საყმაწვილო, მოთხრობანი ეკატერინე გაბაშვილისა



 

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული - (დ. - 16.VI.1851, გორი - გ. - 07.VIII.1938, სოფ. ახალქალაქი) - მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

განათლება მიიღო თბილისში, გერმანულ სკოლასა და მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში. 1868 დაბრუნდა გორში და ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. აქვე დაწერა მოთხრობა „სოფლის მასწავლებელი“. ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები. 1870 „დროებაში“ გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები - „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“. მას მოჰყვა: „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“.

1879 გამართა საკუთარი პიესის წარმოდგენა ახალქალაქის მაზრაში. 1882 აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად, 1897-1922 წლებში - ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელად. 1872-1905 წლეში დააარსა ქალთა წრე და შექმნა რეგიონული ფილიალები. 1895 თბილისში, საკუთარ სახლში, მოაწყო ქალთა ხელსაქმის ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. იყო ჟურ. „ჯეჯილის“ გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1918 გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა ე. გაბაშვილის წერილი „სალამი დამოუკიდებელ საქართველოს“. 19.II.1921 მარო მაყაშვილი, მისი შვილიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ე. გაბაშვილი დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე, შემდგომ ნეშტი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

„საქართველოს ქველმოქმედები, XIX საუკუნე“ - საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედებისბირგვლივ შექმნილი კალენდარი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. - თბ.;
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
გაზ. „ ხმა ქართველი ქალისა“ , 1918, N15.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ეკატერინე გაბაშვილი
ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი

 

წერა-კითხვის საზოგადოების გამოცემა, 104.

 

საყმაწვილო, მოთხრობანი ეკატერინე გაბაშვილისა

 

წიგნი პირველი

 

მეორე შევსებული, სურათებიანი გამოცემა.

 

თბილისი

 

ელექტრო-მბეჭ. ს. ლოსაბერიძისა, მოსკ. ქ. საკ. ს., 5.

 

1913

1 ეკატერინე გაბაშვილისა (მოკლე ბიოგრაფია)

▲ზევით დაბრუნება


ბოცვაძე ლუარსაბ

ეკატერინე გაბაშვილისა
(მოკლე ბიოგრაფია)

ეკატერინე გაბაშვილისა დაიბადა 1851 წლის ივნისის 16 ქ. გორში. მამა ეკატერინესი თავადი რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი დიდად ნაკითხი, გონება-განვითარებული, უზომოდ კეთილი, წყნარი, დამჯდარი ხასიათისა და ზნეობით მაღალი ადამიანი იყო. სწავლა რევაზს ჩინებულად ჰქონდა დამთავრებული მაშინდელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (ეხლანდელი I გიმნაზია); სწავლის დამთავრების შემდეგაც რევაზი მუდამ მუშაობდა სულიერის განვითარებისათვის, მის სამუშაო ოთახს ამშვენებდნენ მეთვრამეტე საუკუნის მეცნიერთა ნაწერები და ევროპის გამოჩენილ პირთა სურათები.

დედა ეკატერინესი სოფიო გორში კარგად ცნობილი თავადის ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილის ასული იყო. რადგანაც ვახტანგს მემკვიდრე არ ჰყოლია, სოფიო ვაჟკაცურად აღუზრდია; ცხენზე ჯდომა, თოფის სროლა, იარაღების ხმარება და სხვა ყოველგვარი ვაჟკაცური სიმხნევე მის თვისებას შეადგენდნენ. სიმღერა, სალამურისა და დაირის დაკვრა, მშვენიერი ლეკური და ყოველგვარი მხიარულება ამშვენებდნენ მის ახოვანს ტანადობას.

ეკატერინე ხუთი წლისა არ იქნებოდა, როცა დედა გარდაეცვალა. დარჩნენ ობლად პატარა კატო და მისი უმცროსი ძმა სოსიკო. მათი აღზრდა იკისრა ბებიამ, ბარბარემ, რომელიც ტომით სომეხი იყო, ქართველ მეფეებთან ნამყოფი ამირახოვის ქალი, მაგრამ დიდად განუვითარებელი დედაკაცი. იმისი აღზრდის კანონს შემდეგი თქმულება შეადგენდა: „შვილი მტრულად გაზარდეთ მოუვრად გამოგადგებაო“. მართლაც ეს ახირებული ადამიანი მტრულად ზრდიდა პატარა კატოს და მის ძმას: ცემა, ლანძღვა, წყევლა, მუჯლუგუნები, ყოველთვის და ბავშვის ყოველ სურვილზედ უარის თქმა, ნახევარზედ მშიერმწყურვალედ შენახვა და ყოველგვარის განცხრომისა და ფუფუნების მოკლება მას აღზრდის აუცილებელ საშუალებად მიაჩნდა.

ექვსის თუ შვიდი წლისა პატარა კატო „ოსტატს“ მიაბარეს სასწავლებლად. ეს „ოსტატი“ და ჭკუის მასწავლებელი იყო ვიღაც ქვრივი ჩინოვნიკის შირიკოვისა, რომელიც ცხოვრებდა ქ. გორში იმ მხარეს, სადაც ეხლაც ალ. ერისთვიშვილის ჩარხის წისქვილებია; ეს ქვრივი ცხოვრებდა განმარტოვებულად, ქვითკირის პატარა სახლში თავისი სამი ხნიერის გაუთხოვარი ქალია. ორშაბათ დილით ერთი მოსამსახურე ხელში აიყვანდა პატარა კატოს და მიჰყავდა ოსტატთან, რომელსაც კატოს გარდა ორი სამი სხვა შაგირდიც ჰევდა. მოწაფეებს თან მიჰქონდათ ოსტატისთვის კვირის საზრდო: თონის ცხრა პური, ერთი თუნგი ღვინო, ექვსი ჯამი მოსახარში ლობიო, ეველი, პატარა კოჭბით ერბო და ხან და ხან ხილიც. ასწავლიდა დედა, ქალები კი ვარაულობდნენ, რომ შაგირდები სახლში არ გაპარულიყვნენ. დილით, პირის დაბანის შემდეგ, შაგირდებს მოუტეხდნენ პურის პატარა ნატეხს და გამხმარ ყველის ნაჭერს, მერე დასხამდნენ მწკრივად ტახტზედ მოკეცილებს და კალთაში ჩაუდებდნენ დიდს ტყავის გახმიან წიგნს „დავითნს“. ჯერ ერთი თითის გაყოლებით წაიკითხავდა ორს თუ სამს სტრიქონს, მერე მეორე და მერე მესამე... შემდეგ ქვრივი ხელში დაჭერ პატარა დაფაზედ აწერინებდა ასოებს და რომელსამე ლოცვას. შემდეგ კი შაგირდები მთელი დღე თავისუფალი იყვნენ, მაგრამ ჰაერზე კი არ უშვებდნენ და სადღაც დერეფანში თვალხუჭუნას თამაშობდნენ.

როცა „ოსტატი“ ქალებით სადმე ლოტოს სათამაშოთ წავიდოდა, შაგირდებს დაგეტილში სტოვებდნენ. მაშინ მათს შიშს საზღვარი არა ჰქონდა. მიეკვრებოდნენ პატარები ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვით ნუგეშობდნენ.

შაბათს საღამოს, როცა საღამოს ლოცვის ხარები აწიკწიკდებოდა ქალაქში, ქალები შაგირდებს პირს დაჰბანდნენ, ტანისამოსს გაუსუფთავებდნენ და ოსტატი კი დიდს დიდს დარიგებას მოუყვებოდა ხოლმე შაგირდებს, არიგებდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სახლში, რომ ოსტატი ესახელებინათ.

პატარა კატო ყურს არ უგდებდა ოსტატის დარიბებას, იგი მოუთმენლად ელოდა მოსამსახურეს, რომ სახლში წაიყვანა. სხვა დარიგებასთან ერთად შინ წასვლის დროს ოსტატი შაგირდებს ვეხებსა და პირს გაუზომავდა ბამბის ძაფით იმის ნიშნად, რომ სახლში ბევრი არ ელაპარაკნათ, ან არ ერბინათ. ამის გამო შაგირდებიც უფრთხილდებოდნენ პირის გადიდებასაც და ფეხების გარდამეტებულ ხმარებასაც, რადგანაც იცოდნენ, რომ თვის. ამ დღეს ბებია სრულიად ივიწყებდა თავის რწმენას: „შვილი მტრულად გაზარდეო“... სიხარულით და ალერსით მიიკრავდა გულზე პატარა კატოს, მისთვის საგანგებოდ შენახულს „კაგებს“ მიუტანდა და „საცოდავ ობოლს“ დიდის სიყვარულით და სიფრთხილით დააძინებდა თავის გვერდით. კვირა დილით კი, როდესაც პატარა კატო ბავშვურად ფრთების გაშლას, ანცობას და თავისუივლად სიხარულს და მოძრაობას მოინდომებდა, ბებია ისევ უდიერ აღმზრდელად გამოესახებოდა და ბორკილს ადებდა ბავშვის თავისუფალ მოძრაობას: „არ შეიძლება სირბილი, არ შეიძლება ყვირილი, ბიჭებთან თამაშობა... ქალი ხარ, ქალი კი ისეთი ნაზი, ნარნარი, ყელმოღერებული და სათნო უნდა იევეს, რომ წმიდა ქალწულ მარიამს ემსგავსებოდესო“. და თუ პატარა კატო არ დაუჯერებდა ბებიას, კაი მისი ბრალი! ჯერ ბებია თვითონ გაცოცხავდა და მერე ოსტატთანაც დააბეზღებდა, მაშინ კი პირის საზომი ძაივი ერთი გოჯით მაინც დაპატარავდებოდა, ვითომ მეტის ლაპარაკით, და ბავშვი შესავერ ჯილდოსაც დაიმსახურებდა.

გაყოლებით წაიკითხავდა ორს თუ სამს სტრიქონს, მერე მეორე და მერე მესამე... შემდეგ ქვრივი ხელში დაჭერ პატარა დაფაზედ აწერინებდა ასოებს და რომელსამე ლოცვას. შემდეგ კი შაგირდები მთელი დღე თავისუფალი იყვნენ, მაგრამ ჰაერზე კი არ უშვებდნენ და სადღაც დერეფანში თვალხუჭუნას თამაშობდნენ.

როცა „ოსტატი“ ქალებით სადმე ლოტოს სათამაშოთ წავიდოდა, შაგირდებს დაგეტილში სტოვებდნენ. მაშინ მათს შიშს საზღვარი არა ჰქონდა. მიეკვრებოდნენ პატარები ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთის სიახლოვით ნუგეშობდნენ.
შაბათს საღამოს, როცა საღამოს ლოცვის ხარები აწიკწიკდებოდა ქალაქში, ქალები შაგირდებს პირს დაჰბანდნენ, ტანისამოსს გაუსუფთავებდნენ და ოსტატი კი დიდს დიდს დარიგებას მოუყვებოდა ხოლმე შაგირდებს, არიგებდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სახლში, რომ ოსტატი ესახელებინათ.
პატარა კატო კურს არ უგდებდა ოსტატის დარიბებას, იგი მოუთმენლად ელოდა მოსამსახურეს, რომ სახლში წაიყვანა. სხვა დარიგებასთან ერთად შინ წასვლის დროს ოსტატი შაგირდებს ვეხებსა და პირს გაუზომავდა ბამბის ძაფით იმის ნიშნად, რომ სახლში ბევრი არ ელაპარაკნათ, ან არ ერბინათ. ამის გამო შაგირდებიც უფრთხილდებოდნენ პირის გადიდებასაც და ფეხების გარდამეტებულ ხმარებასაც, რადგანაც იცოდნენ, რომ თუ ამ ბრძანებას დაარღვევდნენ, ორშაბათს ცუდი დღე დაადგებოდათ.
შაბათი ყოვლად ბედნიერი დღე იყო პატარა კატოსათვის. ამ დღეს ბებია სრულიად ივიწყებდა თავის რწმენას: „შვილი მტრულად გაზარდეო“... სიხარულით და ალერსით მიიკრავდა გულზე პატარა კატოს, მისთვის საგანგებოდ შენახულს „კაკებს“ მიუტანდა და „საცოდავ ობოლს“ დიდის სიყვარულით და სიფრთხილით დააძინებდა თავის გვერდით. კვირა დილით კი, როდესაც პატარა კატო ბავშვურად ფრთების გაშლას, ანცობას და თავისუივლად სიხარულს და მოძრაობას მოინდომებდა, ბებია ისევ უდიერ აღმზრდელად გამოესახებოდა და ბორკილს ადებდა ბავშვის თავისუფალ მოძრაობას: „არ შეიძლება სირბილი, არ შეიძლება ყვირილი, ბიჭებთან თამაშობა... ქალი ხარ, ქალი კი ისეთი ნაზი, ნარნარი, ყელმოღერებული და სათნო უნდა იევეს, რომ წმიდა ქალწულ მარიამს ემსგავსებოდესო“. და თუ პატარა კატო არ დაუჯერებდა ბებიას, კაი მისი ბრალი! ჯერ ბებია თვითონ გაცოცხავდა და მერე ოსტატთანაც დააბეზღებდა, მაშინ კი პირის საზომი ძაივი ერთი გოჯით მაინც დაპატარავდებოდა, ვითომ მეტის ლაპარაკით, და ბავშვი შესავერ ჯილდოსაც დაიმსახურებდა.

ორი წლის ქვრივი რევაზი მეორედ ცოლს ირთავს. მაგრამ იგი მეტად გულქვა დედაკაცი გამოდგა ობლებისათვის და ქმრისთვინაც. ყველა ამის გამო დღეს ქ-ნი ეკატერინე მწუხარებით იგონებს თავის სიყმაწვილეს და გულდაწყვეტილი ამბობს: „ჩემი სიმაწვილე თითქმის დაუშრეტელი მწუხარების წყარო იყოო“.

ვინ იცის ასეთი უგუნური აღზრდა რა შედეგს მოიტანდა ბოლოს, რომ პატარა კატოს ბავშვობაშივე არ აღმოჩენოდნენ ნამდვილი გულშემატკივარი ადამიანები, რომელთა კეთილ-გავლენა ბავშვობიდანვე მტკიცედ აღიბეჭდა პატარა კატოს მგრძნობიარე გულში. ერთი ამათგანი იყო დიმიტრი ყიფიანის ძმისწული მაიკო, რომლის შესახებ ქ-ნი ეკატერინე სწერს თავის მოგონებაში: „ კაცთმოყვარეობა თავისის სათნოებით ავადმყოფობამდინ მიიყვანა ჩემშიო“. მეორე— მამა ეკატერინესი რევაზი, როგორც ფრიად განვითარებული კაცი, დიდი თაყვანისმცემელი იყო ჟან-ჟაკ რუსოსი და ბავშვის აღზრდასაც სულ სხვანაირი თვალსაზრისით უყურებდა. იგი იყო ნამდვილი მეგობარი ბავშვებისა, მეგობარი მოსიყვარულე და ფაქიზი, სათნოებით სავსე კეთილი მოძღვარი. ყოველთვინ მოთმენით იტანდა ბავშვების სიცელქესა და თავხედობას. მამას პატარა კატო ხშირად დაჰყავდა ქალაქ გარედ სასეირნოდ, აცნობდა ბუნების კანონებს, მცენარეთა ზრდას და ცხოველთა ცხოვრების ამბავსაც მოუთხრობდა ხოლმე. მამის ნაამბობი პატარა კატოს ყოველთვის კარგად ესმოდა, ცოდნის მოყვარეობაც იღვიძებდა მის გულში. ბებია კი მამის ამ გვარ სათნოებას დასცინოდა და ბავშვების გარევნად მიაჩნდა. რაკი მამა განშორდებოდა პატარა კატოს, ბებია ისევ თავისებურად დატრიალდებოდა. ამ სახით, სანამ პატარა კატო თორმეტ-ცამეტი წლისა არ გახდებოდა, მისი აღზრდა ორ წელშუა მიდიოდა. სწავლის წყურვილი კი მას დღითი დღე ემატებოდა. თვითონაც ეწაფებოდა სწავლას და უნდოდა თავისი ცოდნა სხვისთვისაც გაეზიარებინა.

თორმეტ-ცამეტი წლისა იქნებოდა პატარა კატო, როცა მან პატარა გლეხის ბიჭს, თავის მოსამსახურეს ქართული წერა-კითხვის სწავლება დააწყებინა. კატოს ასეთი საქციელი მამას ძლიერ მოეწონა და შემდეგი დარიგება მისცა: „ერთმა დიდმა ფილოსოფოსმა სთქვა: იმ კაცს, რომელმაც თავის სიცოცხლეში სამი ხე დარგო, ახარა და ნაყოფი გამოაღებინა, შეუძლიან სთქვას, რომ ჩემი ადამიანური დანიშნულება შევასრულე, ქვეყნის ცხოვრების სალაროში ჩემი წვლილიც შევიტანეო. და ის კაციც, რომელიც სამ ადამიანს მაინც ასწავლის წერა-კითხვას, ხომ უდიდესი მადლობის ღირსია ადამიანისაგანაო.— ვინძლო, ეცადო და შენც უდიდესი მადლობა დაიმსახუროვო“.

ცამეტი წლის კატო ინსტიტუტში მიიყვანეს მისაბარებლად, მაგრამ გამოცდის დროს რუსულ ენაში ჩასჭრეს და უკან დააბრუნეს. ბებია ამის შემდეგ სრულიად არ ფიქრობდა კატოს სწავლის გაგრძობისათვის, მაგრამ კატოს იმდენად ძლიერად ჰქონდა შეგნებული სწავლის საჭიროება, რომ მისი უსწავლელად დატოვება აღარ შეიძლებოდა. მამამ ხელახლა ჩამოიყვანა თბილისში და მიაბარა ფავრის კერძო პანსიონში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ფრანგულ ენის შესწავლას ჰქონდა მიქცეული, მაგრამ იმ დროს ჰაერში ისეთი გამამხნევებელი და გამაფაქიზებელი ძალები ტრიალებდა, რომ ამ პანსიონის შეზღუდული საზღვარიც გადმოლახა და კატოს გულამდინაც მოაღწია. ქ-ნ ფავრმა ძლიერ დახელოვნებულ მასწავლებლებს მოუყარა თავი ამ პანსიონში. ქართულ ენასაც დიდი ყურადღება ჰქონდა მიქცეული. ამ საგანს ასწავლიდა პირველ ხანებში ნიკო დედაბრიშვილი, შემდეგ ნიკო ინაშვილი და ალექსანდრე ცაგარელი. ამ მასწავლებელთ მომავალ მწერალს ქალს ჩაუნერგეს გულში სიყვარული დედა ენის და მშობლიური ლიტერატურისა. რაც შეეხება მამულიშვილობის გრძნობის განვითარებას, ამაზე დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოდ ქართულ მწერლობას და მეტადრე ილია ჭავჭავაძის ნაწერებს, უფრო კი „მგზავრის წერილებს“ . ამ წერილებიდან ამოკითხული სიტყვები —„რას ვეტყვი ჩემს სამშობლოს და რას მეტყვის იგი მე?“ მუდამ ამხნევებდა და ამოქმედებდა დამსახურებულ მოღვაწეს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ოცი წლის წინად დაწერილს მოკლე ავტო-ბიოგრაფიაში ქ-ნი ეკატერინე ამბობს: „ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, გულახდით შემიძლია ვუთხრა ჩემს ქვეყანას: ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა გეკუთვნის შენ და შენი გაუმჯობესობის სურვილს. და თუ ჩემი ნაბიჯი მკრთალი და უფერულია, ნუ დამსვი, ის ხომ, რაც არს შენი და შენ გეკუთვნის!“

ფავრის პანსიონში დიდი გავლენა ჰქონდა კატოზე საღვთო სჯულის მასწავლებელსაც. ქ-ნი ეკატერინე მოგვითხრობს ამ მასწავლებელზე შემდეგს: „მამა ნაუმოვი ნამდვილი ღვთის მსახური იყო, იმისმა სათნოებამ და კაცთმოყვარეობამ ჩემის სულის სიღრმეში საუკუნო კვალი გაავლო. მე უბედური ბავშვი ვიყავი, უბედურ ხალხთა შორის აღზრდილი, გული ჩათხრობილი მქონდა, უნუგეშობით ვიყავი მოცული, მამა ნაუმოვმა კი მასწავლა ლოცვა, ღვთის სასოება და ამ სასოებამ მანუგეშა, ძალა მომცა ცხოვრებასთან საბრძოლველადო“. პანსიონში ქ-ნი ეკატერინე, რასაკვირველია, მეცნიერებასაც სწავლობდა, მომეტებულად უყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები. 1868 წელს პანსიონში სწავლა დაასრულა. მას შემდეგ მიჰყო ხელი თვითგანვითარებას, ეკატერინემ გადაიკითხა მრავალ წარჩინებულ მწერალთა თხზულებანი. კურსის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ისევ გორში და დაიწყო ბავშვების სასკოლოთ მომზადება. იმავე დროს გორში სომხის სამღვდელოებამ ეკლესიასთან ქალთა სკოლა დააარსა. მასწავლებლად და გამგედ 17 წლის ქალი ეკატერინე მიიწვიეს, მოწაფეთა რიცხვში სომხებთან ქართველებიც ბლომად იყვნენ. სხვათა შორის იქ სწავლობდნენ ნატო გაბუნია და მაშო დემურია. სწავლება ქართულად იყო. მოწაფეთა და მასწავლებელს შორის მშვენიერი დამოკიდებულება არსებობდა. ეს დამოკიდებულება დამყარებული იყო ერთმანეთის სიყვარულზე და პატივისცემაზე, რასაც ყველასთვის გასაოცარი შედეგი მოჰყვა. დიდი მადლობა გადაუხადეს ქ-ნ ეკატერინეს, რომელიც ამ მადლობას გულის თრთოლით და მუხლების ცახცახით ისმენდა, მადლობას , რომელიც მამის ანდერძით ეკუთვნოდა ყველას „ვინც კი სამს ადამიანს მაინც ასწავლიდა წერაკითხვას“.

ქ-ნი ეკატერინე ზაფხულობით ზემო ქართლში, დედის მამულში ცხოვრობდა. იქ გაიცნო მან გლეხთა ცხოვრება, შეისწავლა იმათი ჭირი და ლხინი, მალე წერას მივე ხელი და თავისი დაკვირვება სხვებსაც გაუზიარა. პირველად 1870 წელს დასტამბა გაზეთ „დროებაში“ პატარა მოთხრობა „გლეხკაცების აზრი სასოფლო სკოლაზე“.

1872 წ. ქ-ნი ეკატერინე მისთხოვდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილს და დღეს სავსეა შვილებითა და შვილიშვილებით. ამ ორმოცდა ორი წლის განმავლობაში ნიჭით დაჯილდოვებულმა მწერალმა იმდენი ძვირფასი ნაწარმოები შესძინა ჩვენს ლიტერატურას, რომ ღრმა კვალი დააჩნია ქართველი საზოგადოების ისტორიულს განვითარებაში. ამ ორი წლის წინად, როცა ქართველმა ერმა იდღესასწაულა ნიჭიერის მწერლის ორმოცი წლის მოღვაწეობა სამწერლო ასპარეზზედ, როცა საყვარელ მწერლის მოღვაწეობა ღირსეულად დაფასებული იქმნა და ისტორიამ სიცოცხლეშივე მიუძღვნა მას უკვდაკი „მამულიშვილის გვირგვინი“, ქ. შ. წერა-კითხვის გამ. საზოგადოების გამგეობამ დიდ ტომად გამოსცა მისი თხზულებანი, რომელიც 600 გვერდამდის შეიცავს.

ეკატერინე გაბაშვილისამ არ დამარხა მიწაში ღვთით მიცემული ქანქარი, ასარგებლა იგი ქვეყნის სასიქადულოდ; როგორც კალმით, აგრეთვე მხურვალე მონაწილეობით ემსახურებოდა ყოველს საზოგადო საქმეს. იგია დამაარსებელი, გამგე და პატრონი ქართველ ღარიბ ქალთა სახელოსნო სასწავლებლისა.

პატივცემულმა მწერალმა მეტადრე დიდი სამსახური გაუწია საბავშვო მწერლობას. მისი პირველი საემაწვილო მოთხრობა „საახალწლო ფეშქაში“ დაისტამბა 1884 წ. საყმაწვილო ჟურნალ „ნობათის“ №1-ში. საყმაწვილო მწერლობას დღემდის ღარიბსა და უფერულს ეკ. გაბაშვილისა დიდის გულმოდგინებით ემსახურება. მის ნაწერებში მკითხველის ყურადღებას იქცევს წმინდა ენა, მარტივი სიუჟეტი, სიბრალულის გრძნობით და ამაღლებული იდეიით , განსპეტაკებული, დაცული ზომიერება ყოველს დახასიათებაში და აღწერაში. კატოს ახსოვს თავისი და პატარა ძმის ობლობის დღეები, ამიტომაც მის მოთხრო, ბებში ასე ხშირად ვხედავთ საწყალ გლეხის, ქვრივ-ოხრების და პატარა ობლების ტანჯვა-ვაების დასურათებას და აღწერას. ქ-ნი ეკატერინეს საემაწვილო მოთხრობები პირველად 1898 წელს გამოსცა ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ. გამგეობამ, რომელშიაც მოქცეული იყო 16 საყმაწვილო მოთხრობა. დღეს ამ საზოგადოების გამგეობამ საჭიროდ სცნო ნიჭიერი მწერლის საემაწვილო მოთხრობათა კრებულის გამოცემა, რაც კი საყვარელ მწერალს დაუწერია ჩვენი მოზარდ თაობისათვის ამ ოცდა ცხრა წლის განმავლობაში. ეს საყმაწვილო მოთხრობები ორ ტომად გამოვა. ამას გარდა ამ ნიჭიერი მწერლის თვითოეული საემაწვილო მოთხრობები დღეს პროვინციებში იბეჭდება დასურათებული და ცალკე წიგნაკებადაც ვრცელდება. ჯერ-ჯერობით ქუთაისში ქ. შ. წერაკითხვის გამავრც. საზოგადოების განყოფილებამ ორი დასურათებული მოთხრობა გამოსცა „თინას ლეკური“ და „მაგდანას ლურჯა“.

საქართველოს თავის წარსულ ცხოვრებიდან ბევრი ქართველი ქალის სახელი ახსოვს, რომელნიც მამაკაცებთან ერთად ჩვენს ქვეყანას დიდს სამსახურს უწევდნენ და მის წარმატებისათვის თავსაც კი სწირავდნენ. ამ მხრით ეკატერინე გაბაშვილისას სამწერლო ასპარეზზედ თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. დღეს ჩვენში ქალთა შორის მოღვაწეთა რიცხვი დღითი დღე მატულობს და ქართველი ერიც, იმედით აღჭურვილი, შესცქერის საუკეთესო მომავალს, რადგანაც ჩვენი ქალების წყალობით პოეტის თქმისა არ იყოს:

„მთიდან ნიავმა დაჰბერა,
მზემ სხივი სტყორცნა მდელოსა
და განახლება დაეტყო
ჩვენს ტურფა საქართველოსა!