ბიზნესი და კანონმდებლობა №13


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბიწაძე კობა, ანანიძე ჯემალ, ფუტკარაძე სულიკო, იაშვილი თამაზ, ჯანჯალია ბორის, სამადაშვილი უშანგი, საკანდელიძე ანზორ, აბულაძე კონსტანტინე, ლალიევა სოფო, კაჭარავა ომარ, ნიკოლაიშვილი იური, შონია ნანა, სვანაძე სერგო, მუშკუდიანი ზურა, ქარდავა მერაბ, ჭიჭიაშვილი მზია, ხვიჩია ემზარ, შუბითიძე ვაჟა, ნაჭყებია ჯამბულ
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: იანვარი 2010 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი www.b-k.ge ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. N22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.b-k.ge ე-მაილ: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთ საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო:: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები:: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: N 400467916 ; კოდი: 220101502 . რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის N 0 6 / 4 - 1 5 2 1 ა



1 თვალსაზრისი

▲back to top


1.1 „ლიბერალური“ კანონმდებლობა + „კანონიერი რეკეტი“

▲back to top


ანუ რას გვიქადის გატრიზავების სამინისტრო

0x01 graphic

კობა ბიწაძე

ექსპერტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი

ამ ბოლო ხანებში ყური გამოგვიჭედეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებით - თურმე საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე მთელ რიგ ცივილიზირებულ ქვეყნებში და ამ მაჩვენებლით მსოფლიო მასშტაბით მე-11 ადგილზე ვიმყოფებით. ეს წარმატება თურმე ზაპოროჟეციდან მერსედესზე გადაჯდომის ტოლფასია იდეურ-ფილოსოფიური ანალოგიების თვალსაზრისით.

საქმის დაწყება ნამდვილად ადვილი გახდა - ამაში ძნელია არ დაეთანხმო ხელისუფლებას. მაგრამ უკვე დაწყებული ბიზნესის გაგრძელება უფრო ძნელია, ვიდრე, ალბათ, სომალიში.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბიზნესის ძარცვა და გაკოტრება სრულიად კანონიერი გზებით მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ ახლად მიღებული კანონები ეწინააღმდეგება არა მარტო სიმართლის ცნებას, არამედ საღ აზრს და ისეთ ელემენტარულ ეკონომიკურ კანონებსაც კი, რომელთა აპრიორულობას ყველა ეკონომიკური თეორია აღიარებს - მარქსიზმიდან დაწყებული და უკიდურესი ლიბერალიზმით დამთავრებული.

მაგალითად, 2009 წლის 8 აგვისტოს ამოქმედდა კანონქვემდებარე აქტი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს, სავაჭრო ობიექტის ბრუნვის ქრონომეტრაჟის შედეგი წინა წელზე გაავრცელოს და თუ შემოსავალში სხვაობას აღმოაჩენს, მეწარმე თანხების დამალვის გამო დააჯარიმოს. .. ობიექტს ორივე წელს თანაბარი შემოსავალი უნდა აღენუსხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მეწარმემ ან მიმდინარე ან წინა წელს შემოსავლის ნაწილი დამალა.

ამრიგად, თუ ობიექტს წინა წელს აქვს ნაკლები შემოსავალი, მაშინ ინსპექტორი ჩათვლის, რომ მეწარმემ იმავე წელს დამალა შემოსავალი და მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით დააჯარიმებს მას. მაგრამ თუ მიმდინარე წელს აქვს ნაკლები შემოსავალი, მაშინ დამალვა-დაფარვას ისევ მიმდინარე წელიწადს დააბრალებს.

ეს კანონი ყველა ასპექტში კრიმინალურია - და არა აბსურდული, როგორც ბევრს წარმოუდგენია.

პირველ რიგში ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია - ყოველგვარი გამოძიებისა და მტკიცებულებების გარეშე საგადასახადო ინსპექტორი ბრალს სდებს მეწარმეს ფინანსურ მაქინაციებში და ჯარიმასაც თვითონ აკისრებს სასამართლოს გარეშე.

მეორე, ეს კანონი არ ითვალისწინებს არა თუ საბაზრო ეკონომიკის, არამედ არსებული საბჭოთა სახალხო მეურნეობის კანონებსაც კი. საბჭოთა კავშირის დროს ქარხნის დირექტორს მიმდინარე წლის მაჩვენებლები აუცილებლად უნდა ჰქონოდა წინა წლის მაჩვენებლებზე მეტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოხსნიდნენ გეგმის შეუსრულებლობისთვის.

ახალი ქართული კანონის მიხედვით კი საწარმოს მოგება ყოველ წელს თანაბარი უნდა იყოს, თორემ აპრიორი დამნაშავედ ცნობენ მეწარმეს და ისეთ კოლოსალურ ჯარიმას დააკისრებენ, რომ იმდენი თვით მისი საწარმო შეიძლება არც ღირდეს!

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჯარიმების მოცულობა და გაანგარიშების ლოგიკა ველური მონღოლების ჰუმანიზმსაც კი ვერ სწვდება. ისტორია გვკარნახობს, რომ მონღოლი მმართველებიც კი თავის დიდ ღირსებად მიიჩნევდნენ უპოვარ თანამემამულეებზე ზრუნვას. რომელიმე მონღოლური ქალაქის მმართველის ავტორიტეტი იმით განისაღვრებოდა, თუ რამდენად აპურებდა და აბინავებდა იგი ობლებს, ქვრივებსა და ხეიბრებს. ჩვენთან კი თანამოქალაქეებს 100-მაგ ჯარიმას აკისრებენ და შესაბამისად უსახლკაროდ ტოვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მიმდინარე და გასული წლის შემოსავლები ვერ გაათანაბრეს საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბების საშუალებით!..

0x01 graphic

არადა საბაზრო ეკონომიკის ელემენტარული კანონი გვამცნობს, რომ მომხმარებელთა პრეფერენციები ძალზედ ცვალებადია, რაც განაპირობებს შემოსავლების მერყეობას.

დავუშვათ, კონკურენტების სარეკლამო კომპანიამ რომელიმე საწარმოს კლიენტები გადაიბირა, რატომ უნდა ჩაეთვალოს ეს მოვლენა მეწარმეს შემოსავლების დამალვად?

იქნებ და პირიქით, კონკურენტები გაკოტრდნენ და მათი კლიენტურა ამ საწარმოზე გადმოერთო - რატომ უნდა ჩათვალოს საგადასახადო ინსპექტორმა, რომ მეწარმე წინა წელს შემოსავლებს მალავდა?

ამრიგად, თვითონ ეს კანონი უბიძგებს მეწარმეს დანაშაულისკენ - იგი იძულებულია ნამდვილად დამალოს შემოსავლები ან პირიქით - დაამატოს მას და ზედმეტი გადაიხადოს!!! (ესაა ევროპული სამართალი?!)

ნეტავ, რომელ ეკონომიკურ სახელმძღვანელოში ამოიკითხეს ქართველმა კანონმდებლებმა ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც შემოსავლების ცვალებადობა შეუძლებელია თვით მეწარმის თაღლითობის გარეშე?

ასე რომ, ეს კანონი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, როგორც ყოველმხრივ უსამართლო და ანტიეკონომიკური.

კანონების არაადეკვატურობა - ეს ახალი ქართული ეკონომიკური მოდელის მხოლოდ ბაზისია. ამ მოდელის ავტორებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ ქართული კანონების უაზრობა არასგზით არ უნდა დამტკიცდეს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში, რადგან ეს ხელყოფს ქართულ თვითმყოფადობას და ეროვნულ ტრადიციებს.

ამ მიზნით ცვლილებები შევიდა ინვესტიციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ამ ცვლილების მიხედვით უცხოელ ინვესტორს არა აქვს უფლება, საქართველოს სასამართლო სისტემის მირ გამოტანილი განაჩენი საერთაშორისო არბიტრაჟებში გაასაჩივროს.

არადა, ამ ცვლილების მიღებამდე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, რომ უცხოური ინვესტიციების დაცვის გარანტია კონსტიტუციაში ყოფილიყო დაფიქსირებული.

რა იციან უცხოელებმა, რომ ქართული აზროვნება სრულიად არაევროპულად აღიქვამს ძირითადი კანონის მნიშვნელობას: კონსტიტუციაში რასაც გინდა იმას ჩაწერ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ხარ, მაშინ, რასაც გინდა იმას გააკეთებ!

აღნიშნული ცვლილება სრულიად აშკარად მიანიშნებს უცხოელ ინვესტორებს, რომ კონსტიტუციური გარანტიები არსებობს, მაგრამ... მავანს და მავანს თუ არ შეუთანხმეს ინვესტირების პირობები, მაშინ...

თუმცა არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ერთადერთ დადებით ტენდენციას - თუ ადრე მეწარემეებს ფულს სძალავდნენ ოჯახის წევრების გატაცებით, საწარმოს აფეთქების ან პერსონალურად მოკვლის მუქარით, დღეს იგივე გამოძალვა მიმდინარეობს იურიდიული კანონების საშუალებით.

კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო მარგალიტის მიხედვით, მხოლოდ საწარმოს დირექტორი და რეგისტრატორი საკმარისია იმისათვის, რომ საწარმოს წილი ახალ მფლობელზე გადაფორმდეს. მხოლოდ დირექტორს შეუძლია გასცეს ცნობა, თუ ვინ არის წილის მფლობელი. შესაბამისად ცნობას მასზე გასცემს, ვისზეც მოეპრიანება.

ძველმა მფლობელმა კი თვითონ უნდა ამტკიცოს, რომ ნამდვილი მეწილე თვითონაა და არა სხვა. თუმცა, როგორ უნდა დაამტკიცოს, როცა რეესტრში გატარებულ ინფორმაციას ისეთივე ძალა აქვს, როგორც მაგალითად ნოტარისუთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წილის რეალური გაყიდვის შესახებ.

ამ შემთხვევაში მთლიანად მოსამართლეზეა დამოკიდებული, თუ რომელ დოკუმენტს მიანიჭებს უპირატესობას.

ხაზგასმულია ისიც, რომ წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის დროს მხოლოდ დირექტორის ცნობა არავის აინტერესებს. უფრო მეტიც, ელემენტარული საღი აზრის საწინააღმდეგოდ, საწარმოს გადასახადები ეკისრება ჯერ კიდევ პროდუქციის გაყიდვამდე - .. შემოსავლების მიღებამდე. ეს უაზრობა აშკარად ჩანს საწარმოო დანაკარგების აღრიცხვის მეთოდიკაში. საგადასახადო ინსპექცია უკვე გაყიდულად მიიჩნევს წარმოების პროცესში გატეხილ ბოთლებს, დაღვრილ სითხეს, სხვა მწყობრიდან გამოსულ ნახევარფაბრიკატებს და მათ არიცხავს დღგ- და საშემოსავლო გადასახადებს.

დღგ - კი როგორც ცნობილია არის მომხმარებლის და არა მწარმოებლის გადასახადი! ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ უნდა გადაიხადოს მეწარმემ მომხმარებლის გადასახადი იმ პროდუქციაზე, რომელსაც კლიენტები ვერასდროს მიიღებენ მისი გაფუჭების თუ გატეხვის გამო? ან რატომ უნდა გადაიხადოს მეწარმემ საშემოსავლო გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც ჯერ არ მიუღია? - იქნებდა გამსაღებელი კომპანია გაკოტრდა და საწარმოს ვერ გადაუხადა ფული უკვე გადატვირთულ პროდუქციაზე(?!)

0x01 graphic

ასევე მიწოდებად და შესაბამისად შემოსავლების მიღებად მიიჩნევა რეკლამის მიზნით გაწეული საჩუქრები ან საწარმოს თანამშრომლებზე გაცემული უფასო სადილები, თუ სპეცტანსაცმელი.

ეს კიდევ არაფერი - მიწოდებად და შემოსავლად მიიჩნევა შპსდან საკუთარი წილის შესაბამისი ქონების გატანა - ე.ი. ერთპიროვნულად გადაფორმება. გამოდის რომ, მეწილემ თვითონ მიაწოდა თავის თავს თავისივე წილი - ამით მიიღო შემოსავალი და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადიც უნდა გადაიხადოს (?!)

ასეთი კაზუსების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, რაც შორს წაგვიყვანს. მოყვანილი მაგალითები კი საკმარისად ცხადყოფს, რომ არსებული საკანონმდებლო პრაქტიკა უგულებელყოფს ელემენტარულ საღ აზროვნებას.

თანამედროვე სამართლებრივ ევროპას რომ თავი დავანებოთ, „იდეური“ მონათმფლობელი პლატონიც კი აღნიშნავდა, რომ იდეალური სახელმწიფო არისტოკრატთა მიერ სიმართლით (და არა სამართლით) უნდა იმართოს.

ე.ი. ჯერ კიდევ პლატონი განასხვავებდა სამართალს და სიმართლეს..., მაგრამ თანმედროვე მსოფლიოში ეს ორ ცნება არ იმიჯნება, რადგან თანამედროვე საზოგადოებამ გაითვალისწინა პლატონის კიდევ ერთი მოწოდება:

სიმართლე და კანონი არსით ერთი და იგივე უნდა იყოს, რადგან მათ საფუძვლად ღვთაებრივი საწყისი უნდა დაედოს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას იდეალურობას და კეთილშობილებას ვერ მოთხოვ, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს სამართლის და ლოგიკის ელემენტარულ პრინციპებს(?!) - თუნდაც რომ ამ სამართლიანობას ევროპა და მთელი ცივილიზირებული მსოფლიო არ გვიკიჟინებდეს.

ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები კი სხვა არაფერია, თუ არა როგორც სიმართლის, ასევე სამართლის ცნებების გატრიზავება. ეს სიტყვა სულაც არაა კუთხურ-პროვინციული (როგორც ბევრს ჰგონია) - არამედ ძველქართულია.

გატრიზავება - სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით - კარგი სიტყვის წახდენაა მტერობით. ვერაფერს იტყვი - ზუსტი განსაზღვრებაა, რადგან ქართველმა კანონმდებლებმა ყველა ის კარგი სამართლებრივი „სიტყვა“ თუ ეკონომიკური თეორია წაახდინეს“, რაც კი დღემდე კაცობრიობას შეუქმნია.

0x01 graphic

ეს ტერმინი, ისევ სულხან-საბას მიხედვით, წამოსდგება სიტყვისაგან - ტრიზა - „ცხენის ფერხმა ლაფი რომ შეასხას კაცსა“.

თუ ამ შემთხვევაში ზაპოროჟეცის და მერსედესის ალეგორიას გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა კანონმდებლებმა „ცხენის ფერხთის“ ნაცვლად თავისი საწერი კალმებით (თუ კომპიუტერის კლავიატურებით) თავს ლაფი ასხეს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებს, ელემენტარულ ეკონომიკურ თეორიებს და ყოველგვარ ევროპულ ქარტიებს ადამიანის უფლებების შესახებ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ფარულად მოქმედებს გატრიზავების სამინისტრო, რომელიც ახდენს ელემენტარული ჭეშმარიტებების გატრიზავებას.

კანონებს რომ თავი დავანებოთ, არქიტექტურის გატრიზავების მაგალითი იყო გეგმა, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო „აჭარის“ „ცხვირწინ“ მეორე ყოვლად უსახური ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, რომელიც სრულად დაფარავდა უკვე არსებული სასტუმროს ხედებს.

ძეგლების გატრიზავების ტრაგიკული მაგალითია ქუთაისში მემორიალის აფეთქება, რომელსაც „ბოროტებაზე გამარჯვება“ ერქვა - ბოროტების დამმარცხებელი კი ქართველი მზეჭაბუკი იყო და არა საბჭოთა ჯარისკაცი, როგორც ეს ზოგიერთებს მოელანდათ.

ასევე უდანაშაულოდ დაანგრიეს თაღები რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ იმისათვის, რომ მათ ანდროპოვის ყურები შეარქვა ხალხმა. არადა ეს თაღები ძველი შენობის ჩამოფხავებულ უსახურ კედლებს მალავდა და მუდმივად ახსენებდა ქართველ ხალს, თუ რაოდენ სატირულ-კომიკური იყო საბჭოთა რეჟიმი.

სხვათა შორის, დემოკრატიის ასეთი გატრიზავებული შედეგი ჯერ კიდევ ისევ პლატონს ჰქონდა აღწერილი - იგი ამბობდა:

„თუ დემოკრატია მმართველობის რაღაც სხვა ფორმით არაა განზავებული, მმართველი ბრბო უცილობლად თვრება უსაზღვრო უფლებებით და ის თვით დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გარდაიქმნება.“

ეს უკვე მოხდა საქართველოში - მმართველი ბრბო უკვე „დათვრა“ და დაუპირისპირდა თავის ამომრჩეველ ბრბოს.

ამ ორი ბრბოს დაჯახებით კი ყველა დაზარალდება - მმართველიც და ამომრჩეველიც. ამის შემდეგ კი დაიწყება ახალი ციკლი: ახალი ბრბოს აღზევება, მათი დათრობა უსაზღვრო უფლებებით და ისევ ამომრჩეველ ბრბოსთან წინააღმდეგობა...

ასე რომ სჯობს, ისევ პლატონს დავუჯეროთ და არსებული დემოკრატია მმართველობის რამე სხვა ფორმით განვაზავოთ.

საქართველოს შემთხვევაში - ეს „განმაზავებელი“ ფორმა ისევე ორიგინალური უნდა იყოს, როგორც თვით ახალი ქართული მოდელია.

ამ მოდელში მთავარი პრობლემაა ის, რომ გატრიზავების სამინისტრო ყველაფერზე დომინირებს - საკონსტიტუციო სასამრთლოზედაც კი. სიმართლეს სამართლებრივ ევროპაშიც ვერ იპოვი, რადგან იქ საინვესტიციო საქმის გასაჩივრება არ შეიძლება. ხოლო სხვა წვრლმან საქმეებს, ევროპის სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. კიდევაც რომ მიიღოს ეს ძვირი ღირს - რისი საშუალებაც დაზარალებულ მოსახლეობას ნამდვილად არა აქვს.

2 ექსპერტის კომენტარი

▲back to top


2.1 დიდ კაცთან პატარა კაცსა... ანუ საგადასახადო ორგანოების უფლებები კვლავ მნიშვნელოვნად იზრდება, გადამხდელის კი?!

▲back to top


0x01 graphic

ჯემალ ანანიძე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალური მეცნიერებისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე, ექსპერტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

მას შემდეგ რაც 2008 წლის 26 დეკემბრის შემდგომ, საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის N1527-II- კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში კვლავ საკმაოდ მასშტაბური, მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შევიდა, ყველას - გადამხდელებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს ეგონათ, რომ გარკვეული დროით მაინც ეს პროცესი შეჩერდებოდა. თუმცა, მოხდა პირიქით: პარლამენტმა საშემოდგომო სესიებზე საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები და დამატებები შეიტანა. გასაკვირი კი აქ ის არის, რომ შეიცვალა საგადასახადო კოდექსში სულ ახლახან შეტანილი ნორმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ავტორთა მიერ არ იყო ბოლომდე გააზრებული და სულ მოკლე პერიოდში დასჭირდათ მათი კორექტირება. ასეთ ექსპერიმენტებს სასურველი შედეგები არ მოაქვს, ამასთან, სულ უფრო მკაცრდება და იზრდება საგადასახადო ორგანოების უფლებები, გადამხდელისა კი იზღუდება.

2009 წლის ივლისიდან საგადასახადო კოდექსში პარლამენტმა 9-ჯერ შეიტანა ცვლილებები და დამატებები - 24.09.2009 N1688; 03.11.2009 N1910; 03.11.2009 N1965; 11.06.2009 N2034; 06.11.2009 N2035; 06.11.2009 N2036; 01.12.2009 N2191; 04.12.2009 N 2232; 25.12.2009 N2460 კანონებით. ამათგან, 06.11.2009 N2035 და 06.11.2009 N 2036 კანონებით ცვლილებები შევიდა სსკ-ში 2009 წლის 26 დეკემბრის N871-ს კანონით შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებში. გასული წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილებები, თავისი მოცულობით და არსობრივი დატვირთვით, გადამხდელთა ფართო წრისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სხვები კი საჭიროებენ მეტ ყურადღებას და ანალიზს.

ამჯერადაც კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა, ავტორი კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისად, მათში სახელმწიფოს ინტერესები უფრო განმტკიცდა, თუმცა, დადებითი ტენდეციებიც შეინიშნება:

სსკ-ის 71-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ამიერიდან შესაძლებელი ხდება ცალკეულ შემთხვევაში ელექტრონული დეკლარირების განმახორციელებელ ზოგიერთ გადამხდელზე განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატურად დაბრუნება საგადასახადო ორგანოში ამ თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის წარდგენის გარეშე. ცხადია, ეს დადებითი მომენტია, რამდენადაც გადამხდელებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების აქამდე მოქმედი მექანიზმის გამარტივება და სრულყოფა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მარტო დროისა და დანახარჯების შემცირების კუთხით, არამედ იმ მიმართებითაც, რომ მის მისაღწევად გადამხდელებს საკმაოდ რთული პროცედურების გავლა უხდებოდათ და სასურველი შედეგი ხშირად საგადასახადო ორგანოების კეთილ ნებაზე იყო უფრო დამოკიდებული, ვიდრე გადამხდელის სამართლიან მოთხოვნაზე.

ახალი ცვლილებების შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატურად დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ, ხოლო მის ეფექტურობაზე, თუ პრაქტიკულად როგორ იმუშავებს ახალი წესი და რა სასარგებლო შედეგს მიიღებს ამ მიმართებით გადამხდელი, მომავალში გამოჩნდება.

ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) მე-7 და მე-8 პუნქტებში, რომლის მიხედვითაც, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ახალი მფლობელის მიმართ. ამასთან, ყადაღის დადებას და რეალიზაციას საგადასახადო ორგანო ახორციელებს ამ კოდექსის 87-ე (ქონებაზე ყადაღის დადება) და 88-ე (ყადაღა დადებული ქონების რეალიზაცია) მუხლების შესაბამისად. ამ ნაწილის ძველი რედაქციის შესაბამისად, ახალი მფლობელის ნებისმიერ სხვა იპოთეკას/გირავნობას ეძლეოდა უმცირესი ძალა იმ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე, ახალ რედაქციაში ასეთი ჩანაწერი საერთოდ აღარ ფიგურირებს.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილში შეტანილი დამატების შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაუქმებულად ითვლება განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე გატანილი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი ლოგიკურადაც ასეა, რამდენადაც სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევის შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ისედაც კარგავს აზრს.

საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის მე-5 ნაწილის ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მე-3 პირის მიერ საგადასახადო ორგანოდან საგადასახდო მოთხოვნის მიღების შემდგომ 20 კალენდარული დღის ვადაში შეუსრულებლობისას, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლეოდა მესამე პირის საბანკო ანგარიშიდან ჩამოეწერა და სალაროდან ამოეღო მევალის გადასახადები, ჯარიმები და საურავები. ახალი რედაქციის მიხედვით კი, ამ მიმართებით საგადასახადო ორგანოს უფლებები მნიშვნელოვნად გაიზარდა - ახლა მას უფლება ეძლევა ამ (მესამე) პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რაც შეეძლო დაეკისრებინა პირველი პირისთვის (უშუალოდ გადამხდელისათვის), ანუ ამიერიდან საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ თქვენი მოვალის საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაგიყადაღოს ქონება და გაგიყიდოს კიდეც იგი, ამასთან ცხადია, ძალაში რჩება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხების ჩამოწერა, სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

სსკ-ის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის ძველი რედაქციიის შესაბამისად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის პროცესი მოუქნელი იყო. იგი გარკვეულ ხარვეზებს ქმნიდა და ხელს არ უწყობდა საგადასახადო ორგანოებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის პროცესის ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვაში. ამ მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციისთვის აუქციონის გამოცხადებისა და მისი ჩატარების დროის მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია. კერძოდ, განცხადება აუქციონის შესახებ შეიძლება გაკეთდეს აუქციონის ჩატარებამდე 14 კალენდარული დღით ადრე, ცვლილებამდე რედაქციით გათვალისწინებული 30 კალენდარული დღის ნაცვლად. ამავე მუხლში (88- მუხლი) შეტანილი სხვა ცვლილებებისა და დამატების თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მხრიდან წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობას და აუქციონის პირობებს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო. ამასთან, არა მხოლოდ პირველ, არამედ განმეორებითი აუქციონის შემდგომაც შესაძლებელი გახდა პირმა ეს ქონება შეიძინოს უკანასკნელ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე გატანილი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება ჩამოეწერება, თუმცა, ეს უკანასკნელი განხორციელდება არა უმეტეს მისი საგადასახადო დავალების ოდენობისა.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 972 მუხლი (მომხმარებელთა უფლებების დაცვა): მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 1 იანვრიდან პირი ვალდებული ხდება ფასის მაჩვნებლებთან (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) ერთად თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლიც.

ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 103 მუხლის (საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ბანკი ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაცია ვალდებულია: 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ფიზიკური პირის ან საწარმოს/ორგანიზაციის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადსახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალება) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ პუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პუნქტში 2009 წლის 17 ივლისისN1527-რს კანონით უკვე იყო გარკვეული ცვლილებები შესული და იგი ძალაში უნდა შესულიყო 2010 წლის 1 იანვრიდან, თუმცა 2009 წლის 6 ნოემბრის N2036-IIს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, იგი საერთოდ ამოიღეს. სულ რაღაც ერთ თვეში, ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება კვლავ დაექვემდებარა გადასინჯვას: აღმოჩნდა, რომ საგადასახადო კოდექსში თუ აღნიშნული ეს პუნქტი აღარ იქნებოდა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებები უკვე აღარ იყვნენ ვალდებულნი გადამხდელებისთვის ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და მათ ახლად გახსნილი ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვების შეზღუდვის პასუხისმგებლობაც ეხსნებოდათ, რაც ცხადია, გაუთვალისწინებელ პრობლემებს შექმნიდა.

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2009 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „როგორ გამარტივდა და განმტკიცდა გადამხდელის უფლებები, ვწერდით, რომ გადამხდელების, ასევე, ექსპერტთა და სპეციალისტთა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია 2009 წლის 17 ივლისის N1527რს კანონის თანახმად, სსკ-ის 107-ე მუხლში (ქრონომეტრაჟის ჩატარების წესი) მე-6-ე ნაწილის სახით შეტანილმა დამატებამ. აღნიშნული დამატების საფუძველზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ან/ და სასტუმროში ქრონომეტრაჟის ჩატარების შემდეგ საგადასახადო ორგანოებს უფლება ეძლეოდათ გამოეთვალათ საშუალო დღიური ბრუნვა, ქრონომეტრაჟით დაფიქსირებული მაჩვენებლები შეედარებინათ გადამხდელის წინა წლის ანალოგიურ ბრუნვასთან და მეტობის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელისთვის გადაეანგარიშებინათ წინა პერიოდის გადასახადები ქრონომეტრაჟით დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების გათვალისწინებით. რბილად რომ ვთქვათ, ასეთი მიდგომა არ იყო ბოლომდე გააზრებული. გავლენიანი ჯგუფების ლობირების თუ გამოვლენილი ხარვეზის გასწორების მიზნით, ნორმა კვლავ დაექვემდებარა გადახალისებას და 2009 წლის 18 დეკემბრის ცვლილებებით საგადასახადო კოდექსის 107- მუხლიდან აღნიშნული მე-6 ნაწილი ამოღებულია. მაგრამ ამავე კანონით სსკ-ში დამატებით შევიდა 143N მუხლში (ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება), რომლის მიხედვით, ამიერიდან: თუ ქრონომეტრაჟით გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ან/და სასტუმროში 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვის გამოკლებით) არანაკლებ 10%25-ით მეტია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვაზე (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვის გამოკლებით), - პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის 50-მაგი ოდენობით.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 108-ე მუხლის (საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა) მე-2 ნაწილი - ამ ნაწილის ბოლოს დაემატა წინადადება: ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება, რითაც დაკონკრეტდა და გაიზარდა საგადასახადო ორგანოს უფლება საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას.

სსკ-ის 122-ე მუხლის (საგადასახადო საიდუმლოება) მე-9 ნაწილში შეტანილი დამატების შესაბამისად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თავის საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება, ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვად მისი საგადასახადო ინფორმაციის საგადასახადო ორგანოების მიერ მესამე პირისათვის გადაცემაზე.

გადამხდელისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ხანგრძლივ და მომქანცველ პროცესებთან, აგრეთვე, მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული საგადასახადო დავა. იგი ხშირად რამდენიმე წელსაც კი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, საგადასახადო კოდექსში 2009 წლის 17 ივლისის კანონით შესული ცვლილებებითა და დამატებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა დავების განხილვის პროცედურული ვადები, იგი მაინც საკმაო დროს და გადამხდელისგან მნიშვნელოვან ხარჯებს (სასამართლოს ბაჟი, საადვოკატო მომსახურების და სხვ.) მოითხოვს.

კანონპროექტის ავტორთა მიერ გაცხადებული მოტივაციის თანახმად, გადამხდელისთვის აღნიშნული ხარჯების შესამცირებლად (რაც ჩვენი აზრით, ნაკლებად სარწმუნოა), აგრეთვე, გადამხდელზე დაკისრებული სანქციების დროულად ამოღებისა და ბიუჯეტში მიმართვის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად ჩაითვალა და შემოღებულ იქნა გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმება, დავალიანების და ჯარიმის თანხის გადახდის შესახებ. შესაბამისად სსკ-ში დამატებით შევიდა ახალი XVII1 თავი (საგადასახადო შეთანხმება), რომელიც კოდექსში წარმოდგენილია 4-1281-1284 მუხლებით.

1281 მუხლით განმარტებულია საგადასახადო შეთანხმების არსი, რომელიც გულისხმობს გადასახადის გადამხდელთათვის საგადასახადო მორიგების გაფორმების შესაძლებლობას, როცა საგადასახადო ვალდებულების ჯამური (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ოდენობა აღემატება 10000 ლარს და არ არის აღიარებული გადამხდელის მიერ.

ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების შემცირება შესაძლებელია:

) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახდო დავის დაწყებამდე ან დავის წარმოების პეროიდში - გადასახდის ძირითადი თანხის ან/და სანქციის ნაწილში.

) სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების პერიოდში - სანქციის ნაწილში.

სწორედ აქ იბადება კითხვა: კი მაგრამ რატომ აღარ შეეძლებათ გადამხდელებს საგადასახადოშეთანხმების გაფორმება ძირითადი გადასახდელის ნაწილში სასამართლოში საგადასახადო დავის დაწყების, მიმდინარეობის ან კიდევ შემდგომ პერიოდში?

ეს ხომ არ არის ხაფანგი გადამხდელთათვის ან იძულება იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ არ გააფორმებს გადამხდელი საგადასახადო შეთანხმებას, იგი მომდევნო ეტაპზე - სასამართლოში, ძირითად გადასახადზე შეთანხმების უფლებას კარგავს და ამ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდოს თავი გადამხდელმა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას უნდა დასჯერდეს. საკითხის ამგვარი ფორმულირება არღვევს თანასწორუფლებიანობას, რომლის მიზანდასახულობა დეკლარირებულია სსკ-ის 153-ე მუხლის პირველ პუნქტში.

128² მუხლით გაწერილია საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცედურები, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (თანდართული მასალებით) შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნულ განცხადებას წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების შესახებ ღებულობს საქართველოს მთავრობა. იგი განსაზღვრავს აგრეთვე, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესს და პირობებს, გადასახდელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას და მისი გადახდის ვადებსაც.

ამავე მუხლით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში, აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საურავი 0.5%25 ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10%25-ისა.

კიდევ კარგი, რომ ამ უკანასკნელი ჩანაწერით ჯარიმის თანხა მნიშვნელოვნად შეიზღუდა, თორემ იგი საკმაოდ სოლიდური ტვირთი გახდებოდა გადამხდელთათვის (თვეში 15%25).

შეთანხმების გაფორმების დღიდან გადასახადის გადასახდელი საგადასახადო ვალდებულება ითვლება აღიარებულად და დაუშვებელია აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულების დაზუსტება. ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისა).

128³ მუხლით განსაზღვრულია, რომ საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება შემოსავლების სამსახურისა და გადასახადის გადამხდელს შორის, რომელშიც უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, შეთანხმების შინაარსი და პირობები, ასევე საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.

საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრებას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 1284 მუხლი, რომლის შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გასაჩივრდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ. აქაც ლოგიკურად შეიძლება დაისვას კითხვა - თუ პირი არ იყო უფლებამოსილი, თავიდანვე როგორ მოხდა მასთან შეთანხმების გაფორმება?!

სსკ- 146- მუხლის მე-8- ნაწილში შეტანილი დამატების შესაბამისად თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ნაწილში, გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისა (არაუფლებამოსილი პირის მიერ გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება). ჩემის აზრით, აქაც იზღუდება გადასახადის გადამხდელის უფლებები.

სსკ-ის 282-ე მუხლში (დასკვნითი დებულებები) დამატებით შეტანილი 2² ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი ხდება, სსკ-ში 2009 წლის 1 დეკემბერს N2192-II-ს კანონით შეტანილი ცვლილებების ამოქმედებამდე სასამართლოებში დაწყებული საგადასახადო დავის პერიოდშიც ან აღიარებული საგადასახადო დავალიანებაზეც.

აქვე აღვნიშნავ ჩემს გაოცებას იმასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია ამ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) 2³ ნაწილის დამატებამ, რომლითაც ახლად შემოღებული საგადასახადო შეთანხმების (XVIIN თავის) მოქმედების ვადა 2011 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.

როგორც ჩანს, ახლად შემოღებული საგადასახადო შეთანხმება დროებითი ექსპერიმენტული ღონისძიებაა, რომლის ეფექტურობის რეალობაში თვით ხელისუფლებასაც ეპარება ეჭვი და თუ ეს სიახლე საგამოცდო პერიოდში გაამართლებს, მას მომავალშიც გაუგრძელდება მოქმედების ვადა.

საგადასახადო შეთანხმების შესახებ მსჯელობას მეტს არ გავაგრძელებ, მისი ავკარგიანობა მას შემდეგ გამოჩნდება, როცა იგი პრაქტიკულად იქნება გამოყენებული გადამხდელთა მიერ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საგადასახადო ორგანოები ბოროტად არ გამოიყენებენ ამ ნორმას და საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო კანონმდებლობის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებით არ შეეცდებიან გადამხდელებს რაც შეიძლება მეტი აჰკიდონ, რათა შემდგომ საგადასახდო შეთანხმების გზით გარკვეული ნაწილის გადახდაზე მაინც დაიყოლიონ ისინი.

დამატებები შევიდა სსკ-ის 139-ე მუხლში (მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა). კერძოდ, ამ მუხლს დაემატა მე-14 და მე-15 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო- სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში - გამოიწვევს გადამხდელის დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.

0x01 graphic

ცხადია, ნორმის გამკაცრების მიზანია არაკეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ დასაბეგრი ბრუნვის დამალვის კვალის წასაშლელად ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევისა და საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის ინსცენირების შემთხვევათა აღკვეთა, რაზეც საწინააღმდეგო არავის არ უნდა ჰქონდეს, პირიქით - ეს სანქციები უფრო მკაცრიც უნდა იყოს.

აქვე დავსძენთ, რომ ზემოაღნიშნულ მუხლს დაემატა მე-16-ე ნაწილიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სსკ-ის 139- მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამავე მუხლის პირველი - მე-5 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5%25-ისა.

ვფიქრობთ, ეს დადებითი მომენტია, რამდენადაც ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ და მაღალმთიანი რაიონის სოფელში მომუშავე მეწარმეს ეს სანქციები არ შეიძლება ერთნაირად შეეფარდოს. ახალი წესის შესაბამისად, ასეთი დიფერენცირება სავსებით კანონზომიერი და სამართლიანია.

ცვლილებები შევიდა საქართველოს საგადსახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და 172 მუხლის „ვ და ზ“ ქვეპუნქტებში, რომლის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების შემოსავლების დაბეგვრასთან დაკავშირებული შეღავათების მოქმედების ვადა 2011 წლის 1 იანვრამდე გავრცელდა. ჩემის აზრით, აღნიშნულ შეღავათებზე ვადა საერთოდ არ უნდა იყოს განსაზღვრული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ტრადიციულად სოფლის მეურნეობის ქვეყანაა და აღნიშნული შეღავათები გარკვეული სტიმულის მიმცემი იქნება ამ დარგის განვითარებისთვის;

ასევე, 2011 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდათ საშეღავათო ვადები ჟურნალ - გაზეთების გამავრცელებელ სპეციალური ჯიხურების მფლობელთ აგრეთვე, ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ანხორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიებზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან, დახლებიდან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ან ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელად).

საშეღავათო დაბეგვრის პირობები გაგრძელდა ცალკეული გადამხდელებისთვისაც. კერძოდ, როგორც ეს სსკ-ის გარდამავალი დებულებების 41-ე ნაწილში დაფიქსირდა, 2009 წლის 1 იანვირდან 2012 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდებისა (მათ შორის სხვა მომხმარებლისათვის შემდგომი მიწოდების მიზნით) აგრეთვე, გადაცემის ან/და დისპეჩერიზაციის მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა განიხილება, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების შემადგენელი ნაწილი. 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 11 მარტამდე არსებულ პერიოდში ზემოაღნიშნულ მიწოდებასა და მომსახურებაზე დღგ-ის გადაუხდელობისათვის პირს საურავი არ დაეკისრება. ამასთანავე, პირს უფლება აქვს, მოახდინოს დასაბეგრი თანხის კორექტირება და კორექტირების შედეგად წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვალოს ან მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი ნორმების შესაბამისად, ცალსახად არ იყო გამოკვეთილი, იბეგრებოდა თუ არა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა ქონების რეალიზაცია დღგ-ითა და აქციზით (აქციზური საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში). აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრა სსკ-ის 225-ე მუხლის (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 255-ე მუხლში (აქციზით დასაბეგრი ოპერაცია) მე-2 ნაწილის დამატებამ, რომელთა თანახმად, ახლა უკვე გარკვეულია: დღგ-ით და აქციზით დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელის ქონების რეალიზაცია.

როგორც გადამხდელებს ახსოვთ, 2008 წლის 26 დეკემბრის N871 რს კანონით საგრძნობლად გაკეთილშობლდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი, კერძოდ, ამ ნაწილში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასაქონლო ზედდებულის - ცალკეული გრაფების შეუვსებლობის, ან/და დარღვევით შევსებისთვის საქონლის მთლიანი ღირებულებით გადამხდელის დაჯარიმების განმსაზღვრელი ქვეპუნქტების რაოდენობა. ყოფილ რედაქციაში ეს ნაწილი 7 ქვეპუნქტისაგან შედგებოდა, 2009 წლიდან კი დარჩა მხოლოდ 3, რომლებიც ვფიქრობთ, აუცილებელი და სავალდებულო იყო. მაგრამ.. 2009 წლის 18 დეკემბრის ცვლილებებით სსკ-ის 143-ე მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და იგი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ამ მუხლის ყოფილი რედაქცია ითვალისწინებდა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისას დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულებით, (დღგ-ისა და აქციზის გარეშე). ახალი რედაქციის შესაბამისად აღნიშნულთან ერთად დამატებით შემოღებულია ფინანსური სანქციები მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედდებულის გაუცემლობაზე ან კიდევ სასაქონლო ზედდებულის მიღებაზე უარის თქმაზე და აღნიშნული სანქციები 1000, 5000 ან კიდევ 10000 ლარის ტოლი იქნება, იმისდა მიხედვით, თუ აღნიშნული დარღვევა 12 თვის განმავლობაში განმეორდება მეორეჯერ, მესამეჯერ და ა. შ.

აქ გადამხდელთათვის სასარგებლო სიახლეა ის, რომ (ამ მუხლში) გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე, რეგულარული, უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში და საქონლის საბაჟო კანონმდებლობის გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების სპეციალური დღგ- ანგარიშფაქტურის არსებობისას.

0x01 graphic

აქვე მეწარმეთა ყურადღება განსაკუთრებით გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 143-ე მუხლში ეს სანქციები გამოიყენება 10000 ლარამდე ღირებულების საქონელზე, ხოლო 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შეძენა-ტრანსპორტირების შემთხვევაში უკვე დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003 მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 2009 წლის 25 დეკემბრის N2477 რს კანონით დამატებით შევიდა: მუხლი 2003 (სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი), რომლის „ი“ ნაწილის შესაბამისადაც:

- თუ ეს თანხა დიდი ოდენობისაა (10000-დან 25000-მდე) იწვევს შესაბამისი პირის დასჯას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

- ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით (25000 ლარზე მეტი) იწვევს დასჯას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე. ამასთან, ამ მუხლით ათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან ჯარიმით.

საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლს დაემატა ახალი 21 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც 2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა განიხილება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული საგდასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რედაქციული ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 და 155-ე მუხლის პირველ ნაწილებში, რომლებითაც დამატებით განისაზღვრა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების წესი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ იგი საგადასახადო დავის განხილვის ერთ ეტაპიან რეჟიმში ხდება.

ასევე, ცვლილება შევიდა სსკის 159-ე მუხლის (საბჭოს გადაწყვეტილება) პირველ ნაწილში, კერძოდ, აღნიშნული მუხლის „გ“ ქვეპუნქტში და თუ ამ პუნქტით 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებების შესაბამისად საბჭოს დავის განხილვის საფუძველზე შეეძლო ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა საჩივარი და ნაწილობრივ გაეუქმებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, ახალი რედაქციის მიხედვით კი საბჭოს უკვე შეუძლია ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რაც ლოგიკურია, რამდენადაც საჩივარი საბოლოო ჯამში საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას ეხება და თუ იგი შეიცვლება, ავტომატურ რეჟიმში ხდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმება, რომელმაც გადამხდელის საჩივარი გარკვეულად არ დააკმაყოფილა და მის გაუქმებას დამატებით გადაწყვეტილება აღარ უნდა სჭირდებოდეს, რამდენადაც საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ავტომატურად კარგავს ძალას.

კოდექსის 258-ე მუხლში (აქციზის განაკვეთები) განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აქციზური საქონლის ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა ჰომოგენიზებული და აღდგენილი თამბაქო, შედეგად მათი იმპორტი და წარმოება არ დაიბეგრება აქციზით. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს თამბაქოს ფოთლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენს (მტვერს), რომელიც შემდგომ გარკვეული ტექნოლოგიის მიხედვით აღდგენილია და მიცემული აქვს თამბაქოს ნედლეულის სასაქონლო ფორმა. ასეთი თამბაქო სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო ისეთივე ნედლეულია, როგორც ფოთლოვანი ან დაჭრილი თამბაქო, რომელიც აქციზისგან განთავისუფლებულია, როგორც სიგარეტისთვის საჭირო ნედლეული. ეს ცვლილება სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა. ამავე მუხლით, კიდევ ერთხელ (50 ლარიდან 80 ლარამდე) გაიზარდა შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპორტზე აქციზის განაკვეთი. (2009 წლის 17 ივლისის ცვლიბებამდე ის 1 ტონაზე მხოლოდ 25 ლარს შეადგენდა).

273-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, აქტივების აფასების ვალდებულება (შემოღებულია 2009 წლის 17 ივლისის ცვლილებებით) არ ევალებათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც თავის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და მას აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებს. მოცემული დამატებიდან გამომდინარე, საკითხავია, რა დაააშავეს სხვა საწარმოებმა, რომ მათ სამჯერ, ორჯერ ან კიდევ 1,5-ჯერ ეზრდებათ ქონების გადასახადი, თუ მათ 2004 წლამდე აქვთ შეძენილი, ან კიდევ ვერ დგინდება მათი შეძენის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლში დამატებით შევიდა 53-ე პუნქტი:

2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები 2010 წლის 1 იანვრიდან გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.

აღნიშნულმა დამატებამ (281-ე მუხლის 53-ე პუნქტი) გაურკვევლობა და ამავე დროს გაკვირვება გამოიწვია. ფაქტობრივად აღიარებულ იქნა ის, რომ აქამდე გადამხდელთა მიმართ განხორციელებული ე.წ. ორდღიანი ვადის დარღვევით გამოწვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლების გაუქმება და შესაბამისი სანქციების გავრცელება უსაფუძვლო და არამართლზომიერი იყო. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე ასეთი ანგარიშებით მიღებული ჩათვლები 2010 წლის 1 იანვრიდან აღარ გაუქმდება. მაგრამ ეს არ გავრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვალზე, მათ შორის, ჩათვლებზე რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავები. ეს უკანასკნელი ჩვენის აზრით არავითარ კომენტარს არ საჭიროებს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფო იმას დააკანონებს, რაც მას აწყობს და სულ არ აინტერესებს იგი საერთო სამართლებრივ ნორმებში ჯდება თუ არა.

როგორც უკვე შესავალ ნაწილში აღვნიშნეთ, 2009 წლის 1 დეკემბრის N2191-IIს კანონით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლში (აქციზის განაკვეთები), 2009 წლის 18 დეკემბრის კანონით კვლავ შევიდა ამ მუხლში დამატება და ცვლილება. საკითხავია, არ შეიძლება იგი ერთდროულად გაკეთებულიყო?!

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 270³ მუხლი (საბაჟო გადასახადის განაკვეთები). აღნიშნული მუხლით (2006 წლის 29 დეკემბრის N4242 რს კანონით) საბასაბაჟო გადასახადის 12 პროცენტიანი განაკვეთით დასაბეგრ საქონლის ჩამონათვალი - 151-ს შეადგენდა, 5%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი კი - 10-ს, ალკოჰოლური საქონლის ჩამონათვალი - 15-ს. 2008 წლის 26 დეკემბრის N871-რს კანონით ისინი შესაბამისად შემცირდა: 12%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალი - 144-მდე, 5%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი - 7-მდე, ალკოჰოლური საქონლისა კი კვლავ - 15 დარჩა. Aამასთან, იყო ხელისუფლების დაპირება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აღნიშნულ გადასახადს თანდათანობით კიდევ უფრო შეამცირებდა. 2009 წლის 18 დეკემბრის ცვლილებებით კი მოხდა პირიქით: 2010 წლის 1 იანვრიდან 12%25-იანი საბაჟო გადასახადით დასაბეგრი იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალი უკვე 219-ს შეადგენს, 5%25-იანი განაკვეთით დასაბეგრი - 2-მდე შემცირდა (ძირითადში იმის ხარჯზე, რომ ისინი 12%25-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში იქნა გადატანილი).

ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2705 მუხლში (საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლება) დამატებით შევიდა „ქ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებული საქონლის გარკვეული ნაწილი 2010 წლის პირველი იანვრიდან განთავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს (გარდამავალი დებულებები) დაემატა 56-ე ნაწილი, რომლის თანახმადაც, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 და 121 პუნქტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ქონების საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხა ჩამოეწერება ბოლო აუქციონზე ქონების გაცხადებული საწყისი ფასის ოდენობით, ხოლო თუ აუქციონზე ქონების გაცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ნულდება.

2.2 ფინანსური აუდიტის ჩრდილი და ნათელი

▲back to top


დასკვნა თუ მოსაზრება?!

0x01 graphic

თამაზ იაშვილი,
ექსპერტი სამეწარმეო და საგადასახადო საკითხებში

ჩვენი საწარმოს უცხოელმა პარტნიორმა ჩვენივე ფულით, მოიწვია უცხოური აუდიტორული ფირმა. ფული გადაგვახდევინეს წინასწარ. აუდიტორებმა ორი თვის მუშაობის შემდეგ მოგვცეს ერთფურცლიანი მოსაზრებები. როდესაც მოვთხოვეთ აუდიტი ჩაეტარებინათ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და მოეცათ აუდიტორის დასკვნა, აგვიხსნეს, რომ: აუდიტის არც საერთაშორისო და არც ნაციონალური სტანდარტები რაიმე დასკვნის გაცემას არ ითვალისწინებენ. ბოლოს, არც მათი მოსაზრებები დაგვიტოვეს - ამ მოსაზრებებს, ვინც აუდიტი დაგვიკვეთა იმას გადავცემთო.

გთხოვთ განგვიმარტოთ, რას იძლევა აუდიტორი - მიღებული საზღაურის ნაცვლად, უნდა მიიღოს თუ არა საწარმომ აუდიტორების მოსაზრებები და რა ფასი აქვს ასეთ მოსაზრებებს.

(სარედაქციო ფოსტიდან)

წერილი ითხოვს პასუხს სამ კითხვაზე:

1. ვალდებულია თუ არა აუდიტორი, აუდიტის შედეგები გააცნოს აუდირებული საწარმოს ხელმძღვანელობას.

2. რას იძლევა აუდიტორი, მისთვის გადახდილი ანაზღაურების ნაცვლად, ანუ რა არის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგი: დასკვნა თუ მოსაზრება?

3. რა ფასი აქვს აუდიტორის დასკვნასა თუ მოსაზრებას?

ყველაფერი დამოკიდებულია საწარმოს წესდებაზე და ხელშეკრულებაზე დამკვეთსა და აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას) შორის. გასათვალისწინებელია მეწარმეთა შესახებ კანონის დებულება, რომელიც უფლებას აძლევს საწარმოს დამფუძნებელს (პარტნიორს), აუდიტორის მეშვეობით შეისწავლოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა:

„ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშგების ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ, ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით“. (მუხლი 3.10).

ასეთ პირობებში, როდესაც აუდიტი ტარდება დამფუძნებლის ინიციატივით, დაკვეთითა და სახსრებით, ვფიქრობ, რომ აუდიტორი ვალებულია მომზადებული დოკუმენტი გადასცეს დამკვეთს, თუ ხელშეკრულება სხვას არ ითვალისწინებს. თუ აუდიტის შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში გამოვლინდება არსებითი შეცდომები, აუდიტის დამკვეთი (დამფუძნებელი), მოთხოვნის გარეშეც არ დააყოვნებს შედეგების გადაცემას საწარმოს ადმინისტრაციისთვის.

2. დასკვნა თუ მოსაზრება

აუდიტის ოფიციალურ ტექნიკურ დოკუმენტებში, რომლებიც გამოიცა პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ეგიდითა და რომელშიც მოყვანილია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, არის სტანდარტი 700 THE AUDITOR'S REPORT ON FINANCIAL STATEMENTS, რომელიც ქართულად ნათარგმნია აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე.

ტექნიკური დოკუმენტების 125-126 გვერდებზე განმარტებულია ფინანსური აუდიტის მიზანი. ქვემოთ მოყვანილია განმარტების ინგლისური და ქართული ტექსტები:

The objective of en audit of financial statements is to enable the auditor to express an opinion whether the financial statements are prepared, in all material respects, in accordance with an identified financial reporting framework. The Phrases used to express the auditor, s opinion are “give a true and fair view” or “present fairly, in all material respects”, which are equivalent terms. A similar objective applies 6tu the audit of financial or other information in prepared accordance with appropriate criteria

?ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანია შესაძლებლობა მისცეს აუდიტორს გამოხატოს თავისი მოსაზრება იმის შესახებ, მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურული საფუძვლების შესაბამისად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. აუდიტორის აზრის გამოსახატავად დასკვნაში გამოიყენება შემდეგი ექვივალენტური ფრაზები: უტყუარად და სამართლიანად ასახავს ან სამართლიანად ასახავს ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. მსგავსი მიზანი მისაღებია ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის აუდიტისათვისაც, რომელიც მომზადებულია შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

განმარტების ინგლისურ ტექსტში და შესაბამის ქართულ თარგმანში დასკვნა ნახსენები არ არის.

როგორც ვხედავთ, აუდიტის განმარტების ინგლისურ ტექსტში და შესაბამის ქართულ თარგმანში დასკვნა ნახსენები არ არის.

სტანდარტის დედნის თანახმად: The auditor, s report should contain a clear written expression of opinion on the financial statements taken as a whole.

სტანდარტის ქართული ვარიანტის თანახმად, აუდიტორის დასკვნა უნდა მოიცავდეს ნათლად და მკაფიოდ გამოხატულ წერილობით დასკვნას მთლიანად ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

სტანდარტის ქართული ვარიანტის მოყვანილი დებულების მიხედვით:

ა. The report-იც დასკვნაა; და

ბ. The opinion-იც.

გ. აუდიტორის დასკვნა კი უნდა შეიცავდეს ნათლად და მკაფიოდ გამოხატულ დასკვნას.

საგულისხმოა მე-700-ე სტანდარტის მეორე მუხლის თარგმანიც:

“The auditor Should review and assess the conclusions drown from the audit evidence obtained as the basis for the expression of an opinion on the financial statements,” რომელიც ასეა ნათარგმნი:

აუდიტორმა უნდა განიხილოს და შეაფასოს აუდიტორულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები და საფუძვლად დაუდოს ფინანსურ ანგარიშგებაზე თავის საბოლოო მოსაზრებას.

შემოწმებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე „მოსაზრების (opinion) გამოთქმა“ მიჩნეულია ფინანსური აუდიტის მთავარ მიზნად და აუდიტორის ამოცანად აუდიტის სტანდარტებსა და უკლებლივ ყველა აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინგლისურენოვან სახელმძღვანელოში.

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ქართული გამოცემის (აუდიტის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტები) თავფურცელზე მითითებული მთარგმნელები, რედაქტორები, ექსპერტები და კონსულტანტები, სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რა და რატომ მიჩნიათ სწორად და უკეთესად ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. შესაძლოა მოიძებნოს, არა-ერთი ლექსიკონიც, რომელშიც Report და opinion „დასკვნად“ იქნება თარგმნილი და მთარგმნელები, რომლებიც ასეთ თარგმანს მიიჩნევენ ადეკვატურად. მაგალითად, ი.ფ. ჟდანოვას „ახალი ინგლისურ-რუსული ეკონომიკური ლექსიკონი“ და რუსული აუდიტის მარეგულირებელი ნორმები. თუმცა, მრავალი სხვა ქართულ-ინგლისური, თუ რუსულ-ინგლისური ლექსიკონის თანხმად დასკვნა, Заключение ითარგმნება როგორც conclusion, inference და არა report ან opinion. Report არის „ანგარიში“, „მოხსენება“, Opinion - კი „მოსაზრება“.

ვფიქრობთ, რომ „მოსაზრება“ და „დასკვნა“, „აუდიტორის მოსაზრება“ და „აუდიტორის დასკვნა“ ექვივალენტური ცნებები არ არიან და report-ისა და opinion-ის თარგმნა „დასკვნად“, Adverse opinion-ის თარგმნა უარყოფით დასკვნად მოითხოვს სათანადო დასაბუთებას.

ფინანსური აუდიტის, სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგი, თავისი ბუნებითა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კონცეფციიდან გამომდინარე, ვერ იქნება-დასკვნა. იგი უფრო აუდიტორის ანგარიშია, რომელშიც გამოთქმულია აუდიტორის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად უტყუარად და სამართლიანად ასახავს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.

ბუნებრივია ისმება კითხვა: რით არის გამოწვეული ასეთი შეუსაბამობა სიტყვის ინგლისურ და ქართულ მნიშვნელობებს შორის?!

მთლიანად სტანდარტების საკმაოდ რთული და ძალზე სპეციფიკური ტექსტის თარგმანი, ოდნავაც არ იძლევა იმის საბაბს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მთარგმნელთა კვალიფიკაცია. სავარაუდოა, რომ თარგმანზე გავლენა მოახდინეს:

რუსულმა დოკუმენტებმა (მხოლოდ ისინი მიიჩნევენ აუდიტორის ანგარიშს დასკვნად);

კანონმა აუდიტორული საქმიანობის შესახებ; და იმანაც, რომ დასკვნა უფრო ადვილი გასაგები იქნებოდა იმ შპს-დ ჩამოყალიბებული ჯიხურებისთვის, რომელთა „მენეჯერებისთვის“ აუდიტი გამოძალვის ახალ ფორმად მოიაზრებოდა მხოლოდ, არც მთლად უსაფუძვლოდ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა ფულის გადახდის მოთხოვნა და ფულის გადახდა დასკვნისთვის, ვიდრე აუდიტორის ანგარიშისათვის და მითუმეტეს ახალგამოჩეკილი აუდიტორის „მოსაზრებებისთვის“.

საინტერესოა, რითი იყო გამოწვეული აუდიტორის ანგარიშისა და აუდიტორის დასკვნის ცნებების არევა რუსულ გამოცემებში. არც ამ კითხვაზე აღმოჩნდა პასუხის მოძიება ძნელი:

ა. აუდიტის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე უცხოელი ავტორების რუსულ თარგმანებში, რომლებიც გამოსულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთში აუდიტორული საქმიანობის პრაქტიკის შემოღებამდე, ყველგან გამოყენებულია აუდიტორის მოსაზრება და აუდიტორის ანგარიში. მათ შორის:

. ადამსი. აუდიტი. რუსული თარგმანი ინგლისურიდან. აუდიტორის დასკვნა-ანგარიში, რომელსაც მოითხოვს კანონი. წიგნის პირველი ქვეთავის დასახელებაა: კანონის მოთხოვნა აუდიტორის ანგარიშისადმი სტანდარტი (APC) „აუდიტორის ანგარიში“.

როი ჯოჯი აუდიტის სტანდარტებისა და ნორმების მოკლე სახელმძღვანელო“, წიგნში ნახსენები არ არის „აუდიტორის დასკვნა“. აუდიტის სტანდარტებზე დაყრდნობით, აუდიტორი იყენებს ცნებებს: აუდიტორის მსჯელობა, აუდიტორის მოსაზრება, აუდიტორის ანგარიში.

.. რობერტსონი აუდიტი, აუდიტორის ანგარიშს იყენებს თავის ფუნდამენტურ ნაშრომში აუდიტი. აუდიტორის ანგარიშია გამოყენებული ამ ნაშრომის რუსულ თარგმანშიც (სავსებით სამართლიანად).

ჩარლზ ფოქსის ძალზე საინტერესო ნაშრომის, ხელშეკრულების მომზადების მაღალ დონეზე შესრულებულ რუსულ თარგმანში, აუდიტორის პროფესიული საქმიანობის, აუდიტორული შემოწმების შედეგი მოხსენიებულია აუდიტორის ანგარიშად. ვფიქრობთ, რომ ცნობილ ამერიკელ იურისტს არ უნდა ეშლებოდეს დასკვნა, „მოსაზრება“ და ანგარიში ერთმანეთში.

ასე იყო რუსულენოვან გამოცემებში, სანამ აუდიტი არ იქცა სერიოზული შემოსავლის წყაროდ ყოველგვარი კონტროლისა და პასუხისმგებლობის გარეშე.

აუდიტის ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში კანონიერი შემოსავლების ძალზე ეფექტური წყაროა. ეს გარემოება არ გამოეპარათ არც რუსული აუდიტის ფუძემდებლებს, რომელთათვისაც კარგად იყო ცნობილი განსხვავებები დასკვნასა და მოსაზრებებს, ასევე იმ გავლენას შორის, რომელსაც ეს სიტყვები ახდენენ რიგით მოქალაქეებზე და მეწარმეებზე პოსტკომუნისტურ სივრცეში. შედეგიც ადეკვატურია, 1992 წლის შემდეგ გამოცემულ აუდიტის საკითხებისადმი მიძღვნილ უკლებლივ ყველა რუსი ავტორისა თუ ნათარგმნი ტექსტის თანახმად აუდიტორი იძლევა «Заклячение»-ს, ანუ დასკვნას მიუხედავად იმისა, რომ ასევე უკლებლივ ყველა ორიგინალურ ტექსტში დასკვნა ნახსენები არ არის.

0x01 graphic

არანაკლებ ბუნდოვანია აუდიტის განმარტებისა და მთლიანად აუდიტის სტანდარტების საბაზო ცნებები: არსებითი და არსებითი ასპექტი. ამ ბუნდოვნებას, ნაწილობრივ ხსნის ქათულ ენაზე გამოცემული მონტგომერის აუდიტი, რომლის 462-ე გვერდზე სრულიად გასაგებადაა მითითებული, რომ: „ამ კითხვაზე ჯერ არ არსებობს პასუხი ლიტერატურაში“. ამ ნაშრომში, აუდიტორის დასკვნასთან ერთად შეხვდებით:

  • „აუდიტორის აზრის შემცველი პარაგრაფი“, იგულისხმება აუდიტორის ანგარიშის ბოლო, დასკვნითი აბზაცი, სადაც აუდიტორი გამოთქვამს, მის ანგარიშში დასაბუთებულ მოსაზრებას აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. (გვ. 494).

  • „აუდიტორის ძირითადი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ...“, „რაც გულისხმობს რომ აუდიტორის დასკვნა, მისი ანგარიშის ნაწილია“ (გვ. 494).

  • „აუდიტორული შემოწმების ანგარიში“ (გვ. 864) და სხვა.

მკითხველი აუცილებლად იკითხავს, რატომ არის მონტგომერის აუდიტის ქართულ თარგმანში ნახმარი აუდიტორის „მოსაზრების“ ნაცვლად, აუდიტორის დასკვნა. პასუხი მარტივზე მარტივია. წიგნი რუსული თარგმანიდანაა გადმოთარგმნილი. სავარაუდოა, რომ ამითაც აიხსნება წიგნის დასახელებასთან დაკავშირებული (რბილად რომ ვთქვათ) უხერხულობა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წინათქმაში, ვკითხულობთ: რომ robert Montgomeris ნაშრომს, მეშვიდე გამოცემის შემდეგ, ავტორის საპატივცემულოდ “audit- montgomeri” ეწოდა. წიგნის ყდაზე კი ვკითხულობთ:

- ქართულად “montgomeri auditi”.

- ინგლისურად “MONTGOMERY'S AUDITING”.

შესაძლოა არ ღირდა ყურადღების გამახვილება მრავალგვერდიან ორტომეულში ერთი სიტყვის შესაძლო არასწორ თარგმანზე, რომ არა ჩვენი აზრით საგულისხმო გარემოება.

დასკვნა, სამეურნეო ურთიერთობებში, როგორც წესი გულისხმობს მკაცრად ჩამოყალიბებულ, სამართლებრივი, მტკიცებულების ძალის შესასრულებლად გასათვალისწინებელ დოკუმენტს, ან დოკუმენტის (მსჯელობის) ბოლო ნაწილს, კონკრეტული საკითხის, ამოცანის ირგვლივ. მაგალითად: ექსპერტის დასკვნა, კომისიის დაკვნა და სხვ.

ფინანსური აუდიტის, სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგი თავის ბუნებითა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების კონცეფციიდან გამომდინარე, ვერ იქნება - დასკვნა. იგი უფრო აუდიტორის ანგარიშია შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის აუცილებელი ელემენტია აუდიტორის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად უტყუარად და სამართლიანად ასახავს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ყველა არსებითი ასპექტის გავალისწინებით.

ვნახოთ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს აუდიტის შედეგი, აუდიტორის მოსაზრება დასკვნად ამ ცნების ყველაზე მარტივი მნიშვნელობით.

რას იძლევა აუდიტორი, მისთვის გაცემული ანაზღაურების ნაცვლად?

მოვიყვან დებულებებს იმავე აუდიტის ოფიციალურ ტექნიკურ დოკუმენტებიდან.

სტანდარტი 200 მუხლი 8. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუდიტი განკუთვნილია იმის დასაბუთებული გარანტიის უზრუნველსაყოფად, რომ მთლიანად ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს.

იქვე, მე-9 მუხლში ვკითხულობთ: აუდიტს ახლავს თანმდევი შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის აუდიტორს, არსებითი უზუსტობების გამოვლენაში. (სავარაუდოა აქაც მთლიანად, ან ნაწილობრივ. შენიშვნა ავტორის).

სტანდარტი 240 თაღლითობა და შეცდომები, რომელიც არეგულირებს აუდიტორის პასუხისმგებლობას და რომლის მიზანია დაადგინოს სტანდარტები და მითითებები აუდიტორის პასუხისმგებლობაზე, გაითვალისწინოს თაღლითობისა და შეცდომების არსებობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, ვკითხულობთ:

შეცდომებისა და თაღლითობის თავიდან აცილებისა და აღმოჩენის პასუხისმგებლობა აკისრია ხელმძღვანელობას ადეკვატური ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემების დანერგვისა და უწყვეტი ფუნქციონირების გზით.

120- სტანდარტი მუხლი 6 გარანტიის დონეები:

გარანტია (რწმუნება) აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სტრუქტურული საფუძვლების კონტექსტში აღნიშნავს აუდიტორის დაკმაყოფილებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გამოსაყენებლად წარდგენილი მტკიცებულების საიმედობით.

სტანდარტის მოყვანილი დებულებიდან მთლად ნათელი არ არის რომელია ერთი, რომელი მეორე მხარე და რას გულისხმობს „გარანტია“ აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სტრუქტურული საფუძვლების კონტექსტში. მთლად გაუგებერია რა კავშირია გარანტიასა და რწმუნებას შორის.

ფინანსური აუდიტის კონტექსტში აუდიტორის პასუხისმგებლობასა და „გარანტიებთან“ დაკავშირებული ბუნდოვანებები ამით არ ამოიწურება, მათ შორის:

სტანდარტი 120 მუხლი 7. აუდიტზე გარიგებაში აუდიტორი უზრუნველყოფს გარანტიის მაღალ მაგრამ არა აბსოლუტურ დონეს იმის შესახებ, რომ აუდიტს დაქვემდებარებული ინფორმაცია არ შეიცავს არსებით უზუსტობებს.

სტანდარტი 240 მუხლი12. აუდიტი ექვემდებრება იმის გარდაუვალ რისკს, რომ ფინანსური ანგარიშგების ზოგიერთი არსებითი უზუსტობა ვერ იქნება აღმოჩენილი მაშინაც, როდესაც აუდიტი სათანადოდ არის დაგეგმილი და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის ჩატარებული.

სტანდარტი 400 მუხლი 41. აღსანიშნავია, რომ შეუმჩნევლობის გარკვეული რისკი (იმის რისკი, რომ აუდიტორი ვერ აღმოაჩენს ისეთ უზუსტობას, რომელიც ცალკე არებული ან სხვა უზუსტობასთან ერთად შეიძლება არსებითი იყოს) ყოველთვის იარსებებს, მაშინაც კი როდესაც აუდიტორმა უნდა შეამოწმოს ანგარიშების ნაშთების ან ოპერაციათა კატეგორიების 100 პროცენტი, რადგან აუდიტორულ მტკიცებულებათა უმეტესობა დასკვნის საფუძვლად გამოდგება, მაგრამ, თავისთავად დასკვნას არ წარმოადგენს.

მოყვანილი დებულებიდან გაუგებარია:

ა. რას გულისხმობს „აუდიტორულ მტკიცებულებათა უმეტესობა დასკვნის საფუძვლად გამოდგება, მაგრამ თავისთავად დასკვნას არ წარმოადგენს“.

ბ. როგორია იმის გარკვეული რისკის ხარისხი, რომ აუდიტორი ვერ აღმოაჩენს ისეთ უზუსტობას, რომელიც ცალკე არებული ან სხვა უზუსტობასთან ერთად შეიძლება არსებითი იყოს, მაშინაც კი როდესაც აუდიტორმა უნდა შეამოწმოს ანგარიშების ნაშთების ან ოპერაციათა კატეგორიების 100 პროცენტი, ანუ აუდიტორის სავსებით და სრულიად დადებითი დასკვნის პირობებში აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შესაძლოა აღმოჩნდეს არსებითი უზუსტობები და ის, რომ იგი უტყუარად და სამართლიანად ვერ ასახავს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას.

ასეთ პირობებში ღიმილის (რბილად რომ ვთქვათ) მომგვრელია მე-700 სტანდარტის- 13 მუხლი, რომლის ქართულ რედაქციას მოვიყვან სრულად:

„დასკვნაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტი დაგეგმილი იყო და შესრულდა იმ მიზნით, რომ აუდიტორს მიეღო დასაბუთებული გარანტია იმისა რომ ფინანსური ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს“.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ აუდიტისა და აუდიტორული დასკვნის კიდევ ერთი ძალზე უხერხული თავისებურება. საქმე იმაში გახლავთ, რომ საწარმოს, რომელსაც აქვს კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა, რაც სრულად, უტყუარად და სამართლიანად არის ასახული საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში, აუდიტორი გასცემს უპირობოდ დადებით დასკვნას, ყოველგვარი შენიშვნების გარეშე, სტანდარტებისა და კანონის სრული დაცვით.

ქართული აუდიტის დამსახურება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და მთლიანად აუდიტის ინსტიტუტისადმი, არ ამოიწურება აუდიტორის მოსაზრებისაუდიტორის დასკვნით შეცვლით.

ქართველი აუდიტორები აფასებენ ქონებას. არავის აფიქრებს, რომ არც აუდიტის საერთაშორისო სტანადარტები და არც საქართველოს კანონი აუდიტორული საქმიანობის შესახებ აუდიტორების მიერ ქონების შეფასებას არ ითვალისწინებენ (აუდიტორების დასკვნებში შეფასების შესახებ შეხვდებით აღნიშვნას, რომ შეფასება შესრულებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტორული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად). უკვე 15 წელზე მეტია ბუღალტრები აფასებენ სახლებსა და დაუმთავრებელ მშენებლობებს, საზღვაო და საჰაერო ხომალდებს, პორტებსა და აეროპორტებს, ყველაფერს რასაც დამკვეთი ისურვებს.

მომსახურების ამ სფეროში, ისე როგორც არსად, ძალაშია წესი მყიდველი ყოველთვის მართალია და როგორც წესი შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულება ზუსტად ემთხვევა დამკვეთის ვარაუდებსა და ინტერესებს.

ასეთი ფენომენი ადვილად შეიძლება აიხსნას გამორჩეული ქართული ნიჭით. ბრიტანელებს კი დამოუკიდებელი შემფასებლის სტატუსის მისაღებად უხდებათ ბევრად უფრო რთული გზის გავლა. იმისათვის, რომ ბრიტანელმა მიიღოს ქონების შეფასების უფლება აუცილებელია იგი გახდეს დამოუკიდებელ შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის წევრი (რომელიც შეიქმნა 1861 წელს ხელმწიფის საგანგებო ქარტიით), მას უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო განათლება შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტში აკრედიტებულ ერთ-ერთ უნივერსიტეტში, გავლილი არანაკლებ 2 წლიანი სტაჟირება საშემფასებლო ფირმაში - შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის წევრის ხელმძღვანელობით და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები.

აუდიტის ინსტიტუტის 15 წლიანი განვითარება გვიჩვენებს (როდესაც მხოლოდ ერთ თუ ორ ორგანიზაციას აქვს აუდიტორების მომზადებისა და ატესტირების უფლება, ლიცენზირება კი საერთოდ გაუქმებულია), რომ ასეთი აუდიტი, ქონების შეფასება და შემფასებლები ძალზე საჭირო და მოხერხებულია ყველასათვის. იგი აწყობს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მათ თანამემამულე და უცხოელ მეგობრებსა და ექსპერტებს.

აუდიტის სტანდარტებისა და აუდიტის ინსტიტუტისადმი ასეთ მიდგომას, რომელსაც უკეთესს ვერ დავარქმევთ, მოჰყვა სრულიად ლოგიკური გაგრძელება: აუდიტის ინსტიტუტის სრული პროფანაცია - 25 და 50 ლარიანი უპირობოდ დადებითი აუდიტორული „დასკვნები“ ჯიხურების, ორკაციანი მაღაზიების „წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებზე“, ყოველ კუთხეში გამოკრული განცხადებები: „ლამინირება. „ყურის გახვრეტა. აუდიტი“ და შედეგად სავალდებულო აუდიტის სავსებით სამართლიანი და მასშტაბური შეზღუდვები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, არის თუ არა საერთოდ საჭირო „აუდიტი“?.

მიუხედავად გამოთქმული შენიშვნებისა, ძალაშია კანონი აუდიტორული საქმიანობის შესახებ, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, ფაქტიურად აღიარებული აუდიტის ნაციონალურ სტანდარტებად. ცალკეული სამეურნეო სუბიექტებისთვის ძალაშია სავალდებულო აუდიტი.

პრაქტიკულად არ არსებობს ალტერნატივა, როდესაც აუდიტორულ შემოწმებას მოითხოვს საწარმოს არსებული, თუ პოტენციური კონტრაგენტი, დაინტერესებული საწარმოს ფინანსური მდგომარეობითა და შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებით (ბანკი, ინვესტორი, სხვა კრედიტორი, სტრატეგიული მომწოდებელი და მომხმარებელი).

ძალზე მნიშვნელოვანია აუდიტთან დაკავშირებული ისეთი სამუშაოები, როგორებიცაა: შეთანხმებული პროცედურები და კომპილაცია. როდესაც აუდიტორი, სამეურნეო სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, სწავლობს საწარმოს სამეურნეო საქმიანობის კონკრეტულ ცალკეულ სეგმენტს, იღებს ვალდებულებას ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებაზე (აღდგენაზე), ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმებაზე, შიდა კონტროლის სამსახურის მოწესრიგებაზე და სხვ.

ძალზე ფართოა ნებაყოფლობითი აუდიტის სფერო, როდესაც საწარმო და აუდიტორი თანხმდებიან აუდიტის მოცულობაზე, სიღრმეზე, შედეგების საიმედობაზე და პასუხისმგებლობის ფარგლებზე. ხელშეკრულებაში, ნებაყოფლობითი აუდიტის შესახებ საწარმოს (დამკვეთს) საშუალება აქვს სრულად გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები, მიმდინარე და სამომავლო პრობლემები. ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მეწარმემ:

- სრულად გააცნობიეროს აუდიტის შესაძლებლობები და ერკვეოდეს რას შეიძლება ელოდე აუდიტისა და აუდიტორისგან და რას არა.

- შეეძლოს სწორად გააფორმოს ხელშეკრულება აუდიტორთან. სწორად განსაზღვროს აუდიტის მოცულობა. ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს აუდიტორის მიერ დეტალური ანგარიშის წარმოდგენა.

- დროულად შეისწავლოს აუდიტორის ანგარიში, გააანალიზოს გამოვლენილი ხარვეზები, დაგეგმოს და გადადგას ეფექტური ნაბიჯები მათი გამოსწორებისა და აღკვეთისათვის.

არის კიდევ რამდენიმე ძალზე არსებითი გარემოება, რომლებიც ადასტურებენ ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებელი ფიფინანსური აუდიტისა და მთლიანად ფინანსური აუდიტის ინსტიტუტის უალტერნატივობას ცივილიზებული ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში (მიუხედავად აუდიტისა და მთლიანად ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ცნობილი ნაკლოვანებებისა). ფინანსური ანგარიშგება დგება ასეთი ანგარიშგების გარე მომხმარებლებისათვის, მათ მიერ დასაბუთებული ეკონომიკური გადწყვეტილების მისაღებად. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საწარმოს ფინანსური მდგომარეობით, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ მის სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან. ასეთ პირობებში საწარმო, არა-ერთი მიზეზით, რბილად რომ ვთქვათ, ცდილობს შეალამაზოს თავისი ფინანსური ანგარიშგება (დღემდე ძალაშია ნახევრად ხუმრობით ნათქვამი, არსებობს ოთხი სახის ტყუილი: პატარა, დიდი, ძალიან დიდი ტყუილი და ფინანსური ანგარიშგება), რაც გამორიცხავს ფინანსური ანგარიშგების გარე მომხმარებლის მიერ სრული და საიმედო ინფორმაციის მიღებას ყველა გამომდინარე შედეგებით. სწორედ ამ კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება ფინანსური აუდიტის ინსტიტუტი, აუდიტის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, პროფესიული ეთიკის ნორმები, აუდიტორების სწავლების, ატესტაციისა და ლიცენზირების ორგანოები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ კვალიფიციური და დამოუკიდებელი აუდიტის გარეშე, ძალზე სადავო ხდება ფინანსური ანგარიშგების, როგორც დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის ღირებულება.

ასეთ პირობებში, ქვეყანაში, ცივილიზებული ბუღალტრული აღრიცხვის არსებობა მოითხოვს ძალზე სერიოზულ დასაბუთებას, ნაცვლად აუდიტორების სერტიფიცირებაზე მოთხოვნების ამაღლებისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის მიღების პირობების გამკაცრებისა, საქართველოში საერთოდ უქმდება აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირება.

2.3 კორპორაციული მდივანი - ახალი ხედვა და ამოცანები

▲back to top


0x01 graphic

ბორის ჯანჯალია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალისტი

კორპორაციული მდივნის ინსტიტუტი დღეს უკვე აღარ წარმაოდგენს სიახლეს როგორც უცხოეთში, ისევე საქართველოში. ბევრი რამ დაწერილა თუ თქმულა ამ თანამდებობის პირის მნიშვნელობაზე კომპანიაში კარგი კორპორაციული მართვის კულტურის დამკვიდრების და განვითარების თვალსაზრისით.

აღმოცენებული ანგლო-საქსონური სამართლის ქვეყნებში (ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია), კორპორაციული მდივნის ინსტიტუტმა ადგილი დაიმკვიდრა ასევე სხვა სამართლის ოჯახის ქვეყნებშიც. დღეს კორპორაციული მდივნის არსებობა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მოქმედი კანონმდებლობით (მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ყაზახეთი ითვალისწინებენ კორპორაციული მართვის მდივნის აუცილებლობას იმ კომპანიებში, რომელთა აქციებიც იყიდება საფონდო ბირჟაზე),1 ისევე როგორც მხოლოდ კორპორაციული მართვის კოდექსით (უკრაინა და რუსეთი)2, რომელიც წარმოადგენს ე.წ. “soft law”-ს და მისი დებულებები წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის ნორმებს.3 იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი კორპორაციული მართვის კულტურა არ არის სათანადოდ განვითარებული, კორპორაციული მდივნის პოზიცია შეიძლება გათვალისწინებული იყოს ცალკეული კომპანიების შიდა აქტებით (წესდება ან დებულება კორპორაციული მდივნის შესახებ).

კორპორაციული მდივნის მოვალეობები მრავალფეროვანია, თუმცა მათი პირობითი დაყოფა მაინც შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად: მოვალეობები აქციონერებთან მიმართებაში, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატთან მიმართებაში; და ბოლოს, მოვალეობები კომპანიასთან მიმართებაში.

შეიძლება ითქვას, რომ აქციონერისათვის კორპორაციული მდივანი არის პირველი საკონტაქტო პირი კომპანიაში. მართლაც, ის აწვდის აქციონერებს მათთვის საჭირო ინფორმაციას, ან ცდილობს მოუგვაროს ის საკითხები, რომლებიც წარმოადგენს ინტერესს აქციონერებისათვის. კორპორაციული მდივანი ამზადებს საერთო კრების სხდომებს, აწარმოებს კრების ოქმებს და უზრუნველყოფს მათ სათანადო შენახვას და ხელმისაწვდომობას აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. რაც შეეხება კორპორაციული მდივნის მოვალეობებს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატთან მიმართებაში, ის ასევე გვევლინება როგორც მთავარი ფიგურა ახლად არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს და ახლადდანიშნულ დირექტორატის წევრებისათვის, რომელიც მიაწვდის მათ ინფორმაციას კომპანიის და მიმდინარე საქმეების შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სათანადო ტრენინგებს ჩაუტარებს მათ. კორპორაციული მდივანი ვალდებულია დროული და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მმართველი ორგანოების წევრებს. ასევე, პასუხისმგებელია მათი სხდომების ოქმების შედგენა-შენახვაზე.

კორპორაციული მდივნის მოვალეობები კომპანიასთან გარკვეულწილად უკვე მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ვინაიდან აქციონერთა უფლებების დაცვა და კომპანიის მმართველობის ორგანოების გამართული მუშაობა შეეხება კომპანიის ძირეულ ინტერესებს, თუმცა ასევე კორპორაციული მდივნის მოვალეობები კომპანიის წინაშე გამოიხატება კონტროლის განხორციელებაში იმაზე, თუ რამდენად პასუხობს კომპანიის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციულმა მდივანმა დაიცვას კონფიდენციალურობა და გაუწიოს კოორდინაცია აქციონერების, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის საქმიანობასა და ურთიერთობებს. აღნიშნული მოვალეობებიდან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხები განვიხილოთ და ამასთან, შევეხებით იმ ახალ დატვირთვას, რაც კორპორაციულ მდივანს გასულმა წლებმა და მომხდარმა მოვლენებმა შემატა.

უპირველეს ყოვლისა, გავაანალიზებთ კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიცაა აქციონერთა საერთო კრების მოწვევა და ჩატარება. საერთო კრება, როგორც კომპანიის მმართველობის უმაღლესი ორგანო წარმოადგენს რეალურ შესაძლებლობას აქციონერებისთვის მიიღონ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მიღწევების, სამომავლო გეგმების შესახებ და გადაწყვიტონ კომპანიისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. მოცემულ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული კორპორაციული მდივნის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე, თუ გავითვალისწინებთ იმ ღონისძიებათა სიმრავლეს, რაც აუცილებელია საერთო კრების მოსაწვევად, ჩასატარებლად და მასზე მიღებული შედეგების დასაფიქსირებლად.

0x01 graphic

აქციონერთა კრებისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს დღის წესრიგი. კორპორაციული მდივანი ამზადებს პროექტს (სამეთვალყურეო საბჭოს მითითებების შესაბამისად), ახდენს მის ცირკულირებას, უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს შორის დღის წესრიგთან არსებული დავის გადაწყვეტას და დღის წესრიგის დროულ დამტკიცებას, რათა მოხდეს მისი გამოქვეყნება და აქციონერებისათვის მიწოდება. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციულმა მდივანმა წინასწარ დაადგინოს ყველა ის აქციონერი, ვისაც უნდა დაეგზავნოს მოსაწვევი კრებაში მონაწილეობის მისაღებად, ან უზრუნველყოს ბეჭდვით ორგანოში შეტყობინების გამოქვეყნება.4 ამასთან, კორპორაციულმა მდივანმა უნდა უზრუნველყოს საერთო კრების მუშაობაში იმ პირთა მოწვევა, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარე უნდა დაესწრონ საერთო კრების მუშაობას (მაგალითად, გარე აუდიტორი ან კომპანიის აქციათა რეესტრის მწარმოებელი დამოუკიდებელი რეგისტრატორი).

საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, ასევე აუცილებელია, რომ კორპორაციულმა მდივანმა გაუკეთოს კოორდინაცია სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის წევრების მუშაობას, აქციონერებისათვის დღის წესრიგში შესულ საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესამუშავებლად. ამის გარდა, კორპორაციული მდივანი ასევე კოორდინაციას უწევს კომპანიის სხვა ორგანოებს საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტების მომზადებაში. კორპორაციული მდივანი აკონტროლებს სხვა ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას, რომლებიც აუცილებელია საერთო კრების გამართული მუშაობისათვის (მაგალითად, აუდიო ან ვიდეო ჩაწერა, საჭირო კომპიუტერული უზრუნველყოფა და ა.შ.) და ბოლოს, მოსამზადებელი სამუშაოებიდან ასევე უნდა აღინიშნოს კორპორაციული მდივნის მოვალეობანი მოამზადოს საარჩევნო ბიულეტენი, დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს და უზრუნველყოს დაბეჭდილი ბიულეტენების სათანადოდ შენახვა საერთო კრების დაწყებამდე.

რაც შეეხება თავად საერთო კრების ჩატარებას, კორპორაციული მდივანი უზრუნველყოფს აქციონერთა რეგისტრაციის პროცესის გამართულობას, პასუხობს აქციონერთა კითხვებს პროცედურულ თუ სხვა საკითხებზე (ისევე, როგორც აწვდის აქციონერებს მათთვის საჭირო ინფორმაციას კრების დაწყებამდე და უზრუნველყოფს აქციონერების მიერ წამოჭრილი საკითხების საერთო კრების დღის წესრიგში შეტანას), ასრულებს კრების მდივნის ფუნქციას, ხმის მიცემის შემდეგ აცხადებს კენჭისყრის შედეგებს. ამასთან, კორპორაციული მდივანი უზრუნველყოფს სათანადო პროცედურების დაცვას - ფორუმის არსებობას, ხმის მიცემას სწორი თანმიმდევრობით, გადაწყვეტილების მიღებას საჭირო ხმების რაოდენობით, ხოლო საერთო კრების დამთავრების შემდგომ უზრუნველყოფს საერთო კრების ოქმების სათანადო შენახვას და მოთხოვნის შემთხვევაში - აქციონერებისათვის მიწოდებას.

კორპორაციული მდივნის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. გარდა ზემოაღნიშნული რამდენიმე ფუნქციისა (ახალი წევრების გაცნობა კომპანიასთან, ახალი და უკვე არსებული წევრების ტრენინგი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება), კორპორაციული მდივანი სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის წევრებს კონსულტაციებს უწევს იურიდიულ, ფინანსურ და სხვა საკითხებზე, აცნობს მათ კომპანიის შიდა დოკუმენტებს, უზრუნველყოფს მათი შეხვედრების მომზადებასა და ჩატარებას, ხოლო შეხვედრის დროს მოქმედი კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურების დაცვას. კორპორაციული მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის პრაქტიკული მხარეების გადაწყვეტას - თუ სად ჩატარდება სხდომა და როგორია დღის წესრიგი, ის ასევე აცნობს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის წევრებს როგორც საერთო კრების, ისევე სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებების შესახებ. რა თქმა უნდა, ის ასევე გვევლინება როგორც სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის სხდომების მდივანი და ჩართულია მმართველობითი ორგანოების თვითშეფასების პროცესში.

კორპორაციული მდივნის კომპანიის წინაშე მოვალეობების შესახებ საუბრისას შესაძლოა განვიხილოთ ისინი კომპანიის შიდა და გარე ჭრილში. რაც შეეხება კომპანიის შიდა ურთიერთობებს, აქ აღსანიშნავია კორპორაციული მდივნის მოვალეობები, დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვასა ამის მიწოდებასთან საამისოდ უფლებამოსილი პირებისათვის; მოვალეობები, რომლებიც შეეხება კომპანიის შიდა დოკუმენტების შენახვას, აღრიცხვასა და დამოწმებული ასლების გაცემას ისევე, როგორც კომპანიის შიდა აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება გარე ურთიერთობებს, აქ შეიძლება აღინიშნოს კორპორაციული მდივნის მოვალეობები კომპანიის მიერ ანგარიშების შედგენის, შემდეგ ამ ანგარიშების რეგულატორისთვის წარდგენის (ანგარიშვალდებული საწარმო(ები)-ს შემთხვევაში)5 და ღია ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორც კორპორაციული მდივნის ზემოთ მოცემული მოვალეობები ცხადყოფს, მას ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც თავის მხრივ, კომპანიისგანაც მოითხოვს გარკვეული ღონისძიებების გატარებას სათანადოდ უფლებამოსილი და დამოუკიდებელი კორპორაციული მდივნის ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამის ასახვა კომპანიის წესდებაში და კორპორაციული მდივნის შესახებ შესაბამისი დებულების მიღება, სადაც მოცემული იქნება კორპორაციული მდივნის უფლებამოსილებები, ვალდებულებები და ფუნქციათა ჩამონათვალი ისევე, როგორც ამ პოზიციისთვის საჭირო განათლება და გამოცდილება.6 კორპორაციულ მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. მასთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული მდივანი იყოს დამოუკიდებელი და ობიექტური თავის საქმიანობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ამ პოზიციის არსებობას კომპანიაში.

კორპორაციული მდივნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს ის, რომ კომპანიის სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, გადაწყვეტილებები მისი ანაზღაურების, ხელშეკრულების დადების და შეწყვეტისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ მიიღება არა დირექტორატის, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. დამოუკიდებლობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ასევე სასურველია, რომ კორპორაციული მდივანი არ იყოს კომპანიის მნიშვნელოვანი აქციონერი, დირექტორატის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან დაკავშირებული პირი, ან კომპანიის საქმიანი პარტნიორი. სწორედ დამოუკიდებლობაა ის ფაქტორი, რომელიც სანდოს ხდის კორპორაციულ მდივანს კომპანიაში წარმოდგენილი სხვადასხვა მმართველობის რგოლებისათვის (აქციონერები, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი). ამან განაპირობა ასევე ის, რომ უკანასკნელ ხანებში კორპორაციული მდივანი ხშირად გვევლინება როგორც კომპანიაში არსებული კონფლიქტების მედიატორი

მედიაციაზე, როგორც დავების გადაწყვეტის უკვე აღიარებულ საშუალებაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ბიულეტენის წინა ნომერში.7 აქ კი უბრალოდ მოკლედ შევეხებით მის გარკვეულ ასპექტებს და უპირატესობებს დავის სასამართლო თუ საარბიტრაჟო განხილვასთან შედარებით. მაგალითად, მედიაციის შემთხვევაში, პროცედურების ღირებულება, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სასამართლოში ან არბიტრაჟში. ასევე გასათვალისწინებელია პროცედურების სისწრაფე და მოქნილობა - მხარეები შეიძლება შეუდგნენ მოლაპარაკებას როგორც კი მიაღწევენ თანხმობას მედიაციის გამოყენების შესახებ (მოლაპარაკება, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება); ასევე შეთანხმდნენ მედიაციის სახეობასა და გამოსაყენებელ პროცედურებზე (მაგალითად, მედიაციის და არბიტრაჟის ერთობლიობა იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მედიატორი იკისრებს არბიტრის როლს)8 ისევე, როგორც პროცედურების ჩატარების დროსა და ადგილზე. კონფიდენციალურობა ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კომპანიის შიდა საქმეებში - მხარეებს შეუძლიათ გაუმჟღავნონ ერთმანეთს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ (მოლაპარაკების შინაარსი და გაცვლილი ინფორმაცია კონფიდენციალურია. მხარეებს შეუძლიათ გაამჟღავნონ მიღწეული შეთანხმების შედეგები) მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვის შემთხვევაში განხილვაც და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საჯაროა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მხარეები არ არიან ვალდებული დაეთანხმონ მოლაპარაკებებს ან შემოთავაზებულ დავის გადაწყვეტას და მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა ხერხს, მათ შორის სასამართლოსაც.

კორპორაციულმა მდივანმა შეიძლება შეასრულოს კარგი მედიატორის როლი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც კომპანიის ძირითადი საკონტაქტო პირი, კორპორაციული მდივანი ხშირად ისმენს პრეტენზიებს აქციონერებისაგან კომპანიის მმართველობითი ორგანოების ქმედების გამო. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, აქციონერთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი წინაპირობაა კომპანიაში ეფექტური მექანიზმების არსებობა, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს აქციონერებს დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები მათთვის მისაღებ ფასად და დროში გაჭიანურების გარეშე.9 კორპორაციული მდივანი ასევე შეიძლება მოგვევლინოს როგორც მედიატორი სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრებს შორის წარმოშობილ დავებში.

კორპორაციული მდივნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა უკანასკნელი ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც გამოცდას თანამედროვე კორპორაციული მართვის სისტემისათვის. მართლაც, კორპორაციული მართვის ბევრმა საკმაოდ ცნობილმა პრინციპმა ვერ იმუშავა სათანადოდ, რამაც გარკვეულწილად დაბადა ვარაუდები იმის შესახებ, რომ საჭიროა მათი გადახედვა (მათ შორის, ეთგო-ს 2004 წლის კორპორაციული მართვის პრინციპებისა)10 და ახალ რეალობასთან მისადაგება.11 კრიზისის დროს კომპანიაში ძალზე მნიშვნელოვანი ხდება ნდობის არსებობის და ინფორმაციის გაცვლის საკითხები. ნდობა აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით, გასაჭირის დროს, ვინაიდან ის ხელს უწყობს თანამშრომლობას კომპანიაში არსებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ინფორმაციის გაცვლაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ნდობაზე და კომპანიისათვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ინფორმაციის გაცვლა კომპანიის მმართველობით ორგანოებს შორის, ასევე მისი გაცვლა კომპანიის აქციონერებთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მმართველობითი ორგანოებისა და აქციონერების გათვითცნობიერებას კომპანიის შესახებ საზოგადოებაში არსებული აზრის და ზოგადად, მიმდინარე მოვლენების შესახებ. კორპორაციული მდივანი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამ პროცესების მიღმა, უფრო მეტიც, ის იქნება მაკავშირებელი რგოლი ყველა ამ პროცესში, რაც მისგან გაზრდილ ძალისხმევას, პროცესებში აქტიურ ჩართულობას და ზოგ შემთხვევაში, პროცესების ინიცირებასა და წარმართვასაც კი მოითხოვს მისგან. მართლაც, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორად ასახავს საერთო კრების ან მმართველობითი ორგანოების დღის წესრიგი კომპანიის წინაშე მდგარ პრიორიტეტულ საკითხებს, რამდენად ზუსტად და ამავდროულად, მარტივადაა ასახული მასში განსახილველი საკითხები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია.

0x01 graphic

უდავოა, რომ ყოველივე ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციონალურმა დატვირთვამ განაპირობა კორპორაციული მდივნის, როგორც ცალკე მდგომი პროფესიის ჩამოყალიბება. უფრო მეტიც, კომპანიის საშუალო რანგის თანამშრომლისგან ის გადაიქცა თანამედროვე სააქციო საზოგადოების წამყვან ფიგურად.12 დღეს ბევრ ქვეყანაში არსებობს კორპორაციული მდივნების პროფესიული გაერთიანებები. მაგალითად, ბრიტანეთის კორპორაციული მდივნების და ადმინისტრატორების ინსტიტუტი,13 კორპორაციული მდივნების ამერიკული საზოგადოება14 და კორპორაციული მდივნების კანადური საზოგადოება.15 პოსტსაბჭოთა სივრცეში აღსანიშნავია კორპორაციული მდივნების საქმიანი კლუბი და დირექტორთა ინსტიტუტი რუსეთში16 და ყაზახეთის დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაცია. 17 აღნიშნული ორგანიზაციები აერთიანებს კორპორაციულ მდივნებს და ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

  • კომპანიებში კარგი კორპორაციული მართვის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების განვითარება;

  • წევრი კორპორაციული მდივნების სტატუსის, საქმიანობისა და ინტერესების დაცვა და ხელშეწყობა;

  • კორპორაციული მდივნების სამსახურებრივი სტანდარტის უზრუნველყოფა და კორპორაციული მდივნის საქმიანობის ეფექტურობის და სარგებლობის გაზრდა;

  • კორპორაციული მდივნების ტრენინგი;

  • კომენტარების გაკეთება კორპორაციულ მდივნების ინტერესთა სფეროში მყოფ საკითხებზე წარმოდგენილ კანონპროექტებზე თუ უკვე არსებულ კანონებზე ან სხვა მარეგულირებელ აქტებზე;

  • კორპორაციულ მდივნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეყწობა. დიალოგის მოწყობა მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და ამოცანების გადასაჭრელად.18

ამ თვალსაზრისით აღნიშვნის ღირსია კორპორაციულ მდივანთა კლუბების დაარსების ტენდენცია, რომლებიც წარმოადგენს კორპორაციულ მდივანთა არაფორმალურ შეკრებას და მიზნად ისახავს ერთმანეთს გააცნონ სხვადასხვა კომპანიების კორპორაციული მდივნები, წამოჭრან დისკუსიები სხვდასხვა აქტუალურ საკითხებზე და ხელი შეუწყონ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბებას სადავო თემებზე. მსგავსმა ინიციატივამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი - 2009 წლის აპრილის ბოლოს IFC-ის და საქართველოს კორპორაციულ დირექტორთა ასოციაციის19 ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა კორპორაციულ მდივანთა კლუბს, ხოლო მაისში ჩატარდა კლუბის პირველი შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ქართული კომპანიებისა და კომერციული ბანკების კორპორაციული მდივნები და პირები, რომლებიც სამსახურეობრივად ითავსებენ კორპორაციული მდივნის ფუნქციებს. შეხვედრაზე გაჟღერდა ქართულ კომპანიებსა და ბანკებში კორპორაციული მდივნების მუშაობის სპეციფიკა და მათ წინაშე მდგარი სირთულეები.

კლუბის დაარსების აღნიშნული ინიციატივა ძალზე დროული იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ჯერ კიდევ მწირია იმ ქართული ბანკებისა20 და კომპანიების რიცხვი, რომლებსაც ჰყავს კორპორაციული მდივანი. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ ახლო მომავალში უკეთესობისკენ შეიცვლება, განსაკუთრებით კომერციული ბანკების შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, საქართველოს საფონდო ბირჟისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ერთობლივ მეცადინეობებს კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელშიც ცალკე თავი ეთმობა კორპორაციულ მდივანს და დეტალურადაა მოცემული მისი უფლება-მოვალეობები; დაქვემდებარების საკითხი და დამოუკიდებლობის კრიტერიუმები. აღნიშნული უდავოდ ხელს შეუწყობს კორპორაციული მდივნის ინსტიტუტის პოპულარიზაციას და მთლიანობაში კარგი კორპორაციული მართვის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში.

_____________________

1. UK Companies Act 2006, Australia Corporations Act 2001, Law on Joint Stock Companies of Republic Kazakhstan 2003.

2. Ukrainian Corporate Governance Principles 2003, the Russian Code of Corporate Conduct 2002.

3. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია, კორპორაციული მდივნის შესახებ დებულებები იმავდროულად მოცემული იყოს როგორც კანონმდებლობით, ისე “soft law”-შიც, მაგალითად, ბრიტანეთში კანონის (UK Companies Act 2006) ნორმებთან ერთად კორპორაციული მდივნის შესახებ ნორმები ასევე მოცემულია კორპორაციული მართვის კოდექსში (UK Combined Code on Corporate Governance 2008).

4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინება აქციონერებს უნდა დაეგზავნოს ან გამოქვეყნდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ბეჭვდით ორგანოში, მოსაწვევის გაგზავნიდან ან გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 3 თებერვლის ბრძანებით „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭვდითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%25-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე“ პირველი მუხლის თანახმად, შეტყობინება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2009 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებები მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმად, 2009 წლის 1 დეკემბრიდან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად ამ ბეჭვდით ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 25 მაისის ბრძანება „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“.

6. სასურველია, კორპორაციულ მდივანს ჰქონდეს იურიდიული ან ფინანსური განათლება ან მუშაობის გამოცდილება ამ სფეროებში.

7. იხილეთ ბ. ჯანჯალია „მედიაცია - სასამართლოში კორპორაციული დავის განხილვის ალტერნატივა“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ყოველკვარტალური ბიულეტენი „კორპორაციული მართვა“ N15.

8. A. Redfern, M. Hunter, N. Blackaby and C. Partasides, Law and Practice of International Commercial Arbitration (4th edn Sweet&Maxwell, London 2007) 1-81 and 1-82 at p.47.

9. L. Bouchez and A. Karpf, “Exploratory Meeting on Resolution of Corporate Governance-Related Disputes,” Stockholm, March 2006, OECD, http://www.oecd.org/dataoecd/42/17/38297148. pdf, წვდომა 2009 წლის 6 ივლისი.

10. OECD Principles of Corporate Governance, 2004.

11. უფრო დეტალური ანალიზისთვის იხილეთ Grant Kirkpatrick `The Corporate Governance Lessons from Financial Crisis”, <www.oecd.org/dataoecd/32/1/42229620.pdf >, wvdoma 2009 wlis 6 ivlisi.

12. Н. Арабова, М. Грачева, “Эффективный Корпоративный Секретарь - Мировая Практика, Корпоративный Менеджмент”, http://www.cfin.ru/press/zhuk/2004-5/15.shtml wvdoma 2009 wlis 8 ivlisi

13. http://www.icsa.org.uk, წვდომა 2009 წლის 8 ივლისი

14. http://www.ascs.org.uk,წვდომა 2009 წლის 8 ივლისი

15. http://www.cscs.org, წვოდმა 2009 წლის 8 ივლისი

16. http://www.rid.ru/, წვდომა 2009 წლის 8 ივლისი

17. http://www.kida.kz/default.asp?id=25&opt=1&lang=RU წვდომა 2009 წლის 8 ივლისი

18. The Russia Corporate Governance Manual http://www.trade.gov/goodgovernance/CorpGovManual.asp, წვდომა 2009 წლის 8 ივლისი

19. http://www.gcda.ge/, წვდომა 2009 წლის 9 ივლისი.

20. IFC-ის მიერ 2008 წელს საქართველოში მოქმედ ბანკებში ჩატარებული კორპორაციული მართვის კვლევის თანახმად, მხოლოდ 4 ბანკს გამოკითხული 15 ბანკიდან ჰყავს კორპორაციული მდივანი ან სპეციალური თანამშრომელი, რომლის ფუნქციაა აქციონერებთან მუშაობა ან ბანკის მმართველ ორგანოებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.

3 საერთაშორისო ურთიერთობეი

▲back to top


3.1 კონკურენტუნარიანობა, როგორც გლობალიზაციის პროცესებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის საშუალება

▲back to top


0x01 graphic

უშანგი სამადაშვილი,
ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგომ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია გლობალიზაციის პროცესებში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანალიზი-შეფასება და მისი ამაღლების გზების დასახვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2008 წლის ანგარიშის კონტექსტში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (შვეიცარია, ჟენევა) ყველაზე ცნობილი და დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა მიმართულია მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ფორუმის ანგარიში ქვეყნების ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების ობიექტური და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე ემსახურება პრაქტიკული წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას გრძელვადიანი განვითარებისთვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს აშშ და შვეიცარია, ხოლო ბოლო, ასოცდამეათე და ასოცდამეთორმეტე ადგილებს-ბურუნდი და ჩადი (აფრიკა). საქართველო თავისი კონკურენტუნარიანობის რეიტინგით 131 ქვეყნიდან ოთხმოცდამეათე ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც 2006 წლის რეიტინგში იგი იყო 86-, ხოლო 2007 წლის რეიტინგში 87- (არადა, მოსახლეობის რიცხოვნობით საქართველო შესადარისია როგორც შვეიცარიის, ისე ბურუნდისა და ჩადის).

ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობა გულისხმობს მისი ფირმებისა და დარგების შესაძლებლობას, დაასწრონ მოწინააღმდეგეს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებაში და განმტკიცებაში. ეროვნული კონკურენტუნარიანობა თვით ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა ფაქტორებითაა განპირობებული. უფრო კონკრეტულად, ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი შედგება 12 მაჩვენებლისგან, ესაა: 1. სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო დაწესებულებების განვითარებულობის ხარისხი; 2. სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურა; 3. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 4. ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება; 5. უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება; 6. საქონლისა და მომსახურების ბაზრის ეფექტიანობა; 7. შრომის ბაზრის ეფექტიანობა; 8. ფინანსური ბაზრის განვითარებულობა; 9. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილობა (ტექნოლოგიური მზაობა); 10. ბაზრის სიდიდე; 11. ბიზნესის განვითარების დონე; 12. ინოვაციები.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ემყარება გარკვეულ პრინციპებს. პირველი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები მრავალია, მაგრამ ყველა ისინი კომპლექსურია და არ გამორიცხავენ ერთმანეთს. მეორე პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ფაქტორები სხვადასხვა ქვეყანაზე განსხვავებულად მოქმედებენ. დავუშვათ, წესი, რომელიც ზიმბაბვეს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ოპტიმალურია, შესაძლოა, არ გამოდგეს ფინეთისთვის.

ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშებისთვის გამოიყენება მაიკლ პორტერის განსაზღვრება ეკონომიკის განვითარების სტადიების შესახებ.

კონკურენტული განვითარების პირველ სტადიაზე ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია საბაზო ფაქტორებზე (ბუნებრივი, ან გარე ფინანსური რესურსები და იაფი მუშახელი), ხოლო ქვეყნები ძირითადად ეჯიბრებიან ერთმანეთს არაკვალიფიციური სამუშაო ძალითა და ბუნებრივი რესურსებით. ამ ეტაპზე კომპანიები ერთმანეთთან ვაჭრობენ ელემენტარული პროდუქტებითა და საქონლით და პაექრობენ ფასებით. დაბალი მწარმოებლურობა გამოხატულებას პოულობს ხელფასის დაბალ დონეში. ეკონომიკის განვითარების ამ სტადიაზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ძირითადად დამოკიდებულია: სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების სტაბილურ ფუნქციონირებაზე (მდგენელი-1), ინფრასტრუქტურაზე (მდგენელი-2), მაკრო ეკონომკურ სტაბილურობაზე (მდგენელი - 3), ასევე, ჯანმრთელ და განათლებულ სამუშაო ძალაზე (მდგენელი - 4), ანუ საბაზო მოთხოვნებზე, რომელიც ფაქტორებზე ორიენტირებული ეკონომიკის საფუძველია.

ხელფასის ზრდასა და კონკურენტულ განვითარებასთან ერთად ქვეყნები გადადიან მეორე სტადიაზე, სადაც ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მწარმოებლურ კაპიტალდაბანდებებზე, ეფექტიანობისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე. ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება: უმაღლესი განათლებისა და პროფესიული მომზადების ხარისხზე (მდგენელი - 5), ეფექტიანი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე (მდგენელი - 6), კარგად ფუნქციონირებადი შრომის ბაზარზე (მდგენელი - 7), ფინანსური ბაზრის განვითარებულობაზე (მდგენელი - 8), უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობაზე (მდგენელი - 9) და საშინაო და საგარეო ბაზრის სიდიდეზე (მდგენელი - 10). დაბოლოს, კონკურენტული განვითარების მესამე სტადიაზე, როდესაც ქვეყნები ინოვაციებზე დამოკიდებული ეკონომიკის განვითარების ეტაპზე იმყოფებიან, მათ შეუძლიათ ხელფასის მაღალი დონის შენარჩუნება და ცხოვრების შესაბამისი დონის მიღწევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები ერთმანეთს შეეპაექრებიან ახალი და უნიკალური პროდუქციით, ინოვაციებით (მდგენელი-12) და ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებით (მდგენელი-11).

0x01 graphic

ეკონომიკური განვითარების სტადიების კონცეფცია ინტეგრირებულია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში. ამ უკანასკნელის მიხედვით, მეტი ხვედრითი წილი უჭირავთ იმ მდგენელებს, რომლებიც შედარებით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოცემული სტადიისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა 12 მდგენელი მეტნაკლებად საჭიროა ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ თითოეულის მნიშვნელობა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტულ სტადიაზე.

ამის გათვალისწინებით, მდგენელები დაჯგუფებულია სამ სუბინდექსში, რომელთაგან თითოეული მნიშვნელოვანია მხოლოდ ეკონომიკის განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე. ასე მაგალითად, საბაზო მოთხოვნების სუბინდექსი შედგება მდგენელებისგან, რომლებიც გადამწყვეტია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია საბაზო ფაქტორებზე (ბუნებრივი რესურსები და სამუშაო ძალა); ეფექტიანობის გამაძლიერებლების სუბინდექსი შედგება იმ მდგენელებისგან (მწარმოებლური კაპიტალდაბანდებები), რომლებიც შედარებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ეფექტიანობის ამაღლებაზე. ინოვაციებისა და განვითარების ფაქტორების სუბინდექსი მოიცავს იმ მდგენელებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია გონებრივ, შემოქმედებით შრომაზე და ინოვაციებზე

ქვეყნების ეკონომიკის კონკურენტული განვითარების სტადიები (ეტაპები) განისაზღვრება ორი კრიტერიუმის მიხედვით. პირველი კრიტერიუმი ეს არის ქვეყნის მშპ-ს დონე მოსახლეობის ერთ სულზე, ვალუტის საბაზრო კურსის გათვალისწინებით, ხოლო მეორე - ქვეყნის განვითარების დამოკიდებულება ძირითად ფაქტორებზე. პირველი კრიტერიუმის მიხედვით გამოყოფენ სამ სტადიას (ეტაპს):

სტადია 1: ფაქტორებზე ორიენტირებული 2.000 აშშ დოლარი; პირველი სტადიიდან მეორე სტადიაზე გარდამავალი პერიოდი: 2.000-3.000 აშშ დოლარი;

სტადია 2: ეფექტიანობაზე ორიენტირებული 3.000-9.000 აშშ დოლარი; მეორე სტადიიდან მესამე სტადიაზე გარდამავალი პერიოდი: 9.000-17.000 აშშ დოლარი;

სტადია 3: ინოვაციებზე ორიენტირებული 17.000 აშშ დოლარი.

მეორე კრიტერიუმის მიხედვით, როგორც ითქვა, იზომება ქვეყნის განვითარების დამოკიდებულება ძირითად ფაქტორებზე. ამით მიახლოებით გაიანგარიშება ის, თუ ქვეყნის ექსპორტში რა წილი მოდის ნედლეულზე. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტში სანედლეულო პროდუქცია 70%25-ზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება განვითარების ისეთ სტადიაზე, სადაც ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფილია ძირითადად საბაზო ფაქტორებით. ხოლო ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა ამ სტადიებს შორის იმყოფება, ითვლება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებად. ჩვეულებრივ, გარდამავალი ქვეყნებისთვის განვითარების მდგენელთა ხვედრითი წილი თანდათან იცვლება და ხდება განვითარების ერთი სტადიიდან მეორეში ნარნარი გადასვლა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი თანდათანობით „სჯის“ იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არ არიან ეკონომიკის განვითარების შემდგომ სტადიაზე გადასავლისათვის.

0x01 graphic

ისმება კითხვა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? პირველი კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოში 2006 წელს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებულ იქნა 1763.6 აშშ დოლარის მშპ, რაც ნაკლებია 2.000 აშშ დოლარზე.1 მეორე კრიტერიუმის მიხედვით, კი საექსპორტო პროდუქციის სასაქონლო სტრუქტურაში აშკარაა ორიენტაცია დაბალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის, კერძოდ, ნედლეულის ექსპორტზე. მაშასადამე, საანალიზო კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო ეკონომიკის კონკურენტული განვითარების პირველ სტადიაზე იმყოფება, სადაც ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია საბაზო ფაქტორებზე-ბუნებრივ, გარე ფინანსურ რესურსებზე და იაფ მუშახელზე. . . ჩვენი ქვეყანა კონკურენტებს ძირითადად ეჯიბრება არაკვალიფიციური, იაფი სამუშაო ძალითა და ბუნებრივი რესურსებით. იაფი სამუშაო ძალა კი დაბალი ხელფასი და დაბალი ცხოვრების დონეა. დღევანდელი საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარებით არის ათი წლის წინანდელი თურქეთი, ოცი წლის წინანდელი ესპანეთი და ოცდაათი წლის წინანდელი იტალია. აქედან გამომდინარე, ქართული ფირმა, რომელიც გადაწყვეტს ოპერირებას აღნიშნულ საერთაშორისო ბაზრებზე, იგი შესაბამისად 10-20-30 წლით წინ უნდა იდგეს საქართველოში არსებული მდგომარეობიდან; სწორედ ამიტომ, ეკონომიკის განვითარების ამ სტადიაზე საქართველოს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ძირითადად დამოკიდებულია: სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების სტაბილურ ფუნქციონირებაზე (მდგენელი 1), ინფრასტრუქტურაზე (მდგენელი 2), მაკრო ეკონომიკურ სტაბილურობაზე (მდგენელი 3), ასევე, ჯანმრთელ და განათლებულ სამუშაო ძალაზე (მდგენელი 4), ანუ, საბაზო მოთხოვნებზე, რომელიც ფაქტორებზე ორიენტირებული ეკონომიკის საფუძველია. ხოლო კონკურენტუნარიანობის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის საჭიროა მოსახლეობის ერთ სულზე მშპ გაიზარდოს 3000 აშშ დოლარზე მეტად და საექსპორტო სტრუქტურაში უპირატესი წილით იქნას წარმოდგენილი მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მზა პროდუქცია ყოველივე ამისათვის კი საჭიროა: მწარმოებლური კაპიტალდაბანდებები, ეფექტიანობისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლება. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს: უმაღლესი განათლებისა და პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას; ეფექტიანი საქონლისა და მომსახურების ბაზარს; კარგად ფუნქციონირებად შრომის ბაზარს; ფინანსური ბაზრის განვითარებას; საშინაო და საგარეო ბაზრის სიდიდის გაფართოებას. ამგვარად, კონკურენტუნარიანობა ეს საკმაოდ რთული ფენომენია. საქართველოს კონკურენტუნარიანობის საერთო დონე შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში რეფორმების ფართო სპექტრის გატარებით.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭიროა:

- არა არასტაბილურობის სტაბილურობა (რასაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს აქვს ადგილი), ან, არა უბრალოდ მდგრადი, არამედ პროგნოზირებადი სტაბილურობა. ამ უკანასკნელის გარეშე გრძელვადიან უცხოურ ინვესტიციებზე და მის თანმდევ დადებით ეფექტებზე (ახალი საქონელი და ბაზარი, ახალი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, კონკურენციის ახალი სტანდარტები, შრომის ახალი კულტურა, მოწინავე ტექნიკა-ტექნოლოგია, მენეჯმენტი, მარკეტინგი, აღრიცხვის ახალი სტანდარტები და სხვ.) ლაპარაკიც კი ზედმეტია;

- სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე, მომავალში ახალი შესაძლებლობებისა და საფრ თხეების განსაზღვრა და კონკურენტებთან სწორედ შედარებითი უპირატესობების მიხედვით პაექრობა;

- არა მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო ფუნქციაზე, გარედან მიღებულ შემოსავლებზე და იმპორტზე ორიენტაცია, არამედ, საქართველოს მსოფლიო ეკონომიკასთან, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან და ევროკავშირის ქვეყნებთან სულ უფრო სრული, ფართო, ეტაპობრივი და ორმხრივი ინტეგრაცია (მხედველობაში გვაქვს იმპორტთან ერთად ექსპორტის ზრდა და მისი სტრუქტურის ოპტიმიზაცია!);

- ინტეგრაციის გაფართოებაგაღრმავების მიზნით ეროვნული მეურნეობის მოდერნიზაცია და დივერსიფიკაცია, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ტურისტული პოტენციალის სულ უფრო სრული რეალიზაცია.

- კონკურენტუნარიანი საწარმოს შექმნისთვის საჭიროა არა უბრალოდ წარმოებისა და მართვის მოდერნიზაცია, არამედ ზუსტად ცოდნა იმისა, თუ რისთვის კეთდება ყოველივე ეს, ანუ რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. წარმოებაში და მართვაში მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იქნას საკუთარი საწარმოს, ან გამოშვებული პროდუქციის იმ მახასიათებლების გაუმჯობესებისკენ, რომლებიც ხესაყრელ უპირატესობას ქმნის პოტენციურ და რეალურ კონკურენტებთან შედარებით;

- ინფრასტრუქტურის სრულყოფა-განვითარება. მისი უმთავრესი კომპონენტის, ადამიანური კაპიტალის დაცვისა და განვითარებისთვის სულ უფრო მეტი ინვესტირება ჯანდაცვაში და განათლებაში. რამეთუ, ქვეყანას იაფი და უხარისხო ცოდნა უფრო მეტი უჯდება, ვიდრე ძვირი, მაგრამ ხარისხიანი ცოდნა. სამუშაო ძალის ჰორიზონტალური მობილობის მიზნით განათლების უწყვეტი სისტემის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დანერგვა, რამეთუ სათანადო ცოდნის, გამოცდილების, უნარჩვევებისა და მუდმივი განახლების უნარის მქონე ადამიანების გარეშე არავითარი კონკურენტუნარიანი რესურსები არ არსებობს;

- კონკურენტებთან არა მხოლოდ პაექრობა, არამედ, მათთან ხელსაყრელი თანამშრომლობაც. კონკურენტებთან თანამშრომლობის ცოდნა ეს არის მოქალაქის კულტურული, ინტელექტუალური და პროფესიული მომზადების მწვერვალი;

- თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება-განვითარება. დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის გადაწყვეტილების მიღებაში არ ჩაერევა ხელისუფლება ბიზნესის საზიანოდ და რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეთათვის თანაბარ უფლებებს. გამოირიცხოს . . „ნებაყოფლობითი შეწირულობანი“, რომელიც ზოგიერთ კომპანიას მთავრობის სასარგებლოდ შეაქვს და რაც ფარულ გადასახადად და კორუფციადაა მიჩნეული.

შემოთავაზებული წინადადებებისა და რეკომენდაციების სამეურნეო ცხოვრებაში გათვალისწინება, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და საზოგადოების საყოველთაო და დიფერენციული კეთილდღეობის მიღწევას.

ANOTACION

Ways Of Impro vement In The int ernational Comp Etitional Economy Of Geor gia

Ushangi samadashvili,
Doctor of Economic Science, Professor

According to the report in competition level on World Economic Forum, Georgia takes the 90th (ninetieth) position among 131 (one hundred thirty one) countries. In general, Georgia is not a big country, but has unrealized potential and resources of production. Considering two indexes-GDP per capita and dependence on the major factors, there is orientation for low-skill workers and natural resourcetrading in Georgian economy. Improvement in competition will make economy production-oriented and innovative to take leading position among countries and enhance standards of living. Intensification in national Competition requires: Steady and progressive stability; Orientation not only on transit function, but also closer and wider integration throughout Georgia and another part of the world, especially with the Countries of South Caucasus, Russia, Turkey, Iran and Euro-Union Countries. Today's Georgia is similar to Turkey 10 (ten) years ago, Spain-20 (twenty) Years ago and Italy- 30 (thirty) years ago. Hence, if today's Georgian company Decides to go international, it must be advanced with 10-20-30 years, than there is current conjuncture in Georgian market; Modernization and diversification in national economy; Realization of Agriculture and Tourism potential; Improvement in Infrastructure system; Protection and development in Human Resources-the most valuable assets of Economics- putting more investments in medical care and education. In general, this country become more competitive having high-skilled and experienced workers; As a free competition, as a collaboration among competitors; Development of modern Economic and political institutions.

4 თვალსაზრისი

▲back to top


4.1 როგორ გვესმის საქართველოს ეკონომიკის რეფორმირება

▲back to top


ეკონომიკური რეფორმების პროექტები კანონპროექტებისა და კონცეფციების სახით საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციამ 1998-2008 წლებში დაამუშავა. პირველი კანონპროექტი და კონცეფცია მცირე მეწარმეობის შესახებ გამოვაქვეყნეთ გაზეთებში საქმოსანი (1998 ნოემბერი, აგვისტო) და საერთო გაზეთი. განვლილი 10 წლის განმავლობაში ასოციაციამ დაამუშავა ეკონომიკური რეფორმების პროექტები საგადასახადო სისტემის, მცირე მეწარმეობის, დაზარალებული მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურების, სახელმწიფო ბიზნესის აღორძინებისა და ემისიური ფულის 5 უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებისთვის.

1. საგადასახადო სისტემის რეფორმები. დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად ითვლება ისეთი საგადასახადო სისტემები, სადაც გადასახადების რაოდენობა და ჯამური საგადასახადო ტვირთი მინიმალურია, ხოლო ადმინისტრირება მაქსიმალურად გამარტივებული. სწორედ მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდი უნდა გახდეს მთავარი ორიენტირი ჩვენი საგადასახადო სისტემის რეფორმებისთვის, რომლის მაღალი საგადასახადო ტვირთი და კაბალური ადმინისტრირება აიძულებს მეწარმეებს მასიურად გააკეთონ არჩევანი ჩრდილოვანი ეკონომიკის სასარგებლოდ. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარებაზე დამოკიდებულია ყველა სხვა ეკონომიკური პრობლემის, მათ შორის, მშპ-ის პრობლემის მოგვარებაც. 2009 წლის 4%25-იანი ვარდნის პირობებში არავითარი ეკონომიკური რესურსი არ ჩანს, რომ უახლოეს წლებში მოხდეს მისი მნიშვნელოვანი ზრდა. ეს მისია წარმატებით შეიძლება შეასრულოს მინიმალურ საგადასახადო ტვირთსა და მაქსიმალურად გამარტივებულ საგადასახადო ადმინისტრირებაზე ორიენტირებულმა ახალმა რეფორმირებულმა ცივილიზებულმა საგადასახადო სისტემამ შემდეგი ეკონომიკური გათვლებიდან გამომდინარე:

დღეისათვის საქართველოს მშპ დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარია. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მონაცემებით, 2002 წელს საქართველოში ფარული ეკონომიკა იყო 70%25, ხოლო ქართველი ექსპერტების გათვლებით კი 80%25. დღეისათვის ეს ციფრი დაახლოებით 60%25-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 მილიარდიანი მშპ-დან 6 მილიარდი დოლარი ფარულია და არ არის დაფიქსირებული სტატისტიკაში. აქედან გამომდინარე, თუ მივიღებთ ჩრდილოვანი ეკონომიკის დამმარცხებელ ნორმალურ საგადასახადო კოდექსს, სავსებით შესაძლებელია ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 60%25-იდან შემცირდეს 20%25-მდე, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოური ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია. ჩრდილოვანი ეკონომიკის 20%25-მდე შემცირება გამოიწვევს სტატისტიკაში მოქცეული ღია მშპ-ის გაზრდას 4 მილიარდი დოლარიდან 8 მილიარდ დოლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვისა და საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე 2 წელიწადში მშპ გაიზრდება 100%25-ით და ქვეყანა გააკეთებს 20-წლიანი ეკონომიკური ზრდის გიგანტურ ნახტომს. უფრო მეტიც, მშპ-ის ზრდა იქნება გაცილებით უფრო დიდი, რადგან ნორმალური საგადასახადო კოდექსის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში შეიქმნება უაღრესად სასურველი ბიზნეს-გარემო და დამატებით ამოქმედდება მრავალი ახალი საწარმო, რომელთა გამომუშავებული მშპ დაემატება 8 მილიარდ დოლარს.

ამრიგად, დღეს ახალი საგადასახადო კოდექსის დამუშავებასა და მიღებას ალტერნატივა არა აქვს და ეს უნდა მოხდეს საგადასახადო ტვირთის მაქსიმალურად შემცირებისა და საგადასახადო ადმინისტრირების მაქსიმალური გამარტივებით. შედარებით ვიწრო სფეროსთვის, კერძოდ, ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოებისთვის ასეთი საგადასახადო კანონპროექტი ჩვენ უკვე დავამუშავეთ, შევიტანეთ პარლამენტში 2006 წლის 8 ნოემბერს და გამოვაქვეყნეთ თვის გაზეთში „საერთო გაზეთი“ (2008 წელი, აგვისტო). კანონპროექტი ეხება რა ახლადგახსნილ საწარმოებს, მისი ამოქმედება შეიძლება ნებისმიერ დროს და ეს არავითარ პრობლემებს არ შეუქმნის საბიუჯეტო შემოსავლებს, დასაქმების პრობლემის მოგვარებას კი დიდად წაადგება, რადგან მსოფლიო სტატისტიკიდან გამომდინარე, სამრეწველო მეწარმეობაში ერთი დასაქმებული არასამრეწველო მეწარმეობაში დამატებით ავტომატურად ასაქმებს 3 კაცს. ამ კანონპროექტის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ბიზნესაქტივობისა და, შესაბამისად, ბრუნვის ზრდასთან ერთად საგადასახადო ტვირთის ფიქსირებული პროცენტიც იზრდება და მეწარმე თანდათანობით ხდება მცირე, საშუალო და მსხვილი, ხოლო ბიზნესაქტივობისა და, შესაბამისად, ბრუნვის შემცირებასთან ერთად, საგადასახადო ტვირთის ფიქსირებული პროცენტიც მცირდება, მსხვილი მეწარმე, პირიქით, თანდათანობით ხდება საშუალო, მცირე და ამასთან ერთად გადასახადების შემცირების გამო ეძლევა კარგი შანსი თავი დააღწიოს სრულ გაკოტრებას და თავისი ბიზნესი რაღაც ეტაპზე მაინც გადაარჩინოს. მომავალში ეს მოდელი შეიძლება გადაიქცეს ქვეყნის მთელი საგადასახადო სისტემის მოდელად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თავისი გადასახადების რაოდენობითა და გადახდის სიმარტივით შევიდეს მსოფლიოს საუკეთესო საგადასახადო კოდექსების სამეულში.

2. მცირე მეწარმეობის რეფორმები. 1998 წელს შექმნილმა საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის დამფუძნებლებმა თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობის რეფორმები გაგვეხორციელებინა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ამერიკული მოდელის მიხედვით, რომელიც აშშ-ს მოსახლეობის 95 პროცენტს ასაქმებს. ამ სასწაული ეკონომიკური და სოციალური ფენომენის საფუძვლები კი შექმნეს ქვეყანაში ეტაპობრივად მიღებულმა და ცხოვრებაში რეალურად გატარებულმა შემდეგმა ნორმატიულმა აქტებმა, რომლებიც ჩვენთვის უნდა გახდეს მთავარი ორიენტირები:

- 1956 წელს აშშ-ში მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერისა და საკანონმდებლო რეგულირებისთვის შეიქმნა მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია ასეულობით რეგიონული სტრუქტურებით, სადაც მცირე მეწარმეობის პრობლემებზე ყოველდღიური კვალიფიციური საქმიანობით დაკავებულია ათეულ ათასობით ექსპერტი და სპეციალისტი. ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც არ ემორჩილება არც ერთ სამინისტროს, ან რაიმე სახელმწიფო უწყებას და იმყოფება უშუალოდ მხოლოდ პრეზიდენტის კურირების ქვეშ.

- 1976 წელს აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციასთან შეიქმნა ადვოკატურის სამმართველო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იურიდიულად იცავს მცირე მეწარმეების უფლებებს. ვინც შეეცდება მცირე მეწარმის უფლებების შელახვას, მას საქმე ექნება უშუალოდ პრეზიდენტთან და კონგრესთან, რადგან ამ ადვოკატურის სამმართველოს უფროსს ნიშნავს პირადად პრეზიდენტი და ამტკიცებს კონგრესი.

- 1980 წელს აშშ-ში მიღებულ იქნა კანონი მცირე ბიზნესის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რომელმაც უდიდესი სტიმული მისცა ქვეყანაში მცირე ბიზნესის არნახულ აყვავებას. ამას კი ხელი შეუწყო ამ კანონში პრეზიდენტისადმი ოფიციალურად გაწერილმა პერსონალურმა დავალებებმა, რომელთა არშესრულებაზე პრეზიდენტი უშუალოდ პასუხს აგებს კონგრესის წინაშე.

ჩვენ რეფორმები დავიწყეთ იმით, რომ 1998 წელს დავამუშავეთ კანონ-პროექტი მცირე მეწარმეობის შესახებ, რომელიც საჯარო განხილვისთვის გამოვაქვეყნეთ პრესაში და რეცენზირებისთვის გავუგზავნეთ პარლამენტს, მთავრობას, ყველა სამინისტროსა და მართვის ადგილობრივ ორგანოებს. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტი გადავამუშავეთ და ამ სახით მეორედ შევიტანეთ პარლამენტში. ამის შემდეგ, 2003 წელს დავამუშავეთ მცირე მეწარმეობის 5 ძირითადი პრობლემის მოგვარებაზე გათვლილი 5 კანონპროექტისაგან შემდგარი პროგრამა- დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ, რომლის ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები 2003 წლის 7 აგვისტოს შევუთანხმეთ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს. ამ შეთანხმებით ჩვენ უარი ვთქვით ჩვენი კანონპროექტის ცალკე წარდგენაზე, დავშალეთ ჩვენი კანონპროექტი და ეს დაშლილი ნაწილები ცვლილებების სახით შევიდოდა მოქმედ საგადასახადო კოდექსში და 1999 წელს მიღებულ კანონში მცირე საწარმოების შესახებ. სამაგიეროდ, სამინისტროს წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები დაგვთანხმდნენ, რომ ამერიკული მოდელის შესაბამისად ამ ეტაპზე მცირე და საშუალო მეწარმეობის ცნებები ერთიანდებოდა ერთი, კერძოდ მცირე მეწარმის ცნებაში, რომლის სტატუსის განსაზღვრის წლიური ბრუნვა იზრდებოდა და უახლოვდებოდა ევროსაბჭოს რეკომენდაციებს. იზრდებოდა 1999 წლის კანონით დაარსებული მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის უფლებები და ამერიკული მოდელის შესაბამისად გათვალისწინებული იყო მისი ფილიალების გახსნა რეგიონებში. გათვალისწინებული იყო აგრეთვე ახლადგახსნილი მცირე საწარმოების 2 წლით განთავისუფლება შემოწმებებისგან, მცირე მეწარმეებისთვის თვითდაფინანსების რეჟიმების დაარსება საკუთარი საინვესტიციო ბანკის ჩათვლით. რაც მთავარია, მცირე მეწარმეებისთვის დაწესდებოდა ერთადერთი ამოსარჩევი ფიქსირებული მცირე ბიზნესის გადასახადი, რომელიც იქნებოდა ადგილობრივი გადასახადი.

3. სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებული მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურების რეფორმები. სახელმწიფო შემნახველ სალაროებში შეტანილი ანაბრების თითქოს გაუფასურებით დაზარალებული მეანაბრეების პრობლემა დღეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ სანამ ამ პრობლემის მოგვარება არ დაიწყება, მანამ საქართველოში არ დამყარდება სოციალური სამართლიანობა და მანამ იქნება მუდმივი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ამ პრობლემის მოგვარებას კი ხელისუფლებას ვთავაზობთ ჩვენი ასოციაციის მიერ დამუშავებული კონცეფციით, რომელიც 2007 წელს გაეგზავნა პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და 2008 წელს 2-ჯერ გამოქვეყნდა პრესაში (კერძოდ, 2-4 მაისის გაზეთში ვერსია და აგვისტოს თვის გაზეთში საერთო გაზეთი). ძალიან მოკლედ ეს კონცეფცია შეიცავს შემდეგი პროცესების თანმიმდევრულად ჩატარებას: სრულად და ზუსტად უნდა აღირიცხოს დაზარალებულ მეანაბრეთა ანაბრების რაოდენობა და მათზე რიცხული თანხები აშშ დოლარებზე გადაანგარიშებით. სახელმწიფომ დაზარალებული მეანაბრეებისთვის დასაბრუნებელი ეს თანხები მთლიანად უნდა აღიაროს შიდა ვალად. აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში სახელმწიფომ დაზარალებულ მეანაბრეებს გაყიდვის უფლებით უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ვაუჩერები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ახლადგახსნილი სამრეწველო საწარმოების საჭიროებისთვის სახელმწიფო ქონების საარენდო- საპრივატიზაციო თანხებად და ამ საწარმოების ფუნქციონირების დროს წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებების დასაფარავად. ამ საწარმოებისთვის უნდა ამოქმედდეს ზემოთ აღნიშნული ჩვენი ასოციაციის მიერ დამუშავებული კანონპროექტი ახლადგახსნილი სამრეწველო საწარმოებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. წინასწარი ანტიინფლაციური ღონისძიებების მკაცრი შესრულებით დაზარალებული მეანაბრეების ასეთ ახლადგახსნილ სამრეწველო საწარმოებს ხელისუფლებამ შეიძლება გამოუყოს ემისიური უპროცენტო კრედიტები.

ამ კონცეფციის მთავარი ლეიტმოტივი ის არის, რომ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებული მეანაბრეები სახელმწიფოსვე მხარდაჭერით ხდებიან რენტაბელურად მომუშავე მცირე მეწარმეები და ზარალს თანდათანობით ინაზღაურებენ საკუთარი წარმატებული ბიზნესაქტივობით, რომლის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის სახელმწიფოს მიერ მხოლოდ დაზარალებული მეანაბრეებისთვის დაწესებული გარკვეული შეღავათების მინიჭება მანამ, სანამ დაზარალებული მეანაბრეები სრულად არ აინაზღაურებენ ზარალს.

სახელმწიფოსთვის გაცილებით უკეთესია დროებით წავიდეს ასეთი გარკვეული შეღავათების მინიჭებაზე მისი მიზეზით დაზარალებული მეანაბრეებისათვის, რომლებიც საბიუჯეტო თანხების მოთხოვნის გარეშე ზარალს თვითონ - საკუთარი წარმატებული მცირე სამეწარმეო საქმიანობით აინაზღაურებენ. თუ ამას არ გააკეთებს სახელმწიფო, დაზარალებული მეანაბრეები იძულებული გახდებიან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლონ. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მეანაბრეები ამ სასამართლო დავას აუცილებლად მოიგებენ და საქართველო იძულებული გახდება მეანაბრეებს ზარალი აუნაზღაუროს ბიუჯეტიდან, რაც ქვეყნის საფინანსო კრახს გამოიწვევს. ეს მოხდება იმიტომ, რომ გაეროს მიერ 1985 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, რომელსაც საქართველომაც ხელი მოაწერა, გაერო სახელმწიფოს მიზეზით ყველა დაზარალებულს აღიარებს “მსხვერპლად” და ავალდებულებს სახელმწიფოებს 100 პროცენტით აუნაზღაურონ მიყენებული ზარალი. ეს, რა თქმა უნდა, ეხება დაზარალებულ მეანაბრეებსაც.

4. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინების რეფორმები. საქართველოში სახელმწიფო ბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს და უგულებელყოფილია ბიუჯეტის შევსების ეს მნიშვნელოვანი პოტენციური წყარო. ამის ძირითადი მიზეზი კი არის დღეს არსებული მოუწესრიგებელი საგადასახადო სისტემა წარმოდგენილი საგადასახადო რეფორმების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება და გაჩნდება სახელმწიფო ბიზნესიდან ბიუჯეტის დამატებით შევსების შესაძლებლობა.

ჩვენი ასოციაცია მუშაობს სახელმწიფო ბიზნესის აღორძინების რეფორმების კონცეფციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინებას. დღევანდელი კერძო სამშენებლო ბიზნესის დიდი ნაკლოვანებების ფონზე, როცა მომხმარებელი საფუძვლიანი ეჭვით უყურებს სამშენებლო ბაზარზე გამოტანილი საცხოვრებელი კორპუსების ხარისხს, მზიდუნარიანობას, სეისმომედეგობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ხანგამძლეობასა და საიმედობას, ამ სასიცოცხლო ნაკლოვანებებისგან დაცული სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის შემოსვლა სამშენებლო ბაზარზე, უბრალოდ, აუცილებელია. ასევე უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო ბიზნესის აღორძინებაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების, ნავთობპროდუქტებისა და ფარმაციის დარგებში, რაც ფასებს დაარეგულირებს მომხმარებლის სასარგებლოდ.

5. ემისიური ფულის რეფორმები. საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გატარებას აუცილებლად შეუშლის ხელს მშპ-თან მიმართებაში ეკონომიკაში მოძრავი ფულის მასის ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც 2008 წელს იყო 23%25 და დაახლოებით 5-ჯერ ჩამორჩებოდა აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და იაპონიის მაჩვენებლებს. ეს დამღუპველი დისპროპორცია საქართველოში იწვევს საბრუნავი სახსრებისა და მოსახლეობის მსყიდველობის უნარიანობის კატასტროფულ დეფიციტს. ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებისთვის ხელისუფლებას 2002 და 2005 წლებში ორჯერ ოფიციალურად მივმართეთ გამოეყენებინა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული ემისიური ფულის რეფორმები, კერძოდ, საქართველოში, განხორციელებულიყო შეზღუდული მასშტაბების უპროცენტო ემისიური კრედიტების გაცემა 3-6 თვეში სწრაფადრეალიზებადი სამრეწველო პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებზე. თუ ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის ფულადი მასა მეტი იქნება ამ პროდუქციის დასამზადებლად აღებული ემისიური კრედიტების ფულად მასაზე. ბატონი ივერის თეორიის თანახმად, ინფლაცია არ განვითარდება, რასაც 2005 წელს დაეთანხმა ჩვენი ქვეყნის ბევრი გამოჩენილი ეკონომისტი და მეცნიერი. (უპროცენტო ემისიური კრედიტებისა და, საერთოდ, საქართველოში „ფულის შიმშილის“ პრობლემის მოგვარების საკითხზე ვრცლადაა საუბარი ჩვენს ნაშრომში როგორ ვუშველოთ მცირე მეწარმეობას, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ბიზნესი და კანონმდებლობა 2009 წლის დეკემბერში).

ასეთია ჩვენი ასოციაციის მიერ დამუშავებული ეკონომიკური რეფორმების პროექტები, რომელთა განხორციელებას ვთავაზობთ ხელისუფლებას და ვიძლევით გარანტიას, რომ თუ ეს რეფორმები ჩატარდება სრულყოფილად, 2-3 წელიწადში საქართველოში მოგვარდება მცირე მეწარმეების, დაზარალებული მეანაბრეების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის 4 უმწვავესი და დღემდე გადაუჭრელი პრობლემა.

ანზორ საკანდელიძე,
საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარ

5 განათლება

▲back to top


5.1 ეკონომიკის უახლესი გამოწვევები და ეკონომიკური განათლების პრობლემა

▲back to top


0x01 graphic

კონსტანტინე აბულაძე,

საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება განიხილავს ცოდნას, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორს, ინვესტიციის ფორმას ადამიანურ კაპიტალში, რაზეც ეროვნული წარმოება და საზოგადოების ცხოვრების დონე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში პოსტინდუსტრიული ქვეყნების მხრიდან შეინიშნება დიდი ინტერესი ინტელექტუალური რესურსების მიმართ, რაც ახალი - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.

ამჟამად, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაც ცოდნაზეა, დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია კაცობრიობის წინსვლა გარემოს ინტელექტუალური ათვისების გზით. ერთი სიტყვა ცოდნის დაგროვება, გადაცემა და გამდიდრება საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელ ძალად იქცა.

ცოდნაზე დაფუძნებული პოსტინდუსტრიული საზოგადოების ეკონომიკა განსხვავდება წინა საზოგადოებრივი ფორმაციებისგან შემდეგი ნიშან-თვისებებით: პირველი - საქონელსა და მომსახურებაში განივთებული ცოდნა შექმნილი ღირებულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქონლისა და მომსახურების მეცნიერებატევადობის ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელია კვლევებსა და საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების მოცულობის დინამიკა, მაგალითად, სულ უფრო მეცნიერებატევადი ხდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება, ნავთობის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, რომ არაფერი ვთქვათ კოსმოსურ და ავიატექნიკაზე. თანამედროვე მსუბუქი ავტომობილების საბაზრო ფასის ლომის წილს მათი დიზაინის, ელექტრონიკისა და სხვა ინტელექტუალური კომპონენტების ღირებულება შეადგენს.

ექსპერტთა შეფასებით, ამჟამად ინტელექტუალური საქონლისა და მომსახურების მსოფლიო ბაზარი ტრადიციულ ბაზრებზე ხუთჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

მეორე - ჩამოთვლილი მიზეზების გამო პოსტინდუსტრიული საზოგადოების ეკონომიკაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ცოდნის გამომუშავებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება განათლებას, რომლის ბუნება და მნიშვნელობა არსებითად იცვლება. მსოფლიოში შეიქმნა განათლების ჭეშმარიტი ინდუსტრია, რომელსაც ძირითადად სახელმწიფოები აფინანსებენ. მრავალი ქვეყნისთვის ეს ხარჯები ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ეროვნული თავდაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული სახსრები.

მესამე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ცოდნის გამომუშავების, გადაცემისა და გამოყენების დარგში მომუშავე სპეციალისტთა რიცხვის განუხრელი ზრდა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისინი ამჟამად უკვე ეკონომიკაში დასაქმებულთა ერთ მესამედს შეადგენენ. მკვლევართა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და მასთან დაკავშირებული შრომის მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის ზრდის შედეგია. სხვები კი ამას იაფი ბუნებრივი და შრომითი რესურსების ამოწურვის შედეგად მიიჩნევენ. არიან ისეთებიც, ვინც საზოგადოებრივი წარმოების წესის ცვლილებებს ინფორმაციულ და კომუნიკაციურ რევოლუციებს უკავშირებს.

ამჟამად, ინფორმაციულ რევოლუციას სამართლიანად მიიჩნევენ კაცობრიობის მეოთხე გამოგონების შედეგად დამწერლობის, ხელნაწერებისა და საბეჭდი დაზგის, კომუნიკაციურ რევოლუციას კი - ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბორბლისა და ორთქლის ძრავის შექმნის შემდგომ.

XX საუკუნის ამ ჭეშმარიტად ორი ფენომენის ინტეგრაციის შედეგად მიღებულია არა ჯამური, არამედ სინერგიული ეფექტი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

ინფორმაციულმა რევოლუციამ დიდად შეუწყო ხელი ბაზრის გლობალიზაციას და რაც მთავარია, შექმნა ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციის ახალი ფორმები (ელექტრონული ვაჭრობა) და ახალი ეკონომიკური აქტივები (ელექტრონული ფული), რაც ახლო მომავალში არსებითად შეცვლის ეკონომიკურ პრაქტიკას. სწორედ ამ ობიექტური ტენდენციების ერთობლიობამ წამოწია პირველ პლანზე ინტელექტუალური რესურსების როლი და მნიშვნელობა.

ბაზრის გლობალიზაციამ, ტრანსნაციონალური კომპანიების რიცხვის ზრდამ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო ახალი ბაზრების ათვისებას და ამასთან ერთად წარმოშვა ტრანსნაციონალური მასშტაბის ჰიპერკონკურენცია.

ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკმაოდ რთულ და მრავალმხრივ ეკონომიკურ მოვლენას - კონკურენტუნარიანობას, რომლის საფუძველიც თანამედროვე პირობებში საბაზრო სუბიექტების ინოვაციური აქტივობაა.

გლობალიზაციის პროცესში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა მრავალ სტრატეგიულ ცვლილებას განიცდის. სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაძლიერდება პოსტკრიზისულ პერიოდში. ასე მაგალითად, თუ გასული საუკუნის მეორე ნახევარში წარმატების ერთ-ერთ მთავარ პირობად ეკონომიკური საქმიანობის გრძელვადიან დაგეგმვას მიიჩნევდნენ, ამჟამად აქცენტი გადადის წარმოების სწრაფი ადაპტირების უნარზე მიკრო და მაკროგარემოს ცვლილებებისადმი.

მძაფრმა კონკურენციამ დააჩაქრა არა მხოლოდ სიახლეების დანერგვა, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების რაოდენობის ზრდა, არამედ, არსებითად შეამცირა საქონლის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა. ამის გამო მრავალი საწარმო ცდილობს საქონლისა და მომსახურების განახლებას, რის გარეშეც დღითიდღე რთულდება საბაზრო წილის შენარჩუნება.

0x01 graphic

ყოველივე ეს განაპირობებს პოსტინდუსტრიული ეკონომიკის რამდენიმე ხარისხობრივ თავისებურებას:

პირველი - საწარმოთა მატერიალური ბაზისა და შრომითი რესურსების ხარისხი ჩამორჩება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ტემპსა და მასშტაბებს.

მეორე - ტრანსაქციური დანახარჯების ზრდა, რომლებიც დაკავშირებულია არა წარმოებასთან (ნედლეულისა და მასალების შეძენასთან, შრომის ანაზღაურებასთან), არამედ, ინფორმაციის მოძიების, ბაზრის შესწავლის, კონტრაქტების გაფორმებისა და სხვა ამგვარ დანახარჯებთან.

იქმნება სიტუაცია, როდესაც საქონლის წარმოება ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მისი რეალიზაცია. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, მარკეტინგული კვლევების, რეკლამის, ანუ საქმიანობის იმ სახეობების მიმართ, რომელთა ძირითადი რესურსი ცოდნაა.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მესამე თავისებურებაა - მენეჯმენტის ინტელექტუალური რესურსების როლის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ როგორც ეკონომიკური კრიზისის, ასევე პოსტკრიზისულ პერიოდში მმართველობითი ცოდნა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ მწარმოებელთა კვალიფიკაცია.

მეოთხე თავისებურებაა უწყვეტი განათლების აუცილებლობა, რაც განაპირობა სწრაფმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, მძაფრმა კონკურენციამ არა მარტო კომპანიებს, არამედ დასაქმებულ ადამიანებს შორისაც კი.

ცხადია, რომ მოვლენათა განვითარების ყველაზე სასიკეთო პირობებშიც კი ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს იმ მოცულობით, როგორც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური რესურსების მართვის ღრმად გააზრებულ პრაქტიკას, პოლიტიკას, განათლების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარებას.

ეკონომიკის სწავლების ერთერთი მთავარი საზრუნავი ყოველთვის სახელმძღვანელოა. ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ძირითადად ზოგადი მიმართულების სახელმძღვანელოებია გამოყენებული (ეკონომიკური თეორიის კურსი, მიკრო და მაკროეკონომიკა), ანუ ის, რაც ზოგიერთ ქვეყნებში ეკონომიქსის საერთო ცნებითაა გაერთიანებული. მათ შორისაა კლასიკური, საყოველთაოდ აღიარებული სახელმძღვანელოები, რომელთა ავტორიები არიან მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები გრეგორი მენქიუ, ქენეტ მაკკონელი და სტენლი ბრიუ, რობერტ პინდაიკი და დენიელ რუბინფელდი, ჯონ სლომანი და მარკ სატკლიფი, უილიამ ბომოლი და ალენ ბლაინდერი.

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ ეს სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისთვის ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, ქართველი მეცნიერ-ეკონომისტთა ძალისხმევით, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემაში.

ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორია, ნობელის პრემიის პირველი ამერიკელი ლაურეატი, მსოფლიოს გამოჩენილი ეკონომისტი პოლ სამუელსონი, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.

მისი ცნობილი სახელმძღვანელო ეკონომიქსი, რომელზეც მრავალი თაობა აღიზარდა, ახლა უკვე მეცხრამეტედ გამოიცემა. იგი 40 ენაზე ითარგმნა და 4 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

სამუელსონმა მოახდინა ყველაფრის ტრანსფორმაცია, რასაც შეეხო: ეკონომიკის თეორიული საფუძვლების, მეთოდების, რომლითაც სწავლობენ მსოფლიოს ეკონომისტები, გაუადვილა ცხოვრება კოლეგებსა და სტუდენტებს. პოლ სამუელსონმა შეიტანა რევოლუციური წვლილი ეკონომიკური მეცნიერების სწავლებაში მთელ მსოფლიოში. ეს სიტყვები მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულის - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტს სუზან ჰოკფილდს ეკუთვნის.

სამუელსონი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში XX საუკუნის გამოჩენილ ეკონომისტებთან - ჯონ კეინსთან, მილტონ ფრიდმანთან, ფრიდრიხ ჰაიეკთან და სხვებთან ერთად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნის წიგნის ბაზარი გაჯერებულია ეკონომიკის სახელმძღვანელოებითა და დამხმარე ლიტერატურით. ბოლო პერიოდში მომრავლდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და დამოუკიდებელი ავტორების მიერ გამოცემული ეკონომიკური ლიტერატურა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში სქოლასტური ეკონომიკური შეხედულებების ტყვეობაში ყოფნისა და „კაპიტალიზმის სრული დამარცხების მოლოდინის“ შემდეგ პირველად მოგვეცა საშუალება, თავისუფლად გავცნობოდით საბაზრო ეკონომიკის მეცნიერულ საფუძვლებს. ბევრს შეექმნა კონკრეტული წარმოდგენა ფირმის ქცევის - რესურსების რაციონალური გამოყენების, დანახარჯების შემცირების, მოგების მაქსიმიზაციის გზების, პროდუქციის მიწოდების რეგულირების შესახებ საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

სამეცნიერო, სტუდენტურ და ბიზნეს წრეებში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ეკონომიქსის დასავლური ტიპის კურსი გამოირჩევა სწორედ თავისი მკაფიო პრაქტიკული მიმართულებით, მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დაგროვდა ეკონომიქსის სწავლების გარკვეული გამოცდილება გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის პირობებში, გაირკვა, რომ ეს კურსი ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მომავალი ბიზნესმენების პრაქტიკულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ თეორიულ საკითხებს. მაგალითად, ფირმების ქცევის, სხვა ძირითადი ეკონომიკური საკითხებისა და პროცესების საილუსტრაციოდ გამოყენებულია მონო და დუოპროდუქტის წარმოების მოდელები. რეალურ ბაზარზე კი პრაქტიკულად მულტიპროდუქტების მწარმოებლები მოქმედებენ. ყველაზე მცირე მაღაზია და ჯიხურიც კი საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაჭრობს და ცდილობს კიდევ უფრო გააფართოოს იგი. დიდმა საწარმოებმა კი ასობით და ზოგჯერ ათასობით დასახელების საქონლის ასორტიმენტიდან უნდა შეარჩიონ და აწარმოონ ზუსტად ის, რომლებიც სურს ბაზარს. ამისათვის კომპანიის მენეჯერებმა უნდა გასცენ უტყუარი პასუხი საბაზრო ეკონომიკის სამ ფუნდამენტურ კითხვას - რა? როგორ? ვისთვის?

კომპანიებისა და ფირმების საქმიანობა ისეა წარმოჩენილი, თითქოს ისინი სულ ერთსა და იმავე პროდუქციას აწარმოებენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფირმებისთვის ზედმიწევნითაა ცნობილი, თუ როგორია მათ პროდუქციაზე მოთხოვნის მრუდი. რეალურად კი მენეჯერისთვის იგი უცნობია და ამასთან იმდენად ცვალებადია, რომ მისი შეფასების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ სანიმუშო ორიენტირად შეიძლება ჩაითვალოს.

ყოველივე ეს ეკონომიკის სწავლების ლატენტური პრობლემაა. იგი იჩენს თავს არა შემეცნების პროცესში (სტუდენტი, რომელსაც არ გააჩნია საწარმოო გამოცდილება ამას ვერ ამჩნევს), არამედ, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, როდესაც უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთანავე კურსდამთავრებული რწმუნდება იმაში, რომ ეფექტიანად ვერ იყენებს ეკონომიკურ თეორიაში მიღებულ ცოდნას. პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისას ხშირად ირკვევა, რომ რეალურ ვითარებაში რთულია ეკონომიკური მოდელების განხილვის პროცესში მიღებული ცოდნისა და თითქოს ძალზე ნათელი რეკომენდაციების გამოყენება.

მოდელების განხილვის მნიშვნელობა ეკონომიკის სწავლების პროცესში უდავოა, მაგრამ ამასთან ერთად, ზოგადთეორიულ კონტექსტში აუცილებელია რეალური ეკონომიკის პრობლემების, მისი თვისებების დეტალური აღწერა.

თეორიის პრაქტიკისგან მოწყვეტის კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ არ ეთმობა სათანადო ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ კატეგორიებს, როგორებიცაა: ხარისხი და კონკურენტუნარიანობა, რაც თანამედროვე პირობებში ღრმად შესწავლის ობიექტი უნდა იყოს.

კონკურენტული ბაზრის აღწერისას გამოყენებულია არარეალური ვარაუდი დარგის ყველა ფირმის თანაბარ პირობებში მოქმედების შესახებ. ბუნებრივია ანალიზის მხოლოდ ამ აბსტრაქტული სტადიით დაკმაყოფილება არ არის მიზანშეწონილი, სასურველია წმინდა კონკურენციის ისეთი მოდელის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს განსხვავებას ფირმების დანახარჯებსა და მათ ქცევას შორის. მოგების მაქსიმიზაციისკენ სწრაფვა ისეთი ფირმების მაგალითზეა ნაჩვენები, რომლებიც პროდუქციის ერთ სახეობას აწარმოებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ეკონომიკური სუბიექტების ხელთ არსებული ინფორმაციის შეზღუდულობის, ასიმეტრიული ინფორმაციისა და მისი კონკრეტული გავლენის გათვალისწინება ფირმების საქმიანობაზე. მიკროეკონომიკის თითქმის ყველა სტანდარტული კურსი ისე აღწერს ფირმების ქცევას, თითქოს მათთვის წინასწარაა ცნობილი, თუ რა წინაააღმდეგობები ელოდებათ მომავალ საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური რისკის უმნიშვნელოვანესი პრობლემა კი მოკლედაა განხილული მხოლოდ კურსის ბოლო ნაწილში და ისიც არა ყოველთვის.

ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებში არ არის გამოკვეთილი მეწარმის პიროვნული, კრეატიული როლი, მისი ფუნქცია, როგორც ომხმარებლისა და მწარმოებლის ინტერესების კოორდინატორის, დაუკმაყოფილებელი საბაზრო მოთხოვნილებების მუდმივი მაძიებლისა. ამასთან არ არის ნაჩვენები სამეწარმეო უნარის მნიშვნელობა, იგი მხოლოდ მოხსენიებულია, როგორც წარმოების ფაქტორი.

ცხადია, რომ თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა ურთულესი ამოცანაა, რომელიც თვით ეკონომიკური თეორიის მეთოდოლოგიით, მეცნიერული აბსტრაქციით, ეკონომიკის შესწავლის პროცესში დაშვებათა როლითაა განპირობებული.

ინტელექტუალური რესურსების აღწარმოებისა და მათი მართვის პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებისთვის, არამედ, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვისაც. ეს კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის იმ უმაღლესი სასწავლებლებისგან, სადაც ეკონომიკურ სპეციალობებს მრავალი სტუდენტი ეუფლება, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან სახელმწიფო და კერძო საწარმოებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ე.წ. ეკონომიკურ ბლოკში. მსოფლიოსა და ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების დინამიკის გათვალისწინებით მათი ფუნდამენტური მომზადებისთვის საჭიროა იმგვარი თეორიული მიდგომებისა და კომპეტენციების უზრუნველყოფა, რომლებიც მოგვცემს ეკონომიკური პროცესების ახსნისა და განჭვრეტის საშუალებას მუდმივად ცვალებადი და არასტაბილური ეკონომიკური ინსტიტუტების პირობებში. ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს უნივერსიტეტში, დაიწყო ეკონომიკური სწავლების არსებითი განახლების პროცესი. ეკონომიკური თეორიის, მიკრო და მაკროეკონომიკის ფუნდამენტურ კურსებთან ერთად, რომლებსაც ტრადიციულად ასწავლიან ეკონომიკური პროფილის ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებზე, ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის ინიციატივით შემოღებულია ახალი სალექციო კურსები: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პროგნოზირება, ეკონომიკური სისტემები და ეკონომიკური საბაზრო მოდელები, ეკონომიკური აზრის ევოლუცია: ნობელის პრემიის ლაურეატები, კლასიკური ეკონომიკური კვლევები.

ვფიქრობთ, აგრეთვე ინსტიტუციონალური ეკონომიკის, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, დარგობრივი ბაზრების ეკონომიკისა და სხვა თეორიული ეკონომიკური დისციპლინების დანერგვას.

ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეცნიერო კვლევების ჩატარება ეკონომიკის, სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის მიჯნაზე, რაც მოგვცემს ადმინისტრაციული და სხვა გარე ფაქტორების გავლენის მოდელირების საშუალებას სამოქალაქო საზოგადოების საწარმოებისა და დაწესებულებების ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენს მიერ განსაზღვრული თემატიკის კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ცხოვრების ხარისხის პრობლემა, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს კვლევის ობიექტს ეკონომიკისა და სოციოლოგიის მიჯნაზე. სამეცნიერო კვლევების აქტუალური თემაა - საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის პრობლემები.

თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირება შემოქმედებითი და არა მექანიკური პროცესია, ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული ეროვნული ტრადიცია, ზოგადეკონომიკური და სპეციალური დისციპლინების ოპტიმალური პროპორცია, უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო პოტენციალი და, რაც მთავარია, ბაზრის მოთხოვნა მომავალ სპეციალისტებზე.

ამასთან, ეკონომიკური სწავლების გამოყენებითი ასპექტების გაძლიერების ფონზე არ უნდა იქნას იგნორირებული ეკონომიკური თეორიის მიმართ ყურადღების გამახვილების თანამედროვე ტენდენცია. ამჟამად ისევე, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი დავა ეკონომიკური თეორიის მნიშვნელობაზე სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან, იგი წარმოადგენს ზოგადეკონომიკური აზროვნების მეთოდოლოგიურ საფუძველს. საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მისი გაღრმავებული შესწავლა.

ეს პროცესი უნდა წარიმართოს არა თეორიის პრაქტიკასთან დაახლოების გზით, არამედ, პრაქტიკული განზოგადოებების აყვანით თეორიის დონემდე, რაც სრულად შეესაბამება ეკონომიკის სწავლების მსოფლიო ტრენდს და კარგადაა განხორციელებული მენეჯერული ეკონომიკის კლასის სახელმძღვანელოებში.

6 აუდიტი

▲back to top


6.1 მიზანი, პროცესი და პროფესიონალიზმი

▲back to top


0x01 graphic

სოფიო ლალიევა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალისტი

დღევანდელი ბიზნესგარემო სამეთვალყურეო საბჭოებსა და მათ კომიტეტებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს და მათგან მოითხოვს იყვნენ უფრო აქტიურები, უკეთ ინფორმირებულები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა იკისრონ. კრიზისმა დაგვანახა, რომ დროა ვინმემ დასვას რთული და მკაცრი შეკითხვები და სიღრმისეულად ჩაეძიოს პრობლემებს.

ბოლო წლების მოვლენების შედეგად საზოგადოება უფრო მომთხოვნი და ნაკლებად მიმდობი გახდა. ამიტომ, საბჭოს წევრები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან რისკის მართვასთან, ეთიკასთან, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კორპორაციული მართვის ახალი გარემო

პასუხისმგებლობა კორპორაციულ მართვაზე ორგანიზაციაში რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს შორის ნაწილდება. ეფექტური მართვისთვის მამოძრავებელი ძალაა სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი მენეჯმენტი, შიდა და გარე აუდიტორები. საბჭოს არც ერთი კომიტეტი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი კორპორაციული მართვისათვის, როგორც აუდიტის კომიტეტი.

რა როლი აკისრია აუდიტის კომიტეტს კორპორაციულ მართვაში? მოკლედ ამ როლის ჩამოყალიბება ასე შეიძლება: აუდიტის კომიტეტი უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების, რისკის მართვის, შიდა კონტროლის, შიდა პროცედურებთან შესაბამისობის, ეთიკის, მენეჯმენტის საქმიანობის, შიდა და გარე აუდიტორების კონტროლს. ყოველივე ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობა უფრო დეტალურად:

  • აუდიტის კომიტეტი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ ფინანსური ანგარიშგება იყოს გასაგები, გამჭვირვალე და სანდო;

  • აუდიტის კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის ფუნქციის უწყვეტობა;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა დაეხმაროს ორგანიზაციას იყოს მიმართული ეფექტური შიდა კონტროლის დანერგვაზე;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა განიხილავდეს იმ კორპორაციულ პოლიტიკას, რომლებიც კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ეთიკის ნორმების დაცვას, ინტერესთა კონფლიქტებს და თაღლითობის გამოძიებას ეხება;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა სწავლობდეს იმ სასამართლო პროცესებს და დავებს, რომლებშიც ორგანიზია მონაწილე მხარედ გამოდის და რომლებიც კორპორაციულ მართვას შეეხება;

  • აუდიტის კომიტეტს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მენეჯმენტთან, რათა ინფორმირებული იყოს ორგანიზაციაში სიახლეების დანერგვისა და პრობლემების გადაჭრის სტატუსზე;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის მუდმივ გაცვლას შიდა აუდიტის ფუნქციასთან. კომიტეტის და შიდა აუდიტის ურთიერთობა მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დაგეგმილი, პერიოდული შეხვედრებით;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა განიხილავდეს შიდა აუდიტის სამუშაო გეგმებს, ანგარიშებს და მნიშვნელოვან აღმოჩენებს;

  • აუდიტის კომიტეტმა უნდა დაამყაროს პირდაპირი ურთიერთობა გარე აუდიტორებთან;

  • აუდიტის კომიტეტი უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ მენეჯმენტი კომპეტენტური ოყოს და ორგანიზაციში ჩანაცვლების პოლიტიკა არსებობდეს.

ორგანიზაციის ქცევის კოდექსი - გზა იერარქიის ზედა საფეხურებიდან ქვემოთ

სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტსა და აუდიტის კომიტეტს დიდი წვლილი მიუძღვით ორგანიზაციაში კორპორაციული კულტურისა და ქცევის წესების ჩამოყალიბებაში. სამეთვალყურეო საბჭოს დაყრდნობით მენეჯმენტი აყალიბებს ქცევის წესებს. იმის მონიტორინგი, თუ რამდენად მისდევენ ამ წესებს ორგანიზაციაში უკვე აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობაა ისევე, როგორც ორგანიზაციის ეთიკური გარემოსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის გაკონტროლება.

ქცევის კოდექსთან მიმართებაში აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მოიცავს:

  • იმის უზრუნველყოფას, რომ ქცევის კოდექსი შემუშავებულია;

  • ქცევის კოდექსის შემოწმებას, დადასტურებასა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ყოველწლიურ განხილვას;

  • იმის გაკონტროლებას, რომ ქცევის კოდექსი შეისწავლა ყველა თანამშრომელმა და მათ ჩაუტარდათ ადეკვატური ტრენინგი;

  • არსებული დარღვევების და მათი აღკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღებას;

  • მენეჯმენტის მიერ ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაკონტროლების მექანიზმების ადეკვატურობის შეფასებას;

  • იმის გაკონტროლებას, რომ მენეჯმენტი დროულად და ადეკვატურად ამჟღავნებს დარღვევებს;

  • იმის გაკონტროლებას, რომ შიდა აუდიტორები ითვალისწინებენ კოდექსისა და ეთიკის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებას თავიანთ სამუშაო გეგმებში.

ამოუკიდებლობა

აუდიტის კომიტეტს მენეჯმენტთან ურთიერთობის საკმაოდ რთული როლი აკისრია. ერთი მხრივ, აუდიტის კომიტეტი მენეჯმენტის მრჩევლის სტატუსით გამოდის, ხოლო მეორე მხრივ აკონტროლებს მენეჯმენტის საქმიანობას. აუდიტის კომიტეტს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მენეჯმენტთან, განიხილავდეს მისგან მიღებულ ინფორმაციას და კრიტიკული თვალით აფასებდეს მენეჯმენტის საქმიანობას. ამავე დროს, აუდიტის კომიტეტი არავითარ შემთხვევაში თავად არ უნდა ასრულებდეს მენეჯმენტის როლს და აუცილებლად უნდა ინარჩუნებდეს მენეჯმენტისგან დამოუკიდებლობას.

მენეჯმენტისა და აუდიტის კომიტეტის საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარი უნდა იყოს გავლებული. ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული სად სრულდება მენეჯმენტის და იწყება აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობა. ამის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მენეჯმენტსა და აუდიტის კომიტეტს შორის. მენეჯმენტისთვის აუდიტის კომიტეტი ის აქტივი უნდა იყოს, რომელსაც მიმართავ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე და არა შემდგომ.

თუ მკითხველი აუდიტის კომიტეტის წევრია, ქვემოთ მოყვანილი კითხვარი დაეხმარება მას განსაზღვროს, რამდენად ადეკვატურია მენეჯმენტთან კომუნიკაციის დონე:

  • მენეჯმენტთან დაკავშირება მარტივია;

  • მენეჯმენტის წევრები რეგულარულად მოგმართავენ;

  • მენეჯმენტი დროულად და ამომწურავად პასუხობს თქვენს შეკითხვებს;

  • პასუხების გასამაგრებლად, მენეჯმენტი გაწვდით ფაქტობრივ დამადასტურებელ ინფორმაციას;

  • მენეჯმენტი ღიად აღიარებს, როდესაც არ აქვს პასუხი დასმულ შეკითხვაზე;

  • მენეჯმენტი მხარდაჭერას უწევს აუდიტის კომიტეტს დამატებითი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოზიდვაში;

  • მენეჯმენტი გატყობინებთ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;

  • მენეჯმენტი კონსულტაციებს გადის თქვენთან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ძირითადი პრობლემური არეები

რა აღელვებთ აუდიტის კომიტეტის წევრებს? ათობით პრობლემური საკითხიდან შეგვიძლია ხუთი ძირითადი გამოვყოთ: ფინანსური ინფორმაციის სიზუსტე, რისკის მართვა, კონტროლის შეფასება, გარე აუდიტორის სამუშაოს გაკონტროლება და შიდა აუდიტორების სამუშაოს ეფექტური გამოყენება.

ფინანსური ინფორმაციის სიზუსტე

ფინანსური ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები უკავშირდება ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სისრულეს, ბიზნეს და სააღრიცხვო პოლიტიკების ხშირ ცვლილებებს და ფინანსური ანგარიშგების შუალედურ (კვარტალურ, ნახევარწლიან ან სხვა სიხშირით) შემოწმებებს.

ფინანსურ საკითხებზე სწორი დასკვნების გამოსატანად აუდიტის კომიტეტის წევრებმა სწორი შეკითხვების დასმა უნდა ისწავლონ. ისინი ასევე ინფორმირებულები უნდა იყვნენ არსებითობის ზღვარის ოდენობაზე (materiality threshhold), უნდა ადარებდნენ არსებულ სააღრიცხვო პოლიტიკებს შესაძლებელ ალტერნატივებთან, აანალიზებდნენ რეალურ მაჩვენებელს დაგეგმილთან მიმართებაში და აკვირდებოდნენ სფეროებს, რომლებიც მეტად ექცევა თაღლითობის რისკის ქვეშ. აუდიტის კომიტეტი უნდა ეცნობოდეს შიდა და გარე აუდიტორების დასკვნებს და იყენებდეს სპეციალურ კითხვარებს ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების წესებთან შესაბამისობის დასადგენად.

რისკის მართვა

ყველა ორგანიზაციას უნდა ქონდეს რისკის მართვის პოლიტიკა და სწორედ აუდიტის კომიტეტი უნდა ეწეოდეს ამ პოლიტიკის და მასთან შესაბამისობის მონიტორინგს. განვითარებულ ქვეყნებში ხშირად ნერგავენ საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულ რისკის მართვის მოდელებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ე.წ. “Coso's Enterprise Risk Management - Integrated Framework”. (Coso - the Committee of Sponsoring Organizations of the Treadway Commissions არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ბიზნეს-ეთიკის, ეფექტური შიდა კონტროლის და კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვის გზით ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.) რისკის მართვის ეს მიდგომა ითვალისწინებს სტრუქტურირებულ და კოორდინირებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია პოტენციური რისკების გამოვლენაზე, გაზომვაზე, საპასუხო რეაგირებასა და შესაძლებელი შედეგების შეფასებაზე.

კონტროლის შეფასება

კონტროლის შეფასების პროცესის ეფექტურობის მისაღწევად აუდიტის კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს მენეჯმენტის მიერ დანერგილ პროცესებზე შიდა კონტროლის შეფასებასთან მიმართებაში. ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს მექანიზმები არა მხოლოდ ფინანსური კონტროლის შეფასებისა და ანგარიშგებისთვის, არამედ მთლიანი ორგანიზაციის მასშტაბით არსებული კონტროლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კონტროლი, რომელიც ემსახურება თაღლითობის გამოვლენასა და აღკვეთას.

გარე აუდიტორების სამუშაოს მონიტორინგი

აუდიტის კომიტეტი პასუხისმგებელი უნდა იყოს გარე აუდიტორებთან ურთიერთობაზე. ეს ურთიერთობა მოიცავს პირდაპირ ანგარიშგებას, უწყვეტ კომუნიკაციას, ხშირ შეხვედრებს და დისკუსიებს აუდიტის სამუშაოს მასშტაბსა და მოცულობაზე. გარე აუდიტორების მონიტორინგში ასევე მოიაზრება მათი ანაზღაურების, შერჩევის კრიტერიუმების, დამოუკიდებლობის, როტაციის და სამუშაოს შედეგების შეფასების საკითხებზე მუშაობა. ხშირად, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებს მენეჯმეტი ასრულებს; ასეთ შემთხვევებში აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობაა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მოცემული ფუნქციები გადმოიბაროს.

შიდა აუდიტის ეფექტური გამოყენება

შიდა აუდიტის მიზანია მოიპოვოს რწმუნება იმაზე, რომ ორგანიზაციაში არსებული კონტროლი საკმარისი დონით ახდენს რისკების მინიმიზაციას და ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები სათანადოდ სრულდება.

აუდიტის კომიტეტი და შიდა აუდიტი ურთიერთადაკავშირებული ერთეულებია და მუდმივი შეხება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. შიდა აუდიტორები აუდიტის კომიტეტს უნდა აწვდიდნენ ობიექტურ მოსაზრებებსა და ინფორმაციას და უწევდნენ მხარდაჭერას, ხოლო აუდიტის კომიტეტი კი შიდა აუდიტის განყოფილების სამუშაოს მონიტორინგს უნდა ეწეოდეს.

საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს შიდა აუდიტორებისთვის რაიმე სტანდარტები და შესაბამისი სერტიფიცირების სისტემა. ასეთი სტანდარტები და სერტიფიცირების პრაქტიკა დანერგილია უფრო განვითარებულ ბაზრებზე. ყველაზე მეტად ცნობილი და გავრცელებულია შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები (International Standards For the Professional Practice of Internal Auditing), რომლებსაც შიდა აუდიტორების ინსტიტუტი (The Institute of Internal Auditors) ამუშავებს და ნერგავს, ასევე ახდენს აუდიტორების სერტიფიცირებას სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის (The Certified Internal Auditor) პროგრამით.

მნიშვნელოვანია შიდა აუდიტორების სამუშაოს მიერ ორგანიზაციისთვის მოტანილი ღირებულების გათვითცნობიერება. ვეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ძირითად ასპექტებზე:

ობიექტურობა

ობიექტურობის შესანარჩუნებლად, შიდა აუდიტორებს არ უნდა ჰქონდეთ პირადი ან პროფესიული დაინტერესება იმ სფეროებში, რომელთა აუდირებაც ხდება. შიდა აუდიტორი მუშაობისას სრულ მიუკერძოებლობას უნდა ინარჩუნებდეს.

ამოუკიდებლობა

შიდა აუდიტის წესდება უნდა უზრუნველყოფდეს შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებლობას. შიდა აუდიტს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ორგანიზაციაზე და ურთიერთობა ნებისმიერ იერარქიულ დონეზე დასაქმებულ თანამშრომელთან, მაგრამ თავად აუდიტორები არ უნდა იყვნენ ჩართული ორგანიზაციის მართვაში.

რისკის მართვა

რისკის მართვის პროცესებს მენეჯმენტი ნერგავს, ხოლო მის ეფექტურობას უკვე შიდა აუდიტი აფასებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს რისკის დაზღვევის მეთოდებს - შიდა აუდიტი თავის მოსაზრებას უნდა წარადგენდეს ამ თემაზე.

საკადრო პოლიტიკა

შიდა აუდიტის ეფექტური საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლებს გამოცდილების და უნარ-ჩვევების ფართო სპექტრი გააჩნდეთ - ორგანიზაციის საქმიანობის/ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა, შიდა აუდიტის სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა, ტექნიკური უნარ-ჩვევები, საოპერაციო და ფინანსური სფეროების პროცესების დახვეწის უნარი და გამოცდილება, ურთიერთობების და საპრეზენტაციო უნარები.

ზოგ შემთხვევაში დაშვებულია შიდა აუდიტის გარკვეული, სპეციფიკური ფუნქციების გარედან დაქირავება, ე.წ. აუთსორსინგი; თუმცა, საუკეთესო პრაქტიკის თანახმად შიდა აუდიტის ძირითადი ნაწილი ორგანიზაციის შიგნით უნდა ხორციელდებოდეს.

აუდიტის კომიტეტის წესდება

სად იყრის თავს ინფორმაცია აუდიტის კომიტეტის პასუხისმგებლობაზე, მიზნებზე, მოლოდინებსა და საბჭოებთან ურთიერთობებზე? აუდიტის კომიტეტის სახელმძღვანელოს ყველა ძირეულ ასპექტში აუდიტის კომიტეტის წესდება წარმოადგენს.

წესდება უნდა განსაზღვრავდეს კომიტეტის წევრობის მოთხოვნებს, აყენებდეს ფინანსური ექსპერტის დაქირავების მოთხოვნას, განსაზღვრავდეს სავალდებულო შეკრებების მინიმალურ რაოდენობას და ასახელებდეს შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია დახმარებისთვის გარეშე ექსპერტების დაქირავება. წესდება, ასევე უნდა განსაზღვრავდეს კომიტეტის პასუხისმგებლობას რისკების მართვასა და საკუთარი ეფექტურობის გაკონტროლებასთან მიმართებაში. ამასთან, წესდებაში შედის ხოლმე ისეთი საკითხები, როგორიცაა კომიტეტის ფუნქციები წლიური ანგარიშის მომზადებასა და წლის მუშაობის დღის წესრიგის შემუშავებასთან დაკავშირებით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წესდება მოიცავდეს კომიტეტის ურთიერთობებს შიდა და გარე აუდიტორებთან.

არც ერთი წესდების სტანდარტული ნიმუში, ბუნებრივია, არ მოიცავს კონკრეტული კომიტეტისთვის მნიშვნელოვან ყველა ასპექტს, თუმცა ქვემოთ მაინც ჩამოვთვლით სტანდარტული წესდების იმ მუხლებს, რომლებიც შესაძლებელია საბაზისო სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული:

  • მიზანი;

  • უფლებები და მოვალეობები;

  • შემადგენლობა;

  • შეკრებები;

პასუხისმგებლობა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

  • ფინანსური ანგარიშგება;

  • შიდა კონტროლი;

  • შიდა აუდიტი;

  • გარე აუდიტი;

  • ანგარიშვალდებულება.

ჩვენი პროექტი მზად არის უფრო დეტალურად გაგაცნოთ აუდიტის კომიტეტის წესდების სტანდარტული ნიმუში და დაგეხმაროთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ვერსიის შემუშავებაში.

7 აქტუალური თემა

▲back to top


7.1 როგორ ვმართოთ ხარისხი

▲back to top


0x01 graphic

ომარ კაჭარავა,
სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი

0x01 graphic

იური ნიკოლაიშვილი,
დამოუკიდებელი ექსპერტი

ამ რამდენიმე ხნის წინათ სასტუმრო მეტეხი პალასში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ეგიდით, ჩატარდა სემინარი თემაზე - მოთხოვნაზე ორიენტირებული ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება. სემინარის ორგანიზატორები იყვნენ გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი (PTB) და საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

სემინარზე წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად ეხებოდა პროდუქციის (მათ შორის, სურსათის) ხარისხის მართვისა და რეგულირების საკითხებსა და სახელმწიფო სტრუქტურების როლს ამ სფეროში. ამ კუთხით განსაკუთრებით ყურადსაღები იყო გერმანელ სპეციალისტთა მიდგომა პროდუქციის ხარისხის შეფასებისას მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის, როგორც აუცილებელი პირობის, არსებობის თაობაზე. სურვილი გვაქვს დაგვიანებით გამოვეხმაუროთ ამ მეტად საჭირბოროტო პრობლემას.

პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტის (მართვის) საკითხი წარმოშვა მეცნიერებამ მარკეტინგის შესახებ, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, როგორც ბაზარზე ორიენტირებული წარმოების ახლებურად მართვის სისტემა. 60-იან წლებში ამერიკულმა და დასავლეთ ევროპის ფირმების უმრავლესობამ მარკეტინგის პრინციპების ეფექტიანობა და მისი დანერგვის აუცილებლობა სათანადოდ შეაფასეს და მის პრაქტიკულ გამოყენებას აქტიურად შეუდგნენ. ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთ ევროპისა და იაპონიის ფირმებმა საკმაოდ მალე აუღეს ალღო და თავიანთი ქვეყნების სპეციალური პირობების გათვალისწინებით პროდუქციის წარმოების დაგეგმვაში მისი გამოყენება დაიწყეს. იაპონიის კომპანიების წარმატება ძირითადად განაპირობა ცნობილი ამერიკელი პროფესორის, ედვარდ დემინგის ფილოსოფიურმა ხედვამ - ქვეყანა, როგორც ერთიანი სისტემა. იგი ამბობდა: არცერთ ქვეყანას არა აქვს აუცილებლობა, იყოს ღარიბი. იმისთვის, რომ ამაღლდეს ცხოვრების დონე არა მარტო სულიერ, არამედ, მატერიალურ სფეროში, ადამიანებმა ერთმანეთში უნდა ივაჭრონ საქონლითა და მომსახურებით. ვაჭრობა ორმხრივ ხასიათს ატარებს. სანამ საზოგადოება რაღაცის იმპორტირებას შეძლებს, მან საპირისპიროდ რაღაცის ექსპორტირება უნდა მოამზადოს. ეს პრინციპები მისაღებია სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მრეწველობის ყველა სფეროში. ამისათვის კი საჭიროა მოთმინება, შეუპოვრობა და ერთიანი შრომა. ასეთი მიდგომა წარმოების სფეროსადმი განსაკუთრებით გაძლიერდა XXI საუკუნეში, როდესაც გლობალიზაციის პრინციპებმა უფრო გამოკვეთა თავისი ძალა და მიმართულებები.

რა არის პროდუქციის ხარისხი

ღემდე არსებობს ამ ტერმინის მრავალი განმარტება იმის მიხედვით, თუ რა მიზნით გამოიყენება, ან რომელი ავტორი როდის, ან რა პროდუქციისათვის იყენებს მას. კლასიკური განმარტებით, პროდუქციის ხარისხი არის პროდუქციის თვისებათა ერთობლიობა მისი ვარგისიანობის შესახებ, რათა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები მისი დანიშნულების შესაბამისად. ამდენად, პროდუქციის ხარისხი უნდა პასუხობდეს მომხმარებლის ინტერესებს. სწორედ ამას გულისხმობდა ჰოლანდიელი პროფესორი პ.ა. ვან ხაფი. როდესაც ამბობდა, რომ პროდუქციის ხარისხი არის მყიდველის მოლოდინთან 100%25-იანი შესაბამისობა. ასეთი შესაბამისობის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ერთი ადამიანისათვის ცხარე საჭმელი მისაღები, გემრიელი და კარგია, ე.ი. ხარისხიანია, ხოლო, მეორესათვის მიუღებელი, უგემური და ცუდი, ე.ი. უხარისხო. ამდენად, ცნება „პროდუქციის ხარისხი“. დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის დათქმული მახასიათებლებისა და თვისებების ინდივიდის მოთხოვნილების შესაბამისობასთან.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, პროდუქციის ხარისხის ამაღლება არსებითად შეიძლება განხორციელდეს არა ცალკეული ღონისძიებების გატარებით, არამედ კომპლექსურად.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 2000-2015 წლებში პრიორიტეტებს ანიჭებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სასურსათო პოლიტიკის ხელშეწყობას მსოფლიოში სურსათით ვაჭრობის ზრდა, თანამედროვე კომუნიკაციების განვითარება და მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება ხელს უწყობენ სურსათის უვნებლობის, ხარისხისა და რეგულირების პროცესების მნიშვნელობას.

ISO 9000 სერიის სტანდარტები განასხვავებენ მოთხოვნებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემებსა და თვით პროდუქციას შორის. საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 9001:2003 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“ ითვალისწინებს, რომ ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს. დოკუმენტურად გააფორმოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს მოცემული სტანდარტის მოთხოვნები. იგი ასევე ადგენს მოთხოვნებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მიმართ, როდერსაც:

ა) კომპანიას თავისი შეხეიური დულებების გამოსავლენად ესაჭიროება ბაზარს მუდმივად მიაწოდოს პროდუქტი, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა მოთხოვნებს და პასუხობს კანონმდებლობას;

ბ) კომპანია ცდილობს გაზარდოს მომხმარებლის დაინტერესება სისტემის შედეგიანი გამოყენების და მისი განუწყვეტელი სრულყოფის გზით. რაც შეეხება მოთხოვნებს პროდუქციის მიმართ. იგი ყალიბდება მომხმარებლის, ან წარმოების მიერ ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შესაბამისად, აგრეთვე საკონტაქტო შეთანხმებებსა და რეგლამენტებს.

პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტის საკითხის შემდეგ აუცილებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებსაც შევეხოთ. აქ პირველ რიგში ამ სფეროში გაეროს საქმიანობის რვა პრინციპი უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ეს რვა პრინციპი გამჭირვალე და ერთნაირად გასაგები უნდა იყოს, როგორც მწარმოებლისათვის, ისე გამყიდველისა და მყიდველისათვის.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ თანაფარდობაში არის კომპონენტები: პროდუქცია - ხარისხი - ღირებულება - ფასი - მყიდველი. ჩვენთან ხშირად ეს სქემა უგულებელყოფილია და იგი განიხილება შეკვეცილი ფორმით: პროდუქცია - ფასი - მყიდველი. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დამამზადებელი, ან გამყიდველი აქტიურობს: დამამზადებელი - საქონელი ჩემია და როგორც მინდა, ისე გავყიდი: გამყიდველი - რა ფასიც მინდა, იმ ფასს დავადებ. მაგრამ ასეთი მიდგომა მახინჯი და მცდარი მიდგომაა. შევავსოთ ზემოთ ნახსენები შეკვეცილი სქემა „ხარისხით“ და „ღირებულებით“ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თანაც არა ჩვენი სუბიექტური სურვილის, ან შეხედულების მიხედვით, არამედ, იმ აღიარებული, კანონიერი მოთხოვნების მიხედვით, რომელიც არის მოცემული გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 5 აპრილს N39 C 248 რეზოლუციაში - „მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები“.

დღეს ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის ხარისხის მართვის საკითხი რამდენიმე სახელმძღვანელო დოკუმენტშია მოცემული. ასეთია კერძოდ, საქართველოს კანონები: გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ, ვაზისა და ღვინის შესახებ, ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ (დროებით შეჩერებულია). მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, აგრეთვე, ეროვნული სტანდარტები: სსტ 5.020:2006 შესაბამისობის შეფასება, პროდუქციის ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის ჩატარების წესი, სსტ 68-2007 ბიოპროდუქციის ძირითადი მოთხოვნები და წარმოების წესებიდა სხვ. თუმცა, თვით პროდუქციის ხარისხი თითქმის ყველგან უკანა პლანზეა გადაწეული.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის მართვას ცალკეული ორგანიზაციები დამოუკიდებლად ახდენენ. ასეთებია მაგალითად, კომპანია ”GWS”, შპს ნატახტარი და სხვა წარმოებები, მაგრამ ცალკეული ავტონომიური ქმედებები არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო წესებსა და მიდგომებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დასავლეთში ხარისხის მართვის HACCP - ის სისტემის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება სახელმწიფო ორგანიზაციებს ევალება. ხოლო ბევრ ქვეყანაში არსებობს ე.წ. ხარისხის სახლი, იმართება კონკურსები და გაიცემა პრემიები ხარისხის მართვის დარგში: ამერიკაში . ვოლდრიჯის პრემია, იაპონიაში ედ. დემინგის პრემია და ა.შ. ასევე საყურადღებოდ მიგვაჩნია ჩვენი პარტნიორები ქვეყნის, ლატვიის მაგალითი, სადაც პროდუქციის ხარისხს თვალყურს ადევნებს ე.წ. მეტროლოგიური ინსპექცია, რომელიც სასურსათო და ვეტერინარიის დეპარტამენტზე მაღლა დგას და თვით დეპარტამენტის მუშაობასაც კი ამოწმებს.

აქვე ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, რომ საქართველოს თითქმის ყველა უწყებაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ათიოდე წლის წინ არსებობდა სტანდარტიზაციის სამსახური „რეგულირებისა და ხარისხის პოლიტიკის სამმართველოს“ სახით და დარგების და პროდუქციის სახეობების მიხედვით ფუნქციონირებდა 12 სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი (სწორედ ამ პერიოდში შიქმნა პირველი ეროვნული სტანდარტი სურსათზე - „არაჟანი“). სამწუხაროდ, შემდეგი სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის მიზნით ჩატარებულმა რეფორმამ სამმართველოც იმსხვერპლა და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტებიც. ეს მაშინ, როც ბევრ ქვეყანაში ასეთი კომიტეტები დღესაც წარმატებით მოქმედებენ. იმედია, რეფორმის შემდეგი ეტაპი ამ ხარვეზებს გამოასწორებს.

საქართველოს ევროკავშირთან სამეზობლო ურთიერთობების პროგრამა პერსპექტივაში ითვალისწინებს ქართული სასურსათო პროდუქტების ევროპის ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობას, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ამ მიმართულებით ევროდირექტივების და რეგლამენტების მოთხოვნების შესრულება და მესამე ქვეყნების სიაში საქართველოს ჩართვა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მეწარმეებს ექმნებათ შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში განახორციელონ საექსპორტო ოპერაციები. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ ურიგო არ იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნას სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების ჰარმონიზაციის საკითხებზე და კოორდინირებას გაუწევს ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას და დანერგვას.

hou rul e quality

O. Kacharava, I. Nikolaishvili

in the artikle, there are definitions of the terms given, concerning “the Produqtion quality” and “the infrastruqture of the produqtion quality” adopted in international praqtikes, togather with the connection of quality management of the produqtion with the issues consumers' rights protection. Considerations on strenghening the export potential of Georgian food on international markets and in connection with this the infrastructure development of the produqtion quality in agriculture are also given.

8 ფორექსი

▲back to top


8.1 ჰეჯირების არსი და როლი საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში

▲back to top


0x01 graphic

ნანა შონია
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საგარეო ვაჭრობის ოპერაციებით დასაქმებული კომპანიები (ექსპორტიორები და იმპორტიორები) მთელ მსოფლიოში არიან საერთაშორისო სავალუტო ბაზრის - ფორექსის - აქტიური მონაწილეები. ექსპორტიორებს გააჩნიათ მუდმივი ინტერესი გაყიდონ უცხოური ვალუტა, იმპორტიორებს კი - იყიდონ იგი.

ფორექსის საერთაშორისო ბაზარზე ვალუტების კურსი მუდმივად იცვლება. ამის შედეგად ვალუტაზე საყიდელი ან გასაყიდი საქონლის რეალური ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს და კონტრაქტი, რომელიც მომგებიანი ჩანდა, შედეგად წამგებიანი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, არსებობს საწინააღმდეგო სიტუაციებიც, როდესაც ვალუტის კურსის შეცვლას მოგება მოაქვს, მაგრამ სავაჭრო კომპანიის მიზანი არ არის სავალუტო კურსების ცვლილებები და სარგებლის მიღება. სავაჭრო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს საშუალება დაგეგმოს საყიდელი ან გასაყიდი საქონლის რეალური თვითღირებულება.

საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებით დასაქმებულ მსხვილ ფირმებს ანალიტიკური განყოფილებები გააჩნიათ, რომლებიც სავალუტო კურსების პროგნოზირებას ახორციელებენ. მაგრამ, პროგნოზირება არ იძლევა საშუალებას მთლიანად გამოირიცხოს გაურკვევლობა, ამიტომაც კომპანიები თავიანთ საქმიანობაში ფართოდ იყენებენ სავალუტო კურსების ჰეჯირებას.

ისმება კითხვა: რა არის ჰეჯირება და რას იძლევა ის?

ფულადი სახსრები, აგრეთვე მომავალი შემოსავლები და ხარჯები უცხოური ვალუტით, განიცდიან სავალუტო რისკებს. ჩვეულებრივ კომპანიაში აღრიცხვა წარმოებს ერთ რომელიმე ვალუტაში (მაგალითად, აშშ დოლარებში), მაგრამ ამ კომპანიას უწევს სხვადასხვა ქვეყნებთან საანგარიშსწორებო ურთიერთობა, ამიტომ სავალუტო კურსების ცვლილების გამო, ის ყოველთვის დგას წაგების საშიშროების წინაშე, რომლისთვისაც კომპანიამ უნდა მიმართოს ჰეჯირების პროცესს.

ჰეჯირება არის რისკის დასაწევად ერთი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება მეორის ფასზე საბაზრო ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის უგულებელსაყოფად, რომელიც უკავშირდება პირველ ინსტრუმენტს ან მის მიერ გენერირებულ ფულის ნაკადებს.

სავალუტო კურსის ჰეჯირება - არის სახსრების დაცვა სავალუტო კურსების არახელსაყრელი მოძრაობისგან, რომელიც მდგომარეობს ამ სახსრების მიმდინარე ღირებულების ფიქსირებაში ფორექსის ბაზარზე გარიგებების დადების მეშვეობით. ჰეჯირებას საქმე ისე მიჰყავს, რომ კომპანიისთვის ქრება კურსების ცვლილების რისკი, რაც იძლევა შესაძლებლობას დაიგეგმოს საქმიანობა და გამოჩნდეს ფინანსური შედეგი, რომელიც არ არის დამახინჯებული კურსის რხევებით. ჰეჯირება იძლევა საშუალებას წინასწარ განისაზღვროს პროდუქციის ფასები, გამოითვალოს სარგებელი, ხელფასები და ა.შ.

არსებობს ჰეჯირების ორი ტიპი: მყიდველის ჰეჯირება; გამყიდველის ჰეჯირება.

მყიდველის ჰეჯირება გამოიყენება იმ რისკის შესამცირებლად, რომელიც უკავშირდება საქონლის ფასის ზრდას, ხოლო გამყიდველის ჰეჯირება გამოიყენება საპირისპირო სიტუაციაში - რისკის შესამცირებლად, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ფასის შესაძლო დაწევასთან.

არსებობს ჰეჯირების საბაზრო მეთოდები, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ფიუჩერსული კონტრაქტის ვადიან ბაზარზე ყიდვა; ქოლის ტიპის ოფციონის ყიდვა; ფუთის ტიპის ოფციონის გაყიდვა.

ჰეჯირების ძირითადი პრინციპებია:

1. ჰეჯირების ეფექტური პროგრამა არ ისახავს მიზნად მთლიანად აღმოფხვრას რისკი; ის შემუშავდება, რათა მოახდინოს რისკის ტრანსფორმირება მიღებული ფორმებიდან მისაღებში. ჰეჯირების მიზანია რისკის ოპტიმალური სტრუქტურის მიღწევა, ანუ ჰეჯირების უპირატესობებს ან მის ღირებულებას შორის თანაფარდობის მიღწევა.

2. ჰეჯირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია პოტენციური დანაკარგის სიდიდის შეფასება, რომელიც კომპანიამ შეიძლება განიცადოს ჰეჯზე უარის თქმის შემთხვევაში. თუ პოტენციური ზარალი უმნიშვნელოა (მაგალითად, ნაკლებად მოქმედებს ფირმის შემოსავალზე), სარგებელი ჰეჯირებისგან თუ ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე დანახარჯი მის განხორციელებაზე, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია კომპანიამ თავი შეიკავოს ჰეჯირებისაგან.

3. როგორც ნებისმიერი ფინანსური საქმიანობა, ჰეჯირების პროგრამა მოითხოვს წესების და პროცედურების შინაგანი სისტემის შემუშავებას.

4. ჰეჯირების ეფექტურობის შეფასება მხოლოდ კონტექსტში (უაზრობაა საუბარი ჰეჯირების ოპერაციის შემოსავლიანობაზე ან მისგან ზარალზე სპოტ-ბაზარზე ძირითადი საქმიანობისგან მოწყვეტით).

5. ჰეჯირების ზოგადი პრინციპი საგარეო სავაჭრო ოპერაციებში, მდგომარეობს სავაჭრო ანგარიშზე სავალუტო პოზიციის გახსნაში სახსრების კონვერტირების მომავალი ოპერაციებისთვის. იმპორტიორისთვის აუცილებელია უცხოური ვალუტის ყიდვა, ამიტომაც ის წინასწარ ხსნის პოზიციას ვალუტის ყიდვით სავაჭრო ანგარიშზე, ვალუტის რეალური ყიდვის დადგომის მომენტში თავის ბანკში ის ხურავს ამ პოზიციას. ექსპორტიორისთვის აუცილებელია უცხოური ვალუტის გაყიდვა, ამიტომაც ის წინასწარ ხსნის პოზიციას ვალუტის გაყიდვით სავაჭრო ანგარიშზე, თავის ბანკში ვალუტის რეალური მომენტის დადგომის დროს (მომენტში) ხურავს ამ პოზიციას.

6. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

1. ბენზინის მწარმოებელი ყიდულობს ნავთობს და გეგმავს მის მიერ წარმოებული ბენზინის გაყიდვას სამ თვეში. მაგრამ, მას ეშინია, რომ ამ დროის განმავლობაში ფასი დაიწევს, რაც გამოიწვევს არასაკმარის მოგებას, შესაძლოა ზარალსაც. რათა შეამციროს რისკი, ის დებს ფორვარდულ კონტრაქტს ბენზინის მიწოდებაზე შესრულების ვადით სამი თვის შემდეგ.

2. წინა მაგალითში ბენზინის მწარმოებელმა თავი დაიზღვია ნავთობის ფასის დაწევისგან, მაგრამ ამასთანავე დაკარგა შესაძლებლობა მიეღო დამატებითი მოგება მასზე ფასის შესაძლო მომატების შემთხვევაში. ფორვარდული კონტრაქტის გაყიდვის მაგიერ მას შეეძლო შეეძინა „ფუტის“ ტიპის ოფციონი ბენზინის ფიუჩერსულ კონტრაქტზე შესრულების ვადით სამი თვის შემდეგ (ან ცოტა მეტით). ამ ტიპის ოფციონი მფლობელს აძლევს საშუალებას გაყიდოს საქონელი წინასწარ მოლაპარაკებული ფასით ან უარი თქვას გარიგებაზე. ბენზინის მწარმოებელმა გარკვეული თანხა დახარჯა დღეს, დააფიქსირა მიწოდების მინიმალური ფასი, შეინარჩუნა შესაძლებლობა გაყიდოს ბენზინი უფრო ძვირად, თუ საბაზრო კონიუნქტურა მისთვის ხელსაყრელად წარიმართება.

3. ევროპული ფირმა გეგმავს ექვსი თვის შემდეგ აიღოს დოლარის კრედიტი ბანკში სამი თვით LIBOR+3%25 განაკვეთით. რათა შეამციროს მისი მომსახურების საფასურის გაზრდის რისკი საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შემთხვევაში. ის CME ბირჟაზე ყიდის ფიუჩერსს სამთვიანი ევროდოლარის დეპოზიტზე ექვსი თვის შემდეგ შესრულებით (ფიუჩერსული ფასი ამ შემთხვევაში განისაზღვრება როგორც 100%25 - განაკვეთი დეპოზიტზე, ამიტომ საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან მომგებიანია “მოკლე” პოზიცია სასწრაფო (ანუ ვადიან) ბაზარზე, ანუ გაყიდვა).

4. აშშ-ში ინვესტორს თავისი პორტფელის კონსერვატიულ ნაწილში შეაქვს აშშ ხაზინის ოცდაათწლიანი ობლიგაციები ფიქსირებული საკუპონო შემოსავლით. იმისათვის, რომ დაიცვას ამ ობლიგაციებზე რეალური შემოსავალი ინფლაციის გავლენისგან, მას შეაქვს პორტფელში ობლიგაციები ფიქსირებული საპროცენტო შემოსავლით კუპონებზე და ნომინალზე, რომლებიც ინდექსირებულია ინფლაციის მიმდინარე დონეზე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი CPI-U).

5. იაპონურ ფირმას შემოაქვს აშშ-ში საქონელი და მის საფასურს დოლარებში იღებს, რომლის კონვერტირება იენებში ხდება. დოლარის მიმართ იენის კურსის ზრდასთან დაკავშირებული რისკის ჰეჯირებისათვის ფირმა ყიდულობს ფიუჩერსს JPY/USD.

6. ტეხასის შტატის ადგილობრივი გადასახადის 25%25 მოდის ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებზე. ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნისას გადასახადის შემოსავლები მცირდება. იმისათვის, რომ სტაბილურად შემოვიდეს მომავალი ფულადი ნაკადები, შტატის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ნავთობის გაყიდვის მომავალი ფასის ჰეჯირების პროგრამა (ეს რეალური მაგალითია).

როგორც აღნიშნული მაგალითებიდან ჩანს, ჰეჯირება შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც დანაკარგის რისკის შესამცირებლად, რომლებიც უკავშირდება საქონელზე ფასის შეცვლას, ასევე სხვა საბაზრო ფაქტორებზე (ვალუტების გაცვლითი კურსები, საპროცენტო განაკვეთები). შემდგომში ძირითად ყურადღებას ჩვენ დავუთმობთ სწორედ სასაქონლო პოზიციების ჰეჯირებას. კომპანია სანამ გასცემდეს პასუხს საკვანძო საკითხს - უნდა ჰეჯირება თუ არა, მან უნდა შეაფასოს თავისი ფასების რისკზე დამოკიდულების ხარისხი. ამ დამოკიდებულებას ადგილი აქვს შემდეგი პირობების შესრულებისას:

  1. ფასები საწყის მასალებზე (მომსახურებაზე) ან გამოშვებულ პროდუქციაზე მუდმივი არ არის.

  2. კომპანიას არ შეუძლია თავისი შეხედულებებით დაადგინოს ფასები საწყის მასალებზე (მომსახურებაზე).

  3. კომპანიას არ შეუძლია თავისუფლად დაადგინოს ფასი მომავალ პროდუქციაზე და ამასთანავე შეინარჩუნოს რეალიზაციის მოცულობა (ნატურალურ გამოსახულებაში).

ჰეჯირების ძირითადი განსხვავება სხვა სახის ოპერაციებისგან არის ის, რომ მისი მიზანი არის არა დამატებითი მოგების (სარგებლის) მიღება, არამედ პოტენციური ზარალის რისკის შემცირება.

რადგანაც რისკის შესამცირებლად, პრაქტიკულად, ყოველთვის საჭიროა გადახდა, ჰეჯირებას მოსდევს დამატებითი ხარჯები (პირდაპირი ხარჯების ან მოგების არასრულად მიღების სახით.) ჩამოვთვალოთ ასეთი დანახარჯების რამდენიმე წყარო:

0x01 graphic

- გარიგების დადებისას ჰეჯერი რისკის ნაწილს გადასცემს კონტრაგენტს. ასეთ კონტრაგენტს შეიძლება წარმოადგენდეს მეორე ჰეჯერი (რომელიც აგრეთვე ამცირებს თავის რისკს) ან სპეკულანტი, რომლის მიზანია მომავალში დახუროს პოზიცია მისთვის უფრო ხელსაყრელ ფასში. ამრიგად, სპეკულანტი თავის თავზე იღებს დამატებით რისკს, რისთვისაც ღებულობს კომპენსაციას რეალური ფულადი სახსრების სახით (მაგალითად, ოფციონის გაყიდვის დროს) ან შესაძლებლობას, მიიღოს ისინი მომავალში (ფიუჩერსული კონტრაქტის შემთხვევაში).

-საკომისიო გადასახადები. ჰეჯირებაზე დანახარჯების მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ დადებულ გარიგებას, თან სდევს ხარჯები საკომისიო გადასახადებისა და ყიდვა-გაყიდვის ფასების სხვაობის სახით.

- საგარანტიო დეპოზიტი. დანახარჯების კიდევ ერთი მუხლი, ჰეჯირების ვადიანი საბირჟო ინსტრუმენტების გამოყენების განხორციელების დროს არის - საგარანტიო დეპოზიტი, რომელსაც ახდევინებს ბირჟა გარიგების მონაწილეებს თავიანთი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ დეპოზიტის სიდიდე ჩვეულებრივ შეადგენს საჰეჯირებო პოზიციის მოცულობის 2-დან 20%25-მდე და პირველ რიგში განისაზღვრება საბაზრო საქონლის ფასის ცვალებადობით. საგარანტიო უზრუნველყოფა საჭიროა მხოლოდ იმ ვადიანი ინსტრუმენტებისათვის, რომლებზეც მათ მფლობელს ექმნება ან შეიძლება შეექმნეს განსაზღვრული გარემოებები, ანუ ფიუჩერსებისათვის და გაყიდული ოფციონებისათვის.

- ვარიაციული მარჟა. ჰეჯირების განხორციელებაზე დანახარჯების კიდევ ერთი წყაროა ვარიაციული მარჟა, რომელიც ყოველდღიურად გაითვლება ფიუჩერსულ, ზოგიერთ შემთხვევაში - საოფციონერო პოზიციებზე. ვარიაციული მარჟა იხსნება ჰეჯერის საბირჟო ანგარიშიდან, თუ ფიუჩერსული ფასი მოძრაობს მის ვადიანი პოზიციების საპირისპიროდ (ანუ რეალურ ბაზარზე მისი პოზიციის მხარისკენ) და დაიდება ანგარიშზე, თუ კი ფიუჩერსული ფასი მოძრაობს სხვა მხარეს. მაგრამ აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სახსრების მოძრაობა გარიგების ვადიან ნაწილში ჩვეულებრივ წინ უსწრებს სახსრების მოძრაობას მის ნაღდ ნაწილში.

მაგალითად, ფიუჩერსული კონტრაქტების ჰეჯირების შემთხვევაში, თუ კი ჰეჯერი ზარალს განიცდის რეალური საქონლის ბაზარზე და სარგებელს ღებულობს ფიუჩერსულ ბაზარზე, ვარიაციულ მარჟას ღია ფიუჩერსების მიხედვით ის იღებს რეალურ ბაზარზე ზარალის ფიქსირებამდე (ანუ სიტუაცია მისთვის ხელსაყრელია). მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში (ზარალი ვადიან კონტრაქტებზე და სარგებელი “სპოტ” ბაზარზე) ჰეჯერი იხდის ვარიაციულ მარჟას საქონლის რეალური მიწოდებიდან სარგებლის მიღებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰეჯირების საფასურის გაზრდა.

ჰეჯირების შედეგები. მიუხედავად ჰეჯირებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და მრავალრიცხოვანი სიძნელეებისა, რომლებსაც შეიძლება შეეჯახოს კომპანია ჰეჯირების სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის დროს, მისი როლი სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაში ძალიან დიდია, კერძოდ:

- ხდება საფასო რისკის არსებითი შემცირება, რომელიც დაკავშირებულია ნედლეულის შესყიდვასთან და მზა პროდუქციის მოწოდებასთან; საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების ჰეჯირება ამცირებს მომავალი საფინანსო ნაკადების გაურკვევლობას და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საფინანსო მენეჯმენტს. შემდეგ მცირდება შემოსავლების რხევები და უმჯობესდება საწარმოს მართვა.

- ჰეჯირების კარგად აგებული პროგრამა ამცირებს როგორც რისკს, ასევე დანახარჯებს. ჰეჯირება გამოანთავისუფლებს კომპანიის რესურსებს და ეხმარება მმართველ პერსონალს ყურადღება გაამახვილოს ბიზნესის იმ ასპექტებზე, რომელშიც კომპანიას გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, მინიმიზირებას უკეთებს რისკებს, რომლებიც ცენტრალური არ არის. საბოლოოდ ჰეჯირება ზრდის კაპიტალს, ამცირებს რა სახსრების გამოყენების საფასურს და სტაბილიზაციას უკეთებს შემოსავალს.

- ჰეჯი არ კვეთს ჩვეულებრივ სამეურნეო ოპერაციებს და იძლევა საშუალებას უზრუნველყოს ფასის მუდმივი დაცვა იმის აუცილებლობის გარეშე, რომ შეიცვალოს თადარიგის (მარაგის) პოლიტიკა ან დაიდოს გრძელვადიანი ფორვარდული კონტრაქტები.

- ბევრ შემთხვევაში ჰეჯი აადვილებს საკრედიტო რესურსების მოზიდვას; განაკვეთები აღრიცხავენ ჰეჯირებულ გირაოებს უფრო მაღალი განაკვეთით; იგივე ეხება მზა პროდუქციის მიწოდების კონტრაქტებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ჰეჯირება უშუალო ამოცანად არ ისახავს მოგების გაზრდას, არამედ მისი მიზანია რისკების შემცირების საფუძველზე კორპორაციების და ფინანსური ბაზრების უწყვეტი ფუნქციონირება. ამიტომ ნებისმიერმა კომპანიამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ:

  1. შეარჩიოს სავაჭრო მოედანი და ის ვადიანი კონტრაქტი, რომელიც ყველაზე სრულად შეესაბამება მის მოთხოვნილებებს. ამ ნაბიჯზე აუცილებელია დამატებითი ანალიზი, რადგანაც ყოველთვის არ არის ვადიანი კონტრაქტი, რომელიც სრულებით შეესაბამება სავაჭრო გარიგების ობიექტს. ამ შემთხვევაში აუცილებელია არსებული ფიუჩერსებიდან ამოირჩიოს ისეთი, რომლის ფასის ცვლილების დინამიკა უფრო ზუსტად შეესაბამება რეალური საქონლის ფასის დინამიკას.

  2. შეარჩიოს კლირინგული კომპანია (კომპანია, რომელიც აკონტროლებს სახსრების მოძრაობას და გარანტიას იძლევა, რომ გარიგებების მიხედვით ვალდებულებები შესრულდება), რომელიც აკრედიტებულია შესაბამის ბირჟაზე; აგრეთვე საბირჟო ბროკერი, რომელიც შეასრულებს სავაჭრო ბრძანებებს.

  3. შეავსოს სტანდარტული ფორმები და ხელი მოაწეროს მომსახურების ხელშეკრულებაზე.

  4. გახსნას ანგარიში კლირინგულ კომპანიაში და გადარიცხოს მასზე თანხის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გამოიყენება ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის გახსნილ პოზიციებზე (ჩვეულებრივ ეს არის გარიგების გაანგარიშებული თანხის დაახლოებით 1%25). მრავალი ბირჟა და კლირინგული კომპანია განსაზღვრავს თანხის მინიმალურ მოცულობას, რომელიც უნდა იყოს ჩარიცხული სავაჭრო ანგარიშზე მისი გახსნის დროს (ჩვეულებრივ 10000 დოლარი).

  5. შეიმუშაოს ჰეჯირების სტრატეგია.

გამომდინარე აქედან, ფინანსური ბაზრების წარმატებული ფუნქციონირება არსებითად არის დამოკიდებული ჰეჯირებაზე. ამიტომ, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაშიც გამახვილდეს ყურადღება ჰეჯირების მეთოდების შესწავლაზე და გამოყენებულ იქნას საჭიროების შემთხვევაში.

Annotation

Main Point of Hedgin g and Its Rol e in Functionin g Of th e Int ernational Curr ency Mar ket

Nana Shonia,
Full Professor Tbilisi
State University of Economic Relations

Exchange Rate Hedging - is a tool to protect resources from unfavorable exchange rate movements. It implies Fixing the current values of resources on the forex market by means of making arrangements. The aim of Hedging is to avoid currency risks giving a chance to plan economic activities and foresee the financial result that is not distorted by fluctuating exchange rates. Hedging gives the possibility to fix prices of the product in advance, to calculate the profit, to determine salaries and etc

Marketing methods of hedging are as follows:

  • Buying futures contracts on the market with certain terms;

  • Buying `call' options;

  • Buying `put' options;

Hedging is followed by additional charges in terms of direct charges or profit that is not gained in its full form. It is conditioned by the expenses necessary to reduce risks.

Despite the expenses Connected to hedging and number of difficulties the company may face when working out and applying the hedging strategies it still plays a big role in the development of the international currency market.

9 გადასახადები

▲back to top


9.1 აქციზით დაბეგვრის ზოგიერთი თავისებურებანი

▲back to top


სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძველი გადასახადებია. საგადასახადო დაბეგვრის ობიექტის პერსონიფიკაციის მიხედვით მიღებულია გადასახადების ორ ჯგუფად დაყოფა: პირდაპირი და არაპირდაპირი; არაპირდაპირი საგადასახადო დაბეგვრისას დაბეგვრის ობიექტად, როგორც წესი, გვევლინება საქონლისა და მომსახურების ღირებულება.

არაპირდაპირი გადასახადების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მე-17-18 საუკუნეებიდან, რაც გამოწვეული იყო კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებით, სახელმწიფო მოთხოვნილებების მნიშვნელოვანი ზრდითა და შესაბამისად, სახელმწიფო შემოსავლების ახალი წყაროების გამოძებნის აუცილებლობით. ფრანგი ეკონომისტი ფ. დემეზონი წერდა, რომ აქციზს შეუძლია მხოლოდ ერთმა შემოიტანოს იმდენი და უფრო მეტიც, ვიდრე ყველა სხვა გადასახადს.

საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მართვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მოდელიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ დღის წესრიგში დააყენა ავტონომიური საგადასახადო სისტემის ფორმირების აუცილებლობა. საგადასახადო შემოსავლებში დიდია არაპირდაპირი გადასახადების წილი, რომელიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ასე მაგალითად, თუ 1995 წელს არაპირდაპირი გადასახადების წილი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში 50,5 %25-ს შეადგენდა, ხოლო 2000 წელს 60,6 %25-ს, 2006 წელს მან 64,6%25-ს მიაღწია. გადასახადების მოცულობებსა და მათ დინამიკაზე მონაცემები ასახულია ქვემოთმოყვანილ ცხრილებში (იხ. ცხრ. 1):

ცხრილი 1

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები და გრანტები
(მლნ. ლარი)

2003

2004

2005

2006

2007

შემოსავლები და გრანტები სულ

1320.9

2283

3257.2

4429.9

6032.5

შემოსავლები სულ

1272.5

2158.3

3152.7

4235.5

5915.6

მათ შორის:

შაგადასახადო შემოსავლები

1186.3

1811.2

2411.5

3149.4

4391.1

საშემოსავლო გადასახადი

153

268.7

290.7

385.9

526.7

მოგების გადასახადი

101.1

161.6

210.3

341.1

554.8

დამატებული ღირებულების გადასახადი

406.9

628.2

987.4

1332.4

1973.7

აქციზები

101.1

163.8

286.4

335.6

428.6

საბაჟო გადასახადი

70.3

100.1

123.4

132.4

52

სხვა გადასახადები

128.1

134.1

84.4

118.9

133.2

შოციალური გადასახადი

233

371.2

428.8

502.8

722

არასაგადასახადო შემოსავლები

86.2

274.4

321.8

521.7

880.7

კაპიტალური შემოსავლები

-

72.7

419.4

564.5

643.8

გრანტები

48.4

124.7

104.6

194.3

116.9

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ მაჩვენებლებში ზრდა დადებითად უნდა შეფასდეს, აქციზის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათ ზრდაში გამსაზღვრელი როლი იმპორტიდან მიღებულ შემოსავლებს ეკუთვნის (იხ. ცხრ. 2):

ხრილი 2

აქციზის წილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ამასთან ფრიად მნიშვნელოვანი და მიმანიშნებელია საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ანალიზი (იხ. ცხრ. 3):

ხრილი 3

საქართველოს საგარეო ვაჭრობის განზოგადებული მაჩვენებლები
(მოქმედ ფასებში: ათასი აშშ დოლარი)

2003

2004

2005

2006

2007

ექსპორტი

461 406

646 903

865 454

936 172 1

232 371

იმპორტი

1 141 165

1 845 555

2 489 953

3 677 745

5 14 883

სალდო

-679759

-1198652

-1624499

-2741573

-982512

ბრუნვა

1602570

2492458

3355407

4613917

6447254

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ზემოთმოყვანილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ექსპორტიმპორტის თანაფარდობის მაჩვენებლები არასასურველია თუ 2003 წელს იმპორტი 2,5-ჯერ სჭარბობდა ექსპორტს და სალდო აბსოლუტურ მაჩვენებელში შეადგენდა - 679 759,0 ათ. აშშ დოლარს, 2007 წლის მონაცემებით, იმპორტი 4,2-ჯერ აჭარბებს ექსპორტს და უარყოფითმა სალდომ 3 982 512,0 ათ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებს კიდევ უფრო ამძიმებს მათი სტრუქტურის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, იმპორტის აბსოლუტური უმეტესობა - 84,8%25 მოდის შუალედურ და სამომხმარებლო საქონელზე, ხოლო კაპიტალურ საქონელზე მხოლოდ 14,8%25 მოდის. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ საქართველო მომავალშიც გასაღების ბაზრის ფუნქციას დასჯერდება.

აქციზი საგადასახადო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქციზით შეიძლება დაიბეგროს ნებისმიერი საქონელი, თუმცა პრაქტიკაში გამოიკვეთა შედარებით ვიწრო ჩამონათვალთა ნუსხა საქონლისა, რომლებიც ძირითადად ამ გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარებიან. საქართველოში ამჟამად აქციზით იბეგრება შემდეგი საქონელი: ალკოჰოლური სასმელები (ღვინოები, ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები, ლუდი); - თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა); - მსუბუქი ავტომობილები; - ნავთობის დისტილატები და ნავთობპროდუქტები; - ბუნებრივი აიროვანი კონდესატი და ბუნებრივი აირი; - საპოხი მასალები და საშუალებები; - შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი. აქციზის შემოსავლების აბსოლუტური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, მისი წილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში ძირითადად 9-14 %25-ის ფარგლებში მერყეობს. აქციზის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. ამასთან აქციზით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალიდან აქციზის შემოსავლის სტრუქტურაში თითქმის 95%25 მოდის ორ პროდუქციაზე: თამბაქოს ნაწარმზე და ნავთობპროდუქტებზე. საქართველოში აქციზით დაბეგვრის სისტემის ნაკლი დასაბეგრი საქონლის ოპტიმალური ჩამონათვალის შემუშავების პრობლემაა. მნიშვნელოვანია აქციზის დაწესება ისეთ საქონელზე, რომელიც არ წარმოადგენს პირველადი და/ან ე.წ. სტრატეგიული მოთხოვნილების საქონელს, ამასთან, აბსოლუტურ უმეტესობაში (ხოლო მთელი რიგი სახეობები სრული 100%25-ით), შემოდის საზღვარგარეთიდან. აქციზის დაწესებით ასეთ საქონელთან მიმართებაში თუ მოხმარება შემცირდება, ამით საქართველოს წარმოება არ დაზარალდება, პირიქით, არსებობს ალბათობა, რომ რაღაც ნაწილი ჩანაცვლდეს სხვა, განსაკუთრებით, სამამულო წარმოების საქონლით. სწორედ ამ მომენტების გაანალიზება-გამოყენებით შესაძლებელია აქციზი გამოვიყენოთ ფისკალურთან ერთად მარეგულირებელ და ირიბად დამცავ, ე. წ. პროტექციონისტულ, საშუალებად (სახელმწიფოს მიერ აღებული რიგი ვალდებულებების გათვალისწინებით პირდაპირ მისი განხორციელების შეზღუდული შესაძლებლობის გამო) ანუ აქციზი გარკვეული გარემოებების შემთხვევაში ეროვნული ეკონომიკის დაცვის საშუალებად შეიძლება იქცეს. ფრიად მნიშვნელოვანია ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების აქციზით დაბეგვრა - მობილური სატელეფონო მომსახურების აქციზით დაბეგვრა ფისკალური თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებოა და ეფექტური

საყურადღებოა საკითხის აღნიშვნა, რომელიც კანონმდებლობითაა რეგლამენტირებული, მაგრამ გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებს უქმნის გადამხდელებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აქციზური მარკების შემოღება აძლიერებს და ეფექტურს ხდის საგადასახადო კონტროლს, ამარტივებს გადახდის პროცესს დამაფიქრებელია გადასახადის გამოანგარიშება-ამოღების მეთოდი. აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის (ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი) მწარმოებლები და იმპორტიორები აქციზური მარკის შეძენისას იხდიან აქციზს და აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. ამ პერიოდისათვის აქციზური საქონლის წარმოების პროცესი არ არის დამთავრებული, ვინაიდან საქონლის მიწოდებამდე ან იმპორტის განხორციელებამდე აქციზური მარკა სავალდებულოდ უნდა დაერთოს (დაეკვრას, შეიფუთოს) საქონელს. ხოლო წარმოების პროცესის დასრულება, დასაწყობება, იმპორტირება, მიწოდება გარკვეულ დროს, პერიოდს მოითხოვს. ამდენად, სახელმწიფოს გადამხდელიდან წინასწარ ამოაქვს გადასახადი, მითუმეტეს, ამ გადასახადის გადამხდელი მომხმარებელია. სამართლიანი და ეკონომიკური თვალსაზრისით ოპტიმალური იქნება აქციზური მარკების შეძენისას მარკების ნომინალური ღირებულების გადახდა, ხოლო აქციზის გადახდევინების ვალდებულების წარმოშობა უნდა დაკავშირდეს აქციზურმარკიანი საქონლის მიწოდებას, იმპორტს და აღნიშნულზე ანგარიშგება უნდა განხორციელდეს დეკლარაციის წარმოდგენით, როგორც არამარკირებადი აქციზური საქონლის შემთხვევაში წარმოებს, ანუ ზოგადად აქციზური მარკა პირდაპირ მიბმული და გაიგივებული არ უნდა იყოს აქციზის გადახდასთან. არამედ ის წარმოადგენს აქციზური საქონლის კონკრეტული სეგმენტის კონტროლისა და მართვის ეფექტურ საშუალებას (მეთოდს).

ამდენად, აქციზის შემოღების კრიტერიუმები უნდა იყოს: ფისკალური მოთხოვნილება, სახელმწიფო ინტერესები, ირიბი პროტექციონიზმი, სახელმწიფო მონოპოლიები, მაღალ შემოსავლიანი ფენიდან თანხის ამოღების საშუალება.

საგადასახადო დაბეგვრის თეორიას და პრაქტიკას მივყავართ დასკვნამდე, რომ საგადასახადო პოლიტიკის გატარებისას არაა რეცეპტი ყველა შემთხვევაზე. სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან და დაყენებული პერსპექტიული ამოცანებიდან. გადასახადები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პანაცეა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად. თუმცა, გამართულ საგადასახადო სისტემას შეუძლია (და უნდა იყოს კიდეც) სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ღერძის გატარება. როგორც ეროვნული და საზღვარგარეთული ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ყველა საგადასახადო სისტემა არასრულფასოვანია და შეიძლება გაუმჯობესება. თანამედროვე ეტაპზე აუცილებელია იმის კოსტანტირება, რომ არსებულ სიტუაციაში არაპირდაპირ გადასახადებს ალტერნატივა არა აქვს. ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბიუჯეტის შემოსავლებში, მაგრამ ზემოაღნიშნული შემოთავაზებით მიზანშეწონილია სრულვყოთ არაპირდაპირი საგადასახადო დაბეგვრის, კერძოდ, აქციზის, მოქმედი დებულებები და წესი.

სერგო სვანაძე,
ეკონომიკის დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

о некоторых вопроса х налогообложения акцизом

Налоги представляют собой одну из главных составляющих существования государства, основу его экономического функционирования. В зависимости от степени персонификации объекта налогообложения принято выделять две группы налогов: прямые и косвенные.

При косвенном налогообложении объектом обложения, как правило, выступает стоимость товара и услуг. Увлечение косвенным налогообложением было обусловлено развитием капиталистических отношений, существенным ростом государственных потребностей и необходимостью поиска новых источников доходов. Французский экономист Ф.Демезон писал, что только акциз способен один принести столько же и даже больше, чем все другие налоги

Рост бюдженых доходов в последние годы в основном произошел за счет роста налоговых поступлений. В 2003-2008 годах налоговые доходы возросли почти в 3,8 раза.

Несмотря на то, что рост показателей дохода можно оценить положительно, анализ акциза показывает, что определяющим в их росте является доход с импорта товаров:

Акциз играет в налоговой системе значительную роль. Посредством акциза может облагаться налогом любой товар, хотя на практике сложился сравнительно небольшой перечень товаров, которые в основном облагаются этим налогом. В Грузии в настоящее время подлежат налогообложению акцизом следующие товары - алкогольные напитки (вина, этиловый спирт, спиртные напитки, пиво); - табачные изделия (кроме табачного сырья); - легковые атвомобили; - нефтяные дистиллаты и нефтепродукты; - природные газокондесаты и природный газ; - смазочные материалы и средства; - экспорт черного и/или цветного металлолома. Несмотря на рост абсолютных показателей акцизных доходов, доля акциза в бюджетных доходах государтсва колеблется в пределах 9-14%25. При этом в структуре акцизных доходов 95%25 приходится на две продукции: табачные изделия и нефтепродукты. Недостатком акцизного налогообложения в Грузии является проблема выработки оптимального перечня товаров, подлежащих налогообложению. Большое значение имеет вопрос, который регламентирован законодательством но в то же время создает определенные трудности плательщикам. В частности, введение акцизных марок само по себе усиливает и делает эффективным налоговый контроль, упрощается процесс выплаты налога, но именно в этом заключается вопрос: не экономическое, а административное содержание метода вычисления и изъятия налога. Производители и импортеры товара, подлежащего маркированию акцизными марками (алкогольные напитки, табачние изделия) при приобретении акцизной марки оплачивают акциз и номинальную стоимость акцизных марок в полном объеме. Завершение процесса производства, импортироване, поставка требуют определенного времени. Таким образом, государство заранее изымает у плательщика налог, тем более, что плательшиком данного налога является потребитель. Будет справедливо и оптимально с экономической точки зрения, если при приобретении марок будет оплачиваться номинальная стоимость марок, а возникновение обязательства по платежам акциза должен осуществляться предъявлением декларации, как в случае немаркируемого акцизного товара, то есть, в общем акцизная марка не должна быть напрямую связана и отождествлена с оплатой акциза; она представляет собой эффективное средство, метод контроля конкретного сегмента акцизного товара.

теория и практика налогообложения приводит к выводу, что при проведении налоговой политики не существует рецептов на все случаи. Налоговая политика государства должна исходить из конкретной экономической ситуации и поставленных перспективных задач. Налоги не должны рассмартиваться в качестве панацеи в деле решения социально-экономических проблем общества. Однако налажен-ная налоговая система может и должна быть одним из ричагов социально-экономических преобразова-ний и развития.

Сванадзе Серго
доктор экономики государственного университета Акакия Церетели

10 საბანკო საქმე

▲back to top


10.1 კომერციული ბანკების ლიკვიდობის ანალიზი და მართვა

▲back to top


ეროვგლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს კომერციული ბანკების ლიკვიდობის შენარჩუნება საკმაოდ ძნელია. მუდმივ ცვალებად ვითარებაში კომერციულმა ბანკმა სტაბილურად და ეფექტიანად ფუნქციონირება რომ შეძლოს, მისმა ხელმძღვანელობამ დიდი ყურადღება ბანკის საქმიანობისა და ჩატარებული ოპერაციების მაჩვენებლების ანალიზს უნდა დაუთმოს.

ბანკში ფინანსური ანალიზის ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მისი შედეგების საფუძველზე ბანკის ხელმძღვენელობა აფასებს ბანკის არსებულ პოლიტიკას და ამუშავებს პერსპექტივებს, განსაზღვრავს ცალკეული სახეობის ოპერაციათა ეფექტიანობას და გეგმავს მათი ახალი სახეობების განვითარებას. ამგვარად, ფინანსური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, ბანკის ხელძღვანელობა შეიმუშავებს ბანკის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების ღონისძიებებს.

ლიკვიდობის ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ის პოტენციური და რეალური ტენდენციები, რომლებიც ბანკის ბალანსის ლიკვიდობის გაუარესებაზე მეტყველებს.

გამოყოფენ ბანკის ლიკვიდობის ანალიზის შემდეგ ძირითად მიზნებს:

  1. იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც უარყოფით ტენდენციებს იწვევენ ბანკის ლიკვიდობაში და მათი გავლენის დაყვანა მინიმუმამდე.

  2. შემფასებელი კოეფიციენტების სისტემის დაზუსტება, გაანგარიშების დროს დაშვებული შესაძლო უზუსტობების გამოვლენა.

  3. ბანკის ბალანსის ლიკვიდობის გაუარესების რეალური და პერსპექტიული უარყოფითი ტენდენციების გამოვლენა და მათი შეცვლის შესაბამის ღონისძიებათა მიღება

  4. საანილიზო მასალების ფორმირება ბანკის ლიკვიდობის ღონისძიებათა შესახებ.

  5. რეკომენდაციების შემუშავება ბანკის მართვასთან დაკავშირებით და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა ანალიზის შედეგების გათავლისწინებით.

ბანკის საქმიანობის ანალიზისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა ბანკის ბალანსი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ახასიათებს ბანკის საქმიანობას. ბალანსის მონაცემების ანალიზის მეშვეობით ანალიტიკოსს შეუძლია გააკეთოს დასკვნები ძირითად მიზანდასახულობათა რეალიზაციის, ბანკის ოპერაციების შემოსავლიანობისა და რისკიანობის მაჩვენებლების, აქტიური და პასიური ოპერაციების დაბალანსების, აგრეთვე ბანკში საქმიანობის კანონმდებლობით დაწესებული ნორმატივების შესრულების შესახებ. ლივიდობის მაჩვენებელთა ანაზლიზი ეყრდნობა, აგრეთვე, ბანკის ბალანსის ანალიზის დროს მიღებულ ინფორმაციას.

კომერციულ ბანკებში, კონკრეტული მეთოდიკის განსხვავებულობის მიუხედავად, ლიკვიდობის ანალიზის ძირითადი მიმართულობები და ეტაპები ერთნაირია და შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

I ეტაპი. ბანკის ფინანსური მდგომარეობის შეფასება მისი ლიკვიდობის თავლსაზრისით. ეს ეტაპი მოსამზადებელი ეტაპია. ამ ეტაპზე ხორციელდება ბანკის ლიკვიდობის განსაზღვრა ანალიზის დაწყების მომენტისთვის. აქ ფინანსური ანალიტიკოსის წინაშე დგას ამოცანა, განსაზღვროს ბაზა ამოსავალი წერტილი შემდგომი ანალიზისთვის. თუ ეს ეტაპი ვერ გამოავლენს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის სფეროში სერიოზულ პრობლემებს, მაშინ უნდა გაგრძელდეს ანალიზი ტენდენციებისა და სიტუაციების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით. თუ რაიმე პრობლემა გამოვლინდა, მაშინ შემდგომი ანალიზი საშუალება მოგვცემს, განვსაზღვროთ შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები და დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები.

II ეტაპი. ლიკვიდობაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი. ბანკის ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე, ისე როგორც მთლიანად მის საქმიანობაზე, მოქმედების სხვადასხვა მიმართულების მქონე დიდძალი ფაქტორები ახდენს გავლენას. ამიტომ ლიკვიდობის დარგში შექმნილი უარყოფითი ტენდენციების გამოვლენის დროს ფინანსურმა ანალიტიკოსებმა აუცილებლად უნდა გამოავლინონ ამ ტენდენციების გამომწვევი ფაქტორები, გაანალიზონ მათი გავლენა და შეიმუშაონ ბანკის პოლიტიკის შეცვლის რეკომენდაციები, ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით. ამგვარად, ანალიზის მეორე ეტაპის ჩატარების მთავარი მიზანია მთლიანად ბანკის პოლიტიკაზე და, კერძოდ, მის ლიკვიდობაზე შიდა და გარე ფაქტორების ზემოქმედების გათვალისწინება.

კომერციული ბანკების ლიკვიდობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომელთაგან უნდა გამოიყოს სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და კონტროლის ეფექტიანობა, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეროგატივას წარმოადგენს.

საქართველოში კომერციული ბანკების ლიკვიდობის პოზიციებზე ზემოქმედების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, კერძოდ: ახორციელებს 1 კვირიანი რეფინანსირების ოპერაციებს - TIBR1 და TIBR7 ინდიკატორებს, როგორც ფულადი ბაზრის განაკვეთების წარმომადგენლობით სტატისტიკებს.

TIBR1 წარმოადგენს საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთს ერთდღიან, არაუზრუნველყოფილ ბანკთაშორის სესხებზე, ხოლო TIBR7 - ერთ კვირამდე ვადიანობის ბანკთაშორის სესხებზე (ერთდღიანი სესხების გამოკლებით).

ეს ორი ინდიკატორი ნათლად ასახავს ადგილობრივ ფულად ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რადგანაც ბანკთაშორის ბაზარზე სესხების ვადიანობა ძირითადად სწორედ 1-დან 7 დღემდე მერყეობს. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად აქვეყნებს TIBR განაკვეთებს საკუთარ ვებ საიტზე დაახლოებით 13 საათისთვის.

7 დღიანი რეფინანსირების სესხები ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია. აღნიშნული ოპერაციები გამიზნულია ბაზრისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მისაწოდებლად.

იმისათვის, რომ ლიკვიდობის კონტროლისას საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედებები წარმატებული იყოს, საჭიროა ლიკვიდობის პროგნოზირების ჩარჩოს ძირფესვიანი განვითარება.

ლიკვიდობის პროგნოზირების საკითხი მოითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის ბალანსის მთავარი მაჩვენებლების ცვლილებების ანალიზს. ამისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს როგორც ბანკების მოთხოვნას რეზერვებზე, ასევე ლიკვიდობის მიწოდების ავტონომიურ წყაროებს.

ლიკვიდობაზე მოქმედი ავტონომიური ცვლადები მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის ბალანსიდან და წარმოდგენს: წმინდა უცხოური აქტივებს; მთავრობის წმინდა პოზიციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ; ნაღდ ფულს მიმოქცევაში; სხვა წმინდა აქტივები.

ლიკვიდობაზე მოთხოვნა შედგება სავალდებულო და ჭარბ რეზერვებზე მოთხოვნისგან (იხ. ფორმულა).

ქვემოთ განხილულია ლიკვიდობის ავტონომიურ მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები და რეზერვებზე მოთხოვნა.

  • წმინდა უცხოური აქტივების ცვლილება ძირითადად საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებით განისაზღვრება და, შესაბამისად, გარკვეულწილად პროგნოზირებადია. გარდა ამისა, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციები ხასიათდებიან დროითი ლაგით. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზირების ხარისხს (რომელიც როგორც წესი შეადგენს 1 კვირიან პერიოდს).

  • ლიკვიდობის ავტონომიურ მიწოდებაში ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა მთავრობის წმინდა პოზიცია ეროვნულ ბანკთან. პროგნოზირების უფრო მეტი სიზუსტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს მონაცემებს ხაზინიდან, კონკრეტულად, სახელმწიფო შემოსავლების 1 თვიან, ხოლო ხარჯების 1 კვირიან პროგნოზებს. აგრეთვე გამოიყენება ინფორმაცია ძირითადი საგადასახადო შემოსავლების შემოდინების თარიღების პროგნოზირების მეტი სიზუსტის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სახელმწიფო ხარჯები ხასიათდებიან ძლიერი სეზონურობით. პროგნოზის ხარისხის ამაღლების მიზნით აღნიშნული სეზონურობის გათვალისწინება ხდება ეკონომეტრიკული მოდელებში

  • ლიკვიდობის ავტონომიური მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნაღდი ფული მიმოქცევაში. როდესაც ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, მცირდება ლიკვიდობის ხელმისაწვდომობა და პირიქით. მოკლევადიან პერიოდში ვალუტაის მოთხოვნაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სეზონური ფაქტორები, როგორებიცაა ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების გაცემა, აგრეთვე კვირის ბოლოები და დასვენების დღეები. ვალუტაზე მოთხოვნის პროგნოზირებისთვის გამოიყენება დროითი მწკრივის მოდელი, თუმცა, პროგნოზირების ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე. ვალუტის ჩანაცვლების ეფექტი ვალუტაზე მოთხოვნის პროგნოზს გარკვეულ პრობლემად აქცევს.

  • სხვა წმინდა აქტივები ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალში და სარეზერვო ფონდებში და გადაფასების ანგარიშზე მომხდარ ცვლილებებს. აღნიშნული მაჩვენებლის პროგნოზირება შედარებით სწორხაზოვანია, ვინაიდან, აღნიშნული ცვლილებები ან წინასწარაა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ან გავლენას არ ახდენენ ლიკვიდობაზე.

  • ღია ბაზრის ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის კონტროლს ქვეშაა და შესაბამისად, იგი წინასწარ ცნობილი მაჩვენებელია. მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, როგორც წესი, პროგნოზირებულია, როგორც ნულის ტოლი.

  • სავალდებულო რეზერვებზე მოთხოვნის პროგნოზირება საქართველოს შემთხვევაში სწორხაზოვანია, ვინაიდან სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნების სისტემა საქართველოში წარსულზე ორიენტირებულია. სავალდებულო რეზერვების გამოანგარიშების პერიოდის ბოლოსა და ახალი დაცვის პერიოდის დასაწყისს შორის 2 კვირიანი შუალედია. სავალდებულო რეზერვების დაცვა ხდება სებ-ის საკორესპონდენტო ანგარიშებზე, გასაშუალოებული მეთოდით. ვინაიდან აღნიშნული ლაგი არსებობს, სებ-მა ზუსტად იცის სავალდებულო რეზერვების მოცულობა. თუმცა, რეზერვების გასაშუალოების ასიმეტრიული ბუნების გამო, სავალდებულო რეზერვების ლიკვიდობაზე გავლენა დასაცავი პერიოდის პირველ და მეორე ნახევრებში შეიძლება განსხვავებული იყოს.

0x01 graphic

რაც შეეხება ჭარბი რეზერვის მოთხოვნის პროგნოზირებას, იგი, ზომიერად მაღალი სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნების პირობებში ნულის ტოლია. დღეისათვის, როგორც აღინიშნა, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები ზედმეტად დაბალია, რაც ართულებს ჭარბი რეზერვის მოთხოვნის პროგნოზირებას.

ლიკვიდობის პროგნოზის გაკეთებისა და აუქციონზე გასატანი მოცულობის დადგენა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დელეგირებულ იქნა ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფისადმი, რომელიც შედგება მაკროეკონომიკური კვლევების, მონეტარული პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების განყოფილების სპეციალისტებისგან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს ზოგად საზღვრებს ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფისთვის (როგორიცაა, მაგალითად, რეფინანსირების ოპერაციების მაქსიმალური მოცულობა და აუქციონების ჩატარების წინასწარი თარიღები).

საქართველოს ეროვნული ბანკი ძირითადად ორი სახის ლიკვიდობის პროგნოზს იყენებს: კვარტალურს და ყოველკვირეულს. პირველი მათგანი განიხილება თვეში ერთხელ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომებზე და გამოიყენება სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში პროგნოზირებისთვის. სადეპოზიტო სერთიფიკატების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას აგრეთვე, გამოიყენება კვარტალური პროგნოზები. ყოველკვირეული პროგნოზები კეთდება ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფისთვის, რომელიც შემდეგში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს მონეტარული ოპერაციების შესახებ.

ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფი მუდმივად აკონტროლებს პროგნოზირებაზე მოქმედ ფაქტორებს და რეგულარულად აწარმოებს ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფის ჟურნალს, რომელიც გამოიყენება პროგნოზების დასახვეწად და ჯგუფის მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად.

როგორია დღეს არსებული გამოწვევები ლიკვიდობის მართვაში და სამომავლო გეგმები მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს დასახვეწად? საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორისი განაკვეთების თარგეთირება დაიწყო 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ის ახორციელებდა ზედმეტი ლიკვიდობის შთანთქმას სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვებით. საწყისმა რამდენიმე თვემ აჩვენა პირდაპირი კავშირი ეროვნული ბანკის ოპერაციებსა და ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთებს შორის. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ფინანსური კრიზისის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი გადაერთო ლიკვიდობის ინექციაზე, რასაც რეფინანსირების სესხებით ახორციელებდა. შედეგად, საგრძნობლად დასუსტდა კავშირი ეროვნული ბანკის ოპერაციებსა და ბანკთაშორის განაკვეთებს შორის. მოცემული მომენტისთვის ბანკთაშორის ბაზარი არა საკმარისი ეფექტურობით ფუნქციონირებს, რამდენადაც დაკარგულია ნდობა კომერციულ ბანკებს შორის.

დღეისათვის ლიკვიდობის მართვა არსებული სიტუაციისათვის სპეციფიური ორი მიზეზის გამოა გართულებული. აგვისტოს მოვლენების შემდგომ ეროვნულმა ბანკმა შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები. მოცემული მომენტისთვის მათი დონე ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო ოდენობაზე დაბალია (5%25). ამავდროულად, რისკფაქტორების ზრდის გამო ბაზარი ჭარბი რეზერვებით ფუნქციონირებს და შესაძლო ლიკვიდობის პრობლემებისგან თავდასაცავად ლიკვიდობის მაღალ ნიშნულს ინარჩუნებენ. არსებულმა სიტუაციამ საპროცენტო განაკვეთების არხი არაეფექტური გახადა. გარდა ამისა, შეუძლებელი გახდა ბანკებისთვის დამატებითი ფულის მიწოდების გზით ეკონომიკის სტიმულირება. 2008 წლის შემოდგომაზე ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია საბანკო რეზერვების კლება. იმ უზრუნველყოფათა დეფიციტი, რომელიც საჭიროა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდობის მოსაზიდად შეზღუდულია. ეს ხელს უშლის ეროვნული ბანკის მიერ (საპროცენტო განაკვეთის შემცირებისას) მიღებული პოლიტიკის ეფექტიანობას. ამიტომ, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა დაუშვას საკრედიტო პორტფელების მონეტარული ოპერაციებისთვის გამოყენება.

გადამცემი მექანიზმის გასაძლიერებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაგეგმა ბანკთაშორისი ბაზრის საქმიანობის სტიმულირება ბლუმბერგის სისტემაზე დაფუძნებული სავაჭრო პლატფორმის დანერგვაში დახმარების გზით, რასაც ახორციელებს მიმდინარე წლის მაისიდან. სებ-მა ხელი შეუწყო გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობის ზრდას, რითაც შეამცირა მოტივაცია სავალუტო ბაზრის საშუალებით ლიკვიდობის მართვისა და გაზარდა ბანკთაშორისი ბაზრის, როგორც ლიკვიდობის მართვის მთავარი საშუალების ინტერესი.

  • ამრიგად, კომერციული ბანკების ლიკვიდობის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა:

  • გაზარდოს სავალდებულო რეზერვების მოთხოვნა, რაც ლიკვიდობის მართვისა და პროგნოზირებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

  • მართალია, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები ნულთან ახლოსაა, მაგრამ აუცილებელია სებმა ინტერვენციები მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით განახორციელოს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის მიერ შემოღებული სავალუტო სვოპების მიმოქცევა უნდა გააგრძელოს, რადგანაც წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები წარმოადგენს სავალუტო ინტერვენციების შესაძლო ალტერნატივას ლიკვიდობის ინექციის საჭიროების შემთხვევაში. ეს ყოველივე გამოიწვევს ბანკების საბალანსო უწყისების დოლარიზაციის შემცირებას და ხელს შეუწყობს მონეტარული გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებას.

ურა მუშკუდიანი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ANNOTATION

The managem ent and liquid analysis of the commercial banks

Zura Mushkudiani, Akaki Tsereteli
State University Ph. D. Student

It is vitally difficult to maintain the banks' liquidity in global economical crises. In the permanently changeable situation the commercial bank to function effectively, its managers must pay great attention to the analysis of indices of the banking activities.

Liquid analysis gives a chance to reveille the potential and real tendencies that show the worsening of the liquidity of the balance, to deal the analysis of the factors that cause the development of the negative tendencies and to arrange appropriate means to change the situation.

For the purpose of the bank liquidity we consider the Georgian National Bank to:

  • Increase the demand of the compulsory reserve, which is an important factor to manage and predict liquidity.

  • It is necessary for the Georgian National Bank to carry out the intervention with the help of the currency auction, besides the fact that interventions are nearly equalized to nil nowadays.

  • Georgian National Bank must continue ebb and flow of the currency swap as the formed financial instrument is the possible alternative of the currency intervention in case of liquidity inaction need. It will cause the reduction of the dollarization of the banks' balance sheets and will improve the transference process.

11 ნოვაცია

▲back to top


11.1 ნავკოსალარი და „ზღვის შვილები“

▲back to top


ანუ საქართველოს აქვს შანსი მონოპოლია მოიპოვოს შავ ზღვაზე

ხოლო კოლხებმა დაუყოვნებლივ გამართეს, ყველა საბრძოლო გემი, სწრაფად აღჭურვეს იმავე დღესა, ზღვაში ჩაუშვეს სანაპიროზე გამწკრივებული ურიცხვი გემი. კაცი იტყოდა: გემთა კრებული კი არ გასულა გაშლილ ზღვაშიო, არამედ ფრთამალ ფრთოსანთა გუნდი გაფრენილაო ჟივილ-ხივილით.

აპოლონიოს
როდოსელი, არგონავტიკა, (ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნე)

0x01 graphic

მერაბ ქარდავა. დაიბადა სოხუმში 1954 წელს. დაამთავრა როსტოვის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი. სტუდენტობის წლებში მუშაობდა სამეცნიერო ცენტრში და შვეულმფრენების ქარხანაში. მშობლიურ ქალაქში ჩარიცხვის შემდეგ ჩამოაყალიბა და შექმნა კერამიკული წარმოება, მინა-პლასტიკატის საწარმო, აშენებდა იახტებს, კატერებს, სავაჭრო ცენტრებს, პავილიონებს, კომპლექსებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენთან სარგებლობდა დიდი მოწონებით, არამედ სერიულად იყიდებოდა რუსეთსა და საზღვარგარეთ. ომის დაწყებამდე მისი საწარმოო ფართობები გაშლილი იყო ეშერის მინაპლასტიკატის ქარხანასა და მაიაკის იახტ-კლუბში, სადაც დაწყებული იყო მასშტაბური სამუშაოები საზღვაოსნო საქმიანობის გასავითარებლად, რაც ბოლომდე გაანადგურა ომმა. იმ დროიდან 12 წელი დაჰყო მოსკოვში ერთ-ერთი უდიდესი ავია-საკონსტრუქტორო-სამონტაჟო ქარხნის მთავარი დირექტორის მოადგილედ. მერაბ ქარდავა გაიცნო რუსულმა სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ელიტამ, როგორც საოცრად შრომისმოყვარე, ნიჭიერი და სიახლის მოყვარე სპეციალისტი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით შექმნილი მასალების და დანადგარების (აღჭურვილობის) შესყიდვა-შეგროვებას აწარმოებდა, რომ შემდეგ აქ ჩამოეტანა. პარალელურად ამზადებდა კადრებს საკონსტრუქტორო-საინჟინრო სპეციალობებით და ასე შეიკრა 30-კაციანი ჯგუფი ზღვის შვილებად წოდებული, რომელიც მერაბ ქარდავას დაძახილზე პლანეტის ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს გაჩნდება და ნებისმიერი სირთულის დავალებას შეასრულებს. მონოპოლურ ნაკეთობათა საწარმო - ასე ჰქვია მერაბ ქარდავას ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ წარმოებას, რომელსაც არაერთი საუცხოო ობიექტი შეუქმნია 3-დან 6 თვეში სოხუმში, ლაზარევსკში, სოჭში, მოსკოვსა და მოსკოვის მიმდებარე ქალაქებში. ერთ დროს მოსკოვის წარმოებებიდან ამ საწარმოს წილი წარმოადგენდა 3 მილიონ კვადრატულ მეტრს წელიწადში, რაც განსაცვიფრებელი მაჩვენებელი იყო 25 კაციანი ქართველ სპეციალისტთა ჯგუფისაგან (თუმცა ქართველების გარდა ამ ჯგუფში რამდენიმე რუსი და უკრაინელიც არის). სამშობლოდან 12-წლიან ემიგრაციაში მერაბ ქარდავამ შექმნა და დაამუშავა საჭირო, თანამედროვე და ეკონომიკურად მომგებიანი 6 საუკეთესო პროექტი: სასტუმრო და რესტორნების ქსელი ძველი გემი, ინერციული ძრავები, ეკრანოპლანები, მცურავი ელექტროსადგურები, წყალქვეშა ოტელები და იახტები. აქედან ერთ-ერთის, ძველი გემის, ორი ერთეული უკვე ამშვენებს ბათუმს, მაგრამ თუ რა კეთდება, რა - ვერ, რატომ და რისთვის, ამ ყველაფერზე სჯობს თავად მერაბ ქარდავას მოვუსმინოთ. იგი უკვე ოთხი წელია, რაც სამშობლოში დაბრუნდა.

- მინდოდა უფრო ეგზოტიკური, მიმზიდველი და სანახაობრივი კონსტრუქციები შემექმნა. ამ პროექტით დავიწყე სამშობლოში საქმიანობა. ეს არის „ძველი გემი“. იგი თავის თავში მოიცავს სასტუმრო და რესტორნების ქსელის შექმნას, რამაც სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიით ევროპის ბაზარიც უნდა დაიკავოს. დღეს, ბათუმში ჩასული ნებისმიერი დამთვალიერებელი თავს ვალდებულად მიიჩნევს ამ გემ-რესტორან-სასტუმროსთან სურათი მაინც გადაიღოს, ავიდეს გემბანზე და თავად შეეხოს ხელით ამ მშვენიერ ხელოვნების ნიმუშს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. ამ გემებს ჩვენ სერიულად ვაშენებთ უკეთ, ვაძლევთ მე-17-18 საუკუნის გემის იერ-სახეს და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის დანიშნულებას ვძენთ. პირველი გემი ნაწილობრივ საკუთარი თანხებით, ნაწილიც საბანკო სესხით აიგო. ბათუმში თუ ორი ნაგებობაა, მესამე მთავრდება ჩერნოგორიაში გასაგზავნად, მეოთხე კი პრაღისთვის. ეკონომიკური სქემა ასეთია - ერთი გემის თვითღირებულება თუ 500 ათას აშშ დოლარს შეადგენს. უკვე უცხოეთში მისი კაპიტალიზაცია 2 მლნ. დოლარია და ორი წლის მანძილზე ყალიბდება ქსელი 21 გემისაგან, რაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას შეადგენს ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი საჭირო მოლაპარაკება და საქმე დაამუხრუჭა. ყოველივე ამას ბუნებრივია, განვიცდით. ფაქტობრივად, ამჯერად შეჩერებულები ვართ. საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენს ჯგუფს ბევრი შეპირება, ხელშეწყობა და საქმიანობის გაშლა ელოდა მრავალ პროექტზე, მაგრამ, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, იძულებულნი ვართ ვეძებოთ ინვესტორი, ან ყველაზე ცუდი - რომელიმე უცხოური ბანკის შემოთავაზებებს დავთანხმდეთ. ცუდი იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნისთვის და ჩემს ქვეყანში მინდოდა, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა და არც ერთმა ქართულმა ბანკმა არ მოინდომა მისაღებ პროცენტში სესხის მოცემა, მაშინ სხვა გზა აღარ გვექნება, დავთანხმდებით ნორვეგიულ, ჩეხურ, თურქულ თუ ბულგარულ მხარეს. იმ დროს, როდესაც ჩვენი ბანკები, ასეთ პერსპექტიულ პროექტებზე 13 პროცენტზეც არავითარ შემთხვევაში თანხმდებიან, ჩეხური მხარე მზადაა ორწლიანი გადავადებით სიხარულით წამოვიდეს 3%25-ზე. ინგლისის ბანკები 1%25-ზეც კი დიდი ენთუზიაზმით ყაბულდებიან და კიდევ მრავალი სხვა, რაზეც, ვიმეორებ - ჯერჯერობით თავს ვიკავებთ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

აღფრთოვანებაში მოვიდა ნორვეგიული წარმომადგენლობა ჩვენი მცურავი ელექტროსადგურების პროექტით, მაგრამ იმის იმედით, რომ გულისყურიანი და ყაირათიანი საქმის კაცი ჩვენთანაც გამოჩნდება, ჯერჯერობით შევწყვიტეთ ყველანაირი ინფორმაციის გაცემა. მთელი წელია, დღე არ გავა რომელიმე მაღალი ინსტანცია არ მოვინახულო, პირადად არ შევხვდე შესაბამისი დარგის მაღალი ეშელონის წარმომადგენელს და ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი და იგივე ისმის ყველა მხრიდან: აღფრთოვანება, მოწონება, გაოცებაც კი და სურვილი... სურვილი კი სურვილად რჩება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ამ სიარულსა და აზრთა გაცვლაში გამოიკვეთა ორი მიმართულება - მცურავი ელექტროსადგურები ცვლიან თუ ალტერნატიული საშუალებაა ჰიდროელექტრო სადგურებთან მიმართებაში? უფრო გამოცდილ და მცოდნე ენერგეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი მცურავი ელექტროსადგურები კაშხალის შემცვლელია. ფაქტობრივად ეს ჩვენი აზრია და წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიკური დანაზოგი და მოგება მოაქვს ერთ პატარა დანადგარს, რომელიც წყლის (ზღვის) რწევის ხარჯზე გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, იგივე ელექტროენერგიას, რასაც დავუშვათ, ენგურჰესისუზარმაზარი კომპლექსი. „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალის სიმაღლეა 271,5 მეტრი, წყალსაცავში გროვდება წყალი იმისთვის, რომ 5 სადევრივაციო გვირაბით მუდმივად მიეწოდოს საბერიოში (აფხაზეთში) მდებარე ხუთ აგრეგატს, სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. ელექტროენერგიის თვითღირებულება, რომელიც „ენგურჰესზე“ იწარმოება 1,8 თეთრია, სათანადო ფირმები კი 18 თეთრად ყიდიან. მუშახელი ამჯერად 300-დან 400-მდეა, საკმაოდ რთული და ძვირი ჯდება უზარმაზარი დანადგარების მოვლა-შენახვა და რემონტი და მრავალი სხვა. რაც შეეხება მცურავ ელექტროსადგურს, აქ სულ სხვა სურათია. ამ შემთხვევაში გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ზღვის ენერგია, რისთვისაც იქმნება კონსტრუქცია, რომლის დიამეტრი 30 მეტრია და ამნაირი დანადგარების კომპლექსით შესაძლებელია გამომუშავდეს ზუსტად იმდენი ელექტროენერგია, რაც ენგურჰესში გნებავთ საათში, გნებავთ დღე-ღამის განმავლობაში. მცურავ ელექტროსადგურს სჭირდება 7-8 ადამიანი 12-16 მეგავატი ელექტროენერგიის მისაღებად. მცურავი ელექტროსადგურების გეგმაზომიერი განვითარება იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რაც გააჩნიათ გიგანტურ კაშხლებთან შედარებით წყლის ნაკლებობის რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის რეჟიმის მიხედვით (რაც ყოველთვის ართულებს ჰიდროსადგურის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას) ეკოლოგიური თვალსაზრისით და ხმელეთის გამოთავისუფლებით, ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესს უნდა იწვევდეს. ბევრმა მსოფლიო დონის სპეციალისტმა ივარაუდა, რომ ეს არის მომავლის ელექტროსადგური, რომელიც აგერ, აქ, ჩვენთან, საქართველოშია უკვე და მხოლოდ და მხოლოდ ამუშავება სჭირდება. 10-15 წლის წინათ მცურავი (მოტივტივე) ელექტროსადგურების იდეა თუ ირონიას და სკეპტიციზმს იწვევდა, დღეს, განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ბუმი დაიწყო, რადგან ეს არის ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად საჭიროც კი და ყველაზე უსაფრთხო სადგურები, რომლებსაც ინგლისელები აშენებენ პორტუგალიის სანაპიროებთან. ავსტრალიაში უკვე 5-6-ია. დაინტერესებულია ჩეხეთის მხარე და გეომეტრიული პროგრესია სახეზეა. ასე რომ, ჩვენი ამბიცია (კარგი გაგებით) შავი ზღვის სრული ათვისებისა და საუკეთესო საზღვაოსნო ქვეყნისა, სავსებით შეიძლება დაკმაყოფილდეს თუნდაც ამ ერთი ეკონომიკურად ძალზე გამართული პროექტის მეშვეობით. ჩვენი სქემა სხვა ქვეყნებში შექმნილ მოტივტივე ელექტროსადგურებს რაციონალურობით სჯობნის. ისინი იყენებენ ტალღის ქოჩორზე შექმნილ ენერგიას, მის მიერ შექმნილ ჰაერთა სხვაობას, ტალღის სინუსოიდებზე შექმნილ ცვალებადობას, ჩვენ კი (ალბათ, საიდუმლო აღარ არის) ვიყენებთ ბუნებრივ პრინციპს - ზღვის რწევას. მაგალითად, როცა გაჩერებული ორი გემი ერთმანეთის მიმართ ქანაობს. ჩვენ ვიყენებთ ზღვის რწევას და არა ტალღის სინუსოიდის თვისებებს. როდესაც 200-ტონიანი ორი გემი ერთმანეთის და მესამე სხეულის მიმართ მოძრაობს, ათასი ტონა წნევის შექმნა შეიძლება ერთ კვადრატულ მეტრზე. ფაქტობრივად, ზღვის სივრცეში შეიქმნა კაშხალის შემცველი ფიზიკური მოვლენების ალტერნატიული ელექტროსადგური. ასეთი სადგურის პრიორიტეტი ელექტროკარებია, რომელიც იმუხტება და გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობს, რაც ამ ახლო წარსულში შეიქმნა. ეს ელექტროსადგურიც ასევე ეფექტური და რაციონალური იქნება მომავალში. ძალიან ბევრი გემი დგას ფოთის, ბათუმის აკვატორიებში ეგრეთწოდებულ „ღუზის სადგომებში“ (якорная стоянка) და ეს ათი, ორმოცი, ორმოცდაათი გემი, ასობით და ხუთას კილოვატობით დიზელგენერატორს ამუშავებს, რომ ცხოვრების ავტონომია შეინარჩუნოს, ეს მოცდა ზოგჯერ თვეობით გრძელდება და შემდეგ შემოდიან პორტებში. აი, მხოლოდ ასეთ სადგომებზე მაინც რომ განვახორციელოთ ჩვენი პროექტი, კოლოსალურ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. მაგრამ, სამწუხაროდ გავიმეორებ: ჩვენს ბანკებს არანაირად არ სურთ ასეთ მასშტაბურ და მომგებიან პროექტში ჩაებან და სესხი მოგვცენ ხელმისაწვდომ პროცენტებში.

0x01 graphic

ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად გავამართლოთ ჩვენი სახელი - „მონოპოლურ ნაკეთობათა საწარმო - ზღვის შვილები“, რაც ითვალისწინებს შავ ზღვაზე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ენერგო და სხვა დარგებში საქართველოს მონოპოლიის შექმნას. ეს ამბიცია შემთხვევითი არ არის და გარდა იმისა, რომ 20-30 წლის დაუღალავი შრომით მოვიდა. მას კიდევ უძველესი ფესვები აქვს. გავიხსენოთ თქმულება არგონავტებზე, რაც ჩემმა მეგობარმა, მწერალმა გური ოტობაიამ ზედმიწევნით სწორად მიმანიშნა. მას შემდეგ, რაც არგონავტებმა მედეას დახმარებოთ ოქროს საწმისი გაიტაცეს და სასწრაფოდ აიღეს გეზი სამშობლოსკენ, კოლხმა მდევრებმა მეფისწულ აფსირტეს წინამძღოლობით ზღვაში სამი დღით ადრე გასულ არგონავტებს გადაასწრეს, გზა მოუჭრეს იონიის ზღვის უკიდურეს უბესთან. ამ ფაქტმა გვიბიძგა იდეისკენ, რომ შექმნილიყო ძველი კოლხების დარი წყალზე მავალი სწრაფი ტრანსპორტი. ასე დაიბადა ჩვენი ეკრანოპლანები. ეს არის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ფსკერის ქვეშ იქმნის ჰაეროვან დინამიურ ბალიშს, ამის გამო სატრანსპორტო საშუალება წყალს არ ეხება, ისე გადაადგილდება და შესაბამისად ორჯერ იზრდება მისი სისწრაფე, ვიდრე დღემდე არსებული ყველაზე სწრაფი წყალზე მავალი ტრანსპორტისა. თუ კომეტებს სამ ბალამდე აქვთ შეზღუდვები, ამ ტრანსპორტის უსაფრთხოება გაცილებით მეტია, იმიტომ რომ მისი სიჩქარე საათში 160 კილომეტრია და თავისუფლად შეუძლია სწრაფად გაეცალოს ნებისმიერ სახიფათო ზონას. შტორმის დროს კი, კომეტისგან განსხვავებით, შეუძლია აიწიოს ჰაერში და გაფრინდეს 4 კილომეტრის სიმაღლით. ჩვენი ტრანსპორტი ორსაათნახევარში ჩადის შავი ზღვის ყველაზე მოშორებულ წერტილში. მინი-ეკრანოპლანი, რომელიც 10 მგზავრზეა გათვლილი, კომპლექტდება “BMW”-ს ტიპის ავტომობილის ორი ძრავისგან, გამოიყენება ამავე და სხვა მანქანების სხვადასხვა ნაწილები და სპეციალური დანადგარები, თუ აღჭურვილობა. ამ აპარატს თავისუფლად შეუძლია ოთხი სვლა-გეზი აიღოს შავი ზღვისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაში. ბილეთის საფასური არავითარ შემთხვევაში არ ეღირება ავიაბილეთებზე მეტი. ამ ტრანსპორტის თვითამწეობა 2 ტონას აღემატება და მხოლოდ ორი პერსონა - კაპიტანი და ბორტ-ინჟინერი ემსახურება. ასე რომ, დღის განმავლობაში ერთ ეკრანოპლანს შეუძლია გამოიმუშაოს 4 ათასი დოლარი. რაც შეეხება კადრს, საქართველოს ამის გასაჭირი ნამდვილად არა აქვს. საკმარისად გამოცდილი მეზღვაურები და მფრინავები გვყავს სამსახურის გარეშე და ამ კუთხითაც ერთგვარი შეღავათი იქნებოდა ჩვენი ხალხისთვის. ეკრანოპლანი საუკეთესო საშუალებაა საწყალოსნო ტურიზმის ასაღორძინებლად და შეგვიძლია არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ საქართველოს შიდა წყლებშიც გადავაქციოთ საკმაოდ მოხერხებულ ტრანსპორტად. მას შეუძლია შევიდეს ჭოროხში, ხობის წყალში, ენგურში, რიონში, პალიასტომის ტბაში და არა მხოლოდ ტურისტული, არამედ სამგზავრო რეისებიც შეასრულოს. დაინტერესებულ პირს (მინიმალური პროგრამით) სამი ეკრანოპლანის აშენება მილიონ ორასი ათასი დოლარი დაუჯდება, რომლის უკუგებაც ნახევარ წელიწადში მოხდება. პიროვნება კი, ვინც ამ საქმეს მოკიდებს ხელს აუცილებლად უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყნის წინსვლითაც და საქართველოს შიდა და გარე წყლებში სატრანსპორტო საშუალებების პირველობის მოსაპოვებლად. სხვაგვარად ნებისმიერი პროექტი ჩვენი ჯგუფისთვის - ზღვის შვილებისთვის. უფერულია, რადგან 20 და 30 წელია ჩემი თანაკლასელები, ნათესავები, ამხანაგ-მეგობრები, ვინც კი მონოპოლურ ნაკეთობათა საწარმოში ვართ გაერთიანებული, ყოველთვის ვოცნებობდით იმაზე, რომ სამშობლოსთვის მოგვეხმარებინა ჩვენი ცოდნა და ენერგია. ცოტასაც დავიცდი, ვიდრე ყველა ინსტანციას არ მოვივლი, ვიდრე ყველა შესაძლებლობას არ მოვსინჯავ და თუ არა - საზღვარს იქით, შავ ზღვას იქით და კიდევ იქით - სამშობლოსგან შორს... რაც არასოდეს მინდოდა.

მზია ჭიჭიაშვილი

P.S. ზოგჯერ, ასეთ დროს ამბობენ ხოლმე - ნეტავ რა წყალში ჩავვარდეო, მაგრამ საქმემ აჩვენა, რომ რომელ წყალშიც არ უნდა აღმოჩნდნენ ჩვენი მეგობრები, სხვათა განცვიფრებას მაინც ახერხებენ. ან კი რა გასაკვირია მათი მოდგმის და ჩამომავლობის ხალხისგან, როცა ჯერ კიდევ უძველესი სწავლულნი და მოგზაურები აღნიშნავდნენ, რომ კოლხეთში არა მხოლოდ ოქროს საწმისი, არამედ ტყავზე ნაწერი წიგნები ინახება, რომლებშიც ოქროს მიღების წესი წერიაო; რომ ქართველებს ჰქონდათ თავიანთი მამა-პაპათგან ნაწერი კირბები, რომლებზედაც მოგზაურთათვის ნაჩვენები იყო ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარიო; რომ ქართველები უბადლო ზღვაოსნები იყვნენ, გემთა და ხიდთა შეუდარებელი მშენებლები; რომ მათ სანაოსნო ჭიშკარ-მდინარე ფაზისზე (რიონი) 120 ხიდი იყო აგებული და საზღვაო რუკები ჰქონდათ სათანადო აღნიშვნებითო.

ყოველივე ამის შემდეგ იმედია, გამოჩნდება გონიერი კაცი, რომელიც მერაბ ქარდავას და მისი ჯგუფის საზღვაოსნო მიგნებებს რეალობად აქცევს და უძველესი აიას დარად საოცნებო, სხვათაგან გამორჩეულ ქვეყნად აქცევს საქართველოს.

12 თვალსაზრისი

▲back to top


12.1 ერი და „მისია“

▲back to top


ემზარ ხვიჩია

ყოველ ერს აქვს თავისი დანიშნულება, რომელიც შეიძლება, შეესაბამებოდეს, ან არ შეესაბამებოდეს მის საერთაშორისო მდგომარეობას, სტატუსს ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე. ეს არის ამ ეტაპზე მისი წარმატებულობის ან წარუმატებლობის საფუძველი.

ერები რაღაც კონკრეტული ნიშნების მიხედვით, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ან არ განსხვავდებიან. განსხვავებათა ღირებულება ყოველთვის ერთნაირი არ არის.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის აღმოჩენის საფუძველზე, ერთა თვისებრივი განსხვავებისა და ამის შედეგად, მათი მისიების, ანუ მსოფლიოში მათი დანიშნულების განსხვავებულობათა დასადგენად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფსიქიკური ფაქტორი.

მე შევეხები ამ საკითხის იმ ასპექტს, რომელშიც სხვა ფაქტორებთან შედარებით, ერის, მისი წევრების ფსიქიკის მახასიათებლები გვევლინებიან გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად. ამიტომ, მე მხოლოდ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის შესაბამისად ვიხილავთ ერთა დანიშნულებას, მათ ურთიერთგავლენას, კონფლიქტების აღკვეთისა და სახელმწიფოთა შორის ფუნქციების განაწილების შესაძლებლობას.

აღნიშნული გამოკვლევების შედეგად, მტკიცდება, რომ ერები ფსიქიკური ფაქტორის მიხედვით იყოფიან ოთხ თვისებრივ კლასად:

- პირველ კლასს მიეკუთვნებიან ის ერები (პირველ რიგში, ქართველი ერი), რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხალხთა, ერთა, პიროვნებათა განმასხვავებელ ნიშნებს, ურთიერთმაიგივებელ ნიშანთა საპირისპიროდ. ქართველი კაცი თავისი ფსიქიკით უცხოს აღიქვამს როგორც პრიორიტეტულს და ისწრაფვის მისკენ. მხოლოდ ქართულ ენაშია უცხოზე მიმანიშნებელი სიტყვა დადებითი მნიშვნელობის მატარებელი - საუცხოო. ქართველი კაცის მოთხოვნილებაა, რომ გამოირჩეოდეს რაიმე ნიშნით საზოგადოებაში, რომლის წევრად თავის თავს თვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტიპის ფსიქიკა გამორიცხავს მის მიერ ამ საზოგადოების წევრად თავის მიჩნევის შესაძლებლობას.

0x01 graphic

ამ ნიშნის გამოვლენის მაგალითია ქართული სუფრის ტრადიცია: თამადა ცდილობს სუფრის ყოველი წევრი ყველა სხვა წევრისგან განსხვავებულად წარმოგვიდგინოს, რაიმე ერთი ნიშნით მაინც. ქართველ ერს ისტორიის მანძილზე ხშირად ჰქონდა ისეთი ძნელბედობის პერიოდები, როცა მისი ფსიქიკის თავისებურებები, მისი სულისკვეთების დადებითად გამოვლენის, ერთადერთ ასპარეზად მხოლოდ ქართული სუფრა შეიძლება ყოფილიყო. ამით აიხსნება სუფრული სიმღერების უდუდესი მნიშვნელობა ქართულ ფოლკლორში. განსხვავებულობის ფაქტორის წინ წამოწევა დასტურდება საქართველოს ისტორიულ კუთხეთა ეთნოგრაფიულ ტრადიციებს შორის დიდი განსხვავებების არსებობაში. ეს უცხოელებს ძლიერ აკვირვებთ, მაგრამ ქართველი ერისთვის ეს არ არის ერთიანობის ხელშემშლელი ფაქტორი, პირიქით - ეს განსხვავებანი გვევლინებიან ერის ერთიანობის პირობად. იქ, სადაც მოხდა ამ პრინციპის იგნორირება და ყურადღება გადატანილ იქნა მაიგივებელ მომენტებზე, სწორედ იქ დაიწყო საქართველოსგან ისტორიულ კუთხეთა ჩამოშორების პროცესი, წარმოიქმნა კონფლიქტები. აფხაზებთან, ოსებთან ურთიერთობაში დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საერთო წარმომავლობაზე, ნათესაობაზე და იგივეობის მომენტით ვცდილობთ მათ ჩამოვუყალიბოთ ჩვენთან ერთიანობის ცნობიერება (აზრი). სინამდვილეში, ამით ვუბიძგებთ მათ განხეთქილებისკენ. ჩვენ, ისტორიული ტრადიციის სათანადოდ, ყურადღება უნდა გაგვემახვილებინა ქართულ ერთიანობაში მხოლოდ, მათ გამომრჩეველ ნიშნებზე. საქართველოში კუთხეებს შორის განსხვავება (იმერეთი, გურია ქართლ-კახეთი, სვანეთი, სამეგრელო, რაჭა...) უფრო მკვეთრი და თვალშისაცემია, ვიდრე ზოგიერთ რადიკალურად გამიჯნულ ერებს შორის განსხვავებები (რუსები და უკრაინელები; ინგლისელები და ამერიკელები; იტალიელები და ესპანელები...), მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ეროვნული ერთიანობის ცნობიერებას, საქართველოს მრავალ პოლიტიკურ ერთეულად დაქსაქსულობის პირობებშიც კი. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ყოველი მათგანი სხვა ნებისმიერი მათგანისგან განსხვავებულია და ეს ნიშანია მათი გამაერთინებელი ერთ ეროვნულ მთლიანობად.

რადგან ქართველი ერის, ქართველი პიროვნების ფსიქიკაში ისტორიულად დევს განსხვავებულობაზე მოთხოვნილება (ეს ამ ტიპის ფსიქიკის თვითგამოვლენის შესაძლებლობის პირობად უნდა ჩაითვალოს), ამდენად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ტიპის ფსიქიკის ადამიანებს უადვილდებათ თანხმობის დამყარება განსხვავებული ფსიქოტიპის ინდივიდებს შორის. ეს გვაფიქრებინებს, რომ ქართველი ერის მისია მსოფლიოში შეიძლება იყოს სხვადასხვა ერთა შეთანხმებული ერთიანობის მიღწევა, ამ ერთა განმასხვავებელი ნიშნების მიჩქმალვის გარეშე და მეტიც, სწორედ მათი განსხვავებების საფუძველზე. ქართული საზოგადოება საუკეთესო გარემოს წარმოადგენს განსხვავებულთა, შეუთავსებელთა ურთიერთკონტაქტისთვის.

თუ საქართველო გახდება ერთიანი მსოფლიოს ფუნქციონალური ერთეული, მაშინ ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს გადაქცევით მსოფლიოს ერთა წარმომადგენლობების და საურთიერთობო ინსტიტუტების განთავსების ადგილად, სადაც გადაწყდება ერთა ურთიერთობის პრობლემები. მან უნდა მოგვცეს ძალის ფაქტორის გამოყენების გარეშე ეროვნული შერიგება და ურთიერთობების ჰარმონიზაცია მსოფლიოში.

ამ ფუნქციის დაკისრება, თვით ქართველ ერს, შეუქმნის იმ გასაქანს, რაც აუცილებელია ინდივიდუალურ განსხვავებულობათა რეალიზაციის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რაც აუცილებელი პირობაა, ქართველთა ურთიერთშერიგებისათვის. ამრიგად, ქართველი ერის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი: არაპირდაპირობა - უნარი არ გამოავლინოს ის მახასიათებელი, რომელიც მას არსებულ სიტუაციაში სხვასთან გააიგივებს, რაც გულისხმობს სხვადასხვაგვარად თვითგამოვლენის პოტენციას ანუ უნივერსალიზმს, როგორც თანხვედრის ასაცილებლად უკანდახევის რესურსს; დაქსაქსულობა - საერთო ინტერესის საფუძველზე კონსოლიდაციის უნარს მოკლებულობა, ამ ერის განსაზღვრული საერთაშორისო ფუნქციისთვის განზრახულობის გამოვლენაა და აუცილებელი პირობაა მსოფლიოში სათანადო ადგილის მოსაპოვებლად.

რუსი ერი თავისი ფსიქიკით საპირისპირო თვისებრიობას ავლენს. ამ ერის ფსიქიკის ტიპი ორიენტირებულია არა განმასხვავებელ, არამედ მაიგივებელ მომენტებზე. მას (რუს ერს) ერთიანობის საფუძველად ესახება ხალხთა შორის და ინდივიდთა შორის იგივურობის გამომხატველი ფაქტორები.

ეს მკაფიოდ ვლინდება (რუს ერში) საერთო ინტერესების შეგრძნების უნარის გამახვილებულობაში, საერთო მიზნისთვის სამოქმედოდ გამძაფრებულ კონსოლიდაციის უნარიანობაში.

ამის დამადასტურებელი მაგალითია, ისიც რომ რუსი ერი ინარჩუნებს კულტურულ ერთგვაროვნებას დიდ სივრცეზე განფენილობის მიუხედავად, ამ სივრცეზე ცხოვრების პირობების რადიკალურად განსხვავებულობის პირობებშიც კი.

რუსი ერის ფსიქიკური ტიპისთვის დამახასიათებელია: პირდაპირობა; მისწრაფება თანასწორობისკენ, რაც გულისხმობს უნივერსალიზმს, როგორც დამზგავსების რესურსს, კულტურის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომ თვითრეალიზაციის შინაარსამდე დაყვანისკენ მისწრაფებას; უბრალოება და მიდრეკილება უცხო ელემენტების ასიმილაციისკენ. ამის გამოხატულებაა ის, რომ რუსული კულტურა, ფსიქიკური ტიპი, გამოყოფს და ითვისებს საერთო, ურთიერთზედდებად მომენტებს მსოფლიოს კულტურების მემკვიდრეობიდან. ამის გამო მას შეუძლია შეასრულოს შემაერთებელი ქსოვილის როლი მსოფლიოს ერებს შორის, უზრუნველყოს უწყვეტი გადასვლა კულტურებს შორის.

რადგან რუსი ერის ფსიქიკა ორი კულტურის დაპირისპირებაში ეძებს და პოულობს საერთო მომენტებს, ის, როგორც ამ მომენტების მომცველი და მატარებელი ამ დაპირისპირებულთა შორის პოულობს ადგილს, რაც იძლევა საშუალებას საერთაშორისო პოლიტიკაში მას მიენიჭოს ბუფერის როლი. მას ბუნებრივად აქვს მისწრაფება ბუფერული ფუნქციისკენ. ეს ნათლად ჩანს მისი საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკის თავისებურებებში - ჯერ ერთი, რუსეთი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფლიქტების შექმნას და შემდეგ ცდილობს ბუფერის ფუნქციის მოპოვებით შეღწევას და ადგილის დამკვიდრებას. ასეთივე იყო რომის პოლიტიკის მთავარი პრინციპი - გათიშე და იბატონე - რადგან რომაული კულტურა ახალ ერამდე ფსიქიკის იგივე ტიპის გამოვლენას წარმოადგენდა. რუსეთი რომის მემკვიდრეა, ფსიქიკური ფაქტორითაა განპირობებული მისთვის დამახასიათებელი მიდრეკილება საზოგადოების გასამხედროებულად ორგანიზებისკენ. ამის დადასტურებაა: მეფის რუსეთის სამოხელეო სისტემა; კაზაკთა ფენომენი; საბჭოთა სოციალისტური რუსეთის სინამდვილე. თუ რუსეთს მიენიჭება ეს ფუნქცია, მას არ დასჭირდება პრობლემების შექმნა, კონფლიქტების გაჩაღების ხელშეწყობა მის ამ ფუნქციაზე დაშვების აუცილებლობის საჩვენებლად და მსოფლიოს სტაბილურობის მყარ ფაქტორად იქცევა.

მას ამ, მისთვის ბუნებრივი და აუცილებელი ფუნქციის შესასრულებლად დასჭირდება საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კონპლექსის შენარჩუნება (რომელიც, როგორც საერთაშორისო ფუნქციისთვის განზრახული - საერთაშორისო დაფინანსებაზე იქნება), და სამხედრო ძალების ყოლის უფლება პოტენციურ, თუ რეალურ კონფლიქტის კერებში.

მსოფლიოს ინტეგრაციის ზრდის პირობებში აუცილებელი იქნება ერებს შორის განსხვავებათა გამოვლინების გამახვილება, ფუნქციების მკვეთრად განაწილება. განაწილების საფუძველია საერთაშორისო ფუნქციისა და კულტურის ბუნების, ანუ ფსიქიკის ტიპის შესაბამისობა, რაც, ქართველ და რუს ერებს აძლევს საშუალებას (მათი არაკონკურენტულობის საფუძველზე) მოხსნან ურთიერთდაპირისპირება (რომელიც დღეს უკიდურესად მწვავეა და საქართველოს მდგომარეობის დამამძიმებელი უმთავრესი ფაქტორია) და გახდნენ სტრატეგიული მოკავშირეები მათი ბუნებიდან გამომდინარე საერთაშორისო ფუნქციის მოსაპოვებლად და სათანადო კუთვნილი ადგილების დასამკვიდრებლად ერთიან მსოფლიოში.

ფსიქიკის მესამე ტიპის რეალიზაციის მაგალითია: ამერიკული, ფრანგული, ჰოლანდიური და ინდური კულტურები (აქვე შეგვიძლია დავასახელოთ ანტიკური საბერძნეთი). ამ ერების ფსიქიკაში მთავარი ფაქტორია თავისუფლების იდეის თაყვანისცემა. ამ ტიპის კულტურებში მთავარი პრინციპია მისწრაფება ადამიანის თვითგამოხატვის ნებისმიერი ინდივიდუალური განხორციელების დაშვებულობის მიღწევისკენ, თუნდაც უკიდურესობების ჩათვლით (ნარკომანია ჰოლანდიაში, ჰომოსექსუალიზმი, პროსტიტუცია...). აქ ადამიანი განიხილება არა განსხვავებულობის, ან იგივურობის მიმართებაში სხვასთან, არამედ თავისთავად, როგორც დამოუკიდებელი ერთეული სოციალური პროცესებისა. ფსიქიკის ეს ტიპი განაპირობებს ინდივიდის მიერ მის შესახებ სხვათა წარმოდგენისადმი, საზოგადოებრივი აზრისადმი სრულ გულგრილობას, თუ ეს მას რაიმე მიზნისთვის არ სჭირდება. ურთიერთობათა მთავარ მახასიათებლად მიიჩნევა ღირებულებათა გაცვლა, საბაზრო პრინციპი, მაშინ, როდესაც, რუსული და ქართული ფსიქიკის ტიპისთვის ურთიერთობა, შესაბამისად, მიღებისა და გაცემის ქტი. კულტურების ამ ტიპებს შორის სხვაობა ასახულია გავლენის არის მოპოვების ხერხების სხვაობაში - ბუფერის პრინციპის საპირისპიროდ ამერიკა იყენებს ეკონომიკური ინტერესების ფაქტორს, ასათვისებელ რეგიონში თავის ეკონომიკურ სისტემასთან დაკავშირებული ეკონომიკური ერთეულების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პრინციპს.

ერთობის საფუძვლად ფსიქიკის ეს ტიპი ერთიანობის წევრებს შორის ღირებულებათა გაცვლის მოთხოვნილების არსებობას სახავს. გაცვლის, ანუ საბაზრო ურთიერთობის პროცესი აკავშირებს ამ ტიპის ერებს სხვა ერებთან, მათი წარმოდგენის მიხედვით.

ის, რომ საზოგადოებას ერთიანობის საფუძვლად არ მოითხოვება, არც განსხვავებულობა და არც იგივურობა, არ გულისხმობს მათი გამოვლენის შესაძლებლობის აღკვეთის მოთხოვნას. ამრიგად, გვაქვს ამ ორივე მომენტის გამოვლენის დაშვებულობა, რაც განაპირობებს ამ კულტურაში საზოგადოების კასტურად (მდგომარეობით და თვისობრიობით განსხვავებულ, შეურეველ ფენებად) დაყოფისკენ მიდრეკილებას: განსხვავებულობის მომენტის რეალიზაცია მოიცემა კასტებს შორის ურთიერთობით, ხოლო იგივურობის მომენტის რეალიზაცია - კასტების შიგნით ინდივიდთა ურთიერთმიმართებებით.

სწორედ საგარეო კონტაქტების ინტენსივობა ასუსტებს ამერიკაში (აშშ) ამ მიდრეკილების გამოვლენის სიმკვეთრეს. საფრანგეთის პოლიტიკა კი, იმავე თვისებების მატარებელი ამერიკული კულტურის მხრიდან გაუსაძლისი კონკურენციის გამო, ბოლო დრომდე რამდენადმე მაინც იზოლაციონისტური რჩება. მაგალითად, ნატოსთან მისი ურთიერთობაც კმარა. ამით უნდა აიხსნებოდეს საფრანგეთში იგივე მიდრეკილების გამოვლენის სიმკვეთრე: ცნობილია, უფროს-ხელქვეითთა ურთიერთობის ფრანგული ტიპი, რომელიც გამიჯნურობის სიმკვეთრით ინდური კასტების ურთიერთობას არ ჩამორჩება, ფრანგულ ინტელიგენციაში, საფრანგეთის აკადმიური ფენის მდგომარეობა ბრაჰმანთა ფენის მდგომარეობას გვაგონებს.

ამრიგად, ფსიქიკის ამ ტიპის სათანადო სულისკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, ანუ ამ ტიპის კულტურისთვის დასაშვებია მის არეზე ნებისმიერი სხვა ტიპის კულტურების ქვეარეების, ანუ ურთიერთობის სხვა პრინციპებით შეკავშირებული საზოგადოებების ჩამოყალიბება (ეს უშუალოდ გამომდინარეობს ამ ტიპის ფსიქიკისთვის თავისულების იდეის უმაღლეს ღირებულებად დასახვის პრინციპიდანაც).

მაშასადამე, ამ ტიპის კულტურას, საზოგადოებას შეუძლია მისი რეალიზაციის არის, შიგნით სხვა თვისობრიობის მატარებელი კულტურების რეალიზაციასაც დაუთმოს ადგილი. ე.ი. მატარებელი გარემოს და შემომსაზღვრელი გარსის სახით მოევლინოს მათ. ამრიგად, ამ ტიპის კულტურას შეუძლია შეასრულოს მსოფლიოს კულტურათა ხელუხლებლად, ერთიანობაში თავის შიგნით მოქცევის, ანუ ცივილიზაციის გარსის ფუნქცია. პოლიტიკის ასპექტში ეს გულისხმობს პლანეტის საგარეო თავდაცვის (და ერთდროულად საშუამავლო ძალის, რუსეთის მიმართ პარიტეტის დაცვის), კოსმოსში ექსპანსიისა და კომერციული ღირებულების მქონე საერთო სტრატეგიული ტექნოლოგიური კვლევების პროგრამების ხელმძღვანელობას სააქციო დაფინანსების საფუძველზე.

დღეს ამერიკის პოლიტიკაში შეინიშნება მისი კულტურის სათანადო სულისკვეთების საპირისპირო მისწრაფებათა არსებობა, რაც გამოხატულია ირანთან, ლიბიასთან, ერაყთან და ზოგადად სხვა სახელმწიფოებთან მის მიმართებაში (დღეს ჩინეთთან მისი ურთიერთობაც ამგვარ მდგომარეობას უახლოვდება), აქ აშკარაა მის მიერ ბუფერის ფუნქციის არჩევა - იგი როდი მოიცავს, არამედ დევნის ამ ქვეყნებს გარსის გარეთ, მიჯნავს მათ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისგან.

ეს მომენტი დიდ საფრთხეს შეიცავს შეერთებული შტატებისთვის. შეუსაბამობას ერის სულისკვეთებასა და მის რეალურ ქცევას შორის ერის შინაგანი გახლეჩის გამოწვევა შეუძლია, რაც აუცილებლად შეაფერხებს მის პოლიტიკურ წარმატებას. ამის მაგალითია ე.წ. გარდაქმნის პროცესი და მისი შედეგები რუსეთის ისტორიაში. სუბიექტური ფაქტორის გვერდით, მის ობიექტურ საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ რუსი ერის ბუნების შეუსაბამობა მის როლთან სოციალისტურ ბანაკში - მოკავშირეთა საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის პრაქტიკის შემოღებით (უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია...). მან ხელი აიღო ბუფერის ფუნქციაზე და მოცვის ფუნქციის შესრულებას შეუდგა, რაც წინააღმდეგობაშია მისი ფსიქიკის ტიპისთვის ნიშნეულ ერთგვაროვნებისაკენ მისწრაფების პრინციპთან. სადღეისოდ შინაგანი გაორების ხანა თითქოს დასრულდა - რუსეთი კვლავ ბუფერის ფუნქციის სათანადო მექანიზმებით მოქმედებს, მაგრამ მისი საერთაშორისო პოზიცია მნიშვნელოვნად შესუსტდა.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, თავისი განვითარების შეუფერხებლობისთვის, აუცილებელია, ერმა მისი ფსიქიკური ტიპის სათანადო საერთაშორისო ფუნქციის შესრულებაში მონაწილეობით განსაზღვროს და შემოიფარგლოს თავისი საერთაშორისო აქტიურობა, ეს არის ერთა შორის ფუნქციების დანაწილების აუცილებლობის საფუძველი.

0x01 graphic

- მეოთხე ტიპის ერების სულისკვეთება გამოიხატება თავის საარსებო არეზე ყოველგვარი უცხო კულტურის ელემენტის შემოღწევის აღკვეთის მცდელობაში. ე.ი. მუდმივ შინაგან თვითდაწმენდის მისწრაფების არსებობაში. ამ ტიპს მიეკუთვნებიან ებრაელები, გერმანელები, კათოლიკური სამყაროს ერები, ჩინელები, იაპონელები, ისლამის მიმდევარი ერები, სომხები და ერთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა.

ამ ერთა ფსიქიკური ტიპისთვის დამახასიათებელია ქცევის წინასწარ გამომუშავებული ან ტრადიციული ნორმების მიხედვით მოქმედება და ცხოვრება. ამ კულტურებისთვის უმაღლესი ღირებულებაა მოვალეობის კატეგორია. იგი გულისხმობს ამ კულტურის სახით განხორციელებულ ყოფიერების ფორმის სიწმინდის დაცვისთვის ზრუნვას, ტრადიციული რიტუალების და ქცევის ნორმების უცვლელად შენარჩუნებას და შესრულებადობის უზრუნველყოფას ყოველდღიურ ყოფაში. სიახლე მიიღება (შეიწყნარება) მხოლოდ მაშინ, როცა იგი კულტურის ტრადიციულ შინაარსს არ ეწინააღმდეგება და ჰარმონიულად ავსებს მას (აქ გამორიცხულია ისეთი რადიკალური შემობრუნებები, როგორიც რუსეთის ისტორიაში აღინიშნა). ეს კულტურები მსოფლიო ცივილიზაციის მდგომარეობის ელემენტს წარმოადგენენ. საკუთარ კულტურას აბსოლუტური ღირებულება მიეწერება. ის წარმოიდგინება ყოფიერების ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმად. აქედან გამომდინარეობს ამ ერებისთვის დამახასიათებელი რჩეულობის გრძნობა (იაპონელები მხოლოდ თავის თავს თვლიან კამის შთამომავლად, ჩინურ კულტურაში, ჩინეთს ცისქვეშეთი ეწოდება, ღმერთი კი ჩინელების უშუალო წინაპრადაა მიჩნეული. არსებითად იგივეს გამოხატავს გერმანული იდეოლოგია, როგორც უწოდებენ ჰეგელის ფილოსოფიას, გერმანიაშივე გამომუშავდა იდეა არიული რასის შესახებ...).

უცხოს მნიშვნელობა ამ ტიპის ფსიქიკისთვის უარყოფითია და აღნიშნავს არაჭეშმარიტს, გადაგვარებულს.

უმაღლეს ყოფად მიიჩნევა საკუთარი არსებობის ფორმის უნაკლოდ რეალიზაციის მდგომარეობაში გარინდება. ამ ერების საგარეო აქტიურობის გამოვლინებები უნდა მოვიაზროთ, რაიმე მიზეზით დარღვეული ამ იდეალური ყოფის კვლავ აღდგენის, ამაღლებულ ყოფაში დაბრუნების მცდელობად. ამის გამოხატულებაა: ბიზანტიის ფენომენი; იუდაიზმის, ისლამის, კათოლიციზმის რელიგიური სისტემები და საერთაშორისო ცხოვრებაში სხვადასხვა დროს აქტუალიზირებული იდეები, როგორიცაა: „დიდი სომხეთის იდეა“, „დიდი თურანის იდეა“, „არიული რასის იდეა“ და სხვ.

ადამიანი ამ ტიპის კულტურებში განიხილება საზოგადოების იდეალური ყოფის ელემენტად და მისი ცხოვრების ამოცანად ამა დანიშნულების შესაბამისად არსებობის მიღწევა იგულისხმება. ამ ტიპის ერებისთვის საარსებოდ აუცილებელია ფლობდეს ტერიტორიას, სადაც უცხოს შემოღწევა აღკვეთილი იქნება. ეს პრინციპი ამ ერთა ექსპანსიას ახალი საარსებო არის უცხო ელემენტებისგან გაწმენდის პროცესის შინაარსს ანიჭებს (მაგ. ებრაელთა მისვლა აღთქმულ მიწაზე; ხალიფატის და ოსმანთა იმპერიის ექსპანსია; თურქთა და სომეხთა ურთიერთობა XX საუკუნეში; გერმანული ექსპანსია ევროპაში და ა.შ.). მიუხედავად უცხოსადმი ასეთი რადიკალურად მტრული დამოკიდებულებისა, შესაძლებელია ამ ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის მიღწევა. ამის საფუძველი ისევ მათი საერთო ფსიქიკური ნიშნის არსებობაა. ისაა მათი ურთიერთგაგების განმაპირობებელი ფაქტორი. ამის გამოვლენა იყო ის, რომ მეორე მსოფლიო ომში, გერმანიის ბანაკში მხოლოდ ამ ტიპის ერები აღმოჩნდნენ (იტალია, ესპანეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, უკრაინა, უნგრეთი, სკანდინავიის ქვეყნები და იაპონია). მაგრამ, თუ ამ ტიპის ერებს შორის ტერიტორიის გაყოფის პრობლემა არსებობს, შერიგება გამორიცხულია. ამის მაგალითია, ებრაელთა დევნა და პოლონელთა ბედი გერმანული აგრესიის პირობებში, ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა იმავე პერიოდში.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, ერებს შორის არსებულ თვისებრივ განსხვავებებს ფუნქციური დანიშნულება გააჩნია. ერები წარმოადგენენ თვითრეგულირებადი სოციალური წარმონაქმნების (რომელთაც დასახელებულ თეორიაში, ცივილიზაციები ეწოდათ), ფუნქციურ ელემენტებს. ცივილიზაციის არსებობა (მისი თვითრეგულირების პროცესი) კონკრეტული თვისებრივი ფაზების განსაზღვრული წესით, პერიოდულ მონაცვლეობაში გამოიხატება და ერის დანიშნულებაა მისი მომცავი ცივილიზაციაში თავისი თვისებრივი ტიპის სათანადო ფაზის რეალიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ეტაპი ცივილიზაციის ისტორიაში, როგორც, მისი შინაგანი მდგომარეობის ცვლის პროცესში, კონკრეტული თვისებრივი ფაზის რეალიზაცია, სათანადო თვისებრივი ტიპის ერების პროდუქტიულ აქტიურობაში, ისტორიის ამა ეტაპზე მათს დაწინაურებაში პოულობს გამოხატულებას. ყოველი ფაზის დასრულებას მოსდევს სათანადო თვისებრივი ტიპის ერების მიერ ინიციატივის დათმობა, რაც, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესში შეიძლება გადაიზარდოს და ერმა ვერ მოახერხოს თვითიდენტობის შენარჩუნება მისი აქტუალურობის მორიგი ფაზის დადგომამდე. ასეთ შემთხვევაში მას სხვა ერები ცვლიან, შესაძლებელია, სხვა ცივილიზაციებიდანაც, რაც ცივილიზაციათა ურთიერთინტეგრაციის ხელშემწყობი პირობა იყო და კონსტრუქციული მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენდა, ვიდრე არ მოხდა მსოფლიო საზოგადოების ერთ, გლობალურ ცივილიზაციაში მოქცევა. ეს მოხდა XX საუკუნის შუა წლებში. ამასთანავე, ამავე დროისთვის, ფაზის ხანგრძლივობა ამ წარმონაქმნში შემცირებულია 20 წლამდე (ეს მახასიათებელი ინფორმაციის დაგროვების სიჩქარის ზრდასთან ერთად შეუქცევადად მცირდებოდა ყველა ისტორიულ ცივილიზაციაში). ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ სადღეისოდ არავითარი კონსტრუქციული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს ერთი თვისებრივი ტიპის კულტურის მთელს კაცობრიობაზე გავრცელების მცდელობას, რაც ეკონომიკური მოდუსის გლობალიზმის მთავარ ამოცანადაა დასახული. ამის სანაცვლოდ ჩვენ გამოვდივართ გლობალიზმის ახალი მოდუსის იდეით: მომავალი ეკუთვნის გლობალიზმს ნაციონალური მოდუსით, ანუ მსოფლიო ცივილიზაციის პიროვნების მიმართ მეორე რანგის სტრუქტურად, ოთხი თვისებრივი ტიპის ერების სისტემურ ერთობად წარმოდგენის პრინციპის ინსტიტუციონალიზაციას. ეს უნდა გახდეს გაეროს არაეფექტური ინსტიტუტის რეფორმის საზრისი. ამ პროგრამის აქტუალიზაცია ქართველი ერის მიერ მისი თვისებრივი ტიპის მიხედვით თვითრეალიზაციის გამოხატულება იქნება, მხოლოდ ამგვარად შეიძლება მან ღირსეული არსებობა დაიმკვიდროს.

13 აქტუალური თემა

▲back to top


13.1 ქვათა ღაღადი სომხურ ავანტიურიზმზე გრძელდება სომხური ვერაგობის ისტორია საქართველოში

▲back to top


მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის, ეკონომიკის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღედაღამ სცნობდეს და მეორეს გზით მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გასწვდება - წერდა ილია ჭავჭავაძე და ქართველი საზოგადოებისგან ეროვნულ-ეკონომიკურ კონსოლიდაციას მოითხოვდა.

ჩვენისთანა ერისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესები ყოველთვის ეროვნულ პრობლემასთან არის გადაჯაჭვული. მკითხველი უთუოდ დაგვეთანხმება, პერიფრაზირება რომ მოვიშველიოთ - არავითარი ეკონომიკური მიზანი არ ამართლებს საშუალებას თუ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს.

არც იმის მომიზეზება გვიშველის, რომ ჩვენ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი ერთი პაწაწინა ქვეყანა ვართ, რომელსაც ათასი ჯურისა და რჯულის დამპყრობელი დასევია. რა თქმა უნდა, ეს ყბადაღებული თემა ეკონომიკური ინტერესების გადაკვეთასაც გულისხმობს. მაგრამ უმეტესად ჩვენი აქილევსის ქუსლი, ჩვენი ტროას ცხენი ჩვენივე უნიათობაშია საძებნი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი რესურსების გამოყენება, რაც პოლიტიკურ ალღოსთან ერთად ეკონომიკურ რაციონალიზმსაც მოითხოვს.

ყოველივე ამის გამო ჩვენს ჟურნალში ადგილს დავუთმობთ, ერთი შეხედვით, სრულიად არაეკონომიკურ, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს.

დროა საქართველომ ხმამაღლა განაცხადოს თავისი ეროვნული ინტერესების შესახებ:

„როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან - სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი. ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.

ნიკოლო მაკიაველი

გენიალური ქართველი პოეტი და მოაზროვნე ვაჟა-ფშაველა (1861-1915) თავის ცნობილ სტატიაში კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი წერდა: „თუ მთელი ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანის აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენს განვითარებულს ჯგუფსა“. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ჩვენს ტრადიციულ მეზობლებზე. თუ რუსების აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ დიდი ხანია მივეჩვიეთ და არ გვიკვირს; გაოცებას და აღშფოთებას იწვევს ეს ყოველივე სომხების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველობამ საუკუნეების განმავლობაში შეიფარა, მიწა და საცხოვრებელი მისცა ასიათასობით სომეხ ლტოლვილს, მათ უმადურობას დღემდე დასასრული არა აქვს - ვერა და ვერ მოვიგეთ მათი გული - დღემდე ბოლო არ უჩანს ტერიტორიულ, კულტურულ, საეკლესიო, ლიტერატურულ და სხვა სახის პრეტენზიებს ქართველების მიმართ. პირველად ილია ჭავჭავაძემ (187-1907) აღიმაღლა ხმა ამ უკეთურობის წინააღმდეგ თავის პუბლიცისტურ შედევრში „ქვათა ღაღადი“ (1899), სადაც მან ამხილა სომეხი ცრუ-მეცნიერები - არწრუნი, ერიცოვი, პატკანოვი, ეზოვი, ხუდაბაშოვი და სხვები. ეს ავანტურისტები შეგნებულად ცდილობდნენ საქართველოს სახელის გატეხვას, გამოთქვამდნენ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს და ახორციელებდნენ გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩება-ს პოლიტიკას.

ილიასთან ერთად ამ მტკივნეულ საკითხს სხვა ცნობილი ქართველებიც შეეხნენ. კომუნისტების პერიოდში იჩქმალებოდა და ამიტომაც დღემდე ბევრმა თანამედროვე ქართველმა არც იცის, რომ ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის შედარებით უცნობი პოემა ჰაოს და ქართლოს (1899წ.), სადაც მოთხრობილია სომეხი ლტოლვილის ტიპიური ისტორია:

თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა
გასაწყლებულსა სახითა კონკები ეცვა ტანზედა.
ჰე, ძმაო, ქართლოს, სადა ხარ, გამოიხედე კარშია?!
ნუთუ დაჩაგრულს მოძმესა ბინას არ მომცემ სახლშია?

გულუბრყვილო და თავადაც შეჭირვებულმა ქართლოსმა გულთან მიიტანა ძმის გასაჭირი:

მიიპატიჟა დარბაზში: გაუმასპინძლდა კარგადა.
ქვევრს აუხადა და ძროხაც დაკლა სტუმრისთვის ხარჯადა.

ქართლოსი ამას არ დასჯერდა და გაუგონარი რამ შესთავაზა სომეხს:

რაცა მაქვს შუა გაგიყოფ, ბეწვიც არ მინდა მეტია.
ვინ გაიფიქრებს დაგჩაგროს ის ცოლ-შვილ გასაწყვეტია.

ამრიგად, ქართლოსმა სომეხ დევნილ ჰაოსს თავისი ნახევარი ქონება მისცა (ამიტომაც გვეძახიან ქართველებს სომხები „გიჟ-ვრაცუებს“; სომეხი გაჭირვებულ ქართველს ხომ ამის მეათედსაც არ გაუკეთებდა). მალე მეფის ბრძანება მოვიდა და ქართლოსი ომში გაიწვიეს მტერთან საომრად. ომში მიმავალმა თავისი ოჯახი სომეხ ჰაოსს ჩააბარა და მასთან მთელი ქონებაც (ჰაოსს ომში წასვლით თავი არ შეუწუხებია!). ქართლოსს დიდხანს მოუწია ომში ყოფნა. მან ვერც კი იაზრა, რომ ცხვარი მგელს ჩააბარა საპატრონოდ. ჰაოსი მალევე მიხვდა, რომ ქართველები

ბილანი ხალხი ყოფილა და მინდობილი გულისა, -
აქა ყოფილა კიდევაც სწორედ ხაზინა ფულისა.
სთქვა ეს ჰაოსმა და სოფლად წამოასკუპა დუქანი, -
მას აქეთაა ჰაოსი არის და არის მსუქანი.

მალე ჰაოსმა ცოლ-შვილი და ნათესავებიც ჩამოიყვანა და კიდევ უფრო გალაღდა. ქართლოსი ომიდან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო, რომ ჰაოსმა მის ცოლ-შვილს უთხრა:

სახლიდან დაიკარგეთა! თქვენი პატრონი სადა გყავთ
ამდენ ხანს! - ჰყვირის მკვახედა.
მომწყინდა, კმარა, რაც ხანი გკვებეთ და შეგინახეთა.
სახლი დაცალეთ, აჩქარდით, ადექით, აიბარგეთა.

სიკეთისთვის სიკეთე ვის გადაუხდია, მით უმეტეს, სომეხ ჰაოსს:

მას აქეთია კერაზე, საცა თამარი თბებოდა,
ქართლოსი ხმალსა ჰლესავდა, ცოლ-შვილის მზერით სტკბებოდა,
ჰაოსს-ხანუმა დაფუძდნენ, მათ ძენი: მიკიჩ, გალუსტა,
სულ ვარხალალოს მღერიან, ბედი თავს დაჰყეფა ბაშუსტა!
ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილნი სადღაც სოროში შემძვრალან
თითქოს ობოლი ბღარტები ხმელს ხის ტოტზედა შემსხდარან.
დახეხილ დაბუზულები უნუგეშობით შემკრთალან.
მჭადიც არა აქვთ საჭმელად, ცეცხლი უქრებათ კერაში,
თვალ-გული ჩამოეღალათ ქართლოსის მოსვლის ცქერაში.

ერთ დღესაც მძიმე დაჭრილი ქართლოსი თანამებრძოლებმა თავის მშობლიურ სახლთან მიიტანეს იმ იმედით, რომ ჰაოსი ძმურად მიხედავდა:

ნუთუ არ უნდა მივხედოთ, არ მოვურჩინოთ წყლულები?!
ეს ვალი ჰაოსისაა ერთგულად ასასრულები.

ჰაოსმა გარეთ გამოხედვაც არ იკადრა და მსახურ ბიჭს ეს დააბარა:

მე რა ვალი მაქვს მოვლისა, ექიმი არ ვარ ჯარაო.
ნეტავი თავს უპატრონო, ჩემი ცოლ-შვილი მბარაო.
მიჰბარდეს თავის სახლ-კარსა, აქ მას ბინა აქვს არაო.
ამდენი ხანი სად იყო, ქურდულად გაიპარაო.
სად იყო, რა გამიკეთა, აბა რა მოიტანაო?
რომ მოდის, რა პირით მოდის, ნეტავ ვინ დაიბარაო?
მაგის ცოლ-შვილმა ოჯახი, გაქურდა, გაიტანაო.
წაიყვათ თავის სახლშია, მე ოხერი ვარ განაო?!
თქვენც იქ მიბრძანდით, დაჭრილიც მხრით გადიტანეთ თანაო.

ქართლოსი, მისი შვილები და მეზობლებიც ძლიერ ჰკვირობდნენ ჰაოსის ასეთ საქციელს, მაგრამ ესეც მალე დაივიწყეს, რადგან სამშობლოზე ფიქრმა ყველაფერი გადაავიწყათ. მხოლოდ ქართლოსის ცოლმა თამარმა გამოიტანა აქედან სწორი დასკვნა:

ღირსი არ არის, ნუ სტირით, შვილებო თავის მამასა.
თქვენთვის ყელების საჭრელად ჰაოს აძლევდა დანასა.
დღეს სხვა მკის გადამთიელი თქვენის მამულის ყანასა.
თქვენი სახლიდამ გაგრეკათ, ვაჰ ყოფას ამისთანასა!
საწყალის გულის პატრონო, ვის ენდობოდი, რადაო?
თავისი სარჩო-საბადო გადაულოცე სხვასაო,
ცოლ-შვილს კი დასჭერ ყელები, მიეც მდინარე წყალსაო...
ძმა, როგორც გამიგონია, უნდა ძმას სჭერდეს მხარსაო.

(ვაჟა-ფშაველა, პოემები, ნაკადული, თბ., 1990, გვ. 353-365).

ის, რაც რუსებმა ჯერ კიდევ 1820-იან წლებში გააცნობიერეს, ჩვენთვის დღესაც გაუგებარია. აი, რას წერდა ცნობილი რუსი დიპლომატი და პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი იმპერატორს ნიკოლოზ პირველს (1825-1855): თქვენო აღმატებულებავ! არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სომხებს ცენტრალური რუსეთის მიწებზე დასახლების უფლება (ამიტომაც ისტუმრებდნენ მათ საქართველოში, რაში ენაღვლებოდათ! - ვ.შ.). ეს ისეთი ერია, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მიითვისებს და მთელ მსოფლიოს განიცხადებს, რომ ეს მათი უძველესი მიწაა (Армянский террор. Баку, 2005, с. 164), თუმცა ცალკეული ქართველი მოღვაწენი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აცნობიერებდნენ იმ დიდ ვნებას, რომელსაც სომხები აყენებდნენ საქართველოს. ქართველი კალიგრაფი გიორგი ხუცეს-მონაზონი (XIIXIII ს.ს.) პირდაპირ მიუთითებდა, რომ ვითარცა ღუარძლნი რაიმე, დათესილ იყვნეს ქუეყანასა ჩვენსა ბოროტნი იგი თესლნი სომეხთაგანი, გულღვარძლიანი და მანქანანი და ამის მიერ ფრიად გუევნებოდა (კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. 1, თბ., 1960. გვ. 60.).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (1855-1918 წ.წ.), რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შიდა ქართლში მცხოვრები ოსების კულტურის და ეთნოგრაფიის შესწავლის საქმეში (და რომელმაც დასვა საკითხი რუსულის ნაცვლად ოსურ ენაზე წირვა-ლოცვის შემოღების შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობამდე) წინ აღუდგა სომხური ეკლესიის მიერ ქართული ეკლესიების ფაქტობრივ მიტაცებას თბილისში, გორში, თელავსა და დუშეთში. როცა სომხურმა გაზეთმა „ნორდარმა“ გამოაქვეყნა წერილები, სადაც ქართველები მოიხსენია უსაქმურ, მკვეხარა ხალხად, რომელიც სომეხთა მოსამსახურეებად თუ გამოდგებიანო, ილია ჭავჭავაძესა და დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მას საკადრისი პასუხი გასცა კირიონ II-მ. მან საგანგებოდ შეისწავლა სომხური წყაროები და სომხების ასეთი სურათი დახატა: ერი ზავავი, გაუგონარი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, ცრუმედიდური (ვაჟა შუბითიძე, ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, ინოვაცია, თბ., 2008, გვ. 368).

ყველა დროის უდიდესი ქართველი გენიოსი შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ მიუთითებდა, რომ

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,
თავსა ახლად ვერვინ იშობს-ო.

ჩვენთან უმრავლესობას ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მხოლოდ ცალკეული სომეხი შოვინისტი მეცნიერები და რუსების მიერ დაქირავებული მჯღაბნელები აკეთებენ ამ ანტიქართულ საქმეს. ეს ასე არ არის. მეტნაკლებად წერა-კითხვის და განათლების მქონე სომეხთა უმრავლესობას (განსაკუთრებით ინტელიგენციას) მტკიცედ სჯერა, რომ ქართული ტერიტორიების უმეტესობა სომხურია და მათ ეკუთვნით, რომ საქართველოში 650-მდე სომხური ტაძარია, რომ ანბანი სომეხმა მეშროპ მაშტოცმა შეგვიქმნა ქართველებს, რომ ბაგრატიონები და ქართველ თავადთა აბსოლუტური უმრავლესობა სომხური წარმოშობისანი არიან, რომ სომეხი იყო თვით შოთა რუსთაველიც კი და ა.შ. კარგად წერდა ამაზე გალაკტიონი:

რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია,
ამას იტყოდა სომეხი, ისემც მოვ...ან რჯულია.

თუ თვალს გავადევნებთ ორი უძველესი და თანაც კონკურენტი ერის ურთიერთობას უძველესი დროიდან დღემდე, დავინახავთ, რომ სომხები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქართველებისათვის ტერიტორიების წართმევას (თუ გაუვიდოდათ) ან უყურებდნენ ტერიტორიულ, კულტურულ, სარწმუნოებრივ და სხვა სახის პრეტენზიებს იყო ცალკეული პირიქითა ფაქტებიც, როცა ტერიტორიებს ჩვენს ვართმევდით სომხებს). ჩვენ არც იმას ვამტკიცებთ, რომ სომეხთა შორის არ არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებს შორისაც. ამის მაგალითად მოვიყვანთ სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის (რომელიც ფაქტიურად გადააყენეს პრეზიდენტობიდან) გამონათქვამს. იგი 1996 წელს ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში, შეხვდა სომხურ დიასპორას და ასეთი რამ უთხრა მათ: „რა სირთულეებსაც უნდა განიცდიდეთ, მოდით, ვიყოთ გულახდილნი: დამისახელეთ მსოფლიოში თუნდაც ერთი სახელმწიფო, იქნება ეს აშშ, სადაც 1 მილიონი სომეხი ცხოვრობს, საფრანგეთი, იქ მცხოვრები 400 ათასი სომეხით, სირია, ერაყი, ირანი, ლიბია, არგენტინა, ან თუნდაც რუსეთი (აქ ახლა 1,5 მილიონი სომეხი ცხოვრობს - ვ.შ.), შუა აზია... დამისახელეთ საქართველოს მსგავსი სხვა ქვეყანა, სადაც სომხურ თემს ჰქონდეს 200-ზე მეტი სომხური სკოლა (რომელსაც ამერიკისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებს - ვ.შ.), და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკლესიები, თეატრი, გაზეთი (ამათაც ჩვენ ვუფინანსებთ - ვ.შ.) ჰყავდეს დეპუტატები (ასევე მინისტრები და გამგებლები - ვ.შ.) ასეთი ქვეყანა არ არსებობს... ნებისმიერი სომეხი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგია, უწინარეს ყოვლისა არის არა ქართველთა, არამედ სომეხთა მტერი“ (გაზ. „საქართველოს ცხოვრება“, თბ., 2005, N3, გვ. 1.3). ეს უკვე გონიერი კაცის ნათქვამსა ჰგავს.

სომხურ-ქართულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია, გეოპოლიტიკურ ჯოჯოხეთში მყოფ სომხეთს, რომელიც ბლოკადაშია მოქცეული, ლოგიკით, საქართველოსთან კონფლიქტი არ უნდა აძლევდეს ხელს. საქართველოზე გამავალი ტრანზიტული გზა მათთვის სიცოცხლის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. ამასთან, ისტორიულად დადასტურებულია ქართველ-სომეხთა ურთიერთდახმარების, თანადგომის მრავალი შემთხვევაც. ამიტომ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ანტიქართული პრეტენზიები და გამოხდომები და საქართველოსთან ურთიერთსარგებლიანი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობა დაამყარონ, რადგან მათი ავანტიურიზმი ხშირად კატასტროფით მთავრდება ხოლმე (1915-16წ.წ.) და ღმერთი უმძიმეს სასჯელს მოუვლენს ხოლმე მათ (სპიტაკის 1988 წლის დეკემბრის მიწისძვრა, როცა 30 ათასი სომეხი დაიღუპა). ამიტომ სომხებს მართებთ კარგად დაფიქრება და სწორი ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთან მიმართებაში.

ვაჟა შუბითიძე,
სტუ-ს სრული პროფესორი;

ჯამბულ ნაჭყებია,
სტუ-ს დოქტორანტი

14 ხალხური მედიცინა

▲back to top


14.1 სახალხო მკურნალი (მცენარეული პანაცეა)

▲back to top


ბოლო წლებში ქიმიური მედიკამენტების მკურნალობით თავმობეზრებულმა ბევრმა ადამიანმა აღიარა სახალხო მედიცინა. ქალბატონი ირმა სიხარულიძე სამედიცინო დარგის მუშაკია, მაგრამ ავადმყოფებს საუკუნეებით გამოცდილი საგვარეულო წამალ-მალამოთი მკურნალობს. იგი წარმატებით კურნავს: ოსტეოქონდროზს, პოლიართრიტს, მწვავე რადიკულიტს, კისრის, მხრის და მენჯ-ბარძაყის მუხლ-სახრების ართრიტს; ქვედა კიდურების სისხლძარღვთა შევიწროვებას, .. მარილების დაგროვებას ქუსლისა და ტერფის არეში, დისკოზს, სამწვერა ნერვის ანთებას, შიდა ქალის წნევას.

0x01 graphic

წამალი მცენარეულია და არანაირი უკუჩვენება არა აქვს. პროცედურა ტარდება მალამოს მასაჟირების და საფენებით. ავადმყოფობის სირთულის მიხედვით მკურნალობის კურსი ათიდან და ოც დღემდე გრძელდება. რაც მთავარია, ეს წამალი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და დადებითად მოქმედებს როგორც დაბალი, ისე მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებზე. ბუნებისგან ბოძებული ამ პანაცეათი ქალბატონმა ირმამ ბევრი პაციენტი დააყენა ფეხზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ნანა თათარაშვილი: მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს წამალი. სახსრების აუტანელ; ტკივილს ვგრძნობდი, მიჭირდა მოძრაობა დამიქვეითდა შრომისუნარიანობა. ექიმის გამოწერილმა წამლებმა ტკივილი დროებით გამიყუჩა, ამიტომ გადავწყვიტე მცენარეული წამალი მეცადა.

სახალხო მკურნალ ირმა სიხარულიძესთან მიმასწავლეს. მან თავისი გვარი ნამდვილად გაამართლა და სიხარული დაუგვიბრუნა მე და ჩემს უჯახს. შვება მეოთხე პროცედურის შემდეგ ვიგრძენი. მეათე სეანსის შემდეგ ტკივილი მთლიანად გამიქრა, აღმიდგა შრომისუნარიანობა, გამიუმჯობესდა სისხლის მოძრაობა.

ქალბატონ ირმასთან შევხვდი უამრავ ადამიანს, რომლებიც განიკურნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობი ლეილა აბაშიძე, მსოფლიო ჩემპიონი დიტო შანიძე, დამსახურებული პედაგოგი ნანული მელიქიშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი ლილი ჯიქიძე, მწერალი მერაბ შათირი და სხვა მრავალი.

დიტო შანიძე: ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვარ მძლეოსნობაში. რამდენიმე სერიოზული ტრამვა მივიღე, რომელიც თავის დროზე ახალგაზრდობის წყალიბითა და ქირურგიული ჩარევით დავძლიე. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად აუტანელი ტკივილები დამეწყო. მძლეოსან ადამიანს მსუბუქი ნივთის აწევაც არ შემეძლო. ძველი ტრამვა გამირთულდა და ამას მძიმე ოსტეოართროზის დიაგნოზი დაემატა. ქირურგიულ ჩარევაზე შეგნებულად უარს ვამბობდი. მედიკამენტები კი არ მშველოდა. ბოლოს კი ქალბატონ ირმას მივაკითხე. სიმართლე გითხრათ, ათასგვარი მკურნალობით თავმობეზრებულს განკურნების დიდი იმედი არ მქონდა. მე-4- მე-5 სეანსზე შვება ვიგრძენი, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მძიმე ფორმის ავადმყოფობის გამო ქალბატონმა ირმამ მირჩია კურსი გამეხანგრძლივებინა. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ კი შედეგი აშკარა იყო და მეც ვაღიარე ამ წამლის ძალა.

მანანა ჩხიკვიშვილი: ექიმებმა დამისვეს ართროზის ანუ კოქსართროზის საწყისი ფორმის დიაგნოზი. 3 წლის განმავლობაში ვმკურნალობდი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა უფრო მირთულდებოდა. მიჭირდა სიარული, ვერც ვჯდებოდი, ტკივილები ყრუ და გაუსაძლისი იყო. ჟურნალ „მკურნალში“ წავიკითხე ირმა სიხარულიძის პაციენტთა სამადლობელი წერილი და წავედი მასთან სამკურნალოდ. თანდათან ვგრძნობდი შვებას და ამას ემატებოდა მისი უსაზღვროდ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება ჩემდამი. თხუთმეტდღიანი კურსის შემდეგ მე ფაქტიურად განვიკურნე და მთელი ცხოვრება ქალბატონი ირმას მადლიერი ვიქნები.

ასე რომ, მიმართეთ და ენდეთ ირმა სიხარულიძეს. მას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ქ. თბილისი, ფოთის ქ. N2 (მეტრო წერეთელთან)
ტელ.: 8(57) 35-89-00; 34-48-56.

15 პრაქტიკული რჩევები

▲back to top


15.1 როგორ გამოვიყენოთ „სიტყვების მაგია“ მარკეტინგში

▲back to top


0x01 graphic

მარკეტინგის თეორიის ერთ-ერთი სენტენცია ასე ჟღერს: კლიენტებს იზიდავს არა შემწვარი ხორცი, არამედ თვით შეწვის პროცესი. თუმცა სათუოა, რომ კლიენტი მხოლოდ შეწვის პროცესით დაკმაყოფილდეს და მწვადი სხვას დაუთმოს უანგაროდ. მაგრამ აღნიშნულ პრინციპში ზუსტად არის ახსნილი მომხმარებლის განწყობა საქონლის მიმართ. კლიენტს უფრო მეტად აინტერესებს თვით მოხმარების პროცესი, ვიდრე საბოლოო შედეგი. ამ განწყობას შეესაბამება ერთი პოლიტიკური ლოზუნგი: მოძრაობა ყველაფერია - მიზანი არაფერი.

ამ პრინციპის მარკეტინგში გამოყენება სრულიად მოულოდნელ შედეგებს იძლევა. ერთი და იგივე სიტყვების მხოლოდ კომბინაციის შეცვლა რადიკალურად განსხვავებულ განწყობებს იწვევს მყიდველებში.

ამ ფენომენს პრეზენტაციების და რეკლამირების ბევრი გურუ იკვლევდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებს ელმერ ვილერმა მიაღწია.

მისტერ ვილერი რამდენიმე გაზეთში მუშაობდა სარეკლამო აგენტად და მან, მისი აზრით, პრეზენტაციის უნივერსალური ფორმულა მოიფიქრა, რომელიც ზოგადად ასე ჟღერდა: „ჩვენ პროდუქციას გააჩნია ყველა ის თვისება, რაც თქვენ გჭირდებათ“. თითქოსდა ეს იდეალური ლოზუნგია, მაგრამ თანდაყოლილი სკეპსისის ზეგავლენით, მომხმარებელთა უმეტესობა მაინც პასიურობდა. მაღაზიაში მიდიოდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვეაში, ყიდვისაგან მაინც თავს იკავებდნენ. როდესაც ვილლერი მათ ჩაეძია, კლიენტებმა უპასუხეს: მერე რა, მაგის მტკიცება ნებისმიერს შეუძლიაო.

ამ სიტუაციის ანალიზის შედეგად ვილერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარია არა რას სთავაზობ, არამედ როგორ სთავაზობ. მან შექმნა სახელგანთქმული „სიტყვების ლაბორატორია“ და შეთავაზების საკმაოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავა.

მაგალითად, მან კონსულტაცია გაუწია აფთიაქს, თუ როგორ გაეყიდათ სპეციალური ფხვნილი ფეხსაცმელებისთვის, რომელიც მყიდველებს სრულიად ზედმეტ და ფულის „გამოძალვისთვის“ მოგონილ პრეპარატად მიაჩნდათ. ყველაზე ეფექტურმა სარეკლამო სლოგანებმაც კი მცირე შედეგები მოიტანა. მაშინ ვილერმა გადაწყვიტა საქმეში თვით გამყიდველები ჩაერთო. როდესაც აფთიაქში დაღლილი კლიენტი შევიდოდა, გამყიდველი მას ეკითხებოდა: თქვენ მთელი დღე ფეხზე დგახართ და ბევრი სიარული გიწევთ? - მაშინ შემოგთავაზებთ მშვენიერ ფხვნილს ფეხსაცმელებისათვის - იგი იწოვს ოფლს, და დაძაბულობას უხსნის ფეხის კუნთებს. ვინც თქვენამდე იყიდა - ყველა კმაყოფილია.

ასეთი არგუმენტის შემდეგ კლიენტი ამ ფხვნილს ყიდულობდა!

ვილერი შეკითხვის მანერასაც დიდ ყურადღებას უთმობდა. მაგალითად ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორი ყველა მძღოლს უბრალოდ ეკითხებოდა: „გსურთ შეგიცვალოთ ზეთი?“ პასუხი უმეტესად უარყოფითი იყო, რადგან ბენზინგასამართ სადგურზე დიდხანს დაყოვნება არავის უნდოდა. ვილერმა კი ურჩია ოპერატორს რომ კითხვა შემდეგი „რედაქციით“ დაესვა: თქვენს მანქანში ზეთის დონე ნორმაზეა? ხომ არ დაგვემატებინა ან სულაც შეგვეცვალა? - მძღოლების უმეტესობა მართლა ინტერესდებოდა - რა მდგომარეობაშია მისი მანქანის ზეთი და ზეთის დონესაც ამოწმებდნენ. ნორმიდან სრულიად უმნიშვნელო გადახრაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მძღოლს ზეთის დამატება მოეთხოვა. ზეთის გაყიდვები ამ ბენზინგასამართ სადგურზე გაათმაგდა.

შეკითხვის მანერის შეცვლამ ასევე გაზარდა ღვინის გაყიდვები ვილერის ოფისის ქუჩაზე მდებარე სასადილოებში. ოფიციანტის შეკითხვაზე: ღვინოს ხომ არ შეგვიკვეთავთ? კლიენტების 70%25 უარყოფითად პასუხობდა ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით. მაგრამ პროვოკაციულ შეკითხვაზე: რომელ ღვინოს ინებებთ, წითელს თუ თეთრს? - კლიენტი ფიქრდებოდა და 10-დან 7 შემთხვევაში ღვინოს უკვეთავდა. ე.ი. აღნიშნული პროპორცია საწინააღმდეგოდ შეიცვალა. ასევე შეცვალა პროპორცია ჭიქის შეთავაზების მანერამაც. ოფიციანტის კითხვაზე: „დიდი ბოკალით მოგართვათ ღვინო თუ პატარით?“ - ისევ 70%25 პატარა ჭიქას ირჩევდა, ისევ და ისევ ეკონომიის მიზნით; მაგრამ როგორც კი ოფიციანტებმა კითხვა გაამარტივეს და მხოლოდ ერთ ბოკლაზე გაამახვილეს ყურადღება: დიდი ბოკალით მოგართვათ? - პასუხი უმეტესად დადებითი იყო და შესაბამისად დიდი ბოკალების დამკვეთთა წილი ისევ 70%25-მდე გაიზარდა.

0x01 graphic

ეს მარტივია, მაგრამ შთამბეჭდავი.

გამოადგება. უბრალოდ, სულ რამდენიმე წესი უნდა შესრულდეს ასეთი ეფექტური ფრაზების მოფიქრებისას.

1. კითხვა ისე უნდა დაისვას, რომ კლიენტს გულგრილობის ან სკეპსისის გრძნობა დაავიწყოს. კლიენტს არ უნდა გაუჩნდეს აზრი - მერე და რა?

ამიტომ კლიენტს პირველ რიგში უნდა შეახსენოთ ის პრობლემა, რომლის დაძლევაშიდაც დაეხმარება საქონელი თუ მომსახურეობა. ეს მეთოდი კარგად ჩანს ტელემარკეტების ტექსტებში, მაგალითად: „მოგბეზრდათ დიდი და მოუხეხებელი სამზარეულოს კომბაინების რეცხვა? ახალი „მეჯიკ ბულეტი“ გაგანთავისუფლებთ ამ მძიმე შრომისაგან“ ერთი შეხედვით მომაბეზრებლადაც კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილად უღვივებს ინტერესს იმ დიასახლისებს, რომლებსაც მართლა მოსწყინდათ ძველი საბჭოთა ბლენდერების ათეულობით დეტალის ცალ-ცალკე რეცხვა.

2. არ შესთავაზოთ ან ... ან, შესთავაზეთ როგორი.

ამ წესის მიხედვით არასდროს არ უნდა ჰკითხოთ კლიენტს იყიდის თუ არა იგი საქონელს და მოსწონს თუ არა იგი. ამის ნაცვლად უნდა ჰკითხოთ, თუ ამ ნივთის როგორ სახეობას ისურვებდა - რა ფერისას, რა ზომის თუ დიზაინის. ასეთ შემთხვეაში კლიენტი მაშინვე იწყებს ფიქრს ყიდვაზე - თუ როგორი იყიდოს და შესაბამისად ავიწყდება ყველაზე „არსებითი“ კითხვა - საერთოდ იყიდოს თუ არა...

ასეთი შეკითხვებით კლიენტს შეიძლება პატივმოყვარეობის გრძნობაც კი გაუღვივოთ და უფრო მეტიც გადაახდევინოთ. მაგალითად, თუ შეეკითხებით: რომელ კომპლექტს ინბებთ? ლუქსს 750 დოლარად თუ სტანდარტულით დაკმაყოფილდებით სულ რაღაც 500 დოლარად?“ კლიენტი იფიქრებს, რით არის სხვაზე ნაკლები, რომ ლუქსი ვერ იყიდოს და თან ეს სტანდარტულზე უკეთესია.

3. შეარჩიეთ მიმზიდველი სახელწოდება და სლოგანი.

სახელწოდებას და სლოგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ აქვთ - ეს არც ვილერამდე იყო საკამათო.

მაგრამ სახელწოდებაც ზემოთაღნიშნული წესებით უნდა შემუშავდეს.

მაგალითად, დ. ჰელდმან-ჯულიუსმა გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „კამათის ხელოვნება“, მაგრამ იგი არც ისე დიდი რაოდენობით იყიდებოდა. მან გაითვალისწინა ვილერის „როგორის“ პრინციპი და წიგნს სახელწოდება შეუცვალა - როგორ გავხადოთ არგუმენტაცია დამაჯერებელი. ამ სიტყვა „როგორ“-მა ისე დააინტერესა მკითხველები, რომ პირველ კვირაშივე წიგნის 10 000 ეგზემპლარი გაიყიდა!

ჰელდმან-ჯულიუსმა განაგრძო წიგნის სათაურების ეფექტურობის კვლევა. მან დაადგინა, რომ სიტყვების გარკვეული კომბინაცია აძლიერებს ინტერესს და გაყიდვების რაოდენობასაც ზრდის. მაგალითად, სიტყვათშეხამება - სრული სიმართლე. მინიმუმ ასამმაგებს გაყიდვებს. დოქტორმა არტურ კრემპმა გამოსცა წიგნი არატრადიციული მედიცინა, რომელიც ნორმალური ტემპებით გაიყიდა. მაგრამ როდესაც ახალ ტირაჟს სახელი შეუცვალა გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა და სოლიდურო მოგებებიც მოუტანა ავტორს. ახალი სათაური კი ასე ჟღერდა: სრული სიმართლე არატრადიციული მედიცინეს შესახებ. სრული სიმართლის შემდეგ ყველაზე ეფექტურია სიტყვა ყველაფერი ან ყველა.

მაგალითად: ყველაფერი კიბოს შესახებ, ან ფაქტები მგლის ხახაზე, რომელიც ყველა მომავალმა დედამ უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, კიბო და მგლის ხახა ეპიდემიების რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ამ დასახელების წიგნებს ექიმებზე უფრო მეტად არამედიკოსი მოქალაქეები ყიდულობდნენ.

მაგრამ ლიდერი მაინც სიტყვა როგორ-ია.

მაგალითად წიგნი სახელწოდებით ფსიქოლოგიური თვითანალიზის საფუძვლები სულ 38 000 ცალი გაიყიდა მთელს ამერიკაში, მაგრამ როდესაც იგივე წიგნის ახალ ტირაჟს დააწერეს როგორ მოვახდინოთ ფსიქოლოგიური თვითანალიზი - მისმა გაყიდვებმა 430 000-ს მიაღწია.

აღნიშნული მარკეტინგული სტარტეგია განსაკუთრებით გამოსადეგია პრეს-რელიზების, ან სარეკლამო ტექსტების შემუშავების დროს.

ეს მეთოდიკა გამოადგებათ ასევე ქსელური მარკეტინგის მონაწილეებს, რომლებსაც პირდაპირ ქუჩიდან ღებულობენ სოკოებივით მომრავლებული ე.წ. ემ-ელ-ემ კომპანიები.

ემერტ ვილერის თეორიამ უკვე დაამტკიცა თავის ეფექტურობა პრაქტიკაში, მთავარია მიხვდე, თუ როგორ გამოიყენო აღნიშნული წესები კონკრეტულ სპეციფიკურ სიტუაციაში.

მოამზადა
კობა ბიწაძე