თვითმმართველობის თეორიებითანამედროვე სახელმწფო მმართველობას მრავალი სხვა და სხვა უწყების დაწესებულება
შეადგენს; ამ დაწესებულებათაგან ზოგი ცენტალურია და ზოგი ადგილობრივი ან საოლქო;
ადგილობრივი დაწესებულებანი ემორჩილებიან ცენტრალურს დაწესებულებებს. თითოეულ
უწყების სათავეში განსაკუთრებითი მოხელე სდგას, რომელსაც ჩვეულებრივ მინისტრს
უწოდებენ. მინისტრები ერთი მეორისაგან დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ მათს
მოქმედებაში თანხმობისა და საერთო მიმართულების შესატანად ისინი ერთს კოლეგიას
შეადგენენ. ორგანიზაცია მინისტრთა კოლეგიისა და შეთანხმება მათი მოქმედებისა
სახელმწიფოს კანონმდებლობის ორგანოსთან სხვა და სხვა ტიპის სახელმწიფოში სხვა და
სხვანაირად არის მოწყობილი, მაგრამ ის პრინციპი-კი, რომ ყველა მინისტრები ერთს
გეგაზე ჰმოქმედებდნენ, მაინც ყველგან განხორციელებულია; რუსეთში, მაგალითად, ამ
აზრის გასატარებლად არსებობს მინისტრთა კომიტეტი და მინისტრთა საბჭო. როგორც აქედან სჩანს, სახელმწიფოს მმართველობა აშენებულია ცენტრალიზმის პრინციპზე,
რომელიც იმით გამოიხატება, რომ ყველა ორგანო მმართველობისა იმ გეგმაზე მოჰქმედებს,
იმ დანიშნულებას ემსახურება, რომელიც ცენტრში იქმნება მოწონებული და მიღებული. ცენტრალიზმის პრინციპს არ ექვემდებარება მხოლოდ სასამართლო დაწესებულებანი,
რონელნიც საერთოდ ბიუროკრატიულად არ არიან მოწყობილი, და ადგელობრივი
თვითმმართველობის ორგანოები. სასართლო გამოყოფილია ცენტრალისმის სისტემიდან, რადგან
იგი კანონიერების დამცველია, მსაჯულია და არა აქტიური მოქმედებს ორგანო.
თვითმმართველობა კი, პირიქით, სწორედ აქტიურ მოქმედებისთვის არის შექნილი, მაგრამ
იგი ცენტრალიზის გარეშე სდგას. თუმცა რუსეთის ერობა 1890 წლისა შესაჩნევად
აძლიერებს მთავრობის კონტროლს საერობო ერთეულების მოღვაწყობაზე, მაგრამ ის მაინც
ისევ დამოუკიდებელი ორგანოა და ცენტრალიზმის სისტემის ტოტს არ შეადგენს. ამ გვარად ადგილობრივ თვითმმართველობა ეხლანდელ სახელმწიფო მართველობითს სიტემაში,
ისეა შეჭრილი, როგორც გარეშე რამ სხეული, და ეს გარემოება თავსამტრევად გადაიქცა
სახელმწიფოს თეორეტიკოსებისთვის. ისინი სცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ გაამართლონ
გაერთიანებულს, მთლიანს სახელმწიფოში ადგილობრივ თვიმმართველობის არსებობა და
იურიდული საფუძველი მოუპოვონ იმას.
სახელმწიფოს მრავალი საჭიროების დაკმაყოფილება ადევს კისრიდ, მრავალს ინტერესს
უწევს იგი ანგარიშს, თავის ქვეშევრდომთა სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ მრავალს
მიზანს ისახავს და ესწრაფვის მათს განხორციელებას. მაგრამ სახელმწიფოს არაფერი არ
ავალებს, ყველა საჭიროება თავის საკუთარის ე.ი. მოხელის მოქმედებით დააკმაყოფილოს,
არაფერი არ უშლის ხელს, როდესაც ხელსაყრელად სცნობს, ზოგი რამ ადგილობრივ
მცხოვრებთაგან არჩეულ პირების მოქმედებით დააკმაყოფილოს. თვითმმართველობა
სახელწიფოსაგან შექნილი ორგანოა, რომელსაც განსაზღვრულ საქმეების წარმოება
ჰბარდება, თვითმმართველობის მოქმედება იგივე სახელმწიფოს მოღვწეობაა. — ასეთია ერთი
მიმართულება აზრისი თვითმმართველობის ბუნების გასაცნობიერებლად. ამ თეორიას
უწოდებენ სახელწიფოებრივ თეორიას თვითმმართველობისას. ამ თეორიის ნაძალადევი ხასიათი და ნამდვილ ფაქტებთან შეუთანხმებლობა მალე
ყველასათვის ცხადი შეიქნა. მალე დაინახეს, რომ შეუძლებელია, თვითმმართველობის
ორგანოებს ისეთივე ადგილი მიეცეს თვითმმართველობის სისტემაში, როგორც მოხელეებს,
შეუძებელია, იმიტომ რომ, თუ თვითმმართველობა სახელმწიფო საქმეებს აკეთებს,
სახელმწიფო მართველობის ცენტრალურს ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ მიზანი და
მიმართულება მოქმედებისა თითონ დაუყენონ მცხოვრებთაგან არჩეულს პირებს; სხვანაირად
რომ ვთქვათ, თვითმმართველობის სახელმწიფოებრივი თეორია რომ მართალი იყოს, იგი
აუცლებლად ყველაფერში ცენტრალურ მმართველობის ორგანოებს უნდა ემორჩილებოდეს,
იმათგან დამოკიდებული უნდა იყოს, ნამდვილად თვითმმართველობის მთავარი
დამახასიათებელი თვისება დამუუკიდებლობაა. რაკი სახელმწფოებრივმა თეორიამ თავი ვერ დაიჭირა, იურიტებმა სხვა თეორია შეთხზეს,
რომელსაც უწოდებენ თვითმმართველობის საზოგადოებრივს თეორიას. თვითმმართველობა
აწარმო ვებს ადგილობრივს საზოგადო საქმეებს და არა სახელმწიფო - საქმეებს, ამიტომ
ამ საქმეების მაწამოებელნი საზოგადოებისგან უნდა იყვნენ დამოკიდებული და არა
მართველობისაგან, რომელიც მარტოოდენ სახელმწიფო საქმეებით არის დაინტერესებულიო. ეს მეორე თეორია დამყარებულია საზოგადო და სახელმწიფო საქმეების პრინციპიალურ
სხვადასხვაობაზე. მაგრამ რომელი საქმეა სახელმწიფო და რომელი საზიგადო, ამის
გამორკვევა ყოვლად შეუძლებელია. აი, მაგალითად, სკოლების გახსნა; ვინ იტყვის რომ ეს
საზოგადო საქმე არ იყოს, მაგრამ განა ის იმავე დროს სახელმწიფო საქმე კი არ არის,
განა სახელწიფო-კი დაინტერესებული არაა ქვეშევრდომთა განათლები? ხალხის გამოკვება,
გზების გაყვანა, ქსენონების გახსნა ერთი სიტყვით, ყველა საქე, რომელსაც-კი ან ერობა
და ან მმართველობა აწარმოვებს, ერთსა და იმავე დროს სახელმწიფოც არის და
საზოგადოებრივიც. ამ გვარად საზოგადოებრივი თეორია თვითმმართველობისა ისევე
შეუწყნარებელია, როგორც სახელმწიფოებრივი.
იურისტები, რომელნიც თვითმმართველობის თეორიებზე მსჯელობენ, თავის აზროვნების
დასაბამად იმ შეხედულებას სთვლიან, რომლის ძალითაც სახელმწიფო წარმოიდგინება როგორც
ერთგვაროვანი მთლიანი სხეული; დოგმატიურად სწამთ, რომ სახელმწიფოს უთუოდ ერთი
ცენტრალური მმართველობა უნდა ჰქონდეს, ყოველი სახელმწიფო საქმე ამ ცენტრალურ
მმართველობის ხელით უნდა კეთდებოდეს, და ამიტომ თვითმმართველობის ბუნების
ასახსნელად იძულებულ არიან ან ფიქციას(გამოგონებას) მიჰმართონ, ვითომც
თვითმმართველობას მმართველობისაგან ჰქონდეს ჩაბარებული ზოგიერთის სახელმწიფო საქმის
წაროება, ან სხვადასხვაობა აღ მოაჩინონ სახელმწიფოებრივის და საზოგადოებრივი
საქმისა.
ვინც ცენტრალისმის დოგმით საბოლოოდ მომხმული არ არის, იმის თვალში უცნაური არ უნდა
იყოს, რომ სახელმწიფო საქმეს ერთსა და იმავე დროს ცენტრში მმართველობა აკეთებდის და
ოლქებში განსაკუთრებით ამ მიზნისთვის არჩეულნი პირნი.
ადგილობრივი თვითმმართველობა და ცენტრალური დაწესებულებანი ერთიერთმანეთს სრულიად
არ უშლიან ხელს, თუმცა სხვა და სხვა პრინციპზე არიან მოწყობილი. საკმარისია
ადამიანმა შეითვისოს აზრი, რომ სახელმწიფო საქმის წარმოება ცენტრის მონოპოლიას არ
შეადგენს, და თვითმმართველობის პრობლემა თავის თავად გადაწყდება. მაშინ ჩვენ
ადგილობრივ თვითმმართვეღობას სრულიადაც არ დავუპირადაპირებთ აღმასრულებელ
მმართველობის ორგანოებს, ეს საჭირო აღარ იქნება. ამის მაგიერ ადგილობრივ მომქმედი
დაწესებულება, რომელსაც ხალხისაგან არჩეულნი პირნი შეადგენენ, დაუპირისდება
სახელმწიფოს ყველა ოლქებში არჩეულ პირთაგან შემდგარს სეიმს ანუ პარლამენტს.
ორივენი, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საერთო სახელმწიფო სეიმი ანუ პარლამენტი,
სახელმწიფო საქმეების საწარმოებლად იმოქმედებენ და საკითხი მხოლოდ მათის
მოღვაწეობის განსაზღვრა-ღა იქნება.