
გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
რა არის იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია!
რუსთველი
მის ქვეშ მუდამ ხალიჩა-ფარდაგი იყო გაშლილი, ზედ მუთაქები ეყარა და ჩემი უმცროსნი
დაძმანი ზედ ყირამალა გადადიოდნენ; იქვე დედა ჩემი ხელსაქმეს აკეთებდა და თან
თვალ-ყურს ადევნებდა პატარებს, რომ კისერი არ მოეტეხნათ; მახლობლად ჩემი უფროსი და
წიგნსა კითხულობდა; მე განუყრელად ვჩორკნიდი და ვაწყობდი პატარა ბორბალს რუზედ
ასატრიალებლად და, თუ ავატრიალებდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
მაგრამ ასე წყნარად და განცხრომით ვისხედით კაკლის ქვეშ მხოლოდ მარიამობის თვის
ნახევრამდე, მანამ კაკალს ჯერ გული არა ჰქონდა; და მას შემდეგ კი, როცა კაკალს გული
„დაუპურდებოდა“, მშვიდობით, მოსვენებავ! გაიმართებოდა ერთი ალიაქოთი და ჭოლოკების
სროლა კაკლის დასაყრევინებლად. დიდი და პატარა ყველა ვარჯიშობდა, რომ თავის
საყვარელ კაკლისთვის თავში ჭოლოკინი ეთხლიშნა. ჩამოდიოდა მშვენიერი ფოთოლი,
ემტვრეოდა ძვირფასი ტოტები ჩვენს საყვარელ კაკალს, მაგრამ ამას ვიღა უგდებდა ყურს.
ჩვენ მხოლოდ რძით სავსე, გემრიელი კაკლის გულიღა გვიზიდავდა და ვინ ვის მიასწრებდა,
ვინ მეტს დააყრევინებდა კაკალს, გამარჯვებულიც ის იყო. პვირაუქმით მამაც
მოგვეშველებოდა ხოლმე ჩვენის საყვარლის გაცარცვაში: გვიბერტყდა, გვიკუჭავდა.
— ხელები დაგიშავდებათ, დაგისკდებათ ნაჭოს სიმწარით, — გვიყვიროდა დედა, — მაგრამ
ვინ დასდევდა ხელებს!
— ტანისამოსი ლაქით აგევსებათ, წენგოს რაღა ამოიყვანს, თქვე წყეულებო, თქვენა!
–გამოგვეკიდებოდა ჩვენი გადია, მაგრამ რას დაგვიჭერდა? ეშმაკებივით დავტრიალებდით
მწვანეზედ ჩამოყრილ კაკალს და თან პირს ვიტენდით გემრიელის ნიგვზით.
მხოლოდ საღამოობით მოაკრიალებდნენ ფოთლებით მოდებულ კაკლის ძირს, გამართავდნენ მის
ქვეშ სტოლს, დასდგამდნენ ზედ სამოვარს და ჩვენც დავშოშმინდებოდით. სამოვარი დიდად
გვიყვარდა, შემოვუსხდებოდით გარს და შევექცეოდით ჩაის.
გარშემო სრული სიჩუმე იყო, მხოლოდ კაკლის ფოთლების ნელი შრიალი ბანს აძლევდა
სამოვრის შიშინს. ხან-და-ხან პატარა რუც ჩაერეოდა ხოლმე.
ამ კონცერტში და ჩვენ, დაღალულნი, გაყუჩებულნი ვისმენდით და ვისმენდით ამ ტკბილ
ნანას და ბევრჯელ ჩაგვეძინებოდა ხოლმე კიდეც პატარებს.
მაგრამ ჩვენი კაკალი მე მომეტებულად მაშინ მომწონდა, მაშინ შევცქეროდი გაკვირვებით,
როდესაც დიდი ქარი ჰქროდა, როდესაც ქარიშხალი აბორგებდა, აშფოთებდა, აბრძოლებდა ამ
უიმისოდ ხეების წყნარს და ამაყს მეფეს. მაშინ იმისი მძლავოი ტოტები ზღვის
ტალღებისაგან მოქანავე ხომალდს ემსგავსებოდა, მასავით გადადიოდ-გადმოდიოდა, შუოდა,
ხმაურობდა, ერთმანეთს ეხლებოდა, ებრძოდა და იმტვრეოდა. მე იმ დროს, წახვეული თბილად
რა შიმე, ამოვეკვროდი მის მძლავრ, განიერ ფესოს .და ვისმენდი დაუსრულებლივ ამ
შფოთვისაგან გამოხმობილ ჰანგებს.
დიაღ, ჩვენი კაკალი მე ძრიელ მიყვარდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შემიცვალა
აზრი და გრძნობა ჩვენს კაკალზედ. რასაკვირველია, იმას არ მოჰკლებია თავისი
ჩვეულებრივი მიმზიდველობა, ისევ უწინდელებრივ დიდი და მშვენიერია, ისევ მეფურად,
ამაყად არის აზიდული და ახოვანის ტოტებით და ხშირის ფოთლით იკავებს ზაფხულში მზის
მწვავ სხივებს და ტკბილად უჩრდილებს და ულუკლუკებს მის ქვეშ გაშლილ ჩვენს სახლობას,
მაგრამ მაინც მე აღარ მიყვარს, ისე აღარ ვენდობი, ისეთ მეგობრობას აღარ ვუწევ.
როცა იმის ქვეშ მომჩქეფარე პატარა ოუს პი; რას ვზივარ, ბორბლის კეთების მაგივრად,
ვიგონებ იმ საშინელ შემთხვევას, რომელიც ამ რამდენისამე წლის წინად მოჰხდა ჩვენის
„საყვარლის“ ბერტყვაზე და შიში იბუდებს გულში, უნდობლობა მებადება იმისადმი, იმისი
გულწრფელობა აღარ მჯერა!
საწყალი პანო მერხვიშვილი! რა ბიჭი იყო! რა მალხაზი, რა სიცოცხლით და სიმამაცით
სავსე და დღეს კი ამ კაკლის მოწყალებით დამახინჯებული და გასულელებულია. ვანოს
დანახვაზედ ცრემლები მომდის თვალებში და ჩვენი კაკალი კი მეზიზღება, კაცი-ჭამია
მგონია.
ენკენისთვის ნახევარი იყო. დედამ ბავშვები საგანგებოდ წამოგვიყვანა ქალაქიდგან,
კაკლის ბერტყვას დაესწარითო. მოღრუბლული, ნისლიანი დღე იყო, სიო არ იძროდა, მზე
ათასში ერთხელ გამოიჭყიტებოდა ხოლმე ღრუბლებიდამ. ჩვენ კაკლის ქვეშ შევიკრიბენით და
მოუსვენრად ველოდებოდით ბერტყვას. აი პანოც მოვიდა. მოკლე ახალუხი ეცვა, განიერი
შარვალი შავ პაიჭებში ჰქონდა ჩაკეცილი, თავზედ წითელი ხელსახოცი გადაეკრა, ხელში
უშველებელი კაკლის საბერტყი ხალა ეჭირა და თავის მამაცურის, მოღიმარის შეხედულობით,
ყავარჯენით ხელში, მშვენიერ სურათს წარმოადგენდა.
— შვილო ვანო, ფთხილად იყავ, თუ ღმერთი გწამს, ფეხი არ წაგისხლტეს და ცოდვა არ
დაგვიტრიალო. ალერსით უთხრა დედა ჩემმა და თან ცას შეჰხედა, ჰაერი ხომ არ იცვლებაო.
— ნუ გეშინიან, ქალბატონო! პირველად ხომ არ ავდივარ ხეზე, ამ ერთ კვირეში აგერ ოცი
ძირი დამიბერტყია. ისეთ-ისეთი ტომრები გავტენე ჩემი მეოთხედით,
* რომ თითოს თითო
თუმნად არ მივცემ; ამ სიტყვებთან პანომ ხალა კაკალს მიაყუდა, ფეხშიშველა ფეხებიდან
მტვერი მოიწმინდა, პირჯვარი გადიწერა და მაიმუნივით მარჯვედ აცოცდა ხეზედ.
ჯერ ქვემოთა ტოტებზედ გავიდა და მძლავრად დაუშინა გრძელი ხალა წინათვე ჩვენგან
ნახევარზედ დაბერტყილ ტოტებს, მერე შუა ხეზედ გავიდა და ერთ საათს შემდეგ უზარმაზარ
ხეს წვეროკინოზედ მოექცა. ჩვენ გაქანებული ვკრეფავდით დაკროლილ კაკლებს, ერთმანეთს
ვაწყდებოდით, ვეცემოდით და გულიანად ვხარხარებდით. ამასობაში ვერც-კი შევნიშნეთ,
რომ ცოტაოდნად წამოჟინჟლა, ზედ დატანებაზედ პატარა ნიავიც დაიძრა. დედა-ჩემი
საშინლად აღელვდა და ეხვეწებოდა ვანოს ჩამოსვლას, რადგან დასველებული შტოები საშიში
იყო მბერტყავისთვის და ქარიც თან-და-თან ძლიერდებოდა.
— ერთი-ორი ხელის მოქნევა დამჭირდება და კიდეც გავათავებ, — მხიარულად ჩამოიძახა
ვანომ და ქნევას მოუხშირა. პაკალმა უფრო ბლომად იწყო ცვივნა და ჩვენ უფრო მოვუმატეთ
ჭყივილს და წაკვრა-გატანას; გარშემო ჩვენის ხმაურობით ყურთა სმენა აღარ იყო. უცებ
გაისმა საშინელი ხმა: „ვაიმე, დედავ!“ და ეს ვაიმე დედავ ისეთი საზარელი და გულის
საკლავი გოდება იყო, რომ თავის დღეში აღარ გაშორდება ჩემს ყურებს. ერთ წამზედ
მომაკვდინავი მდუმარება ჩამოვარდა და თვალის დახამხამებამდე ჩვენს წინ დედამიწაზედ
მაღლიდან ჩამოვარდნილი ვანო გაინართხა.
ჩვენი ვენახის თავში უშველებელი კაკალი - პი სდგას. მის განიერ ტოტებს უჭირავს
თითქმის ვენახის მეოთხედი, რომელიც მუდამ ჟამს მოკლე, მწვანე ხავერდის მაგვარის
ბალახით არის მოფენილი. ხან-და-ხან, როცა მორწყვის ჯერი შეხვდება ჩვენს მებაღეს,
ლამაზი, ანკარა უც ჩამოურბის ამ ჩვენს საყვარელს განცხრომის ალაგს ზაფხულში. და
მართლაც ძრიელ გვიყვარდა ეს მშვენიერი, ახოვანი, მეფურად მდიდრად შემოსილი, ნოყიერ
ნაყოფ-მოსხმული და განუწყვეტლივ ნიავქარის მომცემი ზაფხულის პაპანაქებაში,
მშვენიერი მცენარე. დიაღ, ძრიელ, ძრიელ გვიყვარდა ყველას ეს ჩვენი დიდი კაკლის ხე!
„ — ჩამო, შვილო, ჩამო. მე შენი ყურება აღარ შემიძლიან, შიშით გული მიწუხდება...
დანარჩენი კვლავ დაიბერტყოს, არ წახდება!