![]() |
ხალხის გულშემატკივარი კაცი |
![]() |
||
პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან 2 გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი თბილისი 2006 |
||
![]() |
თავბერიძე ილიაა
გრიგოლ გურიელი
გამოსაცემად მოამზადა ილია თავბერიძემ.
ფოტომასალა მოგვაწოდეს
ლუარსაბ ტოგონიძემ და ირინა გივიაშვილმა.
დიზაინი ლუკა გოცირიძისა.
წიგნში
გამოყენებულია პაატა ნაცვლიშვილის მიერ შექმნილი შრიფტი „სამშობლო“ ISSN 1512-4010
ISBN 99940-0-841-2 (მეორე ნაკვეთი). © ილია თავბერიძე. 2006. ©
გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი
თბილისი 2006
![]() |
1 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვა
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი გრიგოლ გურიელი
გიორგი ყაზბეგი
აპოლონ წულაძე
ზაქარია ჭიჭინაძე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მოგზაურობა აჭარაში
ზაქარია ჭიჭინაძე თავად გრიგილ დავითის ძე გურიელის ნაამბობი
სერგეი მესხი გაზეთ „დროებაში" გამოქვეყნებული კორესპონდენციებიდან
თედო სახოკიას
დიმიტრი ბაქრაძე გრიგოლ გურიელის წერილები
ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების მოქმედებისა 1885 წლის 15 მაისიდამ 1886 წლის 15 მაისამდე
VII. შემოწირულობანი საზოგადოების სასარგებლოდ
უგანათლებულესს თავადს გრიგოლ დავითის ძე გურიელს
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების
წევრის დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ მოხსენება
თქვენო ბრწყინვალებავ, კნიაზო გრიგოლ დაბითის ძევ
გრიგოლ გურიელის წერილები ექვთიმე თაყაიშვილისადმი
ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდში დაცული ხელნაწერები, შემოწირული გრიგოლ გურიელის მიერ
გაზეთ „ივერიის" კორესპოდენციებიდან
გაზეთ „დროების" კორესპოდენციებიდან
თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი (ნეკროლოგი)
ზაქარია ჭიჭინაძე ქრისტიან ქართველთა შრომა ქართველ მაჰმადიანებში
თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი
გრიგოლ დავითის ძის გურიელის დასაფლავება (წერილი ოზურგეთიდან)
სიტყვა ბ-ნ სპ. თოფურიასი
სიტყვა ვერმიცანაშვილისა
სიტყვა შუბნელისა
ნარკვევი
ლიტერატურა
![]() |
2 წინასიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხის გულშემატკივარი კაცი
გრიგოლ გურიელი
წინასიტყვა
გურიის მთავართა — გურიელთა საგვარეულო სახლის ერთი გამორჩეული წარმომადგენელია
გრიგოლ გურიელი. კაცი, რომელმაც „ცხოვლად აღბეჭდა ნავალი“ და თავისი მამულიშვილური
საქმეებით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მას „ხალხის გულშემატკივარ კაცს“ უწოდებდა; წმიდა
ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) – „დიდი მორალის კაცს“; ზაქარია ჭიჭინაძე —
„ქართველ მაჰმადიანთა მარჯვენა ხელს“; თედო ჟორდანია — „ჩვენის წარსულის
მოტრფიალეს“. გაზეთმა „დროებამ“ კი მას „გრიგოლ ქველი“ უწოდა. - დიდი ქართველ
მოღვაწეთა ამ რამდენიმე სიტყვაში ჩატეულია დედააზრი იმ ღვაწლისა, გრიგოლ გურიელს
რომ მიუძღვის მშობელი ქვეყნის წინაშე. იგი სულ რამდენიმე წინადადებით შეგვიძლია
ჩამოვაყალიბოთ: — 1874 წელს „სამუსლიმანო საქართველოში“ (ე.თაყაიშვილის ტერმინია) მოწყობილი
პირველი ექსპედიციის ხელმძღვანელი გენერალი გრიგოლ გურიელი გახლდათ, რომლის დროსაც
მოინახულეს ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის უძველესი ქრისტიანული ძეგლები.
ექსპედიციის ანგარიში გიორგი ყაზბეგმა წიგნად გამოსცა – „Tpи месяца в Турецкой
Грузии“.
— ამ ექსპედიციის დროს, მანამდეც და შემდგომშიც, გრიგოლ გურიელი ქართველი
მაჰმადიანებისთვის ყველაზე მისაღები, პატივსაცემი და სანდო პიროვნება იყო. იგი
ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი უსისხლოდ და უომრად
დაბრუნებოდა დედასამშობლოს. 1878 წელს, „თურქეთის საქართველოს“ დაბრუნების შემდეგ
კი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს თავი სამშობლოში ეგრძნოთ.
– გრიგოლ გურიელის მზრუნველობა არ მოჰკლებიათ გურიის სკოლებსა და სასწავლებლებს.
მან საკუთარი სახლი დაუთმო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელს. იგი, როგორც „ჩვენის
წარსულის მოტრფიალე“, აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, გამოსცემდა წიგნებს და მისგან
შემოსულ თანხებს წერა-კითხვის საზოგადოებას უტოვებდა. „გრიგოლ ქველი“ ეხმარებოდა
ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურდათ სწავლა-განათლება მიეღოთ. მისი ყურადღება არ მოჰკლებია პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემდგომში
გამოჩენილ მეცნიერებსა და მამულიშვილებს ნიკო მარსა და ექვთიმე თაყაიშვილს (ისინი
გრ.გურიელის ძმისწულის — ვანო გურიელის მეგობრები იყვნენ). მოხუცი გენერალი დიდ
იმედებს ამყარებდა მათ მომავალ სამეცნიერო მუშაობაზე. პროფ. იოსებ მეგრელიძეს
ნ.მარის არქივიდან გადმოუღია ერთი საინტერესო ბარათი, რომლის ავტორი გრიგოლ
გურიელია, ადრესატი კი — ნიკო მარი: „5 ნოემბერს, ოზურგეთი, 1888 წელსა ჩემო ნიკო! შენი წერილი მივიღე ამ დღეებში. იქნებ დაგვიანებული იყოს. რადგან რიცხვი
არ დაგეწერა. ფოჩტა მხოლოდ Заказное წერილს ვერ ფარავს, თორემ სხვას ვინც შეხვდება,
იმას აძლევს გარდასაცემად. მე დიდათ ვხარობ შენი კეთილი და ნაყოფიერი შრომისათვის სიბრძნის ასპარეზედ. და არცა
ეჭვი მაქვს, რომ შენმა შრომამ რომ კეთილი ნაყოფი არ შეგძინოს შენდა ჩვენს ხალხს. აწ
რადგან ნიჭმა მეცნიერება შეისტავლა და შეიყვარა, იმის გამდიდრებისა და
განვითარებისათვის გზა გაკაფული გაქვს და შენს კეთილ გონიერებაზე არის
დამოკიდებული. იცოდე, ადამიანის ცხოვრებაში უმჯობესი არა არის რა, როგორც
გონიერების პურება და ჭკუისგანვითარება, რომელნიც არიან კაცის დამაგვირგვინებელნი
ცხოვრებაში, და სულის დამატკბობელი. თუმცა მრავალნი მისდევენ ხოლოდ უზრუნველ
ცხოვრებას, მაგრამ შენც ხედავ ახლა, რომ მათმა უნაყოფო შრომამ, რა ბოროტება შესძინა
ხალხს, რომელთაც ეს მიბაძვა ჩვეულებათ შეექმნათ, რომლითაც ხალხი თავის უგუნურებით
იტანჯება და უნაყოფოთ რჩება. მაგრამ იმედია, რომ ჩვენი ხალხი ნიჭიერია და როდესმე
გაიგებს და შეუდგება სწავლა გონიერებით ცხოვრებას. თუმცეყოლება გონიერი ხელმძღომი —
ამის ნიშნები დღეს სჩანან. ალლახ ქერიმ! ჩემო ნიკო! იშრომე შენი ნიჭისამებრ თანახმად. მაგრამ თავს კი ზომიერათ შეექეცი.
ზომიერ ცხოვრებას შეეჩვიე, რომ ფიზიკური სნეულებაარა შეგემთხვეს. მე რითაც
შევიძლებ, იმით მარადის ვიქნები შენი თანამგრძნობელი, იცოდე. შენს ამბავს ნუ
მომაკლებ! სამი თუმანი ამასთანავე მიახლებია და კიდევ მალე გაახლებ. მე შენთვის არას ვზოგავ,
იცოდე! იყავ სიმრთელით და დღეგრძელი. შენი ნათლის მამა გრიგოლ გურიელი.
(იქნება აქამდის არც იცოდი, რომ მე შენი ნათლია მამა ვარ, აწ იცოდე)“. ბარათს რუსულ ენაზე აქვს მინაწერი „ვუპასუხე ნოემბრის ბოლოს“, მაგრამ, რაკი იგი
ხელმოწერილია „შენი ნათლის მამა გრიგოლ გურიელი“, ნიკოს ვკითხე: ქუთაისში დაიბადეთ,
და ოზურგეთელმა გრ.გურიელმა როგორ მოგნათლათ-მეთქი. მან მიპასუხა: ამას ისე წერს იგი, თორემ მაგავე ბარათების ჩანთაში მონახეთ
დედაჩემის წერილები, შეკრულია, იქ ნახავთო... მართლაც ვნახე. ნიკოს შეუკითხავს
დედისათვის და მას უპასუხია: „ნენანიკო! ...ნათლიმამაერთიგყავს ლუკა შარაშიძე. მე მეტი არ ვიცი“, მარა იგი
(გრიგოლ გურიელი – ი.მ.) „შენი ნათლიმამა კი არაა, შენ რომ გრიგოლის შვილი
მოგენათლოს, იმას ქვია ნათლიმამა“. გრიგოლ გურიელზე ნათლიაა-მეთქი, — იმიტომ მოგწერე, რომ შვილივით უყვარხარ, ნამდვილი
„მამის მაგიერი მწყალობელი ამოგიჩდა“* ნიკო მარისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) მიმოწერაში* რამდენჯერმე
ვხვდებით გრიგოლ გურიელის სახელს. გურიაში ჩასული წმიდა ექვთიმე მოუნახულებელს არ
ტოვებდა მოხუც გურიელს: „ეხლა რომ გურიაში ჩავედი, გრიგოლ გურიელი ვნახე, გრიგოლი
დაბერებულა“... „გრიგოლ ძლიერ დაბერდა, სულის შებერვის მეტი არ არის“... „ორი კვირა
მე და გრიგოლ გურიელმა ქობულეთში გავატარეთ“... ნიკო მარისადმი თანადგომას
გრ.გურიელი კვლავაც განაგრძობდა: „შენი ამბავი მკითხა, – წერს წმ. ექვთიმე ნ.მარს,
– ერთი ძრიელ კარგი საქმე შემპირდა, უსათუოდ ჩუბინოვის (დ.ჩუბინაშვილის — ი.თ.)
ბიბლიოტეკა უნდა ვიყიდოო და თქვენ წერა-კითხვის საზოგადოებას შემოგწიროთო“... „ეხლა
გრიგორ გურიელი ვნახე: ..ეს 25 მანათი გადმომცა შენდა გამოსაგზავნათ და დაუყონებლივ
გიგზავნი. ისთე, სულ შენს ქებაშია გრიგორი, ძრიელ ღარიბათ ვარო, თვარა ამდენხანსაც
გაუგზავნიდიო, თუ მოხერხება მექნა, მერმეც გაუგზავნიო ფულებს, – მითხრა მან“. სულზე
მოუსწრია ამ თანხას ნიკო მარისათვის. იგი წმიდა ექვთიმეს წერდა: „ზნეობითმა
სიხარულმა ჩაშთილა უკვდავების წყაროსავით დროზე მოსწრებული ოცდახუთი მანათის
გამოწვეული სიხარული“.
გრიგოლ გურიელის გარდაცვალებას სერიოზულად დაუმწუხრებია როგორც ნიკო მარი, ისევე
ექვთიმე ღვთისკაცი. ნიკო მარს, ერთ-ერთი წერილში, წმიდა ექვთიმესთვის გაუზიარებია
საკუთარი განზრახვა, პატივი მიეგოთ გარდაცვლილის ხსოვნისთვის: „კარგი იქნება, თუ გრიგორის სახელზე რამე კრებულს გამოსცემთ. ჩემი მხრით რასმე
მოვამზადებ. იქნება ჩახრუხაძის გარჩევამ ივარგოს, ...თვარა სხვას რასმე მოგაწვდენ
ან ქართული ან სომხურის მწერლობის შესახებ. იკისრე რედაქტორობა. შიგ მისვე გრიგორის
სურათს ჩაურთავთ და წიგნს სახელად უწოდებთ „სამახსოვრო გრიგორის“ ან მსგავსად
რასმე“. წერილი 1891 წლის 15 დეკემბერს, გრიგოლ გურიელის გარდაცვალებიდან რამდენიმე
დღის შემდეგაა დაწერილი. როგორც ჩანს, კრებული სამეცნიერო ხასიათის უნდა ყოფილიყო. მაგრამ იგი არ
გამოცემულა. მისი გამოცემა არც გრიგოლ გურიელის გარდაცვალების ათი წლისთავზე
მოხერხებულა. უდიდეს სამეცნიერო სამუშაოში ჩაფლულმა მეცნიერებმა ალბათ ვერ შეძლეს
ამ ჩანაფიქრის განხორციელება. რადგან ჩვენი ცენტრის მიერ დაარსებული სერიის ფარგლებში გვინდოდა პატივი მიგვეგო
დიდი მამულიშვილის – გრიგოლ გურიელისადმი, ნიკო მარისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის
ამ განუხორციელებელმა ჩანაფიქრმა გვაფიქრებინა შეგვედგინა კრებული, რომელიც
გარკვეულ წარმოდგენას შექმნიდა გრიგოლ გურიელის მოღვაწეობაზე. სამეცნიერო ხასიათი
მისთვის არ მიგვიცია, რადგან ამის გაკეთება სცილდება ჩვენი ცენტრის ამოცანებს,
თანაც ნიკო მარის მიერ დასახელებული წერილი ჩახრუხაძეზე 1935 წელს დაიბეჭდა
„ლიტერატურული მემკვიდრეობის“ I ტომში (გამოაქვეყნა დ. ქუთათელაძემ) და მისი
განმეორებით დაბეჭდვა მართებულად არ მივიჩნიეთ. თქვენ წინაშე წარმოდგენილი კრებული – „ხალხის გულშემატკივარი კაცი“, საარქივო
მასალებისა და XIX ს. პერიოდულ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების
მიხედვით მომზადდა. მასალები თემატურადაა დალაგებული, რომლის გაცნობა მკითხველს
საშუალებას მისცემს წარმოდგენა შეექმნას ადამიანზე, რომლის განვლილი ცხოვრება
ქართული საქმეების კეთება გახლდათ. კადნიერებაში ნუ ჩაგვითვლის მკითხველი, თუ ამ
გამოცემას, გრიგოლ გურიელთან ერთად ნიკო მარსა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს
(თაყაიშვილი) მივუძღვნით.
![]() |
3 გრიგოლ გურიელი |
▲ზევით დაბრუნება |
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი ექვთიმე)
გრიგოლ გურიელი
(წიგნიდან: ე. თაყაიშვილი. რჩეული ნაშრომები. ტ. I. თბ. 1964.)
„რიგოლ გურიელი, ცნობილი კარგი ქართველი და პატრიოტი, ოზურგეთში ცხოვრობდა. იყო
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთი დამაარსებელთაგანი
და საქართველოს ისტორიის დიდი მოყვარული. ამიტომ ურჩია თავის ძმისწულს ვანოს,
ისტორიულ-ფილოლოგიურფაკულტეტზე შესულიყო, რომ მერე გურიის ისტორიის დაწერა
შესძლებოდა. იმ დროს გრიგოლი უკვე სამსახურიდან გადამდგარი გენერალი იყო. უწინ,
რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წწ. ომამდე იგი ჩოლოქის კორდონს განაგებდა (ბევრად უფრო
ადრე მამაჩემი იყო იმავე თანამდებობაზე) და დიდი სამსახურიც გაუწია რუსის
მთავრობას. ჯერ ერთი, მან ოსმალეთში იმოგზაურა გიორგი ყაზბეგის თანხლებით, რომელიც
მაშინ გენერალური შტაბის ოფიცერი იყო და რომელსაც დავალებული ჰქონდა შეეკრიბა
სტატისტიკური და სხვაგვარი სამხედრო ცნობები ოსმალეთის საქართველოს შესახებ. გრიგოლ
გურიელი აჭარის ფაშის, შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის („შერიბეგს“ ეძახდნენ) მოყვარე იყო —
ხიმშიაშვილს ცოლად გრიგოლის ნათესავი, გურიელის ქალი ჰყავდა, და ამ მოყვრობას
შერიფ-ბეგიცა და გურიელიც დიდად აფასებდნენ. გრიგოლი სტუმრად წავიდა შერიფთან,
როგორც თავის სიძესთან და თან იახლა რამდენიმე გურულისაგან შემდგარი ამალა. მათ
შორის იყო გიორგი ყაზბეგიც, რომელიც, გურულ ტანსაცმელში გამოწყობილი,
სხვამხლებლებივით ემსახურებოდა გრიგოლს, — ხან რას მიართმევდა და ხან რას. მაშინ
შეკრიბა გ.ყაზბეგმა ოსმალეთის საქართველოს ტერიტორიაზე როგორც სამხედრო მასალა, ისე
არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ცნობები. ეს უკანასკნელნი მან გამოაქვეყნა წერილში
„Три месяца в Турецкой Грузии B Typeuro, რომელიც დაიბეჭდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ორგანოში (Зап.
Кавк. отд. Русск.
Геогр. Обш.) აღნიშნულ წერილს მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს და იმ დროისათვის ხომ ნამდვილ განძს წარმოადგენდა ჩვენი ისტორიისათვის. საერთოდ გიორგი ყაზბეგი ნიჭიერი კაცი და კარგი პატრიოტი იყო. ილია ჭავჭავაძის მახლობელი ამხანაგი. მერე წერა-კითხვის საზოგადოებასაც კი თავმჯდომარეობდა.
გრიგოლ გურიელმა ოსმალეთში მოგზაურობის შემდეგ კიდევ შეაგულიანა შერიფ-ბეგი, რომ მას თავისი საფაშო, აჭარა უომრად შემოეერთებინა რუსეთისათვის. შერიფ-ბეგიც ისე მოიქცა და აჭარა თავისით, უომრად შემოუერთდა რუსეთს. გრიგოლი, რა თქმა უნდა, დიდ პატივს მოელოდა ყოველივე ამის გამო რუსის მთავრობისაგან. მაგრამ მთავრობამ მის შუამავლობა-დამსახურებას არავითარი ყურადღება არ მიაქცია და გრიგოლიც კვლავ პოლკოვნიკად დარჩა, გენერლობა მხოლოდ მაშინ მიიღო, წესისამებრ,როდესაც, შეურაცხყოფილი, სამსახურიდან გადადგა..
საოსმალო საქართველოს სხვა ბეგებიც გადმოვიდნენ, გრიგოლისავე რჩევითა და გავლენით, უომრად, რუსების მხარეზე და ომის გათავების შემდეგ თურქეთში კი არ წავიდნენ, არამედ შავშეთ-კლარჯეთსა და აჭარაში დარჩნენ. რუსის მთავრობა არც იმ დარჩენილ ბეგებს მოჰკიდებია მაინცდამაინც პატივით. მახსოვს, შავშეთის ბეგმა შემოუთვალა გრიგოლ გურიელს: „თუ ეგრეთი იყო რუსის მთავრობა, რომ შენც კი არა გცა პატივი, ჩვენ რაღად გვირჩიე აქ დარჩენა, უმწეო მდგომარეობაში რომ ჩავვარდითო?“
იმ დროს, როდესაც მე და ვანო გურიელმა გიმნაზია დავამთავრეთ, გრიგოლმა ოზურგეთში თავისი სახლი სანახევროდ აჩუქა სასულიერო მთავრობას სასულიერო სასწავლებლისათვის, და სანახევროდ კი ფასი გამოართვა. ე.ი. რაც დაუფასეს ის სახლი, მხოლოდ იმის ნახევარი გადაახდევინა. დიდი სახლი იყო, მაღლა გორაზე, ლიხაურის მხრით წამოდგმული, ახლაც კი უნდა იდგეს. იმაში აღებული ფული მან გადადო, რომ ძმისწული ვანო შეენახა პეტერბურგში. თითონ გრიგოლი დიდი მორალის კაცი იყო, ძალიან თავისებური. ბერივით ცხოვრობდა, ცოლ-შვილი არასოდეს არ ჰყოლია (ასე იცოდა თქმა: „ბიჭო, ქალს რომ აქებ, ქალი-მყრალი რა საქებიაო?“); უბრალო ბინაში იდგა; საჭმელ-სასმელიც ფაქიზი იცოდა. მის საზრდოს უმთავრესად ლობიო და მხალი შეადგენდა. ღვინოსაც ცოტას სვამდა. უნდოდა, რომ პეტერბურგს ვანო
მოხვედრილიყო კარგ ოჯახში, რომელიც კეთილზნეობრივ გავლენას მოახდენდა მასზე. ამ
მიზნით მან, ვიღაც ნაცნობ-მეგობრის საშუალებით, გამართა მიმოწერა პეტერბურგში ერთ
გერმანელ პასტორთან, სთხოვა თავისთან დაეყენებინა ვანო და თვეში 100 მანეთი
დაუნიშნა. ეს მაშინ კარგი ფული იყო: ქართველი სტუდენტობის უმეტესობა თვეში 20-25
მანეთით ირჩენდა თავს. გარდა იმ 100 მანეთისა, გრიგოლი ჯიბის ფულსაც უგზავნიდა
ძმისწულს. მე და ვანო რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგიო ფაკულტეტზე
შევედით, იქ დაგვხვდნენ პეტრე მირიანაშვილი და გოცირიძე (სახელი აღარ მაგონდება),
რომელთაც ჩვენზე ერთი წლით ადრე ჰქონდათ დამთავრებული ქუთაისის გიმნაზია. პასტორმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ვანო გურიელზე და მის ზნეობაზე; პირიქით,
ვანომ მოახლე ქალი დააორსულა და პასტორმაც მოსწერა ეს ამბავი გრიგოლ გურიელს.
არდადეგებზე რომ ჩამოვედი გურიაში, გრიგოლმა მითხრა, მამამისის შვილი აბა რას
იზამდა, კვიცი გვარზე ხტისო! ცხადი იყო, რომ ვანოს აღარ დაედგომებოდა პასტორის
სახლში და წამოვიდა კიდევაც; მერე ცალკე ცხოვრობდა; თან კიდევ ვიღაც სხვა გერმანელ
ქალს გადაეყარა და ასე!.. საბოლოოდ კი ვანო გურიელს უკუღმა დაუტრიალდა ბედი. კურსის
დამთავრების შემდეგ საქართველოში ჩამოსული ერთხანს სადღაც, მგონი თბილისის
გუბერნატორთან მსახურობდა, მაგრამ მერე მიატოვა ის სამსახური. მამას ვერ შეეწყო და
არც შეიძლებოდა, რომ ისინი ერთიმეორეს შეწყობოდნენ. მათი კონფლიქტი ისე გაძლიერდა,
რომ მამამ უჩივლა, მოკვლას მიპირებდაო. ვანოს მამულში ჩადგომა უნდოდა (მამული,
რასაკვირველია, დიდი ჰქონდათ, მაგრამ არც იმდენად, როგორც ეგონა); მამამისი დათა კი
ერთი თავისებური უხიაგი კაცი იყო; არავის ენდობოდა და არც შვილს ენდო. საქმე
ქუთაისში გაირჩა, საგუბერნიო სასამართლოში. ვანოს დამცველად ჰყავდა ცნობილი
ადვოკატი ხელთუფლიშვილი, შემდეგ სენატის თავმჯდომარე. ვანო გაამართლეს, მაგრამ
გრიგოლმა, რა თქმა უნდა, ხელი აიღო თავის ძმისწულზე და თავისი ქონება ანდერძით
დაუტოვა მეორე მემკვიდრეს, გენერალ ლევან გურიელის შვილს, ვასო გურიელს, რომელიც
მშვიდი და კეთილი, მაგრამ არც თუ რითიმე გამოსარჩევი ახალგაზრდა იყო;
მეფისნაცვალთან მსახურობდა, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა ამსრულებელი მოხელე
(„чиновник по особым поручением при наместнике“). ცოლად ჰყავდა ერთ-ერთი,
ოსმალეთის დადიანის ქალი, მდიდარი ანანოვის ნათესავი. დათა გურიელმა, რომელიც ისეთივე მემკვიდრე იყო გრიგოლისა, როგორიც ვასო (ლევანი უკვე გარდაცვლილი იყო), დაიწყო ქადილი, უსისხლოდ მე მაგას არ დავთმობო. გრიგოლი რომ გარდაიცვალა, ჩამოვიდა თბილისში და აიძულა ვასო, რომ გრიგოლის მიერ მისთვის დატოვებული მამულის ნახევარი გადაეცა დათასათვის ნოტარიული წესით. მე, ვანო გურიელი და ნიკო მარი ერთად ვსწავლობდით ქუთაისის გიმნაზიაში. ნიკო ძალიან ჰგავდა ვანოს, ისეთივე შავგვრემანი და შავთმიანი იყო. ჩვენ ვეუბნებოდით ხოლმე ვანოს, რომ ნიკო მისი უკანონო ძმაა. ის იტყოდა ხოლმე, მე წინააღმდეგი არა ვარ მისი ძმობისა, მაგრამ ეგ არაა მართალი, გრიგოლ გურიელს ერთი მოურავი ჰყავდა, გაბილას ეძახდნენ და ნიკო მისი შვილიაო.* ნიკოს „მამას“, იაკობ მარს სხვა შვილებიც ჰყავდა პირველი ცოლისაგან და იმათ საჩივარი შეიტანეს სასამართლოში, ნიკო არ არის მარის შვილი და ქონებიდან არაფერი ერგებაო, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს, რადგან დოკუმენტებში იაკობის შვილად ეწერა. ამ გზით რომ ვერაფერს გახდნენ — ის ინგლისელები თუ შოტლანდიელები, სახლის ზედა სართულიდან გადმოაგდეს პატარა ნიკო, მაგრამ ის ფეხის მოტეხით გადარჩა. თვითონ კი წერდა მერე, პანსიონში მოვიტეხე ფეხიო: ან არ იცოდა ნამდვილი, ან გამჟღავნება არ უნდოდა. ფაქტი კია, რომ ნიკო არაა იაკობ მარის შვილი, ან დათა გურიელისაა და ან გრიგოლ გურიელის მოურავისა. იაკობმა იმ დროს შეირთო ის ქალი, ნიკოს დედა, როდესაც უკვე დაძაბუნებული მოხუცი იყო: ჯერ მოსამსახურედ აიყვანა, რომ მოევლო მისთვის, და მერე კი ცოლად გაიფორმა.
გაბრიელ ეპისკოპოსის ბიძაშვილმა, მიხეილ ქიქოძემ (ცნობილი ადვოკატის მოსე ქიქოძის ძმამ, გამომძიებელმა) მიამბო, ერთხელ გაბრიელი და მე ერთად ვესტუმრეთ იაკობ მარს ქუთაისის ფერმაზე, სადაც ის მსახურობდა, მაშინ გაგვაცნო ის თავისი ცოლი და გვითხრა, „ეს ჩემი მონაზონააო“. იაკობი გრიგოლ გურიელთან ცხოვრობდა დიდხანს, ის არჩენდა. დათაც იქ იყო ხოლმე და გრიგოლის მოურავიც, და რომელი შეიქნა ნიკოს მამა, ძნელი სათქმელია. ნიკომ თითონაც იცოდა თავისი წარმოშობის ამბავი და ხშირადაც უთქვამს. ისე, ხასიათით ნამდვილი ასპროცენტიანი გურული იყო, უცბად აენთებოდა ხოლმე. ეჰ, სულ ერთი არაა, ვისი შვილიც იყო? მამამისი აცხონა ღმერთმა, დიდად სასახელო მეცნიერი დაგვიტოვა და ესაა! ჩვენში მაინც ასეა დაკვირვება: ბუში ყოველთვის ნიჭიერია ხოლმე, სიყვარულის ნაყოფია და იმიტომ („Дитя любви“, რუსები რომ იტყვიან!).
ნიკო მარი
ქუთაისის გიმნაზიის უფროს კლასებში რომ ვსწავლობდი, ბევრი გაკვეთილები მქონდა (ვრეპეტიტორობდი), ისე რომ სხვებსაც კი ვარჩენდი. იმ გაკვეთილების გასამრჯელოდან 300-ოდე მანეთი დავიზოგე. მოვინდომე მამულის გამოყენებაც: ერთი ვაშაყმაძე გვყავდა, დროებით ვალდებული გლეხი, ის გავათავისუფლე და 300 მანეთიც მისგან ავიღე. გზის ფულიც, როგორც უკვე აღვნიშნე, 100 მანეთი მომცეს. ასე რომ, უნივერსიტეტში მისაღები სტიპენდიის გარდა 700 მანეთიც წამყვა თან. გრიგოლ გურიელმა თავისი ძმისწული ვანო მე ჩამაბარა. თვითონ, უკვე ვთქვი, ძალიან უბრალო ცხოვრების მოყვარული იყო და ჩვენც გვითხრა: „იქირავეთ ერთი ოთახი; იყიდეთ ხორცი, მოხარშეთ და ჩამოჰკიდეთ კედელზე; მოგშივდებათ, მიაჭერით და სჭამეთ, მეტი რა გინდათო?!“ - მე და ვანო ერთად წამოვედით ოზურგეთიდან. პეტერბურგში ორი გზით შეიძლებოდა წასვლა: ზღვით ბათუმიდან სევასტოპოლამდე და მერე რკინიგზით, ან არა და სამხედრო გზით ვლადიკავკაზამდე და იქიდან — რკინიგზით. მე სამხედრო გზის ნახვა მინდოდა და ამიტომ ეს მეორე გზა ავირჩიეთ. მცხეთამდე რკინიგზით ჩამოვედით. მატარებელში ნატანების სადგურზე ჩავჯექი. ლიანდაგი ახალი გაკეთებული იყო და, მახსოვს, ძლივს ავედი ვაგონში, კიბე ძალიან მაღლა აღმოჩნდა და მტკივანი ფეხი მიშლიდა. გრიგოლ და ვანო გურიელები მაშინ ბორჯომში იყვნენ. შეპირებული ვიყავით და გრიგოლმა ძმისწული მიხაილოვის სადგურში* ჩამოიყვანა, იქ ჩასვა მატარებელში, დაგვარიგა ჭკუა და გამოგვემშვიდობა...“
![]() |
4 * * * (თავადი გრიგოლ გურიელი...) |
▲ზევით დაბრუნება |
ყაზბეგი გიორგი
(1839-?) ქართველი გენერალ-ლეიტენანტი; 1908-18 წ.წ. წერა-კითხვის საზოგადოების
საპატიო თავმჯდომარე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. * * * (თავადი გრიგოლ გურიელი) (სამხედრო მინისტრისადმი 1874 წლის 27 ივლისს გაგზავნილი წერილიდან. იხ. „ლიტერატურული საქართველო“ 1984 წ. 20 აპრილი.)
თავადი გრიგოლ გურიელი მეტად ცნობილია გურიის მოსაზღვრე მთელ მხარეში და, შეიძლება
ითქვას, ამ პოპულარობის შედეგად ყველგან აღტაცებით გვხვდებოდნენ. მისმა ნათესაურმა
კავშირმა აჭარის, ლივანის და შავშეთის გავლენიან ბეგებთან, ისევე, როგორც ამ
შტაბოფიცრის პირადმა მაღალმა თვისებებმა, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახადა ისეთი
ცნობები,რომლებსაც მისი დახმარების გარეშე ვერ შევკრებდი. ყოველივე ამას ისიც უნდა
დავუმატოთ, რომ თავადი გურიელი, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, ახალგაზრდული
შემართებით და დაუღალავად იტანდა მოგზაურობის ყველა სირთულეს, იმ შემთხვევაშიც კი,
სადაც მხოლოდ ფეხით სიარული შეიძლებოდა“...
![]() |
5 * * * გრიგოლ გურიელი |
▲ზევით დაბრუნება |
* * * (გრიგოლ გურიელი)
(ხელნაწერი. ეგ.ნინოშვილის სახლ-მუზეუმი. ფ. N123. გვ. 50.))
ლიტერატორი, ეთნოგრაფი. ავტორი წიგნისა „ეთნოგრაფიული გურია“
„...გრიგოლ გურიელი ძლიერ სწუხდა, რომ აჭარა ჩამოშორებული იყო დედასაქართველოზე, ჰქონდა აჭარლებთან გავლენა. ეს ალბათ იცოდა მაშინდელმა მთავრობამ და სანამ ომი დაიწყებოდა, ორი წლით ადრე გრიგოლი მიიპატიჟა თბილისში მაშინდელმა ნამესტნიკმა მიხეილმა (რომანოვი), საიდუმლოდ დაავალა, რომ გრიგოლი წასულიყო აჭარაში, დაევლო მთელი აჭარა და შეედგინა საომარი მოქმედების გეგმა, საამისოდ ვითომცდა მსახურებად მას მიუჩინეს გენერალური შტაბის ოფიცერი აწ განსვენებული გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (როგორც „ლაქია“) — გრიგოლმა უვნებლად მოიარა მთელი აჭარა და მთავრობის დავალება ჩინებულად კი არა გადაჭარბებითაც შეასრულა“.
![]() |
6 გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზიბეგის მოგზაურობა აჭარაში |
▲ზევით დაბრუნება |
(1854-1931) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი; დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, მან, განსაკუთრებით, მაჰმადიან ქართველებთან ურთიერთობას დასდო ამაგი.
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მოგზაურობა აჭარაში
(გაზ. „ტრიბუნა“. № 99-100, 1921 წ.)
მეფე ერეკლემ 1783 წ. რუსეთის იმპერიასთან ტრაქტატის დადების და ხელშეკრულების დროს
აღიარა იმის ნატვრაც, რომ სანატრელი არის, რომ რუსეთის დახმარებით შემოერთებულ
იქმნეს საქრისტიანო საქართველოსთან, ოსმალთაგან მოტაცებული საქართველოს ის
ადგილები, რომელიც ოსმალეთს უკავია დღემდეო. ამიტომაც იყო, რომ რუსეთის მთავრობა ასე თუ ისე ეტრფოდა ოსმალეთის საქართველოს
შემოერთებას საქრისტიანო საქართველოსთან. სწორედ ეს გარემოება იყო იმის მიზეზად,
რომ 1870 წლებში, რუსეთის მთავრობამ დანიშნა გენერალური შტაბის წევრი სამხედრო
ინჟინერი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი. ეს დანიშვნა მაშინ მთავრობისაგან ადვილი საქმე იყო და მისი შესრულება და მოგზაურობა
კი ერთობ ძნელი და მოუხერხებელი, ვინაიდგან ოსმალეთის მთავრობა ამგვარ საქმეებს
ძრიელ გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს და რუსთაგან იქით არავის აჭაჭანებდა
სამოგზაუროდ. მთელს მეცხრამეტე საუკუნეში, გიორგი ყაზიბეგის მოგზაურობა იყო პირველი მაგალითი.
მთელს საუკუნეში, ოსმალეთის საქართველოში ქართველთაგან არავის ემგზავრა, ერთი
მაგალითი იყო, რომ 1865 წ. იმოგზაურა იმ დროის „ცისკრის“ რედაქტორმა ივანე
კერესელიძემ, დაბრუნდა, ამან ვერასფერი ანუსხა ოსმალთა შიშით. ასეთი ძნელი საქმე იყო ოსმალეთის საქართველოში მოგზაურობა და ეს სიძნელე ოსმალეთის
მთავრობას შერჩა კარგა ხანს, თვითონ იმ დროსაც კი, როცა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძემ
განიზრახა მგზავრობა და რომელსაც რუსეთის მთავრობისაგან ამის დიდი ნებართვაც კი
ჰქონდა მიცემული, თვით ესეც კი დააპატიმრა 12 დღით ბათუმის ფაშამ და არ გაუშვა
სამგზავროდ აჭარაში. ამიტომაც იყო, რომ გიორგი ნიკოლოზის ძეს მოგზაურობის ერთობ დიდი შიში ჰქონდა,
მაგრამ ამ შიშს საქართველოს ერის სიყვარულმა დასძლია, მან გადასწყვიტა უსათუოდ
მთავრობის დავალების შესრულება და ოსმალეთის საქართველოში მგზავრობა. ამისათვის
იმეცადინა მან და აი რა ოსტატობა მოახერხა, რომ მით თავის წადილი შეესრულებინა და
ვნებით კი არაფერი მომხდარიყო-რა. მთელს სამუსლიმანო საქართველოში კარგათ ცნობილი გახლდათ ყოვლად პატივცემული და
უპატიოსნესი გრიგოლ დავითის ძე გურიელი. ამ პირს ქობულეთის და აჭარის ბეგებთან
ნათესავობაც ჰქონდა, თვით იგი ქობულეთის ქართველ მაჰმადიანებში იყო გაზრდილი. ქართველ მაჰმადიანებს გრიგოლ გურიელი ისე უყვარდათ, რომ ყველანი მათში ამ პირს
ბატონიშვილს უწოდებდნენ და არა გრიგოლ გურიელს. ამ პატივისცემას მათში იწვევდა ის
გარემოება, რომ გრიგოლ გურიელი იყო რუსის გენერალი, მასთან იგი იყო დიდი ხმა და
გავლენის მექონი და ყოველივე ამაებთან, იგი იყო დიდი დამხმარე და ქომაგი ქართველ
მაჰმადიანებისა; ეს პატიოსანი პირი ეხმარებოდა მათ ყოველ ნაირის მხრით; ამიტომაც,
როცა ეს კაცი ჩავიდოდა მათში, მას დიდის პატივისცემით ეგებებოდნენ ქართველი
მაჰმადიანები. - ამ გარემოებით ისარგებლა გიორგი ყაზიბეგმა. მთავრობასთან საქმე
მოაწყო ასე, რომ გრიგოლ გურიელმა იმგზავრა მთელს სამუსლიმანო საქართველოში, ამას
თან გაჰყვა მთელი გუნდი მოსამსახურე კაცების, რომელთაც ყველას ჩაქურათ ეცვა
ტანსაცმელი და იგინივე იყვნენ მაჭახლურის იარაღით შემოსილები. აი, ამ პირებში ერია
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგიც. გიორგი ყაზიბეგიც იყო ჩაქურათ გამოწყობილი და მაჭახლურს იარაღში ჩასმული. ერთი
სიტყვით, ეს იყო ისე მოწყობილი და მოწესრიგებული, რომ ვითომც ესეც მოსამსახურე
გახლდათგრიგოლ გურიელისა. ასე რომ, ეს პირი ოსმალოს უნდა ეცნა როგორც გრიგოლ გურიელის მოსამსახურე და არა
გენერალური შტაბის ინჟინერი გენერალი. ეს მოხერხება მართლაც ჭკვიანური გამოდგა და გრიგოლ გურიელის მოგზაურობაში გიორგი
ყაზბეგიც თავისუფლად მოგზაურობდა. მასზედ ეჭვს ვერავინ იღებდა, თუ იგი იყო გენერალი
და არა გრ.გურიელის მსახური. გ.ყაზიბეგი ასე იყო გამოწყობილი, იგი გრ.გურიელს კი არ
ემსახურებოდა, არამედ თავის საქმეს აკეთებდა და ცნობებს ჰკრეფდა სამუსლიმანო
საქართველოს შესახებ. ამ გვარად, გენერალ გურიელმა გაიარა თავისუფლად მთელი ქობულეთი, აქ მათ დიდ პატივს
აძლევდნენ ქობულეთის ბეგები და ხალხი. აქედან ესენი გადავიდნენ ბათუმში, აქაც მათ
ბათუმის ოსმალთა მთავრობამ დიდი პატივისცემა მისცა, აქ ესენი დარჩნენ რამდენსამე
დღეს და აქ არავის შეუტევია და არც შეუმჩნევია ის გარემოება, თუ გრიგოლ გურიელის
მსახურთ შორის ერია ერთი რუსის გენერალი ინჟინერი გიორგი ყაზბეგი. საქმე ისე იყო მოწყობილი, რომ ეს გარემოება არც თვით გრიგოლ გურიელის მსახურებმა
იცოდნენ, თუ მათში ერთი ისეთი ახალი მოსამსახურეც ერია, რომელიც იყო გენერალი
ინჟინერი და არა უბრალო მსახური. მაინც გიორგი ყაზბეგსაც ძლიერ ოსტატურად ეჭირა
თურმე თავი; ისე, რომ მას ვერავინ რას შეატყობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ესენი ბათუმიდან გაემგზავრნენ აჭარას, ამ მგზავრობას გიორგი
ყაზბეგი თურმე გულის ფანცქალით ელოდა. ეხლა მოვიყვანთ აქ ცნობებს თვით გიორგი
ყაზბეგის ნაწერებიდან, რომლითაც მაშინ იგი თურმე აღებული ყოფილა. იგი აღვსილი იყო
დიდის დარდით. თუმცა იგი რუსის გენერალი გახლდათ, მაინც ვითარცა კარგი ქართველი მას
აშინებდა შემდეგი გარემოებაც. ის ნაღვლით იყო სავსე სამუსლიმანო საქართველოს უმწეო მდგომარეობაზედ და ნამეტურ
იმაზედაც კი უფრო, რომ ისეთი კუთხე, როგორიც იყო მთელი სამუსლიმანო საქართველო, რომ
იქ ქართული ენა ქართველ მაჰმადიანებში დიდათ იგმობოდა, ამ გმობას ოსმალოს მთავრობაც
რასაკვირველია ხელს დიდად უწყობდა და ამით საქმემ იქამდის მიაღწია, რომ ქართული ენა
ამოვარდა და დაავიწყდათ ქართველ მაჰმადიანებს ყარსის თემში, არტაანის, ოლთის და
სხვაც ბევრ ასეთ ადგილთა თემებში. დაღონებული იყო მით უფრო, რომ თუ სამუსლიმანო საქართველო ოსმალოს ხელში ისე
დაშთებოდა, მაშინ ქართული ენა იმ კუთხის ქართველ მაჰმადიანებშიაც ამოვარდებოდა,
სადაც იგი იმ დღემდის კიდევ მკვიდრად იყო დაცული, ესეთი კუთხეები გახლდათ აჭარა,
ზეგანი, მაჭახელი, ლიგანის ხევი, მურღულის ხევი, ნახევარი შავშეთი და ქობულეთი და
ზოგიც სხვა ჩვენთვის უცნობ ადგილებში, სადაც ქართული ენა კიდევ არ იყო ქართველ
მაჰმადიანთაგან დავიწყებული. ამ გვარათ, ამ ოქროს კუთხეში, შესაძლებელი გახდებოდა, რომ ქართული ენა მოსპობილიყოს
და მით გათავდებოდა იქ ქართული ენის ხსენება. მაინც ისიც ითქმის, რომ ესეთი დარდი
მარტოთ გიორგი ყაზბეგის საკუთრება არ გახლდათ, ესევე გარემოება დიდათ აღონებდა
ყველა ქართველის გულს და ამ უბედურებას ნაღველა ყველა ქართველს აწვა გულზედ ვაებათ.
ყველა ქართველს ეს გარემოება აწუხებდა და ადარდებდა, ვინაიდგან საქმე ისე იყო
ოსმალთაგან დაყენებული, რომ თვით ქართველ მაჰმადიანებს კი ამის შეგნება და გაგება
სულ არ ჰქონდათ. ყველა ქართველი ოხვრით იტყოდა ხოლმე და ჰგოდებდა მასზედ მწარედ, რომ
სამცხე-საათაბაგოში, ოსმალთა დესპოტიზმით დაემხო ქართველი ტომი, დაემხო ქართული
ენა, ამის ხსოვნა მოისპო ქართველთ შორის და ასე და ამგვარად მოისპო და გაჰქრა
ნახევარ საქართველოზედ მეტიო. ეს დარდი იყო ყველა ქართველისა და ამითვე იყო აღვსილი
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგიც. ეხლა აქ მოვიყვანთ ისეთ სიტყვებს ამ ვაების შესახებ,
რაც თვით გიორგი ყაზბეგის ბაგესა და კალამს ეკუთვნის. აჭარაში მიმავალთ გრიგოლ გურიელთან მყოფს გიორგი ყაზბეგს გულში უფეთქავდა თურმე
ასეთი ფიქრები: ახ, ღმერთო, ერთი დროით მივიდეთ აჭარაში და ჩემი თვალით ვნახო, რომ მართლა
აჭარაშიაც მოსპობილა ქართული ენა, თუ დღემდე შენახულა იგი მათ შორის. პატივცემული
გენერალი ამასაც მალე მოესწრო და აჭარაშიაც მალე მიაღწიეს, ეხლა აქ ისევ მისავე
სიტყვებს მოვიყვანთ, რომ ვინმემ ჩვენ სიმტყუნესა და გაზვიადებაში არ ჩამოგვართვან.
ამ სტრიქონებს იგი სწერს თავის მოგზაურობაში, სახელდობრ „სამი თვე ოსმალეთის
საქართველოში“, რუსულს ენაზედ დაბეჭდილი 1873 წ. თფ. ესევე მოგზაურობა პეტრე
უმიკაშვილმა მაშინათვე ქართულ ენაზე თარგმნა და იგი დაბეჭდილი იქმნა 1877 წლის გაზ.
„ივერიის“ ნომრებში. სწერს ერთ ალაგას გ.ყაზიბეგი: ჩვენ მივახლოვდით აჭარის საზღვრებს, მე ეს მიახლოვება გულს დარდით მივსებს და მაღონებს, აგერ შევედით აჭარაში, მიუახლოვდით აჭარის საზღვრებს
და მალე აჭარის მიწაზედაც გადავედით, შორიახლოდამ, ერთს მინდორზე აჭარელი ხალხი
გამოსჩნდა, ამით ბევრს გულს ნაღველა უფრო მოემატა, თუ როდის მივახლოვდებოდით ამ
ხალხს და გავიგებ მათგან, ჩემის ყურით ვისმენ, თუ მათში ქართული ენა კიდევ ცოცხლობს
თუ არა? აგერ მალე ამათ ამ აჭარელ ხალხსაც მიაღწიეს, შორიდან შეატყო გ.ყაზბეგმა, რომ ეს
ხალხი თურმე აჭარელი მწყემსი ბიჭები იყვნენ, ცოტა ხანს შემდეგ გულის ფანცქალით ამ
აჭარელს ბიჭებს მიუახლოვდნენ, მაგრამ არასფერი, გ.ყაზიბეგს გულის დარდი შაეცვალა.
თვალთ წინ სასიხარულო სურათი გადაეშალა, ვინაიდან შორიდამ მისმა ყურებმა
შორიდანმკაფიოთ შეიტყო, რომ აჭარელი მწყემსი ბიჭები ერთმანეთში ქართულის ენით
ჩხუბობდნენ თურმე. _ ეს გარემოება და ქართული ენის სმენა გ.ყაზბეგს მოჩვენება
ეგონა, მაგრამ მალე მიუახლოვდნენ იმ მწყემს აჭარლებს და ცხადათ დარწმუნდნენ მასზედ,
რომ ეს მოჩვენება კი არ იყო, არამედ ნამდვილი ამბავი. ამ ამბავისაგან გარკვეული
გ.ყაზბეგი ღმერთს მადლობას სწირავს და სიხარულს ეძლევა, მალე უახლოვდება აჭარელ
მწყემსებს და ქართულათ ლაპარაკს უწყებს, აჭარელი მწყემსებიც გ.ყაზბეგს ქართულის
ენითვე აძლევენ პასუხს. ამით გ.ყაზბეგი კმაყოფილდება და ახლა კი მას საიმედო
ნიშნები ეხატება თვალთ წინ და მცირე ხანს შემდეგ იგი ასეთ ფიქრებს ეძლევა. - არა,
არა, აჭარაში ქართული ენა არ მომკვდარა, არ მომკვდარა, მადლობა ღმერთს, რომ ამას არ
მოვესწარით, რაკი აჭარაში ქართული ენა სუფევს, მაშ იმედს არ დავკარგავთ, აჭარის
მაგალითი დიდებული საქმეა ჩვენთვის. აჭარის მიბაძვით შეიძლება, რომ მთელს
სამუსლიმანო საქართველოში ქართული ენა აღსდგეს, იგი გავრცელდეს ქართველ მაჰმადიანთა
შორის და ბოლოს მათ შეიგნონ ისიც, რომ იგინი შთამომავლობით არიან ქართველების, მათი
დედა ენა არის ქართული ენა და მათი სამშობლოც საქართველოა და არა ოსმალეთი, ანუ
თურქეთი და იგინიც თურქები არ არიან, არც მათი ენა გახლავთ თურქული. ასეთ ფიქრებმა გაიტაცეს გ.ყაზბეგი და იმან თავის სასიხარულო შთაბეჭდილება და
ფიქრები გენერალ გ.გურიელსაც განუზიარა სიხარულით. გ.გურიელიც დაეთანხმა მასზედ,
რომ აჭარაში ქართული ენა ისე არის შენახული, რომ მისი მაგალითით ეს ენა გავრცელდება
სხვა კუთხის იმ ქართველ მაჰმადიანებშიაც, სადაც კი ეს ენა დღეს უკვე დაკარგული
აქვთო. ასეთის საიმედო ფიქრებით ამათ განვლეს ქვედა აჭარის ნახევარი გზა და
მივიდნენ დაბა ქედაში. აქ ამათ დიდი პატივით დახვდნენ აჭარელი ბეგები, გაუმასპინძლდნენ, რამდენიმე დღე
დაშთენ, დაისვენეს და მერე აქედამ გაუდგნენ ზედა აჭარის გზას, ანუ ზეგანს. ქვედა
აჭარაში გ.ყაზბეგმა თავის საგნის შესახებ ძვირფასი მასალები შეკრიბა, რასაც მისი
წიგნებიც გვიჩვენებს, როგორც „სამი თვე ოსმალეთის საქართველოში“, ისევე მისი ვრცელი
შრომა „ლაზისტანის სანჯაყი“, რუსულსავე ენაზე დაბეჭდილი 1878 წ. და ბევრიც კიდევ
სხვა არის ასეთი წერილები. ქვედა აჭარიდამ ესენი გაემგზავრნენ ზეგანს, აქ ესენი ჩამოხტნენ ხულოს ახლოს,
სხალტის მეომართან, ხოჯა ლომან ეფენდის ბერიძის სახლში. ამ ოჯახში ესენი დაშთნენ
რამდენსამე დღეს და აქაც მიიღეს მათგან დიდი პატივისცემა. 1892 წ. მეც ვიყავი ამ
ოჯახში ჩამომხტარი და ამ ოჯახის წევრმა ხოჯანურიეფენდი ბერიძემ აი, რაცნობები
გადმომცაგრიგ-გურიელის და გ.ყაზბეგის შესახებ, ეს ცნობები მე მომყავს აქ
შემოკლებით. გ.ყაზბეგს ჩვენს ოჯახშიო, ძრიელს ოსტატურად ეჭირა თავი, იგი გრიგოლ გურიელის
მოსახსენებელში ერია, მაგრამ მათი ამხანაგი კი არ იყო, ლაპარაკიდანაც ეტყობოდა, რომ
ეს კაცი გონიერი კაცი იყო და მასთანავე კარგათ შეგნებული საქართველოს ისტორიაში და
თვით ჩვენი ისტორიაც კარგათ იცოდა მან. ჩვენსას სამ დღე და ღამეს დარჩნენ, კარგათ
დაისვენეს, პატივი ვეცით და მეოთხე დღეს გაემგზავრნენ, აქედამ მათ გადაუვლიათ
მირაცის ხეობა და აქედან მერე გადასულან შავშეთში. ნური ეფენდი ბერიძემ მიამბო ასე:
— „გიორგი ყაზბეგმა ჩვენს სახლში, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ჩვენი ძველები
მთელი თვის განმავლობაში სულ ყაზბეგის შესახებ ლაპარაკობდნენ და იგონებდნენ მისგან
ნაამბობს ისტორიულ ცნობებს, ცნობებიც სულ საქართველოს შეეხებოდა თურმე. რამდენიმე დღის შემდეგ, ესენი გადავიდნენ შავშეთში, მიმოვლეს ბევრი სოფლები, ნახეს
სხვადასხვა ძველი ქართული ნაშთები და მის მერე ესენი გადავიდნენ ტბეთს, სადაც ამ
ძველი ტაძრის ახლოს სოფელში სცხოვრობდა მაშინ ამ შავშეთის უფროსი გამგე ბეგი
ხიმშიაშვილი, ბერივ ბეგის შვილი. ამ ბეგმაც ეს სტუმრები დიდის პატივისცემით მიიღო.
აქ ესენი დარჩნენ რამდენსამე დღეს და ამ ხნის განმავლობაში შერიფ ბეგმაც მათ
გადაუხადა დიდი პატივისცემა და თავაზი. ცოტა არ იყოს, აქ თურმე გიორგი ყაზიბეგს
შერიფ ბეგმა ეჭვი აართვა, რომ ეს კაცი არ უნდა იყოს უბრალო კაციო და ამის
მოქმედებაში რაღაც საიდუმლოება უნდა იფარებოდესო. ერთ ღამეს შერიფ ბეგმა თურმე
უყარაულა და როცა ყველამ დაიძინეს, მას შემდეგ ყაზბეგი ლოგინიდან ადგა, გაშალა
რაღაც ქაღალდები და წერა და ხაზვა დაუწყო. მეორე დღესაც გყაზიბეგი თურმე ფეხსალაგში
შევიდა და იქა სწერდა თურმე, რისი ეჭვიც შერიფ ბეგმაც აიღო, რადგანაც იქ ყაზბეგი
ერთობ დიდ ხანს დარჩა. ამის შემდეგ, შერიფ ბეგი ძლიერ შეშინდა მასზედ, რომ ამ სტუმრების მიღება ოსმალოს
მთავრობამ არ შემიტყოსო. ამიტომ შეშინებულმა ბეგმა გრიგოლ გურიელს ასეთის სიტყვებით
მიმართა: „— ბატონო, ძია გრიგოლ, მე ვატყობ, რომ ეს თქვენი მსახური გიორგი არ არის თქვენი
მსახური და არც უბრალო კაცი, იგი მართალია თქვენი პატივის მცემელია და თქვენს
სამსახურსაც ასრულებს, მაგრამ იგი სხვა კაცი უნდა გახლდესო.“ მიამბეს მნახველ კაცებმა, რომ გრიგოლ გურიელი შერიფ ბეგს გამოუცდია თურმე
გულწრფელათ და აუწყა გ.ყაზბეგის ცნობა და საგანიც და მიზანიც მისი მგზავრობის. ამ
ამბავმა ბეგი დიდათ გააოცეს და მან მაშინათვე ასე მიმართა გრიგოლ გურიელს: „— ბატონო და ძია გრიგოლ, მაშასადამე მე დღეს ჩვენ ყველაფერს თქვენს პატივის ცემას
გავამზადებთ და ხვალ დილით ადრე თქვენ ადრევე წაბრძანდით აქედან, რომ თქვენს აქ
ყოფნას ცუდი შედეგი არ მოჰყვეს, თორემ ხომ მოგეხსენებათ ოსმალებმა რომ შეგიტყონ,
რაც ბეგ პაპას უყვეს ახმედ ფაშას და მის მამა სულიმ ფაშა ხიმშიაშვილს იმათზედ უარეს
მე მიზამენ, თავს მომჭრიან და სახლ კარსაც ამიოხრებენ, რომ ეს არ მოხდეს, ამიტომ
საჭირო არის, რომ ხვალ დილით თქვენ ადრიან წაბრძანდეთ აქედამ. თუმცა, ბატონო ძია
გრიგოლ, ეს გარემოება ჩემთვის ერთობ მძიმეა და არ მოსაწონი, მაგრამ რას ვიზამ, რომ
ჩვენც და თქვენც ცუდი არაფერი მოგივლინოთ.“ გრიგოლ გურიელმა ამაზე მადლობა უთხრა და თან დაავალა ასე: „— ჩემო ნათესავო და გულშემატკივარო ბეგო, ჩვენ თქვენს წინადადებას დიდი პატივის
ცემით შევასრულებთ, ხვალ დილით ადრე წავალთ, მხოლოთ დაგავალებთ, რომ თქვენ
არავისთან რა გრჯოდეთ და არავის არაფერი უთხრათ, არ შეატყობინოთ რამე ცნობა.“ ასე გადმომცეს ამ ძვირფასი ისტორიული მგზავრობის შესახებ იქ დამსწრე პირებმა.
როგორც ვიცით, შავშეთიდან ამათ გავლეს ოლთის თემი და იქიდან მის მერე გადავიდნენ
ლაზისტანში. ლაზისტანში მათ დაჰყვეს თითქმის მთელი ერთი თვე და აქ გიორგი ყაზიბეგმა
ისე გაიმარჯვა, ისეთი ძვირფასი ცნობები შეკრიბა ლაზების ძველი და ახალი ცხოვრების
შესახებ, რაის საშუალებითაც მან დასწერა ვრცელი ტომი რუსულს ენაზედ, სახელდობრ
„ლაზისტანის აღწერა“, ანუ „ლაზისტანის სანჯაყი“, რაც იმავ დროს, თფილისში ცალკე
წიგნაკიც გამოიცა. ლაზისტანის შემდეგ გ.ყაზიბეგმა მიმოვლო სხვა ადგილებიდან სამუსლიმანო საქართველოსი
და ამ გვარათ მან გრიგოლ გურიელთან ერთად მთელი სამი თვის განმავლობაში მიმოვლო
ოსმალეთის საქართველო და ყველა ეს ადგილებიც ანუსხა თავის მოგზაურობის წიგნში „სამი
თვე ოსმალეთის საქართველოში“. ეს რუსული წიგნი ქართველმა საზოგადოებამ დიდი
პატივისცემით მიიღო. ამ წიგნის საშუალებით გაიცნა ქართველმა ერმა სამუსლიმანო საქართველოს ადგილები და
მასში მცხოვრებ ნახევარ საქართველოს ხალხის ყოფა-ცხოვრება და ის სამწუხარო
ცნობებიც, თუ მათში სად იყო დაკარგული ქართული ენა და სად კი დაცული და შენახული.
ამ წიგნს ქართველებში იმოდენიმკითხველი გაუჩნდა, რომ მალე იგი ქართულათაც სთარგმნა
პეტრე უმიკაშვილმა და 1877 წ. გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა. გ. ყაზბეგი რომ დიდათ გულშემატკივარი პირი იყო ქართულ მაჰმადიანთ ცხოვრებაზე, ესა
სჩანს თვით მის ნაწერიდანაც, ვინაიდგან იგი მათს ავკარგიანობას, მათს ცხოვრების
პირობებს ისე კარგად გაეცნა, რომ იგი ყოვლათ შეუძლებელია სამი თვის განმავლობაში
გაიცნოს კაცმა. მაგალითებრ, გიორგი ყაზბეგის მგზავრობის შემდეგ გასული იყო უკვე 23 წელიწადი და
ყაზბეგის შესახებ ცნობილი მაინც კიდევ ისე კარგათ ახსოვდათ ბევრი, რომ ისინი დიდის
აღტაცებით ლაპარაკობენ გიორგი ყაზბეგის მოგზაურობისა და მის ნალაპარაკევზე. დასასრულ მოვიყვანთ კიდევ შემდეგ, რაც გ.ყაზბეგის ღირსებას დიდათ ანათლებს. რუსეთის გენერლების ისტორიაში, უკანასკნელ დროს, გ.ყაზბეგი გახლდათ პორტატურის დამცველად და
როცა პორტარტურს რუსის სოციალისტი რევოლუციონერები ესროდნენ, მაშინ გიორგი ყაზბეგმა
მათ სროლით არ გასცა პასუხი, რაც დიდათ საყურადღებო იყო მაშინ და სამაგალითო. ამის
გამო, როცა გ.ყაზბეგი ნიკოლოზ მეორემ ნახა, და ამას უამბო გ.ყაზიბეგმა სროლით
პასუხის არ მიცემის პირობები, ნიკოლოზი დააკვირდა და მაინც უთხრა ასეთი შენიშვნა:
„– გენერალო, მაინც შენ უნდა გესროლა მათთვის და პასუხი სროლით უნდა გაგეცაო.“ ამის შემდეგ გ.ყაზიბეგი, უკვე მოხუცებაში შესული, რუსეთის მთავრობამ საყვედურის
მიცემით სამსახურიდამ დაითხოვეს, ამის შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა და ტფილისში
ჩამოვიდა. ჩვენ ვნახეთ იგი და მან ბევრი ილაპარაკა ოსმალეთის საქართველოს და
ქართველ მაჰმადიანთა შესახებ. მე დიდი მადლობა მითხრა, რომ ქართველ მაჰმადიანებს
ყურადღება მიაქციე და მათ შესახებ წერა დაიწყეო. მეც ჩემი მგზავრობის ამბები უამბე. იგი სიამოვნებით ისმენდა ჩემს ცნობებს ჩემი
დაბეჭდილი წიგნებისაგან. იგი აღტაცებული იყო იმავე დროს, მან მაყიდინა ყველა
ქართული წიგნების თითო ცალი და ყაზიბეგის ბიბლიოთეკას შესწირა უფასოთ. ამ დროს,
მანვე სთქვა შემდეგი სიტყვა ჩემს საპასუხოთ: „ქართველ მაჰმადიანების გათვითცნობიერება დიდი საქმეა, ამით საქართველოს ნახევარი
საქართველო მოემატება, მართალია მათში ბევრს ალაგას ქართული ენა დაკარგული აქვთ და
მის ნაცვლად იგინი ოსმალურად ლაპარაკობენ, მაგრამ ამის შიში არა აქვს. იგინი
ქართულს ენას უსათუოდ შეისწავლიან მიუხედავად იმისა, რომ იგინი ისლამის ფანატიკები
არიან და ქართველობაც სძულთ. მაგრამ რაც შეეხება თვით კი მაინც არ მალავენ, რომ იგინი მაინც ქართველები არიან,
ყველას ეუბნებიან თამამად, რომ ჩვენ ქართველები ვართ. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ
იგინი ბოლოს ქართულის ენას შეისწავლიან, თუ ჩვენც ამისათვის მათზე ზრუნვა
გვექნება“. ამან მე დიდათ დამაიმედა. ბოლოს, საქართველოს ყოფილ მთავრობას კონსტანტინეპოლში გაჰყვა და ეს ყოვლად
პატიოსანი კაცი, საქართველოს ერისა და მწიგნობრობისმოყვარე
კონსტანტინეპოლშიგარდაიცვალა და იქვეა დასაფლავებული.
მან ფიცით პირობა მისცა, რომ ამას ჩვენგან ვერავინ შეიტყობსო. ამაზე გრიგოლ
გურიელმა მადლობა უთხრა და მას შემდეგ სამგზავრო სამზადისსაც შეუდგნენ. მეორე დღეს,
ესენი ადრე ადგნენ, ბეგმა დილას სამხარი მიართვა და მას შემდეგ იგინი გაემგზავრნენ
შავშეთიდან წიფთის ციხისკენ.
ასე კარგათ მათს გაცნობას უნდა სამი წელიწადი და მეტიც და არა სამი თვე.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მან თავის მოგზაურობის დროს, ქართველ
მაჰმადიანებზე ისეთს შთაბეჭდილებას ახდენდა, რაც მათ კარგათ ახსოვდათ თვით იმ
დროსაც კი, როცა მე ვმოგზაურობდი მათში.
![]() |
7 თავად გრგოლ დავითის ძე გურთელის ნაამბობი |
▲ზევით დაბრუნება |
ჭიჭინაძე ზაქარია
(1854-1931) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი; დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, მან, განსაკუთრებით, მაჰმადიან ქართველებთან ურთიერთობას დასდო ამაგი.
თავად გრგოლ დავითის ძე გურთელის ნაამბობი
(იბეჭდება შემოკლებით; წიგნიდან: ზ. ჭიჭინაძე. „ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსულმან ქართველთ საქართველოსი“ ბათ. 1911.)
„რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდის, ქართველ მაჰმადიანთ წინაშე საიდუმლოდ მოლაპარაკება იყო გამართული, აცნობეს მათ, რომ რუსეთის იმპერატორს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კუთხე რაც უნდა ძვირად დაუჯდეს და ბევრი სისხლი დაღვაროს, მაინც ეს ადგილები უსათუოდ აღებულ უნდა იქნეს და საქართველოსთან შეერთებულიო. ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ თქვენ უბრალოდ სისხლი არ დაღვაროთო, ან ჩვენს ჯარს კლდე-ღრეებში არ ჩაუსაფრდეთ და არა ხოცოთო. თუ სურვილი გექნებათ, მაშინ ცხადათ გამოდით და ომში მიიღეთ მონაწილეობავო. ხოლო ჩვენთვის უცხო ვიწროებში ქურდულათ ჩასაფრება და თოფის სროლა კი არ იყოსო. ასეთ წინადადების მოლაპარაკებლად ჩვენის მხრიდან იყო დანიშნული გენერალი თავადი გრიგოლ დავითის ძე გურიელი, მიხეილ ალექსანდრეს ძე მეფისაშვილი, ახალციხელი, ორივე გამოჩენილი პირნი მთელს ოსმალეთ საქართველოში, ერთი გურიის მთავრის შთამომავალი, მონათესავე აჭარის და ქობულეთის ბეგების ხიმშიაანთი და თავდგირიძეების და მეორე ახალციხელი, ქართველი კათოლიკე, რომელსაც მეტად დიდი გავლენა ჰქონდა მთელს ოსმალოს საქართველოს ხალხზედ, მთელს ამ კუთხეს და ხალხს იგი ისე იცნობდა, როგორც თავის ხელის გულს.
ვიდრე რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყებოდა, მის რამდენიმე წლის წინეთ, ოსმალურ
საქართველოში იმოგზაურა რუსეთის გენერალურ შტაბის მოხელე გენერალ გიორგი ნიკოლოზის
ძე ყაზიბეგმა. აჭარაში ამის მგზავრობის შესახებ მიამბეს შემდეგი ცნობები, რომელიც
მომყავს აქ. გიორგი ყაზბეგს ტანზედ ჩაქური ტანთსაცმელი ეცვა და ისე მგზავრობდა,
უმთავრესად კი აქ მგზავრობდა გენერალი გრიგოლ გურიელი, რომელსაც მთელი ქართველთ
მაჰმადიანობა კარგად იცნობდა და ყველა მათგანი მას ბატონიშვილს უწოდებდა. გიორგი
ყაზბეგი გრიგოლ გურიელისმოსამსახურეთა შორის ირიცხებოდა თურმე და არა რუსეთის
მოხელეთ. ამათ მიმოვლეს მთელი ოსმალოს საქართველო. გიორგი ყაზიბეგმა შეადგინა
თავისი მოგზაურობა, რომელიც მალე რუსულ ენაზედ ცალკე წიგნად დაიბეჭდა და მასთან
მეორე წიგნი „ლაზისტანის სანჯაყი“. ორივ საინტერესო წიგნები და ჩვენი ტომისთვის
გამოსადეგნი. გიორგი ყაზიბეგის შრომა ამ მხრით რუსეთის მთავრობისათვის გზა და ხიდი გახდა ომის
დროს, მათ სწორედ ამ აღწერით და პლანებითაც იარეს, გიორგი ყაზიბეგის შემდეგ,
აჭარაში იმგზავრა დიმიტრი ბაქრაძემ და ამანაც ასწერა იგი ისტორიულად და
ეტნოგრაფიულად, რაც ცხადი საქმეა ესეც გამოადგებოდათ რუსეთის მხედრობის მეთაურთ
გზების საცოდნელადა. ...შერიფ ბეგ და სხვა ბეგებთანაც მე და მიხეილ მეფისოვს მოლაპარაკება გვქონდა და
საქმე ისე ხერხდებოდა, რომ მთელი აჭარა რუსის მხედრობას უომრად უნდა ჩაბარებოდა.
საქმე ასე მოვაწყეთ აჭარის შესახებ. საქმე ქობულეთი იყო, ქობულეთის ბეგებიც
თანახმანი იყვნენ ამისი, ხოლო წინააღმდეგი იყო ალი ფაშა თავდგირიძე და მისი ძმა
ოსმან ფაშა. ესენი არა შვრებოდნენ, ამბობდნენ, რომ არ ჩავბარდებითო. მე უთხარ ალი
ფაშას, რომ რაც გინდ რუსეთს ძვირად დაუჯდეს მაინც ამ კუთხის აღება გადაწყვეტილი
აქვს, ამიტომ თქვენ უბრალოდ დაღვრით სისხლს, ამით არაფერი გამოვათქო. იგი მაინც
უარზედ იდგა. მე ვუთხარი, რომ რუსები ფაშობის მაგიერ გენერლობას მოგცემენ, მასთან
კარგს პენსიას და სხვა მეტი რა გინდა, თუ არა გსურს ეს, მაშინ ჩუმად ტყვეებიდან და
მიუდგომელის ადგილებში ჩასაფრებას თავი გაანებეთ, ჯარს ნუ ესვრით, აშკარად გამოდით
და ომში მონაწილეობა მიიღეთთქო. ასე ვაწყნარებდი მას, ამისთვის მას 600 მან. ვასესხე, მერე 400 მან. მივეცი, შემდეგ
ამ ფულში მან თავის ქობულეთის სიმინდის თავლა მომცა, თუმცა მე ამას არა ვსთხოვდი.
საქმე მოწყობილი იყო და ხერხდებოდა ისიც, რომ აჭარლებთან ერთად არც ქობულეთელნი და
ჩაქველნი გადგებოდნენ შორს, ესენიც უომრად უნდა ჩაბარებოდნენ რუსის მთავრობას,
რადგანაც მათ იცოდნენ რუსეთის მთავრობის აზრი, რომ რაც უნდა დამართოდათ ამ ომით
მაინც იგინი ამ ადგილებს უსათუოდ აიღებდნენ. ეს იცოდნენ მათ და ამიტომ იმედიც იყო,
რომ იგინი ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგვიწევდნენ. პირველნი ასეთებს ეტყოდნენ ხოლმე 1877 წ. დაიცადეთ, ნუ იშლებით, ქვეყანას ნუ შლით,
ნუ რევთ, თუ რუსი მოვლენ, მოვიდნენ, ჩვენ ისინი არას დაგვიშავებენ, ჩვენ ჩვენთვის
ვიქნებით, ჩვენი ცხოვრება გვექნება, მუსულმანურათ ვილოცებთ, ამას იგინი არ
დაგვიშლიან, მათ მუსულმანი ყმანი ბევრი ყავსთ, მაგრამ მათში ერთი კაციც არ
გაუქრისტიანებიათ, ამიტომ ნუ იყრებით, ცოდონი ხართ, თორემ მამაპაპის ქვეყანას
დაკარგავთ, ბოლოს ბევრს ინანებთ, მაშინ ერთობ გვიან იქნება, ჩვენც ბევრს
მოგვიგონებთ, რუსნი ხალხნი არიან, გურჯები ხომ ჩვენი ძმებია, ამიტომ აშლილობას თავი
გაანებეთ და ნუ ჩადიხართ მას რაც თქვენის თავისთვის არ იქნება ფარსაგი. ასე
ქადაგებდენ ეს გულ შემატკივარ პირნი და ამათ გული სტკივოდათ ქვეყნის ასე არევ
დარევაზედ, მაგრამ რას გააწყობდენ, ყოველივე მათი ქვეყნის უბედურება
გამომდინარეობდა მათის სასულიერო წოდების და ფანატიკი მოლა და ხოჯებისაგან,
რომელნიც ვინ იცის რას არ ქადაგებდენ, ასეთ პირთათვის. სამშობლო ქვეყანას, სამშობლო
ენას, ისტორიას და წარმატებას უბრალო ფასი ედვა. ყველა ამაზედ მაღლა იდგა ისლამის
საბედნიეროთ გარდასახლება, რასაც ესენი თვით ჯამეებში ქადაგების დროსაც კი
ამბობდენ, რომ „მუაჯირა გეთთიო“ ე.ი. მუაჯირათ წადითო. ქართველ მაჰმადიანების ასეთი მღელვარება და ომის გამო შლილობა ოსმალოს მაშინდელს
მთავარ სარდალს დიდ საწინააღმდეგოთ მიაჩნდა, იგი ფიქრობდა, რომ ესენი გურჯები არიან
და ამიტომ ამ აურ-ზაურს იწყებენ, რომ ჩვენ გვიმტრონო. ამან საქმის გარემოება არ
იცოდა, არცა რა სხვის სიტყვა სჯეროდა. ამან ხალხს დაუწყო კიცხვა და მუქარება, მალე
საქმე ისე მოხდა, რომ მთავარ სარდალმა კიცხვით საყვედური უთხრა ალი ფაშა
თავდგირიძეს, რომ თქვენ გურჯები ხართ და შეიძლება ჩვენ გვიღალატოთო. ასეთი
საუბრისაგან მათში დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა, ალი ფაშა თავდგირიძე მას პასუხს
აძლევდა და ყოველივეს უქარწყლებდა, მაგრამ მთავარ სარდალ ფაშას ეს არა სჯეროდა და
გურჯებს მოღალატეს უწოდებდა და მასთან ამ ღალატის მეთაურობას ალი ფაშა. თავდგირიძეს
სწამებდა. საქმე ისე გამწვავდა მათში, რომ მართლაც მან მეტად არა კარგი მიმართვა
მიიღო. იგინი ერთმანეთს მკაცრად გადაეკიდნენ. აქ ცალკე ომი იყო, იღვროდა სისხლი და დღითიდღე ომს მეტად ცხარე მიმართვა ეძლეოდა,
ოსმალთ საქმე უკან მიდიოდა, მთავარ სარდალი ამ უკან დაწევის მიზეზად პირდაპირ
ქართველ მაჰმადიანებს ასახელებდა, თუმცა ესენიც ღვრიდენ სისხლს, მაგრამ ეს მთავარ
სარდლისათვის ცოტა იყო. ეს არ კმარობდა, ოსმალოს მხედრობის უძლურებას პირდაპირ
ამათში ხედავდა, ნამეტურ ყოველივე უბედურების მიზეზებს ალი ფაშას და მის ამხანაგებს
სწამებდა, ჩვენ თუ რუსები გვერევიან, ეს სულ თქვენი ბრალიაო... თქვენ ატყობინებთ
ყოველივეს მათ, მიტომაც გვჯობნიან იგინიო. თქვენ გურჯები ხართ, მათი მხარე
გიკავიათო. მთავარ სარდლის ასეთმა საუბარმა ალი ფაშასთან არ იქონია კაი პირობები,
ქართველ მაჰმადიანთ უმრავლესობაც მთავარ სარდალს აჰყვა და დაიწყეს ლაპარაკი, რომ
მართლაც ოსმალოს ჯარს მიტომ ერევა რუსი, რადგანაც ალი ფაშა თავდგირიძე გვღალატობსო.
ეს ხალხი ამ ომიანობის წყალობით აღარ ფიქრობდა იმას თუ უძლურების მიზეზი რა უნდა
ყოფილიყო, ამიტომ ყველა უბრალოდ და მოუფიქრებლად ბრალს და ღალატს სწამებდა ალი
ფაშას. რაკი ხალხში ერთხელ ტუტუცურად ალი ფაშაზედ ღალატის გამო სიტყვა ატყდა, მერე სიტყვა
საერთო ლაპარაკათ გადაიქცა. ამ ხალხის ყაყანს და ჭორებს მთავარ სარდალ ფაშამ
ფხიზლათ შეხედა, ამან სთქვა, აი თუ ალი ფაშა ღალატს არ ჩადის, აგერ ხალხიც რათ
ლაპარაკობსო მასზედაო... ამ გარემოებამ ალი ფაშა ძალიან გააბრაზა და ამან ახლა კი
ჩაიდო გულში მის ფიქრი, რომ ამდენი ღალატის დაწამების შემდეგ, რომ უღალატო სწორედ
ახი იქნება ამაზეო. მაგრამ ეხლა ეს გვიან იყო, არდაგანი (არტაანი), ყარსი რუსებს
აღებული აქვნდათ და გურიიდან ბათუმსაც უახლოვდებოდნენ. ალი ფაშა ჩავარდა მის
სინანულში, რომ რატომ ჩემს პირობაზედ არ დავდექ, რაც გრიგოლ გურიელთან პირობა
მქონდა მიცემული, იგი რატომ არ შევასრულე. უბრალოდ რათ ავტეხეთ ხალხიო. ალი ფაშას კი რომ მოენდომნა ეს ომი არ მოხდებოდა, იქ იმოდოლა კახელობა არ
ამოსწყდებოდა ისე უღმერთოთ, ამ ომში და ცხარე სისხლის ღვრაში ალი ფაშა და მის ძმა
ოსმან ფაშაც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ მაინც მთავარ სარდალს მათზედ გული არ
ეწმინდებოდა და ყოველ თავის ნაკლს სულ მათ სწამებდა, რაც ხდება ეს ყოველივე მათი
ბრალიაო. რა იყო მათი ბრალი? აი რა: რუსებს ამოდოა ხალხს უწყვეტავთ და მით კი მაინც
მათს მხედრობას უკან ვერ ვწევთ, მაინც ერთ ალაგას არიან გამაგრებულნიო. ესეთი
ბრალის ცნობები ალი ფაშამაც შეიტყო კარგად, რამაც რასაკვირველია უსიამოვნება
გამოიწვია, მაგრამ ამ უსიამოვნებას ის მოჰყვა, რომ დერვიშ ფაშამ ალი ფაშას
საქართველოდამ გაძევება დაუწყო. ისე მოხერხდა საქმე, რომ მთავარ სარდალ ფაშის
უმაღლესის ბრძანების ძალით ალი ფაშა თითქმის პატიმარ ჰყვეს, ჩასვეს გემში და
ოსმალში გააძევეს, სტამბოლს გაგზავნეს. ამ გარემოებამ ხომ ალი ფაშას უფრო გაუფუჭა საქმე, ხალხმა დაიწყო მასზედ ყვირილი,
რომ აი თუ არა ღალატობდა ალი ფაშაო. გაუგეს და მიტომაც გააძევეს ოსმალეთშიო.
ქობულეთში ხომ ამაზედ ლექსიც გამოსთქვეს და ალი ფაშას მოღალატე უწოდეს, მაგრამ ეს
ტყუილი არის, იმან ოსმალოს მთავრობას კი არ უღალატა, უღალატა მარტოდ თავის სამშობლო
საქართველოს, ქართველ ხალხს და ნამეტურ თავის თანამემამულე ქართველთ მუსულმანობას.
ალი ფაშა დამორჩილდა მთავარ სარდლის ბრძანებას, იგი წაყვანილ იქმნა სტამბოლს, სადაც
მან თავი იმართლა და რამდენიმე ხნის უკან ისევ საქართველოში, ანუ ბათუმს მობრუნდა,
რადგანაც ამას აქ აქვნდა მამულები, ამ დროს უკვე რუსეთის და ოსმალეთის მორიგებაზე
ლაპარაკი თავდებოდა. ალი ფაშას ახლა კი მთავარ სარდალმა კარგის თვალით შეხედა, ეს
დარწმუნდა მასზედ, რომ ალი ფაშას მე უბრალოდ ვწამებდი ღალატს, თორემ ამას აქ
სტამბოლიდან აღარ გამოუშვებდნენო, უეჭველია ამის შესახებ მთავარ სარდალი
სტამბოლიდან ცნობასაც მიიღებდა. საქართველოში მოსულ ალი ფაშას გაახსენდა ის გარემოება, რომ გრიგოლ გურიელის
სიტყვით, მას რუსთაგან ასი ათასი მანათი უნდა მიეღო, თუ ვინიცობა არის და რუსთა
შესვლის დროს, ქობულეთში თოფი არ გავარდებოდა, ომი არ ატყდებოდა. ალი ფაშამ იმ
დროის რუსის მთავარ მართებელს ქართულად დაწერილი საიდუმლოდ წერილი გამოუგზავნა
ქობულეთს აქეთ ბრძოლის ველზედ, რითაც სთხოვდა შემდეგს: თქვენ მე დამპირდით ას ათას
მანათს, მე შევიტყვე, რომ ეს ფული მიუღიათ იესე და გრიგოლ გურიელებს. ამიტომ ვითხოვ
რომ ეს ფული მე გადმომეცესო. წერილი მთავარ სარდალმა ბრძოლის ველზედ გრიგოლ გურიელს
გადასცა, ქართულად ნაწერია და წაიკითხე რას იწერება ალი ფაშაო. მიამბო გენერალმა
თავ. გრიგოლ გურიელმა: წავიკითხე და გავკვირდი ალი ფაშას სითამამეზედ და
ბავშვობაზედო, მეც რასაკვირველია ყოველივე გადავუთარგმნე მთავარ მართელებსა, რამაც
იგი ერთობ გააკვირვაო. ალი ფაშას არ ესიამოვნა ის გარემოება, რომ მან რუსის მთავრობისაგან ფული ვერ აიღო,
ან რათ ელოდა ეს ამას ამათგან, რომ იგი იმ ფულს მიიღებდა, ჩვენ ამის საიდუმლოება არ
ვიცით. ხოლო ის კი სთქვა თავ. გრიგოლ გურიელმა, რომ მთავარმართებელმა სთქვა: ალბათ
რუსები მაგას ბავშვები ჰგონიაო. ფულის ძიების საქმე ალი ფაშას ასე დაუტრიალდა,
ამაზედ იგი გაგულისდა. იმ დღიდანიგირუსეთის მტრად აღმოჩნდა, მაგრამ რაღას იზავდა,
ვერაფერს, ხოლო რუსთა მტრობის მახვილი გადაიტანეს თვით თავიანთ სამშობლო ქვეყნის
ქართველ მუსულმანობაზედ. მან და მისმა ამხანაგებმა ამათ უმტრეს მხოლოდ, სხვა
არავის. აჭარლები აღბორგეს ოსმალეთის მთავრობის წინააღმდეგ, ასევე ბერლინის კონგრესის და
ამათ განუცხადეს დერვიშ ფაშას, რომ ჩვენ ოსმალოს არც უყიდნივართ და ნურც გვიყიდისო,
ჩვენ ჩვენი თავით რუსებს არ ჩავბარდებითო. ამ უარის თქმაში ალი ფაშაც იქნებოდა
ჩარეული. რადგანაც ამაში ოსმან ფაშაც ერია. საქმემ სასტიკი ხასიათი მიიღო. დერვიშ
ფაშა ატყობინებდა აჭარელთ, რომ წინააღმდეგობას ნუ სწევთ, სულთანის ბრძანებით უნდა
ჩაბარდეთ, ვინაიდან მისი სურვილი ეს არის. ჩვენთვის არზრუმი უფრო ძვირფასია,
ბათუმის იქით ჩვენ გზა არა გვაქვს, ეს კუთხე ჩვენ ძველებს რომ დაუმორჩილებიათ,
მაშინ იმათ მთელი გურჯისტანის დაჭერა სდომნიათ, მაგრამ ეს მათ ვერ შესრულებიათ.
ამიტომ ჩვენთვის ბათუმი სრულიად უმნიშვნელოა, ეს ისევ გურჯისტანზე წავიდეს,
ჩვენთვის არზრუმი არის საჭირო, თუ თქვენ რუსები გეჯავრებათ, ჯერკი ჩაბარდით და მერე
შეგიძლიათ ოსმალეთში გადმოსახლდეთ, ჩვენი ფადი შახი მოგცემთ თქვენ კარგს ადგილებს
შუა გულს ოსმალეთშიო. ქობულეთში, აჭარა ლივანას და მასთან მთელ ქართველ მაჰმადიანთ დიდი შლილობა იყო ამ
დროს, საქმემ იქამდის მიაღწია, რომ ამათ შეადვინეს რამდენიმე ქართველ მაჰმადიანთ
წრე, რომელთაც ერთ ევროპიელს ინგლისურს ენაზედ თხოვნა დააწერინეს ინგლისის
კაროლევასთან და ლონდონში გაუგზავნეს, რითაც ესენი სთხოვდნენ კარალევას, რომ ჩვენ
ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანაც საქართველო არის და ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენი
მფარველობის ქვეშ მიგვიღოთო. ამ თხოვნაზედ ვითომ ოსმან ფაშა თავდგირიძესაც აქვნდა
ხელი მოწერილი, თუ ამან მოაწერა, მაშ ალი ფაშასაც ამის სურვილი ექმნებოდა, თუმცა
ვერცარა ამით იქნებოდა რა, ვინაიდან ჩაბარების საქმე გათავებული იყო... არ იფიქროთ,
რომ ვითომც ასეთი თხოვნა ამათ თავიანთ ქვეყნის სიყვარულით შეადგინეს, არა, ეს მათი
მანქანება იყო, თორემ თუნდ დავასახელებთ ალი ფაშას, ოსმან ფაშას და სხვათაც, რომ
ესენი ამავ დროს, აშლილ ხალხს უფრო შლიდნენ, ჯერ ჩაუბარებლობას უქადაგებდნენ, თუ ეს
არ იქმნა და ჩაბარდით, მაშინ აიყარენით სულ და ოსმალში წამოდითო. ამიტომ ამათ მორთეს ამაზედ ლაპარაკი, გადასახლებისათვის მეტად მწვავედ აქეზებდნენ
ხალხს, აქეზებდა თურმე ნამეტურ ალი ფაშა თავდგირიძე, მისი ძმა ოსმან ფაშაც და
ასეთნიც სხვანი და ვითომც ესენი ამით ყრილობდნენ რუსების ჯავრს. ამათ სურდათ, რომ
რუსებს ამ კუთხეში ერთი კაციც აღარ დახვედროდათ და სოფლები და დაბები სულ ცარიელები
ყოფილიყოსო. ეს გარემოება თურმე ბევრს აწუხებდა, ამის წინააღმდეგ ბევრნი
მოქმედებდნენ და უქადაგებდნენ ხალხს, რომ ნუ აიყრებითო, მაგრამ გაგონება აღარავის
აქვნდა. თავ. გრიგოლ გურიელმა მიამბო: ამ უბედურ გადასახლების წაქეზების გამო,
განგებ წაველ ალი ფაშასთან და ველაპარაკე, ვსთხოვე, რომ მას ამ წაქეზებისათვის თავი
დაენებებინა, მაგრამ რამდენათაც იგი მეტს გადაასახლებდა, იმდენათ ამის გამო ოსმალოს
მთავრობისაგან დიდ პატივს მიიღებდაო, მეორე ამით ეს დაამტკიცებდა თვის
ერთგულებასაო. ჩვენ ქართველ ქრისტიანებსაც დიდათ გვიხაროდა ჩვენი დაკარგული ძმების შემოერთება და
კავშირი, მადლობელნი ვიყავით მით უფრო, რომ დაკავშირებულ იქმნა უმეტესი ნაწილი
სამცხე-საათაბაგოსი, დარჩა შემოუერთებელი მხოლოდ ლაზისტანი და ზოგიც რამ კლარჯეთის
ადგილები, დანარჩენი კი სულ შეერთებულ იქმნა რუსეთის საქართველოსთან. ამ გარემოებით
ისარგებლა დიმიტრი ბაქრაძემ და 1879 წ. იმგზავრა მთელს ამ შემოერთებულს კუთხეებში,
მერე კი, როცა საზღვრები დაიდო, მაშინ კი ზოგი რამ ისევ ოსმალეთის სამშობლო
საქართველოში გადავიდა, როგორც მაგალითებრ არჯევაანთ ხეობა, ხახულის და ერთობ დიდი
ნაწილიც ასეთის ადგილების. ამ გარემოებამ ჩვენ გული მეტად დაგვწყვიტა. ქართველ ქრისტიანებმა ამ დროს გამოვიჩინეთ დიდი ლმობიერება ქართველ მაჰმადიანთ
წინაშე. ჩვენ ძრიელ გვიხაროდა დაკარგულ ძმების შეერთება, დაკარგული საქართველოს ზოგი
ადგილების ნახვა და გაცნობა. ამის გამო ჩვენს ნატვრას და სიყვარულს საზღვარი არ
აქვნდა. იმ დროის გაზეთი „დროება“ ხომ სულ ასეთის ამბებით ივსებოდა, მასში ხშირად
წერილებს |40 მაშინ ჩვენში ყველას ესწრაფოდა გული, რომ ეგები მორიგება მალე გათავებულიყო, რუსთა
და ოსმალთ საზღვრებიც დაყოფილიყო და ჩვენც გვღირსებოდა დაკარგულ ძმებთა ქვეყნებში
ფეხის შედგმა და ნახვა, მათი ცხოვრების და გულის მით დადინჯება. როგორც იქმნა
ამასაც მოვესწარით, პირველად ჩვენი მწერლებიდან აჭარაში ფეხის შედგმა სერგეი მესხს
მოუხდა, ფულის დარიგების შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველ მაჰმადიანებში გაჩნდა ერთი
ისეთი ხეპრე და უპურმარილო ადამიანი, რომელმაც ნეტარ ხსენებულ სერგეი მესხს, გაზეთ
„დროების“ რედაქტორს, დამბაჩა ესროლა, მოკვლა სწადდა თურმე. მადლობის მაგიერი იყო
ეს. მადლობა ღმერთს,რომ ტყვია არ მოხვდა და არა დაუშავა რა. ეს ამბავი ყველას
გვეწყინა, ნამეტურ თვით შეგნებულ ქართველ მაჰმადიანებსაც, მაგრამ ვინ რას იზავდა,
დრო ისეთი იყო, რომ იქ კაცი კაცს ვეღარ სცნობდა და მოლების ქადაგებით ხალხმა აღარ
იცოდა რა ექნა და ვისა სცემოდნენ. სიღარიბე, გაჭირება, სიმინდის სიძვირე და სხვაც
ათას ამგვარნი სულ გიაურების ბრალი არისო, იტყოდნენ ამას ხოჯები, მოლები და სხვა
ასეთ სჯულის კაცნიც. თუ აქედამ არ წავედით, დღეის შემდეგ უარეს დღეში ჩავარდებით და
შიმშილს ვნახამთო. ასეთ არევ-დარევის გამო ქვეყანა დიდს შეწუხებაში ჩავარდა, ამიტომ, რაკი ქართველ
მაჰმადიანთ შლილობას დასასრული აღარ ეძლეოდა, ამის გამო რუსეთის და ოსმალოს
მთავრობისაგან პირობა იქმნა დადებული გარდასახლებულთათვის, დრო 1878 წ. სამი წელი
დანიშნეს, ვინც ამ ხნის განმავლობის შემდეგ არ გადასახლდებოდა, ის მერე რუსის
ქვეშევრდომათ უნდა დაშთენილიყო. ცოტა ამ გარემოებამ დაადინჯა იგინი, ამიტომ სულის
ცხონების მაძიებელთ დაიწყეს მამულების გასყიდვა და წასასვლელად სამზადისი. ესენი
ჰყიდდენ აუარებელ მოძრავს და უძრავ ქონებას სულ ოხერ ფასად და მიდიოდნენ შუა
ოსმალეთში, ვისაც კი რამე შეძლება ჰქონდა, ყველა მირბოდა, აქა რჩებოდნენ ღარიბნი და
ღატაკნი, რომელთაც ცხოვრების სახსარიც არ აქვნდათ, ყოველივეს გადასახლებულებისას
ესენი ყიდულობდნენ, სადღეისოდ ამათ გაიმაგრეს აქ ფეხი და ვისაც კი შეძლება აქვნდა,
ისინი სულ წაბრძანდნენ ოსმალეთში სულის საცხონებლად. ასეთ გადასახლებას ყველა მწუხარებით უმზერდა, რადგანაც მით ვხედავდით ქართველ
მაჰმადიანთ დაღუპვის საქმეს და აბა, ვინ რას იზავდა, მათ ვინ რაღას ეტყოდა, მოლების
და ხოჯების სიტყვით, იგინი კაცსაც კი მოკლავდნენ, რომ ვისმეს ეთქვა ოსმალში ნუ
მიხვალთ, თორემ ბოლოს ინანებთო. როგორც იქმნა 1878 წ. გავიდა, ომიც მორჩა,
საზღვრებიც დაიყო, ქართველ მაჰმადიანთ შორის გამოჩნდნენ შეგნებულნი გვამნი,
რომელთაც არ ისურვეს ოსმალოს სამსახურით გარდასახლება, ესენი რუსის მთავრობისაგან
იქმნენ მიღებულნი დიდის პატივისცემით, ჯამაგირით და ახალი თანამდებობის
დანიშვნით,ასეთნი იყვნენ ტუპან ბეგ შარვაშიძე, ახმედ ბეგ ხალვაში, გულო აღა
კაიკაციშვილის დედი აღა ნიჟარაძე და აჭარის მუფთი ჰასან ეფენდი ხალიფაშვილი — სოფ.
მერისელი, ზოგნიც სხვანი. ჩვენ აქ ყველას არ ვახსენებთ.
მხოლოდ ერთ ამათგანს კი, თითქმის მეთაურს და მასთანვე თავის ქვეყნის მოტრფიალე,
ქართველ მაჰმადიანის შესახებ კი ვიტყვით რამეს, ეს ქართველ მაჰმადიანი გახლდათ
შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი, ახმედ ბეგის შვილი. კარგად მცნობი მთელი საქართველოს
ავ-კარგიანობის, დიდი მონატრე ქართველი ერის დაკავშირების და გაერთიანების. ამ
პირის ცხოვრებას აქვს მეტად დიდი ისტორია, ნამეტურ ამათ გვარის წევრთ და
მამა-პაპათა, ამათ შესახებ ჩვენ ხომ ალაგ-ალაგ ვიცით ცნობები, ამის გაცნობა არ
გვინდა, ხოლო ის კი უნდა გავიხსენოთ, რომ სელიმ ფაშის ნატვრა და ასევე ამის შვილის
ახმედ ფაშის ნატვრის შესრულებისავე მოტრფიალე იყო შერიფ ბეგი და ეს ამას მოესწრა
კიდეც. შეუსრულდა ამის ნატვრა და საქართველოს ადგილების საქართველოსთან ერთობა.
ეს პირი დიდი მომხრე იყო ამისი, ომის დაწყების წინეთაც, ომიანობის და ომის შემდეგაც
იგი სულ იმას ელაპარაკებოდა ქართველ მაჰმადიანებს, რომ იგინი დაწყნარებულიყვნენ,
დადინჯებულიყვნენ და თავიანთ სამშობლოდან ფეხი არ მოეცვალათ, სამწუხაროდ არც ასეთ
საპატიო კაცის სიტყვას აქვნდა მათზედ გავლენა, თუმცა შერიფ ბეგს მათში დიდი სახელი
და ნდობა ჰქონდა მოპოებული, მაგრამ ამასაც ეჭვის თვალით უმზერდნენ.
ასეთ პირთა ცდით მოხდა ისეთი საერთო დაახლოვების ლაპარაკიც, რის წყალობითაც ჩვენსა
და მათ შორის გაიმართა მეგობრული საუბარი, სალამი და ნატვრა ჩვენი ერთმანეთთან
დაახლოვების. ასეთ მეთაურ პირთა დეპუტატთა კრებული 1878 წ. თფილისში ჩამოვიდენ და
მთავარმართებელს წარუდგნენ, როგორც ახლად შემოერთებულ ქვეყნის მეთაურნი.
მთავარმართებლის ნახვის შემდეგ, თფილისის ქართველობამ სადილი გაუმართა თფილისის
საკრებულო დარბაზში, სადაც დაესწრო იმ დროის დიდი ნაწილი ქართველობის. სადილზე
ბევრი შესანიშნავი სიტყვები წარმოითქვა, როგორც ჩვენგნივ, ისე მათგან, შერიფ ბეგი
ამითმოხარული დარჩა, ჩვენც მათ ქართული წიგნები მივართვით, ყველამ მათ სიამოვნებით
მიიღო. მალე, იგინი შინისკენ დაბრუნდნენ.
შერიფ ხიმშიაშვილი
ამ მოლაპარაკებით გრიგოლ გურიელმა თითქმის ყველა ქართველ ბეგებს მიმართა და აუწყა
მათ საქმის ვითარება და ყველას იმას ურჩევდა, რომ მშვიდობით და უსისხლოდ ჩაბარებოდა
რუსეთის მთავრობას, ამისთვის იგი მათ საჩუქარსაც აძლევდა.
მალე ომიც დაიწყეს ახალქალაქის საზღვრის გადასწვრივიდგან, ომში რუსთა გამარჯვება
იწყეს, ამათ საქმე ისე კარგად წაუვიდათ, რომ ჩილდირას ხეობიდამ წასულთ მალე
დაიჭირეს არტაანი (არდაგანი). ეს პირველი ნაბიჯი იყო რუსის მხედრობის ოსმალოს
საქართველოში. ამის შემდეგ რუსებმა ყარსიც მალე აიღეს და მის მერე აზრუმიც
დაიჭირეს, შიგ რუსეთის ჯარი დაბინავდა, ხოლო ვერ აიღეს ბათუმი, ქობულეთი და სხვა
ადგილები, იქნება აქ ომიც არ მომხდარიყო და ყოველივე ეს უომრად, უსისხლოდ აეღოთ.
1877 წლის ომიანობა რუსთა სასარგებლოდ იყო ოსმალეთის საქართველოში, თუმცა ეს
ომიანობა რუსეთს ერთობ ძვირათაც დაუჯდა, აუღებელი დარჩა მხოლოდ ბათუმი, ქობულეთი და
მის მიდამოები. ამ დროს 1877 წ. შემოდგომა იყო, რუსეთის მხედრობა ოზურგეთის მხრით
ნელ-ნელა გაემართა ოსმალოს საზღვარზედ, მალე ესენი სოფ. ლეღვაში შევიდნენ, აქ
დაიბანაკეს. აქ დარჩნენ რამდენიმე ხანს, ხმა, კრინტი ამათ არავინ გასცა. ერთ დღეს
სოფელ ლეღვის გზაზედ ერთი ქართველ მაჰმადიანთ ბავშვი მიდიოდა, ამას ვიღაც ბრიყვმა
სალათმა თოფი ესროლა და იქვე მოკლა.
ამ გარემოებამ თავზარ დასაცემი გავლენა იქონია იმ პირებზედ, რომელთაც მოლაპარაკება
ჰქონდათ ქართველ მაჰმადიანებთან მასზედ, რომ მათ რუსეთის მხედრობის წინააღმდეგ
ხელში მახვილი არ აეღოთო. ამ პატარა ბავშვის მოკვლით კი მთელი ქართველ მაჰმადიანობა
აიშალა, ამის მიზეზით ომი დაიწყო. ამას კი არავინ ელოდა, ქართველ მაჰმადიანები
იტყოდნენ, აკი პირობას გვაძლევდით, რომ სისხლი არ დაიღვაროსო. ეს ვერაფერი პირობა
იყოვო, ამ ზამთრის პირზედ გაიმართა ცხარე ბრძოლა, კინტრიშის ხეობაზედ რუსეთის
მხედრობის დიდი ძალი ჯარი მოისპო, აქ გაწყდა მთლად კახეთიდამ გაყვანილ ქართველ
მეომართ რიცხვი ისე, რომ იმოდენა კახელობისაგან შინ აღარავინ დაბრუნებულა ცოცხალი.
ესენი აქ ისე უღმერთოდ მოისპნენ, რომ მრავალ მათგან დახოცილები კინტრიშს მიჰქონდა
და ზღვას აძლევდა. ქობულეთელთმძლავრად გაიმარჯვეს და რუსეთის მხედრობა საშინლად
დასწყვიტეს: ერთი გენერალიც მოკლეს, აქ ოსმალთ ჯარს სარდლობდნენ ალი ფაშა და ოსმან
ფაშა თავდგირიძეები. — ქართველ მაჰმადიანებში იყვნენ მცირედ ისეთ პირნიც, რომელთაც,
როგორც მეც ვიცნობდი, 1877 წ. ომი თვისი ცხოვრების და არსებობის პასუხათ მიიჩნიეს.
ესენი იმ ფიქრის იყვნენ, რომ ჩვენი სადავო ცხოვრების საქმე ამ ომიანობით
გადაწყდებაო, რა მოგველის ჩვენ, რა ვიქნებით და სად ვიცხოვრებთ, სად გვექნება
ცხოვრება, ამის ბოლო ეხლა უნდა მოხდეს და გათავდესო, ჩვენ ან აქეთ უნდა ვიყვნეთ და
ან იქითაო, ორში ერთი უნდა იყოს, თორემ ჩვენ არც თათრები ვართ, ჩვენი ქვეყანა არც
სათათრეთია, მასთან ჩვენ არც ქართველები ვართ, ჩვენ ქვეყანას ჩვენ არც საქართველოთ
ვცნობთო, რა ვართ, რა ხალხი, რა ქვეყნის მცხოვრებნი ამისი ჩვენ არა ვიცით რა და
ამის წინაშე ჩვენს სიბრმავესაც ეხლა უნდა მიეცეს დასასრულიო.
ასე ფიქრობდნენ არა მარტო შეგნებულ ქართველ მაჰმადიანები, არამედ ისინიც კი, ვინც
მართლაცა და ოსმალოს მთავრობის წყალობით ტყის ნადირათ იყვნენ გადაქცეულნი და მათ
როგორც ველურ ხალხს, გულში განუსაზღვრელის ბოროტის ფანატიკობის გარეშე სხვა არა
ჰქონდათ რა გულში ჩანერგილი, ეს ქვეყანა მას საგიაურო საძაღლეთ მიაჩნდათ და როგორც
ტყის შეუგნებელი ნადირი, მარტოდ ამ საგიაურო ქვეყნის დაქცევ – დანგრევაღა
ენატრებოდა, ყოველივე ეს კი იქმნებოდა მისი სასიხარულო ძალა სამუსლიმანო
ცხოვრებისათვის. თვით ასეთ ველურ ფანატიკებიც კი ფიქრობდნენ იმას, რომ 1877 წ. ომი
უნდა იყოს ბოლო ომი რუსებსა და ოსმალთ შორის და ჩვენი ცხოვრების საქმეც ამან უნდა
გადაწყვიტოსო და გაასწოროსო. ჩვენ ან აქეთ უნდა დავრჩეთ და ან იქით წავიდეთო. -
მართლაც რა იყო ღმერთო ჩემო, მთელი ოსმალოს საქართველო, თვით ბათუმის მიდამოების
ვითარებაც კი, ოსმალოს მთავრობის წყალობით, სწორედ ტყის ხალხის სანადირეთ იყო
გადაქცეული, ქართველ მაჰმადიანებიც ხომ რაღა უნდა ითქვას, სწორედ ტყის ნადირის
სურათს წარმოადგენდენ და მთელს მათს საარსებო ცხოვრების მთავარ ძალას მარტოდ
ქართველის ზიზღი წარმოადგენდა და ამ ხალხის სისხლის დალევა, გაწყვეტა და მთელი
საქართველოს მოსპობა, ასე წამხდარ გაველურებულნი იყვნენ ესენი რუსების ბათუმში
შესვლამდის, მთელი ამათი ქვეყნები ველურ სანადირეთ იყო გადაქცეული და არა ძველ
საქართველოს მსგავს ქვეყნებათ. მასში მცხოვრები ხალხიც უფრო ნადირს ჰგავდა, ვიდრე
სამოქალაქო რამე არსებას, მასთან მათში არც გზა იყო, არც კვალი, არც ხელოსნობა, არც
ვაჭრობა, არცა რა სხვა ასეთნი.
განვაგრძოთ ახლა კვალად კიდევ ის, თუ 1877 წ. ომს მთელი ქართველ მაჰმადიანობა როგორ
უმზერდა, ერთი ნაწილი იმ აზრისა იყო, რომ თუ ამ ომით რუსეთი გაიმარჯვებდა, მაშინ
მათი ცხოვრების საქმეც გაუკეთესდებოდა, რადგანაც იგინი ამით საქართველოს და ქართველ
ერს დაუკავშირდებოდნენ, იგინი ამ დაკავშირების შემდეგაც მუსლიმანებათ დაშთებოდნენ,
ხოლო ცხოვრებით და მოქალაქეობით კი დაწინაურდებოდნენ, ვაჭრობით, ხელოსნობით და
ნასწავლი კაცებითაც იგინი ისე წავიდოდნენ, როგორც მათი მოძმე ქართველები მიდიოდნენ
წინ. ამას ესენი მიტომ ნატრობდნენ, რადგანაც ჩვენთან ახლოს იყვენ იგინი და ამას
გარეშე ქართველთა დაწინაურებასაც ცხადათ ხედავდენ. ასეთ პირნი გახლდნენ ცოტა შერიფ
ბეგ ხიმშიაშვილი, ახმედ ბეგ ხალვაში, თუპარბეგ შარვაშიძე, გულო აღა კაიკაციშვილი,
დედი აღა ნიჟარაძე, აჭარის მუფთი ჰასან ეფენდი ხალიფაშვილი სოფ. მერისელი და
სხვანი.
მეორენი ფიქრობდნენ ასე: თუ 1877 წ. ომით რუსებმა გაიმარჯვეს, მაშინ ჩვენი აქ დგომა
შეუძლებელია, მაშინ ჩვენ აქ არ გვედგომება, უნდა ავიყარნეთ, ომისთვის მზათ უნდა
ვიყვნეთ, როგორც რუსი შემოდგამს თუ არა ფეხს, მაშინათვე ჩვენ აქაურობა უნდა
დავტოვოთ და წავიდეთ იქით სადაც ჩვენი ფადიშახი ზის, ჩვენი სჯულის მეფობა არის.
ჩვენი სულის ცხონება მარტოდ იქით შეიძლება. ამიტომ ასეთ პირთა მეოხებით, 1877 წ.
ომის დაწყების დღიდგანვე მთელ ქართველ მაჰმადიანთ შლილობა და აყრისათვის სამზადისი
იქმნა დაწყობილი, ამათ თითქოს იცოდნენ, რომ რუსებს დარჩებათ უსიკვდილოთ ეს მხარეო.
ამიტომაც ესენი სულის საცხონებლად მზათ იყვნენ. ამათ ასეთ დასაღუპ სამზადის
ომიანობის გარეშე — სხვა და სხვა ფანატიკებიც ხომ ერთი ასათ ამღელვარებდნენ და
ბოროტებით მოსავდენ.
სთქვა თავადმა გრიგოლ გურიელმა: ერთი უყურე, აბა როდის შეასრულეს პირობა, რომ
მისთვის ამოდოლა ფული მიეცათო, თორემ ნათქვამი კი იყო და პირობაც დაირღვაო, აი
აქედანაც კარგად სჩანს, რომ ალი ფაშას ოსმალოს მთავრობისათვის არ უღალატნია. მან
უღალატა მხოლოდ თავის სამშობლო ქვეყანას, საქართველოს, უმთავრესად ქართველ
მაჰმადიანებს. ამავ დროს, ანუ 1878 წ. ომიც გათავდა, ბერლინის ტრაქტატის ძალით
ყარსი, არტაანი (არდაგანი) და ბათუმი თავის მიდამოებით რუსეთის იმპერიას
დაუკავშირდა. ამის სანაცვლოდ რუსებმა ოსმალთ უკანვე დაუბრუნეს არზრუმი. ამ
დაკავშირებით გასწორდა ის შეცდომა, რაც 1828 წელს მოხდა ჩოლოქის და ჭოროხის გამო და
მერე იგი ვერც 1855 წ. ომით იქმნა გასწორებული.
ამას უქადაგებდა თურმე ქვეყანას ალი ფაშა, ეს მათმა მთავარ სარდალმაც იცოდა, მაგრამ
არას ეუბნებოდა, რადგანაც მასში ოსმალოს მთავრობის საწინააღმდეგოს არას ხედავდა.
ჩაბარების საქმეც დღითი დღე ჩქარდებოდა, საქმე სახუმრო აღარ იყო, აჭარლები კი
უარზედ იდენენ. აჭარაში კრებებს მართავდნენ და ყვიროდნენ, რომ გიაურებს არ
ჩავბარდებითო. დერვიშ ფაშამ შეუთვალა: თქვენ თუ არ დაწყნარდებით და რუსებს
მშვიდობიანათ არ ჩაბარდებით, მაშინ მე ამოვალ ოსმალოს ჯარით, დაგიმორჩილებთ, მასთან
ბევრს დავსჯი კიდეც და მის შემდეგ კი ყოველივეს ჩავაბარებ რუსებსაო. თუ ნამდვილი
მუსულმანები ხართ და სულთანის ერთგულნიო, მაშინ შეასრულეთ ეს სულთნის ბრძანებაცა.
აქ ამათ პროპაგანდისტებს საქმე ჩაუნელდათ. არ ჩაბარებაზედ ლაპარაკი უბრალო
იქმნებოდა, ახლა ამათ რაღა უნდა ექმნათ, რითი უნდა ეღვაწნათ, რითი უნდა გამოეჩინათ
თავი, ამათ მალე იპოვნეს ამის გზა და კვალიც, ეს იყო ქართველთ აყრა და ოსმალში
გადასახლება, რისთვის? ცხადი საქმეა იგინი ოსმალოს მთავრობისაგან დიდს მადლობასაც
მიიღებდნენ, რადგანაც ესენი მას ოსმალში გადუსახლებდნენ მხნე და ერთგულ მეომარ
ქართველებს.
ალი ფაშას უთქვამს გრიგოლ გურიელისათვის: — ჩვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლებაო.
ხალხსაც ეუბნებოდა თურმე, რომ ჩვენი აქ დარჩენა და რუსის ხელში ყოფნა შეუძლებელიაო.
ამის მიზეზი რა იყო, ამას კი არ ასახელებდა თურმე ის. რის შიში აქვნდა რუსის ხელში,
ამას არავის რას ასმენდა, აქ მიზეზი ისლამის გარემოება იყო, თუ სხვა რამ მიზეზი ეს
ყველასთვის საიდუმლო გახლდათ. ამის ძიებაში არავინ შედიოდა, ვინც ამაზედ
ლაპარაკობდა, ის მათ წმინდა კაცათ მიაჩნდათ, ისლამის და ფადიშახის დიდს მოსარჩლე და
ერთგულად, აბა მის წინ ვინ რას იტყოდა. ვინც გადასახლების წინააღმდეგ რამეს იტყოდა,
იმას თურმე მგელივით შეხედავდნენ, ჩაქვავებას დააკლებას დაუპირებდნენ... აჭარის
ცნობილმა თუფანბეგ შარვაშიძემ მიამბო 1893 წ. შემდეგი: — „ჩაბარების წინა თვეებში,
აჭარაში კინაღამ ამიკლეს, კინაღამ მომკლეს და სულ მიწაზედ გამასწორეს მხოლოდ მიტომ,
რომ მე ვუქადაგებდი ხალხს ნუ იყრებით, იყავით თქვენთვის, ჩავბარდეთ რუსებს, მათ
ხელში ჩვენ ცუდი არა მოგველისაო... დღეში ხუთი ათას კაცზე მეტი მოდიოდნენ და
მკითხავდნენ ამის რჩევასაო. თქვენი მტერი რაც ჩემი მდგომარეობა იყოვო. ამოდოლა
ხალხს პურს ვაჭმევდი, ველაპარაკებოდი და ვურჩევდი ქვეყნის არ მოშლას, თორემ ბოლოს
ინანებთ, ნუ სჩადიხართ ამას. მაგრამ მათ ჩემი დარიგება არ ესმოდათ და ემზადებოდნენ
წასასვლელათაო.
აგერ გადაწყდა საქმეც, დერვიშ ფაშას თანხმობა განუცხადეს დაწყნარების და ჩაბარების,
ჩაბარებაც მალე მოხდა. როგორც იქმნა ჩაბარდნენ, ეს იყო პირველად უფრო საჭირო, ხოლო
ოსმალეთის და რუსეთის სახელმწიფოთა საზღვრები კი მერე უნდა დაეყოთ. შეერთების წინეთ
ქართველ მაჰმადიანები დიდს გასაჭირში ჩავარდნენ, ომის გამო, მათ 1877 წელს ვეღარა
დათესეს რა. ამიტომ 1878 წ. მათ საჭმელი პური აღარ აქვნდათ, მეტად მშიერს ხანაში
ჩაცვივდნენ, ამ სიმშილს ზედ დაერთვა ისლამის პირობებისაგან გიაურთ სიმძულვარე და
ყოველივე ეს კი მათ თითქმის სულ ვერანად ხდიდა. იყვნენ მათში თითო-ოროლა ისეთი
პატივცემულნი პირნი, რომელნიც ასეთ გაჭირვების დროს, მათ დიდს დახმარებასაც
აძლევდნენ, როგორც მაგალითებრ გრიგოლ გურიელმა ერთ დღეს დამშეულთ 1879 წ. 10000
მან. თავის ფული დაურიგა და მასთან რამდენი კიდევ სხვა ასეთები უქმნია ამ ძვირფას
კაცს, ამას თვლა არა აქვს. დიდი შესანიშნავი კაცი იყო ეს გრიგოლ გურიელი, მეტად
თავგამოდებული მოსარჩლე ქართველ მაჰმადიანთ ღარიბ-ღატაკთ ხალხისა.
ბეჭდავდნენ თვით ქართველ მაჰმადიანებიც. 1877 წლიდან ქართველ მაჰმადიანთ ვასმენდით
და ვუქადაგებდით ჩვენს მათდამი სიყვარულს, საქართველოდან არ გადასახლებას, არ
აყრას, ვაუწყებდით, რომ რუსნი თქვენ არას დაგიშავებენ, ოღონდ თქვენ დაწყნარდით
ამისთვის. ამავ დროს თფილისში გაზეთ „დროების“ რედაქციამ ხელის მოწერა გამართა
ქართველ მაჰმადიანთ სასარგებლოდ, ფულიც შეიკრიბა, ეს ფული მათ იმ დროის გაზეთ
„დროების“ რედაქტორმა წაიღო ბათუმში, იქ ამ ფულით ფქვილი იყიდეს და ღარიბ ქართველ
მაჰმადიანთ დაურიგეს, ფული რამდენიმე ასი თუმანი იყო, სულ ქართველ ქრისტიანებთაგან
შეწირული. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ მხრით კაი ძმობა გავუწიეთ მათ.
![]() |
8 გაზეთ „დროებაშn" გამოქვეყნებულpჰორესპონდენციებიდან: |
▲ზევით დაბრუნება |
მესხი სერგეი
(1845-1883) — ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გაზეთ „დროების“ რედაქტორი (1869-1873 წ. და 1874-1883 წ.წ.)
გაზეთ „დროებაშn" გამოქვეყნებულpჰორესპონდენციებიდან:
„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენს ჯარს თ. გრ.გურიელი წაუძღვება წინ, ქობულეთლები და საზოგადოთ ბათუმის ქართველები, რაც უნდა მოხდეს, თავის დღეში თოფს არ გაისვრიან“.
„როგორ უნდა ბათუმში შესვლა“ „დროება“. 1878 წ. N164. 13.VIII. „თ. გრიგოლ გურიელი ამ ჟამად ქობულეთში იმყოფება და იქ იბარებს ხალხს, ქვეყანას და
ოსმალოს სახელმწიფო ქონებას (თოფიარაღს, არხივებსა და სხვ.). ამბობენ, რომ, საცა კი
თ. გრ.გურიელი გამოჩნდა, იქ ხალხი სიტყვა ამოუღებლად დამორჩილდა და ერთსაც არ
განუზრახავს წინააღმდეგობაო“. „ქუთაისი 20 აგვისტოს“. „დროება“. 1878წ. N171.24.VII „ნამდვილად ამბობენ, რომ 10.000 კაცმა ლაზებმა და ქობულეთლებმა, საწინააღმდეგოდ
მომზადებულმა დაჰყარეს თოფ-იარაღი და დამორჩილდნენ თავის ბედსაო. ამ დამორჩილებაზე და თოფ-იარაღის დაყრაზედ, უეჭველია, დიდი გავლენა ჰქონია თ.
გრ.გურიელის გაგზავნას ქობულეთში, რომელიც იქაურ ხალხს ასე უყვარს და რომლისაც
ყოველი სიტყვა სჯერათ.
სულ, ამბობენ, ჯერ-ჯერობით ორას ოჯახზე მეტი არ
გადასახლებულაო.
ბევრი აპირებდა კიდევ წასვლას, მაგრამ გრ.გურიელი რომ დაინახეს,
შეჩერდნენო.“ „ბათუმისაკენ. ოზურგეთი, 22 აგვისტოს“. „დროება", 1878 წ. N174, 29.VIII. „ქობულეთი ძალზე პატარა ქალაქია; ბევრი-ბევრი ორი ათასი სული თუ ცხოვრობს აქ;
მაგრამ ახლა ესეც აღარ არის დარჩენილი. თვითონ ქალაქიდამ და საზოგადოთ ქობულეთის
მაზრიდამ, როგორც დამარწმუნეს, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი 300 ოჯახი (1500 სულიდამ)
გადაესახლნენო. ახლაც მიდიან, თუმცა ისე აღარ, განსაკუთრებით მას აქეთ, რაც
შეიტყვეს, რომ იმათ უფროსად (სამოქალაქო მმართველად) დანიშნულია თ. გრიგოლ გურიელი.
გაზეთ „დროებაშn" გამოქვეყნებულ კორესპონდენციებიდან:
გასაკვირველია, მართლა, ის რწმუნება, პატივისცემა და სიყვარული, რომელიც თ. გრიგოლს დაუმსახურებია ქობულეთში. ყოველი იმის სიტყვა სჯერათ, ყოველ
საჭიროებისათვის იმას მიმართავენ რჩევისათვის. „ბათუმისაკენ. ბათუმი, 25 აგვისტოს“. „დროება". 1878 წ. N175. 31.VIII. „რამდენთამე ქართველსა და მათ შორის ყველაზე პირველად უფ. დ.ი.ყიფიანს მოუვიდათ
თავში ჩინებული ჰაზრი, რომ მოიპატიჟონ დეპუტატათ ჩამოსული ოსმალოს საქართველოს
ქართველები და, სხვით თუ არაფრით, ერთად, ძმურად პურის ჭამით, საზოგადო სუფრაზე
ამთავით მაინც დაუმტკიცონ მათ თავის თანაგრძნობა და სიყვარული... ამ მიზნით
გამართული იყო სადილი მუხრანსკის სახლებში, კლუბის დიდს ზალაში... ყველას ყურადღება
აქ მყოფ იმათზე (ახლად-შემოერთებულ ქართველებზე — ი.თ.) იყო მიქცეული. ერთს გროვაში
მოიგონეს ის პირნი, რომელთაც პირველად დაიწყეს ამ ოსმალოს საქართველოს გაცნობა და
დალიეს სადღეგრძელო ჩვენი ლიტერატურის პატივცემული მოღვაწისა უფ. დ.ვ.ბაქრაძისა,
აგრეთვე თ. აკ.წერეთლისა, თ. გრ.გურიელისა, რომელიც საუბედუროთ, ამ იმისთვის
სასიამოვნო დღეს არ დასწრებია აქ, უფ. გ.ნ.ყაზიბეგისა და სხვ.“
„სადილი ახლად-შემოერთებულ ქართველებისათვის“. „დროება“. 1878 წ. N239. 23.XI|
![]() |
9 * * * (ადვილი წარმოსადგენია) |
▲ზევით დაბრუნება |
სახოკია თედო
(1868-1956) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. 1885 წელს იმოგზაურა აჭარა-გურიაში და გამოაქვეყნა თავისი „მოგონებები“.
* * *
ადვილი წარმოსადგენია, თუ რაზომ დიდი და განუსაზღვრელი უნდა ყოფილიყო მაშინ სიხარული მთლად ქართველობისა, რომელსაც ამდენი ხნის ნატვრა, მაჰმადიან ქართველების შემოერთება შეუსრულდა. როცა ამ ეპოქას მოვიგონებთ, არ უნდა დავივიწყოთ ის ღვაწლი, რა ღვაწლიც მიუძღვის ჩვენს წინაშე განსვენებულ გრიგოლ გურიელს, რომელიც დაახლოებული იყო მაჰმადიან ქართველებთან. ეს ჭეშმარიტი მამულიშვილი კარგად იცნობდა მათ, იცოდა რა კილოთი, რა ჰანგით ელაპარაკნა ამ ისტორიული აქტის შესახებ, აეხსნა და ჩაეგონებინა მათთვის მისი მნიშვნელობა და ჩვენ ძმებად დავესახეთ, და არა მტრებად, როგორც მაჰმადის სარწმუნოება ასწავლიდათ.“ „მოგზაურობანი“. ბათ. 1985. გვ. 195.
![]() |
10 გრეგოლ გურელის წერილები დმიტრი ბაქრაძისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
(1826-1890) - ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მისი მონაწილეობით შედგა კავკასიის არქეოლოგიური აქტების ხუთი ტომი, გამოიცა ვახუშტის „ისტორია“, დაარსდა თბილისის საეკლესიო მუზეუმი. იყო პეტერბურგის მეცნიერებათააკადემიის წევრ-კორესპონდენტი და კავკასიის საისტორიო-არქეოლოგიური საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი.
გრეგოლ გურელის წერილები დმიტრი ბაქრაძისადმი
(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“. 1884 წ. 2 ივნისს
№1 17.)
ბატონო დიმიტრი! ღმერთსა ვსთხოვ, თქუჰნს დღეგრძელობას. მე განვიზრახე დავასტანბვინო
ძველი ქილილა დამანას წიგნი, თქუჱნი ხელმძღვანელობით. ვგონებ ღირსიც იყოს
გარდავსცეთ მომავალთ ქართველთა შთამომავლობას, ვითარცა მეცნიერებათაგან გამოკვლეული
ადამიანთა ზნეობისათვის. ამასთანავე წიგნსა უგზავნი მესტამბეს ევთიმე ხელაძეს
თქუჱნდა მოსართმევად, თქუჱნ მიერ განხილვისა შემდგომ გარდასაცემად სტამბაში
დასაბეჭდავად. ფული რამოდენიც საჭიროებს მე ხელაძეს გამოუგზავნი. იქნება სადმე
გეგულებოდეს ვახტანგ მეფის და სულხან ორბელიანის სურათნი. თუ შეიძლება მოვიპოვოთ
მისთვის ფულს არ დავიზოგებთ. მათგან შედგენილ წიგნსა ვგონებ დიდათაც გაამშვენებს
მათი სურათი. მაქუს იმედი, თქუჱნს კეთილშრომას ამ წიგნსაც დააჩენთ. სხუა თქუჱნ უფრო
იცით.
აწ უნდა მოგახსენოთ თქუჰნი ცნობისათვის. მე მახსოვს განსვენებულმა დავით დადიანმა,
დროებით სთხოვა კნიაზ სვიმონ აბაშიძეს ერთი ძველი ხელნაწერი ხუცურად. წიგნი
წოდებული (ხრონოღრაფია) xpонографиа, წაიღო და აღარ დაუბრუნა, წიგნი მშვენიერი
ხელთნაწერი და არა ნაკლებ დაბადებისა. ვგონებ ის წიგნი იყო ძველი ისტორიული
მოთხრობა შეკრებილი საქართველოისა და საბერძნეთის ისტორიებთაგან ყველა საუკუნებთა
ხრონოლოღიით. ის წიგნი ახლა ნიკო მენგრელსკის ბიბლიოტეკაში უნდა იყოს, რომ იშოვიდეთ
რამე გზით მეტი კარგი იქნება — თქვენი ისტორიული ცნობებისათვის. შეგვიძლია
საზოგადოთ მიმართოთ თხოვნა კნიაზ ნიკო მენგრელისადმი რომ ჩვენ გარდმოვქცეს
მამისმისის დანაშტი ქართულიბიბლიოთეკა, რომელშიდაც მე ვიცი ძვირფასი ისტორიული
წიგნები იყო, და მზგავსი არსად ახლა არ ჩანანო თუ ქართულის ღირსება აქუს ნიკო
დადიანს არ უნდა დაგვიკარგოს. ეგრეთვე, განსვენებულს კნიაზ ირაკლი ლორთქიფანიძესაც ჰქონდა ძველი წიგნები და
კიდევაც სამენგრელოში დედუფალთან ყოფნის დროს მრავალი შეიძინა და ახლა მის ძმას
ბარნაბას აქუს, შეიძლება მოვსთხოვოთ — სამეგრელოში დიდ ნიკო დადიანს ჰქონდა დიდი
ბიბლიოტეკა და მის შვილებს დაშთა, პეტრეს და მის ძმებს, მრავალი სამეცნიერო
წიგნებით. ის ბიბლიოტეკა არა ნაკლებიყო წერეთლების დანაშთის ბიბლიოტეკაზედ — და
მოიკითხეთ. და მოვსთხოვოთ, უნდა საზოგადო ქართველობათა სახელსა ზედა — იგინი
უეცრებით კარგვენ და არა განზრახვით.
ჩემგან ნათქვამი იქონიეთ სახეში. ღმერთსა ვსთხოვ თქუჰნს მშვიდობას. თქუჰნი მარად
ერთგული მოსამსახურე გრიგოლ გურიელი.
5მაისს. 1884 წელსა. ქ. ოზურგეთი ბატონო დიმიტრი ზაქარიას ძევ!
ვინაიდგან თქვენ ბრძანდებით მხოლოდ ერთი პირველთაგანი ქართველთა შორის კეთილმშრომელი და მარადის მზრუნველი ჩვენი დედა ენის წარმატებისათვის, მისთვის მე უფრო ვბედავ კვალადვე გაგიახლო ჩემი თხოვნა, ვითარცა „ქილილა დამანას“, ეგრეთვე სხვათა წიგნებთაცა გამოცემისათვის, რომელნიც უნდა იქმნან ყოვლის მხრით სრულის თქვენის განკარგულებათ დაბეჭდილნი და გამოცემულნი; ამისათვის ამასთანავე მოგართმევთ ჩემს კანონიერს რწმუნებას, რომლის ძალითაც მაქვს იმედი ინებებთ და მიიღებთ ჩემს თხოვნას. რაიცა შეეხება თქვენის ანგარიშით ხელაძის ხვედრს ფულს, ჩემი ძმა ლევან მოგართმევს, რომლისათვის უკვე მიმიწერია და ეხლაც ვსწერ. უკეთუ რაიმე მიზეზისა გამო რწმუნება ჩემი არ იყოს ჯეროვანი მაშინვე მამცნეთ და უფრო ჯეროვანს გაახლებთ.
მარად თქვენი ერთგული მოსამსახურე გრიგოლ გურიელი.
30-ს იანვარს. 1885-ს წელსა.
მოწყალეო ჩემო დიმიტრი ზახარიჩ!
თანახმათ თქვენი წერილისა, რომელიც ამას წინეთ მივიღე, შესახებ დანაშთის ათი თუმნის
ფულისა, მე სრულის ცემის კმაყოფილებითა ვისურვებ რათა თქვენის რჩევისამებრ ისყიდოთ
თქვენ ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლისათვის შესაწირავათ ის სხვა და სხვა
წიგნები, რომლებთა სიაც შედგენილი თვით სასწავლებლის ინსპექტორისა მიერ, ამასთანავე
მიახლებია და გთხოვთ გამოუგზავნოთ ესრეთი წიგნები ჩემის სახელით ოზურგეთის
სამოქალაქო სასწავლებელს, რომელიც ფოჩტის ხარჯს და რაც მეტი მოუნდება წიგნებს
იმასაც წიგნების მიღებისთანავე გიახლებთ.
Адресс: В. Озургетском городское училище. ოქტომბერს. 1886-ს წელსა.
უპატივცემულესო დიმიტრი ზახარიჩ!
უეჭველათ მსურველი, თანახმათ წესისაებრ ჩვენს შორის მეგობრობისა, თაყვანის ცემას
განგიცხადებთ და თქვენს ცოლშვილებითურთ დღე-გრძელობას ვისურვებ.
ამასთანავე გაახლებთ თქვენ განსახილველათ ნამდვილისაგან ქართულს ენაზედ ნათარგმნის
ჩემ მიერ სისწორით გარდმოღებულს პირს იესო მაცხოვარზედ პონტოელი პილატეს მიერ
განჩინებისას, რომელიცა ვჰპოვე მე ერთს ძველს ქართულს ხელთ-ნაწერს წიგნსა შინა.
უკეთუ ამა განჩინებაშითჰპოვოთ რაიმე საისტორიომასალა,გთხოვთმიიღოთმხედველობაშიდ.
ეგრეთვე გაახლებთ, ჩემ მიერ გარდმოღებულს, იმერეთის მეფის სოლომონის მიერ
თ.წულუკიძისადმი მინიჭებულის ღრამოტის პირსა,რომელშიდაც იქნება რაიმე საჭირო
ჰპოვოთ. ამასთანავე მოგახსენებთ, რომელ მე, ვითარცა მაძიებელი ძველი ხელთნაწერი
ქართული წიგნების, დიდისმეცადინეობით შევიძინე სოფლებში დგაფანტული რამოდენიმე
ხელთნაწერი ქართული წიგნები, რომლების შეძენისთვინაც არა რას ვზოგავ, ვინაიდგან
იმედვნეულობ იმათგან რაიმე სარგებლობის პოვნასა ჩვენი წარსული ისტორიისა და
ლიტერატურისათვის. უკეთუ ღმერთმან შემაძლებინა ამა წიგნების შეძენა და უკეთუ
განჩხრეკის შემდეგ რაიმე სასარგებლო აღმოვაჩინე მათშიდ, მაშინ მე თვით გიახლებით
თქვენთან და ამ წიგნებსაც გაახლებთ განსახილველათ.
მარად თქვენი ერთგული თ. გრიგოლ გურიელი
1889 წ. 12VII. ქ. ოზურგეთი ბატონო დიმიტრი
ზახარიჩ!
ამასთანავე გიგზავნით უფ. ვლადიმერ გრიგორიჩის სიმონოვის ხელით 7-ს ძველის სამღთო
წერილებთა ხელნაწერ წიგნებს, რომელნიც მე შევიძინე სამღვდელოებისაგან, რომელიც
(სამღვდელოება) ესრედ ხელთნაწერ წიგნებს არ საჭიროებენ, რადგან კარგათ გარჩევა
(წაკითხვა) არ ძალ-უძთ ძველი ხელნაწერების და ამიტომ უმეცრებისა გამო ისინი, არა თუ
მარტო პატივით არ იცავენ იმათ ჩვენი ძველი ლიტერატურის ძეგლად, არამედ აუპატიურებენ
და სპობენ ძვირფასს საუნჯეს ჩვენი წარსული ლიტერატურისას. ამისათვის ეს ჩემ მიერ
შეძენილი ძველი ხელთნაწერი წიგნები მიახლებია თქვენთვის იმ იმედით, რომელი თქვენ,
თქვენი საკუთარი შეხედულებისამებრ, უპოვნით იმათ შესაფერის ადგილის დასაცველად.
ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მე, თქვენი წინადადების თანახმად, შეუდექი ძიებას თუ
რა დიდი ეკლესიები და აწ თუ რაიმე უფრო შესამჩნევი ცნობა მივიღე იმასაც
დაუყოვნებლივ გაახლებთ. თქვენი მარად კეთილდღეობის მსურველი თ. გრიგოლ გურიელი
1889 წ. 28.VII. ქ. ოზურგეთი
იმ ძველ ხელთნაწერთ წიგნებთაგან, რომლებიც თქვენ აქ მყოფობის დროს თვით განიხილეთ,
გაახლებთ, ამ წერილის მომრთმევის ნიკო თაყაიშვილის ხელით, ოთხს ცალს, სახელდობრ:
ა. „წმინდა მარტირიკა“ ,
ამ ოთხ წიგნებთაგანი — სამი ცალი უკვე შეძენილი მაქვს საკუთრებათ და უკეთუ საჭიროდ
ჰპოებთ ქეც შემიწირავს წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებისათვის, ხოლო
მეოთხე ცალი „კარაბადინი“, სხვისი არის და სასყიდლათ ვერ ვიშოვნე; მხოლოდ
განსახილველათ გიგზავნით და უკეთუ დიდ სასარგებლოდ ჰპოვოთ წერა-კითხვის
საზოგადოებისათვის გთხოვთ მამცნოთ და კიდევ ვეცდები, რომ როგორმე ვიშოვნო, თუ არა
და უკანვე დაუბრუნებ პატრონს. მარად თქვენი ერთგული გრიგოლ გურიელი.
1889 წ. 23.X ქ. ოზურგეთი
ხელნაწერთა ინსტიტუტი. დ. ბაქრაძის ფ. №117
„გამგეობა საზოგადოებისა სთხოვს კრებას აირჩიოს საპატიო წევრად თავადი გრიგოლ
დავითის ძე გურიელი მის მიერ უხვის შემოწირულობისათვის საზოგადოების სასარგებლოდ“.
VII. შემოწირულობანი საზოგადოების სასარგებლოდ
საანგარიშო წელიწადი, როგორც შარშანდელი, შესანიშნია შემოწირულობით საზოგადოების
სასარგებლოდ. მათმა ბრწყინვალებამ თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელმა შემოსწირა 1009
წიგნი „ქილილა და დამანა“, დაბეჭდილი თვისის საფასით. თვითეული წიგნი ღირს 3 მან;
მაშასადამე, ფულად რომ ვიანგარიშოთ თ. გრიგოლს შემოუწირავს საზოგადოებისთვის 3027
მან. ამგვარი თანაგრძნობა მით უფრო საყურადღებოა, რომ თ. გრ. დავითის ძემ გურიელმა
ისურვა ამ წიგნის გაყიდვიდამ შემოსულის ფულით იბეჭდებოდეს ჩვენი ძველი მწერლობის
ნაწარმოებნი. რაც შეეხება თვით ხელთ-ნაწერების ამორჩევას, ეს საქმეც არ დასტოვა
უყურადღებოდ. ამორჩევა წიგნების დასაბეჭდათ მათ მიანდეს ჩვენს ყველასაგან ცნობილს
დ. ზ.ბაქრაძეს, რომელთაც თვით საზოგადოების გამგეობის წევრთა თანხმობით საბოლოოდ
გადასწყვეტს, თუ რომელი ხელთნაწერი, ანუ წიგნი უნდა დაიბეჭდოს. ამავე თავადმა
გრ.გურიელმა შემოსწირა საზოგადოებას ძვირფასი სახარება X საუკუნის ხელთ-ნაწერი
ეტრატზედ. გამგეობა ჰრაცხს თავის ვალდებულებად მოახსენოს საზოგადო კრებას, რომ თ.
გრ.დავ.გურიელი აღმორჩეული იქნას საპატიო წევრად საზოგადოებისა იმ
თანაგრძნობისათვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს თავის ფასდაუდებელი შემოწირულობით.“
კრება შედგა 1886 წ. 3 ივნისს. ამონაწერი სცსსა. ფ. 481.ს. 107
უგანათლებულესს თავადს გრიგოლ
დავითის ძეს გურიელს
თქვენის საფასით დაბეჭდილის „ქილილა და დამანას“ შემოწირვით თქვენ თვალსაჩინოდ
დაუმტკიცეთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას
უდიდესითქვენი თანაგრძნობა და ამით მიეცითაღნიშნულს საზოგადოე
მეფისა ვახტანგისაგან. ბას საშუალება, რომ ბეჭდვის ძველი ნაშთი მამა-პაპათა გონების
ნაწარმოების თანამედროვე ქართველთა საზოგადოებისა გონებით განვითარებისათვის.
წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის სურვილით, რომ ამგვარი მისადმი
თანამგრძნობნიყოველთვის დაუვიწყარი ჰყვანდეს საზოგადოებას და ყოველთვის სიამოვნებით
იგონებდეს მათს საზოგადოებრივს ქველმოქმედებას. ამისთვის გამგეობა აღნიშნულის
საზოგადოებისა უმდაბლესად გთხოვთ კეთილინებოთ და წარმოუგზავნოთ თქვენი პორტრეტი
მოდიდო ზომისა კედლისათვის თქვენივე ფაქსიმილეთი.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა. 9 თებერვალი. 1887 წ. N51. სცსსა. ფ. 481. საქ. N147. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას
საზოგადოების წევრის დიმიტრი ზაქარიას ძის ბაქრაძის მიერ მოხსენება როგორც ამასთანავე წარმოდგენილი რწმუნების წერილი უჩვენებს, მე მქონდა თ.გრიგოლ
დავითის ძის გურიელისაგან მონდობილი ხელმძღვანელობა „ქილილა და დამანას“
გამოცემისა მისის ხარჯით და ამასთანავე იმავე წერილის ძალით მევე მაქვს
მინდობილი მოვახმარო ღონისძიება, როგორსაც მე უკეთესად ვცნობ, რომ „ქილილა და
დამანა“ გაისყიდოს და გავრცელდეს ქართულ საზოგადოებაში იმ პირობით, რომ რაც ამ
წიგნის გაყიდვით ფული შესდგება, იმ ფულით დაიბეჭდოს ქართული წიგნი, რომელსაც
თვით მე ქართველთათვის საჭიროდ ვცნობ. ამ გვარადვე უნდა მოვახმარო შემდეგის
წიგნების გაყიდვით შემდგარი ფული. „ქილილა და დამანა“ უკვე დაიბეჭდა 1000 ანუ ცოტა მეტ-ნაკლები და იმის
გასავრცელებლად მე ჩემის მხრით საჭიროდ ვრაცხ, რომ როგორც ეს წიგნი, აგრეთვე
სხვა ქართული წიგნები, რომელნიც შემდეგ დაიბეჭდება გრ.გურიელის ფონდის
მოხმარებით, გადაეცეს „ქართველთა შორის წიგნის ცოდნის გამავრცელებელს
საზოგადოების გამგეობას“, რომელიც რასაკვირველია, უკედ მოაწყობს ამ წიგნების
გასყიდვისა და გავრცელების საქმესა. მათის შემოსულის ანგარიშის ჩასაწერათ, მე
მგონია, საჭირო იქნება „გამგეობამ“ ცალკე წიგნი იქონიოს და როდესაც ეს
შემოსავალი საკმაო ფულს შეადგენს, მაშინ ყოველ შემთხვევაში „გამგეობას“
მოხსენდება ჩემის მხრივ, რა წიგნის დაბეჭდვას უფრო საჭიროდ ვხედავ და თვით
„გამგეობას“ მოვთხოვ, თავისაზრსა და რჩევასა ამ საქმის გამო და საზოგადოდ მე
არც ერთის წიგნის ბეჭდვას არ შეუდგები „გამგეობის“ ნებადაურთველად. ამ წესით
საქმის წაყვანას მოითხოვს თვით ინტერესი საზოგადო სარგებლობისადმი მიმართული თ.
გრიგოლ გურიელისაგან და იმის მიერ ჩემდა მოცემულს რწმუნების წერილს არ
ეწინააღმდეგება. თუ „გამგეობა“ ამ ჩემს მოხსენებას შეიწყნარებს, ვთხოვ „გამგეობას“ თავისი
განკარგულება ამ საქმის შესახებ თავის მხრივ თ. გრიგოლ გურიელს აცნობოს და
ამასთანავე მადლობა განუცხადოს, როგორც წერილით, აგრეთვე გაზეთში განცხადებით,
თავის მხრითაც და „საზოგადოების“ მხრითაც ამ უხვად სასარგებლო და სამაგალითო
საქმის დაწყებისათვის. წევრი „საზოგადოებისა“ დიმიტრი ბაქრაძე
12 თებერვალი, 1886 წ. თქვენო ბრწყინვალებავ, კნიაზო გრიგოლ დავითის ძევ, ჩვენის საზოგადოების წევრს დ.ზ.ბაქრაძეს თქვენგან მიცემულის რწმუნების წერილით
ჰქონდა მინდობილი ხელმძღვანელობა „ქილილა და დამანას“ დაბეჭდვისა, თქვენის საფასით
და ამასთანავე იმავე წერილის ძალით მასვე აქვს მინდობილი მოიხმაროს ღონისძიება,
რომელსაც თვით ის უკეთესად სცნობს, რომ „ქილილა და დამანა“ გავრცელდეს ქართულ
საზოგადოებაში იმ პირობით, რომ რაც ამ წიგნის გაყიდვით ფული შესდგეს, იმ ფულით
დაიბეჭდოს ქართული წიგნი, რომელსაც ბ.ბაქრაძე, ქართველებისათვის საჭიროდ სცნობს.
აგრეთვე შემდეგის გამოცემის შემოსავლით. „ქილილა და დამანა“, როგორც მოგეხსენებათ, უკვე დაიბეჭდა 1000 ცოტა მეტი ეგზემპლარი
და იმის გასავრცელებლად ბ.ბაქრაძემ თავის მხრივ საჭიროდ დაინახა, რომ როგორც ეს
წიგნი, აგრეთვე სხვა ქართულლი წიგნები, რომელითაც ის შემდეგ დააბეჭდინებს თქვენს
სახელზე შედგენილის ფონდით, გადმოეცეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელის საზოგადოების გამგეობას“, რომელიც ბ.ბაქრაძის მოაზრებით, უკედ
მოაწყობს ხსენებულის წიგნების გაყიდვას და გავრცელებას და როდესაც თვითეულის მათის
შემოსავალი საკმაო ფულს შეადგენს, მაშინ ყოველ შემთხვევაში მისგან გამგეობას
მოჰხსენდება, რა წიგნის დაბეჭდვას უფრო საჭიროდ ჰხედავს იგი და თვით გამგეობას
მოსთხოვს თავის აზრსა და რჩევასა ამ საქმეში და საზოგადოდ არც ერთ წიგნის დაბეჭდვას
ის არ შეუდგება გამგეობის დაუკითხავად. ამ რიგით საქმის წაყვანას, ბ.ბაქრაძის
აზრით, მოითხოვს თვით ინტერესი საზოგადო სარგებლობისადმი თქვენ მიერ, ბ.გრიგოლ,
მიმართულის საქმისა. ამას გარდა გამგეობამ მიიღო კვალად თქვენგან შემოწირული
საუკეთესო ხელთნაწერი მეფის ვახტანგ VI სამართლის წიგნისა და 45 ნაჭერი ძველი
ფულისა — ოქროსი, ვერცხლისა და სპილენძის. ეს ძველი ფულები შეიქმნა საფუძვლად იმ
ნუმიზმატიერის განყოფილებისა, რომელიც არსდება მტკიცე საფუძველზედ საზოგადოების
წიგნთსაცავთან. გამგეობამ დიდი სიამოვნებით მიიღო ეს მოხსენება ბ.ბაქრაძისა, რომელმაც ამასთანავე
გადმოსცა საზოგადოებას თვით თქვენ მიერ მისთვის მიცემული რწმუნების წერილი და ყველა
ეგზემპლარები „ქილილა და დამანასი“. გამგეობამ დაუყოვნებლივ მოახდინა თავის მხრივ
განკარგულება მათის გაყიდვისა და გავრცელებისა. გამგეობა ვალდებულად აღიარებს თავის
თავსა ეს გარემოება თქვენ მოგახსენოთ და ამასთანავე გაცნობოთ, რომ როდესაც კი
ბ.ბაქრაძე სხვა წიგნის ბეჭდვის საქმეს შეუდგება, თქვენის ფონდის შემოსავლით, ყოველ
შემთხვევაში გამგეობა თავის მხრივ მოხსენებას არ მოგაკლებთ. გამგეობა საჭიროდ ჰხადის როგორც თავის მხრივ, ისე ყველა ქართველთა მხრივ გულითადი
მადლობა გიძღვნათ თქვენის საზოგადო სარგებლობისადმი მიმართულის მოღვაწეობისათვის,
რომელშიაც თქვენ პირველად უჩვენეთ დიდი მაგალითი, და რომელიც არ ვეჭვნეულობთ, დღეს
თუ ხვალ, თავის გავლენას იქონიებს სხვა მამულის მოყვარე ქართველებზედაც. „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ბედნიერად შეჰრაცხს თავის თავს, თუ
თქვენო ბრწყინვალებავ, ნება-რთვას მისცემთ მას, რომ მან თქვენის სახელით
„საზოგადოების“ საპატიო წევრთა სია შეამკოს. ამ ნება-რთვის თხოვნის პასუხს
„საზოგადოება“ მოუთმენლად მოელის თქვენგან. ამასთანავე „გამგეობას“ მოურთმევია თქვენის ბრწყინვალებისათვის ერთი შეკაზმული
ეგზემპლარი თქვენის ნაღვაწის „ქილილა და დამანასი“. 24 აპრილს. 1886 წ. სცსსა. ფ. 481. N126. N„62.
„გვინდა გულითადი მადლობა განუცხადოთ თვით თავადს გრიგოლ დავითის ძეს გურიელს,
რომლისგანაც ამ დღეებში მივიღეთ სადღაც ოზურგეთში მისგან ნაპოვნი პატარა მე-X საუკ.
მშვენიერი ასო-მთავრულიანი და ოქროვარაყიანის გასაოცარის ხელოვნების სათაურის
ასოებით ეტრატზე ნაწერი სახარება. ეს შრომა უჩვენებს, რა მაღალ ხარისხზედ მდგარა
ჩვენში თვით მე-X საუკუნეში კალიგრაფია და მხატვრობა. ამისთვის იგი დიდს განძს
შეადგენს ჩვენის არქეოლოგიისას, თუმცა საუბედუროდ სახარება ძალიან დაშლილია და
ნათრევი“... დიმიტრი ბაქრაძე
„დროება“. 1885 წ. N85. 23 V. გამგეობა მოვალეობად ჰრაცხს, გულითადი მადლობა გამოუცხადოს საზოგადო კრების წინაშე
იმ პირთ, რომელთაც წლის განმავლობაში წიგნები შემოსწირეს საზოგადოების
წიგნთ-საცავს, განსაკუთრებით დაუღალავ და უხვს შემომწირველს, საპატიო წევრს ჩვენი
საზოგადოებისას, თავადს გრიგოლ გურიელს. ანგარიში ქ.შ.წ.კ.გ.ს. გამგეობის მოქმედებისა.
1889წ. I-IX-1890 წ. 1.IX გვ. 24. „წერა-კითხვის საზოგადოების“ წიგნთ-საცავს შემოსწირეს ძველი წიგნები: თ.
გრ.გურიელმა — 1) მარხვანი და სხვა-და-სხვა დღეს საკითხავები, ხუცური ხელთ-ნაწერი;
2) მარხვანი და ტიბიკონი, ხუცური ხელთ-ნაწერი; 3) ჟამნი ოხით და იბიკონით, ხუცური
ხელთ-ნაწერი; 4) ჟამნი თთვეთა მეტყველებით, ხუც-ხელთ-ნაწერი; 5) აღდგომის წირთ|56 ვის წესი, ხუც. ხელთ-ნაწერი; 6) მარხვანი და სადღესასწაულო, ხუც. ხელთ. ნაწ. 7)
ჟამნი და მარხვანი, ხუც. ხელთ.ნაწ. 8) სხვა-და-სხვა ლოცვები და სჯულის კანონები
იოანნე მმარხველისა, ხუც. ხელთ.ნაწ. გამგეობა საზოგადოებისა გულითადს მადლობას უძღვნის შემომწირველთ. „ივერია“, N223. 1889 წ. 21 X ოზურგეთი: თ. გრ.გურიელის სახლში ჩვენ ვნახეთ სამი ძველი ხელნაწერი წიგნი. ერთია:
„ითიკა-თეოლოღია“, ანუ სწავლანი სულიერნი სამღვთო მეცნიერებითნი მაქსიმე
აღმსარებლისა, თარგმნილი წმ. მამისა ჩვენისა ევთიმისა“. ხელნაწერში 127 ფურცელია;
დაწერილია ლამაზის ნუსხურის ხელით იეროდიაკონის პორფირეს მიერ 1725 წელს. მეორეა:
„წიგნი სიბრძნისა, ისო ზირაქისა“, ხუცურის ნუსხურით დაწერილი. მესამე უფრო
შესანიშნავია და დიდის ხელოვნებითაც არის ნაწერი ხუცურად. შიგ ნახატებია ჩართული და
ასომთავრულები მშვენიერად დასურათებული. გადაწერილია 1791 წელს. პატივცემული თავადი
გრ.გურიელი დიდის გულმოდგინებით აგროებს გურიაში ხელნაწერებსა და საისტორიო ნივთებს
და აპირობს შესწიროს „წერა-კითხვის საზოგადოებას“. „ივერია“. 1890 წ. N188 4.IX. „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წიგნთ-საცავს შემოსწირეს ძველი
ხელთ-ნაწერი წიგნები: თავ. გურიელმა 1) სურათებიანი მარხვანი 2) ჟამნ-გულანი 3) წიგნი სიბრძნისაძისა
ზირაქისა და ეკკლესიასტე 4) ითიკა თეოლოღია და სწავლანი მაქსიმე აღმსარებლისანი 5)
სურათებიანი სახარება. * * * გამგეობა საზოგადოებისა გულითად მადლობას უძღვნის შემომწირველთა. „ივერია“. N56. 1891 წ. 14, III „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ მიიღო ბ-ნ ექ.თაყაიშვილისგან
ყველა წიგნი, დოკუმენტები და ნივთები, რომელიც თავადმა გრიგოლ დავითის ძე გურიელმა
შესწირა „საზოგადოების“ წიგნთ-საცავს. გამგეობა ამ შეწირულებისათვის თავადს გრიგოლ
გურიელს დიდს მადლობას უძღვნის. „ივერია“. N229. 29.x
თქუჱნი მარად ერთგული გრიგოლ გურიელი 10-ს
პატივცემულო დიმიტრი ზაქარიას ძევ!
ბ. „დიდი ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“
გ. „წმიდის იოანესი“ და
დ. „კარაბადინი“,
ანგარიში:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების მოქმედებისა 1885 წლის 15 მაისიდამ 1886 წლის 15 მაისამდე
![]() |
11 გრიგოლ გურიელის წერელები ექვთიმე თაყაიშვილისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
1890 წ. 4.IX. ქალ. ოზურგეთი
პატივცემულო ევთიმე სვიმონის ძევ!
ამასთანავე გიგზავნით ამა წერილის მომრთმეველის კვაჭაძის ხელით ოთხს ძველს
ხელთ-ნაწერს საეკკლესიო წიგნებს, რომლებშიდაც იპოვნით შესანიშნავს ხელოვნებას ძველი
დროების ხელთ-წერისა და მხატვრობისას. გთხოვთ ეს ხელთნაწერი წიგნები, შემდგომ თქვენ მიერ კარგათ განხილვისა, გარდასცეთ
„წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას“ ჩემ მაგიერად. წიგნები დიდის მეცადინეობით შევიძინე სხვადასხვა კერძო პირებითაგან და კიდევ
ვცდილობ რაც შეიძლება მეტი შევიძინო და გაახლოთ „წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებისთვის“ გარდასაცემლათ, რათა ჩვენს მომავალს არ დაეკარგოს ესრეთნი
ძვირფასნი ძეგლნი ძველის მწერლობისა და მხატვრობის ხელოვნებისა. როგორც ეხლა (შევიტყვე) დავინახე, გურიაში ძლიერ ბევრი ყოფილა სხვა და სხვა
შესანიშნავი ძველი, ხელთნაწერნი წიგნები, როგორც საეკკლესიო, ისე საეროც, მაგრამ,
ჩვენში ბეჭდვის შემოღების შემდეგ, ხელთ-ნაწერთა წიგნებთა პატივი სრულიად
დაჰკარგვიათ და მრავალი მათგანი მოსპობილა, რადგან სახვევი ქაღალდის ადგილზე
უხმარიათ. დავშთები წერილი ე.თაყაიშვილმა გამოაქვეყნა 1891 წ. გაზეთ „ივერიაში“ (N89. 28.IV). თქვენი შედგენილი „სამი ისტორიული ხრონიკა“ მივიღე, რომლისათვის დიდ მადლობას
მოგახსენებ. ღმერთმან მრავალი შეგადგენიოს ამისთანა ძვირფასი წიგნები. ჩემო ექვთიმე, ამას წინათ, ექვთიმე კვაჭაძის ხელით, რამოდენიმე კარგი წიგნები
გამოგიგზავნე თქვენდა განსახილველად და მერმედ „წერა-კითხვის საზოგადოების“
წიგნთ-საცავისათვის შესაწირავათ და მიიღეთ თუ არა! სხვა ახლაც ვაგროვებ ძველ ხელთნაწერებს და თუ რაიმე მოვიპოვე ყველას გაახლებ.
ამასთანავე გიგზავნი ერთ პატარა სახარებას ეტრატზედ დაწერილს მხედრულათ,
გადასაცემათ „წერა-კითხვის საზოგადოებისა“. სამწუხაროდ ჩვენდა გურიაში ბევრი ყოფილა უწინ ძვირფასი და შესანიშნავი წიგნები,
მაგრამ როგორც ეხლა ვტყობილობ უმეცრებით და დაუდევნელობით ყველა დაოხრებულა და
დაკარგულა!.. და თუ რამე ვნახე ისიც იქით და აქეთ გვერდები ყველა შემოფცქნილი და
დაკარგულია. თქვენი მარად ერთგული თი გრიგოლ გურიელი
1891 წელსა, იანვრის 17. ხელნაწერთა ინსტიტუტი. ე.თაყაიშვილის ფ. N1199
თქვენი მდ. ერთგული გრიგოლ გურიელი!
ჩემო პატივცემულო ექვთიმე!
![]() |
12 ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდში დაცული ხელნაწერები, შეწირული გრიგოლ გურიელის მიერ |
▲ზევით დაბრუნება |
ხელნაწერთა ინსტიტუტის S ფონდში დაცული ხელნაწერები, შეწირული გრიგოლ გურიელის მიერ
1. ოთხთავი. 1054. ეტრატზე. (S-962) შემოწირული გრ.გურიელის მიერ. 2. ვახტანგ VI.
სამართლის წიგნთა კრებული. XIX ს. (S-1275) ხელნაწერს ზემო ყდის შიდა მხარეს დაკრული აქვს წერილი გრიგოლ გურიელისა დიმიტრი
ბაქრაძისადმი: „ბატონო დიმიტრი! ამასთანავე მიახლებია ძველი ქართველთა კანონის წიგნი, რომელიც მე აღგითქვით; ეს
წიგნი, როგორც გავიგე, ყოფილა თავდგირიძეების ოჯახის დანაშთი ძველთაგან; ვინაიდგან
თავდგირიძეები ძველათ ყოფილან აჭარაშიდ, ქობულეთში და გურიაშიდ
მემჭვე-მოსამართლეებათ და მდივანბეგათ, რომელიც ჩუენ კარგათ გვახსოვს და როგორც იყო
გამოძიებით მე ვპოვე ეს წიგნი. თავდგირიძეების ოჯახებშიდ სხვაც მრავალი ყოფილა ძველი წიგნები, მაგრამ დროთა
ვითარების გამო გაბნეულან და მე რამდენიც ძალმიძს ვსცდილობ მოვიპოვო და თუ რამ
ვიპოვე შესამჩნევი, გაახლებთ. ვისურვებ თქვენს მრავალს წელს დღეგრძელობას. თქვენი მარად ერთგული გრიგოლ გურიელი.
მარტის 14-ს, 1886 წელს. ქ. ოზურგეთი“. დ.ბაქრაძეს წიგნი მიუღია 1886 წ. 19 მარტს. ხელნაწერი აღწერილი აქვს ე.თაყაიშვილს
(Oописание рукописейტ. II. 620-621 გვ.) 3. მარხვანი. 1791 წ. (S. 1347) მინაწერი: „ქართველთ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთა საცავში მიერთვას გრიგოლ
გურიელისაგან. 1890 წელსა 4 სექტემბერს“. 4. ჟამნ-გულანი. XVIII ს. (S-1348-ა) მინაწერი: „ქართველთა წიგნთა საცავს მიერთვას გრიგოლ გურიელისაგან, 1890 წელს 4
სექტემბერს“. 5. ბიბლიური წიგნები. XVIII ს. (S-1349) (წიგნი სიბრძნისა ძისა ზირაქისა; „წიგნი ეკლესიასტე, ესე იგი არს საეკლესიო მეფისა
სოლომონისა სიტყვანი“... „წიგნი სიბრძნისა სოლომონისა.“) მინაწერი: „ქართველთ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთა საცავს მიერთვას. გრიგოლ
გურიელისაგან. 1890 წელსა, 4 სექტემბერი“. 6. მაქსიმე აღმსარებელი. სწავლანი. 1794 წ. (S-1350) მინაწერი: „ქართველთა წიგნთსაცავს მიერთვას გრიგოლ გურიელისაგან 1890 წელსა, 4
სეკტემბერს“.
![]() |
13 გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენციებიდან: |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენციებიდან: ოზურგეთი. ამ დღეებში მისს ბრწყინვალეს თავ. გრიგოლ გურიელს წერილი მოუვიდა
„მოსკოვის საარხეოლოგიო საზოგადოებისაგან“. ეს საზოგადოება დიდ მადლობას სწირავს
მის ბრწყინვალებას დახმარებისათვის და აგრეთვე სთხოვს, რომ გურიის საისტორიო და
საარხეოლოგიო ნაშთები მოგვიგროვეთო. გ. გურიელი დიდის გულ-მოდგინეობით შეუდგა ამ
საქმეს და მრავალი საყურადღებო ძველი მიწერმოწერა და ნაშთი იპოვა კიდეც. თ. გურიელი
ამ საქმისათვის არც ხარჯსა ჰზოგავს და არც შრომას, ოღონდ კი იპოვოს ძველი ნაშთი
რამ. „ივერია“. 1890 წ. №142.6 VI ოზურგეთი. ამას წინად თ. გ.გურიელს მოუვიდა ბერლინიდამ მ. ფონ-ერკერტისაგან წერილი,
ბ-ნ ერკერტს, როგორც წერილიდამ სჩანს, შეუგროვებია საჭირო მასალა ქართულის,
მეგრულის, სვანურის და აფხაზური ენების გამოსაკვლევად. დარჩენია შესაგროვებელი
მასალა ინგილოურისა და ლაზურისა. ამ უკანასკნელს ენის მასალის შეკრება მეცნიერს
დაუვალებია თ. გრ.გურიელისათვის. მასალის შესაგროვებლად ბ-ნ ერკერტს პროგრამმაც
გამოუგზავნია. ამჟამად გერმანელ სწავლულთაო, ამბობს სხვათა შორის თავის წერილში
ბ-ნი ერკერტი, დიდი ყურადღება ათხოვეს ქართულისა და ქართულ გვარენათა შესწავლას,
რადგან ჯერ-ჯერობით ვერ გაუგიათ, ქართულ გვარი ენები განცალკევებული ჯგუფია, თუ
არიულ ანუ ინდოევროპულ ენათა მოდგომას ეკუთვნისო. ზემოხსენებული გერმანელი სწავლული
წინად რუსის სამხედრო სამსახურში ყოფილა, გენერალ-ლეიტენანტობა მიუღია და შემდეგ,
როდესაც უთხოვნიათ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეო, სამსახურიდამ გამოსულა და თავის
სამშობლოში წასულა.“ „ივერია“. 1889 წ. №235, 4 XL
„წერილები რედაქციის მიმართ წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სკოლის პედაგოგიური რჩევა გულითად მადლობას უძღვნის
თავ. გრიგოლ გურიელს, რომელმაც შემოსწირა გურული სამეურნეო ხელის იარაღები
ზემოხსენებულ სკოლას. მმართველი სკოლისა ერ.ნაკაშიძე“
„ივერია“ 1891 წ. №49. 6.III. „გურიიდამ გვწერს სოფელ ჩიბათის მასწავლებელი მ.წ-ვ-ძე შემდეგს: ნება მომეცით
თქვენის გაზეთის შემწეობით გულითადი მადლობა გამოუცხადოთ თ.გრიგოლ დავითის ძეს
გურიელს,რომელმაც ამ დღეებში შემოსწირა ჩიბათის სასწავლებელს რამდენიმე ცალი
ქართული წიგნები ჩვენის საუკეთესო მწერლობისა. პატივცემული თავადი გრიგოლი
შემდეგისათვისაც ჰპირდება სკოლას შემწეობასა.ყოველთვის შემატყობინეთ, რა ეჭირვება
სკოლასა და მზადა ვარ დავეხმაროვო.“ „ივერია“. 1887 წ. №5. 91
![]() |
14 გაზეთ „დროების“ კორესპონდენციებიდან: |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთ „დროების“ კორესპონდენციებიდან:
„...თ. გრიგოლ გურიელმა ეს ერთი წელიწადია რაც მასწავლებელი დაიქირავა თავისი
ხარჯით და ამდენს ხანს ნასადილობით აქაურ სასულიერო სასწავლებელში სწავლობდენ 18
ქალ-ვაჟი და ეხლა ისინი დადიან თითქოს შკოლის საკუთრება სახლში. ამ უკანასკნელათ
ზემოხსენებული გურიელი ილაჯ-გაწყვეტილი ეუბნება ოზურგეთის საზოგადოებას: ამოდენს
ხანს მე შემინახავს შკოლა და შემდეგ ამისა, რაც თქვენა გერჩიოს ის ჰქენით; მაგრამ
ჩემის მხრივ რაც შემიძლიან მაინც ხელს არ მოვაკლებო, ე.ი. შვიდ თუმანს ყოველ წლობით
შემოვიტანო. ჩვენი საზოგადოება ამაზედ ბრძნულად გაუჩუმდა და გაკვრით ეუბნება,
როგორც გერჩიოსთ ისრე ქენითო. „დროება“. №400. 1873 წ. 30 XI „ოზურგეთი, 6 ივნისს. ადმინისტრაციის მეოხებით გურიის უკუმავალ ცხოვრებამ ორი ბიჯი
წარდგა ამ დღეებში წინ, და ორივე ჯერ მკვიდრი საძირკველი გაუსკდა თავის შვილების
სწავლა-განათლებას... პირველი ბიჯი წაღმართობისაკენ გახლავთ საქალებო საეპარხიო სკოლის დაფუძნება. ახლად
ჩამოსულმა, მაგრამ ეხლავე სახელგანთქმულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ყოველწლივ 500
მ. აღუთქვა ამ სასწავლებელს, სადაც სწავლება ქართულად იქნება, გარდა ამისა
ო.დადიანისაგან აიღებს იმ 1000 მან., რომელიც მას მობარებული ჰქონდა ამავე
საქმისათვის. საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელთ იკისრეს უსასყიდლოდ სწავლება მოხსენებულის
სკოლაში. მაგრამ, იმედია, ადრე თუ გვიან ამ სკოლის ნივთიერი შეძლება იმდენად
მოიმატებს, რომ მისს ქველმოქმედ მასწავლებლებს ნივთიერადვე დაუჯილდოვებს ღვაწლს;
მანამდის კი თვითონ ისინი არ იკადრებენ რაიმე სასყიდელი მოსთხოვონ სკოლას... მეორე გახლავთ სამღვდელოებისაგან სახლის და მიწა-წყლის შეძინება სასულ.
სასწავლებლისათვის. _ ამ რამდენიმე წლის წინად აქაურს სამღვდელოებას დრამა
ეძლევოდათ ჭირნახულით, მაგრამ მან ითხოვა, რომ ჭირნახულის მაგიერ ეძლიოს კომლზე ორი
მანეთი. მთავრობამ შეიწყნარა მათი თხოვნა. მაშინ სულიერ მამებმა გადაწყვიტეს, რომ
ნახევარი ამ შემოსავლისა ორი წლის განმავლობაში შესწიროს სასულ. სასწავლებლისათვის
სახლისა და ადგილას შეძინებას. ეგ შემოსავალი სულ იყო 28000 მან.
ქველმოქმედებისათვის ჰქონდათ მაშასადამე 14000 მან. მიჰმართავს გურიისა და
აჭარა-ქობულეთის მოწყალე მამად ცნობილს თ. გრ.გურიელს, რომლის ფრიად დიდი ქვიტკირის
ერთ-სართულიანი სახლი და ექვსიოდე ქცევა ბაღი და ეზო წყაროებითურთ სამართლიანად
ითვლება ოზურგეთის „თვალად“: დაგვითმე თქვენი სახლი და ადგილი და მიირთვით შესაფერი
სასყიდელიო, სთხოვეს მას. თ. გრიგოლი დათანხმდა. ამოირჩია ორივე მხარემ სანდო
პირნი, რომელთაც ეს ქონება დააფასეს 28000 მანეთად. სამღვდელოება შეუდგა მზადებას,
რათა როგორმე მოეხერხებინა ამ ფულის გადახდა, მაგრამ ამ დროს თ. გურიელი უცხადებს
მას, რომ იგი თავის მხრით „სწირავს გურიის სამღვდელოებას სასწავლებლისა და სხვა
მისს საჭიროებათათვის“ (მაგ. ეპისკოპოსის სამოსახლოდ) 15000 მანეთის იმ ფულიდამ
რომელიც მას უნდა მიეცეს სამღვდელოებისაგან, და თავის ქონებას უთმობს 13000
მანეთად“. მთელმა სასულიერო წოდებამ და მასთან მთელმა გურიამ უგულითადესი მადლობა
განუცხადეს ამ შეწირულებისათვის გრიგოლ-ქველს...“ „დროება“. №119. 1882 წ. II.VI. „ჩვენ მივიღეთ თ. გრ. დ. გურიელისაგან შემდეგი შენიშვნა: „მე როგორც მახსოვს,
ბიძაჩემს ქაიხოსრო გურიელს ჰქონდა დანაშთი მამიდგან ერთი კარგი „ვეფხვის ტყაოსანი“
რუსთველისა, ხელ-ნაწერი და შიგ გამოხატული მოქმედი პირებით, რომელიც უნდა იყოს,
ჩემის აზრით, პირველი ანუ სისწორით გადმოწერილი. დღეს ის, როგორც მე ვიცი, აქვს ჩემს ბიძაშვილს პელაგიას, ნესტორ წერეთლის მეუღლეს.
ამისთვის არ იქნება ურიგო, რომ „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციამ იმას მიმართოს თხოვნით,
რომ გამომიგზავნოს და იმედია, უარს არ იტყვის“. „დროება“. 1880 წ. №259, 9 XII
![]() |
15 გრიგოლ გურიელის სიკვდილი და დასაფლავება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი (ნეკროლოგი) |
▲ზევით დაბრუნება |
თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი (ნეკროლოგი)
კიდევ მოაკლდა ჩვენს სამშობლოს ერთი ერთგული და საყვარელი მამულის შვილი. 2
დეკემბერს დაასაფლავეს თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი. ბევრი ერთგული შვილი
მოჰკლებია ჩვენს მამულს, მაგრამ თ. გრიგოლისთანა დიდი გონებისა და პატიოსნების კაცი
ძვირად მოიპოვება დღეს ჩვენს საქართველოში. იგი იყო მზრდელი ობოლთა, პატრონი და
მფარველი ქვრივთა, ჩაგრულთა და დევნულთა. განსვენებული დიდი მოყვარული იყო ქველი
საქმეებისა, ყველა ეს კეთილი თვისებანი განსვენებულისა გამსჭვალული იყო ჭეშმარიტი
ქრისტიანული სარწმუნოებით. განსვენებულის ყოველი კეთილი საქმე სრულდებოდა,
სახარების სიტყვისამებრ, ფარულად და მას არ უყვარდა ზოგიერთებსავით თავის ქება და
საჯაროდ გამოქვეყნება თავისი კეთილი საქმეებისა. ამისათვის არც ჩვენვრაცხთ
საჭიროდდაწვრილებითმოუთხრათ საზოგადოებას განსვენებულის ცხოვრება და კეთილი
საქმენი. ყველანი უნდა ვსცდილობდეთ, რომ ყოველი ჩვენი კეთილი საქმე იყოს ფარულად
აღსრულებული,რომ ღმერთმა, რომელიც ხედავს ყოველსა დაფარულსა ყველას მოგვაგო ჩვენ
საქმეთაებრ ჩვენთა. ამას ითხოვს ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლა და ასეც უნდა ვიქცეოდეთ
ყველანი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ჭეშმარიტო ქრისტიანო და საქართველოს ერთგულო
მამულის შვილო გრიგოლ! „მწყემსი". 1891. №23, გვ. 113, 15.XII.
![]() |
15.2 ქრისტეან ქართველთ შრომა ქართველ მაჰმადიანებში |
▲ზევით დაბრუნება |
ჭიჭინაძე ზაქარია
ქრისტეან ქართველთ შრომა ქართველ მაჰმადიანებში
თ. გრიგოლ დავითის ძე გურიელი
|
„თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყრმათა, მშიერთა პური უსახლ-სართული; მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მონიჭებული, მოხუცებულთა, შრომით რებულთა, სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი.“ შავთელი |
გრიგოლ გურიელი შვილი იყო დავით გურიელისა; დავით რუსობის შემდეგ სტამბოლში გადასახლდა და იქ გარდაიცვალა. სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მიზეზი დიდია. პატარა გრიგოლი დარჩა კინტრიშის ხეობაზედ, ერთ ქართველს მაჰმადიანთან, გვარად ჯაშთან. ეს ოჯახი ჰფარველობდა და ჰზრდიდა პატარა გრიგოლს. ვიდრე გურულები დაშოშმინდებოდნენ, იმ დრომდე გრიგოლ გურიელი ქართველ მაჰმადიანებში იმყოფებოდა. აქ გაიზარდა ეს ძვირფასკაცი და ამიტომაც გამოჰყვა ამ მხრისა და ერის განუსაზღვრელი სიყვარული.
გრიგოლ გურიელი იმ კაცთაგანი იყო, რომლის მსგავსნიც ძრიელ იშვიათად იბადებიან. ის
იყო სახე და სინათლე ჩვენის ძველი თაობისა, ის იყო წევრი იმ სახელოვანთა დასისა,
რომელთაც ეკუთვნოდა დ.ყიფიანი, დ. ბაქრაძე და სხ. გრიგოლ გურიელი და ნიკოლოზ
ბარათაშვილი ამხანაგები ყოფილან, ერთს სკამზედ მსხდარან სასწავლებელში. ამ ზაფხულს
გრიგოლმა სთქვა, რომ ბარათაშვილი ჩემი დიდი მეგობარი იყოვო; 1833 წ. სახლი
გაუჩხრიკეს, რადგანაც ერთის ლექსის დაწერასა სწამებდნენ და ამიტომ მან ბევრი თავისი
ლექსიც დასწვა. განსვენებულის გრიგოლ გურიელისთანა კაცები ჩვენს გათახსირებულს დროში ერთობ
იშვიათია. განსვენებული დიდის გონებისა და პატიოსნების კაცი იყო. ის იყომამა
გურულთა, მზრდელი ობოლთა, პატრონი და მფარველი ქვრივთა და ოხერთ, ფარი ჩაგრულთა და
დევნულთა. მისი სახლი სავსე იყო სხვა-და-სხვა გაჭირებულ კაცთა შვილებით. ბევრს
გაჭირებულს კაცს მისცა შველა, ბევრი გამოზარდა თავისის ხარჯით, თუ დაბალს
სასწავლებლებში და თუ საშუალოსა და უმაღლესში. დღესაც-კი რამდენიმე მოწაფე იმისის
ხარჯით იზრდება სხვა-და-სხვა სასწავლებელში. ამას გარდა ბევრს გურულს დაჰხმარებია,
ზოგს ქალის გათხოვებით, ზოგს მიცვალებულის დამარხვით, და სხ. ბევრნი თავის
მიწა-მამულზედ დაუსახლკარებია და საკმარისი დახმარებაც მიუცია. ეს მთელმა გურიამ
იცის. გრიგოლ გურიელი დიდად განვითარებული კაცი იყო. კარგათ იცოდა ქართული ძველი და
ახალი მწერლობა, საქართველოს ისტორია. რუსულს მწერლობასაც თვალყურს ადევნებდა.
ნაკითხი ჰქონდა მთელის ახალი დროის საუკეთესო მწერალთ ნაწერები, ამისი სახლი სავსე
იყო რუსეთისა და უცხოელთ მწერალთ ნაწერებით. აქ მოიპოვებდით ისეთ წიგნებსაც,
რომელთა შოვნაც დღეს იშვიათია. წელს ზაფხულს ტაილორის ანტროპოლოგიას კითხულობდა.
ყველა სამეცნიერო წიგნის გამოსვლას დიდი სიამოვნებით ეგებებოდა. ამით უმაგალითო იყო
განსვენებული ჩვენს ძველს კაცებში, იწერდა ყოველს ქართულს ჟურნალ-გაზეთს. გაზეთებს
დაბეჯითებით ადევნებდა თვალ-ყურს, ნამეტურ რასაც ჩვენ შესახებ სწერდნენ.
ქართველების მდგომარეობის შესახებ განსვენებული ერთავად სწუხდა ჩვენს უძლურებას და
საზოგადო საქმეების სიღარიბეს რომ ჰხედავდა, დიდათ ჰნაღვლობდა: რატომ ჩვენში
საზოგადო საქმის პატრონობა არ არის გაჩაღებულიო. საყვედურით იხსენიებდა იმმდიდარს
ქართველებს, რომლებიც დაიხოცნენ და საზოგადო საქმისათვის-კი არაფერი დასტოვესო. წელს ჩემი წასვლა მაჰმადიან ქართველებში დიდად სასიამოვნოდ დარჩენია. სიხარულისაგან
აღარ იცოდა რა ექმნა. რომ მნახა, ბევრის გამოკითხვის შემდეგ, აღმითქვა, მაჰმადიანთ
ქართველთ ლოცვებს მე გამოვცემო, და გამოსცა კიდეც. დამპირდა, რომ მომავალ წელს, თუ
კარგათ ვარ, ორის ყმაწვილის სახარჯო ფულს მოგცემ, რომ თან წაიყვანო. სოფელ-სოფელ
იაროთ დამაჰმადიანთ ქართველთ ბავშვები ანბანის კითხვას მიახვედროთო, მერე თითონაც
ისწავლიანო. ქართველები არიან, შვილო, ცოდონი არიან, რომ ასე უპატრონოდ გვყავს
დატოვებულიო. ჩურუქსუში ყოფნის დროს, იმასთან ქართველ მაჰმადიანებიმოდიოდნენ და სალამს აძლევდენ.
აქ ბევრს გაუწია დახმარება. ერთს მაჰმადიანს ოსმალოეთიდგან ცოლ-შვილის მოსაყვანი
ფული მისცა, მეორეს სხვაფრივ შეეწია, მესამე შვილის აღზრდას დაჰპირდა და სხვ. იქვე
აღუთქვა განსვენებულმა, რომ ჩურუქსუში თუ სკოლას გამართავთ, სახლის შესაძენად
შემოგეწევითო. ქართველი მაჰმადიანები დიდად გახარებულნი იყვნენ ასეთის შემწეობის და
პატივის ცემის გამო. გრიგოლ გურიელი დიდათ უყვარდათ, ამის სახელი ყველა ბეგმა და
აღამ იცოდა და მეტათ ძვირფასს, სამაგალითო ქართველ კაცად იცნობდნენ. განსვენებულმა
თავის იქ ყოფნასა და სამსახურის დროს ერთი გროშიც არ შეირჩინა, რასაც-კი იღებდა და
იძენდა, სულ ქართველ მაჰმადიანებს ურიგებდა. ამიტომაც იყო, რომ როცა ბათუმიდამ
გადმოდიოდა, თან მოსტიროდნენ მთელი მაჰმადიანი ქართველნი. იგინი დღესაც იგონებენ
განსვენებულს. ოზურგეთში სტამბის გამართვის საქმე ისე ესიამოვნა, რომ ასოს ამომწყობს პირველს
დღესვე ასე უთხრა: ოჰ, შენს მარჯვენას-კი ვენაცვალე, რომ გურიაში სტამბას, წიგნის
საბეჭდავსა ვხედავო. სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექმნა. სტამბის დაარსებისთანავე
ორი სახალხო წიგნი მისცა დასაბეჭდად. სულითა და გულით ენატრებოდა, რომ ოზურგეთში
სტამბის საქმე წინ წასულიყო. ასევე ნატრობდა განსვენებული, რომ ოზურგეთში
ბიბლიოთეკა დაარსებულიყო. სჩიოდა, რამდენიმე კაცი შეიკრიბა, წიგნთსაცავის დაარსება
განიზრახეს და როცა საქმე საქმეზედ მივიდა, მაშინ კი ამხანაგებს ერთმანეთში ჩხუბი
მოუვიდათ, არა იქ უნდა გავმართო და არა, აქაო. ერთმანეთის ჩხუბსა და ქიშპობას
შესწირეს და ანაცვალეს საზოგადო საქმის პატივისცემაო. რომ დაეარსებინათ, მაშინ ჩემს
წიგნებს სულ იმათ შევსწირავდიო. განსვენებულს თავს ზარად დაეცა ის ამბავი, რომ ომის შემდეგ ქართველ მაჰმადიანებმა
ოსმალეთში გადასახლება დაიწყეს. ბევრს ჰმეცადინეობდა, რომ ქართველი მაჰმადიანები
თავიანთ ქვეყანაშივე დარჩენილიყვნენ და დიდს საჩუქრებსაც აძლევდა, რომ
მაჰმადიანებისთვის გული მოეგო და დაეყვავებინა. ფულით ბევრს მაჰმადიანს ქართველს
მოუგო გული და ბევრს დაუშალა აქედან აყრა და გადასახლება. განსვენებული ძალიან დანაღვლიანებული იყო ამ ბოლო დროს. დარდობდა, რომ ჩემი
მამულების საქმე ძლიერ არეულ-დარეულიაო. ჩემს ძმებთან გაუყრელი ვარ, მე მინდა, რომ
ჩემის მამულების უმეტესი ნაწილი „წერა-კითხვის საზოგადოებას“ დავუტოვო და გურიის
შვიდს სოფლის საზოგადოებას, სადაც ჩვენი ნაყმევი გლეხები ცხოვრობენ და ბევრნი
უმიწა-წყლობით დიდად არის შეწუხებულნიო. ამისთვის განსვენებულს მთავრობასთან
თხოვნაც შეეტანა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ მამული ჯერ უნდა განაწილდესო. ახლა
ვმეცადინეობ, რომ რამე მოვახერხო და არ ვიცი, როგორ მოვაწყო ეს საქმეო. ზ. ჭიჭინაძე. ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრება. თბ. 1917 წ. გვ. 7-10.
წერილი 1891 წ. დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“. №258. 4.XII.
![]() |
15.3 გრიგოლ დავითის ძის გურიელის დასაფლავება |
▲ზევით დაბრუნება |
გრიგოლ დავითის ძის გურიელის დასაფლავება
(წერილი ოზურგეთიდგან)
გუშინ, 2 ამ თთვისას, მიაბარეს გაუმაძღარს მიწას ჩვენი დაუვიწყარი მამულის შვილი,
დაუშრომელი მოღვაწე, უხვი ქველმოქმედი თავადი გრიგოლ დავითის ძე გურიელი. თუმცა
მეტის-მეტად ცივი და ქარიშხლიანი დღე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმის
უკანასკნელის სალამის მისაცემად აუარებელი ხალხი შეიკრიბა. დილიდგანვე იწყო ხალხმა
მოდენა ირაკლი დუმბაძის ეზოში, სადაც განსვენებულმა გაატარა უკანასკნელი წამები
თავისის ძვირფასის სიცოცხლისა. სწორედ ათი საათი იქნებოდა, როცა ცხედარი
გამოასვენეს. ცხედარს წინ მიუძღოდნენ განსვენებულის ორდენებით. აქედამ პროცესია
დაიძრა და გაემართა სასულიერო სასწავლებლისაკენ, რომლის ეზო კარ-მიდამო და
ბაღ-ვენახი ამ რვა წლის წინად განსვენებულის საკუთრება იყო და რომელიც გურიის
ხელ-მოკლე სამღვდელოებას ნახევარ ფასზე ნაკლებად დაუთმო ამ გულ-უხვმა და გონება
ნათელმა ქველ-მომქმედმა. აქ, სასწავლებლის ეზოში მცირე პანაშვიდი გადაუხადეს
განსვენებულს. აქვე ყოვლად სამღვდელო გრიგოლმა, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა,
შესაფერი სიტყვა წარმოსთქვა და ნათლად გაარკვია განსვენებულის მოღვაწეობის
მნიშვნელობა საზოგადოდ მართლ-მადიდებელ ეკკლესიის წინაშე და კერძოდ გურიის
სამღვდელოებისა. აქედამ პროცესია გაემართა ქალაქისაკენ. განსვენებულის ცხედარს
მიჰყვებოდა, გარდა სამღვდელოებისა და თავად-აზნაურთა, მასწავლებელნი და მოწაფენი
სასულიერო სასწავლებლისა, სამოქალაქოსი, დედათა სკოლისა და გურიის საერო სკოლათა
რამდენიმე ოსტატი. მუსიკა სამოქალაქო სასწავლებლისა სამგლოვიარო ხმას უკრავდა, ხოლო
მგალობელთა გუნდი სასულიერო სასწავლებლის შეგირდთა „წმინდაო ღმერთოს“ გალობდა. თვით
ქალაქში ამ დღეს ყველა მაღაზია, სავაჭრო და სახელოსნო სახლი დაკეტილი იყო და
მოქალაქენი გულ-დაწყვეტით მიჰყვებოდნენ განსვენებულის ცხედარს. ცხედარი მიასვენეს
ოზურგეთის წმიდა მარინეს ეკკლესიაში, სადაც მწირველი ბრძანდებოდა ყოვლად სამღვდელო
გრიგოლ მრავალი სხვა სამღვდელოებით. დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა: თვით ყოვლად
სამღვდელომ, რომელმაც უფრო ვრცლად მოიხსენია, თუ რა ღვაწლი მიუძღოდა განსვენებულს
გრიგოლს ჩვენის ეკკლესიისა, ერისა და ქვეყნის წინაშე, ბლაღოჩინმა მღვდელმა სვიმონ
თოთიბაძემ, გურიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა თავადმა სვიმონ გუგუნავამ,
სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ თოფურიამ რუსულად, დათიკო
ვერმიცანაშვილმა და ბ-ნმა შუბნელმა. ცხედარს ამკობდა ტფილისიდან გამოგზავნილი
გვირგვინები „ივერიის“ რედაქციის და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან.
საუბედუროდ, წარწერა ამა გვირგვინებისა არ შეგვიძლია ვუწყოთ მკითხველთ, რადგანაც
ადგილობრივმა მღვდელმა ლენტები ეკკლესიაში შეინახა და ჩვენი თხოვნა მის წინაშე, რომ
ეჩვენებინა, ამაოდ დარჩა. გვირგვინები იყო აგრეთვე გურიის თავად-აზნაურთაგან
შემდეგის წარწერით: თავადს გრიგოლ გურიელს „სახელოვანად სიკვდილი სიცოცხლის
უმჯობესია“. სასულიერო სასწავლებლისაგან: Кн. Григорию Гуриели „Bь знакь любви и
благодарности“. სამოქალაქო სასწავლებლისაგან: Кн. Григорию Гуриели „Не забвенному
своему почетному Смотрителю“. გურიის სოფლის მასწავლებელთაგან: თავადს გრიგოლ
გურიელს: „კაცი ის არის, ვინც მამულს ქალაქ ოზურგეთიდგან: თავადს გრიგოლ გურიელს „ღირსა ხარ დიდებისა და გადიდებთ შენ!“
მიქელაიშვილისა და თავართქილაძის წიგნის მაღაზიიდგან: თავადს გრიგოლ გურიელს
„საფლავი შენისთანა კაცისა სალოცავია მამულისა“. ლავრენტი წულაძისაგან: თავად
გრიგოლ გურიელს; იყო ვით მტრედი უმანკო, შუადღის პირველი საათი იქნებოდა, რომ ეს გაუმეტებელი და დაუთმობელი კაცი, ეს სათნო
და წყნარი ადამიანი დაგვათმობინა სიკვდილმა და სამუდამო სადგურისათვის
მიგვაბარებინა. განსვენებულის სურვილისამებრ, იგი დაასაფლავეს ოზურგეთის წმიდა
მარინეს ეკკლესიის გალავანში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ეს არა, იმისგან დიდად
დავალებულს გურიის სამღვდელოებას უნდოდა მისი დასაფლავება სასულიერო სასწავლებლის
ეზოში, სადაც წმიდა გრიგოლის სახელზე ეკლესია უნდა აეგოთ, მაგრამ რადგანაც ეს არ
მოხერხდა, უნდა გრიგოლის სახელზე ერთი სტიპენდია დააარსონ და, ამას გარდა, ვალად
დაიდვან, რომ განსვენებულის მიცვალების ყოველს წლის თავზე წირვა და პანაშვიდი
გადიხადონ ყველა მღვდელმა თავთავისსეკკლესიაში მიცვალებულის სულის მოსახსენებლად.
აქვე მოგვყავს ბ-ნ თოფურიასი, შუბნელისა და ვერმიცანაშვილის სიტყვა:
სიტყვა ბ-ნ სპ.თოფურიასი: მას ვხედავთ და რას ვსტირით?! ვასაფლავებთ პატივსაცემს თავადს გრიგოლ გურიელს.
დაჰხედეთ აბა ამის მხცოვანს სახეს,რა დამშვიდებულია, რა დაწყნარებული და
აუღელვებელი; ზედ აჩრდილიც-კი არ ემჩნევა ტანჯვისა და მწუხარებისა. უფალმა ღმერთმა ინება თავადის გრიგოლის მიწოდება საუკუნო განსასვენებელსა ადგილსა.
გულს არ სჯერა, რომ ჩვენს შორის აღარ არის მოციქული ჭეშმარიტებისა, მთესველი
კეთილისა და მქადაგებელი კაცთმოყვარეობისა. გონება ბნელდება, ენა დუმდება, როცა
გავიხსენებთ, რომ მიგვატოვა თავადმა გრიგოლმა. _ ამ ჩვენს დროს, როცა იდეალები ასე
განქრა, როცა თითოეული გარეშემო ციხე გალავანს ივლებს და თავისს სულსა და გულში
ჩაკეტილა, ამისთანა საზოგადო მოღვაწის დაკარგვა დიდი დასაკარგია. თავადი გრიგოლ
დავითის ძე იშვიათი კაცი იყო ჩვენ შორის მთელისის თავის ცხოვრებითა და მოღვაწეობით.
ვიდრე სამსახურში იმყოფებოდა, დამსახურებული ჰქონდა სახელი პატიოსნისა და უანგარო
მოხელესი. შემდეგ, მიატოვა რა ასპარეზი სამსახურისა, დასახლდა თავის სამშობლო ქალაქ
ოზურგეთში; აქ განსვენებული თავადი მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ქველ-მოქმედობდა და
სამადლო საქმეს სთესავდა. დიდი ღვაწლი თავად გრიგოლ გურიელისა საზოგადოების წინაშე.
განმეორება იქნება იმისი რაც, ეს არის ეხლა ბრძანა მისმა ყოვლად-სამღვდელოებამ
ეპისკოპოსმა გრიგოლმა, სათითაოდ ჩამოთვლა მისის ღვაწლისა. სხვა არა იყოს-რა, ეს
ღვაწლი იმდენი და ისე მრავალ-გვარია, რომ ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. განსვენებულია მრავალ-გვარს მოღვაწეობაში შესანიშნავია ერთი მისი თვისება,
სახელდობრ მისი გულმტკივნეულობა ერის განათლების საქმისთვის. მისი ზრუნვა ოზურგეთის
სასულიერო და საერო სასწავლებელთათვის სამუდამოდ დაუვიწყარი დარჩება და ანდერძად
გადაეცემა უფროსისაგან უმცროსსა. თავადო გრიგოლ! დაგვტოვე ჩვენც და ობლად მიატოვე საერო და სასულიერო
სასწავლებელიცა. ვიღა გაგვაგონებს ჩვენ, მასწავლებელთ, შენს გონიერ ლაპარაკს, შენს
რჩევა-დარიგებას, აღსავსეს ჩვენის ცხოვრების ცოდნითა და ღრმა სიბრძნითა. შენი კარგი
ის იყო, სხვათა შორის, რომ ყველას უწევდი ზნეობრივ დახმარებას, ყველასათვის
მოგეპოვებოდა სიტყვა ნუგეშინის-ცემისა, ყველას უწვდიდი ხელს დასახმარებლად. იგლოვეთ მოსწავლენო, სტიროდეთ ხელ-მოკლენო და ტვირთ-მძიმენო! ყოველთავე თქვენთათვის
თავადი გრიგოლ მშობელი მამა იყო. ყველაზედ შესანიშნავი გარემოება ის არის, რომ თავისს საქველმოქმედო მოღვაწეობაში
თავადი გრიგოლ გურიელი გვარტომობის განხილვაში არ შედიოდა: ქართველი, რუსი, ოსმალო
— მისთვის ყველანი ერთნაირად სანუკვარნი იყვნენ. განსვენებული ჭეშმარიტად სახარების
კაცი იყო. ღრმა სიბერემდე მიაღწია, მაგრამ აზრი მისი მაინც ნათელი იყო და
ჭკვიანური. ცალის ფეხით სყამარეში ჩამდგარიც-კი თავის ახალგაზრდობის იდეალებს
ერთგულობდა. დიდის შორმხედველობით სჭვრეტდა უკეთესს მერსმისს და ეს ჭვრეტა მიაჩნდა
ნუგეშად დღევანდელ ცხოვრებაში. ყოველს დაჩაგრულს, ბედისაგან გაწამებულს ამით
ესალბუნებოდა, ამით ანუგეშებდა... ცხოვრებით უმადურს და გამწარებულს ასე ეტყოდა
ხოლმე ჩვეულებრივ თავადი გრიგოლ: „სასოებას ნუ წარიკვეთ, გამხნევდი, სულ ხომ ამ
ყოფაში არ ვიქნებით: დაგვიდგება კარგი დროცა“. გაცნობის უმალვე შეიყვარებდა კაცი განსვენებულს თავადს. თითქმის უცბად მოინადირებდა
თქვენს გულს მისი მომხიბვლელი ადამიანობა და კაცური კაცობა და მაშინვე იგრძნობდით,
რომ იმის ხელში ხართ სრულიად და სავსებით. გავიდოდა ხანი და მისი ადამიანობა უფრო
და უფრო გიზიდავდათ და გიმორჩილებდათ. ყოველ ამის გამო ყმაწვილს კაცსფიქრად აღარ
მოსდიოდა, რომ შეიძლებოდა განსვენებულს ჰქონოდა ის ნაკლი, რომელიც სჩვევია ზოგიერთს
სიბერესა და მოხუცებაში. ასეთი იყო თავადი გრიგოლ დავითის ძე გურიელი, რომელსაც
დღეს ჩვენ ვგლოვობთ. მშვიდობა ფერფლსა შენსა, პატიოსანო მამულიშვილო, მამაცო მეომარო, მთესველო კეთილისა
და ჭეშმარიტებისა! სიტყვა ვერმიცანაშვილისა: „კაცი არ ყველა ერთია აწ ჩვენგან განშორებული და სამუდამოდ განსვენებული გრიგოლი, რომლის უკანასკნელის
სალამის მისაცემად შევკრებილვართ, გვარით დიდებული იყო, ჩინითა და დამსახურებითაც
ხომ ცალი და ბადალი ბევრი არ ჰყავდა, პურ-მარილსა და სტუმართ-მოყვარეობაშიაც
ვერავინ დაემდურებოდა; მაგრამ, როცა იმის სიკვდილის ამბავი გავიგონებთ, იმის
გამო-კი არ დაგვწყვეტია გული, იმის გამო-კი არ აგვცრემლებია თვალები, რომ დიდებულის
გვარის კაცს მოვშორდით, ჩინიანსა და დამსახურებულს გვამს მოვაკლდით, სტუმართმოყვარე
და პურ-მარილის წევრი გამოაკლდა საზოგადოებასაო; არა, ჩვენ დაგვაღონა და
დაგვადარდიანა იმ გარემოებამ, რომ განსვენებულს გრიგოლს, ამ წარმავალსა და წუთიერს
ღირსებას გარდა; უკვდავი და ჩვენის სულისა და გულიდგან, ჩვენის გრძნობა-გონებიდგან
წაუშლელი და ამოუფხვრელი ღირსება ჰქონდა. ბევრი დიდებულის გვარის კაცი კვდება,
ბევრი ჩინიანი გვამი იმარხება, ბევრი სტუმართმოყვარე ადამიანი ეთხოვება ამ
წუთი-სოფელს, ხოლო ესეთს კაცებს იმისი ნათესავები სტირიან მხოლოდ, იმისი
ხელ-ქვეითები იგლოვენ და იმის პურ-მარილით დავალებულნი ცრემლობენ. გრიგორის
სატირლად-კი, როგორც, ჰხედავთ, ვის არ მოგვიყრია თავი, იმის სამარეზე ცრემლის
დასაფრქვევად ვინ არ არის მზად და, ამას გარდა, რამდენია კიდევ ისეთი, რომელთაც აქ
არ ვხედავთ,მაგრამ ამ საერთომწუხარებაში სულითა და გულით მოზიარენი არიან ჩვენი.
დიაღ, გრიგოლის დაკარგვის გამო მთელი საქართველო ჰგოდებს, მთელი საქართველო ვიშობს
და ვალალობს. აბა ვის უნდა წაჰყვეს ქვეყნისა და ერის ცრემლი, თუ არ ისეთს კაცსა,
რომელიც მუდამ თვის ქვეყნისა და ერის წარმატებისა და წინ-წაწევის შესახებ ფიქრობდა;
მაშ ვინ უნდა დაიტიროს საზოგადოებამ გულ-წრფელის ტირილითა, თუ არ გრიგოლი, რომელმაც
ერისა და ქვეყნის წარმატების ფიქრში და ამ ფიქრის საქმედ ქცევაში დალია სული!
საქმეც ის არის, გრიგოლის დაკარგვაც იმიტომაა მოუნელებელი დასაკლისი, რომ ის საქმის
კაცი იყო, რომ იმან არ იცოდა, რა იყო სულისა და გონების უქმობა და, ამას გარდა,
მოწყალე და ქველ-მოქმედი გული ჰქონდა, ურომლისოდაც გონების განვითარებაც ფუჭია,
დიდის ტვინისა და ნიჭის პატრონობაც ამაოა. განა ტყუილად არის ნათქვამი „უგულო კაცი
ვერ კაცობსო“. გრიგოლის კეთილისა და შემბრალე გულის მეოხებით ბევრი სასახელო და
სასარგებლო საქმე გაკეთებულა ჩვენში. რომელს ერთს დავასახელებთ ისეთს საკეთილო და
საწაღმართო საქმეს, რომ ჩვენში დაწყებულიყოს და განსვენებული ან მოთავე, ან
დამხმარებელი ქონებრივა და ზნეობრივად სულის ჩამდგმელი არ ყოფილიყოს იმ საქმისა.
ამას გარდა, ვინ მიადგებოდა გრიგოლის კარს ისეთი ან რჩევისა, ან დახმარებისა და ან
გზის ჩვენებისათვის, რომ მისგან უკმაყოფილოდ, ხელ-ცარიელი და გულ-მოუოხებელი
წასულიყოს. ყოველისავე ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ეს ჩვენი დაუვიწყარი მოღვაწე,
რომელიც ეხლავე მიწას უნდა მივაბაროთ, გულისა და საქმის კაცი იყო და არა სიტყვისა
და ოცნებისა. ამის გამოც არის, რომ მეცნიერს უთქვამს „ჭეშმარიტი სიდიდე და
დიდებულება ადამიანის გულშია და არა თავშიო“. გრიგოლმა ეს კარგად იცოდა და იმის
ცხოვრების დევიზიც, ვგონებ ეს იყო: კაცად მაშინ ხარ საქები, მართლაც გრიგოლი ყოველ დღიური ქველ-მომქმედი, ყოველ დღიური მოსაქმე იყო და ყოველ
დღიურად აძლევდა თავის თავს თავის ქველ-მოქმედებისა და საწაღმართო საქმის გაკეთების
ანგარიშს. იმას სწამდა, რომ „უქმობა ჟანგია სულისა“-ო და იმ დროს, როცა თავისს სულს
ამ სამარცხვინო ჟანგისაგან ხელ-უხლებლად იცავდა, სხვებსაც აძლევდა ერისა და
ქვეყნისათვის გარჯისა და შრომის მაგალითს. რასაკვირველია, მე არ შემიძლია და არც
ასე ადვილად მოსახერხებელია აღნუსხვა იმ საწაღმართო საქმეთა, რომელთა გაკეთება თუ
გაკეთებაში გულ-მხურვალე მონაწილეობის მიღება გრიგოლს ეკუთვნოდა. ის-კი ყველასათვის
ცხადი და თვალსაჩინო ამბავია, რომ ასეთი სამაგალითო ადამიანი თითო-ოროლა ძლივსა
ჰყავს ჩვენს ქვეყანას. მაშასადამე, დაგვრჩენია, რომ განსვენებულს გრიგოლს საუკუნო
სახსენებელი ვუსურვოთ, ხოლო ეს საუკუნო სახსენებელი ის იქნება მისთვის, თუ რომ
ჩვენი ჯერ კიდევ ძილიდგან გამოურკვეველი და დაქვეითებული ქვეყანა ასეთს ჩუმსა,
ასეთს თავ-მდაბალს და ასეთს გულ-კეთილს მოსაქმესა და მოღვაწე ადამიანს დაჰბადებს და
აღზრდის. სიტყვა შუბნელისა: წლევანდელი წელიწადი ერთობ ბნელი და შავი წელიწადი გამოდგა ჩვენთვის, სულ რამდენიმე
თვეა, რაც გურიის ცას მოსწყდა ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი, დავკარგეთ ჩვენი
სასიქადულო პოეტი მამია გურიელი. აი ამ დიდებულის კაცის საფლავი ჯერ არ გაცივებულა
და ამ ხარბმა მიწამ პირი უყო მეორე ჩვენს მამულიშვილს: აღარ გვყავს დიდად
სათაყვანებელი, საყვარელი მოხუცი, თავადი გრიგოლ გურიელი. სამუდამოდ მოისვენა ჩვენს
სამშობლო ქვეყნისათვის მზრუნავმა თავმა, საუკუნოდ დადუმდა ყოველთვის მართლის
მოლაპარაკე ენა, საუკუნოდ შესწყვიტა ძგერა ჩვენის ერის სიყვარულით აღსავსე გულმა,
სამუდამოდ დაიკრიფა გულზე ის ხელები, რომლითაც ასე უშურველად აწვდიდა შემწეობას
ჩვენს სასწავლებლებს ჩვენს მოზარდს თაობას. ულმობელმა სიკვდილმა შეუბრალებლად
გამოაცალა სინათლის მომხრეთა ბანაკს ერთი უკეთესი მეომარი სიბნელის წინააღმდეგ
მებრძოლი. ჭეშმარიტად ამ გვარის კაცის სიკვდილს დაღამება მოჰყვება და დაღამება ხომ
ქვეყნის დაქცევის მოწადინეთა ასპარეზია. როცა სინათლის რომელიმე მომხრე
გამოგვეცლება და შავს მიწას ამოეფარება, ყოველთვის რაღაც უიმედობა შეგვიპყრობს
ხოლმე: ვაი ამის შემდეგ უნამუსობამ გული მო...ცეს და სათნოება, სინათლე განსაცდელში
ჩაგვიგდოს. განსვენებულის გრიგოლისებური კაცები ყოველთვის მთელის თავისის
არსებობაზე ცდილობენ სიბნელის გაშუქებას. ერთის ხელით რომ სათნოებას სთესენ,მეორეთი
უნამუსობას ამხობენ და ამ გვარის კაცის სიკვდილი ჩვენზე ღონიერს ერსაც-კი
შეასუსტებს. თორემ ჩვენთვის ხომ დაუვიწყარი მარცხია. განსვენებულის ღირსი ის იყო,
რომ მეტის-მეტად კეთილი იყო და მასთან შრომისმოყვარე, ის არც მოხუცებულობას
გაუტეხია და სწორედ შრომაშივე მოასწრო ამ ულმობელმა სიკვდილმა. მან ადრე შეიგნო,
რომ უსაქმობა და არარაობა იგივე სიკვდილია და სიკვდილამდის სიკვდილი, სიცოცხლეშივე
ლეშად გადაქცევა არ შეეფერება ღვთის მსგავსად და ხატად შექმნილს ადამიანს და
ამიტომაც პატიოსანს შრომაში დალია სული. აი ჩვენ წინ ასვენია ეს გულსაკლავი
მსხვერპლი უმართლო სიკვდილისა და მისი გაქვავებული გვამი თითქოს ამას გვეუბნება:
ბუნებით ნიჭიერნო და მალხაზნო გურულნო! თქვენში ძვირია ისეთი უგბილო, უმადლო
ადამიანი, რომ ცოტაოდენი მადლის ჩადენა არ შეეძლოს, თუ უგულობა არ დაუშლის. ეცადეთ,
რომ თუნდ თითო წვეთი მადლი ყველამ ჩაიდინოს, ამ წვეთ-წვეთობით ზღვა გაჩნდება
მადლისა, რომელიც ადვილად წალეკავს ჩვენს უმეცრებას და უბედურებასაო. განსვენებული საქმიანობასთან ერთად კეთილი გულის კაცი იყო და იმიტომაც ასე
გვათბობდა ყველას. ყოველ ამასთან მეტის-მეტად უმანკო, უჩირქო სულის პატრონი იყო და
აი, ასეთი უმანკო სული მიაბარა მან უფალს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, დაუვიწყარო თავადო! გვასწავლე ჩვენც, რომ შენებრ
უმანკო სული მივიტანოთ საფლავამდის. „ივერია“. 1891 წ. №262. 10.XII.
გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,
თავის სამსხვერპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,
მისი ღიმილი ლხინადა“.
ხუნდებსა უფრთხილდებოდა —
„არწივთა კლანჭნი არ ჰკრანო“ —
ამა აზრისთვის კვდებოდა.
დიდი სძეს კაცად კაცამდის.“
თუ ეს წესი წესად დარგე,
ყოველს დღესა შენს თავს კითხო,
აბა მე დღეს ვის რა ვარგე?
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსეულ მამულიშვილო და სამაგალითო და სასახელო
მოღვაწევ!
![]() |
16 ნარკვევი |
▲ზევით დაბრუნება |
ნარკვევი გაზეთ „Нов. Обоз“-ის გუშინდელს ნომერში დაბეჭდილია წერილი ბ-ნ პ-სი
გარდაცვალებულის თავად გრიგოლ გურიელის შესახებ. ეს წერილი საყურადღებოდ მიგვაჩნია
ჩვენის მკითხველისათვის და ვბეჭდავთ. ამ დღეებში გარდაცვალებული თავადი გრიგოლ დავითის ძე გურიელი ცნობილი იყო ქართველთა
შორის, როგორც ყველა წოდებისაგან პატივცემული მოღვაწე, დიდად პატიოსანი და
სათნოიანი კაცი. ქრისტეან და მაჰმადიან ქართველთა შორის ისე დიდად ცნობილი
არავინაა, როგორც განსვენებული გრიგოლი, რომელმაც საერთო, საზოგადო სიყვარული
დაიმსახურა თავის თანამემამულეთა. თავადი გურიელი 60 წლისა გარდაიცვალა; იგი მსახურობდა გურიის მილიციაში და
უკანასკნელ ომიანობამდე უფროსი იყო საზღვრის ჯარისა გურიაში. ბათუმის ოლქის (ეს
მხარე ძლიერ უყვარდა განსვენებულს) შემოერთების შემდეგ განსვენებული ერთ წლამდე
უფროსად იყო ამ ოლქისა და შემდეგ, დაანება რა სამსახურს თავი, მუდამ თავისს
სამშობლო ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობდა. თავის სამსახურს ძლიერ მუყაითად და
პატიოსნურად ეკიდებოდა, ერთგულ თანამოსამსახურეთაგან სიყვარული ჰქონდა მოპოებული და
ყოველსავე კეთილ საქმეს თანაუგრძნობდა და გულით ეკიდებოდა. განსვენებული კარგად იცნობდა ბათუმის ოლქს და განცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა
თავის თანამოძმე მაჰმადიანს ქართველებსთან. ქართველები დიდად დავალებულები არიან
მისის ამ გვარის ურთიერთობით. უკეთესი გამოკვლევანი ამ პროვინციისა ბაქრაძისა და
ყაზბეგის მიერ გურიელის თანაშემწეობით მოხდა და უამისშემწეოდ მოუხერხებელიც იყო ეს
საქმე. თავადს გურიელს დიდად უყვარდა სამეცნიერო და სალიტერატურო შრომა. მისი
მეთაურობით და ხარჯით 1885 წელს დაიბეჭდა ქართულს ენაზედ შესანიშნავი თარგმანი
„ქილილა და დამანა“. ამ გვარადვე მხურვალე მონაწილეობა მიიღო სხვა წიგნებისა და
წიგნაკების გამოცემაშიც. დიდად ზრუნავდა ძველის ხელნაწერებისა და საისტორიო მასალის
შეკრებას, რათა ან მცოდნე კაცებისა და ან „წერა-კითხვის საზოგადოებისათვის“
მიეწოდებინა. ქართველს თავადიშვილებს შორის ვერავინ შეედრებოდა თავადს გურიელს
ხალხის სწავლა-განათლებისა და წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. როდესაც ოზურგეთში
სასულიერო სასწავლებლისათვის შენობის აგება გაუჭირდათ, მხოლოდ თავადმა გრიგოლმა
იკისრა ამ საქმისთვის დახმარება. თავისი სახლი, ღირებული არა ნაკლებ 30000
მანეთისა, 10 თუ 15 ათას მანათად მიჰყიდა. განსვენებული მრავალს ქართულს წიგნსა და
ჟურნალსა ჰგზავნიდა ოსმალეთის საქართველოში და ამ გზით ჯერ კიდევ შემოერთებამდე
ნიადაგს უმზადებდა იქაურ მკვიდრთ შორის წერა-კითხვისა და სწავლა-განათლების
დანერგვის საქმეს. დიდი ამაგი დასდო აგრეთვე „წერა-კითხვის გამავრცელებელს
საზოგადოებასაც“. გარდა მრავალი საისტორიო მასალისა და საბუთისა, ხსენებულსავე
საზოგადოებას შესწირა მთელი გამოცემა „ქილილა და დამანასი“, ღირებული 3000 მანათად,
და ამ სახით დააარსა ფონდი ქართულის ლიტერატურის ძველ ნაწერების გამოსაცემად. კერძოდ თავადი გურიელი ძველი, კეთილშობილი, დარბაისელი, რაინდი ქართველი კაცი იყო,
არა მოქეიფე დამფლანგავი თავის სარჩოსაბადებელისა, არამედ წყნარი და თანაც
გულშემატკივარი ადამიანი ყოველის კეთილის საქმისა. ბევრს დააღონებს იმისი გარდაცვალება, რადგან აღარ ეყოლებათ გულშემატკივარი
მოსიყვარულე და ნივთიერად და ზნეობრივად დამხმარებელი თავადი გრიგოლი. „ივერია“. 1891 წ. №256. 1 XII.
![]() |
17 ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა:
1. ე. გოგუაძე. გრიგოლ ქველი. „ოზურგეთის გაზეთი“. 2001 წ.
2. ა.დიასამიძე. გრიგოლ გურიელის ექსპედიცია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში 1874
წელს. „კლიო“. 2003 წ. №18
3. ა.დიასამიძე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
თანამდგომი და ქართულ სიძველეთა დიდი ქომაგი. „კლიო“. 2003 წ. № 18
4. ა.დიასამიძე. გრიგოლ გურიელი — საქართველოს ტერიტორიული და ეროვნული
მთლიანობისათვის მებრძოლი. გაზ. „საქ. რესპუბლიკა“. 1998 წ. №206-208.
5. ე.თაყაიშვილი. რჩეული ნაშრომები. თბ. 1964 ტ. I.
6. ექვთიმე თაყაიშვილი. თბ. 1989.
7. შ.მეგრელიძე. ამაგდარი მამულიშვილი. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1984. 20
აპრილი.
8. ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერა. თბ. 1991
9. თ.სახოკია. მოგზაურობანი. ბათ. 1985.
10. ზ.ჭიჭინაძე. გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მოგზაურობა აჭარაში. გაზ. „ტრიბუნა“.
1921 წ. №99-100.
11. ზ.ჭიჭინაძე. ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსულმან ქართველთ საქართველოსი. ბათ.
1911.
12. ზ.ჭიჭინაძე. ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრება. თბ. 1917.
13. Г.Казбек. Три месяца в Турецкой Грузии изъ дневника путешественника.
Тифлись. 1875. იხ. ქართული გამოცემა — ბათუმი. 1995.
14. გაზეთი „დროება“ — 1873. №400. 1878. №164, 171, 174, 175,
239. 1880. №90, 259, 1882. №1 19, 1884. №117, 1885. №85.
15. გაზეთი „ივერია“ — 1879. №2, 1887. №5, 1889. №223, 235, 1890. №188, 142,
1891. №49, 56, 184, 258.
16. „მწყემსი“ — 1891. №23.
17. ხელნაწერთა ინსტიტუტი —
დ.ბაქრაძის ფონდი №117.
ე.თაყაიშვილის ფონდი №1199
18. სცსსა — წერა-კითხვის საზოგადოების ფ. №481. საქმე №107, 126, 147.