სოლიდარობა №7'06


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუბარი სოზარ, ლომსაძე თმურ, ცინცაძე ნინო, ტრიერი ტომ, მეზურნიშვილი ზურაბ, ბარბაქაძე სულეიმან, ბარათაშვილი მარატ, რჩეულიშვილი ნინო, კომახია მამუკა, ანასტასიოსი (ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი), ნიჟარაძე ნანა, სიორიძე დავით
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე; დავით ხუციშვილი; არჩილ ქიქოძე გარეკანზე: დავით ხუცისვილის ფოტო რედკოლეგია: სოზარ სუბარი; ბექა მინდიაშვილი; თამარ შამილი; სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის №11 ტელ: 98 63 27. 92 24 77 www.ombudsman.ge



1 გავიხსენოთ და წინ აღვუდგეთ!

▲back to top


საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა რუსეთისა და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს

ისტორიისთვის რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური დევნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ მე-20 საუკუნემ მთელ მსოფლიოს დაანახა რა უბედურება შეუძლია მოუტანოს კაცობრიობას შეუწყნარებლობამ, როგორ შეიძლება „განსხვავებულის“ მიმართ აგრესიამ წარმოშვას გეტოები, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის საკნები, ადამიანის საპნებად და ჩექმებად გადამამუშავებელი ფაბრიკები, წარმოშვას ფაშიზმი და მსოფლიო ომი - დაღუპვის პირას მიიყვანოს კაცობრიობა.

მე-20 საუკუნემ მსოფლიოს გადარჩენის გზაც უჩვენა: სხვადასხვა რელიგიის, რასის, ეთნოსის, კეთილი ნების სახელმწიფოების დიალოგსა და კონსოლიდაციას შეუძლია აგვარიდოს უზნეობის, ურთიერთდევნის, არაჰუმანურობის, დისკრიმინაციის, რასიზმის, გენოციდისა და ომის კატასტროფა!

ის, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკური ქართველებისა და საერთოდ, არარუსული წარმომავლობის ადამიანების მიმართ ხორციელდება, საგანგაშოა!

ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარეობს მასობრივი დეპორტაცია, დევნიან ბავშვებს, მოხუცებს, ინვალიდებს, ერთმანეთს აშორებენ ოჯახის წევრებს. იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ბავშვი მშობლებს მოწყვიტეს. სამართალდამცავები ამოწმებენ და იკვლევენ რუსეთში მცხოვრები ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობას. რუსი პარლამენტარები საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველების დასამცირებლად ქართული აქცენტით ლაპარაკობენ. უკიდურესი ცინიზმით ხორციელდება იმ ბიზნესის შევიწროება, რომელიც ქართველების სახელებთან არის დაკავშირებული.

რუსეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ანტიქართულ კამპანიას უკვე მოჰყვა მსხვერპლი: დეპორტაციისას ორი ადამიანი დაიღუპა. ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველების მიმართ დევნა და დისკრიმინაცია არ შეწყდება.

ნუთუ ეს მოვლენები არ გაგონებთ იმას, რითაც დაიწყო გასული საუკუნის ოცდაათიანი წლები ფაშისტურ გერმანიაში.

ეს წერილი აღსავსეა გულისტკივილით, აღშფოთებით, მაგრამ ასევე მომავლის იმედით. კარგად გვესმის ორი ქვეყნის მეთაურებს შორის მოლაპარაკების წამოწყების აუცილებლობა. რაც შეიძლება მოკლე ხანში ისინი უნდა ჩაებან დიალოგში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საერთაშორისო აზრი, საზოგადოებრივი ატმოსფერო, ერთი მხრივ, შეუწყნარებელი იყოს დისკრიმინაციისა და დევნის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურმა მხარეებმა ბოლომდე გააცნობიერონ ჯანსაღი და ღირსეული დიალოგის უალტერნატივობა.

მოგმართავთ თქვენ, რუსეთისა და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს, ერთად აღვუდგეთ წინ ქსენოფობიასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რუსეთის ტერიტორიაზე; ვეძებოთ გზები, რათა რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტოს თავისივე ქვეყნის რეალური ინტერესების საზიანოდ მიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკა, შეწყვიტოს უდანაშაულო ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების დევნა; ჩაებას დიალოგში.

ჩვენ ვუერთდებით გერმანელი პასტორის, მარტინ ნილმიოლერის 60 წლის წინ წარმოთქმულ სიტყვებს:

„როცა გერმანიაში ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.

როცა ებრაელებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.

პროფკავშირებს რომ მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.

კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ...

და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...“

დღეს მსოფლიო 21 საუკუნესა და ახალ ათასწლეულს უყრის საფუძველს.

გავიხსენოთ და არ დავუშვათ უდანაშაულოთა დევნა.

არ დავუშვათ ბოროტების გამარჯვება!

მიმართვას ხელი მოაწერეს რელიგიათა საბჭოს წევრმა კონფესიებმა:

1. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში;

2. ებრაული თემი;

3. ებრაელთა საზოგადოება;

4. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია;

5. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია მადლი

6. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;

7. ევანგელისტური ეკლესია;

8. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;

9. ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკელესია (გორი);

10. ევანგელური ეკლესია ღმერთის საელჩო;

11. თბილისის ჯუმა მეჩეთთან არსებული მუსლიმთა სასულიერო კავშირი;

12. კათოლიკე ეკლესია;

13. კრიშნას ცნობიერების ტაძარი;

14. მეგობართა საზოგადოება (კვაკერები)

15. მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია;

16. რეფორმისტული ეკლესია ურყევი საფუძველი;

17. სახარების რწმენის ეკლესიათა კავშირი;

18. საქართველოს იეზიდთა კავშირი;

19. უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია;

20. ხსნის არმია.

2 ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ქალბატონ ლუიზ არბურს

▲back to top


0x01 graphic

ქალბატონო არბურ,

მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმ დევნა-შევიწროების პოლიტიკით, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული 4 რუსი ოფიცრის რამდენიმე დღით დაკავებას მოჰყვა, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხად ნაციზმისა და ქსენოფობიის პოლიტიკა შეაგება. არადა, დამეთანხმებით, დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავება არ უნდა გახდეს მიზეზი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისა, არ უნდა გადაიზარდოს დისკრიმინაციაში.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს იმედს, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება. პირიქით, ყოველივე ეს ტრაგიკულ ხასიათს იძენს; დღეს ქართული მედია საქართველოს მოქალაქის, თენგიზ ტოგონიძის გარდაცვალების ფაქტზე საუბრობს, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვისაკენ მგზავრობისას ავტობუსში გარდაიცვალა. ტოგონიძე იმ ეთნიკურ ქართველთა შორის აღმოჩნდა, რომლებსაც სანკტ-პეტერბურგიდან დევნიდნენ. ხუთი დღის განმავლობაში ტოგონიძე სხვა ქართველებთან ერთად დაპატიმრებული ჰყავდათ, რის შემდეგაც ხალხით გადატვირთული ავტობუსით გადაიყვანეს მოსკოვში. ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგში დაკავების დროს ტოგონიძე ითხოვდა უკეთეს მოპყრობას, ვინაიდან მას ასთმა აწუხებდა. მაგრამ მის მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია. ავადმყოფი ავტობუსის ფანჯრის ოდნავ გაღებას იხვეწებოდა, და ესეც არავინ შეუსრულა. ეს ფაქტი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ არაადამიანურ მოპყრობად და მკვლელობად.

ბოლო დღეებში დეპორტირებულ ქართველთა ნაწილი, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ, აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისინი გამოძალვის მსხვერპლნი გახდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობასა და ელემენტარული მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე. იმისათვის, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ემგზავრათ, თითოეულ დეპორტირებულ ქართველს მოსთხოვეს დაახლოებით 1000 აშშ დოლარის გადახდა, რაც ორმოცდაათჯერ მაინც აღემატება არსებულ გადასახადს.

მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები უნდა ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას, რათა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ - ადამიანის უფლებათა უმაღლეს დამცველს.

ბოლო პერიოდში ხორციელდება რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ჩხრეკა, უკანონო დაკავება, მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც საფრთხეს უქმნის თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ისინი ხდებიან დეპორტაციის ობიექტები, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების, ასაკის, პროფესიის თუ სოციალური სტატუსისა.

იდევნებიან რუსეთის ის მოქალაქეებიც კი, რომელთაც საქართველოსთან მხოლოდ წინაპრები აკავშირებთ. რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკურ ქართველებსა და მათ ბიზნესზე შეტევის პირდაპირი სანქცია გასცა. უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც ქართველებს უკანონოდ ართმევენ ბიზნესს. რამდენიმე რეგიონის, მათ შორის მოსკოვის მილიციის განყოფილებებმა დალუქეს მრავალი საწარმო, რესტორანი, მაღაზია, რომლებიც ქართველებს ეკუთვნით.

რუსეთში მცხოვრები რუსეთისა თუ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ქართველები ვერ ბედავენ ქუჩაში გასვლას სამართალდამცავთა მხრიდან ჩხრეკისა და უკანონო დაკავების ან ქართველების მიმართ აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მიერ შეურაცხყოფისა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით.

რუსეთის საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთი ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთში ცხოვრებისა და საქმიანობის კვოტებს არ გასცემს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად იკრძალება საქართველოს მოქალაქეების სამსახურში მიღება.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, დილით, საქართველოში, თბილისში არსებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საშუალო სკოლის შენობაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები - ამ სკოლის 80 მოსწავლე და 20 მასწავლებელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ არ მიეცათ ახსნა-განმარტება. მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექციამ კომენტარი არ გააკეთა. სკოლის ჭიშკარზე გამოკრული იყო განცხადება, რომ „საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებათ სკოლის ტერიტორიაზე შესვლა”. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის დირექციამ რუსეთიდან მიიღო სპეციალური განკარგულება, სკოლიდან საქართველოს ყველა მოქალაქის გაძევების თაობაზე.

მსგავსი განკარგულება მიიღეს საქართველოს კიდევ ორ ქალაქში - ბათუმსა და ახალქალაქში არსებულმა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფმა სკოლებმა, თუმცა მათი დირექციები ამ განკარგულებას არ დაემორჩილნენ, რადგან ვითარების დაძაბვას მოერიდნენ.

გარდა ამისა, რუსეთში მრავალი საშუალო სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ მიიღო მითითება რუსეთის შს სამინისტროდან, რომ მილიციას გადასცენ მონაცემები იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც ქართული გვარები აქვთ.

მასობრივი ხასიათი მიიღო რუსეთში ეთნიკური ქართველების, მათ შორის რუსეთში ლეგალურად მყოფი ქართველების დაპატიმრებამ და დეპორტაციამ. დაპატიმრებისა და დეპორტაციის ტალღა არასრულწლოვნებსაც შეეხო. მათი დეპორტაცია მოხდა სატვირთო თვითმფრინავებით, რომლებშიც დასაჯდომი სკამებიც კი არ იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გართულებას არ მოჰყოლია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსების უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი.

როდესაც ასე იქცევა რუსეთის ხელისუფლება, ბუნებრივია ხელფეხი ეხსნებათ მრავალრიცხოვან ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებიც საკმაოდ ღიად მოქმედებენ რუსეთში და რომლებმაც განსხვავებული ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების გამო ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. სკინჰედები და ფაშისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები გამუდმებით ესხმიან თავს სხვადასხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ შორის ქართველებსაც.

0x01 graphic

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ქსენოფობიისა და რასიზმის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ქართველების წინააღმდეგ, ამ დღეებში რუსეთის არაერთმა უფლებადამცველმა თუ რიგითმა მოქალაქემ დაგმო.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკიდან დამირეკა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ისევე, როგორც ამ ქალაქის არაერთი მაცხოვრებელი ქართველი, ადგილობრივმა მილიციელებმა გააფრთხილეს: ჩვენ მივიღეთ ბრძანება მოსკოვიდან, რომ ყველა თქვენგანის დეპორტაცია მოვახდინოთ, მაგრამ კარგად ვიცით, რომ თქვენი ერთადერთი დანაშაული თქვენი წარმომავლობაა და ამისთვის თქვენს დასჯას არ ვაპირებთო. თუმცა იქვე დაამატეს, რომ თავს მხოლოდ მანამდე შეიკავებდნენ, სანამ ამგვარი მფარველობის გამო თვითონ არ შეექმნებოდათ პრობლემები.

0x01 graphic

სამწუხაროდ, გვაქვს უამრავი საპირისპირო მაგალითი და, თუ რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს რასისტულ პოლიტიკას, ასეთი მაგალითები, ალბათ, კიდევ უფრო გამრავლდება.

ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ხმა უნდა აიმაღლოს რასიზმისა და ქსენოფობიის პოლიტიკის წინააღმდეგ. დღეს გაჩუმება ნიშნავს, რომ ხვალ ყველა ჩვენგანს მოგვიწევს ისეთ ევროპაში ცხოვრება, სადაც უცხოსადმი, ყოველივე განსხვავებულისადმი სიძულვილი, რასიზმი, ქსენოფობია ცხოვრების წესად იქცევა. თუ დროზე არ შეწყდა ის, რაც დღეს რუსეთში ქართველების მიმართ ხდება, ხვალ ყველა ეროვნული უმცირესობა ამ დღეში აღმოჩნდება.

ქალბატონო არბურ, თქვენი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რათა დავიცვათ თითოეული ინდივიდის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, სქესის, რასის, კანის ფერისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

სოზარ სუბარი
საქართველოს სახალხო დამცველი

3 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

▲back to top


0x01 graphic

ბატონო სუბარ,

ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სახელით მადლობას გიხდით 2006 წლის 17 ოქტომბრის წერილისათვის. ამ წერილით თქვენს შეშფოთებას გვიზიარებთ იმ ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართულნი აღმოჩნდნენ საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს არსებულ დაძაბულ ურთიერთობებში.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა წამოვჭრათ და განვიხილოთ ის პრობლემები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვას უკავშირდება, განსაკუთრებით ისეთი დაუცველი ადამიანებისა, როგორიც ბავშვები და მიგრანტები არიან.

ჩვენი სამსახური დაუკავშირდა საქმეში ჩართულ ყველა მხარეს იმ მიზნით, რომ ამ დაძაბულობას არ მოეხდინა მძიმე გავლენა რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე. პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის შეიცავს საფრთხეს, რომ იგი გარკვეული ინდივიდებისა თუ დაჯგუფებების მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული რიგით მოქალაქეთა მიმართ, მათთვის სახიფათო და რეპრესიული გარემოს შესაქმნელად. ამიტომ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ესაუბრა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ადამიანები დაცულნი იქნებიან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან და რომ ახლანდელი განხეთქილება კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაიჭრება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს სამსახურთან ხშირი თანამშრომლობისათვის. გარწმუნებთ, რომ გულმოდგინედ მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას.

პატივისცემით
მარია-ფრანცისკა იზე-ჩარინი

უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამსახური

4 მოლაპარაკებები სამშობლოსთან

▲back to top


მრგვალი მაგიდა

...ნახევარი თვეა, რაც გზაში ვართ. არც დაბანის, არც დასუფთავების საშუალება არ გაგვაჩნია. თავიდან ვაგონში ტუალეტიც კი არ იყო. წყალთან დაკავშირებული საგანგებო შემთხვევის შემდეგ ორი დღე-ღამე ისე ვიარეთ, არსად გავჩერებულვართ... ყინვების დადგომისთანავე დაავადებებმაც იმძლავრა. ტილებმა კი ეს დაავადებები მთელ მატარებელს მოსდეს. ყინვა მათ გამრავლებას ხელს ვერ უშლიდა. ავადმყოფობას პირველად ბავშვები და მოხუცები ემსხვერპლნენ. მრავალი ავადმყოფი, გაუნძრევლად წოლის გამო, გაიყინა. აი მაშინ იჩინა თავი ყველაზე შემზარავმა განსაცდელმა, რომელმაც მოთმინებითა და გამძლეობით გამორჩეული ადამიანებიც კი გატეხა. თვითონ ვარ მომსწრე იმისა, თუ როგორ გამოჰქონდათ ცხედრები ვაგონებიდან ახლობლების წივილკივილში და გზის პირას თოვლში ისროდნენ...”.

დეპორტირებული მესხი ქალის, ნაზირას ეს შემზარავი მოგონებები 1944 წელს უკავშირდება, წელს როდესაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყველა მაჰმადიანი მესხი ერთად ჩასვეს მატარებლის ვაგონებში და სამშობლოდან შორს წაიყვანეს.

,,...ამასობაში ერთ-ერთი რძლის დედა გარდაიცვალა, ათი დღე დაკრძალვის ფლებას არ აძლევდნენ. თბილისს მიმართეს და მხოლოდ ამის მერე შეძლეს მიცვალებული მიწისთვის მიებარებინათ. ქირმან დვალიძის ძმისშვილს, აივაზის ცოლს მშობიარობის დრომ მოუწია, სხვა მშობიარეებთან პალატაში არ შეუშვეს და ნამშობიარევი ქალი დერეფანში დააწვინეს, რადგან ქართველ მშობიარეებს ,,თათართან” ერთად ერთ პალატაში ყოფნა არ სურდათ. წლის მიწურულს ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქარელში დარჩენილი მესხები დაარბიეს, სატვირთო მანქანებში ჩაყარეს, წითელ ხიდთან მიიყვანეს, საზღვარს იქით გადასხეს და ურჩიეს: - საქართველოს გზა დაივიწყეთო...”

ეს კი 1990-იანი წლების მოგონებებია, წლებისა, როდესაც 40 წლის შემდეგ სამშობლოში უკან დაბრუნებული მესხების ნაწილი პირველ შემთხვევაზე არანაკლები სისასტიკით გააძევეს საქართველოდან ეროვნული იდეებით აღტყინებულმა” ჩვენმა თანამოქალაქეებმა.

ნინო ცინცაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ აქტუალური გახდა ლოზუნგი „საქართველო საქართველოს მოქალაქეების სამშობლოა”. დამეთანხმებით, ამ ლოზუნგის მთავარი მესიჯი ეთნიკურ მიკუთვნებულობას შედარებით მეორეხარისხოვანს ხდის. ბოლო რამდენიმე წელია მეტ-ნაკლებად სერიოზული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ თემთა ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ ერთის გამოკლებით - რატომღაც თითქმის არავის სურს იმ მაჰმადიან მესხთა სახელის გაგონებაც კი, რომლებიც 50-ზე მეტი წლის წინ ჩვენვე გავაძევეთ თავიანთი მიწაწყლიდან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

თემურ ლომსაძე, სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხში:

რთული შეკითხვაა. საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს სულაც არ აქვს ამ საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. მოსახლეობის დაახლოებით 20-25%25-მა იცის, რომ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული ადამიანები ეთნიკური ქართველები არიან. მაგრამ, ეს 25 პროცენტი ინტელიგენციის წარმომადგენელია, ადამიანები, რომლებმაც იციან საკითხი, ესმით პრობლემა. დანარჩენები კი, უფრო დიდი ნაწილი, პრობლემაში ჩაუხედავია. უპირველეს ყოვლისა, ეს საბჭოთა პროპაგანდის ბრალია. ამ მანქანამ ძალიან კარგად იმუშავა, რომ საქართველოს მოსახლეობას მესხების შიში ჰქონოდა: „მოვლენ და სახლებს წაგართმევენ”, - არწმუნებდნენ მათ 50 წლის განმავლობაში. ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ პასკევიჩის დროიდან მოდის. მეფის რუსეთს სურდა კავკასიის სამხრეთ რეგიონებში საზღვარი კარგად ყოფილიყოდაცული. ერთ-ერთმა მეფისნაცვალმა 6-7 ათასი მესხი გაასახლა თურქეთში და მათ მაგივრად 30.000 სომეხი ჩამოასახლა. მეფის რუსეთს მიაჩნდა, რომ სომხები უკეთესად დაიცავდნენ სამხრეთ საზღვრებს, ვინაიდან უფრო ლოიალურნი იყვნენ ხელისუფლების მიმართ. თანაც, მოგეხსენებათ, თურქეთს და რუსეთს მუდმივად ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები და ამ საზღვრის დაცვა რუსეთისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო. კომუნისტების დროს „კაგებემ” ეს შიში კიდევ უფრო გააღრმავა...

0x01 graphic

თმურ ლომსაძე

ნინო ცინცაძე: თუმცა, მეფის რუსეთს და კომუნისტურ რეჟიმს თავი რომ დავანებოთ, მესხების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისაკენ არც თავისუფლების მოპოვების შემდეგ შეცვლილა. პირიქით, ანტიმესხურმა ისტერიამ პიკს სწორედ 90-იან წლებში მიაღწია. მართალია, დღეს ამ ადამიანების მიმართ ასეთი აგრესია აღარ იგრძნობა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ მათი ჩამოსახლების საკითხი ჯერჯერობით რეალურად არ დამდგარა...

ტომ ტრიერი, კავკასიის რეგიონში უმცირესობების საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელი:

არ უნდა დაგვავიწყეს, რომ 1990 წლიდან სახელმწიფო პროგრამების ტენდენციები რეპატრიაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ასე აღარ არის. ამ საკითხმა წინ დადებითად წამოიწია. მაგრამ, რადგანაც ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს ამ საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, ეს მოსახლეობის განწყობილებაზეც აისახა. ასე რომ, ამ საკითხის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გასაკვირი არ უნდა იყოს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამ ადამიანთათვის დადებითი იმიჯის შექმნაზე ჩამოსახლების პროცესამდეც, ამ პროცესის დაწყების დროსაც და შემდგომაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცოდნა დამყარებული იყოს ფაქტებზე და არა მითოლოგიურ წარმოდგენებზე.

0x01 graphic

ტომ ტრიერი

ნინო ცინცაძე: ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ცნობილი არც არის, რომ მაჰმადიანი მესხების ნაწილს თავიანთი მიწა-წყლის დატოვება ორჯერ მოუწია. მართალია, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს, 70-80-იან წლებში რამდენიმე ადამიანი რა თავგამოდებით ცდილობდა მაჰმადიან მესხთა სამშობლოში დაბრუნებას. ნაწილობრივ ეს მოხერხდა კიდეც. საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაჰმადიან მესხთა პატარ-პატარა თემები ჩასახლდა. ერთ ზაფხულს მათ მამაჩემთან ერთად ვესტუმრე კიდეც გურიაში, სოფელ ნასაკირალში და იმერეთში, რომელ სოფელში, აღარ მახსოვს. ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემზეც კი მოახდინა შთაბეჭდილება ამ ადამიანების შრომის კულტურამ და ცხოვრების წესმა. რამდენიმე წლის შემდეგ, იმერეთის იმავე მხარეში რომ მოვხვდით, ადგილობრივებმა ამაყად გამოგვიცხადეს აქედან ყველა „თათარი“ გავყარეთო. სამწუხაროდ, არც იმ წლების შემდეგ უცდია ვინმეს ამ ადამიანებისთვის აეხსნა, რომ მაჰმადიან მესხებსაც ისევე აქვთ ამ მიწაზე ცხოვრების უფლება, როგორც თავად მათ. ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია მითი, რომ საქართველო ხოლოდ ქრისტიანი ქართველების სამშობლოა.

თემურ ლომსაძე: პრობლემები ძალიან სერიოზული იყო და არის. მეორე დეპორტაცია ჩემთვის უფრო საშინელი და საზიზღარია, ვიდრე პირველი, რადგან პირველზე იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ, რაც მაშინ მოხდა, კომუნისტურმა წყობამ, ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა. მეორე დეპორტაციის დროს გახსოვთ, რაც ხდებოდა... მაშინ საქართველოს მთავარი ლოზუნგი იყო „საქართველო ქართველებისთვის” და ამ ლოზუნგის ადეკვატური ქმედითი ღონისძიებებიც ტარდებოდა... რევოლუციის შემდეგ ამ საკითხთან მიდგომები საერთოდ შეიცვალა.

ნინო ცინცაძე: 1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე მესხების რეპატრიაციის ვალდებულება იკისრა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კონკრეტულად რა გაკეთდა?

თემურ ლომსაძე: სიტყვით შევარდნაძე არ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ რეპატრიაცია დაგვეწყო. იყო პერიოდი, როდესაც შემუშავდა პროგრამა, მესხების ჩამოსახლება 5000 კაცით უნდა დაგვეწყო. ძალიან კარგად იმუშავა ვაჟა ლორთქიფანიძის კომისიამ... შემდეგ პროგრამა შეჩერდა, რადგან არ იგრძნობოდა სახელმწიფოს ნება, არ ჩანდა, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა რეალურად სურდა და ამიტომ არც არაფერი გაკეთდა...

ნინო ცინცაძე: რამდენადაც ვიცი, კავკასიის რეგიონში უმცირესობების საკითხების ევროპულმა ცენტრმა მაჰმადიან მესხებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. ბატონო ტომ, იქნებ გვიამბოთ ამ პროექტის შესახებ.

ტომ ტრიერი: ამ პროექტზე 2004 წლიდან ვმუშაობთ. მისი მიზანია შევქმნათ საინფორმაციო ბაზა თურქი მესხების შესახებ. როდესაც ეს პროცესი დავიწყეთ, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოხატული ნება, რომ რეპატრიაციის პროცესის განხილვა დაწყებულიყო. ჩვენი ერთერთი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თურქ მესხებზე, რათა მათ ამ საკითხის განხილვის დასაწყებად მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. ორი წელი ძალიან მოკლე დროა, მაგრამ ყველაფერი კეთილად წარიმართა. იანვრისთვის წიგნის სახით გამოვცემთ კვლევის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს იმ ფაქტების და ინფორმაციის ნაკრები იქნება, რომელიც საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის განსასაზღვრად, რათა თურქი მესხების ჩამოსახლების შემდეგ ხელი შეეწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ეს არის ინფორმაცია მათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით და მათი გამოყენებით სახელმწიფოს ამ კუთხით სწორი პოლიტიკის წარმართვა შეუძლია. კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, ასეთია: რამდენი მესხი ჩამოვა საქართველოში? დღევანდელი მონაცემებით თურქი მესხების რაოდენობა 400-450 ათასს შეადგენს. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ 8 ქვეყანაში: უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და აშშ-ში. მათი მდგომარეობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ყაზახეთსა და ყირგიზეთში ისინი კარგად არიან ინტეგრირებული სახელმწიფო სტრუქტურებში, საზოგადოებაში, მოსახლეობაში. განსხვავებულიავითარება უზბეკეთში - ფერღანის მოვლენების შემდეგ 100 ათასი ადამიანი გადაასახლა საბჭოთა არმიამ ან მათ თავად დატოვეს ქვეყანა და აზერბაიჯანს, უკრაინასა და რუსეთს მიაშურეს საცხოვრებლად. მაგრამ უზბეკეთში მაინც რჩება მესხების გარკვეული რაოდენობა, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ისინი არ არიან ინტეგრირებული ადგილობრივ ეკონომიკაში. შესაბამისად, საქართველოში ჩამოსახლების სურვილი უზბეკეთში მცხოვრებ მესხებს უფრო ექნებათ, ვიდრე ყირგიზეთსა და ყაზახეთში მცხოვრებლებს. მესხები თავს უკრაინაშიც საკმაოდ ინტეგრირებულად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 15 წელია იქ არიან. თითქმის ყველას აქვს მიღებული მოქალაქეობა და მათი მატერიალური მდგომარეობა საკმაოდ კარგია. ვითარება რთულია რუსეთში. ცენტრალურ რუსეთში სიტუაცია უკეთესია, ვინაიდან ამ ხალხმა შეძლო მოქალაქეობის მიღება და ეთნიკური უმცირესობების ჭრილში მათი უფლებები არ ირღვევა. მაგრამ განსხვავებული ვითარებაა სამხრეთ რუსეთში, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში. იქ 16000 ადამიანი ცხოვრობს. ეს ხალხი დაუცველია, ისინი ხშირად ხდებიან ადგილობრივი მმართველობის შოვინისტური დამოკიდებულების მსხვერპლი, ადგილობრივი კაზაკური ორგანიზაციებიც ცდილობენ მათ დისკრიმინაციას. ორი წლის წინ დაიწყო ლტოლვილთა გადასახლების ამერიკული პროგრამა და 10 ათასამდე ადამიანი კრასნოდარის მხარიდან აშშ-ში გადასახლდა. ვარაუდობენ, რომ მათ კვალს მიჰყვება კიდევ 3000. არის სამი ჯგუფი, რომელიც საქართველოდან 1944 წელს გადაასახლეს - ჰემშინები, თარაქამელები და ბათუმელი ქურთები. ესენი არ შევიდნენ მესხების რიცხვში და ამიტომ ვერ მოხვდნენ აშშ-ს გადასახლების პროგრამაში. კრასნოდარის მხარეში მათი უფლებებიც ირღვევა და ისინიც რასიზმის მსხვერპლნი არიან. მათ მიმართაც არის ეთნიკური ნიშნით ზეწოლა და ვარაუდობენ, რომ ისინიც მოინდომებენ საქართველოში ჩამოსახლებას.

ნინო ცინცაძე: რამდენჯერმე ახსენეთ „თურქი მესხები”, რამდენად სწორია ეს ტერმინი?

ტომ ტრიერი: როდესაც საქმე ტერმინზე მიდგება, მნიშვნელოვანია თავად თურქი მესხები თუ მესხები როგორ ფიქრობენ. თუ იმ მოსახლეობას დავეკითხებით, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ისინი ამბობენ, რომ ქართველები არიან, მაგრამ საქართველოს გარეთ მცხოვრებნი გეტყვიან, თურქები ვართო. ხშირად იყენებენ ტერმინს: ახალციხის თურქები. შესაძლოა საქართველოში მათი რეპატრიაციის შემდეგ წარმოიშვას ორი ჯგუფი - ისინი, ვინც თავს ქართველებად მოიაზრებენ, და ისინი, ვინც თურქებად მიიჩნევენ თავს. ეს უკანასკნელნი, ალბათ, რაოდენობით მეტნი იქნებიან. სახელმწიფომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ამ მოსახლეობას რამე ეროვნული იარლიყი არ მიაკეროს და დაუტოვოს მათ არჩევანი, თვითონ გადაწყვიტონ, ვინ არიან. არასწორი იქნება ჩამოასახლოთ მხოლოდ ისინი, ვისაც თავი ქართველებად მიაჩნიათ და ვინც თავს თურქ მესხად თვლის, მათი იგნორირება მოხდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან თურქი მესხების ინტეგრაცია არ უნდა მოხდეს.

ნინო ცინცაძე: ის, რაც ამ საკითხზე მომუშავე და პრობლემის მცოდნე ადამიანებისათვის გასაგები და თავისთავად ცხადია, გაუგებარი და მიუღებელია საზოგადოების ფართო ფენებისათვის. კეთდება თუ არა რამე იმისათვის, რომ ჩვეულებრივმა მოსწავლემ, ჩვეულებრივმა მასწავლებელმა, გამყიდველმა, მუშამ, ბიუროკრატმა და ა.შ. იცოდეს, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება იმ ადამიანსაც აქვს, ვინც საკუთარ თავს თურქად მოიაზრებს?

ზურაბ მეზურნიშვილი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის განყოფილების უფროსი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში:

აქ დაისვა კითხვა, შვიდი წელი გავიდა, რაც ვალდებულება ვიკისრეთ და რა კეთდებაო. ერთ-ერთი არგუმენტი იმის გასამართ ლებლად, თუ რატომ არ კეთდებოდა ამ მხრივ რამე, ის იყო, რომ ჩვენ გვყავს 240.000 ლტოლვილი აფხაზეთიდან. ეს ვითარება ძალიან არის გადაჯაჭვული რეპატრიაციის პროცესთან. ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა, მოსახლეობის განწყობა რეპატრიაციის მიმართ უარყოფითი რჩება. თანაც რეპატრიაციის შესახებ კანონია ჯერ მისაღები. როგორი იქნება ეს კანონი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რეპატრიაციის პროცესი ნელ-ნელა უნდა დაიწყოს და თანდათანობით უნდა აკრიფოს ტემპი. ძალიან ძნელია 50-70-წლიანი პროპაგანდის შედეგების უცებ შეცვლა. უპირველეს ყოვლისა მტრის ხატი უნდა დაინგრეს.

0x01 graphic

ზურაბ მეზურნიშვილი

თემურ ლომსაძე: ჩვენი კომისიის მუშაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზოგადოებრივი აზრის მომზადება იყო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მესხები ცხოვრობენ. დაწყებული იყო მუშაობა დიდ მედიაპროექტზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გიორგი ხაინდრავას წასვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერებულია.

აფხაზეთიდან დევნილების პრობლემა საკმაოდ აფერხებს მაჰმადიან მესხთა დაბრუნებას, მაგრამ მთავარი შემაფერხებელი მიზეზი ის არის, რომ რეპატრიაცია ძალიან ძვირადღირებული პროცესია. უპირველესად უნდა შემუშავდეს რეპატრიაციის სტრატეგია, უნდა შეიქმნა საინტეგრაციო ცენტრები, რათა ადამიანებს, რომლებიც ჩამოვლენ, ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ ცოტაოდენი ქართული, საქართველოს ისტორია, გაეცნონ დღევანდელ სიტუაციას ქვეყანაში. მათ საქართველოს შესახებ არაფერი იციან. საქართველოს თვლიან სამოთხედ, ამბობენ, იქ ისეთი წყალი მოდის, რომ ყველაფერს არჩენსო, მიყვებოდნენ, წელიწადში ხუთი მოსავლის აღება შეიძლებაო, საერთოდ, ეგეთი ლამაზი ქვეყანა დედამიწაზე არ არისო...

ნინო ცინცაძე: აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილების გარდა, მესხთა რეპატრიაციის პროცესის კონტრარგუმენტად იმასაც ასახელებენ, რომ ამ ადამიანების მშობლიურ მიწაწყალზე ჩასახლება ახალქალაქსა და ახალციხეში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობაში დაძაბულობას გამოიწვევს.

ტომ ტრიერი: ბუნებრივია, იქაური მოსახლეობა ამ საკითხით ინტერესდება. მოგეხსენებათ, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები ცოტა უცნაურია. სომხეთშიც და ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს შორისაც უარყოფითი დამოკიდებულებაა თურქეთის და თურქების მიმართ. ამ ყველაფერს ემატება საინფორმაციო ვაკუუმი ჯავახეთში. მათ არ იციან, რა ხდება საქართველოში არა მხოლოდ რეპატრიაციის პრობლემასთან, არამედ, საერთოდ, ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც. კიდევ უფრო რომ დავამძიმოთ სიტუაცია, 90-იანი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობას ჰგონია, რომ თბილისის პოლიტიკა ზეწოლისა და დისკრიმინაციისკენაა მიმართული. ამჟამად ჯავახეთის მოსახლეობაში უნდობლობაა გამეფებული სახელმწიფოს მიმართ. იმის შიშიც აქვთ, რომ ჩამოვლენ თურქი მესხები და მათ სახლებს წაართმევენ. მოსახლეობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომ ეს არ მოხდება. გასაგებია, რომ დეპორტირებული მოსახლეობა დაინტერესებულია ჩასახლდეს იმ ადგილებში, სადაც დეპორტაციამდე ცხოვრობდა. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მივაღწიოთ კომპრომისს დეპორტირებულ მოსახლეობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მე ვეთანხმები სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ დაბრუნებულნი მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში კი არა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დასახლდნენ. პრაგმატული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ყველანაირი დაძაბულობის თავიდან აცილებას.

ნინო ცინცაძე: ბატონო სულეიმან, რამდენად პრინციპულია დეპორტირებულებისთვის სწორედ იმ ტერიტორიაზე დასახლება, საიდანაც ისინი გაასახლეს?

სულეიმან ბარბაქაძე, მაჰმადიან მესხთა კავშირის თავჯდომარე:

ხალხისთვის, რომელიც 62 წელი უცხოეთში, გადასახლებაში, ცხოვრობდა, შინ, სამშობლოში დაბრუნება მესხეთში დაბრუნებას ნიშნავს, ვინაიდან ამ ხალხის წინაპრები ამ მიწასთან იყვნენ დაკავშირებულნი. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველა უთუოდ მესხეთში უნდა დაბრუნდეს. ოღონდ, ვფიქრობ, ჩასახლება მესხეთიდან უნდა დავიწყოთ. გაეროში, ევროპაში ყველას ვუხსნიდით, რომ ჩვენი საზოგადოება არ ითხოვს იმას, ჩვენ დაგვაბრუნეთ და უდანაშულო ადამიანები კი იქიდან გაასახლეთო. ეს აბსურდია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ თუ მოვითხოვთ, ესაა: მოგვცენ ჩასახლების უფლება იმ სოფლებში, სადაც არავინ ცხოვრობს და ცარიელია. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ჩასახლდება - 3 ათასი, 5 ათასი თუ 30 ათასი. თუ ჩვენ დავიწყებთ მათ ჩასახლებას იმერეთში, კახეთში, ანუ ყველგან მესხეთის გარდა, როგორ გინდათ ამ ადამიანებს აუხსნათ, რატომ ვუკეტავთ მათ გზას მაინცდამაინც მშობლიური კუთხისაკენ! ეს არასწორი იქნება, უსამართლობა იქნება. ჩვენ ასე ვმსჯელობთ: როდესაც გადაგვასახლეს, 90.000 ვიყავით, ახლა ვართ 400.000. მე ყველას ვუხსნი - მთელმა ხალხმა და სახელმწიფომ გულითაც რომ მოინდომოს ყველა ჩვენგანის ჩასახლება მესხეთში, მაინც არ გამოვა, შეუძლებელია. სამცხე-ჯავახეთში 15, 10, იქნებ 30 ათასის ჩასახლება მოხერხდეს, მეტს ეს კუთხე ვერ დაიტევს! სხვები სხვა რეგიონებში და რაიონებში უნდა ჩასახლდნენ.

0x01 graphic

სულეიმან ბარბაქაძე

ნინო ცინცაძე: ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, რეპატრიაციის პროცესი 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. რეალურია თუ არა ეს თარიღი და რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში?

ტომ ტრიერი: იმედი მაქვს, რომ რეპატრიაციის კანონს პარლამენტი მალე მიიღებს. ეს სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა და, ვიმედოვნებთ, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლეთის ქვეყნების მხრივ - რეპატრიაციის პროცესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ამ ორგანიზაციებსა და ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, ვინაიდან რეპატრიაცია დიდძალ ხარჯებს მოითხოვს. რაც უფრო მეტი კაპიტალის მოზიდვა გახდება საამისოდ შესაძლებელი, მით უფრო წარმატებულად წარიმართება ეს პროცესი.

თემურ ლომსაძე: 2016 წლისათვის პროცესი ვერ დასრულდება, ეს ზღაპარია. პროცესი გაგრძელდება. კანონპროექტში ჩავდეთ ახალი მუხლი: 2016 წელს ის სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია რეპატრიაციაზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება და ან იმას იტყვის, რომ დაბრუნების მეტი მსურველი აღარ არის (რაც წარმოუდგენელია), ან კიდევ იმას, რომ პროცესი გრძელდება. ეს ხალხი უნდა დაბრუნდეს. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მათ არ გააჩნიათ სხვა სამშობლო. პირველი და მთავარი არგუმენტი ეს არის. ისინი ამჟამად სამშობლოდან გაძევებელნი არიან და უნდათ თავიანთ სამშობლოში დაბრუნება.

5 Репатрация Месхинцев Или Бег на месте продолжается

▲back to top


ჩვენი წრე

Марат Бараташвили

Монолог старика

Недавно я вместе с друзьями попал на пир в гостеприимную армянскую семью в одном из сел Ахалцихского района. Местные армяне лучше остальных жителей сегодняшней Месхети знают о депортированных месхетинских мусульманах. Это и не удивительно, ведь они имеют более чем вековой опыт совместного проживания на этой земле. Жили в одных и тех же или в соседних селах. Иместе возделивали землю, прекрасно знали и понимали друг друга. Грузин-католиков, также знавших депортированных, и раньше было мало, а сейчас их по пальцам пересчитать. Остальные Грузиры, православные, появились здесь после депортации мусульман 1944 года, и практически не знают месхетинских мусулман.

0x01 graphic

Случилось так, как это обычно бывает во время застолья, и я разговорился с седоволосым месхетинским армянином, сидевшим рядом. Оказалось, он фронтовик, воевал во вторую мировую, хотя выглядел моложе своих лет. Надо было видеть радость в его глазах, когда он узнал, что я - месхетинец, потомок депортированных. Он на прекрасном месхетинском диалекте (об этом диалекте мало кто знает и это - тема отдельного рассказа) долго повествовал о своих друзьях, месхетинских однополчанах, с которыми освобождал Украину от немецких фашистов. О том, как потом тех выслали, о своих случайных коротких свиданиях с ними после. ,,Марат, почему ваши не приезжают? Вы молодые не знаете, какой был достаток здесь при них! А после их высилки земля перестала родить. Сейчас вон сколько настоящих турков из Турции приехало, живут, работают, и ничего. Мы же знаем, что вы коренные ,,гюрджи” (по турецки - ,,грузин), не хуже тех, кто носят кресты. Передай вашим, пусть приезжают. Саакашвили сказал, что после розовой революции в Грузии демократия. Теперь уже можно, наверное, пусть приезжают”.

Человек и природа

В середине августа 2006 года на протяжении десяти дней горели леса Адыгенского района. Пожар охватил до 700 гектаров лесного массива. Кстати, только из этого района Грузии в ноябре 1944 года было депортировано коренное мусулманское население 71 села. Советский режим депортировал также население из четырёх других района региона. Общая численность депортированных из 5 районов составила около 100 тысяч человек. Весть о произодшедшем пожаре с болью в сердце восприняли многие депортированные месхетинцы. До сих пор от них из Европы, Азии и Америки прихдят электронные письма с темой ,,Пожар в Месхети”.

И во времена Российской империи, и во времена СССР до 1944 года Экономика этого края отличалось эффективностью. Здесь производилось продуктов питания в достаточном количестве. Излишки даже вывозилось во внутренные ркгионы Грузии. Сейчас же этот регион один из отсталых в стране. Правда изменилось число жителей.

Немного статистики

Имеются сведения об этническом составе Месхети по состоянию на 1916 год (П. Ингороква. ,,О границах территории Грузии”. Константинополь, 1918, стр. 12, на груз. Языке). По этим данным В Ахалцихском уезде Тифлисской губернии (нынешний Ахалцихский, Адыгенский и Аспиндзский районы) проживало 72 000 человек. Из них 52 000 (72,2%25) были грузины-мусулмане, которых позже большевики записали азербайджанцами, а ещё позже выслали под ярлыком ,,турков”.

Официальные данные Государственного комитета по труду Грузинской ССР по трём районам Самцхе (Ахалцихский, Адыгенский и Аспиндзский) такие. В 1939 году в 216 селах жили 125 500 человек, а в 1989 году зафиксировано всего 122 села, в которых жило 83 900 человек. То есть численность населения этих трёх районов действительно изменилась, она уменшилась на 41 600 человек. Даже с учётом того, что после депортации мусульман сюда насильно поселили других. Ну, а сейчас, в результате экономической миграции, надо пологать, в Самцхе живёт ещё меньше людей. А 94 села просто перестали существовать. Выходит, на душу оставшегося населения приходится земли почти в два раза больше, чем до депортации населения в 1944 году. И, тем не менее, люди не могут себя прокормить. Цены на сельхозпродукцию, например, на Ахалцихском базаре выше, чем в Тбилиси.

Земледелие

И после этого некоторые осмеливались говорить о малоземелье в регионе? В Месхети после 1944 года количество земли не уменшилось. Земли столько же. Просто здесь была нарушена структура земледелия, сложившаяся в Этом крае и течение столетий. Дело в том, что здешнее крестьянство всегда славилось искуством террасового землепользования. Каменистые горы, казалось бы, для аграрного хозяйства, были превращены в ступенчатые сады-террасы. Для этого на скалах поколениями выкладывались булыжные заступы, расположенные трассами, на которые засыпалась земля. Эти сады-террасы давали богатый урожаи. После депортации коренного мусульманского населения террасовый метод был утрачен. Население, переселенное сюда из других регионов Грузии, не было знакомо с подобным методом землепользования. Сады были заброшены, деревья - срублены на дпова, террасы постепенно разрушались под воздействием ветров, дождей и вскоре местность приняла первозданный вид.

Нарушение структуры землепользования повлекло за собой уменьшение общей плошади плодородной земли. То, что раньше выращивали на террасах, сейчас занимает немногочисленные равнинные участки в ущерб другим агрокультурам. Сугодня на склонах некоторых гор ещё можно увидеть едва заметные остатки былых террас. Так что одна из главных причин дотационности региона та же, что и в случае лесом. Были нарушены веками сложившиеся правила разуьного сбалансированного сосуществования с окружающей природой, когда всё находится в равновесии.

Мифологизция

Самое большое препятствие - мифологизация месхетинской проблемы. Идеологичесая машина советских властей основательно поработала для того, чтобы в лице депортированных месхетинских мусульман создать ,,образ врага”. И это дало свой результат. Сегодня антимесхетинская мифология, которая сидит в головах жителей Грузии состоит из трёх частей:

Первая - депортированные месхетинцы пе имеют ничего общего с грузинским народом. Они - азербайджанцы, турки, узбеки, туркмены, хазары, кипчаки... Они - кто кто угодно, но чужие, не наши.

Вторая - они всегда были врагами населения Месхети и Грузии в целом. Эти мусулмане, а попросту ,,турки”, живя в Месхети до 1944 года, убивали, грабили, насилоиали многих грузин. И их выслали справедливо.

Третья - возвращение этих иородцев и иноверцев представляет собой угрозу для безопасности Грузии. А брать на себя какие-то обязательства по их репатриации в условиях, когда не урегулированы конфликты с абхазами и осетинами, вообще преступно.

В действительности же все эти тезисы являются ложными, не имеющими ничего общего с действительностью. (Правдва, у депортированных месхинцев сегодня разное самосознание и разная этническая самоидентификация. Но об этом позже).

Возможно, кое-кто может поставить под сомнение объективность данныч П. Ингороква, кто-то не поверит другим источнткам. Но в правдивости грузинского царя Иракля II в Грузии ещё никто не сомневался. Так вот, 30 декабря 1771 года им было написано письмо под названием ,,Представление от царя Ираклия императрице Екатерине об условиях, на каких он желал бы поступить под покровительство Росии - (перевод с груз.). В этом документеб в частности говорится: ,,Всемилостивщая монархиня! При сем всенижайше осмеливаюсь донесть, дабы повелено было нынешнею весною приступить к завоеванию Ахал-цихской области, и когда воспос-ледует с султаном мир, то и тогда не оставлять оную под турецким владением. Ибо оная область Ахал-цихская лежит на Грузинской земле, и народ имеет там Грузинский язык, и много находятся там христиан, да и множество и таких, кои с недавних времён превратились магометарство (,,Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относяшиеся к Грузии” Том I, с 1768 по 1774 год. Под ред. А. Цагарели, Ординарного профессора Императорского С.-Петербургского Университета. С.-П. 1891 г.).

Сегодня, к сожалению, даже после 15 лет независимости, например, в школьных учебниках по истории Грузии факт депортации месхетинского населения в 1944 году обходится стороной. Ни в историческом музее, ни в его Ахалцихском филиале по сей день не существует экспозиции, рассказывющей о депортации 1944 года. В Грузии создан музей окупации, а о депортации не догадались сделать даже стенд. Откуда же население Грузии должно знать правду, это остаётся белым пятном в истории нашей страны.

Мифолглизацией своей проблемы страдают и сами депортированные. Им представляется, что Месхети - рай земной. Ностальгия заставляет их думать, что этот край такой же изобильный, благодатный и удобный для жизни, каковым он был при них. Но на самом деле это не так. Кроме этого, они не хотят возвращаться на родину с пятном ,,врагов народа”, каковыми они являются по сей день. И ожидают, что правительство Грузии даст им политическую реабилитацию, как это сделали правительства других стран СНГ по отношению к своим депортированным. Но Грузинские власти этого делать не собираются. Среди Месхетинцев имеет место ещё одно зблуждение. Они думают, что как в 1944 году их погрузили в вагоны и увезли, точно так же вагонами привезут обратно. Что дадут дома, сады, скот, птицу... (Экономический аспект проблемы - тоже тема отдельного рассказа).

О происхождении и самосознании

Сушествуют два основных подхода к определению этнического происхождения месхетинцев: одни считают их грузинами, принявшими ислам, другие пологают, что они турецкого происхождения.

Поддержка того или иного подхода обусловлена, главным образом, количеством и качеством информации, которым распологает человек при отценке такого запутанного вопроса, как этническое происхождение месхетинцев. В некоторых случаях на такую оценку влияет и социальный (если угодно, политический) заказ исследователя. Так, например, азербайджанский историк Ариф Юнусов в свщей книге ,,Месхетинские турки. Дважды депортированный народ” делает вывод, что не только месхетинцы, но и большая часть грузинского этноса - это потомки кипчаков.

0x01 graphic

На самом же деле месхи - коренные жители ре только Самцхе и Джавахети (но но других провинций: Тао, Кларджети, Тори, Испири, и др., которые находятся на территории Турции), до XVI века были поголовна православными христианами. Во время Османского ига большая часть местного населения приняля ислам, меньшая часть - католичество и все они остались жить на своих землях. Были и такие, которые покинули земли предков и бежали на территорию грузинских княжеств. Они остались православными. Таким образм, в зависимости от выбора своих предков, на сегодняшний день есть месхи-мусульмане, месхи-католики и месхи-православные. Во время Российской империи на территории сегодняшней Самцхе-Джавахети осели племена курдов и таракама, сосланные русским царем духоборы, а так же арьяне, бежавшие от погромов османцев из Карса и Эрзрума. В 1944 году из Самцхе-Джавахети было депортировано все мусулманское население.

Разные подходы по поводу происхождения могут быть предметом дикусий и споров историков, предметом исследований, публикаций, дисертаций и т.д. Но всё это не имеет никакого значения, когда речь идёт о правах человека в современном демократическом государстве. Сегодня, что касается этнического аспекта, это исключительно вопрос самоидентификации. Человек, предки которого когда-то были, к примеру армянами или греками, сегодня может чувствовать и называть себя этническим грузином. И наоборот. Человек. Человек, предки которого были грузинами, может считать себя армянином, русским или турком. Не имеет значения, сколько месхетинцев считают себя грузинами или сколько - турками, а сколько вообше не знают, как себя называть. Должна уважаться любая самоидентификация, как этническая, так и религиозная. В современном гражданском щбществе этот выбор, повторяю, не должен иметь никаких правовых последствий для индивидуума.

О толерантности И нетерпимости

Это в современнов гражданском обществе. Но, к сожалению, сегодня в Грузии имеются отдельные общества разных этнических групп населения, но нет единого гражданского общества. Оно только формируется. И самое время сказать несколько слов о грузинском обшестве. Не об обшестве Грузии, а именно о грузинском обшестве (т.е. обшестве грузии), поскольку именно оно в оснавном формирует внутреннюю и внешнюю политику государств.

Почему представители грузинского обшества считают депортированных месхетинцев больше турками, чем грузинами? Люди путают понятия ,,религия” и ,,этнос”. Большинство считает, что грузин - это тот, который говорит на грузинском языке, имеет грузинскую фамилию, и, что самое главное, является прихожанином грузинской православной церкви. Но если человек не православный, то его уже не признают грузином, если даже у него и язык, и фамилия, и гражданство. Именно поэтому месхетинцев, принявших католичество, до сих пор именуют ,,франками”, так как они приняли веру у западных европейцев (в средные века любого европейца называли франком). По аналогии, месхетинцев, принявших религию у турок, стали называть турками. Это мышление феодального периода, с которым в XXI веке нам делать нечего.

Далеко за пределами страны разошёлся тезис о грузинской толерантности. Видимо, это правда, но лишь отчасти.

Помните, во время чеченской войны Грузия в течение недели приняла у себя семь тысяч чеченских беженцев, хотя нам самим было трудно. Они, как известно мусульмане. Многие из них до сих пор находятся в Грузии.

А вот месхетинцев, которые мусульмане, не пускаем в Грузию. Сегодня месхетинцев-репатриантов насчитывается менее 700 человек. Причём, 92%25 из них впустили в Грузию ещё в советское время. Можно упомянуть и о притеснениях грузин-католиков, о настороженном отношении к аджарцам-мусульманам. Или взять погромы иеговистов и последовотелей других ретрадиционных религий из числа этнических грузин. Этого достаточно, чтобы демонстрировать нашу нетерпимость л свободе вероисповедания по отношению к своим. Если ты - армянин, пожалуйста исповедуй Григорианство. Азербайджанец, на здоровье, держись Ислама. Даже китаец, так и быть, молись по-Буддистски. Каждому из перечисленных мы позволяем исповедовать какую угодно религию. Но мы не потерпим грузина неПравославного! Вот об этом мы не трезвоним, считая своим внутренним, грузинским, делом. Но хуже всего то, что такой стереотип поведения сидит в подсознании, что почти не поддается лечению. А это большое несчастье. Вот уже где настоящая угроза безопасности страны.

Противопоставления

Среди наших политиков и общественных деятелей стало признаком хорошего тона противопоставлять друг другу интересы депортированных месхетинцев и вынужденно перемещённых лиц (ВПЛ) из Абхазии и Южной Осетии. При общении с месхетинцами, отмечается, что наличие в стране ВПЛ не позволяет заниматься репатриацией месхетинцев. На встречах с ВПЛ месхетинская проблема представляется как препятствующий фактор для решения проблем ВПЛ. И, надо сказать, многие представители этих двух групп попадаются на эту удочку и видят друг в друге источник своих проблем.

Другие пытаются внедрить в сознание грузинской и международной общественности тезис о биологической независимости армян и депортированных месхетинцев. Некоторые даже ,,доказывают”, что результатом соприкосновения этих двух компонентов может явиться взрыв, который может развалить Грузию. Попытки столкнуть лбами, натравить друг на друга армян и месхетинцев носят волнообразный характер, то затихают, то усиливаются, в зависимости от показаний политического барометра. Даже устраиваются провокации. Например, в населённых пунктах Самцхе-Джавахети, где проживают этнические армяне, расклеиваются и разбрасываются анонимные листовки оскарбительного и угражающего содержания, якобы написанные месхетинцами. Последняя из провокаций была 16-17 мая 2006 года. Неизвестные лица распростроняли листовки на русском языке с угрозами в адрес армян от имени некой ,,Бригады освобождения Ахалцихе”.

Позиция правительства

Обратите внимание на приведённые ниже две цитаты, отражающие официальную позицию правительства.

Первая:

,,Комиссия... считает, что Грузия должна приступить к решению этой проблемы..., если она хочет стать достойным членом цивилизованного сообщества.

И вторая:

,,Репатриация должна осуществляться на законном основании, на добровольной основе, поэтапно, с соблюдением прав и свобод человека.

Правда ведь, создается впечатление, что это две разные цитаты из одного же документа. На самом же деле это не так. Первая цитата - это фрагмент заявления Государственной Комисии по изучению проблемы депортированного в 1944 году из Грузии населения (,,Свободная Грузия” 2 июня 1992г., №70). А вторая цитата взята из Рабочего плана сегодняшней Государственной Комиссии по изучению вопросов репатриации населения Южной Грузии, депортированного Советским режимом в 40-х годах XX столетия (2006 год). Эти два документа разделяют 14 лет, втечение которых между первой и сегодняшней комисией было ещё десяток разных комиссий. Можно сказать, писменно зафиксированная официальная позиция не измнилась. Но ситуация также не изменилась, и месхетинская проблема ещё не начала решаться, поскольку проект закона о репатриации, обещанный в 1999 году до сих пор даже не разработан. Это показывает, что настоящая, а не показная позиция властей заключается в следующем. А именно, игнорировать эту проблему, а для видимости выпускать декларации или указы о создании и пересоздании комиссий, о подготовке неких мероприятий, которые впоследствии остаются на бумаге.

Думать о будущих поколениях

Представители политической элиты Грузии обычно воздерживабтся от каких-либо публичных заявлений на эту болезненую тему, боясь подпортить свой рейтинг. Мудрый человек Уинстон Черчилль как нельзя чётко отметил разницу ьежду политиканами и государственными мужами. Он говорил, что политиканы думают о будущих выборах, а государственные мужи - о будущих поколениях.

Характерной чертой государств переходного периода, каковыми является Грузия, решение того или иного вопроса в значительной степени зависит от личной позиции первого лица. Что касается Михаила Саакашвили, то в архиве имеется пара его высказиваний по месхетинской проблеме.

4 декабря 1997 году перед Госканцелярией тогдащнего председателя парламентского комитета по юридическим вопросам Михаила Саакашвили с представителями депортированных месхетинцев. Тогда он, в частности, сказал: ,,Месхам нужна натурализция,чтбы права гражданские восстановить... В этом году, максимум - в следующем, несколько законов должно быть, которые будут решать весь комплекс проблем.

В сентябре 2001 г. Министр юстиции Михаил Саакашвили на встрече с населением в городе Ахалцихе заявил, что он ,,первый человек в Грузии, который против заселения здесь турок-месхетинцев.

К сожалению, Президент Грузии Михаил Саакашвили пока ещё публично не заявлял о своей позиции по этому вопросу.

Возвращаясь к беседе с седовласым месхетинским армянином, о котором я говорил в самом начале, признаться, я не знал, что ему сказать. И что можно было ответить этому мудрому человеку с доброй улыбкой на лице, который с чувством нескриваемой надежды спрашивал: ,,Марат, почему ваши не приезжают?” Ответа на этот вопрос у меня пока нет.

6 საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

▲back to top


რელიგიები საქართველოში

ნინო რჩეულიშვილი

ისტორია და სწავლება

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია1 (ს.ე.პ.ე.) მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ევანგელურ-პროტესტანტული ფრთის სარწმუნოების აღმსარებელია. იგი დამოუკიდებელი, არადენომინაციური პროტესტანტული ეკლესიაა, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ტრადიციას და საეკლესიო გადმოცემას, მაგრამ ეკლესიურ მოძღვრებაში უმაღლეს ავტორიტეტად წმინდა წერილს - ბიბლიას მიიჩნევს.

0x01 graphic

ნათლობა

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია რადიკალურად არ განსხვავდება სხვა პროტესტანტული ეკლესიებისგან. მისი წარმომადგენლები აღიარებენ ყველა იმ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომლებსაც პროტესტანტული ეკლესია აღიარებს. ასევე აღიარებენ სულიწმიდით ნათლობას.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია სათავეს იღებს მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოში დაბრუნდა პასტორი გიორგი ჩიტაძე ლატვიის ქალაქ ელგავადან, სადაც იგი პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველ ბიბლიურ ინსტიტუტში სასწავლებლად იმყოფებოდა. ეკლესიის სულიერი ცენტრი ქალაქ გორშია. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია კიდევ ოთხ ქალაქში არსებობს: რუსთავში, თბილისში, ხაშურსა და ქარელში.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის სასულიერო იერარქია მარტივია. ეკლესიაში არიან პასტორები, მათი დამხმარეები - თანახუცესები და დიაკვნები. ეკლესიის უფროსი პასტორია მამა გიორგი ჩიტაძე, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მთლიან კურსზე, მოძღვრებისა და სულის ერთიანობაზე, თუმცა იგი ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი არ არის. ეკლესიაში ყველა საკითხი პასტორთა სულიერი საბჭოს მიერ წყდება. „ჩვენ არ ვემხრობით არც ავტორიტარულ და არც დემოკრატიულ მმართველობას. ჩვენი ეკლესია ორიენტირებულია თეოკრატიულ მმართველობაზე - ღმერთის სულით აღჭურვილი ადამიანების მმართველობაზე”, - ამბობს პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის სწავლების მიხედვით, ადამიანი უნდა იყოს ქრისტიანი, როგორც შინაგანი მრწამსის, ისე თავისი ცხოვრების წესის მიხედვითაც. ადამიანის შინაგანი ამაღლებულობა გარეგნულადაც უნდა იყოს გამოვლენილი. „ღმერთს სურს, რომ ეკლესია არა უბრალოდ ხალხთა გაერთიანებად, უბრალოდ რელიგიურ ადამიანთა შეკრებად იხილოს, ღმერთს სურს, რომ ეკლესია დიდებული იყოს თავის ყველა ასპექტში.... მე არ მჯერა იმ ადამიანის, რომელსაც შეუძლია ეკლესიაში ქრისტიანი იყოს და მის გარეთ სულ სხვანაირად იცხოვროს. მე მჯერა იმ ადამიანების, რომლებსაც ქრისტეს სიყვარული სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი” (პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე).

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ყურადღებას ამახვილებს ღმერთის სიტყვის „საღ, გასაგებ სწავლებაზე” და ამ მიზანს სპეციალური სასწავლო ცენტრის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც ეკლესიის სულიერ ცენტრში - ქ. გორშია განთავსებული. აქ ფუნქციონირებს ბიბლიის შემსწავლელი სამთვიანი კურსები, სადაც ქრისტეს სწავლების საფუძვლების გაცნობა ხდება. ეკლესია მუშაობს ე.წ. „ჯგუფი 12”-ის (ქრისტეს 12 მოწაფე იგულისხმება) მიხედვით, რომელიც მოწაფეობის ინსტიტუტზეა დაფუძნებული - თითოეული ადამიანი ეკლესიაში მოწაფეა და ამავე დროს თავისი მოწაფეები ჰყავს.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას თავისებური დამოკიდებულება აქვს ადამიანის „პირადი სფეროს” ლიბერალიზაციის მიმართ. „დღეს თანდათან პოპულარული ხდება ეგრეთწოდებული ლიბერალური თეოლოგია, რომელიც ცდილობს ქრისტიანობა ადამიანის ნებისმიერ ახირებას მოარგოს. სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ქრისტიანული ოჯახების დაახლოებით 50%25 გაყრის შედეგად ინგრევა და ამ გაყრაზე პასუხისმგებლობას არცერთი მხარე არ კისრულობს. ეკლესიისათვის მიუღებელია ეგრეთწოდებული „გვირგვინის აღება”, ქორწინების აღთქმისაგან განთავისუფლება გაყრაზე ერთ-ერთი მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია ჯვრისწერის გაუქმება, მაგრამ როცა ყველაფერი დანგრეულია, არც მხოლოდ რელიგიური დოგმის გამო ოჯახის ფორმალური შენარჩუნებაა სასურველი, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ახალგაზრდა წყვილებთან, რომ მათი ოჯახი იყოს საღი, სიყვარულით სავსე, ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებული და ურყევი” (პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე).

ეკლესია მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს ჰომოსექსუალობის მიმართ.

„ჰომოსექსუალიზმი ეს არის სენი, რომლის გამოც ღმერთის რისხვა დაატყდა სოდომსა და გომორას. სოდომური ცოდვა დღევანდელ საზოგადოებაშიც ანგრევს ქრისტიანულ მორალს და აშორებს მას ღმერთს. დღევანდელ ლიბერალურ საზოგადოებაში ეს განცხადება შეიძლება ვინმემ ადამიანის უფლების დარღვევად ჩამითვალოს, მაგრამ ვთვლი, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს არის ცოდვა, ჩადენილი ღმერთის და საზოგადოების წინააღმდეგ” (პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე).

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მრევლი პირობითად ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი: „ბავშვთა მსახურება” (გულისხმობს 2-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს), „ახალგაზრდული მსახურება” (გულისხმობს 13-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანთა მსახურებას), „ადმინისტრაცია” - ეკლესიის ძირითადი ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მთლიანად ეკლესიის მსახურებაზე და „ოქროს მსახურება” - 50 წელს გადაცილებულთა მსახურება.

2-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფისთვის ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები, მათთვის მისაწვდომ ენაზე, ბიბლიურ ისტორიებს ეცნობიან, სწავლობენ აგრეთვე ხელსაქმეს, ხატვას, ძერწვას; იმართება წარმოდგენები, კონცერტები ბავშვების მონაწილეობით, ეწყობა მათთვის საზაფხულო ბანაკები. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს ეკლესიასთან აახლოებს. „ისინი მშობლებს უბრალოდ კი არ დაჰყავთ ეკლესიაში, არამედ ბავშვებიც თემის დამოუკიდებელი წევრები ხდებიან” (შმაგი ჭანკვეტაძე). აღსანიშნავია, რომ ეკლესია უფრო მეტად ახალგაზრდულ მსახურებაზეა ორიენტირებული, რადგანაც მიაჩნია, რომ ახალგაზრდობა ის ასაკია, როცა ადამიანებს საკუთარი მონაცემების რეალიზებისთვის მეტი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ ახალგაზრდულ ჯგუფში სწავლება უფრო სერიოზულ ხასიათს ატარებს: ახალგაზრდები ქრისტიანული ეკლესიის და მისი განშტოებების წარმოშობის ისტორიას ეცნობიან; მრევლის ახალგაზრდული ნაწილი მონაწილეობს სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში, ანტინარკოტიკულ კამპანიებში, მათ შორის IFIS პროგრამაშიც. „ჩვენ ვაშენებთ არა მარტო ეკლესიას, არამედ საზოგადოებას, ამიტომ ახალგაზრდებს არ ვარიდებთ სამხედრო ვალდებულებას, მოვუწოდებთ მათ გამოადგნენ ქვეყანას და ეკლესიას. ვცდილობთ ჩვენი მრევლი, უფრო მეტად კი ახალგაზრდობა, იყოს ტოლერანტული, შეეძლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ამისათვის ვაწყობთ სემინარებს ეკლესიის ისტორიის შესახებ, ახალგაზრდებს ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას ეკლესიისა და მისი განშტოებების შესახებ, მჯერა, რომ ყველანაირი რელიგიური ექსტრემიზმი სათავეს იღებს ან დეზინფორმაციისაგან, ან ინფორმაციის დეფიციტისაგან; არ გვინდა ჩვენი ახალგაზრდები ფიქრობდნენ, რომ მათ გარდა ყველა მწვალებელი და სექტანტია, ვფიქრობ, ჭეშმარიტების ცოდნა და მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია ადამიანს აძლევს განსხვავებული აზრის მოსმენის და პატივისცემის უნარს” (შმაგი ჭანკვეტაძე).

სოციალური საქმიანობა

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიერ წარმოებული ჰუმანიტარული საქმიანობა, საქართველოში მოღვაწე სხვა დენომინაციების ჰუმანიტარულ საქმიანობასთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულია, რის მიზეზადაც საზღვარგარეთ დაფინანსების წყაროს არარსებობა სახელდება. ეკლესია საკუთარი ძალებით ახორციელებს მცირე პროგრამებს - ეხმარება რამდენიმე მოხუცებულს, ქვრივს, სურამის ბავშვთა სახლს; მუშაობს რამდენიმე ნარკომანთან, მორალურ თანადგომას იჩენს მათ მიმართ. გარდა ამისა, ეკლესია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „სამარიტელის ქისა” და ბავშვებისათვის საშობაო საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობს. ამ საჩუქრებთან დაკავშირებით ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ ერთი განსხვავებული პროგრამაც განახორციელა: საჩუქრები არა „ჩვეულებრივ“ ბავშვებს, არამედ პატიმართა შვილებს დაურიგდათ. პატიმრები წერდნენ წერილს თავიანთი შვილების სახელზე, შემდეგ კი ამ წერილს, საჩუქართან ერთად, ეკლესიის წევრები ბავშვებს გადასცემდნენ. რამდენადაც საჩუქრები საქართველოში დაგვიანებით ჩამოდის, ისინი აღდგომამდე შეინახეს და მათი გადაცემა აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირეს. „ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საზოგადოების მხრიდან ყურადღება აკლიათ”.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დევნის შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების წევრებს მაინც ხვდებათ გარკვეული „უსიამოვნებები” მოსახლეობასთან ურთიერთობისას. საზოგადოდ, ბევრი ახალგაზრდა ერიდება იმის აღიარებას, რომ ის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მრევლს განეკუთვნება, რადგან ეშინიათ, რომ დევნას დაუწყებენ - ფიზიკურს თუ არა, მორალურ დევნას მაინც. „მათ მრწამსს არ იცნობენ და არც აინტერესებთ ის. უბრალოდ, ეუბნებიან, იქ რატომ უნდა დადიოდეთო?” თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუკი ადრე ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების წევრებისთვის დაკეტილი იყო ყველა სააქტო დარბაზი (იქ მათ კულტურული ღონისძიების ჩატარების უფლებასაც კი არ აძლევდნენ!), დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუმცა გორში მოღვაწე პასტორი რეგიონური ტელევიზიის მიკერძოებულობას უჩივის - ის ყველა რელიგიურ დღესასწაულს მართლმადიდებლურად აშუქებს, მაშინ, როდესაც თავად ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გარკვეულ „დათმობაზე” მიდის და დღესასწაულების აღნიშვნისას ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებასაც ცდილობს: „გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მის ტრადიციებს პატივს ვცემთ, ჩვენ შობას ორჯერ აღვნიშნავთ - 25 დეკემბერსაც და 7 იანვარსაც, თუმცა გრიგორიანულ კალენდარს უფრო სწორად მივიჩნევთ... რაც შეეხება აღდგომას, მას იმავე დღეს აღვნიშნავთ, რა დღესაც მართლმადიდებლები”.

ურთიერთობა სხვა დენომინაციებთან

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აქტიურად ურთიერთობს სხვა ქრისტიანულ დენომინაციებთან, რის პირდაპირ საფუძველსაც სახარებაში ხედავს: „როდესაც მოციქულებმა უთხრეს ქრისტეს, ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნიდა და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ გამოგვყვაო, იესომ უთხრა: ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთან არის”. თუმცა, თანამშრომლობა ერთმანეთში აღრევას არ ნიშნავს. „ყველა ეკლესიას მიცემული აქვს თავისი ხედვა, გეგმა რომელზედაც პასუხისმგებელია. ისევე, როგორც ადამიანის სხეული არ შეიძლება შედგებოდეს ერთი და იმავე ორგანოებისგან, ასევე ქრისტეს საერთო სხეულშიც შეუძლებელია ყველა ეკლესიას ერთი ხედვა ჰქონდეს”.

გორში ყოველთვიურად იმართება შეხვედრები სხვა ეკლესიების პასტორებთან. ამ შეხვედრებზე ერთად ლოცულობენ და ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მფლობელობაში არის ქრისტიანული ბიბლიოთეკა, აუდიო- და ვიდეოთეკა, რომლითაც ყველა დენომინაცია სარგებლობს. ეწყობა ე.წ. „ღია კარის დღეები”: „ერთ-ერთ კვირადღეს ჩვენს მრევლს ვათავისუფლებთ და საშუალებას ვაძლევთ სხვა ეკლესიებში მიმდინარე მსახურებას დაესწრონ, რათა იცოდნენ, თუ რა ხდება იქ. მართალია, ჩვენ შორის არის განსხვავება, მაგრამ ეს სხვაობა მინიმალურია, მაშინ როცა საერთო ძალიან ბევრია. თუკი ამ საერთოს გამოძებნა არ მოხდა, საზოგადოება მუდმივად გახლეჩილი იქნება... შესაძლოა ორ ადამიანს ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს რაღაც საკითხზე, თუმცა, თუკი ორივე ღმერთის გზას ეძებს და მისი სიყვარული აქვთ, რაღაც წერტილში აუცილებლად შევხვდებიან ერთიმეორეს, ერთნი გახდებიან”. როგორც შმაგი ჭანკვეტაძე აღნიშნავს, „ყველაზე ნაკლებად მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობენ, რის მიზეზადაც ამ უკანასკნელის განწყობა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების სიძნელე სახელდება.

ჯერ კიდევ რელიგიათა საბჭოში გაერთიანებამდე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ურთიერთობა ჰქონდა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან: იეღოვას მოწმეებთან, კრიშნას შემეცნების საზოგადოების, ბოლო დროის წმინდანთა ეკლესიის წევრებთან, ისლამის მიმდევრებთან და ასე შემდეგ.

ჩვენ, რაღა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით სხვა რელიგიების წარმომადგენლებს, როგორებიც არიან, ბუდისტები, კრიშნას შემეცნების საზოგადოების წევრები, მორმონები, იეჰოვას მოწმეები, ისლამის მიმდევრები და ასე შემდეგ, მაგრამ მიგვაჩნია, მათ აქვთ არჩევანის და, მაშასადამე, ამ ქვეყანაში თავისუფლად არსებობის უფლება, გვწამს, რომ ღმერთმა თავისი ძალაუფლების დელეგირება მოახდინა - ნაწილი ეკლესიას არგუნა, ნაწილი - მთავრობას; წმინდა წერილი გვავალდებულებს, როგორც საქართველოს მოქალაქეები, პატივს ვცემდეთ და ვემორჩილებოდეთ საქართველოს კონსტიტუციას (რომ. 13:1), რომლითაც გარანტირებულია რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება და ამას ვასწავლით მრევლსაც. გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვახარებს საქართველოში მიმდინარე აღმშენებლობა. ჩვენ არ გვინდა გარედან ვაკვირდებოდეთ ამ აღმშენებლობას, არამედ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის შენების საქმეში, გვსურს ჩვენს ეკლესიაში არსებული საუკეთესო პოტენციალი გამოადგეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ახალგაზდობის სახით საქართველოს აღვუზარდოთ ღირსეული თაობა”, - გვეუბნება პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.

______________________

1. ეკლესია ახლო მომავალში დარეგისტრირდება ამ სახელწოდებით.

7 საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

▲back to top


რელიგიები საქართველოში

0x01 graphic

საქართველოში კვლავ უმჯობესდება აღმსარებლობის თავისუფლების მდგომარეობა. 2005 წლის ივლისის დამდეგს, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს უფრო თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს, მთავრობამ იმ რელიგიური ჯგუფების სარეგისტრაციო განაცხადები დაამტკიცა, რომლებიც წარსულში არ იყვნენ რეგისტრირებული. აღნიშნული კანონის საფუძველზე რეგისტრაცია სულ თოთხმეტმა ორგანიზციამ გაიარა. საზოგადოდ, პოლიცია უფრო მეტად რეაგირებდა უმცირესობის რელიგიური ჯგუფების საჭიროებებზე, მაგრამ პარლამენტის წევრებმა დიდი უკმაყოფილება გამოხატეს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ, რომელიც შეიცავდა მოწოდებას კანონის წინაშე ყველა რელიგიური ჯგუფის თანასწორობის აღიარების შესახებ. პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ გამართლებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიური მდგომარეობა მისი ისტორიული როლის გამო.

სამართლებრივი/პოლიტიკური საფუძვლები

პრეზიდენტი და სახალხო დამცველი აღმსარებლობის თავისუფლების ეფექტურ დამცველებად გვევლინებოდნენ და მრავალჯერ საჯაროდაც გამოსულან რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მხარდასაჭერად.

გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა განყოფილების მოვალეობაა ადამიანის უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა. 2005 წლის დასაწყისიდან გენერალურმა პროკურატურამ გამოიძია ოცდარვა ძალადობა რელიგიურ საფუძველზე, რომლებიც სასამართლო პროცესებით და შვიდი პირისათვის მსჯავრის დადებით დასრულდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ აქტიურად ახორციელებს რელიგიური შენობა-ნაგებობების რესტავრაციას და ახდენს მთავრობის ლობირებას ეკლესიისათვის იმ ქონების დაბრუნების მიზნით, რომელსაც ეკლესია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლამდე ფლობდა (ეკლესიის მესვეურები აცხადებენ, რომ ერთ დროს ქვეყნის ტერიტორიის 20-30%25 კლესიას ეკუთვნოდა). 2005 წლის სექტემბერში მთავრობამ ქართულ მართლმდიდებელ ეკლესიას კუთვნილი ქონების კიდევ სამი ნაწილი დაუბრუნა.

2005 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ბრძანებით ქვემო ქართლის რეგიონში დაბრუნებულ იქნა წარსულში ჩამორთმეული მეჩეთი, რომელიც საზოგადოებრივ დარბაზად იყო გადაკეთებული.

რელიგიურ ჯგუფებს ამჟამად შეუძლიათ ადგილობრივ ასოციაციებად ან ფონდებად დარეგისტრირდნენ. ასოციაცია ეფუძნება წევრობას (მოითხოვება მინიმუმ ხუთი წევრის არსებობა), ხოლო ფონდის დაფუძვნებას ახდენს ერთი ან მეტი დამფუძნებელი გარკვეული საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობისათვის, ამა თუ იმ ჯგუფის ან ფართო საზოგადოებისათვის სარგებლობის მოსატანად. ორივე შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციაში გატარება ან მასზე უარის თქმა განცხადების შეტანიდან თხუთმეტი დღის ვადაში ხორციელდება. უარი შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

2005 წლის ივლისში იუსტიციის სამინისტრომ ახალი რეგისტრაციის პროცესის მიხედვით დაამტკიცა წარმოდგენილი განცხადებები. როგორც იესო ქრისტეს ბოლო დღის წმინდანთა (მორმონები) ეკლესიის მიმდევართა ფონდი, ასევე საქართველოში ადვენტისთა განვითარებისა და დახმარების საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლობა (რომელიც გაერთიანებულია მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიასთან) რეგისტრაციაში გატარდა კანონით გათვალისწინებულ თხუთმეტ დღეზე ნაკლებ ვადაში.

შემდგომ, ამავე კანონის მიხედვით, რეგისტრაცია გაიარა თორმეტმა ორგანიზაციამ. იუსტიციის სამინისტრომ ერთი წლის ვადით უფლებამოსილება შეუწყვიტა ნოტარიუსს, რომელმაც არ დაამოწმა პენტეკოსტელების ეკლესიის მიერ წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომლებიც ეკლესიას რეგისტრაციისათვის სჭირდებოდა. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმ სტატუსის გამო, რომელიც მათ რეგისტრაციის შედეგად ენიჭებოდათ. კათოლიკური ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია სამოქალაქო ორგანიზაციად დარეგისტრირების წინააღმდეგნი იყვნენ. სხვა ეკლესიებმა, მათ შორის ბაპტისტურმა ეკლესიამაც, შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ამგვარი რეგისტრაციის შემთხვევაში ქონების ეკლესიებისათვის გადაცემა დაბეგვრას დაექვემდებარეობდა.

2005 წლის ნოემბერში იეღოვას მოწმეებმა შეხვედრებისათვის რუსთავში დარბაზი დაიქირავეს. 2005 წლის 3 ნოემბერს პაატა ბლუაშვილი, მართლმადებელთა ჯგუფის „ჯვარის” ხელმძღვანელი, და სხვა წევრები დაემუქრნენ დარბაზის მეპატრონეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა იეღოვას მოწმეებთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ბლუაშვილს 2004 წელს მსჯავრი დასდეს რელიგიური მსახურების ხელის შეშლის გამო და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ნოემბრის ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე ბლუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბლუაშვილის მიერ სამთვიანი წინასწარი დაკავების გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს სასჯელი და იგი სასამართლოს გამართვამდე გაათავისუფლა. 2006 წლის აპრილში რუსთავის სასამართლომ აღადგინა სამთვიანი სასჯელი. ბლუაშვილი აპრილში გამართულ სასამართლო მოსმენაზე არ მივიდა და ძებნილად გამოცხადდა.

თუმცა 2005 წლის აპრილში მიღებული კანონი განათლების შესახებ კრძალავს ძალისმიერ ასიმილაციას, საჯარო სკოლებში სასწავლო საათების განმავლობაში რელიგიურ ქადაგებას ან თეოლოგიის სწავლებას, პრაქტიკულად მოსწავლეები რუტინულად კვლავ ღებულობდნენ გაკვეთილებს მართლმადიდებელ ქრისტიანულ თეოლოგიაში. მასწავლებლები გაკვეთილების უმეტესობას, მათ შორის მათემატიკისა და სხვა მეცნიერების გაკვეთილებს, იწყებენ კლასის მიერ მართლმადიდებლური ლოცვების წარმოთქმით. ის მოსწავლეები, რომლებიც არ ღებულობდნენ ლოცვებში მონაწილეობას, ზოგჯერ ისჯებოდნენ. კანონით ასევე იკრძალება რელიგიური სიმბოლოების გამოფენა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სასწავლო მიზნებს ემსახურება. თუმცა მრავალ საკლასო ოთახში მასწავლებლები ხატებს ან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელ სასულიერო პირთა სურათებს კიდებენ. ზოგიერთ სკოლაში მართლმადიდებლური სალოცავები არსებობს, სადაც მოსწავლეებს ლოცვისაკენ მოუწოდებდნენ.

საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სთავაზობენ ფაკულტატურ კურსს „რელიგია საზოგადოებაში”, თუმცა აღნიშნული კურსი მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის თეოლოგიას განიხილავს. უფრო მეტიც: მართალია, ამ კურსს ფაკულტატური ჰქვია, მაგრამ არსებობს საზოგადოების ზეწოლა მოსწავლეების მიმართ, გაიარონ ეს კურსი. თავდაპირველი სახელმძღვანელო, რომელიც აღნიშნული კურსისათვის არის დამტკიცებული, ფოკუსირებული იყო მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და არ მოიცავდა სხვა აღმსარებლობებს. განათლების სამინისტრო განაგრძობდა აღნიშნული კურსისათვის სასწავლო პროგრამის შემუშავებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუტინულად ახდენს სასკოლო რელიგიური და სხვა სახელმძღვანელოების გადასინჯვას მართლმადიდებლურ მრწამსთან შესაბამისობის თვალსაზრისით. კანონის მიხედვით ეკლესიას საკონსულტაციო როლი ენიჭება სასწავლო პროგრამების შემუშავებაში და არ გააჩნია ვეტოს უფლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად 2005 წლის იანვარში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ფაკულტატური კურსის „რელიგია საზოგადოებაში” ალტერნატიულ ვარიანტებს და სასწავლო პროგრამაში რელიგიასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მემორანდუმის მიხედვით სამინისტრო ასევე თანხმდება ფინანსურად დაეხმაროს ეკლესიას საგანმანათლებლო პროექტებისა და დაწესებულებების დაფინანსებაში და ეკლესია ჩართოს რელიგიური განათლების შესახებ ახალი მასალების შემუშავებაში. სხვა არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეცა ასეთი პრივილეგიები.

ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის სპიკერი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ჩაერივნენ მაშინ, როდესაც საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უარი განაცხადა შობის წინა დღეს ჩატარებული საეკლესიო მსახურების პირდაპირი ეთერით გადაცემაზე. მსახურება ტელევიზიით გადაიცა მათი ჩარევის შემდეგ.

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა

0x01 graphic

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს გაფორმებული კონკორდატი განსაზღვრავს მათ შორის ურთიერთობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს გადასახადების გადახდისაგან განთავისუფლებული ერთეულის სტატუსით, რითაც არ სარგებლობს არც ერთი სხვა რელიგიური ჯგუფი. კონკორდატი რამდენიმე საკამათო მუხლს შეიცავს. ესენია: პატრიარქისათვის იმუნიტეტის მინიჭება; სამხედრო კაპელანთა კორპუსის დასაკომპლექტებლად ეკლესიისათვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლება და ეკლესიისათვის უნიკალური საკონსულტაციო ფუნქციის მინიჭება სამთავრობო საქმიანობის, განსაკუთრებით განათლების, სფეროში. მრავალი საკამათო მუხლი პარლამენტისაგან მოითხოვდა განხორციელების უზრუნველმყოფი შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, რაც პარლამენტს მოცემული საანგარიშგებო პერიოდისათვის არ ჰქონდა დამტკიცებული. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კონკორდატის ფარგლებში მინიჭებული სამხედრო კაპელანთა კორპუსის დაკომპლექტების უფლების განსახორციელებლად არ იქნა შემოღებული შესაბამისი კანონმდებლობა და სამხედრო დანაყოფებში არ არიან კაპელანები.

თუმცა მოქალაქეთა უმეტესობა თავიანთ რელიგიურ აღმსარებლობას შეზღუდვის გარეშე ახორციელებდა, რამდენიმე ჯგუფის, განსაკუთრებით არატრადიციული სარწმუნოების წარმომადგენლების ღვთისმსახურების აღსრულება იზღუდებოდა ზოგიერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლის და კონგრეგაციის მხრივ მუქარისა და დაშინების გამო. ზოგჯერ საანგარიშგებო პერიოდში ადგილობრივი პოლიცია დროულად ვერ უზრუნველყოფდა არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფების, მათ შორის იეღოვას მოწმეების და პენტეკოსტალების, შევიწროების პრევენციას.

2006 წლის 14 თებერვალს იეღოვას მოწმეების წევრებმა ითხოვეს კერძო მფლობელობაში არსებული თბილისის სპორტის სასახლის გამოყენების ნებართვა ორდღიანი რელიგიური კონვენციის (ყრილობის) ჩასატარებლად, რომელშიც ხუთი ათასამდე პირი მიიღებდა მონაწილეობას. 2006 წლის 22 თებერვალს სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ მათ განუცხადა, რომ ისინი სპორტის სასახლეს ყრილობის ჩასატარებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობდნენ, თუ იეღოვას მოწმეები სახელმწიფოსაგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას მოიპოვებდნენ. 2005 წლის აპრილში ანალოგიურ თხოვნაზე მათ ადმინისტრაციამ მსგავსი პასუხი გასცა. 2005 წლის ინციდენტის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგები მოცემული საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს გახდება ცნობილი.

კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიებმა ვერ შეძლეს საბჭოთა პერიოდის დროს დახურული ეკლესიებისა და სხვა ობიექტების დაბრუნება, რომელთაგან უმრავლესობა მოგვიანებით სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. თბილისში მდებარე ცნობილი სომხური ეკლესია ნორაშენი, ისევე როგორც ოთხი მცირე სომხური ეკლესია თბილისში და ერთი ახალციხეში - კვლავ არ ფუნქციონირებს. ამასთან, რომის კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს, პროტესტანტული კონფესიების ანალოგიურად, სირთულეების გადალახვა უწევდათ ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის ნებართვების მოსაპოვებლად.

აღმსარებლობის თავისუფლების შელახვა

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება მონიტორინგს ახორციელებს აღმსარებლობის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გამოძიებისა და მსჯავრდების შედეგებზე. საანგარიშგებო პერიოდში გამოძიება ჩატარდა აღმსარებლობის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების ან ძალადობის შემთხვევებზე. ხუთი საქმე სასამართლო განხილვას ელოდება; თერთმეტი საქმე გამოძიების პროცესშია; ხოლო ოთხ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი სამხილი ბრალდების დასამტკიცებლად. 2005 წლის ოქტომბერში ჯ. მეგენიშვილის წინააღმდეგ რელიგიურ მსახურებაში ხელის შეშლის გამო აღძრული საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. 2005 წლის აგვისტოში გენერალურმა პროკურორმა იეღოვას ორ მოწმეზე, ლამარა ცხოვრებაძესა და გულიკო ფალივაშვილზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყო. საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს გამოძიება გრძელდებოდა.

2005 წლის 28 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 18 ოქტომბერს იეღოვას მოწმეების მტკიცებით ოცდაათმა პირმა გადაღობა იმ სახლისაკენ მიმავალი გზა, სადაც იეღოველები მსახურებას ატარებდნენ. სახალხო დამცველის თხოვნით დაიწყო გამოიძიება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მრევლის მიმართ არ ჰქონია ადგილი მუქარას ან ძალადობას.

ქვეყანაში არ დაფიქსირებულა რელიგიური პატიმრები ან დაკავებულები.

აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემის ზრდა

არატრადიციული რელიგიური ჯგუფების ინფორმაციით მათ საშუალება ჰქონდათ შემოეტანათ ლიტერატურა მასზე ყადაღის დადების ან დაბრკოლების გარეშე. თუმცა სომხური სამოციქულო ეკლესიის განცხადებით, რელიგიური საგნების, მაგალითად, სანთლების შემოტანისას ზოგჯერ ადგილი ჰქონდა დაბრკოლებებს ქვეყანაში ეკლესიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობის გამო. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ებრაულმა თემმა თეატრის დასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც დასმა დატოვა თბილისის ერთერთ შენობაში მოწყობილი დარბაზი, რომელიც ებრაულ თემს საბჭოთა მმართველობის დროს ჩამოართვეს. თუმცა ებრაულ თემს ეს დარბაზი დაუბრუნდა, მაგრამ პრობლემა სრულად ვერ გადაიჭრა, რადგან მას არ შეეძლო მისი სინაგოგად გამოყენება.

2005 წლის ივლისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა და სახალხო დამცველმა ჩამოაყალიბეს რელიგიური საბჭოები, რომლებიც საკითხებისადმი ეკუმენურ მიდგომათა განხილვის ფორუმის ფუნქციას შეასრულებდნენ ისეთი სოციალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობისას, როგორიცაა სიღარიბე და ნარკომანია.

2005 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განკვეთილ მართლმადიდებელ მღვდელს ბასილ მკალავიშვილს, რომელმაც არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობებზე, მათ შორის ბაპტისტებზე, მეშვიდე დღის ადვენტისტებსა და იეღოვას მოწმეებზე თავდასხმებში მრავალჯერ მიღო მონაწილეობა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი თანამონაწილის, პეტრე ივანიძის მიმართ გამოტანილი ოთხწლიანი სასჯელიც ასევე ძალაში დარჩა.

საზოგადების დამოკიდებულება და დისკრიმინაცია

ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლები და საჯარო სკოლის მასწავლებლები ხმამაღლა აკრიტიკებდნენ რელიგიური უმცირესობის ჯგუფებს და სხვადასხვა სარწმუნოების მქონე პირებს შორის ქორწინებას. ზოგი მათგანი მართლმადიდებელ მორწმუნეებს ურჩევდა არავითარი ურთიერთობა არ დაემყარებინა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც პროტესტანტული ეკლესიის მრევლს ეკუთვნოდნენ. ზოგჯერ მასწავლებლები დასცინოდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც პროტესტანულ სარწმუნოებაზე გადავიდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ მათ სარწმუნოება შემოთავაზებული ფინანსური დახმარების გამო შეიცვალეს.

2005 წლის ივნისში ქუთაისში მოხდა მთელი რიგი ინციდენტები, რომლის დროსაც ადგილობრივი მცხოვრებლები განმეორებით ესხმოდნენ თავს იეღოვას მოწმეებს. ორმა პირმა, რომლებიც ამ თავდასხმებთან დაკავშირებით დააკავეს, საჯაროდ მოუხადა ბოდიში იეღოვას მოწმეებს. 2006 წლის აპრილში იეღოვას მოწმეების თხოვნით აღნიშნული ორი პირის მიმართ წაყენებული ბრალდება გაქარწყლდა. ამის შემდეგ ქუთაისში თავისუფლად ფუნქციონირებდა შეხვედრების აღნიშნული სახლი.

თბილისში 2005 წლის აგვისტოში „პაპის ტახტის ნუნცთან” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია. „ქართველ მართლმადიდებელ მშობელთა” ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესიის პროზელიტიზმს (მათი გაგებით), გამოხატავდა პროტესტს. ჯგუფში შედიოდნენ აგრეთვე მართლმადიდებელი სასულიერო პირები. პოლიციამ არ დაშალა პროტესტანტები, თუმცა მათ „ნუნცს” საგნები ესროლეს.

2005 წლის დეკემბერში სოფელ წინუბანში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც უმთავრესად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, ადგილობრივმა სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა დაგმო ადგილობრივი პენტეკოსტალების კონფესია და სოფელში მცხოვრებთ მოუწოდა ამ უკანასკნელთათვის საშუალება არ მიეცათ თავისი წევრები ადგილობრივ სასაფლაოზე დაემარხათ. სახალხო დამცველმა ამ საქმის გამოძიება მოითხოვა, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა.

მას შემდეგ, რაც 2005 წლის აპრილსა და მაისში თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მსახურების გამართვის მოსურნე პენტეკოსტალების მიმდევართა მიმართ მრავალგზის გამეორდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველი სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახალხო დამცველის დახმარებით ამ კონფესიამ მიიღო მიწის ნაკვეთი ახალი შენობის ასაშენებლად, სადაც შეძლებენ მსახურების ჩატარებას. მშენებლობის გეგმების შემუშავების პერიოდში ისინი განგრძობდნენ მსახურებას კონსპირაციულ საცხოვრებელ სახლში ან გარეთ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში პოლიცია მუდმივად იცავდა მათ. 2005 წლის აპრილსა და მაისში მომხდარ ინციდენტებზე არ მომხდარა ბრალის წაყენება.

8 Курды-езиды Грузии

▲back to top


ეთნოსები საქართველოში

Мамука Комахия

В 1990-х гг., на фоне развивающихся на ближнем востоке политических событий, заметен процесс глобализации Курдского вопроса и восхождение Курдского национализма в мире, что оказывает влияние на формирование этнического самосознания проживающих в Грузии Курдов, абсолютное большенство которых является привереженцем Езидской религии.

Миграция курдов на Южном Кавказе

Ресколько племён курдов, последователей езидской религии, в Грузии впервые появились в XVIII веке. Основная масса курдов начинает поселяться в Грузии с 1918 года, когда в Османской империи притесняли курдов-езидов и армян. Курды-езиды были вынуждены покинуть свои места проживания, так как их на почве отличающейся религии притесняло мусульманское население Османской империи, в том числе курды-мусульмане.

Основная часть проживающих Грузии курдов после установления советской власти поселилась в Тбилиси, а небольшая часть - в Рустави, Батуми и Телави. В советский период, согласно переписи населения 1959 года, в Грузии проживало 16,2 тысяч курдов, что составляло 0,4%25 всего населения, 1970 год - 20,7 тысяч (0,5%25), 1979 год - 25,7 тысяч (0,5%25). Согласно последней переписи, проведйнной в советской Грузии в 1989 году, в стране проживали 33,3 тысяч курдов (0,6%25). А согласно первой национальной всеобщей переписи населения Грузии 2002 года, В Грузии проживает 20 843 курдов (в том числе, в Тбилиси - 19,2 тысяч), что состовляет 0,4%25 всего населения страны.

В 1990-х гг. Сокращение численности проживающих на Южном Кавказе и в том числе, в Грузии курдов обусловлено их эмиграции был тяжёлое социально-экономическое положение в странах их расселения и усиление распространённых националистических настроений в регионе. Курдинское население в эмиграцию направилось, в оснавном, в различные города Росии и страны Западной Европы, где существуют сильные курдские диаспоры. Внастоящее время, абсолютное большенство эмигрировавших курдов находятся в трудовой миграции и они ориентированны на постаянное проживание в странах эмиграции. Эмиграция курдов и сегодня очень активна. При таком темпе в последующие годы численность курдов на Южном Кавказе ещё больше сократится.

0x01 graphic

მაქს ტილკე, სამხრეთ კავკასიელი ქურთი დიდებული (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქივიდან)

Едизм - религия курдов Грузии

После распада Советского Союза, на фоне активизации националистических настроений в новосозданных странах и возрастающих страхов ассимилации со стороны титульных наций, для национальных меньшенств, проживающих меншенств, проживающих в бывших союзных республиках, приобрёл вопрос сохранения этнической самобытности. В этом отношении, в отличие от других национальных меньшенств в Грузии, особые процессы проистекают в курдской диаспоре, которым значительно способствовали активизация курдского движения на Ближнем Востоке, а в, основном, проживающих на Севере Ирака курдов, и глобализация курдского вопроса.

Большенство проживающих в Грузии и Армении курдов являются приверженцами езидской религии. Среди существующих в мире наций курды-езиды относятся к тому редкому исключению, когда на формирование этнического самосознания решаюшую роль оказывает религия. Курды-езиды являются древнейшими коренными жителями Верхней Месопотамии и являются частью того многомиллионного курдского населения, основная часть которых мусульмане. В настаящее время лишь малая часть проживающих в мире курдов являются привереженцами едизма. Их численность во всём мире достигает одного миллиона человек. Они проживают, в оснавном, в Ираке, Сирии, Турции, Грузии, Армении и в результате эмиграционных процессов за последнее десятилетие, в Росии, Украине, а также странах Западной Европы.

Изначально объектами почитания езидов служили четыре элемента - Вода, Огонь, Воздух, а также Небесные Светила, в которых они видели божественную силу. Древные культы этой религии - Солнце, Луна и Огонь - берут своё начало со времён Шумер и Вавилона, следы их можно заметить и в современном езидизме. Позднее езидизм перетерпев несколько этапов своего развития, сформировался в монотеистическую религию, т.е. веру в Бога единого.

В результате возникших на протяжении веков политических, экономических и других причин езидкая религия оказалась закрытой в своём кругу, что не помешало передаче религиозных постулатов из поколения в поколение и выжить в условиях постоянных преследований, что ещё больше способствовало тому, чтобыпривереженцы езидизма защишали свою религию. Они, на протяжении всей своей истории, в условиях постоянных набегов на территории, где они проживали, испытывали преследование со стороны поработителей, которые вынуждали курдов-езидов отказаться от своей религии, что было часть политики асимилации курдов-езидов. Курды-езиды на протяжении веков сопротивлялись насильственной ассимилации и всячески пытались сохранить свою веру. Это оказало влияние и на уровень образования курдов-езидов. Они были вынуждены отказаться от получения знаний от мусульманских религиозных лидеров, что в дальнейшем стало традицией, которую курды-езиды соблюдали строго. По этой причине до начало XX века большинство проживающих на Южном Кавказе курдского населения не были обучены грамоте.

В отличие от мусульманских курдов езидское общество организовано по теократическо-кастовому принципу. Кастовое деленине езидов возведено в религиозные принципы. Они, в оснавном делятся на две касты: мирских и духовных лиц. Каждая из этих каст закрыта и недоступна. Переход из одной касты в другую или браки между представителями различных каст запрешены езидской верой.

В современной Грузии религиозные лидеры курдов-езидов особую угрозу сохранению собственной самобитности, в которой езидская религия играет решающую роль, видят в развивающихся с 90-х гг. XX века тенденциях, когда курды-езиды становятся приверженцами других религий. По их мнению, без элементарных знаний основ езидской религии приверженцы езидизма становятся христианами, свидетелями Йеговы, адвентистами, пятидесятниками, евангелистами или кришнаитами. Зачастую, изменение религии является результатом неосознанных действий, материальной заинтересованности или активного прозелитизма со стороны других религий. Причиной изменения некоторыми религии называется также и пассивная работа религиозных деятелей, так как большенство курдов-езидов практически ничего не знают о своей религии. По мнению религиозных лидеров, религиозные праздники потеряли свой истинный облик и стали формальностью, что порождает угрозу ассимиляции курдов-езидов. В этом отношении религиозные лидеры видят угрозу и в преподовании уроков религии в школах. Уроки религии касаются в оснавном христианской религии, что оказывает влияние и на мировоззрение нехристиянских детей. Необходимо отметить, что самому езидизму не характерен прозелитизм. Именно на протяжении веков численность приверженцев езидизма возрастала незначительно.

Возможностью сохранения самобытности курдов-езидов религиозные лидеры считают построеные храма, который, по их мнению, способствовал бы сохранению и укреплению езидской религии. Построить храм не удалось из-за финансовых проблем и разногласий между действующими в Грузии курдскими организациями. Но, в строительстве храма одним из главнейших барьеров называется существуюшее соглашение между государством и Православной Церковью, согласно которому, согласие на строительство религиозного храма должна давать Патриархия. А, без согласия Патриархии, осущестиление любого проекта, предусматриваеющего строительство храма другой религиозной направленности, невозможно. По заявлению некоторых лидеров курдов-езидов, ,,им нужен храм, где смогут проводить свои религиозные ритуалы. Право на строительство храма им гарантировано Конституцией. Во время бесед с официальными лицами никто не желает говорить на эту тему, но все избегают и публичного отказа”.

Религия - фактор формироиания этнического самосознания

Вопрос формирования этнического самосознания особенного актуален для курдов-езидов как в Грузии, так и в Армении. У курдского населения и интеллигенции в Грузии до сих пор нет общего мнения о том, как называть проживавших в Грузии курдов, то есть курдов, последователей езидской религии.

Термин езид в большей курдской группе стал означать суб-этнос в результате исторических процессов. Для сушественной части курдов, последователей езидской религии, курдская нация ассоцируется лишь с курдским населенем, приверженцам ислама и негативное отношение к ним сохраняется до сих пор. В исторической памяти курдов-езидов сохранились случай массового преследования курдов-езидов на религиозной почве в Османской империи, в том числе со стороны курдов-мусульман. В результате чего курды-езиды были вынуждены искать убежище в Российской империи, на территории Армении и Грузии, где их жизни не угражала опасность. Репрессивная политика со стороны курдов-мусултьман стала причиной отчуждения преследуемых курдов-езидов на Южном Кавказе от курдской этнической группы и у них сформировалось отличаюшееся этническое самосознание, в чём решающую роль сыграла и езидская религия, которую их предки сохраняли на протяжении веков. В результате в курдской этнической группе людей, составляющая курдский этнос, но являющаяся привереженцем других религиозных традиций. В результате указанных процессов, наряду с религиозной принадлежностью термин езид стал обозначать и отношение к этнической группе. По этому вопросу в научных кругах мира существуют различные взгляды, но, в этом случае, мы ограничимся обсуждением тенденций, сложившихся в регионе.

Во времена Советского Союза разделение проживающих на территории страны курдов на курдов-мусульман и курдов-езидов было обусловлено политическими соображениями. Позиция советских властей зависела от конкретной внешней или внутренной политической обстановки. В этом отношении обстоновка обострилась в конце 80-х гг. XX века, когда в Советском Союзе, на фоне накала националистический страстей, возникли этноконфликты. На курдов особенно повлиял конфликт в Нагорном Карабахе. Проживаюшие в Азербайджане и Армении курды прямо или косвенно оказались вовлечёнными в конфликт. Азербайджанская сторона с использованием религиозного фактора привлекала на свою сторону проживающих в Азербайджане курдов-мусульман, а армянская сторона, со своей стороны, начала привлекать на свою сторону проживающих в Армении курдов-езидов, в результате чего, курды-мусульмане и курды-езиды оказались вовлечены по разные стороны конфликта. В Армении определённые силы пытались настроить курдов-езидов против курдов-мусульман на религиозной почве. В такой обстановке в Армении возник т.н. ,,езидский вопрос”. Среди курдов определённые религиозные круги, при поддержке различных националистических групп, попытались признать езидов отдельной этнической группой, которая ничего общего не имела с курдами. Лидеры указанного движения потребовали от советского руководства признать езидов отдельной этнической группой. В результате этого, в последней переписи советского перида в 1989 году, из проживающих в Армении 60 тысяч курдов 52.700 впервые были идентифицированы, как езиды. Некоторые суждения связывают актуализацию вопроса езидизма с войной в Нагорном Карабахе, но, по заявлению защитнтков езидизма, курды (мусульмане) всегда притесняли езидов несмотря на общий язык, они являются отдельной нацией и естественно, они начали бороться за свою идентичность и признание религии. Именно это и называют они причиной возникновения езидского движения в Армении. Но, в Армении появились силы, которые заявляли, что езидские религиозные и культурные традиции имели глубокие корни в курдской культуре и почти все езидские священные книги были написанны на курдском языке. Эти суждения не смогли получить серьёзную поддержку в обществе.

Разделение курдской этнической группы на две части - курдов и езидов, в пршедшие годы было официально зафиксированно в окончательных материалах, опубликованных по результатам проведённых в Грузии и Армении переписей населения. В результатах переписи независимо друг от друга, отдельно упоминаются езиды (т.е. курды, привереженцы езидской религии) и курды, как две отдельные этнические группы. В Грузии после переписи 1939 года курды-езиды упоминались вместе курдами. Но, во время переписи 2002 года они были отделены друг от друга по требованию центра езидской традиций ,,Разибун”. По этой причине, при составлении окончательных данных, в графе о национальной принадлежности тех, которые заявили при переписи, что были езидами, записали езидами (18 329), а тех, кто заявил, что были курдами, записали курдами (2514). Аналогичное положние и в Армении. По результатам последней переписи, проживающие в Армении курды разделены на две части: отдельной этнической группой упомянуты езиды, численность которых составляет 40.620 (1,3%25 всего населения) и сами курды - 1.519 (0,1%25). Этот фактор показывает, что в отношении курдов езидов царит неопределённость как в самой курдской диаспоре, так и в грузинской и армянской обществах.

Среди курдов-езидов на процесс пробуждения курдского самопробуждения серьёзное влияние оказала начавшаяся в 1990-х гг. В Ираке военная компания режима Садама Хуссейна. На территории Северного Ирака, где проживает многомилионная курдская диаспора, развивающися события послужили восхождению курдского национализма, что нашло свой отзыв и на Южном Кавказе. Примечательно, что с целью сохранения единства среди проживающих в различных уголках мира курдов, авторитетные политические лидеры курдов публично заявляют, что курды, привереженцы езидской религии являются частью большой курдской нации и основным отличающим их от других курдов признаком является лишь религия.

В курдской диаспоре в Грузии по вышеуказанному вопросу окончательное согласие не достигнуто. С 1990-х гг. Курды-езиды чаще называют себя курдами, что должно быть и результатом восхождения курдского национализма. Между курдскими организациями и общественными деятелями в Грузии будто бы и достигнут определённые консесус и избран промежуточный термин курд-езид, но это вопрос пока не может считаться окончательно решённым. Несуществование единого мнения по этому вопросу подтверждают также и действующие в Грузии курдские организации, в названиях которых даётся различная интерпретация названия курдов, проживающих в Грузии.

Курдские организации

Общественные организации, занимающиеся защитой интересов курдской диаспоры, в Грузии начали создаваться в 1990-х гг. Уровень консолидации между умножившимимся в последнее время организациями очень низок. Деятельность организаций, в оснавном, направлена на приобострение статуса единственного защитника интересов курдской диаспоры, что серьёзно препятствуют защиту прав курдов со стороны этих организаций. Различие в мнениях о противоречия и строительству езидского храма в Тбилиси.

Первая курдская организация Грузии ,,Ронаи” была создана ещё во время Советского Союза, в 1988 году. В это время на территории Советского Союза был заметен процесс национального пробуждения и по всей стране создавались организации различного типа по национальному признаку. В дальнейшем, организация была названа ,,Общества курдских граждан Грузии”, а, в результате повторной регистрации в 1998 году организация получила название ,,Союз езидов Грузии”. При финансовой и материальной помощи Посольства Германии в Грузии организация даже приобрела здание для своего представительства.

Среди курдских организаций особым радикализмом отличается ,,Курдский информационно-культурный центр”, деятельность которого связывается с именем объявлённого Турцией террористом номер один, лидером Рабочей партии Курдистана Абдуллы Оджалан. Центр является самым активным проповедником идей Оджалана среди курдского населения Грузии. Организация была основана в 1991 году в виде грузинского филиала Курдского освободительного фронта. Центр занимается своей деятельностью открыто и у него открыто представительство в центральном районе Тбилиси, где периодически проводятся культурные мероприятия. Желающие в центр могут обучиться и языку. Но, внимание организация привликает деятельностью более другого вида. По информации центра, 20 марта 1999 года вооружённые полицейские и сотрудники безопасности вошли в их офис и задержали шесть граждан курдской национальности без всякой санкций. В течение той же ночи представители силовых орган Грузии задержали и других курдов, находящихся в курдских семьях. Из 13 задержанных семеро оказались гражданами Армении, которых заставили написать расписки и получили от них согласие, что в течение нескольких дней они покинут Грузию. Остальные шестеро курдов оказались гражданами Турции и их передали Турции. После этих событий Национально-освободительный фронт Курдистана СНГ и стран Западной Европы распространил заявление, в котором отмечает, что произашедшее власти Грузии совершили для того, чтобы добиться благорасположения Турции. По распрастранённому среди курдской диаспоры мнению, задержанные курды были обменени на грузинских детей, задержанных в то время Турции. В августе 1998 года шестеро грузинских детей были задержаны в Турции по обвинению в убийстве турецкого ребёнка в летнем лагере. Трое несовершеннолетних подозреваемых были освобождены в декабре 1998 года. А, невиновность остальных трёх суд признал лишь после того, как они провели в зключении восемь месяцев. Освобождение остающихся в Турции в зключении трёх детей произашло спустя несколько дней после передачи Турции задержанных курдов.

В 2003 году Центр несколько раз зафиксировал свою позицию открыто и проводил в Тбилиси акции в поддержку Абдуллы Оджалан. 20 августа 2003 года при участии организации и других представителей курдской диаспоры около памятника ,,Деда эна” в Тбилиси была отмечена 25-ая годовшина курдского восстания под руководством Рабочей партии Курдистана. А, в связи с ухудшением здоровья Оджалана в турецкой тюрьме в центре началась трёхдневная голодовка. Эта акция была отзывом на акцию протеста, проходящую в курдских диаспорах различных стран. Представители центра попытались привлечь внимание и проведение акции 25 января 2004 года на инаугурации президента Грузии Михаила Саакашвили. Представители центра вместе с переодетыми в национальные одежды с детьми, с флагами Грузии и Курдистана в руках, присоединились к собравшемуся на инаугурации обществу. На плакате, который несли участники акции, было написано: ,,курды Грузии поддерживаем Михаила Саакашвили.

Политической активностью известен также и ,,Центр курдской культуры”, который был создан в 1992 году. Организация и её лидеры периодический проводят политические акции и отличаются антитурецкими настроениями. 2 марта 1999 года, из-за Абдуллы Оджалан организация провела в Тбилиси маломасштабный митинг, где скандировались антитурецкие и антинатовские призывы. 8 октября 2002 года, представители центра в центральном районе Тбилиси провели демонстрацию и государственный флаг Турции сожгли публично. Они потребовали прекрашения военного сотрудничества с Турцией и приостоновки попыток присоеденения к НАТО. По мнению представителей центра, с вчождением Грузии в НАТО, Еурция разместит военные базы в Грузии, чтовызвет репресии против курдов. По их заявлению, курды откажутся от призыва в грузинскую армию, которая полностью переходит на турецкую модель. После сожжения турецкого флага турецкая сторона направила МИДу Грузии ноту протеста и потребовала отреогировать на данный факт. После этого, руководитель центра был вызван для дачи показаний и его освободили лишь после того, как он написал объяснительную записку.

В Грузию также действуют Молодёжный союз езидов Грузии и Курдско-езидскй национальный конгресс, международный фонд защиты прав и религиозно-культурного наследия курдов им. Георгия Шамоева, независимая лига курдско-езидских женщин Грузии. Кроме того, существуют и другие организации, которые, как и остальные курдские организации в Грузии, фактически, работают за счёт энтузиазма и нерегулярных частных пожертвований.

0x01 graphic

მაქს ტილკე, ქურთი (ეზიდი) ქალი (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქივიდან)

Курдские организации - политическое разногласие

Из-за разногласий, существующих между курдскими организациями, не удаётся принятие решенний общими усилиями и организованная работа с диаспорой. А, отличия в политических симпатиях курдских организаций даже способствуют политическому расколу среди курдской диаспоры.

После обретения Грузией независимости депутат курдской национальности в законодательстве органа Грузии был лишь в парламенте созыва 1995-99 гг.. Курдские организации часто заявляют, что в законодательном органе Грузии не имеют своих представителей, но, необходимо отметить, что это, по большей части, является результатом противостояния между самими курдскими организациями. В 1995 году политическое объединение ,,Союз граждан Грузии”, руководителем которого был президент страны Эдуард Шеварднадзе, предложило курдской диаспоре 35-е место в партийном списке. Но, процесс согласования между обшественными организациями диаспоры затянулся и в конце концов, по предложению ,,Общества курдских граждан Грузии” (нинешний ,,Союз езидов Грузии”) предложили ьаье раики баллотироваться по списке ,,союза граждан Грузии”. Из-за опоздания в представлении согласованной кандидатуры в партийном списке Маме Раики предложили место, которое с перивого взгляда, могло не пройти в парламент, но в результате выборов, 78-е место Маме Раики оказалось прошедшим и он стал первым депутатом курдской национальности в парламенте Грузии. Во время работы Маме Раики в парламенте, в течение двух лет, из государственного бюджета страны на развитие курдской культуры было выделено 50 тысяч лари (25 тысяч американских долларов). А, к выборам в 1999 году курдские организации не смогли договориться по поводу единого кандидата из-за внутреннего противостояния между этими организациями, в результате чего в парламенте созыва 1999 года курдский депутат уже не попал. По заявлению Маме Раики, для проведения депутата курдской национальности в парламент Грузии необходима консолидация диаспоры, избрание одной организации и оказание этой организации всей диаспорой максимальной помощи.

Проблема консолидации проявилась и в период парламентских выборов 2 ноября 2003 года. Лидеры курдских организаций оказались в трёх политических партиях, имеющих абсолютно различные ориентации. Кроме того, предоставление в предвыборных списках этих партий для них место изначально проясняло, что у них мизерные шансы, чтобы попасть в парламент. Одна часть курдских организаций свой выбор остановила на президента Эдуарда Шеварднадзе и созданного под его лидерством предвыборного блока ,,За новую Грузию”. Взамен за свою поддержку представители этой курдской организации просили правительственный блок провести в парламент своего кандидата Иско Дасени. Был создан также и ,,Координационный совет курдов-езидов Грузии”, который объеденил несколько курдских организаций. При поддержке правительственного блока совет издал журнал ,,Мидиа”. А, 26 сентября 2003 года прошла презентация предвыборного ,,Курдско-езидского координационного совета”, где было заявлено о поддержке правительственного блока на парламентских выборах. Но, Иско Дасени был 81-м в предвыборном списке правительственного блока, что, исходя из существуюшей политической реальности, практически, исключало получение им мандата депутата парламента.

,,Союз езидов Грузии” выразил свою политическую поддержку ,,Союзу демократического возраждения”, который был у власти в автономной республике Аджария в период выборов. Кандидатом в депутаты от союза был руководитель организации Ростом Ашотов, который от имени своего союза выразил полную поддержку ,,СДВ”. При поддержке ,,СДВ” ,,Союз езидов Грузии” начал издавать газету ,,Kaniya Sipo. По заявлению представителей ,,СДВ”, у Ростома Ашотова было гарантировано место в парламенте, но, в предвыборном списке Ашотов занимал лишь 64-е место, что практически, исключало его поподание в парламент.

,,Национальный конгресс курдов-езидов” свой выбор остановил на оппозиционную политическую партии ,,Новые правые”, которая профинансировала издание газеты ,,Новый взгляд”. Представитель конгресса Агит Мирзоев, который оценивал как минимальные шансы Дасени и Ашотова попасть в парламент, был 30-м в списке опозиционного объеденения ,,Новых правых”. Но, партия не смогла провести в парламент столько депутатов.

Даже в условиях фалсификации на парламентских выборах 2 ноября 2003 года со стороны властей, кандидаты в депутаты курдской национальности от ,,Союза граждан Грузии” и ,,Союза демократического возраждения” остались вне парламента. Но, по истечении нескольких дней после проведения выборов в масштабах страны начались народные волнения, за которыми последовала бархатная революция. Президент Шеварднадзе объявил о своей отставке, за тем последовало проведение досрочных президентских выборов. К досрочным парламентским выборам кандидаты в депутаты курдской национальности не были представлены в списках тех партий или политических блоков, которые имели реальные шансы на победу в выборах. Поэтому в парламент нового созыва снова нет депутатов курдской национальности. Кроме того, процесс консолидации между курдскими организациями снова незаметен, что в будущем серьёзно воспрепятствует решению проблем, стоящих перед малочисленной курдской диаспорой

Заключение

На протяжении прошлых веков осуществлённая со стороны мусульман курдов репрессивная политика в отношении курдов-езидов способствовала формированию субэтнической группы (езидов) в большой курдской этнической группе. Но, в настояшее время в курдской диаспоре Грузии между представителями интеллигенции и общественных организации происходящие по этому вопросу острые дебаты подтверждают, что среди курдов-езидов постеппено пробуждается курдское самосознание, чему способствовало и восхождение курдского национализма в 1990-х гг. Если раньше курды-езиды называли себя однозначно езидами, в последние годы и среди курдов-езидов появились люди, которые считают себя курдами, последователей езидской религии и идентифицируют себя в большой курдской этнической группе. Курдской диаспоре Грузии на сегодняшний день существует определённый консесус по поводу того, чтобы курдов, последовотелей езидской религии именовать промежуточным термином - курды-езиды, что указывает как этническую, так и конфессиональную принадлежность данной группы. Но, можно сказать, что среди проживающих в Грузии курдов-езидов процесс пробуждения курдского этнического самосознания находится пока лишь в процессе кипения и ещё не завершён.

9 მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან

▲back to top


თარგმნა ზურაბ ჯუღელმა

0x01 graphic

ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი

მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც პლურალისტურ, ასევე მონორელიგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება აქვს. სხვა რელიგიებთან მის მიმართებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ გარემომცველი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები.

1. პირველ საუკუნეებში ეს ურთიერდამოკიდებულება მეტ-ნაკლებად კონფრონტაციული იყო. იუდეურ და ბერძნულ-რომაულ კულტურულ კონტექსტში ეკლესია მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებოდა; იდევნებოდა, როცა ავრცელებდა სახარებას და, ღვთისა და ადამიანის ურთიერთმიმართების საიდუმლოს შუქზე, კერძო თუ სოციალური ცხოვრების ახალი საფუძვლების წარმოჩენას ცდილობდა.

2. „ქრისტიანული” იმპერიების ეპოქაში კონფრონტაციულობა შენარჩუნდა, მაგრამ შეიცვალა მისი ვექტორი. სოციო-პოლიტიკური სტაბილურობისთვის ლიდერები რელიგიური ერთფეროვნებისკენ მიისწრაფოდნენ და სხვა რელიგიებს თრგუნავდნენ. არაერთი იმპერატორი, ეპისკოპოსი და მონაზონი წარმართული სალოცავების მოწინავე მრბეველი იყო. ბიზანტიასა და, მოგვიანებით, რუსეთში ხშირად ივიწყებდნენ პრინციპს: „ვისაც სურს მე მომდიოს...” (მათე, 16:24). და თუ ძალადობის ხარისხი აქ დასავლურს ჩამოუვარდებოდა, ეს რელიგიის თავისუფლების პატივისცემით ნაკლებად იყო განპირობებული.

3. არაბულ და ოსმალურ იმპერიებში მართლმადიდებლები მაჰმადიანურ უმრავლესობასთან თანაარსებობდნენ და სახელმწიფო მათ ფარულად თუ აშკარად ზღუდავდა. ამას ეკლესიის მხოლოდ პასიური წინააღმდეგობა მოჰყვებოდა ხოლმე. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში, საკმაოდ ლოიალური წესები მოქმედებდა და მაჰმადიანებსა და მართლმადიდებლებს შორის მშვიდობა ისადგურებდა, რაც მხოლოდ შემწყნარებლობით კი არა, მიღწეული ურთიერთგაგებითა და პატივისცემით იყო გამოწვეული.

4. დღეს, პლურალისტურ გარემოში, აქტუალურია რელიგიებს შორის დიალოგისა და ჰარმონიული თანაარსებობის ძიება. ეს სწრაფვა ცალკეული ადამიანისა და ნებისმიერი უმცირესობის თავისუფლების მიმართ პატივისცემის პირობით არის შემოსაზღვრული.

მართლმადიდებლური პოზიციის ისტორიული მიმოხილვა

განსხვავებულ რელიგიებთან მიმართებაში მართლმადიდებლური თეოლოგია სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო.

1. მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ადრეულ ღვთისმეტყველებას თუ მივმართავთ, ვნახავთ, რომ ეკლესია, ერთი მხრივ, მკაფიოდ იუწყებოდა ქრისტეში სულიწმინდის მეშვეობით საღვთო „იკონომიას”1, ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივად ცდილობდა არაქრისტიანული რელიგიების წვდომას, რადგან აღიარებდა, რომ ღმერთი მთელ სამყაროს ეცხადება. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში, როცა ეკლესიისა და დომინანტი რელიგიების დაპირისპირებამ თეორიულად და პრაქტიკულად პიკს მიაღწია, ქრისტიანი აპოლოგეტები, იუსტინე მოწამე და კლიმენტი ალექსანდრიელი, „ჩანასახოვან ლოგოსზე”, „ქრისტეში განახლების საყოველთაო სამზადისზე”, „ღვთის სიტყვის ანარეკლზე” წერდნენ და ამ ცნებებს ქრისტიანობამდელ ბერძნულ კულტურას უკავშირებდნენ. იუსტინე აკრიტიკებდა ანტიკურ ლოგიკასა და ანტიკური ფილოსოფიის შედეგებს: „მათ არ იციან ყველაფერი, რაც თანაზიარია ლოგოსისა, რომელიც ქრისტეა. ისინი ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს”. მაგრამ ამ აპოლოგეტს „გონების მიხედვით” მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი „ქრისტიანად” მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მხოლოდ ქრისტე იყო რელიგიის ადრეული ფორმების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შეფასების საზომი.

ორიგენე დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მხოლოდ განსაზღვრულ ერს, განსაზღვრულ პერიოდში კი არ ევლინებოდა, ყველგან და ყოველთვის ანათლებდა რჩეულ სულებს (მაგალითად, პლატონს); რომ საღვთო შემოქმედების კვალი მარტო ფილოსოფიას კი არა, წარმართულ რელიგიურ ტრადიციასაც დააჩნდა; ხოლო, ბერძნული მითები, ისევე, როგორც ძველი აღთქმის ტექსტები, ჭეშმარიტებას ალეგორიულად გადმოსცემდნენ. ამიტომ ალექსანდრიელი თეოლოგი ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ გაეკიცხათ „წარმართი ღვთაებები”, რადგან მათი მეშვეობით ძველი სამყარო ღვთაებრივს აღწერდა. თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ორიგენე ვერ ამჩნევდა ქრისტიანობასა და ძველ რელიგიებს შორის არსებულ ფუნდამენტურ სხვაობას; ის მიანიშნებდა წარმართობის შეცდომებზე და მათ კრიტიკულ შესწავლას ცდილობდა.

2. საეკლესიო ისტორიის მამა ევსევი კესარიელი ხაზგასმით უთითებდა საღვთო გამოცხადების საყოველთაო ხასიათზე, რადგან სჯეროდა, რომ რელიგიური გრძნობა თანდაყოლილია: „ღვთის სიტყვამ... ყველა ადამიანს უწყალობა მისი ყოვლადბრძნობის მჭვრეტი და შემმეცნებელი გონება”. საღვთო გამოცხადების უნივერსალურობის მიუხედავად, ყველამ, რა თქმა უნდა, ის ვერ აღიქვა, მაგრამ ყველგან და ყოველთვის იყვნენ მართალი ადამიანები, რომლებსაც გონების თვალი ჰქონდათ ახელილი და შინაგანი წვდომით იმეცნებდნენ ჭეშმარიტებას. ევსევი „საქმით ქრისტიანებს” უწოდებდა განგების მიერ გამორჩეულ წარმართებს, „რომლებსაც თავიანთივე სიმართლე წარმოაჩენდა”.

წარმართობის კრიტიკის მიუხედავად, ეკლესია ძველი სიბრძნის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა. საეკლესიო მამები წარმართული ნააზრევიდან იმ ელემენტებს გამოყოფდნენ, რომლებიც ქრისტიანობასთან შეიძლებოდა ყოფილიყო მისადაგებული. ქრისტიანობისა და ანტიკური კულტურის სინთეზთან დაკავშირებით ცნობილია კაბადოკიელი თეოლოგების პოზიცია. ბასილი დიდი წარმართული ლიტერატურისა და მეცნიერების ღრმად შესწავლისკენ მოუწოდებდა ახალგაზრდებს. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წარმართობის მკაცრი მხილების პარალელურად, აღიარებდა „ძველ ბერძენთა სურვილს, ეძიათ ღმერთი” და გონებით ღვთაებრივის საწყისი ცოდნა მოეპოვებინათ. ამ სწრაფვას ის „საღვთოს” უწოდებდა. ამავდროულად გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთი ცოდნის საზღვრებსაც ხედავდა და ჭეშმარიტი ცოდნით მისი შევსების აუცილებლობას აცნობიერებდა.

3. მეშვიდე საუკუნიდან, ისლამის წარმოშობისთანავე, სხვა რელიგიების მიმართ თავდაპირველი ზომიერება წარსულს ჩაბარდა. თავიდან ქრისტიანული საზოგადოების რეაქცია დიალოგისთვის მზადყოფნაში გამოიხატა, თუმცა ამან ძალიან მალე მიიღო სამხედრო თავდაცვისა და კონტრშეტევის სახე. ესქატოლოგიურ პერსპექტივაში ისლამი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსში აღწერილი საბოლოო დიდი შეტაკების დასაწყისად იყო მოაზრებული. ისტორიის არენაზე უკვე მსოფლიო ბატონობის პრეტენზიით გამოსული მართლმადიდებელი ეკლესია ახალ რელიგიასთან სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების სოციალურ სტრუქტურად გადაიქცა. ამ პერიოდში, ბიზანტიაში ანტიისლამური თხზულებების მთელი სერია შეიქმნა. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, პოლემიკის ღვარძლმა ოდნავ იკლო და თანაარსებობის გარკვეული ფორმაც გამოიძებნა. კეთილი ნების გამოვლენა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც გახდა მიზანშეწონილი.

4. ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეღწევით მართლმადიდებლობა განვითარებულ რელიგიებს გადაეყარა: ზოროასტრიზმს, მანიქეველობას, იუდაიზმს, ჩინურ ბუდიზმს... რელიგიების შეხვედრა მეტად რთულ გარემოპირობებში მიმდინარეობდა და ეს საგანგებო შესწავლის საგანია. ჩინეთში სხვადასხვა არქეოლოგიურ მონაპოვარს შორის ბუდისტური ლოტოსის, დაოსური ღრუბლებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების გვერდით ქრისტიანული ჯვარიც გვხვდება. XVII საუკუნეში მიგნებულ სიან-ფუს ცნობილ სტელაზე, რომელიც ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელებას ასახავს, ჯვრის გარდა სხვა რელიგიების სიმბოლოებიცაა გამოსახული: კონფუციანელთა დრაკონი, ბუდიზმის გვირგვინი, დაოსიზმის თეთრი ღრუბლები... სიმბოლოთა მთელი სპექტრის მომცველი ეს კომპოზიცია შესაძლოა იმ მოლოდინს მოწმობდეს, რომელიც ჩინური რელიგიების ჯვრის რელიგიასთან ჰარმონიზაციას უკავშირდებოდა.

0x01 graphic

5. XVI-XX საუკუნებში მართლმადიდებლები, რუსების გამოკლებით, ოსმალთა უღელქვეშ იმყოფებოდნენ. ქრისტიანებს და მაჰმადიანებს, დე ფაქტო, თავს მოახვიეს თანაარსებობა. ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის მშვიდობიანი არ იყო, რადგან დამპყრობელს, პირდაპირ თუ ირიბად, საქრისტიანოს გამაჰმადიანება უნდოდა (იანიჩართა მიერ ბავშვების მოტაცება, პროვინციებზე ზეწოლა, დერვიშთა პროზელიტური მოშურნეობა და ა.შ.). მართლმადადიდებლები რწმენის შესანარჩუნებლად ხშირად უსიტყვო წინააღმდეგობას მიმართავდნენ. ცხოვრების გაუარესებულმა პირობებმა, გადასახადების სიმძიმემ და ხელისუფლების მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა სატყუარებმა მათ ორი არჩევანი დაუტოვა - რწმენის უარყოფა ან მოწამეობა. მართლმადიდებელთა ნაწილი მესამე - კომპრომისული - გზის გამოძებნას შეეცადა - ისლამის საჯარო აღიარებით ფარულად ქრისტიანობას ინარჩუნებდა და ტრადიციებს ერთგულებდა. მათი დიდი უმრავლესობა მომდევნო თაობებში ისლამს ბოლომდე შეერწყა.

6. ახალი დროის რუსულ იმპერიაში, პოლიტიკური და სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულება განსხვავებულ ფორმებს იღებდა: თავდაცვიდან - თავდასხმასა და პროზელიტიზმამდე; გულგრილობიდან და ატანიდან - თანაარსებობასა და დიალოგამდე. ისლამთან მიმართებით რუსეთი ბიზანტიურ გამოცდილებას დაეყრდნო. აქ მართლმადიდებელი ქრისტიანები სერიოზული სირთულის წინაშე ყაზანელი მაჰმადიანების შემოსევის შემდეგაღმოჩნდენ, რომელთა ურდო მხოლოდ 1552 წელს დაირღვა. იმპერიასა თუ შორეული აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებში მისიონერობის დროს რუს მართლმადიდებლებს თითქმის ყველა ცნობილ რელიგიასთან მოუწიათ შეხვედრა (იუდაიზმი, დაოსიზმი, სინტოიზმი, ბუდიზმის სხვადასხვა მიმართულება, შამანიზმი და ა.შ). მათი არსის გასაგებად ისინი სწავლობდნენ ამ რელიგიებს.

XIX საუკუნეში რუსულ ინტელიგენციაში ერთგვარი აგნოსტიკური ტენდენცია გაჩნდა, რადგან გავრცელდა აზრი, რომ საღვთო განგების თეოლოგიური კატეგორიებით აღწერა შეუძლებელია. ეს პრობლემისგან გაქცევა კი არა, უფრო ღვთის საიდუმლოსადმი განსაკუთრებული მოკრძალების მანიშნებელი იყო, რაც ზოგადად ახასიათებდა კიდეც მართლმადიდებლურ ღვთისმოსაობას. ეკლესიის გარეთ ადამიანის ხსნა ღმერთის მიუწვდომელი საიდუმლოა -აცხადებდნენ რუსი მოაზროვნეები. ამ პოზიციის გამოძახილს ლევ ტოლსტოის სიტყვებშიც ვპოულობთ: „სხვა კონფესიებზე და ღმერთთან მათ ურთიერთობაზე მსჯელობის არც უფლება მაქვს და არც ხელმწიფება”.

7. XX საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომამდე, მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სკოლებში რელიგიების სისტემური შესწავლა დაიწყო - შემოიღეს საგანი „რელიგიის ისტორია”. ეს ინტერესი მხოლოდ აკადემიური წრით არ იყო შემოფარგლული. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან დიალოგი, პირველ რიგში, ეკუმენური მოძრაობის წიაღში ვითარდებოდა, რომლის ცენტრები ეკლესიათა მსოფლიო საბჭო და ვატიკანში რელიგიათა საქმეების სამდივნო იყო. 1970 წლიდან ბევრი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ეკუმენურ დიალოგში ჩაება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მართლმადიდებლობამ გარკვევით განაცხადა „სხვის” მიმართ თავისი პოზიცია: მშვიდობიანი თანაარსებობა სხვა რელიგიებთან და ურთიერთკავშირი დიალოგის მეშვეობით.

მართლმადიდებლური თეოლოგია და კაცობრიობის რელიგიური გამოცდილება

1. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ხაზს უსვამს ეკლესიის უნიკალურობას, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლად მიიჩნევს ეკლესიის გარეთ ძირითად რელიგიურ ჭეშმარიტებათა შემეცნებას (ღმერთის არსებობა, ხსნისკენ სწრაფვა, ეთიკური პრინციპები, სიკვდილის დაძლევა). ამასთანავე, ქრისტიანობა უბრალოდ რელიგიურ მიმდინარეობად არ მოიაზრება, რადგან იგი ადამიანს „წმინდასთან” - პიროვნულ და ტრანსცენდენტურ ღმერთთან აკავშირებს. „ეკლესიის საიდუმლო” „რელიგიის” კლასიკურ გაგებას აღემატება.

დასავლური თეოლოგია ავგუსტინეს მიერ განსაზღვრულ სააზროვნო კალაპოტს გაჰყვა. ავგუსტინე ორგვარი რეალობის გაგებამდე მივიდა. შესაბამისად, დასავლეთი მკვეთრად ასხვავებდა ბუნებრივსა და ზებუნებრივს, საკრალურსა და პროფანულს, რელიგიასა და გამოცხადებას, მადლსა და ადამიანურ გამოცდილებას. დასავლელი თეოლოგები სხვა რელიგიებზე მსჯელობისას თავიდან უფრო გამიჯვნაზე აკეთებდნენ აქცენტს, ხოლო მოგვიანებით გამიჯნულის დამაკავშირებელ გზებს ეძებდნენ.

აღმოსავლელებს, უპირველეს ყოვლისა, სწამთ, რომ სამპიროვანი ღმერთი ქმნილებასა და ადამიანის ისტორიაში მოქმედებს. სიტყვის განკაცებამ, ქრისტეს ცხოვრებამ და მსახურებამ ბუნებრივსა და ზებუნებრივს, ტრანსცენდენტურსა და ამქვეყნიურს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშალა. აღმოსავლურმა ეკლესიამ პირადი აზრის თავისუფლებას ცოცხალი გადმოცემის სივრცეში დაუმკვიდრა ადგილი.

დასავლურ თეოლოგიაში, სხვა რელიგიებთან დამოკიდებულების განხილვისას, ძირითადი ყურადღება ქრისტოლოგიას ეთმობა. აღმოსავლური ტრადიცია კი პრობლემას ყოველთვის ტრინიტარულ პერსპექტივაში იაზრებს და წყვეტს.

ა. ამ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, სამყაროში თანაბრად განფენილი საღვთო ნათელი და უკლებლივ ყველა ქმნილებაზე ღვთის მუდმივი ზრუნვა უნდა გავითვალისწინოთ, შემდეგ კი ის ფაქტი, რომ ადამიანებს სიცოცხლის ერთი წყარო აქვთ, რომ ყველა საერთო ადამიანური ბუნების მოზიარე და დანიშნულების მქონეა

ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ ღმერთის არსი შეუცნობელი და მიუწვდომელია. თუმცა ბიბლიას საღვთო ბუნების შეუცნობლობის ჩიხიდან გამოვყავართ, რამდენადაც ის გვიდასტურებს, რომ არსის მიუწვდომლობის მიუხედავად, ღმერთი სამყაროში ენერგიების მეშვეობით ვლინდება. ღვთის გამოცხადებაში არსი კი არა, მისი დიდება მჟღავნდება და ადამიანს მხოლოდ ამის წვდომა შეუძლია. სამების დიდება მთელ სამყაროსა და ყველა ნივთს მსჭვალავს. ამიტომ ნებისმიერს შეუძლია „სიმართლის მზის“ - საღვთო სინათლის აღქმა და შეთვისება, მისი სიყვარულის გაზიარება.

ადამიანის ურჩობის ტრაგედიამ ვერ დაჩრდილა საღვთო დიდებისნათელი, რომელიც კვლავ ავსებს ცასა და მიწას. ცოდვით დაცემას ადამიანში ღვთის ხატება არ შეუბღალავს. შეილახა, თუმცა მთლიანად არ დარღვეულა, მხოლოდ ღვთის „უწყების” მიღებისა და გაგების უნარი. ღმერთს არ დაუტევებია ქმნილებაზე ზრუნვა და ის უფრო მეტად ეძებს ადამიანს, ვიდრე ადამიანი - მას.

. ღმერთის ქმედება გლობალურია და რელიგიურ ფენომენებსა და გამოცდილებას აღემატება. იესო ქრისტე სამწყსოდან სხვა რელიგიების მიმდევრებს არ რიყავს. იგი საუბრობს განსხვავებული რელიგიური ტრადიციის ადამიანებთან (სამარიტელი ქალი, ქანაანელი ქალი, რომაელი ასისთავი) და ეხმარება მათ; აღტაცებულია მათი რწმენით, რომლის მსგავსი ისრაელშიც კი არ შეხვედრია (მთ. 8:10, 15:28; ლკ. 7:9); გამორჩეულად აფასებს კეთროვანი სამარიტელის მადლიერებას, ხოლო სამარიტელ ქვრივს უმხელს, რომ ღმერთი სულია (იოან. 4:1,24); თავისი სწავლების უმთავრეს ელემენტზე - სიყვარულის ახალ განზომილებაზე საქადაგებლად კეთილი სამარიტელის სახეს მიმართავს. დაბოლოს, როცა „ძე ღვთისა” უკანასკნელ სამსჯავროზე თავს ამა ქვეყნის „მცირედთ” უიგივებს (მთ. 25), მოგვიწოდებს ჭეშმარიტი პატივისცემითა და სიყვარულით მოვეპყროთ ყოველ ადამიანს, რასისა და რელიგიის მიუხედავად.

უცხო რელიგიურ გამოცდილებას პნევმატოლოგიის2 პოზიციიდან რომ შევხედოთ, ჩვენი თეოლოგიური აზროვნების ახალ სიღრმეებს მივაკვლევთ. მართლმადიდებლური თეოლოგია სულიწმინდის მოქმედებას ყოველგვარი განსაზღვრებისა და აღწერის მიღმა ტოვებს. ეკლესია „სიტყვის იკონომიის გარდა” იმედსა და მოლოდინს „სულის იკონომიისკენაც” მიმართავს. არაფერს შეუძლია მისი მოქმედების დასაზღვრა: „სული ქრის, სადაც მოისურვებს” (იოან. 3:8). ყოველივე ამაღლებული და ჭეშმარიტად სასიკეთო სულის „ქროლვის” ნაყოფია. ყველგან, სადაც „სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სახიერებას, სიკეთეს,ერთგულებას, სიმშვიდეს, თავშეკავებას” (გალ. 5: 22,23) ვხვდებით - სულიწმინდის მოქმედების ნიშანი შეგვიძლია ამოვიცნოთ. თავის თავად ცხადია, რომ ეს ჩამონათვალი არამართლმადიდებლებთანაც არის დაკავშირებული.

მტკიცება extra Ecclesiam nulla salus (ეკლესის გარეშე არც ხსნაა) დასავლეთში წარმოიშვა და რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ გაითავისა. ის თუნდაც რაღაც სპეციფიკური გაგებითაც კი არ გამოხატავს მართლმადიდებლური პოზიციის არსს. თავის მხრივ, აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველებმა აქცენტი იმაზე გადაიტანეს, რომ ღმერთი „ხილული ეკლესიის საზღვრებს მიღმაც” მოქმედებს. არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ არაქრისტიანი, ურწმუნო და წარმართიც კი შეიძლება „თანამემკვიდრე, თანასხეული და აღთქმის თანაზიარი გახდეს ქრისტეში” (ეფ. 3:6). ეკლესიას თავისი რწმენით შეიძლება უხილავად მიეკუთვნებოდეს წარმართიც და სხვა მრწამსის აღმსარებელიც, რადგან ერთსაც და მეორესაც ეკლესიური თვისებები აქვთ.

ამრიგად, ნეგატიური „ეკლესიის გარეშე”-ს მაგივრად მართლმადიდებლობა პოზიტივზე სვამს მახვილს - „ეკლესიის მეშვეობით”. ხსნა - ეკლესიის მეშვეობით. როგორც ქრისტემ, ახალმა ადამმა, მოიმკა უნივერსალური შედეგი თავისი მომცველობითა და ზემოქმედებით, ასევე უნივერსალურია მაცხოვრის მისტიკური სხეულიც - ეკლესია. ეკლესიის ლოცვა და მეურვეობა მთელ კაცობრიობას სწვდება. ის საღვთო ევქარისტიაში ყველას სახელით აღუვლენს ქებას ღმერთს; ის მთელი მსოფლიოს სახელით არსებობს და აღმდგარი ღმერთის დიდების სხივებს ყველა ქმნილებას ჰფენს.

2. ამგვარი თეოლოგიური პოზიცია გვიბიძგებს განსხვავებულ რელიგიურ გამოცდილებას პატივისცემით და იმავდროულად განსჯით მოვეპყროთ.

რელიგიებს აკადემიურ გარემოშიც ვიკვლევდი და დიდი რელიგიების ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც; სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან არაერთ დიალოგში მიმიღია მონაწილეობა და, ამდენად, თავს უფლებას ვაძლევ შემდეგი მოსაზრებები გამოვთქვა:

ა. რელიგიების ისტორია გვიჩვენებს, რომ მთავარ კითხვებზე (ტანჯვა, სიკვდილი, მყოფობის არსი და საზრისი) განსხვავებული პასუხების მიუხედავად, ყველა რელიგია ტრანსცენდენტური რეალობისკენ, გრძნობადი სფეროს მიღმა არსებული რაღაცის ან ვიღაცისკენ ხსნის ჰორიზონტს. თუ იქიდან ამოვალთ, რომ რელიგიები „სიწმინდისკენ” კაცობრიობის სწრაფვის ნაყოფს წარმოადგენენ, მაშინ ისინი მარადისობის გზას უთითებენ.

ბ. ცალკეულ რელიგიურ სისტემებთან დაკავშირებით მოსარიდებელია ზედაპირული ენთუზიაზმიც და ქედმაღლური კრიტიციზმიც. წარსულში სხვა რელიგიების უსისტემო ცოდნა „ნეგატიურ ფანტაზიებს” ბადებდა. დღეს კი, როცა მათ ფრაგმენტულად ვიცნობთ, იქმნება „პოზიტიური ფანტაზიის”, კერძოდ, იმის საფრთხე, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ყველა რელიგია არსობრივად ერთია. გარდა ამისა, ის საფრთხეც არსებობს, რომ, ვთქვათ, გეოგრაფიულად მახლობელი რომელიმე რელიგიის ცოდნაზე დაყრდნობით დანარჩენი რელიგიების ზოგადი სურათის შექმნა მოვინდომოთ.

0x01 graphic

ჩვენს დროში საკრალური სიმბოლოების გაშიფვრა და ხელმისაწვდომი წყაროებით რელიგიური დოქტრინების შესწავლა განსაკუთრებით კრიტიკულ მიდგომას მოითხოვს. რელიგიური სისტემები მოიცავენ როგორც პოზიტიურ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება საღვთო განცხადების „ნაპერწკლებად” ჩაითვალოს, ასევე ნეგატიურსაც: არაადამიანურ პრაქტიკასა და სტრუქტურას, რელიგიური ინტუიციის გაუკუღმართების მაგალითებს.

გ. რელიგია ორგანული მთლიანობაა და არა ტრადიციებისა და საკულტო პრაქტიკების კრებული. არსებობს რელიგიური ფენომენოლოგიის ზედაპირული წაკითხვის საფრთხე, რამაც, შესაძლებელია, სხვადასხვა კონტექსტში არსებული და მოქმედი ელემენტების გაიგივებამდე მიგვიყვანოს. რელიგიები ცოცხალი ორგანიზმებია და მათი ცალკეული ნაწილები გადაკვანძულია ერთმანეთთან. არ შეიძლება ერთი რელიგიური პრაქტიკიდან რომელიმე ელემენტი ამოვგლიჯოთ და მარტივი, მოხდენილი თეორიის შესაქმნელად ის სხვა რელიგიის მსგავს ელემეტებს გავუიგივოთ.

. თუ უცხო რელიგიურ გამოცდილებაში ვაღიარებთ „თანდაყოლილ” ფასეულობებს - „ლოგოსის ჩანასახებს”, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისინი შემდგომი ზრდის, აყვავებისა და ნაყოფიერების პოტენციალს შეიცავენ. იუსტინე ფილოსოფოსი „ჩანასახობრივ ლოგოსზე” მსჯელობას ფუნდამენტური პრინციპის მტკიცებით ამთავრებს. მკვეთრად განასხვავებს „თესლსა” და მასში ჩასახული სიცოცხლის სისავსეს. შესაბამისად, ერთმანეთისგან მიჯნავს თანდაყოლილ „უნარს” და „წყალობას”: „ვინაიდან, სხვაა თესლი და მემკვიდრეობით მიღებული გარკვეული თანაგვარობა და სხვაა ის, რასთანაც ზიარება და მსგავსება ნაბოძებია მისი (ღმერთის) წყალობით”.

ე. რამდენადაც ცოდვით დაცემამ ადამში ღვთის ხატება ვერ წაშალა, მას ღვთის ნების აღქმის უნარიც არ დაუკარგავს. თუმცა ადამიანს უკვე აღარ შეუძლია ღვთის ნების სათანადოდ წვდომა. მარტივი ტექნიკური მაგალითი: გაუმართავი ტელევიზორი ტრანსლირებულ ხმასა და გამოსახულებას ამახინჯებს. დამახინჯების მიზეზი გადამცემი ანტენის დეფექტიც შეიძლება იყოს.

ქვეყნად ყველაფერი ღმერთის სიმართლის, სულიერი მზის ზემოქმედების სფეროა. სხვადასხვა რელიგიის ესა თუ ის ასპექტი „აკუმულატორს” შეიძლება შევადაროთ, რომელიც სიმართლის მზის ენერგიით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, იდეალებითა და დიადი აღმაფრენით იმუხტება. ამგვარი აკუმულატორები ძალას მატებენ კაცობრიობას, რადგან თუნდაც არასრულყოფილ სინათლეს ან თუნდაც ანარეკლს აწვდიან მას. მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ მზე.

მართლმადიდებლობისთვის კრიტერიუმად ღვთის სიტყვა რჩება - ძე ღვთისა, რომელიც ისტორიაში სამების სიყვარულს ავლენს. სიყვარული, გაცხადებული ქრისტეს პიროვნებასა და ქმედებაში, მართლმადიდებლური გამოცდილების არსი და, იმავდროულად, მისი სისავსე და მწვერვალია.

სხვა რელიგიების მიმდევრებთან დიალოგი - „მართლმადიდებლური მოწმობის” უფლება და მოვალეობა

სხვა რელიგიების მიმართ მართლმადიდებლობა შესაძლებელია იყოს კრიტიკული, მაგრამ მათი მიმდევრებისადმი - ქრისტეს მაგალითის მიხედვით - მისი პოზიცია მხოლოდ პატივისცემა და სიყვარულია, ვინაიდან ადამიანი ყოველთვის ღვთის ხატად რჩება და ღმერთთან მისამსგავსებლადაა მოწოდებული. მისი რაობისგან განუყრელია თავისუფალი ნება, სულიერი გონი, სიყვარულის სურვილი და შესაძლებლობა.

ქრისტიანი, თავისი სასოების დასამოწმებლად, თავიდანვე მოვალე იყო დიალოგი წარემართა სხვა მრწამსის ადამიანთან. მრავალი ჩვენი საღვთისმეტყველო ცნება ამ დიალოგის შედეგად შემუშავდა. დიალოგი ეკლესიის ტრადიციასა და ღვთისმეტყველების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. მამების თეოლოგია მეტწილად ანტიკური სამყაროს რელიგიებთან და ფილოსოფიურ სისტემებთან უშუალო თუ ირიბი დიალოგის ნაყოფია, რაც ანტითეზითაც გამოიხატა და სინთეზითაც.

დღევანდელ კულტურულ, რელიგიურ და იდეოლოგიურ გარემოში დიალოგი ახალი შესაძლებლობა და გამოწვევაა. ჩვენ ყველანი დაკავშირებული ვართ საერთო საკაცობრიო მიღწევებთან და მშვიდობის, სამართლიანობისა და ძმობის გლობალური საზოგადოებისკენ მივისწრაფით. ამიტომ ყოველმა ადამიანმა და ტრადიციამ მემკვიდრეობიდან უმჯობესი უნდა წარმოაჩინოს და კრიტიკულ გარემოში ჭეშმარიტების ყველაზე უფრო საღი მარცვლები გააღივოს. შესაძლებელია დიალოგმა ხელი შეუწყოს ამ მარცვლების გადატანას ერთი ცივილიზაციიდან მეორეში; დიალოგში უნდა აღმოცენდეს და განვითარდეს ასევე ის თესლი, რომელიც უსიცოცხლოდაა ჩაფლული ძველი რელიგიების მიწაში. როგორც აღვნიშნეთ, რელიგია ორგანული მთლიანობაა და რელიგიური ადამიანისთვის ის განვითარებადი „ცოცხალი ორგანიზმია”. ყველას თავისი ენტელექია3 აქვს. რელიგიები განიცდიან გავლენას, ახალ იდეებს ითვისებენ, დროის გამოწვევებს პასუხობენ. სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და მოაზროვნეები თავიანთ ტრადიციაში დროდადრო ისეთ ელემენტებს აგნებენ, საზოგადოების ახალ მოთხოვნებს რომ ეხმიანება. ქრისტიანული იდეები სულ უფრო განსხვავებულ არხებს პოულობს და ამა თუ იმ რელიგიურ ტრადიციაში აგრძელებს განვითარებას. ამ მხრივ დიალოგის მნიშვნელობა გადამწყვეტია.

ასეთ პერსპექტივაში გლობალური საკითხები და გამოწვევები ერთობ კონსტრუქციულად შეიძლება იყოს განხილული. მშვიდობის, სამართლიანობის, ღირსების პატივისცემის მოთხოვნა, ისტორიისა და არსებობის საზრისის ძიება, გარემოს დაცვა, ბიოეთიკა, ადამიანის უფლებები ერთი შეხედვით „საგარეო საქმეებად” მოჩანს, მაგრამ უფრო ღრმა რელიგიურმა ხედვამ, სავსებით შესაძლებელია, ახალი იდეები და პასუხები შემოგვთავაზოს. სწავლება, რომელიც ტრანსცენდენტურისა და ამქვეყნიურის ზღვარს შლის ქრისტეში, კაცობრიობისთვის უნიკალურია, რადგან ამას სხვა, არაქრისტიანული ანთროპოლოგია არ იცნობს.

2000 წლის 7 იანვარს, ბეთლემში, საზეიმო მსახურებისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა მკაფიოდ განაცხადეს: „მართლმადიდებლობისთვის, თავისი ტრადიციის ერთგულების შეგრძნებით, უცხოა შიში ან აგრესია, ზიზღი სხვა რელიგიისა და რწმენის ადამიანისადმი... ჩვენ მივმართავთ დიდ რელიგიებს, განსაკუთრებით მონოთეისტურ იუდაიზმსა და ისლამს, ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის მისაღწევად, მზად ვართ ხელსაყრელი გარემო შევქმნათ დიალოგისთვის. მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს რელიგიურ შეუწყნარებლობას და გმობს ფანატიზმს, საიდანაც არ უნდა იღებდეს ის სათავეს”.

მთლიანობაში ეკლესია რელიგიური თემების და უმცირესობების ჰარმონიული თანაარსებობისა და ყველა ადამიანის სინდისის თავისუფლების მომხრეა.

ჩვენ რელიგიათა დიალოგში პატივისცემით, წინდახედულობით, სიყვარულითა და იმედით უნდა ჩავებათ. უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რა არის არსებითი სხვისთვის. მხარი უნდა შევაქციოთ არაპროდუქტიულ კონფრონტაციას. რელიგიების მიმდევრებმა უნდა გავარკვიოთ, დღევანდელი გამოწვევების პირობებში როგორ განვმარტოთ თანამედროვე ტერმინებით რწმენა. ნამდვილი დიალოგი ორმხრივად წარმოშობს ახალ ინტერპრეტაციებს. ამავე დროს, კეთილგანწყობის სურვილის მიუხედავად, უფლება არ გვაქვს სათანადოდ არ შევაფასოთ რთული პრობლემების მნიშვნელობა. რელიგიებს შორის ზედაპირული დიალოგი არავის სჭირდება. პრინციპულად, ცენტრალური რელიგიური პრობლემა უზენაესი რელიგიური ჭეშმარიტების ძიებაა. ამიტომ არც ნება უნდა ჰქონდეს ვინმეს და არც დაინტერესება, რომ იდეოლოგიურ დონეზე სტანდარტულ შეთანხმებასავით გამარტივებული მომრიგებლური კონსესუსის გამო ადამიანური მყოფობის ეს ძალა დააკნინოს. ასეთი პერსპექტივის არსებობა ეკლესიის თავისებურების, ღრმა ტრადიციულობისა და ურყევი რწმენის მიჩქმალვას კი არა, პირიქით - სრულფასოვან წარმოჩენას მოითხოვს. სწორედ ამაში ვხედავ მართლმადიდებლობის არსებით წვლილს.

აქ კი მივადექით მართლმადიდებლური მისიის ანუ, ჩემ მიერ ოცდაათი წლის წინ შემოთავაზებული ტერმინით რომ გამოვთქვათ, „მართლმადიდებლური მოწმობის” დელიკატურ თემას.

მართლმადიდებლური „მოწმობა”, მართლაც, გამოცდილებისა და ურყეობის დამადასტურებელია. ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას ინტელექტუალურ აღმოჩენად კი არა, ღვთივბოძებულ სიკეთედ აღვიქვამთ. ამ პერსონალური მოწმობის იგნორირება სახარების უარყოფას ნიშნავს. „ქრისტეს სიყვარულის” შემეცნება, რაც „ყოველგვარ შემეცნებას აღემატება” (ეფეს. 3:19), კვლავ ყველაზე ღრმა ქრისტიანულ გამოცდილებადრჩება და უშუალოდ ქრისტიანულ მისიასთან და ევანგელიზაციასთანაა დაკავშირებული. სიყვარული შინაგან ძალებს ათავისუფლებს, გონებისთვის მიუწვდომელ ახალ პერსპექტივას აჩენს. კაცობრიობასთან ერთობის განცდა და ყოველი ადამიანის სიყვარული აიძულებს მართლმადიდებელს ყველას გაუზიაროს მისთვის გაცხადებული წყალობა. ღვთის მადლი არ შეიძლება ეგოისტურად მივითვისოთ - ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუკი გვჯერა, რომ ადამიანის უზენაესი უფლება საღვთო სიყვარულით ცხოველურ და ინტელექტუალურ არსებობაზე ამაღლებაა, მაშინ არც იმის ნება გვაქვს, მივისაკუთროთ ეს რწმენა - ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა.

დაუშვებელია ქადაგებას ძალადობა ახლდეს ან მისი მეშვეობით პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნები შეინიღბოს. სხვას თავს კი არ უნდა მოვახვიოთ რაიმე, არამედ სარწმუნოებრივი სიმტკიცე და პირადი გამოცდილება დავუმოწმოთ. საგულისხმოა, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები მარტირიაზე - მოწამეობაზე საუბრობდნენ; სიცოცხლის ფასად ამოწმებდნენ ქრისტეს. შეიძლება მრავალ ადამიანურ საშუალებას მიმართო, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი. თითოეული ადამიანის პიროვნული თავისუფლების პატივისცემა ყოველთვის იქნება მართლმადიდებლობის ძირითადი პრინციპი.

ეკლესია, როგორც სასუფევლის „ნიშანი” და სულიწმინდაში კაცობრიობის განახლების დასაწყისი, მთელ მსოფლიოს ებოძა. ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ. ყველაფერი, რაც აქვს ეკლესიას, ყველაფერი, რასაც ის განიცდის, მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა.

მართლმადიდებლური მისია არ შეიძლება შემოისაზღვროს საგანმანათლებლო, სოციალური და ჰუმანიტარული საქმიანობით. მან ყველას, განსაკუთრებით კი უპოვრებსა და დამცირებულებს უნდა გაუღვივოს რწმენა, რომ ნებისმიერი ადამიანი უნიკალურია; ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი, მოწოდებულია, მიიღოს და იტვირთოს ქრისტე, განიღმრთოს. ეს არის ადამიანური ღირსების უმთავრესი საფუძველი. ქრისტიანული რწმენა ნებისმიერ ჰუმანიზმზე ამაღლებულ ანთროპოლოგიას გვთავაზობს. მისი გაზიარება კი თავისუფალი არჩევანისა და პასუხისმგებლობის სფეროა.

დაბოლოს, ჩვენ სამართლიანი თვითკრიტიკა და მონანიება გვჭირდება. შეუძლებელია ამით მართლმადიდებლობა დამცირდეს ან იძულებული გახდეს ჩაებას უღიმღამო დიალოგში. ამ გზაზე სიარული ქრისტეს სულ მუდამ რევოლუციური ლოგიკის, მისი სიყვარულისა და „კენოზისის”4 ლოგიკის უფრო თავისუფალ მიღებას ნიშნავს. ქრისტიანობა „დიდებიდან დიდებაში” (2კორ. 3:18) მუდმივი პიროვნული ფერისცვალებაა. ჩვენი, მართლმადიდებლების მიზანი ის კი არ არის, შევზღუდოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ „მოწმობა”, არამედ - ვიცხოვროთ და მივდიოთ ქრისტეს.

_________________________

1. იკონომია - მართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის მიღმა მყოფი ადამიანების მიმართ ღმერთის მზრუნველობაზე.

2. პნევმატოლოგია - სწავლება სულიწმინდის შესახებ.

3. ენტელექია - სრულქმნის გზა.

4. კენოზისი - საკუთარი თავის შეგნებული დამდაბლება

10 მინდა ვიყო გამხდარი!

▲back to top


Stigma-free

ნანა ნიჟარაძე

„უკაცრავად, რა სიგრძისაა თქვენი ფეხი მუხლიდან თეძოს ძვლამდე? და რამდენი სანტიმეტრია თქვენი წელის გარშემოწერილობა? ბოდიში, რამდენს იწონით?..” ეს კითხვები პირდაპირ შეიძლება ძალიან ახლობლებმაც ვერ დაგისვან, მაგრამ მათი ამოკითხვა სრულიად უცნობი ადამიანების თვალებში არცთუ იშვიათად (მეტი რომ არა ვთქვათ!) შეგიძლიათ ქუჩაში, სტუმრად, წვეულებებზე, სხვაგან და სხვაგან. სამყარო თითქოს შეიშალა კალორიებისა და სანტიმეტრების თვლით. რემბრანდტის დანაია მოდაში აღარ არის. მოდაშია შიმშილი, თავის ტკივილი, უხასიათობა და ა.შ. „საზოგადოებრივი დაკვეთის” -კონკრეტულ სოციუმში აღიარებული ფორმების - მისაღწევად და შესანარჩუნებლად.

ჩემს ბავშვობაში, ასე 25 წლის წინათ, ლოყაწითელი და ტანსრული გოგოები ჯანმრთელობასთან ასოცირდებოდნენ. თბილისი, ამ თვალსაზრისით, მაშინაც გამონაკლისი იყო, მაგრამ სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით კი რაიონულ ცენტრებში საზოგადოებრივი დაკვეთა სწორედ ასეთი გახლდათ. ახლა ისიც არ ვიცი, „დაკვეთა” ლოყაწითელ გოგოებზე სოფლებს მაინც თუ შემორჩა... მიუხედავად იმისა, რომ სილამაზე ერთობ სუბიექტური ესთეტიკური კატეგორიაა, მისი ნორმების დადგენას ყველა ეპოქაში ცდილობდნენ. იყო დრო, როცა ყველა დანაიას შესტრფოდა, ახლა მისი სხეულის ფორმები ირონიის საგანია. დღეს გამხდარი სხეული ლამის ისევე აუცილებელი გახდა ქალისთვის, როგორც ჩანთა - მხარზე. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი შაბლონი, მითუმეტეს ასეთი, მაგრამ ირგვლივ უამრავი ქალია, რომელსაც ძალიან უნდა აკმაყოფილებდეს მიღებულ კრიტერიუმებს და ამისთვის ძალებს არ იშურებს.

თუკი წონა ჯანმრთელობის პრობლემას გიქმნით, ეს სურვილი მართლაც რომ დროულია, მაგრამ თუკი გახდომა მხოლოდ იმიტომ გინდათ, რომ ვიღაც გარეგნობას გიწუნებთ ან, თქვენთვის მისაბაძი ადამიანის მსგავსად, რომელიღაც სახელობითი კაბის ჩაცმა გსურთ, მაშინ შეიძლება სწორედ ამის გამო შეგექმნეთ ჯანმრთელობის პრობლემები, თანაც - სერიოზული.

„გამარჯობა, საიტის ძვირფასო მკითხველო. მე 17 წლის ვარ და ბულიმიით ვარ ავად. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთი წლის წინათ ამერიკაში დასთან გადავედი სასწავლებლად. 171 სანტიმეტრი სიმაღლისა და 53 კილოგრამი წონის პირობებში თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვითარების, კვების, ცხოვრების წესის შეცვლამ, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან განშორებამ ჩემზე ცუდად იმოქმედა და ახლა თავს ვეღარ ვცნობ! მომატება დავიწყე, 56 კილოგრამამდე მივედი და ვიფიქრე, საკმარისია-მეთქი და დაიწყო დიეტები, შიმშილობები, გამწმენდი პროცედურები, გაძლიერებული ვარჯიშები... ეს, ალბათ, ანორექსიის ეტაპი იყო... შემდეგ გიჟივით დავიწყე ჭამა, ვჭამდი განურჩევლად ყველაფერს, მაგრამ, იმასაც ვგრძნობდი, რომ ამდენი საკვების ათვისება შეუძლებელი იყო და, მაპატიეთ, ოყნას ვიკეთებდი, ან მუჭებით ვსვამდი გამხსნელებს... შედეგად, - ოთხი თვეა ციკლი დამერღვა, კვებას ვერ ვიწესრიგებ - კოშმარი! - დეპრესია არ მეხსნება, ყველაფერზე ადვილად ვღიზიანდები, ნამდვილი მეგერა გავხდი, საშინლად არ მომწონს საკუთარი გარეგნობა, თავის მოწამვლაც ვცადე, მაგრამ დროულად მოვეგე გონს... თითქოს, ჩაკეტილ წრეში ვტრიალებ! ძველი მოსიყვარულე, ხალისიანი, მოძრავი გოგოსგან აღარაფერი დარჩა - მხოლოდ 62 კილოგრამიანი ურჩხული, რომელსაც თავის მოკვლის სურვილი აწვალებს... ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, რა ვქნა! ძალიან მჭირდება თანადგომა... ძალები აღარ მყოფნის...” - ეს გზავნილი ერთ-ერთ საიტზე აღმოვაჩინე, როცა ბულიმიასა და ანორექსიაზე ინფორმაციას ვაგროვებდი. მსგავსი ისტორია იქ ბევრია.

ანორექსია და ბულიმია სერიოზული დაავადებები გახლავთ და მათი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საკუთარი გარეგნობისადმი გადაჭარბებულად ეჭვიანი დამოკიდებულებაც შეიძლება გახდეს. ნერვული ანორექსია, ანუ საკვების მოთხოვნილების არქონა, სპეციალისტების განმარტებით, არის პათოლოგიური კვებითი ქცევა. ამ დროს ადამიანი ან შეგნებულად უარყოფს საკვებს, ან ისეთ მეთოდებს მიმართავს, როგორიცაა ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, შარდმდენი და საფაღარათო პრეპარატების მიღება. ადამიანი ამას შეგნებულად აკეთებს ორგანიზმის მიერ საკვების ათვისების შესამცირებლად, საბოლოოდ - გარეგნობის კორექციის მიზნით. შედეგად კი მკვეთრად გამოხატულ ენდოკრინულ და სომატურ დარღვევებს ვღებულობთ. რაც შეეხება ბულიმიას: ეს არის პათოლოგიურად მომატებული შიმშილის შეგრძნება, რომელსაც ხშირად სისუსტე და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი სდევს თან. ხანდახან ბულიმიას თან ახლავს მაძღრობის შეგრძნების დაქვეითება (აკორია), რასაც შედეგად საკვების დიდი ოდენობით მოხმარება (პოლიფაგია) მოჰყვება.

ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი ქეთი ასათიანი:

„ნერვული ანორექსია საკმაოდ გავრცელებულია, ძირითადად ქალებში, 16-18 წლის ასაკის გოგონათა 1%25-ს სჭირს იგი, განსაკუთრებით სპორტსმენებს, ბალერინებს, ასევე სტუდენტებსაც. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აღინიშნება ნერვული ანორექსიის მქონე პაციენტთა რაოდენობის ინტენსიური ზრდა, რაც სილამაზის კრიტერიუმების მოდიფიკაციითა და სუსტი აღნაგობის იდეალიზაციით აიხსნება. მაგალითად, სკოლაში უფროსკლასელთა სპეციალური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გოგონათა 40%25-ს ჭარბი წონისა ჰგონია თავი, მაშინ როდესაც რეალურად ზედმეტი წონა 4%25-ს აღენიშნებოდა. დასავლეთის ქვეყნებში 15 წლის ასაკის გოგონების 11%25 ღებინების ხელოვნურად გამოწვევას მიმართავს, როგორც სხეულის კორექციის ერთერთ მეთოდს, 8%25 ანორექსიგენულ პრეპარატებს, ხოლო 7%25 საფაღარათო საშუალებებს იყენებს.

როგორც კვებითი ქცევის დარღვევის სხვა ფორმის შედეგის - სიმსუქნის - დროს, ნერვული ანორექსიის პათოგენეზშიც განიხილება როგორც ფსიქიკური, ასევე ჰუმორული ფაქტორები, კერძოდ კი კვებითი ქცევის მარეგულირებელი ბიოგენური ამინებისა და პეპტიდების ცვლის დარღვევა. უკანასკნელ ხანს რეგისტრირდება დაავადების მკვეთრი პათომორფოზი, კერძოდ, დომინირებს ბულიმიური ფორმა. ეს აიხსნება ლაღი ცხოვრების კულტით, რომელიც, ერთი მხრივ, დიდი ოდენობით საკვების მოხმარებას განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, სოციუმში მიღებული სხეულის სტანდარტის დაცვას მოითხოვს. ამას კვებით „თრო-ბას” უწოდებენ. გაჩნდა ტერმინი „ნერვული ბულიმია”.

ფსიქიატრები ნერვულ ბულიმიას განასხვავებენ ნერვული ანორექსიისაგან. ენდოკრინოლოგების აზრით, ამ დარღვევათა ენდოკრინულ და სომატურ ასპექტთა განხილვა შეიძლება ერთობლივად მოხდეს. პარადოქსია, მაგრამ კვებითი ქცევის დარღვევის ორ უკიდურეს ფორმას - ანორექსიას (ბულიმიას) და სიმსუქნეს ბევრი რამ საერთო აქვს.

რა კლინიკური გამოვლინება გვხვდება ამ დროს? პაციენტები აღნიშნავენ, რომ არა აქვთ მადა, თუმცა სიამოვნებით საუბრობენ საკვებზე, ამზადებენ კიდევაც კერძებს. ამავდროულად საკვებს ყოფენ „კარგ” (ხილი და ბოსტნეული) და „ცუდ” (ცხიმისა და ნახშირწყლების შემცველ) პროდუქტებად. პაციენტთა 50-60%25 ვერ უძლებს შიმშილის შეგრძნებას, მიირთმევს და შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას. პაციენტთა ნაწილში ღებინება დაკავშირებულია ბულიმიის შეტევებთან. ღებინება ხშირად შეუღლებულია შარდმდენი და საფაღარათო საშუალებების მიღებასთან, რის შემდეგაც პაციენტები აცხადებენ, რომ „სიმსუბუქის”, „ორგანიზმის გაწმენდის” შეგრძნება აქვთ. ყოველივე ამის შედეგად უხეში მეტაბოლური დარღვევები ვითარდება. პაციენტთა უმეტესობას ერღვევა მენსტრუალური ციკლი - მის სრულ არქონამდე (ამენორეა), ელექტროლიტთა ბალანსის დარღვევა და მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირება იწვევს ბრადიკარდიას და არტერიულ ჰიპოტენზიას. მათ აქვთ სხეულის დაბალი ტემპერატურა, კანის სიმშრალე, შემცივნება, ალოპეცია, ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკა, ვითარდება შეკრულობა. საკვებზე უარის თქმა იწვევს ქრონიკულ ჰიპოგლიკემიას. ლიტერატურაში აღწერილია ჰიპოგლიკემიურ კომათა ეპიზოდები ნერვული ანორექსიის მქონე პირებში. აღინიშნება ოსტეოპოროზი, ავიტამინოზი, ჰიპოკალიემია, უჯრედშიდა აციდოზი. თერაპიული ჩარევის ანუ ადეკვატური მკურნალობის გარეშე ეს მდგომარეობა ლეტალური შედეგით მთავრდება”.

0x01 graphic

უარი გამხდარ სხეულს

ამ ცოტა ხნის წინათ მაღალი მოდის პარიზულ ჩვენებაზე დიზაინერებმა სცენაზე არ გაუშვეს გამხდარი მოდელები. ფაქტობრივად, ამ მოტივით არ შედგა მაღალი მოდის ბოლო კვირეულის ფოტოსესია ლონდონში. ერთგვარი საერთაშორისო მოძრაობა პოდიუმებზე სიმაღლესთან შეუსაბამოდ გამხდარი გოგონების გამოყვანის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც შიმშილობის გამო 22 წლის მოდელი ლიზელ რამოსი გარდაიცვალა. ბრიტანული სამოდელო სააგენტო „შტორმ”-ის ხელმძღვანელმა სარა დუკასმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა: „გოგონები არ უნდა იკლავდნენ თავს შიმშილით იმისთვის, რომ ტანისამოსის დემონსტრირება მოახდინონ, ისინი კარგად უნდა იკვებებოდნენ, ვარჯიშობდნენ და ნორმალურ ცხოვრებას ეწეოდნენ”.

აი, ასე, თვალსა და ხელს შუა შეიცვალა დამოკიდებულება „იდეალური” ფიგურის მიმართ. არაბუნებრივ სიგამხდრეზე უარი ამ არაბუნებრიობის დამამკვიდრებლებმა - მოდის კანონმდებლებმა თავად თქვეს. როგორც ამბობენ, სიტყვა ახლა მათ მიმდევრებზეა - იმათზე, ვისაც სურს და ვინც ცდილობს იყოს მოდური (თუმცა ხშირად ეს სურვილი საშინელ კომპლექსებში გადადის). სხვათა შორის, წონის დეფიციტი, ისევე, როგორც სიმსუქნე, სერიოზული დაავადებაა, ადამიანები კი დაუფიქრებელი შენიშვნებითა და კომენტარებით, არცთუ იშვიათად, ერთმანეთს დაავადებებისკენ უბიძგებენ.

,,გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, - მიყვება თინიკო, - მაგრამ განსაკუთრებით ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ მოვიმატე. ბავშვს რძე არ ჰყოფნიდა და ექიმი ნოყიერად კვებას მირჩევდა. წლამდე ვაწოვებდი. მიმაჩნდა, რომ ასე უფრო ჯანმრთელი იქნებოდა - დედის რძეს ხომ ვერაფერი ცვლის... მეუღლემ პირველად რომ მომცა შენიშვნა, მეგონა, მომეჩვენა. უხეშად გამოუვიდა, - რა არის, რას დაემსგავსეო... მართლა მომატებული ვიყავი, თელი 23 კილო მქონდა კრეფილი, აგრამ ვერც ვგრძნობდი, მდენად ვიყავი ბავშვით ატაცებული... მერე ვილაპარაკეთ ამაზე. არ იყო სასიამოვნო საუბარი... ისე გავბრაზდი, მთელი კვირა ლუკმა არ ჩამსვლია პირში. საჭმლის დანახვა არ მინდოდა. ძალიან დავსუსტდი, ისე, რომ გადაადგილებაც კი მიჭირდა და ახლა ამაზე გავბრაზდი, - დავჯექი და იმდენი ვჭამე, ვიდრე გული არ წამივიდა... საბოლოოდ ექიმები ჩაერივნენ. ახლა ვმკურნალობ და შედეგებიც მაქვს... იცით, გული იმაზე მწყდება, რომ სისულელეს მოჰყვა ეს გართულება -დავიკლებდი კიდეც და ძველ ფორმაშიც ჩავდგებოდი, ცოტა ტაქტი და მოთმინება რომ გამოეჩინა ჩემს მეუღლეს...”

სპეციალისტები ამბობენ, რომ სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დაავადებაა და მთელ რიგ სხვა დაავადებებთან არის კავშირში. პაციენტთა უმეტესობაამ მდგომარეობას აღიქვამს, როგორც ესთეტიკურ ნაკლს, კოსმეტიკურ პრობლემას და მხოლოდ ექიმთან ხანგრძლივი საუბრისა და სპეციალური კლინიკურლაბორატორიული კვლევების შემდეგ ხვდება, რასთან აქვს საქმე. სწორი, ჯანმრთელი, რაციონალური, დაბალანსებული კვება და არავითარ შემთხვევაში შიმშილი - აი ეს გახლავთ სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. სპეციალისტების განმარტებით, სწორი კვება ადამიანს ჩვევად უნდა ექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხან მოიკლებს, ხან მოიმატებს წონაში, ანუ სიმსუქნე თავისი მიმდინარეობის მორეციდივე ხასიათს გამოავლენს.

ე.წ. ჭარბ წონასთან ბრძოლის სამწუხარო შედეგის - ნერვული ანორექსიის განვითარების მიზეზები ბოლომდე დადგენილი ჯერ არ არის, თუმცა აღიარებულია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას, აღზრდას, მიკროსოციალურ გარემოს. დადგენილია, რომ ნერვული ანორექსიის მქონე გოგონათა ოჯახებში ბევრი პირია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, დეპრესიით დაავადებული. ამ პათოლოგიით უფრო ხშირად ავადდებიან ასევე საკმაოდ მაღალი ინტელექტის მქონე, ემოციურად ლაბილური, დეპრესიული, კლეპტომანი, შიშების (ფობიების) მქონე, შიზოიდური, პარანოიდული ტიპები. ნათელია, რომ ადამიანის ფსიქიკას ამ პრობლემის მოგვარებაშიც დიდი როლი ენიჭება.

„ანორექსიის, ბულიმიის მიზეზები ადამიანის ცნობიერებაში და სხვაგან არსად, - ამბობს ფსიქოლოგი დავით სიორიძე, - ამდენად ამ პრობლემის მხოლოდ მედიკამენტებით მოგვარების მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება. ამ დაავადებათა მსხვერპლნი ძირითადად ახალგაზრდა გოგონები არიან. სურვილი - ჰქონდეს კარგი ფიგურა, მოსწონდეს სხვებს, იყოს სასურველი, შეესაბამებოდეს სტანდარტს, წააგავდეს იდეალს - იმდენად ძლიერია, რომ სიკვდილის შიშსაც კი თრგუნავს! მეტიც - საავადმყოფოებში მოხვედრილნი ცდილობენ ექიმები გააცურონ, რათა მიღწეული წონა შეინარჩუნონ... ამგვარი ქცევის მიღმა რთული ფსიქოლოგიური მიზეზები იმალება, თვეების, შეიძლება წლების განმავლობაშიც რომ ყალიბდებოდა. „შეესაბამებოდე სტანდარტს” მხოლოდ აისბერგის წვერია, ღრმად კი დევს უზარმაზარი ფენა საკუთარ თავთან დაკავშირებული ეჭვებისა, საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობისა, რაც რაღაცის ან ვიღაცის მიერ არის პროვოცირებული. ამ შრეების გახსნა ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის საქმეა.”

ამ აისბერგის ძირში ხშირად ბავშვობაში ბავშვების მიერვე შერქმეული მეტსახელი „პონჩიკა” დევს. რითია ცუდი „პონჩიკი”, ბავშვი ვერ გეტყვით, იგი, უბრალოდ, ოჯახში გაგონილს, მასწავლებლისგან მოსმენილს - ზოგადად, უფროსის ნააზრევს - უკეთებს პერიფრაზს და ვერ ხვდება, რა ხაფანგში ამწყვდევს თანატოლს.

დავით სიორიძე: „ოჯახი ამ თვალსაზრისითაც ძალიან დიდ როლს ასრულებს. საიდან შეიძლება ბავშვს, მოზარდს საკუთარ თავში ასეთი დაურწმუნებლობა გაუჩნდეს? - ოჯახიდან, მშობლებთან ურთიერთობიდან. თუკი ოჯახში იგი უყვართ ისეთი, როგორიც არის - სულელი, ულამაზო თუ მსუქანი, მაშინ ყველაფერი რიგზეა. იგი უყვართ, პატივს სცემენ და რწმენას საკუთარი თავისადმი ძნელად თუ რამე შეურყევს. მაგრამ, თუკი ბავშვის გარეგნობა ოჯახში უხეში განხილვის საგანია, მიზეზი საკუთარი თავის დადანაშაულებისა, მძიმე სულიერი განცდებისა, არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებისა მას საკმარისზე მეტი ექნება.”

დასკვნის მაგიერ

ინგლისის დედოფალი ვიქტორია მთელი ცხოვრება წარუმატებლად ებრძოდა სიმსუქნეს, სიმაღლითაც არ გამოირჩეოდა (თავად ხუმრობდა კიდეც, დედოფლისთვის შეუფერებლად დაბალი ვარო), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ბედნიერი ყოფილიყო როგორც ქალი, მეუღლე. ჭკუა, მშვიდი ხასიათი, კარგი მანერები - ეს ის თვისებები იყო, რომელიც მისი რჩეულის - პრინც ალბერტ საკსენის - მომხიბვლელობას გაუტოლდა. არც სკანდალები, არც ღალატი, - ცხრა შვილი და სიცოცხლის ბოლომდე ცოცხალი სიყვარული - ასეთია ამ წყვილის ისტორია...

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ სანტიმეტრებსა და კილოგრამებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, - ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლია გახდე, თუკი ამის საჭიროებას იგრძნობ. მთავარია, ეს შენ გინდოდეს

და არა იმათ, ვისთვისაც ხორციელი სრულყოფილება სულიერზე მაღლა დგას; ვისაც შეუძლია, შენი XL ზომის კაბაზე იქილიკოს და ყურადღების მიღმა დარჩეს, რას ამბობდი კავაბატას „თოვლიან მხარეზე”... ეს მათი პრობლემაა და არა შენი. მთავარია, სიცოცხლეს გრძნობდე, გიყვარდეს... დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

11 Summary

▲back to top


The tensed political relations between Russia and Georgia and an unfortunate situation that our compatriots were destined to be deported from Russia has been the hot topic of the last month. Naturally the topic is very important to us as well. The entire world has witnessed how the human rights constantly being violated, particularly the rights of ethnic nationalities.

In regards thereto we publish on the first pages of this issue the statements dedicated to the above topic, such as: the letter of Mr. Sozar Subari, Public Defender of Georgia, to Ms. Arbour, UN High Commissioner for Human Rights, and the response from the Office of the High Commissioner; Address of the Council of Religions within the Public Defender's Office of Georgia to the religious leaders of the world. With this address religion groups acting in Georgia request world religious leaders to raise their voices against the discrimination of Georgians by Russians.

Discussion forum in our magazine covers the subject of Muslim Meskhetians and the obligations, which Georgia took towards European Council with regard to repatriation of Muslim Meskhetians, Participants of the discussion are: Temur Lomsadze, Chief Advisor to the State Minister for Conflict Resolution Issues, Tom Trier, Representative of European Centre for Minority Issues in the Caucasus, Zurab Mezurnishvili, Head of the Department for Civil Integration Issues in State Minister's Office and Suleiman Barbakadze, Chairman of Muslim Meskhetians' Union. Here you will also find the Russian article by Muslim Meskhetian Marat Baratashvili with the title ,,Beg na Meste” (Running on one and the same place) regarding the issues of repatriation of Muslim Meskhetians.

The headline ,,Ethnic Communities in Georgia” covers the life of the Kurds residing in

Georgia and the headline ,,Religions in Georgia” refers to Evangelical-Lutheran Church existing in Georgia. We also present the shortened version of the report of US State Department about the freedom of religions in Georgia.

The article ,,Relation of Orthodoxy to Other Religions” by the Archbishop Anastasios of Lebanon talks about the subject of religious tolerance. Column ,,Stigma-free” this time covers altering criteria of beauty and over-weight stigma. The subject is discussed by psychologists, nutrition specialists and the people suffering from over-weight problems.