სოლიდარობა № 1'06


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ცინცაძე ნინო, სუბარი სოზარ, ფაჩუაშვილი ზაზა, ბოკერია გიგა, კუკავა კახა, ზედანია გიგა, ნალბანდოვი ალექსანდრე, კვესიტაძე ეკა, გახელაძე გიორგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, ნოლი რუდიგერ, ქურდაძე ირინე , მებაღიშვილი თათია
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველო სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილი: ია ანთაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე, მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი, ბექა მინდიაშვილი, თამარ შამილი, სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ; იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 988327. 922477 www.ombudsman.ge



1 რედაქტორისგან

▲back to top


1.1 ნინო ცინცაძე

▲back to top


0x01 graphic

ნინო ცინცაძე

რთულია სოლიდარობის შესახებ წერო იმ ქვეყანაში,

სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩამომჯდარი მათხოვარი ცხოვრების ნორმაა;

სადაც ქურდის დანატოვარი სასახლე საეპისკოპოსო რეზიდენცია ხდება;

სადაც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ დასამტკიცებელ კანონპროექტს პარლამენტართა ნაწილი საკუთარი უფლებების დარღვევად აღიქვამს;

სადაც უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული ის, რომ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ცხვირ-პირს აღარ უმტვრევენ;

სადაც სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ მღერიან სმენადაქვეითებული ბავშვები, ფონად სამგლოვიარო მუსიკა გასდევს;

სადაც იმის მაგივრად, რომ სადარბაზოში შემხვედრ ინვალიდს თბილად გაუღიმონ, სახეს განსაკუთრებით სერიოზულ გამომეტყველებას ანიჭებენ და თავს აქეთ-იქით აქნევენ.

რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლებელია, რადგან საქართველო მაინც ის ქვეყანაა, სადაც ფაშისტურ, ქსენოფობიურ და განსაკუთრებით ბნელ იდეებს მასობრივად არასდროს გაუმარჯვია და, იმედია, არასოდეს გაიმარჯვებს.

ჩვენ მოგვიწევს ბევრ, ერთი შეხედვით, „მძიმე თემასაც“ შევეხოთ, მაგრამ შევეცდებით, ამ დროს ჩვენი განწყობა არ იყოს ტრაგიკულპათეტიკური, როგორც ეს ჩვენს ემოციურ თანამოქალაქეებს სჩვევიათ ხოლმე.

ჩვენ შევეცდებით, თქვენთან ერთად ვისწავლოთ, როგორ გავუსწოროთ ცრურწმენებისა და შიშებისაგან თავისუფალი თვალი საგნებსა და მოვლენებს.

ჩვენ შევეცდებით, მარტივად და ობიექტურად გიამბოთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება, ან რა სახით და რატომ მოღვაწეობენ ისინი საქართველოში.

ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რა უჭირთ და რა სურვილები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უმცირესობის წარმომადგენლები ჰქვიათ.

ჩვენ შევეცდებით, გაგაცნოთ ის გამოცდილებაც, რაც წარმატებულ ქვეყნებს დაუგროვდათ ამგვარ ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისას.

მართალია, ამ ნომერში ყველა თემის მოცვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი სოლიდარობა გავრცელდება ყველაზე, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომელთა არსებობასაც საზოგადოება ხშირად არ იმჩნევს. ამ მიზნების მისაღწევად, ბუნებრივია, თქვენი კეთილგანწყობილი კრიტიკა და თანადგომა გვჭირდება.

1.2 სოზარ სუბარი

▲back to top


0x01 graphic

სოზარ სუბარი

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მივესალმო ჟურნალსა და მის მკითხველს. თემები, რომლებითაც ეს გამოცემა აპირებს, დააინტერესოს საზოგადოება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ესაა ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო საზოგადოებრივი ცხოვრებისა. შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია, კონფლიქტები, ურთიერთმიმართება განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის - ამ პრობლემებმა დღეს განსაკუთრებული ჟღერადობა და სიმწვავე შეიძინა მთელ მსოფლიოში.

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავალფეროვნებითა და ტოლერანტული კულტურით. მას ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის მდიდარი ისტორიული გამოცდილება აქვს. მიმაჩნია, რომ ამ ტრადიციის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე გამოცდილებით გამდიდრება მყარ საფუძველს შეუქმნის საზოგადოებას ძლიერი, დაცული, დემოკრატიული დ ლიბერალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

რელიგიურ-ნაციონალისტური ექსტრემიზმით, „ჩვენგან“ „განსხვავებული“ ადამიანების გარიყვითა და ურთიერთგაუცხოებით გამორჩეული ბოლო ოცწლეული საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციის კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

როგორ უნდა თანაარსებობდნენ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური, სოციალური და კულტურული ჯგუფები? რა არის ურთიერთგაგების, თანადგომისა და ჰარმონიული თანაარსებობის საიდუმლო? მრავალმა ქვეყანამ ამ კითხვებზე პასუხს, შესაძლოა, მიაგნო, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, სხვათა გამოცდილების გაზიარებით, თავად უნდა ამოვხსნათ ამოცანა.

მიმაჩნია, რომ ამ საიდუმლოს გასაგებად, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი გულგრილობა უნდა დავძლიოთ.

როდესაც ჩვენს გვერდით ურცხვად ილახება ადამიანის უფლებები, ხოლო ჩვენ, საკუთარ ვიწრო ინტერესებში გამოკეტილნი ასე ვფიქრობთ: ეს ჩვენ არ გვეხება, ეს ჩვენი საქმე არ არის... ვინ უფრო მეტადაა დამნაშავე, თავად ის, ვინც დანაშაულს ჩადის თუ გარემო, რომელიც თავისი შიშით, გულგრილობითა და დაუინტერესებლობით ქმნის მისთვის ხელსაყრელ პირობას? ამ გახუნებულ შეკითხვაზე პასუხი მარტივია - ერთიც და მეორეც, მაგრამ, დღესდღეობით, „ჩვენ“ ანუ დეტერმინატის მეორე სუბიექტი, ნაკლებად ვაცნობიერებთ საკუთარ წილს ამ ურთიერთობაში...

ვფიქრობ, ჟურნალი ჩვენი პასუხისმგებლობის ამაღლებას და „ზრუნვის წრის“ გაფართოებას უნდა ემსახურებოდეს...

გულგრილობის წინააღმდეგ! ასეც შეიძლება გამოითქვას „სოლიდარობის“ მთავარი გზავნილი.

2 გაუმარჯოს მათხოვრებს!

▲back to top


ჩვენი წრე

ზაზა ფაჩუაშვილი

ამქვეყნად ყველაფერი ცვალებადია, სიღატაკის ჰიმნის გარდა. როგორც ბიბლიურ პერიოდში, ასევე დღეს ადამიანები ქუჩაში ყრიან და მოწყალებას ითხოვენ; ქუჩის ამ წესს ვერაფერი დააკლეს დიდმა ტირანებმა და მდაბალმა ლიბერალებმა, მდიდარმა სახელმწიფოებმა და თავად მათხოვარმა ქვეყნებმა, - ალბათ, იმიტომ, რომ გლახაკნი თვით ხელისუფალთაც უყვართ. მართალია, სამწუხარო მოუცლელობის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებს მანქანის გაჩერება და მათხოვრისთვის ხურდის ჩაგდება არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი ხელისუფალთათვის მაინც ყველაზე უპრობლემო და უპრეტენზიო ადამიანები არიან, ვინაიდან მათზე სტაბილური და ყველაფრისგან დამოუკიდებელი სამუშაო ამქვეყნად არავის აქვს. არავის უნახავს, მათხოვრებს ქუჩა გადაეკეტოთ, ან შიმშილობა დაეწყოთ. არც ისინი აწუხებენ ხელისუფლებას და არც მთავრობა აწუხებს მათ რეფორმებით, ოპტიმიზაციითა და ატესტაციით. მთავარია, ერთხელ შეძლო ხელის გაშვერა, ხალხმრავალი ადგილიც გამოძებნო და ყოველდღიური ლუკმა განაღდებული გექნება.

ნინა ბებია

0x01 graphic

რუსი ეროვნების მოხუცი ქალი „ქორთიარდ მარიოტის“ ქალაქური „მშვენებაა“. სასტუმრომდე მის „შლაგბაუმს“ მშვიდობით უნდა გასცდეთ. თუ შეხედეთ და ფული არ მიეცით, მოგაწყევლით კიდეც და ასე გუნებაწამხდარს მოგიწევთ „ქორთიარდის“ წინ გავლა, სადაც სულ მომღიმარი უცხოელები შედიან. რა თქმა უნდა, ისინი ხომ მანქანით მიდიან სასტუმრომდე.

- გამარჯობა, ბებია!

- ?!

- აიღე ფული.

- გმადლობ, შვილიკო!

- მე ჟურნალისტი ვარ, შეგიძლია, დამეხმარო და შენი ცხოვრებიშესახებ მომიყვე?

- ?!

- სად მუშაობდი, ქუჩაში რამ გამოგიყვანა?

- იცი, შვილიკო, მე ძალიან სულელი ვარ და ვერც ერთ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.

- რა გქვია?

- ნინა.

- სად ცხოვრობ?

- გლდანში.

- იმ სიშორიდან დადიხარ?

- აბა, რა ვქნა, ორი ობოლი ნათესავი მყავს და ჭამა ხომ უნდათ?

- თვითონ არაფერს აკეთებენ?

- რა უნდა გააკეთონ?

- ადრე სად მუშაობდი?

- ?!... აიღე, აიღე შენი ფული, მეცოდები, მე მგონი, შენც ღარიბი ხარ.

- არა, არა, გქონდეს, კარგად იყავი.

ლევან ავეტისიანი

0x01 graphic

ქვედა კიდურების პარალიჩის მიუხედავად, მთელი დღე უნივერმაღ „თბილისის“ წინ დგას და ინვალიდის ეტლის სარემონტო ფულს აგროვებს. ყავარჯნები ნათხოვარი აქვს.

- გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით?

- ეეჰ, როგორ უნდა ვიყო, ძმაო?! პარალიჩიანი კაცი ნათხოვარი „კასტილებით“ მთელი დღე ქუჩაში ვდგავარ.

- სახლი არ გაქვთ?

- სახლიც მქონდა და ყველაფერი, მაგრამ ჩემ ბიჭთან ჩხუბი მომივიდა და გამომაგდო. აი, ყელზე გადამისვა დანა. მაქედან მივიღე ფეხების პარალიჩი. სასამართლოში მივედი, 400 ლარი მომთხოვეს, რო საკუთარი ბინა დავიბრუნო. მე სადა მაქვს 400 ლარი?! 400 ლარი კი არა, ეტლი გამიფუჭდა და 20 ლარი არა მაქვს, რო გავაკეთებინო. აი, ეხლა მაგის ფულს ვაგროვებ, რა.

- ადრე სად მუშაობდით?

- ვმუშაობდი კი არა, „ბუტკები“ მქონდა და მაგრად ვიყავი, მაგრამ ჩხუბის მერე დავინვალიდდი და ყველაფერი დავკარგე.

- პენსია გაქვთ?

- არა მაქვს, ვერ დავინიშნე. ექიმსაც ფული უნდა, ცნობებსაც ფული უნდა... სად არის მაგდენი?

- აბა, როგორ ცხოვრობ?

- პურის ფულს მათხოვრობით ვშოულობ, სადაც მომიწევს, იქ მძინავს. ეხლა მინდა მიშასთან მივიდე. სხვა გზა არა მაქვს, რა!

- თუ გინდა პრეზიდენტმა შენი ამბავი გაიგოს, მაგაში დაგეხმარები. ფოტოს გადაგიღებ და დავწერ შენზე, გინდა?

- მიდი, ძმაო, გაიგოს მიშამ!

მათხოვრობენ ყველგან: მეტროს გვირაბებში (ხელისუფლების ნებართვით - მხოლოდ უსინათლოები), შესასვლელებთან, გადასახურდავებლებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ტაძრებთან, ბანკებთან, ბაზრებთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან... ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანი. ქუჩაში იძულებით გამოსულთა გვერდით შეძლებული ოჯახის წევრებიც არიან. ასეთია, მაგალითად, დიდი სამამულო ომის ვეტერანი გიორგი, რომელიც შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად მათხოვრობს, საკუთარი ფული მინდაო. 9 მაისს კი გამარჯვების პარკში მედლებით დამშვენებული ხვდება. ბევრიც ოჯახური ძალადობის შემდეგ აღმოჩნდა ქუჩაში.

ქუჩაში ისეთებიც არიან, რომლებიც ვერაფერს გიპასუხებენ, მხოლოდ ანგელოზებრი თვალებით შემოგხედავენ და ვერც გებულობენ, რატომ იხრები მათკენ, - ცივ ტროტუარებზე თოჯინებივით სხედან 1-2 წლის ბავშვები. დედები იქვე სარეკლამო ბილბორდს არიან ამოფარებულნი და შვილებთან დროდადრო გამოდიან, ვაითუ, ბავშვმა ხურდა გადაყლაპოსო. მაინც რა არის დედობრივი ზრუნვა?! სკოლის ასაკის მათხოვრის პატრონის ნახვა თუ გსურთ, საკმარისია გამოელაპარაკოთ და დედა მაშინვე გამოჩნდება, ერთს დაუძახებს, „ედიკ, იძი სუდაო“ და მერე კითხვის დასმას აზრი აღარ აქვს. მოხუცებთან უფრო შეიძლება საუბარი.

ქალბატონი ასია

0x01 graphic

ქალბატონი ასია ცოტა გაბრაზებული ჩანდა, კონკურენტები გვერდით მომისხდნენო, მაგრამ საუბარზე უარი არ უთქვამს. ისიც საბჭოეთის დანგრევის მსხვერპლი აღმოჩნდა. - რამდენი წლის ბრძანდებით?

- მეე?! რამდენის ვიქნები?

- სამოცის?

- სამოცის? რას ამბობს, ოთხმოცისა ვარ.

- მერე, ქუჩაში ჯდომა არ გიჭირთ?

- სხვა რა უნდა ვქნა ამ ქვეყანაში?

- პენსია არა გაქვთ?

- ეს რა პენსიაა, ერთ დღეში თავდება.

- შვილები არა გყავთ?

- შვილი მომიკვდა, მომიწამლეს. ორი ობოლი შვილიშვილი დამრჩა და იმათთვის მინდა ფული.

- თვითონ არ მუშაობენ?

- ჯერ არა, ერთი ოცი წლისაა, მეორე - ცხრამეტის.

- ადრე სად მუშაობდით?

- გამომცემლობა ხო იცი? მანდ ვიყავი მბეჭდავად. მეხუთე რანგის მბეჭდავი ვარ.

- რამდენი ხანია, რაც ქუჩაში გამოხვედით?

- ორი წელია.

საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ მათხოვრები, მაგრამ ისინი, ძირითადად, სოფლებში დახეტიალობდნენ. თანაც, თუ მათხოვრობა გინდოდა და ბოშა არ იყავი, თავი უნდა მოგეგიჟიანებინა, რომ სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს მილიციაში არ მიებრძანებინე. სოფლის „გიჟი“ კი მაშინ, მართლაც, თავისუფალი იყო, ქალაქის „გიჟებს“ ფსიქიატრიულში ამწყვდევდნენ.

ზაზა ღურწკაია

ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩემი სეხნიაა. მთელი დღე ასე დგას ქვის კედელთან აყუდებული და სახეშეფუთული. ასეთია, თურმე, მისი შირმა, თუმცა, თავიდან იფიქრებთ, ცუდად არისო. მეც ასე დამემართა:

- ცუდად ხომ არა ხარ, ძმაო?!

- არაა,- მიპასუხა ოდნავი თავის გააქნევით.

- ასე რომ დგახარ, ვიფიქრე , რამე ხომ არ დაემართა-მეთქი.

- არა, არა, - შემობრუნდა ყმაწვილი და სახის გამოჩენას შეუდგა. ეს არც ისე ადვილი საქმე გამოდგა. თხელ კაპიშონზე სქელი შალის ქუდი ეხურა და პირზე კაშნე ჰქონდა შემოხვეული. ქუდზე კიდევ ერთი, ქურთუკის კაპიშონი მოეგდო, რომელზეც ყურებიანი ქუდიც ჩამოეფხატა. როგორც იქნა, ნაცნობი სახეც გამოჩნდა.

- ვაა, შენ ის არ ხარ, მეტროში რომ პასტებს ყიდდი?

- დიახ, დიახ, ბატონო.

- მერე, აქ რა გინდა?

- მეტროებიდან ხომ ამოგვყარეს.

- სამუშაო ვერაფერი იშოვე?

- არა, სად არის სამუშაო?

- არც არასოდეს გიმუშავია?

- კი, როგორ არა, ადრე პურის ქარხანაში ვმუშაობდი, მაგრამ საქმე იქაც გაფუჭდა.

- სხვაგან?

- სხვაგან არა, აი, მეტროში ვყიდდი წვრილმანებს.

- კარგი შემოსავალი გქონდა?

- კი, როგორ არა, ხანდახან დღეში 10 ლარიც მრჩებოდა, ზოგჯერ - მეტიც. ეჰ, მეტროში ყველაზე კარგი იყო.

- ფულს მეტროს პოლიციას არ აძლევდით?

- კი, როგორ არა, მაგრამ ჩვენც კარგად გვრჩებოდა.

- ახლა რამდენს შოულობ?

- გამოდის რაღაც, საჭმლის ფულიც არის, ციტრამონისა და ანალგინისაც.

- აქ დგომას არ გიშლიან?

- ჯერ არავის დაუშლია.

- სახლ-კარი გაქვს?

- გვქონდა მე და დედას ბინა, მაგრამ რაღაც ისეთი დაგვემართა, რომ გავყიდეთ და ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ.

- დედა მუშაობს?

- არა.

- პენსიას იღებს?

- არა, ახლა უნდა გააკეთოს პენსია.

- რამე სამუშაო რომ გამოჩნდეს, წახვალ?

- ერთხელ ვიღაც ბიჭები მოვიდნენ და სოფელში წასვლა შემომთავაზეს, მენახირე სჭირდებოდათ, მაგრამ დედა ვერ დავტოვე. სანამ იქ რამეს ვიშოვიდი, ბინის ქირა ხომ უნდა გადაეხადა?

- ქუჩაში ვაჭრობა არ გიცდია?

- კი, ვცადე, მაგრამ ისეთი არაფერია, რომ გაიყიდოს. ყველგან ყველაფერი იყიდება.

- აქ დგომისთვის ფულს არავის უხდი?

- არა, არა.

ასე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ქუჩებში ყველა ფეხის ნაბიჯზე მათხოვრობენ. განა მოწყალებას არ ითხოვს ის, ვინც უბრალო „ჩაის ტილოებს“ ყიდის და გამვლელებს ეხვეწება, გაჭირვებული ვარ, ერთი მაინც იყიდეთო? ან ის, ვინც ათას ჭინჭილა ჩამოკიდებული დადის და თავის საქონელს ყველა გამვლელს უჩვენებს? ან მე მათხოვარი არა ვარ, ყველა კითხვაზე რომ პასუხს ვითხოვ? - ჰოდა, გაგვიმარჯოს მათხოვრებს!

3 ტოლერანტობა, ურთიერთატანა, ურთიერთპატივისცემა

▲back to top


დიალოგი

ჩვენს ქვეყანაში პროგრესია. სერიოზულ მიღწევად ითვლება, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ფიზიკურად აღარ უსწორდებიან. ორი წლის წინანდელ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ეს, მართლაც, მიღწევაა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ტოლერანტობა მხოლოდ ვიღაცის ატანას რომ არ ნიშნავდეს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში ტოლერანტული გარემო რეალურად ჩამოყალიბდეს? ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი ჟურნალის რედაქციაში პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის მდივანი კახა კუკავა, ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ალექსანდრე ნალბანდოვი და ფილოსოფოსი გიგა ზედანია მოვიწვიეთ.

ნინო ცინცაძე: როგორ ფიქრობთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა რაიმე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ სიტუაცია გაუარესდა. პირადად მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მიმაჩნია - ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ საბოლოოდ რომ ჩამოყალიბდეს, ამისათვის თუნდაც სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთში არ უნდა ურევდნენ სამართლებრივ და ეროვნულ-ტრადიციულ დისკურსებს.

0x01 graphic

გიგა ბოკერია: ბოლოს რა იგულისხმეთ, ვერ გავიგე.

ნინო ცინცაძე: როდესაც სვამ კითხვას, არის თუ არა ესა თუ ის ქმედება, სამართლის თვალსაზრისით, დისკრიმინაციული რომელიმე ჯგუფის მიმართ, სამთავრობო წარმომადგენლებისგანაც კი შესაძლებელია პასუხად მიიღო, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები და რელიგიური სიმპათიები ამართლებს ამ ქმედებას.

გიგა ბოკერია: თუ საუბარია ბოლო ორ წელიწადზე, ანუ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პერიოდზე, მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე ძალადობა ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ასე აღარ არის. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათთან დაკავშირებით ასეთი მძიმე მდგომარეობა არც ყოფილა, თუმცა, ვითარება ამ თვალსაზრისითაც გაუმჯობესებულია: ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ეთნიკური ნიშნით სპეკულაციას არ ცდილობენ. ასეთი ძალა აღარ არსებობს და ეს ძალიან კარგია. ეთნიკურ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ძირითადად, ერთიანია. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი რელიგიურ ფაქტორზე. ხელისუფლების რიტორიკა და პრაქტიკული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ დღეს ქვეყანა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ შენდება. პირიქით, ყველგან ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების ქვეყანა. რა თქმა უნდა, თუკი საზოგადოების შემწყნარებლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენში, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს პრობლემა არსებობს; შეიძლება ჩვენთან უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში. მაგრამ გასულ წლებში მთავარი პრობლემა ელიტაში, ხელისუფლებაში იყო. დღეს ეს პრობლემა მნიშვნელოვანწილად გამოსწორდა, განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობათა კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, თუმცა, გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს. ეს არის მოკლედ ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა შეიცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

0x01 graphic

კახა კუკავა: რაც შეეხება რელიგიურ ურთიერთობებს, არ მგონია, რომ ეს საზოგადოების პრობლემა იყო. ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ან PR კამპანიის მიზნით ორგანიზებული მღელვარებანი. კარგია, რომ ამას ბოლო მოეღო. არც ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ იმგვარ დამოკიდებულებას, როგორიც ადრე იყო. მაგრამ დრო სჭირდება იმას, რომ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურა დამკვიდრდეს. ყველაზე უტრირებული მაგალითი რომ ავიღოთ, გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება იმას, რომ იეჰოვას მოწმეებს არ შეხედონ, როგორც საზოგადოების მტრებს. რაც მთავარია, საკანონმდებლო დონეზე ეს ასე აღარ ხდება: მათ არ სჯიან, ხელს არ უშლიან - და ეს კარგია.

რაც შეეხება ეთნიკურ პრობლემებს, არ მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ მხრივ შეუწყნარებლობის პრობლემა ჰქონდა. მაგრამ მოსაწესრიგებელი აქაც ბევრია. თავი რომ დავანებოთ ორ კონფლიქტურ რეგიონს, არსებობს კიდევ ორი რეგიონი, სადაც ძალიან ჭრელი მოსახლეობაა. მე ვერ ვიტყვი, რომ აქ დისკრიმინაცია ხდება, მაგრამ პრობლემები არის. მაგალითად, ჯავახეთში სომხური ადმინისტრაციაა და ქართველები უმცირესობაში არიან. იქ, მე მგონი, ეთნიკური წარმომავლობა გარკვეულ როლს თამაშობს.

ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა უმრავლესობაა, ისინი ადმინისტრირებაში არ არიან ჩართული. ბევრს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება ენის შესწავლაა. ვეთანხმები, მაგრამ, ამ მიმართულებით ჯერ პროგრესი არ გვაქვს. შესაძლოა, იმის გამო, რომ ეს ფაქიზი პოლიტიკური თემაა, სახელმწიფოს უჭირს ადმინისტრირება.

ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრება გაცილებით ადვილია. ეს პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას არ წარმოშობს. მაგრამ ის, რომ ვიღაცას ძალით ასწავლო სახელმწიფო ენა და თუ არ ისწავლა, სახელმწიფო სამსახურიდან გაუშვა, - ქართული პოლიტიკური საკითხია. შეიძლება, საქმე კონფლიქტამდეც კი მივიდეს. ამიტომ, ამ პრობლემის მოგვარებას უფრო გრძელვადიანი პროგრამა სჭირდება. ჯერჯერობით, დიდ პროგრესს ვერ ვხედავ.

გიგა ბოკერია: რაც შეეხება ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუნდაც, თვითმმართველობის პროექტი გავიხსენოთ. ის, რომ ჩვენ გვექნება თვითმმართველობა, სადაც ადამიანები თავად გადაწყვეტენ სხვადასხვა საკითხს, ესეც ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. სასკოლო სისტემის თუ სხვა ტიპის დეცენტრალიზაცია არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანებს, მათ შორის, ამ რეგიონებში, საშუალება ჰქონდეთ, არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ კანონიერადაც გადაწყვიტონ მრავალი საკითხი და არ იყვნენ დამოკიდებული ცენტრზე.

ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ენის ცოდნას, არავის არაფერს დააძალებენ. კანონი მართლაც სთხოვს საჯარო მოსამსახურეებს ქართული ენის ცოდნას, მოქალაქეებს კი - არა. მათ ვერ დაავალდებულებ, რომ ენა იცოდნენ. ამიტომ, უფრო სწორი გზაა, რომ ენის სწავლისთვის სათანადო პირობები შევქმნათ. აქამდე სახელმწიფო ამ მიმართულებით არაფერს აკეთებდა. ჩვენ დავიწყეთ იმ მასწავლებლების დაფინანსება, რომლებიც იქ ქართულს ასწავლიან. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა გაიზარდოს.

გიგა ზედანია: მე მაინც მგონია, რომ როდესაც საქართველოს მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, თუ ღირებულებების ორიენტირებს მეტ-ნაკლებად გავაანალიზებთ, ტოლერანტობის პრობლემა განსაკუთრებით მათ უკავშირდება, ვისაც შეიძლება პირობითად ცუდი ტერმინი - „მასა“ ვუწოდოთ. „მასა“ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ რეაგირებს გადაწყვეტილებებზე. გნებავთ, პოზიტიურად, გნებავთ - ნეგატიურად. ეს „მასა“ საქართველოში, ძირითადად, ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული ადამიანებისაგან შედგება. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი რელიგია, თვითგადარჩენა; ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ „ჩამომავლობით“ მიღებულ თვისებებს და არა საკუთარი ძალისხმევით მიღწეულს. სწორედ ისინი ქმნიან საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელსაც პრობლემები აქვს ტოლერანტობასთან დაკავშირებით. ამის გარდა, შეგვიძლია, მეტ-ნაკლებად გამოვყოთ ორი სხვა სუბიექტი. პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ორიენტირებულია მოდერნულ ღირებულებებზე, ანუ მატერიალური კაპიტალის დაგროვებაზე. ეს ფენა მაქსიმალურად ცდილობს, დაარწმუნოს მასები - და ხანდახან სწორედ გარკვეული რელიგიური რიტორიკის გამოყენებითაც კი - იმაში, რომ საჭიროა სეკულარული სახელმწიფოს აშენება. საქართველოს დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, დღეს ამაში სულაც არ არის დარწმუნებული. და თუ ვსაუბრობთ ტოლერანტობის იმ ცნებაზე, რომელიც ყველაზე ახლოა ჩვენთან, ანუ „ამტანობაზე“ (ლათინურად „ტოლერე“ ნიშნავს „ატანას“), სწორედ ამ ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს გარკვეული ტიპის თამაში, როდესაც პოლიტიკური ელიტა ცდილობს, დაარწმუნოს „მასები“, რომ საჭიროა „სხვების“ უბრალოდ „ატანა“, რომ საჭიროა, არ დაარტყა, არ შეურაცხყო და ა.შ.

და კიდევ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გამოიკვეთა კიდევ ერთი ფენა, რომელსაც „ახალ კულტურულ ელიტას“ დავარქმევდი. ეს ახალი კულტურული ელიტა ხან რის გარშემო იკრიბება და ხან - რის, იქნება ეს პრიალა ჟურნალი, თუ ლიტერატურული კაფე. ეს არის ხალხი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ - კოსმოპოლიტურ ღირებულებებს ატარებს. მათთვის, სინამდვილეში, არც ტრადიციაა განმსაზღვრელი და არც ნაციონალობა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ცხოვრების ხარისხი“, ანუ როგორ გაატარონ დრო და ეს დრო როგორ გაატარონ ხარისხიანად. ეს ადამიანები პოლიტიკური ელიტისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი სეკულარიზაციას არ ცდილობენ. ისინი რელიგიური ავტორიტეტების სეკულარულ, „საერო“ ავტორიტეტებად გადაქცევისთვის კი არ იღვწიან, არამედ უბრალოდ ცდილობენ საზოგადოებაში მაქსიმალურ ემანსიპირებას, თავისუფლებას, თვითრეალიზაციას. მომავალში, ალბათ, ამ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული ახალი ტიპის „ტოლერანტობის“ გაგება - ვიღაც კი არ უნდა „აიტანო“, არამედ „ტოლერანტობა“, თავისთავად, კარგია. ჭეშმარიტება ერთი არ არსებობს, იმიტომ რომ ის, თავისთავად, პლურალურია, ბევრი ჭეშმარიტება ერთად არის ღირებულება.

0x01 graphic

ალექსანდრე ნალბანდოვი: ამავე თემას გავაგრძელებ, რადგან სიტყვა ტოლერანტობა, მართალი გითხრათ, არ მომწონს. იმიტომ, რომ სწორედ იმ მნიშვნელობისაა, რასაც ატანა გულისხმობს. საზოგადოება, რომელიც იმაზეა აწყობილი, რომ ერთი ჯგუფი მეორეს მხოლოდ და მხოლოდ იტანს, ვერ იქნება სტაბილური, რომ აღარაფერი ვთქვათ აყვავებაზე და მსგავს მოლოდინებზე. საუბარი, ალბათ, უფრო ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს. რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობა-შეუწყნარებლობას, ალბათ, უნდა ვიკითხოთ, თუ რამდენადაა დაცული საქართველოში სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. თქვენ ბოლო ორი წლის პერიოდი ახსენეთ. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში საგრძნობი პროგრესია. ცხადია, მაშინ, როცა რელიგიური შეუწყნარებლობის ყველაზე მანიფესტირებული ფაქტები - პირდაპირი დანაშაული - დაუსჯელი რჩებოდა, რელიგიის თავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლებოდა.

ბოლოს და ბოლოს, მოხერხდა იმ ხალხის სასამართლოში მიყვანა, ვინც ამას იმსახურებდა, და იმ სასჯელის გამოტანა, რაც საჭირო იყო. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის ყველაზე ძალადობრივი ფორმის გამოვლინებებმა იკლო, ცალკეული ფაქტები მაინც რჩება. რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის სამართლებრივი მდგომარეობის საკითხები.

ეროვნული უმცირესობების დაცვაზე თუ ვისაუბრებთ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ჩვენთან ყველაფერი მოწესრიგებულია. ნებისმიერი კანონი თუ კოდექსი, რომელსაც ხელში აიღებთ, პირველივე მუხლებიდან კრძალავს დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობას.

ესაა აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ჯგუფმა, ნებისმიერმა მოქალაქემ, ქართველმა და სხვა ერის წარმომადგენელმა, თავი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნოს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა. კანონში არსებული გარანტიები პრაქტიკულ ჭრილშიც უნდა გადავიტანოთ და ამ ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციას სერიოზული ყურადღება მივაქციოთ.

გიგა ბოკერია: მგონია, რომ ტოლერანტობის საკითხი ისე, როგორც თქვენ დააყენეთ - რომ ვიღაც უნდა ავიტანოთ, ხელი არ დავარტყათ - ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ბოლო პერიოდში აღარ დგას. იმის თქმაც აღარ არის საჭირო, რომ „ეს ცუდი ხალხია, მაგრამ რა ვქნათ, აქ არიან“ - საკითხის ასე დასმაც კი აღარ ხდება. ამგვარი რამ მე არ გამიგია, ყოფით დონეზეც კი. თუ არ ჩავთვლით ექსტრემისტული განწყობილების ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით საკითხი უფრო მწვავედ დგას. როგორც წესი, ტოლერანტობა უფრო პირდაპირ ესმით, - აი, ცუდები კი არიან, მაგრამ მათი შევიწროება არ შეიძლება. მაგრამ აქ განსხვავებაც სერიოზულია: ეთნიკური წარმომავლობა არჩევანი ან მსოფლმხედველობა არ არის, მაშინ, როდესაც რელიგია არჩევანთანაა დაკავშირებული. ამიტომ ძნელია ადამიანს უთხრა, რომ პატივი სცეს მისთვის მიუღებელ ტრადიციებს. ამას ვერსად გავექცევით. მთავარია, რომ არავის შეეძლოს ამ ადამიანების შევიწროება და დისკუსიის შეწყვეტა. დანარჩენი, რაც მოხდება, საზოგადოებამ თვითონ უნდა გადახარშოს. რელიგიასთან მიმართებაში, ტოლერენტობა, ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობით, შეიძლება ნორმალურიც იყოს.

ნინო ცინცაძე: დეკლარირებული თუ ტრადიციული ტოლერანტობის ფონზე ფაქტად რჩება, რომ ექვს კათოლიკურ ტაძარში ახლა წირვა-ლოცვას მართლმადიდებლები ატარებენ. ამას წინათ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმა ნორაშენისა და კიდევ ხუთი ტაძრის დაბრუნება მოითხოვეს. ეს ტაძრები კომუნისტურ წლებამდე მათ ეკუთვნოდათ და ახლა უმოქმედოა. მოთხოვნას საკმაოდ აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ეს ტაძრები დღეს იურიდიულად სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ რატომღაც ნებისმიერი ოფიციალური პირი ამბობს, რომ საკითხი საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

გიგა ბოკერია: ეკლესიებს, სხვადასხვა კონფესიებს - მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიასაც - ქონება საბჭოთა კავშირის დროს ჩამოართვეს. მართალია, მართლმადიდებელ ეკლესიის პირთ ტაძარში შესვლის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ქონება საკუთრებაში არც მათ გადასცემიათ. როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გადაჭრისას ტესტი უნდა იყოს ის, თუ ვინ იყო მესაკუთრე ოკუპაციამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სადავოა, ზოგ შემთხვევაში - არა. სადავო საქმეების გადაწყვეტა, ბუნებრივია, უფრო რთული იქნება, რადგან პრობლემა პოლიტიკურ ხასიათს იძენს. კანონით ეს საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოსავლეთ ევროპაში მრავალი მაგალითი არსებობს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა საკუთარი ნებით გადასცეს კათოლიკეებს მათი კუთვნილი ტაძრები, რომლებშიც წირვა-ლოცვას თავად ატარებდნენ. სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებით გაღიზიანების მთავარი მიზეზი იყო არა კონკრეტულად ამ ეკლესიების საკითხი, არამედ შემდგომი განცხადება - ხუთასი თუ ექვსასი ეკლესიის თაობაზე. ამიტომ, მოკლედ გიპასუხებთ: როდესაც რესტიტუციის საკითხი დადგება, სახელმწიფოს ამოსავალი უნდა იყოს ის, თუ ვინ იყო მეპატრონე ოკუპაციამდე.

ალექსანდრე ნალბანდოვი: ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაირკვეს, ვინ არის ის, ვისაც ეკლესია შეიძლება ეკუთვნოდეს, ან არ ეკუთვნოდეს. პირველ რიგში, სამართლებრივი მომენტია მოსაწესრიგებელი, რადგან დღეს საქართველოში არსებული არც ერთი რელიგიური კონფესია არ წარმოადგენს იურიდიული სამართლის პირს. საქართველოში არსებულ არც ერთ კონფესიას, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, არ აქვს სტატუსი. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ტრადიციულ ეკლესიებს უკავშირდება: მათ უნდა დააფიქსირონ თავისი იურიდიული სტატუსი, როგორც კერძო სამართლის პირებმა. როდესაც სამართლებრივად ეს პრობლემა მოგვარდება, როდესაც ე.წ. ტრადიციული ეკლესია მოგვევლინება, როგორც იურიდიული პირი, რომელსაც შეეძლება პრეტენზიების წამოყენება, მაშინ სხვა თემებზე საუბარიც მეტ აზრს შეიძენს. დღეს ვერ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ, პირობითად ვამბობ, სომხურ ეკლესიას თავისი ტაძრები დაუბრუნდეს. ვის უნდა დაუბრუნონ? არარსებულ იურიდიულ პირს?

გიგა ბოკერია: მესმის, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, ეს გადაულახავი პრობლემა არ არის: შეიძლება, არარეგისტრირებული კავშირი არსებობდეს, ქონება შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ სასულიერო პირს ან მრევლს, თუკი ისინი სამართლებრივი მემკვიდრეები არიან.

ზოგადად, მომხრე ვარ იმ მოდელისა, რომ ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის,რელიგიური), რეგისტრირებული იყოს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციები რეგისტირებულ იქნენ ფონდებად ან კავშირებად. მათი არჩევანია, გაივლიან თუ არა რეგისტრაციას. მესმის, რომ პრობლემას ზოგიერთები რეგისტრაციაში ხედავენ. თუკი ისინი, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, კერძო სამართლის იურიდიული პირები იქნებიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათი მნიშვნელობა მათი მრევლისთვისაც და ზოგადადაც დაკნინდება.

რაც შეეხება რეგისტრაციის ფორმებს, მსოფლიოში მრავალი მოდელი არსებობს. რაც შეეხება საკუთრებას და რესტიტუციას, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ბევრად უფრო მკაფიოა. მე არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოდელის მომხრე. იქაც ისევეა, როგორც საქართველოში: ერთ კონფესიას განსაკუთრებული ფორმალური სტატუსი აქვს, სხვები რეგისტრირებული არიან, როგორც კერძო სამართლის პირები. ეს მე არ მომწონს, არ ვარ ამ მოდელის მომხრე. მაგრამ არც ეს მოდელი იწვევს რაიმე მწვავე დაპირისპირებას სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოში ძალიან ფართო კონსენსუსი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, და თანაც, მოცემულ პირობებშიც სავსებით შესაძლებელია, არსებობდეს რწმენის თავისუფლება, ყველა კონფესიას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დაცულად იგრძნოს თავი და იმოღვაწეოს, როგორც სურს.

ნინო ცინცაძე: ქართული ენის უცოდინარობა, დასაქმების პრობლემები, საზოგადოების დამოკიდებულება, - ეს ის საკითხებია, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწუხებთ. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჯარში 15 ახალქალაქელი ახალგაზრდა ერთად წავიდა. ერთი თვის შემდეგ ისინი ნაწილიდან გაიქცნენ. იგივე გამეორდა დედოფლისწყაროს სამხედრო შენაერთში, ოღონდ, იქიდან 12 აზერბაიჯანელი გაიპარა. მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთი იყო - ფიზიკური თუ მორალური შევიწროება ეთნიკური ნიშნით.

გიგა ბოკერია: ეს სერიოზული პრობლემაა. ენის არცოდნა ის პრობლემაა, რომელიც ადვილად აჩენს დანარჩენ პრობლემებს. ჩვენ არმიის მშენებლობა ახლახანს დავიწყეთ და ცოტა ხანში პროფესიულ არმიაზე გადავდივართ. ჯარში გაწვევა აღარ მოხდება. ესაა მცდელობა როგორც სოციალური, ისე ეთნიკური ინტეგრაციისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარში წესრიგი დამყარდეს. ეს თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა და ისინი ამ ამოცანას შეასრულებენ. პრობლემები, ცხადია, არის, მაგრამ ასეთი პრობლემები მრავალ სხვა ქვეყანაშიცაა. ეს ხდება ყველგან, სადაც წესრიგი მოისუსტებს.

კახა კუკავა: ჩვენ ვთქვით, რომ, რელიგიური თვალსაზრისით, საქმე უფრო რთულადაა, ეთნიკური თვალსაზრისით კი - უფრო მსუბუქად. მე პირიქით მგონია. რელიგიურ საკითხზე კონსენსუსი არსებობს, ეთნიკურ ურთიერთობებში ასე არ არის. რეალურად ინტეგრირებული არც სომეხი და არც აზერბაიჯანელი მოქალაქეები არ არიან. ეს ფაქტია. და პრობლემა მხოლოდ ჯარის საკითხში არ აისახება. ეთნიკური პრობლემა თავს იჩენს იმავე არჩევნებში, ადმინისტრირებაში. იმის გამო, რომ ჯარში უფლებები დაცული არ არის, თუ სუსტი ხარ, გინდა აზერბაიჯანელი იყავი, გინდა სომეხი, გინდა ქართველი, მაინც შეიძლება გცემონ. ეს კონკრეტული საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მგრძნობიარეა და ჩემი ნება რომ იყოს, ამ შემთხვევებს უფრო მკაცრ შეფასებას მივცემდი. მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არც სომხური და არც აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებული არ არის.

0x01 graphic

გიგა ზედანია: ტოლერანტობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელია ქვეყანაში სამოქალაქო განათლების დანერგვა. არაა შემთხვევითი, რომ გერმანიაში ნაცისტური წარსულის გადალახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად გასული საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული „პოლიტიკური განათლების ცენტრალური სააგენტო“ იქცა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ დღეს განათლების სამინისტრო ახორციელებს საპილოტე პროგრამას ქვეყნის ას სკოლაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება სამოქალაქო განათლების, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწავლება სკოლებში. შემდეგი წლიდან ამ საგანს უკვე საქართველოს ყველა სკოლაში შეიტანენ, რაც უდაოდ შეუწყობს ხელს ლიბერალური დემოკრატიისათვის უფრო მომზადებული მოქალაქეების ჩამოყალიბებას.

გიგა ბოკერია: ვითარება იცვლება, მაგრამ დროა საჭირო. შეუძლებელია იმის დაუნახაობა, რაც დღეს ახალქალაქის რაიონში ხდება. იქაურმა მოსახლეობამ საერთოდ არ იცოდა, სად იყო თბილისი. მათ თბილისში ჩამოსვლა უფრო უჭირდათ, ვიდრე ერევანში ჩასვლა. გარდა ამისა, თბილისიდან ხშირად ესმოდათ უპასუხისმგებლო განცხადებები. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქვეყანაა, ისევე, როგორც ჩვენი. სხვათა შორის, უცხოელი კოლეგებისგან ხშირად მომისმენია, რომ დღეს ამ რეგიონებში მეტ პროტესტს მოისმენ ახალი მთავრობის მიმართ. მე მგონი, ეს კარგია; ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობები მეტ თავისუფლებას გრძნობენ.

4 ინტერვიუ კავკასიის რეგიონში უმცირესობების საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელთან ტომ ტრიერთან

▲back to top


ეთნოსები საქართველოში

ეკა კვესიტაძე

0x01 graphic

ბატონო ტრიერ, როგორ შეაფასებდით ეროვნული უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში და რა შეიცვალა ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

- გამსახურდიას დროს ეროვნული უმცირესობების წინაშე ძალზე სერიოზული პრობლემები იდგა. შევარდნაძის პრეზიდენტობის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ხელისუფლების დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობების მიმართ უკეთესობისაკენ შეიცვალა და მტრული აღარ იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კომპაქტურად დასახლებული სომეხი და აზერბაიჯანი ეროვნების მოსახლეობა თითქმის იგნორირებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ. მათ არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. შევარდნაძის დროს მთავრობას არ ჰქონდა პოლიტიკა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას შეუწყობდა ხელს.

რევოლუციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახალმა ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა ისეთ რეგიონებს, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად არიან დასახლებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოახდინა ეროვნული უმცირესობების შესახებ არსებული კონვენციის რატიფიცირება და საქართველო ამ კონვენციას გაზაფხულზე შეუერთდება. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოამზადოს ანგარიში, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მართალია, კონვენციის რატიფიცირებისას, პარლამენტმა 7 დათქმა მიიღო, რომელიც გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, მაგრამ იმედია, რომ ეს პრობლემებს არ შექმნის.

რა არის დღეს ეროვნული უმცირესობების ძირითადი პრობლემები?

- საჭიროა ეროვნული უმცირესობების სამი ჯგუფი გამოვყოთ.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ნაციონალური უმცირესობები, რომლებიც იმ რეგიონში ცხოვრობენ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა არ ვრცელდება. ეს არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებში არიან და ჩვენ ამ ჯგუფზე არ ვმუშაობთ.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები. მესამე ჯგუფში შემავალი ნაციონალური უმცირესობები კომპაქტურად არ ცხოვრობენ და უფრო გაფანტულები არიან: ქურთები, ებრაელები, რუსები და ასე შემდეგ.

რა განსხვავებაა იმ პრობლემებსშორის, რომელთა წინაშეც მეორე და მესამე ჯგუფის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დგანან?

- ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებული სომხების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სათავეს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს, როდესაც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართულის ცოდნა არავის სჭირდებოდა და მათ მხოლოდ ორი ენის: მშობლიურისა და რუსულის გამოყენება უხდებოდათ. მაგრამ ეს უკვე ასე აღარ არის.

იმისათვის, რომ ამ მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობდეს, უკიდურესად აუცილებელია ქართული ენის ცოდნა, რადგან საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ენა ქართულია.

არის შემთხვევები, როდესაც ასეთ კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსულადაც კი ვერ საუბრობს.

- ეს დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე. ახალი თაობა, რომელიც სოფელში იზრდება, თანდათან კარგავს რუსულ ენას. სამწუხაროდ, რუსულის ჩანაცვლება ქართული ენით არ ხდება.

რაც შეეხება ქალაქებს, მაგალითად, ახალქალაქში მცხოვრები სომხები დღემდე რუსულად საუბარს ამჯობინებენ, რადგან მათ ეს ტრადიცია საბჭოთა კავშირიდან მოსდევთ. მაშინ რუსული მთავარი ენა იყო და სომხურად მხოლოდ სახლში საუბრობდნენ.

ჯავახეთში ბევრი სომხური და რუსული სკოლაა. ხშირად მშობლები ამჯობინებენ, რომ მათმა შვილებმა რუსულ სკოლაში მიიღონ განათლება. ასე რომ იქ, ჯერ-ჯერობით, პირველი ენა რუსულია.

რა არის მესამე ჯგუფის ეთნიკური უმცირესობების პრობლემები?

- მესამე ჯგუფის ეროვნულ უმცირესობებში, მაგალითად, რუსების, სომხების, ებრაელების ეთნიკურ ჯგუფებში პრობლემები სხვადასხვაგვარია. ბევრი მათგანის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რიცხობრივად ძალიან შემცირდნენ. ბოლო წლებში ბევრი ებრაელი წავიდა ისრაელში. ბერძნებსაც იგივე პრობლემა აქვთ.

მაგრამ, ბუნებრივია, სხვა ტიპის პრობლემებიც არსებობს. მაგალითად, ქურთები არ სარგებლობენ იმდენი უფლებებით, რამდენიც სხვა ეროვნულ უმცირესობებს აქვთ. მათაც უნდათ, რომ მათმა შვილებმა სკოლებში ქურთული ისწავლონ.

სირიელებსაც იმიგრაციის პრობლემები აქვთ, საქართველოში მათი დიასპორა ძალიან შემცირდა. ასეთი მცირე მოსახლეობისთვის კი ძნელია იმავე მოთხოვნებისა და პრეტენზიების წამოყენება, რაც სხვა, უფრო დიდი დიასპორებისთვის ბუნებრივია.

ასე რომ, პრობლემები კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობებსა და მესამე ჯგუფის უმცირესობებს შორის საკმაოდ განსხვავდება. განსხვავება ის არის, რომ უმცირესობების ისეთი დიდი ჯგუფი, როგორიც სომხები არიან, ქართული სახელმწიფოსათვის უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე პატარა ჯგუფები.

რა სახის გამოწვევაზე საუბრობთ?

- ეს გამოწვევა იმგვარი პოლიტიკის ჩამოყალიბებაა, როგორიც, ერთი მხრივ, ინტეგრირების პროცესს წარმატებულს გახდის და, მეორე მხრივ, ანგარიშს გაუწევს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

აქვს თუ არა დღეს ხელისუფლებას ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს?

- რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებაში გაცილებით დიდია მზადყოფნა, რომ უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ხელისუფლებას უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლები ჩავიყვანოთ რეგიონში, რათა პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს მათსა და მოსახლეობას შორის. ამ მოსახლეობას დღემდე აქვს განცდა, რომ ხელისუფლება მას იგნორირებას უკეთებს.

პრეზიდენტი ხომ ჩადის ხოლმე როგორც ჯავახეთში, ისე ქვემო ქართლში.

- მართალია, სააკაშვილი ჩასული იყო რეგიონში, შემდეგ ამას ნოღაიდელის რამდენიმე ვიზიტიც მოჰყვა, მაგრამ მხოლოდ მათი ჩასვლა საკმარისი არ არის. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული და სისტემატური პოლიტიკის განხორციელება, რომარსებული პრობლემები გადაიჭრას და ინტეგრაციის პროცესიდაჩქარდეს. ძალინ დიდი პრობლემაა ის, რომ ჯავახეთი ინფორმაციულ იზოლაციაშია. მოსახლეობამ არ იცის, რა ხდება ქვეყანაში, რას აპირებს ხელისუფლება და ასე შემდეგ. მაგალითად, როდესაც ახალი კანონი შედის ძალაში, ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არ იციან ჯავახეთში.

თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულია განათლების სამინისტროს პოლიტიკა, გააუმჯობესოს ქართული ენის სწავლება კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში?

- პროცესი უკვე დაწყებულია და გარკვეული პროგრესი არსებობს. განათლების სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ამ რეგიონებში სწავლების დონე გაუმჯობესებულიყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ენა უმეტეს სკოლებში ისწავლება.მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. მაგალითად, ძალიან რთულია იმ მასწავლებლების მოძებნა, რომლებიც დასთანხმდებიან ჯავახეთში ცხოვრებას და მუშაობას.

მთავრობა ცდილობს, რომ მოიზიდოს მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაგრამ მათი იქ შენარჩუნება ძალიან ძნელია. ჯავახეთში საცხოვრებლად ჩასული ადამიანი უნდა შეეჩვიოს კლიმატს, იმას, რომ შენ, როგორც ქართველი, უმცირესობაში ხარ და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში კი იქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, უცხოს ძალიან უჭირს. თავდაპირველად, მაღალი ხელფასები შესთავაზეს იმ მასწავლებლებს, რომლებიც იქ მუშაობას დასთანხმდნენ. მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის გაკეთებული იმისათვის, რომ ქართულის სწავლების დონე ამ რეგიონშიც სხვა რეგიონებში არსებულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.

სამცხე-ჯავახეთში გზების დაგება რამდენად შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს?

- ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ამ რეგიონის ურთიერთობა ცენტრთან, ისევე, როგორც სხვა რეგიონებთან. რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკის განვითარებაზეც. მას შემდეგ, რაც გზები დაიგება, მოსახლეობისათვის გაცილებით მოსახერხებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გატანა და გაყიდვა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

მომავალში ორი საათის სავალი გზა იქნება თბილისიდან ახალქალაქამდე.ახლა ამ გზის გავლას, სულ მცირე, ექვსი საათი სჭირდება. მაგრამ გზების დაგება, ბუნებრივია, პანაცეა არ იქნება და ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესებას, შესაძლოა, პირდაპირ არ მოჰყვეს ეკონომიკური აღმავლობა.

მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, დანიაში, გვაქვს ისეთი რეგიონები, რომლებიც ნაკლებადაა განვითარებული. მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ რეგიონების ეკონომიკური აღმავლობისთვის. ამ მიზნით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რომელიც გერმანიას ესაზღვრება, გზები დააგეს იმ იმედით, რომ სატრანზიტო მოძრაობა გაიზრდებოდა და ეს ფაქტორი ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობდა ხელს. მაგრამ გზებმა გავლენა საერთოდ არ იქონია ეკონომიკაზე, რადგან მას მხოლოდ ტრანზიტისათვის იყენებენ. ასე რომ, მხოლოდ გზების დაგება საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება სამცხე-ჯავახეთისათვის.

თვითონ ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას რამდენად აქვს ინტეგრირების სურვილი?

- ამასთან დაკავშირებით აზრები გაყოფილია. ბევრი ადამიანია, რომელსაც საქართველოსთან ინტეგრირება სურს. რა თქმა უნდა, ჯავახეთში არის დაჯგუფებები, რომელთაც ავტონომია უნდათ, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ. დღეს იქ საქართველოდან გამოყოფაზე არავინ საუბრობს. ასე რომ, თბილისშიც საკმაოდ ფრთხილი განცხადებები უნდა გაკეთდეს და ჯავახეთის მოსახლეობა ექსტრემიზმში არ უნდა დაადანაშაულონ.

დღეს ძალიან ბევრს უნდა, რომ ისწავლოს ქართული ენა, რათა გააძლიეროს თავისი კავშირები ქართულ საზოგადოებასთან. ეს სურვილი განსაკუთრებით ახალ თაობაში შეიმჩნევა, რადგან თუ ახალგაზრდები ქართულს არ ისწავლიან, მათ განათლების მიღების ნაკლები შანსი რჩებათ.

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს. მათ ეშინიათ, რომ ხელისუფლებას არა ინტეგრაციის, არამედ ასიმილაციის პროცესის დაწყება სურს და არაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯავახეთის სომეხი ეროვნების მოსახლეობას თავისი მშობლიური ენა და კულტურა შეუნარჩუნოს.

არის თუ არა იგივე პრობლემები ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან?

- ქვემო ქართლში უფრო ღია და გახსნილები არიან ინტეგრაციის პროცესის მიმართ. გარდა ამისა, განათლების სამინისტრო იქ უფრო წარმატებით მუშაობს, რადგან თბილისთან ეს რეგიონი საკმაოდ ახლოსაა და მასწავლებლების მიზიდვაც გაადვილებულია.

5 რა ღირს ტოლერანტობა საქართველოში

▲back to top


Lumen

გიორგი გახელაძე

2004 წელს „კავკასიურმა სახლმა“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად, განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლას სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლებისადმი. კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის, იურიდიული, ფილოსოფია-სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებში ჩატარდა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტების დაახლოებით 40%25 არ იმეგობრებდა, ოჯახს არ შექმნიდა და არ იმეზობლებდა განსხვავებული რელიგიისა, თუ კონფესიის ადამიანთან. სტუდენტთა 45%25 კი მიაჩნია, რომ ყველა ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. 2005 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში „საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“ ნათქვამია, რომ მოქალაქეთა 73%25-ის აზრით, იეჰოვას მოწმეები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საქართველოს მოსახლეობას, ხოლო 87%25-ის აზრით, ამ ჯგუფის ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს. შარშან გაზეთებშიც კი იწერებოდა იმის შესახებ, თუ რამდენად ტრაგიკულად განიცადა ერთერთი სოფლის სკოლის მასწავლებელმა ის ფაქტი, რომ მისი მოსწავლე გოგონა სხვა კონფესიის წარმომადგენელს გაჰყვა ცოლად.

0x01 graphic

ისრითის საშუალო სკოლა

ორი წლის წინ, როდესაც ქვეყანაში მცირე ხნით, მაგრამ მაინც, არსებობდა გარკვეული კონტრ-რევოლუციის საფრთხე, განსაკუთრებით მწვავე, ხშირად კი ფაშისტური შინაარსის მქონე ლოზუნგებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოდიოდნენ.

წიგნების დაწვისადმი ლტოლვით გამორჩეულ ყოფილ დეპუტატ გურამ შარაძესა და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენეს“ მართლმადიდებელი მშობლებიც ებრძოდნენ, რადგან ამ გამომცემლობამ მოზარდებისათვის გასაგებ ენაზე კვალიფიციური წიგნი გამოსცა სქესობრივი ცხოვრებისა და ჰიგიენის თემებზე. თითქოს ეს ბრძოლა მთავრობის ცვლილებასთან ერთად დასრულდა, მაგრამ ამასწინათ საქართველოში ჩამოსულ ჯორჯ სოროსს ერთ-ერთ „ცოდვად“ იმასაც უხსენებდნენ, რომ მან ამ წიგნის გამოცემა დააფინანსა. თუმცა, სინამდვილეში, არც „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ და, რა თქმა უნდა, არც პირადად ჯორჯ სოროსს ამ წიგნის გამოცემასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

სახალხო დამცველის ოფისში დღესაც ხშირად მოდიან სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ჩივილით, რომ მათ შვილებს სკოლებში რელიგიური ნიშნით ავიწროებენ. ბოლო ასეთი საჩივარი თბილისის ერთ-ერთი სკოლიდან მოვიდა, სადაც მშობლების თქმით, მასწავლებელი მათ შვილს აიძულებდა დიდი ხნის განმავლობაში ხელებაწეული ფეხზე მდგარიყო. მართალია, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან საუბრისას სკოლის მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ეს ფაქტი უარყვეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევების საზოგადო სიმრავლე ამგვარი ფაქტების სიმპტომატურობაზე მიუთითებს. ამონაწერი ვალეს პირველი საშუალო სკოლის კათოლიკებავშვთა მშობლების განცხადებიდან: „2005 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, III კლასის მოსწავლეს რელიგიის მასწავლებელმა კათოლიკურად პირჯვრის გამოსახვის გამო ყური აახია. ამის დადასტურება შეუძლიათ ბავშვის თანაკლასელებს და მშობლებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ მას“. ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა, ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი სოფელში მცხოვრებ ევანგელისტ-ორმოცდაათიანელებს ავიწროვებს და მათ წინააღმდეგ სკოლაშიც ქადაგებს.

კოსმოპოლიტი - (ბერძ: კოსმოსსამყარო და პოლის - ქალაქი) ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უფრო მთელი კაცობრიობის წევრად აღიქვამს, ვიდრე საკუთარი ერის. შესაბამისად „კოსმოპოლიტიზმი“ ერთგვარი პოლიტიკური ჰუმანიზმია. ეს სიტყვა პირველად ფილოსოფოსმა დიოგენე სინოპელმა გამოიყენა.

სტალინურ პერიოდში - უფესვო კოსმოპოლიტი ანტისემიტურ სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა. თანამედეროვე საქართველოში კი ამ სიტყვას ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების უარყოფითად დასახასიათებლად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების ახალი კანონის მიხედვით, „საჯარო სკოლების ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს; და საჯარო სკოლაში დაუშვებელია სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის”, სხვადასხვა ტიპის ანგარიშებში ხშირად აისახება ხოლმე ფაქტები, როდესაც სკოლებში სხვა აღმსარებლობის მქონე ბავშვებს მართლმადიდებლურ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ. მრავალი სკოლის ჰოლსა თუ საკლასო ოთახს კი სამლოცველოსაგან ვერ გაარჩევ.

განათლების სისტემის რეფორმატორებს „უშვერი სიტყვებით“: - სოროსელი, იეღოველი, კოსმოპოლიტი, მასონი - ძირითადად სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში, ჯანდაცვით დაწესებულებებში და სამეცნიერო ინსტიტუტებში - ლანძღავენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც განათლების რეფორმისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას ამბიონიდან ქადაგებისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც გამოხატავენ.

უცნაურია, რომ განათლების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვას სწორედ იმ ინსტიტუციებში ეწინააღმდეგებიან, სადაც განთლება ტრადიციულად ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენდა. ამბობენ, რომ ამ ბოლო წლებში საქართველოში ასე ფართოდ ფეხმოკიდებული არატოლერანტული და ქსენოფობიური განწყობების მკურნალი განათლება იქნება; განათლება, რომელიც უფრო ღია, თავისუფალ და „უცხოსადმი“ კეთილგანწყობილ თაობას გაზრდის. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესს წინააღმდეგობები სწორედ განათლების სისტემაში ხვდება. ამის საილუსტრაციოდ ერთი პატარა ქალაქოს ერთი პატარა, ან შესაძლო, დიდი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რადგან პატარა ქალაქების ამგვარი პატარა ამბებით მთელი ჩვენი პატარა საქართველოა მოფენილი.

გასული წლის სექტემბერში საქართველოს 100 საჯარო სკოლაში, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასებში მათივე თანხმობით, განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმების პილოტირება დაიწყო. ერთი მხრივ, ეს სკოლები ყველა დანარჩენს ერთი წლით უსწრებს სიახლეთა ათვისებაში; მეორე მხრივ, ამ სკოლების მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლებისა და პროექტის - „ილია ჭავჭავაძე“ - თანამშრომელთა ერთობლივი ძალისხმევით გამოცდილი და გაანალიზებული სასწავლო გეგმები განსახორციელებლად გადაეცემა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პროექტები ჯერ კიდევ 2004-2005 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ყველა სკოლაში იყო განხილული, მხარდაჭერილი და პედაგოგიური საბჭოების ოქმებით დადასტურებული.

ერთ-ერთი საპილოტე სასწავლებელი ქარელის მე-2 საშუალო სკოლაა. კარგა ხანია, ამ პატარა ქალაქში ის ყველაზე მრავალრიცხოვანია - 487 მოსწავლე ჰყავს. ქარელში კიდევ რამდენიმე საჯარო და ერთი კერძო სკოლაც არის. თითოეულში მოსწავლეთა რაოდენობა საშუალოდ 260-ია.

სოროსი - ჯორჯ სოროსი (დაბ. უნგრეთში 1930 წლის 12 აგვისტოს) ფინანსისტი, მსხვილი ინვერსტორი, ლიბერალური პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი, ფილოსოფოსი. ამჟამად სოროსის ფონდისა და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ საბჭოს თავჯდომარე. ცნობილია, როგორც პოლონური „სოლიდარობის“ მოძრაობისა და 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდამჭერი. ამბობენ, რომ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს „ვარდების რევოლუციაშიც“. თუმცა, თავად ამ მოსაზრებას „ზედმეტად გადაჭარბებულს“ უწოდებს. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ 1994 წელს დაარსდა. ფონდის საქმიანობის სპექტრი ძალზე დიდია - დაწყებული ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის შესწავლითა და შენარჩუნებით, დამთავრებული ახალი საგამომცემლო ტექნოლოგიების დანერგვითა და სამართლებრივი, თუ განათლების რეფორმების მხარდაჭერით. სოროსელი - თანამედეროვე საქართველოში ამ სიტყვას ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების უარყოფითად დასახასიათებლად იყენებენ.

„ყველასთვის მოულოდნელად, სასწავლო წლის დასაწყისშივე ქალაქში ხმა დაირხა, რომ ჩვენ, თითქოს, ისეთ სწავლებას შევთავაზებთ მოსწავლეებს, რაც მათ სულიერებასა და ზნეობრივ აღზრდას ავნებს. 20-მდე მოსწავლის მშობელმა შვილების სკოლიდან გადაყვანა მოითხოვა.

შევშფოთდით და, ბუნებრივია, მიზეზს ვეკითხებოდით. ძირითადად, ორი მიზეზი სახელდებოდა: „სოროსის დაფინანსებულ ჯგუფში ჩემს შვილს რა უნდა?“ და „აქ მასწავლებლები იეღოველები ყოფილხართ“. ეს კი გაიგივებულია ცუდ, ურწმუნო, ეროვნულ ტრადიციებს მოწყვეტილ აღზრდასთან და მათთვის მიუღებელ ღირებულებებთან“, - გვიამბო მე-2 სკოლის დირექტორმა, ლიანა წვერიანაშვილმა.

სკოლის მასწავლებლები, რომელთა უმეტესობის შვილები იქვე სწავლობენ, დაინტერესდნენ ამ შეხედულების გავრცელების წყაროთი. „გადაყვანილი მოსწავლეების მშობლების უმეტესობა გაუბედავად მიგვითითებდა ქარელის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარზე, მამა სტეფანეზე“, - თქვა პედაგოგმა თამარ გოგიჩაშვილმა და თანამშრომლებიც დაეთანხმნენ. „გაოგნებულები ვიყავით, რადგან მამა სტეფანეც და მისი წინამორბედი მამა სერაფიმეც ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს სკოლასა და მის თანამშრომლებს. უმეტესობა ეკლესიის აქტიური მრევლია. ქარელი პატარა ქალაქია და ადამიანებს ერთმანეთზე დიდი გავლენა აქვთ. ასეთ მდგომარეობასთან შეგუება კი სიმართლეზე უარის თქმასა და ღირსების შელახვას ნიშნავდა“, თქვა ლიანა წვერიანაშვილმა.

იეჰოვას მოწმეები - საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც სწამთ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანობას აღადგენენ. დაარსებულია 1870 წელს ჩარლზ თეიზ რასელის მიერ. ოფიციალური მონაცემებით დღეს მსოფლიოში 6 მილიონი იეჰოვას მოწმეა. ორგანიზაციის ცნობილი წევრები: ჯაზმენი ჯორჯ ბენსონი, ჩოგბურთელი დები უილიამსები.

იეღოველი - ამ სიტყვას თანამედეროვე საქართველოში იეჰოვას მოწმეებისა და ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების უარყოფითად დასახასიათებლად იყენებენ.

შემოდგომაზე სკოლის დირექტორი რამდენჯერმე შეხვდა ეკლესიის წინამძღვარს ამ კონკრეტული ვითარებისა და სკოლაში მიმდინარე პროცესებისადმი ზოგადი დამოკიდებულების გასარკვევად გასული წლის მიწურულს მამა სტეფანე ეწვია სკოლას და თანამშრომლებს შეხვდა. დირექტორისა და მასწავლებლების თქმით, ეკლესიის წინამძღვარმა კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან მსგავსი შეფასება, აღწერა ან მრევლის წაქეზება. „ისიც კი თქვა - ძალიან კარგად ვიცი, რომ განათლების რეფორმის პროექტი ჯორჯ სოროსისაგან კი არა, მსოფლიო ბანკისგან ფინანსდება და ეგეთ დაფინანსებაზე მეც არ ვიტყოდი უარსო“, - მიამბეს მასწავლებლებმა, თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ მამა სტეფანეს არ დაუმალავს თავისი პირადი უარყოფითი დამოკიდებულება მიმდინარე სასკოლო რეფორმის მიმართ - „არ მომწონსო“.

მასონობა - დახურული ტიპის ორგანიზაციების საერთო სახელი. ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან საერთო მმართველი რგოლით დაკავშირებული არ არიან. დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაციის წევრებად მხოლოდ ქრისტიან მამაკაცებს იღებდნენ. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში მათ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები ჰქონდათ. მაგალითად, ითვლება, რომ შოტლანდიური მასონთა ლოჟა განსაკუთრებით რელიგიური ხასიათისაა, ფრანგული კი ხაზგასმით ათეისტური. მასონებმა დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოში დიქტატორული რეჟიმების დამხობასა და დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბებაში. ცნობილი მასონები: გოეთე, მოცარტი, ლესინგი, ბეთჰოვენი, ლინკოლნი, პუშკინი, ჩერჩილი და ა.შ.

მასონი - თანამედეროვე საქართველოში ამ სიტყვას ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების უარყოფითად დასახასიათებლად იყენებენ.

ქარელის მე-2 სკოლის დირექტორმა და მასწავლებლების უმეტესობამ გაუგებრობა ამოწურულად მიიჩნია. მათი დაკვირვებით, სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მათ მიმართ თანამოქალაქეთა ეჭვიანი დამოკიდებულება შეიცვალა და მათ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ. ახალი წლიდან მე-2 სკოლაში 10-ზე მეტი სხვა მოსწავლე გადმოვიდა.

მაგრამ საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გავრცელდა ტყუილი, რასაც მშობლების მხრიდან შვილების ერთდროული წაყვანა მოჰყვა? ქარელის მე-2 სკოლაში ამაზე ცალსახა პასუხი აქვთ: „არაჯანსაღი კონკურენცია - ბრძოლა მოსწავლეებისათვის“.

საქმე ის გახლავთ, რომ ქარელის პირველ საშუალო სკოლის შენობაში ათ წელიწადზე მეტია განთავსებულია ქარელის კერძო სასულიერო გიმნაზია. ის ფასიანია და გასულ წელს პირველი კურსდამთავრებულებიც ჰყავდა. ქარელის მე-2 სკოლიდან გადაყვანილი 20-მდე მოსწავლის უმეტესობასწორედ პირველ სკოლაში მიიყვანეს მამა სტეფანეს მრევლის აქტიურმა წევრმა-მშობლებმა. აი, სასულიერო გიმნაზიის დირექტორი კი, სწორედ, მამა სტეფანე გახლავთ. მე-2 სკოლის თანამშრომლებთან ნოემბერში მისი შეხვედრის შემდეგ მასწავლებლების ნაწილს სჯერა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში აგორებული მითქმა-მოთქმის წყარო, ვინმეს „ანტიეროვნულ-მასონობის“, „სოროს-კუდიანობისა“ თუ „იეღოველ-ვამპირობის“ შესახებ, პირველი სკოლის ადმინისტრაცია იყო.

ადვილი შესამჩნევია, რომ ამ შემთხვევაში „ეროვნულ-პატრიოტულ საფარველში“ კერძო ინტერესები იყო შეფუთული. სხვა შემთხვევში ამ საფარველში გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იფუთება ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძნელი სათქმელია, სად გადის რეალური ზღვარი ასეთ ინტერესებსა და საზოგადოების არატოლერანტულ და სხვათა მიმართ აგრესიულ განწყობებს შორის.

6 Furtum - ქურდობა

▲back to top


არ იქურდო

ქურდი მპარავი გლეხურად

სულხან-საბა ორბელიანი
სიტყვის კონა

ანა კორძაია-სამადაშვილი

წესით, ეს მთლად ჩვენი დროის მითები აღარაა - მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გული კვლავ უსასრულოდ დიდი სამშობლოს სიყვარულით ძგერს, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს.

საბჭოთა კავშირთან ერთად ბევრი ცნება ჩაბარდა წარსულს, მათ შორის, „კანონიერი ქურდი“. ის ცოტათი მაფიის „ნათლიმამაა“, მაგრამ, მიუხედავად ერთგვარი მსგავსებისა, ეს ორი ცნება კარდინალურად განსხვავდება.

0x01 graphic

ქურდები, რომლებმაც საკუთარი ტრადიციები რევოლუციამდელი რუსეთიდან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დანაშაულებრივ სამყაროში გადაიტანეს, დემონსტრაციულად ასოციალურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი არ მუშაობდნენ, არ ქორწინდებოდნენ, ქურდად წოდებულ ადამიანს ციხეში არაერთი ვადა უნდა ჰქონოდა მოხდილი; და ქურდებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან ყველანაირი კონტაქტი მკაცრად ეკრძალებოდათ.

ქურდების კორპორაცია ინტერნაციონალური იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა არა ერთპიროვნულად, არამედ „на сходе воров“ - თარგმანი გართულებულია, რადგან ამ სახით კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შვა საბჭოთა კავშირმა, დიდმა იმპერიამ, რომლის სახელმწიფო ენაც რუსული იყო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ქურდების რაოდენობა ათი ათას ადამიანს აღწევდა. ესენი იყვნენ კანონიერი ქურდები, ანუ დანაშაულებრივი და ციხის სამყაროს ელიტის წარმომადგენლები, ლიდერები, რომელთაც უმაღლესი ადგილი ეკავათ პატიმართა არაფორმალურ იერარქიაში. საკუთარ გარემოცვასთან ერთად (კვლავ რუსული ტერმინი), - „блатные“ 40-50 ათასი იყვნენ.

50-იანი წლების ბოლოს და 60- იანების დასაწყისში, ბანაკების მთავარი სამმართველოს სისტემის რღვევასთან ერთად, კორპორაციამ არსებობა პრაქტიკულად შეწყვიტა, მაგრამ 80-იანების დასაწყისში - რამდენიმე მკვლევარი აღნიშნავს, რომ „სრულიად მოულოდნელად“ - ის აღორძინდა და, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, კანონიერი ქურდების რიცხვმა 500-600 ადამიანს მიაღწია.

მაგრამ ეს ის ქურდები აღარ იყვნენ - კორპორაციის ნორმებსა და კანონებში ცვლილებები მოხდა. მრავალი აკრძალვა გაქრა, მაგალითად, შსს-ს თანამშრომლებთან ურთიერთობა უკვე დასაშვები შეიქნა. გარდა ამისა, გაჩნდა კლანები და ეროვნული ნიშნით გაერთიანებული დაჯგუფებები. და ამ, ერთ დროს უცხო, გმირული შარავანდედით მოსილმა სამყარომ, ცივილიზებულ ბიზნესზე ბევრად უფრო წარმატებულად მოიკიდა ფეხი ახალი საზოგადოების ცხოვრებაში.

* * *

ევროპელთათვის, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის „მშვიდობიანი მოსახლეობის“ უმრავლესობისთვის, „კანონიერი ქურდის“ ცნება გაუგებარია. თუმცა, მაფიის შესახებ ყველამ იცის.

ამბობენ, რომ სიტყვა „მაფია“ 1282 წელს ითქვა პირველად, როცა სიცილიაში, საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყების დროს, შემოსძახებდნენ ხოლმე: „სიკვდილი საფრანგეთს, ამოისუნთქე, იტალია!“ - ამ მოწოდების პირველი ასოები შეადგენს სიტყვას MAFIA.

თავისთავად მაფია კი, როგორც ორგანიზაცია, ბევრად უფრო გვიან წარმოიშვა და მის სამშობლოდ პალერმოა მიჩნეული. დღეს მაფიის დედაქალაქის აეროპორტი ორი პროკურორის - ფალკონესა და ბორსელინოს - სახელს ატარებს, რომელთაც „სიცილიის წყევლას“ ბრძოლა გამოუცხადეს. მათი წყალობა იყო, რომ დაპატიმრებულებმა დაარღვიეს „ომერტა“ - დუმილი, რაც, დანაშაულებრივი სამყაროს კანონის თანახმად, სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ფალკონემ სახელმწიფო დაარწმუნა, რომ მაფიის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანისა და მისი ოჯახის დაცვა სიცილიის ძლევამოსილი კლანების წინაშე შიშს გააქარწყლებდა. სისხლის სამართლის კოდექსში პროკურორ ფალკონეს დაჟინებით შეიტანეს მუხლი, რომლის თანახმადაც, ციხეში მოხვედრილი მაფიოზი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა და, შესაბამისად, თავისი ოჯახის საქმეების მართვას ჩამოშორებული იყო.

სახელმწიფომ მაფიას დაუფარავი ბრძოლა გამოუცხადა. ამ ახალ მეთოდს „სიცილიური ურიკა“ დაარქვეს - იქაური ურიკები ორბორბლიანი ყოფილა და ამ პრინციპით გადაწყდა, რომ მაფიასთან ბრძოლაში ერთი ბორბალი რეპრესიებია, მეორე კი -კულტურა.

დღეს ყოფილი მაფიოზების სახლში სკოლები და საბავშვო ბაღებია განთავსებული, ხოლო სიცილიური მაფიის ნათლიმამის სამყოფელში - მთლად გულის გასახეთქად -პოლიციელთა ყაზარმაა. პალერმოელებმა, ჩანს, იგრძნეს, რომ ეშველათ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მათთვის უკვე მიუღებელი ადამიანის მიერ აშენებულ ტაძარში შესვლაც არ ინებეს. ამბობენ, ახლაც ასე დგასო, მოძღვრისა და მრევლის გარეშე.

1969 წელს ორი ქურდი პალერმოს წმინდა ლორენცოს ტაძრის საკურთხეველში შეიპარა და ჩარჩოდან 20 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული კარავაჯოს „შობა“ ამოჭრა. 2003 წელს ნამუშევარი ღვთისმოსაობით განთქმული სიცილიური მაფიის მეთაურის, ჯერლანდო ალბერტის სახლში აღმოაჩინეს. და აღარავის დაუმალავს, რომ შედევრი 33 წლის განმავლობაში იქ ინახებოდა.

მაფიის მხრიდან ეკლესიასთან და, მისი მეშვეობით, უფალთან ტკბილი ურთიერთობის დამყარების მცდელობებს იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ. კათოლიკურმა ეკლესიამ მაფიის მიერ მოკლული სიცილიელი მღვდლის, მამა ჯუზეპე პელიზის კანონიზაციაც გადაწყვიტა და, ამგვარად, მაფიას ომი გამოუცხადა.

* * *

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ ქვეყანაში, რომელზეც სულ ვცდილობთ, სწორება გვქონდეს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და ამ ქვეყანას შორის, თუნდაც საზოგადოების ცნობიერების თვალსაზრისით, ბევრად მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება - ორგანიზებული დანაშაულის აქტივობის ძირითად სფეროებად მიჩნეულია ნარკოტიკებით ვაჭრობა, პროსტიტუცია, არალეგალური მიგრაცია, სპირტიანი სასმელებითა და ბენზინით უკანონო ვაჭრობა (სააქციზო მოსაკრებლების გადაუხდელობის შემთხვევაში), თაღლითობა საკრედიტო ბარათებით, კრედიტების უსაშველოდ დიდი პროცენტებით გაცემა, თაღლითობა დაზღვევის სფეროში. აქ ყველაფერი გასაგებია. პირს, რომელსაც ამ საქმეზე წაასწრებენ, არც ნათლიმამა ჰქვია, არც კანონიერი ქურდი, არც რამე სხვა „ამაღლებული“ - იგი, უბრალოდ, დამნაშავეა.

ის, რაც ჩვენ დღეს გვჭირს, შეერთებულმა შტატებმა 60-იან წლებში გამოიარა. კონგრესი იძულებული გახდა, კანონმდებლობის დონეზე გაემიჯნა ორგანიზებული და „ჩვეულებრივი“ დანაშაული, ვინაიდან პირველი უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. ამ მიზნის მისაღწევად კონგრესმა მიიღო კანონი რეკეტსა და კორუფციასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესახებ The Racketeer Influenced and Corrupt Organizations Act, რომელიც „რიკოს კანონის“ სახელითაა ცნობილი.

0x01 graphic

რიკოს კანონი მოიცავს ოთხ ძირითად დებულებას, რომლებიც მის არსს ასახავს. პირველი კანონსაწინააღმდეგოდ აღიარებს ლეგალურ ბიზნესში ნებისმიერი შემოსავლის ინვესტირებას, რომელიც რეკეტის მეშვეობითაა მოპოვებული. მეორე მუხლი უკანონოდ აღიარებს საწარმოდან შემოსავლის მიღებას რეკეტის გზით. ეს მუხლები, რომლებშიც თვალნათლივ ჩანს კანონმდებელთა სურვილი - კანონიერი ბიზნესი ორგანიზებული დანაშაულის შეღწევისგან დაიცვას - იშვიათად გამოიყენება, მტკიცებულებების მოპოვების სირთულის გამო. სამაგიეროდ, მესამე მუხლი რიკოს კანონის ყველაზე პოპულარული ნორმაა: ის უკანონოდ აღიარებს „რეკეტული მოღვაწეობის გზით, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საწარმოს საქმეთა მართვას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას“. ამრიგად, არ აქვს მნიშვნელობა, საწარმო კანონის საფუძველზეა შექმნილი თუ „ფაქტობრივი ასოციაციაა“ - პროკურორებს შეუძლიათ, მოცემული მუხლი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ნებისმიერ სახეობას მიუსადაგონ, განურჩევლად იმისა, აქვს მას კავშირი კანონიერ ბიზნესთან თუ - არა. დაბოლოს, მეოთხე მუხლი უკანონოდ აღიარებს შეთქმულებაში მონაწილეობას პირველი სამი მუხლის დარღვევის მიზნით.

ამერიკელი სამართალდამცავები არც მალავენ, რომ თითოეულ საქმესთან დაკავშირებით რიკოს კანონს ისე ატრიალებენ, როგორც გაუხარდებათ. შესაბამისად, ერთიათად გაუგებარია, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან რიკოს კანონს და დღეს საქართველოს ციხეებში შექმნილ მდგომარეობას.

* * *

პოლიტიკური პროექტი, რომელსაც შეიძლება „ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა“ ვუწოდოთ, ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს წამოიწყო. მიჩნეულია, რომ მასმედია მას ფართოდ აშუქებს და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობს ეს ბრძოლა.

როგორც ირკვევა, ქურდულ სამყაროს იმდენად ციხეებზე არ აქვს გავლენა, რამდენადაც მოქალაქეთა ცნობიერებაზე. თუმცა, ითვლება, რომ ციხეზე კონტროლი ფინანსური რესურსების მოზიდვის და კრიმინალური საქმიანობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა -და სწორედ ამის გამოა საზოგადოებისთვის საშიში და მიუღებელი; რიგითი მოქალაქისთვის ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი (ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით), რამდენადაც ქურდული სამყაროსა და მისი ავტორიტეტების მიმართ დიდი პატივისცემა.

ჩვენს ქვეყნას ეს ხომ ყოველთვის ახასიათებდა - ყველამ ყველაფერი იცის: ვინ არიან ქურდები, როგორია ციხეში ცხოვრება და რას ნიშნავს ის, რომ ციხეს ქურდები აკონტროლებენ. ინფორმაციის წყარო, როგორც წესი, არიან მეზობლები, სიძის მეგობრები, იმპერსონალური „ამბობენ“ და სხვა და სხვა, და ქართული მასმედიაც ასეთსავე სანდო ამბებს ჰყვება. ამბები ან უაღრესად სასტიკია, ან მოულოდნელად თბილი და სულშიჩამწვდომად ადამიანური. სისასტიკეს შეჩვეული და მისი მოყვარული საზოგადოება გმირებად მიიჩნევს მათ, ვინც, მისი აზრით, დაუმსახურებლად ისჯება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ჭკუათმყოფელ ადამიანს შეიძლება დაპატიმრებულისა რამე შეშურდეს და მისი ცხოვრება არამცთუ კარგ, არამედ ასატან ყოფადაც კი წარმოიდგინოს.

ბრძოლამ, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება წარმატებით, თუ ცივილიზებული მეთოდებით წარიმართება, სრულიად გაუგებარი ხასიათი მიიღო. საბჭოთა მეციხოვნეების კვალდაკვალ დასმული კითხვა, თუ რას ფიქრობს მავანი ქურდულ სამყაროზე - და ამის მიხედვით მისი მოქალაქეობრივი პოზიციის შეფასება, მხოლოდ აგრესიას იწვევს, განურჩევლად პასუხისა: ერთი მხრივ, ქურდი თუ ყაჩაღიც მოქალაქეა, თავისი პიროვნული უფლებები აქვს და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოება მასაც უნდა იცავდეს; მეორე მხრივ კი, გმირად შერაცხვა ადამიანისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ეს, ეს, ეს და ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაჯანსაღი ამბავია.

* * *

ალბათ, ყოველ ჩვენგანს წარმოუდგენია „თავისი“ სახლმწიფო, ის, რომლის მოქალაქეობასაც ისურვებდა. თავისი სახელმწიფო და არა უბრალოდ სამშობლო. „ჩემს“ სახელმწიფოში, რესპუბლიკურ რომში, ამჟამად სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებულ ქურდობას სამოქალაქო სამართალი განიხილავდა. ქურდობა გულისხმობდა არამარტო უშუალოდ ქურდობას, არამედ სხვისი ქონებრივი ინტერესების სხვა სახით შებღალვასაც: მითვისებას, გაფლანგვას, სხვისი ნივთის დაუკითხავად გამოყენებას და მოხმარებასაც. მიჩნეული იყო, რომ სხვისი, თუნდაც, ნაპოვნი ნივთის მითვისებაც ქურდობაა. ქურდად მიიჩნეოდა ის მონაც, რომელიც გაიქცა, ანუ თავის ბატონს მოჰპარა საკუთარი თავი. იუსტინიანეს სამართლის თანახმად, ქურდად ითვლებოდნენ მისი ხელშემწყობებიც და თანამზრახველებიც.

ქურდებისგან დასაცავად რომაელმა იურისტებმა მარტივ გზას მიმართეს, Condictio ex causa furtiva, რისი მიზანიც წაღებულის დაბრუნება იყო. ქურდობის ხასიათს გააჩნდა: თუკი ქურდს საქმეზე წაასწრებდნენ, ან საგანგებო, ზარ-ზეიმით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უპოვნიდნენ მოპარულს, ან დანაშაული ღამით და შეიარაღებულს ჰქონდა ჩადენილი, XII ტაბულის კანონების თანახმად, ის სხვადასხვაგვარად იხდიდა ჯარიმას. თუ ჯარიმას არ ან ვერ გადაიხდიდა, ქურდს, მევალის სტატუსით, 60 დღით დაზარალებულს გადასცემდნენ, და თუ მერეც არ გადაიხდიდა, ან არავინ გამოისყიდდა, გაქურდულს შეეძლო იგი სულაც მოეკლა ან გაეყიდა. ცხადია, უფრო ხშირად მონად ჰყიდდნენ - მოკლულს გაყიდული ერჩიათ.

არავინ არავის სჭრიდა მარჯვენას, არ შოლტავდა, შუბლზე დაღს არ ასვამდა. უბრალოდ, ქურდობის შემდეგ ადამიანი ადამიანად აღარ ითვლებოდა. მას არავინ წაიყვანდა მოწმედ, მასთან არავინ დადებდა კონტრაქტს, ის ცოლსაც კი ვერ მოიყვანდა, მასთან აღარავინ ივაჭრებდა და, საერთოდ, საქმეს არავინ დაიჭერდა. ქურდი არასრულფასოვანი მოქალაქე ხდებოდა, და ამაზე ცუდი რესპუბლიკურ რომში ვერაფერი დაემართებოდა, რადგან რესპუბლიკური რომი სახელმწიფო იყო და ასეთი სახელმწიფოს მოქალაქეობა საამაყოცაა და, სულ მდაბიურად - მომგებიანიც.

7 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს კრიმინალური ცნობიერების აღმოფხვრისკენ მიმართული ქმედებების მხარდამჭერი განცხადება

▲back to top


არ იქურდო

2006 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მორიგი სხდომა. საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე. წ. კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემას და მიიღო მიმართვა, რომელშიც საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამოწყებული რეფორმების გამო და აცხადებენ, რომ ხელს შეუწყობენ ამ საკითხის გარშემო ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. რელიგიათა საბჭოს საქმიანობა ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები, ზედმიწევნით ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რაც თან სდევს ჩვენს მსახურებას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და ვადასტურებთ, რომ მუდამ მზად ვართ იმათი თანადგომისთვის, ვინც დღეს მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, მშობლიურ გარემოს, ვისაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება და სხვადასხვა მიზეზით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმყოფება.

ამასთანავე, რელიგიათა საბჭოს წევრები ამოვდივართ იმ პრინციპებიდან, რასაც ჩვენი აღმსარებლობები ქადაგებენ და რაც საბჭოში გვაერთიანებს - ჩვენ ვისწრაფვით ზნეობრივი, სამართლებრივი და სამოქალაქო თვითშეგნების დამკვიდრებისკენ. აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ ე.წ. ქურდული ცნობიერება არის ერთი უმთავრესი მანკიერებათაგანი ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის. განსაკუთრებით მძიმე ტრავმა „შავი სამყაროს ტრადიციებმა“, შესაძლოა, ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ახალგაზრდობას მიაყენოს; მოწყვიტოს იგი ქვეყნის აღმშენებლობისა და ჯანსაღი სულიერი და მორალური განვითარების პროცესს. კრიმინალური მენტალიტეტი, ე.წ. „ქურდული გაგება“ რადიკალურად მიუღებელია ნებისმიერი რელიგიისთვის და ჩვენ შეგონებით, მორალური და სულიერი მხარდაჭერით მუდამ გადაჭრით ვეწინააღმდეგებით კრიმინალური ცნობიერების ნებისმიერ გამოვლინებას ყველგან და, განსაკუთრებით, სასჯელაღსრულებით ადგილებში.

თავისუფლებააღკვეთილ ჩვენს თანამოძმეებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სულიერი და ზნეობრივი მხარდაჭერა. საზოგადოება სასჯელაღსრულებით სისტემას აღარ უნდა აღიქვამდეს დასჯისა და იზოლაციის მექანიზმად. აქ ადამიანების რეაბილიტაცია უნდა ხორციელდებოდეს. ამ ტიპის დაწესებულებებში ამგვარი გარემოს დასამკვიდრებლად კი აუცილებელია, სახელმწიფომ ძირეული რეფორმები განახორციელოს. თუმცა, ეს შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და მის გარეთაც დამკვიდრებული იქნება ე.წ. ქურდული კანონები; სანამ პატიმართა ბედის განმგებნი ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები იქნებიან; სანამ პოლიტიკოსები და სამართალდამცავები გარიგებაში შევლენ ე.წ. შავ სამყაროსთან და იარსებებს ამ ნიშნით პრივილეგირებული და მეორეხარისხოვანი ადამიანების კასტები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიანობისა და სამართლის დამკვიდრებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელსაც იჩენს ხელისუფლება, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, შეიწყნაროს ან წაახალისოს კრიმინალური იდეოლოგია და მისი დამამკვიდრებელი ძალები. ამავდროულად, ჩვენთვის გაუმართლებელი იქნება სამართალდამცავთა ყოველგვარი ძალადობა, რომელიც გასცდება კანონის ფარგლებს და შელახავს ადამიანის უფლებებს. ერთ ბოროტებასთან ბრძოლამ არ უნდა შვას მეორე.

საბჭოს წევრები თანადგომითა და სიყვარულით შევთხოვთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც დღეს, ამა თუ იმ მიზეზით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იმყოფებიან, რომ უფრო გულდასმით ჩაუფიქრდნენ მათ გარშემო მიმდინარე რეფორმირების პროცესს და გააცნობიერონ მისი აუცილებლობა. ჩვენ ყველანი ერთად ძლიერი, მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საქართველოსკენ უნდა ვისწრაფვოდეთ; მაგრამ იმაშიც ვართ დარწმუნებულნი, რომ ე.წ. ქურდული ტრადიციებისადმი ერთგულებით, თუნდაც, მათ მიმართ ლოიალობით, ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, - შეუძლებელი იქნება თავისუფლება.

განცხადებას ხელს აწერენ:

სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია-ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი; საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი აბი-მელექ როზენბლატი; ხაბად ლუბოვიჩის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მთავარი რაბინი აბრამ მიხელაშვილი; საქართველოს რომის კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი; ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მეთაური, ეპისკოპოსი ანდრეას შტოეკლი; საქართველოს იეზიდთა კავშირი - იეზიდთა უხუცესების საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ბავკი თენგიზ ბაკოიანი; ევანგელური ეკლესია - ხუცესი ზაალ ტყეშელაშვილი; ევანგელური ეკლესიასიცოცხლის სიტყვა“ - ხუცესი მამუკა ჯებისაშვილი; ევანგელური ეკლესიასიცოცხლის სიტყვა“ (გორი) - ხუცესი შმაგი ჭანკვეტაძე; ევანგელური ეკლესიაღმერთის საელჩო“ - ხუცესი მერაბ ბარბაქაძე; კრიშნას ცნობიერების ტაძარი - ტაძრის პრეზიდენტი ანთიმოზ ნაცვლიშვილი; მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია - ხუცესი გრიგოლ წამალაშვილი; სახარების რწმენის ეკლესიათა კავშირი - ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი; უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია - წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯო რობერი; ხსნის არმია -კაპიტანი, რეგიონული ოფიცერი გიორგი სალარიშვილი; ბაჰაის საზოგადოება საქართველოში - ეიმან როჰანი.

8 რელიგიისა და რელიგიის თავისუფლების როლი თანამედროვე კონფლიქტურ სიტუაციებში

▲back to top


თარგმანი

რუდიგერ ნოლი

ის ფაქტი, რომ რომელიმე რელიგია აღიარებულია, როგორც სახელმწიფო რელიგია, ან დაფუძნებულია, როგორც ოფიციალური თუ ტრადიციული რელიგია, ანდა მისი მიმდევრები მოსახლეობის უმრავლესობაა, არ უნდა ნიშნავდეს, რომ მას იმაზე მეტი უფლება აქვს, რაც მოცემულია [საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების] კონვენციაში მე-18 და 27- მუხლების ჩათვლით; მით უფრო ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია დომინანტურ რელიგიასთან მიმართებით სხვა რელიგიის მიმდევრების ან ურწმუნოთა დისკრიმინაცია

შესავალი

ბოლო პერიოდში რელიგიას, ძალადობრივ კონფლიქტებთან მიმართებით, საერთაშორისო გაზეთების პირველ გვერდებს უფრო ხშირად უთმობენ, ვიდრე ოდესმე. ჩრდილოეთ ირლანდიაში „მარშის სეზონმა“ კვლავ გაამწვავა კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირება, რამაც საშიშროება შეუქმნა სამშვიდობო პროცესს; ებრაელები და პალესტინელები იერუსალიმის წმინდა მიწების გამო ებრძვიან ერთმანეთს; ბანჯა ლუკაში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) მეჩეთის რეკონსტრუირება მართლმადიდებელი სერბების აჯანყების საბაბი გახდა; ბელგიურმა სასამართლომ ორი კათოლიკე მონაზონი დამნაშავედ ცნო რუანდის გენოციდში მათი გარკვეული მონაწილეობის გამო; რუსეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები საფრთხეს გრძნობენ ავღანეთის რადიკალური თალიბების მხრიდან; ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, შრილანკიდან ხშირად გადმოსცემენ ქრისტიანული და მუსლიმური საკულტო ადგილების განადგურების თაობაზე. უკვე დიდი ხანია, ეს ჰედლაინები არსებული კონფლიქტების სრულ სურათს იძლევიან. ჰედლაინებისა და ქვეყნების სია ერთობ გრძელია. რელიგიური თემები საფრთხესთანაა დაკავშირებული; მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება მატულობს; უფრო და უფრო ხშირად ხვდება ძალადობრივი ინციდენტები გაერო-ს საგანგებო მომხსენებლის ანგარიშში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ.1 რელიგია სულ უფრო მეტად ასოცირდება ძალადობრივ კონფლიქტთან. რელიგიური თემები და მთავრობები, როგორც ჩანს, იმ გზებისა და საშუალებების სიმწირეს განიცდიან, რომლებითაც ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, ვინმემ შეიძლება ამტკიცოს - და ზოგი ასეც იქცევა - რომ რელიგიის გავლენის სფერო შესამცირებელია, რელიგია განსადევნია პოლიტიკიდან და საჯარო ცხოვრებიდან, ხოლო რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ ტრადიციული, დიდი ხნის წინ დაფუძნებული კონფესიების მიმართ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვეცდებით საწინააღმდეგო დავამტკიცოთ: რელიგიის ან რწმენის თავისუფლების შელახვა გაამრავლებს და გააძლიერებს კონფლიქტურ სიტუაციებს. რელიგიის ჩამოშორების მცდელობა საზოგადოებისა და პოლიტიკის სფეროსგან შემცირების ნაცვლად, გაზრდის ძალადობას.

რელიგიის როლს გაცილებით ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღება ეთმობა კონფლიქტის პრევენციის, არაძალადობრივი კონფლიქტის მენეჯმენტისა და პოსტ-კონფლიქტურ გარემოში თემის მშენებლობის მხრივ. ამ პოზიტიური როლის შესასრულებლად, რელიგიებს უნდა ჰქონდეთ სივრცე, რომელსაც რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები დაიცავს.

აქ, ჩვენ არ ვიხილავთ საკითხს, უნდა ასრულებდეს თუ არა რელიგია რაიმე როლს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი საკითხის არსი რელიგიის პოზიტიური როლის გაძლიერებაა. მიგვაჩნია, რომ რელიგიის ან რწმენის თავისუფლების სრული დანერგვა კონფლიქტის თავიდან აცილების, მისი მშვიდობიანი მოგვარებისა და პოსტ-კონფლიქტური სტაბილურობის წინაპირობაა.

რელიგია, როგორც თანამედროვე კონფლიქტების ელემენტი

1998 წლის ოსლოს დეკლარაცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ,2 რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიციის საფუძველმდებარე დოკუმენტი, აცხადებს, რომ: „რელიგიები და აღმსარებლობები ასწავლიან მშვიდობასა და კეთილ ნებას“.3 მშვიდობა და შერიგება, ისევე, როგორც მეზობელზე ზრუნვა, ყველა რელიგიური დოქტრინის არსებითი ნაწილია. მაშინ, რატომ ხდება, რომ დღეს მოწმენი ვართ რელიგიების სულ უფრო ხშირი თანამონაწილეობისა კონფლიქტებში? თავად რელიგიები იწვევენ ძალადობას, თუ მათ სხვა ძალები ბოროტად იყენებენ?

მართლაც, ისტორიამ აჩვენა, რომ ერთი რელიგიის ექსპანსია მეორის ტერიტორიაზე ხშირად ძალადობრივად ხორციელდებოდა. ინციდენტები დღემდე ხდება. კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ პერიოდში დგებოდა რელიგიის ნიადაგზე ძალადობის გამართლების საკითხი ისეთი რელიგიური ფასეულობების დასანერგად, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებები. მაგალითებად ქრისტიანული „საღვთო ომისა“ და ისლამური „ჯიჰადის“ მოყვანა შეიძლება. ახლო წარსულში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სპეციალურმა ფონდმა დისკუსია გამართა რასიზმის აღმოსაფხვრელი, განმათავისუფლებელი მოძრაობის დახმარების თემაზე: იყო თუ არა ეს პროგრამა გამართლებული, - თუკი ის ძალადობას მიმართავდა აპარტეიდის წინააღმდეგ, რადგან სხვა გზით მისი შეცვლა ვერ ხერხდებოდა.

სუდანისა და მილოშევიჩის იუგოსლოვიის მაგალითი ყოველთვის სვამს საკითხს ჰუმანიტარული მიზნით სამხედრო ჩარევის ლეგიტიმურობის თაობაზე. 2001 წლის იანვარში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრმა ეკლესიებმა წამოიწყეს ძალადობის დაძლევის ათწლეულის პროგრამა და მიიღეს განცხადება „შეიარაღებული ძალადობისას საფრთხეში მყოფი მოსახლეობის დაცვის“4 შესახებ, რომელიც ამ საკითხისადმი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მრავალფეროვან დამოკიდებულებას ასახავს.

ისეთი ინციდენტები, სადაც რელიგიური რწმენა მიზეზი იყო ბოლოდროინდელი შეირაღებული კონფლიქტებისა, გაცილებით იშვიათია, ვიდრე შემთხვევები, როცა რელიგიას ბოროტად იყენებდნენ სხვა მიზნების მისაღწევად.

ამასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ტენდენციის გათვალისწინებაა საჭირო. პირველი ტენდენცია ცივი ომის შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტის ბუნების ცვლილებაა.5 თუ, ერთი მხრივ, შეიარაღებული კონფლიქტების წილი მეტ-ნაკლებად უცვლელია, მეორე მხრივ, 1990-იან წლებში, აღმოსავლეთ ევროპასა (განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში) და აზიაში შეიარაღებული კონფლიქტების საოცარი ზრდა შეიმჩნევა. ამ მხრივ განსხვავდება ლათინური ამერიკა, სადაც მასშტაბური კონფლიქტების რიცხვი კლებულობს.

მეორე ტენდენცია აჩვენებს, რომ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობა შიდასახელმწიფოებრივია და საფუძვლად ავტონომიისა და თვითმმართველობის საკითხები უდევს. იქიდან გამომდინარე, რომ რელიგია და ეთნოსი ხშირად ადამიანის თვითიდენტობის გამოხატვის საშუალებაა, ანალიტიკოსები რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტების ზრდას დიდ ყურადღებას უთმობენ. რეალურად, თვით რელიგია და ეთნოსი იშვიათად ხდება ამგვარი კონფლიქტის საფუძველი. ამიტომაც, ჯონ პოლ ლედერახი და ენკი რეგეერი უპირატესობას „იდენტობის კონფლიქტზე“ საუბარს ანიჭებენ, რადგან „ხშირად, მმართველი სტრუქტურის წარუმატებლობის შედეგად, ვერ ხერხდება ძირეულ საჭიროებათა უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და რესურსებისა და სარგებლის თანასწორი გადანაწილება: ეს ის მახასიათებელებია, რაც ამა თუ იმ ჯგუფთან იდენტიფიკაციას მიმზიდველს ხდის“.6

გლობალიზაციის პროცესი იდენტობის ძიების აუცილებლობას ზრდის და ამ საკითხს აქტუალობას მატებს. იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობენ რიგითი ადამიანები, როდესაც ისინი უძლურად გრძნობენ თავს იმათ წინაშე, „ვინც ძლიერია ფინანსურად, ვისაც ნაკლებად აწუხებს ეთიკური ან სხვა სახის პრობლემები, ვინც საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას ანიჭებს“,7 ერთგვაროვან ჯგუფებში იდენტობისა და სოლიდარობის საკითხი უფრო და უფრო მწვავდება.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა იდენტობის საკითხი ფუნდამენტალიზმსა და ექსტრემიზმს უკავშირდება - როგორც სეკულარიზაციის „თანამედროვე ტენდენციისთვის“ წინააღმდეგობის გამწევ ძალას. ეპლები ფუნდამენტალიზმს „რელიგიური ბრძოლის“ ისეთ სპეციფიკურ ნაწილად განიხილავს, რომლის მეშვეობითაც მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფი რელიგიური იდენტობის ეროზიის შეკავებას, რელიგიური თემის საზღვრის დაცვას, სეკულარული სტრუქტურებისა და პროცესების საპირისპიროდ ქმედუნარიანი ალტერნატივის შექმნას ცდილობს.

დღეს მზარდი ფუნდამენტალიზმის მოწმენი ვართ და ეს კონფლიქტის წყაროა. ისლამურ ექსტრემიზმთან (ტერორიზმთან) ბრძოლის საჭიროება ჩენჩნეთის ომის გასამართლებლად გამოიყენეს. ინტენსიური ხასიათი აქვს გადმოცემებს „ჰეზბოლას“ თავდასხმების შესახებ. ასევე ხშირია ინფორმაცია ძალადობრივ ექსტრემიზმზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ინდონეზია, ინდოეთი, პაკისტანი და შრი ლანკა. სირთულე ისაა, რომ როგორც ვილიამსონმა აჩვენა, ფუნდამენტალიზმთან ბრძოლისას:

დიალოგისა და ტოლერანტობის რეცეპტები, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გვეხმარება, რადგან რელიგიური ლიდერები დიალოგის მოწინააღმდეგე მონოთეისტები არიან. აქედან გამომდინარე, დიალოგი და კომპრომისი გამორიცხულია. ფუნდამენტალისტები არ არიან საუბრის წინააღმდეგნი. პირიქით, ხშირად ძალიან რთული ხდება საუბრისას მათი შეჩერება. მაგრამ ამ საუბრის მიზანი არ არის საერთო პოზიციის მოძებნა, მეორე მხარის შიშებისა და ხედვის უკეთ გაგება, რითიც შესაძლებელი გახდებოდა ერთობლივი მიდგომის შემუშავება და მისი დანერგვა.8

ფუნდამენტალიზმზე პასუხი ვერ იქნება საჯარო სფეროდან ანდა პოლიტიკიდან რელიგიის სრული განდევნა. რელიგიას, როგორც მარგინალიზებულთა დამცველს - მაშინაც კი, როცა ის მზადაა ფრთხილ დიალოგში ჩასაბმელად - ყოველთვის ექნება პრეტენზია, ეს როლი საჯაროდ შეასრულოს. რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან დაპირისპირების საშუალება, მისი სიღრმისეული მიზეზების გარკვევა, დიალოგში რელიგიურ ლიდერებთან ერთად რიგითი მორწმუნეების ჩაბმა და ტოლერანტობის იდეის გავრცელების ხელშეწყობაა. ეს ელემენტი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როცა ძალადობრივი კონფლიქტის შეჩერებაში რელიგიის როლით ვინტერესდებით.

კოსოვოს კრიზისისას ამ რეგიონის რელიგიური ლიდერები, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხაზს უსვამდნენ, რომ „ეს არ არის რელიგიური ომი“.9 გერ დუიჯზინგსმა რამდენიმე გამოკველვაში აჩვენა, რომ „კოსოვოს მოსახლეობას თანაარსებობის ისტორია აქვს, რაც გულისხმობს ინტენსიურ მოძრაობას მის ეთნიკურ და რელიგიურ საზღვარზე - ვაჭრობის, კულტურული დიფუზიის, რელიგიური გაცვლისა და რწმენის შეცვლის გზით; ხალხის უმეტესობა არ არის ღრმად მორწმუნე და არ იცავს რელიგიურ წესებს“.10 თუმცა, თემის მშენებლობა რელიგიური საზღვრების სხვადასხვა მხარეს სწრაფად შეწყდა, როცა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებმა და ომმა ქვეყანა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით დაყო: „რელიგიური იდენტიფიკაცია ეთნიკურს დაექვემდებარა... დაყოფის ეთნიკური ხაზი რელიგიურზე მნიშნველოვანი გახდა, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი ისევ უდიდეს როლს ასრულებს პირველის ფორმირებაში“.11

0x01 graphic

„რელიგიური ომის“ კიდევ ერთი მაგალითი სუდანია. ბრიტანული კოლონიური ძალაუფლება გაერთიანდა კულტურულ და ინტელექტუალურ მუსლიმურ ელიტასთან და ამით წვლილი შეიტანა ჩრდილოეთის მუსლიმური და სამხრეთის ქრისტიანული თემების (რასაც დღეს სუდანად მოვიხსენიებთ) გახლეჩაში. პირველი ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ბრიტანეთის მმართველობის დროს, 1955 წელს დაიწყო და 1972 წელს დასრულდა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ და აფრიკის ეკლესიათა კონფერენციამ ადის აბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 1972 წლის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისას. შეთანხმების გასაღები სამხრეთში შავკანიანი აფრიკელი უმცირესობისთვის გარანტიის მიცემა აღმოჩნდა: მათ აღუთქვეს, რომ თანასწორ პირობებში იცხოვრებდნენ, საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება ექნებოდათ და ჩრდილოეთის არაბულ-ისლამური უმრავლესობის პოლიტიკა აღარ იქნებოდა შემზღუდველი. ამ სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, სამხრეთელებს, „სამხრეთის პროვინიციების რეგიონული თვითმმართველობის კანონის“ თანახმად, ფართო ავტონომიას დაჰპირდნენ. მაგრამ, როდესაც 1983 წელს პრეზიდენტმა ნუმეირიმ ისლამური შარიათი მთელი ქვეყნის კანონად გამოაცხადა, სამხრეთმა ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. სუდანის ომი აშკარად რელიგიურ საზღვრებშია მოქცეული, თუმცა შვედეთის სიცოცხლისა და მშვიდობის ინტიტუტის წარმომადგენელი სუზან ტურფჯელი ასკვნის, რომ „რეალურად ამ ომში - ისევე როგორც „რელიგიური ომების“ უმეტესობაში - არ იბრძვიან რელიგიური რწმენის ან დოგმის გამო, ბრძოლა მიმდინარეობს თანასწორი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, აგრეთვე, სოციალური სარგებლისა და ძალაუფლების თანასწორად გამოყენების შანსისთვის“.12

ჩრდილოეთ ირლანდია შეიძლება მესამე მაგალითად მივიჩნიოთ. „უსიამოვნებები“, რომლებიც ხშირად პროტესტანტებისა და კათოლიკეების კონფლიქტამდე დაჰყავთ, სათავეს მე-17 საუკუნის პირველ წლებში იღებს, როდესაც ინგლისის სამეფოს უნდოდა ირლანდიელი მოსახლეობა ლოიალური ინგლისელებითა და შოტლანდიელებით ჩაენაცვლებინა. ყოველ წელს პროტესტანტი ორანჟისტები ჩრდილო ირლანდიის ქალაქებში საზეიმო მსვლელობით კათოლიკე მეფე ჯეიმს II-ის დამარცხებას აღნიშნავენ - ეს კი რომაული კათოლიციზმის შეურაცხყოფად აღიქმება. მსვლელობას რამდენჯერმე აჯანყება მოჰყვა, რამაც სამშვიდობო პროცესს საფრთხე შეუქმნა, თუმცა 1998 წლის „წითელი პარასკევის შეთანხმებამ“ ახალი იმედები გააჩინა. საერთო მოსაზრებას, რომ კონფლიქტის მიზეზი პროტესტანტებისა და კათოლიკეების დაპირისპირებაა, ჯონ. დ. ბრიუერი ეწინააღმდეგება. მან პროტესტანტ ლეუენბერგის ეკლესიის თემთან შეხვედრაზე განმარტა:

ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, განსაკუთრებით კი არაირლანდიელებს, კონფლიქტში რელიგიური დაპირისპირება და იმ ადამიანების დავა დაიანახონ, ვისთვისაც რელიგიური კუთვნილება იდენტობის ძირითადი წყაროა. თუმცა, ადამიანთა უმეტესობისთვის, მათი რელიგიური კუთვნილება არ წარმოადგენს კონფლიქტის მიზეზს. „პროტესტანტი“ და „კათოლიკე“ უბრალოდ იარლიყებია, რომლებიც სახელმწიფოს ლეგიტიმურობის მიმართ კონტრასტულ პოზიციას წარმოაჩენს.13

ხშირად რთულია იმის გარჩევა, რელიგია კონფლიქტის საფუძველია თუ ის, უბრალოდ, ბოროტად არის გამოყენებული სხვა მიზნებისთვის. მაგრამ ამ ორი პოზიციის გამიჯვნა აუცილებელია. თუ რელიგია არ არის კონფლიქტის არსებითი მიზეზი, მაშინ სხვა ძირის მოძებნაა საჭირო. კონფლიქტში რელიგიური თემის ჩაბმა მისი გადაჭრის მიზნით, ალბათ, ნაყოფიერი იქნება. თუმცა, ჩვენი კითხვა შემდეგია: თუ რელიგია არ არის კონფლიქტის საფუძელი, მაშინ როგორ იყენებენ მას, როგორც დაპირისპირების სიმბოლოს და როგორ ამძაფრებენ მისი მეშვეობით კონფლიქტს?

თ.კ. ოომმენმა, ფრანსუა ჰუტარტმა და რ. სკოტ ეპლებიმ ცადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.14 თ. კ. ოომმენი ამბობს, რომ „რელიგია, როგორც ასეთი, არ შეიძლება საკუთარ თავში კონფლიქტის დამოუკიდებელ წყაროს მოიცავდეს.“15 თუ ისტორიას გადავხედავთ, შეგხვდება რელიგიები, რომლებიც გავლენის გასავრცელებლად ძალადობას მიმართავდნენ. შესაბამისად, ეს განცხადება, შესაძლოა, საკამათო გახდეს. მაგრამ, როგორც ზემოთ ნახსნები მაგალითები ცხადყოფს, რელიგია ძალადობის წყაროდ მაშინ იქცევა, როცა მას სახელმწიფოსთან, ერთან ან ეთნოსთან აიგივებენ. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მათზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო, რომლებიც სახელმწიფოსა და რელიგიური თემების განცალკევებას, ან სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის მიმართ ნეიტრალობას დაუჭერს მხარს. მაგრამ მაშინ, როდესაც დასავლურ ქრისტიანობაში სახელმწიფოსა და რელიგიური თემების გაყოფა მიღებულია, ეს ასე არ არის ისლამსა და სიქჰიზმში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკანასკნელი განცხადება სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მიუთითებს ახლო კავშირზე ეკლესიას, ერსა და ეთნოსს შორის, ისევე, როგორც ამ კავშირის შესაძლო საფრთხეზე:

როდესაც ერი, სამოქალაქო ან ეთნიკური, წარმოადგენს სრულად ან დომინანტურად მაკრო-კონფესიურ მართლმადიდებლურ თემს, ის შესაძლოა, გარკვეულწილად, აღქმულ იქნას, როგორც ერთი რწმენის თემი - მართლმადიდებელი ერი. ამავდროულად, ეროვნულმა გრძნობებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ცოდვით აღსავსე მოვლენები, როგორიცაა აგრესიული ნაციონალიზმი, ქსენოფობია, ნაციონალური გამორჩეულობა და ინტერ-ეთნიკური მტრობა. უკიდურეს შემთხვევებში, ეს ფენომენები ინდივიდისა და ერთა უფლებების შევიწროებას, ომებსა და ძალადობის სხვა გამოვლინებებს უკვალავენ გზას... ამგვარად ინტერ-ეთნიკურ კონფლიქტში ეკლესია არ აიგივებს საკუთარ თავს არც ერთ მხარესთან, თუმცა, როდესაც ამ მხარეთაგან ერთერთი აგრესიული ან უსამართლოა, უპირისპირდება მას.16

რელიგია, როგორც მშვიდობისა და დაზავების აგენტი

იმის მიუხედავად, რომ რელიგიას ძალადობრივი კონფლიქტის ელემენტად მიიჩნევენ ხოლმე, ის „შეიძლება და უნდა თამაშობდეს კიდეც მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის პრევენციასა და პოსტ-კონფლიქტურ მორიგებაში“17. ხშირად აღიარებენ, რომ რელიგიურ თემს შეუძლია წვლილი შეიტანოს სამშვიდობო და დაზავების პროცესში, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერესით ეკიდებიან და კიდევ უფრო ნაკლებად იყენებენ მას რეალური კონფლიქტებისას.

მრავალი მიზეზია საიმისოდ, რომ რელიგიებმა პოზიტიური როლის შესრულება შეძლონ. ყველა რელიგია თავისუფლების, სამართლიანობის, მშვიდობისა და შერიგების ფასეულობების ერთგულია. მაგალითად, მსოფლიო რელიგიათა პარლამენტი ცდილობს ამ ფასეულობათა გარშემო შემოიკრიბოს რელიგიური ლიდერები. ამ პარლამენტის 1993 წლის დეკლარაციის მთავარ ნაწილში ვკითხულობთ: „ვემსახურებით არაძალადობის კულტურას, ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და მშვიდობას. არ ევზღუდავთ, დავაზარალებთ, ვაწამებთ ან მოვკლავთ სხვა ადამიანებს. ვგმობთ ძალადობას, როგორც განსხვავებათა გადაწყვეტის საშუალებას“.18 მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამგვარი ინიციატივები მხოლოდ აბსტრაქტულ დონეზე არ რჩება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რელიგიური თემის, როგორც კონფლიქტურ სიტუაციაში მედიატორის, კომპეტენცია შესამჩნევად გაიზარდა. არაძალადობრივი მედიაციის ტრეინინგკურსები თითქმის ყველა კონტექსტში არსებობს და, შედეგად, მათი მრავალი მონაწილე უკვე ჩაბმულია გაყოფილ საზოგადოებებში მშვიდობისა და თემის მშენებლობაში. დაფუძნდა რამდენიმე სპეციალიზებული ინსტიტუტი (მაგალითად, სიცოცხლისა და მშვიდობის ინსტიტუტი უპსალასა და ნაირობიში), რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ის, რომ რელიგიებს აქვთ სტრუქტურა ადგილობრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე, სერიოზული ფაქტორია, რასაც ხშირად არასაკმარისი მნიშვნელობა ენიჭება. რელიგიური თემები საკუთარი კონტექსტიდან თავს უფრო ფართო, საერთაშორისო თემის ნაწილად აღიქვამენ, რაც ეროვნულ ან ეთნიკურ საზღვრებს ლახავს. დღეს უამრავი საერთაშორისო სტრუქტურა არსებობს: მონორელიგიური, ეკუმენური, ასევე, ინტერრელიგიურიც. ისინი ერევიან კონფლიქტურ სიტუაციაში, როგორც მესამე მხარე და მედიატორის როლს ასრულებენ, იმის მიუხედავად, ეს კონფლიქტები რელიგიურ კომპონენტს შეიცავენ თუ არა. ვინაიდან თანამედროვე კონფლიქტები, მეტწილად, ადგილობრივ ან ნაციონალურ კონტექსტში მიმდინარეობს, საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც, ძირითადად, სახელმწიფოთაშორისი კონფრონტაციის მოსაგვარებლადაა შექმნილი, შეზღუდული ეფექტი აქვს. ამგვარად, ადგილობრივიმ თემების პოზიტიური წვლილი მზარდ მნიშვნლობას იძენს. მათი მეშვეობითა და საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციების ჩარევით, კონფლიქტის გადაჭრა უფრო ეფექტური ხდება.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში მშვიდობის დამყარება ხანგრძლივი პროცესია. რელიგიების ერთ-ერთი სტრატეგიული უპირატესობა კონფლიქტურ სიტუაციაში ხანგრძლივი თანაარსებობაა, რაც მათ პროექტებსა და ინიციატივებში გრძელვადიანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რელიგიური თემები და მათი ლიდერები არ არიან დამოკიდებულნი ხანმოკლე წარმატებასა და პრობლემების არამდგრად გადაჭრაზე. რელიგიებს არა მხოლოდ მშვიდობისა და დაზავების იდეის გავრცელების პოტენცია აქვთ, არამედ მრავალი მაგალითი არსებობს მათ მიერ თანამედროვე კონფლიქტურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისა.

რელიგია და კონფლიქტის პრევენცია

კონფლიქტის პრევენცია, სამხედრო ჩარევის შემდგომ რეკონსტრუქციასთან შედარებით, გაცილებით უფრო ჰუმანური და ეკონომიური ალტერნატივაა. მაგრამ, როგორც წესი, პრევენციას ძალიან მცირე ყურადღება ექცევა. როგორც ეს უახლესმა ისტორიამ აჩვენა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მთავრობები, ჯერჯერობით, უფრო დიდ ინვესტიციებს სამხედრო ოპერაციებსა და პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციაში დებენ.

იმისათვის, რომ სახელდახელოდ გაჩენილ კონფლიქტზე რეაგირება მოხდეს მანამ, სანამ ის ძალადობრივ კონფლიქტში გადაზრდილა, „ადრეული გაფრთხილების“ მექანიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა შელახვა, განსაკუთრებით კი, უმცირესობებისა და რელიგიის ან რწმენის თავისუფლების შელახვა, ხშირად ძალადობის წარმოშობის ინდიკატორია. იმ ფართო ქსელების მეშვეობით, რომლებიც ხელმისაწვდომია რელიგიური თემებისთვის, ამ თემთა წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ მიერ მასალების შეგროვების პროცესში, ხშირად აწვდიან ადრეული გაფრთხილების სიგნალს.

0x01 graphic

ამავდროულად, როცა საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილია კონფლიქტზე, საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგი აწარმოოს: თუ კონფლიქტს რელიგიური მომენტიც ახლავს, ცდილობს, დიალოგი რელიგიურ თემებს შორისაც გაიმართოს. თუმცა, რეალური დიალოგი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწიოთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის გამოყენება, რათა მხარეები ერთი მაგიდის გარშემო დასვან; მაშინ მათი როლი კონფლიქტის პრევენცია კი არა, კონფლიქტის მხარეებს შორის მედიატორობა იქნება. იმისათვის, რომ პოტენციურად კონფლიქტურმა მხარეებმა ურთიერთნდობა დაიმსახურონ, მათ დიალოგისთვის სივრცე სჭირდებათ; ასეთი რამ კი არსებობს მანამ, სანამ კონფლიქტი ძალადობაში გადაიზრდება. მრავალ ქვეყანაში რელიგიურმა თემებმა დიალოგისა და შეხვედრის სტრუქტურები შექმნეს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რელიგიურ თემებს შორის ნდობის მოსაპოვებლად და ინსტრუმენტია კონფლიქტურ სიტუაციაში. თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს ეკლესიათა ეროვნული და რეგიონული საბჭოები, ხანდახან კი რელიგიათშორისოც. მაგალითად, ასეთი იყო სწორედ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (WCC), აფრიკის ეკლესიათა საბჭოსთან - (Africa Council of Churches - ACC) ერთად, რომელმაც 1972 წელს სუდანში კონფლიქტურ მხარეებს შორის შუამავლობა შეძლო. მაგრამ ბოსნია-ჰერცოგოვინის რელიგიათშორის საბჭოზე, დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც WCRP-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, ძალიან რთულია ამგვარი ინსტრუმენტის ეფექტურ მედიატორულ საშუალებად გადაქცევა, როდესაც კონფლიქტი უკვე დაწყებულია.19 მთავრობებს არ ევალებათ ეკლესიებისა და ინტერრელიგიური საბჭოების დაარსება. მთავრობის ჩარევამ შესაძლოა პროდუქტიულობას ზიანი მიაყენოს, როგორც ეს კომუნისტური დროის არაერთმა მაგალითმა აჩვენა. მაგრამ მთავრობებმა უნდა დაიცვან ის სივრცე, სადაც რელიგიებს შეეეძლებათ, შეხვდნენ ერთმანეთს ეროვნულ, ეთნიკურ და რელიგიურ საზღვრებში.

რელიგია და კონფლიქტის მედიაცია

როდესაც კონფლიქტი ძალის გამოყენების ეტაპს მიაღწევს, როგორც წესი, ირღვევა დიალოგის რელიგიური თუ სეკულარული სტრუქტურები, რომლებმაც ვერ განავითარეს საკმარისი ნდობა დიალოგის მხარეებს შორის. როგორც ბოლოდროინდელმა კონფლიქტებმა აჩვენა, სხვა ძალები რელიგიურ თემებს ხშირად ბოროტად იყენებენ. ამის მიუხედავად, რელიგიურ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებს მაინც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. როდესაც კონფლიქტი იწყება, ხშირად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები ახერხებენ ერთად შეკრიბონ ადგილობრივი თემები ბოსნია-ჰერცოგოვინისა და კოსოვოს კრიზისში, რელიგიური თემების მრგვალი მაგიდების მოწყობა სწორედ ისეთმა ორგანიზაციება შეძლეს, როგორებიცაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ევროპულ ეკლესიათა კონფერენცია და სინდისის ფონდის მოწოდება. შეხვედრებმა დააახლოვა რელიგიები და მკაფიო სიგნალი გაუგზავნა არარელიგიურ სამყაროს. ამ ინიციატივების მიზანი არ ყოფილა რელიგიების გამოყენება ნაციონალური მიზნებისთვის; მათ განსაზღვრეს საერთო პოლიტიკა დახმარების ოპერაციებთან, ლტოლვილებთან და მედიასთან დამოკიდებულების კუთხით. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და კოსოვოში ასეთი მრგვალი მაგიდები დაგვიანებით გაჩნდა.20 უფრო დროული იყო მაკედონიის რესპუბლიკის რელიგიური თემების ბოლოდროინდელი ერთობლივი დეკლარაცია,21 დადებული 2001 წლის 13 ივნისს, რომელიც აცხადებს:

ვხელმძღვანელობთ ჩვენი რწმენის პრინციპებით, ურთიერთდაკავშირებული ვართ ერთად საცხოვრებლად და სამუშაოდ, როგორც ძმები და დები... ჩვენ ვგმობთ ძალადობასა და კონფლიქტს, რომელიც გადაჭრის გზების ძიების მაგივრად მხოლოდ ქაოსს ქმნის. ახლანდელი ძალადობა და კონფლიქტი არ არის დაფუძნებული რელიგიაზე ან/და რელიგიურ განსხვავებებზე, და ჩვენ ვგმობთ მცდელობებს, დაერქვას მათ რელიგიური შეუწყნარებლობის სახელი... ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით რელიგიით მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას, ისევე, როგორც ძალადობის მიზნით რელიგიური სიმბოლოებისა და ენის ბოროტად გამოყენებას.22

რელიგიური თემების კონფლიქტში ჩაბმის გახშირებული მცდელობებისას ეს დეკლარაცია დროული აღმოჩნდა. რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს და ევროპული ეკლესიების კონფერენციის როლი რელიგიური წარმომადგენლების შეხვედრის სივრცის შესაქმნელად, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო თანამშრომლობის მაკედონიური ცენტრის ხანგრძლივი მედიატორული როლის გარეშე.

თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ მესამე ჯგუფის ჩარევა კონფლიქტურ სიტუაციაში მოხდეს გარედან ან ზემდგომი სტრუქტურებიდან. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივი კორიმეელას თემი აერთიანებს ადგილობრივ ადამიანებს, განურჩევლად მათი რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა, რათა მათ საერთო მშვიდობაზე დაკვირვება შეძლონ. ეკუმენურობის ირლანდიური სკოლა კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს მოგონებებისგან განკურნების პროცესში რთავს. ბოსნია-ჰერცოგოვინის ომების დროს „შავოსანი ქალები“ საჯარო დემონსტრაციებს მართავდნენ ძალადობის გამოყენების წანააღმდეგ. ხორვატიაში ოსჯეს მშვიდობის, არაძალადობისა და ადამიანის უფლებების ცენტრი აწარმოებდა ტრეინინგებს არაძალადობრივი კონფლიქტების მედიაციის სფეროში და ამგვარი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ბიკომუნალურ სოფლებში აგზავნიდა, როგორც კი საერთაშორისო მედიატორები ტოვებდნენ იქაურობას. რაც უფრო ადგილობრივ დონეზეა ორგანიზებული ასეთი ინიციატივები, და რამდენადაც უფრო მეტად არის მასში ჩაბმული ადგილობრივი თემი, უფრო მეტია ეფექტურობა.

რელიგია და ომისშემდგომი თემის მშენებლობა

ომისშემდგომ სიტუაციებში, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოება აღარ არსებობს. ხშირად ამ ტიპის სტრუქტურებიდან მხოლოდ რელიგიური თემები გადარჩებიან ხოლმე. ასეთ დროს სწორედ მათ უწევთ ხალხის აზრის გამოხატვა და სამოქალაქო საზოგადოების თავიდან ფორმირება.

ყოფილი იუგოსლავიის შემთხვევაში, რელიგიაზე დაფუძნებულმა დახმარების ურიცხვმა ორგანიზაციამ საკუთარი რესურსები გააერთიანა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორულ პროგრამაში WCC-ის მფარველობის ქვეშ. გადაუდებელი, საბაზისო დახმარების პერიოდის გავლის შემდეგ, ეს ორგანიზაციები იწყებენ ხანგრძლივი განვითარების პროგრამას ადგილობრივი თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს სამ უმთავრეს საკითხზე: მშვიდობა და დაზავება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება, რეპატრიაცია და ლტოლვილებისა და დევნილების ინტეგრაცია.23

რელიგიის ან რწმენის თავისუფლების დანერგვა, როგორც მშვიდობასა და დაზავებაში რელიგიის წვლილის წინაპირობა

ზემოთქმულიდან ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ რელიგიის აკრძლავა პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში არ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში რელიგიის როლის განსაზღვრის ადეკვატური პასუხი იყოს. „რელიგიურ ექსტრემიზმთან და რელიგიით მანიპულაციასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა არის უფრო გაძლიერებული, უფრო აუთენტური და არა დასუსტებული რელიგია“.24 შესაბამისად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სრული დანერგვა ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასა და 1981 წლის გაეროს დეკლარაციაში ყველა ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ - შეიცავს წინაპირობას რელიგიებისთვის, რათა მათ შეასრულონ თავისი როლი კონფლიქტის პრევენციაში, მედიაციასა და ომის შემდგომი თემის მშენებლობაში. ცხადია, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საყოველთაო და რეგიონული სტანდარტებიც, რომლებიც ეხება რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას, პოლიტიკურად აუცილებელი ეუთო-ს ვალდებულებების ჩათვლით. მათი ერთი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტურ სიტუაციებში რელიგიის ჩარევასთან მიმართებით. სტანდარტების ეფექტურმა დანერგვამ, იმ ჯგუფებისადმი პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, რომლებიც თავს შევიწროებულად გრძნობენ, შესაძლოა წვლილი შეიტანოს უნდობლობის შემცირებაში; ამან შეიძლება აგვარიდოს იმ საფრთხესაც, რომ რელიგიურმა შეუწყნარებლობამ ან დისკრიმინაციამ კონფლიქტური სიტუაცია წარმოშვას.

რელიგიურმა თემებმა მშვიდობის შენებასა და დაზავების პროცესში თავისი როლის შესრულება რომ შეძლონ, აუცილებელია, მათ უსაფრთხო სამართლებრივი სტატუსი და თვითგამოხატვის დაცული სივრცე ჰქონდეთ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანახმად, სახელმწიფოსთან მიმართებით ყველა რელიგიის თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ამა თუ იმ სახელმწიფოში ყველა რელიგიური თემის ერთნაირი სტატუსით არსებობის აუცილებლობას. მაგრამ „ის ფაქტი, რომ რომელიმე რელიგია აღიარებულია, როგორც სახელმწიფო რელიგია, ან დაფუძნებულია, როგორც ოფიციალური თუ ტრადიციული რელიგია, ანდა მისი მიმდევრები მოსახლეობის უმრავლესობაა, არ უნდა ნიშნავდეს, რომ მას იმაზე მეტი უფლება აქვს, რაც მოცემულია [საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების] კონვენციაში მე-18 და 27-ე მუხლების ჩათვლით; მით უფრო ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია „დომინანტურ“ რელიგიასთან მიმართებით სხვა რელიგიის მიმდევრების ან „ურწმუნოთა დისკრიმინაცია“.25 ხშირად დაძაბულობის, კონფლიქტისა და რელიგიური ექსტრემიზმის აღმოცენების მიზეზი სწორედ ხელისუფლების მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია ან რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაციისგან დაუცველობაა. ამის საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში, სადაც ყველა რელიგიური თემი აღიარებულია და სარგებლობს რელიგიის ან რწმენის თავისუფლებით, ნაციონალური და ეთნიკური მიზნებისთვის რელიგიის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს.

ამიტომაც, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა, როდესაც მონიტორინგს ატარებს იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ნაციონალური კანონმდებლობა და სახელმწიფო პრაქტიკა საერთაშორისო ნორმებს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობა შიდასახელმწიფოებრივია, ხოლო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები და ზედამხედველობითი მექანიზმები შექმნილია სახელმწიფოთშორისი კონფლიქტების აღმოსაფხვრელად, უნდა დაისვას საკითხი: არის კი ეს ინსტრუმენტები და მექანიზმები ადეკვატური საწყის ეტაპზე ეფექტური ჩარევისათვის. აშკარაა, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ სახელმწიფოს საშინაო საქმედ აღარ შეიძლება ჩაითვალოს.26

თარგმნა მიხეილ პაკაცოშვილმა

___________________

1. რელიგიისა და რწმენის შესახებ გაეროს საგანგებო მომხსენებლის ანგარიშებისათვის იხილეთ www.unhchr.org

2. ოსლოს დეკლარაცია მიღებულ იქნა სრული მხარდაჭერით 1998 წლის აგვისტოს ოსლოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ კონფერენციის დასასრულს.

3. იხილეთ ჰანს კიუნგი და კარლ-იოსეფ კუშელის გამოცემა, გლობალური ეთიკა: მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის დეკლარაცია (ლონდონი, გამომცემლობა SCM, 1993), გვ: 8-24.

4. იხილეთ მსოფლიო ეკლესიათა საბჭო, ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის ოქმი, 51-ე შეხვედრა, შეიარაღებული ძალადობის დროს საფრთხეში მყოფი მოსახლეობის დაცვა; ეკუმენურ-ეთნიკური მიდგომა.

5. იხილეთ ჯონ პოლ ლედერახი, მშვიდობის მშენებლობა, მდგრადი შერიგება გაყოფილ საზოგადოებებში (ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის გამომცემლობა, 1997), 7-10.

6. იქვე., 8.

7. ესკილ ჯონსონი, „ახალი გზები ცხოვრებისა და მშვიდობისაკენ“.

8. აპლები, საკრალურის ამბივალენტობა, 86-87.

9. როჯერ ვილიამსონი, „რელიგიური ფუნდამენტალიზმი, როგორც მუქარა მშვიდობისათვის: ორი კვლევა“ (LPI სამუშაო სტატია, ოქტომბერი, 1992), 18.

10. იხილეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, „ეკლესიები და კოსოვოს კრიზისი: ძირითადი ინფორმაცია“, Press Update, 28 მაისი, 1999, ჟენევა.

11. გერ დუიჯზინგსი, რელიგია და იდენტობის პოლიტიკა კოსოვოში, (ლონდონი, Hurst and Company, 2000), 1.

12. იქვე, 29-30.

13. სუზან ტურფჯელი, „სუდანის ქადაგებანი“, ახალი გზები: მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ჟურნალი. 4, N4, (1993): 13.

14. ჯონ დ. ბრიუერი, „ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის ისტორია“, epd - Dokumentation 32 (2001): 44.

15. თარალეით კოში ოომმენ, „რელიგია, როგორც ძალადობის წყარო: სოციოლოგიური პერსპექტივა“, ეკუმენური მიმოხილვა 45(2001), 168-79; ჰუტარტი, „Gewalt im Namen der Religion“, 447; ეპლები, საკრალურის ამბივალენტობა, ხი.

16. oommen, „რელიგია როგორც ძალადობის წყარო“, 178.

17. რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ეპისკოპოსთა საბჭოს იუბილე, „რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ცნების საფუძველი“, 13-16 აგვისტო, 2000, www.russian-orthodoxchurch. org.ru/sd00e.htm.

18. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რელიგიური შეუწყნარებლობის ჩათვლით, აბდეფატა ამორის ანგარიში, საგანგებო მომხსენებელი, ადამიანთა უფლებების რაზოლუციის კომისია, 1999/39, UN Doc.E/CN.4/2000/65, para.179 (2000).

19. კიუნგი და კუშელი, გლობალური ეთიკა, 8.

20. იხილეთ აპლები, საკრალურის ამბივალენტურობა, 641.

21. დამატებითი ინფორმაციისთვის მრგვალი მაგიდების განცხადებებისა და სხვა ინიციატივების შესახებ იხილეთ დუიჯზინგსი, რელიგია და იდენტობის პოლიტიკა კოსოვოში, სინდესმუსი, მართლმადიდებლური ახალგაზრდული მსოფლიო ასოციაცია, ზემოდან მშვიდობისათვის, მართლმადიდებლური რესურსების წიგნი ომზე, მშვიდობაზე და ნაციონალიზმზე (Bialystok, Poland: Orthodox Printing House, 1999), 133-6.

22. დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ელექტრონულ მისამართზე: www.wcc-coe.org

23. მედიატორობის სრული პროცესი დოკუმენტირებულია რობერტო მოროზო დელა როკოს მიერ, Vom Krieg zum Frieden. Mosambik: Geschichte einer Ungewohnlichen Vermittelung (Hamnurg: Verlag in Uebersee, 1997).

24. „LPI სომალიში: 7 წლის შემდეგ“, ახალი გზები 4 (1999); 21.

25. რელიგიასა ან რწმენაზე დაფუძნებული შეუწყნარებლობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციის დანერგვა; საგანგებო მომხსენებლის, აბდელფატაჰ ამორის მიერ მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებების აღსრულების კომისიასთან შეთანხმებით 1995/23, UN doc. E.CN.4/1996/95/Add.1, პარა.82 (1996).

26. მაგალითისთვის იხილეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლების ვენის შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტი, principle 16, (c), 4 November 1986-17 January 1989.

27. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ზოგადი კომენტარი, no 22 (1993) (ICCPR, art. 18), UN doc.A/48/40 (Pt.I), para. p.

28. ვრცელი ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობის ტრასნფორმაციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ის გარდაიქმნა ნორმათა ერთობლიობისგან - რომლებიც მართავდა მხოლოდ ურთიერთობებს ერებს შორის - ნორმათა წყებად, რომელიც სულ უფრო მეტად იძლევა პირდაპირი ეფექტური გზების სიმრავლეს ნაციონალურ სამართლებრივ სისტემაში. იხილეთ ჰენრი ჯ. სტეინერი და ფილლიპ. ალსტონი, ადამიანის უფლებები საერთაშორისო კონტექსტში: კანონი, პოლიტიკა, მორალი, მეორე გამოცემა (Oxford University Press, 2000), 56-135, 987-1081.

9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲back to top


სამართალი

რუბრიკა სამართალი ჟურნალის ყოველ ნომერში თემატურად წარმოგიდგენთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებათა, ეთნიკურ უმცირესობათა, ქალთა უფლებების, სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესებსა თუ ინვალიდთა უფლებებს შეეხება.

გაერთიანებული მაკედონიური ორგანიზაცია ილინდენი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ

მასალა მოამზადა ირინე ქურდაძემ

„ილინდენი“ ბულგარეთის სამხრეთდასავლეთ ნაწილში 1990 წელს დაფუძნებული ასოციაციაა. წესდების თანახმად, „ილინდენის“ მიზნებია „რეგიონულ და კულტურულ საფუძველზე ბულგარეთში მყოფი მაკედონიელების გაერთიანება“ და „ბულგარეთში მაკედონიელთა უმცირესობად ცნობა“. 1990 წელს „ილინდენმა“ განაცხადი გააკეთა რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა ის არ დააკმაყოფილეს.

თავის გადაწყვეტილებებში ქვეყნის სასამართლომ დაადგინა, რომ ორგანიზაციის მიზნები ეწინააღმდეგებოდა ერის ერთიანობას, აღვივებდა ეროვნულ და ეთნიკურ შუღლს და სახიფათო იყო ბულგარეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

0x01 graphic

1990-2003 წლების განმავლობაში „ილინდენმა“ რამდენჯერმე სცადა ღონისძიებების ჩატარება პირინეის მაკედონიის სხვადასხვა ნაწილში. თითქმის ყველა აღნიშნული შეკრება ბულგარეთის ხელისუფლებამ აღკვეთა, ვინაიდან ამ შეკრებებს არარეგისტრირებული ორგანიზაცია ატარებდა.

1997 წელს განმცხადებლები, რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, პეტრიხში შეიკრიბნენ. არსებობს ამ შეხვედრის ორი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, თვრამეტმა ადამიანმა მიიღო რეზოლუცია, რომ კიდევ ერთხელ გაეკეთებინათ განაცხადი „ილინდენის“ რეგისტრაციის მოთხოვნით. მეორე ვერსიის თანახმად, ჩვიდმეტმა ადამიანმა გადაწყვიტა, დაეარსებინა მოგებაზე არაორიენტირებული ასოციაცია „ილინდენი“. ორივე ვერსია ცხადყოფს, რომ მიღებულ იქნა წესდება, არჩეულ იქნა მმართველი კომიტეტი და ასოციაციის თავმჯდომარე.

1998 წელს განმცხადებლებმა „ილინდენის“ რეგისტრაციისათვის განაცხადი ბლაგოევგრადის რეგიონულ სასამართლოში შეიტანეს და მას 1997 წლის შეხვედრის პირველი ვერსიის ასლი დაურთეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რეგისტრაციის განაცხადს აკლდა მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ხელმოწერა და ორგანიზაციის წესდების ხელმოწერილი ასლი. ბლაგოევგრადის რეგიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი შემდეგი საფუძვლით არ დააკმაყოფილა: „პირებისა და ოჯახის შესახებ 1949 წლის კანონის თანახმად, არამომგებიანი ორგანიზაციის რეგისტრაციის განაცხადს თან უნდა დართვოდა რეზოლუცია მისი დაფუძნების შესახებ და დამფუძნებელთა მიერ ხელმოწერილი წესდება“. განმცხადებლებს განემარტათ, რომ მათ უნდა წარმოედგინათ წესდება დამფუძნებელთა ხელმოწერებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალები არ აკმაყოფილებდა ბულგარეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავდა, რომ განმცხადებლები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ეთნიკური ნიშნით დაარსებულ მაკედონიურ ეროვნულ ორგანიზაციად, რომელიც მაკედონიელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გამგრძელებელი იყო. ამდენად, მათი აზრით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, თუ რამდენად შეძლებდა ორგანიზაცია თავისი მიზნების მშვიდობიანად განხორციელებას.

ასოციაციის მმართველმა კომიტეტმა სოფიის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. კომიტეტის წევრებს მიაჩნდათ, რომ ბლაგოევგრადის რეგიონულმა სასამართლომ ასოციაციის წესდება განზრახ არასწორად განმარტა. მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური მიზნები და არასოდეს ჩააგდებდნენ საფრთხეში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი აღიარებდნენ, რომ თავდაპირველად რეგისტრაციის დოკუმენტებს ტექნიკური პრობლემები ახლდა, მაგრამ შემდეგ მათ ეს ხარვეზი გამოასწორეს.

ამის მიუხედავად, სოფიის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ასოციაციას პოლიტიკური მიზნები და ამოცანები ჰქონდა. არჩევნებში მონაწილეობა, მსვლელობების, დემონსტრაციების მოწყობა ბულგარეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. „ილინდენის“ მმართველმა კომიტეტმა საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სამართლომ 1999 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი არ დააკმაყოფილა და სოფიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2002 წელს „ილინდენმა“ ბლაგოევგრადის რეგიონულ სასამართლოში რეგისტრაციის ახალი განაცხადი შეიტანა. მან კვლავ უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ერის ერთიანობას, მას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და მაკედონიელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის გამგრძელებელი იყო.

სოფიის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, სადაც, 2004 წლის გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა 1998-99 წლებში „ილინდენის“ რეგისტრაციაზე მიღებული უარი.

განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან „ილინდენის“ რეგისტრაციაზე უარით დაირღვა მათი გაერთიანების თავისუფლება. შიდა სასამართლოების უარი ეფუძნებოდა ფაქტების არასწორ გაგებას და შესაბამისი ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას.

„ილინდენის“ წესდება არ მოიცავდა მოწოდებას ძალადობისკენ. ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა. ის იქმნებოდა, როგორც კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად არ ისახავდა ბულგარეთის ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას ან შუღლის გაღვივებას ბულგარეთის მოსახლეობას შორის. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ბულგარეთის სახელმწიფო პოლიტიკა უარყოფდა მნიშვნელოვანი მაკედონიური უმცირესობის არსებობას და მათი უფლებები აბსოლუტურად ირღვეოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მაკედონიელი უმცირესობის უფლებების დაცვა იყო.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ თავდაპირველად მათ რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რიგი ტექნიკური პრობლემების გამო. 2002 წელს მათ ხელახლა გააკეთეს განაცხადი კანონის სრული დაცვით, მაგრამ კვლავ უარი მიიღეს რეგისტრაციაზე ქვეყნის სასამართლო სისტემის თითოეულ ინსტანციაში.

ბულგარეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ასოციაციის რეგისტრაციაზე უარი ეფუძნებოდა ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ხოლო შეზღუდვა ემსახურებოდა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, დანაშაულისა და უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნებს. მათი აზრით, ორგანიზაცია მაკედონიელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ინიციატორი იყო.

შიდა სამართლის თანახმად, დამფუძნებლებს არ წარმოუდგენიათ ასოციაციის რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერილი დოკუმენტები. შესაბამისად, ბლაგოევგრადის რეგიონულმა სასამართლომ ორჯერ განაცხადა უარი რეგისტრაციაზე. ასევე, დამფუძნებლებს უარი განუცხადა სოფიის სააპელაციო და უზენაესმა საკასაციო სასამართლომ. ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ წარმოდგენილი საბუთები კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ორგანიზაციას ჰქონდა ხელახალი განაცხადის გაკეთების უფლება, მაგრამ შიდა სასამართლოებმა შემდგომი განაცხადის განხილვისას დაადგინეს, რომ მათი წესდება და პროგრამა ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. თუკი თავდაპირველად „ილინდენის“ რეგისტრაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სახით უნდა მომხდარიყო, ხელახალი განაცხადის გაკეთებისას ჩანდა, რომ მას პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა.

10 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

▲back to top


სამართალი

„ილინდენის“ რეგისტრაციაზე ბულგარეთის სასამართლოების უარი განმცხადებელთა გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყო. შიდა სასამართლოები უარს ამბობდნენ, განეხილათ დამფუძნებელთა განცხადებები, რადგან ისინი არარსებული სამართლებრივი სუბიექტის მიერ კეთდებოდა. ასეთი ჩარევა არ იყო გამართლებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის - შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება - ჭრილში და არ წარმოადგენდა „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას“, არ ემსახურებოდა სამართლებრივ მიზნებს და არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

საქმის მასალიდან ირკვეოდა, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა არ ემსახურებოდა ბულგარეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ერთ ან რამდენიმე სამართლებრივ მიზანს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სახელმწიფო ჩარევის გასამართლებლად სამ ძირითად არგუმენტს ეფუძნებოდა:

  • ილინდენის რეგისტრაციის დოკუმენტების ფორმალური მხარე.

ევროსასამართლოს არ ჰქონდა მაგალითები, თუ როგორ მოქმედებს შიდა სასამართლო, როდესაც არსებობს არამომგებიანი ორგანიზაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მსგავსი სირთულეები (ტექნიკური პრობლემები, ხარვეზი დოკუმენტებში, სხვ.). გარდა ამისა, თვით ფაქტი, რომ განმცხადებლებმა წარმოადგინეს რამდენიმე დამფუძნებლის ხელმოწერა და შემდგომ დანარჩენი პირების ხელმოწერები (თანხმობა რეგისტრაციაზე), შეიძლებოდა, საკმარისად მიჩნეულიყო. ამდენად, შიდა სასამართლოების უარი რეგისტრაციაზე არ იყო საფუძვლიანი.

  • წინააღმდეგობა ქვეყნის კანონმდებლობასთან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა საფუძვლიანი არგუმენტი, რომ ორგანიზაციის წესდება ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

  • შესაძლო საფრთხე.

ასოციაციის მიზნებიდან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხე რეგისტრაციაზე უარის თქმის მესამე საფუძველი იყო. დადგინდა, რომ „ილინდენის“ განცხადებები არ წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზს. თვით განცხადება ავტონომიის შექმნის თაობაზე, ან მოთხოვნა ტერიტორიის ნაწილის გამოყოფის შესახებ, არ შეიძლება ავტომატურად გამხდარიყო კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლებისთვის 1,900 ევროს გადახდა გაწეული ხარჯებისთვის და იმ თანხების ანაზღაურება, რაც მათ გაიღეს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურებისთვის და ევროსასამართლოსადმი მიმართვისთვის.

11 ბაჰაის სარწმუნოება

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და როგორ საქმიანობს საქართველოში. რადგან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭოს პირველი წევრები, ანბანის მიხედვით, ბაჰაის რწმენის მიმდევრები არიან, წარდგენათა სერიას სწორედ მათგან ვიწყებთ.

თათია მებაღიშვილი

ბაჰაი დამოუკიდებელი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც, ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ ინფორმაციით, 1992 წლისათვის გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ქრისტიანობის შემდეგ. მსოფლიოში დაახლოებით ექვსი მილიონი ბაჰაი ცხოვრობს, მათ შორის არიან 2100 ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამ რელიგიის ფუძემდებელია სპარსი დიდგვაროვანი ოჯახის წევრი მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892), რომელსაც „ბაჰა'უ'ლა“ - არაბულად „ღვთის დიდება“ - ეწოდა. ბაჰაის რწმენით ბაჰაულა არის აღთქმული ყველა დროისა.

0x01 graphic

ბაჰაის სარწმუნოების ძირითადი „მესიჯი“ კაცობრიობის ერთიანობის აღიარებაა: „დედამიწა ერთი ქვეყანაა მხოლოდ, კაცობრიობა კი მისი მოქალაქე“, - წერს ბაჰაულა და ამით ბაჰაი საზოგადოებას კაცობრიობის ერთ ხალხად გაერთიანებას უსახავს მიზნად. ბაჰაულას სწავლების მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ადამიანთა ერთი რასა და მსოფლიოში ყველა რელიგია იმის გამოხატულებაა, რომ არსებობს ღმერთის უცვლელი რწმენა; მისი ისტორიული განვითარება კი ყოველი დრო-ჟამის სხვადასხვაგვარ მოთხოვნას შეესაბამება: აბრაამი, მოსე, ბუდა, ზოროასტრი, კრიშნა, იესო, მუჰამედი, ბაბი და ბაჰაულა კაცობრიობას თანმიმდევრობით ეცხადებოდნენ. მათი მეშვეობითაც ღმერთი სულ უფრო სრულად გვიხსნიდა რელიგიის დანიშნულებას.

თავისი მოღვაწეობისას ბაჰაულამ საერთოდ გააუქმა ღვთისმსახურების ინსტიტუტი და აკრძალა წმინდა ნიშნების შექმნა, ვინაიდან გმობდა ასკეტიზმსა და ბერ-მონაზვნობას, რელიგიურ სასჯელს, კათედრიდან ქადაგებასა და ხელზე ამბორს, ზუსტად ისევე, როგორც აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლურ სასმელს. იგი მონოგამიას და ოჯახის მთლიანობას ქადაგებდა. ბაჰაულას მოძღვრების მიხედვით, მომწიფდა ის დრო, როდესაც კაცობრიობის განვითარებაში ახალი, შეგნებული ერთობის ხანა უნდა დადგეს. ამის მისაღწევად იგი საჭიროდ მიიჩნევდა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, პოლიტიკური და ეკონომიკური შეზღუდულობების გადალახვასა და გაუქმებას, ასევე, საერთაშორისო დამხმარე ენის დამკვიდრებას, ქალთა და მამაკაცთა შორის სრულ თანასწორობას, განათლების საყოველთაო სისტემის შემოღებას, ჭეშმარიტების დამოუკიდებელ ძიებას, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების საერთაშორისო კოდექსის შემუშავებას და მსოფლიო ერების კონფედერაციული მთავრობის შექმნას.

დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2000 ბაჰაი ცხოვრობს. ბაჰაის საზოგადოების ისტორია საქართველოში თავად ბაჰაულას დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1846 წელს, ახალი რელიგიის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, სარწმუნოება მიიღო სპარსეთში მცხოვრებმა ქართველ მეფეთა შთამომავალმა მანუჩარ ბაგრატიონმა. ცნობილია, რომ იგი ისპაჰანის პროვინციის გუბერნატორი და დიდად გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო სპარსეთის შაჰის კარზე; ამასთან, იგი გახდა ახალი აღმსარებლობის მიმღები პირველი ქართველი და, ფაქტობრივად, პირველი ქრისტიანი. მთელი მსოფლიოს ბაჰაი მორწმუნენი მას მიიჩნევენ ერთ-ერთ პირველ თავდადებულ რაინდად და სარწმუნოების დამცველად.

ბაჰაის მიმდევართა რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 1925 წელს კავკასიის ეროვნული სასულიერო მმართველობითი ორგანო - საკრებულო - შექმნილიყო. მაგრამ 1928 წლიდან საქართველოში ბაჰაის მიმდევრებს სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ კომუნისტური რეჟიმის გამო. 1938 წლისათვის საქართველოში ბაჰაი თემი ნაწილნაწილ დაიშალა და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა 1992 წლამდე. ბაჰაითა ეროვნული სასულიერო საკრებულო საქართველოში 1995 წლის აპრილში აირჩიეს და მას შემდეგ არჩევნები ყოველწლიურად ტარდება.

დღეს საქართველოში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული ბაჰაი ადმინისტრაციული მმართველობა. მას მტკიცედ ჩამოყალიბებული, მკაფიო მიზნები აქვს: ადამიანის ზნეობრივი დახვეწა, ინტელექტუალური უნარების განვითარება, ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიება.

ამ მიზნების განსახორციელებლად ბაჰაის მორწმუნენი საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით გეგმავენ: ბავშვთა კლასები, ლოცვითი შეხვედრები, სასწავლო წრეები და მოზარდთა კლასები. ასეთ წრეებში გაწევრიანება და მის საქმიანობაში მონაწილეობა ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია, ვინაიდან ბაჰაის მიმდევართა მიზანია ადამიანთა შერიგება და მშვიდობის დამკვიდრება მსოფლიოში არსებული საყოველთაო დაძაბულობის ფონზე. მთავარი ადამიანთა მორალური სიწმინდე და კარგი განათლებაა და არა მათი აღმსარებლობა.

ქართველ ბაჰაითა თემს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა ჯერ არ გასჩენია, რაც, მათი აზრით, პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრები ადამიანების ტოლერანტობის დამსახურებაა. მეორე მხრივ, თავად ბაჰაი სარწმუნოებაც არ აღიარებს აგრესიას და ქადაგებებს. მათ არ ჰყავთ ღვთისმსახურები, მაგრამ ჰყავთ დემოკრატიულად არჩეული საკრებულოები, რომლებიც ერთი მთლიანი ორგანოა და არა ინდივიდუალური ინიციატივების კრებული. ბაჰაის მორწმუნეებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, საქართველოშიც განახორციელონ სოციალური და ეკონომიკური პროექტები. მით უმეტეს, რომ მათ აქვთ სპეციალური კონსულტაციური სტატუსი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსა და UNICEF- ში.

12 მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და როგორ საქმიანობს საქართველოში. რადგან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭოს პირველი წევრები, ანბანის მიხედვით, ბაჰაის რწმენის მიმდევრები არიან, წარდგენათა სერიას სწორედ მათგან ვიწყებთ.

სამართლიანობის მსოფლიო სახლი
ბაჰაიათა მსოფლიო ცენტრი

მეოცე საუკუნის წარუშლელი მემკვიდრეობა იმაში მდგომარეობს, რომ მან მსოფლიოს ხალხები აიძულა, საკუთარ თავს შეხედონ, როგორც ერთი მოდგმის წევრებს, დედამიწა კი ამ მოდგმის საერთო სახლად მიიჩნიონ. მიუხედავად განუწყვეტელი კონფლიქტებისა და ძალადობისა, ქვეყნიერებას რომ მოსდებია, ადამიანთა ბუნებაში, თითქოსდა, მემკვიდრეობით ჩადებული ცრუ-რწმენები საყოველთაოდ იხევს უკან. მათთან ერთად ქრება ის ბარიერებიც, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ხლეჩდა კაცობრიობის ოჯახს, აიგივებდა და აქცევდა მას კულტურულ, ეთნიკურ თუ ეროვნულ საფუძველზე შედუღაბებულ ბაბილონად. ამგვარი ძირეული ცვლილების ამ ხანმოკლე პერიოდში - პრაქტიკულად, მეყსეულად - მოხდენის ალბათობა, სამომავლოდ შესაძლებლობათა ფართო მასშტაბებს გვთავაზობს.

0x01 graphic

უდავოდ ტრაგიკულია ფაქტი, რომ ორგანიზებული რელიგია, რომლის არსებობის ჭეშმარიტი მიზეზიც ძმობისა და მშვიდობის საქმისადმი მსახურებას გულისხმობს, მეტისმეტად ხშირად იქცევა ერთ-ერთ ყველაზე რთულად გადასალახ წინააღმდეგობად. ამგვარ, განსაკუთრებულ მტკივნეულ ფაქტად, შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მისი კეთილი სახელის ქვეშ დიდხანს იყო შეფარული ფანატიზმი. როგორც ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიის მმართველი ორგანო, სინედრიონი, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მოგიწოდოთ, განვიხილოთ ის რთული პრობლემა, რომელსაც შექმნილი სიტუაცია აყენებს რელიგიურ ლიდერთა წინაშე. თავად საკითხიცა და მისი მიზეზით შექმნილი ვითარებაც ჩვენგან გულახდილ საუბარს მოითხოვს. გვწამს, რომ ღვთისადმი ერთობლივი მსახურება გახდება საწინდარი, - ჩვენ მიერ გამოთქმული კეთილი ნების ისეთივე სულისკვეთებით აღსაქმელად, როგორითაც იგი ჩვენ გამოვხატეთ.

საკითხი მკაფიო შტრიხებს იძენს სხვა სფეროთა მიღწევების განხილვისას. წარსულში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალები დაბალ სულიერ საფეხურზე მდგარ არსებებად ითვლებოდნენ. ცრუ შეხედულებათა გამო ისინი ყოველმხრივ იზღუდებოდნენ, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობებს, გამოემჟღავნებინათ ადამიანური სულისკვეთება და მათი როლი მხოლოდ მამაკაცებისადმი მსახურებამდე დაიყვანებოდა. ცხადია, მრავლადაა საზოგადოებები, სადაც ამგვარი პირობები ჯერაც არსებობს და მათ ფანატიკურადაც კი იცავენ. მაგრამ, როდესაც მსჯელობა გლობალურ მასშტაბებს იძენს, მაშინ სქესთა თანასწორობის კონცეფციამ, მთელი თავისი პრაქტიკულობით, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ძალა შეიძინა. ის თანაბარი ავტორიტეტით სარგებლობს უმეტეს აკადემიურ წრეებში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამიერიდან მამაკაცთა უპირატესობის მომხრეები მხარდაჭერას ავტორიტეტული წრეების მხოლოდ ყველაზე რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან თუ მიიღებენ.

ნაციონალიზმით მოსვენებადაკარგულ ათასეულებსაც იგივე ბედი ეწიათ. ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქისთვის სულ უფრო ადვილი ხდება, მსოფლიოს თავს დამტყდარი თითოეული კრიზისისას ერთმანეთისაგან განასხვაოს ქვეყნისადმი სიყვარული - რომელიც ადამიანის ცხოვრებას ამკობს - და წამქეზებლური მოწოდებებისადმი მორჩილება - რაც სხვათა მიმართ სიძულვილისა და შიშის გაღვივებისკენ არის მიმართული. როგორიც არ უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის ნაკლოვანებები და როგორი არასრულფასოვანიც არ უნდა იყოს მისი შესაძლებლობები აგრესიის წინააღმდეგ კოლექტიური სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად - ცხადია, რომ აბსოლუტური ბატონობის ფეტიში თანდათან გაქრობის გზაზეა.

რასობრივი და ეთნიკური ცრურწმენებიც ამგვარი სწრაფი ზემოქმედების სამიზნე გახდა ისტორიული პროცესის მხრიდან, რომელსაც ამგვარი პრეტენზიებისა თუ მიზნების მიმართ მცირედი მოთმინებაღა თუ შერჩა. აქ განსაკუთრებით შეუპოვრად მიმდინარეობს წარსულიდან განდგომა. რასიზმი იმდენადაა ლაფში ამოსვრილი მეოცე ასწლეულის საშინელებებთან კავშირის გამო, რომ სულიერი ავადმყოფობის გამოვლინებად აღიქმება. იმ დროს, როცა მსოფლიოს მრავალ კუთხეში ის სოციალურ პოზიციად და კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დამანგრეველ ძალად რჩება, რასობრივი ცრურწმენები იმდენად საყოველთაოდ იგმობა, რომ ვერც ერთი ხალხი ვეღარ მისცემს თავს უფლებას, მშვიდად იყოს ასოცირებული მასთან.

ეს როდი ნიშნავს, რომ ბნელი წარსული წაიშალა და მოულოდნელად ახალი მსოფლიო დაიბადა - მსოფლიო ნათლისა. უამრავი ადამიანი დღესაც საკუთარ თავზე განიცდის ფესვგადგმულ ეთნიკურ, სქესობრივ, ეროვნულ, კასტობრივ და კლასობრივ ცრურწმენებს. ეს ადასტურებს, რომ ამგვარი უსამართლობა დიდხანს იარსებებს, რამდენადაც კაცობრიობის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და სტანდარტები ჯერაც ნელა იკრებს ძალას, რათა ურთიერთობათა ახალი წესრიგი გააცნობიეროს და ჩაგრულთა ხვედრი შეამსუბუქოს. უფრო მეტად, საკითხი შემდეგნაირად დგას: გადალახულია ზღურბლი, საიდანაც მობრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს. ფუნდამენტური პრინციპები განსაზღვრულია, ჩამოყალიბებულია, ფართო საზოგადოებისათვის განსახილველადაა გადაცემული და თანდათან ინერგება ინსტიტუტებში, რომელთაც შესწევთ უნარი, ისინი ქცევის საყოველთაო, საზოგადო სტანდარტებად აქციონ. ეჭვს არ იწვევს, რომ, როგორი ხანგრძლივი და მტკივნეულიც უნდა იყოს ბრძოლა, მისი შედეგი ხალხებს შორის ურთიერთობებში ფუნდამენტურ დონეზე განხორციელებული რევოლუციური ცვლილებები იქნება.

* * *

მეოცე საუკუნის დასაწყისშივე რელიგიური ცრურწმენები, თითქოსდა, მკაფიოდ ავლენდა მიდრეკილებას - დაეთმო ცვლილებათა ძალებისათვის. იქამდე, დასავლეთში მეცნიერების მიღწევებმა სრულიად უცერემონიოდ გადააბიჯა სექტანტური ექსკლუზიურობის ცენტრალურ სვეტებს. იმ ტრანსფორმაციის კონტექსტში, რასაც ადგილი აქვს ადამიანთა რასის თვითწარმოდგენაში, ყველაზე მეტად დამაიმედებელი რელიგიური განვითარება, რელიგიათშორისი აქტივობა უნდა იყოს. 1893 წელს ამერიკაში გამართულმა მსოფლიო გამოფენამ მისი ყველაზე ამბიციური ორგანიზატორებიც კი გააოცა, როდესაც საფუძველი ჩაუყარა საყოველთაოდ ცნობილი „რელიგიათა პარლამენტის“ დაბადებას. მან თავისი სულიერი და ზნეობრივი კონსენსუსის თვალთახედვით ყველა კონტინენტის გონება დაიპყრო და მოახერხა, დაეჩრდილა ყველა სამეცნიერო, ტექნიკური და კომერციული საოცრება.

ერთი სიტყვით, ჩანს, რომ უძველესი კედლები დაირღვა. რელიგიური სფეროს გავლენიან მოაზროვნეთათვის ეს შეხვედრები უნიკალურ, „მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო“ მოვლენად იქცა. როგორც მისმა თავდაპირველმა ორგანიზატორმა აღნიშნა, პარლამენტმა „გაათავისუფლა მსოფლიო ბრმა ფანატიზმისაგან“. წარმოსახვითი ლიდერობა, როგორც ეს დაბეჯითებით იქნა ნაწინასწარმეტყველები, შემთხვევითი სარგებლებს, დიდი ხნის მანძილზე განცალკევებით მდგომ მსოფლიოს რელიგიურ სათვისტომოებში ძმობის სულისკვეთებას გააღვიძებს, რაც ახალი მსოფლიო კეთილდღეობისა და პროგრესისათვის აუცილებელ ზნეობრივ საფუძველს უზრუნველყოფს. ამგვარი მხარდაჭერით გამხნევებულმა მრავალმხრივმა რელიგიათაშორისმა მოძრაობებმა ფეხი მოიკიდა, მოძლიერდა და წარმატებით დაიწყო მოქმედება. მრავალ ენაზე ხელმისაწვდომმა უზღვავმა ლიტერატურამ, როგორც მორწმუნეთა, ისე არამორწმუნეთა სამწუხაროდ, ფართო აუდიტორიას, ყველა ძირითად რელიგიათა პრინციპები გააცნო. ინტერესი გაძლიერდა რადიოს, ტელევიზიის, ფილმებისა და, ბოლოს, ინტერნეტის მეშვეობით. უმაღლესმა სასწავლებლებმა შედარებითი რელიგიის შესწავლის აკადემიური პროგრამებიც კი დანერგეს. ასწლეულის დასასრულს რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოუდგენელი, რელიგიათაშორისო ლოცვითი მსახურებანი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

სამწუხაროდ, სრულიად ნათელია, რომ ამ ინიციატივებს აკლია როგორც ინტელექტუალური სრულყოფილება, ისე სულიერი სიმტკიცე. გაერთიანების პროცესის საპირისპიროდ, კაცობრიობის სხვა სოციალურ ურთიერთობებზე ზეგავლენის მქონე სექტანტური აზროვნების შაბლონები შეუპოვრად ეწინააღმდეგება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყველა დიდი რელიგია თავისი არსითა და წარმოშობით თანაბრად ქმედითია. რასობრივი ინტეგრაციის სფეროში პროგრესი წარმოადგენს პროცესს, რომელიც სენტიმენტალიზმის ან სტრატეგიის უბრალო გამოხატულება კი არ არის, არამედ იმ ფაქტის აღიარებით წარმოიშვება, რომ მსოფლიოს ხალხები ერთ მოდგმას წარმოადგენენ. მათ შორის მცირერიცხოვანი განსხვავებანი თავისთავად არავის ანიჭებს უპირატესობას და მის ცალკეულ წარმომადგენლებს რაიმე შეზღუდვას არ აკისრებს. ამგვარადვე, ქალთა ემანსიპაციამ ცხადყო როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტების, ისე საზოგადოებრივი აზრის მზადყოფნა, აღიარონ, რომ არ არსებობს მისაღები საფუძველი - ბიოლოგიური იქნება ეს, სოციალური თუ მორალური - ქალებს უარი ეთქვათ მამაკაცის თანასწორ უფლებებზე, ან გოგონებს ჩამოერთვათ ვაჟების თანასწორი განათლების მიღების შესაძლებლობები. ასევე, არც ზოგიერთი ერის მიერ განვითარებადი მსოფლიო ცივილიზაციის ორმირებაში შეტანილი წვლილი უჭერს მხარს მემკვიდრეობით მიღებულ ილუზიას, თითქოსდა, სხვა ერებს მცირედ ან საერთოდ არ ძალუძთ, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

„მიგვაჩნია, რომ რელიგიათა ლიდერები უნდა გამოეხმაურონ ამ ისტორიულ მოწოდებას, თუკი სურთ, რელიგიურმა ლიდერობამ მნიშვნელობა შეინარჩუნოეს გლობალური საზოგადოებაში, რომელი მეოცე ასწლეულის გარდაქმნათა გავლენით ყალიბდება. ცხადია, რომ ადამიანთა სულ უფრო მზარდი რიცხვი მიდის აღაირებამდე, რომ რელიგიის სათავეში ჩადებული ჭეშმარიტება თავისი არსით ერთია.“

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეტწილად რელიგიურ ლიდერებს არ შეუძლიათ ამგვარი ფუნდამენტური, ხელახალი ორიენტირება განახორციელონ. საზოგადოების სხვა სეგმენტები კაცობრიობის ერთობის გამოვლინებას ცივილიზაციის წინსვლის შემდგომ, გარდაუვალ ეტაპად კი არ აღიქვამენ, არამედ მრავალმხრივი ინდივიდუალური თავისებურებების რეალიზაციად მიიჩნევენ, იმ თავისებურებებისა, რომლებითაც ადამიანთა ეს მოდგმა ჩვენი კოლექტიური ისტორიის კრიტიკულ მომენტს უახლოვდება. და მაინც, ჩამოყალიბებული, ორგანიზებული რელიგია მომავლის ზღურბლთან პარალიზებულ მდგომარეობაში დგას, იმავე დოგმებითა და ჭეშმარიტების წვდომის პრეტენზიებით შეპყრობილი, რომლებიც ზოგიერთი ძალიან მწვავე კონფლიქტის გაჩაღებაზე, პლანეტის მკვიდრთა შორის განხეთქილების ჩამოგდებაზეა პასუხისმგებელი.

ამას ადამიანთა კეთილდღეობის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. არ არის აუცილებელი, დაწვრილებით იქნას ჩამოთვლილი ფანატიზმის გამოხტომების გამო უმწეო მოსახლეობის თავს დამტყდარი საშინელებანი. ეს ხომ რელიგიის სახელს არცხვენს და ამგვარი გამოვლინება არც ახალია. მრავალრიცხოვან მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს მე-16 საუკუნეში ევროპაში გაჩაღებული რელიგიური ომები, რაც ამ კონტინენტს, დაახლოებით, მისი მოსახლეობის 30 პროცენტის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. საჭიროა დავფიქრდეთ, რა მოსავალი მოიმკა ადამიანთა შეგნებაში სექტანტური დოგმატიზმის ბრმა ძალების მიერ დათესილმა თესლმა, ამგვარი კონფლიქტები რომ აღმოაცენა.

ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს საღი აზრისადმი ღალატი, რამაც ნებისმიერ სხვა ფაქტორზე მეტად ჩამოართვა რელიგიას პირველადი შესაძლებლობა, გადამწყვეტი როლი ეთამაშა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე მოვლენების ფორმირებაში. რელიგიური ინსტიტუტები, ადამიანთა ენერგიის გამფანტავი და დამასუსტებელი რუტინული საკითხების გადაწყვეტით დაკავებულნი, მეტისმეტად ხშირად უშლიდნენ ხელს ჭეშმარიტების კვლევისკენ მისწრაფებას და იმ გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ადამიანთა მოდგმის განმასხვავებელ თავისებურებას რომ წარმოადგენს. მატერიალიზმის ან ტერორიზმის გმობაგაკიცხვა ვერ იქნება არსებითად დამხმარე ძალა თანამედროვე ზნეობრივი კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუკი არ დაიწყება იმ მოვალეობათა არადამაკმაყოფილებელი შესრულების გულწრფელი აღიარებით, რამაც მორწმუნეებზე ამგვარი ზეგავლენა მოახდინა. როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ეს მსჯელობა, ის არ წარმოადგენს ბრალდებებს ორგანიზებული რელიგიის მიმართ. ეს უფრო შეხსენებაა იმ უნიკალური ძალისა, რომელსაც ორგანიზებული რელიგია ფლობს. ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ რელიგია თვით მოტივაციის წყაროებს - ფესვებს სწვდება, როდესაც ის ერთგულია იმ სულისკვეთებისა და არაჩვეულებრივ პიროვნებათა მაგალითებისა, რამაც მსოფლიოს რწმენის უდიადესი სისტემები უძღვნა. ის ხალხებში სიყვარულის, მიტევების, ქმნადობის, საგმირო საქმეთა ჩადენის უნარს ბადებს, შესაძლებელს ხდის ცრურწმენების დაძლევას, საყოველთაო კეთილდღეობისათვის მსხვერპლის გაღებას და ცხოველური ბუნების იმპულსების დამორჩილებას. უდავოა, რომ ადამიანის ბუნების დახვეწაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო ღვთის მიერ წარგზავნილთა მოვლინების უწყვეტი თანმიმდევრობა. გარდასულ საუკუნეებში ასე ეფექტურად მოქმედი იგივე ძალა ადამიანთა შეგნების უშრეტ თავისებურებად რჩება. ყველაფრის მიუხედავად და მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, გზად გადაღობილ წინააღმდეგობათა დაძლევით, ის კვლავაც მილიონობით ადამიანს ანიჭებს ძალას არსებობისათვის ბრძოლაში, შთაგონებით ავსებს ყოველი ქვეყნის გმირებსა და წმინდანებს, რომელთა ცხოვრებაც ყველაზე დამაჯერებელი დასაბუთებაა მათივე რელიგიის წმინდა წერილებში მოცემული პრინციპებისა. ცივილიზაციის განვითარება თვალსაჩინოდ მიგვითითებს, რომ რელიგიას შეუძლია არსებითი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურაზეც. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია ცივილიზაციის რომელიმე ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც მამოძრავებელ ძალას ამ უშრეტი წყაროდან არ მიიღებდა. შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში იმის დაშვება, რომ პლანეტის ფორმირების მრავალათასწლოვანი პროცესის კულმინაციურ ეტაპზე განხორციელდეს გადასვლა სულიერ ვაკუუმში? თუ ჩვენს სამყაროში, ახლახან დასრულებულ ასწლეულში გაბატონებულმა უზნეო იდეოლოგიებმა რაიმე სარგებლობა არ მოიტანეს, საბოლოოდ ის მაინც დაამტკიცეს, რომ მოცემული მოთხოვნილება ვერ იქნება დაკმაყოფილებული იმ ალტერნატივების ხარჯზე, რომლებიც ადამიანის გამომგონებლობითი ძალის ფარგლებში თავსდება.

* * *

სადღეისო ამოცანები, ბაჰაულას მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილ სიტყვებში განზოგადებული, ფართოდ გავრცელდა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე:

„ეჭვს არ იწვევს, რომ დედამიწის ხალხები, რომელ მოდგმას ან სარწმუნოებასაც უნდა ეკუთვნოდნენ, შთაგონებას ერთი ზეციური წყაროდან იღებენ და ერთი ღმერთის მეუფების ქვეშ არიან. განსხვავება იმ მცნებებს შორის, რომელთაც ისინი იცავენ, იმავე ეპოქის ცვალებადი მოთხოვნებითა და საჭიროებებით აიხსნება, რომელშიც ისინი გამჟღავნდა. ყოველი მათგანი - ადამიანთა უზნეობით წარმოშობილ მცირედ გამონაკლისთა გარდა - უფლის მიერაა დადგენილი და მის ნებასა და მიზნებს გამოხატავს. აღსდექით და, რწმენის ძალით შეიარაღებულებმა, ნამსხვრევებად აქციეთ ამაო წარმოსახვათა ღმერთები, თქვენს შორის განხეთქილებას რომ თესენ. დაეყრდენით იმას, რაც დაგაახლოვებთ და გაგაერთიანებთ.“

ამგვარი მოწოდება, ბუნებრივია, არ ნიშნავს მსოფლიოში არსებულ ძირითად რწმენათა მრავალფეროვნებიდან განდგომას. პირიქით, სარწმუნოებას თავისი მოთხოვნები აქვს და თავად წარმოადგენს საკუთარი თავის გამართლებას. რაც სხვებს სწამთ - ან არ სწამთ - არ შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის სინდისის, აღმსარებლობის საზომი. ის, რისკენაც ზემოთ მოყვანილი სიტყვები არაორაზროვნად მოგვიწოდებს, არის განდგომა განსაკუთრებულობისა ან საბოლოობის ყოველგვარი ლტოლვისაგან. მათ ხომ სულის ცხოვრებაში აქვთ ფესვები გადგმული, ისინი წარმოადგენენ ერთადერთ უძლიერეს ფაქტორს, ერთობისაკენ ლტოლვას რომ ახრჩობს და სიძულვილსა და ძალადობას უწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ რელიგიათა ლიდერები უნდა გამოეხმაურონ ამ ისტორიულ მოწოდებას, თუკი სურთ, რელიგიურმა ლიდერობამ მნიშვნელობა შეინარჩუნოს გლობალურ საზოგადოებაში, რომელიც მეოცე ასწლეულის გარდაქმნათა გავლენით ყალიბდება. ცხადია, რომ ადამიანთა სულ უფრო მზარდი რიცხვი მიდის აღიარებამდე, რომ რელიგიის სათავეში ჩადებული ჭეშმარიტება თავისი არსით ერთია. ეს აღიარება თეოლოგიური დისკუსიების გზით კი არ მიიღწევა, არამედ ინტუიციური შეგნებით, რომელიც იბადება სხვებთან მუდმივი ურთიერთობით და ადამიანთა ოჯახის ერთობის გამღვიძებელი აღიარებით. რელიგიურ დოქტრინათა, რიტუალთა და კოდექსთა გაუგებრობიდან, რაც გამქრალი ცივილიზაციებიდან გვერგო მემკვიდრეობით, აღმოცენდება ერთი გრძნობა: სულიერი ცხოვრება - სხვადახვა ეროვნებაში, რასასა და კულტურაში მისი გამოვლინებით - ერთიანი შეუზღუდავი რეალობაა, რომელზეც ხელი ყველას თანაბრად მიუწვდება. იმისათვის, რომ ეს დაბნეული და ჯერაც გაურკვეველი აღქმა განმტკიცდეს და ეფექტურად შეუწყოს ხელი მშვიდობიანი მსოფლიოს შენებას, მას გულწრფელი მხარდაჭერა სჭირდება იმათი მხრიდან, ვისაც, თუნდაც ამ გვიან ჟამს, დედამიწის მკვიდრთა მასები ხელმძღვანელობისათვის მიმართავენ.

ბუნებრივია, ძირითად მსოფლიო რელიგიურ მიმდინარეობათა შორის მრავალი განსხვავება არსებობს სოციალური ხასათის დეკრეტებისა და ღვთისმსახურების თვალსაზრისით. ძნელი წარმოსადგენია, რომ სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ მხედველობაში მივიღებთ გარდასულ ათასწლეულებს, რომელთა დროსაც თანმიმდევრულად მოვლენილი გამოცხადებანი საკუთარ მზერას მუდმივ განვითარებაში მყოფი ცივილიზაციის ცვალებადი მოთხოვნებისაკენ მიმართავდნენ. მართლაც, ძირითადი მსოფლიო რელიგიების წმინდა წერილთა უმეტესობის განუყოფელი თვისება, ამა თუ იმ ფორმით, რელიგიის ევოლუციური ხასიათის მქონე პრინციპის გამოხატვაა. კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება კი, რამაც სულიერი გამოცდილება უნდა გაამდიდროს, როგორც რელიგიური ცრურწმენებისა და გაუცხოების საშუალება, არ შეიძლება გამართლებულ იქნას ზნეობრივი თვალსაზრისით. ყოველი სულის უპირველესი ამოცანა მუდამ იქნება მის მიერ რეალობის კვლევა, იმ ჭეშმარიტებათა შესაბამისობაში ცხოვრება, რომლებშიც იგი რწმუნდება; და კიდევ, ამ მიმართულებით მავალი სხვა ადამიანების ძალისხმევისადმი სრული პატივისცემის, მოწიწების გამოხატვა.

შეიძლება გაისმას პროტესტი იმის გამო, რომ, თუ წარმოშობის თვალსაზრისით ყველა რელიგია თანაბრად ღვთიურად უნდა იქნას აღქმული, მაშინ შედეგად შეიძლება მივიღოთ მრავალი ადამიანის მოქცევა ერთი რელიგიიდან მეორეზე. უკიდურეს შემთხვევაში, ეს პროცესი გაიოლდება მაინც. ასეა თუ ისე, ამგვარი პროტესტი მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს ისტორიის მიერ იმ ადამიანთათვის საბოლოოდ მინიჭებულ შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც სამყაროს მიწიერების ჩარჩოს მიღმა არსებობას აღიარებენ. დიად რელიგიათაგან თითოეულს ძალუძს ზნეობრივი ხასიათის აღზრდისათვის გაღებული საკუთარი ძალისხმევის შთამბეჭდავი და სარწმუნო დასაბუთება. ამგვარადვე, ვერავინ შეძლებს, დაბეჯითებით ამტკიცოს, რომ რომელიმე კონკრეტული რელიგიური მოძღვრების დოქტრინებმა სხვათათვის დამახასიათებელ დოქტრინებზე მეტად თუ ნაკლებად შეიტანეს წვლილი ფანატიზმისა და ცრუმორწმუნეობის აღმოცენებაში. ბუნებრივია, რომ ინტეგრირებად მსოფლიოში პასუხისმგებლობისა და ერთობლივ ქმედებათა მოდელები ცვლილებათა ხანგრძლივ პროცესში აღმოცენდება და ნებისმიერი სახის ინსტიტუტთა როლი ამ პროცესის ხელშეწყობით შეფასდება. გარანტია იმისა, რომ საბოლოო შედეგი მტკიცე იქნება სულიერი, მორალური და სოციალური თვალსაზრისით - კიდევ უფრო ძლიერდება სამყაროს მკვიდრთა მასების ღრმა რწმენით, რომლის თანახმადაც, ქვეყნიერებას ადამიანთა ჭირვეულობა კი არ მართავს, არამედ მზრუნველი და შეუმცდარი განგება.

ხალხთა გამაცალკევებელ ბარიერთა რღვევასთან ერთად, ჩვენი საუკუნე არის მოწმე ერთ დროს ურყევი კედლისა, რომელიც, როგორც წარსულში იყო მიჩნეული, საუკუნოდ აშორებს ზეციურ ცხოვრებას მიწიერისაგან. თითოეული რელიგიის წმინდა წერილები უხსოვარი დროიდან ასწავლიდნენ მორწმუნეს, რომ სხვათა მიმართ მსახურებაში მხოლოდ მორალური მოვალეობები კი არ დაენახათ, არამედ სულის ღმერთთან უშუალოდ მიახლოების საშუალება. საზოგადოების პროგრესული რესტრუქტურიზაცია დღეს ამ საყოველთაოდ ცნობილ პრინციპს ახალ აზრს ანიჭებს. რამდენადაც სამართლიანობის პრინციპებით მართული მსოფლიოს ძველი დაპირებანი თანდათან მიღწევადი მიზნის კონტურებს იძენს და როგორც სულის, ისე საზოგადოების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას გულისხმობს, ისინი სულ უფრო მეტად იქნება დანახული სრულყოფილი სულიერი ცხოვრების ურთიერთშემავსებელ ასპექტებად.

თუ რელიგიათა ლიდერები გაითავისებენ მოწოდებას, რომელიც ბოლოდროინდელ მდგომარეობას აღწერს, მაშინ მათი პასუხი დაიწყება იმის აღიარებით, რომ რელიგია და მეცნიერება ორი, გარდაუვლად აუცილებელი სისტემაა ცოდნისა, რომელთა მეშვეობითაც თვითშეგნების პოტენციური შესაძლებლობები ვითარდება. გონების მიერ რეალობის აღქმის ეს ფუნდამენტური საშუალებანი არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ერთმანეთზეც არის დამოკიდებული. მათ მნიშვნელოვანი შედეგები მოჰქონდათ ისტორიის იმ იშვიათ, მაგრამ ბედნიერ მომენტებში, როცა მათი ურთიერთშემავსებელი არსის აღიარება ხდებოდა და მათ შესწევდათ უნარი, მხარდამხარ ემოქმედათ. სამეცნიერო წარმატებათა წყალობით შეძენილი ახალი თვალთახედვა და ცოდნა მუდამ უნდა ეყრდნობოდეს სულიერ და ზნეობრივ პრინციპებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი სათანადო გამოყენება. რელიგიური შეხედულებანი, მიუხედავად იმისა, რამდენად ძვირფასია ისინი, საკუთარი სურვილითა და მადლიერებით უნდა იქნას ნებაყოფლობით შეფასებული, თუ მეცნიერული მეთოდებით შემოწმებული.

საბოლოოდ, ჩვენ მივდივართ საკითხამდე, რომელსაც გარკვეული სიფრთხილით ვუახლოვდებით, რადგან ის უშუალოდ სინდისს, აღმსარებლობას ეხება. სამყაროს მიერ შემოთავაზებულ მრავალ განსაცდელს შორის ცდუნება, რომელიც ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე, საგონებელში აგდებს რელიგიურ ლიდერებს - სარწმუნოებრივ საკითხებში ძალაუფლების გამოყენებაა. მათ შორის არავინ, ვინც კი მრავალი წელი მიუძღვნა ამა თუ იმ დიდი რელიგიის ღრმა კვლევასა და წმინდა წერილების შესწავლას, არ საჭიროებს დამატებით შეხსენებას ხშირად განმეორებადი აქსიომისა, რომელიც ძალაუფლებით „გარყვნის“ პოტენციურ შესაძლებლობას გულისხმობს და ამ ძალაუფლების ზრდასთან ერთად მატულობს. ღვთის მსახურთა მიერ ამ მიმართულებით ყველა ეპოქაში მიღწეული, მაგრამ არაღიარებული შინაგანი გამარჯვებები, უდავოდ, იქცა მთავარ წყაროდ ორგანიზებული რელიგიის შემოქმედებითი ძალისა და შეფასებულ უნდა იქნას, როგორც მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება. იმავე ხარისხით, სხვა რელიგიურ ლიდერთა მხრიდან, ამქვეყნიური ძალაუფლების ცდუნებათა და უპირატესობათა ტყვეობამ ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა ცინიზმს, ბიწიერებასა და სასოწარკვეთილებას მათი მხრიდან, ვინც ამას ხედავს. დაწვრილებით განმარტებას აღარ საჭიროებს, თუ როგორ იმოქმედა ამან რელიგიურ ლიდერთა შესაძლებლობებზე - აღესრულებინათ საკუთარი საზოგადოებრივი მოვალეობანი ისტორიის მოცემულ მომენტში.

* * *

რამდენადაც რელიგია უშუალოდხასიათის გაკეთილშობილებასა და ურთიერთობათა ჰარმონიზებასთან იყო დაკავშირებული, მთელი ისტორიის მანძილზე წარმოადგენდა სიცოცხლისათვის აზრის მიმნიჭებელ უპირველეს ავტორიტეტს, ძალას. ის ყოველ ეპოქაში ახდენდა სიკეთის კულტივირებას, გმობდა ბოროტებას და სარბიელს მათ უთმობდა, ვისაც სურდა, იმ დროისათვის განუხორციელებელი შესაძლებლობები ეხილა. მისი რჩევების წყალობით, გონიერებით დაჯილდოვებული სული მხნეობას იძენდა, რათა გადაელახა სამყაროს მიერ დაწესებული შეზღუდვები და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოეხდინა. როგორც ამაზე თავად სახელწოდებაც მეტყველებს, რელიგია ერთდროულად წარმოადგენდა მთავარ ძალას, რომელიც ერთმანეთთან შეაკავშირებდა, ერთ მთლიანობად აქცევდა სხვადასხვა ერს ყოველ დიდ და რთულ საზოგადოებრივ სისტემაში. ამ გზით გამოთავისუფლებულ ადამიანურ შესაძლებლობებს შეეძლო საკუთარი გამოხატულება ეპოვა. ამ საუკუნის უბრწყინვალესი უპირატესობა მდგომარეობს პერსპექტივაში, რომელიც ადამიანთა მთელ მოდგმას აძლევს შესაძლებლობას, ცივილიზაციის განვითარების ეს პროცესი ერთ მთლიან ფენომენად და ჩვენი, ამქვეყნიური სამყაროს, ღვთის საუფლოსთან მრავალჯერ განმეორებად შეხებად აღიქვას.

ამ პერსპექტივით შთაგონებული ბაჰაი თემი, დღიდან მათი აღმოცენებისა, რელიგიათაშორისი ღონისძიებების ენერგიული მფარველი და ხელშემწყობი ძალაა. განსაკუთრებულ ურთიერთობათა გარდა, რომელსაც ეს ღონისძიებები წარმოშობს, ბაჰაის მორწმუნენი სხვადასხვა რელიგიის დაახლოების ძალისხმევაში, ადამიანთა მოდგმის მიმართ, რომელიც კოლექტიური სიმწიფის ხანაში შედის, ღვთიური ნების პასუხს ხედავენ. ჩვენი თემის წევრები კვლავაც გააგრძელებენ დახმარების გაწევას ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით. მიუხედავად ამისა, ამ ერთობლივ ძალისხმევაში ჩვენი პარტნიორების წინაშე საკუთარ ვალად მიგვაჩნია, ნათლად გადმოვცეთ ჩვენი მოსაზრება: რელიგიათაშორისო თანამშრომლობა, თუ ის მიმართულია, რათა განკურნოს ყოველი მანკიერება, რომელიც სასოწარკვეთილებაში მყოფ კაცობრიობას ტანჯავს, მაშინ დღეს პატიოსნად და პირდაპირ, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე უნდა განვაცხადოთ ჭეშმარიტება, რომელმაც ეს მოძრაობა წარმოშვა: ღმერთი ერთია და მიუხედავად მისი კულტურული გამოვლინებისა თუ ადამიანთა ინტერპრეტაციის თვალსაზრისით არსებული ყოველი განსხვავებისა, რელიგიაც ასევე ერთმთლიანია.

ყოველდღიურად იზრდება საშიშროება, რომ რელიგიური ცრურწმენებით გაჩაღებული ცეცხლის კერები ისეთ გლობალურ ხანძარში გადაიზრდება, რომლის შედეგებიც წარმოუდგენელია. ამგვარი საფრთხე არ შეიძლება დაუხმარებლად იქნას აშორებული სამოქალაქო მთავრობების მიერ. არც საკუთარი თავი უნდა მოვიტყუოთ, თითქოსდა, ურთიერთშემწყნარებლობის მოწოდებები თავისით აღმოფხვრის ღვთიური კურთხევის ქვეშ ამოფარებულ მტრობას. ეს კრიზისი რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, ისეთივე სიმტკიცით გაწყვიტონ კავშირი წარსულთან, როგორც ეს მათ მოახერხეს, ვინც საზოგადოების ყურადღება თანაბრად გამანადგურებელ რასობრივ, სქესობრივ და ეროვნულ ცრურწმენებს მიაპყრო. როგორი გამართლებაც უნდა არსებობდეს სინდისის საკითხებში ჩარევისა, ის კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება. ცივილიზაციის ისტორიის ამ უდიადეს გარდამტეხ მომენტში ამგვარი მსახურების მოთხოვნები შეუძლებელია, უფრო ნათელი იყოს: „კაცობრიობის კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მიუღწეველია - ამტკიცებს ბაჰაულა - მანამ, ვიდრე მისი ერთობამტკიცედ არ დამკვიდრდება.“

13 სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური საბჭოს განცხადება

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და როგორ საქმიანობს საქართველოში. რადგან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭოს პირველი წევრები, ანბანის მიხედვით, ბაჰაის რწმენის მიმდევრები არიან, წარდგენათა სერიას სწორედ მათ განვიწყებთ.

2006 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც მედიაში რელიგიური არაკორექტულობის პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიის ლიდერები, მათ შორის კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში ახუნდი ალი ალიევი; შეხვედრისას გაიმართა დიალოგი წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო მსოფლიო მუსლიმურ საზოგადოებაში დაწყებულ მღელვარებასა და საქართველოს საზოგადოების ამ ფაქტთან დამოკიდებულებაზე. სხდომაზე შეიმუშავეს განცხადება მედიაში რელიგიური კორექტულობის დაცვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის თაობაზე. რელიგიათა საბჭოს საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ერთ-ერთ დანიურ ჟურნალში გამოქვეყნებული მოციქული მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისა და, შედეგად, მსოფლიო მუსლიმურ საზოგადოებაში დაწყებული მღელვარების გამო.

რელიგიათა საბჭოს წევრები პატივს ვცემთ აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ თავისუფლებების რაიმე დაუშვებელ შეზღუდვას, ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ მათ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მშენებლობისათვის.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულების ერთგულება გამსჭვალული უნდა იყოს მსოფლიოში ტოლერანტობის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის დამკვიდრების პასუხისმგებლობით.

ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანამშრომლობა. სასურველია, მედიის წარმომადგენლები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული რელიგიური ტრადიციებისა და სწავლებების შესახებ, უფრო მეტად ჰქონდეთ გაცნობიერებული რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემისა და მედია ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობა, რადგან ამ სფეროში ყოველი უნებლიე ან განზრახ დაშვებული შეცდომა იწვევს რელიგიური ადამიანების ყველაზე წმინდა გრძნობების შეურაცხყოფას.

ამასთანავე, რელიგიათა საბჭო გმობს ძალადობას, რაც კარიკატურების გამოქვეყნების ფაქტმა გამოიწვია. მსგავსი სირთულეები და კოლიზიები მხოლოდ და მხოლოდ დიალოგისა და სხვა ცივილიზებული, მშვიდობიანი მეთოდებით უნდა იყოს მოგვარებული.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებული ვითარება სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას ურთიერთსოლიდარობის ქმედითად გამოვლენისათვის, რათა ყველას დავანახოთ და დავარწმუნოთ მსოფლიო აზოგადოება, რომ რელიგიებს აქვთ ტოლერანტობის, დიალოგის, ჰუმანიზმისა და მშვიდობიანი გარემოს დამკვიდრების ამოუწურავი პოტენციალი.

განცხადებას ხელს აწერენ:

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში ახუნდი ალი ალიევი; სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია - ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი; საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი აბი-მელექ როზენბლატი; ხაბად ლუბოვიჩის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მთავარი რაბინი აბრამ მიხელაშვილი; საქართველოს რომის კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი; ევანგელურლუთერული ეკლესიის მეთაური, ეპისკოპოსი ანდრეას შტოეკლი; საქართველოს იეზიდთა კავშირი - იეზიდთა უხუცესების საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ბავკი თენგიზ ბაკოიანი; ევანგელური ეკლესია - ხუცესი ზაალ ტყეშელაშვილი; ევანგელური ეკლესიასიცოცხლის სიტყვა“ - ხუცესი მამუკა ჯებისაშვილი; ევანგელური ეკლესიასიცოცხლის სიტყვა“ (გორი) - ხუცესი შმაგი ჭანკვეტაძე; ევანგელური ეკლესიაღმერთის საელჩო“ - ხუცესი მერაბ ბარბაქაძე; კრიშნას ცნობიერების ტაძარი - ტაძრის პრეზიდენტი ანთიმოზ ნაცვილიშვილი; მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია - ხუცესი გრიგოლ წამალაშვილი; სახარების რწმენის ეკლესიათა კავშირი - ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი; უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია - წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯო რობერი; ხსნის არმია - კაპიტანი, რეგიონული ოფიცერი გიორგი სალარიშვილი; ბაჰაის საზოგადოება საქართველოში - ეიმან როჰანი.

14 საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ (2005 წ.)

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და როგორ საქმიანობს საქართველოში. რადგან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭოს პირველი წევრები, ანბანის მიხედვით, ბაჰაის რწმენის მიმდევრები არიან, წარდგენათა სერიას სწორედ მათ განვიწყებთ.

ნაწყვეტები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან
გამოქვეყნებულია დემოკრატიის,ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს მიერ

მდგომარეობა აღმსარებლობის თავისუფლების მხრივ

მოხსენებაში განხილულ საანგარიშო პერიოდში მდგომარეობა, აღმსარებლობის თავისუფლების მხრივ, გაუმჯობესებულია. შემცირდა თავდასხმები რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე: ნაკლებია მათი დარბევის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ლოცვებისა და შეკრებების ჩაშლის ფაქტები. დააპატიმრეს და გაასამართლეს ეკლესიისაგან განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდელი, მამა ბასილ მკალავიშვილი; მაგრამ არ მოხდა რელიგიით მოტივირებული ძალადობის გამღვივებელი სხვა პირების სისხლის სამართლებრივი დევნა.

0x01 graphic

2005 წლის აპრილში პარლამენტმა დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსში შესატანი შესწორებები, რომლებიც რელიგიური ჯგუფების რეგისტრაციას ითვალისწინებს. ამ კანონის მიღებამდე რელიგიური ჯგუფები საზოგადოებრივ (ანუ სახელმწიფოს რეგულირებას დაქვემდებარებულ) ერთეულებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, მაგრამ კანონმდებლობა ამისათვის რაიმე მექანიზმს არ ქმნიდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი დაურეგისტრირებელი რელიგიური ჯგუფისათვის ჯარიმას ითვალისწინებდა. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ დაურეგისტრირებელი ორგანიზაციები არ იყვნენ აღიარებული იურიდიულ პირებად, სხვა აკრძალვებთან ერთად, მათ არ ჰქონდათ საოფისე ფართის დაქირავების, ლიტერატურის შემოტანისა და სალოცავების მშენებლობის უფლება. დაურეგისტრირებელი ორგანიზაციების წევრებს ზემოჩამოთვლილი საქმიანობის განახორციელება შეეძლოთ, როგორც ფიზიკურ პირებს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მათ ეკისრებოდათ პირადი იურიდიული პასუხისმგებლობა. კოდექსში შეტანილი ახალი შესწორების მიხედვით, რელიგიურ ჯგუფებს უფლება აქვთ, დარეგისტრირდნენ როგორც კერძო, არაკომერციული ერთეულები. გარდა ამისა, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოიღო ის მუხლი, რომელიც დაურეგისტრირებელი რელიგიური ორგანიზაციისათვის ჯარიმის შეფარდებას ითვალისწინებდა. რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებენ, შეიძლება დარეგისტრირდნენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები, თუმცა, რელიგიურ და სხვა ორგანიზაციებს რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ საქველმოქმედო საქმიანობის წარმართვა და რელიგიური რიტუალების შესრულება.

საელჩოს წევრები ხვდებოდნენ პარლამენტის წევრებს, რათა მხარი დაეჭირათ მათთვის რელიგიური ჯგუფების რეგისტრაციის უფლების მიმცემი კანონის მიღებისას. ასეთი კანონი პარლამენტმა 2005 წლის აპრილში მიიღო. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები რელიგიური უმცირესობების ჯგუფებსაც მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირათ ომბუდსმენის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის: ისინი მოუწოდებდნენ მათ მონაწილეობა მიეღოთ ომბუდსმენის ოფისში ჩასატარებელ შეხვედრებში და გვერდში ამოსდგომოდნენ სახალხო დამცველის ინიციატივებს.

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა

საქართველოში არსებული არც ერთი რელიგიური ჯგუფი არ არის გათავისუფლებული გადასახადებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა; მისი მესვეურები მოლაპარაკებებს აწარმოებენ პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ისეთი კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს და სხვა არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მისიონერების საქმიანობას შეზღუდავს. 2002 წლის „საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“ განსაზღვრავს ამ ორი მხარის ურთიერთდამოკიდებულებას. კონკორდატი შეიცავდა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლს, რომელთა თანახმადაც პატრიარქი სარგებლობდა საეკლესიო იმუნიტეტით, მართლმადიდებელ ეკლესიას ექსკლუზიურად მიუწვდებოდა ხელი სამხედრო კაპელანის ინსტიტუტზე, საეკლესიო პირები თავისუფლდებოდნენ სამხედრო სამსახურისაგან, ხოლო ეკლესიას ენიჭებოდა უნიკალური სათათბირო ფუნქცია მთავრობაში, განსაკუთრებით კი - საგანმანათლებლო სფეროში. მუხლი 6.6. შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას - და შევარდნაძის დროს ასეც ხდებოდა - როგორც დებულება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაამტკიცოს ყველანაირი რელიგიური ლიტერატურა, სიმბოლიკა, მათი იმპორტი, რელიგიური ფუნქციის მქონე ობიექტის მშენებლობა - მიუხედავად იმისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იქნება ის თუ არა.

კათოლიკური, ლუთერანული, ბაპტისტური, სომხური სამოციქულო ეკლესიებისა და ებრაული და მუსულმანური სარწმუნოების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტებს საპატრიარქოსთან, რომელთა მიხედვითაც ისინი კონკორდატს ეთანხმებიან; მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა, ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ ის საბუთი, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს, არ შეიცავდა ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლებს. ზემოაღნიშნული ხელმოწერის პროცესზე საერთოდ არ იყვნენ მიწვეული იეჰოვას მოწმეებისა და ორმოცდაათიანელების წარმომადგენლები. კათოლიკური და სომხური ეკლესიების მესვეურებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იმ უფლებამოსილების მინიჭების გამო, რომელიც ეხება მის მიერ ისტორიული საეკლესიო საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას რაიმე დაბრკოლება არ ექმნება საეკლესიო ღვთისმსახურების აღსრულების დროს, ზოგი რელიგიური ჯგუფის - კერძოდ კი, არატრადიციული სარწმუნოების წარმომადგენლების - უფლებები შეზღუდულია ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდლისა და მრევლის მიერ, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ დაშინებისა და მუქარის პოლიტიკას იყენებენ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფების - მათ შორის, იეჰოვას მოწმეების, ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების - წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების თავიდან აცილება. ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი პოლიტიკური პლატფორმის გაცხადებისას ავითარებდა აზრს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობის შესახებ და აკრიტიკებდა ზოგიერთ პროტესტანტულ ჯგუფს, განსაკუთრებით კი ევანგელისტურ ჯგუფებს, რომლებსაც ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელებას აბრალებდა. ასეთი პოლიტიკოსების შეტევების სამიზნედ, როგორც წესი, იეჰოვას მოწმეების წევრები ხდებოდნენ ხოლმე.

ყველა სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არსებობს საგანი რელიგიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ღვთისმეტყველება ისწავლება. მიუხედავად იმისა, რომ კურსი არჩევითი იყო, მოსწავლეებს ამ კურსის გავლას აიძულებდნენ. იტყობინებოდნენ, რომ ამ საგნისთვის მასალას ექსკლუზიურად საპატრიარქო არჩევდა, ხოლო ზოგიერთ სკოლაში ამ საგნის სწავლებას მიმართულებას აძლევდნენ - და ზოგჯერ ასწავლიდნენ კიდეც - ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლები.

მოხსენებაში ასახულ საანგარიშო პერიოდში მოსწავლეები ჩიოდნენ, რომ მასწავლებლები ბევრ გაკვეთილს - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებსაც კი - მართლმადიდებლური ლოცვების კითხვით იწყებენ. ის მოსწავლეები, რომლებიც არ ლოცულობდნენ, მუსულმანების ჩათვლით, ზოგჯერ ისჯებოდნენ კიდეც. ბევრ საკლასო ოთახში მასწავლებლებმა ხატები ან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების სურათები დაკიდეს. ზოგიერთ სკოლასთან არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიები და მოსწავლეებს იქ ლოცვას სთხოვენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად ამოწმებს რელიგიისა და სხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებს, რათა დაადგინოს მათი შესაბამისობა მართლმადიდებელ მოძღვრებასთან. ეკლესიიდან შემოსულ რჩევებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ სახელმძღვანელოების რედაქტირებისას. კანონმდებლობის თანახმად, ეკლესიის წარმომადგენლებმა კონსულტაციები უნდა გაწიონ პროგრამების შედგენის დროს, მაგრამ ეკლესიას ვეტოს უფლება არ აქვს.

რომის კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიებმა ვერ შეძლეს საბჭოთა პერიოდის დროს დახურული, ადრე მათ საკუთრებაში მყოფი ეკლესიებისა და სხვა ობიექტების დაბრუნება; ბევრი ასეთი შენობა სახელმწიფომ შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. თბილისში ცნობილი სომხური ეკლესია ნორაშენი - ისევე, როგორც სხვა ოთხი მცირე სომხური ეკლესია თბილისში და ერთიც ახალციხეში - კვლავ არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, რომის კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო და პროტესტანტულ დენომინაციებს წინააღმდეგობები შეხვდათ ახალი ეკლესიების მშენებლობის უფლების მიღების დროს, რადგანაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან დიდი ზეწოლა მოდიოდა.

აღმსარებლობის თავისუფლების შელახვა

ზოგჯერ ადგილობრივი პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები კვლავაც უარს ამბობდნენ არატრადიციული რელიგიური უმცირესობების დაცვაზე და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, კერძოდ კი, იეჰოვას მოწმეების წევრებს. ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მართლმადიდებელი ექსტრემისტების თავდასხმებისაგან. მაგრამ პოლიციის მხრიდან ასეთი ჩარევებისა და შეტევების გაუვნებელყოფის რიცხვი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კლებულობდა.

აღმსარებლობის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესება და პოზიტიური ძვრები

ამ სფეროში გასული წლებისაგან განსხვავებით, არც ერთი რელიგიური ჯგუფისაგან არ შემოსულა შეტყობინება რელიგიური ლიტერატურის ან რელიგიური მასალის შემოტანის დროს სიძნელეების წამოჭრის თაობაზე. 2004 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენლებს დაუბრუნეს საბაჟოზე ადრე ჩამორთმეული ტვირთის პარტია და, როგორც გვატყობინებენ, მას შემდეგ მათ პრობლემა არ შეჰქმნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

აპრილში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. ეს კანონი კრძალავს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ტერიტორიაზე რელიგიური ატრიბუტიკის ტარებას და განთავსებას - გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სასწავლო მიზნებითაა განპირობებული. ამ კანონის მიხედვით, „საჯარო სკოლების ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს; დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის“. საჯარო სკოლის მოსწავლეებს „უფლება აქვთ, სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ ის რელიგიური განათლების მიღებას ემსახურება“, მაგრამ არც მასწავლებელს და არც სხვა გარეშე პირს, მაგალითად მღვდელს, არ აქვს ამ რიტუალებში მონაწილეობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ თვითონ მოსწავლე ეპატიჟება. ლოცვებისა და სხვა რიტუალების ჩატარება სასწავლო პროცესის განმავლობაში დაუშვებელია.

საზოგადოების დამოკიდებულება

მიუხედავად საქართველოში არსებული გულწრფელი და ისტორიულად და ტრადიციულად განპირობებული ტოლერანტობისა რელიგიური უმცირესობების - კათოლიკეების, სომხური სამოციქულო ეკლესიის, იუდეველებისა და მუსულმანების მიმართ - ბევრი მოქალაქე კვლავ შეშფოთებით უყურებს პროტესტანტებსა და სხვა არატრადიციული რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს; მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არატრადიციული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები სარგებლობენ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და, ხალხისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევის წყალობით, ახერხებენ მათ მოქცევას თავის სარწმუნოებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, ევანგელისტი პროტესტანტები ან ე.წ. „სექტები“, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ეკლესიასა და ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს. 2005 წლის ივნისში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სფეროში მომუშავე ცნობილი ორგანიზიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტების 73%25-ის აზრით, იეჰოვას მოწმეები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საქართველოს მოსახლეობას, ხოლო 87%25-ის აზრით, ამ ჯგუფის ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს.

საქართველოს საპატრიარქომ მკაცრად გააკრიტიკა მართლმა დიდებელი ექსტრემისტების მიერ არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები და გამოაცხადა, რომ მას არ აქვს რაიმე კავშირი მკალავიშვილთან. მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი ოფიციალური პირი დაკავშირებულია ორგანიზაციასთან „ჯვარი“, რომელსაც, თავის მხრივ, მრავალი ძალადობრივი აქტი აქვს ჩადენილი რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაცია „ჯვარი“ ნაკლებად აქტიურობდა. სამაგიეროდ, უფრო გააქტიურდა ფუნდამენტალისტური მართლმადიდებელი ორგანიზაცია „წმინდა დავით აღმაშენებლის საზოგადოება“, რომლის წარმომადგენლებიც ხმამაღლა გამოდიოდნენ რელიგიური უმცირესობებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული ტოლერანტობის წინააღმდეგ.

15 ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეცხრე ასამბლეა

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ჩვენი ჟურნალის ყოველ ნომერში საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებიდან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. ჩვენ შევეცდებით, გიამბოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და როგორ საქმიანობს საქართველოში. რადგან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭოს პირველი წევრები, ანბანის მიხედვით, ბაჰაის რწმენის მიმდევრები არიან, წარდგენათა სერიას სწორედ მათ განვიწყებთ.

წელს ბრაზილიაში, პორტუ-ალეგრეში, 14-23 თებერვალს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეცხრე ასამბლეა გაიმართა დევიზით: „უფალო, წყალობითა შენითა, შეცვალე ქვეყანა“. საბჭოს მუშაობაში ქრისტიანული ეკლესიები მონაწილეობდნენ, მათ შორის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ბულგარეთის ეკლესიის ჩათვლით, რომელიც ამ ბოლო წლებში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან ურთიერთობისაგან თავს იკავებდა. თუმცა, წელს ასამბლეაზე ოფიციალური დელეგაცია მათაც გააგზავნეს. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებდა. კერძო სტუმრის სტატუსით ასამბლეას მხოლოდ დეკანოზი ბასილ კობახიძე ესწრებოდა. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილიც იღებდა.

ასამბლეაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ ეკლესიები და ეკლესიათა თანამეგობრობა თანამედროვე მსოფლიოს ისეთი მწვავე პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ტერორიზმი, სიღატაკე, უმუშევრობა, ადამიანის უფლებათა დარღვევა და სხვა. აღინიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ რელიგიათა და ეკლესიათა ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.

„სხვადასხვა რელიგიები სხვადასხვა სახელით იცნობენ ქრისტეს. იგი არ შეიძლება მხოლოდ რომელიმე რელიგიის საკუთრება იყოს. ქრისტე კოსმიურია, იგი სხვა რელიგიებშიც არსებობს და, შესაძლოა, სხვა სახელებს ატარებდეს“ - განაცხადა ასამბლეაზე კილიკიის სომეხეთა კათალიკოსმა არამ პირველმა. მისი აზრით, დღევანდელ მართლმადიდებლობისათვის მაცხოვრის პიროვნების სწორედ ასეთი ხედვაა დამახასიათებელი.

ასამბლეაზე შემუშავდა მიმართვები ტერორიზმის, კონტრტერორიზმისა და ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც ხაზი გაესვა ეკლესიის განსაკუთრებულ როლს მშვიდობის დამყარების საქმეში.

ამ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ან რელიგიური მიზნებისათვის სახელმწიფოს ან ადამიანთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობა შეუიარაღებელ და უდანაშაულო ადამიანებზე არასოდეს შეიძლება იყოს გამართლებული კანონის, ეთიკის ან რწმენის თვალსაზრისით. ტერორიზმი, ტერორისტული აქტები, ისევე, როგორც ტერორიზმის ორგანიზებული მხარდაჭერა, კრიმინალად უნდა განიხილებოდეს. საბჭოს მუშაობისას განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა იმ ეკლესიებისადმი, რომლებიც საკუთარ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მსოფლიო თანამედროვე საფრთხეებისაგან დაიცვან. ასევე, აღინიშნა, რომ იმ ეკლესიებს, რომლებიც თავის სამოძღვრო მისიებს იქ ახორციელებენ, სადაც ადამიანები განსაკუთრებული შიშისა და ტერორის ქვეშ იმყოფებიან, საგანგებო დახმარება სჭირდებათ.

ეკლესიათა საბჭო მხარს უჭერს ინტერ-რელიგიურ ინიციატივებს, რომლებიც არაძალადობრივი გზით პასუხობს პოლიტიკური და სოციალური პრობლემების ფონზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს. ეკლესიის აქტიური როლი კონფლიქტების პრევენციაში, გაფრთხილებათა ეფექტური სისტემის შემუშავებასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის დამკვიდრებაში უნდა გამოიხატოს. სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტრძალადობა არ უნდა სცდებოდეს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანურ კანონებზე დამყარებულ საერთაშორისო ნორმებს. ტერორიზმის აღკვეთა ადამიანის უფლებისა და ღირსებისდარღვევას არ უნდა იწვევდეს. მოციქულ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების შესახებ შემუშავებულ ტექსტში ნათქვამია: „ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, გვესმის რწმენის შეურაცხყოფით გამოწვეული ტკივილი. ჩვენ ვგმობთ კარიკატურების გამოქვეყნებას; მაგრამ ასევე ვუერთდებით იმ მუსლიმ ლიდერთა ხმას, რომლებმაც ის ძალადობრივი ქმედებები დაგმეს, რაც ამ კარიკატურების გამოქვეყნებას მოჰყვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას და აღვიქვამთ მას როგორც უფლებად, ასევე პასუხისმგებლობად. სიტყვის თავისუფლება ბოროტად არ უნდა იქნას გამოყენებული. კარიკატურების გამოქვეყნებით კი ადამიანთა რელიგიური გრძნობები და ღირებულებები შეილახა. თუმცა, პროტესტი მკაცრი კრიტიკითა და არა ძალადობრივი გზით უნდა განხორციელებულიყო“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაძაბულობა, რომელიც კარიკატურების გამოქვეყნებას მოჰყვა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტსა და ერაყის ომს ასახავს. მსოფლიოში რეალური დაპირისპირება რელიგიებს შორის კი არ ხდება, არამედ აგრესიულ, არატოლერანტულ, მანიპულაციურ სეკულარულ და რელიგიურ იდეოლოგიებს შორის. ეკლესიათა საბჭო მოუწოდებს ეკლესიებს, დაგმონ რასიზმი, კასტურობა, სტერეოტიპული აზროვნება და ქსენოფობია. ეკლესიათა საბჭო, ასევე, მოუწოდებს თავის წევრ ეკლესიებს, არ დაიშურონ ძალისხმევა იმის ხელშესაწყობად, რომ სიტყვის თავისუფლება, ეთიკური ქცევისა და სამართლიანობის თვალსაზრისით, სწორად იქნას გამოყენებული.

16 Summary

▲back to top


Tolerance, pluralism, equality, cultural diversity, dialogue, integration - these are the core topics of the magazine ,,Solidaroba” (Solidarity). Relations of the State towards these values define the State as democratic and free. Loyalty towards these values enriches our society with diversity.

The periodical ,,Solidarity” is a part of the big project of Tolerance Centre established at the Office of Public defender of Georgia. The aim of it is to encourage tolerance towards religious and ethnic minorities, defend women's rights, socially vulnerable groups of society and disabled people in the country. The magazine is supported by the United Nations Development Program (UNDP) in Georgia and Norwegian government.

The first issue of the periodical discusses problems of religious and ethnical minorities that are present in Georgia. The debates regarding the issues of the ethnic minorities in Georgia were held among Giga Bokeria - Deputy Head of the Committee on Legal affairs of the Parliament of Georgia, Kakha Kukava - Secretaty General of the Parliamentary Faction ,,Democratic Front”, Expert in the field of human rights Alexander Nalbandov and Giga Zedania - a philosopher. The interview with the representative of European Center for Minority Issues (ECMI) Mr Tom Trier is available in this issue. You will learn more about the aims and activities of the centre in the section: ,,religions in Georgia”, which introduces you with the religious organizations in Georgia. The first issue tells you about the Baha'i faith. The Baha'i statement towards world religious leaders is declared in the same section. We also publish a brief version of a report on the religious situation in Georgia prepared by the US State Department; the address of the religions council established by the Office of Public Defender of Georgia towards Media and Society concerning the publishing of cartoons with the images of the prophet Mohamed. In our magazine the council publishes another statement, which supports the Government's activities against criminal consciousness. Ana Kordzaia-Samadashvili's article ,,Furtum” discloses the problem of dishonesty and unlawful tendencies in people's mentality. The article by George Gakheladze, under the rubric ,,Lumos”, discusses the interrelation between school education and religion. The magazine enables you to read the edited translation of the article by Rudiger Noll ,,The role of religion and freedom of religion and belief in a contemporary conflict situation”; the case of the European Court on Human Rights - Macedonian organization ,,Iliden” and others vs. Bulgaria. The rubric ,,law” thematically presents the cases of European Court on Human Rights that are related to various religious organizations, ethnical minorities, women's rights, socially vulnerable groups and disabled people. The magazine starts with the rubric ,,Our circle”, where we publish the opus ,,long live baggers” by Zaza Pachuashvili. In the framework of this rubric we will systematically publish the articles about vulnerable groups of our society.