![]() |
ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი) |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
დურმიშხან ლაშხი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
"საქართველოს ისტორია“
სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად
თემის ხელმძღვანელი: სერგო ვარდოსანიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
თბილისი 2016
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
ანოტაცია
შესავალი
თავი I ცოტა რამ მეცენატობისა და ქველმოქმედების წარსულიდან საქართველოში
§1. ეროვნული მრეწველობის განვითარების ტენდენციები XIXს-ის საქართველოში
თავი II დავით სარაჯიშვილი
§1. დავით სარაჯიშვილის ოჯახი, სწავლის პერიოდი კავშირი ("უღელთან“)
§2. დავით სარაჯიშვილის სამრეწველო საქმიანობა
§3. დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედება
§4. დავით სარაჯიშვილი მეცენატი
§5. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალება და ანდერძი
§6. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დავით სარაჯიშვილის თანხიდან
დანიშნულ სტიპენდიატთა სია (1911-1918 წლამდე) თავი III
სტეფანე,ლევან,იაკობ,პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები
§1. ზუბალაშვილების გვარის ისტორია და ძმები ზუბალაშვილების მშობლები
§2. სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (მეცენატობა და ქველმოქმედება)
§3. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
§4. იაკობ და პეტრე კონსტანტინეს ძე სუბალაშვილი
§5. ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიატები 1908-1914 წლებში
თავი IV გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი-ქველმოქმედი და მეცენატი
თავი V იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე
§1. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის ბავშვობა, სწავლა და სამღვდელმთავრო მოღვაწეობა
105-130 §2. გაბრიელ ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა
§3. გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობის ბოლო წლები
§4. გაბრიელ ეპისკოპოსის ანდერძი
თავი VI ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე
§1. ალექსანდრე ოქროპირიძის სწავლის პერიოდი,აფხაზეთსა და გურია-სამეგრელოს
ეპარქიაში მოღვაწეობა
§2. ალექსანდრე ოქროპირიძე და ქართული საგალობლები
§3. ალექსანდრე ეპისკოპოსის ქველმოქმედება და მეცენატობა
§4. ალექსანდრე ეპისკოპოსი და ქართული საზოგადოება
§5. ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძის გარდაცვალება
თავი VII აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია
§1. აკაკი ხოშტარიას სამრეწველო საქმიანობა და ქველმოქმედება
დასკვნა
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა დანართი
![]() |
2 ანოტაცია/Resume |
▲ზევით დაბრუნება |
სადოქტორო-სადისერტაციო ნაშრომი "ბრძოლა ეროვნული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზებისათვის საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ქველმოქმედნი და მეცენატნი),“ წარმოადგენს ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გამიზნულ ნაშრომს.
1801 წლიდან საქართველოში დაიწყო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის განხორციელება, რაც მწვავედ აისახა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, ქართულ ენასა და კულტურაზე. ქართულმა საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა აღნიშნული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ქველმოქმედებისა და მეცენატების მოღვაწეობა, რომელიც კოლონიურ პოლიტიკას უპირისპირდებოდა.
ნაშრომში გადმოცემულია დიდი ქველმოქმედების, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, გიორგი ქართველიშვილის, აკაკი ხოშტარიას,ალექსანდრე ოქროპირიძის და იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობა, ეროვნული ღირებულებების დაცვა განმტკიცებაში.
განსაკუთრებით საინტერესოა ნაშრომში გადმოცემული დავით სარაჯიშვილის მიერ 1911 წელს დატოვებული ანდერძის აღსრულების საკითხი, რაც წარმოადგენს ჩვენი კვლევის მთავარ ამოცანას.
საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1911 წლიდან 1918 წლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიშნავდა სტიპენდიებს დავით სარაჯიშვილის მიერ დატოვებული თანხიდან. გარკვეულია იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებიც იღებდნენ დავით სარაჯიშვილის და ძმები ზუბალაშვილების დატოვებული თანხიდან სტიპენდიებს.
გარდა დავით სარაჯიშვილისა, ახალი საინტერესო ბიოგრაფიული ცნობებია მოძიებული აკაკი ხოშტარიაზე, კერძოდ ხოშტარიას ურთიერთობა ინგლისელ ემისრებთან საქართველოში–უორდროპებთან. საფიქრებელია, რომ აკაკი ხოშტარიამ დავით სარაჯიშვილის სახლი უორდროპებს დაუთმო დროებით საცხოვრებლად.
საინტერესოა აგრეთვე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მოღვაწეობა, რადგანაც მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული კულტურის განსაკუთრებული მფარველობა, რაც გამოიხატებოდა ქართული წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, გამოცემის დაფინანსებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შოთა რუსთაველის
"ვეფხისტყაოსნის“ პირველი ილუსტრირებული ვერსიის დაბეჭვდის დაფინანსება.
ეროვნული ღირებულებების დასაცავად განსაკუთრებით ხმა აღიმაღლა საქართველოს ეკლესიამ და მისმა ისეთმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა როგორებიც იყვნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომლებიც ქართველ ერს მოევლინენ არა მარტო როგორც დიდი სასულიერო მოღვაწენი არამედ დიდი ქველმოქმედები და მეცენატები.
სადოქტორო ნაშრომის მთავარ სიახლეს წარმოადგენს წარმოაჩინოს ზემოთ აღნიშნული მღვდელმთავრების განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი ახალგაზრდების მიმართ, რათა მათ მიეღოთ სწავლა განათლება. გარდა ამისა სადოქტორო ნაშრომში გადმოცემულია ალექსანდრე ოქროპირიძის დამსახურება ქართული საგალობლების გადარჩენის საქმეში, სწორედ მეუფე ალექსანდრეს ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა სპეციალური კომიტეტი კარბელაშვილების მეთაურობით, რომლებსაც ევალებოდათ უძველესი ქართული საგალობლების მოძიება და ნოტებზე გადაღება.
გამოკვლევაში ნათლადაა წარმოდგენილი ქართველი მეცენატებისა და ქველმოქმედების ბრძოლა ეროვნული ღირებულებების დაცვის კუთხით.
Resume
Doctoral thesis on "Fighting for practical realization of national values in Georgia by the end of the nineteenth century and at the beginning of the twentieth century (People of the arts and Philanthropists)" is intended for obtaining the academic degree of a Doctor of Historical Sciences.
Since 1801 Russia has started to carry out its colonial policy in Georgia, that sharply affected almost all fields of our life, including Georgian Language and Culture. Georgian society decided to fight against the mentioned policy. Thus, our aim is show the activities of the People of the arts and Philanthropists opposing colonial policy.
The given thesis shows the activities of great philanthropists David Sarajishvili, Brothers Zubalashvili, Giorgi Kartvelishvili, Akaki Khoshtaria, Aleksandre Okropiridze and Gabriel Kikodze (the Bishop of Imereti) in defending and consolidating national values.
The most interesting issue, given in this thesis is the fulfilment of the last will and testament left by David Sarajishili in 191, that is the main task of our scientific research.
From the data saved in archive, we learn that from 1911 to 1918, The Society of Propagation of Literacy among the Georgians, used to give scholarships from the amount left by David Sarajishvili. Even the names of those receiving scholarships from the money left by David Sarajishvili and Brothers Zubalashvili, are known to the society.
Besides David Sarajishvili, there are some interesting biographical data about Akaki Khoshtaria, namely, his relationship to the English diplomats in Georgia - the Wardrops. It's possible that Akaki Khoshtaria temporarily gave David Sarajishvili's house to the Wardrops.
The activities of Giorgi Kartvelishvili patronymic David are also of great importance as he particularly patronaged the Georgian culture, namely, financing the publication of Georgian books, magazines and newspapers. From this viewpoint, financing the publication of the first illustrated version of "Knight on the Panther's Skin" is particularly interesting.
Georgian church and its representatives like Aleksandre Okropiridze, the Bishop of Abkhazia and Gabriel Kikodze, the Bishop of Imereti, also fought for the protection of national values, who appeared to be not only great religious leaders, but people of the arts and philanthropists as well.
This doctoral thesis is aimed at presenting the particular attitude of the above mentioned clergymen towards the Georgian youth, who did everything to help them to get education. Besides this, the doctoral thesis emphasizes the achievement of Aleksadnre Okropiridze in saving Georgian
hymns; Aleksandre Okropiridze was the first who initiated and financed the establishment of a special committee, presided by brothers Karbelashvili, who were charged with the important mission of obtaining the Georgian hymns and copying them to music. The research clearly shows the fight of Georgian philanthropists and people of the arts for the protection of national values
![]() |
3 თავი III. სტეფანე,ლევან,იაკობ,პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 §1. ზუბალაშვილების გვარის ისტორია და ძმები ზუბალაშვილების მშობლები |
▲ზევით დაბრუნება |
სტეფანე,ლევან,იაკობ,პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები
§1. ზუბალაშვილების გვარის ისტორია და ძმები ზუბალაშვილების მშობლები
ზუბალაშვილების გვარს საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, ისინი მთელი
საქართველოს მაშტაბით თითქმის ყველა კუთხეში იყვნენ მიმოფანტული. შუა საუკუნეებში
ზუბალაშვილები ცხოვრობდნენ სოფ. ხედში, უფრო ადრე კი- ცხინვალში.
XVIII საუკუნეში ზუბალაშვილები გვხვდებიან გორში, ზუბალაშვილები ძველად იწოდებოდნენ
ზუბაშვილებად, ხოლო XVIII საუკუნიდან უკვე მოიხსენიებიან ზუბალაშვილებად, (მას
შემდგომ რაც ისინი გამოჩდნენ ახალციხეში). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში ზუბალაშვილების გვარი სხვადასხვა სახით გვხვდება. მაგალითად:
ზუბაშვილი, ზუბიანი და ზუბალაშვილები. მართალია ეს გვარი ერთმანეთისაგან
განსხვავდება, მაგრამ ფუძე ერთი აქვთ.
ზუბალაშვილების გვარის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძე წერს: ″ზემო ქართლში დაშთენილია
შემდეგი გადმოცემა, რომ ზუბალაშვილები მესხები არიან, ძველთაგანვე ისინი მესხეთში
ცხოვრობდნენ. მესხეთიდან ქართლში გადმოსახლდნენ, შემდეგ დროებში ისევ მესხეთს
გადასულან. ახალციხეს, ქვაბლიანს, ოცხეთს, ჯავახეთს და ბორჯომის ხეობაზედ. სოფელ
აწყვერში სახლობდნენ. აწყვერში მცხოვრებ ზუბალაშვილებს ძველთაგანვე ვაჭრობა
დაუწყიათ, ზოგი მათგანი სავაჭროდ კონსტანტინოპოლსაც კი წასულა” (ჭიჭინაძე ,1904:6).
ზუბალაშვილების გვარი ძველთაგანვე მისდევდა ვაჭრობა-მრეწველობას. “ ძველად მთელს
ქართლს, სამცხე-საათაბაგოს და თბილისს ერთ ქართველ კაცს ვერ ნახავდით, რომ მას
ზუბალაშვილის გვარის ამბები არ სცოდნოდა. ამათ დიდი ხმა და გავლენა ჰქონდათ,
რამდენსამე ალაგას სახლები, სავაჭროები, ფართო აღებმიცემა და მასთან კაი ქარხნებიც,
სადაც თბილისის ხალხი მრავლად მუშაობდა”(ჭიჭინაძე, 1904:8).- აღნიშნავს ზაქარია
ჭიჭინაძე.
ზუბალაშვილის გვარმა შეძლო, რომ მას მეფის რუსეთის შემზღუდავი წნეხის მიუხედავად,
XIX საუკუნეში შეექმნათ დიდი სამრეწველო დაწესებულებები და უზარმაზარი კაპიტალი
დაეგროვებინათ. ზუბალაშვილებს XIX საუკუნის 30-იან წლებში თბილისში ჰქონდათ შაქრის
ქარხანა, რომელიც ეკუთვნოდა იაკობ ზუბალაშვილს, მისსავე მფლობელობაში იყო დასავლეთ
საქართველოში მდებარე პირველი არყის სახდელი ქარხანა. იაკობ ზუბალაშვილს ჰქონდა
სახელმწიფოს თანხმობა დასავლეთ საქართველოში წურბელების დაჭერისა, რომელებსაც
შემდგომ ყიდდა.
აგრეთვე, ზუბალაშვილებს ეკუთვნოდა ნავთობის სარეწები ბაქოში, რომელიც 1860 წელს
შეიძინა კონსტანტინე ზუბალაშვილმა (ძმები ზუბალაშვილების მამამ). კონსტანტინე
ზუბალაშვლი დაიბადა 1828 წელს ქ. თბილისში. მისი მშობლები ერთ-ერთი წარჩინებულები
იყვნენ დედაქალაქში. კონსტანტინე ზუბალაშვილი ჯერ სწავლობდა თბილისის კათოლიკურ
სკოლაში, შემდეგ კი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1844 წელს კონსტანტინე
ზუბალაშვილი ქართულ მილიციაში შევიდა. იმავე წელს იგი მონაწილეობას ღებულობს
დაღესტნელებისა და მთიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მამაცობისათვის იგი დაჯილდოებული
იყო მილიციის პრაპორშჩიკის ხარისხით. 1846 წელს კონსტანტინე ზუბალაშვილმა სამსახურს
თავი დაანება 33 წლის ასაკში (ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს იგი
დაჭრეს). კონსტანტინე ზუბალაშვილის მეუღლე იყო ელისაბედ თუმანიშვილი (ქალიშვილი
მიხეილ თუმანიშვილისა). კონსტანტინე და ელისაბედი დაქორწინდნენ 1853 წელს. 1856
წელს შეეძინათ ვაჟიშვილი ანდრია, რომელიც გარდაიცვალა 1860 წელს. შემდეგ კი
შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: სტეფანე, ლევანი, პეტრე და იაკობი, რომლებიც შემდგომში
ცნობილი მეცენატები და ქველმოქმედები გახდნენ.
![]() |
3.2 §2. სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (მეცენატობა და ქველმოქმედება) |
▲ზევით დაბრუნება |
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1860 წელს ქ.თბილისში.განათლება მიიღო
ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში. სტეფანე ზუბალაშვილი, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს:
“ იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის
დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“ (ჭიჭინაძე ,1904:185).
სტეფანე ზუბალაშვილის მთავარ შემოსავლის წყაროს (ისევე როგორც მისი ძმებისას)
წარმოადგენდა მამის მიერ დატოვებული ნავთობის სარეწები ბაქოში, ე.წ
“ ბიბი-ეი-ბათის“ სარეწები. ნავთობის წარმოებამ ზუბალაშვილები ერთ-ერთ
კონკურენტუნარიანი მრეწველებად აქცია.
სტეფანე ზუბალაშვილი, გარდა მრეწველისა, იყო დიდი ქველმოქმედი და მეცენატი. მის
სახელს უკავშირდება ბათუმში კათოლიკური ეკლესიის აგება, რომელიც დაუჯდა 200 000
მანეთი. იმ ადგილზე “ სადაც ახლა კათოლიკების ეკლესიაა იქ იყო განიერი ტბა, სავსე
გარეული ფრინველებით და იქ იცოდნენ ხოლმე სანადიროდ გასვლა მონადირეებმა. ტყის
გადაღმა დასავლეთისაკენ იყო უდაბური ტყე“ (კომახიძე ,1993:113).
ბათუმის კათოლიკური ეკლესია აგებულია გოთიკურ სტილზე. ეკლესიის სიგრძე 33,6 მ,
სიგანე 23,1 მ., სიმაღლე 44,1მ. ეკლესიას აქვს სამი გუმბათი, მთავარი შესასვლელის
მარჯვნივ და მარცხნივ წმინდა ნინო და ანდრია პირველწოდებული არიან
გამოქანდაკებულნი. შესასვლელშივე ქართულ და ფრანგულ ენაზე ამოტვიფრულია ტაძრის
აღმშენებელთა ვინაობა: “ ტაძარი ესე ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა მარიამისა, თვისის
ზღუდითურთ, აღვაგე მე სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა საცხოვნელად სულისა
ჩემისა, მშობელთა და დათა ჩემთა“ (კომახიძე, 1993:113).
ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1902 წელს, 1903 წელს კი იგი აკურთხა, სტეფანე
ზუბალაშვილის ინიციატივით სარატოვიდან ჩამოყვანილმა, კათოლიკე ეპისკოპოსმა
ბარონდე-რაპიმ.
თეატრი). ამასთან დაკავშირებით დავით გურამიშვილი იხსენებს: ″მეორე დღეს
ნეტარხსენებულმა სტეფანემ მკითხა:
-
ჩვენ ძმებმა 100 000 მანეთი გადავდეთ, ჩვენი მამის სამახსოვროდ, ხოლო ის კი ვერ
გადაგვიწყვეტია რას მოვახმართ. შენ რა აზრის იქნები, რა სჯობია რო გავაკეთოთ?
-
მოგეხსენებათ, რომ განსვენებულმა როინიშვილმა ქართულ წერა-კითხვის საზოგადოებას
800 თუმნად ღირებული თავისი მუზეუმი დაუტოვა.
- ვიცი, როგორ არ ვიცი, მოსაწონი საქმეა,
- მაგრამ მხოლოდ შესაფერი ადგილი არ მოეპოვება, ეს ძვირფასი განძი ერთ კუნჭულში
უყრიათ, ჩემი აზრით, დიდებული საქმე იქნება ეგ თანხა ქართული მუზეუმის შენობისათვის
მოგეხმარათ.
- მართალია, მაგრამ როდესაც არ გვინდა, სხვა ერმა ნაციონალისტობაში ჩამოგვართვას,
ვფიქრობ ყველა ეროვნებისათვის ერთი რამ აშენდეს, სადაც უფრო მუშა ხალხს შეეძლება
სარგებლობა, ე.ი. სახალხო სახლი.
- ეგეც დიდებული საქმეა.
- მეც აგრე მგონია. გუნებაში მაქვს, ყველა წესიერად მოვმართოთ და ისრე გადავსცე
ქალაქის გამგეობას, რომ ერთი ნემსის საყიდელი არ ქონდეთ!
- როგორც თქვენ ბრძანებთ, ეგ თანხა არ გეყოფათ!
- ეგ არაფერია, ჩემმა ძმებმა რაც თავიანთი წილი გადადეს ისიც რომ უკან წაიღონ მე
მაინც ავაშენებ, კატა ხომ არ მომიკლავს სულ ეკლესიები ვაშენო, მაგას რომ მოვრჩები
მერე შეუდგები მუზეუმის აშენებას“ (“ თეატრი და ცხოვრება,” 1914,№41, 6).
1901 წელს ცნობის ფურცელი იუწყებოდა: ″თბილისის სახალხო სახლის აშენების საქმეს
ბედი ეწია, თბილისის ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების გულგრილობამ ძალიან
შეაფერხა ეს საქმე. საზოგადოებაში ძლივს შეგროვდა 14000 მან. რამაც გამოიწვია
უიმედობა შენობის აგებისა, გამგეობამ გადაწყვიტა აეგო პატარა შენობა ფრიად უხერხულ
ადგილზე, ვერაზე, მტკვრის ნაპირზე.
საბედნიეროდ, ამჟამად ეს დიდი საქმე გამობრუნდა და ეხლა სრული იმედი უნდა ვიქონიოთ,
რომ სასურვლად კარგად დაგვირგვინდება, ეს სასიამოვნო სასწაული მოახდინა ძმათა
ზუბალაშვილთა შეწირულობამ. მათ სახალხო სახლის აშენებისათვის 100 000 მან.
გადაიხადეს“ (“ ცნობის ფურცელი,” 1901, №1430, 2) . სწორედ, რომ დიდი საქმე იყო
სახალხო სახლის აგება, რადგანაც ქართულ თეატრს რომელსაც ღია ცის ქვეშ უხდებოდა
სპექტაკლების გამართვა ექნებოდა შენობა, რაც გამოიწვევდა თეატრალური ხელოვნების
განვითარებას.
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას შეწირა 10 000 მან. ამის შესახებ თავად სტეფანე ზუბალაშვილმა მიწერა
წერა-კითხვის საზოგადოებას: “ პატივისცემით ვაუწყებთ გამგეობას, რომ ჩვენი
საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინოდ და განუწყვეტელის შრომის აღსაბეჭდად მე,
განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო ამ საზოგადოებას, ამასთანავე გიგზავნით
10000 მანეთს და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთ გულშემატკივარის?!
ქართველისაგან“ (ჭიჭინაძე, 1905:1).
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილს თავის ცხოვრების დევიზად ჰქონდა დასახული
მეცენატობა და ქველმოქმედება და თავის ძმებსაც უბიძგებდა ამ კეთილშობილური
საქმისაკენ. ამის დამადასტურებელი მაგალითია დავით გურამიშვილის მოგონება, რომელიც
თავად შესწრებია სტეფანე ზუბალაშვილისა და მისი ძმის პეტრეს საუბარს: “ იცი ძმაო რა
გითხრა! ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელ გაშლით უნდა ვიცხოვროთ, რომ ხალხს
სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ ზედ რომ კრუხებივით დავსხდეთ ბევრს ვერაფერს
გამოვჩეკავთ, ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაც“ (“ თეატრი და
ცხოვრება,“ 1914, №28,5).
სტეფანე ზუბალაშვილი აგრეთვე აფინანსებდა ზაქარია ჭიჭინაძის მოგზაურობას დასავლეთ
საქართველოში, სადაც ზაქარია ჭიჭინაძემ აღწერა კათოლიკური ეკლესიები და შემდეგ
წიგნად გამოსცა სტეფანე ზუბალაშვილის დახმარებით. სოფ. ხიზამბავრის ქართველ
კათოლიკეთა სკოლა განიცდიდა მაჰმადიანების ზეწოლას, რაც საბოლოო ჯამში მიმართული
იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო ქართველების ასიმილაცია მაჰმადიანებში. სწორედ, ასეთ
ძნელბედობის ჟამს სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა აღნიშნულ სკოლას შეწირა 10
000 მან. ქართული წიგნების შესაძენად, რაც ითვლება დიდ მეცენატობად.
სტეფანე ზუბალაშვილმა მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინა ივანე როსტიაშვილს, რათა
მას დაებეჭდა სხვადასხვა სამეცნიერო წიგნები მდაბიოთათვის, რაც თავის თავად დიდ
ქველმოქმედებად უნდა ჩაითვალოს.
1903 წელს სტეფანე ზუბალაშვილმა გაზეთ “ ივერიას“ გაუგზავნა წერილი, სადაც
ვკითხულობთ: ″მე არ ვიცოდი თუ “ ივერიის“ საქმე ასე იყო, რედაქციისადმი დახმარება
მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მე მზად ვარ ამ გაზეთს ყოველთვის დავეხმარო“ (ჭიჭინაძე, 1924:68). ამ წერილიდან შესანიშნავად ჩანს, რომ სტეფანე ზუბალაშვილი
გაზეთ “ ივერიას“ არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვის ეხმარებოდა ხოლმე.
ნიკო ცხვედაძეს,როგორც თავად-აზნაურთა გიმნაზიის შენობის აგების მოთავეს, ძმებმა
ზუბალაშვილებმა სოლიდური თანხა შესწირეს როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს:
“ სტეფანე ზუბალაშვილს უთქვამს: ″მეტად დიდ შენობა დაუწყვია ნიკო ცხვედაძეს,
ამისთანა შენობას მილიონი უნდა აქ კი ესენი არსად არის, მეტად კარგი საქმე კია,
იქნება ამ შკოლით მაინც გვეშველოს რამე, რომ ჩვენი თავად-აზნაურთა შვილები
აღიზარდნონ კარგათ, ყველა ჩვენთაგანმა თითო აგური უნდა მიიტანოს და დადოს, მე ჩემი
აგურები მოვიტანე, ასევე ჩემმა ძმებმაც“ (ჭიჭინაძე, 1924:70).
აი, ასეთ შესანიშნავ პიროვნებას წარმოადგენდა სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
![]() |
3.3 §3. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1862 წელს ქ.თბილისში. იგი ძირითადად
მოსკოვში მოღვაწეობდა. ლევან ზუბალაშვილი, სტეფანესაგან განსხვავებით, უფრო
ქველმოქმედი იყო ვიდრე მეცენატი. მის სახელს უკავშირდება მოსკოვის უნივერსიტეტში
ქართველი სტუდენტებისათვის თავისი მეუღლის და შვილის სახელობის სტიპენდიის
დანიშვნა- თვეში 50 მან. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ძმები ზუბალაშვილები ერთად
ნიშნავდნენ სტიპენდიებს. ამასთან დაკავშირებით გაზეთი
„ისარი“ 1908 წელს წერდა: “ შაბათს 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაანაწილა ძმები ზუბალაშვილების სახელობის
სტიპენდიები. გამგეობამ აირჩია 29 კაცი და ამათგან ხმის უმეტესობით სტიპენდიები
დაენიშნა შემდეგ მოსწავლეებს: ავალიშვილ შალვას, ჯაჯანაშვილ არჩილს, ცინცაძე
იაკობს, ორჯონიკიძე ვლადიმერს, ფაღავა აკაკის, მგელაძე ვასილს. მდივანს,
მირზაშვილს, ვასილ რცხილაძეს, ქიქოძე გერონტის და შურღაია ლაზარეს″(“ ისარი,”
1908,№6,2).
ძმები ზუბალაშვილები წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხშირად წირავდნენ
თანხებს სტიპენდიებისათვის, რის გამოც შემდგომ წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას წერილობით მიმართავდნენ სხვადასხვა სტუნდენტები, რომ მათთვის
ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნათ. მაგალითად, 1911 წლის 11 ივნისს ზაქარია
ალექსანდრეს ძე ყანჩელმა მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თხოვნით:
″უკიდურესი მატერიალური გაჭირვება ჩემი მშობლებისა, იძულებულს მყოფს უმაღლეს
სასწავლებლის გაგრძელებას შუა გზიდან (იგი ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა)
ამისათვის გთხოვთ დამინიშნოთ თავისუფალი სტიპენდია ძმათა ზუბალაშვილებისა და ამით
მომცეთ შესაძლებლობა სწავლის გასაგრძელებლად“ (სცა ფონდი №481, ანაწერი №1,საქმე
№1277, ფურცელი,39).
1911 წლის 3 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თხოვნით მიმართა
გიორგი ანდრიას ძე ნამორაძემ: “ სრული სამი წელია კიევის უნივერსიტეტში ვიმყოფები,
ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ დამდგომია გაჭირვება, მაგრამ არავისთვის
მიმიმართავს, ვცხოვრობდი საკუთარი შრომით და სახლიდან ცოტაოდენი დახმარებით.
მამაჩემსაც არ აქვს შესაძლებლობა და ამიტომ ეხლა უფრო, როდესაც ჩემი მეორე ძმაც
წამოვიდა უმაღლესში სასწავლებლად. გამიჭირდა ცხოვრება, მხოლოდ ამ მატერიალური
შესაძლებლობებისა და გაჭირვების ბრალია, რომ ვბედავ თხოვნით შეგაწუხოთ, თუ შეიძლება
კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია დამინიშნოთ ან უკიდურეს შემთხვევაში
ერთდროული დახმარება მაინც აღმომიჩინოთ“ (სცა ფონდი №481, ანაწერი №1,საქმე №1277,
ფურცელი,91). ეს დოკუმენტი იმით არის საინტერესო რომ ძმებ ზუბალაშვილებს დანიშნული
ჰქონდათ თავიანთი მამის კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია. ზემოთ
აღნიშნული დოკუმენტებიდან შესანიშნავად ჩანს, რომ ძმები ზუბალაშვილები ქართველ
სტუდენტებს დიდ დახმარებას უწევდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლევან
ზუბალაშვილი. ლაზარე შურღაია იგონებს, თუ როგორ მფარველობდა ლევან ზუბალაშვილი
მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს: ″ჩვენ თუ 5 მან-ის სათხოვნელად მოვიდოდით, ის 50
მან. გვაძლევდა, ჩვენ თუ ერთი პალტოს ფულს დავესესხებოდით ის სამი პალტოს ფულს
გვაძლევდა, თქვენ უახლოეს ამხანაგებსაც უყიდეთო, ხშირად თვეობით დავდიოდით მასთან
სადილად“ (ტატიშვილი ,1960:168). ლევან ზუბალაშვილმა მოსკოვში დააარსა სტუდენტური
კლუბები და სამკითხველოები, ამისათვის მან ალექსანდრე ჯავახიშვილს გადასცა 40000
მან.
1914 წელს ლევან ზუბალაშვილმა ნახევარი მილიონი მანეთი შესწირა მოსკოვის ქართველთა
საზოგადოებას. რაც შეეხება მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას, იგი შეიქმნა ქართველი
სტუდენტების დასახმარებლად. ამ საზოგადოებაში გაერთიანებულები იყვნენ მოსკოვში
მყოფი ქართველი ინტელიგენცია. მაგ: მსახიობი ალექსადნრე სუმბათაშვილი, პროფ.
ალექსანდრე ხახანაშვილი, ქიმიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი და სხვ.,
საზოგადოების წევრები იკრიბებოდნენ ხან ლევან ზუბალაშვილის სახლში, ხან
სუმბათაშვილთან. ერთ-ერთ შეხვედრაზე სუმბათაშვილმა წამოჭრა წინადადება ქართველთა
გაერთიანებისა ერთ მთლიან საზოგადოებად. საზოგადოებას დასჭირდებოდა შენობის აგება.
ლევან ზუბალაშვილმა ერთდროულად გაიღო 40 000 მანეთი და შემდეგ სისტემატურად დაიწყო
საზოგადოების დაფინანსება.
1910 წლიდან მოსკოვში იწყება ქართველი სტუდენტების რიცხვის ზრდა, რამაც,
ბუნებრივია, გამოიწვია არსებული ბიბლიოთეკების მაშტაბების გაზრდის მოთხოვნა. 1914
წელს ლევან ზუბალაშვილმა ალექსანდრე ჯავახიშვილს გადასცა 10000 მან. ბიბლიოთეკის
გასაფართოებლად.
აი, ასეთმა შესანიშნავმა მამულიშვილმა 1914 წელს დაასრულა თავისი სიცოცხლე ლევან
ზუბალაშვილის გარდაცვალებას გაზეთი “ სახალხო ფურცელი“ იტყობინებოდა: “ 6
დეკემბერს, მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ლევან
კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, განსვენებულს როგორც უხვ ქველმოქმედს იცნობდა არა
მარტო ქართველობა, არამედ მთელი რუსეთი, რომელთაც ახსოვდათ განსვენებულისა და მისი
ძმათ მრავალი კაცთმოყვარული და კულტურული საქმიანობები. მადლიანმა თბილისის
მმართველობამ განსვენებული და მისი ძმები თბილისის საპატიო მოქალაქეებად აირჩიეს“ (“ სახალხო ფურცელი” 1914, №161, 2).
ლევან ზუბალაშვილი ჩამოასვენეს მოსკოვიდან და დაკრძალეს კათოლიკურ ეკლესიაში.
![]() |
3.4 4. იაკობ და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობ და პეტრე ზუბალაშვილებიც თავისი ძმების მსგავსად, დიდი ქველმოქმედები იყვნენ
(განსხვავებით სტეფანესაგან, რომელიც მეცენატიც იყო).
1902 წ. იაკობ ზუბალაშვილმა ქალაქის მმართველობას გადასცა 2000 მან., რათა მათ
ღატაკი ხალხი დაეპურებინათ. “ ეს ფული სააღდგომოდ იმ ღატაკ პირებს დაურიგეთ,
რომელთაც ამ დღისათვის სანოვაგე არ ექნებათ“ (ჭიჭინაძე, 1905:73).
სტეფანე ზუბალაშვილის გარდაცვალების გამო იაკობმა 10000 მან. შეწირა თბილისის
გამგეობას ღარიბი ხალხისა და ბავშვების დასახმარებლად. გარდა ამისა, მან ბაქოს
ტექნიკური ლაბორატორიის გასამართავად 1500 მან, 50 000 მან. კი ქართველ
თავადაზნაურთა სკოლის შენობის აგებას შესწირა.
იაკობ ზუბალაშვილის ინიციატივით შედგა სწავლულთა წრე, რომელსაც მიზნად ჰქონდა
ქართულსა და რუსულ ენაზე მეცნიერული ენციკლოპედიის შედგენა და გამოცემა. აგრეთვე
უნდა დაებეჭდათ, რომ საქართველოს ენციკლოპედია ინგლისურ ენაზე, რასაც
უდაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ევროპა გაიცნობდა საქართველოს და მის
კულტურას.
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი ძირითადად დაკავებული იყო ქართველი
სტუდენტობისათვის დახმარების აღმოჩენით. 1906 წელს ჟენევაში დააარსა ბიბლიოთეკა
ქართველი სტუდენტებისათვის. მან თავისი ფულით მრავალი წიგნი შეიძინა: “ იყიდა
ბიბლიოთეკისათვის ინვენტარი, გამოუწერა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და 500 ფრანკით
დაეხმარა“ (ჩხიტუნიძე ,1980:63). შემდეგ ამ ბიბლიოთეკას წიგნების გამოსაწერად 287
ფრანკი, ჟურნალ-გაზეთების შესაძენად 1000 ფრანკი, ხოლო საწევროს გადასახდელად 120
ფრანკი, შესწირა.
ამრიგად, ძმებმა ზუბალაშვილებმა თავიანთი ქველმოქმედებითა და მეცენატობით
სიცოცხლეშივე დაიდგეს უკვდავების გვირგვინი, მათ ყველას დაანახეს, რომ რელიგიური
განსხვავებულობა ჩვენს თანატომელებს ხელს არ უშლიდათ ყოფილიყვნენ სამშობლოს
გულმხურვალე პატრიოტები.
![]() |
3.5 §5. ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიატები 1908–1914 წლებში |
▲ზევით დაბრუნება |
§5. ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიატები 1908–1914 წლებში
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ძმები
ზუბალაშვილები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად ხშირად თანხას
სწირავდნენ...
სტეფანე ზუბალაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმებმა ქართველთა შორის
წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეწირეს 1000 მანეთი, რათა საზოგადოებას
ეს თანხა სტუდენტების დასახმარებლად გამოეყენებინა.
1906 წლის 17 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელშიც ვკითხულობთ: -გამგეობამ
მოახსენა საზოგადოების წევრთა კრებას ძმათა ლევან,პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების
მიერ შემოწირულ თანხის 1000 თუმნის შესახებ. 1904 წლის 18 ოქტომბერს ბატონმა იაკობ
კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა საკუთრად და თავისი ძმების ლევან და პეტრე
ზუბალაშვილების მხრიდან შემოსწირა საზოგადოებას 1000თუმანი, მათი გარდაცვლილი
ძმის, სტეფანე კონსტანტინეს–ძის სახსოვრად, იმ პირობით, რომ ეს ფული შენახულ იქნება
ხელუხლებელ თანხად და მხოლოდ მისი სარგებელი მოხმარდეს საზოგადოებას თუ წერა–
კითხვის საზოგადოება დაიკეტა, ეს ფული გადაეცეს თბილისის თავად–აზნაურობას,
რომელმაც ამ ფულის სარგებელი უნდა მოახმაროს ქართველი ბავშვების აღზრდას,
განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა “ (სცა ფონდი ნ481, ანაწერი ნ1, საქმე 873,
ფურცელი 51).
ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობის
ნიშნად, ლევან და პეტრე ზუბალაშვილები ამავე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია,
ამასთან დაკავშირებით წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილიც კი
მისწერა ძმებს. - წარსული წლის 17 დეკემბერს მოხდა საზოგადო კრება. ქართველთა
შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოახსენა კრებას
თქვენი და თქვენი ძმების ლევანის და პეტრეს 1000 თუმნის შემოწირულობა სახსოვრად
თქვენი ძმის, საზოგადოებისთვის დაუვიწყარის სტეფანე კონსტანტინეს ძის. საზოგადოება
უსაზღვრო მადლობით მიეგება თქვენს უხვ შემოწირულობას და ერთხმად აგირჩიათ
თქვენ და თქვენი ძმები ლევანი და პეტრე საპატიო წევრებად ქართველთა შორის წერა–
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა.
გამგეობა სიამოვნებით გაუწყებთ საზოგადო კრების ამგვარ გადაწყვეტილებას და
თავის მხრივ განმეორებით გიძღვნით დიდ მადლობას თქვენი უხვი
შემოწირულობისათვის. “ (სცა ფონდი ნ481, ანაწერი ნ1, საქმე 1200, ფურცელი 274).
(ზემოაღნიშნული წერილი წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გაუგზავნა
იაკობ ზუბალაშვილს).
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები
ზუბალაშვილების მიერ შემოწირული თანხიდან არაერთ გაჭირვებულ სტუდენტს
საშუალება მისცა, რომ ესწავლათ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეიმუშავა
ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიის დანიშვნის წესი და პირობები: აღნიშნული
დოკუმენტი ინახება ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ფონდში და შემდეგი შინაარსის მატარებელია: -1. ძმათა ზუბალაშვილების სტიპენდიას
ნიშნავს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა,
2.სტიპენდიები ეძლევათ უპროცენტო სესხად საზოგადოდ რუსეთისა და საზღვარგარეთის
დაბალ და საშუალო სპეციალურ და მაღალს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველებს,
უფრო კი რუსეთის დაბალ, საშუალო და მაღალ სპეციალურ სასწავლებლებში
მოსწავლეებს, ან ამგვარსავე სასწავლებლებში ახლად შემსვლელთ განურჩევლად სქესისა,
წოდებისა და სარწმუნოებისა, 3. წერა–კითხვის საზოგადოების გამგეობა უპირატესობას
აძლევს სტიპენდიის მიღების მსურველთა შორის იმათ, ვინც ცნობილ იქნება გამგეობის
მიერ, რომ ღარიბია, ნიჭიერი მოყვარე შრომისა და პატრონი განსაკუთრებულის ზნეობისა,
4. რაოდენობა თვითეული სტიპენდიისა არის 300 მანეთი წელიწადში, მაგრამ გამგეობამ
შეუძლია ამაზე ნაკლები დაუნიშნოს მთხოვნელს სტიპენდია, 5. სტიპენდია ეძლევა
მოსწავლეს იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საჭიროა მისთვის სრული კურსის
გასათავებლად, უკეთუ ეს ვადა არ აღემატება 1911 წლის 31 დეკემბერს, ვინაიდგან ძმანი
ზუბალაშვილნი მხოლოდ ამ ვადამდის არიან სასტიპენდიო ფულს დაპირებულნი, 6.
სტიპენდიებს ნიშნავს საზოგადოების გამგეობა აგვისტოს დამდეგს, ხოლო შემთხვევით
განთავისუფლებულ სტიპენდიებს სხვა დროსაც სასწავლო წლის განმავლობაში,
ადგილობრივ ქართულ გაზეთებში გამოცხადებულ უნდა იქნეს, რომ ეს და ეს სტიპენდია
თავისუფალია, 7. თხოვნები–სტიპენდიები დაგვინიშნეთ უნდა შემოიტანონ
ქ.შ.წ.გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობის სახელზე, ერთი თვით ადრე მაინც
მოსწავლეებმა ან მათმა მშობლებმა და ნათესავებმა, 8. თხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს: ა)
სასწავლებელი, რომელშიც სტიპენდიის მთხოვნელი სწავლობს, აგრეთვე კლასი ან კურსი,
რომელზედაც იგი არის, ბ) სასწავლებელი რომელშიაც მთხოვნელს მიუღია
მოსამზადებელი სწავლა და ის სასწავლებელი რომელშიც იგი შესვლას აპირებს.
გ)ოჯახური და ნივთიერი მდგომარეობა სტიპენდიის მთხოვნელისა, 9. თხოვნასთან
წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: ა)მოწმობა სასწავლებლის
მთავრობისა, სადაც მთხოვნელი სწავლობსა, ბ) მოწმობა იმ სასწავლებლისა, რომელშიც
მთხოვნელს მოსამზადებელი სწავლა მიუღია,თუ იგი ახლა შედის დაბალ და საშუალო
სპეციალსა ან მაღალს სასწავლებელში, 10. სასწავლებელში ახლად შემსვლელთ
დანიშნული სტიპენდია მიეცემათ მას შემდეგ, რაც ისინი გამგეობას წარმოუდგენენ
თავიანთ სასწავლებლის მთავრობის მოწმობას,რომელშიაც დამოწმებული იქნება, რომ
ისინი მიღებულნი და ჩარიცხულნი არიან სასწავლებელში მოსწავლეებად, 11. თუ ასეთი
მოწმობა (მუხლი 10) სტიპენდიანტმა არ წარმოუდგინა გამგეობას სამოსწავლო წლის
დაწყების დღიდან ერთი თვის განმავლობაში იგი ჰკარგავს სტიპენდიის მიღების უფლებას
და მისი სტიპენდია, გამგეობის ამორჩევით, სხვა მთხოვნელს გარდაეცემა. 12. ყოველი
სტიპენდიანტი ვალდებულია: ა) აცნობოს ხოლმე გამგეობას თავისი მისამართი, ბ) აცნობოს
გამგეობას ყოველი თვალსაჩინო ცვლილება, რომელიც მოხდა მის ნივთიერ ყოფა–
მდგომარეობაში, გ) გაუგზავნოს ყოველ თვეს გამგეობას საკუთარი ხელმოწერილი
კვიტანცია, რომ მან ნამდვილად მიიღო გამგეობის მიერ გაგზავნილი თვიური სტიპენდია,
დ) ყოველ წელს არაუგვიანეს პირველი აგვისტოსა, წარმოუდგინოს გამგეობას
სასწავლებლის მთავრობის მოწმობა რომელშიაც აღნიშნული უნდა უყოს, რომ იგი
სასწავლებელში მოსწავლედ ითვლება, კლასიდან კლასში ან კურსიდან – კურსზე
გადავიდა, 13. გამგეობა სტიპენდიანტებს მოუსპობს სტიპენდიას: ა) როცა ძმები
ზუბალაშვილნი შეუწყვეტენ ქ.შ.წ.გამავრცელებელ საზოგადოების განკარგულებაში
სასტიპენდიო, ფულის ძლევას, ბ) როცა სტიპენდიანტი დანიშნულ ვადაზე ვერ
წარმოადგენს იმ მოწმობას, რომელიც მე–12 მუხლში არის აღნიშნული და აგრეთვე
დააგვიანებს პატივსაცემ საბუთებს, გ) როცა სტიპენდიანტი ერთსა და იმავე კლასში ან
კურსზე დარჩება და მიზეზი მისი დარჩენისა გამგეობის მიერ არ იქნება შეწყნარებული, დ)
როცა სტიპენდიანტი კურსს დაასრულებს სასწავლებელში ან როცა იგი კურსის
დასრულებამდის თვითონ თავს დაანებებს სასწავლებელს, ე) როცა სტიპენდიანტს
დაითხოვენ სასწავლებლიდან, რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული მისი დათხოვნა, ვ)
როცა სტიპენდიანტი გამოიცვლის სასწავლებელს ან ფაკულტეტს გამგეობის
ნებადაურთველად, ზ) სხვა მიზეზის გამოც რომელიც გამგეობის აზრით, საკმაო
საფუძველი იქნება სტიპენდიის მოსასპობათ, 14. ყოველი სტიპენდიანტი ვალდებულია
როცა მას სტიპენდია დაენიშნება მისცეს წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების
გამგეობას ხელწერილი, რომ იგი სტიპენდიას იღებს სესხად და ვალდებულია შემდეგში
სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა გამოვა იქიდან
კურსდამთავრებული თუ არა. სტიპენდიის სახით აღებული ვალს ნაწილ–ნაწილ
გადაუხდის გამგეობას იმ წესით რომელიც ქვევით არის აღნიშნული, სტიპენდიანტი თუ
მცირე–წლოვანია, ასეთ ხელწერილს დებს მასთან ერთად მისი მშობელი ან აპეკუნი ან
მზრუნველი. 15. იმ ხელწერილით რომელსაც სტიპენდიანტი აძლევს გამგეობას
სტიპენდიის დანიშვნის დროს იგი ვალდებულია ორი წლის შემდეგ დღიდან
სასწავლებელში კურსის დასრულებისა ან თუ სწავლა არ დაასრულა, დღიდან კურსის
დაუსრულებლად სასწავლებლიდან გამოსვლისა, დაიწყოს სტიპენდიის სახით მიღებული
სესხის ნაწილ–ნაწილ გადახდა, იმ სტიპენდიანტებმა რომელთაც მუდმივი ადგილი და
განსაზღვრული ჯამაგირი ექნებათ უნდა გადაიხადონ 15 % თავიანთი შემოსავლისა ყოველ
წელს, ვიდრე მთელს ვალს გაისტუმრებენ. იმ სტიპენდიანტებმა კი, რომელთაც
განსაზღვრული ჯამაგირი არ აქვთ და მაშასადამე ვალის გასასწორებლად მათ მიერ
წლიურად გადასახდელი ვერ იანგარიშება შემოსავლის პროცენტების მიხედვით, უნდა
გადაიხადოს იმდენი რამდენსაც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა
დაუნიშნავს წლიურ გადასახადად, 16. გამგეობას შეუძლია სტიპენდიის ფული
ერთდროულად მოსთხოვოს ყოფილ სტიპენდიანტებს, 17. იმ შემთხვევაში თუ ყოფილი
სტიპენდიანტი განსაკუთრებით შევიწროვებულ ნივთიერ მდგომარეობაში იმყოფება,
გამგეობას შეუძლია ვალის გადახდის ვადა გაუგრძელოს, აგრეთვე სრულიადაც
გაანთავისუფლოს ვალის გადახდის მოვალეობისაგან, 18. ყოფილი სტიპენდიანტებისაგან
დაბრუნებული ფული, შემომწირველთა სურვილის მიხედვით ისევ ქართველთა სწავლა–
განათლების საქმეს მოხმარდება ან ისევ სტიპენდიებზე დაიხარჯება, ახლანდელი
სახელწოდებით ანდა სწავლა–განათლების სხვა რამ საგნისთვის გადაიდება, რომელსაც
აგრეთვე ძმათ ზუბალაშვილთა სახელი დაერქმევა“ (სცა ფონდი ნ481, ანაწერი ნ1, საქმე
1468, ფურცელი 61).
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში უამრავი
წერილი შედიოდა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნასთან
დაკავშირებით სტუდენტების მხრიდან, რაც სავსებით გასაგებია, რადგან აღნიშნულ
პერიოდში ქართველი სტუდენტები უმძიმეს პირობებში სწავლობდნენ. იმისთვის, რომ
ნათლად წარმოჩნდეს იმდროინდელი სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა,
განვიხილოთ რამდენიმე წერილი, რომელიც ქართველთა შორის წერა–კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერეს სტუდენტებმა.
1911 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
თხოვნით მიმართა სტუდენტმა, ივანე კონსტანტინეს ძე არსენიშვილმა, რომელიც
ითხოვდა - მე გახლავარ შვილი დიდად–ღარიბი მამისა, თანამდებობით მედავითნისა,
რომელსაც ჩემს გარდა კიდევ ჰყავს ოთხი შვილი, ამისთვის მოკლებულია ყოველგვარ
საშუალებას, რამე ნივთიერი დახმარება აღმომიჩინოს და მით ხელი შემიწყოს სწავლის
გასაგრძელებლად ინსტიტუტში (სწავლობს კიევის კომერციულ ინსტიტიტში).
ამიტომ იძულებული ვარ უმორჩილესად გთხოვოთ და შემოგვედრებთ ქართველთა
შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, შეხვიდეთ ჩემს
გაჭირვებულ მდგომარეობაში და დამინიშნოთ ერთდროული დახმარება იმ თანხიდან
რომელიც აქვს მინდობილი ძმებ ზუბალაშვილებს გამგეობისათვის, რითაც მომცემთ
საშუალებას დავამთავრო სწავლა უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში და შევძლო გავხდე
სასარგებლო წევრი ქართული საზოგადოებისა, ცოდნით და მომზადებით
აღჭურვილი“(სცა, ფონდი ნ481, ანაწერი ნ1, საქმე 1277, ფურცელი 8).
გარდა სტუდენტებისა, წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თხოვნით
მიმართავდნენ სტუდენტების მშობლებიც, მაგალითად 1911 წლის 20 აგვისტოს
საზოგადოებას მიმართა, ელისაბედ მღებრიშვილმა - უკიდურესი ნივთიერი მდგომარეობა
მაიძულებს მოგმართოდ უმორჩილესი თხოვნით დაუნიშნოთ ჩემს შვილს გიორგი
მღებრიშვილს, კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის მოწაფეს
სტიპენდია ზუბალაშვილების, ჩემს უკიდურეს მდგომარეობის აღწერას არ შეუდგები ეს
ისედაც იციან გამგეობის წევრებმა: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ა.მდივანმა, ალ.ყიფშიძემ და
შიო დედაბრიშვილმა. იმედი მაქვს ესენი გაცნობებენ პატივცემულ საზოგადოებას ჩემს
მდგომარეობას და მით მიცემენ ჩემს შვილს შესაძლებლობას დაასრულოს უმაღლესი
სასწავლებელი“(სცა. ფონდი 481,ანაწერი 1, საქმე 1277, ფურცელი 77).
1910 წელს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტმა ნიკოლოზ უკლებამ
წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიწერა თხოვნით :-1910 წლის სექტემბერში
მე შევედი კიევის კომერციულ ინსტიტუტში და მაქვს სურვილი შევასრულო აღნიშნულ
ინსტიტუტში სწავლა, მაგრამ ამ ჩემს სურვილს ეღობება უკიდურესი სიღარიბე ჩემის
მშობლებისა, მამაჩემს მღვდელ მეთოდე უკლებას, ჰყავს ჩემს გარდა სხვადასხვა
სასწავლებელში ოთხი შვილი, რომელთაც ზრდის თავის ხარჯზე დიდის გაჭირვებით, რის
გამოც ისინი მოკლებულნი არიან მრავალგვარ საჭიროებას. მათ გარდა, ჰყავს კიდევ სხვა
შვილებიც სასწავლებელში შესაყვანი, მაგრამ მეტი სიღარიბის გამო ისინი კიდევ სკოლის
გარეშე იმყოფებიან და ჩვენც რომლებიც გზაზე ვდგავართ და ვსწავლობთ მეტი აუტანელი
სიღარიბის გამო მოგველის გზის მოსპობა, ესეთ მდგომარეობაში მყოფი მე ღარიბი
სტუდენტი ვბედავ მოვიქცე თქვენ გამგეობისადმი სრულის იმედით, რომ მომექცევა მე
ყურადღება და აღმომიჩნდება დახმარება იმ თანხიდან რომელიც ძმათა ზუბალაშვილებს
აქვს მინდობილი გამგეობას, წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტთა
სტიპენდიებისათვის და ამით მომეცემა საშუალება განვაგრძო სწავლა ზემორე აღნიშნულ
სასწავლებელში“ (სცა. ფონდი 481,ანაწერი 1, საქმე 1277, ფურცელი 109).
საინტერესოა სტუდენტ ვასო თოფურიას წერილი -მე ვსწავლობ თბილისის
სამოქალაქო სკოლაში, ვარ მეექვსე კლასის მოსწავლე, ვარ ღარიბი დედმამიშვილი,
მამაჩემი ცალფეხმოჭრილი კაცია, ორის ჯოხით დადის მოხუცი, დედა მრეცხველი მყავს,
ქირითა ვდგავართ მეორე თუმანოვის ქუჩაზე ნინო ციბაძის სახლში. მთელს კურს ისე
ვამთავრებ, რომ ერთხელ ტანზედ ახალი პალტო არა მცმია, დიდ სიცივეებშიც ხალათის
ამარა მივდივარ. ეხლა ამ წლის ამ უკანასკნელ კურსზედ დიდად მიჭირს სწავლის ფული,
სულ არ მომეძებნება საიდან გადავიხადო არ ვიცი, გადაუხდელობაც კი არ იქნება, სწავლის
ფული 24 მანეთი საჭიროა.
ამიტომ მოვმართავ წერა–კითხვის სამმართველოს და ვთხოვ, რომ უკანასკნელ
გასაჭირში დამეხმარონ. დახმარება, 24 მანეთი, თუ სესხად მივიღებ და მერე დავუბრუნებ
იმ თანხას, რომელიც მომეცემა დასახმარებლად, მე ვთხოვ დახმარებას წერა–კითხვის
გამავრცელებელ გამგეობას თანხიდან რომელიც გამოუყვეს ძმებმა ზუბალაშვილებმა.
მოიმედე ვარ, რომ ეს ჩემი ერთადერთი უკანასკნელი თხოვნა დაჯილდოებული იქნება და
ღონისძიება მომეცემა სწავლა შევასრულო “(სცა, ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე1277,
ფურცელი 176).
ზემოაღნიშნული წერილებიდან ნათლად ჩანს, თუ რა გაჭირვებულ მდგომარეობაში
იმყოფებოდნენ ქართველი ახალგაზრდები, გამომდინარე აქედან თამამად შეიძლება
ითქვას, რომ ძმები ზუბალაშვილების მიერ შეწირულ თანხას სტიპენდიების დასანიშნად
უდიდესი მამულიშვილური მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველთა შორის წერა–კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში ინახება ძმები ზუბალაშვილების სახელობის
სტიპენდიატების სრული სია.
1908 წელს ძმებ ზუბალაშვილებს ჰყავდათ 21 სტიპენდიატი ესენი იყვნენ:
1. ავალიშვილი იოსებ გიორგის –ძე, 2. ამირეჯიბი შალვა, 3. დგებუაძე ალექსანდრე,
4. დადვანი პავლე, 5. ელიავა შალვა, 6. იმნაიშვილი ნიკიფორე, 7. იმნაძე ვალერი, 8.
მდივანი ვასილ, 9. მირზაშვილი მიხეილ, 10. ორჯონიკიძე ვლადიმერ, 11. რცხილაძე
ვასილ, 12. ფაღავა აკაკი, 13. ქიქოძე გერონტი, 14. შიუკაშვილი თამარ, 15. შურღაია ლაზარე,
16. ცინცაძე იაკობ, 17. ჯაჯანაშვილი არჩილ, 18. ჯიჯავაძე ელენე, 19. ორჯონიკიძე იაკობ,
20. კაკაბაძე სარგის, 21. ჟღენტი ალექსანდრე“ (სცა. ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 1113,
ფურცელი 1).
1908 წლის სტიპენდიატთა სიაში არის რამდენიმე შემდგომში ცნობილი პიროვნება,
მაგალითად: შალვა ელიავა, სარგის კაკაბაძე, გერონტი ქიქოძე და სხვები.
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში
ინახება გერონტი ქიქოძის წერილები, რომლებიც მან გაუგზავნა ქართველთა შორის წერა–
კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1911 წელს გერონტი ქიქოძემ თხოვნით მიმართა ლევან, პეტრე და იაკობ
კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებს, რომ მისთვის დაენიშნათ სტიპენდია, აღნიშნული
წერილი ინახება წერა –კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში და შემდეგი
შინაარსისაა. -სულ წელიწად ნახევარი მიკლია სწავლის დამთავრებას, მაგრამ უმწეოთ,
უდედმამოთ დარჩენილი იძულებული ვარ დაწყებულ საქმეს გამოვეთხოვო, გთხოვთ
უმორჩილესად, დამინიშნოთ თქვენი საქველმოქმედო თანხიდან საჭირო დახმარება და
ამით შეძლება მომცეთ დაწყებული საქმე დავაგვირგვინო“ (სცა. ფონდი 481, ანაწერი 1,
საქმე 1056, ფურცელი 1).
გერონტი ქიქოძის თხოვნა დააკმაყოფილეს და ძმები ზუბალაშვილების სახელობის
სტიპენდია დაენიშნა, ამას მოწმობს თავად გერონტი ქიქოძის წერილი, რომელიც მან
გაუგზავნა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას: -მოწყალეო
ხელმწიფევ ბატონო სამსონ! იმ მთხოვნელთა რიცხვში რომელთაც მიიღეს სტიპენდია
ძმები ზუბალაშვილთა თანხიდან ვწერივარ მეც ლეიფციგის უნივერსიტეტის
ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი გერონტი ქიქოძე. გიგზავნით ჩემს ადრესს და
გთხოვთ რაც შეიძლება ჩქარა გამომიგზავნოთ ფული და ამასთანავე შემატყობინოთ რა
პირობებში დამენიშნა ეს სტიპენდია“ (სცა. ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 1056, ფურცელი 3).
საინტერესოა 1911 წლის, 22 ივლისს, გერონტი ქიქოძის მიერ გაგზავნილი წერილი
წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისადმი - ვაუწყებ პატივცემულ გამგეობას,
რომ მიმდინარე წლის მაისიდან ვირიცხები ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიური
ფაკულტეტის კანდიდატად, სადოქტორო დი
სერტაციისათვის თემა უკვე აღებული მაქვს
და ახლო მომავალში გასათავებელს ეგზამენების ჩაბარებას ვაპირებ,რადგან უცხოეთში
საცხოვრებლად არავითარი სახსარი არ გამაჩნია და ამასთანავე ჩემი ჯანმრთელობა
ხანგრძლივი მატერიალური გაჭირვების გამო შერყეულია, ამიტომ ვთხოვ პატივცემულს
გამგეობას დამინიშნოს ძმები ზუბალაშვილების მიერ გადაღებული თანხიდან სტიპენდია
ხუთი თუმანი თვიურად, ამითვე ვამოწმებ, რომ ვკისრულობ ყოველ ვალდებულებათა
შესრულებას რომელიც ხსენებული სტიპენდიის მიღებასთან არის დაკავშირებული“ (სცა.
ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 1056, ფურცელი 5 ).
1913 წლის 30 აგვისტოს გერონტი ქიქოძე წერა–კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ სტიპენდია გაუგრძელონ. - უმორჩილესად
ვთხოვ პატივცემულ გამგეობას გამიგრძელოს სტიპენდიის ვადა 1913 წლის 1
სექტემბრიდან 1914 წლის აგვისტომდე, შეძლებისამებრ ვეცდები სტიპენდია უფრო ადრე
განვანთავისუფლო“(სცა. ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 1056, ფურცელი 8).
1913 წელს გერონტი ქიქოძე მეორე წერილს წერს წერა–კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას, რომელშიც იგი ითხოვს, რომ ერთდროულად დაეხმარონ 150 მანეთის
ოდენობით. - უმორჩილესად ვთხოვ გამგეობას გამომიგზავნოს 150 მანეთი ჩემის
სტიპენდიის თანხიდან ამ ფულის ერთი ნაწილი თვიური ხარჯის და ვალის
გასასტუმრებლად მჭირდება, ხოლო მეორე სამშობლოში დასაბრუნებლად, რადგან
გადაუდებელი საქმის გამო ჩემი დაბრუნება ძლიერ საჭიროა, ვთხოვ ეს ქაღალდი
რამდენადაც შეიძლება ადრე იქნეს განხილული“(სცა. ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 1056,
ფურცელი 9).
გერონტი ქიქოძის ზემოაღნიშნული წერილი განიხილა ქართველთა შორის წერა–
კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ და უპასუხა, -დიდად პატივცემულო ბატონო
გერონტი! თქვენი უკანასკნელი თხოვნა გამგეობისადმი 150 მანეთის გამოგზავნის შესახებ
მივიღე 11 ამა თვეს, (1913 წლის 11 აპრილი) ხუთშაბათს და რადგან იმ დღეს გამგეობის
სხდომა იყო დანიშნული, იმავე საღამოს მოვახდინე მეცნობებინა გამგეობის
წევრებისათვის, გამგეობამ შესაძლებლად ვერ დაინახა თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება,
რადგან იგი ეწინააღმდეგება გამგეობის პრინციპიალურ გადაწყვეტილებას, სტიპენდია
წინდაწინ არავის მიეცეს,.
ამ დადგენილებას გამგეობა ადასტურებს, ამიტომ ყოველივე ცდა სტიპენდიებისა,
რომ წინასწარ მიიღონ ფული სტიპენდიის ანგარიშიდან უნაყოფო რჩება, ასე ჩემო ბატონო
სხვა რამე უნდა იღონოდ, თუ წამოსვლასა და ვალის გასტუმრებას აპირებ.
ამასთანავე გამგეობა გთხოვთ შეგვატყობინოთ, როდის ამთავრებთ თქვენ სწავლას
და როდემდისაა თქვენთვის საჭირო სტიპენდიები, წერა–კითხვის საზოგადოება
სტიპენდიას ოთხი წლით აძლევს, 300 მანეთი წელიწადში, თქვენ 1908–1909 წლებში
მიღებული გაქვთ 700 მანეთი, მეორე ენკენობის თვეში 1911 წლისა დღემდე ორწელიწადს
ერთი თვე უკლია, მიღებული გაქვთ 575 მანეთი, სულ 4 წელიწადში მიღებული გაქვთ 1275
მანეთი თუ ენკენის თვიდან კიდევ საჭიროა თქვენთვის სტიპენდია, უნდა დასაბუთებული
მოხსენება გამოგზავნოთ ამის შესახებ და შიგ აღნიშნოთ რა მიზეზის გამო აქამდის ვერ
დაგისრულებიათ სწავლა და როდემდის იქნება კიდევ საჭირო სტიპენდია“(სცა. ფონდი
481, ანაწერი1, საქმე 1056, ფურცელი 9).
ზემოაღნიშნული წერილები იმითაა საინტერესო, რომ მასში ნათლად ჩანს თუ
როდის დაენიშნა გერონტი ქიქოძეს ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია და რა
რაოდენობის თანხა მიიღო სწავლის პროცესში.
1909 წელს ზუბალაშვილების სტიპენდიას იღებდნენ შემდეგი სტუდენტები : - 1.
დადიანი შოთა, 2. ებრალიძე გიორგი, 3. კაპანაძე ანნა, 4. ნიჟარაძე ტარასი, 5. ჩხენკელი
იასონ, 6. ხარაბაძე თამარ.“
1910 წელს ზუბალაშვილებს ჰყავდათ მხოლოდ ორი სტიპენდიატი, ძნელაძე თამარი
და ხახუტაშვილი ანა.
1911 წელს ზუბალაშვილების სტიპენდიატები იყვნენ: 1. გოგოლაშვილი იოსებ, 2.
ელიოზიშვილი დავით, 3. ლასხიშვილი ნინო, 4. მჭედლიშვილი დავით, 5. ტატიშვილი
შალვა, 6. ფიცხელაური სიმონ, 7) ყიფიანი სალომე, 8. ჩიტაია გიორგი, 9. ჩხეიძე დავით.
1913 წელს ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიას იღებდნენ შემდეგი
სტუდენტები: 1. ახვლედიანი ვალერიან, 2. მოსიძე შალვა, 3. შენგელაია ლეო.
1914 წელს ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნათ, 1. გობეჯიშვილ მალაქიას, 2.
რაჭველიშვილ ქრისტეფორეს, 3. მელაძე დავითს, 4) სოლოღაშვილ ალექსანდრეს, 5.
გუნთათიშვილ მურადს, და კაკიაშვილ სულეიმანს“(სცა ფონდი 481,ანაწერი 1, საქმე 1133,
ფურცელი 2).
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში
დაცულია ზეოაღნიშნული სტუდენტების მიერ სტიპენდიის სახით აღებული თანხის
სრული მონაცემები.
სარგის კაკაბაძე ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიას იღებდა სამი წლის
განმავლობაში, 1908 წელს სარგის კაკაბაძემ აიღო სექტემბრის,ოქტომბრის და დეკემბრის
თვეებში, (25 მანეთი თვეში), 1909 წელს სარგის კაკაბაძის მიერ აღებული სტიპენდიის
საერთო რაოდენობა შეადგენდა 300 მანეთს, რომელიც აიღო შემდეგი თანმიმდევრობით: -
23 იანვარი 25 მანეთი, 21 თებერვალი 25 მანეთი, 9 მარტი 25 მანეთი, 24 აპრილი 25 მანეთი,
23 მაისი 25 მანეთი, 19 ივნისი 15 მანეთი, 6 ივლისი 25 მანეთი, 25 სექტემბერი 50 მანეთი, 30
ოქტომბერი 25 მანეთი, 3 დეკემბერი 25 მანეთი, 28 დეკემბერი 85 მანეთი“ 16 (ს.ც.ა ფონდი
481, ანაწერი 1, საქმე1133, ფურცელი 42).
1910 წელს სარგის კაკაბაძემ აიღო შემდეგ თვეებში სტიპენდია: 15 იანვარი 25
მანეთი, 4 თებერვალი 25 მანეთი, 5 აპრილი 25 მანეთი, 8 მაისი 25 მანეთი, 8 ივნისი 25
მანეთი, 7 ივლისი 25 მანეთი, 4 სექტემბერი 25 მანეთი“(სცა ფონდი 481, ანაწერი 1,
საქმე1133, ფურცელი 42).
როგორც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდის
დოკუმენტებიდან ჩანს, სარგის კაკაბაძემ ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან
სტიპენდიის სახით სამი წლის განმავლობაში მიიღო 575 მანეთი, თუმცა აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ სარგის კაკაბაძემ 1911 წელს წერა–კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რომ გაეგრძელებინათ ზუბალაშვილების სტიპენდია. -
ახლო მომავალში საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას, საქართველოს ისტორიის შესახებ
საჭირო მასალების შესაკრებად, ვთხოვ გამგეობას განმიახლოს ძმათა ზუბალაშვილების
სტიპენდია ამა წლის პირველ ნოემბრამდის და ერთდროული დახმარებაც აღმომიჩინოს,
ხოლო თუ გამგეობა სტიპენდიის განახლებას ჩემთვის შეუძლებლად სცნობს ვითხოვ
ერთდროულ დახმარებას, სასტიპენდიო თანხის ნაშთიდან“(სცა. ფონდი 481,ანაწერი1,
საქმე 1200, ფურცელი 136).
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმებიდან არ
ჩანს დააკმაყოფილეს თუ არა სარგის კაკაბაძის თხოვნა, თუმცა ერთი რამ ცალსახად უნდა
აღინიშნოს, რომ ის თანხა, რაც წერა –კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები
ზუბალაშვილების დახმარებით გადასცა სარგის კაკაბაძეს, მართლაც, ზუბალაშვილების
მხრიდან დიდ ქველმოქმედებად უნდა ჩაითვალოს.
1908–1909 წლებში ალექსანდრე ჟღენტი ზუბალაშვილების სტიპენდიას იღებდა.
1908 წელს აიღო 45 მანეთი, რომელიც განაწილებული იყო შემდეგ თვეებზე,“ 22 აგვისტო
21 მანეთი, 8 ნოემბერი 12 მანეთი, 18 დეკემბერი 12 მანეთი“ (სცა. ფონდი 481,ანაწერი1,
საქმე 1133, ფურცელი 44).
1909 წელს ალექსანდრე ჟღენტმა აიღო 36 მანეთი შემდეგი თანმიმდევრობით. -30
იანვარი 6 მანეთი, 21 თებერვალი 6მანეთი, 9 მაისი 6 მანეთი, 21 აპრილი 6 მანეთი, 30 მაისი
6 მანეთი, 21 აგვისტო 6 მანეთი“ (სცა. ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 44).
დადიან შოთას სტიპენდია დაენიშნა 1099 წელს და იღებდა 1913 წლამდე. - 1099
წელს აიღო 125 მანეთი, (თვეში 25 მანეთი) 1910 წელს 301 მანეთი, 1911 წელს 300 მანეთი,
1912 წელს 400 მანეთი, ხოლო 1913 წელს 200 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133,
ფურცელი 44–46).
ებრალიძე გიორგის დაენიშნა სტიპენდია 1909 წელს და იღებდა 1912 წლის
ჩათვლით. - 1099 წელს 100 მანეთი აიღო, 1910 წელს 120 მანეთი, 1911 წელს 120 მანეთი,
1912 წელს აიღო 50 მანეთი სულ ჯამში აიღო 390 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე
1133, ფურცელი 47–48).
კაპანაძე ანნა დაენიშნა 1909 წელს და იღებდა 1913 წლის ჩათვლით -1909 წელს აიღო
48 მანეთი, 1910 წელს 156 მანეთი, 1911 წელს 180 მანეთი, 1912 წელს 180 მანეთი, 1913 წელს
აიღო 90 მანეთი, ჯამში აიღო 654 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი
49–50).
ნიჟარაძე ტარასი დაენიშნა 1909 წელს და იღებდა 1916 წლამდე. -1909 წელს აიღო 125
მანეთი, 1910 წელს 325 მანეთი, 1911 წელს აიღო 300 მანეთი, 1912 წელს აიღო 300 მანეთი,
1913 წელს 300 მანეთი და 1914 წელს 175 მანეთი“(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133,
ფურცელი 52–53), (თვეში იღებდა 25 მანეთს). 1915 წელს ნიჟარაძე ტარიელმა როგორც
საარქივო მასალებიდან ირკვევა ვერ აიღო სტიპენდია, ხოლო 1916 წელს მხოლოდ ერთი
თვის აიღო 25 მანეთი.
ჩხენკელ იასონს დაენიშნა 1909 წელს სტიპენდია და იღებდა 1911 წლის ჩათვლით. -
1909 წელს აიღო 100 მანეთი, 1910 წელს აიღო 120 მანეთი, ხოლო 1916 წელს აიღო 60
მანეთი, სულ ჯამში აიღო 280 მანეთი“(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 54).
ხარაბაძე თამარს დაენიშნა 1909 წელს და იღებდა 1912 წლამდე.
-1909 წელს აიღო 74
მანეთი, 1910 წელს აიღო 96 მანეთი, 1911 წელს 106 მანეთი, 1912 წელს აიღო 70 მანეთი,სულ
ჯამში აიღო 360 მანეთი“(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 56–57).
ძნელაძე თამარს 1910 წელს დაენიშნა სტიპენდია და იღებდა 1916 წლამდე თვეში 25
მანეთს. -1910 წელს აიღო 100 მანეთი, 1911 წელს აიღო 300 მანეთი, 1912 წელს 350 მანეთი,
1913 წელს 300 მანეთი, 1914 წელს 300 მანეთი, 1915 წელს 300 მანეთი და 1916 წელს 100
მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 57–58).
ხახუტაშვილი ანნას დაენიშნა სტიპენდია 1910 წელს და ირებდა 1915 წლამდე თვეში
25 მანეთს. - 1910 წელს აიღო 100 მანეთი, 1911 წელს 300 მანეთი, 1915 წელს 125 მანეთი.“
(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 59–60). როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს
ხახუტაშვილ ანნას სტიპენდია არ აუღია 1912 წელს.
გოგებაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე დაენიშნა ზუბალაშვილების სახელობის
სტიპენდია 1911 წელს და იღებდა 1912 წლამდე. - 1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს
125 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 62).
ელიოზიშვილ დავითს დაენიშნა ზუბალაშვილების სტიპენდია 1911 წელს და
იღებდა 1914 წლამდე თვეში 25 მანეთს, -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს 300
მანეთი, 1913 წელს 300 მანეთი, და 1914 წელს აიღო 175 მანეთი.“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1,
საქმე 1133, ფურცელი 64–65).
ლასხიშვილ ნინო გიორგის ასულს დაენიშნა სტიპენდია 1911 წელს და იღებდა 1914
წლამდე, თვეში 25 მანეთს. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს აიღო 300 მანეთი, 1913
წელს 300 მანეთი, ხოლო 1914 წელს 125 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133,
ფურცელი 65–66).
მჭედლიშვილი დავით ლევანის ძეს ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნა 1911
წელს და იღებდა 1913 წლამდე თვეში 25 მანეთს. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს
300 მანეთი, 1913 წელს 250 მანეთი“(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 67–68).
ტატიშვილ შალვა გრიგოლის ძეს ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნა 1911 წელს
და იღებდა 1916 წლამდე თვეში 25 მანეთი. - 1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს 300
მანეთი, 1913 წელს 300 მანეთი, 1914 წელს აიღო 300 მანეთი, 1915 წელს 300 მანეთი, 1916
წელს 125 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი70).
ფიცხელაურ სიმონს დაენიშნა სტიპენდია 1911 წელს და იღებდა 1916 წლამდე თვეში
25 მანეთი. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს 300 მანეთი, 1913 წელს 300 მანეთი, 1914
წელს 300 მანეთი, 1915 წელს 300 მანეთი და 1916 წელს 150 მანეთი“ (სცა.ფონდი
481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი70).
ყიფიან სოლომონს დაენიშნა 1911 წელს და იღებდა სტიპენდიას 1916 წლამდე,
თვეში 25 მანეთს. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს აიღო 300 მანეთი, 1913 წელს 300
მანეთი, 1914 წელს 300 მანეთი, 1915 წელს აიღო 300 მანეთი და 1916 წელს 200 მანეთი“
(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი75).
ჩიტაია გიორგი სპირიდონის ძეს დაენიშნა 1911 წელს ზუბალაშვილების სტიპენდია
თვეში 25 მანეთი და იღებდა 1916 წლამდე. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს აიღო
300 მანეთი, 1913 წელს 300 მანეთი, 1914 წელს 300 მანეთი, და 1916 წელს 100 მანეთი“
(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი76–77).
ჩხეიძე დავითს დაენიშნა 1911 წელს სტიპენდია თვეში 25 მანეთის ოდენობით და
იღებდა 1915 წლის ჩათვლით. -1911 წელს აიღო 100 მანეთი, 1912 წელს 300 მანეთი, 1913
წელს 300 მანეთი, 1914 წელს 300 მანეთი და 1915 წელს 150 მანეთი“(სცა.ფონდი
481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი79–80).
მოსიძე შალვას სტიპენდია დაენიშნა 1913 წელს და იღებდა 1915 წლამდე თვეში 25
მანეთი. -1913 წელს აიღო 30 მანეთი, 1914 წელს აიღო 300 მანეთი და 1915 წელს აიღო 300
მანეთი.“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი82–83).
შენგელაია ლეოს დაენიშნა სტიპენდია 1913 წელს თვეში 25 მანეთი და იღებდა 1915
წლამდე. - 1913 წელს აიღო 300მანეთი, 1914 წელს 300 მანეთი, 1915 წელს 350 მანეთი“
(სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი82–83).
გობეჯიშვილ მალაქია გიორგის ძეს, ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნა 1914
წელს და იღებდა 1917 წლის ჩათვლით, თვეში 25 მანეთს. -1914 წელს აიღო 275 მანეთი,
1915 წელს 300 მანეთი, 1916 წელს 300 მანეთი, 1917 წელს 175 მანეთი“ (სცა.ფონდი
481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი85–86).
რაჭველიშვილ ქრისტეფორეს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდია დაენიშნა 1914
წელს და იღებდა 1916 წლის ჩათვლით თვეში 25 მანეთს. -1914 წელს აიღო 325 მანეთი, 1915
წელს აიღო 300 მანეთი, 1916 წელს კი აიღო 275 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე
1133, ფურცელი 88).
მელაძე დავითს გიორგის ძეს სტიპენდია დაენიშნა 1914 წელს და იღებდა 1916
წლამდე თვეში 50 მანეთს. - 1914 წელს აიღო 200 მანეთი, 1915 წელს 450 მანეთი, 1916 წელს
50 მანეთი.“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 88).
სოლოღაშვილ ალექსანდრეს, ზუბალაშვილების სტიპენდიას იღებდა 1914–1916
წლებში. -1914 წელს აიღო მხოლოდ ნოემბრის და დეკემბრის სტიპენდია 100 მანეთი, 1915
წელს აიღო 450 მანეთი, 1916 წელს აიღო მხოლოდ მაისისა და ივნისის სტიპენდია 100
მანეთის ოდენობით“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 92).
გუნთაიშვილ მურადს, დაენიშნა სტიპენდია 1914 წელს და იღებდა 1918 წლამდე.
-1914 წელს აიღო 100 მანეთი, 1915 წელს აიღო 285 მანეთი, 1916 წელს 341 მანეთი, 1917
წელს 549 მანეთი, ხოლო 1918 წელს 290 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133,
ფურცელი 94–95).
კაიკაციშვილ სულეიმანს, ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია წერა–კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებამ დაუნიშნა 1914 წელს და იღებდა 1918 წლის ჩათვლით.
-1914 წელს აიღო 100 მანეთი, 1915 წელს 264 მანეთი, 1916 წელს 341 მანეთი, 1917 წელს 581
მანეთი და 1918 წელს 240 მანეთი“ (სცა.ფონდი 481,ანაწერი1, საქმე 1133, ფურცელი 94–95).
როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, ქართველთა შორის წერა–
კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, ზუბალაშვილების მიერ შეწირული თანხიდან
ორმოცდაშვიდ სტუდენტს დაუნიშნა სტიპენდია, რაც დროს მართლაც,რომ დიდი საქმე
იყო,ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველი სტუდენტობა განსაკუთრებულ გაჭირვებულ
მდგომარეობაში იმყოფებოდა და ადვილი შესაძლებელი იყო მრავალი ნიჭიერი
ახალგაზრდას უსახსრობის გამო ვერ მიეღო საფუძვლიანი განათლება და საქართველოს
დაკარგვოდა, მათი ტალანტი.