საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №5


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მონიტორინგი ხორციელდბა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის – „ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი“ – ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა – ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) ავტორები: თამარ ჩუგოშვილი ნინო ლომჯარია რედაქტორი მაია მენაღარიშვილი დიზაინი და კარიკატურა: გელა ბაბაკიშვილი გურანდა ტაბატაძე ირაკლი სესიაშვილი © 2006, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია



1 შესავალი

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, ისევე როგორც მსგავს უცხოურ ფონდებს, დამოუკიდებელ საქართველოში ტრადიციულად ასეთი დანიშნულება ჰქონდა - თანხები უნდა გამოყოფილიყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები. კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნისა და დანიშნულების მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა მუდმივი განსჯის საგანი იყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არაერთხელ გამოაქვეყნა არგუმენტირებული დასკვნები ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით. ალბათ, ლოგიკური და სწორი იქნებოდა, კანონის დარღვევისა და ფონდის უკანონო განკარგვის შესახებ ჩვენს დასაბუთებულ შენიშვნებს არგუმენტირებული ახსნა-განმარტება მოჰყოლოდა ან, უკეთეს შემთხვევაში, შეწყვეტილიყო მსგავსი პრაქტიკა. ფონდის ხარჯვა ზუსტად ისევე გრძელდება, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენს დასკვნებში გამოქვეყნებული თითოეული დებულება, კანონდარღვევა და სამართლებრივი ხარვეზი ზუსტად შეისწავლა კანონმდებელმა და, შესაბამისად, თითოეული კანონი ზუსტად მოერგო პრეზიდენტის სურვილს და თანხების ერთპიროვნულად და ანგარიშვალდებულების გარეშე განკარგვის მავნე პრაქტიკას.

2 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

▲back to top


2005-2006 წლებში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა საბიუჯეტო კანონმდებლობაში და მათი უმრავლესობა პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდების უკონტროლო და ერთპიროვნულ განკარგვას შეეხებოდა. ცვლილებების მთავარი არსი იყო პრეზიდენტისა და მთავრობისათვის შეუზღუდავი უფლებამოსილებების მინიჭება. შესაბამისად, გაიზარდა სარეზერვო ფონდების მოცულობა, გაფართოვდა დანიშნულებათა ჩამონათვალი და გათავისუფლდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის რეგულირებისაგან.

ამგვარი პირობების მიუხედავად, პარლამენტმა მაინც ვერ მოახერხა პრეზიდენტის ნების ადეკვატური კანონმდებლობის შექმნა და ფონდის განკარგვა 2006 წელშიც მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა, ამასთანავე, კვლავაც პრობლემატურია ფონდის განკარგვის ეფექტიანობა. წელს გამოკვეთილი ტენდენციები ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის ფონდის არსებობა სრულიად არაეფექტიანია, რადგან იგი არ ემსახურება მიზანს, რომლისთვისაც არის შექმნილი და მხოლოდ თავისუფალი მოხმარების ამოუწურავ რესურსს წარმოადგენს.

ცვლილებასაბიუჯეტო სისტემების შესახებკანონში

2005 წლის დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით: პრეზიდენტის სარეზრვო ფონდის დანიშნულება იყო თანხების განკარგვა „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები“.

2005 წლის 28 დეკემბერის ცვლილებებით:

სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ხარჯების დასაფინანსებლად.1

შესაბამისად, ახალი რედაქციის მიხედვით, გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ხარჯი აღარ უკავშირდება „სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს“, რაც პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი გამოყენების საშუალებას აძლევს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიზნის დაკონკრეტება 2006 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონიდანაც გაქრა: საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და მთავრობის სარეზერვო ფონდის შექმნა, შესაბამისად, 30.0 მლნ და 25.0 მლნ ლარის ოდენობით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვა განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტების საფუძველზე.2

ყოველივე ზემოაღნიშნულს კი ერთადერთი მიზანი აქვს - უფრო ადვილია 26 მაისის და მრავალი სხვა მოულოდნელი დღესასწაულის აღნიშვნას თუ შადრევნის გახსნას „სახელმწიფოებრივი ხარჯი“ დაარქვა, ვიდრე დაასაბუთო, რომ იგი „გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულება“ იყო. მოცემული ცვლილება კი ადასტურებს, რომ უფლებამოსილი პირი, ანუ ჩვენ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, არათუ ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის, არამედ „სანახაობრივი“ ღონისძიებების დასაფინანსებლად არის მომართული და შესაბამის სამართლებრივ საფუძველსაც უპრობლემოდ იქმნის.

ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში

„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის შემდეგ გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების და კანონიერი ხარჯვის კონტროლის კიდევ ერთი საკანონმდებლო ბერკეტი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი დაექვემდებარა სერიულ ცვლილებებს. კანონის მე-2 მუხლი მოითხოვს, საბიუჯეტო წყაროების განკარგვა მოხდეს რაციონალურად და საჯაროდ. კერძოდ, კანონის მიხედვით სახელმწიფო სახსრების განკარგვის მიზნები ასეა ფორმულირებული:

) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;

) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;

) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;

) სახელმწიფო შეყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

კანონით განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვებისათვის სპეციალური პროცედურებია დადგენილი, რომლებიც დაცული უნდა იყოს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ყველა შემთხვევაში. ასეთია კანონის ლოგიკა. შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც, როგორც საბიუჯეტო სახსრებით შექმნილი სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანული და განუყოფელი ნაწილი, ზემოაღნიშნულ პროცედურებს უნდა ექვემდებარებოდეს.

2006 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ აღნიშნული კანონი აქცია სამიზნედ და მრავალგზის სცადა ყველა ბერკეტის გაუქმება, რომელიც სარეზერვო ფონდის უკონტროლო ხარჯვისთვის მუხრუჭად შეიძლებოდა ქცეულიყო.

I ცვლილება

პირველი ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში 2006 წლის 28 აპრილს შევიდა. მანამდე ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ კვარტალური ანგარიში წარედგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისათვის. ცვლილების შემდეგ, „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონიდან ამოიღეს მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ადგენდა - „საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ კვარტალურ ანგარიშებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისად, სარეზერვო ფონდების განკარგვისათვის პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებისაგან.

II ცდა

2006 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა პარლამენტს. ინიციატივა ითვალისწინებდა შესყიდვის განხორციელებას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით პრეზიდენტის (მთავრობის) აქტით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა, რადგან კანონი უკვე ითვალისწინებდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებას. სხვა, ანუ არაფორსმაჟორულ ვითარებაში, პრეზიდენტისათვის შესყიდვის ფორმის ერთპიროვნულად განსაზღვრის უფლების მინიჭება სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნდა. პრეზიდენტისა და მთავრობისათვის შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭება, ნებისმიერი სახის და ღირებულების შესყიდვის განხორციელებისას მიუთითონ შემსყიდველ ორგანიზაციას, თუ რა სახით და ვისგან შეისყიდონ ესა თუ ის საქონელი თუ მომსახურება, შეუძლებელს გახდის კანონის მიზნების, ანუ ჯანსაღი კონკურენციის, მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომისა თუ სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფას.3

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა არ მიიღო.

III ცვლილება

2006 წლის ივლისში პრეზიდენტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა პარლამენტს. პროექტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ შესყიდვებზე საერთოდ არ უნდა გავრცელებულიყო.

პარლამენტმა ერთ კვირაში დაჩქარებული წესით გაიზიარა პრეზიდენტის ინიციატივა, შეიტანა ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვა სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმს მიღმა დატოვა. 2006 წლის 25 ივლისიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლში გაჩნდა ჩანაწერი: ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება... საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ან/და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ შესყიდვებზე.

ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით მეტად საინტერესო სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს:

  • დანიშნულება - „გაუთვალისწინებული სახელმწიფო ხარჯების“ დაფინანსება;

  • ხარჯვა - სამართლებრივად არ არის რეგულირებული. გაუგებარია, რა მექანიზმით განხორციელდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვა, რადგან სარეზერვო ფონდის ხარჯვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი;

  • კონტროლი - ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხარჯველი დაწესებულებები აღარ არიან ანგარიშვალდებული არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, არც საქართველოს პარლამენტის და არც რომელიმე სხვა უწყების წინაშე, ანუ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის კონტროლის თითქმის ყოველგვარი მექანიზმი.

_________________

1. „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი

2. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი

3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა კანონპროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

3 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯების გაწევა ფიქსირებულ საბიუჯეტო ასიგნებებს ზევით - „გადახარჯვა“

▲back to top


როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არსებობა და ფუნქციონირება განისაზღვრება „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონითა და „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონით:

საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტისა სარეზერვო ფონდისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის შექმნა, შესაბამისად, 30 მლნ და 14 მლნ ლარის ოდენობით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვა განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტების საფუძველზე1.

საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად2.

„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებები განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად. ვინაიდან „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდი, თავის მხრივ, 30 მლნ ლარით განისაზღვრა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს კანონის თანახმად უფლება აქვს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის განმავლობაში დააფინანსოს გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯები, მაგრამ წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 მლნ ლარის ოდენობით. მაშასადამე, ეს ის თანხაა, რომელზე მეტის განკარგვის უფლებასაც პრეზიდენტს კანონი არ აძლევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, როგორც წესი, 10 მლნ ლარს შეადგენდა და მუდმივად გადაჭარბებით იხარჯებოდა. 2006 წელს მისი საბიუჯეტო ნიშნული 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა, კანონის მოთხოვნა არც წელს შესრულდა, დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტები და 2006 წლის პირველ სამ კვარტალში იმაზე მეტი განიკარგა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში უნდა გახარჯულიყო.

კვარტალების მიხედვით ხარჯვა შემდეგი სახით მიმდინარეობდა:

0x01 graphic

2006 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 34,003,800 ლარი გაიხარჯა. შესაბამისად დაირღვა:

  • „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სრული მოცულობა შეადგენს 30 მლნ ლარს;

  • „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვა უნდა მოხდეს წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად;

  • „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ ფიქსირებულ ასიგნებებს ზევით ხარჯების გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.

________________

1. „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი

2. „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი

4 პრეზიდენტის განკარგულებები ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშებში

▲back to top


უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში პრეზიდენტის ყველა (სულ 31) განკარგულება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე აისახა ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშებში როგორც სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯი. თუმცა, შემოდგომაზე, როგორც წესი, წლის განმავლობაში დაშვებული დარღვევების „გასწორების“ პერიოდი დგება. ტრადიცია არც წელს დარღვეულა - ფინანსთა სამინისტროს III კვარტალური ანგარიში სიურპრიზებით გამოირჩეოდა - ორი კვარტალის ანგარიშებში „კორექტივები შევიდა“ და მე-3 კვარტალის ანგარიშიდან 27 განკარგულება, უბრალოდ, „გაქრა“.

2006 წლის №65; 76; 78; 85; 89; 95; 106; 145; 188; 196; 201; 202; 213; 214; 222; 240; 245; 270; 271; 274; 275; 279; 292; 296; 534; 557; 559 პრეზიდენტის ის განკარგულებებია, რომლებიც ასახულია ფინანსთა სამინისტროს I და II კვარტალურ ანგარიშებში. თუმცა III კვარტალურ ანგარიშში განკარგულებებს ვეღარ შეხვდებით. უნდა ითქვას, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტების ნომრების ჩამონათვალი არ არის, ეს არის 5,757,641 ლარის ხარჯვის ვალდებულება და მრავალი ღონისძიების მოწყობის დავალება. ანუ როდესაც ვამბობთ, რომ კვარტალურ ანგარიშებში ვეღარ ვხვდებით ამა თუ იმ განკარგულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გამქრალი განკარგულებით გახარჯული თანხა პრეზიდენტს ხარჯვაში არ ეთვლება და უსასრულოდ შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმდენი თანხა დახარჯოს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, მაგალითად, 2005 წელს პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდი 300%25-ით გადახარჯა.

ამრიგად, დროთა განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს მონაცემები და სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯვა სცილდება ერთმანეთს და პრეზიდენტს გაუმართლებელი და უკანონო ხარჯების გაწევის საშუალებას აძლევს. განსხვავება ფინანსთა სამინისტროს მონაცემებსა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულ ხარჯვებს შორის ასე გამოიყურება:

0x01 graphic

ამრიგად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული 34,003,800 ლარიდან ფინანსთა სამინისტროს მე-3 კვარტალურ ანგარიშში ასახულია მხოლოდ 28,287,405 ლარი. გაურკვეველია, რა ბედი ეწია დარჩენილ 5,757,641 ლარს. სავარაუდოდ, უკვე მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იგი ბიუჯეტის სხვადასხვა ასიგნების ხარჯვაში გადანაწილდება პარლამენტის მორიგი საბიუჯეტო სესიის დროს.

5 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვის მიზნობრიობა ძალზე ძნელი დასადგენია 2005 წლის შემოდგომაზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე. ხარჯების დანიშნულება შეიძლება ორ მიმართულებად დავყოთ: ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, და სხვა ღონისძიებები, როდესაც პრეზიდენტს კანონის თანახმად უფლება აქვს შეაფასოს პრობლემათა პრიო რიტეტულობა და დააფინანსოს ის ღონისძიებები, რომლებსაც უფრო მნიშნვნელოვნად მიიჩნევს.

შესაბამისად, კანონით დადგენილია, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხები, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფებისათვის უნდა გამოიყოფოდეს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით, ფლობდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ინფორმაციას 2006 წელს ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შესახებ.1

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი გვითხრა ინფორმაციის მოწოდებაზე. უარი იმით იყო მოტივირებული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ ანალიტიკური ჯგუფი (?!) ზეპირ ინფორმაციას აწვდიდა პრეზიდენტს ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შესახებ, ზეპირი ინფორმაცია კი არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. საიამ გაასაჩივრა პასუხი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა საჩივარი. სამაგიეროდ, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩნდა საქართველოს მთავრობის კანცელარიასა3 და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს4. თუმცა, აღნიშნული უწყებები მხოლოდ მომხდარი სტიქიური უბედურებების ჩამონათვალის დადგენას ახერხებენ, რადგან მათი მონაცემებით, ზარალის შეფასება არ მომხდარა და, შესაბამისად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ქვეყანას - უცნობია. მოწოდებული ჩამონათვალისათვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას არაერთხელ დასჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა.

მაგალითად, მხოლოდ მარტში:

  • აჭარა. ადლიაში დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ჩამოირეცხა სანაპირო;

  • სოფ. ნანიანის ტერიტორიაზე დაზიანდა ტრანსკავკასიის 1200მმ-იანი 500მ-მდე სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი. მეწყერის სირთულის გამო გადაუდებელი გახდა ალტერნატიული ვარიანტის დერეფნის შერჩევა;

  • ხულოს რ-ნი, სოფ. დიოკნისი - საშიშროების ზონაში იმყოფება 5 ოჯახი;

  • ხულოს რ-ნი, სოფ. რიყეთი - საშიშროების ზონაში იმყოფება 1 საცხოვრებელი სახლი;

  • ზუგდიდის რ-ნი სოფ. ჯუმი - მდინარე ჯუმი ემუქრება 16 საცხოვრებელ სახლს;

  • სოფ. ჯიხასკარი - საშიშროების ზონაშია 32 საცხოვრებელი სახლი.

მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, რომელიც საქართველოს მრავალ რაიონში აღინიშნება, და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებისა, რომ ისინი სრულ ინფორმაციას ფლობენ მომხდარი სტიქიური უბედურებების შესახებ, 2006 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ტრადიციულად არცერთი თეთრი არ გახარჯულა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ამის ნაცვლად დაფინანსდა:

  • „საქართველოს ოკუპაციის ისტორიის“ გამოფენა;

  • სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის პრაქტიკული რჩევების სახელმძღვანელოს ბეჭდვა და უსასყიდლოდ გავრცელება;

  • უკრაინაში საქართველოს წელიწადის დახურვა;

  • ქ. საგარეჯოში საცურაო აუზის მშენებლობა;

  • სარეკლამო ვიდეოკლიპები მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და რეფორმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისათვის;

  • პროგრამა „პატრიოტის“ ჰიმნის მუსიკალური ვიდეორგოლი;

  • და მრავალი სხვა.

ძირითადი ტენდენციები

მნიშვნელოვანია სარეზერვო ფონდის ხარჯვის ტენდენციები. ამ ტენდენციის დანახვის კარგი საშუალებაა 2006 წელს სტიქიის შედეგად ქვეყნისათვის მიყენებული ზარალისა და შესაბამის პერიოდებში სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ღონისძიებების შედარება. მაგალითისათვის, ავიღოთ 2006 წლის აპრილი (სრული ჩამონათვალი იხილეთ I დანართში):

2006 წლის მაისში მომხდარი სტიქიური
უბედურებების შედეგები

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან
მაისში დაფინანსებული
ღონისძიებები

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში დაიტრობა 25 სახლი, დაბა ჩხოროწყუში საშიშროება შეექმნა 25 ოჯახს

1. 10.04 - კახეთის რწმუნებულს ქ. საგარეჯოში საცურაო აუზის მშენებლობისათვის - 250 000 ლ;

2. 18.04 - თურქეთის რეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 26 454 ლ;

3. 18.04 - მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და რეფორმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით (სარეკლამო რგოლების დამზადება) - 228 485 ლ;

4. 18.04 - განვითარებისა და რეფორმების ფონდს - 1 000 000 ლ;

5. 21.04 - ფერეიდნელი ქართველების ფარვინ თავაზოს და ალირეზა ასლანის სწავლის საფასურის გადახდა - 18 800 ლ;

6. ოპერატიულ და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის შსს თანამშრომლების წახალისება - 10 000 ლ;

7. 27.04 - პროგრამა „პატრიოტის“ ჰიმნის მუსიკალური ვიდორგოლის დამზადება - 85 000
ლ;

ახალციხის რაიონში დაზიანდა ნათესები

კასპის რაიონში ადიდდა მდინარე ქსანი, სოფელ ფერმაში დაიტბორა სავარგულები

შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში დაზიანდა ვენახები, ნათესები, ბოსტნეული, ხეხილი

დუშეთის რაიონში, სოფ. ეძათხევში დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები, სოფლის სასაფლაო, შიდასასოფლო გზები, საბოლოოდ 45 ჰა.

სოფ. ზემო მლეთაში ხიდისუბანში“ მდ. არაგვმა გადარეცხა ჭალის ტერასები, გაანადგურა საკარმიდამო ნაკვეთები, დაანგრია ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი სახლი მოექცა უშუალო აშიშროების ზონაში

მცხეთის რაიონში, სოფ. გლდანში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის ეზო

სოფ. ყულიშკარში საშიშროების ზონაშია 6 საცხოვრებელი სახლი სოფ. კორცხელში საშიშროების ზონაშია 6 საცხოვრებელი სახლი სოფ. ოდიშში საშიშროების ზონაშია 20 საცხოვრებელი სახლი სოფ. გრიგოლიშში საშიშროების ზონაშია 4 საცხოვრებელი სახლი სოფ. ჯაჭქვინჯში საშიშროების ზონაშია 5 საცხოვრებელი სახლი

ზუგდიდის რაიონში საშიშროების ზონაშია 16 საცხოვრებელი სახლი

ცაგერის რაიონში საშიშროების ზონაშია 187 საცხოვრებელი სახლი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის „25/165; 25/279 და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს №11/11-108 მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია


პრეზიდენტის განკარგულებები

მოუხედავად იმისა, რომ 2006 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა, პირველი სამი კვარტალის განმავლობაში ამ ფონდიდან 34,003,800 ლარი დაიხარჯა. დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფოთ:

0x01 graphic

მოუხედავად იმისა, რომ 2006 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა, პირველი სამი კვარტალის განმავლობაში ამ ფონდიდან 34,003,800 ლარი დაიხარჯა. დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფოთ:

  • გაცემული სესხი - 5 500 000 ევროს ეკვივალენტი ლარებით = 12 632 100 ლარი;

  • კულტურული და გასართობი ღონისძიებები 8 438 168 ლარი;

  • საპატრიარქოს - 3 338 220 ლარი;

  • ჯანდაცვის სამინისტროს - 3 796 572 ლარი;

  • ხელისუფლების თვითრეკლამა - 1 485 618 ლარი;

  • ფასადების შეკეთება და გარე განათება - 1 406 203 ლარი;

  • ერთჯერადი დახმარებები - 701 244 ლარი;

  • ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები - 0 ლარი;

  • სხვა - 9 340 467 ლარი.

0x01 graphic

აღნიშნული თანხები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

0x01 graphic

_______________

1. საიას 2006 წლის 19 ივლისს №გ-04/244-06 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას

2. საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ქსემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის №25/165; 25/279 წერილები

4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს №11/11-108; 11/11-200 წერილი

6 პრეზიდენტის ზოგიერთი განკარგულება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

▲back to top


ერთჯერადი დახმარებები და რეკლამა 2006 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ღონისძიებათაგან ყველაზე მართლ ზომიერად და მისაღებად როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ფონდის დანიშნულებიდან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ ერთჯერადი დახმარებები, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი სწორედ გაუთვალისწინებელი და მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად არის განკუთვნილი. მეორე მხრივ, სრულიად არ შეესაბამება სარეზერვო ფონდის დანიშნულებასა და არსს ხელისუფლების რეკლამა და პიარი საბიუჯეტო თანხების გამოყენებით. თუმცა, 2006 წლის პრეზიდენტის განკარგულებებს თუ გადავავლებთ თვალს, ადვილი შესამჩნევია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და რეფორმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება სწორედ რომ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა კვლავაც აქტუალური გასართობი ღონისძიებების დაფინანსების პარალელურად. სულ ერთჯერადი დახმარებების სახით სხვადასხვა გარემოებით დაზარალებული პირებისთვის 2006 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 232 000 ლარი გამოიყო, ხოლო მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და რეფორმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების სარეკლამო კლიპებისა თვის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 1,485,618 ლარი. ისევ და ისევ, „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისა და „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ღონისძიება საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელ ღონისძიებას ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელ ხარჯს მაინც უნდა წარმოადგენდეს, პიარის დაფინანსება, ჩვენი აზრით, ამ ორი მიზნიდან არცერთს არ შეესაბამება, ანუ რეკლამისათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გაღება უკანონოა.

0x01 graphic

სესხი შპს ქართულ პროდუქტს

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აგვისტოს № 236 განკარგულების თანახმად, შპს „ქართულ პროდუქტს“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 5 500 000 ევროს ეკვივალენტი თანხა, ანუ 12 632 100 ლარი. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ეს ღონისძიება ემსახურებოდა „ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარების დარეგულირებისა და მიმდინარე წლის შემოდგომაზე რთველის შეუფერხებელ ჩატარებას. ხოლო ხელშეკრულების თანახმად თანხა უნდა მოხმარებოდა ყურძნის კონცენტრატის წარმოებას1.

განკარგულების თანახმად, სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სამი წლის ვადით, ხოლო სესხით სარგებლობის ოდენობა განისაზღვრა ასე - საშუალო წლიურ ინფლაციას პლუს 2 პროცენტი.

აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს სახელმწიფო დახმარებას. კერძოდ, კანონის2 თანახმად, სახელმწიფო დახმარება არის „სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი სახით, გარკვეული ვადითა და ნებისმიერი ფორმით გაწეული დახმარება; კერძოდ - ...სესხების გაცემა ხელსაყრელი პირობებით... და სხვა ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას ან ქმნიან მისი შეზღუდვის საშიშროებას, ანიჭებენ რა უპირატესობას გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს ან გარკვეული საქონლის წარმოებას“.

ზემოაღნიშნული სესხი გაცემულია ეკონომიკური აგენტისათვის მეტად ხელსაყრელ პირობებში (საშუალო წლიურ ინფლაციას პლუს 2 პროცენტი), იგი ერთმნიშვნელოვნად უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტს - შპს „ქართულ პროდუქტს“, ხოლო თანხის დიდი ოდენობა ცალსახად კონკურენციის შეზღუდვის პირობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის 2006 წლის №236 განკარგულების საფუძველზე შპს „ქართული პროდუქტისათვის“ გაწეული სახელმწიფო დახმარება კანონით დადგენილ პირობებს უნდა დაქვემდებარებოდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც სახეზეა კანონის მოთხოვნებისა და დადგენილი სამართლებრივი წესრიგის სრული იგნორირება, ამასთანავე რაიმე განმარტებისა თუ საფუძვლის მითითების გარეშე.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სააგენტოს ეცნობება სახელმწიფო დახმარების გაცემის გეგმის, დახმარების შეცვლის ან/და განხორციელებული დახმარების შესახებ“, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ გაცემული სახელმწიფო დახმარების ან/და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესაბამისობას ამ კანონით განსაზღვრულ დებულებებთან და 30 დღეში იღებს რეკომენდაციას აღნიშნული დახმარების კანონთან შესაბამისობის თაობაზე“.

ვინაიდან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შპს „ქართული პროდუქტისათვის“ გაცემული სესხი წარმოადგენდა სახელმწიფო დახმარებას, მისი განხორციელება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს გარეშე უკანონოა. სააგენტომ დაადასტურა, რომ ასეთი თანხმობა მას არ გაუცია, რადგან არ ფლობდა ინფორმაციას და ამასთანავე, გვაცნობა რომ პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების მიღების დროისათვის სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი არ არსებობდა3.

ამრიგად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული სესხის გაცემა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა.

პრეზიდენტის მიერ 2004 წლის შემდეგ სარეზერვო ფონდის გამოყენების პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მისი გამოყენება ვერავითარ სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ექცევა. მიუხედავად სხვადასხვა კანონის მრავალგზის შეცვლისა, რომელიც მუდმივად პრეზიდენტისათვის საბიუჯეტო ხარჯების ერთპიროვნულად და გაუმჭვირვალედ განკარგვის შესაძლებლობის გაზრდისაკენაა მიმართული, ყველაზე უფრო დაკვირვებული და მოწადინებული პარლამენტისათვისაც კი შეუძლებელი იქნებოდა ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად თითქოს მოგვარებული საკითხის ფონზე მუდმივად ახალი პრობლემები ჩნდება და მორიგი კანონები ხდება შესაცვლელი. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კანონმდებლობის მუდმივი დარღვევა, ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შექმნილ ვითარებაში ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს შეს ყი დვების კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი დებულებები. კერძოდ, კონსტიტუციურად განმტკიცდეს ის, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენებაში პრეზიდენტი თავისუფალია კანონმდელობის მოთხოვნების დაცვისაგან.

რაც შეეხება სესხის დაბრუნების საკითხს, სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხით გამოყოფილი პირველი (3,431,700 ლარი) და მეორე ტრანშეს (8,050,350 ლარი) დაფარვა უნდა დაიწყოს 2007 წლის პირველი აპრილიდან და უნდა დასრულდეს 2009 წლის 22 მაისს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ წინა პერიოდის გამოცდილებას, სავარაუდოა, რომ აღნიშნული ვადა მრავალჯერ გაგრძელდება. მაგალითად, 2005 წლის 29 დეკემბრის №4973 განკარგულებით სს „ჭიათურმანგანუმს“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო სესხი 938,000 ლარი, რომლიც მას უნდა გადაეხადა 2006 წლის 30 ივნისს, თუმცა სს „ჭიათურმანგანუმმა“ 2006 წლის 28 ივნისს მიმართა ფინანსთა სამინისტროს წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში საწარმოში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ შეაფერხა საწარმოო პროცესი, შესაბამისად შემცირდა პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.... გთხოვთ ს/ს „ჭიათურმანგანუმ“-ზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის № 973 განკარგულებით გაცემული 938,000 ლარის სესხის დაფარვის ვადა გაგვიგრძელოთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე“. აღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა 2006 წლის 8 აგვისტოს გამოსცა №440 განკარგულება სააქციო საზოგადოება ჭიათურმანგანუმის მიერ აღებული საბიუჯეტო სესხის დაფარვის გადავადების შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი

სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება - თუნდაც ისეთი უმნიშვნელოვანესი დღის როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია4- წერდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯერ კიდევ სარეზერვო ფონდების 2005 წლის მონიტორინგის ანგარიშში. წინა წელს არაერთხელ ვცადეთ პრეზიდენტისათვის მიგვეწვდინა ხმა, რომ სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად არის შექმნილი და როდესაც 26 მაისი „გაუთვალისწინებელი ღონისძიებების“ სიაში ხვდება, თანაც არა ერთხელ, არამედ წლების განმავლობაში, ეს არა მარტო უკანონო და გაუგებარია, არამედ - სამარცხვინოა.

2006 წელს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება კვლავაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა, მაგრამ უფრო დი დი მოცულობითა და გრანდიოზული მასშტაბებით. შედარებისათვის შეიძლება გავი ხსენოთ, რომ 2005 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სარეზერვო ფონდებს 358,263 ლარი დაუჯდა, 2006 წელს კი ეს თანხა 1,737,174 ლარამდე, ანუ თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 თებერვლის №85 განკარგულების თანახმად, „2006 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ბაზაზე მოეწყო 1921-1991 წლების ამსახველი გამოფენა - „საქართველოს ოკუპაციის ისტორია“. აღნიშნული გამოფენის მომზადებისა და ორგანიზებისათვის სარეზერვო ფონდიდან კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო 1 244 960 ლარი, ხოლო პრეზიდენტის 2006 წლის 11 ივლისის განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 59 514 ლარი „საქართველოს ოკუპაციის ისტორიის“ გამოფენის ორგანიზატორთათვის ჰონორარების გასასტუმრებლად.

ამასთანავე, პრეზიდენტმა 2006 წლის 18 მაისის №275 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოყო 432 700 ლარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდა:

1. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გახმოვანება - 11 600 ლარი;

2. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზება - 62 600 ლარი;

3. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმისა და კონცერტის ტრანსლაცია - 65 600 ლარი;

4. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის განათების აპარატურით მომსახურება - 5 310 ლარი;

5. ხოლო დარჩენილი 287 500 ლარი სარეზერვო ფონდიდან მიემართა ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებაში.

განკარგულებები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თანხის გამოყოფის თაობაზე ასახული იყო ფინანსთა სამინისტროს I და II კვარტალურ ანგარიშებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ სარეზერვო ფონდი იყო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფინანსური უზრუნველყოფის წყარო. თავად ღონისძიებები მთელმა საქართველომ იხილა, თუმცა შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ თავის III კვარტალურ ანგარიშში გვაცნობა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა?!

ამასთან, განსახილველი განკარგულებები გამოცემულია მიმდინარე წლის 21 თებერვალსა და 18 მაისს, ანუ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ზემოთ განხილული ცვლილებების5 შესვლამდე. შესაბამისად, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა უნდა განეკარგა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დაცვით, უნდა ჩატარებულიყო ტენდერი და შესრულებულიყო სახელმწიფო შესყიდვის კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურები. თუმცა ასეთი „კეთილი ნება“ კულტურის სამინისტრომ არ გამოიჩინა და ყველა შესყიდვა „ძველებურად“ განახორციელა.

ამრიგად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ეწინააღმდეგებოდა:

  • 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაფინანსდეს საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებები;

  • „საბიუჯეტოს სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, სარეზერვო ფონდიდან უნდა დაფინანსდეს გაუთვალისწინებელი ხარჯები;

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს, რომლის თანახმადაც, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს;

  • ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, განსახილველი განკარგულებები სრულიად უკანონოდ არის „გამქრალი“ ფინანსთა სამინისტროს III კვარტალური ანგარიშიდან.

პრეზიდენტის ფონდის ტრადიციული ტვირთი

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეიძლება დაფინანსდეს ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს:

  • საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებას, ან

  • გაუთვალისწინებელ ხარჯს,

ყველა სხვა შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯვა უკანონოა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი 2006 წელს სარეზერვო ფონდიდან კვლავაც აფინანსებდა ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ზემოთ მითითებული ორი პირობიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებდა, მაგალითად:

  • 2006 წლის 24 მარტის №145 განკარგულება უკრაინაში საქართველოს წელიწადის დახურვასთან დაკავშირებით;

  • 2006 წლის 27 აპრილის №222 განკარგულება პროგრამა „პატრიოტის“ ჰიმნის მუსიკალური ვიდეორგოლის დასამზადებლად;

  • 2006 წლის 5 სექტემბრის №504 განკარგულება პროგრამა „პატრიოტის“ ფორუმის მოსაწყობად;

  • 2006 წლის 18 მაისის №274 განკარგულება ფაშიზმზე გამარჯვების 61 წლისთავთან დაკავშირებით.

აქ ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება 2005 წელსაც დაფინანსდა, იმავე სარეზერვო ფონდიდან, რაც, სულ ცოტა, იმის დასტურია, რომ ეს ღონისძიებები ვერ იქნება სამართლებრივად შეფასებული როგორც გაუთვალისწინებელი ხარჯი:

  • 2005 წლის 16 მარტის №184 განკარგულება უკრაინაში საქართველოს დღეებთან დაკავშირებით;

  • 2005 წლის 29 აგვისტოს №683 განკარგულება პროგრამა „პატრიოტის“ ფორუმის მოსაწყობად;

  • 2005 წლის 22 აპრილის №140 მთავრობის განკარგულება ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნის შესახებ.

შეჯამება

ამრიგად, 2006 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მონიტორინგის შედეგების შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრობლება, რომელიც წელს გამოიკვეთა, იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მკვეთრად გაუარესება. „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, სარეზერვო ფონდი ბუნდოვან რეგულირებაში, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, პრეზიდენტისათვის სრული თავისუფლების და თვითშემოქმედების რეჟიმში გადავიდა:

  • ფონდის დანიშნულება არ არის კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი - „გაუთვალისწინებული სახელმწიფო ხარჯების“ დაფინანსება;

  • ფონდის ხარჯვა - გაუგებარია, საერთოდ რა მექანიზმით განხორციელდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ვინაიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი;

  • სარეზერვო ფონდის ხარჯვის კონტროლი - ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხარჯველი დაწესებულებები აღარ არიან ანგარიშვალებული არც სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს, არც საქართველოს პარლამენტის და არც რომელიმე სხვა უწყების წინაშე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის კონტროლის თითქმის ყველა მექანიზმი.

გარდა ამისა, 2006 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 10 მლნ-იდან 30 მლნ-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მაქსიმალურად „ხელსაყრელი“ სამართლებრივი პირობები და 3-ჯერ გაიზარდა სარეზერვო ფონდის მოცულობა, პრეზიდენტმა მაინც ვერ მოახერხა კანონის დაურღვევლად და ბიუჯეტით დადგენილ საზღვრებში მოექცია ე.წ. „გაუთვალისწინებელი ხარჯი“. 2006 წელს სარეზერვო ფონდის ხარჯვისას დაირღვა შემდეგი ნორმები:

  • „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო, ა/რ და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია;

  • „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად;

  • „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის შექმნა, შესაბამისად, 30 მლნ და 14 მლნ ლარის ოდენობით;

  • სისტემატურად ირღვეოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნები6.

  • ირღვეოდა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები7.

___________________

1. ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 3 მაისის №265 ხელშეკრულება

2. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი

3. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს 2006 წლის 6 ოქტომბრის №03-01/194 წერილი

4. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგი - III კვარტალური ანგარიში (გვ.28)

5. ცვლილება შევიდა 2006 წლის 25 ივლისს

6. 2006 წლის 25 ივლისამდე გამოცემული განკარგულებები

7. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აგვისტოს №236 განკარგულება

7 კანონმდებლობა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შესახებ

▲back to top


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის დანიშნულებისა და მიზნობრიობის შესახებ 2005 წლის ანტიკორუფციულ ანგარიშებში არაერთგზის ვისაუბრეთ. თუმცა, 2005 წლის დეკემბერში სარეზერვო ფონდების შესახებ არსებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, საჭიროდ მივიჩნევთ, შეგახსენოთ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის დანიშნულება1.

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მუხლი 40.7: „საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონის ძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებულია... საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შექმნა... 14.4 მლნ ლარის ოდენობით. მთავრობის სარეზერვო ფონდის განკარგვა განხორციელდება... საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტის საფუძველზე.“

საქართველოს კანონიდან „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან:

  • მთავრობის განკარგულების საფუძველზე;

  • 14 400 000 ლარის ფარგლებში;

  • საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს.

ეს ზოგადი განსაზღვრება მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებკანონისეული დეფინიციისაგან, რომელიც კონკრეტულად და ამომწურავად ადგენდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დასაფინანსებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.

2005 წლის 28 დეკემბერს ცვლილებები შევიდა საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებკანონის იმ მუხლში, რომელიც სარეზერვო ფონდების მიზნობრიობას შეეხება. ცვლილებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნე ლობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე, სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის დასაფინანსებლად (მე-13 მუხლი, მე-2 პუნქტი).

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა:

  • ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების;

  • სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის დასაფარავად.

ცვლილებამდელი ფორმულირებით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონი საქართველოს მთავრობას მხოლოდ ისეთი გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის დაფინანსების საშუალებას აძლევდა, რომელიც გაუთვალისწინებელ სახელმწიფოებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა. დღეს უკვე ძალაში შესული კანონის მიხედვით კი, საქართველოს მთავრობას საშუალება აქვს დააფინანსოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ღონისძიება როგორც „გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯი.“

სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილ ანგარიშში ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას 2006 წლის პირველი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ოდენობის, დანიშნულების, მიზანშეწონილობის, შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმდინარეობის პროცესი სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტაციაში. ვისაუბრებთ აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მთავრობის 2006 წლის სარეზერვო ფონდიდან.

________________

1. ჩვენი მოსაზრებები 2005 წლის დეკემბერში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2005 წლის ანტიკორუფციული მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში, გვ.21

8 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი და 2006 წლის საბიუჯეტო ცვლილებები

▲back to top


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაპირველად 25 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა, 2006 წლის 23 მაისს სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ცვლილებებით მთავრობის სარეზერვო ფონდის ოდენობა ყოველგვარი მოტივაციისა და საფუძვლის გარეშე 23 მლნ ლარამდე შემცირდა. სარეზერვო ფონდის შემცირების მიზეზი გაურკვეველია და აუცილებლად უნდა დასაბუთებულიყო, რადგან სწორედ ამ დროისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა უკვე თითქმის 22 მლნ ლარს შეადგენდა.

მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებული ბიუჯეტის მეორე ცვლილებით კი, 2006 წლის 25 ივლისს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 14 მლნ 400 ათას ლარამდე შემცირდა. ეს ცვლილება კვლავაც იმ პირობებში განხორციელდა, როდესაც 25 მილიონიანი ფონდი (როგორც ბიუჯეტის პირველი რედაქციით იყო გათვალისწინებული) პრაქტიკულად დახარჯული იყო. ამ დროისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იყო 24 მლნ ლარზე მეტი. ჩვენთვის ბოლომდე უცნობი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდის შემცირების მიზეზები და მოტივაცია. მით უმეტეს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა კვლავაც ინტენსიურად გრძელდება და 15 ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა 61 მლნ ლარს აღწევს.1

მთავრობის სარეზერვო ფონდი 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესული
ცვლილებების მიხედვით:

2006 წლის 1 იანვარი:

ღონისძიების კოდი

ღონისძიების დასახელება

თანხის
ოდენობა
ლარებით

25 08

საქართველოს მთავრობის
სარეზერვო ფონდი

25 000 000

2006 წლის 23 მაისი:

ღონისძიების
კოდი

ღონისძიების
დასახელება

თანხის ოდენობა
ლარებით

25 08

საქართველოს
მთავრობის
სარეზერვო ფონდი

23 000 000

2006 წლის 25 ივლისი:

ღონისძიების
კოდი

ღონისძიების დასახელება

თანხის
ოდენობა
ლარებით

25 08

საქართველოს მთავრობის
სარეზერვო ფონდი

14 400 000

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის ფაქტობრივი მდგომარეობა 2006 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შესაბამისად:

0x01 graphic

როგორც ვხედავთ, 25 ივლისისათვის განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების დროს, როდესაც მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 14 მლნ ლარამდე შემცირდა, სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილი იყო 24 მლნ ლარზე მეტი.

_______________

1. 2006 წლის 30 ნოემბერი

9 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კვარტალური ანგარიშები

▲back to top


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა და ოდენობა, საქართველოს მთავრო ბის განკარგულებების გარდა, საქართველოს „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანო ნის 35-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ყოველკვარტალურ ანგარიშებში აისახება. ზემოაღნიშნულ ანგარიშებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროსაგან ყოველი კვარტალის დასასრულს იღებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა დაკვირვება მოგვეხდინა, თუ რამდენად სწორად აისახებოდა სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდებიდან თანხების განკარგვა.

აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში საიას და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროსაგან კვარტალურად მიღებული ანგარიშები არა მარტო ჩვენს მონაცემებს, არამედ, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდა.

2006 წლის პირველი კვარტალი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის პირველ კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2006 წლის პირველ კვარტალში განისაზღვრა 14,535.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 14,534.1 ათასი ლარი.

ჩვენ მიერ მოძიებულმა და დამუშავებულმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშში მოყვანილი რიცხვი (14.534.000 ლარი) სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ოდენობის შესახებ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. კერძოდ, განკარგულებების ჩამონათვალს აკლდა 4 განკარგულება, მათ შორის:

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №53 განკარგულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარმომადგენლობის მომსახურების შესყიდვის მიზნით 510 000 გირვანქა სტერლინგის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №130 განკარგულება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის ლონდონში ბიზნესფორუმის მოსაწყობად 120 000 გირვანქა სტერლინგის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №131 განკარგულება დუშეთისა და მესტიის რაიონებისათვის ავტობუსების შეძენის მიზნით 374 372 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №134 განკარგულება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ტყესაკაფი სამუშაოების დასაფინანსებლად 489 000 ლარის გამოყოფის შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოძიებული ინფორმაციით,1 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის პირველ კვარტალში აღებულმა ვალდებულებამ 17,400,000 ლარს გადააჭარბა.

2006 წლის მეორე კვარტალი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის მეორე კვარტალურ ანგარიშში ნათქვამია: „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2006 წლის 6 თვეში განისაზღვრა 12,250,000 ლარით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 12 248.7 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოყვანილი თანხის ოდენობა ეწინააღმდეგება არა მარტო ორ კვარტალში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, არამედ თავად ფინანსთა სამინისტროს პირველ კვარტალურ ანგარიშს. ეს წინააღმდეგობა ერთგვარად კურიოზულიც კი არის, რადგან ფინანსთა სამინისტროს მეორე კვარტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ:

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორ კვარტალში უფრო ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე პირველ კვარტალში.

იურისტთა ასოციაციის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის მეორე კვარტალში გამოყოფილმა თანხამ 8 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო ორ კვარტალში გამოყოფილმა თანხამ 24 მლნ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული მეორე კვარტალური ანგარიშის პირველი კვარტალის ნაწილში ასახულია საქართველოს მთავრობის №130 და №131 განკარგულებები2, რომლებიც პირველ კვარტალურ ანგარიშში ვერ მოხვდა. შესაბამისად, ესენია განკარგულებები ლონდონში ბიზნესფორუმისა და მესტიისა და დუშეთის რაიონებისათვის ავტობუსების შეძენის შესახებ.

თუმცა, ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეორე კვარტალურ ანგარიშში აღარ აისახა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ის განკარგულებები, რომელთა თაობაზეც ფინანსთა სამინისტრო ერთხელ უკვე იუწყებოდა. მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №76 განკარგულება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ოჯახებისათვის მინერალური სასუქის შეძენატრანსპორტირების მიზნით 7,100,000 ლარის გამოყოფის შესახებ.

მეორე კვარტალის ანგარიშში ასევე არ აისახა სხვა განკარგულებებიც:

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №253 განკარგულება განათლების სამინისტროსათვის სკოლის მოსწავლეთა წასახალისებლად 1,500,000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის №255 განკარგულება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტისათვის ტელეკომპანიებზე: CNN და Euronews რეკლამის განთავსების უზრუნველყოფისათვის 100 000 დოლარისა და 60 000 ევროს გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის №283 განკარგულება იუსტიციის სამინისტროსათვის ევროპისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით 40 000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის №282 განკარგულება იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისათვის 30 000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №306 განკარგულება კოდორის ხეობისათვის სურსათის შესაძენად 480 000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №315 განკარგულება იუსტიციის სამინისტროს საადვოკატო მომსახურების შეძენის მიზნით სათანადო თანხის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის №190 განკარგულება კულტურის სამინისტროსთვის სათამაშო მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1,000,000 ლარის გამოყოფის შესახებ.

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 6-თვიან მიმოხილვაში ასახვა ვერ პოვა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა, დაახლოებით, 12 მლნ ლარმა.

2006 წლის მესამე კვარტალი

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მე-3 კვარტალურ მიმოხილვაში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით ნათქვამია: “საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2006 წლის 9 თვეში განისაზღვრა 12 077.5 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 12 076.2 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა - 11 365.9 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, 2006 წლის პირველ კვარტალურ ანგარიშში ფინანსთა სამინისტრო ამაყად იუწყებოდა, რომ: „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 2006 წლის პირველ კვარტალში განისაზღვრა 14,535.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 14,534.1 ათასი ლარი.

კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მესამე კვარტალურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, 2006 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 12 076 2000 ლარი გამოიყო და მათგან 11 365 900 ლარი იყო ათვისებული, რაც კვლავაც ეწინააღმდეგება არა მარტო სამ კვარტალში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ოდენობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას (საიას ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის 9 თვეში 30 მლნ-ზე მეტი ლარი გამოიყო) არამედ, თავად ფინანსთა სამინისტროს პირველ და მეორე კვარტალურ ანგარიშებში მოყვანილ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 2006 წლის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 12,248.700 ლარიდან ათვისებული იყო 11,647 300 ლარი. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას კვლავაც მივყავართ ალოგიკურ დასკვნამდე, რომ:

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამ კვარტალში უფრო ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე მხოლოდ პირველ კვარტალში.

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მე- 3 კვარტალურ ანგარიშში, მე-2 კვარტალური ანგარიშისაგან განსხვავებით, ვერ მოხვდა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,987,111 ლარის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის №2; 15; 37; 38; 36; 52; 81; 90; 106; 130; 157; 134; 182; 189; 200; 215; 217; 154 განკარგულებები.3

ჩვენ მიერ ოფიციალური წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 2006 წლის მე-3 კვარტალში გამოყოფილმა თანხამ დაახლოებით 5.600.000 ლარს მიაღწია, ხოლო ორ კვარტალში გამოყოფილმა თანხამ 30 მლნ ლარს გადააჭარბა.

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 9-თვიან მიმოხილვაში ასახვა ვერ პოვა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა, დაახლოებით, 18 მლნ ლარმა.

თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ცხრილს 2006 წლის კვარტალების მიხედვით, სადაც ნათლად ჩანს სხვაობა სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს შორის:

0x01 graphic

_______________

1. განკარგულებები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ პერიოდულად ქვეყნდება მთავრობის კანცელარიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე www.government.gov.ge. და აქტების საძიებელ პროგრამა „კოდექსში“

2. იხ. დანართი №3; საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

3. საქართველოს მთავრობის განკარგულებები; იხ. დანართ №3

10 სარეზერვო ფონდები და ბუნებრივი კატასტროფები

▲back to top


სარეზერვო ფონდების შესახებ არსებულ კანონმდებლობაში ერთადერთი კონკრეტულად განსაზღვრული ღონისძიება, რომლის დასაფინანსებლადაც ასეთი ფონდები სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება, არის ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იურისტთა ასოციაცია 2005 წლის მსგავსად, 2006 წელსაც აგრძელებს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფო სარეზერვო ფონდებიდან სახსრების გამოყოფის მონიტორინგს.

იმ ფონზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად 2006 წლის 1 იანვრიდან 11 თვის განმავლობაში არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები შთამბეჭდავად გამოიყურება. მთავრობამ ბიუჯეტით სარეზერვო ფონდისათვის გათვალისწინებული სახსრების 8, ხოლო რეალურად დახარჯული თანხის 2 პროცენტი სწორედ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოყო.

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის №15 განკარგულება ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი მგზავრების დასახმარებლად ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ დახარჯული თანხის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსირების შესახებ; გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 550 ლარს;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №81 განკარგულება ცხინვალის რეგიონში სასურსათო პროდუქტის შესაძენად 100,000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 მარტის №106 განკარგულება ყაზბეგის რაიონისათვის 4,164 ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად 5,705 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №355 განკარგულება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თიანეთის რაიონის გამგეობისთვის სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად 78,000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №356 განკარგულება საქარ თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 600,000 ლარის გამოყოფის შესახებ, დედოფლისწყაროს რაიონში მდინარე ალაზნის კალაპოტის დროებითი ნაპირსამაგრის სამუშაოების შესრულების მიზნით;

  • საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №306 განკარგულება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის 480,000 ლარის გამოყოფის შესახებ, კოდორის ხეობის მოსახლეობისათვის სურსათითა და პირველადი საქონლით მომარაგების მიზნით.

სულ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად 1,265 255 ლარი გამოიყო. ეს მაშინ, როდესაც დღემდე1 მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 60 მლნ ლარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2006 წელს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში 2006 წელს გათვალისწინებული ასიგნების 8 პროცენტს შეადგენს, რაც სარეზერვო ფონდიდან რეალურად გამოყოფილი თანხის მხოლოდ 2 პროცენტია.

0x01 graphic

წარმოადგენს თუ არა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი სახსრები სტიქიით გამოწვეული ზარალის ადეკვატურ თანხას? ამის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ქვეყანას 2006 წელს. ამ მიზნით, იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა შემდეგ საჯარო დაწესებულებებს:

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

  • საქართველოს მთავრობის კანცელარიას;

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.2

მოვითხოვეთ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში დაცული ინფორმაცია:

  • 2006 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებების ადგილისა და დროის შესახებ;

  • სტიქიით მიყენებული მატერიალური ზარალის შესახებ;

  • 2006 წლის პირველი იანვრიდან დღემდე მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებში მიღებული აქტების ასლები.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან გაირკვა, საქართველოს მთავრობის კანცელარია და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას მხოლოდ მომხდარი სტიქიური უბედურებების ადგილისა და დროის შესახებ, თუმცა, არც ერთი მათგანი არ ფლობდა ინფორმაციას სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობის შესახებ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების აღრიცხვის და მოსალოდნელი შედეგების შერბილების სამმართველო მხოლოდ კახეთის რეგიონში სტიქიით გამოწვეული ზარალის არასრულ მონაცემებს ფლობდა. მათი ინფორმაციით3: მიმდინარე წელს კახეთის რეგიონისათვის სტიქიისაგან მიყენებული ზარალი წინასწარი არასრული მონაცემებით (სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით) შეადგენს 1,570.0 ათას ლარს. დაზარალდა 5 ათას ოჯახზე მეტი.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის კანცელარიის მონაცემებს,4 საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტში წარდგენილია მონაცემები მომხდარი სტიქიური უბედურებების შესახებ ლაგოდეხის, ახალგორის, დუშეთის, მარტვილის, მესტიის, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, კასპისა და წალენჯიხის რაიონებიდან. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის პირველი იანვრიდან 20 ივნისის ჩათვლით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა საქართველოს შემდეგი რაიონები:

- ლაგოდეხის რაიონში 9-14 მაისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურას, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ნაწილობრივ მოიშალა სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ნაპირსამაგრი კომუნიკაციები, სოფელ ჩაისუბნის ხიდი და შიდასასოფლო 4 ხიდი. ზარალის საერთო ოდენობამ შეადგინა 65 ათასი ლარი;

- ახალგორის რაიონში 22 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა მისასვლელი გზები ჭოლის საკრებულოს ტერიტორიაზე;

- დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში გაზაფხულზე მოვარდნილმა ღვარცოფმა საშიშროება შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, გზასა და ხიდს;

- მარტვილის რაიონში იანვარ-მარტში დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა 10 საცხოვრებელი სახლი;

- მესტიის რაიონში სტიქიურმა მოვლენებმა საშიშროება შეუქმნა 127 საცხოვრებელ სახლს;

- იმერეთის მხარეში (ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს და ხარაგაულის რაიონები) შეკეთებას საჭიროებს გრიგალის, დიდთოვლობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული 250-ზე მეტი სახლი;

- კასპის რაიონში გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარე ქსანმა დააზარალა სოფელი ფერმა;

- წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში აპრილის თვეში დაიტბორა 25 სახლი, დაბა ჩხოროწყუში საშიშროება შეექმნა 25 ოჯახს.”

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 20 ივნისიდან5 დღემდე ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი სტიქიური მოვლენა, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონში ჭარბნალექიანობით მდინარე კაბალის ადიდება, რომელმაც დატბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მიყენებული მატერიალური ზარალი დადგენის პროცესშია.“6

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დოკუმენტაციაში, ისე მთავრობის კანცელარიაში წარდგენილი მასალის მიხედვით, ზარალის მიახლოებითი ოდენობა მხოლოდ რამდენიმე რაიონშია შეფასებული. კერძოდ:

  • ლაგოდეხის რაიონი - 65 000 ლარი;

  • კასპის რაიონი - 200-250 ათასი ლარი;7

  • მესტიის რაიონი - 10 800 ლარი.

საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით8, “03.08-03.09 პერიოდში საქართველოს მთელი ტერიტორია მოიცვა გვალვამ. დაზარალდა ბაღჩეული, ბოსტნეული, ხეხილი და სიმინდის კულტურები... ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის.

12-16 ოქტომბერს ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნას. მდინარეებზე: ლაგოდეხისხევის, კაბალის, ავანისხევის და შრომისხევის ადიდების შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა 1 ხიდი და სასმელი წყლის სათავე ნაგებობანი, დაიღუპა ფრინველი და პირუტყვი, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები: შილდა, ალმატი, გრემი, საბუე (ყვარლის რაიონი), შრომა, გელათი, ნინიგორი, ყარსუბანი, ნაინდროვანი, ბაისუბანი, რაჭისუბანი (ლაგოდეხის რაიონი). ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის.“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწოდებული ამავე ინფორმაციით, 2006 წელს საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა საქართველოს 60 რაიონის 327 სოფელი.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჩვენი წერილის პასუხად, ფლობდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას 2006 წელს მომხდარი სტიქიური უბედურებების დროის, ადგილისა და ზარალის ოდენობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსმა, სამსახურებრივი ბარათით განგვიმარტა9, რომ „მიმდინარე წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ანალიტიკური ჯგუფისათვის მოწოდებული ინფორმაციის ფორმა, ანალიტიკური ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვილი დოკუმენტაციის ასლები.“

ანალიტიკური ჯგუფის არსებობა, რომელიც ადმინისტრაციის მდივნის წერილშია ნახსენები, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით არის განსაზღვრული. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც შედგება მთავარი მრჩევლებისგან საგარეო, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლოკულტურულ, რელიგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა საკითხებში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, ანალიტიკურ ჯგუფს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური უბედურებებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ზეპირი სახით მიეწოდება, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას მოგვაწოდოს მსგავსი ინფორმაცია.

თავისთავად, ანალიტიკური ჯგუფის მუშაობის უკიდურესად საინტერესო ნოვაციაა ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე ზეპირი კონსულტაციები?!

რომელი სახელმწიფო უწყებაა პასუხისმგებელი შეაფასოს სტიქიით მიყენებული
ზარალი?

როგორც უკვე აღინიშნა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მთავრობის კანცელარიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მსგავსად, არ ფლობს ინფორმაციას 2006 წელს ქვეყნის მასშტაბით სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ. სწორედ ამიტომ, განცხადებით მივმართეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიას10 და მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი ორგანოა, ცენტრალური თუ ადგილობრივი, ვალდებული შეაფასოს სტიქიური უბედურებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა კონკრეტული რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით;

  • შესაბამისი აქტის ასლი, რომელიც არეგულირებს სტიქიით გამოწვეული ზარალის შეფასების პროცედურებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით11, სამინისტროს სტრუქტურული ერთეული - სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის კომპეტენცია, მისი დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების მიხედვით, შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამის გაფრთხილებათა მომზადებითა და გავრცელებით, ასევე, სტიქიურ უბედურებათა საშიშროების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისას სტიქიით გამოწვეული ზიანის შედეგების შეფასებისა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობით (დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტები).

აქედან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არ წარმოადგენს თქვენს მიერ წერილში მითითებული სტატუსის მქონე დაწესებულებას. შესაბამისად, სამინისტროში არ მოიპოვება ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული ზიანის შეფასების მარეგულირებელი აქტის შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის კანცელარიას, ჩვენს წერილთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა გვაცნობა12, რომ როგორც წესი, სტიქიური უბედურების დროს, შესაბამისი რაიონის გამგეობა, ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ან მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტს აწოდებს ინფორმაციას მიყენებული ზარალის შესახებ მათ მიერ კომისიური წესით შედგენილ აქტებზე დაყრდნობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტები სტიქიის შედეგებს ეცნობიან ადგილზე. შემდგომ, საქართველოს მთავრობა ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას. მონიტორინგს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე განახორციელებს შესაბამისი სამხარეო ადმინისტრაცია.

სტიქიით გამოწვეული ზარალის შეფასების პროცედურების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი არ არსებობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოწოდებული ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება შემდეგი:

  • სტიქიით გამოწვეული მატერიალური ზარალის შეფასება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული;

  • შეფასებული ზარალის ოდენობის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობას ეგზავნება, რომლის კეთილ ნებაზეც არის დამოკიდებული, ანაზღაურდება თუ არა მიყენებული ზიანი;

  • ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცედურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ არსებობს და ყველაფერი სპონტანურად ხდება.

_____________________

1. 2006 წლის 30 ნოემბერი

2. იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის №გ-04/244-06; №გ-04/98-06; №გ-04/99-06 განცხადებები საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 19.06.06. №11/11-108 წერილი

4. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2006 წლის 20 ივნისის №25/165 წერილი

5. იმ დღიდან, როდესაც მთავრობის კანცელარიიდან ინფორმაცია მივიღეთ ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის შესახებ. იხ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2006 წლის 20 ივნისის №25/165 წერილი

6. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2006 წლის 18 ოქტომბრის №25/279 წერილი

7. კასპის რაიონის გამგეობის 2006 წლის 13.03. №2/1-92 წერილი შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ ქარელის სახელზე

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 9 ნოემბრის №11/11-200 წერილი

9. 2006 წლის 2 აგვისტოს №15/395 წერილი

10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2006 წლის №გ-04/256-06; გ-04/284-06 წერილები

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 8 აგვისტოს №11/11-145 წერილი

12. მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, ჯამბულ ბაკურაძის 2006 წლის 14 აგვისტოს №25/224 წერილი მთავრობის კანცელარიის უფროსის სახელზე

11 საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

▲back to top


როგორც შესავალში აღინიშნა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მონიტორინგის გარდა, ამოწმებდა აგრეთვე მთავრობის განკარგულებების კანონიერებას მათი გამოცემისა და აღსრულების კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის №241, 242, 243, 244 განკარგულებები -დაუდევრობა თუ საბიუჯეტო ნონსენსი?!

საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 3 ივნისს მიიღო №241, №242, №243, №244 განკარგულებები. ამ განკარგულებების პარადოქსულობა ისაა, რომ მათ ცვლილებები შეიტანეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის №326, №573, №182, №251 განკარგულებებში, რომლებიც, თავის მხრივ, მთავრობის 2005 წლის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების გადასაცემად თანხების გამოყოფას ითვალისწინებდა. განხორციელებული ცვლილებებით შემცირდა 2005 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ჯილდოების გადასაცემად გამოყოფილი თანხების ოდენობა. ანუ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2006 წლის №241, №242, №243, №244 განკარგულებებით საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა იმ დროისათვის უკვე გაუქმებული 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებში. (!!!)

აღნიშნული განკარგულებების გამოცემისას, საქართველოს მთავრობა დაეყრდნო იმ დროისათვის უკვე გაუქმებულ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას1 და დაადგინა, რომ თანხები 2005 წლის ძალადაკარგული ბიუჯეტიდან შემცირებული ოდენობით გამოყოფილიყო. თუმცა, რასაც არ უნდა ისახავდეს მიზნად განხორციელებული ცვლილებები (შემცირებული, თუ გაზრდილი თანხების გამოყოფას), ერთი რამ ცხადია - შეუძლებელია ცვლილება შეიტანო ან განკარგო თანხები ბიუჯეტიდან, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

საკითხის გასარკვევად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიმართა2 და მოითხოვა:

  • მიზეზი, რამაც გამოიწვია მთავრობის 2005 წლის №326, №573, №182, №451 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა;

  • შესაბამისი ნორმატიული აქტის ასლი, რომლის ძალითაც 2006 წელს საქართველოს მთავრობას ჰქონდა 2005 წლის ძალადაკარგული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის უფლებამოსილება.

მთავრობის კანცელარიამ ზემოაღნიშნული წერილი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა3, ფინანსთა სამინისტროსაგან კი შემდეგი განმარტება მივიღეთ:

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ივნისის №241, №242, №243, და №244 განკარგულებებით განხორციელებული ცვლილებები განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის №326, №573, №182 და №451 განკარგულებებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამინისტროებსა და სხვა უწყებებზე გაცემული თანხების ნაწილი არ იქნა ათვისებული, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებებით გათვალისწინებულმა ცალკეულმა პირებმა 2005 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მათი კუთვნილი თანხების გატანა და წლის ბოლოს მოხდა გაუცემელი თანხების დეპონირება სახელმწიფო ბიუჯეტში.

იმისათვის, რომ ამ კატეგორიის პირებს მიეღოთ კუთვნილი ფულადი პრემიები, სათანადო ცვლილებები განხორციელდა მთავრობის განკარგულებებში, რის შედეგადაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღნიშნული მოქალაქეები გათვალისწინებულნი იქნენ 2006 წლის მთავრობის განკარგულებებში და მათზე თანხები გაიცა საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.” 4

როგორც ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული წერილიდან ჩანს, 2005 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა5, აუთვისებელი თანხები კი 2006 წლის ბიუჯეტში აისახა და 2006 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, რაც საბიუჯეტო პროცესში ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, თანხები, რომლებიც არ იქნა ათვისებული 2005 წლის განმავლობაში და 2006 წლის ბიუჯეტში გადავიდა, განიხილება როგორც 2006 წლის ბიუჯეტის ნაწილი და მისი განკარგვა, როგორც 2006 წლის ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა ისე უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ დროისათვის უკვე არარსებულ, ათვისებულ, დახარჯულ და გაუქმებულ 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.

მთავრობის სხვა განკარგულებები

აქვს თუ არა უფლება მთავრობას მხარჯველ დაწესებულებას წინასწარ განუსაზღვროს შესყიდვის ფორმა?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აინტერესებდა, აგრეთვე ისეთი განკარგულებების კანონიერება, რომლებშიც საქართველოს მთავრობა პირდაპირ მიუთითებდა მხარჯველ დაწესებულებას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შესყიდვები ეწარმოებინა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

2006 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ასეთი შინაარსის შემდეგი განკარგულებები:

  • საქართველოს მთავრობის №52 განკარგულება საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 540,000 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი თანხის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №53 განკარგულება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 510,000 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი თანხის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №76 განკარგულება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7,100,000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №154 განკარგულება რუსეთის ფედერაციის სავაჭროსამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სათანადო თანხის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №315 განკარგულება . როტერდამის საოლქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგელობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სათანადო თანხის გამოყოფის შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსგავსი განკარგულებები სასამართლოში გაასაჩივრა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის მოტივით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის ასეთი დათქმები არღვევდა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით განმტკიცებულ უფლებას, თავად განესაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის ფორმა და საშუალება.

აქვს თუ არა მთავრობას უფლება დავალება მისცეს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს?

უკანონობის მოტივით იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა მთავრობის ის განკარგულებები, რომლის ძალითაც საქართველოს მთავრობა განკარგულების შესრულების კონტროლს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ავალებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობას უფლება არა აქვს რამე დავალება მისცეს ან ფუნქცია დაუდგინოს პრეზიდენტის რწმუნებულს.

2006 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ასეთი შინაარსის შემდეგი განკარგულებები:

  • საქართველოს მთავრობის №81 განკარგულება ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფინდიდან 100 000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №457 განკარგულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. რუსთავის ბიუჯეტისათვის 700 000 ლარის გამოყოფის შესახებ;

  • საქართველოს მთავრობის №355 განკარგულება თიანეთის რაიონის გამგეობისათვის 78 000 ლარის გამოყოფის შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოაღნიშნული სარჩელების ნაწილი დღესაც განხილვის სტადიაშია და მათ შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მომდევნო ანგარიშებში შემოგთავაზებთ.

საქართველოს მთავრობის განკარგულება საპრეზიდენტო პროგრამის პატრიოტისდასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №390 განკარგულებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 101,161 ლარი გამოიყო საპრეზიდენტო პროგრამის „პატრიოტის“ მონაწილე ახალგაზრდების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად.

როგორც განკარგულების შინაარსიდან ჩანს, მას საფუძვლად „პროგრამა „პატრიოტის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მაისის №242 განკარგულება დაედო, თუმცა, თავად პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულება ადგენს, რომ საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“, მონაწილეთა ტრანსპორტირების ანაზღაურების ჩათვლით, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში უნდა დაფინანსდეს.6 წლიური საბიუჯეტო კანონით კი, საპრეზიდენტო პროგრამის „პატრიოტის“ განსახორციელებლად 2006 წელს 3,500,000 ლარი იყო გათვალისწინებული.7 2006 წლის 25 ივლისს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ეს თანხა დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად 3,585,000-მდე გაიზარდა. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, დღის წესრიგში მაინც დადგა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მისი, როგორც გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის, დაფინანსების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „პატრიოტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც გახდა აუცილებელი. კერძოდ, პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილეთა ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება დაფინანსდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 363 000 ლარის ფარგლებში8, ხოლო პროგრამა „პატრიოტის“ ჰიმნის მუსიკალური ვიდეორგოლის დამზადება - 85 000 ლარის ფარგლებში9.

__________________

1. ეს დადგენილება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვალს №22 დადგენილებით გაუქმდა

2. სიას 2006 წლის 19 ივლისის №გ-04/235-06 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 25.07.2006 №25/214 წერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 3 აგვისტოს №04-01/7867 წერილი

5. ეს ფაქტი საიამ სახაზინო სამსახურის მიერ მომზადებულ 2005 წლის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ ინფორმაციასთან გადაამოწმა და დადასტურდა, რომ 2005 წლის განკარგულებებში გათვალისწინებული თანხების სრული ათვისება 2005 წლის განმავლობაში არ მომხდარა

6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მაისის №242 განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტები: “3. პროგრამა „პატრიოტი“ დაფინანსდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტისათვის“ განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. 4. ეთხოვოთ ქ. თბილისის მერიას და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ახალგაზრდული პროგრამების ასიგნებათა ფარგლებში პროგრამა „პატრიოტის“ სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათი სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა და პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა-ტრანსპორტირება.“

7. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონი, მუხლი 48, ორგანიზაციული კოდი 33 09

8. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №504 განკარგულება პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილეთა ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 აპრილის №222 განკარგულება პროგრამა „პატრიოტის“ ჰიმნის მუსიკალური ვიდეორგოლის დასამზადებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

12 დანართი №1

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

13 დანართი №2

▲back to top


პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2006 წელს გამოყოფილი თანხები

თარიღი

დანიშნულება

უწყება

თანხა

1

1

03.01

ღირსების ორდენით დაჯილდოებულთათვის (თითოეულს 500 ლარი)

პრეზიდენტი
ადმინისტრაციას

14 500 ლ.

2

65

10.02

შვეციის პრემიერ - მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული მუსიკალური ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

13 634 ლ.

3

76

14.02

საავტომობილო გზების
გასწვრივ ჯიხურების
მოწყობა

ეკონომიკური განვითარები
სამინისტროს

115000 ლ.

4

78

18.02

გურიის მხარეში
პრეზიდენტის
რწმუნებულისათვის
ავტომანქანის შეძენა

გურიის
მხარეში
პრეზიდენტ
რწმუნებულს

20 000 ლ.

5

85

21.02

26 მაისთან დაკავშირებით
„საქართველოს ოკუპაციის
ისტორიის“ გამოფენის
მოწყობა

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

1 244 960
ლ.

6

89

24.02

სოფლის მეურნეობის
სფეროში დასაქმებული
მოსახლეობისათვის
პრაქტიკული რჩევების
სახელმძღვანელოს
დაბეჭდვა და მისი
უსასყიდლოდ გავრცელება

სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს

710 000ლ.

7

95

24.02

ფულადი დახმარება გელა
ჩარკვიანს შვილის
გარდაცვალებასთან
დაკავშირებით

პრეზიდენტი
ადმინისტრაციას

5 000 ლ.

8

96

24.02

ქართველი და უცხოელი
ექსპერტების სამუშაო
შეხვედრის მაღალ
ორგანიზაციულ დონეზე
მოწყობა სასტუმრო
„თბილისი მარიოტში“

საგარეო
საქმეთა
სამინისტროს

112.840
ლ.

9

106

02.03

სოფლის მეურნეობის
სფეროში დასაქმებული
მოსახლეობისათვის
პრაქტიკული რჩევების
სახელმძღვანელოს
დაბეჭდვისა და მისი
უსასყიდლოდ
გავრცელებისათვის
დამატებითი თანხა

სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს

62 800 ლ.

10

145

24.03

უკრაინაში საქართველოს
წელიწადის დახურვასთან
დაკავშირებით

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

48 429 ლ.

11

188

10.04

ქ. საგარეჯოში საცურაო
აუზის მშენებლობის
დასასრულებლად

კახეთის
მხარეში
პრეზიდენტის
რწმუნებულს

250 000ლ.

12

196

18.04

თურქეთის თ თურქეთის
პრეზიდენტის ვიზიტთან
დაკავშირებით
კულტურული
ღონისძიებების მოსაწყობად

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

26 454 ლ.

13

201

18.04

მთავრობის მიერ
განხორციელებული
პროგრამებისა და
რეფორმების თაობაზე
საზოგადოების
ინფორმირებისათვის
სარეკლამო ვიდეოკლიპების
დამზადება

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

228 485ლ.

14

202

18.04

განვითარებისა და
რეფორმების ფონდის
სასწავლო და სამეცნიერო
გრანტების პროგრამების
დაფინანსების მიზნით

განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს

1 000 000
ლ.

15

213

21.04

ფერეიდნელი ქართველების
სწავლის საფასურის
ანაზღაურება

ლტოლვილთა და
განსახლების
სამინისტროს

18 800 ლ.

16

214

21.04

შსს თანამშრომლების
წახალისება ოპერატიულ და
ოპერატიულსამძებრო
საქმიანობაში მიღწეული
წარმატებებისათვის

შინაგან
საქმეთა
სამინისტროს

10 000 ლ.

17

222

27.04

პროგრამა „პატრიოტის“
ჰიმნის მუსიკალური
ვიდეორგოლის დამზადება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

85 000 ლ.

18

236

02.05

სესხი შპს „ქართულ
პროდუქტს“

შპს „ქართულ
პროდუქტს“

5 500 000
ევრო =
12 632 100 ლ.

19

240

02.05

ქ. ვილნიუსში
საქართველოს
პრეზიდენტის ვიზიტთან
დაკავშირებით
კულტურული
ღონისძიებების მოწყობა

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

18 530 ლ.

20

245

10.05

საპრეზიდენტო პროგრამის
„ჩემი სახლის“
განხორციელებისათვის
საჭირო ღონისძიებების
დაფინანსება

ლტოლვილთა და
განსახლების
სამინისტროს

80 000 ლ.

21

270

11.05

ხორვატიისა და ესტონეთის
პრეზიდენტების
საქართველოში ვიზიტთან
დაკავშირებით
კულტურული
ღონისძიებების
დაფინანსება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

39 960 ლ.

22

05-ს

12.05

საიდუმლო

პრეზიდენტის
ადმინისტრაცას

45 150 ლ.

23

271

15.05

ქართული ღვინის
პოპულარიზაციის მიზნით
ქ. კიევში სამიტის
ფარგლებში დაგეგმილი
სარეკლამო ღონისძიებების
მოწყობა

საგარეო
საქმეთა
სამინისტროს

291 200ლ.

24

274

18.05

ფაშიზმზე გამარჯვების 61
წლისთავთან
დაკავშირებით სახელმწიფო
პენსიაზე ერთჯერადი
დანამატი 33 ლარის
ოდენობით

სსიპ
სოციალური
დაზღვევის
ერთიან
სახელმწიფო
ფონდს

419 034ლ.

25

275

18.05

26 მაისს კულტურული
ღონისძიებების
დაფინანსება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

432 700ლ.

26

279

18.05

ნორჩ მეცნიერ
გამომგონებელთა
კონკურსის ორგანიზება

განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს

25 800 ლ.

27

292

19.05

თეატრალური სარდაფის
მიერ სპექტაკლ „ქრონიკის“
გასტროლების
გამართვისათვის

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

45 714 ლ.

28

296

25.05

საბავშვო სახარების
გამოცემისათვის საჭირო
ხარჯების
დასაფინანსებლად

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

27 250 ლ.

29

316

06.06

ენერგეტიკის სფეროში
კონფერენციაში უცხოელი
ექსპერტების
მონაწილეობისა და მისი
მაღალორგანიზაციულ
დონეზე ჩატარება

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

150 000ლ.

30

343

22.06

საავადმყოფოთა
რესტრუქტურიზაციის
ცენტრს

შრომის,
ჯანმრთელო
ისა და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს

2 000 000
USD =
3 544 000
ლ.

31

350

22.06

ელენე გედევანიშვილს
საერთაშორისო
ტურნირებზე წარმატებით
ასპარეზობის მიზნით

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

16 850
USD =
29,910 ლ.

32

377

11.07

მსოფლიოს ომგამოვლილი
ბავშვებისათვის
საერთაშორისო
საგაზაფხულო სკოლის
“ევრიკის” განხორციელება

ლტოლვილთა
და
განსახლების
სამინისტროს

73 646 ლ.

33

380

11.07

საქართველოს ოკუპაციის
ისტორიის გამოფენის
ორგანიზატორთა
ჰონორარები

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

59 514 ლ.

34

381

14.07

საპატრიარქოს

საპატრიარქოს

3 338 220
ლ.

35

384

14.07

საპრეზიდენტო
პროგრამებში ჩართული
თანამშრომლების
მატერიალური
წახალისების მიზნით

განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს

22 000 ლ.

36

387

17.07

ხანძრის შედეგად
დაზარალებული ნუნუ
ჭოველიძისათვის
ერთჯერადი დახამრება

შიდა
ქართლში
საქართველოს
პრეზიდენტის
რწმუნებულს

20 000 ლ.

37

390

17.07

გაზეთ „ვრასტანის“ და
გაზეთ „გურჯისტანის“
დაფინანსება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

40 000 ლ.

38

396

19.07

სტუდენტთა საზაფხულო
დასაქმების პროგრამის
განხორციელებისთვის

ზუგდიდის
გამგეობას;
თელავის
გამგეობას;
ქუთაისის
მერიას;
გორის
გამგეობას;
ახალციხის
გამგეობას;

800 000ლ.

39

397

20.07

კინემატოგრაფიის
ეროვნული
ცენტრისათვის

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

150 000
ლ.

40

398

20.07

ქართველ და ოს ხალხთა
ისტორიული
თანაცხოვრებისა და მათ
შორის ჩამოყალიბებული
მრავალსაუკუნოვანი
მეგობრული
ურთიერთობების
ამსახველი ღონისძიება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

93 000 ლ.

41

403

24.07

საერთაშორისო
კონფერენციის „ჩვენ გვჯერა
დემოკრატიისა და
თავისუფლების“
გამართვისათვის

პარლამენტის
აპარატს

60 000 ლ.

42

405

26.07

ფატი შერმადინის
ერთჯერადი დახმარება

მცხეთა
-მთიანეთის
ხარეში
პრეზიდენტის
რწმუნებულს

1 000 ლ.

43

406

26.07

ლამარა არაქელოვის
ერთჯერადი დახმარება

მცხეთა
-მთიანეთის
მხარეში
პრეზიდენტის
რწმუნებულს

500 ლ.

44

410

27.07

რევაზ თვარაძის
ერთჯერადი დახმარება

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

10 000 ლ.

45

413

28.07

გენეტიკური კვლევის
ლაბორატორიის შექმნა და
აღჭურვა

შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს

238 572ლ

46

46

28.07

კოდორის ხეობის 650
ოჯახის 200-200 ლარით
დახმარება

აფხაზითის ა/რ
მთავრობას

130 000ლ

47

415

28.07

კოდორის ხეობაში
ჩატარებული
ანტიკრიმინალური
სპეციალური ოპერაციის
დროს დაღუპული
რუსუდან გუგუსიანის
ოჯახის ერთჯერადი
დახმარება

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

5 000 ლ.

48

416

28.07

თენგიზ სუხიშვილის
გადაუდებელი
სამედიცინო
დახმარებისათვის
აუცილებელი ხარჯების
ნაწილობრივ
დასაფინანსებლად

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

50 000 ლ.

49

418

28.07

კოდორის ხეობის
მოსახლეობის სასურსათო
მარაგით უზრუნველყოფა

პრეზიდენტის
რწმუნებულს

80 000 ლ.

50

420

28.07

თინა ჟვანია-შალამბერიძის
ერთჯერადი დახმარება

თინა ჟვანია
შალამბერიძის
ერთჯერადი
დახმარება

500 ლ.

51

425

30.07

პარკებისა და სკვერების
კეთილმოწყობა

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

1 950 000
ლ.
150 000
ლ. =2 100
000 ლ.

52

433

07.08

ღირსების ორდენით
დაჯილდოებულთათვის
ფულადი დახმარების
გადასაცემად

პრეზიდენტის
რწმუნებულს

1 500 ლ.

53

434

07.08

კოდორის ხეობაში
ჩატარებული
ანტიკრიმინალური
ოპერაციის მონაწილეების -
მიხეილ ქოქიაშვილისა და
ვალერი
მუჯირიშვილისათვის
ფასიანი საჩუქრების
გადასაცემად

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

5 410 ლ.

54

438

07.08

საგარეჯოში საცურაო
აუზის მშენებლობის
დასასრულებლად
დამატებითი თანხა

საგარეჯოს
რაიონის
გამგეობას

85 196 ლ.

55

441

08.08

საგარეჯოს რაიონში
არსებული ისტორიულ
-კულტურული ძეგლების
გარე განათებისათვის
საჭირო ხარჯების
დაფინანსება

საგარეჯოს
რაიონის
გამგეობას

29 960 ლ.

56

446

10.08

რეზერვისტთა მე-13
ბატალიონის
შემადგენლობისათვის
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ
გადასაცემი ფასიანი
საჩუქრების შეძენის მიზნით

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

16 100 ლ.

57

447

10.08

გასართობი პარკის
„ციცნათელას“ გახსნაზე
დასასწრებლად ქ. ქუთაისის
სტუდენტთა დასაქმების
პროგრამის მონაწილეთა
ტრანსპორტირების ხარჯები

პრეზიდენტის
რწმუნებულს

3 668 ლ.

58

448

10.08

საქართველოს შესახებ
ვიდეორგოლის
გადაღებისათვის

ეკონომიკური
განვითარების
სამინისტროს

79 440
USD= 139
814 ლ.

59

449

10.08

სურამის ციხის
დეკორატიული განათება

პრეზიდენტის
სახელმწიფო
რწმუნებულს

11 995 ლ.

60

450

10.08

კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების
შესწავლისა და მოვლა
პატრონობისათვის საჭირო
ხარჯების დაფინანსება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

110 000
ლ.

61

451

11.08

ქ. ხაშურში საცხოვრებელი
ბინების ფასადების
მოსაპირკეთებლად

ხაშურის
გამგეობას

89 333 ლ.

62

452

15.08

სახელმწიფო დროშების
შესაძენად და საქართველოს
პრეზიდენტის საჩუქრის
სახით მოსახლეობისათვის
გადასაცემად

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

552 500
ლ.

63

460

17.08

ქ. გორის
მაღალსართულიანი
ბინების აივნების
მოსაპირკეთებლად

გორის
გამგეობას

298 667
ლ.

64

461

17.08

გორის რაიონის
საავტომობილო გზების
გასწვრივ არსებული
დასახლებული პუნქტების
კეთილმოწყობის მიზნით

გორის
გამგეობას

155 862
ლ.

65

462

17.08

წმ. ორმოც სებასტიელ
მოწამეთა ტაძრის
აღდგენითი და
არქეოლოგიური
სამუშაოების შესრულების
მიზნით

განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს

45 740 ლ.

66

470

21.08

გაეროს დემოკრატიის
ფონდის ბიუჯეტში
საქართველოს ფინანსური
შენატანი

საგარეოს
საქმეთა
სამინისტროს

25 000
USD= 43
525 ლ.

67

473

23.08

გარე განათების მოსაწყობად
საჭირო აღჭურვილობის
შეძენა

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

147 312
USD =256
765 ლ.

68

474

23.08

ოსიაურისა და დუშეთის
რეზერვისტთა ბანაკებში
გამართული კონცერტების
ხარჯები

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

57 000 ლ.

69

475

23.08

უშგულში საქართველოს
პრეზიდენტისა და ამერიკის
სენატორების ვიზიტის
მოწყობა

მესტიის
რაიონის
გამგეობას

34 834 ლ.

70

476

23.08

გონიოსა და რესტორან
„კოპალაში“ ჯონ მაკკეინის
ვახშამი და საკონცერტო
ღონისძიება

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

37 620 ლ.

71

478

23.08

შოვსა და უწერაში გარე
განათების და
კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის

ონის რაიონის
გამგეობას

59 000 ლ.

72

486

29.08

კატალოგის - „ახალი თაობა
თანამედროვე ქართულ
ხელოვნებაში“
გამოცემისათვის

კულტურის,
ძეგლთა
დაცვისა და
სპორტის
სამინისტროს

6 620 USD
=11 552ლ.

73

495

01.09

სახელმწიფო დროშების
დამატებით შესაძენად

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

42 500 ლ.

74

496

01.09

ოლიმპიურ ახალგაზრდულ
თამაშებში საქართველოს
მონაწილეობისათვის

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

4 020
USD=
7 015 ლ.

75

498

04.09

შაორის ტბის მიმდებარე
ინფრასტრუქტურის შექმნა

ამბროლაურის
რაიონის
გამგეობას

30 000 ლ.

76

499

04.09

ატრაქციონების მოსაწყობად

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

533 120
ლ.

77

504

05.09

„პატრიოტის“ ფორუმის
მოსაწყობად

კულტურის
სამინისტროს

363 000
ლ.

78

508

08.09

№2 საჯარო სკოლის
შემინვისათვის

ზუგდიდის
რაიონის
გამგეობას

280 000
ლ.

79

509

08.09

გმირთა მოედანზე
შადრევნის
მშენებლობისათვის

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

793 922
ლ.

80

510

08.09

ქ. ოზურგეთის გარე
განათებისათვის

პრეზიდენტის
რწმუნებულს

30 000 ლ.

81

532

11.09

ელდარ შენგელაიას
მკურნალობის თანხა

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

10 000 ლ.

82

534

14.09

თბილისში ევროპის
უროლოგთა საბჭოს მორიგი
სხდომის გასამართად

შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს

14 000 ლ.

83

551

18.09

წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიის გარე
განათებისათვის

საჯარეგოს
რაიონის
გამგეობას

8 881 ლ.

84

557

27.09

საპრეზიდენტო პროგრამის
თაობაზე მოსახლეობის
ინფორმირების მიზნით

განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს

17 600 ლ.

85

558

27.09

საზოგადოების
ინფორმირების მიზნით

პრეზიდენტის
ადმინისტრაციას

301 228
ლ.

86

559

27.09

საპრეზიდენტო პროგრამის
„ჩემი სახლის“ თაობაზე
მოსახლეობის
ინფორმირების მიზნით

ლტოლვილთა და
განსახლების
სამინისტროს

507 291
ლ.

34 003 800 ლარი

14 დანართი №3

▲back to top


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხების მიზნობრიობისა და ოდენობის შესახებ უფრო ნათელი სურათის შესაქმნელად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის განკარგულებებს თანხების გამოყოფის შესახებ 2006 წლის პირველი იანვრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში:

თარიღი
და
ნომერი

დანიშნულება

მხარჯველი
დაწესებულება

თანხა

№2
12.01.06.

საარბიტრაჟო სასამართლოს
მიერ განსაზღვრული
გადასახადის გადახდის
მიზნით

საქართველოს
ეკონომიკური
განვითარების
სამინისტრო

230 000 დოლარი

№15
18.01.06

დიდთოვლობის შედეგად
ჯვრის უღელტეხილზე
ჩაკეტილი მგზავრების
სურსათითა და სამედიცინო
დახმარების გაწევის მიზნით

ყაზბეგის რაიონის
გამგეობა

1 550 ლარი

№19
18.01.06

პრეზიდენტისა და პრემიერ
მინისტრის მრჩევლის,
დანიელ კუნინის მილანში
მივლინების ხარჯების
ანაზღაურება

საქართველოს
მთავრობის
კანცელარია

2 904 ლარი

№25.
26.01.06

სახელმწიფო გერბის
მოცულობითი ეტალონის
დასამზადებლად

საქართველოს
მთავრობის
კანცელარია

38200 ევრო და
12 000 ლარი

№36
2.02.06

საქართველოს პრეზიდენტის
ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის
ღონისძიებების
დასაფინანსებლად

საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო

121 946 ლარი

№37
2.02.06

საქართველოს პოლიგრაფიისა
და საგამომცემლო საქმის
სამსახურის ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული ხარჯები

საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო

145 276 ლარი

№38
2.02.06

საქართველოს პრეზიდენტის
რეგიონალური პოლიტიკისა
და მართვის სასწავლო
-კვლევითი ცენტრის
ლიკვიდაციის ხარჯების
გასასტუმრებლად

საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო

4 990 ლარი

№81
23.02.06

ცხინვალის რეგიონში
მცხოვრები
მოსახლეობისათვის
სასურსათო პროდუქტის
შესაძენად

ერედვის,
ქურთისა და
თიღვის თემის
გამგეობები

100 000 ლარი

№106
9.03.06

4 164 ლიტრი დიზელის
საწვავის შესაძენად

ყაზბეგის
რაიონის
გამგეობა

5 705 ლარი

№52
09.02.06

საინვესტიციო დავების
გადაწყვეტის საერთაშორისო
ცენტრში საქართველოს
სახელმწიფოს
წარმომადგენლობის
უზრუნველყოფის მიზნით

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

540 000 ფუნტი
სტერლინგი

№53
0
9.02.06

საერთაშორისო საარბიტრაჟო
სასამართლოში
წარმომადგენლობის
მომსახურების შესყიდვის
მიზნით

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

510 000 გირვანქა
სტერლინგი

№60
0
9.02.06

საინვესტიციო დავების
გადაწყვეტის საერთაშორისო
ცენტრში საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულების შესრულების
უზრუნველყოფის მიზნით

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

80 000 აშშ
დოლარი

№74
15.02.06

სესხის სახით გადასაცემად

სს
„ჭიათურმანგან
მი“

2 500 000 ლარი

№76
22.02.06

სოფლის მეურნეობაში
დასაქმებული თითოეული
ოჯახისათვის 25 კგ.
მინერალური სასუქის
(გვარჯილას) შეძენისა და
ტრანსპორტირებისათვის

საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო

7 100 000 ლარი

№82
23.02.06

სახელმწიფო ჯილდოების
გადასაცემად

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

496 400 ლარი

№ 90
23.02.06.

ფერეიდნელი ქართველების
სულიერკულტურული
ცენტრის მოსაწყობად

საქართველოს
საპატრიარქო

120 000 აშშ
დოლარი

№130
24.03.06

ლონდონში ბიზნესფორუმის
მოსაწყობად და სტატიის
გამოსაქვეყნებლად

საქართველოს
ეკონომიკური
განვითარების
სამინისტრო

120 000 გირვანქა
სტერლინგი

№330
4.07.06

ავტობუსების შესაძენად

დუშეთისა და
მესტიის
რაიონები

374 372 ლარი

№134
24.03.06

ტყესაკაფების გამოყოფის
სამუშაოთა
დასაფინანსებლად

საქართველოს

გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი
რესურსების
სამინისტრო

489 000 ლარი

№153
0
1.04.06

სახელმწიფო ჯილდოები და
პრემიები

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

1 005 600 ლარი

№154
1.04.06

საერთაშორისო კომერციულ
საარბიტრაჟო სასამართლოში
წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

დადებული
ხელშეკრულების
შესაბამისად
(719 200 ლარი)

№377
1.04.06

სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის წლიური ბინის
ქირის ასანაზღაურებლად და
მინისტრის აპარატის
შეუფერხებელი
ფუნქციონირებისათვის

სამოქალაქო ინტეგრაციის
საკითხებში
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატი

8 700 ლარი

№157
0
1.04.06

შავი ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკში
საქართველოს წილის
გადასახდელად

საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო

50 000 ევრო

№182
17.04.06

ლონდონის ვინოპოლისის
მუზეუმში ქართული
ექსპოზიციის
მოსამზადებელი
სამუშაოებისათვის

საქართველოს
კულტურის,
ძეგლთა დაცვისა
და სპორტის
სამინისტრო

10 100 ლარი

№190
26.04.06

სათამაშო მოედნების
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციისათვის

საქართველოს
კულტურის,
ძეგლთა დაცვისა
და სპორტის
სამინისტროს
სპორტისა და
ახალგაზრდობი
საქმეთა
დეპარტამენტი

1.000.000 ლარი

№189
26.04.06

26 მაისისადმი მიძღვნილი
ღონისძიების
დასაფინანსებლად

საქართველოს
საგარეო საქმეთა
სამინისტრო

185 143 ლარი

№200
0
2.05.06

სახელმწიფო ჯილდოები

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

670 400 ლარი

№215
11.05.06

დავით ციმაკურიძის
ოჯახისათვის ფინანსური
დახმარების გასაწევად

საქართველოს
კულტურის,
ძეგლთა დაცვისა
და სპორტის
სამინისტრო

5 000 ლარი

№210
11.05.06

ჰერალდიკური კომისიის
წევრების ნიდერლანდში
მივლინებისათვის
ხარჯების დასაფინანსებლად

საქართველოს
მთავრობის
კანცელარია

17 000 ლარი

№217
17.05.05

ლონდონის ვინოპოლისის
მუზეუმში ქართული
ექსპოზიციის მოსაწყობად

საქართველოს
კულტურის,
ძეგლთა დაცვისა
და სპორტის
სამინისტრო

292 050 ლარი

№232
31.05.06

ბრიუსელში ნატოს
შტაბბინაში საქართველოს
დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიების
დასაფინანსებლად

საქართველოს
კულტურის,
ძეგლთა დაცვისა
და სპორტის
სამინისტრო

83 000 ლარი

№245
0
3.06.06

სახელმწიფო ჯილდოების
გადასაცემად

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

344 400 ლარი

№257
0
8.06.06

გაგრისა და გალის
რაიონებისათვის
მაღალტექნოლოგიური
გეოინფორმაციული სისტემის
შექმნისთვის

საქართველოს
ლტოლვილთა
და განსახლების
სამინისტრო

120 000 ლარი

№253
0
8.06.06

პირველკლასელთათვის
ჩანთებისა და
სახელმძღვანელოების
შესაძენად

საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტრო

1.500.000 ლარი

№255
08.06.06.

ტელეკომპანიებზე CNN და
Euronews რეკლამის
განთავსებისათვის

საქართველოს
ეკონომიკური
განვითარების
სამინისტრო

100 000 დოლარი
და 60 000 ევრო

№283
21.06.06.

ევროპისა და საერთაშორისო
სასამართლოში საქართველოს
წარმომადგენლობის
უზრუნველყოფისათვის

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

40 000 ლარი

№282
21.06

ბიუჯეტის სასარგებლოდ
მიღებული აქტების
აღსრულების
უზრუნველსაყოფად

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სააღსრულებო
დეპარტამენტი

30 000 ლარი

№306
28.06.06.

კოდორის ხეობის
მოსახლეობისათვის
სურსათის შესაძენად

აფხაზეთის ა/რ
მთავრობა

480 000 ლარი

№315
30.06.06

სასამართლოში საქართველოს
სახელმწიფო ინტერესების
დაცვის უზრუნველსაყოფად

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

სათანადო თანხა

№322
03.07.06

საკადასტრო სამუშაოების
შესასრულებლად

დუშეთის
რაიონის
გამგეობა

50 000 ლარი

№347
19.07.06.

საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრთა
წახალისების მიზნით,
სასამართლოს 10
წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო

34 800 ლარი

№355
28.07.06

სტიქიით დაზარალებული
მოსახლეობისათვის
საცხოვრებელი სახლებისა და
საყოფაცხოვრებო
ნივთების შესაძენად

თიანეთის
რაიონის გამეობა

78 000 ლარი

№356
28.07.06

დედოფლისწყაროს რ-ში
ალაზნის კალაპოტის
დროებითი ნაპირსამაგრი
სამუშაოების
შესასრულებლად

ეკონომიკური
განვითარების
სამინისტროს
საავტომობილო
გზების
დეპარტამენტი

600 000 ლარი

№357
28.07.06

ლონდონის ვინოპოლისის
მუზეუმში ახალი ქართული
ექსპოზიციის მოსაწყობად

საქართველოს
საგარეო საქმეთა
სამინისტრო

5 830 გირვანქა
სტერლინგი

№368
2.08.06

სახელმწიფო ჯილდოები

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

159 200 ლარი

№395
23.08.06

№76 განკარგულებით
გამოყოფილი გვარჯილას
ტრანსპორტირებისათვის

სხვადასხვა
რაიონის
გამგეობები

100 766 ლარი

№394
23.08.06

ჩხალთის საშუალო სკოლის
რეკონსტრუქციისთვის და
საცხოვრებელი სახლების
საშენი მასალის შესაძენად

აფხაზეთის ა/რ
მთავრობა

500 000 ლარი

№393
23.08.06

სამთავრობო დელეგაციის
მივლინების ხარჯების
ასანაზღაურებლად

საქართველოს
მთავრობის
კანცელარია

400 000 ლარი

№391
23.08.06

მოკლევადიანი სესხი
წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციისათვის

დუშეთის
რაიონის
გამგეობა

1 318 000 ლარი

№470
7.10.06

კურორტების
კეთილმოწყობის
სამუშაოების
შესასრულებლად

შესაბამისი
რაიონის
გამგეობები

1 260 480 ლარი

№390
23.08.06

პროგრამა „პატრიოტში“
მონაწილეთა
ტრანსპორტირების ხარჯები

შესაბამისი
რაიონების
გამგეობები

101 161 ლარი

№419
6.09.06

ტერიტორიული
მთლიანობისათვის
დაღუპულთა
გადმოსვენებისათვის

შესაბამისი
სახელმწიფო
კომისიის
აპარატი

150 000 ლარი

№423
6.09.06.

სახელმწიფო ჯილდოები

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

113 200 ლარი

№436
13.09.06

ჩხალთის სკოლის
რეკონსტრუქციისა და აჟარაში
სახლების
კეთილმოწყობისათვის,
მიკროავტობუსების და
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების ინვენტარის
შესაძენად

აფხაზეთის ა/რ
მთავრობა

500 000 ლარი

№474
7.10.06

შსს-ს შეუფერხებელი
ფუნქციონირების მიზნით

საქართველოს
შინაგან საქმეთა
სამინისტრო

11.800.000 ლარი

№472
7.10.06

ზემო აფხაზეთის
უღელტეხილისა და შიდა
გზების
ფუნქციონირებისათვის
ტექნიკის შესაძენად

აფხაზეთის ა/რ
მთავრობა

350 000 დოლარი

№471
7.10.06

წყალსადენის მშენებლობის
გასაგრძელებლად

ონის რაიონის
გამგეობა

61 550 ლარი

№490
18.10.06

სახელმწიფო ჯილდოების
გადასაცემად

სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყება

79 000 ლარი

№491
18.10.06

ლტოლვილთა და დევნილთა
ფულადი
შემწეობის გასაცემად

ლტოლვილთა
და განსახლების
სამინისტრო

3 060 000 ლარი

№500
25.10.06

ტელეკომუნიკაციების
საერთაშორისო კავშირის
მიმართ არსებული საწევრო
დავალიანების დასაფარავად

საქართველოს
საგარეო საქმეთა
სამინისტრო

208 505
შვეიცარული
ფრანკი

№501
25.10.06

საერთაშორისო საარბიტრაჟო
სასამართლოში საქართველოს
წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად

საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო

20 000 ლარი
130 000 დოლარი

№512
3.11.06.

სოფელ ჩხალთაში მთავრობის
ადმინისტრაციული შენობის
რეკონსტრუქციისთვის,
სოფელ გენწვიშში
აეროდრომის
კეთილმოწყობისა და სხვა
სარეაბილიტაციო
სამუშაოებისათვის

აფხაზეთის ა/რ
მთავრობა

650 000 ლარი

№523
8.11.06.

მესაკუთრისთვის ფინანსური
კომპენსაციის გასაცემად

ყაზბეგის
რაიონის
გამგეობა

728 ლარი

№550
22.11.06.

ლტოლვილთა და დევნილთა
შემწეობის შეუფერხებლად
გაცემის მიზნით

საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო

2 700 000 ლარი

№545
15.11.06.

შინაგან საქმეთა სამინისტროს
შეუფერხებელი
ფუნქციონირებისათვის

საქართველოს
შინაგან საქმეთა
სამინისტრო

11 800 000 ლარი