ბიზნეს-მაცნე №6-7 (15-16)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯიმშელაძე ეკა , ფხალაძე თენგიზ, ცხრუკვეთელი კობა
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება)
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახურის უფროსი: მაკა არახამია ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა 2008წ.



1 ბიზნეს-პალიტრა

▲back to top


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
წამყვანი რედაქტორი

აქსისის სერიოზული განაცხადი

კომპანია აქსისის პროექტების მართვის მენეჯერთა 9-კაციანმა ჯგუფმა სამშენებლო და პროექტების მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანია მეისი გრუპის მიერ დაფუძნებულ ბიზნეს-სკოლაში აიმაღლა კვალიფიკაცია.

ბიზნეს-სკოლაში მიწვევა აქსისმა მიიღო, როგორც მეისი გრუპის საერთაშორისო პარტნიორმა. ინტენსიური კურსის ფარგლებში აქსისის სპეციალისტები სამშენებლო მენეჯმენტის სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს 4 კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ. მათ ისეთი ცნობილი ობიექტებიც კი დაათვალიერეს, როგორებიც „როუფ მეიკერი და სევილ როუა.

აქსისის პროექტის მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ხვედელიანი ლონდონში პრაქტიკული კურსის გავლას უნიკალურ გამოცდილებად აფასებს, რაც კომპანიას მუშაობაში და მეისი გრუპთან მომავალ პარტნიორობაში მნიშვნელოვნად წაადგება.

მეისის ბიზნეს სკოლის დირექტორი ბრაიან მუნი საერთაშორისო კომპანია აქსისს მომავალ პარტნიორად მიიჩნევს და სპეციალური პროგრამით კურსის ჩატარებისა და თავიანთ ექსპერტებთან აქსისის სპეციალისტთა შეხვედრის მთავარ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებს.

ბრიტანული კომპანია მეისი სამშენებლო და პროექტების მენეჯმენტში მსოფლიო წამყვან კომპანიათა სამეულში შედის. აქსისი პირველი ქართული კომპანიაა, რომელთანაც მეისი თანამშრომლობს და პარტნიორობის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს. პირველ ეტაპზე უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მეისი აქსის თაუერსის პროექტში ჩაერთვება.

ჩაებით კონკურსში!

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (KFV) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტში საქართველო - განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ადგილობრივი ბანკებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში დაარსებული განახლებადი ენერგიის ფონდი კონკურსში გამარჯვებულ ბანკებზე 5 მილიონი ევროს ოდენობით შეღავათიან სესხებს გასცემს, ბანკები კი, თავის მხრივ, ასეთივე შეღავათიან სესხებს გასცემენ მცირე ჰესებისა და გეოთერმული სისტემების სარეაბილიტაციოდ. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბანკებმა საკონკურსო დოკუმენტაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 2008 წლის 7 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.

მიზანი - თანამშრომლობის გაღრმავება

„წითელი ხიდის“ საბაჟო­გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის საქართველოში ეუთოს მისიის „გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სემინარი გაიმართა, მას საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აზერბაიჯანის საბაჟო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარის მიზანი აზერბაიჯანული და ქართული მხარის საბაჟო და სასაზღვრო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ინტეგრირებული მართვის ძირითადი კონცეფციების მიმოხილვა იყო. სემინარის მონაწილეებმა გაყალბებული დოკუმენტების, ადამიანის უფლებების, რადიაციული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღების, ანტიტერორისტული საქმიანობის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კონტრაბანდის, ფიტოსანიტარული საფრთხეების, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის თემებზე იმსჯელეს. „გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოში ეუთოს მისიას შორის 2008 წლის 2 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია. დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისათვის ტრანსსასაზღვრო კურსებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში 2008­2009 წლებში სემინარები და ტრენინგები ეუთოს მისიისა და ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესების მართვის სამმართველოს ორგანიზატორობით გაიმართება

მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს ახალი მოადგილე ჰყავს. სამინისტროში ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროს კურირებას ამიერიდან გიორგი კარბელაშვილი გაუწევს.

გიორგი კარბელაშვილი ბოლოს საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. მანამდე კი მას ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილისა და თბილისის ვიცე­პრემიერის თანამდებობები ეჭირა.

რუსეთი მაინც პირველ ადგილზეა!

0x01 graphic

2008 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 84,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32,9 პროცენტით აღემატება. ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი წილი - 53,5 მილიონი დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 63,4 პროცენტი რუსეთზე მოდის. მას მოჰყვება უკრაინა - 6,8 მილიონი დოლარით (8,1%25), საბერძნეთი - 3,8 მილიონი დოლარით (4,5%25), იტალია - 3,7 მილიონი დოლარით (4,4%25). პირველ ხუთეულში შედის ამერიკის შეერთებული შტატებიც, საიდანაც გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მილიონი დოლარი, ანუ მთლიანი ფულადი გზავნილების 4,1 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 31,4 პროცენტით ნაკლებია. სწორედ ამ კლების შედეგად აშშ­მა ქვეყნებს შორის მე­3 ადგილიდან მე­5 ადგილზე გადაინაცვლა.

უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის Anelik­ი - ლიდერობს, რომელზეც მთლიანი მოცულობის 18,4 პროცენტი მოდის. მას მოჰყვებიან: Contact (18%25), Western Union (17,5%25), Unistream (17,5%25), Leader (5,5%25) და Money Gram (2,5%25).

2008 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 7,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,6 პროცენტით ნაკლებია. საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობა 31,5 პროცენტით შემცირდა და 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას ყველაზე ხშირად გამოიყენება Western Union­სა და Anelik­ს გამოიყენებენ, რომლებზეც, შესაბამისად, მთლიანი მოცულობის 47,3 და 20,3 პროცენტი მოდის.

გაიხსნა ხილის საშრობი საწარმო

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ხილისა და კენკროვანი კულტურების გადამამუშავებელი საწარმო ფარკონი გაიხსნა. იგი ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 42 000 დოლარის ოდენობის გრანტით დაფინანსდა. საწარმოს გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენელი ჯიმ მაკნიკოლასი ესწრებოდნენ.

გრანტის თანხა საშრობი დანადგარის, ტრაქტორის, მცირე სატვირთო ავტომობილის შეძენას, ასევე, გარემოსდაცვით ღონისძიებებს, მარკეტინგისა და ტრენინგის ხარჯებს მოხმარდა. შენობის განახლებისა და მარაგის შესყიდვის, საჭირო ნედლეულის შესაძენი ძირითადი ხარჯები - 91 800 დოლარი შპს ფარკონის მფლობელის, მამუკა ალფაიძის თანადაფინანსებით დაიფარა.

საშრობი საწარმო ველურად მზარდ ხილსა და კენკროვან კულტურებს - მოცვს, მარწყვსა და წყავს შეაგროვებს, გადაამუშავებს, დააფასოვებს და გაყიდის. პროექტმა 11 ადამიანი დაასაქმა.

ათასწლეულის პროგრამის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 85 პროექტია დამტკიცებული. მათი საერთო თანხა 3,5 მილიონი დოლარია, ეს კი, სავარაუდოდ, 1 182 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა.

პროექტი გრანტებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრების, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების, უწყვეტი საწარმოო ჯაჭვისა და პირველადი წარმოების განვითარებისთვის გასცემს.

ისარგებლეთ უპროცენტო კრედიტით

0x01 graphic

„ტაოპრივატბანკმა“ მომხმარებელსა ახალი უნივერსალური VISA CLASSIC­ის საკრედიტო ბარათი - PRIVATE CARD­ი შესთავაზა. PRIVATE CARD“ ბარათის მეშვეობით უპროცენტო კრედიტით სარგებლობა 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. საკრედიტო ლიმიტი კი უვადოა. ბარათის მიღება სახელფასო ცნობის წარდგენის გარეშეც შეიძლება.

PRIVATE CARD-ის მოქმედების ვადა - 4 წლით, ხოლო საკრედიტო ლიმიტი - 100­დან 4 000 ლარამდე განისაზღვრება. საპროცენტო განაკვეთი თვეში 3 პროცენტს შეადგენს.

გაიხსნა ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთი

აღმოსავლეთ­დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღაიანი­იგოეთის ოთხზოლიანი მონაკვეთი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რომან დალაქიშვილი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორი პიტერ ტომპსონი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში როი საუთვორთსი და მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პროგრამის ხელმძღვანელი ოლივიე ლებერი ესწრებოდნენ. მშენებლობა მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსდა.

0x01 graphic

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის რეჟიმში ტრანსპორტის გაცილებით უსაფრთხო, კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილება იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკს მიმართა ახალი პროექტის დაფინანსების თხოვნით. იგი სვანეთიდან რიკოთის გვირაბამდე გზის მონაკვეთის შეკეთებას ითვალისწინებს.

ითამაშე, მაგრამ გადაიხადე!

0x01 graphic

2008 წლის იანვარ­ივნისში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 524 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 14 898 000 ლარი შევიდა. აღნიშნულ პერიოდში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობაზე 390 ნებართვა გაიცა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3 120 000 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე გაცემული 46 ნებართვიდან - 276 000 ლარი, სამორინეს მოწყობაზე გაცემული 4 ნებართვიდან - 10 500 000 ლარი, ტოტალიზატორის მოწყობაზე გაცემული 83 ნებართვიდან - 996 000 ლარი, ხოლო ლოტოს მოწყობაზე გაცემული ერთი ნებართვიდან ბიუჯეტმა მოსაკრებლის სახით 6 000 ლარი მიიღო.

სამართალი გზას ეძებს...

2008 წლის იანვარ­ივნისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში მეწარმეების 245 საჩივარი შევიდა. საპრეტენზიო თანხამ 76 804 253 ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დავების განხილვის საბჭომ საჩივრებიდან სრულად ან ნაწილობრივ 64 საჩივარი დააკმაყოფილა და მეწარმეებს 7 178 389 ლარი დაუბრუნა. არ დაკმაყოფილდა 92 საჩივარი, რომელთა საპრეტენზიო თანხა 314 345 177 ლარი იყო. მომჩივანის მიერ გასაჩივრების პროცედურების დარღვევის გამო განუხილველად დატოვებულია 39 საჩივარი საპრეტენზიო თანხით 4 237 583 ლარზე.

შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა 9 საჩივარი. საპრეტენზიო თანხა 58 420 ლარია.

აქციზურ მარკებზე მოთხოვნილება იზრდება

2008 წლის იანვარ­ივნისში აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებულია 108 441 610 ლარი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს 29,3 პროცენტით აღემატება: მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 83 839 804,47 ლარი იყო მობილიზებული.

2008 წლის იანვარ­ივნისში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროში 1 615 განაცხადი შევიდა. სულ რეალიზებულია 265 778 524 ცალი აქციზური მარკა.

სანდო და საიმედო პარტნიორი

0x01 graphic

სააქციო საზოგადოება მადნეული ევრაზიის მეტალურგთა საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო სოციალურ პარტნიორად დაასახელა. ფედერაციამ მადნეულის გენერალური დირექტორი კობა ნაყოფია სპეციალური პრიზითა და საუკეთესო სოციალური პარტნიორის წოდების დამადასტურებელი სიგელით დააჯილდოვა.

2006­2007 წლებში „მადნეულმა“ 90­მდე საქველმოქმედო პროექტში მიიღო მონაწილეობა. მან ამ პერიოდში სოციალურ საქმიანობას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა.

ბანკად გარდაქმნაზეც არ იტყვის უარს!

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკა საქართველოს“ ქვეყნის ბაზარზე შემოსვლიდან 10 წელი შეუსრულდა. ამ დროისათვის ორგანიზაციის საკრედიტო პორტფელი 20 მილიონ დოლარს შეადგენს და 23 ათასზე მეტ ადამიანს მიკრობიზნესის განვითარებაში ეხმარება.

0x01 graphic

დღეისათვის არსებული 34 ფილიალიდან თბილისში მხოლოდ ოთხია, დანარჩენები კი რეგიონებშია განთავსებული. წლის ბოლომდე ფილიალების რიცხვი 40­მდე გაიზრდება. კომპანია ფილიალების მოწყობაზე დიდ თანხას არ ხარჯავს და ყველა მათგანი იჯარით აღებულ ფართში აქვს გახსნილი. განსაკუთრებით მოკრძალებულია ფინკა საქართველოს რეგიონული ფილიალები.

დაფუძნებიდან დღემდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 200 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა. მათივე მონაცემებით, თითო მცირე სესხი 2­3 სამუშაო ადგილს მაინც ქმნის.

ფინკა საქართველოს დირექტორის მოადგილე, საკრედიტო ოპერაციების დირექტორი დავით სულაბერიძე აღნიშნავს, რომ 20 მილიონი დოლარიდან სოფლის მეურნეობაზე ჯერჯერობით 3­4 მილიონი თუ მოდის, თუმცა, პრიორიტეტები იცვლება: აქამდე პრიორიტეტული მცირე ბიზნესი, ვაჭრობა და წარმოება სწორედ სოფლის მეურნეობამ ჩაანაცვლა, ასე რომ, ორგანიზაცია ამ სფეროზე გაცემული სესხების მოცულობის გაორმაგებას აპირებს. სოფლის მეურნეობა ფინკაში არ იყო ფართოდ წარმოდგენილი, ახლა კი ამ ვაკუუმის შევსებას ვცდილობთ. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი კლიენტებისთვის საპროცენტო განაკვეთი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც რესურსების მიღების საშუალება. ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისეთ რაიონებში და ისეთ სეგმენტს ვემსახურებით, რომელსაც ბანკები ზედმეტად სარისკოდ მიიჩნევენ. 10 წლისთავზე ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც, ფაქტობრივად, არაფრის მქონენი მოვიდნენ ჩვენთან, „ფინკას“ დახმარებით კი ბევრ რამეს მიაღწიეს.

ფინკა საქართველოში ე.წ. start-up­ების, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებაზეც ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ ამ სეგმენტს, პრაქტიკულად, არავინ ემსახურება. იაფი კრედიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ სიღარიბის დასაძლევად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაა საჭირო. ადამიანს, რომელსაც სახლში თუნდაც ერთი ძროხა ჰყავს, შეუძლია ჩვენთან მოსვლა და სესხის ნახევარ დღეში აღება. სესხის ოდენობა დამოკიდებულია კლიენტის საცხოვრებელ სახლში არსებულ აქტივებზე, რომელსაც საკრედიტო ოფიცრები აანალიზებენ.

ფინკა საქართველოში ბანკად გარდაქმნისთვის მზადყოფნაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაცია სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებისა და აქტივების იმ მინიმალურ მოცულობას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს დაწესებული.

საქართველოსაც მოემსახურება და აზერბაიჯანსაც

საქართველოში უძრავი ქონების წამყვანი საინვესტიციო კორპორაცია Oncor International შემოდის. კომპანია, რომელიც გასული წლის რეიტინგის მიხედვით, 10 საუკეთესო საბროკერო კომპანიათა შორის მოხვდა. იგი კომერციული უძრავი ქონების, ასევე აუთვისებელი მიწის მესაკუთრეებსა და დეველოპერებს კომპლექსურ კონსალტინგურ და საინვესტიციო მომსახურებას შესთავაზებს. საგულისხმოა, რომ Oncor International-ის თბილისის ოფისი ანალოგიურ მომსახურებას აზერბაიჯანსაც გაუწევს.

საქართველოსა და აზერბაიჯანშიOncor International“-ის შემოსვლით უძრავი ქონებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროდუქტების ბაზრის ჩამოყალიბების პროცესის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც უძრავი ქონების კონცეპტუალიზაციის, განვითარება­რენოვაციისა და კაპიტალის მოზიდვის პროცესში საკონსულტაციო და საინვესტიციო ფუნქციების გაძლიერებას გულისხმობს,“ - აცხადებს კომპანიის კავკასიის ოფისის დირექტორი გიორგი ამზაშვილი.

Oncor International კომერციული უძრავი ქონების სფეროში გლობალური წამყვანი საკონსულ­ ტაციო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 36 ქვეყანაში 50­ზე მეტ პარტნიორ უძრავი ქონების კომპანიასა და გაყიდვების სამსახურის 2 000­ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს.

კომპანიის თანამშრომლების მიერ კომერციული ფართების გაყიდვების მოცულობამ გასულ წელს 38,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. Oncor International - ის წარმომადგენლები კომერციულ კორპორაციულ მომსახურებას კლიენტებს ექვსი კონტინენტის 220 გლობალურ ბაზარზე სთავაზობენ. კომპანიის მომსახურება მოიცავს კომერციული უძრავი ქონების მომსახურების სრულ სპექტრს - საოფისე, ინდუსტრიულ და საცალო გაყიდვებს, ასევე, სალიზინგო მომსახურებას როგორც ინსტიტუციონალური, ისე კერძო ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია კორპორაციულ მომსახურებაზე აქტივებისა და ქონების მართვის ფინანსური მომსახურების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მენეჯმენტის დარგში.

როგორ შევაღწიოთ ევრობაზარზე

0x01 graphic

საქართველოს სავაჭრო­სამრეწველო პალატამ და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო CBI-მ - განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ევროპულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ „მუზაში“ მოაწყო სამდღიანი სასწავლო სემინარი თემაზე: ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა, ლოჯისტიკა და დისტრიბუციის მენეჯმენტი.

სემინარში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: ტიფლისსკი ვინნი პოგრებ, ვაინმენი, ტიფლისის მარანი, ვაზი+, თბილღვინო, კომპანია ბესინი, დუგლაძეების ღვინოების კომპანია, კორპორაცია ქინძმარაული, თელიანი ველი, ღვინის კომპანია შუმი, ლიბერი და გომი.

შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის ბაზრის სამართლებრივ და არასამართლებრივ მოთხოვნებზე, სავაჭრო პოლიტიკაზე, მათ შორის, სატარიფო და არასატარიფო ბარიერებზე, ფინანსურ და არაფინანსურ შეზღუდვებზე, ასევე, ევროპული ღვინის სექტორის ლოჯისტიკასა და დისტრიბუციაზე, ევროკავშირის ღვინის ბაზრის კვლევაზე, ევროკავშირის ღვინის სექტორის ტენდენციებსა და განვითარებაზე და ევროკავშირში ღვინის სექტორთან მიმართებაში ბიზნესის გაძღოლაზე ისაუბრეს. სემინარის მსვლელობისას მიმოიხილეს ინდივიდუალური საექსპორტო პროგრამაც, რომელსაც საქართველოს სავაჭრო­სამრეწველო პალატა CBI-სთან ერთან ახორციელებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლისა და ევროკავშირის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობას.

ვინ წარმოადგენს უკეთეს პროექტს

0x01 graphic

გარე ავლაბრის განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კომპანია იბერიას მიერ დაწესებული პრემიის მიღების შანსი 8 პრეტენდენტს აქვს. კონკურსი კომპანია იბერიამ მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი 15 კონკურსანტმა გამოთქვა, თუმცა 14 ივლისს, საკონკურსო ვადის ამოწურვამდე, პროექტები მხოლოდ 8 მათგანმა წარმოადგინა.

კონკურსის ორგანიზატორი და სპონსორი კომპანია იბერია უძრავი ქონებაა, რომელმაც ღია არქტიტექტურულ­ქალაქგეგმარებითი კონკურსისათვის 22 000­ლარიანი საპრიზო ფონდი დააწესა. პირველი პრემია - 10 000 ლარით, მეორე პრემია - 6 000 ლარით, მესამე პრემია - 4 000 ლარით, წამახალისებელი პრემია კი - 2 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც კომპანია იბერიაში აცხადებენ, კონკურსის მიზანია ავლაბრის განაშენიანების ისეთი გეგმის მიღება, რომელიც ამ უბნის რეკონსტრუქციისათვის მყარ, აპრობირებულ და ოპერატიულ საფუძველს შექმნის. გამარჯვებულ პროექტებს კომპანია მერიის ურბანული განვითარების სამსახურს უსასყიდლოდ გადასცემს. ხოლო მას შემდეგ, რაც ურბანული განვითარების სამსახური შერჩეულ ვარიანტს დაამტკიცებს, ის გარე ავლაბრის უბანში ნებისმიერი არქიტექტურული საქმიანობისთვის საკანონმდებლო საფუძველი გახდება.

წარდგენილ პროექტებს 13­კაციანი ჟიური შეაფასებს.

საკონკურსო პროექტები 16 ივლისს გალერეა „უნივერსში“ გამოიფინა.

კონკურსი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით ჩატარდა.

კომერციული ბანკების შემოსავალი იზრდება

2008 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 8 342,6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 15,7 პროცენტით აღემატება.

საქართველოს საბანკო სექტორი 22 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. აქედან ორი უცხოური ბანკის ფილიალია, ხოლო 14 - უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი.

2008 წლის 1 ივნისისათვის უმსხვილესი აქტივების მქონე 5 კომერციული ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისთან შედარებით 80,4 პროცენტიდან 78,8 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა წმინდა მოგების სახით 51,6 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16,2 პროცენტით აღემატება.

ინდექსს უფრო მეტი ფასი დაედო!

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების - „ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ აბონენტებთან დაკავშირების წესები შეიცვალა. 2008 წლის 1 ივლისიდან მობილურ ტელეფონებზე მხოლოდ ექვსნიშნა ნომრით დარეკვა გაუქმებულია.

ამიერიდან „ჯეოსელის“ „877“ სისტემის აბონენტთან დასაკავშირებლად ნომრის წინ აუცილებლად უნდა აკრიფოთ „877“ ინდექსიც.

„მაგთისა“ და „ბალის“ აბონენტებთან დაკავშირებაც, ანალოგიურად, აბონენტის ნომრის წინ „899“, „895“, „891“ ან „898“ ინდექსის აკრეფის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

0x01 graphic

საიმედო დამზღვევი

საქართველოს ბანკი გათამაშებისათვის თქვენ გელით მილიონი ბილეთების დაცვის უპრეცედენტო მეთოდს გამოიყენებს. ბილეთზე მითითებული ნომერი დაშიფრული იქნება, რაც გათამაშებამდე სპეციალური შიფრის გარეშე ბილეთის ნომრის ამოცნობას შეუძლებელს გახდის.

ბილეთზე მითითებული ათნიშნა რიცხვი მეანაბრესთან ანაბრის გახსნის დროს დადებული ხელშეკრულების ნომერია. იმარჯვებს მეანაბრე, რომლის ხელშეკრულებაზე მითითებული ნუმერიც ლოტოტრონიდან ამოღებულ ბილეთზე არსებულ ციფრებს დაემთხვევა. დაცვის მექანიზმის თანახმად, ბილეთზე მითითებული 10 ციფრიდან ორი დაშიფრული, კერძოდ, ლათინური ანბანის ასოთია ჩანაცვლებული. მათი გაშიფვრისათვის საჭირო კოდი მხოლოდ გათამაშებისას, მაყურებლის თვალწინ გაირკვევა და გამარჯვებული დეპოზიტის ნომერი სრულად გამოვლინდება.

ინგლისური ბიზნეს-კომპანიები საქართველოთი დაინტერესდნენ

კომპანია ლონდონ ჰაუსმა უმასპინძლა ბრიტანულ­ქართულ საღამოს, რომელიც ბრისტოლ­თბილისის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა. ასოციაციის მიზანი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის სოციალური და კულტურული პროგრამების განვითარება და ბიზნეს­წრეების წარმომადგენელთა დაახლოებაა. „ლონდონ ჰაუსში“ გამართული ღონისძიებაც პოტენციურ საქმიან პარტნიორებს შორის მჭიდრო, უშუალო და თბილი ურთიერთობის დასამყარებლად ჩატარდა.

0x01 graphic

საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის, ლონდონ ჰაუსის პრეზიდენტმა დერკ პიკაპმა და ბრისტოლ­თბილისის ასოციაციის წევრმა ესტერ კელერმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და კლასიკური მუსიკის ფონზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა ინგლისური ბიზნეს­კომპანიები, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული. ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობას კი გიორგი ხუროშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს. იგი იხსენებს, რომ ზოგჯერ არაფორმალურ შეხვედრებზე გაცნობილ ადამიანებს ქვეყნისადმი მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი ტრიბუნიდან გამოუხატავთ, რასაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონია. მახსოვს, დიდ ბრიტანეთში ჩემი პირველი ვიზიტისას, ასეთი ტიპის წვეულებაზე ვიმყოფებოდი, როგორც სტუდენტი, და სწორედ მაშინ მიმიწვიეს ერთ­ერთ უნივერსიტეტში, რომელთანაც შემდეგ ორი წლის განმავლობაში წარმატებით ვთანამშრომლობდი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს აქვს წარმატების შანსი: უბრალოდ, ცოტა უნდა მიდგეს, მოდგეს, ცოტათი თავი შეიწუხოს და ფორტუნა გააღვიძოს.

ხორციელდება საგადასახადო სისტემის მოდერნიზება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასახადო სისტემის მოდერნიზების მიზნით საერთაშორისო, ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. მოდერნიზების შედეგად სახელმწიფო შესაბამისი ანგარიშსწორების ახალი სისტემა დაინერგება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დღეისათვის მოქმედი დროის რეალურ რეჟიმში ანგა­ რიშსწორების სისტემა, ურომლისოდაც ერთი კომერციული ბანკიდან მეორეში თანხის გადარიცხვა შეუძლებელია, თავისი შესაძლებლობებით ვეღარ აკმაყოფილებს საფინანსო სისტემების მოთხოვნებს. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა ეროვნულ ბანკს ფულად­საკრედიტო პოლიტიკის უფრო ეფექტიანად განხორციელების საშუალებას მისცემს და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გრიგალაშვილი: „საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ქვეყანაში საგადასახადო სისტემათა გამართულად მუშაობაზე. თანამედროვე საგადასახადო სისტემის ამოქმედება შეამცირებს ოპერაციულ რისკებს და ტრანზაქციების უსაფრთხოებას გააძლიერებს. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ სისტემაში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ჩართვა. ახალი სისტემა საოპერაციო ხარჯებსაც შეამცირებს”.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ კომერციული ბანკებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები. მეთოდოლოგიურ დახმარებას მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულ უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფდა.

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ახალი სისტემა (RTGS) ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციული ფორმების, პროცედურების, ტექნოლოგიურ­ფუნქციური და პროგრამულ­ტექნიკური საშუალებების ერთიანი კომპლექსია. სისტემა ინტერნეტ­ტექნოლოგიებზეა აგებული და მასში ფულადი სახსრების გადაგზავნა ინდივიდუალურად, თითოეული დავალების მიხედვით ხორციელდება. სისტემის უსაფრთხოებას ელექტრონულ­ციფრული ხელმოწერა უზრუნველყოფს.

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მონაწილეები კომერციული ბანკები და სახელმწიფო ხაზინა არიან. ბანკები მომსახურების გადასახადს განხორციელებული ტრანზაქციის შესაბამისად იხდიან, ხაზინისათვის მომსახურება კი უფასოა.

ახალი სისტემა სრულყოფილად მომავალი წლის ზაფხულში ამოქმედდება. სატენდერო პაკეტების მიღების ბოლო ვადა 5 სექტემბრით განისაზღვრა.

ისარგებლეთ ფასდაკლებით

ბანკმა „რესპუბლიკამ“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ „ჰიუნდაის“ ავტოსალონში საზაფხულო ფასდაკლების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

პროგრამის მეშვეობით, მთელი ზაფხულის მანძილზე, ბანკ „რესპუბლიკის“ ავტოგანვადებით შეძენილი „ჰიუნდაის“ ნებისმიერი მოდელის ავტომობილზე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

0x01 graphic

პირველ 10 კაცს, რომლებმაც „ჰიუნდაის“ სხვადასხვა მოდელები ბანკ „რესპუბლიკის“ ავტოგანვადებით პრეზენტაციის მსვლელობისასვე შეიძინეს, საჩუქრად ბანკის პარტნიორი სადაზღვევო კომპანია იმედი­ელის ავტოდაზღვევის ერთწლიანი პოლისები გადაეცათ. პრეზენტაციის დღეს ავტოგანვადებით „ჰიუნდაის“ ავტომობილის ყველა მყიდველი ბანკ „რესპუბლიკის“ საკრედიტო ბარათით - 1 000 ლარის ლიმიტიანი Dream Card­ ით დასაჩუქრდნენ.

საღამოს დასასრულს ჟურნალმა Automotivma სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმად, „Hyundai Tucson“-ი წლის საუკეთესო Crossover-ად დასახელდა.

საზაფხულო ფასდაკლების პროგრამა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

იცვლება საკრედიტო ბარათების სტრუქტურა

0x01 graphic

საქართველოში ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2008 წლის 1 ივლისისათვის 2,9 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის 1 ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე 1,9­ჯერ მეტია. აქედან, 88,6 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის. 2007 წლის შესაბამისი მაჩვენებელი 97,2 პროცენტს შეადგენდა. პლასტიკური ბარათების სტრუქტურის ცვლილება საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 76,1 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა იმავე პერიოდში 7,9­ჯერ გაიზარდა.

VISA ბარათის პოპულარობა კვლავინდებურად მატულობს: მასზე მიმოქცევაში არსებული ბარათების 78,2 პროცენტი მოდის. ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში VISA ბარათების ხვედრითი წილი 10,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

იზრდება საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც. მიმდინარე წლის ივნისში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით 2,5 მილიონი ოპერაცია განხორციელდა. მათი საერთო მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 73,2 პროცენტით გაიზარდა და 373,5 მილიონი ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო მოცულობის 94,9 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით (მათ შორის, ინტერნეტით) განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, 5,1 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებია.

საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით 1 038,4 ათასი ოპერაცია განხორციელდა, მათმა საერთო მოცულობამ კი 218 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, 87,6 პროცენტი რეზიდენტი ბანკების, 12,4 პროცენტი კი - არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელდა.

საქართველოში არსებული კომერციული ბანკებიდან პლასტიკური ბარათების ემისიას 13 ბანკი ახორციელებს.

სასიამოვნო პროგნოზები

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდება - დაახლოებით ისეთი, რომლის შედეგადაც დასავლეთ ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ასე თუ ისე შეძლებული გახდა. მომდევნო 25 ­ 30 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში კიდევ 2 მილიარდი ადამიანი მიაღწევს საშუალო ფენის დონეს, რის შედეგადაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი მაინც უზრუნველყოფილი იქნება ცხოვრების მაღალი დონით.

ასეთია ცნობილი კომპანიის Goldman Sachs­ის გამოკვლევების შედეგები. ამ კომპანიის აზრით, საშუალო ფენას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი 6­დან 30 ათას დოლარამდეა ( ქვეყნების ფასების დონის მიხედვით). ბოლო წლებში ასეთი მომხმარებლების რიცხვი ყოველწლიურად 70 მილიონით იზრდებოდა. უახლოეს წლებში ზრდის ასეთი ტემპი შენელდება, მაგრამ სტაბილური გახდება. 2030 წლიდან - საშუალო ფენა ყოველწლიურად 90 მილიონი ადამიანით გაიზრდება და უკვე 2050 წელს „ნამეტი“ 2 მილიარდს მიაღწევს.

თუ ამ ციფრს მივუმატებთ იმ 1,5 მილიარდ ადამიანს ვინც უკვე ითვლება შეძლებულად, მაშინ 2050 წლისათვის უზრუნველყოფილთა რიცხვი პლანეტის მოსახლეობის ნახევარი მაინც იქნება.

განსაკუთრებით სწრაფად საშუალო ფენა გამრავლდება განვითარებად ქვეყნებში - ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ინდოენზია და ა.შ. 2050 წელს ამ ქვეყნებში იქნება წარმოებული მთელი მსოფლიოს ეეპ­ის 60%25. ამის შედეგად 40 წლის შემდეგ ჩინეთში ცხოვრების დონე დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც თანამედროვე ბრიტანეთში. ინდოელები თანამედროვე კორეელების დონეზე იცხოვრებენ, ირანის მცხოვრებნიც თანამედროვე იტალიელებს გაუთანაბრდებიან.

0x01 graphic

2050 წელს ჩინელების 70%25 ჩაეწერება საშუალო ფენის რიგებში. თანამედროვე ინდოეთში საშუალო ფენას მოსახლეობის მხოლოდ 5 %25 მიეკუთვნება, მაგრამ 40 წლის შემდეგ ამ სტატუსს ინდოელთა 50%25­ზე მეტი მიაღწევს.

მხოლოდ აფრიკას არა აქვს კარგი პერსპექტივები - შემოსავლები ზრდა ამ კონტინეტზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამიტომ 2050 წელს აფრიკაში მსოფლიო „პროლეტარიატის“ 90%25 იქნება თავმოყრილი. აფრიკის ახლანდელი წილი მხოლოდ 50%25­ს შეადგენს, რადგან ღატაკთა მეორე ნახევარი ჯერ­ჯერობით აზიაში ცხოვრობს, თუმცა, ისინი მალე გამდიდრდებიან და საშუალო ფენას შეუერთდებიან.

ბროშურები ექსპორტიორთა დასახმარებლად

ევროკავშირ­საქართველოს ბიზნეს საბჭომ ქართველი ექსპორტიორებისათვის პუბლიკაციათა ციკლის პირველი ბროშურა გამოსცა. იგი ქართველ მეწარმეებს ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის საჭირო საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის, წესებისა და პირობების შესახებ ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება.

პუბლიკაციათა ციკლის სამი ბროშურა გამოიცემა ქართულ ენაზე, თან ინგლისურ ენაზე მომზადებული მოკლე ანოტაცია დაერთვება. სავარაუოდ, წიგნები ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ქართველი ექსპორტიორებისათვის, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასარგებლო პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ იქცევა.

„ჩვენს მიერ გამოცემული, მკითხველისთვის მარტივი და გასაგები ენით დაწერილი ბროშურები და პროექტით გათვალისწინებული სემინარები პოტენციურ ქართველ ექსპორტიორებს ევროკავშირთან ვაჭრობის პრობლემატიკას გააცნობს და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ევროკავშირ­საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი კოტე ზალდასტანიშვილი.

ბროშურები საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირ­საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთ­ერთი უმთავრესი პრიორიტეტის განხორციელებას - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის განვითარებას.

პუბლიკაციათა ციკლის პირველი ბროშურაში გაშუქებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები - ევროკავშირთან ვაჭრობაში არსებული სატარიფო და არასატარიფო ბარიერები, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შექმნა, მისი განვითარება და მოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები, ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმოებული სავაჭრო პოლიტიკა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ამჟამად არსებული საკანონმდებლო ბაზა და მისი გაფართოების მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.

ბროშურის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირ­საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ვებ­გვერდებზე: www.eugbc.net, www. delgeo.ec.europa.eu

ზედიზედ მეოთხედ

საქართველოს ბანკმა მიიღო ევრომანის ჯილდო წარჩინებისათვის ნომინაციაში 2008 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში.

„ევრომანი“ გლობალური კაპიტალის ბაზრების თემაზე მომუშავე მსოფლიოში ერთ­ერთი წამყვანი ჟურნალია. გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო ბანკთა სიას მსოფლიოს 110 ქვეყნის მასშტაბით. „საქართველოს ბანკმა“ ეს პრესტიჟული ჯილდო წელს მეოთხედ მიიღო. ამ ნომინაციაში ბანკმა 2005, 2006 და 2007 წელსაც გაიმარჯვა.

ბაზისბანკის ახალი ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა განვითარებისა და რეფორმების ფონდმა „ბაზისბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ციხისთავმა და ფონდის დირექტორმა გიორგი პატარიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, სასწავლო­სამეცნიერო პროგრამაში გამარჯვებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 100­მდე სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ფონდი გარკვეულ თანხას გამოუყოფს, დანარჩენ დაფინანსებას კი (50 000 აშშ დოლარამდე) ბაზისბანკი 9­პროცენტიანი სტუდენტური სესხით უზრუნველყოფს.

სტუდენტური სესხის ვადა 10 წელია, თუმცა პირველი სამი წელი საშეღავათო პერიოდია და სტუდენტს თანხის ან პროცენტის გადახდა არ ევალება. აღებული სესხით შესაძლებელია სწავლასთან დაკავშირებული ყოველგვარი ხარჯის - მგზავრობის, საზღვარგარეთ ცხოვრებისა თუ სამედიცინო დაზღვევის დაფინანსებაც.

ახალგაზრდებს სწავლა­განათლების მიღებაში „ბაზისბანკის» განათლების ფონდიც ეხმარება, იგი უკვე ორი წელია არსებობს, მჭიდროდ თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან თუ განათლების სფეროში ჩართულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს აფინანსებს. „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი მიიჩნევს, რომ ბანკს სასწავლო­სამეცნიერო პროგრამაში გამარჯვებული 100­მდე სტუდენტის საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების ექსკლუზიური უფლება სწორედ ამის გათვალისწინებით მიენიჭა.

0x01 graphic

„ბაზისბანკი“ ქველმოქმედებასაც ეწევა - აფინანსებს სტუდენტთა სასწავლო პროგრამებს, გასცემს სახელობით სტიპენდიებს, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებს.

დააჩქარებს საფოსტო გადაზიდვებს

შპს საქართველოს ფოსტამ ავტოპარკის განახლება დაიწყო. ავტოპარკს ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილები დაემატა, რაც, როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, გზავნილების ჩაბარების სისწრაფესა და მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ახალი ავტომობილები ბათუმის ფოსტას, საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას - EMS-სა და საკურიერო სამსახურს მოემსახურება.

სექტემბერში „საქართველოს ფოსტა“ კვლავ განაახლებს ავტოპარკის შემადგენლობას და საქალაქთაშორისო გადაზიდვებისთვის კიდევ ხუთ, ამჯერად უკვე დიდი მოცულობის ფორდის ტიპის ავტომობილებს შეიძენს.

0x01 graphic

ავტოპარკის განახლების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფოსტო გადაზიდვებს უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

პრესტო - თქვენი შემწე და გზამკვლევი

თქვენი კომფორტი ჩვენი საქმეა - ასეთი სლოგანით შემოვიდა უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მოთამაშე - საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია უძრავი ქონების საბროკერო პრესტო.

კომპანიამ ოფისი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის №22-ში გახსნა, კიდევ ერთ ახალ ოფისს კი სექტემბრისთვის აამოქმედებს. კომპანიის სტრუქტურა და მიზნები საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და კომპანია „პრესტოს“ დირექტორმა თამარ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ახლადგახსნილ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.

0x01 graphic

კომპანია კლიენტებს კომერციული და საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გაყიდვის პროცესში საბროკერო მომსახურებას სთავაზობს. ოფისში მისული კლიენტები უძრავ ქონებასაც შეარჩევენ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საშუამავლო თუ იურიდიულ მომსახურებასა და მის დაფინანსებასა და დაზღვევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს მიიღებენ და თავად უძრავ ქონებასაც შეაფასებენ

ახლადგახსნილი ოფისის გარდა, „პრესტოს“ ბროკერები მომხმარებლებს „საქართველოს ბანკის“ იპოთეკურ სერვის­ცენტრებშიც მოემსახურებიან.

გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ მონაცემები „პრესტოს“ ელექტრონულ ბაზასა და ვებ­გვერდზე www.presto.ge განთავსდება. ეს დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს კლიენტს, რომელიც გასაყიდ უძრავ ქონებას ოფისში მისვლამდე, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დაათვალიერებს.

მათთვის ვინც სამუშაოს ეძებს

ახალციხემ განათლებისა და დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე ახალგაზრდები პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეცნენ და საკუთარი ბიზნეს­იდეებიც წარმოადგინეს.

ფორუმი საქართველოს ბიზნეს­განვითარების ცენტრ „კავკასიის“, აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, საქართველოში ეუთოს მისიისა და კორპორაცია „ელიტ ელექტრონიქსის“ ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

ფორუმი სამ ეტაპს მოიცავდა: პირველი ეტაპი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ბიზნეს ­ პროექტების პრეზენტაციას დაეთმო, მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდებმა CV­ს შედგენის ტრენინგი გაიარეს, დასასრულს კი ფორუმის მონაწილეები 30­მდე ორგანიზაციის ვაკანსიებს გაეცნენ.

მსგავსი ფორუმი სულ ახლახან ბათუმშიც ჩატარდა, შემდეგი შეხვედრა კი თბილისში 28­29 სექტემბერს გაიმართება.

ელიტ ელექტრონიქსი ფრთებსა შლის

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ რეგიონებში მაღაზიათა ქსელს აფართოებს. ახალი მაღაზია ამჯერად დაბა ქობულეთში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ამიერიდან ცნობილი ბრენდების: BOSCH, SAMSUNG, ELECTRONICS, GORENJE,VESTEL,THERMEX, VOGEL, GAGGENAU, MOTOROLA, ELECTRO LUX, HTC, CLARION, KENWOOD, PIONEER, A 4 TECH, TRANSCEND, DEFENDER, A DATA, TOSHIBA, APPLE და PHILIPS-ის ტექნიკას საკმაოდ კონკურენტუნარიან ფასად შეიძენს და ფასდაკლების აქციებითაც ხშირად ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში კომპანიამ ქობულეთის მოსახლეობა მოიწვია.

0x01 graphic

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 12 წელია მუშაობს. ამ დროისათვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით „ელიტ ელექტრონიქსის“ 40 და ამდენსავე სადილერო მაღაზიას მოიცავს. ამჟამად კომპანიაში 800­ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ყოველწლიურად ორჯერ იზრდება, წლის ბოლომდე „ელიტ ელექტრონიქსში“ დასაქმებულთა რიცხვი სავარაუდოდ 1 500 კაცს გადააჭარბებს.

საბანკო საქმის ახალი ლიცენზიანტი

სააქციო საზოგადოება კონსტანტამ საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. საქართველოს საბანკო სექტორში „კონსტანტა“ რიგით 23­ე ბანკია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურებას შესთავაზებს.

კონსტანტა საბანკო სექტორში შესასვლელად აქტიურად ემზადებოდა. იგი 10 წელზე მეტია, წარმატებით საქმიანობს საქართველოს საფინანსო ბაზარზე. თავდაპირველად ორგანიზაცია ფონდის სტატუსით იყო წარმოდგენილი და მისი ძირითადი საქმიანობა მიკრობიზნესის დაფინანსებით შემოიფარგლებოდა. ბანკის დირექტორი ლევან ლებანიძე საფინანსო სექტორში მუშაობის ასეთ გამოცდილებას და მიზნობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას საბანკო სივრცეში ბანკ კონსტანტას კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის გარანტად მიიჩნევს. „წინ მნიშვნელოვანი სამუშაო გველოდება, რამაც კიდევ უფრო დიდ წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს. იმედი გვაქვს, ჩვენი სახით ქართულ საბანკო სივრცეს კიდევ ერთი ღირსეული მოთამაშე ეყოლება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს როგორც საფინანსო სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში,“ - განაცხადა მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვიცნობდეთ ერთმანეთს!

სახალხო ბანკის ორგანიზებით ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ V საერთაშორისო საბან­ კო კონფერენცია გაიმართა.

ფორუმის მთავარი თემა საცალო­საბანკო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. კონფერენციაში ევროპისა და დსთ­ს წამყვანი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: VISA International, Deutsche Bank, Sviaz-Bank, Oberthur Technologies, Compass Plus, CARDHALL, OSMP, Inpas Company, R-Style, Fitch Ratings, Gemalto, NRBSL და BS/2 მონაწილეობდნენ.

როგორც სახალხო ბანკში აცხადებენ, კონფერენცია ხელს უწყობს საბანკო­საფინანსო ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ბანკებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, კავკასიის საბანკო სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვას.

აი რა შესძლებია VISA - ს!

„სახალხო ბანკმა“ და პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სპონსორმა VISA International-მა აქციაში „გაემგზავრე 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე პეკინში“ გამარჯვებული - თემურ ყიფშიძე დააჯილდოვეს. ყველაზე მეტჯერ სწორედ მან განახორციელა უნაღდო ანგარიშსწორება „სახალხო ბანკის“ ოლიმპიური VISA ბარათით. გამარჯვებული 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად პეკინში VISA International-ის ოფიციალური სტუმრის სტატუსით გაემგზავრება.

0x01 graphic

VISA-ს გლობალური მარკეტინგული პროგრამის - „VISA-ს ოლიმპიური მოძრაობა“ ფარგლებში გამართული აქცია ოლიმპიური ბარათის შეძენისა და სავაჭრო ობიექტებში აქტიურად გამოყენების სტიმულირებას ისახავდა მიზნად.

„ოლიმპიური ბარათი“ ოლიმპიური დიზაინით შექმნილი VISA ელექტრონ ბარათია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასდაკლებებით სპორტულ მაღაზიებსა და სპორტულ­გამაჯანსაღებელ ცენტრებში სარგებლობდნენ.

„სახალხო ბანკში“ აცხადებენ, რომ მსგავსი სახის აქციები მომავალშიც მოეწყობა, რაც მოსახლეობაში უნაღდო ანგარიშსწორების კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.

გააქტიურდა ინდივიდუალური მეწარმეობა

2008 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5,3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 61,2 პროცენტით მეტია. აქედან, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ, რომელიც გაცემული კრედიტების 34 პროცენტს

შეადგენს, 1,8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 175 პროცენტით აღემატება. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები, ანუ გაცემული კრედიტების 66 პროცენტი - 3,5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს შარშანდელ მაჩვენებელს 40,6 პროცენტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაში გაიზარდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა და საანგარიშო პერიოდში 3,7 მილიარდ ლარს მიაღწია (გრძელვადიან სესხებზე გაცემული კრედიტების 69 პროცენტი მოდის), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 61,7 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე 3,2 მილიარდი ლარია გაცემული. აქედან, სოფლის მეურნეობაზე 59,6 მილიონი ლარი მოდის, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100 პროცენტით აღემატება, განათლებაზე - 9,0 მილიონი ლარი (50 პროცენტით მეტი), ვაჭრობაზე - 1,5 მილიარდი ლარი (39,7 პროცენტით მეტი), მრეწველობაზე - 623,5 მილიონი ლარი (38,8 პროცენტით მეტი), მშენებლობაზე კი - 424,9 მილიონი ლარი (64,1 პროცენტით მეტი).

აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 ივნისისათვის 2,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლისას 110 პროცენტით აღემატება. აღნიშნული ზრდა საქართველოში ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

კალა ფონდი ქველმოქმედებებს იწყებს

0x01 graphic

ცნობილი ქართველი ლეგიონერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, საინვესტიციო ჯგუფ კალა კაპიტალის დამფუძნებელი კახა კალაძე საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას იწყებს. ამ მიზნით, მან იტალიელ პარტნიორებთან ერთად კალა ფონდი დააფუძნა. ფონდის ძირითადი მიმართულებები კახა კალაძემ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლორენცო ჩიპრიანიმ და ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და „კალა ფონდის“ საბჭოს მოქმედმა წევრმა ლუკა სერაფინიმ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. მოწვეულ სტუმრებს კახა კალაძემ პერსონალური ვებ­გვერდის - www.kaladze.it ამოქმედების შესახებაც აუწყა.

ფონდი, უმთავრესად, სამი მიმართულებით იმუშავებს ­ სპორტის განვითარება, განათლების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამები. სოციალური პროგრამები მთელ საქართველოს მოიცავს და ბავშვთა სახლების, უმწეო მოხუცთა თავშესაფრებისა და მსგავსი სტუქტურების თანადგომას ითვალისწინებს. სპორტის ხელშეწყობის მიზნით „კალა ფონდი“ სპეციალური სკოლების დაარსებასა და განვითარებასაც აპირებს.

საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობას „კალა ფონდის“ ინიციატივების ფინანსური პარტნიორი - „პროგრესბანკიც“ მიიღებს. ფონდის სტრატეგიული პარტნიორია ფონდი მილანიც, რომელიც 2003 წელს საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ დააფუძნა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სწორედ ამ ფონდთან ერთად დაიგეგმა საფეხბურთო კლუბ მილანისა და თბილისის დინამოს ერთობლივი ამხანაგური მატჩი, რომელიც მომავალ წელს თბილისში გაიმართება, შემოსული თანხიდან „კალა ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებები დაფინანსდება.

საქველმოქმედო ფონდი საქართველოში პირველი პროექტების განხორციელებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ტურისტულ სეზონს მოემსახურება

სეზონური სწრაფი სარკინიგზო სამგზავრო მარშრუტი - „ერევანი­ბათუმი­ერევანი“ კვლავ განახლდა. ექვსვაგონიანი შემადგენლობა 9 ივლისიდან 16 სექტემბერამდე ერევნის რკინიგზის ცენტრალური ვაგზლიდან ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს. მარშრუტი, რომლის ამოქმედება შავიზღვისპირეთისადმი სომეხი ტურისტების დიდმა ინტერესმა განაპირობა, უკვე მესამე წელია სრულდება.

სეზონური მატარებელი რეისს ერევნიდან კენტ რიცხვებში შეასრულებს, ხოლო ლუწ რიცხვებში მახინჯაურის რკინიგზის სადგურიდან 08.50 საათზე გავა.

მატარებლის ვაგონებში ორ და ოთხადგილიანი კუპეებია განთავსებული. ორადგილიან კუპეში ერთი ბილეთის ფასი დაახლოებით 60 დოლარის ექვივალენტია, ხოლო ოთხადგილიან კუპეში მგზავრობა ერთ მგზავრს 31 დოლარი დაუჯდება.

მატარებელი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე არ გაჩერდება და მგზავრებისათვის ორივე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო პროცედურები მატარებლის მოძრაობისას განხორციელდება.

ითვალისწინებენ ორმხრივ ინტერესებს

თიბისი ბანკმა საინვესტიციო ბანკისა და თიბისი ბროკერის მომსახურებების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი­მარიოტში“ საინვესტიციო ფორუმზე მოაწყო. საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს ბანკის წარმომადგენლები ბანკში არსებულ იმ ინსტრუმენტებზე ესაუბრნენ, რომლებიც კომპანიების ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, პრეზენტაციის ავტორებმა კომპანიებისათვის ახალი კაპიტალის მოზიდვის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების, კორპორატიული შეფასებისა და კონსულტირების საკითხებიც მიმოიხილეს და ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების საშუალებებსა და სავალუტო და სასაქონლო ბირჟის ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.

ფორუმის ნაწილი საქართველოში პირველი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის პრეზენტაციას დაეთმო. იგი ინვესტორებს 50­ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას აძლევს. თითოეული ტრანზაქციის საწყისი საკომისიო 15 დოლარია.

„თიბისის“ საინვესტიციო ბანკი და „თიბისი“ ბროკერი ფიზიკურ და კორპორატიულ კლიენტებს საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებას - კომპანიის შეფასებას, ფინანსურ კონსულტაციას, საშუამავლო მომსახურებას, ქონების მართვის სხვადასხვაგვარ ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

საინვესტიციო ბანკი და „თიბისი“ ბროკერი მჭიდროდ თანამშრომლობს კორპორატიული დაკრედიტებისა და გაყიდვების დეპარტამენტთან, რათა დაადგინოს კლიენტების მოთხოვნები და მათი ბიზნესის განვითარების ხელისშემწყობი ნოვატორული იდეები შეიმუშაოს.

0x01 graphic

„თიბისი“ ბროკერის გენერალური დირექტორი ლუკ ქალთრაიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედ კომპანიებს „თიბისი“ საინვესტიციო ბანკის სახით ჰყავთ ნამდვილი პარტნიორი, რომელიც მათ ბიზნესისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

როგორ გავაუმჯობესოთ სამედიცინო დაზღვევა?

არასამთავრობო ორგანიზაცია ველფეარ ფაუნდეიშენმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

თბილისში ჩატარებული კვლევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ფინანსური, გეოგრაფიული თუ ინფორმაციული ასპექტების შესწავლას ითვალისწინებდა. კვლევა ორგანიზაცია Adam Smith International მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, პროგრამის ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ თითქოსდა ინფორმირებულები არიან, მაგრამ ეს ინფორმაცია ერთობ მწირი და არასრულყოფილია. ბენეფიციართათვის ყველაზე მტკივნეული დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და მედიკამენტების შესაძენად გაწეული ხარჯებია, რაც საბოლოოდ შედეგზე აისახება და ხშირად მკურნალობაზე უარის თქმის ან მკურნალობის პროცესის შეწყვეტის მიზეზიც ხდება. ბენეფიციარები სამომავლოდ სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაუმჯობესების გზებს სადაზღვევო პაკეტის გაფართოებასა და მასში მეტი უფასო გამოკვლევისა და მედიკამენტის ჩართვაში ხედავენ.

დაინტერესებულ მხარეთა, ანუ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს, სახელმწიფო სუბსიდირების სააგენტოს წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის კერძო კომპანიების მიერ დაზღვევის პროცესი ზედმიწევნით ფრთხილად და თანაც სათანადო რეგულაციების შემუშავების ფონზე უნდა წარიმართოს, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ამ პროცესში ჩართული ყოველი მხარის პასუხისმგებლობებისა და უფლებების საკითხი. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია იმ რისკების კარგად შესწავლა და გათვალისწინება, რომლებიც ჯანდაცვის კერძო სადაზღვევო ბაზრის ფუნქციონირებას უკავშირდება. კვლევის ავტორები ასევე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ ბენეფიციართა ინფორმირებულობის გაზრდას პროგრამით გათვალისწინებული სერვისებისა და თავიანთი უფლებების კუთხით.

საწვავი და მომსახურება - ონლაინით

0x01 graphic

რუმინულმა კომპანია რომპეტროლ­საქართველომ კორპორატიულ მომხმარებელზე ორიენტირებული უნიკალური სერვისი დანერგა. ახალი სერვისი ბაზარზე Fill&go­ს ბრენდითაა წარმოდგენილი და ავტოპარკის მფლობელებსა და კომპანიებს საწვავის მარტივად შეძენისა და მოხმარების მონიტორინგის სხვადასხვა ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს. ახალი სერვისის წყალობით ავტოპარკის მფლობელი კომპანია ნებისმიერი სახის ავტომობილის, დეპარტამენტის და, საბოლოო ჯამში, მთელი ავტოპარკის საწვავის მოხმარებისა და სხვადასხვა ოპერაციების შესახებ მონაცემებს მარტივად, ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეო­ ბით გააკონტროლებს.

ახალი სერვისი ორი ტიპის პროგრამას ­ Fill&go Ring და Fill&go EasyRing მოიცავს. პროგრამის დამონტაჟებას სპეციალური ჩიპის საშუალებით ნებისმიერ ავტომობილზე შეძლებთ, რის შემდეგაც ონლაინ რეჟიმში მიადევნებთ თვალს ავტომობილების გარბენის მონაცემებს და ძრავის მუშაობის საათების ავტომატურ იდენტიფიცირებას. უკლებლივ ყველა მონაცემი საერთო ბაზაში გადაიცემა, დაჯამდება და საბოლოო სტატისტიკის სახეს მიიღებს, მანქანის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია კი მეხსიერების ჩიპში შეინახება. რუმინეთში ეს სერვისი 2005 წელს დაინერგა და ამით უკვე 7000­ზე მეტი კომპანია სარგებლობს. „რომპეტროლ­საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დან ვოიკუმ პრეზენტაციაზე განმარტა, რომ სერვისის მეშვეობით მომხმარებელს, მენეჯერს თუ თავად მძღოლს საწვავის შესაძენად ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ან ტალონისა თუ ბუღალტრული აღრიცხვისთვის საჭირო ქვითრების წარდგენა არ უწევს. მისივე თქმით, საწვავის კონტროლის ეს სისტემა რუტინულ ბუღალტრულ ოპერაციებს ამარტივებს, ავტომობილის მძღოლი კი მხოლოდ ავტომობილის მართვასა და საქმიანობაზეა კონცენტრირებული.

ძვირია, მაგრამ... კარგია!

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით თელიანი ველმა ახალი პროდუქტი ­ მშრალი ვარდისფერი ღვინო გამოუშვა. მას საფერავი როზე ჰქვია.

ახალი ღვინო სუპერმარკეტების თაროებზე უკვე გამოჩნდა. საფერავი როზე განსხვავებული შეფუთვითა და ხრახნიანი საცობით გამოირჩევა. კომპანია პირველ წელს დაახლოებით 50­70 ათასი ბოთლი ასეთი ღვინის წარმოებას აპირებს და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. ღვინის გასაყიდი ფასი 10 ლარი იქნება. „თელიანი ველი“ ახალი პროდუქციის ექსპორტზე გატანის საკითხებზეც მუშაობს.

0x01 graphic

კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ვარდისფერი ღვინოების ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელი, თავად პროდუქტი კი მომხმარებლისთვის მეტად საინტერესოა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „თელიანი ველის“ მენეჯმენტმა მშრალი ვარდისფერი ღვინის წარმოება. საგულისხმოა, რომ „როზე“ ევროპაში დიდი პოლულარობით სარგებლობს.

ამ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტის გამო თელიანი ველმა ახალი ჩამოსასხმელი ხაზიც შეისყიდა. იგი საათში 3 ათას ბოთლს აწარმოებს.

ჩამოსასხმელ ხაზს სხვა დატვირთვაც აქვს: მისი მეშვეობით კომპანია ცქრიალა ღვინის ჩამოსხმაც აპირებს.

იფრინეთ შორს და მაღლა!

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის სახელით კი - საქართველოში შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ელჩმა ლორენცო ამბერგიმ.

ეს არის ე.წ. ღია ცის პოლიტიკის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ავიასაწარმოებს ტარიფების, ტევადობისა და სიხშირის დამოუკიდებლად განსაზღვრის საშუალება ექნებათ, საჰაერო მიმოსვლა კი შესაძლებელი გახდება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება.

გარდა ამისა, შეთანხმება ავიაგადამზიდავებისათვის დამატებითი კომერციული უფლებების მინიჭებასაც ითვალისწინებს. მაგალითად, მეორე სახელმწიფოდან მესამე სახელმწიფოს მიმართულებით გადაყვანა­გადაზიდვის უფლებას - ე.წ. მე­5 ჰაერის თავისუფლებას. საქართველოს ავიაგადამზიდავები შვეიცარიის გავლით ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით იფრენენ, შვეიცარიის ავიაგადამზიდავებს კი საქართველოს გავლით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ფრენის შესაძლებლობა მიეცემათ.

ეკატერინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მინისტრმა დასძინა, რომ მზადდება კიდევ ერთი ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული.

ორი დღის ნაცვლად - ორ საათში

საბაჟოზე რისკების მართვის სისტემა ამოქმედდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრში ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა და აშშ­ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა საბაჟო რისკების მართვის სისტემის დანერგვის დასრულებასთან დაკავშირებით სპეციალური პრეზენტაცია გამართეს.

0x01 graphic

აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიზნეს­გარემოს რეფორმის პროექტის მეშვეობით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით რისკის შემცველი ტვირთების შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურების გასამარტივებლად ამოქმედებული სისტემა 2008 წლის თებერვლიდან ეტაპობრივად დაინერგა, დღეისათვის კი უკვე საბაჟო მომსახურების ყველა რეგიონულ ცენტრს მოიცავს. ფინანსთა სამინისტროს რეფორმა, რომელიც ამ სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებდა, ეფექტიანი საბაჟო სისტემის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას და ბიზნეს­სექტორისათვის საბაჟო გაფორმების პროცედურების გამარტივებას ისახავდა მიზნად.

ამიერიდან საბაჟოზე ტვირთების განბაჟებისათვის ორი დღის ნაცვლად დაახლოებით ორი საათი დასჭირდებათ. „აქამდე მებაჟეს ჰქონდა სრული დისკრეცია, დაათვალიერებდა იგი ტვირთს, რიგში გადაიყვანდა, შეაჩერებდა თუ გაატარებდა, რაც კორუფციული გარიგების საშიშროებას წარმოქმნიდა. ახალი ავტომატიზებული პროგრამა კი, ტვირთის შესახებ ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, თავად ეტყვის საბაჟო მოხელეს, რა პროცედურა უნდა ჩაუტაროს მან ტვირთს. ეს კი კორუფციის დონეს მინიმუმამდე დაიყვანს. ჩვენ ამით ბიზნესს განვითარებაში დავეხმარებით, მივცემთ საშუალებას, მეტი ფული ჩადოს თავის საქმეში, ნაცვლად იმისა, რომ კორუფციულ გარიგებებში გადაიხადოს, - განაცხადა პრეზენტაციაზე ნიკოლოზ გილაურმა.

0x01 graphic

ბოლო თვეების მანძილზე საბაჟოს რეფორმირების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მებაჟეთა პროფესიული დონის ამაღლებაში, ანაზღაურების საკითხის მოგვარებასა და მონიტორინგის ცენტრის შექმნაში გამოიხატა. თუმცა, ფინანსთა მინისტრი „რეფორმების ქვაკუთხედად“ მაინც საბაჟო რისკების მართვის სისტემის დანერგვას მიიჩნევს.

საბაჟო რისკების მართვის სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ იმპორტის რეჟიმისათვის განკუთვნილი ტვირთების დერეფნის პრინციპით ყვითელ და წითელ კონტროლს ახორციელებს. სისტემაში 20­მდე რისკის პროფილი მოქმედებს, რომელიც არადეკლარირებული საქონლის შემოტანის პრევენციის, სასაქონლო კოდების მანიპულირების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის განსაზღვრის, ასევე, ნაკლებად რისკიანი ორგანიზაციებისათვის საქონლის გამარტივებული საბაჟო პროცედურების შესათავაზებლად არის შექმნილი. ახალი სისტემის დანერგვის შედეგად, დღეს „წითელი დერეფნის“ შესაბამისად (საქონლის ფიზიკური დათვალიერება) იმპორტის რეჟიმით დეკლარირებული საქონლის მხოლოდ 15 პროცენტი მოწმდება, დანარჩენი 85 პროცენტი კი - „ყვითელი დერეფნის“ საფუძველზე (სსდ­ს და თანდართული დოკუმენტაციის მხოლოდ კამერალური შემოწმება).

ჯიბე შეღავათს იგრძნობს...

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში სიმენსის კვირეული მიმდინარეობს. 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე სიმენსის ფირმის ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 10 პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს.

გარდა ამისა, ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელი საყოფაცხოვრებო თუ ციფრული ტექნიკის შეძენის მსურველებს საუკეთესო ფასების აქციას სთავაზობს. აქცია 19 აგვისტომდე გაგრძელდება და მომხმარებელს ნოუთბუქის, მობილური ტელეფონის, ციფრული ფოტოაპარატის, მიკროტალღური ღუმელის, მაცივრის, სარეცხი მანქანის, გაზქურის, ხორცსაკეპი მანქანის, ეპილატორის, წვერსაპარსისა თუ ცხელი სენდვიჩის მოსამზადებელი აპარატის გარკვეული მოდელების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენის საშუალებას მისცემს.

ქართულმა ჩაიმ გამოიღვიძა!

ბაქოში გამართულ კავკასიის მეჩაიეთა პირველ კონგრესზე ქართულმა ჩაიმ უმაღლესი შეფასება მიიღო.

0x01 graphic

კონგრესი საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ჩაის მწარმოებელთა ასოციაციების ინიციატივითა და კავკასიის ბიზნესისა და განვითარების ქსელის დახმარებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული კომპანიები: „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“, „ქობულეთის ჩაი“, „თერნალის ჩაი“, „ტყიბულის ჩაი“ და სხვები. კონგრესის ფარგლებში ქართული, აზერბაიჯანული და რუსული კომპანიების მიერ წარმოებული ჩაის პროდუქციის გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი მოეწყო. ქართული ფირმების მიერ წარმოდგენილმა როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაიმ ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კონგრესის მონაწილეებმა კავკასიის მეჩაიეთა ასოციაციის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. იგი რეგიონის მეჩაიეობის დარგის გადარჩენა-აღორძინებაზე, ტრადიციების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე იზრუნებს.

მხოლოდ ერთი თეთრით...

ჯეოსელი თავის აბონენტებს საზაფხულო აქციის ფარგლებში შაბათ-კვირას MMS-ის მხოლოდ ერთ თეთრად გაგზავნის საშუალებას სთავაზობს. ახალი ტარიფი ავტომატურად, დამატებითი აქტივაციის გარეშე მოქმედებს. თუ ჯერ არ გაქვთ ჩართული MMS-მომსახურება, სერვისს *106 №OK კომბინაციით უფასოდ გაააქტიურებთ.

აქცია 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსჯელობენ ფოსტის მუშაკები

ჟენევაში მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 24-ე კონგრესი მიმდინარეობს. ფორუმში საქართველოც მონაწილეობს. ქვეყნის კავშირგაბმულობის ადმინისტრაციის ოფიციალურ დელეგაციაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.

UPU-ს კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებები უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოში საფოსტო კავშირის სრულყოფისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ. გარდა ამისა, კონგრესის მონაწილეები UPU-ს გენერალურ დირექტორს, მის მოადგილესა და მუდმივმოქმედი საბჭოების წევრებს აირჩევენ. კონგრესი მუშაობას 12 აგვისტოს დაასრულებს.

ინებეთ - უფასოდ!

2008 წლის 1 აგვისტოდან საექსპორტო საქონლის წარმოშობის არაპრეფერენციულ და პრეფერენციულ CT-1 სერთიფიკატებს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემენ.

სერთიფიკატები უფასოდ, გამარტივებული პროცედურებით გაიცემა.

მათი მიღება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გარდა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-გურია-სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთისა და ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოებშია შესაძლებელი.

ასეთ სახლში სიამოვნებით ვიცხოვრებთ!

სამ წელიწადში თბილისს ახალი კომპლექსი - City Heart შეემატება. ცენტრი, რომლის პირველი ქვა სიმბოლურად სულ ახლახან ჩაიდო, „ვაგზლის ბაზრობის“ ადგილას, ცაბაძის ქუჩაზე შენდება და სავაჭრო, გასართობ, საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსს წარმოადგენს. City Heart-ის ტერიტორიაზე ჰიპერმარკეტი, მაღაზიები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ინტერნეტ-კაფეები, ბანკები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საბავშვო-გასართობი მოედნები, ავტოსადგომები და ბიზნეს-ცენტრი განთავსდება, რომელიც, თავის მხრივ, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს, საოფისე ფართებსა და თანამედროვე სტილის სასტუმროს მოიცავს.

კომპლექსის საერთო ფართი 100 000 კვადრატული მეტრია. City Heart-ი კომპანიების - თერგის, კოლხას, ვარტელისა და მორ ფონდის ერთობლივი საინვესტიციო პროექტია. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდება.

ქვის ჩადების ცერემონიას თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

0x01 graphic

„ის, რაც დღეს ამ ტერიტორიაზე არსებობს, ქალაქს და შესაბამის სტანდარტებს აღარ შეეფერება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თანამედროვე სავაჭრო-გასართობი კომპლექსის აშენება, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. ასეთი ცენტრი მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია, თბილისში კი მისი ანალოგი არ გვქონდა,“…- განაცხადა City Heart-ის გენერალურმა დირექტორმა მუხრან ბაგრატიონმა ცენტრის საძირკველის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაზე.

ასეთ პირველობას რა ვუთხრა!

2008 წლისათვის უცხოელთათვის მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად მოსკოვი აღიარეს. კომპანია Mercer Human Resource Consulting-ის მიერ შედგენილი რეიტინგი გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვი ზედიზედ მესამე წელია, რაც ამ ტიტულს არავის უთმობს.

0x01 graphic

მეორე ადგილი ექსპერტებმა ტოკიოს მიაკუთვნეს, მესამე კი - ლონდონს. მათ ოსლო, სეული, ჰონგკონგი, კოპენჰაგენი, ჟენევა, ციურიხი და მილანი მოყვებიან. ევროპის ყველაზე იაფი ქალაქი სოფია აღმოჩნდა, მან რეიტინგის 97-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გამოკვლეული 143 ქალაქიდან ყველაზე იაფის წოდებას უკვე მეექვსედ იმსახურებს, ეს პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონია.

რეიტინგის შედგენისას მკვლევარები გამოსაკვლევ ქალაქებში სხვადასხვაგვარი საქონლისა თუ მომსახურების, მაგალითად, საცხოვრებელი ბინის ქირის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის, ბენზინისა თუ კვების პროდუქტების ღირებულებას ითვალისწინებენ.

აშშ-ის ყველაზე ძვირი ქალაქი - ნიუ-იორკი მხოლოდ 22-ე ადგილზე მოხვდა. ამერიკის ქალაქების რეიტინგის დაცემის მიზეზად ექსპერტები მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ამერიკული დოლარის დევალვაციას ასახელებენ.

„ფორბსი“ არც იმას ივიწყებს, რომ მოსკოვში 74 მილიარდერი ცხოვრობს - მსოფლიოს ვერც ერთი ქალაქი მილიარდერთა ასეთი რაოდენობით ვერ დაიკვეხნის.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები

13-კაციანმა ჟიურიმ გამარჯვებულები 8 პროექტიდან შეარჩია. კონკურსის ორგანიზატორმა და სპონსორმა კომპანია იბერიამ საუკეთესო გეგმის ავტორს - არქიტექტურულ სტუდიას გერმანიიდან ქალაქის კონტურული ლანდშაფტი საჩუქრად 10 ათასი ლარი გადასცა. მეორე ადგილზე გასული კომპანიისთვის საკონკურსო ფონდიდან 6 ათასი ლარი გამოიყო, მესამე პრემია კი 4 ათასი ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, ჟიურიმ წამახალისებელი 2 ათას ლარიანი პრემიაც დააწესა, რომელიც არქიტექტურულ სტუდია სამ კვადრატს ხვდა წილად. გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლუკა ბაქრაძე გეგმის მთავარ იდეად მიიჩნევს იმ განუმეორებელი სულისა და კოლორიტის შენარჩუნებას, რომლითაც თბილისის ეს უძველესი რაიონი ოდითგანვე გამოირჩეოდა.

საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა პროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ ავლაბარს მაღლივი შენობები არ მოუხდება და ნაგებობების სიმაღლე ამ უბანში ოთხ სართულს არ უნდა აღემატებოდეს.

კონკურსი კომპანია „იბერიამ“ მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი 15 პრეტენდენტმა გამოთქვა, თუმცა, 14 ივლისს, საკონკურსო ვადის ამოწურვამდე, პროექტები მხოლოდ 8 მათგანმა წარმოადგინა.

საკონკურსო არეალის ფართობი 45,5 ჰექტარია. როგორც კომპანია „იბერიაში“ აცხადებენ, კონკურსის მიზანია ავლაბრის განაშენიანების ისეთი გეგმის მიღება, რომელიც ამ უბნის რეკონსტრუქციისათვის მყარ, აპრობირებულ და ოპერატიულ საფუძველს შექმნის. გამარჯვებულ პროექტებს კომპანია მერიის ურბანული განვითარების სამსახურს უსასყიდლოდ გადასცემს. ხოლო მას შემდეგ, რაც ურბანული განვითარების სამსახური შერჩეულ ვარიანტს დაამტკიცებს, ის გარე ავლაბრის უბანში ნებისმიერი არქიტექტურული საქმიანობისთვის საკანონმდებლო საფუძველი გახდება.

0x01 graphic

35 მილიონი ბიზნესისათვის

0x01 graphic

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) თიბისი ბანკს 35 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ახალი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას ხელი EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიასა და ბელორუსიაში მაიკლ დეივმა და თიბისი ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ღაძაძემ მოაწერეს.

35 მილიონი დოლარიდან 20 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება, დანარჩენი 15 მილიონი კი მსხვილი კორპორატიული კლიენტებისათვის არის განკუთვნილი. სესხის ვადა 5 წელია. მაიკლ დეივი დარწმუნებულია, რომ მიღებული ფინანსური რესურსი „თიბისი ბანკს“ თავისი პორტფოლიოს გაზრდაში, კორპორატიული სექტორის დაფინანსების კიდევ უფრო გაფართოებაში და აღნიშნულ სექტორში თავისი წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში დაეხმარება.

„თიბისი ბანკი“ EBRD-თან 1996 წლიდან თანამშრომლობს. მას შემდეგ ევრობანკმა „თიბისი ბანკს“ რამდენიმე საკრედიტო ხაზი გამოუყო.

2006 წელს EBRD-მა ინვესტიცია „თიბისი ბანკის“ შვილობილ კომპანიაში - „თიბისი ლიზინგშიც“ განახორციელა.

EBRD -ი საქართველოს სხვა ბანკებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების სურვილსაც გამოთქვამს.

2 ფრენშაიზინგის ხელშეკრულება

▲back to top


0x01 graphic

საერთაშორისო კომერციულ პრაქტიკაში ფრენშაიზინგი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 30­იან წლებში ჰოვარდ ჯონსონის ინიციატივით გამოჩნდა, ხოლო შემდეგ, 50­იან წლებში, ვულვორსის მაღაზიათა ქსელით მოიპოვა საკმაოდ დიდი პოპულარობა. დღეისათვის ფრენშაიზინგმა საკმაოდ მოიკიდა ფეხი და მხარეთა თანამშრომლობის ერთ­ერთ გავრცელებულ და მეტად საინტერესო ფორმად გადაიქცა.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურეობათა განხორციელებას.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება წარმოადგენს გრძელვადიან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულებას იღებს ანაზღაურების სანცვლოდ გადასცეს ფრენშაიზის მიმღებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტით სარგებლობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღების და საქმიანობის კონცეფცია, აგრეთვე შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, სამეწარმეო საქმიანობის ჩვევები და განახორციელოს შესაბამისი საქონლის მიწოდება.

ფრენშაიზინგის ძირითადი არსი მდგომარეობს მეორე მხარისათვის ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებულ უფლებათა კომპლექსის გადაცემაში. ამ გზით მიღებული სავაჭრო ნიშანი, საფირმო თუ კომერციული სახელწოდება, პატენტი, ნოუ­ჰაუ საჭიროებს დადგენილი წესით რეგისტრაციას. ამიტომაც ხშირად ასეთი ხელშეკრულებები განიხილება როგორც სალიცენზიოხელშეკრულების ერთ­ერთი ნაირსახეობა. ამავდროულად ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ემსახურება ფრენშაიზის მიმცემის საფირმო ნიშნის ქვეშ არსებული საქონლისა და მომსახურების გასაღების ქსელის გაფართოებას და ამავე საფირმო ნიშნით ახალი სამეურნეო კომპლექსების შექმნას (მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.). სწორედ ეს გარემოება განასხვავებს ფრენშაიზინგს ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებებისაგან.

ფრენშაიზინგითავისთავად საკმაოდ მიმზიდველია. ფრენშაიზის მიმცემის მხრიდან სარეკლამო და სხვა სახის მხარდაჭერა, ცნობილი სავაჭრო ნიშანი, განვითარებული ბრენდი და საქმიანობის აპრობირებული კონცეფცია საკმაოდ უაადვილებს ბიზნესის წარმოებას. განსაკუთრებულ უფლებათა კომპლექსის გადაცემისა და საქონლის მიწოდების გარდა, ფრენშაიზის მიმცემი მიმღებს ეხმარება პერსონალის მომზადებაში, შენობა­ნაგებობების ადგილმდებარეობის შერჩევასა და შეძენაში, შესაბამისი დიზაინის შექმნაში, ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაში და ა.შ. ფრენშაიზის მიმღებს ეძლევა საშუალება უფრო ეფექტურად განახორციელოს საქმიანობა ახალი სავაჭრო ნიშნის, ნოუ­ჰაუს, ფრენშაიზის მიმცემის გამოცდილებისა და დახმარების გამოყენების შედეგად. ისარგებლოს სავაჭრო ნიშნის მაღალი რეპუტაციით და პროდუქციის ხარისხით, მიიღოს ამ საქმიანობით მოგება და ამასთან ერთად შეინარჩუნოს საკუთარი დამოუკიდებლობა.

მეორე მხრივ, ფრენშაიზინგი ხელსაყრელია თავად ფრენშაიზის მიმცემისათვის, რომელიც ყოველთვის ზრუნავს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, პროდუქციის ხარისხსა და ბრენდის იმიჯზე. იგი დაინტერესებულია მინიმალური დანახარჯით გაზარდოს საკუთარი წარმოება, განავითაროს სადისტრიბუციო ქსელი, აითვისოს ახალი ტერიტორიები, უფრო ეფექტურად მოემსახუროს ტრადიციულ მომხმარებელს, განამტკიცოს და დაიცვას საკუთარი სავაჭრო ნიშანი. ამიტომაც, იგი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ფრენშაიზის მიმღებს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, საქმიანობის დაწყებასა და განვითარებაში.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებისათვის წერილობითი ფორმა სავალდებულოა და მასში, როგორც წესი, ზედმიწევნით, დეტალურად არის გაწერილი სავაჭრო ნიშნის დაცვისა და ბიზნესის წარმოების კონცეფცია(განსაკუთრებული დეტალიზაცია ახასიათებს ანგლო ­ ამერიკული სამართლის ქვეყნების კომპანიებთან გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს). განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფრენშაიზის მიმცემის მხრიდან ფრენშაიზის მიმღების საქმიანობის კონტროლის მექანიზმს, ხელშეკრულების უმრავლესობას დანართის სახით თან ერთვის საქმის ორგანიზებისა თუ წარმოების ინსტრუქცია­სახელმძღვანელო, რომლის დაცვაც სავალდებულოა ფრენშაიზის მიმღებისათვის. ასეთი დანართები ერთის მხრივ, ეხმარება ფრენშაიზის მიმღებს და უადვილებს მას საქმიანობას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მიღებული სავაჭრო ნიშნის მართებულად, დანიშნულებისამებრ გამოყენებას და ბრენდის იმიჯის დაცვას, რაც ფრენშაიზის მიმცემისათვის ერთ­ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ საკუთარი სავაჭრო ნიშნის მაქსიმალური დაცვა და მისაღები ბიზნეს­პოლიტიკის წარმოება გვევლინება იმის ერთ­ერთ უპირველეს მიზეზად, რომ დღეისათვის, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიო ბიზნესის უმსხვილესი კომპანიები ამჯობინებენ ფრენშაიზის გადაცემას მათივე წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისათვის, რაც ფრენშაიზის მიმცემს საშუალებას აძლევს ეკონომიკურად და იურიდიულად მაქსიმალურად აკონტროლოს მისი სავაჭრო ნიშნითა თუ სახელით მოქმედი კონკრეტული საწარმოს საქმიანობა ამა თუ იმ კონკრეტულ ტერიტორიასა და სახელმწიფოში.

0x01 graphic

ფრენშაიზის მიმღების ძირითადი მოვალეობებია ხელშეკრულებით განსაზღრული ტერიტორიის დადგენილ ვადებში ათვისება, პროდუქციის მაქსიმალური გასაღება, სავაჭრო ნიშნის მაქსიმალური დაცვა და პოპულარიზაცია. იმავდროულად ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია საკუთარი საქმიანობა განახორციელოს ფრენშაიზის მიმცემის საოპერაციო სისტემების, პროცედურების, სტანდარტების, მეთოდებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია დადგენილ ვადებში გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სალიცენზიო თუ სხვა სახის გადასახადი, შესაბამის ვადებში მოახდინოს პროდუქციის შეკვეთა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გახსნას სავაჭრო (მომსახურების) ობიექტები მიღებული სავაჭრო (მომსახურეობის) ნიშნის ეგიდით. სალიცენზიო გადასახადი შესაძლოა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: პირველადი გადასახადი და როიალტი. პირველადი გადასახადის გადახდა, როგორც წესი, ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე და იგი, როგორც წესი, დაბრუნებას არ ექვემდებარება. როიალტი გამოიხატება პროცენტებში და გამოითვლება გაყიდვების მოცულობიდან. ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულებით დგინდება გაყიდვების მოცულობის მინიმუმი. იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვების მოცულობა მინიმუმს ქვემოთაა, როიალტი, როგორც წესი, მაინც ითვლება მინიმუმის მოცულობიდან. ზოგ შემთხვევაში, ამა თუ იმ ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის თავისებურებიდან გამომდინარე, როიალტის მაგივრად დგინდება ე.წ. მენეჯმენტის გადასახადი ყოველთვიური ან კვარტალური ფიქსირებული გადასახადის სახით.

როგორც წესი, ფრენშაიზინგი ორი სახისაა: საწარმოო და სავაჭრო. საწარმოო ფრენშაიზინგი გამოიყენება მწარმოებლის მიერ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზრის გაფართოებისთვის. ასეთ შემთხვევაში, მწარმოებელი მისი პროდუქციის გასაღების უფლებას უთმობს ფრენშაიზის მიმღებს გარკვეული დროითა და გარკვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ ინარჩუნებს კონტროლს მის საქმიანობაზე საკუთარ პროდუქციასთან მიმართებაში.

სავაჭრო ფრენშაიზინგი გამოიხატება ლიცენზიატისთვის განსაკუთრებულ უფლებათა მთელი პაკეტის გადაცემაში (წარმოებისა და გასაღების საიდუმლო, გასაღების მეთოდები, წარმოებისა და გასაღების ორგანიზება, შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, სავაჭრო და მოსახურების ნიშნები). გარდა ამისა ხდება ფრენშაიზის ყველა მომხმარებლის სამეურნეო საქმიანობის უნიფიკაციის უზრუნველყოფა.

0x01 graphic

ორივე შემთხვევაში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების რეალიზაცია ემსახურება სავაჭრო ნიშნისა და კომერციული ან საფირმო დასახელების გაძლიერებას. მაგრამ აღნიშნული არ უნდა გასცდეს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს. ამ მხრივ სამაგალითოა დანიის სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილება კომპანია „მაკდონალდსის“ სარჩელთან დაკავშირებით ბუტერბროტებითა და სოსისებით მოვაჭრე დანიური ფირმის „მაკალლანის“ მიმართ. „მაკდონალდსი“ ამტკიცებდა, რომ „მაკალლანის“ შექმნით ბრუნვაში შემოდიოდა ნიშანი, რომელსაც შეეძლო შეცდომაში შეეყვანა მომხმარებელი. მაგრამ სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანიაში არსებობს ბუტერბროდებითა და სოსისებით ვაჭრობის დიდი ტრადიცია, რის გამოც სოსისების გამყიდველი ასოცირდება კვების დანიურ ჩვეულებებსა და ტრადიციებთან. ამდენად, ახალი სავაჭრო ნიშანი („მაკალლან“) მიუხედავად „მაკდონალდსთან“ გარკვეული მსგავსებისა, არ შეიყვანდა მომხმარებელს შეცდომაში პროდუქციის წარმოშობასა და მის მწარმოებელთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ფრენშაიზინგის ხელშეკრულება უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების და მათი გამოყენების უფლების გადაცემას. ამიტომაც ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ყოველთვის ითვალისწინებს ამგვარი არამატერიალური სიკეთის გამოყენების წესსა და მიღებული კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმებს. აღნიშნულის გარანტიებს ასევე ადგენს ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობა. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 610-ე მუხლი ავალდებულებს მხარეებს, რათა მათ დაუფარავად და სრულფასოვნად გააცნონ ერთმანეთს ფრენშაიზინგთან დაკავშირებული საქმის გარემოებები, განსაკუთრებით კი - ფრენშაიზინგის სისტემა, და ერთმანეთს კეთილსინდისიერად მისცენ ინფორმაცია. მხარეები ვალდებულნი არიან არ გათქვან მათთვის განდობილი ინფორმაცია მაშინაც კი, როცა ხელშეკრულება არ დაიდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის იდება ცალკე შეთანხმება კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ასეთი შეთანხმებები განაგრძობენ მოქმედებას ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების სპეციფიკად შეიძლება ჩაითავლოს გარკვეული სახის შეზღუდვები, რომლებიც მხარეებმა შესაძლოა შეიტანონ ხელშეკრულებაში. ასეთს განეკუთვნება დათქმები ექსკლუზიური ტერიტორიისა და რადიუსების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც მხარეები თავს შეიკავებენ ერთმანეთთან კონკურენციისაგან, შეთანხმება პროდუქციიის (საქონლის) ფასის ქვედა ან ზედა ზღვარის შესახებ და სხვ. აღსანიშნავია ფრენშაიზის მიმცემის სპეციფიური ვალდებულებებიც, მას ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ ფრენშაიზის მიმღების მიმართ წაყენებულ პრეტენზიებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა ფრენშაიზის მიმცემი პასუხისმგებელია ფრენშაიზის სისტემით გაცემულ უფლებებსა და ინფორმაციაზე. იგი გარანტიას იძლევა რომ არის ამ უფლებებისა და სავაჭრო ნიშნის, პატენტის მესაკუთრე და აქვს უფლება გადასცეს ლიცენზია მათ გამოყენებაზე. ფრენშაიზის მიმცემი ასევე გარანტიას იძლევა, რომ აღნიშნული სავაჭრო ნიშნები და პატენტი დარეგისტრირებულია სათანდო წესით მოცემულ ტერიტორიაზე და მათი გამოყენება არ არღვევს მესამე პირთა უფლებებს.

თავის მხრივ ფრენშაიზის მიმცემი დაინტერსებულია მის მიერ გადაცემული საწარმოო უფლებების, ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს უსაფრთხოებით. ამიტომაც, როგორც წესი, ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ერთ-ერთ აუცილებელ შემადგენელ ნაწილად გვევლინება ფრენშაიზის მიმღების ვალდებულება დაზღვევის შესახებ. იგი ვალდებულებას იღებას დაზღვევისთვის მიმართოს სათანადო რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მოწონებულ იქნება ფრენშაიზის მიმცემის მიერ და გააფორმოს ყველა შესაძლო რისკისაგან დაზღვევის ხელშეკრულება, ამასთან, დაზღვევის პოლისში მითითებულ უნდა იყოს ფრენშაიზის მიმცემის ინტერესი. ამგვარი ხელშეკრულების ერთი ასლი გადაეცემა ფრენშაიზის მიმცემს.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების კიდევ ერთ სპეციფიკურ გარემოებად ითვლება მისი მოქმედების ვადის შეწყვეტა. ფრენშაიზის მიმღებისათვის გადაცემული ყველა უფლება წყვეტს მოქმედებას ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მისი შეწყვეტის მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი აქტიურობა, რომელიც უკავშირდება ფრენშაიზის მიმცემის სახელს, აგრეთვე ფრენშაიზის ხელშეკრულებით მიღებული უფლებების, ინფორმაციის, ნოუ-ჰაუს, სავაჭრო ნიშანის, მიღებულ ნიმუშების, სარეკლამო მასალების, კონფიდენციალური ინფორმაციისა თუ კომერციული საიდუმლოების გამოყენებასა და მოხმარებას. როგორც წესი, ყოველივე ზემოაღნიშნული უბრუნდება ფრენშაიზის მიმცემს ან ექვემდებარება განადგურებას. ამასთან ერთად მხარეების მიერ შეთანხმებულ ვადებში ხდება ფინანსური ურთიერთანგარიშსწორება.

0x01 graphic

საინტერესოა კიდევ ერთი სპეციფიური გარემოება: ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში ფრენშაიზის მიმღების მიმართ შესაძლოა დაწესდეს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა. ასეთი შეზღუდვა, ქართული კანონმდებლობით, არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ საქმიანობას, ფრენშაიზის მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა.

0x01 graphic

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება განსხვავდება კომისიის ან სააგენტო ხელშეკრულებებისაგან. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა და მიზნების თანხვედრისა (პროდუქციის მაქსიმალური გასაღების უზრუნველყოფა), შინაარსით ისინი განსხვავდებიან. კომისიონერი და აგენტი მოქმედებენ პრინციპალის ინტერესებით, მისივე ხარჯზე და გაწეული სამსახურისათვის ღებულობენ ანაზღაურებას. ფრენშაიზის მიმღები კი მოქმედებს დამოუკიდებლად და იყენებს ფრენშაიზის მფლობელისაგან საზღაურის სანაცვლოდ მიღებულ განსაკუთრებულ უფლებებს. ამდენად, თუ დისტრიბუტორი სააგენტო ხელშეკრულების თანახმად იღებს ანაზღაურებას პროდუქციის გასაღებისათვის, ლიცენზიარი (ფრენშაიზის მიმღები) თავად იხდის საფასურს კონკრეტული ფირმის ეგიდით მუშაობისათვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ის ტენდენციაც, რომ დღეისათვის არაერთი ცნობილი კომპანია უფრო მეტად არის დაინტერესებული ბაზრის სწრაფ ათვისებაში და შეგნებულად ამბობს უარს სალიცენზიო გადასახადზე, რაც თავისთავად კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის კომერციის აღნიშნულ სახეობას.

თენგიზ ფხალაძე

3 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით

▲back to top


რა ცვლილებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში

2008 წლის 18 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.

კანონი ძალაშია 2008 წლის 19 ივლისიდან.

რა ევალება აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს

საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 18 ივნისს მიიღო კანონი პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», რომლის თანახმადაც, აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების ლაბორატორიების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ­სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა და ფიზიკური პირების აკრედიტაციას.

კანონი ძალაშია 2008 წლის 19 აგვისტოდან.

როგორ ისჯება ვადაგადიცილებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია

2008 წლის 18 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული ან ვადაგადასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია და ვეტერინარული დანიშნულების შენახვის წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

კანონი ძალაშია 2008 წლის 4 ოქტომბრიდან.

რა ცვლილებებია ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

2008 წლის 18 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას ან რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატები საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს და რეგისტრირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

კანონი ძალაშია 2008 წლის 4 ივლისიდან.

რა უფლებამოსილება მიენიჭა სააპელაციო სასამართლოს

2008 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ერთპიროვნულად განიხილოს 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი ის სააპელაციო საჩივრები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

კანონი ძალაშია 2008 წლის 14 ივლისიდან.

განაკვეთი იარაღის რეგისტრაციისათვის

2008 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, საფასურის განაკვეთი სანადირო გლუვლულიანი, გაზის (პისტოლეტი, რევოლვერი), მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაციისათვის (შესაბამისი მოწმობის გაცემით) შეადგენს 15 ლარს.

სანადირო ხრახნილლულიანი და კომბინირებული იარაღის, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო გლუვლულიანი, გაზის, მოკლეგლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ცალკეული ეგზემპლარის რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია უნდა მოხდეს 14 სამუშაო დღის ფარგლებში.

სანადირო გლუვლულიანი, გაზის, მოკლე გლუვლულიანი იარაღის, სპორტული ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით) ან შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით), იურიდიული პირის მიერ შეძენის (შენახვის უფლებით), აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამავე იარაღის საქართველოში შეძენის (შენახვის უფლებით/ან შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებით) განაცხადის შეტანიდან - 10 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი;

- 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისათვის და იარაღის რეგისტრაციისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

კანონი ძალაშია 2008 წლის 14 ივლისიდან.

საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა
და განთავსების ანგარიშების შესახებ წესი

2008 წლის 1 ივლისს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გამოსცა ბრძანება საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე.

მუხლი 1 - წესის საფუძველი, მიზანი და გავრცელების სფერო

1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მისი მიზანია, განსაზღვროს მოთხოვნები გამოსაშვები ან/ და გამოშვებული ობლიგაციების ემისიის პროსპექტის შემცველობასთან, პროსპექტში ცვლილებების შეტანასა და ობლიგაციების განთავსების ანგარიშთან დაკავშირებით.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საწარმოებზე (შემდეგ ემიტენტები).

3. თუ ემიტენტი რამდენიმე კლასის ობლიგაციებს უშვებს, მაშინ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე უნდა დაკმაყოფილდეს.

მუხლი 2 ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით (შემდგომში კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ქვემოთ მოცემული ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით გამოიყენება;

ა) ანდერაიტერი საბროკერო კომპანია, რომელთანაც ემიტენტს დადებული აქვს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება;

ბ) განთავსება ფასიანი ქაღალდ(ებ)ის გასხვისება ემიტენტისა ან ანდერაიტერ(ებ)ის მიერ საჯარო ან კერძო შეთავაზებით. ამასთან, განთავსებად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როცა შეთავაზებაში შეიტანება ემიტენტის მიერ მეორად ბაზარზე შეძენილი ან კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის ფასიანი ქადალდები, გამოშვებული ამავე ემიტენტის მიერ;

გ) უზრუნველყოფილი ობლიგაცია ობლიგაცია, რომლის ნომინალური ღირებულება და სარგებელი უზრუნველყოფილია შესაბამისი ღირებულების აქტივებით ან საბანკო გარანტიით;

დ) დისკონტიანი ობლიგაცის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით განსათავსებელი ობლიგაცია;

ე) კერძო შეთავაზება ფასიანი ქადალდების ანაზღაურებით შეძენის შეთავაზება იმ 100-ზე ნაკლები პირისათვის, რომელთა ჩამონათვალი ემიტენტის მიერ წინასწარაა განსაზღვრული შეთავაზებისას;

ვ) კონვერსიული ობლიგაცია ობლიგაცია, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი გადაცვლა ამავე ობლიგაციის ემიტენტის მიერ გამოშვებულ (ან გამოსაშვებ) სხვა კლასის ფასიან ქაღალდ(ებ)ზე;

ზ) საკუთარი კაპიტალი აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები და გადაფასების რეზერვები;

თ) ობლიგაცია სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოშვებულია (ან უნდა გამოიშვეს) ემიტენტის მიერ და რომელიც ადასტურებს ამ ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას, საემისიო პირობების შესაბამისად, გაუნაღდოს ობლიგაციონერს ნომინალური ღირებულება, სარგებლით ან მის გარეშე;

ი) ობლიგაციის განაღდება (განაღდება) ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის ნომინალური ღირებულების გადახდა საემისიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში (განაღდების ვადა) და ამ პირობების შესაბამისად;

კ) ობლიგაციის ნომინალური ღირებულება (ნომინალური ღირებულება) ის ფიქსირებული თანხა, რომლითაც ემიტენტმა ობლიგაცია განაღდების ვადის დადგომისას უნდა გაანაღდოს. ნომინალურ ღირებულებაში სარგებელი არ შედის;

ლ) ობლიგაციის სარგებელი (სარგებელი) ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის შესაბამისი ემისიით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში, პერიოდულად ან ერთჯერადად გადასახდელი ფულადი თანხა (პროცენტი, დისკონტი) ან/და შესასრულებელი სხვა ვალდებულება;

მ) ობლიგაციის საკლასო თვისებები სახეობა (კონვერსიული, დისკონტიანი და სხვ.), ვადიანობა, ნომინალური ღირებულებისა და სარგებელის ოდენობანი, გაანგარიშების მეთოდი, გადახდის პერიოდულობა და ვადები, ასევე ობლიგაციის ყოველი ის მახასიათებელი, რაც განსაზღვრავს მოცემული კლასის ობლიგაციის მფლობელის უფლება-მოვალეობებსა და მათი რეალიზაციისა და გარანტირებულების სპეციფიკას;

ნ) ობლიგაციონერი - ობლიგაციის რეგისტრირებული მფლობელი.

მუხლი 3 ობლიგაციების შეთავაზების ზოგადი წესები

1. ემიტენტს შეუძლია გამოუშვას, შესთავაზოს და განათავსოს პროცენტიანი, დისკონტიანი, კონვერსიული ან/და სხვა კლასის ობლიგაცია. ობლიგაციის საკლასო თვისებები წესდება მისი საემისიო პირობებით, რომელთაც განსაზღვრავს ემიტენტი და რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. თუ შეთავაზება კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნის დარღვევით განხორციელდა, შემძენთა განცხადებით, შეთავაზება შეიძლება გაუქმდეს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია ამავე ემიტენტის მიერ შეთავაზების განხორციელება ყველა იმ შემძენის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, რომელთაც შეთავაზების გაუქმების საფუძველით ან ამის შედეგად ზიანი მიადგათ.

მუხლი 4 ობლიგაციების ემისიის პროსპექტი, საჯარო შეთავაზების განაცხადი

1. ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება ემიტენტის ან/და ანდერაიტერ(ებ)ის მიერ, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ დამტკიცებული და რეგისტრირებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ, ამ პროსპექტის მოქმედების ვადის გათვალისწინებით.

2. საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ემიტენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საჯარო შეთავაზების განაცხადი, რომელშიც შეიტანება სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) განაცხადი ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით;

ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამასთან:

ბ.ა) პროსპექტში შეტანილი ფინანსური ანგარიშები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს;

ბ.ბ) აუცილებელი არაა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეტანა, რომელიც ემიტენტს სააგენტოში მანამდე უკვე წარდგენილი აქვს, მაგრამ უნდა მიეთითოს მისი წარდგენის თარიღი, დასახელება და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდი და აბზაცი;

ბ.გ) პროსპექტში უნდა შევიდეს საკუთარი კაპიტალის ოდენობისა და ბრუნვაში არსებული ობლიგაციების გაუნაღდებელი ნომინალური ღირებულებისა და გადასახდელი სარგებლის შესახებ აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნა;

ბ.დ) პროსპექტში უნდა შევიდეს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა გამოსაშვები ობლიგაციები უზრუნველყოფილი;

ბ.ე) საემისიო ობლიგაციებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მათი ყოველი საკლასო თვისება, განთავსების პროცედურა და წესები, მიმოქცევის პირობები, განაღდებისა (მათ შორის, ვადამდელი, თუ ასეთი პირობა განისაზღვრება) და სარგებლის გადახდის წესები და ადგილ(ებ)ი, აგრეთვე, თუ არსებობს, დამატებითი ან სხვაგვარი უზრუნველყოფის სახე, პირობები და მისი რეალიზაციის პირობები;

გ) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტები და მათში შეტანილი ცვლილებები, გარდა ამ პუნქტის “ბ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) ობლიგაციების ემისიის შესახებ ემიტენტის პარტნიორთა (აქციონერთა) კრებისა და, მის საფუძველზე, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების ასლები. ამასთან, თუ კანონმდებლობით ან ემიტენტის წესდებით ემიტენტის ხელმძღვანელობას შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა მოეთხოვება, მაშინ ეს თანხმობა მის გადაწყვეტილებას წერილობით უნდა დაერთოს;

ე) რეორგანიზაციის ამსახველი დოკუმენტები, თუ რეორგანიზაცია გახდა ემისიის მიზეზი (ამ მიზეზის დასაბუთებით);

ვ) იმ ექსპერტთა დასკვნების ხელმოწერილი ასლები, რომლებმაც მოამზადეს, შეამოწმეს ან დაადასტურეს ემისიის პროსპექტში შეტანილი ესა თუ ის ინფორმაცია;

ზ) თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, რომელსაც წარდგენილი არ აქვს ან არასრულად (არაზუსტად) აქვს წარდგენილი წლიური, ნახევარწლიური ან მიმდინარე ანგარიში უკანასკნელი 2 სამეურნეო წლისა და იმ წლის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდება პროსპექტის სააგენტოში წარდგენა, მაშინ მან ეს ხარვეზი პროსპექტის წარდგენისას უნდა გამოასწოროს. ამასთან, ეს მოთხოვნა აღნიშნული პერიოდის იმ მონაკვეთზე არ ვრცელდება, როცა კანონით ემიტენტი ანგარიშვალდებულ საწარმოდ არ ითვლებოდა;

თ) ემიტენტის ვალდებულება, რომ განთავსებიდან მოზიდული სახსრები ზარალის ან ვალის, მათ შორის, მანამდე გამოშვებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულების ან სარგებლის დასაფარავად არ გამოიყენოს;

ი) ყოველი წინა ემისიის ჩამონათვალი, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საკლასო თვისებების, აგრეთვე განთავსებული და განაღდებული (გამოსყიდული) რაოდენობების მითითებით;

კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საექსპერტო შეფასების ანგარიში, თუ ემიტენტი საბანკო დაწესებულებაა.

3. ემისიის საბოლოო პროსპექტში შეტანილი ფინანსური ინფორმაციისა და ტექსტში მოყვანილი აღწერების ვადიანობა კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განისაზღვრება.

მუხლი 5 - ემისიის პროსპექტში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება საჯარო შეთავაზების პერიოდში

1. საჯარო შეთავაზების პერიოდში საემისიო ობლიგაციების ოდენობის, ფასის, შეთავაზების დასრულების ვადისა ან სხვა არსებითი ფაქტის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს უნდა მიმართოს.

2. საჯარო შეთავაზების პერიოდში არაარსებითი ფაქტის (მოვლენის) შესახებ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა ამ ცვლილების პროსპექტში შეტანამდე;

ა) სააგენტოს უნდა წარუდგინოს ცვლილების შესახებ განცხადება (ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმით) და 3 ასლად ცვლილების ამსახველი დოკუმენტი;

ბ) ყველა ანდერაიტერს ცვლილების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს;

გ) ცვლილების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ყველა იმ ინვესტორსა და პოტენციურ ინვესტორს, რომლებთანაც მას მოლაპარაკება ჰქონდა ობლიგაციების შეძენაზე.

მუხლი - 6 ობლიგაციების ემისიის რეგისტრაცია

ემისია რეგისტრირდება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 30 ივნისის №34 დადგენილებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭებისა და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის შესახებ” წესის (სსმ III, 2003 წლის 21 ივლისი, №73) მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7 ემისიის პროსპექტის დამტკიცების შემდეგ წარსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია

ემისიის პროსპექტის დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ემიტენტმა სააგენტოს კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

მუხლი 8 ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში

1. ობლიგაციების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ემიტენტმა სააგენტოს ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში უნდა წარუდგინოს. საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება შემდეგიდან ყველაზე ადრე დამდგარი ფაქტი:

ა) ემისიის პროსპექტის მოქმედების ვადის გასვლა;

ბ) საჯაროდ შეთავაზებული ობლიგაციების სრულად ვადამდე განთავსება;

გ) საჯარო შეთავაზების შეწყვეტა.

2. თუ ემიტენტი საბანკო დაწესებულებაა, მან ემისიის განთავსების ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკსაც უნდა წარუდგინოს.

3. განთავსების ანგარიში ამ წესის დანართი 3-ით გათვალისწინებული ფორმით უნდა შედგეს და თან დაერთოს იმ ბეჭდვითი გამოცემის ეგზემპლარი, რომელშიც გამოქვეყნდა განცხადება საჯარო შეთავაზების (აგრეთვე მისი ცვლილებების მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ, თუ განცხადება გამოქვეყნებული იყო.

4. განთავსების ანგარიშს ხელს უნდა აწერდნენ:

ა) ემიტენტის ხელმძღვანელი პირ(ებ)ი;

ბ) განთავსებულ ობლიგაციებთან დაკავშირებით ემიტენტისათვის რეგისტრატორული მომსახურების გამწევი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ხელმძღვანელ(ებ)ი, ხოლო თუ ემიტენტს რეესტრის წარმოება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით არ ევალება, მაშინ რეესტრის წარმოების საკვალიფიკაციო ატესტატის მფლობელი პირი;

გ) ყოველი ანდერაიტერის ხელმძღვანელ(ებ)ი.

5. განთავსების ანგარიში ექვემდებარება სააგენტოს მიერ განხილვასა და დამტკიცებას.

დანართი №1

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს განაცხადი
ობლიგაციების ემისიის სარეგისტრაციო წარდგენის შესახებ
---------------------------------------------------------------------- 200 წ.
გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ შემდეგი მონაცემების ობლიგაციების ემისია:

1

ემიტენტის სახელწოდება

2

ემიტენტის ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა:

3

ემიტენტის უირიდიული
მისამართი, ტელეფონისა და
ფაქსის ნომრები:

4

ემიტენტის ძირითადი ოფისის
(მართვის ადგილის) მისამართი,
ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:

5

საკუთარი კაპიტალის ოდენობა:

6

საემისიო ობლიგაციების საკლასო
თვისებები

7

საემისიო ობლიგაციების
რაოდენობა:

8

საემისიო ობლიგაციების მთლიანი
ნომინალური ღირებულება:

9

ერთი ობლიგაციის ნომინალური
ღირებულება:

განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით):

ხელმოწერა:

თანამდებობა:

დანართი №2

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს განაცხადი
საჯარო შეთავაზებაში ცვლილების შეტანის შესახებ

------------------------------------------------------------- 200 წ.

ემიტენტის სახელწოდება:

2

ემიტენტის ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა:

3

ემიტენტის უირიდიული
მისამართი, ტელეფონისა და
ფაქსის ნომრები:

4

ემიტენტის ძირითადი ოფისის
(მართვის ადგილის) მისამართი,
ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:

5

რეგისტრაციის შესახებ განაცხადის
წარდგენის თარიღი:

6

ცვლილების შინაარსი:

7

ცვლილების მიზეზი (საფუძველი):

8

ცვლილების სავარაუდო შედეგები:

განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით):

ხელმოწერა:

თანამდებობა

დანართი №3

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
ანგარიში ობლიგაციების ემისიის განთავსების შესახებ

------------------------------------------------------- 200 წ.

1

ემიტენტის სახელწოდება:

2

ემიტენტის იურიდიული მისამართი,
ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:

3

ემიტენტის ძირითადი ოფისის (მართვის
ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და
ფაქსის ნომრები:

4

ემიტენტის რეგისტრაციის თარიღი და
ნომერი:

5

განთავსების დაწყების თარიღი:

6

განთავსების დასრულების თარიღი:

7

განთავსებული ობლიგაციების რაოდენობა:

8

მთლიანი თანხა, რომლითაც განთავსდა
ობლიგაციები:

9

შემძენთა რაოდენობა:

10

მომსახურე რეგისტრატორის სახელწოდება ან
რეესტრის წარმოების ატესტატის მფლობელის
სახელი და გვარი:

11

ემიტენტის ხელმძღვანელე(ებ)ის მიერ
შეძენილი ობლიგაციები:

რაოდენობა:

გადახდილი
თანხა:

12

ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების
მიერ შეძენილი ობლიგაციები:

რაოდენობა:

გადახდილი
თანხა:

13

ემიტენტის სხვა მუშა-მოსამსახურეების მიერ
შეძენილი ობლიგაციები:

რაოდენობა:

გადახდილი
თანხა:

ხელმოწერები:

1. ემიტენტის მხრიდან:

ხელმოწერა:

თანამდებობა:

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მხრიდან:

ხელმოწერა:

თანამდებობა:

3. ანდერაიტერის მხრიდან:

ხელმოწერა:

თანამდებობა:

ბრძანება ძალაშია 2008 წლის 2 ივლისიდან.

მოამზადა ესმა ქაჯაიამ

საქართველოს მთავრობის დადგენილება 157

თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის,
თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების,
საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 131 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი
ვლადიმერ გურგენიძე

ინსტრუქცია - თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი
გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი
ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის
წესის განსაზღვრის შესახებ

თავი 1 - ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში -თზ) შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეობის განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ს შექმნის პირობებსა და ფუნქციონირების წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ს პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესებს.

მუხლი №2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსითა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი 2 - გარანტია

მუხლი 3

1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარმოდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება თზ-ის მოწყობის წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 25 ევროს ოდენობით, არა უმეტეს 20 000 000 ევროს ოდენობისა.

2. ამ მუხლში მითითებული გარანტია წარმოადგენს:

ა) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში სამსახური) შეთანხმებული თზ-ის მოწყობის გეგმაში ასახული საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას;

ბ) თზ-ს ფუნქციონირების პერიოდში შესაძლო წარმოქმნილი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას.

3. გარანტია უნდა მოქმედებდეს თზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში და წარმოდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ 3 წლის ვადით.

4. გარანტიის წარდგენამდე იკრძალება თზ-ის ფუნქციონირების დაწყება.

5. გარანტიის ვადის ყოველი შემდგომი გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე არანაკლებ 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს თზ-ის სტატუსის მოქმედების დარჩენილი ვადისა) წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმდინარე გარანტიის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ახალი გარანტიის წარმოდგენამდე იკრძალება თზ-ში საქონლის შეტანა და თზ-დან საქონლის გატანა.

7. გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის პირველად ოდენობამდე შევსება.

8. ყოველ 10 წელიწადში გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტია წარედგინება სამსახურს.

მუხლი 4

გარანტიის სახეებია:

1. საბანკო გარანტია:

ა) რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;

ა.ბ) პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) ბენეფიციარი;

ა.დ) გარანტიის ობიექტი და გარანტის ვალდებულება;

ა.ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორია;

ა.ვ) გარანტიის თანხა და გარანტიის მოქმედების პერიოდი;

ა.ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) სამსახური განიხილავს საბანკო გარანტიას ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ბ.ბ) საბანკო გარანტიის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სამსახური საბანკო გარანტიას უგზავნის საბაჟო ორგანოს, რომელიც ახდენს გარანტიის რეგისტრაციას და იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებულ ასლს გადასცემს ორგანიზატორს.

2. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში:

ა) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზატორი სათანადო თანხას შეიტანს სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე -დეპოზიტების საბაჟო საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა სამსახურს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ერთდროულად ელექტრონული და წერილობითი ფორმით;

ბ) ორგანიზატორი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საგადახდო დავალებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის N166 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

დ) დეპოზიტზე ყოფნის დროს თანხაზე პროცენტის დარიცხვა, აგრეთვე თანხის ინდექსაცია არ ხდება;

ე) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შემთხვევაში:

ე.ა) საბაჟო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული ინფორმაციისა და ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების ურთიერთშედარებას. კერძოდ, ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება საგარანტიო თანხა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაანგარიშებულ ოდენობას. შეუსაბამობის შემთხვევაში საგადახდო დავალება არ მიიღება;

ე.ბ) თანხის შემტანის მიერ თანხის განკარგვა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი ანგარიშიდან. შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა;

ე.გ) საგადახდო დავალების ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას მისი რეგისტრაცია ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს თზ-ის პერიმეტრზე განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლს.

მუხლი 5

გარანტია წარმოადგენს ინსტრუქციის დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისას ამ გარანტიის მიმართ ბენეფიციარის სტატუსი გააჩნია სამსახურს.

თავი 3 - ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნები თზ-ის მოწყობისას

მუხლი 6

1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის, არანაკლებ 3 მეტრი სიმაღლის ღობე, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა” -„ჩუსტომს ჩონტროლ ძონე”, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი” საღებავის გამოყენებით.

2. თზ-ის ტერიტორიაზე არსებული მიწისზედა და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობები და სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა შესასვლელ-გამოსასვლელი საბაჟო გამშვები პუნქტებისა, ასევე წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის ელექტრო და გაზმომარაგების კონსტრუქციებისა) არ უნდა კვეთდეს თზ-ის ღობის ვერტიკალურ სიბრტყეს.

3. თზ-ში კანონმდებლობით დადგენილი წესით (თზ-ის ორგანიზატორის მიერ და მისივე ხარჯით) მოეწყობა თზ-ში შესასვლელები და გამოსასვლელები საბაჟო გამშვები პუნქტები. საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა მოიცავს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის, მასზე შენობა-ნაგებობების, სპეციალური ტექნიკის განთავსების პროექტის შეთანხმებას სამსახურთან;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო და სხვა სახის (რაოდენობის, სიმძლავრის და ა.შ. განსაზღვრისთვის საჭირო) სასწორის განთავსებას;

გ) საქონლის (მათ შორის, რადიაციული, იარაღის (ფეთქებადი მასალა), ნარკოტიკული საშუალების) მალულად გადაადგილების აღკვეთისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სატრანსპორტო საშუალების გახსნის გარეშე საქონლის დათვალიერების, რადიაციული, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა გამომვლენი საშუალებების (რენტგენულ გამოსხივებაზე დამყარებული) რაოდენობის, სიმძლავრის განსაზღვრას და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას. სპეციალურ საშუალებებში იგულისხმება აგრეთვე სპეციალიზებული კინოლოგიური მომსახურება;

დ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფასა და შესაბამისად აღჭურვას (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ე) საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფას;

ვ) დეკლარაციის, აღრიცხვის მოწმობის შევსებას, გამოწერას, კონტროლის დაწესებას, მოხსნისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობას;

ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობას;

თ) ნებართვას დაქვემდებარებული საქონლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი თზ-ში საქმიანობის სავარაუდო გეგმის მიხედვით შესაბამისი მასშტაბის საბაჟო ლაბორატორიის მოწყობას;

ი) სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკა-დანადგარების რაოდენობის, სახეობის განსაზღვრასა და საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის პირობების და მოთხოვნების შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილება გააჩნია სამსახურს.

5. შესაძლებელია შეიცვალოს თზ-ის ფუნქციონირებისათვის დადგენილი პირობები, რის შესახებაც ერთი წლით ადრე ეცნობება ორგანიზატორს ფუნქციონირების ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ორგანიზატორის წინააღმდეგობის შემთხვევაში სათანადო პასუხისმგებელი ორგანო თავად უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ამისათვის საკმარისი ფუნქციონირების ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციის საშუალებით.

თავი 4 - თზ-ის შექმნის პირობები და ფუნქციონირების წესი

მუხლი 7

1. საქართველოს მთავრობისათვის თზ-ის შექმნის ინიციატივით ორგანიზატორის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის (შემდგომში სამინისტრო) დასკვნის მომზადების მიზნით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის სამსახურს.

2. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარდგენილი უნდა იქნეს ის ინფორმაცია, რაც საკმარისია საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ სამსახურის მიერ მოთხოვნების განსაზღვრისათვის, აგრეთვე ვალდებულებას ფუნქციონირების დაწყების ვადის ფარგლებში ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ან მტკიცებულებებს, რომ დაკმაყოფილებულია თზ-ის შექმნისათვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

3. იმ შემთხვევაში, როცა თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრების განლაგების მიხედვით ან/და ორგანიზატორის სურვილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შესვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შეტანა, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პირის გასვლა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გატანა განხორციელდება უშუალოდ თზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორიდან, აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურის ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების სახეობის, სიმძლავრის, უსაფრთხოების, რაოდენობის, განლაგების, დაპროექტების, სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის, ასევე სხვა პარამეტრების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრისათვის.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების მომზადების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე ან განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადაა განცხადების რეგისტრაციიდან 25 კალენდარული დღე.

მუხლი 8

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სამუშაო ჯგუფი იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას. გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად.

2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, გარკვეული პერიოდულობით გამართოს ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის ხელმძღვანელი ვალდებულია სხდომა გამოაცხადოს დახურულად.

4. დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებისას სამუშაო ჯგუფი მართავს ზეპირი მოსმენის სხდომას და განმცხადებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს ეს ინფორმაცია. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა არის თზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

6. ამ მუხლში აღნიშნული წესით განსაზღვრული ვადის თაობაზე ეცნობება სამინისტროს.

მუხლი 9

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს თზ-ის ფუნქციონირების დაწყების ვადა, რომელიც მოიცავს თზ-ის შექმნის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს მინისტრის სამართლებრივ აქტებში თზ-ის ფუნქციონირების დაწყებისათვის აუცილებელი ცვლილებისა და დამატებების მიღების, საბაჟო-გამშვები პუნქტების შექმნის, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების, საბაჟო პროცედურების განხორციელების ტექნოლოგიური სქემის მომზადების ვადას.

მუხლი 10

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფუნქციონირების ვადის დაწყების ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ან ვადამდე ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფი იქმნება ორგანიზატორის განცხადების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა განცხადების სამსახურში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

მუხლი 11

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 12

1. თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის შემთხვევაში თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში ფიქსირდება ინფორმაცია ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამინისტროს უგზავნის სამსახური. სამსახურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და ზეპირი მოსმენის გამართვის შემდგომ ადგენს დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას.

მუხლი №13

ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ორგანიზატორი წერილობით ატყობინებს სამსახურსა და სამინისტროს.

მუხლი №14

ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ვადის ფარგლებში თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელ თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ორგანიზატორის წერილობითი შეტყობინების მიუღებლობისას სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

მუხლი №15

1. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლში აღნიშნული წერილობითი შეტყობინების სამსახურში რეგისტრაციიდან მეორე სამუშაო დღეს სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

2. სამსახურის უფროსს უფლება აქვს ჯგუფის შემადგენლობაში ექსპერტის სტატუსით მოიწვიოს სხვა პირი.

3. ჯგუფის ამოცანაა დაადასტუროს ან უარყოს თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

4. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს თზ-ის დათვალიერების თარიღს და ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

5. თზ-ის დათვალიერებისას დგება თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ყველა წევრი.

მუხლი 16

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის დადასტურების შემთხვევაში ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნიას მოთხოვნას ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტიის შესაბამის საბაჟო ორგანოში დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო გარანტიის რეგისტრაციის მეორე სამუშაო დღეს ორგანიზატორსა და სამინისტროს სამსახური უგზავნის შეტყობინებას თზ-ის ფუნქციონირების დაწყების მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 17

იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული დათვალიერების აქტით არ დადასტურდება თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თზ-ის შესაბამისობის უარყოფის დამადასტურებელი თზ-ის დათვალიერების შედეგების ამსახველ აქტში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სამსახური აყენებს საკითხს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შესახებ.

მუხლი 18

თზ-ის ფუნქციონირების ვადის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე არსებული ინფრასტრუქტურის, ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების, ტექნიკა-დანადგარების მიმდინარე, კაპიტალური რემონტი, შეცვლა, მათი განახლება.

მუხლი 19

ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია ორგანიზატორს ან თიზის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - თიზის სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თიზის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრულების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

თავი 5 - თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა

მუხლი 20

1. ამ მუხლის მიზნებისათვის თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად ითვლება თზ-ის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში ნებისმიერი წესის/პირობის დარღვევა (მათ შორის ორგანიზატორის მიერ საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია თზ-ის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.

2. იმ პირობის/მოთხოვნის დარღვევისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.

3. ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საბაჟო ორგანო ვალდებულია წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭრილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ხოლო სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.

5. გარანტიის თანხის ჩამოჭრიდან ერთი თვის ვადაში ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის თანხის შევსება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მოთხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

მუხლი 21

თზ-ის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან/და თზ-ის ფუნქციონირების პერიოდში თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ თზ-ში განსხვავებული საქმიანობის დაწყების ან სხვა გარემოების გამო საჭიროა თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნის დამატებით შესრულება, იგი ვალდებულია ამის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს თზ-ის ორგანიზატორს, ხოლო ამ უკანასკნელმა წერილის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული მოთხოვნის დაკმა¬ყოფილება. ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულების წესით შესრულება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მიხედვით.

თავი 6 - საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების, თზ-ში საქონლის შენახვის წესები

მუხლი 22

1. თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.

მუხლი 23

კონტროლი მოიცავს:

ა) თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თზ-ის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დოკუმენტების წარდგენასა და კამერალურ შემოწმებას; პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და დათვალიერებას;

ბ) თზ-ში არსებული ან/და შენახული საქონლის შესახებ დოკუმენტების წარდგენას და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ამ საქონლის დათვალიერებას;

გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის შემოწმებას საქართველოს საბაჟო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 24

თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას შეიმუშავებს სამსახური.

მუხლი 25

საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემაში ASYCUDA” (შემდგომში - სისტემა) გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მეშვეობით, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ან საკუთარი ინიციატივით.

მუხლი 26

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რისკი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;

ბ) რისკის პროფილი რისკების კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლის შინაარსი განისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და განსაზღვრული კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული და შერჩევის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში;

გ) რისკის კრიტერიუმი წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემი, რომლის თანხვედრა დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და გამოიყენება რისკის აღმოსაფხვრელად;

დ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი და ლურჯი)-საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის კრიტერიუმთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;

ე) შეტყობინება საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციის შესაბამის დერეფანში განთავსების შემთხვევაში;

ვ) უფლებამოსილი პირი სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაჟო ორგანოს მოხელე.

მუხლი 27

1. რისკის პროფილების შექმნა ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთანხმებით. სამუშაო ჯგუფისა და კომისიის მუშაობის წესი, რისკის კრიტერიუმების შესაქმნელად წინასწარ გარკვეული ნიშნით განსაზღვრული მონაცემები წარმოადგენს სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. რისკის პროფილები იქმნება სისტემის მონაცემთა დამუშავების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ არსებული მასალების, საერთაშორისო კონვენციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე.

3. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 28

1. სისტემის მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მწვანე დერეფანი თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის გაშვებას დეკლარაციაზე თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) ყვითელი დერეფანი თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

გ) წითელი დერეფანი - თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციის, თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას;

დ) ლურჯი დერეფანი თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას.

2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სისტემის მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.

3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისათვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება სისტემის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.

6. სისტემის მეშვეობით დეკლარაციისათვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად რისკების მართვის სისტემის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, საქონლის დათვალიერება, აგრეთვე დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმება.

7. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულ სისტემაში საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ. სისტემაში საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 29

საქონლის დათვალიერება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი №30

იმ შემთხვევაში, როცა თზ-ში შესატანი ან თზ-დან გა-სატანი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის მიზნით დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება თზ-ის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე განთავსებულ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიის გარდა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სხვა ადგილებში, ამ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის კონტროლი ხორციელდება ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად.

მუხლი 31

საქონლის შენახვის ადგილის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა და ამ მიზნით საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამისი განლაგება.

მუხლი 32

იმ შემთხვევაში, თუ თზ-ის ორგანიზატორი განაცხადებს, რომ თზ-ი გამოყენებული იქნება არსებითად მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დადგენილების მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული უფრო გამარტივებული მოთხოვნები. თზ-ში არსებითად სხვა საქმიანობაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს თზ-ის ორგანიზატორს მოსთხოვოს, გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.

თავი 7 - დასკვნითი დებულებები

მუხლი 33

თზ-ის ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრილი თანხის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავება ერთობლივად უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება 566
გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების
წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის
228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005 წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ყოველ დღე ხდება ცენტრალურ სერვერზე არსებული საგადასახადო მონაცემთა ბაზის დაარქივება.გამოყოფილ სერვერზე ინახება ყოველი ბოლო სამი დღის დაარქივებული ფაილი“.

2. მე-2 მუხლის მე-7 -მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გპაბ იხსნება არსებული გადასახადების მიხედვით. გადასახადის მიზნებისათვის აქციზის გადასახადში იხსნება ორი ბარათი. აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხები აისახება „აქციზური მარკები“-ს ბარათზე და ყოველთვიური დეკლარაციით გაცხადებული გადასახადის, არამარკირებულ და გახარჯულ მარკირებულ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება „აქციზი“-ს ბარათი. საგადასახადო ჯარიმებისათვის, გარდა ჯარიმისა, რომელიც გამოანგარიშებულია კონკრეტული გადასახადის თანხის მიმართ (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლი) წარმოებს საგადასახადო ჯარიმების ერთიანი ბარათი. გპაბ-ი იხსნება უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის აღრიცხვისათვის, ხოლო გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის აღრიცხვა ხდება დღგ-ის გპაბ-ზე შესაბამისი ოპერაციების გამოყენებით. იქმნება აგრეთვე ერთიანი ბარათი გაუქმებული გადასახადებისათვის, სადაც აღირიცხება ნაშთები, რომლებიც გადმოიტანება გპაბ-დან გადასახდის გაუქმების შემთხვევაში. ასევე იხსნება მოსაკრებლის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათი, რომლის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაიხსნას გადასახადის დროებითი ბარათები საბოლოო ნაშთის დადგენამდე. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათი ერთიანია. გადასახადების სხვადასხვა სახეების მიხედვით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების გახსნა ხდება პროგრამულად.

8. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საგადასახადო ორგანოები აწარმოებენ შემდეგი სახის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებს:

ა) ჯარიმების ერთიანი ბარათი, სადაც თავმოყრილია:

ა.ა) ჯარიმა საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისათვის;

ა.ბ) ჯარიმა შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევისათვის;

ა.გ) ჯარიმა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის;

ა.დ) ჯარიმა საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის;

ა.ე) ჯარიმა ყადაღადადებული ქონების მფლობელობის, სარგებლობის ან/და განკარგვის წესის დარღვევისათვის;

ა.ვ) ჯარიმა საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისათვის;

ა.ზ) ჯარიმა გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადასახადო დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის.

ა.თ) ჯარიმა ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელთა ანგარიშის გახსნის წესის დარღვევისათვის და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის;

ა.ი) ჯარიმა დოკუმენტების გარეშე მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისათვის (გადაზიდვისათვის) და აურიცხაობისათვის;

ა.კ) სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმები და საურავები;

ა.ლ) ყველა ძველად არსებული ჯარიმების გპაბ-ის ნაშთები.

ბ) გპაბ-ი, ჯარიმა მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევისათვის წარმოებს დამოუკიდებლად ერთიანი ჯარიმების ბარათიდან;

გ) ადმინიტრაციული ჯარიმების გპაბ-ი, სადაც თავმოყრილია 2005 წლამდე არსებული ადმინისტრაციული ჯარიმები და 2005 წლის შემდეგ ადმინიტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები

9. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ჯარიმის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის თანხაზე საურავის დარიცხვა არ ხდება“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. მოქმედ ბარათებზე არსებული არარეალური ჩანაწერების დაზუსტების, მათზე რეალური ნაშთების გამოყვანის და შემდგომ ამ ჩანაწერების ძირითად ბარათებზე გადატანის მიზნით, ეს წესი უშვებს საშემოსავლო და სხვა გაუქმებული გადასახადების დროებითი ბარათების გახსნის შესაძლებლობას. დროებითი ბარათები გასალდოების პროცედურაში არ მონაწილეობენ და შესაბამისად მათი მონაცემები არ აისახება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტში“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშემოსავლო გადასახადის მიხედვით ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება, მაგრამ იგი არ ჩაითვლება წინსწრებით (ზედმეტად) გადახდილად და კეთდება სავარაუდო დარიცხვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად შესაბამისი დეკლარაციის წარმოდგენამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის თანხა ტოლია ან ნაკლებია შესაბამის გადასახდში არსებული ნარჩენი დავალიანებების თანხაზე, სავარაუდო დარიცხვა არ განხორციელდება და გადახდილი თანხით დაიფარება ნარჩენი დავალიანება, ხოლო დადგენილ ვადებში დეკლარაციით წარდგენილი თანხის ბარათზე დარიცხვის შემდგომ, თანხის გადახდის ვალდებულების მომენტიდან მის დაფარვამდე საურავის დარიცხვა განხორციელდეს პროგრამულად. იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის თანხა აღემატება შესაბამის გადასახადში არსებული ნარჩენი დავალიანების თანხას, სავარაუდო დარიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ გადახდილ და ძირითად დავალიანებას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე, ხოლო შემდგომ დეკლარაციის წარდგენისას მოხდება ბარათზე რიცხული ნაშთის ხელახალი გადაანგარიშება უკვე არსებული წესით, ანუ დეკლარაციის გატარებისას მოხდება სავარაუდო დარიცხვის მოხსნა და დეკლარირებული თანხის დარიცხვა“.

ბ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება შეიძლება შესრულდეს არა უგვიანეს დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე. ამასთან, საგადასახადო დეკლარაცია, „საგადასახადო მოთხოვნა“, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, შეტყობინება, საჩივარი ან სხვა დოკუმენტი გადაცემულად ითვლება, თუ იგი ადრესატს ჩაბარდა უშუალოდ ან გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება ადრესატისათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან. ამასთან, გადამხდელი, რომელიც საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის სავადო დღის სამუშაო დროის დამთავრებამდე მივა საგადასახადო ორგანოში, მას მიეცემა საშუალება საგადასახადო დეკლარაციის ჩაბარებისა“.

6. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად, საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადრესატისათვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი/წერილი გადასცეს ადრესატს. დოკუმენტის/წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის/წერილის მიმღების ხელმოწერით. თუ დოკუმენტის/ წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე, იგი დოცუმენტს/წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას. დოკუმენტის/წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. მიმღები ვალდებულია დოკუმენტი/წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის/წერილის პირადად გადაცემა, ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის/წერილის შინაარსის ცნობება. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

72. გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს, გარდა ამავე მუხლის 71-ე პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა, დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე. ადრესატისათვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რაც დოკუმენტის/წერილის ჩაბარებად ითვლება. დოკუმენტის/მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში, თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატისათვის იურიდიული მისამართის შეცვლა, მაშინ დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად, ხოლო უკან დაბრუნების დღე ჩაბარების დღედ“.

7. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის (მოიაზრება შემთხვევები, როდესაც უცხოური საწარმო მუდმივი დაწესებულების სახით წყვეტს თავის საქმიანობას საქართველოში ან რეზიდენტი ფიზიკური პირი წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას) შემთხვევაში მის ვალდებულებას, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ 30 დღის ვადაში. რისთვისაც საგადასახადო ორგანო:

ა) რეგისტრაციაში ატარებს გადასახადის გადამხდელის განცხადებას ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე;

ბ) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ბოლო სავადო თარიღი განისაზღვრება საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადამხდელის განცხადებაში მითითებული თარიღიდან 30-ე დღე;

გ) აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობის ან დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის ზომები;

დ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის შემდეგ გადამხდელი არ არის ვალდებული საგადასახადო ორგანოს შემდგომშიც (თუ არ განაახლა საქმიანობა) წარუდგინოს წლიური საგადასახადო დეკლარაცია, გარდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადებში ქონების გადასახადის დეკლარაციისა;

ე) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვიტის თაობაზე წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის მონაცემების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მოეხსნება დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხები და გამოიყვანება საბოლოო შედეგები“.

8. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დადგენილ ვადამდე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების მონაცემები როგორც წესი, გპაბ-ზე აისახება ვადის დადგომის თარიღისათვის. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი, ასევე დაზუსტებული დეკლარაციების მონაცემები გპაბ-ზე აისახება მათი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, დეკლარაციების ბარათზე გატარება ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით, წარმოდგენილი პერიოდის გადახდის ვადით, ხოლო დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების მონაცემები გპაბ-ზე აისახება, საგადასახადო ორგანოში მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა“.

9. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი/საგადასახდო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის და მისი გადახდა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე დანამატის სახით. ამასთან, ერთ რომელიმე გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის დროს გაითვალისწინება გადამხდელის სხვა გადასახადებში ზედმეტად გადახდილი თანხები. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი აღემატება ვადაგადაცილებულ დავალიანებებს, ავტომატურად (პროგრამულად) ზედმეტობის წარმოშობის თარიღიდან შეწყდება საურავების დარიცხვა იმ გადასახადების მიხედვით, რომლებზედაც ირიცხება ვადაგადაცილებული დავალიანებები. თუ ვადაგადაცილებული დავალიანების საერთო თანხა აღემატება ზედმეტად გადახდილ გადასახადების საერთო თანხას, მაშინ საურავის ცალკეულ გადასახადში დარიცხვა შეწყდება ზედმეტობის წარმოშობის თარიღიდან, ზედმეტად გადახდილი თანხის ფარგლებში, სხვა გადასახადებში არსებული ნარჩენების პროპორციულად. ამასთან, გასალდოების პროცედურაში მონაწილეობს ყველა არსებული გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათი, ელექტრონული ვერსიის არსებობიდან. გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც მონაცემთა ბაზაში უფიქსირდებათ ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი, ასეთ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე მოხდება ყველა ოპერაციის გაჩერება და შესაბამისად საურავების დათვლა, ბოლო ცვლილების თარიღამდე ან არსებულ ბოლო ოპერაციამდე. ყველა ის საურავი, რომლის შემცირება ვრცელდება გპაბ-ის ელექტრონული ვერსიის არსებობამდე პერიოდზე (მაგალითად: საურავის ნაშთის წლის დასაწყისისათვის შემცირების დროს), უნდა გატარდეს ოპერაცია „შემცირებულია დასკვნით“ ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა „შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე“. თუ ხდება შეცდომით (აქტით, დასკვნით ან სხვა) დარიცხული საურავის შემცირება -უნდა გატარდეს ოპერაცია „შემცირებულია დასკვნით“ ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა „შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე“. ყველა ის საურავი, რომლის შემცირება ვრცელდება გპაბ-ის ელექტრონული ვერსიის არსებობის პერიოდზე, უმცირდება ავტომატურად და საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული ჩანაწერები არ აისახება გპაბ-ზე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტში. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება უკვე გატარებული შემცირებული საურავის გამიჯვნა ზემოთაღნიშნული პრინციპით, საგადასახადო ორგანო წარმოადგენს ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ამ ინსტრუქციის დანართი ფორმა №25-ის შესაბამისად, რის შემდეგ განხორციელდება კორექტირება“.

10. მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადასახადების მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის დავალიანებათა დაფარვა უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა;

ბ) ფინანსური სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის თანხის გადახდა;

გ) დარიცხული საურავის თანხის გადახდა“.

11. მე-3 მუხლის მე-1716 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ არც გადასახადის გადამხდელისათვის არის დაწესებული ვადა და არც დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებაც არა აქვს „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში“.

12. მე-3 მუხლის მე-1717 და მე-1718 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1717. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მიერ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობითი/ელექტრონული მიმართვის შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ საშემოსავლო, ქონების ან მოგების წლიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვადის 3 თვით გაგრძელების შემთხვევაში, გპაბ-ზე გადასახადის გადახდის ვადა არ იცვლება და იგი არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვის პროცედურას. ამასთან, განაცხადებს მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და მოხდება მისი დაპაკეტება.

მაგალითი: შპს „ელიტა“-მ 2006 წლის 30 მარტს საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2005 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის ვადის გაგრძელების თაობაზე და თან გადაიხადა ამ დროისათვის მოსალოდნელი მოგების გადასახადი, თანხით 25 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით.

შპს „ელიტა“-მ 2005 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2006 წლის 1 ივლისს, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადში ერიცხება 35 000 ლარი, ანუ 10 000 ლარით მეტი. ამ შემთხვევაში შპს „ელიტა“-ს 10 000 ლარი გადაუხდელ მოგების გადასახადის თანხაზე დაერიცხება საურავი თითოეულ დღეზე 0.07%25-ის ოდენობით.

[10 000X(91X0.07)] = 637 ლარი

1718. გადასახადის გადამხდელის, მიმდინარე წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების), გასული წლის შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით, არანაკლებ 50%25-ით შემცირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ მის მიერ მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადამდე 15 კალენდარული დღით ადრე ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილით, უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ან შესაგებელი და მოითხოვოს დარიცხული მიმდინარე გადასახდელების კორექტირება, რომლის შესრულება საგადასახადო ორგანოსათვის სავალდებულოა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) შემცირების ფაქტი, უნდა განხორციელდეს საურავის დარიცხვა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელების ფარგლებში“.

13. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17110 და 17111 პუნქტები:

„17110. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ქონების გადასახადის განაკვეთების ცვლილებასთან (შემოღებასთან) დაკავშირებით, ასევე ზონების დაკონკრეტების გამო, ხელახლა გადაანგარიშებული ქონების გადასახადი გადამხდელმა უნდა გადაიხადოს „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელს ჩაბარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადახდის ვადის (არაუგვიანეს 15 ნოემბერი) დადგომის შემდეგ, ან/და „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელს ჩაბარდა გადახდის ვადის ამოწურვის ბოლო დღეს (15 ნოემბერი), ამ შემთხვევაში საურავის ათვლა დაიწყება „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარებიდან 21-ე კალენდარულ დღეს. ამასთან, გადამხდელს დაზუსტებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად გაეგზავნება განმარტება, რომელშიც აისახება „საგადასახადო მოთხოვნაში“ ცვლილებების შეტანის მიზეზები.

17111. გადასახადის გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) კალენდარული თარიღის მიხედვით -მაგალითად, დღგ-ის გადახდის ვადაა კალენდარული თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი;

ბ) დროის მონაკვეთით მაგალითად, III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში გადასახადის გადახდის ვადა დგინდება ყოველი 5 თვიანი მონაკვეთის მიხედვით 2 წლის განმავლობაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 217, ნაწილი 10);

გ) გარემოებაზე მითითებით, რომელიც უნდა დადგეს;

დ) მოქმედებაზე მითითებით, რომელიც უნდა განხორციელდეს“.

14. მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის გადახდა. გადასახადი გადახდილი უნდა იქნას სრულ ლარებში, მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამის ტერიტორიაზე არ არსებობს საბანკო დაწესებულება. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ გადასახადის თანხა შეიტანება საგადასახადო ორგანოს სალაროში და მას სავალდებულო წესით ეძლევა მკაცრი აღრიცხვის ქვითარი“.

15. მე-4 მუხლის 114 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„114. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განცხადების საფუძველზე საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე, მისი წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის გადახდის დრო არ იცვლება. ამოტომ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაუხდელი გადასახადის თანხის მიხედვით მოხდება საურავის დარიცხვა.

მაგალითი:

შპს „ელიტა“-მ 2005 წლის 30 მარტს საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2004 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის ვადის გაგრძელებაზე და თან გადაიხადა ამ დროისათვის მოსალოდნელი გადასახადი თანხით 25000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გრძელდება 3 თვით.

შპს „ელიტა“-მ 2004 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2005 წლის 1 ივლისს, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადში ერიცხება 35000 ლარი, ანუ 10000 ლარით მეტი. ამ შემთხვევაში შპს „ელიტა“-ს 10000 ლარ გადაუხდელ თანხაზე დაერიცხება საურავი თითოეულ დღეზე 0.07 პროცენტის ოდენობით.

[10000 X (91 X 0.07)] = 637 ლარი“.

16. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 115 პუნქტი:

„115. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება (გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა) უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“.

17. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადასახადის გადამხდელი საურავის დარიცხვის ვალდებულების ვადის დადგომის შემდეგ გადაიხდის გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, ხოლო თუ მოვალე მთლიანად დაფარავს საგადასახადო დავალიანებას, ამ შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მომდევნო კალენდარული დღიდან შეწყდება საურავის დარიცხვა. დარიცხული საურავის თანხები ჩაირიცხება „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა

მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართით („ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) განსაზღვრული შესაბამისი გადასახადის სახაზინო კოდებზე. საურავის გაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

ს = (ნ X დ X 0.07) : 100, სადაც:

ს -დარიცხული საურავის ოდენობა;

ნ ნარჩენის (ვადაგადაცილებული დავალიანების) თანხა;

დ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა“.

18. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგადასახადო დავალიანების თანხას საურავი დაერიცხება მიუხედავად იმისა, გამოყენებულ იქნა თუ არა მოვალის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის სხვა ღონისძიებები“.

19. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მე-9 სვეტში გამოიყოფა დავალიანების თანხა, რომელზედაც არ ხდება საურავის დარიცხვა. კერძოდ:

ა) რეაბილიტაციის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი პროცესის დასრულებამდე, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საწარმოს ამ პროცესის დაწყებამდე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები;

ბ) რეაბილიტაციის პროცესი შესვლის დროს გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

ბ.ა) „შეუმცირდა რეაბილიტაციის საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება ნარჩენის ნაშთიდან, რომელზეც ერიცხებოდა საურავი (დანართი 1, სვ. 8);

ბ.ბ) „დაერიცხა რეაბილიტაციის საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ (დანართი 1, სვ. 9 და სვ. 8);

გ) რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსვლის დროს გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

გ.ა) „შეუმცირდა რეაბილიტაციის დასრულების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ ნაშთიდან. (დანართი 1, სვ. 9 და სვ. 8);

გ.ბ) „დაერიცხა რეაბილიტაციის დასრულების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი“ (დანართი 1, სვ. 8) და დაერიცხება საურავი“.

20. მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საურავის დარიცხვა გპაბ-ზე მიმდინარეობს ყოველდღიურად და ჩანაწერები მის შესახებ წარმოებს ყოველი გატარებული ოპერაციის დროს. ინფორმაცია საურავის შესახებ ითვლება ნებისმიერი მითითებული პეროიდისათვის“.

21. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადების აღრიცხვის სწორად წარმოების კონტროლის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მიერ, როგორც წესი ხდება გპაბ-ზე წარმოებული ჩანაწერების სისწორის ვიზუალური შემოწმება (ბარათიდან ნებისმიერი ინფორმაციის, შედარების აქტის, ცნობის და სხვა ანალოგიური სახის შემთხვევებისას), რომლებიც დაკავშირებულია გპაბ-ში ან/და შედარების აქტში არსებული ინფორმაციის მოთხოვნის დროს“.

22. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანოს მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მიერ წელიწადში ორჯერ ხდება აღრიცხვაზე მყოფი, მოცემული საგადასახადო ორგანოს მასშტაბებით, არანაკლებ 50 მსხვილი გადამხდელის პირველადი საბუთებისა და გპაბ-ში ჩანაწერების თავისდროულობის და უტყუარობის შემოწმება. დანარჩენი გადამხდელებისათვის შემოწმება უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ მაინც“.

23. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადამხდელის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ახორციელებს შედარებას არსებული ყოველი საგადასახადო წლის მდგომარეობით ან ბოლო შედარების თარიღიდან, თუ ამის დადგენა შესაძლებელია“.

24. მე-8 მუხლის 31 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ადგილსამყოფელის ან საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლის შესახებ, ამ პირის ახალი ადგილსამყოფელის ან საქმიანობის განხორციელების მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოსათვის სათანადო დოკუმენტები გადაცემული უნდა იქნას გადამხდელის/საგადასახადო აგენტის გადაყვანიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია დაუდასტუროს დოკუმენტაციის გამგზავნ საგადასახადო ორგანოს აღნიშნული დოკუმენტების მიღების შესახებ. დაუშვებელია შედარების აქტის გაფორმების გარეშე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთი საგადასახადო ორგანოდან მეორეში გადაყვანა“.

25. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ფორმდება შედარების აქტი და რეორგანიზებული გადამხდელის ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე ორგანიზაციის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). რეორგანიზებული გადამხდელის გპაბ-ზე ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში - აღნიშნული ზედმეტობა უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) გპაბ-ზე მოქმედებს სალდოს გადატანის თარიღიდან. ამასთან, უფლებამონაცვლე ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს რეორგანიზებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები და გადაიხადოს ყველა გადასახადი, სანქცია ან/და საურავი, რომლებიც წარმოშობილი იყო რეორგანიზაციამდე. რეორგანიზებული პირის რამოდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, ნარჩენი ან ზედმეტობა განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად“.

26. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 43 პუნქტები:

„41. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საწარმოთა რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) საწარმოთა შერწყმის შედეგად გაერთიანებული ცალკეული საწარმოები წყვეტენ არსებობას და გაერთიანების შედეგად ისინი აღარ არსებობენ, როგორც სამართალსუბიექტები, ხოლო საწარმო, რომელსაც მიუერთდნენ (თუ ასეთს აქვს ადგილი) აგრძელებს არსებობას და გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საწარმო არის მიერთებული საწარმოს უფლებამონაცვლე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5-ე ნაწილების შესაბამისად.

42. საწარმოთა შერწყმის (მიერთების) შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფროსი, ან სათანანადოდ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც შეიტანება ცვლილებები საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებში და გაუქმებული იქნება მათი სახელმწიფო რეგისტრაცია, სადაც მიეთითება „გაუქმებულია (ლიკვიდირებულია) შერწყმის (გაერთიანების) შედეგად“. ხოლო იმ საწარმოს სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში, რომელთანაც შერწყმა (მიერთება) განხორციელდა შეიტანება ყველა ის მონაცემი, რომელსაც შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულება და საწარმოს ახალი წესდება ითვალისწინებს.

43. საწარმოს (ორგანიზაციის) გპაბ-ის გაერთიანების დროს, ანუ ერთ საწარმოზე (ორგანიზაციაზე) ორი და მეტი გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის შეცდომით გახსნის შემთხვევაში, ფორმდება შედარების აქტი ყველა არსებული ბარათების მიხედვით და გადამხდელის ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ერთ-ერთი გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მიღებული გადაწყვეტილების თარიღით და გამოიყვანება საერთო სალდო ყველა ჩანაწერის გათვალისწინებით. გაუქმებული გპაბ-ის ნაშთები განულდება უკუოპერაციებით. თუ ხორციელდება ოპერაციების გადატანა, მაშინ ნაშთის გამოყვანა განხორციელდება ავტომატურად და გაუქმებულ გპაბ-ის განულება მოხდება ნაშთების განულებით უკუოპერაციების გატარებით“.

27. მე-8 მუხლის 1117 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1117. სალიკვიდაციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გპაბ-ზე ხდება ნაშთის განულება უკუოპერაციებით. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდში გპაბ-ზე საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ოპერაციების ასახვა საბოლოო მიზნობრიობის გარკვევამდე“.

28. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში გადახდილი გადასხადებისა და სანქციების თანხების ჯამის დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამზე გადამეტების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანო პირველ რიგში მას ჩათვლის ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საგადასახადო სუბიექტის სხვა გადასახადების გადახდების (მათ შორის სანქციების) ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადასახადო სუბიექტს, საქართველოს კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით“.

29. მე-10 მუხლის 213 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„213. არარეზიდენტ პირს, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და გადახდის წყაროსთან დაუკავდა შესაბამისი გადასახადი, უფლება აქვს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე, წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების მოთხოვნით“.

30. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22- და 23- პუნქტები:

„22. საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომელმაც ფიზიკურ პირს ხელფასის სახით განაცემზე ზედმეტად (შეცდომით, არასწორად) დაუკავა საშემოსავლო გადასახადი, უფლებამოსილია მოახდინოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, აუნაზრაუროს ფიზიკურ პირს ზედმეტად გადახდილი თანხა და საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (პერიოდების) მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობის შესახებ, სათანადოდ კორექტირებული.

23. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია საგადასახადო აგენტის მიერ, ზედმეტად (შეცდომით, არასწორად) დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება (ფიზიკურმა პირმა შეწყვიტა მუშაობა იმ საწარმოში, სადაც მას არ ჰქონდა გავრცელებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი. საწარმო, სადაც ფიზიკური პირი დაქირავებით მუშაობდა ლიკვიდირებულია, აღარ ფუნქციონირებს და ა.შ), მაშინ ფიზიკური პირისათვის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის გზით. ამასთან, დაცული უნდა იქნას ზედმეტად გადახდილი თანხის გამოვლენის ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა“.

31. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელის მიერ რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხა მთლიანად დაფარული იქნება ვადაზე ადრე (გაყინვის პერიოდში) მას პროცენტები (სარგებელი) და საჯარიმო სანქციები არ დაერიცხება, ხოლო თუ დავალიანება მთლიანად დაფარული იქნება გადავადების პერიოდში, მაშინ სარგებელი დაერიცხება გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, იმ პერიოდის ჩათვლით, რომელი თარიღისთვისაც მოხდება რესტრუქტურიზებული თანხის მთლიანად დაფარვა.

მაგალითი: შპს „ელიტა“-მ რესტრუქტურიზებული დავალიანება 8400.0 ათ. ლარი მთლიანად დაფარა 2007 წლის 25 დეკემბერს გაყინვის პერიოდში (გაყინვის პერიოდი განსაზღვრული ჰქონდა 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე), ამ პერიოდში მას სარგებელი არ დაერიცხება.

მაგალითი: შპს „ელიტა“-მ რესტრუქტურიზებული დავალიანება 8400.0 ათ. ლარი მთლიანად დაფარა 2009 წლის 25 აგვისტოსათვის. რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის მიხედვით 2009 წლის 25 აგვისტოსათვის სარგებლის თანხა განსაზღვრულია 12500 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას“.

32. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზებული თანხის დაფარვა მოხდა ვადამდე (გაყინვის პერიოდში), ამ შემთხვევაში გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მთლიანად აღდგება (დაერიცხება) რესტრუქტურიზებული დავალიანება, როგორც ძირითადი ნაწილის, ასევე საურავის თანხით ცალ-ცალკე. აღნიშნულ თანხას არ დაერიცხება ხელშეკრულებით და დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის თანხა, ხოლო თუ რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვა მოხდა ვადამდე (გადავადების პერიოდში), მაშინ აღდგება მთლიანად რესტრუქტურიზებული თანხა. ამავე დროს მას დაერიცხება სარგებელი გადახდის თარიღამდე ხელშეკრულებით და დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხით.

მაგალითი: სს „ელიტა“-ს 8400.0 ათ. ლარი (მ.შ. ძირითადი 6350.0 ათ. ლარი, საურავი 2050.0 ათ. ლარი) რესტრუქტურიზებული აქვს 5 წლით, 2007 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 1 ივლისამდე. მათ შორის გაყინვის პერიოდია 2 წელი, 2007 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 1 ივლისამდე, გადავადების პერიოდი 2009 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 1 ივლისამდე. სარგებელი ხელშეკრულების და გრაფიკის მიხედვით 150.0 ათ. ლარია. საზოგადოებამ რესტრუქტურიზებული დავალიანება გადაიხადა მთლიანად გაყინვის პერიოდში და მოხდება რესტრუქტურიზებული დავალიანების მთლიანად აღდგენა (დარიცხვა) ცალ-ცალკე, ძირითადი თანხისა და საურავის ნაწილში, რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლის თანხას, იგი გაყინვის პერიოდში გადასახდელად დარიცხვას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზებული თანხის დაფარვა მოხდება გადავადების პერიოდში (2009 წლის 1 ივლისის შემდეგ პერიოდში), მაშინ რესტრუქტურიზებული თანხის მთლიანად აღდგენასთან ერთად დაერიცხება სარგებელი ხელშეკრულების და გრაფიკის მიხედვით 2009 წლის 1 ივლისიდან გადახდის თარიღამდე გამოანგარიშებული თანხით“.

33. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რესტრუქტურიზებული თანხის დაფარვის გრაფიკიდან გამომდინარე, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით თანხების დარიცხვა უნდა მოხდეს იმ გადასახადის სახეებთან პროპორციით, რომელიც ნაჩვენებია საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ ცნობაში შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გადასახადის ძირითადი თანხა;

ბ) ფინანსური სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის თანხა;

გ) დარიცხული საურავის თანხა;

მაგალითი: შპს „ელიტას“ რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 1080 ლარს. მათ შორის ძირითადი 360 ლარი, სანქცია 360 ლარი, ხოლო საურავი 360 ლარი. სახეების მიხედვით რესტრუქტურიზებულია:

ძირითადი

სანქცია

საურავი

დღგ

120

120

120

აქციზი

120

120

120

საშემოსავლო

120

120

120

სულ

360

360

360

ხედვით რესტრუქტურიზებულია:

ხოლო სარგებლის თანხაა 90 ლარი, რომელიც დამტკიცებული გრაფიკის თანახმად გადამხდელმა უნდა დაფაროს 9 თვის განმავლობაში, ყოველკვარტალურად 30 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადთან ერთად. სულ გადასახადის გადამხდელმა გრაფიკის თანახმად 9 თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს 1170 ლარი (საგადასახადო დავალიანება 1080 ლარს დამატებული სარგებლის თანხა 90 ლარი), ყოველკვარტალურად 390 ლარი (1170:3) ამ შემთხვევაში აღნიშნული გადასახადების დარიცხვა (გარდა სარგებლის თანხისა) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდეს შემდეგნაირად:

პირველი
კვარტალი 360
ლარი

მეორე
კვარტალი 360
ლარი

მესამე
კვარტალი
360 ლარი

ძირითადი

სანქცია

საურავი

დღგ

120

120

120

აქციზი

120

120

120

საშემოსავლო

120

120

120

სულ:

360

360

360

34. მე-11 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებიდან, რეაბილიტაციის შესახებ გამოტანილი განჩინების ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფ საწარმოს, ამ რეჟიმის/პროცესის დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებაზე საურავი არ დაერიცხება.

„მაგალითი: სასამართლოს განჩინებით დაწყებულია სს „ელიტა“-ს გაკოტრების საქმისწარმოება (სასამართლო განჩინება კანონიერ ძალაში შესულია 2007 წლის 1 იანვრიდან). ამ პერიოდისათვის სს „ელიტა“-ს ერიცხებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება 8400.0 ათ. ლარის ოდენობით (ძირითადი 6350.0 ათ. ლარი და საურავი 2050.0 ათ. ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2007 წლის 1 იანვარი) შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე სს „ელიტა“-ს ამ რეჟიმის დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებას (ძირითადი 6350.0 ათ. ლარი) საურავი არ ერიცხება.

14. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (გადასახდელი გადასახადის ან/და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია“.

35. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-141 და 142 პუნქტები:

„141. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) საგადასახადო ორგანო, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 250 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 6 თვეს;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს.

„142. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან“.

36. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15' პუნქტი:

„15' იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს მიმართ სასამართლოს მიერ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება ვადაგადაცილებული დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახდელებისაგან, რომელიც ერიცხებოდა გაკოტრების რეჟიმში მყოფ საწარმოს განჩინების გამოქვეყნების დღისათვის. ხოლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების თარიღისათვის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება ზემოთაღნიშნული საგადასახადო დავალიანების თანხების აღდგენა (დარიცხვა) გადასახადების სახეების მიხედვით. რაც შეეხება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტს, მასში შენიშვნის სახით აღინიშნება, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების საქმის წარმოების რეჟიმში, რომელსაც ამ რეჟიმის დაწყების მომენტისათვის ერიცხებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკოტრების რეჟიმში მომუშავე საწარმოების ვადაგადაცილებული დავალიანებების გამიჯვნა (შემცირება) მოხდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ამ რეჟიმში მუშაობენ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იმ საწარმოებზეც, რომლებიც ამ პროცესში მუშაობას იწყებენ „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ პუნქტის დამატებამდე გაკოტრების რეჟიმში მომუშავე საწარმოების მიმართ გაკოტრების შესახებ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე გატარებული ოპერაციები მოყვანილი იქნას შესაბამისობაში ამ პუნქტის დებულებებთან. გაკოტრების საქმის გახსნისას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა იწარმოებს ამ ინსტრუქციის დანართი №26-ის შესაბამისად.

მაგალითი: სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაწყებულია შპს „ელიტას“ გაკოტრების საქმის წარმოება. სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გამოქვეყნებულია 2008 წლის 1 თებერვალს, ამ პერიოდისათვის მისი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 8400 ათ. ლარს (ძირითადი -6350 ათ. ლარი, საურავი 2050 ათ. ლარი) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით მოხდება არსებული დავალიანების თანხების შემცირება, რის შესახებაც გაკეთდება ჩანაწერი „შემცირებულია გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით“, ხოლო გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თარიღისათვის დაერიცხება (აღდგება) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების პერიოდისათვის შემცირებული დავალიანების თანხა (გადასახადის სახეების მიხედვით) და გაკეთდება ჩანაწერი „დარიცხულია გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრებასთან დაკავშირებით“.

37. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საგადასახადო მოთხოვნა“ (დანართი №10, №10ა, №10ბ, №10გ და №10ვ) წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს და მისი შესრულება სავალდებულოა“.

38. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი“.

39. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანომ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 3 თვის ვადაში, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

40. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისას

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით: მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ სანქციებზე. საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნულ დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი მიწაზე ქონების გადასახადისაგან ათავისუფლებს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებსაც.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის ამოქმედებამდე, მიწაზე ქონების გადასახადში არსებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში დავალიანება დაფარულად ჩაითვლება, ხოლო აღნიშნული მუხლის ამოქმედების ანუ ჩამოწერის ვალდებულების წარმოქმნის შემდეგ გადახდილი გადასახადის თანხა ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად.

4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა «იჯარის გადასახადი»-ს ცნებას არ ითვალისწინებს. ამდენად, თუ საკითხი ეხება ფიზიკურ პირს, რომელსაც სახელმწიფოსაგან იჯარით აქვს აღებული მიწა, მაშინ მიწის ნაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული მიწაზე ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე ვალდებულება უწყდება მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს მიწაზე ქონების გადასახადში უწყდება საგადასახადო ვალდებულებები, 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის წარმოქმნილ საგადასახადო ვალდებულებებზე.

6. ფიზიკურ პირებს, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ გახსნილი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათები, მათზე რიცხული მიწაზე ქონების გადასახადის დავალიანებები ჩამოეწერებათ იმ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება მათი საგადასახადო ვალდებულებები.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის კუთვნილი მიწაზე ქონების გადასახადში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია დაგვიანებით, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოებმა თითოეული გადამხდელის (ფიზიკური პირები, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოები) მიხედვით უნდა მოახდინონ იდენტიფიცირება 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის არსებული მიწის გადასახადის დავალიანებების (მათ შორის საგადასახადო ორგანოს) ოდენობის შესახებ, ხოლო შემდგომ მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები.

8. მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის წარმოადგინა გადასახადის გადამხდელმა მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო ვალდებულების წარმოქმნის და საგადასახადო ვალდებულების დაფარვის თარიღს. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანება გადახდილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის ამოქმედებამდე (2007 წლის 11 ივლისამდე) მაშინ სადგადასახადო დავალიანება დაფარულად ჩაითვლება, ხოლო აღნიშნული მუხლის ამოქმედების, ანუ ჩამოწერის ვალდებულების წარმოქმნის შემდეგ გადახდილი თანხა ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად;

9. მიწაზე ქონების გადასახადში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერა ეხება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს და ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, სხვა პირებისათვის აღნიშნულ სახეში არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლი არ ითვალისწინებს მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის გამოყენების მიზნის მიხედვით კლასიფიკაციას. შესაბამისად უნდა მოხდეს მიწაზე ქონების გადასახადში არსებული ყველა ვალდებულების ჩამოწერა. აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირსა და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობაზე.

11. 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწაზე ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ საგადასახადო სანქციებზე დავალიანებათა (მათ შორის საურავების) ჩამოწერა განხორციელდება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით. კერძოდ, გაკეთდება შემდეგი ჩანაწერი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად „ჩამოწერილია 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის მიხედვით გაანგარიშებულ ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანება (დავალიანების თანხები ჩამოიწერება ცალკე ძირითადი და ცალკე დარიცხული სანქციის თანხის მიხედვით, მ.შ საურავი). ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობისას.

მაგალითი: სოფლის საკრებულოს გამგეობის 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანება დარიცხული საურავით შეადგენდა 20500 ლარს. მათ შორის ძირითადი 14455 ლარი და საურავი 6045 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკეთდება შემდეგი ჩანაწერი: «ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად მიწის (სასოფლო ან არასასოფლო) ნაკვეთის მიხედვით გამოანგარიშებული ძირითადი 14555 ლარი, დარიცხული სანქცია (მ.შ. საურავი) 6045 ლარი“.

12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება იმ გადასახადის გადამხდელს (თუ გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ მის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება), თუ მისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობა:

ა) საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში;

ბ) გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;

გ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადამხდელს ჩამოეწერა ამ ინსტრუქციის 15' მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოწერა განხორციელდა „ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი „ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“.

მაგალითი: სოფლის კოლმეურნეობას (სახელმწიფო მეურნეობა) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 225100 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას აღარ ითვალისწინებს, ამასთანავე მას არ უწარმოებია საგადასახადო ანგარიშგება) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები). „ჩამოწერილია სოფლის კოლმეურნეობის (სახელმწიფო მეურნეობის) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება“ (აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გადასახადის სახეების მიხედვით).

14. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია და მისი საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ შემთხვევაში გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი „ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“.

მაგალითი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების (რაიონის გამგეობის დადგენილების) საფუძველზე ლიკვიდირებულია რაიონის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაში) მყოფი კოლეჯი, რომლის ვადაგადაციკლებული საგადასახადო დავალიანება 25525 ლარია, საქართველოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“ საფუძველზე ჩამოწერილია კოლეჯის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება (აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გადასახადის სახეების მიხედვით).

15. თუ იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო მისი დავალიანება ჩამოწერილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ შემთხვევაში გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ჩამოწერილია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“.

მაგალითი: სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიკვიდირებულია და ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან შპს „ელიტა“, რომლის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებაა 54500 ლარი. საქართველოს ფინანსთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“ ჩამოწერილია შპს „ელიტა“-ს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება“ (აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გადასახადის სახეების მიხედვით).

16. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება, გადამხდელი გამოცხადებულია გაკოტრებულად უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია და იგი ამოიშალოს სამეწარმეო რეესტრიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუზველზე გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი „ჩამოწერილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“.

მაგალითი: სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ელიტა“ გამოცხადებულია გაკოტრებულად, და შესაბამისად გამოცხადებულია მისი ლიკვიდაცია, რის საფუძველზე იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან. მისი ვადაგადაცილებული დავალიანება 45500 ლარია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (მიეთითება აქტის რეკვიზიტები)“ ჩამოწერილია შპს „ელიტა“-ს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება“ (აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გადასახადის სახეების მიხედვით).

17. იმ შემთხვევაში, თუ 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული დღგ-ის თანხები და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდებით წარმოშობილია საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და მათზე დარიცხულია სანქციები, მაშინ:

ა) დავალიანების (მათ შორის საურავების) წარმოშობის დროს მათი ჩამოწერა განხორციელდება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით, საგადასახადო კოდექხის 92-ე მუხლით დადგენილი ნორმების გაუთვალისწინებლად;

ბ) დღგ-ის თანხის გადახდის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად;

მაგალითი: შპს „ელიტამ“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში საავადმყოფოს მიაწოდა 100.0 ათასი ლარის ღირებულების საქონელი, რომელშიც დღგ შეადგენს 18.0 ათას ლარს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში. შპს «ელიტამ» დარიცხული 18.0 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო ასევე დაერიცხა საურავი 4.2 ათასი ლარის ოდენობით. სულ წარმოშობილმა დავალიანებამ შეადგინა 22.2 ათასი ლარი. აღნიშნული დავალიანების თანხა ექვემდებარება ჩამოწერას, გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით, რაზედაც გპაბ-ში გაკეთდება შემდეგი სახის ჩანაწერი: ოპერაცია „შეუმცირდა დასკვნით“ (ჩამოწერილია) სავადო თარიღის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ელიტას“ მიერ დავალიანების ჩამოწერამდე მოხდება დღგ-ის თანხის გადახდა, მაშინ იგი ჩაითვლება აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად“.

41. მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანოს მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს თანამშრომელი, რომელსაც ევალება საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების სხვა ფორმების მიღება, ვალდებულია შეამოწმოს ისინი ვიზუალურად. მოაწეროს ხელი, დაამოწმოს ბეჭდით, დაახარისხოს დეკლარაციები გადასახადის სახეების მიხედვით, მიღებისთანავე მიანიჭოს პაკეტის საკონტროლო ნომერი და რიგითი ნომერი. ერთი პაკეტის დეკლარაციების ოდენობა შეიძლება იყოს რიგითობის შესაბამისად 1-დან 99-მდე ჩათვლით. ყოველი დღის ბოლოს პაკეტი უნდა დაიხუროს, გამოიბეჭდოს პაკეტის საკონტროლო ფურცელი დანართი №24 (მარშრუტი) და პაკეტში არსებული გადამხდელების დეკლარაციების ჩამონათვალი, თუ დეკლარაცია მიღებულია ფოსტით უნდა მიეთითოს -ფოსტით, თუ საგადასახადო ორგანოებს აქვთ რაიონებიდან ჩამოტანილი დეკლარაციები უნდა მიეთითოს რაიონი, თუ დეკლარაცია გადავადებულია გადავადება. დახურული პაკეტები გადაეცემა მონაცემების შეტანაზე პასუხისმგებელ მუშაკს მონაცემთა ბაზაში შესატანად. დეკლარაციების შეტანის დასრულების შემდეგ სისტემის ადმინისტრატორი აგზავნის მონაცემებს გპაბ-ზე და შემდგომ დამუშავებულ პაკეტებს გადასცემს არქივს.

3. მონაცემები ფორმირებულ პაკეტებზე შეიტანება შესაბამისი პაკეტების აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც ავტომატურად წარმოებს ელექტრონული ვერსიით (დანართი№15), რომელშიც ავტომატურად ფიქსირდება პაკეტის საკონტროლო ნომერი, პაკეტის გახსნის, მასში მონაცემების შეტანისა და გადაგზავნის თარიღები, პასუხისმგებელი პირი, პაკეტებში დოკუმენტებისა და მათში აღმოჩენილი შეცდომების რაოდენობა. საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების სხვა ფორმების გადამხდელის მიერ ელექტრონული სახით წარდგენის შემთხვევაში დეკლარაციების წარდგენა ჟურნალში ფიქსირდება ავტომატურად, ანუ ელექტრონულად მიღების მომენტში“.

42. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მონაცემების შეტანაზე პასუხისმგებელი მუშაკი ახდენს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების ან სხვა ფორმების ელექტრონულად დამუშავებას, ანუ დოკუმენტიდან გადააქვს მონაცემები არსებულ პროგრამაში ზუსტად ისე, როგორც წარმოადგინა გადასახადის გადამხდელმა“.

43. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების სხვა ფორმების გადამხდელის მიერ ელექტრონული სახით წარდგენის შემთხვევაში ფორმების შევსებას და გპაბ-ზე ასახვას ახორციელებს თვითონ გადასახადის გადამხდელი“.

44. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის (გადამხდელის) გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარება (შემდგომში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარება) წარმოებს საგადასახადო ორგანოს მიერ აუცილებელი წესით. როგორც წესი ხდება გპაბ-ზე წარმოებული ჩანაწერების სისწორის ვიზუალური შემოწმება ნებისმიერი ინფორმაციის, ცნობის და სხვა ისეთი სახის შემთხვევების, რომლებიც დაკავშირებულია შედარების აქტში არსებული ინფორმაციის მოთხოვნის დროს. ასევე შემოწმება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში -წელიწადში ერთხელ.

ბ) დანარჩენ საგადასახადო ინსპექციებში წელიწადში ერთხელ. კერძოდ: ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), ყველა მსხვილი გადამხდელისათვის შემოწმებას ექვემდებარება არა ნაკლებ 1000 გადამხდელისა, მათ შორის 800, რომლებსაც ჯამურად ყველა გადასახადის მიხედვით გადახდილი აქვს ყველაზე მეტი თანხები და 200 გადამხდელი, რომელთაც აქტივების არსებობის პირობებში ერიცხებათ ყველაზე მეტი საგადასახადო დავალიანება. დანარჩენი საგადასახადო ორგანოებისათვის, შემოწმებას ექვემდებარება არა ნაკლებ 200 გადამხდელისა, მათ შორის 160, რომლებსაც ჯამურად ყველა გადასახადის მიხედვით გადახდილი აქვს ყველაზე მეტი თანხები და 40 გადამხდელი, რომელთაც აქტივების არსებობის პირობებში ერიცხებათ ყველაზე მეტი საგადასახადო დავალიანება). ეს მაჩვენებელი იანგარიშება წინა საგადასახადო წლის მონაცემების მიხედვით;

გ) გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნისა და მეორე საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანის შემთხვევაში;

დ) საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) შემთხვევაში გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნის დროს;

ე) გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ვ) საწარმოს გპაბ-ის გაუქმების შემთხვევაში;

ზ) აუდიტის ჩატარების შემთხვევაში;

თ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში“.

45. მე-19 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მსხვილ გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარების თავისებურებანი მდგომარეობს შემდეგში:

ა) ყველა მსხვილ გადამხდელთან (მათ შორის, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარება აუცილებელი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოებს წელიწადში ერთხელ.

ბ) ამისათვის საანგარიშო პერიოდის დაწყების წინა თვის 15 რიცხვისათვის დგება გრაფიკი, რომელიც მტკიცდება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის მიერ. რის შემდეგ გადასახადის გადამხდელებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარების თარიღის შესახებ (დანართი №21).

გ) მსხილ გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების გრაფიკის შედგენა დასაშვებია კალენდარული წლის დასაწყისში წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღის გათვალისწინებით (დანართი №21).

დ) დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ფორმდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი ყველა გადამხდელის მიხედვით. მოსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი პირი მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე 19 მუხლის მე-3 მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

ე) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების შედეგების გაფორმების მიზნით გადამხდელის წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში (დანართი 21) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი ეგზავნება გადამხდელს ორ ეგზემპლარად, საფოსტო გზავნილით, საგადასახადო ორგანოს კანცელარიის მიერ (დანართი №21). შეტყობინებაში მიეთითება გადამხდელის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის ხელმოწერილი ეგზემპლარის საგადასახადო ორგანოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ ამ ინსტრუქციის მე 19 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად;

ვ) თუ გადამხდელთან უკვე გაფორმებულია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი საკუთარი მოთხოვნით, ამ შემთხვევაში, გადამხდელთან გრაფიკით გათვალისწინებული უახლოესი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურები აღარ ტარდება და შემდეგი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების აუცილებლობა გადადის გრაფიკით გათვალისწინებული მომავალი ვალდებულების თარიღისათვის.

13. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარების თავისებურებანი გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნისა და მისი მეორე საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანის ან საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაციის ან გპაბ-ის გაუქმება-გაერთიანების შემთხვევაში მდგომარეობს შემდეგში:

ა) საგადასახადო ორგანოში გადამხდელის საქმიანობის ადგილის შეცვლის ან საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) პროცედურების დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკი აწარმოებს ამ გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარებას.

ბ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განსახორციელებლად გადამხდელი მოწვეული უნდა იქნას საგადასახადო ორგანოში წერილობითი შეტყობინებით მასთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარების თარიღის მითითებით (დანართი №21). შეტყობინება დგება ორ ეგზემპლარად და საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციის მიერ ეგზავნება საფოსტო გზავნილით.

გ) საგადასახადო ორგანოში შეტყობინების უკან დაბრუნების შემთხვევაში, აღნიშვნით „ადრესატი მოცემულ მისამართზე არ იმყოფება“, გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტს ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსი ცალმხრივი წესით.

დ) მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკი აფორმებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტს დანართი №17-ის შესაბამისად.

ე) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩატარების მიზნით, გადამხდელის შეტყობინებაში (დანართი №21) მითითებულ ვადაში საგადასახადო ორგანოში გამოცხადების შემთხვევაში და საგადასახადო ორგანოს მონაცემებსა და გადამხდელის მონაცემებს შორის განსხვავების არ არსებობის პირობებში დოკუმენტზე კეთდება გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის და მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსის მიერ ხელისმოწერები. დოკუმენტი დგება სამ ეგზემპლარად. საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაციის შემთხვევაში ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი ბარდება გადამხდელს. ხოლო მეორე და მესამე ეგზემპლარებზე გადამხდელის მიერ მიეთითება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მიღების თარიღი და კეთდება გადამხდელის ხელისმოწერა. დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციას გადამხდელის ახალი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოში მისი შემდგომი გადაგზავნის მიზნით, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში.

ვ) ლიკვიდირებული ორგანიზაციის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების დროს სალიკვიდაციო კომისიის აქტის მონაცემებისა და საგადასახადო ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის რევიზიის მონაცემების ურთიერთშედარების შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმების აქტის საბოლოო მონაცემების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარება, რის შემდეგ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს საარქივო განყოფილებას შესანახად.

ზ) საგადასახადო ორგანოს მონაცემებსა და გადამხდელის მონაცემებს შორის განსხვავების არ არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკი იყენებს ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს.

თ) მონაცემთა ბაზაში შეცდომების გასწორების შესახებ სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ 3 დღის ვადაში ფორმდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი დანართი N17-ის შესაბამისად, შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, სამ ეგზემპლარად.

ი) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების ჩასატარებლად გადამხდელის შეტყობინებაში (დანართი №21) მითითებულ ვადაში გამოუცხადებლობის (აცილების) შემთხვევაში, ცალმხრივად ფორმდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, დანართი №17-ის მიხედვით, მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსის ხელისმოწერით, რომელიც საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციის მიერ 2 დღის ვადაში გადაეგზავნება გადამხდელს საფოსტო გზავნილით.

კ) საგადასახადო ორგანოს მიერ ცალმხრივი წესით გაფორმებული გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი დანართი №17, შეტყობინება გადამხდელის გამოძახების შესახებ შედარების გასაფორმებლად (დანართი №21), შეტყობინება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის საფოსტო გზავნილით გაგზავნის შესახებ (დანართი №20), დოკუმენტების ჩამონათვალთან ერთად გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციას მისი შემდგომი გადამხდელის ახალი ადგილსამყოფელის მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოში გადასაგზავნად“.

46. მე-19 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. გადამხდელის გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელების დროს, როდესაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გადავადებული აქვს წლიური საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა, ამ შემთხვევაში არ მოხდება არსებული ზედმეტობის გათვალისწინება და საურავის შემცირება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენემდე“.

მუხლი 2. ბრძანებას დაემატოს დანართი 25 და დანართი 26 თანდართული სახით.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

0x01 graphic

საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე№41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-12 მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საემისიო კაპიტალი - სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კერძოდ, ისეთი ეკონომიკური რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და აღნიშნული ოპერაციების განმახორციელებელი პირის პროფესიული საქმიანობაა;

ბ) ხდება გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაცია;

გ) ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო, სავაჭრო-საშუამავლო (დილერის საქმიანობის ჩათვლით) ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში“.

დ) მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფიზიკური პირის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება“.

3. მე-20 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად არ ითვლება:

ა) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%25-ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა“.

4. 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას“.

5. მე-100 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით“.

6. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკური პირის - საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო ნომერია ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. ფიზიკური პირი - საქართველოს მოქალაქე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გარეშეც მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე“.

7. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 167. გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%25-ით“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1922 მუხლი:

მუხლი 1922. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლებით განსაზღვერული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოებისათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხანდაზმულობის 11-წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი“.

9. 195-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და სამეწარმეო ამხანაგობისა) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება“.

10. 196-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები, თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით“.

11. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე პირის მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში აღნიშნული საქონლისა (კვერცხის)) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე)“;

12. 258-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 258. აქციზის განაკვეთები

ამ მუხლში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით:

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

13. 260-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. პირს დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ჩათვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობით დატვირთავს იმ დასავარგებელ საქონელს (ნედლეულს), რომელზედაც უნდა მიიღოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა/დაბრუნება, ან წარმოადგენს ამ ნაწილის შესაბამისად ჩასათვლელი/დასაბრუნებელი აქციზის ოდენობის საბანკო გარანტიას დასავარგებელი საქონლით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.

14. 272-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეწარმე ფიზიკური პირისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქონებისა და მიწისა, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობისათვის, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობისათვის გამოყენებული ან განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები“.

15. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე - 37-ე ნაწილები:

34. ამ კოდექსის 1922 მუხლის დებულებებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.

35. ამ კოდექსის 167-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 25%25-ს; 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე - 24%25-ს, 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე - 22%25-ს, 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე - 20%25-ს, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე - 18%25-ს.

36. ამ კოდექსის 195-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე - 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო


64 N15-16/2008 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე - 5-პროცენტიანი განაკვეთით.

37. ამ კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე - 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე - 5-პროცენტიანი განაკვეთით“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი, 2008 წლის 15 ივლისი.
№206-რს

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ფონდების ანდა ამ ფონდების მართვაზე უფლებამოსილი პირების მიერ ფონდების აქტივობის საშუალებით შეძენილი ფინანსური აქტივების შემდგომ მართვაზე, ნებისმიერი სახით განკარგვაზე, მათ შორის, პრივატიზებაზე ანდა სარგებლობის უფლებით გადაცემაზე“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას - შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო”.

3. 61 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე.»;

ბ) მე-6 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

7. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობებით.

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს ქონების კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი, 2008 წლის 15 ივლისი.204-რს

4 მოზაიკა

▲back to top


ყველაზე უჩვეულო პროფესიები მსოფლიოში

0x01 graphic

ამერიკელმა მკვლევარებმა მთელი მსოფლიო შემოაირეს, რომ ყველაზე უჩვეულო პროფესიის ადამიანები აღმოეჩინათ.

თვით ამერიკაში მათი ყურადღებმა მიიპყრეს ისეთი პროფესიების ადამიანება, როგორიცაა: ფუნთუშაზე ჯემის წამსმელი, მაშველი ნუდისტურ პლაჟზე, კოლეჯის სტუდენტის პირადი სტენოგრაფისტი, საახალწლო ნაძვის ხის მორთვის სპეციალისტი, სატელეფონო მკითხავ­მარჩიელი…

თუმცა, მსოფლიო რეიტინგის პირველ ხუთეულში სულ სხვა პროფესიების ადამიანები აღმოჩნდნენ.

პირველი ადგილი დაიკავა ამერიკელმა ბაზიერმა, რომელიც აწყობს შოუს მიმინოების მონაწილეობით.

მეორე ადგილზე გავიდნენ ციურიხის აეროპორტის თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაშიც შედის მგზავრებისგან გაქცეული ან დაკარგული ცხოველების დაჭერა.

მესამე ადგილი ღირსეულად დაიკავა ქოქოსის ინჟინერმა ვირჯინიის კუნძულებიდან. ასეთი ინჟინრები აკვირდებიან ქოქოსის კაკლების სიმწიფის დონეს და მანამ კრეფენ მათ, სანამ რომელიმე დამსვენებელს თავზე დაეცემოდეს.

მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ ტაქსის მძღოლები ჰელსინკიდან, რომლებმაც თავიანთ ტაქსებში კარაოკე­სისტემები დადგეს და თავიანთ კლიენტებს მგზავრობის განმავლობაში ამღერებენ.

მეხუთე ადგილზე გავიდა იხვების მწვრთნელი ერთ­ერთი ამერიკული ოტელიდან, რომლის მოვალეობაშიც შედის იხვების „მეგზურობა” სახურავიდან ოტელის შადრევნამდე, სადაც ეს იხვები თავიანთი გრაციოზული ცურვით სტუმრებს ართობენ.

მეექვსე ადგილი დაიკავა ფრანგმა გიდმა, რომელიც მსურველებს პარიზის კანალიზაციას ათვალიერებინებს.

მეშვიდე ადგილზე გასული ჩიკაგოელი კი ბავშვებს სთავაზობს დახმარებას რთული კონსტრუქტორების აწყობაში და რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამოძახებების სიმცირეს არ უჩივის.

მერვე ადგილზე აღმოჩნდა ინდოელი, რომელიც მაიმუნებს დევნის იმ ადგილებიდან, სადაც ტურისტები ისვენებენ. ინდოელ მაიმუნებს თურმე ძალიან მოსწონთ ტურისტების პირადი ნივთები და საკვები.

მეცხრე ადგილზეა ვენეციელი მორალის პოლიციელები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ, რომ ტურისტებმა ზედმეტად არ გაიხადონ და ქუჩაში არ დაუწყონ ერთმანეთს „აღვირახსნილი” ალერსი.

რეიტინგის ბოლო ადგილებზე კი გავიდნენ ისეთი უცნაური პროფესიების ადამინები, როგორიცაა: ქაღალდის ტომრების გამომცდელი, ცხოველთა ჩონჩხების მემონტაჟე, ტყის ინჟინერ­პათოლოგი...

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა ფირმამ, რომელიც კლიენტებს სთავაზობს მათი ნაცნობ­მეგობრების „გაშაყირებას” ორიგინალური მეთოდებით...

რეიტინგის ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო ორიგინალურ პროფესიებს მოიგონებენ - ადამიანის ფანტაზია ხომ უსაზღვროა

თქვენც სცადეთ გამოიგონოთ ახალი პროფესია - იქნებ ამ რეიტინგში დაიკავოთ ღირსეული ადგილი...

ლიდერის ცხოვრების 7 წესი

0x01 graphic

ბიზნესის, ისევე როგორც პოლიტიკური კამპანიის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ლიდერის პიროვნულ თვისებებზე და მის უნარ­ჩვევებზე. აინშტაინი ამბობდა: „ყველაზე ამოუცნობი მოვლენა სამყაროში არის ის, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მართოს სხვა მრავალნი“.

თუმცა, ფსიქოლოგებმა საკმაოდ ადვილად ამოხსნეს ლიდერობის საიდუმლო. პირველ რიგში ლიდერს იმიტომ აღიარებენ „სხვანი მრავალნი“, რომ მისი არსებობა აუცილებელია.

„ლიდერის გარეშე ყველაზე ორგანიზებული გუნდიც კი შეიძლება ბრბოდ იქცეს. თუმცა, ლიდერობა არ ნიშნავს მხოლოდ ავტორიტარულ მბრძანებლობას ან თანამშრომელთა გაუთავებელ ლანძღვა­გინებას და გაკიცხვას“.

თანამედროვე ლიდერს შედარებით უფრო პროგრესული თვისებები მოეთხოვება:

1. ადაპტაციის უნარი

იმისათვის, რომ პროცესები მართო, ჯერ მათ არსს უნდა ჩაწვდე და შეეთვისო კიდევაც.

თანამედროვე ბიზნეს­ლიდერი „შიგნიდან” უნდა იცნობდეს ყველა მიმდინარე პროცესს და არა მხოლოდ უნდა იცნობდეს, არამედ უნდა გრძნობდეს კიდეც მათ. ლიდერი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ ადექვატური რეაგირება მოახდინოს მოულოდნელ ცვლილებებზე.

2. ადამიანებთან ურთიერთობის უნარი

ლიდერმა უნდა გაამართლოს ის იმედები, რასაც მისგან მისივე გუნდი მოელის. საზოგადოება მხოლოდ მაშინ გაღიარებთ ლიდერად, თუ თქვენ გამოავლენთ შემდეგ უნარ­ჩვევებს:

  • თქვენ უნდა შეგეძლოთ შეასრულოთ გემის კაპიტნის” ფუნქცია: თვალყური უნდა ადევნოთ ყველას და ყველაფერს, დროზე შეამჩნიოთ საშიშროება და აღმოფხვრათ იგი.

  • თქვენ უნდა შეგეძლოთ ადამიანთა განსხვავებული მისწრაფებების შეჯერება და ისეთი ზოგადი პრინციპების შემუშავება, რომელიც უმეტესობას აკმაყოფილებს. თუ ლიდერი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თავისი ზეშთაგონებული” იდეები თავს მოახვიოს ბრბოს” - მას ძალიან ადვილად და სწრაფად მოიცილებს თვითონ ეს ბრბო”. ასეთი ბედი ეწია, მაგალითად, რუსეთის იმპერატორ პავლე I­ს, მგზნებარე რევოლუციონერს ­ ლევ ტროცკის, ფაშისტ ბენიტო მუსოლინის და სხვა მრავალს.

  • თქვენ უნდა შეგეძლოთ თანამშრომლების დაფასება და მოტივირება. თანამშრომელი ისედაც ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მაგრამ მათდამი გამოვლენილი ყურადღება კიდევ უფრო აძლიერებს მუშაობის შედეგებს. დემოკრატიულ თავმდაბლობას თვით თავზარდამცემი შაჰ ­ აბასიც კი არ ერიდებოდა. ავღანეთის დაპყრობის შემდეგ მან შესთავაზა მთავარსარდალ ყარჩიხა ხანს: შენ ისეთი გამარჯვება მომიტანე, რომ მინდა განსაკუთრებულად გცე პატივი: მოდი შენ ჩემს ცხენზე დაჯექი და მე კი ფეხით გამოგყვები როგორც მსახურიო. ყარჩიხა ხანმა ეს ვერ გაბედა, მაგრამ ასეთი მოტივაციური ჟესტები ძალიან განამტკიცებდა შაჰ - აბასის პოზიციებს და მისი ჯარის ბრძოლისუნარიანობას. თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში კი მოტივაციას მეტი მნიშვნელობა აქვს.

3. თვითკრიტიკულობა

ბიზნეს­ლიდერმა არ უნდა იმოქმედოს პრინციპით - მე ვარ და ჩემი ნაბადი - ეს წესი წვრილმან ყაჩაღებსაც კი არ ადგებათ საქმეში. ლიდერი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს თავისი თავის მიმართ საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ლიდერმა არ უნდა დაარღვიოს ის ქცევის წესები, რომელსაც აღიარებს საზოგადოება.

ჩაცმის სტილი, საზოგადოებაში თავდაჭერის უნარი, საუბრის მანერა უნდა იყოს დახვეწილი და არა ანარქისტულ­ინდივიდუალისტური.

4. გამბედაობა

რთულ და ქაოსურ სიტუაციაში ძნელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ზუსტად ასეთ სიტუაციაში უნდა გამოავლინოთ გამბედაობა. თუ ლიდერმა არ იცის, რა უნდა და როგორ მოიქცეს - სხვას რა პასუხი უნდა მოსთხოვო? ამიტომ გამოავლინეთ გამბედაობა, თუნდაც რომ არ იყოთ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.

0x01 graphic

5. მიზანმიმართულობა

მრავალრიცხოვანი გუნდის ენერგიას აუცილებლად სჭირდება მიმართული აფეთქება”. გუნდში ყოველი წევრი თავისას ცდილობს”, თავისი წარმოდგენები აქვს მიზნის მიღწევის გზებზე და შესაძლებლობებზე. ასეთი მრავალფეროვანი მისწრაფებები ხშირად ახშობენ ერთმანეთს. ზუსტად ამიტომ ლიდერმა უნდა იკისროს ისეთი დეტონატორის როლი, რომელიც ამ ჩახლართულ ენერგიებს ერთი საჭირო მიმართულებით გაისვრის.

6. თანამშრომლობის უნარი

ბიზნეს­ლიდერს უნდა შეეძლოს ადვილად გამონახოს საერთო ენა ახლადგაცნობილ პარტნიორებთან. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ეს არც ისე ადვილია. დეილ კარნეგიმ თითქოსდა შეიმუშავა მეგობრობის” უნივერსალური მეთოდიკა, მაგრამ ამერიკული სტერეოტიპები ბევრ ქვეყანაში სასაცილოდ ეჩვენებათ. მაგალითად, მან ერთ ფოსტალიონ მამაკაცთან მეგობრობა დაიწყო გამოლაპარაკებით და თან შემდეგი სიტყვებით: რა ლამაზი ხუჭუჭა თმა გაქვთ, ნეტავ მეც მქონდეს ასეთი”. ამ სიტყვებით რომ ქართველ ფოსტალიონ მამაკაცს გამოელაპარაკო, ადვილი წარმოსადგენია, რას იფიქრებს. კარნეგის მეთოდიკის მოძველების გამო, პოპულარობა მოიპოვა ფსიქოლოგიის კურსებმა, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა თუ სოციალური ფენის ქცევის წესებს განუმარტავენ და ასწავლიან კიდეც.

ასევე ინარჩუნებს აქტუალობას ორატორული ხელოვნება დიალოგის მხარდაჭერის უნარით.

7. ინოვაციურობა

ინოვაციებზე ორიენტაცია თანამედროვე ბიზნესის აუცილებელი „თვისებაა”. ლიდერი ყოველთვის მზად უნდა იყოს შეისწავლოს და განიხილოს სიახლეები. თანამედროვე ლიდერი უნდა გრძნობდეს სად რა სიახლის დანერგვაა საჭირო და როდის.

...როგორც შეამჩნევდით, აღნიშნული შვიდივე პუნქტი ძალიან ურთიერთდაკავშირებულია. ცალ­ცალკე ამ თვისებებს დიდი ძალა არ ექნებათ. მხოლოდ მათი ერთობლივი გამომუშავება და თქვენს ხასიათში „დანერგვა” მიგიყვანთ სასურველ წარმატებამდე. მოამზადა

კობა ცხრუკვეთელმა