![]() |
ტაბულა №12 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: კიკალეიშვილი სალომე, კოენი არიელ, ყველაშვილი გიორგი, ბენდუქიძე კახა, ბირკინი ჯეინ, დანბარი უილიამ, ლადარია ნოდარ, შენგელაია ირაკლი, ბარათაშვილი ბიძინა, პაიჭაძე დავით, ჩაჩანიძე დავით |
| თემატური კატალოგი ტაბულა |
| საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
| თარიღი: 2010 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: 2010 | 31 მაისი - 6 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი /აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი /რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან –მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე /საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე /ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, ნინო მაჭარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე /კორექტურა: ეკატერინე ბუჯიაშვილი, ნანა ჯოხარიძე /არტ –რედაქტორი: ბაჩა მალაზონია /დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი /ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე /ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი /მენეჯერი: ნათია სოფრომაძე /ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e–mail: info@tabula.ge /სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E –mail: info@mmservice.ge გარეკანზე: ჯეინ ბირკინი |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲back to top |
ტაბულას მე-11 ნომერში გაიპარა შეცდომა: სტატიაში „5“, რომელიც სანგუკოს ახალ კინოპროექტს შეეხებოდა, ითქვა, რომ პროექტი „5“ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და კინოცენტრისგან 2 400 000 ლარის დაფინანსება მიიღო. შესწორება: კინოსტუდია სანგუკოს პროექტი „5“ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე პირველ ადგილზე გავიდა და კინოცენტრისგან მიიღო დაფინანსება - 250 000 ლარის ოდენობით, პროექტი „5“-ის სრული ბიუჯეტი კი 2 400 000 ლარია.გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
გამარჯობა, ჩემი (უკვე) საყვარელი ჟურნალის თანამშრომლებო
გამოსვლის დღიდან, ყოველ ორშაბათ დილით ვდგავარ ჯიხურთან და სიხარულით ვიხდი იმ 1.5 ლარს, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო ქართული ჟურნალი - ტაბულა ღირს. დიდი მადლობა იმ სწორი იდეოლოგიის გატარებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის.
ყველაზე კარგი ისაა, რომ სწორი ხედვა და სწორი ფასეულობები ჩანს ტაბულას ნებისმიერი თემატიკის სტატიაში. ბოლო ნომრის მაგალითით ვიტყვი, რომ გარდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი თემატიკის მასალებისა (მაგალითად, ფაშიზმზე), აღმაფრთოვანა სტატიამ კავკაზ ჯაზ ფესტივალის შესახებ. ავტორი ისე თბილად და საყვარლად გვიყვება ამერიკული ჯაზის მხურვალე, კავკასიური სულის შესახებ, ისე სიხარულით გვამცნობს სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეების მუსიკის წყალობით დამეგობრების შესახებ, გული დამწყდა, რომ ამ ფესტივალს ვერ დავესწარი.
რაც შეეხება სხვა მასალებს, თქვენ ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართული ჟურნალი ხართ, რომელმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა. აფერუმ!
ჰო, გიორგი ყველაშვილის სვეტები ძალიან მომწონს. ბენდუქიძე, როგორც წესი, იმედებს არ გვიცრუებს. მინდიაშვილი- ნოდიას ტანდემი ფაშიზმის თემაზეც მაგარი იყო. ბავშვთა სახლების მდგომარეობამ შემაძრწუნა. იმედია, გაუმჯობესდება მომავალში.
აბა, თქვენ იცით, გისურვებთ რაც შეიძლება ბევრ, ბევრ, ბევრ და ბევრ მკითხველს.
ვახო ბაიდაური
წავიკითხე „ტაბულას“ ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატია „26 მაისიდან 25 თებერვლამდე“ და მინდა დაგეთანხმოთ მოვლენათა ქრონოლოგიის აღწერაში. თუმცა, ვერ დაგეთანხმებით ერთ ფრაზაში, რომელიც პუბლიკაციაში რამოდენიმეჯერ მეორდება: დღეს 1921 წელი არ არის.
პუბლიკაციაში შემოთავაზებული ქრონოლოგია და მოვლენათა აღწერა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დღესაც 1921 წელია. რუსეთი დღესაც ძალას იკრეფს განცდილი შოკის შემდეგ, ევროპა დღესაც დამფრთხალია და წაყრუებას არჩევს, საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ საკუთარი ბიუროკრატიის ინტერესებზეა ორიენტირებული და საქართველოში კვლავ ღიად გამოჩნდა მეხუთე კოლონა.
ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის პრობლემას ვერ ხედავს, საქართველოს პოლიტიკური კლასის ოპოზიციურმა ნაწილმა (ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა) პირდაპირ თარგმნა: არ გვინდა დამოუკიდებლობა, ჩავბარდეთ რუსებს.
ერთადერთი, რაც ვითარებას იმ პერიოდისგან განასხვავებს
საზოგადოების განწყობაა. საქართველოში მცხოვრები ადამიანები (განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა) შეუცდომლად გრძნობენ, რომ რუსეთი, როგორც რაიმეს გარანტი, კაცობრიობის გუშინდელი დღეა და მიუხედავად ობიექტური და მწარე სინამდვილისა, პერსპექტივა ევრო-ამერიკულ სივრცეშია.
გიორგი რეხვიაშვილი
ექიმი
მე 30 წელიწადი ვიმუშავე რუსეთში და მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს ერთადერთი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ არა პუტინის მმართველობაში. მე პირადად არ მომწონს დასავლური დემოკრატიის ბევრი პოსტულატი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - დღევანდელი რუსეთისგან განსხვავებით, იქ ადამიანის სიცოცხლეს ფასი აქვს. პუტინი იმეორებს ბოლშევიკური რუსეთის მთავარ უბედურებას: ადამიანის სიკვდილი, ხელისუფლების ინტერესებთან შედარებით არაფერს ნიშნავს. პუტინი არ დაგიდევთ არც რუსის, არც სომეხის, არც ჩეჩენის და არც ქართველის სიცოცხლეს, თუნდაც ის რუსეთის მოქალაქე იყოს. თქვენი პუბლიკაცია „26 მაისიდან 25 თებერვლამდე“ ფორმალური და ზედაპირულია. თქვენ თითქოს არ გინდათ დაინახოთ, რომ არც ევროპა არც ამერიკა არ არის საქართველოს პარტნიორი. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ჩვენივე სიძლიერეში და რუსეთთან სწორად აწყობილ პოლიტიკაშია. უნდა გავძლოთ ვიდრე პუტინს კრემლიდან არ გამოისვრიან და ამას რუსები მალე გააკეთებენ.
გენო კობიძე
პენსიონერი
ინტერესით ვკითხულობ „ტაბულას“ და ხშირად მიჩნდებოდა სურვილი გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები სხვადასხვა სტატიაზე, მაგრამ მერიდებოდა. მიმაჩნია, რომ თქვენს ჟურნალში მაღალი პასუხისმგებლობისა და ინტელექტის ადამიანები წერენ და ამიტომ არ გავკადნიერდი, ვიდრე სტატია „სექსუალური რევოლუცია“ არ წავიკითხე. უნივერსიტეტში ვსწავლობ სოციოლოგიას და ინტერესით დავიწყე ამ სატატიის კითხვა. სადღაც შუაში მივხვდი, რომ ავტორი არაფერს არ აღწერს, არაფერს ამბობს. მაგალითად, ერთ ადგილას ავტორი სვამს კითხვას - რა ხდება საქართველოში? - და შემდგომ თავად სცემს პასუხს - ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადააო. ანუ თბილისში მაინც იცვამენ სექსუალურად, სექსზე ლაპარაკიც „მოსულა“, ემიჯნებიან ტრადიციულ „უსექსობას“ (თუმცა გაუგებარია ვისი ტრადიცია იგულისხმება) და შეუძლიათ პრაქტიკაშიც განახორციელონ, რასაც ქადაგებენო. და მაინც, ეს არ არის სექსუალური რევოლუცია საქართველოშიო, რადგან „საზოგადოების შეფასებები უცვლელია და არსებობს ძალიან ბევრი დასაქორწინებელი წყვილი, რომელთაც ყველაფერი აქვს სექსის გარდა“.
გაუგებარია რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ დასკვნას ავტორი? თუ ეს არის ამონარიდი, რომელიმე კვლევიდან, მაშინ ეს მითითებული უნდა იყოს. თუ ეს არის ავტორის ემპირიული დასკვნა, მაშინ ძალზედ საკამათო, რადგან არავინ უწყის ვის ცხოვრებაში არის სექსი და ვის ცხოვრებაში არა. მით უმეტეს, დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისში „ჩაკეტილობა და კომპლექსები პიროვნული თავისუფლების (და შესაბამისად, სიყვარულის განვითარების) საშუალებას არ იძლევა“. მე მეჩვენება, რომ ასეთ მტკიცებებს, ან გნებავთ ვარაუდებს, უფრო მეტი არგუმენტირება სჭირდება. განსაკუთრებით დამაფიქრებელია ვისთან და როგორ აპირებს ბრძოლას სტატიის ავტორი, ისე რომ არც პრობლემას აღწერს და არც სავარაუდო მეტოქეს. მესმის, რომ ავტორს ღია საზოგადოების დამკვიდრების პრობლემა აწუხებს და ამ თვალსაზრისით მე მისი ბუნებრივი პარტნიორი ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც ამ კონტექსტში სიტყვა „ბრძოლას“ ახსენებენ, მიჩნდება განცდა, რომ ეს სწორედ ღია საზოგადოებიდან გასვლის გზაა და არა პირიქით.
ნინო ქარსელაძე
სტუდენტი 2010
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲back to top |
„ამ პატარა ქვეყნის ყოველთვის შურდათ, ყოველთვის. არავინ იცის, აღდგება თუ არა ფენიქსი საკუთარი ფერფლისგან. ჩემი ფილმი წინააღმდეგობაზეა“.
ოთარ იოსელიანის ინტერვიუ New York Times-თან. 21 მაისი.

„რეზოლუციას 141 დეპუტატისგან უკვე 76 -მა მოაწერა ხელი და მისი მიღება მომავალ კვირას იგეგმება. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ მხარდაჭერას პატარა ქვეყნისთვის“.

ლიტვის სეიმის თავმჯდომარის, ირენ დეგუტიენეს განცხადებით, ლიტვა საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც აღიარებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. 24 მაისი.
„მე ყოველთვის კომპლიმენტს ვეუბნები მას ვარცხნილობის შესახებ. ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება. გაცილებით დიდ დროს ვუთმობ ჩემს ვარცხნილობას, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც ვერ ვაღწევ“.

ჰილარი კლინტონი, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ტიმოტი გეიტნერის შესახებ. 25 მაისი.
„ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის პოლიტიკა თანაბრად უნდა ეხებოდეს, როგორც რუსეთს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორ ქვეყნებს“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. 23 მაისი. 22 მაისი
![]() |
3 კვირა |
▲back to top |
22 მაისი

ინდოეთის სამხრეთში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 158 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბორტზე 166 მგზავრი იმყოფებოდა. გადარჩენილი 8 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი მონაცემებით, ავარია პილოტის შეცდომამ გამოიწვია.

ფეხბურთის ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი ავღანეთს ეწვია. ბექჰემმა ერთი დღე ბრიტანელ სამხედროებთან ერთად გაატარა. ავღანეთის მისიაში დიდი ბრიტანეთიდან ათი ათასამდე სამხედრო მონაწილეობს.
23 მაისი
საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. კარლ ბილდტი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და რამდენიმე მაღალჩინოსანს. ბილდტის განცხადებით, იგი განიხილავდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს.
ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 33 დეპუტატის მანდატისათვის ოთხი პარტია იბრძოდა. ევროკავშირმა არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნო. მათი აზრით, ეს არჩევნები აფერხებს სამშვიდობო პროცესს.

24 მაისი
პოლონეთში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ს რაკეტები განთავსდება. „პეტრიოტის” ტიპის რაკეტების ბატარეა უკვე ჩაიტანეს მორაგის ბაზაზე. ამერიკული რაკეტების პოლონეთში განთავსება რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.

პოლონეთში ადიდებულმა მდინარე ვილსმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვარშავის მოსახლეობა ქალაქის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მათი სახლების შესაძლო დატბორვის შესახებ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს უძლიერესი წყალდიდობა იყო პოლონეთში.

კალიფორნიელი 13 წლის ყმაწვილი ჯორდან რომერო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი მათ შორის, ვინც ოდესმე ასულა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე.
25 მაისი

პენტაგონმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ. ავღანეთში 94 000 ამერიკელი სამხედროა, ხოლო ერაყში - 92 000.
დიდი ბრიტანეთის ახალი პარლამენტის წინაშე, ტრადიციულად, დედოფალი ელიზაბეტ მეორე წარდგა. დედოფალმა მომავალი წლის დღის წესრიგი წარმოადგინა. 84 წლის მონარქს მმართველობის პერიოდში 12 პრემიერ - მინისტრთან ჰქონდა ურთიერთობა.
მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად დაინიშნა. ბრაიზა, კავკასიაში მოღვაწეობის დროს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობდა. აშშ-ს ელჩის თანამდებობა აზერბაიჯანში მთელი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო, რაც ბაქოს გაღიზიანებას იწვევდა.
ირანში, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს რეჟისორი ჯაფარ პანაჰი. პანაჰი გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა და ამ თემაზე ფილმიც გადაიღო, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა.

26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. აღლუმში 4325 სამხედრო მოსამსახურე, 117 სახმელეთო ერთეული და 18 საჰაერო საშუალება მონაწილეობდა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდას გულისხმობს, პროფკავშირები უპირისპირდებიან და მასობრივი გაფიცვებით იმუქრებიან. ამჟამად საფრანგეთში საპენსიო ასაკი 60 წელია. მთავრობის წარმომადგენლები ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ასაკის შემდეგ შეეძლებათ საფრანგეთის მოქალაქეებს სრული პენსიის მიღება.
27 მაისი

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ვაშინგტონში მიიწვია. ობამა ისრაელის პრემიერ -მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ცალ-ცალკე შეხვდება.
სუდანში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. ალ-ბაშირს საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ბრალი წაუყენა მასობრივი მკვლელობების ხელმძღვანელობაში. საქმე ეხება დარფურში მომხდარ შეტაკებებს, რის შედეგადაც 300 000 ადამიანი გარდაიცვალა, 2 მილიონი კი დევნილია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამასთან, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გარეშე ვერ იარსებებს და ვალდებულია ალიანსთან ითანამშრომლოს, მაგრამ ნატოში მისი გაწევრიანება არარეალურია.
28 მაისი
პაკისტანში ისლამური უმცირესობის, აჰმადის სექტის ორ მეჩეთს ტერორისტებმა ორი ხელნაკეთი ყუმბარა ესროლეს. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. აჰმადის სექტას 4 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
აშშ -ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ბრაზილიისა და თურქეთის მოლაპარაკება ირანთან საფრთხის შემცველია და ობამას ადმინისტრაცია ამ გარიგებას ირანის დახმარებად მიიჩნევს.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner-ის თქმით, მათ 14-დან 19 მაისამდე 1200 თბილისელი გამოკითხეს, რომელთა 65%25 მიიჩნევს, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
![]() |
4 ახალი კინორუკა - ტაილანდი და პატრიოტიზმი მიხალკოვისეულად |
▲back to top |
არენა

2010 წლის კანის კინოფესტივალის
გამარჯვებულები
სალომე კიკალეიშვილი კანიდან
ბიძია ბუნმი ცდილობს, სიკვდილის წინ სამყაროს საიდუმლოებებს ჩაწვდეს. ამაში მას გარდაცვლილი მეუღლის სული და მაიმუნის სახით მოვლენილი შვილი ეხმარება. ნაცნობ გმირებთან ერთად შუაგულ ტყეში, გამოქვაბულში შედის, გამოქვაბულში, რომელიც ყველაფერი საწყისის სიმბოლოა... „ჯენჯირა: იქნებ დრო გჭირდება, რათა შენი თვალები ამ სიბნელეს შეეჩვიოს? - ბიძია ბუნმი: ეს გამოქვაბული... თითქოს საშოა! აქ დავიბადე, ოღონდ ეს სულ სხვა ცხოვრებაში მოხდა. არ ვიცი, ვინ ვიყავი მაშინ: ადამიანი თუ ცხოველი, ქალი თუ კაცი...“ - აი, ასე სიურრეალისტურად იწყება წლევანდელი კანის ოქროს პალმის მფლობელი ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმი „ბიძია ბუნმი, რომელსაც ახსოვს თავისი წინა ცხოვრება“ ფილმი, რომლის გამარჯვება ზღაპრებში მომხდარი სასწაულივითაა ტაილანდური კინოსთვის და სამუდამოდ დაამახსოვრდებათ კინომანებს, მათ, ვისთვისაც კანის 63-ე კინოფესტივალის შედეგები ნამდვილი შოკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდითაც ბევრს ვარაუდობდნენ, აქა-იქ გარიგებებზეც საუბრობდნენ (ეს განსაკუთრებით ეხებოდა მიხალკოვის ფილმს ანუ სარკოზი-მედვედევის ვითომ საიდუმლო ჩანაფიქრს) და ყოველდღიური ბეჭდური გამოცემები შედეგების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ტიმ ბარტონმა ყველა პირღია და გაოგნებული დატოვა. პრიზიორი ფილმები თითქოს ისე, თამაშთა მაშით აირჩიეს. აი, თვალდახუჭული, თითს რომ დაადებ რაიმეს და ოპა... აბა, ვნახოთ, რა ამოვიდა!..
დაჯილდოების შემდეგ პრესკონფერენციაზე საოცარი სცენა გათამაშდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა: რატომ მიეცით მთავარი პრიზი ამ ტაილანდურ ფილმს?! გინდა თუ არა, აგვიხსენით, რა მოგეწონათ ამ ფილმშიო. დაწყებას ვერავინ ბედავდა. სიჩუმე ბარტონმა დაარღვია - ბენისიო, მიდი, უპასუხეო. მეე? - დაიბნა უცებ პუერტორიკოელი დელ ტორო. ხუთი წუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დელ ტოროს მიშტერებული ჟურნალისტები უშედეგოდ ველოდით პასუხს. ისიც დაჟინებით გვიმზერდა და, ვინ იცის, რაუტრიალებდა საწყალს თავში. ნერვიულობდა. ბოლოს ვიღაცა ახარხარდა კიდეც. „კარგი ფილმია. და, საერთოდ, ყელში ამოვიდა ამდენი ჰოლივუდი. სწორედ ის მომეწონა, რომ ეს რეჟისორი არ ბაძავს დასავლეთს, იმას, რასაც ყველა აკეთებს,“ - მდგომარეობიდან გამოიყვანა ბარტონმა მსახიობი. არ ვიცი, წლევანდელი კანის ჟიურის წევრებიდან ყველას უჭირდა თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რამდენჯერაც პრესამ მათ არჩევანის დასაბუთება სთხოვა, ყველა მუნჯდებოდა. ბოლოს თხოვნაც დაგვჭირდა: ძალიან გთხოვთ, უნდა დავწეროთ და იქნებ შეძლოთ ლაპარაკი!

ნიკიტა მოხალკოვი ფილმში
„მზით გათანგულნი: 2”
საუკეთესო რეჟისურაში პალმა გადაეცა მატიო ამალრიკს. მაგრამ ეს გამარჯვება მატიოს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. დარწმუნებული ვარ, ჟიური სულ იმ პუტკუნა, ვულგარული და ერთობ სასაცილო ქალებით მოიხიბლა, მთელი ფილმი ტიტლიკანები რომ დარბოდნენ, კურტუმოებს იქ ნევდნენ და ფუმფულა ძუძუებზე მიმაგრებულ მაიმუნობებსაც ერთობ ოსტატურად ათამაშებდნენ. ჟიურის სპეციალური პრიზი წილად ხვდა აფრიკელი რეჟისორის მაჰამატ-სალეჰ ჰაროუნის ფილმს „ადამიანი, რომელიც ყვირის“. მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილის ურთიერთობაზე გადაღებული ეს ფილმი ნამდვილად გამოირჩევა იმისგან, რასაც ზოგადად „აფრიკული კინო“ ჰქვია, „სპეციალური პრიზი“ სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ახირება - „მოდი, აფრიკულ კინოს გადავცეთ პალმის რტო! ჰა? რას იტყვი?!“
„რა სიამოვნებაა, რა სიამოვნებაა, რა სიამოვნებაა,“ - ასე დაიწყო თავისი ცრემლნარევი გამოსვლა ჟულიეტ ბინოშმა, რომელსაც კიაროსტამის ახალმა ფილმმა პალმის რტო მოუტანა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. სანამ ნარცისიზმში გადავარდნილი ბინოში სიტყვით გამოდიოდა და თავისი ცხოვრების მამაკაცებს მისი ატანისთვის მადლობას უხდიდა, თვალებით ნამდვილ „მარგალიტებს“ - ლესლი მენვილს და იუნ იუნგ ჰის ვეძებდი, კანის ფავორიტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არავის გახსენებია. საწყენია, რომ ორივე მსახიობის ოსტატობამ ასე „უკვალოდ“ ჩაიარა კანში, მაშინ როდესაც მამაკაცის როლისთვის ჟიურიმ პრიზი ორად გაყო. ქალების შემთხვევაში კი ეს „გაყოფა“ რატომღაც დაივიწყეს.

მატიო ამალრიკი და „ტურნეს” მსახიობები
2010 წლის კანის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის გვარები ბარტონმა სულ ბლუყუნ-ბლუყუნით გამოაცხადა - ჰავიერ ბარდემი და ელიო ჯერმანო! „ა მი კომპანიონ ი მი ამორ პენელოპა,“ - დაიძახა სცენიდან ბარდემმა და პალმა, რაც შეიძლე ბა, მაღლა ასწია. ამაზე ყველამ ღრმად ამოიკვნესა და, როგორც ერთმა, თავი მიატრიალა პენელოპასა და ბარდემის დედისკენ, რომლებიც კიდევ დიდხანს ჩახუტებულები ტიროდნენ დარბაზში.

ჩვენ კი, სანატრელი გვარების მოლოდინში, სულ რიხინ-რიხინით ჩაგვძახეს - პალმ დ'ორ... აპიჩატპონგ ვირასეტაკულ! ერთადერთი ნუგეში ლიი ჩანდ დონ გის სახელის გაგონება იყო. მისი ბრწყინვალე „პოეზია“ (რომელიც გაცილებით მეტს იმსახურებდა) მხოლოდ საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა. ვერაფერს იტყვი, სევდიანი საღამო გამოვიდა. რამდენიმე აფრიკელისა და ტაილანდელის გარდა, ხტუნვა-ცეკვის გუნებაზე არავინ იყო. სამწუხაროა, რომ პალმა ვერ დაიმსახურეს ვერც მაიკლიმ და ვერც ერაყის ომის თემაზე გადაღებულმა კენ ლოუჩის „ირლანდიურმა მარშრუტმა“. ლოზნი ცას „ჩემი ბედნიერება“, რომელიც ასევე იმსახურებდა აღნიშვნას, უყურადღებოდ დარჩა. წლევანდელი კანი ხომ მთლიანად ტაილანდურ-აფრიკულ „რეალობაში“ ჩაიძირა. ჩრდილში მოექცა რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც, რომელიც ქალიშვილთან (ნადია მიხალკოვა, რომელიც ფილმში მის შვილს თამაშობს) ერთად ბევრს პოზიორობდა პაპარაცების წინ და წითელ ხალიჩაზეც გაბადრული დააბიჯებდა. მაგრამ მიხალკოვს ვერც პუტინთან „ჩაეპიწიემ“ უშველა და ვერც გადაღებებზე მედვედევის დასწრებამ. 50-მილიონიანი პატრიოტული ბლოკბასტერი დაფნა-გვირგვინის გარეშე, უხმაუროდ წაიღო სამშობლო ში. „დიდი აურზაური არაფრის გამო“, „ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ფაშისტი იდეოლოგი“, „აი, რა მოაქვს მთავრობასთან ძმაკაცობას“ და, უბრალოდ, „ჩვენ არ გვიყვარს მიხალკოვი“ - ასეთი ციტატებით მოიხსენია მსოფლიო პრესამ რუსი კინორეჟისორის ფილმი „მზით გათანგულნი 2“.

პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემის დედა
დარბაზში შესულებმა უცებ აღმოვაჩინეთ, რომ არც გენერალი კოტოვი (ნიკიტა მიხალკოვი) მომკვდარა, არც მისი ცოლი (ინგებორგე დაპკუნაიტე), არც ქალიშვილი (ნადია მიხალკოვა) და, საერთოდ, არავინ! ყველა ცოცხალი და უბედურია. მაგრამ რას არ გააკეთებს კაცი შვილის სიყვარულის გამო?! თან რუსი გენერალი?! თუ საჭიროა, მთელ ბატალიონებს გადაუვლის ტანკით, მის ბორბლებში ჩაყოლილ „ხორცებს“ გიჩვენებს და ცეცხლმოკიდებულ ქალებსაც დაგანახებს. და რისთვის ეს ყველაფერი? ახრენ ევო ზნაეტ! მოუნდა დაგააკეთა. ამ ყველაფერს კი ძალიან უბრალოდ - „მამა-შვილის სიყვარულზე“ გადაღებული ფილმი უწოდა. ფაშისტური იდეოლოგიის მქონე რეჟისორის ამ ბრტყელ, პლაკატურ ფილმში პატრიოტული ციტატებიც უხვადაა და იდეა - „მაინც რა დრო იყო, მთელი საბჭოთა კავშირი გვერდით რომ ვედე ქით ერთმანეთს“, ლაიტმოტივად გასდევს ფილმს. თუ პირველ სერია ში („მზით გათანგულნი“, რომელიც 1994 წელს გამოვიდა და ოსკარით აღინიშნა) „ყოვლად უძლიერესი“ სტალინია, მეორე სერიაში ეს სახე უფალი ღმერთით ჩაანაცვლა. და ახალი ხატის სიძლიერის წარმოჩენამ იმდენად გაიტაცა, რომ დაემსგავსა ფანატიკოს მრევლს, საღაზრს მოკლებულ ავადმყოფს, რომელიც, სიბრალულის გარდა, არა ფერს იმსახურებს. „ტარანტინო - იუმორის გარეშე“ - ასე უწოდა მის ფილმს ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ. მე თუ მკითხავთ, მიხალკოვის ტარანტინოდ მოხსენიება, თუნდაც ამ კონტექსტ ში, ძალი ან ხმამაღალი გამონათქვამია.

ლამბერტ უილსონი და გრან-პრის
მფლობელი ქსავიე ბუვუა
„თქვენ, ადამიანი, რომელიც ფილმებში ებრძვით ტოტალიტარიზმს, ტოტალიტარული მეთოდებით მართავთ რუსეთის კინოკავშირს. როგორ ახერხებთ ამას?“ - გაისმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც მიხალკოვის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გარდა, არაფერი იგრძნობოდა. - „ა გდე ფაკტი? ია ვას სპრაშივაიუ, გდე?- ოდნავ აწითლებულმა კითხვა შეუბრუნა ჟურნალისტს, - ია ტოჟე მოგუ სკაზატ, ჩტო ია ვას ვ ოტელე გოლაი ვიდელ!“ ესეც შენ კონტრპასუხი! საკუთარ ქმედებებზე ხომ დიდი ხანია აღარავინ სთხოვს პასუხს. საუკუნეებია, ბაყბაყ დევივით აზის რუსეთის კინოკავშირს და, მრავალი საჩივრის მიუხედავად, „პრეზიდენტის ძმაკაცი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს „მეფობას“. „შეიძლება ამ ფულით ჩვენ 20 ფილმი გადაგვეღო, მაგრამ ეს ის არ არის, რაც კინოინდუსტრიას გადაარჩენს,“ - თქვა მიხალკოვმა, - მიყვარს არტჰაუსი, მაგრამ არც ესაა მთავარი კერძი; ეს ხამანწკებია! ხალხს კი სჭირდებაპური, კარაქი და ძეხვი, ესე იგი, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.“ ჰო, აი, აქ ბატონი მიხალკოვი მართალია. ხამანწკების გემოს გაგებამდე ჯერ კი დევ დიდი გზა არის.

![]() |
5 არჩევნები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჩაივლის |
▲back to top |
პოლიტიკა

30 მაისის არჩევნები ისტორიის კუთვნილება გახდა. ცესკოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უახლოესი დღეები გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღებს მოსახლეობა არჩევნების შედეგებს. სწორედ მოსახლეობის დამოკიდებულება განსაზღვრავს არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხს. მოსახლეობის აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენენ: მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლები და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციები. სხვადასხვა ქვეყნისათვის ეს სია განსხვავდება. საქართველოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტი ჩაბმულია საარჩევნო პროცესში.
საინტერესოა, ვის ენდობა არჩევნების შედეგების შეფასებისას საქართველოს მოსახ ლეობა. ამერიკული ორგანიზაცია NDI-ს მიერ დაფინანსებულმა კვლევამ, რომელიც აპრილში ჩატარდა, შემდეგი შედეგები გვაჩვენა - 46%25-მა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად საკუთარ აზრს ენდობა, 35%25 ენდობა „მისი“ პარტიის (რომელსაც მხარს უჭერს) განცხადებებს, 27%25 - ცესკოს, 23%25 - ეუთოს დამკვირვებლებს, 15%25 - ადგილობრივ დამკვირვებლებს, 14%25 - საქართველოს მთავრობის განცხადებას (რესპონდენტს შეეძლო აერჩია რამდენიმე პასუხი, ამიტომ პროცენტების ჯამი 100-ს აღემატება).
არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონის კომისიებში ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 6-6 წევრი ჰყავთ. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას შეუძლია ხმის უფლების არმქონე წარმომადგენელი დანიშნოს ყველა კომისიაში. ამავე უფლებით სარგებლობს კანდიდატიც.
პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივაც გამორჩეულია. დამკვირვებელი შეიძლება გახდეს ფაქტობრივად ნებისმიერი არასამთავრობო ორგა ნიზაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 36 არა სამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათგან ყველაზე ცნობილი და აქტიურია: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალო ბა“, „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ და „სამართლიანი არჩევნები“.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობაც ეჭვ ქვეშ დგება, როდესაც ყველასთვის აშკარაა მათი პარტიული სიმპათიები.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზაციების უმეტესობა საჩივრების რაოდენობაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მათ ხარისხზე.
საერთაშორისო დამკვირვებლების ფუნქცია ოდნავ განსხვავებულია. ისინი პროცესს აკვირდებიან და საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ, თუ რამდენად შეესაბამება არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. საერთო ჯამში ცესკომ 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაარეგისტრირა. მათგან ყველაზე ცნობილია „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებების ორგანიზაცია (ODIHR)“. საერთაშორისოთა ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან ამ რაოდენობის მისიები არათუ ადგილობრივ, არამედ ხშირ შემთხვევაში ეროვნულ არჩევნებზე არ იგზავნება, თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. თუმცა, საქართველოს მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ისევე როგორც იმას, რომ „მაღალი სტანდარტებით“ გვაფასებენ. ამის კიდევ ერთი მაგალითი ეუთოს შუალედური ანგარიშია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანგარიშში უხვად არის საკითხები, რომლებიც არჩევნებს და საარჩევნო გარემოს არ ეხება, ასევე მეორე და მესამე წყაროს მიერ მოწოდებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეუთოს ანგარიშები უკვე დიდი ხანია პოლიტიკური კონიუნქტურის მძევალი გახდა და სისტემისთვის აუცილებელ ცვლილებებზე უკვე ორგანიზაციის შიგნითაც დიდი ხანია საუბრობენ.

კიდევ ერთი კომპონენტი ეგზიტპოლებია. ეგზიტპოლები ორ ფუნქციას ასრულებს: ერთი, რომ ის იძლევა ადრეულ რეზულტატს და ავსებს საინფორმაციო ვაკუუმს, რომელიც უბნების დახურვიდან არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე წარმოიქმნება და მეორე, მისი შედეგებით შესაძლებელია ოფიციალური მონაცემების გადამოწმება. ერთი ამ არჩევნებისთვის, ტელეკომპანიების: რუსთავი-2-სა და იმედის დაკვეთით, კომპანია ედისონ რისერჩმა შეასრულა, მეორე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, კომპანია GFK-მ. ორივე ეს კომპანია საკმაოდ ცნობილია. უახლოეს წარსულში GFK-ს ბრიტანულმა ოფისმა 99%25-იანი სიზუსტით გამოაქვეყნა ბრიტანეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონაცემები. ედისონ რისერჩის მომსახურებით კი მუდმივად სარგებლობენ ისეთი გავლენიანი და რეიტინგული მედიასაშუალებები, როგორიცაა: CNN, ABC, CBS, FOX NEWS, AP და სხვები. სწორედ ედისონ რისერჩმა ჩაატარა აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლი. შედეგები ორივე კომპანიამ 30 მაისს, საღამოს გამოაცხადა და ამ სატატიის გამოქვეყნებისას უკვე ცნობილი იქნება.
![]() |
6 ინტერვიუ არიელ კოენთან |
▲back to top |
პოლიტიკა
დოქტორი არიელ კოენი არის „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი რუსეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკის საკითხებში. არის ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი.
21 მაისს დოქტორი არიელ კოენი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს სტუმრობდა, სადაც წაიკითხა ლექცია ობამას ადმინისტრაციის გამოწვევებზე და აშშ-ს პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიაში. ტაბულასთან ინტერვიუში მან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

სტრატეგიული პაუზა
- საქართველო და ამერიკის ახალი საგარეო პოლიტიკა
უკრაინასა და ყირგიზეთში წელს მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და რუსეთის როლი ამ პროცესში არავისთვის არის საიდუმლო. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ზოგ პოლიტიკურ პარტიას რუსეთი დაუფარავად უჭერს მხარს. რა შანსები არსებობს, რომ რეჟიმის შეცვლის რუსული პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოში?
- ყირგიზეთი მართლაც წყალგამყოფია, რადგან დაგვანახა, რომ რუსეთმა, რომელიც უწინ მხოლოდ მთავრობებთან იჭერდა საქმეს, კავშირების გაბმა ოპოზიციასთან დაიწყო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, „რბილი ძალის“ სტრატეგია საქართველოს მიმართაც გამოიყენოს. მოსკოვი არ მალავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან გაქრობა სურს. თუმცა, ეჭვი მეპარება, წარმატებას მიაღწიოს, ვინაიდან საქართველომ შექმნა ინსტიტუტები, ხოლო ისეთ გარემოში ჩარევა, სადაც პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი ანტირუსული განწყობის იყო, როგორც ომის დროს, ისე მის შემდეგ, იოლი არ იქნება.
თუ ისტორიას გავიხსენებთ, საბჭოელებმა ვერ მოახერხეს საქართველოს საკმაოდ სუსტი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის დამხობა არაპირდაპირი ზემოქმედებით. ეს მხოლოდ წითელი არმიის ინტერვენციის შედეგად გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, დღევანდელ საქართველოში ვერ ვხედავ ისეთ ლიდერებს, რომლებიც მართლა პოპულარულები იყვნენ და ამავე დროს, რუსეთს ჯიბეში ჰყავდეს ჩასმული.
ფერადი რევოლუციების შემდეგ, საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად მოიაზრებოდა ნატოში ინტეგრირების კონტექსტში. ახლა საქართველო მარტოა, რადგან იანუკოვიჩმა ღიად განაცხადა, რომ კიევი აღარ არის ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოს ნატოში ინტეგრირების პერსპექტივებზე?
- ამ ორ ქვეყანას შორის სერიოზული განსხვავებები იყო. ნატოში ასეც კი ხუმრობდნენ უკრაინას არ სურს გაწევრიანება, ხოლო საქართველოს არ შეუძლია.
ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაცია, რომელიც რუსეთთან პოლიტიკის გადასინჯვას ცდილობს, ახლო მომავალში არ წამოსწევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის სურვილები რუსებისას ემთხვევა. ევროპელებიც, რომელთა გარეშე საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდება, უნისონში არიან რუსებთან. ამიტომ, ახლა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხრივ, „სტრატეგიული პაუზაა“ აღებული.
არ მიმაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა განიხილებოდეს. საქართველომ გააკეთა თავისი სტრატეგიული არჩევანი და გააგრძელებს სამხედრო დახმარების მიღებას იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შეძლებს. საქართველო გადარჩენის ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე დგას. არსებობს ნატო, მაგრამ არსებობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სისტემები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და სამხედრო ძალებმა უნდა გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული საფრთხეები.
რა პოლიტიკას ატარებს ობამას ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ? რამდენად სწორია პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ აშშ-მა საქართველო მიატოვა?
- ობამას ადმინისტრაციამ ფუნდამენტურად შეცვალა პრიორიტეტები. გადატვირთვის პოლიტიკა ფოკუსირებულია იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რომლებსაც სერიოზული უთანხმოება აქვთ აშშ-სთან. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ამ პოლიტიკას რაიმე სარგებელი მოჰქონდეს. აშშ-ს პოპულარობა არ გაზრდილა, არაბულ - ებრაული კონფლიქტის მოგვარების საკითხი წინ არ წასულა, ჩინეთთან ურთიერთობები არ გაუმჯობესებულა, ხოლო რუსეთი აშკარად პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს ვენესუელასა და სირიისათვის იარაღის მიყიდვით.
აშშ ბევრ დათმობაზე მიდის რუსეთთან. ჩვენ არ შევეწინააღმდეგეთ რუსებისთვის მისტრალის მიყიდვას. არ ვაკეთებთ სერიოზულ განცხადებებს ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ეს არის ის, რაც რუსეთს სურდა. ვერ ვხედავ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი პრიორიტეტული იყოს. კლასიკურ რეალ პოლიტიკაში რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატარა, დემოკრატიული ქვეყნები. საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ობამას ადმინისტრაციის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა პოლონეთი, ისრაელი და თვით ჩვენი ტრადიციული მოკავშირე დიდი ბრიტანეთი. ამიტომ, საქართველოსთან ახალი ტიპის ურთიერთობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ზოგად სურათში ჯდება.
რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ომამდელ პოზიციებზე ჯარის გაყვანის ნაცვლად, რუსები სამხედრო ბაზებს აშენებენ. როგორ სტრატეგიას უნდა მიმართოს საქართველომ, რომ ახლო მომავალში უსაფრთხოება უზრუნველყოს, ხოლო შორეულ მომავალში ტერიტორიული პრობლემების გადაჭრაც შეძლოს?
- თანამედროვე მსოფლიოში არასამხედრო გზით უსაფრთხოების დაცვის უდიდესი შესაძლებლობები არსებობს და მათ შორის არის საერთაშორისო ტიპის სამართლებრივი ზომების მიღება. არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად, ეკონომიკური განვითარება, რაზეც თქვენი პრეზიდენტი დიდი ხანია საუბრობს. ეკონომიკური განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მორალური განწყობის ასამაღლებლად და ქვეყნის მიმზიდველობის გასაზრდელად. გარდა ამისა, საჭიროა გეოპოლიტიკური კავშირების დივერსიფიცირება და ძალაუფლების ახალ, მზარდ ცენტრებთან - ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან კავშირების დამყარება. საქართველო უნდა გასცდეს აშშ-სა და ევროპას. მე რომ ქართველი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ მხოლოდ აშშ და ევროპა ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს სათანადო უსაფრთხოებით.
მიგაჩნიათ, რომ ახლო მომავალში ჩინეთი შეძლებს, გარკვეული როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან ჩინეთი გლობალური ძალა გახდება და დაიწყებს ფიქრს თავისი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო და სხვა ტიპის პოტენციალის მსოფლიოში გავრცელებაზე. ამიტომ ძალაუფლების ახალ ცენტრებთან (არა მარტო ჩინეთთან) კავშირების დამყარება მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, საქართველო არ დაკარგავს თავის დასავლურ, დემოკრატიულ ბუნებას ამ პროცესში და შეინარჩუნებს ორიენტაციას თავისუფალ ბაზარზე, რადგან ძალაუფლების ეს ახალი ცენტრები ავტორიტარული და საბაზრო ეკონომიკის მოწინააღმდეგენი არიან.
რა პერსპექტივები აქვს ნაბუკოს მილსადენის მშენებლობას?
- ნაბუკოს განხორციელება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ევროპელები ძალზე ნელა მოქმედებენ, რუსები კი - ძალზე სწრაფად. რუსებმა სამხრეთ ნაკადის პროექტისათვის უკვე ყველა გზა გაიკვლიეს. ხელშეკრულებები გაფორმდა თურქეთთან, ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასა და ავსტრიასთან. თუმცა, რუსების პრობლემა ამ მილსადენის გაზით შევსებაა.
მეორე დიდი პრობლემა, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს, არის ის, რომ ევროპაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, გაზის ფასები შემცირდა, ენერგორესურსების მოხმარებამ იკლო. ასე რომ, ახლა შეძლება არც იყოს საუკეთესო დრო ნაბუკოს განსახორციელებლად. რუსები კი ამ საბაზრო ძალებს, ფასს არად აგდებენ. მათ ბაზრის წილი და გეოპოლიტიკური გავლენა უნდათ.
შესაძლებელია, რომ პოლონეთში ფიქლის გაზის რესურსების აღმოჩენამ და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ ამ ტიპის გაზის მოძიებაზე ზრუნვამ შეცვალოს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე?
- ევროპის პრობლემა ის არის, რომ მეტისმეტად აწუხებს ნამდვილი თუ წარმოსახვითი ეკოლოგიური ფაქტორები, მეტისმეტად აღელვებს კლიმატის ცვლილება და მეტისმეტად აშფოთებს ბირთვული ენერგიის საკითხები. თუ ევროპა ფიქლის გაზის გადაჭარბებულ რეგულირებას გადაწყვეტს, სერიოზულ ენერგოდამოუკიდებლობას ან ენერგოუსაფრთხოებას ვერ მიიღებს. ევროპელები გამოსავალს რუსულ გაზში ხედავენ, რაც უბრალოდ თავის გასულელებაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან საკუთარ უსაფრთხოებას უცხო ქვეყანას ანდობენ. ლიტვაში სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა ატომური ენერგოსადგური. ევროკავშირივე ცდილობს, არ დაუშვას მისი მშენებლობა ჩეხეთსა და ბულგარეთში. ეს კი რუსულ გაზზე დამოკიდებულების გარდა, რუსულ ურანსა და ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულებასაც ქმნის.
![]() |
7 საქართველო-ირანის ურთიერთობები - რუსეთის ნერვიულობის ახალი მიზეზი |
▲back to top |
გიორგი ყველაშვილი|სვეტი

თუ აქამდე მოსკოვს კავკასიის მიმართულებით ერთი მთავარი საზრუნავი ჰქონდა - არ დაეშვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება, ამ ბოლო დროს ნერვიულობის დამატებითი მიზეზი გაუჩნდა: საქართველო - ირანის ურთიერთობების განვითარება.
ერთი შეხედვით, ძნელია ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა; სად თბილისის კავშირ - ურთიერთობები დასავლეთთან და სად ლიბერალური ღირებულებების ერთგულ საქართველოსა და ისლამურ საფუძვლებზე მოწყობილ ირანს შორის დიალოგის გაღრმავება? თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ზემოაღნიშნულ ორ ამბავს ერთმანეთთან ხილული ძაფით კრავს: საქართველოს სუვერენული ნება - თავისუფლად და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. მოსკოვის უმთავრესი მიზანიც ხომ ისაა, რომ არ დაუშვას თბილისის თავისუფალი არჩევანის უფლება.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ვნებათაღელვა და კრუნჩხვითი რეაქცია, რითაც რუსეთის პროპაგანდა შეხვდა თბილისისა და თეირანის მზადყოფნას, განავითარონ ძველი და შექმნან ახალი მექანიზმები ორ მეზობელ ქვეყანას შორის კავშირ-ურთიერთობების გასაღრმავებლად. კერძოდ, საუბარია პირდაპირი ავიარეისების დაწესებაზე, უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე, ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნაზე, ეკონომიკური ფორმატების შექმნასა და დიპლომატიური კონტაქტების განვითარებაზე. დიალოგის პროცესში იგეგმება ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა - თბილისში და საქართველოს პრემიერ -მინისტრისა - თეირანში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2010 წლის იანვარში ეწვია თეირანს, 2004 წლის ივლისში კი, ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა ირანში, სადაც, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საუბრების გარდა, ირანში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთანაც გამართა მეტად გულთბილი და ემოციურად დატვირთული შეხვედრები.
2004 წლიდან დღემდე საქართველოსა და ირანის მაღალი თანამდებობის პირებს შორის რამდენიმე სხვა შეხვედრაც გაიმართა. მათი მიზანი ენერგეტიკული, სავაჭრო და დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობების განმტკიცება იყო. რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი გაზის ბლოკადის დროს ფასდაუდებელი იყო ის გაბედული და მეზობლური ნაბიჯი, რომელიც თეირანმა გადადგა მოსკოვის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და, ალტერნატივის სახით, ირანული ბუნებრივი აირი შემოგვთავაზა. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანწილად გაგვიადვილა 2006 წლის ზამთრის გადატანა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობა საქართველოსათვის სერიოზული თავსატეხია. ამას ემატება ის შეშფოთება, რომელიც თბილისში შეიგრძნობა რუსეთის საეჭვო როლთან დაკავშირებით - ვაშინგტონ-თეირან-მოსკოვის სამკუთხედში.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციაა, ჯერ შექმნას საერთაშორისო პრობლემა, შემდეგ კი დასავლეთთან ივაჭროს იმავე პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების გაწევის საფასურზე, რათა რაც შეიძლება დიდი მატერიალური და დიპლომატიური სარგებელი მიიღოს. ირანის ბირთვული და სამხედრო საკითხი ამ ტრადიციის თვალსაჩინო ნიმუშია.
მოსკოვმა მცდელობა არ დააკლო იმას, რომ დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბულობა ესკალაციის გზით წასულიყო. რუსეთი ირანის პრობლემის შექმნას თეირანის დიპლომატიური და იდეოლოგიური წაქეზებითაც უწყობდა ხელს და სამხედრო და ბირთვული თანამშრომლობის გაღრმავებითაც.
მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემების მიყიდვა ირანისათვის, პერიოდულად კი დასავლეთის დაშანტაჟება კიდევ უფრო თანამედროვე აღჭურვილობის მიყიდვის მუქარით, მოსკოვის სტრატეგიული ჩანაფიქრის ტაქტიკური ასპექტებია. რუსეთი იმედოვნებდა, რომ როცა ვაშინგტონი მისგან ირანის კვანძის გახსნაში თანამშრომლობასა და დახმარებას მოითხოვდა, პირობად მსუყე ჩეკის გამოწერას დააყენებდა. რა უნდა ყოფილიყო უფრო სარფიანი ნადავლი, თუ არა გავლენის სფერო და ბატონობის უფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფალი არჩევანის ნება პირდაპირ უპირისპირდება ირანის დილემის მოგვარების მოსკოვურ სქემას.

ჩვენი უპირველესი ამოცანა თავისუფების შენარჩუნებაა, რაც კანონზომიერ კავშირშია რეგიონულ უსაფრთხოებასთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ალბათ კარგად ხვდებიან იმას, რომ ირანის სა კითხის მოგვარებაში თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთისათვის საჯიჯგნად საქართველოს მიგდება არათუ უფრო სტაბილურს ვერ გახდის ჩვენს რეგიონს, არამედ კიდევ უფრო გაართულებს მდგომა რეობას მოსკოვის დაუოკებელი იმპერიალისტური ამბიციების ზრდის გამო. რუსეთისათვის საქართველოს დათმობა, მორალურ ზიანთან ერთად, გეოსტრატეგიული დანაკარგიც იქნება დასავლეთისათვის და, ამასთან ერთად, გზას გაუხსნის ცივი ომის მსგავს კონფრონტაციულ ურთიერთობებს მოსკოვსა და ვაშინგ ტონს შორის.

გრიგოლ ვაშაძე და რამინ მეჰმანფარასტი
17 მაისს ბათუმში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ერდოღანის მიღების დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, შეაქო რა თურქეთის მეცადინეობა, რომელიც მიმართულია თეირანის ბირთვული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობისაკენ, აღნიშნა: და სავლეთსა და ირანს შორის დაპირისპირება „სიკვდილ-სიცოცხლის“ საკითხია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების გადარჩენისათვის. მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ თეირანის დილემის მოგვარებას არ უნდა შეეწიროს საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფალი არჩევანი. გარდა ამისა, თურქეთი, საქართველოს მსგავსად - და რუსეთისაგან განსხვავებით - რეგიონული სტაბილურობის მომხრეა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც ჩანს, ირანის პრობლემის ცივილიზებულ და მშვიდობიან მოგვარებასაც გულისხმობს რუსეთისათვის გავლენის სფეროს და კანონების გარეშე. ირანთან ურთიერთობის განვითარება არამც და არამც არ ნიშნავს საქართველოს საგარეო და საშინაო კურსის რაიმე ცვლილებას. პირიქით, თეირანთან თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენის და, ამდენად, ჩვენი დასავლური გეზის ურყეობისათვის დამატებითი მექანიზმია. სწორედ ამიტომაც აღიქვეს მოსკოვში ირანსა და საქართველოს შორის დიალოგის გაღრმავება საფრთხედ და რუსეთის მიმართ არა მეგობრულ ნაბიჯად. ამერიკასა და და სავლეთს მხოლოდ წაადგება თბილის-თეირანის გამჭვირვალე თანამშრომლობა, რაც, თურქეთის დიპლომატიური აქტიურობის კვალდაკვალ, ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.
მნიშვნელოვანია, რომ თეირანთან ჩვენი ურთიერთობები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რათა მათ იოტისოდენა ეჭვიც კი არ გაუჩნდეთ საქართველოს მიზნებთან დაკავშირებით. მათ ჩვენგან უნდა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენივე გეგმების შესახებ, რათა მოსკოვს მანიპულაციისა და სპეკულაციის საშუალება არ მივცეთ. მოსკოვს ხომ ერთი სული აქვს, როდის წარუდგენს დასავლეთს „ქართველთა ისტორიული ორპირობის“ დამადასტურებელ „ახალ ფაქტებს“.
![]() |
8 ვსრიალებთ |
▲back to top |
კახა ბენდუქიძე|სვეტი

ამ ტექსტს ხუთშაბათ ღამით ვწერ. მაზეგ არჩევნებია. არჩევნები მშვიდობიანად და გამართულად ჩაივლის, ტაბულა კი შემდეგ დღეს გამოვა.
ახლა უკვე მსჯელობა მერობის კანდიდატების პლატფორმებზე პოლიტიკურად არააქტუალურია, ამიტომ მინდა, ერთი ჩვენებური ავადმყოფობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენო. ამ ავადმყოფობას მე ზედაპირზე სრიალს ვეძახი.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო დაპირებების, და არავის არ მოსვლია აზრად, საზოგადოებრივ სივრცეში გაეკეთებინა მარტივი რამ: განეხილა, დაეთვალა, გაეანალიზებინა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები.
არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი ბევრი იყო. მაგრამ „მოდი, დავთვალოთ“ ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო.
ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივე - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც - ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.
ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.
მაგალითად ავიღოთ გაზი ხუთ თეთრად, დენი ათ თეთრად, წყალი უფასოდ - თუ პირიქით? გაზი უფასოდ, დენი 5 თეთრად, წყალი 10 თეთრად? (ისე კარგია, რომ ასეთი რიცხვებია - ხალხს დათვლა გაუადვილდება. ასე რომ, ძალიან მზრუნველი ადამიანის მოფიქრებულია).
რომელ ჩვენგანს წასცდა ხელი კალკულატორისკენ? ვინ დაურეკა ნაცნობ სპეციალისტს - ამიხსენი, ეს გათვლა სწორია თუ არაო?
ან დავასაქმებ თითოეული ოჯახიდან ერთ ადამიანს მაინც! ვის გაუჩნდა კითხვა - როგორ? თუ საიდუმლო არ არის, ჩვენც გვითხარით.
ვსრიალებთ!
მაშინ რა არის მნიშვნელოვანი? როგორი მერი (დეპუტატი, პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი) გვინდა? გვაინტერესებს მისი იდეები? რეალისტურ რამეს გვპირდება თუ არა? შეძლებს გააკეთოს?
თუ უფრო მისი ზომა, წონა, ბოხი ან პირიქით, ნაზი ხმა ან სახის გამომეტყველება გვაინტერესებს?
მისი წარმომავლობა, სპორტულობა, ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება?
ენების ცოდნა, დედის გვარი, ვაკელია თუ პლეხანოველი?
ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ-გამოკითხვა ჩავატარე - როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს. ბევრი პროვოკაციული და არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად გაიყო.
შეიძლება თუ არა, პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54 %25 თვლიდა, რომ შეიძლება, და 46%25 - რომ არა.
გასაგებია, რომ დემოკრატიას ახლა ვსწავლობთ, ისტორიული გამოცდილება არ გაგვაჩნია, და, როგორც იყო ნათქვამი, ეს ლობიოს ჭამა არ არის.
მეორე მხრივ, 20 წელი ცოტა დრო არ არის, სრიალის გარდა კიდევ რამის სასწავლად.
15 წლის წინ რუსეთში ქიმიური საწარმოს აქციების მსხვილი პაკეტი შევიძინეთ. საწარმო უფულოდ იყო. ჩვენ ბევრს ვთვლიდით - სად იკარგება თანხები, სად არის არაეფექტურობა. ქარხნის დირექტორს ჟურნალისტმა ჰკითხა - ახალ აქციონერებზე რას გვეტყვითო. ამანაც - კარგი ბიჭები არიან, ყველა ბუღალტერიაო. ვკითხე - რატომ ბუღალტერები - მეთქი. მიპასუხა - აბა, ვინ ხართ, სულ კალკულატორი გიჭირავთ ხელში, და ითვლით, ითვლით, ითვლით.
მართალია, მიმტკიცებენ, საქართველოში მამაკაცმა რომ კალკულატორი იხმაროს, სირცხვილია. ანუ იარაღი - კარგია. სიგარეტი - მოსულა, კალკულატორი - სამარცხვინოა. სრიალი მოსულა, ჩაღრმავება - არა.
ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.
თორემ სულ ყინულზე ვისრიალებთ.
წყალი ხომ უფასოა. 2010.
![]() |
9 რუსული ფული ქართულ ეკონომიკაში - მითი და სინამდვილე |
▲back to top |
ეკონომიკა
დღემდე ხელისუფლების წინააღმდეგ ძირითად არგუმენტად რჩება 90 -იანების სიმღერა - „იყიდება საქართველო“. მეტიც, ზოგს სჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ოპონენტები საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდნენ „ყველაფრის გაყიდვაში“ - ქვეყნის „სტრატეგიული ობიექტებით“ დაწყებული, ტყეებითა და მდინარის კალაპოტებით დასრულებული. ძირითადი მყიდველი, რა თქმა უნდა, რუსეთია. შევხედოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომ სტატისტიკას: (გრაფიკი№1)
ჩანს, რომ 2004-2008 წლებში რუსეთის ინვესტიციამ, საერთო ჯამში, 188 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რუსეთი ინვესტორთა ათეულშიც ვერ მოხვდა.
ოპონენტები ხშირად თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებსაც და სხვა ინვესტორებსაც „რუსებად“ მოიაზრებენ. დასაბუთება რა საჭიროა, ისიც კმარა, რომ არსებობს საყოველთაოდ ცნობილი პრაქტიკა, რომელსაც რუსული კომპანიები მიმართავენ - კვიპროსში დარეგისტრირება.
მივათვალოთ რუსეთის ინვესტიციას კვიპროსის ინვესტიციაც. წინასწარი მონაცემებით, 2004 -2009 წლების რუსული ინვესტიციის მაჩვენებელი 450 მილიონი აშშ დოლარი იქნება, ანუ საერთო მოცულობის, დაახლოებით, 7%25.
შარშან, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 759 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან რუსული მხოლოდ 2 მილიონი ანუ მთელი ინვესტიციების 0.3%25 იყო. (გრაფიკი№2)
ფაქტია, რომელი სიმღერაც უნდა ამოიჩემონ მომღერლებმა თუ მომღერალმა პოლიტიკოსებმა, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის გაიხსნა. (გრაფიკი №3)
1996-დან 2002 წლამდე საქართველოში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 265 მილიონი აშშ დოლარი - 1998 წელს შემოვიდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში თანხა ყოველწლიურად საშუალოდ 182 მილიონი დოლარით იზრდებოდა. ლიბერალიზაციისა და ანტიკორუფციული ზომების შედეგად გაიზარდა საინვესტიციო მიმზიდველობა: მსხვილმასშტაბიანმა პრივატიზაციის პროგრამამ საქართველოს 2006 წელს ინვესტიციების გაორმაგებული რაოდენობა - 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა; 2007 წელს გასამმაგებული - 2 მილიარდი; 2008 წელს კი - 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (`04-'08)
(მილიონი აშშ დოლარი)

ოპონენტებმა ამ პოლიტიკას „აგრესიული პრივატიზაცია“ უწოდეს. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა სტრატეგიული ობიექტების ცნების გაქრობას. ოპოზიციას სულ უფრო ხშირად ელანდებოდა რუსული კვალი. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ „უკიდურესი ლიბერალიზაციის შედეგად“ საპრივატიზაციო ქონების დიდი ნაწილი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, რუსების ხელში მოხვდა.
ეს მოსაზრება უკეთეს შემთხვევაში შეცდომაა, უარეს შემთხვევაში კი - ტყუილი. 2004 წლიდან 2007 წლამდე რუსული ინვესტიციების გრაფიკი დაღმავალია. 2007 წელს, ზოგადი საინვესტიციო ბუმის ფონზე, როცა შემოსულ კაპიტალდაბანდებათა საერთო მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რუსული ინვესტიციების მოცულობაც გაიზარდა, თუმცა მომდევნო წლებში ისევ დაბალი ნიშნულისკენ დაიწყო თავისუფალი ვარდნა. (გრაფიკი№4)
იმავე პერიოდში ცალკე აღებული სხვა ქვეყნებიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსულს საშუალოდ 5-ჯერ აღემატება: ნიდერლანდები - 299 მილიონი, ჩეხეთი - 228 მილიონი, ვირჯინიის კუნძულები - 188 მილიონი, დანია - 158 მილიონი, გაერთიანებული სამეფო - 145 მილიონი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 131 მილიონი, თურქეთი - 94 მილიონი აშშ დოლარი.
მაშასადამე, ინვესტიციის მოცულობით, რუსეთის მიერ საქართველოს „შესყიდვა” გამოირიცხა, თუმცა, ბრალდება ამით არ ამოიწურება. ყველაზე ხშირად იმით აპელირებენ, რომ პრივატიზაციის შედეგად, რუსების ხელში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი მოხვდა. თუმცა, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ინვესტიციები ვარდების რევოლუციამდე განხორციელდა. ჩუბაისის კომპანიამ, RAO UES-მა, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები და აქტივები ჯერ კიდევ 2003 წლის ზაფხულში შეიძინა.
ყველაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურისა და ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მიყიდვას ჩეხური Energo Pro-სთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ჩეხური კომპანია ფასადური, სინამდვილეში რუსული ინტერესების გამტარებელი იყო, თუმცა ამ დრომდე მათ ამ მოსაზრების დამტკიცება უჭირთ. კომპანიის 75%25 წილის მფლობელი ჩეხი მილიონერი ჯარომირ ტესაა.
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ: ჩეხეთის პრემიერ - მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე რუთ ბიზკოვა, საექსპორტო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოზეფ ტაუბერი, რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იოზეფ ვრაბეკი და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე მარტინ ტლაპა.
მარტინ ტლაპამ 2007 წლის 5 თებერვალს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ Energo Pro-ს შეთანხმებას საქართველოსთან „მხარს უჭერს ჩეხეთის მთავრობაც“. დღეს Energo-Pro-ს ინვესტიციები საქართველოში ხორციელდება ჩეხური სახელმწიფო საექსპორტო ბანკის მხარდაჭერით, რომელიც კომპანიის უცხოურ ინვესტიციებს 2002 წლიდან უზრუნველყოფს. ჩეხეთის ექსპორტის გარანტირებისა და დაზღვევის კომპანია კი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რისკებს აზღვევს.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით (2009 წლის წინასწარი მონაცემები)
(მილიონი აშშ დოლარი)

(გრაფიკი №2)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
„ლიბერალური იმპერია“ ანატოლი ჩუბაისმა 2003 წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა სტატია „რუსეთის მისია 21-ე საუკუნეში“. სტატიაში ნათქვამია, რომ რაკი რუსეთი ვერც ევროკავშირში შევა და ვერც ნატოში გაწევრიანდება, იგი უნდა ჩამოყალიბდეს „ლიბერალურ იმპერიად“, შეიარაღებული ძალების ნაცვლად ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედებით - საინტერესო ქვეყნების საპრივატიზაციო პროცესში ჩართვით და აქტივების შესყიდვით.
ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგოგამანაწილებლების პრივატიზაცია დღის წესრიგში დადგა 2006 წლის იანვარში, რუსული გაზის გიგანტის - გაზპრომის - მიერ საქართველოს დაშანტაჟებისა და მისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. ერთი წლის მერე საქართველომ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხარჯზე, რუსული გაზის იმპორტი შეამცირა. თან ენერგეტიკულ მიქსში გაზის წილის შემცირებაც გადაწყვიტა. ამისათვის ჰიდროპოტენციალის ათვისება და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ჩეხურმა კომპანიამ, Energo Pro-მ, ელექტროენერგიის აქტივები პირველად თანხაზე (312 მილიონი აშშ დოლარი) გაცილებით იაფად (132 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ დამატებით 285 მილიონ დოლარს ინფრასტრუქტურაში, აქტივების რეაბილიტაციასა და ახალი სიმძლავრის გამომუშავებაში დააბანდებდა. 2007 წელს, თავის ისტორიაში პირველად, საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა.
ოპონენტთა კრიტიკა 2005 წელს რუსული Vneshtorgbank-ის მიერ გაერთიანებული ქართული ბანკის ყიდვასაც ეხება. თუმცა, ამ ბანკის პრივატიზება ჯერ კიდევ 1995 წელს მოხდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად, უცხოელ ინვესტორებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, ქართული კომერციული ბანკების წილები ეყიდათ ან საქართველოში საკუთარი ფილიალები გაეხსნათ: 2006-2008 წლებში სხვადასხვა კომერციულ ბანკში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ საშუალოდ 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გაერთიანებული ქართული ბანკის ქართველმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, ბანკი რუსი ინვესტორებისთვის მიეყიდათ.
კიდევ ორი შედარებით მცირე ინვესტიცია რუსეთმა 2005 წლის სექტემბერ - ნოემბერში განახორციელა: სექტემბერში რუსთავის აზოტი იყიდა რუსულ - ქართულმა კომპანიამ, Energy Invest-მა, რომელმაც ქარხნის გაკოტრების შემდეგ, აუქციონზე 15 მილიონი აშშ დოლარით აჯობა რუსეთის გაზის გამანაწილებელ დამოუკიდებელ კომპანიას, Itera-ს. Energy Invest-ის გენერალური დირექტორი, გენო მალაზონია, 1999 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის: საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსად და ფინანსთა და განათლების სამინისტროებში მინისტრის მოადგილედ. დღეს ის დაკავებულია 165 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლების მიღებისათვის: პროკურატურის ცნობით, მალაზონიამ ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო საბუღალტრო აღრიცხვა, რითაც საქართველოს ბიუჯეტს 70 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

გრაფიკი №3

გრაფიკი №4
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მეორე ინვესტიცია რუსეთმა ამავე წლის ნოემბერში განახორციელა: Prominvest-მა მადნეულის 97%25 შეიძინა - 35 მილიონ დოლარად, ხოლო დამატებით 16 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადა, კომპანიის ვალების დასაფარავად. ეს გარიგება 2005 წელს პრივატიზაციის შედეგად მოზიდული ინვესტიციების მთლიანი ოდენობის დაახლოებით 1/5-ს შეადგენდა.
ეკონომისტი პაატა შეშელიძე პრივატიზაციაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მთავარია, ობიექტი მუშაობდეს და მომხმარებელს დაბალ ფასად მაღალი ხარისხის მომსახურებით აკმაყოფილებდეს: „მხოლოდ ასეთი ობიექტი შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიულად“.
კრიტიკოსთა მიერ არაერთხელ ნახსენები „სტრატეგიული ობიექტები“ - საქართველოს რკინიგზა, ენგურჰესი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების ქსელი - პრივატიზებული არ არის.
![]() |
10 აშშ კონგრესი რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის წინააღმდეგ |
▲back to top |
მსოფლიო

გადატვირთვის გადატვირთვა
კონგრესში ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებას (ე.წ. 123 შეთანხმება) მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. თუ საქართველოში არსებული სიტუაცია არ წარმოადგენს დაბრკოლებას ხელშეკრულების რატიფიკაციისათვის, რუსეთ-ირანის ურთიერთობებმა შეიძლება შეთანხმება ჩააგდოს. 10 მაისს შეტანილი დოკუმენტის უარყოფა კონგრესს 90 დღის განმავლობაში ხელეწიფება. თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, შეთანხმება ავტომატურად შევა ძალაში.
კონგრესმენთა ნაწილი არ იზიარებს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ობამასეულ ენთუზიაზმს.
წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, დემოკრატმა ედ მარკიმ და რესპუბლიკელმა ჯეფ ფორტენბერიმ, კონგრესში შეიტანეს უარყოფითი რეზოლუცია. დაპირისპირებულ პარტიათა თანამშრომლობას ამერიკულ პრესაში უკვე უწოდეს ლიბერალთა და კონსერვატორთა უნიკალური ალიანსი. კონგრესმენთა აზრით, ხელშეკრულების რატიფიკაცია მიუღებელია შემდეგ მიზეზთა გამო: რუსეთი აგრძელებს ირანის ბირთვული პროგრამის ხელშეწყობას; შეთანხმების მიხედვით, ამერიკა და რუსეთი გაცვლიან ტექნოლოგიებს - შესაძლოა, ამერიკის მიღწევები საბოლოოდ ირანს გამოადგეს ბირთვული იარაღის შექმნისთვის; რუსეთმა ირანს მიჰყიდა განახლებული ჩვეულებრივი იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები; ხელშეკრულებით ამერიკა ღირებულს ვერაფერს მიიღებს. ჩამოთვლილ არგუმენტებს თან დაერთო რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაც. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის მაისშიც (როდესაც შეთანხმებას ხელი მოეწერა) იგივე პრეტენზიები ჰქონდათ ხელშეკრულების წინააღმდეგ. მაშინ წარმომადგენელთა პალატამ უარყოფითი რეზოლუცია მიიღო, 397 ხმით, ხოლო სენატში საქმე კენჭისყრამდე არც მისულა.
ხელშეკრულება, რომლის ვადა 30 წლით განისაზღვრება, ითვალისწინებს ტექნიკური აღჭურვილობების, მათ შორის, რეაქტორებისა და ატომური ენერგიის წარმოებისათვის საჭირო კომპონენტების გაცვლას. რუსეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის გლობალური და ამერიკული ბაზარი, რომელიც რუსულ კომპანიებს მილიარდობით დოლარის შემოსავალს ჰპირდება. ობამას ადმინისტრაცია ხელშეკრულებას აკავშირებს ირანის სანქცირებასთან, რომელზეც საჭიროა რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თანხმობა. რუსეთის გულის მოსაგებად ობამამ უკვე გააუქმა სანქციები ირანთან იარაღით ვაჭრობაში გარეულ რუსულ კომპანიებზე. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოში სანქციების რეზოლუციის წინასწარი ვარიანტი არ უკრძალავს რუსეთს შ-300 სარაკეტო სისტემის ირანისთვის მიყიდვას. თუმცა, მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებში ობამას ასისტენტის, გარი სამორის თქმით, ადმინისტრაცია რუსეთისგან ამგვარ ნაბიჯს არ ელის. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ირანის დახმარებას ამერიკასთან თანამშრომლობას ამჯობინებს.
მიუხედავად ეკონომიკური ხასიათისა, შეთანხმება პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა.
2007 წელს წარმომადგენელთა პალატასა და 2010 წელს სენატში მიღებული კანონპროექტები აშშ-ს უკრძალავენ ბირთვულ თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც ირანს ბირთვულ ან სხვა სახის შეიარაღებას აწვდიან. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივმა სპეციალურმა კომისიამ ორივე კანონი უნდა შეაჯეროს და ახალი კანონპროექტი წარმოადგინოს. ობამას სურს, ახალ კანონში რუსეთისა და ჩინეთისათვის გამონაკლისები დაუშვას. მაგრამ ვინაიდან ეს ქვეყნები ირანის ძირითადი პარტნიორები არიან, ეჭვქვეშ დგება მომავალი კანონპროექტის სარგებლიანობის საკითხი. ტაბულასთან ინტერვიუში ანალიტიკური ცენტრის, ჩენტერ ფორ American Progress-ის ექსპერტმა სემუელ შარაპმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს თითოეულ პრობლემას ინდივიდუალურად მიუდგეს. 123 შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ორი სხვადასხვა საკითხია. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ცალკე პუნქტია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება კი ხელს შეუწყობს იარაღის გაუვრცელებლობას და ამერიკას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. შარაპმა აღნიშნა, რომ ობამას განცხადება - „საქართველოში არსებული სიტუაცია აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას 123 შეთანხმების განხილვისათვის“ - ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ ხელშეკრულებას, თუმცა ადმინისტრაციას მეტი ყურადღება მართებდა ტექსტთან. უნდა შერჩეულიყო შესაბამისი ტონი, რათა თავიდან აეცილებინათ სხვადასხვა მხარის მიერ განცხადების არასწორი და არასასურველი ინტერპრეტაცია.
ობამას მიმართ უფრო მკაცრია Heritage Foundation-ი. არიელ კოენმა განუმარტა ტაბულას, 123 შეთანხმება აშშ-ს პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებას გამოხატავს. ეს ცვლილებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასაც ეხება. 123 შეთანხმება რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პოლიტიკის ნაწილია, რომლის გამოც ამერიკა გარკვეულ დათმობებზე მიდის: ამერიკამ გადაიფიქრა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, არ შეეწინააღმდეგა რუსეთისათვის მისტრალის მიყიდვას, არ გამოუხატავს მკვეთრი პოზიცია ყოფილ საბჭოთა კავშირში განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა, კოენის აზრით, ეს დათმობები ფუჭი და უშედეგოა. არც ამერიკის პოპულარობა იზრდება და არც რუსეთი ამბობს უარს დესტაბილიზაციის გამომწვევ პოლიტიკაზე. კოენს მაგალითად მოჰყავს რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვა უგო ჩავესისათვის.
ედ მარკის განცხადებით, სათანადოდ არ არის შეფასებული რისკი, რომელიც რუსეთისათვის უახლესი ამერიკული ტექნოლოგიების გადაცემას მოჰყვება. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეფ ფორტენბერიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება დეტალურ შესწავლას საჭიროებს, ირანთან და სირიასთან სამხედრო სფეროში რუსეთის თანამშრომლობის გამო. მისი თქმით, რუსეთისთვის საკითხი შემდეგნაირად დგას: მან უნდა შეწყვიტოს ბირთვული იარაღის გავრცელება, ან შეელიოს ამერიკასთან ბირთვული თანამშრომლობის შანსს.
![]() |
11 ამერიკული დაზვერვის შეფი თანამდებობას ტოვებს |
▲back to top |
მსოფლიო
21 მაისს ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა პრეზიდენტს დაასწრო და თანამდებობა დატოვა. სამხედრო -საზღვაო ფლოტის ადმირალ დენის ბლერის თანამდებობიდან გადაყენებას პრეზიდენტი ობამა 28 მაისს გეგმავდა.
ბლერი გადადგომამდე რამდენჯერმე გააკრიტიკა ობამამ. პრეზიდენტის კრიტიკა, მისივე თქმით, ეროვნული დაზვერვის ოფისის არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ გამოიწვია. სისტემურ ჩავარდნაზე ობამა შარშან, საშობაოდ, დეტროიტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდა. ნიგერიელმა უმარ მუტალაბმა ამსტერდამიდან დეტროიტის მიმართულებით მიმავალ რეისზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქება სცადა. აშშ მასშტაბური ტერორისტული აქტისგან მგზავრების გამბედაობამ იხსნა. პრეზიდენტმა დაზვერვის სისტემის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ბლერს დააკისრა. დეტროიტის ინციდენტს ნიუ-იორკის არშემდგარი ტერაქტი მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც, ობამას გუნდმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ბრალეულობა დაინახა კონტრტერორისტული ცენტრის არაეფექტურ მუშაობაში. ამგვარად, ალაპარაკდნენ ბლერის გაშვებაზე. ცვლილების მიზეზად თეთრმა სახლმა ადმირალის მიერ დაზვერვის ინფორმაციის არაეფექტური დამუშავება და ამერიკული სპეცსამსახურების არასაკმარისი კოორდინაცია დაასახელა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბლერი სხვა რამის გამო აითვალწუნეს.

დენის ბლერი
დენის ბლერი ობამას გუნდს ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე მთავარ საკითხში არ ეთანხმებოდა. იგი მხარს უჭერდა დაკითხვის აგრესიულ მეთოდებს, რომელიც ბუშის დროს გამოიყენებოდა პოტენციური ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათი პრევენციისთვის. ობამამ ინფორმაციის მოპოვების ეს მეთოდი გააუქმა; ბლერი ითხოვდა, მის უფლებამოსილებაში შესულიყო უცხო ქვეყნებში ამერიკის სადაზვერვო სამსახურების კადრების განაწილება და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული ოპერაციების მონიტორინგი. ამაზე მან, როგორც ბაიდენისგან, ასევე ობამასგანაც, ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ ბლერი ღიად ალაპარაკდა სახელმწიფო სისტემაში არსებულ ინსტიტუციონალურ და ტექნოლოგიურ ბარიერებზე: ობამას ადმინისტრაცია ამხილა ეროვნული უსაფრთხოების გამოყენებაში, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის შესალამაზებელად და პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად. მალევე თეთრმა სახლმა ბლერს სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი შეატყობინა.
ეროვნული დაზვერვის ოფისი 2004 წელს ჩამოყალიბდა, როცა მიიღეს „დაზვერვის რეფორმისა და ტერორიზმის აქტი“. დაარსების დღიდან დაზვერვის დირექტორის ოფისსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. 2004 წლამდე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამერიკის მთავრობის მთავარი სადაზვერვო ორგანიზაცია იყო. იგი კოორდინაციას უწევდა არა მხოლოდ საკუთარ პროგრამებს, არამედ 16-ვე სადაზვერვო უწყებას. დღეს ამ ფუნქციას ეროვნული დაზვერვის დირექტორი ასრულებს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც მის კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, ოფისის დირექტორი პრეზიდენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მთავარი მრჩეველია და ეროვნული დაზვერვის პროგრამასაც უდგას სათავეში.
დაზვერვის ოფისს დენის ბლერი 16 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ოფისის 5-წლიანი არსებობის მანძილზე ბლერი მესამე დირექტორია. სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაზვერვის დეპარტამენტის შექმნა, სენატორების ნაწილი ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს.
ბლერის შემცვლელად თეთრი სახლი დაზვერვის უმაღლეს ოფიცერს, ჯეიმს კლაპერს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნას სენატის თანხმობა სჭირდება. სავარაუდოდ, დენის ბლერის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები უფრო მასშტაბური განხილვის საგნად სწორედ სენატში გასამართავი დებატების დროს იქცევა.
![]() |
12 პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები ვინ შეცვლის ლეხ კაჩინსკის |
▲back to top |
მსოფლიო

ბრონისლავ კომოროვსკი
20 ივნისს პოლონელები საჰაერო კატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის შემცვლელს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეხ კაჩინსკის მეორედ გამარჯვების შანსი მინიმალური იყო. გამოკითხვებმა მთავარ კანდიდატად პრემიერ ტუსკის პარტიის წარმომადგენელი, სეიმის თავმჯდომარე ბრონისლავ კომოროვსკი გამოავლინა.
კატასტროფის შემდეგ კომოროვსკი ფაქტობრივად უკონკურენტოდ დარჩა. კაჩინსკისთან ერთად კატასტროფაში დაიღუპა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, იეჟი შმაიძინსკი, რომელიც პრეზიდენტობის მესამე კანდიდატად ითვლებოდა. კომოროვსკის კამპანია მაინც არ იქნება იოლი, რადგან არაპოპულარული კაჩინსკის კრიტიკა ძალიან მარტივი იყო. სხვა საქმეა კრიტიკა „წამებული“ პრეზიდენტისა, რომელიც გმირულად დაიღუპა კატინის ლეგენდარულ საფლავთან.
დღეს კომოროვსკის მთავარი კონკურენტი არის ლეხ კაჩინსკის ტყუპი ძმა, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერი, 2006-2007 წლებში პოლონეთის პრემიერი - იაროსლავ კაჩინსკი.
საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისში მყოფი პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რადიკალური ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაიხსენეს, თუ რატომ მოუწია პრეზიდენტ კაჩინსკის კატინში გაფრენა სწორედ 10 აპრილს და არა სამი დღით ადრე, როდესაც იქ ტუსკი იმყოფებოდა. ეს მოხდა პრემიერების - ტუსკისა და პუტინის განსაკუთრებული ურთიერთობის გამო.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში, წლების მანძილზე, კატინი განხეთქილების ვაშლის როლს ასრულებდა. რუსეთის წარმომადგენლები ჯიუტად არ აღიარებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას ტრაგედიაზე. ლეხ კაჩინსკისთვის კატინი რუსეთის კრიტიკის ამოსავალი წერტილი იყო.
მოსკოვში გადაწყვიტეს, სამუდამოდ დაესვათ წერტილი ამ თემისათვის. პუტინმა პოლონეთის პრემიერი მიიპატიჟა და შესთავაზა, ერთად მიეგოთ პატივი კატინში დაღუპული ადამიანებისათვის. ანტირუსულად განწყობილი კაჩინსკის დაპატიჟება აზრადაც არავის გაუვლია. რუსებმა თანამშრომლობისთვის პრაგმატული ტუსკი არჩიეს. თავდაპირველად კაჩინსკის გადაწყვეტილი ჰქონდა ტუსკისთან ერთად გამგზავრება, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ორი პრემიერის გარემოცვაში რუსეთში ჩასვლა, თანაც მიპატიჟების გარეშე, დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევა იქნებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.
მომხდარმა საგრძნობლად გაზარდა იაროსლავ კაჩინსკის პოპულარობა, მაგრამ საბაზისო რეიტინგი იმდენად დაბალი იყო, რომ მისი შანსები არჩევნებზე მაინც მცირეა. კაჩინსკის საუკეთესო თვისებად ითვლება პიროვნული პატიოსნება. სმოლენსკის ტრაგედიას ერთვის ისიც, რომ კაჩინსკების დედა მძიმე ავადმყოფია. იგი ერთადერთი ადამიანია მთელ პოლონეთში, რომელმაც ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შესახებ არაფერი უწყის. ხალხში ეს იაროსლავის მიმართ თანაგრძნობას აღძრავს.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი სლოგანი იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა: „პოლონეთი უპირველეს ყოვლისა“. პოლონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სლოგანით კაჩინსკი ხალხს ეუბნება, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად სმოლენსკის ტრაგედიისა; და რომ სახელმწიფო ინტერესები მისთვის ყოველთვის უმთავრესი იქნება. რაც შეპოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები ვინ შეცვლის ლეხ კაჩინსკის ეხება ბრონისლავ კომოროვსკის სლოგანს - „თანხმობა აშენებს“, კანდიდატი ხაზს უსვამს თანხმობისა და მშვიდობის როლს ქვეყნისათვის.

იაროსლავ კაჩინსკი
სიძლიერით მესამე, მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის კანდიდატს, გჟეგიჟ ნაპერალსკის ჯერ საკუთარი სლოგანი არ გაუხმაურებია. მას ძირითადად ახალგაზრდა ლიბერალები უჭერენ მხარს.
დამოუკიდებელი კანდიდატი ანდრეი ოლეხოვსკი პოლონელებს ეუბნება - „აირჩიე საკუთარი კეთილდღეობა“. ოლეხოვსკი ლეხ ვალენსას მმართველობის დროს ჯერ ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრი. არსებობს ვარაუდი, რომ იგი კომოროვსკის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით დიდი ალბათობით გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. კომოროვსკის ამომრჩეველტა 46%25-ი უჭერს მხარს, კაჩინსკის კი - 29%25. მესამე ადგილზეა გჟეგიჟ ნაპერალსკი - 7%25-ით, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ოლეხოვსკის გამოკითხულთა 3%25 ემხრობა.
![]() |
13 ახალი კაბინეტის საკვანძო ფიგურები |
▲back to top |
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი
საგარეო მინისტრი: უილიამ ჰეიგი, 49 წლის.

დევიდ კამერონის მთავარი მრჩეველი, პრემიერ - მინისტრის ფაქტობრივი მოადგილე, კონსერვატორთა მემარჯვენე ფრთის ლიდერი. ჰეიგი გამოირჩევა საზრიანობითა და ორატორული ნიჭით. როგორც ამბობენ, გამოუსწორებელი ოპტიმისტია. პირველად ყურადღების ცენტრში 16 წლის ასაკში მოხვდა, კონსერვატორთა კონფერენციაზე მოურიდებელი შენიშვნების გამო. პარლამენტში მოხვედრა პირველად 25 წლის ასაკში სცადა, მიზანს კი ორი წლის შემდეგ მიაღწია. მინისტრთა კაბინეტში 32 წლისა მოხვდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კონსერვატორთა ლიდერი გახდა.
ჰეიგი გამორჩეული ევროსკეპტიკოსია. იგი მხარს უჭერდა ომს ერაყში.
ფინანსთა მინისტრი: ჯორჯ ოზბორნი, 38 წლის.

დევიდ კამერონის უახლოესი მეგობარი და პარტიული მოკავშირე. მათ ურთიერთობებს ხშირად ადარებენ ბლერისა და ბრაუნის ლეიბორისტულ წყვილს. თუ კამერონი არის ტრადიციული, დიდგვაროვანი კონსერვატორი, ოზბორნი ქალაქში დაბადებულ -გაზრდილია, სოციალური თვალსაზრისით კი ლიბერალია. ოზბორნი გამოირჩევა აგრესიული საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით. მას მჭიდრო კავშირები აქვს ვაშინგტონის ნეოკონსერვატორთა წრეებთან. ჰეიგის მსგავსად, ოზბორნიც ევროსკეპტიკოსია.
ოზბორნი ბოლო 100 წლის მანძილზე ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრია.
თავდაცვის მინისტრი: ლაიამ ფოქსი, 48 წლის.

ფოქსი მესამე ადგილზე გავიდა 2005 წელს გამართულ კონსერვატორთა ლიდერის არჩევნებზე. პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი. ფოქსი გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით და თვლის, რომ ბრიტანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობა. ბრიტანეთის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ნატოს - და არა ევროპას - მიიჩნევს.
ფოქსი მარგარეტ თეტჩერის წიგნს „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“ საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოდ მიიჩნევს. ის შოტლანდიელ მაღაროელთა შვილიშვილია და კარიერის საწყის ეტაპზე ზოგადი სპეციალობის ექიმად მუშაობდა.
ლორდ კანცლერი/იუსტიციის მინისტრი: კენ კლარკი, 69 წლის.

კლარკი 1993 -1997 წლებში ჯონ მეიჯორის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იყო და მაშინ მოახერხა ბრიტანეთის ეკონომიკური რეცესიიდან გამოყვანა. კლარკი პროევროპული შეხედულებებით გამოირჩევა და სწორედ ამას მიიჩნევენ კონსერვატორთა ლიდერის სამ არჩევნებში მისი დამარცხების მიზეზად. კლარკს პარლამენტში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. თეტჩერის დროს ჯანმრთელობისა და განათლების მინისტრის პოსტები ეკავა. თეტჩერი მას „გულწრფელ მეგობრად“ მოიხსენიებდა. 1990 წელს კლარკმა თეტჩერს ურჩია, 1990 წელს კონსერვატორთა ლიდერობიდან გადამდგარიყო. მეიჯორის მთავრობა ში 1993 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრი: ტერეზა მეი, 53 წლის.

ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა. მეი კონსერვატიული პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იყო.
ბიზნესისა და ბანკების მინისტრი: ვინს კეიბლი, 67 წლის.

კარიერის დასაწყისში ლეიბორისტულ პარტიაში იყო, მერე - სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ამ უკანასკნელის ლიბერალებთან გაერთიანების შემდეგ კი ლიბერალ - დემოკრატიულ პარტიაშია.
ლიბდემების დროებით ლიდერობისას გორდონ ბრაუნი ასე დაახასიათა - „სტალინიდან მისტერ ბინამდე“.
ჯანმრთელობის მინისტრი: ენდრიუ ლანსლი, 53 წლის.

კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ნორმანტებიტის, პირადი მინისტრი ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტში. კარიერა საჯარო სამსახურიდან დაიწყო. მის პოლიტიკურ აზროვნებაზე გავლენა იქონია ტებიტის უკომპრომისო მემარჯვენე შეხედულებებმა. 1980-იან წლებში ბრიტანეთის კომერციის პალატის პოლიტიკის დირექტორი, 1990 წლიდან კონსერვატიული კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაშინ კვლევების დეპარტამენტში მუშაობდა 24 წლის დევიდ კამერონი. კამერონთან ერთად ლანსლიმ მოახერხა 1992 წლის ლეიბორისტთა საარჩევნო პროგრამის - „საგადასახადო ბომბის“ - დისკრედიტაცია და უზრუნველყო კონსერვატორთა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.
ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი: კრის ჰუნი, 55 წლის.

ყოფილი ჟურნალისტი, ლონდონის ფინანსურ ცენტრსიტიში ცნობილი პიროვნება და კრედიტების რეიტინგების სააგენტოს ხელმძღვანელი. ჰუნი ლიბერალ - დემოკრატიული პარტიის გამჭრიახობით გამორჩეული ლიდერია და ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ევროპარლამენტის წევრი 2005 წლამდე. 2007 წელს ნიკ კლეგის კონკურენტი პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში. მაშინ მან კონკურენტს „უბედურება კლეგი“ უწოდა. მისი აგრესიული პოლიტიკური მოქმედების სტილი ბევრს არ მოსწონს პარტიაში.
ჰუნი ეკონომიკური ლიბერალიზმით უპირისპირდება ნიკ კლეგს, ემხრობა მაღალ ტარიფებს გარემოს დაბინძურებაზე და ამით სურს, დააფინანსოს ნაკლებ შეძლებულთათვის გადასახადების შემცირება.
განათლების მინისტრი: მაიკლ გოუვი, 42 წლის.

მაიკლ გოუვი კონსერვატორთა იმ ნაკადის გამორჩეულ ტალანტად ითვლება, რომელიც პარტიას 2005 წელს შეუერთდა. გოუვი კამერონთან განსაკუთრებულად დაახლოებული წრის წევრია და ბევრი გამოსვლის ტექსტიც მას ეკუთვნის. სანამ პოლიტიკურ კარიერას და იწყებდა, მუშაობდა ჟურნალ ტაიმსში და ანალიტიკურ ცენტრ პოლისი ექს ჩეინ ჯის ხელმძღვანელი იყო.
სავარაუდოდ, გოუვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იქნება კოალიციურ მთავრობაში. ის საგანმანათლებლო სისტემაში მრავალ რეფორმას გეგმავს, მათ შორის, შვედური ვაუჩერული სისტემის შემოღებას სკოლებისათვის (ამ სისტემის მიხედვით, მშობელთა ჯგუფს შეეძლება საკუთარი სკოლის დაარსება). მართალია, მას აინტერესებს საგარეო პოლიტიკა, მაგრამ საგარეო საქმეთა მდივნობაში ხელს შეუშლის პიროვნული სისუსტე - ფრენის შიში. გოუვი საგარეო პოლიტიკაში ნეოკონსერვატორული შეხედულებებით გამოირჩევა. იგი ყურადღებას ამახვილებს ბრიტანეთში ისლამიზმის და შოშმინების საფრთხეებზე, მხარს უჭერ და ამერიკის შეჭრას ერაყში.
![]() |
14 მეშინია ყველა რელიგიის, რომელიც ფანატიზმს შობს |
▲back to top |
ფოკუსი

„ბოჰემური მზეთუნახავისთვის“ რთული აღმოჩნდა დიასახლისობა, მით უმეტეს, 17 წლის ასაკში. მცირეწლოვანი ჯეინ ბირკინი „ბ თანრიგის“ ცნობად სახეს, „ჯეიმს ბონდის“ კომპოზიტორ ჯონ ბერის გაჰყვა ცოლად. ჯონისგან გოგონა - ქეიტი შეეძინა. გათხოვებიდან მალევე მან ეპიზოდური როლი შეასრულა ანტონიონის მიერ 1966 წელს გადაღებულ სკანდალურ ფილმში - Blow Up (აფეთქება). ბრიტანეთი შოკში ჩავარდა - ბირკინი პირველი ქალბატონი აღმოჩნდა, რომლის სხეულმაც სრული და დაუფარავი მშვენიერებით გაიბრწყინა კინოთეატრების ეკრანებზე.
ბერი-ბირკინის წყვილის განქორწინება ფრანგულ კულტურულ რევოლუციას დაემთხვა. ამომავალმა ვარსკვლავმა 1968 წელს ადუღებულ პარიზს მიაშურა. ენის არცოდნას მისთვის ხელი არ შეუშლია, სათამაშოდ მიეწვიათ ფრანგულ ფილმში - „სლოგანი”. 20 წლის ჯეინს პარტნიორობას უწევდა საფრანგეთის სექსსიმბოლო, გაუპარსავი, უხეში, არც ისე სიმპათიური, მაგრამ სახასიათო, დროდადრო მსახიობი, ხანდახან მომღერალი, ზოგჯერ რეჟისორი - სერჟ გინსბურგი. ჯეინზე ოცი წლით უფროს სერჟს გადასაღებ მოედანზე ტირილამდე მიჰყავდა ახალგაზრდა მსახიობი ქალი. ბირკინმა ჭირვეულის მორჯულება განიზრახა და ფილმის რეჟისორი დაიყოლია, განმარტოებული ვახშამი მოეწყო მათთვის. პაემანზე ბირკინმა სერჟი საცეკვაოდ გაიწვია. თავდაპირველად გინსბურგმა სასტიკად იუარა, თუმცა აბა რომელი კაცი გაუძლებდა ბოლომდე ჯეინის დაჟინებულ მზერას...
პარიზის გლამურული პრინცი საშინელი მოცეკვავე აღმოჩნდა, ლამის ფეხები დაამტვრია ჯეინს. „სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მაგ ყოყოჩის მიღმა გასაოცრად მორცხვი მამაკაცი იმალებოდა,“ - იხსენებს დღის გმირი.
ეს საღამო იქცა სერჟ გინსბურგისა და ჯეინ ბირკინის ერთობლივი ცხოვრების ათვლის წერტილად. გინსბურგმა ყოფილი საყვარლისთვის - ბრიჯიტ ბარდოსთვის დაწერილი სიმღერა - Je T'aime… Moi Non Plus (მე შენ მიყვარხარ... არც მე) - ჯეინთან ერთად ჩაწერა. ბირკინმა სიმღერაში ისე განასახიერა ორგაზმი, რომ „იგი სულაც აღარ ჰგავდა გათამაშებულს“, - წერდნენ გაზეთები. შედეგმაც არ დააყოვნა: ვატიკანმა სინგლი მკრეხელობად შერაცხა, ესპანეთსა და იტალიაში იგი უბრალოდ აკრძალეს, BBC-მ კი „რადიოეთერისთვის შეუფერებლად“ გამოაცხადა. ცენზურის მიუხედავად, სერჟის და ჯეინის ალბომი მილიონობით დაიტაცეს. ჯეინი სამშობლოშიც დააფასეს. არა უბრალოდ სამშობლოში, არამედ ეპოქის განმსაზღვრელი მუსიკის შემქმნელ სამშობლოში. Je T'aime… Moi Non Plus პირველი უცხოენოვანი სიმღერაა, რომელსაც ბრიტანულ ჰიტ-ლისტში პირველი ადგილი არგუნეს.
ასე იქცნენ გინსბურგი და ბირკინი ფრანგული ანდერგრაუნდის ლეგენდად. ისინი 60-იანი წლების პოსტლიბერტარიანულ ბოჰემას განასახიერებდნენ. მათ რამდენიმე ალბომი ჩაწერეს ერთობლივად; გადაიღეს ფილმები. განუყრელი წყვილი ურიცხვი ცნობილი გამოცემის გარეკანზე იწონებდა თავს. ისინი ამის ყველა პირობას იძლეოდნენ. ისეთ დრამებს აწყობდნენ რეალურ ცხოვრებაში, გოდარისა და ტრიუფოს ფილმების გმირებს რომ არც დაესიზმრებოდათ. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს სერჟი და ჯეინი რესტორანში სადილობისას შეკამათდნენ. სერჟმა ჯეინს ხელჩანთა ამოუტრიალა და პირადი ნივთები ამოუყარა. ჯეინის რეაქცია მყისიერი, მაგრამ გრაციოზული იყო - თავის კავალერს ყველას თვალწინ სახე შეულამაზა კრემიანი ნამცხვრით. სერჟმა რესტორანი უსიტყვოდ დატოვა და სენას სანაპიროზე ჩაისეირნა. ჯეინი მას აედევნა. არ იცოდა, როგორ შემოერიგებინა ჭირვეული საყვარელი და, სასოწარკვეთილი, სენაში გადაეშვა. ჰო, მართლა, ჯეინმა ცურვა არ იცოდა.
1971 წელს გინსბურგს და ბირკინს შეეძინათ ქალიშვილი - შარლოტი.
წლები გადიოდა. გინსბურგი სულ უფრო მეტს სვამდა, ეწეოდა უფილტრო ჟიტანს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სასტიკად ეპყრობოდა ჯეინს. ბირკინი დროდადრო, ქალიშვილებთან ერთად, სახლიდან მიდიოდა. 1981 წელს რეჟისორ ჟაკ დილონისგან ექვსი თვის ფეხმძიმე ჯეინმა სამუდამოდ მიატოვა სერჟი. მისთვის მესამე სიყვარულიც უიღბლო გამოდგა.
ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ემიგრანტი უკვე 40 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ითამაშა 50-მდე ფილმსა და მრავალ სპექტაკლში. გაშორების შემდეგ ჯეინი და სერჟი ახლო მეგობრებად დარჩნენ. ყოფილი შეყვარებული მას სიმღერებს უძღვნიდა. გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გინსბურგი სინგლით - Amour des Feintes (მკვდრების სიყვარული) - თავის მუზას გამოემშვიდობა.
ბირკინის მთავარი გატაცება დღეს ჰუმანიტარული საქმიანობაა. ის აქტიურად თანამშრომლობს Amnesty International-თან. მისი მხარდაჭერით განებივრებულნი არიან რუანდაში, ჩეჩნეთში, ბოსნიაში, ბირმასა და ჰაიტიში. საქველმოქმედო საქმიანობისთვის მან ბრიტანეთის დედოფლისგან ჯილდოც მიიღო 2001 წელს.
25 მაისს ჯეინ ბირკინი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის, SOS Racism-ის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა. 26 მაისს მან, ქართველი დევნილების მხარდასაჭერად, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
ტაბულას ბირკინთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.

▪ როგორ აღმოჩნდით ზუგდიდში, რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა?
უწინარესად იმან, რაც 2 წლის წინ ვიხილე ტელევიზორში რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ აქციაზე, რაფაელ გლუქსმანის რეკომენდაციით, SOS Racism-მა მომიწვია. რაფაელი ჩემი კარგი მეგობრის, ანდრე გლუქსმანის შვილია. ანდრემ და მე მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ჩეჩნების დასახმარებლად. ამას გარდა, ერთად ვმონაწილეობდით ანა პოლიტკოვსკაიასა და რუსეთში მოკლული სხვა ჟურნალისტების მხარდამჭერ კამპანიაში.
თვითონ რაფაელს საკმაოდ უცნაურ გარემოში შევხვდი. 10 წლის წინათ ერთად დავესწარით ჩეჩენი მოცეკვავე ბავშვების წარმოდგენას. მოხიბლული დავრჩი მათი ოსტატობით. ახლაც მახსოვს ბავშვების მიერ ცერებზე შესრულებული ცეკვა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეხერხებინა, ისინი პარიზის საუკეთესო სცენაზე ენახათ. ბავშვები მეორე დღეს რუსეთში ბრუნდებოდნენ, ამიტომ სწრაფად უნდა მემოქმედა. ამ დროს ავინიონის ფესტივალი მიმდინარეობდა და ბევრი ჩემი ნაცნობი იქ იყო. ტელეფონით ვერავინ გამოვიჭირე. რაფაელმა მომაწოდა იდეა, დავკავშირებოდი ცნობილ რეჟისორს, არიან მუშკინს, ტეატრ დუ სოლეის (მზის თეატრის) დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. არიანი სიხარულით დამთანხმდა - მოცეკვავე ბავშვებს მთელი პარიზი უკრავდა ტაშს ორი საღამოს განმავლობაში.

ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. თუ ჩემი მორალური მხარდაჭერა იოტისოდენა შვებას მაინც მოჰგვრის იმ 350 000 ადამიანს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს, მზად ვარ, ამისთვის ბევრი გავიღო - ადამიანი ერთხელ ცხოვრობს.
- რის მიღწევას ცდილობთ ამ და სხვა კამპანიებით, გჯერათ, რომ მსგავსი აქციები გავლენას იქონიებს ამა თუ იმ მთავრობის ქმედებებზე? ვიცი, რომ მოსკოვში, კონცერტზე, თქვენ ორი წუთით დაადუმეთ აუდიტორია ანა პოლიტკოვსკაიასთვის პატივის მიგების ნიშნად. რა მიიღეთ შედეგად?
უშედეგოც რომ იყოს ჩემი ძალისხმევა, მაინც ვცდიდი. თუნდაც ერთ ადამიანზე რომ ვიმოქმედო პოზიტიურად, უკვე შედეგია. მახსოვს, მოსკოვის კონცერტის შემდეგ, რუსი გოგონა, რომელიც კულისებში ტანსაცმლის გამოცვლაში მეხმარებოდა, ატირდა და ბოდიშს მიხდიდა. რუსეთშიც ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას არ უშინდებიან და თავს საფრთხეში იგდებენ. ასეთები არიან ორგანიზაცია მემორიალის წარმომადგენლები. აღფრთოვანებული ვარ მათი სიმამაცით. მჯერა, რომ ისინი, ადრე თუ გვიან, შეძლებენ ბოროტების დაძლევას.
ხშირად ადამიანების გულგრილობის მიზეზი ფულია. ფინანსური ინტერესი უმეტესად მორალზე მაღლა დგება. მაგალითისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ტოტალი - ავიღოთ. მათ უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ ბირმაში. შევხვდი კომპანიის ხელმძღვანელს, ავუხსენი, რა ხდება ბირმაში და ისიც მოვახსენე, რამხელა ბოროტებას ხმარდება მისი ფული. მან ყურიც არ შეიბერტყა და ისევ აგრძელებს ფულის დაბანდებას იქ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები არაფრად მიაჩნიათ.
ვთვლი, რომ ინგლისელები ამ მხრივ უფრო თამამები არიან, ვიდრე ფრანგები. ინგლისში პერიოდულად ქვეყნდება შავი სია იმ კომპანიებისა, რომლებსაც კაპიტალი დაბანდებული აქვთ ტოტალიტარულ ქვეყნებში. ამ სიაში ტოტალიც მოყვა. ბენზინი მათ სადგურზე აღარასოდეს ჩამისხამს. ტოტალის აქციონერებს შორის ამოვიცანი ადამიანები, რომლებიც პარიზში რესტორნებს ფლობენ. აღარც ამ რესტორნებში შევსულვარ. ამის შესახებ არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია და ბევრი ადამიანი ამიყოლიებია.
ვთვლი, რომ პერსონალურ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ცნობილი ვარ, ჩემთვის ადვილია მაგალითის მიცემა. ეს ის შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. შეიძლება მიამიტად ჩამთვალოთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ასე მჯერა.
- გაგრძელება ექნება თქვენს ვიზიტს საქართველოში?
- იმედი მაქვს, ექნება. ამისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, დღევანდელი კონცერტი მედიის ყურადღებას მიიქცევს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. სამწუხაროდ, მედიას მოკლე მეხსიერება აქვს. მსგავსი აქციები ხელს უწყობს მის გამოღვიძებას.

ჯეინ ბირკინი შვილთან ერთად
თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ხანდახან ვშიშობ - იმდენ კამპანიაში ვარ ჩართული, ეფექტი იკარგება. საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ სულ ვიღაცის დასახმარებლად ვმღერი, შესაბამისად, ნაკლებად საინტერესო ვარ, იმ ცნობილ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც სიცოცხლეში ერთხელ მონაწილეობენ მსგავს აქციებში. ხანდახან ჩემი საუკეთესო მეგობრებიც მირჩევენ, რომ გავჩერდე, რომ ეს ყველაფერი უკვე ბანალური გახდა. არ გავჩერდები და არც დავიღლები. იმას გავაკეთებ, რასაც სინდისი მიკარნახებს.
1984 წელს პარიზი-ლონდონის რეისით მგზავრობისას 40 წელს მიტანებულმა ჯეინ ბირკინმა ერთ-ერთ მგზავრს შესჩივლა, თუ როგორ სირთულეს წარმოადგენდა დიდი ტყავის ჩანთის შერჩევა და აღუწერა მას თავისი ოცნების ჩანთა. მგზავრი Hermes-ის ხელმძღვანელი ჟან დიუმა აღმოჩნდა. ძალიან მალე მისი ოცნების ჩანთა ჯეინს სახლში მიუტანეს. ჩანთა სახელად Birkin დღეს სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოა. იგი ხელით იქმნება და მისი ღირებულება 7500 დოლარიდან იწყება.

- ვხედავ, ჰერმესის თქვენივე სახელობის ჩანთა გიჭირავთ. ის აჭრელებულია სტიკერებით, რომელზეც გამოსახულია ბირმელი ოპოზიციის ლიდერი, ანგ სან სუ ჩი. მომიყევით ამ ქალის შესახებ.
ამ ქალს 12 წლის წინათ შევხვდი. იგი ბირმის დემოკრატიული პარტიის ლიდერია და უკვე 14 წელია ხან შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, ხან - ციხეში ზის. სამწუხაროდ, ბევრი ხალხი ვერ ავიყოლიე. მის მხარდასაჭერ აქციებზე ხან ხუთნი ვართ, ხან - ათნი. კამპანიაში კატრინ დენევი, შარლოტ რამპლინგი და მიშელ პიკოლიც ჩაერთვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობა მეტ ადამიანს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბირმაში ვერ ჩავდივარ, არ მიშვებენ, მხოლოდ საზღვართან შემიძლია მისვლა და ბირმელი ლტოლვილების მონახულება. ეს ქალი მალე მოკვდება, თუ რამე არ შეიცვალა. უკვე სამჯერ იყო მძიმედ ავად. მხოლოდ იმიტომ, რომ მას მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში, ბირმის ხელისუფლებამ კანონმდებლობა შეცვალა და არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობა აკრძალა, რომლებიც უცხოელებზე არიან დაქორწინებულნი, ანგ სან სუჩის მსგავსად, რომლის მეუღლეც ინგლისელია. არჩევნებში მონაწილეობა ვერც მისმა პარტიამ მიიღო.
- გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, ბოლო პერიოდში ფილმის გადაღებაც სცადეთ. აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას?
ფილმის გადაღება დიდ თანხებს უკავშირდება. ჩემი ფილმები ინვესტორებს არ აინტერესებთ - ისინი მოგებიანი არ არის. ბოლო ფილმში ჯერალდინ ჩაპლინმა, მიშელ პიკოლიმ და ჩემმა ქალიშვილმა ლუმ ითამაშეს უსასყიდლოდ.
- ცოტა რამ ოჯახზე და ქალიშვილებზე, რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს ჰუმანიტარულ საქმიანობასთან?
- ჩემი გმირი მამაჩემია. ის თავგამოდებით ებრძოდა ფაშისტებს და ვიშის მთავრობას. ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი იყო. ეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯას. მან გამაწევრიანა Amnesty International-ში, როდესაც 15 წლის ვიყავი.
უფროსი შვილი ჯონ ბარისგან მყავს. ის ცნობილი კომპოზიტორია. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმებისთვის: მგლებთან მოცეკვავე, ჯეიმს ბონდი. ქეიტი შემდგარი ფოტოგრაფია. ის თავადაც ჩაბმულია საქველმოქმედო საქმიანობაში. ეხმარება ნარკომანებსა და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს.
- შარლოტ გინსბურგი ოქროს პალმის ლაურეატი მსახიობია. მის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ. ის მღერის კიდეც. მისი ბოლო ალბომის 600 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
უმცროსი ქალიშვილი თეატრის რეჟისორია. ამჟამად ლუ ბეკეტის პიესას დგამს საფრანგეთის ნაციონალური თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან.
კეიტი და ლუ აქტიურად მეხმარებიან ადამიანთა უფლებების დამცველ საქმიანობაში. შარლოტი ჯერჯერობით თავს იკავებს - ფიქრობს, რომ ზედმეტად აქტიური ვარ.
- სიმღერა „Je T'aime…Moi Non Plus“, თქვენი და სერჟ გინსბურგის შესრულებით, 60-იანი წლების ბოლოს ვატიკანმა მკრეხელობად შერაცხა. ეს თემა საქართველოში დღეს გახდა აქტუალური. საქართველოს საპატრიარქო უხამსობის ამკრძალავი კანონის მიღებას ითხოვს. რა შედეგით დამთავრდა ვატიკანის ეს ნაბიჯი?
მსგავს ინიციატივებს იუმორით უნდა შეხედო. ვატიკანის განცხადების შესახებ ინფორმაცია მთელ კათოლიკურ სამყაროს მოედო, იმიტომ რომ მათივე გამოცემაში დაიბეჭდა. ასეთი პიარი ჩემთვის, ალბათ, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. აკრძალვამ სიმღერით უზარმაზარი დაინტერესება გამოიწვია. მისდა უნებურად, ვატიკანმა იმ სიმღერის წარმატებას შეუწყო ხელი, რომელიც თავადვე დაიწუნა. სიმღერის შექმნიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ ბრიტანულმა გარდიანმა ახლახან ის ყველაზე წარმატებულ სასიყვარულო სინგლად აღიარა. მსგავსი შეზღუდვები კონტრპროდუქტიულია, აკრძალული ხილი გემრიელია.

სერჟ გინზბურგი და ჯეინ ბირკინი
როდესაც ეს სიმღერა შევასრულეთ, სკანდალს უკვე ნაზიარები ვიყავი. მიქელანჯელო ანტონიონის, ჩემი აზრით, ერთ - ერთმა საუკეთესო ფილმმა, Blow Up -მა, არანაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია ინგლისში.
პედოფილიასთან დაკავშირებულ აურზაურს თუ გავითვალისწინებთ, არ მგონია ვატიკანს უფლება ჰქონდეს ვინმეს მორალი უკითხოს. მეშინია ყველა რელიგიის, რომელიც ფანატიზმს შობს. ხვალვე ქუჩაში გამოვიდოდი, თუ ჩემი რელიგია სხვას პრობლემებს შეუქმნის: თუ ის ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გაილაშქრებს ან დაწყევლის ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო. მჯერა იმის, რასაც ქრისტე ამბობს და არა მისი ინტერპრეტაციების. მე პროტესტანტი ვარ, ეს გარკვეულწილად სიამაყითაც მავსებს. მომწონს, პროტესტი რომ ფიგურირებს ამ სიტყვაში. ჩვენ, პროტესტანტები, ქედს არ ვიხრით ვატიკანის წინაშე. მიგვაჩნია, რომ ღმერთთან შუამავალი არ გვჭირდება.
მე თვითონ ეკლესიაში მივდივარ ან პანაშვიდზე, ან სანთლის დასანთებად. მხოლოდ ეს მაკავშირებს რელიგიასთან. სანთელს ყველგან ვანთებ, სინაგოგაშიც, ტაძარშიც - იმის მიუხედავად, კათოლიკურია ის, მართლმადიდებლური თუ პროტესტანტული. მჯერა ქრისტეს სიბრძნის. ცოცხალთა შორის ყველაზე ბრძენი კი დალაი ლამა მგონია.

![]() |
15 ოშკი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე |
▲back to top |
საზოგადოება

სანამ აღდგენა ჭიანურდებოდა, უნიკალური ძეგლის
მდგომარეობა გართულდა
ოშკმა ქართულ საზოგადოებას აგებიდან 1047 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. გარე კედელზე შესრულებული ვედრების კომპოზიციიდან მაცხოვრის ბარელიეფის ჩამოვარდნის ხმა ორი წლის წინ ჩაშლილი მოლაპარაკებების ავბედით ექოდ გაისმა. თურქეთის იურისდიქციაში შემავალ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ათი საუკუნის წინ აგებული ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. აგების დღიდან მისთვის არც ერთხელ არ ჩაუტარებიათ რესტავრაცია. მორღვეულია გუმბათის შემაკავებელი კონსტრუქცია, რის გამოც კედლებზე წყალი ჩაედინება. განადგურებულია ტაძრის უნიკალური რელიეფი. ვედრების კომპოზიცია, რომელშიც ღვთისმშობელსა და იოანე ნათლისმცემელს შორის მაცხოვარი ბრძანდებოდა, ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, ქართული პლასტიკის შედევრია, მაგრამ მისგან შესაძლოა მალე მხოლოდ მოგონებებიღა დაგვრჩეს. მაცხოვრის ფიგურის ჩამოვარდნამდე, ვედრების სცენას ათიოდე წლის წინ ღვთისმშობელიც მოაკლდა. 2006 წლამდე ის იქვე, კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. დაიკარგა წმინდა ნინოს ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება. მოიპარეს გრიგოლ ოშკელის ქანდაკებაც, რომელიც ტაძრის აგების მეთვალყურე იყო.
კომპლექსი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ტაოელმა ბაგრატიონებმა, ბაგრატ ერისთავთერისთავმა და დავით მაგისტროსმა, იგივე დავით მესამე კურაპალატმა ააგებინეს. უცნობი ხუროთმოძღვრის ბარელიეფის ორივე მხარეს, რომელმაც საკუთარი თავი აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახა, წარწერა გვამცნობს - „ათსა წელსა აშენებდა“. 1036 წელს ტაძარი ჯოჯიკ პატრიკიოზის შემწეობით მოუხატავთ. თუმცა ფრესკების უდიდესმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, შემორჩენილი ფრაგმენტები კი შებღალულია.
მონასტერს აქ მეთექვსმეტე საუკუნემდე უმოქმედია. ისტორიული სამცხის საქართველოს ტერიტორიისგან მოწყვეტის გამო, ოშკი მეცხრამეტე საუკუნემდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. 1843-1853 წლებში, სომხური ისტორიული მემკვიდრეობის აღსანუსხავად, ტაოში ჩასულმა მკვლევარმა სარგისიანმა ოშკის, იშხნისა და სხვა ქართული ძეგლების წარწერებიც გადმოიღო. მეოცე საუკუნეში კი ექვთიმე თაყაიშვილის სამმა ექსპედიციამ ინფორმაცია უფრო შეავსო.
ჩრდილოეთ მხარეს ტაძარს სემინარია და საოსტიგნე ანუ სატრაპეზო ამშვენებს. ცნობილია მრავალი ხელნაწერი, რომელიც ოშკის დარბაზებში შეიქმნა. ოშკის ბიბლია ძველი და ახალი აღთქმების დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ქართულენოვანი ხელნაწერია.
2007 წლამდე მნახველებს დასავლეთის ფასადზე მიშენებული საპირფარეშო აღაშფოთებდათ. აღმოსავლეთის ფასადზე მიშენებულ ბარაკებში საქონელს აბინავებდნენ. მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ თურქულმა მხარემ ფასადებს ვანდალური მინაერთები მოაშორა, მაგრამ, ბუნებრივია, ამით პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.
ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილის განცხადებით, თუ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დროში არ დაიწყება, შესსაძლოა, ოშკმა ზამთარი ვერ გადაიტანოს. ბუნებრივ ნგრევას ემატება სისტემატური ძარცვაც, რომელიც ტაოში მდგარ თითქის ყველა უნიკალურ ნაგებობას შეეხო.

პრობლემის მოგვარება ორი წლის წინ დაიწყებოდა, რომ არა თურქულ-ქართულ შეთანხმებაზე საქართველოს უარი. დოკუმენტში, რომელიც სამწლიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა, მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ქართველებს ტაო-კლარჯეთში სამი ქართული ტაძრის რესტავრაციის საშუალება მიეცემოდათ. სანაცვლოდ თურქებს საქართველოს ტერიტორიაზე სამი მეჩეთი უნდა აღედგინათ.
საპატრიარქო იურიდიულად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ მისი აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღსადგენი მეჩეთებიდან ერთ-ერთი, „აზიზიეს მეჩეთი“, კომუნისტებმა მეოცე საუკუნეში დაანგრიეს, ახლა კი მის ადგილას საცხოვრებელი სახლი დგას. ქართულ მხარეს ბათუმის სხვა უბანში მეჩეთის ასაშენებლად მიწის გამოყოფის ვალდებულება უნდა აეღო. თუმცა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილის საფუძველზე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა პირობების შეცვლას, ქართულმა მხარემ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა.
„მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია,“ წერდა პატრიარქი მაშინდელ პრემიერ მინისტრ ლადო გურგენიძეს. თუმცა, რესტავრირებულ მეჩეთებში ღვთის მსახურების აღდგენა არ იგეგმებოდა შეთანხმება მათი მხოლოდ კულტურული და ნიშნულებით რეაბილიტაციას გულისხმობდა. ამასთან, ოშკის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ხოლო საქართველოში მდგარი მეჩეთები დან არც ერთს მსგავსი სტატუსი არ გააჩნია.
წელს მოლაპარაკებები განახლდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, თურქული მხარის პირობები არსებითად არ შეცვლილა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, საპატრიარქოს ამ საკითხზე პოზიცია ამჟა მად არ აქვს.
![]() |
16 სტუმარი ღვთისაა |
▲back to top |
უილიამ დანბარი|სვეტი

ეჭვგარეშეა, ქართველები ერთერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, რომელსაც შეიძლება ოდესმე გადაეყარო. საქართველოში ყველგან თბილად მიგიღებენ, არ გექნება ნოყიერ სადილზე და თბილ ლოგინზე საზრუნავი. უკანასკნელ ას წელიწადში აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“ ჯერაც არ გასვლია ყავლი. საქართველოში სტუმრად დიდი ხანი დავყავი და, შესაბამისად, ამ ეროვნული კულტის გადამკიდე, გარკვეული გამოცდილებაც შევიძინე.
საქართველოში ყველამ იცის, რომ „სტუმარი ღვთისაა“. ამას გიმეორებენ რესტორნებშიც, ტაქსიშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტურისტის მეგზურებშიც. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, აეროპორტშიც გამოკიდებენ რამე სპეციალურ ნიშანს. ისე, ამ ფრაზაში მეტი სიმართლეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აი, მაგალითად, შეხედეთ იმ ზურგჩანთიან ფრანგს... მისეირნობს რუსთაველის გამზირზე და ჰგონია, რომ აქ ბორჯომში ცხენით გასასეირნებლად ჩამოვიდა. მან ჯერ არ იცის, რომ სინამდვილეში ღვთაებრივი მისია აკისრია: მისცეს ქართველებს საკუთარი გულუხვობით ყოყოჩობის შესაძლებლობა.
ქართულ სტუმართმოყვარეობაში სტუმარი არაფერ შუაშია. ეს ეროვნული გასართობია, მასპინძლის შანსი, რომ შეასრულოს წმიდათაწმიდა მოვალეობა. იყო სტუმარი, უცხოელის თვის ნიშნავს, უბრალოდ, აცალო მასპინძელს თავის წარმოჩენა. ქართულ რესტორნებში ხშირად გადააწყდებით შეცბუნებულ უცხოელებს, რომლებსაც მეზობელ მაგიდასთან იპატიჟებენ, საპატიო ადგილს უჩენენ, ალკოჰოლის ნახევრად სასიკვდილო დოზას ასმევენ და ახალ ახალ სადღეგრძელოებს აძალებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არც თუ სასიამოვნოა სტუმრისთვის, მაგრამ მთავარი ხომ მასპინძელია, ქართველი მასპინძელი, რომელიც ეროვნული ვალის მოხდით კმაყოფილი დაბრუნდება სახლში. საქართველოში საკმაო ხანს მცხოვრებმა უცხოელებმა ჟარგონად „სუფრისგან“ ნაწარმოები უკუქცევითი ზმნაც კი მოიგონეს. აი, მაგალითად:
- რა მოგივიდა წუხელ? რა საშინლად გამოიყურები!
- უჰ, ვიღაც ალალბედზე შემხვედრმა ქართველებმა მაგრად „მიმასუფრავეს“ ხინკლის სახლში.
რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია კარგი მასპინძლობით სიამაყეში, არც ხაჭაპურის დაძალებაში გულუბრყვილო ტურისტისთვის. მაგრამ შემდეგში, როცა დაინახავთ ზურგჩანთიანს, რომელიც ნახევარ ლიტრიანი სასმისით მეოთხე ვახტანგურს სვამს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნუთუ ახლა ის „ღვთისად“ გრძნობს თავს?
![]() |
17 სკოლის ასაკობრივი დაყოფა |
▲back to top |
საზოგადოება

უფროსებისა და უმცროსების კონტაქტი პრობლემების წყაროა
იანვარში, პედაგოგებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს ახალი გამოწვევის - „უსაფრთხო სკოლის“ შექმნის შესახებ ისაუბრა. უსაფრთხოების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს საკითხად სააკაშვილმა სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფა დაასახელა. თუმცა, სხვა იდეებისგან განსხვავებით, ეს ინიციატივა ზოგისთვის გაუგებარი, ზოგისთვის კი შეუმჩნეველი დარჩა.
არადა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სკოლის რეფორმირების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებასთან. საქართველოში სკოლა უკვე დაყოფილია დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებად, მაგრამ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ შენობაში აგრძელებენ სიარულს. ახალი ინიციატივა კი მათი სასწავლო სივრცეების განცალკევებას გულისხმობს, რაც შეიძლება სხვადასხვა შენობებში გადანაწილებასაც ნიშნავდეს.
სკოლის უსაფრთხოების საკითხზე ბი-სი-ჯის მიერ ჩატარებულ ინტერნეტ-კვლევას თუ დავუჯერებთ, საზოგადოება კარგად აცნობიერებს იმ პრობლემებს, რაც სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში სწავლას უკავშირდება. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, უმცროსები ხშირად ითვისებენ მავნე ჩვევებს უფროსკლასელებისგან. მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ დიდების მიერ პატარებზე ძალადობა და მათი დაშინება. უფროსი მოზარდების გავლენით, უმცროსები ხშირად იწყებენ ბილწსიტყვაობას, ზოგჯერ კი სიგარეტის მოწევასაც. ხშირია ჩაგვრა, რომელიც შეიძლება სიგარეტის საყიდლად გაგზავნით ან თავში ხელის წამორტყმით დაიწყოს და უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. გამოკითხულთა 60%25 -ს აშფოთებს სკოლაში ფულისა და ნივთების წართმევის შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ერთ სივრცეში სწავლა პრობლემების წყაროდ მიაჩნიათ, სასწავლო სივრცის დაყოფის იდეა საზოგადოებაში ეჭვებს იწვევს. ბი-სი-ჯის კვლევიდანვე ჩანს, რომ ამ კონცეფციის მიწოდებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. გამოკითხულთა 20%25-ს ასაკობრივი დაყოფის შესახებ არც კი სმენია. შესაბამისია განწყობაც: უსაფრთხოების გაზრდის მეთოდებიდან რესპონდენტებს ყველაზე მეტად სკოლის ასაკობრივი დაყოფა უფროსებისა და უმცროსების კონტაქტი პრობლემების წყაროა კარგად ნაცნობი „დისციპლინის გამკაცრება“ მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად კი - სწორედ სასწავლო სივრცის დაყოფა.
ქართულ სკოლაში დისციპლინის ნაკლებობაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს და ამის გამო კონტროლის გამკაცრება გამართლებულია. თუმცა, ვერც მანდატურების შეყვანა და ვერც გაკვეთილებზე დასწრების ზრდა გარემოს საკმარისად ვერ გააჯანსაღებს. დისციპლინა არაერთხელ გაუმკაცრებიათ, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ფულის „ახევის“ პრაქტიკის ან სკოლის მაყურებლების გაქრობა. უპრობლემო სკოლა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ იმ სპეციფიკური სირთულეების დაძლევას, რაც ქართულ საშუალო განათლებას ათწლეულებია მოსდევს, ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება კი სწორედ ასაკობრივი დაყოფაა.
ასაკობრივი დაყოფა განვითარებულ ქვეყნებში უკვე ათწლეულებია არსებობს. დაწყებითი კლასები ცალკე შენობებშია განთავსებული ბრიტანეთსა და გერმანიაში. საფრანგეთში, აშშ-სა და იაპონიაში სკოლა სამ საფეხურად იყოფა და ხშირად თითოეული საფეხურის კლასებს ცალკე ნაგებობა უკავია. მართალია, სხვა მიზეზით, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც, ზოგიერთ სოფლის სკოლაში, მხოლოდ დაწყებითი კლასები იყო, უფროსკლასელებს კი რაიონულ ცენტრში უწევდათ სწავლა.
საქართველოში სკოლების ასაკობრივი დაყოფა ჯერჯერობით მხოლოდ დაგეგმვის სტადიაზეა, თუმცა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამ ცვლილების საჭიროებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, სკოლის დაყოფა სამ ნაწილად უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებლად მოხდება იქ, „სადაც ამის ტექნიკური საშუალება არსებობს“. მინისტრი უკვე ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს. „ორი ან სამი შენობის ალტერნატივა შეიძლება ერთი შენობის იმგვარად დაყოფა იყოს, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს შეიძლება შესასვლელების განცალკევებითა და შენობის შიდა დაყოფით უზრუნველვყოთ... ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საკითხებია,“ - აცხადებს შაშკინი. მისივე თქმით, სამინისტრო პროექტის პილოტირებას რამდენიმე სკოლაში გეგმავს, რომ უფრო ფართო მასშტაბით მოულოდნელი სირთულეები თავიდან აიცილოს.
გარდა იმისა, რომ სკოლაში უმცროსთა ჩაგვრასა და მათზე მავნე ზეგავლენას გამორიცხავს, სასწავლო სივრცის დაყოფა გაზრდის ადმინისტრაციის ეფექტურობას. შედარებით მცირე საბოლოოდ არც ერთ კვლევას არ შეაქვს სიცხადე მობილური ტელეფონების მავნებლობის საკითხში. საეჭვოა, ჰიპოთეტური საფრთხის გამო ამ ნივთის გამოყენებაზე ბევრმა თქვას უარი; მით უფრო, რომ ადამიანებს ხშირად არც დადასტურებული საფრთხე აჩერებს. თამბაქოს მავნებლობის ამბავი ხომ აღარ არის საიდუმლო, მოწევის საწინააღმდეგო უამრავი პიარკამპანიაც ტარდება, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც კოლოფს ჯგუფზე კონცენტრირება პერსონალს თითოეული ბავშვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, გაზრდილი ყურადღება შეუმცირებს ბავშვებს მოტივაციას, გარშემომყოფნი ძალადობითა და აგრესიით დააინტერესონ. მისივე ცნობით, პატარა სკოლებში ძალადობის ფაქტები ზოგადად შედარებით იშვიათია.
ასაკობრივი დაყოფა სასწავლო გარემოს ტექნიკურ გაუმჯობესებასაც იწვევს. უფროს და უმცროსკლასელებს სწავლისთვის განსხვავებული პირობები და ინვენტარი სჭირდებათ. როდესაც ერთ სივრცეში იმყოფებიან, დიდია ალბათობა, რომ მათი სპეციფიკური მოთხოვნილებები უგულებელყოფილი დარჩეს. მაგალითად, უმცროსებისთვის განკუთვნილი სპორტული დარბაზი ვერ დააკმაყოფილებს უფროსებს. ახლო წარსულამდე პრობლემად რჩებოდა ერთი ასაკის მოზარდებზე გათვლილი მერხებიც.
არსებობს მოსაზრება, რომ სკოლების დაყოფა გამოიწვევს ხარჯების მკვეთრ ზრდას, თუმცა სრულყოფილი ფინანსური კვლევა არ ჩატარებულა. „სკოლების დაყოფის შემთხვევაში სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება მათი შენახვა, რადგან, მაგალითად, უფრო ადვილია ერთი ოთხსართულიანი შენობისთვის სახურავის გამოცვლა, ვიდრე ოთხი ერთსართულიანისთვის,“ - ამბობს ჯანაშია.
90 -იან წლებში სკანდინავიურ ქვეყნებში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა მოსაზრებას, რომ ერთიანი სკოლა მოზარდების განვითარებისთვის უკეთესია, რადგან უმცროსებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ უფროსებისგან. ჯანაშიას თქმით, ფინეთში ერთიანი სკოლა დღემდე განათლების სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. თაობების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება იქ სასწავლო სისტემის მნიშვნელოვან ფუნქციად მიაჩნიათ.
განსხვავებული პრაქტიკის არსებობის მიუხედავად, ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაიზიაროს უდიდესი განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, ურყევი ჩანს. მნიშვნელოვანია, ახალი ცვლილებები მეტი სიფრთხილითა და საზოგადოებასთან უკეთესი კომუნიკაციის პირობებში გატარდეს, ვიდრე ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა.
![]() |
18 საქართველოსთვის წართმეული დემოკრატია |
▲back to top |
საზოგადოება
ისტორია
სახელმწიფოებრიობის შთამბეჭდავი ისტორიის მიუხედავად, ხშირად გვიჭირს ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის გამოცდილება მეტად მწირი გვაქვს. როგორც ცნობილია, თანამედროვე ერი-სახელმწიფო ძირითადად მე -19 საუკუნის მოვლენაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება ფეოდალური სახელმწიფოსგან. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა გვაზუთხინონ ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორია (ისიც ზღაპარივით გადმოცემული), სახელმწიფოს განცდა ვერ გაძლიერდება, თუ, ერთი მხრივ, არ იქნა ახსნილი, თუ მაინც რა არის თანამედროვე სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, - სათანადოდ შესწავლილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
არსებობის მცირე დროის მიუხედავად, პირველი რესპუბლიკა მრავალი ღირსების გამო იმსახურებს მეტ ყურადღებას. ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ საგარეო პოლიტიკაში და სამხედრო სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა და სახელმწიფოს დაკარგვით გამოწვეულმა ტრაგედიამ გადაფარა რესპუბლიკის მთავარი მიღწევა - ეფექტურად მომუშავე დემოკრატიული სისტემა.

საზეიმო აღლუმი. თბილისი 1920
თანამედროვე გადასახედიდან საქართველო-რუსეთის იმდროინდელი ურთიერთობა რამდენიმე მიზეზითაა საინტერესო. ფაქტი ფაქტად რჩება: მოხდა კლასიკური ინტერვენცია, ანექსია და ოკუპაცია. ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისგან განსხვავებით, რუსებს არც უცდიათ მეტ-ნაკლებად გამართული სამართლებრივი ლეგენდის შეთხზვა: პირდაპირ შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. დაყვავების პოლიტიკის თანამედროვე აპოლოგეტები უდავოდ მოიწონებდნენ ომის თავიდან აცილების სურვილით ნაკარნახევ სასოწარკვეთილ (მაგრამ უგუნურ ნაბიჯს) - საქართველოს ჯარის დიდი ნაწილის ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე - 1920 წლის დეკემბერში დემობილიზაციას. უკვე ემიგრაციაში სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეები იგონებდნენ, რომ ნოე ჟორდანიას უჭირდა კრემლის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის დაჯერებაც კი.
აღიარების სანაცვლოდ, საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ბრიტანეთის ჯარს ქვეყნიდან გასვლა მოსთხოვა. რამდენიმე თვეში წითელი არმია საქართველოში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა. ზუსტი ციფრების დადგენა შეუძლებელია, თუმცა, ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიცია გვამცნობს, რომ 1921-დან 1954 წლამდე საქართველოში დახვრეტილ იქნა 200,000-მდე ადამიანი, ამდენივე გადასახლებული, საიდანაც მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა. ფაშიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი დისპროპორციულად მაღალი აღმოჩნდა - 300,000 ადამიანი. საერთო ჯამში, საქართველომ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ სამი მილიონი იყო, მისი მეათედი დაკარგა. უცნაურია, მაგრამ თანამედროვე ქართულ ცნობიერებაში ეს ფაქტი უმნიშვნელო როლს ასრულებს - ალბათ იმის გამო, რომ დიდი დრო გავიდა და რუსეთის არქივებში არსებული დოკუმენტები მიუწვდომელია.
საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით პირველმა რესპუბლიკამ ბევრს მიაღწია. მოგვიანებით აღიარებული ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გამოკლებით, საქართველო იყო საბჭოთა იმპერიაში შეთრეული ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავად ბოლშევიკურმა რუსეთმა ცნო. საქართველო ასევე აღიარა 20-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის ყველაზე დიდმა მოთამაშეებმა. თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად, ოკუპაციის დროისთვის საქართველო უკვე დაუშვეს ერთა ლიგის კომიტეტში, რაც ამ ორგანიზაციაში მის გარდაუვალ გაწევრიანებას მოასწავებდა.
და მაინც, პირველი რესპუბლიკის ყველაზე დიდი მიღწევა რეალურად მომუშავე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის უაღრესად მოკლე დროში შექმნაა. რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა ქართული დემოკრატია? მოხდებოდა თუ არა მისი შემდგომი კონსოლიდაცია თუ ეროზია, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ახალ სახელმწიფოებში მოხდა? სამწუხაროდ, დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება იმის მტკიცება, რომ ქართული დემოკრატია ნამდვილად იყო კონსოლიდირებული, ანუ, თანამედროვეობისგან განსხვავებით, პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონაწილე შეთანხმებული იყო თამაშის წესებზე და მათი დარღვევა, უბრალოდ, ვერ წარმოედგინა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატია, როგორც პოლიტიკური წყობილების ფორმა, სულაც არ იყო „მოდაში“ არათუ მსოფლიოში, ევროპაშიც კი. სწორედ ამ დროს საქართველომ ჩაატარა ზედიზედ ორი არჩევნები (1919 წელს - საპარლამენტო და 1920 წელს - ადგილობრივი, „ხმოსნების“) რომელთა სამართლიანობაში მის არც ერთ მონაწილეს ეჭვი არ შეუტანია (მაგალითად, საყოველთაო ხმის უფლება დიდ ბრიტანეთში შემოიღეს მხოლოდ 1928 წელს, ხოლო საფრანგეთში - 1945 წ). ქვეყანაში მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, მოკლე დროში გადაიდგა დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობისთვის აუცილებელი ნაბიჯები, მათ შორის, არჩევითი მაგისტრატი მოსამართლეებისა და ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება, ხელი ეწყობოდა თავისუფალ ვაჭრობას და დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა დასავლური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების წასახალისებლად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებს აგვირგვინებს 1921 წელს ზარბაზნების გრუხუნის თანხლებით მიღებული მაშინდელი ევროპის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დემოკრატიული კონსტიტუცია.
მმართველ სოციალ-დემოკრატიულ და ოპოზიციურ მემარჯვენე პარტიებს ხშირად რადიკალურად განსხვავებულად ესმოდათ მრავალი საკითხი, მათ შორის, სახელმწიფოს როლი ქვეყნის განვითარებაში. ამის დასტურია იმდროინდელ პარლამენტში გამართული ცხარე დებატები, რომელთა ხარისხი გაგაკვირვებთ და, ამავე დროს, სიამაყისა და სინანულის გრძნობით აღგავსებთ. მაგრამ უდავოა, რომ, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულ პარტიებს ნამდვილად აერთიანებდა საქართველოს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების სურვილი და განცდა. ის ფაქტი, რომ არც ოკუპაციამდე და არც ოკუპაციის შემდეგ მტრის მხარეზე არც ერთი პოლიტიკური მოღვაწე არ გადასულა, თანამედროვე პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკოსებს შეუძლიათ მხოლოდ შეშურდეთ. „არის ერთი საკითხი, გარდაუვლად ყველასთვის სავალდებულო საკითხი, უზენაეს სავალდებულო კატეგორია - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხი და ამ საკითხში ყველა მთავრობასთან ვიქნებით გასაჭირის დროსა,“ - აღნიშნავდა ოპოზიციის ლიდერი სპირიდონ კედია პარლამენტში სოციალ-დემოკრატების შეურიგებელი კრიტიკისას 1919 წელს.
ის, რომ საქართველოს ჰქონდა ფუფუნება, ჰყოლოდა მრავალრიცხოვანი და მაღალი დონის პოლიტიკური კლასი, სახელმწიფოს დაკარგვას კიდევ უფრო დასანანს ხდის. როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წევრთა ბიოგრაფიებისთვის თვალის გადავლება საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ქვეყნის აგება სწადდათ და შეეძლოთ იმ დროს. საზოგადოებრივ ცხოვრებას წარმართავდა ევროპული პოლიტიკური დისკურსის წვენში მოხარშული, პარტიული მუშაობისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ათწლეულებით გამობრძმედილი ხალხი. ბოლშევიკურმა ოკუპაციამ ქართული რეალობიდან მთლიანად ამოძირკვა პასუხისმგებლობით და პატრიოტიზმით გამსჭვალული პოლიტიკური კლასი. ამ კლასის არარსებობამ და სახელმწიფოებრიობის განცდის არქონამ დიდწილად განაპირობა კიდეც 1991 წლის შეცდომები და ჩვენი დიდი ხნით უკან დახევა.
„ბოლშევიკები ვერ მოითმენდნენ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უშუალოდ თავიანთ საზღვარზე,“ - გვამცნობს 1954 წლის აშშ-ს კონგრესის სპეციალური ანგარიში საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა - საკმარისია მხოლოდ ბოლშევიკები პუტინით ჩავანაცვლოთ. მაშინაც და დღესაც, რუსეთის მმართველთა წარმოდგენით, დემოკრატიული საქართველოს წარმატება მათ პოლიტიკურ სისტემას ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის. იქნებ საქართველოს მიერ შესასრულებელი მისია სწორედ ამ განცდაში იმალება, რომელიც მე-20 საუკუნიდან მემკვიდრეობით გვერგო. როგორც პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი (ნკვდ-ს აგენტმა მოკლა პარიზში 1930 წელს) წერდა 1924 წელს, „უნდა მოხდეს ორში ერთი - ან ევროპა გაბოლშევიკდეს, ან რუსეთი გაევროპელდეს.
![]() |
19 მობილური კავშირი და ტვინის კიბო |
▲back to top |
საზოგადოება
ტექნოლოგია
ყველაზე ხმამაღალი ბრალდებები ჯერაც დაუდასტურებელია
დისკუსიას მობილური ტელეფონების მავნებლობის შესახებ ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუცვლელი აპარატები არსებობის მესამე ათწლეულს ითვლის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის საკითხი ჯერაც ბურუსით არის მოცული. ზოგჯერ ტელეფონებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ტვინის კიბოს გაჩენაშიც კი ადანაშაულებენ. მეცნიერული კვლევები ამგვარ კავშირს ვერ ადასტურებს, თუმცა, ჯანმრთელობაზე მათ რაიმენაირ გავლენასაც არ გამორიცხავს. ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, მომხმარებლებს უწევთ ან გაურკვევლობასთან შეგუება, ან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ს პრინციპით მოქმედება, მაგრამ მათი „სიფრთხილეც“ ნახევრად ბრმაა. რადგან ბუნდოვანია, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე მობილური ტელეფონი და როგორ, ბუნდოვანია უსაფრთხოების ზომებიც.
როცა საკითხი ეხება ყოველდღიური გამოყენების საგანსა და ჯანმრთელობას, ეს ბუნებრივად ზრდის საზოგადოების ინტერესს. მედიასაშუალებებიც პერიოდულად ცდილობენ საკუთარი რეიტინგის ნოყიერ ნიადაგზე გამოკვებას. რეპორტაჟები უმეტესად სენსაციაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ემსახურება ადამიანების სწორად ინფორმირებას. წელს იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გაისმა მოსაზრება, თითქოს მობილური ტელეფონის გამოყენება ბავშვებში ხუთჯერ ზრდის ტვინის კიბოს წარმოშობის რისკს. თუ ამას დავიჯერებთ, მძიმე სურათი წარმოგვიდგება. მაგრამ სენსაციური მოსაზრების გადამოწმება იმედის ჟურნალისტებს, როგორც ჩანს, არც კი უცდიათ.
მობილური ტელეფონი მუშაობის პროცესში გამოასხივებს გარკვეული სიხშირის ტალღებს, რომელთა მეშვეობითაც სხვა ტელეფონებთან კავშირი მყარდება. ადამიანის ორგანიზმზე ამ გამოსხივების ეფექტის შესასწავლად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონები იხარჯება. Interphone Study Group-ის მიერ ჩატარებულ ოთხწლიან კვლევაში 13 ქვეყანაში მცხოვრები თავის ტვინის კიბოთი დაავადებული 5000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა 2004 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონების მომხმარებლებში თავის ტვინის კიბოს გაჩენის რისკი არ აღემატება არამომხმარებელთათვის არსებულ რისკს. იგივეს ადასტურებს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დაკვირვებები და სტატისტიკური გათვლები, რომელიც 10 000 ადამიანზე ჩატარდა შვედეთსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მობილურებს უკვე წლობით ინტენსიურად იყენებდნენ. მკვლევარები ამით არ კმაყოფილდებიან - მათ 30-წლიანი პროექტიც კი აქვთ დაგეგმილი, რომელშიც 250 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავს კვლევებში ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართულნი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს კომპანია მოტოროლასთან. მეცნიერებათა კანდიდატის, დავით კაკულიას თქმით, კვლევები ძირითადად ორი მიმართულებით ტარდება. პირველ შემთხვევაში იკვლევენ ტელეფონის გამოსხივების ენერგიის გავლენით ადამიანის ორგანოების ტემპერატურის ზრდას. მეორე სახის ზემოქმედებას ბიოლოგიურ ზემოქმედებას უწოდებენ.
თუ დასხივების დოზა დიდია, შესაძლოა, ორგანოები გადახურდეს, რაც შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. ამის გამო შემუშავებულია სტანდარტი, რომელიც ზედა ზღვარს აწესებს ტელეფონის გამოსხივების სიმძლავრეზე. მსხვილი მწარმოებლები ამ სტანდარტს მკაცრად იცავენ და მათი პროდუქციისგან მიღებული გამოსხივების ენერგია თითქმის ათჯერ ნაკლებია ზღვრულად დასაშვებზე. თუმცა, კაკულიას თქმით, ულიცენზიოდ წარმოებული ტელეფონები ამ მხრივ არ კონტროლდება და, შესაძლოა, უფრო მაღალი გამოსხივება ჰქონდეთ. ასეთი ტელეფონები, რომლებსაც საქართველოში ჩინურ მობილურებს უწოდებენ, ქართულ ბაზარზე მრავლადაა.
ქართველი მეცნიერების დახმარებით შემოწმდა მობილურით დასხივების ბიოლოგიური ეფექტიც. ექსპერიმენტებმა, რომლებიც ნერვულ უჯრედებზე ჩატარდა, დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის გამოსხივების მსგავსი ელექტრომაგნიტური ტალღები მოქმედებს ნეირონებზე და უმცირებს მათ გაღიზიანებისადმი მიჩვევის ფუნქციას. შედეგად, იმ ადამიანის ნერვული სისტემა, რომელიც ხანგრძლივად, დიდი დოზებით იღებს მსგავს დასხივებას, შეიძლება უფრო არამდგრადი გახდეს. თუმცა, ჩვეულებრივ პირობებში მობილურის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ჯერ შესწავლილი არ არის.
ადამიანისთვის დასაშვებს გაცილებით აღემატება მობილური კავშირისთვის საჭირო სატელეფონო სადგურების ანტენების გამოსხივება. დავით კაკულიას განმარტებით, სადგურის გამოსხივების ინტენსივობიდან გამომდინარე, არსებობს მინიმალური მანძილი, რომლითაც ის საცხოვრებელი ადგილებიდან უნდა იყოს დაშორებული. თუ უსაფრთხოების ზონა დაცული არ არის, ახლო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს. თუმცა, მისივე თქმით, ქართული ოპერატორები ანტენების მონტაჟისას სტანდარტებს იცავენ.
მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული ენერგია იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შორს იმყოფება აპარატი სადგურებისგან. რაც უფრო „ცუდად იჭერს“, მით ინტენსიურად ასხივებს ტელეფონი. ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური სადგურებისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც სიგნალი მუდმივად სუსტია. თუმცა, ამ ეფექტის შემცირებაც ადვილია, თუ ტელეფონს თავისგან მოშორებით დავიჭერთ, რის საშუალებასაც დისტანციური გარნიტურით აღჭურვილი აპარატები იძლევა.
საბოლოოდ არც ერთ კვლევას არ შეაქვს სიცხადე მობილური ტელეფონების მავნებლობის საკითხში. საეჭვოა, ჰიპოთეტური საფრთხის გამო ამ ნივთის გამოყენებაზე ბევრმა თქვას უარი; მით უფრო, რომ ადამიანებს ხშირად არც დადასტურებული საფრთხე აჩერებს. თამბაქოს მავნებლობის ამბავი ხომ აღარ არის საიდუმლო, მოწევის საწინააღმდეგო უამრავი პიარკამპანიაც ტარდება, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც კოლოფს კოლოფზე ცლის.
![]() |
20 ამბები |
▲back to top |
საზოგადოება
რედაქციის მიკერძოებულობის გამო
იტალიელი წამყვანი არხიდან წავიდა

იტალიური სახელმწიფო არხის, რაი უნოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა,მარია ლუიზა ბუზიმ, სამსახურის დატოვება იმით ახსნა, რომ არხი პრემიერ სილვიო ბერლუსკონის სასარგებლოდ არის მიკერძოებული. ბუზის წასვლას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება გამოშვების რედაქტორთან, ბერლუსკონის მიერ შერჩეულ აუგუსტო მინზოლინისთან.
რედაქციის პოლიტიკური მიკერძოებულობის გარდა, ბუზიმ წასვლის მიზეზად საინფორმაციო გამოშვების დაჩლუნგებაც დაასახელა. მისი აზრით, არხზე სულ უფრო მეტი დრო ეთმობა სენსაციურ ამბებს, განათლება და ჯანდაცვა კი ყურადღების მიღმა რჩება.
სახელმწიფო მაუწყებლის, რაის საკადრო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ბერლუსკონის თანამდებობა აძლევს.თუმცა, მოქმედი პრემიერის გავლენა იტალიურ მედიაზე ამით არ შემოიფარგლება. ბერლუსკონის მიერ 1970 წელს დაარსებული მედიაჰოლდინგი მედიასეტი სამ წამყვან უკაბელო ტელევიზიას ფლობს. მედიასეტს, აქციების 37%25-ის მეშვეობით, დღემდე აკონტროლებს პრემიერის საოჯახო კომპანია ფინინვესტი.
2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელევიზიების ექვსეულში მხოლოდ რაისა და ბერლუსკონების მედიასეტის არხები მოხვდა. მათი ჯამური რეიტინგი 90%25-ს აღწევდა, უდიდესი კონკურენტის, ლა 7-ის რეიტინგი კი 3%25-ს შეადგენდა.
ამერიკულმა წყვილმა ირანის ციხეში დაქორწინება გადაწყვიტა

27 წლის შეინ ბაუერისა და 31 წლის სარა შურდის გადაწყვეტილების შესახებ მედიას პატიმრების მშობლებმა აუწყეს. მათი ცნობით, ბაუერმა შურდს საკუთარი ტანსაცმლის ნაგლეჯებისგან დაწნული ბეჭდით შესთავაზა ცოლობა. მეჯვარედ წყვილმა მესამე ტუსაღი, ფატალი დაასახელა. დაქორწინებას პატიმრები გათავისუფლებისთანავე აპირებენ, თუმცა გათავისუფლების თარიღი უცნობია.
ბაუერი და შურდი, მესამე ამერიკელთან, ჯოშ ფატალთან ერთად, ირანში ჯაშუშობის ბრალდებით არიან დაპატიმრებულები. მშობლების მტკიცებით, სამეულმა ირანის საზღვარი შემთხვევით, ერაყში მოგზაურობისას გადაკვეთა. ირანი კი, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-ში დაკავებული დამნაშავეების გადაცემას ითხოვს.
პატიმართა მშობლებმა ირანში ჩასვლა და შვილების მონახულება პირველად წინა კვირაში მოახერხეს. მათი ცნობით, ბაუერი და ფატალი ერთ საკანში იმყოფებიან შურდი საკანში მარტოა და დანარჩენი ამერიკელების ნახვის საშუალება დღეში ორჯერ, 30 წუთით ეძლევა.
ლონდონის პოლიციამ პარლამენტთან კარვების ქალაქი აიღო

ბრაიან ჰოუ საპროტესტო აქციას ლონდონში, პარლამენტის მოედანზე 2001 წლიდან ატარებდა. წლების მანძილზე აქციის შეწყვეტის კანონიერი საბაბი ვერ იძებნებოდა. თუმცა,სამშაბათს, დედოფალ ელიზაბეთ მეორის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, 61 წლის ჰოუ პოლიციამ მოედნიდან ხელბორკილებით გაიყვანა.დაკავების მიზეზად სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა და ბრძანების დაუმორჩილებლობა დაასახელეს. პოლიციის ცნობით, ჰოუ მათთვის გზის გადაღობვას ცდილობდა, როდესაც საპროტესტო კარვების გასაჩხრეკად მიდიოდნენ.
ლონდონის მერია პარლამენტს კანონმდებლობის დახვეწას სთხოვს, რომ მოედნის კარვებისგან გაწმენდა ადვილად გახდეს შესაძლებელი. 30-მდე კარავი პარლამენტის წინ გაზონზე პირველი მაისიდან არის გაშლილი. მაღალჩინოსანთა აზრით, მშვიდობიანი პროტესტი მისასალმებელია, მაგრამ ამ ადგილას ადამიანებს დასვენების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ. თანაც, დაუშვებელია სივრცე ერთ ჯგუფს ჰქონდეს მითვისებული და ამის გამო სხვები კარგავდნენ პროტესტის საშუალებას.კარვების ბინადრებმა მერიისგან უკვე მიიღეს გაფრთხილებები მოედნის დატოვების მოთხოვნით.
![]() |
21 მარად ცოცხალი ბოროტება |
▲back to top |
ნოდარ ლადარია|სვეტი

„სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გეძლევა...“ - მკაცრად აფრთხილებდა მკითხველს ნიკოლაი ოსტროვსკის იდეოლოგიურად სავალდებულო რომანი „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ - საბჭოთა ფიქციური ჰაგიოგრაფიის მთავარი ტექსტი. არა, მაინც ვერ მოვახერხე ამ გაფრთხილების შესმენა და ერთხელ მოცემული საკუთარი სიცოცხლის სამი საათი დავხარჯე ნიკიტა მიხალკოვის ახალ ფილმზე „მზით გათანგულები 2“. სხვათა შორის, რუსული კინოს მესვეურები ბევრად უფრო ლმობიერად მოეპყრნენ ევროპას: ამბობენ, კანის კინოფესტივალზე ფილმის შემოკლებული, ორსაათიანი ვერსია წაიღესო.
ლოგიკურია: მოკავშირეებს ხომ არ დატანჯავდნენ... სატანჯველი ობიექტები რუსეთში ყოველთვის საკუთარ ტერიტორიაზე ან მის მახლობლად ეგულებოდათ. ამიტომაც იყო ასე მოკლე და მრავლისმეტყველი ცოცხლად დარჩენილი რუსი ვეტერანების რეცენზიები: „წამებაა!“ „სახეში შეგვაფურთხეს!“
ფილმში ნაპოვნი უამრავი ისტორიული და ტექნიკური შეცდომა თუ უზუსტობა რუსულენოვან ინტერნეტში უკვე განხილულია. ასევე საკმაოდ ვრცლად განიხილეს ესთეტიკური სისუსტეები და რეჟისორის ავადმყოფური მიდრეკილებები.
თითქმის ყველა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ გერმანელი ოკუპანტები ფილმში არ არიან გამოსახული როგორც ერთგვარი აბსოლუტური ბოროტება. კრიტიკოსებმა ეს გარემოება რატომღაც მხოლოდ საბჭოთა კინოს ტრადიციებთან შედარებით განიხილეს. ზოგმა მასში ძველი ტრადიციების ღალატი შენიშნა, სხვებმა კი სასიკეთო სიახლე დაინახეს. ჩვენ დავამატებთ, რომ მიხალკოვის ფილმში ერთადერთი საშინელება თვითონ ომია: არც ნაციზმი, რადგან სამხედრო დანაშაულს თურმე მხოლოდ ინფანტილური ან დეპრესიული გერმანელები სჩადიან, თანაც უცაბედად; არც საბჭოთა ტოტალიტარიზმი, რადგან სტალინი და ბერია უფრო ბოროტ კლოუნებს ჰგვანან, ვიდრე უსასტიკესი სახელმწიფო რეჟიმის შემოქმედთ.
ფილმში ომის ასახვის მთავარი ნაკლი ის კი არ არის, რასაც კრიტიკოსები აღნიშნავენ - ბატალური სცენების უკიდურესი ნატურალიზმი, სისხლი და ნაწლავები - არამედ ის, რომ ომი რაღაც ავტონომიურ, თვითკმარ, თითქმის სტიქიურ უბედურებად არის წარმოდგენილი. ის ტორნადოსავით ან მიწისძვრასავით ატყდება თავს ფილმის გმირებს, ხოლო ფილმის მაყურებლებს ისტორიის მორალური შეფასების ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს, სპობს პასუხისმგებლობის საკითხსაც.
ახლა არ მოვყვები ლაპარაკს ფილმის გადაღებაში რუსეთის ხელისუფლების ჩარევაზე, პრემიერ-მინისტრ პუტინის მუდმივ პატრონაჟზე და რეჟისორთან ლამის უშუალო თანამშრომლობაზე - ამის შესახებ მხოლოდ საქვეყნოდ მოარული ჭორები ვიცი და არც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ზოგადი ტენდენცია იმიტომაც არის ზოგადი, რომ ცხოვრების თითქმის ყველა მხარე სარკესავით ირეკლავს მას. ამჯერად ეს ტენდენცია ბანალობაა, უფრო ზუსტად კი ის, რასაც გერმანელი ფილოსოფოსი ქალი, ჰანა არენდტი ბოროტების ბანალობას უწოდებდა.
რუსი მაყურებლის ნაწილმა და ფილმის თითქმის ყველა კრიტიკოსმა მართლაც ადვილად შენიშნეს მიხალკოვის ბანალობა: ის აშკარაა ყველგან, სადაც უბადრუკი იდეოლოგიური შეკვეთების შესასრულებლად რეჟისორი თელავს ისტორიულ ან, უბრალოდ, ადამიანურ დამაჯერებლობას. მაგალითად, იმის დასამტკიცებლად, რომ ომი მთელი მრავალეროვანი იმპერიის ტრაგედია იყო, კრემლის ელიტურ სამხედრო დაჯგუფებაში მან დახვრეტილი მუფტის ვაჟი შეიყვანა - ეს ისტორიული აბსურდიც არ იკმარა და საჯარიმო ბატალიონის სანგარში, საგანგებო განყოფილების ოფიცერთა თვალწინ ერთ ნაციხარ მუსლიმანთან ერთად ნამაზი შეასრულებინა. ამგვარი სისულელეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა...
მაგრამ არავის გაუმახვილებია ყურადღება ამ ბანალობის წარმოშობაზე. ტყუილად არ გამხსენებია ჰანა არენდტი: მიხალკოვის ბანალობის სათავეც ბოროტებაა. არა, აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ მისი ფილმებიდან დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იკვეთებოდა და ცხადდებოდა რეჟისორის პიროვნული სახე, რომელიც ყველაზე კარგად გამოიხატება მჟღერი და ტევადი ქართული სიტყვით „ახვარი“ - ეგ ღმერთმა შეარგოს ნიკიტა მიხალკოვს, მაგის გამო ნუ დავემდურებით. ბოროტება, რომელიც ახლა გვაინტერესებს, მასზე ადრე დაიბადა.
ეს ბოროტება ოდესღაც გვარწმუნებდა, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხებით ბედნიერება მოუტანა მსოფლიოს. დღეს კი ასეთივე უტიფარი თავხედობით გვარწმუნებს, რომ კატეგორიები „სამართლიანი“ და „უსამართლო” სრულიად უსარგებლოა ომის აღწერისას. რეჟისორი თითქოს გვეუბნება: „ბიჭებო, რაც იყო, იყო - რაღა აზრი აქვს ახლა მტყუან-მართლის გარჩევას?“ სწორედ ამ საწყისი ბოროტებისგან იბადება კონკრეტული ბანალური ტყუილი: ვერმახტი, რომელიც საერთაშორისო კონვენციების შეუსრულებლობას დარდობს, და საბჭოთა უშიშროება, რომელიც თოჯინასავით ელოლიავება ყოფილ პატიმარს.
მართალია, არის ერთი ეპიზოდი, როცა პიონერთა ბანაკის დირექტორს სუკის ოფიცერთან საუბრისას შარდი ეპარება. მაგრამ ეს, როგორც ეტყობა, რეჟისორის ოჯახური გამოცდილების ექოა. მამამისი, საბჭოთა ჰიმნის ავტორი სერგეი მიხალკოვი, საშინლად ენაბლუ იყო. დიდი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის გადმოცემით, როცა უფროსი მიხალკოვი კრემლში ხმამაღლა კითხულობდა კულტურის მუშაკთა მიმართვას, გაღიზიანებულმა სტალინმა დაუყვირა: „რა გული გააწყალეთ, რა ენა გებმებათ?!” ფავორიტი პოეტი შიშისგან გაფითრდა და სხაპასხუპით წაიკითხა ტექსტი - ერთხელაც არ წაბორძიკებულა.
ახლა გასაგებია, რატომ მიუძღვნა ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ბოლო ფილმი მამას...
![]() |
22 „გადატვირთვა-დაშოშმინების” სიმძიმე |
▲back to top |
ტაბულა რაზა
ირაკლი შენგელაია
დასავლეთი
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შესახებ შეთანხმების შემდეგ კონგრესში განაცხა და: მდგომარეობა საქართველოში აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას… ამის შემდეგ ზოგიერთებს უკვირთ, თუ რატომ თვლიან საქართველოში, რომ ვაშინგტონმა ისინი მიჰყიდა მოსკოვს „გადატვირთვის“ პოლიტიკის სანაცვლოდ… მოუსმინეთ პოლონელებს, ჩეხებს და სხვებს ცენტრალურ ევროპაში და იგივეს გაიგონებთ… ამასვე გაიგებთ რუსი დემოკრატებისგან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მებრძოლი აქტივისტებისგან რუსი პატრიოტებისგან, რომლებიც, ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებენ მუშაობას“.
ეს გახლავთ ფრაგმენტები ჯონ მაკკეინის მიმართვიდან, რომლითაც იგი წარდგა ნიქსონის ცენტრისა და რიჩარდ ნიქსონის ფონდის კონფერენციაზე ნაციონალური პოლიტიკის შესახებ.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს პოლიტიკურ კვლევათა ცენტრი, რომელიც რიჩარდ ნიქსონის სახელს ატარებს (ის თავად აშშს 37-ე პრეზიდენტმა დააფუძნა). მას ხელმძღვანელობს დმტრი საიმსი, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში წავიდა დისიდენტის „წოდებით“. ხსენებული ანალიტიკური ცენტრი განთქმულია რუსული ინტერესების ლობირებით შეერთებულ შტატებში და ამ მხრივ დიდი აქტივობით გამოირჩევა.
„გვყავს ჩვენ ასეთი შესანიშნავი თანამედროვე და თანამემამულე დმიტრი საიმსი, რომელიც ვაშინგტონში რეგულარულად და ძალზე წარმატებით ასრულებს პუტინური ბრიგადების როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ყველაზე დელიკატურ დავალებებს“ (ანდრეი პიონტკოვს კი, რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი). საიმსი ცოტა ხანს მუშაობდა პრეზიდენტ ნიქსონის მრჩევლად საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ხელმძღვანელობდა კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ცენტრს, იყო ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი. 1994 წლიდან წარმართავს ნიქსონის ცენტრის მუშაობას ბატონ პიონტკოვსკის სარკასტულ შენიშვნასთან სრულ შესაბამისობაში, არის მფლობელი და გამომცემელი ჟურნალისა The National Interest. დავამატებ, რომ ნიქსონის ცენტრის დაფუძნების მიზანი იყო იმ ჟამინდელ პოსტ საბჭოურ იმპერიული ნოსტალგიით შეპყრობილ და სხვა ოდიოზურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების კვლევა.
დმიტრი საიმსმა თავის ბიოგრაფიულ ცნობებში აღნიშნა: „საკუთარი პროფესიული ცხოვრების პირველი წლები გავატარე მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, სადაც ვმოღვაწეობდი იმ ადამიანთან, რომლის სახელი და გვარია ევგენი პრიმაკოვი. ასევე ვმუშაობდი იგორ ივანოვთან ერთად ნიკოლაი ინოზემცევის (ცნობილი „საბჭოთა“ იდეოლოგი, ი.შ.) უშუალო ხელმძღვანელობით“.
ევრაზიელი ამხანაგი საიმსი არ მალავს, რომ ის და მისი დელეგაციის წევრები მოსკოვში ვიზიტების დროს ხვდებოდნენ რუსული პოლიტ ელიტის წარმომადგენლებს: იგორ შუვალოვს, ალეკსანდრ ვოლოშინს... ასევე დმიტრი მედვედევს, ვლადიმირ პუტინს... გამორჩეულად კეთილად არის ის განწყობილი დღევანდელი საქართველოს „დიდი მეგობრის“ გლებ პავლოვსკის მიმართ. ასე რომ, თავად საიმსის სიტყვებით თუ ვიტყვით, ნიქსონის ცენტრს „რუსეთში არ ჰყავს ერთი რომელიმე კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორი“. მისი მოკავშირეები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარეს არიან. ასე რომ, ცხადია, Simes & Ko-ის სტრატეგიულ პარტნიორებში არ შედიან რუსული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, ისინი, ვინც, სხვებთან ერთად, სენატორმა მაკკეინიმ თავის მიმართვაში მოიხსენია.
ყოველივე ზემოთქმული ტიპურ სურათს ქმნის, თუ როგორ ცდილობენ დასავლელი (ევროპელი და ამერიკელი) რეალ პოლიტიკოსები რუსეთთან საერთო ენის გამონახვას და ამით ქადაგებენ ე.წ. „დაშოშმინების“ პოლიტიკას. ისიც სათქმელია, რომ, აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე ნიქსონის ცენტრის გარკვეული გავლენის მიუხედავად, რაზეც მკითხველს გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა შეექმნას, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ურყევობა, რასაც ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის პოლიტელიტები უპირობოდ აღიარებენ. მოკლედ, რეალ პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს საკითხი არ უნდა გახდეს და სავლეთის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შემაფერხებელი ფაქტორი. მაგრამ, ამავე დროს, პერიოდული საჯარო განცხადებები საქართველოს პრობლემის აუცილებელი მოგვარების თაობაზე პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება.
რაც შეეხება ზემოთ მოხმობილ ფრაგმენტს სენატორ მაკკეინის გამოსვლიდან, ისიც ბუნებრივი და გასაგებია. იგი გამოხატავს ამერიკული პოლიტიკური ელიტის იმ საკმაოდ დიდი (მემარჯვენე და კონსერვატიული) ნაწილის აზრს, რომელიც შიშობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დათბეს და სავლური ანუ თავისუფალი სამყაროს ღირებულებათა დათმობის სანაცვლოდ.
რუსეთი
ბუნებრივია, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც უარყო გასული საუკუნის 90-იანი წლების იდეა „ლიბერალური იმპერიის“ შექმნის შესახებ, ახალი „ევრაზიული იმპერიის“ შესაქმნელად „თავდაუზოგავად იღვწის“. სხვათა შორის, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე გაცილებით ადრე სწორედ „რბილი იმპერიის“ მომხრე ლიბერალური და დემოკრატიული წრეები, რუს „დერჟიმორდებთან“ ერთად, ერთხმად აღნიშნავდნენ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ტრანსფორმირებული „დიადი საბჭოეთის“ რეანიმაციის მოახლოებას და აღორძინების გასაღები გახდებოდა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება“ (?!). მათი თქმით, საქართველოს დაშლა იყო სსრ კავშირის ნგრევის გაგრძელება (!) და გარდაქმნილი რუსეთი ისევ შეუდგებოდა ტერიტორიული ნაწილების „აკრეფას“ (დაახლოებით ისე, როგორც ეს გააკეთა „საბჭოთა რუსეთმა“ მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ). იბადება კითხვა: თუ სსრკის ნგრევა გაგრძელდა საქართველოს დანაწევრებით, პროცესი რატომ არ უნდა გაგრძელდეს რუსეთის დაშლით?
აქვე გახსენების ღირსია რუსი „საბჭოთა“ დემოკრატების მიერ 80-იანი წლების ბოლოს მოწოდებული იდეა, რომელიც თეორიულად ასაბუთებდა „ევროპისა და აზიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის“ ნაცვლად „ევროპისა და აზიის დემოკრატიული რესპუბლიკების კავშირის“ (ყველა „საბჭოურავტონომიური“ სუბიექტისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭების გზით შექმნილის) დაფუძნების აუცილებ ლობას.
დასკვნის სახით თუ ვიტყვით, „დემოკრატიული ევრაზიული ოაზისი“ არ გვცილდება.
შეკითხვა, თუ დასავლეთის სახელმწიფოთა ოფიციალური სტრუქტურების პერიოდული შეძახილი, რომელიც რუსეთს არასავალდებულო გზავნილის ფორმით მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიიდან (აშშს სახელმწიფო მდივნის აპარატისა და თავად მდივნის ბოლო განცხადებები, ევროპის პარლამენტის ა.წ. 20 მაისის რეზოლუცია), რა გავლენას ახდენს რუსეთზე, უადგილოდ მეჩვენება, რადგან ამ უკანასკნელის ლიდერებს პასუხი წინასწარ აქვთ გაცემული (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, 2010 წლის 2630 აპრილი) ის არ აპირებს არც ერთი რეზოლუციის შესრულებას, ვიდრე დასავლეთი არ აღიარებს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ რეალობას.
ჩვენ
მაისის პოლიტიკურ თემებზე ბევრი ითქვა, მაგრამ თავსუფლებას მივცემ და კიდევ ერთხელ შევეხები მას. ამ თვის პირველი დეკადა ევროპისთვის მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია: 5 მაისი ევროპის საბჭოს შექმნის (1949), 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების (1945), 9 მაისი ევროპის (ე.წ. „შუმანის დეკლარაციის“, 1950) დღეებია. ყველამ იცის, რომ კაპიტულაციის აქტს გერმანიის სარდლობამ 7 მაისს მოაწერა ხელი. მაგრამ „დიადმა გენერალი სიმუსმა“ ამხანაგმა სტალინმა ეს აქტი უარყო და მოითხოვა კაპიტულაციის ცნობა გერმანიის სამხედრო ძალების ყველა სახეობის სარდლისგან. ამიტომ გაჩნდა ვერმახტის, ლიუფტვაფესა და კრიგსმარინეს წარმომადგენლების ხელმოწერები კაპიტულაციის მეორე აქტზე, რომელსაც 8 მაისს მოეწერა ხელი. სტალინმა მიზანს მიაღწია სსრ კავშირმა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად არ იზეიმა მსოფლიო ომის დასრულება, მან 9 მაისი დააკანონა გამარჯვების აღმნიშვნელ დღედ.
„მსოფლიოს მშრომელი მასების ბელადის“ ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ მან 7 მაისს ხელმოწერილ კაპიტულაციის აქტს „წინასწარი ოქმი“ უწოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის წარმომადგენლებმა მეორე აქტს („ძირითად ოქმს“) მოაწერეს ხელი, როგორც „ძია ჯოს“ (სტალინის მეტსახელი) ახირებას. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, „დიადი საბჭოეთის ბელადების“ ეს ნაბიჯი ერთ-ერთი იყო იმ ნაბიჯებს შორის, რომლითაც ხელი შეუწყო იდეოლოგიურ საფუძველზე მსოფლიოს „ცივიომისეული“ ორად გაყოფის ტენდენციებს. საქართველო კიდევ სტალინის „პოლიტიკურ აკვიატებას“ 9 მაისს აღნიშნავს ზეიმით.
5, 8 და 9 მაისი - საქართველოს სახელმწიფოსა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული საზოგადოებისთვის, ევროპული ინტეგრაციის (ანუ თავისუფლების მომტან) თარიღებად უნდა იქცეს. შეიძლება რომელიმე „ულტრასოციალლიბერალმა“ უკმაყოფილება გამოთქვას გარკვეული თარიღების მიმართ გამოხატული ყურადღების გამო და უმნიშვნელოდ მიიჩნიოს მათდამი გამოკვეთილი დამოკიდებულებისთვის ხაზგასმა. სხვისი რა მოგახსენოთ და ჩემთვის მიუღებელია ეს მოსაზრება. მიზეზი ის გახლავთ, რომ თარიღებს იმ დენად აქვს მნიშვნელობა, რამ დენადაც თითოეულ მათგანს გარკვეული პოლიტიკური შეხედულება უმყარებს საფუძველს. ეს შეხედულებები კი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ამასთან, ასახავს საზოგადოების მიმართებას იმ ღირებულებებისადმი, რომელთა დაცვა სწორედ პოლიტიკურ სისტემათა სფეროს განეკუთვნება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მთავარი ყოფილა საქართველოს არჩევანი თავისუფლებასა და ქვეშევრდომობას შორის.
![]() |
23 იულიუს კეისარი |
▲back to top |
სპორტი

დღეს ის ყველაზე პოპულარული ადამიანია. ძალიან ბევრს უყვარს და ძალიან ბევრს არ უყვარს, ზოგს მოსწონს მისი მსოფლმხედველობა და ზოგს არა, მაგრამ ფაქტია: ჟოზე მოურინიო 21-ე საუკუნის უდიადესი მწვრთნელი გახდა. მას 2002 წლის შემდეგ შინ არც ერთი თამაში არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატებში (პორტო, ჩელსი, ინტერი). წარმოიდგინეთ, რვა სეზონი დაუმარცხებლად!
სადაც მოურინიოა, იქაა გამარჯვება და აი, მის ცხოვრებაში, სავარაუდოდ, ახალი ეპოქა დაიწყება. ეპოქა, სახელად რეალ მადრიდი. ეს სხვა კალიბრია, სხვა ისტორიაა, ცხრა ჩემპიონთა თასია, ტრადიციებია. მაგრამ ჟოზეს ეს არ ადარდებს. ნახეთ, რა თქვა: „ამბობენ, რომ რეალის გემოვნებაში ნაკლებად ვჯდები, თუმცა პირიქითაა, დღევანდელი რეალი ვერ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.“
ამიტომაც ეძახიან „განსაკუთრებულს“.

22 მაისს მან მეორედ მოიგო ჩემპიონთა თასი. მოუგო კაცს, რომლის ასისტენტიც იყო თავის დროზე. ფინალის წინ ყველას აინტერესებდა, ასწავლა თუ არა ლუი ვან გალმა მოურინიოს ხეზე ასვლა. როგორც ჩანს, ისედაც იცოდა.

საქართველო
![]() |
24 ყველაფერი ფინალის გარდა |
▲back to top |
სპორტი
საქართველოს თასის ფინალში პირველად გასულმა თბილისის ვიტ ჯორჯიამ ძალიან მოსაწყენ მატჩში დინამოს 1:0 სძლია. ფინალი კი ერქვა, მაგრამ თამაშს ამისა არაფერი ეტყობოდა...
წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში თასის ფინალი და ზეიმი სინონიმებია, ჩვენთან კი ამ სიხარულის შექმნა მონაწილეებსაც ეზარებათ და, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია (სამწუხარო რომაა, ეს თავისთავად), მატჩის ორგანიზატორებსაც.
ნახეთ ფინალის გახსნის, გნებავთ, დახურვის ცერემონიალი?
ნახეთ როგორი ასოებამძვრალი ფორმით ითამაშა ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა თბილისის დინამომ?
ან, საერთოდ, იმას, რაც მო ე დან ზე ხდე ბო და, ფეხბურთი ერქვა?
და დაჯილდოება? სად გინახავთ, რომ თასი კაპიტანმა გუნდისგან ცალკე ასწიოს?
საპატიო სტუმართა ლოჟას თუ დააკვირდით, სადაც მხოლოდ ხუთი კაცი იჯდა?
და მაისურში გამოწკეპილი სფფის პრეზიდენტი?
წლევანდელი ფინალი დიდი ვერაფერი სანახაობა რომ ვერ იქნებოდა, მაშინ მივხვდით, როცა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჯერ საპრიზო ფონდი გააუქმა, მერე კი გადამწყვეტი მატჩი შუადღის ორ საათზე (აღლუმის პარალელურად) დანიშნა აქაოდა, ქუთაისში სტადიონი იხსნებაო. თურმე, სტადიონის გახსნა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ფინალი.

არადა, ეს იყო ქვეყ ნის თასის საიუბილეო, რიგით მეოცე ფინალი.
![]() |
25 სამხრეთ აფრიკა 2010 |
▲back to top |
სპორტი
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), ხოსე რეინა (ლივერპული, ინგლისი)
მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი (ყველა რეალი), ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი (ბარსელონა), კარლოს მარჩენა (ვალენსია), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი)
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, ხავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეტსი (ყველა ბარსელონა), ხუან მატა, დავიდ სილვა (ორივე ვალენსია), ხაბი ალონსო (რეალი), ხავი მარტინესი (ატლეტიკი), ხესუს ნავასი (სევილია), სესკ ფაბრეგასი (არსენალი, ინგლისი)
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია (ორივე ბარსელონა), ფერნანდო ლიორენტე (ატლეტიკი), ფერნანდო ტორესი (ლივერპული, ინგლისი)

საუკეთესო წითელი ხარები
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია. საგულისხმოა, რომ ნაკრებში პრიმერადივიზიონის ჩემპიონის ბარსელონას 8 ფეხბურთელია, მათ შორის, კატალონიაში ახლახან გადასული დავიდ ვილია, რომელმაც 2008 და 2009 წლებში ნაკრებში 13-13 გოლი გაიტანა.
დელ ბოსკეს გუნდი სამხრეთ აფრიკაში პირველად 16 ივნისს შვეიცარიელებთან ითამაშებს, 21 ივნისს ჰონდურასს შეხვდება, 25 ივნისს კი ჩილეს.
ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში საუდის არაბეთთან 29 მაისს ჩატარებული ამხანაგური მატჩის გარდა, ესპანელები 3 ივნისს იქვე დაუპირისპირდები ან კორეელებს, 8 ივნისს კი მურსიაში უმასპინძლებენ პოლონელებს.
![]() |
26 ახალი ამბები |
▲back to top |
სპორტი
... არგენტინელთა თავკაცმა დიეგო მარადონამ განაცხადა, თუ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, ბუენოს აირესში თასით შიშველი გაირბენს.
...ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას 11 აგვისტოს, უემბლიზე ჩაატარებს უნგრელთა წინააღმდეგ. მეტოქეებმა ბოლოს 1996 წელს ითამაშეს ლონდონში და მაშინ მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
...ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადებით, ნაკრები, რომელიც ავსტრალიის შემდეგ მეორე ეწვია სამხრეთ აფრიკას, მსოფლიო ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 2 ივნისს ზიმბაბვესთან, 7 ივნისს კი ტანზანიასთან.
...მსოფლიო ჩემპიონატის ერთერთმა მთავარმა სპონსორმა ჰიუნდაიკია მოტორსმა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს გადასცა 32 უმაღლესი კლასის ავტობუსი და 798 მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, ჟურნალისტები და ოფიციალური პირები ისარგებლებენ.

დიეგო მარადონა გასაშიშვლებლად ემზადება
...გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის სამკლაურს მიუნხენის ბაიერნის მცველი ფილიპ ლამი მოირგებს, ხოლო პირველი მეკარე გელზენკირხენის შალკე 04ის გოლკიპერი მანუელ ნოიერი იქნება.
ფოტოისტორია

ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან
ინგლისელებმა პირველ სამ მსოფლიო ჩემპონატზე ეს ასპარეზობა იუარეს - ფიფას შეუთვალეს ჩვენ ამ ტურნირს არ ვცნობთო. მაგრამ 1950 წელს, როგორც იქნა ინებეს თამაში უოლტერ უინთერბოთომის ნაკრები ბრაზილიაში თავაწეული ჩავიდა და პირველი თამაში ცილესთან მოიგო კიდეც, მაგრამ... 29 ივნისს ინგლისელები ბელო ორიზონტეში ესპაზიო ინდეპენდესიაზე აშშ-ის ნაკრებთან 0:1 დამარცხდნენ მეორე დღეს კი ერთ-ერთმა ლონდონურმა გაზეთმა გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის 10:1 გამარჯვება ახარა! რედაქციაში ამერიკელებთან წაგება ვერ დაიჯერს დაჩათვალეს, რომ ბრაზილიიდან მიღებულ დეპეშაში ნულის წინ ერთიანი, უბრალოდ, წაიშალა
ფოტოზე: ინგლისელთა ლეგენდარულ კაპიტან უილიამ ბილი რაიტს ნაკრები ამერიკელებთან სათამაშოდ გაჰყავს
...შვეიცარიის ნაკრებს ფორვარდ მარკო შტრელერი გამოაკლდა 28 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
...ავსტრალიელები პირველნი ეწვივნენ სამხრეთ აფრიკას. გუნდის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პიმ ვეერბეკმა 28 ფეხბურთელი იახლა, რომელთაგან ხუთს მსოფლიო ჩემპიონატამდე სამშობლოში დაბრუნება მოუწევს.
...ალჟირელებს ვეღარ დაეხმარება რომის ლაციოს მცველი მურად მეგნი: ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ვერ მოირჩინა.
ამხანაგური მატჩები:
საფრანგეთი კოსტა რიკა 2:1; ურუგვაი ისრაელი 4:1; ჰოლანდია მექსიკა 2:1; აშშ ჩეხეთი 2:4; საბერძნეთი ჩრდ. კორეა 2:2; ირლანდია პარაგვაი 2:1; ნიგერია საუდის არაბეთი 0:0; ინგლისი მექსიკა 3:1; ჩილე ზამბია 3:0; არგენტინა კანადა 5:0; სამხრეთ აფრიკა ბულგარეთი 1:1; სამხ.კორეა იაპონია 2:0; ავსტრალია ახალი ზელანდია 2:1; სომხეთი უზბეკეთი 3:1; უკრაინა ლიტვა 4:0; მონტენეგრო ალბანეთი 0:1; მოლდოვა აზერბაიჯანი 1:1; ესტონეთი ხორვატია 0:0; თურქეთი ჩრდ. ირლანდია 2:0
ისტორიული ფაქტები
...1990 წელს არგენტინის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ გფრის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა და ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტული დაკარგა. არგენტინა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფინალში გოლი ვერ გაიტანა.
...1990 წელს გფრის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო, ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანც ბეკენბაუერმა კი ბრაზილიელი მარიო ზაგალოს რეკორდი გაიმეორა: ოქროს თასი ფეხბურთელის რანგშიც აღმართა (1974) და მწვრთნელის თანამდებობაზეც.
...1994 წელს, ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად შეფასდა გამარჯვება 3 ქულად. მანამდე გუნდებს მოგების სანაცვლოდ 2 ქულა ერიცხებოდათ. ასევე ამ ტურნირის წინ გადაწყდა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის დახმარება ექიმებს მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის გარეთ უნდა აღმოეჩინათ. მანამდე მოთამაშეებს მოედანზევე წამლობდნენ.
…1998 წელს, საფრანგეთში გამართულ ტურნირზე, პირველად ითამაშა 32-მა გუნდმა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა პირველად გაიზარდა. საინტერესოა, რომ სამხრეთ ამერიკაში პირველად ჩატარდა საკვალიფიკაციო ეტაპი ერთ ჯგუფში მანამდე ორისამი შესარჩევი ჯგუფი იქმნებოდა.
![]() |
27 შვიდგზის ჩემპიონი?! |
▲back to top |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

ლათინურ ამერიკაში ამბობენ - თუ გსურს წარმატებული ბიზნესი, არგენტინელი იყიდე თავის ფასში და გაყიდე იმ ფასად, რასაც საკუთარ თავს დაადებსო! მართალია! არგენტინელებისა და მათი ქომაგების (მათ შორის, ჩემი) აზრით, ალბისელესტე ახლა 7 -გზის მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყოს!
თავად განსაჯეთ: 1930 წელს არგენტინამ, მოგებული პირველი ტაიმის მერე, ფინალში წააგო ურუგვაისთან 2:4. წინა ღამეს ურუგვაელებმა სასტუმროს წინ ისეთი ღრიანცელი მოაწყვეს, მეტოქეს თეთრად გაათენებინეს. თან დაემუქრნენ - ცოცხლებს არ გაგიშვებთო და თოფი ესროლეს. ძირითადის ოთხმა წევრმა უარი თქვა თამაშზე... 1934 წელს იტალიაში არგენტინამ, პროტესტის ნიშნად, მოყვარულები გაგზავნა, იტალიის ნაკრებში კი 4 არგენტინელი (მონტი, ორსი, დიმარია და გუაიტა) გაჩემპიონდა. 11 რაღას იზამდა?! ამ ორიდან ერთი თასი ხო ნაღდად ჩვენია?!
შემდეგი სამი მუნდიალიც გაპროტესტდა. 1958 წლის ჩემპიონატის წინ კი ფორვარდთა ხუთეულიდან, რომელმაც „დიდ“ ბრაზილიას 3:0 მოუგო, 4 იტალიაში გაიყიდა და ნაკრებში ვეღარ მოხვდა. არადა, არგენტინამ ამ პერიოდში 7 კოპა ამერიკა მოიგო. წარმოიდგინეთ, ალფრედო დი სტეფანო (2 ოქროს ბურთი და 5 ჩემპიონთა თასი), ომარ სივორი (კიდევ ერთი ოქროს ბურთი), ლაბრუნა, ანხელილიო და რიალი ერთად - არ გვეკუთვნოდა, სულ მცირე, ერთი მსოფლიო თასი?! - ეგ 2!
1966 წელს არგენტინას 1/4 ფინალში მომავალ ჩემპიონ ინგლისთან მსაჯმა კრაიტლაინმა წააგებინა, როდესაც „სახის გამომეტყველების გამო“ გაუძევა კაპიტანი რატინი. ამას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაც კი მოჰყვა - ეგეც 3!
1978 და 1986 წლების მუნდიალები ისედაც მოვიგეთ. ეგ 4 და 5!
1982 წელს ჯერ იტალიელებმა „გვცემეს“, მერე ბრაზილიასთან არ მოგვცეს პენალტი (გაიხსენეთ მარადონას საპროტესტო კულბიტი), 1990 წელს კი, პირიქით, კოდესალმა არარსებული 11-მეტრიანით წაგვაგებინა ფინალი.
ახლა არ მითხრათ, 1994 წელს არგენტინაზე ძლიერი გუნდი ვინმეს ჰყავდაო. მაგრამ უნიჭო წყალბურთელმა აველანჟმა მარადონა გააგდებინა და „მაკაკებს“ (ასე ვეძახით ბრაზილიელ მეზობლებს) დაუსრულებელი „მორალური ჩემპიონობა“ „გაუპრავა“!
2006 წელს გერმანიამ პენალტების სპეციალისტი მეკარე აბონდანსიერი დაგვიმტვრია და მერე სწორედ 11-მეტრიანებით გამოგვაგდო... პეკერმანმა კი მესი არ ათამაშა და სულელური შეცვლები გააკეთა. ამ ოთხიდანაც „მხოლოდ“ ნახევარს ვითხოვთ - სულ 7 გამოდის...
დღესაც საჩემპიონო გუნდი გვყავს. მაგრამ დიეგო ჭირვეულობს და საუკეთესოებს იწუნებს. ჯერ რიკელმე მოიძულა, მერე - საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ლისანდრო ლოპესი და იქაური ჩემპიონი ლუჩო გონსალესი; დაივიწყა პორტუგალიაში გაჩემპიონებული აიმარი და სავიოლა; გერმანიის სნაიპერ ბარიოსს პარაგვაელობა მოანდომებინა და არც ძანეტი და კამბიასო მოახვედრა სამუნდიალო სიაში...
და მაინც, არგენტინა ფავორიტთა შორისაა. მარადონა კი ალბათ იმიტომ ამცირებს გუნდში ვარსკვლავთა რაოდენობას, რომ ურჩევნია გამოკვეთილი ბირთვი ჰყავდეს. სათადარიგოებს ტიტულარობის პრეტენზია აღარ გაუჩნდებათ და გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო დამყარდება. ასე იყო 1986 წლის მუნდიალზე, საპირისპირო სიტუაციამ კი 2002 წლის ფიასკო მოიტანა.
ძირითადი მეკარე ალკმაარელი რომერო იქნება. დაცვის შუაში - ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები დემიკელისი და სამუელი, ფლანგებზე კი - ასევე ცენტრალური მცველები ჰაინცე და ოტამენდი (ან ბურდისო). ეს დიეგოს ნოუ-ჰაუა, რომელმაც გერმანიასთან მოგებულ ამხანაგურში გაამართლა.
ნახევარდაცვის ორივე ფრთაზე მუშები - გუტიერესი და მაქსი როდრიგესი ირბენენ, თუმცა აქ პორტუგალიის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელ დი მარიასაც უნდა ველოდოთ. საყრდენი მასკერანოა, მისი მეწყვილე - გამოცდილი ვერონი...
ყველაზე ძლიერი ხაზი კი, უდავოდ, თავდასხმაა. მესი, მილიტო, იგუანი, ტევესი და აგუერო ნებისმიერ დაცვას დააწიოკებენ...
იმედი მაქვს, წელს სამხრეთამერიკული ანდაზა არ გამართლდება და მე აღარ მომიწევს ვერმოგებული ტიტულების თვლა...

![]() |
28 Fitch რეიტინგი საქართველოსთვის გაიზარდა |
▲back to top |
ბიზნესი

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ - საქართველოს, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა: ნეგატიური პროგნოზის ქვეყნებიდან მოხსნა და სტაბილურში გადაიყვანა. სააგენტოს ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობის ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყნის მყარი მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასაბრუნებლად მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გაგრძელებაა საჭირო.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე და ზოგადად ცხოვრების დონე ნეგატიური პროგნოზის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საქართველოსთვის რეიტინგის გაზრდა გამოიწვია ისეთმა ფაქტორებმაც, როგორებიცაა ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი, რომელიც მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზეა; ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა; შედარებით დაბალი და სტაბილური ინფლაცია და რა თქმა უნდა, ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
სააგენტო აქვე აღნიშნავს, რომ 2012 წელს, საქართველო სავალუტო ფონდიდან და სხვა წყაროებიდან დაფინანსების შემცირებას უნდა მოელოდეს. 2013 წელს კი ქვეყანას საგარეო ვალის გადასახდელების მოცულობა მკვეთრად გაეზრდება. ამიტომ, სააგენტოს რჩევით, კერძო სექტორში კაპიტალის შემოდინება უნდა აღდგეს.
სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ვაჭრობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორების ნიშნები უკვე გამოჩნდა. პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 55%25-ით გაიზარდა. თუმცა, ამავე პერიოდში იმპორტის ზრდა მხოლოდ 6%25-ია.
Fitch-ის პროგნოზითვე, 2010 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შარშანდელ 3.9%25-იან ვარდნასთან შედარებით, 6%25 იქნება.
![]() |
29 Apple Computer ტექნოლოგიების ახალი მეფე |
▲back to top |
ბიზნესი

ამერიკულმა კომპიუტერულმა გიგანტმა Apple თავის მთავარ კონკურენტს Microsoft -ს გადაუსწრო და კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა. ნიო-იორკის საფონდო ბირჟაზე Apple-ს ღირებულებამ 222 მილიარდი დოლარი შეადგინა Microsoft კი 219 მილიარდ დოლარად შეაფასეს. ერთადერთი ამერიკული კომპანია რომლის ღირებულებაც Apple-ისას აღემატება Exxon Mobil-ია. მისი ბაზრის კაპიტალიზაცია 278.64 მილიარდ დოლარად ფასდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, Apple შესაფერის დროს, შესაფერის ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კომპიუტერებსაც ყიდის, მისი შემოსავლის დიდი ნაწილი ხელის მოწყობილებებსა და მუსიკას მოაქვს
Apple-ის პოზიციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2001 წლიდან, MPЗ ფლეიერ IPod-ის გამოშვების შემდეგ, რომელიც მოდურ აქსესუარად გადაიქცა და რეკორდული რაოდენობით გაიყიდა. კომპანიამ გაყიდვებით უკან ჩამოიტოვა Sony.

წარმატებული აღმოჩნდა Iphone-ის ტელეფონების წარმოებაც, რომლის საშუალებითაც უამრავმა ადამიანმა მობილური ინტერნეტით სარგებლობა შეძლო. ტელეფონებით Apple-მ უკან ჩამოიტოვა Nokia.
Apple-ის პლანშეტ IPad-ს კი ანალიტიკოსების შეფასებით, აქვს პოტენციალი კომპიუტერების ისტორიაში ახალი ერა დაიწყოს და სრულიად შეცვალოს მომხმარებლის მიერ კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენების ჩვევა.
ტექნოლოგიების ექსპერტთა თქმით, Microsoft-თან შედარებით, Apple-ის მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის Apple თამასას მუდამ მაღლა სწევს, ყოველთვის ცდილობს, რაიმე ახალი და ინოვაციური შექმას მაშინ, როცა Microsoft სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე ზრუნავს.
საფონდო ბირჟაზე ასეთი წარმატების მიუხედავად, Apple-ს ახალი და ძლიერი კონკურენტი უკვე გამოუჩნდა Google, რომელიც მობილური მოწყობილობებისა და მობილური რეკლამის კუთხით Apple-ს მოსვენებას უკარგავს.
ტექნოლოგიების ანლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ კონკურენციას
Apple-სა და Microsoft-ს შორის თანდათან ანაცვლებს კონკურენცია Apple-სა და Google-ს შორის.

თუმცა, ტექნოლოგიების სამყაროში, Microsoft ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი და მომგებიანი კომპანიაა. მისი Windows პროგრამა 10 კომპიუტერიდან ცხრას აქვს, Office-ის პროგრამას კი მსოფლიო მასაშტბით, 500 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს ყოვედღიური საქმიანობისთვის, როგორებიცაა ბეჭდვა და ელექტრონული გზავნილების გადაგზავნა. ეს ორი პროგრამა Microsoft-ის ყოველწლიური შემოსავლის უდიდეს ნაწილს შეადგენს
Microsoft-ის შემოსავალი 58.4 მილიარდი დოლარია. Apple-ის 42.9 მილიარდი დოლარი. უახლოეს ფისკალურ წელს Apple-ის სუფთა შემოსავალი 5.7 მილიარდი დოლარი იყო Microsoft-ისა 14. 6 მილიარდი
თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ს აქვს ის, რაც არ აქვს Microsoft-ს - დიდი ტექნოლოგიური ნახტომის შანსი.

![]() |
30 ბიჭები ღამის შოუდან და გოგონა გარეუბნიდან |
▲back to top |
კულტურა
დავით პაიჭაძე
მეფე, ალქაჯი - ბოროტი დედინაცვალი, პრინცი და კონკია - ჯერჯერობით ასეთია ახალი სატელევიზოო სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ ძირითად მოქმედ პირთა პროტო თუ არქეტიპები. გასულ კვირაში ტელეკომპანია იმედმა წამოიწყო რისკიანი პროექტი, რომელმაც, თუ ავტორების - „ღამის შოუს სტუდიის“ გაქანებას გავითვალისწინებთ, შეიძლება გაამართლოს. პროექტი რისკიანია იმიტომ, რომ ჯერ დაუსრულებელ სატელევიზიო სეზონში ვნახეთ, როგორ შეწყვიტა შუა გზაში არსებობა ორმა სატელევიზიო სერიალმა იმედსა და რუსთავი 2-ზე. მაგრამ აქ საქმეს იწყებს ჩვენში ალბათ ყველაზე წარმატებული ტელეპროდუსერი - დათო გოგიჩაიშვილი თავის გუნდთან ერთად.

ტელესერიალი ტელევიზიაზე კარგი მიგნებაა. რუსთავი 2-ზე „ჩვენი ოფისის” მოქმედება ფორმალურად, ასევე მედიაში, ჟურნალის რედაქციაში ვითარდება, მაგრამ მედიის სპეციფიკა, ზოგადად, ორგანიზაციული ქცევა იქ გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს მოქმედ პირთა ურთიერთობაზე. „გოგონა გარეუბნიდან” პირველივე სერიიდან ამჟღავნებს, რომ სერიალის დრამატურგიული ზამბარები სწორედ ტელევიზიაში დაიჭიმება. უკვე მოინიშნა რამდენიმე კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია სასპენზი შექმნას მაყურებელში. სერიალის სცენარისტები შიგნიდან იცნობენ ტელევიზიას, მის წინააღმდეგობრივ ბუნებას. არ აკლიათ არც იუმორი და არც სარკაზმი, რათა სამომავლოდ კომიზმისა და გროტესკის გამოყენებით წარმოაჩინონ სურათი, რომელიც მაყურებელს გაუჩენს „რეალიზმის“ განცდას.
ზემოთ ნახსენები უძველესი როლების გვერდით ავტორებმა გაამზადეს ტელევიზიის „ტრადიციული“ გარნირი: ბიჭები ღამის შოუდან და გოგონა გარეუბნიდან დავით პაიჭაძე მსუბუქი, ელასტიური, იმორალური ბიჭები და ჯიბრიანი, ალესილი, ეფექტური ქალები. პლუს ცოტა „წესიერი” ხალხიც. ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება სერიალში სწორხაზოვანი არ იქნება და პერსონაჟთა მოქმედება თუ სიუჟეტის განვითარება, ხანდახან მაინც, მოულოდნელ მოსახვევებს შეგვანარცხებს. „გოგონას” დასაწყისმა აჩვენა სერიალის ან მისი ცალკეული მოტივის სტერეოტიპული და პროგნოზირებადი განვითარების შესაძლებლობაც; ვთქვათ, ერთდროულად კონკიასა და საძაგელი იხვის ჭუკის გარდაუვალი ევოლუცია გედად და პრინცესად. არადა, კონკიები ტელევიზიაში შეიძლება კონკიებად დარჩნენ ან სულაც როკაპებად იქცნენ (ეგეთები გვინახავს?). მიუხედავად იმისა, რომ სერიალია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მსახიობთა თამაშზეც. ავტორები პირველივე სერიაში გაემიჯნენ სასიყვარულო ვნებათა ფაქტორს, როცა ღიად დასცინეს ლათინოსური საპნის ოპერების გაქართველებულ პერსონაჟებს - თარაშსა და გოგია სვანიძეს. ეს გამოწვევაა სცენარისტებისა და მსახიობებისთვის, რადგან ინტრიგა უნდა შექმნას, მოქმედება უპირატესად წარმართოს ძალაუფლების ინსტინქტმა, რომელსაც, საინტერესოა, როგორ შეუთავსებენ მსახიობები მათი პერსონაჟების კეთილშობილურ საწყისს. თუ უკლებლივ ყველა მონსტრი გახდა, სერიალი წააგებს.
რასაკვირველია, ტელესერიალი არ ნიშნავს „ისე, როგორც ცხოვრებაში“. მიუხედავად ამისა, „გოგონა გარეუბნიდან“ ბევრს შეუცვლის წარმოდგენას ტელევიზიაზე - სასურველია იმას, ვისთვისაც იქ მუშაობა ვარდისფერი ოცნებაა.
![]() |
31 ამბები |
▲back to top |
კულტურა
Rolling Stones-ი
კვლავ მუსიკალური ჩარტების ლიდერია

Rolling Stones-ის განახლებული ალბომი Exile On Main Street ბრიტანულ ნაციონალურ ჰიტაღლუმში პირველ ადგილზეა. ასეთი წარმატება ბოლოს ჯგუფმა მოიპოვა 1994 წელს, როდესაც გამოვიდა ალბომი Voodoo Child. განახლებულ ალბომში შევიდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა 1972 წელს გამოსული თუმბლინგ Dice da Rocks off. Universal Music UK-ის ხელმძღვანელის, დევიდ ჯოზეფის თქმით, Rolling Stones-ის მუსიკა უკვდავი და ისეთივე აქტუალურია, როგორც 40 წლის წინ.
Exile On Main Street-ის გამოსვლას წინ უძღოდა დიდი სარეკლამო კამპანია. ალბომს თან ახლავს დოკუმენტური ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალზეც აჩვენეს.
U2-ს ვოკალისტი ბონო საავადმყოფოშია. ჯგუფის უკანასკნელ რეპეტიციაზე მომღერალმა ზურგი დაიზიანა და სასწრაფო ოპერაციისთვის მიუნხენის კლინიკის ნეიროქირურგიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
U2-ს პრესსპიკერის განცხადებით, ბონო საავადმყოფოში რამდენიმე დღეს გაატარებს, ხოლო სარეაბილიტაციო კურსს შინ ჩაიტარებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა დაგეგმილ ამერიკულ ტურნეს, რომელიც ივნისში სოლტ ლეიკ სიტიში უნდა დაწყებულიყო.

ბონოს ტრავმა

ემინემის მომავალი
ალბომის ყდა
24 მაისს ამერიკელმა რეპერმა ემინემმა ოფიციალურ საიტზე მორიგი ალბომის ყდა გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, ალბომს 22 ივნისს ორი სახის გარეკანით გამოიტანენ და მყიდველს შეეძლება, თავად აირჩიოს სასურველი ვარიანტი.
ჯერჯერობით უცნობია ტრეკლისტი, სტუმრებისა და პროდიუსერების ვინაობა, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ალბომი წარმატებული იქნება. სინგლის - Not Afraid - წარმატების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ვარაუდი გამართლდეს.
ბრიტანი მერფის მეუღლეც გარდაიცვალა
ბრიტანელი სცენარისტის სიმონ მონიაკის ცხედარი 24 მაისს ჰოლივუდში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. 39 წლის მონიაკი ბრიტანი მერფის მეუღლე იყო, რომელიც ხუთი თვის წინ ამავე სახლში, სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მონიაკის გვამი ბრიტანის დედამ აღმოაჩინა, მაგრამ 911-ის გამოძახება დაგვიანებული იყო. ლოს ანჯელესის პოლიციის განცხადებით, სცენარისტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

![]() |
32 ნუ შეაგინებ დერვიშებს |
▲back to top |
კულტურა
მუსიკა

ჩვენ ვიპოვეთ ყველაზე მოკლე და პირდაპირი გზა ადამიანის გულისკენ, ან თუნდაც იმ ადგილისკენ, რომლითაც ფიქრობს და გრძნობს, გინდ გული იყოს, გინდ სული და, საერთოდ, რაც გინდა! ჩვენ მიერ ნაპოვნ გზას მუსიკა ჰქვია და მისი საშუალებით ადამიანებს ვეუბნებით - თავისუფლება!
თუ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები პოლ მაკარტნის ან რომელიმე ძმა გალაჰერს ეკუთვნის, ცდებით: ასე განმარტა თავიანთი მიზანი ჯგუფ დერვიშების ვოკალისტმა გუგა გეგეჭკორმა. ჯგუფში, მის გარდა, კიდევ სამი წევრია: ლევან ლომინაძე, ვახუნა ქავთარაძე და რეზო ბლიაძე. ყველა ფორმულა კრეატივში მუშაობს და ძველი „კავეენშიკები“ არიან.
როგორ დაიწყო დერვიშების ამბავი
ჩვენ ვართ შემთხვევითი ბენდი! სერიალ ჩვენ ოფისში გვჭირდებოდა ჯგუფი, რომელიც მგზავრების პაროდიას გააკეთებდა. ასე გადავიქეცით ფორმულა კრეატივის ოთხი სცენარისტი დერვიშებად. მუსულმან დერვიშებთან სახელის მეტი არაფერი გვაკავშირებს. სახელი ქეთი დევდარიანმა მოგვიფიქრა.
სულიკო
რატომ ვიმღერეთ სულიკო... ძალიან კარგი სიმღერაა, ქართველი იდეალურად აღიქვამს. ერთი სიტყვით, გამჯდარია. თან რა აზრი დევს! სულიკო Mando Diao-ს Gloria-ს ისე კარგად დააჯდა, რომ ჩვენც გაგვიკვირდა. გლორიას გადამღერების იდეა ვახო ჩაჩანიძეს ეკუთვნის და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას (ამ სიტყვებთან ერთად იდეის ავტორი ოთახში შემოვიდა და მოხდენილად დაგვიკრა თავი). გლორია თავისებური ფანოღური სიმღერაა. ამიტომ მიდის ქართულად ასე კარგად: „გლორია, შენ გენაცვალე, გლორია, ჩემთან წამოდი, გლორია...“ ასეთი ტექსტია დაახლოებით.
როგორ დაიწყო გინების ციკლი
ჩაწერილი, გადაღებული და დამონტაჟებული რომ ვნახეთ, გადავირიეთ. მოგვეწონა და ყველა მივხვდით, რომ ამ ამბავს გავაგრძელებდით. დერვიშების სერიის გამოსვლისთანავე გლორია-სულიკო უცებ გახდა პოპულარული და ვიდეოპორტალებზე უამრავი ნახვა დააგროვა. მერე მეორე სიმღერისა და ნამდვილი კლიპის გადაღების იდეა მოვიდა. მეორედაც სულიკო ვიმღერეთ. ვიდეოში ჩოხები გვაცვია და ამ ვარიანტში Outkast-ის Hey ya გამოვიყენეთ მელოდიად. ეს ვარიანტი რომ დავდეთ, ვიდეოპორტალებზე უწმაწური კომენტარების რეკორდული რაოდენობა მივიღეთ.
მთავარი პრეტენზია (უკიდურესად უხეშად გამოხატული) იყო იმის გამო, რომ ჩოხა გვეცვა და სულიკოს ვმღეროდით, ოღონდ სხვანაირად. ჰგონიათ, რომ ქართველობას ძირს ვუთხრით. ტყუილია! ადამიანებს ვეტყვით უბრალოდ იმას, რომ მოეშვან და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ!
განსხვავება ვიდეოპორტალებს შორის
ძალიან უცნაურია, რომ გვაგინებენ მხოლოდ მყვიდეო.ge -ზე, ხოლო youtube-ზე კომენტარების 90%25 დადებითია. myvideo.ge-მ რეკორდი მოხსნა კომენტარების რაოდენობაში - სულიკოს მეორე ვარიანტის ქვემოთ კომენტარების 197 გვერდია. აქედან, დიდი-დიდი, ხუთი კომენტარი იყოს დადებითი. ვინც არ გვაგინებს და რაიმე ნეიტრალურს წერს, მერე იმასაც აგინებენ.
youtube-ზე იმიტომ არ გვაგინებენ, რომ აქ ისინი ვერ რეგისტრირდებიან, ვინც myvideo.ge-ზეა, რადგან იქ დასარეგისტრირებლად ინგლისურის ცოდნაა საჭირო.
ბოლო სიმღერის (რომელიც ასევე სულიკოს თემაზეა) ვიდეოს ფინალში ყველა ვკოცნით ჩვენს მეგობარ გოგონებს, ცოლებს, შეყვარებულებს და ისმის მრავალჟამიერი. ამაზეც დიდი უკმაყოფილება იყო.
ქართული სული
ჩვენს მენეჯერს, ლექსო მაჭავარიანს, ნერვები მოეშალა და რამდენიმე აქტიურად მაგინებელი ახალგაზრდა ოფისში დაიბარა. აქ რომ მოვიდნენ, სუფრა დავახვედრეთ, ერთად დავლიეთ, კლიპები გავარჩიეთ და ბოლოს მგონი ჩვენს თავგადაკლულ გულშემატკივრებად წავიდნენ. დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვართ კარგი და წესიერი ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ სულს საფრთხეს არ უქმნიან, პირიქით, მის განვითარებაზე ზრუნავენ.
მეოთხე სიმღერა
ჩვენ არ ვართ მუსიკოსები, ჩვენ ვართ პროფესიონალი მსმენელები, რომლებიც კარგად ერკვევიან მუსიკაში. ჩვენი შექმნილი პროდუქტიც კარგი მოსასმენია. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ნამდვილ მუსიკას ვქმნით. უბრალოდ, გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება და აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრ ადამიანს მოსწონს.
არ გვინდა, შემდეგი კლიპის იდეა გითხრათ, მაგრამ მაინც გეტყვით, იმიტომ რომ ვეღარ ვითმენთ. სიმღერა Arctic Monkeys-ის მუსიკაზეა დაწერილი. ტექსტის მორალი ქალთა უფლებების დაცვაზეა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში თუ ქალთა უფლებები ირღვევა, ასეთი შემთხვევების 80%25 ოჯახში ხდება. ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება აუცილებელია. საშინელებაა, როცა ოჯახის წევრი მამაკაცი მოძალადეა. ვიდეოში დერვიშები ფეხბურთს ეთამაშებიან საქართველოს ქალთა ნაკრებს. კარგი ვიდეო გამოვა. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია.
ლაივი
ცოცხალი კონცერტის გაკეთება გვინდა თუ არა?.. კი, როგორ არ გვინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა - დაკვრა არ ვიცით!
თუ მოთხოვნა იქნება, არც ეგაა პრობლემა. ვისწავლით!
![]() |
33 დღეს მე დევნილი ვარ! ალტერვიზია და ვარსკვლავთცვენა ზუგდიდში |
▲back to top |
კულტურა

ჯეინ ბირკინი 64 წლის ასაკში ისევ ის ჰაეროვანი გოგონაა, როგორიც 30 წლის წინ იყო, ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად შიშველი რომ პოზირებდა. ბირკინს ასაკი ვერაფერს აკლებს, ის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და გინზბურგთან ერთად მარადისობაში დაიდო ბინა.

დამოუკიდებლობის დღეზე, ზუგდიდს ეს მარადიული ქალბატონი ესტუმრა და რამდენიმე სიმღერა საყვარლად უღიღინა, სიყვარულში ქართულად გამოუტყდა და ნათურებიანი ქოლგით ხელში ინარნარა... ბირკინი არასოდეს დაავიწყდება დაცვის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ჯეინმა სიმღერის ბოლოს ლოყაზე აკოცა.
დამოუკიდებლობის დღის კონცერტი ზუგდიდში ერთი დიდი სოციალური აქცია გამოვიდა. ქართველი დევნილების მხარდასაჭერად, ჯეინ ბირკინის გარდა, MC Solaar, Youssou N'Dour, უმშვენიერესი გრეისი, იუსუფა, დი ჯეი მაია ქეი და ქართული ჯგუფები გაერთიანდნენ. აქციაზე დასასწრებად საქართველოში ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ჩამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორები არიან ალტერვიჟენ გრუპი და კოალიცია სამართლიანობისთვის.
ზუგდიდში კონცერტზე დასწრების მსურველები თბილისიდან სპეციალურად დანიშნულმა უფასო ავტობუსებმა ჩაიყვანა.
კონცერტამდე ენგურის ხიდზე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მუსიკოსებმა, დევნილებმა, არასამთავრობოებმა და, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ერთად გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკა.
ჯეინ ბირკინი: „აქ ვარ იმიტომ, რომ გავაგონო ჩვენი სიტყვები მათ - ჩემს მთავრობას ვგულისხმობ, - ვისაც საქართველოს პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მე არ ვიცოდი, თუ საქართველოში 350 000-ზე მეტი დევნილი იყო. როცა ეს გავიგე, საშინლად აღვშფოთდი და მინდა ეს ფაქტი გავაპროტესტო! მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენ მე არასოდეს დამავიწყდებით!“
MC Solaar: „მე საქართველო მოვიარე და უკვე კარგად მესმის, რა დიდი პრობლემა აქვს ქართველ ხალხს რუსეთის სახით. თქვენთან ერთად ვარ და პრობლემებსაც თქვენთან ერთად გავიზიარებ!“
დომენიკ სოფო (ორგანიზაცია სოს რასიზმი): „ერთად ვთქვათ არა იმ დიდი იმპერიული მანიპულაციისა და აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ეწევა რუსეთი დღეს საქართველოს ტერიტორიაზე. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენს ეროვნულ წარმომავლობას. დღეს ჩვენ ვართ ქართველები, სომხები, არაბები, ებრაელები. ჩვენ ყველას გვაქვს ღირსება და ჩვენი ღირსება უნდა იყოს დაცული“.
არიელ შვაბი (საფრანგეთის ებრაელ სტუდენტთა კავშირი): „რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილები გავიცანით. გვინდა თქვენს გვერდით დავდგეთ და მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ. დღეს ჩვენ ყველა დევნილები ვართ“. კონცერტი დაგვიანებით დაიწყო. გასაოცარი იყო საზოგადოების მოთმინება, რომელიც ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ფეხმოუცვლელად იდგა და კონცერტს ელოდა. ცენტრალური მოედანი გადაჭედილი იყო. მიმდებარე ქუჩები ისე გაივსო, რომ ხალხის რიგის დასასრულის დანახვა შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, კონცერტზე დასასწრებად 60000-მდე ადამიანი მოვიდა.
პირველმა Youssou N'Dour-მა იმღერა. მსმენელთა უმეტესობისთვის სენეგალელი მომღერალი ერთი ძველი დუეტითაა ცნობილი - „7 წამი“, რომელიც ნენე ჩერისთან ერთად 1994 წელს იმღერა და მუსიკალურ არხებსა და რადიოებში დღემდე ტრიალებს. სასიამოვნოა, რომ მაყურებელმა აღმოაჩინა - იუსუ ნ'დურს ბევრი ძალიან კარგი სიმღერა ჰქონია. მან იმღერა აფრიკაზე, აფრიკულ პრობლემებზე, სიყვარულზე და მხურვალე აპლოდისმენტები მიიღო.
იუსუ ნ'დურის მაგიური ვოკალისგან შექმნილი ინტიმი პრეზიდენტის ვიზიტმა ცოტათი დაარღვია, თუმცა, ამის გამო პროტესტი არავის გამოუთქვამს. მიხეილ სააკაშვილი კონცერტის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, რითაც მომღერლების ხალისიან რეპლიკებს იწვევდა: „Mr. president, are you ready to rock?“ პრეზიდენტის პასუხი: „რა თქმა უნდა!”
პუბლიკას ძალიან მოსწონდა ეშხიანი დიჯეი მაია ქეის შეძახილი „ტაში! ტაში! ტაში!“ მოეწონა ასევე ემსი სოლარის საქართველოს დროშიანი მაისური და რუსეთის ჯარისადმი მისი მიმართვა მისამღერი: „წადი აქედან!“

ყველაზე მეტად მსმენელი გრეისით აღფრთოვანდა. მისი ხმა და მუსიკა, გარეგნობასთან ერთად, მომაჯადოებელ კომპლექტს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა კონცერტამდე თითქმის არავის არ ჰქონდა მოსმენილი, საზოგადოების დიდი ოვაცია დაიმსახურა.
კონცერტის მეორე ნაწილში ქართულმა ჯგუფებმა დაუკრეს. რემა, ეფემერა, მგზავრები, სალომე კორკოტაშვილის ბენდი, პორნო პოეზია და სტრინგი დიდხანს ელოდნენ თავანთი გამოსვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები იყვნენ და კონცერტიც დიდხანს გაგრძელდა, ქართულ ჯგუფებს თავი არ დაუზოგავთ და ზუგდიდის ცენტრში გამთენიისას შეკრებილ ხალხს გულიანად უმღერეს.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზებისას იყო უამრავი ხარვეზი (სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო), კონცერტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ამ აქციით გამოჩნდა, როგორია პრო ტესტის ცივილიზებული ფორმა და საქართველოს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის პოზიცია: არაძალადობას! მუსიკა ათავისუფლებს!

![]() |
34 აქ ნუ დადგებით, 37-ე გვერდისკენ იარეთ |
▲back to top |
კულტურა
ეკა ქევანიშვილისა და ნინო თარხნიშვილის ახალი კრებულები
პირველი წიგნებიც ერთად წარადგინეს. ისიც გამომცემლობა „დიოგენეში“. ერთი პოეტია, მეორე პროზაიკოსი. ეკა ქევანიშვილმა და ნინო თარხნიშვილმა (იგივე ამელი) საუკუნის დასაწყისში მორიდებით შეაღეს ქართული ლიტერატურის კარი და დღეს იქ საკუთარი, გამორჩეული კუთხე აქვთ - ორიგინალური, თავისთავადი.
ახალი წიგნების წარდგინება 25 მაისს მუსიკის თანხლებით და პრეზენტაციისთვის დამახასიათებელი ექსპრომტ რეცენზიებით გაიმართა ლიტერატურის მუზეუმის მყუდრო ეზოში.
ეკას ლექსების კრებულს ჰქვია „აქ ნუ დადგებით“, ნინოს მოთხრობებს კი დამაინტრიგებელი წარწერა აქვს: „სათაური 37-ე გვერდზე“. მოთხრობებს ეგზოტიკური სურნელი ასდით, სათაურებიც უცხოა - „ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე“, „ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი ანუ ჩემი ცოლის ჩინური თმა.“ ეკას ლექსები თითქოს სათაურივით დანაღმულია. კითხვისას მოულოდ ნელად ფეთქდება, უმეტესად ფინალში. იშვიათად შეხვდებით სოციალური და ინტიმური მოტივების ასეთ ნაზავს. ორივე წიგნის დიზაინერი გურამ წიბახაშვილია. ეკას კრებულში მაკა ლდოკონენის ნახატებია, ნინოს წიგნში კი ბარათები, სოფო აბუთიძის ფოტოებით.
ტაბულა პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს გაესაუბრა: „განსაკუთრებით მიხარია დღევანდელი დღე. ორივე ჩემი საყვარელი ავტორია, ორივეს სამწერლო ასპარეზზე გამოჩენისთანავე ვგულშემატკივრობდი და მათი ნაწარმოებების ერთ-ერთი პირველი შემფასებელი ვარ. მათთან ზუსტადაა მოძებნილი ენა, რომელიც დღეს ავტორს საკუთარი განცდების გადმოსაცემად სჭირდება.“

ეკა ქევანიშვილი: „ამ წიგნში შევიტანე ყველაფერი, რაც 2006 წლის შემდეგ დამიწერია. ლექსები ქაოსურადაა მიმობნეული. ამ კრებულს არავითარი კონცეფცია არ აქვს. ორივე წიგნი ძალიან განსხვავდება ჩვენი წინა ნამუშევრებისგან. პრეზენტაციებს კი მხოლოდ მეგობრობის გამო ვმართავთ ერთად.“:
![]() |
35 ერმონია და რამონიას ნაცვლად - სტალინგრადის ბრძოლა |
▲back to top |

რეზო გაბრიაძის ახალი სპექტაკლი ერმონია და რამონია, რომელიც 2025 ივლისს ბროდვეიზე, ლინ კოლნ ცენტრის ფესტივალის ფარგლებში უნდა დადგმულიყო,

რეჟისორის შედარებით ძველი სპექტაკლით სტალინგრადის ბრძოლით შეიცვლება. ოფიციალური ცნობით, სპექტაკლის შეცვლის მიზეზი ის არის, რომ რეზო გაბრიაძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა სპექტაკლის დასრულება.
სტალინგრადის ბრძოლა, ამავე ფესტივალის ფარგლებში, 2002 წელს სრული ანშლაგით დაიდგა და კრიტიკის დადებითი გამოხმაურებები მიიღო.
ორგანიზატორებისა და გაბრიაძის სტუდიის გადაწყვეტილებით, ერმონიას და რამონიას მომავალ წელს წარუდგენენ ამერიკელ მაყურებელს.
![]() |
36 მუსიკა ციფრებში |
▲back to top |
კულტურა
IFPI (International Federation of the Phonographic Industry)-მ გამოაქვეყნა 2009 წლის შემაჯამებელიმოხსენება, რომელშიც საუბარია ყველაზე შემოსავლიან მუსიკოსებზე, პოპულარულ კომპოზიციებზე, ინდუსტრიის გიგანტებსა და ცენტებში გაწერილ ხარჯებზე.
დღეს მუსიკალურ ინდუსტრიას ოთხი გიგანტი ლეიბლი აკონტროლებს, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა დამოუკიდებელი ლეიბლების ხვედრითი წილი. დამოუკიდებელ ლეიბლებზე ბაზრის 28.3%25 მოდის, შემდეგ არის იუნივერსალ მიუზიქ გრუპი 25.5 პროცენტით, სონი მიუზიქ ენთერთეიმენთი (21.5%25), ხოლო დიდ ოთხეულს ამთავრებს ვორნერ მიუზიქ გრუპი 11.3 პროცენტით.
IFPI-ის გამოთვლების მიხედვით, სა შუალოდ 15.99 დოლარიანი ალბომის ხარჯები ასე ნაწილდება გადამყიდველი კომპანიის ფასნამატია 3.89 დოლარი, საიდანაც სუფთა მოგება 0.80 დოლარს შეადგენს. 2.91 დოლარია ლეიბლის მიერ მომატებული ფასი და 1.70 დოლარი სუფთა მოგება. 2.40 დოლარი ხმარდება მარკეტინგსა და პრომოუშენს. შემსრულებლის სარგებელი მხოლოდ 1.60 დოლარია. დანარჩენი თანხა ნაწილდება დისტრიბუციაზე, შეფუთვა-წარმოებასა და მუსიკოსთა კავშირის აუცილებელ წილზე.

მცირდება გაყიდული ალბომების რაოდენობა. 1999 წელს დაახლოებით მილიარდი ალბომი იყიდებოდა, 2006 წელს 700 მილიონი, 2009 წელს კი გაყიდული ალბომების რაოდენობა 400 მილიონამდე ჩამოვიდა. ალბომების გაყიდვის შემცირების პარალელურად, ოქროს ხანა უდგას აითუნსს, რომელმაც, 2010 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, 10 მილიარდი კომპოზიცია გაყიდა.
სტატისტიკურად, ციფრული მუსიკის ხვედრითი წილი 2007 წელს მხოლოდ 20%25 იყო, 2009 წელს კი ამ მაჩვენებლმა 36%25-ს მიაღწია.
შარშან გაყიდული პროდუქციის 35%25 როკზე მოდის, მხოლოდ 10%25-ს შეადგენს რეპი, ხოლო პოპზე დაახლოებით 8-9%25 ია.
2009 წელს ყველაზე ბევრი გაიყიდა შემდეგი ხუთი კომპოზიცია:
Lady Gaga - Poker Face (9.8 მილიონი)
Black Eyed Peace - Boom Boom Pow (8.5 მილიონი)
Jason Mraz - I Am Your's (8.1 მილიო ნი)
Lady Gaga - Just Dance (7.7 მილიო ნი)
Black Eyed Peace - I Gotta Feeling (7.1 მილიონი)
Lady Gagas და Black Eyed Peaceis წარმატება მოულოდნელი არ იყო. ისინი თით ქმის მთელი წლის განმავლობაში წამყვან ჩარტებში მოწინავე ადგილებს ინარჩუნებდნენ.
![]() |
37 www.biofood. ge |
▲back to top |
გურმანი
ბიოლოგიური მეურნეობა პროდუქტის სახლში მიტანით

დევიზი: არც ერთი გრამი ქიმიური ნივთიერება ჩვენს მიწაზე
ტელ: 141 999
პროდუქტი: ბოსტნეულის ფართო არჩევანი, კურდღელი, სოფლის კვერცხი, თხის რძე, კამეჩის მაწონი, ხის სოკო, ბიოღვინო - საფერავი
ბიომეურნეობები: სოფელი თამარისი, უფლისციხე (ქართლი) ართანა (კახეთი)
შეკვეთის ფორმა: ტელეფონით ან ინტერნეტით, შეკვეთების სახლში მიტანა - ხუთშაბათობით, 18:00 საათის შემდეგ
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 35 ლარის შეკვეთის შემთხვევაში სახლში მიტანა უფასოდ
email: biofood@biofood.ge www.biofood.ge
ორგანული მეურნეობა იმ უხსოვარ დროში გაჩნდა, როდესაც ადამიანმა შემგროვებლობასა და ნადირობას თავი ანება და საარსებო საშუალების ახალ მოწყობას - მეცხოველეობასა და მებაღეობას, სხვადასხვა კულტურის მოშენებას მიჰყო ხელი. 1950-იანი წლებიდან ბუნებრივი, ორგანული პრაქტიკა პროდუქციის გაზრდით მოტივირებულმა ინდუსტრიულმა მიდგომამ ჩაანაცვლა. ინდუსტრიული მიწათმოქმედების დანერგვამ სინტეთიკური ქიმიკატების - ჰერბიციდების (სარეველა ბალახის საწინააღმდეგო ქიმიური ხსნარი), პესტიციდების (მწერებთან ბრძოლის ქიმიური საშუალება) და არაორგანული სასუქების გამოყენება დანერგა. მასობრივი პროდუქციის მეთოდები სწრაფად გავრცელდა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. 1970-იანი წლებიდან ზოგიერთი ექსპერტი ინდუსტრიულად წარმოებული პროდუქციის უარყოფით ასპექტებზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიული კულტივირების პროცესში გამოყენებულ ქიმიკატებს სერიოზული გავლენა აქვთ არა მხოლოდ ბუნებრივ გარემოზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც. დასაწყისში ორგანულ მეურნეობას ეწეოდა ენთუზიასტთა მცირე ჯგუფი, რაც თანდათან, მზარდი მოთხოვნილების პირობებში, ინდუსტრიად იქცა. დღეს ორგანული მეურნეობა მკაცრ სახელმწიფო კონტროლსა და რთულ საერთაშორისო სერტიფიცირების წესებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკეპტიკური გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც ორგანულ და ინდუსტრიულ პროდუქციას შორის არც ისე დიდი სხვაობაა, ზოგადად ითვლება, რომ ორგანულად მოწეულ პროდუქტს, ინდუსტრიულთან შედარებით, რამდენიმე აშკარა უპირატესობა აქვს: ტოქსინების დაბალი შემადგენლობა, ვიტამინების მაღალი შემცველობა, უკეთესი, უფრო ბუნებრივი ფაქტურა და გემო. ევროპულ ბიოინდუსტრიასთან შედარებით გაცილებით მცირე მასშტაბით, მაგრამ ორგანული მეურნეობა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ტაბულა ერთ- ერთ პიონერ ორგანულ ფერმერს, www.biofood. ge-ს დამფუძნებელსა და დირექტორს - დავით ჩაჩანიძეს გაესაუბრა.
- როგორ ჩამოყალიბდა თქვენი კომპანია და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
- პროფესიით ჰომეოპათი ვარ, მაგრამ ბოლო ათი წელია, ბიოლოგიურ მეურნეობაში ვმოღვაწეობ. თავიდან ეს მცირე ექსპერიმენტებით, სულ მარტომ დავიწყე. მერე მეგობრები შემოვიამხანაგე და წარმოებისთვის აუცილებელი საჭირო თანხა ერთად მოვიძიეთ. შედეგად ბიოლოგიური მეურნეობა საწარმოო დონეზე ავიყვანეთ. ჩვენ გვაქვს მიწები სოფელ თამარისსა და მარნეულში. იქვე ჩამოვაყალიბეთ კვლევითი საწარმო, მეურნეობა, გავაშენეთ დაახლოებით 1200 კვ.მეტრი ფართობის სათბური და სამი წლის მანძილზე ვატარებდით ექსპერიმენტებს მიწაზე. გვაინტერესებდა, რამდენად შეგვეძლო მიწის რეაბილიტაცია, რეანიმაცია და განოყიერება. ლაპარაკია ჰუმუსის შრის შექმნაზე. ჰუმუსი არის ნივთიერება, რომელსაც მცენარე საჭიროებს განვითარებისთვის - მასა, რომელსაც მცენარე მიწიდან ითვისებს. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ, შეგვიძლია ისეთი ნივთიერების შექმნა, რომლის მისხურების შედეგად მცენარე იწყებს ინტენსიურ ზრდას. იცვლება მცენარის იმუნური სისტემა, ავადმყოფობის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. მცენარის სუნი, ფერი და ნაყოფის გემო სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივად მოყვანილი ნაყოფისგან. ჩვენთან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფართო არჩევანია: კიტრი, ხახვი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი, ყველანაირი სალათა, ბროკოლი, ხის სოკო, კალნაბი. ასევე ვთავაზობთ რძის პროდუქტებს, კვერცხსა და ღვინოს.
- როგორ უვლით მცენარეებს?
- მცენარეებს ვრგავთ მაღალ კვალზე, ანუ ფოთლებს არ აქვთ კონტაქტი მიწასთან. მცენარის ფოთლებსა და ნიადაგს შორის არის ფენა - ნამჯა, ნახერხი, თივა ან, უკიდურეს შემთხვევაში, აგროპოლიეთილენი, რითაც ვაღწევთ იმას, რომ ნიადაგიდან რაიმე დაავადება არ გავრცელდეს მცენარეზე. გარდა ამისა, ვიყენებთ ჰომეოპათიურ საშუალებებს მცენარის დასაცავად მწერებისა და ბაქტერიებისგან. ნეშომპალას დაშლის პროცესი, რომელიც ბუნებრივად, წლების მანძილზე ხდება, ჩვენთან რამდენიმე კვირაში მიიღწევა. მერე ეს მასა თხევად ფორმაში გადაგვყავს - წყალში ვაზავებთ და მცენარეს ვასხურებთ. ამ მეთოდით, რაც პირადად ჩემი გამოგონებაა, ვცვლით სასუქსა და სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებს.
- როგორც ვიცი, ნიადაგის მოვლის მეთოდებიც განსაკუთრებულია.

- დიახ. მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯიჯგნოს. უნდა გაფხვიერდეს ზემოდან და მოეყაროს ორგანული მასა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ აორთქლებას და ნიადაგი ორგანულ მასად იქცეს. მცენარის ფოთლები არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს. ცარიელი მიწა ყოველთვის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის წყაროა. ამიტომ ბიომეურნეობაში ჩვენ ვთესავთ გაშლილად. თითქმის გამორიცხულია კონტაქტი ნიადაგთან. ითესება კულტურული მცენარეები: კამა, ნიახური, ოხრახუში. შემდეგ ირგვება კიტრი, პომიდორი და სხვა ბახჩეული კულტურები. სალათებში ცოტა ძნელია ბევრი მწვანილის დათესვა. ამიტომ იქ ვყრით ნამჯას. რომ გადახედოთ, ნიადაგს ზემოდან ხალიჩასავით აქვს გადაფენილი თივა და ნასვრეტებში სალათა ამოდის.
- თუ, მაგალითად, სალათა დათესილია კამის გვერდით, მას კამის გემო ექნება?
- გემო არა, მაგრამ არომატი ექნება. არის ხავერდა ყვავილი, რომელიც ძალიან ჰგავს ზაფრანას. პომიდორთან ერთად რომ დათესო, გარდა იმისა, რომ გემოს აძლევს, კარგი დამცავიცაა.
- მოიხმართ თუ არა ნაკელს და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის ორგანული სასუქი?
- ნაკელი ორგანულ სასუქად ჩაითვლება, თუ ის სპეციალურად დამუშავდება. ჩვეულებრივ ნაკელს მოჰყვება სარეველას თესლი, ნაწლავის ჩხირი და უამრავი სხვა ინფექცია. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად არ ვხმარობთ. თუ ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინაცია, მისი ნაკელი ორგანულად ვერ ჩაითვლება.
- თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის არის თხის რძე და კამეჩის მაწონი. ეს პროდუქტებიც ბიორძის პროდუქტია?
- დიახ. კამეჩებთან და თხებთან მუშაობა ამ მხრივ შედარებით ადვილია, რადგან ეს ცხოველები ბუნებრივად სუფთები და ძლიერები არიან. ასე რომ, იოლია მათი მკურნალობაც. მაგალითად, ძროხას იმუნური სისტემა იმდენად დაქვეითებული აქვს, რომ ძალიან ძნელია ფერმერი დაიყოლიო, ცხოველი გადაიყვანოს ბიოპრინციპებზე.
- ჩამონათვალში გაქვთ კურდღელი და იხვიც. ჩვენ ორივე გავსინჯეთ. კურდღელი კარგი გამოდგა, იხვის ხორცი კი მაგარი იყო.
- დიახ, ამიტომაც ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ბიოსაკურდღლე. იხვზე სულ ახლახან ვთქვით უარი, რადგან ის, როგორც არ უნდა გაზარდო, ხორცი მაინც მაგარი რჩება.
- ეგრეთ წოდებული ჭოპორტის პომიდორი გემრიელი, მაგრამ ნაკლებად გამძლეა. ხომ არ ემუქრება ამ ჯიშს უფრო გამძლე და ტრანსპორტირებადი ჯიშებით ჩანაცვლება? ხშირად მომხმარებელი უკმაყოფილოა პომიდვრის იმ ჯიშებით, რომელიც ჩვენთან თურქეთიდან შემოდის.
- როდესაც ადამიანი პომიდორს სარეალიზაციოდ აწარმოებს, ბუნებრივია, ფიქრობს პროდუქტის ტრანსპორტირებაზეც. შესაძლებელია, უკეთესი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, მან დაუმწიფებელი პომიდორიც მოკრიფოს. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას ადგილობრივი რეალიზაციის მიზნით, აქ მასშტაბები იმდენად მცირეა, რომ, არ მგონია, ეს აუცილებელი იყოს.
- არსებობს თუ არა საშიშროება, რომ მომავალში ადგილობრივი ბიოპროდუქტი ისე გავიდეს საქართველოდან, რომ ქართველმა მომხმარებელმა გემოც ვერ გაუსინჯოს?
- არსებობს და ასეთი მოძრაობა უკვე შეინიშნება. მე ვესაუბრე ერთ- ერთი დიდი სათბურის მეპატრონეს, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობს. მისი ერთჰექტარიანი ბიოლოგიური მეურნეობიდან მოწეული პომიდორი წელს მთლიანად პირდაპირ გერმანიაში გავა. ასე რომ, ამ ტენდენციამ, შესაძლოა, ადგილობრივი მომხმარებელი დააზარალოს. ბუნებრივია, ქართველი მომხმარებლისთვის მიუღებელია ის ფასები, რომელსაც ევროპელი მომხმარებელი გადაიხდის.
- ნუთუ შეუძლებელია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ბაზარში ყიდვა?
- ამას წინათ ერთმა ქალბატონმა მითხრა: „რაში მჭირდება თქვენი ბოსტნეული, როცა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ბაზარში ვყიდულობ”. ბაზარი ბაზარია და იქ ყველანაირი პროდუქტი იყიდება. არასდროს არ იცი, რა პირობებშია ის მოწეული, რა შხამ-ქიმიკატებია გამოყენებული. ხშირია ნიტრატებისა და ტოქსინების დაუშვებლად დიდი რაოდენობა ბოსტნეულში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვინმეს ბუნებრივი და სუფთა პროდუქტიც ჰქონდეს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ამის გარჩევა შეუძლებელია. ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში, კლიენტმა იცის, რომ ყიდულობს მკაცრად გაკონტროლებული მეთოდით მოწეულ პროდუქტს. ჩვენს მიერ გამოყენებული ეს მეთოდები პროდუქტის გემოსა და ხარისხზე აისახება.
- თქვენ არ გაქვთ მაღაზია. ვინ არიან თქვენი კლიენტები?
- ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვირტუალური მაღაზია, სადაც პროდუქტებს გვიკვეთავენ და ჩვენ ადგილზე მიგვაქვს. ჩვენი კლიენტები ძირითადად ის ადამიანები არიან, ვისაც უცხოეთში უცხოვრია და იცის ბიოპროდუქტების გემო.
![]() |
38 მჟაუნასა და ისპანახის კრემ-სუპი |
▲back to top |
გურმანი

მჟაუნასა და ისპანახის კრემ-სუპი
4 ულუფა
▪1 კგ. ისპანახი
▪ 50 გრ. მჟაუნა
▪ 100 გრ. თეთრი ხახვი
▪ 50 გრ. შაშკვლავი და კამა
▪ 50 გრ. ნაღები 11%25
▪ 1 ლ. ბოსტნეულის ბულიონი
▪ 2 კბილი ნიორი
▪ 100 გრ. ნაღები 35%25
▪ 20 გრ. ზეთი
ჯამში 12 ლარი

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ ისპანახი, მჟაუნა, ბოსტნეულის ბულიონი და წამოადუღეთ.
სუპი გაანაწილეთ 4 ულუფაზე და გააფორმეთ ათქვეფილი, 35%25-იანი ნაღებით.
სამარხვო სუპისთვის ნაღები შეგიძლიათ შეცვალოთ სოიოს რძით. აგრეთვე ვარიაციებისთვის მჟაუნა შეგიძლიათ შეცვალოთ ბოლოკით ან მწვანე სატაცურით.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).







