რამოდენიმე სიტყვა თავად
სულხან ბარათაშვილზედ 13 აგვისტოს 1866 წ. სოხუმში გადაიცვალა საქართველოს ისტორიკოსი
თავადი სულხან
გერმანოზის ძე ბარათაშვილი. რადგანაც მისი სიკვდილი ძალიან დიდი დანაკარგია
ქვეყნისთვის, როგორც შეიტყობს მკითხველი ქვემოთ და ეს სახელი მაგდენათ არ არის
გავრცელებული ქართულ ლიტერატურაში, და ბევრსაც იქნება პირველათ ესმოდესთ, ამისთან
ვგონებთ საჭირო იქნება ვსთქვათ რამნიმე სიტყვა იმაზედ. თავადი სულხან ბარათაშვილი დაიბადა 1821 წლის 17 სექტემბერს. ისევ ძალიან პატარა
იყო, რომ დედაც და მამაც დაეხოცნენ. ჯერ სულხან ბარათაშვილი გიმნაზიაში სწავლობდა
და მესამე კლასში რომ გადავიდა, გაგზავნეს რუსეთს პეტერბურგს, ჰავლოვსკის კადეტების
კორპუსეში, 1834 წელს, იქ კურსი დაასრულა 1840 წელსა და დანიშნული იყო, რომ საპერის
აფიცრათ გამოსულიყო, მაგრამ, რადგანაც ავათმყოფობდა და არ შეეძლო ეს სამსახური
აესრულებინა, ამისათვის ირჩია სამოქალაქო სამსახური და გამოვიდა კოლლეჟსსკის
რეგისტრატორის ჩინით. იმავე 1840 წელს ჩამოვიდა თავის სამშობლო ქვეყანას ტფილისს.
რაკი აქ ნახა, რომ ცოტად ჯანზედ მოვიდა და მორჩა ავათმყოფობას, 1841 წელს გადავიდა
სამხედრო სამსახურში. ეხლა ვსთქვით რამდენიმე სიტყვა, თუ რამ მოუსწრაფა თავად
ბარათაშვილს სიცოცხლე. ჩვენ იმის შემდეგ, როდესაც დაუახლოედით ამას და უფრო
დაწვრილებით შევიტყეთ იმისი მოქმედება, მეცადინება, გულის წადილი და ხასიათი,
სულყოველთვის გვიკვირდა, რომ იმისთანა მცირე სწაელის შემდეგ, რაც ესწაელა კორპუსში,
სულხან ბარათაშვილმა შეიძლო საქართველოს ისტორიის დაწერაში, მაგრამ, ვინცკი
დაახლოებით გაიცნობდა იმას და სცნობდა იშის განუდრეკელს ხასიათს, იმისთვის
გასაკვირეელი არ იყო ეს საქმე. ჩვენ ვიცოდით, რომ სულხან ბარათაშვილმა კორპუსშივე მიჰყო ხელი საქართველოს ისტორიის
დაწერას, ამისთვის უკანასკნელ დროს ეკითხეთ: თუ რა იყო მიზეზი, რომ იმ დროს დაიწყო
იმან საქართველოს ისტორიაზედ ზრუნეა? „მე ეს აზრი გულში ჩავინერგეო, მიპასუხა
ბარათაშვილმა, იმის შემდეგ, როდესაც ერთს ისტორიის კლასში ჩვენმა მასწავლებელმა,
ჩერნიავემა თამარ მეფის დროს საქართელო დაადარაო საბერძნეთსა; ამის შემდეგ
ჩავინერგეო გულში ჩვიდმეტის წლისამ, რომ შემეტყოო მიზეზი საქართველოს ამ გვარად
გაძლოერებისა და შემდეგ ომის დაცემისა.“ ამ აზრით ბარათაშვილმა შესწირა თავისი თავი იმას, რომ საქართველოს ისტორიისთვის
მასალები შეეგროებინა, რადგანაც სურდა ბოლოს გამოეცა როგიანი ისტორია. ის განზრახვა
უთხრა თავის მასწავლებელს ჩერნიაევს, რომელსაც ძალიან მოეწონა იმისი აზრი და
დაჰპირდა, რომ ის თავის მხრით ყოველს-ღონისძიებას მისცემს, რომ აასრულებინოს მისი
გულის წადილი, მაშინ პეტერბურგში ძალიან განთქმული იყო ო. ი. სენკოვსკი, როგორც
პროფესორი და მცოდნელი აღმოსალეთის ენებისა და ლიტერატურისა. ჩერნიაევმა გააცნო
ბარათაშვილი იმასა უთხრა, თუ რა განზრახეთ და ფიქრი აქვს ამ ახალგაზდა კაცსა.
სენკოესკიმაც მოიწონა იმისი ფიქრი, დაარიგა როგორც უნდა მოიქცეს, სადა და როგორ
ეძებოს მასალები საქართველოს ისტორიისთვის, ამასთანავე დაჰპირდა, ყოეელს შემწეობას,
რაც კი შეეძლება და რაც იმის ხელითგან გამოვა. ამის შემდეგ ბარათაშვილმა გაიცნო
კიდე რამდენიმე მაშინდელი განთქმული რუსეთის ლიტერატორები მწერლები, იმათში
რაევსკიც ერია (ახლანდელი გამომცემელი ჟურნალისა (Отечест Записки), თან-და-თან
ბარათაშვილს მოეწონა ლიტერატორებთან ყოფნა და უფრო მკვიდრად შეუდგა თავის აზრსა და
განზრახვას, რასაც თავისუფალ დროს კი იპოვიდა ის მაშინვე მირბოდა ან საზოგადო
ბიბლიოთეკაში (публичная Библiотека), ან აზიის დეპარტამენტის მუზეუმში, სადაც
სენკოვსკის და სხვების შემწეობით იმას უშვებდნენ ხოლმე. აქ თითქმის ერთი თხზულებაც
არ გაუშვია ბარათაშვილს წაუკითხავი, სადაც კი საქართველოზედ იყო რამ ნათქვამი და
რომელიც კი უჩვენეს. რაკი ნახა ბარათაშვილმა, რომ თავის მეცადინეობას და განზრახვას
ნაყოფი ექნება, შემდეგ კიდევ უფრო მკვიდრად შეუდგა თავის საქმეს; თვით გამოცდილი და
ნასწავლი პირებიც ბევრს ამხნევებდნენ იმას, რაც შეიძლებოდა და შეეძლო, ბარათაშვილმა
მოაგროვა მასალებიისტორიისთვის პეტერბურგში და შემდეგ განიზრახა ტფილისშიაც
შეეგროვებინა, რადგანაც იქ ეგულებოდა ძალიან ბევრი საისტორიო მასალები. ამ აზრით ის
ჩამოვიდა ტფილისში, რასაკვირველია, ბარათაშვილის ამისთანა განზრახვა უმრავლესმა
პირებმა სასაცილოთ მიიღეს; ამის გამო ახალგაზრდა კაცი თუმცა ძალიან დაღონდა, მაგრამ
მაინც თავისი აზრს არ უმტყუნა და უმეტესათაც გამხნევდა, ამის ბედზედ გამოჩნდა ერთი
შემთხეევა. ისტორიკოსი მიხაილოვსკი-დანილეესკო (Михаиловскiи-даниловскiи) მაშინ
სწერდა 1812 წლის ისტორიასა, რადგანაც ამ დროს საქართველოშიაც იყო ომიანობა
სპარსელებთან, ამისთეს იმან მოინდომა, რომ ტფილისში მოეგროვებინათ მასალები ამ
ომიანობაზე და შემდეგ გაეგზავნათ პეტერბურგში დანილევსკისთან. მაშინ აქ
მთაეარმართებლად იყო ნეიდგარდი, ის ბარათაშვილს იცნობდა, იმას ამ ჟამად მოაგონდა ეს
აფიცერი და სხვათა შორის იმასაც ჩააბარა ისტორიულის მასალების მოგროვება, ამის გამო
შესდგა კამმისია და ვგონებო ამ კამმისიის პრედსედიტლად იყო თავადი ლევან მელიშვილი,
ახლანდელი ღენერალ-ადუტანტი, რასაკვირველია, ამისთანა შემოხვეეამ ძალიან გაახარა
ბარათაშვილი და ამით ძალიან გამხნევებულმა მიჰყო ხელი თავის საქმეს, რაკი შეაგროვა
იმდენი მასალები, რამდენიც შეეძლო, დასწერა ორი პატარა ისტორიული სტატია და
აკადემიაში გაგზავნა. ამის შემდეგ, ის ირიცხებოდა აკადემიის თანამშრომელ წევრად
(членъ сотрудникъ) იმის გარდა ამან კიდევ სხмა რამდენიმე სტატიებიც დაწერა
„„Кавказ“-ში და სხვაგინ. 1861 წელს, როდესაც ის ს ურ მხარდოს წყალნიკის თანაშემწე,
მაშინ დაწერა სტატია: „0 хозяйствъ въ большой и малой Кабардѣ“და გაგზავნა
დასაბეჭდათ თავისუფალის საეკონომიო საზოგადოების ჟურნალში (Труды
Вольно-Экономического Общества), რისთვისაც ჩარიცხეს, იმის დაუკითხარათ, იმ
საზოგადოების წევრათ, ის სტატია, როგორც გეახსოვს, იყო გადმობეჭდილი „Кавказ“-ში,
იმავე წელს. 1844 წელს ბარათაშვილმა ცოლი შაირთო და ყველამ ვიცით, საყვარელო მკითხელო, რა
მნიშენელობა აქვს ამისთანა შემთხვევას ყოველის ღარიბ-კაცის ცხოვრებაში, ამის შემდეგ
ბარათაშვილი თუმცა შეუდგა იმ აზრს, თუ როგორ ეცხოვერებინა თავისი სახლობა; მაგრამ
ისტორიისთვის მაინც თავი არ დაუნებებია, ამ ფიქრით ის ქალაქს გარეთ განწესდა, იქ
თავისის მოგროვილის მასალის გაჩხრეკას შეუდგა, და შემდეგ დაწერა პროგრამმასავით:
„Краткое историческое обозрѣніе постепеннаго паденія Грузинскаго царства“,
რომელიც იწყება დავით აღმაშენებლიდგან, ვიდრე II ერეკლემდი. რადგანაც აპირობდა.
ვრცელი საქართველოს ისტორიის გამოცემას, ამისთვისაც ეს არ დაბეჭდა. უკანასკნელს დროს, რაკი წახა, რომ ბევრმა ჯაფიმ, უსიამოვნობამ ცხოვრებაში და თავის
ნათესავობაში, მამულების გამო, უდროუდროთ დააბერა, მაშინ მოჰყო ხელი თავის გულის
წადილის ასრულებას. დაწერა პირველი რვეული „История Грузии“, რომელიც შარშან
დაიბეჭდა; ამის გარდა მეორე, მესამე და მეოთხე რეეულებიც მზად ჰქონდა, და უნდოდა
იმეების დაბეჭედასაც შესდგომოდა; მაგრამ ამ დროს სიკვდილმაც მოასწრო. ჩვენ არ შეუდგებით იმის პირველის რვეულის გაჩხრეკას, რადგანაც ყველა რვეულები არ
არიან დაბეჭდილნი და ამის გამო საზოგადო გარკეევა და დაფასება მთელის ისტორიისა ჯერ
არ არის შესაძლებელი, ამას კი ვიტყვით, რომ იმ ისტორიული მასალების შეკრებას,
რომელსაც აცხადებს ის თავის ისტორიაში, ძალიან ბევრი წვალება და შრომა უნდოდა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორიისთვის ბევრი მასალები შეგროვდება საქართველოს
გარდა, სხვა ქვეყნებშიც რადგანაც ის არის ძველი ქვეყანა; ბევრი შესანიშნავი
ისტორიული ფაქტები შეიძლება მოიძებროს ვატიკანში (რომში), გენუაში, ჰაროჟშიც და
სხვ. რაც კი ღონის ძიება იყო და შეიძლებოდა რუსეთში მოგროვება, ბარათაშვილმა
თითქმის სულ მოაგროვა. იმისი ყოველ ჟამის ნატვრა ეს იყო: „ნეტავ ერთი რამე ღომის
ძიება მომეცეს, რომ საზღვარს გარეთ წავიდეო, და ავასრულოეო ჩემი გულის წადილოო;
მოვაგროვო ის მასალები, რომლებიც მაკლიაო.“ ამისთვისაც იმან ბევრი ეცადა და
შეადგინა სია იმ მასალებისა, რომლების პოვნაც ჰსურდა და ეგულებოდა ვატიკანში, რაკი
დარწმუნდა, რომ ევრ მოუხდებოდა სახლებს გარეთ წასვლა, მაშინ იმან დააპირა სხვა გზით
აესრულებინა, ცოტათ მაინც, თავისი გულის წადილი. ორი თუ სამი წელიწადი იქნება, რაც
აქაური ფრანგების პრელატი, ორლოვსკი, იყო რომში, შეიტყო თუ არა ბარათაშვილმა ესა,
მაშინვე გაიცნო ის; იმისგან შეიტყო, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკა აბარია ძალიან კარგს
პირსა; ორლოვსკიმ მისცა ადრესი მებიბლიოთეკისა და უთხრა, თუ მისწერო აქედგან, რაც
საჭირო იქნებაო, ყოვლის ფერს შეგატყობინებსო. მასალების შესახებ, რასაკვირველია,
თუმცა ძალიან ძნელი საქმე იყო, მაგრამ საწყალსა ჰსურდა, რომ ესე ეცადნა. ეს
ამტკიცებს, რა რანაირათ უჭერდა თავისი საქმე და რანაირათაც ჰქონდა თავი დადებული ამ
საქმის ასრულებისთვის. ჩვენ, ჩვენის მხრით, ვიტყვით რამდენსამე სიტყვას, თუ როგორ უყურებდა ის ისტორიას.
რაც კი დაუახლოვდით საწყალს ბარათაშვილს, იმისი თქმა სულ ის იყო, რომ საქართველოს
რიგიანი ისტორიის დაწერა ძალიან ძნელია, რადგანაც რიგიანი მასალები არ არის
ნაპოვნიო, და რაც კი მასალები არისო, იმათ ძალიან დიდი კრიტიკული სჯა უნდაო,
რადგანაც ერთი-ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. ამისთვისაც არის საჭირო, რომ რიგიანი
მასალები ვატიკანში და ბენუაში მოიძებნოსო, ვატიკანში იმიტომ, რომ აქაურის
ფრანგების ადრინდელი პატრების მიწერ-მოწერა სულ იქ არის შენახულიო და გენუას
იმიტომ, რომ ადრე გენუელებს ჰქონდათო აქ დიდი ვაჭრობაო. როდესაც კი მოგაგონებდით განთქმულს ისტორიკოსებს: შლოსერსს, ბოკლს და სხვ. ის
გვიპასუხებდა ხოლმე: „რასაკვირველია, უნდა გვსურდეს, რომ ჩვენი ისტორიაც იმ
პროგრამმით და იმ აზრით დაიწეროსო, როგორც იმ პირებმა გამოაცხადესო, მაგრამ ჯერ
მასწლების შეგროვება უნდა, მერე რიგიანათ გაიჩხრიკოს ეგ მასალები, შემდეგ, ვინც
შეიძულებს, დასწეროსო იმ პროგრამით საქართველოს ისტორიაო. მე ხომ ეერარ
მოეესწრებიო, დაუმატებდა ხოლმე საწყალო ბარათშვილი, ეს ახალგაზდა შთამომავლობის
ვალიაო, რადგანაც იმას უფრო მეტი შეუძლიან სწავლის საშუალებით, თვით სწავლაც
თანდა-თან წინ მოდისო. მე. რაც შემიძლიან მასალას შეგიმზადებთო და დანარჩენი თქვენი
საქმეაო“. ახალგაზდა ხალხზედ და ახალ-ჩამომავლობაზედ ძალიან იმედი ჰქონდა, მაგრამ
ვინ იცის!......... იმ ფაქტის დასამტკიცებლათ, რომ ის ისტორიას ძალიან ღრმად
უყურებდა და ყოველს მასალას განუსჯელი არ მიიღედა ხოლმე, წარმოუდგენთ მკითხველებს
ერთს ფაქტს, ამ სამი წლის წინათ, როცა ის თავის ისტორიას სწერდა და მივიდა მე XIII
საუკუნემდის, ესე იგი იმ დრომდინ, როდესაც არაბელები ფლობდნენ ტფილისს, იმან დაიწყო
შლონსერის ისტორიის კუთხე, სადაც მე V ტომში იპოვნა ის ფაქტი, რომ ვითომც ტფილისში
მაშინ ობსერეატორია ყოფილიყოს*.ძალიან გამიკვირდაო, ამბობდა საწყალი ბარათაშვილი, და რადგანაც ამაზედ არა
ვიცოდირაო, მინდოდა შემეტყოო. ნამდვილათ: თუ ვისი აზრი ყოფილაო ტფოლისში
ობსერვატორიის აშენება, და მართალია ეს ფაქტი, თუ არაო.“. ამის შესატყობათ მისწერა
გრინვიჩის, პარიჟის და პულკოვის (პეტერბურგის ახლო) აბსერვატორებში, რომ იქიდგან
ეცნობინებინათ, ხომ არაფერი ცნობა არა აქეთ რა ამ საგანზედ. ჰულკოვიდგან მოსწერეს,
რომ აქ ამაზედ არაფერი ცნობა არ შენახულაო“, პარიჟიდამ და ლონდონიდამ კი არაფერი
პასუხი არა მოუვიდარა, თუმცა ძალიან ჰსურდა საწყალსა. ბარათაშვილი თავ-გადადებული იყო. იმ საქმისთვის, რასაც ყმაწვილობითვე შეუდგა. ვისაც
კი უცდია ამისთანა საქმე, ყველამ იცის, რომ სიძნელეს მეტი, იმას ბევრი წვალება და
ძალიან ბევრი ხარჯიც უნდა, მაგრამ ის ამისთვის არაფერს იშურებდა, თუმცა იმისთანა
შეძლება არა მქონდა, რომ დაეხარჯა იმაზედ მეტი, რაც საცხოვრებლად უნდებოდა. სამსახურშიაც, როგორც ეიცით და გვიმტკიცებს იმისი ცხოვრება, ძალიან უბედური იყო,
მართლაც იმისთანა ხასიათიანი კაცები სამსახურში წინ ვერ წავლენ. იმისთანა
განუდრეკელის ხასიათის კაცს ვერ შეიფერებდა სამსახური, თუმცა ძლიერ გამოჩენილის
ალაგის ღირსიც იყო. სამსახურში, იმის დასამტკიცებლათ; თუ რა განუდრეკელი ხასიათი
ჰქონდა და, თუ მართალი იყო, არავის ღაუთმობდა, წარმოუდგენთ მკითხვილებს მრავალს
ფაკტებიდგან ერთს. ამ ათ-თერთმეტს წლის წინათ, იმ ადგილს, სადაც ის იყო სამსახურში
ერთს ალაგას, სოფლათ მივიდა იმისი უდიდესი უფროსი. რადგანაც ღამე იყო, არავის
იცნობდა და არსად ეგულებოდა ბინა, რომ ჩამომხტარიყო, ამიტომაც ამან უბრძანა თავის
ბიჭს, რომ მისულიყო თავის ქვეშევრდომის სახლში და პირდაპირ უკითხველათ შეეტანა
ბარგი იმის სახლში, იმ დროს თითონ სახლის პატრონი შინ არ იყო. იმის ცოლს ძალიან
გაუკვირდა, რომ უკითხველათ ვიღაც შემოუვარდა სახლში და აგრეთვე იმისთანა
კადნიერობა. რადგანაც სახლის პატრონის ცკოლს სრულებით ალაგი არა ჰქონდა, და თითონაც
ავათ იყო, შეუთვალა რომ არ ჩამოხტეს იმის სახლში, და დაჰპირდა სხვა რიგიანის სახლის
შოვნასა. უფროსმა სრულებით ყური არ ათხოვა და ისე იქცევოდა, ასე გონია აკლებულს
სოფელში მოვიდაო და შეუძლიან ყოველის ფერი ჩაიდინოსო. რამდენიმე თხოვნის შემდეგ,
სახლის პატრონის ცოლმა შეატყობინასულხან ბარათაშვილს, რადგანაც, სახლის ახლო
ნაცნობი იყო, და ისიც იმის წოდებაში ირიცხებოდა და სთხოვა იმას, რომ როგორმე უფროსი
სხვაგან სადმე გადაეყვანა, ბარათაშვილმა პირველათეე აუხსნა სახლის პატრონის ცოლის
მდგომარეობა და სთხოვა ჩემთან გადმობძანდითო, რადგანაც მე მეტ– ალაგი მაქვსო;
მაგრამ ამაზედ უფროსმა ყური არ ათხოვა და უფრო ურიგოთ ქცევა დაიწყო უცხო. სახლში.
მაშინ სულხან ბარათაშვილი მოთმინებიდგან გამოვიდა და უთხრა: იმას, რომ თუმცა ეს
სახლი თქვენი უმცროსისა არისო, მაგრამ არა ფერი უფლება არათ გაქვთ უცხო სახლში
ჩამოხტეთო და ისეთ მოიპყრათ სახლის პატრონს, როგორც და მონავებულს ტყვეს.
რასაკვირველია უფროსმა არ მოუთმინა და ამაში გაიმართა ჩხუბი, რომელიც იმითი
დაბოლოვდა, რომ ბარათაშვილმა თავისი ბარგი გარეთ გადმოუყარა იმას და თითონ უფროსიც
კარში გაისტუმრა. ამ მოკლე აღწერას სულხან ბარათაშვილის თვისებისას ჩვენის მხრით დაუმატებთ, კიდევ,
რომ ის იყო კარგათ განათლებული კაცი, რიგიანი ქართველი და პატრიოტი. როგორც ზევით
წარმოვიდგინეთ, ის თავის თავის განათლებას თვითონვე შეუდგა და ბერრიც შეიძინა. ის
არ გვანდა იმ ტყუილ განათლებულ კაცებს, რომლებიც თუთიყუში-- უით დაისწავლიან
რამდენსამე ახალს სიტყვებს და სადაც მოხვდებათ, საჭიროა თუ არა, წინდაუხედავათ
გამოისვრიან. ამან თავისის მეცადინეობით ისწავლა ფრანციცული, ლათინური და ნემეცური
ენები; მაგრამ ქართულს წერას არ იყო მიჩვეული. ბარათაშვილი ხშირად სწუხდა ამ გვარის
თავის ნაკლულევანე, ბისთვის და ნაღელიანად უჩივოდა თვის გარემოებას, რომელმანაც არ
ააცილა იმას ეს - ნაკლულევანება. პატრიოტობა და ქართველობა იმას სრულებით ისე არ
ესმოდა, როგორც ესმით ჩვენს ძველს ქართველებს, რომლებიც თავიანთ პატრიოტობას და
ქართველობას ამტკიცებენ იმითი მხოლოდ, რომ ჩოხა აცვიათ და ქართული ქუდი ახურავთ,
სხვანაირათ კი იმოდენათ ფიქრობენ ქართეელების კეთილ-დღეობაზედ, წინ-წასვლაზედ და
განათლებაზედ, როგორც ჩინეთის იმპერატორის კარგათ ყოფნაზედ. იმას ესმოდა, რომ
ცარიელი სიტყვებით და ყბედობით არა გარიგდებარა, თუ საქმითაც არ აჩვენა კაცმა ხალხს
თავისი სურვილი. ამიტომაც რამდენიც შეიძლო გააკეთა. ის იმდენათ იყო ნამდეილი
ქართეელი და პატრიოტი, რომ სულ ყველა ახალი დასაწყისი რასაც კი, იმის აზრით,
"მეეძლო. შემატება საქართველოსთვის, იმას აღტაცებაში მოიყვანდა ხოლმე, არ მალავდა
და აშკარათაც ამბობდა, რომ საქართეელოს თუ ვისიმე იმედი აქვს შემდეგში უეჭელად
ახალგაზდობისა და არა სხვისა; ჩვენ, ძველი ხალხი სულ-წასული ვართო, ამ საწყალს ისე
უყვარდა და იმედი ჰქონდა ახალგაზდა ხალხისა ბოლოს დრომდის, როგორც 25 წლის წინათ.
დასამტკიცებლათ, რომ ძალიან უყვარდა ახალგაზდობა წარმოვადგენთ ამ ფაქტსა: როდესაც
ჩვენმა ახალგაზდობამ, 1863 წ. დააპირა „საქართველოს მოამბის“ გამოცემა, მაშინ ჩვენ
მიეწერეთ სულ. ბარათაშვილს, რომ მონაწილეობა მიეღო და გამოეგზავნა რამე თავისი
თხზულება. იმან მაშინვე გამოგზავნა თავისი პირველი რვეული საქართველოს ისტორიისა და
ძალიან ბოდიშსაც ითხოვდა, რომ ქართულათ არ არისო დაწერილი და ვეცდები კიდევ სხვა
რაიმე შემწყობაც მიეცეო ჟურნალს. „საქართელო მოამბის“ მკითხველებმა იციან, რომ ის
თხზულება იყო დაბეჭდილი რამდენსამე ნუმერში. იმის მეტ, დიმ, ყიფიანის და გიორგი
ერისთავის მეტს არავის ძველ-კაცთაგანს შემწეობა არ მიუცია იმ ჟურნალისთვის. ამ ჟამად ამის მეტს ვეღარას ვიტყვით ბარათაშვილზედ. ის მოგვაკლდა და სხვას კი ჯერ
ვერავის ვხედავთ უკეთესს. კიდე იმიტო ვართ უფრო უბედურნი, რომ იშვიათად იპოვებიან
ჩვენში ამ გვარნი რიგიანნი პირნი და თუ როდესმე გამოჩნდა ვინმე, იმასა — სიკვდილი
მალე გაიტაცებს, თითქოს იმისთვისაც ისე საჭირონი იყვნენ ის პირები, როგორც
ცოცხლებისთვის. მაგრამ ეს არის ბუნებითი კანონი და ჩვენზედ უფრო აშკარა ასრულდება
ის კანონი, რომ ჩვენში რიგიანი და დაწინაურებულნი პირნი დიდხანს ვერ იცოცხლებენ.
ვინც ფიქრობს, ზრუნავს და ყველა უწესოებაზედ გული უკვდება და ოხრავს, იმას მოკლე
სიცოცხლე აქვს. ჩემო ქართველო, ამისი კი შენ ნუ გეშინიან, ამისთვის რომ ძალიან
ცოტასა ფიქრობ, ამიტომაც დიდხანს იცოცხლებ; მაგრამ იმასაც გეტყვი და არ დაგიმალამ,
რომ ის მოკლე სიცოცხლე სჯობს, 100 წლის უგუნურს და პირუტყულს სიცოცხლეს. როგორც ვიცით სულხ. ბარათაშვილს და რჩა მზათ ისტორია გათავებული, დასაბეჭდათ, დავით
აღმაშენებლამდინ. ღმერთმა იცის რა შემდეგი ექმნება და ან როგორ გამოიყენებენ
თითქმის 30 წლის განმავლობაში დიდის გაჭირეებით შეგროვებულს იმის ისტორიულს,
მასალებს. ნუ თუ იმისი შრომა ფუჭათ ჩაივლის? აბა, ახალგაზდა ხალხო, რომლის იმედიც
ძალიანა ჰქონდა საწყალს ბარათაშვილს, შენ მაინც დაასრულე იმისი დაწყობილი საქმე;
თუმცა იმოდენი ტანჯვა და წვალება არ უნდა იმის მასალების გარკვევას, რამდენიც
უნდოდა იმის შეგროეებას და პოვნას. მინამ ამისთანა პირი გამოვა, ვიტყვით, რომ
ქართველი კაცი თავის თავზედაც არ არის დაჩვეული ზრუნვასა, არამც თუ საზოგადო
სარგებლობისთვის იზრუნეოს. ამისთვის ისიც კარგია, თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ
შეიბრალებს მაინც საწყალს სულხან ბარათაშვილსა; მაგრამ ეგ ფიქრიც არ მოგივა, ჩემო
ქართველო, თუმცა მაგითი ვერაფერს შეჰმატებ იმის დაწყების საქმეს. შენი ჭკუით,
ძალიან დიდ საქმესა იქ, თუ ქეიფობის დროს ხუთ ექვს წვეთს წითელს ღვინოს პურზედ
დააწვეთებ. და შენდობას ეტყვი....... ამ ქვეყანას ვერ მოისვენე, ჩვენო ძვირფასო. ძმაო; მაგრამ იმ ქვეყანას მაინც
საუკუნოთ მოისვენებ. “ სულხან
ბარათაშვილს დარჩა ცოლი და რამდენიმე წვრილი შეილი. ვახტანგ თულაშვილი. 14 ოქტომბერს. ტფილისი.