სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა (კასპის მუნიციპალიტეტი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 კასპის სოცილურ ეკონომიკური განვითარების გეგმა მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე. გეგმაში მოცემულია მუნიციპალიტეტში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.



1 კასპის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მონაწილეობითი პროცესი

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ (Oxfam GB), „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“, „ველფეარ ფაუნდეიშენი“ (Welfare Foundation) და „ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა“. ასევე პროექტში აქტიურად იყო ჩართული ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი განვითარების კომიტეტი და კასპის მუნიციპალიტეტი.

2010 წლის მაისში კასპის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ინიციატივით შეიქმნა „განვითარების კომიტეტი“, რომელშიც გაწევრიანდნენ ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების (საკრებულოს და გამგეობის) წევრები. „განვითარების კომიტეტის“ მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის პროფილის განახლება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების და მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, პრიორიტეტების გამოვლენა და ადგილობრივი განვითარებისათვის წინადადებების მომზადება.

აღნიშნულ ჯგუფს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგები, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“.

კასპის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის დოკუმენტის მომზადებას კოორდინირებას უწევდნენ:

შოთა მურღულია - პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ექსპერტი

ოთარ კონჯარია - „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ექსპერტი

გეგმის შედგენის პროცესი მოიცავდა შემდეგი ტიპის სამუშაოების შესრულებას:

ინფორმაციის მოძიება-ანალიზი;

მუნიციპალიტეტის ზოგადი პროფილის განსაზღვრა;

მოსახლეობის გამოკითხვა ანკეტირების საშუალებით;

გამოკითხვის შედეგების ანალიზი;

მუნიციპალიტეტის ხედვის ჩამოყალიბება;

განვითარებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა;

პრიორიტეტების შესაბამისი სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განსაზღვრა;

გეგმის დოკუმენტის მომზადება.

2 კასპის მუნიციპალიტეტის რუკა (ადგილობრივი თვითმმართველობის 2006 წლის რეფორმამდე)

▲back to top


0x01 graphic

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

3 1. თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები

▲back to top


3.1 1.1. ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები

▲back to top


ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და აქედან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-71 თავით (ძალაშია 2011 წლიდან) დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნის, წარმომადგენლობითი ორგანოების პირდაპირი წესით არჩევის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის, დელეგირებული უფლებამოსილებების მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფის, თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი ქონებისა და ფინანსების ფლობის, თვითმმართველობის ორგანოებზე სახელმწიფო ზედამხედველობის გონივრულ ფარგლებში, ზედამხედველობის მიზნების პროპორციულად განხორციელების სამართლებრივი გარანტიები.

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში 69 თვითმმართველი ერთეულია. აქედან 64 - მუნიციპალიტეტია და 5 - თვითმმართველი ქალაქი. თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. თბილისის განსაკუთრებული სტატუსის, ინსტიტუციური მოწყობისა და უფლებამოსილებების საკითხები რეგულირდება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობა კანონით მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში;

საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა წინაშე;

სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის ურთიერთთანამშრომლობა და დახმარება;

სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;

სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლოს წესით გადაწყვეტა;

თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გააჩნია საკუთარი საჯარო კომპეტენციები, ქონება და ბიუჯეტი.

თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ინსტიტუციაა წარმომადგელობითი ორგანო - საკრებულო, რომელსაც ირჩევს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები (დადგენილი წესით რეგისტრირებული) საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით, პირდაპირი წესით, შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. შესაბამისად, საკრებულო შედგება მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ საკრებულოს პრეროგატივაა და მათი დელეგირება თვითმმართველობის სხვა ორგანოებზე დაუშვებელია. აღნიშნული უფლებამოსილებებიდან შეიძლება გამოიყოს:

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

საკრებულოს თავმჯდომარის, რომელიც თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირია, არჩევა;

ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და სხვა.

თუმცა, განსაკუთრებული უფლებამოსილებებიდან, შეიძლება ითქვას, უმთავრესია საკრებულოს უფლებამოსილება დაამტკიცოს როგორც საკუთარი, ისე აღმასრულებელი ორგანოს, მისი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები, ანუ მოახდინოს თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებების გადანაწილება თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის.

საკრებულოში განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობისა და აღმასრულებელი ორგანოების კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს კომისიები. კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო. კომისის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს მიერ, საკრებულოს წევრთაგან.

თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა. იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები) და ტერიტორიული ორგანოებისაგან (რწმუნებულები). გამგეობის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საკრებულო. გამგეობისა და მისი სამსახურების უმთავრეს ფუნქციას საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წამოადგენს.

3.2 1.2. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენისა და განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები (ასპექტები)

▲back to top


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება: თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის კეთილმოწყობის, გამწვანებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ეს პროგრამები, მათი შინაარსიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკური და ეფექტიანია შემუშავდეს, დამტკიცდეს და განხორციელდეს არა ცალ-ცალკე, არამედ, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის სახით, რადგანაც ყველა ეს პროგრამა თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც გარდა საკუთარ კომპეტენციებში შემავალი საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.

4 2. მუნიციპალიტეტის პასპორტი

▲back to top


4.1 2.1. ძირითადი აქტორები

▲back to top


4.1.1 2.1.1. ადგილობრივი თვითმმართველობა

▲back to top


2.1.1.1. წარმომადგენლობითი ორგანო

ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო 27 წევრის შემადგენლობით (10 - პროპორციული წესით და 17 - მაჟორიტარული წესით). საკრებულოს თავმჯდომარედ 2010 წლის 18 ივნისს არჩეულ იქნა დავით მესროფაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - გიორგი გოგოლაური.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფარგლებში შექმნილია შემდეგი

კომისიები:

▪ დარგობრივი ეკონომიკისა და კომუნალური მეურნეობის კომისია;

▪ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია;

▪ საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია;

▪ სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების კომისია;

▪ ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია.

საკრებულოში შექმნილია სულ სამი ფრაქცია, სადაც გაერთიანებულნი არიან საკრებულოს წევრები:

▪ ფრაქცია „დამოუკიდებელი“;

▪ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

▪ ფრაქცია „მაჟორიტარები“.

საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი, სადაც მუშაობს 17 მოსამსახურე.

2.1.1.2. აღმასრულებელი ორგანო

საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას კასპის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელად შერჩეული და დამტკიცებული იქნა კახაბერ ხაჩირაშვილი, გამგებლის მოადგილედ კი - ნუგზარ ნონიაშვილი. სულ გამგეობაში დამხმარე პერსონალის ჩათვლით მუშაობს 94 მოსამსახურე.

კასპის მუნიციპალიტეტის გემგეობის შემადგენლობაში შემდეგი სამსახურები შედიან:

▪ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

▪ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

▪ კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

▪ სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახური;

▪ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

▪ სახანძრო სამსახური;

▪ ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური.

4.1.2 2.1.2. ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის სამმართველო;

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური;

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სამსახური;

  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კასპის რაიონული სამმართველო;

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის მომსახურების ცენტრი;

  • გარემოს დაცვის ინსპექციის კასპის სამსახური;

  • განათლების სამინისტროს კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

  • გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს კასპის ფილიალი;

  • გორის რაიონული სასამართლო (ერთი მაგისტრატი მოსამართლე);

  • სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების კასპის სამმართველო;

  • კასპის საოლქო საარჩევნო კომისია.

4.1.3 2.1.3. ბიზნესსექტორი

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიზნესსექტორი არც თუ ისე აქტიურად არის წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ გვხვდება 9 სამრეწველო საწარმო (მ.შ. 2 აგრარული), 5 სამშენებლო ორგანიზაცია და სავაჭრო ობიექტები. ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას. გამომდინარე ბიზნესსექტორის სუსტი განვითარებიდან, საწარმოთა ქონების გადასახადის სახით 2011 წლის ბიუჯეტში სულ 1 მლნ ლარზე ოდნავ მეტია დაგეგმილი (მ.შ. საწარმოთა ქონების გადასახადი შეადგენს 720 ათას ლარს). უცხოური საწარმოების ფილიალები და წარმომადგენლობები კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გვხვდება.

4.1.4 2.1.4. საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიები არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად მათი აქტივობა მაღალია. ეს განპირობებულია იმით, რომ მუნიციპალიტეტი კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს და 2008 წელს განხორციელდა რუსული აგრესია. საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების ოფისები ძირითადად გორშია განლაგებული, როგორც მხარის ცენტრში და სხვადასხვა აქტივობები კასპის მუნიციპალიტეტში ძირითადად იქიდან ხორციელდება.

2010 წელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებდნენ შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიები:

მსოფლიო ბანკი - თელიანის საჯარო სკოლის ეზოს (ორივე მხარეს) მოასფალტება;

გაერო - სოფელ აღაიანის სასმელი წყლის რეაბილიტაცია; სოფელ ხოვლის, ზემო ხანდაკის და თელიანის მოსახლეობისთვის საგაზაფხულო მარცვლეულის დათესვა (თითოეულ ოჯახს 0,40 ჰა), სულ 656 ჰა;

ესტონეთის საელჩო - მეტეხში ჩასახლებული დევნილი ბავშვებისათვის კარუსელების და ატრაქციონების მოწყობა (შემოდგომით გაუკეთებენ სპორტულ მოედანს);

√ ნორვეგიული ორგანიზაცია „ქეა“ - სოფელ მეტეხის გამგეობის შენობის რემონტი და საოფისე ავეჯით აღჭურვა;

√ ნორვეგიული ორგანიზაცია „ფაო“ - პირუტყვისათვის სარწყულებელი გობიების გაკეთება; მეტეხში ჩასახლებული დევნილებისთვის ფუტკრების, ცხვრების და ქათმების, ასევე მათი ინფრასტრუქტურის გადაცემა; 40 დევნილი ოჯახისთვის ნიორის შესანახი სათავსოს აშენება (ვინაიდან გასულ წელს ნიორის თესლი და სასუქი თვითონ გადასცეს).

4.1.5 2.1.5. სათემო ორგანიზაციები და კავშირები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათემო ორგანიზაციების და კავშირების დიდი აქტივობა არ შეინიშნება. აქ სულ რამდენიმე ასეთი ორგანიზაციაა მოქმედი. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კავშირი „სიცოცხლის ძალა“ (Power of Life, კასპი, ფარნავაზის 2, ტელ.: +995 95 17 43 44, ელ-ფოსტა: ikhamkhadze@yahoo.com, პრეზიდენტი: იამზე ქამხაძე).

ორგანიზაციის პროფილს და საქმიანობის ძირითად მიზნებს განეკუთვნება:

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიზნით არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის და თემის მობილიზება; სამედიცინო პერსონალისთვის მედიცინის მიღწევებზე ინფორმაციის მიწოდება, მათი პროფესიული დონის ამაღლება;

მოსახლეობის ფართო მასებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების დანერგვა, განსაკუთრებით საშიში ინფექციების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის მეთოდების შესწავლა; გენდერულ პრობლემებზე მუშაობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური თვალსაზრისით;

ჯანდაცვის სისტემის რეფორმებში მონაწილეობის მიღება; საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენა, მათი ეფექტური გზით გადაჭრა;

ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ეკოლოგიური ფაქტორების გამოვლენა და მათი ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების ჩატარება;

სამედიცინო საზოგადოების მობილიზება ადამიანის უფლებების დაცვისათვის.

4.1.6 2.1.6. ადგილობრივი მედია

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მედია მწირი სახითაა წარმოდგენილი და ვრცელდება მხოლოდ ერთი ტელერადიომაუწყებლობა - „თრიალეთი“, ერთი ადგილობრივი გაზეთი „ახალი განთიადი“ და ერთი რეგიონალური გაზეთი - „ხალხის გაზეთი“. გაზეთი გორში გამოდის და ვრცელდება შიდა ქართლის მასშტაბით, მ.შ. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ტელერადიოკომპანია თრიალეთი

ტელეკომპანია „თრიალეთმა“ მაუწყებლობა 1990 წლის ივნისში დაიწყო. ტელეკომპანიამ ნელ-ნელა დაიწყო განვითარება და დღესდღეობით რეგიონის მოსახლეობის 88 პროცენტი უყურებს, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“ ერთ-ერთი პირველი დაარსდა საქართველოს დამოუკიდებელ ტელევიზიებს შორის. „თრიალეთი“ ეთერში გადის გორის ტელეანძიდან და გადაცემებს იღებს მთელი შიდა ქართლი. გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის რაიონებს მოიცავს მისი მაუწყებლობა და სულ დაახლოებით 450 ათასი ადამიანი უყურებს.

„თრიალეთს“ აქვს დღეში ხუთი საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში, აქვს არაერთი თოქშოუ, საყმაწვილო, საბავშვო, რელიგიური და შემეცნებითი სახის გადაცემები. დაარსების შემდეგ მას არასოდეს შეუწყვეტია მაუწყებლობა და დროთა განმავლობაში იმაღლებდა მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს. ტელეკომპანიას წინსვლაში ხელს სხვადასხვა პროექტებში გამარჯვება უწყობდა.

გარდა ტელევიზიისა, ექვსი წელია რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობა დაიწყო რადიო „თრიალეთმა“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხალხში. რადიო „თრიალეთმა“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა რადიო „თავისუფლებასთან“. დაახლოებით სამი წელია ყოველკვირეული პერიოდულობით გამოდის გაზეთი „თრიალეთი“, რომელიც არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და რომელიც ობიექტურად ასახავს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

„თრიალეთი“ სამომავლოდ გეგმავს დილის პროგრამის მომზადებას, რომელიც ასევე პირდაპირ ეთერში გავა. გადაცემათა უმრავლესობა გადის პირდაპირ ეთერში, არის სატელეფონო ზარები, ინტერაქტიული გამოკითხვის აპარატურა და ზოგიერთ პროგრამაში არის მორბენალი სტრიქონის სახით გასული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც მაყურებელი გზავნის და ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს.

გაზეთი ახალი განთიადი

გავრცელების არეალი: კასპის მუნიციპალიტეტი

დაარსების თარიღი: დაარსდა 1931 წელს და ერქვა „კომუნიზმისაკენ“, ხოლო შემდეგ, საბჭოთა პერიოდშივე, დაიწყო „ახალი განთიადის“ სახელწოდებით გამოსვლა

გამომცემელი: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაზეთი

ფორმატი/გვერდების რაოდენობა: A3 / 12-16

ტირაჟი: 500

გამოცემული გაზეთის ნომრების რაოდენობა: 7986

პერიოდულობა: ორ კვირაში ერთხელ

მუდმივი რუბრიკები: ახალი ამბები, მატიანურიდღე დღეს ასწავლის, შაბათის სტუმარი, ფარული კამერა.

ჩანართები ან დამატებები: „კასპი +“- არაპერიოდული ჩანართი - შუქდება საზოგადოებრივი თემები.

0x01 graphic

რედაქტორი: ნანა მერებაშვილი

მისამართი: 2600, ქ. კასპი, სტალინის ქ. №68

ტელეფონი: 8(271) 2-25-76

თანამშრომელთა საერთო რაოდენობა: 3

ხალხის გაზეთი

პერიოდულობა: ყოველკვირეული, გამოდის ორშაბათობით.

ფორმატი: 16 გვერდიანი, I და ბოლო გვერდი ორ ფერში.

გავრცელების არეალი: შიდა ქართლი: გორი, ხაშური, ქარელი, კასპი, ცხინვალის რეგიონი.

ოფისები: გორი.

დისტრიბუცია: გორი, ხაშური, ქარელი, კასპი, ცხინვალის რეგიონი. ამ ქალაქების რაიონებში შემავალი სოფლები.

მისამართი: ქ. გორი, თბილისის N 12

ტელეფონი: (8270) 72608, (899) 275591, (899) 282742

ელექტრონული ფოსტა: xalxi@rambler.ru

ვებგვერდი: www.khalkhisgazeti.ge

წყარო: რეგიონული მედიის ასოციაცია, www.grma.ge

4.2 2.2. გეოგრაფიული მდებარეობა

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში და ისტორიულ-გეოგრაფიული დაყოფით შიდა ქართლის ფარგლებშია მოქცეული. მისი ტერიტორია მოიცავს ძირითადად ვაკე-ბორცვიან ბარს, დაბალ მთიან და საშუალო მთიან მაღლობებს. მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით - თრიალეთის ქედი. გაბატონებულია მკვეთრად დანაწევრებული საშუალო სიმაღლის მთახეობათა რელიეფი. ტერიტორიის თითქმის შუა ნაწილი უკავია მტკვრისპირა ვაკეს, ვაკის ჩრდილოეთით აზიდულია კვერნაქის სერი, რომელიც გაკვეთილია ლეხურისა და ქსნის ხეობებით. უმთავრესი წიაღისეულია კირქვა, მერგელები, სააგურე და საკრამიტე თიხები, ბუნებრივი ცეოლითი, თეძმის ტუფი, ბეტონიტური თიხები და გოგირდწყალბადიანი წყაროები.

მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ზაფხული გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები. ატმოსფერული ნალექების სიმცირის მიუხედავად, კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდ. მტკვარი, რომლის შენაკადებიდან მთავარია: მარჯვნიდან თეძამი და კავთურა, ხოლო მარცხნიდან ქსანი და ლეხურა.

მხარის კლიმატი ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11.40C, შესაძლებელი მაქსიმუმია 380C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი - 50C. ქარის ენერგეტიკული რესურსია 1000კვტ/სთ 1 კმ2-ზე. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500-600 მმ.-ია, თვეში მაქსიმუმი შეადგენს (მაისის თვე) 90-100 მმ.-ს, ხოლო მინიმუმი (სექტემბრის თვე) 50-60 მმ.-ს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 803,16 კვ.კმ.-ს. მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის არის 56 კმ. კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით - გორის, სამხრეთით - თეთრიწყაროსა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები.

SWOT ანალიზი

გეოგრაფიული მდებარეობა

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

სტრატეგიული ადგილმდებარეობა და დედაქალაქთან სიახლოვე ნოტიო სუბტროპიკული ჰავა

სოფლების გარკვეული ნაწილის დაშორება მუნიციპალურ ცენტრთან

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა და მდიდარი ბუნებრივი რესურსები საშუალებას იძლევა განვითარდეს სხვადასხვა სექტორები

მუნიციპალიტეტი ახლოს იმყოფება კონფლიქტის ზონასთან, რაც რეალურ გარეგან საფრთხეს წარმოადგენს მისი განვითარებისთვის

4.3 2.3. ბუნებრივი რესურსები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. მის ტერიტორიაზე მოიპოვება გაჯი, ცემენტის ნედლეული და სხვა რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რესურსები რამდენიმე ჯგუფში ერთიანდება:

სამშენებლო მასალები და მინერალური რესურსები.

  • მერგელები - ნედლეული ცემენტის წარმოებაში, მოიპოვება სადგურ კავთისხევთან ახლოს მდებარე ცემენტის ნედლეულის დიდი საბადოზე. მიეწოდება კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს;

  • ბეტონიტური, სააგურე და საკრამიტე თიხები - მოიპოვება სოფ. ხოვლეს მიდამოებში, მდინარე ქსნის ქვემოთ და მეტეხთან. აშურიანის ველი გრაკლამდე თიხის მთლიანი მასაა, რომლიდანაც შეიძლება კერამიკული ნაწარმის გამოშვება. სწორედ ამ ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობდა ორი აგურის ქარხანა რაიონში, მათ შორის ერთი კერამიკული აგურის და ბლოკის (სხვადასხვა ზომის) მწარმოებელი. დღეისათვის ამ ნედლეულს იყენებს მეტეხის ორი აგურის ქარხანა;

  • ტუფი - მოიპოვება მდ. თეძამის ხეობაში. არის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც რეალიზდება სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის;

  • ბუნებრივი ცეოლითი, კლინოპტილოლითი - მოიპოვება სოფ. ზემო ხანდაკთან. გამოიყენება გაზებისა და სითხეების გასაშრობად, ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, ჰაერის ჟანგბადით გასამდიდრებლად, ქაღალდის, რეზინისა და პლასტმასის წარმოებაში შემავსებლად. მეფრინველეობაში, მეცხოველეობასა და მეთევზეობაში საკვების დიეტურ დანამატად, ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად;

  • ინერტული მასალა - ქვიშა და ხრეში, რომელიც რეალიზდება სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის;

  • გოგირდწყალბადიანი წყაროები - გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავის დაავადების სამკურნალოდ.

ტყის რესურსები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32,7%25 (26 317 ჰა) ტყითაა დაფარული, აქედან ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილი - ჯაგრცხილიანი მუხნარით, სამხრეთ ნაწილის თრიალეთის ქედის ფერდობები რცხილნარ-მუხნარი ტყეებით, უფრო სამხრეთით კი წიფლის ტყეებით. ტყისშემქმნელი ჯიშებია: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვიანებიც. 24 365 ჰა არის სახელმწიფო მნიშვნელობის ტყე (ძირითადად ფოთლოვანი და წიწვოვანი).

სამონადირეო-სარეწაო რესურსები

მდ. თეძმის ხეობაში, სამოჭალო - რკონის ხეობაში არსებობს სამონადირეო სახლი; კავთურის ხეობა, გოსტიბის მთა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა ადგილები იძლევა სამონადირეო კომპლექსის მოწყობის შესაძლებლობას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება ფრინველები - (არწივი, მწყერი, იხვი, ბატი, კაკაბი, ყვავი, გარეული მტრედი, შაშვი, გნოლი, წყლის ქათამი (ვალეშნიკი), ცხოველები (მგელი, დათვი, გარეული ღორი, მელია, შველი, მაჩვი) და თევზი (ციმორი, კარასი, კალმახი, კაპუეტი, ჭანარი, მურწა, საზანი).

SWOT ანალიზი

ბუნებრივი რესურსები

S- ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

სასმელი (მათ შორის მინერალური) წყლის რესურსების სიუხვე ბუნებრივ-რესურსული წიაღისეული მრავალფეროვნება მდიდარი და მრავალფეროვანი ტყის რესურსები

სანედლეულო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ხელის შემშლელი ფაქტორები: მოუწესრიგებელი; ინფრასტრუქტურა არაეფექტური მენეჯმენტი

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

გოგირდწყალბადოვანი წყლების ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენება სამონადირეო მეურნეობების განვითარება

სანედლეულო-რესურსული წიაღისეულის ამოწურვა ბაზარზე არსებული რესურსების მიმართ მოთხოვნის შემცირება

4.4 2.4. ადამიანური რესურსები და სოციალური კაპიტალი

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის 1 იანვრისთვის სულ შეადგენდა 51 829-ს, მათ შორის ქალაქად ცხოვრობს - 15 896, ხოლო სოფლად - 35 933, ე.ი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 30.76%25 ქალაქად ცხოვრობს, ხოლო 69.33%25 - სოფლად. მოსახლეობის სიმჭიდროვე 2010 წ. 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 61 კაცს 1კვ.კმ.-ზე. 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 84,5%25-ს ქართველები წარმოადგენდნენ, 7,6%25-ს- აზერბაიჯანლები, 6,7%25-ს - ოსები, ხოლო დანარჩენ 1,2%25-ს - სხვა ეთნიკური მოსახლეობა. 2001 წლის შემდგომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება შეინიშნება, თუმცა 2005 წლიდან მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და ის 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კვლავ გაუტოლდა 2001 წლის მაჩვენებელს (იხ. დიაგრამა №1).

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სულ 17 ტერიტორიულ ორგანოშია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც 2010 წელს ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნები. აღნიშნულ ტერიტორიულ ორგანოებში გაერთიანებულია 76 სოფელი. ყველაზე დიდ ტერიტორიულ ორგანოს ქალაქი კასპი წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის 2006 წლის რეფორმამდე (თვითმმართველობების გამსხვილებამდე) რაიონის ცენტრს წარმოადგენდა. ყველაზე დიდ სოფელს მეტეხი წარმოადგენს, სადაც 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცხოვრობდა 2664 მოსახლე (იხ. ცხრილი №1).

დიაგრამა 1. მოსახლეობის რაოდენობა კასპის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით (ათასი კაცი)

0x01 graphic

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, www.geostat.ge

ცხრილი №1. მოსახლეობის რაოდენობა ტერიტორიული ორგანოებისა და სოფლების მიხედვით 2010 წ. 1 იანვრის მდგომარეობით

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

მოსახლეობა, კაცი

1

ქალაქი კასპი

1. კასპი

2. მიქელწყარო

3. სადგური კავთისხევი

14960

803

133

2.

ახალქალაქი

2 547

1. ახალქალაქი

2. რკონი

3. გარიყულა

4. გოსტიბე

5. ზემო ჩოჩეთი

6. ჩაჩუბეთი

7. ახალსოფელი

8. თეძმისხევი

9. კაპრაშიანი

10. ერთაწმინდა

1193

16

397

33

491

17

34

113

45

208

3.

ახალციხე

877

1. ახალციხე

2. ნოსტე

3. ცხავერი

4. მთიულთუბანი

497

303

24

53

4.

აღაიანი

3 510

1. აღაიანი

2. ხიდისყური

3. საქადაგიანო

1595

1057

858

5.

დოესი

2 664

1. დოესი

2. გრაკალი

2490

174

6.

ზემო ხანდაკი

1 821

1. ზემო ხანდაკი

2. ჭყოპიანი

3. კალოუბანი

1749

18

54

7.

თელიანი

1 538

1. თელიანი

2. სასირეთი

3. ჩასახლ. დევნილები

887

483

168

8.

კავთისხევი

2 566

1. კავთისხევი

2. ეზატი

3. ქვემო ჩოჩეთი

4. თვალადი

5. გუდალეთი

6. მირიანი

7. ქვემო ხანდაკი

1007

243

360

487

143

94

232

9.

კოდისწყარო

1 404

1. კოდისწყარო

2. ჩობალაური

3. სარიბარი

4. ყარაფილა

5. ნიგოზა

6. ზადიაანთკარი

7. ზემო რენე

8. ქვემო რენე

278

223

32

102

162

43

300

264

10.

ლამისყანა

1 643

1. ლამისყანა

2. ხვითი

3. თვაურები

1448

126

69

11.

მეტეხი

3 209

1. მეტეხი

2.ბარნაბიანთკარი

3. სადგური მეტეხი

4. ჩასახლ. დევნილები

2664

162

255

128

12.

ოკამი

4 551

1. ოკამი

2. ჩანგილარი

3. ფერმა

4. იგოეთი

5. თეზი

6. რგვალი ჭალა

1577

306

1115

538

847

168

13.

სამთავისი

878

1. სამთავისი

2. ბოჟამი

3. თოგოიანი

693

165

20

14.

ქვემო გომი

1 209

1. ქვემო გომი

2. ნიაბი

938

271

15.

ქვემო ჭალა

1 887

1. ქვემო ჭალა

2. ვაკე

3. გორაკა

4. საკორინთლო

5. ახალშენა

6. პანტიან

7. გამდლისწყარო

1626

28

15

80

21

59

58

16.

წინარეხი

701

1. წინარეხი

2. იდლეთი

3. თელადგორი

4. ლავრისხევი

5. გომიჯვარი

329

214

138

12

8

17.

ხოვლე

1 719

1. ხოვლე

1719

სულ:

51 829

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

4.5 2.5. ინფრასტრუქტურა

▲back to top


4.5.1 2.5.1. სოციალური ინფრასტრუქტურა

▲back to top


სოციალური ინფრასტრუქტურა კასპის მუნიციპალიტეტში საშუალოდ არის განვითარებული. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თავისებურ გავლენას ახდენს დედაქალაქთან სიახლოვე, რის გამოც ხშირად დედაქალაქში ჩატარებული რეფორმების სწრაფად ათვისება ხდება. ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც სოციალური ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების საშუალებას არ იძლევა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები

2010 წლის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 31 სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის 1 სკოლა-გიმნაზია და 1 მოსწავლეთა 5 0 TD0 Tსახლი. სკოლამდელი დაწესებულებების (საბავშვო ბაღები) რაოდენობა შეადგენს 26-ს. ისინი ძირითადად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. კასპში მდებარეობს ასევე კასპის პროფესიული სწავლების ცენტრი.

კულტურის ობიექტები

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 67 ერთეული კულტურის ობიექტი მდებარეობს, რომლებიც ძირითადად საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით არის მიღებული და მათი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. 2010 წლისთვის კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი კულტურის ობიექტები არსებობს:

  • კულტურის სახლი - 6, მ.შ. 1 ქ. კასპში;

  • სასოფლო კლუბი - 19;

  • ბიბლიოთეკა - 37;

  • სამუსიკო სკოლა - 5.

მუზეუმები

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი მუზეუმი მდებარეობს:

1. კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

2. ხოვლეს ივ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი;

3. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი;

4. ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი;

5. ლამისყანის სოფლის ისტორიის მუზეუმი (მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე).

კულტურული ძეგლები კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურის ძეგლებით და ბიუსტებით. აქ მდებარეობს შემდეგი ძეგლები:

1. გიორგი სააკაძე (ძეგლი);

2. მერაბ კოსტავა (ბიუსტი);

3. ტარიელ შარიფაშვილი (ბიუსტი);

4. თევდორე მღვდელი (ბიუსტი);

5. გიორგი შატბერაშვილი (ბიუსტი);

6. ივანე ჯავახიშვილი (ბიუსტი).

სკვერები და პარკები

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ შვიდი სკვერი და პარკია, რომელთა მიერ დაკავებული საერთო ფართი 2,235 ჰა-ს შეადგენს. ესენია:

1. გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი - 0.08 ჰა;

2. ყოფილი სტალინის სახელობის სკვერი - 0.035 ჰა;

3. ბაზრის მიმდებარედ არსებული სკვერი - 0.07 ჰა;

4. საკრებულოსთან არსებული სკვერი - 0.02 ჰა;

5. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი - 0.02 ჰა;

6. წყალსაქაჩის გასხვისების ზოლი - 2,00 ჰა;

7. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული სკვერი - 0.01 ჰა.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კურორტი „ხოვლე“, რომელიც განლაგებულია სოფელ ხოვლეში ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე. კურორტი ცნობილია სამკურნალო გოგირდწყალბადიანი წყაროებით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იყო ფუნქციონირებადი. მიუხედავად იმისა, რომ კურორტი კერძო საკუთრებაშია, მესაკუთრის ფინანსური პრობლემების გამო ის დროებით გაჩერებულია. სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს, იგი ძირითადად ვანების სახით მოიხმარებოდა. წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ.

4.5.2 2.5.2. ტექნიკური ინფრასტრუქტურა

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 158,7 კმ. საავტომობილო გზა არის რეგისტრირებული, საიდანაც შავი საფარის (ასფალტიანი) არის 56 კმ, ხოლო ხრეშიანი - 102,7 კმ. (იხ. ცხრილი №2). როგორც ვხედავთ, გზების უმეტესი ნაწილი (64,7%25) ჯერ კიდევ მოხრეშილია და საჭიროებს შავ საფარს, მიუხედავად იმისა, რომ გზების ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 1,5 მლნ-მდე ლარი. მოხრეშილი გზები განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის პერიფერიულ ნაწილშია და ძირითადად სოფლებს აკავშირებს ერთმანეთთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი-ლესელიძე მთლიანად ასფალტირებულია. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზები დაყოფილია 44 ძირითად მონაკვეთად.

ცხრილი 2. ადგილობრივი საავტომობილო გზების სიგრძე

გზების დასახელება

საერთო სიგრძე

მათ შორის

შავი საფარი

ხრეშიანი

1.

მაგისტრალური გზა

5,4

1,0

4,4

2.

/თბილისი-სენაკი-ლესელიძე/ - ქვ. ჭალა - კოდისწყარო-ყარაფილა/ 0,-5,4

3,3

2,8

0,5

3.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა /კასპი- კავთისხევი/ - ქვ. ხანდაკი

4,0

4,0

-

4.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა /ზაჰესი-მცხეთა- გორის/ - გრაკალი სასირეთი

7,0

4,0

8,0

5.

მაგისტრალური გზა /თბილისი-სენაკი- ლესელიძე/

3,2

1

2,2

6.

სადგური გრაკალი - ხოვლე

6,5

-

6,5

7.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა /იგოეთი-კასპი- ახალქალაქი/ - მეტეხი-რკინიგზის სადგური

0,4

0,4

-

8.

ი. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი

0,3

0,3

-

9.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

9,4

9,4

-

10.

/ზაგესი-მცხეთა-გორის/

3,0

-

3,0

11.

ზემო ხანდაკი,ხოვლე

3

2

1

12.

ლამისყანა - ხვითი

3

-

3

13.

ქვ. ჭალა - საკორინთლო

3

-

3,0

14.

ქვ. ჭალა

16,1

-

16,1

15.

ქვ. ჭალა- გორაკა

3,1

-

3,1

16.

ახალციხე-ცხავერი-გოსტიბე

2,8

1,1

1,7

17.

მაგისტრალური გზა /თბილისი-სენაკი- ლესელიძე/- ხიდისყური

5,2

0,8

4,4

18.

სამთავისი - ბოჟამი

4,6

1,9

2,7

19.

დოესი - ყარაღაჯი

4,8

4,8

-

20.

კავთისხევი - თვალადი - ეზატი

1,0

-

1,0

21.

წინარეხი - თვალადი

2,2

2,2

-

22.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

6,3

5,8

0,5

23.

/კასპი-კავთისხევი/ - მირიანი

5,3

2,9

2,4

24.

თელადგორი - ლავრისხევი

3,0

-

3,0

25.

მაგისტრალური გზა ყარაფილა

0,6

-

0,6

26.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

2,1

1,5

0,6

27.

/ზაჰესი-მცხეთა-გორი/ - იდლეთი

3,4

-

3,4

28.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

1,3

-

1,3

29.

/ზაჰესი_მცხეთა,გორი/- ზემო ხანდაკი

1,7

-

1,7

30.

ზემო ხანდაკი - თეძამი

2,3

-

2,3

31.

ფერმა ჩანგილარი

5,4

-

5,4

32.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

0,2

0,2

-

33.

/ახალქალაქი-რკონი/ - ჭყოპიანი

1,5

-

1,5

34.

ქვ. ჭალა - გამდლისწყარო

1,0

1,0

-

35.

ახალქალაქი - კაპრაშიანი - ჭყოპიანი

4,4

-

4,4

36.

ორბელიანის სასახლემდე მისასვლელი გზა

6,3

-

6,3

37

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

0,6

0,4

0,2

38.

/ზაჰესი-მცხეთა-გორის/

2,5

-

2,5

39.

შიდა სახელმწიფოებრივი გზა

40.

/იგოეთი-კასპი-ახალქალაქი/კასპის შემოსასვლელი

2,8

2,8

-

41.

/თბილისი-სენაკი/ -კოდისწყარო

2,5

2,5

-

42.

მაგისტრალური გზა

/თბილისი-სენაკი/ -ზემო რენე-ქვემო რენე

2,0

0,3

1,7

43.

მაგისტრალური გზა /თბილისი-სენაკი/ - ნიგოზა

1,0

-

1,0

44.

მაგისტრალური გზა /თბილისი-სენაკი/ - ჩობალაური

1,0

-

1,0

სულ:

158,7

56,0

102,7

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 13 ხიდი მდებარეობს, რომელთაგან 8 ავტოტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი 5 არის საფეხმავლო (იხ. ცხრილი №3). ხიდების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. ხიდებიდან ყველაზე გრძელია სოფ. ქვემო გომში მდებარე 365 მ. სიგრძის საფეხმავლო ხიდი. საავტომობილო ტრანსპორტიდან ყველაზე გრძელია სოფ. ქვემო ჭალაში არსებული ცენტრალური ხიდი, რომლის სიგრძე 50 მ.-ია.

ცხრილი №3. ხიდების რაოდენობა და სიგრძე

დასახელება (დაბა, სოფელი)

ხიდის სახეობა (სატვირთო, საცალფეხო)

ხიდის სიგრძე (მეტრი)

ხიდის სიგანე (მეტრი)

ხიდზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობა

ხიდით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობა

1.

სოფ. ქვემო ჭალა

ხიდი (ბოგირი)

8

5

ტრანსპორტის ყველა სახეობა

4000

2.

სოფ. ქვემო ჭალა

ცენტრალური

ხიდი

50

10

ტრანსპორტის
ყველა სახეობა

3000

3.

სოფ. ქვემო ჭალა

ფეხით მოსიარულეთა ხიდი

50

1,5

700

4.

სოფ. ქვემო ჭალა

რკინის ხიდი

30

მსუბუქი მანქანის გაბარიტი

მსუბუქი ავტომანქანა

600

5.

სოფ. სასირეთი

საცალფეხო ხიდი

150

1,3

500

6.

სოფ. ახალქალაქი

საცალფეხო ხიდი

100

1,3

200

7.

ქვემო გომი

ფეხმავალი

365

1,2

ფეხმავალი ურიკა

1100

8.

ქვემო ხანდაკი

ფეხმავალი

75

1,20

ფეხით

600

9.

კავთისხევი

ავტოტრანსპორტი

20

5,0

მსუბუქი ავტომანქანა

2500

10.

წინარეხი

სამანქანო

30

4,0

მსუბუქი ავტომანქანა

800

11.

თოგოიანი

სატვირთო

40

6,0

ავტოტრანსპორტი

500

12.

კასპი მეტეხი

სამანქანო

ტრანსპორტის ყველა სახეობა

5200

13.

კასპი კავთისხევი

სამანქანო

ტრანსპორტის ყველა სახეობა

50000

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური მნიშვნელობის გზების და ხიდების მშენებლობას ახორციელებს ორი ძირითადი სამშენებლო ორგანიზაცია და სამი ინდივიდუალური მეწარმე (იხ. ცხრილი №4).

ცხრილი №4. სამშენებლო ორგანიზაციები

ორგანიზაციის დასახელება

საქმიანობის პროფილი

აღჭურვილობის დონე

1

შპს „მშენკომპლექსი“

მშენებლობა

საშუალო

2

ი.მ.„ზაზა მოსიაშვილი“

მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება

კარგი

3

შპს „კასპის საგზაო“

გზების მოვლა პატრონობა

საშუალო

4

ი.მ. „თამაზ ჟივიძე“

მშენებლობა და ხის სამშენებლო მასალების წარმოება

საშუალო

5

ი.მ. „ჯემალ მერებაშვილი“

მშენებლობა

საშუალო

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

დასუფთავება და ნაგავსაყრელი

კასპში არის ერთი არასპეციფიური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობია 5 ჰა. წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი მოცულობა 15.132 მ3; დასუფთავებაზე დაწესებულ მოსაკრებელზე მოსახლეობის მიერ გადახდილი მოსაკრებლის წილი 70%25-ს შეადგენს.

საბინაო ფონდი კასპის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების რაოდენობა შეადგენს 57 საცხოვრებელ სახლს (კორპუსი), რომლებიც ქ. კასპის დასახლებაშია თავმოყრილი.

წყლის ძირითადი არტერიები

წყლის რესურსები საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი კასპის მუნიციპალიტეტში. რესურსების ძირითადი წყაროა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები. გვხვდება სამკურნალო გოგირდწყალბადოვანი წყაროები და მინერალური წყარო. ძირითადი მდინარეებია: მტკვარი, ლეხურა, თეძამი, კავთურა და ქსანი. ჰიდრორესურსების მეურნეობრივი მნიშვნელობა გამოიხატება მათი ირიგაციული მიზნით გამოყენებაში, შესაძლებელია მცირე ჰესების მოწყობაც. ამჟამად მუნიციპალიტეტში აგებულია 2 ჰიდროელექტროსადგური: სოფელ იგოეთსა და ოკამში.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეების ჯამური სიგრძე 148 კმ.- ია და ასე ნაწილდება:

√ მდ. მტკვარი - სიგრძე 32 კმ.

√ მდ. ქსანი - სიგრძე 30 კმ.

√ მდ. ლეხურა - სიგრძე 29 კმ.

√ მდ. თეძამი - სიგრძე 28 კმ.

√ მდ. კავთურა - სიგრძე 29 კმ.

სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რაოდენობა და მდგომარეობა კი ასეთია:

სამთავისის სათავე ნაგებობა - თვითდინება;

მრგვალიჭალის სათავე ნაგებობა - თვითდინება;

ჭყოპიანის სათავე ნაგებობა - თვითდინება;

ლამისყანის სათავე ნაგებობა - თვითდინება;

შიოს წყაროს სათავე ნაგებობა - მექანიკური;

ლეხურას სათავე ნაგებობა - მექანიკური.

სასმელი წყლის ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს 40-46 კმ.-ს, ხოლო საკანალიზაციო ქსელის საერთო სიგრძე 26 კმ.-ს. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და 60%25-ს შეადგენს ქალაქში, ხოლო 80%25-ს სოფელში.

სამკურნალო დაწესებულებები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულია და მოსახლეობას ემსახურება სამი სამკურნალო-დამხმარე დაწესებულება:

1. სს“კასპის რაიონული საავადმყოფო“;

2. შპს „კასპის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება“;

3. შპს „კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03“.

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურა

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეული მონაკვეთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად დაფარულია ფიჭური კავშირგაბმულობით მოწესრიგებულია დასუფთავების სისტემა მდიდარი კულტურული მემკვიდრეოაბა

ადგილობრივი გზების და ხიდების უმეტესობა არ შეესაბამება თანამედროვე

სტანდარტებს

მოძველებული წყალმომარაგების სისტემა

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და ხიდების რეაბილიტაცია წყალმომარაგების სისტემის გამართვა

კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებას

4.6 2.6. დარგობრივი ეკონომიკა

▲back to top


4.6.1 2.6.1. მრეწველობა

▲back to top


გამომდინარე იქიდან, რომ კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია, ამჟამად მის ტერიტორიაზე მოქმედებს, ცემენტის, სპირტის, საკონსერვო, საკონდიტრო ქარხნები, ბლოკის, გაჯის, ბლასტმასეულობის ცეხები და წისქვილკომბინატი (იხ. დიაგრამა №2, ცხრილები №5 და №6).

დიაგრამა №2. 2010 წლის 1 სექტემბრამდე წარმოებული პროდუქცია

0x01 graphic

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

კასპის მუნიციპალიტეტში ძირითადად 9 საწარმოა წარმოდგენილი (მ.შ. 3 მცირე ცემენტის საწარმო), სადაც დასაქმებულია 1500-ზე ოდნავ მეტი ადამიანი, რაც მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 3%25-მდეა. საწარმოთაგან ზოგიერთი დროებით გაჩერებულია ან სეზონურად მუშაობს. უმთავრეს პრობლემას დანადგარების სიძველე და ინვესტიციების სიმწირე წარმოადგენს.

ცხრილი №5. კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოები

ორგანიზაციის დასახელება (ხელმძღვანელი)

პროფილი, წარმოებული პროდუქცია

დასაქმებულთა რაოდენობა (სეზონურად)

დამატებითი ინფორმაცია

შპს „თიენთი“

საკონსერვო წარმოება (ჯემები, კონსერვები, მურაბები)

8 მუდმივად

მუშაობს ნაწილობრივ

თამაზ მერებაშვილი

ცემენტი

60 სეზონურად

მუშაობს იტალიური დანადგარები, ძველი

„საქცემენტის კასპის ქარხანა“

კლინკერი

827

მუშაობს ნაწილობრივ

ლევან ბარამიძე

ალკოჰოლური ნაწარმი (სპირიტი, არაყი)

სპირტსახდელი

„ნატურალპროდუქტი“

აგურის წარმოება

121

გერმანული, ჩამოსასხმელი ხაზი, საბჭოური

ვალტერ აბაშიძე

აგურის წარმოება

წარმოების ნორმალურ მდგომარეობაში

„მეტეხის კერამიკა I“

პლასტმასის მილების წარმოება

51

მიმდინარეობს პროდუქციის რეალიზაცია

დავით ჩიტაშვილი

ცემენტი

130

დანადგარები ძველია

„მეტეხის კერამიკა II“

კლინკერი

32

მიმდინარეობს პროდუქციის რეალიზაცია

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული მთლიანი პროდუქციის ხვედრითი წონა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 0,7%25-ის დონეზეა. მთლიანი მუნიციპალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე - 2,0-2,4 ათას ლარს შეადგენს.

ცხრილი №6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული ძირითადი პროდუქციის სახეები

ორგანიზაციის დასახელება

პროფილი, წარმოებული პროდუქცია

2010 წლის ბრუნვა (8 თვე, ლარი)

შპს „თიენთი“

საკონსერვო წარმოება (ჯემები, კონსერვები, მურაბები)

250000

„საქცემენტის კასპის ქარხანა“

ცემენტი

14000000

„ნატურალპროდუქტი“

კლინკერი

2638000

„მეტეხის კერამიკა I“

ალკოჰოლური ნაწარმი (სპირტი, სხვადასხვა სახეობის არაყი)

93596

„მეტეხის კერამიკა II“

აგურის წარმოება

696690

„ჯორჯიან პლასტიკი“

აგურის წარმოება

960704

„ევროცემენტი“

პლასტმასის მილების წარმოება

100000

„ოკამი“

ცემენტი

825000

„კასპიელექტროაპარატი“

კლინკერი

317054

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

SWOT ანალიზი

მრეწველობა

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

იაფი სამუშაო ძალა სამრეწველო დარგების მრავალფეროვნება ავტომაგისტრალთან სიახლოვე მიწის რესურსების სიიაფე და მრავალფეროვნება

დაბალი საინვესტიციო აქტივობა საბანკო კრედიტების მაღალი პროცენტი არალიბერალური საგადასახადო ადმი- ნისტირების მექანიზმები

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

ადგილობრივი მრეწველობის სუბსიდირება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა რეალური, მოქნილი ბიზნესგეგმების შექმნა ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება და ა.შ.

საგადასახადო ტვირთის უფრო მეტად ზრდა საშიშროება იმისა, რომ მრეწველებმა ინვესტიციები ვერ მოიზიდონ მოსახლეობის შემოსავლების შემცირება აგრესია და კონფლიქტი რუსეთის მხრიდან

4.6.2 2.6.2. სოფლის მეურნეობა

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ირიცხება 55 600 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მ.შ. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით სულ დაკავებულია 38 970 ჰა, მათ შორის:

- სახნავი 12 500 - ჰა;

- მრავალწლიანი ნარგავები - 9500 ჰა;

- სათიბი - 340 ჰა;

- საძოვრები - 16630 ჰა.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია:

მევენახეობა;

მეხილეობა (თესლოვანი და კურკოვანი);

მებოსტნეობა; მარცვლეული კულტურები;

მეცხოველეობა (მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა);

მეფუტკრეობა.

მეხილეობის დარგებიდან მოსახლეობა ძირითადად აშენებს ვაშლის და ატმის ბაღებს, ასევე კახური საფერავის, თავკვერის და ჩინური ვაზის ჯიშებს. კასპში ძირითადად გაშენებული იყო ვაშლის, ატმის, ბლის, ქლიავის, ტყემლის ბაღები, მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებში (სოფელი კავთისხევი) შინდის მოყვანას აწარმოებდა. ადგილობრივი ნედლეული ამუშავებდა კასპში ერთ საკონსერვო და ორ წვენების ქარხანას (კასპი და სოფელი ქვემო ჭალა). შესაბამისად დიდი იყო დასაქმებულთა რაოდენობაც. კასპური ხილის წვენი, მურაბა და კონსერვი რესპუბლიკის გარეთ იყიდებოდა ბაზარზე. ასევე სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მევენახეობა. არსებობდა მევენახეობის სპეციალური მეურნეობა სოფ. ოკამში. ადგილობრივი ნედლეული ამუშავებდა კასპში ორ ღვინის ქარხანას (სოფელი ოკამი), მათ შორის შამპანურის ქარხანას (სოფელი კავთისხევი).

2010 წელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ მოხნული და დათესილი იქნა 5 600 ჰექტრამდე მიწის ფართობი, საიდანაც 2 700 ჰექტარზე დათესილი იქნა ხორბალი, 1 300 ჰექტარზე - ქერი, ხოლო დანარჩენ 1 600 ჰექტარზე - სიმინდი, ლობიო და ბოსტნეული კულტურები. სარწყავ მიწებს მუნციპალიტეტში 87770 ჰექტარი უკავია, მაგრამ იმის გამო, რომ სარწყავი სისტემები ძირითადად გაუმართავია, ფერმერთა 50%25 მას ვერ იყენებს და შესაბამისად ეს მიწები არ მუშავდება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ყოფილი წარმოებები დღეს არასრული დატვირთვით მუშაობს და ზოგიერთი მათგანი წარმოების გადაიარაღების შედეგად აგრძელებს მუშაობას. შამპანურის ქარხანა (სოფელი კავთისხევი) კი საერთოდ აღარ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზე ძირითადად ორი ქარხანა მუშაობს:

1. ს/ს ოკამი - აწარმოებს მაღალხარისხოვან ცქრიალა ღვინოს, ლიქიორს, არაყს, ღვინის ბრენდს. ს/ს „ოკამის“ საკუთრებაშია 65 ჰა-ზე მეტი ვენახი და 370 ჰა სავენახე ფართი. მასვე ექვემდებარება სოფელ ქანდის სანერგე მეურნეობა, სადაც 2 მლნ. ვაზის ნამყენი ნერგი გამოყავთ. ქარხანას გაშენებული აქვს ხილის ბაღები. ამზადებს ყურძენს როგორც კახეთში, ასევე შიდა ქართლში და დასავლეთ საქართველოში. ს/ს „ოკამი“ დღეისათვის უშვებს 11 დასახელების ღვინის ბრენდს, არაყს, ლიქიორს, ღვინოს. ქარხანას შეუძლია გადაამუშაოს 2000 ტ. ყურძენი. ს/ს „ოკამის“ პროდუქცია, საქართველოს გარდა, გადის რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბელორუსიაში. მის მიერ გამოშვებულ პროდუქციას სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსებში მიღებული აქვს 10 ოქროს, 9 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. ქარხანას ხშირად სტუმრობს და ათვალიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია;

2. ს/ს საქნატურალპროდუქტი“ (ყოფილი წვენების ქარხანა) - უშვებდა წვენებს, ჯემებს და სხვა. 1991 წლიდან წარმოებამ დაიწყო სრული გადაიარაღება ალკოჰოლიანი სასმელებისა და სპირტ-რექტიფიკატის წარმოებაზე, ხოლო 1996 წლიდან - სპირტი- რექტიფიკატის წარმოება მარცვლის სქემაზე. წარმოებული პროდუქციის სახეებია: მარცვლოვანი კულტურებიდან სპირტი რექტიფიკატი „უმაღლესი წმენდის“ და „ექსტრას“ ხარისხში. ალკოჰოლიანი სასმელებიდან: არაყები „კასპი“, „კასპი იმპერიალი“, „კასპი ლიმონით“, „ლუქსი“, „კასპი წიწაკით“.

ორივე საწარმოს გამართული მუშაობა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული დარგების (მათ შორის ხორბლის წარმოება) განვითარება, შესაბამისად გაიზრდება სოფლად საოჯახო ბიუჯეტი.

გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილი აგროსაწარმოები არაა განლაგებული, შესაბამისად ფერმერული მეურნეობებიც ძირითადად ინდივიდუალურ და მცირემასშტაბიან ხასიათს ატარებს. 2010 წლისთვის სულ მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე 27 ფერმერული მეურნეობა და გაერთიანება ეწევა საქმიანობას, რომლებიც ძირითადად მარცვლეულის და ხილის მოყვანით, ასევე პირუტყვის მოყვანით არიან დაკავებულნი (იხ. ცხრილი №7).

ცხრილი №7. ფერმერული მეურნეობები, ფერმერთა ასოციაციები და სხვა გაერთიანებები 2010 წლისათვის

გაერთიანების (მეურნეობის) დასახელება

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები (პროფილი)

გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს) მოცულობა, ათასი ლარი

1.

ჯეირან ქამხაძე

მარცვლეული

40 ტონა

2.

კოპერატივი „სხვილო“

მარცვლეული

20 ტონა

3.

ელგუჯა მამასახლისი

მარცვლეული

60 ტონა შ/მოხმარება

4.

ზაზა ბურჯანაძე

მარცვლეული

არ ეთესა

5.

ავთანდილ როინიშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

6.

ტარიელ მიდელაშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

7.

მელაძე ალექსი

მარცვლეული

78 ტონა(27ტ. გაყიდა)

8.

თამაზ გაზაშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

9.

ილია მუზაშვილი

მარცვლეული

20 ტონა შ/მოხმარება

10.

შალვა მამულაშვილი

მარცვლეული

34 ტონა გაყიდვა

11.

დურმიშხან ქასოშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

12.

გივი დემეტრაშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

13.

იაგორ დემეტრაშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

14.

იაგორ დემეტრაშვილი

ხილი

30 ტონა

15.

დავით მაისურაძე

ხილი

45 ტონა

16.

ნოდარ სოზიაშვილი

მარცვლეული

არ ეთესა

17.

ივანე ბასიაშვილი

მარცვლეული

38 ტონა შ/მოხმარება

18.

შპს „ხატია“

მარცვლეული

25 ტონა შ/მოხმარება

19.

გიორგი ქეშელაშვილი

მარცვლეული, ვაზი, სათიბი

16ტ, 12ტ, 2ტ.

20.

ი.მ. თენგო ტურაშვილი

მევენახეობა,მეთესლეობა

21.

შპს „აგრონოვაცია“

მეხილეობა

22.

შპს ‚,მეტეხი,XXI საუკუნე“

მევენახეობა

23.

გიორგი ვერულაშვილი

მეფრ. ფაბრიკა

4-6000ც.კვერცხი დღეში

24.

კუსრაძე მამუკა

300 სული ცხვარი

25.

ამირან ორუჯალი ოღლი

300 სული დედა ცხვარი

12 000 ლარი

26.

ალექსანდრე ცომაშვილი

200 სული ცხვარი, თხა

27.

ნუგზარ ჭაღიაშვილი

200 სული ცხვარი, თხა

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მომსახურე აგროცენტრები, ასევე სერვისცენტრები და მათი აღჭურვის დონე. ამ მხრივ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მომსახურე აგროცენტრია, რომლის ძირითად ფუნქციასაც ფერმერებისთვის კონსულტაციები, ასევე ტექნიკით და შხამქიმიკატებით დახმარება განეკუთვნება (იხ. ცხრილი №8).

ცხრილი №8. სოფლის მეურნეობის მომსახურე აგროცენტრების, სერვისცენტრების რაოდენობა და მათი მასალებითა და ტექნიკით აღჭურვილობის დონე

ცენტრის დასახელება

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები (პროფილი)

აღჭურვილობის დონე

1.

ფერმერთა მომსახურების ცენტრი

ფერმერებისთვის კონსულტაციები, ტექნიკით და შხამქიმიკატებით დახმარება

ტრაქტორი, გუთანი, მისაბმელი, კულტივატორი, დისკები, საწამლი (10-10 ერთეული)

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

SWOT ანალიზი

სოფლის მეურნეობა

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

ნაყოფიერი ნიადაგები ეკოლოგიურად სუფთა გარემო ორიგინალური ტრადიციები და კულტურა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშები

თანამედროვე ფერმერული განათლების დაბალი დონე სასაოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სიმწირე და არაეფექტური მენეჯმენტი შემოსავლიანობის დაბალი დონე ახალ ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა არახელსაყრელი სადაზღვევო სისტემა სოფლის მეურნეობისათვის

O - შესაძლებლობები

T - საფთხეები

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება

მაგისტრალურ სარწყავ არხებში მომწამვლელი ნივთიერებების ჩაყრა

შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის რეაბილიტაცია სათესლე მეურნეობების სტიმულირება რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი მძლავრი ქარხნების შექმნა გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა ეფექტური სადაზღვევო სისტემა

ქვეყანაში და მის გარეთ პოლიტიკური არასტაბილურობა გარემოს დაბინძურება სტიქია: გლობალური დათბობა, სეტყვა, გვალვა, ქარიშხალი და ა.შ.

4.6.3 2.6.3. ტრანსპორტი

▲back to top


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რკინიგზის სადგურებია: კავთისხევი, კასპი, მეტეხი და გრაკალი. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ასევე საავტომობილო მაგისტრალი (ავტომაგისტრალი: თბილისი-სენაკი-ლესელიძე).

მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანას როგორც მუნიციპალიტეტის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს კერძო ტრანსპორტი. ძირითადი მარშრუტებია:

კასპი-თბილისი (1 მარშრუტი);

კასპი-გორი (1 მარშრუტი);

კასპი-სოფლები (8 მარშრუტი);

სოფლები-თბილისი (24 მარშრუტი);

სოფლები-გორი (4 მარშრუტი).

კვირის განმავლობაში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 5000 მგზავრს. გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა იზრდება ბოლო წლების განმავლობაში (იხ. ცხრილი №9).

ცხრილი №9. მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტრანსპორტით

წლები

მგზავრთა რაოდენობა, ათასი კაცი

2006

93.5

2007

27.8

2008

65.5

2009

87.2

2010, 7 თვე

57.7

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება ტვირთის გადატანა საერთო სარგებლობის ტრანსპორტით (სარკინიგზო და საავტომობილო), რომელთაგან ძრითადი წილი სარკინიგზო ტრანსპორტზე მოდის (იხ. ცხრილი №10).

ცხრილი №10. ტვირთის გადატანა საერთო სარგებლობის ტრანსპორტის სახეების მიხედვით, ათასი ტონა

წლები

სულ

მათ შორის:

სარკინიგზო

საავტომობილო

2006

107.3

105.1

2.2

2007

227.9

227.7

0.2

2008

460.2

460.2

0.0

2009

570.0

570.0

0.0

2010

830.2

520.2

310.0

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

SWOT ანალიზი

ტრანსპორტი

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

დედაქალაქთან სიახლოვე და მოსახლეობის მობილურობის მაღალი დონე სატრანსპორტო გადასახადების დაბალი დონე

მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, მეორადი ტრანსპორტი მოუწესრიგებელი სტრუქტურები: ოფიციალური გაჩერებების, ავტოსადგომების მოუწესრიგებლობა ჰაერის დაბინძურება მსხვილი სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზაციების არარსებობა

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

ავტო-პარკის განახლება ტურიზმთან დაკავშირებული სატრანსპორტო ხაზების განვითარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სატრანსპორტო ტარიფების რეგულირება და კონტროლი

მოსახლეობის შემოსავლების შემცირების შედეგად აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შემცირება საწვავის ფასის ზრდით გამოწვეული სატრანსპორტო მომსახურების გაძვირება

2.6.4. ტურიზმი

კასპის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის მისი ისტორიული წარსულიდან და მრავალრიცხოვანი ძეგლებიდან გამომდინარე. კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“. კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც. კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურდა. ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასალი და მირანდუხტი. VIII ს.-ის 30-აინ წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. „და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ - აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს.). XV საუკუნიდან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოს - ამილახვრებს. ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ (XV ს.-ის II ნახევარში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი პოტენციალია ტურიზმის განვითარებისათვის. ამისთვის არსებობს:

  • მიმზიდველი ბუნება;

  • შიდა წყლები;

  • საკურორტო ადგილები;

  • ისტორიული და კულტურული ძეგლები;

  • მუზეუმები;

  • ჩანჩქერები;

  • სადეგუსტაციო ადგილები;

  • სათევზაო ადგილები;

  • საპიკნიკე ადგილები.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30-მდე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ობიექტი მდებარეობს, რაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის წყაროა. ესენია:

√ ნინოწმინდის ეკლესია (აღაიანი, თხოთის მთა);

√ სამთავისის ტაძრის კომპლექსი (XI ს. სამთავისი);

√ ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია;

√ მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII ს.);

√ ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი (წმინდა ესტატეს გუმბათიანი ტაძარი, XIII ს. სააკაძეების საძვალე, დაკრძალულია გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი);

√ დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი (სოფ. ჭყოპიანი);

√ ღვთისმშობლის ეკლესია (სოფ. ჩაჩუბეთი);

√ რკონის სამონასტრო კომპლექსი (VII ს. რკონი);

√ სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი;

√ ამილახვართა ციხე (სოფ. ქვემო ჭალა);

√ წმიდა გიორგის ეკლესია (სოფ. კავთისხევი);

√ ნათლისმცემლის ეკლესია (სოფ. იდლეთი);

√ ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII ს.ს.);

√ მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი;

√ ლავრისხევი;

√ წმიდა თევდორეს სახელობის ეკლესია (სოფ. თელათგორი);

√ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. ხოვლე);

√ მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე (სოფ. ლამისყანა. სასახლის 2 დარბაზი დათმობილი აქვს დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს);

√ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. სასირეთი);

√ ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. კავთისხევი);

√ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (ქ. კასპი);

√ გიორგი სააკაძის ძეგლი (ქ. კასპი);

√ მერაბ კოსტავას ბიუსტი (ქ. კასპი);

√ პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი (ქ. კასპი);

√ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი (ქ. კასპი);

√ თევდორე მღვდლის ბიუსტი (სოფლების გარიყულას, ახალციხის და ნოსტეს გასაყარზე);

√ გიორგი შატბერაშვილის ბიუსტი (სოფ. კავთისხევი);

√ სააკაძეების საგვარეულო კოშკი (სოფ. ნოსტე).

SWOT ანალიზი

ტურიზმი

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ეკოსისტემების ნაირსახეობა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ტრადიციული ხალხური რეწვის კერების სიმრავლე

გაძარცული და განადგურებული ინფრასტრუქტურის ობიექტები მუნიციპალიტეტის ტურისტული და სარეკრიაციო შესაძლებლობების შეუსწავლელობა დაზიანებული კულტურული ძეგლები და ობიექტები მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პერიფერიული გზების მოუწესრიგებლობა

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

მუნიციპალიტეტის სარეკრიაციო-ტურისტული პოტენციალის კომპლექსური შესწავლა და მისი ოპტიმალური გამოყენებისათვის რეკომენდაციების შემუშავება ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების საპილოტო პროექტების დამუშავება მუნიციპალიტეტის საკურორტო-ტურისტულ კომპლექსზე და მის ცალკეულ საინტერესო ობიექტებზე ინტერნეტგვერდის, სარეკლამო რგოლების მომზადება და გავრცელება ტურისტული ობიექტების მარშრუტიზირება

არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და რუსული აგრესიის საფრთხე არახელსაყრელი ეკონომიკური ვითარება

4.7 2.7. სოციალური მდგომარეობა

▲back to top


4.7.1 2.7.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა

▲back to top


საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის მიზნით შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც ითვალისწინებს საარსებო შემწეობის მიღებას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მონაცემებით, უმწეო მდგომარობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში კასპის მუნიციპალიტეტიდან 8763 ოჯახია (25550 მოსახლე, რაც მთლიანი მოსახლეობის ნახევარს შეადგენს) რეგისტრირებული. აქედან, 2561 ოჯახი (5951 მოსახლე) იღებს საარსებო შემწეობას. აღნიშნული ოჯახების საოჯახო შემწეობებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში საშუალოდ 180 ათასი ლარი იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ოჯახს, რომელსაც უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ოჯახები არ მიეკუთვნებიან უმწეო ფენას. პროგრამის მეთოდოლოგიის მიხედვით, მცირე დეტალმა შეიძლება ოჯახი სიღარიბის ზღვარს ზემოთ სულ რამდენიმე ქულით აწიოს, მაგრამ ოჯახი ისეთივე სავალალო მდგომარეობაში იყოს და საჭიროებდეს დახმარებას, როგორც შემწეობადანიშნული ოჯახები.

4.7.2 2.7.2. იძულებით გადაადგილებული პირები

▲back to top


სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში კასპის მუნიციპალიტეტში 2010 ნოემბრის მონაცემებით 187 რეგისტრირებული დევნილია, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 63 ოჯახში. მათგან საარსებო შემწეობას იღებს 54 დევნილი (18 ოჯახი).

4.7.3 2.7.3. პენსიონრები კატეგორიების მიხედვით

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პენსიონერთა რაოდენობა 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 10341-ს. პენსიონერთა კატეგორიების მიხედვით დაყოფა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (იხ. ცხრილი №11).

ცხრილი 11. პენსიის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

პენსიონერთა ჯგუფი

ასაკით პენსიონერი პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

მარჩენალ- დაკარგული ოჯახის წევრები

პოლიტი-კურად რეპრესირებულები

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

8,238

1,710

386

7

10,341

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

პენსიონერთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 19,95%25-ს შეადგენს. ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი პენსიის მიმღებთა კატეგორიაში არის 70-74 წლის ასაკობრივი ჯგუფი (იხ. ცხრილი №12).

ცხრილი 12. პენსიის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ასაკობრივი ჯგუფები

79+

75-79

70-74

65-69

60-64

სხვა

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

1,672

1,637

2,477

1,466

1,277

1,812

10,341

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

რაც შეეხება პენსიის სიდიდეს, პენსიის მიმღებთა ყველაზე დიდი კატეგორია იღებს თვეში 80 ლარის ოდენობის პენსიას (იხ. ცხრილი №13).

ცხრილი 13. პენსიონერთა რაოდენობა პენსიის ოდენობის მიხედვით

პენსიის რაოდენობა (ლარი)

55

56

70

80

84

129

სხვა

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

387

6

1,407

8,505

9

22

5

10,341

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

4.7.4 2.7.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1744‐ს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1597 ოჯახში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წილი მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 3,36%25-ს შეადგენს.

4.7.5 2.7.5. სხვა სოციალური ფენები

▲back to top


სახელმწიფოს მიერ დანიშნულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას იღებს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 1004 ადამიანი, რომელთაგან 698 პენსიონერია, 58 - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, 248 - სუბსიდიის მიმღები არაპენსიონერი.

სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ კომპენსაციას იღებს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 129 ადამიანი. ისინი ძირითადად ყოფილი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან (შინაგან საქმეთა, თავდაცვის და უშიშროების სამინისტროები), რომელთაც ამოეწურათ ნამსახურების ვადა. მათგან 109 შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მუშაკებს განეკუთვნება, ხოლო 10-10 - თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებს. სულ თვეში აღნიშნული კატეგორიის კომპენსაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 13074 ლარი (მ.შ. 11119 ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, 947 ლარი - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე და 1008 ლარი - უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებზე).

4.8 2.8. საჯარო ფინანსები (ადგილობრივი ბიუჯეტი)

▲back to top


4.8.1 2.8.1. ბიუჯეტის შემოსულობების ანალიზი

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა აქტივობები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო წლების ბიუჯეტები წინა წლებთან შედარებით არსებითად არ იზრდება, თუმცა მცირედ ზრდას მაინც აქვს ადგილი. 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობებმა 6147.6 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 5997.5 ათასი ლარი (97.5%25) ბიუჯეტის შემოსავლებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 150.0 ათასი ლარი (2.5%25) - არაფინანსური აქტივების კლებაზე (ე.წ. ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლები). ფინანსური აქტივების ოპერაციები კასპის მუნიციპალიტეტს ბოლო წლებში არ გააჩნია და შესაბამისად აქედან შემოსავლებიც არ აქვს მიღებული (იხ. ცხრილი №14).

ცხრილი 14. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, 2007-2010 წ.წ.

2007

2008

2009

2010

ბიუჯეტის შემოსულობები, სულ

4295.0

4839.4

5557.9

6147.6

ბიუჯეტის შემოსავლები, მთლიანად

4160.0

4646.4

5473.9

5997.6

მათ შორის:

-საგადასახადო შემოსავლები

2237.9

840.0

803.0

1540.2

- არასაგადასახადო შემოსავლები (მოსაკრებლები და სხვა შემოსავლები)

1292.1

593.1

779.0

500.0

- გრანტები (ტრანსფერის ჩათვლით)

630

3216.3

3891.9

3957.4

არაფინანსური აქტივების კლება

135.0

190.0

84.0

150.0

ფინანსური აქტივების კლება

0.0

0.0

0.0

0.0

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები ზრდის ტენდენციით ხასიათდება (იხ. დიაგრამა №3). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები ძალიან მცირეა (ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1/3) და საგადასახადო შემოსავლების დიდი ნაწილის ფორმირება ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული ტრანსფერების ხარჯზე ხორციელდება (ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 2/3). საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სიმწირე ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკური აქტივობა დაბალია და ბიზნესსექტორი სუსტად არის განვითარებული. ამასთან, ქონების გადასახადში არსებობს ბევრი საგადასახდო შეღავათი, რომელიც ასევე ბიუჯეტში ამ გადასახადიდან შემოსავლების სიმცირეს განაპირობებს. ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებულ ტრანსფერებში მნიშვნელოვანი წილი გათანაბრებით ტრანსფერს უჭირავს, რომლის საკუთარი სურვილისამებრ განკარგვის უფლებამოსილებაც ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია. რაც შეეხება მიზნობრივ ტრანსფერს, მისი ხარჯვის მიმართულებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ განისაზღვრება და ადგილობრივ თვითმმართველობებს დელეგირებული უფლებამოსილებების დაფინანსებისთვის გადაეცემათ. ასევე, კასპის მუნიციპალიტეტი ყველაზე დიდი მოცულობით 2010 წლამდე არსებულ სპეციალურ ტრანსფერს იღებდა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფოდა.

დიაგრამა 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები, ათასი ლარი

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მოსაკრებლებიდან დიდი წილი უჭირავს დასუფთავების, სათამაშო ბიზნესის და სანებართვო მოსაკრებლებს. შემოსავლების ნაწილში მუნიციპალიტეტი ასევე ბოლო წლებში მიწის და უძრავი ქონების რენტიდან შემოსავლებს იღებდა. 2010 წელს აღნიშნული მუხლით 124.1 ათასი ლარის მიღება არის გათვალისწინებული, ხოლო 2011 წლისთვის ნავარაუდევია 327.0 ათასი ლარის მიღება. თუმცა, აღნიშნული კატეგორიის შემოსავლები კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს ვერ ქმნიან.

2.8.2. ბიუჯეტის გადასახდელები

გამომდინარე იქიდან, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები არც თუ ისე დიდია, შესაბამისად შეზღუდულია ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც. ბიუჯეტის ხარჯები ძირითადად მიმართულია აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შენახვისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯების დაფინანსებაზე. ბიუჯეტის შემოსულობების მოკრძალებული ზრდის ადეკვატურად იზრდება გადასახდელების მოცულობაც, თუმცა 2009 წელს ბიუჯეტის გადასახდელების გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი (იხ. ცხრილი №15, დიაგრამა №4).

ცხრილი 15. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები, 2007-2010 წ.წ.

2007

2008

2009

2010

ბიუჯეტის გადასახდელები, სულ

4295.0

5795.5

5355.7

6474.2

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

668.9

807.4

1184.6

1305.6

თავდაცვა

48.4

65.7

84.8

88.4

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

118.3

269.4

226.9

632.3

ეკონომიკური საქმიანობა

251.5

1090.6

364.3

1555.1

გარემოს დაცვა

444.9

191.0

440.7

389.1

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

1874.4

1730.8

1666.3

1260.3

ჯანმრთელობის დაცვა

68.7

56.0

52.0

64.4

დასვენება, კულტურა, რელიგია

447.5

378

491.4

440.0

განათლება

317.6

1078

772.2

715.5

სოციალური დაცვა

42.9

128.6

72.5

23.5

სხვა ხარჯები

11.9

0.0

0.0

0.0

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

ბიუჯეტის ხარჯების კატეგორიაში ყველაზე დიდი წილი 2010 წელს ეკონომიკურ საქმიანობაზე, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე და საბინაო კომუნალურ მეურნეობაზე მოდიოდა. თითოეულ კატეგორიაში 2010 წელს 1 მლნ ლარზე მეტი იხარჯებოდა. 2009 წელს ეკონომიკური საქმიანობა არ იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და შესაბამისად გაცილებით მცირე სახსრები იხარჯებოდა (მხოლოდ 364.3 ათასი ლარი), ვიდრე 2010 წელს. თავისუფლად შესაძლებელია ითქვას, რომ საბინაო-კომუნალური მეურნეობა მუნიციპალიტეტის ბოლო წლების უცვლელი პრიორიტეტია.

დიაგრამა 4. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, ათასი ლარი

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ კასპის ბიუჯეტიდან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსება (იხ. ცხრილი №16), რომლებიც ძირითადად ოთხი ორგანიზაციული კოდის ქვეშ არის მოქცეული (ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; საგანმანათლებლო ღონისძიებები; სპორტული და კულტურული ღონისძიებები; სოციალური და ჯანდაცვის ღონისძიებები).

ცხრილი 16. კასპის მუნიციპალიტეტის 2009-2011 წლების ძირითადი საბიუჯეტო ხარჯები

ორგ. კოდი

საბიუჯეტო ხარჯის დასახელება

2009

ფაქტი

2010 გეგმა

2011 გეგმა

05 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2,407.3

2,536.4

532.7

05 01

გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები

92.7

1,296.3

24.1

05 02

გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

33.7

51.8

0.0

05 03

სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

129.5

212.8

50.0

05 04

წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

1,205.1

188.0

0.0

05 05

საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები

266.6

124.2

0.0

05 06

ბინათმშენებლობა

348.9

229.5

0.0

05 07

გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

87.7

159.4

80.0

05 08

დასუფთავების ღონისძიებები

169.4

196.4

300.0

05 09

ბაღების და სკვერების მოვლა-პატრონობა

66.2

59.3

65.0

05 10

მოსაცდელების მოვლა-შენახვა

7.5

16.5

10.0

05 12

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია

0.0

2.2

3.6

06 00

საგანმანათლებლო ღონისძიებები

751.1

543.0

610.0

06 01

სკოლამდელი განათლების დაფინანსება

0.0

27.5

0.0

06 02

საჯარო სკოლების დაფინანსება

267.7

156.6

0.0

06 03

სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება

200.2

0.0

0.0

06 04

ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“

61.4

76.1

160.0

06 05

ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება“

221.8

282.8

450.0

07 00

სპორტული და კულტულური ღონისძიებები

279.1

274.8

605.0

07 01

ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანება“

97.7

115.1

214.0

07 02

ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანება

46.8

63.6

142.0

07 03

ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება

21.0

0.0

25.0

07 08

მუსიკალური კოლექტივები

0.0

0.0

5.0

07 08

ა(ა)იპ „კულტურის და სპორტის დაწესებულებების გაერთიანება“

113.6

0.0

0.0

07 09

ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება

42.8

54.3

115.0

07 10

ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება“

34.7

41.8

104.0

07 11

ეკლესიის მოპირკეთება

6.6

0.0

0.0

08 00

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები

91.5

66.7

103.5

08 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

52.0

50.2

60.0

08 02

უფასო სასადილოს დაფინანსება

10.9

8.2

11.0

08 04

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

5.8

4.8

6.0

08 06

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

22.8

0.2

5.0

08 07

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები

0.0

3.3

21.5

წყარო: კასპის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი, საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge

2011 წლისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები. აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ 2009-2010 წლებში ძირითადად მოხდა 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენა და დასრულდა მსხვილი პროექტები (გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და წყლის სისტემის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია). 2011 წლისთვის ძირითადად ექსპლოატაციის ხარჯებია გათვალისწინებული. ყველაზე მეტი ხარჯი - 300.0 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებებზეა გათვალისწინებული.

გაზრდილია საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯები როგორც საბავშვო ბაღებზე, ასევე სახელოვნებო სკოლებზე. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სპორტის და კულტურის ხარჯები ყველა მიმართულებით (სპორტულისკოლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და სხვა კულტურის დაწესებულებები). 2011 წლისთვის გაზრდილია ასევე ხარჯები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებაზე და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სხვადასხვა სახის დახმარებებზე.

SWOT ანალიზი

საჯარო ფინანსები

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ტენდენცია ეკონომიკურ საქმიანობაზე მიმართული ხარჯების მოცულობის ზრდა

2012 წლიდან ბიუჯეტის პროგრამული დაფინანსების პრინციპზე გადასვლა

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში საგადასახადო შემოსავლების მცირე ხვედრითი წილი, რაც ზრდის მის ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხს საგადასახადო შემოსავლების შემცირების ტენდენცია უარყოფითი სალდოს მაღალი მაჩვენებელი

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს საგადასახადო შემოსავლების ზრდას არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გაწეული გადასახდელების მაქსიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაცია („ქამრების მოჭერა“)

მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების შემცირება მომავალი წლის გადასახდელებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა

მომავალი წლის შემოსულობებს და გადასახდელებს შორის უარყოფითი სალდოს ზრდა

5 3. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

▲back to top


5.1 3.1. გამოკითხვის მეთოდოლოგია

▲back to top


კვლევის მიზანი და ამოცანები კვლევის ძირითადი მიზანი იყო კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა. კვლევის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა:

√ მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;

√ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება;

√ მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის პრიორიტეტების დადგენა;

√ მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური პროფილის შესწავლა.

მეთოდი და ინსტრუმენტი

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა კვლევის ოპტიმალური დიზაინი, რომელიც გულისხმობს რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას მუნიციპალიტეტის ზრდასრულ მოსახლეობასთან. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით.

კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კვლევის მიზნების გათვალისწინებით შექმნილი კითხვარი.

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდა ველის ხარისხის კონტროლი. მოცემული კვლევის ფარგლებში კონტროლს მიენიჭა ინტერვიუერთა მიერ შესრულებული სამუშაოს სიზუსტის დადგენა და ხარვეზების გამოვლენა; საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ მიღებული შედეგები შეტანილ და დამუშავებულ იქნა სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამაში (SPSS). შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომზადდა კვლევის საბოლოო ანგარიში.

სამიზნე ჯგუფი და შერჩევის არეალი სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა კასპის მუნიიპალიტეტში მცხოვრები ზრდასრული დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

შერჩევის ბაზა - 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა ოფიციალური მონაცემები.

შერჩევის მეთოდი -არაპროპორციული სტრატიფიცირებული შერჩევა.

კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 330-მა რესპონდენტმა, მათ შორის ქალაქში გამოკითხული იქნა 105 რესპონდენტი, ხოლო სოფლად - 225. საკვლევი ერთობლიობიდან 15%25 წარმოადგენდა დევნილს, ხოლო 85%25 ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას (იხ. დიაგრამა №5).

დიაგრამა 5. კასპის მუნიციპალიტეტში გამოკითხული მოსახლეობა

0x01 graphic

კვლევის ეტაპები და მიმდინარეობა

კვლევა განხორციელდა 2010 წლის ივნისსა და ივლისში. კვლევის ეტაპები და განხორციელების ვადები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

კვლევის ეტაპები

ივნის-ივლისი

1. კვლევის ინსტრუმენტის შექმნა

2. საველე სამუშაოები

3. მონაცემთა შეყვანა

4. მონაცემთა დამუშავება

5. კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება

5.2 3.2. ძირითადი მიგნებები

▲back to top


კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს მუნიციპალიტეტის პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა წარმოადგენდა. კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მწვავედ მუნიციპალიტეტში დასაქმების პრობლემა დგას. ეს საკითხი რესპონდენტთა 46%25-მა სპონტანურად დაასახელა. მუნიციპალიტეტში ასევე მწვავედ დგას კულტურულ-გასართობი ცენტრების არარსებობა, სწორედ რესპონდენტთა 37,6%25-ის აზრით მუნიციპალიტეტში არ არსეობობს ახალგაზრდებისათვის არანაირი გასართობი ცენტრი. გამოკითხული მოსახლეობის 27,3%25 მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს ადგილობრივი ბიზნესის განუვითარებლობას. ასევე მნიშვნელოვანია მოუწესრიგებელი შიდა გზების პრობლემა (16,7%25), მწვავედ დგას უხარისხო ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების პრობლემაც (16,4%25), რესპონდენტების (11,8%25) აზრით მათ მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაზმომარაგებაა. რაც შეეხება ტრანსპორტის პრობლემებს და მოუწესრიგებელ ქალაქის იერსახეს, მართალია აღნიშნულ საკითხებს რესპონდენტთა მხოლოდ 8%25-ზე ნაკლები ასახელებს, მაგრამ ზოგადად პრობლემებს შორის, ეს საკითხებიც საკმაოდ აქტუალურია (იხ. დიაგრამა №6).

დიაგრამა 6. მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები

0x01 graphic

რესპონდენტების აზრით მათ დასახლებაში (უბანში) არსებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: გაუმართავი-ამორტიზებული შიდა გზები (28,2%25), დასუფთავება (16,4%25), დაბალი სოციალური დახმარება (13,6%25) და გაზმომარაგება (13%25), რომელიც მათივე აზრით უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მწვავედ დგას ასევე სასმელი წყლით მომარაგებისა (9,5%25) და გარე განათების (7,1%25) საკითხები. რესპონდენტების მიერ დასახელებული პრობლემების ანალიზისას ჩანს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ძირითადად, საყოფაცხოვრებო საკითხები აწუხებთ. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციის, დასუფთავებისა და სოციალური დახმარების საკითხებს აშკარა პრიორიტეტია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობისათვის (იხ. დიაგრამა №7).

დიაგრამა №7. დასახლების (უბნის) სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც შესაძლებელია გადაჭრას ადგილობრივმა ხელისუფლებამ

0x01 graphic

საინტერესოა, რესპონდენტთა აზრი მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარეებზე, დამახასიათებელ - გამორჩეულ ნიშანზე. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტთა ნაწილს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და შემოიფარგლა ფრაზით „ჩემი სახლი აქ არის“ ან „აქ დავიბადე და გავიზარდე“ - ასეთია გამოკითხულთა 8%25-ზე მეტის პასუხი. ძლიერ მხარედ, რესპონდენტები ასევე ასახელებენ მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობას (41,4%25), ბუნებრივი რესურსების სიუხვეს (15,8%25) და დიდ ტრადიციებს და კულტურულ მემკვიდრეობას (13,6%25). საინტერესოა, რომ რესპონდენტები კულტურულ მემკვიდრეობას ასახელებენ სამ მნიშვნელოვან ძლიერ მხარეს შორის. როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა ტურიზმის განვითარების შემთხვევაში საკუთარი შემოსავლების ზრდის პოტენციალს ხედავს. (იხ. დიაგრამა №8).

დიაგრამა №8. კასპის მუნიციპალიტეტის სამი მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე

0x01 graphic

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა კასპის მუნიციპალიტეტი 46 რესპონდენტები ბიზნესის განვითარებისთვის კასპის მუნიციპალიტეტში ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად მოსახლეობაში თანხების უქონლობას ასახელებენ, ასეთია გამოკითხულთა თითქმის 59,4%25-ის აზრი (იხ. დიაგრამა №9). ასევე მიზეზებს შორის დასახელდა საკრედიტო ინსტიტუტების სიმცირე (25,2%25), დაბალი ბიზნესგანათლება (8,8%25), და საგადასახადო კანონმდებლობა (2,7%25). რესპონდენტები თვლიან, რომ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების უზრუნველყოფა: ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დამატებითი ფინანსების მოძიება და მცირე კრედიტების გაცემა ბიზნესისათვის.

დიაგრამა №9. მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები

0x01 graphic

სწორედ, კითხვაზე „თქვენ რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყოთ, რომელ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას განახორციელებდით მუნიციპალიტეტში“ რესპონდენტების 40,6%25 ფიქრობს, რომ ინვესტიციებს მოიზიდავდა, 21,2%25 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდა, 10,9%25 კი მოიძიებდა დამატებით ფინანსებს ბიუჯეტში, ხოლო 9,4%25 ბიზნესისათვის გასცემდა მცირე კრედიტებს (იხ. დიაგარამა №10).

დიაგრამა №10. მოქალაქეთა აზრი მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე

0x01 graphic

რაც შეეხება, მოქალაქეთა ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებებთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დაბალია. რესპონდენტთა 61%25 საერთოდ ვერ ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო რესპონდენტების 16%25 მუნიციპალიტეტს სხვა ვალდებულებებს აკუთვნებს (იხ. დიაგრამა №11).

დიაგრამა 11. მოქალაქეთა ინფორმირებულობა თვითმმართველობის ვალდებულებებთან დაკავშირებით

0x01 graphic

კვლევისას, ასევე დავინტერესდით, თუ კომუნიკაციის რომელ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივი მოსახლეობა. კითხვაზე საინფორმაციო წყაროებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა ინფორმაციით თავისი საქმიანობისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საჯარო შეხვედრებს - 26,5%25 (იხ. დიაგრამა №12), შემდეგ მოდის მამასახლისის/სოფლის რწმუნებულის მეშვეობით - 23,4%25, სატელევიზიო გადაცემებით - 20,3%25, და პრესის მეშვეობით 9,9%25. კომუნიკაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა რადიო, საინფორმაციო ცენტრები, ბროშურები, ინტერნეტი და სხვა, მოსახლეობის მოწონებას ნაკლებად იმსახურებს.

დიაგრამა 12. ადგილობრივმა თვითმმართველობამ როგორ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ

0x01 graphic

6 4. პროგრამის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები

▲back to top


6.1 4.1. პრიორიტეტების შერჩევის კრიტერიუმები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაანალიზების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ პირველ რიგში მოგვარებას. აღნიშნული პრიორიტეტული პრობლემებია:

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და გარე განათების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის სისტემის დახვეწა;

სხვადასხვა სოციალური გასაცემლების მოცულობის გაზრდა.

წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების სისტემების მოწესრიგება.

პრობლემატური პრიორიტეტების შერჩევის საფუძველი და არგუმენტები არის შემდეგი კრიტერიუმები: მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები;

რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობა;

ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობა.

I კრიტერიუმი

როგორც ზემოთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების ანალიზისას ვნახეთ, ყველაზე მწვავე პრობლემებად დასახელებულია გაუმართავი-ამორტიზებული შიდა გზები (28,2%25), დასუფთავება (16,4%25), დაბალი სოციალური დახმარება (13,6%25) და გაზმომარაგება (13%25), რომელიც მათივე აზრით უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მწვავედ დგას ასევე მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისა (9,5%25) და გარე განათების (7,1%25) საკითხები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაზმომარაგების საკითხების მოგვარება არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, ამდენად ის არ შეიძლება თვითმმართველობის მოსაგვარებელ პრიორიტეტთა ნუსხაში შევიტანოთ. რესპონდენტების მიერ დასახელებული პრობლემების ანალიზისას ჩანს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ძირითადად, საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციის, დასუფთავებისა და სოციალური დახმარების საკითხებს აშკარა პრიორიტეტია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობისათვის.

II კრიტერიუმი

თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები;

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის საფუძველზე მიღებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. ამ კანონოთ, კერძოდ მისი 16-ე მუხლით განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებსაც ის ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ზემოთ ხსენებული კანონის 16-ე მუხლის მ-2 პუნქტის, ზ), მ), ნ), რ), ს) ქვეპუნქტების მიხედვით, ნებისმიერი თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს შემდეგი საკითხების (ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის) ორგანიზება:

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება;

ეფექტური წყალმომარაგების სისტემის ორგანიზება;

მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული სოციალური პროგრამების (მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარებების) განხორციელება.

III კრიტერიუმი

საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიასთან შესაბამისობა;

საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის, N172 დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგია. ამ დოკუმენტის მე-3 თავის: „მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანებს წარმოადგენს:

წყალმომარაგების სექტორის განვითარება;

მუნიციპალური ნარჩენების მართვა;

სატრანსპორტო სისტემის განვითარება.

IV კრიტერიუმი

ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობა;

2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია „ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“, სადაც მოცემულია სახელმწიფოს განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია 2010-2013 წლებისთვის. ამ დოკუმენტის, კერძოდ სხვადასხვა სამინისტროს სტრატეგიულ გეგმათა ანალიზის საფუძველზე იკვეთება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო და წყალმომარაგების სისტემების განვითარება;

ეკოლოგიური პრობლემები, მათ შორის დასუფთავებასა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები;

მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული პროგრამები, სადაც ნაგულისხმევია ერთჯერადი სოციალური დახმარებებიც.

აღნიშნული არგუმენტები (კრიტერიუმები) იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემატური საკითხების მოგვარება პრიორიტეტულია როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისათვის.

6.2 4.2 პრობლემების ანალიზი შერჩეული სფეროების (პრიორიტეტების) მიხედვით

▲back to top


6.2.1 4.2.1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზები

▲back to top


6.2.1.1 4.2.1.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲back to top


კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის 2010 წლის კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ხარისხი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაა (საკუთარი უფლებამოსილებაა).

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდგომ მკვეთრად გაიმიჯნა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი დამოუკიდებელი გახდა, ადგილობრივ თვითმმართველობებს საქართველოში არც რეფორმამდე და არც რეფორმის შემდგომ რეალურად არ გააჩნიათ საკმარისი საკუთარი ფინანსური სახსრები, რათა საკუთარი უფლებამოსილებანი სრულად შეასრულონ. თვითმმართველობათა ძირითადი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ ტრანსფერებზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების უმეტესი ნაწილი რეგიონებში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი კასპის მუნიციპალიტეტში სავალალო მდგომარეობაშია. მაგ. კასპის მუნიციპალიტეტის პასპორტის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სიგრძე კასპის მუნიციპალიტეტში 158,7 კმ.-ია. აქედან ასფალტირებულია 56 კმ., მოხრეშილია - 102,7 კმ. როგორც ვხედავთ, გზების უმეტესი ნაწილი (64,7%25) ჯერ კიდევ მოხრეშილია და საჭიროებს შავ საფარს.

6.2.1.2 4.2.1.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲back to top


ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები შეიძლება ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. არასაკმარისი 6 .+ .ინანსური რესურსები;

2. საკადრო პრობლემები ადგილებზე;

3. შესაბამისი სტანდარტების არარსებობა;

4. მიმწოდებელთა კვალიფიკაციის არასათანადო დონე.

არასაკმარისი ფინანსები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკუთარი შემოსავლების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებამოსილებების (ამ შემთხვევაში კი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა და შენახვა), სრულად განხორციელებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გზის მშენებლობა და შენახვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურათა შორის, განსახორციელებლად ერთ-ერთი ყველაზე ინვესტიციატევადი რესურსია და შესაბამისად, ეს სფერო ადგილობრივ თვითმმართველობებს არასაკმარისი ფინანსების პირობებში საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევთ.

საკადრო პრობლემები ადგილებზე

აღნიშნული სფეროს მოუწესრიგებლობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია კვალიფიციური კადრების სიმცირე ადგილებზე. უმეტესად რეგიონებში ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის სამშენებლო-საინჟინრო დაპროექტებას უზრუნველყოფდა. სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ძირითადად ძველი (შემორჩენილი) კადრების პირად გამოცდილებაზეა აგებული.

შესაბამისი სტანდარტების არარსებობა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაპროექტებისას არ არსებობს რაიმე თანამედროვე სტანდარტი ან ინსტრუქცია, რითაც შეიძლება გაიზომოს შემდგომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. თვითმმართველობები უმეტესად ეყრდნობიან იმ ერთეული პიროვნებების გამოცდილებას, რომლებიც ამ სფეროში წლებია მუშაობენ ან უკეთეს შემთხვევაში იყენებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ 1975-85 წლებში დამუშავებულ ე.წ. СНИП-ებს (Строительние нормы и правила). შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინსტრუქციები საკმაოდ მოძველებულია ტექნიკურად და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

მიმწოდებელთა კვალიფიკაციის არასათანადო დონე

მომსახურების მიმწოდებელ კომპანიათა ძირითადი ნაწილი, რომელთაც კვალიფიციური კადრები და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნიათ, ძირითადად დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებშია დისლოცირებული. აღნიშნული კომპანიები შესასრულებელი სამუშაოს სიმცირის გამო რეგიონებსა და პერიფერიებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ნაკლებად ახორციელებენ. გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ რეგიონებში მოქმედი სამშენებლო კომპანიები დაბალი კვალიფიციურობით ხასიათდებიან, რაც ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაბალი ხარისხიანობის ერთ- ერთი გამომწვევი მიზეზია.

6.2.1.3 4.2.1.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲back to top


ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესსექტორზე.

უარყოფითი გავლენა:

თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტით მსხვილი ინვესტორების დაინტერესებას და ზოგადად მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას;

ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი - მოუწესრიგებელი და გაუმართავი გზები აფერხებს ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში. ამ პირობებში მუნიციპალიტეტი ნაკლებად მიმზიდველი ხდება ტურისტებისათვის. ამასთან, გართულებულია ტურისტული მარშრუტების დაგეგმარება;

სატრანსპორტო საშუალებების მაღალი ცვეთა - გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზები მოუწესრიგებელია, მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან მაღალ ცვეთას და ხშირად გამოდიან მწყობრიდან;

მაღალი ფინანსური დანახარჯები გადაადგილებისთვის - გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია სატრანსპორტო საშუალებების ცვეთა ეს გარემოება აძვირებს გადაადგილების ღირებულებას;

დროის დანახარჯი - გარდა ფინანსური დანახარჯებისა, აღსანიშნავია ასევე დროის დიდი დანახარჯი, რაც მოუწესრიგებელ გზებზე გადაადგილებისას არის საჭირო; გადაადგილების არაკომფორტული გარემო - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაუმართაობა არაკომფორტულ გარემოს ქმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩასული ტურისტებისათვის;

სამგზავრო გადაზიდვების არათანაბარი ხელმისაწვდომობა - გამომდინარე იქიდან თუ რამდენად დაზიანებულია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს არ გააჩნდეთ სამგზავრო გადაზიდვების ხელმისაწვდომობა.

6.2.2 4.2.2 მუნიციპალური ნარჩენების მართვა

▲back to top


6.2.2.1 4.2.2.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტში არის ერთი არასპეციფიური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობია 5 ჰა. წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი მოცულობა 15.132 მ3; დასუფთავებაზე დაწესებულ მოსაკრებელზე მოსახლეობის მიერ გადახდილი მოსაკრებლის წილი 70%25-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ დაურეგულირებელია. საბჭოთა პერიოდის დაშლის შემდეგ არ მომხდარა აღნიშნული სფეროს სისტემური რეაბილიტაცია, ამორტიზებულია ნაგვის გამტანი მანქანები, სერიოზულ პრობლემად რჩება ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის საკითხები. ასევე დაურეგულირებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები. როგორც ცნობილია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების გატანა და მისი უტილიზაცია წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას, რაც გულისხმობს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფას ადგილობრივი ფინანსებით. გამომდინარე აქედან, პრობლემატურ საკითხად ასევე რჩება კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის მოქნილი სისტემის შემუშავება.

6.2.2.2 4.2.2.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲back to top


კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში პრობლემების გამომწვევი ძირეული მიზეზები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

1) სტანდარტიზაციის (სტანდარტების) საკითხები;

2) არსაკმარისი ფინანსური რესურსები;

3) მართვის (მენეჯმენტის) პრობლემები.

სტანდარტიზაციის (სტანდარტების) საკითხები;

ეროვნულ დონეზე დასახვეწია სტანდარტიზაციის სისტემა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების მართვის სფეროში;

მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ინსტრუქციები, ტექნიკური ხასიათის ნორმები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაეყრდნოს შესაბამისი სამსახური; სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითობის პირობებში, შესამუშავებელია ისეთი მექანიზმი, რომლითაც გარანტირებული იქნება შემუშავებული ინსტრუქციების რეალური გამოყენება.

არასაკმარისი ფინანსური რესურსები;

მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობის სიმწირიდან გამომდინარე არასაკმარისია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები;

დასახვეწია ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოსაკრებლის ადმინისტრირების სისტემა. არ ხდება აღნიშნული სერვისის ღირებულების სისტემური (კომპლექსური) ანალიზი. შესაბამისად გადახედვას საჭიროებს აღნიშნული სფეროს მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებული ტარიფის ოდენობა.

არ არსებობს მოსახლეობიდან ტარიფის ამღების (ადმინისტრირების) ეფექტური სისტემა.

მართვის (მენეჯმენტის) პრობლემები;

მუნიციპალურ დონეზე მწირია საკადრო-რესურსული პოტენციალი, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ გააჩნიათ ინფორმაცია, თუ რა მიდგომები და მართვის მოდელები არსებობს ევროპული ქვეყნების მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სფეროში;

ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები;

ნარჩენების ეფექტურად მართვის სფეროში ასევე მწირია კერძო ოპერატორების გამოცდილება და რესურსული პოტენციალი.

6.2.2.3 4.2.2.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲back to top


ქვემოთ მოცემულია ის უარყოფითი შედეგები (გავლენა), რომელიც პირდაპირ თუ ირიბად წარმოიშობა ნარჩენების გატანა-უტილიზაციის პრობლემის არსებობისას:

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და სისუფთავის დაცვას;

იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი;

იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი;

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას;

ფერხდება თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკური განვითრება.

6.2.3 4.2.3. ერთჯერადი სოციალური დახმარებები

▲back to top


6.2.3.1 4.2.3.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲back to top


საქართველოში სოციალურ პროგრამებზე (მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამებზე) პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სოციალურ პროგრამებს ძირითადად ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო თავისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

სოციალური დახმარება - ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

სოციალური დახმარებების პროგრამებს საქართველოში არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა. მათ შორის საქართველოს კანონი „სოციალურ დახმარებათა შესახებ“. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;

ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;

შემოწირულებები;

სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები, რაშიც მოიაზრება მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარებები.

„ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად თვითმმართველობა ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს სხვადასხვა სოციალური პროგრამები (მუხლი 16.) და აქვე მოიაზრება ერთჯერადი სოციალური დახმარებები.

კასპის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას გამოვლენილი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამების არაეფექტურობა და გაუმჭვირვალობა.

ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამები ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: 100 და მეტი წლის მოხუცთა დახმარება, ომის ვეტერანთა დაკრძალვა, უპატრონო ბავშვების დახმარება, ლტოლვილთა დაკრძალვა, სადღესასწაულო დღეების დახმარება, მზრუნველობას მოკლებულთა უფასო სასადილო და ა.შ. აღნიშნული პროგრამები მეტწილად ერთჯერად ფულად დახმარებას წარმოადგენს და ვერ ახდენს მდგრად ზემოქმედებას/ეფექტს მოწყვლად ფენებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს დახმარებები სრულად ვერ მოიცავს ყველა სოციალურად დაუცველს.

როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტებში არ არის ასახული ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის გასაწევი სავარაუდო ხარჯები, რაც მიანიშნებს ბიუჯეტების გაუმჭვირვალობაზე და საჯარო ფინანსების მოსალოდნელ არაეფექტურ ხარჯვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისთვის როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტებიდან ხდება გარკვეული ხარჯების გაწევა (ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან), ერთი მხრივ ბუნდოვანი რჩება ერთჯერადი სოციალური დახმარებების საჭიროების მქონე ბენეფიციარების შერჩევის მექანიზმები და მეორე მხრივ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არ არის გამიჯნული თუ ბენეფიციართა რომელ კატეგორიას ეხმარება თითოეული მათგანი. აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ბენეფიციარის დახმარებას ორივე მხრიდან და გამომდინარე აქედან ბენეფიციართა ნაწილი ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღმა რჩება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ადგილი აქვს საჯარო ფინანსების არაეფექტურად ხარჯვას, აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების გაზრდილ ალბათობას და ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების უკმაყოფილებას.

6.2.3.2 4.2.3.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲back to top


როგორც აღვნიშნეთ, კასპის მუნიციპალიეტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას გამოვლენილი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამების არაეფექტურობა და გაუმჭვირვალობა. პრობლემის გაანალიზებისას გამოვლენილ იქნა ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აღნიშნული საკითხის აქტუალურობას. პრობლემის გამომწვევი მიზეზები კომპლექსური ხასიათისაა და დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების არაკოორდინირებულ ქმედებებთან. კერძოდ, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები სამ ძირითად მიმართულებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები;

კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების სიმწირის გამო ვერ ხორციელდება ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის დაკმაყოფილება;

საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში მიემართება მხოლოდ ქონების გადასახადი, რის გამოც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ვერ ხერხდება ერთჯერადი სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის პრობლემების რეალური მოგვარება;

ერთჯერადი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხები არ არის ასახული მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმაში, რაც შემდგომში ვერ უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარების პრობლემების რეალურად მოგვარებას;

ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამები მეტწილად ერთჯერად ფულად დახმარებას წარმოადგენს და ვერ ახდენს მდგრად ზემოქმედებას/ეფექტს მოწყვლად ფენებზე.

2. მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები;

მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს სოციალური აგენტების ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირებას;

მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემები, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ განაპირობებს რეალურად არსებული სიტუაციის ადეკვატურად ასახვას;

არ არსებობს მუნიციპალურ დონეზე ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციას;

არ არსებობს რაიმე გამიჯვნის მექანიზმი ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის მუნიციპალური განყოფილება ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა ორიენტირებული და ადგილობრივი ხელისუფლება რომელზე.

3. საკანონმდებლო საკითხები;

საკანონმდებლო დონეზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არ არის გამიჯნული თუ ბენეფიციართა რომელ კატეგორიას ეხმარება ერთჯერადი სოციალური პროგრამებით თითოეული მათგანი; არც სახელმწიფო და არც კასპის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმებში არ არის ასახული ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯების სავარაუდო მოცულობა.

6.2.3.3 4.2.3.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲back to top


ზემოთ დასახელებული მიზეზები განაპირობებს კასპის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგარმების არაეფექტურობას და გაუმჭვირვალობას, რასაც თავის მხრივ არაერთ უარყოფით შედეგამდე მივყავართ. პირველ რიგში ეს პრობლემა ნეგატიურად აისახება მოცემული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ის ძირითადი უარყოფითი შედეგები, რომლებიც გამოწვეულია კასპის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებთან დაკავშირებული პრობლემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:

მოცემული პროგრამის ბენეფიციართა დიდი უმეტესობა დახმარების გარეშე რჩება;

სახეზეა ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე უკმაყოფილო მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა;

ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტულ ბენეფიციარზე ვერ უზრუნველყოფს მისი პრობლემის რეალურად მოგვარებას;

ერთჯერადინ სოციალური დახმარებების სიმცირე ვერ უზრუნველყოფს ადგილზე სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

6.2.4 4.2.4. წყალმომარაგება

▲back to top


6.2.4.1 4.2.4.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲back to top


თვითმმართველობაში მცხოვრები მოსახლეობა მის წინაშე მდგარ ძირითად პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების ხარვეზს ასახელებს.

აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2008 წლამდე წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. წყლის მიწოდების ტარიფების დადგენაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება.

2008 წლიდან დაიწყო წყლის სფეროს დარეგულირება, რის შედეგადაც თვითმმართველობების ექსკლუზიური უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნა წყლით მომარაგებისა და შესაბამისად ტარიფის დადგენის უფლებამოსილება. წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი გახდა ახლადშექმნილი სახელმწიფო შპს „დასავლეთის წყალი“ და შპს „აღმოსავლეთის წყალი“, ხოლო სატარიფო რეგულირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებად განისაზღვრა.

2008 წლის დასაწისიდან თვითმმართველობების მიერ წყლის მიმწოდებელი კომპანიებისათვის ფინანსური სუბსიდიის გაწევა არამიზნობრივ ხარჯად აღირიცხება. აღნიშნულმა კომპანიამ პირველ რიგში დაიწყო შესაბამისი ქონების საკუთრებაში აღება და მის ბალანსზე ასახვა. ამ პროცესში საკმაოდ დიდი პრობლემები წარმოიშვა, რადგან წყლის სისტემები მხოლოდ სახელმწიფო შპს-ს საკუთრებაში არ იყო და ამ სისტემების რეაბილიტაციისათვის თვითმმართველობებს საკმაოდ სოლიდური თანხები ჰქონდათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული, ხოლო შექმნილი ქონება ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენდა.

დღემდე არსებობს პრობლემები ქონების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თვითმმართველობების ნაწილი თანახმაა აღნიშნული ქონება შპს „საქართველოს წყალს“ უსასყიდლოდ გადასცეს, თუმცა „ადგილობრივი ქონების შესახებ“ კანონის თანახმად იკრძალება ადგილობრივი ქონების სახელმწიფო შპს-ზე უსასყიდლო ფორმით საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა. თვითმმართველობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათ მიერ შექმნილი ქონების უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად სახელმწიფო შპს-ზე გადაცემა თვითმმართველობის ქონებრივი ინტერესების შელახვაა და აღნიშნულ ქონებაში შპს „საქართველოს წყალმა“ ადგილობრივ თვითმმართველობას თანხა უნდა გადაუხადოს.

პრობლემას წარმოადგენს თვიმმართველობის სოფლებში სასმელი და საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი. აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში გაურკვეველია სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების საკუთრების ფორმა. უმეტეს შემთხვევებში ეს ქონება არავის ბალანსზე არ არის აყვანილი. სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების სახსრებით და მოსახლეობის მიერ აკრეფილი თანხებით ხორციელდებოდა. თუმცა აღნიშნული ნაგებობები სახელმწიფო საკურებაში არსებულ მიწაზე არის აგებული.

შპს „საქართველოს წყალი“ არ ახდენს სოფლად არსებული წყლის სისტემის საკუთარ ბალანსზე აყვანას და აღნიშნულ ტერიტორიებზე წყლის მიწოდების უზრუნველყოფას.

გაუგებარია თუ ვის პრეროგატივას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წყლით მომარაგება. ერთი მხრივ თვითმმართველობების უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი შპს „საქართველოს წყალი“ არ ახდენს სოფლად არსებული წყლის სისტემის საკუთარ ბალანსზე აყვანას და მოსახლეობის წყლით მომარაგებას.

პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე თვითმმართველობებს უწევთ წყლის პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაწევა, რაც შესაძლებელია თვითმმართველობის „ნებაყოფლობით“ უფლებამოსილებად იქნეს განხილული. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.

6.2.4.2 4.2.4.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲back to top


ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია დავყოთ 3 ძირითად ჯგუფად:

1) არასაკმაირისი ფინანსები

2) ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო მენეჯმენტი

3) საკანონმდებლო ბაზაში არსებული პრობლემები

არასაკმარისი ფინანსები -

როგორც 2.8. თავში აღვნიშნეთ ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად განსაკარგი შემოსავლები ძირითადად მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება და არ რჩება თანხები კაპიტალური დანიშნულების პროექტების განხორციელებისათვის.

თვითმმართველობების უმეტესობაში არაფინანსური აქტივების ზრდის დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

წყლის მიწოდების საფასურის ამოღება სოფლის მოსახლეობიდან თვითმმართველობის მიერ შეუძლებელია. წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გაწეული თანხების მოსახლეობიდან საფასურის სახით კომპენსირება არ ხდება.

ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო მენეჯმენტი -

თვითმმართველობაში არსებული სამსახურები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას სოფლად არსებული წყლის სისტემის ხარვეზების შესახებ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ამ საკითხის თვითმმართველობების უფლებამოსილებებიდან ამოღებით.

გამგეობებში წყლის სისტემების მცოდნე კვალიფიციური კადრების მოძიება საკმაოდ რთულია, რაც გამოწვეულია თვითმმართველობების საჯარო მოხელეების დაბალი სახელფასო ბადით.

სამსახურებში არსებული ინფორმაცია მოძველებულია და მისი განახლება საკმაოდ დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების შესახებ.

არ არსებობს წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს გამოსაყენებელი სახელმწიფო სტანდარტი ან რეგულაცია.

საკანონმდებლო ბაზაში არსებული პრობლემები

საქართველოს კანონმდებლობით არ არის ზუსტად დარეგულირებული თუ ვის კომპეტენციას წარმოადგენს სოფლად არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა.

წლების განმავლობაში ვერ მოხდა ადგილობრივი წყლის რესურსის განსაზღვრა. საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქად, მუნიციპალურ საკუთრებაში, არსებული წყლის სიტემის შპს „საქართველოს წყალზე“ გადაცემა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება ჭაბურღილების და რეზერვუარის მოწყობის დაფინანსება, ხოლო მოსახლეობის მიერ წყლის ამოსაქაჩად საჭირო ელ. ენერგიის ღირებულების გადახდა. იურიდიულად გაურკვეველია თუ ვინ ითვლება წყლის მიმწოდებლად და საჭიროებს თუ არა აღნიშნული საქმიანობა ნებართვას.

6.2.4.3 4.2.4.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲back to top


აღნიშნული პრობლემით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წუხდება ბიზნეს სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანო (როგორც მომხმარებელი).

უარყოფითი გავლენა:

ანტისანიტარია და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა წყლის არასაკმარისი რაოდენობითა და არასათანადო ხარისხით მიწოდება ზრდის მოსახლეობაში ეპიდემიის საფრთხეს. აღნიშნული კი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას;

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორი ‐ სარწყავი წყლის არასათანადო რაოდენობით მიწოდება მოსავლის მიღების საფრთხეს ქმნის;

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი ‐ ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჰიგიენური საკითხების მოგვარება, რომელიც წყლის სისტემის გამართვის გარეშე შეუძლებელია.

6.3 4.3. პროგრამის მიზნები, ამოცანები, საქმიანობები

▲back to top


6.3.1 4.3.1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზები - პრიორიტეტი №1

▲back to top


მიზანი 1. კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამება თანამედროვედ აღიარებულ სტანდარტებს.

ამოცანა 1.1. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია.

საქმიანობა:

1.1.1. კასპის მუნიციპალიტეტში გაზრდილია საკუთარი შემოსავლები;

1.1.2. გაზრდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობასა და რემონტზე გაწეული ხარჯები.

ამოცანა 1.2. კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია

საქმიანობა:

1.2.1. განსაზღვრულია კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კადრების მისარებად;

1.2.2. შესაბამის თანამდებობებზე მიღებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები;

1.2.3. გაზრდილია მათი ანაზღაურება მათი მოტივაციის ამაღლებისა და კადრების გადინებისგან თავის არიდების მიზნით.

ამოცანა 1.3. შესაბამისი სტანდარტების არსებობა

საქმიანობა:

1.3.1. ეროვნულ დონეზე შემუშავებულია ზოგადი ხასიათის ის სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობისა და შენახვისათვის;

1.3.2. მუნიციპალიტეტის საპროექტო ორგანიზაციებში დანერგილია თანამედროვე სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტაციები;

1.3.3. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა და შეკეთება სწორედ ამ სტანდარტებზე დაყრდნობით ხორციელდება.

ამოცანა 1.4. მიმწოდებელთა კვალიფიკაციის დონე გაზრდილია

საქმიანობა:

1.4.1. გაზრდილია მიმწოდებელ ორგანიზაციათა კვალიფიკაციის დონე;

1.4.2. გაუმჯობესებულია მიმწოდებელ ორგანიზაციათა

მატერიალურ‐ტექნიკური ბაზის მდგომარეობა.

6.3.2 4.3.2. მუნიციპალური ნარჩენების მართვა - პრიორიტეტი №2

▲back to top


მიზანი 2. კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის (ადმინისტრირების) პროცესი შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს (მოთხოვნებს)

ამოცანა 2.1. მოგვარებულია სტანდარტების (სტანდარტიზაციის) საკითხები

საქმიანობა:

2.1.1. ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ერთობლივი ჯგუფის შექმნა და სტანდარტიზაციის საკითხების საფუძვლიანი კვლევა; - აღნიშნულ აქტივობაში მნიშვნელოვანია სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს როლი, რამდენადაც უნდა განხორციელდეს არსებული საბჭოთა სტანდარტების ძირეული გადახედვა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდეს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში. აღნიშნულ პროცესში ასევე აქტიურად უნდა იყოს ჩართული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია;

2.1.2. მუნიციპალურ დონეზე მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში; - შემდეგ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იქნება დარგის სპეციალისტებით. ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემატიკის ძირეული კვლევა და შემუშავებულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტები ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ დონეზე მიღებულ ჩარჩო სტანდარტთან. მუნიციპალურ დონეზე შემუშავებული ტექნიკური წესები ოპტიმალურად უნდა იყოს შედგენილი მუნიციპალიტეტის ფინანსური და სხვა სახის რესურსების გათვალისწინებით;

2.1.3. ახლადშემუშავებული ტექნიკური რეგლამენტების (ჩარჩო სტანდარტიდან გამომდინარე) რეალურად გამოყენების ეფექტური ინსტრუმენტის შექმნა; - ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციის ნებაყოფლობითობის საკითხის ანალიზი, დღეის მდგომარეობით საქართველოში სტანდარტების გამოყენება ზოგადად ნებაყოფლობითია, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე (მაგ.: მეტი ფინანსების ხარჯვა და სხვ.) არ ისურვონ ახლადშემუშავებული ინსტრუქციების გამოყენება. გამომდინარე აქედან, საჭიროა შემუშავდეს ქმედითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ სტანდარტების (ტექნიკური რეგლამენტების) გამოყენების პერმანენტული მონიტორინგი, რაც შესაბამისი სამართლებრივი აქტით იქნება გამყარებული. (აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს სამხარეო ადმინისტრაცია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო).

ამოცანა 2.2. დახვეწილია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო ფინანსური სახსრების ფორმირების მექანიზმები

საქმიანობა:

2.2.1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების გატანა- უტილიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფინანსური ანალიზი; - პირველ ეტაპზე აუცილებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ტექნიკური საშუალებების ფინანსური აღრიცხვა და მათი საბაზრო ღირებულების დადგენა, რის საფუძველზეც გაკეთდება რეალური სამოქმედო გეგმა სფეროს შემდგომი რეაბილიტაციისთვის;

2.2.2. ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში დაფინანსების გაზრდის მექანიზმების შემუშავება; - რამდენადაც მუნიციპალური ბიუჯეტი უმეტესწილად სრულყოფილად ვერ უმკლავდება ნარჩენების სისტემურად გატანა-უტილიზაციას, შესაძლებელია დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები წარიმართოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან (მუნიციპალური განვითრების ფონდთან და სხვა), რომელშიც ჩართული იქნება როგორც პრეზიდენტის რწმუნებულის ადმიანისტრაცია, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია;

2.2.3. დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზების მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; - კასპის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი იძლევა საშუალებას, რომ საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გაიღონ ფინანსური სახსრები კასპის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, თუმცა ყოველივე ამისთვის საჭიროა მომზადდეს სისტემურად გაანალიზებული პროექტები (წინადადებები) და წარედგინოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს. პროექტის მთავარი მიზანი იქნება კასპის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის პრობლემის მოგვარება, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის და საბოლოო ანგარიშით მუნიციპალიტეტის მდგრად განვითრებას;

2.2.4. ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებული მოსაკრებლის (ტარიფის) ანალიზი და ადმინისტრირების მოქნილი სისტემის შემუშავება; - აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მუნიციპალიტეტებში (მათ შორის კასპში) არ არსებობს ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოსაკრებლის დათვლის (დაანგარიშების) თანამედროვე მეთოდოლოგია. შესაბამისად მუნიციპალიტეტში დაწესებული ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება ნარჩენების გატანა- უტილიზაციისთვის რეალურად საჭირო ფინანსურ სახსრებს. ამდენად აუცილებელია შემუშავდეს ტარიფის დათვლის ისეთი მეთოდოლოგია, რომელშიც რეალურად იქნება გათვალისწინებული მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. გარდა სატარიფო პოლიტიკისა, პრობლემატურ საკითხად რჩება მოსახლეობიდან მოსაკრებლის ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ამისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავდეს გეგმა, რომელიც სხვადასხვა სტიმულებიდან (მაგ: მომსახურების ხარისხი და სხვ.) გამომდინარე გაზრდის მოსახლეობიდან მოსაკრებლის მობილიზების (ამოღების) მაჩვენებელს.

ამოცანა 2.3 შემუშავებულია ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მართვის (მენეჯმენტის) ეფექტური სისტემა

საქმიანობა:

2.3.1. ადამიანური რესურსების გაძლიერება ნარჩენების მართვის სფეროში; - აღსანიშნავია, რომ ფინანსური რესურსების სიმწირესთან ერთად მუნიციპალიტეტში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების მართვის სფეროში პროფესიონალი კადრების საკითხი, შესაბამის სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია განვითარებული (ევროპული) ქვეყნების მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის მდგომარეობის (დაგეგმარების) შესახებ, შესაბამისად არასრულყოფილია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მუნიციპალური გეგმები, ხედვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გამომდინარე აქედან საჭიროა გამოცდილი ექსპერტების მიერ შემუშავდეს სპეციალური „ტრენინგ-მოდული“ და ნარჩენების მართვის შესახებ სრულყოფილად მიეწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებსაც შემდგომში პირდაპირი შეხება ექნებათ ნარჩენების მართვის საკითხებთან;

2.3.2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების გატანა- უტილიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ანალიზი; - აღნიშნულ ეტაპზე მოხდება ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის აღწერა (არსებულისურათის შესწავლა), რომლის შემდეგ გაანალიზდება თუ რა ტექნიკური პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს სფეროს შემდგომი განვითრებისთვის;

2.3.3. ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში მოქმედი კერძო ოპერატორების კვლევა; - აღნიშნული აქტივობა გულისხმობს მუნიციპალიტეტში და რეგიონულ დონეზე არსებული იმ კერძო კომპანიების ანალიზს, რომლებსაც აქვთ რესურსი შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე პასუხისმგებლობა აიღონ ნარჩენების გატანა-უტილიზაციაზე. ამავე დროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა მოხდეს კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმების ანალიზი და აღნიშნული ალტერნატივებისგან მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.

6.3.3 4.3.3. ერთჯერადი სოციალური დახმარებები - პრიორიტეტი №3

▲back to top


მიზანი 3. კასპის მუნიციპალიტეტში ერჯერადი სოცალური დახმარების პროგრამები ეფექტური და გამჭვირვალეა

ამოცანა 3.1. ფინანსებთან მიმართებაში დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია.

საქმიანობა:

3.1.1 კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები გაზრდილია. ამის მისაღწევად გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორის: გაზრდილია გამოთანაბრებითი ტრანსფერების მოცულობა და აგრეთვე საკუთარი შემოსავლის ძირითადი წყაროს - ქონების გადასახადის განაკვეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა კასპის მუნიციპალიტეტი 66 (რა თქმა უნდა, ოპტიმალური მოცულობით). ყოველივე ამის შედეგად გაზრდილია ერთჯერადი სოციალური დახმარებებით დაკმაყოფილებული მოსახლეობის რაოდენობა;

3.1.2. ერთჯერადი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხები ასახულია მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმაში და ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ნაწილის პრობლემები მოგვარებულია;

3.1.3. თვითმმართველობის ასოციაციის ლობირებითა და წარმომადგენლობითი ორგანოსთან კოორდინირებით გაზრდილია ქონების გადასახადისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთი, რითაც მიღწეულია ერთჯერადი დახმარებების უზრუნველსაყოფად ფორმირებული ფულადი ფონდის მოცულობა;

3.1.4. მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილია ერთჯერადი სოციალური დახმარებების სისტემურად მდგრადი ფინანსური მექანიზმები.

ამოცანა 3.2.

მუნიციპალიტეტში შექმნილია მენეჯმენტის მოქნილი და სისტემური მექანიზმები თუ ინსტიტუციები

საქმიანობა:

3.2.1. მუნიციპალიტეტში შექმნილია მუნიციპალური სოციალური სააგენტო, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი სოციალური აგენტებით და შესაბამისად უზრუნველყოფილია ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების ზუსტი ნუსხის არსებობა;

3.2.2. კასპის მუნიციპალიტეტში შექმნილია ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარებების ბენეფიციართა ზუსტ იდენტიფიკაციას.

3.2.3. მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციას. კერძოდ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით და ეს სხდომები საჯაროა, სადაც ესწრებიან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (ადგილობრივი არასამთავრობო, სათემო მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები. )

3.2.4. გამიჯნულია, თუ ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის მუნიციპალური განყოფილება ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა ორიენტირებული/პასუხისმგებელი და ადგილობრივი ხელისუფლება რომელზე.

ამოცანა 3.3. გამჭვირვალეა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებში ერთჯერად სოციალურ დახმარებებთან მიმართებაში

საქმიანობა:

3.3.1. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულია ცვლილება და გამიჯნულია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამებზე ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა პასუხისმგებელი თითოეული მათგანი;

3.3.2. როგორც სახელმწიფო, ასევე კასპის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმებში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯების სავარაუდო მოცულობა. ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში გამოკვეთილია ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე გასაწევი თანხების სავარაუდო მოცულობა.

6.3.4 4.3.4. წყალმომარაგება - პრიორიტეტი №4

▲back to top


მიზანი 4. კასპის მუნიციპალიტეტში სასმელი და საირიგაციო წყლის მიწოდება შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

ამოცანა 4.1. ფინანსებთან მიმართებაში დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია

საქმიანობა:

4.1.1. ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა საკუთარი შემოსულობების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესში შესაძლებელია ჩართულნი იყვნენ გუბერნატორის აპარატი და თვითმმართველობის ასოციაცია. საკითხის დადებითად გადაჭრას ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ თვითმმართველობის ქარტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

4.1.2. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კაპიტალური პროექტებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვა. თვითმმართველობამ უნდა მოამზადოს გამართული პროექტები და მოახდინოს მათი ლობირება ცენტრალურ დონეზე;

4.1.3. საკუთარი შემოსულობების ამოღების მაჩვენებლის ზრდა. პირველ რიგში მოხდება საგადასახადოსთან ურთიერთობის აწყობა რათა საჭირო ინფორმაციის მიღება არ გართულდეს. მეორე მხრივ უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მოსაკრებლების მობილიზების მაჩვენებელია, რაც ადმინისტრირების გაუმჯობესებით იქნება შესაძლებელი;

4.1.4. არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული სახსრების რაციონალური გამოყენება - პრივატიზების პროცესიდან მიღებული თანხის მიმართვა უნდა მოხდეს არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად.

ამოცანა 4.2. მუნიციპალიტეტში შექმნილია მენეჯმენტის მოქნილი და სისტემური მექანიზმები

საქმიანობა:

4.2.1. სოფლად არსებული წყლის სისტემების მდგომარეობის ძირეული კვლევა - პირველ რიგში უნდა მოხდეს სოფლად არსებული წყლის სისტემების (სათავე ნაგებობის ჩათვლით) აღრიცხვა და საკუთრების ფორმის გარკვევა. შემდგომ ეტაპზე უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტების შედგენა და პრობლემის მოგვარების ხედვის ჩამოყალიბება;

4.2.2. მუნიციპალური სერვისების ხარისხის სტანდარტის დადგენა - აუცილებელია განისაზღვროს ტექნიკური სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები;

4.2.3. ზედამხედველობის ფუნქციის დახვეწა წყლის სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის კუთხით - შესაბამის სამსახურში უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის საჭირო სტანდარტების ცოდნა.

ამოცანა 4.3. საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია ადგ. თვითმმართველობის კომპეტენცია წყლის სისტემების რეაბილიტაციასთან მიმართებაში

საქმიანობა:

4.3.1. ადგილობრივი წყლის მცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის ლობირება - ადგ. თვითმმართველობამ გუბერნიისა და თვითმმართველობის ასოციაციის მხარდაჭერით უნდა გაუწიოს ლობირება წყლის რესურსის გამიჯვნის საკითხს;

4.3.2. სოფლად წყლის მიმწოდებლის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე - ადგ. თვითმმართველობამ გუბერნიისა და თვითმმართველობის ასოციაციის მხარდაჭერით უნდა გაუწიოს ლობირება სოფლად წყლის მიმწოდებელი სუბიექტის დადგენას. თუ ეს ფუნქცია თვითმმართველობის პრეროგატივად განისაზღვრება, მაშინ აუცილებელია შესაბამისი დაფინანსების მოთხოვნა.

6.4 4.4. პროგრამის განხორციელების სავარაუდო გეგმა და რესურსები

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic