![]() |
დედა-მიწის აღსარება, — ქვანახშირის სანა დედამიწის - არსებობაში |
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი:
I— მომკალი და თავთავი,- ლექსი, ბაჩანასი
II— მამიდა ბარბარე, — უცნობისა
III-ტოუერის მზე, – (თარგმანი), ან. ახალშენი შვილისა
IV— სიზმარა, — სალხური ზღაპარი ლექსად, (დასასრული), ი. გრიშაშვილისა
V— დიდების მაძიებელი,– (თარგმანი) ელო შანშიაშვილისა
VI- ცხოვრება და მოღვაწეობა გრიგოლ ორბელიანი სა—ა. ხახანაშვილისა
VII— სინათლე და მისი მნიშვნელობა, ი. მოსეშვილისა
VIII — დედა-მიწის აღსარება, — ქვანახშირის სანა დედამიწის - არსებობაში ლ. ბოცვაძისა
IX— ნარევი:— ა) შარადა, 3. დარაშვილისა,- ბ) ანდაზა, ჩაწერილი სოფ. ერწოში, დ. ნახუცრიშვილის-მიერ,ძრებუსი და აღსნა
![]() |
3 დედა-მიწის აღსარება, — ქვანახშირის სანა დედამიწის - არსებობაში |
▲ზევით დაბრუნება |
დედამიწის აღსარება ახლა რომ დავეკითხოთ ჩვენს თავს,
ქვა-ნახშირის ხანაშაში ბუნება ლამაზი იყო თუ არაო, ჩვენ უნდა ვსთქვათ:
თუმცა მაშინ უზარ-მაზარი მცენარეულობა ხარობდა დედამიწაზე, მაგრამ ამ
გამქრალ ქვეყნის ბუნება მაინც ვერ ასიამოვნებდა ეხლანდელ ადამიანის თვალს,
რომელიც შეჩვეულია დღევანდელს მდიდრულს და სხვა და სხვაგვარ ფორმებს,
მაშინდელი მცენარეულობა დღეს საკვირველებად მიგვაჩნია, ქვა-ნახშირის ხანის
მცენარეულობის სახეები-კი მეტად ტლანქია და ერთგვარი. როცა ამ უნუგეშო
სურათს შევყურებთ, ჩვენ შიგ ბევრს ვერაფერს ვიპოვით ისეთს, რაც უნდა
შეადგენდეს ჩვენებურ სახეების სასიამოვნო დამატებას; აქ არ არის მაგალითად
ის კეთილსურნელოვანი ზურმუხტოვანი ფიანდაზი, რომელზედაც გაგორება ყველას
ძლიერ გვიყვარს, ქვა-ნახშირის ხანაში სრულიად არ იყო ის სურნელოვანი
ყვავილები, რასაც დღეს ვხედავთ, მაშინ ბუნება მხოლოდ დაბალ მცენარეებს
ჰქმნიდა. ქვანახშირის ხანის ტყე ბნელი და ყრუ იყო; იქ არ ისმოდა მფრინავ
ბუზანკალების ბზუილი, არც მწერები მოსჩანდნენ სადმე და არც მათი ჭრელი და
ფერად-ფერადი ზურგი ბრწყინავდა მზის სხივებზე, არ სჩანდნენ არც მოცქრიალე
ლამაზი პეპელები, რომელთაც არ შეუძლიათ უყვავილოთ სიცოცხლე. მაშინდელი
დროის მცენარეები ეკუთვნოდნენ იმ მცენარეთა კლასს, რომელიც თესლს უყვავილოდ
ამზადებს, რასაც ვხედავთ ჩადუნებზე, მხოლოდ რაღაც განცალკევებულად. უკეთეს
მომავლის წინამორბედათ მოსჩანან აქა იქ ფხოვანი მცენარეები.
ფოთლებიანი ხეების კვალი არსადა სჩანს; არ ვხედავთ აგრედვე ჩვენის ტყეების
გამაცოცხლებელს ფრთოსნებს.
მიწიერ და ქვეწარმავალ ცხოველთა შორის შუა
ადგილი უჭირავთ ესრედ წოდებულს სტეგოცეფალებს, მაგრამ ისი. ნიც
რაღაც სრულიად გაცალკევებულს მოვლენას შეადგენენ. ამ უზარმაზარ ბალახებში
დაცოცავენ მხოლოდ უმსგავსი და საზიზღარი არსებანი, რომელთა შთამომავალნი
ახლაც იმალებიან თბილს, ბნელსა და ნესტიან ადგილებში. ესენი. არიან
მორიელები, ობობები. აქვე უნდა ვსთქვათ: მართალია, მაშინდელი ბუნება ვერ იჩენდა სიუხვეს ცხოველთა ცხოვრების ფორმებში, მაგრამ,
სამაგიეროდ, არაფერს აკლებდა იმათს ტანადობას. მაშინდელი აბანოს ჭიები
სიგრძით ნახევარ არშინის ოდენა იყო, კუტი კალიები—ქათმის ოდენა,
კალიები–ინდოურის ოდენა, თითქმის ბაღლინჯოსაც-კი ბეღურაზე ნაკლები სიდიდე
არ ჰქონდა. თვალსაჩინო წინმსვლელობა ბუნების მოქმედებაში იყო გაჩენა უხეშ,
უზარმაზარი და სწორ ფრთებიან კალიის მსგავსის მწერებისა, რომელნიც ფრთებს
ერთს ადლზე ჰშლიდნენ. ესენი იყვნენ პირველი მიწიერი ქმნილებანი, რომელნიც
მოშორდნენ დედამიწას და ცხოველის სიცოცხლე ჰაერში გადაიტანეს. იმის მსგავსად, როგორც კიბოს მაგვარმა ცხოველებმა და პირველ დროის თევზებმა
ისწავლეს ცურვა, ამ მწერებმაც, თანდათან განვითარებით და ცხოვრების
პირობებთან შეგუებით, ისწავლეს ჰაერში ფრენა: იწყეს თანდათან ჰაერში ხტომა,
ჯერ პატარა მანძილზე, შემდეგ დიდზე და ბოლოს თავისუფლად მოძრაობდნენ ჰაერში
უკვე გამაგრებულ და განვითარებულ ფრთებით.
მაგრამ რატომ ვერ ცხოვრობდნენ ამ მდიდარს ტყეში ცხოველებიო? იკითხავს მკითხველი, საჭმელი ხომ ბლომად
ჰქონდათ? მიზეზი სრულიად უბრალოა,—იმათ არ შეეძლო»). სუნთქვა. მართლაც,
ნახშირმჟავე ჰაერგვარი, რომელიც მეტად ხშირი იყო წინა დროებიდან სანძრების
მოქმედებით, აღრჩობდა ცხოველებს, მცენარებისთვის-კი ისეთი საჭირო იყო,
როგორც ჩვენთვის და ყველა ცხოველ არსებათათვის საჭიროა მჟავბადი, ერთი
შემადგენელთაგანი ჰაერისა. მცენარეები ნახშირმჟავე ჰაერგვარიდან მხოლოდ
ნახშირბადეს ხარჯავენ, მჟავბადი-კი მათთვის საჭირო არ არის*. აქედან
ცხადია, რომ ქვეყანაზე ცხოველთა სიცოცხლის განვითარებისათვის საჭირო იყო
თავდაპირველად მცენარეთა გაჩენა, რომლის სიმდიდრემ და ახოვანებამ მოამზადა
საჭირო პირობები ცხოველთა არსებობისათვის ხმელეთზე: იმ დროს, როცა
მცენარეთა განვითარება ითხოვდა ნახშირბადის შთანთქმას, მჟავბადე–უსაჭიროესი
სიცოცხლის ნაწილი ცხოველთა, იფანტებოდა გარშემო, რითაც ჰაერი თანდათან
უკეთესდებოდა.
უზარმაზარი მდიდრული მცენარეულობა, რომელსაც ჩვენ ახლა გავეცანით,
ვითარდებოდა ძლიერ დიდის ხნის განმავლობაში, რამდენიმე ათას წელში,
შეიძლება მილიონ წლობითაც.
ატმოსფერის ნახშირმჟავე ჰაერგვარს უფრო და უფრო შთანთქავდა ეს მდიდარი მცენარეულობა და შავი და ბნელი ღრუბლი, რომლითაც გაჟღენთილი იყო ატმოსფერა, მიმოიფანტა; აუარებელი ნახშირბადე, სიდამპლის სახით, აჩენს
ჭაობიან ზეადაგის ფენებს, რომელშიაც ფესვებსიდგზე) მენ ეს ბუმბერაზ
მცენარეები, მაგრამ პირობების შეცვლას უნდა მოჰყოლოდა ახალი ფორმები, ძველი
კი, რომელსაც ვერ შეეძლო შეგუება ახალს პირობებში, უნდა გამქრალიყო და
ადგილი დაეთმო უფრო ძლიერის, უკეთესის ჯიშისათვის.
რომ დაუკვირდეთ ეხლანდელს თორფიან (მიწა-მკვარა) ჭაობებს,*) დავრწმუნდებით, რომ ქვა-ნახშირის ფენებს გარდამავალი ხანა ატყვია. ამ სახით, ძნელი წარმოსადგენი
არ არის, თუ როგორ გაჩნდა იმ ადგილს ქვანახშირი. ამ ჟამად ქვანახშირის გაჩენაში უპირატესობას აძლევენ ესრედ წოდებულს თორფიულს თეორიას ქვანახშირის წარმოშობაში
ამ თეორიის მიხედვით, ქვანახშირი სახე შეცვლილი თორფია და ქვანახშირიც იქ ჩნდება, სადაც თვითონ მასალა ხეირობს.) დღეს ბევრგან ამოაქვთ დედამიწიდან ქვა-ნახშირი. რუსეთში შესანიშნავია დონის მხარე, სადაც ქვანახშირი მოფენილია მიწაში 19,000 ოთხკუთხ ვერსის სივრცეზე. ჩვენში ცნობილია ტყიბულის ქვა-ნახშირი, რაჭისა და იმერეთის საზღვართან, ნაქერალის მთის ძირში. იმ დროინდელ ქვანახშირის მინდვრები, ნეიმარის სიტყვით,-უნდა წარმოვიდგინოთ
მოღრმა ქვაბნარ ადგილებად, რომელთაც მილიონ წლების განმავლობაში მრავალი
ცვლილება განუცდიათ. ზოგ ხანებში იქ ტბები ყოფილა, სადაც მდინარეებს
ჩაუზიდავთ ქვიშა, ქვები და მცენარეულობა; ამის წყალობით იქ გაჩნდა
ფიქალიანი თიხა, სილიანი ქვები და სხ., რომელშიაც ბლომად ურევია ორგანიული
ნივთიერებანი და კარგად შენახული გაქვავებული ხმელეთის მცენარეები. დროს
განმავლობაში წყლის მოდენამ იკლო, ან და წყლის აუზი, სხვა და სხვა
მიზეზების გამო, გაშრა და იმის ფსკერზე იფეთქა მდიდრულმა მცენარეულობამ,
რომლის მკვდარი ნაწილები თან და თან იქცეოდა თორფად, —ჩნდებოდა ქვანახშირის
შრე. შემდეგ იმავე ადგილზედ ისევ ტბა გაჩნდებოდა და ამ სახით ხდებოდა
გარეგან პირობათა მუდმივი ცვლილება, ასე რომ ზოგ ადგილებში ქვანახშირის
ფენებს შუაში მიჰყვება ფიქალიანი თიხა და მჭადა ქვები“.
ქვანახშირის ხანა დედამის არსებობაში
VI
მაშინ, როცა სილიურიის ხანაში დედამიწა წარმოადგენდა ველური სანახაობას,
სალს კლდეებს და დაღვრემილს მინდვერებს, დევონიის ხანაში სხვა და და სხვა
სახეებს თავის სწორ და რბილ
მოხაზულობით განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. მაშინდელი ხეები შიგნით
ჩაღრმავებულს ადგილებში ჩნდებოდა, ზღვის ფსკერი, მოწევის დროს ხმელეთად
იჭეროდა. ამ ზღვებში აუარებელი მდინარე ჩადიოდა და ზღვის წყალს სიმლაშეს
აკლებდა, ამის გამო მოუხერხებლად ხდიდა ზღვის წყალს თევზებისა და სოპინების
საცხოვრებლად.
თავი დავანებოთ ამ ძველის დროის სურათს, ახალი დღე შექმნისა უთენდება
პირველ-ყოფილ დედა-მიწას. მას მწვანე ხავერდი გადაეკვრის, რომელიც უხილავის
ძალით და ენერგიით მიისწრაფვის ცისკენ ნესტიან და ღრუბლიან ჰაერში, მხოლოდ
მოწითლანო და მოელვარე ბურთი ზევით ღრუბლიან ცაში გვიჩვენებს ადგილს, საცა
მზეა, მწვანით მდოდროულად შემოსილ ქვეყნის მაცოცხლებელი, თვალწინ გვეშლება
საუცხოვო ტყე, რომელიც, თითქოს რაღაც ჯადოსნობით, მოფენილი ნესტიან და
ჭაობიან ადგილებში, პირველად შეგვიპყრობს ტყის სიცუმე და მყუდროება მდიდარი
მცენარეები მოგვაგონებენ ცხელ ქვეყნების დაბურულს ტყეებს, მაგრამ მაინც ვერ
გვაკმაყოფილებს - აქ ვერ ვხედავთ იმ სიმშვენიერეს, ფერებს სხვა და
სხვაობას, რაც შეინიშნება ცხელ და ზომიერ ქვეყნების დაბურულს ტყეები შო,
ყველაფერი, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის უზარმაზარ რო ბალახი, რომლისგანPც
დროს განმავლობაში გაჩნდა ქეთნახშირი დედა მოწამე; ამგვარი მცენარეები
ძველად შეიდი ტენდნენ გარდამავალ საფეხურებს მცენარეთა საშეფოს
განუორირებაში, მათს შოუშომავლობის დღესაც ვხედავთ, მხოლო ლოდ სხვა
პირობებში, რაც ბევრად არ განირჩევა ქვანახში როს ხიწის პირობებისაგან,
რადგან 2 ში შინაც შესქელებული იტმოსფერი, ორთქლით დი ნივრით აღვსილი,
როგორ ცხრილში ისე უშვებდა დედამიწაზედ მზის სწორს სხივებს , დედი-მოწის
ზედაპირი ანუ ზეადაგი შეტად ჭაობიანი იყო და ჰაერო, ნესტიანი და სულის
შემხუთველი, რის მსგავსს ები ლაც "შევხვდებით ზოგიერთ ყრუ ტყოს მოვარდნილს
და ჭაობიანს ადგილებში.
მეორე უფრო დამახასიათებელი ქვანახშირის დროის მცენარეულობისა არის მცურავი
მცენარეები, რომელიც უზარმაზარ ხეების ოდენა იზრდებოდა. მარტო ტოტები ამ
ბუმბერაზ მცენარეებს ნამდვილ ხის ტანისოდენა ჰქონდათ სხვა მცენარეთა შორის
შესანიშნავია ისეთი ხეები, რომელთაც მოქარგული ქერქი ჰქონდათ, რისთვისაც ამ
მცენარეებს სიგილიარებს უწოდებენ, რაც გადათარგმნით ნიშნავს აღბეჭდილს ხეს
და უზარმაზარი ლეპიდოდენდრონები, რომელთა წარმომადგენელია დღეს საცოდავი
მცურავი მცენარეები, შემდეგ ჩვენ გვაოცებს ერთგვარი მცენარეები, რომლებიც
გარეგნობით მოგაგონებს ლამპის საწმენდს ვეებერთელა ჩოთქს — იმათ კალამიტებს
უწოდებენ. ბოლოს ჩვენ ვხედავთ კიდევ ძველს ნაცნობებს ჩადუნებს, რომელთა
შესახებ დღევანდელი მათი სახე სუსტს წარმოდგენილებას გვაძლევს.
ქვანახშირის ხანის ტყე
წინ სჩანს სტეგოცეფალი, მეორე ამგვარი ცხოველი მოშორებით სჩანს, თავი
ამოუყვია წყლიდან. წინიდან მარჯვნით მუქი ფერის ვეებერთელა მცურავი
მცენარეა ლეპიდოდენდრონი, შარცხნით—მუქი ხე— კალამიტი, შუაში ლამა ზი
ნაბეჭდი ტანი ხის სიგილიარისა და ჩადუნები,
ბოლოს ჩირგვების ძირში ცოცვა იწყეს ჭიანჭველების მსგავს ტერმიტებმა,
რომლებიც ახლაც ცხოვრობენ ცხელ ქვეყნებში. თავის ცხოვრებით ისინი ბევრად
მოგვაგონებენ თავიანთ წინაპრებს ქვანახშირის ხანაში, როცა ატმოსფეროს
საკმაო გამჭვირვალობა აკლდა, ახლა ტერმიტები ბნელს ადგილებში ცხოვრობენ და
სანადიროდ მხოლოდ ღამ-ღამობით გამოდიან.
ამ სახით, იმ დროს, თუმცა მცენარეულობამ ძლიერ წაიწია წინ, მაგრამ ცხოველთა
სამეფო-კი დაჩაგრული იყო; იმ სურათზე, რომელიც თვალწინ გვიყენებს
ქვანახშირის დროის ბუნების, ცხოველებს თითქმის ვერც-კი ვამჩნევთ. მაშინდელს
დაბურულს ტყეებს უმანკოების ბეჭედი აზის, ცხოველთა სიცოცხლე მას ვერ
შეხებია და ქვანახშირის დროს ტყეებშიაც დაურღვეველი სიჩუმე სუფევდა.
*
ნახშირმჟავე ჰაერგვარი შესდგება მჟავბადისა და ნახშირბადისაგან. ახლა ჰაერი
უმთავრესად მჟავბადისა და აზოტისაგან შედგება, ნახშირმჟავე იმაში ძლიერ
ცოტაა.
ამ ხნის განმავლობაში იზრდებოდნენ და კვდებოდნენ ის ბუმბერაზები მცენარეთა
სამეფოდან, რომლიდანაც შესდგებოდნენ პირველ ყოფილი ველური ატეხილი
ბალახები, რომელთაც ბოლოს და ბოლოს შექმნეს ვეებერთელა მადნები
ქვანახშირისა, აწინდელი მრეწველობის ამამოძრავებელ მძლე ძალისა.
დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული აუარებელი დამტვრეული და მკვდარი
მცენარე მიჰქონდა წყალს, მოვარდნილ მდინარეს სადმე ჩაღრმავებულ ადგილას,
ტბებში, წყლის ვეებერთელა აუზებში. აქ ხის ტანი გროვდებოდა, წყლის
მჟავბადისა და იმ მჟავბადის შეერთებით, რომელიც ხეში იმყოფება, თან და თან
იქცეოდა ნახშირად. იმავე მდი. ნარეს მოჰქონდა ტბაში თიხის შლამი, რომელიც
გადაეყრებოდა ხეს ზემოდან, ხე მოჰყვებოდა მიწაში და მჟავბადის მოქმედებაც
შესუსტდებოდა. მიწაში მოყოლებული ხე მილიონ წლების განმავლობაში მაგრდებოდა
და ზემოდან დაყრილი თიხის შლამი აჩენდა იმ ნახშირის ფიქალს, რასაც ვხედავთ
ქვანახშირის შრეებზედ. ამ ფიქალზედ ხშირად შეხვდებით მაშინდელ დროის
მცენარეთა ფორმების აღბეჭდილებას, თვითონ ქვანახშირში კი, მჟავბადის ნელა
მოქმედების გამო, სრულიად გამქრალია შინაგანის შენობის კვალი.
ქვანახშირის გაჩენა ყველგან ისე არ ხდებოდა, როგორც ზემოთ ავსწერეთ,
რადგანაც ყველგან მდინარეს არ ჩაჰქონდა ხეები შორეულ ადგილებიდან
ჩაღრმავებულ ადგილებში. უფრო ხშირად ეს ძვირფასი მასალა ჩნდებოდა იქ, სადაც
მისი წარმომშობი მცენარეულობა ხარობდა. საზოგადოდ ქვანანშირის მადანი
წარმოადგენს მთელს რიგს შრეებისას, რაც გვიჩვენებს გარეგან პირობათა
ცვლილებას, რომლის წყალობითაც ტყეები ჩნდებოდა და ისპობოდა. აქვე უნდა
ვთქვათ, რომ ქვანახშირი ყოველთვის ხმელეთის მცენარეთაგან არ ჩნდებოდა,
არამედ ზღვის მცენარეებიდანაც, რომელთაც ემატებოდა ხმელეთიდან ჩატანილ
ხეების ტანი. ამას გარდა,საუკეთესო ხარისხის ქვანახშირს სრულიად არ ატყვია
მცენარის კვალი, თითქოს იგი ტბების ფსკერში დაგროვებულ მცენარეთა
შლამისაგან იყოს გაჩენილი.
* თორფი ანუ მიწა-მკვარა ჭაობის ნელად დამპალი მცენარეებია, ნახშირად გადაქცეული და ფენებად დაწყობილი ჭაობის ძირში. აშრობენ ჭაობებს, ამოაქვთ ფენები, სტკეპნიან, აშრობენ, სჭრიან აგურებივით და ხმარობენ შეშის მაგივრად.