![]() |
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ჩხიტუნიძე, თენგიზ
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა
გამომცემლობა მეცნიერება“
თბილისი
1989
ნაშრომში საარქივო მასალებისა და პერიოდული პრესის მიმოხილვის საფუძველზე განხილულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ბიბლიოთეკების გახსნისა და მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საზოგადოების მიერ წიგნსაცავ-მუზეუმის შექმნას, სადაც თავი მოიყარა როგორც დაბეჭდილმა, ასევე ხელნაწერმა წიგნებმა და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პირადმა ბიბლიოთეკებმა. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი საზოგადოების საგამომცემლო მოღვაწეობასა და წვლილს წიგნების შედგენის, თარგმნისა და გამოცემის საქმეში.
![]() |
1 შინაარსი |
▲back to top |
შესავალი
საზოგადოების ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდება ზრუნვა წიგნსაცავ-მუზეუმის საკუთარი ბინისათვის ) · „ სასკოლო ბიბლიოთეკების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იაფფა
| სიანი სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგა| მომცემლო მოღვაწეობა Библиотечная и издательская деятельность «общества по распространению грамотности среди грузинского населення», Резюме
![]() |
2 ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა |
▲back to top |
შესავალი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება დაკავშირებულია საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-ლიტერატურულ ასპარეზზე მე-19 საუკუნის სამოციან წლებში ახალი პროგრესული თაობის — „თერგდალეულთა“ გამოსვლასთან. თერგდალეულებს განათლება მიღებული ჰქონდათ რუსეთის კულტურულ ცენტრებში, რომლებმაც რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების გავლენა განიცადეს. თერგდალეულთა მოღვაწეობის ძირითად მოტივებს წარმოადგენდა ეროვნული ჩაგვრისა და სოციალური უკუღმართობის წინააღმდეგ ბრძოლა: ერთი მხრივ, ისინი იბრძოდნენ მეფის თვითმპყრობელობისა და მისი კოლონიური პოლიტიკის, ხოლო, მეორე მხრივ, ბატონყმური უკუღმართობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
ქართველი ხალხის მოწინავე ადამიანებს კარგად ესმოდათ, რომ მეფის თვითმპყრობელობა დიდ უბედურებას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიაში შემავალი მცირე ერებისათვის. არარუს ხალხთა ეროვნული კულტურა იდევნებოდა. ბევრ ხალხს ეკრძალებოდა დედაენაზე გაზეთებისა და წიგნების გამოცემა და ბავშვების სწავლება. მთავრობა არარუს ხალხებს ოფიციალურად „სხვა ტომეულებს“ უწოდებდა, ცდილობდა დაენერგა რუსებში მათდამი ზიზღი. მეფის ხელისუფლება ერთ ხალხს მეორის წინააღმდეგ ამხედრებდა*.
ასეთ პირობებში საჭირო გახდა შექმნილიყო საქართველოში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ქართული კულტურის წინსვლისა და განმტკიცებისათვის იბრძოლებდა, ხელს შეუწყობდა ქართველი ხალხის გათვითცნობიერების საქმეს და ხელს შეუშლიდა ცარიზმს თავისი მიზნების განხორციელებაში.
ჯერ კიდევ 1862 წელს თერგდალეულები შეეცადნენ დაეარსებინათ ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნებოდა ხალხში წერა-კითხვისა და ცოდნის გავრცელება, მაგრამ ამის მემდეგ 15 წელი გავიდა, ქართველ მოღვაწეებს კი თავიანთი მიზანი განუხორციელებელი დარჩათ. მხოლოდ 70-იან წლებში შეიქმნა შედარებით ხელსაყრელი პირობები ამ საკითხის უფრო რადიკალურად გადაჭრისათვის.
ამ დიდ ეროვნულ საქმეს მეთაურობდნენ დ. ყიფიანი, ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, ბეს. ღოღობერიძე და ვ. თულაშვილი. მათ
შეძლეს 70-იანი წლებისათვის დამფუძნებელთა ბირთვის შექმნა.
საქმის ინიციატორები იკრიბებოდნენ დ. ყიფიანისა და ნ. ცხვედაძის ოჯახებში, იქ დამუშავდა მომავალი საზოგადოების წესდება. ხოლო 1878 წლის 30 იანვარს შედგა საზოგადოების დამფუძნებელთა საერთო კრება, რომელმაც მიიღო წესდება და დაავალა ილ. ჭავჭავაძეს, დ. ყიფიანს და ბეს. ღოღობერიძეს წარედგინათ ის მთავრობისათვის დასამტკიცებლად. იმავე წლის 20 ივნისს დასახელებულმა პირებმა მართლაც წარუდგინეს მეფისნაცვლის მთავარმართველობის უფროსს — სტაროსელსკის საზოგადოების წესდების პროექტი, მაგრამ ამის შემდეგაც თითქმის წელიწადი დასჭირდა წესდების დამტკიცებას. მთავრობამ მოითხოვა შეეცვალათ პროექტის მესამე მუხლი, რომელიც ამბობდა: „საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დაწყებით სწავლებას შემოიღებს ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე“.
დიმიტრი ყიფიანმა ვრცელი განმარტება წარუდგინა მთავრობას ამ მუხლის შესახებ, კერძოდ, მოიშველია ალექსანდრე მეორის 1861 წლის 30 აგვისტოს რესკრიპტი, რომელიც დედაენაზე სწავლებას აკანონებდა. 1879 წლის 31 მარტს წესდება დამტკიცებულ იქნა მთავრობის მიერ. იმავე წლის 15 მაისს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის შენობაში დ. ყიფიანის თავმჯდომარეობით და 45 დამფუძნებელი წევრის დასწრებით შედგა საერთო კრება, რომელმაც აირჩია საზოგადოების პირველი გამგეობა 7 წევრის შემადგენლობით: დ. ყიფიანი (თავმჯდომარე), ი. ჭავჭავაძე (თავმჯდომარის ამხანაგი), ი. გოგებაშვილი, რ. ერისთავი, ნ. ცხვედაძე, ი. მაჩაბელი და ა. სარაჯიშვილი.
ამგვარად, 1879 წლის 15 მაისი ითვლება ქართველთა შორის წერა--კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების თარეღად და ამ დღიდან იწყება კიდეც მისი მოღვაწეობა. საზოგადოებამ იმუშავა თითქმის 50 წელიწადი და ფრიად ნაყოფიერადაც.
ახლად დაარსებულ საზოგადოებას ოფიციალურად ქართველური ენა თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეწოდებოდა. მაგრამ მისი მიზნები და დანიშნულება წერა-კითხვის გავრცელებით როდი განისაზღვრებოდა, იგი გაცილებით ფართო იყო, „თუმცა ჩვენი საზოგადოება იწოდება წერა-კითხვის გამავრცელებლად, — აღნიშნავდა თავის საანგარიშო მოხსენებაში გამგეობა, — მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, ვითომ მის დამაარსებლებს სახეში ჰქონებოდათ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება. დამფუძნებელთა გულითადი სურვილი იყო უპირველესად შექმნა სკოლისა, როგორც კულტურის კერისა. კულტურა კი არის ქვეყნის სულიერი და ნივთიერი ფართო განვითარება, აი, ეს კულტურა იყო სანატრელი საგანი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“.
თავის არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დასახული მიზნის განსახორციელებლად, იკრებდა რა თავის გარშემო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ძალებს, იყენებდა ყოველგვარ საშუალებას, რათა ხელი შეეწყო ქართული კულტურის განვითარებისა და განმტკიცებისათვის.
საზოგადოება ზრუნავდა მდაბიო ხალხში ცოდნისა და სწავლაგანათლების გავრცელებისათვის, ეროვნული თვითშეგნების შეტანისათვის, მოწინავე პროგრესული იდეების დანერგვისათვის, ეროვნული კადრების გამოზრდისათვის. ამ მიზნით იგი ხსნიდა სახალხო სკოლებს და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს: მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, სამკითხველოებს, სიძველეთსაცავებს, სტამბას, წიგნის მაღაზიებს; კრებდა და იცავდა ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს — ხელნაწერებს, სიგელ-გუჯრებს, ისტორიულ და მხატვრულ ნაწარმოებებს, ხუროთმოძღვრების ნაშთებს, ძველ ქართულ მონეტებს, ფოლკლორულ მასალებს; სცემდა და ავრცელებდა სახელმძღვანელოებს, მეცნიერულ-პოპულარულ წიგნებს, ხალხურ სიმღერებს, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლე ახალგაზრდობას და ქართულ კულტურულ დაწესებულებებს. განსაკუთრებით დიდია საზოგადოების ღვაწლი სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნის საქმეში.
თავისი არსებობის მანძილზე საზოგადოებამ გახსნა 33 სკოლა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომელსაც თავისი ხარჯით ინახავდა და დახმარებას უწევდა სასკოლო ინვენტარითა და სახელმძღვანელოებით. საზოგადოებას სასკოლო მოღვაწეობასთან ერთად და ევალებოდა წიგნსაცავ-ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ამ საქმეს საზოგადოებამ განსაკუთრებით ხელი მოჰკიდა 90-იანი წლებიდან და მეტად ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა.
საზოგადოება ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მატერიალური ძეგლების შეგროვებას, დაცვა-შენახვას და პატრონობას. ამ მიზნით იგი ხსნიდა სიძველეთა საცავებს და მუზეუმებს, რომლებშიც თავს უყრიდა ხელნაწერებსა და საბუთებს, ხელოვნებისა და კულტურის ძეგლებს. ოფიციალური ანგარიშით 1914 წლისათვის საზოგადოების სიძველეთა მუზეუმში აღრიცხული იყო 12 ათასამდე ასეთი ძეგლი. საზოგადოებას გადაწყვეტილი ჰქონდა აეგო მუზეუმისათვის სპეციალური შენობა. ამ მიზნით კიდევაც შეიძინა ადგილი თბილისში ფიქრის გორაზე და მეუდგა თანხების შეგროვებას, მაგრამ ამ ღირსშესანიშნავი საქმის წამოწყება მან ვერ მოასწრო.
საზოგადოებას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნების (სახელმძღვანელოების, საბავშვო ლიტერატურის, სამეცნიერო-პოპულარული წიგნების, მხატვრული ნაწარმოებების) გამოცემა-გავრცელების საქმეში. თავისი არსებობის განმავლობაში საზოგადოებამ გამოსცა 250-ზე მეტი დასახელების წიგნი, რაც არც თუ ისე მცირე იყო იმ პერიოდისათვის.
საზოგადოების გამგეობა დიდ ყურადღებას აქცევდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო დღესასწაულებს (აკ. წერეთლის, რ. ერისთავის), თაოსნობდა განსვენებულ ქართველ მოღვაწეთა დაკრძალვის ცერემონიებს (რ. ერისთავის, ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვების), დააარსა ქართველ მოღვაწეთა სავანე-პანთეონი. ამ მიზნით დიდუბეში შეიძინა მიწა 5 ათას მანეთად.
საზოგადოებას თავისი საქმიანობის გასაშლელად ესაჭიროებოდა სახსრები. ამ სახსრებს შეადგენდა: საწევრო გადასახადები, შემოწირულებანი და შემოსავალი საღამო-კონცერტებიდან. საჯარო ლექციებიდან, წიგნის მაღაზიებიდან და სხვ. ს საზოგადოების მუშაობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1909 წლიდან, როდესაც შეიქმნა განყოფილებები (ფილიალები). განყოფილებების შექმნამ ხელი შეუწყო საზოგადოების ნივთიერად გაძლიერებას და მოსახლეობაში სკოლებისა და ბიბლიოთეკების გასახსნელად ნიადაგის მომზადებას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობას ხელს“ უშლიდა მეფის თვითმპყრობელობის მკაცრი პოლიციური რეჟიმი, რუსიფიკატორული პოლიტიკა და ასევე საზოგადოების სოციალურრი შემადგენლობა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მის მოღვაწეობასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა სათანადოდაა გაშუქებული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში და პერიოდულ პრესაში. ამ მხრივ დიდი მუშაობა აქვს ჩატარებული პროფ. ტ. ხუნდაძეს, რომელსაც ისტორიულ ასპექტში გამოკვლეული აქვს ამ საზოგადოების მოღვაწეობა.
საზოგადოების მოღვაწეობის საქმიანობას შეეხება დოცენტ ფ. ყურაშვილის, ლ. კვირიკაშვილის, ა. ლორიას და ნ. გურგენიძის შრომები, რომლებშიც გაშუქებულია ქართული საბიბლიოთეკო საქმის ისტორია. არ შეიძლება არ აღინიშნოს პროფ. შ. ჩხეტიასა და ა. იოვიძის დიდი ღვაწლი, რომელთა რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოცემულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდების აღწერილობა.
ჩვენი შრომა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო საქმიანობას შეეხება. საარქივო მასალებისა და იმდროინდელი პერიოდული პრესის მიმოხილვის შედეგად განხილულია საზოგადოების მოღვაწეობა ამ მიმართებით.
— შრომაში ნაჩვენებია ქართველ მოღვაწეთა ზრუნვა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეგროვება-დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში, შრომის მე-3 თავში აღწერილია იაფფასიანი ბიბლიოთეკა-სამკითხველოების გახსნა როგორც თბილისში, ასევე რაიონებში. იმ ბიბლიოთეკებიდან, რომელიც საზოგადოების მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული, ჩვენ ვიხილავთ თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და უდის ბიბლიოთეკებს, რომლებმაც გარკვეული მუშაობა ჩაატარეს მოსახლეობაში წიგნების პროპაგანდა-გავრცელების საქმეში; ნაწილობრივ ვეხებით არალეგალურ ბიბლიოთეკებსა და სკოლის ბიბლიოთეკებს, შემდეგ ვიხილავთ საზოგადოების როლს წიგნების შედგენა-გამოცემასა და ქართული კულტურის წინსვლის საქმეში.
![]() |
3 საზოგადოების ბიგლიოთეკა-წიგნსაცავი |
▲back to top |
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა დაარსებიდანვე, გარდა სკოლების გახსნისა და პედაგოგიური მუშაობის წარმართვისა, შეუდგა საშვილიშვილო და ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. საზოგადოებამ განიზრახა კავკასიისა და საქართველოს შესახებ მოსახლეობაში და ეკლესია-მონასტრებში გაფანტული ლიტერატურის (როგორც დაბეჭდილის, ისე ხელნაწერის) შეგროვება და მისი გადაცემა შთამომავლობისათვის. საზოგადოების მესვეურთ კარგად ესმოდათ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა თვით საზოგადოების შემოქმედებითი მუშაობის გაშლისათვის. წიგნებისა და ქართული კულტურული ძეგლების ერთად თავმოყრა, ქართული კულტურული სიმდიდრის დაცვა, გამოვლენა, შესწავლა და მისი გადაცემა მომავალი თაობისათვის შეადგენდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს. შემთხვევითი არ იყო, რომ საზოგადოებამ თავის წესდებაში სპეციალური მუხლი შეიტანა „საზოგადოებამ უნდა შეადგინოს თავის სამწიგნობრო როგორც თავის წევრებისათვის, ისე ხალხისათვის საკითხავად*.
საზოგადოებასთან ბიბლიოთეკის დაარსების ინიციატორი იონა მეუნარგია იყო, 1880 წლის 3 აპრილს საზოგადოებისადმი წარდგენილ წერილში აღნიშნულია ბიბლიოთეკის დაარსების აუცილებლობა. „ბიბლიოთეკა შემდგარი უნდა იყოს უმეტეს ნაწილად ქართული წიგნებისაგან და ქართული წიგნები კი უმეტესად დაბეჭდილნი არ არიან, ამისათვის მე ვთხოვ საზოგადოებას წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების კანცელარიასთან ბიბლიოთეკის დაარსებას*.
1880 წლის 5 აპრილს საზოგადოების სხდომაზე მოსმენილ იქნა, საზოგადოების წევრის ი. მეუნარგიას მოხსენება, სადაც ის ბიბლიოთეკის გამართვისა და მისი მოწყობისათვის ითხოვდა წელიწადში ეს 500 მანეთს. ბიბლიოთეკა, მისი აზრით, იქნებოდა ერთ-ერთი წიგნსაცავი, სადაც თავს მოიყრიდა როგორც დაბეჭდილი, ასევე ხელნაწერი წიგნები. ქართველი საზოგადოება, შეიტყობდა რა პრესის საშუალებით ასეთი კეთილშობილური საქმის განხორციელებას, დიდ მზრუნველობას აღმოუჩენდა ბიბლიოთეკას, მოამარაგებდა წიგნებით, მატერიალურადაც დაეხმარებოდა მას. საზოგადოების კრების დადგენილებაში აღნიშნულია (მოგვყავს მთლიანად დადგენილების ტექსტი): „ბიბლიოთეკა გაიმართოს. პირველ ხანში ბიბლიოთეკას კანცელარიაში ჰქონდეს ადგილი და წიგნების შესანახად ორი დიდი მკაფი შეუკვეთდეს დურგალსა; ბიბლიოთეკისათვის რაც შესაძლებელია და ახლად დაბეჭდილიცა, რომელთა სია ცალ-ცალკე უნდა იქნეს შედგენილი. მიენდოს სეკრეტარს წიგნების მოსაგროვებლად მეცადინეობა იხმაროს და საზოგადოების სახელით მიწერ-მოწერა გამართოს ჩვენს ძველის მწიგნობრობის მცოდნეებთან და წინათვე ფულის გადადებაზე უარი ეთქვას“*.
საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილება გამართლებული იყო იმით, რომ მას არ შეეძლო პირველ ხანებში ბიბლიოთეკის გამართვისათვის 500 მანეთის გადადება, რადგან ახლად დაარსებული იყო და ფინანსურ სივიწროვეს განიცდიდა.
საზოგადოების კრებაზე ბიბლიოთეკის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ გ. ყიფშიძე და გ. თუმანიშვილი. მათი აზრით, საზოგადოების მიზანს არ შეადგენდა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ერთ ადგილზე მოგროვება, საზოგადოების მთავარი ყურადღება საყმაწვილო და სახელმძღვანელო წიგნების გამოცემას უნდა მიქცეოდა, ხოლო ბიბლიოთეკა უნდა გამართულიყო კანცელარიასთან. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა რ. ერისთავმაც. საზოგადოების შემდგომმა კრებამ დაამტკიცა—1881 წლისათვის მიეცათ ბიბლიოთეკისათვის 500 მანეთი, ხოლო საზოგადოების მდივნისათვის გამოიყო კანცელარიასთან ერთი ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკასაც უნდა მომსახურებოდა წელიწადში 480 მანეთად. ი. მეუნარგიას მიერ შედგენილ იქნა ბიბლიოთეკის ინსტრუქცია, რომელიც გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა 1880 წლის
ივნისის №124-ში.