
გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
შუაღამე იქნებოდა... მაგრამ სად იყო ჩვენი დაძინება! მე და ორი ჩემი პატარა ძმა ქაჯებივით დავხტოდით დედის გარშემო. აბა, რა დაგვაძინებდა! ახალი წელიწადი თენდებოდა: დედა გოზინაყს ხარშავდა და სახვალიო სამზადისში იყო. დიდი ჩვენი ორივე ოთახი სავსე იყო ხილით, თაფლით და ჩვენის ახალის ტანისამოსით. ორთავ ბუხრებში დიდ ცეცხლს გაუდიოდა გუზგუზი და წითელ შუქს გვაყენებდა ყველას უამისოთაც სიხარულისაგან გაწითლებულ პირის-სახეზედ. დედამ გოზინაყები დიდ ლანგრებზე დაასხა და მაღლა თახჩაში შესდგა; შემდეგ გააღო კუნჭულში რომ დიდი ხის ყუთი იდგა და, რა გინდა, რომ იქიდან არ ამოიღო; ვაშლი, მსხალი, ჩამიჩი, თეთრი თოვლივით დაშაქრული ჩურჩხელები, ხმელი ხილი და მრავალი სხვა და სხვა საკვლეური. სასტუმრო ოთახში, სტოლზე თეთრი სუფრა გადაშალა და სუყველაფერი ზედ დააწყო დიდრონის ბლუდებით. თავსა და ბოლოს. წითელ არაყით სავსე ბოთლები დააწყო. <
ბოლოს შეუდგა იმ ხონჩის მზადებას, რომლითაც ჩვენი უფროსი მოჯამაგირე განთიადისას
ჩვენთან მეკვლეთ უნდა შემოსულიყო. ოჰ, ღმერთო, რა გინდა რომ იმ ხონჩაზედ არ ეწყო:
წითელ ვაშლებ'ში წმინდა სანთლები ჩაურჭო, შუა ხონჩაზე ვერცხლის ჯამით აბრამიანი
დადგა, თავსა და ბოლოს წითლად დაბრაწული ბასილები დააწყო და ეს ხონჩა გარეთ ოთახში
გაიტანა. მერე დაუძახა ნინიას, ძალზე გაჭაღარებულ გლეხ-კაცს, ჩვენ ყოველწლიურს
მეკვლეს, და ჩააბარა ხონჩა. < დედამ და ჩემმა ქვრივმა დამ, რომელმაც სადღესასწაულოთ ამოგვასხა ქალაქიდან, სახლს
მილაგ-მოლაგება დაუწყეს. სკამებს თეთრი პირები გადააკრეს, დიდ ტახტზედ ახალი ქეჩა
და ხალიჩა გადა შალეს, ფანჯრებს სუფთა ფარდები ჩამოაფარეს · და შემდეგ ვახშმად
დავსხედით. < მაგრამ ვის ჰქონდა ვახშმის მადა!.. გოზინაყის მაყურებელს, აბა, ქათმის ხორცს რაღა
გვაჭმევდა? დედამ ბევრი გვტუქსა, მაგრამ ჩვენი სუფრაზე და სხდომა შეუძლებელი იყო.
ჩვენ გაუთავებლივ ვშინჯავდით საახალწლო კაკებს და გაგვქონდა სიხარულის ჟრიამული.
დედაც ისე იყო გართული სამზადისში, რომ ჩვენს წივილ-კივილს ყურს არ უგდებდა და იმის
მაგივრათ თითონვე გვახალისებდა: < — ვინძლო, შვილებო, კარგათ ისწავლოთ, კარგი ბიჭები გამოხვიდეთ და, მანამ თქვენი
დედა, ქეთევანი, ცოცხალია, თქვენ არაფერი დაგაკლდებათ. აბა, ნახეთ ახლა, რა
საჩუქრები მაქვს თქვენთვის? < ამ სიტყვებით დედამ მოიტანა დიდი ბოხჩა და იქიდან თითო თითოდ გადმოგვიწყო ჩვენ
ქალაქში ყოფნის დროს შეკერილი ტანისამოსი: ლურჯი ჩოხები, წითელი ფარჩის ახალუხები,
შავი წუთები და თეთრი ფაფახები. < ახლა კი სულ გადავირიენით სიხარულით, დავიტაცენით თითო-თითოთ ეს ჩვენი ძვირფასი
ჩასაცმელები და გიჟებივით დავრბოდით ოთახებში. სად იყო მოთმენა გათენებამდინ! ერთმა
ჩუსტების ჩაცმა დაიწყო, მეორემ ქუდი ჩამოიყარა თავზე, მესამემ ახალუხი გაიწყო
წელში, ერთის სიტყვით, დიდის ვაის-ვაგლახით და მოახერხა დედა ჩემმა ჩვენი
დამშვიდება და ლოგინში ჩაწვენა. < დედამ მოსამსახურე დაითხოვა ოთახიდგან, დაიჩოქა ღვთისმშობლის ხატთან და მხურვალეთ
რაღასაც ეხვეწებოდა. < ჩვენ კი ლოგინში ისევ ხვალინდელ დღეზე ვჩურჩულებდით. < ბუხარში შეშა ისევ ბლომათ ეწყო და ძრიელი ცე კხლის შუქი ანათებდა დაჩოქილს დედას და
20.10. სადღესასწაულოთ მოკაზმულს ოთახს. უცებ ვიღამაც კარი მოაბრახუნა. სუყველანი
ერთ წამს ფეხზე წამოვცვივდით. დედამ შიშით გადმოგვათვალიერა, მაგრამ გულ-მაგრა კი
მივიდა კარებთან. < — ვინა ხარ ამ დროს, შე კაი კაცო,–უთხრა დედამ ტკბილათ. < - მე, შენი ჭირიმე, ქალბატონო! კარი გამიღე, გაჭირვებული ვარ. < ეს დარეჯას, ჩვენი მეზობელი დედაკაცის, ხმა იყო და დედამ საჩქაროთ კარი გაუღო. < — ქალბატონო, აგრემც ღმერთი დაგასწრებს შენი პაწია შვილებით მრავალ ამ დროს, ნუ
დაიზარებ და წამობრძანდი ბლახაანთსა. უბედურს მელანას სულთ ებრძვის და თქვენს
ნახვას თხოულობს. ჩვენ ბევრი უჯავრდით, ეხლა რა დროა, ბედნიერი დღე მომავალია და
თავიანთ სახლში სამზადისში იქნებიანო, მაგრამ არ სჩადის; აუტეხნია, დამიძახეთ და
დამიძახეთო. — დედილო-ჯან,— მოწიწებით ვუთხარი მე, - მეც წამოვალ, არ მეძინება და მეც მელანოს
პატარა გოგო ფეფუას ვნახავ.< რას ამბობ, შვილო სანდრო? საშინელი სიცივეა და გაცივდები; ხომ იცი, ამ ერთ კვირას
უკან სკოლაში წასასვლელი ხარ! რა ხუმრობაა! რომ ავათ გახდე? < — არა, შენი ჭირიმე, დედა, არ გავცივდები! წამიყვანე, გენაცვალე! < — ოჰ, რა ატეხილი ხარ, შვილო! რასაც აიხირებ, ის არი, ხომ არა გეშველება რა! თავზე
დიდი შალი მაინც მოიხვიე. დარეჯა გზას გვიხვეტავდა და ჩვენ უკან მივსდევდით. ონი< რის ვაი-ვაგლახით მივედით გლახაანთ სახლთან, რომელიც ჩვენი სახლიდან კარგა
მოშორებით იდგა. დარეჯამ ჭრაჭუნით შეაღო მიწურის სახლის კარები და ჩვენც შევყევით.
- ოჰ, ღმერთო, რა საშინელი სანახავი იყო ის სახლი, მეტადრე ჩვენს თბილსა და მორთულ
ოთახს შემდეგ! მინგრეულ-მონგრეული და სრულებით ცარიელი, კუნჭულში ერთი რაღაც
გაგლესილი გოდორი იდგა და გამჭვარტლულ თაროზე ორიოდ თიხის ჯამ-ჭურჭელი ეწყო; კერაზე
ცეცხლი ძლივს ბჟუტავდა და შუა-ბოძის რაფაზე თითის სიმსხო კვარი ენთო. პერის
მახლობლად, დაგლეჯილ ლოგინზე მელანო იწვა, ხელ-ფეხს აწყვეტავდა და მძიმეთ ქშინავდა,
გარშემო ორიოდ დედაკაცი უჯდა და სთვლემდნენ. < ჩვენს შესვლაზე მელანიამ გაიღიმა. დედაკაცები ფეხზე წამოდგნენ. მელანო დიდის გაჭირვებით ლაპარაკობდა..< — ქალბატონო, სთქვა მან სიტყვების ნაწყვეტნაწყვეტად წარმოთქმით: – აასრულე, შენი
სულის გულისთვის და შენი შვილების სადღეგრძელოთ, სულთმაბძავის თხოვნა: ჩემი პატარა
ფეფო, ჩემი საცოდავი ობოლი, ხვალ უდედოთ დარჩება... ლუკმის მჭმეველიც არავინ
ეყოლება და გთხოვ შენ აიყვანე... მოახლეთ მაინც გამოგადგება... ნუ მომკლავ ისე...
რომ ამის ჯავრი საფლავში ჩამყვეს .. და, თუ შენთან დავტოვე, გულდამშვიდებული წავალ
იმ სოფელს... უნდა შენთან და თუნდა ღმერთთან მყოლია... ჩემი უბედური გოგო... — სუ, შვილო, სუ!— ეუბნებოდა დედაჩემი ტირილით. —ღმერთი მოწყალეა, უდედობას არ
შეგამჩნევთ. ადე, ეხლა ჩვენსა წავიდეთ. ხვალ ახალი წელიწადია, ნახე, რამდენი
საჩუქრები აქვთ ჩემ ბიჭებს შენთვის.< შემდეგ დედამ განკარგულება მისცა დედაკაცებს და პატარა ფეფოთი წამოვედით შინისკენ.
< განთიადი იყო, როდესაც ჩვენს აივანზე ავედით. ნინია ხონჩით ხელში, წმინდა სანთლებ
ანთებუღი, შედიოდა ოთახში. ჩვენც თან შევყევით და იმასთან ერთათ მიულოცეთ ახალ
წელიწადი ყველას. ჩემი ძმები, დაღალულ-დაქანცულები, ფეფოს მისვლა რომ გაიგეს,
ფიცხლავ წამოხტნენ. < დედამ ფეფოს ხელი მოჰკიდა, მიიყვანა ჩემ დასთან და უთხრა:< — აი, შვილო, მე საახალწლოთ არ ვიცოდი, რა მეფეშქაშებინა შენთვის და თვით ღმერთმა
გამოგიგზავნა საჩუქარი: შენთვის ჩამიბარებია ეს უსუსური ბავშვი. ღმერთმა შვილი არ
მოგცა და, ვინძლო, რიგიანად გაზარდო ეს საცოდავი ობოლი, ნამდვილი დედობა გაუწიო და
მით აასრულო უდიდესი მოვალეობა ამ სოფლად. < ერთი კვირის შემდეგ ჩვენმა დამ წამოგვასხა ქალაქში. პატარა ფეფოც თან წამოვიყვანეთ
და ბოლო არა ჰქონდა ჩვენს სიხარულს, როდესაც იმის ტანზე, დაფხრეწილ ჩითის კაბის
მაგიერ, მიხაკისფერი კაბა დავინახეთ.
კარგი, ჩემო დარეჯო, მე ეხლავ წამოვალ, თუ კი შემიძლიან შევეწიო რასმე.
დედაშვილობას, ერთი ჩემი ქალი გააღვიძე, რომ ბავშვებთან დარჩეს და მე ამ წამში მზათ
ვიქნები. <
- გაველით გარეთ და ის შენს მტერს მისცეს ღმერთმა, რაც ღამე გარეთ იდგა! საშინელს
ქარს გაჰქონდა ზუზუნი და ატრიალებდა ნამქერს. მასა და დედამიწას ვერ გაარჩევდი
ერთმანერთში: ორთავე თოვლის ბურუსში იყო გახვეული. მთელი სოფელი ისე იყო
გაყუჩებული, რომ ძაღლის წკავწკავიც არსაიდან მოისმოდა. <
— რა იყო, შვილო მელანო,–უთხრა დედამ, - რისთვის მიბარებდი? დედაშვილობამ, ამ
საღამოზე მე თითონ მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ. განა არ იცი ხვალინდელი დღის
ანბავი? ერთ წამს ვერ მოვიცალე, რო გადმოვსულიყავ. <
სთქვა ეს მელანომ და მდუღარება გადმოსცვივდა თვალებიდგან.
— კარგი, მელანო, ავასრულებ შენს თხოვნას, დამშვიდდი, შვილო! დღეის უკან შენი ფეფო
ჩემ შვილებში გამოურჩეველი მეყოლება. ღმერთი მოწყალეა, ჯერ იქნება კარგათ შეიქმნე,
ნუ გეშინიან. — უთხრა დედა ჩემმა ცოტაოდენს ფიქრს შემდეგ.
ამ სიტყვებზე მელანოს პირს ღიმილი მოუვიდა და შემდეგ საშინლად დაახველა. მე ბოძთან
ვიყავ ამოფარებული და გული მიკანკალებდა. მელანოს გულს შემოეყარა. კარგა ხანს
შემდეგ ძლივს მოაბრუნეს, მაგრამ, ვაი იმ მობრუნებას: რამდენსამე წამს შემდეგ კიდეც
გათავდა. სუყველა დედაკაცებმა ერთბაშათ მორთეს ღრიალი. პატარა ფეფო, შვიდი-რვა წლის
ლამაზი გოგო დედის ფეხთით ცარიელ ჭილობზე ეგდო და ამ ხმაზე გამოიღვიძა. მიხვდა, რაც
ამბავი იყო იმის დედის თავს და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. <