საშინელი შემთხვევა

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული 

საშინელი შემთხვევა

(საშობაო მოთხრობა)

ივანე დარბაისლიშვილს ორი შვილი დარჩა

9 ცოლის სიკვდილის შემდეგ: თერთმეტის ეფქ წლის თაფლო და რვა წლის შაქრო. დიდხანს იფიქრა ივანემ, დიდხანს იყოყმანა, მაგრამ მაინც გადასწყვიტა ობლები ჩაეყვანა თავის სიდედრთან, რომელიც თბილისში ცხოვრობდა.

ყმაწვილები ბებიამ დიდის აღტაცებით მიიღო, მიიკრა გულზედ და ცხარე ცრემლებით გადაბანა პატარა პირი-სახენი, რომელნიც ისე ძლიერ ჰგვანდნენ იმის საყვარელ შვილს მართას, ამ საცოდავების დედას.

ივანემ პატარები დააბინავა სკოლებში და წა— ვიდა ერთ შორეულ ქალაქში, სადაც სამსახურში იყო შესული.

პირველში ბებია, დაბრუნდებოდნენ თუ არა ბავშვები სკოლიდამ, მხურვალედ გადაჰკოცნიდა და წინ გაუშლიდა სხვა და-სხვა საკვლეველს. ბევრჯელ ჭრელის უზალთუნებით ჯიბეებსაც აუვსებდა, მაგრამ ამ გვარმა ტკბილმა ცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა. სალომე მურადოვისა გასაოცარის ხასიათის დედა-კაცი იყო: ანჩხლი, ძუნწი და საშინელი უსამართლო ყველასთან, ვინც კი იმასთან დამოკიდებული იყო რითიმე. აი, შვილი. შვილებზედაც თითქო მზე და მთვარე ზედ ამოსდიოდა, მაგრამ თანაც აუცილებელ საჭიროებად სთვლიდა ბავშვებთან სას(ტიკად და შეუბრალებლივ მოქცევას. მეტადრე მაშინ გაკაპასდა და აყაყანდა, როდესაც ივანემ დანაპირევი თვიური ხუთი თუმანი თან-და-თან შეამცირა და ექვსი თვის შემდეგ მხოლოდ ორზედ-ღა ჩამოახტუნა.

— ქა, ამისთანა საქმე გაგიგონიათ? — შესჩივლებდა ხოლმე სალომე სტუმრებს, ბავშვების მოურიდებლად, -ორ-ორი იანგანი თავს მომახვია მოხუცებულს დედა-კაცს და ლუკმის ფასსაც აღარ იგზავნება.

— კარგად იცოდეთ, კარგად,ხშირად ეტყოდა შვილიშვილებს, რომ ობლები და ოხრები ჩემი საცხოვრებელი ხართ, რომ მოვინდომო, შიმშილით სულს ამოგართმევთ! თვალი კი გახეოქია თქვენ მამა ივანუას; ასე არა ქნას, ის ორი თუმანიც აღარ გამომიგზავნოს.

თაფლო, მამის ამ გვარად ხსენებაზედ, აენთებოდა, გული ცახცახს დაუწყებდა და მზად იყო მამისთვის სარჩლი გაეწია, მაგრამ სიმართლე ბებიის სიტყვებისა ბაგეს მაგრა უკრავდა და თვალებიდამ მარტო ცხარე, დიდრონი ცრემლები გადმოსცვიოდა ხოლმე. სალომე ამ ცრემლების დანახვაზედ მოლბებოდა, კილოს შეიცვლიდა და ცდილობდა თაფლოს გული რითმე მოელბო.

— ჰო, კარგი, ტუტუცო, რა გატირებს? განა მართლა მშურს რამე თქვენთვის! აბა, რად მინდა ჩემი ცხოვრება სალომეს ქალაქში დიდი სახლები ჰქონდა და ბანკში კარგა ბლომად ფული), თუ არ თქვენთვის, მაგრამ მამა შენი ივანუა მაინც მტყუანია. აი, აგერ ორი თვეა წიგნიც არ მოუწერია. ვინ იცის. მეორე ცოლად შეირთო და, თქვე საწყლებო, მარტო ჩემს ანაბარად დარჩეთ. აქ სალომეც დაიწყებდა ტირილს და იმისი ცრემლები უერთდებოდა საერთო მწუხარებას.

უთანხმოება ბებია — შვილი- შვილ შუა უფრო ხშირად პატარა შაქროს მიზეზით ჰხდებოდა; შაქრო საშინელი ცელქი, მოუსვენარი ბავშვი იყო და სალომე განუწყვეტლივ სწყევლიდა და ხშირად მისტყეპდა ხოლმე. მაგრამ ყველაზე ძრიელ გულს უკლავდა თაფღოს ის გარემოება, რომ წამ-და-უწუმ მის ძმას მშიერს, უსადილოდ აყენებდა. დიდედა, — ცრემლ- სავსე თვალებით ეტყოდა სალომეს: — როგორც გნებავთ, ისე დასაჯეთ და მშიერს კი ნუ და აყენებთ შაქროს, მე უმაგისოდ არ შემიძლიან პირში საჭმელი ჩაუშვა.

- არა, რაც მითქვამს, ის უნდა იყოს, — სასტიკად უპასუხებდა სალომე და, თითქო თაფლოს ჯიბრზედ, უფრო დიდი ხნით ულევდა შაქროს კუჭს შიმშილით.

თაფლოს მამის ამბავიც აღარა მოსდიოდა რა და მუდამ თვალცრემლიანი და დაფიქრებული იყო. სუსტი, საშინელი მგრძნობიერი ბავშვი, მშობლებში აზიზ-მაზიზად აღზრდილი, თაფლო თავის ბებიის სახლში ოთხად მოიკუნტა, გული ჩაით რო და გაცინებულს, მხიარულს, მოჭიკჭიკეს თავის დღეში ვეღარავინ დაინახავდა. საღამ-საღამოობით, ბნელაში, მანამ სანთელს (სალომე სანთელს ძლიერ გვიან აანთებინებდა ხოლმე) აანთებდნენ, გვერდს მოუჯდებოდა თავის პატარა შაქროს, გადაჰხვევდა ხელს კისერზედ და ჩუმად ჩასჩურჩულებდა ალერსიან, ტკბილ სიტყვებს: — დაიცა, ჩემო პატარა ბიჭუნი, მამა მალე ჩამოვა, ცალკე დადგება და ჩვენც თავისთან გადაგვიყვანს. მაშინ ჩვენ პურს ვეღარავინ დაგვაყვედრის, კიდობანს აღარავინ დაგვიკეტავს, თამაშობას აღარავინ დაგვიშლის..

შემოდგომაზედ, როდესაც სალომე თავის შვილის-შვილებით სოფლიდან ქალაქს ბრუნდებოდა, ერთმა ქვრივმა დედაკაცმა მოჰგვარა თავისი პატარა გოგო და სთხოვა: თქვენის სულის გულისთვის გამოზარდეთო.

— ქალბატონო, ჩემი მარო თუმცა ჯერ ცხრა წლისაზედ მეტი არ არის, მაგრამ თქვენი სიამოვნე• ბა კი შეუძლიან; ხელზედ გემსახურებათ და დიდი

მოსამსახურის ოდენობას გაგიწევთ. მე მაგას როგორ მოვიშორებდი, მაგრამ განა არ მოგეხსენებათ ქვრივოხრის ამბავი, სამი მაგაზე უფროსი სხვა მყავს და მარტო გამოკვებასაც ვერ აუვალ, სხვა რომ არა იყოს-რა.

— ჰო, გენაცვალე, ბებიოჯან, ხვეწნით უთხრა თაფლომ ბებიას. — მე მაგას წიგნს ვასწავლი, კანვაზე კერვას, ერთად ვითამაშებთ ხოლმე.

— კარგი, ავიყვან! – დიდ ფიქრ შემდეგ სთქვა სალომემ, მხოლოდ ათის წლის ვადით, რომ იმაზედ ადრე შენ არ შეგეძლოს არც გათხოვება და არც სახლში წამოყვანა.

ქვრივი ატირდა, მაგრამ მაროს დატოვებაზე დასთანხმდა. მარო შიშით ცახცახებდა, მაგრამ თაფლომ მიუალერსა, თავისი კაბა გამოურბევინა, ჩააცვა, თავი გადავარცხნა, მუჭში შაქრის ნატეხი ჩაუდო და დააშოშმინა.

ამ დღიდამ თაფლო ჰპატრონობდა, შაქროს გარდა, მაროსაც და მაროს პატრონობაში უფრო დიდ ხალისს და სიყვარულს იჩენდა; შაქრო მხიარული, ცელქი, გულ გაუტეხელი ბავშვი იყო, ბებიის ტუქსვას ბევრს არას ეპუებოდა და მარო კი მხდალი, უსიტყვო, საცოდავი სოფლელი, რეგვენი გოგო იყო. თაფლო ყოველ თავისუფალ წამს მაროს ლოლიობაში ატარებდა: როგორც მშობელი დედა ისე უვლიდა, ასწავლიდა, უკერავდა ტიკინებს, რთავდა, ბევრჯელ უსუსურ ბავშვივით ნანას ეტყოდა და ისე დააძინებდა. თაფლოს ჩვეულებრივმა ობლობის სევდამ თითქო კიდეც გადაუარა და მაროს ყოველ ცელქობაზედ გულიანად გადიკასკასებდა ხოლმე.

მაგრამ, რამდენადაც უფრო უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს თაფლო და მარო, სალომე იმდენად უფრო ანჩხლობდა. ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, კეთილშობილი ქალი ასე მითვისებოდა გლეხის მაწანწალა გოგოს და მთელი დღე სულ ამაზედ კაპასობდა. — ვის გაუგონია, თავადის ქალმა ჭუჭყიან გლეხის შვილს თავი დავარცხნოს, გვერდით მოისვას, წამ და-უწუმ თვალებში ჰკოცნოს. — და ამ სიტყვებთან წამოჰკრავდა თაფლოსთან სკამზედ ჩამომჯდარ მაროს და კუთხეში მიაგდებდა: „აი, შენი ალაგი, შე წუწკო, შენა!“

თაფლო ყოველ ამ შემთხვევაში გულის კანკალით წამოვარდებოდა, უნდოდა როგორმე დაეფარა თავისი საყვარელი პატარა არსება, მაგრამ ბებიასთან რას გააწყობდა; რამწამ ბებია თვალს მოაშორებდა, მაინც არ აკლებდა მაროს ალერსს, სწავლას და ამით საშინელი ჯიბრი გამოიწვია ბებიისა; სალომე მაზლის ცოლად გაუხდა თაფლოს და ყოველ დღე, ყოველ წუთს ჩხუბს და ვაი-ვაგლახს არ აკლებდა; იმის ჯიბრზედ საცოდავ გოგოს სჩქმეტდა, ქოჩორს აგლეჯდა და აუტანელ ჯაფას აყენებდა.

თაფლოს მწუხარება, ცრემლები და გულჩახვეულობა თან-და-თან მატულობდა.

* * *

აი დადგა საშობაო დღესასწაულებიც და ეს სანატრელი დრო ყოველის ყმაწვილისათვის ჯოჯოხეთად გადაექცა საცოდავს თაფლოს. უიმისოთ დილით მაინც დამშვიდებული იყო სასწავლებელში და ეხლა კი მთელის დღეობით ჩხუბი, ტირილი, ცემა და შეუწყვეტელი ლანძღვა-გინება სალომესი მთლად ათრთოლებდა იმის ძარღვებს. თაფლოს ჰკლავდა მეტადრე მამის ჩამოუსვლელობა. ორჯელ-სამჯერ მოსწერა, მოგეშველებიო, მაგ საშინელ მდგომარეობიდან გამოგიყვანო, მაგრამ სამსახურს თავს ვერ ახწევდა და ამათ მოლოდინს ბოლო არა ჰქონდა.

ახალ წლის წინა ღამეა. სალომე დიდ ფაცაფუცშია, მოსამსახურეს უქიშტინებს, ამზადებინებს ყველაფერს ხვალინდელ დღესასწაულისათვის. ბუხარში ცეცხლი ანთია, ზედ ზედადგარია გამართული და ქვაბში თაფლი ჩუჩუნებს.

იმავე ოთახში თაფლო და შაქრო ჩუმად სხედან სტოლთან, და, როგორც ახალ წელიწადს და გოზინაყს შეეფერება, სხვა ბავშვებივით არ მხიარულობენ. ამათ აგონდებათ თავიანთი სახლი ახალწელიწად ღამეს ამ ორი წლის წინად, თავიანთი ტკბილი დედ-მამა, თავიანთი გატენილი ყუთები მრავალის საახალწლო საჩუქრებით და ჩუმათ არიან, ჩუმათ არიან იმიტომაც, რომ იციან, ბებია ხმაურობას არ მოუწონებს.

კუნჭულში, პატარა სკივრზედ, დარბაისლურად წამომჯდარა მარო, კალთაში დიდი ლანგარი უდგია და ნუშსა ფცქვნის. სალომე ქაფქირით თაფლს უნელებს, რომ არ გადმოვიდეს. პატარა ლამპარი ოდნავ ანათებს ამ დაღვრემილ სურათს: მხოლოდ ჭრიჭინას გაუდის ჩვეულებრივი უდარდელი ჭრიჭინი.

მარომ ორჯელ-სამჯერ, ძილის გასაფთხობათ, ნუში წაიღო პირისაკენ, მაგრამ სალომეს მკვირცხლმა თვალებმა სწრაფად შენიშნა და პირში ჩადება არ დააცალა: - ჰა, ჰა, არამზადავ! არ გაბედო, თორემ ხომ მიცნობ?!

გავიდა კარგა ხანი. ოთახში სრული სიჩუმე იყო. მაროს უცებ წასთვლიმა, სკივრიდან გადმოვარდა და გარჩეულ ნუშით სავსე ლანგარს დაეცა. ამის დანახვაზე სალომემ არც აცივა, არც აცხელა და ცხელი, თაფლიანი ქაფქირი თავში ჩაჰკრა საცოდავ გოგოს; იმან საშინლად შეჰბღავლა და სიმწარისაგან გული წაუვიდა.

თაფლო ელვასავით ფეხზე წამოხტა, ამ გვარი უსამართლობით თმები ყალყზე შეუდგა და სისწრაფით გაექანა მაროსკენ, დაავლო ხელი და კარებთან მდგომ სალომეს უცაბედად დაეჯახა, კარი ყურამდე გაიღო და სალომე კარებს იქით, ქვის კიბეზედ გადავარდა.

თაფლომ საშინლად შეჰკივლა, გულზედ მაგრა მიიკრა გულ-წასული მარო, გიჟივით თვალები დააჭყიტა და უძრავად ერთ ალაგას გაშეშდა.

პატარა ხანს უკან სალომე ამოიტჩნეს თავპირ დამსხვრეული.

თაფლომ გონზე მოსული მარო ძირს დასვა და მდუღარე ცრემლებით ხელებზე კოცნა დაუწყო ბებიას. იმან გაიღიმა და, ნიშნად პატივებისა, თავზედ ხელი გადაუსვა.