დედაენა: ძეგლი - სამარადისო



1 წინათქმა

▲back to top


გოგოლაშვილი გიორგი

დედაენა ძეგლი - სამარადისო

 

   

ძმაო იაკობ!...

აქ იღაღადებენ შენი ნაშრომნი და დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველად იხსენიება. კურთხეულ იყოს სამარადისოდ ის წმინდა გზა და მასთან ერთად სახსენებელი შენი... ამინ!...

აკაკი

წინათქმა

“დ ე დ ა ე ნ ა”  გ უ შ ი ნ,  დ ღ ე ს,  ხ ვ ა ლ ასე შეიძლება რქმეოდა ამ წიგნს. ჩვენი მიზანი ეს არის: გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” საგანმანათლებლო ასპარეზზე, როგორ დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ სკოლაში; საუკუნეზე მეტია, როგორ ასრულებს უმძიმეს საპატიო მისიას თაობათა განათლება რომ ჰქვია; როგორია “დედაენის” მდგომარეობა დღეს და რა სახვალიო პერსპექტივა აქვს მას ქართულ სკოლაში. დიახ, ამის ჩვენება გვსურს ამ წიგნში.

პ ი რ ვ ე ლ ი  დ ი დ ი  წ ი გ ნ ი, ქ ა რ თ უ ლ ი  ს ა ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ო  ე ნ ი ს  ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ ე ბ ა ს ა  დ ა  გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა შ ი უდიდესი როლი რომ შეასრულა, “ბიბლიაა”, კერძოდ კი წ მ ი ნ დ ა  ო თ ხ თ ა ვ ი ს  ქ ა რ თ უ ლ ი  თ ა რ გ მ ა ნ ი. ამ წიგნმა მყარი საფუძველი მოუმზადა და განვითარების სწორი გეზი მისცა ქართულ სალიტერატურო ენას.

დროთა განმავლობაში, ენის განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, სალიტერატურო ენა მეტ-ნაკლებად დაშორდა ცოცხალ სასაუბრო ენას. XI-XII საუკუნეებში საჭირო გახდა ენობრივი რეფორმის გატარება და ასეც მოხდა: პირველი პრინციპული ხასიათის ფართომასშტაბიანი რეფორმა ქართული სალიტერატურო ენისა შოთა რუსთაველის სახელთან არის დაკავშირებული. მან სამწერლობო ენას “ვეფხისტყაოსნის” ენას საფუძვლად საერთო-სახალხო ენა დაუდო... ასე რომ, მ ე ო რ ე  დ ი დ ი  ი გ ნ ი,  რ ო მ ე ლ მ ა ც  გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ა  ქ ა რ თ უ ლ ი  ს ა ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ო  ე ნ ის  ს წ ო რ ი  გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა,  ი ყ ო  “ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი”.

და XIX საუკუნეში ასპარეზზე გამოდის “დედაენა”... ჩვენი ღრმა რწმენით: “დ ე დ ა ე ნ ა”  ა რ ი ს  მ ე ს ა მ ე  დ ი დ ი  წ ი გ ნ ი, რომელმაც ფ ა ს დ ა უ დ ე ბ ე ლ ი  წ ვ ლ ი ლ ი  შ ე ი ტ ა ნ ა  ა ხ ა ლ ი  ქ ა რ თ უ ლ ი  ს ა ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ო  ე ნ ი ს  ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ ე ბ ა-დ ა მ კ ვ ი დ რ ე ბ ა შ ი. 

აი, ამის ჩვენება გვსურს ამ წიგნში და კიდევ იმისა, რა დღეშია დღეს “დედაენა”, რამდენად სწორად გვესმის და ვიცავთ იაკობის პრინციპებს... ვინ უწევს დღეს კონკურენციას იაკობს და როგორ... რა პერსპექტივა აქვს ქართულ ეროვნულ სკოლას, თუ არ ვუპატრონებთ იაკობის “დედაენას”...

2001 წელს გამოვეცით წიგნაკი “დ ე დ ა ე ნ ა”  წ ი გ ნ თ ა წ ი გ ნ ი”. ამ ათიოდე წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრიც ახალი გავიგე... ამიტომ ეს წიგნაკი შეივსო, განივრცო და მიიღო ასეთი სახე...

იაკობის “დედაენაზე” ბევრი ითქვა დღემდე, ბევრიც ითქმება. იგი მართლაც ძეგლია სამარადისო არა მხოლოდ მისი ავტორისა, არამედ ქართული ენის ა!... დიახ, “დედაენა” სადიდებელია ქართული ენის ა!...

და თუ ეს ჩვენი წიგნი ცოტათი მაინც შეეწევა იმ საქმეს, რასაც “დედაენის” შეფასება-დაფასება ჰქვია, “დედაენის” მოვლა-პატრონობა ჰქვია, ბედნიერი ვიქნებით!...

2 “ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი”...

▲back to top


“ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი”...

1872 წელს იასნაია პოლიანას სკოლის პედაგოგი ლევ ტოლსტოი წერს პირველდაწყებით სახელმძღვანელოს “ანბანი” (მეორე გამოცემა “ახალი ანბანი” 1874-1875 წ.) და სიამაყით ამბობს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი “ანბანით” სამარადისო ძეგლი დავიდგიო”... ამას ამბობს კაცი, რომელიც უკვე ავტორი იყო რომანეპოპეისა “ომი და მშვიდობა” და იმჟამად წერდა უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს “ანა კარენინას”. დიახ, “ომი და მშვდობისა” და “ანა კარენინას” ავტორი თავის სამარადისო ძეგლად “ანბანს” მიიჩნევს. არაა ეს შემთხვევითი: დიდმა შემოქმედმა იცოდა, რა იყო ფასი საანბანე წიგნისა ერისათვის, ქვეყნისათვის!.. ამიტომ არის ამაყი “ანბანის” ავტორი!.. ლ ე ვ  ტ ო ლ ს ტ ო ი  მ ა შ ი ნ  4 4  წ ლ ი ს ა  ი ყ ო...

24 წლის იაკობ გოგებაშვილი წერს და 25 წლისა გამოსცემს წიგნს “ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”. ეს şერ კიდევ არ არის “დედაენა” ძეგლი სამარადისო; ეს მხოლოდ კვარცხლბეკია სამარადისო ძეგლისათვის... როგორც ამბობენ, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა ასე ახალგაზრდა კაცი წერს სახელმძღვანელოს, თანაც ანბანის სახელმძღვანელოს! მაგრამ ასეთი გამონაკლისები იცის კაცობრიობის ისტორიამ საქმე გენიოსს ეხება!

24 წლის პედაგოგის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, როგორც მიუთითებენ პედაგოგიკის სპეციალისტები, რევოლუცია იყო ქართული პედაგოგიკური აზროვნების ისტორიაში; “წერა-კითხვისა და, საერთოდ, ქართული ენის სწავლება ამ წიგნის მიხედვით დაეფუძნა შეგნებულობის, მისაწვდომობის, თვალსაჩინოების, აქტივობისა და სისტემატურობის დიდაქტიკურ პრინციპებს; ნაცნობიდან უცნობზე, ადვილიდან ძნელზე, მარტივიდან რთულზე თანდათანობით გადასვლის წესებს. ამგვარი სწავლების სისტემის შემოღება იმ დროისათვის დიდი ნოვატორობა იყო და ქართული პედაგოგიკური აზროვნების ისტორიაში რევოლუციას უდრიდა”, წერდა ვ. რამიშვილი XX საუკუნის შუა ხანებში. ეს კი გაცილებით ადრე ითქვა: 1912 წელს წერს არბოელი (ნიკო ლომოურის ფსევდონიმია) “იაკობის წიგნაკი როგორც მეთოდით, ისე მასალით დაშორებითა სşობდა სხვა ანბანებს, რომლებიც კი იხმარებოდნენ მაშინდელ ქართველ საზოგადოებაში”.

იაკობს ბედი ჰქონდა ასეთი: მისი წიგნები ბრძოლით მკვიდრდებოდა ასპარეზზე. ბრძოლა უშეღავათო იყო. არ უჭირდათ იაკობსა და მის პირველ წიგნს შემოტევების მოგერიება; არ უჭირდათ, რადგან მთავარი ძალა სიმართლე მათ მხარეს იყო. კონკურენტ სახელმძღვანელოებთან “ქართული ანბანის” სრულ უპირატესობაზე წერდა “ივერია” 1867 წელს: “მეთოდი, მიღებული ი. გოგებაშვილისაგან თავის ანბანში, არის საუკეთესო მეთოდი, რომელიც გავრცელებულია მთელს განათლებულს ევროპაში, ეს ანბანი და საკითხავი წიგნი დაწერილია ძ ა ლ ი ა ნ  გ ა ს ა გ ე ბ ი  ე ნ ი თ,  რ ო გ ო რ ც  ყ მ ა წ ვ ი ლ ი  ლ ა პ ა რ ა კ ო ბ ს”...

თვალი მივადევნოთ ხაზგასმას: ძირითადი უპირატესობა ეს სახელმძღვანელოს ენაა. სახელმძღვანელომ მშობლიური ენა უნდა გააცნოს და შეაყვაროს ყმაწვილს. ეს მთავარი მიზანი იყო ავტორისა. ერთგან იგონებს იაკობი: “ამ ოც-და-ათის წლის წინათ ჩვენს სასწავლებლებში გრამატიკა იოსელიანისა ქართული ენის სახელმძღვანელოდ იყო მიღებული. ვერ წარმოიდგენს მკითხველი, რა ჭირივით მეşავრებოდა ქართული ენის გაკვეთილები და რა სიძულვილი ჩამისახა გულში დედა-ენისა ამ გრამატიკამ იმ დრომდინ, ვიდრე იგი არ შემაყვარეს ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმა”. ეს იმ გრამატიკის სახელმძღვანელოზეა საუბარი, რომელიც მაღალ კლასებში ისწავლებოდა. თუ მას შეეძლო ასეთი ზემოქმედება მოზარდზე, ნათელია, რა როლს დააკისრებდა იაკობი საანბანე სახელმძღვანელოს. ამიტომაც გახაზავენ: “წიგნი დაწერილია ძალიან გასაგები ენით, როგორც ყმაწვილი ლაპარაკობსო”. და ეს იყო აღიარება ახალგაზრდა ავტორის სახელმძღვანელოსი... წარმატება, მაგრამ არა მოულოდნელი კანონზომიერი.

“რევოლუციას უდრიდაო”...

პირველი წიგნი პირველი რევოლუცია... უფრო დიდი რევოლუცია მოსახდენია “დედა-ენა” შესაქმნელია...

თუმცა ასე ნუ ვიტყვით: ქართული პედაგოგიკური აზროვნების ისტორიაში მეორე რევოლუცია (დიდი რევოლუცია!) “ბუნების კარი” იყო. 1868 წელს 28 წლის იაკობ გოგებაშვილი გამოსცემს ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელოს “ბუნების კარს”...

“ბუნების კარი” ქართულ პედაგოგიკურ აზროვნებაში, ქართული ეროვნული სკოლის ისტორიაში ცალკე თემაა. აქ მხოლოდ იმას გავიხსენებ, გალაკტიონმა რომ თქვა: “დედა-ენა” და “ბუნების კარი” სახელმძღვანელოები კი არა, უდიდესი პოემებია. მე თანახმა ვიქნები, გამოვიდეს ეხლა ეს წიგნები, არა როგორც სახელმძღვანელო, არამედ საკითხავ წიგნად”...

დაუცხრომელი ფიქრი, ძიება, შრომა და 1876 წელს გამოდის კიდეც “დ ე დ ა ე ნ ა”  მ წ ვ ე რ ვ ა ლ ი  ქ ა რ თ უ ლ ი  პ ე დ ა გ ო გ ი კ უ რ ი ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს ა. შეეძლო იაკობს ეთქვა: “ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, სამარადისოო”...

ი ა კ ო ბ ი  მ ა შ ი ნ  ო ც დ ა თ ხ უ თ მ ე ტ ი  წ ლ ი ს ა ი ყ ო!...

3 დედაენა - იაკობის სიტყვათშემოქმედების ნაყოფი

▲back to top


დედაენა - იაკობის სიტყვათშემოქმედების ნაყოფი

იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” გამოსვლამდე და შემდეგაც რამდენიმე ქართული საანბანე წიგნი იყო საკმაოდ უბრალო და, ზოგიც, გრძელი სათაურით:

სულხან-საბა ორბელიანი -  “ანბანი პირველად სასწავლო ყრმათათვის” (ხელნაწერი);

თეოფანე პროკოპოვიჩი - “პირველი სასწავლო ყრმათა” (რუსულიდან თარგმნა გაბრიელ ჩხეიძემ; ჩაასწორა არქიმანდრიტმა გერმანემ. 1739 წ.)

გაიოზ რექტორი - “ქართული ანბანი” (1797 წ.)

ტარასი მღვდელ-მონაზონი “ქართული ანბანი სასწავლებლად ყრმათა ხუცურისა და მხედრულისა” (1825 წ.)

პლატონ იოსელიანი “ანბანი ქართული სასარგებლოდ ქართუელთა ახალ მოჰსწავლეთა ყრმათა” (1838 წ.)

მ. მაქსიმოვიჩი “ყრმათა მეგობარი” (რუსულიდან თარგმნა ი. კერესელიძემ. 1852 წ.)

ივანე კერესელიძე “ანბანი ახალ მოჰსწავლეთა ყრმათათვის” (1862 წ.);

სერგეი მდივანოვი “ანბანი ქართული შედგენილი და ახლადგამოცემული სერგეი მდივანოვისაგან” (1863 წ.)

დ. ფურცელაძე “ქართული ანბანი და წიგნი საკითხავად მდაბიო ხალხთათვის” (1863 წ.)

პეტრე უმიკაშვილი “ქართული ანბანი” (1864)

იაკობ გოგებაშვილი “ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი” (1865 წ.)...

რაფიელ ისარლიშვილი “პირველი წიგნი წერა-კითხვის სასწავლებლად” (1875 წ.);

ლუკა ჩომახიძე “ქართული ანბანი” (1875 წ.)

ანთიმოზ şუღელი “ყმაწვილის სარკე, ანუ წერა-კითხვის სასწავლო წიგნი” (1875 წ.)

ალ. ნათაძე “ბავშვების მოკეთე, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სკოლებში სახმარებლად”(1897 წელი);

და 1876 წელს გამოდის საანბანე წიგნი სხარტი და ორიგინალური სახელწოდებით: “დედა ენა”. თუმცა პირველი გამოცემის სათაურს ახლავს განმარტება “ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი”; უცხო სათაურს ახსნა დასჭირდა. მერე, როცა ბუნებრივ სახელად იქცა მკითხველისათვის “დედა ენა”, განმარტება მოეხსნა:

1912 წლის (იაკობის სიცოცხლეში ბოლო) გამოცემა, მოგეხსენებათ, ორ წიგნად გამოვიდა:

 

დედა ენა   დედა ენა
პირველი ნაწილი   მეორე ნაწილი
ქართული ანბანი   საკითხავი წიგნი ანბანის შემდეგ
“ქართული ანბანი” და “საკითხავი წიგნი ანბანის შემდეგ” 

არის არა განმარტება “დედა ენისა”, არმედ სათაურებია ცალკეული ნაწილებისა.

ის ფაქტი, რომ პირველ გამოცემას განმარტება დასჭირდა, იმით უნდა აიხსნას, რომ სახელი დედა ენა მშობლიური ენის მნიშვნელობით იაკობ გოგებაშვილის შექმნილია. “დედა ენა” მიზნობრივად შეიქმნა საანბანე წიგნისთვის ისეთი ქართული სიტყვების ანალოგიით, როგორიცაა დედა-მიწა, დედა-ბოძი, დედა-ბურჯი, დედაქალაქი, დედა-აზრი. იმდენად მარşვედ იყო შექმნილი ეს სახელი, რომ იგი სწრაფად გავრცელდა და დამკვიდრდა ქართულში მშობლიური ენის სინონიმად.

ა რ ი ს  კ ი  ა ს ე?  ვფიქრობთ, კი:

1976 წლამდე თავად იაკობ გოგებაშვილიც დედაენის მნიშვნელობით სხვა გამოთქმებს გამოიყენებს: ქართული ენა , სამშობლო ენა. “ბუნების კარის” პირველ გამოცემას (1868 წ.) გარეკანზე აწერია:

“ვინც რომ სამშობლო ენას

ივიწყებს და არ ეძებს,

ძრიელ კარგიც რომ იყოს,

ნაყოფს ვერ გამოიღებს.”

სამწუხაროდ, 1876 წლამდე იაკობს კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები ცოტა აქვს, მით უმეტეს, ისეთ თემაზე, ამ გამოთქმის (დედა-ენა) გამოყენების საჭიროება რომ ჰქონოდა. 1876 წლის შემდეგ კი მშობლიური ენის მნიშვნელობით ჩვეულებრივ დედა-ენას გამოიყენებს. ერთი ამონარიდი:

“ღმერთი არის მეუფე გულის, და მხოლოდ გულისა. ის მხურვალე გრძნობა, რომლითაც ადამიანი მიმართავს უფალსა, გამოიხატება მხოლოდ დედა-ენით , იმიტომ, რომ მხოლოდ დედა-ენა არის ენა გულისა, გრძნობისა. სხვა ენა აქ ყოვლად უძლურია. მხოლოდ დედა-ენაზედ შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ... დიაღ, მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა” (1888 წ.) .

საგულისხმო ფაქტი: “დედა ენის” ყველა გამოცემას (1912 წლის ჩათვლით) დედა ენა ორ სიტყვად აწერია. კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებში იაკობი, ჩვეულებრივ, დეფისით წერს დედა-ენა. ასევე წერს სიტყვებს დედა-მიწა, დედა-ქალაქი, დედა-აზრი... ეს თავისთავად საინტერესო საკითხი ახსნას საჭიროებს. ერთ სიტყვად მოიაზრებენ (დეფისით წერენ) დედა-ენას ილიაც და აკაკიც.. დღევანდელი ნორმის მიხედვით, ეს სახელი ერთად იწერება დედაენა.

დასტურად იმისა, რომ დედაენა იაკობის შექმნილი სიტყვაა და აქედან გავრცელდა სხვაგან, ილიას და აკაკის მაგალითებს მოვიყვანთ.

ჩვენ შეძლებისდაგვარად გადავიკითხეთ 1876 წლამდე დაწერილი ილიას კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები. სიტყვა დედაენა არ შეგვხვედრია; ამ მნიშვნელობით სხვა გამოთქმები გამოიყენება:

რამდენიმე ამონარიდი წერილიდან “ორიოდე სიტყვა...” (1861 წ.):

“ეგრეთ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა”.   

“კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავისი დედ-მამის ენა ისე...”

“არა მარტო ვსწავლობთ იმათს მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას".

“ჩვენ ყველანი ქართული ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ...”

“ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას...”

“იქნება ამ სტატიაში ბევრი შევსცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა”...

“ჩვენი ქართული ენა ისე გვიყვარს...”

“ჩვენ ჩვენი ენის დამცირებამ დაგვაწერინა...” და მისთანანი.

1877 წელს დაწერილი ოთხგვერდიანი წერილიდან “ვიცინოთ თუ ვიტიროთ”:

“აქ ქართულ ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის”...

ქართულის ცოდნა გულს აუსუყებს...”

“და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან...”

“ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი ექნეაო...”

“şეროვანი გზა მიეცემოდა ქართულ ენას...”

ქართულის ენისათვის დრო არა ჰქონდეს...” ყველა შემთხვევაში კონტექსტის მიხედვით მშობლიური ენა იგულისხმება, ანუ დედაენა. იაკობის “დედა ენა” ამ დროს ახალი გამოსულია...

ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნებულ წერილში (1881 წ.) “ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო” ილია მშობლიური ენის მნიშვნელობით მხოლოდ დედაენას გამოიყენებს. ერთი ამონარიდი:

“ყველამ, დიდმა და პატარამ, შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის საერთოდ და საეროსათვის საკუთრივ. ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანდაუხეველად ვთხოულობთ დედა-ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის, გონების დაჩაგვრისა, გონების დახშვისა, დათრგუნვისა, გათახსირებისაა, და განა ეს სასურველია ვისთვისმე? ზემომოყვანილიდამ ცხადია, რომ დედა-ენა ცნობილია არამც-თუ უკეთეს და აუცილებელ სახსრად, რომ სკოლამ თავისი დანიშნულება აასრულოს, არამედ უპირველეს საგნადაც, რომელიც ბავშმა უნდა შეისწავლოს და იცოდეს”. ამავე წერილში ილია უშინსკის, კომენსკისა და სხვათა ამონარიდების თარგმნისას მხოლოდ დედა-ენას გამოიყენებს...

კიდევ ერთი ცნობილი აზრი ილიასი: “ქართველისათვის “დედა” მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც “დედაენას” ეძახის, უფროსს ქალაქს “დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას “დედა-ბოძს”, უდიდესსა და უმაგრეს ბურşს - “დედა-ბურşს”, სამთავრო აზრს “დედა-აზრს”. გუთნის გამგებელ მამაკაცსაც-კი “გუთნის-დედას”... და, როგორც ვხედავთ, დედაენა მსგავსი სტრუქტურის სხვა სიტყვათა გვერდით დააყენა ჩვეულებრივ... ეს 1898 წელს დაიწერა...

პოეზიაში ილია ხუთşერ გამოიყენებს სიტყვას დედაენა ლექსში “ორხმიანი საახალწლო ოპერეტი”. იაკობ გოგებაშვილს ათქმევინებს:

დედა-ენა მიჩს სახელად...” “დედა-ენითა წვრთნა ყრმისა...”

“დედა-ენა პირველადვე...” “დედა-ენა მით არს კარგი...” “დედა-ენას სთხრიდეს...” ლექსი 1894 წელსაა დაწერილი.

იგივე ვითარება არის აკაკი წერეთელთანაც: იაკობის “დედა ენის” გამოსვლამდე ამ სახელს აკაკისთან ვერ ვხვდებით;

ქართულზედ რომ ხელს იღებენ”...

ქართულ ენას არად ხდიან...” (1861 წ.)

“მათმა ჭკვიანურმა აზრებმა და მათთანაც ქართული ენის ზედმიწევნით ცოდნამ გამაკვირვა...” (1867 წ.)

“არ ეთაკილებოდეს ქართული ენა ..”

“şერ ქართულიც არ იცი...” (1868 წ. )

 

1876 წლიდან კი, “დედა ენის” გამოსვლის შემდეგ, აკაკისათვის დედაენა ჩვეულებრივი სიტყვაა. აკაკი ჩვეულებრივ დედა-ენას გამოიყენებს:

“მაგრამ მე კი ვერ გავიგე, თუ რა ენა უნდა ყოფილიყო მათი დედა-ენა”... (1876წ.)

შ ე ვ ნ ი შ ნ ა ვ თ:  იაკობი წერს ერთგან: “1875 წელს მე უკვე დამზადებული მქონდა “დედა-ენა” დასაბეჭდად”. ჩანს, აკაკი ხელნაწერში იცნობდა...

“იმათაც კი შერჩენიათ დედა-ენა ტკბილად სასაუბროდ”... (1877 წ.)

“ძველად ჩვენში სამღვდელოებამ იცოდა საფუძვლიანად დედაენა...” (1887 წ.). მსგავსი მაგალითები მრავლადაა...

აკაკის პოეზიაში 10-şერ არის ნახმარი სიტყვა დედაენა:

“კრულია მისი ხსენება, ვინც დაგმობს დედა-ენას ა”... (1880 წ.)

“რომ დედა-ენა ც არ იცის”... ( 1889 წ.)

“დედა-ენა და ერობა ქრისტეს რşულს უკავშირაო”... (1892 წ.)

“სამშობლო მხრისა და დედა-ენის”... (1901 წ.)

“არც მის სიწმინდეს, მის დედა-ენას ”... (1909 1910 წ.)

“რომ შეგვრჩენოდა ჩვენ დედა-ენა ”... (1909 1910 წ.)

“ნუ გადასცვლით უცხოზე ქართულ დედა-ენას ა” (1911 წ.)

“და გვირგვინი კი სწავლისა უფროსად დედა-ენისა...” (912 წ.)

“აღადგინა გორგასალმა დედა-ენა დაკარგული”... (1912 წ.)

“შკოლები მოსწავლეებსა უსპობენ დედა-ენას ა”... (1912 წ.)

ვფიქრობთ, წარმოდგენილი მსşელობა ადასტურებს იმას, რომ დ ე დ ა ე ნ ა  ი ა კ ო ბ  გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ი ს  ს ი ტ ყ ვ ა თ შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს  ნ ა ყ ო ფ ი ა; და შედეგად მივიღეთ იმდენად ბუნებრივი სიტყვა, რომ შექმნისთანავე გვერდით დაუდგა მსგავსი სტრუქტურის სხვა ქართულ სიტყვებს: დედამიწა, დედაბოძი, დედააზრი, დედაბურşი, დედაქალაქი, დედაენა...

მოდით, ისიც ვთქვათ, როგორაა დედაენა წარმოდგენილი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში:

ქეგლ-ის რვატომეულში (ტ. III, 1954) დედაენა ცალკე სალექსიკონო ერთეული არ არის. დედა ენა, ორ სიტყვად დაწერილი, იდიომატურ გამოთქმადაა მიჩნეული და სიტყვა დედა-სთან არის შეტანილი (შევნიშნავთ: ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთ სიტყვადაა დაწერილი დედაენა): დედა ენა 1. ენა, რომელსაც ბავშვობიდანვე ითვისებს ადამიანი მშობელთაგან და მახლობელთაგან და ყველაზე უფრო ბუნებრივია მისთვის ლაპარაკსა და აზროვნებაში; ენა, რომელზეც პირველად ამეტყველდება ბავშვი და რომელიც ურთიერთობის საშუალებაა იმ საზოგადოებისა, რომლის წევრიც თვითონ არის, მშობლიური ენა, ღვიძლი ენა. 2. სახელწოდება მშობლიური ენის პირველდაწყებითი სასწავლო წიგნისა, რომლითაც ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ.”

პირველი მნიშვნელობის საილუსტრაციოდ ორი მაგალითია მოყვანილი: “ქართველი ღვიძლ ენასაც “დედა ენას” ეძახის” (ილია);  “კრულია მისი ხსენება, ვინც დაგმობს დედა ენასა” (აკაკი). მეორე მნიშვნელობის საილუსტრაციოდ იაკობის ციტატაა მოყვანილი: “ამის შემდეგ მოსწავლეები გადავლენ “დედა ენის” მეორე ნაწილზე”.

საგულისხმო შენიშვნა: როგორც ილია, ისე აკაკი დედა-ენას დეფისით წერენ; ლექსიკონში დამოწმებულ წინადადებებში ცალცალკეა დაწერილი.

1986 წელს გამოცემულ განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში დედაენა სალექსიკონო ერთეულადაა შეტანილი. განმარტება რვატომეულიდანაა ზუსტად გადმოტანილი (პირველ მნიშვნელობას აკლია ფრაზა ღვიძლი ენა); ილუსტრაციები არაა მოხმობილი. II მნიშვნელობის ბოლოს მიწერილია ი. გოგებაშვილის “დედაენა”, არა როგორც ილუსტრაცია, არამედ როგორც განმარტება.

სასურველია, განმარტებითი ლექსიკონის მრავალტომეულის ახალ გამოცემაში დედაენა ასევე იქნეს სალექსიკონო ერთეულად შეტანილი; აუცილებელია, საილუსტრაციოდ, როგორც იაკობის შექმნილ სიტყვას, უპირველესად იაკობის მაგალითი დავურთოთ, ცხადია, ილიასა და აკაკის მაგალითების გვერდით...

*  *  *

ი ა კ ო ბ  გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ი  გ ე ნ ი ო ს ი  ი ყ ო ო ეს ვინფრიდ ბოედერმა თქვა, როცა იაკობის “დედაენის” თაობაზე საუბრობდა. თუმცა ღირს ამის შესახებ უფრო დაწვრილებითი მსşელობა...

გერმანელი ენათმეცნიერი ვინფრიდ ბოედერი ქართული ენის ა და კულტურის ცნობილი მკვლევარია. მისი მეცნიერული ინტერესებიდან გამომდინარე არ არის შემთხვევითი ბატონი ვინფრიდის დაინტერესება იაკობ გოგებაშვილითა და იაკობის “დედაენით”; როდესაც ბატონი ვინფრიდ ბოედერი გაეცნო ჩვენს სტატიას “დედაენა” იაკობ გოგებაშვილის სიტყვაშემოქმედების ნაყოფი”, მან საინტერესო წერილი მომწერა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის მისეული შეფასებაა ჩვენთვის ძვირფასი; ვფიქრობთ, არც მკითხველთათვის უნდა იყოს უინტერესო ამ მიმოწერის გაცნობა:

“ძვირფასო ბატონო გიორგი,

ავთანდილ არაბულის წყალობით მივიღე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების კონფერენციის მასალები და უდიდესი ინტერესით წავიკითხე თქვენი მოხსენება “დედაენაზე”. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა და, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ნაბიşია იმ მიმართულებით, რომელსაც ძალიან საჭიროდ ვთვლი: ქართული ენის მოლაპარაკეთა თვითშეგნების არაიდეოლოგიური და ისტორიული გაგება. ეს, ჩემი აზრით, იმიტომ საჭიროა, ვინაიდან აქამდე ჭარბობს ასეთი ცნებების არაისტორიული შეხედულება, თითქოს დედაენის ცნება ქართველების მარადიული ხასიათის მემკვიდრეობა იყოს. ი. გოგებაშვილი გენიოსი იყო იმ გაგებით, რომ ზუსტ დროს სწორი სიტყვა იპოვა. ქართული ენის დაცვამ იმ დროს მოითხოვა ასეთი ემოციური ცნება.

ახლა მაინტერესებს, საიდან ჰქონდა ეს სიტყვა: 1994 წელს ერთ სტატიაში აღვნიშნე, რომ რუსული კალკი არ არის, არამედ რომანული და გერმანიკული ენების სიტყვის შესატყვისია. (წარმოშობით რომანულ სფეროში განვითარდა როგორც განათლებული ლათინურის საწინააღმდეგო ცნება: ენა რომელიც დედისგან მივიღეთ როგორც დედის რძე - ამიტომ იმდენად ემოციური ცნება ევროპაშიც იყო. რომანულიდან გერმანულში გადავიდა კალკად მაგრამ ეს საკითხი დიდი კამათის საგანი იყო ვაისგერბერის და შპიცერის შორის). ვიცი, რომ ქართულის დედაენაში დედა “მთავარს” ნიშნავს, მაგრამ şერ ერთი: მე-19 საუკუნეში პროდუქტიული მნიშვნელობა იყო “დედა” ამ გაგებით? ხომ არ შეიძლება, რომ ი. გოგებაშვილს ორივე მნიშვნელობა უნდოდა: დედა “ევროპული” და ქართული გაგებით?

ჩემი კონკრეტული კითხვაა: გოგებაშვილმა რამდენად იცოდა ევროპული ენები და ლიტერატურა?

გილოცავთ შობასა და ახალ წელს!

კეთილი სურვილებით ვინფრიდ ბოედერი

20. XIII. 2009”

 

“ბატონო ვინფრიდ,

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. დიდი მადლობა ჩემს მოხსენებაზე გამოხმაურებისათვის.

თქვენი შეკითხვის პასუხად მოგახსენებთ შემდეგს:

ვფიქრობთ, იაკობთან “დედაენა” “ქართული გაგებით” იხმარება. ამის თაობაზე მიანიშნებდა ილია ჭავჭავაძეც: “ქართველისათვის “დედა” მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც “დედა-ენას ” ეძახის, უფროსს ქალაქს “დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას “დედა-ბოძს”, უდიდესსა და უმაგრეს ბურşს — “დედა-ბურşს”, სამთავრო აზრს “დედა-აზრს”...

ამასვე უნდა მიანიშნებდეს ისიც, რომ იაკობი “დედაენის” სინონიმად მთავარ ენასაც ხმარობს. ამის თაობაზე ვწერდი ერთ სტატიაში. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ ეს წერილი სხვა თვალსაზრისითაც, ამიტომ გიგზავნით წერილს “იაკობი და ქართველური ენობრივი სივრცე” (გამოქვეყნდა ერთ-ერთი კონფერენციის მასალებში; შევიდა ჩემს წიგნშიც “ქართული სალიტერატურო ენა ისტორია და თანამედროვეობა”, 2009 წ.).

რაც შეეხება უცხო ენათა ცოდნას: იაკობმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. როგორც ირკვევა, იმჟამად სემინარიაში ევროპული ენები არ ისწავლებოდა. სემინარიის შემდეგ ერთი წელი კიევში სწავლობდა (ავადმყოფობის გამო შეწყვიტა სწავლა). არანაირი ცნობა არ არსებობს ევროპული ენების ცოდნისა. იაკობი ერთგან წერს: თბილისის სემინარიაში ძველი ენები არ ისწავლებოდა, ამიტომ კიევში ამ ენების ცოდნა არ მოუთხოვიათო.

იაკობის ბიოგრაფები წერენ: “როდესაც იგი კიევის უნივერსიტეტის მოწინავე პროფესორთა ლექციებაც ისმენდა, გულდასმით სწავლობდა დარვინის, ჰუმბოლდტის, ფოხტის, კონტის, სპენსერის, კანტის, ჰეგელის და სხვათა ნაწერებს და გამოჩენილ პედაგოგთა კომენსკის, პესტალოცის, დისტერვეგის, განსაკუთრებით კ. უშინსკის, პიროგოვის და სხვათა მოძღვრებას”. სხვა ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით. ჰუმბოლდტისა და სხვათა ნაშრომებს რომ იცნობდა, ესეც კარგად ჩანს მისი შრომებიდან...

თუმცა ესეც საინტერესოა: იაკობი თავის ოპონენტებს როცა ეკამათება, წერს, ჩემი წიგნი “დედაენა” თავისი ღირებულებით არ ჩამოუვარდება ევროპულ სახელმძღვანელოებსო. ევროპულ სახელმძღვანელოთა მაგალითს იგი არაერთგზის მიმართავს; თუნდაც ასეთ შემთხვევაში: “აი ია”-ს პრინციპი ანბანის შესასწავლად მოხერხებულია ქართული ენის ათვის; არაა მოხერხებული ევროპული ენებისათვის, რადგან ქართულში ერთ ბგერას ერთი ასო შეესაბამებაო...

ბედნიერი ვიქნები, თუ კვლავ შევძლებ თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას...

პატივისცემით გიორგი გოგოლაშვილი

28. XII. 2009”

“ბატონო გიორგი,

უღრმესი მადლობა თქვენი ვრცელი პასუხის, ინფორმაციისა და მოხსენების ტექსტისათვის. თქვენი წიგნის ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, ვნახე, მაგრამ მოხსენების “რეზიუმე” უფრო ვრცელი იყო და, რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ ეს ტერმინი იაკობ გოგებაშვილის ნაპოვარია, უფრო აშკარაა ამ ვარიანტში.

ამასობაში ბატონი ზურაბ კიკნაძის ძველი წერილი (16. X. 05) ვიპოვე. მან იცოდა, რომ დედა ენა ტერმინის ისტორია მაინტერესებს, და მომწერა: “ამას წინათ წავაწყდი ამონაწერს 1857 წლის ჟურნალ “ცისკრიდან”, რომელიც ჩემი სტატიისთვის (“ილიას მამული”) მჭირდებოდა. ვინმე ირაკლი ლორთქიფანიძე, “იმერი თავადი”, როგორც ის თავის თავს უწოდებს, წერს: “მივსცეთ მათ კანონნი ჩვენისა დედა-ენისა თვისებისანი...” ისე რომ, ცოტა სხვანაირი სიტუაცია გვაქვს. მაგრამ პრობლემა მაინც მხოლოდ გადაგდებულია, ვინაიდან არ ვიცით, იმ იმერელს საიდან ჰქონდა ეს ტერმინი და მისთვის რას ნიშნავდა და თუ ერთსა და იმავეს ნიშნავდა, როგორც გოგებაშვილისთვის. ყოველ შემთხვევაში თქვენი გზა უნდა გავაგრძელოთ!

მაპატიეთ, რომ უფრო ადრე არ მითქვამს, მაგრამ ბოლო წლებში სხვანაირი ინტერესები მქონდა და უბრალოდ დამავიწყდა ეს წყარო...

ახლა იმის მიხედვით, რაც მომწერეთ, უნდა გამოვირკვიო, თუ როგორ იხმარებოდა “დედა ენა” მაგალითად გერმანულ პედაგოგიკურ სახელმძღვანელოებში. საინტერესო იქნებოდა, რა აზრები იყო გავრცელებული “დედა ენის” შესახებ მაშინდელ რუსულ პედაგოგიკაში, რომელიც კიევში ან თბილისში წაიკითხა. “დედა ენა” ტერმინისთვის, რა თქმა უნდა, გერმანულის ან ფრანგულის ძალიან მცირე ცოდნაც საკმარისი იყო.

მოგწერთ, როდესაც ახალი შედეგები მექნება! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძვირფასი ინფორმაციისათვის.

პატივისცემით თქვენი ვინფრიდ ბოედერი

29 დეკემბერი, 2009”

გერმანელი ენათმეცნიერის კვლევის შედეგი “დედაენასთან” დაკავშირებით უეჭველად საინტერესო იქნება... ჩვენთვის ამჟამად არსებითი ისაა, რომ ევროპელი მეცნიერი ადასტურებს, რომ დედაენა იაკობის შექმნილი ტერმინია და აღიარებს იაკობის გენიოსობას!...

4 სათაურები. ვისია “დედაენა”?

▲back to top


სათაურები. ვისია „დედაენა“?

ვთქვით, დედაენა იაკობის შექმნილი სიტყვაა და საგანგებოდ შერჩეული საანბანე წიგნისათვის. უკეთესი სახელი ამ მიზნისათვის ალბათ წარმოუდგენელია. იაკობი სათაურების დიდოსტატია. თვალიმივადევნოთ:

“დედა-ენა” ,

“ბუნების კარი” ...

ნიკო ლომოურმა მადლიერმა მოწაფემ საავადმყოფოშიინახულა იაკობი. იგონებს: “წიგნს ვადგენო, წარმოსთქვა დაბალისხმით იაკობმა, “დედა-ენიდამ” “ბუნების კარზე” გადასვლა ძნელიამოსწავლეთათვის. მინდა წარვადგინო ისეთი წიგნი, რომელიც შეაერთებს მოხსენებულ ორ სახელმძღვანელოს” ... ფაქტობრივ, იაკობიქმნის დამხმარე სახელმძღვანელოებს. თავის პირველ სახელმძღვანელოს ვერ შეელია, გადაამუშავა და ასე დაარქვა:

კოკორი, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახლობაში სახმარებელი”, შემოკლებით “კოკორს” ეძახდნენ. . . ” დედა-ენისა” და “ბუნების კარის” გვერდით “კოკორის” არსებობა გამართლებული იყო, მაგრამ არასაკმარისი და იქმნება დამხმარე სახელმძღვანელოთა რიგი: ”

კუნწულა” ევროპელი და რუსი მწერლების რჩეული მოთხრობების კრებული უფროსი ასაკის ბავშვებისათვის;”

„ხომლი” ქართული ლექსების კრებული უფროსი ასაკისბავშვებისათვის;”

„აკიდო” ქართული მოთხრობების კრებული და “კონა” საბუნებისმეტყველო მოთხრობების კრებული.

მაშ ასე: “დედა-ენა”, “ბუნების კარი”, “კოკორი”, “კუნწულა”, “ხომლი” “აკიდო”, “კონა” ... მეთაური ამ ლაშქრისა “დედაენაა” ; სიტყვა იაკობის ფანტაზიის ნაყოფი; წიგნი გენიალური “დედაენა” ძეგლი სამარადისო შემოქმედის ქმნილება... და ამ სიტყვის გამოყენება წიგნის სათაურად იაკობის დაუსახელებლად არის კი დასაშვები, მიზანშეწონილი? ხომ არ არის ეს მითვისება სხვისი საკუთრებისა?

აი, რატომ ვსვამთ საკითხს ასე:

ახლახან (2009 წ. ) განათლების სამინისტროში კონკურსი გაიმართა ქართული სკოლის პირველკლასელთა სახელმძღვანელოებზე. საკონკურსოდ წარდგენილი იყო ქართული ენის ათი სახელმძღვანელო (ათი “დედაენა” !). განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭაათივეს. ფაქტობრივად მოხდა საკონკურსოდ წარდგენილი წიგნების რეგისტრაცია! პირველი კლასის სახელმძღვანელოთა ავტორები (ასე მოიხსენიებიან სახელმძღვანელოთა შემდგენლები სამინისტროს მიერ 2009 წელს გავრცელებულ დოკუმენტებში) არიან:

1. ვ. რამიშვილი;

2. ნ. გორდელაძე, ნ. ჩხენკელი;

3. ბ. სულაკაური, მ. ბედოშვილი;

4. იაკობ გოგებაშვილი (ხაზგასმა ჩვენია გ. გ. )

5. ნ. კუპრავა, დ. ნაზირიშვილი;

6. ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი;

7. ვ. როდონაია, ლ. ვაშაკიძე;

8. ე. სვანიძე, ლ. ბაკურაძე;

9. ზ. ვახანია;

10. ბ. სარია, ლ. ჩიტაიშვილი

სია დალაგებულია ანბანთრიგზე გამომცემლობათა მიხედვით;ი. გოგებაშვილს ის უპირატესობა მიენიჭა, რომ ავტორის სახელი გაშლილად დაწერეს... ჩამონათვალში მე-3, მე-7, მე-8 და მე-10 არ არის აგებული “აი ია” -ს პრინციპზე; დანარჩენები ი. გოგებაშვილის ”დედაენის” მიხედვით არის შედგენილი, თუმცა ყოველთვის არ მიეთითება (ამ წიგნებზე უფრო დაწვრილებით ქვევით ვისაუბრებთ)...

მაშ, ასე: ათი ალტერნატიული სახელმძღვანელო არის პირველ კლასში ქართველ კლასში ქართული ენისა, ათი “დედაენა”! ეს (ალტერნატიული სახელმძღვანელოები) დღევანდელობის მოთხოვნააო; ამის განსჯაში ჩვენ არ შევალთ. ისე, იაკობს თავისი აზრი ჰქონდა ამ საკითხზე: „ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი რუსეთი არ არის. აქ ორი-სამი სახელმძღვანელო ვერ იხეირებს. ამასთან ერთად ჩვენს პატარა ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა კილოზე. მოლაპარაკე ხალხი ბინადრობს, ამიტომ ჩვენში ერთი პირველდაწყებითი სახელმძღვანელოა საჭირო, რათა საქართველოს ყოველი კუთხის ბავშვმა ერთი და იგივე ლიტერატურული კილო შეითვისოს“ (ი. გომელაურის მოგონებიდან). ამბობენ, ეს აზრი დღეს აღარააო აქტუალური, მაგრამ რაღაც ჭეშმარიტება რომ არის ამაში, ესეც ფაქტია; ამის შესახებ სხვა დრო... მოდით, თვალი გადავავლოთ. დღეს მოქმედ „დედაენებს“ და მერე გავაკეთოთ დასკვნა.

ისიც ვთქვათ: წინა წლებში კიდევ ორი წიგნი იყო რეკომენდებული სახელმძღვანელოდ და თანასახელმძღვანელოდ

1. დედაენა ავტორები შ. ამონაშვილი და ამონაშვილი. წიგნი აი ია-ს პრინციპზეა აგებული და იაკობ გოგებაშვილის სახელი გვხვდება მხოლოდ სარჩევში რამდენიმე ტექსტის ავტორად.

2. დედაენა. დამხმარე სახელმძღვანელო პირველკლასელთათვის. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით შეადგინა ლელა შალიკიან-ხოტივარმა“. წიგნი დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ და რეკომენდებული იყო. დამხმარე სახელმძღვანელოდ.. ესაა საკითხავი წიგნი, რომელშიც იაკობის „დედა ენის“ საანბანე სიტყვებზე დაწერილი ლექსები და მოიხრობებია შეტანილი (ავტორი თავად ლ. შალიკიანია!...) (ხელთა მაქვს 1999 წლის გამოცემა).

ამ ორ წიგნს იმიტომ ვასახელებთ, რომ უგრიფობა დღევანდელ ვითარებაში ხელს არ უშლის წიგნს, გამოიყენონ სკოლაში სახელმძღვანელოდ. მაგალითად, ზ. ვახანიას სახელმძღვანელოს 2006 წელს არ მისცა რეკომენდაცია სამინისტრომ, მაგრამ არსებული წესის მიხედვით, საავტორო სკოლებში არარეკომენდებული წიგნით სწავლების უფლება აქვს ავტორსო. ასეთი საავტორო სკოლა რამდენიმე ყოფილა.

რეკომენდაცია არც ამონაშვილების „დედაენას“ ჰქონდა, მაგრამ ხელთა მაქვს 2005 წლის გამოცემა ამ წიგნისა; როგორც გაირკვა, ამ წიგნითაც ასწავლიდნენ სკოლაში...

მაშ ასე. დღეს რეალურად სკოლაში თორმეტი „დედაენაა“.

 

საკმაოდ რთული სურათია. როგორც ხედავთ, ზემო ჩამონათვალში რიგით მეოთხედ თავად იაკობის „დედა ენაა“. ამ გამოცემას საინტერესო ისტორია აქვს: 2006 წელს მღვდელ კონსტანტინე გიორგაძის ინიციატივითა და რედაქტორობით გამოიცა იაკობის „დედა ენა“ სამი კლასისათვის; გამოცემა განმეორდა 2007 წელს; ამ წიგნს განათლების სამინისტროს ნებართვა (რეკომენდაცია, ანუ გრაფი), დაშვებული ყოფილიყო სკოლაში სახელმძღვანელოდ, არ ჰქონია 2009 წლის კონკურსისათვის ეს წიგნი „დაიშალა“ და მომზადდა მხოლოდ პირველი კლასის სახელმძღვანელო; საანბანე და საკითხავი ნაწილი დარჩა იაკობ გოგებაშვილისა (მცირეოდენი, „იაკობისათვის მისაღები“, „ცვლილებებით); წიგნს დაემატა სავარჯიშოები (შეადგინა პედაგოგმა მ. გოგავამ); მომზადდა მასწავლებლის წიგნი და მოწაფის რვეული.

გრიფირებულ სახელმძღვანელოთა ავ-კარგი ცალკე მსჯელობის თემაა; ამაზე სხვა დროს დღეს ერთი საკითხი გვაფიქრებს:

იაკობი: თავის თავს არ უწოდებს ავტორს: „დედაენისას“; ასეც ეწერა წიგნზე: „შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ“. დღეს სამინისტრო ყველას ავტორებად მოიხსენიებს. უმეტესობა თავიანთ თავს ავტორად ასახელებს...

პრობლემაც ეს არის:

ქართული ენის სახელმძღვანელოს „დედაენა“ იაკობ გოგებაშვილმა დაარქვა. როგორც ვთქვით, 1876 წლამდეც და მას შემდეგაც არაერთი საანბანე წიგნი არსებობდა. მათ, რა თქმა უნდა, სხვა სახელი ერქვა „დედაენა“ ავტორისაა, იაკობისაა! ამ სახელის („დედა ენის“) გამოყენება სხვა ავტორთა მიერ მითვისება სხვისი საკუთრებისა, საავტორო უფლებების უხეში დარღვევა! ეს რომ იყოს საგნის სახელთან გაიგივებული „ნეიტრალური“ სახელწოდება „ქართული ენა“, „მშობლიური ენა“ სხვა საქმე იქნებოდა. ცხადია, ყველას აქვს ამგვარი სახელის დარქმევის უფლება. „დედაენის“ გამოყენება სხვა ავტორის მიერ. იგივეა, მხატვრულ ნაწარმოებს ვინმემ „ცეფხისტყაოსანი“ ან „ოთარაანთ ქვრივი“ რომ დაარქვას..

ამ თემაზე სამოქალაქო სამართლის მცოდნე მაღალკვალიფიციურ იურისტებთანაც გვქონდა საუბარი. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას უცნაური პასუხი გასცა განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვისაც სახელმძღვანელოების საქმე ეხებოდა (ს. ჯანაშიამ): „საავტორო უფლებებს კი განსაზღვრული ვადა აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმითაც კი გასულია“. ფაქტობრივად, ამგვარი პასუხი აღიარებაა იმისა, რომ ხდება მითვისება სხვისი (ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილისა!) საკუთრების არადა, „დედაენის“ შესახებ არის საუბარი იურიდიულის გარდა მორალური და ზნეობრივი ნორმებიც რომ არსებობს, ეს არ გაუგიათ ასეთ ჩინოვნიკებს? ცხადია, ი. გოგებაშვილი ვერ უჩივლებს ამ „აკ ტორებს“, მაგრამ განათლების სისტემის მესვეურებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ იაკობის საკუთრების მითვისებას და „იურიდიულადაც არ უნდა გაამაგრონ.“ ეს ტაციობა! ზნეობა, მორალი ვახსენე ზევით, ზნეობრივ საზოგადოებაში ასე არ ხდება...

დიახ, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ „ავტორს“ (სხვისი საკუთრების მიმთვისებელს), არამედ იმასაც უნდა დაეკისროს, ვინც ამგვარ წიგნებს სახელმძღვანელოს გრიფი მიანიჭა, ვინც უფლებას აძლევს ამ წიგნების სასწავლო პროცესში შეტანას, ეს უხერხულობა რომ მოიხსნას, ამისათვის მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ობიექტურობისაკენ, სამართლიანობისაკენ. ამის თაობაზე არაერთგზის გვითქვამს, დაგვიწერია.

რას ვითხოვთ? მოგახსენებთ: თ უ ს ა ა ნ ბ ა ნ ე  ს ა ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო  „ა ი ი ა“-ს  პრინციპზეა შედგენილი, მ ა ს  შ ე ი ძ ლ ე ბ ა  ე წ ო დ ო ს  „დ ე დ ა ე ნ ა“  და  მ ი ს  ა ვ ტ ო რ ა დ  უ ნ დ ა  ი წ ო დ ე ბ ო დ ე ს  ი ა კ ო ბ  გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ი, ვინც ი. გოგებაშვილის პრინციპზე დაყრდნობით შეადგინა ახალი სახელმძღვანელო, მის მიმართ უნდა ითქვას: „ი. გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით შეადგინა“, ანდა „ი. გოგებაშვილის „დედაენა“ გადაამუშავა

ხოლო ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს, სანბანე წიგნს, რ ო მ ე ლ ი ც  ა რ  ა რ ი ს  შ ე დ ე ნ ი ლ ი  „ა ი ი ა“-ს  პ რ ი ნ ც ი პ ზ ე,  ა რ  შ ე ი ძ ლ ე ბ ა  ე წ ო დ ო ს  დ ე დ ა ე ნ ა“! უნდა დაერქვას სხვა სახელი და, შესაბამისად, მის ავტორად შეიძლება დაეწეროს ის, ვინც ეს სახელმძღვანელო შეადგინა.

სამართლიანობა ამას მოითხოვს,

განათლების სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას იაკობ გოგეაბაშვილის საკუთრება ხელყოფისაგან, მითვისებისაგან, გაუფრთხილდეს მას და უკვდავყოს დიდი ერისკაცის სახელი.

5 ცის გახსნა

▲back to top


ცის გახსნა

ჩემი ღრმა რწმენით, ქ ა რ თ უ ლ ი  კ უ ლ ტ უ რ ი ს  ი ს ტ ო რ ი ა შ ი  ძ ნ ე ლ ი ა  დ ა ა ს ა ხ ე ლ ო ს  კ ა ც მ ა  უ ფ რ ო  დ ი დ ი  ა ღ მ ო ჩ ე ნ ა,  ვ ი დ რ ე  ს ა ა ნ ბ ა ნ ე  წ ი გ ნ ი ს  პ ი რ ვ ე ლ ი  გ ა კ ვ ე თ ი ლ ი  ია. აი  ია  ა რ ი ს.  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ე ს  ა რ ი ს  ე პ ო ქ ა ლ უ რ ი  მ ი გ ნ ე ბ ა,  ეს არის წიგნიერების ცხრაკლიტულისათვის ყველაზე მარşვედ მორგებული გასაღები; თითქოსდა უბრალო და იმდენად მარტივი, მოზარდის გონებისათვის იოლად მისაწვდომი, ყველასთვის ნაცნობი და ბუნებრივი, რომ, როცა ეს გასაღები ხელთ გვიჭირავს, ვერცა ვგრძნობთ მის სიდიადეს... ცხადია, იმ ასაკში არც შეიძლება ვგრძნობდეთ ამას. დემნა შენგელაია: “ია” “აი ია” ხმოვან ასოთა, ანის და ინის, ასე წაღმა-უკუღმა დალაგება-გადალაგებით პირველი სიტყვის და მასთან ერთად პირველი ფრაზის ასე შეკვრა ახლა, რაღა თქმა უნდა, ადვილია. მაგრამ მისი პირველად ჟღერადობის და უდიდესი შესაძლებლობის აღმოჩენა თავდაპირველად განა ასე ადვილი იყო?”

ძნელია თქმა იმისა, როდის დაიწყო იაკობმა ფიქრი საანბანე წიგნზე.

23 წლისა საქართველოში დაბრუნდა (şანმრთელობის გაუარესების გამო სწავლა შეწყვიტა კიევის სასულიერო აკადემიაში და სამშობლოს მოაშურა); 25 წლისამ უკვე გამოსცა “ქართული ანბანი”. 1865 წელია. საოცრად ნაყოფიერი წლებია: 1868 წელს გამოდის “ბუნების კარი”, 1869 წელს “ანბანის” IV გამოცემა...

1872-73 წლებში II გამოცემა “ბუნების კარისა” და V-VI გამოცემები “ანბანისა” და ცოტა ხნის დუმილი... როგორც ჩანს იბადება “დედა ენა”. 1874 წელს იაკობი სოხუმშია, შემდეგ წელს ვარიანში გადასახლდა. მერე მოიგონებს: “როცა “დედა ენას” ვადგენდით, ჩვენ გადავსახლდით სოფლად, ვაგროვებდით ქალებისა და კაცებისაგან ლექსებს, ზღაპრებს, თქმულებებს, ანდაზებს, გამოცანებს და ვიმყოფებოდით მთლად და სავსებით სახალხო პოეზიის ჰიპნოტიურის გავლენის ქვეშ”...

აი, ამ “ჰიპნოტიური გავლენით” ხდება, როგორც ჩანს, შთაგონება “აი ია”-სი...

აქ მოხდა, როგორც ჩანს, ცის გახსნა... ცის გახსნა რა არის?

— “ნატვრის ხეზე” მუშაობისას კინორეჟისორ თენგიზ აბულაძეს დღიურში ჩაუწერია (თავის მოწაფეებს სწერს): “ჩემო ნანა, ნელიკო, გია, ასხაბ, რამაზ! გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ.

გუშინ ღამით, დაახლოებით ორ საათზე, ცა გამეხსნა... ზუსტად ისევე, როგორც, ალბათ, გაეხსნებოდა ნეტარ ელიოზს, კენწეროზე მიყუჩებული რომ ეძებდა şადოსნური ხის ხილვას.

და აი, რამდენიმე წამით გამეხსნა ცა და მე დავინახე ღმერთკაცი ვაჟა თავისი უსაყვარლესი და უკვდავი გმირების მინდიას, ალუდას, şოყოლას, აღაზას, ლელას, ლუხუმის და სხვათა გარემოცვაში. ღამე იყო უკუნი და ამიტომაც მათი შუქი ძალზე მკვეთრად, თვალისმომჭრელად ასხივებდა.

მათ შთამაგონეს ის, რაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ”...

და მşერა, ცა გაეხსნა იაკობს და ღვთისგან ჩაეგონა ია პირველ საანბანე სიტყვად!...

იაკობი ძალიან უბრალოდ და მარტივად განმარტავს: “ყოველი ქართული ხმა გამოიხატება ცალკე ნიშნით, ასოთი, რომელიც ისევე იწერება, როგორც გამოითქმის, ამის გამო ქართული მართლწერა არავისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსულს მართლწერაში სამეცნიერო აკადემიასაც-კი მტკიცე გზა ვერ გაუკვლევია. აიღე თუნდაც პირველი გაკვეთილი ქართული წერა-კითხვისა; ია, აი, აი ია. ორივე სიტყვა შედგება ორი ხმოვანი ასოსაგან და წასაკითხად უადვილესია.

ამავე დროს ია უსაყვარლესი საგანია, მეტად ბავშვებისათვის. იაზე არა ერთი ბავშვისთვის მიმზიდველი ლექსი გამოუთქვამს ხალხს, აი თუნდ ეს ლექსი, რომელიც შეიცავს ბავშვის შექებას:

“იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას გევხარ სურნელებითა”.

შეგნებული მასწავლებელი იას აუწერს ბავშვებს თვალსაჩინოდ სურათის დახმარებით, მერე უმღერებს და ამღერებს მოყვანილს ლექსსა და ბოლოს სიტყვებს ია, აი წააკითხებს şერ დიდი საკლასო ასოების დახმარებით და მერე წიგნში. ამ სახით, პირველი წერაკითხვის გაკვეთილი ქართულს ენაზე სწორედ წარმტაცია ბავშვისათვის თავისი სიადვილითა და სიამოვნებით. და ასეთ დასაწყისს უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის”.

ია-ს უპირატესობა სხვა სიტყვებთან: უმარტივესი შედგენილობა; უადვილესი წასაკითხი; უსაყვარლესი საგანი; მიმზიდველი ლექსებია მასზე; იოლია თვალსაჩინოებისთვის; წარმტაცი გაკვეთილის თემა; ადვილად სამღერი ლექსებია მასზე.

იმასაც მივაქციოთ ყურადღება: “ბავშვი ხამია”, სანამ ჩვევაში გადაუვა მას კითხვის მიმართულება (მარცხნიდან მარşვნივ), შეცდომის შემთხვევაშიც კი (ე.ი. თუ მარşვნიდან წაიკითხავს) ტექსტი იგივეა: აი ია პალინდრომია!...

დიახ, “ასეთ დასაწყისს უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის.”

იაკობი ამის თაობაზე ამბობს: “რამდენადაც ჩვენ ვიცით, არც ერთ ენაზე არ იწყება ასე სამაგალითოდ წერა-კითხვის სახელმძღვანელო. და არ იწყება სწორედ იმის გამო, რომ არც ერთი სხვა ენა არ აძლევს ამის ნებას იქაურს პედაგოგებსა” (IV. 154)

მივაქციოთ ყურადღება: ა მ გ ვ ა რ ი  დ ა ს ა წ ყ ი ს ი ჩემი დამსახურება კი არ არის, ქ ა რ თ უ ლ ი  ე ნ ი ს  მ ა დ ლ ი ა ო!  დ ე დ ა ე ნ ა  გ ვ ა ქ ვ ს  ა ს ე თ ი  დ ი დ ე ბ უ ლ ი  დ ა ა მ ი ს გ ა მ ო  მ ო გ ვ ე ც ა  შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ა  ა მ გ ვ ა რ ი  დ ა ს ა წ ყ ი ს ი ს ა ო:  “პირველი გაკვეთილი “დედა-ენის” ანბანისა აკმაყოფილებს ყოველს პედაგოგიურს მოთხოვნილებასა სავსებით და უნდა ჩაითვალოს იდეალურ გაკვეთილად, და ეს უნდა მიეწეროს ქართულის ენის Gირსებასა და არა ჩვენს ოსტატობასა”.

იაკობი ამაზე მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს არა თავმოწონებისათვის, სიამაყისათვის, არამედ იმის სამტკიცებლად, რომ “დედა ენა” აუცილებელი სახელმძღვანელო ყოფილიყო სკოლაშიო... ამოქმედდა შურის, მტრობის მანქანა, კერძო ინტერესები დაუპირისპირდა საზოგადო საქმეს. ისევ იაკობი : “დედა ენას ისევ ესროლეს კენჭები (...). მართალია, ბოროტი ენები გვიპასუხებენ: მარტო უმეცრება არ არის აქ დამნაშავეო; ზოგიერთ მკილავს “დედა ენამ” ცუდი საქმე უყოო, რამდენიმე მათგანვე შედგენილი ანბანი დაალპო სტამბაში და იმიტომ გამოილაშქრეს ისე ბრიყვულად “დედა-ენაზედაო”, მაგრამ ჩვენ ამ საბუთს არ შევიწყნარებთ. რა საჭიროა ზნეობით სისაძაგლის ძებნა, როდესაც გონების ცალიერობა და ფუქსავატობა სრულიად საკმარისად ხსნის მოვლენებს?”

ვინმე “გადაღმიელმა” (ანთიმოზ şუღელმა) პირველი გაკვეთილი დაუწუნა “დედა ენას”: “იას ბავშვები თვითონ ვერ იცნობენ, თუ მასწავლებელი არ დაეხმარაო”. იაკობი იძულებულია ისევ პირველი გაკვეთილის ავ-კარგზე ისაუბროს: “ეს მართალია: ბავშვები მხოლოდ გამოიცნობენ, რომ ყვავილია დახატული, მაგრამ რა ყვავილია სახელდობრ, ეს მასწავლებელმა უნდა უთხრას. ჩვენ ეს კარგად ვიცოდით, როდესაც ანბანს ვადგენდით; მაგრამ დიდის სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავის სურათით. რადა? იმიტომ რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორი ხმოვანი ასოსაგან, რომელნიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგის გაკვეთილებისათვის ფრიად საჭირონი, რადგან ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოთ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა. მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორი

ასოსაგან სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდგან სწავლობს არა მარტო ორ ხმასა და ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზებს, ამ ასოებითგან შემდგართ. მის გამო ჩვენს ენაში ეს სიტყვა უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის”.

მივაქციოთყურადღება:პირველივეგაკვეთილზეფრაზებს სწავლობს ბავშვი. “ყოველი ფრაზა აადვილებს და აჩქარებს კითხვის პროცესის სწავლასა და ამასთან ხშირად აძლევს მასალას არა მარტო ლოგიკურ გარჩევისას, არამედ ხშირად ნივთიერისასაც” და რომ ეს ყოველივე ხერხდება პირველ გაკვეთილზე,  ე ს  ჩ ვ ე ნ ი  ე ნ ი ს  ღ ი რ ს ე ბ ა ა ო,  გვარწმუნებს იაკობი...

“ბევრი ენა მოკლებულია ამგვარ მოხერხებულს სიტყვას, პედაგოგების სამწუხაროდ. რუსულ ენაში, მაგალითად, არ მოიძებნა ამისთანა სიტყვა და ამის გამო უშინსკი იძულებული შეიქმნა თავისი ანბანი დაეწყო არა სიტყვებით, რასაც მისი მეთოდი მოითხოვდა, არამედ ხმოვანის ასოებით და მათგან შეედგინა საწერად და საკითხავად უაზრო და უმნიშვნელო მარცვლები, რომელსაც ისიც საზოგადოდ მავნებლადა სთვლიდა”.

ისევ დასაბუთება იმისა, თუ რა სიმდიდრის შემცველია ჩვენი ენა. სომხების მაგალითსაც მოიშველიებს ამის დასტურად: “ჩვენ ვიცით, რომ განათლებულმა სომხებმა ამ ნაირი სიტყვა ეძებეს ძველსა და ახალს ენაში, მაგრამ ვერ იპოვეს, თავის და სანანურად”.

ამოუწურავია ღირსება ია-სი: “ამით არ თავდება ჩვენი პირველი ნორმალური სიტყვის ღირსებანი. ის ნიშნავს ბავშვისათვის სასიამოვნო, სასიყვარულო საგანს ყვავილსა და ამით პირველი ფეხისშედგმისთანავე სწავლაში შეაქვს ცოცხალი ინტერესი”.

ზემოთაც ვთქვი, არაერთი ხალხური ლექსია ია-ზე შექმნილი და “მშვენიერის საბავშვო მოტივის ჰანგით” იმღერებაო. “მაშასადამე პირველივე გაკვეთილი, პირველივე ნორმალური სიტყვა მასწავლებელს აძლევს ღონისძიებას წერა-კითხვასთან შეახორცოს სიმღერა, რაიცა შეადგენს სკოლის სულსა და რომელიც სწავლების მიუცილებელს ელემენტად ითვლება ახალს პედაგოგიაში.”

სიმღერა რა შუაშიაო, არ უნდა იკითხოს იაკობის მკითხველმა: “ხალხური სიმღერა უფრო ძლიერს შთაბეჭდილებას ახდენს იმის შემქმნელს ხალხზე, ვიდრე უცხოზე. იგი უძლიერებს სიხარულს, უნელებს სიმწუხარეს, უქარვებს დარდებს, ავსებს მხნეობით, ფრთებს ასხამს ყოველს კარგს მასწავლებელს, აძლიერებს ენობრივ გრძნობას, აერთიანებს ყველა წოდებას, ყველა კლასს, ჰქმნის ერთეულს ერსა”...

არნ. ჩიქობავამ თქვა, ეროვნული სული ყველაზე მეტად ენასა და სიმღერაში ვლინდებაო: “ენის შემდეგ სიმღერა მეტად ემსახურება ეროვნულ საქმეს, ერის კულტურის მაჩვენებელია” (ანა კალანდაძის ჩანაწერებიდან). ამიტომაც მიაპყრობს იაკობი ყურადღებას ენის სწავლებისა და სიმღერის ერთობას. “აივნანამ რა ჰქნა?” ესეც ხომ გვახსოვთ? პირველ საანბანე სიტყვასთან ამ თემის წამოწევა უმნიშვნელოვანესი ფაქტია... პირველი საანბანე სიტყვა ამ თემისათვის კარგ მასალას იძლევა... ამითაცაა ია-ს მიგნება ფასეული.

ეს თემა სიმღერის აუცილებლობა წერა-კითხვასთან ერთად და, შესაბამისად, საანბანე წიგნის თემებთან სიმღერის თემების კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იაკობისათვის. “დედა ენის” გამოსვლისთანავე იგი იწყებს ქართული ხალხური სიმღერის ნოტებზე გადაღების ორგანიზებას. წერდა: “კაი ხანია ამ სტრიქონის დამწერი მოწადინებული იყო ვისთვისმე გადაეღებინა ნოტებზე ხალხური სიმღერები ჩვენი სკოლებისათვის. ეს წადილი ჩემში გაძლიერდა მეტად მასუკან, რაც ორიოდე წლის წინად გამოვეცი “დედა ენა”. მასში მოვაქციე ბევრი ხალხური ნაწარმოები, რის შეთვისებაც შეეძლოთ ბავშვებს სრული შეგნებითა და ხალისითა. აკლდა მხოლოდ სახალხო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული... ახლანდელი დროის სკოლა განათლებულს ქვეყანაში ყოვლად შეუძლებელია სიმღერის გარეშე”...

გავიხსენოთ, პირველი გაკვეთილის თემის მნიშვნელობაზე რას ამბობს იაკობი და თვალი მივადევნოთ (უფრო სწორად, შევადაროთ), რას ამბობს სიმღერის მნიშვნელობაზე: “სიმღერა სამართლიანად ითვლება ჩვენს დროში სკოლის სულად და გულად. იგი უვითარებს ბავშვს სმენას, აჩვევს ჰარმონიას, უსუსტებს და უსპობს ხეპრობასა და ზრდის მის გულში სინანულსა და სიფაქიზეს. ერთი სიტყ- ვით, აკეთილშობილებს მის ბუნებას(...), მეტად უმსუბუქებს ბავშვებს იმ ტვირთს, რომელსაც მათთვის შეადგენს სისტემატური გონებითი მუშაობა”.

იძულებითი გადახვევა: ეს შეგონება იაკობისა მივივიწყეთ. დღევანდელ სკოლაში, რამდენადაც თვალი მიმიწვდება. სიმღერა ფორმალური საგანია, საათების გაზრდის მიზნით უმატებენ პედაგოგებს სიმღერის გაკვეთილებს და სიმღერის საათები ხმარდება სხვა საქმეს...

და როცა ნოტებზე გადატანილი ქართული სიმღერის კრებული გამოიცა, იაკობი შენიშნავდა: “ლექსები სიმღერებისთვის იმ გვარნი ამოვარჩიე, რომელნიც ან პოეტურის მხრით არიან ჩინებულნი, ან კეთილ-აზროვანნი. და პედაგოგიური შინაარსი აქვთ”.

ასე ირჩეოდა საანბანე სიტყვა, ასე ირჩეოდა საკითხავი ტექსტი, ასე ირჩეოდა სასიმღერო ლექსი... ამის თაობაზე კიდევ მოგვიწევს საუბარი.

სხვათა შორის, თ. წივწივაძე ერთგან წერდა: “ღვთაებრივი “დედაენისადმი” ჩემი უდიდესი მოკრძალების მიუხედავად გავბედავ და ვიტყვი: ყოველი სახელმძღვანელო, რა ოსტატობითაც უნდა იყოს შედგენილი, დროთა განმავლობაში სხივს კარგავს მიჭირს თქმა! ძველდება და აუცილებლად შესაცვლელი ხდება! აკაკი წერეთლის “განთიადი” კი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტივით მარადიულია!

ერთი სიტყვით, პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოს შედგენა, მეტნაკლებად, სხვებსაც ხელეწიფებოდათ, ხოლო “დაისის” შესავლის დაწერა ფალიაშვილის გარდა არავის”...

ვეთანხმებით ამ აზრის ავტორს იმაში, რომ, რაც არის პოეზიაში “განთიადი”, ისაა მუსიკაში “დაისის” შესავალი, მაგრამ... ამათი ტოლფასია პედაგოგიკაში “დედაენა”. ამ წიგნის შედგენას ისეთივე გენიოსი სჭირდება, როგორებიც იყვნენ აკაკი და ზ. ფალიაშვილი თავიან სფეროებში... ვიმეორებთ, ს ა ა ნ ბ ა ნ ე  პ ი რ ვ ე ლ  ს ი ტ ყ ვ ა დ ი ა-ს მ ი გ ნ ე ბ ა  უ ტ ო ლ დ ე ბ ა ს ხ ვ ა ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი ყ ვ ე ლ ა  დ რ ო ი ს  ყ ვ ე ლ ა  ზ ემ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ  აღ მ ო ჩ ე ნ ა ს.

ვთქვით, ეს ის აგურია, რომელზეც მერე იოლად შეიძლება დააშენო საანბანე წიგნი. დააშენეს კიდეც მავანმა და მავანმა... თავად იაკობი წერდა “დედა ენის” წინასიტყვაში: “თუმცა ამ წიგნის შედგენაზე ერთგულად და კაიხანი ვიშრომეთ, მაგრამ ყოველგვარი სისრულით მაინც ვერ შევამკეთ და ზოგიერთა ნაკლოვანებანი მაინც ვერ ავიცილეთ(...). ვინც ამ წიგნის ნაკლოვანებას ჩვენთვის სასაყვედურო საგნად ჩასთვლის, იმას ჩვენ მოვაგონებთ, რომ გამოჩენილი პედაგოგები ერთხმივ სთვლიან პირველი საბავშვო წიგნის შედგენას უძნელეს საქმეთ მთელ პედაგოგიაში, მაშინაც კი, როდესაც ხალხური ლიტერატურა შეიცავს მზამზარეულ მასალას ამ წიგნისათვის. რამდენად მომეტებული უნდა იყოს ეს სიძნელე იქ, სადაც მასალის დამზადებით თავი არავის შეუწუხებია და სადაც კაცმა თითქმის არაფრიდგან უნდა დაბადოს წიგნი”.

გამოსვლისთანავე “დედა ენას” ჰყავდა შემფასებელიც და დამფასებელიც.

1876 წლის მაის-ივლისში იაკობი “დედა ენას” “განიხილავდა და სკოლებში სახმარებლად” უდგენს ლიტერატორთა და პედაგოგთა კომისიას. კომისია იწონებს “დედა ენას” სახელმძღვანელოდ და აşილდოებს წიგნს ზარაფიშვილის პრემიით; “დედა ენის” წინასიტყვაში მიუთითებს იაკობი:: “ეს წიგნი დაşილდოებულ იქნა სტეფანე ზარაფოვის პრემიით, თანახმად გადაწყვეტილებისა იმ კომისიის წევრებისა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შესდგა ქართული სახელმძღვანელოს გასასინşველად”.

გაზეთი “დროება” (4 ივნისი, 1876) წერდა: “ჩვენ შევიტყვეთ, რომ “ქართული წიგნების გამომცემელნი” ამ მოკლე ხანში უფ. იაკობ გოგებაშვილის ახალი სახელმძღვანელო წიგნის გამოცემას აპირებს, სახელად “დედა ენა”. ამ წიგნის გამოსაცემი ფული 6000 მან. გამომცემელთ უფ. სტ. ი. ზარაფოვმა შესწირა და ამას გარდა თვითონ წიგნის შემდგენელს პრემიად მისცა 200 მან”.

22 ოქტომბერს იაკობი თხოვნით მიმართავს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს, რომ “დედა ენა” მიიღონ სახელმძღვანელოდ დაწყებით სკოლებში. თითქმის ორი თვის შემდეგ, 30 დეკემბერს, კავკასიის სასწავლო ოლქის სამზრუნველო საბჭომ დააკმაყოფილა ია- კობ გოგებაშვილის თხოვნა გიორგი იოსელიანის ვრცელი რეცენზიის საფუძველზე და მიიღეს სახელმძღვანელოდ “დედა ენა”. ეს გამარşვება იყო...

აი ია ქართულ სკოლაში მეგზურად დაუდგა ქართველ ბავშვს და საუკუნეზე მეტია ერთგულად უკვალავს გზას წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

6 იაკობი დროს უსწრებდა

▲back to top


იაკობი დროს უსწრებდა

როცა საუბრობენ „დედაენის” ღირსებებზე და მისი ავტორის მაღალნიჭიერებაზე, ხშირად ადარებენ ხოლმე კომენსკის, უშინსკის, პესტალოცს. იაკობის გარდაცვალების გამო თიანეთიდან დეპეშა მოსულა: „...აღარა გვყავს ჩვენი პესტალოცი, გონივრული ცხოვრების გზის მაჩვენებელი” ... უშინსკისთან შედარებით კი ცდილობდნენ „ზე აეწიათ იაკობის დამსახურება” . ნიკო ნიკოლაძეც ფიქრობდა: „დედაენა” შექმნილია უშინსკის „Родное слово” -ს გავლენითო” . წერენ ასევე: „ის სავსებით იზიარებდა ჩერნიშევსკის, დობროლუბოვის, პისარევის, უშინსკის, ილია ჭავჭავაძის და სხვა რევოლუციონერებისა და პედაგოგების აზრს რეალური განათლების, ისტორიული აუცილებლობისა და აშკარა პროგრესიულობის შესახებ” (გ. თავზიშვილი)... მეტიც, მის ნაწერებში ეძებენ „მარქსისტულ პრინციპებს” : „იცნობდა თუ არა გოგებაშვილი პოლიტექნიკური განათლების მარქსისტულ პრინციპს, იცნობდა თუ არა იგი მარქს-ენგელსის ნაწერებს ზოგადი და სპეციალური განათლების შესახებ?” ... ვერ პოულობენ კვალს მარქსისა და ენგელსის შრომების ცოდნისას, მაგრამ ფიქრობენ, რომ „იაკობს არ შეიძლებოდა უყურადღებოდ დაეტოვებინა მათი პედაგოგიური შეხედულებანი და არ გაეზიარებინა ისინი” ... აბა, უამისოდ ქართველი გოგებაშვილი როგორ შეძლებდაო მაღალი იდეების ქადაგებას!...

მაგრამ, როგორც ჩანს, არაა ასე, მათდა სამწუხაროდ, ვინც იაკობის ნააზრევში მარქსიზმის მარცვლებს ეძებს...


საინტერესოა ზაქარია კიკნაძის დაკვირვება: „ჩვენ გავეცანით 60-70-80 წ.წ. გამოსულ ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემულ ანბანის სახელმძღვანელოებს, რომლებიც კი მოიპოვებოდა მოსკოვისა, ლენინგრადისა და თბილისის საşარო ბიბლიოთეკებში, მაგრამ არცერთი მათგანი არ ემსგავსება „დედა-ენას” ... თავად მიმართავს ერთგან იაკობი თავის ოპონენტებს, შეადარეთ „დედაენა” ევროპულ სახელმძღვანელოებს და დარწმუნდებით მის ორიგინალობაშიო...

როგორც იაკობის წერილებიდან ირკვევა, „დედაენის” გამოცემიდან ხუთი წლის შემდეგ იაკობი გასცნობია გერმანულ სახელმძღვანელოებს: „როდესაც ხუთის წლის წინად ჩვენ ვადგენდით „დედაენას” , არც ერთი ნემეცური სახელმძღვანელო თვალითაც არ გვენახა, ჩვენ მივსდევდით საკუთარს მოსაზრებას, საკუთარს გზასა. როდესაც ამ ერთის წლის წინათ ერთმა ჩვენმა ახალგაზრდამ გერმანიიდგან მოიტანა ნემეცურს ენაზედ რამდენიმე საუკეთესო სახელმძღვანელო წიგნი და ჩვენ ისინი გადავსინჯეთ, განცვიფრებულნი დავრჩით: ჩვენს წიგნსა და ამ სახელმძღვანელოებს შორის ვპოვეთ სრული მზგავსება” ... ამის შემდეგ იაკობი მსგავსებაზე საუბრობს და თავმდაბლადაც მოიბოდიშებს: „დარწმუნებულნი ვართ, რომ ნათქვამს ზოგნი კვეხნად ჩამოგვართმევენ. ისიც კარგად ვიცით, რომ თავის ქება კიტრადა ღირსო, მაგრამ რას იზამ? როდესაც შენს ნამოქმედარზე ჰყვირიან შავიაო, მაშ რით უნდა გაამტყუნო, თუ არა დამტკიცებითა, რომ იგი თეთრია!” ...

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ერთ-ერთ პოლემიკურ წერილში იაკობი იძულებულია გაიმეოროს არტურ ლაისტის აზრი - „დედაენა“ და „ბუნების კარი“ ღირსებით არ დაუვარდებიან საუკეთესო ევროპიულს სახელმძღვანელოებს“ (1901 წელია). ოპონენტი, ვინმე დ. საგირეთელი, ლამისაა, მასხრად იგდებს არტურ ლაისტს. იაკობი აქაც იძულებულია, შეახსენოს ოპონენტსა და საზოგადოებას, ვინაა არტურ ლაისტი: „ბ-ნი ლეისტი სწორედ პედაგოგიც არის და მეცნიერიც. მან ზედ-მიწევნით იცის ყველა მთავარი ენები ევროპისა; უკანასკნელს წლებამდინ მის ერთად ერთს ხელობას დიდის ხნის განმავლობაში შეადგენდა მასწავლებლობა, რომლითაც სცხოვრობდა şერ ევროპაში, მერმე რუსეთში და ბოლოს ხანს საქართველოში. თუმცა ამ ჟამად მას ცხოვრების მთავარ სახსრად სხვა სამსახური აქვს, მაგრამ მასწავლებლობას ახლაც თავს არ ანებებს. ყველა ევროპიული სახელმძღვანელოები მას ზედ-მიწევნით აქვს შესწავლილი. კარგად იცნობს ქართულს სახელმძღვანელოებსა და ლიტერატურას, რადგანაც თავისუფლად კითხულობს, სწერს და ლაპარაკობს ქართულად. მთელს ევროპაში ამ ჟამად ეს ერთად-ერთი კაცია, რომელსაც ცოდნა ნებას აძლევს კომპეტენტური შედარება მოახდინოს სახელმძღვანელოებისა” (ხაზი ჩვენია გ. გ.).

ცხადია, ასეთი კაცის აზრს იაკობისათვის და, მით უმეტეს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ თემაზე საუბრისას ზ. კიკნაძე ასეთ კატეგორიულ მსşელობასაც გვთავაზობს: „რომელი ავტორების შეხედულებანი და პრინციპები გამოიყენება ი. გოგებაშვილმა „დედა-ენის” შედგენის დროს? გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „დედა-ენა” უმთავრესად მისი ავტორის მრავალი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია... ი. გოგებაშვილის „დედა-ენა” როგორც მეთოდიკის, ისე მასალის მხრივ ორიგინალური წიგნია, ამიტომ მართებულია ავტორი, როდესაც წერს: „დედაენის” შედგენაში ჩვენ მივსდევდით საკუთარ მოსაზრებას, საკუთარ გზას” .

ნუ გაგვიკვირდება იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო (და, ვთქვით კიდევაც, ამას უცხოელებიც აღიარებენ!). და არა მხოლოდ „დედაენისა” და „ბუნების კარის” გამო უნდა ვიფიქროთ ასე...

თუ იაკობის მემკვიდრეობას ყოველმხრივ შევისწავლით, ეს აზრი (“იაკობი გენიოსი იყო” ) კიდევ უფრო განგვიმტკიცდება.

* * *

იაკობის პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის დედაენისა და უცხო ენის სწავლების ურთიერთმიმართების საკითხი. ძირითადი თეზისი ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: „ბავშვმა მას უკან უნდა იწყოს უცხო ენის შესწავლა, როცა უკვე კარგად აქვს შეთვისებული თავისი დედა-ენა” . იაკობი მოგვიწოდებს: „საჭიროა საქართველოს ეროვნულ ეტლში შევაბათ ძირში ქართული ენა და კევრად მივუბათ რუსული ენა და სხვა ენები” . და ეს არა იმიტომ, რომ „მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა. ყველა უცხო ენანი კი არინ ენანი მეხსიერებისა” ; არა, მხოლოდ ამიტომ არა. იაკობი განმარტავს: „დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივ ძალასა... ამ შემთხვევაში იბადება წინააღმდეგობა კაცის ეროვნული აგებულებისა და მის მეტყველების შუა და ამ წინააღმდეგობის წყალობით ეს პრი რამდენიმე ხარისხით ძირს ჩამოდის სულიერად. თუ იგი გენიოსად იყო დაბადებული, გამოვა მხოლოდ შესანიშნავი ნიჭის პატრონი; თუ ნიჭიერად იყო გაჩენილი, საშუალო ნიჭის ადამიანი შეიქმნება და თუ ბუნებისაგან დაყოლილი ჰქონდა უბადლო ნიჭი, მტკნარ სიტუტუცეზე ჩამოხტება” ... როგორც ვთქვით, ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა იაკობისათვის; ეს არ არის „XIX საუკუნის აზროვნება” ...

როგორ უყურებენ ამ საკითხს დღეს? რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან გამოჩენილი ფსიქოლოგის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის წერილიდან: „პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლიური ენის სიღრმისეულ შესწავლას. უცხო ენის სწავლების დაწყება კი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვმა კარგად იცის წერა-კითხვა, თვლა-ანგარიში და აზროვნება მშობლიურ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ენის შესწავლა მავნე ზემოქმედებას მოახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და შეაფერხებს მის გონებრივ განვითარებას” . დღეს, როცა დადგა საკითხი ქართულ სკოლაში უცხო ენის პირველი კლასიდანვე სწავლებისა (დედაენის პარალელურად!), ფსიქოლოგი გვაფრთხილებს: „თუ ინგლისური ენა მშობლიური ენის კონკურენტად აქციეს, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე და მათი აზროვნების მთლიანობაზე” ... ასე რომ, ის, რასაც იაკობი ქადაგებდა XIX საუკუნეში, უტყუარი ჭეშმარიტებაა დღესაც, მეტიც სასიცოცხლო აუცილებლობა ერისათვის...

* * *

ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტი, გერმანული ეკონომიკური სკოლის აღზრდილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი იგონებს: „მაშინ მე გერმანიიდან ახლად დაბრუნებული გახლდით, გერმანულად განსწავლილი, ბიუხერის მოწაფე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ „სახტად დავრჩი” , როდესაც იაკობის ერთ-ერთ სტატიაში ასეთი სტრიქონები წავიკითხე: „შენიშნულია ხალხისაგან, რომ სამი მომკელი, აყოლით და ჰოოპუნით მომუშავე, იმდენს გააკეთებს, რის გაკეთებაც ხუთს ცალცალკე მუშას გაუძნელდება, რად? იმიტომ, რომ აყოლის დროს ადამიანის მოძრაობა მეორდება თითქმის თავისთავად, მხედველობას ეშველება სმენა და ორივე გრძნობანი შეერთებული ძალით ამოქმედებენ ადამიანის ასოებსა; - საერთო მუშაობა, ერთს ყაიდაზე მომართული, აქეზებს, ამხნევებს მომუშავეთა, ართობს მათ და დაღლილობას გვიან ჰგვრის, ასე სასიკეთოდ მოქმედებს ტაქტი დიდებზედაც და პატარებზედაც” ... და ამას მოსდევს საოცარი კომენტარი ფ. გოგიჩაიშვილისა:

„უნდა გამოვტყდე, მაშინ კი ვთქვი: რა ღრმა შინაარსი ყოფილა ქართულ ანდაზაში, რომელიც ამბობს „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო!“ ის აზრი, რაზედაც ჩემმა ბიუხერმა მთელი წიგნი ააგო, იაკობს აგერ აქვს სხარტად გამოთქმული-მეთქი“ ... (ხოლო თუ ვინ იყო ბიუხერი, დაინტერესებული მკითხველი შეიძლება გაეცნოს თუნდაც „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში” ...).

და ეს ითქვა იაკობის ერთ „ეკონომიკურ შეხედულებაზე” ...

* * *

2008 წელს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციას ვამზადებდით - „იაკობის „დედაენა“ და თანამედროვე ქართული სკოლა“. გვაინტერესებდა ოფთალმოლოგის თვალით დანახული „დედაენა“ (უფრო სწორად, „დედაენები“). გაოცებული დარჩა ცნობილი ოფთალმოლოგი, პროფესორი ლუიზა ცომაია, როცა იაკობ გოგებაშვილის შეხედულებებს გაეცნო. თუნდაც ასეთს: „რამდენადაც წვრილი შრიფტია მავნებელი თვალისათვის, იმდენად მაზარალებელია ნორმას გადასული დიდი შრიფტი, რადგან თვალს აკლდება ვარჯიშობა მომცრო საგნების გარჩევაში, ეს ვარჯიშობა კი ფრიად საჭიროა“... და როცა იაკობი მსჯელობს ამ თვალსაზრისით შრიფტების მონაცვლეობის აუცილებლობაზე; ინტერვალებზე ასოებს შორის, სიტყვებს შორის, სტრიქონებს შორის; სათაურსა და ქვესათაურს შორის, სათაურსა და ტექსტს შორის... ტექსტისა და ფონის კონტრასტულობაზე; ქაღალდის ხარისხის მნიშვნელობაზე და სხვა... თუმცა მხოლოდ მსჯელობს კი არა, ეს ყოველივე როგორაა იაკობის სახელმძღვანელოებში მოგვარებული!...

და ოფთალმოლოგმა პროფესორმა გაოცება ვერ დამალა: „საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართული პედაგოგიკის მამამთავარი, იაკობ გოგებაშვილი, საკუთარი დაკვირვებით მივიდა იმ დასკვნამდე“... დიახ, იმ დასკვნამდე, რაც სადღეისო მიღწევად ითვლება ოფთალმოლოგიაში...

და ეს ითქვა იაკობის „ოფთალმოლოგიურ შეხედულებებზე“...

ასე ითქმება ალბად, თუ ვინმე ღრმად შეისწავლის იაკობის შეხედულებებს მხატვრობაზე (რა მნიშვნელობა აქვს ნახატს საანბანო წიგნში და საერთოდ სასწავლო პროცესში); მუსიკაზე (რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას სასწავლო პროცესში და ზოგადად ბავშვის განვითარებისათვის) და სხვა...

და ასევე ითქმება... რაც ითქვა იაკობის „პედაგოგიკურ შეხედულებებზე” ; იაკობის „ეკონომიკურ შეხედულებებზე” , იაკობის „ოფთალმოლოგიურ შეხედულებებზე” და იცით რატომ?

იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო!... იაკობი დროს უსწრებდა...

7 ენობრივი სახელმძღვანელო

▲back to top


ენობრივი სახელმძღვანელო

იაკობ გოგებაშვილისათვის ახალგაზრდა პლატონ წულუკიძეს შეუბედავს და  „Русское слово“ შინაარსობრივად დაუწუნებია, ბევრი ხელოვნური და არამხატვრული ლექსი და მოთხრობაა წიგნში შეტანილიო. ამ შენიშვნაზე იაკობს ჩაუცინია და უთქვამს: „თქვენ ახალგაზრდა მასწავლებელი ხართ და როგორც გატყობთ, ვერ ამჩნევთ შემდეგ გარემოებას: სახელმძღვანელო არის ორგვარი: ენობრივი და ქრესტომატია. ქრესტომატია ადვილი შესადგენია. საკმარისია აიღო სხვა და სხვა კლასიკოსი მწერლის ნაწარმოები, ამოიღო იქიდან ბავშვების მისაწვდომი ლექსები ან მოთხრობები და ქრესტომატიაც მზად არი. სულ სხვა არის ენობრივი წიგნის შედგენა. ე. ი. ენის შესასწავლი წიგნი. აქ ყოველი ახალი სიტყვა, რომელსაც ვაწოდებთ ახალი ენიდან, აუცილებლად უნდა იყოს გამეორებული შემდეგ მოთხრობებში რამოდენიმეჯერ, რათა ღრმად ჩაებეჭდოს ბავშვს მეხსიერებაში ახალი სიტყვა... მე სწორედ ამგვარ წიგნს ვადგენ“... სხვაგან უთქვამს, სახელმძღვანელომ უნდა შეასწავლოს და შეაყვაროს ბავშვს ენაო...

შ ე ა ს წ ა ვ ლ ო ს  დ ა  შ ე ა ყ ვ ა რ ო ს ო...

ორივე ეს მისია აუცილებელია სახელმძღვანელოსათვისო. აქ კიდევ გვინდა გავიხსენოთ იაკობის მოგონება: „ამ ოცდაათი წლის წინათ ჩვენს სასწავლებლებში გრამატიკა იოსელიანისა ქართული ენის სახელმძღვანელოდ იყო მიღებული. ვერ წარმოიდგენს მკითხველი, რა ჭირივით მეჯავრებოდა ქართული ენის გაკვეთილები და რა სიძულვილი ჩამისახა გულში დედა-ენისა ამ გრამატიკამ იმ დროიდან, ვიდრე იგი არ შემაყვარეს ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმა“.

ენობრივ სახელმძღვანელოზე როცა საუბრობს იაკობი, უმთავრესად მაინც პირველდაწყებითი სახელმძღვანელოები აქვს მხედველობაში.

აი, რატომ ანიჭებს პირველდაწყებით სახელმძღვანელოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას: წიგნი ემსახურება მხოლოდ „ერთს მიზანს - ენის შესწავლას ბავშვისაგან, რომელიც უფრო მდიდარია ცოდნით და აზრით, ვიდრე მეტყველებით. თანახმად ამ მოთხოვნილებისა, „დედა-ენა“ იპყრობს მდიდარს მასალას ენის შესწავლისათვის“...

მაგრამ რასაც ვსწავლობთ, სწორად უნდა ვისწავლოთ, რადგან ერთხელ შეცდომით ნასწავლი ძნელად გასწორდება... ამიტომაც სახელმძღვანელოში შეცდომა არ შეიძლება გაიპაროს, კორექტურული შეცდომაც კი - იგი დიდი ზიანის მომტანიაო, ასე ფიქრობდა იაკობი. ამიტომაც იყო, რომ „დედაენასა“ თუ „ბუნების კარს“ რამდენიმე პირს აკითხებდა. შიო მღვიმელი იგონებს: „მე და ილიკო აგლაძე ვასწორებდით გოგებაშვილის „დედა-ენასა“ და „ბუნების კარის“ კორექტურას. იაკობი კორექტურის შესახებ მეტის მეტი ფრთხილი და მკაცრი იყო. ერთი კორექტურული შეცდომა არ უნდა ყოფილიყო მის სახელმძღვანელოებში დაშვებული. ვისაც არ უნდა გაესწორებინა მისი სახელმძღვანელოების კორექტურა, ვიდრე დაიბეჭდებოდა, უსათუოდ მესამე პირისთვის უნდა მიენდო მისი ხელახლად ბეჯითი გადათვალიერება. თითო კორექტურული შეცდომის პოვნაში მესამე პირს აძლევდა გაზეთს (გასამრჯელოდ - გ. გ.). და სულ ბოლოს, უკანასკნელ კორექტურას მიანდობდა ხოლმე ვასილ ჩერქეზიშვილს, ქალაქის თავს, მას ამეებისათვის თუმცა არ ეცალა და არც ფულის ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ხათრს ვერ უტეხავდა ხოლმე“. იაკობი იტყოდა: „კორექტურული შეცდომა შავ ლაქასავით მოჩანს თეთრ ქაღალდზეო“ (ი. სრესელი).

როცა ამგვარ შეცდომებზე მიუთითეს იაკობს წერილობით, მიიღო შენიშვნა და თქვა: „ერთი კორექტორის მაგიერ ორი კორექტორი აურჩიეთ მეთორმეტე გამოცემასო“. იმასაც იგონებენ, დაბეჭდილ წიგნში ერთი კორექტურული ანდა ენობრივი შეცდომის აღმოჩენისათვის ჯილდოდ შაურს (5 კაპიკს) აძლევდაო. გავითვალისწინოთ: საანბანე წიგნი (I ნაწილი) „დედაენისა“ ორი შაური ღირდა... ერთი შეცდომის შემჩნევისათვის წიგნის ფასის ნახევარს იხდიდა!

ისევ შიო მღვიმელი: „მარტო სხვა კორექტორებს არ ენდობოდა, მიუხედავად მართლაც კარგი ხნიანობისა, უეჭველად თავადაც კითხულობდა თავისი სახელმძღვანელოების კორექტურას“.

ნინო ნაკაშიძისადმი მიწერილ იაკობის ერთ პირად წერილსაც გადავავლოთ თვალი: „პატივცემულო ბატონო ნინო! თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორე კარეკტურას იმისთანა პირველდაწყებითს სახელმძღვანელოსათვის, როგორც გახლავთ ჩემი „Русское слово“, დიდი მნიშვნელობა აქვს. საკმარისია რამდენიმე შეცდომა გაიპაროს, რომ თორმეტი ათასობით მომინდეს ფორმების ხელახლად გადაბეჭდა. რათა ეს არ მოხდეს, საჭიროა: სამჯერ გადაკითხული, გასწორებული და შედარებული იქნას ყოველი ფორმა. როცა პირველი გასწორებული კარეკტურა მიუვა კარეკტორს სტამბიდგან, იგი ჯერ შეამოწმებს, ყოველი მის მიერ აღნიშნული შეცდომა გაუსწორებია ასოთ ამკრეფსა, თუ არა. მერმე ხელმეორედ გულდადებით გადიკითხავს იმავე ფორმასა, რადგანაც პირველად გადაკითხვის დროს თვით მას ბევრი შეცდომა გაეპარებოდა. ასევე უნდა მოიქცეს მეორე და მესამე კარეკტურის შესახებაცა. ასე, რომ სამჯერ შედარება, სამჯერ გადაკითხვა და სამჯერვე გასწორება აუცილებლად საჭირო გახლავთ კარგი კარეკტურისათვის“... გულდაწყვეტილი საუბრობს ერთერთ კორექტორზე: „მესამე კარეკტურაში მხოლოდ იმისათვის მიექცია ყურადღება, გაესწორებინა ასოთ ამწყობს მეორე კარეკტურაში აღნიშნული შეცდომები, თუ არა. გადაკითხვა კი საჭიროდ არ ჩაუთვლია, რის გამოც შეუმჩნევლად დარჩენია ის ახალი შეცდომები, რომელიც ასოთ ამწყობს მოუხდენია გასწორების დროსა. საკმარისს ყურადღებას არ აქცევს აგრეთვე დასასვენებელი ნიშნების კანონიერად ხმარებასა. ვშიშობ, რომ არც ასამაღლებელს ნიშნებს აქცევს ჯეროვანს ყურადღებასა, რაც ძლიერ საჭიროა“...

აქ და სხვათა მონათხრობში მთავარია, ყმაწვილმა მიიღოს უშეცდომო სახელმძღვანელო - „ენობრივი სახელმძღვანელოს“ მნიშვნელობა ესაა!!

ვინც მხარში ამოუდგებოდა იაკობს უშეცდომო სახელმძღვანელოების გამოცემაში, დაფასებაც იცოდა შრომისა; შიო მღვიმელი იგონებს: „იმ წელიწადს, როდესაც მე და ილიკო აგლაძე ვასწორებდით ზემოხსენებულ სახელმძღვანელოების კორექტურას, რადგან ჩერქეზიშვილს დრო არა ჰქონდა, უკანასკნელი კორექტურის გადათვალიერება მიანდო შაქრო ბილანიშვილს და რადგან ერთი თუ ორი უბრალო კორექტურული შეცდომის მეტი ვერა ნახა რა, გახარებულმა იაკობმა ორივე კორექტორი ბორჯომში დაგვპატიჟა, სადაც ის იმ წელს იყო სააგარაკოდ წასული. დაგვიტოვა ხვედრი ხელფასის გარდა გზის ფულიც“.

უშეცდომო ენობრივი სახელმძღვანელო უღირდა ამად იაკობს!....

ეს კორექტურა... სტილი? იგონებენ: „სტილის მხრივ თავისთავს რომ ვერ ენდობოდა, აკაკის იშველიებდა (რასაკვირველია, სასყიდლით)“ (შ. მღვიმელი).

წიგნის ენობრივ მხარეზე ფიქრი ამით არ მთავრდებოდა: იგონებენ, რომ მას საქართველოს სახალხო სკოლების ყველა ცნობილ მასწავლებელთან ჰქონდა მიმოწერა, სთხოვდა, შემატყობინეთ თქვენი აზრი, რა ნაკლი აქვს ჩემს სახელმძღვანელოსო.

იაკობის პრინციპულობასა და სიჯიუტეზე ბევრს წერდნენ.

„იაკობი სულმუდამ თავის ნათქვამი კაცი იყო, მით უმეტეს, როდესაც სრული სიმართლე იმისკენ იყო“ (შ. მღვიმელი). „თავისნათქვამი კაცი იყოო“ (ი. მჭედლიშვილი). ანდა: „იაკობი კი ისეთი იყო, მოკამათეს, როგორც იტყვიან, რჯულამდე ჩაჰყვებოდა, თუ მისი აზრი საეჭვოდ მოეჩვენებოდა“... „დაუნდობელი, პირდაპირი, შეუდრეკელი, ურყევი!“ (ი. იმედაშვილი). მაგრამ იაკობი კამათობს მაშინ, როცა სჯერა, რომ მართალია. მთავარია, სახელმძღვანელოში შეცდომა არ გაიპაროს. მაგრამ იაკობის გადარწმუნება არაა იოლი - არგუმენტებია საჭირო, უტყუარი არგუმენტები.

ერთი საინტერესო ფაქტი: „დედაენაში“ ეწერა თურმე, ოფოფი „კუ-კუ“-ს იძახისო. არ არისო სწორიო, გააკრიტიკეს იაკობი - ოფოფი „ოფოფ“-ს იძახისო. ნოტებზეც კი დაუხატეს. იხმო იაკობმა ახალგაზრდა მწერალი იოსებ მჭედლიშვილი: „ყმაწვილო, გესმის ეს ხალხი რას მიმტკიცებს! ოფოფი „კუკუ“-ს კი არა, „ოფოფ“-ს იძახისო. შენ, როგორც სოფლის შვილმა მწერალმა, ხმა უნდა ამოიღოო“. „სოფლის შვილობა“ იაკობისათვის ხალხური მეტყველების, ხალხური ენის ცოდნას ნიშნავდა და როცა „სოფლის შვილმა მწერალმა“ უთხრა, „ოფოფი „კუკუ“-ს კი არა, „ოფოფ“-ს იძახისო“... აღარ შეჰკამათებია იაკობი, არ გამოუდვია თავი თავისი პოზიციის დასაცავად (როგორც ჩანს, არ ჰქონდა დამატებითი საბუთი) და „დაამუნჯა“ ოფოფი თავის სახელმძღვანელოში - აღარც „კუკუ“ ათქმევინა და აღარც „ოფოფ“...

ამიტომ, როცა გ. წერეთელთან და კ. დოდაშვილთან ენობრივ საკითხებზე პოლემიკის დროს „ივერიაში“ უსაყვედურეს იაკობს - „ხმა ვერ ამოგვიღია გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნების შესახებ. მაშინვე იაკობი ქვა-გუნდასა და ცეცხლს დაგვაყრისო“, არ იყო მართალი - იაკობი უსამართლო კრიტიკას ექცეოდა ასე, თორემ ახალციხელ პედაგოგს - გრიგოლ ბურჭულაძეს - მადლობას ეუბნება: „გულდასმით წავიკითხე თქვენი შენიშვნები „ივერიაში“. პასუხს მიიღებთ. განაგრძეთ მაგგვარი შენიშვნებიო“.

საინტერესოა „დედაენის“ პირველ გამოცემაზე დიმიტრი ყიფიანის კრიტიკა. ჯერ ის ვთქვათ, რომ დ. ყიფიანი „დედაენას“ ზოგადად მაღალ შეფასებას აძლევს: „დედაენა“ ი. გოგებაშვილისა ძალიან გამოსადეგი, ძალიან სასარგებლო წიგნი არის და საუცხოოდ შედგენილიო“ და ამას მოსდევს წყება ენობრივი შენიშვნებისა: „ქურდზე ქუდი იწვისო. ეს რომ წმინდა რუსულია - „на воре шапка горит“. ქართველი იტყვის ქურდს ქუდი ეწვისო“...

ანდა: „ყველას ეშინოდათ“ - „ყველა მხოლობითად იხმარება და ზმნა მრავლობითად ვერ დაჰყვება“.

ანდა: „ჰყავდა და არა ჰყვანდა“...

ანდა: „იყოს და არა იყვეს. იყვეს სხვა ზმნაა: იყვეს, იყვეს და ვერ გაიყვეს“ და სხვა...

ყველა ეს შეცდომა შემდეგ გამოცემებში გასწორდა...

მ ც ი რ ე  გ ა დ ა ხ ვ ე ვ ა:

სხვათა შორის, 1876 წელს „დედაენის“ გამოცემას დ. ყიფიანი რომ გამოეხმაურა და შენიშვნებიც მისცა ავტორს, მოგვიანებით (1894 წ.) იაკობის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. - შენს სახელმძღვანელოებს დ. ყიფიანიც იწუნებდაო. იაკობი იძულებულია თქვას: „ბ-ნი გიორგი წერეთელი იხსენიებს დაუვიწყარის დიმიტრი ყიფიანის სახელსა იმ აზრით, ვითომც იგი ყოფილიყოს წინააღმდეგი ჩემის სახელმძღვანელოებისა. დიდს მადლობას ვუძღვნი ბატონს გიორგის ამ ინსინუაციისათვის. მე იგი მაძლევს ამით მშვენიერს შემთხვევას, დავამტკიცო უტყუარის ფაქტებით, რომ ეს უსახელოვანესი ქართველი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმებოდი მას ზოგიერთ საგრამატიკო მოსაზრებაში, დიდად აფასებდა ჩემს სახელმძღვანელოებსა და ერთს მათგანზედ დასტოვა შემდეგი წერილობითი მსჯელობაც კი, თავისი ხელით დაწერილი: „ეს წიგნი ძალიან გამოსადეგია, ძალიან სასარგებლო და საუცხოოდ არის შედგენილი“... გვახსოვს ალბათ. ეს დ. ყიფიანმა „დედაენაზე“ თქვა... არ უყვარს თავის ქება იაკობს, მაგრამ აიძულეს გაეხსენებინა...

დიახ, დ. ყიფიანის თითქმის ყველა შენიშვნა (გარდა რამდენიმესი) გაიზიარა და გაასწორა იაკობმა.

აქ დ. ყიფიანის დამსახურებაზე არაა საქმე - ირწმუნა შენიშვნა იაკობმა, თორემ ახალგაზრდა ი. მჭედლიშვილის მაგალითი ზემოთაც მოვიყვანე. ი. მჭედლიშვილი სხვა ფაქტსაც ჰყვება საინტერესოს: იაკობისათვის შეუბედავს - თქვენს წიგნებში „ზოგან არ არის ხალხურად დაწერილი წერილებიო“ - „ხალხურად დაწერილი“ ხალხის ენას გულისხმობს; იაკობისათვის - სალიტერატურო ენას. და როცა იაკობს „ბუნების კარი“ მიუწოდებია, მაჩვენე რა არ მოგწონსო; მალე უპოვია ასეთი მაგალითი: „ყველამ იცის, რომ გველი შხამიანი ცხოველია“. და განუმარტავს იოსებს: „ხალხი ასე არ იტყვის; ხალხი იტყვის: „ყველამ იცის, გველი შხამიანი ცხოველია“. რა საჭიროა „რომ“... მერე ჩემი მაგალითები მოვიყვანე, თუ როგორ ლაპარაკობს ხალხი, - განაგრძობს ი. მჭედლიშვილი, - აი, მაგალითად, ვუთხარი: გლეხი სოსანა ეძახის სოსიკოს: „სოსიკო, მიხას უთხარ, ნაჯახი წამოიღოს“; ან კიდევ, გლეხი იტყვის, სად გაგონილა, თხამ მგელი შეჭამოს“, თქვენ კი აქ „რომ“-ს ჩასწერდითო... იაკობი დაფიქრდა, დაფიქრდა და გაკვირვებით მითხრა: - იცი, ყმაწვილო, შენ მართალი ხარ, ზოგიერთ ალაგას არ უნდა „რომ“...

ვერ ვიტყვით, რომ ენობრივ საკითხებზე გამართულ პოლემიკაში იაკობი ყველა შემთხვევაში მართალი იყო ოპონენტებთან, მაგრამ ეს დღევანდელი გადასახედიდან. იმდროინდელი ვითარებისათვის, ვფიქრობთ, იაკობი უმეტესად სწორ პოზიციაზე იდგა და, ფაქტობრივ, ნორმას აწესებდა. „ენობრივ სახელმძღვანელოში“ ილიას და აკაკის ნაწერებიც კი არ შეჰქონდა შესწორების გარეშე, თუკი ამას მიიჩნევდა საჭიროდ. აღნიშნავს კიდეც ერთგან: ცვლილებები აკაკის ლექსშიც შევიტანეო. „ძალიან ვეცადენით, რომ ყოველი ჩვენ მიერ მოხდენილი ცვლილება ყოფილიყო აკაკისებური, რომ ჩვენს წადილს სავსებით მივაღწიეთ, პედაგოგიური მოთხოვნილება დავაკმაყოფილეთ და აკაკის ლექსის ღირსებაც დავიცავით, აშკარად სჩანს იქიდან, რომ ეს ლექსები შეტანილია აკაკის თხზულებათა ცალკე გამოცემაში არა ისე, როგორც მისი ხელნაწერებია, არამედ, რა სახითაც „დედა-ენა- შია“ დაბეჭდილი“.


ვთქვით, „ფ ა ქ ტ ო ბ რ ი ვ, ნ ო რ მ ა ს  ა წ ე ს ე ბ დ ა ო“ - დ ა  ე ს  ი ყ ო  ი ა კ ო ბ ი ს  უ დ ი დ ე ს ი  დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა,  ე პ ო  ქ ა ლ უ რ ი  მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ი ს  ღ ვ ა წ ლ ი.  მოდით, გავიხსენოთ: XIX საუკუნის მეორე ნახევარია. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ილიას თაობამ ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო სალიტერატურო ქართული ენის გამრუდებული ხაზის გასწორებისათვის; სალიტერატურო ქართულის სწორ კალაპოტში მოქცევისათვის. მაშინ იყო, ილიამ რომ შემოუძახა ქართველობას: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არა ვიცით და ჩვენ-კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო“...

და დაიწყო მუხლჩაუხრელი ბრძოლა (დიახ, ბრძოლა!) ქართული სალიტერატურო ენის განმტკიცებისათვის, ერთიანობისათვის. უდიდესია ღვაწლი აკაკი წერეთლისაც ამ საქმეში, მაგრამ ერთიცაა - არ ხერხდება ერთიანი ნორმების შემუშავება: ილიას „თავისი ნორმები“ აქვს, აკაკის - „თავისი ნორმები“. არის სიტყვა-ფორმები, რომელთაც ილია თავისებურად ხმარობს, აკაკი - თავისებურად. ზოგჯერ მსჯელობენ კიდევაც, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამა თუ იმ ფორმას....

და ამ დროს ასპარეზზე იაკობი შემოდის თავისი სახელმძღვანელოებით. სრულიად საქართველო მოიცვა მისმა „დედაენამ“ და „ბუნების კარმა“; ქართველი ბავშვი ამ წიგნებს შეჰყავს წიგნიერების სამყაროში; იაკობის ქართული არის მისთვის წიგნის ქართული; იაკობის ქართულით მიდის პატარა ქართველამდე ილიაც და აკაკიც (ვთქვით, მათ ნაწერებსაც თავის ენობრივ ქურაში ატარებდა იაკობი, თავისი ქართულით ასწორებდა, როცა სახელმძღვანელოში შეჰქონდა!...)... არადა, აშკარაა აუცილებლობა ერთიანი სახელმძღვანელოსი, ერთიანი ნორმებისა.

იაკობის ერთ-ერთი ოპონენტი, ვინმე „გადაღმიელი“, იმასაც კი ამბობს, „საქართველოს ყოველ კუთხისთვის ცალკე საკუთარი წიგნი უნდა შესდგესო“, იგულისხმება პირველდაწყებითი სახელმძღვანელო. იაკობის კომენტარი: „წარმოიდგინეთ ახლა წინააღმდეგი სურათი: გურული ბავშვი ერთ წიგნში სწავლობს, მეგრელი მეორეში, იმერელი მესამეში, რაჭველი მეოთხეში, ქართლელი მეხუთეში, კახელი მეექვსეში და სხვანი. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს მოვლენა არ გადაეღობება ერთობის განმტკიცებას, კავშირის გაძლიერებას, სიახლოვის დამყარებას?“

იაკობის მართლწერას მკვეთრად დაუპირისპირდა სილოვან ხუნდაძე. წერს ერთგან იაკობი: „ამ წერილის დაბეჭდვა გაზეთს „კოლხეთში“ შეუძლებელი გახადა ბ-ნმა სილოვანმა იმითი, რომ ჯიუტურად შეაქვს თავისი პროვინციალური მართლწერა ჩემს სტატიებში, ნაცვლად ჩ ე მ ი ს  ქ ა რ თ უ ლ - ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ უ ლ ს მ ა რ თ ლ წ ე რ ი ს ა, რომელსაც მისდევენ ყველა ქართველნი მწერალნი იმერნი და ამერნი და ყველა პერიოდული გამოცემანი აქეთა და იქითა საქართველოსი“. იაკობს სწამს, რომ ამგვარი მცდელობა სახიფათოა: ერთიანი ენა ეროვნული ერთობის საფუძველია: „მთავარ საგნად მან (სილოვანმა - გ. გ.) გაიხადა რაღაც პროვინციალურის მართლწერის შემოღება და გავრცელება, და ისეთი ჭირვეულობით მოჰყავს ეს უმნიშვნელო საკითხი, რომ ჰ ბ ა დ ე ბ ს  გ ა ნ ხ ე თ ქ ი ლ ე ბ ა ს  ი მ ე რ თ ა  დ ა  ა მ ე რ თ ა შ ო რ ი ს“.  ერთგან იაკობი უფრო მკაცრია: სილოვანს „რაღაც პროვინციალური წერა გაუხდია კერპად, რომელსაც თვითონაც გატაცებით ემსახურება და თავის გაზეთსაც ამსახურებს. განა ეს კი, ჯიუტური ჩხირკედელაობა, ნამდვილი შავი ჭირი არ არის?! ყოველივე ეს განსაკუთრებით საშიშია მა- შინ, როცა „ჩვენი ეროვნული ხომალდი“ „შფოთიანმა ისტორიულმა ზღვამ და წყლის ქვეშ მყოფმა კლდეებმა მეტად დააზიანეს და საში- შარს მდგომარეობაში ჩააგდეს“.

ამიტომაც არის აუცილებელი ერთი სახელმძღვანელო ერთიანი ნორმებითა: „ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი რუსეთი არ არის. აქ ორისამი სახელმძღვანელო ვერ იხეირებს... ამასთან ერთად ჩვენს პატარა ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა კილოზე მოლაპარაკე ხალხი ბინადრობს. ამიტომ ჩვენში ერთი პირველდაწყებითი სახელმძღვანელოა სა- ჭირო, რათა საქართველოს ყოველი კუთხის ბავშვმა ერთი და იგივე ლიტერატურული კილო შეითვისოს“...

და როცა იძულებული გახადეს იაკობი (1912 წელია!), „დედაენის“ მნიშვნელობა ასე შეაფასა: „ეს პატარა, იაფი წიგნაკი, შემკული მრავალი სურათით და დედნით, პატარა მ ი ნ ო ნ ო ს კ ა ს ა  ვ ი თ, ნაღმოსანივით მისცურავს სოფლებში, შეისრიალებს ხეობებში, ადის მთაში, უწევს ოსეთსა და ქისტეთსა და ჰბადავს მოთხოვნილებას და სიყვარულს ქართულის მწიგნობრობისას“... და ის, რაც იაკობმა „წერა-კითხვის საზოგადოების“ შესახებ თქვა, სავსებით შეიძლება გავიმეოროთ „დედაენის“ შესახებ: „იგი ემსახურება საერთოდ მთელს ქართველობასა. მისი მოქმედება არ განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის ერთი რომელიმე კუნჭულით, - მის ასპარეზს, სარბიელს შეადგენს მთელი ჩვენი ქვეყანა, მთელი საქართველო: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, გურია, სამურზაყანო, ოსმალეთის საქართველო, ერთი სიტყვით თითქმის მთელი სამეფო თამარისა“.

აკაკის შეფასებაც მოვისმინოთ: „მთელ საქართველოში იაკობ გოგებაშვილი ერთდადერთი ქართველი მოღვაწეა, რომელიც თავისი შრომით და ენერგიით, თავისი მძლავრი კალმის ნაწარმოებით უდიდეს სამსახურს უწევს მთელ ქართველობას. იაკობის მიერ შედგენილი ქართული სახელმძღვანელოებით მოფენილია მთელი საქართველო. ვინაა ისეთი ქართველი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ არ აეხილოს თვალები. ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე; ქართველი მწერლების ნაწერებს დღეს დღეობით თუ გასავალი აქვს, იაკობ გოგებაშვილს უნდა ვუმადლოდეთ. იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა. განა ეს პატარა საქმეა!“ და გავიხსენოთ ისევ: „დედაენის“ ასპარეზს, სარბიელს შეადგენს მთელი ჩვენი ქვეყანა, მთელი საქართველო: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, გურია, სამურზაყანო, ოსმალეთის საქართველო, ერთი სიტყვით, თითქმის მთელი სამეფო თამარისა“.

დიახ, ნამდვილად არ არის პატარა საქმე, დიდი საქმეა! აჭარასა თუ გურიაში, სამეგრელოსა თუ სვანეთში, იმერეთსა თუ რაჭაში, ქართლსა თუ კახეთში, ფშავსა თუ ხევსურეთში, ხევსა თუ თუშეთში, მესხეთსა თუ ჯავახეთში, საინგილოსა თუ ტაო-კლარჯეთში, - „მთელ სამეფოში თამარისა“ - იაკობის ქართული იყო ნორმა, სწორი ქართული, წიგნის ქართული! ამიტომაც ანიჭებს იაკობი უდიდეს მნიშვნელობას უშეცდომო წიგნებს - ენობრივ სახელმძღვანელოებს...

ვრცელი პოლემიკა გაიმართა იაკობსა და აკაკის შორის, როცა აკაკიმ ქართული დაუწუნა იაკობს. თუმცა, ეს პოლემიკა ღირს უფრო დაწვრილებით გასახსნებელად. აქ იაკობის პოზიციაც ჩანს და პრინციპებიც...

მანამდე კი, მოდით, ისა ვთქვათ, რატომ ვამახვილებთ დღეს ასეთ ყურადღებას ამ პრობლემაზე - ენობრივ სახელმძღვანელოზე.

* * *

ვთქვით ზევით: დღევანდელ ქართულ სკოლაში ათიოდე „დედაენაა“ განათლების სამინისტროს მიერ ნებადართული. ამ „დედაენებს“ თავიანთი ავ-კარგი ყველას აქვს. კარგი ალბათ არის ის, რაც მათმა „ავტორებმა“(!) იაკობისაგან აიღეს, ავი - თავიანთი შენაძენია. „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ ერთხელ შეეცადა, სამეცნიერო- პრაქტიკულ კონფერენციაზე ეჩვენებინა, როგორი სახელმძღვანელოებით ვასწავლით (და უმეტეს შემთხვევაში ვამახინჯებთ) ყმაწვილებს ქართულ სკოლაში წერა-კითხვას (იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების I სამეცნიერო კონფერენცია, 2008 წლის 27 ოქტომბერი. თემა: „იაკობის „დედაენა“ და თანამედროვე ქართული სკოლა“). რამდენიმე „დედაენა“ ამის შემდეგაც გამოვიდა. ერთ-ერთ მათგანს გარეკანზეც კი დააწერეს „იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო“ (ბ. სულაკაურის გამომცემლობა - ატორებად ნ. გორდელაძე და გ. ჩხენკელია მითითებული). გარეკანზე იაკობ გოგებაშვილის სახელის გამოტანა გამომცემლებს იმისათვის დასჭირდათ, რომ ამ წიგნმა კონკურენცია გაუწიოს იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“, რომელსაც სამინისტრომ (მოწყალება გაიღო და...) სხვათა შორის გრიფი მიანიჭა! და უწევს კონკურენციას, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორთა გათვალისწინებითაც... არსებითი კი ის არის, რომ იაკობის „დედაენა“ ენობრივი სახელმძღვანელოა, კონკურენტი „დედაენა“?

რამდენიმე მაგალითს მოვიყვან სანიმუშოდ; „იას ყვავილი ასხია“ (გვ. 17). ვიცით, ასხია ბევრზე ითქმის, აბია - ერთზე. აქ ნახატზე იას ერთი ყვავილი აბია... ტექსტი იაკობის „დედაენიდან“ არის აღებული, მაგრამ იქ ნახატზე იას სამი ყვავილი ასხია!... და ვასწავლით შეცდომით...

ანდა: მამას კატო ევედრება, „მამი, მეც მიყიდე სათვალეებიო“ (გვ. 80) არადა, ორთოგრაფიული ლექსკონი გვასწავლის, სწორია სათვალე და არა სათვალეებიო; ეს უკანასკნელი რუსულის კალკიაო... სიმინდის ტარო რომ არის დახატული და სიმინდის მარცვალი აწერია, ანდა ყურძნის მტევანი რომ არის დახატული და ყურძნის მარცვალი აწერია, ანდა მძივი რომ ხატია და მძივის მარცვალი აწერია, ეს თითქოს არაფერი...

გრამატიკული შეცდომები და არასწორად დასმული სასვენი ნიშნები წიგნში იოლად საპოვნელია... და ეს ყოველივე ხდება ენობრივ სახელმძღვანელოში!... წიგნს კი აწერია „იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო“...

ფილიპე გოგიჩაიშვილი იგონებს: სიკვდილის წინ ასეთი შეკი- თხვა დასვაო - „ნეტა რას იქთ ჩემს შემდეგ, ჩაჰკლავთ თუ აცოცხლებთ ჩემს სახელმძღვანელოებსო“... ჩაკვლაში იაკობი სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას გულისხმობდა - ამდენი კი არა, ერთი-ორი შეცდომაც არ უნდა გაპარულიყო...

შეიძლება მკითხონ, სხვა სახელმძღვანელოებში რა ხდებაო... იქაც ასეთივე ვითარებაა, ზოგჯერ უარესი (მაგალითად ზ. ვახანიას „დედაენაში“!), მაგრამ აღარ ღირს ამჯერად ამათზე ყურადღების გამახვილება. არაერთი წერილი გამოქვეყნდა ქართულ პრესაში ამის თაობაზე; სათაურებს გავახსენებ მკითხველს: „საშვილიშვილო ნერგს ფესვებს არ სჭრიან!“, „ასეთი რამ, ვახანიავ, არ გვინახავს რა ხანია!“, „დედაენა“! „დედაენა“!, „ექსპერიმენტი გრძელდება, შედეგები რთულდება“, „აი ია. აი უთავბოლობა!“, „დედაენა“ გუშინ, დღეს, ხვალ...“, „განათლების სამინისტრომ „დედაენას“ ცხრა ლახვარი ჩასცა“, „შიც: ათი „დედაენის“ არნახული კონკურენცია“ და სხვა. სამწუხაროდ, წერილი წერილად რჩება, კრიტიკა - კრიტიკად, ხოლო სურვილი უკეთესი „დედაენის“ ქართულ სკოლაში გაბატონებისა - სურვილად! დღეს იაკობ გოგებაშვილისაგან განსხვავებით „ავტორები“ ახერხებენ თავიანთი ნაცოდვილარების რეკლამირებას და ამკვიდრებენ სკოლა- ში. ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი „დედაენის“ ავტორი პედაგოგებთან შეხვედრას თურმე ასე იწყებს: იაკობ გოგებაშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თვითონ იტყოდა უარს თავის დედაენაზე და ჩვენსას აირჩევდაო (ბ. სარია)... ეს იუმორის თემაა, გასართობად რომ გვქონდეს საქმე...

წინამდებარე წიგნში ჩვენი მიზანი არ არის იაკობის „დედაენის“ „კონკურენტი“ წიგნების ანალიზი (ასეთი რამ გაკეთდა, მაგრამ რა შედეგი მოჰყვა!?). ჩვენი მიზანია სხვაა - დავაფიქროთ მკითხვეენობრივი სახელმძGვანელოლი ქართული სკოლის ბედზე... ჩვენ აქ ნიმუშად ერთ წიგნში შემჩნეული რამდენიმე შეცდომა მოვიყვანეთ; სხვა ტიპის შეცდომებსა თუ ნაკლზე სხვაგან ვიტყვით, ზოგადად, თორემ კონკრეტული ანალიზი თანამედროვე „დედაენებისა“ ერთი კაცის ძალას აღემატება!... თუ ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდა სახელმძღვანელოთა მიმართ, როგორიც დღესაა, არც ღირს... რა დამოკიდებულება? - 2009 წელს განათლების სამინისტროში 10 „დედაენა“ იქნა წარდგენილი საკონკურსოდ, გრიფის მისაღებად, ერთმა მათგანმა უმაღლესი (98 ქულა) შეფასება მიიღო (ი. გოგებაშვილის „დედაენამ“), ერთ-ერთმა - მხოლოდ 17 ქულა (ზ. ვახანიას „დედაენამ“); სკოლაში შესვლის უფლება ათივე „დედაენას“ მიეცა - პედაგოგმა გააკეთოსო არჩევანი. პედაგოგთა არჩევანი, ცხადია, ყოველთვის არ არის ობიექტური... და იწირება მოზარდი!...

ენობრივი სახელმძღვანელოს იდეა იაკობის იდეად რჩება...

მოდით, ისევ იაკობის პოზიციასა და პრინციპებს დავუბრუნდეთ - პოლემიკას ენობრივ საკითხებზე.

* * *

ყველა ფორმა, ფრაზა, წინადადება იაკობის სახელმძღვანელოებში გააზრებულია - იცის რას ამბობს და რატომ. და როცა არ ეთანხმებიან, დავობს, პაექრობს, ამტკიცებს თავისი პოზიციის სისწორეს...

ერთ-ერთი ვრცელი და ძალზე საინტერესო პოლემიკა ენობრივ საკითხებზე იაკობს აკაკისთან ჰქონდა...

აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის ურთიერთდამოკიდებულება ვრცელი თემაა. იაკობი 1874 წელს კირილე ლორთქიფანიძეს აბასთუმნიდან უგზავნის წერილს. მცირე ფრაგმენტი: „ამ ცოტა ხანში უნდა გაუგზავნო ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელსა გადაწერილი საყმაწვილო რუსული ლექსები ქართულ ენაზედ გადასათარგმნელათა. ლექსებს ბლომათ ვაწერინებ და კაი ხანს წაარ- თმევს ამ ჩვენ პოეტებს მათი თარგმნა. ამიტომ ცოტა არ არის, ვეჭვნეულობ, ვაი თუ უარი მითხრან, ან არა და იქნება ხელზედ ტყუილუბრალოთ დამიხვიონ: აღთქმა მამცენ და აღარ ამისრულონ. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, ცივ უარზედ გაშორებით უარესი იქნება, რადგან ღონისძიება არ მექნება. სხვა პირებს ვისმე დროზედ მივმართო ამ საქმისათვის. არ შეიძლება, რომ თქვენ, პეტრემ და კიდევ სხვებმა ვინმემ გავლენა თქვენი მხრით იქონიოთ ამ ჩვენ პოეტებზედ და გადათარგმნა მოანდომებინოთ და დააჩქარებინოთ? - არც ჭავჭავაძის და არც წერეთლის ადრესი არ ვიცი. ამიტომ გთხოვ წერილით შემატყობინოთ პირველივე ფოჩტით“. ეს ის პერიოდია, როცა იაკობი „ქართული ანბანისა“ და „ბუნების კარის“ ახალ გამოცემებს ამზადებს და „დედაენაზე“ ფიქრობს...

1879 წელი. ისევ კ. ლორთქიფანიძისადმი აბასთუმნიდან მიწერილი პირადი წერილიდან: „მე შევიტყვე, რომ ა. წერეთელი საზღვარ გარეთ არისო. ვის მივმართო ლექსების გადასათარგმნათ მის მაგიერათ, არ ვიცი“.

პირადი წერილები შემოგვრჩა უნიკალური, სადაც ამ ორი დიდი მოღვაწის - აკაკისა და იაკობის - ურთიერთობებია საოცრად დიდბუნოვნად წარმოჩენილი; პირად მოგონებებში ლეგენდებს ჰყვებიან მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე. ხაზგასმით წერენ: „პატივისცემით ი. გოგებაშვილი, იქნებ, ილიას სცემდა მეტ პატივს, ვიდრე აკაკის, მაგრამ აკაკი რომ მეტად უყვარდა, ეს ეჭვს გარეშეა“ (ა. ლაისტი). იაკობის ერთი საგაზეთო წერილის სათაურიც გავიხსენოთ - „იალბუზი ქართული პოეზიისა“... აკაკის საიუბილეო წერილები?... ანდერძი იაკობისა? (და, დისშვილები, ძმისშვილი და აკაკი შეიყვანა ანდერძში!). რომელი ერთი ვთქვათ... ეს ცალკე თემაა, მაგრამ საზოგადო ინტერესებს როცა ეხებოდა საქმე, კერძოდ დედაენის პრობლემებს, აქ არც იაკობი იხევდა უკან ცხარე კამათისაგან და არც აკაკი. იაკობი ამ მხრივ გამორჩეულად პრინციპული იყო.

ერთ ფაქტსაც მივაქციოთ ყურადღება, სანამ აკაკისთან პოლემიკას შევეხებით. რაც უნდა დიდი დამსახურება ჰქონოდა კაცს, თუკი იაკობი მის მოქმედებაში ქართულის საწინააღმდეგო, ქართული ინტერესებისათვის მიუღებელ ქმედებას დაინახავდა, დაუნდობელი იყო. ფრაგმენტი ფ. გოგიჩაიშვილის მოგონებიდან: ენობრივი სახელმძGვანელო „განსაკუთრებით ულმობელი იყო ი. გოგებაშვილი იმ მოხელეების მიმართ, რომელნიც „ქართულის გაქრობას“ გზას უკაფავდნენ სკოლებში და უპირატესად, როდესაც ასეთ მოხელეებში ქართველები გამოერეოდნენ. ამ შემთხვევაში ი. გოგებაშვილის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა და ვერავითარ საშეღავათო გარემოებაზე მითითებას მას ვერ გააგონებდით. ასეთი ქართველი, თუგინდ სხვაფრივ დამსახურებულიც ყოფილიყო, მტერი იყო ხალხისაც და მისიც. ასეთი ბრალი დაედო ერთ დროს ისტორიკოს თ. ჟორდანიას. სამრევლო სკოლების მეთვალყურედ იყო დანიშნული და, ადგილის დაკარგვის შიშით, ვოსტორგოვს დაემორჩილა და მისი პოლიტიკის გატარება იწყო სამეგრელოს სკოლებში. იმ ხანებში მეც მომიხდა ამის გამო უსიამოვნო წერილების წერა თ. ჟორდანიას შესახებ, რომელიც ჩემი ყოფილი მასწავლებელი იყო. რომ შევხვდით ერთმანეთს, პირველად ეს მომახალა იაკობმა: - მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი და დაინახე იმ არამზადის მოღალატეობა!

- ჰო, მაგრამ, - ვეუბნები, - რაღაც უბედურებაა იმ კაცის თავზე, თორემ ისე აბა როგორ უნდა დავიჯეროთ, გულით იგი ღალატობდეს ქართულ ენასა და კულტურას, როდესაც მას ამდენი უმუ- შავნია ამ კულტურისათვის! - რას ამბობ, რას! განა ეს რამეს ამტკიცებს? რამდენი ექიმია, რომ თავის ლაბორატორიაში სულ მუდამ ხელს ურევს განავალში, მერე, რა, უყვარს მას ეს განავალი? ეეჰ, თქვა რუქამ არაკი! - და ხელი ჩაიქნია და გამშორდა“. დამსახურებისათვის მადლობა... ენისა და კულტურის ღალატისათვის - შეჩვენება!...

ასე რომ, ათწლეულობით გამოცდილი და განმტკიცებული ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუკი მას დედაენის ინტერესი მოითხოვს.

ერთიც ვთქვათ: ყველაზე დიდი ცოდვა, იაკობისა თუ აკაკის აზრით, ქართულის უცოდინარობაა. ბრალდება - ქართული არ იციო - ყველაზე დიდი ბრალდებაა.

ჩვენ იაკობისა და აკაკის ურთიერთდამოკიდებულებას 1870-იანი წლებიდან გამოვადევნეთ თვალი.

1894 წელია, აკაკი გაზეთ „კვალში“ წერილს აქვეყნებს - „ჭრელი ფიქრები“. ჩვეულებრივი აკაკისებური მახვილგონივრული ორგვერდიანი წერილია ადამიანის უსამართლობასა და გაუტანლობაზე; იაკობის სიტყვით რომ ვთქვათ, „სადაც ამოიკითხავთ ფილოსოფიას ვირისა და ძაღლის შესახებ“; ჰყვება და არჩევს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ იგავს „ბულბული და გუგული“. იგავის ავტორი იაკობი ყოფილა. აკაკის წერილი ასე მთავრდება: „ერთი წუნი იმ ვირისა ის არის, რომ ქართული არ ჰცოდნია; მის ნაცვლად, რომ გუგულს უთხრას, პირველ მგალობლად „აღგიარებო“, ის ჩიქორთულად ეუბნება „გაღიარებო“.

ესაა და ეს... თუმცა ეს არ არის, თურმე, უბრალო რამ იაკობისთვის - „ქართული არა ჰცოდნია“... რა შეეშალაო, „იმ ვირს“? ამბობს „გაღიარებო“, უნდა ეთქვა „აღგიარებო“. იაკობი ფიქრობს, მთელი ეს წერილი „შეთხზულია მხოლოდ წერილის კუდისათვის, რომელიც სწორედ მორიელის კუდს მოგაგონებთ“!... არც აკაკი უარყოფს, რომ წერილი სწორედ „ამ კუდისათვის არის შეთხზული“:

„ბატონმა დოდაშვილმა, გიორგი წერეთელმა და მე დავასკვენით პირობა, რომ „კვალისათვის“ კიდევ ერთი განყოფილება მიგვემატებია: „სასწორმეტყველო“ და ჩვენს მწერლობაში როცა შევნიშნავდით ურიგო ქართულს, გვემხილებინა ხოლმე. პირველი სანიმუშო ისარი მე გავტყორცნე და იმ ისარმაც ყურთან გაუზუზუნა ბ-ნ იაკ. სიმონიძეს“...

და აქ მთავარი და არსებითი ის არის, თუ პირველ სამიზნედ რატომ აირჩიეს იაკობი: „პირველად სიმონიძეს იმიტომ გამოვეთამა- შეთ, რომ ის სხვებზე უფრო შესამჩნევია: ისა ზრდის და ისა წვრთნის ქართველ ახალგაზრდობას! ენასაც ყველა მისგან სწავლობს და, მაშასადამე, იმის მცირე შეცდომასაც უფრო მეტი ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვისას“. ეს ჩვენი უმანკო აზრი და კეთილი განზრახვა იყოო, - ამტკიცებს აკაკი...

და იწყება ხანგრძლივი და უკომპრომისო პაექრობა. აქეთ იაკობია, იქით - აკაკი და შემდგომ გიორგი წერეთელი, კოტე მაყაშვილი, მოსე ჯანაშვილი, პეტრე ჭარაია, დუტუ მეგრელი, სილოვან ხუნდაძე და სხვები. ათამდე საპასუხო წერილი გამოაქვეყნა იაკობმა. აკაკი მალე გამოეთიშა პაექრობას: „უნდა აღვიარო, რომ ჩვენ დიდი პატივისმცემელი ვართ ბ-ნ იაკობ სიმონისძის და მისი დამდაბლება, და- ჩაგვრა, მორიელსავით კბენა და დაბრიყვება ჩვენთვის სასიამოვნო არ არისო“. ამბობენ, თქვაო, „მე ი. გოგებაშვილს პატივს ვცემ და არ მინდა, ცხარე კამათით ჩრდილი მივაყენო ჩვენს დამოკიდებულებასო“ (ფ. გოგიჩაიშვილი). იაკობს არ სჯერა აკაკის განზე გადგომისა: „ჩვენი პოეტი აკაკი, ბრძოლის ატეხვის შემდეგ, იქით მიდგა და საომრად სხვები ჩამოგზავნა. მხოლოდ სეირს კი არ უცქერის, წინამძღოლობს, სარისტას აძლევს, ბრძოლას მართავს, მახვილოვანს მასალას აწოდებს. დიაღ, დიდი პოლიტიკია, ნამდვილი მაკიაველია“... სილოვანი „აკაკის ადვოკატია“... იაკობს აკაკი უფრო ედარდება: სადავო ფორმებზე საუბრობს და განაგრძობს - „არის უხეირო, ნაძალადევი ჩიქორთული და მის ხმარებას აკაკი უნდა ერიდოს, რადგანაც თავისი ავტორიტეტის გამო ეს მდარე, შეუსაბამო ფორმა შეიძლება დაამკვიდროს ლიტერატურაში, ქართულის ენის საზიანებლადა“...

მოპაექრენი საკმაოდ მწარე-მწარე ფრაზებით ამკობენ ერთმანეთს, მაგრამ არ ივიწყებენ ერთმანეთის ავტორიტეტსაც, სახელს, დამსახურებას... და არ თმობენ თავიანთ პოზიციებს... ვინაა მართალი? - ეს სხვა საქმეა ამჯერად, ამის გარჩევა სხვა დროისათვის გადავდოთ. ახლა მთავარი ისაა, რომ ენობრივ საკითხებზე დავისას უკომპრომისონი არიან...

აკაკის არ უნდა, იაკობმა შეცდომა დაუშვას, რადგან „ის სხვებზე უფრო შესამჩნევია: ისა ზრდის და ისა წვრთნის ქართველ ახალგაზრდობას! ენასაც ყველა მისგან სწავლობს და, მაშასადამე, იმის მცირე შეცდომასაც უფრო მეტი ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვისას!“

იაკობი შიშობს, აკაკიმ შეცდომა არ დაუშვას, „რადგანაც თავისი ავტორიტეტის გამო ეს მდარე, შეუსაბამო ფორმა შეიძლება დაამკვიდროს ლიტერატურაში, ქართული ენის საზიანებლად“...

იაკობი კამათობდა მხოლოდ მაშინ, როცა სჯეროდა, რომ ის იყო მართალი. მისი მსჯელობაც ყოველთვის არგუმენტირებული იყოსაწინააღმდეგო აზრის დასარღვევად ყოველთვის ცდილობდა დამაჯერებელი კონტრარგუმენტის მოყვანას. იოსებ იმედაშვილი იგონებს: იაკობი თავის სახელმძღვანელოში შეტანილ ყოველ სიტვას, განსაკუთრებით ამა თუ იმ თავისებურ გამოთქმას, ამვლელსა და ჩამვლელს, დიდსა და პატარას, სწავლულსა და უსწავლელს ჰკითხავდა, პრესაში არკვევდაო... ხანგრძლივი პაექრობა დასრულდა. გამოდის, რომ იაკობი ამ პაექრობით ნაწყენი არ რჩება... ალბათ იმიტომ, რომ რაღაც გაირკვა, რაღაცას ნათელი მოეფინა; ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზები დაილანდა... ამისთვის იდავეს, იკამათეს, გაცხარდნენ კიდეც... მთავარი მაინც შედეგი იყო: ძალიან ბევრი ენობრივი საკითხი განიხილეს, ავისა და კარგის გარჩევა სცადეს... პიროვნული ურთიერთობები? ისევ იაკობს მოვუსმინოთ: „აკაკი წერეთელსა და ჩემ შორის დაწყებული ხანგრძლივი პოლემიკა ქართული ენის გრამატიკული ფორმების თაობაზე იმით დასრულდა, რომ ჩვენი მანამდე უბრალო ნაცნობობა თითქმის მეგობრობად იქცა“... მერე თქვა იაკობმა, „აკაკი პატარა საქართველოაო“... (საინტერესო ფაქტი: ხუთი პირადი წერილია იაკობისა აკაკისადმი შემორჩენილი, წერილები - აკაკისადმი უდიდესი პატივისცემის გამომხატველი; ხუთივე პოლემიკის შემდეგდროინდელი).

ყოველივე ამის გახსენება იმისათვის დაგვჭირდა, დაგვენახა, „ენობრივი სახელმძღვანელოს“ ავტორისათვის რას ნიშნავს სახელმძღვანელოს ენობრივი მხარე... როგორ უნდა არკვევდეს, ეძებდეს სწორ ფორმებს და, შესაბამისად, როგორ უნდა ცდილობდეს მის დამკვიდრებას... როგორი უნდა იყო ავტორის პასუხისმგებლობა სახელმძღვანელოს შედგენისას... დიახ, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მას... და კიდევ: თუ რას ითხოვენ სახელმძღვანელოს ავტორისაგან ენის გულშემატკივრები...

8 ბრძოლა `დედაენის~ გადარჩენისათვის

▲back to top


ბრძოლა „დედაენის“ გადარჩენისათვის

1977 წელს თბილისის უნივერსიტეტში იოსებ ყიფშიძის საიუბილეო თარიღი აღვნიშნეთ. მომხსენებლები იყვნენ აკაკი შანიძე და არნოლდ ჩიქობავა. იოსებ ყიფშიძე - ერთ-ერთი დამაარსებელი ქართული უნივერსიტეტისა, ქართული ენის კათედრის პირველი გამგე, ივანე ჯავახიშვილის მარჯვენა ხელი - 1919 წელს გარდაიცვალა 34 წლისა. არნოლდ ჩიქობავამ ამ სხდომაზე თქვა: იოსებ ყიფშიძეს რომ ეცოცხლა, ის ენერგია, რაც გართულებულმა ურთიერთობებმა შეიწირა, საქმეს მოხმარდებოდაო. საენათმეცნიერო წრეებმა იციან, რა „გართულებულ ურთიერთობებზეცაა“ საუბარი...

არადა, ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში რამდენ ასეთ „გართულებულ ურთიერთობას“ შეუწირავს ძვირფასი დრო და ენერგია!... სწორედ რომ შეიძლებოდა, ის ენერგია საქმეს მოხმარებოდა, ქართულ საქმეს და ერთი-ორი ნაბიჯით წინ იქნებოდა ჩვენი საზოგადოება.

ვინც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას იცნობს, დამეთანხმება: ჩვენს სინამდვილეში ძნელად მოიპოვება ქართული საქმისათვის ასე- თი მუხლჩაუხრელი მუშაკი, ქართულ საქმეზე გადაგებული, ქართული საქმისთვის თავდადებული მამულიშვილი. ერთი ვრცელი ბიოგრაფიული რომანი დაიწერა ამ უპირველეს ქართველზე (რ. ჩხეიძე, „ბურჯი ეროვნებისა“) და რამდენი რამ დარჩა უთქმელი... და ასეთი კაცი უამრავ დროს ხარჯავს „გართულებული ურთიერთობისა“ გამორი დრო; უმეტესად, არანაირი აუცილებლობით არ იყო გამოწვეული ეს პოლემიკები...

წერს ერთგან იაკობი: „რაც მე დრო და შრომა მოვანდომე ჩემის სახელმძღვანელოების შედგენას და ხან-გამოშვებით გაუკეთესოებას, ათი იმდენა დრო და შრომა მომინდა მათი დაცვისათვის სხვა და სხვა ცილისწამებისაგან“. სხვაგან: „მათი (ჩემი წიგნებისაო - გ. გ.) დაცვა ბევრს დროსა და შრომას ითხოვს, რაც ჩემს წიგნების შედგენაზედ ჯაფა მამსვლია, ორი იმოდენა შრომა მონდომია სხვადასხვა გასამართლებელს მოხსენებებსა, რომლითაც სავსეა ჩემი სტოლის უჯრა“...

ერთგან თავის მართლებისას იმის განმარტებაც დასჭირდა, ცილისწამება რა არის - „ცილისწამება ჰქვიან იმისთანა სიცრუეს, რომელშიაც შედის ბოროტი განზრახვაო“ და სწორედ ამ ბოროტ განზრახვას ებრძვის; ებრძვის და უმკლავდება, მაგრამ საშური დრო იკარგება...

ვის ებრძვის? იოსებ იმედაშვილის თქმით, „ბრძოლა უხდებოდა გარეშე თუ შინაურ მოწინააღმდეგეებთან“.

ივანე გომელაური იგონებს: „იაკობი თავგამოდებით, ბასრი კალმითა და მჭრელი ენით იცავდა თავის სახელმძღვანელოებს ყოველმხრივ მოსეული მტრებისაგან. მტრები კი ბევრი ჰყავდა - შინაური და გარეული. შინაურები იყვნენ წვრილფეხა და განდიდება-გამდიდრების სურვილით შეპყრობილი მასწავლებლები, რომლებიც ცდილობდნენ „დედაენისა“ და „ბუნების კარის“ დამცირებას, რათა მათ მაგიერ სკოლებისათვის მიეჩეჩებინათ თავიანთი შეთითხნილი სახელმძღვანელოები და ამით გემრიელი ლუკმა აეღოთ ხელში. განსაკუთრებით „დედაენას“ ეცილებოდნენ, რადგან ის უფრო შემოსავლიანი იყო. გარეშე მტრები კი იყვნენ მთავრობის მოხელეები, მოყოლებული სასწავლო ოლქის მზრუნველიდან, ყველა მისი ყურმოჭრილი ჩინოვნიკით, რომელთაც არაფრად ეპიტნავებოდათ არც ზვიადი და განათლებული ჩვენი პედაგოგი და არც მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები“...

ერთგან თავადაც იტყვის იაკობი: „ჩემს წიგნებს ბევრი მტერი ჰყავდა, შინაური და გარეული, აშკარა და იდუმალი, მკიცხავი და მაბეზღარი“...

* * *

ერთი მაგალითი გარეშესთან ბრძოლისა. იყო ვინმე იანოვსკი - კავკასიის ოლქის მზრუნველი. ივანე ჯავახიშვილის თქმით, „იანოვსკიზე დაუძინებელი მტერი არ ჰყოლია ქართულ ენას“. იანოვსკის61 თან ბრძოლა ვრცელი თემაა. ერთი შემთხვევა გავიხსენოთ. იანოვსკიმ თვალი დაადგა „დედაენას“. იაკობისთვის უთქვამს:

- „ჩვენის სკოლების მთავარი მიზანი რუსულის ენის გავრცელებაა აქაურ მცხოვრებთა შორის; ამ მიზანს, სხვათა შორის, აბრკოლებს სიფართოვე თქვენის „დედა-ენისა“, რომელიც დიდს დროს ითხოვს თავისი გათავებისთვის. ქართული წერა-კითხვის შესწავლა ძალიან ადვილია და სრულიად საჭირო არ არის დიდი სახელმძღვანელო. საბჭოში გვქონდა ამის შესახებ მსჯელობა და შემდეგ დასკვნამდინ მივედით: მოგცეთ წინადადება, ერთი ორად შეამოკლოთ „დედა-ენა“ და გვერდში პარალელურად, ამოუყენოთ რუსული თარგმანი. ამ გზით ქართული ენაც საკმარისად შეისწავლება და რუსული ენაც წინ წავა“.

მძიმე წინადადებაა. ფაქტობრივ, „დედაენის“ გაძევება სურთ ქართული სკოლიდან. ერთი კვირა მისცა იანოვსკიმ იაკობს მოსაფიქრებლად. - „თუ არ დაგვეთანხმებით, საბჭო თითონ გამოსცემს სახელმძღვანელოს და, ნურას უკაცრავად, თუ თქვენი „დედა-ენა“ გაირიყებაო“.

იაკობმა „წერა-კითხვის საზოგადეობას“ მოახსენა ეს ამბავი. იცნობენ იანოვსკის, მის ინტერესებს და „პრინციპებს“ და ამიტომაც ზოგი ურჩევს, დაყაბულდეს:

- „დედა-ენის“ ნახევარს მაინც გადავარჩენთ, თორემაო, იგინი გამოსცემენ მახინჯს რასმე, ისიც რუსული ალფავიტითო და საქმე სრულიად წახდებაო“.

იაკობი კატეგორიული წინააღმდეგია იანოვსკის წინადადებისა, ურჩევნია აიკრძალოს „დედა-ენა“, რადგან

- „ახლანდელი სახით დამარხული „დედა-ენა“ მკვდრეთით შეიძლება მალე აღდგეს; მაგრამ დამახინჯებული კი საუკუნოდ მკვდარი დარჩებაო“...

ბრძოლა გრძელდება... იანოვსკი არაა ის მოხელე, იოლად დაიხიოს უკან... იაკობი არგუმენტაციაზე ფიქრობს... ერთი კვირის შემდეგ იაკობმა მოახსენა იანოვსკის:

- „თქვენი წინადადება კარგად ავწონ-დავწონე და იმ აზრზე დავდექი, რომ მისი განხორციელება მავნებელი იქნება რუსულისათვისაც და ქართულისათვისაც. ეს ორი ენა სხვა-და-სხვა ნათესაობას ეკუთვნის და ერთის პედაგოგიური თანდათანობა მეორისას ბევრად ეწინააღმდეგება. პედაგოგია მოითხოვს არა პარალელურს მეთოდს, არამედ შედარებითს“...

იანოვსკი გულდასმით უსმენს...

- „ამ მეთოდის მიხედვით, ქართველმა ბავშვებმა ჯერ ქართული წიგნი უნდა ისწავლონ და მერე რუსულზე გადავიდნენ და ყველა ნაბიჯზე ადარონ ერთმანეთს ეს ენები“...

იაკობი არგუმენტად თვით იანოვსკის სამოსწავლო გეგმას მოიყვანს, რომ იგი „სავალდებულოდ ჰხდის მთელის პირველის წლის განმავლობაში მხოლოდ ქართული წიგნი ისწავლოს და რუსული წერა- კითხვა კი მეორე წლიდან დააწყებინონ“...

იანოვსკი არ იცვლის აზრს:

- „თქვენი ნებაა. მაგრამ იცოდეთ, რომ სანაცვლოდ თქვენის „დედა-ენისა“ ჩვენ თვითონ გამოვსცემთ ქართულ-რუსულ სახელმძღვანელოსო“...

გასაგებია: იანოვსკის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქართული სკოლიდან „დედაენის“ განდევნა...

იაკობის მეცნიერულმა არგუმენტაციამ არ გაჭრა. აკი შიშობდნენ კიდეც „წერა-კითხვის საზოგადეობის“ წევრები...

მაგრამ იაკობი არ აპირებს უკან დახევას... ახლა სხვა გზით ცდილობს, თავისი გაიტანოს და ემუქრება კიდეც იანოვსკის:

- „მაგ შემთხვევაში მე უსათუოდ ვიჩივლებ საქართველოს მეფესთან“...

იაკობი განაგრძობს: „იანოვსკიმ საეჭვო თვალით შემომხედა, გაიცინა და მიპასუხა:

- სად არის საქართველოს მეფე? ერთს საუკუნეზე მეტია, რაც იგი აღარ არსებობს“.

- „არა, იგი არამც თუ არსებობს, მთელს რუსეთზე მბრძანებლობს. რუსეთის იმპერატორი მეფეა საქართველოსიც და მას მივმარ- თავ საჩივრითა და მოვახსენებ, რომ მისი ერთგული ქართველი ერი განიცდის იმისთანა შევიწროებას, რომელსაც მოშორებულია ყოველი კულტურული ერი, რუსეთის საზღვრებში მოქცეული“.

იანოვსკი დაინტერესდა, როგორ, რა გზით მიაღწევდა საჩივარი იმპერატორამდე. იაკობს, როგორც ჩანს, ეს გზაც საფუძვლიანად ჰქონდა გათვლილი. იცოდა ისიც, რომ იანოვსკი „დიდ მთავარს ისე აჩვენებდა თავსა, თითქოს მისი მადლიერები ყოფილიყვნენ ქართველებიც, სომხებიც და სხვებიც. და ამ გზით უნდოდა განსაკუთრებული ყურადღება დაემსახურებინა და სახელმწიფო საბჭოს წევრი გამხდარყო“... როგორც ჩანს, იაკობის დაჟინებამ შეაშფოთა რუსი მოხელე. იხტიბარს მაინც არ იტეხს:

- „მე მაინც იმედს არ ვკარგავ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს წინადადებაზე დაგვეთანხმებით“, - გამომშვიდობებისას უთხრა იაკობს. იაკობი პირიქით, გულმოცემულია; დაინახა, რომ ეს გზა ამარ- თლებდა და იანოვსკის ეტყვის:

- „ვწუხვარ, რომ თქვენის სურვილის სისრულეში მოყვანა არ შემიძლიან; წინააღმდეგ ამისა, მე სრული იმედი მაქვს, რომ სამოსწავლო საბჭოს ხელს ააღებინებთ ამ მეტად საწყენ და მავნე აზრის განხორციელებაზე და იძულებული არ გამხდით სატახტო პრესაშიაც გადავიტანო ეს საკითხი“...

იაკობმა გაიმარჯვა, საბჭომ ხელი აიღო თავის განზრახვაზე...

იაკობი იუმორით ამთავრებს თხრობას: „და მეც ჩემი მხრივ ასეთი ხათრი გავუწიე მას: „დედა-ენა“ ერთი-ორად გავადიდე... “

ეს იყო ერთი შემთხვევა გარეშე მტერთან ბრძოლისა. ფაქტი საშიში და საბედისწერო - იაკობის დამარცხება ქართული სკოლის დამარცხება იქნებოდა... სხვაც იყო გარეშე მტერთან ბრძოლის ფაქტები და არაერთი - ეგზარხოსთან თუ სემინარიის დირექტორთან, სამთავრობო კომისიასთან თუ ინსპექტორებთან... და თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე ეს ფრონტი აქტიური იყო...

უფრო აბეზარი, უფრო ხანგრძლივი, დამქანცავი და მომაბეზრებელი შინაურ მტერთან ბრძოლა იყო...

ვთქვით, იაკობის „დედაენა“ რომ გამოვიდა, რამდენიმე საანბანე წიგნი იყო სასწავლო პროცესში. იოლად, უპრობლემოდ ჩაენაცვლა „დედაენა“ მათ და გამოდევნა სკოლიდან, მაგრამ პროცესი აღმოჩნდა რთული, ძნელად შესაგუებელი სხვათათვის და...

* * *

„ბრძოლა უხდებოდა გარეშე თუ შინაურ მოწინააღმდეგეებთანო“...

„შინაურმა მტერმაც მრისხანებით წამოჰყო თავიო,“ - დაინანებს არბოელიც და ეს გრძელდებოდა თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე.

1907 წელს წერდა იაკობი: „ოც და ათის წლის წინად თითქმის დამსახურებული მოზრდილი პენსია შავრაზმელებმა ხელიდან გამომტაცეს, პენსიის ნაცვლად ხელში მომაჩეჩეს, ისიც ავადმყოფობის დროს, მგლის ბილეთი ესრედ წოდებულის მესამე მუხლის ძალით და გამრიყეს სავსებით იმ იმედით, ეგება სული მთლად ამომხდესო. ახლა სხვა ფერის ვაჟბატონები იმავე გარიყვას მემუქრებიან, რაშიაც იგივე შავრაზმელები მხურვალე დახმარებას გაუწევენ დიდი სიამოვნებით. ჩინებული კავშირია, საუცხოო ერთობაა, მაგრამ როგორც მაშინ სრულიად გაცრუვდა იმედი გარიყვისა, ისე ახლაც გაცრუვდება, იმედია“.

როგორც ვთქვით, როცა „დედაენა“ გამოდის, რამდენიმე საანბანე წიგნია ქართული. ორი ასპექტია: ერთი: არ უნდა კონკურენტი სახელმძღვანელოს ავტორს ირწმუნოს, რომ „დედაენა“ მის ნაცოდვილარს სჯობია; მეორე და, ალბათ არსებითი, არ ეთმობა ის შემოსავალი, რომელსაც საანბანე წიგნი აძლევს მის ავტორს. ამ „პრინციპს“ იაკობი „სახსრის ტრფიალსა და კუჭის პრინციპს“ უწოდებს. ცილისწამებათა სერია, არაობიექტური შეფასება სწორედ ამ პრინციპს ემყარება უმთავრესად... და კიდევ მესამე: იაკობი დაუნდობელი პოლემისტია: ქართველ კაცს არ უყვარს დამარცხება, აღიარება დამარცხებისა - არ შესწევს ყველას ამის ძალა (იაკობი აქაც მაგალითი იყო...) და იწყებოდა ახალ-ახალი შემოტევანი.

ერთი წერილი აქვს იაკობს ძალზე საინტერესო სათაურით „უმეცრების ამაყობა“ და ასევე საინტერესო დასაწყისით: „დედა ენას ისევ ესროლეს კენჭები“ (1881). დიახ, ეს კენჭებია, ნაკლებად საშიში და ნაკლები ზიანის მომტანი!... „დედაენას“ ვერაფერი დააკლესო, მაგრამ „ბუნების კარი“ ორჯერ ააკრძალვინეს სემინარიის ხელმძღვანელობას... რატომ ებრძვიან? „მარტო უმეცრობა არ არის აქ დამნა65 შავეო; ზოგიერთ მკილავს „დედა-ენამ“ ცუდი საქმე უყოო, რამდენიმე მათგანვე შედგენილი ანბანი დაალპო სტამბაში და იმიტომ გამოილაშქრეს ისე ბრიყვულად „დედა-ენაზედაო“. - ეს წერილი იაკობისა „გადაღმიელის“ საპასუხოდ დაიწერა; ეს „გადაღმიელი“ (ანთიმოზ ჯუღელი) ერთ-ერთი ავტორია საანბანე წიგნისა. რას წერს, იცით? - „ღმერთმა შენს მტერს ნუ მოაკლოს იმისთანა არეულ-დარეული და აფუშულ-დაფუშული სიმდიდრე, როგორიც არის „დედაენის“ პირველი საკითხავი წიგნიო“... და იაკობი იწყებს დეტალურ ანალიზს შენიშვნებისას, გაბათილებას „არგუმენტებისას“, მტკიცებას ელემენტარული ჭეშმარიტებისას... დასკვნა ზოგადი და მარტივია: „ამგვარს გაუგებრობაზედ ბერძნები ამბობენ, რომ მისი განკურნა ღმერთსაც არ შეუძლიაო“... მაშინ რა სჯის პასუხისათვის იაკობს? ყურადღება მივაქციოთ ამ წერილის მიძღვნას: „ვუძღვნი სახალხო მასწავლებლებს“. გადაღმიელის წერილი ჟურნალ „იმედის“ ორ ნომერში იბეჭდებოდა; იაკობს გადაღმიელი კი არ ადარდებს, შიშობს, მასწავლებლები არ შეიყვანოს შეცდომაშიო... ამიტომაცაა, გადაღმიელისა და მისთანათა მიზანი „დ ე დ ა ე ნ ი ს ა  და  ბ უ ნ ე ბ ი ს  კ ა რ ი ს  დანაცრება“. ამხელს იაკობი: „არა ერთი ენერგიული და ნიჭიერი პირი აღიჭურვა ამ კეთილშობილის წადილითა (პიროვანი გაბოროტების გამო)“...

თავიანთი უსუსური წიგნების „გასავრცელებლად მათ მიმართეს ისეთ საშუალებას, რასაც ი. გოგებაშვილი თავის დღეში არ იკადრებდა: ეს იყო მთავრობის ჩინოვნიკების მომხრობა, მათი გულისმოგება“ (ი. გომელაური). ამ ფაქტს უფრო დაწვრილებით იგონებს იგივე ივანე გომელაური: „დედაენის“ სამაგივრო სახელმძღვანელო შეადგინეს ზ. გულისაშვილმა, ივ. როსტომაშვილმა, ალ. ნათაძემ და სხვ. „ბუნების კარის“ მაგივრობას აპირებდა მიხ. ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელიც 1885 წელს დაიბეჭდა პირველად და უკანასკნელად; შემდეგ არ. ქუთათელაძის „წყარო“ (ორი წიგნი). მაგრამ ამ მოქიშპეთა შორის საშიშ მტრებად გადაიქცნენ ალ. ნათაძე, თავისი „ბავშვების მოკეთით“ და არ. ქუთა- თელაძე, თავისი „წყაროებით“; არა იმიტომ, რომ ისინი უფრო ნიჭიერი და მცოდნე იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ორივენი იყვნენ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლები, იმ გიმნაზიისა, რომლის მასწავლებლებიც მტრულად იყვნენ განწყობილი იაკობ- თან... სწორედ მათ მიიმხრეს მთავრობის ჩინოვნიკები“... თავისთავად, პირად ინტერესებზე ფიქრი არაა სათაკილო, თუ ეს ინტერესი საზოგადოს არ უპირისპირდება... თუ საზოგადო ინტერესს უპირისპირდება, დამღუპველია... შეგვაგონებს იაკობი: „ისე დამღუპველი და დამამხობელი არსად არის, როგორც ხალხის განათლებაში, ძებნა პირადი ინტერესებისა, ნივთიერის სახსრის გაძლიერებისა, ფულის მოპოებისა, - მეტადრე იქ, სადაც დედაენას ზოგიერთნი ეპყრობიან ისე, როგორც ავი დედინაცვალი ეპყრობა თავის მოძულებულს გერსა“.

არადა, მრავლად იყვნენ (და არიან კიდეც) ისეთები, ვისთვისაც საზოგადო ინტერესი არად ფასობს, პირადია მთავარი...

ამიტომაც დაიჩივლებს იაკობი: „დიაღ, ჩვენში საქმის გაკეთება ბევრად ძნელია, ვიდრე სხვაგან, უფრო კიდევ ძნელია დაცვა გაკეთებულის საქმისა გაფუჭებისაგან, რადგან გამფუჭებელნი ჩვენში წინ გეღობებიან ყოველს ნაბიჯზედა. და როდესაც ამ გამფუჭებლების უკუღმართობას და უმეცრობას გამოააშკარავებ, წმინდა მოვალეობის აღსასრულებლად საზოგადოების წინაშე, ცბიერნი და ვერაგნი მორთავენ ხოლმე ყვირილსა: დახე! დახე! ახალგაზრდა ტალანტებს გზას უკრავსო. და ამის შემდეგ რად გიკვირსთ, როდესაც ცხადად ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში გახრწნილების ნიშნებსა!“

ერთგან ამასაც იტყვის იაკობი: „ამდენს წყრომას, სწორედ მოგახსენოთ, კაი გაძლება უნდა; მაგრამ იქნება როგორმე ცოცხალი გადავრჩეთ, თუ უფალმა სრულიად ხელი არ აიღო ჩვენზედ“.

და, რა თქმა უნდა, უფალი იაკობთანაა და იგერიებს იაკობი მოჯარებულ მტერს...

საქმე სამედიატორო სასამართლომდეც მისულა...

და იაკობი იბრძვის მაშინ, როცა ამას „მოითხოვდა თვით ინტერესი ქართული ენისა“, რადგან სწამდა, რომ ამ შინაური ბრძოლის შედეგი იქნება „დაუბრკოლებელი გაძლიერება იმ უკუღმართობისა, რომელიც ლამობს ხალხის განათლება გადააქციოს ხალხის დაბნელებად“.

ასეთი თქმაც არსებობს - თუ გინდა კაცი წონასწორობიდან გამოიყვანო, დააბრალე ის, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძვისო...

და ამგვარ ხერხსაც მიმართავდნენ იაკობის წინააღმდეგ. „ერთხელ ჟურნალ „ნიშადურში“ ვითომდა „კორექტურულ შეცდომებში“ იაკობს კლანჭი გაჰკრეს „მოგებაშვილი“-ო (გოგებაშვილის მაგიერ)“ (ი. იმედაშვილი). კი, იცის მოკეთემ, რომ „იაკობი ნივთიერი ანგარებისაგან“ შორს იდგა“ (ი. იმედაშვიილი), მაგრამ...

გულისტკენა ერთია, ამასაც გაძლება უნდა. „ის გარემოებაც არის მხედველობა- ში მისაღები, რომ იგი მეტისმეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემის პატრონი იყო და ყოველ უსიამოვნებასა და წყენას ძალიან მწვავედ განიცდიდა“...

ეს მაშინ, როცა „მისი პატიოსნება ყველამ იცოდა“ (არტურ ლაისტი).


ცნობილი ფაქტია, როცა იაკობმა გადაწყვიტა პედაგოგიური საქმიანობისათვის მიეძღვნა ცხოვრება და მხოლოდ ყმაწვილის აღზრდაზე ეფიქრა და ეზრუნა, თავისი საბუთები დაწვა, სამოხელეო ასპარეზს რომ აღარ დაბრუნებოდა. ნიკო ლომოური იგონებს:

1874 წელია. საავადმყოფოდან გამოსული იაკობი დაბინავდა „თავის ერთგულ მეგობართან ნიკო ცხვედაძესთან მთაწმინდაზე. იაკობის სანახავათ მოვედი ამ ბინაზე. გაჩაღებულ ბუხრის წინ იჯდა და რაღაც ქაღალდებსა შინჯავდა. ფერი მოსვლოდა, სახე დამშვიდებოდა. მხიარულად მომეგება. რამდენიმე წამის შემდეგ სახლში მოვიდა ნიკოც (ცხვედაძე - გ. გ.) და თან შემოიტანა თავისი ჩვეულებრივი მხიარულება და აღფრთოვანება.

- როგორა ხარ, იაკობ? - კარებითგანვე შემოსძახა მეგობარმა.

- აი, ეს წყეულები მაწუხებენ, - უპასუხა მან, - მინდა მოვიშორო თავიდამ. სთქვა თუ არა ეს, სტოლიდან აკრიბა მთელი ბღუჯა რუსულად დაწერილი ქაღალდები და გაჯავრებით შეჰყარა გაძლიერებულ ბუხარში.

- რა იყო, იაკობ? - რა ქაღალდები უთავაზე ამ ჩვენს მხიარულ ბუხარსა? - ჰკითხა ღიმილით ნიკომ.

- დავწვი ჩემი გემები, რომ უკან დაბრუნება აღარ შეძლოს, - წარმოსთქვა იაკობმა... - ატესტატი სემინარიისა, მოწმობა აკადემიისა, სამსახურის სია და სხვა საბუთის ქაღალდები - ყველანი ცეცხლს მივართვი. ვაი თუ მაგათი წყალობით კიდევ გამღვიძებოდა სურვილი სამსახურში შესვლისა... ამიერითგან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო“

ეს ის დროა, როცა „დედაენა“ გონებაში უკვე მომწიფებულია...

და მართლაც, იაკობი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა...

„გოგებაშვილი საქართველოში პირველთაგანი იყო, რომელიც თავისი წიგნების შემოსავლით ცხოვრობდა. ეს წიგნები იყო მისი შვილებიც. დღედაღამ მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობდა“ (არტურ ლაისტი).

იაკობს მართლაც შეეძლო მდიდარი კაცი ყოფილიყო, მიზნად ეს რომ დაესახა.

საინტერესო მოგონებას გვთავაზობს ფილიპე გოგიჩაიშვილი: „ი. გოგებაშვილი მთელს საქართველოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ახალგაზრდობის შემდეგ სამსახურში არ შესულა და მხოლოდ თავისი ნაწერების ჰონორარით ცხოვრობდა. მისი ცხოვრების წყარო იყო ის შემოსავალი, რომელსაც მას აძლევდა უმთავრესად მისი სამი სახელმძღვანელო: „დედა-ენა“, „ბუნების კარი“ და „Русское слово“ და ეს წყარო გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, ი. გოგებაშვილი რომ დათანხმებულიყო ამ სახელმძღვანელოების ცოტაოდნავ გაძვირებაზე, ფასის გადიდებაზე. მაგრამ იგი ამას ყოველი საშუალებით ერიდებოდა“.

საანბანე წიგნი ფუფუნების საგანი არ არის, იგი საჭირო და აუცილებელია ყველასათვის და ამიტომაც ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს მისი შეძენის შესაძლებლობაო. ეგ კი არადა, წერის დედანიც კი საანბანე წიგნში შეიტანა და ფასი არ გაზარდაო: „ერთ დროს მან, „დედა-ენის“ პარალელურად, ქართული წერის „დედანი“ გამოსცა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მალე გასაღდა, მან მისი გამოცემა აღარ განაახლა. ის „დედანი“ შემოკლებული სახით „დედა-ენაში“ შეიტანა და იმავე დროს „დედა-ენის“ ფასი არ გაუდიდებია. ცალკე „დედნის“ გამოცემაზე ხელის აღებას ი. გოგებაშვილი ასე ხსნიდა: „დედანი“ ღირდა ექვს შაურად, ყდით ჯდებოდა ორ აბაზად. „დედა-ენაშიც“ ამდენივე უნდა მიეცათ მოსწავლეებს. ოთხი აბაზის გაღება კი ჩვენი ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყოო“ (ფ. გოგიჩაიშვილი).

სადღეისო გადახვევა: დღეს კი ავტორ-გამომცემლები ერთმანეთს ეჯიბრებიან სასწავლო წიგნის ფასის გაზრდაში... „სახსრის ტრფიალი და კუჭის პრინციპი“ აღზევებულია...

და როცა „მოგებაშვილობას“ უკიჟინებდნენ, იაკობი იძულებულია უსიამოვნო ანგარიში წარუდგინოს მკითხველს: „გოგებაშვილს „დედა-ენიდგან“ წლითი-წლობით შემოდის(?) 250 თუმნამდეო“ - ბრძანებს ჩვენი სიმართლის მოყვარე ბატონი. ეს რომ ნახევრობით მაინც მართალი იყოს, მე ახლა მდიდარი ქართველი ვიქნებოდი.; ავიღოთ, მაგალითად, უკანასკნელი გამოცემა „დედა-ენისა“, რომელიც 18 000 დაიბეჭდა. „წერა-კითხვის საზოგადოებას“ ამ გამოცემიდან ჩემი ჰონორარითურთ უნდა დაეხარჯა, პირობისამებრ, 3 600 მანეთი. აქედან წიგნის გამოცემას მოუნდა 2 200 მანეთი და ჩემ წილად დარჩა 1 400 მანეთი, რომელიც მე უნდა მეძლიოს თვიურად, ვიდრე წიგნი გაიყიდებოდეს. რადგან „დედა-ენა“ ამჟამად იყიდება 10 000-მდე წელიწადში, ამიტომ უკანასკნელის გამოცემის გასაღებას მოუნდება თითქმის ორი წელიწადი. მაშასადამე, წელიწადში „დედა-ენა“ მაძლევს 700-800 მანეთს და არა 2 500 მანეთსა. საზოგადოდ ქართული ენის აკრძალვამ მეგრულს სახალხო სკოლებში, შევიწროებამ სხვა სკოლებში და ფაქტიურმა გაუქმებამ ზოგს სასწავლებლებში ისე შეამცირა ჩემი წლიური შემოსავალი, რომ იგი ძლივსღა მყოფნის, თუმცა წინანდელზე უფრო ხელმომჭირნედ ვცხოვრობ, და მოკლებული ვარ შეძლებას, ჩემდა სამწუხაროდ, ხელი გაუმართო ზოგიერთთა გაჭირვებულს მოსწავლესა“... და ეს ცნობილი ამბავი იყო: „იგი მინიმალურ ფასს ადებდა თავის სახელმძღვანელოებს, რის გამო შემოსავალსაც გაცილებით იმათზე ნაკლებს იღებდა, რისი მიღებაც შეეძლო ნამდვილად“ (ფ. გოგიჩაიშვილი). ესეც ცნობილი ფაქტია: იაკობი არ იღებდა „სალიტერატურო ჰონორარს არც ქართულ სტატიებში და არც რუსულში“. ამას ასე ხსნიდა: „ქართულში არ ვიღებდი ჯილდოს იმ განზრახვით, რომ ლუკმა პურში არ შევცილებოდი იმ ქართველს მწერლებს, რომელთაც სალიტერატურო შრომის გარეშე არავითარი სახსარი არ აბადიათ. რაც შეეხება რუსულს სტატიებს, ყველა მათგანი გამოსარჩლება იყო ჩვენი ჩაგრული ერისა და ამისთანა სტატიებს კი რუსული გაზეთების რედაქციები მხოლოდ მაშინ ბეჭდავენ, როცა ჯილდოს არა სთხოვთ“...

ასე რომ, „მოგებაშვილები“ ასე არ იქცევიან. იაკობი „სახსრის ტრფიალსა“ და „კუჭის პრინციპს“ სხვას უკიჟინებდა...

არც ეს იყო სიტყვისათვის ნათქვამი, ჩემდა სამწუხაროდ, ხელს ვერ ვუმართავ გა- ჭირვებულსო. ქველმოქმედება მისი ცხოვრების წესი იყო: „თავისი შემოსავლის, სულ ცოტა, ნახევარს, ი. გოგებაშვილი საქველმოქმედო საქმეებზე ხარჯავდა. უმთავრესად მოსწავლე ახალგაზრდობას აძლევდა შემწეობად. იშვიათად გამოზრდილა იმ დროში საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ისეთი ხელმოკლე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც თავის მიმართ, ამათუიმ გზით, ყურადღება დაემსახურებინოს და ი. გოგებაშვილს, აშკარად ან ფარულად, ერთდროულად ან სისტემატურად, დახმარება არ მიეცეს. იგი ყოველთვის ჰკრეფდა ცნობებს ასეთი ახალგაზრდების შესახებ და გარდა ამისა, რომ თვითონ უგზავნიდა შემწეობას, თავის ნაცნობ-მეგობრებს ცეცხლს უნთებდა მათთვის სტიპენდიის გასაჩენად ან სისტემატური დახმარების დასანიშნავად“ (ფ. გოგიჩაიშვილი)...

წერს ერთგან იაკობი: „მართალია, მე იმდენს ვიღებ, რომ თვითონაც კარგად ვცხოვრობ, უნაკლებულოდ, დამოუკიდებლად, და ჩემის ოთხის ძმის ქვრივ-ობლებს ყოველ წელს ვეწევი ორმოციოდე თუმნითა, მაგრამ განა ეს მე მესაყვედურება? სასაყვედურო მაშინ იქნებოდა, ძვირად რომ ვყიდდე წიგნებსა“...

და ასეთ კაცს ეძახდნენ „მოგებაშვილს“... ნათელია - ამ გზით უფრო იოლად შეიძლება კაცი გამოიყვანო მდგომარეობიდან და ხელი ააღებინო დიდ საქმეზე... მაგრამ, ცდებოდნენ... არ იყო გოგებაშვილი ის კაცი, ვინც ასე იოლად აიღებდა ხელს საქვეყნო საქმეზე, მაგრამ ენერგია და ძალა სწორედ იმ საქმეს აკლდებოდა...

და როცა დაწერდნენ ან გააგონებდნენ, გოგებაშვილი თავის სახელმძღვანელოებს კი არა, „თავის შემოსავალს იცავსო, რამდენჯერ უთქვამს მას ამის პასუხად: „პირუტყვს სხვაც პირუტყვი ჰგონიაო“ (ფ. გოგიჩაიშვილი)...

უკიჟინებდნენ: „ხმა ვერ ამოგვიღია გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნების შესახებ, მაშინვე იაკობი ქვა-გუნდასა და ცეცხლს დაგვაყრისო“. სხვას არ გაახარებს, სხვა სახელმძღვანელოს არ გააჭაჭანებსო... არადა არ იყო ასე. იაკობი ამბობდაო: „შეადგინონ ჩემ სახელმძღვანელოზე უკეთესი შინაარსიანი სახელმძღვანელოები და მა- შინ სიამოვნებით გზას დავულოცავ. მაგრამ ვიდრე მე ცოცხალი ვარ, ნებას არ მივცემ, რომ უნიჭოდ შედგენილი და უხეირო სახელმძღვანელოებით დაამახინჯონ ქართველი ბავშვი“ (ი. გომელაური). თავად იაკობი წერს: „დედა-ენა“ დაუთმობს თავისს ადგილს არა რომელსამე ღატაკს წიგნაკს, არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება მასზედ, იქნება უფრო სრული სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთა საქართველოსას, საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად, და უფრო მეტად დაეხმარება გაერთიანებას ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისას. და აი, ამისთანა სახელმძღვანელოს შემდგენელს სრულს ნებას ვაძლევთ ისარგებლოს „დედა-ენის“ მასალითა, რამდენიც ნებავდეს“...

ვიმეორებთ: არ არის ეს ახირება იაკობისა; აქ არ ლამაზსიტყვაობს გოგებაშვილი. არაერთი მაგალითი ვიცით, როცა მას გზა დაუთმია სხვისთვის (გვინდოდა გვეთქვა, უკეთესისათვის-თქო, მაგრამ ძნელი სათქმელია, იყო კი უკეთესი ის, რასაც გზა ეთმობოდა... ). ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო  მ ა გ ა ლ ი თ ი : იაკობი წერს - „ამ ათის წლის წინად ჩვენ ვსწერდით ქართულს გრამატიკას და ნახევარი შრომა უკვე გაკეთებული გვქონდა, როცა შევიტყვეთ, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ და ბ-მა ქუთათელაძემ ქართული გრამატიკები შეადგინესო. ჩვენ მა- შინვე შევაჩერეთ გრამატიკის გათავება, რომ ამ პირებისათვის კონკურენცია არ გაგვეწია და ვურჩიეთ გრიქუროვს და ხიდიკელს, დაებეჭდათ ეს გრამატიკები, თუმცა არა ერთი პირი გვავალებდა და ეხლაც გვავალებს გრამატიკის გამოცემას“...

 ახლა ს ხ ვ ა  მ ა გ ა ლ ი თ ი  მოვიხმოთ: იაკობი წერს - „ერთ დროს ჩვენ ხელი მივყავით საღმრთო ისტორიის შედგენას, რადგანაც კარგად შემუშავებულ საღმრთო მოთხრობებს აღმზრდელი გავლენა აქვთ ყმაწვილებზე. ძველი აღთქმა უკვე გათავებული გვქონდა და გამომცემელთანაც პირობა შეკრული, როცა ბ-ნი იოსელიანისგან შევიტყვე, რომ მას უკვე მზად აქვს დასაბეჭდად საღმრთო ისტორია. ამის შემდეგ ჩვენის შრომის გათავებაზედ არამც თუ ხელი ავიღეთ, არამედ ბ-ნი იოსელიანი მივიყვანეთ გამომცემელთან და ამ უკანასკნელს ვურჩიეთ, დაებეჭდა მისი წიგნი და იმედი აღარა ჰქონოდა ჩვენგან ისტორიის გათავებისა...

“ ვერ გეტყვით, როგორი იყო იოსელიანის „საღმრთო ისტორია“, არ მინახავს, მაგრამ როგორია იაკობის შედგენილი „ბიბლიური ისტორია“, ამის თქმა შეიძლება - მეოცე საუკუნის ბოლოს (1989 წ.) გამოიცა: იაკობის საკადრისი წიგნია. და იაკობმა ამ წიგნზე თქვა უარი... ესეც მეორე მაგალითი...

მ ე ს ა მ ე  მ ა გ ა ლ ი თ ი:  ისევ იაკობს მოვუსმინოთ - „როცა არითმეტიკა ბ-ნი ჯაჯანაშვილისა და ბ-ნი ნატროშვილისა შესდგა, ჩვენ დაწყებული გვქონდა ელემენტარული არითმეტიკა სახალხო სკოლებისათვის; მაგრამ მისი დამთავრება აღარ მოვინდომეთ, რათა ამ პირებისათვის ხელი არ შეგვეშალა“... - ესეც მესამე მაგალითი...

მ ე ო თ ხ ე  მ ა გ ა ლ ი თ ი:  კვლავ იაკობს მოვუსმინოთ - „ქართული დედანი ჩვენ დამზადებული გვქონდა 1882 წელიწადსა და პირობაც შეკრული გამომცემელთან და ლიტოგრაფ დემეტროვ- თან, როდესაც ბ-ნმა გაბიჩვაძემ თბილისში ჩამოიტანა თავისი ქარ- თული დედანი. ჩვენც არამც თუ უკან დავიხიეთ, არამედ ხელის მოწერაც გავმართეთ ბ-ნი გაბიჩვაძის სასარგებოდ „დროების“ რედაქციაში და პირადად გადავეცით ბ-ნს გაბიჩვაძეს ჩვენი საკუთარი 12 მანეთი, რათა მიგვეცა ღონისძიება დედნის გამოცემისა“... არ დაუწყია იაკობს მტკიცება, ჩემი სჯობსო... არადა, როგორც ჩანს, აშკარად სჯობდა იაკობის შედგენილი დედანი გაბიჩვაძისას და... თუმცა ისევ იაკობს მოვუსმინოთ: „როცა ბ-ნი გაბიჩვაძის დედანმა არავინ არ დააკმაყოფილა და თვითონ შემდგენელიც დარწმუნდა მისს გამოუსადეგრობაში, ჩვენ დავბეჭდეთ ქართული დედანი“...

ასე რომ, როცა იაკობი წერს - „დედა-ენა“ დაუთმობს თავისს ადგილს არა რომელიმე ღატაკს წიგნაკსა, არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება“ - უნდა ვირწმუნოთ.

იაკობმა ისიც იცის, რომ უნაკლო წიგნი არ არსებობს, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს გულწრფელი და საქმის ინტერესებით ნაკარნახევი: „მართალია, ჩვენ მტკიცედ ვიცავდით ჩვენს სახელმძღვანელოებს ქართულის ენისას მტრული მოქმედებისაგან; მაგრამ „კვალის“ რედაქცია ვერ დაგვისახელებს ვერც ერთ შემთხვევასა, როდესაც კი ამ დაცვას არ მოითხოვდა თვით ინტერესი ქართული ენისა“...

დიახ, კარგად იცის იაკობმა, რომ უნაკლო სახელმძღვანელო არ არსებობს: „დედა-ენის“ და „ბუნების კარის“ ნამდვილი ნაკლულევანების დასახელება, რასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ განვითარებული, გამოცდილი და პატიოსანი პირისათვის. მათი დანაცრების წადილს განიზრახავს მხოლოდ უსუსური, რომელსაც არ ესმის არც თავისი სისუსტე, არც მოწინააღმდეგის ძალაო“, - იძულებული იყო, ესეც ეთქვა იაკობს...

ქართული ენის ინტერესი ათქმევინებს იაკობს: „ჩვენ სრულს ნებას, სრულს უფლებას ვაძლევთ „დედა-ენიდგან“ ისარგებლოს იმ პედაგოგმა, რომელიც შეადგენს უფრო უკეთესს სახელმძღვანელოს“... არადა, უკეთესი სახელმძღვანელო არა ჩანდა (და არც ახლა ჩანს!)...

ამიტომაც იყო იაკობი „დაუნდობელი, პირდაპირი, შეუდრეკელი, ურყევი!

სამშობლოს სადარაჯოზე ისე იდგა ბასრი კალმით, როგორც ერეკლე მეფე მტრის წინააღმდეგ ხმალამოღებული“ (ი. იმედაშვილი).

„ასიკო ცაგარელი ჯერ ბოდიშს მოიხდიდა და მერე იტყოდა: ქართველებს და ქართულ ენას ისეთი ასარბასარა დარაჯი ჰყავს, რომ მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, არავის გაახარებს, თუ ჯიბრზე მიდგა საქმეო“ (შიო მღვიმელი)...

* * *

ერთიც ვთქვათ: იაკობ გოგებაშვილი სწორუპოვარი პოლემისტი იყო. ოდესმე ალბათ შეიქმნება ქართული პოლემიკური კულტურის ისტორია და იაკობის პოლემიკურ ხელოვნებაზე ითქმება სა- თქმელი...

იგონებენ, „იაკობი ისეთი იყო, მოკამათეს, როგორც იტყვიან, რჯულამდე ჩაჰყვებოდა, თუ მისი აზრი საეჭვოდ მოეჩვენებოდა“ (ი. იმედაშვილი); ანდა: „კაცო, ამბობენ, რასაც იტყვის, გველის ხვრელში გაძვრება და აასრულებს კიო“ (ვ. ბარნოვი). „თავისი სიტყვის ბატონიც იყო და პატრონიც“ (ი. სრესელი). არ იცვლის აზრს, პოზიციას, თუკი სწამს, რომ მართალია; აკაკი სწერდა გიორგი წერეთელს: „ძმაო გიორგი! გოგებაშვილის პასუხით დავრწმუნდი, რომ მას ვეღარას გადათქმევინებ და მეც აღარ ამოვიღებ ხმას, რაც უნდა სწეროს! ამასთანავე გთხოვთ, თუ რამე გამოგზავნონ იმის შესახებ, არ დაბეჭდოთ! ხომ იცი, რაც უნდა იყოს, იაკობისთანა კაცები ძვირფასები არიან ჩვენთვის და საფრთხილოდ მოსაპყრობი... “ ეს ამონარიდი აკაკის პიროვნებასაც ნათლად წარმოგვიდგენს, მის პოლემიკურ კულტურასაც...

გიორგი წერეთელს უკვირს გოგებაშვილის თავგამოდება საკუ- თარი სახელმძღვანელოების დასაცავად: „ბევრმა ქართველმა პედაგოგმა განიზრახა მისი („დედა-ენის“) კრიტიკული დაფასება, მაგრამ ასეთმა განხილვამ ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს გამოიწვია გოგებაშვილის მხრივ საპოლემიკო ქარცეცხლი“-ო. იაკობი კი სხვას ამტკიცებს: „საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ოთხს კრიტიკაში მხოლოდ ერთს ვაძლევდით პასუხს“... ყველა კრიტიკულ წერილს არც თვლიდა პასუხის ღირსად; ალბათ, ერთი კაცის ძალას აღემატებოდა კიდეც ყველა მათგანზე პასუხის გაცემა, არც დროის ხარჯვა ღირდა: „ბატონმა ივანე მესხიმ დაბეჭდა კრიტიკული განხილვა „დედა-ენისა“ და მე კრინტიც არ დამიძრავს წინააღმდეგ, თუმცა ზოგიერთა ნაკლულოვანება, ჩემის აზრით, შეცდომით იყო ნაჩვენები. ბ-მა მიხეილ ნასიძემ გაჰკილა „დედაენა“ და მე უპასუხოდ დავტოვე; ბ-ნმა დოდაშვილმა „კვალში“ ლა- ღად გაინავარდა ჩემს წიგნზედ და მე ყურიც არ გავიბერტყე; ამავე გაზეთის კლიენტმა უმანკო სახალხო ლექსს, „მოდი ვნახო ვენახი“, დარვინის თეორიის ქადაგება დასწამა და ჩვენ არც მაშინ გავწყვიტეთ დუმილიო“, - განმარტავს იაკობი...

ვინ არის ღირსი პასუხისა, ანდა როგორი კრიტიკა იმსახურებს იაკობის ყურადღებას? წერს ერთგან იაკობი: „წარსული წლის მაის- ში ერთმა ახალციხელმა მასწავლებელმა დაბეჭდა „ივერიაში“ ვრცელი შენიშვნები „დედა-ენის“ შესახებ. შენიშვნები იყო დაწერილი გულწრფელად, საგნის სიყვარულით, მიუდგომელად და მიუფერებლად. ჩვენც ასეთივე ხასიათის შენიშვნები დავუწერეთ „მოამბეში“ და სრული თავაზიანობით მოვეპყარით“... მთავარი მოთხოვნა იაკობისა: საპოლემიკო წერილი უნდა იყო დაწერილი გულწრფელად, საგნის სიყვარულით, მიუდგომელად და მიუფერებლად... პასუხის ღირსია ისეთი წერილები, რომელთა ბაასის ტონი არის რიგიანი, იკვლევს საპოლემიკო საგანს და ერიდება პირად კიცხვა-კილვასო: „როცა „კვალმა“ ჩვენს წინააღმდეგ ასტეხა პოლემიკა, ბ-ნნი: აკაკი წერეთელი, სილოვან ხუნდაძე, დუტუ მეგრელი სრული რიგიანობით გვებაასებოდნენ, საგანს იკვლევდნენ, პირად კიცხვა-კილვას ერიდებოდნენ და ჩვენც სწორედ ამისთანავე ხასიათი მივეცით ჩვენს პასუხებსაო“, - იხსენებს იაკობი...

იაკობისათვის მიუღებელია, შეუწყნარებელია პირადი დამცირება- შეურაცხყოფა, თუმცა ასეთი რაიმეს უპასუხოდ დატოვებაც არ იქნების: „ბ-ნმა გიორგი წერეთელმა და დოდაშვილმა ჩვენი პირადი დამცირება მოინდომეს მკითხველის თვალში და ჩვენ მიერ თვითონ იქმნენ დამცირებულნი სრული სამართლიანობით“, - წერს ერთგან. საერთოდ კი იაკობს მიაჩნია, „რომელი საწყაულით მიგიწყავენ ხოლმე, იმავე საწყაულით მიიღებენ ხოლმე ვალსა“...


პოლემიკა თან სდევს იაკობის მოღვაწეობას; ალბათ, არავის ქართველ მოღვაწეთაგან ამდენი ძალა და ენერგია, დრო არ დაუხარჯავს წერილობით დავა-კამათში, რამდენიც იაკობს. არასოდეს თავად არ იყო ინიციატორი პოლემიკისა; მოვუსმინოთ: „უმრავლეს შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ პოლემიკას სხვები წამოიწყებდნენ ხოლმე, მე კი მხოლოდ თავს ვიცავდი და ამ თავდაცვისას შეტევაზე გადავდიოდი. გარდა ამისა, თუმცა უკანასკნელი სიტყვა მე მეკუთვნოდა, როგორც თავდამცველ მხარეს, ერთობ ხშირად მას მოწინააღმდეგეს ვუთმობდი ხოლმე; სიმართლეს მისდიე და ძალმოსილი, უძლეველი იქნები მეთქი - ვეტყოდი თავს ასეთ შემთხვევაში, და მართლაც, ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე, ერთხელაც არ დავმარცხებულვარ“... „ტრაბახი მეკუთვნისო“, - ამბობს ერთგან იაკობი, მაგრამ ეს არ არის სატრაბახო თავმოწონება... აკაკიმ რომ პოლემიკა შეწყვიტა, ზემოთ ვთქვით ამის თაობაზე...

იაკობ ნიკოლაძესაც ჰქონდა პოლემიკა იაკობთან. ამ ფაქტს ასე იხსენებს იაკობი: „მე ერთობ მკვახე სიტყვებით მოვიხსენიე ერთი მოწინავე გაზეთ „ობზორისა“, რომლის გამომცემელიც ნიკოლაძე იყო მაშინ; მაგრამ შემდეგში, როცა პოლემიკის ცეცხლი განელდა, მან ისარგებლა ჩემი რუსული სახელმძღვანელოს გამოსვლით და დაწერა სტატია, რომელშიც ასე დაახასიათა პოლემიკის შედეგები: „მე ისეთ დარტყმებს ვთავაზობდი მას, რომ კამეჩსაც წააქცევდა, მაგრამ იგი არამც თუ არა წაქცეულა, დიდ სიმაღლეზე აღიმართაო“...

ესაა სწორედ „ღირსეული მტრის“ ლეგენდის რეალური გამოვლინება...

სიმართლე იყო ჩემი მოკავშირეო, წერდა იაკობი და ეს სიმართლე აძლევდა ძალას... და კიდევ, მოკამათეებს მოუწოდებს სალიტერატურო ეთიკის დაცვისაკენ... სალიტერატურო ეთიკა „ჰგმობდა და გმობს, როდესაც პირადი ბოროტება ამოქმედებს რომელიმე მწერლის კალამსა“. უსიამოვნო პირადმა დამოკიდებულებამ შეიძლება ჭეშმარიტებისათვის აღალატებინოს კალმოსანსო... არადა, ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ხშირია ამგვარი შემთხვევებიო, - ჩიოდა იაკობი, - ეს კი არის „წყარო ყოველის უკადრისობისა და უსამართლობისაო“...

მხოლოდ საკუთარი სახელმძღვანელოები არ არის იაკობისთვის საგანი პოლემიკისა. კავკავის ქართული სკოლის მნიშვნელობა იაკობს სხვაზე უკეთ ესმოდა. ამიტომაც აღშფოთება ვერ დამალა, როცა „წერა-კითხვის საზოგადოების“ გამგეობამ წერილობითი საჩივარი მიიღო კავკავიდან „შესახებ კავკავის სკოლის დაქვეითებისა აღზრდის მხრივ“... კავკავის სკოლასა და იქაურ პედაგოგებს დამცველებიც აღმოუჩნდნენ: გ. ლასხიშვილი, გ. იოსელიანი, პ. გოთუა, გ. ნათაძე და სხვები. „ივერია“ და „ცნობის ფურცელი“ წერილს წერილზე ბეჭდავენ იაკობის წინააღმდეგ. ათიოდე წერილი გამოქვეყნდა იაკობისა ამ თემაზე. ერთ-ერთი ბოლო „იკლიკანტური“ წერილის პასუხში იაკობი თითქოს აჯამებს და განმარტავს ამ პოლემიკის აზრსა და მიზანს; ესეც ძალზე საინტერესოა იაკობის პოლემიკური პრინციპების გასააზრებლად: „მე არავისი დასჯა არ მწადდა და არც არავისი დაჯილდოება. მე მოწოდებული ვიყავი ხელი მომემართნა ნორმალურის წესწყობილების დამყარებისათვის სკოლაში. მე ამითი ავასრულებდი მხოლოდ ჩემს მოვალეობას და ჩემი სინიდისის ბრძანებას ვემორჩილებოდი. თუ მე ეს იაფად არ დამიჯდა და, სხვათა შორის, შემძღვნა ახალი მტრები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იმათის ცხოვრებაში, რომელთაც დევიზად აქვთ წაღმართი აზრების გახორციელება და არა ამება სხვა-და-სხვა პირებისა“...

საინტერესო აზრია: პოლემიკა მტერს შეგძენს მაშინ, როცა მოპექრისათვის მთავარი არაა ჭეშმარიტება; საპირადო ან რაიმე კერძო ინტერესი როცა წარმართავს მის ქმედებას, თორემ როცა საზოგადო ინტერესი არის პოლემიკის საგანი და მიზანი, შედეგი სხვაგვარია: „აკაკი წერეთელსა და ჩემს შორის დაწყებული ხანგრძლივი პოლემიკა ქართული ენის გრამატიკული ფორმების თაობაზე იმით დასრულდა, რომ ჩვენი მანამდე უბრალო ნაცნობობა თითქმის მეგობრობად იქცაო“... ეს ის პოლემიკაა, აკაკიმ რომ თქვა, ვწყვეტ კამათს იაკობის დიდი პატივისცემის გამოო...

იაკობი, როგორც პოლემიკის დიდოსტატი - ეს ვრცელი თემაა...

იაკობის პოლემიკური კულტურა - მაგალითად უნდა იქცეს თაობებისთვის... და არა მარტო ეს: დაობენ და პექრობენ ილია და აკაკი, აკაკი და ვაჟა, იაკობი და აკაკი... ალბათ ოდესმე შეიქმნება ქართული პოლემიკური კულტურის ისტორია; ეს პაექრობანი ღირს იმად, რომ იქცეს სახელმძღვანელოდ თაობათათვის.

9 „თურაშაულის პატრონი“...

▲back to top


„თურაშაულის პატრონი“...

ზემოთ ვთქვით, კიდევ გვინდა გავიხსენოთ აკაკი წერეთლისა და ზაქარია ფალიაშვილისადმი უსაზღვრო სიყვარულმა ერთ ცნობილ მოღვაწეს რომ ასეთი რამ ათქმევინა: „ღვთაებრივი „დედანისადმი“ ჩემი უდიდესი მოკრძალების მიუხედავად გავბედავ და ვიტყვი: ყოველი სახელმძღვანელო, რა ოსტატობითაც უნდა იყოს შედგენილი,  დროთა განმავლობაში სხივს კარგავს - მიჭირს თქმა! - ძველდება და აუცილებლად შესაცვლელი ხდება! აკაკი წერეთლის „განთიადი“ კი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტივით მარადიულია! ერთი სიტყვით, პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოს შედგენა, მეტნაკლებად, სხვებსაც ხელეწიფებათ, ხოლო „დაისის“ შესავლის დაწერა - ფალიაშვილის გარდა არავის“...

ისიც ვთქვით, ჩვენი ღრმა რწმენით, რაც არის პოეზიაში „განთიადი„, ისაა მუსიკაში „დაისის“ შესავალი, მაგრამ...  ისაა პედაგოგიკაში „დედაენა“ - ამის შედგენასაც ისეთივე გენიოსი სჭირდებოდა, როგორებიც იყვნენ აკაკი და ზ. ფალიაშვილი თავიანთ სფეროში...

მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობს მხოლოდ ის მოღვაწე და არც ფიქრობდნენ იმთავითვე - სახელმძღვ ნანელოს შედგენა „მეტნაკლებად სხვებსაც ხელეწიფებოდათ“ და ქმნიდნენ და ქმნიან საანბანე წიგნებს...

ორიოდე მაგალითი იმისა, თუ რა სახელმძღვანელოებს უწევდა კონკურენციას „დედაენა“ იმჟამად. ზაქარია კიკნაძის შეფასებას მივუგდოთ ყური: „ხალხის სალაპარაკო ენა და ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოს ენა ერთი მეორისაგან არ სხვაობდა, არამედ ერთნაირი იყო, მაშინ როდესაც სხვების ანბანებში ეს განსხვავება მეტად დიდი იყო. მაგალითად, პლ. იოსელიანის „ანბანი ქართული“ პირველად იწყება ხუცური ანბანით, შემდეგ კი მიდის მხედრულით. მარცვლების ჩამოთვლის დროს ჯერ ჩამოთვლილია ხუცურად და შემდეგ - მხედრულად. წიგნის 24-ე გვერდამდე ყოველი სიტყვა დაწერილია ჯერ ხუცური ასოებით და ამის შემდეგ მხედრულით. ხოლო თვით ანბანის შემდეგ საკითხავი მასალა ბავშვებისათვის წარმოადგენს მეტად რთულს და მიუწვდომელს. მოვიტანთ ერთერთი ტექსტიდან ამის ნიმუშს: „პლატონ ფილოსოფოსსა მოწაფეს სოკრატისასა ჰკითხეს, ოდეს სრულ-ჰყოფ სწავლასა შენსა? მან უპასუხა: მაშინ, ოდესაც აღივსება წადილი გულისა ჩუენისა, რათა არღა გვინდოდეს არცა უმეტესი კეთილ არცა უმეტესი ბედნიერება; ფილოსოფოსთა ჯერ არს, რათა მარადის აქუნდეს მეცადინეობა წარმატებისათვის“ (ციტატა მოყვანილია პლ. იოსელიანის „ქართული ანბანის“ 1883 წლის გამოცემიდან - გ. გ.) და სხვა...  თითქმის ასეთივე ხასიათისაა ივ. კერესელიძის „ანბანი ახალ მოჰსწავლეთა ყრმათათვის“.

იაკობის „დედაენამდე“ ერთი წლით ადრე, 1875 წელს, რაფიელ ისარლიშვილმა გამოსცა საანბანე წიგნი - „პირველი წიგნი წერა-კითხვის სასწავლებლად შედგენილი სურათებით ამერიკულ მეთოდზე სასოფლო სკოლებისათვის“. კვლავ ზაქარია კიკნაძეს მოვუსმინოთ: რ. ისარლიშვილის წიგნში „ანბანის შესასწავლად პირველ გაკვეთილში ოთხი ასოა მოცემული, მაგ., „ბატი“. ეს უკანასკნელი სურათზე მოწერილია და შემდეგ ორჯერაა განმეორებული მარცვლებად და ბგერებად. ამას მოსდევს იმავე წესით „ბუდე„, „ვაშლი„, „ქათამი“ და ა. შ. ამ წესით წარმოებს ბავშვის მიერ ყველა სახის ასოს შესწავლა...  პირველ გაკვეთილში ბავშვმა ერთბაშად უნდა დასძლიოს და შეისწავლოს ოთხი უცნობი ასო, განსაკუთრებით ძნელად შესასწავლი ორი ასო და . მეორე გაკვეთილში - სამი სრულიად უცნობი ასო (ბუდე) - უ, დ, ე... მესამე გაკვეთილში - კიდევ სამი სრულიად უცნობი ასო (ვაშლი) - ვ, შ, ლ...  ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ ანბანის შესწავლისას არცერთ გაკვეთილში არ არის მოცემული სავარჯიშო მასალები“... თავად რ. ისარლიშვილი ასეთ განმარტებას აძლევს პედაგოგებს: „სკოლაში სავარჯიშოდ პირველმა მოწაფემ უნდა წაიკითხოს ბატი, მეორემ გაჰყოს მარცვლებად ბატი. მესამემ გაჰყოს ასოებათ პირველი მარცვალი ბა, მეოთხემ მეორე მარცვალი ტი. ეს ვარჯიშობა იმდენად უნდა განმეორდეს, ვიდრე ყმაწვილს კარგად შეეძლოს ამ პირველი სიტყვის წაკითხვა, გარჩევა მისი მარცვლებისა და ასოებისა. ამ გვარათვე უნდა ასწავლო შემდეგი სიტყვები ბუდე, ვაშლი და სხვა... “ ესეც კიდევ ერთი კონკურენტი „დედაენისა“...

აღარას ვამბობ ვინმე ნათიევის, გორის პროსემინარიის მასწავლებლის, „სახელმძღვანელოზე“. ამის თაობაზე ერთგან იაკობი შენიშნავს: „როცა გორის საოსტატო სემინარიიდგან დასაბეჭდად მოუვიდა 1876 წელში მზრუნველსა ქართულ-რუსული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, რუსული ასოებით დაწერილი, ნაცვლად ქართულისა, ილიამ და მე გადავწყვიტეთ მასხრად აგვეღო - იმას „ივერიაში“ და მე „დროებაში„, და კიდეც შევასრულეთ ორივემ. და მახინჯი ჩანასახი დედის მუცელში გაწყალდა“. სხვაგან ამის თაობაზე წერს იაკობი: „ამისთანა სწავლას სწავლა კი არა ჰქვიან, მასხარაობას უწოდებენო“...  ესეც ერთი კონკურენტი...

ერთი წერილი აქვს იაკობს ასეთი სათაურით: „ერთი მუჭა წიგნი, ათი მუჭა სულელობა ანუ უ. მდივანოვის ანბანი“. სათაურიდანვე ჩანს ავ-კარგი ამ სახელმძღვანელოსი, თუმცა ორიოდე ციტატა მაინც მინდა მოვიყვანო იაკობისა: „კაი ხანია მე ისე გულით არ მიცინია, როგორც ვიცინე ამ წიგნის კითხვის დროსა. მკითხველს მე ხარხარით გულს ვაჯერებინებდი, უზენაესს რომ არისტოფანის ნიჭის ნატეხი ჩემთვის ეწილადებინაო“...  და კიდევ ერთი - „თუ ქართული ენის ცოდნაში, ადამიანურ ჰაზროვნებაში, გრამატიკაში და ლოგიკაში მტკნარად უკაცრავად გახლავთ უ. მდივანოვი, სამაგიეროდ იგი როგორც კეთილი სომეხი, ანბანშიაც კი ახერხებს სომხური პატრიოტობის გამოჩენას: იგი ქართველ ბავშვებს ჩასჩიჩინებს, რომ სამოთხე სწორედ შიგ შუა სომხეთში იყოვო, ნოეც სომხეთში დასახლდა წარღვნის შემდეგ და სწორედ ნოემ ააშენა ჩვენი ქალაქი ნახიჩევანიო, რომელიც აქამომდე არსებობს, ასეო რომაო უძველესი ქალაქი სომხებს გვეკუთვნისო... არა, მდივანოვს რომ ეს არ ჩაედინა, განა უმისოდ არ ვიცოდით, რომ სულელი კაცი პატრიოტობაშიც სულელია!..“ - ესეც კიდევ ერთი კონკურენტი იაკობის „დედაენისა“...

თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სახელმძღვანელოები წლების განმავლობაში ამახინჯებდნენ ქართველ ბავშვებს...  „დედაენის“ გამოჩენის შემდეგაც კი ცდილობდნენ მეტოქეობის გაწევას. უკვირს იაკობს: „როგორ მოხდა ის სამწუხარო მოვლენა, რომ ამ მტკნარმა უტვინობამ და სულელობის ნაყოფმა გზა გაიკვლია ჩვენ მდაბიო ხალხში, თორმეტი წელიწადია ვრცელდება, უმახინჯებს ენასა ქართველ ახალ მოზარდობასა და ურყვნის გონებასა შვილთა და მამათა“...  ეს ის თორმეტი წელიწადია, იაკობის პირველი ანბანი რომ გამოიცა... და „დედაენაც“ რომ წამოეწია...

ამაზე იტყოდა ქართველი კაცი, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო...  და ეს ძიება პანტისა გაგრძელდა...

„შეადგინონ უკეთესი სახელმძღვანელოები და სიამოვნებით დავუთმობ გზასო...  მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, სხვამ განსაჯოსო. ალ. ნათაძის „ბავშვების მოკეთე“ გახსოვთ? „დედაენის“ გამოსვლიდან 20-ოდე წლის მერე ითხოვს იაკობი, კომისია შეიქმნეს „განვითარებულის და მიუდგომელის პედაგოგებისა და ლიტერატორებისაგან“ და „თუ ეს გადაწყვეტილობა იტყვის, რომ „ბავშვების მოკეთე“ ცოტათი მაინც სჯობიან შინაარსის სიმდიდრით და ღირსებით ახლანდელს ქართულს სახელმძღვანელოს (იგულისხმება „დედაენა“ - გ. გ.), რომლის სანაცვლოდ არის იგი დანიშნული, მაშინ ბ-ნი ნათაძე გამართლდება საზოგადოების წინაშე, ჩვენ აღარა გვეთქმის რა და მისს წიგნს ფართო გზა გაეხსნება. თუ წინააღმდეგ ამისა, დაწესებულება აღიარებს, რომ „ბავშვების მოკეთე“ შედარებით ბევრით დაბლა სდგას როგორც კითხვის, ისე წერის მასალის სიმდიდრით, ღირსებით, ელემენტარულის იდეალების რაოდენობით, - მექანიკურად არის შედგენილი და მისი მიღება სკოლებში ბევრად შეავიწროვებს ქართულს ენასაც, ბავშვების განვითარებასაც და ხალხის განათლებას უკან დასწევს, მაშინ მან დროებით შეაჩეროს გამოცემა“...

იაკობი ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტას ითხოვს საკითხისას. კონკურენციის ბედი ასე უნდა გადაწყდეს...  და იაკობიც იმ სახელმძღვანელოს დაუთმობს გზას, რომელიც „დედაენაზე“ უკეთესი იქნება -

წერის მასალის სიმდიდრით,

ღირსებით,

ელემენტარული იდეალების რაოდენობით,

არ იქნება მექანიკურად შედგენილი,

არ შეავიწროებს ქართულ ენას,

ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას,

წინ წასწევს ხალხის განათლებას!..

ასეთი იყო „დედაენა„, სხვა ასეთი წიგნი არ ჩანდა და ამიტომაც იცავს იაკობი „დედაენას“ ხმალამოღებული...

როცა მდივანოვის წიგნს აკრიტიკებდა, გახაზავდა: „წიგნში არ მოიძებნება არც ანდაზა, არც გამოცანა, რაც უნდა უსათუოდ იყოს ამგვარ წიგნშიო“...

ვთქვით, იბრძოდა იაკობი და ახერხებდა კიდეც გამარჯვებას... სამწუხაროდ, საჭირო იყო მტკიცება იმისა, რომ თურაშაული სჯობდა ველურ პანტას!..

ამ ბრძოლების გადამტანს, შიში ჰქონდა, შეძლებდნენ კი მის შემდეგ „დედაენის“ დაცვას, იცოცხლებდა კი „დედაენა“ იაკობის შემდეგ. გ. წერეთელთან პაექრობისას თქვა იაკობმა: „ასე რომ, თქვენი სიკვდილის შემდეგაც, როცა „დედაენა“ მოაკლდება გაუკეთესებასა, მას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე ათი წელიწადი? - გულგახეთქილი იკითხავს ჩვენი გიორგი ბრძენი. - დიახ, ბატონო, თვით იმ შემთხვევაშიც, თუნდა თქვენმა დუეტმა იმ ქართან იმატოს და გაორკეცდეს, ეს მოხდება იმის გამო, რომ ცნობილი უკუღმართობა იმარჯვებს მხოლოდ გახრწნილს და მომაკვდავს საზოგადოებაში; და ამისთანა სენით, იმედია, შეპყრობილი არ არის ჩვენი საზოგადოება“...

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იაკობის მთავარი პრინციპი: „დედა-ენა“ დაუთმობს თავისს ადგილს არა რომელსამე ღატაკს წიგნაკს, არამედ იმისთანას, რომელიც უფრო მდიდარი იქნება მასზედ, იქნება უფრო სრული სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა ერთად, უფრო უკეთესად დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას იქითა და აქეთა საქართველოისას, საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად, და უფრო მეტად დაეხმარება გაერთიანებას ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისას. და აი, ამისთანა სახელმძღვანელოს შემდგენელს სრულს ნებას ვაძლევთ, ისარგებლოს „დედა-ენის“ მასალითა, რამდენიც ნებავდეს“.

და იზრდება სია იმ პირობებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელო:

არ უნდა იყოს ღატაკი,

უნდა იყოს „დედაენაზე“ უფრო სრული,

უნდა იყოს სახელმძღვანელო კითხვისა და წერისა

უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს „იქითა და აქეთა საქართველოისას„,

უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად,

უნდა დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების გაერთიანებას.

თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებს, იაკობი არა მხოლოდ დაუთმობს, არამედ ნებას მისცემს „ისარგებლოს „დედა-ენის“ მასალითა, რამდენიც ნებავდეს“...

ვერაფერს ვიტყვით, დიდებული პირობებია!...

ივანე გომელაური იგონებს: „მტრებს იაკობი გამოჰყავდათ ახალგაზრდა პედაგოგების მტრად. ეს იცოდა იაკობმა, მაგრამ ძალიან არ წუხდა, ამბობდაო: “... ვიდრე მე ცოცხალი ვარ, ნებას არავის მივცემ, რომ უნიჭოდ შედგენილი და უხეირო შინაარსიანი სახელმძღვანელოებით დაამახინჯონ ქართველი ბავშვებიო“.

„დედაენას“ არ უნდა მიაკლდეს გაუკეთესებაო; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვეღარ შეასრულებს პირველი საანბანე წიგნის ფუნქციებსო. გაუკეთესება როგორ ესმოდა იაკობს?

ოპონენტები იმასაც უკიჟინებდნენ, „დედაენის“ წინა გამოცემები ვერ გამოგვიყენებიაო, აი, იაკობი გამუდმებით ცვლის „დედაენასო“...

შევნიშნავთ, ამ მხრივ განსაკუთრებით „დედაენის“ საანბანე ნაწილი იქცევს ყურადღებას: 1906 წელს 21-ე გამოცემისა ცალ-ცალკე გამოვიდა საანბანე ნაწილი და საკითხავი ნაწილი. საკითხავი ნაწილი (II) გამოდიოდა ყოველ წელს; 1912 წელს შესრულდა 27-ე გამოცემა. საანბანე ნაწილი 1906-1909 წლებში წელიწადში ორ-ორჯერ გამოიცა, 1910 წელს - 3-ჯერ! სულ იაკობის სიცოცხლეში გამოიცა 33-ჯერ! იაკობის შემდეგ 1925 წლამდე გამოდიოდა ამ სახით (საანბანე ნაწილის 45-ე, ხოლო მეორე ნაწილის 30-ე გამოცემა). მერე? - მერე იყო ინიციატივები... ამაზე უფრო დაწვრილებით ქვევით ვისაუბრებთ. გამუდმებით ცვლა იაკობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის -გაუკეთესების - აუცილებელი პირობაა. ვისაც თვალი მიუდევნებია 1876 წლიდან 1912 წლამდე - პირველი გამოცემიდან იაკობის სიცოცხლეში გამოსული ბოლო (33-ე) გამოცემისათვის, შეამჩნევდა, რომ არცერთი მომდევნო გამოცემა უცვლელად (ზუსტად) არ იმეორებს წინას: იაკობი გამუდმებით ცვლის, ეძიებს, ხვეწს სახელმძღვანელოს. ვიღაცისათვის შეიძლება ზოგი ცვლილება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ იაკობისთვის არაა ასე. ვთქვით: არანაირი შეცდომა არ ეპატიება სახელმძღვანელოს ავტორს - ის თაობათა წინაშეა პასუხისმგებელი.

ყოფილიყო სხვისი სახელმძღვანელოც, შეიძლება თქვას ვინმემ, მით უმეტეს, ალტერნატიული სახელმძღვანელოები დღეს „მოდაშია“...  სხვა რომ არა იყოს, 2010 წელს განათლების სამინისტრომ საკონკურსოდ წარდგენილ ათივე „დედაენას“ მისცა უფლება სკოლაში შესვლისა...  იაკობს ამ კითხვაზეც ჰქონდა პასუხი: „ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი რუსეთი არ არის, აქ ორი-სამი სახელმძღვანელო ვერ იხეირებს...  ამასთან ერთად ჩვენს პატარა ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა კილოზე მოლაპარაკე ხალხი ბინადრობს. ამიტომ ჩვენში ერთი პირველდაწყებითი სახელმძღვანელოა საჭირო, რათა საქართველოს ყოველი კუთხის ბავშვმა ერთიდაიგივე ლიტერატურული კილო შეითვისოს“...

*  *  *

ვთქვით, ყოველ ახალ გამოცემაში რაღაც ცვლილება აუცილებლად შეაქვს - აუკეთესებს. ცვლილება სხვადასხვა სახისა იყო, ზოგი პრინციპული, ზოგიც - ნაკლებპრინციპული, მაგრამ მაინც - მნიშვნელოვანი იაკობისთვის.

მიუთითებენ, რომ ზოგ გამოცემაში (მაგ. 1878, 1881, 1884 წლების) იცვლება მხოლოდ საკითხავი მასალა; მე-5 გამოცემაში (1886 წ.) შეიცვალა ასო-ბგერათა რიგი - ასოთა გრაფიკული მსგავსება და მოხაზულობა დაედო საფუძვლად რიგს; და, რა თქმა უნდა, ხმარების სიხშირე. ამავე გამოცემიდან „დედაენაში“ შეიტანა ქართული წერის დედანი (რომელიც პირველად 1884 წელს გამოიცა ცალკე წიგნად). იცვლება საანბანე სიტყვები, გრაფიკული და სახატავი სავარჯიშოები, მდიდრდება საკითხავი მასალა - უფრო მეტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებით...  მეთოთხმეტე გამოცემა (1896 წ.) შევსებული იქნა სურათებით; ამ გამოცემაზე თქვა იაკობმა, „დედაენამ“ უკვე დასრულებული სახე მიიღოო, თუმცა ეს „დასრულებული სახის“ სახელმძღვანელო კვლავ იცვლება...  პრინციპული ხასიათის იყო „დედაენის“ 21-ე გამოცემა - ორ ნაწილად გაიყო: საანბანე და საკითხავ ნაწილებად... ენობრივი დაზუსტებები, სიტყვათა შენაცვლებები, უნებლიე შეცდომათა თუ უზუსტობათა გასწორებანი, უკეთესი ვარიანტებით შენაცვლება - ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო...

იაკობს ხშირად უკიჟინებდნენ - შენი წიგნები მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველებისთვის არის, სხვა სარწმუნოების ქართველთა ინტერესს არ ითვალისწინებო. ამიტომაც იყო, რომ ასოზე სიტყვა ანგელოზი ნამგლით ნამგლით შეცვალა.

საერთოდ რელიგიური თემა - ეს დიდად საფრთხილო საქმე იყო. განსაკუთრებით „ოსმალოს საქართველოს“ შემოერთების შემდეგ. ამ კუთხითაც მოუწია იაკობს გადასინჯვა მასალისა და, ალბათ, იძულებითი ცვლილებების შეტანაც; 21-ე გამოცემის გამო შენიშნავდა: „წინად ანბანში ერია ელემენტი მართლმადიდებელის ეკლესიისა, რომელიც ძლიერ უშლიდა გამაჰმადიანებულს ქართველებსა, ქართველს ურიებს და თვით ქართველ კათოლიკეთაც, ეხმარათ ეს ანბანი. უკანასკნელ გამოცემაში ეს ელემენტი გამოვრიცხეთ და ამით შესაძლებლად გავხადეთ ანბანის ხმარება ყველა სარწმუნოების ქართველთათვის“...

ეს ეხება არა მხოლოდ საანბანე ნაწილს. მეორე ნაწილი თემატური განყოფილებებისაგან შედგება: „მოთხრობანი და ლექსებიწმინდა ზნეობაზე; შინაური ცხოველები და ფრინველები; გარეული ფრინველები და ცხოველები; მცენარეულობა (ბოსტანი, ვენახი, ჭირნახული და ტყე); საქართველოს მოკლე აღწერა პატარა ქარტით და ქართველის ყმაწვილის სურთებით“... და როცა ამ თემაზე საუბრობს იაკობი, განმარტავს: „ყველა ეს განყოფილება, ანბანივით, სრულიად მოკლებულია საეკლესიო და სარწმუნოებრივს ელემენტსა, და ამიტომ 218 გვერდამდინ ყველა სარწმუნოების ქართველს ერთნაირად შეუძლიან ამ წიგნის ხმარება. ამ სახით ორას თვრამეტ გვერდამდინ „დედა-ენა“ ყველა მოწაფეში ავითარებს და ზრდის ქართველს ადამიანს, საზოგადოდ“. ამას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: „ყველა მოწაფეში ავითარებს და ზრდის ქართველს ადამიანს საზოგადოდ“. და როცა „დედაენის“ გადაკეთება-გადამუშავებაზეა საუბარი, ეს მთავარი მიზანი არ უნდა დაეკარგოს მას! არადა, არც უამისობაა...  რა ხდება „დედაენის“ 21-ე გამოცემის 218-ე გვერდის შემდეგ? - „დედა-ენის“ 218 გვერდიდან. - წერს იაკობი, - იწყება სასულიერო ზნეობრივი განყოფილება, რომელიც დანიშნულია სამრევლო და სასულიერო სკოლებისათვის. მაგრამ თუ სამინისტრო სკოლებშიაც ქრისტიანი ბავშვები გულს-მოდგინებით გადიკითხავენ ამ განყოფილებას, ნამდვილს სიკეთეს შესძენენ თავიანთს თავსა, რადგანაც მთელი ეს განყოფილება ღაღადისია ძლიერი და გულწრფელი კაცთმოყვარეობისა სარწმუნოების ნიადაგზე“.

და აქ იაკობი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შენიშვნას აკეთებს (უფრო სწორად, კომენტარს): „ამ განყოფილების ბოლოს მოვაქციეთ მთავარი ლოცვა: „მამაო ჩვენო„, რომელიც სამაგალითო ლოცვად ითვლება. ამ ლოცვაში ღმერთი დასახულია ზეციურ მამად, ადამიანი მის შვილად, და ეს უკანასკნელი შემოთხოვს თავისს ზეციერს მამასა, მისცეს მას ღვთიური ლუკმა და მიანიჭოს შეძლება ღირსეულის მოქმედებისა და ცხოვრებისა. მეტს არაფერს შეიცავს ეს ლოცვა. იგი სრულიად მოკლებულია კრელიკარულს ხასიათსა და ამიტომ უნდა აუცილებლად ისწავლებოდეს ყველა ქრისტიანისაგან, ისწავლებოდეს სრული შეგნებით და ხშირად იხმარებოდეს“...

ამ თემას იმიტომაც მივაქციეთ ასეთი ყურადღება, რომ დღეს, როცა „იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის“ მიხედვით“ დგება სახელმძღვანელოები, ეს პრინციპი - სასულიერო-ზნეობრივი განყოფილების არსებობა - თითქმის უგულებელყოფილია...  არადა, „იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის“ მიხედვითო“ - გარეკანზეც კი მიაწერეს...

იაკობისთვის რელიგიური თემა რომ უმნიშვნელოვანესია, ერთერთ თავის წერილში საგანგებოდ მსჯელობს ამის თაობაზე. დუტუ მეგრელი ედავება იაკობს, რად შეამოკლე ჩემი ლექსიო („პატარა ქართველის“ ორი სტროფი შეიტანა იაკობმა „დედაენაში„, ორი - არა). აქაც მოვიყვანთ ცოტა ვრცელ ამონაწერს, რადგან ვთვლით, რომ საანბანე წიგნის ავტორ-შემდგენლები ასე უნდა განსჯიდნენ ყოველ ნაწარმოებს, ყოველ ფარაზას, ყოველ სიტყვას:

„რაც შეეხება ორი სტრიქონის გამოტოვებას (იგულისხმება ორი სტროფი - გ. გ.) ბ-ნი დუტუს ლექსიდგან, ეს იძულებული ვიყავ მომეხდინა შემდეგი მოსაზრებით. საღი მამულიშვილობა ძვირფასი საუნჯეა; მაგრამ გადაჭარბება ასუსტებს და ამდარებს. ჩვენი კალმოსანი გამოტოვებულ სტრიქონში საქართველოს ქვეყნის თვალად თვლის და ეს კი გადაჭარბებული ქებაა. იმავე სტრიქონში საქართველოს იხსენებს, როგორც ღვთის-მშობლის წილ-ხდომილს ქვეყანასა, ჩვენ კი „დედა-ენაში“ უკანასკნელს სასულიერო განყოფილებამდინ ქრისტიანული ელემენტი გამოტოვებული გვაქვს, რათა ქართველს სპარსელებს კერძოთ, ქართველს მაჰმადიანებს საზოგადოდ და ქართველს ურიებს მივსცეთ შეძლება, დაუბრკოლებრივ იხმარონ საერთო სახელმძღვანელო ქართულის ენისა. როგორც მკითხველს მოეხსენება, ამ კატეგორიის ქართველთათვის „დედა-ენა“ გამოცემულია „წერა-კითხვის საზ.“ მიერ სასულ. განყ. გამოკლებით. მართალია, საიქიო, ღმერთი, სული, უკვდავება, სამოთხე და ჯოჯოხეთი იშვიათად არ იხმარება „დედა-ენაში„, მეტადრე სახალხო ლექსებში და მოთხრობებში, სასულიერო განყოფილებამდინაც, მაგრამ ეს ხომ ის დეიზმია, რომელზედაც ყველა სარწმუნოება არის აგებული“.

ცოტა გაგვიგრძელდა - რა ხასიათის ცვლილებები შეჰქონდა იაკობს და რა არგუმენტაციით?“ კი თქვა, „დედა-ენამ“ დასრულებული სახე მიიღოო„, მაგრამ იქვე დაინანებს: „ჩვენ ამ გამოცემაში (საუბარია 21-ე გამოცემაზე - გ. გ.) ყველა განზრახული ცვლილება ვერ მოვახდინეთ. გარეგნობამ ხელი შეგვიშალა. მაგრამ რაც ეხლა აკლია, შემდეგ გამოცემაში შევავსებთ. მაგალითად, ვაგროვებთ ისტორიულ ამბებს შესახებ მშრომელი ქართველების თავდადებულობისა ქვეყნისათვის, რაც შემდეგში შეადგენს ახალს განყოფილებას „დედა-ენისასა„, ვაგროვებთ აგრეთვე სურათებს მშრომელი ქართველების შვილებისა, რომელთაც ჩაურთავთ ამ წიგნის გეოგრაფიულს ნაწილში“...

და ეს ყველაფერი თანდათან კეთდებოდა. ამ გამოცემის შემდეგ (1906 წელია) პირველი ნაწილი 12-ჯერ გამოიცა, მეორე წიგნი - 6-ჯერ...

ცხადია, იაკობმა იცის, რომ მისი სიკვდილის შემდეგ „დედაენა“ თუ „მოაკლდა გაუკეთესებას„, მოკვდება ისიც... იგი ვერავის ანდობს „დედაენას“ პიროვნულად. „წერა-კითხვის საზოგადოება“ ეიმება მხოლოდ. ამიტომაცა მის ოფიციალურ ანდერძში ამ საზოგადოებას უანდერძა სახელმძღვანელოები:

„მე, ქვემორე ხელისმომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებით და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევისათვის ვაცხადებ ჩემს შემდეგ ნება-სურვილს:

ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ გამოუკლებლივ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნსა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვასა, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს „ბუნების კარის“ დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, ასევე ყველა ჩემს სტატიასა, დაბეჭდილს ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში, დაუმთავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართულ მოსახლეობას შორის „წერა-კითხვის გამავრცელებელ თბილისის საზოგადოებას“. ანდერძის მეშვიდე პუნქტში საგანგებოდ არის მინიშნება იმის თაობაზე, სახელმძღვანელოში რა სახის ცვლილება შეიძლება იქნეს შეტანილი და როგორ: „ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღვანელოებში და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ, და მიღებული იქნება დადგენილება გამგეობის ყველა წევრის სამი მეოთხედის მიერ. ჩემი ამათუიმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის კი საჭიროა გამგეობისა და საზოგადო კრების აგრეთვე სამი მეოთხედის უმრავლესობა“...

მეტყვიან, სადღაა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება„, რაღა საჭიროა ვინმესთან შეთანხმებაო...  ამასაც ითვალისწინებდა იაკობი და ანდერძში საგანგებო, მეათე, პუნქტად შეიტანა: „თუ „წერა-კითხვის საზოგადოება“ რაიმე განსაკუთრებულ გარემობათა გამო იძულებული შეიქმნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებზე და წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ამ ჩემს ანდერძში“...

სწორედ ასეთი „განსაკუთრებულ გარემოებათა გამო“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1927 წლის 24 აპრილს არსებობა შეწყვიტა. რა იყო „განსაკუთრებული გარემოება?“ - „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921) ხელისუფლება ჩაუდგა სათავეში როგორც სასკოლო, ისე კულტ.-საგანმან. დაწესებულებებს. სახ. სკოლა სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად გადაიქცა. ამიტომაც საზ-ბის მისია ძირითადად ამოიწურა. 1922 წ.-იდან მას „წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება უწოდეს, ხოლო 1926-დან „მწიგნობარი“ (წიგნების გამომცემელი კოოპ ამხანაგობა). 1927 წ. 24 აპრ. საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა“ („ქართული საბჭოთა ენციკლოპედია„)... და ამ დროს ი. გოგებაშვილის ანდერძი, რა თქმა უნდა, არ გახსენებიათ...

არადა, „წერა-კითხვის საზოგადოებამ“ პატიოსნად იტვირთა „დედაენის“ გამოცემებისადმი მზრუნველობა. შეიქმნა კომისია, რომელსაც იაკობის ერთგული და ქართული საქმისათვის თავდადებული ლუარსაბ ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. ეს კომისია არსებობდა 1925 წლამდე, 45-ე გამოცემამდე. თავად ლ. ბოცვაძე 1919 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სახელმძღვანელოში შესატან ყველა ცვლილებას სპეციალური კომისია განიხილავდაო. ძნელი სათქმელია, რა ცვლილებები შეიტანა ლ. ბოცვაძემ (არ მიგვიწვდება ხელი ამ გამოცემებზე), მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ლ. ბოცვაძე არ უღალატებდა იაკობ გოგებაშვილს.

არათემატური გადახვევა: შალვა გოგებაშვილი (იაკობის ძმიშვილი) იგონებს - „როდესაც იაკობი დაასაფლავეს და მისი ქონების განაწილებაზე მიდგა საქმე მის ნათესავთა და მეგობართა შორის, კუთხეში მდუმარედ იდგა ცრემლმორეული ლუარსაბ ბოცვაძე. როდესაც ჰკითხეს, შენ რაღას წაიღებო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს, რომელზეც არავინ არა სდავობდა და წყნარად სთქვა: „მე კიდევ აგერ ეს ჯოხი მომეცით სახსოვრადო...“

როგორც ვთქვით, 1927 წელს „წერა-კითხვის საზოგადოება“ გაუქმდა. 1925 წლის შემდეგ შეფერხდა „დედაენის“ გამოცემა. კვლავ გამოვიდა 1935 წელს; განახლდა „დედაენა“. წერენ: „ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა-ენის“ 1935-1943 წლების გამოცემებში“ („ქართული საბჭოთა ენციკლოპედია„). ვერც ეს გამოცემები მოვიძიეთ; თუმცა არცა აქვს ახლა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა. ერთი კია: მეთოდია მხოლოდ ი. გოგებაშვილისო, ხოლო ავტორებად ვ. ძიძიგური და ა. გვახარია მოიხსენიებიან...

და 1944 წელს გამოდის ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის მიერ იაკობის „დედაენის“ საფუძველზე შედგენილი „დედაენა“. ამ „დედაენას“ საბჭოთა „დედაენას“ უწოდებდნენ. ასეც წერდნენ: “...1943 წელს, როცა მრისხანე ომი მძვინვარებდა, ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ორგანოებმა გამოიტანეს დადგენილება - დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები აგებულიყო იაკობ გოგებაშვილის პროგრესულ მემკვიდრეობაზე, კერძოდ, მისი „დედაენის“ პრინციპზე. ამ საქმეს კვალიფიციური კომისია ჩაუდგა სათავეში და 1944 წელს უკვე გამოიცა ი. გოგებაშვილის „დედაენის“ პრინციპების მიხედვით შედგენილი საბჭოთა „დედაენა“ (ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძისა)“.

კარგია, რომ „ხელმძღვანელი ორგანოები“ დაინტერესდა იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობით, ისიც კარგია, რომ ამ მემკვიდრეობას პროგრესული უწოდეს; კარგია, რომ ამ საქმეს კომისია ჩაუდგა სათავეში და ა. შ. მაგრამ რას ნიშნავს „საბჭოთა დედაენა„?

ეს გულისხმობს სახელმძღვანელოში ჭარბად შეტანილ საბჭოთა თემატიკას: ლენინი, სტალინი, ბერია, საბჭოთა არმია, კრემლი და ა. შ.

მერე რაო, შეიძლება მითხრას ვინმემ, ეს იყო იმდროინდელი რეალობაო; მაგრამ ეს უკვე დარღვევაა იაკობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპისა: პირველდაწყებითი (და არა მხოლოდ ის) სახელმძღვანელო თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისაგან, პოლიტიკური იდეოლოგიისაგან.

ყური მივუგდოთ იაკობს. შალვა გოგებაშვილი იგონებს იაკობის სიცოცხლის ბოლო წუთებს. მითხრაო, „მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ კარგად მოუაროს ჩემს „დედაენას“ და გონივრულად მოიხმაროს მისი შემოსავალი. თუ ახლა გადაურჩი სიკვდილს, შეიძლება ცოტა შესწორება შევიტანო ამ მხრივ და შენ, როგორც ახალგაზრდა ეკონომისტმა, დახმარება უნდა გამიწიო ამ საქმეში. „დედა-ენა“ დიდი რამეა ჩვენი ერისთვის. მეფე ერეკლეც რომ გვყოლოდა, ეს სახელმძღვანელო ისეთივე იქნებოდა, როგორც დავტოვე ამ ბოლო დროს“. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვებიო“. ამ მოგონებაში ბევრი რამ არის საგულისხმო, მაგრამ ამჯერად ყურადღება მივაქციოთ ერთ დეტალს: „მეფე ერეკლეც რომ გვყოლოდა, ეს სახელმძღვანელო ისეთივე იქნებოდა, როგორც დავტოვე ამ ბოლო დროს“. ეს ითქვა 1912 წლის 1 ივნისს...

ერეკლეს დროს - დამოუკიდებელი საქართველოა;

1912 წლის 1 ივნისი - საქართველო კოლონიაა რუსეთის იმპერიის...  ანუ: პირველდაწყებითი სახელმძღვანელოსათვის ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს - მან ყმაწვილი წიგნიერების სამყაროში უნდა შეიყვანოს, ეროვნული ცნობიერება უნდა ჩამოუყალიბოს; ხოლო პოლიტიკურ იდეოლოგიაში მერე თავად უნდა გაერკვეს!... ესაა იაკობის აზრი.

„დედაენა“ არ უნდა იყოს პოლიტიკურად იდეოლოგიზებული. არადა „საბჭოთა დედაენა“ სწორედ ასეთი იყო! ეს უკვე ღალატი იყო იაკობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპისა!...  სხვათა შორის, ამ სენისაგან არც თანამედროვე „დედაენებია“ მთლად თავისუფალი. ერთ ამონარიდს მოვიყვან ი. გოგებაშვილის საზოგადოების I სამეცნიერო კონფერენციის მასალებიდან (2008 წ.):

საუბარია ბ. სულაკაურისა და ჯგუფის „დედაენაზე“ - „შეიძლება ასეც ითქვას: ვითარება ტრაგიკომიკურია...  მაგალითად, ასეთი:

დედა და შვილი სკვერში შედიან. ბავშვი წამოიძახებს: „რა დიდი შადრევანია!“ სხვა შემთხვევაში ბავშვების აღტაცებას ვარდების ხილვა იწვევს, კიდევ სხვა შემთხვევაში - თვითმფრინავის დანახვა. ცხადია, ამ შემთხვევაში ავტორებზე ვერ ვიტყვით, რომ მათი მიზანია, მხატვრული ტექსტი „ბავშვების ბუნების მოთხოვნილებას“ ეთანხმებოდეს და „შესაბამისი ტანისამოსიც ეცვას“. მათ სულ სხვა მისწრაფება აქვთ: მთავარი შადრევანი, ვარდი და თვითმფრინავია. თანაც ამათი ხსენება იმდენად ეჩქარებათ, რომ ანბანის შესწავლას ვერ დაელოდებიან. „დედაენის“ ოცდამეორე გვერდზე უკვე შადრევანი და მისით აღტაცება უნდა დახვდეთ. ეს ხომ ის „დედაენაა„, პირველკლასელებს თვითონ პრეზიდენტმა რომ უნდა ჩამოურიგოს. ხომ შეიძლება, პრეზიდენტმა მეტი დრო ვერ გამონახოს და წიგნი მხოლოდ ოცდამეორე გვერდამდე გადაათვალიეროს. ხომ დაიღუპებიან, ამოდენა შრომა წყალში ჩაეყრებათ.

ამიტომ ეჩქარებათ. მერე რა, რომ ბავშვი ამ ტექსტს თვითონ ვერ წაიკითხავს, რადგან ჯერ ორი ასო-ბგერაც არ უსწავლია. დაე, მშობელებმა წაუკითხონ და აღტაცებაც ერთად გამოხატონ.

მლიქვნელობა და ფარისევლობა უფრო შორს ვერ წავა. არადა, სახელმძღვანელოს „დედაენა“ ჰქვია - იაკობის მიერ შერქმეული სახელი!

ღვთაებრივი წიგნი უფრო მეტად როგორ უნდა შებღალო?!“ (იოსებ ჭუმბურიძე).

ღვთაებრივი წიგნი ამ „დედაენაში“ სხვა მხრივაც იბღალება, თუნდაც იმით, „დედაენა“ რომ დაერქვა...

ასეთი, ანდა დაახლოებით ასეთი, მაგალითები სხვაც შეიძლება, სხვა „დედაენიდან“... დაინტერესებულ მკითხველს ი. გოგებაშვილის საზოგადოების კოფერენციის მასალებზე მივუთითებთ...

*  *  *

გახსოვთ, ზემოთ იაკობის ამონარიდი მოვიყვანეთ პ. იოსელიანის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით: ქართული ენა „შემაყვარეს ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმაო“. ამიტომაც სანთლით ეძებს მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს; ასწორებს, ცვლისდა ამუშავებს მათ პედაგოგიური და მხატვრული თვალსაზრისით. ცნობილი ფაქტებია, როგორ შეიცვალა ხალხური „ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი„, „კურდღელი ჩამოცანცალდა„, „ყაყაჩოსა სიწითლითა„, „რწყილი და ჭიანჭველა„, „მოდი, ვნახოთ ვენახი“ და სხვა...  ვთქვით ზემოთ, აკაკის ლექსებშიც კი შეჰქონდა შესწორებანი, თუ ამას პედაგოგიური საჭიროება მოითხოვდა...ასევე რ. ერისთავის, დ. მეგრელისა და სხვა ნაწარმოებები იცვლებოდა სხვადასხვა თვალსაზრისით და ბავშვი იღებდა ისეთ სახელმძღვანელოს, იაკობს რომ მიაჩნდა ღირსეულად...

 „იავნანამ რა ჰქნა“ და მრავალი დიდებული საბავშვო მოთხრობისა თუ ლექსის ავტორი შეკვეთებს ილიასა და აკაკის აძლევს. „ლექსებს ბლომად ვაწერინებ და კაი ხანს წაართმევს ამ ჩვენ პოეტებს მათი თარგმნა. ამიტომ ცოტა არ არის ვეჭვნეულობ, ვაი თუ უარი მითხრან“... - საუბარია ილიასა და აკაკიზე. ანდა: „მე შევიტყვე, რომ ა. წერეთელი სამზღვარ გარეთ არისო. ვის მივმართო ლექსების გადასათარგმნელად მის მაგიერათ, არ ვიცი„, - სწერდა კირილე ლორთქიფანიძეს. ამიტომაც იყო, „ჩვენი მთავარი მგოსანი აკაკი“ ანდერძშიც კი შეიყვანა : წერა-კითხვის საზოგადოება „ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისათვის, რომლებიც იბეჭდება „დედა-ენაში“ და რომლებიც ჩემის თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის“. მხოლოდ ორიოდე ლექსი შეიტანა საკუთარი „დედა-ენაში“ - თუნდაც „პატარა მდინარე„:

„ველზე ჩამორბის წკანწკარით,

პატარა წყალი ანკარა.

ქვებზე გადადუღს ჩანჩქარით,

ქვიშას მიტბორავს წყნარ-წყნარა...“

და იძულებულია განმარტოს, რატომ შეიტანა საკუთარი ლექსი: „ეს ჩემი ნაბიჯი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ზოგერთა საჭირო თემებზე სრულად ვერ ვპოვეთ ლექსები ვერც სახალხო პოეზიაში და ვერც ჩვენის პოეტების ნაწარმოებებში“.

აქ ერთი ადგილიც ჩავიკითხოთ სერგეი მესხისადმი მიწერილი ბარათიდან: „გეთაყვა, სერგეი, გადაავლე თვალი „დროების“ ნომრებს ძველიდგან დაწყობილი აქამომდე, ამოირჩიე ის ნომრები, რომლებშიაც ნახო საყმაწვილო ლექსები და გამომიგზავნე. მე ამოვწერავ, რაც საჭიროა, და ისევ უკან დაგიბრუნებ. დაკარგვისა ნუ გეშინიან. მაგალითად: მე მახსოვს მშვენიერი ლექსი მგონია ვახ. ორბელიანისა, სათაურით „იმედი„, რომლების ზოგიერთა ადგილი ბავშვებისთვისაც გასაგებია. ფაზელის და ჭალადიდელის ლექსებშიაც ურევიან საყმაწვილო ხასიათისანი“. ასე ეძებდა...

იაკობისთვის მთავარი იყო სახელმძღვანელოში შეტანილი ნაწარმოების როგორც მხატვრული, ისე შინაარსობრივი მხარე, ცხადია, ენობრივ მხარესთან ერთად. იაკობი ძალიან განიცდის შინაარსობრივ სიღატაკეს ჩვენი ლიტერატურისა (ნუ დაგვავიწყდება, ეს XIX საუკუნეში ხდება). მოვუსმინოთ: „ენაში ხომ ვკოჭლობთ და ვკოჭლობთ ყველანი, მაგრამ ეს არ შეადგენს ჩვენს მთავარ ნაკლს. მომაკვდინებელი ჩვენი სენი უფრო სხვაა. ჩვენ ძლიერ ღატაკნი ვართ ნათელის აზრითა, მიმართულებითა, გარკვეულის მიზნით. ჩვენი ენა კიდევ ჭარტალობს, ხოლო თავი კი ცარიელობს. ამის გამო ჩვენი ლიტერატურა წყალწყალა შეჭამანდს მოგაგონებთ, რომელშიც ლობიოს მარცვალი თითო საათობით უნდა ეძებოთ. კალმის ასს ნაწარმოებში 99 უთავბოლო ყბედობაა და სხვა არაფერი. ამის გარდა საჭიროა ენის გარდა შინაარსიც გავხადოთ საგნად ერთმანეთის ნაწერის კრიტიკისა, თუ აკაკიც ინებებს„; ამას იაკობი წერს იმის საპასუხოდ, როცა აკაკიმ ხელი აიღო მისი სახელმძღვანელოების გარჩევისაგან: „ჩვენ მეტსაც ვაპირებდით, - წერს აკაკი, - „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ გარჩევასო“ და გულდაწყვეტილია იაკობი: „თუ მართლა ამ განზრახვაზედ ხელი აიღო აკაკიმ, დიდად გვაწყენინებს. ჩვენი გულითადი ნატვრა იყო და არის, მოვესწროთ როდისმე ჩვენის წიგნების გარჩევას შეგნებულისა და განვითარებულის პირის მიერ“...  საუბარია სახელმძღვანელოთა შინაარსობრივ კრიტიკაზე; რადგანაც სახელმძღვანელოს შინაარსობრივი სიღატაკე მომაკვდინებელი სენიაო, - ამბობს იაკობი. სახელმძღვანელოში შეტანილი ნაწარმოები შინაარსით მდიდარი უნდა იყოს (მაღალმხატვრულობაზე აღარას ვამბობთ). ერთ-ერთი სახელმძღვანელოს კრიტიკული გარჩევისას წერს იაკობი:„თუმცა შინაარსით ცოტა არ არის, ღარიბია და მაგდენს ვერაფერს ეტყვის ვერც გონებასა და ვერც სულსა ბავშვისასა“...

იაკობის აზრი მოვისმინოთ ერთ-ერთ ლექსზეც: „მას (ე. ი. სახელმძღვანელოს ავტორს) ამოურჩევია ყოვლად უნიჭო, სრულიად უხეირო ლექსი, ნაცვლად რომელისამე კლასიკური ლექსისა, რომლითაც ჩვენი ლიტერატურა მდიდარია“...

სახელმძღვანელოში შეტანილი ლექსი მასწავლებელმა უნდა განუმარტოს ბავშვს; (ასახელებს ლექსს) „თვით დიდი პედაგოგის პესტალოცისათვისაც რომ შეგეკვეთანათ ამ ლექსის განმარტება, ისიც კი ვერას გააწყობდა. განმარტება შეიძლება მისი, რაშიაც გონიერი აზრია გამოთქმული, ნამდვილის სურათია დახატული“ და მისთანანი...

შინაარსობრივ მხარეზე ყურადღებას რომ ამახვილებს, არსებითი ისაა, რომ ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებანი „ჰყრიან საძირკველს მიდრეკილებისას, მიმართულებისას. ამ ადრიან ჩაბეჭდილებებზე ბევრით არიან დამოკიდებულნი კაცის მისწარფებანი, ხასიათი, თვისებანი“...

იაკობი გენიოსურ დარიგებას აძლევს მშობლებს: „თუ თქვენს შვილს პატარაობისასვე მარჯვედ დაწერილნი საბავშვო ნაწარმოებები მიიზიდავენ თავისკენ, აგრძნობინებენ სიამოვნებას, გულს საამურად უღელავენ, გონებას უვარჯიშებენ და კითხვის მოთხოვნილებას უღვიძებენ და უმტკიცებენ, იცოდეთ, რომ თქვენ გეზრდებათ ყრმა, რომელიც დიდობაში გამოიჩენს დაუღალავს გონებითს მოქმედებას, რომლისთვისაც ჭკუის მოძრაობა, ვარჯიშობა, წიგნების კითხვა, აზროვნება, მსჯელობა იქნება ისეთივე მოუცილებელი ყოველ დღიური საჭიროება, როგორიც არის წყალი თევზისათვის, ჰაერი ფილტვებისათვის. მაგრამ თუ თქვენი შვილი მოკლებულია ხეირიანს საკითხავს ნაწარმოებსა, თუ თქვენს სამშობლო ლიტერატურაში საყმაწვილო განყოფილება ცარიელია, ან სავსეა უნიჭო და უბრალო ნაწარმოებითა, მაშინ თქვენ უნდა მოელოდეთ, რომ თქვენს ყრმას გონების მადა არ გაეხსნება, აზროვნება, მსჯელობა და საუკეთესო ნაწარმოების კითხვა და შეგნება მისთვის საჭიროებად არ შეიქნება, და იგი გამოვა იმისთანა გულგრილი არსება, რომელიც ბევრით არაფრით განსხვავდება პირუტყვისაგან“.

როცა იაკობი ამ თემაზე საუბრობს, გოეთესაც დაიმოწმებს: „არავის არ შეუძლიან განთავისუფლდეს პატარაობის დროის ჩაბეჭდილებათაგან“.

ეს ვრცელი მსჯელობანი იმისათვის მოვიყვანეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ არჩევს იაკობი საკითხავ მასალას; რა არის აზრი და მიზანი ამისა.

დღეს? რა ხდება დღევანდელს „დედაენებში?„

ხელთა მაქვს ერთ-ერთი „დედაენა„, 1995 წელს გამოცემული.

„დამხმარე სახელმძღვანელო პირველკლასელთათვის. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით შეადგინა ლელა შალიკიანი-ხოტივარმა. დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ“. ეს სატიტულო გვერდზე აწერია. მომდევნო გვერდზე ვკითხულობთ: მხატვრული გაფორმება, ლექსები და პროზაული ტექსტები ლელა შალიკიანი-ხოტივარისა“. და კიდევ ერთი ამონარიდი „მოკრძალებული“ წინასიტყვიდან: „ამ წიგნსაც დედაენა ვუწოდე ისე, როგორც დედა არქმევს ხოლმე თავის პირმშოს სახელს ვისიმე სიყვარულითა და პატივისცემით. ვფიქრობთ, ეს წიგნი მოკრძალებით დადგება იაკობ გოგებაშვილის დედაენის გვერდით“... და ამ „მოკრძალებულ“ წიგნში შეტანილი ნაწარმოებების ნიმუშების მოყვანასა და ანალიზს არა აქვს აზრი...

მეტყვიან, ეს წიგნი აღარ გამოიყენებაო... მაგრამ ხომ დართეს ნება ერთ დროს და თაობამ თუ თაობებმა ხომ ისწავლეს ამ წიგნით.. რა დააშავა იმ თაობამ (თუ თაობებმა)? ასე მიზანმიმართულად ერთი ბავშვიც რომ ავაცდინოთ სწორ გზას, დანაშაულია ერის წინაშე...  ჩვენ ასე ვიცით, იაკობიც ასე გვასწავლის!

ესაა ის, რასაც იაკობი „დედაენის“ სიკვდილს ეძახდა...

მარტო ამ სახელმძღვანელოს მიმართ რომ გვქონდეს პრეტენზია, არას ვიტყოდით.

კიდევ ერთი „დედაენა„: ავტორები - ბაკურ სულაკაური, მარინე ბედოშვილი, თინათინ კუხიანიძე. „რეკომენდებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ. წარმატებით პილოტირებულია საქართველოს სკოლებში განათლების რეფორმის პროექტ „ილია ჭავჭავაძის“ ფარგლებში 2005-06 სასწავლო წელს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2006 წ.“ ყოველივე ეს ტიტულზე აწერია. ეს ის წიგნია, შადრევნებზე, ვარდებსა და თვითმფრინავებზე რომ არის საუბარი. მაგრამ ეს ერთი მხარეა ამ წიგნისა.

წიგნში 20 ლექსია შეტანილი; აქედან 16 - ვინმე ც. ხოცუაშვილისა (ისიც ვთქვათ, დანარჩენი 4 ლექსი ვისია - გ. ჭიჭინაძის, მ. წიკლაურის, თ. ნადირაძისა და ნ. გაბრიჩიძის). ენის გასატეხებიც ც. ხოცუაშვილისაა. და ეს ხდება საანბანე წიგნში; იმ წიგნში, სამინისტროს სტატისტიკით იმ წლებში (2006-2008) ყველაზე მეტად რომ გავრცელდა საქართველოში...  და ეს ხდება XXI საუკუნის საქართველოში... ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის... შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილის, ნოდარ დუმბაძისა...  და ა. შ. ქვეყანაში...

და როცა არაერთგზის ხსენებულ სამეცნიერო კონფერენციაზე გააკრიტიკეს ეს გამოცემა, ავტორ-გამომცემელმა გამოსავალი მონახა: 2009 წლის გამოცემაში ც. ხოცუაშვილის ხსენება აღარაა, თუმცა ლექსები დატოვეს, ანუ: ლექსს ავტორი აღარ მიაწერეს და პრობლემა ამით „მოხსნეს“...

მოდით, აქაც გავიხსენოთ იაკობი; ერთ-ერთ იმდროინდელ გამოცემაზე საუბრობს: „მკითხველი გამოცემაში ვერ შეხვდება იმისთანა მწერლებს, როგორიც არიან ნ. ლომოური, შ. არაგვისპირელი, ალ. ხახანაშვილი, დუტუ მეგრელი, სილოვან ხუნდაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვანი, და ამავე დროს ჯგუფში იხილავს სურათს მაგალითად დავითაშვილისას“...  თანამედროვე „დედაენების“ შემყურეს დავითაშვილი შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს. არა გჯერათ? აბა, მოვისმინოთ:

არის კიდევ ერთი თანამედროვე „დედაენა„: „საცდელი სახელმძღვანელო პირველკლასელთა გაღრმავებული სწავლებისათვის ვრცელი საგნობრივი საძიებლებითა და ბოლოსიტყვაობით. მესამე გამოცემა, 1999“. - ეს ტიტულზე; მეორე გვერდზე ვკითხულობთ: „სახელმძღვანელო შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ და პედაგოგიკურ, ფსიქოლოგიის მიღწევებზე დამყარებით. შემდგენელი, ტექსტებისა და ხალხური მასალის დამმუშავებელი ზურაბ ვახანია“. წიგნის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ: „სახელმძღვანელოს ავტორი ზურაბ ვახანია - მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტ. სწავლების ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე, სამი საავტორო სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი, უმაღლეს კატეგორიის მასწავლებელი“. ასე ვრცლად ინფორმაცია იმიტომაც მოვიტანე, რომ ეს არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული სახელმძღვანელო, რომელიც „შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ დამყარებითო!“ ამ წიგნს 2006 წელს სამინისტრომ გრიფი არ მიანიჭა. არადა, წესი ყოფილა ასეთი: საავტორო სკოლაში უგრიფო წიგნითაც შეიძლება თურმე სწავლება და სამ სკოლაში (!) გაწირეს ბავშვები ამ წიგნით სწალებისათვის. ამ წიგნმა 2009 წლის სახელმძღვანელოების კონკურსზე 17 ქულა აიღო (100-დან!)...  მერე რა, უფლება მასაც მიეცა გამოიყენონ, ვისაც სურს...  ესეც წესი ყოფილა...  ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ოტია იოსელიანმა თქვა, „დედაენაში“ ამოვიკითხე, „ვირთხის ხახა შავიაო„; რა უბედურებაა, ვინ ჩახედა ვირთხას ხახაში ანდა რატომო“... - საუბარი იყო სწორედ ზ. ვახანიას წიგნზე. ცხადია, ამ წიგნზე საუბარს დიდი დრო სჭირდება. მე ორიოდე ამონარიდს მოვიყვან ი. გოგებაშვილის საზოგადოების I კონფერენციის მასალებიდან (ავტორი: ფსიქოლოგი, პროფესორი რუსუდან მირცხულავა): „განსაკუთრებულ განხილავს იმსახურებს ზ. ვახანიას საანბანე სახელმძღვანელოები, რომელთა შინაარსობრივი მხარე (ერთგვარი - უტრირებით) ასახავს თანამედროვე პედაგოგიური ნოვაციების ნეგატიურ ასპექტებს...  საინტერესოა, რა პრინციპებს ემყარება აღნიშნული სახელმძღვანელოების ტექსტუალური მხარე. ასე მაგალითად, პირველი პატარა ტექსტი ეძღვნება ვირთხას („ვირთხა ავია, ვირთხის ხახა შავია„). საერთოდაც ვირთხა სახელმძღვანელოს „მთავარი გმირია“. ის აქ ყველაზე ხშირად ფიგურირებს...  ფრიად საგულისხმოა მოთხრობა „ირმის რქა„, სადაც გზაზე დაგდებულ ირმის რქას ჯერ კალია კიკნის, შემდეგ თაგვი და ვირთხა ხრავენ, შემდეგ ძერა ძიძგნის და ბოლოს გლეხს მიაქვს სახლში და კედელზე კიდებს. ჩვენი შეხედულებით, სახელმძღვანელოს აღნიშნული პასუხი ერთობ სახიფათო ფსიქოლოგიურ ფენომენს - ნეკროფილიას (სიკვდილის სიყვარულს) ასახავს, რომლის აგიტაცია-ტირაჟირებაც განსაკუთრებით საშიშია სწორედ დაწყებითი სკოლის მოწაფეთათვის. ნეკროფილურად ჟღერს „თხა და ვენახის“ (რომლის შინაარსი შეცვლილია ზ. ვახანიას მიერ) ბოლოს მიწერილი დავალება - მოსწავლემ მოიფიქროს ასეთივე ამბავი, სადაც „სხვა რამეებმა ჭამონ ერთმანეთი“ (სტილი დაცულია)...  ტექსტები, რა თქმა უნდა, თავად ზ. ვახანიას შედგენილია...  გარკვეულ თემებთან დაკავშირებულ ტექსტებს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. უფრო მეტიც, მათში ამბავი, როგორც ასეთი, არ ხდება, არ ვითარდება“... - ასე პროფესიონალი ფსიქოლოგი აფასებს. ეს წიგნი უამრავ კითხვას აჩენს. ავტორს „თავისი გრამატიკა“ აქვს, „თავისი სტილისტიკა„; ფაქტობრივ, მთლიანად უარყოფილია კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობა; ხალხური კლასიკური ნაწარმოებები „საკუთარი ინტერპრეტაცითაა წარდგენილი“ და ასე შემდეგ... რ. მირცხულავა სხვა სახელმძღვანელოს (ე. სვანიძე...) შესახებ წერს: „სახელმძღვანელოს ავტორები საკმაოდ სოლიდურ მიზნებს ისახავენ, როგორიცაა ეკოცნობიერების ჩამოყალიბება და ბავშვის თვითაქტუალიზების წახალისება. ამ მართლაცდა მაღალი მიზნების მისაღწევად, „კომიქსის ესთეტიკაზე„დამყარებული ილუსტრაციების გარდა, გამოიყენება შინაარსობრივად გაუმართავი და „საეჭვო წარმომავლობის“ ტექსტები...  საინტერესოა, რატომ მიმართავენ აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორები ასეთ წარუმატებელ ექსპერიმენტებს მაშინ, როდესაც ქართველი ბავშვის ფსიქიკაში ეკოცნობიერების ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გენიალური შემოქმედებაც იკმარებდა“.

არადა, როგორც ვთქვით, ნიჭიერი მწერალი იაკობ გოგებაშვილი იგონებს: „ჩვენი პოეტების კარებებს ასე ვარაკუნებდი, ისე ვემუდარებოდი და ვაწუხებდი - გადაეთარგმნათ, გადმოეღოთ საბავშვო ლექსები, რომლითაც ჩვენ მაშინ ისე ღარიბნი ვიყავით“... დავძლიეთეს სიღარიბე, მაგრამ... ვინ იწუხებს თავს...

და, როგორც იაკობი იტყოდა, „რა დააშავა ქართულმა ენამ?„ რა დააშავა ქართულმა სკოლამ? და, რაც მთავარია, რა დააშავა ქართველმა ბავშვმა, რატომ ეწირება მანიაკალური აზროვნების მქონე ავტორთა ახირებას?... და სადაა აქ საზოგადოებრივი აზრი? სადაა აქ სახელმწიფოებრივი ნება?...  საკონკურსო წიგნს, რომელიც ქულა 20%-საც ვერ აიღებს, რატომ ეძლევა უფლება სკოლებში გამოყენებისა (თუნდაც საავტორო სკოლებში!)?... კითხვა ბევრია, პასუხი?...

 *  *  *

იაკობი როცა სახელმძღვანელოს ავ-კარგზე საუბრობს, ხშირად ახსენებს ზნეობასა და ეთიკას. გვასწავლის: „კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესია და სკოლა არის სათავე ხალხის ზნეობისა, ეთიკისა, ხოლო თვითონ ეთიკა, სპეტაკი ზნე საძირკველია ხალხის არსებობისა, სიმტკიცისა, კეთილდღეობისა, წარმატებისა. ზნედაცემული ხალხი მაშინაც-კი წააგებს ბრძოლას არსებობისათვის, როდესაც იგი ცოდნას არ არის მოკლებული“.

ამიტომაცაა, იაკობი თავისი სახელმძღვანელოებით ზნეობრივი პიროვნების აღზრდას ისახავს მიზნად; და როცა იგი „დედაენის“ გაუკეთესებასა თუ სიცოცხლეზე საუბრობდა, ზნეობრივ-ეთიკური პრინციპების დაცვასაც გულისხმობდა უთუოდ...

 ამ მხრივ რა ხდება ჩვენს „დედაენებში„? - მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარებაა. მე კვლავ ი. გოგებაშვილის საზოგადოების კონფერენციის მასალებს მოვიშველიებ. საუბარია ბ. სულაკაურის ჯგუფის მიერ შედგენილ „დედაენაზე„: „წიგნში არ არის არცერთი ზნეობრივი დარიგება. უფრო მეტიც - ის თვისებები, რომლებიც შესაძლოა ამ სახელმძღვანელოთი ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს, ძნელად გამოსასწორებელი იქნება მომდევნო წლებში. მოვიტანოთ ამონარიდები:

„გივი დილაობით დარბის და საუზმეზე სულ იგვიანებს“;
„დიმიტრიმ ვერ მოითმინა და ცხელი ღვეზელი შესანსლა“;
„დიმა და მაია სახელოსნოში შევიდნენ და რეზოს ხილი შესანსლეს“;
„ბავშვებმა ბროწეულის წვენი დალიეს. მერე წვენში წყალი ჩაასხეს და წიწაკის ფხვნილი ჩაყარეს. წიწაკიანი წყალი მამამ დალია“;
„მათე სათამაშოს
მტერია, ამ ტრაქტორს სულ დაამტვრევს“ ტვრევს“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი ქცევები მისაღებია, რადგან არსად არ არის მინიშნებული მათი მავნებლობა“ (დარეჯან ხაჩიძე). როცა ამ თემაზე საუბრობს ავტორი, ზ. ვახანიას ვერ აუვლის გვერდს: „ამ წიგნში ჩვენი ყურადღება მიიპყრო შეკითხვამ: „როგორ ჩნდება ქვეყნად... კაცი?“ გვინდა ვკითხოთ ბატონ ზურაბს: როგორ მსჯელობენ ამ საკითხზე პირველკლასელები მის საავტორო სკოლებში? იმედს გამოვთქვამთ, პასუხის საძიებლად მასწავლებელი არ მიუთითებს 5-8 წლის ბავშვებისათვის ფრანგულიდან თარგმნილ წიგნზე „სიყვარულის ანაბანა“ (დ. ხაჩიძე)...

სასწავლო პროცესში შეტანილი ასეთი წიგნები იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე თურაშაულის პატრონი რომ პანტას ეძებს...

ჩვენ არსად გვიხსენებია ერთი „დედაენა“, რომელიც საკმაოდ კარგახანს იყო სკოლაში _ ჯერ ნულ კლასში, მერე _ პირველში. მხედველობაში მაქვს შ. და ე. ამონაშვილების „დედაენა“. ხელთა მაქვს 2005 წლის გამოცემა. 2006 წელს ამ წიგნს სამინისტროს გრიფი არ მინიჭებია... მაგრამ მერე რა! იგი მაინც გამოიყენებოდა რამდენიმე სკოლაში და ათეულობით ყმაწვილი „ნათლდებოდა“ ამ წიგნით... ამ წიგნის შესახებ წერდა ი. ჭუმბურიძე: „არაფრისმთქმელი და პედაგოგიურადაც გაუმართლებელი ტექსტის არაერთი ნიმუში გვხვდება „დედაენაში“, რომლის ავტორებიც (?!) შალვა და ნათელა ამონაშვილები არიან.

აი, მაგალითი:

ორმოში ჩავარდნილის ამბავი

- ორმო ვერ შენიშნე?

- ვერ შევნიშნე!

- ორმოში ჩავარდი?

- ჩავვარდი!

- ორმოში ზიხარ?

- ვზივარ!

- შველას ელოდები?

- ველოდები!

- ორმო სველია?

- სველია!

- თავი მთელი გაქვს?

- მთელი მაქვს.

- მაშ ცოცხალი ხარ?

- ცოცხალი ვარ!

- აბა, მშვიდობით!„ის!

კაცი ვერ გაიგებს, რატომ და რისთვის შეიტანეს ეს ტექსტი დედაენაში. რას აძლევს ან რას ეუბნება იგი მოზარდს. არავითარი მორალი, ზნეობრივი შეგონება, მისაბაძი მაგალითი. აზრიც ვერ გამოგიტანია (ი. ჭუმბურიძე). ერთ-ერთ ნაწარმოებზე ამბობდა იაკობი: შინაარსით ცოტა არ არის, ღარიბია და მაგდენს ვერაფერს ეტყვის ვერც გონებასა და ვერც გულს ბავშვისასა“. მსგავს ტექსტებზე ამგვარ შეფასებასაც არ გაიმეტებდა ალბათ... მერე რა, აქვს გასავალი პანტას თურაშაულის ქვეყანაში...

ღიმილიანი გადახვევა: ერთხელ მეგობარმა წიგნი მაჩვენა - ასი შედევრი! ლექსების წიგნი იყო. გვარს რომ დავხედე, მეგობარს ვუთხარი, ამას ასამდე თვლა არ ეცოდინება-მეთქი. ისე აგიხდეს ყოველი ნატვრა: გადავთვალე და ასორი ლექსი იყო შეტანილი (მეგობარმა იხუმრა, ორს ალბათ არ თვლის შედევრადო)...

ჰოდა, ეს ამბავი გამახსენდა, როცა ვნახე, რომ ამონაშვილები ბავშვს თავიანთ დედაენში 32 ასოს ასწავლიან! დიახ: ასო-ბგერაგამოტოვებულია, მასზე საანბანე სიტყვა არაა შეტანილი! მეტყვიან, ეს კურიოზიაო... მაგრამ ასეთი კურიოზი წიგნში, რომელსაც „დედაენა“ ჰქვია, დანაშაულია!..

კურიოზზე გამახსენდა. ბ. სულაკაურის გამომცემლობის კიდევ ერთ „დედაენაში“ (ავტორები ნ. გორდელაძე, გ. ჩხენკელი) რუბრიკა- ში „ბუნების შვილები“ იაკობ გოგებაშვილის ტექსტია გადმოტანილი „კაკანა ქათამი“ რედაქტირებული და „შევსებული“. ვკითხულობთ: „ქათამმა კაკანი იცის“ და მერე დამატებულია: „იკაკანებს, იკაკანებს და კვერცხებს დადებს“... ბავშვი, რომელიც ბუნებას იცნობს, იცინებს ამაზე; იტყვის ჯერ კვერცხს დებს ქათამი და მერე კაკანებსო... მე- რე რა მოხდაო, ნუ იტყვიან გამომცემლები: ასეთი კურიოზული შე- ცდომა საანბანე წიგნში არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა წიგნს გა- რეკანზე აწერია „იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“.

იაკობის აზრით, ბუნების ცოდნა ყმაწვილისათვის აუცილებე- ლია. იგი თავად სოფელში გაზრდილი კაცი იყო. მაგრამ „როცა „დე- და-ენას“ ვადგენდით, ჩვენ გადავსახლდით სოფლად“, წერს ერთ- გან. სხვაგან: „სოხუმიდან გაზაფხულზე გავემგზავრე ჩემს სოფელს ვარიანში, სადაც დავყავი შემოდგომამდინო“... ეს საქმეს სჭირდე- ბოდა, წიგნს სჭირდებოდა, თორემ იმდენად კი იცნობდა სოფელს, თბილისში შეედგინა წიგნი. წიგნმა სიმართლე უნდა ასწავლოს ბავშვს!...

სიტყვამ მოიტანა და ერთ-ერთ „დედაენაში“ (ვ. როდონაია და ჯგუფი; 1997 წლის გამოცემა) გოგონაა დახატული. მის წინ „დიდი ლურჯი ბურთია. ტექსტი ასეთია:

- მთვარე. მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა. რა თეთრია!

- დედა, მოდი! აი თეთრი მთვარე“ (ამ წიგნში დახატული მთვარე რატომღაც სხვაგანაც ლურჯია).

ამ ავტორთა „დედაენის“ სხვა გამოცემაში (2006 წ.) ასეთი ნახატია: გოგონა და ბიჭი მინდორში, მოლზე დაგდებულ თევზს უყურებენ. „- აი, რა დიდი თევზია! - აჩვენა დაჩიმ იას დიდი თევზი“. ტექსტს სათაურად „თევზაობა“ ჰქვია... მე არ ვიცი, როგორ ხსნიან ავტორები ნახატისა და რეალობის ამგვარ შესაბამისობას, მაგრამ გოეთესაც უთქვამს, „არავის არ შეუძლიან განთავისუფლდეს პატარაობის დროის ჩაბეჭდილებისაგანო“... ჩვენ კი ამგვარი სახელმძღვანელოებით როგორ შთაბეჭდილებებს ვუქმნით თაობებს?!

* * *

ვთქვით, ათზე მეტი „დედაენაა“ თანამედროვე ქართულ სკოლაში. ეს „დედაენები“ ორად შეიძლება დაჯგუფდეს: პირველი - რომლებიც „აი ია“-ს პრინციპზეა აგებული და, მეორე, რომლებშიც ეს პრინციპი უარყოფილია (ავტორები: 1. ვ. როდონაია და ჯგუფი, 2. ბ. სულაკაური და ჯგუფი, 3. ე. სვანიძე და ჯგუფი, 4. ბ. სარია და ჯგუფი; მსჯელობისას აქ მითითებული ნომრების მიხედვით დავიმოწმებთ - სიმოკლისათვის).

„აი ია“-ს პრინციპზე აგებულ სახელმძღვანელოებს ყველას აქვს თავისი ავ-კარგი; ზოგზე ვისაუბრეთ, ზოგსაც ქვევით ვიტყვით... მაგრამ მათ აქვთ ერთი, ჩვენი აზრით, საერთო სიკეთე - ამ წიგნებს მოზარდი „აი ია“-თი შეჰყავთ წიგნიერების სამყაროში. „აი ია“-ს სიკეთეზე კი ბევრი ვთქვით... რა ხდება მეორე ჯგუფის სახელმძღვანელოებში? პროფესიონალი წერს: „საკამათოა აღნიშნულ სახელმძღვანელოებში წერა-კითხვის სწავლების ის მეთოდიკაც, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ქართულ საანბანე სწავლებაში „მოდური“ ხდება და რომელიც დასავლური მეთოდიკის კალკია. ვგულისხმობ ე. წ. „გეშტალტურ, ანუ მთლიანობით სწავლებას“; ანუ სწავლებას არა ასოებზე, არამედ ერთიან სიტყვებსა და ფრაზებზე დაყრდნობით“ (რ. მირცხულავა). მაგალითებსაც გადავხედოთ:

პირველ სახელმძღვანელოში  ა- ისწავლებოდა სიტყვებით არწივი, ატამი, აფრა, აკვარიუმი; - იადონი, ირემი, იხვი; - მზე, მთვარე, მამალი, მარაო, მსხალი და ა. შ. (2007 წ. გამოცემა); სხვა გამოცემაში - აქლემი, ატამი, ასანთი; - ია, ირემი, ინდაური; - მამალი, მარაო, მაიმუნი და ა. შ. (2006 წ.) .

მეორე სახელმძღვანელოში , - ატამი, ბაყაყი, ბალი; - ია, ქვაბი, ფოთოლი; - მზე, გემი, სიმინდი (2006 წ. გამოცემა); სხვა გამოცემაში: - ატამი, ბაყაყი, ფოთოლი; - ქვაბი, ბალი... I გამოცემაში შესასწავლი ასო წითლადაა წარმოდგენილი...

პირველ სახელმძღვანელოში  სულ სხვა ვითარებაა: პირველი „ტექსტებია“ - „ეს მე ვარ“, „მე“. და შემდეგ იწყება „უგზო-უკვლო სწავლება“ ასოებისა...

პირველ სახელმძღვანელოში   - აფრა, ავაზა; - დათვი, დელფინი; - მასწავლებელი, მერხი; - საათი, სახაზავი და ა. შ.

კვლავ სპეციალისტს მოვუსმინოთ: „აღნიშნული მეთოდი (ჯერ „მთელი“ და შემდეგ მისი „ნაწილი“) მისაღებია და გამართლებულიც იმ შემთხვევაში, როდესაც სიტყვის ვიზუალურ-წერითი მხარე (ან სიტყვის ასოთა რიგი) და მისი აკუსტიკურ-კითხვითი (სიტყვის ბგერითი მხარე) ერთმანეთს არ ემთხვევა (ასეა, მაგალითად, ინგლისურ ენაში). ასეთ შემთხვევაში, მთლიანი სიტყვის (და არა ასოების სწავლება) წერა-კითხვის პროცესს აადვილებს“ (რ. მირცხულავა).

ამ შემთხვევაში დაწერილი სიტყვა ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს როგორც „ნახატი“... მერე უნდა მოხდეს გამონაწევრება ასოებისა და დაჯგუფება; მაგალითად, გერმანულში ორი ასოთი გადმოიცემა (ch), - სამი ასოთი (sch), - ოთხი ასოთი (tsch)... ერთი და იგივე ასო სხვადასხვა პოზიციაში სხვადასხვა ბგერას გმოხატავს; მაგალითად, რუსული О და მისთანები. ეს ევროპულ ენათა სირთულეა...

„მაგრამ ქართულ ენაში სიტყვის წერით-ვიზუალური და კითხვით-აკუსტიკური მხარეები ერთმანეთს სრულად ემთხვევა - სიტყვები ისევე იწერება, როგორც იკითხება. ამიტომაც ქართული წერა-კითხვის სწავლებისას უკვე ტრადიციული მეთოდი (ასო-სიტყვა-ფრაზა) არა თუ გამართლებულია, არამედ ერთადერთად მისაღებიც!“ (რ. მირცხულავა).

და ეს სიკეთე ქართული ენისა იცოდა იაკობმაც. „ყოველი ქართული ხმა გამოიხატება ცალკე ნიშნით, ასოთი, რომელიც ისევე იწერება, როგორც გამოითქმის; ამის გამო ქართული მართლწერა არავისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსულს მართლწერაში სამეცნიერო აკადემიასაც-კი მტკიცე გზა ვერ გაუკვლევია“. იაკობი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ევროპულ ენებში ნაბეჭდი და ხელნაწერი ასოები სხვაობს: „ეს გარემოება დიდად აბრკოლებს პირველ-დაწყებითს სწავლას, რადგანაც ბავშვმა ერთი ხმის წასაკითხავად და გამოსახატავად ორი ნიშანი, ორი ასო უნდა დაისწავლოს: ერთი ბეჭდური და ერთი საწერი“. წერასა და წარმოთქმას შორის რომ განსხვავებაა, „რუსის და ევროპის პედაგოგები სწუხან ამ გარემოებაზედ, მაგრამ რას იზამენ“...

ასე რომ, ბუნება ქართული ენისა, მიმართება წერისა და კითხვისა ქართველ ბავშვს გაცილებით უიოლებს წერა-კითხვის შესწავლას, ვიდრე უცხოელსა. ამიტომაც დღეს უცხოურის წამხედურობით ამგვარი სახელმძღვანელოების შექმნა უკან გადადგმული ნაბიჯებია (და არა ნაბიჯი!)... ჩვენი აზრით, ვერანაირი გამართლება ვერ მიეცემა ამგვარ მცდელობას. არადა, „ყოველივე უცხოურისადმი სწრაფვამ“ საანბანე წიგნებშიც შემოჟონა და წაახდინა საქმე. ვიცით შემთხვევები, როცა პედაგოგს შესთავაზეს ერთ-ერთი ასეთი სახელმძღვანელო და შუა სემესტრში ჩაანაცვლა „აი ია“-ს პრინციპზე აგებულ სახელმძღვანელოთი.

„აი ია“-ს სიკეთეზე ბევრი ითქვა, აქ ერთ ფაქტს მოვიყვან: „ჩვენ ვიცით, - წერს იაკობი, - რომ განათლებულმა სომხებმა ამ ნაირი სიტყვა ეძებეს ძველს და ახალს ენაში, მაგრამ ვერ იპოვნეს; თავისდა სანანურად. ერთი სიტყვით, რომელს ენაშიაც კი მოიძებნება იასთანა მარჯვე სიტყვა, ყველგან ორი ხელით მოეჭიდებიან მას და ანბანის დასაბამად გახდიან“. ამას იაკობი „გადაღმიელის“ პასუხად წერს. მერე მსაჯულად მკითხველს მოიხმობს: „ეხლა თვითონ მკითხველმა განსაჯოს: რა ხარისხის უმეცრება გამოიჩინა გადაღმიელმა, როცა პირველი სიტყვა და პირველი სურათი ისე მამაცურად დაიწუნა“.

ახლაც განსაჯოს მკითხველმა (და არა მხოლოდ მკითხველმა - იმანაც, ვისაც ჩვენი განათლების ბედზე ზრუნვა ევალება) და შეაფასოს „აი ია“-ს პრინციპის „მამაცურად“ დაწუნება. ამას თურაშაულის სანაცვლოდ პანტის ძიებაც კი აღარა ჰქვია...

* * *

რა ხდება „აი ია“-ს პრინციპზე აგებულ „დედაენებში“?

ცვლილებები შეაქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ითვალისწინებენ ხშირად იაკობის პრინციპებს და „გაუკეთესება“ კი არა, „გაღატაკება“ ხდება „დედაენისა“. ენობრივი, აზრობრივ-ლოგიკური თუ შინაარსობრივი შეცდომები რომ არის, ეს ერთი მხარეა უბედურებისა. სხვა რიგის ცვლილებებიც ხდება.

მაგალითი: მეორე გაკვეთილად „დედაენის“ პირველ გამოცემაში იაკობს ხე ჰქონდა შეტანილი. ერთდროულად ასწავლიდა და ასოებს. მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის „ერთ გაკვეთილზე ერთი სიძნელე“ და მეორე გაკვეთილად თითი გადმოიტანა. ვფიქრობთ, ესეც დიდი მიგნება იყო: მოხაზულობით (ზომით) და ასოებთან ახლოსაა. საგანი ძალიან ნაცნობია.-ს მიმატებით ნაცნობ ასოებთან ოთხი ახალი სიტყვა იქმნება: ა-თი, თი-თა, თა-თი, თი-თი. ასეცაა დალაგებული ეს სიტყვები იაკობთან. ვ. რამიშვილისა და მაღლაკელიძეების „დედაენებში“ ეს ოთხი სიტყვა ასეა გადალაგებული: თი-თი, თა-თი, თი-თა, ა-თი. თითქოსდა არაფერი, მაგრამ მოდით იაკობს მოვუსმინოთ; „დედაენის ავტორს მოედავენ, თითა არ არის ნაცნობი იმერთათვისო. იაკობი განმარტავს: „რამდენიმე წლის წინად „დედა-ენის“ ანბანში, აკაკის დახმარებით, გამოვტოვეთ ყველა ის სიტყვები, რომელნიც დასავლეთ საქართველოში არ იხმარებიან... ვერ გამოვტოვეთ მხოლოდ სიტყვა „თითა“, რომელიც ნახმარია პირველივე გვერდზე, მეორე გაკვეთილში. ვერ გამოვტოვე იმის გამო, რომ აქ ყოველი შემდეგი სიტყვა, გასაადვილებლად კითხვის პროცესისა, უნდა იწყებოდეს იმ მარცვლით, რომლითაც თავდება წინა სიტყვა. აი ეს გაკვეთილი: ა-თი, თი-თა, თა-თი, თი-თი“.

ახალ „დედაენებში“ სიტყვათა რიგის შეცვლა, როგორც ჩანს, ა ვ ტ ო რ ო ბ ი ს  გ ა ს ა მ ა რ თ ლ ე ბ ლ ა დ ხდება... არადა, სწავლის პროცესი რთულდება, უარესდება...

იაკობი ერთგან წერს: „პედაგოგიაში არსებობს ერთი კანონი, რომელიც ამ გვარით გამოიხატება: ერთბაშად ბავშვს მიეცეს მარტო ერთი სიძნელე. ამ კანონს მეტად ღრმა საფუძველი აქვს: როდესაც თქვენ ბავშვს კისერზედ ახვევთ, მაგალითად ორ საქმეს ერთბაშად, მაშინ თითოეული მათგანი ბავშვს ერთი-ორად უძნელდება და მთელი ჯაფა ერთი-ოთხად მატულობს“... ზ. ვახანიამ დააწყვილა ასოები და ერთად ისწავლება და (თხა), და (ასო), და უ(კუ), და (ეზო) და ა. შ...

ცნობილი ფაქტია: შესასწავლი ბგერის გამონაწევრება უჭირს ბავშვს თავკიდურა თანხმოვანკომპლექსიდან. ამიტომაც იაკობი „დედაენის“ პირველ გამოცემაში წარმოდგენილ ამგვარ სიძნელეს ამარტივებს შემდეგ გამოცემებში: ძროხას ცვლის ძუა (ძ), გველს ცვლის - ნამგალი (გ)გ), მტევანს  - ტოროლა (ტ)მწევარს - წიწილა (წ) ... თანამედროვე „დედაენებში“ ეს პრინციპიც დარღვეულია; საანბანე სიტყვებად გვხვდება მთა (ამონაშვილებთან), ცხვარი (მაღლაკელიძეებთან), რკო, მზე, ფხა, ქვა, ყბა, ტყე და სხვა (ვახანიასთან)... საერთოდ ამ უკანასკნელთან ყველა თვალსაზრისით პრობლემებია...

როგორც ვთქვით, საანბანე სიტყვის შერჩევა იაკობისათვის უმნიშვნელოვანესია; პირველი გამოცემასა (1876 წ.) და იაკობის სიცოცხლეში ბოლოს (1912 წ.) შორის საერთოა მხოლოდ 17 საანბანე სიტყვა. შიგადაშიგ ორმაგი ცვლილებებიც გვაქვს (გველი - ანგელოზი - ნამგალი). ცვლილებების მოტივაცია გაუკეთესებაა სხვადასხვა თვალსაზრისით: სიტყვის სტრუქტურა - მარცვალთა რაოდენობა, შესასწავლი ასოს პოზიცია; სიტყვის ესთეტიკური მხარე (გველი - ანგელოზი, ვირი - ურემი... ), რამდენად ნაცნობია და საყვარელი ბავშვისათვის; არის თუ არა ხალხური ლექსები და სიმღერები მასზე და ა. შ. ცხადია, თითოეული სიტყვა ყველა ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ამიტომაც ეძიებს გამუდმებით.

იცვლება შესასწავლ ასოთა თანამიმდევრობაც; აქ არსებითია შესასწავლი ასოს გამოყენების სიხშირე, მისი გრაფიკული მოხაზულობა. მაგალითად, თითი (თ) მეხუთე გაკვეთილიდან მეორეზე გადმოიტანა: გრაფიკულად უფრო ახლოსაა და ასოებთანო (შუა ორ ხაზში იწერება). მესამე გაკვეთილად იქნებოდა სასურველი, მაგრამ არ მიეცა ამის შესაძლებლობა და ა. შ.

მოვისმინოთ ერთი მსჯელობა იაკობისა ამის დასტურად: „ავიღოთ მაგალითად ასო ; წერის სიადვილეს თუ მივაქციეთ მთელი ჩვენი ყურადღება, ეს ასო სულ თავში უნდა მოვაქციოთ, მაგრამ ამას ვერას გზით ვერ მოახერხებთ, ჯერ იმიტომ, რომ მისი გამოთქმა ხამს ბავშვებს ძლიერ უძნელდებათ, უძნელდებათ აგრეთვე მისი შეერთება სხვა ასოებთან, მერმე იმიტომ, რომ ამ ასოს შემწეობით და იმ ასოების ხმარებით, რომელნიც საწერად ადვილნი არიან, თქვენ ვერ შეადგენთ რომელიმე ცნობილი საგნის სახელსა და ვერ მისცემთ მოხერხებულს სურათსა საგნის შესასწავლად, - ბოლოს იმიტომ, რომ, თქვენ ვერ შეადგენთ ამ ასოს შემწეობით საკმარისს სიტყვებსა და ფრაზებსა სავარჯიშოდ. ამიტომ იძულებული ხართ ასო ყ ან შუაში მოაქციოთ. და ან სულ ბოლოში გადაიტანოთ“.

და კიდევ ერთი: ედავებოდნენ ასოების -სა და -ს თანმიმდევრობაზე „დედაენაში“. იაკობთან ჯერ სოკოა და მერე იხვი (თანმიმდევრულად) ყველა გამოცემაში. არ შეიძლება მათი ადგილების ცვლა - „ჯერ იმიტომ, მასვე გაებუტება გენეტიური მეთოდი, რადგანაც რთული ასო წინ მოექცევა უფრო მარტივსა, რომელიც პირველის ელემენტს შეადგენს (გრაფიკულად - გ. გ.), მერმე იმიტომ, რომ კაფიოდ გამოთქმისათვის ბევრად ადვილია -ზე და ადვილადვე უერთდება, უკავშირდება ყოველს გვარს ასოსა, კითხვის პროცესს აადვილებს“ და ა. შ. მსგავსი განმარტებები მრავლადაა იაკობთან.

ე. ი. ასოთა სწავლების თანამიმდევრობის განსაზღვრისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ:

ბგერათა გამოთქმის სიადვილე,
მკაფიობა,
გენეტური თვისებები,
სინტაგმატური თვისებები,
სიხშირე გამოყენებისა,
რამდენად ცნობილი საგნის დასახელებაში შედის,
რამდენად მოხერხებულია სურათის დასახატად,
გრაფიკული სახე...

ეს იმისათვის გავიხსენეთ, ერთ-ერთ „დედაენაში“ (ვ.როდონა- ია...), ერთ გამოცემაში ასეთი თანმიმდევრობაა ასოთა სწავლებისა: ა, ი, მ, ე, დ, ჩ, ს, ... ამ ავტორთა „დედაენის“ სხვა გამოცემაში – ა, ი, დ, ე, მ, ს, რ, ჩ და ა. შ. ცვლიან სხვებიც, თუმცა ცვლილე- ბის მოტივაცია საეჭვოა...

სხვაც შეიძლებოდა გვეთქვა. მაგალითად, როგორ ყურადღებას აქცევს იაკობი საანბანე ტექსტში შესწავლილ ასოთა გამეორებას. რამდენჯერ მეორდება იმ გაკვეთილზე შესასწავლი ასო, წინა გაკვე- თილზე, იმის წინაზე და ა. შ... მაგალითად, ალ. ნათაძის „ბავშვების მოკეთის“ ერთ-ერთი გაკვეთილის ანალიზისას აღნიშნავს: „ „ - არ არის გამეორებული, - არ არის, - არ არის, - ერთხელ, --
ერთხელ“... გვასწავლის: ანბანი მით უფრო ჩქარა მოეწევა, რამდე- ნადაც უფრო ხშირად იმეორება სიტყვებში და ფრაზებში ის ასო, რომელიც ბავშვმა უნდა შეისწავლოსო“. ახლა კი: ამონაშვილებთან ერთ ტექსტში 5-ჯერ მეორდება ასო (ტ), რომელიც არ უსწავლიათ! ამ ტექსტით კი -ს ასწავლიან, რომელიც ასევე 5-ჯერ არის გამეორე- ბული. ამ თვალსაზრისით ზ. ვახანიასა და სხვათა წიგნების ანა- ლიზს არა აქვს აზრი...

ერთ-ერთ „დედაენაში“ (ვ. როდონაია...) და ასოების შესწავლას ასეთი სავარჯიშო მოსდევს:

და დი დე ად იდ ედ;

და ასოების შესწავლას ასეთი:

ამ ას იმ ის ეს ემ სა მი სი სე მა
დამ დას მიმსის დეს სემ მად სამ სედ

მეორე „დედაენაში“ (ბ. სარია...) და ასოების შესწავლას ასეთი სავარჯიშო მოსდევს:

სა ას ასა სა
მა ამ ამა მსა
და ად ადა მდა...

ეს „ვარჯიშობანი“ ზოგჯერ „სახასიათო“ სახეს იღებს: წე, წა, ოწი... ცხე ცხა ცხუ ცხო... სქა ჩქე ჩქი ჩქო ჩქუ (ბ. სარია...); ჩირ მერ ჩარ დარ სერ დაჩ რემ საჩ (ვ. როდონაია...) და მისთანანი.

იაკობს ერთ-ერთი ოპონენტი რუსული და უცხოური სახელმძღვანელოების მაგალითების მოყვანით ამგვარი სავარჯიშოების უქონლობას „დედაენაში“ ნაკლად უთვლის. იაკობმა იცის, რომ „ახლაც რუსი პედაგოგები, ანბანის თავში არ ერიდებიან, კითხვის შესამსუბუქებლად, უაზრო მარცვლებსა“, მაგრამ განმარტავს: „უაზრო მარცვალთა შემოტანა რუსულს საანბანე წიგნში იძულებითი იყოო“: თვით უშინსკიც, რომელიც თეორიულად ეწინააღმდეგება ამგვარს გზას, მაგრამ პრაქტიკულად ვერ აუარა გვერდი და სწორედ უაზრო მრაცვლებით იწყებს ანბანსო... ენამ არ მისცა შესაძლებლობა აზრიანი სიტყვებით დაეწყო ანბანის სწავლებაო: „უშინსკი იძულებული შეიქმნა, თავისი ანბანი დაეწყო არა სიტყვებით, რასაც მისი მეთოდი მოითხოვდა, არამედ ხმოვანის ასოებით და მათგან შეედგინა საწერად და საკითხავად უაზრო და უმნიშვნელო მარცვლები, რომელსაც ისიც საზოგადოდ მავნებლადა სთვლიდა“. იაკობის აზრით, ამგვარი სავარჯიშოები „საზოგადოდ მავნებელია“... უაზრო მარცვალთა ზეპირობა „აქვეითებს ბავშვის გონებასო“...

კი, იაკობი ასე ფიქრობს, მაგრამ ვინ უსმენს...

* * *

როცა იაკობის „დედაენაზე“ საუბრობენ, საგანგებოდ გახაზავენ: „სახელმძღვანელოს საერთო ტექნიკური მხარე - შრიფტი, დასურათება და სხვა განსაკუთრებით მაღალ დონეზე დგას. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ თვით ინტერვალიც კი ასოებსა და ასოებს შორის, სიტყვებსა და სიტყვებს შორის, სათაურებსა, ქვესათაურებსა და ტექსტს შორის და ა. შ. არაჩვეულებრივი სიზუსტითა და პროპორციულობის დაცვით არის წარმოდგენლი“ (დ. ლორთქიფანიძე). ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა შესაძლებლობები ჰქონდა იაკობს შრიფტების შერჩევისა თუ მხატვრობის ჯეროვნად შესრულებისა და, საერთოდ, წიგნის პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე გამოცემისათვის.

იგონებენ: „იაკობი მარტო შინაარსიანი წიგნით, მისი გავრცელებით არ იყო დაინტერესებული, არამედ იმითაც, რომ წიგნი, რაც შეიძლება ლამაზად, ფაქიზად, უშეცდომოდ დაბეჭდილიყო... წიგნის ბეჭდვის დროს არც ერთ ნაკლოვან ფურცელს არ გაუშვებდა, ყოველი ფურცელი ფურცელს, ყოველი გვერდის ნაბეჭდი მეორე გვერდის ნაბეჭდს უნდა დაჰფენოდა, პწკარი პწკარს გასწოლოდა, გარეკანი და ყდა წიგნს ფაქიზი, მოხდენილი ჰქონოდა“ (ი. იმედაშვილი). ი. იმედაშვილი იმასაც შენიშნავს, რომ „ასეთი ფაქიზი გემოვნება გამოცემისა მხოლოდ ი. გრიშაშვილს დასჩემდა გამოცემის საქმეშიო“.

თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა იაკობი სწავლების პროცესისათვის შრიფტების სწორად შერჩევასა და მონაცვლეობას, ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, ოფთალმოლოგის აზრიც დავიმოწმეთ. ახლა იმას გვინდა მივაპყროთ ყურადღება, თუ რამდენად პროფესიონალური იყო იაკობის დამოკიდებულება ამ საქმისადმი. მას უსაყვედურეს, წიგნი პატარა შრიფტით არის დაბეჭდილიო. იაკობი განმარტავს: „ანბანი, მართალია, უფრო მომსხო ასოებით უნდა იყოს დაბეჭდილი, მაგრამ გადაღმიელმა არ იცის, რომ ეს ნაკლულევანება ჩვენი ბრალი არ არის, შრიფტების სიღარიბეზეა დამოკიდებული? განა მას გაგებული არა აქვს, რომ ხეირიანი მსხვილი შრიფტი სრულიად არ მოიპოვება ჩვენებურს სტამბებში? მელიქიშვილის შრიფტს აქვს მსხვილი ასო-მთავრული, მაგრამ ისეა ქართული შრიფტის თვისებას მოკლებული და ისე ძლიერ განირჩევა ჩვეულებრივის შრიფტისაგან, რომ მათი დაბეჭდვა მთელის ანბანისა ყოვლად შეუძლებელია. აკადემიის ასოებში იპოება მომსხო მეთექვსმეტე ნომრის შრიფტი, მაგრამ ესეც მეტად უშნო და ტლანქია, და გარდა ამისა, არ უდგება სრულიად მელიქიშვილის ჩვეულებრივს შრიფტსა, რომლითაც იბეჭდებიან თავდაპირველიდგანვე ჩვენი სახელმძღვანელონი და რომელიც უფრო კარგს, მრგვალ და გარკვეულ შრიფტად მიგვაჩნია. ეს შრიფტი რომ ერთი ორად გადიდდეს, სწორედ ასლი იქნებოდა ანბანისათვის. ამაზედ მე მექნება საუბარი მელიქიშვილთან და ხელაძესთან... “ და სხვანი... საჭირო შრიფტს შეაკვეთინებს უცხოეთის სტამბებში, თავადაც უკვეთავს და ჩამოაქვს ვენიდან და ა. შ.

ამ თვალსაზრისით თანამედროვე „დედაენების“ ავტორებს განუსაზღვრელი შესაძლებლობანი აქვთ... აქვთ, მაგრამ ხშირად არ იყენებენ. არა გვაქვს შრიფტების მონაცვლეობა (სვანიძისა, რამიშვილისა, როდონაიასი, სულაკაურისა, ამონაშვილისა, ვახანიასი და ა. შ.). ერთფეროვნება ერთია, ზომა - მეორე. უზომოდ დიდი შრიფტითაა დაბეჭდილი ზოგი მათგანი... აქ ჩვენ ოფთალმოლოგის რეკომენდაციას კიდევ ერთხელ გვინდა მივაპყროთ ყურადღება: „ სასურველია „დედაენის“ სახელმძღვანელოების გამოცემისას გათვალისწინებული იყოს აღნიშნული შენიშვნები, რათა მხედველობის ჰიგიენის დაცვით ხელი შევუწყოთ მხედველობის ორგანოს ნორმალურ მუშაობას და ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას“ (ლ. ცომაია). არადა, იაკობი იმდროინდელი მწირი შესაძლებლობებით გაცილებით უკეთ ახერხებდა ამას...

* * *

ზემოთ ითქვა, იაკობის „დედაენაში“ მაღალ დონეზე იდგა დასურათებაო. სურათს, ნახატს იაკობი სწორედაც რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მით უმეტეს, საანბანე სახელმძღვანელოში. იაკობმა იცოდა, რომ სახელმძღვანელოს სასწავლო-მეთოდურ თუ შინაარსობრივ მხარესთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ ეფექტსაც; რომ „სურათი თვალსაჩინოდ ჰხდის შინაარსს, წიგნს აძლევს სიცოცხლესა და ხალისს“; - ეს ზოგადად. კერძოდ კი- „ს უ რ ა თ ი ს  შ ე მ წ ე ო ბ ი თ  ბ ა ვ შ ვ ი  ნ ა ხ ე ვ ა რ ს  ც ო დ ნ ა ს  ს რ უ ლ ს  ც ო დ ნ ა დ  გ ა დ ა ა ქ ც ე ვ ს,  გ ა უ რ კ ვ ე ვ ე ლ ს  წ ა რ მ ო დ გ ე ნ ა ს  -  გ ა რ კ ვ ე უ ლ ა დ,  ა რ ა ს რ უ ლ ს  ს ა ხ ე ს  ს ა გ ნ ი ს ა ს - ს რ უ ლ ს  ს ა ხ ე დ... “ და ამიტომაც დიდი პასუხისმგებლობაა ავტორისა მხატვრის შერჩევაო: „დასურათებას განსაკუთრებული ნიჭი და მომზადება უნდა და ყველა მხატვარს როდი შეუძლიან იგიო; ბევრია მშვენიერი პორტრეტების დამხატავი, რომელსაც რაიმე რთული სურათის დახატვა სრულად არ შეუძლიანო“...

იაკობი იმასაც ამბობს, საანბანე წიგნში ბავშვი ნახატს რომ დახედავს, უნდა მიხვდეს, რა საგანია, რა სიტყვა წერია სურათის ქვევითო... თვითონ ყოველთვის ცდილობდა, „დედაენაში“ ამ მხრივ პრობლემები არ შეჰქმნოდა მოზარდს. ფსიქოლოგი რ. მირცხულავა ერთ-ერთი „დედაენის“ (ე. სვანაძე, ლ. ბაკურაძე) თაობაზე შენიშნავს: დასურათებისას „გამოყენებულია ე. წ. „კომიქსის ესთეტიკა“ (საგულისხმოა, რომ სახელმძღვანელოში ცხოველების სახელები კომიქსების პერსონაჟების ანალოგიურია: მარსი, ბიმი და სხვა). ეს ყოველივე თანამედროვე ზღაპრის ილუსტრაციების შთაბეჭდილებას უფრო იწვევს, ვიდრე „დედაენისა“... ზემოთაც დავიმოწმეთ, აქ ფსიქოლოგი საუბრობს „შინაარსობრივად გაუმართავ“ და „საეჭვო წარმომავლობის“ ტექსტებზეც და უკვირს, „რატომ მიმართავენ აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორები ასეთ წარუმატებელ ექსპერიმენტებს“...

ერთია „კომიქსების ესთეტიკა“, რომელსაც სხვა ავტორებიც მიმართავენ... მეორეა შესაბამისობა საანბანე სიტყვასა და ნახატს შორის. „იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო“ რომ აწერია გარეკანზე წიგნს, საანბანე სიტყვაზე ძუა ცხენია დახატული... ზემოთ ვთქვით, სხვაგან ლურჯი ბურთია დახატული და თეთრი მთვარე აწერია, თევზი მოლზე გდია და თევზაობენ ბავშვებიო...

„სურათების მთავარი დანიშნულება ის არის, - წერს იაკობი, - რომ სახე და ყოველი ნაწილი ნივთისა ან სულდგმულისა ცხადად გამოხატოს, გარკვევით დაანახოს მცქერელსა“. ბავშვს სახელმძღვანელოში „მართალი სურათი“ უნდა დაუხატოო... ზომა სურათისა ისეთი უნდა იყოს, ბავშვისათვის საკითხავი მანძილიდან სწორი აღქმა მოხდეს; ამ მხრივაც პრობლემებია: დიდი ფორმატის წიგნის მთელი გვერდი რომ უჭირავს ნახატს, საკითხავი მანძილიდან მისი აღქმა ძნელად ხდება...

ი. გოგებაშვილის მიხედვით შედგენილ „დედაენებში“ (ვ. რამიშვილისა, მაღლაკელიძეებისა) საანბანე სიტყვებად შემოიტანეს ბეღურა, შოშია, ხოხობი... ბავშვისათვის ყველა ეს ჩიტია... განმარტავდა იაკობი: „ბავშვს რა ხის სურათიც უნდა უჩვენო, კერძო სახელს კი არ გეტყვით, არამედ საზოგადო სახელს ხეს დაარქმევსო“, ამიტომ თავის „დედაენაში“ მეექვსე გაკვეთილად ხე შეიტანა და ბავშვიც ნახატს რომ ნახავს, იტყვის ხეა დახატულიო. მეცხრე გაკვეთილად მუხა აქვს იაკობს. ბავშვმა უკვე იცის, რომ ხე ზოგადი სახელია, ხე სხვადასხვაგვარია და თავისი სპეციფიკური გარეგნობის გამო მუხას მუხად აღიქვამს...

სხვათაშორის იგივე პრინციპი აქვს ჩიტებთან დაკავშირებითაც: ოფოფი და მერცხალი გარეგნობით (ერთი ქოჩრით, მეორე კუდით)არ შეეშლება ბავშვს; არ იტყვის ჩიტიაო (ცხადია, მასწავლებლის აქტიურობაც იგულისხმება). -ს იაკობი მტევნით ასწავლიდა. თავკიდურა კომპლექსის ასაცილებლად ტოროლა შემოიტანა -სათვის. სამი ჩიტი იყრის თავს - ოფოფი, მერცხალი, ტოროლა. პირველი ორი სპეციფიკურია, მესამე არასპეციფიკურობით განსხვავდება მათგან და ამიტომაც არაა საშიშროება ბავშვის დაბნევისა.

და როცა „დედაენებში“ შოშია, ბეღურა, ხოხობი შემოაქვთ საანბანე სიტყვებად, სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ბავშვს: მისთვის ყველა ეს ჩიტია...

ზ. ვახანიამ ეს პრობლემები იმით მოხსნა, რომ უარი თქვა ნახატებზე... საერთოდ, ამ თემაზე სჯობს პროფესიონალმა ისაუბროს: არადა ჩვენი, არაპროფესიონალის თვალით, ბევრი უზუსტობაა „დედაენებში“, ბევრი პრობლემაა ამ მხრივ...

ერთია: იაკობის დროს ფერადი ილუსტრაციების საკითხი არ იდგა. დღევანდელი პოლიგრაფიულ-საგამომცემლო შესაძლებლობებიმართ ლაცდა უსაზღვროა... და პრობლემებიც გამრავლდა.

ჩემგან არაერთგზის ხსენებულ „ი. გოგებაშვილის საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციაზე“ მოვისმინეთ ჩვენთვის (და საერთოდ) დიდად საინტერესო მოხსენება: „ბავშვი და ფერი“. საბავშვო სახელმძღვანელოთა (და ზოგადად, გამოცემათა) ავტორებს ვურჩევდი ახალგაზრდა ფსიქოლოგის თ ი ნ ა თ ი ნ  თ ი ა ბ ა შ ვ ი ლ ი ს კონსულტაციებით ესარგებლათ. ამ მოხსენებაში ბევრ რამეს ნახავს დაინტერესებული პირი: როგორ იცვლება ბავშვის ფსიქოლოგია ასაკთან ერთად ნახატებთან და ფერებთან დაკავშირებით; რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში „ვიზუალურ ეფექტს“; როგორ მოქმედებს იგი ბავშვის ფსიქიკაზე; თურმე „თითოეული ფერი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ დონეზე“; რომ თურმე „განსაზღვრული ფსიქიკური აქტივობისათვის არასწორად შერჩეული ფერი შეიძლება გახდეს სწავლაში დაბრკოლების მიზეზი“...

რამდენიმე კონკრეტულ შენიშვნას მოვიხმობთ ამ სტატიიდან და მივხვდებით, თუ რა სერიოზული პრობლემები დგას თანამედროვე „დედაენების“ წინაშე.

პირველი: „მაგალითად, სვანიძე-ბაკურაძის „დედაენა“ გაფორმებულია პასტელის ფერებით. მათ შორის სჭარბობს ცისფერი და ღია მონაცრისფერო მწვანე, რომელიც ფონად ედება ახალ ინფორმაციას... თუმცა ახალი მასალის აქტიურად ათვისებისათვის და დამახსოვრებისათვის ხელშემწყობ ფერებს სულაც არ მიეკუთვნება ცისფერი და მწვანე. ეს ორივე ფერი რელაქსაციისათვის განაწყობენ ფსიქიკას; მწვანე - ემოციურ დონეზე, ცისფერი - მენტალურ დონეზე... აღნიშნული ფერები სწავლის ეფექტურობისათვის, კერძოდ, ახალი მასალის ათვისებისათვის შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.“

მეორე მაგალითი: „ასევე, ცისფერი აქვს დადებული ფონად როდონაიას „დედაენაში“ ისეთი შინაარსის შემცველ ტექსტებს, რომელიც ზნეობრივ საკითხებს ეხება. აქაც ცისფერის გამოყენება დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან გარკვეულწილად ინდიფერენტული დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში“.

თურმე საჭიროა, „პირველი კლასის სახელმძღვანელოში სჭარბობდეს ხალისიანი, კაშკაშა, მაძღარი ფერები, რათა ბავშვები ინტერესითა და ყურადღებით განეწყონ დასასწავლი მასალის მიმართ“.

ამოონაშვილებმა და ზ. ვახანიამ რომ უარი თქვეს ფერებზე, ეს უარესი ყოფილა: „ფერი, როგორც ენერგია, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. „ფერის შიმშილის“ დროს ვლინდება ასთენიის სიმპტომები - დაღლა, გაღიზიანება, ემოციური არამდგრადობა. ბავშვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ფერის მხრივ ღარიბ გარემოში, აღენიშნებათ შეფერხებები ინტელექტუალურ განვითარებაში. ამიტომ, როცა ბავშვის სასწავლო სახელმძღვანელოს ეხება საქმე, ეს მიდგომა სწორად ვერ ჩაითვლება“...

დდა თუ ავტორი ახალგაზრდა ფსიქოლოგის თ. თიაბიშვილის კონსულტაციებით ისარგებლებს, მას ისიც ეცოდინება, რომელი ფერი რა აქტივობებს ავლენს ბავშვში და კიდევ მრავალი სხვა...

* * *

„თურაშაულის პატრონი“ ის თემაა, როცა იაკობის „დედაენაზე“ ვსაუბრობთ, ძნელად ამოიწურება სათქმელი... სათქმელი, ერთი მხრივ, „თურაშაულზე“ და, მეორე მხრივ, იმ „პანტაზე“, რომელიც ერთობ მომრავლდა ჩვენში.

და მაინც, მინდა ერთ თემაზეც გავამახვილო ყურადღება. იაკობი წერდა, „დედა-ენის“ შექმნის დროს „ერთად მოქმედებდნენ ჩემი ქართული გონება და ჩემი ქართული გული... რუსულის სახელმძღვანელოს შედგენაში კი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჩემი გონება. რომელი უნდა სჯობდეს? რასაკვირველია, პირველი, იტყვის მკითხველი“... და სწორედ იმიტომ, რომ იაკობის ნათელ გენიოსურ გონებასთან ერთად „დედაენას“ მხურვალე ქართული გული ქმნიდა... და ესეც გავიხსენოთ, იაკობი რომ ამბობს: „დედაენა“ ყველა მოწაფეში ავითარებს და ზრდის ქართველს ადამიანს საზოგადოდ“.

ხომ არ დააკლდა „დედაენებს“ სიმხურვალე ქართული გულისა? ხომ არ დაკარგა ამ წიგნმა მთავარი ფუნქცია: საზოგადოდ ქართველი ადამიანის აღზრდისა? ძნელია (და არც ვთვლი საჭიროდ) დეტალური ანალიზი ამ თემისა, მხოლოდ აკაკი ბრეგაძის აზრს მოვიშველიებ: „დედაენების“ ავტორები „პატარებს ესაუბრებიან ათასგვარ რამეზე - დაწყებული ცხოველებიდან, დამთავრებული კოსმოსით. შემოაქვთ უცხო ტერმინები, თავს ახვევენ უცხო სიტყვებს; სამაგიეროდ არ ეუბნებიან, ვინ არიან ისინი, ვისი ჯიშისა და გორისანი, რა არის სამშობლო, რატომ უნდა გვიყვარდეს იგი“... და მწერალი გულისტკივილით ამთავრებს თავის საუბარს: „საჭიროა მიზანმიმართული, გეგმაზომიერი ძალისხმევა სულის აღსაზრდელად, რომ საბოლოდ ხელთ არ შეგვრჩეს ყოველგვარი ადამიანურობისაგან, ქართული სულისაგან, ეროვნული ცნობიერებისაგან დაცლილი ე. წ. თინეიჯერი, უფრო სწორად, მანქურთი“.

იმედია, გადავრჩებით!...

იმედია, ეროვნული სკოლა დაიბრუნებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“!... გამოჩნდა ამ იმედის მაუწყებელი ცისარტყელა - როგორც ვიცით, 2010 წელს განათლების სამისნისტრომ გრიფი მიანიჭა იაკობ გოგებაშვილის „დედაენასაც“, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „დედაენამ“, მთავარი რედაქტორი - მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე).

ეროვნულ სკოლაში ბრუნდება იაკობ გოგებაშვილი!...