სოლიდარობა № 2'06


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნიჟარაძე ნანა, ფაჩუაშვილი ზაზა, ცინცაძე ნინო, დარჩიაშვილი დავით, ნოდია გია, შამილი თამარ, რატიანი სერგო, ჩიხლაძე ირაკლი, ისახანიანი ლევონ, კიკნაძე ზურაბ, ხომერიკი ლელა, ქურდაძე ირინე
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაერის განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა



1 რედაქტორისგან

▲back to top


0x01 graphic

,,სოლიდარობის“ ან ნომრით, საშუალება მოგეცემათ, ქართულ ენაზე, გაეცნოთ ევროპელ მუსლიმთა მიერ ახლახან მიღებულ დეკლარაციას. ალბათ, ეს დეკლარაცია ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუცვლის შეხედულებას მუსლიმებისა და მუსულმანური სამყაროს შესახებ. რუბრიკით, ,,რელიგიები საქართველოში“, გთავაზობთ ბატონ ზურაბ კიკნაძის ტექსტს, იუდაიზმისა და ებრაული თემის საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. აქვე გაეცნობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვას, რომელიც მან 2005 წლის 7 ნოემბერს, სტამბოლში წარმოთქვა, მშვიდობისა და შემწყნარებლობის თემებისადმი მიძღვნილ, საერთაშორისო კონფერენციაზე. გარდა ამისა, შეიტყობთ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის პოზიციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური წარმომავლობის ტაძრების შესახებ. ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების თემას ეხება რუბრიკაც ,,ეთნოსები საქართველოში“. ირაკლი ჩიხლაძის რუსულენოვან სტატიაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიტიკური, სოციალური და ეთნიკური პრობლემებია განხილული.

ბუნებრივია, პოლიტიკასა და პოლიტიკურ ურთიერთობებს გვერდს მთლიანად ვერ ავუვლიდით, რადგან დიდწილად, სწორედ, პოლიტიკა განსაზღვრავს, რამდენად ტოლერანტულ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება. სათაურით ,,აუცილებელი ბოროტება“ წარმოგიდგენთ დისკუსიას თემაზე ,,პოლიტტოლერანტობა“, რომელშიც პოლიტოლოგები გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, ფილოსოფოსი სერგო რატიანი და ფილოლოგი თამარ შამილი მონაწილეობენ.

საზოგადოებას ახსოვს ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც პარლამენტში ,,ოჯახური ძალადობის შესახებ“ კანონის განხილვას მოჰყვა. ლელა ხომერიკის მასალა ამ კანონპროექტის სრულყოფილ და კვალიფიციურ ანალიზს გვთავაზობს. ოჯახურ თემას უკავშირდება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ის შემთხვევაც, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

ბოლოს კი, იმ რუბრიკის შესახებ, რომელიც ყოველთვის ჩვენი ჟურნალის პირველ ფურცლებს დაიკავებს. ,,ჩვენი წრე“ ამჯერად აჭარის ეპარქიასთან არსებული ბავშვთა ,,სავანისა“ და სარეაბილიტაციო ცენტრის, ,,პირველი ნაბიჯის“, პოზიტიურ მაგალითზე ახსენებს მკითხველს, რომ მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, ჩვენი წრის, ადამიანები არიან.

ვფიქრობ, ცოდნა და კეთილი მაგალითი, ის ორი ძალაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს პოზიტიურად განსაზღვრავს. ვიმედოვნებ, რომ ამ ორი ძალის მკითხველამდე მიტანაში თავის პატარა წვლილს ჩვენი ჟურნალიც შეიტანს.

ჩვენს მიზანს მიღწეულად ჩავთვლით, თუ ,,სოლიდარობის“ წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი მაინც იტყვის, რომ რაღაც ახალი გაიგო, მოვლენებს ახლებურად შეხედა და ადამიანების გარკვეული ჯგუფისადმი, უარყოფითი დამოკიდებულება პოზიტიურით შეიცვალა. მიზანს, მით უმეტეს, მიღწეულად ჩავთვლით, თუ ის კეთილი საქმეები, რომელთა შესახებაც ჩვენი ჟურნალი მოგითხრობთ, ერთ ადამიანს მაინც გაუჩენს სურვილს სხვას დაეხმაროს.

2 პირველი დიდი ნაბიჯი

▲back to top


ჩვენი წრე

ნანა ნიჟარაძე

,,პირველი ნაბიჯის ბავშვთა ცენტრი - ადგილი, სადაც ერთად უნდა გავიზარდოთ

თამუნა ჰქვია. სხვანაირად ჭკვიანი თვალებით მიყურებს, ლამაზი და ჭკვიანი თვალებით. ამ 16 წლის გოგოს თვალებმა დღეს უკვე იციან - ადამიანი ადამიანისთვის მზე უნდა იყოს, სინათლე, სითბო, სიყვარული... ყველაფერი დანარჩენი კი არაფერია - ,,ამაოება ამაოებათა.

ეს ინვალიდის ეტლში მჯდომმა ისწავლა, დიღომში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ნაბიჯის ცენტრში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 სხვა ბავშვთან ერთად ცხოვრობს.

სწორედ აქ, ფერად და მყუდრო სახლებში, ზრუნვითა და ყურადღებით გარემოცული, მიხვდა, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა.

,,ბევრი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ვერ მოდის აქ, რადგან მათი ნახვა უმძიმს. მე, პირიქით, მსუბუქი მოვდივარ აქედან, მომყვება სიყვარული, სითბო და უამრავი დადებითი ემოცია - ამბობს ნინო ჟვანია, ,,პირველი ნაბიჯისდამფუძნებელი. შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ისეთ მდგომარეობაში მინახავს, როგორშიც არ შეიძლება ადამიანი იყოს. 1998 წელს, როცა კასპის ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიურ სახლში ჩავედი, ბავშვები, ფაქტობრივად, იღუპებოდნენ, ძვლებად იყვნენ ქცეულნი. წამოვიყვანეთ ერთადერთი მიზნით - გადაგვერჩინა. უპირველესად, მოვათავსეთ საავადმყოფოში, რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება და კვება ჰქონოდათ.

0x01 graphic

მაშინ არც ვიცოდით, მერე რა უნდა გვეკეთებინა. ამის ცოდნა შემდეგ მოვიდა, როცა შვილებივით შევითვისეთ და დავიწყეთ ფიქრი, სად დაგვებინავებინა, როგორ მოგვევლო, რა გვესწავლებინა, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად როგორ გვექცია. ძალიან გამიმართალა, რომ ჯეინ ქორბოის შევხვდი. მის სამშობლოში, ირლანდიაში, მიაღწიეს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ცხოვრებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტები ჰქონოდათ. ჯეინი ძალიან თავდადებული ადამიანია. ეს ორგანიზაცია ერთად დავაფუძნეთ და ჩვენი ფინანსური უზრუნველყოფის დიდი ნაწილი დღემდე მის მხრებზე გადადის.

ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სხვადასხვა სახის ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვები, შესაბამისად, მათ მოვლას განსაკუთრებული სიყვარული, სითბო, ცოდნა და მზრუნველობა სჭირდება.

გონებრივი ჩამორჩენილობა არის ფსიქიკის შეფერხებული ან არასრული განვითარება, რომელიც, პირველ ყოვლისა, ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარის დარღვევით ხასიათდება. გონებრივი ჩამორჩენილობა შესაძლებელია გამოვლინდეს ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევებთან ერთად, ან მის გარეშე.

ინტელექტუალური შესაძლებლობანი და სოციალური ადაპტაციის უნარი დროში ცვალებადია, ამიტომ, შეიძლება, ვარჯიშისა და რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდეს.

ღრმა და მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობის ბავშვებს არ უმუშავდებათ თვითმომსახურების ჩვევები, არაკომუნიკაბელურნი და არამობილურნი არიან, ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.

საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ადამიანებს გონებრივი განვითარების შეფერხებები ბავშვობაში აღენიშნებათ, მაგრამ უმეტეს მათგანს ხელსაყრელ პირობებში შეუძლია განივითაროს თვითმოვლის ჩვევები, დაამყაროს ადეკვატური კონტაქტები და აითვისოს აკადემიური ჩვევები. მათ ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რათა იცხოვრონ და იმუშაონ საზოგადოებაში.

მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის ბავშვებს აქვთ სიძნელეები სკოლაში სწავლასთან დაკავშირებით, თუმცა, მოზრდილ ასაკში ახერხებენ სოციუმთან ინტეგრაციას.

,,პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა ცენტრში მცხოვრებ აღსაზრდელებს სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვთ.

გვიამბობს ბავშვთა ცენტრის ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი: ,,თავდაპირველად, როდესაც ინსტიტუციური დაწესებულებიდან საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდნენ, ბავშვებმა არ იცოდნენ თავის მოვლა, კვება, თამაში, სტერეოტიპულ მოძრაობებს აკეთებდნენ. ეს ქცევა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანი უფუნქციოდაა, გარემოსგან იზოლირებულია და გარედანაც არ ხდება მისი სტიმულირება. ასეთი ქცევა მიუთითებს, რომ ბავშვი მისთვის სასურველ გარემოში არ იმყოფება. მძიმე იყო მათი ყურება...

ბავშვებს სოციალურად მიუღებელი და აგრესიული ქცევები ჰქონდათ. აშკარა იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ საკვების ნაკლებობას, რის გამოც თავდაპირველად იკვებებოდნენ სწრაფად, ცალი ხელით თავის ულუფას ფარავდნენ, მეორეთი კი სხვას სტაცებდნენ.

ბავშვები ოთხი წელია, რაც ბავშვთა სოფელში ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ისწავლეს საკუთარი თავისა და საცხოვრებელი გარემოს მოვლა. ისინი ,,დედა-დეიდებს პროდუქტის და საოჯახო ნივთების შეძენაში ეხმარებიან, ცხოვრობენ ისე, როგორც სხვა ბავშვები, დადიან სკოლაში, სპორტზე, კინოში, თეატრში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას თითოეული თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე აკეთებს. მათი ქცევა იმდენად სოციალური გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან ძველებური რეაქცია აღარ მოჰყვება, რაც ყველაზე სასიამოვნოა.

თემქაზე, ბავშვთა საავდმყოფოში, სადაც კასპის ბავშვთა ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან წამოყვანის შემდეგ მოათავსეს, გიოსი (სახელი პირობითია) ეშინოდათ - ძალიან აგრესიული იყო. ცენტრში მოსვლამდე თავად მხოლოდ საჭმლის მიღებას ახერხებდა. ახლა თავის მოვლა სრულფასოვნად შეუძლია. ბანაობით დაწყებული, გარეცხვითა და გაუთოებით დამთავრებული, საოჯახო საქმეებში უსწავლელი, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. დადის სკოლაში, მიღწევებიც აქვს, ყველაფერი აინტერესებს და ძალიან მოტივირებულია, შექებაზეა ორიენტირებული და დავალებებს სწრაფად ასრულებს. თავისუფალ დროს ოსტატს ეხმარება, ბოსტანს ბარავს, ყვავილებს უვლის. მთელი დღე დატვირთული, შევსებული აქვს და, რაც მთავარია, სიამოვნებით აკეთებს ყველაფერს.

ნინო ჟვანია: ,,ამ ბავშვებს საოცარი ცხოვრების ისტორიები აქვთ. გვყავდა ერთი ბიჭი, რომელიც 23 წლამდე ცხოვრობდა კასპის ბავშვთა სახლში. აღმოჩნდა, რომ დედამ არ იცოდა, შვილი ცოცხალი თუ ჰყავდა. როცა ჩვენმა სოციალურმა მუშაკებმა მას მიაკვლიეს, გაირკვა, რომ მშობიარობის შემდეგ მშობლებს უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. წარმოიდგინეთ, რა განცდაა ეს, როცა შენს დედას, შენს შვილს პოულობ, როცა ოჯახს უბრუნდები!... ამ ბიჭის ცხოვრებაში დრამატული ცვლილებები მოხდა: მუშაობს, ვარჯიშობს, შარშან იაპონიაში ალტერნატიულ ოლიმპიადაზეც გამოვიდა.

ამ ბავშვების შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობა შეიძლება იყოს შეზღუდული სხვა ადამიანის შესაძლებლობასთან შედარებით - ვიღაც სხვაზე უკეთ წერს, საუბრობს, რაღაც დისციპლინებს და უნარებს ფლობს... აქ ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ბავშვებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. ესეც რომ არ იყოს, მგონი, სჯობს, ვიღაც, თუნდაც თავისთვის, იჯდეს და იღიღინოს, უბრალოდ, კარგ ხასიათზე იყოს, ვიდრე იყოს ცუდ ხასიათზე, რადგან არ უვლიან და ყურადღებას არ აქცევენ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8000 ბავშვია. ინვალიდთა ასოციაციის შეფასებით, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, 25000-ს აღწევს. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები 15 სახელმწიფო დაწესებულებაში არიან განაწილებულნი. მათი პირობები განსხვავებულია და, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ზომისა და სახის დახმარებას იღებენ საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან. წლების განმავლობაში, საქართველოშიც ისევე, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მოქმედებდა საბჭოეთის დროს შემუშავებული სპეციფიკური პედაგოგიური კონცეფცია - ,,დეფექტოლოგია“, რომლის შესაბამისადაც, უმნიშვნელო გონებრივი სისუსტის მქონე ბავშვებსაც კი ბავშვთა სპეციალიზებულ სკოლებში ათავსებდნენ. მსოფლიო კარგა ხანია შეთანხმდა, რომ საუკეთესო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის ოჯახია. არადა, პატარებს, რომელთა არსებობაზე საზოგადოებაში აქტიურად ხუჭავდნენ თვალს, საკუთარ ოჯახებს, გარესამყაროს წყვეტდნენ და ფაქტობრივ იზოლაციაში ზრდიდნენ. ,,პირველ ნაბიჯში“ სხვაგვარადაა.

ქეთი მელიქაძე, ცენტრის დირექტორი: ,,საცხოვრებელი მომსახურება, რომლითაც დღეს 20 ბავშვი სარგებლობს, ჩვენი სერვისის ერთ-ერთი ნაწილია. გარდა ამისა, რამდენიმე პროგრამას ვახორციელებთ. გვაქვს ე.წ. განმავითარებელი პროგრამა, რომლის ამოცანაა, თითოეული ბავშვის სპეციფიკური უნარები გაარკვიოს და მათ მაქსიმალურ განვითარებას შეუწყოს ხელი. იგულისხმება სასიცოცხლო უნარ-ჩვევები: კვება, პირადი ჰიგიენა და ა.შ. ასევე - კომუნიკაციის უნარები, ის, რაც, თითქოს, ნებისმიერი ადამიანისთვის არის მოცემულობა, მაგრამ ამ ბავშვებს არ ჰქონდათ; ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარება და სხვა. ყველაფერ ამას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მეტყველების თერაპევტი, პედიატრი, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ბავშვების განვითარებისთვის არის საჭირო. მიდგომა ინდივიდუალურია - დგება თითოეულის განვითარების გეგმა, რომელიც გამოყოფს სპეციფიურ მიზნებს ამ ბავშვისთვის და იმ აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც ეს მიზნები უნდა იქნეს მიღწეული.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ბავშვები განათლებას თავიანთი შესაძლებლობებისა და საჭიროების მიხედვით იღებენ. თუ საშუალო გონებრივი შეზღუდვა აქვთ, დაგვყავს სკოლაში, სადაც მათთვის შექმნილია ცალკე კლასი და სადაც სწავლებას სპეციალური პროგრამით გადიან. არასასწავლო პროცესში ისინი სხვა ბავშვებთან ერთად ერთობიან, მიმდინარეობს მზადება ჩვეულებრივ კლასებში მათ გადასაყვანად. ზუგდიდში გვაქვს სამი კლასი, 18 ბავშვით ინტეგრირებულ სწავლებაში, და თბილისში - ერთი კლასი, 6 ბავშვით. დიღომში ასევე გვაქვს დღის სასწავლო ცენტრი ღრმა და მძიმე გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის. ის 30 ბავშვზეა გათვლილი. 10 ბავშვი ჩვენი კოტეჯებიდან არის, დანარჩენი 20 კი ოჯახებიდან მოჰყავთ. პროგრამა აქაც კონკრეტულ ბავშვზეა აწყობილი. ვიყენებთ ისეთ მეთოდიკას, როგორიცაა ქცევის ანალიზი, რომელიც ბავშვის უნარების განვითარებას ცალკეულ ნაბიჯებად ჰყოფს. აქაც კონკრეტული ბავშვის განვითარების კონკრეტული პროგრამა იწერება ფსიქოლოგის, მეთოდისტისა და ბავშვის მშობლის მიერ. სწავლება ამ პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.

სოციალური მუშაკების საშუალებით ვახორციელებთ სოციალურ პროგრამას. მისი ამოცანაა, ბავშვებსა და მათ მშობლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი იმ სახსრებითა და შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ამ პროგრამის ფარგლებში 15 ბავშვი კასპის ბავშვთა სახლიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დავაბრუნეთ. ახლა ვცდილობთ, თავად ამ ოჯახებს დავეხმაროთ და ეს დახმარება ძალიან იშვიათად არის ფულადი. დახმარება უფრო პრობლემების გადაწყვეტაში გამოიხატება: პენსიის დანიშვნა ბავშვისთვის, სამსახურის პოვნა მშობლისთვის, სახლის ისე მოწესრიგება, რომ ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს, მედიკამენტებით დახმარება, რადგან მედიკამენტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძვირი ღირს. ამ ერთი წლის წინ ერთ-ერთ ასეთ ბავშვს კიდურების ოპერაცია გავუკეთეთ. როცა დედამ დაიბრუნა, სიარული საერთოდ არ შეეძლო. პირველი ოპერაციის შემდეგ ხოხვა შეძლო, შემდეგ კიდევ ვიშოვეთ ფული - ბანკმა ,,რესპუბლიკადაგვაფინანსა - და, იმედი გვაქვს, ახლა ბავშვი სიარულსაც შესძლებს.

ყველაფერს, რაც ,,პირველ ნაბიჯში“ კეთდება, აკეთებენ პროფესიონალები, სპეციალურად მომზადებული და შერჩეული ადამიანები - მასწავლებლები, ფსიქოლოგები, პედიატრები, ოკუპაციური თერაპევტები... მაგრამ მთავარი ის გარემოა, რომელსაც აქ ბავშვებს უქმნიან - ოჯახური გარემო. ეს არის მოდელი, რომელსაც მთელ ევროპაში იყენებენ და რომელიც ,,პირველ ნაბიჯში“ შესაბამისი მოდიფიცირების შემდეგ დაინერგა. თითოეულ სახლში ბავშვებთან არის თითო დედა და რამდენიმე დეიდა. მათ სწორედ ასე უწოდებენ - დედა და დეიდები. ეს არის ოჯახური მოდელი, სადაც ბავშვებს ისევე ეპყრობიან, როგორც ნამდვილ ოჯახში. ასეთი მიდგომა აუცილებელია, რადგან დედის ემოციურ დამოკიდებულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. რუსუდან ბოჭორიშვილის თქმით, ასეთ სპეციფიკურ გარემოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭნება ბავშვების მიმართ ბუნებრივი ემოციების გამოვლენას:

,,ბავშვის ემოციების იგნორირება მისი განვითარებისთვის პირველი მტერია. ჩვენს დამოკიდებულებას ისინი არაჩვეულებრივად გრძნობენ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფებიც კი. ერთ-ერთ ბავშვს მთლიანად ესაჭიროება მომვლელის მომსახურება. მისთვის შექმნილია სპეციალური, ადაპტირებული გარემო, საყოფაცხოვრებო პირობები და სამედიცინო მეთვალყურეობა, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს. უცხო ადამინს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მას გარემოსთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის; იგი გამოხატავს დადებით ემოციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მასზე ზრუნავენ - თვალები უფართოვდება, უფრო ხშირ სუნთქვას იწყებს. ბგერების გამოცემა არ შეუძლია, მაგრამ ეს უტყუარი ნიშანია, რომ გრძნობს, ვინ არის მის გვერდით.

ამ ბავშვებისთვის საუკეთესო გარემო საკუთარ ოჯახებში ცხოვრება, ნამდვილი დედების გვერდით ყოფნაა. როგორც ნინო ჟვანია ამბობს, ბუნებაში არ არსებობს დედის ალტერნატივა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მასზე უკეთ მიხედავს შვილს, რადგან იქ, სადაც დედის ინსტინქტია, უმნიშვნელოვანესი იმპულსები რჩება. მთავარია, მათ შორის ძაფი არ გაწყდეს. ამბავი, რომელიც რუსუდან ბოჭორიშვილმა გვიამბო, ამის ნათელი დადასტურებაა:

,,ჩვენთან მცხოვრებ ერთ-ერთ ბავშვს, რომელიც მძიმე ფორმის ეპილეფსიით არის დაავადებული, ძალიან კარგი დედა ჰყავს, მაგრამ მას, გარკვეული პირობების გამო, შვილის ჩაბარება მოუხდა. ეს ქალბატონი ხშირად ჩამოდის, აკითხავს შვილს, პერიოდულად მიჰყავს კიდეც. ახლახან 10 დღით ჰყავდა წაყვანილი სახლში. უზარმაზარი სხვაობა იყო - ბავშვი აბსოლუტურად შეცვლილი ჩამოვიდა. მიუხედავად არაჩვეულებრივი პირობებისა, დედისგან დაბრუნებული ბევრად კარგად გამოიყურებოდა, გასუქდა, მოფერიანდა, სხვანაირად ჯანმრთელი იერი ჰქონდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, ბევრად განვითარებულიც. იქამდე საერთოდ არ ინტერესდებოდა საგნებით. მთელი დღე იწვა და ამოჩემებული სტერეოტიპული ქცევა ჰქონდა, არანაირ ბგერას არ გამოსცემდა. დაბრუნების შემდეგ გახდა კომუნიკაბელური - მოდის, გაკვირდება და ბგერას გამოსცემს. ადრე პროტესტსაც არ გამოხატავდა. ახლა, როცა რაიმეს გაკეთება არ უნდა, აშკარად აპროტესტებს. ინტერესი გაუჩნდა სათამაშოსადმი. იღებს და სწავლობს - პირში იდებს, ათვალიერებს, მათი გამოყენება დაიწყო... ეს ძალიან ბევრია. ყველამ აღვნიშნეთ, რომ ცვლილებები აშკარაა. დიდი ნახტომი მოხდა ბავშვის განვითარებაში, ისეთი, როგორიც შეიძლებოდა თვეების, წლების განმავლობაში ვერ მიგვეღო. ყველაფერი ეს მთლიანად იყო განპირობებული ოჯახში მისი ყოფნით.

ქეთი მელიქაძის აზრით, ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სპეციალიზებულ სახლებში აბარებენ, მშობლების მხრიდან საჭირო უნარ-ჩვევების არცოდნაა. ოჯახებთან ურთიერთობამ აჩვენა, რომ მათ არ იციან, როგორ მოექცნენ ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს. სწორედ ეს იქცევა შემდგომ პრობლემად, ტვირთად ამ ოჯახებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ფაქტორებიც: სოციალური, ეკონომიკური, მატერიალური. ელემენტარულად, წამლები, რომლებიც ამ ბავშვებს სჭირდება, იაფი არ ღირს, ბევრს საკუთარი ჭერიც არა აქვს, ბევრი თავადაა შეზღუდული შესაძლებლობის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მშობლებს ჰგონიათ, თითქოს, მათ შვილებს არაფერი ეშველებათ, მუდმივად ისეთსავე მდგომარეობაში იქნებიან, როგორშიც კონკრეტულ მომენტში, არასწორი მიდგომის გამო, აღმოჩნდნენ. არადა, ამ ბავშვებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, მათი მშობლები კი შემოიფარგლებიან პოლიკლინიკების კონსულტაციებით, საიდანაც სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ. მშობლებმა არ იციან, რომ არსებობს ოკუპაციური თერაპევტი, შესაბამისი კვალიფიკაციის ფსიქოლოგი, სხვა სპეციალისტები, ადამიანები, რომელთა დახმარებით, მიზანმიმართული მკურნალობით, სითბოს, სიყვარულის, ყურადღების წყალობით, ყველაფრის კალაპოტში დაბრუნება შეიძლება. ამის გათვალისწინებით, ,,პირველი ნაბიჯი“ მშობლებისთვის სწავლების ჩატარებასაც გეგმავს და ამაში სახელმწიფოს დახმარების იმედიც აქვს. ჯერჯერობით, მისი წილი ორგანიზაციის დაფინანსებაში 30 პროცენტს არ სცილდება. თუმცა საქმე, რომელსაც ,,პირველი ნაბიჯი“ აკეთებს, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

ნინო ჟვანია: ,,ჩვენი ძირითადი დამფინანსებლები უცხოელი დონორები არიან. ბოლო დროს ადგილობრივი ბიზნესმენებიც დავაინტერესეთ. გვეხმარება ბანკი ,,რესპუბლიკა, ,,ავერსი, ,,კანარგო, ,,თი-ბი-სი ბანკი... ჩვენ ვსწავლობთ, რა სეგმენტის დაფინანსება უნდა ვთხოვოთ კონკრეტულ ბიზნესს, ისინი იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნვა მათი სოციალური ვალია, თუნდაც იმიტომ, რომ კარგი ბიზნეს-გარემოსთვის ქვეყნის მოქალაქეების თანაბარ მდგომარეობაში ყოფნაა საჭირო.

რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვთანამშრომოლობთ სახელმწიფოსთან, რომელიც ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის კუთხით თანამედროვე პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობს. სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს მიმართულებები, მოახდინოს მათი მონიტორინგი, განხორციელებით კი ის რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს, ჩვენ, ან სხვა გამოცდილმა ორგანიზაციამ. ამ პრინციპების შემუშავებაზე აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რადგან წლების განმავლობაში სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა.

დღეს ,,პირველ ნაბიჯს“ კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა - 18 წელს მიღწეული მოზარდების მოწყობა. პროგრამები, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს, ამ ასაკის ბავშვებზე გათვლილი არ არის. ახლა აქ ინტენსიურად ეძებენ ადგილებს, სადაც მათი დაბინავება იქნებოდა შესაძლებელი. ორი ასეთი ადგილი უკვე ნაპოვნია, ერთი მათგანი გრემშია, მეორე - სიღნაღში. გრემში ,,პირველი ნაბიჯის“ რვა ყოფილი აღსაზრდელი ცხოვრობს. სიტყვა ,,ყოფილი“ მათთან მიმართებაში მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება გამოვიყენოთ, ორგანიზაცია ამ ბავშვებს მუდმივად მეთვალყურეობს და ყველა საჭირო შემთხვევაში ეხმარება. გრემში, ორგანიზაცია ,,თემში“, სადაც ისინი განათავსეს, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არ ცხოვრობენ. დასაქმებულები არიან აგურის ქარხანაში და საკუთარ მეურნეობასაც უვლიან. ახალი ბინადრები მათ გარემოში თანდათან და, ფაქტობრივად, უპრობლემოდ ეწერებიან. ერთი თვის წინ კიდევ ერთი ,,ყოფილი“ სიღნაღში გაამგზავრეს, ,,გაამზითვეს“, როგორც ქეთი მელიქაძე ამბობს და სამი დღით ,,დეიდაც“ გააყოლეს, უკეთესი ადაპტირებისთვის. ,,პირველი ნაბიჯი“ ახლა ამ ორგანზაციების დაფინანსების წყაროების მოძიებითაცაა დაკავებული, - ისინი ხომ მათი აღსაზრდელების შემდგომი ცხოვრებისა და შრომა - თერაპიის, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა.

0x01 graphic

სცენა საბავშვო წარმოდგენიდან ,,წითელქუდა“

ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ამ ბავშვების ადგილი სწორედ საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებშია; საზოგადოების, სახელმწიფოს როლი კი მათთვის არა ცალკე საცხოვრისის - თუნდაც, საუკეთესო საცხოვრისის - შექმნა უნდა იყოს, არამედ საუკეთესო პირობების შეთავაზება მათი ოჯახებისთვის, რათა ბავშვებმა იქ მშობლების, და-ძმების გვერდით სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. სხვანაირად ჩვენ - ისინი, ვინც მათ სხვანაირად დაკვირვებული თვალებით ვუყურებთ - ვერასოდეს შევძლებთ, მათთან ყოფნის ბედნიერება განვიცადოთ. ამ გრძნობას ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი შემდეგნაირად ხსნის:

,,შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ბავშვების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც უფრო მეტს მუშაობ მათთან, მით უკეთ ხვდები, რა საინტერესოა მათი სამყარო. სხვანაირად შეუძლებელია. შეუძლებელია, ურთიერთობა გქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან და არ იყო გულწრფელი, მართალი, ამის საშუალებას იგი თავად არ მოგცემს, რადგან ყველაფერს არაჩვეულებრივად გრძნობს. მათთან მუშაობისას ისეთ ცვლილებებს განიცდი, რომ ნამდვილად ვეღარ იტყვი, ამ ურთიერთობის დაწყებამდე ზუსტად ასეთი ვიყავიო. პიროვნულ, სულიერ განვითარებაზე ეს დადებითად მოქმედებს, სულ სხვა სიბრტყეებს ხსნი, სხეულის, ემოციების ენას ეუფლები...

დღევანდელი ცხოვრების ტემპი სწრაფია, ეს ადამიანები კი გაიძულებენ, გაჩერდე და დაფიქრდე, რა არის ადამიანისთვის ჭეშმარიტად ღირებული ამ ცხოვრებაში.

მათთან ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი წინსვლა გინდა-არგინდა, შენც უნდა გაიზარდო.“

3 ბავშვთა სავანე

▲back to top


ჩვენი წრე

ზაზა ფაჩუაშვილი

ეს უკვე აღარ იყო სასაცილო. რუსთაველის გამზირზე მაწანწალა ბავშვების ხროვამ ახალგაზრდა გოგოს ალყა შემოარტყა და ერთ-ერთმა მათგანმა, ალბათ, ყოჩმა, მომწყვდეულ მსხვერპლს ხელიდან ნახევრად შეჭმული ,,ჰოთ დოგი“ გამოგლიჯა. ვაიმეო, ხელები გააფართხალა შეშინებულმა მოქალაქემ, თითქოს, ჭუჭყს იცილებსო და მასავით გაფითრებულ დაქალს მიეყრდნო, რომელსაც საკუთარი გაჭირვება ჰქონდა - აღარ იცოდა, სად წაეღო თავისი ბუტერბროდი და შიშით ვეღარც გადაგდებას ახერხებდა. შველას აზრი არ ჰქონდა. ხროვა ერთმანეთისთვის ნადავლის წიწკნითა და ხარხარით შორდებოდა იქაურობას. ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, მით უმეტეს, ბავშვებთან, მაგრამ ეს ნამდვილად მოხარხარე ხროვა იყო და ბრჭყალები აქ სრულიად ზედმეტი იქნებოდა.

,,ასე დაკარგა ,,ჰოთ დოგების“ იმპერიამ ორი კლიენტი, ჩვენ კი მომავალი,“ - ვფიქრობდი მაშინ გულგახეთქილი და იმ ორ გოგონას ვგულისხმობდი, დედაქალაქის გეომეტრიულ ცენტრში, მთავარ და ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე, რუსთაველის თეატრის პირდაპირ, დღისით-მზისით მორალურად რომ მოკლეს და შიშის მუდმივი დაღიც დაასვეს, თორემ იმ საწყალ ქუჩის ბავშვებს მომავალი არც არასოდეს ჰქონიათ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ცხადად წარმომედგინა, რაოდენ საშიში ხდებოდა რომელიმე გარეუბანში თუნდაც მზესუმზირის ყიდვა.

0x01 graphic

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ეს გრძნობა ამა წლის 11 თებერვლამდე ვერ მოვიცილე. უიმედობას კი, მოგეხსენებათ, ჩვენი ყოფა მსგავსი შინაარსის სცენებით განუწყვეტლივ კვებავს.

ფერია

11 თებერვალს ბათუმში ჩავედი და წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი მოვინახულე. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ფერია და, კერძოდ, ის მაღლობი, სადაც გიმნაზიაა განთავსებული, მართლაც ფერიების ბუდეს ჰგავს. ნაპირამდე მწვანე წალკოტი მიეფინება, მერე ლურჯი ზღვა და თეთრი ხომალდები მოჩანს. ბავშვს რომ არაფერი ასწავლო და გაკვეთილად ამ ხედისკენ გადამყურე ფანჯარასთან დღეში რამდენიმე წუთით ჯდომა განუსაზღვრო, ზნეობრივად და მორალურად ნამდვილად ჯანმრთელი აღიზრდება. ამ სიკეთეს კარგ განათლებასაც თუ დაუმატებ, ქვეყანას ღირსეულ მოქალაქეებს გაუზრდი. იმ 106 ბავშვს, რომლებიც დღეს გიმნაზიაში ცხოვრობენ და სწავლობენ, სწორედ ასეთი გარკვეული მომავალი ელოდებათ. ეს კი ის სიმდიდრეა, რომელსაც თავისი შვილებისთვის დღემდე ეძებს და ვერ პოულობს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი.

მეუფის სიტყვა

ორიოდე წლის წინათ ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ ინტერნეტით, იაპონური გრანტის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და თავისი პროექტი ასეთი ეპილოგით დაამთავრა: ,,ეს ბავშვები, ჩვენი ქუჩის ბავშვები, პოტენციური ნარკომანები, ქურდები და ყაჩაღები არიან და ჩვენს ქვეყანაში რომ არაფერი დარჩება მოსაპარი, სხვა ქვეყნებში გადავლენ!

როგორც იაპონელებმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადეს, სწორედ ამ სიტყვების გამო მიანიჭეს უპირატესობა მეუფე დიმიტრის პროექტს. სხვათა შორის, იაპონელები სრულიად მოულოდნელად ჩამოსულან მშენებლობის შესამოწმებლად და დარწმუნებულან, რომ იმაზე მეტი საქმე კეთდებოდა, ვიდრე მათი დაფინანსება ითვალისწინებდა. მიგდებული და გაძარცული კარკასი, ეპარქიის ძალისხმევით, მოკლე ხანში ოთხსართულიან სავანედ გადაიქცა შინაარსითაც და გარეგნული სილამაზითაც. შეუძლებელია, იმ გაწკრიალებულ შენობაში შეხვიდე და წესრიგისა და სისუფთავის მოთხოვნილება არ გაგიჩნდეს, ხოლო, როდესაც იქაური ბინადრების ცხოვრების წესს გაეცნობი, შეუძლებელია, არ ინატრო, ნეტა ყველა უპატრონო ბავშვს ჰქონდეს ასეთი თავშესაფარიო. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ობოლ ბავშვთა თავშესაფარი. აქ ისეთებიც არიან, რომლებსაც მშობლებიც ჰყავთ და სახლკარიც აქვთ.

მიღება

პირველი ბავშვი იყო მალხაზ ლაღიძე, რომელიც დღეს თავის ასაკში საუკეთესო კალათბურთელია მთელ აჭარაში. მას შემდეგ გიმნაზიაში ბევრი მივიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მიღების კრიტერიუმი მხოლოდ ერთია - ბავშვის გადარჩენა. ამის შესახებ ბათუმელმა ლევან კაჭარავამ გვითხრა: ,,სახალხო დამცველის ოფისში როცა ვმუშაობდი, ვნახე ქუჩაში დარჩენილი ბავშვი და მისი ამბავი მეუფის ადმინისტრაციას შევატყობინე. იგი ამ სახლში ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე მოიყვანეს.

ძიება

მას შემდეგ, რაც თბილისელ ქალბატონ ნანა ტუხაშვილს შვილი არ შეეძინა, ბავშვის აყვანა გადაწყვიტა და მრავალშვილიან დედას, რომელსაც მეშვიდე ორსულობის მოშლა უნდოდა, ბავშვის გაჩენა სთხოვა. ასე მოევლინა ქვეყანას პატარა გაბრიელი, რომელიც მამინაცვალმა არ მიიღო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ღმერთმა არ მიატოვა და უხვად უბოძა ნიჭიცა და ფიზიკური სილამაზეც.

ნანა ტუხაშვილი: ,,ფარმაცევტი ვარ და სანამ სამუშაო მქონდა, არაფერი მიჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერი დაიხურა. მშობლები გარდამეცვალა და მე და ჩემი ბიჭი გაჭირვებაში ჩავცვივდით. თუმცა დები მეხმარებოდნენ და ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გაბრიელი ძალიან ცელქობდა, ვერ მივაგენი ისეთ სკოლას, სადაც მას გაუგებდნენ. 9 სკოლა გამოვიცვალეთ და ყველგან პირველი მოსწავლე იყო, მაგრამ ყოფაქცევის გამო პედაგოგებთან ყოველთვის პრობლემები ექმნებოდა და იძულებული ვხდებოდი, სხვაგან გადამეყვანა. ბოლოს, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. მე და ჩემი შვილი ერთი წელი მარტყოფის მონასტერში ვცხოვრობდით და სულ ვევედრებოდი უფალს, რომ ჩემთვის ჭეშმარიტი გზა ეჩვენებინა. მონასტრიდან რომ ვბრუნდებოდით, სასწაული მოხდა. იქაურმა მორჩილმა გაიგო, რომ მეუფე დიმიტრიმ ძალიან კარგი ბავშვთა სახლი ააშენა და ბათუმში წასვლა მირჩია. არ დაგვიყოვნებია. ბათუმში კვირას ჩავედით და მაშინვე საკათედრო ტაძარს მივაშურეთ. წირვას მეუფე ატარებდა. ვეღარ მოვითმინეთ და საკურთხეველში ბარათი შევუგზავნეთ, რომ ბავშვი გვყავდა ჩამოყვანილი. მაშინვე მოვიდა მორჩილი და ბიჭი ნახა. მსახურების შემდეგ გიმნაზიაში წაგვიყვანეს. მეც და გაბრიელსაც ძალიან მოგვეწონა იქაურობა. მაშინვე მენიშნა, რომ იქ იყო ჩემი შვილის ადგილი. ერთი კითხვა დამისვეს, რამაც შემძრა: ბავშვს სულ ხომ არ ტოვებთო. რა თქმა უნდა, არა-მეთქი, ვუპასუხე. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და მარტო ყოფნაც გამიჭირდა, მაგრამ იმედი, რომ ჩემი შვილი განათლებული და ჯანმრთელი დამიბრუნდება, მდგომარეობას მიმსუბუქებს. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ეს გზა გამომიჩინა. მე მატერიალური შესაძლებლობა რომც მქონოდა, ასეთ პირობებს ჩემს შვილს ვერ შევუქმნიდი.

გიმნაზიაში გაბრიელი საუკეთესო მოსწავლეთა შორის წარგვიდგინეს.

- გამარჯობა, გაბრიელ, როგორ ხარ?

- ძალიან კარგად ვარ.

- როდის ჩამოხვედი?

- ერთი თვეა, აქ ვარ.

- ვინ ჩამოგიყვანა?

- დედამ.

- რატომ?

- გაიგო, კარგი პირობებიაო და...

- მართლა მოგწონს აქაურობა?

- ძალიან მომწონს.

- რომელ კლასში ხარ?

- მეხუთეში.

- როგორ სწავლობ?

- კარგად ვსწავლობ.

- კიდევ რას აკეთებ?

- დავდივარ ინგლისურზე, ხეზე კვეთაზე, ხატვასა და კალათბურთზე.

- რა გინდა, გამოხვიდე?

- არქეოლოგი.

ახლა 12 წლის გაბრიელის პატარა ლექსსაც შემოგთავაზებთ, რომ მისი ნიჭიერება თქვენც დაინახოთ:

,,ჩემო სევდიანო დედა, შენთან მოკრძალებით მოველ, არა, სათხოვარი არ მაქვს, უკვე ყველაფერი გთხოვე. დავჯდეთ, ვისაუბროთ ერთად, ზურგი შევაქციოთ მაცდურს, ახლა ხომ შენია ჯერი, მთხოვე, შეგისრულებ, რაც გსურს.

პასუხისმგებლობა

გიმნაზიაში სხვებიც არიან ისეთები, რომელთაც, დედის მუცლიდან მოწყვეტა ელოდათ, მაგრამ მეუფე დიმიტრის შეგონებით, დედებმა მათი გაჩენა ინებეს. ასეთი ქალბატონები მშობიარობამდე საცხოვრებლად გიმნაზიაში მიჰყავთ და, ცხადია, მათი არსებობის, ორსულობისა და მშობიარობის ხარჯები მთლიანად გიმნაზიის ბიუჯეტიდან იფარება (გიმნაზიას მატერიალურად ეხმარება მოსკოველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი). ბავშვის დატოვების შემთხვევაში, მშობელსა და პანსიონატის დირექტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გიმნაზია პასუხისმგებლობას იღებს მშობლისა და ბავშვის წინაშე, მშობელი კი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს წაიყვანოს თავისი შვილი. როგორც გიმნაზიაში ამბობენ, ეს არის პასუხისმგებლობა არამარტო ბავშვისა და მშობლის, არამედ ღვთის და ერის წინაშე. ძნელია, არ დაეთანხმო. ,,სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ტოვებს საკუთარ შვილს, მაგრამ ისეც ხდება, რომ დროთა განმავლობაში ამის გამო მას უჩნდება სინანული და სურვილი, დაიბრუნოს საკუთარი შვილი. ამ ბავშვების მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, საკუთარი შვილები წაიყვანონ, - გვეუბნება დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მარიამი.

ჯანმრთელობა

ბავშვთა სავანეში ყველაზე დიდი თანხა ბავშვების ჯანმრთელობას ხმარდება. ახალმისულს, პირველ რიგში, ყველა სახის გამოკვლევა და საჭირო მკურნალობა უტარდება. გიმნაზიას ორი ექიმი ჰყავს, ხოლო ექთნები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობენ. ცალცალკეა ახალშობილთა, ჩვილობიდან გამოსულთა და პატარების განყოფილებები, ასევე სკოლის ასაკის მოზარდთა საცხოვრებელი ოთახები. აქ არიან სოციალურად ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებმაც საოჯახო მოხმარების ელემენტარულ საგნებზეც კი არაფერი იცოდნენ. გიმნაზიაში მათ განათლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მომავალი პროფესიისთვისაც სპეციალურად ამზადებენ. სასწავლო კლასები თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი. ცალკეა უცხო ენის, ხელსაქმისა და ხატვის კლასები. სპორტდარბაზი, ფიზკულტურის გაკვეთილების გარდა, გიმნაზიის კალათბურთელთა გუნდის საწვრთნელი ბაზაცაა. ხმამაღალი ნათქვამი არ გეგონოთ, გიმნაზიის კალათბურთელთა გუნდი 13 წლიანთა შორის საუკეთესოა აჭარაში.

სულიერება

გიმნაზიაში მოქმედებს წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი, სადაც სტიქაროსნები თავად ბავშვები არიან. შაბათ-კვირას კი ისინი მსახურებას საკათედრო ტაძარში ესწრებიან და ეზიარებიან. მათი მოძღვრის - მამა აბრაამის გიმნაზიაში გამოჩენა საერთო სიხარულს იწვევს. ამას თავად შევესწარი. ბავშვები ხმაურით წამოიშალნენ დერეფანში მდგარი ტელევიზორიდან და მამა აბრაამს ჟრიამულით შემოეხვივნენ. ყველანი რაღაცას ეუბნებოდნენ და თან მოძღვარს ასე გუნდად მიმოჰყვებოდნენ.

მამა შიო პაიჭაძე სასწავლო ნაწილის გამგეა და გიმნაზიაში საკუთარი შვილიც ხშირად დაჰყავს. ბავშვს ისე მოსწონებია იქაურობა, რომ მამა შიომ თქვა, შაბათკვირას ძლივს მიმყავს სახლშიო.

მამა შიო: ,,მართლმადიდებლობა ისეთი ტკბილი რამაა, რომ გინდა, ყველაზე საყვარელ ადამიანებს გაუზიარო. ეს დიდი ღვაწლია. ბარემ, აქვე ვიტყვით, რომ რამდენიმე ბიჭუნა სწორედ ამ ღვაწლისთვის ემზადება. ,,ორი წელია, აქ ვარ. ხეზე კვეთის, ხატვის, კალათბურთის და ინგლისურის წრეზეც დავდივარ. ხეზე კვეთას მამა კონსტანტინე გვასწავლის. სპეციალური საკვეთი დანებით ვკვეთთ. სწავლა არ მიჭირს. ვცდილობ და ვსწავლობ. კალათბურთსაც ვთამაშობ. ხან 14 ნომერი ვარ, ხან - 21. მინდა, სასულიერო სემინარია დავამთავრო და მერე თვითონ უფალი მაჩვენებს გზას, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მიქაელ შიოლაშვილსაც უნდა, სასულიერო პირი გახდეს. მის მეგობარს კი ეპისკოპოსობა სურს. კალათბურთელობის მსურველებიც არიან.

0x01 graphic

ზაზა: ,,ეს სკოლა ძალიან მომწონს და მინდა, ბოლომდე აქ ვიყო. სწავლა მიყვარს, ხატვასა და კალათბურთზეც დავდივარ. კალათბურთელი უნდა გამოვიდე“.

დავითს ორივე სურვილი მოსძალებია:

- ერთი წელი იქნება, რაც აქ ვარ. ხეზე ვკვეთ და კალათბურთზე დავდივარ.

- ბევრი ნაკეთობა გაქვს ხეზე?

- კი, ჩემი წმინდანის, დავით აღმაშენებლის ხატი, მაცხოვარი და წმინდა გიორგი.

- რას აპირებ, როცა გიმნაზიას დაამთავრებ?

- შევეცდები, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარო, თანაც მინდა, კალათბურთელიც გამოვიდე.

ასეთი აღსაზრდელები ჰყავს გიმნაზიას, რომელმაც ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ქუჩას გამოსტაცა ხელიდან. მარიამ მასწავლებელი: ,,ბავშვები გვიყვებიან, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იპარავდნენ მობილურებს და სხვა ნივთებს. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ამას მშობლების დავალებით აკეთებდა. ერთხელ ერთი ბავშვის დედა მოვიდა და გვთხოვა, შვილი გამატანეთო. აღმოჩნდა, რომ ის ქალბატონი ლოთი ყოფილა, შვილს კი ქურდობას აიძულებდა, რომ ალკოჰოლური სასმელისთვის ფული შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, ბავშვი გიმნაზიაში დავაბრუნეთ“.

მამა შიო: ,,მე შევესწარი საუბარს, როცა დედა შვილს ეკითხებოდა, სიგარეტს არ ეწევიო? და, როცა შვილი უხსნიდა, რომ ეს დიდი ცოდვაა, დედას უკვირდა.“

სამწუხაროდ, ასეთი მშობლებისთვის ,,ბავშვთა სახლის“ გახსნა უკვე დაგვიანებულია.

რეჟიმი

დღის რეჟიმიც საოცრად გაწონასწორებულია. ერთდროულად მსუბუქიც არის და დატვირთულიც: ადგომა, მოწესრიგება, ლოცვა, მსუბუქი საუზმე (ბუტერბროდები); სკოლა, პირველი გაკვეთილის შემდეგ საუზმე (ფაფა, ჩაი, კარაქიანი პური); სკოლის შემდეგ სადილი (წვნიანი, ხორციანი კერძი, დესერტი) და გახანგრძლივებულ ჯგუფში მეცადინეობა; შემდეგ სამხარი (ხილი, ტკბილეული, წვენები) და სტუდიებში მუშაობა (ინგლისური, ხატვა, ხეზე კვეთა, ხელსაქმე, სპორტი) და ბოლოს კი ვახშამი (ჩაი და რძის ნაწარმი).

ბავშვებს 13 პედაგოგი ემსახურება, შემდეგ მათ გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლები ამეცადინებენ. პატარებს ძიძები ჰყავთ. პედაგოგების გარდა, გიმნაზიაში დაკავებულია სამოცდაათამდე ადამიანი, რომელთა ხელფასი საშუალოდ 70 ლარია.

მომავალი

ჯერჯერობით, პანსიონატში დაბადებიდან 14-წლამდე ბავშვები არიან. რამდენიმე წელში ზოგიერთი მათგანი გიმნაზიას დაამთავრებს, მაგრამ ყველამ და თითოეულმა მათგანმა დანამდვილებით იცის, რომ ისინი ამ სახლის ნამდვილი შვილები არიან და რომ სახლის პატრონი მათ მუდამ მშობლიურ მზრუნველობას გაუწევს.

მამა შიო: ,,ჩვენი მხრიდან ბავშვებთან დამოკიდებულებაში გიმნაზიის დამთავრების შემდეგაც არაფერი შეიცვლება. მეუფის სიტყვებია, ბოლომდე თქვენთან მიგულეთ და ბავშვებმა იციან, რომ ეს ასეც იქნება“.

ცხადია, საქართველოში უამრავი ოჯახია, რომელიც ისურვებდა, რომ მათი შვილები სოფელ ფერიის ბავშვთა სახლში აღიზარდონ, მაგრამ... ერთი სახლი რამდენს დაიტევს? ამიტომ, მისი არსებობა უნდა გახდეს გადამდები მაგალითი, რომ მსგავსი პანსიონატები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიხსნას. მანამდე კი ჩვენი ყურადღება ისევ ფერიისაკენ იქნება მიპყრობილი. დაგეგმილია გიმნაზია-პანსიონატის გაფართოება ისე, რომ მან კიდევ 200 ბავშვს გაუწიოს მფარველობა.

4 აუცილებელი ბოროტება

▲back to top


მრგვალი მაგიდა

,,პოლიტიკური იდეების დაპირისპირების სიმძაფრე ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს

უაითჰედი

,,ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს

ერლომ ახვლედიანი

,,ჩვენ ვართ ,,სტუდენტები ევროპის დემოკრატიაში, რადგან დემოკრატიას ახლა ვსწავლობთ, მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამერიკას რომ შევედაროთ, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვართ, როდესაც კონგრესში ძალიან გავრცელებული იყო ერთმანეთის ცემა-ტყეპა. ჯეკსონს, ათდოლარიანზე რომ არის გამოსახული, ორი კაცი ჰყავდა მოკლული, თავისი ტემპერამენტით სააკაშვილს ჰგავდა და განათლებით - ნათელაშვილს.

ნინო ცინცაძე: ჩვენი საუბრის თემა ,,პოლიტტოლერანტობაა“. რას ნიშნავს ,,პოლიტტოლერანტობა“? შესაძლებელი და საჭიროა თუ არა, რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ტოლერანტული პოლიტიკური ოპონენტის მიმართ?

დავით დარჩიაშვილი (პოლიტოლოგი): საერთოდ, არ ვიცი, რამდენად არის მიღებული ეს ტერმინი. ზოგადად, ,,ტოლერანტობა?“ ადამიანებისთვის აუცილებელია, ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ პოლიტიკას თუ ავიღებთ...

ნინო ცინცაძე: ზოგადად ტოლერანტობის თემას, ამჯერად, თავი უნდა დავანებოთ და ტოლერანტობა პოლიტიკასთან დავაკავშიროთ.

დავით დარჩიაშვილი: პოლიტიკა მაინც კამათი, შეჯიბრი და დაპირისპირებაა. ტოლერანტობას დიდად ვერ იტანს. აი, ,,პოლიტკორექტულობა“ კი აუცილებელია.

გია ნოდია (პოლიტოლოგი): ,,ტოლერანტობა“ ხომ განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებლობაა? გეთანხმებით, პოლიტტოლერანტობა არ არის მიღებული ტერმინი, მაგრამ, რადგან ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ურთიერთობების განსაკუთრებული სიმწვავეა, ალბათ, ამან წარმოშვა მოთხოვნილება, ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან დავაკავშიროთ.

პირველად ტერმინი ,,ტოლერანტობა“ სხვა რელიგიური მრწამსის მიმართ დამოკიდებულების დასახასიათებლად შეიქმნა, მაგრამ შეიძლება რელიგიური მრწამსი პოლიტიკურ მრწამსს შევადაროთ. პოლიტიკური იდეოლოგიები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ,,სამოქალაქო რელიგიები“. ხანდახან ამ სიტყვებსაც იყენებენ. თავისთავად, მე მგონი, შეიძლება ამ ტერმინზე საუბარი. ეს კანონიერია.

ნინო ცინცაძე: კი, ბატონო, შევთანხმდეთ, რომ ასეთი ტერმინი არ არსებობს. მაგრამ ხომ შეიძლება დავანაწევროთ და ასე ვიკითხოთ: ტოლერანტობა პოლიტიკაში - ეს, საერთოდ, შესაძლებელია?

გია ნოდია: შესაძლებელია. რაკი რელიგიურ ტოლერანტობაზე ვართ მიჩვეული საუბარს, შედარება აქედან დავიწყოთ. ,,ტოლერანტობა“ რელიგიაში არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი ეთანხმება მუსულმანს, რომ იგი ისევე ,,მართალია“, როგორც ქრისტიანი. როდესაც მორწმუნე ქრისტიანი ვარ, მიმაჩნია, რომ მუსულმანი ძალიან სერიოზულად ცდება და პირიქით. მაგრამ ,,ტოლერანტობა“ შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს: ერთი, რომ ფიზიკურად არ ვუპირისპირდები, ანუ არ ვცემ, არ ვცდილობ მის განადგურებას, ვეგუები იმ რეალობას, რომ იგი ფიზიკურად არსებობს და მეორე, რაც უფრო მეტად არსებითია: მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მრწამსების განსხვავება, ამავე დროს, საერთო ღირებულებებს მაინც ვპოულობთ, იმიტომ, რომ, თუ საერთო ღირებულებებს არ დავეყრდნობით, მაშინ ,,ტოლერანტობა“ შეუძლებელია. ესე იგი, არსებობს რაღაც საერთო, რის გამოც მას პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას, თუმცა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში არ ვეთანხმები. დღეს, მიუხედავად ჩვენი ,,რელიგიური რენესანსისა“, რეალურად რელიგიური ადამიანი არცთუ ისე ბევრია. ალბათ, პოლიტიკურმა მრწამსებმა შეცვალა ეს რელიგიური მრწამსები. აქაც იგივე შეიძლება ვთქვათ: ერთია, ამ ტოლერანტობის ზედაპირული დონე, როდესაც შეგიძლია, სხვა ადამიანთან კორექტულად იურთიერთო და, მეორე მხრივ, შეიძლება, ადამიანს პატივი სცე იმის მიუხედავად, რომ მას სხვა, პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური მრწამსი აქვს. მე მგონი, ამ მხრივ, ,,პოლიტიკური ტოლერანტობა“ და ,,რელიგიური ტოლერანტობა“ ძალიან მსგავსია. ის, რომ პოლიტიკაში ტოლერანტობა გვაკლია, დაახლოებით იმავე მიზეზებითაა განპირობებული, რა მიზეზებითაც ის რელიგიაში გვაკლია. საერთოდ, როდესაც ,,ტოლერანტობა“ გვაკლია, ეს რელიგიაშიც იგრძნობა და პოლიტიკაშიც.

0x01 graphic

დავით დარჩიაშვილი

თამარ შამილი (ფილოლოგი): საზოგადოებასა და პოლიტიკაშიც დიალოგის დონე, ერთმანეთის მოსმენის კულტურა ძალიან დაბალია. ამას წინათ, ჩვენს ინსტიტუტში პოლონელი სამართალდამცავები ჩამოვიდნენ და ყვებოდნენ, როგორ ჩაატარეს პენიტენციალური სისტემის რეფორმა: ძველი, სოციალისტური სისტემიდან სხვა სისტემაზე გადავიდნენ. ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს - ციხესა და იზოლატორებში მომუშავე ხალხი - დიდი პატივით გააცილეს. საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერდა, რომ ეს ადამიანები ძალიან საჭირო საქმეს ემსახურებოდნენ და მათ დიდი მადლობა გადაუხადეს. პიროვნული შეურაცხყოფა მათთვის არავის მიუყენებია, ,,ხალხის მტრები“ არ უწოდებიათ. ამგვარი დამოკიდებულება პოლიტიკური კულტურის დამადასტურებელია. ესაა ,,დიალოგის კულტურა“, რაც, თუ საზოგადოებაში არსებობს, პოლიტიკაზეც გავრცელდება და რელიგიაზეც.

ნინო ცინცაძე: როგორ ფიქრობთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით - ,,დიალოგის კულტურის“ თვალსაზრისით - შეიცვალა თუ არა რამე? ურთიერთობებისა და ქცევის ენა უფრო გამწვავდა, უფრო გაკეთილშობილდა, სრულიად სხვა სახე მიიღო, თუ რა მოხდა?

დავით დარჩიაშვილი: თანამედროვე პირობებში, მგონი, ნებისმიერი კონფესიის ცივილიზებული წრეები შეთანხმდნენ, რომ სხვის ხარჯზე პროზელიტიზმი არაეთიკურია, მაგრამ, რელიგიური ტოლერანტობისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ძალაუფლებაა, ამიტომ ლიბერალი თუ კონსერვატორი სოციალისტთან ვერ იქნები იმდენად ტოლერანტული, რამდენადაც კათოლიკე უნდა იყოს მართლმადიდებელთან, ანდა პირიქით. იმიტომ, რომ აქ ბრძოლაა, აქ იდეოლოგიურად მიგვაჩნია, რომ, თუ სოციალისტურმა კურსმა გაიმარჯვა, ქვეყანა უკან წავა. იქ კიდევ რწმენის, დავით დარჩიაშვილი ინდივიდის საკითხია, რაც პოლიტიკის მიღმა უნდა იდგეს. ამიტომ იმავე დონის ტოლერანტობა პოლიტიკაში ვერ იქნება.

ნინო ცინცაძე: ამ შემთხვევაში, სჯობს, პოლიტიკურ კორექტულობაზე ვისაუბროთ?

დავით დარჩიაშვილი: შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ კულტურაზე, დიალოგის აუცილებლობაზე, მაგრამ ლეიბორიზმის ქართული ნაირსახეობის მიმართ ბოლომდე ტოლერანტული მე ვერ ვიქნები. რა თქმა უნდა, ეს არც ქვების სროლას ნიშნავს და არც ლანძღვას. უბრალოდ, ურთიერთობის სურვილიც არ მაქვს, რიგი მათი ნაბიჯებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე.

გია ნოდია: გააჩნია, ტოლერანტული უნდა იყო ლეიბორისტის, როგორც პიროვნების მიმართ, თუ ლეიბორიზმის, როგორც იდეოლოგიის მიმართ?

დავით დარჩიაშვილი: პარტიის მიმართ, რომელმაც, დავუშვათ, გაიმარჯვა.

გია ნოდია: მაგრამ, თუ ამ პარტიამ გაიმარჯვა კორექტულად, წესების სრული დაცვით, რაც პოლიტიკაში ხდება ხოლმე, უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ მიიღებ?

დავით დარჩიაშვილი: ეს პირადად ჩემთვის მიუღებელი იქნება და ყოველთვის დავიტოვებ უფლებას, ხმამაღლა გავაკრიტიკო ისინი. ამგვარი მიდგომა კი რელიგიურ თემაზე საუბრისას, მგონი, მიუღებელია...

0x01 graphic

გია ნოდია

გია ნოდია: რატომ, რელიგიურ სფეროში არ შეიძლება?

დავით დარჩიაშვილი: საჯაროდ სხვა რელიგიის გაკრიტიკება, ვფიქრობ, ბევრად უფრო მიუღებელია, ვიდრე პოლიტიკური ოპონენტის გაკრიტიკება.

გია ნოდია: მაშინ, ვთქვათ, როგორ ჩამოყალიბდა ტოლერანტობა ისტორიულად. მგონი, რელიგიურ დისკურსში ყოველთვის ,,მოდიოდა“ იმის თქმა, რომ ჩემი რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტებაა. თუ მე ეს არ ვთქვი, მაშინ ,,მე“ საერთოდ არ ვარსებობ, ხომ?

დავით დარჩიაშვილი: შეიძლება, მაგრამ ისევ ვიმეორებ, დღევანდელ დღეს, დაფუძნებულ რელიგიებს შორის არ ,,მოსულა“ ერთმანეთის მრევლზე ნადირობა, პოლიტიკაში კი პირიქით. პოლიტიკის მიზანი სწორედ ეს არის.

გია ნოდია: მგონი, სტრუქტურულად დიდი განსხვავება მაინც არ უნდა იყოს. ჭეშმარიტება ერთია იქაც და იქაც. მორწმუნისათვის ერთადერთი სწორი რელიგია თავისი რელიგიაა; მორწმუნეს უნდა უნდოდეს, ყველა მისი რელიგიის მომხრე იყოს.

დავით დარჩიაშვილი: პოლიტიკურ სფეროში ლეიბორისტი და კონსერვატორი ერთმანეთს თავისი ხელისუფლების, ძალაუფლების გავრცელებისათვის ებრძვიან; იბრძვიან იმისათვის, რომ ერთ-ერთი დარჩეს. გია ნოდია: რელიგიებიც იბრძოდნენ და იბრძვიან ძალაუფლებისათვის.

ნინო ცინცაძე: მოდით, ჩემს შეკითხვას დავუბრუნდეთ.

სერგო რატიანი (ფილოსოფოსი): ჩვენ ვსვამთ კითხვას: დემოკრატიულ გარემოში რამდენადაა შესაძლებელი ტოლერანტობა პოლიტიკაში. ჩემს წარმოდგენაში დემოკრატიის სიმბოლო პართენონის ტაძარია. იქ არსებობს თავისუფალი სივრცე თავისუფალ პიროვნებათა თანაყოფნისათვის. თავისუფალი საზოგადოება ასე შენდება, მაგრამ არსებობს სხვა არქიტექტურული წყობის საზოგადოებაც -პირამიდის არქიტექტურა, სადაც საფუძველში ჩადებულია ,,მკვდარი“ და სადაც თავისუფალი სივრცე არ არსებობს. იქ საზოგადოების წევრები ქვები არიან, რომლებიც ერთმანეთს არიან დაშენებულნი. პირველ შემთხვევაში, იქმნება საზოგადოება, რომელიც ჩემს გვერდით აუცილებლად გულისხმობს თავისუფალ სივრცეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ერთობასა და ტომში, თავისუფალი სივრცე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთობა, რომელსაც ჰყავს ბელადი და რომლის გვერდითაც თავისუფალი აზრი გამოირიცხება. არის მხოლოდ ,,სუბიექტი“, რომელიც იქნება ჩემს შემდეგ, ანუ ტომის მეორე ბელადი და იქნება ის, ვინც ჩემამდე იყო. შესაბამისად, როდესაც ჭეშმარიტებასა და საზოგადოებრივ მოწყობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უბრალოდ კი არ ,,ვიტანთ“, ჩვენ თავად არ ვარსებობთ, როგორც სუბიექტები და არც თავისუფალი სივრცე არსებობს. პირამიდაში ერთ-ერთი აგური ვარ, რომელიც, უბრალოდ, ერთიანი დიდი მასის შემადგენელია...

ნინო ცინცაძე: ჩვენი საზოგადოება რომელ არქიტექტურულ ტიპს გაგონებთ?

სერგო რატიანი: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სივრცის გარეშე არ არსებობს, ჩვენ იმ ისტორიიდან მოვდივართ, რომლის დროსაც ეს სივრცე არ არსებობდა. საბჭოთა წყობა აუტანელი იყო და ჩვენც ვერ ვიტანდით. წლების განმავლობაში გამოვიცვალეთ ერთი სისტემა, რომელიც აუტანელი იყო და მეორე სისტემა, რომელიც ასევე აუტანელი იყო. ჩვენს გვერდით თავისუფალი სივრცე არ არსებობდა. ჩვენ ვიყავით რაღაც ერთობა, რომელიც თრგუნავს წარსულს და პრეტენზია აქვს მომავალზე. ეს მემკვიდრეობა დღესაც ჩვენი წილხვედრია. ამის დასტურია ბოლო დროს გახშირებული საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ცემეს. ჩემი აზრით, ცემის ფაქტი პოლიტიკურ მკვლელობებზეც უარესია. ცემის დროს ცხადი ხდება, რომ მოწინააღმდეგე არ მყავს, შემიძლია, მივიდე და ვიღაცას თავში ჩავარტყა. როდესაც შეგვიძლია, უბრალოდ, მივიდეთ და ვიღაცას თავში ჩავარტყათ, ჭეშმარიტება ერთადერთი და სრულიად ნათელია, ჩვენ ერთობა ვართ და არა საზოგადოება.

ნინო ცინცაძე: ე.ი. არქიტექტურულად ჩვენი საზოგადოება ისევ პირამიდის ტიპისაა და ამ არქიტექტურული წყობის შეცვლის ნიშნები ჯერ არ არსებობს?

სერგო რატიანი: ჩვენ ვიყავით იმ საზოგადოებაში, რომლის ატანაც აღარ შეიძლებოდა. ეს რეალობა დღესაც მოქმედებს. რამდენჯერმე გადავლახეთ ეს მდგომარეობა, მაგრამ რევოლუციური პათოსი, როდესაც ნათელია ის ჭეშმარიტება, რომლისთვისაც ვიბრძვით, დღემდე მოგვდევს. თანდათანობით ამ სინდრომისაგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ნინო ცინცაძე: გათავისუფლების ნიშნები არსებობს? ბოლო ორი წლის განმავლობაში ურთიერთვერატანა, თავში ჩარტყმის ენით საუბარი გამწვავდა, თუ პირიქით?

გია ნოდია: მგონი, შეკითხვა რიტორიკულია. აშკარაა, რომ სიტუაცია გამწვავდა. ვფიქრობ, წინა ეპოქა პოლიტიკური ცინიზმის ეპოქა იყო. მაშინ მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა. პოლიტიკურ თუ სხვა ნებისმიერ მრწამსს საჯარო სივრცეში დაკარგული ჰქონდა საზრისი. ტოლერანტობას თუ არატოლერანტულობას საერთოდ აზრი არ ჰქონდა, რადგან, ფაქტობრივად, იმ ეპოქის ძირითადი იდეა იყო - ,,ერთმანეთი ვაცხოვროთ!“, ,,ყველამ თავისი წილი გაიხაროს“. ყველას ჰქონდა რაღაცა საკუთარი, რომლითაც როგორღაც კმაყოფილდებოდა. პრობლემა ის იყო, რომ ყველაფერი ლპებოდა. მთლიანობაში ყველა უკმაყოფილო იყო, მაგრამ ამას რაღაცნაირად ყველა ეგუებოდა იმიტომ, რომ თითოეულს თავისი ,,გასახარელი ჭია“ ჰქონდა. არასამთავრობოებს არ ეკრძალებოდათ ლაპარაკი და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება; ვისაც ფულის კეთება უნდოდა, შეეძლო ფული ეკეთებინა; ვისაც ყვირილი უნდოდა, შეეძლო ეყვირა; ვისაც იეღოველების ცემა სურდა, შეეძლო ეცემა; ვისაც იეღოველობა უნდოდა, შეეძლო ეს რწმენა მიეღო და ამით რაღაცნაირი ,,ფსევდოჰარმონია“ იქმნებოდა.

ახლა მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც გარკვეულ მრწამსზე აქვს პრეტენზია და რაღაცეებს ამ მრწამსის საფუძველზე აკეთებს. ჩვენ ამას გადავეჩვიეთ. კომუნისტური პერიოდი რომ ავიღოთ, მაშინაც ერთმანეთში პრობლემა საერთოდ არ გვქონდა, იყო კრემლი, რომელიც ყველას ერთად გვჩაგრავდა და ვცდილობდით, მისთვის ცოტ-ცოტა მაინც მოგვეპარა, ვისაც როგორ შეგვეძლო: წაგვეკითხა ჩუმად, ან ფული აგვეცანცლა. რეალური მრწამსი პირადი საქმე იყო, რომელიც საზოგადოებრვს არაფრით უკავშირდებოდა.

ზვიადის დროს, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, გარკვეული ჯგუფი ამბობდა, რომ მათ მრწამსი აქვთ. მეორე პერიოდია ახლა, როდესაც არსებობს ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მრწამსი აქვს და საჯარო სივრცეში ამ მრწამსის საფუძველზე მოქმედებს. ეს ჩვენთვის სრულიად ახალი, უჩვეულო ვითარებაა. არ გვაქვს გამოცდილება და უნარი იმისა, რომ ვიმოქმედოთ ვითარებაში, როდესაც ვიღაცას აქვს ერთი მრწამსი, მეორეს - მეორე და ისინი ამ თავისი მრწამსებით საჯარო სივრცეში მოქმედებენ. ამას როგორმე უნდა შევეგუოთ.

,,როდესაც კობა დავითაშვილი ამბობს, ბოკერია უნდა გავლახო, გლდანელებმა ამისთვის გამომაგზავნესო, მას ჰგონია, რომ ამით გლდანის ელექტორატის გულს მოიგებს, და თუ ეს მართალია, იგი ამას კიდევ იტყვის.

თამარ შამილი: ვეთანხმები გიას, რომ მოვიდა ამბიციური ხელისუფლება. რა მეთოდებით ამკვიდრებს თავის ამბიციას, სულ სხვა საუბრის თემაა, მაგრამ, რომ აქვს ხედვა, რომლის მიხედვითაც სურს, სახელმწიფო განვითარდეს და ჩამოყალიბდეს, ეს ცხადია. ჩვენ მართლა მოვედით იმ ეპოქიდან, როდესაც პრინციპი - ,,არ მესმის, ვერ ვხედავ და არ ვიტყვი“ - შებრუნებულად მოქმედებდა: ,,მესმის, ვხედავ, ვლაპარაკობ, მაგრამ ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია“. ახლა ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ამბიცია, ამიტომ რეაქციაც უფრო მწვავეა; უფრო გამწვავებულია შეცდომების მითითებისა და მასზე რეაგირების ფორმაც, თანაც, იმ ფონზე, როდესაც დიალოგის კულტურა დაბალია.

ნინო ცინცაძე: რა უნდა მოხდეს, დიალოგის კულტურა რომ შეიცვალოს?

დავით დარჩიაშვილი: ,,პოლიტკულტურაზე“ საუბარი უფრო უპრიანი მგონია, რადგან ესაა ძირითადი მატრიცა, საიდანაც კორექტულობის და ტოლერანტობის საკითხები ამოდის ან არ ამოდის, წყდება ან არ წყდება. იმ ეპოქიდან მოვდივართ, რომელშიც პოლიტიკური დიალოგის კულტურა საერთოდ არ იყო განვითარებული. თანამედროვე გაგებით, პოლიტიკაც არ არსებობდა. არ არსებობდა სახელმწიფო; არ არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკური პროცესის ის ნაირსახეობა, რომელიც მრავალპარტიულობას გულისხმობს და რომელიც, საბოლოო ჯამში, გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კვალობაზე, დიალოგს და კონსენსუსის ძიებას მოითხოვს; არ გვყავდა საზოგადოება, რომელიც ამას ელოდა მწვავედ დაპირისპირებული პარტიებისგანაც კი. დღესაც, რაც არსებობს, ისიც მეტწილად ხელოვნურია. რა არქიტექტორული ტიპი მოუხდებოდა ქართულ საზოგადოებას? იქ, სადაც უნდა მდგარიყო ორსართულიანი სახლი, დგას - თხუთმეტსართულიანი, რომელსაც არა აქვს ინფრასტრუქტურა. იქ ჭიანჭველებივით შეფარებული, ერთმანეთისგან გაუცხოებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც აქამდე ერთმანეთის შურითა და ბოღმით მოვიდნენ, მაგრამ, პარადოქსულად, მაინც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. ამას ერწყმის: სუფრა, ნათესაობა, მეგობრების აპოლოგეტიკა და თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ადამიანებს სადარბაზოს დასალაგებლად ლარ-ლარს ვერ დაადებინებ. ასეთ საზოგადოებაში განსაკუთრებული ტოლერანტობის მოლოდინი არარეალურია. თუ გვინდა, რომ ეს შეიცვალოს, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დავასხათ. თუ ხელისუფლების დისკურსი მაინცდამაინც ტოლერანტობის დამნერგავი არ არის, გამოქანებულ ,,აქანდაზს“ ქვაბი და ტაფა კი არ უნდა დავახვედროთ, არამედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ საზოგადოების მოთხოვნილება სხვაგვარი გახდეს. მაშინ ნებისმიერი ხელისუფლების დისკურსი შეიცვლება, ანუ ყველა ხელისუფლება თავისი საზოგადოების ღირსია, და პირიქით - ყველა საზოგადოება თავის ხელისუფლებას იმსახურებს! პრობლემებს საზოგადოებაში ვხედავ, ამიტომ საზოგადოების ცალკეულმა ინდივიდებმა - ვისაც გაცნობიერებული აქვს ეს პრობლემა - უნდა სცადონ, თავის სამოქმედო არეალში დანერგონ ის ღირებულებები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გარემოს უფრო პოლიტტოლერანტულს გახდის. თუ საკითხს ასე მივუდგებით, არანაკლები პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთან, რომელიც, თავის მხრივ, სწორედაც რომ ,,ხელს უწყობს“ თანამედროვე დისკურსს.

ხელისუფლება აუცილებელი ბოროტებაა, ის ვერ იქნება ,,კეთილი“, მით უმეტეს, ასეთი ტიპის საზოგადოებაში, რომელშიც დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებულა. ასეთ პირობებში ხელისუფლებისაგან რაღაცის მოლოდინი ცოტა მიამიტურია და თუ ოპოზიციას ეს არ მოსწონს, მაშინ ცოტა მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ საზოგადოებაში სხვაგვარი ხელისუფლების მოთხოვნილება გაჩნდეს.

ნინო ცინცაძე: ,,ხელისუფლება - აუცილებელი ბოროტება“ - ეს ხელისუფლებისადმი საბჭოთა დროის მიმართება ხომ არაა?

დავით დარჩიაშვილი: არა. ეს მეტნაკლებად ყველგან ასეა, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმართებას გააჩნია. ხელისუფლება ,,თვითშეზღუდვაა“ და ეს მაინცდამაინც სიკეთე ვერ იქნება, მაგრამ აუცილებელია. ნინო ცინცაძე: თანამედროვე პოლიტიკურ ურთიერთობებში ახალი ტენდენციაა: ორივე მხარე ერთმანეთს განსაკუთრებული გამალებით უჩხრეკს ,,ბიზნეს-საქმეებს“. თავისთავად, შესაძლებელია, ეს ჩვეულებრივი რამ იყოს, მაგრამ, როდესაც ამაში ბავშვებსაც რთავენ - ყველას გვახსოვს სკოლის წინ პლაკატით მდგომი ბავშვები ლოზუნგით ,,ამან დაგვიწვა სკოლა“ - პოლიტიკური ურთიერთობა მახინჯ ფორმებს იძენს.

თამარ შამილი: უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად აჰყვება ოპოზიცია ამ ტონს. მისაუბრია მათთან. მითქვამს მათთვის, რომ ჯერ არ აქვთ ისეთი ძალა, თანხები ან ქსელი, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვონ. ჰოდა, ის ფუნქცია მაინც შეასრულონ, რომ საზოგადოებისთვის ,,პოლიტიკური კულტურის“ მაგალითი გახდნენ. მაგრამ მათ ეს არ სურთ. ამიტომ ასეთი სურათი მესახება: არსებობს რინგი, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კრივის მატჩი მიმდინარეობს, საზოგადოება კი სადღაც, ქვემოთ, თავისთვის არის მიგდებული. ის არც ერთს აინტერესებს და არც მეორეს. მით უფრო, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ საზოგადოების თვითშეგნება გაიზარდოს.

დავით დარჩიაშვილი: იცით, რატომ გადამაქვს პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე? რა თქმა უნდა, ხელისუფლება არაა იდეალური, ხელისუფლებისგან ძალიან სარისკო იმპულსები მოდის. ეს არ მოსწონს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ პასუხს იმავე მანერით რომ აბრუნებ, მაშინ რიგით მოქალაქეს, თუნდაც მე, მიჩნდება კითხვა: იმავე ლექსიკით თუ პასუხობ, იმავენაირად თუ იქცევი, ეს უკვე ხომ არის? რატომ უნდა გავიარო არასატაბილურობის იგივე ციკლი, იმავე დისკურსის და ისეთივე ქმედებების მატარებელი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში? ამიტომ ვაკისრებ ოპოზიციას პასუხისგებლობას...

გია ნოდია: ორი რამ მინდა ვთქვა: ერთი ის, რომ იმის აწონ-დაწონა ძნელია, ვის მეტი პასუხისმგებლობა აქვს - ოპოზიციას თუ ხელისუფლებას. ორივე ცუდად იქცევა; რომელი უფრო ცუდად, ძნელი გასაზომია. თუ ხელისუფლება აუცილებელი ბოროტებაა, დემოკრატიულ სამყაროში ოპოზიციაც აუცილებელი ბოროტებაა, რადგან ოპოზიციას სჭირდება ხელისუფლება და პირიქით.

0x01 graphic

თამარ შამილი

ყველა ოპოზიციონერი ლიდერი სააკაშვილის მოწაფეა, ისევე როგორც სააკაშვილი, ჟვანია და წინა ,,ელიტა“ იყო შევარდნაძის მოსწავლე. მათ შევარდნაძისგან რაღაცეები ისწავლეს. გარკვეულ ეტაპამდე ყველანი მას ბაძავდნენ. ახლა ის ეტაპია, როდესაც ყველა ოპოზიციონერი სააკაშვილს ბაძავს, სურს, ხელისუფლებაში იმავე მეთოდებით მოვიდეს, რა მეთოდებითაც თვითონ სააკაშვილი მოვიდა, რომელიც შევარდნაძის დროს მაინცდამაინც ტოლერანტული ლექსიკით არ გამოირჩეოდა და ამან იმუშავა. ამ ფონზე, არ მინდა, დავეთანხმო ქალბატონ თამარის აზრს, რომ საზოგადოება არც ერთს არ აინტერესებს, პირიქით, ორივეს ძალიან აინტერესებს, რადგან, პრინციპში, იმ პოლიტიკურ ეტაპამდე მივედით, როდესაც ყველა პოლიტიკურ ძალას საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურს.

თამარ შამილი: საზოგადოება აინტერესებთ, მაგრამ როგორც მხოლოდ ელექტორატი.

გია ნოდია: გასაგებია, საზოგადოება არ აინტერესებთ, მაგრამ აინტერესებთ ელექტორატი. ოპოზიციაც ასე იმიტომ იქცევა, რომ სააკაშვილის მაგალითზე ნახა, - ეს ,,მუშაობს“. რაც უფრო მაგრად აგინებ ხელისუფლებას, უფრო ადვილად ხდები ოპოზიციის ძირითადი ლიდერი. არსებობს 5-6 ოპოზიციური პარტია, რომელთა მთავარი მეტოქე სააკაშვილი კი არ არის, არამედ ისინი თავად არიან ერთმანეთის მეტოქეები. ესაა მათი შეჯიბრი ძირითადი ოპოზიციური ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად. მათი აზრით, გამარჯვება დარჩება მას, ვინც უფრო მკვეთრად დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ვინც უფრო არატოლერანტული აღმოჩნდება. ეს პოლიტიკური თამაშის ერთგვარი წესია და ამას, ასე ვთქვათ, სტრუქტურულად ვერ ეშველება, რადგან, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, რაც უფრო აგდებულად მოეკიდება ოპოზიციას, მით უფრო მეტად მოიგებს ხალხის გულს და პირიქით - თუ ოპოზიცია ჩათვლის, რომ, რაც უფრო მეტს აგინებს ხელისუფლებას, მით მეტად მოიგებს ელექტორატის გულს, ორივე მხარე ასეც მოიქცევა. ასეთი ფართო ცნებებით თუ ვილაპარაკებთ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამოსწორდება. კომპრომატების დაპირისპირება დემოკრატიულ პოლიტიკაში სრულიად გარდაუვალია. ბატონი დავითის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, პარტიების ბრძოლა გარდუვალი ბოროტებაა პოლიტიკაში. პარტიული ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა კომპრომატებით ბრძოლაა. მაგრამ ხელისუფლებას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ბავშვებს თავი დაანებონ, იმათ მაინც, ვინც თექვსმეტ წლამდეა! ეს მოთხოვნები საზოგადოებიდან ვინმემ უნდა დააყენოს და პოლიტიკოსებს აგრძნობინოს, რომ მათთვის ასეთი ქცევა წამგებიანია. როდესაც კობა დავითაშვილი ამბობს, ბოკერია უნდა გავლახო, გლდანელებმა ამისთვის გამომაგზავნესო, მას ჰგონია, რომ ამით გლდანის ელექტორატის გულს მოიგებს, და თუ ეს მართალია, იგი ამას კიდევ იტყვის. ამიტომ ელექტორატმა უნდა აგრძნობინოს, რომ ეს მისთვის წამგებიანია. სიტუაცია ამან უნდა გამოასწოროს. თუმცა, ძალიან რთულია, აღზარდო ფართო ელექტორატი ისე, რომ მან ხმა აღარ მისცეს იმას, ვინც უფრო მაგრად იგინება! სხვათაშორის, მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ კობა დავითაშვილი სიტუაციას სწორად აფასებს. ვფიქრობ, ასეთი საქციელი საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფით ემოციებს იწვევს. ბევრისგან გამიგია, ხელისუფლება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ოპოზიციაც, რომელსაც გინებისა და ფურთხების მეტი არაფერი შეუძლია, კიდევ უფრო არ მოგვწონსო.

თამარ შამილი: სიტუაცია თავისთავად არ გამოსწორდება, თუ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა არ მოხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გაიზარდა. მას ახლა თავისუფალი, სტაბილური ცხოვრება სურს და ასეთი მეთოდები და მიდგომები ხელს არ აძლევს. ჩემი აზრით, საზოგადოების ზრდის ფაქტორს არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს. სოციოლოგიური კვლევების საშუალებით, სერიოზულადაა დასადგენი, რა სტადიაზე იმყოფება საზოგადოება.

0x01 graphic

სერგო რატიანი

სერგო რატიანი: ჩვენ პოლიტიკური დეკადანსიდან მოვდივართ, სადაც ღირებულებები არ არსებობდა. ხელისუფლებამ თქვა, რომ მას აქვს განსაზღვრული ღირებულება - ,,ძლიერი სახელმწიფო“. როდესაც ვიღაცეებმა სააკაშვილთან ისევე დაიწყეს მოქცევა, როგორც შევარდნაძეს ექცეოდნენ - თან აგინებდნენ და თან ფულს აკეთებდნენ - ეს არ გამოვიდა. ხელისუფლებამ თქვა, რომ თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, ხელისუფლებაზე უკეთესი უნდა იყოს და თავისი ღირებულებები დააფუძნოს. ოპოზიციამ უნდა შექმნას თავისი ღირებულებები, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც იმაზე უკეთესი იქნება, რასაც ახლა სააკაშვილი გვთავაზობს. ბატონ გიას დავეთანხმები, ,,თამაშის ახალი წესი“ უნდა შეიქმნას. თუ ყველამ ძველებურად გააგრძელა და ისევ შევარდნაძეს ან სააკაშვილს მიბაძა, ეს უკან, წარსულში დაგვაბრუნებს.

ნინო ცინცაძე: რა შეიძლება თამაშის ახალი წესების ჩამოყალიბების იმპულსი იყოს?

გია ნოდია: ჩვევები და ღირებულებები. არ ვართ მიჩვეული მრავალფეროვნებას, გვგონია, რომ ერთიანობა, ერთ აზრზე ყოფნაა კარგი, უბრალოდ, ის კომუნიზმი იყო ცუდი! არ ვართ მიჩვეული ჩვენს გვერდით განსხვავებული შეხედულებების არსებობას და არ ვიცით, რომ ეს ნორმალური, ბუნებრივი მდგომარეობაა. ამას უნდა შევეჩვიოთ. ამ ბრძოლაში უნდა მივაგნოთ იმ მოდელს, როდესაც სხვას კი ,,ებრძვი“, მაგრამ ,,ზღვარს“ არ გადადიხარ. ეს გამოცდილებით უნდა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ღირებულებას, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული ადამიანის ღირებულება, როგორც პოლიტიკური ღირებულება. დასავლეთში აღარ არის მოდაში პოლიტიკურ ღირებულებებზე საუბარი. პოლიტიკური ღირებულება სწორედ ადამიანის ღირებულებაა, ადამიანის ,,უკვდავი სული“, თუ რელიგიურად ვიტყვით, და მას პატივი უნდა სცე. ეს პატივისცემა ჩვენში ჯერ არ არსებობს, იმათ შორისაც კი, ვინც ამის დაცვის დროშით გამოდის.

ადრე იყო ,,თემი“ და ჩემი ღირსება იყო ის, რომ მე ,,თემს“ ვეკუთვნოდი, ვიყავი ოჯახიშვილი, თუ ოჯახიშვილი ვიყავი, ვიყავი ღირსეული, თუ უპატრონო - მაშინ უღირსი. ჩვენ ამ ღირებულებათა სისტემიდან მოვდივართ.

დავით დარჩიაშვილი: ,,ღირსების“ საკითხი ქართული საზოგადოების ღირებულებათა შკალაზე მაინცდამაინც მაღლა არ იდგა, ანდა, თუ იდგა, ზეპირსიტყვიერების დონეზე. რეალურად პატივს სულ სხვა რამეს მიაგებდნენ: ოჯახს, თემს, ძალას. ასეთ ვითარებაში მთავარი მაინც ორი მიმართულება რჩება, რომელშიც, თუ ამ ხელისუფლებას პროგრესი ექნება, მაშინ ის ნამდვილად ვალმოხდილი აღმოჩნდება ქართული საზოგადოების მოდერნიზაციის მთავარი ამოცანის წინაშე. ერთი - ეს არის სკოლებში ,,ავტორიტეტების“ ინსტიტუტის გაუქმება, სკოლების ხსნა იმ სიტუაციისაგან, როდესაც საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მასწავლებლები წესრიგს ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით ამყარებდნენ და, როგორც ჩანს, ეს დღესაც ბევრს ენატრება. მეორე - თუ მოხერხდება და დაინერგება დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად საქმის, ბიზნესის კეთება. ეს შექმნის მატერიალურ საყრდენს ინდივიდუალური ცხოვრების გავრცელებისათვის. მთავარია, ამ ორ სფეროში იყოს პროგრესი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი ტიპის საარჩევნო სისტემა და როგორი თვითმმართველობა გვექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ორთან შედარებით იმდენად პირობითია, რომ ამის გამო ხელისუფლებას ვერანაირ სერიოზულ პრეტენზიებს ვერ წაუყენებ, მით უმეტეს, სიტუაციაში, სადაც საზოგადოების სერიოზული დაავადებებია სამკურნალო.

თუ ამ ორ სფეროში არ იქნება პროგრესი, ნებისმიერი საარჩევნო სისტემა ან ისევ ქაოსამდე მიგვიყვანს, ან ავტორიტარიზმამდე, ანდა ისევ ,,არაპიროვნულ ღირსებაზე“ დამყარებულ დემოკრატიამდე.

ნინო ცინცაძე: დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რას შეიძლება ველოდოთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში? რა ფორმას მიიღებს პოლიტიკური ურთიერთობები და რას მიენიჭება უპირატესობა?

გია ნოდია: მე მგონი, ვითარება პერიოდულად გამწვავდება და ამას ვერსად წავუვალთ, უბრალოდ, ამ გამწვავებაში რაღაც წესებზე შეთანხმება მოხდება. ჩვენ ვართ ,,სტუდენტები“ ევროპის დემოკრატიაში, რადგან დემოკრატიას ახლა ვსწავლობთ, მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამერიკას რომ შევედაროთ, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვართ, როდესაც კონგრესში ძალიან გავრცელებული იყო ერთმანეთის ცემა-ტყეპა. ჯეკსონს, ათდოლარიანზე რომ არის გამოსახული, ორი კაცი ჰყავდა მოკლული, თავისი ტემპერამენტით სააკაშვილს ჰგავდა და განათლებით - ნათელაშვილს. მეორე მხრივ, იქ ხელისუფლება რამდენჯერმე არჩევნების გზით შეიცვალა. ასეთი რამ - ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა - საქართველოში ჯერ არ მომხდარა. ასე რომ, მგონი, წმინდა ფორმალურ წესებზე შეთანხმებამდე თუ მივალთ, პროგრესი იქნება. ალბათ, ამის შანსი არსებობს. თორემ სუბიექტური სიმწვავე რომ იქნება - თავში წარტყმა, მუშტის მოღერება და შეგინება - ეს თავისთავად ცხადია.

სერგო რატიანი: რაც შეეხება მომავალს, ,,ვარდების რევოლუცია“ მოხდა იმიტომ, რომ არ მოხდა საზოგადოების რეფორმა. ვფიქრობ, ახლაც, თუ რეფორმას ბოლომდე არ მივიყვანთ, რევოლუცია მოხდება, მაგრამ ეს ,,კონტრრევოლუცია“ იქნება.

გია ნოდია: სადაც რეფორმები გატარდა, მგონი, კონტრრევოლუცია არსად მომხდარა.

სერგო რატიანი: ამიტომ, თუ რეფორმები ბოლომდე მივიდა, ყველაფერი ნორმალურად იქნება.

5 Джавахестские проблемы Грузии

▲back to top


Иракли Чихладзе

Пожалуй, первое, что приходит на ум при упоминании одного из регионов Грузии Джавахети - это длинный список проблем самого разного характера. Начиная от ,,русского следа до споров по поводу принадлежности той или иной церкви той или иной конфесии. Плюс к этому добавляется сложное социально-экономическое положение населения и почти поголовное незнание этим же населением государственного (Грузинского) языка. А перманентно появляющиеся требования об автономии региона ещё больше подливают масла в огонь незатухающих проблем.

Российская военная База

Военное присутствие России в регионе Джавахети ведёт свою историю с 1811 года, когда русские воиска в первый раз взяли Ахалкалакскую крепость. 24 июня 1828 года российская армия под командованием генерала Паскевича атаковала и заняла Ахалкалаки во второй и окончательныйц раз...

В Советское время военная база в Ахалкалаки насчитывала более тысяч солдат, офицеров и гражданского персонала. После развала СССР численность состава базы и занимаемых ею территорий неуклонно сокращалась. Сейчас уже трудно сказать, какое число местных жителей точно служит и работает на базе. В течение последних двух лет, согласно официальным заявлениям российской стороны, проходила так называемая „плановая ротация“. В итоге больше 500 российских военнослужащих, в основном ахалкалаксих армян, были переброшены в военные части, расположенные на Северном Кавказе. Большинство из ахалкакцев были вынуждены оставить семьи в Грузии... И. Как считают местные жители, большинство из уехавших служить в Россию, вряд ли вернутся обратно. А это значит, что и их семьи постепенно эмигрируют на север.

0x01 graphic

На вопрос, почему пошли российские власти на столь непопулярный в Джавахети шаг, гамгебели Ахалкалаки Артур Еремян отвечает так: ,,Я думаю, что России ахалкалакцы больше не нужны здесь“. И добавляет: ,,А значит и нам такая база больше не нужна“.

По словам гамгебели, после того, как в регионе стало известно о проводимой ,,плановой“ ротации, в местные органы власти с жалобами и просьбами потянулись члены семей российских военнослужащих. Мол, постарайтесь повлиять на руководство базы с тем, чтобы не переводили мужей и отцов в далекую Россию.

Но солдат должен подчиняться законам той страны, которой он служит. И местная власть давно уже не имеет никакого влияния на руководство базы. ,,За весь прошлый год мы встречались с командованием российской базы всего один раз - во время празднования праздника победы - 9 мая“, - говорит Еремян. В течение последнего времени контакты местной власти с руководством базы были сведены до минимума.

Фактор влияния или…

Российская военная база играла долгие годы важную роль для местного населения -  давала неплохо оплачиваемую работу тысячам ахалкалакцев и жителям окрестных сел. Кроме того, многие благодаря базе получили российское гражданство. Немаловажно и то, что в регионе, населенном преимущественно армянским населением, российская база рассматривалась как гарант безопасного существования и защита от возможной турецкой экспансии.

Руководитель ахалкалакской НПО ,,Центр содействия реформам и демократического развития“ Арарат Есоян считает, что местное население еще долго будет видеть Россию в качестве гаранта своей физической безопасности, и существование базы напрямую связано с этим. ,,Наши старики еще помнят время, когда здесь не было регулярной грузинской армии. И только русские войска противостояли турецким набегам. Местное население до сих пор ждет опасности от турецкой экспансии. Говорить о том, что Турция современная демократическая страна не приходится. Но на сегодняшний день реалии таковы - Россия показала нам всем, что военная база это не экономический фактор. Говоря условно - один русский солдат приносит, к примеру, сто долларов вложений в местную инфраструктуру. Если допустить, что вместо русских придут войска НАТО, то финансовых вливаний будет намного больше. Но я могу сказать, что местное армянское население сегодня не готово воспринимать натовские войска в качестве гаранта своей физической безопасности. В этом случае местное население может согласиться видеть вместо русских, например, французские или же канадские войска отдельно, но не НАТО. Конечно же, самым предпочтительным вариантом было бы сохранение военной инфраструктуры силами грузинской армии и экономическая поддержка собственного государства“.

Гамгебели Артур Еремян больше склоняется к экономической составляющей фактора влияния российской базы. Однако и он говорит о том, что в генетической памяти народа сохранился страх перед турецкой экспансией.

Так или иначе, но после того как на Северный Кавказ была переброшена значительная часть военнослужащих-армян, местные жители стали более спокойно относится к перспективе окончательного и полного вывода российской базы с территории Грузии. Как сказал один из бывших контрактников, который не пожелал служить на территории России и прервал свой контракт с министерством обороны РФ, ,,Россия предала нас на нашей же земле“…

,,Сегодня я фактически безработный, занимаюсь домашними делами. Пока не знаю, чем займусь и где буду работать. Может быть, стану фермером, как мой дед и прадед“, - говорит он.

Однако нельзя отрицать и того, что люди, которые пока имеют работу на базе и их родственники, члены семей, выступают против вывода военной базы. Для этой категории местных жителей база - источник постоянного дохода, рабочее место и гарантия нормального существования.

Но есть и другое мнение. ,,Мне абсолютно безразлично, будет ли российская база в Ахалкалаки или нет“, - говорит директор единственной в Ахалкалаки грузинской школы №3 Сосо Тетвадзе, - ,,Но из-за некоторых личных интересов настроения людей, работающих на базе, разные политические силы вполне смогут использовать в своих целях“.

,,Если российская база будет выведена, то закончится почти 200-летний период присутствия российской армии в этом регионе“, - говорит ахалкалакский журналист Артур Паспандян. Как считает эксперт по Кавказу Мамука Арешидзе, в усилении российского фактора влияния в Джавахети во многом были виноваты грузинские власти, которые абсолютно не интересовались проблемами региона. ,,Грузия была просто обязана проводить специальную социально-экономическую политику развития региона. В таком случае российское влияние в регионе, возможно, было нейтрализовать и оно не было бы столь сильным, каким было до последнего времени и в какой-то мере сохраняется по сей день“.

Многие эксперты едины во мнении, что развитие современных военных технологий делает фактически ненужным наличие баз. Получается, что военная база сегодня больше играет роль политической, нежели военной фигуры в сложной игре под названием ,,российско-грузинские отношения“.

Власти Грузии уже проводили переговоры с представителями местных властей относительно приема на военную службу тех военнослужащих-армян, кто прервал свой контракт с МО России. Согласно закону Грузии о военной службе, на контрактную службу могут быть приняты граждане других стран (в данном случае России). Им предлагается служить в Ахалцихской бригаде или в местном пограничном отряде. Одной из проблем, которая может возникнуть при их приеме на службу - незнание грузинского языка. Впрочем, уже подготовлена программа бесплатного ускоренного обучения грузинскому языку для бывших российских военнослужащих на базе филиала государственного университета имени Джавахишвили в Ахалкалаки.

То есть, местные жители будут иметь реальную возможность выступать гарантами физической безопасности местного же населения. Но уже под флагом Грузии.

Экономика, прежде всего

Факты постороннего экономического влияния видны в регионе невооруженным глазом. В первую очередь это национальная российская валюта - рубль. Несмотря на то, что все цены в местных магазинах указаны в лари, на вопрос ,,сколько стоит“, продавец без лишних раздумий говорит цену в рублях. Рубль и сейчас, через два года после революции роз, остается самой популярной валютой. Правда, продавцы без проблем возьмут как грузинский лари, так и американский доллар, армянский драм, европейский евро…

На небольшом базарчике в центре Ахалкалаки даже бабушки, продающие сыр и зелень, готовы брать любую валюту в пересчете по курсу российского рубля. Джавахети преимущественно сельскохозяйственный регион. Доходы большой части местного населения зависят от продажи картофеля, моркови, молочных продуктов и т.д.

Служба и работа на военной базе для многих местных жителей являлась единственным источником дохода. Но говорить о том, что вся рублевая масса попадает в регион прямо с базы, было бы неверно. По словам Арарата Есояна, трудовая сезонная миграция составляет около 20%25 от общей численности населения. И абсолютное большинство сезонных гастарбайтеров выезжают на заработки именно в Россию и, разумеется, привозят с собой солидные суммы российской валюты на родину. По некоторым данным, ежемесячные денежные поступления только через банковскую систему из других стран в Джавахети составляют около одного миллиона долларов.

В регионе еще совсем недавно была очень развита контрабанда. Продукция из Армении поступала в регион фактически бесконтрольно, только небольшая часть товаров проходила растаможку. О том, что контрабанда еще существует, наглядно демонстрирует обилие продаваемых в регионе сигарет с российскими акцизами. Справедливости ради стоит отметить, что подобная проблема существует на всей территории Грузии.

Из Джавахети вывозились лесоматериалы, продукты питания. Российские военные конвои, транспортирующие грузы с Гюмринской базы (Армения) в Ахалкалаки перевозили крупные партии сигарет, топлива и другую контрабанду.

Ахалкалаки-Карс

Перспектива строительства железнодорожной ветки Ахалкалаки-Карс, как ни странно, вызвала волну протеста не только в соседней Армении, но и в Джавахети. Впрочем, позицию Армении еще можно понять - Ереван лоббирует восстановление железнодорожного сообщения Гюмри-Карс. Однако задействование этого маршрута можно рассматривать лишь в случае де-блокады армяно-турецкой границы.

Очевидно, что строительство железной дороги, которая соединит Карс с Ахалкалаки и, соответственно, с Тбилиси, Баку и Ереваном - весьма выгодно. Тем более, что у Грузии до сих пор не было железнодорожного сообщения с Турцией. Строительство поможет экономически оживить Джавахети, облегчит и удешевит транспортировку грузов из Турции в Грузию, Азербайджан и Армению. Следовательство, эта линия должна бы устроить и Армению, и население Джавахети.

Возникшая в Джавахети напряженность отличается от прошлых случаев, так как у Армении есть свои, объективно приоритетные интересы. По мнению некоторых армянских наблюдателей, усилия России спровоцировать дестабилизацию в Джавахети (и, таким образом, в целом в Грузии) до сих пор не были увенчаны успехом. В основном потому, что у них не было каких-либо объяснимых точек соприкосновения с интересами Армении, и в самый ответственный момент власти Армении тормозили дальнейшую эскалацию событий. Считается, что на этот раз ситуация отличается наличием проблемы строительства железной дороги Карс-Ахалкалаки. Многие в Армении уверены, что реализация этого проекта является прямым ударом по национальным интересам Армении, и грузинским властям надо понять, что никакая власть в Армении - будь то националистическая или либеральная - не может с безразличием смотреть на реализацию подобного проекта.

Естественно, что население Ахалкалакского и Ниноцминдского районов придерживается той же точки зрения, что и большинство армянских аналитиков и наблюдателей, о мнении которых население сразу же узнает из армянских СМИ. И чем острее публикации или репортажи, тем более нервозно они воспринимаются в Джавахети. Начало проекта теоретически может грозить осложнениями в грузино-армянских взаимоотношениях, плюс очередное обострение в Джавахети. В армянских СМИ не раз высказывалась мысль о том, что если власти Грузии дадут возможность официальному Еревану инвестировать средства в Джавахети в процессе строительства инфраструктуры железной дороги, то проблема будет снята. В противном случае железная дорога, еще до начала строительства, станет предметом спекуляций со стороны Еревана. Считается, что политические торги будут начаты в ближайшем будущем. После их завершения, успокоится и население Джавахети, которому объяснят (из Еревана) многочисленные выгоды, которые может принести развитие железнодорожного сообщения. Сразу три перспективные линии: Карс-Ахалкалаки-Тбилиси; Карс-Ахалкалаки-Баку; Карс-Ахалкалаки-Ереван. В случае открытия железнодорожного сообщения через Абхазию, эта линия станет жизненно важна для всех стран Южного Кавказа, Турции и России.

На примере проекта Ахалкалаки-Карс особенно видно, что большинство Джавахетских общественных и политических организаций в большей степени отождествляют себя с Арменией, нежели с Грузией. В данном случае защита интересов Армении в ущерб собственным региональным интересам говорит сама за себя…

Межнациональные и межрелигиозные отношения

Численность населения Джавахети составляет около 128 тысяч человек (по данным переписи 2002 года - около 100 тысяч), более 90%25 которых - этнические армяне. Большинство местных армян относятся к армянской апостольской (грегорианской) церкви, однако в регионе есть около шести деревень, населенных армянами-католиками, которые также живут и в Ахалкалаки.

Также в регионе (села Гореловка, Ждановка, Спасовка и др., город Ниноцминда) живут представители православной секты духоборов (они называют себя духоборцами). Миграция духоборов продолжалась в течение последних лет и многие выехали в Россию и Канаду. Согласно последним данным, их осталось в Джавахети от 700 до 800 человек.

В селе Спасовка живет 60 семей аджарцев, переселившихся сюда в начале 90-х годов. Большинство из них исповедует ислам, однако это не мешает их отношениям с армянским населением. Местное грузинское население составляет этнические меньшинство в регионе. Так, например, по данным государственного департамента статистики, в Ахалкалакском районе проживают 3214 грузин, в Ниноцминдском - 476.

Если говорить о межрелигиозных проблемах, то они в основном замыкаются на спорах о принадлежности церквей. Межнациональные проблемы часто основываются на чисто бытовых ссорах и стычках представителей различных этнических групп. Однако именно эта тенденция, когда простые жители начинают искать этнический фактор в мелких конфликтах, представляется особенно опасной. При ,,умелом“ руководстве со стороны обычная драка может перерасти в межэтническое противостояние.

Когда власти приняли решение открыть в Ниноцминда школу-интернат на базе грузинской средней школы, в районе моментально распространились слухи о том, что это делается для увеличение числа этнических грузин. То есть, якобы  привезенные в интернат 300-400 детей-сирот (этнических грузин) впоследствии будут расселены в регионе. Примечательно, что особо отмечалось соседство грузинской школы с армянской, а значит, не исключались драки и ссоры между детьми. Противники интерната утверждали, что это может привести в межэтническому противостоянию в регионе. Впрочем, власти дали ответ, что в интернате будут учиться дети самых разных национальностей и всем будут предоставлены равные условия.

Автономия или децентрализация власти?

Тема создания автономии в Джавахети периодически поднимается местными политическими организациями. Правда, в последнее время радикальные заявления сменились более умеренными требованиями о ,,расширении прав самоуправления“. А лидер организации ,,Вирк“ Давид Рстакян сделал несколько парадоксальное заявление о том, что ,,в массовом сознании грузин автономия отождествляется с сепаратизмом, тогда как армяне Джавахети не выступают с сепаратистских позиций…

Искусственно муссируя тему невозможности автономии, Тбилиси невольно толкает армян к радикализации“.

Не исключено, что местные организации в ближайшем будущем более активно станут поднимать вопрос децентрализации власти на местах. Объясняется это тем, что для снижения существующей напряженности в регионе необходимо дать местным властям реальную власть на уровне самоуправления.

Взгляд из Еревана

Вот какой видится ситуация в Джавахети из Еревана. Своим мнением делится политолог, руководитель Аналитического центра глобализации и регионального сотрудничества Степан Григорян:

- В Джавахети существует целый спектр проблем социального характера, и они должны решаться непосредственно руководством Грузии и местными властями. Роль Армении должна заключаться в содействии более быстрому решению существующих проблем. Мы заинтересованы в том, чтобы наши соотечественники нормально жили. Грузия заинтересована в том, чтобы не возникало на ее территории лишних очагов социального и политического напряжения. Именно совместной работой можно сдвинуть дело с мертвой  точки. Главное, чтобы население региона более активно интегрировалось в грузинское общество. У армян, живущих в Тбилиси, проблем намного меньше хотя бы потому, что они в совершенстве владеют грузинским языком. Нужно решать эту проблему в регионе, активно привлекать местное население к участию в общественно-политической жизни Грузии. Политическая активность поможет вывести этих людей из-под влияния третьей силы, заинтересованной в сохранении нестабильности в регионе. Грузия и Армения должны быть заинтересованы в недопущении провокаций в регионе и планомерном решении социальных вопросов. Нельзя допустить перерастания социальных лозунгов в политические, потому что различные силы как внутри региона, так и вне-региональные заинтересованы в дестабилизации ситуации.

Грузинские власти должны направлять часть западной помощи в этот регион для создания новых рабочих мест. Минобороны Грузии подписало договор о поставках сельскохозяйственной продукции Джавахети в армию. Это очень конкретный шаг, который положительно оцениваем и мы.

Вместо P.S.

В любом случае, ситуация в Джавахети обречена на перемены. Сроки вывода российской базы согласованы. И после ее вывода в местном политическом спектакле станет на одного актера меньше. Человек с ружьем (с автоматом, гранатометом, на танке…) наконец перестанет играть свою опасную роль.

Усиление активности государственных институтов власти в Джавахети, конечно же будет негативно воспринято местными радикальными организациями и кланами. Скорее всего, они попытаются использовать в своих целях существующие сегодня проблемы. Очень многое зависит от Тбилиси, который одновременно должен максимально стимулировать экономическое развитие региона и жестко пресекать действия полукриминальных фигур, направляющих толпу на разгром зданий суда и университета в Ахалкалаки, как это произошло в начале марта этого года.

6 ევროპელ მუსლიმთა დეკლარაცია

▲back to top


Tolerance

2006 წლის 24 თებერვალს, ბოსნია-ჰერცოგოვინის მთავარმა მუფთიმ, მუსტაფა ცერიკმა, ზაგრების მეჩეთში, ევროპელ მუსლიმთა დეკლარაცია წაიკითხა. 14 მარტს, რადიო ,,თავისუფლებისათვისმიცემულ ინტერვიუში მან დეკლარაცია შემდეგნაირად აღწერა: ,,ეს ჩვენი პიროვნული, გულახდილი მიმართვაა. პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ევროპელებს, არ დაუშვან ისლამოფობიის გავრცელება, რასაც, ჩემი აზრით, ევროპასა და, ზოგადად, დასავლეთში აქვს ადგილი; შემდეგ, ჩვენ მივმართავთ ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს, სერიოზულად მიუდგნენ დეკლარაციაში ნახსენებ საკითხებს, რამაც, შეიძლება მათ ევროპაში დარჩენასა და სტატუსზე იქონიოს გავლენა; დაბოლოს, მივმართავთ მთელ ისლამურ სამყაროს - ხელი შეგვიწყონ ჩვენ - დასავლეთში, ევროპაში მცხოვრებთ - ისეთი დიალოგის წამოწყებაში, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენთვის, მუსლიმებისათვის, ასევე ჩვენი ევროპელი მეზობლებისათვის.

გამოვხატავთ ევროპელ მუსლიმთა დამოკიდებულებას 2001 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის, 2004 წლის მარტს, მადრიდში და 2005 წლის ივლისში, ლონდონში მომხდარი აფეთქებების მიმართ;

რამდენადაც 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრში მომუშავე ათასობით ქალი და მამაკაცი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა; 2004 წლის 11 მარტს, მადრიდში მატარებლით მგზავრობისას, ასობით ადამიანი დახოცეს და 2005 წლის 7 ივლისს, ლონდონში ბევრი უდანაშაულო მგზავრი ბომბის აფეთქების მსხვერპლი გახდა; რამდენადაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს ძალადობრივი აქტები ,,ისლამურ ტერორიზმს “ მიეწერა;

რამდენადაც, ნიუ-იორკზე თავდასხმის, მადრიდისა და ლონდონის ტერაქტების შემდეგ, ევროპელი მუსლიმები, ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიის მიერ მუდმივად აპელირებადი ,,ისლამური ტერორიზმის“ კოლექტიური ბრალის ზეწოლის ქვეშ ვცხოვრობთ;

რამდენადაც ევროპელ მუსლიმებს გვწამს, რომ არ არსებობს კოლექტიური ბრალეულობა, არამედ მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა;

რამდენადაც, ევროპელი მუსლიმები, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, ევროპაში მუსლიმთა საკითხების უპასუხისმგებლოდ გაშუქების გამო, ისლამოფობიას განვიცდით;

რამდენადაც ევროპელ მუსლიმებს თავისუფლება სხვებისთვისაც ისევე გვსურს, როგორც საკუთარი თავისათვის, რადგან პატივს ვცემთ მოქალაქეობრიობისა და ადამიანის უფლებების იდეას მულტიკულტურულ საზოგადოებაში;

რამდენადაც ევროპელ მუსლიმებს გვსურს, ჩვენი შვილები სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაში, ,,გაზიარების ეთიკის“ საფუძველზე აღიზარდონ;

0x01 graphic

რამდენადაც ისლამის სწავლების მიხედვით, იუდეველები და ქრისტიანები წიგნის ხალხია, შესაბამისად, მათ, ყოველგვარი ცრურწმე ნების გარეშე, საკუთარი სულიერი ფესვებისა და მომავლის იმედების ურთიერთგაზიარება უნდა ისწავლონ, რათა თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაცია, დაბალი თვითშეფასება, დემორალიზაცია, რელიგიური და რასობრივი სიძულვილი, უმწეობა, სოციალური გულგრილობა, შესაძლებლობების ნაკლებობა და პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდული უფლებები;

რამდენადაც ევროპა მრავალი მრწამსის საერთო კონტინენტია;

რამდენადაც ევროპას ეამაყება მისი გზა მონობიდან თავისუფლებამდე, მითოლოგიიდან მეცნიერებამდე, ძალადობიდან უფლებათა დაცვამდე და სახელმწიფოს თეორიული საფუძვლების გააზრებიდან სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, რამდენადაც ევროპას ეამაყება ერთგულება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ძირითადი ფასეულობებისადმი;

რამდენადაც ევროპელ მუსლიმებს გვსურს ევროპული ცხოვრებისა და კეთილდღეობის, ასევე ევროპული საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და მორალური განვითარების ნაწილი ვიყოთ,

ვუცხადებთ

I.ევროპის კავშირს, რომ ევროპელი მუსლიმების ხედვით,

1. ევროპა სოციალური კონტრაქტის პრინციპზე დაფუძნებული მშვიდობისა და უსაფრთხოების სახლია;

2. ევროპული ოჯახი საზოგადოებრივი ხელშეკრულების სივრცეა, რადგან აქ შესაძლებელია შენი რწმენის შესაბამისად იცხოვრო, ,,რადგან თავისუფალი და რაციონალური ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გაფართოებაზე ზრუნავდნენ, მათი გაერთიანების თავდაპირველ პირობად თანასწორობას აღიარებდნენ“ (ჯონ როულსი).

3. ხელშეკრულებას ადამიანის გონება ქმნის, აღთქმა კი, ადამიანის გულისა და რწმენის გამოვლინებაა. მუსლიმი მისი გულისა და რწმენის კარნახით, ღვთის ერთგული ადამიანია; ხოლო როგორც მოქალაქე, პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე იღებს; ამის გაკეთებას მას გონება კარნახობს. აღთქმით ადამიანი საკუთარ გულს ღმერთს ანდობს, სანაცვლოდ კი შინაგან სიმშვიდეს იღებს; ხელშეკრულებით ადამიანი საკუთარ გონებას სახელმწიფოს აძლევს, სანაცვლოდ კი, სოციალურ უზრუნველყოფას იღებს. მოქალაქეს სრულუფლებიანი ადამიანის პრივილეგიები და უფლებები აქვს: იგი, დაბადებით ან ნატურალიზაციით, სახელმწიფოს წევრია და, სახელმწიფოს ერთგულების სანაცვლოდ, სახელმწიფო მის სიცოცხლეს, რელიგიას, თავისუფლებას, საკუთრებასა და ღირსებას იცავს.

4. ევროპელი მუსლიმები სრულად და ნათლად ვიზიარებთ შემდეგ საერთო ევროპულ ღირებულებებს:

a. კანონის უზენაესობას;

b. ტოლერანტობის პრინციპებს;

c. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფასეულობებს;

d. რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს ხუთი ძირითადი ფასეულობა - სიცოცხლის უფლება, რწმენის უფლება, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლება და ღირსების უფლება აქვს.

5. ჩვენ ევროპაში ღირსეული ცხოვრება გვსურს და ველით, რომ განხორციელდება:

a. ევროპაში ისლამის ინსტიტუციონალიზაცია;

b. მუსლიმური საზოგადოების ეკონომიკური განვითარება, რათა სრული სულიერი და კულტურული თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვენიჭოს;

c. ისლამური სკოლების განვითარება, რათა შევძლოთ ევროპაში დაბადებული მუსლიმების მომზადება მულტიკულტურულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისათვის;

d. პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც ევროპელ მუსლიმებს ევროპული სახელმწიფოების პარლამენტებში საკუთარი, კანონიერი წარმომადგენლის ყოლის საშუალებას მოგვცემს;

e. ევროპული მიგრაციული პოლიტიკის შემსუბუქება, რომელიც, უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით მკაცრია მუსლიმთა მიმართ;

f. კერძო სტატუსის საკითხებში, როგორიცაა საოჯახო სამართალი, მუსლიმური სამართლის აღიარება;

g. და ევროპელი მუსლიმების ისლამოფობიის, ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მსგავსი შემთხვევებისაგან დაცვა.

6. ევროპელი მუსლიმები მზად ვართ ყოვლისმომცველი რელიგიური დიალოგისათვის, რომელიც:

a. ხელს შეუწყობს იმ მრავალფეროვანი სეკულარული გარემოს გაცნობიერებას, რომელშიც დღეს რელიგიებს უწევთ არსებობა;

b. განამტკიცებს ურთიერთგაგებას, პატივს სცემს განსხვავებებს და იკვლევს საერთო ფესვებს;

c. რელიგიურ იდენტობას საფრთხეებისა და კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღიქვამს, რათა ადამიანებს, კონფლიქტურ სიტუაციაში, მრავალფეროვან გარემოში თანაცხოვრება და სხვისი პატივისცემა ასწავლოს;

d. ხელს უწყობს მიმდინარე მსჯელობას ადამიანის უფლებების შესახებ;

e. აყალიბებს ,,სხვა“ ადამიანის ,,გან-სხვა-ვებულობის“ გაგებას;

f. წარმოაჩენს ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურასა და რელიგიას შორის არსებულ რთულ ურთიერთობებს და ხაზს უსვამს ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს რელიგიებს, წვლილი შეიტანონ სიმართლის, სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაში;

g. განსაზღვრავს იმ რელიგიურ პრინციპებს, მორალურ და ეთიკურ ღირებულებებსა და ნორმებს, რომლებიც საერთოა და თანაცხოვრებას გააადვილებს; განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომლებიც მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რწმენისათვისაა დამახასიათებელი; აღიარებს შესაძლებელ სხვაობებს, დაპირისპირებებს და გაუგებრობებს, სხვადასხვა რელიგიის კონკრეტულ მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს შორის;

h. ხაზს უსვამს პოზიტიურ ისტორიულ გამოცდილებას, კეთილმეზობლობისა და ერთად ცხოვრების მაგალითებს, რაც ევროპის ისტორიის ნაწილია;

i. აყალიბებს რელიგური თანაცხოვრების საერთო პლატფორმას; საამისოდ კეთილი ნების პოვნა, ჩვენს საღმრთო წიგნებსა და ჩვენი საერთო მომავლის იმედში შეიძლება.

II. ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს, რომ ევროპელი მუსლიმების ხედვით

1. ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმებმა უნდა შეიგნონ, რომ თავისუფლება ვინმეს მიერ ნაბოძები საჩუქარი არ არის. მუსლიმებმა ევროპაში თავისუფლება თავად უნდა მოიპოვონ. ქსენოფობიური დაბრკოლებების მიუხედავად, მუსლიმებმა საკუთარი სტატუსის აღიარებას უნდა მიაღწიონ.

2. ამჟამად ევროპაში მცხოვრები მუსლიმები უფრო მეტად საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა დაინტერესდნენ, ვიდრე საკუთარი თავისუფლებით, რადგან ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში საკუთარი პასუხისმგებლობის აღებით ისინი თავისუფლების უფლებას მოიპოვებენ. შესაბამისად, ევროპელი მუსლიმების თავისუფლება ვინმეს წყალობა კი არ იქნება, არამედ დამსახურებული ღირებულება, რომელსაც ვერავინ წაართმევს და უარყოფს.

3. ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმებმა დასავლეთის საზოგადოებას ისლამი უნდა წარუდგინონ, როგორც უნივერსალური მსოფლმხედველობა და არა როგორც ტომობრივი, ეთნიკური ან ეროვნული კულტურა. მუსლიმებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ევროპელები ისლამის ზოგადსაკაცობრიო ხასიათს დააფასებენ, თუ მათ ისლამის მხოლოდ ეთნიკურ ან ეროვნულ შეფერილობას დაანახებენ. ევროპელ მუსლიმებს ისლამის უნივერსალიზმით არა მხოლოდ ევროპელებზე შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა; ევროპა თავად მუსლიმებისათვისაა შესანიშნავი ადგილი ისლამის უნივერსალური ძალისა და მშვენიერების აღმოსაჩენად.

4. მუსლიმები ისლამს, სრულიად განსხვავებული კუთხით, სწორედ დასავლეთში შეიცნობენ, ვინაიდან, სწორედ აქ ხვდებიან მოძმე ადამიანებს მუსლიმური სამყაროს სხვა კუთხეებიდან და, შესაბამისად, ისლამური კულტურისა და გამოცდილების მრავალფეროვნებას უფრო მეტად აფასებენ. ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს აქვთ არა მხოლოდ უფლება, არამედ ისინი მოვალენი არიან, განავითარონ ისლამის ევროპული კულტურა, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთკავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება და ახალი რენესანსის საჭიროება, რომელიც კაცობრიობას უკეთესი და უფრო უსაფრთხო მსოფლიოსაკენ წარუძღვება.

5. ევროპაში მცხოვრებ მუსლიმთა ახალგაზრდა თაობა სულიერად მტკიცე და ინტელექტუალურად გაბედული უნდა იყოს, რათა დაარღვიოს თავად მუსლიმთა სტერეოტიპები, ვიდრე ამ სტერეოტიპების შეცვლას სხვას მოსთხოვს. მუსლიმმა ახალგაზრდობამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ამის გაკეთებას უფროსი თაობისგან არ უნდა ელოდოს. მუსლიმ ახალგაზრდობას არ უნდა ერიდებოდეს

წინამძღოლის როლის აღება, რათა ევროპაში მცხოვრებ მუსლიმებს უკეთესი მომავლისაკენ წარუძღვეს.

6. ევროპაში მცხოვრები მუსლიმები რწმენის შემდეგ იმპერატივებს უნდა დაემორჩილონ:

a. წაიკითხეთ და ისწავლეთ! ყურანის გამოცხადების ამოსავალი წერტილი რწმენა კი არა, ცოდნაა. ყოვლისშემძლე უფალმა მუჰამედს კი არ უბრძანა, რომ ერწმუნა, არამედ მოუწოდა, წაეკითხა და შეეცნო, რა და როგორ ეწამა. ეს იმიტომ, რომ ადამიანი უკვე რწმენით იბადება. შესაბამისად, არ არსებობს საჭიროება ადამიანს იმის რწმენისკენ მოუწოდო, რაც ისედაც უკვე მის სულშია. მაგრამ არსებობს საჭიროება, ადამიანს შეახსენო, რომ მან უნდა წაიკითხოს და შეიცნოს საკუთარი სული. ამიტომ ადამიანს სჭირდება რწმენა, განმტკიცებული ცოდნით, ისევე, როგორც ცოდნა, გამყარებული რწმენით.

b. იწამე და იმუშავე გულმოდგინედ! ადამიანი არც წმინდა სულიერ სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც მატერიალური არაფერია, და არც სულიერებას მოკლებულ წმინდა მატერიალურ სამყაროში. წარმატების საიდუმლო, სწორედ, ამ ორი ღირებულების გაერთიანებაშია - ადამიანის სულის და ადამიანის სხეულის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების მიზანი, რწმენაში გამოხატული მისი სულის საქმიანობა და გულმოდგინე შრომაში გამოხატული, მისი სხეულის საქმიანობაა. ვერ იარსებებს მუსლიმური ღირსება მანამ, სანამ გულის რწმენასა და გონების ძალას შორის დიდი ნაპრალი არსებობს.

0x01 graphic

c. იყავი ღვთისმოსავი და პატივი ეცი შენს მშობლებს! ყურანის გამახვილებული ყურადღება ღმერთის თაყვანისცემასა და მშობლების პატივისცემას შორის არსებულ კავშირზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთისათვის ერთგვარი შეტყობინებაა. აღმოსავლეთის შემთხვევაში, მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მუსლიმმა უნდა გაუძლოს ზეწოლას და არ დათმოს ოჯახური ღირებულებები; დასავლეთისთვის განკუთვნილი მთავარი აზრი კი კაცობრიობის მომავლთან სახიფათო თამაშის შეწყვეტის მოწოდებაში გამოიხატება. ოჯახური ტრადიციების ინსტიტუტს ალტერნატივა არ აქვს. ოჯახური ღირებულებების საკითხი არა მხოლოდ ჰუმანური საზოგადოების მოთხოვნაა, არამედ კაცობრიობის არსებობის წინაპირობაცაა. ოჯახური ცხოვრების ჩვეულებითი სამართლის დარღვევის მცდელობა, მზის აღმოსავლეთიდან ამოსვლის ბუნების კანონის დარღვევის ტოლფასია. არავის ძალუძს მზის ამოსვლის ბუნების შეცვლა; ვერავინ შესძლებს, დაარღვიოს ოჯახური ცხოვრების კანონი მანამ, სანამ ყოვლისშემძლე უფლის განგებით მზე აღმოსავლეთიდან ამოდის.

d. იყავი მართალი და იბრძოლე შენი უფლებების დასაცავად! წარმატება დედამიწაზე და ხსნა მარადისობაში თავისთავად არ მოდის. ადამიანი საკუთარი წარმატებისაკენ უნდა ისწრაფოდეს; საკუთარი უფლებების დასაცავად აქ და ახლა უნდა იბრძოლოს; ამასთანავე, უნდა იზრუნის მარადიულ ხსნაზე; ღვთის წყალობა უნდა დაიმსახუროს. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განსხვავება ისაა, რომ აღმოსავლეთში უფრო მეტად ღვთის წყალობის სწამთ, მაშინ, როცა დასავლეთში გულმოდგინე შრომას ენიჭება უპირატესობა.

e. გახსოვდეს ხვალინდელი დღე! წმიდა ყურანში არის უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ ჩვენ არა მხოლოდ უფლება გვაქვს, არამედ მოვალეობა, დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და გვწამდეს, რომ ის წარსულზე უკეთესი იქნება. საკვირველია, როგორ გაჩნდა აზრი, თითქოს მუსლიმის მომავალი უიმედოა და რომ იმედი მხოლოდ მუსლიმის წარსულის ნაწილია, როგორც ცხოვრების გზა და ისტორიის მიზანი. მსგავსს იდეას ისლამში რაიმე საფუძველი არ მოეძებნება. ყოვლისშემძლე უფალი მხოლოდ გვასწავლის, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს წარსულზე უკეთესი შეიძლება იყოს. თანაც, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენი წარსულის შეცვლა, მაგრამ შეგვიძლია, ღვთის შეწევნით, ჩვენი მომავალის განსაზღვრა. ამიტომ, ჩვენ მუსლიმთა ისტორიის წარსულზე პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ მუსლიმთა ისტორიის მომავალზე ვართ პასუხისმგებელნი. მუსლიმებს მომავალზე ფიქრი არ უნდა აშინებდეს იმდენადვე, რამდენადაც არც წარსულის ტყვეობაში უნდა დარჩნენ. მუსლიმებს აქვთ მომავალი იმიტომ, რომ მათ უფლის რწმენა აქვთ. და მათ სწამთ ღმერთის, რადგან სჯერათ, რომ სიმართლე და სამართალი გაიმარჯვებს.

III. მუსლიმურ სამყაროს, რომ ევროპელი მუსლიმების ხედვით

1. მუსლიმური სამყარო მუსლიმთა უნივერსალური საზოგადოებაა. ამ საზოგადოების წევრები ერთმანეთის ძმები არიან, ვინაიდან სწამთ ერთი ღმერთი და მოციქული მისი, მუჰამედი;

2. გლობალური შეგნების იდეა მუსლიმებისათვის უცხო არ უნდა იყოს. არსებითად, ისლამი უნივერსალური რწმენა და გლობალური ფენომენია. მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ მუსლიმები მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოების გლობალიზაციის იდეას წამოაყენებდნენ, ვინაიდან მუსლიმები დედამიწაზე თითქმის ყველგან არიან მიმოფანტულნი და მათი თავისუფლება და უსაფრთხოება მსოფლიო მნიშვნელობისაა;

3. მაგრამ მუსლიმებმა არა მხოლოდ ვერ შეძლეს გლობალიზაციის ნამდვილი არსის პიონერები ყოფილიყვნენ, არამედ გლობალურ მსოფლიოში ცხოვრებისთვის არსებითად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. მუსლიმებს გლობალური სტრატეგია არ აქვთ; არ აქვთ გლობალური აზროვნება; არ აქვთ გლობალური კალენდარი, რომელიც მათ, თუნდაც, იდ ილ-ადჰას (ყურბან-ბაირამი) თარიღის არევით გამოწვეული სირცხვილისაგან იხსნის. სამწუხაროდ, მუსლიმებს მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელების იმიჯი აქვთ; მათ გლობალური ტერორიზმის დამღა ადევთ;

4. სწორედ, ისლამური ტერორიზმის დამღის გამო, რომლის შედეგად დღეს სრულიად უსამართლოდ იტანჯებიან მუსლიმები, აუცილებელია ევროპელ მუსლიმთა დეკლარაციის შემუშავება მუსლიმთა სამყაროსადმი, რომელშიც ყურადღება მუსლიმთა უარყოფითი იმიჯის დადებითით შეცვლაზე გამახვილდება, განსაკუთრებით მათი რწმენის საკითხებში;

5. ისლამურმა სამყარომ ძირითადი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი უნივერსალური რწმენის პრაქტიკული საკითხებისა და ჩვენი დროის გლობალური თემების განხილვისას, ასევე, ჩვენს მეზობლებთან გლობალური დიალოგის წამოწყებისას;

6. მუსლიმებმა, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი, უნდა დაამტკიცონ, რომ ისლამი სამართლიანი რწმენა და კანონიერი რელიგიაა; რომ ისლამური აღმოსავლეთი მიმზიდველი კულტურა და მშვიდობიანი პოლიტიკაა; რომ იქ კარგი ხალხი და მდიდარი მიწაა; და რომ მუსლიმი ერთდროულად აღმოსავლეთის ჭკვიანი და დასავლეთის გონიერი ადამიანია;

7. არ არის მართალი, მუსლიმურ სამყაროში დემოკრატიის ნაკლებობა ისლამს დააბრალო; ისლამის სახელით ადამიანის უფლებების დარღვევა ცოდვაა; მუსლიმურ სამყაროში გაუნათლებლობასთან შეგუება და უზომოდ მდიდარ და განსაკუთრებით ღარიბ ადამიანთა შორის უზარმაზარი უფსკრულის არსებობა, ისლამის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია;

8. ევროპელ მუსლიმებს უფლება გვაქვს და მოვალენიც ვართ, წამოვაყენოთ ეს და სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენი შვილების მომავალზე გავლენის მოხდენა შეეძლება, - როდესაც ისინი შეეცდებიან გაარკვიონ, ვინ არიან და რა ადგილი უნდა დაიკავონ ევროპულ გარემოში, როგორც მუსლიმებმა;

9. ევროპელი მუსლიმები მოვუწოდებთ მსოფლიო მუსლიმთა საზოგადოებას, წამყვანი როლი შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების საქმეში;

10. ისლამური თემი ლეგიტიმური სამყაროა და მას უნდა შესწევდეს უნარი, ასრულებდეს მორალური, გონივრულად გაწონასწორებული, ეკონომიკურად სამართლიანი და გლობალურად აქტიური საზოგადოების მოვალეობას, საიმედო პარტნიორი და მეგობარი რომ იქნება ყველგან და ყველასთვის.

* * *

ცხოვრებაში ყველა სხვადასხვა გზას ვირჩევთ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, სად წავალთ, ყველგან ერთმანეთის მცირეოდენი ნაწილი მიგვყვება!

მეგობრები - ღმერთის ზრუნვის ერთ-ერთი გამოვლინებაა!

ჟურნალის რედაქცია მადლობას უხდის გამომცემლობას ,,Brill Academic Publischers“, რუდიგერ ნოლის ნაშრომის ,,რელიგიისა და რელიგიური თავისუფლების როლი თანამედროვე კონფლიქტურ სიტუაციებში“ ქართულ ენაზე დაბეჭდვის უფლების უსასყიდლოდ გადმოცემისათვის. სტატია ჟურნალის პირველი ნომრისათვის ითარგმნა წიგნიდან: ,,Facilitating Freedom of Religion or Belief: A Deskboo.“ გამომცემლები: Tore Lindholm, W. Cole Durham Jr; Bahia G. Tahzib-Lie. ოსლო 2004 წელი.

7 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე ,,მშვიდობა და შემწყნარებლობა“

▲back to top


რელიგიები საქართველოში

7-9 ნოემბერი, 2005 წელი, სტამბული

,,სწორი პასუხის გაცემა რელიგიების პრეროგატივაა, კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები მნიშვნელოვანწილად რელიგიურ ლიდერებსაც უპყრიათხელთ.“

ყველას გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. კავკასია, ანუ ის რეგიონი, სადაც ჩემი ქვეყანა მდებარეობს, ევროპისა და აზიის შესაყარზეა და ბუნებრივია, რომ იგი იყო და არის დიდი კულტურებისა და მათი ინტერესების გადაკვეთის ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის მსურველნი ყოველთვის მრავლად გვყავდა და მუდმივად გვიწევდა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, საქართველომ შეძლო მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი მეობის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პარალელურად სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გამოჩენა.

ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ. სწორედ მან განსაზღვრა ჩვენი ცხოვრების, აზროვნებისა და ურთიერთობების წესი. სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი პატივისცემა და მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი დღესაც ჩვენი ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა; თუმცა სხვა პრობლემები მრავლად გვაქვს.

ამჟამად საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ორ რესპუბლიკაში, არის სიტუაცია, რომელსაც ვერც მშვიდობიანს ვუწოდებთ და ვერც საომარს. სულ მცირედი ბიძგიც კი შეიძლება აქ სისხლისღვრის მიზეზად იქცეს. ისევე, როგორც შესაძლოა, გონივრულად წარმოებულმა პოლიტიკამ ნამდვილი მშვიდობისათვის მიგვაღწევინოს. ამიტომაც ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და აზრების ურთიერთგაზიარება მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

მართალია, ამა თუ იმ ქვეყანაში, ანდა ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის პრობლემას ძირითადად პოლიტიკოსები წყვეტენ, მაგრამ იქ, სადაც მშვიდობის დამყარების და სამართლიანობის აღდგენის სურვილი რეალურია, რელიგიურ მოღვაწეებსაც ბევრი რამის გაკეთება ძალუძთ, მაგრამ აუცილებელია ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა:

თუ ჩვენ შევძლებთ ადამიანების სულიერად და ზნეობრივად სწორად აღზრდას, მშვიდობიან თანაარსებობას მივაღწევთ; მაშინ არც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით და არც ტერორიზმის პრობლემა იქნება ასე მწვავე.

ერთი შეხედვით თითქოს ადვილია ამის განხორციელება, რადგან თითქმის ყველა ძირითადი რელიგია სიკეთეს და შემწყნარებლობას ქადაგებს და მათ მიმდევართა რიცხვიც მრავლადაა მსოფლიოში, მაგრამ შედეგი არ არის სასურველი, რადგან სხვა და სხვა რელიგიებსა და კულტურებში არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომელნიც სულიერად ასაზრდოებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხელს უწყობენ შიდა დაპირისპირებებს, ხოლო დიდი რელიგიების როლი დღემდე არ არის სათანადოდ გამოყენებული, პასიურია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენაც ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, XXI საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ ძალები გლობალური და ლოკალური საკითხების გადასაჭრელად. დღეს უკვე ყველამ გაიგო, რომ წავიდა დრო პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტისა. დღეს მას უკვე ცვლის ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა ისინი არ იქცნენ მორიგი დაპირისპირების საფუძვლად, არამედ ხელი შეუწყონ კულტურათა ურთიერთგამდიდრებისა და ეკონომიკური ურთიერთსარგებლიანობის პროცესს.

ეს პრინციპი უნდა იქნას გამოყენებული იმ საკითხის გადაწყვეტისასაც, რასაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემს ქვეყანას გარეშე ძალებმა ხელოვნურად მოახვიეს თავს ეთნოკონფლიქტები, დაიღვარა ძმათა სისხლი. ამასთან, სახეზე გვაქვს ეთნიკური და რელიგიური (იგულისხმება საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურების გამოდევნა) წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რის შედეგადაც უკვე 14 წელია 300 000-ზე მეტი ქართველი თავისი მკვიდრი მიწიდანაა გაძევებული. მართალია, ყველა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დე-იურე დე-ფაქტოდ არ იქცა.

თანამედროვე მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ასეთი სახის ლოკალური კონფლიქტების მოგვარებასაც, რათა არ მოხდეს მისი გადაზრდა გლობალურ უთანხმოებაში. ამ საქმეში კი პოლიტიკოსებთან ერთად თავისი სიტყვა რელიგიის წარმომადგენლებმაც უნდა თქვან და თავის მხრივ აქტიურად შეუწყონ ხელი ერთა შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენას.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ სულიერად, კულტურულად, ინტელექტუალურად განვითარებული პიროვნებანი, თუ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, თუ როგორი საზოგადოება და როგორი სახელმწიფო გვექნება; გლობალური მასშტაბით კი იგი განაპირობებს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის ურთიერთობებს. და რადგანაც სწორი პასუხის გაცემა რელიგიების პრეროგატივაა, კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები მნიშვნელოვანწილად რელიგიურ ლიდერებსაც უპყრიათ ხელთ. ამას თანამედროვე მსოფლიო უკვე აცნობიერებს; ეს ფორუმიც ამის დადასტურებაა.

ერთხელ კიდევ მოგესალმებით ყველას და გისურვებთ წარმატებებს ღვთისსათნო მიზანთა განხორციელებაში. ჩემი მიმართვა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მსურს დავამთავრო:

,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

8 სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის თანამედროვე მდგომარეობა

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ლევონ ისახანიანი
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის
წინამძღვრის თანაშემწე

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საუკუნეთა განმავლობაში, მეგობრულ და ტოლერანტულ გარემოში, თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ადამიანისადმი სიყვარულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თბილისის ცენტრში ლესელიძის ქუჩა და ქუჩის მიმდებარე ძველი თბილისის ნაწილი, სადაც ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა სალოცავები: სომეხთა სამოციქულო ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, იუდეური სინაგოგა და მუსლიმური მეჩეთი.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული პროცესების განვითარების, გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა ფაქტორების გამო, სომხური მოსახლეობა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯგუფს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სომეხ მოქალაქეებს საქართველოსა და თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებაში საკუთარი პოზიტიური წვლილის შეტანის პატივი ეკუთვნით. სომეხ ერთან ერთად, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია, რომელიც თავის მრევლს ყოველთვის უქადაგებდა სამშობლოს სიყვარულსა და საქართველოს მიწა-წყლის პატივისცემას.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია მე-5 საუკუნიდან არის წარმოდგენილი საქართველოში ცალკე საეკლესიო წარმონაქმნის სახით. ჩვენს დრომდე მოღწეული სომეხი ისტორიკოსის - უხთანესის შრომებში დაცული ცნობის მიხედვით, მე-5 საუკუნეში ცურტავში იყო სომეხი ეპისკოპოსი, სახელად მოვსესი, რომელიც ეჩმიაძინს ექვემდებარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-5 საუკუნეში სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის დაყოფა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, სომეხი ეპისკოპოსი მაშინ, სავარაუდოდ, საქართველოს სომხურენოვანი ქრისტიანების სასულიერო წინამძღვარი გახლდათ.

როგორც ცნობილია, ამა თუ იმ ქვეყანაში არადომინანტური ეკლესიის ეპისკოპოსის არსებობა იმას გულისხმობს, რომ ამ ქვეყანაში ამ არადომინანტური ეკლესიის შემადგენლობაში შემავალი საეკლესიო წარმონაქმნი უნდა არსებობდეს, რომელიც, თანამედროვე კრიტერიუმების მიხედვით, შეიძლება ეპარქიად აღვიქვათ. ისტორიკოს მათეოს ურჰაეცის ცნობების მიხედვით კი, საქართველოს უდიდესი მეფის - წმინდა დავით აღმაშენებლის - დროს სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლობას ეპარქიის მაღალი სტატუსი მიენიჭა. ამ წარმომადგენლობის ადმინისტრაციული ცენტრი თბილისში მდებარეობდა, სადაც უკვე 631 წლიდან არსებობდა „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძარი.

ეჩმიაძინში დაცული წყაროების მიხედვით, თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში სომეხთა ეკლესიას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობანაგებობა ჰქონდა: ეკლესია, სამლოცველო, სასულიერო სასწავლებელი და სხვა... ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ამ შენობა-ნაგებობათა ერთი ნაწილი აღარ არსებობს. ამასთანავე, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ქართველ ერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასულიერო დანიშნულების 3000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა ჰქონდა: ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრები და ა.შ... სამწუხაროდ, როდესაც სომეხთა ეპარქიამ განაცხადა, რომ საუკუნეთა განმავლობაში ის საქართველოს ტერიტორიაზე 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობანაგებობას ფლობდა, ეს განცხადება არაადეკვატურად იქნა აღქმული საქართველოს საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ამას მოჰყვა მედიაში გავრცელებული „600 ეკლესიის“ ისტერია, რომლის შედეგად, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი არაობიექტური და ტენდენციური ინფორმაციის, ფაქტობრივად, დეზინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი გახდა. სამწუხაროა ისიც, რომ არასწორ ინტერპრეტირებებს, გარკვეულწილად, მხარს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებიც უჭერდნენ. შედეგად მივიღეთ საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ამავე საზოგადოების სხვა ჯგუფის მიმართ ზოგჯერ ირიბი, ზოგჯერ კი პირდაპირი არაადეკვატური დამოკიდებულების გამოვლენის უამრავი ფაქტი. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას არასდროს განუცხადებია, რომ მას თანამედროვე საქართველოში 600 ეკლესია ეკუთვნის. ვწუხვართ, რომ ჩვენს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა. როგორც ჩანს, მოქმედებენ გარკვეული ძალები, რომლებიც, საკუთარი მიზნების მისაღწევად, მზად არიან „პატრიოტიზმის“ საფარს ქვეშ ამოფარებულებმა რეალობა განზრახ შეაფასონ არაობიექტურად და ამით საზოგადოებაში ეთნიკური და რელიგიური შუღლი გააღვივონ.

რაც შეეხება სომეხთა ეპარქიისათვის აქტუალურ საკითხებს, აღსანიშნავია, რომ ძირითადი პრობლემა, რომელიც სომეხთა სამოქიცულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას აწუხებს, კვლავ მოუგვარებელი რჩება. საუბარია ეპარქიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაზე. ეპარქიამ არაერთგზის მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს თხოვნით, რათა ხელი შეეწყო სათანადო სამართლებრივი სტატუსის მიღებაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წელს, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმებისას, შედგა აგრეთვე შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ხელი უნდა შეეწყო სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოში წარმოდგენილი სხვა ტრადიციული რელიგიების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სომეხთა ეპარქიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა საქართველოს საპატრიარქოს კომპეტენციაა. ქვეყანაში არსებობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელთაც ძალუძთ და ევალებათ კიდეც საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა. სომეხთა ეპარქიის მრავალი პრობლემის მოგვარება იურიდიული სტატუსის დარეგულირებაზეა დამოკიდებული.

0x01 graphic

ეკლესია ,,შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ(კარმირ ავეტარანოც), ქ. თბილისი

ეკლესია ქ. თბილისში, ავლაბრის ცენტრში მდებარეობს. ეგნატე იოსელიანის მიხედვით, ეკლესიის პირვანდელი შენობა უგუმბათო იყო, ხოლო სახურავი მხოლოდ ხით იყო გადაფარული. ეკლესია მოქალაქეების ფულით 1775 წელს დაფუძნდა. 1809 წელს განხორციელდა ეკლესიის მთლიანი რესტავრაცია.

1858 წ. ეკლესია დააყაჩაღეს და წაიღეს წმ. კარაპეტის ნაწილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ იგი უშედეგოდ დაიხურა 1873 წ.

ეკლესიაში 1881 წ. აღმდგენი სამუშაოები განახორციელეს, ხოლო 1893 წ. პოლიციამ შენიშნა, რომ ეკლესიის კედლებს დიდი ბზარი გაუჩნდა, რის გამოც ეკლესიის შენობა შეიძლებოდა სახიფათო გამხდარიყო. სიტუაციის შეფასებისათვის სპეციალურ კომისიას გამოუძახეს, რომელმაც დაადგინა, რომ ბზარი არ არის განვითარებადი და, შესაბამისად, არ არის საშიში. კომისიამ ბზარი 1900 წლის 20 ივლისს შეამოწმა.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია სხვადასხვა მიზნისათვის გამოიყენებოდა. ამ წლებში სომხურმა სათვისტომომ არაერთგზის მიმართა ქალაქის ხელისუფლებას საკუთარი სახსრებით ეკლესიის რესტავრაციის თხოვნით, მაგრამ ხელისუფლება მათ არ პასუხობდა.

1989 წლის 14 აპრილს ეკლესია დაინგრა. სახელმწიფო ორგანოები სწრაფად შეეცადნენ, დაერწმუნებინათ მოსახლეობა იმაში, რომ ეკლესიის ნგრევის მიზეზი ოთხბალიანი მიწისძვრა იყო.

დღესდღეობით ეკლესიისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეთა ნაწილები.

გვსურს, შევახსენოთ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ჩვენი მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეთა სასულიერო საჭიროებებითა და აუცილებლობითაა განპირობებული. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები საკმარის ფორმალურ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებმა პოლიტიკური ნება გამოხატონ და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები. აღსანიშნავია, რომ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობა საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე ერთგვარ დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის!

აქვე დავძენთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა აუცილებელ წინაპირობებს სომეხთა ეპარქიისათვის აქტუალური საკითხების სამართლიანი გადაწყვეტისათვის. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან ქვეყნის ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებაში ხედავს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ეპარქია აღიარებული იქნება საუკუნეების განმავლობაში არსებული ეპარქიის სამართალმემკვიდრედ, განისაზღვრება ეპარქიის სამართლებრივი სტატუსი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას აწუხებს, ისტორიულად სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში შემავალი, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული და კვლავაც დაუბრუნებელი ეკლესიების ეპარქიისათვის გადაცემის საკითხია. საუბარია ექვს ეკლესიაზე, რომელთაგან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი - ახალციხეში. ყოველი მათგანი დახურული და უმოქმედოა. ეს ეკლესიებია: „ნორაშენ“, „სურბ ნშანი“, „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ“, ,,მუღნუ სურბ გევორგ“ და „სურბ მინას“ თბილისში, აგრეთვე, „სურბ ნშან“ ახალციხეში. ხსენებული ტაძრები საქართველოს სომეხი წარმოშობის მოქალაქეების სახსრებით აიგო და სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა. იმ ეკლესიების ერთი ნაწილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, დღეს მოუვლელია. უზომოდ სამწუხაროა, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის გათვალისწინებული პროგრამები, ჯერჯერობით, არანაირად არ ასახულა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ სომხური წარმოშობის კულტურის ძეგლებზე.

რაც შეეხება ზემოხსენებულ ექვს ტაძარს, გვსურს თქვენი ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაპყროთ: ხშირად ამბობენ, რომ, თითქოს, ესა თუ ის ეკლესია, რომელზეც სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია საკუთარ უფლებას აცხადებს, არის ე.წ. „სადავო“ და ამ ეკლესიების ისტორიული მეპატრონე კომისიის მეშვეობით უნდა დადგინდეს. ყველას მოგვეხსენება, რომ თითოეულ რელიგიას აქვს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ვიზუალურ ნიშნებზე ვისაუბრებთ, ანუ საკითხში გარკვევის გაადვილებისათვის მოგახსენებთ იმას, რაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება განვასხვაოთ.

სომხურ ეკლესიებს მთელს მსოფლიოში ამაღლებული საკურთხეველი აქვს, რაც სომხური საეკლესიო ხუროთმოძღვრების განუყოფელი ნაწილია. სომხური ეკლესიის საკურთხევლის სიმაღლე, აუცილებლად, ადამიანის წელს ზევით უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიებს, საკურთხეველი აქ შედარებით დაბალია. ჩვენ მიერ დასახელებული ყველა ეკლესიის საკურთხევლის სიმაღლე ადამიანის წელს ზევითაა, ანუ აბსოლუტურად შეესაბამება სომხური ეკლესიისათვის დამახასიათებელ საკურთხეველს.

0x01 graphic

ეკლესია ,,სურბ მინას, ქ. თბილისი

ეკლესია ქ. თბილისში, ავლაბარში, გელათის ქუჩაზე მდებარეობს. მისი დაფუძნების თარიღად 1790 წელია აღიარებული. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ,,ავლაბარში, ქართული ეკლესიის გვერდით, წმინდა მინასის სახელობის სომხური ეკლესია არსებობს. ის ავლაბრელების სახსრებით არის აგებული“.

1870 წ. გაჩნდა აუცილებლობა ძველის ადგილზე ახალი ეკლესიის აღმართვისა. ძველი ,,სურბ მინას“ ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი, შედარებით დიდი ეკლესია აიგო. ეკლესია 1883 წლის 2 იანვარს აკურთხეს.

აქვე მეორე განმასხვავებელი ნიშნის შესახებაც მოგახსენებთ. სომხურ ეკლესიებში კუპელი, ანუ ადგილი, სადაც ადამიანს ნათლავენ, აუცილებლად ეკლესიის ჩრდილოეთ კედელშია განთავსებული. მართლმადიდებელ ეკლესიებს ამგვარი ნიშანი არ გააჩნიათ. ჩვენ მიერ დასახელებულ ტაძრებში კუპელი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელშია განთავსებული.

დაბოლოს, აღვნიშნავთ იმას, რომ ყოველი სომხური ეკლესიის სამრეკლო განთავსებულია ზედ ეკლესიაზე, ანუ საეკლესიო ნაგებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ყველა აღნიშნული ტაძრის სამრეკლო მოთავსებულია თავად შენობაზე, ანუ შეესაბამება სომეხთა ეკლესიისათვის დამახასიათებელ ნაგებობას.

ხსენებულ გარემოებებთან ერთად, ტაძრების კუთვნილებაზე ნათლად მეტყველებს წარწერები, ფრესკები და სასაფლაო ქვები, რომლებიც ცხადყოფს, თუ რომელი ტაძარია სომხური და რომელი არა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის ხსენებული გარემოებანი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საკუთარი ობიექტური დასკვნა გამოიტანოს ამა თუ იმ საეკლესიო ნაგებობის კუთვნილების შესახებ.

ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ ხსენებული ეკლესიების სომეხთა ეპარქიისათვის კუთვნილების საკითხი ცნობილია და ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2005 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის - „მსოფლიოში 2005 წელს რელიგიის თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (http://www.state.gov/g/drl/rls/irf/ 2005/51553.htm) - იმ ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს:

0x01 graphic

ეკლესია ,,სურბ ნშან, ქ. თბილისი

ეკლესია დღეს შიგნიდან ასე გამოიყურება. ის თბილისის ცენტრში, სოლოლაკში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. 2002 წ. ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა.

ეკლესიაში ანდრია მოციქულის თავის ქალა იყო დასვენებული. 1763 წ. ეს ეკლესია თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიათა შორის ირიცხებოდა.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია ჯერ მაკარონების საწყობად გამოიყენებოდა, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად.

ათწლეულებით უყურადღებოდ დატოვებული ეკლესია დღეს დანგრევის პირზეა.

„ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებული უამრავი პრობლემა ქონებრივი საკითხებიდან გამომდინარეობს. რომის კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიებმა ვერ შეძლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაუქმებული ეკლესიებისა და სხვა ქონების დაბრუნება, მათი დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. თვალსაჩინო სომხური ეკლესია „ნორაშენი, ისევე როგორც ოთხი სხვა შედარებით მცირე სომხური ეკლესია თბილისში და ერთიც ახალციხეში, დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ციტატა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან რელიგიის თავისუფლების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა, აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის 2005 წლის საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია:

„ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ყველაზე რადიკალურად თბილისში „ნორაშენისადა ახალციხეში „სურბ ნშანისტაძრების დაბრუნების საკითხს სვამს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ ტაძრების საკითხის შემსწავლელი კომისიები მხოლოდ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიქმნას, რელიგიურ გაერთიანებათა კანონის თაობაზე კი პარლამენტმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. საპატრიარქოს პოზიციას ტაძრების ისტორიული მეპატრონის შესახებ ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც ცალმხრივად ვერ წყვეტს, დაუბრუნოს თუ არა ტაძრები მათ ისტორიულ მფლობელებს. ამდენად, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიმართვებსა და განცხადებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ჯერჯერობით, შედეგი არ მოჰყოლია.

განსაკუთრებით მწვავედ დგას „ნორაშენის ეკლესიის საკითხი. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წლის 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს, რასაც სომხური მხარის პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტაძარი, მაგრამ სომხურ ეკლესიასაც არ დაუთმო იგი. დღეს „ნორაშენის ეკლესია უმოქმედოა.

ეპარქიის მიერ დასმული საკითხების დროული მოგვარება საქართველოს ტერიტორიაზე სომეხთა ეპარქიის ნაყოფიერი მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს აუცილებელია მრევლის ინტერესებიდან და სასულიერო საჭიროებებიდან გამომდინარე.

0x01 graphic

ეკლესია ,,მუღნუ სურბ გევორგ, ქ. თბილისი

ეკლესია ქ. თბილისში, სოლოლაკში, ახოსპირელის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ეკლესიაში წმ. გევორგის ნაწილია დასვენებული. ეკლესია მანდენოვების, ბასტამოვებისა და ბაშინჯიაღელოვების ოჯახების შემოწირულობებით აიგო.

ძველ თბილისში მუღნის სურბ გევორგის ეკლესია სომხური კულტურის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენს დრომდე იმ ეპოქის ძვირფასმა ხელნაწერებმა და წიგნებმა მოაღწია. მათ შორის ყველაზე ძველი 1447 წლის ახალი აღთქმაა.

1789 წ. აშენდა ეკლესიის სამრეკლო.

1795 წ. სპარსებმა ეკლესია დააყაჩაღეს, მაგრამ ტერ (მამა) გრიგორის ძალისხმევით, რომელიც ეკლესიის უფროსი მღვდელი იყო, შესაძლებელი გახდა ეკლესიის გარკვეული სიმდიდრის დაცვა.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1980 წლამდე, ეკლესიაში სახალხო ხელოვნების მუზეუმი იყო. შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს, ეკლესია კი ავარიულ მდგომარეობაში დარჩა და ნელ-ნელა ინგრევა.

ეკლესიის ეზოში განისვენებენ სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, რათა მან განსაზღვროს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიული სტატუსი და გადასცეს ეპარქიას ექვსი უმოქმედო ტაძარი.

ბიბლიოგრაფია:

1. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2005 წლის 6 თვის მოღვაწეობის შესახებ.

2. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „აღმსარებლობის თავისუფლება მსოფლიოში - საქართველო“ 2005 წ., http://www.state.gov/g/drl/rls/irf/2005/51553.htm

3. „რელიგიის თავისუფლება“, შემდგენელი და რედაქტორი გიორგი მელაძე, თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემა, 2004 წ.

4. Архиепископ Магакия Орманян - Армянская Церковь, примечания о Г. Маиляна, Ереван, 2005 г.

5. Доктор Богославия, Епископ Езник Петросян - Армянская Апостольская Светая Церковь, Епархия Юга Росии Армянской Апостольской церкви, Краснодар, 1999 г.

9 იუდაიზმი

▲back to top


ზურაბ კიკნაძე

იუდაიზმი პირველი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიო ისტორიაში. იუდაიზმის ძირითადი განმსაზღვრელი ერთი ღმერთის რწმენაა, იმის აღიარება, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი ერთია. ეს რწმენა მოქცეულია დასაწყისი ლოცვის ამ ოთხ სიტყვაში, რომელიც პირველად ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეში გაისმა: ,,ისმინე, ისრაელ, ერთია ჩვენი უფალი ღმერთი“ (რჯლ 6:4). მაშინ ეს მხოლოდ ამ მცირე ხალხის რწმენა იყო, დღეს მონოთეიზმს ბევრი ხალხი აღიარებს.

,,ერთი ახალგაზრდა კაცი რჯულის მოძღვართან, შამაისთან, მივიდა და სთხოვა, სანამ ცალ ფეხზე ვიდგები, მთელი რჯული შემასწავლეო. გაბრაზებულმა შამაიმ სახაზავი (თერძი იყო) შემოკრა ახალგაზრდას და გარეთ გააგდო. ახალგაზრდა ახლა მეორე მოძღვართან ჰილელთან მივიდა. - კარგი, დადექი ცალ ფეხზეო, - უთხრა ჰილელმა და დაუმატა: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ. ეს არის რჯულის არსი. ყველა დანარჩენი მხოლო კომენტარებია. წადი და ისწავლე.“

ეს რწმენა, ბიბლიის თანახმად, სათავეს იმ პირველი გამოცხადებიდან იღებს, რომელიც ებრაელთა მამამთავარმა, აბრაამმა მიიღო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მესოპოტამიის ქალაქ ხარანში ცხოვრობდა. ღმერთი მას კვლავ გამოეცხადა უკვე ქანაანში დასახლებულს და აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან მრავალრიცხოვანი ხალხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დამკვიდრდებოდა. ისიც იყო ნაწინასწარმეტყველევი, რომ მისგან გამოსული მოდგმა უცხო ქვეყნის მონობაში მოექცეოდა, მერე თავს დააღწევდა მონობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა ქანაანის დამკვიდრება. ეს უცხო ქვეყანა ეგვიპტე იქნებოდა. ეგვიპტეში ხალხი გამრავლდა და ამ ქვეყნის ხალხთან ასიმილაცია ელოდათ, მოსეს რომ არ შეეხსენებინა მათთვის აბრაამის ღმერთი - მათივე წინაპრების ღმერთი. მოსე იყო მეორე პიროვნება, რომელთანაც ღმერთმა საუბარი ინება. უფალი მას ახალი კუთხით გამოეცხადა: ,,მე ვარ, რომელიც ვარ“. ამ სიტყვებით ღმერთი მოსეს თავის დაუსაბამობასა და მარადიულობასთან ერთად, მიანიშნებდა იმასაც, რომ მასშივეა მისი არსებობის მიზეზი, განსხვავებით პოლითეისტური ღმერთებისა, რომელნიც ადამიანთა მსგავსად იბადებოდნენ მშობლებისგან და, შესაძლოა, იხოცებოდნენ კიდეც. ამ ღმერთის ხელშეწყობით და მოსეს წინამძღოლობით, რომელშიც მოსემ არა მხოლოდ თავისი მამა-პაპის ღმერთი, არამედ სამყაროს ერთადერთი შემოქმედი შეიცნო, აბრაამის მოდგმა სასწაულებრივად გამოვიდა ეგვიპტიდან და უდაბნოს გზით ქანაანისკენ გაემართა. მაგრამ ვიდრე ქანაანში შევიდოდა, მანამდე სინას მთის ძირას ხალხმა ღვთისგან რჯული მიიღო - კონსტიტუცია, რომლის თანახმად, მას უნდა ეცხოვრა ქანაანში და ყველგან, სადაც კი ცხოვრება მოუხდებოდა. რას უწესებდა ამ ხალხს სინას მთიდან გამოცხადებული რჯული? პირველ რიგში, ეს იყო ათი მცნება, რომელთაგან ოთხი ღმერთთან ურთიერთობას უწესებდა, ექვსი კი - საზოგადოებრივ წესრიგს. იგი ამგვარად ჟღერდა მაშინ და დღემდე უცვლელია, არც რამე მიმატებია და არც დაკლებია: 1. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემ გარდა სხვა ღმერთები... 2. არ გაიკეთო კერპები და არ სცე მათ თაყვანი; 3. არ დაიფიცო ამაოდ უფლის, შენი ღვთის სახელი; 4. გახსოვდეს შაბათი და წმიდად შეინახე სხვა დღეებს შორის; ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღე კი უფლის დღეა, მას მიუძღვენი შენი ფიქრები; 5. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას; 6. არა კლა; 7. არ იმრუშო; 8. არ იქურდო; 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ; 10. არ ინდომო შენი მოყვასის არანაირი ქონება - არც სახლი, არც ცოლი, არც ყმა, არც მხევალი...

0x01 graphic

ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ცოცხალ არსებას ადამიანად ხდის. ასე მკაფიოდ არც ერთი ხალხის კანონმდებლობაში არ განსაზღვრულა ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთისა და თავისი მოძმის, და მერე საკუთარი თავის წინაშე. ადამიანის ზნეობრივი კოდექსი უცვლელია საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ისიც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ დაბადებულა ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთი მათგანი არ დაერღვიოს. ამიტომ, სამუდამო მოწოდებად რჩება: იყავი სრული, როგორც შენი ღმერთია სრული.

ღმერთმა ებრაელ ხალხს უფრო მეტი დააკისრა. სინას მთიდანვე გამოუცხადა მათ: ,,ჩემი უნჯი იქნებით ყველა ხალხს შორის, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფო და წმიდა ერი იქნებით ჩემთვის“ (გამ. 19:5-6), ,,შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყავდე უნჯ ერად ყველა ხალხს შორის“ (რჯლ 7:7). მაგრამ ეს არ იყო აღზევება და პრივილეგიების მინიჭება ამ მცირე ხალხისთვის, როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს. რჩეულობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ. წმიდა ნიშნავდა, რომ ისინი არ უნდა შერეოდნენ მრავალღმერთიანობის აღმსარებელ ხალხებს, რათა არ შეებღალათ ერთი ღმერთის რწმენა. მათ უნდა ეცხოვრათ იმ კანონებისა და წესების მიხედვით, რომელთაც ღმერთი უწესებდა.

ამგვარად, ეგვიპტიდან გამოსული ,,ჭრელი“ ხალხისგან (ასეა ნათქვამი ბიბლიაში) სინას მთის ძირას და შემდეგ უდაბნოში მგზავრობისას ქანაანისკენ მიმავალ გზაზე შეიქმნა არა მხოლოდ ერი სხვა ერთა შორის, არა მხოლოდ ერთიანი ხალხი - ეს საკმარისი არ იყო - არამედ რელიგიური, საღვთო ერი.

იუდაიზმი თვლის, რომ ის ღმერთი, რომელიც ებრაელთა მამა-პაპას გამოეცხადა მათი ისტორიის გარიჟრაჟზე, მთელი კაცობრიობის ღმერთია, სამყაროს შემოქმედი. მესია, რომელსაც ისინი ყოველდღიურად მოელიან, არა მხოლოდ ისრაელის მხსნელი იქნება, არამედ მთელი კაცობრიობისა. საბოლოოდ, ყოველი ხალხი აღიარებს მის ერთადერთობას და მისი თაყვანისმცემელი გახდება. საბოლოო ადგილად, სადაც ხალხები უნდა შეეგებონ ღმერთს, სიონის მთაა, იქ ერთ დროს დავით მეფემ თავისი სამეფოს რეზიდენცია დააარსა. დავითი ერთიან სამეფოს განაგებდა. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე თაობაში სამეფო გაიხლიჩა, რასაც შემდგომ ხალხის გაფანტვა (დიასპორა) მოჰყვა, და ეს ებრაელი ხალხის ისტორიას ხარვეზად დარჩა, დავითის მეფობა კი - სანიმუშო და სანატრელ ხანად. ამიტომაც, სამეფოს გამთლიანებისა და გაფანტული ხალხის კვლავ შემოკრების მოლოდინი დავითის სახელს დაუკავშირდა. მის შთამომავლობაში უნდა დაიბადოს მესია (,,ცხებული“), რომელიც ისრაელს ძველ დიდებას დაუბრუნებს, როგორც მწყემსი შემოიკრებს დედამიწის ზურგზე ცხვარივით გაფანტულ ხალხს... ჭრილობებს შეუხვევს, დაშლილ-დაფხრეწილ კარვებს შეაკეთებს; სრულყოფილებით აღადგენს რჯულს (რელიგიას), რომელსაც ზურგი შეაქციეს. ეს ესქატოლოგიური თემა უმთავრესი იყო წინასწარმეტყველთა ნაწერებში. ერთი ესპანელი პოეტი შუასაუკუნეებში სვამდა კითხვას: რატომ არ მოდის იშაის ძე? (იშაის ანუ იესეს ძე დავითია). იგივე კითხვა ძალაშია დღემდე, იმედი არ გადაწურულა. ,,იდიდოს და იწმიდოს მისმა დიადმა სახელმა სამყაროში, რომელიც შეიქმნა მისი ნებით. გაამეფოს თავისი მეფობა და აღმოაცენოს თავისი ხსნა, მოაახლოოს თავისი ცხებული თქვენ სიცოცხლეში, თქვენს დღეებში, მთელი ისრაელის სახლის სიცოცხლეში, დაუყოვნებლივ, უახლოეს ჟამს. წარმოთქვით: ამინ!“ - ეს სიტყვები ესმით ყოველი შაბათის მწუხრზე სინაგოგაში შეკრებილებს.

იუდაიზმის თანახმად, მსოფლიო ისტორია, მათ შორის, ებრაელი ხალხისაც, არ არის დაუსრულებელი პროცესი. ისტორიას აქვს მიზანი, მაშასადამე, დასასრული. ბიბლიურ წინასწამეტყველთა ქადაგებებში ქვეყნის დასასრულის ორი პერსპექტივაა

გაცხადებული იმისდა მიხედვით, თუ როგორი მორალური სახით შეეგებება ადამიანი განკითხვის დღეს (,,უფლის დღეს“). წინასწარმეტყველი ამოსი (ძვ. წ. VIII ს.) ამბობდა: ,,ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გსურთ უფლის დღე? ბნელია იგი და არა ნათელი!... წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში“. მაგრამ ესაია აიმედებდა: ,,ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტი ღვთისგან იქნება კურთხეული. ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტი ღვთის მოფიცარი იქნება. რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება... რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა... დღისით მზე აღარ გექნება მანათობლად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.....“ ადამიანის მართალი ცხოვრება, მისი ცხოვრებისეული ზნეობრივი აქტები მომავლის ჰარმონიას განაპირობებს, რომელიც სამოთხის ბაღში ადამის შეცოდების მიზეზით დაირღვა: ,,დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წარუძღვება მათ...“

ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსებად. ეს დებულება ფუძემდებლურია იუდაისტური ანთროპოლოგიისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ისევე თავისუფალია თავისი ნების (თავისი უფლების!) აღსრულებაში, როგორც ღმერთი. უფრო კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალია არჩევაში კეთილსა და ბოროტს შორის, რომელთა გარჩევის უნარი მას სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ მიეცა. მართალია, იუდაიზმი ამბობს, რომ ადამიანის გარკვეული ასპექტები (თვისებები, ნიჭი, პოტენცია, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვა) დაბადებიდანვე განსაზღვრულია გამჩენი ღვთის მიერ, მაგრამ ამ მონაცემთა წრეში ადამიანი სავსებით დამოუკიდებელია ზნეობრივ არჩევანში. ამიტომ იუდაიზმი თვლის, რომ ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის საქციელზე. ამ პუნქტში იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის სრული თანხმობაა.

ამბობენ, იუდაიზმი მხოლოდ რელიგია კი არ არის, არამედ ყოფის (ცხოვრების) წესი. იუდეველი, გარკვეული აზრით, იმათგან განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე სხვები - სხვა რელიგიის წარმომადგენელნი თუ აგნოსტიკოსები, საერო ხალხი.

ჰავდალას (გამიჯვნის), იუდაისტური მსოფლხედვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, სინამდვილე ერთფეროვანი არ არის: ,,უფალო, ჩვენო ღმერთო, - ლოცულობს იუდეველი შაბათის გასვლის ჟამს, - შენ ბრძანე, რომ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი, ნათელი და ბნელი, ისრაელი და სხვა ხალხები, მეშვიდე დღე და საქმიანობის ექვსი დღე. როგორც გამოგვაცალკევე, უფალო, ღმერთო ჩვენო, ქვეყნიერების ხალხებისგან, ისევე გვიხსენი ბოროტი სატანისგან...“

ჭეშმარიტ იუდეველს ევალება გაარჩიოს ყველა სფეროში წმიდა რიოშისგან, ყოველდღიურისგან - ეს რელიგიური თვალსაზრისით, ხოლო, ზოგადად, მთავარი და მნიშვნელოვანი - მეორეხარისხოვანისა და უმნიშვნელოსაგან. რეალობის განსხვავებულ სფეროთა აღრევა ყველაზე ძნელი ასატანია იუდეველის ცნობიერებისთვის. ყველაზე არაბუნებრივი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს შეუთავსებელთა ერთმანეთში აღრევაა, თუნდაც ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა კომპრომისი. ეს სიბილწეა, ამას თავისი ტერმინი აქვს - შაატნეზი. შაატნეზის კერძო მაგალითად ბიბლია იძლევა გაფრთხილებას: ,,დაიცავი ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს“.

იუდეველს სწამს, რომ ჰავდალას წესის განუხრელი დაცვა, განსაკუთრებით შაბათის წმიდაყოფა, მესიის მოსვლას და ისრაელის ხსნას დააჩქარებს.

ამქვეყნიური ცოდვებისთვის ადამიანს საიქიოში სასჯელი მოელის, მაგრამ სასჯელი უფრო განწმედის პროცესია, ვიდრე საბოლოო დასჯის. იუდაიზმში მიუღებელია სამუდამო ჯოჯოხეთის არსებობა. იუდაიზმი თვლის, რომ ადამიანს არ ძალუძს ისეთი ცოდვის ჩადენა, რომლისთვისაც მარადიულ სასჯელს დაიმსახურებს. ცოდვილის სული სალხინებელში იწმიდება, რათა ღმერთთან სიახლოვის ღირსი შეიქნას. ყველა ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით ღმერთთან სიახლოვის ხარისხს იმსახურებს. ამგვარად, სასჯელი სასურველიც კი არის ცოდვილი ადამიანისთვის - იგი გზას უხსნის მას სასუფეველში.

იუდაიზმი მკვდრეთით აღდგომას აღიარებს, რომლის წინასწარმეტყველებას ის იუდეველთა წმინდა ტექსტებში კითხულობს. დასამარებული, გახრწნილი და გაცამტვერებული ძვლები სულთან კვლავ შეერთებას მოელის, თუმცა ამ თემაზე გარკვეული აზრი იუდაიზმში არ არსებობს.

იუდაიზმის დღესასწაულები, ერთი მხრივ, ბუნების ფერისცვალების აღმნიშვნელია, მეორე მხრივ, მისი ისტორიის გარდამტეხ მიჯნებთან არის დაკავშირებული. სამმა ძირითადმა დღესასწაულმა ბუნება და ისტორია მოიცვა.

პირველი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია პასექი, ებრაულად ფესახ, რომელიც, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ეგვიპტიდან, ,,მონობის სახლიდან“, ებრაელთა გამოსვლას აღნიშნავს. ამ დღიდან იწყება ებრაელთა ისტორია. მეწამული ზღვის გადალახვისას წყლის ნაკადი ორად გაიპო, გამოჩნდა ხმელეთი და ხალხი მშრალად გავიდა მეორე ნაპირზე. ეს სასწაული მსჭვალავს ებრაელთა ისტორიულ შეგნებას.

ფესახიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ დგება შებუოთი ანუ ,,კვირეული“, როცა ყოველ ისრაელიანს ღმერთთან მსხვერპლად მიაქვს თავისი შრომის პირველმოწეული ნაყოფები (მცენარე იქნება თუ პირუტყვის მონაგები). ამავე დროს ეს ის დღეებია, როცა ისრაელიანი იხსენებს რჯულის გამოცხადებას სინას მთის ძირში, როცა მან თავისი მისია მიიღო.

მესამე დიდი დღესასწაულია სუქოთი ანუ ,,კარვობა“, როცა ისრაელიანი ოჯახები საგანგებოდ მოწყობილ კარავში, უდაბნოში, შვიდ დღეს ატარებენ ცხოვრების ორმოცწლიანი პერიოდის გასახსენებლად: ამ დროს ხდებოდა ერად ჩამოყალიბება. ამავე დროს ეს მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულია.

ამ სამი დიდი დღესასწაულის გარდა, იუდეველი დღესასწაულობს ახალი წლის დადგომას, რომელიც სხვადასხვა წელს სხვადასხვა რიცხვზე მოდის (როშ ჰაშანა), მას მოსდევს ,,შენდობის დღე“ (იომ ქიფური). კიდევ დღესასწაულობენ, ანუ იხსენებენ იმ დღეებს (ძვ. წ. VI ს.), როცა სპარსეთის დედოფალმა ებრაელმა ესთერმა, თავისი ხალხი გენოციდისგან იხსნა, რომელსაც შაჰის პირველი ვეზირი გეგმავდა. ეს დღესასწაულია ფურიმი ანუ წილის ყრა, რადგან ამ დროს წყდებოდა ებრაელთა ყოფნა-არყოფნის საქმე.

იუდაიზმის მრწამსი ასეთია: არსებობს არარაობისგან სამყაროს შემოქმედი ღმერთი, რომელიც ერთია, უსხეულო, უხილავი, მარადიული; ღმერთი ხედავს თითოეული ადამიანის ფიქრებს და საქმეებს; ყოველი ადამიანის ლოცვა უშუალოდ მისკენ აღვალს, იგი სახელით ცნობს თითოეულ ადამიანს; ღმერთი წყალობს კეთილთ და სჯის უკეთურთ; არსებობს უკანასკნელი სამსჯავრო; მოვა მესია და მკვდრები აღდგებიან.

ეს არის იუდაიზმის ძირითადი პრინციპები. მაგრამ იუდაიზმის თავისებურება, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ის არის, რომ არ არსებობს ერთიანი მოძღვრება, რომელიც ამ პრინციპების ერთადერთ ინტერპრეტაციას მისცემდა მორწმუნეს. ერთნი, ორთოდოქსები, ფიქრობენ, რომ პრინციპები უცვლელია და აბსოლუტური. მეორენი, რეფორმატორები, ამბობენ, რომ ისინი დროთა ვითარებაში იცვლებიან. მესამეთათვის (ლიბერალები) ისინი მხოლოდ მითითებებია, რომელთა შესრულება-დაცვა ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული. ადამიანს შეუძლია აარჩიოს, რომელს გაჰყვეს და რომელს - არა.

ერთი ახალგაზრდა კაცი რჯულის მოძღვართან, შამაისთან, მივიდა და სთხოვა, სანამ ცალ ფეხზე ვიდგები, მთელი რჯული შემასწავლეო. გაბრაზებულმა შამაიმ სახაზავი (თერძი იყო) შემოკრა ახალგაზრდას და გარეთ გააგდო. ახალგაზრდა ახლა მეორე მოძღვართან ჰილელთან მივიდა. - კარგი, დადექი ცალ ფეხზეო, - უთხრა ჰილელმა და დაუმატა: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ. ეს არის რჯულის არსი. ყველა დანარჩენი მხოლო კომენტარებია. წადი და ისწავლე.

ებრაული თემი საქართველოში

საქართველოში ებრაელთა პირველი შემოსვლა ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნით თარიღდება, მეორე ნაკადი ნაბუქოდონოსორ მე-2 მიერ პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ მოვიდა, ხოლო მესამე მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ.

ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში ებრაელები საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან მოდიოდნენ.

იუდაიზმის მიმდევრები საქართველოში, ჩვეულებრივ, ერთი ზოგადი სახელით - ,,ებრაელი“ მოიხსენიებოდნენ, რომელიც ბერძნულის გავლენით უნდა იყოს შემოსული, ბერძნულში არამეულიდან შევიდა, არამეულში კი ებრაულიდან. ქართველისა და ებრაელის ერთმანეთისაგან განუყოფლობის მაჩვენებელი იყო და არის ტერმინი ,,ჰურიანი ქართველნი“ / ქართველი ებრაელები“/. იგი ქართული ენის ლექსიკაში IV-XI საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო.

ისტორიულად ქართველი ებრაელების სოციალურ-ეკონომიკური წყობა და უფლებრივი მდგომარეობა ისეთივე იყო, როგორც ქართველი მოსახლეობისა; საქართველოში ყმა ებრაელი ყმა ქართველთან ერთად ემსახურებოდა ბატონს. ყმა ებრაელის გარდა იყვნენ ყმამამულის მქონე ებრაელი დიდვაჭრები და მოიჯარეები.

ფეოდალურ საქართველოში ებრაელები ხელოსნობასა და მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, ხეხილსა და ვენახს აშენებდნენ და პურეული მოჰყავდათ, მაგრამ მათი მთავარი საქმიანობა მაინც აღებ-მიცემობა იყო.

ებრაელთა რაოდენობა საქართველოში ცვალებადი იყო. მის პერიოდულ შემცირებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს, ეკლესიის ან ქრისტიანი მოსახლეობის მიერ გატარებული რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები ედო საფუძვლად.

მეცხრამეტე საუკუნეში იწყება ებრაელთა გადასახლება სოფლებიდან ქალაქებში. ამავე პერიოდ- ში საქართველოში სახლდებიან მეფის რუსეთიდან გადმოსახლებული ევროპელი ებრაელები. ცოტა მოგვიანებით იწყება ებრაელთა ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, სკოლებში და ინსტიტუტებში. ჩნდებიან ებრაელი სტუდენტები, ებრაული ინტელიგენცია.

მეცხრამეტე საუკუნიდან ებრაელებმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს, რომელთანაც სულიერი კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. ჭეშმარიტი ებრაელი ყოველთვის სწავლობდა საკუთარ ტრადიციებს, საბჭოთა პერიოდის გარდა, როდესაც საყოველთაო „გაათეისტება“, სინაგოგების დახურვა და სწავლის აკრძალვა

ხდებოდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ებრაელებმა საბჭოთა კავშირის რელიგიები საქართველოში სხვა რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, ყველაზე კარგად შეინარჩუნეს მამაპაპისეული ტრადიციების მიმართ ერთგულება. ამის საშუალება მათ, სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტად ჰქონდათ, რაც ქართველი ერის განსაკუთრებული ტოლერანტობის გამოვლინებაა, საბჭოთა პერიოდშიც კი. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ხდება ებრაელთა დიდი გადინება საქართველოდან და მათი დასახლება ისრაელის სახელმწიფოში. ქართველი ებრაელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოძრაობაში, რომლის მიზანი იყო ეიძულებინათ საბჭოთა ხელისუფლება ნება დაერთო ებრაელებისათვის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ამის შედეგად, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ებრაელებს პირველებს დართეს ნება „რკინის ფარდა“ გაერღვიათ.

ოთხმოციანი წლების ბოლოდან, საქართველოში ებრაული ცხოვრების გამოცოცხლება იწყება. სინაგოგაში ტარდება გაკვეთილები ებრაულ ტრადიციასა და ენაში. საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი და სულიერ სიცარიელეში გაზრდილი ადამიანები მამაპაპათა ტრადიციებისაკენ ილტვიან.

რაბი არიელ ლევინი - საქართველოს მთავარი რაბინი

1991 წელს, რაბინ არიელ ლევინის თაოსნობით, პირველი ებრაული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა იხსნება, სადაც ასზე მეტი ებრაელი ბავშვი და ახალგაზრდა ღებულობს განათლებას. შემდეგ ყალიბდება ებრაული ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, რელიგიური აკადემია, სადაც კომუნისტური სტაგნაციის შემდეგ ქართული ებრაული თემის სასულიერო ლიდერთა ახალი თაობა იზრდება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ამერიკელ ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტი მოქმედებს, რომელიც ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და რელიგიურ პროგრამებს ახორციელებს. გარდა ამისა, მსოფლიო ებრაული სააგენტო „სოხნუთი“ აქტიურად ეხმარება ებრაელებს ისრაელში რეპატრიაციის საკითხებში. საქართველოში მრავალი ებრაული ორგანიზაცია არსებობს, ავითარებს ებრაულ თემს და ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

დღეისათვის ებრაელები კომპაქტურად არიან დასახლებულნი თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში. საქართველოში დაახლოებით ათი ათასამდე ებრაელია. საქართველოს ებრაული თემი აქტიურად ვითარდება.

ხაბად ლუბავიჩი საქართველოში

ხაბად ლუბავიჩის (Khabad Lubavitch) მოძრაობა ორთოდოქს, ხასიდ იუდეველთა ყველაზე დიდი რელიგიურ-საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის ცენტრიც ნიუ-იორკში მდებარეობს. ჰაბად ებრაული აკრონომია სიტყვებისა chocham სიბრძნე, binah შემეცნება და da`at ცოდნა. ubavitch კი ,,ძმური სიყვარულის ქალაქს“ ნიშნავს, იმ ბელორუსული (მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი) ქალაქის აღსანიშნად, სადაც ეს მოძრაობა წარმოიშვა მე-18 საუკუ-ნეში. ყველა ხასიდი ებრაელის მსგავსად, ხაბად ლუბავიჩის წევრებიც ,,chasidut“-ის სწავლასა და ტრადიციებს მისდევენ, როგორც ამას მათ რაბი ისრაელ ბენ ელიზიერი (1698-1760) ასწავლიდა, რომლის მოძღვრებაც, თავის მხრივ, რაბი ისააკ ლურია-არიზალის (1534-1572) ადრეული წლების კაბალისტურ შრომებს ეყრდნობა. ხაბად ლუბავიჩების სალოცავი და სარიტუალო წიგნი (სიდური) არიზალის მიერ დაარსებული რიტუალების მიხედვითაა შედგენილი. სხვა ხასიდი ებრაელებისაგან განსხვავებით, ლუბავიჩები სადღესასწაულო დღეებში შტრეიმელს (ქუდი) არ ატარებენ და არ ასრულებენ ყველა დანარჩენი იუდეველისათვის ტრადიციულ ჰიმნებს - Sabbath - zemiroth. დღეს მსოფლიოს სამოცდაათ ქვეყანაში 4000-ზე მეტი ხაბადის ცენტრი არსებობს. როგორც ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდი გვამცნობს, მათი მისია ,,ინტერნეტ-ქსელის გამოყენებით ყველა ებრაელის გაერთიანებაა, რათა მათ 3300 წლიანი ტრადიციები გააცნონ და მათში იუდეველურ რწმენასა და რიტუალებთან ღრმა კავშირი აღზარდონ“. მათი ფილოსოფია კი ასეთია: ,,ქვეყნად ყველაფერი ღვთიური ნებით შეიქმნა. ყველა თანამედროვე ტექნოლოგია შესაძლებელია, და უნდა იყოს კიდეც, გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესი გავხადოთ, იუდეველების შემთხვევაში კი იმისათვის, რომ იუდაიზმი რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს - არც ერთი ებრაელი არ უნდა დაიკარგოს ებრაელი ხალხისთვის, არც ერთი ებრაელი არ უნდა გრძნობდეს თავს მარტო“.

საქართველოში ხაბად ლუბავიჩის წარგზავნილმა რაბინმა აბრაამ მიხელაშვილმა მოღვაწეობა 2001 წლის ბოლოს დაიწყო. ხაბად ლუბავიჩის ფონდის დახმარებით მან თბილისში ებრაულ ტრადიციებზე დაფუძნებული სკოლა-სასწავლებელი დააარსა და გახსნა, სადაც ბავშვები მშობლიურ ენას, ისტორიას და ტრადიციებს ეუფლებიან. თბილისში იხსნება ბაგა-ბაღიც, სადაც შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები კარგ პირობებში შეისწავლიან მშობლიურ ენასა და ტრადიციებს. ზაფხულის პერიოდში კი საქართველოს მთის ან ზღვის კურორტებზე დასასვენებელი ბანაკები ეწყობა.

რაბინი აბრაამ მიხელაშვილი შეძლებისდაგვარად ეხმარება ბევრ უსახსრო ოჯახს და ცალკეულ ადამიანებს, საქართველოში მოქმედ სინაგოგებს: თბილისში, გორში, ქუთაისში, ონში, ახალციხეში, სურამში. უგზავნის სალოცავ და სარიტუალო სახელმძღვანელოებს, ხოლო დღესასწაულების აღსანიშნავად ყველა ზემოთჩამოთვლილი სალოცავები ფულად დახმარებებს, სურსათს და სხვა საგნებს ღებულობენ.

10 ოჯახური ძალადობა

▲back to top


სამართალი

ლელა ხომერიკი

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი ,,ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. მისი მიღება გახდება სახელმწიფოს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.

ოჯახური ძალადობა ძალადობის გამოვლინების ყველაზე ფარული და საშიში ფორმაა. საზოგადოებას ხშირად არ სურს, თვალი გაუსწოროს ამ პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბს. გაცილებით კომფორტულია, გვეგონოს, რომ ოჯახი უსაფრთხო სამოთხეა ამ ხშირად სასტიკ სამყაროში და ოჯახის წევრებზე მხოლოდ უმუშევარი, ლოთი, ნარკომანი ან ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ძალადობენ, გამონაკლისს შემთხვევებში. ამავდროულად, მოხერხებულია მიგვაჩნდეს, რომ ძალადობის მსხვერპლს ყოველთვის აქვს არჩევანი - როცა მოესურვება, გაერიდოს მოძალადეს და არ დაუშვას ძალადობა. როდესაც შემთხვევით თვალში გვხდება სხვა ქვეყნების სტატისტიკა, მაგალითად, ის, რომ აშშ-ში, დიდ ქალაქებში უსახლკაროთა

40%25-ს ოჯახური ძალადობისაგან ლტოლვილები წარმოადგენენ, რუსეთში კი ყოველ მეოთხე ოჯახში ხდება ძალადობის სხვადასხვა ფორმა; გვირჩევნია გვჯეროდეს, რომ სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ეს მართლაც პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენი კულტურა და ტრადიციები, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს მაღალ ღირებულებას ანიჭებს, საკმარისი ბარიერია ძალადობის მახინჯი გამოვლინებებისათვის. თუ შემთხვევით მედიის ინტერესს ოჯახური ძალადობის განსაკუთრებით სასტიკი შემთხვევა მიიპყრობს, აქაც ყველაფერს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიდუხჭირეს ვაბრალებთ და მიგვაჩნია, რომ როდესაც ეკონომიკური ფონი გამოსწორდება, ძალადობის პრობლემაც ავტომატურად მოგვარდება.

ძალადობა ოჯახში საზოგადოებისათვის დამანგრეველი საფრთხეა. ოჯახური ძალადობა სერიოზულ ზიანს აყენებს ასეთ არაჯანსაღ გარემოში მცხოვრები ბავშვების სულიერ და ფსიქიკურ განვითარებას. ამ ბავშვების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკში თვითონაც ძალადობის მსხვერპლი ხდება ან, პირიქით, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობას თავად მიმართავს... სტატისტიკის თანახმად, ევროპაში ყოველი მეოთხე ქალი ფიზიკურ ძალადობას, სულ მცირე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის, ყოველი მეათე კი - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება... დღეს ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ქალთა თანასწორობისა და სამართლიანობისათვის მიძღვნილ ამ 24 საათის განმავლობაში კი მთელ ევროპაში ათასობით ქალი გახდება ძალადობის მსხვერპლი“ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი, 8 მარტი, 2006 წ.)

სამწუხაროდ, ძალადობა არ ცნობს კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ საზღვრებს და შეიძლება, ნებისმიერ საზოგადოებაში შეგვხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა ამ მიმართულებით თითქმის არ არსებობს, რაც, ნაწილობრივ, სპეციალური კანონის არქონითაა გაპირობებული, არასამთავრობო სექტორის ძალისხმევით შექმნილ თავშესაფარსა და დახმარების ცენტრებს ბევრი მსხვერპლი მიმართავს. კვლევებიც ადასტურებს, რომ ,,ფიზიკური ძალადობის ობიექტი გამხდარა, სულ მცირე, რესპონდენტთა მეხუთედი მაინც. მათ შორის, ქალთა გარკვეული ნაწილი საჭიროებს რაიმე სახის დაცვას სისტემატური ფიზიკური თავდასხმებისგან“1. ოჯახური ძალადობის ფორმებს შორის გავრცელებულია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური (იძულება, მუქარა, ყვირილი, ლანძღვა) და სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ძალადობის მსხვერპლნი თითქმის ყველა შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან. სამწუხარო პარადოქსია, რომ ქალი ყველაზე დაუცველი ოჯახშია და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა უმეტესი ნაწილი ოჯახურ სივრცეში ხდება.

0x01 graphic

საჯარო დისკუსიის დაწყებისას საზოგადოებას ამ პრობლემის არსებობის აღიარება უჭირს, ხოლო თუ პრობლემის არსებობას დაუშვებს, მაშინ ფიქრობს, რომ ოჯახური პრობლემები გარე ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს. კითხვა, რამდენად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ოჯახურ სფეროში, ყველა ქვეყანაში ისმებოდა. ამიტომ, როდესაც ავსტრიაში, 1994 წელს, ოჯახური ძალადობის შემცირების მიზნით, მრავალწლიანი რეფორმა დაიწყო, ამ კითხვაზე პასუხი ამ რეფორმის ერთ-ერთ სახელმძღვანელო ფრაზად იქცა:

,,მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას ოჯახური სფეროს ინტიმურობა, ინტიმურობის დაცვის ეს უფლება არ შეიძლება მოქმედებდეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია პიროვნების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება სოციალურად ან ფიზიკურად სუსტია.

კვლევები ადასტურებს, რომ გარე ჩარევის გარეშე ოჯახური ძალადობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ უფრო ძლიერდება და პრობლემის ოჯახის ძალებითვე ,,მოგვარება“, ძირითადად, მსხვერპლის ხარჯზე, მისი მოთმენისა და გაჩუმების გზით ხორციელდება. ოჯახური ძალადობის შესახებ

სპეციალური კანონის არსებობის მოწინააღმდეგენი ხშირად მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ისედაც ახდენს იმ ქმედებების კრიმინალიზებას, რომლებიც ოჯახური ძალადობისას გვხდება, მაგალითად, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი, მძიმე თუ ნაკლებად მძიმე, განზრახ დაზიანება, იძულება, მუქარა და ა.შ.

მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახური ძალადობა სპეციფიურია იმის გამო, რომ ის არა ცალკეული კონფლიქტით გამოწვეული ძალადობრივი შემთხვევაა, არამედ განმეორებადი ძალადობრივი აქტების შემცველი, მორჩილება-კონტროლზე აგებულ ურთიერთობათა მთელი კომპლექსი იმ ახლობელ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთზე ემოციურად, ქონებრივად და ფინანსურად არიან დამოკიდებულნი. შესაბამისად, შეუძლებელია ძალადობის ცალკეული აქტების ინტერპრეტაცია ძალადობრივი ურთიერთობების ერთიანი განხილვის გარეშე, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ მოძალადე და მსხვერპლი ხშირად ერთ ჭერქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას.


ხშირად, გარე დამკვირვებელს აოცებს ქალსა და მოძალადე მამაკაცს შორის ურთიერთობის შედარებითი სტაბილურობა: ძალადობრივი ურთიერთობები, ხშირად, წლებისა და, ზოგჯერ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. არსებობს მეცნიერულად შემუშავებული თეორიები, რომლებიც ხსნის, თუ რატომ რჩება ქალი მსხვერპლის როლში, როგორ უმუშავდება ძალადობის მიმართ საკუთარი უმწეობის შეგრძნება და როგორ ხდება საკუთარ თავზე ძალადობის ერთგვარი ,,თანამონაწილე“. ოჯახურ ძალადობას ციკლური ხასიათი აქვს, დაძაბულობის პერიოდებს მოსდევს შერიგება-პატიების სტადია, როდესაც მოძალადე ხშირად ინანიებს კიდეც თავის საქციელს. ასეთი ცვლილებები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს და აბნევს მსხვერპლს, უკარგავს უნარს, შეაფასოს ორმაგი სახის მქონე პარტნიორი. ,,ცუდი“ საქციელისათვის დასჯას ,,კარგი“ საქციელისათვის დაჯილდოება მოსდევს და მხვერპლი კონცენტრირდება კითხვაზე, თუ როგორი საქციელი აკმაყოფილებს ყველაზე მეტად მოძალადის მოთხოვნებს, იწყებს საკუთარი საქციელის მოძალადის თვალით შეფასებას და, ხშირად, მასთან გარკვეული სოლიდარობის გრძნობა უჩნდება. ოჯახში მორჩილება-კონტროლზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებას საფუძველს უქმნის გენდერული სტერეოტიპებიც, რომელიც მოთმინებას ქალის აუცილებელ თვისებად განიხილავს და ქალსავე აკისრებს პასუხისმგებლობას ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრების უზრუნველყოფასა და ,,ოჯახის სახის“ შენარჩუნებაზე.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობისა, ძალადობრივი ურთიერთობებიდან თავის დაღწევის ყველაზე ძლიერი მუხრუჭი მაინც ქალის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა და შვილების მატერიალურ უზრუნველყოფაზე ფიქრია. დღემდე, ქართულ საზოგადოებაში, ძირითადი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელად და მემკვიდრედ მამაკაცი ითვლება, შესაბამისად, ქალს დაბალი ქონებრივი სტატუსი აქვს, რაც ოჯახში მის დამოკიდებულ მდგომარეობას აძლიერებს. ბავშვებზე ზრუნვის საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად, ქალს არც საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. როდესაც მსხვერპლი ქალის პასიურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ, ხშირად, ეს პასიურობა და უმწეობის შეგრძნება, ძალადობის შედეგი უფროა, ვიდრე მიზეზი და, მეორეც, ქალები უმეტესწილად არა არჩევანის, არამედ დილემის წინაშე დგანან - მოძალადე ქმარ- თან ცხოვრება თუ, უსახლკარობა და მარტოხელა დედის ბედი? მართალია, სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას შვილის ნორმალური რჩენააღზრდისათვის აუცლებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მაგრამ არარეგულარული შემოსავლების, გაუფორმებელი, ან არასრულად გაფორმებული ხელფასების პირობებში, ადეკვატური ალიმენტის დანიშვნისა და გადახდის უზრუნველყოფა არარეალურია.

ასევე შეუძლებელია, პრობლემა მხოლოდ მსხვერპლთა პასიურობაზე დავიყვანოთ, სანამ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური სისტემა არ არსებობს. საინტერესოა, როგორ რეაგირებს მსხვერპლი. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, როგორი რეაგირება შეუძლია სახელმწიფოს ოჯახურ ძალადობაზე? მსხვერპლი მოძალადესთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მიდის მაშინ, როცა თავის დაღწევის რეალურ შესაძლებლობას ხედავს, რადგანაც, ამ დროს, ძალადობის ესკალაციისა და სერიოზული ტრავმის მიღების რისკი ორმაგად იზრდება. სხვადასხვა ქვეყანაში შეისწავლეს, თუ რამდენად ეძებს მსხვერპლი დახმარებას. აღმოჩნდა, რომ ნამდვილი პრობლემა მსხვერპლის პასიურობა და უმწეობა კი არ არის, არამედ ის, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს საზოგადოება ამ მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს. ამიტომ, უფრო სწორი იქნება, კითხვა შემდეგნაირად დავსვათ: ვინ არის უმწეო, მხოლოდ მსხვერპლი, თუ სისტემაც?

ოჯახურ ძალადობაზე რეაგირების როგორი სისტემა გვექნება საქართველოში, დიდად არის დამოკიდებული პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღებასა

და შემდგომ მის ეფექტურ შესრულებაზე. კანონპროექტი, ,,ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, მომზადდა გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის (ABA/CEELI) მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფის წევრის მარი მესხის თქმით:

,,კანონი შეავსებს არსებულ საკანონმდებლო ხარვეზს, მოგვცემს ოჯახური ძალადობის სამართლებრივ დეფინიციას და ზუსტად განსაზღვრავს ძალადობის ფორმებს. კანონპროექტი ასახავს უახლეს სამართლებრივ მიდგომებს ამ სფეროში და ქართულ სამართლებრივ სივრცეში ისეთ ინოვაციას ნერგავს, როგორიცაა, დამცავი და შემაკავებელი ორდერები. ამით კანონპროექტი მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე კი არ რეაგირებს, არამედ შემდგომი ძალადობრივი ქმედებების პრევენციასაც ახდენს.

ოჯახური ძალადობის შესახებ სპეციალური კანონი, პრობლემის გააზრებასაც შეუწყობს ხელს. საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლის“ ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძის აზრით,

,,ამ პრობლემასთან ბრძოლისას, ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება სამართალდამცავთა გაუთვითცნობიერებულობა იყო. სპეციალური კანონი ხელსშეუწყობს მათ გარკვევას ოჯახური ძალადობის პრობლემაში და ისინი უფრო სტაბილურად და ეფექტურად იმოქმედებენ ამ მიმართულებით“.

სპეციალური კანონის გარეშე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფ პირთა დაცვის შესაძლებლობები შეზღუდულია. დამცავი და შემაკავებელი ორდერების შემოღებით, კანონი სამართალდამცავ ორგანოებსა და ძალადობის პრობლემაზე მომუშავე პრაქტიკოსებს, მსხვერპლთა დაცვის დამატებითი ბერკეტებით შეაიარაღებს.

,,დამცავი ორდერების შემოღებით მსხვერპლის დაცვისათვის სამართლებრივი მექანიზმები გვეძლევა. აქამდე, ამ სფეროში მომუშავენი პრაქტიკულ საქმიანობაში ხელფეხშეკრულები ვიყავით“

- აღნიშნავს ქალთა და ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის, მცხეთამთიანეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელი, თამარ მაისურაძე.

დამცავი და შემაკავებელი ორდერები არის აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მსხვერპლთა დაცვის დროებით ღონისძიებებს: მოძალადის მოშორებას სახლისაგან, მისთვის იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ბავშვებთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირებას, მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებასა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების საკითხებს.

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელის, ნატო შავლაყაძის აზრით,

,,დღეს საპატრულო პოლიციას ხელთ არ აქვს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავი რაიმე მექანიზმი, გარდა სიტყვიერი გაფრთხილებისა და მოძალადისათვის ახსნა-განამატების ჩამორთმევისა. თუ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება არ არის, პატრულები ერთსა და იმავე ოჯახში მესამე და მეოთხე გამოძახებაზე მისვლის აზრს ვერ ხედევენ, რადგან სამართლებრივი მექანიზმებით მოძალადის იზოლირება ვერ ხერხდება. სპეციალური კანონის არარსებობის გამო, იქმნება სიტუაცია, როდესაც, თუ მოძალადე მსხვერპლს სერიოზულად არ დაასახიჩრებს, სისტემატური ლანძღვა, ყვირილი, შეურაცხყოფა, ნივთების დაზიანება, სხვადასხვა სახის კონტროლისა და ტერორის დამყარება ოჯახის სუსტ წევრებზე, შეიძლება, სრულიად დაუსჯელად განახორციელოს მრავალი წლის მანძილზე.

ქალის ქონებრივი და ეკონომიკური სტატუსიდან გამომდინარე, მსხვერპლი უმეტესწილად მოძალადესთან თანაცხოვრებას აგრძელებს. ამიტომ, უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური დახმარების ეფექტური სამსახურის შექმნას, რომელიც რისკოჯახებში სიტუაციის მონიტორინგისა და რეგულირების უზრუნველყოფას შესძლებს. კანონპროექტი ასეთ სამსახურს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ სტრუქტურად განიხილავს და მას აკისრებს ,,ოჯახური ძალადობის პრევენციისა და პროფილაქტიკის მექანიზმების განხორციელებას“. სწორედ, ამ სამსახურმა უნდა გამოავლინოს ოჯახური ძალადობის საშიშროების ქვეშ მყოფი ოჯახები, შეისწავლოს და გაანალიზოს ოჯახური დავის გამომწვევი მიზეზები, შეასრულოს ოჯახის წევრებს შორის შუამავლის ფუნქცია, დაეხმაროს ოჯახის წევრებს ურთიერთგაგების მიღწევაში და, ასევე, განახორციელოს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, კანონის ეფექტურად ამოქმედება ბევრად იქნება დამოკიდებული ამ სამსახურის ქმედუნარიანობაზე.

სამწუხაროდ, ოჯახური ღირებულებების დამცველები, ხშირად, ოჯახური ძალადობის კანონის საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ. არადა, სწორედ ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას, სახელმწიფომ და საზოგადოებამ, სწორი და დროული ჩარევით, ხელი შეუწყოს ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ოჯახებს, პრობლემა მოაგვარონ და უზრუნველყონ ჯანსაღი, არაძალადობრივი გარემო ბავშვების, ხანდაზმულებისა თუ ოჯახის ნებისმიერი წევრისათვის.

ოჯახური ძალადობის პრობლემა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ეს ნიშნავს ეფექტურ თანამშრომლობას სამართალდამცავ, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სფეროს სტრუქტურებს, საკონსულტაციო პროგრამებსა და მსხსვერპლთა დამცავ ორგანიზაციებს შორის. ისევე, როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც, ოჯახური ძალადობის აღკვეთის საკითხი საზოგადოების წინაშე, პირველად ქალთა ორგანიზაციებმა წამოჭრეს. პირველად მათ შესთავაზეს დაზარალებულებს მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური თუ იურიდიული დახმარება, მათვე ჩამოაყალიბეს პირველი თავშესაფრები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არსებულ რესურსებსა და გამოცდილებაზე დამყარებული და პარტნიორულ პრინციპებზე აგებული თანამშრომლობა ძალადობის პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ინსტიტუციური თანამშრომლობის აუცილებლობა, ოჯახური ძალადობის შესახებ არსებულ ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია მოცემული და ჩვენს კანონშიცაა ასახული. ამგვარ თანამშრომლობას თავდაპირველი რედაქციით კანონპროექტმა ,,სოციალური პარტნიორობის სისტემა“ უწოდა, რამაც ჩვენს ზოგიერთ კანონმდებელში გაუგებრობა გამოიწვია. მათ სოციალური პარტნიორობა სექსუალურ პარტნიორთა არარეგისტრირებული კავშირის განსაკუთრებით საეჭვო ფორმად მიიჩნიეს და კანონპროექტი აღშფოთებით გააკრიტიკეს. ამით მათ, თავისდაუნებურად, კარგი სამსახური გაუწიეს პრობლემის შესახებ საჯარო დისკუსიის გაფართოებას, რადგან მწვავე გამოსვლებით მედიის ინტერესი დაიმსახურეს. სასურველია, თუ შემდგომში მედიის მიერ ამ პრობლემის გაშუქების სიღრმე და მოცულობა გაიზრდება და არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ სკანდალურობის ძიებაზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ უნდა შეასრულოს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, რთული და ადრე ტაბუდადებული თემებისათვის ახალი მედია ფორმატების შემუშავების თვალსაზრისით.

ახალი კანონი შესაძლებლობას მოგვცემს, ამ სფეროში შემდგომი პოლიტიკის დაგეგმვა, სრულყოფილ სტატისტიკას დავაყრდნოთ. კანონპროექტის თანახმად, ,,პოლიცია ვალდებულია, თავის ანგარიშებში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახური ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე, მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ“. წესით, პოლიციის მხრიდან, კანონის ნორმალურად აღსრულების შემთხვევაში, გარკვეულ ხანში, უკვე ხელთ გვექნება ოფიციალური სტატისტიკა, ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, პოლიციაში მიმართვის, დაზარალებულთა და მიღებული ზომების (გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების) რაოდენობის შესახებ. ეს კარგი მასალაა შემდგომი ანალიზისთვის, ამ სფეროში ცვლილებების მონიტორინგისა და დაცვის სისტემის შემდგომი დახვეწისათვის. სოციალური დახმარების სამსახურის ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში, შევძლებთ კანონის მოქმედება არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ისეთი თვისებრივი მაჩვენებლებითაც შევაფასოთ, როგორიცაა ორდერების მოქმედებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტურობა. სრულყოფილი სტატისტიკა ხელს შეუწყობს პოლიტიკოსთა, სამართალდამცავთა, მედიის წარმომადგენელთა და, ზოგადად, საზოგადოების მიერ პრობლემის სწორ აღქმასა და არსებული სტერეოტიპების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც მსხვერპლთა თავშესაფრის, ისე მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობას. სამუშაო ჯგუფის წევრთა თქმით, კანონპროექტის მომზადებისას, გათვალისწინებული იყო პრაქტიკოსთა მოსაზრებებიც. მაგალითად, მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა პატრულებისაგან წამოვიდა. ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას, პატრულებს ხშირად უხდებათ მოძალადის მოცილება ოჯახიდან და სათანადო ცენტრის არარსებობის გამო, სადაც მოძალადეებს ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაეწეოდათ, ჰქონიათ შემთხვევები, როცა მოძალადე, დაშოშმინებამდე, გარკვეული ხნით, საპატრულო მანქანით უტარებიათ.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო, კანონის მიღებისთანავე, მხოლოდ მსხვერპლის დაცვის სფეროს ამოქმედებას კისრულობს, ხოლო კანონის იმ ნაწილის ამოქმედებას, რომელიც მსხვერპლისა და მოძალადის სარეაბილიტაციო თავშესაფრების შექმნას ითვალისწინებს, ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2008 წლიდან შეუდგება. შესაბამისად, ამ პერიოდამდე, ისევ არასამთავრობო სექტორს მოუწევს თავისი შეზღუდული რესურსებით ზრუნვა მსხვერპლთა დახმარებასა და რეაბილიტაციაზე.

კანონპროექტის თანახმად, კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს სპეციალური გეგმა ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრისათვის. სპეციალური კანონის მიღება კარგი დასაწყისია, მაგრამ მთავარი მაინც, მისი ეფექტურად აღსრულებაა.

იდეალურ შემთხვევაში, ძალადობის სფეროში განხორციელებული სპეციალური გეგმის პარალელურად, სახელმწიფომ კიდევ უფრო ფართოდ უნდა შეხედოს ამ პრობლემას, როგორც გენდერული უთანასწორობის ყველაზე მწვავე გამოვლინებას. რადგანაც, უმეტესწილად, მამაკაცები ძალადობენ ქალებზე, ოჯახური ძალადობის დაძლევის უმნიშვნელოვანესი საფუძველი გენდერული, ანუ სქესთა შორის თანასწორობის მიღწევაა. ამიტომ, სახელმწიფომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იზრუნოს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე ეფექტური გენდერული პოლიტიკის განხორციელებაზე, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა თუ ეკონომიკა, თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის ქალისა და მამაკაცისათვის. ეს კი, თავის მხრივ, ოჯახში მათი სტატუსის გათანაბრებასაც შეუწყობს ხელს და ძალადობრივ პრაქტიკას შეამცირებს.

რამდენიმე ამონაწერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რეგისტრაციის ჟურნალიდან

(მოგვაწოდა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა)

● თ. ს. 22 წლის, გაუთხოვარი, ფეხმძიმე, მომართვა ღამის 11 საათზე საპატრულო პოლიციიდან: ქუჩაში იპოვეს გულის წასვლის პირას მისული, 4 დღე არ მიუღია საკვები. ძალადობის სახეები: აბორტის იძულება, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა. (როდესაც ოჯახმა მისი ორსულობის შესახებ შეიტყო, აიძულებდნენ აბორტის გაკეთებას. როდესაც არ დათანხმდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან გამოაგდეს). თავშესაფარში დაყო 3 თვე.

● ა. მ., 39 წლის, გათხოვილი, 2 შვილი. თავშესაფარს მომართა ცხელი ხაზის საშუალებით. ქმარი სისტემატურად სცემდა 10 წლის განმავლობაში, ძალადობის სახეები: ცემა, მათ შორის, სხვადასხვა საგნით, წყლით სავსე აბაზანაში ჩაყურყუმელავება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ახლობლებთან კავშირის აკრძალვა.

● ხ. ლ., 18 წლის, თავშესაფარში მოხვდა ერთ-ერთი რეგიონიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. ძალადობის სახეები: სექსუალური ძალადობა მამობილის მხრიდან.

(ანონიმურობის დაცვის მიზნით ინიციალები გამოგონებულია).

___________________

1. კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელი, მრავალკომპონენტიანი კვლევა ,,ოჯახური ძალადობა ქალზე“, 2004 წ.

11 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲back to top


პოლა-მარტინესი საფრანგეთის წინააღმდეგ

მასალა მოამზადა ირინე ქურდაძემ

სერაფინ პოლა-მარტინესი არის საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ალსირაში, ვალენსიის მახლობლად. 1983 წ. იგი დაქორწინდა. მას შეეძინა ორი შვილი. 1994 წ. ზაფხულში იგი მიატოვა მეუღლემ, რომელიც საცხოვრებლად სხვა ქალთან გადავიდა.

იმავე წლის დეკემბერში პოლამარტინესმა ადგილობრივ სასამართლოს განქორწინების შესახებ მოთხოვნით მიმართა.

1996 წ. ნიმესის სასამართლომ განიხილა აღნიშნული საკითხი. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, განქორწინების მიზეზს წარმოადგენდა განმცხადებლის მეუღლის სახლიდან წასვლა და არა პოლა-მარტინესის აღმსარებლობა, რასაც იგი თავის საჩივარში აღნიშნავდა. განქორწინება მოხდა ყოფილი მეუღლის მიზეზით, როდესაც ის საცხოვრებლად სხვა ქალთან გადავიდა და სერაფინს მათ პიცერიაში მუშაობა აუკრძალა.

0x01 graphic

განმცხადებლის შვილების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, ნიმესის სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი დედასთან დარჩებოდნენ, ესპანეთში. ამასთანავე, ორივე მშობელი ინარჩუნებდა საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს შვილების მიმართ. ისინი თანაბრად მიიღებდნენ მონაწილეობას მათ აღზრდაში. ყოფილ მეუღლეს შეუზღუდავად შეეძლო მოენახულებინა ბავშვები, ხოლო საზაფხულო არდადაგების დროს თავისთან წაეყვანა და შემდეგ დაებრუნებინა დედისათვის. მას ასევე დაეკისრა ალიმენ ტის სახით 1500 ფრანგული

ფრანკის გადახდა ცალ-ცალკე, როგორც სერაფინის, ისე შვილებისთვის.

იმავე წელს პოლა-მარტინესმა გაასაჩივრა ნიმესის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. მან მოითხოვა, რომ ყოფილი მეუღლისთვის ნება დაერთოთ ბავშვები წაეყვანა მხოლოდ ერთი თვით, სასკოლო არდადაგებისა და თითო კვირით, რელიგიური დღესასწაულების დროს. თავის საჩივარში სერაფინმა მიუთითა იმ ფაქტის შესახებ, რომ ყოფილი მეუღლე არ აპირებდა მისთვის შვილების დაბრუნებას მომდევნო წლის ზაფხულამდე. ბავშვები უკვე სწავლობდნენ აიგუეს-მორტესის - სადაც მოპასუხე ცხოვრობდა - ადგილობრივ სკოლაში. პოლამარტინესი აღნიშნავდა, რომ მამამ ბავშვები გადაიბირა და ისინი საცხოვრებლად მასთან რჩებოდნენ. ქალმა წარადგინა ფოტოები, რომლებშიც ის და მისი შვილები ბედნიერები ჩანდნენ. ასევე, ფოტოებზე აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზრუნავდა იგი და ხელს უწყობდა მათ ნორმალურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, პოლა-მარტინესი ითხოვდა სოციალური გამოკვლევის ჩატარებას, რომელიც გამოარკვევდა ბავშვების საცხოვრებელ პირობებს დედასთან, მათ რეალურ ურთიერთობებსა და ინტერესებს, ასევე იმ პირობებსაც, რაც მამასთან ჰქონდათ.

1998 წ. ნიმესის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პოლა-მარტინესი დამატებით, ყოველთვიური დახმარების სახით, მიიღებდა 1500 ფრანგულ ფრანკს სამი წლის განმავლობაში. მისი შვილების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ მამასთან და სწავლობდნენ კიდეც ადგილობრივ სკოლაში. სასამართლოს შეფასებით, ეს იყო დე ფაქტო სიტუაცია, რომელიც შექმნა მამამ, იმის მიუხედავად, რომ მან დაარღვია ნიმესის ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა, დაებრუნებინა დედისთვის ბავშვები საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ.

თავისი ქმედების გასამართლებლად მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის მოქმედებდა შვილების საკეთილდღეოდ და მათი ინტერესებიდან გამომდინარე. მან ისინი მოაცილა დედისა და მისი რელიგიური წრის მავნე ზეგავლენას, რადგან ისინი ბავშვებისთვის რელიგიური შეხედულებებისა და წეს-ჩვეულებების თავს მოხვევას ცდილობდნენ. სერაფინი იეჰოვას მოწმე იყო.

პოლა-მარტინესის ყოფილმა მეუღლემ წარმოადგინა ერთ-ერთი ბავშვის წერილი, რომლის თანახმად, მას მამასთან საცხოვრებლად დარჩენა სურდა, თან აღნიშნა, რომ მეორე, არასრულწლოვანი შვილი, რელიგიური ნიშნით ზეწოლასა და შეზღუდვას განიცდიდა დედის მხრიდან. მას არ სურდა დედასთან ყოფნა, რაც აღნიშნული იყო ფსიქიატრთან კონსულტაციის შედეგად მიღებულ სამედიცინო ცნობაში. აგრეთვე არაერთი მოწმე ადასტურებდა, რომ მოზარდებს ნამდვილად არ სურდათ დედასთან ესპანეთში ცხოვრება.

სერაფინმა სასამართლო პროცესზე არ უარყო, რომ ის ნამდვილად იყო იეჰოვას მოწმე და თავის შვილებსაც ამ რწმენის შესაბამისად ზრდიდა. ამასთანავე, მან წარმოადგინა მრავალი მტკიცებულება, მათ შორის ფოტოები, რომელთა თანახმად, იგი ცდილობდა შვილების სათანადო აღზრდას, მათი განვითარებისათვის შესაფერისი პირობების შექმნას. მისი თქმით ისინი დედასთან ბედნიერები იყვნენ. ნიმესის სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და დაადგინა, რომ არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი თავისუფალნი უნდა ყოფილიყვნენ რელიგიური ნიშნით ყოველგვარი შეზღუდვისა თუ აკრძალვისგან. არ არსებობდა სოციალური გამოკვლევის ჩასატარებლად საფუძველი, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ არასრულწლოვნებს შეუქმნიდა სირთულეებს. ის ხელს შეუშლიდა მათ ნორმალურ პირობებში აღზრდასა და განვითარებას.

საქმის მასალების შესწავლის ედეგად, დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებს უნდა ეცხოვრათ მამასთან, თუმცა, ორივე მშობელს თანაბრად შეეძლო შვილების აღზრდაში მონაწილეობა მიეღო. სერაფინ პოლამარტინესს უფლება ჰქონდა, ბავშვები თავისთან წაეყვანა რელიგიური დღესასწაულებისა და სასკოლო არდადეგების დროს.

ქვეყნის შიდა სამართალი

ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, კომპეტენტური პირისთვის დაეკისრებინა სოციალური გამოკვლევის ჩატარება. ამ გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობისა და მორალური მახასიათებლების, ასევე ბავშვების აღზრდისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. თუკი ერთ-ერთი მეუღლე არ დაეთანხმებოდა აღნიშნული სოციალური გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას, მას სხვა ექსპერტის დასკვნის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. სოციალური გამოკვლევა, როგორც წესი, არ დაიშვებოდა სასამართლოში განქორწინების საქმეების განხილვისას. ამდენად, სოციალური გამოკვლევის ჩატარებაზე სერაფინს უარი ეთქვა.

ქვეყნის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ჰქონდათ საკუთარი შვილების მიმართ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ან/და, თუკი სასამართლო ჩათვლიდა, რომ შეთანხმება მხარეებს შორის მიმართული იყო ბავშვების ინტერესების წინააღმდეგ, მას უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა, ვისთან იცხოვრებდნენ შვილები.

განმცხადებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება. მისი თქმით, ნიმესის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მთავარი სტერეოტიპის გამო, რომლის თანახმად, იეჰოვას მოწმეთა შვილები ხშირად ხვდებოდნენ კრიტიკის ცენტრში მშობლების არატოლერანტობის, პროზელიტიზმისა და გარკვეულ საკითხებში შეზღუდულობის გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზოგად და მეტად აბსტრაქტულ საფუძველს. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული სასამართლოს არგუმენტაცია გაურკვეველი იყო. მას უარი ეთქვა სოციალური გამოკვლევის ჩატარებაზეც.

2000 წლის საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება პოლა-მარტინესის საქმეზე. ნიმესის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ დაბალი ინსტანციის სასამართლო არ იყო ვალდებული, სოციალური შემოწმება ჩაეტარებინა. ის არ ჩარეულა განმცხადებლის რელიგიის თავისუფლების საკითხში, როგორც მოსარჩელე თავის სარჩელში აღნიშნავდა. საკასაციო სასამართლო დაეყრდნო აღნიშნულ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისინი საცხოვრებლად კვლავ მამასთან რჩებოდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა პოლამარტინესის საჩივარი. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ საფრანგეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა მხოლოდ ყოფილი მეუღლის მიერ მოყვანილი მოწმეებისა და ფსიქიატრის ჩვენებებს, ასევე მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილების მოსაზრებებს. სერაფინის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შიდა სასამართლო პროცესებზე ყურადღება არ ექცეოდა. ის აღნიშნავდა, რომ საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა სოციალური შემოწმების ჩატარებაზე. მან გამოიტანა სოციალურად სტიგმატიზირებული გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური ნიშნით განსხვავებას ემყარებოდა. მომჩივანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან ზღუდავდა დედის უფლებებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იეჰოვას მოწმე იყო. ამდენად, მოხდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა. თავის მხრივ, საფრანგეთის მთავრობა არ უარყოფდა, რომ ქვეყნის სასამართლოს მიერ განქორწინების საკითხის გადაწყვეტა, გარკვეულწილად, გულისხმობდა პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას, მაგრამ ის სამარ- თლებრივ მიზანს ემსახურებოდა. აღნიშნული ჩარევა მოპასუხე სახელმწიფოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე განხორციელდა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ითვალისწინებდა ობიექტური მტკიცებულებებისა და მოზარდთა ჩვენების საფუძველზე, ქვეყნის შიდა სამართალი შვილების აღზრდის საკითხებს არეგულირებდა. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, პოლა-მარტინესის მიმართ არ იკვეთებოდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, ვინაიდან ორივე მშობელს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ჰქონდა შვილებთან ურთიერთობისას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

იყო თუ არა დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლის მიტოვების შემდეგ, განმცხადებელთან შვილები თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შეცვალა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლა-მარტინესის საწინააღმდეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიმესის სააპელაციო სასამართლო ჩაერია განმცხადებლის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, დაარღვია რა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ხელშეუხებლობის უფლება. ეს ვერ იქნებოდა გამართლებული რაიმე არგუმენტით, რის დამტკიცებასაც მოპასუხე სახელმწიფო თავის გამოსვლაში ცდილობდა. საქმის მასალიდან ირკვეოდა, რომ პოლამარტინესის მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რასაც არ გააჩნდა ობიექტური და საფუძვლიანი გამართლება, სამართლებრივ მიზანს არ ემსახურებოდა, რადგან წარმოადგენდა დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს, ერთი მხრივ, გააჩნდა განმცხადებლის, ხოლო მეორე მხრივ, მისი ყოფილი მეუღლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მან მხედველობაში არ მიიღო და განუხილველი დატოვა სერაფინის მტკიცებულებები. ცხადია, რომ ნიმესის სააპელაციო სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა განმცხადებლის აღმსარებლობას. მიუხედავად იმისა, რომ პოლა-მარტინესმა საჯაროდ განაცხადა თავისი განსხვავებული რელიგიური მრწამსის შესახებ, მოპასუხე ქვეყნის მართლმსაჯულების ორგანომ ეს თავის გადაწყვეტილებაში მაინც ხაზგასმით აღნიშნა. მოცემულ საკითხზე დაყრდნობით, მან თავისი გადაწყვეტილება განმცხადებლის განსხვავებული აღმსარებლობის მიხედვით მიიღო. ევროპული სასამართლოს შეფასებით ყოველი განსხვავებული მოპყრობა არის დისკრიმინაცია.

არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ განმცხადებლის შვილების საცხოვრებელი ადგილის დადგენის საკითხის გადაწყვეტა, თუ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი არსებობდა.

საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ არ არსებობდა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პოლა-მარტინესი თავისი აღმსარებლობით ცდილობდა შვილებზე ზეწოლის განხორციელებას, ზღუდავდა ან აფერხებდა მათ ნორმალურ აღზრდა-განვითარებას. რა თქმა უნდა, მისი განცხადება, რომ ნამდვილად იყო იეჰოვას მოწმე და თავის შვილებსაც ამ რელიგიის მიხედვით ზრდიდა, არ ადასტურებდა მისი მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა სოციალური გამოკვლევის ჩატარება იმის გასარკვევად, თუ როგორ ცხოვრობდნენ არასრულწლოვნები დედასთან და შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, რა წარმოადგენდა მათს ნამდვილ ინტერესებს.

განმცხადებელი საჩივარში აღნიშნავდა, რომ დაირღვა მისი რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ასევე, კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება.

ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც დამოუკიდებლად აღებული მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის დარღვევა და ვერც მე-14 მუხლთან მათი კავშირი.

შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გაწყვეტილების თანახმად, პოლა-მარტინესის საქმეზე დაირღვა მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან კავშირში.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლისთვის 10 000 ევროს გადახდა მორალური ზიანისთვის, ასევე 4125 ევროს გადახდა გაწეული ხარჯებისთვის და იმ თანხების ანაზღაურება, რაც მან გაიღო შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურებისთვის.

12 სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების პროექტი

▲back to top


პრეზენტაცია

2006 წლის 21 მარტს, სასტუმრო მერიოტ თბილისში, ,,სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

0x01 graphic

ამ პროგრამის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატთან სამი სპეციალიზებული ცენტრი მუშაობს: პაციენტის უფლებათა დაცვის, ტოლერანტობის და იურიდიული. ამ ცენტრების მიზანია ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებათა ეფექტურად დაცვის საქმეში.

0x01 graphic

პაციენტის უფლებათა დაცვის ცენტრი საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს, აგრეთვე განსაზღვრავს პაციენტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ფორმატებს და მონაწილეობას იღებს სამედიცინო სფეროს კანონშემოქმედებით პროცესში. გარდა ამისა, ეს ცენტრი სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს ახორციელებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, შესაბამის სარეკომენდაციო წინადადებებს ამზადებს.

0x01 graphic

იურიდიული ცენტრი დახმარებას უწევს და რეკომენდაციებს აძლევს სახალხო დამცველს სამართლებრივ საკითხებში და საკანონმდებლო წინადადებათა მომზადებაში, ამყარებს სისტემურ კონტაქტს სახალხო დამცველს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, მუშაობს საქართველოს კანონმდებლობაში ადამინის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხებზე.

ტოლერანტობის ცენტრის ძირითად მიზანს რელიგიური და ეთნიკური მდგომარეობის კვლევა-ანალიზი, ამ თემებზე დისკუსიების მოწყობა, რეკომენდაციების მომზადება და საგამომცემლო საქმიანობა წარმოადგენს. ამ ცენტრის ფარგლებში ორი საბჭო მოქმედებს: ეთნიკური და რელიგიათა.

ეთნიკური საბჭო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ინტეგრაციისა და კონფლიქტების პრევენციის, იურიდიულ, კულტურის, განათლებისა და მედია საკითხებზე მუშაობს. რელიგიათა საბჭო კი, რომელიც საქართველოში არსებულ 20 კონფესიას აერთიანებს, შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტური და კოორდინირებული ქმედებების განხორციელებისათვის შეიქმნა.

ჟურნალი ,,სოლიდარობაც“ ტოლერანტობის ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოიცემა.

13 Summary

▲back to top


Through our magazine our society will get to know a recent declaration of European Muslims. It might happen that this declaration will change attitudes of many of our cocitizens towards Muslims and the Muslim world. We have a possibility to offer a text by Mr. Zurab Kiknadze about Judaism and the life and occupation of Jewish community in Georgia. We present the speech of Catholicos Patriarch of Georgia, Ilia the Second, made on November 7th, in Istanbul, at the international conference dedicated to peace and tolerance. You will also get acquainted with the position of Armenian Apostolic Church in Georgia, with the theme of the Armenian Churches in Georgia. In Irakli Chikhladze's Russian article on Samtskhe-Javakheti political, social and ethnic issues are discussed.

It is natural that we would not be able to forget the politics and political relations, as mainly politics is the definer of tolerant environment in our lives. With the title ,,Inevitable Evil“ we present discussion on the subject ,,Political Tolerance“, in which political scholars Ghia Nodia and David Darchiashvili, philosopher Sergo Ratiani and philologist Tamar Shamil took part.

Our society remembers the unhealthy rush that was followed by discussion of the law on ,,Family Violence“ in the Parliament. The article by Lela Khomeriki, gives a qualified and accurate analysis of this draft law. The case of the European Law of Human Rights on the discrimination on the religious basis is related to the topic of Family violence.

Finally, as for the section which will always occupy the first pages of our magazine. This time ,,Our Circle“, based on the examples of two Rehabilitation Centres, one under the eparchy of Achara - ,,Savane“ for homeless Children and another - in Tbilisi for handicapped Children - ,,First Step“, reminds our reader that handicapped and homeless children are the citizens of our society and our circle.

14 ყველას აქვს გამოხატვის უფლება

▲back to top


გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...

მარტინ ნილმიოლერი
პასტორი, გერმანიის ევანგელური (ლუთერული) ეკლესია

საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად,

ყველას აქვს გამოხატვის უფლება

ეს უფლება მოიცავს:

● თავისუფლებას, იქონიოთ შეხედულებები;

● თავისუფლებას, გაავრცელოთ ინფორმაცია და მოსაზრებები;

● თავისუფლებას, მიიღოთ ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით;

● თავისუფლებას - აკრიტიკოთ მთავრობა; ცენზურის დაუშვებლობას;

● მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას;

● სარედაქციო დამოუკიდებლობას;

● ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებას;

● შემოქმედებით პროცესში ჩარევის აკრძალვას;

● აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;

● არ გაამჟღავნოთ ინფორმაციის წყარო;

● ანონიმურად გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ან მოსაზრება

● მოიძიოთ, მოიპოვოთ, შექმნათ, შეინახოთ, დაამუშავოთ და გაავრცელოთ ნებისმიერი ფორმის ინფორმაცია და იდეები;

● შემოქმედებითად გამოხატოთ შეხედულებები იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ცხოვრობთ;

● გამოხატოთ კრიტიკული შეფასებები, მათი ჭეშმარიტების დამტკიცების გარეშე;

● ჟურნალისტმა არ აგოს პასუხი სხვათა მიერ გაკეთებული განცხადების გავრცელებისათვის;

● თავისუფლებას, არ ილაპარაკოთ;

● საჯარო დაწესებულებებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია;

● გაეცნოთ სახელმწიფო დაწესებულებაში თქვენზე არსებულ ოფიციალურ ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

თუ დაირღვა თქვენი გამოხატვის უფლება, დაგვიკავშირდით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე:

99 58 98
ან ოფისის ტელეფონებზე:
92 24 79 92 24 80 92 24 81

მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის . #11