იაკობ გოგებაშვილის მხატვრული და ისტორიული ხასიათის თხზულებები



ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

თავართქილაძე ნათია

იაკობ გოგებაშვილის მხატვრული და ისტორიული ხასიათის თხზულებები

ფილოლოგია

სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

მეცნიერ-ხელმძღვანელი: გურამ ბახტაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

 

ხიჭაური

2019

1 ანოტაცია

▲ზევით დაბრუნება


ანოტაცია

იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ მწერლობაში. იგი თავისი ბუნებრიობითა და სისადავით გამოირჩევა სხვა მწერლებისაგან. განუზომელია მისი როლი ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარებაში.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია მისი უკვდავი „დედა-ენის“ უდიდესი მნიშვნელობა და აქტიური მონაწილეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვითარებაში. შევეცადეთ გაგვეხილა ასევე თხზულებები , რომლებზეც აქამდე ყურადღება არ იყოს მიქცეული.

ჩვენ მიერ განხილულმა მხატვრულმა და ისტორიულმა მოთხრობებმა აჩვენა, რომ იაკობ გოგებაშვილი არის საბავშვო კლასიკური მწერალი და უდიდესი მემკვიდრეობის მატარებელი. იგი თავისი გამორჩეული ხელწერით სამყაროს სხვანაირად აღქმის საშუალებას იძლევა. მისი მთელი შემოქმედება კი ერთი უმთავრესი სათქმელის გამოხატვას ისახავს მიზნად-გვაჩვენოს ფერადი, ისტორიული და რეალური სამყარო.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა გამორჩეული მნიშვნელობისაა და ამ თვალსაზრისით, მისი მხატვრული და ისტორიული მოთხრობების განხილვა ახალი კუთხით წარმოგვიდგენს მის ორიგინალურ ხელწერას.

ნაშრომი შედგება სამი თავისგან 62 გვერდისგან და ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია.

Annotation

Iakob Gogebashvili is one of the most important person in Georgian writin characterized by its naturalness and simplicity from other writers. His role in the development of Georgian language and literature is immeasurable.

The present work deals with the greatest importance of his immortal "Deda-ena" (lit. trans. mother tongue) and active participation in the development of the spreading of literacy among Georgians. We also tried to understand the writings which have not been given attention yet.

The artistic and historical stories discussed by us show that Iakob Gogebashvili is a children's classical writer and a great successor. It gives the opportunity to perceive the world differently by its outstanding signature. His whole creation is an expression of the main meaning of the color, historical and real world.

So we believe that Iakob Gogebashvili's literary heritage is of distinctive significance, and from this point of view, it will be able to present her original and her own original handwriting.

The paper consists of 62 pages from three chapters and is included in the list of used literature.

2 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

იაკობ გოგებაშვილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ მწერლ მისი მრავალმხრივი შემოქმედება ჯერ კიდევ რჩება საინტერესო საკვლევ საკითხთა შორის პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ენათმეცნიერების, საბუნებისმეტყველო, თუ მეცნიერების სხვა დარგის მკვლევართათვის. გოგებაშვილის მდიდარ ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მხატვრული და ისტორიული ხასიათის თხზულებებს.

იაკობ გოგებაშვილი მოკლე ტექსტებში ახერხებს მკაფიოდ გამოკვეთოს, დასვას ესა თუ ის პრობლემა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს ან მისი მართებული გაააზრებისათვის გარკვეული ბიძგი მისცეს. იშვიათია სხვა ავტორი, ვინც ასეთი შეუდარებელი სისადავითა და ლოგიკურობით ახერხებს აზიაროს მოზარდი გარესამყაროს. მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებმა, რაც გლობალიზაციის შედეგი გახლავთ, (ან პირიქით, გლობალიზაციაა ამ მოვლენების შედეგი), კარი გაუღო სწავლების თანამედროვე სხვადასხვა მეთოდს. ჩვენი აზრით, თითოეულ მათგანს ის გარემოება ანათესავებს ერთმანეთთან, რომ ცალსახად უარყოფილ იქნეს განათლების აქამდე აპრობირებული მეთოდები.

მიგვაჩნია, რომ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკური, ასევე მხატვრული და ისტორიული თხზულებები, სადაც ავტორი ცდილობს მოსწავლეებს დაეხმაროს მშობლიური ენისა და ქვეყნის, ასევე სამყაროს არსის შემეცნების თვალსაზრისით. ამ გარემოები არის განპირობებული ჩვენი ნაშრომის აქტუალურობა.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია შეისწავლოს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების მხატვრული და ლიტერატურული ასპექტები. ვაპირებთ კვლევის საგნად ვაქციოთ გოგებაშვილის ისტორიული ხასიათის და საკუთრივ მხატვრული თხზულებები, ჩამოვაყალიბოთ ჩვენეული შეხედულებები და მოკრძალებული მოსაზრებები ამ დიდი მოღვაწის ლიტერატურული მემკვიდრეობის.

3 თავი 1. ლიტერატურული პორტრეტი

▲ზევით დაბრუნება


თავი 1. ლიტერატურული პორტრეტი

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონის სოფ. ვარიანში. იგი 9 წლისა იყო, როდესაც თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1855 წელს იაკობმა წარჩინებით დაამთავრა ამ სასწავლებლის სრული კურსი და თბილისის სასულიერი სემინარიაში შევიდა.

სემინარიაში ყოფნის დროს იაკობი დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისადმი, გატაცებული იყო კლასგარეშე საკითხავი წიგნებით. აქვე გაეცნო იგი რუსეთის დიდი პედაგოგის კ. დ. უშინსკის პედაგოგიურ წერილებს, რომლებმაც აღუძრეს ინტერესი სახალხო განათლების საკითხებისა და

მეფის მთავრობის მიერ, და იმთავითვე გადაწყვიტა მთელი თავისი სიცოცხლე პედაგოგიკური მეცნიერებისადმი.

1861 წელს იაკობმა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და იმავე წელს, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, გაემგზავრა კიევის სასულიერო აკადემიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ იაკობი ხარბად დაეწაფა მეცნიერების სხვადასხვა დარგს. განსაკუთრებით აინტერესებდა მას საბუნებისმეტყველო- ბიოლოგიური და ფილოლოგიური მეცნიერებანი.

საფუძვლიანად გაეცნო დარვინს, ჰუმბოლტს, ფოხტს, ბოკლს, კონტს, სპენსერს, შლოსერს, ყურადღებით შეისწავლა პედაგოგიკის კლასიკოსები (კომენსკი,რუსო, პესტალოცი, დისტერვეგი, პიროგოვი), ი. გოგებაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ზემოთხსენებულმა მეცნიერებმა და ფილოსოფოსებმა. იგი მუდამ უწევდა ანგარიშს მათ იდეებისა და მოძღვრებებს.

კიევის სასულიერო აკადემიაში იაკობი დიდხანს არ დარჩენილა. მან ვერ აიტანა უკრაინის ცივი ზამთარი, გაცივდა, ორჯერ იავადმყოფა ფილტვების ანთებით, რამაც გამოიწვია მისი დაავადება ფილტვების ტუბერკულოზით.

იაკობი ამ დროს მესამე კურსზე გადავიდა. აკადემიის პროფესორები ურჩევდნენ კურსის დამთავრების შემდეგ აკადემიაშივე დარჩენილიყო საპროფესორო წოდებისათვის მოსამზადებლად, მაგრამ ავადმყოფობის გართულებამ აიძულა იგი 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

თბილისში იაკობი მალე გამოკეთდა და დაიწყო სამსახური გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებობდა.

უფროსი კლასების მოწაფეთათვის იაკობმა დააარსა ხელნაწერი ჟურ- ნალი“შრომა”, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. ჟურნალში ბევრი მოწაფე თანამშრომლობდა. იაკობი წერდა სტატიებს, მოთხრობებს, კრიტიკულ-ბიბლ- იოგრაფიულ შენიშვნებს და სხვ.

იაკობმა მალე დაიმსახურა ჩვენი მოწინავე საზოგადოების პატივისცემა და თავის მოსწავლეთა გულწრფელი სიყვარული, სამაგიეროდ სასტიკად აიმხედრა სემინარიის ადმინისტრაცია, კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობა და, საერთოდ, მეფის ოფიციალური მოხელეები. იაკობს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი დაუახლოვდა ქართველი ხალხის დიდ განმანათლებელს ილია ჭავჭავაძეს და მისი ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაება საქართველოს ნაციონალურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1866 წლიდან იაკობი თანამშრომლობდა გაზეთ “დროებაში”, რომელსაც მაშინ რედაქტორობდა გიორგი წერეთელი; 60-იანი წლების მეორე ნახევარში მას ვხედავთ იოსებ მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, სადაც იკრიბებოდნენ: ვახტანგ თულაშვილი, ანტონ ფურცელაძე, გეგე მაღალაშვილი, რუსი პედაგოგი სიმონოვიჩი თავისი მეუღლით, ნიკო ცხვედაძე, ანა მუსხელიშვილისა და სხვ. აქ ხშირად იმართებოდა საუბრები მეტად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-ლიტერატურულ თემებზე. იაკობის თაოსნობით იოსებ მამაცაშვილის სალონი ისე მომაგრდა, რომ მალე გაიჩინა სალარო და შეუდგა სოფლად სკოლების გამართვას და მცირე საგამომცემლო მუშაობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, როგორც იაკობი წერს, რომ “სწორედ ამ წრეში დაიბადა და აღიზარდა აზრი “წერა-კითხვის საზოგადოების”დაარსებისა”, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის კულტურული განვითარების ისტორიაში.

იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებული მზრუნველობით ეკიდებოდა სახალხო სკოლას. პირველ ყოვლისა, საჭირო იყო მეცნიერულ-პედაგოგიური თვალსაზრისით შედგენილი ქართული საანბანო წიგნი – სახელმძღვანელო. საქართველოში დაბრუნების დღიდანვე ხედავდა იაკობი ამ მდგომარეობას და მხნედ იღვწოდა მისი გამოსწორებისათვის. 1865-1876 წწ. მან შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელოები: “ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის”, “დარიგება, თუ როგორ უნდა წარიყვანოს მასწავლებელმა სწავლა ქართულ ანბანში პირველ საკითხავ წიგნში”, “დედა ენა”. ამ სახელმძღვანელოების გარდა, იაკობ გოგებაშვილმა, როგორც საბავშვო მწერალმა, სხვადასხვა დროს გამოსცა აგრეთვე საყმაწვილო მოთხრობათა და ლექსთა კრებულები: “კუნწულა”, “ხომლი”, “აკიდო”, “კოკორი” და “მოსავლის მცველნი”. მის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი საბავშვო მოთხრობა.

ნახევარი საუკუნე იმუშავა იაკობ გოგებაშვილმა საქართველოს „საუკეთესო მერმისისათვის”. სამაგალითო და გმირული იყო მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სანიმუშო და მისაბაძი – მისი პირადი ცხოვრება. სამშობლოსა და მშობელი ხალხის მგზნებარე სიყვარულით ძგერდა მისი დიდი გული. (“ქართული ლიტერატურის ისტორია“ტ.4 1974:343-348)

„სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს 1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.“ (https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/)

იაკობ გოგებაშვილისთვის მშობლიურ ენაზე სწავლებას უაღრესად დიდი მნიშ- ვნელობა ჰქონდა. მისი მთელი მოღვაწეობა დაფუძნებულია პედაგოგიურ-აღმზრდ- ელობით საქმიანობაზე. მისთვის უპირველესი და საბოლოო ამოცანა სამშობლო და მასზე სამსახური იყო.

იმ დროის მოღვაწე პუბლიცისტები, კრიტიკოსები და მწერლებიც აქტიურად საუბრობდნენ მის პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ღვაწლზე.

შოთა ძიძიგური ფართოდ განიხილავს გოგებაშვილს და საინტერესო ანალიზს იძლევა მწერლის შესახებ. ვიდრე, იაკობ გოგებაშვილი ფართო სამწერლობო ასპარეზზე გამოვიდოდა, ილია და აკაკი მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ ქვეყნას. ისინი არიან ფუძემდებელნი ახალი ქართული სალიტერატურო ენისა და ასევე ჩვენი მწერლობის უდიდესი წარმომადგენლებიც. ძიძიგური მიმოიხილავს XIX საუკუნის 60- იან წლების ქართულ მწერლობაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საენათმეცნიერო თეორიებს, რომლებიც არებობდა ამ დროისთვის საქართველოში.

ძიძიგურის წერილის მიხედვით, ვიგებთ, რომ ჟურნალი „ცისკარი’’ დაარსების დღიდანვე აქტიურად მუშაობდა და გარკვეული პოპულარობითაც სარგებლობდა. მის ფურცლებზე იბეჭდებოდა ლიტერატურული, კრიტიკული, საენათმეცნიერო ხასიათის სტატიები. რა თქმა უნდა, გამოიყენებოდა ილია ჭავჭავაძისეულ რეფორმადელი, არქაული სალიტერატურო ენა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო არაერთგვაროვანი, ძველი ფორმები. ,,ცისკარში’’ „მამათა და შვილთა“ შორის აქტიური კამათი გაიმართა აგრეთვე იმ 5 ბგერაზეც, რომლებიც ილიას აზით , უნდა ამოღებულიყო სალიტერატურო ენიდან. სტატიები ეხებოდა მეტველების ნაწილთა წინადადებაში მათი შეთანხმება-შეწყვილების საკითხებს, ასევე საკუთრივ წინადადების

აგების წესებს და სხვა გრამატიკულ თუ ენათმეცნიერულ პრობლემებს. მაგალითისათვის, ძიძიგური ეხება ზმნისა და ნაცვალსახელის გამოყენების წესებს აღნიშნული პერიოდის მწერლობაში. სანიმუშოდ მოაქვს: ,,მიმართებითი ნაცვალსა- ხელის (,,რომელიც’’) ადგილას ხშირად იხმარება ,, ი გ ი ‘’ ნაწილაკდართული ფორმები (,,რომელ-იგი’’); ასევე ფართოდაა გამოყენებული მესამე პირის ობიექტის ნიშნად მრჩობლი პრეფიქსი ჰს (,, დაჰსწერს’’, ,,ჰსტირის’’) და სხვ. (,,იაკობის სამრეკლო’’ 1990: 72)

სტატიიდან ვიგებთ, რომ მთლიანობაში, ჟურნალი ,,ცისკარი’’ იყო ერთი დიდი კარი, რომლის შეღებაც ბევრი წარმატებული და დამწყები ახალგაზრდისათვის მუდამ ღია იყო. სწორედ, ჟურნალ „ცისკარში“ შედგა ლავრენტი არდაზიანის, დანიელ ჭონქაძის, ალ. ვახტანგის ძე ჯამბაკურ- ორბელიანის და სხვათა ლიტერატურული დებიუტი. მწერლები თუ პუბლიცისტები გამოთქვამდნენ თვიანთ მოსაზრებებს სალიტერატურო ენის დახვეწა-გაუმჯობესების შესახებ. რაც იმას ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ 50-იან წლებში აქტუალური ხდება ქართული ენის სიწმინდის საკითხი. გამომდინარე აქედან, მომავალი ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით სწორი თეორიის ჩამოყალიბება. რისთვისაც იბრძოდნენ „თერგდალეულები“ და მათ შორის იაკობ გოგებაშვილიც.

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის წერილის მიხედვით, ,, უნდა აღიკვეთოს სიჭრელე ენისა, ,,ცისკრის’’ ფურცლებზე ერთი ენა უნდა იხმარებოდეს, გრამატიკულ- ლექსიკურ სხვადასხვაობას ადგილი არ უნდა ჰქონდესო. ქართული ენის თვისება სამად გაიყოფებაო: 1. საღვთო წერილის ენა, ანუ ეკლესიური ენა. 2. დარბაისელთა მეტყველება. 3. გლეხკაცობის ენა. ( ,, იაკობის სამრეკლო” 1990: 73)

შოთა ძიძიგური ასევე ეხება არდაზიანის ქართული სალიტერატურო ენისადმი დამოკიდებულებას. როგორც ირკვევა, ლ. არდაზიანი თვლიდა: „გამშვენიერებული პროზა შესაძლებელია მხოლოდ საერო ენაზე. („იაკობის სამრეკლო“, 1990: 74)

მკვლევარი სავსებით სამართლინად შენიშნავს, რომ იაკობ გოგებაშვილის ამაგი ერთიან სალიტერატურო ქართულის ფორმირებასა და დამკვიდრების საქმეში დაუფასებელია. დიდი პედაგოგი ,,დედა-ენას’’ ძირითად ეროვნულ ძალად,

„ეროვნების ბურჯად“ მიიჩნევდა. მისთვის ქართული ენა ბუნებრივი სისადავით ხასიათდება , გრამატიკული სქესის გარეშე, ზმნის ფორმათა მარავალფეროვნებასთან ლექსიკის, კერძოდ სინონიმების სიმდიდრესთან ასოცირდებოდა.

ამავე წერილის მიხედვით, ი. გოგებაშვილი თავის „შინაურულ მიმოხილვაში“ (1880წ „ივერია“) ძალზე წუხდა თურმე ქართული ენის უუფლობაზე. თურმე რუსული სუფთა წერისთვის განკუთვნილი ყოფილა 299 გაკვეთილი. გალობას დათმობია 299 გაკვეთილი, სომხურ ენას რგებია 101 გაკვეთილი, ხოლო ქართულს მხოლოდ 23 გაკვეთილი დათმობია.

ძიძიგური ქართული ენისადმი იაკობის სიყვარულით აღფრთოვანებულია:

„დიდი პედაგოგის მთელი თავდადებული და უმწიკვლო მოღვაწეობა გასხივოს- ნებულია ერთი იდეალით: ემსახუროს ,,ეროვნების ბურჯს’’, მშობლიურ ქართულ ენას, ხელი შეუწყოს ამ „ჟანგმოდებულ ფოლადის სახნისის’’ ამუშავებას. („იაკობის სამრეკლო’’,1990:75). ცხადია, ავტორს ეს სიტყვები ქართული ენის მაშინდელმა უუფლებობამ ათქმევინა.

ფაქტია, რომ ი. გოგებაშვილი თავისი სახელმძღვანელოებით ხელს უწყობს ახალი სალიტერატურო ენის შექმნას. ძიძიგურის სიტყვებით, ის რა თქმა უნდა ენის განვითარების მომხრე იყო, მაგრამ ენის აჭრელების მსურველი არ ყოფილა. მისი აზრით, უნდა ვერიდოთ დიალექტური ფორმების სიმრავლეს, „რადგანაც მას შეუძლიან ხელი შეუწყოს პროვინციალურ სეპარატიზმს, რომელიც უფრო მეტად იქნება მავნებელი, ვიდრე იყო ჩვენი ისტორიულ-პოლიტიკური სეპარატიზმი, რომელმაც დააქუცმაცა ჩვენი ქვეყანა “ ( „იაკობის სამრეკლო“, 1990:77)

იაკობ გოგებაშვილის მთავარი დამსახურებაა მშობლიური ენის გამდიდრება მისი უკვდავი სახელმძღვანელოებით, „დედა-ენა“ და „ბუნების კარი“, რომლებშიც გამოიკვეთა ქართული ენის მრავალფეროვნება და გამოხატვის შესაძლებლობები.

ძიძიგურის წერილის მიხედვით, ვიგებთ, რომ იაკობი ძირითადი ცოდნის მიღებას მშობლიურ ენაზე ითხოვდა და ამ გარემოების გამო ხმა აღიმაღლა ვოსტორ- გოვმა ,,ბუნების კარის“ წინააღმდეგ. მისი აზრით, კი ქართულ სახელმძღვანელოებს მხოლოდ ენა უნდა ესწავლებინა, ძირითადი ცოდნის მისაღებად კი რუსული ენა

გამოეყენებინათ. ამას რა თქმა უნდა იაკობი არ შეეგუა და გამალებით დაიცვა პოზიცია ქართულ ენაზე სწავლების შესახებ.

მშობლიური ენის საფუძვლიანი შეთვისების თვალსაზრისით იაკობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის დაუფლებას. ამიტომ იგი უპირატესობას ანიჭებდა თავის ნაშრომებში ანდაზა- გამოცანების გამოყენებას. მაგალითად, “დედა-ენის“ მეორე ნაწილში 100-ზე მეტი ანდაზაა მოცემული. ის ასევე აგროვებდა ზეპირსიტყვირების ნიმუშებს. მაგალითისთვის გამოდგებოდა:

„ხალხური რედაქცია’’

‘’ყაყაჩოსა სიწითლითა

ყანა დაუმშვენებია.

წითელ ნინუას ვაჟკაცის

გული გაუხარებია“.

„გოგებაშვილის რედაქცია“

ყაყაჩოსა სიწითლითა

ყანა დაუმშვენებია,

ყმაწვილსა კარგი სწავლითა

სახლი (დედა) გაუხარებია“. ( ..იაკობის სამრეკლო“, 1990:84)

ძიძიგურის წერილის მიხედვით, საგულისხმოა ის, რომ იაკობი ცდილობდა სახელმძღვანელოებში მოცემული ლექსიკა სხვა კუთხეების ბავშვებისათვის არ ყოფილიყო გაუგებარი, ამიტომ ამ საქმეში მას აკაკი შველოდა და მთელ რიგ სიტყვებს მიუწერა კილოების სინონიმებიც.

შოთა ძიძიგური ასე აჯამებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს: ,, ილიასთან და აკაკისთან ერთად ქართული საერო-სახალხო ენის გამწალდავია და მისი საუკეთესო ტრადიციების დამამშვენებელი“. ( „იაკობის სამრეკლო“ 1990:97)

„ერთხელ დაბადებული ქათველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა ოაკობ გოგებაშვილი „დედა-ენას“ ხელში პირველად აიღებს“. ( „იაკობის სამრეკლო“ 1990:5)

დემნა შენგელაიას ამ სიტყვებში ნათლადაა გადმოცემული „დედა-ენის“ მნიშვნელობა, მისი საჭიროება ენისათვის. ანუ, „დედა-ენა“ ეს ის მადლია, რომელსაც ადამიანი სიცოცხლეში აუცილებლად უნდა ეზიაროს.

„თუ დღეს ქართველებს ჩვენის მეობით, კაცურ კაცობით თავი მოგვაქვს და მომავალს იმედის თვალით შევცქერით, ამ დიდ საქმეში ილიასა და აკაკის გვერდით ღვაწლი იაკობ გოგებაშვილსაც მიუძღვის” _ დემნა შენგელაიას ამ აზრს დღესაც რომ იზიარებს ყველა ნამდვილი ქართველი. ავტორი მოცემულ წერილში დეტალურად აღგვიწერს „დედა-ენის“ შიდა სამყაროს. ის ძალიან შთამბეჭდავად გადმოსცემს იმას, თუ როგორაა „ჩაწყობილი“ ბგერები „დედა-ენაში“, რომ თურმე, „ყოველი შემდგომი ასო ქვეყანას თითქოს აგანივრებდა, ერთი მათგანი ცხენის ნალს ჰგავდა, მეორე ღილივით დაჭყეტილ თვალებს, მესამე სურას და მეოთხე ქოთნის ტარს ან კიდევ კუდრაჭა გოგოს თმებზე დაფრენილ ჭრელ პეპელას, ყოველ მათგანს რამე ნახატი ასურათებდა: ია, თითი, თხა და... ასო-ნახატთა ეს გრძლი რიგი ბოლოს იმით თავდება, რომ მახეში გაბმული ჩიტი ხეზე კიდია. ( „იაკობის სამრეკლო“ 1990: 6-7)

სწორედაც, რომ იაკობისათვის ქართველი ბავშვის ცხოვრებაში გზის გაკვალვა ძალზედ ძნელი საქმე იყო, როცა სამშობლოს რთული დრო ედგა, ამიტომაც, ავტორი თავის საყმაწვილო მოთხრობებში მკაფიოდ გამოთქვამს იმ აზრს, რომლისგანაც დასკვნის გამოტანა ყმაწვილისთვის მიუნდია, იმიტომ, რომ მას თვითონ მიეგნო იმ აზრისათვის, რასაც იაკობი ღიად ტოვებდა.

ამ მხრივ , ავტორისთვის ძალზედ საინტერესოა „მკვეხარა ქოთანიც“. მაღალი ქოთნის თავის წარმოჩენით, ავტორი ამპარტავანი ადამიანის სახეს გვიჩვენებს. “ მერე? მერე არაფერი. ყველაფერი გასაგებია. მოთხრობიდან აზრი კი თვითონ, ბავშვმა უნდა გამოიტანოს, რადგან გოგებაშვილის პედაგოგიურ შეხედულებების თანახმად, ინიციატივა და აქტიური დამოკიდებულება წაკითხულად განმარტების მას არ უნდა წავართვათ,“ ( „იაკობის სამრეკლო“ . 1990:13)

დემნა შენგელაიასთვის ეს წიგნი ერთი მთლიანობაა. მთელი სიდიადე ამ წიგნისა მდგომარეობს იმაში, რომ ის მართლაც „მოაზაიკურია და ყოველი ფურცელი გამთბარია ჭეშმარიტი შემოქმედის ცოცხალი სუნთქვით.“ („იაკობის სამრეკლო“

1990:10), წიგნის ყოველი სიტყვა კი სავსეა ბავშვის სიყვარულით, მისი ფსიქოლოგიის ღმა ცოდნითა და და პატრიტიზმით.

გოგებაშვილი ნამდვილი წმინდანია, მისი „დედა-ენის“ წაკითხვის შემდეგ თუ ადამიანს კვლავ კითხვა გაუჩნდება, თუ რითაა ეს წიგნი ასე მტკიცედ „შემტკიცებულ- შედუღებული“ („იაკობის სამრეკლო“ 1990:10), აქ პასუხი ერთია: „დედა-ენა“ „ერთი დიდი დუღაბია და იაკობის კეთილშობილი გული მისი ძგერაა და ამიტომ იყო და იქნება ეს წიგნი განუყრელი თანამგზავრი არამხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც“ ( „იაკობის სამრეკლო“ 1990:10).

ზაქარია კიკნაძე ვრცელ წერილს უთმობს იაკობის „დედა-ენას“. მისი თქმით, ამ წიგნმა განვითარების რამდენიმე ეტაპი გაირა.

გოგებაშვილმა შეადგინა და გამოსცა „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის შედგენილი“. ამ წიგნის გამოცემის პირველი თარიღი იყო I-1865; II-1867; III-1868; IV- 1869. იაკობს პირველ გამოცემაში ანბანის შესწავლის მეთოდიკაში არავითარი ცვლილება არ შეუტანია.

“დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას“. (https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/)

კიკანაძისვე წერილში ნათლადაა გადმოცემული ის მეთოდი, რასაც იაკობი ემხრობა ანბანის შესწავლის დროს. ყურადღება გამახვილებულია მოწაფეზე, რომელიც „თავის დედას წარმოიდგენს, ამასთანავე თავის სახლს, მამას, ძმებს, ადგილს. ამის გამო „ყმაწვილი მაშინვე იგრძნობს, რომ ბუნებასა, ცხოვრებასა და სწავლას შუა კავშირი არსებობს, და რადგანაც ყოველს ყმაწვილს ბუნება და ცხოვრება უყვარს „სწავლაზეც წახალისდება“ ამ მეთოდის უპირატესობას ი.გოგებაშვილი უფრო იმაში ხედავს, რომ ყმაწვილი ამ მეთოდით თვითონ კითხვას უფრო გონივრულად და ჩქარა სწავლობს („იაკობის სამრეკლო“,1990:184)

ამასთანავე 1867 წლის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ბიბლიოგრაფიაში, რომლის ავტორიცაა ბეთანაშვილი, ის ამ მეთოდს იაკობს უწონებს და ამბობს: ,, როგორც ყმაწვილი ლაპარაკობს, ისე კითხულობს.“ („იაკობის სამრეკლო“ , 1990:184)

ერთ-ერთი მეთოდი ანბანის სწავლებისა გრძელდებოდა 1876 წლამდე, როცა იაკობმა პირველად გამოსცა „დედა-ენა. „ეს უკანასკნელი შედგენილია ანალიტურ- სინთეტური მეთოდით და ყოველი ახალი ასოს გადასვლისას მოცემულია დასურათებული საგანი ქვეშ სათანადო წარწერით და სათანადო დიდაქტიკური სავარჯიშო მასალით“. ( „იაკობის სამრეკლო“, 1990:188)

კიკნაძე იაკობის სახელძღვანელოში ასევე ყურადღებას ამახვილებს ხალხური ნაწარმოებების, ლექსების, იგავ-არაკების, ზღაპრების, ანდაზების, გამოცანების შესახებაც.

საგულისხმოა ისიც, რომ იაკობი ერთ გაკვეთილზე ორი ასოს შესწავლას ეწინააღმდეგება. ეს იგივეა, რაც „ორ კურდღლს გამოუყენებთ ერთ ბავშვს, მისი ყურადღება კი ორად გაიყოფა, ერთი ასოს შეთვისება მეორეს დაუშლის და საქმე გაძნელდება’’ ( ,, იაკობის სამრეკლო“ , 1990:194)

კიკნაძის წერილიდანვე ვიგებთ: „გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ,,დედა-ენის მნიშვნელობის საკითხში ავტორი იზიარებს რუსი პედაგოგის უშინსკის მეთოდებს და ხშირად მოჰყავს მისი ციტატებიც. სწორედაც ორივეს აზრით, ,,დედა-ენა’’ არამარტო ხალხის სიცოცხლის გამომხატველია, არამედ იგი არის თვითონ ეს სიცოცხლე’’. (“იაკობის სამრეკლო’’, 1990:200)

იაკობის ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მემკვიდრეობას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. თუმცა, ვფიქრობთ, სათანადოდ მაინც არ არის შესწავლილი მისი ღვაწლი. უფრო მეტიც შეიძლება გვეთქვა, როცა იაკობის მხატვრულ მემკვიდრეობაზე მიდგება საქმე.

მკვლევარი ელენე ხოჯევანიშვილი საგანგებოდ განიხილავს ი. გოგებაშვილის წერილს - „ბურჯი ეროვნებისა“, სტატიაში - „ენა, როგორც ერის არსობრივი რაობა და იაკობ გოგებაშვილის წერილი „ბურჯი ეროვნებისა“.

წერილის ავტორი ღრმად ჩასწვდა იაკობ გოგებაშვილის შინაგან სამყაროს, მის ცოდნას, პიროვნულ თვისებებსა და პატრიოტიზმს. იგი აღნიშნავს - მწერლმა საკუთარ ოჯახს სამშობლო და ხალხი არჩია; მუდამ აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ‘’დედა-ენა ‘’ მისთვის სული და გულია. მას სწამს , ’’რომ მხოლოდ “დედა-ენაზე’’ შეიძლება ილოცო გულმხურვალედ, რადგან უცხო ენა უძლურია სარწმუნოებრივ გრძნობამდე ამაღლებულ სულის მოძრაობას შესწვდეს, რომ მშობლიური ენის მადლს მოკლებული ადამიანისათვის გაუგებარი იქნება ღმა და ფაქიზი გრძნობის გამომხატველი აზრით გაჯერებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად, ‘’ შენი ჭირიმე“, ‘’ შენ გენაცვალე’’, ‘’ შენ გეთაყვანე’’... ეს ის სიტყვებია, რომლებითაც საუკუნეთა განმავლობაში იხედნებოდა ქართველთა სმენა დაგონება”. („ი.გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია” , 2014:97)

მოცემული წერილის მიხედვით, მწერლისთვის ,, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების ბედიც, მათ შესუსტებულ ვაზს ადარებს, რომლებსაც მორწყვა სჭირდებათ. და სწორედაც, რომ იაკობი მსგავსი ნააზრევით მყარად უდგას ბურჯად ქართულ - ეროვნულ ცნობიერებასა და ღირებულებებს.’’ (,,გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია’’, 2014:101)

ნათელა ადუაშვილის თვალით დანახული იაკობი, რა თქმა უნდა, სამშობლოს უდიდესი პატრიოტი და თანამედროვე ადამიანია. მისი წერილით იაკობის სოფელსაც ვეცნობით, მწერლისთვის ის ერთი ჩვეულებრივი სოფელია. კოხტად ჩალაგებულ სახლებსა და მიდამოებს სიამოვნებით გვიხატავს. ,,ქვითკირის შენობა, მხოლოდ ზოგიერთს უდგია. სხვები ცხოვრობენ ან მიწურში ან ქვა-ტალახა სახლებში, სახლების გვერდითვე აქვთ გაკეთებული ბოსლები და ბაკები. რადგანაც სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული, ცოტა ადგილი უჭირავს. ვარიანს გარშემორტყმული აქვს ვენახები, ეს ვენახები სავსეა ვაზებით, ხილი კი მათში ნაკლებადაა დარგული პატარაა

ვარიანი და ღარიბი, მაგრამ მე ეს სოფელი ძლიერ მიყვარს, მიყვარს იმის გამო, რომ იქ დავიბადე და იქ ვიხილე სინათლე მზისა, იქ შევიყვარე მშრომელი ხალხი, იქვე სასაფლაოზე მარხია ჩემი ძვირფასი დედ-მამა, ძმები, ნათესავები.“ (,,საგანძური“ 1993:11)

ვიანორ ახალაიას წერილში საუბარია იაკობის უდიდეს ღვაწლზე. ავტორი აღნიშნავს, რომ - იაკობისთვის ილიასა და აკაკის გვერდით დგომა ყველაფერია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელნიც სათანადოდ აფასებდნენ გოგებაშვილის საქმიანობას. როგორც აკაკი ამბობს; ‘’იაკობმა ქართველ ხალხს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა. განა ეს პატარა საქმეა! იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგას.“ („გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია“ , 2014:9)

ახალია ,, ბუნების კარის’’ უნიკალურობაზეც საუბრობს, რომელიც მოსწავლეს ქართულ ენასა და ლიტერტურაზე, ისტორიის, ფოლკლორის, გეოგრაფისა და ეთნოგრაფის შესახებ აძლევს მყარ ცოდნას, როცა ,,თანამდროვე სკოლას უმეტეს შემთხვევაში ვერ შესძლებია.’’ (,,გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია’’ . 2014:10)

იოსებ ყიფშიძე იაკობს მასწავლებელთა მასწავლებელს უწოდებდა. მან ასევე

„დედა-ენა‘’ სახარებას შეადარა. ,,ახალი ქართული ენის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში ,,დედა-ენამ’’ ისეთივე როლი შეასრულა, როგორც ძველი ქართული ენის ჩამოყალიბებაში სახარებამ.’’ (,,ი.გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია’’, 2014:13)

ლელა სარალიძე ეხება იაკობ გოგებაშვილის ეროვნულ-პოლიტიკურ შეხედულებებს, მისი თქმით: იაკობი რუსეთთან შეერთებას დადებითად აფასებდა, რაც იმით აიხსნება, რომ დროსი შესაბამისი იყო. მაშინდელი ისტორიული ვითარების დროს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტი იყო. (,,ი. გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია, 2014: 232)

განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა გულნარა ჯიოშვილის მოსაზრება აფხაზურ ეთნოსთან გოგებაშვილის მიმართების თაობაზე. იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იაკობის პატრიოტიზმს. წერილის მიხდვით, მწერალი აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობის მომხრეა, სტატიიდან ჩანს, რომ იაკობი არ დაიშურებდა არაფერს ქვეყნის გასაერთიანებლად. ,, იგი ურჩევს ამ ერთიანობის დასაცავად ფარად და ხმლად იხმარონ აფხაზური ანბანი, „დედაენა“ (აფხაზური),

ქართულ ლიტერატურულ ქმნილებათა აფხაზური თარგმანები და ისტორიული ფაქტები ქართველ აფხაზთა ძმობისა: „თუ შეგნებული აფხაზები დაახლოებით გაიცნობენ თავისი სამშობლოს წარსულს, ცხადად დარწმუნდებიან ,რომ აფხაზეთი მხოლოდ იმ საუკუნეებში ტკბებოდა კეთილდღეობით და კაი სახელით, როცა შეკავშირებული იყო საქართველოსთან პოლიტიკურად, სარწმუნოებით და ღვთისმსახურებით“ (,,ი. გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია, 2014:248) ვფიქრობ, გოგებაშვილისეული შეხედულებები აქტიურად უნდა გავიზიაროთ სადღეისოდ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, განუზომელია იაკობ გოგებაშვილის წვლილი ქართული ენის განმტკიცება-განვითარებაში. ის ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა ყოველი იმ შემთხვევებისათვის, რომლებიც ქართულ ენასა და ისტორიას ეხებოდა. ლევან ჯანდიერი იხსენებს უცნობი პირის წერილს იაკობისადმი მიწერილს. ის წერს, რომ „ახალქალაქისა და ხოვლევის ინტელიგენციას სურს სახალხო კითხვა გამართოს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციისათვის, რასაც შემდეგში დანარჩენი საზოგადოება მიბაძავს. იაკობს სთხოვს ამ საქმის საორგანიზაციო სამუშაოებისათვის მატერიალურ დახმარებასა და რჩევებს.“ („ი.გოგებაშვილის პირადი არქივის აღწერილობა“, 2012:68).

ასევე ვასილ ბეჟანიშვილის წერილიდანვე ვგებულობთ, რომ „მას სთხოვს საკომისიოდ გაუგზავნოს 120 მანეთის ღირებულების სახელმძღვანელოები“ („ი.გოგებაშვილის პირადი არქივის აღწერილობა“, 2012:35)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მიმართავდა გოგებაშვილს და მადლობას უხდიან იმისათვის, რომ „მან საზოგადოებას დაუთმო 15 წიგნის გამოცემის უფლება და უფასოდ გადასცა ამ გამოცემისათვის საჭირო კლიშეები.“ ( „ი.გოგებაშვილის პირადი არქივის აღწერილობა“, 2012:30)

როგორც ცნობილია, მწერალს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ამას ადასტურებს ოლღა ჭავჭავაძის წერილი იაკობისადმი, სადაც მას

„იწვევენ ახალი წლის შესახვედრად სახლში.“ („ი.გოგებაშვილის პირადი არქივის აღწერილობა“, 2012:76)

იაკობ გოგებაშვილზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მის შესანიშნავ ლიტერატურულ პორტრეტს სწორედ განაპირობერბს ის მოღვაწეობა, რომელსაც შეალია მთელი მისი ცხორება. ის მუდამ იყო და არის ნებისმიერი ასაკის მკითხველის თვალში სამშობლოსათვის მოამაგე, სამაგალითო ადამიანი.

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო.“ - ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

(https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/

„არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო- სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.“

https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/

„გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე.თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.

 ‘’(https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/

შალვა დადიანისთვისაც იაკობი საამაყო მამულიშვილი იყო. მის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ქ. ბათუმში ძალზედ საინტერესოდ ისაუბრა მან იაკობის შესახებ. მისი თქმით, ასეთი საღამოების გამართვა აუცილებელი იყო, რადგან ამ დროს

გამოჩნდებოდა ყოველი დეტალი, ყველა შეძლებდა სიტყვის წარმოთქმას და მისი ღვაწლის დახასიათებას, სურათებს მისი ნაწარმოებიდან, თუკი ისეთი მოეპოვება მოღვაწეს და სხვ. სწორედაც, რომ უპრიანია ასეთი საღამო და კერძოდ, განსვენებული იაკობისადმი მიძღვნილი. „იმ კაცისა, რომელმაც აგერ ორმოცი წლის წინეთ, იმ კულტურულად ყრუ დროს, პირველად გაუღო ჩვენს ერს „ბუნების კარი“ და იქიდგან ტკბილ სასმინარი „დედა-ენა“ მოზარდ თაობას წინ გადაუშალა. მას შემდეგ აქამომდე ეს მძლავრი ნაკადი მისი პედაგოგიეური ღვაწლმოსილებისა არ შეწყვეტილა, და როგორც თვითონა სთქვა ერთხელ ერთ წერილში, თავისი ნაწერებით და განსაკუთრებით მისი „დედა-ენის“ პირველი ნაწილით, როგორც ამაფეთქებელი ნაღმოსანით მისრიალებდა იგი ჩვენს მიუვალს მთა-კლდეებში-თუშეთსა და სვანეთში- მოდიოდა ბარად, შეუყვებოდა აჭარასა და მესხეთს და ყველგან სძრავდა ენას საქართველოდ, ყველგან აფეთქებდა გრძნობას ეროვნეულსა.

ამ კაცს სხვაც რო არ გაეკეთებინა რა, მარტო ამ ღვაწლისთვის იქნებიდა საპატიო და თაყვანსაცემი, მას ქონდა სხვა მხარეებისც და იქაც მუდამ მოუღალავს ენერგიით, გულის სისწრაფით მოქმედებდა და მუშაობდა.

ჩვენ არ ვიცით სხვა ისეთი მოღვაწე ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ეგრე სწორხაზიანად და შეუდრეკელად გაეტანოს თავისი აზროვნების სვრელი ბოლომდე, როგორც ეს განსვენებულმა მოახერხა, მაგრამ მას ამოქმედებდა ის ძალთა-ძალი, ის გზად-მყვანი ვარსკვლავი ადამიანისა, რომელსაც ჩვენ რწმენას ვეძახით. სულერთია, როგორიც არ უნდა იყოს რწმენა, მხოლოდ თუ იგი მართლაც ეგრე ძვალ-რბილში გვაქ გამჯდარი, თუ ეგრე შენს სულსა და გულს შექსოვია, სასძლევ ერთის შეხედვით უძლეველსაც კი. და აი ჩვენ ვნახეთ, რომ ამ როგორც თვითონ აღიარებს ერთ წერილში. შედარებით ნაკლებმა ნიჭის პატრონმა კაცმა მოიქმედა ისეთი დიდი რამ, რაც სხვა ბევრს ათეულს შეიძლება გასჭირვებოდა.

ამიტომაც არის. რომ ესრეთ ფაქიზ სულის პატრონ და გოლიათ რწმენის ადამიანთა წინაშე ჩვენც მადლობით და მოკრძალებით ქედს ვიხრით.“ („იაკობის სამრეკლო“ 1990:566-568. შალვა დადიანი „ბათუმის გაზეთი“)

„1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.“

https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili

4 თავი 2. იაკობ გოგებაშვილის მხატვრული თხზულებები

▲ზევით დაბრუნება


თავი 2. იაკობ გოგებაშვილის მხატვრული თხზულებები

„ლიტერატურის ბუნება და ფუნქცია ნებისიმიერ ლოგიკურად გამართულ დისკურსში ურთიერთშესაბამისი უნდა იყოს. პოეზიის ფუნქცია მისი ბუნებიდან გამომდნარეობს. ნებისმიერი საგანი ან საგანთა კლასი ყველაზე ეფექტიანად და გონივრულად სწორდ მაშინ გამოიყენება , როდესაც გათვალისწინებულია მისი ბუნება ან ძირითადი დამახასიათებელი თავისებურება. დამატებით ფუნქციას ის მხოლოდ მაშინ იძენს, როცა პირველად ფუნქციას ყავლი გასდის: ძველი სართავი ჯარა ხშირად გამოიყენება დეკორატიული დანიშნულებით, ოთხკუთხა პიანინო კი. რომელმაც ბგერების გამოცემის უნარი დაკარგა, შეიძლება სამუშაო მაგიდად იქცეს. სწორედ ასევე საგნის ბუნებაც მისი დანიშნულების შესაბამისია: საგანი სწორედ ისაა. რისთვისაც ის განკუთვნილია. ადამიანის მიერ შექმნილი რაიმე ნივთი იქმნება გარკვეული ფუნქციის რეალიზებიათვის, აგრეთვე-დამატებითი ფუნქციებისთვის, რასაც თვით მასალის შესაძლებლობები და ინდივიდუალური გემოვნება განაპირობებს. ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეიძლება იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც მისი ლიტერატურული ფუნქციისთვის არ არის არსებითი, თუმცა საინტერესო სხვა თვალსაზრისით“ („ლიტერატურის თეორია“ , უელეკი, 2010, გვ 38)

„ალბათ ყველაზე მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ნებისმიერი ხელოვნება „საამურიცაა“ და „სასარგებლოც“. იმისათვის, ვისაც მისი სათანადოდ გამოყენება შეუძლია ის, რასაც ხელოვნება გამოხატავს, აღემატება ცალკეული მკითხველისა თუ მსმენელის ფიქრისა და ოცნებას; ხელოვნება ხელოვანის ოსტატობის წყალობით სიამოვნებას ანიჭებს რეციპიენტს იმით, რომ მისი ინდივიდუალური ფიქრისა და ოცნების მსგავს რეალობას ასახავს, რითაც შვებას ჰგვრის მას“.

„ლიტერატურულ ნაწარმოებში, რომელიც სრულად შეესაბამება თავის ფუნქციას, სასიამოვნო და სასარგებლო უბრალოდ კიარ თანაარსებობენ, არამედ ერთმანეთს ერწყმიან. უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურით მინიჭებული ტკბობა განსაკუთრებით „მაღალ ტკბობას „წარმოადგენს-მისი წყარო მაღალი ტიპის ქმედებაა, კერძოდ ჭვრეტა, რომელიც არავითარ მატერიალურ სარგებელს არ უკავშირდება. რაც შეეხება ლიტერატურის გამოყენებით ასპექტს-სერიოზულობასა და დიდაქტიკურობას, აქაც ისეთ „საამურ“ სერიოზულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც ვალდებულებათაგან თავისუფალია და ესთეტიკური აღქმის სერიოზულობას ეფუძნება. ხელოვნებისადმი რეალისტური მიდგომის მომხრეს, რომელსაც რთული თანამედროვე პოეზია მოსწონს, ყოველთვის შეუძლია ესთეტიკური თვალსაზრისი არაფრად ჩააგდოს და თავისი პოზიცია იმით დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი პიროვნული გემოვნების საკითხია“ („ლიტერატურის თეორია“ , უელეკი, 2010:41)

როდესაც ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, მასზე სერიოზული მიდგომა გულისხმობს (ყოველ შემთხვევაში მაინც) იმის აღიარებას, რომ მას გარკვეული დანიშნულება აქვს. არნოლდის თვალსაზრისით, რომ „პოეზია შეიძლება რელიგიასა და ფილოსოფიას ჩაენაცვლოს“, ელიოტი წერს: „არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად, არაფერი არაფერს არ ჩაენაცვლება“. სხვაგავარად რომ ვთქვათ, არცერთი კატეგორიის ღირებულებას არ გააჩნია ჭეშმარიტი ეკვივალენტი, შემცვლელები არ არსებობს. რეალურად, შესაძლოა ლოტერატურა ბევრ რასმე შეენაცვლოს- მაგალითად, კითხვის დროს ჩვენ თითქოს ვმოგზაურობთ და უცხო ქვეყნებს ვეცნობით, განვიცდით იმას, რაც არ განგვიცდია, აღვიქვამთ სხვა ადამიანის ცხოვრებას ისე, თითქოს ეს ჩვენი ცხოვრება იყოს.“ („ლიტერატურის თეორია“ , უელეკი, 2010:42)

სწორდაც, რომ იაკობ გოგებაშვილმა შეძლო თავისი კალმის „საამურად და სასარგებლოდ“ გამოყენება. მან ყოველ ყმაწვილს მოუწოდა მოყვასისა და სწავლის სიყვარულისკენ, აჩვენა თუ როგორი შეიძლება იყოს კარგი ამახანაგი, დედ-მამიშვილი და საერთოდ ადამიანი. მართლაც, გოგებაშვილის მოთხრობების კითხვის დროს , როგორც ზემოთ აღინიშნა ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში, ვნახულობთ ეგზოტიკურ ცხოველებს (როგორც ალექსიმ ნახა აქლემი), შესაძლებლობა გვაქვს, კითხვის შემდგომ მივეცეთ ინდივიდუალურ ფიქრს, ან თუნდაც ყმაწვილმა თავად ამოიცნოს მოკლე მოთხრობის დედააზრი. თითქოს მარტივად, მაგრამ საოცარი ოსტატურობით ის ისტორიულ და მხატვრულ მოთხრობებში თვალწინ გვიშლის მთელ სამყაროს, ლამაზ და ფერად ფერებშიც გვიხატავს წუთისოფელს, ვხედავთ ასევე ისტორიულ ხანასაც და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, მათი კითხვის დროს თითქოს იმ დროის საქართველოში ვიმყოფებით, მწერალი ოსტატურობით აღგვიწერს ამბავს, ისე,რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ იმ რეალობის მომსწრე. საგნებისა და ცხოველების გაცოცხლებით ნათლად ვიგებთ სათქმელს, ყოველგვარი შელამაზებითა და ინტერპრეტაციითაც. მკითხველი კი ღრმად იაზრებს მის აზრსა და ფუნქციას, გოგებაშვილის ეს ლიტერატურული თვისება კი მის მთელ მოღვაწეობას ლაიტმოტივად გასდევს.

ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართული მწერლობა და ლიტერატურა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. 60-იანელებმა მოითხოვეს, რომ ლიტერატურა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების უმთავრეს იარაღად ქცეულიყო. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებები , ლიტერატურა რჩებოდა ერთადერთ იარაღად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ხალხის ცნობიერებაზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა. იაკობ გოგებაშვილიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ქათულ მწერლობას გარკვეული კალაპაოტი მისცა, მისი ორიგინალურობა და არაჩვეულებრივობა იმაში მდგომარეობს, რომ მან ყველაზე მგრძნობიარე სიმი აღმოაჩინა ქართული ეროვნული იდენტობის, თვითშეგნების აღზრდა-ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ეს სიმი სიცოცხლის ბოლომდე აღარ მიუტოვებია. თავისი კალამიც სწორედ ამ სიმისაკენ მიმართა: მან მიზნად დაისახა, რომ ბავშვობის ასაკიდანვე დაეწყო წვრთნა მომავალი თაობისა.ალაბათ, დამეთანხმება მკითხვლი, თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენგანი სწორედ გოგებაშვილის „დედა-ენით“ იწყებს სამყაროს შემეცნებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მხატვრულ მოთხრობებს. მწერალი ერთი შეხედვით, თითქოს სისადავითა და ლაკონურობით გადმოგვცემს ამბებს, მაგრამ მთავარი მათში ის შეტყობინებაა, რომელსაც კითხვის დროს მკითხველი ხედავს. როგორც წესია, გოგებაშვილი მხატვრული მოთხრობების წერისას, საბოლოო სათქმელს „ბალღს“ ანდობდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ყმაწვილს თვითონ შეეძლო აზრის გამოტანა ამა თუ იმ ამბავიდან, ასეთი საშუალება, რა თქმა უნდა, მოწაფისთვის დამოუკიდებლად გზის გაკაფვის საშუალებაა.

იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ წარუვალი მხატვრულ-პედაგოგიური და ისტორიულ მნიშვნელობის წიგნია. მისი უნივერსალიზმი, თემატური მრავალსახეობა, ენობრივი სისადავე და ლაკონური თხრობა, ზოგადსაკაცობრიოსა და ეროვნულის ოსტატური შერწყმა, ქართული იდენტობისა და პატრიოტული სულისკვეთების მკაფიო დემონსტრირებაა. მოზარდს იგი უღვივებს ეროვნულ ცნობიერებას, უნერგავს შეგნებულობისა და აქტიურობის, სისტემატურობისა და თანამიმდევრობის პრინციპებს. იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ რჩება ქართული საყმაწვილო მწერლობის ერთ- ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ და კვლავაც გაიზრდებიან. იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთლის მოსწრებული თქმით, „წარსულის შვილი, მომავლის მამა და მყოფადის გადია“, პირველი ქართველი საბავშვო მწერალია, რომელმაც ახალი თაობის პედაგოგიური აღზრდა თავისი შემოქმედების უმთავრეს ლაიტმოტივად აქცია.

„იაკობ გოგებაშვილი მშვენივრად გრძნობდა, რომ ადრეული პერიოდის განცდები ქმნიან ამ ნიადაგს, რომელზეც შენდება მომავალი მისწრაფებანი და აზრის მიმართულება. ის იმოწმებს გოეთეს სიტყვებს – “არავის არ შეუძლია განთავისუფლდეს პატარაობის დროის შთაბეჭდილებათაგან”, იმ აზრის დასასაბუთებლად, რომ ბავშვობის პერიოდი განსაკუთრებული და ყველა სხვა პერიოდზე უფრო რთულია. ამიტომ მთელი საზოგადოება უნდა იყოს დაინტერესებული,რომ მომავალი თაობის

აღზრდა თავიდანვე იქნეს დამკვიდრებული მეცნიერულ საფუძველზე.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4 ,1974:349)

„ბავშვის ბუნების საუკეთესო მხარეების აღმოჩენა მეტად რთული და მძიმე ამოცანაა. ეს ამოცანა დააყენა იაკობ გოგებაშვილმა საბავშვო მწერლის წინაშე და მართლაც, მისი გადაჭრა მხოლოდ მოწინავე მეცნიერებით შეიარაღებულ, მწერლობის ნიჭით დაჯილდოებულ და მაღალი მხატვრული აზროვნების მქონე მწერალს შეუძლია. ამაში მდგომარეობს მხატვრული ლიტერატურისა და პედაგოგიკის, საბავშვო მწერლისა და პეან დედის ამბავი. ეს საყვარელი ფრინველები ატყობინებენ პატარა მოსწავლეს, რომ დედას იგი არასოდეს არ ავიწყდება და ქალაქში გასაგზავნად უქსოვს წინდებს, უკერავს ახალუხს და უკრეფს წითელ ვაშლებს. ვანო გახარებულია, ცდილობს კარგად ისწავლოს და საყვარელ დედას ასიამოვნოს. იაკობ გოგებაშვილს ასეთი მოთხრობებით სურს შთაუნერგოს ბავშვებს, რომ სწავლა და ცოდნა ყველაფერზე ძლიერ უნდა იზიდავდეს ახალგაზრდობას. ასეთი მოთხრობებით იგი აფრთხილებს პატარებს, რომ სწავლას სათანადო სიძნელეები ახლავს, მაგრამ ყველა მათგანი ადვილად დასაძლევია, თუ გამოვიჩენთ სწავლის მტკიცე სურვილსა და მონდომებას“ („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4 , 1974:352)

„ვანო და ჩიტში“ მწერალი გვიჩვენებს პატარა ვანოს დაუოკებელ სურვილს იბატონოს მასზე სუსტ არსებაზე („ჩიტი დაიჭირა და ხეზე თავდაღმა დაკიდა“), რომელიც შემდეგ შედარებით მასზე უფროსმა კეკემ გაათავისუფლა. ამ პაწია ტმოთხრობაში კარგად ჩანს: ადამიანის თავდაპირველი, ბავშვობისდროინდელი სწრაფვა პირველობისათვის, სურვილი მასზე სუსტის დაჩაგვრისა; მართალია, კეკემ დადებითი საქციელი აჩვენა ვანოს - მის მიერ ჩიტის გათავისუფლებით, მაგრამ ამ კეთილმა ქმედებამ მაინც გამოიწვია ბავშის გაღიზიანება. ადამიანის ბუნების მცოდნე იაკობმა კარგად იცის, რომ ამგვარი მაგალითებით უნდა დაიგმოს ვანოს საქციელი, რომ მას მიმბაძველი არ გამოუჩნდე.

„ბავშვის სათვალეში“ მოცემულია პატარას სწრაფვა სათვალისადმი („მამილო მეც მიყიდე სათვალეო”) სათვალე- აქ ცოდნის მიღების საშუალებაა ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში , მამის საქციელის მიბაძვით, ავტორი გვიჩვენებს

მამათა და შვილთა ურთიერთობას, გზა, რომელსაც მამა გადის, გაივლის შვილიც, რასაც აკეთებს მამა, ბაძავს შვილიც. მამის ლოგიკური ქცევა ხომ ანბანის ყიდვაა.

„ურგო ამხანაგში“ ავტორი გვიჩვენებს შემდეგ აზრს: ვითხოვ დახმარებას- ვიღებ უარს, ვეხმარები- სიხარუ ლით მთანხმდებიან. ( „-კოტე, აჰა ვაშლიო, - მოიტა ჩქარა მომეო“) . ამ პატარა მოთხრობაში ნათლად ჩანს, თუ როგორი არ უნდა იყოს ამხანაგი . ბავშვში ჯანსაღ სიცილს იწვევს სიზარმაცისა და მუქთამჭამელობისათვის აბუჩად

აგდებული ბიჭი, რომელსაც ჰგონია ახალუხის მაგივრად სერთუკის ჩაცმით პატივი დაედება. ბავშვი დასცინის მას და რწმუნდება იმაში, რომ ხალხის პატივისცემა შეიძლება დაიმსახურო მხოლოდ გარჯა-შრომითა და კარგი ხასიათით (”მუქთამჭამელა”).

“მჩხავანა კატას” ამბავი არწმუნებს მკითხველს, რომ საქმეს ის კი არ აკეთებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ჩუმად და წყნარად მუშაობს. ბავშვი გრძნობს, რომ ვარდის კონაში ჩადებული უსუნი ყვავილს ვარდის საამური სუნი მიეცა და ამბობს: “ოჰ, ახლა კარგად მივხვდი, რად მირჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო” (“უსუნო ყვავილი”).

ასე ასწავლის გოგებაშვილი ყმაწვილებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს სრულფასოვანი ადამიანის ფორმირების პროცესში. სწორედ, ამ სისადავით და სიუჟეტის სიმარტივით გამოირჩევა იაკობის მოთხობები, რომელთაც როგორც არაერთხელ აღინიშნია, უდიდესი აღმზრდელობითი ძალა გააჩნიათ.

„ბავშვებს მოსწონთ კეთილი გლეხები ივანე და პავლე, რომლებმაც თავის მეზობლებს ბოროტი კეთილით გადაუხადეს, მეზობლებს შერცხვათ ბოროტი საქციელისა და ივანეს და პავლეს ისევ მეგობრობა სთხოვეს (“ცუდი მეზობელი, ბოროტისათვის სიკეთე”), ასევე მოსწონთ პატარა ელამი კატო, რომელსაც ვაროსაგან დაცინვის მეტი არაფერი ახსოვს, მაგრამ როდესაც ვაროს უბედურება შეემთხვევა, სამაგიეროს კი არ უხდის, არამედ ეფერება, ანუგეშებს და მწუხარებას უქარვებს (“სიკეთე ბოროტისათვის”). მკითხველი ასეთი მოთხრობებით რწმუნდება ივანეს, პავლეს და კატოს საქციელის სიკეთეში და თვითონაც სურს მიჰბაძოს მათ საჭირო შემთხვევაში.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4 ,1974 :359)

პატარა ალექსიმ ერთხელ მიწაზე დაწოლილი აქლემი დაინახა. დიდი ყოყმანი როდი დაუწყია ალექსის. ადგა და ზედ შეცოცდა. აქლემმა ადგომა იწყო და მაღლა- მაღლა რომ ავიდა, ალექსიმ იფიქრა, ეს არი, ცად ავდივარო და დაიძახა: მშვიდობით საყვარელო დედ-მამაო („ალექსი და აქლემი“).

„რა ნათელი, რა ალერსიანი იუმორით არის გაცოცხლებული ეს აყლაყუდა და თოჯინასავით სასაცილო უშნო ცხოველი. რა სასაცილოა და რა მიამიტი ცელქი ალექსის შიშიც.

განა ამ მოთხრობის ავტორს არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა: აქლემი მაღალი, კუზიანი ცხოველია და, თუ მიწაზე არ დაწვა, ზედ ვერ ამხედრდებიო? მაგრამ ეს ხომ მშრალი , უსულგულო მოწოდება იქნებოდა საჭირო ცნობისა და არამეტყველი, დასამახსოვრებელი ხატვა ამ ცხოველისა. ქართველმა ბავშვმა ის რო ნათლად წარმოიდგინოს, იაკობ გოგებაშვილი მას ასე რელიეფურად და ოდნავ შესანიშნავი იუმორით სავსე ფერებით სათამაშო აქლემივით გვიხატავს.“ ( „იაკობის სამრეკლო, 1990:14-15 )

ადამიანის დაუოკებელ სურვილებზე ბევრის თქმა შეიძლება , ამის დასტურად კი ყველასათვის ნაცნობი ქართული ანდაზა; „რაც არ გერგება არ შეგერგებაო“- სწორედა გადმოსცემს იმ აზრს , რომ რაც ჩვენი სარგო არ არის, იმას ხელი არ ვახლოთ. შესაძლებელია სხვისი „ულუფის“ მირთმევით იმ მომენტში გაიხაროს და „დანაყრდეს“ , მაგრამ შემდეგ ნაბიჯზე ის რაც დაუმსახურებლად მიისაკუთრა, აგებს პასუხს, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლითაც კი, ამ შემთხვევაში მელიის მაგალითზე . („მელია და ქოთანი“)

მელიის მაგალითის მსგავსად, ავტორი ტყუილის მთქმელებსაც ვერ იტანს . ნათქვამია: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“. ასე დაემართა ცრუპენტელასაც, მოიტყუა, იტრაბახა, არ არსებული მოვლენების მოყოლით თავის გამოდებას ცდილობდა, გავლენის მოხდენა სურდა ხალხზე, თითქოს ყვეყანა ნახა , მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ამიტომ: რაც არ ვიცით, არ ვეცადოთ იმას, თითქოს ვიცით. („ცრუპენტელა“).

გარდა მანკიერი მხარეებისა, იაკობ გოგებაშვილი ხშირ შემთხვევაში ადამინის იდეალურ თვისებებზეც გვესაუბრება, რასაც სანიმუშო დატვირთვა აქვს, რათა მოზარდებს ჰყავდეთ თავიანთი ორიენტირი კარგი კაცობის. ივანე მოთხობიდან „მეზობლები“ ნათელი მაგალითია ჩინებული მეზობლისა და ადამიანობისა. მიუხედავად იმისა, რომ ცხენის მიერ მიყენებული ზარალი მეზობელმა ასმაგად გადაახდევინა, მან იგივე ქმედებაზე მის მიმართ ჩადენილისა,სამაგიეროს გადახდით არ უპასუხა და მეზობელს ხბო ყოველგვარი აყალმაყალისა და დასჯის მეთოდების გარეშე მიჰგვარა. ასეთი ადამიანები ცოტანი არიან ჩვენს ირგვლივ. ივანეს სახით . მწერალმა დაგვანახა , თუ როგორ შეიძლება ვაჩვენოთ ის, რომ ცუდ საქციელს კარგი მოპყრობით ვუპასუხოთ. („მეზობლები“)

იდეალური მეზობლის მსგავსად, იაკობი ადამიანის მზრუნველობასაც გვიჩვენებს. როცა კატომ ჩიტის ბარტყს აარიდა იქვე მწოლიარე ვითომ „მძინარე „კატის კლანჭები , იმ დროს, როცა ბარტყი პურის მარცვლების ასაკრფად დაჯდა, მოცემულ მოთხრობაში მოცემულია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაეხმაროს სხვას და აარიდოს საფრთხე. კატოს საქციელით, მწერალი იმასაც გვაჩვენებს, ბავშვს პატარაობოდანვე შეგვიძლია ჩავუნერგოთ სხვაზე დახმარების სურვილი. რა თქმა უნდა, ეს დახმარება იყოს უანგარო, ყოველგვარი სარგებლის გარეშე მიღებულისა. თუ შეგვიძლია სხვაზე დახმარება-რატომაც არა. ( „კატო და კატა“)

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ცუდი და კარგი მომენტები. შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანების ყოფა სხვების ყოფაზე გაცილებით კარგი იყოს , ან პირიქით- უარესი. იაკობ გოგებაშვილს სწორედ იმის ჩვენება სურს ამ მოთხრობით, რომ კურდღელები , რომლებსაც თავი უარეს მდგომარეობაში ეგონათ და წყალში დახრჩობით ეგონათ გამოსავლის პოვნა,იმ გზააბნეულ ადამიანებს ჰგვნანან, რომლებსაც უკეთესი მდგომარეობა აქვთ სხვებთან შედარებით (ამ შემთხვევაში ბაყაყებთან ) ,თუმცა მაინც წუწუნებენ თავიანთ ყოფაზე, სწორედაც ბაყაყები ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ, „ჭაობში“, გამოუვალ მდგომარეობაში არიან, შეგუებულნი არიან თავიანთ ყოფას და ასე რუტინულად აგრძელბენ ცხოვრებას. თუმცა, თუ კურდღელებს მობეზრებული აქვთ თავიანთი ყოფა და გამოსავალს თავის დაღუპვაში ხედავენ და ამ სურათის შემხედვარე თუ ბაყაყები თუ შიშს ხედავენ კურდღლების დანახვაზე, ხტებიან ჭაობში, ეს იმას ნიშნავს, რომ კურდღლები (ამ შემთხვევაში ადამიანები) იმას ხვდებიან. რომ შესაძლოა სხვას მათზე უარესი მდგომარეობა ქონდეს და ეს არ გახდეს თავის მოსპობის საბაბი და სორდაც რომ ყოველთვის ღირს ბრძოლა ცხოვრებისთვის. („კურდღლები და ბაყაყები“)

ადამიანურ შიშზე ბევრი რა მის თქმა შეიძლება. თაგვებს სურთ, რომ კატას ეჟვანი შეაბან. რომ მოახლოებისას ხმა გაიგონ და ამით აირიდონ საფრთხე, თუმცა,ფაქტის წინაშრ დადგომა არავის სურს, ადგან კატასთან მიახლოებას ვერცერთ თაგვი ბედავს. მოცემულ მოთხრობაში თაგვები არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდამ შიშში ცხოვრობენ და იღუპებიან ნელ-ნელა, ისე რომ ვერ უპოვიათ საშველი. კატა კი არის პიროვნება, რომელიც მისი უპირატესობით- ძალის გამოყენებით მუსრს ავლებს მათ. ბუნების კანონი კი ასეთია: სუსტს ყოველთვის ჩაგრავს ძლიერი, და მანამ იქნება დაჩაგრული, სანამ სწორი გზა არ იქნება ნაპოვნი საკუთარი თავის მყარად დამკვიდრებისა. („თაგვები და კატა“)

„საბავშვო მწერალი, ისე როგორც პედაგოგი, კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის ბუნებას, მის ფსიქოლოგიას; საბავშვო მწერლისა და პედაგოგის საბოლოო ამოცანა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში პრინციპულად ერთგვარია, განსხვავება მხოლოდ მიზნის მიღწევის გზებსა და ფორმებში მდგომარეობს.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია“ , ტ 4 , 1974:350)

იაკობ გოგებაშვილის აზრით, საბავშვო ნაწარმოების ზეგავლენის ძალა ცოცხალ და მხატვრულ სიტყვაზეა დამოკიდებული. “უამბეთ ბავშვებს ცოცხლად და სურათულად, და თქვენ მათს ნორჩ გულში ჩასახავთ ღრმასა და მეტად ნაყოფიერს შთაბეჭდილებასა” - წერს იგი. („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4 ,1974: 351)

„მეცნიერული ცოდნის მისაღებად, პირველ ყოვლისა, საჭიროა მისდამი ინტერესის გაღვივება, სწავლის სურვილის გამოწვევა და განმტკიცება. ამ სურვილისა და ინტერესის აღზრდა სკოლამდელ ასაკშივე უნდა დაიწყოს,მაგრამ სასკოლო პერიოდში, როდესაც ბავშვი სწავლას იწყებს და გარკვეული შრომითი რეჟიმისადმი დაქვემდებარებით სწავლის პირველ სიძნელეებს ხვდება, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო სწავლის ინტერესისა და სურვილის გასაძლიერებლად. იაკობ გოგებაშვილი, როგორც პედაგოგიკის თეორეტიკოსი, გრძნობს ამ აუცილებლობას და, როგორც საბავშვო მწერალი, იშვიათი დაკვირვებით წერს პატარა, მიმზიდველ და საინტერესო საბავშვო მოთხრობებს ამ თემაზე.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4 , 1974:352)

აი მაგალითად, მისი “ვანო და ფრინველები”. ქალაქის სკოლაში სწავლობს პატარა სოფლელი ვანო, რომელმაც პირველად დატოვა დედა და მთელი ოჯახური გარემოცვა, დატოვა სოფელი და სოფლის მეგობრები. ძნელია მისთვის ნაცნობი გარემოს მოშორება, ყველაზე უფრო ძნელი უდედობაა. ხშირად აღონებს მას დედის მოგონება და თვალცრემლიანი იცქირება თავის სოფლისაკენ. ჩიტებს – მერცხალს და ბულბულს მოაქვთ ვანოსთან.

სიფრთხილე რომ აუცილებელია ეს კარგად ჩანს მოთხრობა „ცალთვალა ირემი და მონადირეში“. როცა ირემს ეგონა ბრმა თვალს წყალს მიუშვრდა და საღი თვალს ხმელეთისკენ გაიხედავდა, თუმცა გამოცდილმა მონადირემ ეს ყველაფერი დაინახა და საწყალი ირემი სიცოცხლეს გამოასალმა. ეს მოთხრობა კი იმას მიგვანიშნებს, რომ ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, თვითგდარჩენის ინსტიქტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია და სწორედაც, რომ არ უნდა ჩავთვალოთ ის ადგილი უსაფრთხოდ, რომელიც რეალურად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

ასევე, თუ ორი ძმა ერთი ქვევრის გასაყოფად ჩხუბობს, ვერ იყოფენ და თავის ახდის შემდეგ ქვევრი ცარიელი ხვდებათ, ეს ამბავი ცხუბს არაფრის გულითვის ნიშნავს, როცა კამათი უასაფუძვლოა, აეხადათ ქვევრისთვის თავი და გაეგოთ რა იყო შიგ, ამის შემდეგ დაეწყოთ სჯა, თუ ვის რა რგებოდა. ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ რა და როგორ გვსურს, გავერკვეთ მიზეზებში და ბოლოს ღირს თუ არა კამათად ეს ყოველივე.( „ჩხუბი სულ არაფერზე“).

და თუ გვსურს ჯავრის ამოყრა ადამიანზე, როგორც ეს პატარა ნიკოს ჭირდა დის მიმართ, ასედ დროსაც ჩვენ ჩავვარდებით იმ ნაცარში , რაც სხვას გავუმზდეთ, რადგან ციკლი ურღვევია ცხოვრებაში: რასაც სხვას ვავნებთ, იგივე გვიბუნდება, ასე დაემართა პატარა ნიკოსაც. დას შეჭამადში ნაცარი ჩაუყარა, დამ კი ჩუმად შეცვალა ჟამები, („თავისი თავის დასჯა“)

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ეს გამონათქვამი ანდაზად ქცეული ნათელი მაგალითია, იმის რომ წინასწარმა გეგმებმა შეიძლება არ გაამართლოს, ერთმა ცრუ ინფორმაციამ შესაძლოა გვაგრძნობინოს, რომ ზუსტი დროა ვითარების, სულსწრაფობამ კი უარეს შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ასე დაემართა მეცხვარესაც, ერთი მერცხლის ჭიკჭიკით ეგონა გაზაფხული მოვიდაო და ცხვრები გაკრიჭა, თუმცა მოსულმა ყინვამ და თოვლმა მთელი ფარა გაუწყვიტა. ასეა ადამიანების შემთხვევაში: როცა არსებულ ცოდნას ვუარვყოფთ, ეს უკანსკენელი კი მართალია, მაგრამ მანც არ ვითვალისწინებთ, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. ( „მერცხალი და მეცხვარე“).

იაკობისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რა თქმ აუნდა, ოჯახის ერთიანობა და სიმტკიცე წარმოადგენდა. „კაჭკაჭი და კრუხი“ აშკარა მაგალითია ოჯახის დაცვისა. პირველ რიგში, კრუხის როლში ოჯახის დამცველი გვევლინება, კაჭკაჭის როლში კი ოჯახური იდილიის დამრღვევი. თუ ოჯახი მყარია, გარედან მას ვერავინ ავნებს.

ბავშვისთვის იოლად აღსაქმელია მოთხრობის ძირითადი იდეა. რაც რასაკვირველია, ავტორმა მკითხველის ასაკობრივ ჯგუფს მოარგო: ერთ მუშტად შეკრულ გუნდს მტერი ვერას დააკლებს, წიწილების როლში ხალხის დანახვა შეიძლება, ხოლო კრუხში- ქვეყნის მეთაურის. მართლაც ასეა: ოდითგანვე ჩვენს ქვეყანას მუდმივად ესხმოდა მტერი თავს, ძლევამოსილი მეფეები კი მუდმივად იდგნენ ქვეყნისა და ხალხის სადარაჯოზე მსგავსი „კაჭკაჭების“ მოსაგერიებლად.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა საკმაოდ მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომლის სიღრმისეული ლიტერატურული ანალიზი ერთობ საშური საქმეა. ჩვენ აქ განვიხილეთ მწერლის რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობა. ცხადია, სამაგისტრო ნაშრომის ფორმატის ფარგლებში შევეცადეთ გაგვეკეთებინა შესაბამისი დასკვნები, რომლებიც წარმოაჩენენ ამ თხზულებათა ლიტერატურულ-ესთეტიკურ მნიშვნელობას.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ იაკობ გოგებაშვილმა საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ საბავშვო მწერლობას.

უდიდესი წვლილი შეიტანა თერგდალეულთა მიერ მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დაწყებული სალიტერატურო ენის რეფორმის მიზნების პრაქტიკაში დანერგვისათვის; გაამარტივა და სახალხო ენას დაუახლოვა სამწერლობო ენა.

მისი მოთხრობები ძირითადად გათვლილია საკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის (მეტწილად, დაწყებითი და არასრული საშუალო სკოლის მოსწავლებისათვის).

მოთხრობების მიზანია გაუადვილოს ბავშვს გარესამყაროს შემეცნება. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ მწერალმა იმ თავითვე გარკვეული აქცენტები გააკეთა ეკოლოგიურ საკითხებზე-ასწავლა ბავშვებს და არამარტო ბავშვებს ბუნებასთან ურთიერთობის საწყისები.

თავის მოთხრობებში იაკობ გოგებაშვილმა გამოიყენა მდიდარი მხატვრული ენა. კიდვ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ენა უაღრესად მოქნილი და პლასტიკურია. მისი მოთხრობები ლაკონური, ღრმა შინაარსის და დიდაქტიკური აზრის შემცველია. ალბათ, დაუჯერებელია შექმნას ავტორმა ოთხ-ხუთ სტრიქონიანი ნაწარმოები, რომელსაც გააჩნია თავისი კომპოზიცია და სიუჟეტი, რომელიც უდიდეს სააღმზრდელო მიზანს ატარებს.

ამრიგად, ჩვენ საქმე გვაქვს ნიჭიერ პროზაიკოსთან, ბუნებისმეტყველთან, ენათმეცნიერთან და უდიდეს პედაგოგთან, რომელსაც ვერაფერს აკლებს დრო და მიგვაჩნია, დღევანდელ მეგაპოლისად ქცეულ ქვეყანას სწორედ, რომ იაკობისნაირი შემოქმედის ლიტერატურული მემკვიდრეობა სჭირდება, რათა მოზარდებს გააცნოს გარესამყაროს ელემენტარული საიდუმლოებები.

5 თავი 3. ისტორიული ნაწარმოებები

▲ზევით დაბრუნება


თავი 3.

ისტორიული ნაწარმოებები

ბუნება და ადამიანები ერთმანეთზე განუწყვეტლივ მოქმედებენ. დროთა განმავლობაში ბუნება იცვლება, ადამიანებიც იბადებიან, იზდებიან და კვდებიან. ეს ციკლი კი ტრიალებს მარადჟამს. ბუნება ყოველთვის მოქმედებს ადამიანზე მანამ,

ვიდრე მას არ დაიმსგავსებს. „ამის გამო, ადამიანის სხვადასხვა თესლთა შორის იმდენივე განსხვავებაა, რამდენიც სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრნი იმდენადვე განირჩევიან ცივის ქვეყნების მკვიდრთაგან, რამდენადაც სიცხე განსხვავდება სიცივისგან.

დიახ, მჭიდრო კავშირით არიან შესისხლხორცებულნი ერთმანეთთან სამშობლო ყვეყანა და მისი მკვიდრნი. ეს კავშირი მით უფრო ძლიერია და მტკიცე, რამდენადაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ხალხი ერთსა და იმავე მიწა-წყალზე.

დედამიწაზე ძლიერ ძნელად მოიპოვება იმისთანა კუთხე, სადაც მიწა-წყალი და მისნი მცხოვრებნი ისე მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან შეკავშირებულნი, როგორიც ეს არის ჩვენს სამშობლო ქვეყანაში. ქართველი სავსებით იფურჩქნება სულიერად და ხორციელად მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ აქ მოძრაობს მისი სისწრაფით, მხოლოდ აქ სარგებლობს იგი სრული სისაღით, მხოლოდ აქ მრავლდება იგი დაუბრკოლებლივ, მხოლოდ აქ ბედნიერდება იგი საღი ჩამომავლობით, მხოლოდ აქ ეღირსება ხოლმე სრულ სიტკბოებას. მხოლოდ აქ შეჰხარის იგი სიცოცხლეს სრული სიხარულით, იჩენს სრულს ხალისს სიცოცხლისას. უცხოეთში-კი საოცარი სისწრაფით იჩაგრება სულითაცდა ხორცითაც, ჭკნება, უკან უკან მიდის. გადაშენების და აღმოფხვრის გზაზე სდგება.

ქართველობამ ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს, რათა სავსებით შეინარჩუნოს თავისი მიწა-წყალი და არამცთუ შეინარჩუნოს, დაიბრუნოს, ის ნაწილებიც ჩვენი ქყვეყნისა, რომელნიც მათ ხელიდან გამოცალა დროთა უკუღმართმა ტრიალმა. ამ სახით ჩვენი აზრის განხორციელება არამარტო შეარჩენს ქართველებს

საქართველოს ტერიტორიას, არამედ ძლიერ დაეხმარება ეგრეთწოდებულს რასსის გაუმჯობესებასაც. რასაც ქართველობა ნაკლებად არასაჭიროებს, ვიდრე სხვა ხალხები. (ი.გოგებაშვილი „საგანძური“,1993:294-299)

იაკობ გოგებაშვილი „საგანძურში“ სიღრმისეულად განიხილავს ქართველთა თანამდეროვეობასა და ისტორიულ ყოფას , სოციალურ ფენებსა და ჯგუფებს. მის მთავარ მიზანს ერთიანი სამშობლო წარმოდგენს, სადაც ადამიანები არ ემიჯნებიან

ერთურთს თავიანთი თანამდებობრივი წოდებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. აქ ჩვენ შევხვდებით უბრალო გლეხებს , მეომრებს და ა.შ.

როგორც უკვე აღინიშნა, „იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების თემაა ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ-ეკონომიური მდგომარეობა და მისი წარსული. იაკობ გოგებაშვილს, როგორცნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, სურდა ჩვენი თაობა პატრიოტულ- დემოკრატიული სულისკვეთებით აღეზარდა და საამისო მასალას იგი, პირველ ყოვლისა, ხალხის ისტორიაში პოულობდა. იაკობ გოგებაშვილი, ისე როგორც ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ქართველი ხალხის სხვა დიდი მოამაგენი, საქართველოს წარსულს მეტად აქტუალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხალხის ისტორიას ისინი იყენებდნენ თავისი დროის სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად. ერთ-ერთ საამისო ხერხად მიაჩნდათ საქართველოს წარსულიდან რომელიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის ან გამოჩენილ მოღვაწეთა როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო თვისებებისა და ღირსების კაზმულ ფერებში აღწერა და მიმზიდველი დასურათება, რაც ხშირად იდეალიზაციის ხასიათს იღებდა. მოვლენის ან მოღვაწის შესახებ მოთხრობილი ხშირად აჭარბებდა უტყუარ, ისტორიულ ცნობებს, მაგრამ ეს კეთდებოდა სრულიად შეგნებულად.

ჩვენს მწერლებს ამით სურდათ დაენახვებინათ ქართველი ხალხისათვის “რანი ვიყავით გუშინ”, და რანი ვართ დღეს, რომ ასეთი მიმზიდველი წარსულის მქონე და თავისუფლების მოყვარულ ხალხს, ჩვენ უნდა მივბაძოთ ჩვენს ეროვნულ გმირებს, დიდ მოღვაწეებს და სამშობლომ “კვლავ აღიდგინოს დიდების დღენი”. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს და მათ სახელოვან პლეადას სურდა თორნი კე ერისთავის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი სააკაძის, ერეკლე მეორის და სხვა ისტორიულ პირთა მიმზიდველი სახეების შექმნით, მათი საგმირო საქმეებისა და სახელმწიფოზე ჭეშმარიტი ზრუნვის ჩვენებით, უფრო გაეძლიერებინათ ქართველი ხალხის საბრძოლო ენერგია თავისი ნაციონალური განთ- ავისუფლებისათვის. ( „ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ4, 1974:354-355)

ვიდრე ისტორიულ მოთხრობებზე საუბარს შევუდგებოდეთ, უპრიანი იქნება თუ გავიხსენებთ ილია ჭავჭავაძის გენიალურ წერილს „ერი და ისტორიას“. ეს წერილი ნათელი გამოხატულებაა იმ სულისკვეთებისა და პატრიოტიზმისა, რაც ყოველ ქართველს უნდა ჰქონდეს გულში. რატომაც არა! ხომ შეიძლება, ილიას, აკაკის, იაკობის და სხვათა მსგავსად ჩვენც ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მერმისასთვის და თითო მყარი აგური ჩვენც დავდოთ ქვეყნის აღმშენებლობისთვის. შენება მუდმივი პროცესია, რომელიც დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს უკეთესი მომავლის იმედით, სწორედაც ასე სულისკვეთებით უნდა განეწყოს თითოეული ქართველი სამშობლოს წინაშე , რათა არ დაგვავიწყდეს: ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით ხვალ.

ჩვენ, ქართველები იმდენად დიდი ისტორიული განძის მატარებლები ვართ, რომ მისი დაკარგვა არ გვეპატიება. და თუ დავკარგავთ, აი სწორედ, ამ დროს დაიწყება ჩვენი

„გარდაცვალება“. ყოველთვის კი ვიქნებით ისეთ ყოფაში, როგორიცაა: „ოხ ღმერთო, ღმერთო სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება.“ (ი.ჭავჭავაძე

„ელეგია“)

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება…“ – ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, რომელმაც დაგვისაბუთა თუ რას იწვევს თითოეულ ადამიანში, წარსულის დაკარგვა და აწმყოს გაუფერულება.

ბევრ ერს მსოფლიოში სულაც არ ჰქონია წარსული, ანუ არ ჰქონია ისტორია, მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებენ , რომლებიც სრულად სარგებლობენ საკუთარი უპირატესობებით და არ ივიწყებენ თუ ვინ მოიყვანა ასეთი სრულუფლებიანები აწმყომდე. ხოლო თავში მოხსენიებულნი იმ კაცს ჰგვანან, რომელმაც არ იცის თუ სად არის საკუთარი „სახლი“, საიდან მოდის ან საით მიდის.

ჩვენს ერს (საქართველოს) ორი ათასი წელი უცხოვრია ისტორიული ცხოვრებით, ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი ქვა ჩაუგდია იმ საძირკველში, რომელზედაც როგორც ილია იტყოდა „დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად.“

მისი სიტყვებია: „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე , ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა,

– რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?“ იმ გმირთა მაგალითებით, ისტორია აცნობიერებს და წვრთნის ერს, ზრდის და ამასთანავე აქეზებს ამ დიდებული საქციელების კვალზე.

თუ დავაკვირებით სხვადასხვა ქვეყნებს, მათ ერთი ისეთი სახელოვანი ადამიანიც არ ჰყოლიათ, რათა ძეგლი არ დაედგათ მისთვის. ეს ყველაფერი ნუთუ რისთვის? ეს იმისთვის, რათა ყველა ჩვენგანმა იცოდეს, დაამახსოვრდეს საკუთარი სახელოვანი გმირი და არ დაავიწყდეს საკუთარი არსებობის მიზანი, თუ რისთვის იღწვის ამ ცხოვრებაში.

ბოლოს კი მოვიშველიებ დიდი ილიას კიდევ ერთ ციტატას: „ისტორია იგი დიდებული ტაძარია, სადაც უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესი ხატნი და ზედ წარუწერია დიდ საქმეთა მოთხრობა, ვით საშვილიშვილო ანდერძი.“ https://shalvaliverpooler.wordpress.com/

იაკობ გოგებაშვილს ისტორიული მოთხრობების განხილვა გვინდა დავწყოთ მოთხობით „ მამასახლისების დრო“. სადაც ავტორი მკითხველს უხსნის, თუ როგორ შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო მმართველობა-მონარქია, რომლი სათავეშიც მეფე იჯდა. ის ნათლად გვიხატავს მამასახლისობის დროს, თუ საიდან და როგორ წარმოიშვა ეს წოდება. ძველ საქართველოში თურმე ყოველ კუთხეს თავისი მმართველი ჰყავდა და ესენი მართავდნენ სათითაოდ მათ. მწერალი გვაცნობს, რომ თურმე განუწყვეტელმა მტრის შემოსევებმა ადვილად დაქუცმაცებისკენ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა. შემდეგ ეს წოდება გაუქმდა საქართველოში და ერისმთავრობა, ანუ მეფობა დაწესდა. რა მიზეზით მოხდა ეს?

„საქართველოს გარშემო სხვა სახელმწიფოები არსებობდნენ. ამ სახელმწიფოებში დაწსებული იყო ერთმთავრობა, ანუ მეფობა. მეფე იყო ერთადერთი გამგე მთელის სახელმწიფოსი. ის თავის ნებაზე ჩუმად შეჰკრავდა ხოლმე ჯარსა და

უცებ შემოესეოდა საქართველოსა. მინამ მამასახლისები შეიკრიბებოდნენ და განკარგულებას მოახდენდნენ, მტერი საქმეს გაუჭირვებდა ხოლმე ჩვენს ქვეყანასა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს ხალხმა მოიწადინა გაეუქმებინა მამასახლისობა და დაეწესებინა ერთი მბრძანებელი, ერთი მეფე მთელი საქართველოსთვის. ხალხი ფიქრობდა: ერთი მბრძანებელი სწრაფად იმოქმედებს, საჩქაროდ შეკრებს ჯარსა, მტერს საზღვარზედვე დაუხვდება და არ შემოუშვებს ჩვენს ქვეყანაში, ამასთან საქართველოს ერთობასაც გააძლიერბსო.

ეს თავისი წადილი განახორციელა ქართველმა ხალხმა და ერთი მეფე დაისვა. მაგრამ არგო კი ამან ქვეყანას? მართალია, ერთობოსათვის და გარეშე მტრების მოგერიებისათვის ერთმეფობა უკეთესი გამოდგა მრავალ-მამასახლიოსობაზე, რადგანაც გარეშე მტერს უფრო მარჯვედ იგერიებდა მეფე, ვიდრე წინანდელი ბევრი მამასახლისი. მას უკან საქართველოში დამკვიდრდა ერთმმართველობა, ანუ მეფობა და მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველებს ბევრი მეფე ჰყოლიათ, მაგრამ ესენი ხალხს ახლა თითქმის ყველა დავიწყებული ჰყავს.“ ( ი. გოგებაშვილი „საგანძური“, 1993:298 -299)

ქართველები ადიდებენ მეფეებს, რომლებსაც დიდი ჭკუა და გამბედაობა ჰქონდათ, მამაც , პატრიოტ მეფეებს ყოველთვის ხოტბას ასხამდა ხალხი ოდითგანვე. განსაკუთრებული სიყვარულით გვიხატავს მწერალი შემდეგ მეფეებს: „პირველი მეფე საქართველოსი ფარნავაზი,ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიმიტრი თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე მეორე.“ ( ი. გოგებაშვილი „საგანძური“, 1993:299)

მწერალი გამორჩეულად გვიხასიათებს ზემოთ ჩამოთვლილ მეფეთაგან თითოეულს და გვაცნობს მათ უდიდეს დამსახურებებს ქვეყნის წინაშე,

„პირველი მეფე საქართველოსი ფარნაოზი“ ფარანავაზის მამა ყოფილა მცხეთის მამასახლისი, მაგრამ მაკედონელთა წინამძღოლს, იაზონს მისი მეთაურობით ჯარი შემოუყვანია, დაუძლევია ქართველები , მოუკლავს მცხეთის მამასახლისი და სწორედ ამ დროს დასდგმია ქვეყანას მძიმე უღელი.

როგორც ისტორიდან ცნობილია, დაქვრივებული ცოლს ჩვილი წაუყვანია ქართლიდან ჩრდილოეთით, სადაც ოსებს შეუფარებიათ დედა-შვილი. როცა წამოზრდილა ფარნაოზი, დედასთან ერთად დაბრუნებულა ქართლში, ნადირობისას უპოვია დიდძალი ოქრო , რომელიც შემდეგ გამოუყენებია იაზონის (აზო) წინააღმდეგ საომრად მომზადებისთვის, საშველად გამოუწვევია სამეგრელოს მამასახლისი და კიდევაც დაუმარცხებია მაკედონელთა ჯარი მუხრანის მინდვრებში და გაურეკავს საქართველოდან. ამის შედეგად კი მადლიერმა ქართველებმა ფარნაოზი მთელი საქართველოს მეფედ გამოაცხადეს.

„კარგი მეფე გამოდგა ფარნაოზი. მან შექმნა ძლიერი ჯარი, დაუნიშნა საუკეთესო წინამძღოლი, განაახლა ყველა ციხე მაკედონელთაგან დანგრეული, მცხეთას შემოარტყა მაღალი და განიერი გალავანი. ასე რომ , ჩვენი დედაქალაქის აღება მტრისაგან თითქმის შეუძლებელი გახდა.

ამასთან ფარნაოზმა ხელუხლებელი დასტოვა თვითმმართველობა ყოველი კუთხისა, მამასახლისებიც შეინარჩუნეს სამეგრელომ, იმერეთმა, გურიამ, კახეთმა და სხვა მხარეებმა. მხოლოდ მათ წინანდელი უფლება შეუმცირა და თავის თანაშემწეებად გახადა.

დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ხალხი ფეხზე დააყენა, წელში გამართა , განათლების წყურვილმაც იმატა, ქართველი მწიგნობრობა აღორძინდა.“ ( ი. გოგებაშვილი „ საგანძური“, 1993:300). ალბათ იშვიათია ასეთი სიცხადით გააცნო მოზარდს პრეისტორიული ამბები. იაკობი მონათხრობი იოლად შედის ბავშვის გონებაში და სამუდამოდ რჩება იქ.

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების თემაა აგრეთვე ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ-ეკონომიური მდგომარეობა და მისი წარსული. მას, როგორც ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ წარმომადგენელს, სურდა ჩვენი თაობა პატრიოტულ-დემოკრატიული სულისკვეთებით აღეზარდა და საამისო მასალას იგი, პირველ ყოვლისა, ხალხის ისტორიაში პოულობდა. („ქართული ლიტერატურის ისტორია” , ტ 4 , 1974:354)

„ვახტანგ გორგასლანი“ ფარნვაზ მეფის მსგავსად მწერალი ვახტანგ გორგასალის უდიდეს ღვაწლსაც გვაცნობს. მოკლედ, მაგრამ ამომწურავად საუბრობს მის დამსახურებას სამშობლოს წინაშე.

როგორც ცნობილია, ქრისტიანობა ქართველებმა მიიღეს მეფე მირიანის დროს, IV საუკუნეში, ასი წლის შემდეგ კი სამეფო ტახტი დაობლდა, როცა მეფე გარდაიცვალა, ამ დროს მემკვიდრე ვახტანგი 6 წლისა იყო. სამეფოს მართვა დედამ- დედოფალმა სუნდუხტიმ იკისრა. თუმცა, სამეფო ტახტზე მეფის არყოფნით საქართველოს მტრები სარგებლობდნენ: აღმოსავლეთ-სამხრეთიდან სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთიდან ბერძნები, ჩრდილოეთიდან ოსები.

პატარა ვახტანგმა ჩინებული განათლება მიიღო. ჯუანშერი და საურმაგი საერო საქმეებს ასწავლიდნენ. ღვთისმეტყველებაში მთავარეპისკოპოსმა მიხეილმა გამართა.

15 წლის ასაკში ტახტზე ავიდა ვახტანგი და მაშინვე შეუდგა მტრების ალაგმვას. პირველად ოსები დაამარცხა და ზავი დასდო მათთან, ასევე მისი დატყვევებული და გაათავისუფლა მათგან. შემდეგ მეფე ბერძნებსაც დაუპირისპრდა, თუმცა, როცა ბერძნების მეფე ლეონმა ნახა ძლიერება ვახტანგისა, არამცთუ შეურიგდა, სიძედაც მოეკიდა, მისცა ცოლად თავისი ასული ელენე.

სპარსელებთან შებრძოლების შემდეგ მას „გორგ-ასლანი“ დაარქვეს, რაც ქართულად ნიშნავს: მგელლომი.

მან ზავი დასდო ასევე სპარსეთის მეფესთან ფირუზთან და ამ უკანასკნელმა შეირთო ვახტანგის და.

ვახტანგი ღვთისმოსავი პიროვნება იყო. ამიტომ, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეკრიბა საუკეთესო ჯარისკაცები და გაემგზავრა იერუსალიმს

,რათა მოელოცა მაცხოვრის საფლავი . მხურვალე მადლობა შესწირა ზეციურ მამას სამეფოს გადარჩენისთვის.

მირიან მეფის მიერ აშენებული ჯვრის მონასტერი მან ხელახლა გაამშვენიერა. ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მან საქართველოს დაუტოვა- დაარსა თბილისი და შემდგომ დედაქალაქად გამოაცხადა.

„წმიდა გუნდი ცამეტთა კაპადოკიელ მამათა“ . იაკობ გოგებაშცილი დიდი მოწიწებით ახსენებს სამშობლოს მოყვარულებს. ის უდიდეს პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვთ სამშობლოს წინაშე,

ამ ისტორიული ხასიათის თხზულბაში მწერალი მოკლედ, მაგრამ, ნათლად გვიხატავს ცამეტ მამათა მოღვაწეობას, რომლებსაც ცამეტი ასურელი მამის სახელითაც იცნობს ქართველი მკითხველი.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, ვახტანგ მეფის უდროოდ გარდაცვალებამ მძიმე ყოფა დაუყენა ქვეყანას. მეფის მემკვიდრე მამამისს ბევრი ვარაფრით ჰგავდა და სპარსელების შეკავებაც ვერ შეძლო, მათ ადვილად მოიმაგრეს ფეხი ქვეყანაში და ქართველების დამორჩილებაც კი მოინდომეს. ასეთი ძნელბედბის ჟამს ნამდვილად არ იყო ადვივილი რწმენის შენარჩუნება , ათასგვარი ხრიკებით ცდილობდნენ სპარსელები ქართველების წელში გატეხვას, გადმობირებას, ან სხვადასხვა დასჯის მეთოდების გამოყენებას. ამ დროს, კი ქრსიტიანობა სუსტდებოდა და წარმართობა ძლიერდებოდა.

„ამ საშინელის გაჭირვების დროს სამხრეთიდან ქართველებს ძმურად გამოუწვდინა ხელი ერთმა ქვეყანამ. რომელიც იდო სქართველოს სამხრეთით და სადაც ესახლა ქართველთა მონათესავე ერი. ეს ქვეყნა იყო კაბადოკია. რომერლშიაც ამ დროს ჰყვაოდა განათლება და ქრისტიანობა. ამ ქვყნიდან ოყო წმინდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი, წმიდა გიორგი- გამოჩენილი ღვთისმეტყველი და სხვანი განთქმული მსწავლულნი და ღვთისმეტყველნი, ესენი ყველანი. როგორც კაბადოკიელნი, ჩამომავლობით ახლო ნათესავები იყვნენ ქართველებისა.’ („საგანძური“, 1993, გვ 304)

კაბადოკიიდან წამოვიდა საქართველოში ცამეტი წმინდა მამა ქრისტეს სჯულის გასამტკიცებლად. ამ მამებმა იცოდნენ, რომ სპარსელებისგან მოელოდათ ტანჯვა, წვალება და სიკვდილი, თუმცა ამ ყველაფრისთვის ისინი მზად იყვნენ. მოვიდნენ სატახტო ქალაქ მცხეთაში, სადც სიხარულით მიეგება ქართველო ხალხი, კათალიკოსი და სამღვდელოება. ისინი მალევე შეუდგნენ საღთთო საქმეების შესრულებას. გაეშურნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში,სადაც მეტად იყო შესუსტებული ქრისტიანობა და სწორედ იქ დაარსეს მონასტრები. ყოველ მონასტერთან დაარსეს სკოლა და

წიგნთსაცავი. ამ სკოლის კედლებშივე იწერებოდა და ითარგმნებოდა თხზულებები, ყოველი მონასტერი კი მდიდრდებოდა ბევრი ღირებული ნამუშევრით, წიგნთსაცავის ყოველი წოდების ქართველს შეძლო განათლების მიღება.

უფრო შესანისნავი ამ ცამეტ მამათა შორის იყვნენ: იოანე, რომელმაც დაარსა მონასტერი მთა ზედაზენზე, შიო, რომელმაც დააფუძნა მონასტერი მცხეთის დასავლეთით დიდს მღვიმეში და დაერქვა შიო მღვიმელი: ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი , იოსებ ალავერდელი, აბიბოს ნეკრესელი.“ ( „საგანძური“, 1993:304)

„არაბთა შემოსევა საქართველოში , წამება დავით კონსტანტინესი და არჩილ მეფისა“ ვახტანგ მეფის გარდაცვალებიდან 140 წლის შემდეგ, ქართველები ებრძოდნენ სპარსელებს. შემდეგ ჩვენს ქვეყანას შემოესია ახალი მტერი- არაბნი. VII საუკუნეში ერთმა არაბმა სახელად მაჰმადმა, (მუჰამედმა) თავისი თავი წინაწარმეტყველად გამოაცხადა, შემოიღო ახალი სარწმუნოება და პირველ მცნებად შემდეგი დაადგინა: „არა არს ღმერთი, გარეშე ალლაჰისა და მაჰმადი არს მისი წინასწარმეტყველიო“. ახალი სარწმუნოება ჯერ არაბეთში იქნა გავრცელებული მახვილითა და ცეცხლით და შემდეგ მრავალ ქვეყნებშიც. მაჰმადის მემკვიდრეებმა, სხვათა შორის, სპარსეთიც დაიპყრეს, მოსპეს იქ ზოროასტრის სარწმუნოება, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა და სპარსელებს მაჰმადიანობა მიაღებინეს. მერე შეიერთეს სპარსეთის ჯარიც და გამოლაშქრეს ჩრდილოეთისაკენ 664 წელში. წინ ვერავინ აღუდგა, შემუსრეს სომხეთი, დაიპყრეს ქართლი, კახეთი და მთელი კავკასიონი.“ ( „საგანძური“, 1993:305)

არაბების წინამძღოლი მურვან ყრუ მაშინდელი საქართველოს მეფის მირის მოსკლავად გამოემართა სამეგრელოსკენ, თუმცა მათ იმერეთში დავითი და კონსტანტინე დახვდნენ,თავგანწირვით შეებრძოლნენ, მურვან ყრუმ ისინი შეიპყრო, თავიდან წყალობას დაპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ, თუმცა მათ მტკიცე უარი განაცხადეს, მეთაურმა კი ისინი სასტიკად აწამა. მიუხედავად მცდელობისა, მურვანმა ვერ მოახერხა მირის ნახვა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა შემოტევა. ცოტა ხნის შემდეგ, არაბთა მეორე წინამძღოლმა გამოილაშქრა. ამ დროს მეფე არჩილი მეფობდა, მისი გადმობირებაც სცადა არაბთა მეთაურმა, თუმცა უარის შემდეგ ისიც აწამა მეთაურმა. ქართულმა ეკლესიამ კი ის შერაცხა წმინდანთა შორის.

„ამის შემდეგ არაბები დამკვიდრდნენ საქართველოში და მთავარ ბინად აირჩიეს თბილისი, სადაც დასვეს მთავარმმართებელი საქართველოსი, ემირად წოდებული. საქართველოს განთავისუფლება არაბთაგან კი მოხდა ბაგრატ მეოთხის დროს. XI საუკუნის დასაწყისში, მაშასადამე სამასი წლის შემდეგ, არაბთა პირველი შემოსევიდან.“ ( „საგანძური“, 1993:306)

მწერალი საოცარი ოსტატურობით აღწერს თითოეული მოწამისა თუ ღირსი პიროვნების ღვაწლს სამშობლოს წინაშე. უნდა აღვნიშნო, რომ მკითხველი, ვინც არ იცის საქართველოს ისტორია, იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობების კითხვა სავსებით საკმარისია გარკვეული წარმოდგენის შექმნისა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ იაკობ გოგებაშვილი მეტად ფრთხილად ექცევა ისტორიულ მოვლენებს. იგი არ ღალატობს ისტორიულ სინამდვილეს და საკუთარი შეხედულებების მიხედვით არ ცვლის ისტორიულ ფაქტებს.

„დიდი ღვაწლი „ივერიის“ მონასტრისა და თორნიკე ერისთავის განათლების წინაშე“

ცნობილია, რომ თორნიკე ერისთავი ერთ-ერთი წმინდა მამათაგანია, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იჭერს ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.მას მიეძღვნა არაერთი მხატვრული ქმნილება ქართულ მწერლობაში. იაკობ გოგებაშვილიც თავის მხრივ არ რჩება თორნიკე ერისთავის წინაშე ვალში და მას უძღვნის შესანიშნავ ისტორიული ხასიათის მოთხრობას. მწერალი აგრძელებს საუბარს წმინდა მოღვაწეების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქვეყნისა და ერის წინაშე. მოცემული მოთხრობაც სხვების მსგავსად, მოგვითხრობს თორნიკე ერისთავის დამსახურებას ქვეყნის წინაშე.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, X საუკუნეში საქართველოსთვის უდიდესი ღვაწლი აქვთ იმ მონასტრებს, რომლებიც სამშობლოს საზღვრებს გარეთ იყო და დაარსებული იყო ქართველების მიერ. უმეტესწილად ეს მონასტრები იყო საბერძნეთში, სახელდობრ, ულუმპოში, შავმთაზე ანტიოქიის მახლობლად იერუსალიმში, სინასა და ათონის მთაზე. მათ შორის პირველი ადგილი უჭირავს ივერიის მონასტერს, წმინდა ათონის მთაზე დაარსებულს, რომელიც დაფუძნდა ქართველი ბერების მიერ VIII საუკუნის ბოლოს. ეს შორეული ადგილი იმიტომ აირჩიეს

ქართველმა ბერებმა, რომ მიუვალ ადგილას იყო მტრებისგან და მართლმადიდებლურ სახელმწიფოს - საბერძნეთს ეკუთვნოდა.

ამ მონასტრის კედლებშივე მოდიოდა მრავალი განათლებული ქართველი, რომლებიც ჭაბუკბის დროს სამშობლოს ემსახურებოდნენ, ხოლო მოხუცობის ჟამს მონასტრის კედლებში ამჯობინებდა სიცოცხლის გატარებას. X საუკუნის ბოლოს მონასტერი გაფართოვდა და ლავრად ანუ მთავარ მონასტრად იქცა, ეს კი თორნიკე ერისთავის მეოხებით მოხდა.

თზულებაში ავტორი გვაცნობს თორნიკე ერისთავის ბიოგრაფიას. ვფიქრობთ, ყველასათვის საინტერესო იქნებოდა და არის ამ შესანიშნავი ქართველი მოღვაწის, მხედართმთავრისა და წმინდა მამის შესახებ ინფორმაცია. „თორნიკე ერისთავი დაიბადა და აღიზარდა სამხრეთ საქართველოსში ანუ მესხეთში. ჩამომავლობით იგი ეკუთვნოდა ფრიად წარჩინებულ გვარეულობას და იყო ერთი მთავართაგანი, ანუ ერისთავთაგანი. ჭაბუკობაში თორნიკე იყო ერთი საუკეთერსო სარდალი და მისი წინამძღოლობით ქართველმა ჯარმა არაერთხელ გაიმარჯვა ბრწყინვალედ მტერზე. ხანში რომ ჩავარდა, თორნიკემ დასტოვა სამსახური, უარყო ყოველივე ქვეყნიური სიამოვნება და ზრუნვა, გამგზავრდა საბერძნეთში და მივიდა „იბერიის“ მონასტერში. აქ უბრალო ბერად აღიკვეცა წინამძღვრის მამა იოანეს მიერ, რომელსაც ერისკაცობაში ცოლად ჰყავდა თორნიკეს და იყო მისი ნასიძარი.

მაგრამ მამა თორნიკე ჩქარა იძლებული გახდა შეეწყვიტა თავისი მყუდრო ცხოვრება, დაეტოვებინა ათონის მთა, წამოსულიყო საქართველოსკენ, ხელახლად აღჭურვილიყო საომარი იარაღით და დაბრუნებოდა ქვეყნის მღელვარებასა, ასე დატრიალება თორნიკეს ბედისა მოხდა შემდეგი მიზეზის გამო.“ („საგანძური“, 1993: 308)

ბერძნების იმპერატორს ვასილს აუჯანყდა ერთი მისი მთავარი ბარდა სკლიაროსი რომელიც განაგებდა აღმოსავლეთ ნაწილს. მოინდომა ვასილის დამარცხება და კონსტანტინეპოლისკენაც მოიწევდა, მიუხედავად მცდელობისა, ვასილმა ვერ შეძლო სკილაროსის დამარცხება, დამწუხრებულ მეფეს მოახსენეს ,რომ საქართველოს მაშინდელ მბძანებელს დავით კურაპალატს შეეძლო თორნიკე

ერისთავის დათანხმება სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. მართლაც არ იყო იოლი თორნიკეს დათანხმება, მონასტრის მყუდრი ცხოვრებისათვის თავის დანებება, უარი ვერ უთხრა იმპერატორს. თორნიკემ კი ვასილის წერილი წამოიღო დავითთან, ამ უკანასკნელმა კი ჯარი დაახმარა იმპერატორს. დავითმა 1200 საუკეთესო ქართველი გაუგზავნა ვასილს.

თორნიკე ერისთავის მეთაურობით ბერძნებმა ქართველების დახმარებით თალისის ნაპირზე დაამარცხეს სკიალროსი და მისი ჯარი. თვითონ მეთაური კი იძლებული გახდა გაქცეულიყო საბერძნეთში. გამარჯვებულებს ხელთ უამრავი ქონება დახვდათ.

„გახარებულმა იმპერატორმა ვასილმა, არამც თუ დაუბრუნა მეფე დავითს აღქთმული ქვეყნები, არამედ მდიდარი საჩუქრებიც გამოუგზავნა როგორც მას მას , ისე თორნიკეს. გათავდა თუ არა ლაშქრობა და დამშვიდდა აჯანყებული ქვეყნები თორნიკე შეიმოსა ისევ ბერულად და გაემგზავრა ათონის მონასტერში, მან თან წაიღო საყვარელი მონასტრისთვის დავლა და საჩუქრები, რომელიც მიიღო დავითმა და თვით თორნიკემა მადლიერის იმპერატორისგან. ეს სიმდიდრე მთლად მოახმარა მონასტრის გადიდება და გამშვენიერებას, ტაძრის აშენებას იოანე ნათლისმცემლის სახელზე და ძვირფასი ხელნაწერების შეძენას. ( „საგანძური” ,1993:309) .

გარეგან მშვენიერებასთნ ერთად „ივერიონში“ იმატა შინაგანმა ღვაწლმც. გადათაირგმნა ქართული ენით სახარება, მრავალი საეკლესიო წიგნები და სხვა თხზულებანი.

„შოთა რუსთაველი და სხვა მგოსნები თამარის დროისა“ იაკობ გოგებაშვილი დიდი მოწიწებით ახსენებს სამ ბუმბერაზ ადამიანს ქვეყნის ისტორიიდან. ესენი არიან: 1.წმინდა ნინო- ქრსიტიანობის გამავცელებელი; 2. თამარ მეფე- ქვეყნის უდიდესი მმართველი და აღმშენებელი; 3. შოთა რუსთაველი.

ამ უკანასკენელმა პიროვნებამ უდიდესი მნიშვნელობის განძი დაუტოვა ქართველებს. „ვეფხისტყაოსანი“ შეუდარებელი მნიშვნელობის მქონე პოემაა, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა და ამაყობს ქართველი. მისი დაწერის შემდეგ

მრავალი წელი გავიდა, ბევრი სხვა ნიჭიერი მწერალი მოევლინა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ შოთა და მისი „ვეფხისტაყოსანი“ ყოველთვის უმაღლეს მწვერვალზე იდგა.

სამწუხაროდ, შოთას შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. „ქართლის ცხოვრება“ , რომელშიც მრავლადაა მოცემული ცნობები თამარ მეფეზე, შოთას კენტი სიტყვითაც არ ახსენებს, მხოლოდ ზეპირი გადმოცემით ვიცით მის შესახებ მწირი ცნობები. „ჩვენს სასიქადულო პოეტს სახელად რქმევია საალერსო სახელი შოთა. როგოც ახლა, ისე უწინდელ დროში ქართველებს ძლიერ უყვარდათ საყმაწვილო სახელების ხმარება დიდების შესახებ. როგორც ახლა, ისე უწინ, 60-80 წლის მოხუცებულებს ეძახდნენ: კოტე, სანდრო. ვანო და სხვ. აი ამ ჩვულების წყალობით, რუსთაველს შერჩენია ბავშვობის სახელი შოთა. რა გვარისა იყო შოთა ამაზე არავითარი ცნობა არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადეულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი მესხეთში და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი.“ უწინდელ დროში და ახლაც ქართველებს ჰქონდათ ჩვეულებად განთქმული კაცების გვარის მაგივრად ეხმრათ იმის დაბადების ადგილის სახელი. შოთას შესახებაც სოფლის სახელი უხმარით გვარის ნაცვლად და ამიტომ უკანასკნელი დაკარგულა.“ („საგანძური“, 1993:321)

გადმოცემით, შოთას მშობლები ადრე დახოცვია და მზრუნველ ბერ ბიძას ტბეთის სასულიერო სკოლაში წაუყვანია, მისი დამთავრების შემდეგ, ბიძამ კვლავ წაიყვანა გრემის სასწავლებელში, 5 წელი ისწავლა შოთამ იქ, შემდეგ იყალთოში გადასულა, რომელიც დაარსა დავით აღმაშენებლის დროს არსენ ეპისკპოპოსმა. ამ სკოლიდან ახალგაზრდები იგზავნებოდა საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად, შოთაც წასულა ქალაქ ათინაში, დამთავრების შემდეგ მოსულა თავის ქვეყანაში. ამ დროს საქართველოში თამარის „ოქროს ხანა“ ყოფილა. დედოფალმა სიამოვნებით მიიღო ნიჭიერი შოთა, სამეფო კარზე კი უბოძა თანამდებობა- მოლარეთხუცესობა, თუმცა მისთვის ამას ხელი არ შეუშლია სამწერლობო საქმიანობაში.

მალე შეუდგა შოთაც პოემის წერას. საოცარი ოსტატურობით დაგვიხატა წარჩინებული პირნი და მათი ღირსებანი, როგორც ქართველთა თვისებები და გულადობა. რადგანაც თანამდროვე პირების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი

იყო, ამიტომ პოემას მისცა არაკის ფორმა. მოქმედება გადაიტანა არაბეთში და მოქმედნი პირნი არაბების სახელებით გამოიყვანა, თავის ქმნილებას კი დაარქვა „ ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს- ტარიელს ვეფხის ტყავი აცვია. მისი დსრულების შემდეგ. მშვენივრად გადაწერილი დედოფალს წარუდგინა ნადიმზე წარჩინებული პირების თანდასწრებით და იქვე წაიკითხა მისი თხზულება. აღფრთოვანებული დარჩა ყველა იქ დამსწრე შოთას ნამუშევრით, დედოფალმა ბეჭედი წაიძრო თითიდან და მადლერების ნიშნად უბოძა პოეტს.

მალე გახდა პიპულარული პოემა ქათველებში. საუბრის დროს, ან კამათის დროს ხალხს ციტატები მოჰყავდა პოემიდან თავანთი აზრის განმსამტკიცებლად. ამის გამო , რუსთაველის ბევრი ნათქვამი მშვენიერ ანდაზად გადაიქცა.

„ვეფხისტყაოსანი“ ამტკიცებს, რომ რუსთაველი იყო არამარტო მიჭიერი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით ბევრად წინ უსწრებდა თავის დროსა. მოგვყავს რამდენიმე მაგალითი: მაშინდელს დროსი მამაკაცებს დედაკაცები დაბალ არსებებად მიაჩნდათ და ორი სქესის თანასწორობა უარყოფილი იყო. რუსთველი კი თავის პოემაში ქალს ერთ სიმაღლეზე აყენებს ვაჟკაცთან და როსტევან მეფის ასულზე თინათინზე ამბობს:

„ლეკვი ლომის სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. „

მაშინდელ დროში ძარცვა- გლეჯა, სხვისი ქონების მითვისება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წინააღმდეგ ამისა, შოთა ქადაგებდა:

„რასაცა გასცემ შენია: რაც არა, დაკარგულია!“

ძთელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული იყო მონობაზე, ბატონყმობაზე.

„ვეფხისტყაოსანში“ კი ვკითხულობთ:

„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები.“

უწინდელს დროში ბევრსა ჰფიქრობდნენ, რომ ცოცხალი ძაღლი სჯობია მკვდარ ლომსაო. რუსთაველი კი სხვაფრივ სჯიდა:

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.“

მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ხანად გვარიშვილობას. თანამდებობაში განწესება და საზოგადო პატივი დამყარებული იყო შთამომავლობაზე. შოთა კი თავის

ერთს განსაკუთრებულ პატარა ლექსში პიროვან ღირსებას ყველაფეზე მაღლა აყენებს და არაფრად აგდებს გვარიშვილბას:

„ათსად გვარი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არის, ცუდია გვარიშვილობა. „

რამდენი დრო გადის , იმდენი უფრო ფასი ემატება „ვეფხისტყაოსანს“. ერთ განვითარებულ ნემეცს უთქვამს თურმე, რომ მეთორმეტე საუკუნეში ევროპას არ ჰქონდა არცერთი „ ვეფხისტყაოსნისნაირი“ თანსწორი თზულებაო და მასში იმისთნა მაღალი აზრებია გამოთქმული, რომელიც ღირსი არის მთელს კაცობრიობაში მოიფინოსო. ამ პოემას კი ჟამი ფასსა და მნიშვნელობას არ უკარგავსო. ეს კი უტყუარი ნიშანია, რომ ამ ქმნილებას აზის ბეჭედი ნამდვილი გენიოსობისა.“ ( „საგანძური“, 1993:323-324)

საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ იაკობ გოგებაშვილის ისტორიულ შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. მაგალითად: ცოტნე დადიანი იდეალური მაგალითია სამშობლოსა და თანამოძმეებისადმი უანგარო სიყვარულისა. XIII საუკუნის ნახევარი- მძიმე ხანა აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. მონღოლება დიდად გაუჭირვეს საქმე ქართველებს, საჭირო გახდა ზომების მიღება.ყოველი კუთხის მთავარი შეიკრიბა ერთად და გადაწვიტეს ერთად შებრძოლებოდნენ მაშინდელ მტერს ნოინს, რომელსაც სამხრეთ სომხეთში ჰქონდა ბინა დადებული. მეთაურმა ამ ამბის გაგების მერე ყველა დაატყვევა და მზის გულზე თაფლწასმულები შიშვლად დაყარა. სასტიკად გაწამდნენ ქართველები, თუმცა მაინც არ გატყდნენ. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა კიდევ ერთხელ მტერთან დაუმორჩილებლობა, რომელმაც ნოინის დიდად გაკვირვება გამოიწვია. უფრო მეტად გაოცებული მაშინ დარჩა, როცა დაინახა , რომ გვიან მოსულმა ცოტნე დადიანმა ტანთ გაიხადა და თანამოძმეებს გვერდით მიუწვა ცხელი მზის გულზე. სწორედ ამ საქციელმა გააღვიძა ერთობ ადამიანური გრძნობა მონღოლთა მეთაურში და ყველა ქართველი გაათავისუფლა. აი, რას ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა , რომლითაც თითოელი ქართველი უნდა ამაყობდეს, სწორედ , ცოტე დადიანისნაირმა ადამიანებმა შემოგვინახეს საქართველო აქამდე.

“ისტორიულ მოთხრობებს, - აღნიშნავდა ი. გოგებაშვილი, - დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდაში. საუკეთესო მამულიშვილების მხურვალე სიყვარული თავისი ქვეყნისა, თავისი სარგებლობის დავიწყება მის სიკეთისათვის და თავდადება მამულის ბედნიერებისათვის, უპირველეს ღონისძიებად ირიცხებიან ჩასანერგად და აღსაზრდელად მოზარდ თაობას შორის მაღალი ზნის პრინციპებისა” („ქართული ლიტერატურის ისტორია , ტ 4,1974:355)

მწერალი მოწიწებით ახსენებს მეფე დიმიტრი თავდადებულს ( 1274-1289). მისი თავგანწირვა უდიდესი პატივია სამშობლოსათვის. მონღოლთა მაშინდელმა ყეენმა არღუნმა ღალატი დასწამა მის სარდლებსა და მეფე დიმიტრისაც, ნოინები საიდუმლოდ დაახოცინა და მეფეს შემოუთვალა დაუყონებლივ მასთან მისვლა. რა თქმა უნდა, მეფე თავიდანვე გრძნობდა, რომ იქ მისვლით კარგი დღე არ დაადგებოდა. მოიწვია კრება და ყველა დიდებულს გააცნო თავისი განზრახვა, რომ მცირე ამალით აპირებდა ყეენთან ხლებას, რადგან შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ყეენი ნაცარტუტად აქცევდა მთელ სამეფოს, „ რადგან ერთის ტანჯვა და სიკვდილი უკეთესია მრავალის ამოჟლეტაზე, ამიტომ ეს გადავწყვიტე, წავიდე მონგოლთა მბრძანებელთან, მივიღო მისგან სიკვდილი და ამით ავაცილო ხალხს დიდი უბედურებაო.“ („საგანძური“, 1993:356). ილია ჭავჭავაძემაც ვრცელი პოემა მიუძღვნა სახელოვან მეფეს „მეფე დიმიტრი თავდადებული“. პოეტისთვის მეფე გმირი და პატრიოტი ადამიანია. პიროვნება, რომელმაც საკუთარი თავი სამშობლოსა და ქართველ ხალხს მიუძღვნა. მისი ფიქრი საქართველო იყო და გული კი ყოველი ქართველი ქართველის ნავსაყუდელი. სწორედაც ასეთმა გმირულმა საქციელმა დაიმასახურა ქართველი ხალხის უდუდესი სიყვარული მეფისადმი. ასეთი ადამიანები ხომ თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ და არიან.

ავტორი დიდ სიყვარულით საუბრობს დიმიტრის შემდეგ მის ძეზე, გიორგიზე , რომლის სახელიც ისტორიაში შესულია, „გიორგი ბრწყინვალის“ სახელით ( 1314-1346) ისიც, მამის მსგავსად, სამშობლოს მოყვარული ადამიანი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ, დედოფალმა ნათელამ ახალციხეში წაიყვანა და იქ გაზარდა. იქ ეზიარა პატარა გიორგი სამშობლოს სიყვარულს. გაითავისა საკუთარი მოვალეობები ქვეყნის

წინაშე. როცა გაიზარდა, დაბრუნდა სამეფო ტახტზე და შეუდგა ქვეყნის მართვას. სამეფო ტახტზე მეფის არ ყოფნის გამო, ურჩი დიდებულები და სარდლები მომრავლებულიყვნენ. მეფემ ყველა დაუმორჩილებელს საკადრისი საქციელით უზღო. პატრიოტები კი პირიქით, დააწინაურა, მონღოლებიც რამდენჯერმე დაამარცხა, საბოლოოდ გარეკა ქვეყნიდან და სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა ერსა. ასევე დაამარცხა ლეკები და ხარკიც დაადო მათ. „მთელი აქეთ კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გახდა საბრძანებელი გიორგი მეფისა. განახლდა დიდებული დრო თამარ მეფისა, აღსდგა საქართველო, ჯანღონით აივსო, დიდებით შეიმოსა,“ („საგანძური“, 1993:357) ასეთი დიდი დამსახურების გამო ქართველმა ერმა ის ბრწყინვალე მეფედ აღიარა და ეს წოდება მას მუდამ თან გაჰყვა, როგორც სამშობლოს დიდი მოამაგე პიროვნება.

იოთამ ზედგენიძეც ის პიროვნებაა, ვინც სამშობლოს და მეფის გულისთვის თავი გასწირა. როცა, XV საუკინის ნახევარში დაბეჩავებულ საქართველოში არ მოიძებნა ადამიანი,რომელიც ხმას ამოიღებდა იმ ბედუღმართი ყოფის შესაცვლელად. ის გვერდით დაუდგა ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მერვეს, რომელმაც მოიწადინა სამცხის დამორჩილება, რომლის მთავარი ყვარყვარე ათაბაგი განზე გაუდგა, შემდეგ, იმერეთის დაპყრობა სურდა და საბოლოოდ საქართველოს სხვა ნაწილების შემოერთებაც უნდოდა. იოთამი ამ სასიქადულო საქმეში. რა თქმა უნდა, მეფის გვერდით იდგა. მეფე ამ დროს ახლანდელ ჯავახეთში იყო დაბანაკებული და ყვარყვარესთან ომისთვის ემზადებოდა.

ასეთ დროს ერთიანობის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა და შეთქმულებმა მოინდომეს მეფის ვერაგული სიკვდილი. იოთამმა ყოველივე ეს გაიგო და მეფეს აცნობა, თუმცა მეფემ არ დაიჯერა ღალატი. „მეტი ღონე არ არის,თავი უნდა გავწირო მეფისათვის და ჩემი სიკვდილით დავიცვა მისი ძვირფასი სიცოცხლე“. („საგანძური“, 1993,გვ 363) და სხვა გზა ირჩია მან: გიორგის შესთავაზა, რომ მის ბანაკში დაწოლილიყო მეფის მაგივრად. გიორგის რათქმაუნდა გაეღიმა ამის გაგონებაზე, მაგრამ იმდენად იყო დარწმუნებული, რომ შეთქმულებ არ იყო მის წინააღმდეგ, სურვილი აუსრულა იოთამს და უფლება მისცა მის კარავში დაეძინა. სწორედ, იმ

საბედისწერო ღამეს ახდა იოთამის ნათქვამი და მეფის საწილში ხანჯლებით მოკლეს იგი. მეორე დღეს, დილით, მეფეს თავგზა აებნა ამის შემხედვარე, ძალიან ინანა , რომ არ დაუჯერა მის ერთგულ მეგობარს, თუმცა გვიანი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მალევე იპივა მკვლელები და თავები დააყრევინა. მადლირების ნიშნად, კი მის შთამომავლობას კი თავადობა უბოძა.

ალ. ხახანაშვილი იაკობ გოგებაშვილის აღნიშნული მოთხრობის შესახებ წერდა: “ამ მხატვრული ენით დაწერილ მოთხრობებში ავტორი უღვიძებს მკითხველს მამულიშვილობის გრძნობას და აშუქებს მის სულს მაღალის ზნეობითის მოვალეობის შეგნებით.

„თავდადებულ ქართველთა” გმირობისა და გამბედაობის ფაქტები, რომ ზემოთ ნათქვამი უეჭველი გახდეს, სწორედ, თევდორე მღვდელს უდაბურ ტყეში შეჰყავს თათრები და გზას უბნევს მათ, რომელთაც სურთ საქართველოს მეფის დატყვევება და ქვეყნის დარბევა. თევდორემ იცის, რომ მას ელის “გამოუთქმელი ტანჯვა-წამებით სიკვდილი, ცოლ-შვილის დაობლება”, მაგრამ მისთვის სამშობლოს აოხრება უფრო მეტი ტანჯვაა, ხალხის ღალატია და, მაშასადამე, უმძიმესი დანაშაული. აქ გოგებაშვილს არ დავიწყებია ერთი ფსიქოლოგიური დეტალი: როცა თევდორე მღვდელმა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, სამშობლოსათვის ენაცვალებინა თავისი თავი, “უცებ წელში გასწორდა, სახე გაუნათდა, დიდებული გამომეტყველება მიიღო”. სწორი და სავსებით სავსებით დამაჯერებელია ეს დეტალი. დიდი სახალხო და საგმირო საქმისათვის პიროვნული ინტერესების შეწირვას შეუძლია მიანიჭოს ადამიანს ასეთი კმაყოფილება და ნამდვილი სიხარული. ( „ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ 4, 1974:357-358)

სამშობლოს სიყვარულის და გმირობის მტკიცე საფუძველზე აქვს გაშლილი იაკობ გოგებაშვილს სხვა ისტორიული მოთხრობებიც. ცხრა ძმა ხერხეულიძენი, გლეხი ბოსტაშვილი და სხვა ნამდვილი მამულიშვილები, რომელთა სამაგალითო საქციელმა ჩვენი სახელოვანი პედაგოგისა და მწერლის მხატვრულ შემოქმედებაში ჰპოვა ჯეროვანი ასახვა, ღირსეულად ამკობენ სამშობლოსა და ხალხისათვის თავდადებულ გმირთა სახელოვან კრებულს. („ქართული ლიტერატურის ისტორია“ 1974:358)

ძმები ხერხეულიძეები, რომელთა თავგანწირვამ მარაბდის ველზე ქართველების დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოიწვია. ერთ მუშტად შეკრული ცხრავე ძმა ზედ დააკვდა მტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ებრძოლა შაჰ- აბაზის ჯარს. მწერალს ყურადღებიდან არ გამორჩენია ღირსეული ძმების დედა, რომელიც ბრძოლის ველზე ედგა შვილებს და ამხნევებდა.

ასევე გლეხი ბოსტაშვილი, რომელმაც საკუთარ სიცოცხლეს ამჯობინა მეფის სოცოცხლე და ცხენმოკლულ ერეკლეს თავისი ბედაური დაუთმო ბრძოლის ველზე. მადლიერმა მეფემ კი მათ გვარს აზნაურობა უბოძა.

„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი “ისტორიული ხასიათის მოთხრობად შეიძლება ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც აქ გადმოცემულია საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული ფაქტები (ერეკლეს მიერ ლეკების რამდენჯერმე დამარცხება და კრწანისის ომი 1795 წელს), მაგრამ მოთხრობის მხატვრული კვანძი და ფაბულა, როგორც თვით ავტორიც აღნიშნავს, ხალხურ თქმულებას ეყრდნობა. ამ მოთხრობის მიზნად ავტორს დაუსახავს მეფისა და ხალხის ურთიერთობის რამდენიმე მომენტის მხატვრული ასახვა. იაკობ გოგებაშვილი მოწიწებით ახასიათებს ერეკლეს, როგორც სამხედრო სტრატეგს და დიდ სარდალს. მოხიბლულია მისი დემოკრატობით და თავმდაბლობით. ჩვენს ამოცანას არ შეადგენს ამჟამად იმის გარკვევა, თუ როგორ ესმის გოგებაშვილს ერეკლეს დემოკრატობა და მისი თავმდაბლობა, მაგრამ რამდენადაც მოთხრობის ეს მომენტები ხალხურ თქმულებაზეა აგებული, არც კია აუცილებელი მოვთხოვოთ ავტორს ამის ფართო ინტერპრეტირება. მოთხრობის მიხედვით, ერეკლე მეორე ძალიან დაახლოებულია ხალხთან, ყურადღებით და გულისხმიერად ეპყრობა მას და სათანადო ინტერესსაც იჩენს მისი შინაური ცხოვრებისადმი. ხალხიც აფასებს ერეკლეს, მოსწონს და უხარია მისი გმირობა, სიმამაცე და მზად არის გაჰყვეს მას პირველსავე მოწოდებაზე. ამ მოთხრობის მიხედვით, მხედრობა თავს სწირავს მეფისათვის, რადგან ეს არის თავგანწირვა სამშობლოსათვის. სამშობლოს მგზნებარე სიყვარულით და მისთვის თავდადებით იბრძვის ქართველი ხალხი დიდძალი მტრის წინააღმდეგ კრწანისის ველზე. უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ორი მამაცი ინგილო ვაჟკაცის პატრიოტი დედა

მხურვალე მადლობას უხდის უფალს: “მან აღირსა (მის) შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა”. მას კიდევ ჰყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი: “მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველ დედებთან აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროსა და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერ გზაზე”. ასეთია იაკობ გოგებაშვილის “ინგილო ქალი”, მაგრამ აქვე აღსანიშნავი აერთი შტრიხიც. იაკობ გოგებაშვილს ესმის ქართველი დედის ვალი სამშობლოს წინაშე, მაგრამ კარგად იცის ისიც, რომ უდიდესია დედის სიყვარული შვილისადმი, ინგილო ქალი გახარებულია თავისი შვილების გმირობით და თავგანწირვით, ესაა მისი ნუგეში, მაგრამ ამით არ იფარება მისი პიროვნული ტრაგედია. ავტორი სწვდება მის სულს და მღელვარებით აღნიშნავს, რომ დედის ხმაში “დიდ ნუგეშთან უღრმესი და უმწარესი დედობრივი სიმწუხარე ცხადად ისმოდა”. ასეთია ქართველი ქალი, როგორც პატრიოტი- მამულიშვილი და როგორც დედა.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ 4. 1974:356-357)

როცა საუბარს ვაგრძელებთ იაკობის ისტორიულ მოთხრობებზე, არ შეიძლება ავუაროთ გვერდი „ასპინძის ომს“. ის მკითხველის წინაშე აცოცხლებს ჩვენი ყვეყნის ისტორიის ერთ შესანიშნავ ფურცელს. „ქართველი მცირერიცხოვანი მხედრობის მიერ 1770 წელს ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ჯარის განადგურება ერეკლე მეორის მეთაურობით მეტად მდიდარ მასალას შეიცავს არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, არამედ პატრიოტულ აღმზრდელობითი თვალსაზრისითაც, და სწორედ ამ მიზანს ისახავს ავტორი.

ი. გოგებაშვილი გადმოგვცემს ქართველი ჯარის და მისი ხელმძღვანელობის სამხედრო სტრატეგიას, თავდაჭერილობას, სიდინჯეს, გმირობასა და ტექნიკურ გაწვრთნილობას. ამასთან, არ ივიწყებს იგი ჩვენი ჯარის ჰუმანურობას, სიამაყეს და თავისი ღირსების შეგნების დამახასიათებელ მომენტებს. პატარა მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს იაკობის მიერ მარტივად, მაგრამ ცოცხლად აღწერილი ეპიზოდები მასობრივი და ორთაბრძოლებისა (განსაკუთრებით ერეკლესა და კოხტა ბელადის შერკინება), სოლიდარობის ფაქტები ქართველ ჯარში და ის

ძლიერი პატრიოტული აღტყინება, რომელიც ახასიათებდა ჩვენს მხედრობას. ამ მოთხრობაში ავტორს არ შეეძლო გვერდი აეხვია გენერალ ტოტლებენის მუხანათური ღალატისათვის და ფრთხილად, მაგრამ მაინც სავსებით გარკვეულად იწვევს მკითხველში აღშფოთებას.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ 4, 1974: 355-356)

თუმცა, საბოლოოდ თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერეკლე მეფემ აჩვენა როგორც გმირი, პატრიოტი და ჰუმანური ადამაინის სახე,სახე მთელი საქართველოსი.

როცა გოგებაშვილის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი აუვუაროთ მის გენიალურ მოთხრობას „იავნანამ რა ჰქმნა?“ ეს ის ნაწარმოებია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში აღძრავს კითხვის ინტერესს და განმსჭვალულია როგორც სამშობლოს ასევე ოჯახური სიყვარულით.

მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?” შეიცავს ბავშვის ფსიქოლოგიური არსის კანონზომიერების ღრმა ესთეტიკურ ანალიზს. მისი მთავარი პერსონაჟი ქეთო რეალური სახეა, რომელიც ასევე რეალური ურთიერთობისა და სიტუაციის ფონზეა ნაჩვენები, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მხატვრულად. ამ მოთხრობით ავტორის განზრახვაა, გვიჩვენოს ბავშვის ბუნების ცვალებადობა გარემოსა და გარემოების ცვალებადობის მიხედვით და მუსიკალური ემოციების მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური გარდაქმნის საქმეში.

ქეთოს ადამიანური ჩამოყალიბება დაიწყო ერთ სოციალურ გარემოში; კახეთის ბუნება და ხალხი ზრდიდა მას ქართული ნაციონალური იერითა და სულისკვეთებით, მაგრამ შეცვლილ სოციალურსა და ნაციონალურ პირობებში იგი სხვა ხალხის ზნე- ჩვეულების გავლენის ქვეშ მოექცა.

ეს პროცესი არ არის ხანგრძლივი. ბავშვზე აწმყო უფრო ეფექტიანად მოქმედებს, ვიდრე წარსული. აწმყო უფრო ძლიერია და ადვილად ფარავს ბავშვის ცნობიერებაში მის წარსულს. ამიტომ მართალია იაკობი, როდესაც წერს “წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად, განუყოფლად”.

შეცვლილმა სოციალურმა ყოფამ და გარემომ “ქართველი ქალი გადააქცია ლეკ ქალად, კახეთის შვილი – დაღესტნის შვილად”. ქეთოს ჩამოყალიბება, როგორც ადამიანისა, დაღესტანში არ დამთავრებულა, მისი განვითარება არ შეწყვეტილა, ამიტომ სრულიად დასაშვებია მისი ხელახალი გარდაქმნა როგორც სოციალურად, ისე ფსიქოლოგიურად. ასეც ხდება.

ქეთოს აბრუნებენ მშობლიურ გარემოცვაში, კახეთის ხალხსა და ბუნებაში, სადაც იგი მოტაცებამდე იზრდებოდა. კვლავ შეიცვალა მისი ცხოვრების პირობები და შეიქმნა მისი ხელახალი გარდაქმნის საფუძველი. მეორედ გარდაქმნის პროცესი უფრო ხანგრძლივი და რთულია. რატომ? ქეთო ახლა უფრო დიდია, მასზე ახლა უფრო მეტად მოქმედებს წარსული, ვიდრე ეს იყო ნორჩი ასაკის პერიოდში; ძველი შთაბეჭდილებანი ახლა უფრო დიდხანს ინარჩუნებენ თავის ძალასა და ეფექტს. წარსული მაგრად ზის ჭაბუკის არსში, აწმყოს უხდება მასზე გაბატონება ბრძოლით, წინააღმდეგობითა და, მაშასადამე, ნელი ტემპით და ასე, შედარებით ნელი პროცესით ხდება ადამიანის ხელახალი გარდაქმნა.

იაკობ გოგებაშვილს მშვენივრად ესმის ეს გარემოება. პირველ ხანებში ქეთოზე არავითარ გავლენას არ ახდენდა ძველი მშობლიური გარემოცვა. ცივად და უგრძნობლად შეხვდა იგი დედის მხურვალე ალერსსაც. უფრო მეტიც, დედის მშობლიური ალერსი ისე უცხოდ, ნაძალადევად და თვალთმაქცურად მოეჩვენა, რომ მასში სრულიად საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია. “მაგდანას ალერსმა ცოცხლად წარმოუდგინა თვალწინ ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი. ვარამი კიდევ უფრო გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან”. ასეთივე განცდა აღეძრა ტანსაცმლისაგან; მშობლების მიერ შეკერილი მშვენიერი ქართული ტანსაცმელი “ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი”.

“ბუნებაც შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა”. ქეთო თანდათან იყრის ნაღველს და იწყებს დაკვირვებას ახალ ცხოვრებაზე. მან პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენს სიყვარულს უცხო ადამიანები და რად სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო”.

და ეს იყო პირველი მომენტი მისი ხელახალი გარდაქმნის დასაწყისისა. აწმყომ სძლია ახლო წარსულს და რადგანაც ეს აწმყო მას ძველ, ქორფ ბავშვობის დროს წარსულს აგონებდა, ამდენად აწმყო და ძველი წარსული მის ცნობიერებაში გაერთიანდა. ამ გზით შესაძლებელი შეიქმნა ახლო (ანუ დაღისტნის პერიოდის) წარსულის დაძლევა.

ქეთოს ცვლილება დაეტყო. მას თანდათან აგონდებოდა სამშობლოს არემარე, გარემოცვა, გადამწყვეტი როლი “იავნანას” მშობლიურმა ჰანგმა ითამაშა.

რა ჰქნა იავნანამ? დედის საამურმა იავნანამ მოხიბლა ქეთო. მას “აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რაღაცას იგონებდა და ვერ ნკი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამალული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძნა. გონების ძირიდან რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქასა, მაგრამ ზევიდან კეც-კეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა”.

ასე ზუსტი დაკვირვებითა და სიმართლით აქვს გადმოცემული იაკობ გოგებაშვილს ის დიდი ფსიქოლოგიური კოლიზია, რომელსაც განიცდიდა ქეთო აწმყო და ძველ მოგონებათა ჭიდილში.

“მაგდანამ კარგად შეამჩნია შვილის გამოფხიზლების ნიშნები და თავის ხმას საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა მისცა... მაგდანას ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის. შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის სანატრელი ნაშთნი და საგონებელნი. მაგდანა თან ხმას აძლევდა მომხიბლავ ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქოს სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა ამ სახეზე ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა”. („ქართული ლიტერატურის ისტორია“. ტ 4, გვ 362)

ყველაფერი ცხადი გახდა. წარსულის თავდაპირველმა მოგონებამ თავი იჩინა. მშობლიურმა იავნანამ კი ქეთოს თავისი თავი აპოვნინა, თითქოს ყველაზე რთული ამოცანა ამოხსნა. “მისი აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა. პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი. განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და

სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით “დედავ”, სწრაფად მივარდა მაგდანასთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა”. („ქართული ლიტერატურის ისტორია“. ტ 4, 1974:362)

ასეთია მშობლიური “იავნანა”, ასეთია მისი მელოდიის ემოციური ძალა.

თუ მივიღებთ მხედველობაში ბუნების გარემოცვას და იმ სოციალურ პირობებს, რომელმაც შეამზადა ქეთოს ცნობიერება პირველი გადამწყვეტი მოგონებისათვის, სავსებით მართალია გოგებაშვილი, როცა იგი ფიქრობს, რომ “იავნანას” საოცარი მუსიკა ამ შემზადებულ ნიადაგზე გადაიქცა იმ დამატებით სტიმულად, რომელმაც გამოიწვია გადამწყვეტი მოგონება - დედა.

პირველი მოგონება იწვევს მეორეს, მეორე – მესამეს და ასე, ასოციაციის კანონის მიხედვით, ქეთომ აღადგინა თავისი ადრეული ბავშვობის პერიოდი, აღადგინა იგი სრულიად ახალ ფსიქოლოგიურ საფუძველზე.“ („ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ 4, 1974:360-362)

6 დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


დასკვნა

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება უაღრესად ორიგინალური მოვლენაა ქართულ მწერლობაში. მისი, როგორც პედაგოგის და საერთოდ უდიდესი მოღვაწის ლიტერატურული პორტრეტის შექმნა, ერთობ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია, მაშინ, როცა საქმე გვაქვს ყველასათვის საყვარელ და პატრიოტ პიროვნებასთან, რომლის დაუშრეტელმა ენერგიამ მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას.

ყოველი მკვლევარი, თუ საზოგადო მოღვაწე მის შემოქმედებაზე აღფრთოვანებით საუბრობს. როგორც ზემოთ აღინიშნა: იაკობ გოგებაშვილი ნამდვილად ღირსია, რომ იდგეს ისეთი ბუმბერაზი ადამიანების გვერდით, როგორებიც არიან: ილია, აკაკი, ვაჟა...

ამასთან ერთად, მხატვრული და ისტორიული მოთხრობების გაცნობა კი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია როგორც ყმაწვილთათვის, ასევე მოზარდი მკითხველისათვის. მწერალი ნათლად გვიხასიათებს ისტორიულ ყოფას, კითხვის დროს ისე ვეშვებით იმ დროინდელ ეპოქაში, თითქოს იმ ამბების მომსწრე ვიყოთ. ამის გაკეთება კი ერთობ რთული საქმეა. მაგრამ იაკობი ხომ დიდებული კალმის ოსტატია, ხოლო მისი დამაჯერებელი და „კეთილშობილური“ ენა კი ყოვლისმომცველი.

როგორც ადრე და ახლაც, ძნელად მოსაპოვებელია ადამიანი, ვინც ასე შეისისხლხორცა ბავშვის შინაგანი და გარეგანი სამყარო, გააფერადა ის ლამაზ ფერებში და მარტივად ინტერპრეტირებული შესთავაზა ყმაწვილ მკითხველს. ეს მართლაც რომ საოცარი ნიჭია მწერლისა: იცოდეს ის, რაც ნებისმიერი ასაკის მკითხველს დააინტერესებს,

ჩემ მიერ განხილული მოთხრობების მიხედვით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იაკობ გოგებაშვილმა თავისი კალმის ნაზი გამოყენებით გვამოგზაურა შორეულ ისტორიულ წარსულში, გაგვაცნო ხალხისა და სამშობლოს თავდადებული გმირები. თავი წარმოგვადგენინა მკვეხარა ქოთნისა და მუქთამჭამელას ადგილას. დავინახეთ ის, თუ როგორია მშობლიურ მხარეს მოწყვეტა და ქალაქში, უცხო მხარეში გადმოსვლა, გაგვანდო პატარა ვანოს ფიქრები, გვაჩვენა, თუ როგორია კარგი მეზობელი და ურიგო ამხანაგი. თან ეს ყოველივე ისე გამოუვიდა, რომ ახალგაზდა მკითხველი კიარ გააღიზიანა მისი უარყოფითი პერსონაჟებით, არამედ რჩევა-დარიგების სახე მისცა ყოველ მხატვრულ მოთხრობას.

სწორედ, ეს არის ნამდვილი ნიჭი პიროვნებისა და თან იმ პიროვნების, რომლის სახელისა და გვარის გაგონებაზე, არ შეიძლება სახეზე სასიამოვნო ღიმილი არ გადაეკრას თითოეულ ჩვენგანს და გულში უდიდესი სითბო არ ვიგრძნოთ.

7 გამოყენებული ლიტერატურა :

▲ზევით დაბრუნება


გამოყენებული ლიტერატურა :

1. გოგებაშვილი ი. „საგანძური“, გამომცემლობა „სარანგი“. ქუთაისი-1993

2. “იაკობის სამრეკლო“, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი- 1990

3 .იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი -2014

4.იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივის აღწერილობა, 2012 http://manuscript.ge/wp- content/uploads/2017/07/

5. უელეკი რ, უერენი ო. „ლიტერატურის თეორია“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი-2010

6 .ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ 4, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი-1974

7.  (https://shalvaliverpooler.wordpress.com/

8.  (https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/