![]() |
წლიური ანგარიში 2007 (კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩხეიძე გიორგი |
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წლიური ანგარიში |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველი ორგანოები 2007 წლის ოქტომბრის მდგომარეობით გამგეობის წევრები ჩხეიძე გიორგი – თავმჯდომარე აბაშიძე ბესარიონ ბერეკაშვილი დიანა ბესელია ეკა გურჩიანი თამარ დოლიძე ანა დავითაშვილი კობა ზედელაშვილი გიორგი კიკვიძე პაატა კვინიკაძე ქეთევან კუბლაშვილი კონსტანტინე მეტრეველი თამარ მარაქველიძე ზურაბ მოსახლიშვილი ლევან უსუფაშვილი დავით ქალდანი თამარ ღუღუნიშვილი მალხაზ ჩხეტია ლალი ძიმცეიშვილი ნიკოლოზ ხიდაშელი თინათინ ჯელაძე ქეთევან რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ქუთაისის ფილიალი - ბასილაძე მადონა აჭარის ფილიალი - შარაძე პაატა რუსთავის ოფისი - ფავლენიშვილი ეკა გორის ოფისი - ბებიაშვილი ქეთევან თელავის ოფისი - ტალიური ლელა ოზურგეთის ოფისი - ტრაპაიძე თამაზ დუშეთის ოფისი - ისაშვილი სერგო გამოცემაზე პასუხისმგებელი: გიორგი ჩხეიძე, ბესარიონ ბოხაშვილი, ხათუნა ყვირალაშვილი დიზაინი: ივა ხარაძე |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ძვირფასო მეგობრებო,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღესდღეობით არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც თავისი მოღვაწეობის 13 წლის მანძილზე, თითოეული წევრისა და თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომით და სამართლიანობისათვის უკომპრომისო ბრძოლით, მოახერხა, მოეპოვებინა სანდო, გავლენიანი და კვალიფიციური ორგანიზაციის სახელი.
ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ყველაზე მთავარი - მოქალაქეების ნდობის მანდატი, რასაც ადასტურებს იმ იურიდიული კონსულტაციების რაოდენობა, რომლებსაც საია ყოველწლიურად გასცემს მოსახლეობის სამართლებრივი დახმარების მიზნით.
გასული საანგარიშო წელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - შევიმუშავეთ ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია და მომავალი წლების მოღვაწეობის პრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი საქმიანობის გააქტიურება 4 ძირითადი მიმართულებით:
1. საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება;
2. ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე;
3. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა;
4. კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება.
ვფიქრობთ, აღნიშნული დოკუმენტი იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის სახელმძღვანელო და რეალური მექანიზმი ორგანიზაციის მომავალი განვითარებისათვის.
2007 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც წინა წლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო იურიდიული დახმარება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია მათი უფლებების და, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ამ უფლებათა დასაცავად. მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კომპლექსური პროგრამებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ვცდილობდით, გვემაღლებინა მოქალაქეთა სამართლებრივი თვითშეგნების მაჩვენებელი, რაც არის რთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ინფორმირებულ და მოტივირებულ მოქალაქეს თავად გაუჩნდეს სურვილი, იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კოალიციური თუ ინდივიდუალური პარტნიორობის გზით, რათა დროული, ადეკვატური და შედეგზე ორიენტირებული რეაგირება მოგვეხდინა ადამიანის უფლებათადარღვევის უხეშ შემთხვევებზე.
ამასთან, განსაკუთრებით გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა მმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით. ვიკვლევდით კონკრეტულ სფეროში ინფორმაციის ღიაობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და კორუფციულ საფრთხეებს, ამასთან, ვცდილობდით, მოგვეძებნა და შეგვეთავაზებინა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის რეალური გზები.
იურისტის პროფესიის განვითარება კვლავაც რჩება საიას ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებად. თითოეული სტუდენტი, რომელმაც ჩვენს სასწავლებელში წარმატებას მიაღწია, ჩვენი ორგანიზაციის, ქართული იურიდიული საზოგადოების მომავლად გვესახება.
რთულია, იყო ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის კუთხით წარმატებული და, ამავე დროს, სთავაზობდე მათ თანამშრომლობას კონკრეტული რეფორმების განხორციელების საქმეში. გასულ წელს ამ მიმართულებით იყო წარმატებები, თუმცა, იყო წინააღმდეგობებიც, რაც არის ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია - თვალი არ დავხუჭოთ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე და, კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით, მზად ვიყოთ ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობისთვის.
ის ანგარიშები, რომლებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად წარუდგენს წევრთა საერთო კრებას, ვფიქრობთ, არის დასტური იმ წარმატებული საქმიანობისა, რასაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს წლიდან წლამდე. საია მზადაა, მომავალშიც გააგრძელოს ბრძოლა საწესდებო მიზნების მისაღწევად და იყოს უკომპრომისო ადვოკატი მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათი ღირსების ხელშეუხებლობის დასაცავად.
პატივისცემით,
გიორგი ჩხეიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
![]() |
2 სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა |
▲back to top |
კანონის უზენაესობის დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაზე ზრუნვა იყო და რჩება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უმთავრეს პრიორიტეტად. საია, დღიდან დაარსებისა, აქტიურადაა ჩაბმული უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევისა და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში. შესაბამისი პროექტების ფარგლებში, რომლებიც დაფინანსებულია OXFAM - NOVIB-ისა და ევროპის კავშირის მიერ, თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემა, დახმარების აღმოჩენა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში და დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა. წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საიას იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
1. სატელეფონო და პირადი იურიდიული კონსულტაციები;
2. დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში, საადვოკატო მომსახურების გაწევა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე;
3. სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (სარჩელები, განცხადებები, შუამდგომლობები, საჩივრები და სხვა);
4. ინტერნეტითა და ბეჭდვითი მედიის საშუალებებით შემოსულ კითხვებზე წერილობითი პასუხების მომზადება;
5. მოსახლეობისათვის აქტუალურ თემებზე ბროშურებისა და ბუკლეტების მომზადება.
იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
რეგიონული |
სატელეფონო |
პირადი |
გასვლითი |
საგაზეთო |
სულ |
ქუთაისი |
4440 |
11042 |
1754 |
66 |
17302 |
გორი |
2357 |
10457 |
952 |
0 |
13766 |
რუსთავი |
3128 |
3305 |
941 |
28 |
7402 |
ოზურგეთი |
226 |
2637 |
704 |
0 |
3567 |
თელავი |
479 |
2985 |
359 |
0 |
3823 |
აჭარა |
1695 |
6527 |
1550 |
0 |
9772 |
დუშეთი |
554 |
804 |
235 |
0 |
1593 |
|
სატელეფონო |
პირადი |
სამართლებრივი |
ინტერნეტითა |
თბილისი |
8804 |
13665 |
458 |
306 |
მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტები
წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სხვადასხვა საშუალებით გაცემული კონსულტაციების რაოდენობამ მიმდინარე წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - თბილისსა და 7 რეგიონულ ოფისში გაცემულ იქნა 78 407 კონსულტაცია!!! სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ დიდია კვლავაც საზოგადოების ნდობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი. ეს ნდობა კი გამოწვეულია საიას მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლენილი უკომპრომისო პრინცი პულობითა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებით.
საადვოკატო მომსახურება
თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი, საიას ფილიალები და რეგიონული ოფისები აქტიურად ეწეოდნენ საადვოკატო მომსახურებას მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთათვის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.
![]() |
3 სტრატეგიული სამართალწარმოება |
▲back to top |
საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქმეში მოსარჩელეები მოითხოვდნენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას. გასაჩივრებული ნორმები საქმის განმხილველ მოსამართლეს ანიჭებდა უფლებამოსილებას, სასამართლოს მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემლობის გამოხატვის შემთხვევაში, პირისთვის შეეფარდებინა ჯარიმა ან პატიმრობა 30 დღე-ღამემდე. ამასთან დაკავშირებით, მოსამართლის მიერ მიღებული განკარგულება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (მხოლოდ იმ პუნქტში, რომელიც ეხება დაპატიმრების შესახებ განკარგულების გასაჩივრებას).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის 14 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საიას და ეკატერინე ლომთათიძის სარჩელი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას უშვებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან გადაუდებელი აუცილებლობისას. გასაჩივრებული ნორმა კი, უფლებამოსილ თანამდებობის პირებს ანიჭებს შესაძლებლობას, უფლების შემზღუდველი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელონ მოსამართლის ნებართვის გარეშე, ამასთან, იმგვარი პირობების საფუძველზე, რაც ლოგიკურად და შინაარსობრივად არ შეესაბამება გადაუდებელი აუცილებლობის ცნებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2006 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც გასაჩივრებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული „საგადასახადო საიდუმლოს“ დეფინიცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული რამდენიმე მუხლი (39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). გასაჩივრებული ნორმები კრძალავს მოქალაქეთათვის საგადასახადო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას იმ შემხვევაშიც კი, როდესაც „საგადასახადო საიდუმლოებად“ კვალიფიცირებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ წარმოადგენს არც სახელმწიფო, არც კომერციულ და არც პროფესიულ საიდუმლოებას, რაც, თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს.
შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელის იდეა გაჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ - „ჰირსტი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. მიუხედავად კონსტიტუციაში არსებული აღნიშნული დათქმისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - მოვითხოვეთ, რომ სასამართლომ იმსჯელოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლის (მუხლი 5) კონსტიტუციურობაზე. 2007 წლის ივლისის თვეში საიამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით, ბატონი შალვა რამიშვილის სახელით.
კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი აწარმოებს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძის საქმეს საერთო სასამართლოებში. საქმისწარმოებისას გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ნორმის სავარაუდო შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ 2007 წლის 3 ოქტომბერს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუკი განსასჯელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხადი, მის წინააღმდეგ გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი. ასეთი ნორმა ხელს უშლის დაცვის უფლების განხორციელებას, რომელიც მოიცავს პირის შესაძლებლობას, ეფექტურად ითანამშრომლოს თავის ადვოკატთან; შეურაცხადი ამას ვერ მოახერხებს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ადვოკატის მომსახურების ეფექტურობის აუცილებლობას. ხოლო აშშ-ში ანალოგიურ ვითარებაში საქმისწარმოება ჩერდება პირის გამოჯანმრთელებამდე.
![]() |
4 სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურებზე კონსულტაცია გაეწია 239 მოქალაქეს.
- კაკაბაძე და სხვა 4 საქართველოს წინააღმდეგ
2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ეზოში „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი ხმის გამაძლიერებლის, ე.წ. მეგაფონის საშუალებით, მოუწოდებდნენ სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებელ ტელეარხ „202“-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის გათავისუფლებისაკენ (აღნიშნული პირების საქმე მოცემული დროისათვის განიხილებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ). აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში სასამართლოს შენობიდან გამოვიდნენ მანდატურები და, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დააკავეს ზემოაღნიშნული პირები. ისინი შეიყვანეს სააპელაციო სასამართლოს შენობაში და მოათავსეს ერთ-ერთ ოთახში. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა, სსსკ-ის 208-ე მუხლზე დაყრდნობით, ადგილზე თათბირით და ზეპირი მოსმენის გარეშე, განმცხადებლებს შეუფარდა 30 დღიანი პატიმრობა. შესაბამისად, პატიმრობის შეფარდების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არც უშუალოდ განმცხადებლებს და არც მათ ადვოკატებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, განკარგულება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.
განმცხადებლები ჩივიან ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევის გამო. კერძოდ, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის 5.1 მუხლი, ვინაიდან განმცხადებელთა დაკავება არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, ხოლო კანონს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი დაკავება (208-ე 61), მიეცა ფართო ინტერპრეტაცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნორმაში საუბარია წესრიგის დარღვევასა და სასამართლოს მიმართ უპატივცემლობის გამოხატვაზე სასამართლოს შენობაში, „სასამართლოს შენობა“ განმარტებულ იქნა, როგორც არა მხოლოდ შენობა, როგორც ასეთი, არამედ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მას ეკუთვნის და საიდანაც, პირის ქმედებით, შესაძლოა ზეგავლენა განხორციელდეს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობაზე. ამგვარი ინტერპრეტაციის შედეგად, ნორმამ დაკარგა „იურიდიული განჭვრეტადობა“, რის გამოც განმცხადებელთათვის შეუძლებელი გახდა იმ შედეგის წინასწარ განსაზღვრა, რაც შეიძლებოდა მათ ქმედებას მოჰყოლოდა.
განმცხადებლების მიმართ ასევე დაირღვა კონვენციის 5.2 მუხლი, ვინაიდან მათთვის არც დაკავებისას და არც შემდგომ, მთელი დაკავების პერიოდში, არავის განუმარტავს დაპატიმრების მიზეზი და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების არსი.
აღნიშნული პირების მიმართ ასევე დარღვეულია კონვენციის 5.3 და 5.4 მუხლები, რადგან ისინი არ წარადგინეს სასამართლოს წინაშე და არ მისცეს პატიმრობის კანონიერების გადასინჯვის შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ კონვენციის 5.3 და 5.4 მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიების იგნორირებით, განმცხადებლებს არ მიეცათ პატიმრობის უკანონობის დასაბუთების შესაძლებლობა, მათ წაერთვათ უკანონო პატიმრობისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რის გამოც, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის 5.5 მუხლი.
განმცხადებლებს ასევე წაერთვათ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება სამართლიან სასამართლოზე, ვინაიდან მათ არ მიეცათ საშუალება, გაესაჩივრებინათ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოტანილი განკარგულება.
იმის გამო, რომ განმცხადებლებს, მათი სისხლისსამართლებრივი ბრალდების განხილვისას, არ მიეცათ შესაძლებლობა, დაეცვათ თავი პირადად ან მათ მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ასევე დაირღვა კონვენციის 6.3 „ც“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული მიზეზებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შიგნით განმცხადებლებისათვის არ არსებობდა დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტური ზომები, მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
განმცხადებლები ასევე ჩივიან კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევის გამო, ვინაიდან მათ არ მიეცათ ზემდგომ ინსტანციაში საქმის გასაჩივრების უფლება.
განმცხადებლები ასევე ჩივიან კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევაზე, რადგან მათ არ მიეცათ მშვიდობიანი აქციის ჩატარებისა და თავიანთი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა.
2006 წლის 29 დეკემბერს განაცხადი გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.
- ირინა ჩოხელი და 11 სხვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
2006 წლის ოქტომბერსა და მომდევნო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, სხვადასხვა ფორმალური მიზეზის დასახელებით (ვიზის, რეგისტრაციის, მუშაობის ნებართვის არქონა ან აღნიშნული საბუთების მოქმედების ვადის ამოწურვა), 4.000-მდე საქართველოს მოქალაქე იქნა დეპორტირებული. რეალურად, აღნიშნული მოქალაქეების უმეტესობის დეპორტაციის მიზეზი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა გახდა, რაც კიდევ უფრო გამწვავდა 2006 წლის 27 სექტემბერს საქართველოში 4 რუსი სამხედრო მოსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემდეგ.
განაცხადი მომზადდა 12 მოქალაქის სახელზე, რომელთა მიმართ თითქმის იდენტურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ მოქალაქეებს წესრიგში ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ყველა სამართლებრივი დოკუმენტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხდა მათი დაკავება, სპეციალურ მიმღებ-გამანაწილებლებში არაადამიანურ პირობებში განთავსება და, სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად, ქვეყნიდან დეპორტირება. მათ არ განუმარტეს დაკავების საფუძვლები და არ მისცეს საშუალება, მოეწვიათ ადვოკატი. სასამართლო პროცესებს ჰქონდა ფორმალური ხასიათი, რადგან განმცხადებლებს არ ეძლეოდათ საშუალება, წარედგინათ არგუმენტები მათი დეპორტაციის წინააღმდეგ. მთელი პროცესი გრძელდებოდა 2-3 წუთი და სრულდებოდა იდენტური გადაწყვეტილებებით (ჯარიმა - ქვეყნიდან გაძევებასთან ერთად). განმცხადებლებს არ გააცნეს გადაწყვეტილებები, არ განუმარტეს, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა, 10 დღის განმავლობაში გაესაჩივრებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. უფრო მეტიც, აღნიშნული პირების დეპორტაცია განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დაწესებული 10 დღის ვადის გასვლამდე.
განმცხადებლები ჩივიან კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება); მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა); მე-7 ოქმის პირველი მუხლის (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცესუალური გარანტიები) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევაზე კონვენციის ზემოაღნიშნულ მუხლებთან მიმართებით. განმცხადებლები ასევე ჩივიან კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე კონვენციის მე-3, მე-5, მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან და მე-7 ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, აგრეთვე, კონვენციის მე-17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და მე-18 (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევაზე კონვენციის მე-5 და მე-7 ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით.
აღნიშნული განაცხადი გაიგზავნა 2007 წლის 6 აპრილს და სასამართლოს მიერ მიენიჭა შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 163691/07
- მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ
განმცხადებელი არის სათბობენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. 2003 წლის 24 დეკემბერს იგი დააკავეს ქუჩაში, როცა ის მეუღლესთან ერთად მიდიოდა კარდიოლოგთან და წაიყვანეს გენერალურ პროკურატურაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ განმცხადებელს, როგორც მოწმეს, იბარებდნენ დასაკითხად. ამიტომაც, არ არსებობდა მისი დაკავების არავითარი სამართლებრივი საფუძველი.
განმცხადებლის გენ. პროკურატურაში მიყვანის შემდეგ მოხდა მისი ეჭვმიტანილად ცნობა და დაკითხვა. დაკითხვისას მას განუვითარდა სტენოკარდიული შეტევა და გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიურ კლინიკაში. აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა კანონით დადგენილ 48 საათში მისთვის ბრალის წაყენება და გაუქმდა მისი ეჭვმიტანილად დაკავების დადგენილება. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2004 წლის 16 იანვრამდე, ანუ მანამ, სანამ ოფიციალურად წაუყენებდნენ ბრალს, მის პალატასთან იდგნენ პოლიციის თანამშრომლები და არ აძლევდნენ არც განმცხადებლის მშობლებს და არც მის ადვოკატს მასთან შესვლის საშუალებას.
2004 წლის 16 იანვარს, განმცხადებლისათვის ბრალის წაყენებისა და მისი ბრალდებულად ცნობის შემდეგ, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განმცხადებლისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. განმცხადებლის ადვოკატს მისცეს საქმის 9 ტომი და 1 საათი დაცვის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლოს არ დაუსაბუთებია პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. 2004 წლის 16 იანვარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (განმცხადებელი 10-12 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო სპეციალიზირებულ კლინიკურ საავადმყოფოში) საწინააღმდეგოდ, იგი გადაყვანილ იქნა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის წამლები და საჭირო სპეციალიზაციის სამედიცინო პერსონალი. არასათანადო სამედიცინო მომსახურებისა და ცუდი პირობების გამო, განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც მას ოპერაციაც კი ჩაუტარდა. ეს ყოველივე პირდაპირი ეთერით გადაიცა მრავალი სატელევიზიო არხის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის 23 ივნისს განმცხადებელს განუვითარდა კლინიკური სიკვდილი, მომდევნო დღეს ის გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში და მოათავსეს საყოველთაოდ ცნობილ მე-12 საკანში. მხოლოდ შუალედური ღონისძიების წყალობით, 2004 წლის 17 სექტემბერს იგი დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში.
განმცხადებლის დაკავების მომენტიდან საქმის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები (საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით) აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს განმცხადებლის ბრალეულობასთან დაკავშირებით, რომ ის იყო ქურდი და პასუხი უნდა ეგო ჩადენილი ქმედებებისათვის.
განმცხადებელი ჩივის კონვენციის მე-3, მე-5.1, მე-5.3, მე-5.4, მე-6.2, მე-8 და კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევაზე.
განაცხადის სარეგისტრაციო ნომერია 18372/04. 2007 წლის სექტემბერში სასამართლოში გაიგზავნა განმცხადებლის პასუხი საქართველოს მთავრობის მოსაზრებებზე.
- მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ (2)
განაცხადი ეხება კონვენციის მე-6 (1) მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევას. აღნიშნულ საქმეში ადგილი ჰქონდა სერიოზულ პროცესუალურ დარღვევებს როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას. აღნიშნული პროცესუალური დარღვევების გამო, განმცხადებელი არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბრალდების მხარესთან და, შესაბამისად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
დარღვევათაგან შეიძლება რამდენიმეს გამოყოფა, კერძოდ:
არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატს არ აცნობეს სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. შესაბამისად, ამ უკანასკნელთ წაართვეს მოცემულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობა და, ასევე, იმ მნიშვნელოვანი კითხვების დასმის უფლება, რომლებზე პასუხიც არსებითი იყო დაცვის პოზიციის გასამყარებლად.
გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნა ბრალდების მთავარი მოწმის ჩვენებას, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვისას უკვე გარდაცვლილი იყო. უფრო მეტიც, აღნიშნულ პიროვნებას ჰქონდა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა განმცხადებელთან, რაც თვითონ აღიარა კიდეც დაკითხვისას. აღნიშნული ჩვენება ისე დაერთო საქმეს და გამოქვეყნდა, როგორც ბრალდების მთავარი მტკიცებულება, რომ განმცხადებელს არ მიეცა არანაირი საშუალება, ეჭვქვეშ დაეყენებინა ჩვენებაში მოცემული ინფორმაცია.
განმცხადებელს არ აცნობეს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი და გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე მაშინ, როცა მას წარსადგენი ჰქონდა მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია და ელოდებოდა სასამართლო სხდომის ჩანიშვნას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინასწარ გამოძიებას აწარმოებდა საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული პირი. ზემდგომი პროკურორი, რომელიც გამოძიების პროცესში კანონის განუხრელად დაცვის ზედამხედველობას ახორციელებდა, ასევე დაინტერესებული და მიკერძოებული პირი იყო, რამაც განაპირობა მრავალი საპროცესო გადაწყვეტილების მიღება დაცვის დასაბუთებული არგუმენტაციის იგნორირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებით.
აღნიშნული განაცხადი ევროპის სასამართლოში გაიგზავნა 2007 წლის 7 მაისს და მიენიჭა შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 22720/07.
- ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
განმცხადებლები ცხოვრობენ სს „თბოელექტროცენტრალის“ მახლობლად მდებარე კორპუსის სხვადასხვა ბინაში. საწარმო აშენდა 1939 წელს და წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად წვავდა ნახშირს, სანამ ეს უკანასკნელი ბუნებრივი აირით არ ჩაანაცვლა. საწარმო იყო და რჩება აფეთქების მაღალი რისკის მატარებლად. რამდენიმე ასეთ ინციდენტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, მაგ: 1996 წლის 10 აპრილის აფეთქება. საწარმო მუშაობის დროს ჰაერში აფრქვევს მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, საწარმოს მილებიდან გამონაჟონი წყალი აღწევს განმცხადებელთა სახლის საძირკველში, რაც იწვევს შენობის კედლების სერიოზულ დაზიანებას.
განმცხადებლები ჩივიან კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე. საქმის სარეგისტრაციო ნომერია 38342/05. მოცემულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, რომელიც გადმოგვეგზავნა სასამართლოს მიერ შეპასუხებისათვის.
- ნინო ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
2007 წლის 17 აპრილს გაიგზავნა პირველადი განაცხადი ქ-ნი ნინო ძიძავას საქმეზე. ქ-ნი ნინო არის ბ-ნი მერაბ ტოგონიძის მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგის სპეციალური მიმღებ-გამანაწილებლიდან მოსკოვის აეროპორტში ტრანსპორტირებისას. აღნიშნული ტრანსპორტირების მიზანი იყო ამ უკანასკნელის დეპორტაცია რუსეთის ფედერაციიდან. სპეციალურ მიმღებ-გამანაწილებელში ტოგონიძე იმყოფებოდა აუტანელ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ასთმა და საჭიროებდა სამედიცინო პერსონალის მუდმივ მეთვალყურეობას, მის ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავდა. როდესაც ტოგონიძე ავტობუსით აეროპორტში მიჰყავდათ, იგი ცუდად გახდა, ვინაიდან ავტობუსი არ იყო აღჭურვილი კონდენციონერით. მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს მას ავტობუსიდან ჩასვლისა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მთელი მგზავრობის განმავლობაში ოფიცრებმა ავტობუსში მყოფ მოქალაქეებს არ მისცეს ფანჯრის ჩამოწევის საშუალებაც კი. საბოლოოდ, როცა ავტობუსი აეროპორტს მიუახლოვდა და ტოგონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას ავტობუსიდან ჩასვლის უფლება მისცეს, თუმცა უკვე გვიან იყო - მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე დაეცა და გარდაიცვალა.
განმცხადებელი ჩივის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-7 ოქმის პირველი მუხლის (უცხოელთა გაძევების წინააღმდეგ გარანტიები) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების) დარღვევის თაობაზე ზემოაღნიშნულ მუხლებთან მიმართებით.
- კირაკოსიანი საქართველოს წინააღმდეგ
2001 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა განმცხადებლის შვილი როდიონ კირაკოსიანი. 2001 წლის 17 დეკემბერს როდიონ კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2005 წლის 4 ნოემბერს ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისათვის არაიკ და სერგო მატინიანებს წარედგინათ ბრალი სსსკ-ის 19-119 მუხლით. 2006 წლის 28 ივლისს პროკურატურამ არაიკ და სერგო მატინიანებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მიმართ დარღვეულია ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გამოძიება თავიდანვე იყო მიკერძოებული და გამოძიების პროცესში არ ემსახურებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენასა და დამნაშავეთა დასჯას. განმცხადებელი ასევე ჩივის კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე მე-2 მუხლთან მიმართებით, რადგან მისთვის, როგორც დაზარალებულისათვის, არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების პროცესში ეფექტური მონაწილეობა, რომ არაფერი ვთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცესში, ზოგადად, დაზარალებულის როლის სრულ იგნორირებაზე.
საქმის სარეგისტრაციო ნომერია 9462/07.
ალტერნატიული მოხსენებები
საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტებისადმი ალტერნატიული მოხსენებების წარდგენის კუთხით, საიამ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოამზადა ალტერნატიული ანგარიში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტში წარსადგენად. საიას მიერ მომზადებული ნაწილი ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის შემცირება, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საიას თავმჯდომარემ მომზადებული ალტერნატიული მოხსენება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში წარადგინა გაეროს ბავშვის უფლებების დაცვის კომიტეტის წინაშე.
_______________
1 განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა
![]() |
5 წარმატებული საქმეები |
▲back to top |
სტრატეგიული სამართალწარმოებისა და საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტებისადმი ალტერნატიული ანგარიშების წარდგენის პარალელურად, საია კვლავაც აგრძელებდა წარმატებულ საქმიანობას ეროვნულ დონეზე. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი წლის განმავლობაში მიმდინარე საქმიანობის მხოლოდ ნაწილია.
1. 2007 წლის 2 მაისს ქ. თბილისის მერიამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივარი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საიასთვის იმ საჯარო ინფორმაციის წარდგენა, რომლის გაცემისგანაც მათ თავი შეიკავეს (თბილისში უკანონო მშენებლობების დანგრევის თაობაზე გამოტანილი დადგენილებების ასლები).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასაჩივრებულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 თებერვლის №9 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომისა და დანართის - გაცემისათვის უნდა გადაეხადათ 9 ლარი. ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში მოპასუხე მხარემ (ტექნიკურმა უნივერსიტეტმა) თავად აღიარა ამ აქტის უკანონობა და ბათილად ცნო იგი. შესაბამისად, ადმინისტრაციული კოდექსის 192-ე მუხლის საფუძველზე, მინისტრის 2007 წლის 1 მარტის № 157 ბრძანებით, შეწყდაადმინისტრაციული წარმოება ჩვენს საჩივართან დაკავშირებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თ. და ე.ც-ებს მატერიალური და მორალური ზიანის სახით აუნაზღაურა 95 000 ლარი.
4. სასამართლო გადაწყვეტილებით, ლ.ს-ს სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას დაევალა, იძულებითი განაცდურის სახით, 14 440 ლარის გადახდა.
5. მსჯავრდებულ დ. ო-ს მიმართ, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. იგი გათავისუფლებულ იქნა სასამართლო დარბაზიდან.
6. მსჯავრდებულ ქ. კ-ს ერთი თვისა და ოცდასამი დღის მანძილზე უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ყოფილი მოსამართლე და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ის თანამდებობის პირები, რომლებიც, კანონმდებლობით, ვალდებულნი იყვნენ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, დროული რეაგირება მოეხდინათ და ქ. კ-ს უკანონო პატიმრობა აღეკვეთათ.
7. 2006 წლის 27 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მესტიის რაიგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ძებნის ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, მესტიის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ რევაზ ცალანის უკანონოდ დაპატიმრებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. წარდგენილ ბრალდებაში ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციელი თემურ გვარამია, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა თ. ჩიქოვანმა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გამართლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით, თემურ ჩიქოვანის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული მესტიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი.
8. ვ.ს-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლითაც ვ.ს. დაჯარიმებულ იქნა 600 ლარით.
9. 2007 წლის 1 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ.კ-ს სააპელაციო საჩივარი, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 21 თებერვლის №20 ბრძანება ნ.კ-ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს დაევალა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.კ-ს შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აპელანტ ნ.კ-ს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სრული ოდენობით.
10. ფოთის საქალაქო სასამართლომ, თავისი 2007 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სრულად დააკმაყოფილა საიას სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო ფოთის საგადასახადო ინსპექციის ექვსი აქტი, რომლითაც მთლიანობაში კალანდარიშვილი დაჯარიმებული იყო შვიდი ათას ორასი ლარით.
11. გორის რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა გელა და ილია კოშორიძეების მოთხოვნა და მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმადაც, თითოეულ მათგანს დაეკისრა 200-200 ლარი ჯარიმის გადახდა, გაუქმებულ იქნა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსს წარმოადგენდა ის, რომ თითქოს გელა კოშორიძემ თავის არასრულწლოვან შვილს ილია კოშორიძეს სამართავად გადასცა ავტომანქანა და ის მართავდა მას ტექნიკური პასპორტისა და მართვის მოწმობის გარეშე).
12. საიას ადვოკატის მიერ მოძიებულ იქნა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ადგილი, სადაც მოქალაქეების მხრიდან განხორციელდა საშეშე მერქნის მოჭრა, არ მიეკუთვნება დაცულ ტერიტორიას. შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევით მოხდა ოქმების შედგენა, რაც სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნა დადგენილების გადასინჯვისა და საჯარიმო სანქციების შეცვლის შესახებ. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ დაკისრებული ჯარიმა, 508 ლარის ოდენობით, შეიცვალა 50 ლარით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საშეშე მერქნის დამზადება კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე).
13. საიას იურიდიული დახმარების ცენტრი, მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საადვოკატო მომსახურებას უწევს მოქალაქე მ.პ.-ს. მას ბრალი ედება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემაში (სსსკ-ის 3711 მუხლი) და შეფარდებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობა. სასამართლომ მ.პ.-ს განუსაზღვრა წელიწადნახევარი პირობით გამოსაცდელი ვადა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით კი, სრულიად უსამართლოდ, დააკისრა ჯარიმის - რვაასი ლარის - გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემული განაჩენი ჯარიმის ნაწილში დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში.
14. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატებმა პროექტ „არა! ადამიანებით ტრეფიკინგს!“ ფარგლებში საადვოკატო მომსახურება გაუწიეს დაზარალებულ რუსეთის მოქალაქეს ვ.ჩ-ს, რომელსაც ექსპლუატაციას უწევდა საქართველოს მოქალაქე კ.გ. ამ უკანასკნელს ბრალად ედება ადამიანის გადაბირება, გადაყვანა და ექსპლუატაცია (სსკ 1431 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). 1998 წლიდან რუსეთის მოქალაქე ვ.ჩ. ჩამოიყვანეს საქართველოში, ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და მთელი ამ ხნის განმავლობაში მას კ.გ-ს ოჯახში ამუშავებდნენ, როგორც შინამოსამსახურეს. სენაკის რაიონულმა სასამართლომ, 2007 წლის 24 მაისის განაჩენით, დამნაშავედ ცნო კ.გ. სსკ 1431 მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და ექვსი თვის ვადით.
15. საიას იურიდიული დახმარების ცენტრმა სამართლებრივი დახმარება გაუწია მოქალაქე დ.ო-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა 25 ლარად და 50 თეთრად შეფასებული აგურების ქურდობის მცდელობაში. საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომელმაც ქურდობის მცდელობისთვის (19/177 მუხლი) გათვალისწინებულ ბრალდებაში იგი დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ დ.ო-ს მიმართ წარმოებული საქმე განიხილა 2007 წლის 30 მარტს. სასამართლომ გააუქმა თბილისის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. მსჯავრდებული დ.ო. სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მიყენებული ზიანი იყო მცირე მნიშვნელობის.
16. საიას იურიდიული დახმარების ცენტრი იცავდა 70 წლის მოქალაქე ვ.ა-ს ინტერესებს. იგი დმანისის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი მოთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. 70 წლის მოხუცი ვ.ა. სრულიად უსინათლო იყო, რაც დადასტურდა მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნით. 2007 წლის 16 აპრილს მსჯავრდებულ ვ.ა-ს ჩაუტარდა გამოკვლევა თვალის სნეულებათა კლინიკაში. გამოკვლევის მიხედვით, განკურნების პერსპექტივა არ არსებობდა. აღნიშნული სამედიცინო დასკვნის მოპოვების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №72 ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებული გათავისუფლებულ იქნა სასჯელის შემდგომი მოხდისგან (განსასჯელ ვ.ა-ს დარჩენილი ჰქონდა 6 წელი).
17. საიას დუშეთის ოფისი იცავდა ნ.ც-ს, რომელიც ითხოვდა დახმარებას უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, რაზეც ნ.ც-ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი. შედგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და ქონება დუშეთის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა, როგორც ნ.ც-ს საკუთრება. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავის დროზე უარი ეთქვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საიას დუშეთის ოფისის უშუალო ჩარევის შემდეგ, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა ნ.ც-ს საქმის პრეცედენტი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ადმინისტრაციულ საჩივარზე და ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ისე, რომ მათ აღარ დასჭირდათ ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.
![]() |
6 საიას როლი რეგიონებში არსებული პრობლემატიკის მოგვარებაში |
▲back to top |
უფასო იურიდიული დახმარების პარალელურად, საიას ფილიალები და რეგიონული ოფისები, OXFAM/NOVIB-ისა და ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში არსებული პრობლემატური საკითხების მოგვარებას. ხსენებულ საქმიანობას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა რეგიონის დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრისათვის, ხოლო ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს საია რეგიონულ დონეზე არსებული პოლიტიკის გაჯანსაღებასა და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრაში.
ქუთაისის ფილიალისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე მუშაობა. განხორციელდა გასვლითი შეხვედრები როგორც იმერეთის, რაჭის, ასევე, სამეგრელოს და სვანეთის მუნიცი პალიტეტებში. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მათ აღმოსაფხვრელად.
ქუთაისის ფილიალის აქტიურობამ ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე წარმოშვა იდეა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩატარდეს შეხვედრა ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად.
ქუთაისისაგან განსხვავებით, აჭარის რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია საკუთრების ხელყოფის პრობლემები. 2007 წლის 4 მაისს, ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ გამოცემული №4/2 განკარგულებით, 1200 მესაკუთრეს ჩამოერთვა მიწაზე საკუთრების უფლება. ხელვაჩაურის რაიონის სოფლების: გონიოს, მახინჯაურის, სარფის და კახაბრის მოსახლეობამ მიმართა საიას აჭარის ფილიალს იურიდიული დახმარებისათვის.
საიას აჭარის ფილიალი 80 მესაკუთრის უფლებას იცავს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, სადაც შეტანილია სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ მიიღო განჩინება სარჩელის დასაშვებობის შესახებ.
2007 წლის იანვრის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობასა და ოზურგეთის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, საიას ოზურგეთის წარმომადგენლობა გამოხატავდა მზადყოფნას, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შეემუშავებინა და საკრებულოსათვის მიეწოდებინა წინადადებები და რეკომენდაციები. გაეწია კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს.
მემორანდუმის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საიას ოზურგეთის წარმომადგენლობა:
კონსულტაციებს უწევდა საკრებულოს იურისტს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს წევრებს;
ამზადებდა და ბიუროს ყველა წევრს აწოდებდა დასკვნებსა და რეკომენდაციებს ბიუროს სხდომაზე გატანილი ყველა ადმინისტრაციული აქტის პროექტზე. აღსანიშნავია, რომ საკრებულომ საიას მიერ მიწოდებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გაითვალისწინა (განსაკუთრებით ბოლო თვეებში);
ცალკეულ შემთხვევებში, დაეხმარა კომისიებს ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებაში.
საიას ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ოზურგეთის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ:
საგრძნობლად დახვეწა მუშაობა და ცდილობს, თავისი საქმიანობა განახორციელოს კანონთან შესაბამისად;
არ დაამტკიცა და შესაბამის კომისიებსა და გამგეობას დაუბრუნა 23 პროექტი სათანადოდ მოსამზადებლად და შემდგომში კვლავ წარმოსადგენად;
არ შემოიღო საშვთა სისტემა მუნიცი პალიტეტის შენობაში, რითაც გამგებლის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედება არ დააკანონა.
განსხვავებული პრობლემატიკა იჩენს თავს შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც მდებარეობს კონფლიქტის (ცხინვალი) ზონასთან ახლოს. საანგარიშო პერიოდში მისი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენდა კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა და სამაჩაბლოს დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგი.
საანგარიშო პერიოდში გორის ოფისი ასევე ახორციელებდა კონფლიქტის ზონაში მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სამაჩაბლოს დროებითი ადმინისტრაციის სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. გამოთხოვნილია ინფორმაცია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციის პროგრამის, საქართველოს მთავრობის განკარგულებების (2007 წლის 17 იანვრის №13 და 2007 წლის 1 თებერვლის №45) შესრულების, აგრეთვე, კონფლიქტის ზონაში განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის ანალიზი
საანგარიშო პერიოდში რუსთავის ოფისისათვის სპეციფიკური იყო ოჯახური ძალადობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრობლემები. სტატისტიკურად, ყველაზე მეტ საქმეს, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება, რუსთავის ოფისი აწარმოებს.
საანგარიშო პერიოდში რუსთავის ოფისს ათეულობით მოქალაქემ მიმართა განცხადებით „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გადაჭრას მიეძღვნა პრესკონფერენცია. მიმართვა გაეგზავნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რათა შეექმნათ სამუშაო ჯგუფი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამჟამად ეს პრობლემა მოგვარებულია და რუსთავის მომხმარებლებს ჩამოეწერათ უკანონოდ დარიცხული დავალიანება.
თელავის რაიონისათვის უმთავრესი პრობლემა იყო აბონენტთა უფლებების დარღვევა ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლების მიერ. საიას თელავის ოფისს დახმარებისათვის მიმართეს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ცხოვრობდნენ ქ. თელავში და იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულნი. მათ გადაეცათ ვაუჩერები მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციისათვის, რომელთა დარეგისტრირება, თავის დროზე, როგორც თავად აცხადებდნენ, მოხდა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ თელავის სერვის-ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა მათ ვერ შეძლეს. საიას თელავის ოფისის იურისტების მიერ გაწეული დახმარების შედეგად, სს „კახეთის დისტრიბუცია“ იძულებული გახდა, იმ აბონენტებისათვის, რომლებმაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ისარგებლეს ვაუჩერით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხით, აღნიშნული თანხა გაექვითათ მიმდინარე დავალიანებაში.
სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში (STAGE)
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებულ სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა. პროექტის ამოცანაა, განავითაროს სოფლის ასოციაციების შესაძლებლობები, ორგანიზაციული მართვის სტრუქტურისა და თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. პროექტი ხელს უწყობს სოფლის ასოციაციებს ეფექტური კავშირების დამყარებაში როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
პროექტი უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა შორის ცნობიერების ამაღლებას და მჭიდრო კავშირების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან, როგორებიცაა ეროვნულ დონეზე მომუშავე ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები და კერძო სექტორი.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის - ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC) - მიერ, რომელიც ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, პროექტში ჩართულნი არიან:
საერთაშორისო ორგანიზაცია კივიტას გეორგიკა; და
სამოქალაქო განვითარების სააგენტო.
პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სოფლის ასოციაციების განვითარების დონის შეფასება (საბაზისო კვლევა). შეფასების პროცესში ორივე რეგიონის ფარგლებში გამოიკითხა 80 სოფლის ასოციაციის წარმომადგენელი. კვლევის საფუძველზე, საუკეთესო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გამოვლინდა პროექტის სამიზნე ასოციაციები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში (სულ 16 ასოციაცია). განხორციელდა ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის გამოკითხვა შერჩეული 16 სოფლის ასოციაციისადმი დამოკიდებულებისა და ცნობადობის გამოვლენის მიზნით. საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, ჩატარდა შერჩეული 16 სოფლის ასოციაციის ორგანიზაციული განვითარების დონის შეფასება. დეტალური ინფორმაცია იქნა მიღებული ორგანიზაციების დაფუძნების პროცესის, მართვის, ორგანიზაციული რესურსების, შრომითი კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ასევე, განხორციელდა შერჩეული 16 სოფლის ასოციაციის საჭიროებების კვლევა.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა სოფლის ასოციაციების წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემები. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი და შეფასებული იქნა ასოციაციების შიდა დოკუმენტები კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებით. განხორციელდა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი. შემუშავდა რეკომენდაციები შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა/ანალიზი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიცი პალიტეტიდან. ინფორმაცია გამოყენებულ იქნა კვლევის - „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და მიმდინარე პროცესები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში“ - მოსამზადებლად.
პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა 4 ტრენინგი სოფლის ასოციაციების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. საერთო ჯამში, ტრენინგებს დაესწრო სოფლის ასოციაციების 60 წარმომადგენელი.
პროექტი უზრუნველყოფს სოფლის ასოციაციების წევრებისათვის უფასო სამართლებრივ დახმარებას.
![]() |
7 სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება |
▲back to top |
სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისათვის, რომ ყოველ ადამიანს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს მის უფლებებსა და თავისუფლებებზე და შეძლოს ამ უფლებების ეფექტური გამოყენება. გასული წლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული კამპანია მოიცავდა მრგვალი მაგიდების მოწყობას, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას საჯარო მოხელეების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის; გასვლით შეხვედრებს, საგაზეთო ჩანართების გამოქვეყნებას, ავტო-ტურების მოწყობას. ქვემოთ წარმოდგენილი სტატისტიკა ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ დიდია საზოგადოების სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ასეთ შეხვედრებში, მოხდეს აზრთა გაცვლა და არსებულ პრობლემებზე, ისევე როგორც მათი გადაჭრის გზებზე, მსჯელობა:
სემინარებსა და მრგვალ მაგიდებზე განხილული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რაც საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ. აგრეთვე, საზოგადოებისთვის აქტუალური შემდეგი თემები:
ევროსასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები
ინფორმაციის თავისუფლება
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები
ადმინისტრაციული წარმოება
ადგილობრივი თვითმმართველობა
ქონებრივი რესტიტუცია
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია
არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები
რწმუნებულის უფლება-მოვალეობები და საქმისწარმოების წესები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
ადმინისტრაციული დაკავება
საიას ფილიალებისა და რეგიონული ოფისების თანამშრომლები ორგანიზებას უკეთებდნენ და მონაწილეობდნენ სოფლებსა თუ დაბებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე, ძირითადად სამართლებრივ სიახლეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, აწყობდნენ სემინარებს.
შეხვედრებსა და სემინარებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ერთსა და იმავე აქტუალურ საკითხზე ღონისძიება და მსჯელობა ერთდროულად ეწყობოდა როგორც საიას ცენტრალურ ოფისში, ისე რეგიონებში. ეს შეეხებოდა 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, როცა საიას ყველა ოფისმა ერთდროულად მოაწყო ღონისძიება საშუალო სკოლებში - დარიგდა ბროშურა „არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან“. ასეთივე მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა 28 სექტემბერს - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.
გასვლითი კონსულტაციები - ავტო-ტურები
საანგარიშო პერიოდში საიას რეგიონული ოფისების ორგანიზებით განხორციელდა 6 ავტო-ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: აჭარის მაღალმთიანი რეგიონი (ხულო, შუახევი, ქედა), ჩოხატაურის მაღალმთიანი რეგიონი, ქვემო ქართლის რეგიონი, ახალქალაქი და ნინოწმინდა, რაჭის მაღალმთიანი მხარე, სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონი. საიას რეგიონული ოფისები სულ 60 სოფელს ეწვივნენ, ხოლო კონსულტაციებსა და პრობლემების განხილვაში დაახლოებით 1000 კაცი მონაწილეობდა. ეს ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა კანონის უზენაესობის პროექტების ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს საიას სხვადასხვა ოფისის წარმომადგენლებმა, რაც ხელს უწყობდა საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული პრობლემების გაცნობას და გაანალიზებას. ყველა ავტო-ტურის მარშრუტი მოიცავდა შედარებით მოშორებულ რაიონულ ცენტრებსა და დასახლებებს (ძირითადად მაღალმთიან რეგიონს) და მიზნად ისახავდა რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებას ძირითადი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ასევე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სპეციფიკური პრობლემების გამოვლენას და შემდგომში ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობის დაგეგმვას. წლევანდელი ავტო-ტურები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საია ეწვია ისეთ რეგიონებს - აჭარის მაღალმთიანი მხარე, რაჭა და სვანეთი - რომლებიც ზამთრის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, მოწყვეტილია სამყაროს და ასეთი კონსულტაციები მათთვის „ფუფუნებას“ წარმოადგენს. საია კვლავაც გეგმავს ამ ტენდენციის გაგრძელებას და ცდილობს, ეწვიოს ისეთ რეგიონებს, რომელთა პრობლემები საზოგადოებისათვის უცნობია.
2006 წლის ოქტომბერში ოზურგეთისა და გორის ოფისის თანამონაწილეობით ჩატარდა ავტო-ტური ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან სოფლებში: ბუკისციხე, ზემო სურები, შუა სურები, ზოტი, ქვაბღა და ნაბეღლავი. მთლიანობაში გაცემულ იქნა 102 კონსულტაცია. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება გამოიწვია მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, განათლების რეფორმის, საგადასახადო შეღავათებისა და სოციალურმა საკითხებმა.
2006 წლის ოქტომბერში რუსთავის ოფისმა ჩაატარა ავტო-ტური დმანისისა და წალკის რაიონების შემდეგ სოფლებში: გუგუთი, ქვემო ოროხმანი, ამამლო, ხაჩკოი, გუმბათი, ჯინისი, თრიალეთი. ეს რაიონები დასახლებულია ეროვნული უმცირესობებით, აზერბაიჯანელებით. მათი ინტერესის სფეროს, ძირითადად, წარმოადგენდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის, ელექტროენერგიის მიწოდების, აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ წალკის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დამთავრებულია, მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადს მაინც საერთო მრიცხველის მიხედვით ახდევინებენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საიას რუსთავის ოფისის იურისტები შეხვდნენ წალკის გამგებლის მოადგილესა და „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ წარმომადგენლებს.
2007 წლის 1-4 აპრილს საიას ქუთაისის ფილიალის მიერ განხორციელდა ავტო-ტური რაჭის რეგიონის, ამბროლაურისა და ონის მუნიცი პალიტეტებში, სადაც ისინი შეხვდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე, მოსახლეობას. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, თვითმმართველობის გაუქმება სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის დონეზე და მისი გამსხვილება მუნიცი პალიტეტის დონეზე, წარმოადგენს საქართველოში ამ ინსტიტუტის გაუქმებას, ვინაიდან ხელისუფლება კიდევ უფრო დაშორდა ხალხს და უშუალო კავშირი მათ შორის, რომელიც პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის გარანტი იყო, აღარ არსებობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკითხი იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ ლიკვიდირებული საკრებულოებისა და გამგეობის ნაცვლად, მათთვის საჭირო ცნობების ასაღებად. ავტო-ტურზე ასევე გაცემულ იქნა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე 599 კონსულტაცია.
2007 წლის აპრილში საიას გორის ოფისმა მოაწყო ავტო-ტური ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონების შემდეგ სოფლებში: სათხე, ოჯალარი, დიდი და პატარა პრაკალი, დუმანი, მამწარა, მურეკანი, ხულგუმო, მაჭატია, არაგვა და ფოკა. ეს სოფლები ძირითადად დასახლებულია სომხურენოვანი მოსახლეობით. მათი დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის, სასკოლო რეფორმის განხორციელების, სამეურვეო საბჭოს ფუნქციების განსაზღვრის, მიწის პრივატიზაციის, უძრავი ნივთების რეგისტრაციის საკითხებმა. მოსახლეობას დაურიგდა საიას მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურები. სულ გაიცა 361 კონსულტაცია. ენერგოკომპანიასთან შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, საიას გორის ოფისის იურისტებმა ადგილზევე შეუდგინეს რამდენიმე ათეულ მოქალაქეს სარჩელი სასამართლოში წარსადგენად უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ჩამოსაწერად.
2007 წლის ივლისში საიას ქუთაისის ფილიალის მიერ ჩატარდა ავტო-ტური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, მესტიისა და ზუგდიდის მუნიცი პალიტეტების, ასევე ლენჯერის, ლატალის და ხაიშის თემში შემავალი სოფლების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობასთან. მათი დაინტერესება გამოიწვია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე დახმარების გაწევის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის შეღავათების დაწესების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის, ტყით სარგებლობის, საკასო აპარატების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ლიცენზიის მიღების, დაბადების რეგისტრაციის, დევნილთათვის სოციალური დახმარების გაწევის საკითხებმა. შეხვედრებზე ასევე გაცემულ იქნა 273 კონსულტაცია.
სოციალური კლიპები
მოსახლეობის სამართლებრივი თვითშეგნების დონის ეფექტურად ამაღლების მიზნით, სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპული კომისიის მიერ, დამზადდა სოციალური კლი პები შემდეგ თემებზე: უდანაშაულობის პრეზუმფცია; სიცოცხლის უფლება - სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები; არასრულწლოვანთა უფლებები დაკავებისას. ეს კლიპები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადიოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე, ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერით და ორმაგი დატვირთვის მატარებელი იყო: კიდევ ერთხელ აცნობდა საზოგადოებას მათ უფლებებს და მოუწოდებდა სამართალდამცავებს, თავი შეეკავებინათ ძალის გადამეტებისაგან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა. კლი პების პრეზენტაცია განხორციელდა საიას მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში 2006 წლის 13 დეკემბერს. პრეზენტაციას ესწრებოდა ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი, მანვე ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობაზე.
ბიბლიოთეკა პატიმრებისათვის
იმავე პროექტის ფარგლებში საიამ დაიწყო საპატიმროებისათვის წიგნების შეგროვების კამპანია - „შევუგროვოთ ლიტერატურა პატიმრებს“. ამ ინიციატივის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ აქციას ჰქონოდა არა ერთჯერადი ხასიათი. ამ მიზნით, პროექტმა მოიწვია ყველაზე პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მთავარი რედაქტორები, კერძოდ, ჟურნალები: „ანაბეჭდი“, „ოზონი“, „კინო“, „ბიზნესი“, „რეიტინგი“, „სარკე“, „კოსმოპოლიტენი“ და გაზეთები: „24 საათი“, „ალია“, „ქრონიკა“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“. ჩამოთვლილი გაზეთები და ჟურნალები გაერთიანდნენ კოალიციაში და პირობა დადეს, რომ, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, საიას პერიოდულად მოაწოდებდნენ თავიანთ გამოცემებს, ხოლო შემდგომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მათ შეტანას საია უზრუნველყოფდა.
საიას მოწოდებას საკმაოდ ბევრი პირი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ გამომცემლობები, საჯარო ბიბლიოთეკა. მოსახლეობის დიდ ნაწილს თავად მოჰქონდა საიას ოფისებში წიგნები, ზოგი რეკავდა და პროექტის ჯგუფი სახლებში აკითხავდა მათ. შეგროვდა ასობით წიგნი.
საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიების საშუალებით, 19-22 ივნისს საპატიმროების ბიბლიოთეკებმა მიიღეს წიგნების პირველი პარტია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კამპანია ბიბლიოთეკების გამართულ ფუნქციონირებასაც ისახავდა მიზნად, საიამ საპატიმროების ბიბლიოთეკებს შეუძინა საჭირო საკანცელარიო ნივთებიც. ლიტერატურის მეორე ნაკადის შეტანა დაწესებულებებში დაგეგმილია ოქტომბრის თვისთვის.
![]() |
8 ინფორმაციის თავისუფლება, საზოგადოების მონაწილეობა მმართველობის ყველა დონეზე და ანტიკორუფციული მონიტორინგი |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა. ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, საია საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აქტიურად ცდილობს ინფორმაციის თავისუფლების პრინცი პების პრაქტიკაში დანერგვას. ამ მიზნის მისაღწევად, 2007 წლის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით ხორციელდებოდა:
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა. პროექტის ფარგლებში სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვნა. 2006 წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილ იქნა 154 განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 115 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21, ხოლო 18 განცხადების დაკმაყოფილებაზე გვეთქვა უარი.
ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება. საიას მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა რაც შეიძლება უკეთ. ამ მიზნის მისაღწევად, ხშირად ხდებოდა გასაჩივრების მექანიზმად არა სასამართლოსათვის, არამედ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის მიმართვის გამოყენება. მთელი წლის განმავლობაში საია, ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმის ასამოქმედებლად, ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართავდა სხვადასხვა დაწესებულებას. 2007 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილ იქნა 16 ადმინისტრაციული საჩივარი.
სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში. ინფორმაციის თავისუფლების სფეროში სწორი პრაქტიკის დასამკვიდრებლად, საია ახორციელებდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას. პრობლემატურ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის გავრცელება კერძო სამართლის სუბიექტებზე (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე) და ა.შ. გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებისათვის, შესაბამისი სარჩელებით მიმართავდა სასამართლოს. სულ, 2007 წლის განმავლობაში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე საიას ადმინისტრაციულ სარჩელებზე 22 სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში საიამ მოამზადა ანგარიში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. მოცემულ პუბლიკაციაში განხილულია ინფორმაციის თავისუფლება საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაში, ასევე, ის პრობლემატური საკითხები, რაც ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით არსებობს ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. აღნიშნულ ანგარიშში შემოთავაზებულია დეტალური რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას არსებული საკანონმდებლო ხარვეზები.
ინფორმაციის თავისუფლების მონაცემთა ბაზები. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშესაწყობად, პროექტის ფარგლებში შემუშავდა მონაცემთა ბაზები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დაეხმარება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების მონაცემთა ბაზა (www.gylა.ge/foi), რომელშიც შეტანილია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო დაწესებულების შესახებ მონაცემები. გარდა ამისა, ბაზაში მოცემულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში შემუშავდა აგრეთვე ინფორმაციის თავისუფლების ელექტრონული ლექსიკონი (www.gylა.ge/dictionაry), რომელშიც განთავსებულია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ცნების დეფინიცია.
პერსონალური მონაცემების დაცვა
პერსონალური მონაცემები საქართველოში დღეისათვის თითქმის არ ექვემდებარება დაცვას. კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების დაცვასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით შემოიფარგლება, პრაქტიკაში კი, სისტემატურად ხდება არსებული ნორმების იგნორირება. საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ შემუშავების სტადიაშია. ამ პროცესში საია აქტიურად არის ჩართული.
საქართველოს კანონმდებლობაში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაჭრის ხელშეწყობის და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სრულყოფილი კანონპროექტის შექმნის მიზნით, მომზადდა საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის მიმოხილვა და კანონმდებლობის ანალიზი.
პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა საზღვარგარეთის ცხრა ქვეყნის პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი. პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის და უნგრეთის კანონმდებლობა. ამ ქვეყნების პრაქტიკა განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან მათ კანონმდებლობაში ასახულია ევროპის კავშირის დირექტივები და რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. კვლევაში აქცენტი გაკეთებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
პერსონალური მონაცემების სტატუსი და სახეები;
პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი;
პერსონალური მონაცემების დაცვის კონტროლი;
პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების დარღვევისათვის და ა.შ.
ამავე კვლევაში, თვალსაჩინოებისათვის, მოცემულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის სქემა, სადაც განხილული ცხრავე ქვეყნის კანონმდებლობა ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით არის შედარებული.
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების 2006 წლის ფინანსური მონიტორინგი
ღია საზოგადოების ინსტიტუტის დაფინანსებით, საია ახორციელებს საჯარო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო თანხების ხარჯვის მონიტორინგს. საჯარო დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვნის და მიღებული დოკუმენტაციის ჯეროვანი ანალიზის შედეგად, საია შეფასებას აძლევს, თუ რამდენად მიზანშეწონილად ხორციელდებოდა საზოგადოებრივი სახსრების გახარჯვა, როგორია აღნიშნულ სფეროში მოქმედი კონტროლის მექანიზმები და სხვა.
ანტიკორუფციული კამპანიის „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ ფარგლებში კვლავ გაგრძელდა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგი, რომლის შედეგად, გამოვლინდა სარეზერვო ფონდების განკარგვისას დაფიქსირებული მრავალი კანონდარღვევა. მონიტორინგი მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით: ა) სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები; ბ) კონკრეტული დარღვევები; გ) ბუნებრივი კატასტროფების ლიკვიდაციის დაფინანსების ტენდენციები; დ) სარეზერვო ფონდების, როგორც საბიუჯეტო სახსრების კონტროლის მექანიზმები.
მონიტორინგის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის განკარგვისას 2006 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები:
„გადახარჯვები“, ანუ ხარჯვა ფიქსირებულ ასიგნებებს ზევით. მოცემული წლის განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, ფონდები განიკარგა ნებადართული ლიმიტების დარღვევით, რაც უფლებამოსილ პირთა თვითნებობაზე მიუთითებდა;
2006 წლის განმავლობაში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად, ანუ ბუნებრივი კატასტროფების ლიკვიდაციისათვის, გამოყოფილი სახსრების შეფასებამ ცხადყო, რომ პრობლემატურია სახელმწიფოს მიერ როგორც ბუნებრივი კატასტროფებისაგან მიყენებული ზარალის დაანგარიშება, ასევე მისი ანაზღაურება, რადგან საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც ვალდებულია, შეაფასოს სტიქიით მიყენებული ზარალი. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, დადგინდეს მიყენებული ზარალის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ადეკვატურობა;
საბოლოო მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების კონტროლისა და დარღვევების აღმოჩენის მექანიზმები, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2006 წლის განმავლობაში, სარეზერვო ფონდების ხარჯვისას არაერთხელ გამოვლენილი კანონდარღვევების მიუხედავად, არც ერთ მაკონტროლებელ უწყებას არ აღუნიშნავს დარღვევების არსებობა.
პრივატიზაციების მონიტორინგი
2006-2007 წლებში სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობის პროცესი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი შესწავლის ობიექტი იყო.
განხორციელებული პრივატიზაციების ზოგადი სურათი ასე გამოიყურება:
პრივატიზაციის პროცესის შესწავლისას, ჩვენ მიერ აქცენტი არ გაკეთებულა კონკრეტული დიდი ობიექტების გასხვისების კანონიერებაზე. ასევე, პრეტენზია არ გამოგვიხატავს მთლიანი პროცესის შესწავლასთან დაკავშირებით. კვლევა მიზნად ისახავდა შემდეგი სამი ფაქტორის გარკვევას:
1. სახელმწიფო ქონების გასხვისება განსაკუთრებული - პირდაპირი მიყიდვის - ფორმით ხორციელდება თუ არა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში;
2. რამდენად ასრულებენ სახელმწიფო ქონების შემძენი პირები ნაკისრ ვალდებულებებს;
3. რამდენად გამორიცხავს საქართველოს კანონმდებლობა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
დასახული მიზნის გარკვევის შედეგად გამოიკვეთა:
1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების გასხვისება არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტი, ქონების გასხვისებისას, სისტემატურად არღვევს კანონს;
2. სახელმწიფო ქონების შემძენი პირები არ ან ნაწილობრივ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ფლობს ვალდებულებების შესრულების დამამტკიცებელ დოკუმენტაციას;
3. კანონმდებლობა იძლევა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც ზრდის კორუფციული გარიგებების რისკს. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, გასხვისდა 10 ობიექტი, ყველა გამონაკლისის წესით. დამკვიდრებულმა „პრაქტიკამ“ ზოგადი ნორმები აქცია მკვდარ ნორმებად, ხოლო საგამონაკლისო წესები - ზოგად წესებად.
შიდა და გარე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების (კონტროლის პალატის, შესაბამისი სამინისტროების გენერალური ინსპექციების) მონიტორინგი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წლების მანძილზე განხორციელებულმა საჯარო დაწესებულებების ფინანსურმა მონიტორინგმა გამოავლინა ამ საჯარო დაწესებულებების მაკონტროლებელთა კონტროლის აუცილებლობა. საია დაინტერესდა სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების მქონე ორგანოების საქმიანობით. კვლევის შედეგებმა დაგვანახა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის დღევანდელი სტატუსი, უფლებამოსილება და საქმიანობის ფორმები არ შეესაბამება სახელმწიფო კონტროლის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მოთხოვნებს და, გამომდინარე აქედან, საჭიროებს სათანადო რეფორმირებას. ეს გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებები ხშირად წინააღმდეგობაში მოდის კანონთან „კონტროლის პალატის შესახებ“. შედეგად, ადგილი აქვს საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილების შეზღუდვას;
კონტროლის პალატა, ფაქტობრივად, ვეღარ ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას, კოორდინაცია გაუწიოს საფინანსო-ეკონომიკური დატვირთვის სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს;
საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა, საბიუჯეტო და სხვა სახის საკანონმდებლო საკითხების ექსპერტული შეფასებისა და დასკვნების წარდგენის მხრივ, არაეფექტურია;
კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ დეტალურად არ ადგენს კონტროლის პალატის საკონტროლო უფლებამოსილების სფეროს, რის შედეგადაც, ხშირად ადგილი აქვს უკანონო შემოწმებებს, ან - პირიქით, კონტროლის პალატა ვერ ამოწმებს იმ დაწესებულებებს, რომლის კონტროლიც მისი ვალდებულებაა;
კონტროლის პალატის საქმიანობის არაეფექტურობა, ძირითადად, გამომდინარეობს:
შესამოწმებელი ობიექტების დაგეგმვის მოძველებული ფორმებიდან;
ადგილი აქვს არაგეგმიური შემოწმებების სიმრავლეს, რაც განაპირობებს გეგმიური შემოწმებების შეუსრულებლობას;
კონტროლის პალატის მოხელეებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც საჭიროა აუდიტის განხორციელებისათვის.
კონტროლის პალატას არ გააჩნია უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბიუჯეტი, რაც პალატის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ;
საქართველოს კონტროლის პალატაზე განხორციელებული კონტროლის დღესდღეობით არსებული ფორმები არაეფექტურია;
კონტროლის პალატის მოხელეები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას მიმდინარე რეფორმების შესაბამისად;
აუცილებელია კონტროლის პალატა მაკონტროლებელი ორგანოსაგან გარდაიქმნას აუდიტის განმახორციელებელ ორგანოდ.
რაც შეეხება შიდა კონტროლის მექანიზმებს, კვლევის შედეგად ამ სფეროში არსებული არაერთი პრობლემა გამოვლინდა:
გენერალური ინსპექციების შესახებ არსებული სამართლებრივი ბაზა არ შეესაბამება - შიდა კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინცი პებს;
გენერალური ინსპექციების საქმიანობის მარეგულირებელი აქტები არ ექვემდებარება ერთიან სამართლებრივ სტანდარტებს;
არ არის უზრუნველყოფილი გენერალური ინსპექციების ფუნქციური და სტრუქტურული დამოუკიდებლობა;
კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში არის მომზადებული არ შეესაბამება სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნებს, შესაბამისად, საჭიროა ახალი კანონპროექტის მომზადება;
იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ნება, რეალურად განხორციელდეს გენერალური ინსპექციების რეფორმა, რაც ხელისუფლების მხრიდან ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული გენერალური ინსპექციების რეფორმირებისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარების განუხორციელებლობაში გამოიხატება.
საიას რეგიონული ოფისების როლი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პროცესში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა იურიდიული დახმარება გაუწია ჟურნალისტ ნინო დალაქიშვილს. მან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლში. ჟურნალისტი ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, დაფინანსდა თუ არა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე სახლების ფასადების სარემონტო სამუშაოები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის ადმინისტრაციას დაევალა ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცემა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციის გაცემაში თანხის გადახდა მოსთხოვეს. საიას რუსთავის ოფისის განცხადების საფუძველზე, ჩატარდა დისცი პლინური წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს კახაბერ ქარელს შეეფარდა დისცი პლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.
გორის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს მიერ დაირღვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. მუნიცი პალიტეტის საკრებულოს სხდომები არ ტარდება ღიად, რადგან მოქალაქემ ჯერ საშვთა ბიურო უნდა გაიაროს და შემდეგ იქნეს დაშვებული სხდომაზე. აღნიშნული წესი შემოღებულ იქნა გორის მუნიცი პალიტეტის გამგებლის ბრძანებით, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მიუხედავად საიას გორის ოფისის არაერთგზის მიმართვისა, აღნიშნული კანონდარღვევა გრძელდებოდა პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
2007 წლის 28 მარტიდან ოზურგეთის მუნიცი პალიტეტის გამგეობამ მოქალაქეებს მუნიცი პალიტეტის შენობაში საშვის გარეშე შესვლა აუკრძალა. გამგეობამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე, უფლებამოსილების გადამეტებით, დააწესა შენობაში მოქალაქეთა შესვლის შეზღუდვა. ზემოხსენებული წესი ნორმატიული აქტის სახით უნდა მიღებულიყო და მისი გამოცემა, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს შეეზღუდათ საჯარო ინფორმაციის მიღების, საჯარო სხდომებზე დასწრებისა და შესაბამისი პროექტების წინასწარ განხილვაში მონაწილეობის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიცი პალიტეტის შენობაში, გარდა მუნიცი პალიტეტის გამგეობისა, განთავსებულია: საკრებულო, საჯარო რეესტრი, განათლების რესურს-ცენტრი და სხვა საჯარო დაწესებულებები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა ოზურგეთის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს, დაუყოვნებლივ აღეკვეთა ოზურგეთის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რამაც შედეგი გამოიღო და მოქალაქეებს ამჟამად თავისუფლად, ყოველგვარი საშვის გარეშე, შეუძლიათ მუნიცი პალიტეტის შენობაში შესვლა.
საინფორმაციო ბაზა - „Fair-Play“
ანტიკორუფციული კამპანიის წარმატებით განხორციელებისა და მაქსიმალურად ეფექტური შედეგების მიღწევისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და კორუფციასთან ბრძოლის ის მეთოდები, რომლებმაც წარმატებული შედეგი გამოიღო. კორუფციასთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებათა გაცნობის მიზნით, საიას თანამშრომლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ბრატისლავაში არსებულ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს ანტიკორუფციული ხასიათის კომპიუტერულ პროგრამას. საიას თანამშრომლები გაეცნნენ ამ პროგრამის მუშაობის თავისებურებებს და ჩამოიტანეს პროგრამის ინგლისური ვერსია, რის საფუძველზეც, შეიქმნა ქართული ანალოგი. ამ პროგრამის მონაცემთა ბაზაში განთავსდა თანამდებობის პირების დეკლარაციები, მონაცემები პოლიტიკური პარტიებისა და მათი დამფინანსებლების შესახებ, მსხვილი მეწარმეებისა და ერთ პირთან მოლაპარაკებით წარმოებული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, ასევე, ინფორმაცია პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ. პროგრამის პრეზენტაცია 28 სექტემბერს - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს - სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გაიმართა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჟურნალისტთა ფართო სპექტრი, მათ შორის, უმრავლესობა რეგიონიდან. ფორუმი გახსნეს ევროკომისიის დელეგაციის ელჩის მოადგილემ და ეუთოს წარმომადგენელმა საქართველოში. ეს ბაზა ხელმისაწვდომია საიას ვებ-გვერდზე: www.gyla.ge/fairplay. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოში კვლავაც არასახარბიელო მდგომარეობაა და ჟურნალისტები გამოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას ხშირად თვეებისა და წლების შემდეგაც კი ვერ ახერხებენ, როგორც შეხვედრაზეც აღინიშნა, აღნიშნულ ბაზას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი უნდა გამოუჩნდეს, ვინაიდან მასში აქტიურად გამოქვეყნდება ჟურნალისტებისა და, საერთოდ, დაინტერესებული მოქალაქეებისათვის საინტერესო მასალები.
![]() |
9 ინფორმაციის თავისუფლება, როგორც მედიის იარაღი |
▲back to top |
პროექტის ხანგრძლივობა: 15 აგვისტო - 15 დეკემბერი, 2007 წელი დონორი: ეუთოს მისია საქართველოში
პროექტის I ფაზა: ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე - ჟურნალისტების ფორუმი
პირველად საქართველოში, პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 2007 წლის 28 სექტემბერს საიამ ჟურნალისტების ფორუმი გამართ (http://gyla.ge/?display=news&view=587).
ფორუმის მიზანი იყო:
1. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოწვევების შესახებ მსჯელობა ჟურნალისტებთან ერთად;
2. ანტიკორუფციული მონაცემთა ბაზის („სამართლიანი თამაში“: www.gyla.ge/fairplay) პრეზენტაცია;
3. ევროპის საბჭოში შემუშავებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის პროექტთან დაკავშირებული წერილის საჯარო ხელმოწერა.
ფორუმზე მოწვეული იყო 90 ადამიანი. მონაწილეობა მიიღო 60-მა, მათ შორის იყო 32 ჟურნალისტი ბათუმიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან, გორიდან, თელავიდან და თბილისიდან.
ჟურნალისტების მონაწილეობა რეგიონების მიხედვით:
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის კავშირის, ეუთოსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა. ფორუმი გახსნეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი ჩხეიძემ, საქართველოში ეუთოს მისიის ადამიანური განვითარების ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა გიიომ სიმენსკიმ, ევროპის კავშირის ელჩის პირველმა მრჩეველმა ბატონმა რობინ ლიდელმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ სამართლებრივი პროგრამების დირექტორმა ქალბატონმა თამარ ქალდანმა.
ფორუმზე საინტერესო დისკუსია გაიმართა ჟურნალისტების პრობლემებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სირთულეები სხვადასხვაგვარია რეგიონების მიხედვით. ფორუმზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენციის პროექტის უარყოფითი ასპექტები. საქართველოს კანონმდებლობა, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის კანონმდებლობის მსგავსად, უფრო მაღალ სტანდარტს აყენებს ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ვიდრე ეს კონვენციის პროექტში არის მოცემული, ამიტომაც ფორუმის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს წერილს, რომლითაც ევროპის საბჭოსგან მოითხოვეს უკვე არსებული სტანდარტების გათვალისწინება.
აღნიშნული ფორუმით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოში ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ სხვა ორგანიზაციებს. ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა გამოაქვეყნა საიას მიერ ორგანიზებული ჟურნალისტთა ფორუმის შესახებ ინფორმაცია (www.foiadvocates.net/map2007/ georgia.php), ქართულმა რეგიონულმა მედიამ კი, აქტიურად გააშუქა ჟურნალისტების ფორუმი.
![]() |
10 საკანონმდებლო პროცესებში საიას მონაწილეობა |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მისი საპარლამენტო მდივანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ზოგადად საკანონმდებლო პროცესებში. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა 21 დასკვნა სხვადასხვა კანონპროექტთან დაკავშირებით. ამავე დროს, პარლამენტს წარედგინა 3 საკანონმდებლო წინადადება კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროში შესატან ცვლილებებთან თუ დამატებებთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს, პირველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არსებობის ისტორიაში, საიას მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, დაცვის მხარისათვის წინასწარი გამოძიების პროცესში საქმის მასალების ქსეროასლების გადაღების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, იქცა საკანონმდებლო ინიციატივად და საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს მასზე. ამავე დროს, აქტიურად მიდიოდა მუშაობა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებზე.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნულ ინიციატივაზე მოამზადა დასკვნა, რომელშიც გაანალიზებულ იქნა ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან პროექტის შესაბამისობა. დავიმოწმეთ კომპეტენტურ ექსპერტთა მოსაზრებები, მოვახდინეთ შედარებითი ანალიზი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. დასკვნის პრეზენტაციის შემდგომ საიამ სერიოზული ძალისხმევა მიმართა საპარლამენტო ლობირებისაკენ, რათა აღნიშნული ინიციატივა არ განხორციელებულიყო. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია როგორც პარლამენტში, ისე მედია საშუალებებით. საბოლოოდ, პროექტი მაინც მიიღეს, ვინაიდან ასეთი გახლდათ პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, მისი ამოქმედება გადავადებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების დროისათვის (2008 წლის 1 ივლისი).
სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობდა მუშაობა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე. საია აქტიურად არის ჩართული აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში. ჩვენი ექსპერტები არიან საქართველოს პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები. საანგარიშო წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ორი გასვლითი, სადაც დეტალურად იქნა განხილული საპროცესო კოდექსის პროექტი. საიას ძალისხმევით, დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, გასწორებულ იქნა ასამდე უზუსტობა და ხარვეზი, შეიცვალა წინააღმდეგობრივი მუხლები და პროექტმა შედარებით გამართული სახე მიიღო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საპროცესო კოდექსი კვლავ შეიცავს რამდენიმე მეტად პრობლემატურ საკითხს, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. საიამ აღნიშნულ საკითხებზე მოამზადა სპეციალური მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის, სადაც დეტალურად არის გაწერილი პროექტის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ კვლავ აქტიურად ვმონაწილეობთ დოკუმენტების მიღების პროცესში, ვთანამშრომლობთ უცხოელ ექსპერტებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ამავე დროს, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია უმნიშვნელოვანესი წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება განურჩევლად ყველა მსჯავრდებული პირისათვის აქტიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევის დაუშვებლობას, პოლიტიკური პარტიების მიერ ფარული საარჩევნო რეკლამის შეზღუდვას და სხვა.
საკანონმდებლო პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული იურიდიული დახმარების ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც პერიოდულად იღებდნენ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი და ძირითადი ცვლილებების შესახებ და ამზადებდნენ სამართლებრივ დასკვნებს.
![]() |
11 არჩევნების მონიტორინგი |
▲back to top |
არჩევნების ჯეროვნად და სამართლიანად ჩატარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისათვის. სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, საია კვლავაც აქტიურად მონაწილეობდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების პროცესების მონიტორინგში.
შესაბამისი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ მიერ, საიამ განახორციელა წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი საქართველოს შვიდ რეგიონულ ცენტრში: თელავი, დუშეთი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი და ბათუმი. რეგიონულ ოფისებში იურისტების მიერ განხორციელდა დაკვირვება როგორც ადგილობრივ მედიაში გასულ ინფორმაციაზე, ასევე ადგილებზე, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისა და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი სააგიტაციო ხასიათი ჰქონდა.
წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგად მომზადებულ იქნა სპეციალური ანგარიში, რომელიც დაეგზავნა საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ სუბიექტებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ანგარიშმა მოიცვა შემდეგი საკითხები: 1
თანამშრომლობა ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან;
საარჩევნო აგიტაციისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ნუსხა და საარჩევნო ღონისძიებების განრიგი;
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში;
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
ამომრჩევლის „ფინანსური/მატერიალური დაინტერესების“ („მოსყიდვის“) შესაძლო ფაქტები;
წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
დარღვევები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აგიტაციის დროს.
საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) საქმიანობის მონიტორინგი
პროექტის ფარგლებში ხორციელდება საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზი, რომლის მიზანია კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებთან და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. ამ მიზნით, 2007 წლის 8-10 ივნისს მოეწყო მრგვალი მაგიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები;
2007 წლის აგვისტოში საიამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით და, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა კონკრეტული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ;
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საიას მიერ წარმოებულ იქნა რამდენიმე სასამართლო დავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით;
საიას ინიციატივით, ცესკოს მიერ გამოცემულ იქნა სპეციალური დადგენილება (№37/2006),რომელმაც დაარეგულირა პროცედურა იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილების) არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებით.
საიას მიერ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შეზღუდული სადამკვირვებლო მისია განხორციელდა ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების მისია განხორციელდა რამდენიმე ფორმით: უშუალოდ საარჩევნო პროცედურის დაკვირვება საარჩევნო უბანზე (თბილისი - 80 უბანი, ბათუმი - 28 უბანი), საარჩევნო ოლქების მიხედვით, საარჩევნო უბანთა უმრავლესობის დაკვირვება - მობილური ჯგუფების საშუალებით. საიას დამკვირვებლები მივლენილი ჰყავდა საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს და გასცემდნენ სამართლებრივ კონსულტაციებს.
დაკვირვების შედეგად, საიას დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მიცემულ იქნა ზეპირი მითითებები. საარჩევნო დარღვევებზე ზეპირი მითითებების რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, საიას დამკვირვებლების მიერ მომზადებული და წარდგენილი იქნა წერილობითი საჩივრები. შესაბამისად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში წარდგენილ იქნა 86 წერილობითი საჩივარი.
სადამკვირვებლო მისიის შედეგად მომზადებულ იქნა სპეციალური ანგარიში2 რომელიც მიეწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ სუბიექტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია
პროექტის ფარგლებში საიამ განახორციელა წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისათვის საქართველოს ექვს რეგიონულ ცენტრში: ქუთაისში (2007 წლის 9 იანვარს), ოზურგეთში (2007 წლის 10 იანვარს), ბათუმში (2007 წლის 11 იანვარს), გორში (2007 წლის 15 იანვარს), თელავსა (2007 წლის 17 იანვარს) და რუსთავში (2007 წლის 22 იანვარს).
________________
1 იხ. ანგარიში საიას ვებ-გვერდზე: http://www.gyla.ge/?display=news&view=380.
2იხ. ანგარიში საიას ვებ-გვერდზე: http://www.gyla.ge/?display=news&view=380.
![]() |
12 სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში |
▲back to top |
სასჯელაღსრულების სისტემა და სისტემაში შექმნილი მდგომარეობა კვლავაც რჩება საქართველოს ხელისუფლების აქილევსის ქუსლად, რომელთან დაკავშირებითაც, მრავალი შენიშვნა და გულისწუხილი იქნა გამოთქმული როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ. აღნიშნული პრობლემისადმი გულგრილი ვერც საია დარჩებოდა. 2007 წლის მაისიდან, „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთოს) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს „სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობის გაუმჯობესების“ პროექტს, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების დახვეწა, პატიმართა ინფორმირება მათი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების ხელმისაწვდომობის შესახებ. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს პენიტენციური სისტემის ფინანსურ მონიტორინგს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერების შესწავლის თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში, საიას წარმომადგენლების მეშვეობით, განხორციელებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი, რის შედეგადაც შესწავლილ იქნა დაწესებულებების ფუნქციონირება, საყოფაცხოვრებო პირობები, განხორციელდა ინდივიდუალური ინტერვიუები პატიმრებთან. ამჟამად შემუშავების პროცესშია განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშები, რომლებიც ასახავს რეფორმირების პროცესში მყოფი სასჯელაღსრულების სისტემის როგორც პრობლემატურ სფეროებს, ასევე, მართალია, მცირე დოზით, თუმცა, დადებით ასპექტებსაც. კერძოდ, ყველაზე დიდ რობლემას მთელი სისტემისათვის წარმოადგენს გადატვირთულობა და არასათანადო პირობები დაწესებულებებში, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება პატიმართათვის, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
საიას მიერ წარმატებით იქნა ჩატარებული თბილისის 20 არასრულწლოვანი პრობაციონერისათვის სამდღიანი ტრენინგი პრაქტიკული სამართლის, სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. მათივე მონაწილეობით მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა პრობაციონერების რეაბილიტაციას, მათ ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლო გამოდგა იმ არასრულწლოვანთათვის, რომლებიც ემზადებიან უნივერსიტეტებში სწავლისთვის. პრობაციონერების ტრენინგი დაასრულა სოციალური ხასიათის გასართობმა ღონისძიებამ - კინოთეატრში ფილმის ჩვენებაზე დასწრებამ.
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის, პროექტის ფარგლებში, ითარგმნა სახელმძღვანელო - „პენიტენციური სისტემის მართვა ადამიანის უფლებათა პოზიციიდან“, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ რეფორმასთან დაკავშირებით საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების გადმოცემას პრაქტიკული სახელმძღვანელო წესების სახით.
დღესდღეობით კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ფინანსების საკითხი სასჯელაღსრულების სისტემისათვის, მიუხედავად იმისა, რომ, 2006 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ასიგნებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. აქედან გამომდინარე, პროექტის პრიორიტეტულ პუნქტს წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემის ფინანსური მონიტორინგი, კერძოდ, ხარჯვის კანონიერების შესწავლა, გამჭვირვალობა. ამ მიზნით, გამოთხოვნილ იქნა სხვადასხვა ფინანსური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, ფინანსთა სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის სახით და მიმდინარეობს მათი შესწავლა. პატიმართა მდგომარეობის და მათი უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ინფორმირებისათვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა სოციალური კლიპების სცენარები. აღნიშნული კლიპები უმოკლეს დროში გამოჩნდება საქართველოს სატელევიზიო არხებზე. ასევე, პროექტის ფარგლებში გამოიცემა ბუკლეტები, ბროშურები, რომლებშიც ასახული იქნება, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურასთან, კერძოდ, პატიმართა უფლებებთან.
![]() |
13 იურისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება |
▲back to top |
შექმნის დღიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს იურისტთა პროფესიულ დაოსტატებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. საიას იურიდიული განათლებისა და ტრენინგების ცენტრის მიერ ვარდების რევოლუციამდე განხორციელებულ ალტერნატიულ სასწავლო კურსებს, სწავლების ხარისხსა და ლექტორების კომპეტენციას, ისევე როგორც პრინცი პულ პოზიციას სწავლებასთან მიმართებით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანაში იურიდიული განათლების ფაქტობრივად არარსებობის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მე-3 წელია უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა მიმდინარეობს და უკვე გარკვეული წინსვლაც აღინიშნება, ჯერ კიდევ სახეზეა პრობლემები, რომლებიც ეფექტურ გადაჭრას საჭიროებს. რეფორმის პერიოდი, რომელიც ყოველთვის საცდელია და ან გაამართლებს, ან - არა, ქმნის იმის საფრთხეს, რომ ზიანი მიაყენოს ახალგაზრდებს, რომელთაც სწორედ ამ პერიოდში მოუწიათ სწავლა-განათლების მიღება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველთვის იყო და რჩება იურისტების პროფესიული ზრდის სადარაჯოზე და, უკვე მე- 13 წელია, წარმატებით ართმევს თავს დასახულ ამოცანებს. 10 წლის ფუნქციონირების შემდგომ, საიამ, იურიდიული განათლების მიმართულებით უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად და სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, 2005 წელს დააფუძნა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სტუდენტებთან დაკავშირებული სასწავლო პროცესი ამ უკანასკნელს გადააბარა. ფონდი უკვე მე-3 წელია აქტიურად ფუნქციონირებს.
2006 წლის ოქტომბერში საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამოაცხადა მიღება სასწავლო კურსებზე სამართლის შემდეგ დარგებში: სისხლის, სამოქალაქო, კონსტიტუციური, საერთაშორისო და შესავალი სამართალი. სასწავლო კურსები, ფონდის დაფუძნების დღიდან, გადასულია თვითდაფინანსებაზე და მისი ფასი გასულ წელს 6 თვიანი სასწავლო კურსისათვის განისაზღვრებოდა 200 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, 2 ეტაპიანი გადახდის სისტემით. სასწავლო კურსებზე მოხვედრის სურვილი გასულ წელს გამოთქვა 250-მა ადამიანმა. მისაღები ტესტირების შემდგომ შერჩეული 118 მსმენელი დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
აღსანიშნავია, რომ ფონდი წლიდან წლამდე უფრო და უფრო აუმჯობესებს სასწავლო სტრუქტურას, მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტების აზრსა და რეკომენდაციებს. შემუშავებულია კრედიტებისა და სწავლების სისტემა, სადაც ფასდება როგორც დასწრება, ასევე საშინაო დავალებები, იურიდიული დოკუმენტები, საკურსო ნაშრომები და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწავლება სამაგისტრო პროგრამის გარკვეული მოდელია და, ამასთან, საკმაოდ კარგი საფუძველი იმისათვის, რომ გაიხსნას იურიდიული სკოლა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფონდმა თავისი აქტივობა განახორციელა დებატების მიმართულებით როგორც თბილისში, ასევე საიას რეგიონებში. დებატების კურსები თბილისის პარალელურად მუშაობდა გორში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში და რეგიონების მასშტაბით მოიცვა დაახლოებით 80 მსმენელი. აპრილის თვეში გაიმართა ტურნირი როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე. გამოვლინდა 15 საუკეთესო სპიკერი, ფინალში გავიდნენ ბათუმისა და ქუთაისის გუნდები და გაიმარჯვა ბათუმის გუნდმა. ინგლისურენოვანი დებატი გაიმართა საუკეთესო სპიკერებს შორის და გამოვლინდნენ გამარჯვებულები - 1 თბილისის და 1 ბათუმის დებატების მონაწილე, რომელთაც ფონდმა საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღოთ დებატების საერთაშორისო ტურნირში ჩინეთში, სადაც საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი ტურნირს. ფონდმა აღნიშნული ტრადიცია დანერგა და გამარჯვებულებს ფინანსურად მხარს დაუჭერს, რათა ყოველწლიურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირში.
სრულყოფილ იურისტად ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნით, სასწავლო კურსების ეფექტურ ნაწილს წარმოადგენს მსმენელთა მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელიც სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის. 2007 წლის მაისში უზენაეს სასამართლოში, ფონდის ორგანიზებით, სტუდენტებმა გამართეს 3 იმიტირებული პროცესი სისხლის, სამოქალაქო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. თითოეულ პროცესს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და დარგის სპეციალისტები.
განვლილმა სასწავლო წელმა აჩვენა, რომ უფრო ეფექტური იქნება, თუკი იმიტირებული სასამართლო პროცესი, როგორც დისცი პლინა, თითოეულ სასწავლო კურსს დაემატება და არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. აღნიშნული რეკომენდაცია ფონდისადმი გამოითქვა როგორც ტრენერების, ასევე სტუდენტების მხრიდან. ფონდმა ეს გაითვალისწინა და ახალი სასწავლო წლიდან, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით, თითოეულ ჯგუფში გაკეთდება სპეცკურსი - „სასამართლოში იურისტის გამოსვლის ტაქტიკა“.
მაისის ბოლოს, საბოლოო ტესტირების შედეგად, ფონდის სასწავლო კურსები წარმატებით დაამთავრა 54-მა სტუდენტმა, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი დი პლომები. მათ საია და ფონდი ერთობლივ რეკომენდაციას გაუწევს სხვადასხვა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
იურიდიული კლინიკის პროგრამა
საანგარიშო პერიოდში იურიდიული დახმარების ცენტრში მიმდინარეობდა იურიდიული კლინიკის პროგრამა. კერძოდ, სპეციალურად შერჩეული იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები გადიოდნენ 6 თვიან სტაჟირების კურსს. ამ მიზნით, კონკურსი ჩატარდა ორჯერ. სტაჟიორების ერთმა ნაკადმა უკვე დაასრულა კურსი, მეორე ნაკადი კი, აგრძელებს ცენტრთან ურთიერთობას. სტაჟირების განმავლობაში მათ უწევთ კონსულტანტებისა და ადვოკატებისათვის დახმარების გაწევა, მათ მიერ გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების დაფიქსირება, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, შემოსულ კითხვებზე წერილობითი პასუხების მომზადება. ამასთან, მათთვის საინტერესო საკითხებზე ცენტრის იურისტები პერიოდულად ატარებენ სემინარებს, სადაც ხდება კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა. ცენტრში გაწეული საქმიანობის მიხედვით, ხდება მათი შეფასება და რეკომენდაციების გაწევა სხვადასხვა უწყებაში მუშაობის დასაწყებად. მაგალითად, რამდენიმე სტაჟიორს რეკომენდაცია გაეწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში, თიბისი ბანკში, ექსპერტიზის ბიუროში მუშაობის დასაწყებად.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად იმატა სტაჟირების გავლის მსურველთა რაოდენობამ. ბოლოს ჩატარებულ კონკურსზე განცხადებით მოგვმართა 60-მა პირმა. მათგან, ცენტრის საჭიროებისა და რესურსების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა მხოლოდ 20.
![]() |
14 ბიბლიოთეკა |
▲back to top |
საქართველოში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო სამართლებრივი ბიბლიოთეკა ყოველთვის მიმზიდველი იყო ყველა ასაკის იურისტისთვის. 2007 წელს ჩატარდა ბიბლიოთეკაში არსებული მასალების სრული ინვენტარიზაცია. აღნუსხული წიგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 10969-ს.
2007 წლის მარტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბიბლიოთეკამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის საელჩოს მიერ განხორციელებულ პროგრამაში „ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების განვითარებას საქართველოში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაციას გამოეყო თანხა 2000 დოლარის ოდენობით, რომლის მეშვეობითაც შეძენილ იქნა ახალი ლიტერატურა. წიგნების შერჩევის კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა ასოციაციის თანამშრომელთა ინტერესები.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ივლისის თვეში ტრენინგი ჩაუტარდა საიას ბათუმის ფილიალის ბიბლიოთეკის კოორდინატორს. ტრენინგის მიზანი იყო საიას საბიბლიოთეკო საქმიანობის გაცნობა.
საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა დღეში საშუალოდ 25-40-ს შეადგენდა.
![]() |
15 კომპანია BP-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 40 მილიონიანი გრანტის ხარჯვის მონიტორინგი |
▲back to top |
ფინანსების გამჭვირვალობისა და სახელმწიფო თანხების მართებულად ხარჯვაზე მონიტორინგის კუთხით, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით საია ახორციელებდა საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანია BP-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 40 მილიონიანი გრანტის ხარჯვის მონიტორინგს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა ინფორმაციის გამოთხოვნა შემდეგი საჯარო დაწესებულებებიდან: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
ინფორმაციის გამოთხოვნა მიმდინარეობდა ასევე ბაქო-თბილისიჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და აუდიტორული კომპანია „Deloitte & Touche LLC”-დან, რომელიც პასუხისმგებელია საგრანტო თანხების ხარჯვის პროცესის აუდიტორულ შემოწმებაზე. მიღებულ ინფორმაციას უტარდებოდა სიღრმისეული და დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც, განისაზღვრებოდა იმ საჯარო დაწესებულებების და სფეროების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებდა პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივ მონიტორინგს საგრანტო თანხების მიზნობრიობისა და ხარჯვის პროცედურებთან მიმართებით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა საგრანტო თანხების ხარჯვის პროცესის ამსახველი ინფორმაციის დეტალური და თემატური დამუშავება/ანალიზი.
მონიტორინგის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომზადებული და გამოცემული იქნა ანგარიში „საუკუნის პროექტი და 40 მილიონიანი გრანტის ხარჯვის მონიტორინგი“.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადებულ იქნა საექსპერტო დასკვნა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსათვის საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ 2006 წლის 26 ივლისს ჩასწორებული და განახლებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით“. დასკვნის შინაარსი შეეხება საგრანტო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ცვლილებებს და მათ შესაბამისობას საგრანტო თანხების ხარჯვის პროცედურებთან.
პროგრამის ფარგლებში მომზადებულ იქნა სამართლებრივი დასკვნა: „საქართველოში სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის საკითხების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ხარვეზები და კორუფციის გამომწვევი პრობლემები“. დასკვნაში განხილულია სახელმწიფოს მიერ საგრანტო თანხების ხარჯვის პროცესის პრობლემატური მხარეები და კორუფციის გამომწვევი მიზეზები.
პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიში - „საუკუნის პროექტის და 40 მილიონიანი გრანტის ხარჯვის მონიტორინგი“ და საექსპერტო დასკვნები ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა 2006 წლის 19 დეკემბერს.
2007 წლის 11 აგვისტოს პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან, ასევე, კოალიცია „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” სხვა დამფუძნებელი ორგანიზაციების მიერ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის და, უშუალოდ, კოალიციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
![]() |
16 არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს |
▲back to top |
მონობისა და იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის კვლავაც პრიორიტეტულია. მიუხედავად აღნიშნულ სფეროში მოქმედი არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ კუთხით წარმოებული აქტიური და პრინცი პული ბრძოლისა, სამწუხაროდ, კვლავაც აქვს ადგილი ადამიანებით ტრეფიკინგს და არცთუ იშვიათად. მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გამო, საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია არადამაკმაყოფილებელი იყო, რამაც ბიძგი მისცა საზოგადოებას, აღნიშნული მოვლენის წინააღმდეგ დარაზმულიყო. ტრეფიკინგთან აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლაში საიას, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ სამოქალაქო ორგანიზაციას, წამყვანი და მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
საიას წარმომადგენელი არის „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს“ წევრი და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრეფიკინგთან ბრძოლის 2007-2008 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
1. საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ მსხვერპლთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა. ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის და ქ.ბათუმის იურიდიული დახმარების ცენტრები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლებს, აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უნდოდათ უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრება და სურდათ პირობების ან დამსაქმებლებთან დადებული ხელშეკრულებების გადამოწმება. სამართლებრივი დახმარება გაეწია 152 პირს. აგრეთვე, საიას იურისტები წარმოადგენენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინტერესებს 14 სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეზე.
2. ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების კუთხით განხორციელებული საქმიანობების შედეგად:
შეიქმნა 5 ანტიტრეფიკინგული სატელევიზიო კლიპი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ტრიალებდა საქართველოს სატელევიზიო ეთერში;
მომზადდა, დაიბეჭდა და დარიგდა ბუკლეტი „არა ტრეფიკინგს!“, რომელშიც ქართულად და რუსულად აღწერილია ტრეფიკინგის დანაშაული და მისი შედეგები, ჩამოთვლილია ტრეფიკინგის მსხვერპლის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ის ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს ადამიანმა იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ გახდეს, მითითებულია ასოციაციის და შესაბამისი უწყებების ცხელი ხაზის ნომრები, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების და საელჩოების, ასევე, საზღვარგარეთ იმ არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ტრეფიკინგის სფეროში მუშაობენ. ბუკლეტი დარიგდა მოსახლეობაში, დაიდგა სტენდები ქ. თბილისის აეროპორტში და სარფის და ვალეს სასაზღვრო პუნქტებზე, სადაც განთავსდა აღნიშნული ბუკლეტები. ამასთან, ბუკლეტები გადაეცა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და იმ ორგანიზაციებს, ვინც ტრეფიკინგის სფეროში მოღვაწეობენ;
საიამ გამოაცხადა სკოლის მოსწავლეთა კონკურსი ანტიტრეფიკინგულ თემაზე - რა არის ტრეფიკინგი, როგორ წარმოიშვა იგი და როგორ უნდა ვებრძოლოთ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს მასშტაბით ყველა საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი პრიზები. აქციის მიზანი იყო, მოსწავლეებს და მათ მშობლებს გაეგოთ ტრეფიკინგის საშიშროება და მომხდარიყო ტრეფიკიორის მიერ დაგებულ მახეში მსხვერპლთა გაბმის წინასწარი პრევენცია; მიღებულ იქნა დაახლოებით 260 ნაშრომი, რომლებიც შეაფასა კომისიამ. გამარჯვებული 10 მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და ფასიანი პრიზებით.
3. პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, საია თანამშრომლობს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებით უწყებათაშორის კომისიასთან, გენერალურ პროკურატურასთან, ანტიტრეფიკინგულ ფონდთან, სხვადასხვა სამინისტროსა და დეპარტამენტთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ტრეფიკინგის საკითხებზე.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივად განხორციელებულ აქტიურ ღონისძიებათა შედეგად:
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი წლიური ანგარიშის შესაბამისად, საქართველომ გადაინაცვლა პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აქტიურად იბრძვის ტრეფიკინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად;
მიღებული იქნა 2007-2008 წლების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა;
აღიჭურვა და გაიხსნა თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის ქ.თბილისში. აგრეთვე, ფუნქციონირებს თავშესაფარი დასავლეთ საქართველოში;
გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ;
შეიქმნა ადვოკატთა ბაზა, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საკითხებზე.
![]() |
17 ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან |
▲back to top |
გარდა ტრეფიკინგისა, საია აქტიურად არის ჩაბმული ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2004-2005 წლებში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონპროექტის მომზადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 9 ივნისს. ახალი კანონის სრული და ეფექტური იმპლემენტაციისათვის, აუცილებელი და მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საზოგადოებისათვის ახალი კანონისა და, კანონიდან გამომდინარე, დაცვის მექანიზმების გაცნობა. პროექტი „ოჯახური ძალადობის პრევენცია“ სწორედ ამ მიზანს ისახავდა. კერძოდ, კანონის პოპულარიზაციას ემსახურებოდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული საქმიანობები. მომზადდა 4 საინფორმაციო ბუკლეტი:
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს;
2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და საქართველოს კანონმდებლობა;
3. დამცავი და შემაკავებელი ორდერი;
4. ოჯახური ძალადობის გავლენა არასრულწლოვნებზე.
პროექტით გათვალისწინებული იყო 3 სატელევიზიო გადაცემის მომზადება რეგიონებში. 1 სატელევიზიო გადაცემა მომზადდა და ადგილობრივ სატელევიზიო არხზე გავიდა ქუთაისში, მე-2 სატელევიზიო გადაცემა იგეგმება 2007 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის ქ. გორში და მე-3 სატელევიზიო გადაცემა - ნოემბერში, კვლავ ქუთაისში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში განახორციელა ოჯახში ძალადობაზე წარმოებული საქმეების მონიტორინგი სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა იმის გამოვლენას, თუ რამდენად ეფექტურად დაიწყო საქართველოში იმპლემენტაცია ახალმა კანონმა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, კერძოდ, რამდენად ხშირად მიმართავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კანონით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს (დამცავ და შემაკავებელ ორდერებს). ჩვენ მიერ წარმოდგენილი კვლევა დაფუძნებულია სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოებიდან ოფიციალურად გამოთხოვნილ ინფორმაციაზე და მოიცავს თბილისს, ასევე, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს. კვლევა, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და დაიბეჭდა ბუკლეტის სახით, მოიცავს პერიოდს - 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ივნისამდე.
2007 წლის მაისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო რეგიონული შეხვედრა თემაზე „ძალადობა ქალების წინააღმდეგ“. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრის - EQUITAS-ისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოხსენება გააკეთა სპეციალურმა წარმომადგენელმა იაკინ ერტურკმა. პროექტის მიზანი იყო ქალების დაცვა ძალადობისგან, ამ მიზნით, ურთიერთობის გამყარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო), ასევე იმ მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი.
პროექტის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზების მოძიება, კერძოდ:
ძირითადი მიზეზების დადგენა და სამხრეთ კავკასიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების შემუშავება;
მჭიდრო კავშირების დამყარება სამხრეთ კავკასიაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რათა აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა რეგიონებში;
განვითარების სტრატეგიის პოპულარიზაცია და ქალთა უფლებების დაცვა კონფლიქტურ სიტუაციებამდე და კონფლიქტურ სიტუაციებში, გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის მიზნით.
![]() |
18 მომავალი სიღარიბის გარეშე |
▲back to top |
ალიანსი „მომავალი სიღარიბის გარეშე“, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ჩამოყალიბდა და 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, წარმოადგენს იმ ალიანსის შემადგენელ ნაწილს, რომელიც GCAPის სახელწოდებით და მსოფლიოში ყველაზე დიდ მოძრაობად არის ცნობილი.
პროექტის ფარგლებში 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის ივლისამდე მიმდინარეობდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზისა და იმ სტრატეგიული დოკუმენტების კვლევა, რომელიც სამინისტროებს უნდა შეემუშავებინათ და რომელშიც ასახვა უნდა ეპოვა ათასწლეულის განვითარების მიზნებს, მიზნების შესრულების კონკრეტულ ნაბიჯებთან ერთად. პროექტის ფარგლებში გამოთხოვნილ იქნა დოკუმენტები ყველა სამინისტროდან (გარდა ძალოვანი უწყებებისა), აგრეთვე, განხორციელდა იმ საქმეებისა და შეკითხვების მონიტორინგი, რომლებიც იურიდიული დახმარების ცენტრში (როგორც ცენტრალურში, ასევე რეგიონების მასშტაბით) შემოდიოდა ბაზასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.
2007 წლის 25 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ყველაზე აქტიური და ყველაზე პასიური უწყება ათასწლეულის მიზნების განვითარებისათვის“. შეხვედრაზე მოწვეულ იქნენ ყველა სამინისტროს წარმომადგენლები და კოალიციის „მომავალი სიღარიბის გარეშე“ წევრები. შეკრებაზე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის ანგარიში, დასახელდა ყველაზე აქტიური უწყებები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ყველაზე პასიური უწყების ტიტული წილად ხვდა კულტურის სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს.
პროექტის ფარგლებში 2007 წლის 17 ოქტომბერს ეთნოგრაფიულ მუზეუმში კოალიციამ „მომავალი სიღარიბის გარეშე“ გამართა აქცია-კონცერტი. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები:
33ა
ბაკურ ბურდული
ზუმბა
პანჩო
სალომე კორკოტაშვილი
ფრანი
![]() |
19 იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემატიკა |
▲back to top |
იძულებით გადაადგილებული პირები, მათთან დაკავშირებული სიტუაცია და პრობლემები იყო და რჩება საიას ზრუნვის ობიექტად. პროექტი „სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის გამყარება კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საბინაო პირობების პრობლემის მოგვარებისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ, ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროექტის ძირითადი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სტაბილური გადაწყვეტილებების მოძიება განსახლების პროცესში სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავებით და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით გზით.
კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა მობილიზაცია განსახლების საკითხებზე დიალოგის წარმართვის მიზნით
საკოორდინაციო ჯგუფის მიერ შეირჩა დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების 60 ობიექტი შემდეგი კრიტერიუმებით: 30 ობიექტი - რომლებსაც გააჩნდა მაღალი საპრივატიზაციო ღირებულება და 30 - სავალალო მდგომარეობაში მყოფი კოლექტიური ცენტრი, რომლებიც, კომერციული თვალსაზრისით, არ იყო მიმზიდველი და სადაც განსახლებული იყო დაახლოებით 100 ან მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. წინასწარ შერჩეული მობილიზატორების მიერ კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და ჩამოყალიბდა განსახლების საკითხებზე მომუშავე აქტიური ჯგუფები, რომლებიც თავდაპირველად მოწვეულები იყვნენ 2 დღიან ტრენინგზე. ტრენინგი შეეხებოდა ადვოკატირების პროცესის დაგეგმვას. მოგვიანებით, კიდევ ჩატარდა ერთდღიანი დამატებითი ტრენინგი, რომლის პროგრამაც შემუშავდა წინა ტრენინგებიდან და რეგიონული ქსელური შეხვედრებიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით და ეხებოდა მონაწილეების მიერ დასახული გეგმების განხორციელებას.
კოლექტიური ცენტრების დახურვის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გარშემო დიალოგის უზრუნველყოფის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისადმი ადგილობრივ და ნაციონალურ დონეზე
ორდღიანი ტრენინგების ჩატარების შემდეგ, 22 მაისს - თბილისში, 29 მაისს - ზუგდიდში და 30 მაისს - ქუთაისში, ჩატარდა ქსელური შეხვედრები რეგიონულ დონეზე, რომლებიც ეხებოდა დევნილთა კოლექტიური ცენტრებიდან განსახლების საკითხებს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს კოლექტიური ცენტრების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
2007 წლის 26 ივლისს მოეწყო ცენტრალური ქსელური შეხვედრა თბილისში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრსა და განსახლების აქტივისტთა ჯგუფებს შორის. შეხვედრების მთავარი მიღწევა იყო დიალოგის დასაწყისი დევნილებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. დევნილებს საშუალება მიეცათ, შეეთავაზებინათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მიეღოთ პასუხი კითხვებზე უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან.
იურიდიული კონსულტაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხებზე
პროექტის იურისტები რეგიონების მიხედვით უწევენ იურიდიულ დახმარებას კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს. პერიოდულად ახორციელებენ მობილურ ვიზიტებს პროექტის ფარგლებში შერჩეულ კოლექტიურ ცენტრებში. 2007 წლის სექტემბრის მონაცემებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია 744 დევნილს (აქედან 483 იყო პროექტის ფარგლებში შერჩეული კოლექტიური ცენტრების წარმომადგენელი). კონსულტაციები ძირითადად ეხებოდა განსახლებასა და რეგისტრაცია/გადამისამართებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროექტის განმავლობაში მომზადდა 24 სამართლებრივი დოკუმენტი (განცხადება, შუამდგომლობა, სარჩელი და სხვა). რამდენიმე დოკუმენტი ეხებოდა კოლექტიური ცენტრების სტატუსის გარკვევასა და პირდაპირი მიყიდვის წესით დევნილებისათვის მათ გადაცემას, რაც ცხადყოფს იმას, რომ პროექტში მონაწილე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაიწყეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
საზოგადოების ინფორმირების კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის შესახებ
პროექტის 2 პარტნიორი ორგანიზაციისა და 3 ასოცირებული წევრისაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საზოგადოების ინფორმირების საკითხებზე. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საზოგადოების ინფორმირების სტრატეგია და მისიგანხორციელების გეგმა.
დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მზადდება 3 სოციალური რეკლამა, რომლებიც ოქტომბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.
კანონშემოქმედების/სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მონიტორინგი
პროექტის ფარგლებში ხორციელდება საპრეზიდენტო პროგრამის „ჩემი სახლი“ მონიტორინგი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 20 ივნისის წერილის თანახმად, პროგრამის ამ ეტაპზე ხორციელდება მხოლოდ დეკლარაციის შევსება. საბოლოო მონაცემებით, 47218-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეავსო ქონებრივი დეკლარაცია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2007 წლის 31 მარტის „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ“ №495 ბრძანებაში, რის შედეგადაც კოლექტიურ ცენტრში რეგისტრირებული დევნილი აღარ დაექვემდებარებოდა ცენტრიდან იძულებით გამოსახლებას. ამ ცვლილების საფუძველზე, არაერთი კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან შეჩერდა გამოსახლების პროცესი.
მომზადდა რეკომენდაცია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების“ შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რათა დევნილებს მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ აუქციონში. ამ კანონის მე-3 და მე-13 მუხლების თანახმად, სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების და დასახლებათა გაერთიანების ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საჭიროა, სპეციალურ აუქციონში მონაწილე სუბიექტების ჩამონათვალს დაემატოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა სხვადასხვა ღონისძიებამ ცხადყო, რომ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება იძულებით გადაადგილებული პირების კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებისა და სათანადოდ კომპენსირების საკითხი. ამ პროცესში ხშირად ხდება დევნილთა უფლებების დარღვევა. პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაცია - შემუშავდეს ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელიც დაარეგულირებს განსახლების პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლება-მოვალეობებს. ამ ეტაპზე პროექტის იურისტების მიერ მიმდინარეობს განსახლების წესის შემუშავება, რომელიც განსახილველად მიეწოდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
![]() |
20 ფინანსური ანგარიში |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდი: 2006 წლის 1 ოქტომბერი - 2007 წლის 30 სექტემბერი
საიას ფინანსური ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის მე-13 და მე-14 საერთო კრებებს შორის განვლილ პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროდან გრანტის, შემოწირულობისა და საწევროს სახით მიღებულია 2,521,349.98 ლარი. აღნიშნული თანხა, მიღების წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
დონორები |
ლარი |
ABA |
19,520.41 |
British Embაssy |
13,100 |
CE |
3,829.87 |
CRI |
6,667.36 |
CARE |
21,584.56 |
CILC |
4,450.00 |
CORDAID |
202,448.76 |
DRC |
261,749.00 |
EC/Oxfაm NOVIB |
417,095.46 |
EHRAC |
19,770.25 |
Embessy of the Netherlands |
2,256.68 |
Germაny Embაssy |
14,153.60 |
NED |
30,465.00 |
OSCE |
66,453.95 |
OSGF |
100,003.13 |
OSI |
51,475.95 |
Oxfაm GEO |
14,825.00 |
Oxfაm NOVIB |
862,925.13 |
USAID |
402,754.37 |
საწევრო შენატანი |
2,246.50 |
სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირთა შემოწირულობა |
3,575.00 |
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ასოციაციაში არაერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული იყო 135 თანამშრომელი, მათ შორის - რეგიონებში 67, რომელთა ანაზღაურების საერთო ფონდმა შეადგინა 1,022,279.08 ლარი. ერთჯერადი ჰონორარი გაიცა 306 პიროვნებაზე - საერთო თანხით 179,204.57 ლარი.
კერძო პირებზე გაცემულ ანაზღაურებებსა და ჰონორარებზე დაკავებულ იქნა საშემოსავლო გადასახადი - 154,281.98 ლარი
საანგარიშო პერიოდში ასოციაციის მიერ შეძენილია 69,103.53 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები, მათ შორის, რეგიონებისთვის - 21,373.00 ლარის ღირებულების.
ამავე პერიოდში შეძენილია საოფისე დანიშნულების სხვადასხვა მცირეფასიანი ნივთი 23,020.2 ლარის ღირებულების, მათ შორის, რეგიონებისთვის - 14,740.00 ლარის ღირებულების.
აღნიშნულ პერიოდში ასოციაციის, როგორც ცენტრალური ოფისის, ასევე რეგიონული ოფისების ბიბლიოთეკებისთვის შეძენილ იქნა 6,288.84 ლარის ღირებულების წიგნები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემა.
ასოციაციის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სემინარისა და შეხვედრის მოწყობაში, რომლებიც იმართებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაიხარჯა 90,685.27 ლარი.
ასოციაციის თანამშრომლებისა და წევრების სამივლინებო ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 170,822.72 ლარი.
ასოციაციის ოფისების ქირამ შეადგინა 51,790.74 ლარი.
ამავე პერიოდში ორგანიზაციაში გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა შეადგინა 39,296.82 ლარი, მათ შორის, რეგიონებში - 16,141.43 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ასოციაციის სახსრებიდან ხარჯის სახით მთლიანად დახარჯულია 1,936,153.28 ლარი.
აღნიშნული ხარჯი წყაროების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
დონორები |
ლარი |
ABA |
27,697.70 |
British Embassy |
13,006.19 |
CE |
3,838.10 |
CRI |
72.00 |
CARE |
14,269.01 |
CILC |
13,230.42 |
CORDAID |
115,029.56 |
DRC |
140,567.75 |
EC / Oxfაm NOVIB |
408,071.44 |
EHRAC |
34,985.87 |
Embessy of the Netherlands |
13,207.42 |
Germაny Embassy |
6,751.84 |
NED |
65,753.65 |
OECD4 |
6,474.13 |
OSCE |
16,756.15 |
OSGF |
65,381.14 |
OSI |
79,900.21 |
Oxfam GEO |
10,371.82 |
Oxfam NOVIB |
539,998.66 |
UNFPA |
296.76 |
SAID |
357,976.76 |
საწევრო შენატანი |
2,246.50 |
სხვადასხვა კერძო |
3,575.00 |
______________
1 დონორებისგან OECD და UNFPA საიამ შემოსავალი მიიღო 2005 წელს