![]() |
ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №7 (ოქტომბერი, 2007) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მარკოზაშვილი ნიკოლოზ, გიორგობიანი ლელა, მითაგვარია მილენა, კუპრაშვილი ნინო, ებანოიძე ანა |
თემატური კატალოგი ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები |
საავტორო უფლებები: © ამირან ბაბუნაშვილი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 ადამიანური ურთიერთობების ეთიკა ორგანიზაციაში - 1 |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი
GMCG Ltd - პარტნიორი.
ESM-თბილისი - მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი
„Крошка сын к отцу пришёл И спросила кроха:
„Что такое хорошо и что такое плохо?“.
Владимир Маяковский
ორგანიზაციაში ადამიანური ურთიერთობები მენეჯმენტის ფუნდამენტია. წინა სტატიებში ეს საკითხი ორგანიზაციის შიგნით არსებული ვითარებიდან გამომდინარე განვიხილეთ. ამაში მენეჯმენტის ცნობილი სპეციალისტები გვეხმარებოდნენ. მაგრამ, ამავე დროს, ადამიანური ურთიერთობების ბუნების გამოკვლევა ბიზნესის საზღვრებს სცილდება და ე.წ. „ადამიანის შესახებ მეცნიერების“, ანუ ფსიქოლოგიის, ძირითადი საკითხია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ენიჭება ფსიქოლოგიას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიზნესში.
შემოთავაზებულ სტატიაში განვიხილავთ მეოცე საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნის, ფსიქოანალიტიკოსის - ერიხ ფრომის - შეხედულებებს ადამიანის ბუნების შესახებ და შევეცდებით, ისინი ორგანიზაციის მართვის სფეროში გადმოვიტანოთ. ძირითადად, შევჩერდებით ფრომის ცნობილ ნაშრომზე „თავისთავის ადამიანი“ („Man for Himself“. არსებობს რუსული თარგმანიც: Эрих Фромм. Человек для себя. „Хранитель“. Москва. 2006). ქვემოთ ფრომის წიგნიდან ციტატები იტალიკით, ბრჭყალებშია მოყვანილი.
„განმანათლებლობის იდეები ადამიანს ასწავლიდა, სწორი ეთიკური ნორმების დამკვიდრების ორიენტირად საკუთარი გონება გამოეყენებინა, მუდამ საკუთარი თავის იმედად ყოფილიყო და სიკეთისა თუ ბოროტების გასარჩევად არ მიემართა ღვთიური გამოცხადებებისა და ეკლესიის ავტორიტეტისთვის. განმანათლებელთა დევიზი - „გაბედე შეცნობა“, ანუ „ენდე საკუთარ ცოდნას“, თანამედროვე ადამიანის ძალისხმევათა და მიღწევათა უმთავრეს სტიმულად იქცა. მოზღვავებულმა ეჭვებმა კაცთა აზროვნებასა და ავტონომიაში მორალური ძრწოლა წარმოშვა და მალე ისინი ყოველგვარი ადამიანური თუ ზეგარდამოვლენილი სახელმძღვანელოსა და საღი გონების გარეშე დარჩნენ... ადამიანური ნორმებისა და ფასეულობების საფუძვლად სახელმწიფოს მოთხოვნები, ძლიერი ლიდერების მაგიური თვისებებით გამოწვეული ენთუზიაზმი, მანქანათა ძალმოსილება და მატერიალური წარმატება იქცა“.
ეთიკის ძირითადი საკითხი იმის გარკვევაა, თუ რა არის „კარგი“ და რა არის „ცუდი“, ანუ, სხვა სიტყვებით - ფასეულობების განსაზღვრა.
თავის დროზე, პროგრესისკენ სწრაფვამ ადამიანს ეთიკური ნორმების შემოღება საკუთარ თავზე ააღებინა, მაგრამ სწორედ პროგრესმა, განსაკუთრებით - ტექნოლოგიების განვითარებამ, ადამიანს საკუთარი ძალების მიმართ ეჭვი გაუჩინა. ამას კაპიტალისტური წყობის ჩამოყალიბება მოჰყვა, რომლის დროს სახელმწიფომ გარკვეული ეთიკური ნორმების მატერიალური წარმატების ირგვლივ დაფიქსირება დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკითხს „რა არის კარგი“ წყვეტს არა ადამიანი, არამედ ის გარემო, რომელშიც იგი არსებობს და მოღვაწეობს. მაგრამ ისმის კითხვა: რამდენად ემთხვევა ცალკეული ადამიანისა და სახელმწიფოს ინტერესები?
საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიზნესის სფეროში არსებულ თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი ფასეულობები აქვს, რომლებიც ე.წ. ორგანიზაციულ კულტურას ქმნის. და არსაიდან გამომდინარეობს ამ ფასეულობების თანხვედრა ახლად აყვანილი თანამშრომლის ფასეულობებთან; არ გამომდინარეობს, თუ ორგანიზაციამ სპეციალურად არ გაითვალისწინა ეს საკითხი სამუშაოზე მიღების პროცედურაში. აქ ბუნებრივად ისმის მთავარი კითხვა:
რამდენად საჭიროა აღნიშნული ფასეულობების თანხვედრა და რა კავშირშია ის ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობასთან?
„დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის? შევთანხმდეთ იმაზე, რომ რელიგიის ალტერნატივა რელატივიზმია? დავუშვათ ეთიკის საკითხებისგან გონების გამიჯვნა? ჩავთვალოთ, რომ თავისუფლებასა და მონობას, სიყვარულსა და სიძულვილს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, პატიოსნებასა და ოპორტუნიზმს თუ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანი უბრალოდ სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგია? არა, არსებობს სხვა ალტერნატივაც. სწორი ეთიკური ნორმების ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონებას შეუძლია. ადამიანს შესწევს ძალა, სიკეთე და ბოროტება გაარჩიოს და სწორი ეთიკური შეფასება მოახდინოს... ჰუმანისტური ეთიკური აზროვნების დიდმა ტრადიციამ საფუძველი ჩაუყარა ფასეულობათა სისტემას, რომელიც ადამიანურ ავტონომიასა და გონებაზეა დამყარებული. ეს სისტემები ეფუძნება ერთ უმთავრეს წინაპირობას - ზედმიწევნით უნდა ვიცნობდეთ ადამიანის ბუნებას, რომ გავიგოთ, რა არის მისთვის კარგი და რა - არა“.
რელატივიზმი - სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ფასეულობები და ეთიკური ნორმები მხოლოდ გემოვნების საქმედ და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის საგნად არის მიჩნეული, რადგან ამ სფეროში რაიმეს ობიექტური სისწორით მტკიცება შეუძლებელია.
საყოველთაო ეთიკური ნორმების შემოღება ადამიანთა საერთო ბუნებას ეყრდნობა, რომელიც აზროვნების, მოვლენების გაცნობიერებისა და მიზანმიმართული მოქმედებების შესაძლებლობის არსებობით, ადამიანს ცხოველური სამყაროდან გამოყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანში „ჩადებულია“ გარკვეული პოტენციალი, რომელიც მას თვითგანვითარების საშუალებას აძლევს. ამასთან, ამ საშუალების გამოყენება თავისთავად არ ხდება. ადამიანმა თვითგანვითარება ფასეულობად უნდა აღიაროს და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოინდომოს. ფრომის აზრით, ადამიანში არსებული განვითარების პოტენციალის სრული რეალიზებისათვის სიცოცხლის პერიოდი არ კმარა: „ადამიანი უფრო ადრე კვდება, ვიდრე სრულ დაბადებას მოასწრებს“.
მარტივი მაგილითის სახით მოვიყვანოთ დღეს არსებული ვითარება კინემატოგრაფში. ფილმად ბლოკბასტერი ითვლება, ხოლო საავტორო ფილმს „სხვა“ კინოს სახელი დაერქვა! ბლოკბასტერის ნახვის შემდეგ ადამიანმა მხოლოდ პოპკორნი (არ შეგეშალოთ „ბატი-ბუტში“!) შეიძლება „შეიძინოს“, რომლისგან იგი უკვე დილით განთავისუფლდება. საავტორო ფილმის ნახვის შემდეგ კი ადამიანი, როგორც წესი, ოდნავ მაინც შეცვლილია - ფილმმა მისი ყურადღება ისეთ საკითხზე გაამახვილა, რომელზეც მას არ უფიქრია და თვითგანვითარების მიმართულებით უბიძგა.
„...ადამიანური ბუნების ჩვენეულ ცოდნას მივყავართ არა ეთიკურ რელატივიზმამდე, არამედ იმის რწმენამდე, რომ ეთიკური ქცევის ნორმების პირველწყარო თავად ადამიანურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ, და რომ მორალური ნორმები ადამიანის დამახასიათებელ თვისებებს ემყარება, მათი უხეში დარღვევა კი სულიერ და ემოციურ მოშლილობას გამოიწვევს... პირად სიკეთეზე უარის თქმა ან თავკერძობა კი არა - საკუთარი თავის სიყვარული; ინდივიდუალურობის უარყოფა კი არა - საკუთარი ჭეშმარიტი, ადამიანური მეობის დამკვიდრება, - აი, ჰუმანისტური ეთიკის უმაღლესი ფასეულობები. იმისათვის, რომ ადამიანი ენდოს ღირებულებებს, უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, აგრეთვე, ბუნებით მოცემული ნაყოფიერი მოქმედებისა და სიკეთის ქმნის პოტენციალი“.
თუ თქვენი თანამშრომლისთვის თვითგანვითარება ფასეულობას წარმოადგენს და თქვენი ფირმის საქმიანობა ხელს უწყობს მისი პოტენციალის რეალიზებას, მაშინ იგი ეცდება, ფირმას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს - ფირმის და ინდივიდის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამ შემთხვევაში, მაქსიმალური სარგებელი მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაციით განისაზღვრება. ფირმის საბოლოო შედეგი მიღებული მოგებაა, ხოლო ადამიანის - ფული (ხელფასი) და თვითგანვითარების ახალი საფეხური. თუ ფირმა მუშაკისაგან მიღებული სარგებლის ფიქსირებული მნიშვნელობით კმაყოფილდება, მაშინ საკმარისია, ყურადღება მიექცეს მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაციას და უკუგდებულ იქნას საკითხი იმის შესახებ, იგი თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული, თუ მისი ძირითადი ფასეულობა ფულია.
ფრომს მიაჩნია, რომ არსებობს ორი ეთიკა: ავტორიტარული და ჰუმანისტური.
„ავტორიტარულ ეთიკაში ავტორიტეტი ადგენს კანონებსა და ქცევის ნორმებს და განსაზღვრავს, რა არის ადამიანისთვის სასიკეთო; ჰუმანისტურ ეთიკაში კი ადამიანი თვითონ არის ნორმების შემოქმედიცა და შემსრულებელიც. თავად ქმნის მათ, თავად აწესრიგებს და თავადვე ემორჩილება“.
ჰუმანისტურ ეთიკაში იგულისხმება, რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცოცხალი, თუ იგი საკუთარ თვითგანვითარებაზე ზრუნავს და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის ქცევის ეთიკურ ნორმებს. ამით განსხვავდება ჰუმანისტური ეთიკა რელატივიზმისგან, რომელშიც მიმართულება არ არის დაფიქსირებული. აქედან კი ის გამომდინარეობს, რომ ადამიანი, რომლისთვისაც თვითგანვითარება ფასეულობას არ წარმოადგენს, სულიერად მკვდარია.
„...ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობდეს: დიქტატორული, ირაციონალური ავტორიტეტისა და, საერთოდ, არანაირი ავტორიტეტის. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. რეალურად, პრობლემა ისაა, კონკრეტულად რა სახის ავტორიტეტს უნდა ვაღიარებდეთ. როცა ავტორიტეტზე ვსაუბრობთ, რას ვგულისხმობთ, რაციონალურ თუ ირაციონალურ ავტორიტეტს? რაციონალური ავტორიტეტი სათავეს კომპეტენტურობიდან იღებს. ის ადამიანი, რომლის რელატივიზმი - სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ფასეულობები და ეთიკური ნორმები მხოლოდ გემოვნების საქმედ და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის საგნად არის მიჩნეული, რადგან ამ სფეროში რაიმეს ობიექტური სისწორით მტკიცება შეუძლებელია. ავტორიტეტსაც პატივს სცემენ, კომპეტენტურად ართმევს თავს იმ მოვალეობებს, რომლებიც მის გამოცდილებას მინდობილმა ადამიანებმა დააკისრეს. მას არ სჭირდება მათი დაშინება ან თავისი მაგიური თვისებებით მათი აღფრთოვანება; მანამ, სანამ ადამიანს საქმის კომპეტენტურად კეთება შეუძლია, მისი ავტორიტეტი რაციონალურ ბაზისზე იქნება დაფუძნებული და არ დასჭირდება ირაციონალური აღფრთოვანება და გაღმერთება. რაციონალური ავტორიტეტისთვის არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა მუდმივი სკურპულოზური გარჩევა და კრიტიკა იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც მას აღიარებს; რაციონალური ავტორიტეტი ყოველთვის დროებითია, მისი აღიარება მის ქმედითობაზეა დამოკიდებული. ირაციონალური ავტორიტეტის პირველწყაროდ კი, პირიქით, ყოველთვის ძალაუფლება გვევლინება. ეს ძალაუფლება არის ფიზიკური ან მენტალური, რეალური ან პირობითი და მას მხოლოდ ამ ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანთა შიში და უსუსურობა წარმოშობს. ირაციონალური ავტორიტეტის დასაყრდენი ყოველთვის არის, ერთი მხრივ, ძალაუფლება და, მეორე მხრივ, შიში. ასეთი ავტორიტეტი გამორიცხავს კრიტიკას. რაციონალური ავტორიტეტი სუბიექტსა და ავტორიტეტს შორის თანასწორობას ეფუძნება. ისინი ერთმანეთისგან შეიძლება მხოლოდ ამა თუ იმ სფეროში ცოდნითა და გაწაფულობით განსხვავდებოდნენ. ირაციონალური ავტორიტეტი კი უთანასწორობაზეა აგებული და ღირებულებრივ სხვაობას გულისხმობს. „ავტორიტარულ ეთიკაზე“ საუბრისას ირაციონალური ავტორიტეტი იგულისხმება... ჰუმანისტური ეთიკა მხოლოდ რაციონალურ ავტორიტეტს შეესაბამება.
რაციონალური ავტორიტეტი ბიზნესში ან პოლიტიკაში ლიდერის სახელითაა ცნობილი, ხოლო ირაციონალური ავტორიტეტი ბელადს უკავშირდება. დღეს ორგანიზაციული სამყარო სავსეა პატარ-პატარა („ლოკალური“) ბელადებით. „მაიკროსოფტის“ განვითარების საწყის ეტაპზე ბილ გეიტსი აშკარად რაციონალური ავტორიტეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერ ახალგაზრდებს ღებულობდნენ, მას შეეძლო, მათი საქმიანობა შეეფასებინა და ისინიც მის შეფასებებს ეთანხმებოდნენ. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, ადმინისტრაციული დატვირთვა გაიზარდა და ბილ გეიტსმა თანდათან დაკარგა კომპეტენციასთან დაკავშირებული საკუთარი უპირატესობა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არ მოინდომა შიშზე აწყობილი ირაციონალური ავტორიტეტის როლის შესრულება და CEO-ს პოზიცია სტივ ბალმერს დაუთმო.
„ფორმალური თვალსაზრისით, ავტორიტარული ეთიკა უარყოფს, რომ ადამიანს აქვს უნარი, იცოდეს, რა არის კარგი და რა - ცუდი; ამ საკითხში ნორმას ყოველთვის ინდივიდის ზემდგომი ავტორიტეტი ადგენს. ასეთი სისტემა ეფუძნება არა საღ აზრსა და ცოდნას, არამედ შიშს, უსუსურობასა და დამოკიდებულების სუბიექტურ გრძნობას. ამ შემთხვევაში, ინდივიდი უარს ამბობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ უფლებას ავტორიტეტს გადასცემს; ავტორიტეტის გადაწყვეტილებები არასოდეს დგება ეჭვის ქვეშ.
მატერიალური (ანუ შინაარსობრივი) თვალსაზრისით, ავტორიტარული ეთიკა თავად უპასუხებს კითხვას - რა შეიძლება იყოს სასიკეთო და რა არა. ავ-კარგის ამგვარი განსაზღვრისას იგი, უპირველეს ყოვლისა, ავტორიტეტის და არა სუბიექტის ინტერესებით ხელმძღვანელობს. ავტორიტარული ეთიკა ექსპლუატატორულია, თუმცა (ცალკეულ), სუბიექტს მასში მნიშვნელოვანი ფსიქიკური თუ მატერიალური სარგებლის ნახვა შეუძლია...
უდავოა, რომ ავტორიტარული ეთიკის ფორმალური და მატერიალური ასპექტები განუყოფელია. ავტორიტეტს რომ არ ნდომოდა სუბიექტის ექსპლუატირება, არ დასჭირდებოდა მისი მართვა შიშისა და ემოციური დათრგუნვის საშუალებით; მას შეეძლებოდა რაციონალური განსჯისა და კრიტიკის წახალისება, თუნდაც, იმ რისკის ფასად, რომ მისი არაკომპეტენტურობა გამოაშკარავდებოდა. მაგრამ რამდენადაც საქმე მის პირად ინტერესებს ეხება, ავტორიტეტი უმთავრეს ადამიანურ სიქველედ მორჩილებას აღიარებს, ხოლო ურჩობას უმთავრესი ცოდვის როლს ანიჭებს. ავტორიტარულ ეთიკაში უპატიებელი ცოდვებია აშკარა დაუმორჩილებლობა, ავტორიტეტის უფლებებში დაეჭვება და ეჭვის შეტანა იმ აქსიომაში, რომ მის მიერ დამკვიდრებული ნორმები საუკეთესოა“.
ფირმის ჯენერალ მენეჯერი ორგანიზაციის პერსონალისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუ ფირმა კონკურენტულ გარემოში იმყოფება და დაინტერესებულია საკუთარი თანამშრომლების პოტენციალის სრულად გამოვლენით, იგი რაციონალური ავტორიტეტი, ანუ ლიდერი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი შეძლებს თვითგანვითარებაზე და, იმავდროულად, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების შერჩევას და ერთიან გუნდად შეკვრას. მოტივაციის განმარტება სწორედ ინდივიდუუმის თვითგანვითარებისა და ფირმის ინტერესების თანხვედრაა. ირაციონალური ავტორიტეტი კი მენეჯმენტს პერსონალის შიშზე ააწყობს, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად უარყოფითად აისახება ფირმის შედეგებზე.
არსებობს რაციონალური და ირაციონალური ავტორიტეტების გარჩევის მარტივი ტესტი - კრიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება: ავტორიტეტი, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს - ირაციონალურია.
ერიხ ფრომი
„ბავშვი სიკეთესა და ბოროტებას შორის სხვაობას შეიგრძნობს მანამ, სანამ ამ ცნებების გარჩევას გონებით ისწავლიდეს... უფროსების ზრუნვასა და სიყვარულზე მისი სრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ დედის წამახალისებელი ან საყვედურიანი გამოხედვაც კი საკმარისია, რათა ბავშვმა ცუდისა და კარგის გარჩევა „ისწავლოს“. სკოლასა და საზოგადოებაშიც მსგავსი ფაქტორები მოქმედებს. „კარგია“ ის, რისთვისაც აჯილდოებენ, „ცუდი“ კი ის არის, რის გამოც სოციალური ავტორიტეტები და ახლობლები ტუქსავენ და სჯიან... სწორედ ეს ინტენსიური ემოციური ზეწოლა არ აძლევს საშუალებას ბავშვს (შემდგომ კი ზრდასრულ ადამიანს), დასვას კრიტიკული კითხვა: მისთვისაა „კარგი“ სასიკეთო, თუ ავტორიტეტისთვის?.. „კარგი“ ბავშვი შეიძლება დაშინებული და არათავდაჯერებული იყოს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, როგორ ასიამოვნოს მშობლებს, „ცუდ“ ბავშვს კი, შეიძლება, საკუთარი ნება და ღირსეული, თუმცა, მშობელთათვის არასასურველი, ინტერესები ჰქონდეს“.
ეპიგრაფად მოყვანილ მაიაკოვსკის სტრიქონებში ბიჭუნას მამა ავტორიტეტია და, სწორი აღზრდის თვალსაზრისით, იგი აუცილებლად რაციონალური უნდა იყოს.
ქვეყნის სათავეში ხშირად იდგნენ და დღესაც იმყოფებიან ირაციონალური ავტორიტეტები. ისინი ქმნიან საზოგადოებაში ავტორიტარული ეთიკის ფონს, როდესაც ყველანაირ ალტერნატიულ თვალთახედვას ებრძვიან, ხშირ შემთხვევაში - მატერიალური წარმატებისათვის (ფული, კარიერა) პრიორიტეტული ფასეულობის მნიშვნელობის მინიჭების გზით. ადამიანთა ნაწილი (განსაკუთრებით - ახალგაზრდობა) იძულებულია, თავსმოხვეული ფასეულობები გაიზიაროს და უარყოს ორიენტაცია თვითგანვითარებაზე. შედეგად, საზოგადოებაში არსებული კერძო ორგანიზაციები (ფირმები) სრული მოცულობით ვერ იყენებენ საკუთარი პერსონალის პოტენციალს და კონკურენტუნარიანობას კარგავენ. იმისათვის, რომ არსებობა განაგრძონ, მათ ირაციონალური ავტორიტეტის ხელისუფლებისაგან „გარე“ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად - ქვეყნის შიგნით, გლობალურ დონეზე კი (საერთაშორისო ბაზრებზე) ავტორიტეტის გავლენა, როგორც წესი, არ მოქმედებს და ფირმა ეკონომიკური თვალსაზრისით განწირულია. ეს უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და იწვევს მის ზედმეტად ორიენტირებას გარე ინვესტიციების მოზიდვაზე.
შედეგი მარტივია: აფრიკის ქვეყნების უმეტესობა ბოლო 40-50 წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებად ითვლება. ვითარდება, ვითარდება და მაინც ვერ განვითარდა!
თუ ადამიანი ერთადერთ ფასეულობად მატერიალურ წარმატებას აღიარებს, მისი ორიენტაცია თვითგანვითარებაზე მძიმე, თითქმის უიმედო საქმეა. გავიხსენოთ დანტეს ალეგორია, რომლის თანახმად სამი ურჩხულის (ფული, ძალაუფლება, სექსი) ტყიდან გამოსავალი გზა ჯოჯოხეთზე გადის და მეგზურის არსებობას მოითხოვს. ამიტომ, ფირმაც ხშირად ერთ-ერთ ფასეულობად მატერიალურ წარმატებას აცხადებს, რაც მას საშუალებას აძლევს, იზრუნოს იმავე ფასეულობის მქონე პერსონალის მოტივირებაზე. ცხადია, ასეთი ფირმის სათავეში უნდა იდგეს ირაციონალური ავტორიტეტის მქონე პიროვნება, ხოლო პერსონალი ე.წ. „მორჩილ უმრავლესობას“ უნდა წარმოადგენდეს.
გაიხსენეთ საქართველოში მოქმედი ფირმის ჩვენეული მაგალითი, როდესაც ფირმის პერსონალმა (ერთი ადამიანის გარდა) ყოველგვარი ყოყმანის და განხილვის გარეშე, „უხმოდ“ მოაწერა ხელი გენერალური დირექტორის მიერ შედგენილ და სავსებით უვარგის - „ექსპლუატატორულ“ - შრომის ხელშეკრულებას.
მაშასადამე, ეთიკური ნორმების შემოღების შესახებ ზოგადი წარმოდგენის ბიზნეს სამყაროზე პროეცირებას, პრაქტიკულად, იმავე დასკვნამდე მივყავართ, რაც უშუალოდ ორგანიზაციის ანალიზის დროს მივიღეთ:
თუ ორგანიზაცია დაინტერესებულია საკუთარი ეფექტიანობით და კონკურენტუნარიანობით, მან საქმიანობა მოტივაციაზე უნდა ააწყოს და არა მოტივირებაზე.…
ამას ემატება შემდეგი სამი მოსაზრებაც:
კონკურენტუნარიანი ორგანიზაციის სათავეში რაციონალური ავტორიტეტი დგას;
ძალაზე და შიშზე აწყობილი ირაციონალური ავტორიტეტის ხელმძღვანელობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზაციის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე;
ქვეყნის სათავეში მდგარი ირაციონალური ავტორიტეტი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს.
შემდეგ სტატიაში ფრომის წიგნის მიხედვით კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვას ვაპირებთ:
თვითგანვითარება და ადამიანის ხასიათი;
რწმენა და სინდისი;
უნივერსალური და სოციალურად იმანენტური ეთიკა.
![]() |
2 ცოტა რამ კონფლიქტების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ლელა გიორგობიანი
PARTNERS-GEORGIA Ltd -პარტნიორი, მთავარი ტრენერ-კონსულტანტი
ESM-თბილისი -ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი
პრესტონის უნივერსიტეტის MBA (HRM)
სტატიაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, როგორიც კონფლიქტია. სრულიად ნათელია,რომ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო საკითხის მოკლე მიმოხილვას შევძლებ. იმედი მაქვს, თქვენი ინტერესი ამ საკითხის მიმართ მცირედ მაინც დაკმაყოფილდება და გარკვეულ დახმარებასაც გაგიწევთ სხვადასხვა პრობლემური სიტუაციის გაანალიზებისას.
როგორც ფსიქოლოგიაში და, საერთოდ, სოციალურ მეცნიერებებში განმარტავენ, კონფლიქტი ხდება მაშინ, როდესაც ორი ელემენტი ანტაგონისტური ან შეუთავსებელია.
ნეიტრალური და, ამავე დროს, ზოგადი მნიშვნელობის მქონე სიტყვა ელემენტი აჩვენებს, რომ კონფლიქტის დროს, შესაძლოა, ერთმანეთს განსხვავებული შინაარსი უპირისპირდებოდეს, მაგალითად: მოსაზრებები, სურვილები, ქცევები, განზრახვები, შეფასებები, პიროვნებები, ჯგუფები და სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპოლოგიაა კონფლიქტების დაყოფა შინაგან (სულიერ) და გარეგან (პიროვნებათშორის ან სოციალურ) კონფლიქტებად.
შინაგანი კონფლიქტები
ფსიქოლოგი კურტ ლევინი განასხვავებს სამი ტიპის შინაგან კონფლიქტს, რომელიც წარმოიშობა, როდესაც ადამიანი იძულებულია, არჩევანი გააკეთოს.
პიროვნება დგას ორ მიზანს შორის, რომელთაგანაც თითოეული მისთვის ერთნაირად ღირებულია, მაგრამ ერთდროულად მათი მიღწევა შეუძლებელია.
მაგალითად, ერთ-ერთი ფირმის თანამშრომელი, რომელსაც თავის ორგანიზაციაში კარიერის გაკეთების კარგი შანსი აქვს, იღებს კონკურენტული ფირმისაგან ძალზე მომხიბლავ წინადადებას.
ამგვარი კონფლიქტის დროს პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ პოზიტიურ შესაძლებლობას შორის. როდესაც იგი ერთ-ერთ ალტერნატივას აირჩევს, უარი უნდა თქვას (მინიმუმ, იმ მომენტისათვის) მეორე ალტერნატივაზე. როდესაც ადამიანს ეჭვი აქვს, რომ თავისი უარით იგი (მაშინვე) გარკვეულ ზარალსაც მიიღებს, მაშინ ეს უწყინარი კონფლიქტი რთულად მოსაგვარებელ კონფლიქტად გადაიქცევა.
პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ მოცემულობას შორის, რომელთაგანაც მისთვის ორივე არასასურველია.
მაგალითად, ერთ-ერთ თანამშრომელს არ აქვს შესრულებული მნიშვნელოვანი დავალება. მას მოუწევს ან ხელმძღვანელთან საქმის გარჩევა (რისიც ეშინია), ან სამუშაოს დამოუკიდებლად დასრულება შაბათ-კვირას.
პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია მისთვის როგორც სიკეთის, ასევე, უსიამოვნების მოტანა.
მაგალითად, ერთ-ერთ თანამშრომელს დამატებითი დავალებების შესრულება შესთავაზეს. მისთვის ძალზე მომხიბვლელია უფრო მაღალი ხელფასი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, მოქმედებების გაზრდილი არეალი და, ამასთანავე, კარგად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, დაწინაურების რეალური შანსი. სამწუხარო და უსიამოვნოა, ამასთან ერთად, ხანგრძლივი ტრენინგის წარმატებით გავლის აუცილებლობა; ხშირად (შაბათ-კვირის ჩათვლითაც) ქალაქიდან გასვლის საჭიროება; და ეჭვები, შეძლებს კი იგი ამ ახალი მოთხოვნების და მათთან დაკავშირებული დატვირთვების (როგორც თავისთვის, ასევე, მისი ოჯახისათვის) დაძლევას.
ამ ტიპის კონფლიქტი ძალზე ხშირად აღმოცენდება ორმაგი სახით: პიროვნებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორ ალტერნატივას შორის, რომელთანაც თითოეულს აქვს როგორც სასურველი, ასევე, არასასურველი მხარეები.
მაგალითად, ცოლ-ქმარი დგას გადაწყვეტილების წინაშე: გაეყარონ ერთმანეთს, თუ ოჯახი შეინარჩუნონ.
ამგვარი კონფლიქტების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მათი ამბივალენტობა, ანუ პოზიტიური და ნეგატიური ემოციების ერთდროულად არსებობა.
კონფლიქტის მოგვარება - გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით - მოითხოვს, რომ ადამიანი მზად იყოს თავისი გადაწყვეტილებების ნეგატიური შედეგებისათვის. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და შესაბამისად, კონფლიქტების დროს იტანჯება ის, ვინც
ამაოდ ფიქრობს, რომ შეძლებს თანმხლები ნეგატიური მომენტების თავიდან აცილებას. ამიტომ,
კონფლიქტების მოგვარების უნარი გულისხმობს ამბივალენტური გრძნობებისადმი შინაგან მზაობას.
პიროვნებათშორისი კონფლიქტები
რაპოპორტის მიხედვით, პიროვნებათშორისი კონფლიქტების დაყოფა შეიძლება იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენენ ისინი - ბრძოლას, თამაშს, თუ დებატებს.
● კონფლიქტი, როგორც ბრძოლა
მოწინააღმდეგე პირადად უნდა იყოს დამარცხებული: დაზიანებული, დათრგუნული, შეურაცხყოფილი, გაგდებული, განადგურებული. ამისათვის ყველა საშუალება გამოდგება: დაშინება, მუქარა, იძულება და, ბოლოს, ძალაუფლება.
კონფლიქტი ბრძოლის სახეს იღებს მაშინ, როდესაც თავად მოწინააღმდეგე განიხილება, როგორც მიზეზი. უკვე მხოლოდ მისი არსებობა იწვევს უკმაყოფილებას, უთანხმოებას და მიუღებლობას.
ბრძოლა გადაწყვეტილია, როდესაც მოწინააღმდეგე განადგურებულია.
მაგალითად, ორ კოლეგას დიდი ხანია ანტიპათია აქვს ერთმანეთის მიმართ. სიძულვილი ნელ-ნელა ძლიერდება და აღწევს ზღვარს, როდესაც ორივე მყარად აცხადებს: ან ის, ან მე!
● კონფლიქტი, როგორც თამაში
მოწინააღმდეგეს უნდა მოუგო. მაგრამ, ბრძოლისაგანგანსხვავებით, ყველა საშუალება არ არის გამართლებული. უფრო მეტიც, მოქმედებს შეთანხმებული წესები (თამაშის წესები), რომლებსაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ემორჩილებიან.
თამაში არსებობს, თუ მოწინააღმდეგეები შედარებით თანაბარძალოვნები არიან. არათანასწორი მოწინააღმდეგეების შემთხვევაში, თამაში ბოროტი ხუმრობის სახეს იღებს.
თამაში მთავრდება, როდესაც ყველასათვის ცხადი ხდება, თუ ვინ გაიმარჯვა.
მაგალითად, ორი კოლეგა ეპაექრება ერთმანეთს თავიანთი ხელმძღვანელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. თითოეული ცდილობს, გადააჭარბოს მეორეს თამაშის დაშვებული წესების ფარგლებში (თათბირის ვადები, დღის განრიგის საკითხები, ექსტრემალური შემთხვევები, საკუთარი თავის წარმოდგენა და სხვა) და აჯობოს მას.
● კონფლიქტი, როგორც დებატები
მოწინააღმდეგე არც უნდა გაანადგურო და არც უნდა დაამარცხო, უბრალოდ, ის უნდა დაარწმუნო. დებატები მიმდინარეობს სიტყვებით და არა იარაღით და თამაშის სვლებით. ამისათვის დებატების განკარგულებაშია გავლენის ფაქტორებისა და გავლენის სტრატეგიების მრავალრიცხოვანი არსენალი.
დებატებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც არსებობს სწორი (და ჭეშმარიტი) მოსაზრება, ხოლო მოწინააღმდეგე არ არის საკმარისად ინფორმირებული, ან შეუსაბამო კრიტერიუმებს იყენებს.
დებატები მაშინ მთავრდება, როდესაც ერთი მხარე მიიღებს მეორე მხარის არგუმენტაციას.
მაგალითად, ორი კოლეგა ვერ ახერხებს საერთო აზრამდე მისვლას ერთობლივი დავალების შესრულების დროს. ხანგრძლივ საუბრებში ისინი ცდილობენ ერთმანეთის დარწმუნებას, რომ საკუთარი პოზიცია დასაბუთებულია, ხოლო მოწინააღმდეგის -დაუსაბუთებელი.
კონფლიქტის ეს სამი ტიპი, შესაძლებელია, ასევე, განხილულ იქნას, როგორც კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სამი სხვადასხვა სტრატეგია. ხშირად, კონფლიქტის დროს, მხარეები ერთი სტრატეგიიდან მეორეზე გადადიან. ეს უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც ერთი მხარე აღმოაჩენს, რომ ძველი სტრატეგიით წარმატებას ვერ აღწევს.
განვიხილოთ კონფლიქტის დროს სტრატეგიის ცვლილების მაგალითი.
ხელმძღვანელი ასაბუთებს, თუ რატომ უნდა შესრულდეს დავალება სასწრაფოდ. იგი ცდილობს, დაარწმუნოს ხელქვეითები, ანეიტრალებს მათ წინააღმდეგობებს - ხელქვეითები არ „უჯერებენ“ (დებატები).
ხელმძღვანელი აცნობიერებს, რომ ამ გზით მიზანს ვერ აღწევს. ამის შემდეგ არსებობს სამსახურებრივი ინსტრუქცია დავალების ვადებში შესრულების შესახებ - იერარქიულად აგებულ ორგანიზაციაში მიღებული „თამაშის წესი“. ხელქვეითმა საპირისპირო „დარტყმა“ შესაძლოა იმით მიაყენოს, რომ არ დაიცვას ვადები (თამაში).
ამის შემდეგ ხელმძღვანელი წონასწორობას კარგავს. იგი ფიქრობს, რომ ხელქვეითი ვერაგი და „შეუგნებელია“ - და საქმე მიდის ძალაუფლებისთვის „ბრძოლამდე“: ან ის - ან მე! (ბრძოლა)
მაგალითი აჩვენებს, რომ სტრატეგიის ცვლილება:
ცვლის კონფლიქტის ტიპს;
როგორც წესი, ხორციელდება მარტივი სტრატეგიიდან (დებატები) უფრო რთულისაკენ (თამაში, ან ბრძოლა), იშვიათად - პირიქით;
უბიძგებს საპირისპირო მხარეს, მანაც შესაბამისად შეცვალოს სტრატეგია.
არსებობს პიროვნებათშორისი კონფლიქტის 4 დამახასიათებელი ნიშანი:
ჯგუფში, ან ურთიერთობის დროს
ინფორმაციის დამახინჯება, კომუნიკაციისას შეცდომაში შეყვანა, ცნობიერად მოტყუებაც კი;
ძალზე ფაქიზდება იმის აღქმა, რითიც განსხვავდებიან და ვერ თავსდებიან;
ბატონობს უნდობლობა, ეჭვი და შეუნიღბავი მტრული დამოკიდებულება;
თითოეული თავისთვის მუშაობს, უფრო მეტიც, ცდილობს, სხვებს თავს მოახვიოს მოქმედების საკუთარი მანერა.
კონფლიქტის ეს ოთხი ნიშანი ან სიმპტომი კონფლიქტის სინდრომად ყალიბდება. როდესაც ურთიერთობისას ერთი ნიშანი იჩენს თავს, ის, ადრე თუ გვიან, დანარჩენ სიმპტომებსაც თან მოიყოლებს. ეს არის კონფლიქტის ესკალაციის არსი და, ამასთანავე, კონფლიქტის დეესკალაციის პრინციპიც, ანუ ცნობიერად უნდა ვიმოქმედოთ ამ ოთხი სიმპტომის საპირისპიროდ: ღია კომუნიკაცია, აღქმა სტერეოტიპების გარეშე, ნდობა და სამუშაოს კოოპერაციული დანაწილება.
პიროვნებათშორისი კონფლიქტების დამახასიათებელი ნიშნები:
კომუნიკაცია
არ არის ღია და გულახდილი;
ინფორმაცია არასაკმარისი ან განზრახ დამახინჯებულია;
იზრდება არაგულწრფელობა და ყველაფრის გასაიდუმლოებისკენ მისწრაფება;
ღია დისკუსიისა და დარწმუნების ნაცვლად, ადგილი აქვს მუქარასა და ზეწოლას.
აღქმა
წინ წამოიწევს ინტერესებს, შეხედულებებსა და ღირებულებებს შორის სხვაობა;
თვალნათელი ხდება ის, რაც განასხვავებს მხარეებს და არა ის, რაც მათ საერთო აქვთ;
მეორე მხარის მშვიდობიანი მცდელობები განიხილება მოტყუებად, მისი განზრახვები ფასდება მტრულად, თავად ის და მისი ქცევა ცალმხრივად და დამახინჯებულად აღიქმება.
განწყობები
ნდობა მცირდება და უნდობლობა იზრდება;
ვითარდება შეფარული და ღია მტრული დამოკიდებულება;
მცირდება სხვისი დახმარებისათვის მზაობა რჩევითა და ქმედებით;
იზრდება სხვისი გამოყენების, კომპრომეტირებისა და დამცირების მზაობა.
დავალებაზე ორიენტაცია
დავალება აღარ აღიქმება საერთო მიზნად, რომელიც, უმჯობესია, სამუშაოს იმგვარი დანაწილებით შესრულდეს, როდესაც თითოეულს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია მიზნის მიღწევაში.
თითოეული ცდილობს, ყველაფერი მარტომ აკეთოს, აღარ სჭირდება ვინმეზე დაყრდნობა, აღარ არის დამოკიდებული სხვებზე და ამით თავიდან იცილებს საფრთხეს, იყოს ექსპლუატირებული.
პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები
შესაძლებელია გამოიყოს ორი ძირითადი სტრატეგია, რომლითაც ადამიანები კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედებენ:
პოკერის სტრატეგია გამომდინარეობს მყარი მოსაზრებიდან, რომ ყველა კონფლიქტში უნდა არსებობდეს მოგებული და წაგებული, გამარჯვებული და დამარცხებული. ასე რომ, აზრი აქვს მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე გამარჯვებას.
პრობლემის მოგვარების სტრატეგია გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ თითოეული კონფლიქტი არის პრობლემა, რომელიც, ძირითადად, მოგვარებადია და რომლის ერთობლივი გადაწყვეტა ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს.
განვიხილოთ ორივე ამ სტრატეგიის მახასიათებლები.
● პრობლემის მოგვარების სტრატეგია
განსაზღვრება
„განვიხილავ კონფლიქტს, როგორც ერთობლივ პრობლემას“.
განზრახვები
„ვიცნობ ჩემს სურვილებს, ინტერესებსა და მიზნებს და ვაპირებ მათ არაორაზროვნად გაცხადებას.
ვეძებ გადაწყვეტას, რომელიც ორივეს დაგვაკმაყოფილებს.
მსურს, ერთობლივ მიზნებზე ვზრუნავდე“.
ქცევები
„ვცდილობ ძალაუფლების განსხვავებების გათანაბრებას იმით, რომ
ხაზს ვუსვამ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივ გადაწყვეტამდე მისვლა;
ყურადღებას ვამახვილებ, რომ ჩვენ ორივე ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული.
დასაწყისში წარვადგენ ჩემს გრძნობებს, ინტერესებს, განზრახვებსა და პოზიციებს ღიად და გულახდილად.
როდესაც მეორე მხარე საუბრობს, ვცდილობ, თავი მის ადგილზე წარმოვიდგინო.
არც დაპირებებით ვცდილობ მოხიბვლას და არც მუქარით-დაბნევას.
ნეგატიურ გრძნობებს ისე გამოვხატავ, რომ არ შეურაცხვყოფ.
ძლიერ გრძნობებს (განრისხება, მოუთმენლობა) ტემპერამენტის გარეშე გამოვხატავ.
ნათლად ვაჩვენებ, რომ ჩემი პოზიცია მოქნილია.
კოოპერაციულად ვმოქმედებ, რათა კოოპერაციული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოვაყალიბო, ან გავამყარო“.
● პოკერის სტრატეგია
განსაზღვრება
„ვეყრდნობი მოსაზრებას, რომ კონფლიქტში ერთმა უნდა გაიმარჯვოს. მსურს ეს გამარჯვებული მე ვიყო“.
განზრახვები
„მე ვიცნობ საკუთარ სურვილებს, ინტერესებსა და მიზნებს, მაგრამ ვუფრთხი მათ ღიად ჩვენებას: ან ჩუმად ვარ, ან ვამახინჯებ მათ.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მეორე მხარეს თავს მოვახვიო ჩემი პოზიცია.
მსურს, ჩემს საკუთარ მიზნებზე ვზრუნავდე“.
ქცევები
„ვცდილობ ძალაუფლების განსხვავებების შეგნებულად ხაზგასმას შემდეგით:
დასაწყისიდანვე განვსაზღვრავ, რომ სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, მივალთ თუ არა ერთობლივ გადაწყვეტამდე;
ხაზს ვუსვამ, რომ რაიმეთი სხვაზე დამოკიდებული არ ვარ.
თავიდან არ ვაჩვენებ მეორე მხარეს ჩემს გრძნობებს, ინტერესებს, განზრახვებსა და პოზიციებს.
არ ვცდილობ თავის წარმოდგენას სხვის ადგილზე; ეს მხოლოდ კონფლიქტის ზედმეტ „ფსიქოლოგიზებას“ იწვევს.
თავიდან დაპირებებზე მივანიშნებ, თუ მეორე მხარე, ამის მიუხედავად, დათმობას არ ისურვებს, სრულიად დაუფარავად განვახორციელებ მუქარას.
ნეგატიურ გრძნობებს მკვეთრად გამოვხატავ, მაშინაც, როდესაც შეურაცხმყოფელია.
ძლიერ გრძნობებს ვიკავებ, მაგრამ მოგვიანებით მიზანმიმართული შენიშვნებით ვუხდი სამაგიეროს.
ნათლად ვაჩვენებ, რომ პოზიციიდან დახევა არ შემიძლია და არც დავიხევ.
კოოპერაციულად ვმოქმედებ, რათა მეორე მხარის კოოპერაციისათვის მზაობა საკუთარი მიზნის განხორციელებისათვის გამოვიყენო“.
გთავაზობთ კონფლიქტის კოოპერაციული მოგვარების მოდელს. ეს მოდელი მიმართულია კონფლიქტის მოგვარებაზე უშუალოდ კონფლიქტში ჩართული მხარეების
მიერ. მოდელი 6 ფაზას მოიცავს.
ფაზა A:
კონფლიქტი იწყება, როდესაც პიროვნება აღიქვამს, რომ სხვა მას გარკვეული სახით თრგუნავს, ზიანს აყენებს, ან ინტერესებს ულახავს. როგორც წესი, ამაზე ადამიანები გაღიზიანებით რეაგირებენ და ახორციელებენ ძალების მობილიზებას შემაწუხებელი სიტუაციის გადასალახავად. შედეგად, პიროვნება იწყებს კონფლიქტის მოგვარების პროცესს: მისი პირველი ამოცანაა საკუთარი აღელვება კონტროლს დაუქვემდებაროს. მხოლოდ ასე აღმოცენდება საკითხის გონიერი განხილვის შანსი.
ფაზა B:
მზერა მიიმართება კონფლიქტის მეორე მხარისაკენ. მასთან უნდა დამყარდეს ურთიერთობა, რომელიც საფუძველი გახდება საუკეთესო გადაწყვეტის ერთობლივი ძიებისათვის. ამგვარი ქცევის განხორციელების მზაობა კი ნდობას ეფუძნება. ამგვარად, ნდობის ჩამოყალიბების ღონისძიებები შემდეგი ნაბიჯია.
ფაზა C:
ნდობა კონფლიქტის მოგვარებისას მუდმივ დადასტურებას საჭიროებს. ამის განხორციელება მხოლოდ ღია კომუნიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ფაზა D:
მხოლოდ ამის შემდეგ არის აზრიანი კონფლიქტის შინაარსის ან თემის განხილვა. ეს ხდება პრობლემის ერთობლივი მოგვარების მეშვეობით.
ფაზა E:
გადაწყვეტა, რომელსაც მხარეები დაეთანხმებიან, დაცული უნდა იყოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნდობა დაზიანდება. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მისი ნდობა ბოროტად იქნება გამოყენებული. ნორმები და წესები ყველა მხარეს იცავს ამ ცდუნებისგან. შეთანხმება ასრულებს გადაწყვეტის ძიებას.
ფაზა F:
ამით კონფლიქტი სოციალურ დონეზე სრულდება. თუმცა, მხარეთა უხერხულობა ავტომატურად არ იხსნება. პიროვნულ დონეზე მიღწეული შეთანხმება თითოეული მხარის მიმართ შინაგანად უნდა იყოს მიღებული და ინტეგრირებული. ამიტომაც, კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მაშინ არის რეალურად დასრულებული, როდესაც ორივე მხარე მას შინაგანად გადაამუშავებს. კონფლიქტის მოგვარების პროცესი იქ სრულდება, სადაც ის დაიწყო: პიროვნების შიგნით.
კონფლიქტის კოოპერაციული მოგვარების ეს 6 ფაზიანი მოდელი შემდეგ ორ დაშვებას ეფუძნება:
კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარება კოგნიტურ და ემოციურ პროცესებს ააქტიურებს. რაციონალური ძალისხმევა კი მხოლოდ მაშინ არის შემოქმედებითი, კონსტრუქციული და წარმატებული, როდესაც ის ემოციურად მისაღებ გარემოში ხორციელდება. აზროვნება მტრული განწყობით შესაძლებელია მახვილი იყოს, თუმცა, საკითხავია, შეუწყობს კი ის ხელს კონფლიქტის კოოპერაციულ მოგვარებას?
კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარება მიმდინარეობს როგორც ინტრაპერსონალურ, ასევე, ინტერპერსონალურ დონეზე. კონფლიქტი იშვიათად რჩება მხოლოდ ერთ დონეზე. ზემოთ აღნიშნული მოდელი ნათელს ჰფენს ამ კავშირს და ამით შესაძლებელს ხდის კონფლიქტის რეალურ მოგვარებას, ნაცვლად მისი ერთი დონიდან მეორეზე გადატანისა.
![]() |
3 სტრესის მართვის ინდივიდუალური სტრატეგიები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: მილენა მითაგვარია
PARTNERS-GEORGIA Ltd -დირექტორის მოადგილე, ფსიქოლოგი
როგორც წინა ნომერში შეგპირდით, დღეს ვაგრძელებთ სტრესზე საუბარს და ამჯერად ორგანიზაციული კონტექსტიდან პიროვნულზე ვინაცვლებთ. მინდა შევნიშნო, რომ ჩვენ არ შევეხებით ყველასათვის კარგად ნაცნობ იმ რელაქსაციურ მეთოდიკებს, რომლებიც თავისთავად ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სტრესის მხოლოდ სიმპტომატურ თერაპიას, ანუ უკვე არსებული სტრესის შემცირებას ემსახურება (დაახლოებით ისე, როგორც მაღალ ტემპერატურაზე მოქმედებს ასპირინის აბის მიღება: ტემპერატურა იკლებს, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი არსად ქრება და, ასპირინის მოქმედების დასრულებისთანავე, ისევ იჩენს თავს). ვფიქრობ, რომ გაცილებით საინტერესოა იმ მიდგომებსა და სტრატეგიებზე ვისაუბროთ, რომლებიც სტრესის მიზეზებთან გამკლავებაში გვეხმარება და რომელთა მიზანდასახული და თანმიმდევრული გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ეფექტიანად ვმართოთ სტრესის დონე და ცხოვრების ხარისხი გავიუმჯობესოთ.
დავიწყოთ სტატისტიკით. სტრესის მართვის ცენტრის დირექტორის, ლონდონის სითი უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და საკონსულტაციო ფსიქოლოგიის ცენტრის საპატიო პროფესორის, სტივენ პალმერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანების 50%25 ფიქრობს, რომ „დროდადრო” ისინი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამავდროულად, ადამიანების 25%25 თვლის, რომ „ხშირად”, ან „ყოველთვის” სტრესში არიან; კიდევ 8%25 მიიჩნევს, რომ „მუდმივი” სტრესის პირობებში ცხოვრობს (რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!), და მხოლოდ 5%25 აღიარებს, რომ არასოდეს განუცდია სტრესი, - ყოველ შემთხვევაში, ასეთია მათი შეფასება.
შემდეგი კითხვა, რომელსაც პროფესორი პასუხობს თავის კვლევაში, სტრესის მიზეზებს ეხება. რის გამო ვარდებიან ადამიანები სტრესში? გამოკვლეული 181 ადამიანის პასუხების მიხედვით, პირველ ადგილზე აღმოჩნდა სამსახურებრივი პრობლემები, შემდეგ - ოჯახი, შემდეგ -ფინანსური პრობლემები, ურთიერთობები და დროის უკმარისობა. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ხშირად” და „ყოველთვის” სტრესში იმყოფებიან, ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღიქვამენ; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის გარე სამყარო გაცილებით უფრო სტრესულია, ვიდრე სხვებისთვის. პროფესორი დაინტერესდა, აგრეთვე, თუ რა გავლენას ახდენს სტრესზე ასაკის ფაქტორი. აღმოჩნდა, რომ სამსახური, როგორც უმთავრესი სტრესორი, აქტუალურია მხოლოდ 51 წლამდე ადამიანებისთვის. 51 წლის შემდეგ მთავარი სტრესორი ოჯახი ხდება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ რამდენიმე საინტერესო მონაცემი გამოაქვეყნა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ფინეთსა და აშშ-ში დასაქმებულ ადამიანთა 10%25-ს აღენიშნება დეპრესია, შფოთიანობა და სტრესი. ფინეთში დასაქმებულ ადამიანთა 50%25-ში ვლინდება სტრესის სიმპტომები, ხოლო მუშაობის შედეგად გამოფიტვა (burnout), რაც უაღრესად მძიმე ემოციური და ფიზიკური მოშლილობაა, - მომუშავე ფინელების 7%25-ს აღენიშნება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამავე გამოკვლევის მიხედვით, სამსახურთან დაკავშირებული სტრესის უმთავრესი მიზეზი შტატების შემცირება, ანუ „ოპტიმიზაციაა”, როგორც მას ხშირად უწოდებენ. პრობლემაა, აგრეთვე, „ახალი ტექნოლოგიები”. სტრესს ქმნის, მაგალითად, ელექტრონული ფოსტით მოსული წერილების დიდი რაოდენობა; თუკი ადრე პრეზენტაციის ჩასატარებლად საკმარისი იყო რამდენიმე თეზისის ჩანიშვნა და ორიოდე ვიზუალური საშუალების გამოყენება, ახლა ადამიანები საათობით წვალობენ „Power Point”-ში, რათა მათი პრეზენტაცია რაც შეიძლება უფრო „მაღალტექნოლოგიური” გამოვიდეს.
ძალიან ბევრი ადამიანი ზედმეტს მუშაობს. სხვადასხვა გამოკითხვით, კვირის განმავლობაში სამსახურში გატარებული დრო საშუალოდ 45 საათს აღწევს. ამავდროულად, ბევრ ჩვენგანს სამუშაო სახლშიც მიაქვს. თუკი მოდელად ავიღებთ ერთ საშუალო ორგანიზაციას, რომელშიც 10 ადამიანი მუშაობს, აღმოჩნდება, რომ ოთხი მათგანი საკმაოდ „დასტრესილია”, კიდევ ოთხი სიამოვნებით მუშაობს და სირთულეებს უმკლავდება, დანარჩენ ორს კი საერთოდ ნაკლებად აღელვებს, რა პრობლემებია ორგანიზაციაში.
რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე პირობებში ზოგიერთი ადამიანი განიცდის სტრესს, ზოგიერთი კი - არა? ადამიანები სტრესის მიზეზებზე მარტივად საუბრობენ: „ჩემი უფროსი მაგიჟებს“, ან „ჩემი პარტნიორი ნერვებს მიშლის“. მათი ინტერპრეტაციით გამოდის, რომ არსებობს რაღაც გარეგანი ფაქტორი და ამ ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ადამიანებში წარმოიშობა რეაქცია - სტრესი. ეს არის სტრესის ე.წ. „სტიმული -რეაქციის“ მოდელი, თუმცა ის, როგორც ჩანს, უნივერსალური არ არის: დაძაბული მუშაობის პირობებში, ზოგიერთი ადამიანი სტრესშია, ზოგიერთი კი პირიქით, უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებს და, საერთოდ, თავს კარგად გრძნობს.
მნიშვნელობა აქვს ადამიანის აღქმას და ამას ითვალისწინებს სტრესის კოგნიტური მოდელი, რომელიც უკვე ათასობით წლისაა, რადგან ჯერ კიდევ უძველესი დროის ფილოსოფოსები ამჩნევდნენ, რომ ადამიანებში აღელვებას იწვევს არა გარკვეული მოვლენები, არამედ ის, თუ როგორ უყურებენ ისინი ამ მოვლენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიტუაცია არც ისე მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ ამ სიტუაციის შეფასება, ჩვენი მისდამი განწყობა.
განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ადამიანიებს პანიკურად ეშინიათ მეტროთი მგზავრობის. თუკი მეტროთი მგზავრობა პანიკას იწვევს, გამოდის, რომ ყველა, ვინც მეტროშია, პანიკაში უნდა იყოს. თუმცა, სინამდვილე სხვაგვარია: პიკის საათებშიც კი, მიუხედავად საშინელი ჭედვისა და ზოგჯერ უჰაერობისა, ადამიანების უმრავლესობას პანიკის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება.
ასეთი თვალსაზრისი არ არის უცხო მენეჯერებისთვისაც, რომელთა უმეტესობა სტრესს განიხილავს, როგორც საკუთარი ცხოვრების არასასიამოვნო მხარეს; ამასთან, ისინი, როგორც წესი, არ ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ სხვადასხვა სტრესორი (სტრესის გამომწვევი ფაქტორები) და სტრესის სიმპტომები. მენეჯერები მიიჩნევენ, რომ სტრესი ნიშნავს ბევრ საქმეს და დროის უკმარისობას, დაგროვილი პრობლემების მოუგვარებლობას, ზედმეტ სოციალურ და ემოციურ ზეწოლას, რომელსაც ისინი განიცდიან, შფოთვის მომატებულ დონეს, გაღიზიანებადობას და ა.შ.
სტრესის კოგნიტური მოდელი ამტკიცებს, რომ ადამიანი მუდმივად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და სტრესთან დაპირისპირების უნარს და მათ შიდა თუ გარე სტრესორების მიერ წაყენებულ მოთხოვნებს ადარებს. თუ ადამიანის აღქმაში მისი შესაძლებლობები და უნარები გარემოს მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შეესაბამება, ანუ თუ ადამიანი ხედავს, რომ მას სტრესორების დაძლევა შეუძლია, მაშინ სტრესი, როგორც ასეთი, არ აღმოცენდება. ამის საპირისპიროდ, შეუსაბამობა (დისბალანსი) პოტენციურ სტრესორებსა და არსებულ შესაძლებლობებს შორის იწვევს სტრესს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დონეებზე. ამდენად, სტრესის გამომწვევი მიზეზი არა თვით სტრესორებია (ნეგატიური მოვლენები ან შინაგანი კონფლიქტი), არამედ ადამიანის წარმოდგენა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა იგი სტრესორების დაძლევას.
როგორც ხედავთ, პოტენციური სტრესი ზოგიერთისთვის, შესაძლოა, ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცეს, ხოლო სხვებისთვის - აქტიური ცხოვრების აუცილებელ ელემენტად. სტრესის მიმართ დამოკიდებულების ინდივიდუალური სხვაობები განპირობებულია, პირველ რიგში, ადამიანის პიროვნული თავისებურებებით.
ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც მენეჯერებში სტრესის შესწავლას მიეძღვნა, სტრესზე რეაგირების მიხედვით, პიროვნების 6 დისპოზიციური ტიპი გამოვლინდა:
პატივმოყვარე ტიპი. ამ ტიპის ადამიანებს წარმატების და მიღწევების ძლიერი მოთხოვნილება აქვთ. ესენი არიან ენერგიული, მოძრავი, დომინანტური, აგრესიული და საქმეზე ორიენტირებული მენეჯერები. ასეთი ადამიანების სტრესის მიზეზია ძლიერი დატვირთვები, ინტენსიური საქმიანობა და არა -ნაკლებად ინტენსიური ურთიერობები. მათი სტრესის ძირითადი სიმპტომებია უძილობა, მაღალი არტერიული წნევა, გულთან დაკავშირებული პრობლემები, ალკოჰოლისა და სიგარეტის ჭარბი მოხმარება.
მშვიდი ტიპი. ისინი მშვიდი, აუღელვებელი, მეოცნებე და ნაკლებად აქტიური ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, დაიცვან ბალანსი სახლსა და სამსახურს შორის. ისინი სტრესის მიმართ მაღალი გამძლეობით გამოირჩევიან. მათთვის სტრესის მიზეზი ის ადამიანები ან მოვლენები ხდებიან, რომლებიც მათთვის ჩვეულ, ცხოვრების აუჩქარებელ რიტმს არღვევენ.
კეთილსინდისიერი ტიპი. ამ ტიპს განეკუთვნებიან მეწვრილმანე, პედანტური, სტაბილური, კონსერვატიული და მოვალეობის ჭარბი გრძნობის მქონე ადამიანები. მათ სჯერათ ავტორიტეტების, ისინი ემორჩილებიან ტრადიციებს; მათთვის სტრესის მიზეზი, პირველ რიგში, ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ გეგმებს და ქცევის სტერეოტიპებს არღვევენ.
დამთმობი ტიპი. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ, საკუთარი ინტერესები და უფლებები დაიცვან. ისინი ცდილობენ, მოაწონონ თავი სხვებს, თავს არიდებენ კონფლიქტებს, დაპირისპირებას და პრობლემურ ურთიერთობებს. ისინი მუდამ დაძაბულები არიან პიროვნებათშორისი ურთიერთობების პროცესში და, ზუსტად ამის გამო, ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს.
სიცოცხლისმოყვარე ტიპი. ამ ტიპის ადამიანები სიცოცხლით სავსენი, ძლიერები და ენერგიულები არიან, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ახალ მოვლენებსა და შთაბეჭდილებებს ეწაფებიან; მათთვის დამახასიათებელია რისკი, იმპულსურობა და ინტერესების ხშირი ცვალებადობა. ასეთი ადამიანებისთვის სტრესულია რუტინული და მოსაწყენი სამუშაო, ხოლო მათთვის დამახასიათებელი ჭარბი შინაგანი დაძაბულობა არსებითად ზრდის სტრესის მიმართ მგრძნობელობას.
შფოთიანი ტიპი. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან სტრესის მიმართ მაღალი მგრძნობელობით. ისინი მუდამ შფოთავენ შესაძლო წარუმატებლობების გამო, ორიენტირებულები არიან მომავალზე, ძალიან ბევრს ფიქრობენ, აანალიზებენ საკუთარ თავს და საქციელს; მათთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება, ხოლო სტრესის მიზეზი საპასუხისმგებლო სამუშაო და ცხოვრების მკვეთრი ცვლილებები ხდება.
დავუბრუნდეთ სტრესის მართვის საკითხს. უმეტეს შემთხვევაში, სტრესი კომპლექსური, მრავალფაქტორიანი წარმოშობისაა, ამიტომ მისი დაძლევა შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებას საჭიროებს. სტრატეგიების არსენალი საკმაოდ დიდია, თუმცა, არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი (მიდგომა), რომელიც ადამიანს ეხმარება, მართოს სტრესი, აირიდოს და/ან გადალახოს მისი ნეგატიური შედეგები და მუდმივად მოიპოვოს ახალი რეზერვები საკუთარი ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.
1. თვითშეცნობა
ამ პრინციპში მოიაზრება საკუთარი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების, პიროვნული ტემპერამენტისა და სტრესულ ვითარებაში ტიპური ქცევის, აგრეთვე, საკუთარი ფასეულობებისა და მიზნების ცოდნა. იმისათვის, რომ ეფექტიანად მართოთ სტრესი, კარგად უნდა ერკვეოდეთ საკუთარ თავში და შეიმუშაოთ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ეთანხმება და ესადაგება თქვენს შესაძლებლობებს, ტემპერამენტს, პიროვნულ სტილსა და ფასეულობებს.
რა არის საჭირო თვითშეცნობისთვის? საკუთარ თავზე დაკვირვება და გაანალიზება იმისა, თუ რომელი სტრესორები მოქმედებს თქვენზე უფრო ხშირად, რა გემართებათ სტრესის დროს (როგორ რეაგირებს თქვენი სხეული) და რას აკეთებთ სტრესთან საბრძოლველად (რომელი მეთოდებია თქვენთვის უფრო ქმედითი, უფრო მისაღები, და რომელი - ნაკლებად), რა არის ის ფასეულობები და ცხოვრებისეული მიზნები, რომლებითაც ხელმძღვანელობთ სტრესულ სიტუაციებში, არის თუ არა ისინი რეალისტური და შესაბამისი?
2. საკუთარ თავთან თანხმობა და საკუთარი
შესაძლებლობების რწმენა
ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ცნებაა: რაც უფრო მეტია თანხმობა საკუთარ თავთან, რაც უფრო მეტად შეგიძლიათ შეურიგდეთ საკუთარ თავს და მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის - ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გარეშე, მით უფრო მყარი იქნება თქვენი რწმენა საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.
საკუთარ თავთან თანხმობა ნიშნავს, აღიარო სამი რამ:
მე ვარსებობ;
არ არსებობს რაიმე მიზეზი იმისა, რომ ვიყო განსხვავებული იმისგან, რაც ამჟამად ვარ;
მე არც „ღირსეული” ვარ და არც „უღირსი”.
საკუთარ თავთან თანხმობის მისაღწევად უნდა უკუაგდოთ „განსხვავებულობის“ ნებისმიერი მოთხოვნა. შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ კარგი იქნებოდა საკუთარ თავში რაღაცის შეცვლა, მაგრამ დაიტოვეთ ეს ცვლილება, როგორც ერთ-ერთი არჩევანი და არ მიაღებინოთ მას იდეა-ფიქსის სახე. ნუ შეეცდებით, შეაფასოთ საკუთარი თავი. თვითშეფასება ემყარება იდეას, რომ თქვენ უნდა იყოთ კარგი ან ღირსეული პიროვნება. „ღირსეულობა“ ნიშნავს, აკმაყოფილებდე გარკვეულ კრიტერიუმებს (მაგალითად, იყო კარგი სპეციალისტი, კარგი მეოჯახე და ა.შ.). საკუთარ თავთან თანხმობის კონცეფცია კი ემყარება იდეას, რომ სულ არაა საჭირო იყო კარგი, ან ღირსეული. არ არსებობს საკუთარი თავის შეფასების საჭიროება. ამის ნაცვლად, დახარჯეთ ენერგია და დრო თქვენი ქცევისა და არსებობის ხარისხის შეფასებაზე - ამით გაარკვევთ, თუ რამდენად აღწევთ მიზნებს და რამდენად იღებთ კმაყოფილებას საკუთარი ცხოვრებიდან.
საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ნიშნავს:
იცოდე, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი -არა;
იყო მზად, ყველაფერი აკეთო შენი შესაძლებლობების ფარგლებში;
მუდმივად იმუშაო ამ ფარგლების გასაფართოებლად.
საკუთარი შესაძლებლობების რწმენა განსხვავდება თვითრწმენისგან. თვითრწმენა გარკვეულწილად პერფექციას გულისხმობს: უნდა ვიყო სრულყოფილი და ყველაფერს კარგად ვაკეთებდე. გაცილებით უფრო რეალისტურია, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, არ განიხილო წარმატება, როგორც ერთადერთი შესაძლებელი შედეგი და შეხედო შეცდომებს, როგორც შემდგომი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს; შეაფასო საკუთარი ქმედება მიზნის მიღწევის თვალსაზრისით და არა იმის მიხედვით, თუ რას მეტყველებს ის შენზე, როგორც პიროვნებაზე; გათვალო რისკი ისეთ მნიშვნელოვან საქმეებში, როგორიცაა კარიერა, სამსახურის გამოცვლა, ახალი ურთიერთობის დაწყება და ა.შ.; არ დანებდე, როდესაც სასურველზე ნაკლებს მიაღწევ; არ დაიჯერო, რომ ყველაფერი იოლად უნდა გამოგდიოდეს და ისწავლო საკუთარი გამოცდილებიდან.
3. ჭკვიანური ეგოიზმი
ჭკვიანური ეგოიზმის ფორმულა მარტივია: პირველ ადგილზე აყენებ საკუთარ ინტერესებს, თუმცა, არ ივიწყებ, რომ შენი ინტერესები გაცილებით უკეთ დაკმაყოფილდება, თუკი სხვათა ინტერესებსაც გაითვალისწინებ.
ჰანს სელიე ამტკიცებდა, რომ საკუთარი კეთილდღეობა და ბედნიერება ნებისმიერი ცოცხალი არსების უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა. თუმცა, ადამიანებში, სელიეს აზრით, ალტრუისტული მოტივებიც არსებობს. გარდა საკუთარი ინტერესებისა, სოციალური ინტერესებიც გვაქვს, რაკი გვსურს, რომ მთლიანად სოციალური სისტემა გადარჩეს და განვითარდეს. როგორ უნდა მოხდეს ამ ერთი შეხედვით ორი საპირისპირო ტენდენციის თანაარსებობა? პასუხი მარტივია: უნდა დავეხმაროთ სხვებს, რათა დავეხმაროთ საკუთარ თავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ეგოიზმი ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ.
როდესაც ადამიანი ირწმუნებს, რომ ეგოიზმი-ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა, ის ნაკლებად იგრძნობს თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ საკუთარ თავზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სხვებზე. როდესაც ადამიანი ირწმუნებს, რომ ალტრუისტული ქცევა მის ინტერესებს შეესაბამება, ის სხვებთან თანამშრომლობას დაიწყებს. ამ ორივე ქცევის განხორციელების შედეგად, ყველა მოგებული დარჩება.
ჭკვიანური ეგოიზმის გასავარჯიშებლად, რაც შეიძლება ხშირად ეცადეთ სხვების მიმართ დადებითი გრძნობების - მადლიერების, პატივისცემის, ნდობის გამოხატვას; მოიქეცით ასერტიულად, ანუ მოითხოვეთ ის, რაც გსურთ, უპასუხეთ „არა“ იმაზე, რაც არ გსურთ და, საჭიროების შემთხვევაში, უთხარით სხვებს, თუ რას ფიქრობთ და რას გრძნობთ.
4. ფრუსტრაციისა და დისკომფორტის
მიმართ ტოლერანტობა
ეს პრინციპი უმთავრესია სტრესის მართვის თვალსაზრისით. ტოლერანტობის მაღალი დონე დაგიცავთ გადაჭარბებული უარყოფითი რეაქციებისგან, დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში და ახალი გამოცდილების მიღებაში. მაღალი ტოლერანტობა ნიშნავს აღიარო, რომ არსებობს ფრუსტრაცია (იმედის გაცრუება) და დისკომფორტი და განიხილო მათი „უარყოფითობა“ როგორც არასასიამოვნო, მაგრამ არა საშინელი. ადამიანს ყოველთვის ექნება უარყოფითი ემოციური რეაქციები, როგორიცაა აღშფოთება, სინდისის ქენჯნა, სევდა, მობეზრება, გაღიზიანება, გაწბილება. მთავარია, არ მოხდეს მათი გადაჭარბებული აღქმა (მე ამას ვერ ავიტან!) და ეს ემოციები არ გადაიზარდოს შფოთვაში, დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობაში, დეპრესიაში, ადამიანების მიმართ მტრობაში და საკუთარი თავის შეცოდებაში.
დაბალი ტოლერანტობა სტრესის გამომწვევი ერთერთი უმთავრესი ფაქტორია. ის მეორად პრობლემებს აჩენს (პრობლემა პრობლემის გამო), როდესაც ადამიანი რეაგირებს არა გარე სტრესორებზე, არამედ, საკუთარ სიმპტომებზე. საბოლოო ჯამში კი მას კიდევ ახალი დამატებითი სიმპტომები უჩნდება. მაგალითად, ადამიანი განრისხდება, შემდეგ კი თავს დამნაშავედ გრძნობს, ან თავიდან შფოთავს და მერე ნელ-ნელა დეპრესიაში ვარდება.
მაღალი ტოლერანტობა ეხმარება ადამიანს:
არ შეიქმნას მეორადი პრობლემები არასასურველ მოვლენებსა და გარემოებებზე გადაჭარბებული რეაქციის შედეგად;
შეურიგდეს მოკლევადიან დისკომფორტს და, სამაგიეროდ, გრძელვადიან მიზნებსა და სიამოვნებას მიაღწიოს;
გაწიოს ზომიერი და გამართლებული რისკი;
იყოს ასერტიული სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში;
არ გადადოს გვერდზე რთული ამოცანების და პრობლემების მოგვარება.
როგორ გავზარდოთ ტოლერანტობა დისკომფორტისა და ფრუსტრაციის მიმართ? თავიდან უნდა გავაცნობიეროთ, თუ როდის ვახორციელებთ დაბალტოლერანტულ ქცევას, რომლის სიმპტომებია არაკომფორტული სიტუაციების თავიდან არიდება, წამლების ან ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, მანიაკური გატაცება აზარტული თამაშებით, შოპინგით, ფიზიკური ვარჯიშით, ქეიფით, წონასწორობის იოლი დაკარგვა, რთული ამოცანების თავიდან აცილება და ა.შ.
ტოლერანტობის დონის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა დაპირისპირების ტექნიკა. ჩამოწერეთ იმ სიტუაციების, აზრების, რისკების, მოვლენების და ა.შ. სია, რასაც, ჩვეულებრივ, გაურბიხართ. დაისახეთ მიზნად, ყოველდღე ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ ერთ-ერთს მაინც დაუპირისპირდეთ. დისკომფორტის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არაკომფორტულ სიტუაციებში განზრახ მოხვედრით. ნუ გაექცევით დისკომფორტს, დარჩით მასთან მანამ, სანამ ის თავისით არ გაქრება.
5. რისკი
ადამიანები, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობენ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და არ ჰქონდეთ მომავლის შიში. თუმცა, მათ, გარკვეულწილად, რისკიანობაც ახასიათებთ, ალბათ, იმიტომ, რომ მთლიანად უსაფრთხო ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა. ჩვენ ვსაუბრობთ იმ გონიერ რისკზე, რომელიც აუცილებელია, რათა ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი მიიღო და თავი აარიდო მოწყენილობით, უმოქმედობითა და უკმაყოფილებით გამოწვეულ უარყოფით სტრესს. გარკვეული რისკი აუცილებელია თვითშეცნობისთვისაც: იმისათვის, რომ დაადგინო შენი შესაძლებლობების ფარგლები, უნდა გარისკო და გამოცადო საკუთარი თავი ახალ საქმეში, ახალ ურთიერთობებში.
რისკიანობის გავარჯიშება ისევეა შესაძლებელი, როგორც ტოლერანტობის. ჩამოწერეთ, თუ რა გინდათ, რომ ცადოთ, მაგალითად:
მიმართო ადამიანს თხოვნით მაშინ, როდესაც დიდია უარის მიღების რისკი (მაგ., შესთავაზო პაემანი);
გააკეთო ისეთი რამ, რაც, სავარაუდოდ, სხვებს არ მოეწონებათ (მაგ., ისაუბრო ხმამაღლა);
ცადო, მიაღწიო წარმატებას იქ, სადაც ამის შანსი მინიმალურია.
თუ ამ ქმედებების განხორციელების პროცესში დისკომფორტი დაგეუფლათ, შეახსენეთ თავს, რომ ამით თქვენი დისკომფორტის მიმართ ტოლერანტობაც ვარჯიშდება და იზრდება.
6. ზომიერება
ზომიერების პრინციპი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ექსტრემალურობა აზროვნებაში, გრძნობებსა და ქცევაში. ექსტრემალური - ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი - მოლოდინები ან მუდმივი უიღბლობის განცდას აჩენს, ან მოსაბეზრებელს ხდის ცხოვრებას. ნებისმიერი გადაჭარბებული ქცევა - იქნება ეს ჭამა, ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლის მოხმარება ან, თუნდაც, მუშაობა - სტრესის წარმომშობია.
ზომიერების პრინციპის არსი ისაა, რომ დაისახოთ რეალისტური და მიღწევადი მიზნები და ამოცანები, რომლებსაც ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებთ: ილუზიების მსხვრევა, წარუმატებლობა - საკმაოდ ძლიერი სტრესორებია.
ძალიან კარგი მაგალითია წონის დარეგულირების ამოცანა. თუ განიზრახეთ წონის დაკლება, ან მისი გარკვეულ დონეზე შენარჩუნება, ეს დონე თქვენი ასაკის და სხვა პიროვნული ფაქტორების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. თავი აარიდეთ დიეტებს, რომლებიც მოკლე დროში წონის მასობრივ დაკლებაზეა ორიენტირებული. ამით თქვენ არა მხოლოდ ჯანმრთელობას დაიზიანებთ, არამედ, საბოლოოდ, მთლიან დაკლებულ წონას (და შესაძლოა, უფრო მეტსაც) უკან დაიბრუნებთ და სრულიად დაკარგავთ გახდომის იმედს. წონის დარეგულირების საუკეთესო (არასტრესული) გზაა გრძელვადიანი ზომიერი ჭამა-სმა.
ასეთივე პრინციპი მოქმედებს თითქმის ყველგან. იმუშავეთ, ივარჯიშეთ, იურთიერთეთ, ითამაშეთ კომპიუტერული თამაშები, მაგრამ შეინარჩუნეთ ზომიერება. თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთი თქვენი ქცევა გადაჭარბებულია, საკუთარ თავს გარკვეული ლიმიტები დაუწესეთ და შეეცადეთ, შეასრულოთ ისინი.
7. ემოციური და ქცევითი პასუხისმგებლობა
ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ საკუთარ ემოციებს და ქცევას აკონტროლებენ, გაცილებით ნაკლებად განიცდიან სტრესის მავნე ზეგავლენას. პასუხისმგებლობის აღების პრინციპი დაგეხმარებათ, თავად აგოთ პასუხი საკუთარ ემოციებზე, მოქმედებაზე და, მთლიანად, თქვენს ცხოვრებაზე. ამ პრინციპში გაერთიანებულია პასუხისმგებლობა გრძნობებსა და ქცევაზე.
გქონდეს ემოციური პასუხისმგებლობა, ნიშნავს: (ა) გჯეროდეს, რომ თავად ქმნი შენს საკუთარ გრძნობებს ცხოვრებისეული მოვლენების საპასუხოდ და (ბ) არასოდეს ადანაშაულებდე შენში გაჩენილი გრძნობების გამო სხვა ადამიანებს - მშობლებს, მეზობლებს, კოლეგებს, უფროსს ან სხვა ვინმეს.
ქცევითი პასუხისმგებლობა ნიშნავს, აღიარო, რომ თავად ხარ შენი ქმედებების და ქცევის „ავტორი” და არავინ გაიძულებს, ესა თუ ის ქცევა განახორციელო.
პიროვნებას, რომელსაც საკუთარი ემოციებისა და ქცევის შინაგანი კონტროლი შეუძლია, შემდეგი თვისებები ახასიათებს:
ის, როგორც წესი, ამბობს „მე ვფიქრობ, რომ“. და არა „ყველამ იცის, რომ”;
სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ასერტიული და არა პასიური, ან აგრესიულია;
ორიენტირებულია მხოლოდ სინამდვილეზე, არ სურს, დაუბრუნდეს წარსულს, ან დახარჯოს დრო მომავლის შესახებ ოცნებობაზე;
ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებაზე: როდესაც ბარიერებს წყდება, ცდილობს, გამონახოს გამოსავალი;
სჯერა, რომ წარმატებისთვის მთავარია ადამიანის აქტიურობა და მოქმედება, ხოლო ბედ-იღბალი არაფერ შუაშია.
ადამიანები, რომლებსაც შინაგანი კონტროლი აქვთ, შედარებით ნაკლებად უჩივიან ფიზიკურ ან გონებრივ ჯანმრთელობას; მათზე ნაკლებად აისახება დაბერების პროცესი, ისინი უკეთ უმკლავდებიან ისეთ „სამედიცინო” სტრესებს, როგორებიცაა, მაგალითად, გულის შეტევა ან ქირურგიული ოპერაცია. ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ გრძნობებსა და ქცევაზე, არასოდეს აღმოჩნდება მსხვერპლის როლში და არასოდეს გამოამჟღავნებს გადამეტებულ (არაადეკვატურ) რეაქციას სხვა ადამიანების სიტყვების ან ქცევის მიმართ. თუ ვერ შეცვლის გარემოს, იგი ყოველთვის შეძლებს, შეცვალოს საკუთარი გრძნობა და განწყობა ამ გარემოს მიმართ.
პასუხისმგებლობის განვითარებაში თვითანალიზი დაგეხმარებათ. ჩამოწერეთ, რაში ვლინდება თქვენი „უპასუხისმგებლობა”. ეს შესაძლოა იყოს ასერტიულობის ნაკლებობა, წარსულში ჩარჩენა, მოვლენათა მნიშვნელობის გაზვიადება, პრობლემებთან თანაარსებობა იმ იმედით, რომ ისინი თავისით მოგვარდება. შემდეგ გამოიყენეთ პარადოქსული ქცევის ტექნიკა და ყველა ამ სიტუაციაში ჩვეულისგან მკვეთრად განსხვავებული ქცევა განახორციელეთ.
8. მოქნილობა
ამბობენ, რომ მოქნილი ხე ძლიერი ქარიშხლის დროს მოიხრება და გადარჩება, ხოლო ხისტი - გაუძალიანდება და გადატყდება. იყო მოქნილი, ნიშნავს:
იყო ღია ცვლილების მიმართ როგორც შენს შიგნით, ასევე, გარეთ;
შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, შეგეძლოს, შეცვალო შენი გეგმები და ქცევა;
შეგეძლოს, აითვისო აზროვნების ახალი წესი, რომელიც ცვალებად სამყაროსთან შეგუებაში დაგეხმარება;
შეგწევდეს უნარი, მისცე ადამიანებს საშუალება, იფიქრონ და აკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ, ხოლო თავად შენ აკეთო ის, რაც შენთვისაა მისაღები.
რატომაა მოქნილობა მნიშვნელოვანი სტრესის მართვისას? მოქნილობა ზრდის გადარჩენის შანსებს ცვალებად გარემოში. გარემო ადრეც იცვლებოდა და ამჟამადაც იცვლება, თუმცა, ცვლილებების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ამ ცვლილებების შესაბამისად საკუთარი განწყობების შეცვლას არ ვისწავლით, გაჩნდება უარყოფითი სტრესი. მშობელს ძალიან გაუჭირდება მოზარდ შვილთან ურთიერთობა, თუკი არ გამოიჩენს მოქნილობას და მოზარდის ქცევას მხოლოდ საკუთარი თაობის გამოცდილებიდან გამომდინარე შეხედავს („ჩემს ახალგაზრდობაში ასე არ იქცეოდნენ!”).
მოქნილობა გეხმარებათ:
პრობლემების უკეთ მოგვარებაში: უნარი, შეხედო პრობლემას სხვა კუთხიდან, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას;
თქვენი მიზნებისა და ამოცანების ახალი გარემოებების შესაბამისად შეცვლაში;
დაარღვიოთ რუტინა და ცხოვრება მრავალფეროვანი და ხალისიანი გახადოთ.
მოქნილობის გავარჯიშებაში ისევ და ისევ თვითანალიზი დაგეხმარებათ. დაიჭირეთ თქვენში და დაძლიეთ ის მომენტები, როდესაც ადამიანებისგან რაღაცას განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვთ. შეეცადეთ, შეცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი: უყურეთ ფილმებს, რომლებსაც ადრე იგნორირებას გაუწევდით, მოუსმინეთ განსხვავებულ მუსიკას, ესაუბრეთ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს. შეგიძლიათ, ცადოთ ოფისში ან სახლში ავეჯის გადაადგილება. სანამ რაღაც პრობლემაზე რეაგირებას მოახდენთ, შეჩერდით და დაფიქრდით, ხომ არ შეიძლება ამჯერად ეს რეაგირება სრულიად განსხვავებული იყოს.
9. რეალობის მიღება (აღიარება)
ყოველთვის, როდესაც შესაძლებელია, უნდა შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. თუმცა, მაინც იარსებებს ისეთი სიტუაციები, როდესაც ვერაფერს შეცვლით. ასეთ შემთხვევაში, ორი გამოსავალი არსებობს: ან თავბედი იწყევლოთ და დაიზაფროთ, ან მიიღოთ რეალობა და ცხოვრება განაგრძოთ.
რეალობის აღიარება ნიშნავს:
დაეთანხმო იმას, რომ რეალობა -თუნდაც, უსიამოვნო - არსებობს;
მიხვდე, რომ ყველაფერი შენს გემოზე და შენს მოსაწონად ვერ მოხდება;
გაურკვევლობა ან გაწბილება ნორმალური ცხოვრების ჩვეულებრივ ასპექტებად განიხილო;
შეეგუო იმას, რომ პიროვნული ცვლილებები შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ბევრი რაღაცის შეცვლა (მაგალითად, დეპრესიის ან შფოთვის დაძლევა), ზოგი რამ უცვლელად დარჩება, როგორც უნდა ეცადოთ;
შეეგუო იმ აზრს, რომ შეუძლებელია სხვა ადამიანების შეცვლა. მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შეცვლა. ამის გაცნობიერება ზედმეტ ტკივილს აგარიდებთ.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიღება და აღიარება დათანხმებას ან მოწონებას ნიშნავს. სულაც არა. სრული უფლება გაქვთ, არ მოგწონდეთ რაღაც მოვლენა, გერჩიოთ, რომ ის არ არსებობდეს, ცდილობდეთ მის შეცვლას, მაგრამ უნდა მიიღოთ მისი არსებობის ფაქტი.
რეალობის მიღების შესახებ საუბარი შეიძლება ერთი ცნობილი გამონათქვამის პარაფრაზით შევაჯამოთ. ამ გამონათქვამის მიხედვით, ბედნიერების მისაღწევად სამი რამაა საჭირო: სითამამე, რათა შეცვალო ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია, სიმშვიდე, რათა მიიღო ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია და სიბრძნე, რათა ეს ორი რამ ერთმანეთისგან განასხვაო.
ამით სტრესის მართვის პრინციპების განხილვა დავასრულეთ. გირჩევთ, არ შეხედოთ მათ, როგორც აუცილებლად შესასრულებელ მოთხოვნებს; ამით თქვენ არა მხოლოდ არ შეამცირებთ სტრესს, არამედ მის დამატებით წყაროს შექმნით. ეცადეთ, უბრალოდ იხელმძღვანელოთ ამ პრინციპებით და გააუმჯობესოთ თქვენი და თქვენ გარშემო მყოფ ადამიანთა ცხოვრება.
დასკვნის მაგივრად, გთავაზობთ, გამოავლინოთ თქვენში არსებული სტრესის დონე ქვემოთ მოყვანილი სპეციალური სკალის მეშვეობით, რომელიც ზომავს სტრესს სომატური, ქცევითი და ემოციური ნიშნების მიხედვით.
წაიკითხეთ ცხრილში მოცემული მტკიცებულებები და თითოეულის გასწვრივ მონიშნეთ ის ქულა, რომელიც რაც შეიძლება ზუსტად აღწერს თქვენს მდგომარეობას ბოლო 4-5 დღის განმავლობაში.
შეაჯამეთ თქვენს მიერ მონიშნული ქულები. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია სტრესის დონეც.
99 ქულაზე ნაკლები - სტრესის დაბალი დონე;
100 -125 ქულა - სტრესის საშუალო დონე;
125 ქულაზე მეტი -სტრესის მაღალი დონე.
![]() |
4 სასტუმროების მარკეტინგი |
▲ზევით დაბრუნება |
უსარგებლო ტექნიკა თუ გარდაუვალი აუცილებლობა
ავტორი: ნინო კუპრაშვილი
ESM-თბილისი
მარკეტინგის პროგრამის ლექტორი
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული. ამ სფეროში ქვეყანას მდიდარი ტრადიციები აქვს. საქართველო უნიკალური კლიმატური პირობებით, გეოგრაფიული მდებარეობით, კულტურით, ისტორიითა და განთქმული სტუმართმოყვარეობით ოდითგანვე იპყრობდა უცხოელი ტურისტების ყურადღებას. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანაში არსებობდა სასტუმროებისა და სანატორიუმების მეტ-ნაკლებად განვითარებული ქსელი, დამხმარე ინფრასტრუქტურით, რომელიც წელიწადში დაახლოებით სამ მილიონამდე ტურისტს და დამსვენებელს მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან და სოციალისტური ქვეყნებიდან. 90-იან წლებში ტურიზმის სფერო ქვეყნის ეკონომიკური ასპარეზიდან თითქმის გაუჩინარდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები განხორციელდა აჭარისა და ბორჯომის საკურორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შეიქმნა ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს, ხელს უწყობს საქართველოს კურორტების რეკლამირებას ადგილობრივ და უცხოურ მედიაში და სხვადასხვა პროექტს ახორციელებს მთიან რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით. შედეგად, გაიზარდა როგორც კურორტების დატვირთვა, ასევე, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა. ამაღლდა კერძო სექტორისა და ინვესტორების დაინტერესება როგორც საპრივატიზაციო საკურორტო ობიექტებით, ასევე, ახალი სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი ობიექტების მშენებლობით.
ტურიზმის სფეროს განვითარების ტენდენციები კონკურენტული გარემოს შექმნის საფუძველს იძლევა, რაც ამ სფეროში დასაქმებული კომპანიების მფლობელებსა და მენეჯერებს იძულებულს გახდის, აქტიურად გამოიყენონ მარკეტინგი, როგორც მომხმარებელთა მოზიდვის, დაკმაყოფილებისა და შენარჩუნების საშუალება.
დღეს ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიებისათვის მარკეტინგული საქმიანობა ნაკლებად აქტუალურია - მიწოდებასთან შედარებით მოთხოვნის სიჭარბის გამო. გასულ ზაფხულს აჭარის სასტუმროებში თავისუფალი ნომრის პოვნა საკმაოდ ჭირდა. სასტუმროების მეპატრონეთა დიდი ნაწილი ნაკლებად წუხდა მომსახურების ხარისხზე, რის გამოც დამსვენებელთა კმაყოფილების დონე საკმაოდ დაბალი იყო. არც საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოირჩეოდა მომსახურების მაღალი ხარისხით. აქ პრიორიტეტი მაქსიმალური მოგების მიღება იყო. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი არჩევანს ახალ ალტერნატივებზე შეაჩერებს, თუ შეთავაზებული სერვისის ხარისხი და ფასი უფრო მიზანდასახულად და გონივრულად იქნება დაბალანსებული.
კონკურენტული ინტენსივობის გაზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაც მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გაზრდილი მსყიდველობითი უნარი მათ საშუალებას აძლევს, დასასვენებლად შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზების ქვეყნებში გაემგზავრონ. მომსახურების ხარისხისა და ფასის მიხედვით, თურქეთის საკურორტო სასტუმროებისა და სერვისის სხვა ობიექტების შეთავაზებები, ხშირ შემთხვევაში, ქართულ ანალოგებზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. კონკურენციის გამძაფრებას მსოფლიოში ცნობილ სასტუმროთა ქსელების ობიექტების გახსნაც შეუწყობს ხელს. საქართველოში მრავალი ასეთი სასტუმრო შენდება. მათი კონკურენტული უპირატესობა მაღალი დონის მომსახურებისა და ეფექტიანი მართვის გამოცდილებაა, რაც აშკარად ჩანს „მერიოტის“ სასტუმროების მაგალითზე.
სასტუმროს მართვა საკმაოდ რთული პროცესია. წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა მომსახურების სინქრონულად მართვა. ერთ-ერთი მათგანის არათავსებადობის შემთხვევაში, დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დასავლური სასტუმროების ქსელები წარმატებით ართმევენ თავს ამ პრობლემებს და გამართული მართვის სისტემის პირობებში, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონეს აღწევენ.
ახალი სასტუმროების მასობრივი მშენებლობა, თავისთავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელია. თუმცა, ძირითადი პრიორიტეტი კერძო ინვესტორებისთვის ამ სასტუმროების მდგრადი, გრძელვადიანი წარმატება უნდა გახდეს. საკმაოდ რთული იქნება დამკვიდრება ბაზარზე, სადაც მომავალში ამინდს რამდენიმე გლობალური ბრენდი შექმნის. სასურველია, მარკეტინგული სტრატეგია სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემუშავდეს, ხოლო იმ სასტუმროთა ხელმძღვანელებმა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ, მართვის სტილი უნდა შეცვალონ და ორიენტაცია მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებაზე და მათ დაკმაყოფილებაზე აიღონ.
სასტუმროების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კერძო ბიზნესის, ეფექტიანი მარკეტინგი მიზნობრივი ბაზრისა და შესაბამისი სეგმენტების პრეფერენციათა სწორად განსაზღვრით იწყება. ამ მიზნით, საჭიროა მარკეტინგული ინფორმაცია ბაზრის შესახებ. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად რეკომენდებულია მარკეტინგული კვლევის ჩატარება. საქართველოს ტურიზმის ბაზრის შესახებ გარკვეული ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ის არასრული და ძნელად მოსაპოვებელია.
მაგალითად, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა აჭარაში და როგორი იყო მათი ეთნიკური გადანაწილება. დასასვენებელი ობიექტების შესახებ კი სრული და დეტალური ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. არ არსებობს ამ ობიექტების ფორმალური აღწერა, რაც ართულებს კონკურენტების ანალიზსა და ბაზრის ზუსტი მოცულობის დადგენას.
მიზნობრივი ბაზრის სეგმენტაციის პარამეტრების დადგენას და მომხმარებელთა პრეფერენციების კვლევასაც ტექნიკური სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს სირთულეები უფრო ფსიქოლოგიურ და პროცედურულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და უფრო უნივერსალურ ხასიათს ატარებს. სასტუმროს არჩევანისა და პრეფერენციების კვლევა დასავლეთშიც კი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანად მიიჩნევა. რაციონალური არჩევის თეორიის მიხედვით, ადამიანი იმ სასტუმროს ირჩევს, რომელიც ყველაზე დიდ ფასეულობას სთავაზობს. თეორიის ძირითადი დაშვებებია, რომ ადამიანი ყველა სასტუმროს ფასეულობის შესახებ ინფორმაციას ფლობს; თანაც, ყოველი მათგანის მიერ აღქმული ფასეულობები სავსებით ლოგიკური და, ამავდროულად, მატერიალურია. რადგან ჩვენთან ამგვარ დაშვებებს საფუძველი, პრაქტიკულად, არ გააჩნია, საჭიროა ღრმა ფსიქოლოგიური კვლევა.
მიზნობრივი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გამოცდილებითაც შეიძლება. საქართველოში არსებობს კერძო სასტუმროები, რომელთაც ლოიალური მომხმარებლები ჰყავთ. სასტუმროს მმართველები მათგან ხშირად იღებენ შენიშვნებს და, შეძლებისამებრ, ითვალისწინებენ. დასავლეთში ამგვარ გამოცდილებას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი დაგროვება, ორგანიზებული სახით შენახვა-გადამუშავება და შემდგომი განვითარებისთვის გამოყენება ფორმალურ დონეზე ხორციელდება, დადგენილი სტანდარტებითა და პროცედურებით.
„მერიოტის“ მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა ითვალისწინებს თითოეული დარეგისტრირებული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის კმაყოფილების დონეს, რადგან, რომელი ქალაქის სასტუმროშიც უნდა გაჩერდეს, თავისივე პრეფერენციების მიხედვით მოემსახურებიან. ამ ინფორმაციის აგრეგირებული ანალიზი საკმაოდ კარგ წარმოდგენას იძლევა მომხმარებელთა პრეფერენციების შესახებ. ეს ტექნიკა ასევე უადვილებს სასტუმროს მომავალი გაყიდვების დაგეგმვას, ეფექტიან ფასწარმოქმნასა და ახალ სასტუმროებში უკვე არსებულ მომხმარებელთა რეალური სურვილების გათვალისწინებას.
ქართულ ბაზარზე სიახლე საკმაოდ სწრაფად იკიდებს ფეხს, თუმცა, ხშირად მალევე გადადის მოდიდან. ეს თითქმის ყველა ქართული ბიზნესისათვის არის დამახასიათებელი და არ არის გამოწვეული მხოლოდ მომხმარებლის მენტალიტეტის თავისებურებებით. ბევრი ქართული კომპანია საქმეს საკმაოდ წარმატებულად იწყებს, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძალისხმევას ამცირებს, რის შედეგად, პროდუქტი თუ მომსახურება, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესებას განიცდის. ქართველ მომხმარებელს ჩამოუყალიბდა სტერეოტიპული შეხედულება, რომ გრძელვადიანი მაღალი ხარისხი ჩვენი მწარმოებლებისთვის ძალიან იშვიათად არის მისაღწევი.
სასტუმრომ, რომლის მიზანიც გრძლევადიანი წარმატებაა, მარკეტინგის უმთავრეს ამოცანად მომხმარებელთა ნდობის მოპოვება და გამართლება უნდა დაისახოს. ამის მიღწევა კი, იმავე სტერეოტიპული ხედვიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია.
მსგავსი პრობლემა თურქეთის კურორტებსაც აქვს. ინტერნეტ გამოკითხვების თანახმად, მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ თურქეთის მხოლოდ იმ სასტუმროებში ღირს წასვლა, რომლებიც, მინიმუმ, ორი წელია, გაიხსნა და, მაქსიმუმ, 4 წელია, რაც ფუნქციონირებს. თურმე, პირველ წელს, გამოცდილების არარსებობის გამო, მრავლადაა ტექნიკური წუნი და შეფერხებები მომსახურებაში, ხოლო 4 წლის შემდეგ სასტუმროს ვიზუალური მხარის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს.
მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა მათი მდგრადი კმაყოფილების მიღწევაა. სასტუმროს შეფასების ძირითადი პარამეტრი უდავოდ ხარისხია. იგი საკმაოდ სუბიექტური და ძნელი შესაფასებელია და, სასტუმროების შემთხვევაში, მის კეთილმოწყობასთან და დამატებითი მომსახურებების სპექტრთან არის გაიგივებული.
დასავლეთში ბევრად უფრო მარტივია სასტუმროს ხარისხის დონის ზუსტად შეფასება მანამ, სანამ მომხმარებელი მას უშუალოდ ეწვევა. არსებობს დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც სასტუმროს ობიექტური შეფასების შემდეგ მას ხარისხის სხვადასხვა მაჩვენებელს ანიჭებენ. ყველაზე განთქმული შეფასების სისტემა მიჩელინის ვარსკვლავებია, რომლის მიხედვით, ხუთი ვარსკვლავი ხარისხის მაქსიმალურ დონეს აღნიშნავს. ამ სისტემით შეფასების კრიტერიუმი საკმაოდ ბევრი და მკაცრია, დაწყებული ოთახების მინიმალური ფართიდან, დამთავრებული სასტუმროს საპარიკმახეროში შეთავაზებული მომსახურების სპექტრით.
საქართველოში მოქმედი გლობალური სასტუმროების ქსელების ობიექტების შეფასება ამ სისტემით ხდება. ქართული სასტუმროები კი, ზოგ შემთხვევაში, „ვარსკვლავების“ სისტემას საკმაოდ უდიერად ეპყრობიან და ვარსკვლავებს თვითონ ანიჭებენ საკუთარ თავს.
ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ კურორტზე არის სასტუმრო, რომელიც, სტანდარტების მიხედვით, ტიპური სამვარსკვლავიანი სასტუმროა, თუმცა, კომუნიკაციების სხვადასხვა საშუალებით თავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ ასაღებს. ფასიც სრულიად შეესაბამება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ღირებულებას.
სამწუხაროდ, ქართული სასტუმროებისა და სხვა ინდუსტრიის მენეჯერების დიდ ნაწილს ხშირად მცდარი წარმოდგენა აქვთ ხარისხის, როგორც წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორის, შესახებ. მომსახურების ხარისხი, ისევე, როგორც მისი მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და ფასის ადეკვატური უნდა იყოს.
არსებობს სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ ელიტარული იმიჯიდან გამომდინარე ადებენ მაღალ ფასს თავის ოთახებს - სახელის გარდა, რაიმე ადეკვატური უპირატესობების გარეშე. შედეგად, თანხის გადახდისას მომხმარებელი უკმაყოფილოა, რადგან თავს მოტყუებულად გრძნობს. დღეს ამგვარი მიდგომა შეიძლება დასაშვები იყოს მძაფრი კონკურენციის არარსებობის გამო. გრძელვადიან პერიოდში კი ძალიან დიდია ალბათობა, რომ ამგვარი სასტუმროები დიდი პრობლემების და გაქრობის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ.
მიღწეული წარმატების შესანარჩუნებლად მხოლოდ პრეფერენციების სწორად განსაზღვრა და ნდობის მოპოვება საკმარისი არ არის. მოპოვებულ ნდობას შენარჩუნება სჭირდება, რაც მხოლოდ ეფექტიანი მარკეტინგული მართვით არის შესაძლებელი.
არსებობს „სასტუმროების მარკეტინგული წარმატების სამკუთხედის“ თეორია, რომლის მიხედვით, სასტუმროს კომერციულ წარმატებას სამი კრიტერიუმი განსაზღვრავს.
პირველი კრიტერიუმი სასტუმროს ვიზუალური სახეა. კვლევებმა აჩვენა, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი არასაკმარისია სასტუმროს სრულფასოვნად აღსაქმელად. პირველი შთაბეჭდილება სასტუმროს შესახებ მომხმარებელს ვესტიბიულში უყალიბდება, რის გამოც იგი სწორ მოლოდინებს უნდა უქმნიდეს მომხმარებელს. ვიზუალური მხარე უნდა გამოხატავდეს იმ ფასეულობებს, რომელთა წარმოჩენას და მიწოდებასაც სასტუმრო ცდილობს.
დასავლური სასტუმროები ხშირად ვიზუალურ პარამეტრს სცდება და გრძნობის სხვა ორგანოებსაც იყენებს სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად. მარტინ ლინდსტრომი თავის წიგნში „Brand Sense“ წერს, რომ სასტუმროთა ბრენდების მომავალი არ მდგომარეობს მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კომუნიკაციური კამპანიების საშუალებით სახელისა და ლოგოების წარმოჩენაში. მალე ძლიერი ბრენდი ის იქნება, რომელიც თვალდახუჭულ მომხმარებელს ყველაზე ეფექტიანად აგრძნობინებს, რომ იგი განსხვავებულ სასტუმროშია. დღეს ბევრი სასტუმრო იყენებს დამახასიათებელ სურნელსა თუ მუსიკას, როგორც სავიზიტო ბარათს. „ომნის“ სასტუმროთა ქსელის ნებისმიერი კონკრეტული სასტუმროს ვესტიბიულში მომხმარებელი აუცილებლად იგრძნობს ლიმნისა და მწვანე ჩაის სურნელს. ამგვარი მიდგომა განსხვავების ძალზედ ეფექტიან არეალს წარმოშობს ბრენდისთვის და მომხმარებლის ლოიალურობაზე ზემოქმედებს.
მეორე კრიტერიუმი მომსახურების დონის მართვა და შენარჩუნებაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემატური თემაა ქართული სასტუმროებისთვის. სასტუმროში მომსახურებათა სპექტრი, რომელიც უნდა იმართებოდეს, ძალიან ფართოა. რარიგ კარგად უნდა გამოიყურებოდეს სასტუმრო ფიზიკურად, იგი მომხმარებელთა კმაყოფილებას და, შესაბამისად, მაღალ იმიჯს ვერ შეინარჩუნებს, თუ სათანადო დონის სერვისი არ გააჩნია. საქართველოში ჯერ არ არის დადგენილი მომსახურების დონის სტანდარტები და, რეალურად, ამ სექტორში მაღალი დონის მომსახურების გაწევის გამოცდილება არ არსებობს. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ კრიტერიუმის ადეკვატურ დაკმაყოფილებას უწყობს ხელს, კადრების მართვის ეფექტიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაა, მომსახურე პერსონალის სწავლებისა და მოტივირების ქმედით საშუალებებთან ერთად.
ევროპაში სპეციალური ტრეინინგებია შემუშავებული შესაბამისი დონის სასტუმროს მომსახურე პერსონალის სწავლებისთვის. ამასთანავე, დიდ სასტუმროებსა და სასტუმროების ქსელებს საკუთარი მოსამზადებელი პროგრამები და ტრეინინგ ცენტრები აქვთ. პერსონალის მოტივირებისთვის წახალისების სისტემა გამოიყენება. გარდა ამისა, მოქმედებს ძალზედ ზუსტად შემუშავებული მუდმივი კონტროლის სქემები და დეტალური საოპერაციო ინსტრუქციები, რომლებშიც თითქმის ყველა პროცედურა სტანდარტულად და მარტივად არის აღწერილი.
თურქეთის სასტუმროებში, სადაც მომსახურების დონე დასავლეთის შესადარია, საოპერაციო სტრატეგიები მნიშვნელოვნად განსხვავებული სახისაა - არ მოქმედებს დეტალური პროცედურები და მართვა არაფორმალურად ხორციელდება. აქ პერსონალის მოტივირების ძირითადი ფაქტორი სამსახურის დაკარგვის შიშზეა დაფუძნებული. ბევრ სასტუმროში დღეში მინიმუმ ერთ ადამიანს აგდებენ შიშის ფაქტორის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად.
მომსახურების დონის უზრუნველყოფა და მართვა კულტურული თავისებურებებით ხასიათდება. სწავლების, ისევე, როგორც ფორმალიზაციის დონის, კონტროლისა და მოტივირების ფაქტორები ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. საქართველოში მომსახურების დონის ამაღლებისათვის აუცილებელია სასტუმროში მუშაობის მიმართ უარყოფითი აღქმის შეცვლა და მომსახურე პერსონალის მაღალ დონეზე მომზადება, რასაც, კადრების მართვის გარდა, საზოგადოებრივი ურთიერთობების გამართულად წარმოებაც ესაჭიროება.
ბოლო კრიტერიუმი პროაქტიულ მარკეტინგს მოითხოვს. არსებული იმიჯიდან თუ წარმატებიდან გამომდინარე, არ უნდა შეგვექმნას ილუზია, რომ დამატებითი და უწყვეტი ძალისხმევების გარეშე ამ წარმატების შენარჩუნებას მოვახერხებთ. საჭიროა ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება, ისევე, როგორც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა. კომპანიამ ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდეს მომხმარებელთა პრეფერენციები და ის სათუო ადგილები, რომელთა გაუმჯობესება აუცილებელია მომგებიანობის გასაზრდელად.
მიზნობრივ ბაზარს ზედმეტად დიდი მოლოდინი არ უნდა შეუქმნათ მარკეტინგული კომუნიკაციებით. რეალისტური მოლოდინის შექმნა დადებითად მოქმედებს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. კმაყოფილი მომხმარებელი სხვა ადამიანებსაც უზიარებს შეხედულებას, რაც ერთ-ერთი შეუცვლელი პირობაა სასურველი იმიჯისა და ცნობადობის ფორმირებისთვის.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია სამივე კრიტერიუმის გათვალისწინება. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ჩვენი სასტუმროებიც მეტ ყურადღებას დაუთმობენ მარკეტინგულ ხედვას, მომხმარებელთა პრეფერენციებსა და მომსახურების დონეს, რაც უეჭველად ხელს შეუწყობს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილება ქართული ტურიზმის მიერ მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრების გარანტიაა.
ძალზედ დიდია ინტერნეტის განვითარების როლი ამ ინდუსტრიაში. სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ - ინტერნეტის, განვითარების დამსახურება თუ ბრალია ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთში სასტუმროების მარკეტინგის სტრატეგიები მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა. საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სიხშირე, ისევე, როგორც დაფარვის ზონა, მნიშვნელოვნად იზრდება. სასტუმროების ინდუსტრია ამ ზრდას ადეკვატურად ვერ მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სასტუმროთა საკმაოდ დიდ ნაწილს დღესდღეობით საკუთარი ვებ გვერდი აქვს, ისინი ხშირად ნაკლებად ინფორმაციული, ძნელი საპოვნელი ან გაუმართავია.
ცვლილება, რომელიც ინერნეტთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა მრავალი სასტუმროსა თუ ქსელისთვის. დარგში მოღვაწე ყველაზე წარმატებულმა ორგანიზაციებმაც კი დროულად ვერ დაინახეს საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა. გაჩნდა მრავალი ვებ ორგანიზაცია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა და მომხმარებელს სასტუმროების მრავალფეროვნებითა და დაბალი ფასებით იზიდავდა. ერთი შეხედვით, ეს კარგი უნდა ყოფილიყო სასტუმროებისთვის, რადგან შუამავალთა არსებობა განაპირობებდა მათი მომსახურებების დამატებითი სადისტრიბუციო ქსელის შექმნას და გაყიდვების გაზრდას. თუმცა, წარმატებული სასტუმროები, რომელთა მიზანი არამარტო გაყიდვების მაღალი დონე, არამედ მომხმარებელთა ლოიალობა და კმაყოფილებაა, მალე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამგვარი ინტერნეტ-საიტების მხარდაჭერა მათი ბრენდის გაუფასურებას იწვევდა, რადგან აქვეითებდა დიფერენციაციის ხარისხს და ინდივიდუალობას.
დღეს ყველა სასტუმრო ცდილობს მომხმარებლების მოზიდვას საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით, შუამავლების გვერდის ავლით. „მერიოტის“ სასტუმროთა ქსელის ვებ გვერდზე დიდი ასოებით წერია, რომ მომხმარებელს არ სჭირდება სასტუმროს სხვაგან ძებნა, რადგან კომპანია ყველაზე დაბალი ფასების გარანტიას იძლევა. ყველა სხვა ლიდერი სასტუმროს ვებ გვერდზე უკვე გაჩნდა ოთახის დაჯავშნის მარტივი გზები.
ინტერნეტ-შუამავლების გამოყენება ძალზედ მიმზიდველი და საჭიროა პატარა სასტუმროებისთვის, რომელთაც ბრენდის არც მაღალი ცნობადობის დონე გააჩნიათ, არც მისი შენების ამბიცია. ამგვარი ორგანიზაციებისთვის შუამავლები გაყიდვების ზრდის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, სულ მალე ისინიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ გაყიდვების ოპერაციების გარეთ გატანა მნიშვნელოვნად ზღუდავს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას.
ინტერნეტის პოპულარიზაციამ კიდევ ერთი ტენდენცია გამოკვეთა. დღეისთვის, ინფორმირებულობის მაღალი დონის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის არჩევანი. სასტუმროებს შორის კონკურენციის გამძაფრებასთან ერთად, ის უფრო მომთხოვნი და მგრძნობიარე გახდა მიწოდებული ფასეულობის მიმართ. მომხმარებელზე ორიენტირებულ სასტუმროთა უმრავლესობა გამოსავალს საკუთარი ბრენდის შენებასა და მასში ემოციური ელემენტების ჩადებით ცდილობს.
ამგვარი ნოვაციები, შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად ართულებს სასტუმროების მდგომარეობას. კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება და აუცილებელი ხდება გაუმჯობესების გზების გამოძებნა. ტარიფის მიმართ მგრძნობელობის ზრდის პირობებში, თითქმის ყოველი გაუმჯობესება მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ხდება. თუმცა, ეფექტიანი მართვისა და მარკეტინგის სტრატეგიების საშუალებით, ამგვარ მკაცრ პირობებშიც შეიძლება წარმატების მიღწევა სხვადასხვა მომსახურებისა და გასართობი პროგრამების მიზანდასახულად შეთავაზების გზით.
მიუხედავად იმისა, თუ რა მაღალი ხარისხისაა სასტუმრო და როგორ კარგად არის იგი მართული, მისი წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ მისი სტიმულირებაც იმავე დონეზე არ განხორციელდა. ძირითადად, ქართული და დასავლური სასტუმროები მომხმარებელთა ინტერესის აღძვრას ბუკლეტებითა და ბილბორდებით ცდილობენ. ეს არხები იმისთვის გამოიყენება, რომ მომხმარებელს პირველადი ინტერესი აღეძრას და დეტალური ინფორმაციის მიღება დასჭირდეს. შემდგომი ინფორმაციის ძირითადი წყარო საქართველოსთვის ინტერნეტი ან ტურისტული სააგენტოა, ამიტომ, ამ ორი არხის მაქსიმალურად მოცვა და ინფორმაციული დატვირთვა სასტუმროთა წარმატებული კომუნიკაციისთვის აუცილებელია.
ასევე, სასტუმროებისთვის საქმაოდ აქტუალურია გაყიდვების სტიმულირების ელემენტების გამოყენებაც. დასავლური სასტუმროების უმეტესობა მომხმარებელთა ლოიალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამის საშუალებით ცდილობს. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, ბევრად გაადვილდა მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მართვა და თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია.
„მერიოტის“ წამახალისებელი პროგრამა „მერიოტის ჯილდოები“ მომხმარებლის ლოიალობის ზრდას ემსახურება. მომხმარებელი იღებს ბარათს და აგროვებს ბონუსებს, რომლებიც მის მიერ გადახდილი თანხის პროპორციულია. დაგროვილი ბონუსების გამოყენება შესაძლებელია როგორც ოთახის უფასოდ მისაღებად, ასევე, უფასო ავიაბილეთის შესაძენადაც. რაც უფრო მეტი ბონუსი აქვს ბარათის მფლობელს, მით უფრო იზრდება მისი სტატუსი და დამატებითი უფასო მომსახურებები (ოთახის კომფორტის გაუმჯობესება, ერთი დღით ადრე დაჯავშნის გარანტია და ა.შ.).
გაყიდვების სტიმულირების კლასიკურ პროგრამებს, როგორებიც არის ფასდაკლება ოთახებზე, კუპონები და ა.შ. დღესდღეობით ბევრად უფრო ნაკლებად იყენებენ. ამ სტრატეგიებს, როგორც ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის, ასევე სხვა მასტერ კლასი მარკეტინგი ინდუსტრიებშიც, საკმაოდ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამგვარი ტექნიკები ბრენდის გაუფასურებას იწვევს და მათ ბევრი სხვა უარყოფითი ეფექტიც მოჰყვება. ლოიალობის პროგრამებიც კი, დღევანდელი ტენდენციით, უკვე ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ისინი ყველა დიდ დასავლურ სასტუმროს ქსელს აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებს რამდენიმე სასტუმროს წევრობის ბარათი გააჩნიათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბარათი ლოიალობას ვერ უზრუნველყოფს.
ლოიალობის მოსაპოვებლად აუცილებელია ბრენდზე ფოკუსირება და მკაფიო დიფერენციაცია. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია განსხვავებული, სანდო და კომპანიის ფასეულობებზე აგებული კომუნიკაცია. საქართველოს რეალობაში გაყიდვების სტიმულირებისა და ლოიალურობის პროგრამები თითქმის არ გვხვდება, ამიტომ, საწყის ეტაპზე, ისინი ქართულ სასტუმროებში საკმაოდ ეფექტიანად იმუშავებს.
სასტუმროების ქსელმა „სტარვუდი“ თავის ერთ-ერთ სასტუმროში „სამოთხის ლოგინი“ დადგა. იგი თავის კომუნიკაციებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მისი ლოგინები ყველაზე კომფორტულია და „ტკბილი“ ძილის საშუალებას იძლევა. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები უპირატესობას ამ სასტუმროს სწორედ „სამოთხის ლოგინის“ გამო ანიჭებდნენ. მსგავსი საკომუნიკაციო გზავნილი „შერატონის“ ქსელშიც გამოიყენეს. სლოგანი ასე ჟღერს: „ტკბილი სიზმრები“.
დღეისთვის ტურისტულ ბაზარზე ბუმია. მიუხედავად ამისა, ის სასტუმროები, რომლებიც მომხმარებლებს მომსახურების მაღალ ხარისხს ვერ შესთავაზებენ, კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხდებიან. გამოსავალი კი ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელებაა.
![]() |
5 იაპონია და... ეკონომიკური პრობლემები? |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: თემურ კუპრავა
ESM - თბილისი -ეკონომიკის და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი,
პრესტონის უნივერსიტეტის MBA
დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკურ წარმატებებზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. ამ ქვეყნების წარმატებების ფონზე, იაპონია და მისი ეკონომიკური მიღწევები, თითქოს, ჩრდილში მოექცა. ერთ დროს ყველაფერი საუკეთესოს და ხარისხიანის სიმბოლო - იაპონია, დღეს იმ ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რომლებიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში ჩაისახა. მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ამ დროიდან მოყოლებული, „ჭკვიანმა“ იაპონელებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად ვერაფერი მოიფიქრეს? სადაა მათი ნაქები მენეჯმენტი, რომელიც მსოფლიოში მრავალი წამყვანი კომპანიის დეტალური შესწავლის და, ხშირ შემთხვევაში, მიბაძვის ობიექტიც კი გამხდარა? XIX საუკუნის მეორე ნახევარში იაპონია სრულიად ჩაკეტილი ქვეყანა იყო და სამხედრო წესებით იმართებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად მოახერხა მოდერნიზირება; დღეს კი რეცესია (ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა) საკმაოდ „გაიწელა“.
ეს და სხვა საკითხები იქნება ჩვენთვის საინტერესო იაპონიის ეკონომიკური წარმატებების თუ წარუმატებლობის მიზეზების განხილვისას. საკითხის მასშტაბურობის გამო, გადავწყვიტეთ, სტატია ორ ნაწილად წარმოვადგინოთ. პირველ ნაწილში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას დავახასიათებთ, განსაკუთრებით -მიკროეკონომიკურ დონეზე, ზოგიერთ ინდუსტრიას გავაანალიზებთ და იაპონური მენეჯმენეტის თავისებურებებზე შევჩერდებით, ხოლო მეორე ნაწილში მაკროეკონომიკურ ანალიზს შემოგთავაზებთ და იმ გამოცდაზეც ვისაუბრებთ, რომელიც იაპონიამ ცნობილ მაკროეკონომიკურ თეორიებს მოუწყო. სტატიას იაპონიის ეკონომიკის პერსპექტივებზე საუბრით დავასრულებთ.
ეკონომიკის იაპონური მოდელი
„მიბაძეთ იაპონიას“! - ასეთი იყო 80-იანი წლების ლოზუნგი. იაპონია შეცდომას არ უშვებდა. ზოგიერთი იაპონელი პოლიტიკოსი ამაყობდა კიდეც, რომ მათ „კაპიტალიზმის უმაღლესი ფორმა“ გამოიგონეს. იაპონურ კომპანიებს მენეჯმენტის პროგრესული მიდგომების გამოყენებისთვის აქებდნენ. დღეს იაპონია დაუსრულებელ რეცესიას განიცდის. 1998 წელს, ომისშემდგომი იაპონიის ისტორიაში პირველად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი ორი წელი ზედიზედ უარყოფითი იყო. 1980 წლების ბოლოს, უძრავ ქონებაზე გაზრდილი ფასები მთელი 78%25-ით დაეცა. 1989-1999 წლებში საფონდო ინდექსი Nikkei 38,915-დან 13,000 იენამდე შემცირდა. პირველად ისტორიაში, უმუშევრობის დონემ აშშ-ის ანალოგიურ დონეს გადააჭარბა.
იაპონურ პოლიტიკურ წრეებში ანგლო-საქსურ კაპიტალიზმთან კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხებაზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ ნაკლებად ეხებოდნენ ეკონომიკური განვითარების არსებული მოდელის ნაკლოვანებებს. მათი აზრით, არსებული მოდელი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, რეფორმები მაინც საჭიროა. ისინი მხოლოდ მას შემდეგ დაფიქრდნენ ეკონომიკაში სტრუქტურული პრობლემების არსებობაზე, როცა იაპონურმა კომპანიებმა დიდი ზარალი განიცადეს.
იაპონიის ეკონომიკურ პრობლემებს, ძირითადად, სამი მიზეზი განაპირობებს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მკვეთრად დაეცა უძრავი ქონებისა და ფასიანი ქაღლდების ბაზარი. მათზე ფასები გაუმართლებლად მაღალი იყო. ასეთ სიტუაციას ხშირად ფინანსური „ბუშტის“ გასკდომა ჰქვია. უძრავი ქონების ბაზრების ნგრევის „ტალღამ“ საბანკო სისტემა და ეკონომიკის სხვა სექტორები შეაზანზარა, რამაც კრედიტის მიღება გაართულა. მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ გირაოს ღირებულება დაეცა, კორპორაციები და საოჯახო მეურნეობები ვალებში აღმოჩნდნენ, რამაც მოხმარებისა და ინვესტიციის დონე დაწია.
მეორე მიზეზი გახდა მთავრობის მხრიდან ეკონომიკის ზემდეტი რეგულირება და პროტექციონიზმი. მთავრობის ჩარევა ყოველთვის ზემოქმედებს კომპანიების ეკონომიკურ აქტიურობაზე, ზრდის ხელფასებს, ზღუდავს კომპანიის მოქნილობას და, საბოლოოდ, კონკურენტუნარიანობას ამცირებს.
მესამე მიზეზი კი თვით მთავრობაა, რომელმაც, გადასახადების გაზრდის ფონზე, ვერ შეძლო შიდა მოთხოვნის სტიმულირება და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ექსპორტის ხარჯზე ატარებდა. ეს კი მცდარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გამოდგა.
კომპეტენტური აზრი: „აზიაში წამყვანი ძალა - იაპონიაა. მაგრამ იაპონია თავისი არსით ევროპული ქვეყანაა. და რაც კიდევ უფრო უარესია - იაპონია მე-19 საუკუნის ევროპული ქვეყანაა. ამიტომ არყევს მას კონვულსიები” (პიტერ დრაკერი).
მაგრამ იაპონიის პრობლემები არამარტო მაკროეკონომიკაში, არამედ, მიკროეკონომიკაშიც ძევს; ანუ იმაში, თუ როგორ აგებს ეს ქვეყანა თავის კონკურენტულ პოლიტიკას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
80-იან წლებში იაპონიის ეკონომიკური წარმატებები და მისი კონკურენტუნარიანობის უპრეცედენტო ზრდა, გავრცელებული აზრის მიხედვით, ორი ძირითადი მიზეზით იყო გამოწვეული. პირველი მიზეზი ის კომპლექსური ზომებია, რომლებსაც იაპონიის მთავრობა ატარებდა ეკონომიკის სტიმულირებისთვის, მეორე კი - იაპონური კომპანიების მენეჯმენტის განსაკუთრებული სტილი და მეთოდები. სხვადასხვა პოლიტიკური და კულტურული მიზეზის გამო, შეიძლება გვეფიქრა, რომ იაპონიამ მოძებნა კაპიტალიზმის ახალი და თავისი არსით უფრო განვითარებული, მართვადი ფორმა.
იაპონიის ეკონომიკური წარმატებების მიზეზთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ცნობილი „ბიუროკრატიული კაპიტალიზმი“ იაპონიის წარმატებების მიზეზი კი არა, სინამდვილეში, მისი წარუმატებლობის წყაროა. ის მეთოდები, რომლებიც ეფექტიანი იყო წინათ, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, აღარ მუშაობს.
განგაშის ადრეული ნიშნები
პირველი ნიშნები იმისა, რომ საქმე არცთუ ისე კარგად მიდის, ჯერ კიდევ ფინანსური „ბუშტის“ გასკდომამდე შეინიშნებოდა. ძალიან მცირე აღმოჩნდა იმ დარგების რაოდენობა, რომლებშიც იაპონია კონკურენტუნარიანი იყო მსოფლიო ბაზარზე. ეკონომიკის არსებული ზომისთვის, იაპონია წარმატებით საექპორტო სექტორების მხოლოდ ძალიან ვიწრო დიაპაზონში კონკურირებდა. სინამდვილეში, ამ ნიშნით ის უფრო წააგავდა ისეთ, გაცილებით ნაკლები ზომის ეკონომიკებს, როგორებიცაა კანადა ან კორეა, და არა ისეთ მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ ან გერმანია.
მეორე ნიშანი ის გახლდათ, რომ იაპონური კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლის დონე, საერთაშორისო სტანდარტებით, დიდი ხნის განმავლობაში დაბალი რჩებოდა - იაპონური კომპანიების უკუგება აქტივებზე (ROA), კონკურენტუნარიან დარგებშიც კი, ამერიკული კომპანიების ანალოგიური მაჩვენებელის თითქმის ნახევარს შეადგენდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამერიკული კომპანიების იაპონური ფილიალების მოგებები უფრო მაღალი იყო, ვიდრე თვით იაპონური კომპანიებისა.
კაპიტალის დაბალი რენტაბელობის მიზეზი ის გახდა, რომ უცხოურ კაპიტალს ქვეყანა თითქმის არ იყენებდა. წლების მანძილზე უცხოელ ინვესტორებს იაპონურ ბაზრებზე, უბრალოდ, არ უშვებდნენ. მთავრობა უცხოელებს უკრძალავდა იაპონური კომპანიების აქციების ყიდვას და ბიზნესის წარმოებას იაპონიაში. იაპონური კომპანიების ძირითადი მფლობელები იაპონური ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა ადგილობრივი ფირმები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთთან სტაბილური საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ და მონაწილეობა მიეღოთ ერთმანეთის სააქციო კაპიტალში. თავის მხრივ, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არ მიისწრაფოდნენ, მაღალი უკუგებები მიეღოთ თავიანთ კაპიტალზე იმიტომ, რომ მათი ბაზრები დაცული იყო მთავრობის მხრიდან (იაპონიის ფინანსთა სამინისტროს სახით). უცხოურ საფინანსო ფირმებს ეკრძალებოდათ იაპონურ ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენცია რესურსების მოსაზიდად, ხოლო იაპონელი ინვესტორები, ასევე, შეზღუდულები იყვნენ კაპიტალის დაბანდების არეალით. იმის მიუხედავად, რომ იაპონელები დიდ თანხებს ზოგავდნენ, ამგვარი სისტემა მათ დანაზოგებზე დაბალ შემოსავლებს იძლეოდა.
მაშასადამე, იაპონელების შემოსავლები დანაზოგებზე მნიშვნელოვნად იზღუდებოდა იმისათვის, რომ დიდი მოცულობის რესურსი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აშშ-თან შედარებით, იაპონიაში საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, იაპონიის ცენტრალური ბანკი (იაპონიის ბანკი) კი საშეღავათო პირობებით აფინანსებდა კომერციულ ბანკებს.
მესამე, იაპონიის კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის ყველაზე მკაფიო ნიშანი, გამოვლინდა იაპონური ეკონომიკის სხვადასხვა დარგის მაჩვენებლების შედარებისას. თუ შევადარებთ ამ მონაცემებს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ნათლად დავინახავთ, რომ არსებობს „ორი იაპონია“: ის, რომელსაც დასავლეთი იცნობს - მაღალი კონკურენტუნარიანობით გამორჩეული, „დაუმარცხებელი იაპონია“. ისეთი დარგები, როგორებიცაა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა და ავტოინდუსტრია, მთელ იაპონურ ეკონომიკას უზრუნველყოფდა ექსპორტის და შრომისნაყოფიერების მაჩვენებლების ზრდით.
მაგრამ მათ გვერდით არსებობს არაეფექტიანი იაპონია. იგი ისეთ დარგებს აერთიანებს, სადაც შრომისნაყოფიერება დაბალია. აქ ორი სეგმენტი გამოიყოფა. ერთი, რომელშიც ისეთი საექსპორტო დარგები შედის, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ქიმიური მრეწველობა, სამედიცინო პროდუქცია, პროგრამული უზრუნველყოფა, მომსახურების თითქმის მთელი სექტორი - დაცული იყო სავაჭრო ბარიერებით და პროტექციონიზმის სხვა ზომებით. ეს აიხსნებოდა ამ დარგთა დახმარების სურვილით, მათ გაძლიერებამდე. მაგრამ ისინი მაინც არაკონკურენტურნარიანები დარჩნენ - მათი უმეტესობა დღესაც სახელმწიფო მზურნველობის ქვეშ იმყოფება.
არაკონკურენტული იაპონიის მეორე სეგმენტში ისეთი დარგები შედის, როგორებიცაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა და ენერგეტიკა, სამედიცინო მომსახურება და კვების მრეწველობა. პრაქტიკულად, ყველა ეს დარგი არაეფექტიანია, მათში მრავალი ადამიანია დასაქმებული და ისინი, ფაქტობრივად, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ანალოგს წარმოადგენენ.
„ორი იაპონიის“ არსებობის ერთ-ერთი შედეგი ქვეყანაში ცხოვრების სიძვირე გახდა. იაპონელი მუშახელის მაღალ ხელფასს პირველადი მოხმარების საქონელზე და მომსახურებაზე მაღალი ფასები აბათილებს. იაპონელები ბევრს ხარჯავენ პრაქტიკულად ყველაფერზე. სურსათის შეძენა მათ ოჯახის შემოსავლის თითქმის 20%25 უჯდებათ მაშინ, როცა ამერიკელებს - მხოლოდ 12%25. ჩვეულებრივ, იაპონური ოჯახი მხოლოდ ერთხელ ყიდულობს სახლს და უმეტესად - პენსიაზე გასვლის შემდეგ.
ადამიანები, რომლებიც იაპონიის პოლიტიკას განსაზღვრავდნენ, მიიჩნევდნენ, რომ „ორი იაპონია“ ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. ითვლებოდა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არაკონკურენტული დარგების მხარდაჭერა საჭიროა და წარმატებას ისინი მიაღწევენ, ადგილობრივი დარგები კი დასაქმებას უზრუნველყოფენ.
თუ განვიხილავთ იაპონიის ეკონომიკის წილს მსოფლიო ექსპორტში, იმ 1618 დარგიდან, რომლებიც მსოფლიო ბაზრებზე მუშაობდა, 1240 დარგში ექსპორტის წილი შემცირდა. მათ შორის ისეთი დარგებიც მოხვდა, რომლებშიც იაპონია ყოველთვის ლიდერობდა: ასლების გადამღები ტექნიკისა და ფოტოაპარატების, ვიდეომაგნიტოფონებისა და სატელეფონო მოწყობილობების წარმოება. ნაწილობრივ, ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ იაპონურმა კომპანიებმა წარმოება უცხოეთში გადაიტანეს და გაზარდეს პირდაპირი ინვესტიციები სხვა ქვეყნებში.
სახელმწიფო რეგულირების
იაპონური მოდელი
საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, იაპონიის ომისშემდგომი წარმატებები, უმეტესწილად, მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო, რომელიც სახელმწიფო რეგულირების იაპონური მოდელის სახელითაა ცნობილი (Japanese government model).
ამ მოდელს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენციის გაგების განსაკუთრებული კონცეფცია უდევს საფუძვლად. ის გულისხმობს კონკურენციის სხვადასხვა ფორმაზე უარის თქმას და კონკურენციის წარმართვას კონკრეტული მიმართულებებით.
კომპეტენტური აზრი: „ბიუროკრატიისა და მისი სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი ისაა, რომ განვითარებული ქვეყნები -აშშ-ის გარდა - დარწმუნებულნი არიან: მათ მმართველი ელიტა სჭირდებათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაშლა ემუქრებათ. ამიტომ, საზოგადოება ვითონ ირჩევს ძველ ელიტას მანამ, სანამ ის ბუნებრივად არ შეიცვლება. მაგრამ იაპონიაში ასეთ ცვლილებას პირი არ უჩანს. საკუთარი გამოცდილება იაპონელებს აჩვენებს, რომ არაფრის კეთება მათ სასარგებლოდ თამაშობს. უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში იაპონიამ შეძლო, გადაელახა მნიშვნელოვანი და უდავოდ გადაუწყვეტელი სოციალური პრობლემები არა მათი „გადაწყვეტით“, არამედ მათი გადავადებით იქამდე, სანამ ისინი, ბოლოს და ბოლოს, თვითონ არ გაქრებოდნენ. ამ შემთხვევაში, თუ იაპონიის ფინანსური სტრუქტურის დაბალ გადახდისუნარიანობას და რყევად სტრუქტურას გავითვალისწინებთ, გადავადების სტრატეგია, როგორც ჩანს, არ იმუშავებს. მიუხედავად ამისა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, გადავადება -სავსებით რაციონალური სტრატეგიაა“ (პიტერ დრაკერი).
ლოგიკა ასეთია: მთავრობა, ცალკეული ფირმებისაგან განსხვავებით, ეკონომიკურ პრობლემებს უფრო ფართოდ უყურებს. ექსპორტი ეკონომიკური ზრდის საფუძველია. შესაბამისად, საჭიროა ზოგიერთი სექტორის გამოყოფა და მხარდაჭერა იმიტომ, რომ ზუსტად მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ ეკონომიკის, ექსპორტისა და ცხოვრების დონის ამაღლება. იაპონიამ უნდა დაზოგოს რესურსები და, აქედან გამომდინარე, თავი უნდა აარიდოს კონკურენციის დამანგრეველ შედეგებს. დაბოლოს, ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი საჭიროებს მხარდაჭერას იმისათვის, რომ მიაღწიოს ისეთ მასშტაბებს, რომელიც საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანი გახდეს საერთოშორისო ბაზრებზე.
ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველ ათწლეულში იაპონიაში ჩნდებოდა საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი დარგები, რომელთა განვითარებისთვის იაპონური მოდელი გამოყენებული არ ყოფილა. ამის მაგალითია მოტოროლების წარმოება 60-იან, აუდიოტექნიკის-70-იან, ავტომობილების -80-იან და კომპიუტერული თამაშების-90-იან წლებში. რეგულირების იაპონური მოდელი იაპონიის ეკონომიკის კონკურენტუნარიანი დარგების უმეტესობას არ შეჰხებია. აქ მთავრობის გავლენა პრაქტიკულად არ შეინიშნება. აქ არ ყოფილა არც მსხვილი კაპიტალდაბანდებები და არც კონკურენციაში ჩარევა. პირიქით, ეს მოდელი ფართოდ იყო გამოყენებული იმ დარგების მიმართ, რომლებიც არაკონკურენტუნარიანები იყვნენ (და დღესაც ასეთად რჩებიან). ამ მოდელმა გააჩინა არაეფექტიანი და მასშტაბური ეკონომიკის შიდა სექტორი, რომელიც იაპონიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა.
მთავრობამ მაინც ითამაშა გარკვეული როლი კონკურენტუნარიანი დარგების განვითარებაში იმ ინიციატივების მეშვეობით, რომლებმაც სტიმულირება გაუწია ახალ პროდუქციაზე საწყისი მოთხოვნის გაჩენას; და ამით ხელი შეუწყო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ფაქსიმული აპარატურის წარმოებაში კომპანია NTT (მაშინ იაპონიის სამთავრობო სატელეფონო კომპანია) აქტიურად უჭერდა მხარს ფაქსიმული ტექნოლოგიების გამოყენებას ოფისებში. 1970 წლის დასაწყისში, იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაუშვა ფაქსიმული კავშირგაბმულობა საერთო სატელეფონო ხაზების გამოყენებით.
იაპონიის მთავრობის ამ ზომებს უნდა დავუმატოთ შემდეგი სამი გრძელვადიანი კაპიტალის მოზიდვისკენ მიმართული პოლიტიკა: უნივერსალური, დაწყებითი სწავლების საკმაოდ მკაცრი სისტემა და კვალიფიციური ინჟინრების მასობრივი მომზადება.
ეკონომიკის სახელმწიფო
რეგულირების ტესტირება
სახელმწიფო რეგულირების იაპონიის მოდელის საკვანძო ელემენტებია ლეგალური კარტელები და კვლევებისა და საცდელი შემუშავების (R&D) პროგრამები.
კარტელები და იაპონიის კონკურენტუნარიანობა
ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ იაპონიის წარმატებები საერთაშორისო ბაზრებზე, ნაწილობრივ, განპირობებული იყო სახელმწიფოს როლით, რომელმაც კონკურენცია საკმაოდ რბილი ანტიმონოპოლიური კანონისა და ლეგალური კარტელების მეშვეობით შეასუსტა.
იაპონურ კარტელებში საშუალო და მცირე ზომის კომპანიები ერთიანდებობდნენ. კარტელები განიხილებოდა, როგორც მცირე ზომის კომპანიის დაცვის საშუალება მსხვილი კომპანიების მხრიდან შთანთქმისაგან. მიიჩნეოდა, რომ ასეთი დაცვა კონკურენციისთვისაც სასარგებლოა, რადგან დიდი ბიზნესის გავლენას ზღუდავს. ყველაზე ხშირად კარტელები იქმნებოდა საფეიქრო მრეწველობაში, საკვები პროდუქტების, ფოლადის, ნავთობისა და ქიმიურ წარმოებაში. კარტელების 64%25 სწორედ ამ დარგებში შეიქმნა, რომელიც, ძირითადად, არაკონკურენტუნარიანნი არიან. კონკურენტუნარიან სექტორებში კარტელები თითქმის არ შექმნილა: ნახევარგამტარებისა და კომპიუტერების წარმოებაში - არც ერთი, ტელესაკომუნიკაციო წარმოებაში - მხოლოდ ერთი, საოფისე საქონლის წარმოებაში კი - ორი კარტელი შეიქმნა.
კვლევები და საცდელი შემუშავებანი (R&D)
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მოდელის კიდევ ერთი ელემენტს წარმოადგენდა მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამები სამეცნირო კვლევებისა და საცდელი შემუშავების (R&D) სფეროში. ასეთი კონსორციუმების შექმნა მონაწილეთა შორის ფიქსირებული ხარჯების გადანაწილებისა და დუბლირების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. იაპონიის მთავრობა ქმნის ასეთ პროექტებს და კომპანიებს სტიმულს აძლევს, მათში მონაწილეობა მიიღონ; იგი ამ პროექტების დაფინანსებაში ძირითად როლს თამაშობს.
მაგალითად, 1957-1992 წლების განმავლობაში იაპონიის მთავრობა 237 პროექტს დაეხმარა, რომელთა საერთო ბიუჯეტმა $10.5 მილიარდი შეადგინა და ეკონომიკის ფართო სპექტრს შეეხო: ნახევარგამტარები/კომპიუტერების წარმოება, ენერგიის წარმოება და გადაცემა, ნავთობ/ქიმიური წარმოება. მთავრობის მონაწილეობა ამ პროექტების დაფინანსებაში საკმაოდ მოკრძალებული იყო - გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ის მხოლოდ $7.5 მილიარდს შეადგენდა, ანუ საშუალოდ $32 მილიონს ერთ პროექტზე. შედარებისთვის - მხოლოდ ერთმა ამერიკულმა პროექტმა შემატა, 1987-1995 წლების განმავლობაში მთავრობისაგან $800 მილიონი მიიღო. ეს პროექტი ამერიკელებმა ნახევარგამტარების სფეროში ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის შექმნეს. პროექტში 14 ამერიკული კომპანია მონაწილეობდა და მისი საერთო ბიუჯეტი $1.6 მილიარდს შეადგენდა.
პირდაპირი კავშირი ერთობლივ პროექტებსა და კონკურენტუნარიანობის ზრდას შორის არ არსებობს. პროექტების უმეტესობა არაკონკურენტუნარიან სექტორებში განხორციელდა (ნავთობი/ქიმიური და კვების მრეწველობა), ხოლო ზოგიერთ კონკურენტუნარიან სექტორში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა. იაპონელი მენეჯერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი პროექტები ნაკლებად წარმატებული იყო და რომ ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი არ ყოფილა ფირმის კონკურენტული პოზიციის გასამაგრებლად.
მიუხედავად ამისა, იაპონური კომპანიები ასეთ პროექტებში მაინც მონაწილეობენ, რაც ამ ქვეყანაში ინოვაციური პროცესების სისუსტის გამოვლენაა. ახსნა იმით შეიძლება, რომ იაპონიაში ახალ ბიზენსში შესვლა, ძალიან ხშირად, მსხვილი სტაბილური ფირმების დივერსიფიცირების გზით ხდება. კომპანიები ერთობლივ კვლევით პროექტებში მონაწილეობენ იმისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ახალი ტექნოლოგიები. ასევე, ერთობლივი პროექტები ნაწილობრივ აბათილებს სამუშაო ძალის დაბალ მობილურობას და სხვადასხვა კვლევითი ფირმის თანამშრომლებს შორის არსებული არაფორმალური კომუნიკაციების დაბალ დონეს. იაპონიაში ასეთ ურთიერთობებს ხელს უშლის დაქირავება სიცოცხლის ბოლომდე.
მაგრამ, რაც მთავარია - იაპონური უნივერსიტეტების და ეროვნული ლაბორატორიების შეზღუდული კვლევითი შესაძლებლობები, სუსტი კავშირები მათსა და კომპანიებს შორის ამ ერთობლივ პროექტებში ცოდნის გადაცემის მნიშვნელოვანი საშუალება იყო. აშშ-ში, პირიქით, ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტები და აქტიური კავშირები მათსა და კომპანიებს შორის საშუალებას იძლევა, სწრაფად შემუშავდეს ახალი ტექნოლოგიები და ინფორმაცია მათ შესახებ სწრაფად გავრცელდეს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების იაპონური მოდელი უფრო წარუმატებლობების მიზეზია, ვიდრე - „იაპონური სასწაულისა”.
იაპონური მენეჯმენტი
გავრცელებულია აზრი, რომ მენეჯმენტის იაპონური მოდელი იაპონიის ეკონომიკის ომისშემდგომი წარმატებების მიზეზია. ამას შეიძლება ნაწილობრივ დაეთანხმო კიდეც. ამ მოდელის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, გრძელვადიან პერსპექტივებზე ორიენტაცია და მუდმივი სწრაფვა ხარისხის ამაღლებისკენ, დღესაც იაპონიის უპირატესობად რჩება.
იაპონურმა კომპანიებმა პირველად გამოიყენეს ხარისხის მენეჯმენტი (TQM), ეკონომიური წარმოება (lean production) და მომწოდებლებთან მჭირდო კავშირების აგება (just-in-time). ამ მეთოდების გამოყენებით, კომპანიებმა დანახარჯების შემცირებისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, დასავლურ კომპანიებთან შედარებით, უპირატესობები მოიპოვეს.
მაგრამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა იმის ნიშნები, რომ არ ღირს მენეჯმენტის იაპონური მოდელის ზედმეტად შეფასება. საგანგაშო გახდა ის, რომ წარმატებული კომპანიებიც კი ინვესტიციების დაბალი რენტაბელობით ხასიათდებოდნენ. მსხვილი იაპონური კორპორაციები, პრაქტიკულად, არ განიცდიდნენ ზეწოლას აქციონერების მხრიდან, ამიტომ მათ შეეძლოთ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არამომგებიანი ბიზნესით ყოფილიყვნენ დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი კაპიტალი უფრო მომგებიან ინვესტიციაში გადაეტანათ. ინვესტიციების მაღალი რენტაბელობის უზრუნველყოფის სტაბილური უუნარობა - იაპონური მართვის სისტემის ყველაზე ფუნდამენტური ნაკლოვანებაა.
მეორე საგანგაშო ფაქტი ის იყო, რომ იაპონიამ, ასეთი ზომის ეკონომიკისათვის, საკმაოდ ვიწრო სექტორებში მიაღწია წარმატებას. წარმატებულ სექტორებში შრომისნაყოფიერების ზრდა იმპულსი უნდა გამხდარიყო სხვა დარგებშიც შრომისნაყოფიერების ზრდისთვის. მაგრამ მუდმივად იყო რეცესია. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულის მანძილზე იაპონიაში ძალიან ცოტა წარმატებული დარგი გაჩნდა. ასეთი გამონაკლისები არის, მაგრამ კეირეცუ (იაპონური კომპანიების მსხვილი გაერთიანება), რომელიც იაპონიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო წლების მანძილზე, დღეს სერიოზული პრობლემების წინაშეა.
კონკურენცია საოპერაციო
ეფექტიანობის საფუძველზე
როგორ შეიძლება აიხსნას საერთაშორისო კონკურენციაში იაპონიის წარმატებები, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, დაბალი მოგებები, კონკურენტუნარიანი დარგების ვიწრო არეალი და კონკურენტული უპირატესობების შენარჩუნების უუნარობა? პასუხი კონკურენციისადმი არსებითად განსხვავებულ მიდგომებში ძევს.
1970-1980 წლებში იაპონია მსოფლიო ეტალონად იყო მიჩნეული საოპერაციო ეფექტიანობაში - ხარისხის ამაღლება და დანახარჯების შემცირება დარგების ფართო სპექტრში წარმატებით მუშაობდა. იაპონურმა კომპანიებმა მსოფლიოს მისცა მთელი რიგი მეთოდებისა საოპერაციო ეფექტიანობის ასამაღლებლად (ზოგიერთი მათგანი ზემოთ იყო მოყვანილი), მაგრამ უკვე 90-იან წლებში ეს განსხვავება საოპერაციო ეფექტიანობაში დასავლურ და იაპონურ კომპანიებს შორის შემცირდა.
როდესაც დასავლეთის, განსაკუთრებით კი, ამერიკულმა კომპანიებმა მართვის იაპონური მეთოდები გადმოიღეს, მათ თავად დააწესეს მწარმოებლურობის სტანდარტები. უფრო მეტიც, მათ იაპონურ კომპანიებს გაასწრეს. მაგალითად, 1974 წელს, როდესაც კომპანია Motorola-მ გაყიდა თავისი სატელევიზიო განყოფილება Quasar იაპონურ Mitsushita-ზე, აღმოაჩინა, რომ Mitsushita-მ სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა დეფექტიანი ტელევიზორების წილის შემცირება ერთი ასზე პროპორციით, თანაც, იმავე ტექნოლოგიებისა და სამუშაო ძალის გამოყენებით. ხარისხის პრობლემის წინაშე დადგა Motorola-ც, როდესაც პორტატიული ტელეფონების წარმოებაში კონკურენციას წააწყდა იაპონელების მხრიდან. ამის შემდეგ დაიწყო კომპანიამ სერიოზული ზრუნვა ხარისხის ამაღლებაზე - 1980 წელს მან შექმნა ცნობილი პროგრამა „ექვსი სიგმა”, რომლის მიზანი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა იყო. ხუთწლიანი პროგრამის შედეგად, დანახარჯები $2.2 მილიარდამდე შემცირდა. 1988 წელს კომპანია Motorola პირველი გახდა, რომელმაც მალკომლ ბოლდრიჯის ხარისხის ამერიკული პრემია მიიღო.
მაგრამ კონკურენციისადმი იაპონურ მიდგომაში უფრო ღრმა პრობლემები არსებობს. წარმოების უფრო ეფექტიანი მეთოდების გამოყენებისკენ ენერგიულ და მიზანდასახულ სწრაფვას მივყავართ კონკურენტულ კონვერგენციამადე, ანუ ისეთ სიტუაციამდე, როდესაც დარგის ყველა მონაწილე ერთი და იმავე პარამეტრით კონკურირებს. იაპონური კომპანიების შემთხვევაში, ეს საოპერაციო ეფექტიანობაა. ამ დროს მუდმივი ლიდერობა შეუძლებელია. რეალური ინოვაციები იშვიათია.
მსხვილი კომპიუტერული კომპანიები ყველა ტიპის კლიენტს ემსახურებიან, ტექნოლოგიების ერთსა და იმავე ერთობლიობას სთავაზობენ, ინვესტირებას ერთსა და იმავე საწარმოო სიმძლავრეებში ახდენენ, საწარმოო პროცესს აჩქარებენ და თანამშრომლების რაოდენობას ამცირებენ. მაგრამ მწარმოებლურობის გაზრდისაგან მიღებულ მთელ მოგებას კლიენტები და მომწოდებელები ინაწილებენ, რაც კომპანიის მომგებიანობას არ ზრდის. ამერიკული კომპანიებისაგან (Dell, Apple, Gateway) განსხვავებით, რომლებიც ბიზნესის განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევენ და ყოველ წელს მაღალ მოგებებს იღებენ, ვერც ერთმა იაპონურმა კომპანიამ მსგავსი ფინანსური შედეგები ვერ მიიღო.
როდესაც იაპონურმა კომპანიებმა საოპერაციო ეფექტიანობაში უპირატესობა დაკარგეს, მათი ნელი ტემპით ზრდა და კონკურენტული კონვერგენცია სერიოზული პრობლემა გახდა. თუ ყოველი კომპანია მომხმარებელს ერთსა და იმავე პროდუქტს სთავაზობს, მომხმარებლები პროდუქტს ფასის მიხედვით ირჩევენ, ეს კი ფასებს და მომგებიანობას ამცირებს. ამავე დროს, კონკურენტული კონვერგენცია იწვევს ინვესტიციების დუბლირებას და ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების გაჩენას.
1999 წლის დასაწყისში, ჭარბი სიმძლავრეები იაპონიის ფოლადის წარმოებში 39%25, ავტოინდუსტრიაში -26%25, სინთეტიკური ბოჭკოს წარმოებში - 33%25, გემთმშენებლობაში -22%25 იყო.
კონკურენცია სტრატეგიის გარეშე
მუდმივი ეტაპობრივი გაუმჯობესება სტრატეგია არ არის. იგივე შეიძლება ითქვას კონკურენტების მიღწევების კოპირების შემთხვევაზეც. იაპონურ მიდგომას კონკურენციისადმი და კონკურენტული სტრატეგიის არარსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნათლად გვიჩვენებს გარკვეული დარგების პრაქტიკა.
ნახევარგამტარების დარგი
XX საუკუნის 80-იან წლებში იაპონური კომპანიები ნახევარგამტარების წარმოების ლიდერები იყვნენ. ამ დარგში მსოფლიოს ათი ლიდერი კომპანიიდან ექვსი იაპონური იყო, ხოლო კომპანიებს NEC, Toshiba, Hitachi პირველი სამი ადგილი ეკავათ. უკვე 1992 წელს ლიდერი ამერიკული Intel-ი გახდა, ხოლო 1993 წელს იაპონური კომპანიები მსოფლიო ბაზრის უმეტეს წილს უკვე აღარ ფლობდნენ.
რით აიხსნება ეს წარუმატებლობა? მოკლე პასუხი ასეთია - იაპონური კომპანიები ორიენტირებულნი იყვნენ კონკურენციაზე საოპერაციო ეფექტიანობის საფუძველზე. მათგან განსხვავებით, ამერიკული კომპანიები მომხმარებლების უფრო ვიწრო მიზნობრივ ჯგუფებზე იყვნენ ორიენტირებულები.
ამერიკული კომპანია Texas Instruments (TI)-ი, 80-იან წლებში მსოფლიოში უმსხვილესი ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია, მომხმარებლების ფართო სპექტრს ემსახურებოდა, თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. დღეს კომპანიის სპეციალიზაცია მობილური ტელეფონიების წარმოებაა. TI-მ გაყიდა თავისი სამხედრო, მობილური კომპიუტერებისა და ჩიპების წარმოება. გარდა ამისა, დასავლურ კომპანიებს სხვა მიდგომები აქვთ წარმოების მიმართ; ისინი ფართოდ იყენებენ აუტსორსინგს და მაკომპლექტებელ ნაწილებს სხვა მწარმოებლებს უკვეთავენ.
იაპონურ კომპანიებს მკაფიო სტრატეგია არ გააჩნიათ. ყოველი მათგანი პროდუქციის მთელ სპექტრს აწარმოებს და ცდილობს, ყველა სახის კლიენტს მოემსახუროს. საწარმოო ხარჯების შემცირების მიზნით, იაპონური კომპანიები მსხვილ თანხებს აბანდებენ ყველაზე თანამედროვე ქარხნებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად, რომლებიც, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთი და იმავე პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფენ. ეს კი ჭარბი სიმძლავრეების ქრონიკულ პრობლემას იწვევს. ჯერჯერობით, ვერც ერთმა იაპონურმა კომპანიამ ნახევარგამტარების დარგში პოზიციონირების უნიკალური სტრატეგია ვერ გამოიმუშავა.
ტანსაცმლის წარმოება
იაპონელები ენთუზიაზმით ყიდულობენ ტანსაცმელს და თანახმანი არიან, მასში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადონ. მაგრამ ტანსაცმლის მწარმოებელი იაპონური კომპანიები - Onward Kashiyma, Renown, World, Itokin, Sanuo - მსოფლიო ბაზარზე ვერ კონკურირებენ. ამის მიზეზი ისევ სტრატეგიის „ჩვენც შეგვიძლია” პრინციპებთან არის დაკავშირებული.
ისტორიულად, იაპონური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმები შეკვეთებს აძლევდნენ მცირე ზომის ფირმებს, რომლებიც სახლში მომუშავე მკერავი ქალების შრომას იყენებდნენ და ამ ფირმებზე საფასო ზეწოლას ახდენდნენ. იმის გამო, რომ მსხვილი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები პროდუქციის წარმოებაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, ამ დარგში იაპონიამ წარმოების ინოვაციური მეთოდები ვერ შექმნა. ამის ნაცვლად, კომპანიები კონცენტრირებულები იყვნენ, დაეკავებინათ ფართობები სავაჭრო ცენტრებში, გაეფართოებინათ ასორტიმენტი და მიეღოთ ლიცენზია მაღალხარისხიანი უცხოური ბრენდების წარმოებაზე.
ბაზრის წილს იაპონური კომპანიები ბრენდების ახალი დასახელების შექმნის გზით აფართოებდნენ. კომპანიებმა დაიწყეს უკვე მოძველებული საქონელის გაყიდვა სხვა ბრენდის სახელით; ამისთვის კი უფრო მცირე ზომის მაღაზიებს, სუპერმარკეტებს და სხვა სავაჭრო ადგილებს იყენებდნენ. ბრენდების ახალი დასახელება საჭირო იყო, რათა ძირითად ბრენდებს ძვირად ღირებულ სავაჭრო ცენტრებში პოზიციები არ შერყეოდათ. პირველად ეს მეთოდი შემოიღო კომპანია Renown-მა, მაგრამ კონკურენტებმა უმალ გადაიღეს იგი და, შედეგად, ბაზარზე მრავალი ახალი ბრენდი გაჩნდა, მაგრამ ვერც ერთმა კომპანიამ განსაკუთრებული პოზიციონირება ვერ შეძლო.
სხვა შემთხვევაში, იაპონურმა კომპანიებმა კონკურენციის ერთი და იგივე გზა აირჩიეს - იღებდნენ ლიცენზიებს ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების წარმოებაზე. შედეგად, იაპონური ბაზარი გაჯერდა იმპორტირებული საქონლით, იაპონელი მომხმარებლის თვალში კი მათ მომხიბვლელობა დაკარგეს. ამ შემთხვევაშიც, ლიცენზიების აღებაზე ორიენტირებულობის გამო, იაპონურმა კომპანიებმა ვერ შეძლეს საკუთარი ბრენდების შექმნა მსოფლიო ბაზრებზე საკონკურენციოდ.
შოკოლადის წარმოება
იაპონია შოკოლადის მსხვილი მწარმოებელია, მაგრამ ვერც ერთმა იაპონურმა კომპანიამ ვერ შეძლო წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზრებზე. თავის მხრივ, მსოფლიოში უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებლებმა - Mars, Hershey, Suchard, Nestle Mackintosh - მათი მცდელობების მიუხედავად, იაპონურ ბაზარზე შეღწევა ვერ მოახერხეს. იაპონურმა შოკოლადის მწარმოებლებმა ადგილობრივი ბაზარი გააჯერეს ერთნაირი პროდუქციით და ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა. კომპანიები ბაზრის ყველა სეგმენტზე მუშაობდნენ და არც ერთ მათგანს ბაზარზე პოზიციონირების ორიგინალური კონცეფცია არ გააჩნდა. ფირმებს შორის კონკურენცია უკვე არსებული პროდუქციის ფორმების, დასახელების, შეფუთვისა და გემოვნებითი დანამატების უმნიშვნელო მოდიფიცირებით მიმდინარეობდა. ხარისხისა და გემოვნებითი თვისებების რეალური ცვლილება არ მომხდარა.
1991 წლის ხელოვნურად გამოწვეული ეკონომიკური ბუმის პიკზე მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Morinaga-მ, ბაზარზე 32 ახალი დასახელების პროდუქცია გამოიტანა და, ამავე დროს, უკვე არსებული 42 დასახელების პროდუქციის წარმოება შეწყვიტა. კომპანიის ასორტიმენტში 89 დასახელების საქონელი ითვლებოდა. სხვა კომპანიებიც მსგავსი მეთოდებით მუშაობდნენ. 1992 წელს კომპანიებმა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ მაინც საკმაოდ ფართო ასორტიმენტი დაიტოვეს. შედარებისთვის
- კორპორაცია Mars-ი წარმატებით კონკურირებდა 120 ქვეყნის ბაზარზე მხოლოდ 40 ბრენდით. იაპონიაში ბრენდების მრავალრიცხოვნების ერთ-ერთი მიზეზი გასაღების არხების თავისებურებაშია - ყოველი კომპანიისაგან ყოველ თვე მისთვის გამოყოფილ თაროებზე ადგილის შესანარჩუნებლად ახალ პროდუქციას ელიან.
შოკოლადის იაპონელი მწარმოებლები არამარტო ერთმანეთის, არამედ დასავლური კომპანიების იმიტაციასაც ახდენენ. მაგალითად, იაპონურმა კომპანიამ Lotte-მ 1973 წელს ერთობლივი კომპანია შექმნა შვეიცარიულ Nestle-სთან და მიიღო ლიცენზია შოკოლად Nestle Crunch-ის წარმოებაზე. Nestle-ს ხელმძღვანელობა ფრიად გააოცა იმ ფაქტმა, რომ Lotte-მ იმავე წელს ამ პროდუქტის იმიტაცია გამოუშვა სახელწოდებით Crunky. Lotte-მ Nestle Crunch მხოლოდ 300 ტონა გაყიდა, მაშინ, როცა Crunky-მ -3,000 ტონა.
თავისი არსით, „ყველაფერი მიაწოდო მომხმარებელს” სტრატეგიის არარსებობას ნიშნავს. შოკოლადის იაპონელი მწარმოებლების სიმეტრიულმა და იმიტაციურმა სტრატეგიებმა შეარყია შიდა ბაზრის მომგებიანობა და ხელი შეუშალა ქვეყანას საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მიღებაში.
გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს
მართალია, იაპონური კომპანიების უმეტესობას მკაფიო სტრატეგიები არ გააჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანი გამონაკლისებიც არსებობს. კორპორაციამ Sony წარმატებას მიაღწია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიყენა ხარისხის მენეჯმენტი (TQM) და მარაგების მართვის სისტემა კანბანი (წარმოების და მიწოდების მიმდინარე სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს პრინციპი „ზუსტად დროულად” (just-in-time)), არამედ იმიტომ, რომ მას ორიგინალური სტრატეგია ჰქონდა. წარმატებას მიაღწიეს იმ იაპონურმა კომპანიებმაც, რომლებმაც ორიგინალური სტრატეგია შეიმუშავეს. ჩვენ არ შევუდგებით მათ განხილვას, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ კომპანიებში სოლიდური სტრატეგიების არსებობა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქმე ეხება არა უნიკალურ იაპონურ თავისებურებას, არამედ -მენეჯმენტის ფსიქოლოგიასა და კონცეფციას.
![]() |
6 სომხეთი: გუშინ, დღეს, ხვალ... |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანა ებანოიძე
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტი
1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, სომხეთის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 5.5%25-ით იზრდება. ბოლო 5 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპმა სტაბილურად მაღალ, ორნიშნა ციფრს მიაღწია - 12.5%25. ამგვარი მაჩვენებლები უყურადღებოდ არ დარჩენიათ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს (World bank, EBRD, IMF), რომელთა წარმომადგენლობები აქტიურად მუშაობს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი ს.მინტრა 2007 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, სომხეთის ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ წარმატებას ვეფხვის ფენომენის გამეორებად მიიჩნევს და სომხეთს „კავკასიურ ვეფხვს” უწოდებს. მისი აზრით, სომხეთის ეკონომიკის სასწაული ისაა, რომ ამ მცირე ქვეყანამ, რომელსაც არც ნავთობის რესურსი აქვს (მისი მეზობელი აზერბაიჯანის მსგავსად) და არც პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების ნაკლებობას განიცდის, მაინც მონახა სწრაფი განვითარების გზა.
მიუხედავად ასეთი ხმამაღალი შეფასებისა, არც მინტრას ნაშრომი და არც სომხეთის მოსახლეობა არ არის ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყნის მომავლის პროგნოზირებისას: როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ დაბალგანვითარებული სახელმწიფოების კატეგორიაში შედის ($1,500 შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე), მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპი არაფრის მომცემია. დღესდღეობით, სომხეთში კორუფციის დონე მაღალია და თავისუფალი ბიზნესი სუსტადაა განვითარებული. ეს ფაქტორები ქვეყნის შემდგომ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამიტომაა საჭიროა ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების შენარჩუნებაში დაეხმარება.
„საბჭოთა ძილიდან“ გამოღვიძება
1991 წელს, საბჭოთა წყობის დაშლასთან ერთად, სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახალი მსოფლიოსთვის ფეხის აწყობა რთული აღმოჩნდა. მთავარი პრობლემა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება იყო. როგორც სხვა - ყოფილმა საბჭოთა - ქვეყნებმა, სომხეთმაც სულ მცირე ხანში დაკარგა დიდი ბაზარი: საბჭოთა სომხეთის საერთაშორისო ვაჭრობა მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული. შედეგად, სულ რაღაც ერთ წელიწადში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 60 %25-ით შემცირდა, რასაც მასობრივი უმუშევრობა, სიღარიბე და ჰიპერინფლაცია მოჰყვა.
ქვეყნები, რომელთაც მცირე დროში შეძლეს ეკონომიკის მკვეთრი ზრდა და სიღარიბის შემცირება, ეკონომისტებმა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ცხოველის - ვეფხვის - სახელით მონათლეს.
ეს ფენომენი პირველად სინგაპურში, ჰონკონგში, ტაივანსა და სამხრეთ კორეაში აღინიშნა. ამ ქვეყნებმა სულ რაღაც 3 ათწლეულის მანძილზე კოლოსალურ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს და ისინი ისტორიაში ოთხი აზიური ვეფხვის სახელით შევიდნენ.
სომხეთის ხვედრი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა დსთ-ს ქვეყნებს შორის. ეს განაპირობა არა მხოლოდ ეკონომიკური სისტემის ცვლილებამ, არამედ პოლიტიკურმა კონფლიქტმა აზერბაიჯანთან და სპიტაკის დამანგრეველმა მიწისძვრამ.
1988 წელს, სპიტაკის მიწისძვრის შედეგად, 25 000 ადამიანი დაიღუპა, 500 000 კი უსახლკაროდ დარჩა. ამას 1991-1994 წლებში აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. მხარეებს შორის მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, ყარაბაღის ტერიტორიის სტატუსი ჯერაც შეუთანხმებელია, რაც დღემდე ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მთავარი მიზეზია.
ამ კონფლიქტმა უდიდესი ზიანი მიაყენა სომხეთის ეკონომიკას. დღეს სომხეთი ეკონომიკურ ბლოკადაშია. მასთან ვაჭრობაზე უარს აცხადებს როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი. დასავლეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა საქართველოზე გადის. სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს სომხეთი გაზის, ნავთობისა თუ სამომხამრებლო პროდუქტის იმპორტს რუსეთიდან.
მიუხედავად აზერბაიჯანთან მოუგვარებელი კონფლიქტისა, 1994 წლიდან მოყოლებული - როდესაც მხარეებს შორის ცეცხლი შეწყდა - სომხეთში მშვიდობა დამყარდა და ქვეყანას საშუალება მიეცა, ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გზები მოეძებნა.
დამოუკიდებელი სომხეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო. აქცენტი ეკონომიკის იმ სფეროებზე გაკეთდა, რომლებსაც ადრე უმნიშვნელო წვლილი შეჰქონდა ქვეყნის მთლიან პროდუქტში. საბჭოთა სომხეთის ეკონომიკის დომინანტ სექტორს ქვეყნები, რომელთაც მცირე დროში შეძლეს ეკონომიკის მკვეთრი ზრდა და სიღარიბის შემცირება, ეკონომისტებმა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ცხოველის - ვეფხვის - სახელით მონათლეს. ეს ფენომენი პირველად სინგაპურში, ჰონკონგში, ტაივანსა და სამხრეთ კორეაში აღინიშნა. ამ ქვეყნებმა სულ რაღაც 3 ათწლეულის მანძილზე კოლოსალურ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს და ისინი ისტორიაში ოთხი აზიური ვეფხვის სახელით შევიდნენ. მეზობლები წარმოადგენდა მრეწველობა - ქიმიური ნივთიერებების, ქსოვილების, კონიაკის თუ საკონსერვო ქარხნები დიდი რაოდენობის პროდუქციით ამარაგებდა რუსეთს. ამავდროულად, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთის გარეშე, რომელიც ენერგორესურსების, სასუქის, ნედლეულის და სხვა - წარმოებისათვის აუცილებელი რესურსის - ერთადერთი მომწოდებელი იყო.
დღეს სომხეთში განვითარებულია ეკონომიკის ისეთი სფეროები, რომლებიც ნაკლები რაოდენობის წარმოების ფაქტორებს საჭიროებს. მრეწველობის სფერო, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, 45%25-დან 20%25-მდე შემცირდა და სომხეთის დღევნდელი ეკონომიკის ერთერთ უმცირეს დარგად იქცა. სანაცვლოდ, განვითარდა მომსახურების სფერო (მშპ-ს 37%25), სოფლის მეურნეობა (მშპ-ს 24%25) და სამშენებლო სექტორი, რომელმაც, ბოლო წლის მაჩვენებლით, სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალ მშპ-ს - 21%25-ს - მიაღწია.
სომხები დიდი მონდომებით შეუდგნენ სოფლის მეურნეობის განვითარებას. წყლისა და მიწის რესურსის დეფიციტის მიუხედავად, დღეს სომხეთის ეკონომიკის ეს სექტორი მზარდი ტემპებით ვითარდება. მეურნეობისათვის ვარგისიანი მიწა მხოლოდ 1391,8 ჰექტარს შეადგენს და თითქმის მთლიანადაა ათვისებული ადგილობრივი ფერმერების მიერ. ამ მიმართულებით განვითარება იმით აიხსნება, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმპორტირებული საქონელი ძვირ სიამოვნებად აქცია, რის გამოც ქვეყანა იძულებულია, თავი ადგილობრივი პროდუქტით ირჩინოს. მთავრობაც, თავის მხრივ, მხარს უჭერს ამ სექტორის განვითარებას საინვესტიციო პროგრამებით, სპეციალისტების მომზადებასა და თანამედროვე დანადგარების შეძენაში ხელშეწყობით.
დასაქმების შესახებ მონაცემებიც მსგავს სურათს იძლევა. გამონაკლისია მშენებლობა (სრული დასაქმების 5%25). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ სექტორის წილი მშპ-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას არ მოჰყვა მშენებლობაში დასაქმების შესაბამისი მატება (საშუალოდ 0.4 %25 წლიურად). ამ რეალობის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ მუშათა უმრავლესობა არ არის ოფიციალურად გაფორმებული დამქირავებლის მიერ, რაც - დაბალი ანაზღაურების პირობებში - მათ საშუალებას აძლევს, საშემოსავლო გადასახადს თავი აარიდონ.
ცხრილი 1.
დასაქმების დინამიკა ეკონომიკის სექტორების მიხედვით
|
1990 |
1995 |
2000 |
2005 |
სოფლის |
17.4%25 |
37.4%25 |
44.4%25 |
45%25 |
მომსახურება |
40.6%25 |
37.0%25 |
37.9%25 |
39%25 |
მრეწველობა |
30.4%25 |
20.5%25 |
14.1%25 |
11%25 |
მშენებლობა |
11.6%25 |
5.1%25 |
3.6%25 |
5%25 |
სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება სომხეთის დღევანადელი ეკონომიკის დომონანტ ინდუსტრიად, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 45%25-ია დასაქმებული (ცხრილი 1).
კრიზისიდან ქვეყნის სწრაფ გამოსვლას ხელი უცხოელმა დონორებმა შეუწყვეს. მათ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს სომხეთს როგორც დამოუკიდებლობის ადრეულ პერიოდში, ასევე, შემდგომი განვითარებისას. განსაკუთრებული როლი მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ითამაშეს, რომლებიც, ფინანსური დახმარების გარდა, სომხეთის მთავრობასთან მუდმივად მართავდნენ კონუსლტაციებს ქვეყნის სწორი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტრატეგიის შესამუშავებლად. სომხეთი დღემდე იმ ქვეყნად ითვლება, რომელმაც ყველაზე ეფექტიანად და მიზნობივრად განკარგა უცხოური ფინანსური დახმარება: აღდგა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები; მოხდა საირიგაციო სისტემებისა და ენერგოხაზების რეკონსტრუქცია. ეს ფაქტი ქვეყანას დღემდე ეხმარება ახალი ფინანსური დახმარებების მოპოვებაში. 90-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე ამერიკიდან მიღებული დახმარების ოდენობით, სომხეთი მესამე ქვეყანაა.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სომხეთში მხოლოდ 15-მდე მსხვილი უცხოელი ინვესტორია წარმოდგენილი, მათ მიერ ბოლო ათი წლის მანძილზე განხორციელებულმა ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი უპირატესობები შესძინა. უმსხვილესი ინვესტორები არიან:
ერევნის კონიაკის ქარხანა - 1998 წლიდან ფრანგული კომპანია Pernod Richard-ის მფლობელობაშია. შეძენილ იქნა 30 მილიონ დოლარად.
სომხეთის ბრილიანტის ქარხანა - 1998 წელს 5.5 მილიონ დოლარად შეიძინა ბრიტანულმა კომპანიამ Furfaono Corporation.
სომხეთის საერთაშორისო აეროპორტი - 2002 წელს ის უსასყიდლოდ გადაეცა ამერიკის საერთაშორისო აეროპორტს (AIA).
სპილენძისა და მოლიბდეუმის კომბინატი - 2004 წელს 132 მილიონ დოლარად გადაეცა კომპანიათა კონსორციუმს. აქციების 75%25 გერმანიულ კომპანია Cronimets-ს ეკუთვნის.
სომხური ელექტრონული ქსელი - 2005 წელს 73 მილიონ დოლარად შეძენილ იქნა BV interenegro- ს მიერ, რომელიც რუსული კომპანია Unifi ed Energy systems-ის ფილიალია.
ამ უცხოური კომპანიების უმრავლესობა მსხვილი - ე.წ ჩაკეტილი - სააქციო საზოგადოებებია, რის გამოც მათ შესახებ რეალური ფინანსური ინფორმაცია ძნელად ხელმისაწვდომია. თუმცა, სხვადასხვა შეფასებით ცნობილია, რომ მათი ინვესტიციაზე უკუგება 30%25-დან 100%25-მდე მერყეობს, რაც მათ მაღალ მომგებიანობაზე მიგვითითებს. მიუხედავად სომხეთის ლიბერალური საგადასახადო სისტემისა (მსხვილი ინვესტორები მოღვაწეობის პირველი ორი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან, ხოლო მომდევნო ორი წლის მანძილზე გადასახადის მხოლოდ 50%25-ს იხდიან), უცხოური კომპანიების მოღვაწეობამ გაზარდა დასაქმება, ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სტაბილურობა შესძინა ქვეყნის ეკონომიკას.
სომხეთის წარმატების მთავარი ფაქტორი თვით სომხები არიან, რომლებიც შრომისოყვარეობითა და განათლების მაღალი დონით გამოირჩევიან (მოსახლეობის 34%25-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება). მიზეზი წარსულში არსებული განათლების სისტემაა, რომელიც უპირატესობას ფუნდამენტურ მეცნიერებებს ანიჭებდა. სომხეთში დღემდე სწავლის კულტია. ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას ესწრაფვიან. მათი უმრავლესობა სწავლას ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში აგრძელებს.
მაღალკვალიფიციური მუშახელის არსებობა ხელს უწყობს სომხეთში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას და პერსპექტიულს ხდის ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებას.
დიასპორა - მთავარი აქტივი
სომხეთის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს უცხოეთში მცხოვრები დიასპორა, რომელიც სომხეთის მოსახლეობაზე მეტია - 5,5 მილიონი ადამიანი. მათ შორის, 2/3-ზე მეტი ამერიკასა და რუსეთში მცხოვრები სომეხია. დანარჩენს ევროპაში მცხოვრები დიასპორა წარმოადგენს.
უცხოეთში მცხოვრები 1 მილიონი სომეხი ე.წ. „ახალი დიასპორას” ქმნის. მათ სამშობლო მოგვიანებით, 1988 წელს დატოვეს. ისინი დიასპორის ყველაზე განათლებული და მაღალკვალიფიციური ნაწილია. „ახალი დიასპორის” წარმომადგენლებს მჭიდრო ნათესაური კავშირები აქვთ სამშობლოსთან და ყველაზე აქტიურად ეხმარებიან ქვეყანას.
დიასპორის როლი შესამჩნევად გაიზარდა სომხეთის საბჭოთა რეჟიმიდან გათავისუფლების შემდეგ. დიასპორის არსებობა და მისი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა სომხეთისთვის, როგორც ტრანზიტული ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის. თავისუფლების მოპოვების ადრეულ წლებში სომეხი ემიგრანტები არამარტო ფინანსურ დახმარებას უწევდნენ სამშობლოს, არამედ დასავლეთსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებდნენ, რამაც ქვეყანას მნიშვნელოვნად გაუადვილა დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთანავე, ცნობილია, რომ კალიფორნიაში მცხოვრები 1 მილიონი მდიდარი სომეხი შეერთებულ შტატებში იმდენად გავლენიანი ფენაა, რომ ისინი სომხეთის ლობირებას ამერიკის მთავრობაში ეწევიან.
დიასპორის მხრიდან ფინანსური დახმარების ერთერთი ძირითადი წყარო ფულადი გზავნილებია. ცნობილია, რომ დღეისათვის სომეხი მოსახლეობის 15%25-ის საარსებო საშუალებას მათი უცხოეთში მცხოვრები ნათესავების ფულადი გზავნილები წარმოადგენს. გარდა ამისა, სომეხმა ემიგრანტებმა დააარსეს ფონდები, რომელთა შორის უდიდესია Hayastan All-Armenian და Lincy foundation. ამ ფონდების მიერ 2001-2003 წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 3%25-იანი წილი შეიტანა სომხეთის 2003 წლის მშპ-ს ზრდაში. რაც მთავარია, სომხეთში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 70%25 ეკუთვნის დიასპორას, რომელიც თანხას, ძირითადად, მცირე ბიზნესში აბანდებს.
სომხეთს შეუძლია კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს დიასპორისგან თუ, მაგალითად, ისრაელში ემიგრანტები სამშობლოში არსებული ბიზნესის დიდ წილს ფლობენ, სომხური დიასპორა შედარებით ნაკლებ როლს თამაშობს სომხეთის ეკონომიკის განვითარებაში. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის მთავრობა და სომხური დიასპორის ფონდები ეფექტიანად იმუშავებენ, ეკონომიკაში იმ სომხების ჩართვაც კი შესაძლებელია, რომლებმაც სამშობლო 2 საუკუნის წინ დატოვეს. დიასპორის ეს ნაწილი მოწყვეტილია ისტორიულ სამშობლოს, პატრიოტული მოტივები მას ნაკლებად ამოძრავებს და სომხეთში თანხების ინვესტირება რისკიანად მიაჩნია.
საბოლოო ჯამში, სომხეთისთვის, რომელიც არც ბუნებისგან ნაბოძები სიმდიდრითაა განებივრებული და რომელსაც მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო, წარმატების ფაქტორად ერთადერთი ბუნებრივი რესურსი - მისივე დიასპორა - იქცა.
პრობლემები
მინტრა მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შესაძლოა საშიშიც კი აღმოჩნდეს სომხეთისთვის, თუ ქვეყანაში ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები არ გატარდება.
ამგვარ რეფორმებს ს. მინტრა „მეორე თაობის რეფორმებად“ მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ სომხეთმა კარგად გაართვა თავი გარდამავალი პერიოდის პირველ ფაზას, თუმცა, ქვეყნისთვის ეს უფრო იოლი ამოცანა იყო. ყოველთვის მარტივია რეფორმების გატარება და სიტუაციის გაუმჯობესება ისეთ ქვეყანაში, სადაც სრული არეულობა სუფევს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სომეხი ეკონომისტი ახლო წარსულში მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ქვეყანას გარდაუვალ წარმატებს უწინასწარმეტყველებს. მათი შეფასებით, თუ სომხეთის ეკონომიკამ განვითარება დღევანდელი ტემპებით გააგრძელა, 20 წელიწადში იგი ევროპის ქვეყნების განვითარების საშუალო დონეს მიაღწევს. ამგვარი შეხედულება სრულიად მცდარია. სომხეთის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები განპირობებული იყო მისი ეკონომიკის გარდამავალი ხასიათით, რაც აღარ გამეორდება. ახალ ეტაპზე კი ზრდის ტემპების სტაბილურად შენარჩუნება სწორად გააზრებულ რეფორმებს მოითხოვს.
რა მიიჩნევა ამგვარ რეფორმად? საქმე ეხება სომხეთში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ცვლილებებს. თუ ბოლო 10 წლის მანძილზე სომხეთის კრიზისიდან გამოყვანა რეალური სექტორის განვითარებამ ითავა, ამჯერად შემდგომი ზრდა მთლიანად თავისუფალი ბიზნესის განვითარებაზეა დამოკიდებული.
დღეს ქვეყანაში ბიზნესის შემაფერხებელი ერთერთი ძირითადი მიზეზი საბანკო სექტორის განვითარების დაბალი დონეა. ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს სომხეთში მოღვაწე ბიზნესმენების სათანადოდ უზრუნველყოფას კრედიტით. ქვეყანაში 20-მდე კერძო ბანკი ფუნქციონირებს. HSBC Armenias-ს გარდა, რომელიც მსოფილოში ცნობილი კომპანიის ფილიალია, ბანკების უმრავლესობა მცირე ზომისაა და ვერ ახერხებს მასშტაბის ეკონომიურობით სარგებლობას, რაც მათ მიერ გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას იწვევს. გარდა ამისა, ბანკების უმრავლესობის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. ხშირად კლიენტებისთვის უცნობია ამა თუ იმ ბანკის მფლობელის ვინაობა, ეს კი მომხმარებლების უნდობლობას იწვევს. დღეისათვის სომხეთში მოღვაწე ბანკებში ანაბრებზე განთავსებული თანხის საშუალო ვადა ერთი წელია. ბანკები, თავის მხრივ, ცდილობენ, თანხები მოიზიდონ და მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს, რაც კიდევ უფრო ძვირს ხდის საბანკო კრედიტს. სომხეთში მოღვაწე ბიზნესმენების 66%25-ს სურს, საბანკო კრედიტით ისარგებლოს, თუმცა, მათი დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. საბანკო სექტორის ეფექტიანობა უმთავრესი ფაქტორია სომხეთის შემდგომი განვითარებისთვის. ქვეყანაში მოქმედი კომპანიები აქამდე თანხების მოზიდვის არაფორმალურ გზებს მიმართავდნენ. დღეს, როცა ბიზნესსაქმიანობის მასშტაბები იზრდება, საბანკო კრედიტი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ხდება.
ბიზნესის განვითარებას ბაზარზე მონოპოლისტების არსებობაც აბრკოლებს. ისინი სომხეთის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან. ამის მაგალითია ნავთობის, ხორბლის, შაქრის და სხვა ძირითადი პროდუქტების მონოპოლისტი იმპორტიორები. ნათელი მაგალითია, აგრეთვე, მონოპოლისტი ავიახაზი Armavia, რომლის მიერ დაწესებული გადაზიდვების მაღალი ფასით მნიშვნელოვნად ზარალდებიან სომეხი მგზავრები და ექსპორტიორები.
ფაქტობრივად, სომხეთის ეკონომიკურ წარმატებაზე ხელი მოსახლეობის უმცირესმა ნაწილმა მოითბო, ხოლო უმრავლესობა ისევ სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩა. „ეკონომიკური ნამცხვრის” ამგვარი განაწილებით სომხეთი კვლავაც ღარიბი ქვეყნების სიაშია.
არსებობს ერთი საინტერესო პრობლემა, რომელსაც, სომხეთთან ერთად, დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანა იზიარებს. გამოცემაში, რომელსაც ეწოდა „Third transition in CIS Countries”, მსოფლიო ბანკის ექსპერტები იმ დემოგრაფიულ ცვლილებებზე საუბრობენ, რომელთა წინაშეც ყოფილი საბჭოთა ქვეყნები დგანან. ამ ქვეყნებმა ორი მნიშვნელოვანი - პოლიტიკური და ეკონომიკური - გარდატეხა განიცადეს. ახლა კი ჯერი დემოგრაფიულ ცვლილებებზე მიდგა, რაც ასაკოვანი მოსახლეობის წილის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს. სომხეთის მთლიანი მოსახლეობის 25%25-ს პენსიონერები წარმოადგენენ. ქვეყნისთვის, სადაც ჯერაც არ არსებობს კარგად განვითარებული სადაზღვევო სისტემა და უმუშევრობაც მაღალია, პენსიონერების ფინანსური დახმარება უზარმაზარ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით, სომხეთში ერთ პენსიონერზე მხოლოდ 2.1 დასაქმებული ადამიანი მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
„რობინზონ კრუზოს“ ჩაკეტილი ეკონომიკა?
აზერბაიჯანთან და თურქეთთან ვაჭრობის არარსებობა სომხეთის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან შემაფერხებელ ძალად რჩება. იმ ენერგორესურსების მოცულობა, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან და ირანიდან მარაგდება, ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არაა.
ახლა საუბრობენ სომხეთში არსებული ატომური ელექტროსადგურის რეკონსტრუქციაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, ელექტროენერგიის დეფიციტი საკუთარი ძალებით აღმოფხვრას.
არსებული ბლოკადის გამო, სომხეთის მთავრობა ცდილობს ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოების განვითარებას, რომლის ტრანსპორტირება შედარებით მარტივია. ამის მაგალითია ძვირფასი ქვების, მათ შორის, ბრილიანტების წარმოება, რამაც ფართო მასშტაბი მიიღო. ძვირფას ქვებს უამრავი ქარხანა გადაამუშავებს.
პრობლემად რჩება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ 3.3 მილიონიანი მოსახლეობის ადგილობრივი ბაზარი აქვს და რომელიც თითქმის იზოლირებულია საერთაშორისო ვაჭრობისგან, ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ადგილი არ არის. გარდა ამისა, სომხეთის პოლიტიკური დაძაბულობა და მეზობელთან მოუგვარებელი ურთიერთობა თავისთავად აფრთხობს პოტენციურ უცხოელ ინვესტორს.
სომხეთი ამ პრობლემასაც საკუთარი ძალებით უმკლავდება. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების 70%25 კვლავ სომხურ დიასპორას ეკუთვნის. თუმცა, ამგვარი ინვესტიციები მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს მოიცავს. მაგრამ მათი მასშტაბი მნიშვნელოვნად ავსებს სომხეთში როგორც მცირე, ასევე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეფიციტს.
სომხეთის ბლოკადას კიდევ მეტად გაამწვავებს რკინიგზის გაყვანა ბაქო-ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე. სომხეთი მთლიანად იზოლაციაში ექცევა, რადგან კარგავს თურქეთის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ფუნქციას. მიუხედვად იმისა, რომ პროექტის განხორციელებაში, თურქეთთან ერთად, ჩინეთიც არის დაინტერესებული, აღნიშნულ მშენებლობას მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს აშშ. ამას კი სომხეთი კვლავაც საკუთარ დიასპორას უნდა უმადლოდეს.
რამდენ ხანს გაართმევს თავს სომხეთი რობინზონ კრუზოს როლში ყოფნას, რომელიც ჩაკეტილი ეკონომიკის ფენომენს განასახიერებს? რამდენ ხანს შეძლებს ქვეყანა, წიგნის გმირივით, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს ყველა იმ პროდუქტის მიწოდება, რაზეც მოთხოვნა არსებობს?
პერსპექტივები
სომხეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ირანთან ურთიერთობას. 2007 წლის მარტში ირანისომხეთის გაზსადენის გახსნამ სომხეთს ირანიდან გაზის ექსპორტის საშუალება მისცა. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალი გაზსადენების გაყვანის თაობაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის სომხეთის ირანული გაზით მომარაგებას. აღნიშნული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სომხეთს ახალ პერსპექტივას უსახავს. შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სომხეთმა მთლიანად უარი თქვას რუსეთიდან გაზის მიღებაზე. შედეგად ის თავს აარიდებს გაზპრომის სულ უფრო მაღალ ფასებს და არასტაბილურ მდგომარეობას, რაც განპირობებულია იმით, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი საქართველოზე გადის.
იმის პოტენციალიც არსებობს, რომ ამ პროექტმა სომხეთს ტრანზიტული მნიშვნელობა შესძინოს. იმ შემთხვევაში, თუ გაზსადენის სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, ირანმა, შესაძლოა, გაზით მოამარაგოს როგორც სომხეთი, ასევე საქართველო და, ამ ორი ქვეყნის გავლით, ევროპის ქვეყნები. თუმცა, განვითარების ასეთ სცენარს მნიშვნელოვანი ოპონენტები ჰყავს როგორც ამერიკის სახით - რომელსაც ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ასევე, რუსეთის სახით - რომელსაც სომხეთზე კონტროლის დაკარგვა სულაც არ სურს.
სომხეთის ეკონომიკისათვის ერთ-ერთი პერსპექტიული დარგი ინფორმაციული ტექნოლოგიებია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სომხებს ამ დარგში მაღალკვალიფიციური მუშახელი ჰყავთ. სომხეთი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ქვეყანაში 40-მდე კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებდა. მათ შორის - ერევნის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მზადდებოდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე კომპიუტერული მოწყობილობები. სომხეთს დღესაც დიდი რაოდენობით ჰყავს კვალიფიციური პროგრამისტები.
მეორე მხრივ, მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებზე. მოთხოვნა იმდენად ზრდადია, რომ მსოფლიო ვერ ახერხებს სპეციალისტების მომზადებას, რათა სფერო გაზარდოს. ამის გამო, სომეხი სპეციალისტები, რომელთაც ამ სფეროში გამოცდილების დაგროვება წარსულში მოახერხეს, მსოფლიოს დიდ ინტერესს იწვევენ.
ამ დარგის განვითარება დიდ უპირატესობას შესძენს ქვეყანას, რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ამერიკის მხრიდანაა, სადაც სომხეთს კვლავაც დიასპორა ეხმარება. სომხეთში წარმოებული პროგრამების 63%25-ის ექსპორტი სწორედ ამერიკაში ხორციელდება. დანარჩენი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი, საქართველო, ჰოლანდია, გერმანია და სხვა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა ადგილზე, სომხეთის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, მათ პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას გაზრდის. ქვეყანაში ინფორმაციული ინფრასტრუქტურის განვითარება მას დასავლეთთან ინტეგრაციაში დაეხმარება და, ამავდროულად, ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისათვის.
სომხეთის დღევანდელი მთავრობა ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის განვითარებას ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს. თუმცა, ადგილობრივი კომპანიების განვითარებას სხვადასხვა პრობლემა აბრკოლებს, მათ შორის, კვალიფიციური კადრების უცხოეთში გადინება და ქვეყანაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების დაბალი ხარისხი (სომხური კომპანიების ნახევარზე მეტს მხოლოდ dialup ინტერნეტი აქვს).
სომხეთის მნიშვნელოვანი პერსპექტივაა ქვეყანაში ტურიზმის განვითარება. სომხეთს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას, მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია. სომხეთში ტურიზმის აღმავლობას ორი ძირითადი ფაქტორი აბრკოლებს. პირველ რიგში - ტურისტული ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარება. სომხეთში არსებული სასტუმროებისა და ტურ-ოპერატორების უმრავლესობა ერევანშია განლაგებული. სომხეთის პროვინციებს ეკოტურიზმის საკმაო პოტენციალი აქვს და მათი კეთილმოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, რაც ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება იქცეს.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში წლის განმავლობაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 380 000 ადამიანს შეადგენს. მომდევნო წლისათვის მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%25-ით ზრდა. თუმცა, ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ამერიკაში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები არიან, რომელთა 52%25 მომავალი 5 წლის განმავლობაში კვლავ გეგმავს სამშობლოს მონახულებას. აღნიშნული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სომხეთი სათანადოდ ვერ ახერხებს უცხოელ ტურისტთა მოზიდვას და არსებული პოტენციალის ათვისებას.
ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, საჭიროა ტურისტული პროდუქტის სათანადოდ შეთავაზება პოტენციური ვიზიტორებისათვის. ქვეყანას ჯერაც არ გააჩნია უნიკალური იმიჯი, მის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი პოტენციური ტურისტისათვის. ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვანი მარკეტინგული ძალისხმევა სჭირდება.