელმწიფო ინსტიტუტში მაღალი თანამდებობის პირების და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული;
თანამშრომლებს, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებლები იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტებში ელ-გამჭვირვალობის განვითარებაზე, არ აქვთ სპეციალური ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ თანამშრომლებს სჭირდებათ სპეციალური ტრენინგი და დამხმარე დოკუმენტაცია ელ-გამჭვირვალობის განვითარების ძირითადი პრინციპებისა და მოთხოვნების შესახებ.
![]() |
5 დასკვნები |
▲back to top |
„საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პროექტში“-ში ჩამოყალიბებული კონცეფცია, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტად.
საქართველოში ელ-გამჭვირვალობის სისტემების განვითარების ძირითადი სუსტი მხარეებია:
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განუვითარებელი ინფრასტრუქტურა;
საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე თანამშრომელთა ნაკლებობა;
ელექტრონული კომერციისა და ელ-მმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის უკმარისობა;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, კოორდინაციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურის არ არსებობა;
ელ-გამჭვირვალობის სისტემების განვითარების დაბალი დონე, განსაკუთრებით კი ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის ინტეგრირებული სახელმწიფო სისტემის არ არსებობა სამთავრობო დაწესებულებათა უმეტესობაში;
საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ელ-გამჭვირვალობისათვის დაწესებული მოთხოვნების არ არსებობა სამთავრობო ინსტიტუტებისათვის;
სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომელთა ცოდნის დაბალი დონე ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამის მიუხედავად, ზოგიერთ სფეროში გარკვეული პროგრესია მიღწეული. ესაა:
იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მონეცემების სახელმწიფო ბანკების შექმნა;
ქვეყნის სკოლების კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია;
ელექტრონული დოკუმენტების ბრუნვის ინტეგრირებული სახელმწიფო სისტემის შექმნა;
საქართველოს ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა;
სამთავრობო ინსტიტუტების საქმიანობის კოორიდნაცია ელექტრონული მმართველობის კომპიუტერული სისტემის შესაქმნელად.
ელ-გამჭვირვალობის სფეროში მდგომარეობა ძალზედ შორსაა სასურველისგან. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო დაწესებულებათა უმეტესობას ვებ-გვერდები აქვს, მხოლოდ მცირე მათგანი თუ არის ინფორმაციული.
![]() |
6 რეკომენდაციები |
▲back to top |
კვლევის დასკვნების საფუძველზე საქართველოში ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის სისტემების განვითარების სფეროში მომუშავე სხვადასხვა ძირითადი ორგანოსთვის შემდეგი რეკომენდაციების მიცემა შეიძლება:
![]() |
6.1 რეკომენდაციები სამთავრობო დაწესებულებებისათვის: |
▲back to top |
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის განვითარებაზე, კოორდინაციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი სამთავრობო ორგანოს დაფუძნება;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ქართული ენის სტანდარტის შემუშავება;
საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ელ-მმართველობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება და დახვეწა, განსაკუთრებით - ციფრული ხელმოწერის, ციფრული დოკუმენტების შენახვის, ინფორმაციის თავისუფლების, ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის კუთხით;
სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ელ-მმართველობისა და ელგამჭვირვალობის სფეროში ყველა ურთიერთობის კოორდინაცია;
![]() |
6.2 რეკომენდაციები დონორი ორგანიზაციებისთვის |
▲back to top |
ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის განვითარების სფეროში სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის გაწეული დახმარების კოორდინაცია;
სამთავრობო ინსტიტუტების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებისასთვის ელ-გამჭვირვალობის სპეციალური ტრენინგპროგრამების დაფინანსება;
ელ-გამჭვირვალობის კომპონენტების განვითარების მოთხოვნა სამთავრობო ინსტიტუტებისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებისას.
![]() |
6.3 რეკომენდაციები პროექტისათვის „ელ-გამჭვირვალობის მშენებლობა საქართველოში“ (LGI, OSI-ის საინფორმაციო პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ერთობლივი პროექტი) |
▲back to top |
სამთავრობო ინსტიტუტებში ელ-გამჭვირვალობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და მხარდაჭერა;
ელ-გამჭვირვალობის განვითარების ძირითად პრინციპებზე სამთავრობო ინსტიტუტების თანამშრომელთა ტრენინგის მომზადება და ჩატარება;
ელ-გამჭვირვალობის შემცველი საჯარო ინფორმაციის შესახებ ახალი კანონის პროექტის მომზადება და მისი მიღების ლობირება;
ელ-გამჭვირვალობისა და ელ-მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინაცია.