![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №11 (2009) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ფუტკარაძე სულიკო, ჯიმშელაძე ეკა, ცინარიძე რამინ, მესხია იაკობ, ჩიხლაძე ნიკო, მახარაძე თამარ, პაპაჩაშვილი ნინო, ხორავა ანჟელი, შონია ნანა, ეგიაშვილი დავით, ყორღანაშვილი ლარისა, ბენიძე ნანა, ბიწაძე ჯამბულ, კიკუტაძე ვასილ, აქუბარდია თამაზ, მჭედლიშვილი მანანა |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ნოემბერი სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო:: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეტ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი) კონსულტანტები:: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური:: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. |
![]() |
1 ექსპერტის კომენტარი |
▲back to top |
![]() |
1.1 როგორ „გამარტივდა“ და „განმტკიცდა“ გადამხდელის უფლებები |
▲back to top |
სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის
რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი
მორიგი ცვლილებები და დამატებები საგადასახადო კოდექსში
დასასრული, დასაწყისი იხ. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, სექტემბერი-ოქტომბერი, 2009)
ხშირი და დაუსრულებელი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მის აღქმასა და გამოყენებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ასეთი „ჩარევით“, ცალკეული ნორმა, გამარტივების ნაცვლად უფრო გართულდა, გადასახადების ადმინისტრირების მექანიზმი და გადამხდელთა უფლებები ძლიერ დაშორდა ერთმანეთს. ამ მხრივ, არც საგადასახადო კოდექსის ბოლო რედაქციაა გამონაკლისი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ივლისის №1527-რს კანონით საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მუხლობრივკომენტარს და იმ მიზნით, რომ ყურადღება გაამახვილონ გადამხდელებმა, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მათ მდგომარეობას ამძიმებს.
ცვლილებები გარკვეულწილად აქციზის გადასახადსაც შეეხო: ამიერიდან უკვე, სსკ-ის 256-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ნავთობპროდუქტების, მსუბუქი ავტომობილის და ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის გარდა) აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) შეადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების, საქონლის იმპორტისას გადასახდელი მოსაკრებლებისა და გადასახადების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე)თანხის ჯამს. მასში არ შეიტანება მხოლოდ დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისას გადახდილი საბაჟომოსაკრებელი;
ჯართის ექსპორტიორებისთვის აქციზის განაკვეთები გაორმაგდა: 258-ე მუხლის (აქციზის განაკვეთები) ცხრილის 21-ე სტრიქონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ახლაუკვე შავიან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე აქციზის საგადასახადო განაკვეთი 1 ტონაზე 50 ლარს შეადგენს, ნაცვლადაქამდე არსებული 25 ლარისა.
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 265-ე მუხლის (აქციზისაგან გათავისუფლება) ,,ბ“ ქვეპუნქტი. ამიერიდან, აქციზით არ დაიბეგრება „ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;“.
როგორც ვხედავთ, ახალ რედაქციაში ხაზგასმულია, რომ ფიზიკურ პირს საჰაერო ტრანსპორტით ერთი კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია განსაზღვრული ოდენობის თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემოტანა, ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობისას იგივე მოცულობის თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელი შეუძლია გადმოიტანოს დაბეგვრის გარეშე 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ფიზიკურმა პირმა სახმელეთო ან საზღვაო ტრანსპორტით გადაკვეთა საზღვარი და შესაბამისად ერთხელ უკვე ისარგებლა ამ შეღავათით, მომდევნო 29 დღის განმავლობაში მას ამის უფლება უკვე აღარ ექნება (ცხადია, ეს საბაჟო პროცედურებს ოდნავ გაართულებს, რამდენადაც საზღვარზე შესაბამისი ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს და ის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ნებისმიერი საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის. თუმცა, რა ფორმით, ან რა წესით განხორციელდება აღნიშნული პროცედურა, ამ მომენტისთვის ჩვენთვის უცნობია და დეტალებზე უფრო მეტად ვერ შევჩერდებით);
ცვლილებები შეეხო საბაჟო გადასახადის განაკვეთებსა და ამ გადასახადისგან განთავისუფლებული საქონლის ჩამონათვალსაც. ამ მხრივ, შეიცვალა შარშან დეკემბერში მიღებული ნორმაც (სწორედ ეს არის დაუფიქრებელი, მოუმზადებელი გადაწყვეტილების მიღების შედეგი - რამდენიმე თვის წინ დადგენილი ნორმა უკვე შეიცვალა), კერძოდ, 2703 მუხლის (საბაჟო გადასახადის განაკვეთები) მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით იმპორტირებული საქონელი დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება საბაჟო გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად.“
ალბათ, დამეთანხმებით, ეს ნორმა მთლიანობაში გაუმართავი და აღსაქმელად რთულია, თუმცა სიახლის გამორჩევა შეიძლება: თუ ამ ნორმის მე-2 წინადადების წინა რედაქციის მიხედვით აღნიშნულ ოპერაციაზე საბაჟო გადასახადის (3%25) გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა - საქონლის დროებითი შემოტანისსაბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს, ახლა უკვე „აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნას ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს“ ანუ არაუგვიანეს საანგარიშო თვის 15 რიცხვის ნაცვლად, პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ცხადია, მეწარმეს უარს არავინ ეტყვის, თუ ის თანხას წინსწრებით გადაიხდის. ამ ნორმის ბოლო წინადადებაში ადმინისტრირებისთვის სასათბურე პირობების შექმნა იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ წინსწრებით გადახდა ნებაყოფლობითია, აქედან იძულებამდე ძალიან მცირეა მანძილი. გადახდილი თანხა დასაბრუნებელი რომ გახდეს, დიდხანს მოუწევს ლოდინი მეწარმეს, მცირე ხნით გადავადებას ხომ არავინ აპატიებს და არც სარგებელს (%25-ს) მიიღებს. საგადასახადო კოდექსის 2705მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით, საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:
ლ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401-0406, 1601, 1702-1704, 2101-2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის;
ლ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო
ნომენკლატურის 28-97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის;
ლ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს
ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-97 ჯგუფების (გარდა 87 ჯგუფისა), შესაბამისი 15000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის - დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;
ლ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის;
ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30კგ-მდ საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ლ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
როგორც ვხედავთ, ეს ნორმა აწესებს შეღავათებს ფიზიკური პირებისთვის და ეხება პირადი მოხმარების იმპორტირებულ ისეთ საქონელს, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამასთან, ნორმა უფრო გამკაცრდა: „ლ,ა“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებებით დაზუსტდა, რომ ეს შეღავათი ვრცელდება კალენდარულ დღეში ერთხელ განხორციელებულ იმპორტზე, ხოლო „ლ,ბ“ და „ლ,ვ“ ქვეპუნქტებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლდა საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-97 ჯგუფების შესაბამისი მხოლოდ 500 ლარამდე საქონელი. წინა რედაქცია ითვალისწინებდა ასეთი საქონლის იმპორტის საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლებას 1000 ლარამდე;
„ლ,ბ“ ქვეპუნქტის წინა რედაქციიდანამოღებული მითითებაფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას განთავისუფლებული ტვირთის ოდენობაზე და იგი ჩამოყალიბდა ცალკე „ლ,ზ“ ქვეპუნქტად,თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ძველი რედაქციით 3000 ლარამდე ღირებულების 50 კგ-მდე ტვირთი იყო გათავისუფლებული, ახლა უკვე „ლ,ზ“ ქვეპუნქტით იგივე ღირებულების მხოლოდ 30 კგმდე ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან.
ასევე, თუ ,,ლ,ვ“ ქვეპუნქტის წინა რედაქციის მიხედვით, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეოეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-96 ჯგუფის შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების და 50 კგ-მდე წონის საქონლის იმპორტი თავისუფლდებოდა საბაჟო გადასახადისგან, ამ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, მას 97-ე ჯგუფიც დაემატადა იგი 28-97 ჯგუფს მოიცავს,თუმცა, განთავისუფლებული საქონლის ღირებულება 1500 ლარიდან - 300 ლარამდე,ხოლო მოცულობა 50 კგ-დან - 30 კგ-მდე შემცირდა;
1. არსებითი, ამასთან, გადამხდელთათვის არასასურველი ცვლილებებია ქონების გადასახადში. საგადასახადო კოდექსის თავი XL - „ქონების“ გადასახადი“, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ადმინისტრირების მხრივაც მკაცრია. 2009 წლის დასაწყისიდან მასში მნიშვნელოვანი სიახლეები (ჯერ კიდევ გასააზრებელი და ასათვისებელი) ისედაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლად შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის 2010 წლის 1 იანვრიდან, ვფიქრობთ, აქედანვე გულისყურით უნდა მივადევნოთ მათ თვალი და გავითვალისწინოთ შემდეგი: საგადასახადო კოდექსის აღნიშნული თავის 271-ე მუხლის (ქონების გადასახადის გადამხდელები) პირველი ნაწილი ა) ქვეპუნქტი ახალი რედაქციით ასეთნაირად ჩამოყალიბდა:
ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე:
„ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი“;
ამრიგად, 2010 წლის 1 იანვრიდან ქონების ლიზინგით მიმღები პირი (მოიჯარე) აღარ წარმოადგენს ლიზინგით აღებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადამხდელს და ამ დროიდან აღნიშნულ გადასახადს გადაიხდის ლიზინგით აქტივის, ქონების გამცემი პირი (მოიჯარე). გამონაკლისს წარმოადგენს არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში არსებული ქონება, ამ შემთხვევაში კი ქონების გადასახადის გადამხდელი კვლავაც მეიჯარეა, როგორც ეს ადრეც იყო;
271-ე მუხლის 1 ნაწილის ა) ქვეპუნქტში შეტანილიცვლილებებიდან გამომდინარე, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა 272-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები:
„1. საქართველოს საწარმოსთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტიამის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.“
„4. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობანაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერი ალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება;“
როგორც ვხედავთ, მეწარმე სუბიექტები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები, თუ ლიზინგით გასცემენ აქტივებს, 2010 წლის 1 იანვრიდან თავად იქნებიან ამ აქტივებიდან ქონების გადასახადის გადამხდელები.
სსკ-ს 273-ე მუხლი, რომელიც ქონების გადასახადის განაკვეთებს განსაზღვრავს, ახალი რედაქციით ასე ჩამოყალიბდა:
„1. საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე - 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე - 2-ჯერ;
გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე - 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, - ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით“.
ნორმის ამ რედაქციიდან გამომდინარე, გადამხდელებს ამიერიდან 2000 წლამდე, ე.ი. 1999 წლის ჩათვლით შეძენილ აქტივებზე - 3-ჯერ, ხოლო 2000-2003 წლებში შესყიდულ აქტივებზე - 2-ჯერ, 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე კი - 1,5-ჯერ, აგრეთვე, იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.
დიდი გათვლები და მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ფაქტობრივად, ქონების გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აქვე გადამხდელთა ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ კოდექსის
გარდამავალ დებულებებში (მუხლი 281-ე) დამატებით შევიდა 49-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „საწარმოები/ორგანიზაციები ვალდებული არიან მოახდინონ 2009 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის (მათ შორის, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებულ ქონებაზე) კორექტირება ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და გადაიხადონ იგი არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა“.
სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ გაზრდის გადამხდელთა გარკვეული კატეგორიის საგადასახადო ტვირთს. ამასთან, იმის გათვალისწინებით,რომ ქონების გადასახადი გამოსაქვითი ხარჯია, ენერგომატარებლების ფასის ზრდის ანალოგიურად, ის დაუყოვნებლივ აისახება პროდუქციის (მომსახურების, სამუშაოს) ღირებულებაზეც, შესაბამისად იმოქმედებს საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც;
273-ე მუხლში დამატებების სახით შევიდა 11 ნაწილი, რომელიც ადგენს საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემული ქონების საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ წესს:
,,11. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგი გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისთვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისთვის ქონების ღირებულებად მიიჩნევა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნება ლიზინგით არ გაცემის შემთხვევაში.“;
,,12. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/ საგადასახადო აგენტს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსის დადგენილი წესით. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.“
აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, თუ აქამდე საგადასახადო კოდექსში არსებული გადამხდელთათვის აქილევსის ქუსლად ქცეული ,,საბაზრო ფასი“ საგადასახადო ორგანოების მიერ მხოლოდ საქონლის რეალიზაციასთან მიმართებაში გამოიყენებოდა აქტიურად, ამიერიდან იგი ქონების გადასახადის გაანგარიშებაში გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს მათ, რასაც ცხადია, მაკონტროლებლები საგადასახადო შემოწმებების დროს ასევე ,,მოხდენილად“ გამოიყენებენ გადამხდელთათვის გადასახადების დამატებით დასარიცხად.
აი, ამგვარად „გამარტივდა“ და ,,განმტკიცდა“ გადამხდელის პირობები. აქ სანუგეშოდ ისღა დაგვრჩა, რომ ამ ნაწილში არის ჩანაწერი: თუ საგადასახადო ორგანო დააფიქსირებს გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების საბალანსო ღირებულებაზე მაღალ საბაზრო ფასს, აღნიშნული გაზრდილი საბაზრო ღირებულებიდან განსაზღვრულ ქონების გადასახადზე გადამხდელებს ფინანსური სანქცია (როგორც შემცირებულ გადასახადზე) არ დაეკისრებათ, თუმცა, აქვე სხვა ჩანაწერია ჩასაფრებული: იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო გადამხდელს დაუფიქსირებს გაზრდილ საბაზრო ფასს, გადამხდელი ვალდებული ხდება დასაბეგრი ქონების მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
კი მაგრამ, რა ქნას გადამხდელმა იმ შემთხვევაში, თუ კი აღნიშნული ქონების საბაზრო ფასი ქვეყანაში განვითარებული სხვადასხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენების გამო მკვეთრად შემცირდა?
პრაქტიკა გვიჩვენებს საგადასახადო კოდექსში შეტანილ აღნიშნულ დამატებას, თუ როგორ „ობიექტურად“ და „მიუკერძოებლად“ გამოიყენებენ საგადასახადო ორგანოები გადამხდელთა მიმართ, თუმცა აქვე არსებობს შესაძლებლობა გადამხდელმა გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ქონების საბაზრო ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ საგადასახადო დავები, როგორც წესი, დროში გაწელილია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და გადამხდელთა სასარგებლოდაც იშვიათად წყდება.
გადამხდელების ყურადღებას მივაქცევთ იმ ფაქტზეც, რომ 2008 წლის 26 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით 274-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და ამოღებულ იქნა 274-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ) ქვეპუნქტი (მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრა ძრავის მოცულობის მიხედვით), ხოლო ,,დ“ ქვეპუნქტის დებულებები გაერთიანდა მე-4 ნაწილში, ამჟამად უკვე 274-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ) და გ) ქვეპუნქტები, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-12 ნაწილი ამოღებულ იქნა;
ადრე მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ არეგულირებდა გადამხდელის ვალდებულებას საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას/ლიკვიდაციისას ქონების გადასახადის დეკლარირების საკითხში. ამჟამად უკვე სსკ-ში 275-ე მუხლში დამატებითად შევიდა მე-16 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია;
ცვლილებები შევიდა სსკ-ს 276-ე მუხლშიც (ქონების გადასახადისგან გათავისუფლება), აღნიშნული მუხლის 1 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, ვინაიდანმასში ყოფილი რედაქციით მითითებული იყო 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი გაერთიანდა (2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებებით) და „დ“ ქვეპუნქტი აღარ არსებობს, მასზე (272-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე) მინიშნებაც აღარ უნდა იყოს, რაც ახალი ცვლილებებით გასწორდა;
ასევე ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 276-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი და 2014 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადებისგან გათავისუფლდა „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზურფრუქტის ხელშეკრულებით გაცემული სახელმწიფო, საკუთრებაში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე, სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურაც.
ქონების გადასახადში შეღავათებთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სიახლეზეც უნდა შევჩერდეთ: სსკ-ს 281 მუხლში (გარდამავალი დებულებები) დამატების სახით შევიდა 44-ე ნაწილი, რომლითაც ქონების გადასახადის ვალდებულებებისაგან თავისუფლდება პირის ქონება, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ოპერაციის შედეგად დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
ცვლილებაა სსკ-ს 276-ე მუხლის მე-3 ნაწილშიც, რომელიც განსაზღვრავდა ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავლებს (ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის, თუ ოჯახის შემოსავლები 40 ათას ლარს აჭარბებს) არსებულ რედაქციაში სიტყვა - სარგებელი - მოქცეული იყო ფრჩხილებში, ამის გამო ის იკითხებოდა როგორც შემოსავალი, დაზუსტებული სარგებლით, ყველა შეღავათის და გადასახადის გათვალისწინებით. ახალი რედაქციის შესაბამისად კი ცალსახად გამოიკვეთა, რომ ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანა ყველა შემოსავალი, მათ შორის სარგებელიც საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად;
გადამხდელთათვის სასურველი და ხელსაყრელია სსკ-ს გარდამავალ დებულებებში (მუხლი 281, ნაწილი 48) შეტანილი დამატება:
48. ,,2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით ამ კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცენტული განაკვეთი შეადგენს 30%25-ს“, ანუ 2009 და 2010 წლებიმოგების გადასახადების გაანგარიშებისას გადამხდელებს შეუძლიათ გამოქვითვებში შეიტანონ კრედიტისთვის (სესხისთვის) გადახდილი, ან/და გადასახდელი პროცენტები წლიური სასესხო განაკვეთის 30%25-მდე, ნაცვლად ადრე გათვალისწინებული 24-%25 - ისა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირდება;
სულ ახლახან მედია საშუალებებში გაიჟღერა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნიდან გამომდინარე, უნდა გათანაბრდეს ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთები, მის სანაცვლოდ მთავრობა გადამხდელებს სხვა შეღავათებს (მოგების გადასახადის გადავადებას) შესთავაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, ალბათ, მალე კიდევ იქნება.
ვნახოთ, მომდევნო ცვლილებები როგორ ,,გაამარტივებს“ და ,,განამტკიცებს“ გადამხდელის უფლებებს, წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, თუმცა, ბოლო ცვლილებებს თუ ავიღებთ, ოპტიმისტური განწყობა შეიძლება არ დაგეუფლოთ.
![]() |
2 მეწარმე |
▲back to top |
![]() |
2.1 მეწარმისთვის კაბალური კანონი და გართულებული პროცედურები |
▲back to top |
კომენტარს იძლევა სამართლის დოქტორი, კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტების სრული პროფესორი ბ-ნი როინ მიგრიაული.
ბ.კ. - ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ წინა ნომერში თქვენ საუბრობდითიმაზე, თუ როგორ „იცავს“ სახელმწიფო საქართველოში მეწარმის ინტერესებს. კერძოდ, საუბარი იყო კანონზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, რომლის ამოქმედებისთანავე ძალა დაკარგა კანონმა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“. თქვენ ამტკიცებთ, რომ ამით მოწესრიგების არეალიდან საერთოდ გამოირიცხა მცირე და საშუალო საწარმოები. ასეთი შერჩევითი მიდგომა, ცხადია, ჩანასახშივე კლავს მეწარმის სურვილს - გადაარჩინოს თავისი საქმიანობა ან, თუნდაც, ელემენტარული მხარდაჭერა იგრძნოს სახელმწიფოსგან...
რ.მ. - ვალაუვალობის წარმოებიდან მცირე და საშუალო საწარმოების გამორიცხვა განაპირობა იმან, რომ ახალმა კანონმა, ფაქტობრივად, მხოლოდ ისეთ კრედიტორებს მისცა გადახდისუუნარობის განცხადების წარდგენის უფლება, რომლებსაც 50 ათასი და მეტი ლარის დავალიანება გააჩნიათ. მოგეხსენებათ, საქართველოში ასეთი დავალიანებები მცირე და საშუალო საწარმოებს არა აქვთ: მაღაზიების, აფთიაქების, მცირე საწარმოების, ინდმეწარმეების საშუალო თვიური ბრუნვაც კი შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალმა კანონმა მოწესრიგების არეალიდან გამორიცხა მცირე და საშუალო საწარმოები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფიზიკური პირებიც ამოაგდო მოწესრიგების სფეროდან, მაშინ საუბარია მხოლოდ დიდ საწარმოებზე. უნდა ითქვას, რომ თავიდან გადახდისუუნარობის წარმოებები მართლა დიდი საწარმოების მიმართ დაიწყო. გავიხსენოთ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, „ელიტელექტრონიკსი“, „მაგნატი“...
აქვე უნდა ითქვას, რომ ვალაუვალობის სამართალი, უპირველესად, მევალის გადარჩენისკენაა მიმართული. მევალე კი არ უნდა ჩაიწიხლოს, პირიქით: უპირველესად იგი უნდა დავიცვათ კრედიტორებისგან. ამიტომ, ეს მევალის რეაბილიტაციისკენ მიმართული სამართალი გახლავთ. მართალია, გადაწყვეტილებას კრედიტორები იღებენ, მაგრამ,თუკი მათ დაინახეს, რომ მევალე არის გადარჩენისუნარიანი, ანუ სუბიექტი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთები, გარკვეული წარმოება, კლიენტებთან და მომწოდებლებთან კარგად აწყობილი ურთიერთობა, გადაწყვეტენ, რომ ასეთი მევალის დაღუპვა არ შეიძლება. სწორედ ასეთი სუბიექტი უნდა გადაარჩინო!.. ამის შესანიშნავი მაგალითია „ელიტელექტრონიკსი“, რომელსაც მშვენიერი ქსელი და წარმოება ჰქონდა აწყობილი. კრედიტორებმაც მისი რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. ზუსტად ეს გახლავთ გაკოტრების წარმოება, რომელიც თავის თავში მარტო დაღუპვას და მოსპობას კი არ გულისხმობს... გაკოტრება სწორედაც რომ მევალის გადარჩენას ნიშნავს. მაგრამ, თუკი ჩვენ მევალეებად არ მივიჩნიეთ მცირე და საშუალო საწარმოები, მაშინ რისთვის არსებობს კანონი? არ არის ქვეყანა, სადაც მსხვილი საწარმოები სჭარბობს. საქართველო, უპირველესად, აგრარული ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოები „ბატონობენ“. ამიტომაც მივიჩნევ აღნიშნულ კანონს უკან გადადგმულ ნაბიჯად „გაკოტრების შესახებ კანონისგან“ განსხვავებით, რომელსაც აბსოლუტურად ყველა საწარმო ჰქონდა მოცული.
„ბ.კ.“ - თქვენ ხაზგასმით ამბობთ, რომ ახალმა კანონმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა გაკოტრებისა და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოებს. თქვენი აზრით, მაინც რამ განაპირობა ასეთი კაბალური კანონის მიღება და რა უნდა გაკეთდეს, რომ მეწარმე სუბიექტებს შეურბილდეთ პრობლემები?
რ.მ. - თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს კანონი იურისტების მიერ არ არის დაწერილი.ან ისეთმა იურისტებმა დაწერეს, რომლებიც ამ სფეროს დიდ ცოდნას იბრალებენ.ეტყობა, კანონი ეკონომისტებმა დაწერეს. თანაც, ვერ ვიტყოდი, რომ კარგმა ეკონომისტებმა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბევრი მიდგომა, მაგალითად, ტერმინებში, პროცედურებში, სტანდარტებში დღემდე არსებული სტანდარტული გაკოტრების კანონებისგან განსხვავდება. ეს გახლავთ გაუაზრებლად მიღებული კანონი!. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული პრინციპები: მაგალითად, ევროპულ ან ანგლო-ამერიკულ კანონებს განსხვავებული პრინციპები გააჩნია. როგორც ვიცით, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე საქართველო, ტრადიციულად, რუსული კანონმდებლობის ზეგავლენის ქვეშ იყო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს ახალი კანონი რუსული კანონის მსგავსია. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის რუსეთს ჩვენზე უფრო დახვეწილი კანონები გააჩნია. 1996 წლის კანონი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, გაცილებით სტანდარტული და ევროპული იყო. ზოგიერთმა დსთ-ს ქვეყანამ გადაიღო კიდეც ანუ ჩვენი კანონი მათთვის სამაგალითო გახდა. დღეს კი, ფაქტობრივად, ის სამაგალითო კანონი გაუქმდა და მიიღეს რაღაც, რასაც ჰიბრიდსაც ვერ დავარქმევ. დიახ, კანონი კაბალურია მეწარმეებისთვის, რადგან გართულებული პროცედურებისაგან შემდგარი და ყოველგვარ სტანდარტებს მოკლებული კანონი მათ ხსნას ვერ მოუტანს.
მიმაჩნია, რომ ეს კანონი საერთოდ უნდა გაუქმდეს. სასურველია, აღდგეს პირველი კანონი, უკეთეს შემთხვევაში კი - შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ კანონზე აგებულ სრულიად ახალ კანონს შეიმუშავებს. ეს კანონი პრაქტიკაში გამოიცადა და უნდა ითქვას, რომ მოსამართლეებს ძალიან უჭირთ: ისინი ზოგიერთ ნორმებს ვერ განმარტავენ და თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ მათ. დახმარებისთვის რამდენჯერმე გერმანელ ექსპერტებსაც კი მიმართეს. უცხოელი სპეციალისტი ჩამოდის, ატარებს სემინარებს, რომლებსაც მოსამართლეებიც ესწრებიან, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, თავად გერმანელ ექსპერტსაც კი უჭირთ ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად კონკრეტული რჩევის მიცემა, რადგან ამის საშუალებას კანონი პრაქტიკულად არ იძლევა. მოსამართლეებიც ხელფეხშებორკილები არიან - არ იციან, რა ჰქნან. მარტივ მაგალითს მოვიყვან: კრედიტორებმა უნდა დაუდონ ხელშეკრულება გაკოტრების მმართველს (გაკოტრების მმართველის ინსტიტუტის განადგურების შესახებ უფრო დეტალურად სტატიის გაგრძელებაში ვისაუბრებ). წარმოიდგინეთ, რომ არის საწარმო, რომელსაც ჰყავს 38 ათასი კრედიტორი. როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენმა კრედიტორმა როგორ უნდა გააფორმოს ხელშეკრულება? თუნდაც 100 ან 50-მა? ეს შეუძლებელია. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს (და გერმანელი ექსპერტის განმარტებაცასეთივეა), რომ საჭიროა კრედიტორთა კრებაზეხმათა უმრავლესობით იქნას ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, კანონში ეს არ წერია. სწორედ ამიტომ ხდება იძულებული მოსამართლე, რომ თავისებურ ინტერპრეტაციას მიმართოს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.
კანონში კიდევ უამრავი რამ გახლავთ დაუხვეწავი. მაგალითად, ყველაზე სასაცილო, რაც შეიძლება გაკოტრების მმართველს დამართოს ამ კანონმა: ვთქვათ, ქონება პირობითად ღირს 10 ლარი, მაგრამ კრედიტორების მოთხოვნების ჯამური ოდენობა შეადგენს მილიონს. პირველ აუქციონზე გაკოტრების მმართველმა ეს ქონება მილიონად
უნდა გამოიტანოს!.. წარმოიდგინეთ! ამ კანონში ასეთი სისულელე კიდევ ბევრია...
„ბ.კ.“ - სტატიის დასასრულს ჩვენ შევპირდით მკითხველებს, რომ გავაგრძელებდით საუბარს აღნიშნულ პრობლემატიკაზე. მაინც, რა არსებით მომენტებზე შეიძლება გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება?
რ.მ. - უპირველესად,საუბარი იქნება შეუსაბამო ტერმინებზე. თუ ვამბობთ, რომ კანონი არის სამართლებრივი ნორმებისგან შემდგარი, ის ტერმინები, რაც ამ კანონშია მოცემული, არ შეესაბამება სამართლებრივ გაგებას. მაგალითად, რაარის მოთხოვნა, ვალი,კრედიტორი.. როგორც აღვნიშნე, გაკოტრების ინსტიტუტის მოსპობაზეცმექნება საუბარი - დიახ, მოსპეს და გაანადგურეს ეს ინსტიტუტი, როცა ახალმა კანონმა შექმნა კასტა გაკოტრების მმართველებისა, ანუ იმ სუბიექტებისა, რომლებიც უკვე კვალიფიციურ მმართველებად ჩამოყალიბდნენ. ამ ახალი კანონის „წყალობით“ კი, იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელიც დათანხმდება,იყოს გაკოტრების მმართველი. მით უმეტეს, რომ აქ გასამრჯელოს პრობლემაც დგას...
მოამზადა
ეკა ჯიმშელაძემ
![]() |
3 სამეწარმეო გარემო |
▲back to top |
![]() |
3.1 მეწარმე უკანონოდ არ უნდა ისჯებოდეს!!! |
▲back to top |
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების არამართლზომიერი გამოყენებისა და საგადასახადო კოდექსის ცალკეულ მუხლებში ჩამოყალიბებული დებულებების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგად, სრულიად უსაფუძვლოდ ისჯებიან მეწარმე სუბიექტები. ასევე, არც ადმინისტრაციული საქმის წარმოების დადგენილი წესების თავისუფალი ინტერპრეტირება და უგულვებელყოფაა გამონაკლისი. რომლის გამოც, მოკლედ რომ ვთქვათ, ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა.
ჟურნალ ,,ბიზნესი და კანონმდებლობის“ რამდენიმე ნომერში მსგავს შემთხვევებზე უკვე გვქონდა მსჯელობა და ცალსახად იყო გამოკვეთილი პრობლემაც, თუმცა, ჩვეულებრივ, მასზე შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.
ამჯერად, კვლავ გვინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფის კონკრეტულ ფაქტზე (ოღონდაც, გადამხდელის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი დასახელებიდან თავს შევიკავებთ).კერძოდ, მოგითხრობთ თუ როგორ აპირებდნენ მაკონტროლებელი ორგანოები მეწარმის დასჯას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლით (სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა) გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის - სრულიად უსაფუძვლოდ და არამართლზომიერად.
ვფიქრობთ, ამით კიდევ ერთხელ ჩამოვკრავთ „განგაშის ზარს“ იმის იმედით, რომ „მაღლა გაიგონებენ“, შესაბამის ზომებს მიიღებენ და სხვებსაც ეშველებათ. ყოველ შემთხვევაში, გადამხდელები გაფრთხილდებიან და გაითვალისწინებენ მაინც.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, „სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა, სამეწარმეო საქმიანობის წესის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე, აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, - გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება, - გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით“.
სწორედ ამ მუხლის გამოყენებისას შეიქმნა პრობლემა: ამა წლის დასაწყისში, მეწარმის საკონტროლო საგადასახადო შემოწმების დროს, საგადასახადო სამართალდარღვევებზე შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, მაკონტროლებლებმა აღნიშნული მუხლის საფუძველზე, შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისოქმიც, რომელშიც დააფიქსირეს, რომ ვითომ ეს მეწარმე სუბიექტი 2004 წლიდან 2007 წლის 20 ივლისამდე სააფთიაქო პუნქტში ეწეოდა მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციას სპეციალური ნებართვის გარეშე (2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდი ამნისტირებულია და ამის იქით შემოწმების უფლება არ ჰქონდათ, თორემ მაკონტროლებლები ალბათ ათვლას უფრო ადრეული თარიღიდანაც დაიწყებდნენ).
ფაქტობრივად, ამ მეწარმე სუბიექტს 2007 წლის 20 ივლისიდან გააჩნდა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს სანებართვო მოწმობა. მანამდე კი მის მიერ ჩადენილია დენადიადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც აღმოიფხვრა (დენადობა შეწყდა) 2007 წლის 20 ივლისს, ანუ იმ დღიდან, როდესაც მან აიღო აღნიშნული სანებართვო მოწმობა.
ასეთი შემთხვევისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულისახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან“.
ამავე კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო თუ დაწყებულია უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა.
ყველა ნიშნის მიხედვით, მაგალითისთვის წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ ჩადენილი დენადი დანაშაულის გამოვლენა მისი აღმოფხვრიდან (დენადობის შეწყვეტიდან) ორი თვის მანძილზე არ მომხდარა - მეწარმე სუბიექტი შემოწმდა 2009 წლის დასაწყისში, დანაშაულის დენადობის შეწყვეტიდან ორი თვე კი 2007 წლის 20 სექტემბერს, ანუ შემოწმების დაწყებამდე თითქმის ორი წლით ადრე იყო დასრულებული.
როგორც ვხედავთ, ასკ-ის აღნიშნული მუხლები (38-ე მუხლის 1-ლი ნაწილი 232-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-7 პუნქტი) სრულიად საკმარისი საფუძველი იყო იმისა, რომ მეწარმე სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება არ დაწყებულიყო და მასზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმიც არ შეედგინათ.
უფრო მეტიც, მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილ აღნიშნულ (აგრეთვე ასკ-ის 164-ე, 1644, 165) გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების შესახებ“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდება ის ფიზიკური პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე“. აქვე გვინდა მივანიშნოთ იმაზეც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ამნისტიის აქტის მიღების გამო, თუ იგი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში (ქვემდებარეობისმიხედვით ასკ-ს 164-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის დაკისრების საკითხზე გადაწყვეტილებასწორედ ამ ინსტანციის სასამართლოში მიიღება) მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი გასაოცარი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ სახდელის დადების ათვლის დაწყების მომენტად უნდა მიჩნეულიყო 2009 წლის 06 ივლისი, ანუ თარიღი, როცა გამოვლინდა დარღვევა. საბედნიეროდ, ამჯერად მოსამართლე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და არ გაიზიარა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლისაღნიშნული მტკიცება და სასამართლოს დადგენილებაშიხაზგასმით მიუთითა, რომ მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არასწორად განმარტავდა კანონს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ვადა 2009 წლის 06 ივლისიდან აითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე აგრძელებდა დარღვევას ამ პერიოდისთვისაც, ან კიდევ ამ პერიოდამდე, ან და ამ პერიოდიდან ორი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვადის ათვლა მოხდებოდა არა დარღვევის დაწყების, არამედ გამოვლენის მომენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დენადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებიც დაწყებიდან გამოვლენამდე ორ თვეს გადააჭარბებს დაუსჯელი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კი სულ სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რამდენადაც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მეწარმის მიერ სამართალდარღვევა 2004 წლიდან 2007 წლის 20 ივლისამდე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე მან არ მოიპოვა წამლის სააგენტოს ნებართვა. ამ პერიოდიდან კი სამართალდარღვევა შეწყდა, ანუ ჩადენილი სამართალდარღვევა, მართლაც, დენადი იყო, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვეტის და არა გამოვლენის გამო. იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც დამთავრებული სამართალდარღვევა, ჩადენილი 2004-2007 წლებში. 2007 წლის 20 ივლისიდან კი გამოვლენის მომენტამდე გასულია არა ორი თვე (როგორც ამას მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი ამტკიცებდა) არამედ თითქმის ორი წელი, ესეც რომ არ იყოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის №405-II კანონის მიხედვით, მეწარმე ფიზიკური პირი ისედაც თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან, რამდენადაც ამნისტიის შესახებ ზემოთ აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მეორე ქვეპუნქტში შესულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების ჩამონათვალში, რომელზეც არ ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება - არაა მითითებული და საქართველოს ასკ-ის 164-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება აღნიშნულის გათვალისწინებით წყდება. შესაბამისად მაკონტროლებელთა ორგანოს წარმომადგენლის მტკიცება, რომ მეწარმეზე ასკ-ს 232-ე მუხლის მე-5 ნაწილი მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდებოდა, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
მინდა უდიდესი კმაყოფილება გამოვხატო იმ პრინციპულობასა და პირდაპირობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ გამოიჩინა მაკონტროლებელთა მიმართ და სასამართლოს დადგენილებაში ხაზგასმით მიუთითა მაკონტროლებელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაშვებულ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, აგრეთვე, იმაზეც, რომ მათ მიერ ირღვევა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 05 იანვრის № 1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები და იქვე, სასამართლოს დადგენილებით - მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელთა ყურადღება მიაპყრო მომავლისათვის მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის აუცილებლობაზე.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ნათლად და ცხადად, კანონის შესაბამისად აისახა პირველი ინსტანციის სასამართლო დადგენილებაში, თუმცა გასაოცარი ისაა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მაინც გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა კი, როგორც უნდაყოფილიყო, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და მაკონტროლებელი ორგანოს აპელაცია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა შეჩერებული საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შეჩერებაზე - არ დააკმაყოფილა. სწორედ მოცემულ შემთხვევაზე იტყვიან ,,სამართალმა პური ჭამაო“. მკითხველი შეიძლება ჩაგვეძიოს: რა საჭირო იყო ამ საქმის გაპიარება?ჩვენ მხოლოდ იმ მოსაზრებით გადავწყვიტეთ აღნიშნული ფაქტის გამზეურება, რომ არ არის გამორიცხული მაკონტროლებელთა მხრიდან სხვა მეწარმეების მიმართაც ანალოგიური ფანდის ჩატარება და ,,სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევის“ გამო სახდელის დაკისრება. ამდენად, მოცემულ სტატიაში განხილული შემთხვევა მათ თავდაცვისა და აქტიური მოქმედებების მაგალითად გამოადგებათ.
P.S. მოცემულ სტატიაზე როცა ვმუშაობდით პარალელურად გაგვახსენდა, როგადასახადის გადამხდელები მაკონტროლებელთა მხრიდან ასევე უმოწყალოდ ისჯებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილისშესაბამისად. ადრეულ პერიოდებში (2004 წლიდან დაწყებული) საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე ფუნქციონირებისათვის, ეს მაშინ, როცა მათ მოცემული პერიოდისათვის სალარო აპარატები დიდი ხნის შეძენილი ჰქონდათ და იყენებდნენ, შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის შეწყვეტიდან ზოგჯერ 5 წელიც კია გასული და ზემოთ ხსენებული დენადობის ვადებიც გასულია. აქვე სამართლიანობა მოითხოვს ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული პერიოდი გადამხდელთა მიმართ სალარო აპარატებით ფუნქციონირებაზე მოთხოვნა მაინცდამაინც ისეთი კატეგორიული არ იყო. აღნიშნული სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური სიტუაციით, კერძოდ, კი რუსეთთან გამწვავებული მდგომარეობით იყო განპირობებული. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა სალარო აპარატების ქვეყანაში შემოტანა და გადამხდელები ხშირად სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ მათ შეძენას. ასეთ ვითარებაში უპრიანი იქნება ხელისუფლების მიერ გარკვეულ პერიოდზე ამ მიმართებითაც განხორციელებულიყო აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევათა ამნისტირება ისე, როგორც ეს განხორციელდა 2007 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდზე. თუ კი სახელმწიფო დიდ და მასშტაბურ, ან თუნდაც მცირე ფინანსურ ამნისტიას (რაზეც თავის დროზე თვით პატრიარქმაც კი მოუწოდა ხელისუფლებას) განახორციელებს, ეს გარკვეული, მატერიალური თუ არა, მორალური სტიმული მაინც იქნება მეწარმეთათვის და ქვეყნის ბიუჯეტი ამით უსათუოდ მოიგებს.
სულიკო ფუტკარაძე,
ექსპერტი, ჟურნალ
„ბიზნესი და კანონმდებლობის“ კონსულტანტი,
რამინ ცინარიძე,
შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტი
![]() |
4 SOS |
▲back to top |
![]() |
4.1 რელიგია და ეკონომიკური კრიზისი |
▲back to top |
იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომლის ტალღამ დაფარა დედამიწის უმეტესი ნაწილი, კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. კრიზისი დაიწყო რა აშშ-ის იპოთეკურ ბაზარზე, იგი სწრაფად გავრცელდა ამ ქვეყნის ეკონომიკის სხვა დარგებზე და გადალახა მისი საზღვრები. აშშ-ის დამახასიათებელი ეს ავადმყოფობა გადამდები აღმოჩნდა, რაც განპირობებულია იმით, რომ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციაში მას წამყვანი ადგილი უკავია, რამდენადაც იგი აწარმოებს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 პროცენტს, ხოლო მოიხმარს 40 პროცენტს.
დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკა ტურბულენტურ მდგომარეობაშია - ყოველდღიურად იცვლება კრიზისის გავლენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, არსებითად შემცირდა მათი ეკონომიკური ზრდის ტემპები, სერიოზული საფრთხე შეექმნა საბანკო სექტორს, საფონდო ბირჟებს, გაიზარდა უმუშევრობის დონე, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა,
შემცირდა მოხმარების დონე და, რაც მთავარია, მსოფლიო საზოგადოებაში დაისადგურა გაურკვევლობამ და შიშმა მომავლის, ხვალინდელი დღის მიმართ. მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მეთაურებმა გააცნობიერეს რა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები, დაიწყეს გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
ეკონომიკურ მეცნიერებაში საკმაოდ სიღრმისეულადაა დამუშავებული გლობალური და რეგიონული კრიზისების ბუნება და ანატომია, მაგრამ მიმდინარე თავისებურებებმა დღის წესრიგში დააყენა მისი წარმოშობის მიზეზებისა და ფაქტორების გამოკვლევის აუცილებლობა. ამიტომაც ამ მიმართულებით მსოფლიოს ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტებს, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, სხვადასხვა რელიგიებს, ასტროლოგებს და ა.შ. შორის მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა გაცვლა კრიზისის წარმოშობის მიზეზებსა და ფაქტორებზე. დღეისათვის კრიზისის გამომწვევი მიზეზებიდან გამოკვეთილია რამდენიმე ვერსია, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი: ფინანსური აფიორა და მაქინაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორში; კეთილდღეობის არათანაბარი განაწილება მსოფლიოს ქვეყნებს და რეგიონებს შორის; სუროგატული ფულის შეჭრა საფინანსო სისტემაში; აშშ-ს დოლარის ჭარბწარმოება; რელიგიური და მორალური ფასეულობებისაგან საზოგადოებრივი გულგრილობის ზრდა და ა.შ.
წარმოდგენილი სტატიის მიზანია მსოფლიოში თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისზე სხვადასხვა რელიგიების შეხედულებათა ანალიზი და განზოგადება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კონცეფციებისა და წინადადებებისშეფასება, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შეიმჩნევა მეცნიერული კვლევის გააქტიურება რელიგიისა და ეკონომიკის ურთიერთობების თეორიულ და გამოყენებით საკითხებზე, თუმცა, რელიგიისა და ეკონომიკური კრიზისის ურთიერთობების პრობლემებზე კვლევები ჯერჯერობით საწყის სტადიაშია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან ცოტა დროა გასული, მსოფლიოს რელიგიურ მიმართულებათა უმრავლესობამ მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა თავიანთი შეხედულებები ამ უმნიშვნელოვანეს ნეგატიურ მოვლენაზე. მართალია, თეოლოგებს ჯერჯერობით არ ჰქონდათ საშუალება სიღრმისეულად გამოეკვლიათ თანამედროვე გლობალური კრიზისის გამომწვევი მრავალწახნაგოვანი ფაქტორები და პირობები, მაგრამ წინასწარი თეორიული დებულებები და კონცეფციები, აგრეთვე ადრინდელი გამოკვლევები მაინც იძლევიან შედარების, განზოგადებისა და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას.
უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრის - ვატიკანის შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისზე. ვატიკანის ადმინისტრაცია და პირადად რომის პაპი ბენედიქტე XVI დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიო გლობალური კრიზისის შედეგად გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შეფასებას. ვატიკანი ღიად აკრიტიკებს დასავლური თავისუფალი ბაზრის მოდელს, იმისათვის, რომ მან ვერ უზრუნველყო კრიზისების თავიდან აცილება. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ რომის ამჟამინდელმა პაპმა, რომელიც ადრე ათ წელზე მეტ ხანს იყო პაპი იოანე პავლე II-ის მრჩეველი, დაწერა ნაშრომი „საბაზრო ეკონომიკა და ეთიკა“, სადაც მწვავედ გააკრიტიკა გლობალური ეკონომიკური თეორიის მიმდევრები, მათ შორის, ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ადამ სმიტი, იმისათვის, რომ მათი აზრით, ბაზრის ბუნებრივი კანონები ეფექტიანია და საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ამ ნაშრომში გატარებულია აზრი, რომ ბაზრის მოთამაშეთა დაბალი მორალური თვისებების გამო მიყენებული ზარალი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მან იწინასწარმეტყველა, რომ ბიზნესში მონაწილეთა მორალური დისციპლინის უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს საბაზრო ეკონომიკის კრახი. შეიძლება ითქვას, რომ მისი 20 წლის წინათ გაკეთებული პროგნოზი გამართლდა.
სულ ახლახან რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ გამოსცა წიგნი „იესო ლაზარეთიდან“, სადაც ის მწვავედ აკრიტიკებს კაპიტალიზმის „ბოროტებას“ ღარიბთა ექსპლოატაციაში, მაგრამ გმობს იმასაც, რომ მარქსისტულმა მოძღვრებამ არ დატოვა ადგილი ღმერთისათვის. პაპის როლში ყოფნის მოკლე 2 წლიან პერიოდში იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოებრივი ცხოვრება სულიერად გაღარიბებულია და ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ ღმერთის გარეშე. წიგნში გაკრიტიკებულია კაპიტალიზმის იდეოლოგია, რომელმაც ადამიანი დაამცირა და დაიყვანა მომხმარებლის დონემდე და წინა პლანზე დააყენა მატერიალური ფასეულობა, სიმდიდრე. რომის პაპი გმობს იმ მდიდრებს, რომლებმაც კოლონიალიზმის დახმარებით „დააყაჩაღეს“ აფრიკა და მესამე სამყარო, როგორც მატერიალურად, ასევე ზნეობრივად. მდიდრების ცხოვრების წესმა წარმოშვა ნარკოტიკების, ადამიანთა ვაჭრობის, სექსუალური ტურიზმისა და სხვა უზნეობების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. მდიდრები შინაგანად, სოციალურად ცარიელი არიან მიუხედავად მათ ხელთ არსებული მატერიალური კეთილდღეობის სიუხვისა. მდიდარი ქვეყნები დღესაც აგრძელებენ მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი ზიანის მიყენებას, მათთვის ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენის გზით. ასეთი დახმარებები არ ითვალისწინებენ ამ ქვეყნებში არსებულ ტრადიციებს, რელიგიურ, მორალურ და სოციალურ თავისებურებებს, რის გამოც ირღვევა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მორალური ბალანსი.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე თავისი მკაფიო დამოკიდებულება გამოხატა აგრეთვე კარდინალმა ტარჩიზიო ბერტონიმ, რომელიც ვატიკანის სახელმწიფო მდივანია და მეორე კაცად ითვლება რომის პაპის შემდეგ. მისი აზრით, თანამედროვე გლობალური კრიზისი არის შედეგი იმისა, რომ საერთაშორისო ბიზნესში თვითმიზნად იქცა მაღალი მოგების სწრაფად და მოკლე დროში მიღება. დღევანდელი კრიზისი ეს არის აშკარა მაგალითი იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების იგნორირებას. კარდინალი აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პირობებში პოლიტიკა და ბაზარი წარმოდგენენ მიზნის მიღწევის საშუალებას და არა მიზანს. როდესაც ადგილი აქვს ღმერთის იგნორირებას, მაშინ შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების დაცვა და პატივისცემა. კარდინალი მოუწოდებს ქრისტიანებს იცხოვრონ მოკრძალებულად, რადგან გადაჭარბებული ლტოლვა კომფორტისათვის საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ფასეულობებს.
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე თავიანთ შეხედულებებს აფიქსირებენ სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიები. სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქი მიტროპოლიტ კირილის აზრით, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოების სიდუხჭირის ფესვები დგას არა იმდენად ეკონომიკაში, რამდენადაც ზნეობრივ სფეროში, ადამიანის სულიერების ტრანსფორმაციაში. პატრიარქის აზრით, საჭიროა საზოგადოებამ უარი თქვას სიმდიდრისა და ფუფუნების კულტზე, უზომო მოხმარებაზე, ნებისმიერ ფასად გამდიდრებაზე, საკუთრების ეგოისტურ მითვისებაზე, ღარიბთა საჭიროებების უგულებელყოფაზე. საუბარია უზომოდ გამდიდრებაზე და მოხმარების იმ ზომაზე, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და სულიერი განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ცნობილია, რომ ძველი რომის თეატრებში, სადაც მიმდინარეობდა გლადიატორთა ბრძოლები, მაყურებლებს პურს ურიგებდნენ, რათა დაბალანსებულიყო მათი სულიერი და მატერიალური მოთხოვნილება.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით საჭიროა შემუშავდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქრისტიანული მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანების სულიერ საგანძურში ფესვგადგმულ ზნეობრივ საწყისებზე. ეკლესიას მიაჩნია, რომ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო დიდი ხნით ადრე და იგი ატარებს არა მხოლოდ გლობალურ, არამედ სისტემურ ხასიათსაც. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ფასეულობათა და მსოფლმხედველობათა კრიზისში. ამასთან, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იტანჯებიანის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მატერიალური დოვლათის შექმნაში, მაშინ როდესაც, კრიზისის დასაძლევად სახელმწიფოთა მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება წარიმართება არა უბრალო ადამიანებზე,რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ, არამედ ბანკებზე, ბირჟებზე, ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, ანუ იმათზე, რომლებიც ყველაზე მეტად „დამნაშავეები“ არიან კრიზისის გამოწვევაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით, ეკონომიკა უნდა იყოს პასუხისმგებლური, პერსპექტიული და სამართლიანი და თუ ეს ბალანსი იქნება დაცული, მაშინ ეკონომიკური განვითარება დაზღვეული იქნება იმ კრიზისებისგან, რომელსაც არც თუ იშვიათად ადგილი აქვს მსოფლიოში. პატრიარქი კირილი სვამს კითხვას - დღევანდელ პირობებში რამდენად სწორად მუშაობს ეკონომიკური მექანიზმი? ზედმეტად ხომ არაა იგი დაკავშირებული სპეკულაციასთან, როდესაც ჰაერიდან კეთდება ფული, როდესაც მიმდინარეობს საზოგადოების უმრავლესობისათვის გაუგებარი თამაში აქციების ფასის შემცირებისა და ზრდის მიმართულებით, რომლის შედეგად ერთნი კარგავენ თავიანთ ქონებას, ხოლო მეორენი, მყისიერად, ყოველგვარი ძალისხმევისა და შრომის გარეშე ხდებიან ზღაპრულად მდიდარი ადამიანები? მისი დაკვირვებით ამ ეკონომიკურ ეკვილიბრისტიკაზე საზღაურის გაწევა საზოგადოებას უწევს დაახლოებით 50-70 წელიწადის პერიოდულობით. კრიზისის დაძლევა კი უწევს სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ეკვილიბრისტიკისაგან არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.
მართლმადიდებლური რელიგიის წარმომადგენლებს მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნიათ ის, რომ ფული, რომელიც არის სიმბოლო ადამიანის შრომის და მატერიალური დოვლათისა, დღევანდელ ეტაპზე სულ უფრო შორდება შრომას და მის შედეგად შექმნილ მატერიალურ ფასეულობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალური (მწარმოებლური) ეკონომიკა სულ უფრო შორდება ფინანსურ ეკონომიკას და ამას მივყავართ იქითკენ, რომ ფული იწყებს რეალური ცხოვრებისგან დამოუკიდებლად არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ეკონომიკა ამ მიმართულებით გააგრძელებს განვითარებას, მაშინ იგი რაღაც გარკვეულ მომენტში კვლავაც გარდაიქმნება უზარმაზარ პირამიდად, რომელიც ადრე თუ გვიან დაინგრევა, ანუ ახალ მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს.
გამომდინარე ზემოაღნიშნული საფრთხიდან, დღეს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მეცნიერეკონომისტი თვლის, რომ საჭიროა ფინანსური ეკონომიკის დაახლოება საქონლისა და მომსახურების ბაზართან. იმის გამო, რომ ამ ორივე სექტორში თანდათანობით მატულობს აფიორა და თაღლითობა, საჭიროა მათზე სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება სათანადო ზეგავლენა მოახდინოს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საფინანსო ეკონომიკურ სექტორში. ჩვენი აზრით, დღევანდელი გლობალური საფინანსო ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები და სერიოზულობა ბოლომდე არაა გაცნობიერებული. ეს მეტწილად ეხება მცირე ზომის სახელმწიფოებს, სადაც გლობალური კრიზისის გავლენამ დააგვიანა, რაც სრულიად კანონზომიერი პროცესია და შექმნა ილუზია, თითქოს მას საერთოდ არ ექნება ან ნაკლებად ექნება ადგილი. დღეისათვის ეკონომიკის გლობალიზაციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მასში მეტნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაა ჩართული, რის შედეგადაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ვერც ერთი მათგანი გვერდს ვერ აუვლის. კრიზისის წარმოშობის ძირითადი მიზეზია ის სისტემა, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე ფინანსური ეკონომიკა, ხოლო ეს უკანასკნელი კრიზისის მაპროვოცირებელია. შემთხვევითი როდია, რომ სხვადასხვა რელიგიები, მათ შორის, ქრისტიანული და ისლამური რელიგიები ფინანსური ეკონომიკის ძირითად მექანიზმს - საბაზრო ეკონომიკას, ანუ იგივე მევახშეობას, როდესაც ხდება ფულის მიერ ფულის კეთება, აღიქვამენ როგორც საეჭვო ზნეობრივ ქმედებას.
კათოლიკური ეკლესიის მსახურებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზია საზოგადოების ნაწილის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მატერიალურ ფასეულობასთან, მათ შორის, განსაკუთრებით ფულთან. თავის მხრივ, მათი აზრით, ამის განმპირობებელია მორალსა და ეთიკაში მიმდინარე ნეგატიური ცვლილებები. თითოეული ადამიანი მოწოდებულია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოიყენოს მისი კუთვნილი მატერიალური დოვლათი, მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს გამდიდრება.
ევანგელისტურ ქრისტიანულ ბაბტისტური მიმდინარეობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არის საზოგადოების ტრანსფორმაცია, მათი გადართვა სულიერებიდან მატერიალურისაკენ. დღეისათვის საზოგადოების დიდი ნაწილის მთავარი ფასეულობა ხდება თაყვანისცემა მამონისადმი (სიმდიდრისადმი, ფულისადმი). ამასთან, ცნობილია, რომ იესო ქრისტე დაუშვებლად მიიჩნევდა ერთდროულად ღმერთისადმი და მამონისადმი თაყვანისცემას. ღმერთის მსახურებისგან თავის არიდებას მივყევართ სიმდიდრისადმი თაყვანისცემისკენ და ეს უკანასკნელი ხდება ღმერთი. სწრაფვამ სიმდიდრისკენ, ფულისკენ, რომელიც დღევანდელ ეტაპზე ითვლება ძირითად ღირსებად, დააქვეითა ადამიანის ზნეობრივი ღირსებები და საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ მდიდარ ქვეყნებში იზრდება მდიდრების რაოდენობა, ხოლო ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობას არ გააჩნია პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების შეძენის ფინანსური საშუალება.
საყურადღებოა ისლამური რელიგიის შეხედულებები მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე. ამ კუთხით ქრისტიანული და ისლამური შეხედულებები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, გარკვეული პრინციპული განსხვავებები მაინც შეინიშნება. ეს ლოგიკურია, რადგან ისლამური ეკონომიკა, ისლამური ეკონომიკური მოდელი ძირეულად განსხვავდება დასავლური, ზოგადად შეიძლება ითქვას ქრისტიანული ეკონომიკური წესრიგისგან. ცნობილია, რომ ისლამური ეკონომიკური მოდელის ფორმირება ხდებოდა ეტაპობრივად, მას საფუძველი ჩაეყარა XIXIV საუკუნეებში, როდესაც დაიწყო ისლამური პოლიტიკური ეკონომიის ფორმირება. ამ პერიოდში მუსულმანი მკვლევარების მიერ გაკეთებულ იქნა დასკვნა, რომ მორწმუნეთა მიერ თავიანთი რელიგიური ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს მათი ეკონომიკური აქტივობის ორგანულ შემადგენელ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე (XX საუკუნის დასაწყისი) დაიწყო პირველი ისლამური ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება: ეგვიპტეში შეიქმნა პირველი ისლამური ბანკი (უპროცენტო ბანკი); მალაიზიაში ჩამოყალიბდა „შემნახველი კორპორაცია“ და ა.შ. გასული საუკუნის 70-იან წლებში არაბთა გაერთიანებულ ემირატებში შეიქმნა განვითარების ისლამური ბანკი (საერთაშორისი საფინანსო ორგანიზაცია), რომლის მიზანია მუსულმანური ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების კოორდინაცია, ხოლო სუდანში - პირველი ისლამური სადაზღვევო კომპანია. ამ დროიდან იწყება ისლამური ეკონომიკური მოდელის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური მოდელებისგან. კერძოდ, ისლამის თანახმად ადამიანი, რომელიც იღებს საბანკო პროცენტს, არანაირ შრომას არ ეწევა, რომ გამოიმუშავოს ფული და ეს პროცესი არაა მატერიალურად გამყარებული. ამიტომაც საბანკო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მევახშეობაზე, ისლამური მოძღვრების თანახმად, აკრძალულია.
ისლამური ფინანსური სისტემა დაუშვებლად მიიჩნევს ფინანსური მექანიზმის გამოყენებას მხოლოდ ახალ ფულად ბრუნვაში დასაბანდებლად. თუ დასავლურ ფინანსურმოდელში ბატონობს ლოზუნგი „ფულმა ფული უნდა აკეთოს“, ისლამური პრინციპებით კი ფინანსური რესურსები ძირითადად მიმართულიავაჭრობისა და რეალური წარმოების განვითარებისათვის. შარიათის კანონების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფული უნდა დაიბანდოს საქონელში და საქონლის წარმოებაში. ამ პრინციპებმა განაპირობეს ის, რომ გლობალური კრიზისი განსხვავებით დასავლური ბანკებისგან, არ შეეხო ისლამურ ბანკებს.
ისლამის მიხედვით, ის რაც დღეს ხდება მსოფლიო ეკონომიკაში სრულიად კანონზომიერი პროცესია. დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე კრიზისულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ დედამიწაზე ერთადერთი რეგიონი,სადაც კრიზისის ესკალაციას არ ჰქონია ადგილი, ახლო აღმოსავლეთი. ამის მიზეზებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: „რკინის ფარდების“ შედეგად რეგიონის ბაზარი დაცულია უცხოური ინვესტიციებისგან; რეგიონში ფართოდაა წარმოდგენილი ისლამური ფინანსური სექტორი, რის გამოც არ გამოიყენება ავბედითი საპროცენტოფასიანი ქაღალდები,რომელმაც მოშალა დასავლური კომპანია; ისლამურ ბანკებში შარიათის პრინციპების თანახმად, არ იყო დაბანდებული დასავლური აქციები, რომლებმაც მრავალმილიარდიანი დანაკარგები განიცადეს; მაღალი ფასები ნავთობზე, რომელზედაც დგას რეგიონის ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, რეგიონში სიტუაციის იდეალიზება არასწორია. სპარსეთის ყურეში მრავლადაა დასავლური ტიპის ბანკებიც, რომლებიც კრედიტს გასცემენ პროცენტებზე და არ იცავენ შარიათის ეთიკას. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, ქუვეითში) საფონდო ბაზრების დაცემა არანაკლებია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ არაბეთის აღმოსავლეთი სხვებთან შედარებით მსოფლიო კრიზისის შედეგად უფრო ნაკლებად დაზარალდა.
ქრისტიანული და ისლამური შეხედულებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ბუდიზმის შეფასებები თანამედროვე გლობალურ კრიზისზე. ბუდიზმი თვლის, რომ ყველაფერი ცვალებადია, აყვავების ეპოქას ცვლის დაცემის ეპოქა და ეს ნორმალური ისტორიის ერთი პერიოდი გარდაუვლად შეიცვლება მეორეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, ეს მხოლოდ არის ზრდის საფეხურები დაბლიდან მაღლისაკენ. ამასთან, ზრდა ხდება სპირალისებურად, ისტორიის განვითარება არაა სწორხაზოვანი, როგორც ამას დასავლეთში ამტკიცებენ. ბუდისტები თვლიან, რომ დღევანდელი კრიზისის ლოკალიზება შესაძლებელია, მის დასაძლევად გამოყოფილი უზარმაზარი სახსრები უახლოეს პერიოდში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით კაცობრიობას არ დაემუქრება ახალი გლობალური კატაკლიზმები.
ინდუიზმის შეხედულებები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე ახლოსაა ქრისტიანულ შეფასებებთან. ინდუიზმი თვლის, რომ თანამედროვე კრიზისის სიღრმისეული მიზეზია ადამიანების სიხარბე, რომელიც გამოსულია კონტროლიდან და როგორც ჯაჭვური რეაქცია სწრაფად ვრცელდება. ადამიანებიცდილობენ განთავისუფლდნენ დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელისგან, შეავსონ იგი, რომელიც მათ გულებში წარმოიქმნება უმაღლესი ფასეულობის - ღმერთისადმი სიყვარულისა და თაყვანისცემის არარსებობის გამო, მატერიალური ტკბობით. მაგრამ სიხარბეს, ანუ სწრაფვას მატერიალური სიამოვნებისკენ არა აქვს საზღვარი და იგი არასოდეს არ იქნება დაკმაყოფილებული. ხარბი ადამიანების მოთხოვნილება გამუდმებით იზრდება, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არ ხდება, პირიქით, სულ უფრო იზრდება მათში სიცარიელის შეგრძნება. შედეგად ამისა, წარმოიშობა მატერიალურ ფასეულობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც სიცარიელის შესავსებად აწარმოებს არასაჭირო ნივთებს და აიძულებს ადამიანებს იშრომონ არა თავისთვის, რის გამოც კიდევ უფრო იზრდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ინდუიზმის წარმომადგენელთა აზრით, ჯერჯერობით საზოგადოებაში ადგილი აქვს ზედაპირულ კრიზისულ პროცესებს, მაგრამ რამდენადაც ცივილიზაციის საფუძველი დამპალია, მომავალში უნდაველოდოთ უფრო ძლიერ გლობალურ კრიზისს.
ინდუიზმის წარმომადგენელთა აზრით, თანამედროვე გლობალური კრიზისის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვილი ქალაქების, მეგაპოლისებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების შექმნამ, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიო ეკონომიკას, დაარღვია ცხოვრების ნორმალური რიტმი, მოშალამისი ჰარმონიულობა და ბალანსი. კრიზისის დროს უმეტესწილად ისჯებიან მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანები და იგი შედარებით ნაკლებად ეხება სოფლად მცხოვრებ გლეხობას, რომელსაც ურთიერთობა აქვთ მიწასთან, ეწევიან ნატურალურ მეურნეობას. ებრაული რელიგია თვლის, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბუნებასთან სიახლოვისა და უფრო მარტივი, თავმდაბალი ცხოვრებისაკენ სწრაფვა. ადამიანებმა უნდა ილოცონ, შეეცადონ იყვნენ სამართლიანები, გამოიჩინონ გულისხმიერება სხვა ადამიანებისა და ბუნების მიმართ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიუკერძოებლად და ობიექტურად აფასებს თანამედროვე ეტაპზე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, რომ ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა ჯერჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს... კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სექტორში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ემხრობა რა ეკონომისტთა და დარგის სპეციალისტთა მოსაზრებებს, რომ აუცილებელია საშუალო და მცირე საწარმოების დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. მისი უწმინდესობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს სოფლის მეურნეობას. „საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისათვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცსა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულად უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს“.
საქართველოში, სოფლის მეურნეობა, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და მზრუნველობის მიღმა დარჩა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა უმუშევრობის დონე, გააღარიბა მოსახლეობადა გაზარდა მათი სოციალური დაძაბულობის დონე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, ხორბლის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე 2007 წელს 1999 წელთან შედარებით 51 კგ-დან 17 კგ-მდე შემცირდა, სიმინდის შესაბამისად - 110-დან 68 კგ-მდე, ყურძნის - 50-დან 42 კგმდე, ხორცის 23-დან 16 კგ-მდე და ა.შ. ყოველივე ეს მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ერთის მხრივ, სურსათზე ფასები უფრო წინმსწრები ტემპებით იზრდება არასასურსათო საქონლის ფასებთან შედარებით, ანუ ადგილი აქვს აგფლაციას. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ხორბლის ფასი გაიზარდა 2,5-ჯერ, ქათმის ხორცი - 2-ჯერ, თევზის 2,5-ჯერ, ყველის 2-ჯერ, კვერცხის 3-ჯერ, პურის 2-ჯერ, კარტოფილის, ხახვის 2-ჯერ და ა.შ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპების დაცემა ძირითადად განპირობებულია იმითაც, რომ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა გლეხების (ფერმერების) დაინტერესება აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რადგან იგი უფრო ძვირი ჯდება, იმპორტულ, გენური ინჟინერიის, შხამქიმიკატების და სხვა ჯანმრთელობისათვის საშიში მცენარის ზრდის სტიმულატორების გამოყენებით წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით. საქართველოს ინტეგრაციამ მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ქვეყნის გაწევრიანებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ხელსაყრელი პირობები შეუქმნა მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს გააფართოონ უხარისხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი საქართველოში და ამით შეაფერხონ ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერმერების ძალისხმევას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების აღორძინება-განვითარებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავს, რომ თვით მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, მათ თვითონ უნდა დაიწყონ მიწის დამუშავება და შექმნან მცირე საწარმოები (საშობაო ეპისტოლე 2008/2009).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის ეპისტოლეებში დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების ეროვნული ინტერესებისთვის ეფექტიანად გამოყენებას. ერთ-ერთ ასეთ ბუნებრივ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს მტკნარი სასმელი წყალი, რომლის პრივატიზაცია-გაყიდვა დღის წესრიგში დააყენა ხელისუფლებამ. „საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია სახელმწიფოს ხელში აუცილებლად უნდა დარჩეს... საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან“, წერს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ბაზარზე სასმელი წყლის ფასი უკვე გაუტოლდა ბენზინის ფასს და პროგნოზით უახლოეს მომავალში იგი 30-40%25-ით გადააჭარბებს კიდეც მას. საქართველო მდიდარია ამ განახლებადი რესურსით (27 ათასი მდინარე), რომელიც თავისი უნიკალური ხარისხობრივი თვისებებით საყოველთაოდ აღიარებულია. სწორი და გონივრული სახელმწიფო მენეჯმენტის შემთხვევაში წყლის რესურსების ჩამოსხმა-რეალიზაციით შესაძლებელია ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება და ამ სფეროში შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება.
ქართული ეკლესია ხელისუფლების წინაშე ხშირად აყენებს კონკრეტულ, გააზრებულ წინადადებებს და რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება-განვითარების აქტუალურ საკითხებზე. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო (2009 წ.) ეპისტოლეში დაყენებული წინადადებები „...ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშა ვებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით“. უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიიჩნევს, რომ „.შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქციასაურავებისაგან“.
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაჩნია, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის აღორძინება-განვითარებას უნდა მივუდგეთ სისტემურად და მასშტაბურად. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება, ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირის გაღრმავება და კულტურათა შორის დიალოგი, ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა, განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის რელიგიურ შეხედულებათა სისტემური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, რომლებიც ცალკეული რელიგიების მიერ მსგავსი ან განსხვავებული კონცეფციებითაა წარმოდგენილი, მთლიანობაში ერთიანდება თანამედროვეობის ისეთ მოვლენასთან როგორიცაა მსოფლიო გლობალიზაცია, რომელიც ზოგადად ნიშნავს სამყაროს გამთლიანებას. უფალმა ერთიანი ქვეყანა სამყარო შექმნა, ეს იყო გლობალური სამყარო, მაგრამ გლობალიზაცია და ერთიანობა იყო უფლის გარშემო. თუმცა შემდგომში გლობალიზაცია ორი მიმართულებით წარიმართა: ერთი იყო უფალთან ერთად გაერთიანება, ღვთისადმი თაყვანისცემა და ერთგულება; მეორე კი - გლობალიზაცია ან სამყაროს გაერთიანების მცდელობა- უფლის გარეშე.
სამყაროსუფლის გარეშე ძალისმიერი მეთოდებით გაერთიანების მრავალი მაგალითი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში. ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც შეპყრობილი იყო ძველბერძნული ფილოსოფიის უნივერსალიზმის იდეოლოგიით, ომებით ცდილობდა სამყაროს გაერთიანებას. რომის იმპერიამ ასევე ომებით შეძლო ბრიტანეთის კუნძულებიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ცენტრალური გერმანიიდან აფრიკამდე უზარმაზარი ტერიტორიების თავის გამგებლობაში მოქცევა. ცივილიზაციის გარიჟრაჟზე სამყაროს გლობალიზებას ცდილობდა სპარსეთის სამეფო, ცნობილია აგრეთვე ისლამური ხალიფატის ექსპანსია, რომელმაც მოიცვა ტერიტორიები ატლანტის ოკეანიდან ჩინეთამდე, მონღოლეთი და ოსმალეთის იმპერია. XX საუკუნეში დაძალებითი გლობალიზაციის მაგალითია კომუნისტური რეჟიმი (სსრკ) და გერმანიის ნაციზმის იდეოლოგიით სამყაროს უნიფიცირების მცდელობა. თანამედროვე ეტაპზე უფლის გარეშე სამყაროს გლობალიზაციის ახალი ფორმები და მეთოდები გამოიყენება. ესაა ლიბერალური კაპიტალიზმის ეკონომიკური ინდიკატორი მსოფლიო ფულის სახით, რომლის ექსპანსია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გლობალიზაციის მიზნით, წარმოშობს ინტეგრირებულ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას და სწორედ ესაა გლობალური კრიზისების ყველაზე მთავარი მიზეზი. ის, რისი გაკეთება მიმართულია უფლის ნების წინააღმდეგ, ყოველთვის კრიზისებით დამთავრდება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მესხია ი. გლობალური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა, ჟ. „სოციალური ეკონომიკა“, 2009, № 2.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-2004 წწ), შემდგენელ გამომცემელი- გ. შიხაშვილი, ა. კერესელიძე, გამომცემლობა „გეოკერია“, 2004.
3. შიხაშვილი გ. ბიბლიური მოძღვრება მეურნეობრიობის შესახებ და თანამედროვეობა, ჟ., „სოციალური ეკონომიკა“, 2001, № 4.
4. შიხაშვილი გ. ეკონომიკის ქრისტიანული გააზრება და საქართველოს მომავალი, თბ., გამომცემლობა „ზედაშე“, 1996.
5. გაგნიძე ი. მართლმადიდებლობა და ეკონომიკა, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“, 2007.
6. ჩიხლაძე ნ. ეკონომიკურ ურთიერთობებში მართლმადიდებლობის ფასეულობათა გააზრების ზოგიერთი საკითხის შესახებ, ჟ., „ეკონომიკური პროფილი“, 2007, № 3.
7. მესხია ი. ეკონომიკა და ქრისტიანული მორალი, ჟ., „რელიგია“, 2003,№ 7-8-9.
8. მესხია ი. ბიბლიური და ეკონომიკური მცნებები და თანამედროვე საქართველო, ჟ., „რელიგია“, 2008, № 1.
9. მესხია ი. ეკონომიკური და რელიგიური უსაფრთხოება თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ჟ., „ლოგოსი“, ტ. IV, თბ., 2007.
10. Папа Римский назвал капитализм злом, www. religio.ru
11. Ватикан объяснил причину мирового кризиса, www.VIGnews.ru
12. Спасти экономику от кризисов может нравственность, считают в РПЦ, www.rian.ru/religion
13. Религия и общество, http://newsru.com/religy
14. Ибрагимов Ренат, Исламский взгляд на финансовый кризис, http://S1.islamhouse.com/data/ru
15. ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, საშობაო ეპისტოლე, 2008/2009.
16. ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2009.
![]() |
5 ეკონომიკა და რელიგია |
▲back to top |
![]() |
5.1 გადასახადებისა და დაბეგვრის მართლმადიდებლური საწყისები |
▲back to top |
ნიკო ჩიხლაძე,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
გადასახადების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება კაცობრიობის ისტორიასა და გენეზისს. სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ გადასახადებმა ახალი დატვირთვა შეიძინეს. ეს არც არის გასაკვირი, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ საკუთარ ფუნქციათა შესრულების ეფექტიანობა მის ფინანსურ სიძლიერეს და შემოსავლებს უკავშირდება, რომლის ძირითადი წყარო გადასახადებია.
საინტერესოა რა ძირითადი ,,საგადასახადო პრინციპები“ აქვს მართლმადიდებლობას, როგორია მისი ევოლუცია და თანამედროვე მდგომარეობა? ხომ არ არის ზოგიერთი კრიტერიუმი მართლმადიდებლობისათვის ,,კარგად დავიწყებული“ უმთავრესი პრინციპებისიდენტური, გადმოღებული, ან კალკირებული?
საკითხის გააზრებისთვის გვერდს ვერ ავუვლით ძველი აღთქმის დამოკიდებულებას გადასახადებთან მიმართებაში. ზოგადად, ძველი აღთქმის კანონის მიხედვით, ნებისმიერმა ადამიანმა ყოველწლიურად თავისი წლიური შემოსავლის მეათედი ღმერთს უნდა შესწიროს. ამის მოქმედნი კურთხეულ არიან ღვთისაგან და უფალი ყველაფერში უმართავს ხელს. წმინდა ამბა დოროთეს მიხედვით, უფლის ორმოცდღიანი მარხვის მაგალითით დაწესებული დიდი მარხვა ერთი წლის ცხოვრების დღეთა ნუსხიდან გამოყოფილი მეათედია - ამქვეყნიურ ორომტრიალს წართმეული და ღვთის მსახურებაში ჩვენივე კეთილდღეობისათვის შეწირული მეათედი.
მეათედი პირველად მოიხსენიება დაბადებაში: „კურთხეულ არს აბრაამღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან“ (დაბ.14:20). იაკობი მეათედს აწესებს ღმერთისთვის: „და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად,იყოს სახლად ღმრთისაჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი- რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას“ (დაბ. 28:22).
მოსე საკუთარ ხალხს ამცნობს ღმერთის მოთხოვნებს, რომელთაგან ძირითადია თავის დროზე ღმერთის შესაწირავის შეწირვა: „ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა: მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი“ (გამოსვლ. 35:4-5). როცა საკმარისზე მეტმა ძღვენმა მოიყარა თავი, ღვთის განგებით, მოსემ შეწყვიტა ძღვენის შეკრება.
ბუნებრივია ძღვენი და სიმდიდრე ღმერთს, მითუმეტეს ასეთი ოდენობით არ ესაჭიროებოდა, მაგრამ ეს ქმედება ხელს უწყობდა საზოგადოების რელიგიურ აღზრდას (ზოგიერთ შემთხვევაში ,,საგადასახადო წესრიგთან“ დაკავშირებულ ასეთ ქმედებას მოიხსენიებენ როგორც საგადამხდელო კულტურის ფორმირებას - ავტ.).
ამდენად, ნატურით გადახდილი მეათედის გამოსყიდვისთვის, ანუ მისი ფულადი ექვივალენტით შეცვლისთვის, საჭირო იყო დამატებით მეხუთედის (20%25) გადახდა, რაც ბუნებრივია გამოსყიდვის ანტისტიმულს წარმოშობდა. ამ მიმართებით, ვფიქრობთ, ერთის მხრივ, ჩადებული იყო შრომის ნაყოფის, გამომუშავებული რეალური პროდუქტის ნაწილის მიძღვნა ღმერთისთვის და არა ფულის გადაცემა,ხოლო მეორეს მხრივ, 20%25-იანი სანქციის დაწესებით რეალური ეროვნული პროდუქტისმატების (ეკონომიკური ზრდის) წახალისება.როგორც ირკვევა, ამ მიმართებით ეფექტიანად იქნა გამოყენებული გადასახადების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - მასტიმულირებელი ფუნქცია.
საინტერესოა თვით მეათედის გადახდის წესი: მას იხდიდნენ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო მესამე წელს ასევე გარკვეულ ნაწილს (მესამე წლის მეათედს) ქვრივების, ღარიბებისა და ლევიტელთაგამოსაკვებად:„მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი- იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა. და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ“ (II სჯ. 14:28-29).
შესაბამისი გათვლების საფუძველზე, მეათედის მიმართ მაქსიმალური და მინიმალური დონეებისა და ნატურალური და ფულადი მაჩვენებლების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნატურალურ გამოხატულებაში მეათედის მინიმალური განაკვეთია 21,7%25. (I წელს- 10%25, II წელს- 9%25, ანუ დარჩენილის მეათედი და III წელს-8,1%25:3=2,7%25 დარჩენილის მეათედის სამზე გაყოფით დანამატი - სულ 21,7%25). მაქსიმალური ზომა ნატურალურგამოხატულებაში, თუ ჩავთვლით, რომ თითოეული წლის საგადასახადო განაკვეთი 10%25-ია, შეადგენს 23,3 %25-ს (10%25+10%25+10%25:3). თუ ვიხელმძღვანელებთ ზემოთ აღნიშნული გამოსყიდვის დებულებით (ლევ.27:31), შესაძლებელია გავიანგარიშოთ ფულადი გამოხატულებით მეათედის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობებიც. კერძოდ, მინიმალური შეადგენს 26,04%25-ს (21,7%25+21,7%25:5), ხოლო მაქსიმალური -27,96%25-ს (23,3%25+23,3%25:5).
ამდენად, ჩვეულებრივიწლებისთვის (როცა არ ემატება მესამედი), საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონია 19%25-24%25, მესამე წელს 27.1%25- 36%25. ყოველწლიური გადახდის მიხედვით კი იგი 21.7%25-27.96%25-ის ფარგლებშია.1
ზემოთ მოხსენიებულ წყაროებში ვერ ვხვდებით მეათედის გადაუხდელობისთვის საჯარიმო სანქციებს ან რაიმე სახის საურავების დაწესებას. ისრაელის ნებისმიერი მცხოვრები უპირველეს მოვალეობად თვლიდა ღვთის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. 2
თანამედროვე პირობებში მეათედი ფაქტობრივად აზრს კარგავს. ამიტომ ქრისტიანების იმართ უსაფუძვლოა ასეთი ბრალდება. სამართლიანად აღნიშნავს ღვთისმეტყველების კანდიდატი დიონისე დუნაევი რომ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოწამეობრივმა სიკვდილმა მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის დათხეულმა სისხლმა და ბრწყინვალე აღდგომამ ფაქტობრივად დაასრულეს ადათ-წესებზე დამყარებული მოძღვრება.3
მეათედმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაგანიცადა ახალი აღთქმის ეპოქაში. წმინდა მოციქული პავლე არ განსაზღვრავს კონკრეტულ თანხას ან შემოსავლის ნაწილს, რომელიც ქრისტიანებს ეკლესიის საჭიროებებისთვის უნდა გადაეხადათ, მაგრამ შემდეგ დებულებას გვთავაზობს: „ყოველ ორშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან ან გადაინახოს წარმატებისამებრ, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება“ (I კორ. 16:2). სასურველი იყო კორინთელებს წინასწარ განესაზღვრათ, თუ რამდენისშეწირვა შეეძლოთ და რეგულარულად დაეზოგათ გარკვეული თანხა: „ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი, უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად იყოს როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება“ (II კორ. 9:5). ყურადსაღებია მოციქულის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძუნწად მთესავი ძუნწად მოიმკის, ხოლო კურთხევით მთესველი კურთხევით მოიმკის (შეადარე: რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“).
საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და კანონმორჩილების მოწოდება მოციქულთა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში აღნიშნავს: „მიეცით ყველას რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი-ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი, - პატივი“ (რომ. 13:7). მოციქულებმაშესანიშნავად იცოდნენ, რომ ამგვარი ელემენტარულიწესრიგის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებდა.
საგულისხმოა ერთი საკითხიც: ახალი აღთქმისეული მიდგომა უფლისთვის, ეკლესიისთვის განკუთვნილი მსხვერპლის, მისი ოდენობა არის მკაცრად ნებაყოფლობითი! ნებისმიერმა ქრისტიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რამდენი გადაიხადოს: რწმენის, სიმდიდრის, სინდისისა და შემოსავლების მიხედვით: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით, არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (II კორ. 9:7). საგულისხმოა, რომ მოციქულიამ შემოსავლების მობილიზებას თანასწორობის უმთავრეს პრინციპს უკავშირებს: „რადგან არა იმისთვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისათვის“ (II კორ. 8:13).
ბიბლიაში არსად ჩანს სხვა მოციქულების მიერ მეათედის აკრეფის მცდელობა თავიანთი მოღვაწეობის ან ღვთისმსახურების საფასურად: უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით იარე!“ (საქ. 3:6). თუმცა პავლე მოციქული კმაყოფილია, რომ „მიიღო კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისათვის მოსაწონი“ (ფილ. 4:18), მაგრამ მისთვისამოსავალი პრინციპია დღედაღამ შრომის მიუხედავად, ზედმეტ ტვირთად არავისდააწვეს და „ისე ვქადაგებდეთ თქვენს შორის სახარებას“ (თეს. 2:9). იდენტური აზრია გატარებული მათეს სახარებაშიც: იმდენად მეორეხარისხოვანია ძღვენის შეწირვა მოყვასის სიყვარულთან,აღმსარებლობასთან, მიტევებასთან მიმართებით, რომ თვით უფალი გვმოძღვრავს: „თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23-24).
წმინდა წერილის ეს ადგილები კიდევ უფრო გვარწმუნებენ, რომ უფლის მიმდევართათვის მისაღებია ჩუქება, გადაცემა, ადამიანის გულისხმიერებიდან გამომდინარე, ეკლესიისთვის მატერიალური ფასეულობის შეწირვა და არა მეათედის აკრეფა. ამას ადასტურებს თუნდაც ქვრივის მიერ მოკრძალებული თანხის, ორი ლეპტის (კონდრატი) ჩადება საგანძურში, რომელმაც „ყველა ჩამგდებზე მეტი ჩადო, ყველაფერი, რაც კი რამ გააჩნდა მთელი თავისი სარჩო საბადებელი“ (მარ. 12:43-44).
ამდენად, მეათედის განხილვამ ცხადყო, რომ ძირეული განსხვავებანი არსებობს ძველ და ახალ აღთქმაში. კერძოდ, ახალიაღთქმისეული ეკლესიისთვის მეათედმა დაკარგა აუცილებლობის და საყოველთაობის ფორმა. მეათედის გაფეტიშებამ მწიგნობრები და ფარისევლები იქამდე მიიყვანა, რომ მათ მეორეხარისხოვნად ჩათვალეს ყოველივე, რაც მთავარია რჯულში - მოყვასი, სარწმუნოება და წყალობა. სამაგიეროდ იხდიან პიტნის, კვლიავის და ყოველნაირი ბოსტნეულისმეათედს: „ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“ (მათ. 23:23, ლუკ. 12:42) - აცხადებს უფალი (შეად. „რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება“ (ეს. 29:13).
მოციქულთა პერიოდში ეკლესიისადმი შეწირვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა, რომლის ზომას, ფორმას, მოცულობას და პერიოდულობას თვით მორწმუნე განსაზღვრავდა. შედეგად, ყალიბდებასამი ძირითადი პრინციპი: შეწირვა ნებაყოფლობით, შეწირვა შესაძლებლობების მიხედვით და გადანაწილება საჭიროებათა შესაბამისად.
ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ამა თუ იმ დონით დამახასიათებელია ჩრდილოვანი ოპერაციები. გადასახადის (ხარკის) გადახდის უმთავრეს პრინციპს თვით უფალი აკანონებს, როცა ცალსახად მიანიშნებს ფარისევლებსა და ჰეროდიანთ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს“ (მარ. 12:17). ეს არის ვალდებულების ფორმირების, თუნდაც გადამხდელის კულტურის ფორმირების აუცილებელი პირობა.
კაპერნაუმში მისვლისას უფალი ემორჩილება გადასახადის გადახდის აუცილებლობას და რომ არ აცდუნოს დიდრაქმის (გადასახადის) ამკრებნი (ქრთამისკენ რომ არ უბიძგოს, მაგალითად, გადასახადის ხელოვნური შემცირების ან სხვა მანიპულირების მიზნით- ავტ.), პეტრეს ავალებს სტატირის (ფულის) მოტანას და საგადასახადო ვალდებულების გასტუმრებას. კეისარი, იგივე საერო (მიწიერი) მმართველი ქვეყნისსახეა, ამიტომ უპრიანია მისცე მას, თუკი ამით არ უარყოფდა ეწინააღმდეგები უფალს.
უთუოდ ხაზგასასმელია ერთი საკითხი, რომელიც გადახდის პროცესს და მის მორალურ მხარეს უკავშირდება: უფალი პეტრეს ავალებს: „წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, მიეცი შენთვის და ჩემთვის“ (მათ. 17:27). ყურადსაღებია, რომ გადასახდელის მოპოვებას თვით იესოც მხოლოდ შრომის ხარჯზე მიიჩნევს გამართლებულად და პეტრეს თევზის დასაჭერად უშვებს - ბუნებრივია უფალს ჩვენსას არ გაუჭირდებოდა სტატირის „გაურჯელადაც“ მოპოვება ვალდებულების შესასრულებლად, როცა ხუთი პურით და ორი თევზით ხუთი ათასი კაცი დააპურა (შეად. მეათედში „ჩადებული“ იყო შრომის სტიმული, რამდენადაც ღმერთისთვის უნდა მიძღვნილიყო სწორედ შრომით გამომუშავებული პროდუქტის მეათედი. გამოსყიდვის მიზნით კი საჭირო იყო დამატებით მეხუთედის გადახდა).
გადასახადის გადახდას და საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი აღთქმა ხშირ შემთხვევაში „იოლად საცდური“ საქმიანობის რიგს განაკუთვნებს (რომაული სისტემის მიხედვით მაშინდელ მეზვერეებს სახელმწიფოსაგან იჯარით ჰქონდათ აღებული გადასახადების აკრეფის უფლება, რაც ხალხის ყვლეფის უფლებასაც ნიშნავდა). ამ კუთხით უმთავრესია საბაჟო ადმინისტრირება და მებაჟეთა (მეზვერეთა) მოღვაწეობა.4 ამის დასტურია, რომ მებაჟე ფაქტობრივად ყოველთვის მოიხსენიება ცოდვილთა გვერდით ან სინონიმად: „როდესაც მის სახლში იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას“ (მარ. 2:15), ან „ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის წარმართი და მებაჟე“ (მათ. 18:17), ან კიდევ „ხოლო თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?“ (5:46).
მეზვერის, როგორც ცოდვილის ხსნის პრობლემა მეტად აქტუალურია ახალი აღთქმის მიხედვით. გამოვყოფთ ორ სახეს: მათე მახარებელი, მეშვიდე მოციქული, ავტორი პირველი სახარებისა, როგორც ყოფილი მებაჟე და ზაქეს პიროვნება.
მათე მეზვერეთა ოჯახს განეკუთვნებოდა, ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოლიდურ ქონებასაც ფლობდა. მოციქულთა შორის იგი ყველაზე უზრუნველყოფილი ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავად ფლობდა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას. ყველაფრის მიუხედავად, იესოს მოწოდებაზე „გამომყევი მე“ საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი (მათე მახარებელი) მსწრაფლ წამოდგა და გაჰყვა მოძღვარს (მარ. 2:14). მათეს გარკვეული პერიოდი დასჭირდა მოციქულთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. მისი ხასიათის სისუსტის გამოვლინება იყო ცხოვრების ზედმიწევნით მატერიალისტური ხედვა. პროფესიიდან გამომდინარე, მათეს მოვალეობა იყო ხაზინის შევსების მეთვალყურეობა (იქნებ ამიტომაც არ მოსწონდა ყოფილი მეზვერე იუდას, როგორც ხაზინის მცველს).5
შთამბეჭდავია ასევე მეზვერე ზაქეს ისტორიაც, რომელიც იყო „მებაჟეთა უფროსი და მდიდარი“ (ლუკ. 19:1). მეზვერის ზოგად შტრიხებს ზაქეს მაღალ თანამდებობასაც თუ დავუმატებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაქეც საკმაოდ გამოცდილი და დახელოვნებული უნდა ყოფილიყო „დაწესებულზე მეტი“ (ჩრდილოვანი) შემოსავლების მობილიზებაში.
უფლის სტუმრობით გახარებული ზაქე თითქოს ასე ამბობდა: „... აი, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბგლახაკთ დავურიგებ და ნარჩენი ნახევრიდან კი ოთხმაგად მივაგებ იმას, ვისთვისაც რაიმე წყენა მიმიყენებია“ (საეკლესიო გადმოცემებით ყოფილი მებაჟე
შემდგომში პალესტინის კესარიის პირველი ეპისკოპოსი გახდა).
ამდენად, გადასახადის მართლმადიდებლური საწყისების განხილვამ ცხადყო, რომ მეათედთან ძველი აღთქმისეული და ქრისტე შემდგომი პერიოდების მიდგომები რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, მეათედი ძველ აღთქმაში სავალდებულო ხასიათის მატარებელია და გაფეტიშებულია. ახალიაღთქმისეული ეკლესიისთვის კი მეათედმა დაკარგა აუცილებლობისა და საყოველთაობის ფორმა. მოციქულთა პერიოდში ეკლესიისადმი შეწირვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს,რომლის ზომას, ფორმას, მოცულობას და პერიოდულობას თვით მორწმუნე განსაზღვრავს. შედეგად, ყალიბდება სამი ძირითადი პრინციპი: შეწირვა ნებაყოფლობით, შეწირვა შესაძლებლობების მიხედვითდა გადანაწილება საჭიროებათა შესაბამისად. მოციქულთათვის გადასახდებიდან მიღებული შემოსავლების მობილიზება თანასწორობის უმთავრეს პრინციპს უკავშირდება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი თანასწორობა გულისხმობს ფინანსური რესურსების სამართლიან განაწილებასა და გადანაწილებას, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის მცდელობას უპოვართათვის და სხვა სოციალური გარანტიების დამკვიდრებას.
Annotation
Orthodox or igins of payments and taxations
N. Chikhladze, Doctor of Economic Sciences Full professor of
A. Tsereteli State University Full professor of Kutaisi University of Law and Economics
In modern conditions, when economic relations became so multilateral, pluriteral and regular, among economic subjects has created intensive contacts and signals. It is looks like unusual to seek compatibility among main economic principles and Orthodox morals. During the decades of command economy in the economic and in common in the social relations was ignored behavior model based on Christian dogmas. On the other hand this became the result of refusing religion in the name of science. Deep downfall appeared between science and religion. Evil temporarily had won.
Paying taxes (tax administration) and going through the customs was identified with very temptations. Customs officers were always alluding as sinners. Even God subordinates to the tax payment commitment. He avoids tempting customs officers and orders Peter to bring Stator's money and pay tax. It is very strange case for us, but God never outcasts bribe takers. The clear evidence of this is the fact of Jesus' forgiveness to Zacke, God's support of sinful soul. As a result man became faithful.
_____________________
1 დაწვრ. იხ. ჩიხლაძე ნ., ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება. თბ., „ინოვაცია“, 2009.
2 რომის იმპერიის წიაღში ებრაელ ხალხს, საერთო ჯამში, შეიძლებოდა წარმოშობოდა შემდეგი სახის საფინანსო ალდებულებები: თვით რომის მიერ დაწესებული გადასახადები, მეათედი, ტაძრის შესაწირი, არენდა, კრედიტის არგებელი (მევახშეთათვის) და საბაჟო გადასახადი.
3 დაწვრ. იხ. ჩიხლაძე ნ., ჩრდილოვანი ეკონომიკის ზოგიერთი საკითხის გააზრება მართლმადიდებლური მრწამსის მიხედვით. ჟურნ. „ეკონომიკური პროფილი“, №, 2008, გვ. 40-42.
4 მათე მოციქული სამართლიანად ითვლება მებაჟეების, ბუღალტრების და საერთოდ, საფინანსო სამსახურების მფარველად.
5 Священник Дионисий Дунаев. Десятина в Библии и в современном протестантизме. Благовещение - библиотека равославного христианина. Интернет версия. www.wco.ru/biblio (გადამოწმებულია)
![]() |
6 მენეჯმენტი |
▲back to top |
![]() |
6.1 კომუნიკაციის როლი ორგანიზაციაში |
▲back to top |
თამარ მახარაძე
შპს „მედჯგუფისაქართველოს“ მენეჯერი,
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
კომუნიკაცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ორგანიზაციაში მენეჯერის დროის 50-90 %25 იხარჯება კომუნიკაციაში. ამიტომ მას უნდა ჰქონდესკომუნიკაციის უნარი ხელქვეითებთან, მომხმარებლებთნ, მიმწოდებლებთან, ორგანიზაციის ნებისმიერი დონისა და რანგის მუშაკებთან ურთიერთობაში. კომუნიკაცია არის საშუალება, რითაც თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს, იდეებს, ფაქტებს, სურვილებსა და საჭიროებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში კომუნიკაციის უნარი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ცოცხალ ორგანიზმებში, ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს თავისი იდეებისა და აზრების გასაგებ ენაზე გადმოცემა და მსმენელამდე სწორად მიტანა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ორგანიზაციებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა უკავშირდება სწორედ მენეჯერებისა და მათ ხელქვეითებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობას. ლი იაკოკამ, წარსულში კრაისლერის პრეზიდენტმა 1992 წელს განაცხადა: „შეიძლება გქონდეს ბრწყინვალე იდეები, მაგრამ თუ ვერ შეძლებ მათ ჯეროვნად გადმოცემას, შენი იდეები სასურველ შედეგამდე ვერ მიგიყვანს, რადგან შენი აზრის სისწორეს ვერავის დაანახებ“.
კარგი კომუნიკაციის უნარი ეფექტური ხელმძღვანელის დამახასიათებელი თვისებაა. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც საბოლოოდ მათ მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ქცევებზე და პიროვნულ ურთიერთობებზე ახდენს გავლენას. კომუნიკაციის საშუალებით მენეჯერი უსმენს მუშაკის აზრს, იღებს საჭირო და დროულ ინფორმაციას და ინარჩუნებს კარგ განწყობას სამუშაო გარემოში. ვერცერთი მენეჯერი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს კონფლიქტებს თანამშრომლებს შორის, ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს წარმატებით, თუ იგი არ არის კარგი კომუნიკატორი.
კომუნიკაციის პროცესი. როგორ უნდა განვახორციელოთ ეფექტური კომუნიკაცია? ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა კომუნიკაციის პროცესის გაგება. კომუნიკაციის პროცესში იგულისხმება ინფორმაციის გაცვლა (გადაცემა)ორ ან მეტ ადამიანს შორის. კომუნიკაციის პროცესის ძირითადი მიზანია ინფორმაციის გაგების უზრუნველყოფა, რათა მიღებული შეტყობინება აღიქმებოდეს სწორად, ყოველგვარი ინტერპრეტაციისა და შეფერხებების გარეშე. კომუნიკაციის პროცესში აუცილებლად არსებობს მინიმუმ ორი მხარე მაინც - გამგზავნი და მიმღები (იხ. სქემა).
განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ მუშაობს კომუნიკაცია პრაქტიკულ ბიზნეს სიტუაციაში:
პირველ რიგში, გამგზავნს უყალიბდება იდეა კონკრეტული შეტყობინების გაგზავნაზე. მაგალითად, მენეჯერი ფიქრობს: „ახალი პროდუქტის პრეზენტაციისათვის გვჭირდება მეტი პროექტორი!“
უახლოეს სხდომაზე იგი ხმამაღლა აფიქსირებს თავის აზრს ხელქვეითებთან: „გვჭირდება დამატებითი პროექტორების შეკვეთა ახალი პროდუქტის უკეთ წარმოჩენისათვის სხვადასხვა დაწესებულებაში“.
მისი ხელქვეითი (შეტყობინების უშუალო მიმღები), ლექსო, მენეჯერის შეტყობინებას შემდეგნაირად იგებს: „რამდენიმე პროექტორია შესაკვეთი, თუ იპოვი დროს იქნებ ეს ამ კვირაში მოახერხო...“.
წარმოიდგინეთ მომდევნო სცენა. ადგილი: სხდომათა დარბაზი. დრო: რამდენიმე დღის შემდეგ. მენეჯერს სჯერა, რომ მისი შეტყობინება სწორად არის გაგებული.
„მოტანილია პროექტორები“? - კითხულობს იგი.
„თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს ასეთი სასწრაფო იყო“ - აპროტესტებს შეტყობინების მიმღები. მაგრამ... მაგრამ....
ასეთი გაუგებრობები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
კომუნიკაციის მეთოდები.
შეტყობინების გამგზავნი არის ადამიანი, რომელიც გასცემს ინფორმაციას. მიმღები არის ადამიანი, რომლისთვისაც ეს ინფორმაციაა განკუთვნილი შეტყობინება არის თვით ინფორმაცია, რომელიც კოდირებულია სიმბოლოების საშუალებით კოდირება არის კონკრეტული იდეის შეტყობინებად გადაქცევის პროცესი. კოდირებისთვის გამოიყენება სიტყვები, ინტონაცია და ჟესტები. ინფორმაციის გადაცემა ხდება კომუნიკაციის სხვადასხვა არხების მეშვეობით. დეკოდირება გულისხმობს მიმღების მიერ შეტყობინების აღქმას (ინტერპრეტირებას). ხმაური შეიძლება იყოს ყველაფერი ის, რომელიც შეტყობინების მიღებას და სწორად გაგებას უშლის ხელს. უკუკავშირი არის იმის დადასტურება, რომ მიმღებმა სწორად აღიქვა შეტყობინება
კომუნიკაციის მეთოდები. არსებობს კომუნიკაციის შემდეგი სამი მეთოდი: 1. ვერბალური კომუნიკაცია 2. წერილობითი კომუნიკაცია 3. არავერბალური კომუნიკაცია.
თითოეულს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია.
ვერბალურ კომუნიკაციას უწოდებენ სიტყვების მეშვეობით გადაცემულ და მიღებულ ინფორმაციას. სიტყვა „ვერბალური“ ლათინურია და ნიშნავს ზეპირს, სიტყვიერს. იმის გამო, რომ დღის მანძილზე მენეჯერი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს თანამშრომლებთან ზეპირ ურთიერთობაში, მას უნდა გააჩნდეს როგორც კარგი ლაპარაკის, ასევე ყურადღებით მოსმენის უნარი. მაგალითად, ვერბალური კომუნიკაციის უნარი საჭიროა, როდესაც მენეჯერი გეგმავს ახალი პროდუქტის პრეზენტაციას, ატარებს პრესკონფერენციებს, თათბირებს და ა.შ. ბევრ მენეჯერს ურჩევნია უფრო ხშირად თანამშრომლებთან სწორედ ასეთი სახის კონტაქტი ჰქონდეს, რაც მას საშუალებას აძლევს მაშინვე განსაჯოს თუ როგორ რეაგირებას ახდენს ცნობის მიმღები მის მიერ გადაცემულ ინფორმაციაზე, მიიღოს მაშინვე უკუკავშირი და უპასუხოს შეკითხვებს, რომელიც მუშაკს ახალ შეტყობინებასთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეს. ზოგადად, მიიჩნევა, რომ პირისპირ ლაპარაკი უფრო სანდოა, ვიდრე წერილობითი მიმართვის მიღება.
დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. ამჯერად, მენეჯერი ლექსოს ახალ შეტყობინებას ტელეფონით გადასცემს.
მენეჯერი: „დილა მშვიდობის ლექსო. მინდა, რომ შეუკვეთო 10 ცალი პროექტორი სოფტმასტერში. ამისათვის, სულ გამოყოფილია 3000 ლარი, პროექტორი ადგილზე უნდა იყოს ოთხშაბათს შუადღემდე.“
(მენეჯერი დავალებას ყოფს ეტაპებად, რათა ადვილად გასაგები იყოს მიმღებისთვის).
ლექსო: „კარგით. დავრეკავ სოფთმასტერში და შევუკვეთავ 10 პროექტორს, 3000 ლარის ფარგლებში, რომელიც ოთხშაბათს შუადღემდე იქნება ადგილზე“.
(ლექსომ ყურადღებით მოუსმინა ინფორმაციას და გაიმეორა რაც გაიგონა. განხორციელდა დაუყოვნებლივი უკუკავშირი. ვერბალური გზით მიღებული ინფორმაცია ეხმარება ლექსოს რომ მაშინვე გაარკვიოს ნებისმიერი გაუგებრობა და თუ რაიმე ვერ გაიგო ხელმძღვანელის შეტყობინებაში, იქვე დააზუსტოს. დაუყოვნებლივი უკუკავშირი ასევე ეხმარება მენეჯერს მიხვდეს, რომ მისი შეტყობინება სწორად იქნა გაგებული).
წერილობითი კომუნიკაცია. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გადმოსცეს თავისი აზრი წერილობითი ფორმით. არსებობს შემდეგი მიზეზები იმისა თუ რატომ გვირჩევნია ვერბალური კომუნიკაცია წერილობითს:
ადამიანებთან ვერბალური კონტაქტი ბევრად სწრაფია მოითხოვს ნაკლებ ძალისხმევას პირისპირ კონტაქტის დროს ვიღებთ დაუყოვნებლივ პასუხს და შეგვიძლია დავაკვირდეთ ადამიანების რეაქციას და დამოკიდებულებას საკითხის შესახებ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ საპასუხო რეაქციას მივიღებთ, საშუალება გვეძლევა რამდენადმე ადაპტაცია გავუკეთოთ ჩვენს შეტყობინებას. ყოველთვის არ ვართ დარწმუნებული ჩვენს უნარზე რომ შეგვიძლია ვწეროთ გრამატიკულად გამართულად და შეუცდომლად.
თუმცა, ყველა შემთხვევაში, არის სიტუაციები, სადაც წერილობითი კომუნიკაცია უმჯობესია, თუ აუცილებელი არა. კომუნიკაცია უფრო ეფექტური იქნება, თუ მას წერილობითი სახით წარადგენ იმ შემთხვევაში, როდესაც: გინდა ერთი და იგივე შეტყობინება გაუგზავნო ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანებს. სხვადასხვა მიზეზების გამო საჭიროა შეტყობინება არსებობდეს ჩანაწერის სახით. შეტყობინება არის ძალიან გრძელი და რთული პირისპირ ან სატელეფონო საუბრისთვის. ინფორმაციის სირთულისა და დიდი მნიშვნელობის გამო,სასურველია მიმღებმა მრავალჯერ გადახედოს შეტყობინებას, რომ მხოლოდ მეხსიერებას არ დაეყრდნოს.
ძირითადად წერილობითი კომუნიკაციის დროს ყველაზე დიდ სირთულეა ის, რომ სანამ პასუხი მოვა ვერ ვიგებთ, თუ როგორ იქნა მიღებული შეტყობინება და როგორ იქნა ინტერპრეტირებული მიმღების მიერ.
ამგვარად, მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი წერის კულტურა. წერითი უნარების განვითარება საკმაოდ ძნელია. ბვერ ადამიანს აქვს პრობლემა წეროს მარტივად დაგასაგებად. არსებობს ასეთი გამოთქმა: „არასდროს გამოიყენო ორი სიტყვა იქ, სადაც ერთი სიტყვითაც შეიძლება გამოხატო იგივე აზრი“. ფორმალური წერილების, სამსახურებრივი ჩანაწერების, წერილობითი მოხსენებების მომზადების უნარ-ჩვევების განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი მენეჯერის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
არავერბალური კომუნიკაცია. ყოველდღიურ სამსახურებრივ ურთიერთობაში უდიდესი როლი ენიჭება არავერბალურ კომუნიკაციებს. არავერბალურ კომუნიკაციაში გამოიყენება ნებისმიერი სიმბოლოები გარდა სიტყვებისა, თუმცა, ისინი სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ინფორმაციის გადაცემისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამომეტყველება, ინტონაცია, ჟესტიკულაცია. ძირითადად ხდება არავერბალური და ვერბალური სიმბოლოების ერთდროულად გამოყენება, რაც აძლიერებს ან ცვლის სიტყვის მნიშვნელობას.
იმისათვის, რომ ეფექტურად განვახორციელოთ კომუნიკაცია, საჭიროა მოვახდინოთ სიტყვებისა და ჟესტიკულაციის სწორი შერწყმა. არავერბალური სიმბოლოები უნდა შეესაბამებოდეს იდეას, რომლის გადაცემაც ხორციელდება. თუ ეს პირობა არ შესრულდა - მაგალითად, თუ ინფორმაციის მიმწოდებელი იღიმება როდესაც სევდიან ამბავს ყვება, არაადეკვატური და შეუსაბამო რეაქცია ცუდად განგვაწყობს პიროვნების მიმართ.
არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობის უფრო კარგად გაგებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი. ვთქვათ, გსურთ ანაბრის გახსნა. მიდიხართ ერთ-ერთ ბანკში, სადაც გხვდებათ სათანადოდ ჩაცმული და თბილად მომღიმარი ბანკის ოფიცერი, რომელიც ლაპარაკის დროს თვალებში გიყურებთ, გესაუბრებათ მეგობრული ტონით. მისი სიტყვები ადვილად გასაგებია, ამასთან ის პროფესიონალურად ჟღერს. „გმადლობთ, რომ მხედველობაში მიიღეთ ჩვენი ბანკის სანდოობა და გადაწყვიტეთ ჩვენთან ანგარიშის გახსნა. ჩვენ ვაფასებთამ შესაძლებლობას და ყველანაირად ვეცდებით საუკეთესო პირობები შემოგთავაზოთ“ - გეუბნებათ იგი ღიმილით.
შედარებისთვის მიდიხართ კონკურენტ ბანკში, ბანკის ოფიცერი დაბნეულად გიხსნით პირობებს. თვალებში არ გიყურებთ, თავს დაბლა სწევს როდესაც ლაპარაკობს, უხერხულად ზის სკამზე და მოუსვენრად აკაკუნებს თითებს მაგიდაზე. გეუბნებათ ზუსტად იგივე სიტყვებს რაც პირველმა ოფიცერმა გითხრათ, მაგრამ ძლივს გასაგონი ბუტბუტით. მისი ხმა ვერანაირ ენთუზიაზმს და სითბოს ვერ გამოხატავს.
რომელ ბანკს აირჩევთ?
არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება ორგანიზაციაში პიროვნებათაშორისი ურთიერთობების გაძლიერებაშიც გვეხმარება.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ, თუ რომელი საშუალებით სჯობს აზრის გამოხატვა, შემდეგ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: გვინდა მხოლოდ მშრალი ფაქტების, თუ გრძნობების გადმოცემა? ვერბალური კომუნიკაცია საუკეთესო გზაა გრძნობებისადა ემოციების გადმოსაცემად, რაშიც თავის წვლილი შეაქვს არავერბალური კომუნიკაციის (სახის გამომეტყველება, ხმის ინტონაცია, სხვადასხვა ჟესტიკულაცია) გამოყენებას, ხოლო წერილობითი კომუნიკაციები უკეთესად გადმოსცემენ ფაქტებს, რომლებიც სასურველია ინახებოდეს ბეჭდვითი ფორმით.
კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია და აქედან გამომდინარე, საჭიროა როგორც ინფორმაციის მიმღებს ისე გადამცემს ჰქონდეს მოსმენისა და სწორად გადმოცემის უნარი. მოსმენის კულტურა გარკვეულწილად მოითხოვს თვითდისციპლინას. ერთი რამ ნათელია - მენეჯერს წარმატებული კარიერის ასაწყობად კარგი მსმენელის უნარ- ჩვევებისგამომუშავება აუცილებლად სჭირდება, კერძოდ: უნარი იმისა, რომ დაიცვა სიჩუმედა შეწყვიტო ლაპარაკი როდესაც უსმენ; გამოიჩინო ინტერესი მოსაუბრის მიმართ და გამოხატო ეს სახის გამომეტყველებით, ჟესტებით; დასვა კითხვები საკითხის უფრომეტად გარკვევისათვის; გამოიჩინო მოთმინება, განსაკუთრებით იმ მოსაუბრის მოსმენის დროს, რომელიც ლაპარაკობს გაურკვევლად და გაუბედავად.
ამგვარად, ორგანიზაციაში ეფექტური კომუნიკაციის არსებობა გარკვეულწილად ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელია. ეფექტური კომუნიკაციის უნარი წარმატებული დაგეგმვის, ორგანიზაციის, ხელმძღვანელობისა და კონტროლის აუცილებელი პირობაა.
![]() |
7 ფინანსური კრიზისი |
▲back to top |
![]() |
7.1 როდის დასტაბილურდება მსოფლიო ეკონომიკა? |
▲back to top |
ნინო პაპაჩაშვილი,
თსუ ასოცირებული პროფესორი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ცნობილი ეკონომისტი ალან გრინსპერი საუბრობს ახალი მზარდი საფრთხის თაობაზე, რომელიც მისი აზრით უფრო საშიშია, ვიდრე დოლარის გაუფასურება.
მას მიაჩნია, რომ აშშ-ის ეროვნული ვალუტის დაცემა არ არის საშიში ამერიკის ეკონომიკისთვის. „მე არ ვარ ძალიან შეწუხებული დოლარის გაიაფებით, - განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა ხელმძღვანელმა. - გაიხსენეთ: როცა დოლარი მეტად გაიზარდა კრიზისის დასაწყისში, იმის გამო, რომ ყველა მას თვლიდა „საიმედო თავშესაფრად“. ახლა ჩვენ უბრალოდ დავუბრუნდით კრიზისამდელ დონეს“.
რაც ნამდვილად საშიშია აშშთვის, გრინსპერის აზრით, ეს არის საგარეო ვალის ზრდა, რომელიც დღეისათვის 11,9 ტრილიონ დოლარს აღწევს. სწორედ ამის მიზეზია ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რომელიც აიაფებს ეროვნულ ვალუტას და უფრო ძვირს ხდის უცხოურ სესხებს. იმ დროს, როდესაც მთავრობა ვეღარ შეძლებს ვალის მომსახურებას, დოლარი ვეღარ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა მსოფლიოში, - მიიჩნევს იგი.
აშშ პრეზიდენტი დიდ იმედებს ამყარებს უბრალო ამერიკელებზე, რომლებმაც სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებით უნდა გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან. ბარაკ ობამა სთავაზობს კონგრესს მაქსიმალურად გაზარდოს სესხი მცირე ბიზნესისთვის 2-დან 5 მილიონ დოლარამდე. ასეთი ყურადღება „კუსტარული მეწარმეების“ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არ არის გასაკვირი, რადგან კრიზისამდე თავიანთი საქმიანობით ე.წ. „პატარები“ უზრუნველყოფდნენ აშშ მშპ-ის ნახევარს.
პრეზიდენტმა მათ „ამერიკის ეკონომიკის ლოკომოტივი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მცირე საწარმოები უზრუნველყოფენ ახალი სამუშაო ადგილების 65%25-ს ქვეყანაში. „ეს კომპანიები ამოძრავებენ შრომის ბაზარს აშშ-ში, მათზეა დამოკიდებული ჩვენი აყვავება, და სწორედ ისინი უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში ეკონომიკის აღმავლობის დროს“, - აღნიშნა ობამამ ქალაქ ლენდოვერში (მერილენდის შტატი) გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ ობამას განცხადება მოჰყვა პრობლემური აქტივების გამოსყიდვის პროგრამის (TARP) ოფიციალურ დაწყებას. ამასთან, აშშ ფინანსთა მინისტრი ტიმოთი ჰეიტნერი იძლევა პირობას, რომ მხარს დაუჭერს ეკონომიკის აღმავლობას „უფრო განსაზღვრული პროგრამით“. არადა, პრაქტიკულად მთელი ფული ამ პროგრამით მსხვილი საფინანსო კორპორაციებისკენ წარიმართა, მცირე ბიზნესს კი „ნამცეცები“ შეხვდა.
„ასეთი მიდგომა არაშორსმჭვრეტელურია, - განაცხადა პრეზიდენტმა. - მცირე ბიზნესი „სულს უდგამს“ მეწარმეობას, რომელმაც შექმნა ამერიკა. Hewlett Packard - მა ბიზნესი დაიწყო გარაჟში, შექმნა კომპანია Google სტუდენტურ საცხოვრებელში, McDonald“ - ს კი ამოიზარდა ერთი სასაუზმედან“.
აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი თვლის, რომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, - „სესხის მაქსიმალური ზრდაა, რომელსაც გასცემს მცირე საწარმოების საქმეთა სამმართველო. მე ვთხოვ კონგრესს გაზარდოს ეს ზღვარი 5 მილიონ დოლარამდე მცირე მეწარმეებისათვის მეტად პოპულარული კრედიტებით. საჭიროა დავეხმაროთ ამ „ბავშვებს“ წამოიწყონ თავიანთი საქმე, შეიძინონ მოწყობილობები, მანქანა- დანადგარები, დაიქირავონ ხალხი, არენდით აიღონ შენობები... ასევე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ „მიკროკრედიტების“ მოცულობის გაზრდაზე.“
მცირე ბიზნესს აშშ-ში ჯერ კიდევ ყურადღებით ეპყრობოდნენ დიდი დეპრესიის პერიოდიდან. მცირე ბიზნესის დახმარების პირველმა პროგრამებმა აშშ-ში მუშაობა ჯერ კიდევ 1932 წელს დაიწყო. 40-იანი წლებიდან უკვე დაშვებული იყო ოთხი ფედერალური პროგრამა „პატარების“ დასახმარებლად. ამ პროგრამებით ხელმისაწვდომი იყო კაპიტალი, ბიზნეს-განათლება, დახმარება სახელმწიფო დაკვეთების მიღებაში (სახელმწიფო დაკვეთების 23%25 უნაწილდებათ „პატარებს“), დაცვა სასამართლოებსა და
კანონშემოქმედებით დონეზე. 1953 წლს აშშ-ში შეიქმნა მცირე ბიზნესის საქმეთა ადმინისტრაცია, რომელიც დღემდე რჩება და იცავს მცირე ბიზნესის ინტერესებს სამთავრობო დონეზე.
1953 წლს აშშ-ში შეიქმნა მცირე ბიზნესის საქმეთა ადმინისტრაცია, რომელიც დღემდე რჩება და იცავს მცირე ბიზნესის ინტერესებს სამთავრობო დონეზე გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ კონგრესი შეისწავლის მცირე ბიზნესის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს. ამჟამად მცირე ბიზნესის მდგომარეობაზე თვალყურის მიდევნების მიზნით იგეგმება ყოველკვარტალური მოხსენებები.
პირველი და ყველაზე მთავარი-ეს არის კრედიტები. რის შესახებაც, ფაქტობრივად, საუბრობს ობამა. კრედიტების მიღების სისტემა საკმაოდ დახვეწილია. რისკის ძირითად
ნაწილს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, დანარჩენი ნაწილდება ბანკებსა და მსესხებლებს შორის.
თუმცა, კრიზისის დაწყებიდან მცირე ბიზნესის დაკრედიტების სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. მოთხოვნის დაცემამ შეამცირა გაყიდვები მომსახურების სფეროში, სადაც ტრადიციულად ბევრი „პატარაა“. კრიზისმა ნამდვილ ქარბორბალასავით გადაუარა მცირე ბიზნესისსაწარმოებს. 2007 წლიდან 2008 წლის ბოლომდემცირე ბიზნესში დასაქმებული 2,4 მლნ ადამიანი უმუშევარი დარჩა. მცირე კომპანიების გაკოტრების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ სესხების დროულად დაბრუნება შეუძლებელი გახდა. გამოკითხვების თანახმად, პესიმიზმის დონე, 2008 წლისბოლომდე მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული.
მიმდინარე წლის მარტში ობამამ განაცხადა, რომ მცირე ბიზნესის საკრედიტო ბაზრისთვის 15 მლრდ. კრედიტი გაიცემა, მაგრამ იმისათვის, რომ ფულს მიეღწია მეწარმეებამდე, უნდა მოჰყოლოდა მეორადი საკრედიტო ბაზრის გაყინვა. თუმცა, ბანკების გართულებულმა მდგომარეობამ კრედიტები მცირე ბიზნესისათვის ხელმისაწვდომი ვერ გახადა.
„კრედიტის მოცულობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ მეწარმეები შეძლებენ შექმნან სამუშაო ადგილები. ჩვენ უკვე ვიღებთ განსაზღვრულ ზომებს მცირე ბიზნესის და კრედიტების სტიმულირებისათვის წამყვანი ბანკები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში განიცდიდდნენ მძიმე პერიოდს, აღარ საჭიროებენ სამთავრობო მხარდაჭერას, და ჩვენ შევამცირებთ მათ დაფინანსებას. მაგრამ წავახალისებთ ამ ბანკებს, რომ კრედიტები მიაწოდონ მცირე ბიზნესს და გახადონ ასეთი კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი“ - განაცხადა ობამამ.
მიუთითა რა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, მან იმავდროულად გააკრიტიკა უმსხვილესი ფინანსური კორპორაციების მოქმედებები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების უკონტროლო გამოყენებადა ტოპმენეჯმენტის უზარმაზარი ბონუსები.
„როცა მე ვისმენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებს არ შეუძლიათ მიიღონ სესხები, მიუხედავად უოლ-სტრიტის „ზეციური“ მოგებისა, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხალხი სრულიად არ ფიქრობს საკუთარ ვალდებულებებზე“, - მიანიშნა ბანკირებს ქვეყნის პრეზიდენტმა.
ობამას გადაწყვეტილი აქვს უახლოეს ხანში თეთრ სახლში შეკრიბოს ეკონომისტები, კონგრესის წევრები, მცირე ფირმების მფლობელები და კრედიტორები კონკრეტული ღონისძიებების განსახილველად მცირე ბიზნესის სფეროში სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ახალ ანგარიშში Fitch Ratings - ი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკა, სავარაუდოდ შემცირდება, და მიმდინარე წლის ბოლოს ნელი ტემპებით დაიწყებს აღმავლობას. თუმცა, აღმავლობა იქნება მოდუნებული და უმუშევრობა განაგრძობს ზრდას მომავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრალური ბანკები აამაღლებენ რეფინანსირების განაკვეთებს 2010 წლამდე.
მსხვილი ქვეყნების კრედიტუნარიანობამ „AAA“ რეიტინგით (აშშ,დიდიბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) მსოფლიო ფინანსური კრიზისის და სერიოზული გლობალური რეცესიის ნეგატიური გავლენა განიცადა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Fitch-ი არ ელოდება საბიუჯეტო დეფიციტების მნიშვნელოვან შემცირებას 2011 წლამდე, კრედიტუნარიანობა დარჩება „AAA“ რეიტინგის შესაბამისფარგლებში, ბალანსის განსაკუთრებული მოქნილობის გათვალისწინებითა და „ეტალონი მსესხებლისა“ და „სარეზერვო ვალუტის“ სტატუსისა და მიღებული დაფინანსების წყალობით.
„კრედიტუნარიანობის შენარჩუნების ძირითადი ფაქტორი სახელმწიფოსთვის „AA” რეიტინგით არის იმის რწმენა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო ვალის დონეები შემცირდება შედარებით აწეული საპროგნოზო დონეების მიმართ, - როგორც ჯგუფი Fitch-ის გლობალური ანალიტიკური ჯგუფის სუვერენული რეიტინგების ხელმძღვანელი დევიდ რაილი თვლის. „AA“ დონის სუვერენული რეიტინგებით „სტაბილური“ პროგნოზი ასახავს ადამიანთა მოლოდინს იმის მიმართ, რომ მთავრობას ექნება უფრო ძლიერი საშუალოვადიანი გეგმები საგადასახადო-საბიუჯეტო მდგომარეობის გამყარებისთვის, რომელიც ორიენტირებულია მომდევნო წელზე.
სახელმწიფო ხარჯების შემცირების გარეშე, გადასახადების გაზრდასთან ერთად, Fitch -ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში შეიძლება გაიზარდოს 100%25-მდე მშპის მიმართ 2012 და 2013 წლებში, საფრანგეთსა და გერმანიაში სახელმწიფო ვალმა კი შეიძლება გადააჭარბოს 90%25-ს მშპ-ის მიმართ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. იმ დროს, როდესაც მსხვილი დეფიციტების და დავალიანების დაფინანსების შესაძლებლობები ძლიერია, სიმძიმე კი საპროცენტო გადასახადების გადახდისა კვლავ ზომიერია ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, სახელმწიფო ფინანსები მეტად ნაკლოვანი იქნება ნეგატიური რყევების მიმართ და ქვეყნები ნაკლებად შეძლებენ გაატარონ ანტიციკლური საკრედიტო-ფულადი პოლიტიკა (რომელიც სახელმწიფოთა დახასიათების ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია „AAA“ რეიტინგით).
რაც შეეხება განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, ისინი კვლავ მიიღებენ დარტყმებს გლობალური კრიზისიდან. ამ ქვეყნების რეიტინგის ძირითადი რისკი ჯერჯერობით მდგომარეობს კაპიტალის ნაკადების მკვეთრ შემცირებაში კერძო სექტორში, საზღვარგარეთული საბანკო დაკრედიტების შემცირებსთან ერთად; რაც ზეგავლენას მოახდენს საგადასახდელო ბალანსსა და ფინანსურ სტაბილურობაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, მეტად სუსტი გლობალური ეკონომიკური კონიუნქტურა, დაფინანსების გართულებული ხელმისაწვდომობა და გაძვირებული დაფინანსება ზეგავლენას მოახდენს არასუვერენული ემიტენტების კრედიტუნარიანობაზე. მაგალითად, განვითარებადი ბაზრების კომპანიებისა და ბანკების დაახლოებით ერთ მესამედს, რომელთა რეიტინგი დგება Fitch-ის მიერ (დაახლოებით 700 მსოფლიოში), ნეგატიური პროგნოზი აქვს, ნაწილი იმყოფება „ნეგატიურის“ დაკვირვების ქვეშ და მხოლოდ 2%25-ს აქვს „პოზიტიური“ პროგნოზი.
ბ-ნი რაილი აღნიშნავს, რომ მართალია, რიგი განვითარებადი ქვეყნების რეიტინგი შემცირდა, მაგრამ კრედიტუნარიანობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია ასეთიძლიერი გლობალური ფინანსური კრიზისის და ეკონომიკური რეცესიის პირობებში. Fitch მიიჩნევს, რომ სისტემური კრიზისის რისკი განვითარებად ბაზრებზე შემცირდა საერთაშორისო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული შთამბეჭდავი ღონისძიებებით, რომელიც კოორდინირებულია „დიდი ოცეულის“ მიერ.
![]() |
8 აღრიცხვა-ანგარიშგება |
▲back to top |
![]() |
8.1 სახელმწიფო გრანტებისა და დახმარებების აღრიცხვა |
▲back to top |
ანჟელი ხორავა,
თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის მასწავლებელი
სახელმწიფოსგან საწარმოებისთვის გაწეული დახმარება, რომელიც სხვადასხვა პირობებით შეიძლება განხორციელდეს, სახელმწიფო დახმარების ან სახელმწიფო გრანტის სახელითაა ცნობილი. ამ საკითხების განხილვას ეძღვნება ბასს 20 „სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები“. სტანდარტით შემოთავაზებულია ძირითადი კატეგორიების არსი.
სახელმწიფო გრანტებისა და დახმარებების არსი, აღიარება და შეფასება
სახელმწიფო გულისხმობს მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და ანალოგიურ ადგილობრივ, ეროვნულ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებს.
სახელმწიფო დახმარება არის სახელმწიფოს ქმედება, რომელიც გულისხმობს რომელიმე კონკრეტული საწარმოს, ან საწარმოთა ჯგუფისთვის ეკონომიკურიდახმარების გაწევას, სათანადოკრიტერიუმების გათვალისწინებით.
სახელმწიფო გრანტები არის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება საწარმოსთვის რესურსების გადაცემის სახით, საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული წარსულში, ან მომავალში შესასრულებელი გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
სახელმწიფო დახმარება არ მოიცავს სხვადასხვა სახით მიღებულ არაპირდაპირ სარგებელს, რომელიც უკავშირდება განვითარებად რეგიონებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სრულყოფას ან ტარიფებისა და კვოტების შემცირებას ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მიზნით. მაგალითად, ზოგიერთი რეგიონისმიმზიდველობის ხარისხის გაზრდისმიზნით კომპანიებისთვის მცირდება ქონებაზე გადასახადის განაკვეთი, რაც შეიძლება გახდეს ბიზნესის დისლოკაციის შეცვლის სტიმული.
სახელმწიფო გრანტების სახით არ შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო დახმარების ისეთი ფორმები, რომელთა ღირებულების დასაბუთებული შეფასება შეუძლებელია, ან ისეთი ოპერაციები სახელმწიფოს მონაწილეობით, რომლებიც არ განსხვავდება საწარმოს ჩვეულებრივი კომერციული გარიგებებისგან.
გარკვეული სირთულეები ახლავს თან ტექნიკური დახმარების უსასყიდლოდ გაწევის, მარკეტინგისა და გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევის საკითხების გარკვევას.
სახელმწიფო გრანტებს ასევე სუბსიდიებს ან დოტაციას უწოდებენ.
ნებისმიერი სახელმწიფო გრანტი აღიარდება მაშინ, როდესაც არსებობს რწმენა იმისა, რომ:
საწარმოს მიერ შესრულდება მასთან დაკავშირებული პირობები და
გრანტი იქნება მიღებული.
სახელმწიფო გრანტები, მათ შორის არაფულადი, ფასდება რეალური ღირებულებით, ანუ იმ თანხით, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს,ან ვალდებულება დაიფაროს დაინტერესებულ და საქმის მცოდნე მხარეებს შორის „გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით“.
სახელმწიფო დახმარება მრავალი ფორმით ხორციელდება და მისი მიზანი შეიძლება ისეთი საქმიანობის წახალისება იყოს, რომელსაც საწარმო ნორმალურად ვერ წარმართავდა დახმარების გარეშე. სახელმწიფო გრანტი საწარმომ შეიძლება მიიღოს ფულადი საშუალებების ან არაფულადი აქტივების სახით.
ბასს 20-ის თანახმად, არსებობს სახელმწიფო გრანტების შემდეგი ჯგუფები:
აქტივებთან დაკავშირებული გრანტები;
შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტები.
აქტივებთან დაკავშირებული გრანტები საწარმოს ეძლევა იმ პირობით, რომ განხორციელდება გრძელვადიანი აქტივების შეძენა, შექმნა, აშენება ან სხვა გზით მოზიდვა.გრანტით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვა პირობებიც, კერძოდ, აქტივისსახეობა, განლაგება,მათი შეძენის ან ფლობის პერიოდი.
მაგალითი 1.
სახელმწიფომ მიიღო მეტალურგიულ წარმოებაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის გადაწყვეტილება. ის მეტალურგიულ ქარხანას სთავაზობს 15%25-იან სუბსიდიას საჭირო მოწყობილობების შესაძენად.
გრანტის მიღების პირობები ასეთია: მიღებული მოწყობილობები მთლიანად ქვეყნის შიგნით უნდა იქნას გამოყენებული და მათი შეძენა უნდა განხორციელდეს ორი წლის განმავლობაში.
ქარხნის მენეჯმენტმა დააკმაყოფილა სახელმწიფოს მიერგრანტის გამოყოფისთვის წაყენებული პირობები და მიიღო გრანტიშეთავაზებული ოდენობით.
შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტები საწარმოს ეძლევა საერთომიზნებისათვის და არ არის აქტივებთან დაკავშირებული.
გრანტებთან ერთად განიხილება ასევე, პატიებული სესხები. პატიებული სესხები ისეთი სესხებია, რომელთაუკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებაზე სესხის გამცემი ნებაყოფლობით ამბობს უარს, გარკვეული, ადრე შეთანხმებული პირობების თანახმად.
სახელმწიფოს მიერ გაცემული ნაპატიები სესხი იგივე სახელმწიფო გრანტია, თუ არსებობს იმის დასაბუთებული გარანტია, რომ საწარმოს მიერშესრულდება სესხის პატიებისპირობები. მაგალითად, საწარმოებს, რომლებიც ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მუშაობენ, შეიძლება მიეცეთ შეღავთიანი სესხები. ასეთ შემთხვევაში შეღავათიანი სესხები წარმოადგენს სტიმულს მეწარმეებისთვის აწარმოონ ბიზნესი ამ რეგიონებში. სესხის ასეთი პირობით გაცემა, კერძოდ,საწარმოს განთავისუფლება სესხის ძირითადი თანხის ან პროცენტების გადასახადისგან, შეიძლება საწარმოსგან მოითხოვდეს ამ რეგიონში 10 წელზე მეტი ხნით მუშაობის ვალდებულებას.
სახელმწიფო იღებს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საზოგადოებასა ან ეკონომიკაზე ზემოქმედების პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს ზემოქმედებისერთ-ერთი მეთოდიაფინანსური სტიმულების შექმნა. ეს უკანასკნელი კიხელს უწყობს საზოგადოების ან ეკონომიკის საჭირო მიმართულებით განვითარებას.
სახელმწიფოს ყველაზე გავრცელებულ მიზნებს ამ მიმართულებით მიეკუთვნება (იხ. ცხრილი).
სახელმწიფო გრანტები შეიძლება იყოს პირდაპირი, ფულადი გადახდების სახით, ან საგადასახადო შეღავათების სახით. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის მათ შეიძლება მიეცეთ ახალიკომპიუტერების, ან სხვა საოფისე ტექნიკის შესაძენად დამატებითი საგადასახადო შეღავათები.
სახელმწიფო გრანტების მიღება მთლიანად უნდა აისახოს ფინანსურ ანგარიშგებაში და სათანადო წესით განაწილდეს საანგარიშგებო პერიოდებს შორის.
სახელმწიფო გრანტი შემოსავლების სახით უნდა აღიარდეს პერიოდებში, რომელიც საჭიროა ამ გრანტების დასფარავ ხარჯებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. არ შეიძლება გრანტები აისახოსუშუალოდ მესაკუთრეთა წილში.
საბოლოოდ, სახელმწიფო გრანტი ყოველთვის აღიარდება შემოსავლის სახით, ან მაშინვე, მისი მიღებისას, ან მომავალ პერიოდებში, მიუხედავად იმისა, მიღებული იყო ფულადი ფორმით, მატერიალური აქტივის ფორმით, თუ სახელმწიფოსწინაშე საწარმოს ვალდებულების შემცირებით.
მაგალითი 2.
საწარმომ მიიღო სახელმწიფო გრანტი დასაქმებისთვის და დაუყოვნებლივ დაიწყო კვალიფიციურიპერსონალის შერჩევა.
უნდა აღიაროს თუ არა საწარმომ გრანტი და როდის?
საწარმომ გრანტი უნდა აღიაროს გრანტის გამოყოფის შესახებ რწმუნების მიღებისთანავე.
მაგალითი 3.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს გამოუყო მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ ამ ნაკვეთზე საწარმო ააშენებს ახალ ქარხანას 1.000 სამუშაო ადგილით.
რამდენი იქნება გრანტის რეალური ღირებულება?
რამდენადაც შეფასდება მიწის ნაკვეთი რეალური ღირებულებით. საწარმომ მოიწვია დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც ნაკვეთიშეაფასა რეალური ღირებულებით 315.000 ლარად.ამრიგად, აქტივი, ანუ მიწის ნაკვეთი აისახება 315.000 ლარად და ამდენადვე შეფასდება გრანტი.
სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა
სახელმწიფო გრანტების მიღება მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომენტში, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მათი აღიარება-ასახვის საკითხები. ამ უკანასკნელისთვის კი საჭიროა შეირჩეს შესაბამისი სააღრიცხვო მეთოდი.
სტანდარტის თანახმად, გრანტის მიღების ფორმა გავლენას არ ახდენს იმ სააღრიცხვო მეთოდის შერჩევაზე, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს მისი აღრიცხვისთვის.
ეკონომიკური მიზანი |
ეკონომიკური სტიმულირების მეთოდი
|
უმუშევრობის შემცირება |
|
ტურიზმის განვითარება |
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა |
გრანტები ენერგიის მოხმარების საერთო დონისა და ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების ღონისძიებებისათვის |
გრანტის აღრიცხვა ერთნაირად ხდება გრანტის ფულის სახით, სხვა აქტივების სახით მიღებისასდა მაშინაც, როდესაც იგი სახელმწიფო ვალდებულების შემცირებაა მიღებული.
ბასს-ით განსაზღვრულია სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის ორი მიდგომა: კაპიტალ- მეთოდი და შემოსავალ- მეთოდი.
კაპიტალ- მეთოდის გამოყენებისას გრანტი პირდაპირ საკუთარ კაპიტალში აისახება.
შემოსავალ- მეთოდის გამოყენებისას კი გრანტი შემოსავლის სახით აისახება ერთიან მეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. მაშინ, როდესაც სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებული დანახარჯები გაიწევა.
ბასს 20 - ით შემოთავაზებულია კაპიტალ- მეთოდის და შემოსავალ-მეთოდის უპირატესობები. კაპიტალ- მეთოდის უპირატესობის ძირითად არგუმენტად
მიჩნეულია შემდეგი:
სახელმწიფო გრანტი დაფინანსების საშუალებაა და ამიტომ უნდა აისახოს სახელმწიფო გრანტის სახით ბალანსში და რადგანმოსალოდნელი არაა გრანტის თანხის დაბრუნება, იგი პირდაპირ უნდა დაკრედიტდეს აქციონერთა წილში;
სახელმწიფო გრანტები არ უნდა აღიარდეს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, რადგან ის არ არის საწარმოს მიერ გამომუშავებული. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ წახალისებას, მასთან დაკავშირებული დანახარჯების გარეშე.
რაც შეეხება შემოსავალ- მეთოდის უპირატესობას მის არგუმენტად მიჩნეულია შემდეგი:
რადგანაც სახელმწიფო გრანტები არ მიიღება აქციონერებისგან, არ შეიძლება მათი პირდაპირ აქციონერთა კაპიტალის შემადგენლობაში ასახვა. მათი აღიარება უნდა მოხდეს შესაბამისი პერიოდების შემოსავლების სახით;
საწარმო მაშინ იმსახურებს გრანტის მიღებას, თუ დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს და მისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ამიტომ გრანტები უნდა აისახოს შემოსავლების სახით და დაუპირისპირდეს იმ დანახარჯებს, რომლებიც ფინანსდება გრანტებით;
სახელმწიფო გრანტები, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება. ამიტომ მოგების გადასახადი,, სხვა ანალოგიურ გადასახადებთან ერთად, საწარმოს მოგებისა და ზარალისანგარიშგებაში უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო გრანტებთან ერთად.
შემოსავალ-მეთოდისთვის დამახასიათებელია ის, რომ სახელმწიფო გრანტი შემოსავლად აღიარდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც გაიწევა გრანტთან დაკავშირებული დანახარჯები.
სახელმწიფო გრანტის შემოსავლად აღიარება მათი მიღებისთანავე, ე. ი. საკასო მეთოდით, როგორც ეს ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ პირველი მაგალითშია, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდება. კერძოდ, მაშინ, როდესაც გრანტის საანგარიშგებო პერიოდებზე გადანაწილების სხვა საფუძველი არ არსებობს. დანარჩენ შემთხვევებში კი გრანტების შემოსავლად აღიარება დარიცხვის მეთოდს ეფუძნება.
აქტივებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა
აქტივებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტები, მათ შორის არაფულადი გრანტები ფინანსურ ანგარიშგებაში რეალური ღირებულებით, აისახება ორი მეთოდით:
გრანტის გადავადებული შემოსავლის სახით აღიარებით, ან
გრანტის გამოქვითვით აქტივის საბალანსო ღირებულების მისაღებად.
გრანტის ასახვა გადავადებულ შემოსავალში შემოსავალ- მეთოდით
პირველი მეთოდის თანახმად, გრანტი აისახება მომავალი პერიოდის შემოსავლის სახით ანგარიშზე „გადავადებული შემოსავალი“, ხოლო, აქტივის სასარგებლო მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში ხდება მისი საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლად აღიარება. ამ მიდგომის თანახმად, გრანტი შემოსავლად აღიარდება, ან მთლიანად მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ერთი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ან ნაწილ-ნაწილ გადავადებული შემოსავლის ანგარიშიდან ჩამოწერის გზით, თუ გრანტი აღიარდება რამდენიმე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.
ამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტების შემოსავლების სახით აღიარება ხდება პროპორციულად ყველა საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დარიცხულია ამორტიზაცია მოცემულ აქტივებზე.
მაგალითი 4. გრანტის გადავადებული შემოსავლის სახით აღიარება
საწარმომ კომპიუტერების შესაძენად მიიღო გრანტი ფულადი სახით 25.000 ლარი, რომელიც გადარიცხა საბანკო ანგარიშიდან. საწარმო ამორტიზაციას აღრიცხავს წრფივი მეთოდით 5 წლის განმავლობაში. აღნიშნული ოპერაციების შედეგად საწარმომ უნდა აღიაროს გადავადებული შემოსავალი 25000 ლარის ოდენობით დაამავე დროს უნდა ასახოს მიღებული ფულით კომპიუტერული ტექნიკის შეძენა.
ზოგჯერ საწარმო იძენს აქტივებს საკუთარი სახსრებით, ხოლო მოგვიანებით იღებს რწმუნებას გრანტის მიღების შესახებ. ამ შემთხვევაში საწარმოს მიერ აღიარდება მოთხოვნა გამოყოფილ გრანტებზე, რომელიც დაიფარება გრანტის თანხის მიღებისთანავე.
არაამორტიზებად აქტივებთანდაკავშირებული გრანტები შეიძლება გარკვეული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობდეს. ასეთი გრანტები შემოსავლებად იმ საანგარიშგებო პერიოდებში აღიარდება, როდესაც გაიწევა დანახარჯები ამ ვალდებულებების შესასრულებლად. მაგალითად, მიწის ნაკვეთის სახით მიღებული გრანტი შეიძლება შეიცავდეს ამ ნაკვეთზე გარკვეული შენობა-ნაგებობების მშენებლობის პირობას. გრანტი შემოსავლად უნდა აღიარდესამ შენობა-ნაგებობის მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში.
მაგალითი 5. არაამორტიზებად აქტივებთან დაკავშირებული გრანტის აღრიცხვა
საწარმომ მიიღო სახელმწიფო გრანტი მიწის ნაკვეთის სახით. მისი რეალური ღირებულებაა 52.000 ლარი. ამ ნაკვეთზე საწარმო აშენებს 250.000 ლარის ღირებულების შენობას.შენობა ამორტიზებული იქნება 25 წლის განმავლობაში. ყოველწლიურად ამორტიზაცია დაერიცხება წრფივი მეთოდით 10.000 ლარისოდენობით,რაც აღიარდება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში სხვა საოპერაციო შემოსავლების სახით. აქტივებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტების აღიარების მეორე მეთოდი გულისხმობს გრანტის გამოქვითვას აქტივისსაბალანსო ღირებულების მისაღებად. ამ მეთოდის თანახმად, გრანტი შემოსავლად აღიარდება ცვეთადი აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტი წარმოადგენს სახელმწიფო დახმარების პაკეტის ნაწილს, შეიძლება წარმოიქმნას გრანტების ნაწილებად დაყოფისდა შემოსავლებისნაწილების სახით აღიარების აუცილებლობა.
მაგალითი 6. გრანტების ნაწილებად დაყოფა
ეკონომიკურად არამომგებიანი მთიანი რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოს გამოეყო გრანტები მშენებლობაზე, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, კადრებისმოძიებასა და მომზადებისთვის 300.000 ლარი,მათ შორის მშენებლობაზე - 150.000 ლარი; კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე - 50.000 ლარი; კადრების მოძიებასა და მომზადებაზე - 100.000 ლარი.
თითოეული ამ გრანტებიდან აღირიცხება განცალკევებულად, მაშინაც როცაფული ერთდროულად არის მიღებული.
შემოსავლებთან დაკავშირებული სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა.
ბასს 20 - ით დაშვებულია შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტების ასახვის ორი მეთოდი:
მიმდინარე პერიოდის შემოსავლების სახით;
შემოსავლებიდან მათთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვით.
საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტები აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ან ცალკე მუხლის სახით, ან საერთო სახელწოდებით „სხვა შემოსავლები“.
ბასს-ით დაშვებულია ორივე მეთოდის გამოყენება. ფინანსური ანგარიშგების სწორად გაგებისათვის მიზანშეწონილია გრანტის ასახვა ფინანსური ანგარიშგების განმარტებებში. მიღებულია, რომ განმარტებებში აისახოს გრანტისგავლენა შემოსავლების ან ხარჯების ნებისმიერ მუხლზე, რომლის ცალკე ასახვა მოითხოვება ბასს-ით.
ბასს 20 - ის თანახმად, სახელმწიფო გრანტი, რომელიც მიღებული იქნება გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაციის სახით, ან საწარმოს გადაუდებელი ფინანსურიდახმარების მიზნით, რომელსაც არ ექნება შესაბამისი სამომავლო ხარჯები, უნდა აღიარდეს იმ პერიოდის შემოსავლად, როდესაციგი მიღებას დაექვემდებარება.
სახელმწიფო გრანტი, რომელიც განკუთვნილია საწარმოსთვის უშუალოდ გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, უკვე გაწეული სპეციფიკური დანახარჯების სტიმულირების მიზნით, აისახება კონკრეტული საწარმოს შემოსავლის სახით იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც საწარმო მის მიღებას განსაზღვრავს.
თუ სახელმწიფო გრანტი საწარმოზე გაცემულია წინა საანგარიშგებო პერიოდში გაწეული ხარჯების ან ზარალის კომპენსაციის სახით, მაშინ გრანტის შემოსავლის სახით აღიარება ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდში,როცა გრანტიმიიღება.
მაგალითი 7. გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაცია
A საწარმო სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის. მან სახელმწიფოსგან მიიღო გრანტი ფულის სახით 80.000 ლარის ოდენობით, ბიზნესის მხარდასაჭერად, საწარმოს მიერ არ გაიწევა რაიმე კონკრეტული დანახარჯები.
როგორ უნდა მოიქცეს საწარმო გრანტის აღიარებასთან დაკავშირებით?
საწარმომ მთლიანად უნდა აღიაროს გრანტი და განმარტებებში შესაბამისი ინფორმაცია უნდა ასახოს. მიღებული გრანტი აისახება ფულადი საშუალებებისანგარიშის დებეტში და სხვა საოპერაციო შემოსავლების ანგარიშის კრედიტში.
სახელმწიფო გრანტების დაბრუნება
სახელმწიფო გრანტის ნაწილობრივ, ან მთლიანად დაბრუნებისას, დაბრუნებული თანხა უნდა გამოიქვითოს გრანტის დარჩენილი თანხიდან. სახელმწიფო გრანტები, რომლის დაბრუნებაზე წარმოიქმნება მოთხოვნა, განიხილება სააღრიცხვო შეფასებების გადასინჯვის სახით (ბასს 8 „სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები“).
თუ შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტის დაბრუნებასა აქვს ადგილი, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა დაუპირისპირდეს გრანტთან მიმართებაში წარმოქმნილ არაამორტიზებულ გადავადებულ ვალდებულებას. თუ დასაბრუნებელი თანხა ასეთი ვალდებულებების თანხაზე მეტია, ან თუ არ არსებობს ასეთი გადავადებული ვალდებულება, გრანტის დასაბრუნებელი თანხადაუყოვნებლივ ხარჯად უნდა აღიარდეს.
მაგალითი 8. გრანტის დაბრუნება
აუდიტორებმა დაადგინეს, რომ გრანტის ზოგიერთი პირობა არ იყო დაცული და საწარმომ უნდა დააბრუნოს 20.000 ლარი. გადავადებული შემოსავლის სახით ამ დროისათვის ირიცხებოდა 15.000 ლარი. დასაბრუნებელი გრანტის თანხის გადავადებულ შემოსავლებზე ნამეტი დაუყოვნებლივ აღიარდება ხარჯად.
აქტივებთან დაკავშირებული გრანტის დასაბრუნებელი თანხით გაიზრდება აქტივის საბალანსო ღირებულება,ან შემცირდება გადავადებული შემოსავლის ნაშთი დასაბრუნებელი თანხის ოდენობით. დაგროვილი ცვეთის თანხა,რომელიც დაბრუნებამდე იყო აღიარებული, გრანტის არარსებობის პირობებში დაუყოვნებლივ ხარჯად აღიარდება.
სახელწიფო დახმარება
როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფო გრანტებს არ მიეკუთვნება ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ განსხვავდება ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული,დასაბუთებული ღირებულება.
ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება, რომელიც საწარმოს ჩვეულებრივი კომერციული გარიგებისაგან არ განსხვავდება და სახელმწიფოს მიერ პროდუქციის გარკვეული ნაწილის სახელმწიფოს მიერ შესყიდვის უზრუნველყოფას გულისხმობს, სახელმწიფო შესყიდვას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სახეზეა სარგებლის არსებობა, მაგრამ ძნელია სახელმწიფო დახმარებისგან კომერციული საქმიანობის გამოყოფა და მას წმინდა სუბიექტური ხასიათი ექნება.
ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარება კი, რომელსაც არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული, დასაბუთებული გარიგება, მიეკუთვნება უფასოტექნიკურიდა მარკეტინგული რჩევებიდა გარანტიების მიცემა.
სახელმწიფო დახმარების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ასევე ნულოვანი და დაბალ განაკვეთიანი სესხები, მაგრამ ეკონომიკური სარგებლის რაოდენობის შესაფასებლად არ გამოდგება საპროცენტო განაკვეთის სიდიდე.
ბასს 20 განმარტავს,რომ სახელმწიფო დახმარების ქვეშ არ იგულისხმება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, საერთო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელის გაუმჯობესება,ასევე მთელი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისთვის განხორციელებული საირიგაციო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.
განმარტებითი შენიშვნები.
ფინანსურ ანგარიშგებას თან უნდა დაერთოს განმარტებები, სადაც უნდა აისახოს:
გრანტებისთვის საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა ფინანსურ ანგარიშგებაში გრანტების წარდგენის მეთოდები;
გრანტების ოდენობა, ხასიათი;
ინფორმაცია სახელმწიფო დახმარების სხვა ფორმების შესახებ, საიდანაც საწარმომ პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მიიღო;
შეუსრულებელი პირობები ან გაუთვალისწინებელი მოვლენები სახელმწიფო დახმარების შესრულებასთან დაკავშირებით.
![]() |
9 ბირჟა |
▲back to top |
![]() |
9.1 საბირჟო ფსიქოლოგია |
▲back to top |
ნანა შონია,
ეკონომიის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბირჟაზე ადამიანების ქცევის ფსიქოლოგია საფინანსო ბაზრებზე არსებული ინფორმაციის გასაღება. ნებისმიერი გრძნობები და გამოვლინებები წარმოჩინდება ხისტ საბაზრო ბატალიებში, როგორც ქიმიური ხსნარი ლაკმუსის ქაღალდზე.
ჩვენთვის, ყველასთვის დამახასიათებელი გრძნობები - შიში, სიხარბე და სწრაფი საბირჟო ვაჭრობა - ხშირად განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენს თრეიდერის ქცევაზე, ამიტომ, სუსტი და თვითდაჯერებული, ხარბი და ზანტი ადამიანები განწირულიარიან, რომ გახდნენ ბაზრის მსხვერპლნი. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და უპირატესობების, დადებითი და უარყოფითი თვისებების ცოდნას შეუძლია დაგვეხმაროს გაკოტრების თავიდან აცილებაში.
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
თუკი თქვენ ამას კიდევ დაამატებთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადეკვატურ შეფასებას და ბაზრის ბრბოს შესაბამისი ქცევის უნარს, მაშინ, თქვენ გარანტირებული გაქვთ წარმატება.
საერთაშორისო დონის ,,ბირჟავიკი“ და ტექნიკური ანალიზის ექსპერტი - ალექსანდრე ელდერს მიაჩნია, რომ სავალუტო ბირჟისა და მისი წევრების წარმატებული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია საბირჟო ფსიქოლოგიასთან, რადგანაც წარმატებული საბირჟო საქმიანობა დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე:
1. ფსიქოლოგია; 2. რისკების მართვის მეთოდები; 3. კონტროლი რისკის მართვაზე.
მეცნიერული და პრაქტიკული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ფინანსური ბაზრის მონაწილეების ფსიქიკაზე შემდეგი ინდიკატორები მოქმედებს: სიხარბე, იმედი და შიში.
სიხარბე არის მამოძრავებელი ძალა იმისა, რაც თქვენ გაიძულებთ იმუშაოთ სპეკულაციურ ფინანსურ ბაზრებზე. თუკი თქვენი სიხარბე მცირეა, მაშინ, ცოტა გარიგებას დადებთ და ხელიდან გაუშვებთ ბევრ კარგ მომენტს. აღნიშნულ შემთხვევაში გეძლევათ რეკომენდაცია დაკავდეთ სხვა სახეობით, უფრო მშვიდით. თუკი თქვენს სიხარბეს საზღვრები არ გააჩნია, თქვენ ეცდებით რაც შეიძლება მეტი გარიგებაზე წახვიდეთ და თავს დაესხათ ბუნდოვანი პერსპექტივების რისკს. ამ შემთხვევაში უმჯობესია კაზინოში ითამაშოთ, ეს თქვენს ბუნებასთან ახლოსაა და უფრო იაფიც.
1. სიხარბის მოქმედების შედეგი არის გარიგებების დადების მოტივაცია, რომელიც ორი სახისაა:
2. რაციონალური მოტივაცია - ჩვეულებრივ ახასიათებს ახალგაზრდა თრეიდერს ბაზარზე პირველ შესვლამდე, აგრეთვე პროფესიონალი თრეიდერის მუშაობას;
არარაციონალური მოტივაცია - რომელიც გამოიხატება მოთამაშის აზარტულ ხასიათში, რაც პრაქტიკულად ყველა თრეიდერს გააჩნია, მაგრამ ისინი აკონტროლებენ თავიანთ აზარტს, სხვები კი არიან ემოციისმონები და განწირულნი წაგებაზე.
აზარტის ზეგავლენით მოთამაშის გამოვლენა შესაძლებელია შემდეგი სიგნალების მეშვეობით:
თუ თრეიდერი ეკითხება სხვებს: ,,რას ფიქრობთ ამის შესახებ“?;
თუ სხვებს უყვება თავის ღია პოზიციების შესახებ;
თუ თრეიდერს არ გააჩნია გარიგებების დადებამდე შედგენილი გეგმა.
ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად აზარტის ზეგავლენით მუშაობს და არა გონებით.
ამ შემთხვევაში საუკეთესო რჩევა იქნება შემდეგი - გარიგების დადების გეგმის შედგენა, რაც აზარტის საუკეთესო „წამალია“.
შემდეგი ფაქტორი, რომელიც თრეიდერს უბიძგებს გარიგების დასადებად, არის სარგებლის (მოგების) მიღების იმედი. ბუნებრივია, ნებისმიერი სამუშაოს აზრი მდგომარეობს ფულის გამომუშავებაში. მაგრამ, როდესაც იმედიპრევალირების გათვლაზეა, მაშინ, თრეიდერი რისკავს სიტუაციის ანალიზის დროს და გადაჭარბებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რითაც ,,ბუზი-რეალობას“ „სპილო-ოცნებად“ გადააქცევს. ზუსტად უზარმაზარ იმედს მიჰყავს დამწყები თრეიდერები გაკოტრებამდე.
იმედი განსაზღვრავს თრეიდერის ქცევას ორ ძირითად შემთხვევაში:
ბაზარზე შესვლის მომენტში მხოლოდ სარგებელის მიღების იმედს შეუძლია აიძულოს ადამიანი ჩაიდინოს კონკრეტული მოქმედება ფინანსურ ბაზარზე;
დანაკარგის მიღების მომენტში, როდესაც ჩნდება იმედი სიტუაციის უკეთესობისკენ მობრუნების.
საბირჟო ვაჭრობის დროს იმედი გაივლის თავისი განვითარებისა და არსებობის სამ ეტაპს.
პირველ ეტაპზე, როდესაც დანაკარგი უმნიშვნელოა, იმედი გარდაუვალია და შეიძლება გამართლებულიც იყოს (თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ პროგნოზში და მოქმედებთ წინასწარ მიღებულიგეგმის თანახმად).
მეორე ეტაპზე, დანაკარგის შემდგომი ზრდის დროს იმედი თავის პიკს უახლოვდება.
საკითხის გადაწყვეტა - დაიხუროს წამგებიანი პოზიცია, თუ ყველაფერი დარჩეს როგორც არის - უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერად აკონტროლებს თავის სურვილებს თრეიდერის მოგება.
მესამე ეტაპი ხასიათდება კრიტიკული - დანაკარგებით, როდესაც იმედი უკვე ტოვებს თრეიდერს და მის ნაცვლად მოდის სასოწარკვეთილება (განსაკუთრებით ძლიერად სასოწარკვეთილება სუსტ და დამწყებ თრეიდერბში ვლინდება). საბაზრო მოთამაშეების უმრავლესობისთვის ცნობილია სიცარიელის ეს შეგრძნება, როდესაც გგონია, თითქოს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. ადამიანმა, რომელმაც მაინც გადაიტანა იმედის უკანასკნელი ეტაპი, თამამად შეიძლება საკუთარითავი ჩათვალოს შემდგართრეიდერად.
სავაჭრო პრაქტიკაში მესამე ინდიკატორად გვევლინება შიში, რომელიც წარმოიშობა, დანაკლისის შემთხვევაში. ზოგს შიში პარალიზებას უკეთებს. მათ აღარ ძალუძთ დროზევაჭრობის შეწყვეტა და კარგავენ ყველაფერს. სხვებს შიში აიძულებს იმოძრაონ და დადონ ურთიერთგამომრიცხავი გარიგება, რაც აგრეთვემხოლოდაჩქარებს გაკოტრებას. კრიტიკულ მომენტში უმჯობესია რაიმეს გაკეთება, ვიდრე იჯდეს უმოქმედოდ და თვალყურს ადევნებდეს როგორ ორთქლდება კოტირებების ცვლასთან ერთად ოცნებები მშვენიერ მომავალზე. ამასთანავე, ნერვიულ მოძრაობას დაუპირისპიროს კრიზისისგან გამოსვლის გონიერი და მიზანმიმართული ნაბიჯები.
ამიტომ, ამ შემთხვევაში რჩევა ასეთია: თრეიდერი სანამ ვაჭრობას დაიწყებდეს, მანამ უნდა ისწავლოს საბირჟო ვაჭრობის პრინციპები და საბირჟო ფსიქოლოგია, რის საფუძველზეც ის შეძლებს არ ჩავარდეს პანიკაში,იმოქმედოს გარკვეული პოზიციის გახსნამდე (შესაბამისად, შიშის გაჩენამდე) მის მიერ შედგენილი გეგმით.
გამომდინარე აქედან, კლიენტმა თავისი კაპიტალის მიზანმიმართული დაბანდების მიზნით აუცილებელია მიმართოს წარმატებულ თრეიდერს, რაც საკმაოდ რთული პროცესია, რადგანაც საჭიროა თრეიდერისმოქმედებათა ფსიქოანალიზი. თრეიდერის მოქმედებათა ფსიქოანალიზის ძირითადი ამოცანაა იმ ფსიქიკური ნაკლოვანებების გამოვლენა,რომლებსაც შეუძლია დანაკლისის გამოწვევა და მათი კორექცია. მაგრამ, საინტერესოა, როგორ გამოვავლინოთ და შევამოწმოთ აქვს თუ არა თრეიდერს უნარი აწარმოოს წარმატებული ვაჭრობა.
საერთოდ პოზიციის გახსნამდე ყველა თრეიდერი თანაბარია. ერთნი ისე არიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, შეუძლიათ ,,დუჟმორეულმა“ დაიცვან საკუთარი შეხედულება (აზრი), მეორენიკი ,,წყნარი“ თრეიდერები არიან. ისინი მდუმარედ ისმენენ სხვის აზრს, მაგრამ ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. მესამენი კი მზად არიან ნებისმიერი რამე დაუსრულებლად განიხილონ. ვაჭრობის შედეგებზე ასეთი განსხვავებულიქცევა არავითარ ზეგავლენასარ ახდენს. ყოველი მათგანი ერთნაირად საშიშია ,,ცოცხალ ფულთან“ მუშაობისას.
მაგრამ პოზიციის გახსნიდან რამდენიმე ხანში (5-10 წუთი მოკლევადიანი თამაშისთვის, ან შემდეგი დღე გრძელვადიანი პოზიციებისათვის) ჩვეულებისამებრ ნათელი ხდება,სწორად მოხდა გარიგება,თუ შეცდომით დროის მცირე მონაკვეთში შეიძლება განვსაზღვროთ, როგორ რეაგირებს თრეიდერი დადებითი, თუ უარყოფითი ემოციების მიღებაზე - აგრესიულად, თუ პასიურად.
მაშასადამე, თრეიდერის სხვადასხვა კატეგორია არსებობს: აქტიური,პასიური და ინტელექტუალური თრეიდერები.
თრეიდერის აქტიური რეაქცია გამოიხატება მოძრაობების სიმკვეთრესა და აზრის სიმარდეში ღია პოზიციის მიმართ. ხოლო პასიური რეაქცია გამომჟღავნდება თრეიდერის ხანგრძლივ უმოქმედობაში,თავისებურგარიგებებში და ა.შ. პასიური თრეიდერებისთვის დამახასიათებელია გასაშუალება. ანალოგიურად, მაგრამ უკვესულ სხვა მიზეზთა გამო რეკომენდირებულ ფინანსურ გეგმას მიემხრონ აგრესიული თრეიდერებიც. თრეიდერების უკანასკნელი ტიპი მიისწრაფის ნაჩქარევი, გაუაზრებელიმოქმედებისკენ, რამაცშეიძლება ძლიერ ავნოთ მათ.
აქტიური თრეიდერები იხრებიან ,,გადაბრუნებისკენ“. ამიტომ,პოზიციის გახსნისა და დახურვის წინ აუცილებლად უნდა გაიგონ, რა მონაცემების, ან დასკვნების საფუძველზე ხდება არსებული გარიგება.თუ კი ვერ მიიღებთ ობიექტურ მიზეზებს და მის შესაბამის დამაჯერებელ პასუხს, თქვენს წინაშეა ინსტინქტურად, ან ინტუიციურად ორიენტირებული თრეიდერი. ინსტინქტურ თრეიდერს ახასიათებს მითითება გარიგების განხორციელების ფიზიკურ მიზეზებზე, წინა გამოცდილებასა და ბაზრის ქცევაზე. ინტუიციურად ორიენტირებულ თრეიდერს საერთოდ არ ძალუძს რაიმე დამაჯერებლის წარმოთქმა, გარდა, საკუთარი წინათგრძნობებზე მითითებისა.
თრეიდერს შემდეგი დადებითი თვისებები უნდა გააჩნდეს:
უნდა იყოს ინტელექტუალური; უნდა გააჩნდეს ინტუიციის უნარი; უნდა იყოს გაწონასწორებული.
თუ გარიგების დადების ფაქტი ლოგიკურად იქნება ახსნილი, თქვენს წინაშეა ინტელექტუალური ტიპის თრეიდერი. მაგრამ ამ ტიპის თრეიდერს უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს, კერძოდ: მეტისმეტი გონიერება ხშირად ემსახურება შიშის დაფარვას ბაზრის არცნობის გამო და შიშის დაფარვას გარიგების დადების წინ.
ინსტინქტი თრეიდერში ვლინდება მატერიალურ დონეზე. თრეიდერის ნებისმიერი პირველსაწყისი მოქმედება განიხილება ისე, როგორც მისი სურვილი დაიკმაყოფილოს სხვადასხვა მატერიალური ინტერესები.
თუკი რაიმე მოქმედების (ყიდვის ან გაყიდვის) ედეგად რეიდერმა იზარალა, ეს თითქმის იგივეა, თუ საკვების მოპოვების პროცესში ის შეეჯახა გადაულახავ წინაღობას და დაკარგა ან მარცხენა თვალი ან მარჯვენა ფეხი.ნებისმიერი ნორმალური ადამიანი დაიხევს უკან და ეცდება ამ ადგილზე მარტო აღარ შევიდეს. მაგრამ, თუკი თრეიდერმა ეს ჩვევა გამოიმუშავა, თანაც საკმაოდ იოლად, მაშინ აღნიშნული ფაქტი უთანაბრდება მის მიერ აღმოჩენილ ტყის კარგ სავარგულებს, სადაც ბინადრობს ბევრი დაუფრთხობელი ნადირ-ფრინველი. თრეიდერი ხშირად შეიხედავს ასეთ ,,კარგ სავარგულებში“.ასეთად გვევლინება ბაზრის თრენდული ქცევის თავისებური პირველსახე, როდესაც ფასის ძლიერი, ერთმიმართულიდინამიკა თავის თავს ამაგრებს.
თრეიდერის ინტელექტი ვლინდება მის უნარში - ლოგიკურად გაიაზროს რა ხდება მის ირგვლივდა მის გარშემომყოფთა შორის და ამის საფუძველზე მიიღოს ყველაზემარტივი და სწორი გადაწყვეტილება. თუ ინსტინქტი გაუაზრებლად მოქმედებს, იყენებს საკუთარ მეხსიერებას, მაშინ ინტელექტი ცდილობსდამოუკიდებლად გაიაზროს ეს რჩევები და წესები საკუთარი მსოფლმხედველობისა და შეცვლილი გარე პირობების შესაბამისად. სწორედ ინტელექტია მოწოდებული იპოვოს ჩიხიდან გამოსასვლელი, სადაც შეუძლია შეიყვანოს ძველიწესების უბრალო მიმდევრობამ.
ძლიერ თრეიდერს საკუთარი ინტუიცია უნდა გააჩნდეს. ინტუიცია არის ადამიანის უნარი შეაღწიოს მოვლენათა არსში ,არა განსჯის, ან ლოგიკური აზროვნების მეშვეობით, არამედ მყისიერი,გაუაზრებელიგაბრწყინების გზით. ეს არის თრეიდერის უნარი ,,ხედავდეს ბაზარს არა თვალით, არამედ,გულით“, მაგრამ,თუ გინდათ გაგაჩნდეთ მაღალგანვითარებული ინტუიცია, არ შეიძლება ბაზარზემოქმედება მხოლოდ მისი გამოყენებით.ეს იგივეა, რომ თვალებაკრულმა იაროთ უფსკრულის პირას. ეს, როგორც მინიმუმი - ძალიან დამქანცველია, ხოლო, როგორც მაქსიმუმ კი - შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ.
თრეიდერი უნდა იყოს გაწონასწორებული. ისეთი თვისებები,როგორიცაა: სიმშვიდე და თუნდაც თავშეკავებულობა ძალიან მნიშვნელოვანია თრეიდინგში თრეიდერის წარმატებისთვის. თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით, რომ თავისუფალი უნდა იყოთ ემოციების ზეგავლენისგან ვაჭრობის დროს. ძალიან ცოტა თრეიდერი აცნობიერებს, რომ მათ ეს უნარი ბუნებრივად გააჩნიათ, ან ადვილად შეუძლიათ მიაღწიონ ამ მდგომარეობას. ამის გაგება დაგეხმარებათ თქვენ გამოიმუშაოთ ეფექტური მეთოდები, რომლითაც სწრაფად მიაღწევთ გაწონასწორებულობას.
ადამიანების უმეტესობისთვის ბუნებრივია ემოციური პასუხი იმ მოქმედებებზე და მოვლენებზე, რომლებშიც ისინი ამჩნევენ ზეწოლის, ან სტრესის რაიმე სახეობას.ამ თვისებას ამჩნევს ყველა თუ პირველი გარიგებისთანავე, მიუხედავად იმისა, იცის მან თრეიდინგის პრობლემებზე, თუ უბრალოდ ემოციურად რეაგირებს ვაჭრობის შედეგებზე. მან, შესაძლებელია, გარკვეულწილად ისწავლოს საკუთარი ემოციური რეაქციების ,,დამალვა“, მაგრამ, თუკი მას არ შეუძლია ბუნებით ემოციების გარეშე ფიქრი, ის განაგრძობს ემოციურ რეაგირებას და ეს დაეტყობა მის შემდგომ ვაჭრობას.
ძირითადი ემოციური რეაქციები ვაჭრობის შედეგად არის სიხარულის გრძნობა, როდესაც არის მოგება, ან როცა არის ზარალი, რაც ტკივილს იწვევს. არშემდგარი ვაჭრობის შედეგებსაც შეუძლია მოჰყვეს ემოციური რეაქციები-სიხარული, ან ტკივილი, იმასთან მიმართებაში, როგორ განიხილავს თრეიდერი გამოტოვებულ, ან წამგებიან გარიგებას. საერთოდ, რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენს თრეიდერი, ვაჭრობის შედეგების ემოციური ეფექტები მით უფრო რბილი დამოწიფული ხდება. თუმცა, მათ შეუძლიათ დააყენონ დამწყები თრეიდერები დანაკლისის ხანგრძლივ და მტკივნეულ გზაზე.
ერთ-ერთი საინტერესო და ინტუიციური პუნქტი თრეიდერებში, რომლებზეც მოქმედებენ მათი ემოციები, არის ის, რომ ძალიან ხშირად ისინი ვაჭრობენ არა მოღვაწეობის,ან სწორი გადაწყვეტილებების მიღების გამო, არამედ ფულისთვის, შესაძლოა,თუნდაც საზოგადოებაში პრესტიჟისთვის. გამოდის, რომ რაც უფრო მეტად გრძნობს თრეიდერი სიხარულისა და ტკივილის ემოციებს, მით უფრო უკავშირებს მათ შემოსავლისა და ზარალის მკაფიო მოვლენებს,რასაც ნაკლებად შეუასაბამებს თრეიდინგს.
დღეისათვის ბევრმა წარმატებულმა და გამოცდილმა თრეიდერმა მთელი რიგი ნაკლოვანებებით გაიარა თრეიდერის საქმიანობა.ადამიანი თრეიდერადარ იბადება, ის უნდა გაიზარდოს თრეიდერად, ამისთვის მან უნდა ისწავლოს საბირჟო ვაჭრობის პრინციპებიდა გაითვალისწინოს იმ სპეციალისტთა აზრი, რომლებიც შემდეგ ფსიქოლოგიურ რჩევებს აძლევენ:
საბირჟო გარიგებები უნდა ხდებოდეს ნელა, თანდათანობით, ბევრი მცირესარგებლით, მანამდე,სანამ საკუთართავში დარწმუნებულობა მთლიანად არ იქნება აღდგენილი;
თრეიდერს ესაჭიროება ცოტაოდენი შესვენება, ამიტომ ის ცოტა ხნით განზე უნდა გადგეს, რათა გააგრილოს ემოციები;
ყველაზე ცუდი რაც თრეიდერს შეუძლია გააკეთოს, არის რევანშის აღება და მცდელობა, რომ დაიბრუნოს ის ყველაფერი, რაც დაკარგა. ეს მიიყვანს თრეიდერს ისეთ გარიგებებთან, რომლისგანაც ის სასურველზე მეტ შემოსავალს ელოდება,ვიდრე, რეალურად მიიღებს;
თრეიდერმა თავი უნდა დაანებოს გარიგებების აქტიურ ძიებას. დაელოდოს შესაძლებლობას, რომელსაც ის ვერ გამოტოვებს.როდესაც ნამდვილად მოვა თამაშის დრო, ამას ის აუცილებლად შეიტყობს.თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი საეჭვო გარიგებებისაგან, საერთოდ უნდა გამორიცხოს თამაშიდან აზარტის ელემენტი. ითამაშოს „სტოპების“ გამოყენებით და მხოლოდ იქ, საიდაც შეძლებს თამაშიდან უპრობლემოდ გამოსვლას;
როდესაც შესაძლებლობა განსაზღვრულია, მაშინ ავტომატურად უნდა განახორციელოს გარიგება, რომლის დროსაცარ იფიქროს, არაფერი არ შეაფასოს ორი რამის გარდა: რისკი და ყიდვის სიგნალი;
თუკი ვაჭრობა თრეიდერის საწინააღმდეგოდ წავიდა, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გამოვიდეს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. უფლებაარ მისცესთავს ხელმეორედ შეაფასოს გარიგება. უბრალოდ გამოვიდეს და დამთავრდა. თუ კი ვაჭრობა თრეიდერის სასარგებლოდ წამოვიდა, მაშინ დააფიქსიროს სარგებელი როგორც კი ამის შესახებ გაჩნდება სიგნალი;
თრეიდერმა არ უნდა მისცეთ თავს უფლება დათვალოს შემოსავალი და შეადაროს წანაგებს დანაკარგის დასაფარად. უბრალოდ,გაყიდოს იმავე წამს, როდესაც მას თავისი სისტემა, ან სტრატეგია უკარნახებს ამას. მას სჭირდება ბევრი მცირე სარგებელი, რათა აღდგეს მისი თვითდაჯერებულობა. ამიტომ, თრეიდერმა იმოქმედოს ავტომატურად, არ შეაფასოს და არ გადააფასოს ხელახლა ყოველი გარიგება, არ დაითვალოს ფული,არ გაამართლოს თავისი ქმედებები, უბრალოთივაჭროს, როგორც მანქანა, მკაცრი სისტემის მიხედვით. დისციპლინა ხდება მაქსიმალურად ხისტი. ასე ივაჭროს მანამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თავს არ იგრძნობს ისეთივე დაჯერებულად და ძლიერად, როგორც მსოფლიოში ცნობილი თრეიდერები.
ამის შემდეგ თრეიდერს შეუძლია თავს მისცეს უფლება გააგრძელოს სარფიანი გარიგება ცოტა დიდხანს, მაგრამ შეინარჩუნოს ამასთანავე მტკიცე შეჩერებები.
ამ აღდგენითი პერიოდის განმავლობაში თრეიდერმა ბედს არ უნდა უჩივლოს, არ გაამტყუნოს არავინ და არაფერი. სინამდვილეში, უმჯობესია ამაზე საერთოდ არ ისაუბროს.ერთადერთი გამონაკლისია, თუ კი არის ვინმე, ვისაც შეუძლია დაეხმაროს იპოვოს დეფექტი სისტემაში, რომელმაც გამოიწვია მისი დანაკარგი. მაგრამ არ უნდა ეცადოს მოიხსნას ტკივილი სხვებთან საუბრით. თუ კი მას თვითონ შეინახავს, მიიღებს პასუხისმგებლობის ძალის შეგრძნებას და მიიღებს შესაძლებლობას მოძებნოს პრობლემის რეალური გადაწყვეტა, რომელიც თვით თრეიდერშია.
საქართველოში, დღემდე არ არის განვითარებული შუამავალთა ინსტიტუტი და შესაბამისად, კვალიფიცირებული თრეიდერების დეფიციტი ნამდვილად არსებობს, ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია მომავალმა თრეიდერმა აუცილებლად გაითვალისწინოს ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და მერე დაიწყოს რეალური ანგარიშებით ვაჭრობა ნებისმიერ ბირჟაზე.
Annotation
Stock Psychology
Nana Shonia, Academic Doctor ATSU Associated Professor
Tbilisi State University of Economic Relations Full professor
In order to purposefully invest capital the client has to address a successful trader. It is rather difficult process since it is necessary to conduct psycho-analysis of the trader's actions. The main task of the psychological analysis of the trader is to expose the disadvantages that can cause losses and their correction. However, it's very interesting how to manifest and check whether the trader has the skills to conduct successful trading activities.
Scientific and practical research showed that the following factors influence the mental state of the market participants: hope, greed and fear.
There are different types of traders: active, passive and intellectual ones.
Before going into trading business trader should learn the principles of stock trading and stock psychology. Based on acquired knowledge he/she will be able not fall into panic and will act to a certain extent (before fear arises) according to his/her pre-designed plan.
![]() |
10 უძრავი ქონების ბაზარი |
▲back to top |
![]() |
10.1 საკადასტრო სარეგისტრაციო ინფორმაცია და უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირება |
▲back to top |
დავით ეგიაშვილი,
სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, გაეროს
ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის
განვითარების მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარე
მსოფლიო გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უძრავი ქონების ბაზარი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. აღნიშნული ბაზრის ფუნქციონირებისთვის კი, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიწისა და უძრავი ქონების საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციას, მის ხელმისაწვდომობას, უტყუარობას, გამჭვირვალობასა და სრულყოფილებას.
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური კრიზისი იმ ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რომლებსაც გამართული სარეგისტრაციო სისტემა გააჩნია, საქმე იმაშია, რომ მიწის ბაზრის ფუნქციონირება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციის არსებობაზე
ნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სარეგისტრაციო და საკადასტრო ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და რა ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასევე უნდა ვიცოდეთ, ინფორმაციის მიღების ფორმაზე - რა ფორმით უნდა იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონული, თუ ქაღალდის სახით, ასევე, რომელ ინსტიტუტებს აინტერესებს ეს ინფორმაცია და რა სტატუსით, ოფიციალური, დამოწმებული, თუ უბრალოდ ინფორმაცია.
უპირველესად, ინფორმაცია უნდა იყოს აკურატული - ეს ეხება, როგორც საკადასტრო, ასევე რეგისტრაციის მონაცემებს. ამასთან, იგი უნდა შეიცავდეს:
უძრავი ქონების ზუსტ მისამართს და მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას მისი მესაკუთრის შესახებ, იმ უფლებისდამდგენი დოკუმენტების სრულ ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც წარმოშობილია საკუთრების უფლება.
ყველა იმ ვალდებულების სრულ ჩამონათვალს, რომლის უზრუნველყოფის საშუალებადაც გამოყენებულია აღნიშნული უძრავი ნივთი, ინფორმაციას საგადასახადო დავალიანების არსებობა-არარსებობის შესახებ. (საინტერესოა უნდა იყოს თუ არა იპოთეკის თანხის ოდენობისა და პირობების შესახებ ინსაკადასტრო სარეგისტრაციო ინფორმაცია და უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირება ფორმაცია ხელმისაწვდომი. ძირითადად ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირებისთვის).
აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის ქონა შეზღუდვების შესახებ. (მაგალითად სერვიტუტი).
ასევე აუცილებელია ინფორმაცია მიწის დანიშნულების შესახებ - სასოფლო- სამეურნეოა, თუ არასასოფლო - სამეურნეო (სასოფლო - სამეურნეო მიწის შემთხვევაში უნდა ეწეროს მისი დანიშნულება - სახნავი, მრავალწლიანი, სათიბი, თუ საძოვარია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში - სამშენებლო, სამრეწველო,რეკრიაციის თუ სხვ.).
ინვესტიციებისთვის და შესაბამისად, მიწის ბაზრის განვითარებისთვის სერიოზული შემაფერხებელი გარემოებაა ამ ინფორმაციების ხელმიუწვდომლობა (მაგალითად, როდესაც იყიდება მიწის ნაკვეთი და ცნობილი არ არის მასზე სამშენებლო პირობები).
ისმება კითხვა: რა სახის უძრავი ქონების ფასი არსებობს? როგორც წესი, არსებობს საკადასტრო, სახელშეკრულებო და საბაზრო ფასი. ფასების მონაცემთა ბაზის არსებობისათვის, ყველაზე ოპტიმალური დაწესებულებებია სარეგისტრაციო სამსახურები. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ბაზრის სუბიექტებისათვის, ასევე მთავრობისთვის საგადასახადო ადმინისტრირების განსახორციელებლად, ამასთან, მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არის ქონების გადაცემის გადასახადი, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელიამხოლოდ რეესტრში არსებული მონაცემებით.
მნიშვნელოვანია რეგისტრირებული იყოს ხაზოვანი ნაგებობები (ნავთობსადენი, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სხვ.) და ყოველ მიწის ნაკვეთზე და უძრავ ქონებაზე ასახული იყოს ისინი, რადგან ეს იწვევს სერვიტუტებს ამ ქონებაზე. აქედან გამომდინარე, პოტენციურმა მყიდველებმა და მოსარგებლეებმა უნდა იცოდნენ ასეთი შეზღუდვების არსებობის შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის უკანონო მიშენებები, ან უკანონო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ან ნაკვეთის ნაწილები. ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ასეთი უკანონო სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რიგ ქვეყნებში უკანონოდ მოსარგებლეები ვალდებულნი არიან გადაიხადონ მიწისა და უძრავი ქონების გადასახადი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღების სახე. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული სახით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას და დიდ დროს დაზოგავს.
აღნიშნული ელექტრონული ინფორმაცია უნდა იყოს სრული და იმავე იურიდიული ძალის და მნიშვნელობის მქონე, რაც გააჩნია შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ინფორმაციის ქაღალდის ვერსიას, ე. ი. მის მიმართ უნდა მოქმედებდეს ნდობის მაღალი ხარისხი, ის უნდა იყოს უტყუარი და უნდა მოდიოდეს იურიდიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, ელექტრონული ინფორმაციით სარგებლობა ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია კანონთან ელექტრონული ინფორმაციის, ან როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ეძახიან, ელექტრონული ხელმოწერის შესახებ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ასეთი კანონები არსებობს, თუმცა, ისინი არ მოქმედებენ რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიები არ არის შესაბამისად განვითარებული.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია შესაძლებელია იყოს ასევე ქაღალდზე, თუმცა, მისი მიღება არ უნდა იყოს დაკავშირებული სერიოზულ ბიუროკრატიასთან, იგი უნდა გაიცემოდეს სწრაფად და იაფად (ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი).
საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.
რა თქმა უნდა, არსებობს ინფორმაცია იმ სახით, როგორც არის ჩანაწერები რეესტრში და არსებობს ინფორმაცია, რომელსაც დამუშავება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გახსნილი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაინც არსებობს ინფორმაცია, რომელიც არის ავტორიზებული (სპეციალური მომხმარებლებისათვის).
ნიშანდობლივია ისიც, რომ საკადასტრო მონაცემთა ბაზა უნდა ითვალისწინებდეს მონაცემთა შექმნასა და მიწოდებას WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. ეს არის საერთაშორისო სისტემა, რაც აადვილებს დოკუმენტაციასთან ურთიერთობას, მის დამუშავებასა და ინტეგრირებას საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
ძირითადი პროდუქტი, საკადასტრო გეგმა, გვაძლევს სრულ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის, ფართობის, კონფიგურაციის, ცალკეული ზომების, ნაკვეთზე განლაგებული შენობების, მათი დანიშნულების, სართულიანობასა და განაშენიანებაზე. იგი ინფორმაციას გვაძლევს ერთეული ნაკვეთის შესახებ. მასშტაბური ინფორმაციის მისაღებად (ნებისმიერი მასშტაბისა და ფართობის), შეგვიძლია ვისარგებლოთ საკადასტრო რუკით.
აღნიშნული პროდუქტები გამოყენებადია აეროფოტომასალასთან ერთად. ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოსარგებლისთვის, როგორც ქაღალდის, ასევე ციფრული ვერსიის სახით. მათი საშუალებით საკმარისი ინფორმაციის მიღება უნდა შეეძლოთ, როგორც ავტორიზებულ, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას და ორგანიზაციას.
პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საკადასტრო სისტემა ერთიან საკოორდინატო სისტემაში თუ არ არის, ხშირია შემთხვევები, როდესაც არის გადაფარვები ნაკვეთებს შორის, ასევე, თითქოს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები წესრიგშია, მაგრამ ნაკვეთის ფიზიკურად მოძებნა ჭირს, ეს ეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სადაც განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური პრივატიზაცია.
კოორდინატთა საერთაშორისო სისტემასთან ერთად, მნიშვნელოვანია სიზუსტესთან დაკავშირებული სტანდარტების არსებობაც. სხვადასხვა ქვეყანაში, კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად აყალიბებს მოთხოვნებს. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის სასურველია, ასეთი სტანდარტი შესატყვისი იყოს მიწის ბაზრის მოთხოვნებთან (გამოყენებადობის თვალსაზრისით). ერთი მხრივ, უსაფრთხოებისა და აკურატულობის მაღალი დონეძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ სტანდარტი აიძულებს ბაზარზე დასაქმებულ სეგმენტს, დააკმაყოფილოს მაღალი სიზუსტის მოთხოვნები, ეს აიძულებს მას, შეიძინოს და აითვისოს ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენოს ძვირადღირებული აპარატურა, გასწიოს დამატებითი ფიზიკური სამუშაო, რაც ავტომატურად გამოიწვევს პროდუქციის ღირებულების გაძვირებას. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ბაზრის განვითარებაზე. ასევე, დამატებითი ინვესტიციების აუცილებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენტუნარიანობის შესუსტება. ამდენად, ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას განვითარებისა და მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტები.
საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციის მომხმარებელები არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები და ორგანიზაციები.ესენი არიან:
ფიზიკური პირები - როდესაც ყიდულობენ, ან კერძო იპოთეკით ტვირთავენ უძრავ ქონებას, საგულისხმოა ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში მყიდველი იშვიათად იყენებს იურისტის მომსახურებას;
უძრავი ქონების სააგენტოები - რომლებიც პრაქტიკულად ვერ განახორციელებენ თავიანთ ბიზნესს საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციის გარეშე; საპროექტო და სამშენებლო კომპანიები - სავარაუდო კოეფიციენტების, კონფიგურაციის და ა.შ. დადგენისათვის/ გარკვევისათვის;
საფინანსო სექტორი - საგარანტიო ქონებისა და რისკების შეფასებისას (თუმცა, არ შეიცავენ ინფორმაციასშენობების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ);
პოტენციური ინვესტორები - უძრავი ქონების შეძენის, ან ინვესტიციის განხორციელებისას;
სამთავრობო დაწესებულებები - გარემოს დაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას (დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენისა და დოკუმენტირებისას, ტურისტული მარშრუტების დადგენისას, კონსოლიდაციის (ან დანაწევრების) საჭიროებისას, გასასხვისებელი ობიექტების შესახებ მონაცემთა დამუშავებისას და ა.შ.
თვითმმართველი ერთეულების სამსახურები - (არქიტექტურის, კეთილმოწყობის და სხვ.) - მათი ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია საკადასტრო მონაცემთაბაზასთან და დიდწილადაა დამოკიდებული მისსიზუსტესა და ხარისხზე.
და ბოლოს: უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის სარეგისტრაციო საკადასტრო ინფორმაციის სიზუსტე, უტყუარობა და გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც განაპირობებენ ბაზრის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
Links between Spatial Infor mation of Cadastre and Land Registries and the Real Estate Markets
The global crisishas demonstrated once again that real estate market is one of the key factors in economic development. Proper functioningof real estate market requires cadastral and registration information, its accessibility, reliability, transparency and accuracy. Despite the current financial and real estate market crisis, the real estate sector, if well regulated and based?on a transparent real estate and financial market, could be a driving force for development, producing social, economic and environmental benefits leading to financial stability
It should be underlined that economic crisis has also affected countries that have well developed
registration system. Functioning real estate market on different factors. Among these factors are transparent and accessible cadastral and registration information.
Content of the Information: data kept by the Registry should be accurate and reliable. This refers to cadastral as well as registration data.
The data should include accurate information of property location, its identification code, owners details and the whole list of the documents that prove the ownership of this property.
The data should also include information about all liabilities against which the property is used as a security. It should also provide information about tax liabilities. Should the loan size and its terms be public information? Usually such information is available to restricted people, so called ?stakeholders?.
The data should also include information about restrictions(e.g. servitude) as well as its status, agricultural or non-agricultural. In case the land is agricultural it has to define its use: arable, perennial, pasture or hey land. Non-agricultural land can be for construction, industrial or recreational purposes. Non existence of such informationis a significant constraint for investments and real estate market development per se. However, it should be noted that increased amount of information should not make the system costly, infl exible and time consuming.
Real estate can have different prices: cadastral, contract and market. Registration offices are the best optimal organizations for keeping real estate price database that will be used by market players as well as tax department for property tax administration. Some countries practice property transfer tax that can be controlled through information keptat registry offices.
It's important to register pipelines and communication infrastructure so that potential buyer is informed about possible restrictions on the land.
We should note that practically in every country there are illegal constructions or illegally used land plots or pieces of land. I think these illegally owned or used real estate should be accounted. In some countries illegal owners pay land or property tax for the use of real estate.
Type of the Information: information on real estate should be available and accessible electronically for clients and users in order to simplify information gathering and ultimately save time.
Electronic information should be complete and have the same weight/ authority as the printed paper issued by the corresponding government agency. In other words, e-information should be very reliable and should be in compliance with legal documents.Of course use of electronic information requires legislation on electronic information exchange or e-governance.There are some countries that have adopted this legislation however it's not enforced due to weak informationtechnology systems.
Information can be provided traditionally in a printed version as well however it should not involve too much bureaucracy, should be fast and cheap. Information Accessibility: cadastral and registration information should be accessible to public, physical or to legal entities.
There are information that can be easily accessed as registered in public registry but there are alsoinformation that needs to be processed. Despite the fact that information should betransparent and easily accessible, there are some information that are only open to special authorized users.
Cadastral information:
Cadastral database should create and provide data in WGS 84 coordinate systems and UTM scheme. This is an internationally accepted system that simplifies document tracking, processing and integration into international database in case of requirement.
The final product, cadastral plan provides the full information about the geographic location of the land, area, configuration, size, buildings located at the land, its status and construction permissions. Cadastral plan provides information about individual land pots, for scalingpurposes
we can use cadastral map.
This product is usually used together with aerial photos. These photosshould be publicly available in a printed or electronic version. They should provide sufficient information to authorized as well as all interested organizations.
The practice shows that if cadastral system is not integrated into coordination system there are frequent cases of land parcel overlaps, in some cases ownership documents areaccurate but physical identification of land is difficult. This usually happens in post soviet countries, which carried out massive land privatization process.
Together with international coordination system there should be standards for information accuracy. Different countries practice different requirements. For the development of real estate market it's better to tailor the standard towards land market requirement. On the one hand high security and accuracy is important for owners however this high standards require the market operators to purchase high quality and resolution technology, carry out extra physical work that leads to increased prices. This has a negative effect on the real estate market development. Required additional investments may lay out some companies/ operators on the market and limit competition. Therefore each country should develop its own standards according to development and market needs.
Users of the information
Users of Spatial Information of Cadastre and Land Registries are physical people as well as legal
entities:
Physical people - when they buy or mortgage the real estate. It's important to note that still a lot of buyers do not use the services of
lawyers.
Real estate agencies - that practically depend on cadastral and registration information for their business.
Architectural and construction companies - use the information for defining building coefficients, configuration etc.
Finance sector - for risk and collateral assessment
Potential investors - for purchasing real estate or investing in business.
Government entities - Ministries of environment, tourism, agriculture, economic development use the information for implementing different projects (defining borders of protected territories, touristic trails, land consolidation, privatization process, etc.
Local government - architecture and public services departments that are frequent users of this information.
To summarize, reliable, accurate and transparent registration and cadastral information are significant factors for real estate market development. However there are also other factors that ensure secured operation of the market. UN ECE Real Estate Market Advisory Group (REM) is working on developing real estate marketdevelopment paper - Policy Principles and Guidance for the Development of a Country's Real Estate Market that Benefits All.
David Egiashvili, Ph.D
Member of UN ECE REM
![]() |
11 ოფშორები |
▲back to top |
![]() |
11.1 ოფშორული ბიზნესის როლი მსოფლიო ეკონომიკაში |
▲back to top |
ლარისა ყორღანაშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
„ოფშორი“ (of-shore ) ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „სანაპიროდან დაშორებით“, „საზღვრებს გარეთ“, „ღია ზღვაში“, „იზოლირებული“. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ეს ტერმინი ნებისმიერი საქმიანობის მიმართ გამოიყენება, რომელიც ხორციელდება გარკვეული ტერიტორიის - ოფშორული ზონის საზღვრებს გარეთ.
ოფშორულ ზონად ითვლება ქვეყანა, ან ტერიტორია, რომლის კანონმდებლობაში ნებადართულია რეგისტრაციის ქვეყნის ან ტერიტორიის გარეთ მოქმედი წყაროებიდან მოგების მიმღები კომპანიის (ოფშორული კომპანიის) რეგისტრაცია1. საერთაშორის ორგანიზაცია „ფინანსური სტაბილურობის ფორუმი“ ოფშორულ ზონას განსაზღვრავს, როგორც „იურისდიქციას, რომელიც არარეზიდენტების აქტივობის მაღალდონეს განაპირობებს“2. ეს აქტივობა განპირობებულია გადასახადების თავიდან აცილების ან მათი შემცირების შესაძლებლობით. შესაბამისად, ოფშორული ბიზნესი გადასახადების თავიდან აცილების, ან მათი შემცირების და მოგების გადიდების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ოფშორული ოპერაციაა, ანუ ესაა ბიზნესი, რომელიც ხორციელდება მოცემული იურისდიქციის საზღვრებს გარეთ, აქვსშემოსავლების უცხოურიწყარო და შეღავათიანი დაბეგვრა.
ტერმინი „ოფშორი“ პირველად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ში გამოიყენეს.ეს, უპირველესად, აიხსნება ადამიანებისმიერ გადასახადების თავიდან აცილების სურვილით, აგრეთვე, საერთაშორისო ვაჭრობის აქტივიზაციისა და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მიზიდვის მცდელობით, რომელიც სხვადასხვა სახისშეღავათების დაწესებას ეფუძნებოდა.
ოფშორული ბიზნესის ჩამოყალიბება- განვითარებაში აქტიური როლი შეასრულა დიდმა ბრიტანეთმა, რომლის კოლონიურ სახელმწიფოებსა და მასზე დამოკიდებულ ტერიტორიებზე იქმნებოდა ოფშორული ცენტრები. 1894 წლის 17 მაისს, დიბრიტანეთში დაბეგვრის პროგრესული განაკვეთების შემოღების დღეს, The Time წერდა, რომ „თუ თქვენ საგადასახადო სისტემის მსხვერპლად ირჩევთ შეძლებულ ადამიანებს, ისინი ძალიან მალე, რაღაც ჯადოსნობით, ხელიდან გისხლტებიან, რადგან გონების კარნახით მსოფლიოში ყველა ასე მოქმედებს, როდესაც გრძნობს, რომ იგი მსხვერპლადაა შერჩეული. ნახევრად მკვდარი ყვავიც კი, თუ მას ესვრიან, შემდეგ გასროლას მორჩილად არ დაელოდება“.
როგორც წესი, განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მაღალი საგადასახადო განაკვეთები, რის გამოც მათი მოქალაქეები ფულს ძირითადად უცხოეთში მალავენ. მაგალითად, ფ. რუზველტის დროს, როდესაც გადასახადებმა აშშ-ში არნახულ ზომებს მიაღწია (ნებისმიერი მდიდარი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო მისი ქონების 77%25-ს იტოვებდა), ამერიკელებმა ფულის გადაგზავნა ოფშორულ ზონებში დაიწყეს. XX საუკუნის 60-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გადასახადები 80-90%25-ს შეადგენდა, ამიტომ მდიდარმა ბრიტანელებმა თავიანთი ფული ბრიტანულოფშორულ ცენტრებში გადაიტანეს. ოფშორული ცენტრების სწრაფი განვითარება სწორედ ამ პერიოდთანაა დაკავშირებული.
თანამედროვე ოფშორული ცენტრების ჩამოყალიბების წანამძღვრები სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციისა მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესებმა განაპირობა. ამ პროცესების გავლენით შემცირდა ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში, სამრეწველო და საფინანსო კაპიტალისინტეგრაციამ ახალიეკონომიკური შინაარსი შეიძინა, სწრაფი ტემპით განვითარდნენ ტრანსნაციონალური კორპორაციები (ტნკ) და ისინი მსოფლიო ეკონომიკის მთავარ სუბიექტებად გადაიქცნენ. თავისმხრივ, ტნკ-ების საქმიანობის მასშტაბების გაფართოებამ გაზარდა მოთხოვნა ფინანსურ რესურსებზე, საშუამავლო ფინანსურ ოპერაციებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიების საქმიანობის რეგულირებასა და შემოსავლების დაბეგვრასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე. ამან კი ხელი შეუწყო ოფშორულ ზონებზე მოთხოვნის ზრდასა და ოფშორის პრინციპზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას.
ოფშორული ზონების ზრდაში, აგრეთვე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XX საუკუნის 70-იან წლებში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განხორციელებულმა ანტიინფლაციურმა ზომებმა, რომელთა შორის იყო ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრება. ამის გამო, ამერიკულმა ტნკ-ებმა თავიანთი ოპერაციების დასაფინანსებლად დაიწყეს საბანკო ფილიალების გახსნასხვა ქვეყნებში,რამაც განაპირობა ტნკების ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში (დაზღვევა, მშენებლობა, ვაჭრობა და ა. შ.) მათი შეღწევა.
ოფშორული ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორთა შორის განსაკუთრებულიადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.მათი გამოყენებით ამაღლდა ოფშორული სტრუქტურების ფუნქციონირების ეფექტიანობა, რადგან ინტერნეტის მეშვეობით ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული, მეორე (ან რამდენიმე) ქვეყანაში მოქმედი, მესამე ქვეყანაში საბანკო ანგარიშის მქონე და მეოთხე ქვეყანაში მცხოვრები მესაკუთრის ურთიერთობა 24 საათის განმავლობაში უპრობლემოდაა შესაძლებელი.
ამჟამად, ოფშორული ბიზნესი მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად იქცა.მისმა მასშტაბებმა განაპირობა ე. წ. „ოფშორული ინდუსტრიის“ ჩამოყალიბება, რომელიც ოფშორული რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად იქცა. ოფშორული ბიზნესი განსაკუთრებულ როლს თამაშობს კაპიტალის მსოფლიო წრებრუნვაში და არსებითად აფართოებს საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის შესაძლებლობებს.
ოფშორული ბიზნესი ეფუძნება საკანონმდებლო აქტების კომპლექსს, რომელშიც შედის:
კორპორაციული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გარკვეული სახის საქმიანობისთვის (საბანკო, სადაზღვევო, სატრასტო და ა. შ.) ოფშორული კომპანიების შექმნის საკითხს;
ოფშორული კომპანიების რეგისტრაციის პროცედურის მარეგულირებელი აქტები;
ოფშორული კომპანიების მფლობელთათვის საგადასახადო შეღავათების ზომის განმსაზღვრელი აქტები;
ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის შენახვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები;
საერთაშორისო შეთანხმებები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ;
შავი ფულის გათეთრების თავიდან აცილებაზე გამიზნული კანონმდებლობა;
ოფშორული კომპანიების დაფუძნებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტები.
ოფშორული კომპანიები ოფშორულ ზონებში შექმნილი კომერციული საწარმოებია, მაგრამ მათი ცნება და სტატუსი სპეციალური კანონით ან სხვა ანალოგიური ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. გავრცელებული აზრით, ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებული საწარმოადა იგი ბანკში არსებულ ანგარიშს წარმოადგენს. ამ ანგარიშს ელექტრონული საშუალებებით მართავს ცრუმაგიერიპირი, რომლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის დოკუმენტები ინახებარეგისტრაციის ადგილის სამდივნო კომპანიაში. აღნიშნულ აზრს აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ზოგიერთი ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
გარდა ამისა, მრავალი კომპანია ოფშორულ ზონაში ხშირად იყენებს ვირტუალურ ოფისს, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს- ცენტრში არსებულ მრავალარხიან ტელეფონის ნომერსა და ფოსტის მისამართს. ტელეფონი მუშაობს ავტომოპასუხის, ან call-ცენტრის პრინციპით. პირველ შემთხვევაში ტელეფონი იწერს კლიენტის შეტყობინებას და შემდეგ იგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება, მეორე შემთხვევაში კი გათვალისწინებულია საჭირო რაოდენობის და, ამასთან,მოცემულ ბიზნესში კარგად გარკვეული მდივნებით უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ოფშორული კომპანიები ჩვეულებრივი წესით მუშაობენ და სხვა კომპანიებისგან მხოლოდ დაბეგვრის პრინციპებით განსხვავდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების შეღავათიანი დაბეგვრა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა ხორციელდებარეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ოფშორული კომპანიის სრულყოფილი მუშაობისთვის აუცილებელია, რომ მისი რეგისტრაციის ოფშორულ სახელმწიფოსა და საქმიანობის ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის გაფორმებული იყოს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს გადასახადების გადახდა იმ ქვეყანაში, სადაც მისი საქმიანობა ხორციელდება.
ოფშორული ზონები, ჩვეულებრივ, მცირე სახელმწიფოები და ტერიტორიებია. ისინი ძირითადად განლაგებულია ზღვის სანაპიროებსა და განვითარებული საერთაშორისო ტურიზმის ადგილებში და ახორციელებენ უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას, საგადასახადო და სხვა სახის შეღავათების გამოყენებით.
არსებული ოფშორული ზონები დაყოფილია სამ ჯგუფად:
1. კლასიკური ოფშორული ზონები, რომლებსაც ახასიათებს გადასახადებისა და ანგარიშგების არარსებობა და კონფიდენციალობის მაღალი დონე.ამ ჯგუფში შედიან: ბრიტანული ვირჯინიისა და სეიშალის კუნძულები,ნევისი, პანამა, დომინიკა, ბელიზი და სხვ.
2. დაბეგვრის ზომიერი დონის ოფშორული ზონები. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთკვიპროსი, ჰონკონგი, ლუქსემბურგი,ლიხტენშტეინი, ურუგვაი და სხვ.
3. სხვა ზონები, რომლებშიც დაბეგვრისა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით გარკვეული შეღავათებია გათვალისწინებული. ამ ჯგუფში შემავალი სახელმწიფოები ფორმალურად ოფშორულ ზონებს არ მიეკუთვნებიან (მაგალითად,აშშ, დიდიბრიტანეთი, ახალიზელანდია, კანადა, შვეიცარია და სხვ), მაგრამმათი საგადასახადო კანონები ზოგიერთი ოპერაციისა და ინვესტორთა ჯგუფისთვის ითვალისწინებს შეღავათიან (მასტიმულირებელ) დაბეგვრას, ანკომპანიების შემოსავლების დაბეგვრის დონის შემცირება ხდება საერთაშორისო შეთანხმებებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.
ოფშორული კომპანიები იქმნება სხვადასხვა მიზნით, რომელთაგან აღსანიშნავია: გადასახადების მინიმუმამდე დაყვანა, მოგების გადაადგილება, საბანკო ანგარიშის გახსნა ან ოფშორული საბანკო საქმიანობა, სპეციალური ბიზნეს-ფუნქციების განხორციელება (მაგალითად, მოხერხებული დროშის გამოყენება,საშუამავლო საქმიანობა), ჰოლდინგური კომპანიის ჩამოყალიბება, უძრავი ქონების შეძენა და შენახვა, ბიზნესის (მფლობელის სახელის, საბანკო ანგარიშების და ა. შ.) კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თვითდაფინანსება, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ცალკეული სახის საქმიანობაზე ან საქონელზე ემბარგოს შემოვლით გზებთან დაკავშირებული კომერციული საჭიროება და ა. შ.
ოფშორული კომპანიების ნამდვილი მფლობელების (ბენეფიციარების) სახელების, აგრეთვე ოფშორული კომპანიების საბანკო ანგარიშების კონფიდენციალობის უზრუნველყო ფახდება წარდგენითი აქციების გამოშვებით ან ოფშორული კომპანიის ნდობით აღჭურვილი (რწმუნებული) მმართველის, ე.წ. ნომინალური მფლობელის გამოყენებით.
ნდობით აღჭურვილი მმართველი (ნომინალური მფლობელი, ნომინალური პარტნიორი), ფაქტობრივად, ფირმის მფლობელთა შემადგენლობაში შეყვანილი ცრუმაგიერი პირია, რომელიც იკავებს დირექტორის პოსტს, მაგრამ დაფუძნების ხელშეკრულებისა და წესდების თანახმად, მას პრაქტიკულად არავითარი უფლება არ აქვს.
ოფშორული კომპანიების შესაქმნელად გამოიყენება ამჟამად ცნობილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
მიუხედავად ამისა, ძირითადად ოფშორული კომპანიების სამ სახეს გამოყოფენ: არარეზიდენტი კომპანია (nonresident), გადასახადებისგან განთავისუფლებული კომპანია (exempt) და საერთაშორისობიზნესისკომპანია (International Business Company).
ოფშორული კომპანიების რეგისტრაციის ფორმა განისაზღვრება მსოფლიოში არსებული ორი გლობალური სამართლებრივი სისტემით: ინგლისურ-საქსონური (კუნძულოვანი) და ფრანკო-გერმანული (კონტინენტური),თუმცა,უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა ოფშორული ბიზნესის ორგანიზაციულ სამართლებრივი საფუძვლების უნივერსალიზაციის ტენდენცია, რის გამოც, კუნძულოვანი და კონტინენტური იურისდიქციები ხშირად ერთმანეთის ანალოგიურია. ეს ანალოგია გამოიხატება შემდეგ გარემოებებში:
იურიდიული პირის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სამართალურთიერთობათა სუბიექტების მათი დამფუძნებლებისგან დამოუკიდებლად არსებობას. ეს ნიშნავს, რომ ოფშორული კომპანია სამართალურთიერთობებში მონაწილეობს არა უშუალოდ, არამედ მის მიერ კონტროლირებადი იურიდიული პირის მეშვეობით, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ თავისი აქტივების საზღვრებში;
შეზღუდული პასუხისმგებლობის „პრინციპი“, რომლის თანახმად, მეწარმეობის (ბიზნესის) ყველა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა იყოფა სრული პასუხისმგებლობისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებად. ამასთან ერთად, არსებობს მეწარმეობის (ბიზნესის) შერეული (კომბინირებული) ფორმები: კომანდიტური საზოგადოება (ამხანაგობარწმენით), საზოგადოება დამატებითი პასუხისმგებლობით;
„ღიადობის (დახურულობის)“ პრინციპი. დახურული კომპანია კერძო კომპანიაა, ხოლო ღია - საჯარო კომპანია აქციების ღია გაყიდვით. ოფშორულ ბიზნესში ღია (საჯარო) კომპანიები ნაკლებად გამოიყენება. ეს მათთვის არსებული სერიოზული შეზღუდვებითა და კონტროლის დამატებითი პროცედურებით აიხსნება.
ნებისმიერი კომპანიის საგადასახადო სტატუსი რეზიდენტობისა და ტერიტორიულობის კრიტერიუმებით განისაზღვრება.
რეზიდენტობის კრიტერიუმის თანახმად, კომპანია რეზიდენტია იმ შემთხვევაში,როდესაც მისი ფლობა, მართვა და კონტროლი მოცემულ ტერიტორიაზე ხორციელდება. მოცემული ქვეყნის რეზიდენტი კომპანიების დაბეგვრა ხდება როგორც ამ ქვეყნისტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ მიღებული შემოსავლების მიხედვით.
ტერიტორიულობის კრიტერიუმის თანახმად, მოცემულ ქვეყანაში დაბეგვრას ექვემდებარებამხოლოდ მის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლები.
მრავალ ქვეყანაში ეს ორი კრიტერიუმი სხვადასხვა დონითაა შეხამებული. როგორც წესი, ასეთი შეხამების საფუძველია რეზიდენტობის კრიტერიუმი, რომელსაც ემატება ე.წ. „წყაროსთან“ (მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული) შემოსავლების დაბეგვრის სისტემა.
ოფშორული კომპანიის მთავარი თავისებურება არარეზიდენტობაში გამოიხატება. არარეზიდენტობის ნიშნები, ჩვეულებრივ, კანონშია დაფიქსირებული. ხშირ შემთხვევაში არარეზიდენტობისადმი წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება 3 ძირითადი პრინციპით3 [8, გვ. 45-46]:
ოფშორული კომპანიის მფლობელები არ უნდა იყვნენ მოცემული ოფშორული იურისდიქციის რეზიდენტები; ოფშორულ კომპანიას არ გააჩნია საქმიანი ოპერაციების წარმოების უფლება, აგრეთვე, ამ იურისდიქციის ტერიტორიაზე არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ქონება და შემოსავლის წყარო; ოფშორული კომპანიის მართვა, მათ შორის კონტრაქტების ხელმოწერა, საერთო კრებებისა და დირექტორთა საბჭოების სხდომების ჩატარება, უნდა ხორციელდებოდეს უცხოეთში.
ზოგიერთ იურისდიქციაში რეზიდენტობა განისაზღვრება უფრო რთული ნიშნების სისტემით, თუმცა, პირიქითაც შეიძლება იყოს. აღნიშნულის გამო, ოფშორული კომპანიებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული იურიდიული სტატუსი, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისგან განსხვავებულ სახელმწიფო რეგულირებას. ეს განსაკუთრებულობა ეხება საგადასახადო რეჟიმსა და ადმინისტრაციულ კონტროლს. საგადასახადო რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს: გადასახადების არარსებობას, განსაკუთრებით დაბალ საგადასახადო გადასახდელებს (აუდიტორის მიერ დამოწმებული წმინდა მოგების პროცენტის სახით ან ფიქსირებულ თანხას).
ადმინისტრაციული კონტროლი განსაზღვრავს: რეესტრში რეგისტრაციის პროცესს, კომპანიის სტრუქტურებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, კომპანიის მიერ ანგარიშგების მოცულობასა და წარდგენის ვადებს.
რეესტრში რეგისტრაციის პროცესი შეიძლება იყოს მინიმალური, სარეგისტრაციო მოსაკრებელს არ ითვალისწინებდეს, ან სარეგისტრაციო მოსაკრებლის ზომა იცვლებოდეს იურისდიქციის შესაბამისად.
კომპანიის სტრუქტურისადმი შეიძლება წაყენებულიიყოს შემდეგი მოთხოვნები: საწესდებო კაპიტალის გადახდა არ იყოს საჭირო, დასაშვებიიყოს წარდგენითი აქციების გამოშვება, აქციონერებისა და დირექტორების რაოდენობა არ იყოს შეზღუდული, უზრუნველყოფილი იყოს კონფიდენციალობა (კომპანიის რეესტრში აქციონერებისა და დირექტორებს სახელების დაფიქსირება არ იყოს საჭირო) 4.
თანამედროვე ეტაპზე ოფშორული ბიზნესი გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი ტენდენციები:
ოფშორული ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გამკაცრება, ოფშორული სქემებით შავი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობათა აღმოფხვრის მიზნით; „ძველ“ და „ახალ“ფინანსურ ცენტრებს შორის კონკურენციის გაძლიერება; ოფშორული მომსახურების სახეობათა გაფართოება და მრავალენოვანი მომსახურება; ოფშორული კომპანიების დაფუძნების ადგილზე მათი მფლობელებისფიზიკური ყოფნის აუცილებლობის მინიმუმამდე დაყვანა.
მრავალი ოფშორული სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების დაწესებით ხელს უწყობს გადასახადებისგან თავის არიდებას და ზოგიერთ შემთხვევაში, კრიმინალური ფულის ლეგალიზაციას. ამ პრობლემის გადასაჭრელად დიდი შვიდეულის ინიციატივით 1989 წელს ქ.პარიზში დაფუძნდა სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია Financial Action Task on Money Laundering (FATF), რომლის ძირითადი მიზანია შავი ფულის ლეგალიზაციის აღმოფხვრისთვის სათანადო რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება. 1990 წელს ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა 40 რეკომენდაცია, რომელსაც შემდგომ კიდევ რამდენიმე დაემატა. ამ რეკომენდაციებში მოცემულია შავი ფულის გათეთრების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ძირითადი პრინციპები, რომლებიც სახელმწიფოებმა თავიანთ სამართლებრივ სისტემებში უნდა გამოიყენონ. FATF -ის წევრი ქვეყნები თვლიან, რომ საბანკო საიდუმლოებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საეჭვო ფულის მოძებნასა და კონფისკაციას, ხოლო, შავი ფულის გათეთრება (მათი წარმოშობის ჭეშმარიტებისა და ნამდვილი მფლობელების დაფარვა) უნდა გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.
შავი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრობლემის გამწვავებამ განაპირობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოფშორული ზონების შავი სიების შედგენა.
აღნიშნული შავი სიების გამო, ოფშორულ ბიზნესს პრობლემები შეექმნა, რადგან მსოფლიო ფინანსურმა საზოგადოებამ მიიღო რეკომენდაცია სიფრთხილე გამოეჩინათ არასაიმედო ქვეყნების კომპანიებთან გარიგებების განხორციელების დროს.სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ში მიღებული პატრიოტული აქტის (The Patriotic Act) გამო, რომელმაცგააძლიერა სახელმწიფოს კონტროლი ფინანსურ ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით კი უცხოელ სუბიექტებთან მათ ურთიერთობაზე. ვინაიდან საერთაშორისო გადასახდელების უდიდესინაწილი ამერიკული კლირინგული ბანკების მეშვეობით ხორციელდება, შავ სიებში მოხვედრილი თითქმის ყველა სახელმწიფომ თანხმობა განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე.
შავი ფულის გათეთრების პრობლემა მრავალ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ზოგიერთ მათგანში შემუშავებულია სათანადო საკანონმდებლო ბაზადა შესაბამისი მექანიზმები.
2002 წლის 8 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო ე.წ. პარიზის დეკლარაცია შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მასში მოცემულია FATF-თან თანამშრომელი ქვეყნების მიმართ განსახორციელებელი შემდეგი წინადადებები:
გამკაცრდეს ევროპული ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების ვალდებულებები ფულის ნამდვილი მფლობელების დადგენის თაობაზე ამ ქვეყნების მოქალაქეებთან ან კომპანიებთან გარიგების დადებამდე;
გამკაცრდეს ანგარიშებისადმი წაყენებული მოთხოვნები, ან აუცილებელი გახდეს ფინანსური დაზვერვის ორგანოებში ანგარიშების წარდგენა ამ ქვეყნებთან განხორციელებული ყველა ფულადი ოპერაციის შესახებ;
შეიზღუდოს, დამატებით დაიბეგროს ან საერთოდ აიკრძალოს გარიგებები ამ ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებთან;
ევროკავშირის ქვეყნების ორგანიზაციებს აეკრძალოთ ამ ქვეყნებში შვილობილი კომპანიების, ფილიალების ან წარმომადგენლობების გახსნა, ან საკორესპონდენტო ანგარიშების ქონა ევროკავშირის ქვეყნებში;
აღსანიშნავია, რომ პარიზის კონვენცია ევროკავშირის ქვეყნებს არ ავალდებულებს „შავი სიის“ ყველა ქვეყნის მიმართ ერთნაირი მკაცრი სანქციების გატარებას. მასშიმოცემული წინადადებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და ყოველი ქვეყნის მთავრობას აქვს მათი არჩევანის უფლება. ამასთან, გამოხატულია ერთადერთი სასურველობა, რომ სანქციები „შავი სიის“ ქვეყნების მიმართ შეძლებისდაგვარად შეთანხმებული უნდა იყოს.
თანამედროვე ფინანსური კრიზისის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდა ნეგატიური დამოკიდებულება ოფშორული ზონების მიმართ. G20-ის სხდომის შედეგების საფუძველზე ეთგო-მ 2009 წლის აპრილში გამოაქვეყნა იმ იურისდიქციების სია, რომელთაც არ შეასრულეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებული საგადასახადო თანამშრომლობის სტანდარტები.სია 3 ნაწილისგან შედგება:
1. იურისდიქციები, რომელთაც „უმეტესწილად განახორციელეს“ საგადასახადო თანამშრომლობის შეთანხმებული სტანდარტი;
2. იურისდიქციები, რომელთაც დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა საგადასახადო თანამშრომლობის შეთანხმებული სტანდარტის მიღების მიმართ, მაგრამ ვერ უზრუნველყვეს მისი შესრულება;
3. იურისდიქციები, რომელთაც ჯერ არ დაუდასტურებიათ თავიანთი მზადყოფნა საგადასახადო თანამშრომლობის შეთანხმებული სტანდარტის მისაღებად.
ოფშორული ზონების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ოფშორები მიმზიდველი რჩება როგორც მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისათვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.
__________________
1.Кабир Л.С. Организация оффшорного бизнеса. М., 2002, c. 13
2 Financial Stability Forum, „Report of the Working Group on Offshore Centers,“ April 5, 2000
3 Кабир Л.С. Организация оффшорного бизнеса. М., 2002, с. 45-46.
4 ლ. ყორღანაშვილი. ოფშორული ბიზნესი. თბ. 2004, გვ. 29-30
![]() |
12 ფასიანი ქაღალდების ბაზარი |
▲back to top |
![]() |
12.1 გაურკვევლობა და რისკები |
▲back to top |
ნანა ბენიძე,
აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი
ჯამბულ ბიწაძე
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი
ეკონომიკურ თეორიაში გაურკვევლობა - ეს არის საწარმოს სამეურნეო მოღვაწეობის პირობებზე ინფორმაციის არასრულობა ან უზუსტობა (მათ შორის მასთან დაკავშირებული ხარჯების და მიღებული შედეგების), გაურკვევლობის მიზეზი შეიძლება იყოს უცოდინრობა, შემთხვევითობა და წინააღმდეგობა
გაურკვევლობა შეიძლება იყოს სპეკულაციური და წმინდა.
სპეკულაციური გაურკველობა გულისხმობს, რომ შედეგი შესაძლო, ან საშუალო მნიშვნელობიდან შეიძლება გადაიხაროს როგორც უარეს, ისე უკეთეს მხარეს. წმინდა გაურკვევლობა - მხოლოდ უარეს მხარეს.
რისკი - ეს არის გაურკვევლობის ინდიკატორი, ე.ი. გასაზომი სიდიდე. თუ გადაწყვეტილების მიმღები მენეჯერისთვის ცნობილია გარკვეული მოვლენის დადგომის ალბათობის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მაშინ, ითვლება, რომ ის რისკებთან მუშაობს. თუ ალბათობის განსაზღვრა სუბიექტურად ხდება წინამდებარე პერიოდებში სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო, მაშინ, საქმე გვაქვს გაურკვევლობასთან.
რისკი სამეწარმეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ბევრ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომელიც რისკთანაა დაკავშირებული გარდაუვალი ხდება. სარისკო გადაწყვეტილებების თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ ადამიანთა მოღვაწეობის ნებისმიერი სფერო, განსაკუთრებით კი ეკონომიკა, დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან ინფორმაციის არასრულობის, არასანდოობის და მიუწვდომლობის პირობებში.
ეკონომიკაში რისკი ორ ასპექტში გვევლინება: როგორც ალბათობა (საფრთხე) დანაკარგისა და როგორც სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
როგორც დანაკარგის ალბათობა (საფრთხე) რისკი განიხილება საწარმოო საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი რესურსების ნაწილის დაკარგვის შესაძლებლობის, არასრული შემოსავლების, დამატებითი დანახარჯების გაჩენის თვალსაზრისით.
როგორც მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების შესაძლებლობა რისკი შეიძლება მდგომარეობდეს დამატებითი შემოსავლების მიღებაში, ბაზრის წილის გაზრდაში, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ა. შ.
ასე რომ, რისკი შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც ბუნდოვანი, გაურკვეველი მდგომარეობა, სადაც შესაძლებელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი.
გაურკვევლობას განიხილავენ თეორიული და პრაქტიკული გაგებით. თეორიული თვალსაზრისით გაურკვევლობა არის იმ ინფორმაციის ხარისხის ანალოგი, რაც ეფექტური მართვისთვისაა აუცილებელი. ინფორმაციის ხარისხის შეფასებისთვის გაურკვევლობის ხარისხის კრიტერიუმით იგი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: ობიექტური და სუბიექტური ინფორმაცია.
ობიექტური ინფორმაცია, თავის მხრივ, შეიცავს საწყის (წინასწარ დაგროვილ) და ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ცნობებს ობიექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
სუბიექტურს მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც ობიექტური მეთოდებით არ მიიღება.
საწყისი ინფორმაციის გაურკვევლობის წყარო შეიძლება იყოს ინფორმაციული სამსახურის ნაკლოვანებები, საწარმოს ფუნქციონირებისა და გარემოს ფუნქციონირების მექანიზმების შესახებ აუცილებელი ცოდნის არარსებობა, აგრეთვე, ცალკეული პარამეტრების მნიშვნელობების საიმედო შეფასების შეუძლებლობა. ამ ჯგუფის ინფორმაციის გაურკვევლობა შეიძლება აღმოიფხვრას ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ხასიათის რიგი ღონისძიებების განხორციელებით, მაგ: მონაცემთა ანგარიშის სრულყოფის გზით, მათი სისტემატიზაციით, მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლებით.
ოპერატიული ინფორმაცია მიიღება გადაწყვეტილებების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში, როგორც უშუალო უკუკავშირის სახით, ასევე უკვეცნობილი ინფორმაციის გენერირებით მისი ლოგიკურ-ანალიტიკური გადამუშავების შედეგად. ამ ჯგუფის ინფორმაცია ასახავს ობიექტის შიდა მდგომარეობას, მისი განვითარების ტენდენციას, მომავალი ფუნქციონირების პირობებს, საქმიანობის სტრატეგიას, გადაწყვეტილებების შესაძლო ალტერნატივებს და მათიარჩევის კრიტერიუმებს. იგი ფორმირდება ობიექტური კრიტერიუმების მეშვეობით და საშუალებას იძლევა განისაზღვროს პარამეტრების შესაძლო მნიშვნელობები. ოპერატიული ინფორმაციის გაურკვევლობა დამოკიდებულია ობიექტის ფუნქციონირების თავისებურებებზე და გაურკვევლობის გადაჭრისთვის გამოყენებული მეთოდების საიმედოებაზე.
სუბიექტური ინფორმაცია - ეს არის მენეჯერის ნებისყოფისმიერი აქტის შედეგად მის პროფესიონალიზმზე, ინტუიტიურ გათვლებზე, ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციული სტრუქტურის ელემენტების კონკრეტული პარამეტრის ამა თუ იმ მნიშვნელობის არჩევა. ამ ჯგუფის ინფორმაციის გაურკვევლობა ემყარება იმას, რომ ობიექტის, ან მოვლენის შესახებ ცნობების აბსოლუტური გარკვეულობა შეუძლებელია ჩვენი ცოდნის შეზღუდული შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების შემუშავებისთვის საჭირო დროის დეფიციტის გამო. ამ ინფორმაციის გაურკვევლობა იხსნება პარამეტრების სუბიექტური არჩევანით.
გამოსაყენებელი ინფორმაციის აღნიშნული ხარისხობრივი ნიშნების შესაბამისად არჩევენ: გადაწყვეტილების საწყის გაურკვევლობას (საწყისი ინფორმაციის მიმართ) და ნარჩენს (სუბიექტური ინფორმაციის მიმართ). ობიექტურის და სუბიექტურის ურთიერთშეთანხმება გადაწყვეტილების მიღების თეორიაში პრობლემის არსს შეადგენს.რაც ნაკლებია ინფორმაცია, მით მეტია სუბიექტური ფაქტორების როლი და პირიქით. საწყისი და ნარჩენი გაურკვევლობის შემცირების ხარისხზეა დამოკიდებული მისაღები გადაწყვეტილებების ეფექტურობა.
გამოყენებითი თვალსაზრისით, გაურკვევლობა, ეს არის სიტუაცია, რომელიც წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეიძლება გამოვყოთ სიტუაციის სამი ტიპი: სანდოობის, რისკის, გაურკვევლობის.
სანდოობის სიტუაცია არის გადაწყვეტილების მიღება გარკვეულობის პირობებში, როცა თითოეული მოქმედების მიმართ ცნობილია, რომ მას სრულიად კონკრეტულ შედეგამდე მივყავართ.
მმართველობით საქმიანობაში წარმოქმნილი მოულოდნელი სიტუაციები საკმაოდ ხშირად ითხოვენ სასწრაფო და ხშირად არაორდინალურ მოქმედებებს. შექმნილი პრობლემები და მათ გადაჭრასთან დაკავშირებული რისკი შეიძლება ატარებდეს აშკარა, ან ფარულ ხასიათს. ყველაფერი მოწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. პირველ შემთხვევაში იგი უფრო გარკვეულია, მეორეში - სუსტად იძლევა სიგნალს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. საფრთხის ადრეული გამოვლენა შესაძლებელია პერსპექტიული დაგეგმარების მიმართ მუდმივი ყურადღების დროს, რაც ითხოვს სხვადასხვაგვარი ფაქტორების გაღრმავებულ ანალიზს. პოტენციური არასასურველი სიტუაციების დროული აღმოჩენა იძლევა საფრთხის შეფასებისთვის საჭირო დროის მოგების, კონკრეტული მოქმედებების შემუშავებისა და საჭირო რესურსების ხარჯებისგანსაზღვრის საშუალებას.
თუ გადაწყვეტილებები სანდოობის პირობებში მიიღება, მაშინ მისი შემუშავების ოპერატიულობა იმატებს და იკლებს მიზანმიმართული ვარიანტების არჩევისთვის საჭირო ხარჯები. მსგავსი სიტუაციის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ანგარიშისთვის საჭირო ყველა ცვლადი შეჰყავს თვითონ მართვის სუბიექტს ობიექტის ერთი და იმავე მდგომარეობის დროს. იხსნება შესაძლებლობა მოდელირების ფართო გამოყენებისა, რაც ზრდის მოსალოდნელი შედეგის შეფასების სიზუსტეს არსებული გადაწყვეტილებების ვარიანტებისგან თითოეულისათვის.
რისკის სიტუაცია არის სხვადასხვა მდგომარეობების, პირობების და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტის გარშემო იქმნება. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება გაურკვეველ, წინააღმდეგობრივ გარემოში, რაც მისი განვითარების მრავალრიცხოვანი ვარიანტებით ხასიათდება. მოცემული სიტუაციისთვის დამახასიათებელია ის, რომ მართვის სუბიექტის მიერ ალტერნატიული მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მრავალი ფიქსირებული შედეგიდან ნებისმიერთან მიგვიყვანოს. ამასთან, მმართველობითი გადაწყვეტილებების თითოეული ვარიანტისთვის შეიძლება გამოთვლილი იქნასყველა შესაძლებელი ალბათობა.
ყველაზე ხშირად გადაწყვეტილების მიღების დროს არ არსებობს სიტუაციის სრული გარკვეულობა. ასეთ შემთხვევაში სიტუაციის ზოგადი კონტექსტიდან ხდება მათი სანდოობის ხარისხის მიხედვით ელემენტების გამოყოფა. თუ გადაწყვეტილება მიიღება რისკის (გაზომვადი გაურკვევლობის) პირობებში, მაშინ, მოსალოდნელი შეფასებების შეყვანისდახმარებით გაურკვევლობა მნიშვნელოვნად მცირდება. იმ ცვლადების მერყეობა, რომელთა მეშვეობითაც ხდება ობიექტური პირობების დახასიათება, შეიძლება გათვალისწინებული იქნას. რისკი მდგომარეობს მოვლენის დადგომის ალბათობაში, ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამოთვლებზე დაყრდნობა, არამედ გამოყენებულ იქნას ცოდნა, გამოცდილება, ინტუიცია და ხელმძღვანელობის ხელოვნება.
ასე რომ, მეურნე სუბიექტის საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედებაზე, რომელთა შეფასებისა და ორგანიზების შესაძლებლობა სიტუაციის ხასიათს განსაზღვრავს. საწარმოს საქმიანობის პირობების ცვალებადობის გავლენის გამო რისკის სიტუაცია გაურკვევლობის სიტუაციაში შეიძლება გადავიდეს.
გაურკვევლობის სიტუაცია ყალიბდება იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების არჩევანს და რეალიზაციას რამდენიმე კერძო შედეგი გააჩნია, მაგრამ მათიალბათობები ცნობილი არ არის, ან მათ არა აქვთ აზრი. გაურკვევლობის სიტუაციაში კონკრეტული მმართველობითი გადაწყვეტილების არჩევამ შეიძლება ნებისმიერ, მათ შორის მოულოდნელ შედეგთან მიგვიყვანოს. ეს ხდება მრავალრიცხოვანი რთული ფაქტორების ზეგავლენით, რომელთა გათვალისწინება საკმაოდ რთულია.
გაურკვევლობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტური პირობების განუსაზღვრელი რაოდენობის არსებობის პირობებში, თითოეული ამ მდგომარეობის დადგომის ალბათობის შეფასება შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ არ არსებობს მისი გაზომვის მეთოდი. ასეთ შემთხვევაში, მმართველობითი ამოცანა მდგომარეობს იმაში,რომ მოხდეს გაურკვევლობის შემცირება მისი რისკის პირობებთან დაახლოების გზით. გადაწყვეტილების არჩევის კრიტერიუმი ასეთ გარემოებებში განისაზღვრება მენეჯერის მიდრეკილებებით და სუბიექტური აზროვნებით.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ რისკის და გაურკვევლობის წარმოშობას, საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
ცალკეული მოვლენის დადგომის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობა მათი შემთხვევითი ხასიათის გამო; აუცილებლობა იმისა, რომ მიღწეულ იქნას რამდენიმე, ხშირად წინააღმდეგობრივი მიზნები; მმართველობითი გადაწყვეტილებების წარმატებული რელიზაციისთვის აუცილებელი რესურსების უკმარისობა; ინფორმაციის არასრულობა, არასანდოობა და არარსებობა; გადაწყვეტილების მიმღები ხელმძღვანელის ფსიქოლოგიური მახასიათებლები; პერსონალის პროფესიული არამზაობა რისკისა და გაურკვევლობის პირობებში მოქმედებისთვის; ბიზნეს კონკურენტების, კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგე მხარეების, მიზანმიმართული საწინააღმდეგო ქმედებები და ა. შ.
გამოვლინების მიზეზების მიხედვით გამოყოფენ გაურკვევლობის სხვადასხვა სახეებს. კერძოდ, არსებობს გაურკვევლობა:
რაოდენობრივი, რომელიც განპირობებულია ობიექტების, ან სიტუაციის ელემენტების დიდი რიცხვით; ინფორმაციული, რომელიც გამოწვეულია ინფორმაციის სიმცირით, მისი უზუსტობით ტექნიკური, სოციალური და სხვა მიზეზებით; ღირებულებითი, რაც დაკავშირებულია ინფორმაციაზე დიდი გადასახადით; პროფესიული, რაც განპირობებულია მენეჯერის არასაკმარისი პროფესიონალიზმით; შემზღუდველი, რაც გამოწვეულია გადაწყვეტილების მიღების სიტუაციებში შეზღუდვებით (მაგ: შეზღუდულობა დროში და ა. შ.) გარემოსი, რაც დაკავშირებულია მის დინამიკასთან, ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე კონკურენტის რეაქციასთან.
გაურკვევლობის ბუნებას ახასიათებს მმართველობითი გადაწყვეტილებების ინფორმაციული ბაზა, რომელთა სტრუქტურა შეიცავს:
მართვის ობიექტის მიზნები და ამოცანებს; ობიექტის მდგომარეობას (ტექნიკური, ეკონომიკური და ა. შ.) ობიექტის განვითარების თავისებურებებს (კანონზომიერებები, ტენდენციები, ფუნქციონირების მექანიზმები); გარემოს ცვლილების პროგნოზს; საწარმოს ფუნქციონირების ალტერნატიულ სტრატეგიებს; გადაწყვეტილების ალტერნატიულ ვარიანტებს; ალტერნატივების რეალიზაციის შედეგებს; საუკეთესო ალტერნატივების არჩევის კრიტერიუმებს.
ინფორმაციული სტრუქტურის თითოეულ ელემენტს საკუთარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრები გააჩნია. გაურკვევლობა თავს ავლენს მხოლოდიმ პირობებში, როცა პარამეტრები ცნობილი არ არის. პარამეტრების დაშვებული საალბათო მნიშვნელობების შეყვანით გაურკვევლობის სიტუაცია შეიძლება რისკის სიტუაციამდე მივიდეს, რაც ხელს უწყობს უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.
მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ინფორმაციული სტრუქტურის ანალიზი, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში მიიღება. ასეთი სიტუაციები შეიძლება წარმოიქმნას წარმოებაში ავარიის შედეგად, ბუნებრივი მოვლენების გამო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებებით და ა.შ.
კრიზისულ სიტუაციებში მიღებული გადაწყვეტილებების ძირითადი ნიშნებია მაღალი საწყისი გაურკვევლობა, დროში უკიდურესი შეზღუდულობა და საუკეთესო ალტერნატივის არჩევის რისკის მაღალი ფასი. ექსტრემალობის ხასიათი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, რაც მისაღები გადაწყვეტილების თავისებურებებსგანსაზღვრავს. ექსტრემალურისიტუაციები სამ კლასად იყოფა:
სიტუაციები მოვლენათა განვითარების ვარიანტების შეზღუდული რაოდენობით, ამასთან, არსებობს მათი წინასწარმეტყველების რეალური შესაძლებლობა და შესაბამისად შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისთვის მზადება. სიტუაციები მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტების დიდი რაოდენობით, რაც გამორიცხავს კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტისთვის წინასწარ მომზადებას. სიტუაციები ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების განვითარების განუსაზღვრელად დიდი რაოდენობით რაც არ იძლევა მათი განვითარების წარმატებული პროგნოზირების საშუალებას.
პირველი კლასის ექსტრემალური სიტუაციები, როგორც წესი, ტექნიკურ სისტემებში წარმოიქმნება. ისინი სიტუაციური მართვის მეთოდებით გადაიჭრება. ამისთვის ხდება ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილებათა სტანდარტული ნაკრების შემუშავება. სიტუაციის ამა თუ იმ სტანდარტთან კუთვნილების იდენტიფიკაცია განისაზღვრება კრიტიკული პარამეტრების სახით გარკვეული ნიშნების მიხედვით.
მეორე კლასის სიტუაციები სოციალურ-ეკონომიკური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. მათთვის სტანდარტული გადაწყვეტილებების გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან მოქმედების ვარიანტები და პირობები, რაც საქმიანობის ამ სფეროში ექსტრემალური სიტუაციებისთვისაა დამახასიათებელი, საკმაოდ მრავალრიცხოვანია. პრობლემის გადაწყვეტის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მენეჯერის მოქმედებაზე, რაც, თავისმხრივ, მის პროფესიულ თვისებებს უკავშირდება.
მესამე კლასის სიტუაციას ადგილი აქვს ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებში. მსგავსი სიტუაციებიდან გამოსვლა მთლიანადმენეჯერის სუბიექტური მოქმედებით, მისი გადაწყვეტილებების ინტუიტიური ხასიათით განისაზღვრება.
ასე რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაურკვევლობის პირობებში ხასიათდება მოქმედების მიზანმიმართულობისთვის, ორგანიზებისთვის საჭირო რაოდენობის ინფორმაციის არარსებობით. გადაწყვეტილების შემუშავების პროცესის ხარისხი დამოკიდებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინების სისრულეზე.გაურკვევლობა შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ იქნას აღმოფხვრილი შემდეგი ორი გზით: არსებული ინფორმაციის შესწავლის გაღრმავებით, ან მისი შევსებით ახალი ინფორმაციის მოპოვების გზით.
Annotation
Vagueness and Risks
Nana Benidze, Akaki Tsereteli StateUniversity, Associated Professor
Jambul Bitsadze, Akaki Tsereteli State University, Associated Professor
In Economic Theory Vagueness is the incompleteness and inaccuracy of the information concerning the economic performance of the enterprise among which expenditure and gained results connected with the latterare implied. The vaguenessmay be causedby the lack ofknowledge, chance factor and resistance.
Therefore, risk is the indicator of vagueness, i. e. the quantity that can be measured. If a decision maker knows the quantitative variable of the probability of certain coming event then, it is considered, he dealswith risks. In case, the probability is definedsubjectively throughout the past period due to the absence of statistic figures then we refer to the vagueness.
So, the process of decision making in terms of vagueness is characterized by the lack of information needed for determining and organizingthe course of the action. The quality of the decisionmaking process depends on the fact how perfectly all the factors weretaken into consideration.The vagueness can be resolved in two ways: through a deep study of existing information and its completeness by means of obtaining new information.
![]() |
13 მშენებლობა |
▲back to top |
![]() |
13.1 ხარისხის მართვის სისტემა მშენებლობაში |
▲back to top |
ვასილ კიკუტაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ პროფესორი
საბაზრო ურთიერთობების პირობებში ხარისხის თანამედროვე სტანდარტების მიღწევა უმთავრესი საზრუნავია ნებისმიერი სიმძლავრისა და პროფილის სამშენებლო კომპანიისთვის.
სამშენებლო კომპანია ეს არის სამეურნეო სუბიექტი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანიაისეთი ხარისხის სამშენებლო პროდუქციის წარმოება, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას ბაზარზე.
საბაზრო ურთიერთობების პირობებში პროდუქციის მაღალი ხარისხი, პროდუქციის დაბალ ფასთან, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დაბალ ხარჯებთან ერთად გვევლინება, როგორც კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვების მთავარიპირობა. სამშენებლო პროდუქციის ხარისხი წარმოადგენს: „სტანდარტებით, ტექნიკური პირობებითა და პროექტით დადგენილი საექსპლუატაციო თვისებების ერთობლიობას,რომელთა მეშვეობითაც სამშენებლო პროდუქცია აკმაყოფილებს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს“ 1.
საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილია და აქტიურად გამოიყენება სტანდარტიზაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტების ISO 9001 სერია, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნებს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელსაც სჭირდება მომხმარებლის მოთხოვნის მუდმივად დაკმაყოფილებისა და მიმდინარე ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება. კომპანიების სერტიფიცირება ხარისხის სფეროში ხორციელდება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სუბიექტების მიერ, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფლება დაადასტურონ კონკრეტული კომპანიის პროდუქციის შესაბამისობა ხარისხის მოთხოვნებთან. სერტიფიკატი ეს არის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გაიცეს სხვადასხვა დონეზე:
ცალკეული სახეობის საქონლისა და მომსახურების სერტიფიკაცია;
საწარმოო- ტექნოლოგიური პროცესების სერტიფიკაცია;
კომპანიის ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია.
მსოფლიოში არსებობს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც ანხორციელებენ კომპანიების სერტიფიკაციას საერთაშორისო დონეზე SAI 9001 სერიის სტანდარტებით. ერთ-ერთი ასეთიაღიარებულ კომპანიაა SAI GLOBAL-ი, რომელიც1922 წლიდანფუნქციონირებს და წარმოადგენს მსოფლიოს ლიდერ სერტიფიკაციის ორგანოს. დღეისათვის მსოფლიოში SAI 9001 სერიის სტანდარტებით სერტიფიცირებულია 500000-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორისისეთი ცნობილი კომპანიები და ბრენდები, როგორებიცაა: ჯენერალ მოტორსი, ბოში, მიცუბიში, ნესტლე, კოდაკი, სიმენსი და ა.შ. საქართველოშიხარისხის სისტემის სერტიფიცირებას ანხორციელებს ფონდი „ქართული ხარისხი“, რომელიც არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Quality) წევრია 2005 წლიდან და გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება მოახდინოს ქართული კომპანიების სერტიფიკაცია ISO 9001:2000, ISO 14001:2004, OHSAS 18001:2001, ISO 22000 (HA CCP) სტანდარტების შესაბამისად2. საქართველოში ქართული ხარისხის ნიშნის მოთხოვნას სხვადასხვა კომპანიები უკვე აკმაყოფილებენ და ფლობენ შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებსაც. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „ლიბო ჯგუფს“ 2007 წლიდან მინიჭებული აქვს უფლება გამოიყენოს „ქართული ხარისხისნიშანი“, ვინაიდან, კომპანიაში დანერგილია ხარისხის მართვისსისტემა SAI 9001:2000სტანდარტის შესაბამისად3.
კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ხარისხის სისტემის დანერგვა ხელს უწყობს კომპანიის კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და მათ წარმატებულ ფუნქციონირებას. ხარისხის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზაციასა და კოორდინაციას ახორციელებს ორგანიზაციის ხარისხის სამსახური. ხარისხის სამსახურის თანამშრომელთა რიცხვი დამოკიდებულია ორგანიზაციის მასშტაბებსა და მათ მიერ შესასრულებელი ფუნქციების სირთულეზე. ხარისხის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ფუნქციები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და სამშენებლო ობიექტის ხარისხის უზრუნველყოფისთვის საჭირო საწარმოო-ტექნიკური ტიპის გადაწყვეტილებების მიღების საშუალებები. ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში განისაზღვრება სტრუქტურული განყოფილებების სტატუსი და ფუნქციები, ნორმატიული დოკუმენტები, მეთოდოლოგიური მასალები, ცალკეული მუშაკების უფლებები და ვალდებულებები თანამდებობრივი ინსტრუქციების სახით და ა. შ. ცხადია, რომ სამშენებლო კომპანიაში ხარისხის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მაღალკვალიფიცირებული პერსონალის არსებობა, როგორც უშუალოდ ხარისხის მართვის, ასევე კომპანიის საქმიანობის სხვა სფეროებში. სამშენებლო კომპანიები პერმანენტულად ახორციელებენ ხარისხის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგები ხარისხის კუთხით და გააჩნიათ სრული ინფორმაცია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებზე შესახებ. სამშენებლო ორგანიზაციები ხარისხის სფეროში აქტიურად იყენებენ ასევე მომუშავეთა მატერიალურ და მორალურ სტიმულირებას და ხელს უწყობენ მათ კარიერულ ზრდას.
სამშენებლო კომპანიაში განიხილება ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგი ასპექტები: სამშენებლო პროდუქციის ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის ხარისხი; სამშენებლო პროდუქციის კონსტრუქციის ხარისხი და სამშენებლო პროდუქციის ფუნქციონალური ხარისხი. სამშენებლო პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად დაცული უნდა იქნეს ხარისხის სამივე ასპექტი, ამისთვის კი აუცილებელია სამშენებლო კომპანიაში შეიქნას ხარისხის სისტემა, რომლის გამართული ფუნქციონირება წარმოადგენს სამშენებლო პროდუქციის მაღალი ხარისხის მიღწევის აუცილებელ პირობას. სამშენებლო კომპანიის უმთავრესი ამოცანაა ხარისხის სფეროში ორგანიზაციის შიგნით ხარისხის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის საერთო პოლიტიკის რეალიზაციას ხარისხის სფეროში და უზრუნველყოფს სამშენებლო პროდუქციის მაღალ ხარისხს. სამშენებლო პროდუქციის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული, როგორც საპროექტო სამუშაოების, ასევე სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიებისა და გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხზე.
სამშენებლო კომპანიაში ხარისხის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა მოითხოვს რიგი ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავებას, რომელთა არსებობა აუცილებელი პირობაა ხარისხის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ხარისხის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნორმატიული დოკუმენტაციის მოცულობა დამოკიდებულია, ორგანიზაციის პოლიტიკაზე ხარისხის სფეროში, საქმიანობის მასშტაბებზე და კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. ხარისხის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესი შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად: პირველ ეტაპზე ხორციელდება ხარისხის სისტემის ძირითადი პარამეტრებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება; მეორე ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი ინფორმაციის გადამუშავება; მესამე ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტების მიღება, რომლებიც მოიცავენ: დეტალურ ინსტრუქციებს, კონკრეტულ მეთოდოლოგიასა და მეთოდიკას, შრომითი პროცესების ორგანიზაციის სქემებს; ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების რუქებს; ხარისხის კონტროლის ფორმებსა და საშუალებებს, ხარისხის შესახებ ანგარიშების წარდგენის ფორმებს. სამშენებლო კომპანიაში ხარისხის სისტემის ფარგლებში ხორციელდება ცალკეული სამშენებლო ობიექტისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ინდივიდუალური პროგრამის დამუშავება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ბიზნეს-გეგმის შემადგენელ ნაწილს და მოიცავს იმ კონკრეტული საშუალებებისა და გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებაც აუცილებელი პირობაა კონკრეტული სამშენებლო ობიექტის დაგეგმილი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ხარისხის პროგრამის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ასაშენებელი ობიექტის მოკლე დახასიათება, ობიექტის კონსტრუქციული თავისებურებანი, გამოყენებული სამშენებლო ტექნოლოგიები, მშენებლობისთვის აუცილებელი მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსები და ა.შ. ხარისხიანი სამშენებლო პროდუქციის მისაღებად საჭიროა ხარისხის კონტროლი სამშენებლო პროდუქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, დაწყებული წინასაპროექტო სამუშაოებიდან - დამთავრებული სამშენებლო ობიექტის დემონტაჟით. სამშენებლო პროდუქციის დაპროექტების ნებისმიერ სტადიაზე უნდა გავითვალისწინოთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სტანდარტების მოთხოვნები. სამშენებლო პროექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილების შესაბამისობა აღიარებულ სტანდარტებთან მოწმდება, როგორც დამკვეთი მხარის, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლებმაც უნდა გასცენ მშენებლობის დაწყების ნებართვა.
სამშენებლო პროდუქციის ხარისხის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ინსტრუმენტალური; ექსპერტული და შედარებითი მეთოდები. პირველი მეთოდი დაფუძნებულია სპეციალური გამზომი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მეორემეთოდი - ეფუძნება ექსპერტულ შეფასებებს, ხოლო, მესამე მეთოდი - ახდენს ხარისხის ფაქტიური მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლების შედარებას შესაბამის სტანდარტებთან. (იხ. სქემა 1).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ხარისხის კონტროლის სისტემისადმი სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება. მაგალითად, ამერიკულ კომპანიებში პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კომპანიის ხარისხის კონტროლის განყოფილებებს, ხოლო იაპონურ კომპანიებში - კომპანიებში დასაქმებულ საწარმოო მუშებს, ვინაიდან, იაპონური მენეჯმენტი ითვალისწინებს საწარმოო მუშების მომზადების პროგრამაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების სრულყოფილ შესწავლას და შესაბამისად, მუშებს ევალებათ თავიანთ შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე სრული პასუხისმგებლობა4. ბელგიაში და ჩეხეთში ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების მშენებლობისას, ხოლო, სხვა შემთხვევებში საქმეში ერთვება ადგილობრივი მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოები, გარდა ამისა, მშენებლობის ხარისხი განსაკუთრებით უშუალოდ დამკვეთის მიერ ზედამხედველობის განხორციელებით კონტროლდება. როგორც წესი, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო, დამკვეთის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა მისივე ბიუჯეტიდან. განვითარებულ ქვეყნებში მშენებლობის კონტროლის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადაზღვევო კომპანიებს, რადგანაც უმრავლეს მათგანში დაზღვევას ექვემდებარება როგორც მშენებლობის პროდუქციის ხარისხი, ასევე მთლიანად ობიექტის მშენებლობა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები აქტიურ კონტროლს ახორციელებენ მშენებლობის ხარისხზე. ზედამხედველობის აღნიშნული სისტემა კარგადაა აპრობირებული ასევე აშშ-სა და იაპონიაშიც. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში (გერმანია, დანია, ნორვეგია, ინგლისი) კი მშენებლობის ხარისხის კონტროლი, უმეტესწილად, ხორციელდება ადგილობრივი სამშენებლო ინსპექციების მიერ5.
სქემა 1. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მშენებლობაში
საქართველოში მშენებლობის ზედამხედველობა ხორციელდება კანონით „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ.“ ქვეყანაში ფუნქციონირებს „მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია“ (არქმშენინსპექცია), რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის შემადგენლობაში იმყოფება. მთავარი არქმშენინსპექცია მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციებით, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის ნორმალური დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ატარებს ხარისხის შემოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარება შენობა-ნაგებობების მშენებლობა, გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სპეციალური საზედამხედველო ორგანოები აკონტროლებენ. მთავარი არქმშენინსპექცია ატარებს ობიექტების მშენებლობის, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების შემოწმებას მშენებლობაში მონაწილეთა უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად. არქმშენინსპექციის ამოცანებია, უზრუნველყოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ:
მშენებარე შენობა- ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობა;
დადგენილი ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგი მშენებლობისას და აშენებული ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემისას6.
საქართველოში მშენებლობის ხარისხის ზედამხედველობის პროცესში არ გამოიყენება სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობები, ვინაიდან, ამისთვის არც საკანონმდებლო მექანიზმები არსებობს და არც სამშენებლო კომპანიები ახდენენ მშენებლობების დაზღვევას (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით დაუცველს ხდის სამშენებლო პროდუქციის მომხმარებელს, რომელსაც არა აქვს არც მშენებლობის ხარისხის დამადასტურებელი არანაირი გარანტია და არც მშენებლობის საერთოდ დასრულების არანაირი გარანტიები. რეგულირების ასეთი მექანიზმების უგულვებელყოფა საბოლოო ჯამში,საზიანოა, როგორც რიგითი მომხმარებლისთვის, ასევე დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიებისთვის.
დღეისთვის დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება პროდუქციის ხარისხისადმი შემდეგი მიდგომა: პროდუქციის ხარისხი არა მხოლოდ მოწმდება, არამედ, იგეგმება და ხდება მისი მიღწევა პროდუქციის შექმნის პროცესში. ხარისხის უზრუნველყოფისადმი მსგავსი სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს მოსალოდნელი დეფექტების თავიდან აცილებას, რაც გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე დაშვებული შეცდომების შემდგომი აღმოჩენა და მათი გამოსწორება. შესაბამისად, გამოკვეთილია ხარისხის შიდა კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობა, რაც ამცირებს ხარისხის გარე კონტროლის საჭიროებას და იცავს კომპანიას ზედმეტი დანახარჯებისგან.
Quality Management System in Construction
V.Kikutadze, Academic Doctor of Economics Sciences, Professor of TSU
Under the market economy relations reaching the modern standards of quality is the main objective to achieve for any capacity and profile construction company. Standards series -ISO 9001 proved by the International Organization for Standardization is introduced and actually used in practice internationally. It defines the requirements of Quality Management System for any organization, which needs to demonstrate the permanent satisfaction of its customers' demands and the compliance with normative requirements. For getting the high quality building production existing of the qualitymanagement is essential along with the whole production life cycle - from pre-designing activities to dismantling of building object. At any step of designing the building product international requirements as well as national ones must be satisfied.
___________________
1.ღუდუშაური ზ., კაპიტალური მშენებლობის სპეციფიკურ ტერმინოლოგიათა და კატეგორიათა განმარტებითი ლექსიკონი (ეკონომიკასა და ორგანიზაციაში), თბილისი 1999., გვ. 25.
2 http://www.geoquality.org - ფონდი ქართული ხარისხი.
3 http://www.opentext.org.ge - საქართველოს რესპუბლიკა №191, 2008 წ.
4 გ. თოფაძე, ჯ. ბიჭიაშვილი, დ. დანელია., საბაზრო სისტემის საფუძვლები., თბილისი 2001 წ.
5 Building Regulations, Explanatory Booklet. Office of the Deputy Prime Minister (ODPM) Publications PO Box 236. Wetherby, West Yorkshire 2005.
6 საქართველოს კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“, მუხლი 4, 1997 წ.
![]() |
14 PR |
▲back to top |
![]() |
14.1 გინდა გქონდეს თანამედროვე პროფესია? |
▲back to top |
სერგო მაისურაძე,
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი
ეწვიე თბილისის პროფცენტრს
საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაცსაშუალო სკოლის მოსწავლეებს არასახარბიელო ყოფაქცევისა, თუ აკადემიური მოსწრების გამო „პროფში“ ანუ პროფესიულ სასწავლებელში იძულებით გადაყვანით ემუქრებოდნენ. ამგვარი სასწავლებლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაც შეიცვალა და ოდესღაც „მკვდარი სულებით“ სავსედა სპეციალობის მიღების დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდებით მოვაჭრე დაწესებულებებში უწინდელისგან სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევს... სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს ვეწვიე და საოცრად შემოქმედებით,საქმიან და თბილ გარემოში აღმოვჩნდი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წლის 9 ნოემბერს ოთხი სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სასწავლებელში დღეისათვის სამი ფაკულტეტი მოქმედებს: მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, რომელიც მკერავ-მოდელიორებს, მკერავ-მემანქანეებს, მკერავებს, თექის წარმოების ხელოსნებს, თექის ტექნოლოგიის ხელოსნებს, თექის ნაწარმის ხელითდამზადებისა და მხატვრული გაფორმების ხელოსნებს, გობელენის მქსოველებს, ტრიკოტაჟის სპეციალისტებს, მეწაღეებს, კონდიტრებსა და ბუღალტრებს ამზადებს; პოლიგრაფიული ფაკულტეტი, სადაც მსურველები ოფსეტურ ბეჭდვას, ბროშურების კინძვას, პოლიგრაფიულ კინძვას, დაკაბადონებასა და ფერთა დაშლას შეისწავლიან და პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებულებიც კომპიუტერული სისტემებისსპეციალისტები და ზეინკლები გახდებიან.
სასწავლებლის კურსდამთავრებულებს სახელმწიფო სერტიფიკატი გადაეცემათ. სამომავლოდ დაგეგმილია ახალი სპეციალობების დამატება კერძოდ, კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, რომელიც საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრომოწყობილობების, სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების მომსახურების სპეციალისტებსა და ავტოშემკეთებლებს და სამშენებლო ფაკულტეტი, რომელიც - კალატოზებს, მეფილეებს, მებეტონეებს, „მშრალი მშენებლობის“ სისტემების მომსახურეებს (კნაუფ-ის ტექნოლოგია), თაბაშირ-მუყაოს ფურცლებისა და პროფილების მემონტაჟეებს, მებათქაშეებს, გარე მოპირკეთების სისტემების მემონტაჟეებსა და თბილი იატაკებისდამგებებს მოამზადებს. გარდაამისა, მსურველები ცენტრში სხვადასხვა ასაკის ბავშვების ძიძებადაც გადამზადდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო ფაკულტეტის შექმნას გარკვეული პრობლემებიც უშლის ხელს: მეიჯარე „საქწიგნი“ დღემდე უკანონოდ საქმიანობს ცენტრის ტერიტორიაზე, არადა, სწორედ ამ ადგილას უნდა მოეწყოს სამშენებლო პოლიგონი...
პროფესიული სწავლების ცენტრში მიღება წელიწადში ორჯერ - სექტემბერსა და იანვარში წარმოებს, ზოგადი უნარების ტესტირებითა დაოსტატ-პედაგოგებთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით. საბიუჯეტო და ფასიანი სწავლების სექტორებზე მისაღებ პირთა ასაკი საჯარო სკოლისმე-9 კლასის ზევით შეუზღუდავია. შეღავათებით სარგებლობენ მზრუნველობა მოკლებული, უნარშეზღუდული, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოზარდები.
გადამზადებისა და ახალი პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვმა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში კიდევ უფრო იმატა. ეს გასაკვირიც არ არის: თუნდაც მოკლევადიანი კურსების საშუალებით მეორე ხელობის მიღება ხომ ადამიანს დღეისთვის არსებულ რთულ ვითარებაში ინტეგრირებულობის შანსს უზრდის ცენტრში სწავლის დაწყების მსურველთა 30-40 პროცენტი სწორედ უმაღლესდამთავრებულებზე მოდის.
პროფესიული სწავლების ცენტრს ამ დროისთვის ორი კორპუსი შემორჩა, ხოლო ნაგებობა, სადაც საერთო საცხოვრებლის მოწყობა იგეგმებოდა, გაიყიდა. ცენტრის დირექტორი ბატონი სერგო მაისურაძე აცხადებს, რომ ცენტრის კორპუსების გაყიდვის საფრთხე დღესაც არსებობს, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის №113 დადგენილების თანახმად, პროფესიული განათლების სისტემის კუთვნილი უძრავი ქონებაშეიძლება გადაეცეს ინვესტორს 7 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნების პირობით. თუმცა, ბატონისერგო დასძენს, რომ უკვე არსებობს სამწუხარო პრეცედენტები და გასხვისებულ შენობებში სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს...
სერგო მაისურაძე, თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი: ჩვენი კოლეგების საბრძოლო შემართებისა და გულისხმიერების წყალობით ჯერჯერობით ვუნარჩუნებთ ბავშვებს პროფესიის დაუფლების ამ შესანიშნავ საშუალებას. პროფესიული სწავლების სისტემაში დღეისთვის რეალურად 38 სასწავლებელია. მათგან 10 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 2007 წლისათვის მეტ-ნაკლებად გარემონტდა, თუმცა, სრულყოფილად მხოლოდ ოთხი მათგანი აღიჭურვა. მართალია, მოსახლეობის მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა და პროფესიულ სასწავლებლებს დამსჯელ ორგანიზაციად აღარავინ აღიქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან მწირია ბიზნესის ჩართულობა და ამ საქმით დაინტერესება. არადა, ყველა დარგი ვითარდება, ინერგება ახალი ტექნოლოგიები საქართველოში კი ხშირად უცხოელ სპეციალისტთა შემოყვანა გვიწევს, რადგან, საქართველოს მოქალაქეები ვერ საქმდებიან შესაფერისი კვალიფიკაციის უქონლობის გამო. სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა მისცენ ორიენტირი პროფესიულ სასწავლებლებს და მიაწოდონ ინფორმაცია - რა სახის სპეციალისტები სჭირდებათ. პრობლემად იქცა ისიც, რომ ჩვენი სისტემიდან ამოღებულია ხელობის შესწავლის პარალელურად საშუალო განათლების მიღების საშუალება. განათლების სამინისტრო ბევრს ფიქრობს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე და სიტუაციიდან გამოსვლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
ვინაიდან არ გაგვაჩნია სათანადო სარეაბილიტაციო და დაზგა- დანადგარების შესაძენი თანხები, ექსპერიმენტის სახით იმ ფართობების იჯარით გაცემა გადავწყვიტეთ, რომელიც მეტ-ნაკლებად, ჯერ კიდევ მოსავლელია. სანაცვლოდ, მეიჯარე ინდმეწარმეები ცენტრის მოსწავლეებს თავიანთ საწარმოებში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლის საშუალებას მისცემენ. სწორედ იჯარის მეშვეობით შემოსული თანხებით გავარემონტეთ ერთ-ერთი ჩვენი კორპუსის პირველი სართული. მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქცია ნათელ და მოვლილფოიეში გამოიფინება. აქვე მოეწყობა ტრეინინგების ჩასატარებელი დარბაზიც. შედეგმაც არ დააყოვნა: ცენტრის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა.
სასიამოვნოა, რომ ჩვენი ცენტრის კურსდამთავრებულები დამსაქმებელზე არ იქნებიან დამოკიდებულები და, მინი-ბიზნესის ჩამოყალიბების შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანს თავადვე დაასაქმებენ. ცენტრში შექმნილი ბიზნეს-ინკუბატორიც წარჩინებული კურსდამთავრებულების შემდგომ დახელოვნებას ემსახურება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროფესიული სწავლების სისტემა სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია: აქამდე ქუჩაში მდგარი, პოტენციური კრიმინალი მოზარდები მოდიან ჩვენთან, ეზიარებიან სპეციალობას და მერე პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. ნებისმიერ სახელმწიფოში, რომლის ღირებულებების გადმოღებაც გვსურს, პროფესიული სწავლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ეს კრიმინალისა და ნარკოტიკების პრევენციაცაადა სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძველიც!..
საკვალიფიკაციო გამოცდებზე ცენტრი ბიზნესმენებს - პოტენციურ დამსაქმებლებს იწვევს. ესეც ევროპული გამოცდილება გახლავთ, რომელსაც ორმაგი დატვირთვა გააჩნია: სასწავლებელი თავისი სპეციალისტების დონეს ადგენს, მეწარმეები კი თვალნათლივ ხედავენ, რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ ცენტრის კურსდამთავრებულებს. „რაც უფრო ფართო იქნება კომისია, მით უკეთესი!.. ეს არის რეალური შრომის ბირჟა, სადაც მეწარმეს აქვს საშუალება, თავად შეარჩიოს სათანადო კადრი..“ - ამბობს ბატონი სერგო და გამოცდებზე დასასწრებად ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს ეპატიჟება.
გარდა ამისა, პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი საქმიან წრეებს კიდევ ერთი თხოვნით მიმართავს: თუკი ისინი გამოიჩენენ კეთილ ნებას და მეორად კომპიუტერებს, საოფისე, პოლიგრაფიულ თუ სხვა დარგის ტექნიკას საჩუქრად გადასცემენ სასწავლებელს, ამით დიდ დახმარებას გაუწევენ ყველა იმ მოზარდსა თუ გადამზადების სურვილის მქონე ადამიანს, ვისაც ხელობის შესწავლა სურს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ტიპის სასწავლებლებს დაეხმაროს... არადა, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას თავადცენტრის მოსწავლეები შეაკეთებენ, შემდეგ კი მას ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებენ.
ასე რომ, თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი საუკეთესო სახელობო განათლების მიღების მსურველებს ელის, სწავლების მაღალ ხარისხს კი ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ოსტატ-ინსტრუქტორთა და პედაგოგთა პროფესიონალიზმი განაპირობებს.
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის მისამართია: აკაკი წერეთლის გამზირი №134 (მეტროს სადგური „დიდუბე“). ტელეფონი: (822) 34-09-65; 34-16-67; 35-08-70; 34-79-48
![]() |
14.2 ლომიძის წამალი ჯანმრთელთათვის, ავადმყოფთათვის და მათთვის, ვინც სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნია! |
▲back to top |
რუსუდან ლომიძე,
მცენარეული პრეპარატების ავტორი
სამკურნალო მცენარეების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით დამზადებულ კლასიკური მედიცინის პრეპარატებს სათვალავი არა აქვს, მსოფლიო ნელ-ნელა ყველაფერ ძველს, ნატურალურს უბრუნდება. მედიცინის პრიორიტეტულ ნაწილად სწორედ ინტეგრაციული მედიცინა იქცა, რომელშიც კლასიკური და ტრადიციული მედიცინა ერთმანეთთანაა შერწყმული.
საქართველოს ფლორა საოცრად მდიდარია სამკურნალო მცენარეებით. 2006 წლის ჟენევის კონვენციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველო მცენარეების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთა შორის დაასახელა. ქართველები ისტორიულად მკურნალი ერი ვართ: სიტყვა „მედიცინაც“ კი კოლხი ქალის - მედეას სახელს უკავშირდება. თუმცა, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ხალხური მედიცინა მივიწყებული იყო და მხოლოდ ექიმბაშების დონეზე არსებობდა. ნებისმიერი მცენარეული წამლის წარმოჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ არსებობდნენ საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც დროსა და ენერგიას არ ზოგავდნენ და ქართული ფლორის უნიკალური წარმომადგენლების მეშვეობით ავადმყოფებს კურნავდნენ...
რუსუდან ლომიძე ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლე ბატონიშვილის შთამომავალი იყო. მის ოჯახში ოდითგანვე მოიპოვებოდა ყველანაირი ინფორმაცია სამკურნალო მცენარეებზე, თუმცა, ძალიან დიდხანს ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა მას ვერავინ იყენებდა. ქალბატონმა რუსუდანმა სამკურნალო მცენარეებისა და მათი თვისებების დეტალური შესწავლა 1978 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც კიბოს საწინააღმდეგო მცენარეული ნაყენი საკუთარ თავსა და მძიმე ავადმყოფებზე გამოსცადა, 1984 წელს მან პირველი განაცხადი გააკეთა. დაიწყო ხანგრძლივი კვლევა: გამოიყო რამდენიმე კომისია, თუმცა, ყოველი მათგანის დასკვნა დადებითი იყო - ეს ნაყენი არის წამალი, რომელიც ონკოლოგიურ ავადმყოფებზე გარკვეულ შედეგებს იძლევა. იმ დროისთვის მეტის თქმა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო...
2008 წლის ივნისში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა რუსუდან ლომიძის სამი პრეპარატი, კერძოდ: მცენარეული ნახარში ლომიძე-1, მცენარეული ნაყენი ლომიძე-2 და მალამო პროქტონორმი. წამლებს აქვთ უნიკალური ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დეზინტოქსიკაციური, იმუნოსტიმულატორული და ონკოპროტექტორული თვისებები. ამ აღიარებას წინ უძღოდა უთანასწორო ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმთან, ოქსფორდის კომისიის მიერ ჩატარებული კვლევა და სერიოზული აღიარება დიდ ბრიტანეთში, მოსკოვის ონკოცენტრთან ერთად ჩატარებული წამლის გამოცდა და ონკოლოგიის მეტრების დადებითი დასკვნა, ვრცელი სტატიები მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ფურცლებზე, მსოფლიო ჰერბალაისტთა ასოციაციის წევრად და კონსულტანტად არჩევა... საქართველოსა და რუსეთის სამხედრო სამედიცინო აკადემიებმა უნიკალური მალამოს შექმნის დასტურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს რუსუდან ლომიძეს გენერლის წოდებაც კი მიანიჭეს. სხვათა შორის, ეს ერთადერთი მალამოა მსოფლიოში, რომლის ყველა ინგრედიენტები მცენარეულია. სხვა ნებისმიერი მალამო პროპოლისით მზადდება, ლომიძისა კი - თაფლის სანთლის ბაზაზე.
ქალბატონი რუსუდანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 110 სახის მცენარეს აგროვებდა. საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც თავისი ავადმყოფებისა და მცენარეების მეტი არაფერი ახსოვდა, სწორედ მცენარეების შესაგროვებლად მიმავალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა... თუმცა, რუსუდან ლომიძის დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება: ვაჟა-ფშაველას გამზირის №30-ში კვლავინდებურად მოქმედებს ფიტოთერაპიული კაბინეტი, რომელსაც მისი ერთადერთი ვაჟის ლომიძის წამალი ჯანმრთელთათვის, ავადმყოფთათვის და მათთვის, ვინც სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნია! სამკურნალო მცენარეების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით დამზადებულ კლასიკური მედიცინის პრეპარატებს სათვალავი არა აქვს, მსოფლიო ნელ-ნელა ყველაფერ ძველს, ნატურალურს უბრუნდება. მედიცინის პრიორიტეტულ ნაწილად სწორედ ინტეგრაციული მედიცინა იქცა, რომელშიც კლასიკური და ტრადიციული მედიცინა ერთმანეთთანაა შერწყმული. საქართველოს ფლორა საოცრად მდიდარია სამკურნალო მცენარეებით. 2006 წლის ჟენევის კონვენციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველო მცენარეების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოთა შორის დაასახელა. ქართველები ისტორიულად მკურნალი ერი ვართ: სიტყვა „მედიცინაც” კი კოლხი ქალის - მედეას სახელს უკავშირდება. თუმცა, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ხალხური მედიცინა მივიწყებული იყო და მხოლოდ ექიმბაშების დონეზე არსებობდა. ნებისმიერი მცენარეული წამლის წარმოჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ არსებობდნენ საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც დროსა და ენერგიას არ ზოგავდნენ და ქართული ფლორის უნიკალური წარმომადგენლების მეშვეობით ავადმყოფებს კურნავდნენ... რუსუდან ლომიძე ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლე ბატონიშვილის შთამომავალი იყო. მის ოჯახში ოდითგანვე მოიპოვებოდა ყველანაირი ინფორმაცია სამკურნალო მცენარეებზე, თუმცა, ძალიან დიდხანს ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა მას ვერავინ იყენებდა. ქალბატონმა რუსუდანმა სამკურნალო მცენარეებისა და მათი თვისებების დეტალური შესწავლა 1978 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც კიბოს საწინააღმდეგო მცენარეული ნაყენი საკუთარ თავსა და მძიმე ავადმყოფებზე გამოსცადა, 1984 წელს მან პირველი განაცხადი გააკეთა. დაიწყო ხანგრძლივი კვლევა: გამოიყო რამდენიმე კომისია, თუმცა, ყოველი მათგანის დასკვნა დადებითი იყო - ეს ნაყენი არის წამალი, რომელიც ონკოლოგიურ ავადმყოფებზე გარკვეულ შედეგებს იძლევა. იმ დროისთვის მეტის თქმა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო... 2008 წლის ივნისში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა რუსუდან ლომიძის სამი პრეპარატი, კერძოდ: მცენარეული ნახარში ლომიძე- 1, მცენარეული ნაყენი ლომიძე- 2 და მალამო პროქტონორმი. წამლებს აქვთ უნიკალური ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დეზინტოქსიკაციური, იმუნოსტიმულატორული და ონკოპროტექტორული თვისებები. ამ აღიარებას წინ უძღოდა უთანასწორო ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმთან, ოქსფორდის კომისიის მიერ ჩატარებული კვლევა და სერიოზული აღიარება დიდ ბრიტანეთში, მოსკოვის ონკოცენტრთან ერთად ჩატარებული წამლის გამოცდა და ონკოლოგიის მეტრების დადებითი დასკვნა, ვრცელი სტატიები მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ფურცლებზე, მსოფლიო ჰერბალაისტთა ასოციაციის წევრად და კონსულტანტად არჩევა... საქართველოსა და რუსეთის სამხედრო სამედიცინო აკადემიებმა უნიკალური მალამოს შექმნის დასტურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს რუსუდან ლომიძეს გენერლის წოდებაც კი მიანიჭეს. სხვათა შორის, ეს ერთადერთი მალამოა მსოფლიოში, რომლის ყველა ინგრედიენტები მცენარეულია. სხვა ნებისმიერი მალამო პროპოლისით მზადდება, ლომიძისა კი - თაფლის სანთლის ბაზაზე. ქალბატონი რუსუდანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 110 სახის მცენარეს აგროვებდა. საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც თავისი ავადმყოფებისა და მცენარეების მეტი არაფერი ახსოვდა, სწორედ მცენარეების შესაგროვებლად მიმავალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა... თუმცა, რუსუდან ლომიძის დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება: ვაჟა- ფშაველას გამზირის №30-ში კვლავინდებურად მოქმედებს ფიტოთერაპიული კაბინეტი, რომელსაც მისი ერთადერთი ვაჟის მეუღლე, პროფესიით ექიმი ქალბატონი მარინა წულუკიძე ხელმძღვანელობს. ის კი არა და, სწორედ ცნობილი მკურნალის გარდაცვალების შემდეგ მოხდა ამ წამლების მაღალ დონეზე აყვანა, რეგისტრაცია და მსოფლიო ბაზარზე მათი გატანა.
მარინა წულუკიძე: ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ, ამიტომ ჩვენი ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც, წამლის გასაღებიც მხოლოდ ბუნებაშია. ასე ფიქრობდა ქალბატონი რუსუდანი და ასევე ფიქრობს დღეს მსოფლიო მედიცინა. ჩვენ ძალიან დაბალი კულტურა გვაქვს მედიცინაში. სამწუხაროდ, ჩვენში არ არსებობს პრევენციული მედიცინა - დარგი, რომელიც ადამიანს დაავადებამდე მკურნალობს. არადა, ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ემოციური სტრესის, მავნე საკვები პროდუქტების, კლასიკური მედიცინის მავნე პრეპარატების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამას ატმოსფეროში მომატებული რადიაციაც ერთვის. ჩვენი ბარიერული ორგანოები: ღვიძლი, ფილტვი თუ თირკმელი იძულებულია, გაფილტროს 100-ჯერ მეტი „ჭუჭყი,“ ვიდრე 10 წლის წინ. ამ მძიმე საქმეში ორგანოებს მცენარე ეხმარება. სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ცდილობდეს ორგანიზმის შლაკებისგან გათავისუფლებას და იმუნური სისტემის მოწესრიგებას. როდესაც იმუნური და ენდოკრინული სისტემები მუშაობს ზუსტად, ჯანსაღად და აწყობილად, სურდოც კი არ ჩნდება. მიხარია, რომ ბოლო დროს იმატა ჯანსაღი პაციენტების რიცხვმა, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას და იღებენ ლომიძის წამალს, როგორც დეზინტოქსიკაციურ და იმუნოსტიმულატორულ საშუალებას. ნატურალური ხომ ბევრად უფრო მისაღებია ადამიანის ორგანიზმისთვის...
ფიტოთერაპიულ კაბინეტს ყველა სათანადო წესისა და სეზონურობის გათვალისწინებით მოკრეფილ, გამომშრალ და დაჭრილ საუკეთესო ხარისხის ნედლეულს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან100-მდე სპეციალისტი აწვდის.
რუსუდან ლომიძის მცენარეული პრეპარატები შვებას გვრის ჰიპერტონიის, ჩიყვის, პროსტატიტის, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, საშარდე სისტემების დაავადებების მქონე ავადმყოფებს, ღრმა ნევროზებსაც კი შველის. დაავადებათა სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. პროფესიონალების მიერ ოსტატურად მომზადებულ ტრადიციულ პრეპარატებს საოცარი ძალა აქვს, რაშიც ფიტოთერაპიული კაბინეტის მისაღებთან მოსაუბრე მადლიერი პაციენტების სიტყვებიც დაგარწმუნებთ.
„ხშირად მეკითხებიან: არჩენს ლომიძის წამალი? სამწუხაროდ, მედიცინა არ გახლავთ მათემატიკა, რომ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი იყოს. ჩვენთვის არსებობს დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმა, წამალი კი მაშინ არის ღირებული, როდესაც მწვავე ფორმას სწრაფად გადაიყვანს ქრონიკულში და შემდეგ ამ ფორმას წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. ამ მხრივ კი ლომიძის წამალი შეუცვლელია,“ - აღნიშნავს ქალბატონი მარინა.
რუსუდან ლომიძის ფიტოთერაპიული კაბინეტის მისამართია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი № 30. ტელ.: 39-65-29.
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
15 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა |
▲back to top |
![]() |
15.1 ბანკის საგადამხდელო სისტემის როლი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში |
▲back to top |
ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა დაკავშირებულია კომერციული ბანკების საგადამხდელო სისტემის მოწესრიგებულ ფუნქციონირებაზე.
საგადამხდელო სისტემა საგადამხდელო ურთიერთობების სუბიექტებს შორის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციული ფორმების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობაა.მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილ ვალდებულებათა ანგარიშსწორებას. იგი უზრუნველყოფს ფულის ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევას ეკონომიკის ერთი სფეროდან მეორეში. საბაზრო ეკონომიკის ნორმალურად ფუქციონირებისთვის საჭიროა, რომ საგადახდო სისტემები იყოს სწრაფი, უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური.
საქართველოში საგადახდო სისტემის რეფორმირება დაიწყო 1994 წლიდან, როდესაც დაინერგა ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ტექნოლოგია, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ბანკის დაწესებულებების მიერ გადარიცხვების დამუშავების პროცესი.
საგადახდო სისტემების კოორდინირებული განვითარების უზრუნველსაყოფად 1995 წელს ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდა „ეროვნული საგადამხდელო საბჭო“, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა მსხვილი კომერციული ბანკებისსაანგარიშსწორებო ცენტრები(1995წ.), ამოქმედდა ელექტრონული ანგარიშსწორება ეროვნულ ბანკსადა კომერციულ ბანკებს შორის (1997 წ.), შემოღებულ იქნაერთიანი სტანდარტებიდა ფორმატები, დაინერგა ინფორმაციის დაცვის პროგრამული საშუალებები.
1998 წელს განხორციელდა კომერციული ბანკების ფილიალების საკორესპოდენტო ანგარიშების კონსოლიდაცია სათაო ბანკებში, რამაც საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს ოპერატიულად და ეფექტურად განეხორციელებინა ანგარიშსწორება ქვეყნის შიგნით.
1998-2001 წლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთობლივად მიმდინარეობდა მუშაობადროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის დასანერგად, რომელიც ექსპლოატაციაში ბანკის საგადამხდელო სისტემის როლი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში გაეშვა 2001 წლის სექტემბერში.
მიუხედავად იმისა, რომ საგადამხდელო სისტემები ფუნქციონირებენ სხვადასხვა ფორმით, ყველა მათგანს გააჩნია ერთადერთი დანიშნულება - გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე სახსრების უსაფრთხო, საიმედო და დროული გადატანა. ამიტომ საგადამხდელო სისტემა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
აუტენტიფიკაციისა და გადახდების დაწყების პროცესი - პროცესი, რომლის დროსაც ხდება სისტემის მონაწილის ამოცნობა, რის შემდეგაც გადამხდელს ეძლევა მისი მომსახურე ბანკისადმი სახსრების გადარიცხვის დავალების მიცემის საშუალება;
მონაწილე ბანკებს შორის საგადახდო საბუთების გადაცემისა და გაცვლის პროცესი - პროცესი, რომლის დროსაც ხდება საგადამხდელო სისტემის ორგანიზატორის მიერ დადგენილი ფორმატებით ინფორმაციის გაცვლა;
ანგარიშსწორების პროცესი - პროცესი, რომლის დროსაც გადამხდელი ბანკი, საკორესპონდენტო ურთიერთობების საფუძველზე ან მესამე მხარის დახმარებით, ახდენს კლიენტის დავალების რეალურ შესრულებას. მესამე მხარეს წარმოადგენს ანგარიშსწორების აგენტი (ამ როლს ასრულებენ ცენტრალური ბანკები, საანგარიშსწორებო- საკლირინგო საპროცესინგო ცენტრები, პალატები და სხვ.).
პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ რისკების ტიპურობის მიუხედავად, დღეისთვის არ არსებობს მათი მართვის ერთადერთი და იდეალური მოდელი. ამდენად, ერთ ქვეყანაში მიღებული მექანიზმები ყოველთვის მისაღები არ შეიძლება იყოს მეორე ქვეყნისთვის.
საგადამხდელო სისტემას სპეციფიკური ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია გააჩნია, რომლებზედაც უშუალოდ არის დამოკიდებული გადახდების შესრულება, საიმედოობა და ანგარიშსწორების სისტემის უსაფრთხოება. ამასთან, საგადამხდელო სისტემაში გამოყენებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას.
საგადამხდელო სისტემების ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია გათვლილი უნდა იყოს არა მხოლოდგადახდების მიმდინარე მოცულობის დამუშავებაზე. მათ უნდა გააჩნდეთ დამუშავებისთვის სარეზერვო სიმძლავრეები სისტემების მაქსიმალური დატვირთვისა და მომავალში გადახდების მოცულობის მოსალოდნელი გაზრდის შემთხვევებისათვის.
საქართველოში საგადამხდელო ინსტრუმენტები დაყოფილია ორ ჯგუფად:
საკრედიტო ინსტრუმენტები;
სადებეტო ინსტრუმენტები
საკრედიტო ინსტრუმენტს წარმოადგენს საგადახდო დავალება. საკრედიტო გზავნილის განსახორციელებლად, ფულის გამგზავნი მის მომსახურე ბანკს აძლევს დავალებას მიმღების სასარგებლოდ მისი ანგარიშიდან ფულადისახსრების ჩამოწერაზე. ამავე დროს, საგადახდო დოკუმენტები და ფულადი სახსრები მოძრაობს ერთი მიმართულებით.
სადებეტო ინსტრუმენტებს მიეკუთვნება: საბანკო პლასტიკური ბარათები, ჩეკები, საინკასო დავალება (განკარგულება), თამასუქები და სხვ. საკრედიტო ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, სადებეტო ინსტრუმენტის გამოყენებისას, გადახდის ინიციატორს წარმოადგენს ფულის მიმღები. სადებეტო ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ორი ფორმით:
სახსრების მიმღები დავალებას აძლევს თავად გადამხდელს, რომელიც, თავის მხრივ, ამ დავალებას გადასცემს მისსავე მომსახურე ბანკს, რის საფუძველზეც გადამხდელის ბანკი ახდენს სახსრების გადარიცხვას მიმღების ბანკში - სახსრების მიმღებისათვის ჩასარიცხად;
სახსრების მიმღები დავალებას აძლევს გადამხდელის ბანკს, გადამხდელის ანგარიშიდან კუთვნილი სახსრების ჩამოწერის თაობაზე. ამ შემთხვევაში საგადახდო საბუთები და სახსრები საპირისპირო მიმართულებებით მიემართება სადებეტო ინსტრუმენტებიდან.
საქართველოსთვის პლასტიკური ბარათები წარმოადგენენ ინოვაციურ პროდუქტს, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მათი მიმოქცევა დაიწყო 2000 წლიდან და დღემდე მისი მოცულობა ზრდის ტენდენციით აღინიშნება. მაგალითად, 2009 წლის სექტემბრის მონაცემებით, 3 294 079 ცალი პლასტიკური ბარათი მიმოიქცევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 519 895 ცალით მეტია. აღნიშნული პლასტიკური ბარათებით 22,784 ათასი ლარის მოცულობის ოპერაცია არის განხორციელებული [http:// www.nbg.gov.ge/index.php?m=306].
საქართველოს საბანკო სფეროს საგადამხდელო სისტემების ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ დამოუკიდებელ სეგმენტს:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ სისტემებს მიეკუთვნება ის სისტემები,რომელთა საშუალებითაც ხდება კომერციულ ბანკებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზება (მაგ., რეალური დროის რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTG S), „net“ - ანგარიშსწორების კლირინგის სისტემა, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და სხვა სისტემები);
ბ) კერძო საგადამხდელო სისტემები, რომელთაც მიეკუთვნება კერძო (კომერციული) საგადამხდელოსისტემები. ესენია, კომერციული ბანკების შიდასაბანკო საგადამხდელო სისტემები, საანგარიშსწორებო-საკლირინგო საქმიანობაზე სპეციალიზებული საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების, ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის, პლასტიკური ბარათებით საცალო გადახდებისა და სხვა კომპანიების საგადამხდელო სისტემები.
დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS) წარმოადგენს ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციული ფორმების, პროცედურების, ტექნოლოგიურ-ფუნქციური და პროგრამულტექნიკური საშუალებების ერთიან კომპლექსს. მისი მონაწილე, ანუ მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება, რომელსაც აქვს საკორესპონდენტო,ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიში საქართველოს საბანკო დაწესებულებაში (მის ფილიალში), არის ქვეყნის ტერიტორიაზე ანგარიშსწორების სუბიექტი აკმაყოფილებს მოქმედი ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემის მოთხოვნებს (სისტემის ორგანიზატორი არის საქართველოს ეროვნულიბანკი, როგორც ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემის მესაკუთრე). 2003 წლიდან RTGS-ის მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლა (ელექტრონული საგადახდო დავალებები, ამონაწერები და სხვა შეტყობინებები) ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული სახით.
2008 წლის მონაცემებით, საქართველოში რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) სტატისტიკაასახულია №1 გრაფიკზე.
№1 გრაფიკზე გამოსახულია დროის რეალური რეჟიმის ანგარიშსწორების სისტემაში საბუთბრუნვის რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებლები 2005-2008 წლების განმავლობაში. საიდანაც ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორება როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, თანხობრივად 1,000 მლნ ლარიდან 4,800 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე.
„ნეტ“-ანგარიშსწორების სისტემა (კლირინგი). საგადამხდელო სისტემაში საცალოგადახდებისბაზრის განვითარებისა და ამ სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საკლირინგო ოპერაციების წარმოება, რომლის მიზანია:
სამეურნეო საქმიანობაში მოღვაწე ბანკებისა და ორგანიზაციების საბრუნავი სახსრების შემცირება;
ფულადი მასის მიმოქცევის დაჩქარება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების არაინფლაციურ წყაროს;
საქართველოს ეროვნულ ბანკთან ბანკების მუშაობის ოპტიმიზება;
მონაწილეთა გადახდების მსვლელობის დროის შემცირება;
თანამედროვე ინფორმაციული საბანკო სტრუქტურის შექმნა;
სისტემის მონაწილეთა მხრიდან გადახდების წარმოების ხარჯების მინიმიზება და სხვ.
ამასთან, 2003 წლიდანვე განისაზღვრა ანგარიშსწორების მომსახურების ანაზღაურების საკომისიო გადასახადები დროის მიხედვით დიფერენცირებულად. 2003 წლის 21 აგვისტოდან დაინერგა სახაზინო სამსახურის საანგარიშსწორებო ინფორმაციის მომსახურება ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.სახაზინო სამსახურსა და ეროვნულ ბანკს შორის საანგარიშსწორებო ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, პირადი ხელმოწერის ანალოგიური ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული საბუთებით.
2007 წლის აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ანგარიშსწორების სისტემაში ჩაერთო როგორც პირდაპირი მონაწილე.
გამომდინარე აქედან, საგადახდო სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში. იგი არის ფინანსური ინფრასტრუქტურისა და საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისისაიმედო და ეფექტური ფუნქციონირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილურობას, მაგრამ როგორც ნებისმიერი ეკონომიკური კატეგორია, საგადახდო სისტემაც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკებთან, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
ზურა მუშკუდიანი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტი
Annotation
The role of taxation system in the financial stability of the country
Zura Mushkudiani, Akaki Tsereteli State University, Ph.D. student
Financial stability of any country depends on the regular functioning of the bank taxation policy. Its main goal is to suport the obligation calculation arisen from the business work at goods and financial markets. It providesthe circulation of money from one branch of economy to another. To function the market economy properly it's important the taxation system to be quick, save, reliable and effective.
From this point of view taxation system is significant in the development of economy. It's an important component of the financial infrastructure and market economy. Its save and effective functioning guarantees the stability of economy. But taxation system contains some kind of risk and without forseeing this risk financial stabilityu can't be gained.
![]() |
16 SOS! |
▲back to top |
![]() |
16.1 განათლების სფეროს სახელისუფლებო იდეოლოგია |
▲back to top |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყანაში დასავლური ფასეულობების სრულიად უაპელაციოდ დამკვიდრების მცდელობამ, მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც ყველაფერი ახალი, ეს ფასეულობებიც, მისი წარმომავლობის მიუხედავად, ადგილს ასე ადვილად ვერ დაიმკვიდრებს (მიუხედავადიმისა, რომ მთელი რიგი ამ ფასეულობებისა საკმაოდ პროგრესული და მისაღებია).
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ამ ფასეულობების ცხოვრებაში დამკვიდრებას, ისიც უშლის ხელს, რომ ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის არა თუ დაარწმუნოს საზოგადოება ამ ფასეულობების დამკვიდრების აუცილებლობაში, არამედ, არც კი ცდილობს საზოგადოებას თუნდაც გააცნოს თავად ამ ფასეულობების უბრალო ჩამონათვალიც კი. სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ სრული უნდობლობა.
ჩემის აზრით, იმ ფასეულობებს შორის, რომლის დამკვიდრებასაც ხელისუფლება ცდილობს, უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების ანალიზი, რამდენადაც ეს სფერო, მიუხედავად დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა (შესაძლოა სწორედ ამიტომაც), ქართველთა განათლებისადმი გენეტიკურად განპირობებული ლტოლვის გამო, ძალზემნიშვნელოვანია.
როგორც განათლების პრობლემებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილში აღვნიშნე, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები (თუ რეფორმები, როგორც მას უწოდებენ), კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით დაიწყო და ამ ფონზე მოხდაე.წ. „ეროვნული გამოცდების“ პროექტის რეალიზება.
თუმცა, დღევანდელი გაჭირვებული ცხოვრების ფონზე ხელისუფლების მიერ დაწესებულმა სწავლების საფასურმა, რომელიც უკვე 2250 ლარს შეადგენს წელიწადში, მოსახლეობისთვის ლახვარის ჩაცემის ტოლფასი შედეგი გამოიღო, რადგანაც ის სამარცხვინო თანხა, რომელსაც ხელისუფლება სტუდენტთა დაფინანსებაზე ხარჯავს, სულ რაღაც 1000 სტუდენტის სრულ დაფინანსებას თუ ყოფნის და დიდი ნაწილისთვის სწავლების საფასურის გადახდა პრობლემური შეიქმნა.
ამგვარად, უმაღლესი განათლების მიღება დღეს უკვე აღარ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, მითუმეტეს, რომ იგი ორსაფეხურიანი გახდა და მაგისტრატურის გარეშე იგი სრულფასოვან უმაღლეს განათლებად აღარც ითვლება (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დაწყების შეზღუდული შესაძლებლობის გამო).
შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს განათლება უკვე ბიზნესია, თანაც საკმაოდ დიდი და წარმატებული ბიზნესი. ამიტომ, თუ კარგი განათლების მიღება გსურს, ფული უნდა გაიღო და საკმაოდ დიდი ფული. ამ თანხის სიდიდე, რამდენადაც იგი წლიდან წლამდე პერმანენტულად იზრდება, გვაფიქრებინებს, რომ ეს თითქოსდა მიზანმიმართულად კეთდება, რათა ბევრმა აბიტურიენტმა საერთოდ თავი დაანებოს მისაღები გამოცდების ჩაბარებას და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს. მართლაც და ელემენტარული არითმეტიკაა. ბაკალავრიატში სწავლებისხანგრძლივობა, როგორც წესი, საზღვარგარეთ 3 წლიანია, ჩვენთან კი 4 წლიანი. თუ, ვთქვათ, ჩვენთან 4 წლიან სწავლებაში 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადო, რაც თითქმის 25 ათას დოლარს შეადგენს,საზღვარგარეთ სწავლების შემთხვევაში ეს თანხა 3 წელიწადზე უნდა გაანაწილო და ცოტასაც თუ დაამატებ შეიძლება საერთოდაც იქ ისწავლო.
მოკლედ, კერძო სასწავლებლებში სწავლების საფასურის სრულიად უპასუხისმგებლო გაზრდის გამო, რაც შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკის გამოძახილი იყოს, სულ უფრო მეტ ახალგაზრდასუბიძგებს იქითკენ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე გაემართოს საზღვარგარეთ სასწავლებლად. არადა, ჩვენდა სამწუხაროდ, რომ მათი უდიდესი ნაწილი საქართველოში აღარ დაბრუნდება.
რაც შეეხება საქართველოში მისაღები გამოცდების ჩაბარებას, საქმე პრაქტიკულად იქეთ მიდის, რომ უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება იქნება ცოდნის შემოწმების ერთადერთი საშუალება, რაც ასევე დასავლეთიდან შემოსული სიახლეა.
დაწვრილებით შევჩერდები ამ საკითხზე და მოვიყვან ერთი მაგალითს, თუ როგორ ცოდნას მოითხოვს საზღვარგარეთ ჩაბარების მსურველთათვის ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელსაც „ესეითი“ ეწოდება. ეს არის ამერიკული პროექტი, რომელიც 1986 წლიდან მოქმედებს და რომელსაც ამერიკის კოლეჯდამთავრებულები და სკოლადამთავრებულები აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
„ესეითი“, რომლის აბრევიატურა უნდა ნიშნავდეს „გაძლიერებულ ტესტს სტუდენტთათვის“ ისევე, როგორც უნარ-ჩვევების სხვა პროგრამები, მაგალითად, „ჯიმატი“ და სხვ., ორი ნაწილისგან შედგება, - ვერბალური და მათემატიკური. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ეროვნულ გამოცდებზე უნარჩვევების გამოცდა 100 (!) კითხვისაგან შედგება, რისთვისაც 180 წუთია გამოყოფილი. რაც შეეხება „ესეითი“-ს, აქ ყველაფერი კიდევ უფრო რთულადაა. კითხვათა რაოდენობა 175-მდეა, რასაც კიდევ მცირე „ესეის“ ტიპის ტექსტის დაწერა ემატება ამა თუ იმ საკითხზე. ყველაფერ ამაზე 250 წუთამდეა გამოყოფილი. კითხვები 10 სექციადაა დაყოფილი და ისეთი მიმდევრობითაა განლაგებული, რომ ვერბალური და მათემატიკური ნაწილი ერთმანეთს ენაცვლება. თითოეულ სექციაში კითხვათა რაოდენობა 15-25-მდეა და დრო 15-25 წუთის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, ასეთი დატვირთვა საკმაოდ ქანცგამცლელ, გონებრივი ძალების უკიდურეს მობილიზებას მოითხოვს.
მოდით დაწვრილებით შევეხოთ თავად ამ ტესტების სტრუქტურას. ანალიზისას მის მათემატიკურ ნაწილს შევეხები, რადგან აქ გაცილებით უფრო კომპეტენტურები ვართ და გაცილებით მეტი გამოცდილებაც გაგვაჩნია.
ჩემი ყურადღება, პირველ რიგში, იმან მიიპყრო, რომ ტესტების მათემატიკურ ნაწილში, რომელთა რაოდენობა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია და ამდენად ქულების საერთო რაოდენობიდან ნახევარი,- ანუ 800 ქულა მასზე მოდის, საკითხების განაწილება სირთულის მიხედვით ისეთივე თანაფარდობითაა, როგორც ადამიანთა მთლიან მასაში ინტელექტის განაწილება.კერძოდ, როგორც ირკვევა, ადამიანთა შემთხვევით აღებული ყოველი 100 კაციანი ერთობლიობიდან, მათი 70 პროცენტის ინტელექტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაბალია; დარჩენილი 30 პროცენტიდან, 15-20 პროცენტის ინტელექტი, - საშუალო; დარჩენილი 5-12 პროცენტის ინტელექტი,- მაღალი და მხოლოდ დარჩენილი 3-5 პროცენტის ინტელექტი არის იმდენად მაღალი, რომ იგი დანარჩენი 95-97 პროცენტის ჯამური ინტელექტის ექვივალენტურადაც კი შეიძლება ვიგულისხმოთ.
როგორც „ესეითი“- ს წინასიტყვაობაში წერია, მისი მიზანია არა ადამიანის ინტელექტის შეფასება, არამედ ის, თუ რამდენად კარგად შეძლებს გამოსაცდელი „ესეითი“-ს ტესტების გაკეთებას (სხვა რაიმე მიზანი ამ ტესტებისა წინასიტყვაობიდან ვერ გავარკვიე). როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია და რამდენადაც ასეთი დასკვნა „ტავტოლოგიის საბურველში გახვეული აბრაკადაბრაა“, ამდენად, მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები გამოვთქვათ.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ „ესეითის“ ტესტების ჩაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ამ ტიპის ტესტები სულ ცოტა 2-3-ჯერ მაინც არ გექნებათ წინასწარ გაკეთებული, რაც საერთო ჯამში დაახლოებით 2500-3000 ამოცანის თუ სავარჯიშოს გაკეთებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია გამოსაცდელისგან რა მოცულობის შრომა მოეთხოვება. აქ ყველაზე არსებითი ისაა, რომ გამოსაცდელისთვის ცალკე აღებული ტესტების უდიდესი ნაწილი (ყოველშემთხვევაში მისი მათემატიკური ნაწილი), რთული კი არ არის, არამედ დროის ლიმიტი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ იფიქრო, ან იაზროვნო. შენ უსწრაფესად უნდა გამოავლინო ის ცოდნა, რომელიც მომზადების პერიოდში დააგროვე. ამასთან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საკითხების რაოდენობა 175-ს აღწევს, თანაც მათემატიკური და ვერბალური ნაწილები მორიგეობით იცვლება, რაც კიდევ უფრო ართულებს საკითხებზე პასუხის სწორად გაცემის ალბათობას, პლუს კიდევ „ესსეი“, რომელიც ასევე უსწრაფეს დროში უნდა დაწერო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთებისგან შერისხული მეფე სიზიფეს სრულიად უსარგებლო შრომასთან გვაქვს საქმე. უსარგებლო იმიტომ, რომ თუ ამ ტესტების ავტორებს დავუჯერებთ, ამით ადამიანის ინტელექტი არ იზომება. მაშინ რა არის ამ ტესტების მიზანი?
ამ ტესტების მიზანი ადამიანის (ამ შემთხვევაში მოზარდის) ინტელექტის შეფასება კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენად საფუძვლიანად მოემზადა, რამდენად თავდაუზოგავად იმეცადინა, რა დრო დახარჯა ამისათვის, რამდენად ამტანია, რამდენად „აზროვნებს“ ექსტრემალურ სიტუაციაში (სიტყვა „აზროვნებს“ წინწკლებში იმიტომ ავიღე, რომ შეუძლებელია ასეთ პირობებში იაზროვნო) და ა.შ და ა.შ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სჭირდებათ არა მოაზროვნე ადამიანები, არამედ აზროვნების უნარის გარდა ყველა სხვა ღირსებით შემკული ადამიანები. პირველ რიგში, მშრომელი ადამიანები. მშრომელი იმ გაგებით, რომ მათ შეუძლიათ უზარმაზარი შრომა დახარჯონ ასეთი ინტენსიური კურსისათვისებისათვის. მათ საუკეთესო მეხსიერება აქვთ და შეუძლიათ ეს შრომა გამოცდაზე გამოამჟღავნონ და გაწეული შრომის რეალიზება მოახდინონ და ა.შ.
ჩემის აზრით, აქ უფრო შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება შეიძლება. ეს არის სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანის დაკვეთა. მომზადდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც მხოლოდ იმ დონით მოეთხოვებათ აზროვნება, რა მოცულობითაც ეს დამკვეთებს ესაჭიროებათ და ამასთან იქნებიან სამუშაოს ძალზე კარგი შემსრულებლები.
ის, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა თავად დამკვეთებისთვის არის ძალზე საშიში, მე ამავე ჟურნალის ფურცლებზე, სტატიაში „კრიზისების თეორია,“ საკმაოდ არგუმენტირებულად დავასაბუთე. დამატებით იმასაც ვიტყვი, რომ მსოფლიო მასშტაბის ფინანსური კრიზისი დაიწყო ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს და არა მხოლოდ ფიზიკაში, მათემატიკაში და ა.შ., არამედ ეკონომიკაშიც! ამის მიზეზი კი, ჩემის აზრით, სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებას აქცენტი აღებული აქვს კარგად მომზადებულ უსიტყვო შემსრულებლებზე.
ახლა კი მივუახლოვდით უმთავრეს კითხვას: გვინდა თუ არა ჩვენ, ნიჭიერებით სავსე და უდიდესი კულტურის მქონე ერს, ასეთი სპეციალისტების მომზადება ქვეყნის წინსვლისა და წარმატებისთვის?
ჩვენ განათლების ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც უზრუნველყოფს მოაზროვნე, უფრო სწორად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მომზადებას. სწორედ მაშინ გვექნება იმის შანსი, რომ სტალინი არ იქნება ერთადერთი ქართველი, რომელიც ზესახელმწიფოს შექმნის, ან უკვე შექმნილს გაუძღვება, ჩვენი ღვთისგან ბოძებულინიჭიერების წყალობით.
![]() |
17 სოციალური გარანტიები |
▲back to top |
![]() |
17.1 შრომის ბაზარი და დასაქმება |
▲back to top |
(უცხოური გამოცდილების ანალიზი)
მანანა მჭედლიშვილი,
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსახლეობის ეფექტური დასაქმება. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მთავრობა ღებულობს შესაბამის კანონმდებლობას და შეიმუშავებს ღონისძიებათა კომპლექსს, ანუ, ახორციელებს დასაქმების მიზანმიმართულ პოლიტიკას. განვითარებულ ქვეყნებს დასაქმების და სოციალური დაცვის პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
თანამედროვე მსოფლიოში სოციალური დაცვის სამ მოდელს გამოყოფენ:ლიბერალური, კონსერვატიული(კორპორატიული) და სოციალ-დემოკრატიული.
სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელი დამახასიათებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, კანადისა და დიდი ბრიტანეთისათვის, სადაც უმთავრესია კერძო საკუთრება, საბაზრო ურთიერთობები და ლიბერალური შრომითი ეთიკა. მოცემული მოდელის ფუნქციონირების ძირითადი პირობაა სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში და მარეგულირებელი ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვა. ლიბერალური სოციალური მოდელის მქონე ქვეყნებში მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა ხორციელდება მაღალ დონეზე განვითარებული სადაზღვევო სისტემის საშუალებით, რომელშიც სახელმწიფო თითქმის ერევა და მხოლოდ გარკვეული გარანტიების რეგულირებით შემოიფარგლება. ამ ქვეყნებში სადაზღვევო შენატანები, როგორც წესი, დაბალია და ადგილი არა აქვს მნიშვნელოვან ტრანსფერულ დანახარჯებს, რომლებიც (უცხოური გამოცდილების ანალიზი) მანანა მჭედლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შრომის ბაზარი და დასაქმება ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსახლეობის ეფექტური დასაქმება. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მთავრობა ღებულობს შესაბამის კანონმდებლობას და შეიმუშავებს ღონისძიებათა კომპლექსს, ანუ, ახორციელებს დასაქმების მიზანმიმართულ პოლიტიკას. განვითარებულ ქვეყნებს დასაქმების და სოციალური დაცვის პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. გამოიყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დახმარებისა და სუბსიდირების მიზნით. მატერიალურ დახმარებას მისამართული ხასიათი აქვს და გაიცემა მისი საჭიროების მკაცრი შემოწმების საფუძველზე.
ლიბერალურ მოდელში შექმნილია მაქსიმალური პირობები სამეწარმეო აქტივობის განვითარებისთვის. საწარმოთა მესაკუთრეები არ არიან შეზღუდული საწარმოს განვითარებაზე, რესტრუქტურიზაციას, ან არასასურველი პერსონალის გათავისუფლებაზე მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ყველაზე მეტად დამახასიათებელია აშშ-ში მოქმედი საბაზრო სისტემისთვის, სადაც, კანონმდებლობის თანახმად, საწარმოს ადმინისტრაციას, წარმოების შემცირების ან მოდერნიზაციის შემთხვევაში, უფლება აქვს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლოს ნებისმიერი მომუშავე, მათი სტაჟის, დამსახურების ან კვალიფიკაციის მიუხედავად.
კონსერვატიული (კორპორატიული) მოდელი დამახასიათებელია სოციალლურ საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული კონტინენტური ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ავსტრია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ამ ქვეყნებში სახელმწიფოს გაცილებით უფრო ძლიერი პოზიცია უკავია, შესაბამისად, გადანაწილების ძირითადი არხები ან მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, ან მკაცრად აკონტროლებს მას. სოციალურ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები მომუშავეთა და დამქირავებელთა სადაზღვევო შენატანებს უტოლდება. მოქალაქეების სოციალური დახმარება გარკვეული პროპორციით დამოკიდებულია შრომით შემოსავლებზე, შესაბამისად, მოქალაქის სადაზღვევო შენატანის სიდიდეზე. ამ მოდელის განსაკუთრებული თავისებურებაა სადაზღვევო სალაროების ე.წ. თვითმმართველობა, რასაც დაქირავებულთა ინტერესების დამცველი ძლიერი პროფკავშირები და საწარმოთა მესაკუთრეები განკარგავენ. უმუშევრობის შემთხვევაში გარანტირებული დახმარების სიდიდე დამოკიდებულია მუშაობის სტაჟზე, ხოლო დახმარების ხანგრძლივობა, სადაზღვევო შენატანების სიდიდეზე, ხანგრძლივობასა და მომუშავის ასაკზე. ბევრ ქვეყანაში 50 წელზე უფროსი ასაკის უმუშევარს უფრო ხანგრძლივი პერიოდით ეძლევა უმუშევრობისთვის კუთვნილი დახმარება.
სოციალურ-დემოკრატიული მოდელი გულისხმობს სახელმწიფოს წამყვან როლს მოსახლეობის სოციალურ დაცვაში. სახელმწიფო სოციალური დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს სრულ დასაქმებას და მოსახლეობის შემოსავლების დონის გათანაბრებას. აღნიშნული მოდელი პრაქტიკულად მუშაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა შვეცია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, შვეიცარია. ამ ქვეყნებში სოციალური სფეროს დაფინანსების საფუძველია განვითარებული სახელმწიფო სექტორი და გადასახადების ძალიან მაღალი დონე. შვეციაში, დანიაში და ფინეთში სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტზე მეტია. სახელმწიფო ხარჯების უდიდესი წილი მიდის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მათ შორის, მნიშვნელოვანია ტრანსფერული ხარჯები, რომლის საშუალებითაც ეროვნული პროდუქტი გადანაწილდება მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების სასარგებლოდ. შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საერთო ეროვნულ დონეზე და სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს უმუშევრობის დონის მინიმუმამდე
განვითარებული ქვეყნების სოციალურიპოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია შრომის ბაზარზე აქტიური და პასიური პოლიტიკა. მრავალ ქვეყანაში შრომის ბაზარზე აქტიური პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება შრომის ბაზრის რეგულირების შემდეგი ღონისძიებები: დახმარება შრომით მოწყობაში, პროფესიული მომზადება და გადამზადება, საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზაცია, თვითდასაქმების და სამეწარმეო ინიციატივის წახალისება.
შრომის ბაზრის რეგულირების პასიურ პროგრამებში იგულისხმება: სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, უმუშევრობისგან დაზღვევის პროგრამების განხორციელება, უმუშევრობის შემწეობის თანხის დადგენა, უმუშევრების და მათი ოჯახის წევრებისთვის არაფულადი დახმარების ფორმების შემუშავება და განხორციელება.
დასაქმების პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყანაში ეს არის უმუშევრობის დონე, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის ბუნებრივ დონესთან ახლოსაა (იხ. დიაგრამა 1). საინტერესოა, როგორ მოხდა უმუშევრობის დაბალი დონის მიღწევა და როგორია ცალკეული ქვეყნების გამოცდილება შრომის ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით. კერძოდ, დასაქმების რა პროგრამები ხორციელდებოდა წლების მანძილზე და მოსახლეობის რომელი სოციალური ჯგუფებისთვის არის ისინი განკუთვნილი. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საფრანგეთის გამოცდილება, რომელსაც შრომის ბაზრის რეგულირების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და აქ მოქმედი დასაქმების პროგრამები დიდი ხნის მანძილზე ერთგვარი ორიენტირის როლს თამაშობდა სხვა ქვეყნებისთვის. საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა პენსიაზე დროზე ადრე გასვლის პროგრამა, რომლის მიზანიც იყო უმუშევრობასთან ბრძოლა და შრომის ბაზარზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება. მაგრამ 90-იან წლებში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იგი უარყოფით სოციალურ შედეგებს იწვევს ხანდაზმულ მოსახლეობასთან მიმართებაში, ამასთან არც რესურსების ეკონომიას იძლევა საპენსიო ასაკს მიახლოებული მომუშავეების გადამზადების პროგრამებთან შედარებით. ფართო გამოყენება ჰქონდა შრომის ბაზარზე დაბალი კონკურენტული უნარის ახალგაზრდების შრომითი მოწყობის პროგრამებს. ამ პროგრამის ფარგლებში ასეთი კატეგორიის ახალგაზრდების დამქირავებელი მეწარმეები გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ღებულობდნენ. მასში მონაწილეობით ახალგაზრდებთან ერთად მეწარმეებიც დაინტერესდნენ, რაც მთლიანობაში პროგრამის წარმატებული რეალიზაციის საფუძველი გახდა. სოციალურ-შრომითი ურთიერთობების რეგულირებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საფრანგეთის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამოუკიდებელ რეგიონულ პროგრამებს. ისინი მუშავდება ტერიტორიების სოციალურ-შრომითი პრობლემების გადასაწყვეტად, წყარო: Central Inteligens Agensi. 2009 წელი. რომლებსაც წარმოქმნის არასასურველი ეკონომიკური კონიუნქტურა. პროგრამები, პირველ რიგში, ეხება მეტალურგიულ დარგებს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტების ძირითად შემავსებლებს წარმოდგენენ და მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა.
ამჟამად საფრანგეთში მოქმედებს უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, რომელიც ეფუძნება დამქირავებელთა და დაქირავებულთა გაერთიანებების შეთანხმებებს და შედგება უმუშევრობისგან დაზღვევის ორი ფონდისგან. ისინი ემსახურებიან უმუშევართა პროფესიულ რეაბილიტაციას, პროფესიულ სწავლებას, გადამზადებას და უმუშევრობის ფინანსურ მხარდაჭერას.
დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით, იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც 1966 წელს მიიღეს კანონი დასაქმების ღონისძიებების შესახებ, ხოლო 1967 წელს დამტკიცდა დასაქმების ღონისძიებების ძირითადი გეგმა. მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვეყანაში სრული დასაქმების მიღწევა და განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ასაკოვანი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობას. გეგმა ითვალისწინებდა ქვეყნის მოსახლეობის დაბერების და იაპონურ ინდუსტრიაში სტრუქტურული ცვლილებების ტენდენციებს. დასაქმების სტრუქტურული გარდაქმნა ითვალისწინებდა 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნასა და ასაკოვანი მოქალაქეების დასაქმების პროგრამას. ამავე გეგმებში დასაქმების გარემოს (employment environment) გაუმჯობესების ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა საყოველთაოდ ცნობილ იაპონელ მომუშავეთა მუდმივი დაქირავების სისტემას. დასაქმების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმები ითვალისწინებს შრომის ბაზრის განვითარების გრძელვადიან პროგნოზებს და დასაქმების ახალი პროგრამები და გეგმები ეფუძნება ახალ იდეებს. ერთ-ერთი ასეთი იდეა ეფუძნება მოსაზრებას, რომ მომუშავეები ისევე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ ოჯახზე, როგორც თავიანთ სამუშაოზე.
იაპონელები კოლოსალურ თანხას ხარჯავენ დასაქმების პროგრამების და გეგმების რეალიზაციაზე. მაგალითად, 2008 წელს აღნიშნული მიმართულებით დაიხარჯა 27,6 მილიარდი დოლარი. პროგრამების რეალიზაციაზე მუშაობდა შრომის სამინისტროს მიერ შექმნილი დასაქმების უზრუნველყოფის სახელმწიფო ბიუროს 13 000 თანამშრომელი.მთავრობის სერიოზული დამოკიდებულება დასაქმების საკითხებისადმი, დასაქმების უზრუნველყოფის სახელმწიფო ბიუროს დაკომპლექტებაშიც ჩანს. ბიუროს ყველა თანამშრომელს განათლების ძალიან მაღალი დონე აქვს და, რამდენადაც ისინი მუშაობენ ადამიანებთან მეტად დელიკატურ პრობლემაზე, მათი შერჩევა სპეციალური გამოცდების საშუალებით ხდება.
განვითარებულ ქვეყნებს შორის აშშ-ს შრომის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შრომითი პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და შრომის ანაზღაურების მაღალ დონეს. გავრცელებულია დასაქმების მრავალფეროვანი ფორმები, შექმნილია სამუშაო ძალის დარგობრივი, ტერიტორიული და პროფესიული მობილურობის შესაძლებლობები, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მობილურობას ხელს უწყობს, პროფკავშირებში გაერთიანებული მომუშავეების რიცხვის შემცირება. დასაქმების სახელმწიფო სამსახური არ ახორციელებს შრომის ბაზარზე აქტიური პოლიტიკის ყველა პროგრამას, უფრო მეტიც, დასაქმების სახელმწიფო სამსახურს, დასაქმების კერძო ფირმებსა და კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის ერთგვარი კონკურენტული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. აშშ-ში განხორციელებული დასაქმების პროგრამების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ყველა პროგრამა ეყრდნობა შრომის ბაზრის საგულდაგულო შეფასებას, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება ნაციონალური და ადგილობრივი (შტატების) შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და განზოგადებას. სწავლების პროგრამები, რომლებიც მიმართულია მომუშავის ან უმუშევრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, საკმაოდ ძვირადღირებულია და მოიცავს როგორც გადასამზადებელი კონტინგენტის დახმარებას, ასევე დამქირავებელთა სუბსიდიებს სამუშაო ადგილებზე მომზადების შემთხვევაში. სასწავლო პროგრამები ძირითადად ხორციელდება სასწავლო ცენტრებში, ან საწარმოებში. ასაკოვანი მომუშავეების სწავლება შეიძლება უკავშირდებოდეს ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნებს, უმუშევრობის საფრთხეს და ა.შ.
დასაქმების საკითხებისადმი მიდგომა დიფერენცირებულია შტატების მიხედვით. ყველაშტატს დასაქმების და უმუშევართა შემწეობის საკუთარი კანონმდებლობა აქვს.
შვედეთში სოციალური პოლიტიკის ძირითად ელემენტს სოციალური დაზღვევა წარმოადგენს. მისი მიზანია ეკონომიკურად უზრუნველყოს ადამიანი ავადმყოფობის,ბავშვის დაბადების და სიბერის (საყოველთაო დაზღვევა), უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობის (წარმოებაში უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა), ასევე უმუშევრობის შემთხვევაში (უმუშევრობის დაზღვევა). შვედეთში დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას პროფესიული გადამზადების საშუალებით. სახელმწიფო ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც სახელმწიფო სექტორში, ასევე კერძო საწარმოებში მათი სუბსიდირების გზით. ქვეყანაში მოქმედებს კანონი ვაკანტური სამუშაო ადგილების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი სამუშაო ადგილების 30-40 პროცენტის რეგისტრაცია არ ხდება, რეგისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია დასაქმების სამსახურებს შრომის ბაზარზე კოორდინაციის შესაძლებლობას აძლევს. უმუშევრობის შემთხვევაში დაზღვევის მისაღებად აუცილებელია პროფკავშირების მიერ ორგანიზებული „უმუშევრობის სალაროს“ წევრობა. ასეთი „სალაროები“ იქმნება ნებაყოფლობით. დაზღვევის ადგილობრივ კანტორებს მათთან არავითარი შეხება არ აქვთ. შემწეობის მისაღებად საჭიროა „სალაროს“ 12 თვიანი წევრობა, რეგისტრაცია ადგილობრივ შრომის ბირჟაზე და მუშაობისათვის მზადყოფნა. დახმარება გაიცემა მაქსიმუმ 450 დღის განმავლობაში და შეიძლება გამომუშავების 90%25-ს მიაღწიოს.
სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს გერმანიას. ასეთ სისტემას გერმანიაში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის ბოლოდან. ბისმარკის მოღვაწეობის დროს, მომზადდა იმ პერიოდისათვის პროგრესული სოციალური კანონმდებლობა, რომელიც ეტალონის სახით გამოიყენებოდა სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებში. 1883, 1885 და 1889 წლებში შეიქმნა სოციალური დაზღვევის ძირითადი სფეროები: დაზღვევა ავადმყოფობის, უბედური შემთხვევების, ინვალიდობის, უმუშევრობის და სიბერის შემთხვევებში. 1911 წელს მას დაემატა დაზღვევა მარჩენალის დაკარგვისას, რაც გულისხმობდა პენსიის გაცემას ქვრივებისა და ობლებისათვის.
გერმანიაში უმუშევრობის დაზღვევის მიზანია უზრუნველყოს უმუშევარი აუცილებელი საარსებო სახსრებით და მინიმუმამდე დაიყვანოს უმუშევრობის ნეგატიურისოციალური და ეკონომიკური შედეგები. უმუშევრობის დაზღვევას და საჭიროების შემთხვევაში თანხების გადახდას აწარმოებს დასაქმების ფედერალური უწყება. სადაზღვევო შენატანები სავალდებულოა ყველა მომუშავისთვის, მათი შემოსავლების მიუხედავად. უმუშევრობისთვის განკუთვნილი შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია საერთო შრომით სტაჟზე, ხელფასზე, ასაკზე და იმაზე,ჰყავს თუ არა უმუშევარ პირს ბავშვები.
მოსახლეობის სოციალური დაცვის და ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფაში წარმოქმნილმა პრობლემებმა, ევროკავშირის ქვეყნები იძულებული გახადა შეემუშავებინათ ერთიანი მიდგომა და საერთო ძალისხმევით შეემსუბუქებინათ სოციალურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემები. შეიქმნა ევროპის სოციალური ფონდი, რომელიც ევროკავშირის სოციალური პოლიტიკის გამტარებელი ძირითადი ორგანოა.ფონდის მიზანია საერთო ბაზრის სივრცეში მშრომელთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ამით ცხოვრების დონის ამაღლება.ფონდის ამოცანაა უფრო ადვილი გახადოს მშრომელთა დასაქმება და გაზარდოს ევროგაერთიანების ფარგლებში მათი გეოგრაფიული და პროფესიული მობილურობა. ევროპის სოციალურ ფონდთან ერთად ამჟამად ფუნქციონირებს ევროპული დასაქმების ცენტრი და სოციალური დაზღვევის ფონდი. ევროპულმა მთავრობამ შეიმუშავა დასაქმების ძირითადი მიმართულებები, სადაც დაუსაქმებელი მოსახლეობის შემოსავლებით უზრუნველყოფის ნაცვლად, მთავარი აქცენტი გადავიდა მათ აუცილებელ დასაქმებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა, ეკონომიკურდა ტექნოლოგიურ გაცვლით დასაქმებაზე. ტრენინგებით და კონსულტაციებით ევროკავშირის მთავრობა ცდილობს დაეხმაროს უმუშევრებს სამუშაო ადგილის მოძებნაში და იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში, რაც აუცილებელია შრომის ბაზარზე კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად.
არსებული სოციალური დაცვის სისტემების და თავისებურებების გამო ევროპის ზოგი ქვეყნები მოიხსენიება ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოებად. კეთილდღეობის სახელმწიფოს ზუსტი განმარტება არ არსებობს,მაგრამ იგულისხმება, რომ საუბარია ყველა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების,ან სამართლებრივინორმების ერთობლიობაზე, რომლებიც პირდაპირი, ან ირიბი ფორმით არეგულირებენ შემოსავლების ტრანსფერებს კერძო საოჯახო მეურნეობებისთვის. კერძოდ, კეთილდღეობის სახელმწიფო, ანუ სოციალური დაცვის ეროვნულისისტემა მოიცავს საპენსიო მოთხოვნაზე. დიდი დანახარჯებით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა ფუნქციონირებს ისეთ პირობებში, როდესაც სრულად არ გამოიყენება, ან არაოპტიმალურად გამოიყენება ეკონომიკაში არსებული სიმძლავრეები. აღნიშნული მიზეზების გამო, უკანასკნელ პერიოდში ევროპის ქვეყნებში მოქმედი სოციალური დაზღვევის სისტემაში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი და რიგი საკითხების ახალი მიდგომით გადაჭრის საჭიროება შეიქმნა: როგორ მოდიფიცირდეს დაფინანსების მეთოდები, რომ იგი გახდეს უფრო სამართლიანი, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის ზრდას; რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ დაიძლიოს ფინანსური პრობლემები (ხშირად, როცა იქმნება მიმდინარე პერიოდში გასაცემი ფულადი სახსრების დეფიციტი). ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოსახლეობის დაბესისტემებს, ჯანმრთელობის დაცვის, უმუშევართა შემწეობისდა მოკლევადიანი დახმარების სისტემებს, ოჯახების სოციალურ დახმარებას და ა.შ.
ევროპის კეთილდღეობის სახელმწიფოებში სოციალური დაცვის არსებული დონის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, რადგან ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი სოციალური ხარჯები მოითხოვს დიდი მოცულობით შენატანებს სოციალურ ფონდებში და, შესაბამისად, მაღალი საგადასახადო განაკვეთების დაწესებას. სოციალური შენატანების გადიდება განაპირობებს სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯების ზრდას, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ამცირებს საწარმოთა კონკურენტუნარიანობას.ისინი იძულებული არიან გამოიყენონ კაპიტალტევადი ტექნოლოგიები, ან თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ ისეთ ქვეყნებში,სადაც სოციალური დანახარჯები უფრო ნაკლებია. ყოველივე ეს ნეგატიურად მოქმედებს სამუშაო ძალის მოთხოვნაზე. დიდი დანახარჯებით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა ფუნქციონირებს ისეთ პირობებში, როდესაც სრულად არ გამოიყენება, ან არაოპტიმალურად გამოიყენება ეკონომიკაში არსებული სიმძლავრეები.
აღნიშნული მიზეზების გამო, უკანასკნელ პერიოდში ევროპის ქვეყნებში მოქმედი სოციალური დაზღვევის სისტემაში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი და რიგი საკითხების ახალი მიდგომით გადაჭრის საჭიროება შეიქმნა: როგორ მოდიფიცირდეს დაფინანსების მეთოდები, რომ იგი გახდეს უფრო სამართლიანი, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის ზრდას; რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ დაიძლიოს ფინანსური პრობლემები (ხშირად, როცა იქმნება მიმდინარე პერიოდში გასაცემი ფულადი სახსრების დეფიციტი). ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოსახლეობის დაბერების პირობებში. მართალია, სოციალური სადაზღვევო დახმარება წარმოადგენს შემოსავლების გადანაწილების პრინციპს ჯანმრთელებიდან - ავადმყოფებზე, დასაქმებულებიდან პენსიონერებზე, ან უმუშევრებზე, უშვილოებიდან - მრავალშვილიანებზე, მდიდრებიდან - ღარიბებზე, მაგრამ სოციალური გადასახადების განაკვეთების დაუსაბუთებელი ზრდა აუცილებლად დააზარალებს მეწარმეებს, შეამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე ან აიძულებს გადაინაცვლონ ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორში.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები სოციალური დაზღვევის სრულყოფის მიმართულებით. შემცირდა დამქირავებელთა სადაზღვევო შენატანები სოციალური დაზღვევის ფონდებში იმ მოტივით, რომ საწარმოებს შეენარჩუნებინათ კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია საწარმო, როცა სოციალური დაზღვევა ძირითადად ფინანსდება თავად დაქირავებულების შენატანების ხარჯზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ საწარმოებს საგადასახადო ტვირთი შეუმცირდება, ისინი გაზრდიან სამუშაო ძალაზე მოთხოვნას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმებაზე.
საინტერესოა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან რა მიმართულება შეიძლება გამოგვადგეს საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესების მიზნით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შრომის ბაზრის რეგულირების აქტიური და პასიური მეთოდების გამოყენება კარგად აპრობირებულია შესაბამისი კონკრეტული მექანიზმებით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ასეთ რეგულირების პირობებში. მართალია, სოციალური სადაზღვევო დახმარება წარმოადგენს შემოსავლების გადანაწილების პრინციპს ჯანმრთელებიდან - ავადმყოფებზე, დასაქმებულებიდან პენსიონერებზე, ან უმუშევრებზე, უშვილოებიდან - მრავალშვილიანებზე, მდიდრებიდან - ღარიბებზე, მაგრამ სოციალური გადასახადების განაკვეთების დაუსაბუთებელი ზრდა აუცილებლად დააზარალებს მეწარმეებს, შეამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე ან აიძულებს გადაინაცვლონ ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორში. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები სოციალური დაზღვევის სრულყოფის მიმართულებით. შემცირდა დამქირავებელთა სადაზღვევო შენატანები სოციალური დაზღვევის ფონდებში იმ მოტივით, რომ საწარმოებს შეენარჩუნებინათ კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია საწარმო, როცა სოციალური დაზღვევა ძირითადად ფინანსდება თავად დაქირავებულების შენატანების ხარჯზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ საწარმოებს საგადასახადო ტვირთი შეუმცირდება, ისინი გაზრდიან სამუშაო ძალაზე მოთხოვნას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმებაზე. საინტერესოა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან რა მიმართულება შეიძლება გამოგვადგეს საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესების მიზნით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შრომის ბაზრის რეგულირების აქტიური და პასიური მეთოდების გამოყენება კარგად აპრობირებულია შესაბამისი კონკრეტული მექანიზმებით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ასეთ რეგულირებას შედეგები მოაქვს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სადაც უმუშევრობის დონე, ჩვენთან შედარებით, გაცილებით დაბალია, ამასთან მათ სოციალურ სფეროზე რესურსების გამოყოფის გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ. პასიური პოლიტიკა ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მასიური უმუშევრობის პირობებში პასიური პოლიტიკა ვერავითარი შედეგის მომცემი ვერ იქნება. აქტიური პოლიტიკის რეალიზაცია, განსაკუთრებით სამეწარმეო აქტივობის სტიმულირების მიმართულებით, აუცილებელია ნებისმიერ ეკონომიკურ პირობებში, თუმცა აღნიშნულის განხორციელებამ საქართველოს შემთხვევაში უნდა მოიცვას არა მხოლოდ შრომის ბაზრის რეგულირების სფერო, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება უნდა გახდეს;
საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის უმუშევრობის მაღალ დონეში და არაეფექტიანი დასაქმების დიდ მასშტაბებში აისახება, გრძელვადიან პერიოდში შეიძლება დავძლიოთ უპირველესად მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლების მიღწევის შემთხვევაში. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით საქართველომ ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ არსებობს ბევრი დეკლარირებულიპრინციპი, რომლებიც პრაქტიკაში რეალურად არ ხორციელდება.
ანოტაცია
შრომის ბაზარი და დასაქმება
მანანა მჭედლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო
აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემების გარკვეული თავისებურებების მიუხედავად, წლების მანძილზე მეტ-ნაკლებად წარმატებით იყო გადაწყვეტილი მოსახლეობის სოციალური დაცვის პრობლემა;
აღნიშნული პრობლემა უფრო რაციონალურადაა გადაწყვეტილი იმ ქვეყნებში, სადაც პროგრამები და ღონისძიებები ეფუძნება სოციალური სფეროს დაშრომის ბაზრისშესახებ დეტალურ ინფორმაციას და ითვალისწინებს ბაზარზე მიმდინარე ცვლილების გრძელვადიან ტენდენციებს;
ქვეყნები, რომლებიც სოციალური დაცვის ლიბერალურ მოდელზე არიან ორიენტირებული, აქტიურ პოლიტიკას ანიჭებენუპირატესობას სამეწარმეო ინიციატივის მხარდაჭერის მიმართულებით, რაც, ჩვენი აზრით, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე შედეგიან მიმართულებას წარმოადგენს;
განვითარებულ ქვეყნებში სოციალურ სფეროში განხორციელებული პროგრამები ეფექტიანია იმის გამო, რომ ამ პროგრამებს მიზნობრივი ხასიათი აქვთ და ორიენტირებულია საჭიროების მიხედვით, ცალკეულ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებზე, რეგიონებზე და დარგებზე;
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე მთავრობები იღებენ პასუხისმგებლობას და ბიუჯეტიდან აფინანსებენ სოციალურ სფეროში გაწეული ხარჯების უდიდეს ნაწილს, სხვადასხვა ფაქტორების გამო, სულ უფრო მეტად რთულად გადასაწყვეტ პრობლემებს აწყდებიან სოციალური დაცვის არსებული დონის შესანარჩუნებლად;
საინტერესოა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან რა მიმართულება შეიძლება გამოგვადგეს საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის და შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესების მიზნით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შრომის ბაზრის რეგულირების აქტიური და პასიური მეთოდების გამოყენება კარგად აპრობირებულია შესაბამისი კონკრეტული მექანიზმებით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ასეთ რეგულირებას შედეგები მოაქვს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სადაც უმუშევრობის დონე ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალია, ამასთან მათ სოციალურ სფეროზე რესურსების გამოყოფის გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ. პასიური პოლიტიკა ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მასიური უმუშევრობის პირობებში პასიური პოლიტიკა ვერავითარ შედეგს ვერ მოგვცემს. აქტიური პოლიტიკის რეალიზაცია, განსაკუთრებით სამეწარმეო აქტივობის სტიმულირების მიმართულებით, აუცილებელია ნებისმიერ ეკონომიკურ პირობებში. თუმცა, აღნიშნულის განხორციელებამ, საქართველოს შემთხვევაში, უნდა მოიცვას არა მხოლოდ შრომის ბაზრის რეგულირების სფერო, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება უნდა გახდეს;
საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის უმუშევრობის მაღალ დონეში და არაეფექტიანი დასაქმების დიდ მასშტაბებში აისახება, გრძელვადიან პერიოდში შეიძლება დავძლიოთ უპირველესად მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლების მიღწევის შემთხვევაში.
![]() |
18 გლობალიზაცია და ორგანიზებული დანაშაული |
▲back to top |
![]() |
18.1 ახალი რუსები“, „ახალი ქართველები“ და გლობალიზაციის რეალური საფრთხე |
▲back to top |
გლობალიზაციის პრობლემები დღეს მსოფლიოს საზოგადოებრიობის და მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია.
ერთის მხრივ, იგი იწვევს სახელმწიფოს როლის შესუსტებას, ეკონომიკური პროცესების ლიბერალიზაციას, კაპიტალის, საქონლის, სამუშაო ძალის მსოფლიო ბაზრის ფორმირებას. ამ მიდგომით გლობალიზაცია არის ობიექტური, პოზიტიური პროცესი, ხოლო მეორეს მხრივ გლობალიზაცია აღრმავებს სოციალური დაპირისპირების პროცესებს, არღვევს ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს, უგულვებელყოფს ეროვნულ კულტურას, ტრადიციებს.
ორივე მიდგომა მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა, ორივეს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენი.
პირველ მიდგომას მხარს უჭერს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები.
მეორე მიდგომის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ გლობალიზაციის დოქტრინა არის „ლამაზად შეღებილი ფასადი“ და განვითარებადი ქვეყნების დაკაბალების ინსტრუმენტი.კერძოდ, ამ მოსაზრებას იზიარებს ამერიკელი პოლიტოლოგი ჩალმერ ჯონსონი წიგნში „იმპერიის ტკივილი“ (ამავე აზრს იზიარებს ბიზნესმენი ბ-ნი გოგი თოფაძე თავის ნაშრომში „საქართველო ნეოკოლონიალიზმის ყულფში“). აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში ეწყობა ანტიგლობალისტური ორგანიზაციების საპროტესტო აქციები, თუმცა, ეს ღონისძიებები ნაკლებად ეფექტურია.
გლობალიზაციის იდეოლოგები თვლიან, რომ კაცობრიობის განვითარების პოზიტიურ შედეგს უზრუნველყოფს მსოფლიოში „ახალი წესრიგის“ დამკვიდრება.
იბადება კითხვა: როგორ დავამკვიდროთ ეს „ახალი წესრიგი“, რაში მდგომარეობს მისი არსი? გასარკვევია, რა საფრთხეები ახლავს ამ პროცესს და როგორ ავაცილოთ საზოგადოებას ეს არასასურველი მოვლენები.
ეს საკმაოდ რთული, მრავალმხრივი და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სათანადო განმარტებას მოითხოვს.
„ახალი წესრიგის“ დამკვიდრებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული. ეს არის მრავალრიცხოვანი, მდგრადი და მართვადი დანაშაულებრივი ჯგუფების გაერთიანება, რომელთა წევრები ეწევიან კრიმინალურ ქმედებებს, როგორც პროფესიულ საქმიანობას. მისი გავრცელება და ინტერნაციონალიზაცია საშიშია როგორც სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკური სფეროებისთვის, ასევე საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის. ორგანიზებულ დანაშაულს შესწევს უნარი მსხვილი კაპიტალით შეაღწიოს კანონიერ ბიზნესში, რასაც მოსდევს კონკურენტთა გაკოტრება და ფულადი მიმოქცევის სისტემის მოშლა. ექსპერტთა გათვლებით, ცნობილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შემოსავალი ზოგ შემთხვევაში აჭარბებს ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული დარგების ფინანსებს. მთელ მსოფლიოში ეს პროცესი ღებულობს გლობალურ მასშტაბებს და დიდ საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისთვის.
ბუნებრივად ისმება კითხვა: ვინ არიან ორგანიზებული დანაშაულის სუბიექტები, ვინ წარმართავს მათ კრიმინალურ საქმიანობას?
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებების წამყვანი სუბიექტები არიან ე.წ. „კანონიერი“ ქურდები (მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ქურდობას ღრმა ფესვები გააჩნია). სწორედ „ქურდულმა სამყარომ“ გამოიმუშავა ერთგვარი ქურდული იდეოლოგია, განსაზღვრა თავისი ცხოვრების წესები, შემოიღო დაუწერელი „კანონები“, რამაც განაპირობა „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბება.
კრიმინოლოგიურ ლიტერატურაში ეს საკითხები მეცნიერულად ბოლო დრომდე ღრმად შესწავლილი არ იყო, მაგრამ დამნაშავეობასთან ბრძოლის პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ კრიმინალური პროფესიონალიზმის განვითარებისა და მის მავნე გავლენაზე საზოგადოებაზე გლობალიზაციის პირობებში.
რა ძირითად მოთხოვნებს ითვალისწინებდა „ქურდული კანონი“?
- „კანონიერ“ ქურდს ეკრძალებოდა მონაწილეობა მიეღო საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში - მას არ შეეძლო შეექმნა ოჯახი, ემსახურა შეიარაღებულ ძალებში და ა.შ.
„კანონიერი“ ქურდები განუხრელად იცავდნენ მათთვის დადგენილ წესებს. მათი კანონიმკაცრად სჯის დამრღვევებს. არსებობს სასჯელის სამიზომა: წვრილმანი დარღვევებისთვის ქურდი იმსახურებს საჯაროდ „სილის გაწნას“ (пощочина), მეორე ზომა ითვალისწინებს ქურდული „სტატუსის“ ჩამორთმევას („Переводить в мужики“) და ყველაზე მკაცრი სასჯელია სიკვდილით დასჯა.
ქურდს, რომელსაც გამოუტანეს ეს განაჩენი, ვერ ასცდება მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას,ამისთვის ქურდული წრიდან გამოიყოფა შემსრულებლები.
„კანონიერი ქურდების“ მაორგანიზებელ და მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს ქურდული შეკრება („Сходка“), რომელიც ტარდება პერიოდულად,ე.წ. „ავტორიტეტების“ ინიციატივით.
ქურდული „ბიუჯეტი“ („Общак“) ივსება იმ თანხებით, რომლებიც გროვდება სხვადასხვა არაკანონიერი გზებით და სასჯელაღმსრულებელდაწესებულებებში შეგროვილი თანხებიდან.
ექსპერტთა და სპეციალისტთა მონაცემებით, გასულისაუკუნის 90-იან წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ყოველწლიურად გროვდებოდა ერთ მილიონ მანეთზე მეტი. ქურდული „ბიუჯეტიდან“ შემოსული სახსრები განკუთვნილი იყო ქურდების ოჯახების დახმარებისთვის, სამართალში მიცემული ქურდების დახსნისთვის და სხვა ხარჯებისთვის. „ობშჩიაკის“ თანხების მითვისება განსაკუთრებით სიმკაცრით ისჯება ქურდული „კოდექსით“.
მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესებმა გარკვეული ცვლილებები გამოიწვია კრიმინალურისამყაროს ცხოვრებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ მოეხდინათ თავიანთი ტრადიციული ცხოვრებისა და საქმიანობის წესების „ლიბერალიზაცია“.
ქურდებს მიეცათ უფლება შეეძინათ ქონება, აეშენებინათ სახლები, ჰქონოდათ ავტომანქანა, შეექმნათ ოჯახი, მომხდარიყო მათი ინტეგრირება საზოგადოებრივ ურთიერთობაში, დაემყარებინათ საქმიანი და მეგობრული კავშირები ქვეყნის ელიტარულ წრეებთან.
ამ ურთიერთობათა შედეგად 90- იან წლებში საქართველოში სამხედრო საბჭოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დიდი თანამდებობის პირები (მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრებიც კი) კანონიერი ქურდების რეკომენდაციით ინიშნებოდნენ.
კრიმინალურმა სამყარომ თითქმის ლეგალურად მოითხოვა თავისი წილი ბიზნესმენთა მოგებიდან, რასაც მეწარმეები შანტაჟისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით ეგუებოდნენ.
სავიზო რეჟიმის გამარტივების პირობებში გაფართოვდა ქურდების საერთაშორისო კავშირები - განსაკუთრებით გახშირდა კრიმინალების მიგრაცია რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. (საგრძნობლად გაძლიერდა მოსკოვის დანაშაულებრივი სამყარო, სადაც წამყვანი ადგილი დაიჭირა ქართულმა კრიმინალურმა სათვისტომოს).
მაგალითისთვის გაგაცნობთ ზესტაფონელი ძმების ოთარ და ამირან კვანტრიშვილების მოსკოვური ვოიაჟების ეპიზოდებს.
ოთარ კვანტრიშვილი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში. იგი ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, მუშაობდა საქალაქო კლუბ „დინამოს“ მწვრთნელად. მან დაიახლოვა სპორტსმენები - მოჭიდავეები, მოკრივეები, მძლეოსნები, რომლებიც შემდგომ ჩააბა მოსკოვის ოლქის ზოგიერთი ქალაქების კრიმინალურ ბანდებში.
ამ პერიოდში იგი დაუმეგობრდა რუსეთის კრიმინალურ ავტორიტეტებს და კანონიერ ქურდებს: „იაპონჩიკს“ (ვიაჩესლავ ივანოვი), „რაფიკა“-ს (რაფაელ ბაღდასარიანი), „პესოს“ (ვალერიან ქუჩულორია), „ბალდა“- ს (ვლადიმერ ბიკოვი), ვიაჩესლავ სლივას და სხვებს.
1981 წელს ბანდა ამხილეს და მათი ყველა წევრი გასამართლდა, მაგრამ ისინი სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე განთავისუფლდნენ. ოთარ კვანტრიშვილი პატიმრობას გადაურჩა. მისი დახმარებით კი „იაპონჩიკი“ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ვიაჩესლავ სლივა კანადაში რუსული მაფიის თავკაცი გახდა. ოთარ კვანტრიშვილმა არ ისურვა „ქურდად“ კურთხევა, თუმცა იგი კრიმინალურ წრეებში ავტორიტეტად ითვლებოდა, ხოლო მისი ძმა ამირანი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ იყო. 1985 წლიდან ოთარ კვანტრიშვილი აქტიურად ებმება ბიზნესში. ოპერატიული მონაცემებით, მას მოსკოვში რამდენიმე კაზინო და რესტორანი ეკუთვნოდა.სხვა კომპანიონებთან ერთად შექმნა ცნობილი ფირმა „ასოციაცია XXI საუკუნე“.
იგი მეგობრობდა რუსეთის პრეზიდენტის ბ. ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან. შინაგან საქმეთა და სპეცსამსახურების გენერლებთან, მოსკოვის მერთან. აქტიურად მონაწილეობდა ოფიციალურ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში, აწყობდა გრანდიოზულ კონცერტებს ესტრადის ვარსკვლავთა მონაწილეობით.
ბ. ელცინის განკარგულებით იქმნება სააქციო საზოგადოება „სპორტული ცენტრი“, რომლის თავკაცი ასევე ოთარ კვანტრიშვილია. ამ ცენტრს დაუწესდა განსაკუთრებული პრივილეგიები. იგი განთავისუფლდა ექსპორტ-იმპორტისსაბაჟო გადასახადიდან. სარეალიზაციოდ გამოეყო მილიონობით ტონა ცემენტი, ალუმინი, ფოლადი, ქვანახშირი, ყველა კომერციული და კრიმინალური ოპერაციების მეთვალყურე მისი ძმა ამირან კვანტრიშვილი იყო.
1993 წლის 6 აგვისტოს მოსკოვში ბოლშაია იაკიმანკას ქუჩაზე ფირმა „ვოდევილის“ ოფისში მოკლეს ოთარისძმა ამირან კვანტრიშვილი დამისი ოთხი მეგობარი, რომლებიც იქსაქმის გასარჩევად იმყოფებოდნენ.
თვითონ ოთარ კვანტრიშვილს გამუდმებით იცავდა 15 პირადი მცველი, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ შეძლეს მისი დაცვა. 1994 წლის 5 აპრილს კრასნოპრესნენკაიას აბანოებთან იგი მოკლეს დაქირავებულმა მკვლელებმა.მკვლელობის შემკვეთი დღემდე დაუდგენელია.
არსებობს მრავალი ვერსია ოთარ კვანტრიშვილისა და მისი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით. ყველაზე რეალურ მიზეზად გამოძიება თვლიდა მათ კომერციულ საქმიანობას, კონკურენციას და გავლენის სფეროების განაწილებისას არსებულ უთანხმოებას.
ოპერატიული მონაცემებით, ოთარის მკვლელობა კანონიერმა ქურდმა „სილვესტრმა“ (სერგეი ტიმოფეევი) გადაწყვიტა, რომელიც № 2 მაფიოზად ითვლებოდა მოსკოვის შემოგარენში. რუსეთში ყოველთვის მიმდინარეობდა პირველობისთვის ბრძოლა რუს და კავკასიელ ქურდებს შორის. სწორედ რუსი ქურდების ერთ-ერთი ლიდერი იყო „სილვესტრი“, რომელიც ოთარკვანტრიშვილის მკვლელობიდან 5 თვის თავზე მანქანაში ააფეთქეს.
ბოლოს კიდევ ერთი საყურადღებო ვერსია: მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ოთარ კვანტრიშვილმა შექმნა პოლიტიკური პარტია,რათა კრიმინალურ და ფინანსურ სამყაროს გარდა პოლიტიკურ ელიტაშიც გამოჩენილიყო. შესაძლებელია ესეც გახდა მისი თავიდან მოშორების მიზეზი.
რატომ შევჩერდით დეტალურად ძმები კვანტრიშვილების ცხოვრების მაგალითზე? მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ცხოვრებასა და საქმიანობაში ნათლად გამოიკვეთა ის კრიმინალური ტენდენციები, რაც დამახასიათებელია გასული საუკუნის 90-იანიწლებისთვის, როდესაცასპარეზზე გამოჩნდნენ „ახალი რუსები“, „ახალი ქართველები“ და სხვა „ახლები“.
საგულისხმოა, რომ სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მაშინვე დაიწყეს გამონთავისუფლებული სივრცის სატრანზიტო არხებად გამოყენება. ამ პროცესს სხვა საერთაშორისო საშიშროებაც მოყვება, ესაა ნარკობიზნესი.
ექსპერტთა მონაცემებით, ავღანეთის ჰეროინი ევროპის ბაზრის 80 პროცენტს შეადგენს. საზღვრების გადალახვისას ხერხდება მხოლოდ 10 პროცენტამდე საშიში ტვირთის გამოვლენა. ნარკობიზნესი ქმნის კორუფციის ფართო საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულები არიან სახელმწიფო მოხელეთა უმაღლესი ეშელონები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ინტეგრირებულია სატრანზიტო დერეფანში, ეს საფრთხე მასზეც ვრცელდება. თუ ისტორიულ ფესვებს ჩავუღრმავდებით, კორუფცია ჩაისახა და განვითარდა მსოფლიოში სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირებასთან ერთად. კორუმპირებული იყო რუსეთის იმპერიის მმართველობითი სისტემა.კორუმპირებულ მაღალჩინოსან მოხელედაა ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი ტალეირანი.
ამ მხრივ, გამონაკლისს არც საბჭოთა კავშირის ელიტარული მმართველობის აპარატი წარმოადგენდა. თუმცა, ამ პერიოდში უმაღლეს ეშელონებში კორუფციის ფაქტების გამოვლენა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
სწორედ საბჭოთა კავშირში კორუფციისარსებულმა დონემ მნიშვნელოვნადდააქვეითა საზოგადოების ნდობასახელმწიფო ორგანოებისადმი, შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,რაც ბოლოს საბჭოთა იმპერიის დაშლით დამთავრდა.
„ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და კანონების განმტკიცების იმედი გაუჩინა. ხელისუფლებაში ამჟამად ბევრს საუბრობენ კორუფციის დამარცხებაზე. გარკვეული ძვრები მართლაც არის - დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძღოლისგან ფულს არ იღებს. ქრთამი არც უნივერსიტეტში მოსაწყობად არის საჭირო. თუმცა, კორუფცია არ აღმოფხვრილა. მან თანამედროვე პირობებში ჩამოყალიბებული და ორგანიზებული სახე მიიღო, რასაც „ელიტარულ კორუფციას“ უწოდებენ (ამის არაერთი შემთხვევა თვითონ ხელისუფლებამ გამოავლინა).
გლობალიზაციის პროცესში კორუფციას შეექმნა ხელსაყრელი გარემო, რაც დაკავშირებულია ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩამოყალიბებასა და ეკონომიკური კავშირების გაფართოებასთან. ამით სარგებლობენ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები, სამშენებლო ინდუსტრია, მედიკამენტებითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა, გზების მშენებლობა, უცხოური გრანტებისა და დახმარებების განაწილება და ა.შ. ექსპერტთა გათვლით, ამ გზით ერთი დღის განმავლობაში მსოფლიო ფინანსურ ბაზრებში ერთი მილიარდი „კრიმინალური“ დოლარი შედის მიმოქცევაში, რაც ინფლაციური პროცესების ზრდას, ფასების მომატებას და მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს.
ხშირად ამ უკანონო საქმიანობას ორგანიზაციას უკეთებენ ელიტარული და კრიმინალური ჯგუფები, ე.წ. გარკვეული „კრიშები“ და „ბოსები“, რომელთა ხელში ხდებაშემოსავლების ცენტრალიზაცია.
ყველაზე საშიშია კორუფციის გავრცელება სახელისუფლებო დაწესებულებებს, სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებში, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეხება სწორედ ამ სისტემებთან გააჩნია.
ქვეყანაში თავს იჩენს დაუსჯელობის სინდრომი, სამართლებრივი ნიჰილიზმი, მართლშეგნების დაქვეითება. ამის შედეგად მოსახლეობაში იზრდება ხელისუფლების საწინააღმდეგო რადიკალური განყოფილება, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ამან შეაფერხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებადა ინვესტიციების შემოდინება.
საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოსთვის აქტუალურ პრობლემად იქცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
ტერორიზმი შეიძლება გამოიხატოს პოლიტიკური მკვლელობებით, აფეთქებებით, სატრანსპორტო საშუალებათა ხელში ჩაგდებით, მძევლების აყვანით, ბიოქიმიურ საშუალებათა ზემოქმედებით. ასეთ მეთოდებს დღესაც ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაჯგუფებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. პოლიტიკური ტერორიზმის აქტები დაფიქსირდა საქართველოში...
ბოლო პერიოდში მსოფლიო ქვეყნებში გავრცელდა ბიოქიმიური, ანუ ტექნოლოგიური ტერორიზმი, რაც ითვალისწინებს ბირთვული, ბაქტერიოლოგიური, ან ქიმიური საშუალებებით ეკონომიკური ობიექტების თუ ადამიანების სიცოცხლის ფარულად ხელყოფას. ასეთი გზებით ნადგურდება ტყის მასივები, იწამლება წყალსაცავები, ვრცელდება ადამიანებსა და ცხოველებს შორის დაავადებები.
მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი რელიგიურ-ექსტრემისტული ტერორისტული დაჯგუფებაა „საერთაშორისო ისლამური ჯიჰადის ფრონტი ებრაელებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ“ („ალ-ქაიდა“). იგი შექმნა და მის დაფინანსებასუზრუნველყოფსდღეისათვის №1 ტერორისტად ცნობილი ოსამა ბინ ლადენი.
მომხდარი ტერორისტული აქტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოროტმოქმედთა უმრავლესობა იყვნენ ე.წ. „კამიკაძეები“, რომლებმაც თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე.
ვინ არის ეს ხალხი და რა ამოძრავებთ მათ?
„კამიკაძეები“ პირველად იაპონიაში გაჩნდნენ. კამიკაძეთა რაზმების დამაარსებლად და მათ იდეურ ხელმძღვანელად იაპონელიადმირალი ონისი ითვლება.
1945 წელს იაპონიის შეიარაღებულ ძალებში 5 ათასამდე კამიკაძე იყო. მათ სპეციალურ სკოლებში ამზადებენ, სადაც წვრთნისას შთააგონებდნენ იაპონიისა და იმპერატორისთვის თავის გაწირვის აუცილებლობას.
ისრაელში კამიკაძეთა მონაწილეობა ტერორისტულ აქტებში დაიწყო 1993 წლიდან, „თვითმკვლელი ტერორისტები“ საკმაოდ ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული, ფანატიზმით შეპყრობილი ისლამის მიმდევარი მებრძოლებიარიან.
მართალია, ადამიანების გატაცება და ვაჭრობა მრავალი საუკუნეების წინ ჩაისახა და მონათმფლობელური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო (ეს დანაშაული პიროვნების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ღირსებას ხელყოფს. დღეს მას ტრეფიკინგს უწოდებენ).
სამწუხაროდ, დღეს - გლობალიზაციის ეპოქაში ამ დანაშაულმა კვლავ იჩინა თავი, თუმცა შეიცვალა შეფერილობა, სრულყოფილი გახდა ტაქტიკური ხერხები, გაიზარდა მასშტაბები. 2000-2002 წლებში საქართველოში დაფიქსირდა ადამიანთა გატაცების 70-ზე მეტი შემთხვევა, რომელთაგან ზოგიერთი ტრაგიკულად დამთავრდა. ექსპერტთა მონაცემებით, ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. მკვლევარები თვლიან, რომ ტრეფიკინგი მსოფლიოში სიდიდით მესამე მზარდი და მომგებიანი კრიმინალური საქმიანობაა იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. ადამიანით ვაჭრობის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალებით და ბავშვებით ვაჭრობას, მათ სექსუალურ ინდუსტრიაში ჩასაბმელად. ექსპერტთა მონაცემებით, ამ დანაშაულს ყოველწლიურად 12 მილიარდამდე აშშ. დოლარი შემოსავალი მოაქვს.
გლობალიზაციის პროცესს თან სდევს მრავალი სხვა უარყოფითი პროცესი და პრობლემა. მათ შორის, ისეთი ტრანსნაციონალურ დანაშაულთა გავრცელების ტენდენცია, როგორიცაა: ფულის გათეთრება, კულტურის და ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა, თვითმფრინავების გატაცება, საზღვაო მეკობრეობა, სადაზღვევო და კომპიუტერული თაღლითობა, უკანონო მიგრანტებისა და მაწანწალების მომრავლება. დამეთანხმებით,რომ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია.
ამ მოვლენებს ვერც საქართველო გადაურჩა.
პუბლიკაციის მოცულობა არ იძლევა საშუალებას დეტალურად განვიხილოთ თითოეულ ამ დანაშაულებათა გავრცელების მიზეზები და მისი მავნე შედეგები გლობალიზაციის პროცესის პირობებში მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ დანაშაულთა გავრცელების მასშტაბები და არეალი დამატებითი ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას მოითხოვს.
არის საშიშროება, რომ გლობალიზაციის ისტორიულად შეუქცევად პროცესში მრავალეროვანი ძლიერი სახელმწიფოები და მათი კულტურები შთანთქავენ პატარა ერებს და მათ ცივილიზაციებს.
დღეს ჩვენი „კეთილისმსურველები“ მოგვიწოდებენ გამოვიჩინოთ „სტრატეგიული მოთმინება“. ეს ნიშნავს შევეგუოთ სტატუს-კვოს, რაც ქართველი ერისთვის მიუღებელია. აუცილებელია ჩვენი ერის ძალისხმევა წარვმართოთ ეროვნული ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების შემდგომი აღორძინებისა და ცივილიზაციებს შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.
სწორედ ეს გზა მიგვითითა ჩვენმა სულიერმა მამამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში გლობალიზაციის პრობლემებზე საუბრისას, სამეგრელოს მრევლთან შეხვედრისას.
დღეს სახეზეა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფინანსური დაწესებულებების აქტიური ჩარევა ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
მაგალითად, სოროსის ფონდი ფინანსური დახმარების გარდა, მიზანმიმართულად ერეოდა ბევრ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოშიც), პოლიტიკაში და სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, რითაც იწვევდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებას, რომლებიც მოითხოვდნენ მისი საქმიანობისშეწყვეტას.
არგენტინა გულმოდგინედ ატარებდა ცხოვრებაში მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ყველა რეკომენდაციებს. დაუფიქრებელმა ნეოლიბერალურმა სავაჭრო- ეკონომიკურმა პოლიტიკამ მას კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დავალიანება დაუგროვა - 160 მილიარდი დოლარი.
აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა არასწორი პრივატიზაციის, სტრატეგიული ობიექტების გასხვისების და გაუაზრებელი ეკონომიკურიდა ფინანსური პოლიტიკის შედეგად.
ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროცესის თანმდევი ეკონომიკური და კრიმინალურისაფრთხეების განსაზღვრა,სწორი შეფასება და სათანადოპრევენციულ ღონისძიებათა განხორციელება.
საზოგადოებამ ნათლად უნდა გაიზიაროს, რომ თვითნებაზე მიშვებული ქაოტური, ნეოლიბერალური გლობალიზაციის პროცესი მსოფლიოს დიდ კატაკლიზმებს მოუტანს.
მხოლოდმეცნიერულად ორგანიზებულ, მართულგლობალიზაციას შეუძლია მოუტანოს კაცობრიობას სიკეთე და შეუნარჩუნოს თვითმყოფადობა ეროვნულ სახელმწიფოებს.
გურამ გვეტაძე, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
გადამდგარი გენერალ ლეიტენანტი
![]() |
19 სამართალი |
▲back to top |
![]() |
19.1 პრეზუმფციების კლასიფიკაცია |
▲back to top |
რევაზ ფუტკარაძე, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტი
სამართლებრივ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დისკუსიას პრეზუმფციის სახეებზე. საზოგადოდ პრეზუმფციების, კერძოდ კი სამართლებრივი პრეზუმფციების საკითხი უაღრესად პრობლემატური და ნაკლებად შესწავლილი საკითხია სამართლის მეცნიერებაში.
ათწლეულების მანძილზე გამოითქმებოდა განსხვავებული, არც თუ იშვიათად დიამეტრალურად საწინააღმდეგო თვალსაზრისები პრეზუმფციების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. მეცნიერთა ნაწილი ყოველგვარი პრეზუმფციების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევდამათი სავარაუდოხასიათის გამო.
ვ. ბაბაევის მოსაზრებით, პრეზუმფციები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: 1. მათი სამართლებრივი განმტკიცებით - ფაქტობრივი და სამართლებრივი; 2. უარყოფის საშუალებით - საცილობელი და არასაცილობელი; 3. მისი როლით სამართლებრივ რეგულირებაში - მატერიალური და პროცესუალური; 4. მოქმედების სფეროთი - საერთოსამართლებრივი, დარგობრივი და დარგთაშორისი. ოიგენზიხტის მოსაზრებით, სამართლებრივ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დისკუსიას პრეზუმფციის სახეებზე. ჩვეულებრივ პრეზუმფციებს უწოდებენ ფაქტობრივს და სამართლებრივს, მატერიალურ სამართლებრივ და პროცესუალურს, დარგობრივ, დარგთაშორის და საერთო სამართლებრივს. კანონიერი პრეზუმფციები პირდაპირ ან ირიბად დაფიქსირებულია ნორმებში, ამიტომ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა. თუ პრეზუმფცია არაა განმტკიცებული სამართლის ნორმებში, ის ფაქტობრივ პრეზუმფციად იწოდება. ამასთან ,მკლევარი ლ. ვასილიევი „აბსტრაქციის მეშვეობით“ ცდილობს „პრეზიუმირების პროცესიდან“ გამოყოს ფსიქოლოგიური, ლოგიკური და შემეცნებითი მხარეები და „მათი შესწავლის გზით გაარკვიოს, როგორც თავად პრეზიუმირების პროცესის, ასევე ფაქტობრივი პრეზუმფციების არსი“.1 პრეზუმფციები სავარაუდო დასკვნებია, რომლებიც „ფაქტების ან მოვლენების ნამდვილობას ადგენენ მათი არსებობის სრული დასაბუთების გარეშე. ამგვარი განმარტების ავტორები პრეზუმფციებს ყოფენ ფაქტობრივ (paesumptionez facti seu hominis) და სამართლებრივ (paesumptionez iuris) პრეზუმფციებად, ხოლო სამართლებრივ პრეზუმფციებს შორის ანსხვავებენ ე.წ. ჩვეულებრივ პრეზუმფციებს, რომელთა უარყოფას დასაშვებად მიიჩნევენ (paesumptionez iuris tantum) და სამართლებრივ პრეზუმფციებს, რომლებიც გამორიცხავენ საწინააღმდეგოს დამტკიცების (პრეზუმფციების უარყოფის) შესაძლებლობას (paesumptionez iuris de iure). ამ უკანასკნელთ ფაქტობრივად, სამართლის ნორმებთან - კანონებთან აიგივებდნენ2 პრეზუმფციები, ძირითად შემთხვევაში, სამართლის ნორემების მსგავსად საკანონმდებლო პოლიტიკის სპეციალურ წესებს წარმოადგენენ და არა ალბათურ ვარაუდს, როგორადაც მას მიიჩნევენ. ამასთან, რიგი იურისტები სამართლებრივი პრეზუმფციებიდან საერთოდ გამორიცხავენ იმ ზოგად წესებს, რომლებიც მოსამართლეთა საქმიანობის საერთო პრინციპებს წარმოადგენენ. მაგ. დებულებას, რომ ადამიანი ივარაუდება კეთილსინდისიერად და შერაცხადად, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო, რიგი იურისტები საერთოდ უარყოფენ სამართლებრივი პრეზუმფციების შემოტანის საჭიროებას მათი „ფორმალური“ შინაარსის გამო.3 სპასოვიჩი წერდა, რომ „სამართლებრივი პრეზუმფციები ბოროტებაა, რომელსაც ყველანაირად თავი უნდა ავარიდოთ“.4 ჩვენ ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას, რადგანაც სამართლებრივი პრეზუმფციების არსებობა ეს რეალობაა, რასაც მეცნიერული გამოკვლევა სჭირდება.
ჩვეულებრივ პრეზუმფცია ვარაუდს ნიშნავს. სავარაუდოა ისეთი მტკიცება, ისეთი დასკვნა, რომელიც ფაქტებსა და მოვლენებს შორის მრავალგზის დანახულ თუ შემოწმებულ კავშირს ემყარება. პრეზუმფციული დასკვნით ერთი ფაქტი ან მოვლენა არსებულად, დადგენილად ითვლება არაერთგზის მომხდარი ანალოგიური ფაქტებისა თუ მოვლენების საფუძველზე. პრეზუმფციულია მაგალითად, დასკვნა, რომ თუ წვიმის შემდეგ მზემ გამოანათა, ცაზე ცისარტყელა გამოჩნდება. ეს მსჯელობა და დასკვნა ემყარება ბუნებრივ მოვლენებს შორის მრავალგზის შემჩნეულ და დანახულ კავშირს. პრეზუმფციული დასკვნა სავარაუდოა, არ წარმოადგენს უდაო და უთუო ჭეშმარიტებას. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია ვარაუდი არ გამართლდეს, პრეზუმფციული დასკვნა სწორი არ აღმოჩნდეს. შეიძლება წვიმაც მოვიდეს, მზემაც გამოანათოს, მაგრამ ცაზე ცისარტყელა არ გაჩნდეს. ასეთი გამონაკლისები სრულებითაც არ აკნინებს და არ ამცირებს პრეზუმფციული დასკვნის მნიშვნელობას, ჭეშმარიტებასთან მის სიახლოვეს. ვიზიარებთ შეხედულებას იმის თაობაზე, რომ პრეზუმფციული მსჯელობებისა და დასკვნების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა ურთიერთობა, სამყაროსთან მათი კავშირი, საერთოდ შემეცნება და აზროვნება.5 პრეზუმფციების არსებობა სამართალში ეს ფაქტია, თუმცა ისინი არაპირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმებიდან. პრეზუმფციებს დიდი ადგილი უჭირავთ სამოქალაქო-მატერიალურ და პროცესუალურ სამართალში. სამართლებრივი პრეზუმფცია არის ნორმატიული დებულება, რომელიც არსებულად, დადგენილად მიიჩნევს ამა თუ იმ ფაქტს და მდგომარეობას მანამდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია მოსაზრება, რომ უდავო ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ფაქტად, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას, რადგან ფაქტი უდაოდ იქცევა მეორე მხარის მიერ მისი აღიარების, ე.ი. დამტკიცების შედეგად. ამის გამო იგი უნდა განვიხილოთ როგორც საძიებელი, ე.ი. მტკიცების საგნის ფაქტი. მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების წრის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს მატერიალური სამართლის ნორმებით. მტკიცების საგანთან მჭიდრო კავშირშია მტკიცების ტვირთის პრობლემა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ეს წესი ემყარება იმ მოსაზრებას, რომ მხარეს, რომელიც მიუთითებს მტკიცების საგნის ფაქტზე, სხვებზე უკეთ შეუძლია მიუთითოს წყაროზე, საიდანაც სასამართლოს შეეძლება მიიღოს ცნობები ამ ფაქტის შესახებ და იგი ყოველ ღონეს იხმარს კიდეც დამამტკიცებელი საბუთით ამ ფაქტის დადგენისათვის.6 დამტკიცების ტვირთი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოვალეობა, რომლის შეუსრულებლობას მოყვება არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელსაც ეკისრება ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთი. მაგალითად, არამფლობელმა მესაკუთრემ აღძრა ვინდიკაციური სარჩელი მფლობელის მიმართ ნივთის გამოთხოვის შესახებ. ვინაიდან ნივთის ფაქტიური მფლობელი იგულისხმება (ივარაუდება) ამ ნივთის მესაკუთრედ, მოსარჩელემ, ე.ი. არამფლობელმა მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არის მესაკუთრე ამ ნივთისა, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუ მოსარჩელე ამას ვერ დაამტკიცებს, მას დაეკისრება ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის იურიდიულად არახელსაყრელი შედეგი, რაც ამ შემთხვევაში იმით გამოიხატება, რომ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პრეზუმფციები წარმოადგენენ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების კანონით განსაზღვრულ წესებს.7 სამოქალაქო სამართალი, როგორც ცნობილია, არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები ძირითადად წესრიგდება კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ძალაშია 2007 წლის 25 ნოემბრიდან, სამოქალაქო სამართლის მეცნიერების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სამოქალაქო კოდექსში დიდი ადგილი აქვს დათმობილი პრეზუმფციებს. ფაქტები, უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირდაპირ არ მტკიცდება სამოქალაქო სამართალში, ახსნილია სწორედ პრეზუმფციებით. პრეზუმფციებზე საუბრისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პროცესუალურ- სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი პრეზუმფციები. სამეცნიერო პუბლიკაციებში მითითებულია, რომ არ შეიძლება არ არსებობდეს პრეზუმფციები, რომლებასც არ შეიძლება არ ჰქონდეს საერთო მნიშვნელობა. პრეზუმფცია „ყოველი სრულწლოვანი ქმედუნარიანია“ მატარიალური სამართლისთვის განსაზღვრავს სტატუსს, ე.ი. პირი აღიარებულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სრულუფლებიან სუბიექტად, ხოლო პროცესუალურ სამართალში იგი მხარეს ათავისუფლებს ქმედუნარიანობის ფაქტის დამტკიცებისგან. კანონით განსაზღვრულ ასაკის მიღწევისთანავე პირი ავტომატურად ხდება ქმედუნარიანი პირი ისე, რომ რაიმე დოკუმენტის შედგენა ამისთვის აუცილებელი არ არის. ამიტომ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული ყველა პირი ქმედუნარიანია.8 აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზუმფცია, რომელიც არეგულირებს მატერიალურ- სამართლებრივი პრეზუმფციის გამოყენების წესს არის პროცესუალური. მატერიალურ-სამართლებრივი პრეზუმფციები შეიცავენ მხოლოდ მატერიალურ სამართლის ნორმებს პირდაპირ ან ირიბად, ხოლო მასთან დაკავშირებული ნორმა შეიძლება შეიცავდეს პროცესუალური სამართლის ნორმებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პრეზუმფციები ემსგავსებიან ერთმანეთს, მატერიალური და პროცესუალური პრეზუმფციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვ.ი. კამინსკაია მიიჩნევს, რომ ყველა მატერიალურ-სამართლებრივი პრეზუმფციები არის უარყოფადი (საცილობელი). ,,თუკი რაიმე გარემოება შეიცავს სამართლებრივი ნორმის შინაარსს, რომელიც არეგულირებს საკითხს იმას, თუ რა უნდა ჩავთვალოთ დამტკიცებულად, სახეზეა პროცესუალური პრეზუმფცია.'' ასეთ პრეზუმფციას იგი აკუთვნებს, პირის გარდაცვლილად გამოცხადების პრეზუმფციას“9 ჩვენის აზრით, ასეთი დებულება არ არის სწორი. ამ მოსაზრების მიხედვით, თუ მატერიალურ პრეზუმფციებს განვიხილავთ როგორც სამართლებრივი ნორმის დადგენის საფუძველს, მაშინ პრეზუმფცია იქნება მიზეზი, მოტივი, რომელმაც განაპირობა ამა თუ იმ ნორმის დადგენა. ცხადია, ყოველი სამართლებრივი ნორმის მიღების უკან დგას რაიმე საფუძველი, მოტივი, მიზეზი, რომელმაც უბიძგა კანონმდებელს კონკრეტული ნორმის დადგენისკენ. თუმცა, ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ მოტივი არის მატერიალურ სამართლებრივი პრეზუმფცია ან საერთოდ პრეზუმფცია. რაიმე ნორმის დადგენისას, კანონმდებელი ხშირად გამოდის ვარაუდებიდან. მაგალითად, ჯერ კი დევ ძველ რომში ქორწინების ასაკის დადგენისას (ქალის 12 წელი, მამაკაცი 14 წელი), კანონმდებელი ალბათ გამოდიოდა იმ ვარაუდებიდან, რომ ამ ასაკიდან იწყება ადამიანის ფიზიოლოგიური, მორალური, პიროვნული სიმწიფე. თანამედროვე კანონმდებელიც გამოდის ანალოგიური ვარაუდიდან, რომელიც ადგენს საქორწინო ასაკს, იურიდიული პასუხისმგებლობის ასაკს და სამოქალაქო ქმედუნარიანობის ასაკს.10 მე ვეთანხმები მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზუმფცია უნდა შეიცავდეს სამართლებრივი ნორმის შინაარსს.11 პირის გარდაცვლილად გამოცხადების პრეზუმფცია წარმოადგენს არა პროცესუალურს, არამედ მატერიალურ- სამართლებრივს. სწორია აღნიშვნა, რომ პრეზუმფციის საკითხი ძალზე რთულია და არ უნდა იქნეს დაყვანილი მხოლოდ მტკიცებულების განაწილებაზე. ზოგადი დებულების თანახმად, ფაქტების მტკიცების ვალდებულება ეკისრება პროცესის იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს (ადასტურებს) ამ ფაქტის არსებობას და ამ ფაქტებით ასაბუთებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამდენად, მტკიცების ვალდებულების განაწილების წესი შემდეგ ზოგად დებულებას ეფუძნება: მტკიცების ტვირთი ეკისრება იმას, ვინც წამოაყენებს შესაბამის მოთხოვნას ან შესაგებელს. ეს კი უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალურ მოქმედებას პროცესში. მტკიცების ვალდებულების მხარეებისთვის დაკისრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გააქტიუროს მხარე მტკიცებულებათა წარდგენის საკითხში, რაც პირდაპირ უწყობს ხელს სამოქალაქო პროცესში საქმის ფაქტობრივი მხარის (გარემოებების) ნათელყოფას, მათ დადგენას. მხარეებმა ხომ თვითონ უკეთ იციან საქმის გარემოებების შესახებ. კანონი არ ითვალისწინებს ასეთ ვალდებულებას მტკიცების სუბიექტებთან მიმართებაში, მაშინ სასამართლოს უფლება აღარ ექნებოდა მხარეთაგან მოეთხოვა მტკიცებულებების წარდგენა.12 დამტკიცების ტვირთის პრობლემა არაა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრობლემა. ეს პრობლემა დგას, მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესშიც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.13 როგორც ვხედავთ, ამ მუხლით დამკვიდრებულია უდანაშულობის პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციიდან გამომდინარე, „არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. პირი, რომელსაც ბრალად დებენ დანაშაულის ჩადენაში, იგულისხმება როგორც არაბრალეული და უდანაშულო, მას არ სჭირდება ამტკიცოს ის, რაც ისედაც, ე.ი. დამტკიცების გარეშე, იგულისხმება (ითვლება,ივარაუდება)14 სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის სუბიექტის იმთავითვე „დამნაშავედ“ მიჩნევა დაუშვებელია, ხოლო სისხლის სამართალში ეს სავსებით დასაშვებია. მაშასადამე, სისხლის სამართალში მოქმედებს არა არაბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი, არამედ, პირიქით, ბრალეულობის პრეზუმფცია, რაკი დანაშაულის სუბიექტი დანაშაულის ჩადენის მომენტიდანვე ხდება ვალდებული პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. 15
annotation
Preesumption's classifications
Revaz Futkaradze
Presumptions in civil judiciary derivation don't liberate sides from assertion but perfoms the order assertion assertion of dealing the load. To liberate some facts from assertion its not a reason, but its result of dealing the load.
Presumptioms have an important place in civilmaterial and juridical procedure. Juridical presumption is a normative statute, which admites some facts establish aunti the opposite consideration will not assert according the law.
___________________
1. Васильев Л. М. Фактические презумпции В советском уголовном судопроизводстве, Краснодар, М.1977 ვუთითებ ა. კახნიაშვილი, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მისი განხორციელების გარანტიები სასამართლომდელ სტადიებზე, თბ., თბ.1998, გვ. 14.
2. Енциклопедический словарь, издатели Брокгауз Ф.А.Ефрон И.А., Т.49 Санкт-Петербургь, 1898, стр. 52.
3. ო. მინდაძე, სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანის უფლებები, ქუთ.,2002, გვ. 180.
4. Спасович В.А., Журнал гражданского и уголовного права, 1873, кн. 2. с. 177.
5. ა. შუშანაშვილი, უდანაშაულობის პრეზუმფცია, წიგნიდან „გივი ინწკირველი 70“, საიუბილეო კრებული, თბ., 1996.
6. ნ. ლორთქიფანიძე, საბჭოთა სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ.,1966, გვ. 42.
7. ნ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში, თბ., 2001, გვ.157.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბ.,1999, გვ.157.
9. В.И. Каминская. Презумпция невиновности в советском уголовном праве. Социалистическая законность= 1946 №4, стр.50.
10. O.А. Кузнецова, Презумпции в гражданском праве. М.2004.
11. В.А. Ойгензихт. Презумпции В советском гражданском праве. М.1976, стр.27.
12. შ. ქურდაძე, სასამართლო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, თბ., 2005, გვ. 347.
13. საქართველოს კონსტიტიცია, თბ., 1996.
14. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 228.
15. გ. ნაჭყებია, „გაგების მეთოდის ზოგიერთი ასპექტი სისხლის სამართლის მეცნიერებაში“, ჟურნალი სამართალი, თბ.,1989, №10, გვ. 75.