ბიზნესი და კანონმდებლობა №10 (2009)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფუტკარაძე სულიკო, მიგრიაული როინ, მახარაძე თამარ, ერქომაიშვილი გულნაზ, ხორავა ანჟელი, შონია ნანა, ბენიძე ნანა, ბიწაძე ჯამბულ, კაკაშვილი ნატალია, ჯანჯალია ბორის, კუნჭულია თამაზ, კოღუაშვილი პაატა, ჭიჭიაშვილი მზია, გურგენიძე კონსტანტინე, გოგორიშვილი დავით, ჯიმშელაძე ეკა, გაბისონია ზვიად, შათირიშვილი ჯამლეთ, ქისტაური შოთა, შუბითიძე ვაჟა
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ოქტომბერი 2009 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო:: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეტ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი) კონსულტანტები:: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური:: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია.



1 ექსპერტის კომენტარი

▲back to top


1.1 როგორ „გამარტივდა“ და „განმტკიცდა“ გადამხდელის უფლებები

▲back to top


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

მორიგი ცვლილებები და დამატებები საგადასახადო კოდექსში

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა, სექტემბერი, 2009)

გადამხდელებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის 1527-რს კანონით საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები შევიდა. 2008 წლის 26 დეკემბერის შემდგომ, ეს უკვე რიგით მესამე და მოცულობითაც ფართომასშტაბიანია -საგადასახადო კოდექსის 50-ზე მეტი მუხლი ნაწილობრივ შეიცვალა ან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველი ახალიცვლილების შემდგომ, საგადასახადო კოდექსი მარტივდება და იხვეწება, თუმცა, ცვლილებებსა და დამატებებშიც გვხვდება ბუნდოვანი, ძნელად გასაგები, ან სრულიად გაუმართავი დებულებებიც. გადახალისდა ან საერთოდ გაუქმდა წინა (2008 წლის 26 დეკემბრის) ცვლილებით დამკვიდრებული მუხლებიც (რაც მათი მიღების ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე მეტყველებს). გადამხდელთათვის მათი აღქმის გამარტივების მიზნით, ვაგრძელებთ საგადასახადო კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებისა და დამატებების მუხლობრივ კომენტარს.

ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ხელისუფლების მიერ ეკონომიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაჟღერებული ახალი ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები ალბათ კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის 1527-რს კანონით საგადასახადო კოდექსში შესული მორიგი ცვლილებები შეეხო ცალკეულიგადასახადებით დაბეგვრის საკითხებსაც, კერძოდ: მნიშვნელოვნად შეიცვალა სსკ-ის 168-ე მუხლი: მისი პირველი ნაწილის „ვ.გ“, „ო“, „ფ“, „ქ“, და „ღ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

.) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისა ან/და ამ ქვეპუნქტის . და . ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/ წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით. აღნიშნული 2-წლიანი ვადა

უძრავი ქონების მიწოდების შემთხვევაში აითვლება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში),როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების მიწოდების ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის;

ო) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება;

ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება“;

ღ) ფიზიკური პირის მიერ ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;

ყ) ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ჰ8 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი..

აღნიშნულმა ცვლილებამ უფრო დააკონკრეტა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებულ ფიზიკურ პირთა შემოსავლების სახეები და განმარტა, თუ რა შემთხვევაში ითვლება აქტივი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად.

. ქვეპუნქტთან დაკავშირებით, გადამხდელებს დამატებით ვაცნობებთ, რომ სკ-ის მე-13 მუხლის (ეკონომიკური საქმიანობა) მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანების თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. გარდა ამისა, ახლა უკვე დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ, ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებულ კომპენსაციებთან ერთად, საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლდა სახელმწიფოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის, გადაცემული ქონების ღირებულებაც.

აღნიშნული168-ე მუხლის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2009 წლის 2 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

„ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი კავშირშია საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტთან. ამდენად, ამიერიდან უკვე ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები და ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილაამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე, თუ ამხანაგობა განაწილებისმომენტისთვის არ არის დღგ-ის გადამხდელი, მაშინ ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები არც საშემოსავლო გადასახადით და არც დღგ-ით არ დაიბეგრება;

საგადასახადო კოდექსში 169-ე მუხლის (მოგების გადასახადის გადამხდელი) მე-2 და მე-3 ნაწილები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

0x01 graphic

2. ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 206- მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ უცხოური პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას ამ კოდექსის206- მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც უცხოური საწარმოსმუდმივი დაწესებულება.

როგორც ჩანს, აქ ცვლილების არსი მიბმულია სკ-ის 206-ე (თანამფლობელობა) მუხლთან, რომელიც ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ამდენად, უპრიანია ვნახოთ, რას განსაზღვრავს 206-ე მუხლი:

1. იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს(წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

2. ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს ამხანაგობის დასაბეგრი მოგება ან ზარალი ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

3. მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა მის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის მის ერთობლივ შემოსავალში, რომელ წელსაც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი

ამ კოდექსის 218- მუხლის შესაბამისად.

5. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისთვის წყაროსთანდაკავებული გადასახადი.

6. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

7. ამხანაგობაში მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 192- მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით.

8. ამხანაგობი ზარალი, რომელიც მიეკუთვნება მის მფლობელს, ამ მფლობელის სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

9. ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურსაკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ ამ ქონების ან/და მომსახურების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად.

10. ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით ამ კოდექსის 217- მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში

წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ახლა უკვე გასაგებია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ამხანაგობის მოგება. კერძოდ,

როგორც ხედავთ, სსკ-ის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს ამხანაგობის დასაბეგრი მოგება ან ზარალი. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა მის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს მის იმ საგადასახადო წლის ერთობლივ შემოსავალში, რომელ წელსაც მოხდა აღნიშნული მოგების მიღება ამხანაგობის მიერ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადოორგანოში რეგისტრირებული გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი ამ კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დაბეგვრისასგადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით მისთვის გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

გადამხდელთათვის რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 206-ე მუხლის მე-6 ნაწილის იხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად, ამხანაგობის ზარალი მისმფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. იგი არ გამოიქვითება ასევე, სხვა ამხანაგობაში მიღებულიმოგებიდანაც. ერთადერთი რის შესაძლებლობაც რჩება ზარალის შემთხვევაში ამხანაგობას არის ის, რომ იგი შეიძლება მფლობელმა გამოქვითოს ამავე ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგებიდან ომავალი წლის/წლების ხარჯზე და იგი განხორციელდება ამ კოდექსის 192- მუხლის მე-2 ნაწილით (5 წლიანი ვადით).

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილები განსაზღვრავენ, რომ ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება განიხილება ამხანაგობის მიერ ამ ქონების ან/და მომსახურების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად. ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო ორგანოს აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, სადაც ნაჩვენები იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მის წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ცხადია გარკვეულად შეიზღუდა იმ პირთა წრე, რომლებიც ცდილობდნენ ამხანაგობის სტატუსზე ამოფარებით გარკვეულად აერიდებინათ თავი საგადასახადო ვალდებულებებისათვის, ერთადერთი რითაც შეგვიძლია დავამშვიდოთ გადამხდელები ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის ამავე კანონის მეორე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

ამ კანონით გათვალისწინებული ამხანაგობების მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შექმნილ ამხანაგობებზე. ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილ ამხანაგობებზე გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ნორმები.

ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილ ამხანაგობებს ამ კანონით მიღებული ნორმების შესრულება არ მოუხდებათ;

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლს, მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ ჩამონათვალს,დაემატა „ს“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ღირებულების განთავისუფლებას მოგებისგადასახადისგან;

საყურადღებოა სკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ხელფასისსახით მიღებულ შემოსავლად (სარგებლად) ითვლება: ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საბაზროგანაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას - საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

როგორც ხედავთ, ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს ჩანაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საშუალო საბაზრო განაკვეთი. იბადება კითხვა, მაშ, რა წესით განსაზღვროს გადამხდელმა საშუალო საბაზრო განაკვეთი? - ალბათ, სავალუტო ბირჟაზე ჩამოყალიბებული განაკვეთის შესაბამისად;

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსით 2009 წლის პირველი იანვრიდან დაქირავებით მუშაობა აღარ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას 175-ე მუხლის სათაურის ყოფილი რედაქციიდან ამოღებულია წინადადება რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და იგი ახალი რედაქციით ასეთნაირად ჩამოყალიბდა:

„მუხლი 175. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები“;

176-ე მუხლის 1-ლ ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

ამ კოდექსისა და ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისადსაკონტროლო შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებისა,აგრეთვე ამავე კანონით განსაზღვრული კონფიდენტის გასამრჯელოსი.

იქიდან გამომდინარე, რომ საკონტროლო შესყიდვის გზით მიღებული საქონლის და მომსახურებისდაბრუნება თავისი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია, აღნიშნული ცვლილების თანახმად, საკონტროლო შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, აგრეთვე, კონფიდენტის გასამრჯელო შესყიდვის განმხორციელებელი პირის მიღებულ შემოსავლად ან სარგებელად არ ჩაითვლება;

177-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა სარგებლის ნაცვლად ჩაიწერა სარგებელი და იგი შინაარსობრივად უფრო გაიმართა;

არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლში (საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითადი საშუალებების მიხედვით), რომელიც უშუალოდ კავშირშია ლიზინგთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებთან. ისინი საკმაოდმასშტაბურია და ამდენად, ვრცელ კომენტარს მოითხოვს. ამასთან, ეს ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის 2010 წლის 1 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, 183-ე მუხლის, აგრეთვე, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჟურნალის მომდევნო ნომრებში ცალკე საუბრის თემები იქნება;

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება შესაბამისი საგადასახადო წლისთვის საქართველოში გადასახადის გადახდისას. ამ მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო რედაქციიდან ამოღებულია სიტყვები: „შემოსავალზე ან“ და ასე იკითხება: ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხებს, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ მოგებაზე საქართველოშიმოქმედი წესითა და განაკვეთებით.“ ასეთი სახეცვლილებით, მოქმედი ნორმის არსი არ შეცვლილა;

საგადასახადო კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 1923 მუხლი (სუსტი კაპიტალიზაცია):

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც პირის ვალის მისივეკაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია.

2. სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევაში პირის მიერ ვალზე გადახდილი ან/და გადასახდელი პროცენტები (განსხვავებული საპროცენტო განაკვეთების არსებობის შემთხვევაში - ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) მისი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ზემოთ აღნიშნული არ ზღუდავს პირის მიერ სუსტ კაპიტალიზაციამდე (თანაფარდობის ქვემოთ) ვალზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლებას.

3. ამ მუხლის დებულებები არ მოქმედებს:

) ფინანსურ ინსტიტუტებზე;

) თუ საწარმოს ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;

) თუ პროცენტის ხარჯი არ აღემატება ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (პროცენტის ხარჯის გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 20 პროცენტს;

) მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ ფიზიკური პირის ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის ვალი გულისხმობს სავალო ვალდებულებებს ნებისმიერი ფორმით, რომელზედაც ხორციელდება პროცენტის გადახდა, გარდა სახელმწიფოსაგან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მიღებული სესხებისა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს

მთავრობის დადგენილებით.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კაპიტალი არის:

) საქართველოს საწარმოსთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას

გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებლების ვალდებულებები, რომლებიც

საწარმოს აქტივს წარმოადგენს;

) უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის: მის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა.

6. სუსტი კაპიტალიზაცია დგინდება საშუალო წლიური თანაფარდობის მიხედვით,

რომლის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ფაქტობრივად, საგადასახადო კოდექსში ეს ახალი ნორმაა, თუმცა, როგორც ხედავთ, სავსებით გასაგებადაა ჩამოყალიბებული. ამიტომ დამატებითი კომენტარისგან ამ ჯერზე თავს შევიკავებთ. დრო გამოცდის მის მოქმედებას და ფინანსთა სამინისტროსმიერ საშუალო წლიური თანაფარდობის მიხედვით სუსტი კაპიტალიზაციის დადგენის წესის განსაზღვრის შემდეგ გვექნება მეტი ინფორმაცია, რომ უფრო საფუძვლიანად ვიმსჯელოთ მის შუქ-ჩრდილებზე;

საგადასახადო კოდექსში დამატებით შევიდა შემდეგი შინაარსის კიდევ ერთი ახალი 1924 მუხლი - ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად არარეზიდენტის მიერ შეღავათებით სარგებლობა:

1. საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად არარეზიდენტის მიერ შეღავათებით სარგებლობისათვისსაგადასახადო ორგანოსთვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევები და შეღავათების მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთამინისტრის ბრძანებით.

ამ დამატების შემოღებამდე, აქ აღნიშნულ საკითხს არეგულირებდა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმებისა და შევსებისი წესის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია (მასში ცვლილებები შევიდა ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის №93 ბრძანებით) და ახლა ამ აქტს საგადასახადო კოდექსის 1924 მუხლით უკვე კანონის ძალა მიეცა;

საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის (პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან)

მე-3 ნაწილის აქამდე მოქმედი რედაქცია მიუთითებდა, რომ ფიზიკური პირისმიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება, ამ ნაწილის ახალი რედაქციით კი კეთდება უშუალო მინიშნება (ისე, როგორც 195-ე მუხლის ნაწილით დივიდენდებთან მიმართებაში), რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები ასევე არ შეიტანება ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად, არც შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. აქვე, 196-ე მუხლის მე-5 ნაწილი რედაქციულად დაიხვეწა და ცალსახად განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი პროცენტის თანხა პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება, თუ ეს უკანასკნელი ასევე არ არის ფინანსური ინსტიტუტი (თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ნორმა საგადასახადო კოდექსში 2008 წლის 26 დეკემბრის №871-რს კანონით შევიდა და ამჟამად, შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა);

ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსის 39-ე თავშიც (გადასახადების ადმინისტრირების წესები), კერძოდ, 217-ე მუხლის (დეკლარაციის წარდგენა) 3-2 ნაწილში. ამ ნაწილში ფაქტობრივად უკვე მეორედ შედის ცვლილება. პირველი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის 11 ივლისის №5280 რს კანონით, რომლის შესაბამისად 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ლ) ქვეპუნქტებში აღნიშნული ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებდნენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას ეროვნული კლასიფიკატორის (NACE) შესაბამისად, ვალდებული იყვნენ ეწარმოებინათ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა, ამასთან ლ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების წარდგენა არ ევალებოდათ;

ახალი რედაქციით 217-ე მუხლის მე-2 ნაწილი ასეთნაირად ჩამოყალიბდა: ამ კარით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნებისათვის, ამ კოდექსის 168- მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის ცხრილის მე-13 სტრიქონში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა, ამასთანავე, მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოონ ჩეკთანგათანაბრებული

დოკუმენტების გამოყენებით..

მოცემული რედაქციიდან გამომდინარე გამოდის, რომ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული წესით აღრიცხვის ვალდებულება დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლს ლ) ქვეპუნქტის მე-13 სტრიქონში აღნიშნულ 50.20 კლასით გათვალისწინებული - ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და რემონტის საქმიანობით დაკავებულ პირებს, ამასთანავე, ისინივალდებული არიანმომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოონ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების გამოყენებით;

0x01 graphic

საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის (მიმდინარე გადასახდელები) მე-3 ნაწილში არსებული ჩანაწერი „5 დღით“ პრობლემებს უქმნიდა გადამხდელებს, რამდენადაც აღნიშნული ნაწილის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმდინარე გადასახდელების გადახდისვადამდე 5 დღით ადრე აცნობებდა, რომ მისი მიმდინარე წლის დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდებოდა გასული წლის შესაბამის შემოსავლებთან (მოგებასთან) შედარებით,მას უფლება ეძლეოდა შეემცირებინა ან საერთოდ არ გადაიხადა მიმდინარე გადასახადის თანხები. იქიდან გამომდინარე,რომ ჩანაწერი „5 დღით“ გულისხმობდა 5 სამუშაო დღეს (ამავე კოდექსის მუხლი 2, პუნქტი 2), მას ხშირად გადამხდელები ვერ აქცევდნენ ყურადღებას და საგადასახადო ორგანოს მიმდინარე გადასახადების დარიცხვის შეჩერებაზე მიმართავდნენ არა 5 სამუშაო დღით ადრე, არამედ 5 დღით ადრე, რითაც ცხადია, ირღვეოდა კანონით დადგენილი ნორმა და ვერც საგადასახადო ორგანოები ვეღარ უვრცელებდნენ აღნიშნულ შეღავათს. სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, სსკ-ის 219 მუხლის მე-3 ნაწილში არსებული ჩანაწერი „5 დღით“ შეიცვალა ჩანაწერით - „5 კალენდარული დღით“, რითაც გადამხდელთათვის არსებული ზემოთხსენებული პრობლემაც მოხსნა;

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 221 მუხლის (დღგ-ს გადამხდელთასავალდებულო რეგისტრაცია) მე-3 ნაწილი. ამიერიდან: პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

როგორც ხედავთ, თუ ამ ნაწილის ყოფილი რედაქციით პირი, რომელიც ვალდებული იყო რეგისტრაციაში გატარებულიყო დღგ-ს გადამხდელად უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დღგ-თი დასაბეგრი შემოსავლების 100 000 ლარზე მიღწევის შემდეგ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა და შესაბამისად, დღგ-ს გადამხდელად ითვლებოდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომდევნო დღიდან, ახლა უკვე დღგ-ს გადამხდელად ითვლება თვით იმ ოპერაციის ჩათვლით, რომლის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. აღნიშნულის შედეგად გამოვიდა ის, რომ გარკვეულ შემთხვევაში თვით 100 000 ლარის შიგნით მოხვედრილი ოპერაციაც კი დღგით დასაბეგრი ხდება. ვფიქრობთ, ეს ცვლილება გადამხდელებმა კარგად უნდა გაიაზრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ, ეს ყველაფერი უფრო გასაგები რომ გავხადოთ, მოვიყვანთ კონკრეტულ მაგალითსაც:

ვთქვათ, პირის დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავლებმა უწყვეტი 12 თვის შიგნით მიაღწია 80,0 ათას ლარს, ამის შემდგომ აქვს ერთი ოპერაცია, რომელიც 21,0 ათას ლარს შეადგენს, ახალი რედაქციის შესაბამისად, ეს 21,0 ათასი ლარიც დღგ-ით დასაბეგრად ითვლება მიუხედავად იმისა, რომ მისი მიწოდების მომენტისათვის პირის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები უწყვეტ 12 თვეში 100 000 ლარს არ აჭარბებდა.

შეიძლება ითქვას, რომ ამით დღგ-ს ადმინისტრირების საკითხი ადრინდელთან შედარებითგამკაცრდა. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ ანალოგიურ მიდგომას ითვალისწინებს: სსკ-ს ამავე 221-ე მუხლის 1 ნაწილის გ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/ და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს. პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე (25.05.2006. N3138) და ეს 100 000 ლარიც მთლიანად დღგ-ით დასაბეგრი ხდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილებებით გამოხატულია ერთნაირი მიდგომა გადამხდელებისადმი განსხვავებულ შემთხვევებში;

ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც: საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ან/და მომსახურების ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ანუ აქ იგულისხმება ის, რომ ამხანაგობაში, ისევე როგორც საწარმოს კაპიტალში (რასაც აქამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა) დღგ-ს გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ან/და მომსახურების ფორმით განხორციელებისას, საწარმო ვალდებულია გატარდეს დღგ-ს გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

ამხანაგობის თაობაზე საგადასახადო კოდექსში შეტანილი დამატებებიდან გამომდინარე, 225-ე მუხლის (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი)მე-2 ნაწილს დაემატა შემდეგი ვ) ქვეპუნქტი: ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონები რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად. ანუ ამ ნორმის თანახმად, ამიერიდან დღგ-ით დაბეგვრისობიექტია ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად და იბეგრება დღგ-ით;

სსკ-ის 229-ე მუხლის პირველ ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: დასაბეგრი იმპორტის თანხა ტოლია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების (გარდა დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისას გადახდილი საბაჟო მოსაკრებლისა) თანხების ჯამისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად. როგორც ხედავთ, ამ ცვლილების

შესაბამისად, დასაბეგრი იმპორტის თანხის განსაზღვრისას არ მონაწილეობს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადახდილი მოსაკრებელი და ამით ნორმა უფრო დაკონკრეტდა;

0x01 graphic

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ასე ჩამოყალიბდა: იმ საქონლის იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის

(მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი; პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებით შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო- თბილისი-

ჯეიჰანის და ბაქო- თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა; საქართველოს საბაჟო კოდექსის 128- მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა.

განხორციელებული ცვლილებებით ეს ნორმა შესაბამისობაში მოვიდა საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლთან, ახალი რედაქციის შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის 1 ნაწილის „შ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სიტყვები გემებისა და საფრენი საშუალებების დროებითი შემოტანა;

ამავე მუხლიდან ამოღებულია „ჰ4“ ქვეპუნქტი, რაც განპირობებულია იმით, რომ იგი პირდაპირ უკავშირდებოდა 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ (ფიზიკური პირების საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების) საკითხს და იწვევდა გადამხდელის მიერ აღნიშნული ჩანაწერისარასწორ ინტერპრეტაციას. ამჟამად, ეს პრობლემა მოიხსნა - ცვლილებამ დააკონკრეტა საფუძველი და გასაგები გახადა ნორმა;

კოდექსის 230-ე მუხლს დაემატა „ჰ6“, „ჰ7“, „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტები:

6) მიწის მიწოდება;

7) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/ განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა;

8) ამხანაგობის მიერ მის წევრზე (თანამფლობელზე) ქონების გადაცემა (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი;

9) ამ მუხლით განთავისუფლებული საქონლის ლიზინგით გაცემა..

აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა, რომ მიწის მიწოდება (რა თქმა უნდა ცალკე, თუ მასზე არ არის დამაგრებული შენობა- ნაგებობები) განთავისუფლებულია დღგ-საგან, ამის აუცილებლობა კი როგორც ადრე (წინა წერილშიც) აღვნიშნეთ, იმან განაპირობა, რომ კოდექსში ადრე არსებული ნორმის მიხედვით, ფული და მიწა არ წარმოადგენდა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. სიტყვა „მიწა“ უკვე ამოღებულია. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, „ჰ7“ და „ჰ8“ ქვეპუნქტების დამატებით კონკრეტულად განისაზღვრა, რომ დღგ-საგან განთავისუფლებულია: ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა და ამხანაგობის მიერ მის წევრებზე (თანამფლობელებზე) ქონების გადაცემა (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა გადანაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი.

„ჰ9“ ქვეპუნქტის დამატებით კი განისაზღვრა 230-ე მუხლით დღგ-საგან განთავისუფლებული საქონელი დღგსაგან თავისუფლდება ლიზინგით გაცემის შემთხვევაშიც(მიუხედავად იმისა, რომ ლიზინგი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს);

საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული იქნა 236-ე მუხლი -საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავების პროდუქტის ან განთავისუფლებული საქონლის) საქართველოს ტერიტორიიდან გატანისდაბეგვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა განვმარტოთ, რომ საქონლის გადამუშავების დროს გადამუშავების პროდუქტის ან დამუშავებული საქონლის ტერიტორიიდან გატანა ისედაც დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, რამდენადაც იგი საბაჟო ტერიტორიიდან გადის მხოლოდექსპორტით, ექსპორტი კი თავისთავად ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო თუ გადამუშავებული საქონელი ტერიტორიიდან გაიტანება რეექსპორტით, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის 1 ნაწილისმიხედვით, ის რეექსპორტირებულ უნდა იქნას არა ნულოვანი განაკვეთით, არამედ საბაჟო გადასახდელებისაგან განთავისუფლებით ან გადახდილი თანხის დაბრუნებით ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით. ამდენად, ამ ცვლილებით,არსებული ხარვეზი გასწორდა;

238-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვები: მათ შორის ლიზინგით, ლიზინგის, სალიზინგო და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დღგ-ის გადამხდელის მიერქონების იჯარით გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.“ საკითხი დაკავშირებულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერასა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებასთან. ამდენად, ეს მუხლი უთითებს თუ რა უნდა იყოს ოპერაციის განხორციელების დრო. ქონების იჯარით გაცემისას, ყველა შემთხვევაში ის თვის ბოლო სამუშაო დღეს არ სცილდება.

241-ე მუხლი (უკუდაბეგვრა) მე-4 ნაწილში ჩამოყალიბდა შემდეგირედაქციით: თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციისწარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსახურება. ამასთანავე, დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/ და საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ზედმეტად გადახდილი თანხის დღგ-ის უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის შესახებ ითვლება საგადასახადო ანგარიშფაქტურად და დღგ-ის გადამხდელს უფლებას აძლევს, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის ან/და უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის საანგარიშო თვის მიხედვით.

როგორც ხედავთ, უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის გადახდის ანგარიშზე თანხის გადატანის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება დღგ-ს ანგარიშზე თანხის გადატანის შესახებ მიიჩნევა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად, რის საფუძველზეც გადამხდელი მიიღებს დღგ-ს შესაბამის ჩათვლას.

243-ე მუხლს (შერეული ოპერაციები) დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „ მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა- ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა- ნაგებობის მიწოდებად, რომლითაც დაზუსტდა თუ რა იგულისხმება დღგითდაბეგრის მიზნებისათვის მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა- ნაგებობების მიწოდებად, ანუ ასეთ შემთხვევაში ის უნდა განვიხილოთ როგორც შენობა- ნაგებობის მიწოდება.

გარკვეულად დაიხვეწა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 247-ე (დღგ-ის ჩასათვლელი თანხა) მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილები, აქვედამატებით შევიდა მე-7 ნაწილი:

2. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების ან/ და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება

დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.;

5. თუ საქონელი/ მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა განთავისუფლებულ ოპერაციებში ან იმ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/ მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225- მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას ჩასათვლელი დღგ-ის თანხის იმ ნაწილზე და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, დღგ-ის გასაუქმებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდასაქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225- მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის პროპორციულად.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში წლიური დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/ მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4

ნაწილსა და 225- მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით.

7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, თუ ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემიდან4 კალენდარული წლის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციების ჯამი მეტია განთავისუფლებული ოპერაციების ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225- მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჯამზე, პირს უფლება აქვს მთლიანად ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ შემდგომ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის გარეშე.“ ეს შესწორება ძალაში შედის 2010 წლის 1 იანვრიდან. არ გვინდა მოვლენებს გავუსწროთ, თუმცა დეტალური კომენტარის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებამ გარკვეული სიცხადე შეიტანა დღგ-ს ჩათვლის მიღების პროცედურაში. უფრო კონკრეტულად ამ საკითხებზე თემატური განმარტებები ჟურნალის მომდევნო ნომრებში გამოქვეყნდება.

(გაგრძელება იხ. მომდევნო ნომერში)

1.2 როგორ „ვიცავთ“ მეწარმის ინტერესებს?!

▲back to top


0x01 graphic

როინ მიგრიაული

სამართლის დოქტორი, კავკასიისა და საქართველოს
უნივერსიტეტების სამართლის სკოლის
პროფესორი

გადახდისუუნარობის ახალი კანონის შუქ-ჩრდილები

სამართლის ახალი დარგის, ან ინსტიტუტის შემოღება ქვეყნისთვის და მისი სუბიექტებისთვის მისაღები იმ შემთხვევაში ხდება, თუკი იგი სამართლის აღიარებულ და ძირეულ პრინციპებს ეფუძნება. სწორ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სამართლის დარგები და ინსტიტუტები შემდგომში უკვე ადვილად ინერგება პრაქტიკაში. ამის საუკეთესო მაგალითია მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში შემოღებული ანდა სამართლის განახლებული ისეთი დარგები, როგორიცაა: სამეწარმეო და კორპორაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ფასიანი ქაღალდების სამართალი, გაკოტრების სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სააღსრულებო სამართალი და სხვ.

2007წ. 15 აგვისტოდან საქართველოში ამოქმედდა კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ (გადკა), რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2007. 28 მარტს მიიღო. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე ძალა დაკარგა 1996. 25 ივნისს მიღებულმა კანონმა გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ1. გადახდისუუნარობის ახალმა კანონმა სათავე დაუდო საქართველოში სრულიად ახალი და განსხვავებული სამართლის დარგის - გადახდისუუნარობის სამართლის - შემოღებასა და განვითარებას.

გადახდისუუნარობის სამართლის შემოღებით ქართული სამართლის სივრციდან გაძევებული იქნა გაკოტრების სამართალი - ეს ერთ-ერთი უძველესი და სამართლის ტრადიციული დარგი, რომელიც სათავეს რომის სამართალში იღებს. გაკოტრების სამართლის გაუქმებით ტრადიციულ უმაღლეს სასწავლებლებში ასევე შეწყდა სამართლის ამ დარგის სწავლება

რა ამოძრავებს კანონს?!

2007წ. შემოღებული გადახდისუუნარობის სამართალი, თავისი ხელოვნურობის გამო, ალბათ, ვერ ითავებს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ფუნქციას. გადახდისუუნარობის ახალ კანონს ვერც იმის პრეტენზია ექნება, რომ შეასრულოს გაკოტრების სამართლის, ან თუნდაც ვალაუვალობის (იგივე ინზოლვენცის2) ტრადიციული სამართლის ფუნქციები. გაკოტრების (ინზოლვენცის) სამართალი მოწოდებულია, გადაარჩინოს და ფინანსური სიძნელეებიდან გამოიყვანოს ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი თითქმის ყველა (!!) მოვალე3. ხოლო გადახდისუუნარობის ქართული სამართალი შერჩევითი სამართალია. მისთვის საინტერესო არ არის ისეთი მოვალე, რომელსაც არ ჰყავს კრედიტორი არანაკლებ 50 000ლარის მოთხოვნით, ანდა რომელსაც არ შესწევს უნარი, გადაიხადოს სადეპოზიტო თანხა არანაკლებ 5 000 ლარის ოდენობით. ასეთი მიდგომითგადახდისუუნარობის ახალმა სამართალმა მოწესრიგების არეალიდან საერთოდ გამორიცხა მცირე და საშუალო საწარმობი, ხოლო იგი მომხიბვლელი მხოლოდ მსხვილი და დიდი დავალიანების მქონე საწარმოებისათვის აღმოჩნდა. ასეთები კი საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა4. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ახალი კანონი მიღებული იქნა მხოლოდ რამდენიმე და ისიც დიდი საგადასახადო დავალიანების მქონე საწარმოსათვის.

აშკარად ხელოვნურია ახალი კანონის მიზნებიც, რომლებიც პირველსავე მუხლშია გაცხადებული. ესენია: მოვალისა და კრედიტორების ინტერესებისთანაბარზომიერი დაცვა, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება5. თითქოს კეთილშობილური მიზნებია, მაგრამ თუკი გავაანალიზებთ კანონის სხვა ნორმებსა და მისი მოქმედების ერთ წელზე მეტ პრაქტიკას, სულ სხვა დასკვნამდე მივალთ: მსხვილი საწარმოების მიმართ აღძრული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებიც ახალი კანონის მოქმედების პერიოდში დაიწყო, ვერა ვითარ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ ვერც მოვალის და ვერც კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერ დაცვას. ამასთან, აღნიშნულ წარმოებებში უზრუნველყოფილი იქნება (ისიც ნაწილობრივ!) მხოლოდ ერთადერთი მსხვილი კრდიტორის - საგადასახადო ორგანოს, ანუ სახელმწიფოს ინტერესების დაცვა.

საეჭვოა ისიც, რომ ახალი კანონისფარგლებშიშესაძლებელი გახდეს მოვალის ფინანსურისიძნელეების გადაჭრა. ეკონომიკურად და ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოვალის გადარჩენის, ანუ რეაბილიტაციის ღონისძიებები დეტალურად იყო გაწერილი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონში (გაწკა). რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ამ კანონის თანახმად ან მოვალისა და კრედიტორების ურთიერთშეთანხმების შედეგი იყო, ანდა სამომრიგებლო კრებაზე კრედიტორთა ყველა ჯგუფის მონაწილეობით მტკიცდებოდა6, შეიცავდა ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებს. სამომრიგებლო კრებაზე კრედიტორთა ხმათა უმრავლესობით შეიძლება დამტკიცებულიყო მოვალისგადარჩენის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: მესამე პირისთვის საწარმოს სამართავად გადაცემა, სანაციური საზოგადოების შექმნა,ვალების გადავადება და სხვ. ყველა ეს ღონისძიება მიმართული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში მოვალის როგორც სამართლის სუბიექტის გადასარჩენად, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში - მოვალის სიცოცხლისუნარიანი საწარმოების საქმიანობის გასაგრძელებლად. ხოლო მოვალის საწარმოების გაგრძელებით შენარჩუნდებოდა არა მხოლოდ სამუშაო ადგილები, არამედ გაგრძელდებოდა ეკონომიკური სიკეთეების შექმნა და საბოლოო ჯამში, საგადასახადობრუნვაში დარჩებოდა გადასახადების გადამხდელი სუბიექტი.

გადახდისუუნარობის ახალი კანონით გართულებულია რეაბილიტაციის გეგმის მიღება. იგი შემდეგი პროცედურებისაგან შედგება: ჯერ, კრედიტორებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაზე, შემდეგ - რეაბილიტა ციის გეგმის მომმზადებელმა პირმა კონსულტაციები უნდა გამართოს კრედიტორებთან და მოვალესთან, რეაბილიტაციის გეგმა უნდა განიხილოს და მოიწონოს მომრიგებელმა საბჭომ, შემდეგ - მომრიგებელმა საბჭომ, თავის მხრივ, კონსულტაციები უნდა გამართოს კრედიტორებთან, მოვალესთან და რეაბილიტაციის მმართველთან7, და ბოლოს-მომრიგებელი საბჭოს მიერ მოწონებული რეაბილიტაციის გეგმა უნდა დაამტკიცონ უზრუნველყოფილმა კრედიტორებმა (?!)8. რეაბილიტაციის გეგმის მიღების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება ან მომრიგებელ საბჭოში, ანდა უზრუნველყოფილ კრედიტორებში, რაც დროში კიდევ უფრო გადასწევს რეაბილიტაციის გეგმის მიღებას. ხოლო თუკი რეაბილიტაციის გეგმა მაინც იქნა მიღებული, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. მაგალითად, გეგმა უნდა შეიცავდეს მოვალის ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს იმის გათვალისწინებით, რომ მისი განხორციელებისას მოვალე დაძლევს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას9. მაშასადამე, ახალი კანონით მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრაზე დაფუძნებული რეაბილიტაცია ძირითადში მიმართულია გადახდისუუნარობის საფუძვლების დაძლევისაკენ, რისი მიღწევაც გაბერილი საგადასახადო ვალდებულებებისა და მკაცრი საგადასახადო პოლიტიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე მოვალის ვალებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას10. თუმცა, მოვალის ვალებისგან გათავისუფლებაც არ შეიძლება მივიჩნიოთ მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო ღონისძიებად, ვინაიდან იგი არ არის მიმართული მოვალის საწარმოების, როგორც ეკონომიკური სუბიექტების, გადარჩენისკენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიებაც ნაკლებად განხორციელებადია, ვინაიდან იგი ყველა კრედიტორის თანხმობით უნდა იყოს მოწონებული. რამდენიმე ათასი ან თუნდაც ასეული კრედიტორის არსებობის პირობებში ასეთი თანხმობის მიღწევა კრედიტორს შორის თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. მაგალითისათვის, სს „ენერგია XXI“-ის გადახდისუუნარობის წარმოებაში კრედიტორთა რიცხვი 32.000 სუბიექტს აღემატება11. ყველნაირ ფანტაზიის სცილდება ამდენი კრედიტორისგან თანხმობების მიღება. მართალია, გადახდისუუნარობის ახალი კანონი მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრას შესაძლებელ შემთხვევას უკავშირებს, მაგრამ, ცხადია, რომ ასეთი შესაძლებლობა პრაქტიკულადაც გამორიცხულია.

ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ახალი კანონის მიხედვით პრაქტიკულად აღსრულდეს, არის მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული ამონაგების კრედიტორებზე განაწილება. აღნიშნული გარემოება კი ყოველთვის დადგება, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, ვერასდროს ვერ მოხერხდება მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა.

გარდამავალ პერიოდში გაკოტრებისა და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების პრობლემები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადახდისუუნარობის კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა გაკოტრების კანონი. თუმცა, ახალმა კანონმა 1-წლიანი გარდამავალი პერიოდი დაადგინა გაკოტრებისა და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი იმ საწარმოებისთვის, რომლებიც გაკოტრების კანონის საფუძველზე იყო დაწყებული, მაგრამ - დაუსრულებელი12. გარდამავალი პერიოდი გრძელდებოდა 2008წ. 15 აგვისტომდე. მაშასადამე, გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა როგორც გაკოტრების საქმისა და რეაბილიტაციის წარმოებები, ისე - გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებები.

0x01 graphic

გარდამავალი ეტაპის შემოღებით გაკოტრების კანონის ინსტიტუტებს არსებობა მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. ამ ერთწლიანი პერიოდის შემოღებით რეაბილიტაციისა და გაკოტრების რეჟიმში მყოფ სუბიექტებს მიეცათ მკაცრად განსაზღვრული დავალება, რომ გარდამავალ პერიოდში დაესრულებინათ რეაბილიტაციისა და გაკოტრების წარმოებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადის ამოწურვისთანავე მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო გაკოტრების კანონის მოქმედება და ისინი ახალი კანონის მიხედვით გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე უნდა გადასულიყვნენ13.

წარმოების დასამთავრებლად ერთწლიანი ვადის დაწესებით კანონმდებელმა გაკოტრებისა და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოები, კერძოდ, კი გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა, რამაც შემდგომში პრაქტიკაშიც იჩინა თავი. გაკოტრებისა და სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთწლიანი პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რათა ორდინარულად, ყველა პროცედურის დაცვით დასრულებულიყო გაკოტრების კანონით ინიცირებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესები.

გარდამავალმა პერიოდმა გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველებს სხვადასხვა ეტაპზე მიუსწრო: ზოგი მოთხოვნების დაზუსტებითა და მათი განხორციელებით იყო დაკავებული, ზოგი - გაკოტრების მასის რეალიზაციით, ზოგი - სასამართლო პროცესებით, ზოგი - საბოლოო ანგარიშის წარდგენით და ა.შ. ახალმა კანონმა, სამწუხაროდ, ეს გარემოებები არ გაითვალისწინა და ყველა მმართველს მოჭრით მოსთხოვა გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეების დასრულება და ახალ წარმოებაზე გადასვლა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრების წინაშე 2008წ. 16 აგვისტოს საბოლოო ანგარიშის წარსადგენად ემზადება. გაკოტრების ძველი რეჟიმით ესაა ეტაპი, როდესაც გაკოტრების მმართველს დასრულებული აქვს მასის რეალიზაცია, აკუმულირებული აქვს რეალიზაციიდან ამონაგები თანხები და აპირებს დამტკიცებული გაკოტრების ტაბულის მიხედვით მათ განაწილებას. ამ დროს, გადახდისუუნარობის კანონი მას ავალდებულებს, რომ გადავიდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გაკოტრების მმართველმა ამონაგები უნდა გაანაწილოს ახალი კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, რომელიც მოთხოვნათა დაკმაყოფილების სრულიად სხვა რიგითობას ადგენს. ასეთ შემთხვევაში აშკარად ირღვევა როგორცმუშაკების ინტერესები, რომლებიც გაკოტრების ტაბულის სათავეში იყვნენ მოქცეულნი, ისე - მომწოდებელთა ინტერესები, რომლებიც, გაკოტრების ტაბულის მე-3 რიგში განთავსებით კრედიტორებად მიიჩნეოდნენ. ახალი კანონის მოთხოვნათა რეესტრით კრედიტორთა ეს ორი კატეგორია რეესტრის ბოლო რიგში განთავსდა, რითაც მათი დაკმაყოფილების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდა.

წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, როდესაც გაკოტრების მმართველი 2008წ. 16 აგვისტოს ატარებს აუქციონს, სადაც გასაყიდად გამოაქვს მოვალის მთლიანი ქონება უდიტორის მიერ დადგენილი ღირებულებით, ვთქვათ, 50.000 ლარით. ყველა კრედიტორის მოთხოვნა გაკოტრების არსებულ წარმოებაში 1 მლნ. ლარს აღემატება. ახალი კანონის მიხედვით, გაკოტრების მმართველი ვალდებულია აუქციონზე მოვალისქონება არა უკვე გამოცხადებული ღირებულებით გაყიდოს, არამედ 1 მლნ. ლარად, როგორც ამას ავალდებულებს გადახდისუუნარობის კანონი14. ამ დროს თუკი დავუშვებთ, რომ აუქციონში მონაწილე პირებს უკვე გადახდილი აქვთ ბე პირველად გამოცხადებული ღირებულების მიხედვით, მაშინ გაკოტრების მმართველი მათ წინაშე მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს გარემოება კი, სამწუხაროდ, კანონის ავტორებს არ გაუთვალისწინებიათ.

განხილვის ღირსია შემდეგი სიტუაციაც. დავუშვათ, რომ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილი იყო ზედავალიანების საფუძვლით და იგი წარიმართა ყველა პროცედურის დაცვით: გაკოტრების წარმოებაში ჩაბმულნი იქნენ კრედიტორები, ჩატარებული იქნა კრედიტორთა კრებები, გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა დებიტორთა მოთხოვნები და მასაში მოზიდული იქნა მნიშვნელოვანი თანხები, რეალიზებული იქნა მასაში შემავალი ნივთები და ა.შ. 2008წ. 15 აგვისტოს შემდეგ ახალი კანონი გაკოტრების მმართველს ავალდებულებს გადახდისუუნარობის წარმოებაზე გადასვლას, რომელიცსაერთოდ არ ითვალისწინებს ზედავალიანებას - როგორც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველს15. ფაქტობრივად, სახეზეა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რომელზეც გადაწყვეტილება მომრიგებელმა საბჭომ უნდა მიიღოს16. ხოლო ასეთი ორგანოს არსებობას კი გაკოტრების კანონი არ ითვალისწინებდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

___________________

1. შდრ. გადკა, მუხლი 57

2. გერმ. Insolvenzrecht, ინგლ. incolvency law

3. მართალია, ზოგიერთი ქვეყნის გაკოტრების სამართალი ფიზიკურ პირებს არ მიიჩნევს გაკოტრების სუბიექტებად (მაგ. საფრანგეთი), მაგრამ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მოვალე-მეწარმეების მიმართ მიდგომა მაინც ერთიანია.

4.მაგალითად, 2007-2008 წლებში დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“, სს „ქუთაისის ავტოქარხნის“, სს „ენერგია“ XXI“- ის, შპს „საქართველოს ელექტროსისტემის“, სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის» მიმართ

5. გადკა, მუხლი 1

6.შდრ. გაწკა, მუხლები 24 და 252

7. გადკა, მუხლი 46

8. გადკა, მუხლი 47

9. შდრ. გადკა, მუხლი 46.3

10. შდრ. გადკა, მუხლი 49

11. ინფორმაცია აღებულია მეურვის ანგარიშიდან.

12. გადკა, მუხლი 56.2

13. გადკა, მუხლი 56.3

14. შდრ. გადკა, მუხლი 38.9

15. შდრ. გადკა, მუხლი 13

16. გადკა, მუხლი 34.1

2 მენეჯმენტი

▲back to top


2.1 იყო კარგი მენეჯერი, ნიშნავს მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება

▲back to top


0x01 graphic

თამარ მახარაძე,
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

0x01 graphic

გულნაზ ერქომაიშვილი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ნებისმიერ ორგანიზაციაში მენეჯერთა სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებაზე იხარჯება. ამდენად, მენეჯერს უნდა ჰქონდეს ეფექტურიგადაწყვეტილების მიღების უნარი, უნდა შეეძლოს კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ოპტიმალური მოქმედებების კურსის ჩამოყალიბება.

გადაწყვეტილების მიღებას მენეჯერები ეტაპობრივად აწარმოებენ, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდებსა და მოდელებს იყენებენ.

გადაწყვეტილების მიღება არის პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება არსებული ვარიანტებიდან და ალტერნატივებიდან ყველაზე მისაღების შერჩევა. იგი მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: პრობლემები, მიზნები, ალტერნატივები და გადაწყვეტილებები.

პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება ერთი და იგივე პროცესის ორი მხარეა.

  • პრობლემის გადაჭრა პასუხობს კითხვაზე რა მოხდა?

  • გადაწყვეტილების მიღება პასუხობს კითხვაზე როგორ გამოვასწორო ეს?

პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების მოდელი თერთმეტი ეტაპისგან შედგება (ნახაზი 1). თითოეული ეტაპი გამოსახულია კითხვით ფორმაში. პირველი ხუთი ეთმობა პრობლემის ანალიზს, ხოლო მომდევნო ექვსი დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან. მოკლედ განვიხილოთ ყველაეტაპი:

  • როგორია მიმდინარე სიტუაცია ორგანიზაციაში? სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ?

  • რა არის მიუღებელი? მოიცავს სხვადასხვა ხასიათის პრობლემურ საკითხებს, რომელიც მეტნაკლებად თითქმის ყველა ორგანიზაციაში გვხვდება. მაგალითად, პროდუქციის დანაკარგები, მაღალი ფასი, ათასგვარი გაუთვალისწინებელიშემთხვევები.

  • რამ გამოიწვია ეს? ანალიზი იმისა, თუ როდის წარმოიქმნა პრობლემა, რა ვითარებაში და სად; რამდენად ხშირად განმეორებადია ეს პრობლემა. უნდა გაირკვეს და შეფასდეს პრობლემის წარმოშობის შესაძლო მიზეზები, რომ დავინახოთ , რატომ იქმნება ეს სიტუაცია (იხ. ნახ. №1).

  • რა შესაძლო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს პრობლემის გადაუჭრელობამ?

  • ამ კითხვაზე პასუხი დაგვანახებს, საჭიროებს თუ არა საკითხი სასწრაფოდ მოგვარებას და არის თუ არა პრობლემ დიდი და იმდენად რომ მაკორექტირებელი მოქმედება გამართლდეს.

  • ვისთვის არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი? ორგანიზაციაში თითოეულ თანამშრომელს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა ევალება. გადაწყვეტილებების მიღების დონის მიხედვით, ისინი შეიძლება შეეხებოდეს მთლიანად ორგანიზაციას, მის სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და ფუნქციონალურ სამსახურს ან ცალკეულ თანამშრომელს. შესაბამისად, უნდა გამოვლინდეს - ვინ არის ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი და ვინ უნდა განახორციელოს შესაბამისი მოქმედება.

  • რა მიზანს უნდა მიაღწიოს ამ გადაწყვეტილებამ? უნდა მოხდესმიმდინარესიტუაციის შეფასება და განისაზღვროს, თუ რატომ არის ის მიუღებელი და სიტუაციის შეცვლით რა მიზანი იქნება მიღწეული.

  • რა შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს? ყველა ორგანიზაციას გააჩნია ლიმიტირებული რესურსები - ეს იქნება შეზღუდული ფინანსები, დრო თუ სხვა ხელთ არსებული რესურსები.

  • რა ალტერნატივები არსებობს? ამ ეტაპზე წარმოდგენილია სხვადასხვა ალტერნატივები.

  • რომელია მათ შორის საუკეთესო ორგანიზაციისთვის? ყველა ალტერნატივა უნდა შედარდეს იმ მიზანთან, რომელიც დასახულია და უნდა აირჩეს ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას დასახულ მიზანთან.

0x01 graphic

  • როგორ უნდა განვახორციელოთ მიღებული გადაწყვეტილება? მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მოითხოვს სამოქმედო გეგმას, საჭირო რესურსების ანალიზს, ბიუჯეტისა და დროის ფაქტორის განსაზღვრას, მონიტორინგსა და კონტროლს.

  • რა ვისწავლეთ პრობლემის გადაჭრის პროცესში? ნებისმიერი პროექტის დასრულების შემდეგ, ბოლო ეტაპი არის მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობის გადახედვა, გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად საბოლოო ცვლილებების შეტანა, და ბოლოს აუცილებელია დასკვნების საბოლოო გაკეთება, თუ რამდენად გაამართლა მიღებულმა გადაწყვეტილებამ.

არასწორია ჩაითვალოს, რომ ყველა გადაწყვეტილებას აქვს ერთნაირი მნიშვნელობა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ზოგს - საშუალო, ხოლო ზოგს კი უმნიშვნელო. ხანდახან გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმდენად მოკლეა, რომ ის არ ითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას და ფიქრს. მათ პროგრამულ გადაწყვეტილებებს უწოდებენ. ისინი წარმოიქმნება ისე ხშირად, რომ ადამიანები ავტომატურ პასუხს იგონებენ მათზე. მაგალითად,ძალიან ბევრ რესტორანში მომხმარებლების საჩივრებს და უკმაყოფილებას უყურებენ, როგორც სამუშაოს ერთ-ერთ შემადგენელ რუტინულ ნაწილს. ასეთი ბიზნესის დროს ის რეგულარულად წარმოქმნადი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის რესტორანმა შეიძლება შეიმუშაოს წინასწარ დადგენილი წესი, რომ ყოველთვის,როცა რესტორნის თვისფასეული მომხმარებელი რაღაცით უკმაყოფილო დარჩება, მას უფასო დესერტი შესთავაზონ. რადგან ეს რესტორნებისთვის ხშირად წარმოქმნადი პრობლემაა,

იგი პროგრამული გადაწყვეტილების რანგში გადის.

0x01 graphic

თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც არის უნიკალური და მნიშვნელოვანი, მეტ დროსა დაკარგ დაფიქრებას, ინფორმაციის ერთად თავმოყრას და ალტერნატივების ყურადღებით გადასინჯვას მოითხოვს. მათ არაპროგრამირებად გადაწყვეტილებებს უწოდებენ. მაგალითად, 2005 წელს მაკდონალდს მოუწია ეპასუხა სულ უფრომეტი უკმაყოფილო მომხმარებლისათვის, რომლებიც უჩიოდნენ საკვების მაღალკალორიულობას, რის გამოც საკმაოდ დიდი იყო გასუქების ალბათობა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაპროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან წლების განმავლობაში სწრაფი კვების ობიექტების მომხმარებლებს უფრო ხშირად აწუხებდათ საკვებისგემო და ფასი, და არა ის, თუ რამდენად იყო ეს პროდუქტი ჯანმრთელობის თვალსაზრისით მისაღები. ამ ახალი პრობლემის საპასუხოდ, მაკდონალდსმა გადაწყვიტა ალტერნატივად შეეთავაზებინა რაციონში დამატებული უფრო მეტად ჯანმრთელი პროდუქტი, და შეემცირებინა სიმსუქნის გამომწვევი კალორიული პროდუქტის გამოყენება.

ამგვარად, მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს პროგრამული (რეგულარულად წარმოქმნადი პრობლემების გადასაჭრელად), ან არაპროგრამირებადი (ახალი პრობლემების გადასაწყვეტად მიმართული).

მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ სტრატეგიულ (გრძელვადიანი), ტაქტიკურ (საშუალოვადიანი) და ოპერატიულ (მოკლევადიანი) გადაწყვეტილებებს. სტრატეგიული გადაწყვეტილება აყალიბებს ორგანიზაციის სამოქმედო კურსს. ტაქტიკური გადაწყვეტილება, არის გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდესესა თუ ის საქმე. და ბოლოს, ოპერატიული გადაწყვეტილება ეს არის გადაწყვეტილება, რომლებსაც თანამშრომლები ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის ყოველდღიურად ასრულებენ. ზემოთხსენებული რესტორნის მაგალითის შემთხვევაში, იმისათვის, რომ ჰქონდეს კარგი მომსახურება, რესტორნის მფლობელი იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას - უკმაყოფილო მომხმარებლებს უფასო დესერტით გაუმასპინძლდეს. რესტორნის მენეჯერისთვის უფასო დესერტის პოლიტიკა არის გზა, რომლითაც ის უმკლავდება უკმაყოფილო მომხმარებლებს, რაც თავისთავად ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. ხოლო მომსახურე პერსონალი ყოველდღე იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და აფასებს, არის თუ არა ამა თუ იმ მომხმარებლის საჩივარი უფასო დესერტის დამსახურების ღირსი, რაც თავის მხრივ , ოპერატიული გადაწყვეტილების რანგში გადის.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი შემდეგ საფეხურებს მოიცავს: პრობლემის განსაზღვრა;

შეზღუდული რესურსების დადგენა; პოტენციური ალტერნატივების გამოვლენა; ალტერნატივების ანალიზი; საუკეთესო ალტერნატივის არჩევა; გადაწყვეტილებისრეალიზაცია;გადაწყვეტილების შედეგების საბოლოო შეფასება და კონტროლი.

1. პრობლემის განსაზღვრა. გადაწყვეტილების მიღების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც მენეჯერი პრობლემას გამოავლენს. ამიტომ, პირველ რიგში , აუცილებელია პრობლემის სწორი და ფრთხილი გამოკვლევა. თუ პრობლემა თავიდანვე არასწორად იქნება გაგებული, მაშინ შესაბამისად მცდარი იქნებანებისმიერი შემდგომი გადადგმული ნაბიჯი.

ორგანიზაციაში ყველაზე ხშირად პრობლემები იქმნება შემდეგი სიტუაციებისდროს (იხ. ნახაზი 2). ეს სიმპტომები იმის ნიშანია, რომ რაღაც სწორად არ მიდის ორგანიზაციაში. მენეჯერმა უნდა გამოიკვლიოს და ეცადოს აღმოფხვრასპრობლემის გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები.

2. შეზღუდული რესურსების გამოვლენა. ნებისმიერ მენეჯერს უნდა, რომ თავისიორგანიზაციისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს. ამისთვის საჭიროა შეუზღუდავი რესურსების არსებობა, კერძოდ: სწორი და დროული ინფორმაცია,კვალიფიციური პერსონალი, საკმარისი დრო, უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგიები და საჭირო მატერიალური რესურსები. თუმცა, რეალობაში მენეჯერები ხშირად ისეთ გარემოში მუშაობენ, სადაც ჩვეულებრივ ხელთ არა აქვთ იდეალური რესურსები გამოსაყენებლად. მაგალითად, მენეჯერს საუკეთესო გადაწყვეტილების განხორციელებისთვის შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსი, ან არ გააჩნდეს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე ზუსტი ინფორმაცია, ან მიზნის განხორციელებისთვის სჭირდებოდეს იმაზე მეტიდრო, ვიდრე აქვს. ამიტომ ის უნდა დაკმაყოფილდეს იმ არსებული რესურსებით,ინფორმაციით და გამოყოფილი დროით, რომელიც გააჩნია და ამ შეზღუდული რესურსების პირობებშიც უნდა მიიღოსორგანიზაციისთვის რაც შეიძლება საუკეთესო და მისაღები გადაწყვეტილება.

3. მნიშვნელოვანი ეტაპია პოტენციური ალტერნატივების განვითარება, რომელიც გულისხმობს ყველა შესაძლო ალტერნატივების განხილვას. მენეჯერმა უნდა გამოიკვლიოს და გააანალიზოსსხვადასხვა ვარიანტი, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს.

4. ალტერნატივების ანალიზი და შეფასება. ამ ეტაპის მიზანია გამოვლინდეს თითოეული იდეის შედარებითი ღირსებები და ნაკლოვანებები, სანამ მენეჯერი მიიღებსსაბოლოო გადაწყვეტილებას.

ალტერნატივების შეფასება შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს:

  • თითოეული ალტერნატივის დადებითი და უარყოფითი თვისებების განსაზღვრა;

  • დანახარჯების განსაზღვრა, ანუ ფინანსური თვალსაზრისით რომელზე იხარჯება ნაკლები თანხები;

  • თითოეული ალტერნატივის მნიშვნელობის აწონვა და იმის განსაზღვრა, თუ რეალობაში რამდენად ადვილად განხორციელებადია ესა თუ ის ვარიანტი, რაც გამოავლენს მის საბოლოო ფასეულობას.

5. საუკეთესო ალტერნატივის არჩევა. მას შემდეგ, რაც მენეჯერი გაანალიზებს ყველა ალტერნატივას, მან უნდა გადაწყვიტოს, რომელია მათ შორის საუკეთესო. საუკეთესო ალტერნატივა არის ის, რომელსაც აქვს რაც შეიძლებამეტი უპირატესობები და ღირსებები და მცირე ნაკლოვანებები. ხანდახან ხდება ისეც, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღწევა სხვადასხვა ალტერნატივის კომბინაციით.

6. გადაწყვეტილების რეალიზაცია. მენეჯერს ქირაობენ იმისათვის,რომ მისმა გადაწყვეტილებამ ორგანიზაციას რაც შეიძლება საუკეთესო შედეგები მოუტანოს.მენეჯერმა უნდა შეაფასოს რამდენად ეფექტური და წარმატებული გამოდგა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისმა თითოეულმა დაქვემდებარებულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს თავისი როლი ამ პროცესში, რისთვისაც მენეჯერმა დავალებები მათ შორის სწორად უნდა გადაანაწილოს.

ამგვარად, სწორი გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია, როგორც მენეჯერთა მომზადების დონეზე, ასევე მათ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებაზე. ცოდნა და მართვის ხელოვნება განსაზღვრავს ხელმძღვანელის კომპეტენტურობის დონეს.

7. გადაწყვეტილების შედეგების საბოლოო შეფასება და კონტროლი. აუცილებელია მიმდინარე პროცესების მონიტორინგიდა კონტროლი. უნდა მოხდეს მიღებული შედეგების მოსალოდნელთან შესაბამისობის დადგენა, რა გაკეთდა და თუ საჭირო გახდება კიდევ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს, რომ მიღწეულ იქნეს საბოლოო მიზანი.

სიტუაცია

გამომწვევი მიზეზები

მოგების შემცირება და /ან გაყიდვების მოცულობის შემცირება

ბაზრის არასაკმარისი გამოკვლევა

მაღალი ფასები

საქმისადმი არასწორი მიდგომა, არაკვალიფიციური და არასაკმარისად გადამზადებული თანამშრომლები

დაბალი მორალი

კომუნიკაციის ნაკლებობა მენეჯმენტსა და მათ დაქვემდებარებულებს შორის

სამუშაო ძალის მაღალი დენადობა

მუშაკების დაბალი ხელფასი, მიუღებელი სამუშაო გარემო

გაცდენების მაღალი ხარისხი

თანამშრომლებს სჯერათ, რომ ისინი არ არიან მნიშვნელოვანნი და მათ სათანადოდ არ აფასებენ

თუ მენეჯერის შემუშავებულმა გეგმამ ვერ გადაჭრა ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემა, საჭირო გახდება იმის გამოკვლევა, თუ რა გაკეთდა არასწორად. ეს ადვილად დადგინდება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს:

  • აირჩა თუ არა მცდარი ალტერნატივა? თუ ასეა, მაშინ, სხვა, ადრე განხილული არჩევა შეიძლება ჭკვიანური არჩევანი იყოს.

  • იყო თუ არა სწორი ალტერნატივა არჩეული, მაგრამ შესრულებული არასწორად? ამ შემთხვევაში, მენეჯერმა ყურადღება უნდა გადაიტანოს შესრულების პროცესზე, რომ დარწმუნდეს, დასახული გეგმა წარმატებით ხორციელდება.

  • იყო თუ არა პრობლემა თავიდანვე არასწორად გაგებული? ამ შემთხვევაში საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესის თავიდან დაწყება და განახლებული ნაბიჯების გადადგმა.

  • გამოეყო თუ არა შესასრულებელ ვარიანტს საკმარისი დრო? თუ არა, მენეჯერმა უნდა მოითხოვოს უფრო მეტი დრო დავალების შესრულებისთვის და წარმატებები მოგვიანებით შეაფასოს.

გადაწყვეტილების მიღება შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად და ჯგუფურად. შესაბამისად, ძალიან ხშირად კამათობენ იმაზე, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ინდივიდმა, თუ ჯგუფმა? ამ კითხვაზეერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ჯგუფური გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურთან შედარებით აქვს ნათლად გამოხატული უპირატესობებიც და ნაკლოვანებებიც.

უპირატესობებია: ჯგუფური მუშაობის დროს უფრო მეტი პერსპექტივა არსებობს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს, მით მეტი იდეა წარმოიქმნება. მუშაკი უფრო მეტად თავდაჯერებულია იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას არ ეკუთვნის და პასუხისმგებლობას სხვასთან ინაწილებს. დისკუსიების შესაძლებლობა ადამიანებს ეხმარება, რომ წამოჭრილ პრობლემებს და კითხვებს გაეცეს პასუხი და შემცირდეს გაურკვევლობა გადაწყვეტილების მიღების დროს.

ნაკლოვანებებია: ჯგუფური მეთოდი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს, რადგან სხვადასხვა ვარიანტის შესახებ თითოეულმა წევრმა თავისი აზრი უნდა გამოხატოს. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს უფრო კომპრომისი, ვიდრე საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა. ინდივიდები ხდებიან ჯგუფური ფიქრის მსხვერპლნი - იქმნება ტენდენცია იმისა, რომ ჯგუფში მოხდეს გაბატონებული აზრის დამორჩილება და დაიჩაგროს უმცირესობაში მოხვედრილი ინდივიდის აზრი, ან შეიძლება პიროვნება მოექცეს ვიღაცის გავლენის ქვეშ. დავალებების შესრულების დროს ჯგუფს შეიძლება პრობლემა შეექმნას, რადგან შიგა კონფლიქტებისა და შეუთანხმებლობის გამო შეიძლება ჯგუფმა სწორად ვერ გადაინაწილოს შესასრულებელი ფუნქციები.

ამგვარად, არის თუ არა ორი (ან მეტი) თავი ერთზე უკეთესი? პასუხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, კერძოდ, როგორია თვითონ დავალების ბუნება, ჯგუფის წევრების შესაძლებლობები და ურთიერთობის ფორმა. მაგალითად, ჯგუფის პოტენციალის გამოყენება ყველაზე უკეთესიამაშინ, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზუსტე. ჯგუფი უფრო ხშირად ზუსტია, ვიდრე ინდივიდი. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება ითხოვს ისეთ ჩვევებსა და გამოცდილებას, რაც არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ ადამიანს. ხოლო გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს რაც შეიძლება მოკლე დროში, აჯობებსდავალებაზე ინდივიდუალური მუშაობა. ასევე ეს მეთოდი კარგია მაშინაც, როდესაც ინდივიდს ჩამოყალიბებული აქვს გეგმა, გადაწყვეტილების მიღებისთვის გააჩნია ყველა საჭირო რესურსი და შესრულებაზეც თავად არის პასუხისმგებელი.

Annotation
to be a good manager mean make optimal decision

G. Erkomaishvili, T. Makharadze

An essential skill of a manager is effective decisionmaking. Managers are constantly called upon to make decisions in order to solve problems. The effectiveness and quality of those decisions determine how successful a manager will be.

While decisions are made every day within organizations, the process does not always go as well as it could. We need to understand how decisions are made, how they can be biased, what steps the decision-making process involves and how to make the decision-making process run smoothly. Increasing effectiveness in decision making is an important part of maximizing manager's effectiveness at work.

Decision making classified into three categories based on the level at which they occur. Strategic decisions set the course of organization. Tactical decisions are decisions about how things will get done. Finally, operational decisions are decisions that employees make each day to run the organization.

There are different types of decisions, ranging from automatic, programmed decisions to more intensive non programmed decisions. Each of these can be useful, depending on the circumstances and the problem that needs to be solved. This article also will help you understand how to make decisions alone or in a group while avoiding common decision-making traps.

3 აღრიცხვა-ანგარიშგება

▲back to top


3.1 ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მოვლენები

▲back to top


0x01 graphic

ანჟელი ხორავა,
თსუ აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის მასწავლებელი

ბალანსის შედგენის თარიღი წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღეს, მისი წარდგენის თარიღად კი ითვლება საწარმოს მენეჯმენტის მიერ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღე. ამ უკანასკნელის დადგენა დამოკიდებულია კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურაზე, საწესდებო მოთხოვნებსა და პროცედურებზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და საბოლოო გაფორმების წესებზე.

მომზადებული ფინანსური ანგარიშგება დასამტკიცებლად გადაეცემა საზედამხედველო ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს. ზოგიერთ შემთხვევაში, საწარმოს მოეთხოვება, რომ ფინანსური ანგარიშგება დასამტკიცებლად წარდგენამდე, გადასცეს თავის აქციონერებს (ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის). ასეთ შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ნებართვის თარიღად ითვლება მისი თავდაპირველი წარდგენის და არა დასამტკიცებლად წარდგენის თარიღი.

ზოგჯერ კი, საწარმოს მენეჯმენტს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს სამეთვალყურეო საბჭოში. ამ დროს ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის ნებართვის თარიღად ითვლება მენეჯმენტის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენის ნებართვის გაცემის თარიღი.

ბალანსის შედგენის თარიღიდან ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისი წარდგენის თარიღამდე გარკვეული პერიოდი, ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო. ამ პერიოდში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოვლენებს, რომელთა გამო ბალანსის შედგენის თარიღისთვის მომზადებული ინფორმაცია კარგავს თავის აქტუალობას და ნაკლებად სანდო და უტყუარი ხდება მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მოვლენებს მიეკუთვნება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ნებართვის თარიღამდე, მოგების გამოცხადების, ან სხვა შერჩეული ფინანსური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ მომხდარი ყველა მოვლენა.

ბალანსის თარიღებს შორის პერიოდში მომხდარი მოვლენების განმარტებას, მათი აღრიცხვა- ასახვის საკითხებს იხილავს ბასს 10 ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მოვლენები.

ბასს-ის თანახმად, ასეთი მოვლენები შეიძლება იყოს ხელსაყრელი და არახელსაყრელი. ამავე დროს, შეიძლება გამოიყოს ორი ტიპის მოვლენა: მაკორექტირებელი და არამაკორექტირებელი.

მაკორექტირებელია მოვლენები, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებითი მტკიცებულებების მიღებას ბალანსის შედგენის თარიღისთვის არსებულ პირობებთან დაკავშირებით.

0x01 graphic

არამაკორექტირებელი მოვლენები კი მიგვანიშნებს იმ პირობებზე, რაც შეიძლება წარმოიქმნას ბალანსის შედგენის თარიღის შემდგომ პერიოდში, მაგრამ გავლენას არ ახდენენ ბალანსის შედგენის თარიღის დროს არსებული აქტივებისა და ვალდებულებების მდგომარეობაზე.

  • ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მაკორექტირებელ მოვლენებს მიეკუთვნება:

  • ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ სასამართლო დავის გადაწყვეტა, რომელიც საწარმოს უკვეჰქონდა ბალანსისშედგენის თარიღისთვის;

  • ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგინფორმაციის მიღება, რომელიც მიუთითებს, რომ აქტივი გაუფასურებული იყო ბალანსისშედგენისთარიღისთვის ან მანამდე;

  • ბალანსის შედგენის თარიღამდე შეძენილი აქტივების თვითღირებულების, ან აქტივების გაყიდვიდან ამონაგების განსაზღვრა ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ;

  • ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მოგების განაწილების, ან საპრემიო გადახდების სიდიდის განსაზღვრა, თუ საწარმოს ბალანსის შედგენის თარიღამდე მომხდარი მოვლენების შედეგად ჰქონდა ამგვარი გადახდების განხორციელების მიმდინარე, ან კონსტრუქციული მოვალეობა ბალანსის შედგენის თარიღისთვის;

  • თაღლითობის და შეცდომების აღმოჩენა, რომელიც ადასტურებს, რომ ფინანსური ანგარიშგება არაკორექტული იყო.

მაკორექტირებელი მოვლენები ადასტურებენ საანგარიშგებო თარიღისთვის არსებულ პირობებს, რომლებიც საჭიროებენ ცვლილებების შეტანას ფინანსური ანგარიშგების მაჩვენებლებში.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მაკორექტირებელი მოვლენების ასახვის მიზნით აუცილებელია საწარმოს მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში უკვე აღიარებული თანხების კორექტირება. იმ შემთხვევაში, კი, როცა საწარმოს მიერ ეს თანხები არ არის აღიარებული, სათანადო წესით აღიარება.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მაკორექტირებელი მოვლენების არსში,მათ აღრიცხვასადა ანგარიშგებაში ასახვის წესებში გარკვევისმიზნით გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ხდებასასამართლო დავის გადაწყვეტა,რომელიც ადასტურებს, რომ საწარმოს უკვე ჰქონდა მიმდინარე მოვალეობა ბალანსის შედგენის თარიღისათვის.

აღნიშნული მოვლენა ბალანსის შედგენის თარიღისთვის პირობითია. იგი ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული იქნებოდა პირობითი აქტივის, ან პირობითი ვალდებულების სახით. სასამართლო დავის გადაწყვეტის შემთხვევაში საწარმო ასწორებს სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ, უკვე აღიარებულ ანარიცხებს, ბასს 37 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები - ს შესაბამისად, ან აღიარებს ახალ ანარიცხებს. ეს პირობითი ვალდებულებები არ შეიძლება აისახოს უბრალოდ განმარტებითი შენიშვნების სახით, რადგან, სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას.

ბასს 37 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები - მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვისას, შესაძლებელია საკამათო იყოს, ადგილი ჰქონდა თუ არა ცალკეულ მოვლენას, ან წარმოიქმნა თუ არა მიმდინარე ვალდებულებები ამ მოვლენის შედეგად. ასეთ შემთხვევაში საწარმო ითვალისწინებს ყველა დასაბუთებას, მათ შორის, ექსპერტთა მოსაზრებას და განსაზღვრავს , არსებობს თუ არა მიმდინარე მოვალეობა ბალანსის შედგენის თარიღისათვის. გათვალისწინებული დასაბუთებები მოიცავს დამატებით ინფორმაციას,რომელიც მიიღება ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი მოვლენებიდან ამგვარი დასაბუთების საფუძველზე:

საწარმო აღიარებს ანარიცხებს, თუ დარწმუნებულია ბალანსის შედგენის თარიღისათვის მიმდინარე მოვალეობის არსებობაში, ან განმარტებებში ასახავს პირობით ვალდებულებას, თუ უფრო მოსალოდნელია, რომ მიმდინარე მოვალეობა არ არსებობს ბალანსის შედგენის თარიღისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწარმოდან ეკონომიკურ სარგებელში განივთებული სარგებლის გასვლა შორეულ მომავალშია მოსალოდნელი.

საწარმოს მიერ აღიარებული ანარიცხის თანხა შეიძლება არ დაემთხვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ თანხას.ამ დროს საწარმომ უნდა შეასწოროს უკვე აღიარებული ანარიცხი.

მაგალითი 1.

საწარმოს ფინანსური წელი მოიცავს პერიოდს 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღად სახელდება 2008 წლის 31 დეკემბერი. 2008 წლის ივლისში საწარმოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ყოფილმა თანამშრომელმა და მოითხოვა მისი უსაფუძვლოდ განთავისუფლების გამო 25.000 ლარის კომპენსაცია. სარჩელზე იურიდიულმა გადასახადმა 500 ლარი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ადვოკატების მოსაზრებით მოსალოდნელი იყო მოსარჩელეს მიერ პროცესის მოგება. საწარმო ქმნის ანარიცხებს 25.500 ლარის ოდენობით. ფინანსური ანგარიშგების განხილვა დაინიშნა 2009 წლის 15 თებერვალს. 11 თებერვალს საწარმომ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომლის თანახმადაც, მან ყოფილ თანამშრომელს უნდა გადაუხადოს 23.500 ლარი და გადაიხადოს იურიდიული მომსახურების ხარჯების თანხა 500 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე უნდა მოხდეს ფინანსური ანგარიშგების კორექტირება, კერძოდ, შემცირდეს ბალანსში აღიარებული ანარიცხი 1.500 ლარით, ხოლო მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ანარიცხის ხარჯი:

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ხდება ინფორმაციის მიღება, რომელიც მიუთითებს, რომ აქტივი გაუფასურებული იყო ბალანსის შედგენის თარიღისათვის, ან მანამდე.

კლიენტის გაკოტრებაბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ, თუ საწარმოსამ კლიენტის მიმართ მოთხოვნები გააჩნდა ბალანსისშედგენის თარიღისათვის.ამით დასტურდებაზარალისარსებობაბალანსისშედგენის თარიღისათვის და ამდენად, აუცილებელია სავაჭრო მოთხოვნების ანგარიშისსაბალანსო ღირებულების კორექტირება.

მაგალითი 2.

საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღია 2008 წლის 31 დეკემბერი.ამ დროისათვის საწარმოს ბალანსზე ირიცხებოდა 95.000 ლარის სავაჭრო დებიტორული დავალიანება. აქედან, 8.000 ლარის დებიტორული დავალიანების წარმოქმნა თარიღდებოდა 2008 წლის 12 ნოემბრით და უნდა დაფარულიყო 2009 წლის 12 იანვრისათვის. კლიენტს შეექმნა ფინანსური სიძნელეები და ვერ შეძლო აღნიშნული მოთხოვნის დაფარვა.

2009 წლის 1 თებერვალს კლიენტი გაკოტრებულად გამოცხადდა. ბალანსის წარდგენის თარიღადდამტკიცდა 2009 წლის 31 მარტი. გაკოტრებული კლიენტის მიმართ მოთხოვნა აღიარდა უიმედო ვალად, რომელიც ზარალში უნდა ჩამოიწეროს.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მიიღება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაყიდვით მიღებული მტკიცებულება მათი ნეტო-სარეალიზაციო ღირებულების შესახებ ბალანსის შედგენის თარიღისათვის. თუ ბალანსის შედგენის თარიღიდან წარდგენის თარიღამდე პერიოდში მარაგის გასაყიდი ფასი თვითღირებულებასთან შედარებით დაეცა, იგი უნდა აისახოს უმცირესი ღირებულებით, ანუ, ნეტო-სარეალიზაციო ფასით, ე.ი. უნდა მოხდეს ბალანსში არსებული თვითღირებულების კორექტირება ნეტო-სარეალიზაციო ღირებულებამდე.

მაგალითი 3.

საწარმოს რამდენიმე სახის პროდუქციის რეალიზაცია გაძნელდა 2008 წლის მიწურულს. ამ პროდუქციის მარაგი 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსში აისახა 30.000 ლარის თვითღირებულებით. ბალანსის წარდგენის თარიღად ნებადართულია 2009 წლის 31 მარტი. 2009 წლის 20-დან 25 თებერვლამდე საწარმომ აღნიშნული მარაგი გაყიდა 28.100 ლარად. ამიტომ საჭირო გახდა შესაბამისად, მარაგის თვითღირებულების შემცირება ნეტო- სარეალიზაციო ღირებულებამდე და 1.900 ლარის ზარალად აღიარება.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ხდება მოგების განაწილების, ან საპრემიო გადახდების სიდიდის განსაზღვრა, თუ საწარმოს ბალანსის შედგენის თარიღამდე მომხდარი მოვლენების შედეგად ჰქონდა ამგვარი გადახდების განხორციელების მიმდინარე, ან კონსტრუქციული მოვალეობა ბალანსის შედგენის თარიღისათვის.

საწარმომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს მოგებაში მონაწილეობისა და პრემიების მოსალოდნელი ხარჯი, თუ წარსული მოვლენების შედეგად საწარმოს ეკისრება ზემოთ აღნიშნული გასამრჯელოების გადახდის მიმდინარე იურიდიული, ან კონსტრუქციული ვალდებულება1 და შესაძლებელია ვალდებულების საიმედოდ შეფასება.

მოგებაში მონაწილეობის ზოგიერთი პროგრამის მიხედვით, მომუშავე მოგებიდან წილს იღებს იმ შემთხვევაში, თუ ის საწარმოში იმუშავებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასეთი პროგრამები წარმოქმნის კონსტრუქციულ ვალდებულებას, რადგან მომუშავე ეწევა მომსახურებას, რომელიც ზრდის გადასახდელ თანხას, თუ ისინი საწარმოში დარჩებიან გარკვეული პერიოდის ბოლომდე. ასეთი კონსტრუქციული ვალდებულების შეფასება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ზოგმა მომუშავემ საწარმო დატოვოს მოგებიდან თანხის მიუღებლად.

სტანდარტის თანახმად, საწარმოს შეიძლება არ ჰქონდეს პრემიების გადახდის იურიდიული ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ საწარმოში დამკვიდრებულია მათი გადახდის პრაქტიკა. ასეთ შემთხვევაში მას აქვს კონსტრუქციული ვალდებულება, რადგან არ გააჩნია პრემიების გადახდის გარდა სხვა რეალური ალტერნატივა. კონსტრუქციული ვალდებულებების შეფასება მოწმობს, რომ ზოგმა მომუშავემ შესაძლოა საწარმო დატოვოს პრემიის მიღების გარეშე.

ბასს 19 „დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები“- ის თანახმად, მოგებაში მონაწილეობისა და პრემიების პროგრამის მიხედვით იურიდიული და კონსტრუქციული ვალდებულების საიმედოდ შეფასება საწარმოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც:

  • პროგრამის ოფიციალური პირობები შეიცავს გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრის ფორმულას;

  • საწარმო გადასახდელი თანხის რაოდენობას განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ნებართვამდე;

  • წარსულის პრაქტიკა საშუალებას იძლევა ცალსახად განსაზღვროს კონსტრუქციული ვალდებულების მოცულობა.

აქვე მითითებულია, რომ მოგებაში მონაწილეობისა და პრემიების მიხედვით, ვალდებულება წარმოიქმნება მომუშავის მომსახურების საფუძველზე და არა საწარმოს მფლობელებთან გარიგების შედეგად.

ამიტომ, მოგებაში მონაწილეობისა და პრემიებისპროგრამის დანახარჯს საწარმო აღიარებსარა როგორც წმინდა მოგებისგანაწილებას, არამედ, როგორც ხარჯს.

მაგალითი 4.

საწარმო საპრემიო თანხების შეფასებას ახდენს მას შემდეგ, როდესაც დადგინდება წლის ფინანსური შედეგები. ამიტომ, პრემიების გაცემა არ ხდება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და საწარმო მათ გასცემს ბალანსის შედგენის თარიღიდან ერთი თვის შემდეგ. 2008 წლის 31 იანვარს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დადგინდა მომუშავეებზე 7.000 ლარის პრემიის გაცემა. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საფუძველს ხარჯებისა და მომუშავეთა წინაშე ვალდებულებების აღიარებისთვის.

თაღლითობის, ან შეცდომების გამოვლენა, რომელიც ადასტურებს, რომ ფინანსური ანგარიშგება არაკორექტული იყო. თუ ასეთი შეცდომები გამოვლინდა მანამდე, ვიდრე, ფინანსური ანგარიშგების წარდგენაზე ნებართვა იქნება გაცემული, მაშინ, იგი აუცილებლად უნდა შესწორდეს და სათანადოდ აისახოს საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ბასს 8 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები“- ის თანახმად, ზოგჯერ არსებითი შეცდომები მხოლოდ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში გამოვლინდება და წინა პერიოდის ამ შეცდომების შესწორება უნდა განხორციელდეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების შესადარის ინფორმაციაში მათი გათვალისწინებით.

მაგალითი 5.

საწარმომ მოამზადა 2008 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლის ფინანსური ანგარიშგება. 2009 წლის 20 იანვარს აუდიტორებმა აღმოაჩინეს20.000ლარისღირებულების საქონლის გაყიდვაზე ფიქტიური ანგარიშები. ამავე დროს, თაღლითობის შედეგად გაყიდვების თვითღირებულება გაზრდილი იყო 8.500 ლარით.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენაზე ნებართვის თარიღია 2009 წლის 1 მარტი. გამომდინარე იქიდან,რომ ფინანსური ანგარიშგება ჯერ არ არის დამტკიცებული, საწარმო ამცირებსამონაგების ოდენობას 20.000 ლარითდა გაყიდული საქონლის თვითღირებულებას- 8.500 ლარით.

ზემოაღნიშნული კორექტირებების შედეგად ფინანსური ანგარიშგება,რომელშიც უკვე გათვალისწინებულია დამატებითი მტკიცებულებები, ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელს აძლევსსაიმედო და შესაბამის ინფორმაციას სათანადო ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

რაც შეეხება არამაკორექტირებელ მოვლენებს, ისინი გავლენას არ ახდენენ როგორც ბალანსის, ასევე, მოგებისა და ზარალის ანგარიშგების მუხლებზე, მაგრამ თუ ამ მოვლენების შედეგი არსებითია2, მაშინ,საწარმოს მდგომარეობის ფინანსურ ანგარიშგებაში დამახინჯებულად ასახვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამ მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა ფინანსური ანგარიშგების განმარტებებში.

არამაკორექტირებელ მოვლენებს მიეკუთვნება:

უმთავრეს საწარმოთა გაერთიანებები ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ, ან უმთავრესი შვილობილი საწარმოს გასვლა; ოპერაციების შეწყვეტის გეგმის გამოცხადება; აქტივების უმთავრესი შენაძენები, შესაბამისად, აქტივების სხვა გაყიდვები ან სახელმწიფოს მიერ უმთავრესი აქტივების ექსპროპრიაცია; ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ხანძრის მიერ ძირითადი საწარმოო მოწყობილობების განადგურება; უმთავრესი რესტრუქტურიზაციის გამოცხადება ან დაწყება; გარიგებები უმთავრეს ჩვეულებრივ აქციებსა და პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებზე ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ; ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ საგადასახადო განაკვეთებში ან საგადასახადო კანონმდებლობაში ძალაში შესული, ან გამოცხადებული ცვლილებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს მიმდინარე და გადავადებულ საგადასახადო აქტივებსა და ვალდებულებებზე; მნიშვნელოვანი ვალდებულებების ან პირობითი ვალდებულებების აღება, მაგალითად, მნიშვნელოვანი გარანტიების გამოშვება; ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი მოვლენებიდან წარმოშობილი მნიშვნელოვანი სასამართლო დავის დაწყება. ინვესტიციების საბაზრო ღირებულების დაცემა ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისათვის ნების დართვის თარიღამდე; ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ, მაგრამ ფინანსური ანგარიშგების წარდგენისათვის ნებართვის თარიღამდე გამოცხადებული დივიდენდები.

ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის იყო ფინანსური ანგარიშგება წარდგენისთვის ნებადართული, რადგან მასში არ აისახება აღნიშნული თარიღის შემდეგ მომხდარი მოვლენები. საწარმომ უნდა მიუთითოსთარიღი, როდესაც ფინანსური ანგარიშგება ნებადართული იყო წარდგენისათვის და ნებართვის გამცემის ვინაობა.

საწარმოს მიერ, ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ, ბალანსის შედგენის თარიღისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისას, უნდა მოხდეს განმარტებითი შენიშვნების განახლება. ზოგჯერ ასეთი განახლება საჭიროა მაშინაც კი, როდესაც ინფორმაცია გავლენას არ ახდენს საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებულ თანხებზე.

ბასს 10 ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მოვლენები მიუთითებს, რომ, თუ ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი არამაკორექტირებელი მოვლენები იმდენად არსებითია, რომ გავლენას მოახდენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების მიერ სათანადო შეფასებების გაკეთებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაზე, საწარმომ ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი არამაკორექტირებელი მოვლენების თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიისთვის განმარტებებში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მოვლენის.შინაარსი;

  • ფინანსური ეფექტის წინასწარი შეფასება ან განცხადება, რომ ასეთი წინასწარი შეფასება შეუძლებელია.

თუ ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ეჭვქვეშ დგება საწარმოს ფუნქციონირებადობის საკითხი, ან როცა მომხდარი მოვლენები მიუთითებენ საწარმოს მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების უწყვეტად ფუნქციონირების პრინციპის დაცვის შეუძლებლობაზე, უკვე შედგენილი ფინანსური ანგარიშგების რომელიმე მაჩვენებლის კორექტირება არ არის საჭირო.

თუ საწარმოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ განზრახულია საწარმოს საქმიანობის შეწყვეტა ან მისი ლიკვიდაცია, მაშინ ეს მოვლენა იმდენად არსებითად ცვლის სიტუაციას, რომ უკვე შედგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემების კორექტირებით არ შეიძლება მისი შესწორება. ამ შემთხვევაში საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდიკა.

თუ ფინანსური ანგარიშგება არ არის მომზადებული ფუნქციონირებადობის საფუძველზე, ან ხელმძღვანელობისთვის ცნობილია არსებითი განუსაზღვრელობები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საწარმოს უნარს გააგრძელოს ფუნქციონირება, მაშინ ბასს1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, მოითხოვს გარკვეულ განმარტებით შენიშვნებს.

არამაკორექტირებელი მოვლენების საილუსტრაციოდ განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

მაგალითი 6.

კომპანიამ მოამზადა 2008 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული ფინანსური წლის ანგარიშგება. 2009 წლის 12 იანვარს დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 4,5 მლნ ლარის აქტივების 5 მლნ ლარად გაყიდვისა და საბოლოოდ, მისი ლიკვიდაციის შესახებ. საწარმომ დადო ხელშეკრულება მყიდველთან აქტივების გაყიდვის შესახებ 5 მლნ ლარზე. 2008 წლის 31 დეკემბერს დამთავრებული წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას აუცილებელია მისი ლიკვიდაციის პერსპექტივისა და არაფუნქციონირებადობის გათვალისწინება. საწარმოს ფუნქციონირება გაგრძელდება 1 ივნისამდე.

აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით განმარტებითი შენიშვნები ასეთ სახეს მიიღებს:

ფრაგმენტი განმარტებითი შენიშვნებიდან:

საწარმოს ლიკვიდაციის მიზეზი:

) მას გააჩნია სერიოზული ფინანსური პრობლემები, რომელთაც თავს ვერ ართმევს; ) იგი არარენტაბელურია; ) მისი პროდუქცია ვერ საღდება. ფუნქციონირების შეწყვეტის ფორმა: ნეტო-აქტივების სრულად გაყიდვა; ფუნქციონირების შეწყვეტის თარიღი: 2009 წლის 1 ივნისი; ნეტო-აქტივების გასაყიდი (სახელშეკრულებო ღირებულება): 5 მლნ ლარი; ნეტო აქტივების საბალანსო ღირებულება: 4,5 მლნ ლარი; ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დანახარჯები: 0,20 ათასი ლარი; ლიკვიდაციიდან მოსალოდნელი მოგება: 480 ათასი ლარი; მოგების გადასახადის შეფარდებითი ოდენობა: 72 ათასი ლარი; ნეტოაქტივების გაყიდვიდან თანხების მიღების თარიღი 2009 წლის 15 ივნისი.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ ხანძრის მიერ ძირითადი საწარმოო მოწყობილობების განადგურებისას საწარმომ უნდა შეაფასოს ზარალის ოდენობა და შესაბამისი განმარტებითი შენიშვნა უნდა დაურთოს ფინანსურ ანგარიშგებას.

0x01 graphic

მაგალითი 7.

2009 წლის 1 თებერვალს, ტყის მასივის პირას მდებარე ავეჯის ქარხნის საწარმოო საამქრო მთლიანად განადგურდა ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომლის ლოკალიზება ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო და სწრაფად გავრცელდა ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოო საამქროსათვის ხანძრით მიყენებული ზარალი შეადგენს 3 მლნ ლარს. მენეჯმენტის მიერ წარდგენის საფუძველზე, ბალანსის წარდგენის თარიღად საზედამხედველო ორგანომ დაამტკიცა 2009 წლის 31 მარტი. საწარმოს ბალანსის შედგენის თარიღი 2008 წლის 31 დეკემბერია.

საწარმოო მოწყობილობებისა და საამქროს განადგურების ფაქტი, მისი გამომწვევი მიზეზების მითითებით და ზარალის ოდენობის დაფიქსირებით უნდა აისახოს განმარტებითი შენიშვნების სახით შემდეგნაირად:

ფრაგმენტი განმარტებითი შენიშვნებიდან:

ავეჯის ქარხნის გრძელვადიანი აქტივების თვითღირებულება - 4.500 ათასი ლარი; საწარმოო საამქროს შენობისა და საწარმოო მოწყობილობების თვითღირებულება - 3.000 ათასი ლარი; ხანძრის წარმოშობის თარიღი - 2008 წლის 1 თებერვალი; ხანძრის შედეგი - საამქროს და საწარმოო მოწყობილობების სრული განადგურება; ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღი - 2008 წლის 31 დეკემბერი; ფინანსური ანგარიშგების წარდგენის თარიღი -2009 წლის 31 მარტი; ხანძრის წარმოშობის სავარაუდო მიზეზი - ქარხნის მახლობლად მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის ქარხნის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო.

__________________

1. იურიდიული მოვალეობა არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება, კონტრაქტის, კანონმდებლობის, ან კანონის სხვა მოქმედების შედეგად. კონსტრუქციული მოვალეობა არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს საქმიანობის შედეგად, როდესაც წარსულში დამკვიდრებული პრაქტიკის, საწარმოს ამსახველი გამოქვეყნებული დოკუმენტების ან საკმარისად კონკრეტული მიმდინარე განცხადების საშუალებით საწარმომ სხვა მონაწილე მხარეებს აჩვენა, რომ იგი მომავალში აღიარებს გარკვეულ ვალდებულებას და როდესაც საწარმომ შექმნა სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ იგი მხარეთა წინაშე დააკმაყოფილებს ამ ვალდებულებას (ბასს 37. ფასს, 2004, გვ. 477).

2.ინფორმაცია არსებითია, თუ მისი გამოტოვება, ან დამახინჯება გავლენას მოახდენს მომხმარებლის მიერ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. არსებითობა დამოკიდებულია ანგარიშგების მუხლის, ან შეცდომის სიდიდეზე, რომელიც გამოიწვია ინფორმაციის გამოტოვებამ, ან დამახინჯებამ. არსებითობა წარმოადგენს ზღვარს, რომლის შემდეგაც ინფორმაცია მომხმარებლისათვის უსარგებლო ხდება. არსებითობა შეფარდებითი ცნებაა და ის, რაც ერთი საწარმოსათვის არსებითია, მეორესათვის შეიძლება არაარსებითი იყო (სტრ. საფუძვლები).

4 გვეკითხებიან, ვპასუხობთ

▲back to top


4.1 რა უნდა ვიცოდეთ უძრავ ქონებაზე

▲back to top


0x01 graphic

რედაქციაში შემოსულ კითხვებზე პასუხობს ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის კონსულტანტი -ნი ანზორ მესხიშვილი.

კითხვა:

- ვყიდულობ საცხოვრებელ სახლს, აუცილებელია თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიულად?

პასუხი:

- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიულად დადასტურებული წესით არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ფორმითდადებული გარიგება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს გარიგების მონაწილე მხარეები (მყიდველი და გამყიდველი) საჯარო რეესტრის (მარეგისტრირებელი ორგანოს) უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა საჯარო რეესტრის (მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის) გადაწყვეტილების გასაჩივრება და სად?

პასუხი:

- მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის სასამართლოში. რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ სასამართლოში.

კითხვა:

- სხვა სახელმწიფოში ნოტარიულად დამოწმებულ საბუთებს, აქვს თუ არა იურიდიული ძალა?

პასუხი:

- სხვა სახელმწიფოში ნოტარიულად დამოწმებულ საბუთებს, აქვს იურიდიული ძალა იმ შემთხვევაში თუ ის ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ სახელმწიფოებისა, სადაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით საბუთების ლეგალიზება არ მოითხოვება.

კითხვა:

- რა ღირს უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში?

პასუხი:

- უძრავი ქონების რეგისტრაციის საფასური საჯარო რეესტრში ღირს 50 ლარი პლიუს 1 ლარისაბანკო მომსახურების საფასური.

კითხვა:

- საჯარო რეესტრში დავარეგისტრირე საცხოვრებელი სახლი, ამონაწერში შეცდომით წერია ჩემი დაბადების თარიღი, ხარვეზის გასწორების შემთხვევაში განმეორებით უნდა გადავიხადო 50 ლარი?

პასუხი:

- იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი დაშვებულია რეგისტრატორის მიზეზით, დამატებით სარეგისტრაციო საფასურის გადახდა არ არის საჭირო.

კითხვა:

- მსურს ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფა, რა არის საჭირო ამისათვის?

პასუხი:

- სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ:

1. თქვენი პირადობის მოწმობის ასლი;

2. გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

3. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

კითხვა:

- უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს ამონაწერთან ერთად თუ გაიცემა საკადასტრო გეგმა?

პასუხი:

- უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს ამონაწერთან ერთად გაიცემა საკადასტრო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ხდება პირველადი რეგისტრაცია, სხვა შემთხვევაში დამატებით უნდა გადაიხადოთ 5 ლარი პლიუს 1 ლარი საბანკო მომსახურების.

კითხვა:

- უძრავი ნივთის რა უფლებები რეგისტრირდება საჯარო რეესტრში?

პასუხი:

- საჯარო რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე შემდეგი უფლებები: საკუთრება, აღნაგობა, უზურფრუქტი, იპოთეკა, სერვიტუტი, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება.

კითხვა:

- ჩემმა მშობლებმა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მშობლები გარდაიცვალნენ რა უნდა გავაკეთო, რომ ეს სახლი ჩემს სახელზე გავიფორმო, არ მყავს და-ძმა, ვარ პირველი რიგის მემკვიდრე და რეგისტრირებული ვარ მშობლების ბინაში.

პასუხი:

- თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი უბნის ნოტარიუსს და წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

1. მშობლების გარდაცვალების მოწმობები; 2. თქვენი დაბადების მოწმობა; 3. ცნობები სამისამართო ბიუროდან თქვენი და მშობლების საცხოვრებელი სახლში რეგისტრაციის შესახებ: 4. მონაცემები საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ (შესაბამისი ცნობა სარეგისტრაციოსამსახურიდან);

ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, რის შემდეგ თქვენ შესაბამის სარეგისტრაციოსამსახურს წარუდგენთშემდეგ საბუთებს:

  1. განცხადებას;

  2. თქვენი პირადობის მოწმობის ასლს;

  3. სამკვიდრო მოწმობას;

  4. 50 ლარიან ქვითარს.

ოთხი სამუშაო დღის შემდეგ (საბუთების ჩაბარების დღისა და გაცემის დღის გარეშე) მიიღებთ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელისახლის თქვენს საკუთრებაში

რეგისტრაციის შესახებ.

კითხვა:

- მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში უნდა გადავიხადო თუ არა საშემოსავლო გადასახადი?

0x01 graphic

პასუხი:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები განთავისუფლებულნი არიან ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების საშემოსავლო გადასახადისგან. მესამე და მეოთხე რიგის მემკვიდრეები კი 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.

კითხვა:

- რეგისტრირებული მაქვს ბინა, სადაც მითითებულია მხოლოდ საცხოვრებელი ფართი,

არ არის გათვალისწინებული ლოჯიის, დერეფნის, აბაზანის,სამზარეულოსა და აივნის ფართობები, რა არის საჭირო, რომ მთლიანი ფართი დავარეგისტრირო?

პასუხი;

- სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;

  2. სახლის საერთო ფართის შიდა აზომვითი ნახაზი;

  3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების კრების ოქმი, ნოტარიულად დამოწმებული;

  4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ნოტარიულად დამოწმებული, სადაც აღნიშნული იქნება, რომ თქვენი სახლის ფართობი შეადგენს აზომვით ნახაზში მითითებულ ფართს;

  5. 50 ლარიანი ქვითარი.

5 საფინანსო ბაზარი

▲back to top


5.1 წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

▲back to top


0x01 graphic

ნანა შონია,

ეკონომიის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

საქართველოში, მიმდინარე წლის ივნისში, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ახალი სახე - სვოპი გაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის რეგულირების მიზნით ინოვაციური პროდუქტების დანერგვასთან.

საინტერესოა, რა მიეკუთვნება წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს და რა როლს ასრულებენ ისინიქვეყნის ეკონომიკაში?

როგორც ცნობილია, წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება ფორვარდული, ფიუჩერსული და ოფციონური კონტრაქტები; სვოპები, რომელთაც შემდეგი დადებითი თვისებები ახასიათებს:

  • არიან სწრაფი ხასიათის - კონტრაგენტების ვალდებულებების შესრულება მოხდება განსაზღვრულ მომენტში წინასწარ, დადგენილვადებში;

  • მათი ფასები ეყრდნობა ბაზისური აქტივების (ვალუტა, აქციები, ობლიგაციები) ფასებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სასწრაფო კონტრაქტებს;

  • აქვთ არსებობის შეზღუდული ვადები - რამდენიმე წუთიდან დაწყებული - რამდენიმე წლამდე;

  • მათზე ოპერაციების ჩატარება შემოსავალს იძლევა მინიმალური ინვესტიციურიდაბანდების შემთხვევაშიც კი.

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მსოფლიო ბაზარმა თავის განვითარებაში რამდენიმე ეტაპი გაიარა. პირველ ეტაპზე ის წამოდგენილი იყო ფორვარდული კონტრაქტებით, რომლებიც იდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებთან მომავალ მოსავალზე. კონტრაქტების მყიდველები ავანსირებას უკეთებდნენ მათი დანახარჯების ნაწილს. ეს იყო 1605 წელი, როცა ამსტერდამის ბირჟაზე (ჰოლანდია) ვაჭრობდნენ ვადიანი კონტრაქტებით. 1715 წელს სწრაფი კონტრაქტები დგებოდა სასურსათო საქონელზე (მარცვლეული, ნედლეული მასალა და ა.შ.) ნიუ-იორკის სასურსათო ბირჟაზე. 1848 წელს დაფუძნდა - ჩიკაგოს სავაჭრო პალატა (chicago Board of Trade - CBOT). ამ ბირჟაზე 1865 წლიდან დაიწყეს გაუპიროვნებელი კონტრაქტების მიღება.

მეორე ეტაპი დაიწყო 1848 წლიდან, როდესაც გაიხსნა ჩიკაგოს სავაჭრო პალატა, სადაც ,,ახალი ინსტრუმენტებით ვაჭრობა მიმდინარეობდა, კერძოდ: ფიუჩერსული კონტრაქტებით ხორბალზე, სოიოზე და მსხვილფეხა საქონელზე. ფიუჩერსებმა დაიცვა ფერმერები რისკებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ფასების მერყეობას მათ პროდუქციაზე. ოპერაციების ჩატარების ძირითადი მიზანი იყო მხოლოდ ჰეჯირება, ანუ რისკის შემცირება. დროთა განმავლობაში ამ კონტრაქტების გამოყენება დაიწყეს „სპეკულიანტებმაც“ (გადამყიდველებმა). ისინი აწარმოებდნენ არბიტრაჟს, ანუ ცდილობდნენ მიეღოთ შემოსავალი ფასთა სხვაობით სწრაფი კონტრაქტებით.

მესამე ეტაპის საწყისად ითვლება 1972 წელი, როდესაც ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟამ გახსნა შვილობილი ქვეგანაყოფი - საერთაშორისო სავალუტო ბაზარი, სადაც პირველად გამოიტანეს სავაჭროდ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები - ფიუჩერსული კონტრაქტები ვალუტაზე. ერთი წლის შემდეგ კი გამოჩნდა სახელმწიფო ნაციონალური ასოციაციის იპოთეკური კრედიტების ფიუჩერსები დეპოზიტურ ხელწერილებზე, აგრეთვე აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებზე. 10 წლის შემდეგ გაჩნდა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები საფონდო ინდექსებზე. 1982წ. გაიხსნა ფინანსური ფიუჩერსული გარიგებების ლონდონის საერთაშორისო ბირჟა (The London International Financial Futures Exchange - LIFFE), ხოლო 1990წ. ბოლოს - გადაუდებელი კონტრაქტების გერმანული ბირჟა ფრანკფურტში (Die Deutsche Terminal Borse - DTB).

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების წარმოშობის ისტორია დაკავშირებულია ტიტებთან. 1841 წელს შოტლანდიელმა ჟურნალისტმა ჩარლზ მაკეიმ დაწერა წიგნი - „გასაოცარი პოპულარული ცდომილებები და ბრბოს სიგიჟე“, სადაც აღწერილია ნიდერლანდების ეროვნულ ყვავილზე, ტიტებზე დადებული ვადიანი კონტრაქტები და ტიტებით გამოწვეული პირველი მსოფლიო კრიზისი.

ფორვარდული კონტრაქტები - ისტორიულად პირველი წარმოებული ფასიანიქაღალდია, რომელსაცსაფუძვლად უდევს ორმხრივი შეთანხმებამხარეებს შორის რაიმე აქტივის (საქონლის, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის) მოწოდებაზე განსაზღვრულ დროში და შეთანხმებულ ფასში. რადგანაც ისინი არ არიან საბირჟო ინსტრუმენტები, მათი დადება ხდება წარმოებული ფორმით და არ შეიძლება დაეთმოს მესამე მხარეს. ფორვარდული კონტრაქტები ორგანიზაციებს უფლებას აძლევს დაგეგმონ თავიანთი მსხვილი ხარჯები გარკვეული ვადით, აგრეთვე, ჰეჯირება გაუკეთონ თავიანთ მომავალ პროდუქციას განსაზღვრულ ფასში.

ფორვარდულ კონტრაქტებს შემდეგი დადებითი თვისებები ახასიათებს: შესაბამისი აქტივის რეალური ყიდვა ან გაყიდვა; გამყიდველის ან მყიდველის დაზღვევა ფასების არასასურველი ცვლილებებისგან.

ფიუჩერსული კონტრაქტები გულისხმობს შეთანხმებას სტანდარტული რაოდენობის საბირჟო საქონლის ყიდვაზე, ან გაყიდვაზე განსაზღვრულ დროში და შეთანხმებულ ფასში. ფიუჩერსი არის ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე - გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად.

ფიუჩერსული კონტრაქტის დადება, როგორც წესი, მიზნად არ ისახავს საქონლის რეალურ მიწოდებას. ფიუჩერსული კონტრაქტის უპირობო შესრულება გარანტირებულია ბირჟის საკლირინგო პალატის მიერ, რაც მას მაღალ ლიკვიდურობას ანიჭებს.

მსოფლიოში არსებობს 60-ზე მეტი სხვადასხვა საბირჟო საქონელი, რომლებზეც იდება ფიუჩერსული კონტრაქტები. ისინი პირობითად შეიძლება გაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:

  1. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ლითონები;

  2. ფასიანი ქაღალდები (ძირითადი ობლიგაციები);

  3. უცხოური ვალუტა;

  4. საბირჟო ინდექსები.

თავის მხრივ ფიუჩერსული კონტრაქტი წარმოადგენს მოლაპარაკებას მხარეებს შორის განსაზღვრული რაოდენობის საქონლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინასწარ დათქმულ ფასში. ფიუჩერსულ კონტრაქტში განისაზღვრება შესყიდვის ფასი, მაგრამ აქტივი მიწოდების თარიღამდე არ ექვემდებარება მიწოდებას. მოლაპარაკების მონაწილეები პასუხისმგებლები არიან კონტრაქტის შესრულების პირობებზე. ფიუჩერსული კონტრაქტები დაიდება ბირჟაზე მხოლოდ ისეთ აქტივებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის საქონელი, მადნეული, უცხოური ვალუტა, ფასიანი ქაღალდები ფიქსირებული შემოსავლებით, საბაზრო ინდექსები, საბანკო დეპოზიტები და სხვ.

მხარეები, რომლებიც აფორმებენ ფიუჩერსულ კონტრაქტს, არ წარმოადგენენ მყიდველებსა და გამყიდველებს, რადგანაც თითოეული მათგანი თავის თავზე იღებს ვალდებულებას ერთი აქტივის (მაგალითად, აქციების) მიღების და მეორე აქტივის (მაგალითად, ფულის) მიწოდების თაობაზე. მაგრამ ფიუჩერსების ბაზარზე სწორედ ასეთი ტრადიციაა ჩამოყალიბებული. მხარეზე, რომელიც ვალდებულებას იღებს მიაწოდოს საბაზისო აქტივი, ამბობენ, რომ მან ,,გაყიდა ფიუჩერსი, ანუ დაიკავა ,,მოკლე პოზიცია, ხოლო მხარეზე, რომელიც იღებს ვალდებულებას მიიღოს საბაზისო აქტივი, ამბობენ, რომ მან ,,იყიდა ფიუჩერსი, ანუ დაიკავა ,,გრძელი პოზიცია.

ფიუჩერსული ფასი არის ინვესტორის მოლოდინის ანარეკლი საბირჟო აქტივის მომავალ ფასზე. ეს არის ფასი, რომელიც ფიქსირდება ფიუჩერსული კონტრაქტის დადებისას. ის შეიძლება იყოს ბაზისური აქტივის ფასზე დაბალი ან მაღალი მიმდინარე მომენტში (სპოტის ფასი). სიტუაციას, რომლის დროსაც ფიუჩერსული ფასი სპოტის ფასზე მაღალია, ეწოდება კონტანგო, თუ დაბალია - ბეკვორდეიშენი.

არსებობს ფიუჩერსული კონტრაქტების შემდეგი სახეები:

ოფციონური კონტრაქტების მეშვეობით გარიგების ერთი მხარე ყიდის ოფციონს (საქონლის შეძენის უფლებას) ფულად პრემიაზე, მეორე კი მიიღებს ან საქონლის ფიქსირებული ფასებით ყიდვის ან მესამე პირისთვის მიყიდვის უფლებას.

ოფციონი წარმოადგენს კონტრაქტს, რომლის მყიდველს აქვს უფლება იყიდოს ან გაყიდოს აქტივი ფიქსირებულ ფასში, განსაზღვრულ ვადაში, ხოლო გამყიდველი, კონტრაგენტის მოთხოვნის შესაბამისად, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზაცია ფულადი პრემიის საფასურად.

ინვესტორს, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი პროგნოზები რაღაც აქტივზე მომავალი ფასების შესახებ გამართლდება, აქვს შესაძლებლობა გააფორმოს ფიუჩერსული კონტრაქტი, მაგრამ ეს მის პოზიციას საკმაოდ სარისკოს გახდის, რადგან თუ მისი პროგნოზი სწორი არ აღმოჩნდება, ინვესტორი ვერ შეძლებს უარის თქმას გარიგების შესრულებისგან, ვინაიდან ფიუჩერსული კონტრაქტი „ვალდებულებას“ გულისხმობს. მაგრამ ინვესტორს თავისი საფინანსო რისკის შეზღუდვა შეუძლია ოფციონური გარიგების დადებით.

პირველად ოფციონების გამოყენება 1964წ. ინგლისში დაფიქსირდა. ერთ-ერთი პირველი ოფციონიXVII საუკუნეში ჰოლანდიაში გაჩნდა. ეს იყო ოფციონები ტიტებზე (ყვავილი).

ამჟამად განვითარებულ საფონდო ბაზრებზე ოფციონური კონტრაქტების დადება ხდება სხვადასხვა საქონელზე, ვალუტაზე, ფასიან ქაღალდებზე, საფონდო ინდექსებზე. მსოფლიოში ოფციონური ბაზრების მკვეთრი ზრდა დაიწყო 1973 წლიდან და არსებობს როგორც საბირჟო ოფციონები, ისე არასაბირჟო ოფციონები, რომლებიც ბირჟის გარეთ მიმოიქცევა.

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების შემდეგ სახეს წარმოადგენს სვოპები. ისინი გულისხმობენ ორმხრივ ოპერაციას ბანკსა და მის კლიენტს შორის კონტრაქტებისა და ვალდებულებების გაცვლა- გამოცვლის შესახებ. მაშასადამე, სვოპი არის შეთანხმება ორ კონტრაგენტს შორის მომავალში გადასახადების ან სხვა აქტივების გაცვლა- გამოცვლის შესახებ, კონტრაქტში ნაჩვენები პირობების შესაბამისად.

სვოპი შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა მხარეს შორის ბანკის შუამავლობით. სვოპის პირობები სტანდარტულია, რამაც წარმოქმნა სვოპების მეორადი ბაზარი, რომლებიც დაკავშირებულია ვალუტასთან. თუმცა, სვოპების მხოლოდ 5%25-ით ვაჭრობენ მეორად ბაზარზე.

სვოპების ბაზრის წარმოშობა მოხდა XX ს. 70-იან წლების ბოლოს, როდესაც თრეიდერებმა, რომლებიც ახორციელებდნენ სავალუტო ოპერაციებს, დაიწყეს სავალუტო სვოპების გამოყენება, რათა თავიდან აეცილებინათ ბრიტანეთის ხელისუფლების რეგულირების მეთოდები, რომლებსაც იგი იყენებდა უცხოური ვალუტის მიმართ.

სვოპებს წინ უძღოდა ეგრეთ წოდებული პარალელური, ანუ საკომპენსაციო სესხები, რომლებიც პოპულარული იყო 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში, როგორც უცხოური ფინანსური ინვესტიციები სავალუტო შეზღუდვების პირობებში. პირველი საპროცენტო სვოპი დაიდო 1981 წ. კომპანია „IbmBM“-სა და საერთაშორისო ბანკს შორის.

სვოპ-გარიგებების პოპულარობა ინვესტორებს შორის შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა:

  • სვოპი ინვესტორსაძლევს საშუალებას, შეამციროს კომერციული გარიგებების დროს წარმოქმნილი საპროცენტოდა სავალუტო რისკები.

  • ზოგიერთ ფირმას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უპირატესობები კონკრეტული სახის დაფინანსების მიღებისას.

  • არსებობს სავალუტო და საპროცენტო სვოპები.

სავალუტო სვოპი წარმოადგენს ერთი ვალუტის გაცვლას ნომინალითა და ფიქსირებული პროცენტით სხვა ვალუტაში. სავალუტო სვოპი შეიცავს სამი სხვადასხვა სახის ფულის ნაკადს:

  1. მხარეები საწყის ეტაპზე უცვლიან ერთმანეთს ნაღდ ფულს;

  2. მხარეები ახორციელებენ ერთმანეთისათვისპერიოდულსაპროცენტო გადახდებს სვოპის თაობაზე შეთანხმების მთელი ვადის მანძილზე;

  3. მხარეები სვოპის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ ისევ უცვლიან ერთმანეთს ძირითად თანხას.

2009 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის 364 დღიან სავალუტო სვოპ-ოპერაციების აუქციონზე 5 მილიონი ლარი გაიყიდა, სადაც მონაწილეობდა 3 კომერციული ბანკი და საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 0,14%25.ეს იყო საქართველოში სავალუტო სვოპების მიმოქცევის მეათე სესია.

საპროცენტო სვოპი წარმოადგენს შეთანხმებას მხარეებს შორის პერიოდული ურთიერთგადახდების თაობაზე, რომლებიც განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთებისა და ურთიერთშეთანხმებული საკონტრაქტო თანხის საფუძველზე. როგორც წესი, საპროცენტო სვოპი წარმოადგენს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სავალო ვალდებულების შეცვლას ცვალებადი განაკვეთის მქონე ვალდებულებით. ამ დროს მხარეები უცვლიან ერთმანეთს მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, და არა ნომინალს. ხელშეკრულების ვადა ჩვეულებრივ მერყეობს 2-დან 15 წლამდე.

დღეისათვის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი არის ყველაზე დინამიურად განვითარებადი სეგმენტი მსოფლიო საფინანსო ბაზრებს შორის. რადგან წარმოებული ფასიანი ქაღალდები უფრო დრეკადი ინსტრუმენტებია, ვიდრე რეალური ფასიანი ქაღალდები, რის გამოც ბაზრის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ უფრო სწრაფი რეაქცია იქონიონ მიმდინარე ცვლილებებზე.

თუმცა, საქართველოზე იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმოქცევა, ჩვენს ქვეყანაში ჩანასახოვან მდგომარეობაშია. მათი მიმოქცევა 2007 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და იმავე წლის ბოლოს ფინანსური წარმოებულების აქტივები სულ 1 247,8 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები - -181,0 ათასი აშშ დოლარს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს ფინანსური წარმოებულების აქტივებმა შეადგინა 141,2 ათასი აშშ დოლარი, ვალდებულებებმა კი - 291,1 ათასი აშშ დოლარი, რაც საგრძნობლად შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (აქტივები - 652,1 ათასი აშშ დოლარი, ვალდებულებები - 454,8 ათასი აშშ დოლარი) [www.nbg.gov.ge. საგადასახდელო ბალანსი, 05.10.09წ].

აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია საქართველოში სავალუტო სვოპების პარალელურად სხვადასხვა სახის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მიმოქცევაში დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარებას.

Market De velopme nt Prospe cts of
Derivative Fi nancial Instrume nts in Georgi a

Nana Shonia Akaki Tsereteli State University Associated Professor,Tbilisi State University of Economic Relations, Full professor

Since the beginning of the current year, first rudimentary shapes of the market of derivative financial instruments could be seen that was connected to the introduction of the innovative products by the National Bank inorder to regulatemonetary policy.

There are for main groups of derivative financial instruments in the world: forward contracts, future contracts, option contracts and swaps. The advantages of derivative financial instruments are the following:

  • they are fast ones, obligations of the contragents are fulfilledat a definite future date, within a fixed intervals.

  • their price depends on the price of basic assets (currency, stocks, bonds) that should correspond to the quick contracts.

  • have limited period of existence - from several minutes to several years.

  • operations on them bring income even in case of minimal investment. In the current year buying- selling currency through currency swaps was introduced.

It has been successful so far. It is necessary to implement other derivative financial instruments in circulation that will assist to the development of the financial market of the state.

6 მეცნიერება

▲back to top


6.1 როგორ ვმართოთ რისკი

▲back to top


ამ ბოლო ხანებში მომწიფდა საჭიროება იმისა, რომ სისტემურად იქნას შესწავლილი რისკის მენეჯმენტი, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული საწარმოს მართვის ეფექტური სისტემის პროექტირებაზე.

0x01 graphic

ნანა ბენიძე,
ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი

0x01 graphic

ჯამბულ ბიწაძე
აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოც. პროფესორი

როგორც ვიცით, რისკი - ეს არის მოვლენის ალბათობისა და მისი შედეგის ერთობლიობა. მმართველობით საქმიანობაში ტერმინი რისკი, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ნეგატიური შედეგების შესაძლებლობა. ზოგიერთ სიტუაციაში რისკი განპირობებულია მოსალოდნელი შედეგის ან მოვლენის ცვლილებით. ცნობილია რისკის ბუნების კვლევის სამი გზა: ობიექტური, სუბიექტური და შერეული, ანუ ობიექტურ-სუბიექტური.

ობიექტური მიდგომის მიმდევრები თვლიან, რომ რისკის შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანთა საქმიანობა უპერსპექტივოა, რადგან ბუნების ობიექტურ კანონებთან ბრძოლას აზრი არა აქვს. ამასთან, რისკის მართვის პროცესს ისინი განიხილავენ, როგორც ზარალის დათვლის და მისი კომპენსაციის მეთოდების განსაზღვრის პროცედურას. მოცემული კონცეფციის თანახმად, ობიექტურობა კატეგორიისა ეკონომიკური რისკი, გამოიხატება იმაში, რომ ეს ცნება დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალურად მომხდარ მოვლენებთან და პროცესებთან, რომლებიც ადამიანის ნებისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. იმდენად, რამდენადაც ბევრი პროცესი ობიექტური ეკონომიკური კანონების და კანონზომიერებების ხასიათს ატარებს, რომელთა გავლენის აცილება რთულია, ამიტომ შეუძლებელია რისკის სიტუაციის აცილება.

საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული სუბიექტური მიდგომაც, რომელიც ემყარება თეზისს, რომლის თანახმადაც, რისკი ყოველთვის სუბიექტურია იმდენად, რამდენადაც გვევლინება, როგორც შესაძლო ალტერნატივათა გათვალისწინებით მოვლენის, როგორც გაცნობიერებული არჩევანის შეფასება ადამიანის (სუბიექტის) მიერ. ამ თვალსაზრისით რისკის გამოვლინება კავშირშია ადამიანის ნებასა და ცნობიერებასთან და, შესაბამისად, სუბიექტურ ხასიათს ატარებს. მოცემული პოზიციის მიმდევართა აზრით, რისკი ყოველთვის გულისხმობს მმართველობითი გადაწყვეტილებების გარკვეული ალტერნატიული ვარიანტებიდან არჩევანის შესაძლებლობას და მათი განხორციელების ალბათობის გამოთვლის აუცილებლობას. ამას გარდა, რისკის ერთსა და იმავე სიდიდეს ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური მოტივების, ორიენტირების და სტერეოტიპების გამო. ამაში გამოიხატება მისი სუბიექტური მხარე.

შერეული, ანუ ობიექტურ-სუბიექტური მიდგომა თავის თავში აერთიანებს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს. რისკის ობიექტურ-სუბიექტური ბუნება აიხსნება იმით, რომ მისი წარმოშობა ხდება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ხასიათის პროცესებით, რომელთა ზემოქმედების ხარისხი ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. რისკის არსში მისი ორი საწყისის გააზრება საშუალებას იძლევა ავირჩიოთ უფრო ეფექტური ხერხები და მეთოდები, რომლებიც პრაქტიკაში რისკისა და გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაციას ახდენენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცნებები რისკი და ზარალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რადგანაც რისკი შესაძლო უარყოფითი ცვლილებაა, ზარალი უკვე ფაქტიური ცვლილებაა. რისკის რეალიზაცია და მისი კონკრეტული გამოსახულების ფორმირება მიღებული ზარალით ხდება.

საბაზრო ურთიერთობის თეორიაში რისკის ცნება პირველად ფრანგმა ეკონომისტმა . კანტილონმა შემოიტანა. იგი რისკს განიხილავდა, როგორც ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობის თვისებას, რომელიც კონკურენციის პირობებში ხორციელდება. მოვაჭრის შემოსავლებს და დანაკარგებს იგი აფასებდა, როგორც რისკის და გაურკვევლობის შედეგებს.

ცნება რისკის, როგორც ეკონომიკური კატეგორიის შემდგომი კვლევა და მეცნიერული აზროვნების აქტივიზაცია კერძო საკუთრების წარმოშობასთანაა დაკავშირებული. რისკის პრობლემას სამეწარმეო საქმიანობაში დიდ ყურადღებას უთმობენ ეკონომიკური თეორიის კლასიკოსები. იმ დროს რისკის თეორიის განვითარება ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: კლასიკური და გვიანი ნეოკლასიკური.

კლასიკური სკოლის წარმომადგენლები . მილი, . სმიტი, . ნაიტი, . . სენიორი საწარმოო შემოსავლების სტრუქტურაში შემდეგ ელემენტებს გამოყოფდნენ:

  • ჩადებული კაპიტალის პროცენტი, ანუ მეწარმის გამომუშავება;

  • რისკის საფასური, როგორც შესაძლო რისკის ანაზღაურება, რომელსაც კაპიტალის მფლობელი სამეწარმეო საქმიანობისგანხორციელების დროს თავის თავზე იღებს.

რისკის კლასიკური თეორია მოცემულ ეკონომიკურ კატეგორიას პირველ რიგში აკავშირებს არჩეული გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ შესაძლო დანაკარგთან, ამიტომ მეწარმე ითხოვს შემოსავლის სტრუქტურაში შევიდეს რისკის ან სადაზღვევო პრემიის თავისებური კომპენსაცია. ეს ნიშნავს, რომ რაც მეტია რისკი, მით მეტი უნდა იყოს შემოსავლის ნორმა.

მე-19 ს-ში გერმანელმა ეკონომისტმა . ფონ ტიუნინმა, რომელიც გერმანული კლასიკური სკოლის წარმომადგენელი იყო, გამოავლინა პირდაპირი კავშირი შემოსავლის სიდიდესა და სამეწარმეო რისკს შორის. საბაზრო ურთიერთობების თეორიაში მან პირველად შემოიტანა გამოუყენებელი ალტერნატიული შესაძლებლობების რისკის ცნება, რომელსაც შემოსავლის არასრულ ფორმასთან მივყავართ. ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, რაც აიძულებს მეწარმეს წავიდეს რისკზე, მეცნიერის აზრით არის მოგება, რომელიც რისკის მატების პროპორციულად უნდა იზრდებოდეს.

გერმანული კლასიკური სკოლის სხვა წარმომადგენელმა . ფონ მანგოლდმა განავითარა ი. ფონ ტიუნინის იდეა და პირველად დასვა საკითხი დროის ფაქტორის გათვალისწინებით რისკის ხარისხის შეფასების აუცილებლობის შესახებ. რისკის ხარისხი გ. ფონ მანგოლდის აზრით აგრეთვე დამოკიდებულია წარმოების ხასიათზე:

  • როცა წარმოება ხორციელდება შეკვეთით, ე.ი. როცა მკვეთრად განსაზღვრულია შეკვეთა პროდუქციის წარმოებაზე ან სამსახურის გაწევაზე, რისკი მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს.

  • როცა პროდუქცია ბაზრისთვის მზადდება რისკი მნიშვნელოვანია, ე.ი. საბაზრო კონკურენციის არაპროგნოზირებადობის, სიტუაციის ხშირი ცვლილების პირობებში რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, რაც მეტი დრო გადის წარმოების დაწყებიდან მზა საქონლის საბოლოო რეალიზაციამდე, მით მეტია შესაძლო დანაკარგების რისკი და მით მეტი უნდა იყოს კომპენსაცია.

ამერიკელმა ეკონომისტმა ფ. ნაიტმა უფრო ღრმად განავითარა რისკის ფაქტორის, როგორც სამეწარმეო მოგების წყაროს იდეა. მისი აზრით, შემოსავალი, რომელსაც მეწარმე იღებს, ფორმირდება არა მარტო დახარჯული მატერიალური, შრომითი და ფულადი რესურსების საფუძველზე, არამედ დამოკიდებულია თვითონ იდეის ნაყოფიერებაზე და მეწარმის უნარზე გადალახოს გაურკვევლობისა და რისკის მდგომარეობა მინიმალური დანაკარგებით. შემოსავალი განისაზღვრება როგორც რისკის საფასური და წარმოიქმნება დაქირავებული მუშახელის თანხმობის შედეგად, მიიღონ მეპატრონის მიერ დაწესებული თანხა. ამით ისინი მეპატრონეს აძლევენ საშუალებას მიითვისოს სხვაობა სრულ შემოსავალს და ფიქსირებულ გადასახადებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ამა თუ იმ მოვლენის ალბათობა შეიძლება გამოითვალოს და გამოიხატოს რაოდენობრივად, მათემატიკური მეთოდების დახმარებით, ფ. ნაიტი გამოყოფს რისკების ორ კატეგორიას - დაზღვევადს და არადაზღვევადს. იმდენად, რამდენადაც პროგნოზირებადი მოვლენის დადგომის ალბათობა განსაზღვრულია, რისკის ზემოქმედების შედეგად, შესაძლო დანაკარგები საერთო დანაკარგების მუდმივ ელემენტად იქცევა. ამ სიტუაციაში რისკი არ შეიძლება იყოს შემოსავლის ან დანაკარგის წყარო. მეწარმის შემოსავალი ფორმირდება გაურკვევლობით, რომლის განვითარება, ფ. ნაიტის აზრით, არ ექვემდებარება ერთმნიშვნელოვან განსაზღვრებას და აღრიცხვას.კლასიკური სკოლის წარმომადგენლების მიერ რისკის, როგორც პირველ რიგში, დანაკარგის განსაზღვრამ, განაპირობა რისკის ნეოკლასიკური თეორიის წარმოქმნა. ეკონომიკური გამოკვლევები მიკროდონეზე იქნა გადატანილი, ე.ი. შესწავლის ობიექტი გახდა საწარმო და მისი მოღვაწეობა რისკის პირობებში.

ა. მარშალი, ა. პიგუ მოგებას განიხილავენ როგორც შემთხვევით, ცვლად სიდიდეს, რომელიც არ შეიძლება მუდმივი დარჩეს საწარმოთა ფუნქციონირების ცვალებადობის გამო, ამიტომ თავის მოღვაწეობაში ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ ორი ძირითადი კრიტერიუმით: მოსალოდნელი მოგების ზომით და მისი შესაძლო რყევით და გადახრით მოსალოდნელი ზომისგან. როცა მეწარმე რისკის პირობებში გადაწყვეტილებას იღებს, იგი ირჩევს ისეთ ვარიანტს, რომლის დროსაც მოგების რყევა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, მაქსიმალურად მცირე იქნება.

ნეოკლასიკურ თეორიაში მნიშვნელოვანი დამატებები შეიტანა ინგლისელმა ეკონომისტმა . . კეინსმა. ფაქტობრივად მან პირველმა მოგვცა სამეწარმეო რისკების დაწვრილებითი კლასიფიკაცია. ჯ. მ. კეინსი რისკის, როგორც ობიექტური რეალობის და საწარმოს ბაზარზე ფუნქციონირების გარე და შიგა გარემოსთვის დამახასიათებელი ელემენტის განხილვისას, გამოყოფს მის სამ ძირითად სახეს:

  • მეწარმის ან მოქირავნის რისკი, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ იგი არ არის დარწმუნებული, რომ აქვს უნარიმიიღოს ისეთი შემოსავალი, როგორსაც ელოდა. რისკისეს სახე წარმოიქმნება მაშინ,როცა მეწარმემხოლოდ თავის ფულს იყენებს.

  • კრედიტორის რისკი წარმოიქმნება საკრედიტო ოპერაციების წარმოების დროს, რომლებშიცკეინსიგულისხმობს რეალური ან პირადი უზრუნველყოფით სესხების გაცემას. ეს რისკი შეიძლება დაკავშირებული იყოს კრედიტორის ეჭვთან გამოჩენილი ნდობის საფუძვლიანობის გამო, .. განზრახ გაკოტრების და ვალდებულებათა შესრულებისთვის თავის არიდების სხვა მცდელობების საშიშროებით.

  • ფულადი ერთეულის ფასის შესაძლო შემცირების რისკიინფლაციასთან დაკავშირებით. აქედანგამომდინარე, კეინსი თვლიდა, რომ ფულადი დანაზოგი ნაკლებად საიმედოა, ვიდრერეალური ქონება.

ინგლისელმა ეკონომისტმა აგრეთვე მიუთითა, რომ აუცილებელია ჩატარდეს მიზეზთა დაწვრილებითი შეფასება, რისკის თითოეული სახისთვის შესაძლო გამოვლინებებისა და შედეგებისა, რისკის ნეოკლასიკურ თეორიაში შეიტანა ე.წ. სიამოვნების ფაქტორი, რომელიც ხსნის მეწარმის მზადყოფნას წავიდეს დიდ რისკზე დიდი მოგების მიღების მიზნით. სიამოვნების ფაქტორი, რომელიც ხსნის შესასწავლი მოვლენის ფსიქოლოგიურ მხარეს და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება თვითონ რისკის პროცესიდან, წინააღმდეგობაში მოდის კლებადი ზღვრადი სარგებლიანობის კონცეფციასთან. მოცემული კონცეფციის შინაარსი რისკის ეკონომიკურ კატეგორიასთან კავშირში შეიძლება შემდეგნაირად გამოვხატოთ: იქ, სადაც მეწარმის მიერ მიღებული ყოველი მეორე ლარი სარგებლიანობას ნაკლებად ადიდებს, ვიდრე წინა, ფულის კლებადი ზღვრული სარგებლიანობა სავარაუდოდ გავლენას იქონიებს რისკის გამო მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ამ წინააღმდეგობის გადაჭრის მიზნით, ეკონომისტები . ფროდმენი და . სევეჟი აყენებენ მზარდი მოსალოდნელი სარგებლიანობის კონცეფციას, რომლის თანახმადაც, რაც მეტია რისკის დონე, მით მეტი შემოსავალი ელოდება მეწარმეს სარისკო პროექტის რეალიზაციის შედეგად.

ამასთან, მიღებულია ჩაითვალოს, რომ რისკის პროგრესირებული ზრდა სამეწარმეო შემოსავალს მხოლოდ განსაზღვრულ ზომამდე ზრდის. რისკის გაუმართლებელი ზრდა და კრიტიკული ზღვარის გადალახვა იწვევს არამარტო შემოსავლის ზრდის შენელებას, არამედ შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვიოს. ამიტომ, გადაწყვეტილებები იმ პროექტების რეალიზაციის შესახებ, რომელთა რისკის დონე კრიტიკულ წერტილზე მაღალია და კატასტროფული რისკის სფეროს განეკუთვნება, არანაირი პირობით არ უნდა მიიღებოდეს მეურნეობის სუბიექტთა მიერ.

კაპიტალური აქტივების თეორია ახდენს სრულყოფილ ბაზარზე რისკის და შემოსავლიანობის სუფთა სახით თანხვედრას. საწყისი პირობები: ყველა ინვესტორის რაციონალური მიდგომა; ყველა ინვესტორისთვის მაღალკონკურენტული გარემო; ყველა ინვესტორი ინფორმირებულია რისკისა და მოსალოდნელი შემოსავლის შესახებ; არ არის გათვალისწინებული საკომისიოები და გადასახადები; არ არსებობს გაკოტრების რისკი.

რეალობაში ბაზარი არ არის სრულყოფილი, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო ბაზარი, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმია რისკების შესახებ, ყველა ინვესტორი არ არის რაციონალური და გაკოტრებები საკმაოდ ხშირია. საქართველოში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც რისკის დონე გაუთვალისწინებელ მოვლენებზეა დამოკიდებული.

შემთხვევითობა - ეს არის ისეთი მოვლენა, რაც მსგავს პირობებში შეიძლება სხვადასხვაგვარად მოხდეს და რისი წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელია, მაგრამ შემთხვევითობათა სამყაროში მოქმედებენ გარკვეული კანონზომიერებანი(ალბათობის თეორია).

შემთხვევითი მოვლენის ობიექტური შესაძლებლობის ზომას მისი ალბათობა ეწოდება, ე.ი. ზომა იმისა, რომ მოვლენა შეიძლება მოხდეს. სწორედ ამ ალბათობის რიცხვის ახლოს ხდება მოვლენის სიხშირეების დაჯგუფება. ნებისმიერი მოვლენის ალბათობა ნულიდან ერთამდე მერყეობს. რიცხვმა შეიძლება ასახოს დაკვირვებათა სერიაში შედარებითი სიხშირე, ან ხარისხი რწმენისა, რომ რომელიმე მოვლენა მოხდება. თუ ალბათობა 0-ის ტოლია, მაშინ მოვლენა შეუძლებლად ითვლება. რწმენის დიდი ხარისხისთვის ალაბათობა 1-თან ახლოსაა. თუ ალბათობა 1-ის ტოლია მაშინ მოვლენა აუცილებელია. ალბათობის ანალიზი საშუალებას იძლევა მოხდეს შემთხვევითი მოვლენების პროგნოზირება მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების საფუძველზე, ამასთან გაურკვევლობის დონე და რისკის ხარისხი მცირდება.

სამეურნეო სიტუაციაში ნებისმიერ ქმედებაზე ყოველთვის არის უკუქმედება. მეწარმემ თავისი ქმედებების პროცესში შეიძლება აირჩიოს ისეთი სტრატეგია, რომელიც საშუალებას მისცემს მას შეამციროს უკუქმედების ეფექტი, რაც რისკის ხარისხსაც შეამცირებს.

რისკის შეფასებისას მენეჯერი პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს არასასურველი შედეგის ალბათობით, რადგანაც არსებობს არასასურველი შედეგის განსაზღვრის ორი მეთოდი: ობიექტური და სუბიექტური.

ობიექტური მეთოდი დაფუძნებულია იმ სიხშირის გამოთვლაზე, რომლითაც ანალოგიურ სიტუაციებში ესა თუ ის შედეგი იქნა მიღებული. ამ შემთხვევაში ალბათობის გამოთვლა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე შემდეგი ფორმულით ხდება:

P=n/N

სადაც P - არასასურველი მოვლენის ალბათობაა; n- მეწარმისთვის წარუმატებელი შედეგით დასრულებულ მოვლენათა რიცხვი; N - ანალოგიურ მოვლენათა საერთო რიცხვი, როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი შედეგით.

მაგრამ მენეჯერი ყოველთვის არ ფლობს ინფორმაციას არასასურველი შედეგის ალბათობის შეფასების გამოსათვლელად. ასეთ შემთხვევაში საწარმომ შეიძლება მიმართოს კონსალტინგურ ფირმას ან ალბათობა სუბიექტური მეთოდით შეაფასოს.

სუბიექტური მეთოდი დაფუძნებულია შედარებით განსაზღვრული შედეგის ვარაუდზე. ეს მეთოდი გულისხმობს არასასურველი შედეგის ალბათობის განსაზღვრას მენეჯერის პირადი გამოცდილების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მენეჯერმა განვლილი გამოცდილებისა და ინტუიციის შესაბამისად, აუცილებლად უნდა შეადგინოს მოვლენის ალბათობის ციფრობრივი გათვლა. ამასთან, აუცილე ბელია გათვალისწინებულ იქნას ორი შეზღუდვა:

- პირველი - Pi=1, ე.ი. ყველა შესაძლო მოვლენის ალბათობათა ჯამი 1-ის ტოლია.

- მეორე - 0<P<1, ე.ი. ცალკეული მოვლენის ალბათობა მეტია ან ტოლია 0-ის და ნაკლებია 1-ზე.

თუ მმართველობითი გადაწყვეტილება პირთა ჯგუფის მიერ მიიღება, მაშინ არასასურველი მოვლენის ალბათობა შეიძლება ექსპერტული გზით იქნეს განსაზღვრული. უნდა აღინიშნოს, რომ თუ არასასურველი მოვლენის ალბათობა დიდია, მენეჯერი ვალდებულია მოცემულ გარიგებას სიფრთხილით მოეკიდოს, იმდენად, რამდენადაც მოცემულ სიტუაციაში წარუმატებლობის დიდი რისკი არსებობს. ამავდროულად რისკის ნებისმიერ დონესთან დაკავშირებული ნებისმიერი ვარიანტის იგნორირებამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლება სამეწარმეო კონკურენტუნარიანობის დაკარგვასთან მიგვიყვანოს.

ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს ემპირიული გზით გამოთვალოს რისკის დასაშვები დონე. მაგალითად, . ბაჩკაიმ, . რუდაშევსკიმ, . ტატეისმა გამოიმუშავეს რისკის სკალა, რომელიც მენეჯერთა მუშაობისთვისაა რეკომენდებული. (ცხრ. 1)

მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული სკალა პირობით ხასიათს ატარებს და ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტული გარიგებისთვის დასაშვები არასასურველი მოვლენის ალბათობის გამოთვლისას მენეჯერი იღებს.

სასურველი შედეგის ალბათობის პირველი სამი გრადაცია ნორმალურ რისკს შეესაბამება, რომლის დროსაც რეკომენდებულია მიღებულ იქნას ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილებები. მაღალი რისკის მქონე გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობების დროს (თუ ისინი წარუმატებლობის შემთხვევაში საწარმოს გაკოტრებამდე არ მიიყვანენ).

მართალია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის 17 მარტს დაამტკიცა დებულება კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საკრედიტო სისტემაში არსებული რისკების ცნებას და მისი გამოყენების არსს, რისკების მართვასთან დაკავშირებულ ბანკის მენეჯმენტის უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობას, რისკების მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურას და ფუნქციებს, რისკის მართვის პოლიტიკას, პროცედურებს და ლიმიტების დადგენას და ა. შ., მაგრამ აუცილებელია არა მარტო ბანკებში, არამედ ქვეყნის ყველა მსხვილ და საშუალო ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს სპეციალური რგოლი, ე.წ. რისკების მართვის ცენტრი, რომელიც დაეხმარება ანგარიშვალდებულ ერთეულებს შეაფასონ რისკები, შეიმუშაონ და განახორციელონ მათზე მანიპულირების ღონისძიებები.

რისკის დასაშვები დონის ემპირული სკალა

ცხრილი 1

ნომერი

სასურველი მოვლენის ალბათობა
(რისკის სიდიდე)

გრადაციის დასახელება

1

0,0 - 0,1

მინიმალური რისკი

2

0,1 - 0,3

მცირე რისკი

3

0,3 - 0,4

საშუალო რისკი

4

0,4 - 0,6

მაღალი რისკი

5

0,6 - 0,8

მაქსიმალური რისკი

6

0,8 - 1,0

კრიტიკული რისკი

annotation

Theoretical Grounds of Risk

Nana Benidze, Candidate of Economic Sciences
Jambul Bitsadze,
Academic Doctor,
Associated Professor at Akaki Tsereteli State University

Improvement and development of economy involves its structural changes and social orientation, change of the complex of property relationships and attraction of investment for high-technology production, integration of native economy in the world system of economic links. It's relatively difficult to reach these goals since it's necessary to create a new system of management that will be integrated with the conditions of risk and vagueness. Such type of a system should provide solution of current as well as perspective tasks. It is necessary to take international experience into consideration for its improvement and provision of human resources. Therefore, we face the necessity to systematically study risk management that will be oriented on the projection of an effective management system of a certain industry.

In March 17, 2008 the National Bank of Georgia enforced the law about `risk management in commercial banks' that implies the definition of existing risks in credit system of Georgia and concept of its use, the duties and responsibilities of bank management concerning the risks, human resources, organizational structure and functions of risk management, risk management policy, establishment of procedures and limits and etc. However, it is necessary to form the special department i.e. `Risk Management Centre' in large and middle- sized organizations that will assist to the accountability units in order to assess risks, work out and implement the manipulating measures.

7 სადაზღვევო საქმე

▲back to top


7.1 სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის არხები

▲back to top


სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება უმთავრესად შუამავლების მეშვეობით წარმოებს, რაც მზღვეველის თვალსაზრისით გულისხმობს სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას არაპირდაპირი არხით, მეორე მხრივ, დაზღვევის მსურველს შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას და პირდაპირ დადოს მასთან ხელშეკრულება სადაზღვევო შუამავლის მომსახურების გარეშე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სადაზღვევო პროდუქტების პირდაპირი არხით გაყიდვასთან.

პირდაპირი გაყიდვების მეთოდი გულისხმობს სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციას შუამავლების გარეშე, უშუალოდ სადაზღვევო კომპანიის სათაო ოფისიდან. კლიენტის კონტაქტი მზღვეველთან ხორციელდება მიმოწერით, სატელეფონო საუბრებით ან სხვადასხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით.

არჩევენ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვისსამ ძირითად არხს (სახეს):

სადაზღვევო პროდუქტების გამყიდველი შეიძლებაიყოს საკუთრივ სადაზღვევოკომპანიის სტრუქტურული ნაწილი. კერძოდ, ამ ფუნქციასშეიძლება ასრულებდეს კომპანიის გაყიდვების განყოფილება,ან სამსახურის შტატიანი თანამშრომლების ქსელი, რომლებიცეხმარებიან კლიენტებს განსაზღვრული სახის სადაზღვევო ხელშეკრულებების დადებაში;

0x01 graphic

სადაზღვევო მომსახურების გაყიდვას შესაძლებელია ახორციელებდეს სადაზღვევო აგენტი, სადაზღვევო კომპანიისმიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისფარგლებში;

სადაზღვევო მომსახურების გაყიდვით შესაძლებელია დაკავდნენ თავად მზღვეველისგან დამოუკიდებელი შუამავლები, პირველ რიგში - სადაზღვევო ბროკერები, მათ გარდა საქმიანობის ამ ფორმას შესაძლებელია ახორციელებდეს სხვადასხვა ორგანიზაციები, ან საწარმოები (ბანკები, ტურისტული ბიუროები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და სხვა სუბიექტები), რომელთაც მზღვეველთან უნდა დადონ ხელშეკრულებები ასეთ საქმიან ურთიერთობებზე.

სადაზღვევო აგენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მზღვეველის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი შრომის ანაზღაურება ხდება საკომისიოს საფუძველზე. ეკონომიკური თვალსაზრისით, სადაზღვევო აგენტი მჭიდროდაა დაკავშირებული მზღვეველთან, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს. მზღვეველსა და აგენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულებით და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით. სადაზღვევო აგენტი გამუდმებით უნდა ზრუნავდეს სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაციაზე და ხელშეკრულებების დადებაზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი გასამრჯელო.

მზღვეველის წარმომადგენელს უფლება აქვს მიიღოს სათანადო ანაზღაურება მზღვეველის ინტერესების სასარგებლოდ გაწეული საქმიანობისთვის. უპირველესად, ეს არის საკომისიო ანაზღაურება და ასევე სადაზღვევო აგენტისთვის წამახალისებელი სხვა გადახდები. საკომისიო ანაზღაურების მიღებაზე აგენტის უფლება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ხელშეკრულების დადება წარმოადგენს მისი საქმიანობის უშუალო შედეგს, ე.ი. როდესაც ადგილი აქვს მიზეზ- შედეგობრივ კავშირს ხელშეკრულების დადებასა და აგენტის საქმიანობას შორის, ასეთი კავშირის დამადასტურებელ საბუთად აღიარებულია კლიენტის მიერ ხელმოწერილი განცხადება დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე, რომელსაც აგენტი წარუდგენს მზღვეველს. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ აგენტი იძენს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებას. საკომისიო ანაზღაურების მოცულობა გამოითვლება მზღვეველის სპეციალური ცხრილით, დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის მოცულობის შესაბამისად.

სადაზღვევო შუამავლების კლასიფიკაცია ხდება საქმიანობის სახეების მიხედვით, რომელსაც მიეკუთვნება ფინანსური მომსახურება და დაზღვევა. შუამავალი შეიძლება მოქმედებდეს ერთ ან ორივე სფეროში ერთდროულად.

ყველა ბროკერი წარმოადგენს აგენტს. სადაზღვევო პრაქტიკაში ტერმინი „აგენტი“გამოიყენება მხოლოდ აგენტის განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც აქვს „ბროკერისაგან“ განმასხვავებელი რამდენიმე არსებითი ნიშანი, სახელდობრ:

) სადაზღვევო ბროკერი დაკავებულია ამ საქმიანობით, როგორც სადაზღვევო საქმის პროფესიონალი, ხოლო სადაზღვევო აგენტს ხშირად აქვს სხვა სპეციალობა და ეს მისი ერთ-ერთი საქმიანობაა. აღსანიშნავია, რომ პირი , რომელიც მუშაობს სადაზღვევო კომპანიაში და ჰქვია აგენტი, დაკავშირებულია მხოლოდ ამ კომპანიასთან და არ შეიძლება ემსახურებოდეს სხვა კომპანიასაც.

) ბროკერს უნდაჰქონდეს სადაზღვევო განათლება, ხოლო აგენტისათვის ეს არ არის აუცილებელი;

) ორივეს- სადაზღვევო ბროკერსაც და დამოუკიდებელ აგენტსაც, რომლებიც მუშაობენ დაზღვევაში, უნდა ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისი;

) ბროკერი შესაძლებელია წარმოადგენდესდამზღვევსაც და მზღვეველსაც, ხოლო აგენტი წარმოადგენს მხოლოდ მზღვეველს;

) ორივე - ბროკერიც და აგენტიც იღებენ საკომისიოს მზღვეველისგან. ამასთან, ხშირად ბროკერის საკომისიო გაცილებითმეტია,რასაც მისი პროფესიული დონე განაპირობებს, ამიტომ ასეთ საკომისიოს ეწოდება ბროკერისსაკომისიო;

) ბევრ ქვეყანაში ბროკერების რეგისტრაცია ხორციელდება დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე, რის შემდეგაც მას ეძლევა სადაზღვევო ბროკერად მუშაობის უფლება.

სადაზღვევო ბროკერი არის ფიზიკიური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.

სადაზღვევო ბროკერი, როგორც დამოუკიდებელი შუამავალი დგას დამზღვევის მხარეს. მისი ამოცანაა დაზღვევისთვის გაცხადებული რისკების შეფასება, ანალიზის საფუძველზე სადაზღვევო დაცვის სათანადო მოცულობის განსაზღვრა, მზღვეველის მოძიება, რომელთანაც შესაძლებელი იქნება რისკების დაზღვევის განთავსება დამზღვევისთვის ყველაზე ხელსაყრელი და საიმედო ფორმით. ბროკერი აბსოლუტურად თავისუფალია მზღვეველის შერჩევისას. ეკონომიკის სხვა სფეროებში მომუშავე ბროკებისგან განსხვავებით, სადაზღვევო ბროკერები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საკუთარი კლიენტის ინტერესების შესაბამისად. მან საკუთარი ინიციატივით უნდა გააანალიზოს რისკი- არ უნდა დაელოდოს დამზღვევის მხრიდან სათანადო მოთხოვნას, დაუყონებლივ აცნობოს მას საკუთარი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს შუალედურ და საბოლოო შედეგებზე, რაც მან რისკის დაზღვევის განთავსებისთვის განახორციელა.

მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი ბროკერის მიერ დაზღვევისმიმართ განხორციელებულ მცდარქმედებებეზე, ასევე ხელშეკრულების დადებისას და მისსავე საქმიანობაში დაშვებული შეცდომებისთვის, მითუმეტეს, ბროკერი დამზღვევის ნდობით აღჭურვილი პირის როლში გვევლინება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის სხვა არხებიც, კერძოდ: თანამშრომლობა ბანკებთან და მათი ჩართვა სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვაში; სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა იმ ორგანიზაციების მეშვეობით, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებული არ არის დაზღვევასთან. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ; საამანათო გაყიდვების წარმოება; ავტომანქანების წარმოებისა და გაყიდვების საწარმოები; ავტომობილისტთა კლუბები; ორგანიზაციები, რომლებიც ოპერაციებს საკრედიტო ბარათებით აწარმოებენ; ტურისტული სააგენტოები.

ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები კლიენტებს სთავაზობენ სპეციალურ სადაზღვევო პროდუქტებს, რომლებიც მათ ძირითად საქმიანობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ გზით ძირითადი პროდუქტის მყიდველს ამავე დროს სთავაზობენ გარკვეულ სადაზღვევო დაფარვას.

ნატო კაკაშვილი,
თსუ ასოცირებული
პროფესორი

аннотация

Каналы реализации страховых продуктов

Нато Какашвили

Различают три основных каналов реализации страховых продуктов, в частности, таким продовцом страховых продуктов может быть структурное под- розделение. Эту функцию также может выполнять подразделение по продажам или штатные сотрудники, которые помогают клиентам в составлении определенного выда страховых контрактов.

Продажу страховых услуг может осуществлять страховой агент в рамках своих полномочии. Также продажа страховых услуг возможна со стараны незовисивмых от страховщика посреднечиских организации, в первую очередь, страховых брокеров, кроме них такой деятельностю моут быть заняты разные организации и предприятия, в часности, банки, туроператоры, крупные торговые центры и другие субъекты, которые дольжны оформить контракты касательно такик деловых отношении.

8 სამართლებრივი ინსტრუმენტები

▲back to top


8.1 მედიაცია-სასამართლოში კორპორაციული დავის განხილვის ალტერნატივა

▲back to top


0x01 graphic

ბორის ჯანჯალია

კარგი კორპორაციული მართვის უპირატესობა იკარგება, თუ თქვენ არ გაქვთ დავის გადაწყვეტის კარგი საშუალება. მართლაც დავის გადაწყვეტის სათანადო საშუალების არჩევა ხშირად სერიოზულ თავსატეხსაც კი წარმოადგენს დაინტერესებული მხარისათვის. არსებობს სამი ძირითადი გზა, რომელთა მეშვეობით ხდება სახელშეკრულებო დავების განხილვა: სასამართლო, არბიტრაჟი და დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებები.

სასამართლო და არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. არსებობს მოსაზრება, რომ იურისტებს ურჩევნიათ დავის განხილვა სასამართლოში, ხოლო ბიზნესმენები უპირატესობას არბიტრაჟს ანიჭებენ. მართლაც არბიტრაჟი უფრო ხშირად გვხვდება საერთაშორისო ხელშეკრულებებში, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ არბიტრაჟი აპრიორი სჯობს სასამართლოს. ბევრი რამ დამოკიდებულია ცალკეული საქმის გარემოებებზე. ასევე ბევრია ნათქვამი და დაწერილი თითოეული საშუალების დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, მაგრამ უდავოა, რომ არბიტრაჟს აქვს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბიზნესმენებისთვის. მაგალითად, მხარეებმა შეიძლება ამოირჩიონ არბიტრი ან არბიტრები, რომლებსაც ისინი მიანდობენ თავიანთი დავის გადაწყვეტას (ან განსაზღვრავენ ორგანოს, რომელსაც მიანდობენ დავის გადამწყვეტი ტრიბუნალის არჩევას) და რომლებიც ფლობენ სათანადო ინფორმაციას იმ დარგის ან საკითხის შესახებ, რაზეც წარმოიშვა დავა. არბიტრაჟში პროცედურები უფრო მოქნილი და ნაკლებად დაძაბულია, ვიდრე სასამართლოში, მხარეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ აკონტროლონ მათი მსვლელობა. საქმის განხილვა კონფიდენციალურია, ისევე როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან გასათვალისწინებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შეუერთდნენ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციას უცხო ქვეყნებში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” (სტატიაზე მუშაობის დღისთვის კონვენციას შეუერთდა 144 სახელმწიფო) მაშინ, როდესაც იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებმაც მოახდინეს ჰააგის 1971 წლის კონვენციის რატიფიცირება უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე, გაცილებით მცირეა. ასევე არბიტრაჟის უპირატესობად ხშირად ასახელებენ მის სისწრაფესა და ნაკლებ ღირებულებას, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში დასრულებულა, ხოლო ხარჯებს რაც შეეხება, აშშ-ში არბიტრაჟის იურისტების ანაზღაურება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სასამართლოში მომუშავე იურისტებისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ცალკეული საქმის გარემოებებზე. თუმცა როგორც უკანასკნელი ტენდენციები ცხადყოფს, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, აშშ-ში, დაახლოებით 800 კომპანია, მათ შორის Time Warner, UPS, General Electric, the Prudential da Coca-Cola, სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ცდილობს გამოიყენოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. აღნიშვნის ღირსია, რომ ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დავებისა წყდება არასასამართლო გზით - 2001-2006 წლებში ICC-ის მიერ განხილულ სამეწარმეო სამართლის დავებიდან 20 პროცენტს შეადგენდა კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დავები. ასევე ნიშანდობლივია, რომ კორპორაციული დავების გადასაწყვეტად არბიტრაჟთან ერთად ხშირად გამოიყენება დავის გადაწყვეტის ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიცაა: მედიაცია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბოსნია, სადაც 300 სამედიაციო ხელშეკრულებიდან 220 აქციონერებისა და ინვესტორების დავებზე მოდიოდა. და მაინც, რას წარმოადგენს მედიაცია და რა კორპორაციული დავების გადაწყვეტა შეიძლება მისი მეშვეობით? მედიაცია შედის ზემოაღნიშნული დავების გადაწყვეტის მესამე კატეგორიაში (რომელსაც, ასევე, მიეკუთვნება კონსილიცია და ექსპერტის დასკვნა) და დავების გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ალტერნატიული საშუალებაა. თანახმად 2008 წლის 21 მაისის ევროგაერთიანების დირექტივისა კომერციულ და სამოქალაქო საქმეებზე მედიაციის გარკვეული ასპექტების შესახებ, მედიაცია განისაზღვრა როგორც „სტრუქტურული პროცესი, რომელშიც ორი ან მეტი მხარე ნებაყოფლობით საფუძველზე ცდილობს მედიატორის მეშვეობით მიაღწიოს შეთანხმებას მათ შორის წარმოშობილ დავაზე. ეს პროცესი შეიძლება ინიცირებულ იქნეს მხარეების მიერ ან შემოთავაზებული/ნაკარნახევი სასამართლოს მიერ.“მსგავს განმარტებას იძლევა ასევე CEDR: „მედიაცია ეს არის მოქნილი პროცესი, რომელიც წარიმართება კონფიდენციალურად და სადაც ნეიტრალური პირი ეხმარება მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას მათ შორის წარმოშობილ დავაზე, მაგრამ წარმართავს პროცესს მხარეთა კონტროლის ქვეშ დავის გადაწყვეტის საშუალებებსა და პირობებზე.“

0x01 graphic

მედიაციას აქვს შემდეგი უპირატესობები არბიტრაჟსა და სასამართლოსთან შედარებით: პროცესის ნაკლები ღირებულება - პროცედურების ღირებულება, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სასამართლოში ან არბიტრაჟში; პროცედურების სისწრაფე - მხარეები შეიძლება შეუდგნენ მოლაპარაკებას, როგორც კი მიაღწევენ თანხმობას მედიაციის გამოყენებაზე (მოლაპარაკება, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება); ხარისხი - მედიატორები აირჩევიან მათი უნარ- ჩვევებისა და გამოცდილების მიხედვით; მოსალოდნელობა - მიღებული გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო შესასრულებელი მხარეებისათვის; მოქნილობა - მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის სახეობასა და გამოსაყენებელ პროცედურებზე (მაგალითად, ე.წ. “მინი ტრიალ”, როდესაც ერთმანეთს მოსალაპარაკებლად ხვდებიან ორი კომპანიის უმაღლესი პირები, ან მედიაციისა და არბიტრაჟის ერთობლიობა, იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მედიატორი იკისრებს არბიტრის როლს), ისევე როგორც პროცედურების ჩატარების დროსა და ადგილზე; კონფიდენციალურობა - მხარეებს შეუძლიათ გაუმჟღავნონ ერთმანეთს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ (მოლაპარაკების შინაარსი და გაცვლილი ინფორმაცია კონფიდენციალურია, მხარეებს შეუძლიათ გაამჟღავნონ მიღწეული შეთანხმების შედეგები); შემცირებული რისკები - მხარეები არ არიან ვალდებულნი დაეთანხმონ მოლაპარაკებას ან შემოთავაზებულ დავის გადაწყვეტას, და მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა ხერხს, მათ შორის სასამართლოს; პასუხისმგებლობა - არ არის წინასწარ სავალდებულოდ განსაზღვრული, რომ მხარეებმა აუცილებლად უნდა მიაღწიონ შეთანხმებას; არასავალდებულობა - მართალია, მედიაცია არ არის შინაარსობრივად სავალდებულო პროცესი, მისი შედეგებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების შედეგი შეიძლება გახდეს შესრულების საგანი, როგორც ხელშეკრულება ან შეთანხმება; ნებაყოფლობითობა - თუ არ არსებობს სასამართლოს მოთხოვნა, მხარეები არ არიან ვალდებულნი მიმართონ მედიაციას. ყველა შემთხვევაში, მხარეებს არ მოეთხოვებათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას; ხედვა - მედიაციისას მხარეებმა შეიძლება მიიღონ თავიანთი პოზიციების უფრო ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასება დავის დაწყებამდე, მით უფრო, რომ ბევრი რამ, ასევე შეიძლება შეიცვალოს დავის წარმოშობის შემდგომ.

მიუხედავად მედიაციის სიახლისა, ის უკვე აღიარებულ იქნა, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ რიგი სახელმწიფოების კორპორაციული მართვის კოდექსები უშვებს აქციონერების მიერ დავის გადაწყვეტას ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ იორდანიის, კოლუმბიის და ბრაზილიის კორპორაციული მართვის კოდექსები. უფრო მეტიც, აზიის უმეტეს სახელმწიფოებში, მედიაცია დავის გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი საშუალებაა, რაც განპირობებულია ამ რეგიონის სპეციფიკითა და ტრადიციებით, სადაც უპირატესობა ენიჭება მხარესთან კონსენსუსის მიღწევას და არა დაპირისპირებას. სავარაუდოდ, ამან განაპირობა ის, რომ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა: ჩინეთი, იაპონია, კორეა, ტაივანი, ინდონეზია, სინგაპური, ინდოეთი და ბანგლადეში, დავის გადასაწყვეტად ძალზე ხშირად გამოიყენება მედიაციისა და არბიტრაჟის კომბინაცია.

რაც შეეხება დავებს, რომელთა გადასაწყვეტად შეიძლება გამოვიყენოთ მედიაცია, როგორც სხვადასხვა მონაცემები ცხადყოფს, დავის გადაწყვეტის ეს სახეობა წარმატებით გამოიყენება კომერციული, შრომითი და უცხოელ ინვესტორებთან დავების შემთხვევაში. ასევე, უცხოეთში მედიაცია ეფექტურად გამოიყენება კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დავების გადასაწყვეტად, რაც გარკვეულწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ბევრი კორპორაციული მართვის პრინციპი მოცემულია კორპორაციული კოდექსის ან კომპანიის შიდა აქტებით - შესაბამისად, დავები შეიძლება წარმოიშვას ისეთ საკითხებზე, რომლებიც არც კი იყოს გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით (განსაკუთრებით განვითარებადქვეყნებში, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა ხშირად არ პასუხობს კორპორაციული მართვის თანამედროვე სტანდარტებს). ასეთ შემთხვევაში მედიაციას შეუძლია მოაგვაროს ისეთი საკითხები, რომლებიც არასათანადოდ, ან საერთოდ არ არის დარეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით და ამით ხელი შეუწყოს ეფექტური კორპორაციული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ზოგადად, მედიაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ისეთი დავების გადასაწყვეტად, როგორიცაა: პირადი ინტერესის შემცველი გარიგებები - გარიგებები დაკავშირებულ მხარეებთან, ბორდის წევრების ინტერესთა კონფლიქტი, ინსაიდერული ოპერაციები; წლიური ანგარიშები - დავები აქციონერებსა და ბორდს ან/ და აუდიტორს შორის, აქციონერების მიერ ანგარიშის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ბორდის წევრების არჩევა ან დანიშვნა - დავები აქციონერებსა და ბორდის დანიშვნის კომიტეტის წევრებს შორის წარმოდგენილ კანდიდატურებზე, ან არჩევის/ დანიშვნის კრიტერიუმებზე; ბორდის ანაზღაურება და ბონუსები - დავები აქციონერებსა და ბორდის ანაზღაურების კომიტეტთან ან ბორდთან ანაზღაურების მოცულობაზე ან კრიტერიუმებზე; აქციათა ღირებულების დადგენა - დავები აქციონერებსა და ბორდს შორის აქციების შეფასების მეთოდზე (მაგალითად, აქციათა სავალდებულო მიყიდვისას ან აქციათა ან ბონდების გამოშვებისას); კომპანიის შთანთქმის პროცესი - დავები აქციონერებსა და ბორდს შორის შემოთავაზებული შთანთქმის გეგმის პირობების და შესაბამისობის შესახებ კომპანიის შიდა წესებთან (წესდება ან აქციონერთა შეთანხმება) და გარე მარეგულირებელ ნორმებთან (მაგალითად, ლისტინგის წესები, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და ა.შ.); ინფორმაციის გამჟღავნება - დავები აქციონერებსა და ბორდს შორის შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან/და არასათანადო გამჟღავნების გამო; უმცირესობაში მყოფ აქციონერთა უფლებების დაცვა - დავები უმცირესობაში მყოფ და უმრავლესობის მქონე აქციონერებს შორის ბორდის წევრთა წარდგენასთან/ დანიშვნასთან დაკავშირებით, ან აქციათა სავალდებულო მიყიდვისას; ბორდის მიერ უფლებამოსილებათა არასათანადო განხორციელება - დავები აქციონერებსა და ბორდს შორის უკანასკნელის მიერ ჩადენილ დარღვევებზე ან მართვაში დაშვებულ შეცდომებსა თუ გადაცდომებზე; არაშესაბამისობა კორპორაციული კოდექსებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან - დავები აქციონერებსა და ბორდს შორის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების არშესრულების გამო და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე.

მედიაციას ხშირად უწოდებენ არბიტრაჟის ნაირსახეობას, რომელსაც წარმართავენ იურისტები, ისინი შეიძლება მოგვევლინონ როგორც კარგი მედიატორები. თუმცა, იურისტები მეტწილად ორიენტირებულნი არიან მეორე მხარეზე გამარჯვების მოპოვებაზე. მედიაციისას კი მთავარია შეთანხმების მიღწევა. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, პოტენციურ მედიატორს გააჩნდეს თვისებები, რომლებიც აუცილებელია მხარეებისათვის საერთო პოზიციის საპოვნელად კორპორაციული მართვის დავებზე. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, ტაქტი, კარგი მეტყველება, გამოცდილება ასეთი კატეგორიის დავების გადაწყვეტისა და ამ დარგის სათანადო ცოდნა.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, დავა კორპორაციული მართვის თითქმის ყველა საკითხზე შეიძლება გადაწყდეს მედიაციის მეშვეობით. თუმცა, როგორც ყველა მოვლენას, მედიაციასაც აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეები. უპირველეს ყოვლისა, მედიაცია იქნება ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარეს სურს დროულად და ეფექტურად გადაწყვიტოს დავა - შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ მედიაციის პროცესში მონაწილეობისგან თავის შეკავება ან გაჭიანურება დააკარგვინებს მედიაციის პროცესს ეფექტურობას და მძიმე ტვირთად დააწვება მხარეებს. მედიაციისთვის პრობლემურ საკითხად ხშირად ასახელებენ მხარეთა ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობას დაუთმონ გარკვეული პოზიცია მეორე მხარეს და მორიგებით დაამთავრონ დავა (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განზრახვა, თავის დროზე, ხელშეკრულებაში ან სხვაგვარად განცხადებულ იქნა მხარეთა მიერ).

მიუხედავად იმ გარკვეული წინააღმდეგობებისა, რაც შეიძლება თან ახლდეს მედიაციის პროცესს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის მედიაცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემა არ არის მოწოდების სიმაღლეზე მიკერძოებლობის ან სათანადო გამოცდილების ნაკლებობის გამო. ასეთ შემთხვევებში, კომპანიის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი უნდა შეეწყოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ასევე, პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობებში, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, ყურადღებას აქცევენ ორ ძირითად მომენტს - ქვეყანაში და ცალკეულ კომპანიაში მათი ინვესტიციის დასაცავად არსებულ საიმედო გარემოს (რაც მიიღწევა კარგი კორპორაციული მართვის კულტურით და მიმდევრობით) და კომპანიის მართვასთან დაკავშირებული დავების ეფექტურად გადაწყვეტის შესაძლებლობების არსებობას. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადო პირობებს, კომპანიამ საამისოდ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა.

დასასრულს, ორიოდე სიტყვით შევეხები ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. მედიაცია, როგორც ასეთი, სიახლეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რასაც ვერ ვიტყვით არბიტრაჟზე, რომელსაც გამოყენების საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, თითქმის არ არსებობს კორპორაციული დავების განხილვის პრაქტიკა. შეიძლება ითქვას, ამ ბოლო ხანებში უკვე იკვეთება ტენდენცია, როდესაც პარტნიორებს (აქციონერებს) წესდებით შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ის უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის ან მედიაციის მეშვეობით. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, დადებითია და მისასალმებელი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მოქმედი სამეწარმეო კანონმდებლობა ანიჭებს სრულ თავისუფლებას კომპანიებს თავიანთი წესდებით გაითვალისწინონ კანონისგან განსხვავებული წესები ისევე, როგორც შესაძლებლობას, რომ კომპანიას არ ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო და მისი ფუნქციები გადანაწილდეს საერთო კრებასა და დირექტორატს შორის, რამაც შეიძლება ბევრი გაუგებრობა გამოიწვიოს და მნიშვნელოვნად გაზარდოს დავებიმხარეებს შორის. ვფიქრობ, თუ სახელმწიფოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან ერთად გადადგმული იქნება ნაბიჯები დავის გადაწყვეტის დამოუკიდებელი და ეფექტური ალტერნატიული საშუალებების (ისეთი, როგორც არბიტრაჟი და მედიაციაა) განსავითარებლად, ეს ხელს შეუწყობს უფრო სტაბილურიდა ლიბერალური სამეწარმეო გარემოს დამკვიდრებას საქართველოში.

9 აგრარული სექტორი

▲back to top


9.1 სოფელი გერის როლში, ანუ აგროსასურსათო სექტორის განვითარების პრობლემები

▲back to top


0x01 graphic

საქართველოში XX საუკუნის 80-იან წლებში, აგროსასურსათო სექტორში იქმნებოდა ეკონომიკის სფეროში წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის 65%25-ზე მეტი. მაპროფილებელ დარგებში მაღალი იყო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის, ინდუსტრიალიზაციისა და ავტომატიზაციის მაჩვენებლები. აგრარული პროდუქციის ექსპორტი 1.7-ჯერ აღემატებოდა ანალოგიური პროდუქციის იმპორტს. სექტორი იყო სსრკ- ბაზარზე ჩაის, ციტრუსების, საკონსერვო ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მინერალური წყლების, საადრეო კარტოფილისა და ბოსტნეულის, ცოცხალი ხილის სერიოზული მიმწოდებელი. საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის პირობებში, მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებში, რომელთაც სარგებლობაში გადაცემული ჰქონდათ სასოფლო- სამეურნეო სავარგულების 12%25, იქმნებოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 44%25-ზე მეტი.

ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მტკივნეულად იმოქმედა აგროსასურსათო სექტორზე - პრაქტიკულად მოიშალა ერთიან სისტემაში არსებული კომპლექსი, რამაც თვითდინებაზე მიუშვა სოფლის მეურნეობა და გადამმუშავებელი მრეწველობა.

2007 წელს, 80-იან წლებთან შედარებით ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ნათესები და ნარგაობა თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ერთადერთი დარგი, სადაც, ექსტენსიური გზით, მაგრამ მაინც გამოცოცხლება იგრძნობოდა, მეცხოველეობა იყო. (თუმცა, ბოლო 2 წელია აქაც სტაგნაცია შეინიშნება.) უაღრესად დაბალია წვრილი სასოფლო მეურნეობების საქონლიანობა. ტიპური მრავალდარგოვანი ნატურალური მეურნეობა სურსათზე ოჯახის მოთხოვნილებას ძლივს აკმაყოფილებს. ჩამოყალიბდა სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) რღვევის ტენდენცია. 2007 წელს მოსახლეობის ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 8,4%25 შეადგინა. ბოლო წლებია უარესდება სიმინდის მარცვლით, ბოსტნეულითა და კარტოფილით უზრუნველყოფის მაჩვენებლები, რომელიც წინა წლებში თითქმის 100%25 იყო. ხორცით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2000 წლის 84%25-დან 57%25- მდე შემცირდა. შეწყდა ინტეგრაციული კავშირები, მათ შორის გადამმუშავებელ საწარმოებთან. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირების პირობებში საქართველოში შეწყდა ეთერზეთების, თამბაქოს, ჩაის, შაქრის ჭარხლის, საადრეო ბოსტნეულის და მრავალი სხვა სახის პროდუქციის წარმოება. ჩამოყალიბებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია ყველა სახის ბოსტნეულ-ბაღჩეულის (მათ შორის მწვანილის) წარმოების მნიშვნელოვანი შემცირებაც.

ყოველწლიურად მცირდება სარწყავი ფართობების რაოდენობა, შეწყვეტილია დაშრობითი სამუშაოები კოლხეთის დაბლობზე, სადაც 165 ათასი ჰექტრიდან სასოფლო- სამეურნეო წარმოებისათვის გამოსადეგია მხოლოდ 20- 22 ათასი. საგანგაშოა ისიც, რომ 12-ჯერ გაიზარდა სარწყავი წყლის საფასური?!

ახლადშეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განაწილების არასწორმა პრაქტიკამ და სერვის-ცენტრების მოუწყობლობამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. დაბალი ფინანსური შესაძლებლობების გამო ფერმერი ვერ ახერხებს სასუქების, ჰერბიციდების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თესლის შეძენას. ბოლო წლების მონაცემებით, სოფლად შინა მეურნეობის ყველა სახის საშუალო თვიურმა შემოსავალმა 328 ლარი შეადგინა, საიდანაც ფულადი შემოსავალი მხოლოდ 212 ლარია.

მთავრობის ინიციატივით გაუქმდა ჯიშების გამოცდის, თესლისა და ნერგის ხარისხის შემოწმების, სანაშენე საქმის სამეურნეო- მაკონტროლებელი სტრუქტურები. ახლადშექმნილ მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის სამსახურს 2010 წლის 1 იანვრამდე კანონით აკრძალული აქვს პროდუქციის ადამიანის მავნებლობაზე შემოწმება(?!), ასევე გაუქმებულია ლიცენზიები ნერგისა და თესლის, სანაშენე პირუტყვის წარმოებასა და ნედლეულის სამრეწველო გადამუშავებაზე. მინიმუმამდე შეიკვეცა მცენარეებისა და ცხოველების, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება.

ეკონომიკის გახსნილობისა და სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების ლიბერალიზაციის ფონზე ჩამოყალიბდა პროდუქციის იმპორტის ზრდის ტენდენციები არამარტო ტრადიციულ სეგმენტში (ხორბალი და ხორბლის ფქვილი, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი და სხვ.), არამედ იმ დარგებშიც, სადაც რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთაც გაგვქონდა. 2007 წელს აგრარული პროდუქტის იმპორტმა 1 მილიარდ 150 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან, უშუალოდ სასურსათო პროდუქტების შესყიდვაზე 782 მილიონი დაიხარჯა. 2008 წელს ქვეყანაში შემოტანილია 920 მილიონი დოლარის სასურსათო პროდუქცია. ექსპორტმა კი მხოლოდ 250 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ 3,7-ჯერ ნაკლები. გამოდის, რომ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ უცხოელ ფერმერებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, გვაწვდიან დაბალი ხარისხის, ვადაგასულ, ორგანიზმისათვის საშიში საკვები საღებავებით გაჯერებულ პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი დაბალი ფასის გამო ეტანება. გენმოდიფიცირებული პროდუქციაც, დიდი რაოდენობით შემოდის ქართულ ბაზარზე.

0x01 graphic

იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი წყარო სწორედ საბაჟო შემოსავლები, იმპორტზე დარიცხული დამატებული ღირებულება და მისი რეალიზაციის შედეგად ამოღებული გადასახადებია, მთავრობა არ არის დაინტერესებული მრეწველობის, აგროსასურსათო სექტორის, ან თუნდაც ექსპორტის განვითარებით. ვინაიდან ამ დარგების აღორძინება მნიშვნელოვან დანახარჯებს ითვალისწინებს, შედეგს კი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მივიღებთ. ამიტომაც ქმედითი ღონისძიებები ადგილობრივი მწარმოებლების დასახმარებლად პრაქტიკულად არ ხორციელდება. შესაძლოა ეს სულსწრაფობა მთავრობის ახალგაზრდული ასაკისთვისაა დამახასიათებელი, ანდა სულაც არაკვალიფიციურ კადრებთან გვაქვს საქმე!

სამართლიანობისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი დარგი, რომელიც ინდუსტრიულ საფუძველზე ვითარდება- მეფრინველეობაა. დამაკმაყოფილებელია მეფუტკრეობის განვითარების ტემპებიც.

0x01 graphic

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული პროდუქცია, მცირე გამონაკლისის გარდა, არაკონკურენტუნარიანია როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე. საქმე ისაა, რომ ქართველ მეწარმეს დაკარგული აქვს სურსათის წარმოების მოტივაცია - სახნავებისა და ბაღ-ვენახების 60%25-მდე მიტოვებულია და უკეთეს შემთხვევაში საძოვრის ფუნქციას ასრულებს.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს არ გააჩნია აგროსასურსათო სექტორის განვითარების სტრატეგია. ამიტომაც ცალკეული სახის ერთჯერადი დახმარებები (სასუქი, საწვავი, ფქვილი, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა და სხვ.), ვერ აღწევს სასურველ შედეგს, რამეთუ, მას არა დარგის განვითარებისთვის, არამედ პიარ- აქციებისთვის მიმართავენ.

ფინანსური - ეკონომიკური, საწარმოო და სოციალური მომსახურების, მთავრობის წარმმართველი ორიენტირების და ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი სოფელი კარგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ ფუნქციებს, რაც სოფლის განვითარების მსოფლიო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არამარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ, თვით სოფელიც კი, (ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტები), რომლის გარეშე წარმოუდგენელია იმედის მომცემი კურორტებისა და მწვანე ტურიზმის განვითარება).

უდავოა, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს საზღვარგარეთის ბაზრის მოთხოვნილებებს. ამდენად, საქართველო სურსათზე იმპორტდამოკიდებული გახდა. სახელმწიფო არ ახდენს იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების წახალისებას. ჯერ კიდევ შემორჩენილია ადგილობრივი და საზღვარგარეთის ბაზრისთვის პროდუქციის განსხვავებული ტექნოლოგიით წარმოებისა და მიწოდების მახინჯი პრაქტიკა.

წვრილი, არაინტეგრირებული მეურნეობის პირობებში სოფლად პროდუქტების წარმოება არაეფექტიანია. აგრომეწარმემ არ იცის არათუ საზღვარგარეთის, არამედ, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები. ერთადერთი ბაზარი, სადაც ქართველი ფერმერი მეტ-ნაკლებად შეღწევას ახერხებდა- ლოკირებულია (მხედველობაშიარუსეთი) აგროსასურსათო წარმოებაში გამოიყენება მოძველებული ტექნოლოგიები. ეკონომიკური მოტივაციის უქონლობის გამო არ მიმდინარეობს გაერთიანებების პროცესი (ამხანაგობები, ასოციაციები, კოოპერატივები და სხვ.). აქედან გამომდინარე, იზრდება ოჯახში გადამუშავებული პროდუქციის ხვედრითი წილი.

ცალკე საუბრის თემაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კვალიფიკაცია. სამწუხაროდ, მათ არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია აგრარული მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. წარუმატებელია კომერციული ბანკების საშუალებით აგროსასურსათო სექტორის დაფინანსების მცდელობა (სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც გაურბიან). პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის (ურთიერთდახმარების, სოლიდარული პასუხისმგებლობის, კოოპერაციული ტიპის, რასაც სასტარტო საფუძველი, ძირითადად, სახელმწიფომ უნდა ჩაუყაროს) შექმნის გარეშე ფონს ვერ გავალთ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდამავალ ეტაპზე თავი იჩინა საბაზრო პრინციპების უცოდინრობამ, რის გამოც, ანალიზის გარეშე, მექანიკურად მივიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ შემოთავაზებული საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის ლიბერალური მოდელი, რომლის პირობები არ შეესატყვისებოდა ცენტრალიზებულ- განმკარგულებელი სისტემის პირობებში აღზრდილი მოსახლეობის მენტალიტეტს. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა სსფ-ს, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარების პირობების იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკაზე ახლად გარდამავალი ქვეყნების განვითარებული, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოების ეკონომიკასთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, მსოფლიო ჩემპიონს სიმძიმეების აწევაში მცირეწლოვანი ბავშვი გააჯიბრო და თან მოსთხოვო, ტოლი არც ერთ მოძრაობაში არ დაუდოს!

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, მეურნეობრიობის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმების ჩამოყალიბების, ფინანსური რესურსების უქონლობის, ძველი ტექნოლოგიებით აღჭურვილობისა და სსრკ-ს დახურული ბაზრიდან მსოფლიო ბაზრის სუბიექტად ქცევის პირობებში, ასეთი ხისტი ეკონომიკური პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისთვის. ასეთ სიტუაციაში ადამიანებმა ვერაფერი რომ ვერ შექმნეს, არსებულიც კი გაანიავეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების 90-იანი წლების პირველ ნახევარში არჩეული პოლიტიკა, უმნიშვნელო კორექტივებით, დღესაც გრძელდება.

აგრარული წარმოება ვერ აღორძინდება და განვითარდება, თუ ფერმერები არ იქნებიან უზრუნველყოფილნი საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით, ხელმისაწვდომი ფინანსებით, ბაზრებთან კავშირით, კონკურენტული გარემოთი და საქმიანობისთვის აუცილებელი აგრარული სტრუქტურებით. პრობლემის დაძლევაში მარეგულირებელი როლი, სახელმწიფო მართვის უმაღლესი ბერკეტის - ინსტიტუციონალური, რეგულირების პოლიტიკის გამოყენებით ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა, ქვეყანაში გრძელდება ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისადმი მონური ერთგულების პრაქტიკა. არადა, ასე ლიბერალიზმის კლასიკური ქვეყნებიც კი არ იქცევიან. ეტყობა, ყველაფერთან ერთად პრაგმატული აზროვნების უნარიც დავკარგეთ. (პრაგმატიზმი ჩვენს შემთხვევაში უნდა ნიშნავდეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას).

საბაზრო ურთიერთობათა იმ მოდელმა, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად აირჩია (რაც ძირითადად ითვალისწინებდა ფასწარმოქმნის ლიბერალიზაციას, დარგებისა და დარგთაშორის კავშირების რეგულირების პროცესებიდან სახელმწიფოს ჩამოცილებასა და სოციალური გარანტიების შემცირებას), მატერიალური წარმოების არც ერთ დარგში არ გაამართლა (ულტრალიბერალურმა მოდელმა კრახი განიცადა).

თუმცა, მთავარი კითხვა მაინც სხვაა. უნდათ კი ჩვენში, გარდა ენერგეტიკისა და ტურიზმისა, სხვა დარგების, მათ შორის აგროსასურსათო სექტორის განვითარება? გვინდა ოპტიმისტები ვიყოთ და ამ კითხვას დადებითად ვუპასუხოთ, თუნდაც იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა და გადამმუშავებელი მრეწველობა მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებაა, არაფერი რომ არ ვთქვათ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სხვა ქვეყნის გამოცდილებას, არამედ ამ გამოცდილების ჩვენთან გამოყენების შესაძლებლობას. ისიც, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის მსოფლიო ბაზრის სუბიექტი და შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებით უნდა იყოს დაკავებული. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელი ბაზრისთვის იწარმოება იგი - ადგილობრივის, თუ საზღვარგარეთის. უდავოა, ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება შეღწევა, თუ ქვეყანა უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებას.

აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის ის სპეციფიკური თავისებურება, რომლის მიხედვითაც, ჩვენში შესაძლებელია მრავალი სახის პროდუქციის წარმოება, რომელთაგან არც ერთი არ იქნება იმ რაოდენობის, რომელზე დაყრდნობითაც მთლიანად დარგის განვითარების პრობლემების გადაწყვეტა იქნებოდა შესაძლებელი. გამოდის, რომ ქართული მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა ჩვენი სიმდიდრე და იმავდროულად ჩვენი თავის ტკივილიცაა. ამდენად, ძნელია მისი წარმართვა და განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა. თუ გაეროს და მსოფლიო ბანკს ვერწმუნებით,- იაფი სურსათის ეპოქა დასრულდა. აღნიშნული გარკვეულ იმედებს აჩენს, თუმცა, ამ პირობებშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ სურსათის მასობრივი წარმოებისთვის კონკურენტულ ბრძოლაში კვლავ განვითარებული სოფლის მეურნეობა გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს, რაც ეფუძნება მის მრავალდარგოვნებასა და ქვეყნის ბიოგეოკლიმატურ მრავალფეროვნებას. იმას, რომ საქართველო მსოფლიოში ორი აღიარებული კულტურის - ვაზისა და ხორბლის სამშობლოა.

არსებული კონომიკური პოლიტიკის, მატერიალური, ფინანსური, შრომითი რესურსების შენარჩუნების პირობებში, პირველ რიგში, განსახორციელებელი ღონისძიებაა- სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა და ამისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის - ამხანაგობების, ასოციაციებისა და კოოპერატივების ჩამოყალიბება. პროდუქციის შემსყიდველი ქსელის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით, იმ პირობით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ უკან დაუბრუნდება გაღებული სახსრები. ამ შემთხვევაში წარმოებისა და რეალიზაციის მთელ ჯაჭვში მაინტეგრირებელ როლს ვაჭრობა შეასრულებს. ამ გზით შესაძლებელია:

  • შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის, ფასის, გაყიდვის ვადის კონტრაქტში ასახვა, წინასწარ ნაწილობრივი გადახდის პრინციპის დამკვიდრება(ფიუჩერსულივაჭრობის სისტემისშემოტანა).

  • პროდუქციის გარანტირებული შესყიდვის ორგანიზაცია, რაც პროდუქციის წარმოებისსპეციალიზაციისა და კონცენტრაციისსაფუძველი გახდება.

  • თესლის, ნერგის და ჩითილების წარმოებისა და მიწოდების პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვა.

  • თანამედროვე სამართლებრივ- ორგანიზაციული ფორმის საწარმოების შექმნა, მაღალი ხარისხის ინტეგრაციული სტრუქტურების ფორმირება.

  • წარმოებაში თანამედროვე გამოცდილების ეკონომიკური მოტივაციის დანერგვა, წარმოებული პროდუქციის გაზრდის ტენდენციის ჩამოყალიბება.

  • მაღალკვალიფიციური მუშაკის მომზადება ტრეინინგების საშუალებით. საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრების მოწყობა.

  • კომერციულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადაზღვევო კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

სასურსათო უსაფრთხოება ერისა და სახელმწიფოსთვის ერთერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა. მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე (მარეგულირებლის როლი)გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში.

ექსპერიმენტების დრო კარგა ხანია გავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, ახალგაზრდები კი სხვადასხვა მიზეზით ქვეყანას ტოვებენ. დაცარიელებული სოფლების აღორძინება და საქართველოს ფეხზე წამოყენება სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინებით უნდა დავიწყოთ. ძლიერი სოფელი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქალაქს და, შესაბამისად, ქვეყანასაც დააპურებს და გადაარჩენს!

თამაზ კუნჭულია,
პაატა კოღუაშვილი,
საქ. სოფლის
მეურნ. მეცნ. აკადემიის
წევრ-კორესპონდენტები;
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორები, პროფესორები

annotation

Problems of Food Sector in the Conditions of Globalization

T.Kunchulia, Doctor of Economic Sciences, Full Professor
P.Koguashvili, Doctor of Economic Sciences, Full Professor

Food sector used have leading role in the Georgian economy. More 65%25 of Gross Domestic Product used to be produced in this sector. In the closed market of the Soviet Union Georgia was a serious supplier of tea, citrus, fruits, alcoholic and non-alcoholic drinks, early potatoes and vegetables. Export of agrarian products was 1.7 times more than import of similar products.

Because of incorrect economic policy of transfer to market economy, all sectors of national economy, including food sector were collapsed. The methodology of accelerated transfer to market relations had negative results for Georgia, the country that became a subject of the world market. The peculiarities of mentality developed as a result of planned economy, and the fact that there was no awareness of market economy principles were not taken into account. People became unable to create something new and therefore, started to destroy and consume the old.

In comparison to 80s of the last century production of all kinds of products was drastically reduced. Moreover, production of tobacco, ether oil, and early vegetables was stopped. Small natural domestic production was drastically reduced and transferred to subsistence farming. Industrial infrastructure was collapsed. Villages are losing their historical, demographic, economic, and social functions, nothing to say about degradation of landscapes that contradicts with the world policy towards villages.

Georgia is losing food security in relation to such products as potato, vegetables, meat, etc.

The situation is extremely hard. We face deficit of know-how, credits, and technical inputs and therefore, there are no conditions for producing competitive products.

The prospects for improvement cannot be observed. In case of continuation of existing economic policy, the food sector may stop functioning. Extraordinary and practical measures should be taken. However, the will to do so cannot be observed. The only hope is left: the village with minimal state support should itself come out of the crisis.

We think that different legal entities should be created that will have the mandate to procure products and therefore, will play integrating role for all segments of production. Funds issued by the government will after some time be returned to the creditor.

10 ბიზნეს სტრუქტურები

▲back to top


10.1 „M ჯგუფის“ ფორმულა, ანუ როგორ მიაღწია მიხო სვიმონიშვილმა წარმატებას

▲back to top


0x01 graphic

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება M ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებების საწარმოებს და კომპანიებს მოიცავს: მარნეულის სასურსათო ქარხანა, წყალი მარგებელი (ნაბეღლავის მწარმოებელი), მარნეული აგრო, თელი, ენგადი, ეს ყველაფერი, კარგად გამართული და გააზრებული კომპანიები შემოდებულია ქართულ ურემზე და ქართულ ეკონომიკას წინ და წინ ეწევა ნელ-ნელა.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა სულ 3 მილიონი ჰექტარია. აქედან მილიონ ნახევარი ჰექტარი საძოვარია, მილიონ ნახევარი კი როგორც სახნავ-სათესს, ასევე მრავალწლიან კულტურებს უკავია. სულ ეს არის მთელი ჩვენი ავლა-დიდება. საკუთარი საქმიანობის გააზრებაც სწორედ აქედან უნდა დაიწყოს კაცმა - სად, რა და როგორ შეიძლება ააწყო. საქმეს ცოდნა უნდა. ცოდნა კი სურვილისა და სიყვარულის გარეშე არ მოდის.

M ჯგუფის დამფუძნებელ ბ- ნ მიხო სვიმონიშვილთან ყველაფერი ასე დაიწყო: 14 წლის იყო მათ ოჯახში შემთხვევით გერმანელი ტურისტი რომ მოხვდა. შემდეგ გერმანიაში სტუმრად დაპატიჟეს. იქ ნახა თუ როგორ გააზრებულად და სიყვარულით უვლიდა ოჯახის დიასახლისი ყვავილების ბაღს და გაზონს. გერმანიიდან დაბრუნებულმა მამას სთხოვა, სადმე პატარა მიწის ნაკვეთი შეეძინათ. მცხეთისკენ მართლაც იყიდეს მიწა და 15 წლის ბიჭი თვითონ მუშაობდა. ყვავილების მოვლა- მოყვანას მიჰყო ხელი და საკუთარი ფული პირველად ასე მოიპოვა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბიზნესის გასაფართოებლად სწავლა და სერიოზული ცოდნა იყო საჭირო და ინტერესთა სფეროც შესაბამისად გაფართოვდა. მიწის და შრომის სიყვარულს ალღოც დაემატა და გერმანიის პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, გარკვევით ჩამოუყალიბდა სამომავლო, პირველი რიგის საკეთებელი. შორიდან მომხიბვლელად გამოიყურება უდიდესი კორპორაციის მმართველობა, ახლოდან კი არც ისე იოლი ყოფილა. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი პრობლემა, როცა მიზანმიმართული და სწორი გადაწყვეტილებაა მყისიერად მისაღები. ეს არა მხოლოდ დარგის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს, არამედ ადამიანების ფსიქოლოგიისა და უჩინარი ნიუანსების ამოცნობას. მიხო სვიმონიშვილი: კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავდივარ და უამრავ საინტერესო ადამიანს ვეცნობი. ჩემს საქმესთან ერთად ეს ურთიერთობები მიყვარს და მავსებს, თუმცა, ძალიან ბევრი გვაქვს საშრომი. როდესაც ბაზარი გკარნახობს, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც, რაც კომერციულადაც და სახელმწიფოებრივი განვითარების მხრივაც მომგებიანია, ეს ყოველთვის რთული და გრძელი გზაა. მე მიმაჩნია, რომ რასაც სწორად აკეთებ, ყველაფერი პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ფორმულა, ჩვენი ჯგუფის, ჩვენი ჰოლდინგის არსი და თავი. ჯგუფი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კორპორაციაში შედის გადამუშავების, დისტრიბუციის, გადაზიდვების, მიწების დამუშავების, სოფლის მეურნეობის წარმოების სხვადასხვა დარგების და მიმართულებების მქონე კომპანიების ერთობლივი და შემთანხმებლური, ან დამოუკიდებელი და მიზანმიმართული რგოლები. თითოეული აქ მოღვაწე ადამიანი პროფესიონალია: მიწის მუშაც, მძღოლიც, ბუღალტერიც და ასე შემდეგ. რომელიმე რგოლმა თუ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, საერთო საქმეს ექმნება რისკი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ჩვენთან პროფესიონალები მუშაობენ.

0x01 graphic

სამ წელიწადზე მეტი ვიმუშავე სახელმწიფო სამსახურში და ძალიან ბევრი დაკარგეს ამ კომპანიებმა ჩემი აქ არყოფნით. გუბერნატორობის და მინისტრობის პერიოდში რამდენიმე ბიზნესის გაყიდვაც კი მომიწია, რადგან სათანადოდ ვერ ვაქცევდი ყურადღებას. აქ, ხელმძღვანელობაში, ჩემს გარდა, არის კიდევ მართლაც ძლიერი ჯგუფი და ზოგიერთი დამოუკიდებლადაც მუშაობს. მე, დღეს უფრო სტრატეგიულ საკითხებზე ვარ გადართული - თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ ქვეყანაში, რაშიც ის უზარმაზარი ინფორმაცია მეხმარება, რაც მინისტრობის დროს შევიძინე. შემიძლია ვთქვა, რომ ზეპირად ვიცი, რომელ სოფელში რა ვითარებაა და სად რა პოტენციალია. ეს ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, როგორც ქვეყანას კონკურენტებთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს საკმაოდ ძლიერი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი მეზობლები: თურქეთი, აზერბაიჯანი, არც თუ ისე შორია ირანი. მაინტერესებს ეს ყველაფერი და ვსწავლობ, ვეცნობი. ჩინეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერი უნდა იცოდე, რომ წარმატებული გახდე. უნდა იცოდე, რა პლუსები აქვს საქართველოს ამ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან აღარ არის საბჭოთა კავშირი, რომ მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყო დამოკიდებული. დღეს თავისუფალი ვაჭრობაა და აქტიურად ვემზადებით მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. თუმცა, წყალი მარგებელი დაახლოებით უკვე 20 ქვეყანაში გადის. მოლაპარაკება მიმდინარეობს მარნეულის ტომატ- პასტაზე, რასაც 220 კილოგრამიან ასეპტიკური ტომრებით გაიტანენ იტალიელები, მაგრამ ამ ყველაფერს ბრძოლა უნდა როგორც ფასების, ასევე, ხარისხის დასამკვიდრებლად. თუმცა, რაღაც ზღაპრები იმის შესახებ, თუ რა ძნელია მსოფლიო ბაზარზე გასვლა, მოგონილია და მეტი არაფერი. უნდა გქონდეს კარგი ხარისხი და მისაღები ფასი. ეს არის მთელი თავი და თავი ამ ორომტრიალისა, მაგრამ მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ვითომ უამრავი ნედლეული გვაქვს, უნდა დავივიწყოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ შრომა და მართლა შევქმნათ და მოვიყვანოთ საჭირო რაოდენობის მოსავალი. ხარისხიანი და იაფი წარმოება არ ნიშნავს, რომ ცუდი მწარმოებელი ხარ, პირიქით. თუ იცი და გესმის საქმის, იაფი წარმოება პირველი ფაქტორია მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად, მაგრამ ამისათვის შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზები უნდა გაგაჩნდეს და შესაბამისად, მაღალ ხარისხს უნდა ინარჩუნებდე. ნედლეულიც იაფი და ხარისხიანი უნდა იყოს, იმ პრინციპით, რომ ერთ ჰექტარზე გლეხმა იმდენი პამიდორი მოიყვანოს, თვითონაც კმაყოფილი დარჩეს და ჩვენც. ეს არის ერთი ჯაჭვი, რა სქემის დალაგებასაც ემსახურება ჩვენი ჯგუფი. მაგალითად, ორი წლის წინათ ასეთი რამ დავიწყეთ - ხელშეკრულება გავუფორმეთ 100 ფერმერს. აქედან 80-მა არ გაამართლა. 20-დან 10 ძალიან კარგი იყო, 10 - საშუალო. მეორე წელს, ამ ოცს გავუორმაგეთ ანაზღაურება და მივეცით საშუალება გაფართოებულიყვნენ. პარალერულად დავამატეთ კიდევ 80 და ამ ოთხმოციდანაც კვლავ გამოიკვეთა წარმატებული და სათანადო რგოლები... საერთოდ ასე იქმნება გუნდები და ამასაც დრო უნდა, რადგან სხვა რეცეპტი მომგებიანი საქმის კეთებისა, არ არსებობს. ყველაფრის თავი კი ნედლეულია, ხარისხიანი ნედლეული. როდესაც ამ დარგზე ვფიქრობ, ვანგარიშობ, თუ რამდენია სახნავსათესი, რამდენია აქედან ერთწლიანი კულტურებისთვის სარწყავი ფართობი, რა პოტენციალია და შემდეგ ვიწყებთ საქმეს. ყველაფრის თავი და თავი კი მაინც მოწესრიგებული სარწყავი სისტემებია. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა ირიგაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მე რომ ვიყო და შემეძლოს, გაცილებით მეტ თანხებს ჩავდებდი საქართველოში სარწყავი სისტემების გასაფართოებლად. ჩვენს საწარმოებში ჯამში 2000 კაცია დასაქმებულიდა სეზონური სამუშაოების დროს ივლის- აგვისტოში მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ნედლეული ძირითადად იქმნება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ნინო წმინდის რაიონში, გურიაშიც. აქ ჩაის წარმოება დავიწყეთ უკვე და საკმაოდ მაღალი ხარისხისაც, რაშიც ჩავრთეთ ოზურგეთის მოსახლეობა, რომლებსაც ერთ კილოგრამზე 70 თეთრიდან 1 ლარამდე ვუნაზღაურებთ. შესაბამისად, ჩვენი ჩაიც ძვირი ღირს, მაგრამ უხარისხო შემოტანილი ჩაით გაჯერებულ საქართველოს ბაზარს სხვანაირად ვერ დავუპირისპირდებით. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ უცხოეთიდან განვადებით შემოვიყვანოთ პარტნიორები, რადგან უზარმაზარი თანხები გვჭირდება, იმისათვის, რომ ბაზარი დავიკავო და თუ საქართველოს ბაზარზე კარგად მოიკიდე კაცმა ფეხი, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ მასშტაბებსაც, შედარებით, ადვილად შესწვდები. ერთი რამ მაინც უნდა ითქვას, - თავის დროზე ჩვენ გიჟებადაც კი გვთვლიდნენ უზარმაზარი თანხებირომ ჩავდეთ ისეთ საქმეში, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადშიც ვერ ამოგვეღო, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იყო მაშინ საქვეყნო საკეთებელი. ასე მაგალითად, თუნდაც 2008 წელს დამზადებული ჩვენი მჟავე კიტრის მთელი პარტია სამ თვეში გაიყიდა. დიდი მოთხოვნილებაა ტომატ-პასტებზე, საწებლებზე, აჯიკებზე, კონსერვებსა და მარინადებზე, ვაშლის და კომშის ჯემებზე და სხვ. ასე რომ, კონკურენციის არ გვეშინია. სამყოფი ნედლეული რომ გვქონდეს, ამისთვის ვმუშაობთ გამალებით. წელს ნედლეულის - 50%25-ს საკუთარი მიწებიდან მოვიწევთ, 50-ს კი - ფერმერებისაგან ჩავიბარებთ. სულ 20000 ტონა ნედლეულის გადამუშავებას ვგეგმავთ. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენ ინდუსტრიული საწარმო ვართ, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ქართული ეკონომიკის აღორძინებაში თავისი სიტყვა თქვას და, შესაბამისად, საქართველოს მომხმარებელი ხარისხიანი ქართული პროდუქციით მოამარაგოს. ის ადამიანები, ვისაც სურს ამ საქმეში ჩაერთონ და ბაზარს ეძებენ, (უმთავრესად გლეხსა და ფერმერს) ჩვენ ყოველთვის ხელგაშლილები დავხვდებით, თუ კი ხარისხიანნედლეულს შემოგვთავაზებენ. გახსოვთ რით დავიწყეთ ორი წლის წინათ?! - სატელევიზიო რეკლამა გავუშვით რომ ვიბარებთ ქართულ ნედლეულსო. ჩვენ მაშინ საკუთარი არ გვქონდა, მაგრამ ის წელი არ ჩაგვიგდია. ჩვენი სპეციალური სამსახურები გვაქვს, რომლებიც ადგილებზე აკითხავენ ფერმერებს, სამხრეთ საქართველოში რძის ჩამბარებელი პუნქტები გავხსენით. მაგრამ ის, რომ ჩვენ საშუამავლო რგოლების მუშაობაში ჩავერიოთ, დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან ყველამ თავისით უნდა მიაგნოს საკუთარ გზას და ცოტა გონებასაც დაატანოს ძალა. როგორ დავიჯერო, რომ ნებისმიერ სოფელში სამი და ოთხი შეძლებული კაცი არ ცხოვრობს. შეაგროვონ ფული და თანასოფლელებს უყიდონ კომბაინი, ან თანამედროვე ტრაქტორი. თუ შენ გაქვს, გვერდით კი უამრავი გაჭირვებულია, ასე უნდა მოიქცე. ასეა კადრების საკითხებშიც. არ ვიცი, რა ხდება აგრარულ უნივერსიტეტში, მაგრამ აბსოლუტური უცოდინრები რომ არიან ჩვენი კურსდამთავრებულები, ეს უტყუარია. მე თვითონ შემოვიარე იესემიდა აგრარულის აუდიტორიები. შევარჩიე მე-5 კურსელები, სამი თვე გვყავდა პრაქტიკაზე და ვინც ყოველდღე დადიოდა და რაღაცის კეთების სურვილი ჰქონდა, მათგან, საბოლოოდ, 10 შევარჩიეთ. სამწუხაროდ, არც ერთმა უცხო ენა არ იცოდა რომ საზღვარგარეთ გაგვეგზავნა. იძულებული გავხვდი დამექირავებინა სპეციალისტები, ჩამომეყვანა საგანგებოდ მათთვის, რომ შემდგომში მაინც გავაგზავნოთ საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად. რა გავხდით ასეთი, ჩვენი შვილების მომავალზეც რომ ვერ ვზრუნავთ, სახელმწიფო თუ ვერ უზრუნველყოფს, მაშინ, ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ და ვუპატრონოთ სწავლის მსურველებს. კარგად გამიგეთ, ყველა ბიზნესმენმა 4-5 სტუდენტი რომ გამოზარდოს, მეტი კი არ სჭირდება ქვეყანას. რა გვიჯდება უცხოელი სპეციალისტების დაქირავება? განა არ სჯობს იმის ნახევარი ახალგაზრდა კადრის მომზადებას მოვახმაროთ და ქართველმა აკეთოს ჩვენივე ქვეყნის საქმე? ამ პრინციპით თუ არ დავიწყეთ ცხოვრება, მართლა გაგვიჭირდება. ამიტომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავში რომ ვეძებოთ ზოგადი სატკივარის სათავე, ალბათ ეს აჯობებს ყველაფერს. დღემდე გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მანამდე და მინისტრობის დროსაც სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის კუთხით გამოყოფილი გრანტების არასამთავრობო სექტორისთვის ჩამორიგებისა. მე გრანტით გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს! სადაც ხმაა ამოსაღები, სწორედ იქ რომ გაჩუმდები და რაღაც 20 ათას დოლარს თუ გადმოგიგდებს ვინმე, იმას ელოდები დუმილით, ესაა ქვეყნის ღალატი და დაქცევა, თორემ, კაცი რომ მიწას ებრძვის და შეიძლება პირველ ორ წელს არ გაუმართლოს, არ არის დასაძრახისი. რა მოხდა, სხვა ქვეყანაში წაგებას, საკუთარში წააგო უფრო ადვილი გადასატანი არ არის?! თუ არადა, მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვინც ცოდნით, სიყვარულით, შრომით მივიდა მიწასთან და მისგან ხელცარიელი დაბრუნებულიყოს.

მზია ჭიჭიაშვილი

11 SOS

▲back to top


11.1 გენმოდიფიცირებული პროდუქციის ბუმი საქართველოში

▲back to top


ოდითგანვე ადამიანის გონი ყველაზე დაძაბულად, დახვეწილად, შემოქმედებითად და მიზანმიმართულად სწორედ ჰომო-საპიენსისავე გასანადგურებლად მუშაობდა. თქმულში მხოლოდ მავან შემოქმედების გვირგვინთა მიერ თავისავე მოდგმის სახსენებლის ამოგდების გვირგვინებს - ატომის, წყალბადის, ნეიტრონის, ათასნაირ ბიოქიმიურ იარაღს ნუ ვიგულისხმებთ.

მამაზეციერმა ისეთი ღვთაებრივად სრულყოფილი საცხოვრისი-მთელი პლანეტა გვიწყალობა, სულ სული უნდა გვებერა, რომ ამ ღვთაებრივი ჰარმონიის დაურღვევლად გვეღვაწა. ჩვენ კი მიჩურინისეული-თუ ბუნება ნებით არ გვაძლევს,ძალით უნდა წავგლიჯოთო, დავისახეთ ხატად და ასეც ვირჯებით. შედეგი? თანდათან ხელებში გვაკვდება დედამიწა! ჩვენა ვკლავთ! ეს სულაც არ გახლავთ გადაჭარბებულად ნათქვამი. სათანადო დარგების მეცნიერებმა რა ხანია ატეხეს განგაში, ასე თუ გავაგრძელეთ, დედამიწა უნაყოფო, გამომშრალ-გამოფიტულ უსიცოცხლო მასად იქცევაო!

მერედა, ხომ „დაგვრჩა ოხრად” ამდენი ატომი, თუ ნეიტრონი?!

საქართველო ამ უნიკალურ პლანეტაზეც კი გამოირჩევა უნიკალურობით- თითქმის ყველა კლიმატური ზონაა წარმოდგენილი, პლუს -ზღვა. ახლა კიდევ ტყეები, ტერიტორიის 40%25-მდე რომაა გაშლილი(?!) 26 ათასი მდინარე, 850 ტბა, მტკნარი წყლის მარაგით (ერთ სულ მოსახლეზე) მსოფლიოში ლამის პირველობა, სამედიცინო დანიშნულების მინერალური წყლების 2000 ბუნებრივი წყარო განსხვავებული ქიმიური შემადგენლობებითა და დღე-ღამეში 130 მლნ. ლიტრის წარმადობით, სწორედ ამ უნიკალურობის გამო, იყო დრო 394 სანატორიუმი და 102 კურორტი მუშაობდა; ამასთან, გვქონდა მინერალური წყლების 16 ქარხანა, წელიწადში 460 მლნ. ბოთლს რომ ასხამდა.

ეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო მსოფლიოში!

ზემოთქმულის ლოგიკური შედეგი - ტურისტთა მოძალება. მილიონი ტურისტი, გამოთვლით, 100000 კაცს ასაქმებს. ეს - უშუალოდ ტურიზმში. ახლა მომიჯნავე დარგები? ხომ უნდოდა ამდენ ხალხს კვება? ჰოდა, ულხინდა საქართველოს აგრარულ სექტორსაც. მით უფრო, რომ ყოველწლიურად თითქმის 4 მლნ. ტურისტი გვსტუმრობდა.

ასე, თითქოსდა მოიარებით დაიწყო ჩემი საუბარი საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალურ მდივანთან ბატონ გიორგი გაჩეჩილაძესთან.

შეხვედრის მიზანი ასეთი გახლდათ: როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ზოგადად საქართველოში, როგორ გავლენას ახდენს იგი აგრარულ სექტორზე და, მისი აზრით, რა გზას უნდა დაადგეს ქვეყნის სოფლის მეურნეობა.

პოლიტიკური არასტაბილურობა, ჰაერის დაბინძურება, ტყეების მასობრივად, უკონტროლოდ გაჩეხვა, როცა ვერავინ გეტყვის, სად რამდენი გაიჩეხა და რატომ. აი, დამატებით ის ფაქტორები, რაც ასევე ანადგურებს გარემოს და, შესაბამისად, აგრარულ სექტორსაც. მით უფრო, რომ საქართველოში ტყეების 97%25 ფერდობებზეა გაშენებული. მათ უჭირავთ ნიადაგი. ტყეების მავანთა გასამდიდრებლად ჩეხვა კი მეწყერებად, წყალდიდობებად გვიბრუნდება, ისპობა ნიადაგის ნაყოფიერი შრე, შრება ნაკადულები და ჭები, ხოლო სადაც წყალი არ არის, აღარც სიცოცხლეა. ამიტომაც ისპობა სოფლის მეურნეობაც.

ასე თანდათან იქცა აგრარული ქვეყანა, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქტით რომ უზრუნველყოფდა მოსახლეობას და ექსპორტსაც ეწეოდა, ლამის სრულ იმპორტიორად. ბაზრები სავსეა სოფლის მეურნეობის უხარისხო, საეჭვო პროდუქტებით: ნიორი - ჩინეთიდან, საზამთრო- თურქეთიდან, ვაშლი - აფრიკიდან, ყურძენი - შუა აზიიდან...

თუმცა, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ამის უპირველესი მიზეზი, ეკოლოგიის გაუარესებასთან ერთად,რაც, თავისთავად, ქვემოთქმულისშედეგია,იმპორტის ლობიზმია (?!).

და, აი: ბოლო 5 წელიწადში კარტოფილის ნათესი ფართობები 70%25- ით შემცირდა, სიმინდისა და ლობიოსი - 60-ით, ბოსტნეულის - 30-ით, მზესუმზირის - ორჯერ, ხორბლისა - 2,5-ჯერ. შესაბამისად, კარტოფილის წარმოებამ ორჯერ იკლო; სიმინდისამ - 60%25-ით, ბოსტნეულისამ - 2,5-ჯერ, ხორბლისამ - 3-ჯერ, მცენარეული ცხიმებისამ - 70%25-ით.

მეცხოველეობაშიც სავალალო სურათია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 20%25-ით შემცირდა (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება - 2,5%25-ით); ღორისა - ოთხჯერ; ფრინველისა - 50%25-ით.

საქონლის ხორცის წარმოებამ 60%25-ით იკლო; ცხვრისამ -2,2-ჯერ, ღორისამ - 71%25-ით.

ცხადია, ეს ხელოვნური დეფიციტი იმპორტს უნდა შეევსო! ამიტომ, კარტოფილის შემოტანა 6,5-ჯერ გაიზარდა (მოხმარებაში იმპორტის საერთო წილმა 20%25 შეადგინა); ბოსტნეულისა - 11-ჯერ (25%25); საქონლის ხორცისა -53%25-ით, ღორისა - 5,5- ჯერ, ფრინველისა - 41%25-ით, მცენარეული ცხიმების იმპორტის წილმა საერთო მოხმარებაში 83%25 შეადგინა.

ანუ, ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე პირდაპირ ურტყამს საფინანსო სისტემას, რადგან პროდუქციის იმპორტი, მხოლოდ აგრარულ სექტორში, თანხობრივად 8-ჯერ აღემატება ექსპორტს. ამით კი სახელმწიფო ყოველწლიურად 900 მლნ. დოლარს კარგავს!

თანაც, შემოტანილი პროდუქტი, ჩვეულებრივ, იაფია, რადგან იმპორტის ლობისტებს კარგად მოეხსენებათ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. გლეხი და ფერმერი ვერ უწევს კონკურენციას ამ იაფ, უხარისხო, მავნე პროდუქტებს და კოტრდება!

0x01 graphic

არადა, ყველა გონიერი ქვეყანა ცდილობს თავისი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რათა რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე და, თან, კონკურენტუნარიანი პროდუქციაც შექმნას. აქეთკენ მომავალი გზა კი, უპირველესად, პროდუქციის ეკოლოგიურ სისუფთავეზე გადის. ამიტომაც მიიღო ევროკავშირმა სპეციალური დირექტივები, 2010 წლისათვის ევროპის სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%25-ზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა იწარმოოსო. ევროპის მაღალგანვითარებული სახელმწიფოები, შემოსავლის გარდა, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ და ასევე ცდილობენ აღუდგნენ წინ მავნე, უხარისხო, გენმოდიფიცირებული პროდუქტების ექსპორტს მათ ქვეყნებში.

2007 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 31 მლნ. ჰა-ზე იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი; ეკოლოგიურად სუფთა ბაზარის მოცულობაც ყოველწლიურად 20%25- ით იზრდება. უმკაცრესი კონკურენციისას, ეს ერთადერთი მზარდი დეფიციტური ბაზარია. და, რუსეთის ემბარგოს პირობებში, სწორედ ესაა საქართველოს აგრარული სექტორის გადარჩენის ერთადერთი გზა -500 მილიონიან ევროპას სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ.

მაგრამ წვრილ-წვრილი გლეხური მეურნეობები - ფერმერობა ხომ ახლაღა იდგამს ჩვენში ფეხს - რანაირად გაუწევს კონკურენციას ევროპას? რა ძალა შესწევს სახელმწიფოსაგან მიგდებულ ქართულ სოფელს?

გიორგი გაჩეჩილაძე: უკიდურესად გაჭირვებულ გლეხობას ნიადაგისათვის უახლესი შხამქიმიკატების შეძენა არ ძალუძს. ცალკერძ, ეს ეგებ კარგიც იყოს - პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, მაგრამ, ცალკერძ, იძულებულია, საბჭოთა პერიოდიდან საწყობებში ჩაწოლილი მაღალტოქსიკური შხამქიმიკატები გამოიყენოს, რაც ძალზე აზიანებს ნიადაგს, მთელ ეკოსისტემას. მსოფლიოში კი კარგა ხანია არის ისეთი ქიმიკატები, რაც არც ნიადაგს ვნებს, არც - მცენარესა და, ცხადია, არც - ადამიანს.

ასე და ამგვარად გავუწევთ კონკურენციას ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს და გადაულახავ ბარიერად აღვუდგებით მავნე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მომძალებელ უმძლავრეს ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ციხის შიგნიდან გამტეხელები ბლომად რომ ჰყავს ჩვენში!

აშშ-ში არის კორპორაციული გაერთიანება, ე.წ. სასიცოცხლო ინდუსტრია.მასში ტრანსნაციონალური კორპორაციები:მონსანტო, დიუპონტი, ასტრა-ჩენეკა და პიონერია გაერთიანებული.

სწორედ ეს კორპორაციები ცდილობდნენ „დდტ“-ს, ანუ დუსტის, მაშინ ძირითადი შხამქიმიკატის, პანაცეად გამოცხადებას. მერე აღმოჩნდა, რომ საშინელ დაავადებებს იწვევდა და მთელ ბიომრავალფეროვნებას ანადგურებდა. 1971 წელს გაერომ მისი გამოყენება აკრძალა, მაგრამ, ეს „დდტ“, ანუ, დუსტი იმდენად მდგრადი ყოფილა, ახლაც შემორჩენილია ნიადაგში.

ამ ე.წ. სასიცოცხლო ინდუსტრიაზე მოდის შხამქიმიკატების მსოფლიო წარმოების - 7 და გენმოდიფიცირებული მარცვლეულის 25%25. აქედან, გენმოდიფიცირებული ხორბლის - 100, სოიოს- 90%25 და ა.შ. კორპორაციების საერთო კაპიტალი.. 2 ტრილიონი დოლარია.

ჰოდა, რით, როგორ აღუდგეს ამ მონსტრებს თოხ-ბარიანი ქართველი გლეხი,ანდათითებზე ჩამოსათვლელი ფერმერი?! მით უფრო, რომ საამისო სახელმწიფო ნება არ არის? კოორპორაციები კი, უპირველესად, იქით მიილტვიან, საცა ადვილად გაუვათ თავისი-სუსტი, განვითარებადი ქვეყნებისაკენ. ბევრგან კარგა ნოყიერი ნიადაგი ხვდებათ - კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები, ჯიბის გასქელებას რომ აყოლებენ ზედ სამშობლოს.

გიორგი გაჩეჩილაძე: გაერომ კარტახენას ოქმად წოდებული დოკუმენტი მიიღო. იგი ქვეყნის საზღვრებზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის გაკონტროლების,შეტანის აკრძალვის, ანდა, მისი მარკირების მოთხოვნის ნებართვას იძლევა.

ამ დოკუმენტის მიღება შარშანწინ ორჯერ ჩააგდო პარლამენტმა. ეს პირველად მოხდა, მან გაეროს მიღებული დოკუმენტი რომ უარყო. იძულებული გავხდით, უწმიდესისა და უნეტარესისათვის მიგვემართა.

პირადად შევხვდი. პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში მოითხოვა ასეთი პროდუქციის შემოტანის აკრძალვა. ამის შემდეგგახდა იძულებული პარლამენტი დაემტკიცებინა კარტახენასოქმი. მაშინვე იყო, მონსანტომ 600 ტონა გენმოდიფიცირებულიკარტოფილი რომ შემოიტანა, მაგრამ იმჯერად მოვერიეთ და გავაძევეთ საქართველოდან.

ახლა სახელმწიფოს აქვს გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტი, მაგრამ ოქმი მხოლოდ ქაღალდზე რჩება.

ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა მისი მოთხოვნების შესასრულებლად...

კონსტანტინე გურგენიძე

12 PR

▲back to top


12.1 ევროტექნიკსი ყველაზე საიმედო საოჯახო ტექნიკა თქვენი ოჯახისთვის!

▲back to top


0x01 graphic

დავით გოგორიშვილი,
„ევროტექნიკსის“ აღმასრულებელი დირექტორი:

თითოეული კომპანიის სახელწოდების გაგონებისას მომხმარებელს გარკვეული ასოციაციები უჩნდება, რაც ამ კომპანიის საქმიანობის არსს ყველაზე უკეთ გამოხატავს. ასემაგალითად, ევროტექნიკსიქართველი მომხმარებლისთვის გამორჩეულობის, განსაკუთრებულობისა და ექსკლუზიურობის სინონიმად იქცა...

ევროტექნიკსი 2007 წელს დაფუძნდა. ევროტექნიკსი AEG - Electrolux-ის, ZANUSSI- ისა და Baumatic-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში( Baumatic- ისა - სამხრეთ კავკასიაშიც), ბრენდებისა, რომელთა პროდუქციის შეძენაც ევროპაში პრესტიჟსა და დახვეწილ გემოვნებას უკავშირდება.2008 წლის ბოლოდან კი კომპანია გაცილებით ხალხური ბრენდის,გაყიდვების ლიდერის - Samsung- ის ოფიციალური დისტრიბუტორიც გახდა.

ევროტექნიკსის პირველი მაღაზია გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩაზე გაიხსნა. ამას მოჰყვა მაღაზიები სავაჭრო ცენტრ მეგალაინში, ვაჟა- ფშაველას გამზირის 30 -ში და მარჯანიშვილის 16- ში. სულ მალე გაიხსნება ახალი მაღაზია, რომელიც „თბილისი- ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში განთავსდება. თუმცა, ევროტექნიკსის ქსელის გაფართოების გეგმები ამით არ ამოიწურება. (ჩვენი ჟურნალის მკითხველები ამაზე უფრო დაწვრილებით „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მომდევნო ნომრებში შეიტყობენ).

ევროტექნიკსს ფართო სადილერო ქსელიც გააჩნია და რითეილ, საბითუმო და კორპორატიულ გაყიდვებზე აქტიურად მუშაობს. 2010 წლისთვის „ევროტექნიკსის“ მაღაზიები ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. (კომპანია სხვა რეგიონებში სავაჭრო ობიექტების ამოქმედებას არ გეგმავს, რადგან მათი პროდუქციის რეალიზაციას იქ მრავალრიცხოვანი დილერები ახორციელებენ).

კომპანიას დღეისათვის ბაზრის მთლიანი მოცულობის 10-12 პროცენტი უჭირავს, წლის ბოლოსთვის კი ამ მაჩვენებლის 15-16-მდე გაზრდას გეგმავს. დღეისათვის ევროტექნიკსი 80 თანამშრომელს ითვლის. დავით გოგორიშვილის თქმით, კომპანია კადრების მიმართ მომთხოვნიცაა და ლოიალურიც. პერსონალი წელიწადში სამჯერ გადის ტრეინინგებს როგორც ტექნიკურ მახასიათებლებში, ისე მომხმარებელთან ურთიერთობების საკითხებში.

AEG“ შვედურ კონცერნ „Electrolux“-ში შემავალი გერმანული ბრენდია - ნამდვილად ევროპული, საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა, უმაღლესი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამორჩეული. „ZANUSSI“ საშუალო და მაღალ სეგმენტზე ორიენტირებული მარკაა. „ევროტექნიკსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბატონ დავით გოგორიშვილის განმარტებით, თავად მომწოდებლები ახასიათებენ „ZANUSSI “-ს, როგორც ბრენდს, რომელშიც ფასი და ხარისხი იდეალურადაა შერწყმული. რაც შეეხება „Baumatic“-ს, ეს გახლავთ ბრიტანული ბრენდი, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და ნებისმიერი დონისა და სტილის სამზარეულოს მოწყობის საშუალებას იძლევა. „ევროტექნიკსის“ მაღაზიები მომხმარებელს მაცივრების, სარეცხი მანქანების, სარეცხის საშრობების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების, ღვინის მარნების, გაზქურების, მიკროტალღური ღუმელების, ელექტროჩაიდნების, გაზის ზედაპირების, ელექტროღუმელების, ყავის მადუღარების, მიქსერების, მაგიდების, საყინულეების, უთოებისა თუ სხვა ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს.

დავით გოგორიშვილი, ევროტექნიკსის აღმასრულებელი დირექტორი: ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, კრიზისის დროს უამრავ კომპანიას შეექმნა პრობლემები. ვფიქრობ, კრიზისის მენეჯმენტი საკმაოდ კარგად განვავითარეთ: პანიკა არ შეგვიქმნია, თანამშრომლები არ შეგვიმცირებია. პირიქით: ხელფასები მათ 10 პროცენტით გავუზარდეთ, რათა სტაბილურობის განცდა არ მოკლებოდათ. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს: თუკი კადრს ეშინია, რომ ხვალ მას სამსახური აღარ ექნება, ეფექტი საგრძნობლად უარყოფითი შეიძლება იყოს. ამდენად, სჯობს, მყარი სიტუაცია შეუქმნა თანამშრომელს. სხვათა შორის, კრიზისსაც თავისი პლუსები აქვს და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებასაც იძლევა. თანაც, კრიზისის გამო ბაზრის საკმაოდ დიდი წილია გამოთავისუფლებული.

0x01 graphic

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავყიდოთ ფასეულობა, რაშიც მხოლოდ პრემიუმ-ბრენდის იმპორტს არ ვგულისხმობთ. ფასეულობა შეიძლება იყოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის, უმაღლესი დონის მომსახურებისა და სერვისის ჯამი.

ყველაზე გრძელვადიან და მდიდარ აქტივად კომპანია მომხმარებელს აღიარებს. სწორედ მომხმარებელია ჩვენი შემფასებელი. შესაბამისად, კომპანია ცდილობს, ყველანაირი პირობა და კომფორტი შეუქმნას მას. ნებისმიერი ჩვენი წარმატება, თუ წარუმატებლობა ხომ მომხმარებელზეა დამოკიდებული!.. ევროტექნიკსში მომხმარებელთა კლუბიც კი შევქმენით, რომლის წევრებსაც ფასდაკლების ბარათებს ვთავაზობთ, ოპერატიულად ვაცნობებთ ნებისმიერ სიახლეს.. გარდა ამისა, ახალი ბრენდის დამატებასთან დაკავშირებით მათი აზრი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მომხმარებლით და თუ დღეისთვის რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს უთუოდ მათი დამსახურებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

0x01 graphic

ასე რომ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტექნიკის ევროპულიხარისხი, ნამდვილადევროპაში და ევროპული ბაზრისთვის წარმოებულიპროდუქციის შეძენა, „ევროტექნიკსი“ სწორედ თქვენთვის მუშაობს!

ეკა ჯიმშელაძე

13 ელექტრონული კომერცია

▲back to top


13.1 ელექტრონული კომერციის (E-Commerce ) სამართლებრივი რეგულირება

▲back to top


0x01 graphic

როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალური ქსელის, ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ, ქსელთა ქსელის - ინტერნეტის (Internet) წარმოშობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ინტერნეტი მისი გავრცელების პირველ სტადიაზე არა მხოლოდ კომუნიკაციისათვის გამოიყენებოდა, არამედ, სავაჭრო კომპანიებს შეეძლოთ მისი მეშვეობით მარკეტინგის სტრატეგია უფრო დაეხვეწათ.

მოგვიანებით ინტერნეტმა მსოფლიო ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირეულად შეცვალა კიდეც. ინტერნეტ სერვისი, როგორც ფასიანი მომსახურების ერთ-ერთი ფორმა, თავად წარმოადგენდა კომერციულ საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს, იგი საშუალებას იძლეოდა მისი მომხმარებლისთვის - მისთვის საინტერესო ფართო თუ ვიწრო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა თვით სისტემაში განმეხორციელებინა.

ეკონომიკურ ურთიერთობათა ეს პროცესი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ აღნიშნული ურთიერთობები ფაქტიურად მთლიანად ვირტუალურ ქსელში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომაც ბოლო დროს მსოფლიო კომპიუტერულ თუ ბიზნეს წრეებში აქტიურად გამოიყენება ისეთი ცნებები, როგორიცაა: „ინტერნეტ ეკონომიკა“ (Internetwirtschaft), ქსელური ვაჭრობა (Netzverkehr), .. ონლაინ ვაჭრობა (Online-Handel) და .., რომლის ძირითად პრინციპებსა და ეკონომიკურ მახასიათებლებს წარმოადგენენ: ) ურთიერთობათა გლობალიზაცია; ) დეცენტრალიზაცია; ) კიბერნეტიზაცია და ქსელური კავშირები; ) ინოვაციური რეგულირების მეთოდების განვითარების მზარდი ტენდენცია; ) ოპერაციათა მოხერხებულობა; ) დროის მაქსიმალური ეკონომია;

მე-20 საუკუნის დასასრულსა და ჩვენი საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ინტერნეტ ვაჭრობის ერთერთმა ფორმამ „ელექტრონული კომერცია“ (Electronic Commerce - E-Commerce). მისგან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვანი აღმასვლა მოუტანა შესაბამისი ქვეყნის ეკონომიკას. ევროკავშირის კომისიის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2000 წლისთვის ელექტრონული ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე 200 მილიარდ ევროს გადააჭარბა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აღნიშნული სახის ვაჭრობით მიღებული შემოსავლები 20-30 წლის შემდეგ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწევს. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოსათვის, რომელიც თანდათანობით ერთვება ელექტრონულ კომერციაში, მნიშვნელოვანია ზოგიერთი იურიდიული პრობლემის დანახვა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით შექმნილ ბიზნესის სპეციფიკას.

ელექტრონული კომერციის
(E-Commerce) ცნება და პრინციპები

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბის ელექტრონული ბაზარია, რომელშიც ეკონომიკურ ურთიერთობათა მთელი სპექტრია წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ვერც ეკონომისტები და ვერც იურისტები ვერ თანხმდებიან ელექტრონული კომერციის (შემდგომში აღნიშნულ ტერმინთან ერთად გამოვიყენებ საყოველთაოდ გავრცელებულ ტერმინს - -კომერსი - ზ.გ.) ერთიანი ცნების თაობაზე. ეს მართლაც რთულ დილემას წარმოადგენს დინამიურად მზარდი პარამეტრებისა და მასში წარმოებული ოპერაციების სიჭრელის ფონზე. თუმცაღა, ფართო გაგებით, ე-კომერსი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ყველა იმ ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელთა განხორციელებაც სრულად, ან არასრულად ინტერნეტ სერვისის, ანუ კომპიუტერული ქსელების გამოყენებითაა შესაძლებელი. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ე-კომერსი მოიცავს თანამედროვე კომუნიკაციის თითქმის ყველა საშუალებას- ელექტრონულ ფოსტას (e-mail), ფაქსს (Fax), ინფორმაციის გადამტან სხვადასხვა საშუალებებს (ე.წ. „EDI“ - Electronic Data Interchange) და ა.შ. ეს კი გაცილებით ამარტივებს სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელექტრონული კომერცია, როგორც ეკონომიკურ-სამართლებრივ ურთიერთობათა ტიპი, შეიძლება როგორც სრულად ვირტუალურ (ონლინე) რეჟიმში მიმდინარეობდეს, ასევე, შესაძლოა, იგი ქსელსგარეთაც პოულობდეს გაგრძელებას. ეს თავად ხელშეკრულებისა და ურთიერთობის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს და დამოკიდებული უნდა იყოს იმ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რომლის მიწოდება და მომსახურების გაწევაც კონტრაჰენტის მიერ ხორციელდება. ამ თვალსაზრისით, ე.წ. ურთიერთობათა ფორმაციის მიხედვით ელექტრონული კომერცია შეიძლება დაიყოს:

) არასრულად ვირტუალურ ელექტრონულ კომერციად (Nonfully E-commerce); და

) სრულად ვირტუალურ ელექტრონულ კომერციად(fully E-commerce);

არასრულად ვირტუალური ელექტრონული კომერციის შემთხვევაში ეკონომიკური ურთიერთობები ორივე, .. ქსელურ და ქსელის გარეთა სივრცეში მიმდინარეობს. ამის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ მობილური ტელეფონის ყიდვა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კერძოდ, ინტერნეტში, რომელიმე მობილური კომპანიის საიტზე თქვენ აღწერთ სასურველი მოდელის მობილურ ტელეფონს, უგზავნით შესაბამის დისტრიბუტორ კომპანიას ელექტრო ფოსტას (ე-მაილს) და ჩვეულებრივი ფოსტის მეშვეობით იღებს მობილურ აპარატს. ანალოგიურ მეთოდით შესაძლებელია ე.წ. „ონლაინ მაღაზიისგან“ (online- shop) სასურველი პროდუქციის ყიდვა.

სრულად ვირტუალური ელექტრონული კომერციის დროს კი მხარეთა შორის ურთიერთობები და ურთიერთვალდებულებები, მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში წარმოიშვება. იგივე რეჟიმში ხდება მათი შესრულება. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მომსახურებისა, თუ სხვა ხელშეკრულების საგანი ელექტრონული ფორმით არსებობს ან დიგიტალიზირებადია (ელექტრონულია,ვირტუალურია). ამის მაგალითად შეგვიძლია სპეციალური სისტემა ე.წ. Software-download“- ი მოვიყვანოთ, როცა სოფტ ვეარის (Software) გადატვირთვა ერთი კომპიუტერიდან მეორეში მთლიანდ ვირტუარული გზით ხორციელდება. ამგვარ ფორმას მსოფლიო ბიზნეს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ საფონდო ბირჟები, კომერციული ბანკები, საბროკერო კომპანიები სხვადასხვა სახის აქციებით, ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროს.

გარდა ზემოაღნიშნული დაყოფისა, ელექტრონულიკომერციისტიპები ერთმანეთისგან შეიძლება განვასხვავოთმასში მონაწილე სუბიექტების მიხედვით:

) -კომერსით ვაჭრობითდაკავებულ ბიზნეს კომპანიებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები (Business to Business e-commerce).ელექტრონულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებს შემოკლებით B2B ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ;

) -კომერსით ვაჭრობით დაკავებულ ბიზნეს კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები (Business to consumere-commerce) ელექტრონულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებსშემოკლებით B2C ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ;

გ) მომხმარებლებს შორის ე-კომერსით ვაჭრობისას წარმოშობილი ურთიერთობები (Consumer to consumer e-commerce) ელექტრონულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებს შემოკლებით C2C ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ. გარდა ზემოაღნიშნულისა, ელექტრონულ კომერციაში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვა სუბიექტებიც, რომლებიც თავის მხრივ ურთიერთობათა ინდივიდუალურ რგოლებს წარმოქმნიან, მაგრამ მათი მნიშვნელობა განსახილველ საკითხში მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ისინი ე.წ. ჰორიზონტალურ სავაჭრო ურთიერთობებში კი არ გვევლინებიან მხარეების სახით, არამედ ასრულებენ ე.წ. საკონტროლო ფუნქციას. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ურთიერთობებს, მათ შორის განსხვავება სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით აქტუალურია. ამ ურთიერთობათა კლასიფიკაცია სუბიექტთა მიხედვით დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს.

-კომერსით ვაჭრობით დაკავებულბიზნესკომპანიებს
შორის წარმოშობილი ურთიერთობები
(Business to Business e-commerce) (B2B ტიპის ურთიერთობები)

-კომერსით დაკავებულ ბიზნეს კომპანიებს შორის არსებული კომერციული ურთიერთობები (B2B ტიპის ურთიერთობები) ინტერნეტ ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მხედველობაში მიიღება როგორც საფინანსო ბრუნვის მასშტაბებიდან, ასევე სხვა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მაჩვენებლების შეფარდება. ამ ურთიერთობების მსვლელობისას ოპერაციები ძირითადად ხორციელდება ონლაინ რეჟიმში (online), მხოლოდ ბიზნეს კომპანიებს შორის. აქ იგულისხმება ყველა ის იურიდიული პირი, რომელიც ურთიერთობებში თავისი სახელით გამოდის და არ სარგებლობს მომხმარებლის სტატუსით. როგორც წესი, აღნიშნული ურთიერთობები ხანგრძლივ ხასიათს ატარებს და ხშირად გარკვეული ფორმალური, თუ არაფორმალური ბიზნეს კონსორციუმების შექმნის წინაპირობა ხდება. ოპერაციები შეიძლება მოდიოდეს როგორც დახურულ, ასევე, ღია ბაზარზე. დახურულ ბაზარში სუბიექტებად მხოლოდ ის კომპანიები გამოდიან, რომლებიც ამ ბაზრის აკრედიტირებული (რეგისტრირებული) წევრები არიან. ღია ბაზარი კი ყველა დაინტერესებული კომერსანტისთვის ღია რჩება.

ბიზნეს კომპანიებისთვის ელექტრონული ბაზარი ერთობ მიმზიდველი სფეროა ვაჭრობისთვის, რადგან დროისა და ხარჯების მაქსიმალური ეკონომიის ფონზე, მათ შეუძლიათ სარფიანი გარიგება დადონ სხვა საწარმოებთან მისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. გასაგებია ისიც, რომ კონტრაჰენტებს შორის ურთიერთობა ძირითადად ქსელში მიმდინარეობს, ამიტომაც როგორც წესი, B2B ტიპის კომერციაში ბიზნეს მხარეებად კარგად ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული კომპანიები და ბიზნესმენები გამოდიან.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ B2B ელექტრონულ კომერციაზე, მხედველობაში გვაქვს საერთშაორისო ეკონომიკური (კომერციული, სავაჭრო) კერძო სამართლებრივი გარიგებები. ამ გარიგებათა რიცხვს გარდა საერთაშორისო ნასყიდობისა (Internationales K aufvertrag), მიეკუთვნება საერთაშორისო მომსახურების (Internationales Dienstvertrag), საერთაშორისო გადაზიდვისა (Grenzüberschreitende Lieferung) და ნივთის მიწოდების (lieferung von beweglichen Sachen) ხელშეკრულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ხელშეკრულებების სამართლებრივი რეგულირების აქტუალურობა და პრობლემატიკა ძირითადად საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების დროს იკვეთება. ეს ძირითადად მომხმარებლის, როგორც სოციალურად და ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზანს ემსახურება. ე.წ. ქსელს გარეთ (off-line) წარმოებული ურთიერთობების დროს უბრალო მომხმარებელი იშვიათად თუ გვევლინებოდა მხარედ საერთაშორისო ეკონომიკურ გარიგებებში. ტექნიკის, კერძოდ კი ინტერნეტის განვითარებამ მნიშვნელოვანად შეცვალა ციკლი ამ თვალსაზრისით, მისცა რა საშუალება უცხო ქვეყანაში მომუშავე კომპანიებს თანამედროვე მარტივი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სხვა ქვეყნებში ეწარმოებინათ შესყიდვები, შეკვეთები თუ მსგავსი ოპერაციები, დაედოთ მრავალი ტიპის ხელშეკრულებები, ოფისიდან ან სულაც საკუთარი ბინიდან გაუსვლელად.

0x01 graphic

ელექტრონულ კომერციაში მოქმედ
ხელშეკრულებათა (B2B, B2C, C2C)
მიმართ გამოსაყენებელი სამართალი

უნდა აღინიშნოს, რომ B2B ტიპის ელექტრონულ კომერციის საკოლიზიო თუ მატერიალურ-სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, ძირითადად მსოფლიოში საერთაშორისო სავაჭრო ნორმათა უნიფიკაციის მეშვეობით რეგულირდება. მხარეებად ამ ურთიერთობებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად იურიდიული პირები, ან ის ფიზიკური პირები გამოდიან, რომლებიც სამართლებრივ ურთიერთობებში არასამომხმარებლო მიზნით შედიან.

B2B ტიპის ელ. კომერციის დროს მხარეები ერთმანეთთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლამდე რამდენიმე ალტერნატივით სარგებლობენ:

ა) მათ შეუძლიათ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში აღიარებული „მხარეთა ნების ავტონომიის“ (Parteiautonomie) პრინციპზე დაყრდნობით უარი თქვან ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე და მთლიანად, ან ნაწილობრივ დაუქვემდებარონ ხელშეკრულება მათ მიერ არჩეული ქვეყნის სამართალს. აღნიშნულ შესაძლებლობას განამტკიცებს გაეროს ვენის 1980 წლის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ (Convention on the International Sale of Goods - CISG).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა არ ისარგებლეს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპით და თავად არ აირჩიეს გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების მიმართ ავტონომიურად უნდა იმოქმედოს გაეროსვენის1980 წლის ზემოაღნიშნულმა კონვენციამ.

საქმე ის არის, რომ გაეროს კონვენციას თანამედროვე საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია.ამიტომ მისი მნიშვნელობა ვრცელდება ელექტრონულ კომერციაზეც. იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ აღნიშნულ პრობლემაში, უმჯობესი იქნება აღნიშნულ კონვენციას უფრო დეტალურად შევეხო.

ვენის კონვენცია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ (Convention on the International Sale of Goods - CISG) მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1980 წლის 11 აპრილს. კონვენციას საფუძვლად დაედო გაეროს გენერალური მეექვსე სპეციალურ სესიაზე მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიიჩნევდნენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება თანასწორობისა და ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე არის სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომ ერთგვაროვანი ნორმების შემოღება, რომელიც მოაწესრიგებს საქონლის საერთაშორისო ყიდვა- გაყიდვის ხელშეკრულებებს და გაითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემებს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობაში სამართლებრივი ბარიერების თავიდან აცილებას და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.

11 სახელმწიფოსთვის - ეგვიპტის, არგენტინის,ჩინეთის, საფრანგეთის, იტალიის, იუგოსლავიის, ლესოტოს, ზამბიის, სირიის, უნგრეთისდა აშშ-სთვის. დღეისათვის ვენის კონვენციის მონაწილეთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა.

საინტერესოა ის, რომ აღნიშნული კონვენცია არ შეიცავს კოლიზიურ ნორმებს. მთელი მისი სისტემა აგებულია მატერიალური სამართლის ნორმებზე. ის არის ბრწყინვალე ნიმუში კონტინენტური ევროპის სამოქალაქო სამართლისა (Civil Law) და ანგლოამერიკული სამართლის (Common Law) შერწყმისა. ამიტომაც მან ისეთი მასშტაბური გავრცელება ჰპოვა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, რომ მეცნიერთა შორის დღეს დავას აღარ იწვევს. მიუხედავად მისი მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისა, აღნიშნული კონვენცია ზოგადად მთელი სკს-ს და კერძოდ, საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

კონვენციის პირველივე მუხლი განსაზღვრავს მისი გამოყენების სფეროს, კერძოდ, კონვენცია გამოიყენება საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მიმართ იმ მხარეთა შორის, რომელთა კომერციული საწარმოებიც სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებიან:

) როდესაც ეს სახელმწიფოები ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან, ან

) როდესაც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების თანახმად, გამოყენებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართალი.

აღნიშნულ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ის გარემოება, რომ მხარეთა კომერციული საწარმოები (ქარხნები, ფაბრიკები) იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოში, თუ ეს არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებიდან და არც მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადებამდე, ან დადების მომენტში, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის მომენტში. გარდა ამისა, მხედველობაში არ მიიღება არც მხარეთა ეროვნული კუთვნილება, მათი მოქალაქეობრივი, ან სავაჭრო სტატუსი, ანდა ხელშეკრულების სავაჭრო ხასიათი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კონვენცია არ გამოიყენება ყველა ტიპის საქონლის ნასყიდობის შემთხვევაში. კერძოდ, კონვენციისმე-2 მუხლი ნათლად განსაზღვრავს,რომ ეს კონვენცია არ გამოიყენება:

) იმ საქონლის გაყიდვისას, რომელსაც იყენებენ პირადი, საოჯახო, ან საყოფაცხოვრებო მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამყიდველმა ხელშეკრულების დადებამდე ან დადების მომენტში არ იცოდა და არც იყო ვალდებული სცოდნოდა, რომ საქონელი ამ მიზნით იქნა შეძენილი;

) საქონლის აუქციონზე გაყიდვისას;

) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იყიდება სააღმსრულებლო წარმოების წესით, ან კანონის ძალით განხორციელებული სხვაგვარი წესით;

) საფონდო ფასიანი ქაღალდების, აქციების, უზრუნველყოფილი ქაღალდების, საბრუნავი დოკუმენტებისა და ფულის ნიშნების გაყიდვისას;

) წყლისა და საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების, აგრეთვე, ჰაერის ბალიშის პრინციპით მომუშავე ხომალდების გაყიდვისას;

) ელექტროენერგიის გაყიდვისას.

როგორც ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან ნათლად სჩანს, კონვენცია არ გამორიცხავს მის გამოყენებას, ელექტრონული კომერციის მიმართ. ვფიქრობ, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ B2B ტიპის ხელშეკრულებების მიმართ, თუ მხარეები არ აირჩევენ გამოსაყენებელს სამართალს, ავტომატურ რეჟიმში ჩაერთობა ვენის კონვენცია.

გ) გარდა ზემოაღნიშნულისა, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი იცნობს კიდევ ერთ ალტერნატივას, რომელსაც სამართლებრივ ურთიერთობასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს (The proper law oh the contract) უწოდებენ.

საქმე ის არის, რომ საერთაშორისო სახელშეკრულებო ურთიერთობებში და მათ შორის ელექტრონულ კომერციაში, შესაძლებელია რომ მხარეებს ან გამორჩეთ, ან შეგნებულად არ აირჩიონ ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება იმ ქვეყნების საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლებსაც მიეკუთვნებიან ხელშეკრულების მხარეები.

ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულებით არ განსაზღვრავენ გამოსაყენებელ სამართალს, მაშინ, ითვალისწინებს აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან ყველაზე უფრო მჭიდროდ დაკავშირებულ სამართლის პრინციპს და მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს კოლიზიური ნორმის უკუ-და შემდგომი მითითების (Renvoi) პრინციპის გამოყენებას.

სამართლებრივ ურთიერთობასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალი (The proper law oh the contract) წარმოადგენს თანამედროვე სკს- ში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიმაგრების ფორმულას. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს საერთაშორისოკერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც, თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს.

მაგრამ თავისთავად „სამართლებრივ ურთიერთობასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალი“ არის ბუნდოვანი ცნება, რადგან შესაძლებელია, რომ ყოველ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეები სხვადასხვაგვარად მიიჩნევდნენ ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამართალს. ამიტომაც, აღნიშნული მიმაგრების ფორმულა მოითხოვს შემდგომ დაკონკრეტებას და ყოველი კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის შესაბამისი კრიტერიუმების მოძებნას.

ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისას სამართლებრივ ურთიერთობასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლად მიიჩნევა სხვადასხვა მიმაგრების ფორმულები. ასე მაგალითად, ჩინური სკს-ის მიხედვით, საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ყველაზე უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლად მიიჩნევა ხელშეკრულების დადების დროს („hetong dingli“) გამყიდველი მხარის საწარმოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი („iingiesuo“). იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადება მოხდა მყიდველის საწარმოს ადგილსამყოფელში, ანდა თუ ხელშეკრულებიდან ნათლად სჩანს, გამყიდველი მისი ნივთის შემთხვევით დაღუპვის, ან განადგურების პასუხისმგებლობას იხსნის მყიდველის საწარმოს ადგილსამყოფელიდან, მაშინ, მჭიდროდ დაკავშირებულ სამართლად მიიჩნევა მყიდველის საწარმოს ადგილსამყოფელი. საბანკო კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დროს კი ამ ურთიერთობებთან ყველაზე უფრო მჭიდროდ დაკავშირებულ სამართლად მიიჩნევა კომერციული ბანკის ადგილსამყოფელი, საიდანაც მოხდა საბანკო კრედიტის გაცემა.

მსგავსი სხვადასხვაგვარი მიდგომებით ხასიათდება ქართული სკს-იც. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.

ვფიქრობ, განხილულ ალტერნატივათა ფართო სპექტრი ნათელ მაგალითს იძლევა, თუ რა შესაძლებლობები და რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ე-კომერსის მონაწილე სუბიექტები B2B ტიპის ურთიერთობებისას.

რაც შეეხება B2C ტიპის ელექტრონულ კომერციას, როგორც აღვნიშნე, ეს არის ბიზნეს კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელთაც ხშირად . ონლაინ ვაჭრობას („online shopping“) ან ვირტუალურ ვაჭრობას („virtual shoppings“) უწოდებენ. ამ დროს, როგორც წესი, მომხმარებელი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო, ბიზნეს კომპანია აქცეპტანტს, ურთიერთობები შეიძლება მიდიოდეს როგორც მხოლოდ ქსელში, ასევე, შეიძლება ვალდებულებები ქსელს გარეთაც სრულდებოდეს. B2B -საგან განსხვავებით, კავშირი კონტრაჰენტებს შორის არ არის მუდმივი და ხანგრძლივი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებით ამოიწურება. ხელშეკრულების საგანს როგორც წესი, უფრო მცირე საბაზრო ღირებულების ნივთები, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამები, ყვავილები, თვითმფრინავის ბილეთები და მსგავსი ობიექტები წარმოადგენენ. მათი შეძენა მომხმარებელს განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეუძლია. B2C ში სამართლებრივი რეგულირების მნიშვნელობა და იმპერატიულობა B2B-საგან განსხვავებით უფრო დიდია, რადგან აქ მეორე მხარედ მომხმარებელი გვევლინება, რომელიც მის კონტრაჰენტთან შედარებით ეკონომიკურად უფრო სუსტ მხარეს წარმოადგენს, ამიტომაც ამ „სისუსტის“ შევსება სპეციალური სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებით ხდება. მასში იგულისხმება სხვადასხვა სახელმწიფოთა მთელი რიგი სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნაზე.

ანალოგიურ სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან მომხმარებლები C2C ტიპის ელექტრონულ კომერციაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მასში იგულისხმება თავად მომხმარებლებს შორის ე-კომერსით ვაჭრობისას წარმოშობილი ურთიერთობები (Consumer to consumer e-commerce). ამგვარ ურთიერთობებს ძირითადად ადგილი აქვს თავად მომხმარებლებს შორის სხვადასხვა წვრილმანი გარიგებების დადებისას, ისინი ძირითადად მეორადი მოხმარების საგნებს წარმოადგენენ ბაზარზე და ისინი არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ამიტომ მათი სამართლებრივი პრობლემების რეგულირება უფრო ნაკლებმნიშვნელოვნად აღიქმება და მათი სამართლებრივი რეგულირებაც ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივ ჩარჩოებში თავსდება.

ზვიად გაბისონია,
სტუ ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ინსტიტუტის სამოქალაქო,ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის
კათედრის გამგე,
სტუ და კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი

14 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

▲back to top


14.1 ქართული საბანკო სისტემის საფეხურებრივი და რეგიონული ხასიათი

▲back to top


0x01 graphic

ჯამლეთ შათირიშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

საკრედიტო ურთიერთობის წარმოშობა საქართველოში (თავისი ჩანასახოვანი ფორმით) დასაბამს შორეულ ისტორიულ წარსულში იღებს (ძვ. წელთაღრიცხვის VI საუკუნე), მხედველობაშია ის გარემოება, როცა საქართველოს წინამორბედ ქვეყნებში - იბერიასა და კოლხეთში საკრედიტო დაწესებულების სახით უკვე არსებობდა .. ზარაფებისა და მევახშეობის ინსტიტუტები

საქართველოში საკრედიტო საქმიანობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ბანკის ფორმის დაწესებულების ე.წ. „ორტაღების“ ჩამოყალიბება, რომელთა საქმიანობის ძირითად ფუნქციას შეადგენდა სესხების გაცემა როგორც ქონების გირაოთი, ასევე მის გარეშე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საკრედიტო-საბანკო საქმიანობის ისტორიაში საქართველოს, თავისი ოქროს ხანის პერიოდში (XI-XIIIსს), გააჩნდა გამორჩეული ფულადი სისტემა, როდესაც ქვეყანაში მოჭრილ ვერცხლისა და სპილენძის ფულს ჰქონდა ერთნაირი მყიდველობითი უნარი (თანაბარი ღირებულება).

ერთიანი იმპერიული საბანკო სისტემა, რომელშიც საქართველოც შედიოდა, წარმოდგენილი იყო სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო საკრედიტო დაწესებულებებით (იხ. სქემა 1).

0x01 graphic

რევოლუციამდელი საკრედიტო- საბანკო სისტემისა და მისი მართვის არასაკმარის სიმწიფეზე ნათლად მიუთითებდა სახელმწიფო ბანკის იურიდიული სტატუსი და ფაქტიური საქმიანობა. კერძოდ, სახელმწიფო ბანკი, დეიურე, არ იყო ქვეყნის ცენტრალური ბანკი და იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში, თუმცაღა, დე-ფაქტო, ასრულებდა ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვის დამახასიათებელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს, როგორიცაა: უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორი, მონოპოლისტი საკრედიტო ბილეთების ემისიის ნაწილში და ა.შ.

XX საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმის განვითარების ტემპების მკვეთრად დაჩქარებამ ხელი შეუწყო არაერთი უმსხვილესი აქციონერული კომერციული ბანკის წარმოშობას, რითაც ქვეყანაში ორსაფეხურიანი საკრედიტო-საბანკო სისტემის წარმოქმნის დამკვიდრების რეალური წინაპირობა ჩამოყალიბდა. თუმცა, ამ პროცესის რეალურ განვითარებას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა, რადგან საომარმა პირობებმა გამოიწვია საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობაში სახელმწიფოებრივი ჩარევის გაძლიერება და, შესაბამისად, მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ საბჭოთა რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად გვევლინება ახალი საკრედიტო სისტემის ფორმირება და მისი ნორმატიულ-სამართლებრივ საფუძველზე აგებულ საკრედიტო სისტემად ჩამოყალიბება, რომელიც ძირითადად იწყება საბჭოთა რუსეთის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპის) პერიოდით და გრძელდება 1920-იანი წლების ბოლომდე.

შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპის) თეორიული იდეები იმდენად გონივრული, ხოლო პრაქტიკული შედეგები ისეთი წარმატებული იყო, რომ მათი გათვალისწინება დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს საფინანსო საბანკო საქმიანობაში სასარგებლო და საკმაოდ შედეგიანი იქნებოდა.

იმდროინდელი საბანკო სისტემის მოდელში, პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს რამდენიმე სპეციალიზებული ორგანოს არსებობა, რომელთა ამოცანაში საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი და რეგულირება შედიოდა (ფინანსების სახალხო კომისარიატი, საბანკო საქმეთა კომიტეტი, სახბანკი, ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ბანკი). საბანკო სისტემის მართვის მოცემულ მოდელში მონოპოლიზმის ნიშნები არ იკვეთება, რაც ქვეყნის თანამედროვე საბანკო სისტემის ზედა დონის ერთერთ სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს. ასევე ყურადსაღებია საკრედიტო ორგანიზაციებისთვის კონკრეტული ამოცანების განსაზღვრისა და მათ შორის კლიენტურის დაყოფის გზით თითოეული მათგანის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა, რომლის გარკვეული დოზით დღევანდელობაში გათვალისწინება საქმეს სასარგელოდ წაადგებოდა.

საბანკო-საკრედიტო სისტემის არსებულ მოდელში აშკარად იკვეთება რეგიონული საკრედიტო ორგანიზაციების იდეა. ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია, რადგან, თანამედროვე პირობებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან აბსოლუტური უმრავლესობა თბილისშია განთავსებული, ხოლო დანარჩენ რეგიონებში მხოლოდ მათი გარკვეულად უფლებაშეზღუდული ფილიალები ფუნქციონირებს.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის მთლიან საბანკო სისტემაზე ზეგავლენის მომხდენი გადაწყვეტილებების მიღებისას ადგილი ჰქონდა საერთო სახელმწიფოებრივი და რეგიონული (ადგილობრივი) ინტერესების გათვალისწინებას. ამასთანავე, შესამჩნევია ასეთი გადაწყვეტილებების მიღების საკითხში საკრედიტო ორგანიზაციების კავშირებისა და ასოციაციების როლის გაძლიერება.

ქვეყნის საბანკო ორგანიზაციების ერთობლიობაში სხვადასხვა პერიოდში არსებობდა განსხვავებული ფორმები, რომლებიც ძირითადად სამი ფორმით შეიძლება წარმოვიდგინოთ: I ფორმა გულისხმობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მრავალი საკრედიტო ორგანიზაციის არსებობას; II ფორმაა, როდესაც სახბანკის სახით ქვეყანაში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთადერთი საბანკო ორგანიზაცია თავისი განტოტვილი ქსელით, ხოლო III ფორმა ითვალისწინებს ქვეყანაში ორსაფეხურიანი (ორდონიანი) საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირველი დონე წარმოდგენილია ეროვნული (ცენტრალური) ბანკით და მართვის სხვა ორგანოებით, მეორე დონე კი - კომერციული (საბანკო და არასაბანკო) საკრედიტო ორგანიზაციებით.

ერთსაფეხურიანი საბანკო სისტემა, როგორც წესი, ეფუძნება ბანკებს შორის ჰორიზონტალურ კავშირებს, მათი ოპერაციებისა და ფუნქციების უნივერსალიზაციას. ერთსაფეხურიანი საბანკო სისტემის ჩარჩოებში ყველა საკრედიტო ინსტიტუტი, ცენტრალური ბანკის ჩათვლით, კლიენტურის საკრედიტო-საანგარიშსწორებო მომსახურების ფუნქციების შესრულებისას ერთ იერარქიულ საფეხურზე იმყოფება.

ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა ბანკებს შორის ურთიერთობების ორ (ვერტიკალურდა ჰორიზონტალურ) სიბრტყეში აგებაზეა დაფუძნებული. ვერტიკალური ურთიერთობები ცენტრალურ ბანკსა (მმართველობის ცენტრსა) და დაქვემდებარებულ რგოლებს შორის ურთიერთობას ითვალისწინებს. ამასთანავე ხორციელდება მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და საოპერაციო ფუნქციების დაყოფა. ცენტრალური ბანკი ბანკად მხოლოდ კლიენტების ორი კატეგორიისთვის რჩება: ერთი მხრივ, კომერციული და სპეციალიზებული ბანკებისთვის და, მეორე მხრივ, სამთავრობო სტრუქტურებისთვის.

საკრედიტო სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება საბანკო და არასაბანკო სისტემებისგან, ხოლო საბანკო სისტემა, თავის მხრივ, მოიცავს საემისიო და არასაემისიო ბანკების ჯგუფებს (იხ. სქემა 2).

საემისიო ბანკები (ცენტრალური, ეროვნული, სახელმწიფო) საკანონმდებლო ხელისუფლების განკარგულებით ახორციელებენ მიმოქცევიდან ფულის ამოღებისა და მიმოქცევაში მისი გაშვების ოპერაციებს და ამით ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ფულადი ერთეულის პოზიციის განმტკიცებისაკენ მიისწრაფვიან. ჩვეულებრივ, საემისიო ბანკები დაკრედიტებას არ ახორციელებენ, ეს ფუნქცია კომერციული ბანკების პრეროგატივაა.

თანამედროვე კომერციული ბანკები, რომლებიც არასაემისიო ბანკების ჯგუფს განეკუთვნებიან, საწარმოებისა და ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის (თავისი კლიენტურის) უშუალო მომსახურებას ახორციელებენ. ისინი, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ეკონომიკის დამოუკიდებელი სუბიექტები არიან.

ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის თვისობრივ ცვლილებას, რომელიც გასული საუკუნის 90- იანი წლების დასაწყისში (1991წ) განხორციელდა, შესაბამისად მოჰყვა საბანკო სისტემის ძირეული რეფორმირება და ზედდართული მწვავე კრიზისი, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი და სისტემური ხასიათი მიიღო.

საფინანსო-საბანკო კრიზისი საქართველოში მასშტაბურ და მრავალფაქტორულ ხასიათს ატარებდა. ამას მოჰყვა დიდი მოცულობის სახელმწიფო ვალების დაგროვება და წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებათა შეუსრულებლობა (გადახდისუუნარობა) როგორც საკუთარი მოსახლეობის, ისე უცხოელი კრედიტორების მიმართ, რაც სახელმწიფოსადმი სერიოზული და სამართლიანი უნდობლობის წინაპირობა გახდა.

სავალო ვალდებულებათა გაუნაღდებლობის ყველაზე ნეგატიურ შედეგს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის დაკარგვა წარმოადგენს. ამ ვითარებაში საკნაშრომში გამოკვლეულია საკრედიტო ურთიერთობის წარმოშობა-განვითარების საკითხები საქართველოში, შესწავლილი და გაანალიზებულია პოსტსაბჭოთამდელი საქართველოს საკრედიტო-საბანკო სისტემა და საქმიანობა. მკაფიოდაა წარმოჩინებული ოქროს ხანის პერიოდის (XI-XIIIსს) საქართველოს გამორჩეული ფულადი სისტემა. დახასიათებულია რუსეთის იმპერიული და შემდგომ საბჭოური საკრედიტო-საბანკო სისტემა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა საქართველოს საბანკო სისტემა თითქმის ორი (XIX-XX) საუკუნის მანძილზე, ნაჩვენებია მისი განვითარებულობის საკმაოდ მაღალი დონე, მართვის არამონოპოლიური მოდელი, საბანკო სისტემის საფეხურებრივი და რეგიონული ხასიათი. მაოდ თანამედროვედ ჟღერს ა. გერცენის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მთავრობა „კანონს გვერდს უვლის ან არღვევს ყველგან, სადაც კი ეს შეიძლება გაკეთდეს დაუსჯელად“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კანონზომიერების პრინციპი აუცილებლად პასუხისმგებლობის პრინციპთან უნდა იყოს შეხამებული და პასუხისმგებლობა უნდა იყოს პერსონალური. ამიტომცენტრალური ბანკის შესახებორგანული კანონის მოთხოვნა, რომეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკის საქმიანობაზე საერთო პასუხისმგებლობას იღებს თავისთავზე, თანაბრად უნდა გავრცელდეს სხვა ხელმძღვანელ პირებზეც მათი პიროვნული ქმედებებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობაზე.

საქართველოში საბანკო საქმიანობის განვითარების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტების რეტროსპექტული შესწავლა-ანალიზი ქმნის გარკვეულ ბაზისურ საფუძველს სუვერენული საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემის თანამედროვე მდგომარეობის უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ერთიან სივრცეში ე.წ. „ფულის ხელისუფლების“ადგილისა და როლის შესახებ მეცნიერულად გააზრებული რეკომენდაციების შემუშავებისთვის

Annotation
ქართული საბანკო სისტემის
საფეხურობრივი და რეგიონული ხასიათი

ჯამლეთ შათირიშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნაშრომში გამოკვლეულია საკრედიტო ურთიერთობის წარმოშობა-განვითარების საკითხები საქართველოში, შესწავლილი და გაანალიზებულია პოსტსაბჭოთამდელი საქართველოს საკრედიტო-საბანკო სისტემა და საქმიანობა. მკაფიოდაა წარმოჩინებული ოქროს ხანის პერიოდის (XI-XIIIსს) საქართველოს გამორჩეული ფულადი სისტემა. დახასიათებულია რუსეთის იმპერიული და შემდგომ საბჭოური საკრედიტო-საბანკო სისტემა, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა საქართველოს საბანკო სისტემა თითქმის ორი (XIX-XX) საუკუნის მანძილზე, ნაჩვენებია მისი განვითარებულობის საკმაოდ მაღალი დონე, მართვის არამონოპოლიური მოდელი, საბანკო სისტემის საფეხურებრივი და რეგიონული ხასიათი.

15 ეკონომიკური ლიტერატურა

▲back to top


15.1 ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია

▲back to top


(საყურადღებო ნაშრომი გლობალიზაციაზე)

თუ ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს გავაკეთებთ, თამამად შეიძლება ითქვას: აჩრდილი დადის მსოფლიოში, აჩრდილი გლობალიზაციისა. ამ აჩრდილს საავდრო ღრუბელივით ზოგისთვის სასიცოცხლო ნალექები და აყვავება მოაქვს, ზოგისთვის კი - წყალდიდობა, ნგრევა და უბედურება.

გლობალიზაცია ერთდროულად დღევანდელი მსოფლიოს შვილიც არის და მშობელიც. ის ურთულესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენაა, რომელიც მოიცავს მსოფლიოში მიმდინარე ერთიანი ეკონომიკური სივრცის ქმნადობის და ფუნქციონირების ურთულეს პროცესებს და თავის მხრივ, შედგება ერთმანეთთან ინტეგრირებული, ერთმანეთის „ინსპირატორი“ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების, ბაზრების, მომსახურების, ფინანსების, ინფორმაციული სისტემების, ინსტიტუციური სტრუქტურების, კულტურებისა და სხვათა ერთობლიობებისაგან, სადაც წამყვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ გლობალიზაციას.

0x01 graphic

უამრავ პოზიტიურ ასპექტთან ერთად, ეკონომიკურ გლობალიზაციას აშკარა პრობლემური შედეგებიც ახლავს თან. ეს დუალიზმი იმდენად საგრძნობია, რომ მან სოციალური და ინტელექტუალური ძალები მსოფლიოში ორად გაჰყო - გლობალისტებად და ანტიგლობალისტებად, ავანგარდისტებად და რეტროგრადებად.

ქართული საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტები, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ტენდენციებს, დასავლეთში არსებულ აზრთა სხვადასხვაობებს. მათი განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის დადებითი შედეგები და, ამასთანავე, საფრთხეები, რომელიც გლობალიზაციას მოაქვს და მომავალშიაც შეუძლია მოუტანოს საქართველოს.

ასეთ პუბლიკაციათა შორის უნდა აღინიშნოს ამ ბოლო დროს ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი-მონოგრაფია ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი, განათლების ეკონომისტთა კადრების მომზადების ერთ-ერთი თვალსაჩინო ავტორიტეტი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (წიგნი გამოსცა საგამომცემლო სახლმა „ინოვაცია“, რედაქტორია ზაურ ნაჭყებია - ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მთავარი რედაქტორი; რეცენზენტები: რევაზ გველესიანი - თსუ სრული პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი; თეიმურაზ ბერიძე - შავი ზღვის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი).

ნაშრომის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მკითხველი მაშინვე დარწმუნდეს ავტორის ფართო განათლებასა და ერუდიციაში, შესასწავლი საკითხისადმი უდიდესი პასუხისმგებლობითა და მეცნიერული კეთილსინდისიერებით მიდგომაში, გლობალიზაციის შესახებ უამრავი ქართული, ინგლისური, რუსული წყაროებისა და მასალების ცოდნაში, მათი მოძიების, შესწავლისა და შუქ-ჩრდილების დანახვა-გაანალიზების მაღალ მეცნიერულ უნარში. ნაშრომში გლობალიზაცია, როგორც მოვლენა, განხილულია ლოგიკურ და ისტორიულ ჭრილში: ზოგადიდან კონკრეტულისკენ, გლობალიზაციის ჩასახვიდან მის დღევანდელ ყოვლისმომცველ მასშტაბებამდე. აქვე ავტორი გვიზიარებს თავის მთავარ ტკივილსაც: რა შანსი აქვს უმძიმეს საფინანსო- ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მის სამშობლოს - საქართველოს პაწაწინა ეკონომიკურ ნავს სასურველი ადგილი დაიკავოს უკიდეგანო გლობალიზაციის ოკეანეში.

ავტორი გლობალიზაციას განმარტავს, როგორც რთულ და მრავალწახნაგოვან კატეგორიას, რომელიც ზემოქმედებასახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე: პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე, იდეოლოგიაზე, რელიგიაზე. ეკონომიკური გლობალიზაცია არის ზოგადი გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი, საფუძველი და მთავარი განმსაზღვრელი მომენტი (დასახელებულინაშრ., გვ. 5). საყურადღებოა ავტორის განცხადება, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები ძლიერ ზეწოლას ახდენენ ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობებზე და აიძულებენ მათ ამ პროცესების დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნას, რაც იწვევს ეროვნული სუვერენიტეტის მკვეთრ შეზღუდვას.

ნაშრომის პირველ თავში ავტორი იხილავსეკონომიკურიგლობალიზაციისარსს, წარმოშობის ეტაპებს,ტექნოლოგიურსაფუძვლებსდა მრავალი მეცნიერის მოსაზრებებისანალიზის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებებს გლობალიზაციის წარმოშობისა და ფუნქციონირების შესახებ.

მეორე თავში განხილულია ეკონომიკის გლობალიზაციისძირითადი მიმართულებები, უპირველეს ყოვლისა - ფინანსური გლობალიზაცია და ნაჩვენებია მისი ზეგავლენა XXXXI საუკუნეების მიჯნაზე განვითარებულ, მათ შორის-თანამედროვე გლობალურ ფინანსურ- ეკონომიკურ კრიზისებზე.

მესამე თავი - ეკონომიკის გლობალიზაციის სუბიექტები-იწყება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი როლის ჩვენებით თანამედროვე გლობალიზაციაში, მისი ეკონომიკური ზრდის ტემპების, მასშტაბების, ინოვაციების ზოგადი სურათის წარმოდგენით. ამავე თავში განხილულია ტრანსეროვნული კორპორაციების როლი ეკონომიკის მიმდინარე გლობალიზაციაში, მათი მზარდი და დომინანტური ადგილი აღნიშნულ პროცესებში. ავტორი ასევე იხილავს საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციების როლს. დასკვნის სახით კი ნაჩვენებია ეროვნული სახელმწიფოს როლი ეკონომიკის გლობალიზაციაში. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მას მოჰყავს იაპონელი მეცნიერის, კ. ომეს, პარიზის ინსტიტუტის პროფესორის, ბ. ბადის და სხვათა მოსაზრებები გლობალიზაციის პირობებში“ ეკონომიკური ნაციონალიზმის“ უაზრობის შესახებ: ეროვნული განვითარების ორიენტირები არსებობენ არა ეროვნული ეკონომიკის შიგნით, არამედ გარეთა საზღვრებზე, სადაც ყალიბდება მომავლის მსოფლიო წესრიგი (დასახ.ნაშრ., გვ. 141). ავტორი არ ეთანხმება ამგვარ მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პირობებში ეროვნული სახელმწიფოს ეკონომიკური როლი აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნებული, თუმცამოდიფიცირებული სახით.

მეოთხე თავში - ეკონომიკის გლობალიზაციის მოდელები - პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი იხილავს დღეისათვის გაბატონებულ მოდელს, რომელსაც საფუძვლად უდევს ვაშინგტონის კონსენსუსის დოქტრინა და საბაზრო ფუნდამენტალიზმის მეთოდოლოგია. საყურადღებოა ავტორის მოსაზრება, რომ განვითარებადი (ჩამორჩენილი) ქვეყნები თუნდაც რომ ცდილობდნენ ამ მოდელის გამოყენებას, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევდნენ, რადგანაც თავიანთი ეკონომიკური განუვითარებლობის გამო მათ არ შეუძლიათ თანამედროვე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და, შესაბამისად, გლობალიზებულ მსოფლიოში წარმატებული ჩართვა. მსგავსი დასკვნის გაკეთება შეიძლება პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან მიმართებაშიაც.

ავტორი გრძნობს რა იმ აშკარა საფრთხეს, რითაც გლობალიზაცია ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ფასეულობებს, მოჰყავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ფრიად ტევადი და შორსმიმავალი შემდეგი სიტყვები: ეკონომიკა თანდათან კარგავს მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და იქმნება ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც ძირითადად საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არა - სახელმწიფო ინტერესები. მიმდინარეობს კულტურათა ასიმილაციის პროცესი. ეს ყველაფერი გლობალიზაციის გამოვლინებაა.. სხვადასხვა ფორმებით და საშუალებებით მიმდინარეობს ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლა-გადაგვარებას.

მეხუთე თავი ეძღვნება გლობალიზაციისა და ტრანსფორმაციისურთიერთკავშირის, ურთიერთგანპირობებულობის ანალიზს სისტემური პარადიგმის ჩარჩოებში. ყურადღებაგამახვილებულია პოსტკომუნისტური და პოსტინდუსტრიული ტრანსფორმაციების მსგავსებასა და განსხვავებაზე.

მეექვსე თავი - გლობალიზაციის გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკის განვითარება - მონოგრაფიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ავტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე მსჯელობას სწორად და მეცნიერულად დასაბუთებულად წარმართავს. იგი სამართლიანად მიუთითებს, რომ გლობალიზაციაში საქართველოს ჩართვა უფრო ეფექტიანი იქნება რომელიმე მსხვილ საერთაშორისო სტრუქტურაში მონაწილეობის გზით და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს ევროკავშირში გაწევრიანების უდიდეს მნიშვნელობას. თუმცა, იქვე შენიშნავს, რომ ეს არის ხანგრძლივი და ძნელად გასავლელი გზა.

პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილის წიგნი ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები ფრიად მნიშვნელოვანი საეტაპო ნაშრომია ქართულ ენაზე გლობალიზაციის შესახებ შექმნილ გამოცემათა შორის. ის უთუოდ ფასეული შენაძენია ქართული მეცნიერებისა და მთლიანად ქართული საზოგადოებისათვის, რაც ავტორის დიდ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ წიგნი დაწერილია დახვეწილი ქართული ენით და გამოირჩევა მაღალი პოლიგრაფიული დონით. სასურველი იქნებოდა მონოგრაფიის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის სალექციო კურსის მომზადება.

იმედს გამოვთქვამ, რომ პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი წარმატებით გააგრძელებს ამ ურთულესიდა უმნიშვნელოვანესი მეცნიერული პრობლემის კვლევას და საინტერესო ნაშრომებით კვლავაც გაამდიდრებს ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას.

შოთა ქისტაური,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

16 თვალსაზრისი

▲back to top


16.1 საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის დილემა

▲back to top


0x01 graphic

ვაჟა შუბითიძე,
სტუ სრული პროფესორი

საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის აუცილებლობას ძველთაგანვე ორი ფაქტორი განაპირობებდა: 1. საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა და 2. მოსახლეობის მცირერიცხოვნება.

მოსახლეობის მცირერიცხოვნება საქართველოს სახელმწიფოს საშუალებას არ აძლევდა ეწარმოებინა აგრესიული პოლიტიკა, სხვა ხალხების დაპყრობა და დარბევა (ცალკეული გამონაკლისების გარდა. მხედველობაში გვაქვს - (XIIXIII საუკუნეები - ვ.შ.); არსებობს მოსაზრება, რომ გეოპოლიტიკურ „მერიდიანულიღერძის“ მიმოქცევის ფარგლებში მცხოვრებმა ხალხმა, რომელსაც სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, რაც შეიძლება სრულფასოვნად უნდა მიაკუთვნოს თავი (სახელმწიფო წყობით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეგნებით) ან დასავლეთს, ან აღმოსავლეთს (ა.ჯოხაძე).

საქართველოსთვის პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის საკითხი ჯერ კიდევ IV საუკუნიდან იდგა დღის წესრიგში, როცა ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს და ამით გარკვეული არჩევანი გააკეთეს ქრისტიანულ ბიზანტიასა და მაზდეანურ ირანს შორის.

თუმცა, რელიგიური ფაქტორი XV საუკუნემდე ორიენტაციის საკითხში გადამწყვეტ როლს მაინც არ თამაშობდა. აქ წინა პლანზე იყო წამოწეული სახელმწიფო ინტერესი, რომელიც აგებული იყო რეალურ ანგარიშზე, მოკლებული იყო ავანტიურას და ფანტაზიას. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ (ან დასავლეთი, ან, აღმოსავლეთი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები სხვა პოლიტიკას ატარებდნენ: ირანსა და ბიზანტიას, ორ დიდ მოქიშპე მტერს შორის, საქართველოს შეეძლო თავი გადაერჩინა ორივესგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებით, დარჩენილიყო მესამე ფაქტორად, არ მიმხრობოდა არც ერთის კოალიციას და ამით სამუდამოდ ხიდი არ ჩაეტეხა მეორე მეზობელთან. ამ პოლიტიკის საუცხოო ნიმუშია ვახტანგ გორგასლის მეფობა.

მაგრამ როგორი იყო ჩვენს წინაპართა მოქმედება იმ ვითარებაში, როცა საქართველო (ან მისი რომელიმე ნაწილი) უკვე დაპყრობილი ჰქონდა მტერს, როგორც ეს იყო VI საუკუნეში, მეფე გუბაზის მკვლელობის მომენტში (554 წ.). მეფე გუბაზის მოკვლას ბიზანტიელი სარდლების მიერ მოჰყვა საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის მცდელობა ორატორ აიეტის მიერ ირანელთა სასარგებლოდ. აიეტს დაუპირისპირდა ფარტაძე, მისი სიტყვა აგებული იყო ორ პრინციპზე: სარგებლიანობაზე და უმჯობესობაზე, რომელიც ერთიანდებოდა ერთ დევიზში - თავდაცვის მიზნით სუვერენიტეტის შეზღუდვა, როგორც უმცირესი ბოროტება. ლოგიკური დასაბუთებით ფარტაძემ, დაარწმუნა შეკრებილნი, რომ უმჯობესია ისევ ბიზანტიასთან დარჩენა, მაგრამ, მასთან უფრო პრინციპული პოლიტიკის წარმოება, ვიდრე ირანისკენ გადახრა.

თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და ერთიანი საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, წინა პლანზე წამოიწია რელიგიურმა საკითხებმა და დაიწყო ქვეყნის ინტერესების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა. ამით იყო გამოწვეული ქრისტიანულ რუსეთზე ორიენტაციის აღება.

პირველ მიწერ-მოწერას და ელჩების გაგზავნას მოსკოვში იწყებენ კახეთის მეფეები XV საუკუნის ბოლოდან. თავის ნაშრომში საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემიგრაციაშია შექმნილი 1934 წელს, ნოე ჟორდანია სამართლიანად წერდა: იცოდნენ კი ამ ახირებულმა პოლიტიკოსებმა არა თუ მოსკოვის მმართველობის სისტემა, არამედ, მისი გეოგრაფიული საზღვარი მაინც? იმ დროს, როცა კახეთი ითხოვდა მისგან ჯარით შველას, რუსეთის სამხრეთის საზღვარი გადიოდა მდინარე ოკაზე (დღევანდელი მოსკოვისა და რიაზანის გუბერნიებს შორის), ქვემოთ მდებარეობდა კაზაკების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იმის ქვემოთ ყირიმისა და ასტრახანის სახანო, მერე კიდევ ჩერქეზეთი - ერთი სიტყვით, არავითარი საშუალება არ არსებობდა რუსეთიდან რაიმე სამხედრო დახმარების მიღებისა. პოლონეთი გაცილებით უფრო ახლო მდებარეობდა ჩვენგან, ვიდრე, მაშინდელი რუსეთი. არავითარი რეალური დახმარება მოსკოვიდან არ მიუღია საქართველოს არც ერთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, რუსეთში კი მიდიოდნენ ქართველები, შედიოდნენ იქ სამხედრო სამსახურში და თავს დებდნენ მოსკოვისათვის.

ამ ფანტასტიკურმა ავანტურისტულმა ცალმხრივმა ორიენტაციამ რუსეთზე სრულიად შეცვალა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა და საფუძვლად დაედო ყველა უბედურებას, რაც შემდგომ საქართველოს თავს დაატყდა ირანისა და თურქეთისაგან. ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის მცდელობას ორიენტაცია აეღოთ ევროპაზე - შედეგი არ მოჰყოლია - ევროპას თავისი პრობლემები ჰქონდა და პატარა საქართველოსათვის, რომელიც დაქუცმაცებულიც იყო, თავს არ შეიწუხებდა. ამას მოჰყვა ვახტანგ VI-ის დიდი შეცდომები საგარეო პოლიტიკაში, რამაც იგი იძულებული გახადა გადახვეწილიყო რუსეთში და ქვეყანა უპატრონოდ მიეტოვებინა.

სიტუაცია მცირე ხნით გამოასწორა ერეკლე II-ის მამამ თეიმურაზ მეორემ, მაგრამ XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან კვლავ რუსეთზე ცალმხრივად ორიენტაციის აღებამ, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამ, რითაც ძალზე გაღიზიანდა ირანი და თურქეთი, საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა გამოიწვია. ყოველივე ეს იყო დიდი ტრაგედია ქართველი ხალხისათვის.

ქართველ თერგდალეულებს კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის ბატონობის მძიმე პირობებში შეუძლებელი იყო დამოუკიდებლობაზე ფიქრი. ამიტომ, მათ მთელი აქცენტი ხალხის გამოფხიზლებაზე, ქვეყნის სამეურნეო აღორძინებაზე და ერის დამოუკიდებლობისათვის შემზადებაზე გადაიტანეს. ნიკო ნიკოლაძე 1865 წელს მიუთითებდა, რომ ნაციონალური მისწრაფების გადაჭარბება საქართველოს იმ საყასპოში ურგავს თავს, საცა ეხლახან ტყავი გააძრეს პოლშას და სისხლი დაუშვრეს ჩერქეზებს. ამიტომ, დროებით, სანამ შავი ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით ლეკი და თათარი, ჩრდილოეთით - რუსეთი, ბევრიც რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ ავცილდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრეს გმირებს ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ... რაც ძალამ და აუცილებლობამ ეს დევები გასტეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს; მას ვერც ჩვენ ვერ მოვერევით“.

2008 წლის ბოლოს გარდაცვლილი ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ ჰანთინგტონი - თავის ნაშრომში ცივილიზაციათა შეჯახება ასაბუთებს, რომ მალე საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო და უფრო მცირე როლს ითამაშებენ, საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი ღერძი დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის წყალგამყოფ ხაზს გაუყვება.

ამ უაღრესად საინტერესო ნაშრომში ბევრი საინტერესო საკითხია დასმული, რომელიც პირდაპირ,თუ ირიბად საქართველოსაც ეხება.

ს. ჰანთინგტონი სწორად აღნიშნავს, რომ ცივ ომში, საბჭოთა კავშირის დამარცხების და მისი დაშლის შემდეგ დასავლეთი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფება. ამავე დროს და ალბათ, სწორედ ამის შედეგად, არადასავლურ ცივილიზაციებში სულ უფრო აშკარად იჩენს თავს ფესვებისაკენ დაბრუნების ფენომენი. ამ ბოლო დროს თანდათან აშკარად იკვეთება იაპონიის საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და „გააზიურების“ტენდენცია. სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ნერუს მემკვიდრეობის დასასრულსა და ინდოეთის „ინდუიციაზე“, სოციალიზმისა და სახელმწიფოებრიობის დასავლური იდეების მარცხზე ახლო აღმოსავლეთში და, ამდენად, მის „რეისლამიზაციაზე“, ყოველივე ამას კი ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის რუსეთში ატეხილი გაცხოველებული კამათიც ემატება რუსეთის ვესტერნიზაციის შესახებ, ისევე როგორც საქართველოშიც - დასავლეთი, თუ რუსეთი?

ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი დასავლეთი პირისპირ შეეჯახება არადასავლეთს, რომელიც სულ უფრო მზარდ მისწრაფებას, სურვილს და შესაძლებლობასაც ავლენს თავისებურ არადასავლურ ყაიდაზე მოაწყოს სამყარო.

წარსულში არადასავლურ საზოგადოებათა ელიტას, ჩვეულებრივ, ის ხალხი წარმოადგენდა, ვინც ყველაზე მეტად იყო ნაზიარები დასავლურ იდეებს. ოქსფორდში, სორბონში თუ სენდჰერსტში ჰქონდა განათლება მიღებული და დასავლური შეხედულებები და ფასეულობები გათავისებული, ხოლო უბრალო ხალხი, არადასავლური ქვეყნების მოსახლეობა - მკვიდრი კულტურისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა. დღეს მდგომარეობა აშკარად შეიცვალა. ბევრ არადასავლურ ქვეყანაში თავს იჩენს ელიტის მიდრეკილება დევესტერნიზაციისაკენ, მაშინ როცა დასავლური კულტურა, ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულებანი ნელ-ნელა პოპულარული ხდება ხალხის მასებში (მაგ. საქართველოში).

. ჰანთინგტონი მიუთითებს, რომ საომარი კონფლიქტი დასავლურ სახელმწიფოთა შორის წარმოუდგენელია, დასავლეთს სამხედრო ძლიერებაშიც ტოლი არ ჰყავს. თუ იაპონიას არ ჩავთვლით, დასავლეთს არც ეკონომიკური მეტოქე უპირისპირდება (თუმცაღა ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის ჩინეთი ამერიკას გადაუსწრებს ეკონომიკის კუთხით - ვ.შ.) ის საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც დომინირებს, უსაფრთხოების ინსტიტუტშიც და იაპონიასთან ერთად, ეკონომიკურშიც. ნებისმიერ გლობალურ პოლიტიკურ დავას აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ეკონომიკურს კი - აშშ-ის, გერმანიისა და იაპონიის მმართველი წრეები აგვარებენ (გერმანია და იაპონია ჯერ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან და პოლიტიკაში ჯერ კიდევ გადამწყვეტ სიტყვას ვერ ამბობენ - ვ.შ.) გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებანი, რომლებიც პრაქტიკულად დასავლეთის ინტერესებს შეესაბამება, - ხაზს უსვამს ს. ჰანთინგტონი, მსოფლიოს წარედგინება საერთაშორისო თანამეგობრობის მისწრაფებათა გამომხატველ დოკუმენტად.

თვით ფრაზა საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთგვარ ევფემისტურ კრებით სახელად იქცა („თავისუფალი სამყაროს“ ნაცვლად), რამაც აშშ-ის და სხვა დასავლური ძალების ინტერესებით განპირობებულ ქმედებებს საყოველთაო კანონიერების სახე უნდა მისცეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების მეშვეობით, დასავლეთი თავის ეკონომიკურ პოტენციალს აფართოებს და იმ ეკონომიკურ პოლიტიკას ახვევს თავზე სხვა ერებს, რომელიც თვითონ მიაჩნია სასურველად. თუ ყოველივე ამას საქართველოს კუთხით შევხედავთ, სურათი აქაც თვალსაჩინოა: ფაქტია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის .. რეკომენდაციები (სინამდვილეში მკაცრი მოთხოვნები) აქ ეროვნული წარმოების განვითარებას არ უწყობს ხელს და საქართველოს დასავლეთის სანედლეულო დანამატად აქცევს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოში აღარ იწარმოება ტომატ-პასტაც კი, აღარაფერს ვამბობთ სხვა პროდუქციაზე. ქვეყანაში გაბატონებულია იმპორტისლობი. რომელთაც ხელს აძლევს ყველაფრის უცხოეთიდან შემოტანა კონტრაბანდის გზით და შემდგომში გადასახადების გადაუხდელობის ხარჯზე გამდიდრება.

სტრატეგიული ნედლეულის (ჯართი, ხე-ტყე, ოქროულობა, ინტელექტის გადინება) უცხოეთში გატანამ ქვეყანა გააჩანაგა და ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის პირას მიიყვანა. სავალუტო ფონდისა და სხვა ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ „ლობირებული“ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცხადია, წინააღმდეგობას ვერ უწევენ ამ „რეკომენდაციების“ მომცემთ. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებშიც საეჭვოდ მომრავლდნენ ე.წ. „ლობისტები“, რომლებიც სავალუტო ფონდსა და უცხოურ ფირმებს ხშირად ანტიეროვნულ საქმეებშიც უჭერენ მხარს, ცხადია, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ (ე.წ. „ტროას ცხენის სინდრომი“).

ს. ჰანთინგტონი თვლის, რომ არადასავლური ქვეყნების ნებისმიერ საარჩევნო სიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნამდვილად მოიპოვებდა ფინანსთა მინისტრებისა და ზოგიერთი სხვა თანამდებობის პირის მხარდაჭერას, მაგრამ ამომრჩევლის ძირითადი მასა ალბათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიცალური პირების გიორგი არბატოვისეულ დახასიათებას უფრო გაიზიარებოდა: ესენი არიან ნეობოლშევიკები, ძალიან რომ უყვართ სხვისი ფულის ექსპროპრიაცია; არადემოკრატიული, უცხო ეკონომიკური წესებისა და პოლიტიკური სისტემების თავს მოხვევა და ეკონომიკური თავისუფლების ჩახშობა.

უშიშროების საბჭოსა და მის გადაწყვეტილებებზე დასავლეთის ლამის ერთპიროვნულმა დომინირებამ, რასაც დროდადრო ჩინეთი თუ ეწინააღმდეგებოდა, შესაძლებელი გახადა ძალის გამოყენებაც კუვეიტიდან ერაყის გამოსადევნად, ერაყის მიერ უკვე გამოცდილი იარაღის განადგურებაც და შემდგომში ამგვარი იარაღის წარმოების აკრძალვაც, ბოლოს კი რეჟიმის ძალით შეცვლაც. დასავლეთი ეფექტურად იყენებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, სამხედრო ძლიერებას და ეკონომიკურ რესურსებს მსოფლიოს იმგვარად სამართავად, რომ საკუთარი გავლენაც შეინარჩუნოს და დასავლური პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ფასეულობანიც თითქმის იძულებით საყოველთაოდ გაავრცელოს. ეს ეხება კულტურის სფეროსაც. როგორც ვ. ნაიპოლი ამტკიცებს, დასავლური ცივილიზაცია უნივერსალური ცივილიზაციაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის ზედგამოჭრილია. ზედაპირულ დონეზე, დასავლური კულტურის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მართლაც შეაღწია დანარჩენ მსოფლიოში. თუმცა, უფრო ძირეულ დონეზე დასავლური წარმოდგენები საფუძვლიანად განსხვავდებოდა სხვა ცივილიზაციებში გაბატონებული წარმოდგენებისაგან.

ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის დასავლური იდეები ხშირად ძალიან სუსტ გამოძახილს პოულობს ისლამურ, კონფუციანურ, იაპონურ, ინდურ, ბუდისტურ, თუ მართლმადიდებლურ კულტურებში, - განაგრძობს ს. ჰანთინგტონი. ამგვარი იდეების პროპაგანდა დასავლეთის მხრიდან იწვევს უკურეაქციას დემოკრატიული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ამის ნათელი მაგალითია არადასვლურ კულტურებში რელიგიური ფუნდამენტალიზმის აქტიური მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის მიერ. თავისთავად მოსაზრება უნივერსალური ცივილიზაციის არსებობის შესახებ, წმინდა დასავლური იდეაა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უმეტეს აზიურ საზოგადოებათა პარტიკულარიზმს, მათ ძირეულ შეხედულებებს ერთი ხალხის მეორისაგან განსხვავების თაობაზე: მართლაც, როგორც სხვადასხვა საზოგადოებაში ჩატარებულმა ღირებულებათა შედარებითმა კვლევამ დაადასტურა, დასავლეთისათვის ყველაზე უფრო ფასეული ღირებულებანი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ნაკლებად ფასობენ პოლიტიკურ სფეროში, რა თქმა უნდა, ამ განსხვავებას ყველაზე ნათლად ადასტურებს აშშ-ისა და დასავლეთის სხვა დიდ სახელმწიფოთა მცდელობანი სხვებიც აზიარონ დემოკრატიისა და პიროვნებების უფლებათა დასავლურ იდეებს. არადასავლურ საზოგადოებაში კი ის ან დასავლეთის კოლონიალიზმის ნაყოფია, ან იძულებისა (საქართველოში ამას იძულების ხასიათი აქვს, რადგან დასავლეთი და აშშ სხვადასხვა ბერკეტებით აიძულებს ხელისუფლებაში მყოფ ყოფილ ნომენკლატურას და ნაციონალურ მოძრაობას გაატაროს ე.წ. დემოკრატიული რეფორმები, რომლის არსი ხელისუფლებას არც ესმის - ვ. შ.).

ს. ჰანთინგტონი აღინიშნავს, რომ მომავალში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური ღერძი, როგორც ჩანს, იქნება კონფლიქტი დასავლეთსა და დანარჩენებს შორის და არადასავლური ცივილიზაციების საპასუხო რეაქცია დასავლეთის ძლიერებასა და ღირებულებებზე (ს. ჰანთინგტონის ეს თეზისი კარგად დაადასტურა 2002 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარმა უძლიერესმა ტერაქტებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომელმაც დასაბამი მისცა მუსულმანური და ქრისტიანული ცივილიზაციების ფაქტობრივ დაპირისპირებას, აგრეთვე რუსეთ- საქართველოს საომარმა კონფლიქტმა 2008 წელს).

0x01 graphic

ამგვარი რეაქცია, როგორც წესი, ერთგვაროვანია, ან სამი სხვადასხვა ფორმის კომბინაციას წარმოადგენს. ერთი უკიდურესობაა, როცა არადასავლურ სახელმწიფოებს, ბირმისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, შეუძლიათ ბოლომდე იზოლაციის გატარებას შეეცადონ, საკუთარი საზოგადოებანი დასავლეთის „გამრყვნელი ზეგავლენისაგან“ დაიცვან და ამის შედეგად დასავლეთის მიერ მართული გლობალური საზოგადოებისგან გარიყულნი დარჩნენ. თუმცა, მსგავსი კურსის საზღაური ძალიან მძიმეა და ცოტა ქვეყანა თუ მისცემს თავს ამგვარი ფუფუნების ნებას. მეორე ალტერნატივა იგივეა, რაც „გამარჯვებულის მიმხრობის“ ტაქტიკა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში: დასავლეთიდან შეერთების მცდელობა და მისი ღირებულებებისა და წესრიგის „გათავისება“ (საქართველოში ეს მოდელია დღეს დამკვიდრებული - ჩვენ გამარჯვებულ დასავლეთს ვემხრობით).

მესამე ალტერნატივაა დასავლეთის გაწონასწორების ცდა საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო განვითარების გზით, სხვა არადასავლურ სახელმწიფოებთან დასავლეთის წინააღმდეგ თანამშრომლობით და ტრადიციული ღირებულებების, ცხოვრების წესის დაცვითა და შენარჩუნებით, მოკლედ, მოდერნიზაცია, მაგრამ, ვესტერნიზაციის გარეშე.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ძველი წინაპრების გამოცდილებას XV საუკუნეემდე, სწორედ ეს მესამე ალტერნატივაა დღეისათვის ყველაზე მისაღებია საქართველოსათვის, ერთის გამოკლებით - დასავლეთის წინააღმდეგ ვინმესთან თანამშრომლობა არ ღირს, არც ღიად, არც ფარულად, დანარჩენი უეჭველად გასაკეთებელია - ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტრადიციული ღირებულებების, ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება, ყოველივე კარგის გადმოღება ხანგრძლივი განსჯის შედეგად როგორც დასავლეთიდან, ასევე, აღმოსავლეთიდან და თუნდაც რუსეთიდან. ეს იქნებოდა ჩვენი წინაპრების ტრადიციების გაგრძელება. გამოჩენილი ქართველი მოაზროვნენი ხაზს უსვამდნენ, რომ ქართველობის მისია იყო და ისევ უნდა იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა სინთეზი. აქედან შეიძლება ასეთი დევიზი ჩამოყალიბდეს პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - თანამშრომლობა ყველა ძალასთან, მაგრამ არშესვლა აშკარად არც ერთ სამხედრო ბლოკში, არც ნატოში და არც რუსეთის მიერ შექმნილ რაიმე გაერთიანებაში. არც ნატოს ქვეყნები და არც რუსეთი პატარა საქართველოს გულისათვის ერთმანეთს თავს არ დაესხმიან, მათი წესდებიდან გამომდინარე. ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დროს. სუსტს არავინ ანგარიშს არ უწევს, არც აშშ და არც თითქოს „დასუსტებული“ რუსეთი. ჩვენს დროში მიღებული არ არის ანგარიშის გაწევა სუსტებისათვის - ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძლიერებს (ი. სტალინი). თავის მხრივ, რუსეთი დღეს მკაცრი ალტერნატივის წინაშე დგას: თუ მას უნდა, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს არსებულ საზღვრებში, მაშინ ის აღმოსავლური ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. თუ რუსეთის ნამდვილი ვესტერნიზაცია დაიწყო, მაშინ მისი დაშლა გარდაუვალია. რუსეთი დღეს პირველ ვარიანტს ირჩევს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. დასავლეთიდან ნატოს და აღმოსავლეთიდან ჩინეთ-იაპონიის მიერ შევიწროვებული რუსეთის აგრესიული ენერგია უმცირესი წინააღმდეგობების ზონაში, ანუ ახლო და შუა აღმოსავლეთისაკენ, მათ შორის, კავკასიისკენ მიილტვის, რომელიც მახლობელი აღმოსავლეთის კარიბჭეა. დასუსტების მიუხედავად, ყველა უფრთხის რუსეთს მისი ბირთვული პოტენციალის გამო. რუსეთი არც არასდროს იყო აყვავებული ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო და დღესაც ასეთად რჩება. დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ეკონომიკას ჯერჯერობით ისეთი ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ სამხედრო ძლიერების საკითხს მაინც ჯეროვან ყურადღებას აქცევს და ამბიციებს არასოდეს დათმობს, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ნატოს შემოსვლას ის ალბათ არც შეურიგდება.

საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააკეთა განცხადება ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად, რამაც ძალზე გააღიზიანა რუსეთი. ეს შორეული პერსპექტივაა და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იქ სიხარულით არავინ გველოდება. საქართველომ, ალბათ ამ ეტაპზე გარკვეული დაბალანსებული ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, განავითაროს თავისი ეკონომიკა, გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით და თუ შემდგომ მას დაუდგა უკიდურესი აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ მხარეს. შეიძლება უკეთესი აღმოჩნდეს ურთიერთობის განვითარება ევროპასთან და ჩინეთთან, ვიდრე, ამერიკა- რუსეთთან. მანამდე კი ვიაროთ ჩვენი გზით, გავატაროთ დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ნუ ვიქნებით მხოლოდ სხვისი დახმარების იმედზე, ჩვენს სატკივარს მხოლოდ ჩვენ თუ ვუმკურნალებთ. ამას ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ გვასწავლიდა ნიკო ნიკოლაძე: ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით... დროა თვალი გამოვახილოთ და დავრწმუნდეთ, რომ დამხმარებელი და გამკეთებელი ჩვენს თავზე უკეთესი არასოდეს არ გვეღირსება.

ძირითადი ფაქტორი სახელმწიფოთაშორის, ერთაშორის ურთიერთობებში საკუთარი ნაციონალური ინტერესებისთვის ბრძოლაა. ასეთია რეალობა.ნაციონალური ინტერესებისათვისკი, თავის მხრივ, განმსაზღვრელია:

) ერის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახით არსებობა;

) სამხედრო ხიფათისადა სუვერინიტეტისდაკარგვის (ან შეზღუდვის)თავიდან აცილება;

) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის დამოსახლეობისკეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფა;

) საერთაშორისო სარბიელზე საკუთარი პოლიტიკურისტატუსის შენარჩუნება;

) მოკავშირეების შენარჩუნება.

ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფა დამოკიდებულია მის ნაციონალურ ძალაზე.

ნაციონალური ძალის დახასიათებისას მორგენტაუგამოჰყოფს 9ძირითად პარამეტრს:

1. ქვეყნის გეოგრაფიული ადგილსამყოფელი (ხელსაყრელიათუ არა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით);

2. ქვეყნის ბუნებრივი რესურსები (შეუძლია თუ არა საკუთარი თავის უზრუნველყოფა ომის პირობებში სურსათისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი ნედლეულით);

3. საწარმოო შესაძლებლობები (ახალი ტექნოლოგიები, როგორააათვისებული ბუნებრივირესურსები);

4. სამხედრო პოტენციალი (სამხედრო ხელმძღვანელობის ხარისხი,ჯარის ოდენობა,შეიარაღება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი,ზურგის უზრუნველყოფის დონე);

5. მოსახლეობა (მისი ოდენობა საომარი და სამშვიდობო ოპერაციების უზრუნველსაყოფად);

6. ეროვნული ხასიათი (კულტურული ღირებულებების შკალა, მოსახლეობის სიმპათიები და ანტიპათიები: უნარი, დიდხანს და შეუპოვრად ისწრაფოდეს დასახული მიზნისაკენ და ითმინოს გაჭირვება და დროებითი წარუმატებლობანი, ან პირიქით, პირველივე სერიოზული ბარიერის შეხვედრისთანავე ჩაიქნიოს ხელი, ომში მობილიზების უნარი);

7. ნაციონალური მორალი (უჭერს თუ არა ხალხი თავისმთავრობას მხარს, განსაკუთრებით ომის დროს);

8. დიპლომატიის ხარისხი (იმგვარად წარმართონ სახელმწიფოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომ უზრუნველყონ მისთვის საკუთარი ნაციონალური ძალის შესაბამისი ადგილი მსოფლიოში);

9. მართვის ხარისხი (გულისხმობს მთავრობის, ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის იმგვარ ხელმძღვანელობას, წარმართვას, როგორიც ამ ხელისუფლებას გატარებული პოლიტიკური კურსისადმი ხალხის ხრულ მხარდაჭერას მოუტანდა).

ამ 9 პარამეტრიდან, პირველის გარდა (გეოგრაფიული ადგილსამყოფელი), 8 პარამეტრის ცენტრში არსებითად ადამიანი დგას, ადამიანის მოქმედების საშუალებით ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ჩვენი ნაციონალური ინტერესების დამაკმაყოფილებელი ნაციონალური ძალა ისევ ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული. არ არსებობს ამ რვიდან რომელიმე პარამეტრი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლებოდეს, თუკი საამისოდ საკმარისი საერთო ნება იქნება. ამ საერთო ნების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ღრმად ეროვნული უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც კომუნისტების მმართველობის პერიოდში იყო, რომელმაც 21 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ჩვენს მეზობლებს საჩუქრად დაურიგა დღევანდელებივით.

17 პრაქტიკული რჩევები

▲back to top


17.1 როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე

▲back to top


0x01 graphic

რაც უფრო მდიდრდები, მით უფრო ჰკარგავ უშფოთველი ძილის უნარს - ამბობდა ერთ-ერთი ბერძენი ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, სიმდიდრის ფლობა საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ უკიდურესი სიღატაკე უფრო მეტად თრგუნავს და აშფოთებს ადამიანს, ვიდრე სიმდიდრე. ყველა რელიგია მოუწოდებს ადამიანებს გაიღონ მოწყალება უპოვართათვის - ისლამი და ინდუიზმი ავალდებულებს კიდეც თავის მიმდევრებს, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილი ღარიბებს დაურიგოს. ასე რომ, ღატაკთ არ უნდა ეშინოდეთ შიმშილით სიკვდილის, მაგრამ სხვის მოწყალებაზე ყოფნას ისევ საკუთარი სიმდიდრის ფლობა სჯობს.

მაგრამ როგორ გავმდიდრდეთ? - ამ თემაზე იმდენი წიგნი დაიწერა, რომ სიმდიდრის თეორია უკვე შუასაუკუნობრივ უაზრო სქოლასტიკას დაემსგავსა. ამ რუტინიდან მაინც შეიძლება რამდენიმე ღირებული რჩევის შერჩევა:

1. არ დაემონო ფულს!

კითხვა რად გინდა ბევრი ფული? - აბსოლუტური უმრავლესობისათვის უაზროდჟღერს...

„როგორ თუ რად და რისთვის?“ - პასუხობს უმრავლესობა - ფულით მოიპოვებ თავისუფლებას „უფროსებისაგან“, იძენ ბევრ შესაძლებლობას, ხელში ჩაიგდებ ძალაუფლებას, მოიწყობ თავგადასავლებს და ა.შ.

ზოგიერთს ფულით მეგობრობის, სიმპატიების და სიყვარულის „ყიდვაც“ კი უნდა, რადგან მათი აზრით უფულოდ ამ სათუთ გრძნობებს პერსპექტივები არ გააჩნია.

საკმაოდ მარტივი და ბანალური „ჭეშმარიტებებია“, მაგრამ ზუსტად ასეთი განწყობის შედეგად ადამიანს უყალიბდება ქვეცნობიერი ფორმულა - სანამ არ არის ფული - არ არის ბედნიერება. და ეს ფორმულა აპროგრამებს ადამიანის მთელს მოღვაწეობას, მისწრაფებებს, განწყობებს და ა.შ. ე.ი. ადამიანი ხდება ორიენტირებული უბედურებაზე. ასეთი განწყობებით კიდევაც რომ მოიპოვო დიდი ქონება - უბედურებაზე ორიენტაცია მაინც რჩება, რაც უშფოთველი ძილის საშუალებას არ აძლევს ნუვორიშებს. მაგრამ შეიძლება კი, რომ სიმდიდრე ადვილად მოიპოვოს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც თავის თავი საცოდავად, დაუცველად, წარუმატებლად მიაჩნია მხოლოდ იმის გამო, რომ მას არა აქვს ბევრი ფული?

უბრალოდ უნდა შეიცვალოთ განწყობა - თქვენი წარმატება და ბედნიერება დამოკიდებულია არა ფულზე, არამედ თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებზე. ამიტომ სჯობს პირველ რიგში თქვენი პიროვნების განვითარებაზე იზრუნოთ და ფულიც თვითონ „მოგაგნებთ“.

2. სიმდიდრე აუცილებლად არნიშნავს თავისუფლებას

ბევრი ამბობს: „მომწყინდა სხვისთვის და სხვის ჭკუაზე მუშაობა! ნეტავ საკუთარი საქმე მქონდეს - ფულიც მექნება და თავისუფლებაცო“. მაგრამ თავისუფალი ბიზნესმენიც საზოგადოების მოთხოვნის „დიქტატის“ქვეშ იმყოფება და მომხმარებელთა „დავალებით“მუშაობს.ხშირად არც მდიდარ ადამაინს აქვს საშუალება, რომ საქმეები მიაგდოს და კანარებზე გაემგზავროს გასარუჯად. ადამიანის თავისუფლება დამოკიდებულია არა სიმდიდრის ფლობაზე, არამედ საზოგადოების კულტურაზე. დაბალი დონის ქვეყნებში ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი დამოკიდებულნი არიან თანამდებობის პირების „ხუშტურებზე“. ამ ჩინოვნიკებს კი თვით სახელმწიფო მეთაური ატერორებს თავისი ახირებებით.

დემოკრატიულ ქვეყნებში კი ყველაზე უკანასკნელ „მენაგვესაც“ კი აქვს ადამიანური უფლებები. ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც სამუშაოს მიმცემი (ასე ეწოდება კაპიტალისტს კულტურულად) ვალდებულია იზრუნოს თავისი სამუშაოს მიმღებების (დაქირავებული მუშების) გართობაზე. თუ პროფკავშირი ჩათვლის, რომ მათი პატრონი მუშებს არასათანადო დონეზე ართობდა, მას შეიძლება სოლიდური ჯარიმა დააკისრონ.

საერთოდ თავისუფლება ადამიანის შინაგანი თვისებაა. ძველ რომშიდაც კი ზოგიერთი მონა ღებულობდა თავისუფლებას თავისი ბატონისაგან... მაგრამ არა იმისათვის, რომ იგი უსიტყვოდ ასრულებდა ბატონის ახირებებს... რომაელ პატრიციას ისედაც შეეძლო მონების უსიტყვო დამორჩილება. მონური ფსიქოლოგიის ადამიანის განთავისუფლება არც აწყობდა პატრიციას, რადგან ასეთი მოსამსახურე მას სჭირდებოდა. ხოლო სულიერად და შინაგანად თავისუფალი მონის განთავისუფლებით პატრიცია ერთგულ მეგობარს იძენდა მოსისხლე მტრის ნაცვლად... იგივე მიზნებით ქართველი მეფეები გულად, გამბედავ ყმა-გლეხებს ტახტის აზნაურის წოდებას უბოძებდნენ ხოლმე, რადგან თავადები და ერისთავები დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ. როგორც ცნობილია, მესხი აზნაურების დახმარებით დაამარცხა დავით აღმაშენებელმა ურჩი ერისთავები.

რომაული მონათმფლობელობა თუ ქართული ბატონ- ყმობა დიდი ხანიარაც გაუქმდა, მაგრამ ადამიანის ინსტინქტები დიდად არ შეცვლილა.

თუ ადამიანს მიაჩნია, რომ საკუთარი ბიზნესის გარეშე თავისუფლება არ არსებობს, ამით იგი იყალიბებს მონის კომპლექსს. ასეთმა მონურმა განწყობებმა შეიძლება მართლა გააღვიძოს კაპიტალისტი შეფის ქვეცნობიერებაში მონათმფლობელის ინსტინქტები და თვითდათრგუნული თანამშრომელი მონის სტატუსს დაიმკვიდრებს კომპანიაში. თავისუფალი მენეჯერები კი შეფის „მეგობრები“ გახდებიან და სოლიდურ ბონუსებსაც მიიღებენ კომპანიის მოგებიდან. ევროპის ქვეყნებში დაქირავებულ მენეჯერთა პრემიები ისეთ დიდ ციფრებს შეადგენს, რომ მთავრობები კანონმდებლობით ცდილობენ მათ შეზღუდვას თუ გადანაწილებას. პოლიტიკოსთა აზრით, მენეჯერთა ელიტის გადამეტებული პრემიები მოთხოვნის დისბალანსებს და შესაბამისად ფასების სპეკულაციურ ზრდას იწვევენ. ამიტომ პოლიტიკოსები მოითხოვენ მათი ზეპრემიების გადანაწილებას „მონა“-თანამშრომელთა უფრო ფართო მასებზე.

0x01 graphic

3. აღზარდეთ ფული თქვენს ჭკუაზე!

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც განიზიდავს სიმდიდრეს - „თუ გაქვს ფული - ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ შენს ნებაზეა“. ერთი შეხედვით ეს ასეც არის, მაგრამ არ ღირს საკუთარი პიროვნების გაიგივება საკუთარ ქისასთან. კიდევ უფრო უარესია, როდესაც ადამიანი თავის ბედნიერებას რაიმე ნივთის ფლობას უკავშირებს. ზოგისთვის ბედნიერება - ეს არის დიდი სახლი. ვისაც დიდი ვილა უკვე აქვს - მათთვის ბედნიერებაა დიდთვლიანი ბრილიანტის ბეჭედი. ვინც ასეთი ბეჭედი შეიძინა, მათთვის ბედნიერება ხდება კუნძული ხმელთაშუა ზღვაში და ა.შ. მაგრამ დასვით შეკითხვა - ვთქვათ და ბრილიანტები მოგპარეს - ამის გამო უნდა გაუბედურდეთ?

ამიტომ უნდა განასხვავოთ: ბედნიერება, წარმატება, თუნდაც ძალაუფლება - ეს ადამიანის შინაგანი თვისებებია. ფული კი მათი გარეგნული გამოხატულება - რაღაც ქაღალდის ნაჭერი, რომელსაც ხან რას ახატავენ ხან რას. მაგალითად, მ.გორბაჩოვმა 100 და 50 მანეთიანების დიზაინის შეცვლით მილიონობით საბჭოთა „ცეხავიკს“ გაუუქმა წლობით ნაგროვები სიმდიდრე... მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე „ცეხავიკებმა“ უკვე ახალი დიზაინის 100-მანეთიანების „შოვნა“ დაიწყეს...

4. გაზომეთ წარმატება ობიექტური კრიტერიუმებით!

კაცობრიობისათვის წარმატების და სიმდიდრის კრიტერიუმი ბილ გეიტსია - ადამიანი, რომლემაც რამდენიმე ფურცელზე დაწერილი კომპიუტერული პროგრამით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქონება მოიპოვა. მაგრამ თუ თქვენი წარმატების კრიტერიუმად „მაიკროსოფტს“ აირჩევთ - აღმოჩნდება, რომ თქვენი საქმე ამ კორპორაციასთან შედარებით არაფერს არ წარმოადგენს.

„თუ გინდა, რომ ობიექტური შეფასება მიიღო, მაშინ ესა თუ ის მოვლენა უცუდეს ვარიანტს უნდა შეადარო და არა უკარგესსო“ - ამტკიცებდა კარლ მარქსი.

კონფუცი უფრო ლაკონურად და ფილოსოფიურად გამოთქვამდა ამ აზრს: თუ ცალი ფეხსაცმელი არ გაქვს, გაიხსენე, რომ ზოგს ცალი ფეხი საერთოდ არ აქვსო.

შეადარეთ თქვენი თავი იმ საცოდავ ავადმყოფ უსახლკაროს, რომელიც ჯართის და ბოთლებისშეგროვებით ირჩენსთავს. ნუთუარ ხართ უბედნიერესი ადამიანი მასთანშედარებით?

ან საერთოდ, რა საჭიროა საკუთარი თავის შედარება სხვასთან?- ადამიანი თავის შინაგანი უნივერსუმისაკენ უნდა ისწრაფვოდეს და არა იმისაკენ, რომ სხვებზე უკეთესად იყოს.

საკუთარი ბიზნესის შედარება სხვა საწარმოებთან კი ელემენტარულად აუცილებელია, რომ კონკურენტებს არ ჩამორჩეთ. ამ შემთხვევაშიდაც უნდა გაითვალისწინებოდეს დარგში და რეგიონში არსებული საშუალო, მინიმალური თუ მაქსიმალური მაჩვენებლები და არა „მაიკროსოფტის“ პარამეტრები.

5. იოცნებეთ!

მერკანტილურ მიზნებზე ორიენტირებული საქმიანობა ადრე თუ გვიან რუტინული და მოსაბეზრებელი ხდება. ბევრი ფული, ვილლა კანარებზე, ლიმუზინები, რესტორნები და კრუიზები საკმაოდ მალე ბეზრდება ადამიანს. და თუ მას ბავშვობაში რამე რომანტიკული ოცნება არ ჰქონდა - სიმდიდრე მისთვის ისეთივე მომაბეზრებელი ხდება, როგორც ზედმეტი ცხიმები მსუქანი ადამიანისათვის.

ამიტომ ცხოვრების ტონუსის შენარჩუნებისათვის სასარგებლოა ბავშვობის გულუბრყვილო, აჟურული ოცნებების გახსენება და მათი განხორციელების მცდელობა მაინც.

17.2 როგორ გავხდეთ წარმატებული?!

▲back to top


0x01 graphic

ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ წარმატებული ადამიანების იმ თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებენ. ამ თვისებების მთელი სიებიც შეადგინეს - მიზანმიმართულობა, კომუნიკაბელურობა, კომპეტენტურობა და ..

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მთავარია არა პიროვნული თვისებები, არამედ პიროვნების განწყობა გარესამყაროს მიმართ:

თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთუნდაგამოიმუშაოთ შემდეგი განწყობები:

1. ყველაზე ცუდშიც კი არის რაღაც კარგი

სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება სიკეთის შეფასების კრიტერიუმია. ამიტომ, არასოდეს დაჰყაროთ ფარ-ხმალი. ბნელი ღამის შემდეგ აუცილებლად დადგება ნათელი დღე. ადამიანის სიკვდილიც კი საშუალებას აძლევს მესაფლავეს და მეკუბოვეს რომ თავი ირჩინონ.

2. არ არსებობს წარმატება მტრების გარეშე

ბევრს ჰგონია, რომ წარმატებული ადამიანებით ყველა აღფრთოვანებულია, რომ იგი კერპია და ათასობით რიგითი ადამიანი მზად არის მათ „გენიალურ იდეებს” დაემორჩილონ. უმეტესად ასეა, მაგრამ მოშურნეები წმინდანებსაც კი ჰყოლიათ, არათუ პოპულარულ ადამიანებს. ამიტომ გახსოვდეთ:

მტერს არ სძინავს - მასობრივი აღფრთოვანებისმიუხედავად,ყოველთვის მზად იყავით თავდაცვისათვის.

3. თავი აარიდეთ საცოდავ ადამიანებს

ასეთები სულ მუდამ წუწუნებენ, ცდილობენ თავისი პრობლემები სხვას გადააბრალონ, არაეფექტურად მუშაობენ და მათ წრეში ყოფნა არც ისე სასიამოვნოა. ასეთმა თანამშრომელმა ან პარტნიორმა თავისი უნიათობით შეიძლება ძალიან კარგი წამოწყება ჩაგიშალოთ.

4. ისწავლეთ უთხრათ სიტყვა არა მათაც კი, ვისთანურთიერთობასაც ძალიან უფრთხილდებით

თუ თქვენ გიძნელდებათ უარი უთხრათ თქვენთვის პატივსაცემ ადამიანს, მაშინ მასაც უნდა ჰქონდესიმდენი სინდისი, რომ თქვენთვის საზიანო რამ არ გთხოვოთ.

5. იმუშავეთ მუდმივად

არასოდეს არ დაკარგოთ თქვენი საქმით გატაცების გრძნობა. მაგრამ არც იძულებითი შრომაა ეფექტური. ხშირ შემთხვევაში სიზარმაცე - ეს არის ქვეცნობიერი სწრაფვა უმოქმედობისადმი, იმ მიზნით, რომ მშვიდად და ფუნდამენტურად გაიაზრო პრობლემები ზედმეტი „ფაცი- ფუცის” გარეშე.

6. შური - თქვენი უპირველესიმტერია

თუ თქვენ ვერ მოთოკეთ შურის გრძნობა და ვერ დამალეთ, ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რენომეზე. შურიანი ადამიანი არავის უყვარს, თვით ყველაზე შურიანებსაც კი. და საერთოდ, ეს აბსოლუტურად ზედმეტი გრძნობაა.

7. კარგი ბიზნეს- პარტნიორი სჯობს ცუდ მეგობარს

ბიზნესში მთავარია ინტერესთა და არა იმდენად ხასიათების ერთობა. მეგობრობა ხშირად ხელს უშლის ინტერესების ობიექტურად შეთანხმებას, მით უმეტეს, თუ ჭირვეული და პრეტენზიული მეგობრები გყავთ.

8. თქვენი საყრდენი - თქვენი ოჯახია

ეცადეთ შექმნათ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი. შვილებზე ზრუნვა ყველაზე დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებაში. მარტოხელა ადამიანს ადრე თუ გვიან ბეზრდება წარმატებები და მარტოობის განცდაც ეუფლება.

9. ნამდვილ წარმატებას გუნდისიმედით ვერ მიაღწევ.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბიზნესში გუნდურ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ გუნდის იმედით წარმატებას ვერ მიაღწევთ. გუნდს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელიც მოახდენს გადაწყვეტილებების კოორდინაციას და შეჯერებას. თუ თქვენ არ იკისრეთ ლიდერის როლი, თვითონ გუნდი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.

10. ენდეთ ადამიანის საქმეებს და არა მათ პათოსს ან სიტყვებს

ყურადღება მიაქციეთ არა ადამიანის გარეგნობას, არამედ მის ხასიათს. ბევრი ადამიანი ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რაც სინამდვილეში არ არის. ამიტომ უნდა შეგეძლოთ იმ თვისებების ამოცნობა, რაც დახვეწილი მანერების ან საუბრის ტონალობის მიღმა იმალება.

11. არ მოიტყუოთ

ეცადეთ თქვათ სიმართლე და თუ ეს არ გაწყობთ მაშინ საერთოდ ნურაფერს ნუ იტყვით. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და არანაკლებ ამცირებს ავტორიტეტს, ვიდრეშურიანობა.

12. მუდმივად არწმუნეთ ადამიანები, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ, ყველაფერი კარგად იქნება

შეიძლება ასე არც მოხდეს, მაგრამ წუწუნს და პესიმისტურ განწყობებს მაინც ოპტიმიზმი და იმედი სჯობს.

18 სულიერება

▲back to top


18.1 რას მოასწავებს ოჯახების რღვევა?

▲back to top


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

ერი, რომელიც ირყვნება, ვეღარ მრავლდება, ვაი რომ მრავალი ერის მესაფლავედ სწორედ სიძვა-მრუშობა და გარყვნილება იქცა. როგორც უფალი ოსია წინასწარმეტყველის პირით აცხადებს:

შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას,
მრუშობენ და ვეღარგამრავლდებიანო (ოსია 3,10).

ადამიანს ან ქორწინება აცხოვნებს ან ქალწულობა.

ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობის ყველა სხვა ფორმა არაკანონიერია - ეს ცოდვა, დარღვევაა არა ადამიანების მიერ მოგონილი მცნებისა, არამედ ღვთის მიერ დადგენილი მცნებისა: არა იმრუშო, და ვინც ამ ცოდვაში მოუნანიებლად ცხოვრობენ და ვინც ადამიანებს თავიანთი საქმიანობით, სიტყვითა და საქმით, თავიანთი „მოღვაწეობით“ აცდუნებენ და მიზეზნი ხდებიან მათ მიერ უფლის მცნების დარღვევისა, მოუნანიებლობისა და წმინდა ცხოვრების მიუღწევლობის შემთხვევაში, პასუხს აგებენ ღვთის წინაშე.

ასეთები საყოველთაო აღდგომისას უფლისმეორედ მოსვლის დღეს საშინელ სამსჯავროზე ღვთისგან მოისმენენ თავზარდამცემ სიტყვებს:

- წადით ჩემგან წყეულნო მარადიულ ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის (მათე 25,41).

* * *

უფალი ღმერთი სქესობრივი ცხოვრების ღვთივკურთხეულ დანიშნულებად მიიჩნევს ოჯახის შექმნასა (დაბადება 2,24) და შვილიერებას(დაბადება 1,28).

სამწუხაროდ, მრავალი ფილმი, სპეციალური ტელე, თუ რადიოგადაცემები, პუბლიკაციები, თუ თარგმნილი წიგნები მიმართულია სწორედ ოჯახების შექმნის, გვარის გაგრძელებისა და შვილიერების წინააღმდეგ- ზნეობრივი და ე.წ „სექსუალურირევოლუციის“ ფართო პროპაგანდა-აგიტაციის, რეალურ ცხოვრებაშიმათი დანერგვის, პროსტიტუციის აყვავების, ქორწინების, ანუ ჯვრისწერის გარეშე ურთიერთობებისა და ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების, სისხლის აღრევის, სოდომ- გომორული ცოდვების დასანერგად და გასავრცელებლად. ანუ სქესობრივი ცხოვრების ღვთივკურთხეული დანიშნულების წინააღმდეგ, ე.ი. ღმერთის წინააღმდეგ, რომელიც წმინდაა და რომელსაც წმინდა პავლე მოციქულის განცხადებით, სურს, რომ ყველანი წმინდა ვიყოთ.

მაშასადამე, პროპაგანდა ეწევა არა სიყვარულს, რომელიც ჭეშმარიტად აღგვამაღლებს, არა ოჯახის შექმნას და ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა სიწმინდეს, როგორც ეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, არამედსქესობრივი ცხოვრების მხოლოდ ხორციელ, პედონისტურ მხარეს, ყველა სახის ყოველგვარ სიძვა-მრუშობას, განსაკუთრებით ლესბოსელობასა და ჰომოსექსუალიზმს, რაზედაც ბიბლიაში უმკაცრესი გაფრთხილებაა:

- ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, ორივენი სიბილწეს ჩაიდენენ, უნდა მოკვდნენ, მათზეა მათი სისხლი (ლევიანნი 18; 11,20,13; რომაელთა მიმართ ეპისტოლე 1,25-ზე-28, სკორინულთა 6,7).

ერთი სიტყვით, მთელს დედამიწაზე გარკვეული ძალები ცდილობენ, მომავალ თაობას ბავშვობიდანვე სიყვარულის ნაცვლად სექსის სიყვარული ჩაუნერგონ, სქესობრივი ცხოვრების ბუნებრივი ფორმის ნაცვლად არაბუნებრივი ფორმები დაუსახონ ბუნებრივ და ნორმალურ ფორმად.

* * *

ამ წუთისოფლის მთავარს - სატანას (ე.ი. ღვთისა და ადამიანების საერთო მტერს) განსაკუთრებულად სძულს კურთხეული, ღვთისმოსავი ოჯახები, საიდანაც მრავლდება ადამიანთა ჯანსაღი მოდგმა, სძულს ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წყალობითაც შეგვიძლია ვძლიოთ მთავარს წუთისოფლისას და მივაღწიოთ ჩვენი უკვდავი სულის ცხონებას.

ამიტომ ეს ბოროტი სული, დაცემული ანგელოზები და მათი შთაგონებით - ბოროტი ნების ადამიანები ყველაზე მეტი გამძვინვარებით ებრძვიან ღვთივკურთხეულ ოჯახსა და ქრისტეს წმინდა ეკლესიას.

წმინდა მართლმადიდებელ მამათა წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც ბერ მონაზვნობა დაიწყებს დაუძლურებას და ოჯახები რღვევას, გულისხმაჰყავითო,რომ ახლოა ჟამიამ ქვეყნიერებისა აღსასრულისა.

ოჯახების რღვევა, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტია. ადამიანები სწყდებიან ღმერთს, ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და ზნეობას;

დღეს თვით მორცხვობაც კი ჩამორჩენილობად მიიჩნევა,უტიფრობადა გარყვნილება კი - პროგრესულობისადა ღირსეული ცხოვრების გამოხატულებად.

რაც უფრო მეტად სცილდებიან ადამიანები ქრისტე ღმერთს, მით უფრო ეცემა კაცობრიობის ზნეობრიობა და ძლიერდება სიძულვილი წმ. ეკლესიისა და მრავალსაუკუნოვანი ყველაზე ჯანსაღი ტრადიციების მიმართ ქრისტეს გარეშე დარჩენილი უღვთოდ მცხოვრები წუთისოფლის მხრიდან.

დიახ, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველმაც გამოგვიცხადა თავის ერთ-ერთი ეპისტოლედან:

ყოველს, ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში,მას არა ჰყავს ღმერთი (1 იოანე 9).

0x01 graphic

მთელს დედამიწაზე ღვთის უარმყოფელი პროგრესის, ჰუმანიზმისა და ცრუ იდეალების სახელით მიმდინარეობს სამოთხეშივე ღვთივკურთხეული ოჯახის, ღვთის წმინდა ეკლესიის, ზნეობისა და მორალის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი ტიპის ურელიგიო, უსამშობლო, სინდისდამწვარი (პავლე მოციქულის გამოთქმა გახლავთ), ოჯახსა და სულიერ ეროვნულ ფასეულობებს, ჯანსაღ ტრადიციებს, თავისი ერის ისტორიულ ფესვებს მოწყვეტილი, მთელს დედამიწაზე მოახდენს უნიადაგო ფსევდოკოსმოპოლიტური ე.წ. მსოფლიო მოქალაქის, ე.წ. ახალი ერის ახალი ადამიანის ფორმირებისთვის ბრძოლა.

თავის დროზე დიდი მართლმადიდებელი მწერალი, თეოდორე დოსტოევსკი წერდა, რომ ღვთისუარმყოფელ ჰუმანიზმს გარდაუვლად და ლოგიკურად მივყავართ არაადამიანურობასთან, ხოლო ცივილიზაციას ქრისტიანული განათლების გარეშე უკიდურეს გაველურებასთან, ქრისტეს გარეშე პროგრესს მივყავართ რეგრესთან, ღვთიური სულის გარეშე თავისუფლებას კი - ზნეობრივ აღვირახსნილობასთან, ტირანიასთან და დესპოტიზმთან.

დოსტოევსკის ამ სიტყვებში გამოთქმული აზრის უტყუარობას ამოწმებს და ადასტურებს ქრისტესგან განდგომილი, ყოვლადწმინდა სამების, ერთარსება და განუყოფელი ღვთის უარმყოფელი თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოებში არსებული დრამატული ვითარება (სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა კრიზისის შესახებ აღარას ვიტყვით). მართლაც, ერთ-ერთი ბრძენი კაცის გამონათქვამისა არ იყოს:

ქალაქის აშენება უფრო შეიძლება ჰაერში, ვიდრე ოჯახებისა და სახელმწიფოების მშენებლობა რელიგიის გარეშე.

უფლის წყალობა და კურთხევაა ღვთისმოსავი, ღვთისმოშიში, ღვთისმოყვარული და ღვთისმცნებათა მიხედვით მცხოვრები ოჯახის ყოველ წევრზე, შვილებსა და მშობლებზე, რომელთაც პირდაპირ მიესადაგებათ წმინდა სიტყვები დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნისა:

- ბალახივით არის კაცის დღეები, ველის ყვავილებივით აყვავდება, ქარი გადაუქროლებს და აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს. ხოლო უფლის წყალობა უკუნითი უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე კი - შვილიშვილებზე, რომლებიც იცავენ უფლის აღთქმას, რომელთაც ახსოვთ მისი მცნებები და ასრულებენ მათ (ფსალმუნ. 10 2,12-18).

შვილებისა და შვილიშვილების აღზრდაში ჩვენი უპირველესი მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ისინი ქრისტეს წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალ წევრებად და მამულიშვილებად აღვზარდოთ, პატარაობიდანვე, ბავშვობიდანვე შევაჩვიოთ ეკლესიურ ცხოვრებას, წმ. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას, ხორციელი და სულიერი მოწყალებითი საქმეების კეთებას, ქრისტიანულ-ზნეობრივ ცხოვრებას და არ დავჯერდეთ მარტოოდენ მათ გონებრივ- ინტელექტუალურ განვითარებასა და შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილებას, რადგან წმინდა მღვდელმთავარ ლუკა ვოინოიასენეცკის თქმით:

უბედურია ის, ვინც იცის ყველაფერი, მაგრამ არ იცის ღმერთი, ისევე როგორც ნეტარია ის, ვინც იცის ღმერთი, თუნდაც მან სხვა არაფერი არ იცოდეს.