![]() |
საყმაწვილო, მოთხრობანი ეკატერინე გაბაშვილისა |
გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული - (დ. -
16.VI.1851, გორი -
გ. - 07.VIII.1938, სოფ. ახალქალაქი)
- მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბიოგრაფია განათლება მიიღო თბილისში,
გერმანულ სკოლასა და მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში. 1868 დაბრუნდა გორში
და ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. აქვე დაწერა
მოთხრობა „სოფლის მასწავლებელი“. ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ
ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები. 1870 „დროებაში“ გამოაქვეყნა პირველი
ნაწარმოები - „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“. მას მოჰყვა: „მაგდანას
ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას
ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“. 1879 გამართა საკუთარი პიესის
წარმოდგენა ახალქალაქის მაზრაში. 1882 აირჩიეს ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად, 1897-1922
წლებში - ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელად. 1872-1905 წლეში დააარსა
ქალთა წრე და შექმნა რეგიონული ფილიალები. 1895 თბილისში, საკუთარ სახლში,
მოაწყო ქალთა ხელსაქმის ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი
ხელმძღვანელობდა. იყო ჟურ. „ჯეჯილის“ გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1918 გაზეთში
„ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა ე. გაბაშვილის წერილი „სალამი
დამოუკიდებელ საქართველოს“. 19.II.1921 მარო
მაყაშვილი, მისი შვილიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში
გმირულად დაიღუპა. ე. გაბაშვილი დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე, შემდგომ
ნეშტი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ეკა ჯავახიშვილი ლიტერატურა „საქართველოს ქველმოქმედები,
XIX საუკუნე“ - საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედებისბირგვლივ შექმნილი
კალენდარი, საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. - თბ.; წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
იხილე აგრეთვე
წერა-კითხვის საზოგადოების გამოცემა, №
104.
საყმაწვილო,
მოთხრობანი
ეკატერინე გაბაშვილისა
წიგნი პირველი
მეორე შევსებული, სურათებიანი გამოცემა.
თბილისი
ელექტრო-მბეჭ. ს. ლოსაბერიძისა, მოსკ. ქ. საკ. ს., №
5.
1913
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
გაზ. „ ხმა ქართველი ქალისა“ , 1918, N15.
![]() |
1 ეკატერინე გაბაშვილისა (მოკლე ბიოგრაფია) |
▲ზევით დაბრუნება |